You are on page 1of 13

სალმან რუშდი-ცეცხლოვანი ფრინველის ბუდე

თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

ახლა მე მზად ვარ გიამბოთ, თუ როგორ გადაიქცევიან სხეულები სხვა სხეულებად.

ოვიდიუსი, "მეტამორფოზები"

ცხელი, ბრტყელი და ხრიოკია ეს ადგილი. წვიმები სულმთლად მიილია და გვალვა


მძლავრობს. აქ ფერმერები მკვიდრობენ, მაგრამ პირუტყვი ნელ-ნელა აკლდებათ. საქო-
ნელი სამხრეთით და აღმოსავლეთით მილასლასებს წყლის საძებნელად; და ამ ძებნაში
ბილიკებზე - რქებიანი თავისქალები ასხმულა. დასავლეთით კია წყალი, მაგრამ მლაშე.
მალე, ალბათ ეს ჭაობებიც ამოქრება. ქარქვეტას თესლი მოსდებია გამომშრალ მიწას. ნაპ-
რალები იმხელაა, კაცს გადაყლაპავს.

ფერმერს ჩვევია ასე სიკვდილი: საკუთარი მიწა რომ შეჭამს.

ქალები ასე არ კვდებიან. ქალებს ცეცხლი ეკიდებათ და იწვიან.

სასახლისკენ მიმავალ ლიმუზინში მისტერ მაჰარაჯი თავის ამერიკელ საცოლეს უამ-


ბობს: გადმოცემის თანახმად, აქ ხშირი ტყე ყოფილა. ტყეში ვეფხვის იშვიათი სახეობა
ბინადრობდა, - მარილივით თეთრი, მოქნილი და პატარა. მომღერალი ჩიტებიც იყვნენ,
ათობით სხვადასხვა ჯიშის; მათი ბუდეები სიმღერით იყო ამოვსებული. ნახევარი საუ-
კუნის წინ, ცხენზე ამხედრებული მამამისი ტკბილი ღიღინით აჰყვებოდა ხოლმე იმათ
ხმას; და სიმღერას ტყიდან ვეფხვის ძახილიც შეეწყობოდა. მაგრამ მამამისი მკვდარია ახ-
ლა; და ვეფხვებიც გადაშენდნენ, და ჩიტებიც - ყველა გაფრინდა; ერთის გარდა, რომლის
ნისკარტს ერთი ბგერაც არ დასცდება, და რომელიც ამ ხემკვდარ ადგილას მალულად
იკეთებს ბუდეს, ისე რომ დღემდე სულიერს ვერ მიუგნია. ის - ცეცხლოვანი ფრინველია
- ჩურჩულებს მაჰარაჯი, და მისი საცოლე, დიდი ქალაქის შვილი, არაქალწული უცხოე-
ლი კისკისებს - ასეთი ეგზოტიკური მელოდრამის გამგონე. და ჰაერში იშლება მისი
გრძელი, ქერა თმა - კოცონივით ყვითელი.

პრინცები აღარ არსებობენ. მთავრობამ უკვე რამდენიმე წელიწადია, გაუუქმათ ტიტუ-


ლი. პრინცის ცნებაც კი - დღეს, ჩვენს ქვეყანაში - ფეოდალიზმისდროინდელ ამბად,
ზღაპრად ქცეულა. ტიტულებთან ერთად სხვა ყველა პრივილეგიაც ჩამოაცილეს და გაგ-
ვითანასწორეს. პრინცი ჩვეულებრივ მისტერ მაჰარაჯად იქცა. მრავალმხრივ საქმიანო-
ბას ეწევა. ქალაქში თავისი სასახლე - სამორინედ გადააკეთა; ამავე დროს, სათავეში უდ-
გას კომისიას, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიად ქცეული კორუფციის აღმოსაფხვრელ
გზებს ეძებს. ახალგაზრდობაში ის ძლიერი სპორტსმენი იყო, მაგრამ ახლა თამაშისთვის
დროც აღარ რჩება. ეკოლოგიურ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, სწავლობს და ეძებს,
როგორ უშველოს გვალვას. სოფელში კი ნამდვილი სამფლობელო აქვს, დიდებული ცი-
ხე-დარბაზი, საითკენაც ახლა ლიმუზინს მიჰყავს, სადაც წყალი უწყვეტ შადრევნებად
მოჩქეფს - უბრალოდ, თვალის გასახარად. აქვს უძველესი ბიბლიოთეკა, რომელიც
მთელ პროვინციაშია განთქმული. ის აკონტროლებს ადგილობრივ სატელიტურ კავში-
რებს და ნებისმიერი ახალი ტიპის საკვები პროდუქტებიდან შემოსული მოგებაც მის
ხელშია. ხოლო ამ შემოსავლებთან, ამ ფინანსებთან, ისევე როგორც სასიყვარულო თავგა-
დასავლებთან დაკავშირებული დეტალები - რაზეც აქ მთელი მითქმა-მოთქმაა ატეხი-
ლი, - ბინდითაა მოცული.

აქ ქვის სამტეხლოა. ლიმუზინი ჩერდება. კაცებს წერაქვები უჭირავთ, ქალებს კი თავ-


ნებზე მიწით სავსე ჭურჭელი შემოუდგამთ. მისტერ მაჰარაჯის დანახვისას პატივისცე-
მას გამოხატავენ, მუხლს იყრიან და ქედს იხრიან. ამერიკელი საცოლე ხვდება, რომ ის,
რაც ვითომ გააუქმეს - აქ დღემდე სინამდვილეა და რომ თვითონ მთავრობაა ზღაპრად
თქმულივით - შორს, დედაქალაქში დარჩენილი და მისი არავის სჯერა. მისტერ მაჰარა-
ჯი დღემდე პრინცია, და თვითონ კი - ახალი პრინცესა. თითქოსდა, მითში შეაბიჯა,
მშრალ ფურცელზე აცოცებულ სიტყვებად იქცა, ან თვითონ ფურცლად, რომელზეც უნ-
და დაიწეროს მისი ამბავი, რომელსაც უნდა დაბეროს დაუნდობელმა ცხელმა ქარმა და
სხეული პაპირუსად უქციოს, კანი - პერგამენტად, სული - ქაღალდად.

ძალიან ცხელა. ის ცახცახებს.

