You are on page 1of 5

ჯეკ დენიელსი

“ერთიც დავლიოთ, ავთანდილოვიჩ”

ლუკა ყოჩიშვილი

დალევა მეტად სახიფათო სპორტია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მაგიდას ერთი


ნაცისტი, ერთი ამერიკელი, ერთი ამერიკელების ნაცისტი აგენტი და სხვა „უსახელო
ნაბიჭვრები“ შემოუსხდებიან ხოლმე. დალევა მეტად აზარტული სპორტია, უფრო
მეტად მაშინ, როდესაც წრუწუნა ხარ და ჩხიკვთა ქორწილში მოხვდები. სამწუხაროდ ,
დედაბუნებას შენთვის ზომა-წონა არ მოუცია, რომ ყანწის სასმისი შესვა . მაგრამ,
როდესაც „ვირიშვილს ღვინოს თავზე დასხმით გემუქრებიან“, მაინც რომ რუდუნებით
ეძალები ჯადოსნურ სითხეს. დიახ, დალევა, მართლაც, აზარტული და სახიფათო
სპორტია! უნდა ვახსენო, რომ მამაჩემი ღამეული სმისა და ჭამის საათების ათვლას
სიტყვებით - „ტანკში ვზივართ“ - იწყებდა. გარშემო მალევე დგებოდა ღვინის ,
სალათისა და სუფრაზე დაქცეული კოკა-კოლის ერთმანეთში არეული მომჟავო სუნი.
უჩვეულო თბილოდა კიდეც, ოღონდ არ გაბითურდეთ! თბილოდა არა ნოსტალგიური
და ოჯახური აურის, არამედ სიგარეტის ნისლად დამდგარი კვამლისა და დახუთული
ჰაერის გამო. მაგრამ, ხომ მაინც თბილოდა, კაცო?! ამიტომაც ჩემთვის სმა, პირველ
რიგში, უჩვეულო ხალხმრავლობასა და სითბოსთან ასოცირდება. ასე მგონია, ღვინო,
როგორც სასმელი, მხოლოდ ერთი კაცისთვის არ არის. ის ადამიანებისთვისაა. ღვინო
ის სასმელია, რომელიც ყველას: შემოსწრებულებს, ნათესავებს, წასულებს, ღმერთს,
სამშობლოს ერთ მწკრივ ჩამოაყენებს ხოლმე და თითოეულ მათგანს გულში.. სასმისსა
და „ჩვენს უძირო ქვევრში“ იხუტებს. ისე, რა ჯობია კარგ სადღეგრძელოს? მე ასე
მგონია ნამდვილი სადღეგრძელო სუფრასთან შენი ადგილის დაკავებიდან პირველი
სასმისის შესმამდე გრძელდება. ვგულისხმობ სუბლიმაციას. მოლოდინი, მზადება ,
საკუთარი თავის გასამხნევებლად ჩუმი შეძახილები და ჰოპ! „ალავერდს ვარ შენთან,
ჩემო ძმაო“ გესმის. ისე, კარგ სადღეგრძელოს კარგი მთქმელიცა და კარგი გამგებიც
სჭირდება. ეს აუცილებელია, თორემ ერთხელ შეიძლება, ერთი უბირის მსგავსად , რვა
მარტს ბიძას დაბადების დღის ნაცვლად, დღევანდელი ლამაზი და ფერადი დღის
სადღეგრძელო შეუსვა. შემდეგ კი ეგ ფერადი დღე „ფერადი და სველი თვალებით“
გააცილო. მაშასადამე, სმა სპორტთან ერთად, სადღეგრძელოების თქმის
ხელოვნებასაც უკავშირდება.

