You are on page 1of 1

ბარათაშვილის პოზიცია საქართველოს რუსეთთან

შეერთების საკითხზე.

პოემა “ბედი ქართლისა” ში წარმოდგენილია ორი


პოზიცია, ერეკლე მეფის და მისი მსაჯული სოლომონ
ლიონიძის. ორივე მხარეს თავისი შეხედულებების
დასამტკიცებლად საკმაოდ მკაფიო არგუმენტები
აქვთ.რაც შეეხება ბარათაშვილის შეხედულებას ჩემი
აზრით იგი სოლომონ ლიონძეს უფრო ემხრობა,რასაც
ლირიკული გადახვევებით და ირიბი საუბრით
გადმოგვცემს.ნიკოლოზ ბარათაშვილი, როგორც
რომანტიკოსი და თავისუფლების მოყვარული მწერალი
იზიარებს სოლომონისა და სოფიოს აზრს. სამივეს
საფიქრალი ერთა გაერთიანება და თავისუფლეება
მიუხედავად ერთი რჯულის აღმსარებელი რუსეთის
მზაკრული გეგმებისა პოეტი მაინც ხვდება თუ რა
იმალება ამ შეფუთული ხაფანგის უკან. ერეკლეს
როგორც ქართლ-კახეთის მეფის მთავარი საფიქრალია
ქვეყნის მძიმე ვითარებიდან გამოყვანა, რასაც რუსეთის
დახმარებით ცდილობს, ჩემი აზრით, ასეთ
გადაწყვეტილებას არ ემხრობა ნიკოლოზ ბარათაშვილი
იმის მიუხედავად, რომ პოეტი დიდ პატივს სცემს მეფეს.

You might also like