ეს არ არის ქვის სამტეხლო. წყალსაცავია. ფერმერები, მიწიდან რომ გვალვამ აჰყარა,


წვიმის დაბრუნებამდე მისტერ მაჰარაჯისათვის წყალსაცავის ღრმულს თხრიან. მაჰარა-
ჯი საცოლეს უხსნის, რომ ამ ხერხით მათ არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ უფრო მეტსაც
- იმედს აძლევს. ქალი ხედავს, რომ ამონათხარი უკვე სავსეა - ჟანგიანი, მლაშე წყლით -
არც კაცისთვის რომ ვარგა და არც პირუტყვისთვის.
მოფუსფუსე ქალები ცეცხლის ფერებში გამოწყობილან. მხოლოდ გონებაშეზღუდული,
ენობრივი მაქსიმებით დაბრმავებული თუ იფიქრებს, რომ ცეცხლი წითელი, ან - ოქროს-
ფერია. ცეცხლი ლურჯია თავისი მწუხარე არშიებით. მწვანეა - თავის მოშურნე გულის-
გულში. შეუძლია, თეთრადაც იწვოდეს, - უკიდურესი მრისხანებისას - შავადაც კი.

წერაქვიანი კაცები მისტერ მაჰარაჯს უამბობენ, რომ გუშინ, წითელ-ოქროსფერ სარიში


ტუტუცურად მორთული ქალი წყლის ამომშრალი ორმოს ფსკერზე აალდა. კაცები ზედ
წყალსაცავის პირას იდგნენ და ხელებს ასავსავებდნენ, ზუსტად ისე - გამომშვიდობების
ნიშნად რომ იციან. კაცური სიბრძნით შეურიგდნენ ქალის გარდაუვალ ხვედრს, ხოლო
ქალები, მათი ქალები კიოდნენ.

ქალი სულ დაიწვა, მისგან არაფერი დარჩენილა. არც ძვალი, არც ხორცის ნაგლეჯი. და-
იწვა როგორც ქაღალდი - ნამწვავი ცისკენ რომ აფარფატდება და იმასაც ქარი გაფანტავს.

ქალების აალებადობას კაცები აქ მშვიდად ხვდებიან: უბრალოდ, ადვილად იწვიან და


ამას ვერაფერს მოუხერხებო. ზურგს შეაქცევ და მაშინათვე აინთებიან. ალბათ ეს არის
განსხვავება ორ სქესს შორის, - ამბობენ კაცები. კაცი - მიწაა, მყარი, ამტანი; ქალები კი -
ჭირვეულები არიან, არამდგრადები; ამ სამყაროში დიდხანს ვერ ძლებენ, კვამლის
ღრუბლად ადიან ცაში, თანაც უმიზეზოდ, ვერას გაუგებ. ან კი ამ სიცხეში, ამ მზის ქვეშ
დიდხანს როგორ გაძლებენ?! ვაფრთხილებთ ხოლმე, შინ დარჩნენ, თავი საფრთხეში არ
ჩაიგდონ, მაგრამ თქვენც ხომ იცით, ქალები როგორები არიან. ეს მათი ბუნებაა, მათი ბე-
დისწერა.

ყველაზე უფრო თავდაჭერილებსაც ცეცხლოვანი გულები აქვთ; შეიძლება - ამათ სხვებ-


ზე მეტადაც ცეცხლოვანი, - ასე ეჩურჩულება ლიმუზინში მისტერ მაჰარაჯი თავის საცო-
ლეს. ის კი, თანამედროვე ქალია და არ მოსწონს კაცი სუსტი სქესის შესახებ ასე რომ ლა-
პარაკობს, ასეთი უხეში ფორმულებით, მარტივი განზოგადებით, - თუნდაც ხუმრობის
საფარველქვშ. მომღიმარი მაჰარაჯი ბოდიშის ნიშნად თავს უხრის. მომიტევე, ვხედავ -
აზრის შეცვლა მომიწევსო.

უსათუოდ მოგიწევს - ბრძანებს ქალი და კაცის იღლიასთან იყუჟება, რომლის ნაცრის-


ფერი წვერი მის წარბს ეხება.

ქალის გარშემო ჭორის მორევი ტრიალებს. ის მდიდარია, ისეთივე მდიდარი, როგორც


ბებერი ნიზამი, რომელიც თურმე თავის დაბადების დღეებზე ალმასებით იწონებოდა
და ამდენად, შეეძლო გადასახადები მხოლოდ იმიტომ გაეზარდა, რომ წონაში მოიმატა.
ქვეშევრდომები შიშით კანკალებდნენ, როცა მის წვეულებაზე უზარმაზარ ხალვას, მუ-
რაბით სავსე თასებსა და ათასგვარ ნუგბარს ხედავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ნიზამის
სტომაქში გადამდინარე ტკბილეულის მთელი ეს ზვავი მათ საკუთარ მაგიდებზე სულ
უფრო მწირ საკვებს მოასწავებდა; რომ როგორც ის ტიროდა ამოყორილი მუცლის ტკი-
ვილით, მათი ბავშვებიც შიმშილისგან ატირდებოდნენ. მისი გაუმაძღრობა მათ კუჭებს
გამოახმობდა. ჰოდა, ამაზრზენად მდიდარიაო - სისინებდა ჭორი; მისი ამერიკელი მამა
თავს აღმოსავლეთ ევროპის რომელიღაც ქვეყნის ტახტიდან დევნილი სამეფო ოჯახის
მემკვიდრედ აცხადებს; ყოველ წელიწადს თავისი კომერციული იმპერიის ელიტასთან
ერთად საკუთარი თვითმფრინავით დაკარგული სამეფოსაკენ მიეშურება და მდინარის
ნაპირზე - ოთხდღიან შეჯიბრებას აწყობს გოლფში; და ბოლოს, როგორც იქაურობის
ღმერთი, აბუჩად ამგდები, ავი ღიმილით მიზანში იღებს გამარჯვებულს და ესვრის, ან-
ადგურებს მის სიცოცხლეს, რათა გამარჯვებულზე გამარჯვება განიცადოს; და იქვე ტო-
ვებს მდინარის ნაპირზე, საიდანაც მკვდარ ჩემპიონს მყვირალა, ავი ტალღები ჩაითრე-
ვენ და ისიც იკარგება, როგორც იმედი, როგორც გოლფის ბურთი.

ქალი მდიდარია; ის ნაყოფიერი მიწაა; ის მოიტანს ვაჟებს და წვიმას.

არა, ღატაკია, - იელვებს ჭორი; მამამისმა თავი ჩამოიხრჩო, როცა ის გაჩნდა; დედამისი
მეძავი იყო, ისიც ველური, ქვიანი მიწის შვილია; გვალვა წყევლად ჩაბუდებია სხეულში.
ბერწია და აქ იმ იმედით მოვიდა, მათი სახლებიდან ყავისფერი ჩვილები მოიპაროს,
ბოთლით გამოკვებოს, იმიტომ, რომ ძუძუები სულმთლად გამომშრალი აქვს.