თამადები მიყვარს. მიყვართ თავიანთი სიმძიმით, მჭვერმეტყველებით,


ორატორობითა და კაცთმოყვარეობით. ყოველთვის ვამბობდი, როდესაც ეს დიდი
კაცები ყანწს ხელში აღაპყრობდნენ, სწორედაც, ასეთი უნდა ყოფილიყო
შუასაუკუნეების ლეგენდარული მებრძოლი ქართველი-მეთქი. „სიმძიმით“,
აჯოფრებული ლოყებით, მომნუსხველი თვალებით, რომლებსაც უკვე ნელ-ნელა
ეფინება ლირი, თავისი ომახიანობით და ა.შ. სიმამაცე უნდა სუფრის გაძღოლას და
ლიდერის სული, როგორ გგონიათ სხვა? ყოველი ახალი ჭიქა ხომმ შენი სიმტკიცის,
ისევე შენი მჭვერმეტყველურად საუბრისა და აზრის ჩამოყალიბების უნარის გამოცდაა .
სუფრაზე ყველა ყველას ებრძვის. ყოველ ჩამოსხმულ სასმისში ატანს მეტოქე შენი
„დაძინების“ სურვილს. შენც რიგიანად იქცევი, არ ეძალები „შავსა და ლიცლიცას“.
სადღაც წინაპრების სადღეგრძელოს შემდეგ შეიძლება მიხვდე , რომ ეს უკვე ბოლო
ჟამია და თავის ჩარგობაზე მეტიც არაფერი გინდოდეს, მაგრამ ასე არ იქცევი . ნეშის
თამაშთა თეორიის მიხედვით შენი დომინანტურის სტრატეგია ბოლომდე სმაა . რა არის
ეს ბოლო? როგორც ნამდვილი ქართველი რაგბის ეროვნულ ნაკრებს ქომაგობს
შეძახილებით: მიდით, ბოლომდე ბიჭებოო“ ალბათ ეს ბოლო იგულისხმება აქაც .
ოღონდ სუფრაზე ბოლო, ჩავთვალოთ, სიკვდილს უდრის. თუმცა, შეიძლება, მესამე
დღეს აღსდგე კიდეც, თუ, რა თქმა უნდა, შესაბამის „პრეპარატებს“: უზმოზე ხაშსა და
ორას გრამ ჭაჭას შემოგაშველებენ

პოსტ-სმის პერიოდი ძალიან რთულია. ურთულესიც კი. არაფერი არ გახსოვს, მაგრამ


იცი რომ რაღაცის უნდა გრცხვენოდეს, თან მეტად. წესით, შენი გმირობების არც
გახსნება და არც შემსწრე მაყურებლების დანახვა უნდა გსიამოვნებდეს . თუმცა ,
როგორი წინააღმდეგობრივიც არ უნდა იყოს, ადამიანებს ძალიან მოსწონთ საკუთარი
„იაღლიშების“ მოსმენა. სასაცილოა, როგორი სირცხვილნარევი გაოცებითა და
ფარული ბედნიერებით შეიძლება, გულისყურით უსმენდნენ ისინი „ლეგენდარული
წინა ღამის“ ამბებს. ჩვენს ცხოვრებაში ორი დიდი ღამე არსებობს. მოდით, გავანებოთ
პირველ ღამეს თავი და მეორე ღამეზე ვისაუბროთ. ღამეული თავგადასავლები,
მართლაც, ძალიან საინტერესოა. ზოგჯერ შენს მეგობრებთან ერთად მაიკ ტაისონს
ბენგალურ ვეფხვს მოპარავ. ხანდახან შეიძლება ღამის სამ საათზე შვილები მაკო-პაკო
გააღვიძო და უამბო როგორი ცუდი მამა გყავდა. მერე შეიძლება ატირდე კიდეც
(მაკოცა და პაკოც ტირიან და უკვე ეზიზღებათ მამა). ადამიანებს მოსწონთ, რომ
დასამახსოვრებელები არიან, როგორი უარყოფითი კუთხითაც არ უნდა იყვნენ ისინი
წარმოჩენილნი. ლოთებიც, ბახუსის ჟინით შეპყრობილნი, იმიტომ სვამენ, რომ ან
ძალიან უიმედოები არიან, ან არავინ ჰყავთ. ერთი მეორეს ნამდვილად არ
გამორიცხავს. ადამიანები ჭეშმარიტად უიმედოები არიან, როდესაც მათ აღარავინ
ჰყავთ, ვისაც მათი არსებობა ემახსოვრება და ედარდება. ამიტომაც აღვნიშნე , რომ
მარტოკაცი სმაში ცოდოა. დიდი სიფრთხილეა ასეთ ადამიანებთან საჭირო, რომლებიც
სევდას ღვინოს აყოლებენ და მოარულ მკვდრებად გვევლინებიან საზოგადოებას .
ისინი ნამდვილად მკვდრები არიან. აბა, რომელ ჩვენგანს სიამოვნებს ქუჩაში
მოხეტიალე, მომღერალი და ჭუჭყიანი ნაადამიანარის დანახვა. ჩვენ ხომ
გაუცნობიერებლად ზიზღის შეგრძნება გვეუფლება და წამსვე თვალს ვარიდებთ მას ,
თითქოს არც არსებულა. ადამიანები არ ვიმჩნევთ მას, თუმცა კი ვაკვირდებით,
გამვლელის შემყურე როგორ დუმდება ხოლმე ეს პატივცემული. შემოგვცქერის ,
რაღაცის თქმა უნდა, თუმცა სახეზე აღბეჭდილ დაუფარავ სიძულვილსა და ამრეზში
რომ გამოგვააშკარავებს, თავს ჩაქინდრავს და გზას განაგრძობს. ერთი საათის შემდეგ
არც კი გვემახსოვრება ის უსიამოვნო სახე. ხოლო მას კი ვემახსოვრებით, რომელიც
უფრო გამეტებით გააგრძელებს „მრავალჟამიერის“ ხიხინსა და ჩვენი
„საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“.

