You are on page 1of 4

(კაცია ადამიანი)

,,მოგზაურის ჩანაწერები", ანუ იგივე, მგზავრის წერილები" მხატვრულ-დოკუმნეტური


პროსზის ნიმუშია. ნაწარმოების მთავარი გმირი რეალურ გეოგრაფიულ გარემოში
მოგზაურობს და თავისებურად მოიზარებს ნანახსა და განცდილს. მთავარი გმირი ,
რომელიც თავად მწერალია, გადმოგვცემს საკუთარ დამოკიდებულებას აღწერილი
მოვლენების მიმართ. შემეცნებითი მიზნის გარდა, ასეთ ჩანაწერებს მკითხველისთვის
შეიძლება ესთეტიკური, პუბლიცისტური ან ფილოსოფიური დატვირთვაც ჰქონდეს .
,,მგზავრის წერილები" ზუსტად ასახავს მე-19 საუკუნის საქართველოს რეალურ
პოლიტკურ-სოციალურ მდგომარეობას. ავტორი მხატვრულად აღწერს და საუბრობს
ქვეყანაში არსებული მანკიერებებისა და ზოგადი საფრთხეების შესახებ , თუმცა
გვთავაზობს გამოსავალს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძემ
საკუთარი სიტყვა და ნააზრევი არა თავად, არამედ ნაწარმოების ერთ-ერთ გამორჩულ
და დასამახსოვრებელ პერსონაჟს, ლელთ ღუნიას ათქმევინა. სწორედ ლელთ ღუნიას
პერსონაჟით ცდილობს ავტორი, დაანახოს საზოგადოებას საკუთარი მიზანი და
სატკივარი. ავტორი ცდილობს, რომ ამხილოს ქართული საზოგადოება. იგი მიმართავს
სატირას და საკმაოდ მძაფრად, თუმცა მკაფიოდ გადსმოცემს მთავარ სათქმელს.
,,მგზავრის წერილებში" ილია ცდილობს არა მარტო ასახოს არსებული მძიმე რეალობა
და ტრაგედია, არამედ გაანალიზოს იგი, დაადგინოს მიზეზშედეგორბივ კავშირი და
იპოვის გამოსავალი. სწორედ ასეთი დამოკიდებულებისა და მსოფლმხედველბის
გამო მე-19 საუკუნის რეალიზმს ,,კრიტიკულს" უწოდებენ. მწერალი ნაწარმოებში
ფართოდ იყენებს დიალექტურ ფორმებს, რაც უფრო მოთხრობას უფრო საინტერესოს
ხდის. ასეთი მეტყველება ნაწარმოებს ხალხურ კილოსთან უფრო აახლოებს, თუმცა
თანამედროვე დროში შედარებით რთულია აღსაქმელია ძველი დიალექტური
ფორემები. ავტორი მხატვრული პერსონაჟების უკეთ წარმოსაჩნად, მათი შინაგანი
სამაყაროსა და ფსიქოლოგიური პორტრეტის გასაცოცხლებლად სხვადსხვა ხერხს
მიმართვს. მკითხველი ხვდება პერსონაჟის შინაგან მონოლოგს, მათ მეტყველებას,
მოქმედებას, გადაწყვეტილებებსა და დიალოგებს. გარდა ამისა , ნაწარმოები
გაჯერებულია სხვადსხვა ტროპული მეტყველების საშუელებით.

(კაცია-ადამიანი)