მისტერ მაჰარაჯმა მთელი სამყაროს განძეული მოიხილა და დაბრუნდა მაგიური ალმა-


სით, რომლის შუქიც შეცვლის მათ ცხოვრებას. მისტერ მაჰარაჯი განსაცდელში ჩავარდა,
თავის სასახლეში სასოწარკვეთა ჩამოიყოლა, დამორჩილდა ყვითელთმიან ბედისწერას.

და აი, ასე - იგი გადაიქცევა ამბად, რომელსაც ხალხი ყვება და რომელზეც კამათობენ;
სასახლისაკენ მიმავალ გზაზეა და უკვე იცის, რომ რაღაც თხზულებაში უნდა შეაბიჯოს,
სხვადასხვა თხზულებებში - მისი მომგვანო, ლამაზი და ყვითელთმიანი ქალისა და ამ
ხალხისთვის ძვირფასი შავგვრემანი კაცის შესახებ. შინ, ცათამბჯენებიან ქალაქში მეგობ-
რები აფრთხილებდნენ, ჩასჩიჩინებდნენ - მაგ კაცს არ გაჰყვეო. თუ დაუწვები, პატივს აღ-
არ გცემსო. შენნაირ ქალებს საცოლეებად არ მიიჩნევსო. უცხო რომ ხარ, სხვანაირი და
თავისუფალი - ეს აღაგზნებს - მერე კი გულს მოგიკლავსო.

ჯერაც საცოლეს ეძახის; ჯერ ვერ დაუნამდვილებია ცოლ-ქმრობა, საფრთხეს ჯერ კი-
დევ ვერ გრძნობს.

ხრიოკ ადგილას კიდეებჩამონგრეული გალავანი დგას, გასასვლელი არსაითაა. იქვე


გდია ამოძირკვული ხეებიდან უკანასკნელი და ლპება; ფესვები მკვდარი გოლიათის ხე-
ლივით ამოუშვერია; ჰაერს ებღაუჭება. გზად მექორწილეები მიდიან. ლიმუზინი სვლას
ანელებს. ქალი ხედავს, რომ ჩალმიანი საქმრო, საცოლის შესახვედრად რომ მიემართება,
არც ახალგაზრდაა და არც სურვილით სავსე. თმაშეთხელებულია, მოხუცი და სახედამჭ-
კნარი. ქალი წარმოიდგენს, რომ ამ კაცის ამბავს, უკვდავ სიყვარულს გარემოება დიდ-
ხანს აბრკოლებდა, მაგრამ ბოლოს ყველა მწუხარება გადაილახა და ახლა აქვე, სადღაც,
ხანდაზმული სატრფო თავის დამჭკნარ საქმროს მოელის. წარმოიდგენს, რომ ამ ორს მუ-
დამ უყვარდათ ერთმანეთი და ახლა, ცხოვრების ბედნიერი დასასრული მოძებნეს. ამას
უნებურად ხმამაღლა ამბობს. მისტერ მაჰარაჯს ეღიმება და თავს აქნევს. არაო, ამ კაცის
საცოლე ახალგაზრდაა, ქალწულია - შორეული სოფლის მკვიდრი.

რატომ უნდა სურდეს ლამაზ, ახალგაზრდა გოგოს მოხუცი ყეყეჩის ცოლობა?


მისტერ მაჰარაჯი მხრებს იჩეჩავს. მოხუცი მცირე მზითევზე დათანხმდება და თუ სა-
სიმამროს რამდენიმე ქალიშვილი ჰყავს, ეს პატარა ამბავი როდიაო - ასე პასუხობს. ამ მო-
ხუცმა, ვინ იცის, უკვე რამდენი პატარძლის მზითევი დახარჯაო.

ფლეიტებისა და საყვირების გულისგამაწვრილებელი ხმა მათკენ მოიწევს. დოლი ქვე-


მეხივით გუგუნებს. ტრანსსექსუალი მოცეკვავეები მანქანის მინებში იჭყიტები-
ან. Ohe America - გაჰკივიან ისინი, როგორ ბრძანდებით? OK, თავს გაუფრთხილდით, მო-
დის ქალბატონი იანკი-დოდი-დენდი! Ooh, baby, მის ამერიკა ლამაზმანი! ქალი უცებ პა-
ნიკაში ვარდება. ჩქარა გაიარეო, - ყვირის და მძღოლი სიჩქარეს უმატებს. საქორწინო ცე-
რემონიალი მტვერში ინთქმება. მისტერ მაჰარაჯი ებოდიშება, ეფერება, ძალიან შეწუხე-
ბულია, მაგრამ ქალი მხოლოდ საკუთარ თავზე ბრაზობს. მაპატიე, მაპატიე - ბუტბუ-
ტებს. არაფერია, სიცხის ბრალია.

"ამერიკა". ერთხელ "ამერიკაში" ისინი, ორნი ინდურ სადილს 300 ფუტის სიმაღლეზე
მიირთმევდნენ. მაგიდიდან გაზაფხულის ახლად აყვავებული ბაღი მოჩანდა, თვალი
ტკბებოდა მცენარეთა სიუხვით და ამ გადამხმარ ხრიოკზე ის ადგილი მწვანე ურცხვი
ბედნიერებასავით ახსენდება. ერთხელ ამ კაცმა შეფარვით უთხრა: ჩემი ქვეყანა ზუსტად
შენი ქვეყნის მსგავსია - დიდი, მშფოთვარე და ღმერთებით სავსე. ჩვენ ჩვენებურად არას-
წორი ინგლისურით ვლაპარაკობთ, ისე როგორც თქვენ - თქვენებურით. და ვიდრე რო-
მაელებად იქცეოდით, ანუ ვიდრე ჯერ კიდევ კოლონია იყავით, ჩვენ ერთი და იგივე ბა-
ტონები გვყავდა. თქვენ ისინი ჩვენზე ადრე დაამარცხეთ. ასე რომ, ახლა ჩვენზე უფრო
მეტი ფული გაქვთ. სხვა მხრივ, ზუსტად ერთნაირები ვართ. თქვენს ქუჩებში კონტრას-
ტების ზუსტად იგივე აურზაურია, იგივე ნაგავი, ფრაგმენტების იგივე მთლიანობა. ქა-
ლი მაშინვე მიხვდა, კაცი რასაც გულისხმობდა: რომ ის მოვიდა ადგილიდან, რომლის
მსგავსიც ქალს არ უნახავს, რომლის ენის ასათვისებლადაც გარჯა მოუწევს, რომლის კა-
ნონებიც არ უნდა დაარღვიოს და რომლის სიდიადე და იდუმალება აღძრავს და დააცხ-
რობს ყველაზე ნამდვილ ვნებას და სურვილს.