ამგვარად, დალევა ადამიანებს აერთიანებს. განსაკუთრებით ქართველებს,


რომელთა კოლექტიურ მეხსიერებაში „სტუმართმოყვარე და მზიანი საქართველოს“
ტრადიცია ძლიერ ფეთქავს. ქართველი კაცი, პირველ რიგში, ყველა გაჭირვებულის
სადღეგრძელოს თქმისა და უბანში გამვლელ-გამოვლელთა სუფრაზე მოწვევისთვის
უფრო მეტადაა მზად, ვიდრე ამ გაჭირვებულისთვის რაიმე სხვა დახმარების
აღმოჩენისთვის. მაგრამ, „ვირო მადლიო“, რა. შესაძლოა იმ დუხჭირისთვის იმ
ვითარებაში ოჯახური გარემო, თბილი კერა და ხმელი მჭადი და ყველი უფრო
ღირებული და ძვირფასი იყოს, ვიდრე ფული. ამიტომაც, მადლიერება კიდევ უფრო
შვენის სუფრასა და მადლიერი ადამიანის სადღეგრძელო დალოცვაა პირდაპირ
ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე, დალევა კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლის
მნიშნვნელოვანი საშუალებაა. თუ რეალურად, ადამიანებს უჭირთ საკუთარ
პრობლემებზე საუბარი და ამ სხვათა პრობლემების გაზიარება , სასმელი ამ „ყინულს
ადნობს“, ადამიანებს აახლოვებს. ბოლოსდაბოლოს, ურთიერთობებს
აფამილიარულებს. სუფრაზე შეძენილი ნაცნობი ჩვენს გულმხურვალე ამფსონად და
ცხოვრების მესამე მეგზურადაც უნდა ჩავთვალოთ. რატომ? შემდეგი რკინის
არგუმენტის გამოყენებით : “მე აი ამ კარგ კაცთან ღვინოც დამილევია და პურიც
გამიტეხია“