,,კაცია-ადამიანი?!" ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოეობი,


რომელიც გაჯერებულია ტრაგიზმითა და სატირული დამოკიდებულებით . ნაწარმოები
გამორჩულია თავისი ,,ელეგანტაური" პერსონაჟებით. ნაწარმოებს გასდევს თავიდან
ბოლომდე გასდევს ერთი ხედვა და ავტორის ამოკდებულებაც უცველელია :სატირულ -
კრიტიკული. ავტორმა ლუარსაბ თათქარიძის პერსონაჟით შექმნა საოცარი ტიპური
სახე, რომელიც იმდროინდელ ქართულს საზოგადოებას პირდაპირ მიესადაგებოდა .
ტიპური სახე არის პერსონაჟის განზოგადებული მდგომარეობა , რომელიც ადამიანთა
თვისებების უამრავ ნიშანს აერთიანებს. ილი ჭავჭავაძემ ნაწარმოების უფრო მეტაგ
გასამძაფრებლად ტიპური გარემოც შექმნა. თათქარიძეების სახლ -კარის აღწერა
,ერთი მხრივ, მკითხველს უქმნის წინათგრძნობას პერსონაჟებისა და მათი თვისებების
მიმართ,ხოლო,მეორე მხრივ, ასახავს დანგრეული, გაჩანაგებული და არეული ქვეყნის
მსგომარეობას. ხშირ შემთხვევაში ნაწამოები საკმოდ კომიკურია სტუაციებიდან
გამომდინარე. ,,კაცია -ადამიანი?!" იწყება სატირით გაერებული ირონიით და
გრძელდება სახლ-კარის აღწერა. ნაწარმოებს წინ წამძღვარებული აქვს ეპიგრაგი ,
რომელიც მკითხველს აძლევს საშუალებას წინასწარ გასაზღვროს ლიტერატურლი
ნიმუშის მთავარი იდეა, აზრი, მიზანი, ხასიათი და მწერლის დამოკიდებულებაც .
მკითხველი ხშირად ხვდება ნაწარმოებში ავტორის მიმართვებს და მთავარი თემიდან
გადახვევას. ასეთი სახის სტილი საკმაოდ უცანური და შთამბეჭდავია . ასეთი სახით
მწერალი იპყრობს მკითხველის ყურადღებას და პირდაპირ მიმართავს თემასთან .
ილია თანდათან ცდილობს, რომ აღწეროს თათქარიძის კონკრეტული მანკიერი
თვისებები. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ლურასაბის შემგუებელ
ხასიათს. თავადი ბედს უდრტვინველად ემორჩილება, მაგრამ არც ეს მორჩილებაა
პირადი თვისება. ესეც საერთო ქართული ხასიათის თვისებაა:,,კარგის რამ არის
ქართველი კაცი:ბედსაც და უბდეობდასაც თანსწორად ემორჩილება ხოლმე ." ცხადია ,
რომ ,,თათქარიძობა" საერთო ქართული მანკიერებაა. ილია ჭავჭავაძის ლექსი
,,ბედნიერი ერი" პირდაპირი მხილებაა ლუარსაბ თათქარიძის, მისი ცოლის, ძმის და
,ზოგადად, ნაწარმოებში აღწერილი თითოეული პერსონაჟის.ილიას მთავარი მიზანი
მოთხრობის ბოლოსაა გამოთმქული. იგი ამბობს, რომ ეს ნაწარმოები საზოგადოების
სარკეა. გარდა ამისა, მწერალი გასანკუთრებულად ცდილობს იმის ახნას, რომ
ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი და თითოეული პიროვნება უნდა მიილტოვოდეს
სრულყოფილებისკენ, რათა საბოლოოს იპოვოს საკუთარი, კუთვნილი, უფლისგან
მინიჭებული ბუნება. მკითხველი ნაწარმოებსი ხვდება ტროპული მეტყველების
სახვადასხვა საშუელებას.

(ოთარაანთ ქვრივი)