რადგან ქალი ამერიკელი იყო, კაცი მას ფულის შესახებ ესაუბრა. ძველი პროტექციო-
ნისტული კანონმდებლობა, დრომოჭმული სოციალიზმი, რომელიც ამდენ ხანს ბოჭავდა
ეკონომიკას, ახლა უკვე შეიცვალა და თუკი იდეები გაგაჩნია, შეგიძლია სიმდიდრეც მო-
იხვეჭო. თამაშის წესებს პრინციც უნდა აჰყვეს. უფრო სწორად - თამაში თავად უნდა წა-
მოიწყოს. მან პროექტების შედგენას მიჰყო ხელი, ხოლო ფინანსურ წრეებში ამბობენ,
რომ ამ ქალს კაპიტალისა და იდეების ერთად თავმოყრა შეუძლია, ჯადოსნობა შეუძ-
ლია, მისაღები პროექტებისათვის ფინასნური მხარდაჭერის პოვნა შეუძლიაო.

"წვიმის მომყვანი"

ქალმა ის ოპერაში დაპატიჟა. მას მუდამ აღელვებდა დიდებულ საქმეთა ხოტბა, სიმღე-
რა, რომლის სიტყვებიც არ ესმოდა, რომელთა მნიშვნელობასაც პერსონაჟთა ქმედებე-
ბით უნდა მიმხვდარიყო. მერე ქალმა ის სახლში წაიყვანა და აცდუნა. ეს ქალის ქალაქი
იყო, ქალის სცენა; და ქალი იყო ახალგაზრდა და თავდაჯერებული. ერთად რომ დაწვ-
ნენ, ქალმა იგრძნო, რომ მთელი თავისი გამოცდილების, ფესვების მიღმა უნდა შებრუნე-
ბულიყო. მისი სიყვარული მძვინვარე გახდა, თითქოს კაცის სხეული შეუცნობელისაკენ
ჩაკეტილი კარიბჭე გახლდათ და უნდა შეემსხვრია.

იქ ყველაფერი მშვენიერი როდია, - გააფრთხილა კაცმა. იქ საშინელი გვალვა იცის.

მისი სასახლე, სამწუხაროდ, საძაგელია. ის იფშვნება, ყარს. ქალის ოთახში ფარდები


ძონძებად კიდია, საწოლი ინჯღრევა, კედელზე გაკრული სურათები დიდგვაროვანთა
მიჯნურობის პორნოგრაფიული ასახვაა. ვერ გაარკვევ - ესენი მისი ქმრის წინაპრები არი-
ან, თუ უბრალო ნაჩხაპნებია, ვაჭარმა რომ შემოატყუათ. ცუდად განათებულ დერეფანში
ხმამაღალი მუსიკა ისმის, მაგრამ ქალი ვერ არკვევს - ხმა საიდან მოდის. თვალებში
ჩრდილები დაუდის. კაცმა აქ მარტო დატოვა, თვითონ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტე-
ბის გარეშე გაუჩინარდა. დატოვა და უთხრა, როგორც შინ, ისე მოეწყვეო.

მარტო სძინავს. ჭერში გამოკიდული გამაგრილებელი ცხელ, ბლანტ ჰაერს დღვებს და


წვნიანივით აბუყბუყებს. ქალს აეკვიატა ცნება "შინ": ღამის სირენები, ათასგვარი ვენტი-
ლატორები. რეალობის აბსტრაქციად გარდაქმნა. ამ სტრუქტურათა, შინაარსთა სიუხვის
ცენტრში გამომწყვდეული ილუზია ძნელად თუ იმარჯვებს. მონსტრებით, შეთხზული
არსებებით თავებს იმიტომ ვირთობთ, რომ ჩაბნელებული კინოდარბაზის მიღმა, წიგნის
ფურცლების, გოთური მუსიკის მიღმა ბანალობა გარდუვალია. ვოცნებობთ სხვა განზო-
მილებებზე, პარანორმალურ ქვეტექსტებზე, მიწისქვეშა სამყაროებზე, რადგან საკმარი-
სია თვალი გავახილოთ, რეალობა თავის ნამდვილ, ძლიერ ხელს გვტაცებს; ვეღარაფერს
ვხედავთ მატერიალური მოვლენების ჰორიზონტს მიღმა. ხოლო აქ, ამ ჰაერის ბუყბუყში,
ტარაკანების მცოცავი ჩრდილებით შეშინებულს, შეიძლება რეალობის ყველა საზღვარი
შემოგეფშვნას; უკვე გეფშვნება კიდეც. შეიძლება კოშმარი - რეალობად გადაგექცეს.

მტირალა არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა მთელი სხეული ეკრუნჩხება. ცრემლებს


ყლაპავს და იძინებს. გაღვიძებულს, დოლებისა და მოცეკვავეების ხმა ესმის.

სასახლის ეზოში ქალები და გოგონები შეგროვილან, - მოხუცები და ახალგაზრდები.


მედოლე ჯოხებს რიტმულად იქნევს და ქალები ხმას უწყობენ. მუხლები წინ გამობურც-
ვიათ, მკლავები ასვეტიათ და ხელებით, დაჭიმული თითებით ათასნაირ ნიშანს თხზა-
ვენ. მათი კისრები უჩვეულოდ გადი-გამოდის, ირხევა. თვალები უგიზგიზებთ, ფე-
ხაწყობილი რაზმივით მოიწევენ გრილ ქვაფენილზე (ჯერ კიდევ ადრეა და სასახლის
ეზოს ჩრდილი ფარავს, მზეს ჯერ არ ჩაუბერავს ქვაში თავისი ცეცხლი). ცეკვის ილეთებს
რომ უჩვენებს, ყველაზე უფრო მაღალი, მოცეკვავეების თავსზემოთ კოცონივით აღმარ-
თული - მისტერ მაჰარაჯის დაა, სამოც წელს მიტანებული, მაგრამ ჯერ ისევ მთელ ქვე-
ყანაში საუკეთესოდ მიჩნეული მოცეკვავე. მის მაჰარაჯმა შენიშნა ახალმოსული, მაგრამ
არ იმჩნევს. ის ცეკვის დედოფალია, მოძრაობა - ყველაფერია.

როცა ცეკვა მთავრდება, ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან, მისტერ მაჰარაჯის ქალბატო-


ნები: მისი და და ამერიკელი.

რას აკეთებდით?
ეს იყო ცეკვა ცეცხლოვანი ფრინველის წინააღმდეგ. რათა დაცხრეს და უკუიქცეს.

ცეცხლოვანი ფრინველი (აგონდება სტრავინსკი, ლინკოლნის ცენტრი).

