You are on page 1of 4

აჩრდილი

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სამწერლო


ასპარეზზე გამოვიდა პროგრესულ-დემოკრატიული
იდეებით გამსჭვალული ახალი თაობა, რომლებსაც
განათლება რუსეთში მიეღოთ და
თერგდალეულებს უწოდებდნენ. იქ გატარებულმა
წლებმა უდიდესი კვალი დატოვეს მათ
ცნობიერებაში. რუსეთის მოწინავე ადამიანების
საზოგადოებრივ იდეებისა და რევოლუციური
მოძრაობის ზეგავლენით თერგდალეულებმა
საქართველოში შემოიტანეს პროგრესულ
დემოკრატიული იდეები. ამ მოწინავე
ახალგაზრდობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა
ცხოვრების გარდაქმნისთვის ბრძოლა. სწორედ
მათ რიგებში შედიოდა გამოჩენილი მწერალი და
საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე, რომელიც
შეწუხებული იყო მშრომელი ხალხის ბდით და მათი
ეროვნულ- სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ
იბრძოდა. სწორედ ამ თემას მიუძღვნა მწერალმა
შესანიშნავი პოემა „აჩრდილი“, რომელშიც
ნათლად არის გადმოცემულია პოეტის სოციალური
და ეროვნული იდეები
პოემის მეშვიდე თავში მკვეთრად ჩანს ილია
ჭავჭავაძის სამშობლოსადმი გულისტკივილი.
მწერალი თავის ბედკრულ საქრთველოს მარად
მის გვერდში დგობას ჰპირდება. იგი აცხადებს რომ
მას თანამემამულეების სისხლით აქვს გადაბანილი
გული, სწორედ ის გული სადაც ინახავს
სამშობლოს წარსულსა და აწმყოს. პოეტი ტანჯული
საქართველოს თანამოზიარეა, ჩაგრული
სამშობლოს ცრემლი თვითონაც უღვრია
თვალებიდან, ისიც დაუტყვევებია წარსულის
დღეებს, ხოლო აწმყოთს სული და გული
დაწყლულებია. „მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო,
შენის ტანჯვითა, შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი
მიტირებია,მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა
შენთა ნატვრითა,შენის აწმყოთი სული, გული
დამწყლულებია.“
ილიას ახსოვს სამშობლოს დიდებული წლები, იცის
რომ ერთ დროს ისიც გამარჯვებული,
წარმატებული სახელგანთქმული და ძლიერი
ყოფილა. მასაც ჰქონია ის მადლი რომელსაც
თავისუფლება ჰქვია. მართლაც, ისეთ პატარა ერს
როგორიც საქართველოა მრავალი ჭირი
გამოუვლია, არაერთ დამპყრობელს, რომლებიც
მსოფლიოს თავიანთი სისასტიკით აზანზარებდნენ
საქართელო ერთხელ თუ არა რვაჯერ
დაულაშქრავს. თმცა საქართელომ მებროძლი
შვილების მადლით გადარჩენა მაინც მოახერხა.
თუმცა „საწუთრო განა ვინმეს დიდხანს ახარებს?“
ბოროტმა ჟამმა ყველაფერი ღირსეული რაც
სქართველოს შერჩნოდა როგორც მტვერი ისე
არია. სამწუხაროდ, მასაც დაუდგა ისეთი დრო,
როდესც მის შვილებსაც აღარ სწამთ, აღარ სჯერათ
მისი აღდგენა და გაძლიერება და დაუგდიათ
როგორც გაუქმებული ტაძარი.
„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.“
ილია ჭავჭავაძე აქაც, როგორც მის უამრავ
ნაწარმოებში, სამშობლოს ხსნის ერთადერთ გზასდ
ერის გამოცოცხლებას მიიჩნევს, მას სჯერა რომ
ვიდრე ქართველები ჭკუით არ ამაღლდებიამ და
ცოდნით არ გაიკვლევენ ცხოვების დენას, მანამდე
ასეთი შეწუხებულნი და უიმედოები იქნებიან. მათი
ტყუილი უკმაყოფილებით და შფოთვით
დაღვრილი მწარე ცრემლი კი რეალისტი მწერლის
განცხდებით მხოლოდ სამშობლოს უძლურების
ნიშანია.
„ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს
ცხოვრებას
და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების
დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს
დაღვრის, მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს
აღდგენასა და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და
ტანჯვის ჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის
უძლურებასა.“
ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების
მანძილზე დაუღალავად იბრძოდა
სიბნელის,ბოროტების, უმოქმედობის წინააღმდეგ
იგი იბრძოდა ნათელი დღის, სამართლიანობის,
ხალხის გამოღვიძებისა და ეროვნული
თავისუფლების მოპოვებისათვის.

You might also like