,,ოთარაანთ ქვრივი" ილია ჭავჭავაძის ყველაზე ამაღლებული, სევდიანი და


გამორჩეული ნაწარმოები თავისი იდეალური და ღრმა შინაარსის მქონე
პერსონაჟებით. მთავარი პერსონაჟი ,ოთარაანთ ქვრივი, მძიმე ცხოვრებისგან
გაძლიერებული და დაბრძენებული ქალია. მისი მხატვრული პერსონაჟი სრულიად
განხვავდება თათქარიძების ოჯახისგან. ნაწარმოები დაყოფილია თავებად ,
რომლებსაც მინიჭებული აქვთ სათაურებიც. ასეთი სახის დაყოფა შინაარსის აღმქასა
და მთავარი იდეას გააზრებას აადვილებს, მკითხველისთვის უფრო აშკარა ხდება .
ნაწარმოებში განსაკუთრებული ადგილი უწირავს ოთარაანთ ქვრივის შვილს,
გიორგის, რომელიც ნაწარმოების ტრაგიკული დასარულის მიზეზი ხდება . მისი
სიკვდილი ყველას და ყველაფერს ნათელს ჰფენს, ყველაფერს ააშკარავებს და
ამხელს ადამიანებს.ნაწარმოებსი ხაზი ესმევა რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას .
მათგან გამორჩეულია გაუცხოება. გაუცხოება ყოვლისმომცველია. ხიდი ჩატეხილია ,
როგორც სხვადსხვა წოდების,ისე ერთი და იმავე კლასის წამომადგენელთა შორის.
სწორედ გაუცხოების გამო ვერ შედგა კესოსა და გიორგის შორის წრფელი სიყვარული ,
სწორედ კლასთა შორის განსხვავება აღმოჩნდა ის დიდი დამაბრკოლებელი ბარიერი ,
რომელიც კესომ ვერ გადალახა და მოექცა ვიწრო კლასობრივ ჩარჩოებში. არა მარტო
კესმოს, არამედ თვით ოთარაანთ ქვრიმაც ვერ გადალახა ბარიერი და ვერ დაინახა
სოსია მეწისქვილის სიყვარული. სიყვარული კი არა, ქვრივმა სოსია მეწისწვილის
თანაგრძნოაც კი ვერ დაიანახა. გარდა ხიდჩატეხილობისა, ნაწარმოებსი ხაზი ესმევა
გიორგის იდეალურ და მნიშვნელოვან მხატვრულ სახეს. მას საქმისადმი ზნესრული
დამოკდებულება აქვს.სხვის საქციელის ზნეობის თვალსაზრისით ზომავს , მაგრამ
სინდისის გასაღვივებლად მხოლოდ შთაგონება სმიმართავს. ნაწარმოებში ნათლად
ჩანს, თუ როგორ ჰარმონიულად შეათანხმა გიორგი სიტყვა და საქმე
ერთმანეთთან.სიტყვისა და საქმის შეთავსება-შეუთავსებლობა მარადიული
პრობლემაა. რთულად მოიზებნება ის იდეალური პრიოვნება, რომელიც ათანხმებს ამ
ორს. ნაწარმოები სიუჟეტუი ხაზის განვითარებას საინტერესოა . გიორგის სიკვდილის
შემდეგ საზოაგდოების ,,გამოღვიძბის" და მხილების სურათი იქმნება. ილია ჭავჭავაძე
პერსონაჟებს სხვადახვა საშუალებით აღწერს და ასახავს მათ სინაგან სამაყროს .
სწორედ ამაზე მეტყველებს ნაწარმოებში ასახული პერსონაჟთა მეტყველება ,
მოქმდებება, გადაწყვეტილება, ფიქრები, სინაგანი მონოლოგი, სხვა პერსონაჟთა მიერ
დახასიათება. გარდა ამისა, მკითხველი ნაწარმოებში ფართოდ ხვდება ტროპული
მეტყველების საშუელებას.

(განდეგილი)