მის მაჰარაჯი თავს უქნევს. ფრინველი, რომელიც არასოდეს მღერის, - ამბობს ის, -
რომლის ბუდეც საიდუმლო ადგილასაა; რომლის ავი ფრთებიც ეხლება ქალების სხეუ-
ლებს და ცეცხლს უკიდებს და ჩვენ ვიწვით.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი ჩიტი არ არსებობს, ეს მოხუცი დიასახლისების გამოგონი-


ლი ზღაპარია.

აქ მოხუცი დიასახლისების ზღაპრები არ არსებობს. აქ მოხუცი დიასახლისები არ არსე-


ბობენ.

მობრძანდით, მისტერ მაჰარაჯ! ჩალმით, ორქრომკედით ნაქარგი მანტიით; როგორი


ლამაზია, როგორი მამაკაცური, მომნუსხველად ძლიერი! ქალი გრძნობს, რომ პირველ-
ყოფილივით ინთება. კაციც ეარშიყება, მის მოთაფვლას ცდილობს. იმიტომ დატოვა,
რომ ჩამოყვანის აღსანიშნავად სამზადისი დაეჭირა. იმედოვნებს, კმაყოფილი დარჩება.

რა მომიმზადე?

მოიცა და ნახავ.

თავისი აშმორებული სასახლის უკან, ნახევრად უდაბნოში, მისტერ მაჰარაჯმა მშვენიე-


რი სანახაობა მოაწყო. მთვარის შუქზე, მოგიზგიზე ვარსკვლავების ქვეშ, ისპაჰანისა და
შირაზის დიდებულ ხალიჩებზე ქალს უდიდებულესობათა და კეთილშობილებათა თავ-
ყრილობა ესალმება; საუკეთესო მუსიკოსები მწუხარე, გამაბრუებელ ფლეიტებზე, უტკ-
ბილეს სიმებზე უკრავენ და დამღერიან უძველეს და უახლეს სატრფიალო სიმღერებს;
მის საამებლად ამ მიწის ყველაზე ცვრიანი ხილი მიურთმევიათ. ის უკვე მთელ მხარეშია
ცნობილი. მე თქვენი ქმარი სტუმრად მოვიწვიე, - როხროხებს მოსაზღვრე ქვეყნის მმარ-
თველი, მაგრამ ვუთხარი, თუ შენს მშვენიერ ქალბატონს არ მოიყვან, მოსვლით თავს ნუ
შეიწუხებ-მეთქი. მეზობელი ექს-პრინცი თავისი სასახლის აკლდამაში გამოკეტილი ხე-
ლოვნების შედევრების დათვალიერებას სთავაზობს. მე ისინი არავისთვის არ გამომაქვს,
რა თქმა უნდა, მისის ონასისის გარდა, თქვენთვის მათ ჩემს ბაღში გამოვფენ, როგორც ეს
ჯეკი ო-სათვის გავაკეთე.

მთვარის შუქის მილევამდე გრძელდება აქლემებისა და ცხენების დოღი, ცეკვა-სიმღე-


რა. ზემოთ შუშხუნები ელავენ. ქალი მისტერ მაჰარაჯს მხარზე ეყრდნობა და ჩასჩურჩუ-
ლებს: შენ მაგიური სამეფო ჩემთვის შეთხზე, თუ ყოველ ღამე ასე ერთობი?

გრძნობს, კაცი როგორ იძაბება: ბაგიდან მწარე სიტყვები გადმოედინება: მხოლოდ შენს
გამოა - პასუხობს იგი. ამ გაპარტახებულ ადგილას შენ შეთხზე ეს ილუზია. აქლემები,
ცხენები, საკვებიც კი შორიდან მოიტანეს. თავს ვიღატაკებთ, რომ გაგაბედნიეროთ. რო-
გორ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ასე ვცხოვრობთ? ჩვენ იმის უკანასკნელ ნაშთებსღა
ვინახავთ, რაც ოდესღაც გაგვაჩნდა; და ახლა, შენ საამებლად კიდევ უფრო მეტ ვალში
ვიძირებით. ჩვენ მხოლოდ გადარჩენაზე ვოცნებობთ. ეს არაბული ღამე - ამერიკული
ოცნებაა.

მე არაფერი მითხოვია, - ქალი პასუხობს. ამღამინდელი წრეგადასული ფუფუნება ჩემი


ბრალი არ არის. შენი სიტყვები, შენი ღვარძლი შეურაცხმყოფელია.

მან მეტისმეტად ბევრი დალია და სიმართლე ამან ათქმევინა: ძალაუფლების წინაშე


თავს ვიდრეკთ. წვიმის მომყვანო, მოგვიყვანე წვიმა.

ფული, - შენ გულისხმობ.

სხვა რა? კიდევ არის რამე?

მეგონა, კიდევ სიყვარული იყო, - ქალი პასუხობს.

სავსე მთვარე არასოდეს ყოფილა ასე ლამაზი, მუსიკა - ასე ტკბილი. არცერთი ღამე არ
ყოფილა ასე მტანჯველი.

- რაღაც უნდა გითხრა, - ეუბნება ქალი.

ის ფეხმძიმედაა. ყველა ხიდის, ყველა ნავის დაწვაზე ოცნებობს. ესიზმრება ფილმი, ყო-
ველთვის რომ უყვარდა: კაცი თავისი წინაპრების სოფელში ბრუნდება და როგორღაც
სხვა დროში შეაბიჯებს, მამამისის ახალგაზრდობის დროში. ბოლოს ცდილობს სოფელს
თავი დააღწიოს და რკინიგზის სადგურზე ბრუნდება, ლიანდაგები კი გამქრალან. ში-
ნისკენ გზა აღარ არსებობს და ფილმი ასე მთავრდება.

დახუთულ ოთახში ეღვიძება; ზეწრები სულმთლად სველია, საწოლთან კი ქალი უზის.


შემცბარი ზეწარს შიშველ სხეულზე იხვევს. მის მაჰარაჯი იღიმება, მხრებს იჩეჩავს. ეუბ-
ნება, - შენ ძლიერი სხეული გაქვს, უფრო ახალგაზრდა, თორემ ისე ჩემი სხეულის მსგავ-
სია.

მე ის უნდა მიმეტოვებინა. ახლა უკვე აღარ ვიცი რა ვქნა.

მის მაჰარაჯი თავს აქნევს. სოფელში ამბობენ, ბიჭი იქნებაო, - უხსნის ამერიკელს; და
მაშინ გვალვა გადაივლის. უბრალო ცრურწმენაა, მაგრამ ჩემს ძმას არ შეუძლია შენი გაშ-
ვება და მერე, რომც წახვიდე, ბავშვს დაიტოვებს.

