You are on page 1of 2

,,აღმართ-აღმართ”

ლექსში ,,აღმართ-აღმართ” გამოკვეთილია ავტორის გულისტკივილი და ღრმა განცდები


სამშობლოს მიმართ. აკაკი ერის მაჯისცემის მაყურადებელი იყო და ძილშიც კი არ ეძინა
სამშობლოზე მოფიქრალს. ის იმდენად სავსე იყო სევდითა და ნაღვლით, ლექსშიც ჩააქსოვა
ეს თითოეული განცდა. მან სამშობლო წარმოაჩინა, როგორც მოტყუებული და სასიკვდილოდ
განწირული სატრფო.

პოეტი მჭმუნვარედ, სევდით იყურება და მას ყოველგვარი იმედი წარსულში დარჩა, თუმცა
აღმართ-აღმართ იწყებს სვლას, რათა შედგეს სერზე და ჭმუნვის ალი შეინელოს.

„აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.”

ლირიკული გმირი სულიერი განვითარების გზას შეუდგა და ღვთისკენ დაიწყო სიარული,


სადაც, ჩანს ხორციელი ყოფა დასძლია, ამ სიმაღლეზე კი სიკვდილის შიში აღარ აწუხებს. აქ
ყოველგვარ სისპეტაკეს ეზიარება და მზის სხივის სახით ღვთიური ნათელი ეფინება. პოეტი
უცნაურ გრძნობას განიცდის, რასაც მეტაფორულად გადმოგვცემს:

„შემიდუღდა მაშინ სული და გული,

იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული”

უცნაური ცეცხლი გიზგიზებს მის გულში, ცეცხლი რომელიც შიგნიდან განწმენდს მას,
მაგრამ უეცრად ბზარი ჩნდება, სულისშემძვრელი რეალობა ჩანს ამ სიყვარულითა და
სიწმინდით სავსე ადგილას. ამის შემდეგ ავტორი სულ სხვა გარემოს გვიხატავს, იწყება
დაღმა სვლა, თითქოს მიწას ბოლომდე ვერ მოსწყდა და იგრძნო სიმძიმე. გაახსენდა მტრის
ფარისევლური ალერსით მოტყუებული სატრფო, თავისი სამშობლო და უდიდესმა
ტკივილმა შეიპყრო.

სამშობლოს ის პატივაყრილ ქალწულს ადარებს, რომელიც გულუბრყვილოდ ენდობოდა


მოყვრის ნიღბით მოსულ მტერს. მას აწუხებს ეს მტკივნეული მდგომარეობა და ამბობს:

“მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები

ნუ გგონია იქ ია და ვარდები!”

ის აფრთხილებს სატრფოს, თუმცა ამაოდ, რადგან თითქოს პოეტმა და სატრფომ ერთმანეთს


ვერ გაუგეს. აქ იწყება პოეტის ტრაგედია, ვეღარ ძგერს მისი გული ისე, როგორც უწინ.
თოთქოს დაკარგა მხნეობა და რწმენ.

“იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,

ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!”


მტკივნეულად აღიქმება ეს სტრიქონები, საქართველოს შემხედვარე სულშეძრული პოეტი
ნებდნება წუთისოფლის სიავეს და განისვენებს მარადის.

ჩემთვის, ტრაგედია, რომელსაც ეს ლექსი ასახავს გულთან ახლოს მისატანი და ტკივილის


მომგვრელია. ამ ყველაფრის გააზრება კი პატრიოტიზმს აღვიძებს ჩემში, ამასთანავე
ღვივდება სამშობლოს სიყვარული და შემიძლია განვიცადო ტკივილი, რომელსაც ის
განიცდის. ეს ლექსი ემოციებით დატვირთულია და აკაკი წერეთელს შესანიშნავად
გამოუვიდა, ჩემზე, რიგით მკითხველზე ღრმა ემოციებით ემოქმედა.

ლექსი გამორჩეულია თავისი სტილით. მას განსაკუთრებულ ეფექტს სძენს მხატვრული


ხერხები. თავიდანვე იქცევს ყურადღებას ომონიმური რითმით, რომელიც მას უფრო მეტ
მელოდიურობასა და კეთილხმოვანებას ანიჭებს და კიდევ უფრო ამძაფრებს სათქმელს.
მეტაფორები:,,აღმართ-აღმართ“, ,,მზემან“ ღვთისკენ სწრაფას აღნიშნავს. ეპითეტები:
,,დაგული“, „ სადარი“ გვეხმარება ავტორისა და საქართველოს მძიმე მდგომარეობის უკეთ
გააზრებაში. მთელი ლექსი გადმოცემულია ალეგორიულად.

You might also like