„ჰამლეტი“ ერთი დიდი ნადიმია, რომლის ბოლოს ყველანი თვრებიან და დიიიიიდხანს


იძინებენ. მაგალითად, ჰორაციო, ჩემი აზრით, სუფრაზე შემოსწრებული პატივცემული
და ნდობით აღსავსე კაცია, რომელიც ეს-ესაა სამსახურიდან გამოვიდა და მყისვე იმ
სუფრას მიაშურა, სადაც ყველანი მოუთმენლად ელიან. ელიან, რადგან მის გარეშე
წარმოუდგენელია ამ ლამაზი საღამოს ღირსეულად წარმართვა. შემოსწრებულიო
ვთქვი, და მართლაც ასეა. სიუჟეტის დასაწყისში ორი პერსონაჟი და ჩვენც ასე
მოუთმენლად ველოდით მას. მისმა რეპლიკებმა და ცინიკურმა დამოკიდებულებამ
შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. უნდა აღვნიშნო, რომ მას იმ ერთ შემოსწრებული
ვაჟბატონად ვაღიარებდი, რომელსაც ერთხელ მაინც უთქვამს: „რა დალიეთ, ბიჭო,
ასეთი? და თან ჩემს გარეშე? მაიტა დამალევინეთ, მაკაიფეთ მეც რაა“. თავიდანვე
შესამჩნევი იყო, რომ ამ პერსონაჟს სხვებისგან მკვეთრად გასნხვავებული პათოსი
ჰქონდა. პერსონაჟი ასე ძლიერ რომ აბიაბრუებდეს მეგობრებს და ჯიუტად იცავდეს
რაციონალიზმს, რაღაცნაირად იმის მიმანიშნებელიც შეიძლება ყოფილიყო , რომ
ჰორაციო ბოლომდე არც არასდროს ეკუთვნოდა სიუჟეტს. როგორც პერსონაჟის ისე
გარე აუღელვებელი დამკვირვებლის როლს ირგებდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც
აჩრდილი პირველად გამოჩნდა მარცელუსი ჰორაციოს შემდეგი სიტყვებით
მიმართავს: „უთხარი რამე, ჰორაციო, შენ სწავლული ხარ.“ მოდით, წარმოვიდიგინოთ
სცენა და სინათლე ამ სცენაზე. სინათლე ჰორაციოს შარავანდად ადგამს და ამის
შემდეგ გვესმის ეს სიტყვები. პირველი რამ, რაც მომაფიქრდა არის ის, რომ შეხედეთ
ამ კაცს, ამის იმედი კი ნამდვილად მექნებოდა ცხოვრებაში. ამის გარდა , საინტერესოა
ის, რასაც ეს პერსონაჟი იძახის მეფის აჩრდილზე: „სწორედ მაგგვარის ჯაჭვ-ჯავშნით
მორთულ იყო, როს დაამარცხა თავგასული ნორვეგიელი; სწორედ მაგგვარად ჰქონდა
მასაც წარბი შეკრული, როს პოლონელი მარტოდმარტომ ყინულზედ დასცა, ფრიად
მაკვირვებს“. საინტერესოა, რა ასაკისაა ჰორაციო, რომ გარდაცვლილი მეფის უდიდეს
გამარჯვების შემსწრე გახლავთ? კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ როდესაც მეფემ
დაამარცხა ნორვეგთა მეფე, მაშინ დაიბადა, სწორედაც, ჰამლეტი. ჰამლეტი და
ჰორაციო კი ტოლები თუ არა, თითქმის ტოლის ასაკისანი, „თანაშეზრდილნი“ არიან.
ესეც საკმაოდ საყურადღებო მინიშნებაა, ვიფიქროთ, რომ ეს პერსონაჟი გარდა გარე
დამკვირვებლისა, არამედ ამ ისტორიის მთხრობელის როლსაც ირგებს. ეს ტრაგედიაც
ხომ მაშინ დაიწყო, როდესაც ჰამლეტი დაიბადა. ამგვარად, ლოგიკურია , რომ
ჰორაციო „დასაწყისის დასასაწყისის“ მომსწრე გახლავთ.

სიმბოლურია, რომ თავად ჰორაციო უძღვება ჰამლეტს აჩრდილთან შესახვედრად ,


ისევე როგორც ავტორი ავითარებს საკუთარ პერსონაჟს თავად. ჰორაციო თავს
მოვალედ თვლის, მოახსენოს უფლისწულს მეფის აჩრდილის გამოჩენის ამბავი და
ამას ასრულებს, თუმცა, მას შემდეგ რაც თავად აჩრდილი შეხვდება ჰამლეტს, მისი
ნარატივი და პათოსი იცვლება. ჰორაციოს, ავტორს უყვარს ჰამლეტი. უყვარს
პერსონაჟი, რომელიც სწავლობდა ვიტენბერგში და იყო ის ვინც იყო. პათეტიკური ,
იდეალისტი, „მძიმე“ ბიჭი ჰამლეტი, რომელიც ბედნიერებასა და შვებას წიგნებში
ეძებდა. ამიტომაც არის, რომ ჰორაციო, უკვე შემოსწრებული და ვითარებაში
გარკვეული მსმელი ადამიანი, თითქმისაა შეაკვდეს ჰამლეტს, ოღონდაც საკუთარი
თავი არ მოაკვლევინებს - „მას“
„ როგორ იქნება , მერე ზღვისკენ რომ მიგიტყუოთ ,

ან აგიყვანოთ თვალთუწდომელ სალის კლდის წვერზედ ,

რაიც მაღლიდამ მღელვარე ზღვას ძირს დასცქერია ,

და იქ მიიღოს კიდევ სხვაფრივ საშიში სახე

და მით გონება დაგიბნელოთ , ჭკვიდამ შეგშალოთ !

აბა იფიქრეთ , ისიც კმარა თქვენს გასაწირად ,

რომ უფსკრულიდამ გესმოდეთ ზღვის მრისხანე დრტვინვ ა“

„ჰამლეტის სიკვდილისთვის“, ანუ, მისი მარიონეტად გადაქცევისთვის, საკმარისია


რომ უფსკრულიდამ, ჯოჯოხეთიდან ესმოდეს საკუთარი მამის მრისხანე დრტვინვა ,
ჩივილი. ჰორაციოს განწყობის ასეთი სწრაფი ცვლილება, ჩემი აზრით, ავტორის
ემოციებისა და დამოკიდებულებების ანარეკლია. ამ პასაჟის მთავარი ხიბლი , ჩემი
აზრით, იმაშია რომ ხელოვნურად და ზუსტად გაწერილი არ არის. არვიცი, ავტორი
რაზე ფიქრობდა, როცა ჰამლეტს აჩრდილისკენ მიუძღოდა, მაგრამ, ვფიქრობ,
პერსონაჟის სულიერი სიკვდილი და, ამავდროულად, გარდასახვა, ძალიან
ტრაგიკულიცა და საინტერესოცაა.