მაგასაც ვნახავთ! - იფეთქებს. როცა ღელავს, ხმა ცხვირისმიერი უხდება, - საკუთარი


ყურისთვისაც კი უსიამო მოსასმენი. გონებაში ამბავი შეეთხზა, შეიკრა მის გარშემო; ამ-
ბავი, რომელშიც დატყვევებულია და რომლიდანაც გამოსავალი უნდა იპოვოს. თუნდაც
მცდარი. მთავარია, რომ ინერტული არ გახდეს, თვინიერი, სიცხისაგან დაჩლუნგებული.
სიყვარულმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დააშვებინა. ახლა გონებას მოუხმობს.

კვირა კვირას მისდევს, ქალს თვალი ეხილება: მაჰარაჯი აღარ არის ქალაქის სასახლეში
გახსნილი სამორინეს მეპატრონე; ხელი მოაწერა სულელურ კონტრაქტს, რომლითაც და-
წესებულება ვიღაც ყაყანა კაცების ჯგუფს დაუთმო. ქირა, რომელსაც უხდიან, სასაცი-
ლოა, და შეთანხმებაში მინიშნებულია, რომ დღესასწაულებზე, ყოველ წელს, იგი ვალ-
დებულია, სათამაშო მაგიდები გამოფინოს, სტუმრებს კბილების კრეჭით მიეგებოს და
თავაზიანად ელაპარაკოს. სატელიტური კავშირები და საკვები შედარებით მომგებიანია,
მაგრამ სოფლის ამ დანჯღრეულ სასახლეს გაცილებით მეტი სჭირდება.

სოფლის სასახლე უხსოვარდროინდელია: ალბათ ექვსასი წლის იქნება. დიდ ნაწილში


არ არის ელექტრობა, ფანჯრები და ავეჯი. წელიწადის ცივ დროს - ცივა, სიცხეში - ცხე-
ლა; და წვიმა რომ მოვიდეს, დარბაზების უმეტესობა წყლით აივსება. ერთადერთი, რაც
აქ არის, წყალია - სასახლის დაუშრეტელი შადრევანი. სასახლის უკან, ნანგრევების გავ-
ლით, სადაც ყველგან ღამურები გამოკიდულან, დაზვავებულ ჭუჭყსა და სკინტლში ქა-
ლი გზას მიიკვლევს. სოფლელების მწკრივს ხედავს. გვალვის შედეგად გაღატაკებულნი,
კონკებს მალავენ, სიბნელის საფარველიდან სათითაოდ გამოდიან, გარიჟრაჟამდე ავსე-
ბენ თავიანთ მათხოვრულ თასებს. მწყურვალთა მწკრივის უკან, ქონგურებიანი კედლის
შავი ჩრდილი გუშაგივით აყუდებულა. სოფლელი ქალი გაუმართავი ინგლისურით
უხსნის, რომ ეს დანახშირებული სასახლე უწინ პრინცის სასახლის უდიდეს ნაწილს შე-
ადგენდა. ის დაიწვა და დიდძალი განძი და დიდებული სიცოცხლეები შეიწირა.

ეს როდის მოხდა?

უწინდელ დროში.

ქალი ხვდება კაცის მწარე სიტყვების მიზეზს. მის მაჰარაჯი უამბობს, რომ ერთმა პრინ-
ცესამ, მათზე უფრო სასოწარკვეთილმა, ახლახან სიცოცხლე დაასრულა. ცეცხლი და-
ლია. ჭიქაში ჩაამსხვრია თავისი დარჩენილი ალმასები და გადაყლაპა.

ასე რომ, ამერიკაში ჩასული მისტერ მაჰარაჯი ძიების, სიახლეთა დანერგვის ილუზიამ
მოიცვა და ქალის გულიც ამ სასოწარკვეთილი თამაშით დაიპყრო. მან ისწავლა თანა-
მედროვე კაცივით ლაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში უმწეოა აწმყოს წინაშე. სასტიკი
გვალვა, ისტორია, რომელმაც მის ქვეყანას ზურგი შეაქცია, ანადგურებს და ფეხქვეშ საყ-
რდენს უშლის. ათლეტი, რომელმაც საბერძნეთში, ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა,
თავის ქვეყანაში მაღალჩინოსანი გახდა. მაგრამ მისტერ მაჰარაჯი ახლა დაცემის გზაზეა,
ისევე როგორც მისი სახლი. ქალის ოთახი კი თანდათან ფუფუნების მწერვალს ემსგავსე-
ბა, აქ ყველაფერი: შემინული ფანჯრები, ელექტროგამაგრილებელი, მოწკრიალე ტელე-
ფონი, მოდემის ხაზი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი შესაძლებლობაა - დაუკავშირდეს იმ სხვა სამყა-
როს, - თავის უწინდელ ცხოვრებას.

კაცმა ქალი თავის ოთახში არ შეიყვანა, იმიტომ, რომ რცხვენია მისი.

თანდათან, საკუთარ წიაღში სიცოცხლის ზრდას გრძნობს და ლამის - აპატიოს კიდეც,


დაეხმაროს წარსულიდან დაბრუნებაში, შეუძღვეს აწმყოს გარდასახვად მდინარებაში,
რომელიც ქალის ნამდვილი ცხოვრება იყო. რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს. ის არ-
ის "ამერიკა" და მოჰყავს წვიმა.
ისევ და ისევ ოფლად დაღვრილი, შიშველი იღვიძებს და საწოლზე მის მაჰარაჯი ჩა-
მოსჯდომია. ჰო, მშვენიერი სხეული გაქვს, შეიძლებოდა მოცეკვავისა ყოფილიყო. კარ-
გად დაიწვება.

არ შემეხო! (ის შეშფოთებულია)

ამ მხარეში ყველა საცოლე შორიდან მოჰყავთ. და როცა კაცები მზითევს გამოუჭამენ,


მოდის ცეცხლოვანი ფრინველი.

ნუ მაშინებ! (ის შემცბარია)

იცი რამდენი ცოლი ჰყავდა?

შეშინებული, გაოგნებული, განსრიხებული ქმრის პირისპირ დგას. მართალია? ამის გა-


მოა, რომ შენი და არასოდეს გათხოვილა, რომ თავის ჭერქვეშ სოფლის ყველა შინაბერას
- ახალგაზრდას და ხნიერს, იმისთვის აგროვებს, რომ დაიცვას? ეს დაუსრულებელი ცეკ-
ვის კლასი სამუდამო ქალწულებისაა, გათხოვების რომ ეშინიათ?!