ილია ჭავჭავაძის პოემა ,,განდეგილი" აღწერს, თუ როგორ დათრგუნა პიროვნებამ


წუთსიფოლის ფიქრები და საზრუნავი ასთეკური ცხოვრებით.პოემის დასაწყისში
აღწერილია ბეთლემის მონასტრის მდებარეობა. მონასტერტი მოწყვეტილია გარე
სამყაროს. დაშორებია მიწას და ზეცას მიახლოებია. ბეთლემი
სიმბოლურად_სასუფეველია, მისკენ მიმავალი გზას კი ჯაჭვის სიმბოლო
გამოსახაცს.გაზ ვწირო და ძნელად მისასვლელია. პოემის ექსპოზიციური ნაწილი
პირდაპირ უკავშირდება ძირითადი ნაწილის თემასა და იდეას . მწირის გარეგნულილ
ხატში მისი შინაგანი სულიერი პორტრეტი იკვეთება.განდეგილის პორტერტი ხატწრის
პრინციპითაა შერსულებული. წარმოჩენილია პრობლემები,სისუტეები და
მანკიერებები, რომელბას ავტორი პირდაპირ წარმოაჩნს. მწირის ყველაზე დიდი
სისუტე აღმოჩნდა ქალი, რომელმაც საბოლოო სულიერ დაცემამდე და ფიზკიკურ
სიკვდილამდე მიიყვანა მთავარი პერსონაჟი.ცხადია, რომ განდეგილის დაღუპვის
მიზეზი არის გზდიან გადახვევა, სისუსტე , რომელიც მან დასახული მიზნისაკენ მიმავალ
რთულ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე გამოიჩინა. სწორედ აქედანა გამომდინარე ,
მკითხველი იაზრებს,თუ რა სურდა ილია ჭავჭავაძეს ამ პოემით. ასთეკური ცხოვრების
დაგმობა თუ მიზნისკენ მიმავალი გზის სისუსტეების წარმოჩენა.პემის მთავარი მიზანია ,
რომ დაგვანახოს, ქვეყნის ხსნა მხოლოდ განწმენდილ, მტკიცე, საკუთარი ჯვრის
უდრტვინველად მატარებელ კაცთა მეშვეობითაა შესაძლებელი. განდეგილისა და
მწყემსი ქალის დიალოგი პოემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ დიალოგში იჩნს
თავს განდეგილის არსებაში მიმდინარე ჭიდილი სულსა და ხორცს შორის . მკითხველი
ხედავს, თუ როგორი სუსტი და მტვრევადია მწირის სულიერ სამაყრო, რომ თვით ერთი
წამით შემოჭრილ ხორციელ სიამეს ძალუძს რუდუნებით დაანგრიოს განდეგილის მიერ
განვლილი მძიმე ასთეკური გზა.ნაწარმოებში განსკაუთებულ დატვირთვას იძენს
გარემოს აღწერა. პოემაში მკითხველი ხვდება ბუნების სილამაზეს, მშვენიერებას ,
სრულყოფილებას და უფლისგან მინიჭებულ იდეალურობას, თუმცა გარემო იცვლება
და ისადგურებს შტორმი, ქარბუქი,ჭექა-ქუხილი, წვიმა. გარემოს ამშემთხვევაში
მიმანიშნებელი დატვრითვა აქვს და მკითხველს ამზადებს მომავალი ტრაგიზმიზსთვის .
გარდა ამისა, პოემაში ფართოდაა გამოყენებეული ტროპული მეტყბელების
საშულებები.

ბედნიერი ერი

სატირულ-მეტაფორული ლექსი ,,ბედნიერი ერი" გამორჩეული პოეზიის ნიმუშია ,


რომელიც საოცარი სიზუსტით აღწერს მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების
მანკიერებებს. მისი თითოეული ტაეპი პროზაულად გადმოცემულია ,,კაცია-ადამიანში ".
ლექსში მოცემული ყველა სიტყვა მეტაფროულია. ერთი შეხედვით დადებითი
ეპითეთები სიმბოლურად უაროფითი იდეის მატარებელია.სატირა -კომიკურის
უკიდურესი გამოვლინებაა . ლექსში მწერალი მწარედ და ცინიზმით ახასიათებს
დაცინვის ობიეტქს.მოვლენები დაცინვის ობიექტია, სატირის საფუზველია მხილება .
ლექსში ავტორი თავად არის ასეთი საზოაგდოების წარმომადგენელია და არ არის
საზოგადოებისგან გამიჯნული, თუმა ბრალმდებელია.,,ბედნიერ ერის" თითოეული
მეტაფორული სიტყვა ლუარსაბის ხასიათთანაა დაკავშირებული. სიზარმაცე ,
უსამქორობა, გულგრილობა,სიბრიყვე, უცოდინრობა და ტყუილი სწორედ
თათქარიძეებისთვისაა დამახასიათებელია. ლექსში გამოყენებულია რეფრენი .
ავტორი რამდენჯერმე იმეორებს ერთი და იგივე ტაეპებს, რომლებიც სრული ირონის
გამოხატულებაა. ლექსის ინტონაციაც კი ნირონიულია. გამორჩეულია სტორფების
აგებულება. ყველა მათგანი ერთი იგივე ტაეპებიტ იწყება, შემდეგ მოსდევს ორი
ოთხმარვცლიანი ტაეპი და ბოლოს რვამარვცლიანი. ასეთია გებულება ლექსს,
დინამიკურობასა და ამაღლებულ ინტონაციას მატებს. მკითხველი ხვდება ტროპული
მეტყველის რამდენიმე საშუალებას ლექსში.

You might also like