ვფიქრობ, რომ ჰორაციო არის კაცი, რომელიც ჰამლეტს ჭეშმარიტად უყვარდა. მას
შემდეგ რაც ჰამლეტმა ოფელია „იმსხვერპლა“ სპექტაკლის ეპიზოდში ჰორაციოს
უცნაურ რაიმეს ეუბნება: „რაც ჩემმა გულმა თავისუფლება მოიპოვა კაცთ გარჩევისა,
შენ მიგითვისა და დაგბეჭდა თავისის ბეჭდით, შენ, ვისაც ბევრი გიტანჯია , მაგრამ არ
იმჩნევ; არ იმჩნევ არცა ბედისწყრომას, არც მისს წყალობას და ორივესთვის
თანაბრობით მადლობას სწირავ. ნეტავი იმას, ვინც აგრეა შეზავებული გრძნობით ,
გონებით; ჰორაციო ამ შემთხვევაში წარმოდგენილია იდეალად , ან, მე თუ მკითხავთ
ტრაგედიისთვის ზედმეტად სრულყოფილ პერსონაჟად. მას განვითარება არ აქვს.
ტრაგედიის დასწყისიდანვე მისთვის უკვე მიკერებულია სხვადასხვა იარლიყები ,
თითქოს გმირი კი არა, ერთი დიდი მოცემულობა იყოს, რომელიც თავისთავად არის
აღქმადი. თუ ჰამლეტი ოდესმე საკუთრი აღსარების ჩაბარებას მოინდომებდა , ამას
ჰორაციო და მხოლოდ და მხოლოდ ჰორაციო მოისმენდა. მართალია, ავტორისა და
მკითხველის გარდა არის კიდევ ერთი მოწმე, თუმცა მას ამ ტრაგედიაში ჰამლეტი
გაუცნობიერებლად თუ გააზრებულად უპირისპირდება . არც ის მგონია შემთხვევითი ,
რომ მთელი ტექსტის მიმდინარეობისას ჰამლეტი გულწრფელად და ადამიანურად
ჰორაციოსთან საუბრობს. იქნებ, იმიტომ, რომ ავტორი/ჰორაციო ერთადერთია ვინც
მას არ კიცხავს? პირიქით, სანდო მრჩევლის, მეგობრისა და პატიოსანი ადამიანის
სახელი აქვს დამკვიდრებული და მთავარ გმირს „კეთილგონივრულობისკენ“
მიუთითებს. ცოტათი სასაცილოდაც მეჩვენება, როგორი მტკიცებითი პასუხები აქვს ამ
პეროსონაჟთან ჰამლეტთან მიმართებით. მაგალითად, „ამ სანაძლეოს წააგებთ“. კაცი
სასიკვდილოდ მიდის და ჰორაციო ამის გარდა არაფერს ამბობს. ვერ წარმომედგინა ,
რომ მომაკვდავისთვის „მამაო ჩვენოს“ ბუტბუტზე მეტად სასტიკი გამომშვიდობება თუ
შეეძლო ძეხორციელს. ოჰ, როგორი საზარელი პერსონაჟი და როგორი შესანიშნავი
ავტორი ხართ, ჰორაციო?! ალბათ მისი გენიალურობაც იმაშია, რომ იცის, მის პასუხებს
არად ჩააგდებენ, მაგრამ ბოლომდე ჯიუტად თამაშობს საკუთარ როლს.
ბოლოსდაბოლოს ამ პერსონაჟის მოვალეობაც „პინოქიოს ჯიმი კრიკეტად“ .
ადამიანისთვის ყველაზე დიდ ამაოებად - ყოფნაა.

გემშვიდობებით სავსე სასმისითა და იმედებით სავსე გულით, გაგიმარჯოთ ,


გისურვებთ ლამაზ და ფერად დღეებს. ჰო, კიდევ - მოდით, გაუმარჯოს ყველა იმ
ადამიანს, ვინც შარშან უნდა მომკვდარიყო და წელსაც ცოცხალია , ჩვენი თამადობით !

You might also like