მართალია რომ თქვენ წვავთ თქვენს ცოლებს?!

აჰ, ეს ჩემმა შეშლილმა დამ ჩაგაგონა, არა? - იცინის. შემოვიდა შენს ოთახში ღამით, მო-
გეფერა, მოეალერსა შენს სხეულს, წყალზე და ცეცხლზე გელაპარაკა, ქალების სილამა-
ზესა და იდუმალებაზე, კაცების მომაკვდინებელ ბუნებაზე. ალბათ გიამბო მაგიური ჩი-
ტის შესახებ, სიკვდილის ჩიტის შესახებ.

არა, - ქალი ნელ-ნელა იხსენებს, - პირველი, ვინც ცეცხლოვანი ფრინველი ახსენა, შენ
იყავი.

გაალმასებულ მისტერ მაჰარაჯს ცოლი თავისი დის ცეკვის გაკვეთილზე მიჰყავს. მის
დანახვაზე მოცეკვავეებს რიტმი ერევათ. ზარები წკარუნს წყვეტენ. რატომ ხართ აქ, - ეკ-
ითხება განრისხებული. უთხარით ჩემს ცოლს, აქ რატომ მოხვედით. ლტოლვილები
ხართ თუ მოსწავლეები? - მოსწავლეები, სერ. აქ იმიტომ ხართ, რომ გეშინიათ? ო, არა
სერ, ჩვენ არაფრის არ გვეშინია. მისი ხმა ულმობელია, მგრგვინავი; და მთელი ამ დროის
მანძილზე მისი თვალები დის თვალებს მზერას არ აცილებს. მის მაჰარაჯი დგას - მაღა-
ლი და მდუმარე.

უკანასკნელი შეკითხვა მისკენაა მიმართული. რამდენი ცოლი მყავდა? რამდენს ჩამოთ-


ვლი, რომ მყავდა? ერთმანეთის ძალა ბოჭავთ, ძმას და დას, ისტორიის, დროის მიღმა გა-
მოკეტილებს. მის მაჰარაჯი თვალს პირველი ახამხამებს. ეს პირველია, - პასუხობს.

დამთავრდა. ცოლისკენ ტრიალდება და ხელებს შლის. შენი საკუთარი ყურით ხომ მო-
ისმინე?! ზღაპრები აღარ გვჭირდება.

სიცხე ყველა ზღვარს გადადის. გაძვალტყავებული ხარები ყავისფერ მინდორზე ეცემი-


ან. არის დღეები, როცა ცა მდგოგვისფერ-ყვითელი ღრუბლებით იფარება, - დასავლე-
თით, ნახევრად აორთქლებული ჭაობების თავზე რომ გამოკიდულან. ეს საძაგელი ყვი-
თელი წვიმაც გაახარებდათ, მაგრამ არც ის მოდის.

ყველაფერს მყრალი სუნი ასდის. გამომხმარი ქვეწარმავლები, მკვდარი კატები, - მწერე-


ბი, გომბეშოები. ყველა ოფლად იღვრება და ყარს.

სიცხემ მოადუნა. ნაყოფი იზრდება. მის მაჰარაჯის მოცეკვავეებს სულ უფრო ხშირად
ავიწყდებათ კარ-ფანჯრის მიხურვა. ხან სად გამოჩნდებიან, ხან - სად: ცხელი ფერებით,
უცნაური ფიგურებით მოუხატავთ ერთმანეთის სხეულები, სულ ერთმანეთის ალერსში
არიან, ჩაკონებულები იძინებენ. მისტერ მაჰარაჯი მასთან არ შემოდის. არც მოვა, ვიდრე
ბავშვს ატარებს. მაგრამ ყოველ ღამით სტუმრობს მის მაჰარაჯი. ცეკვის გაკვეთილზე
ძმის შემოტევის შემდეგ, მის მაჰარაჯი თითქმის აღარ ლაპარაკობს. ღამით მხოლოდ სა-
წოლთან ჩამოჯდომის და მიალერსების ნებას ითხოვს. მისტერ მაჰარაჯის ცოლი ამის
ნებას რთავს.

ჯანმრთელობა უუარესდება. ოფლად იღვრება, სიცხისგან კანკალებს. მხოლოდ სასახ-


ლის შადრევანი იფარავს სწრაფი გამოფიტვისა და სიკვდილისაგან. მის მაჰარაჯი უვ-
ლის, საკვები მოაქვს. ახლო-მახლო ერთადერთი ექიმია და ისიც მოხუცია, გამოყრუებუ-
ლი. ორივე ქალი გრძნობს, რომ ბავშვი საფრთხეშია.

ამ გრძელი, ბლანტი ღამეებისას სამოც წელს მიტანებული მოცეკვავე ხმადაბლა, არაამქ-


ვეყნიური ხმით ალაპარაკდება.

აქ რაღაც შემაძრწუნებული მოხდა. რაღაც შეუქცევადი. ისე რომ, ვერც შევნიშნეთ მისი
და საწყისი და წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, ვიდრე ძალიან გვიან არ იყო, ვიდრე ახა-
ლი კანონები არ დამკვიდრდა. აქ მოხდა საშინელი, საბოლოო განხეთქილება კაცებსა და
ქალებს შორის. როცა კაცები ამბობენ, რომ უწვიმობის ეშინიათ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ
ცეცხლის გვეშინია, - ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ. ჩვენში რაღაცამ აიწყვიტა და ახ-
ლა უკვე გვიანია მისი მოთოკვა.

იყო და არა იყო რა, დიდი ხნის წინათ აქ ცხოვრობდა დიდებული პრინცი; შეიძლება
ითქვას, უკანასკნელი პრინცი. ის იყო მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი პრინცი და ცო-
ლადაც ულამაზესი ქალი შეირთო, - ლეგენდარული მოცეკვავე და გულთამპყრობელი;
და მათ ჰყავდათ ორი შვილი - გოგო და ბიჭი. როცა კაცი ხანში შევიდა, მის თვალებში
ცეცხლი მინელდა; მაგრამ ქალი, მოცეკვავე არ ჩაფერფლილა. ორმოცდაათი წლისა ოც-
დაერთისას ჰგავდა. რაც დრო გადიოდა, პრინცის ძლიერება ჭკნებოდა, მისი მშვენიერე-
ბა თავის მაგიურ ბრწყინვალებას კარგავდა, ხოლო გულში შური იბუდებდა...

(მის მაჰარაჯს გააჟრჟოლა, და სწრაფად დაასრულა ამბავი)

ციხედარბაზი დაიწვა. ორივენი დაიღუპნენ. პრინცი ეჭვობდა, რომ მის ცოლს საყვარ-
ლები მოჰყავდა, თუმცა ქალს მისთვის არასოდეს უღალატია. ბავშვებს, მსახურები
ზრდიდნენ.
გოგო მოცეკვავე გახდა, ბიჭი კი სპორტსმენი, და ასე შემდეგ. და სოფლელები ამბობდ-
ნენ, რომ მოხუცი პრინცი, რისხვისგან ანთებული, გადაიქცა გიგანტურ ფრინველად, ჩი-
ტად, რომელიც მთლიანად ცეცხლისგანაა შექმნილი, და რომ ამ ჩიტმა დაწვა პრინცესა
და დღესაც ბრუნდება, რომ ქმრების რისხვისას სხვა ქალებიც ფერფლად აქციოს.

და თქვენ, - ეკითხება მწოლარე ავადმყოფი, - თქვენ რას აკეთებთ?

ნუ ეცდები გვითანაგრძნო, შენთვის ეს ყველაფერი მხოლოდ ზღაპარია. ჩვენ კი ამ


ზღაპრებში, ამ მეტაფორებში ვართ გამომწყვდეულნი. ეს მეტაფორები გარდაგვსახავენ
და გვიმხელენ ჩვენი ცხოვრების აზრს.

ავადმყოფობა უკან იხევს და ბავშვიც მშვენივრადაა. ფიქრი კალაპოტში ბრუნდება.


ბავშვს დაიტოვებს, მაგრამ ამ ფანტაზიების სასახლეში აღარ დარჩება, - ამ კაცთან, რო-
მელსაც თურმე სულ არ იცნობს. ის დაბრუნდება ქალაქში, გაფრინდება ამერიკაში და
ბავშვის დაბადების შემდეგ ყველაფერი რიგზე დადგება, თავისი გზით წავა. სწრაფად
გაეყრება. რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არა აქვს მამას ბავშვის ნახვა აუკრძალოს.
როცა სურს, ბავშვი მაშინ ნახოს. აღმოსავლეთში მოგზაურობის ნებასაც დართავს. უნდა,
რომ ბავშვი ორივე კულტურას იცნობდეს. საკმარისია! დროა ზრდასრულებივით მოიქც-
ნენ. შეიძლება ფინანსურ საკითხებში მაჰარაჯის მრჩევლადაც დარჩეს. რატომაც არა? ეს
მისი საქმეა. როდესაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ მის მაჰარაჯას უამბობს მოხუ-
ცი მოცეკვავის სახე ტკივილით იღმიჭება.

შუაღამისას ამერიკელს სასახლის დერეფნებში და ეზოში ატეხილი ღრიანცელი აღვი-


ძებს. იცმევს, გარეთ გადის. მოულოდნელ სანახაობას აწყდება, - ავტომანქანების მთელი
არმადა მოგროვილა: დაჟანგული ავტობუსი, რამდენიმე მოტოციკლეტი, ახალი იაპონუ-
რი სამგზავრო მანქანა, სახურავახდილი ურიკა, დახურული ჯიპი. მის მაჰარაჯის ქალე-
ბი მანქანებში ჩახვავებულან. მღერიან, მრისხანე ხმა ამოსდით. თან წამოუღიათ იარაღი -
რაც ხელში მოხვედრიათ - ჯოხები, ბაღის ხელსაწყოები, სამზარეულოს დანები. მის მა-
ჰარაჯი ჯიპის საჭესთან ზის და თავის რაზმს ზემოდან დაჰკივის.

რა ხდება?

შენი საქმე არ არის. შენ ზღაპრების არ გჯერა. შენ შინ ბრუნდები.

მე თქვენ მოგდევთ.

მის მაჰარაჯის ჯიპი ადგილს წყდება. ფარაუნთებლად მიქრის დახეთქილ მიწაზე. ჭრე-
ლი არმადა უკან მოინჯღრევა. მსვლელობას მთვარის შუქი დასდის.

მათ წინ, წაქცეული ხის გვერდით ჩამორღვეული ქვის თაღი აღმართულა, გასასვლელი
არსაით; რაზმი ჩერდება. ფარნებს ანთებენ. მოცეკვავეების კლასი თაღს აწყდება, თით-
ქოს ამ ცარიელი, ტრიალი ადგილიდან ეს ერთადერთი გასასვლელი იყოს, ერთადერთი
კარიბჭე - სხვა სამყაროსკენ. როცა თვითონ ამერიკელიც იგივეს სჩადის, ისევ ის გრძნობა
ეუფლება: უხილავ გარსში, სარკეში, სხვანაირ სინამდვილეში, თხზულებაში შებიჯები-
სა.
ცოცხალი სურათი - მანქანების ფარებით განათებული. გახსოვთ მოხუცი ნეფე, თავისი
ახალგაზრდა, სხვა სოფლიდან ჩამოყვანილი საცოლის შესახვედრად რომ მიეშურებო-
და? აი, აქ დგას, დამნაშავის, მკვლელის სახით; გვერდით უდგას ახალგაზრდა ცოლი,
ჯერ რომ ვერაფერს ხვდება.

იმათ უკან თანასოფლელი კაცების სილუეტები მოჩანს.

უბედური წყვილის წინ მისტერ მაჰარაჯი დგას.

ამ პირქუში სცენის შემხედვარე ქალებს კივილი ამოსკდებათ. მერე ხმაური წყდება.


მისტერ მაჰარაჯის აქ ყოფნა აფრთხობთ. და ძმის პირისპირ დგება. ვიღაცამ ფარი ანთე-
ბული დატოვა. მის შუქზე და-ძმის სახეებს თეთრი, ყვითელი, წითელი ფერი გადას-
დით. ისინი ამერიკელისთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ; ეს არის ოპერა - ტექსტის
გარეშე; მათი სიტყვების მნიშვნელობას მათი მოძრაობით, მათ სახეებზე აღბეჭდილი
ფიქრებით და მიმიკებით უნდა მიხვდეს. და ისე ცხადად, თითქოს ყოველ მარცვალს არ-
ჩევდეს, მას ესმის მის მაჰარაჯი როგორ უბრძანებს თავის ძმას: ის, რაც ჩვენს მშობლებს
შორის დაიწყო, ახლა მთავრდება. და ესმის პასუხიც, რომელსაც ჩამონგრეული თაღის
მიღმა მნიშვნელობა არ გააჩნია; რომელსაც მაჰარაჯი ამოთქვამს და თან - ცეცხლად იქ-
ცევა, სხეულიდან ფრთები ამოსკდება, თვალები უგიზგიზებს; მისი სიტყვები ჰაერშია
გამოკიდული და მისი სუნთქვა მის მაჰარაჯს ტრუსავს, წვავს, ნაცარ-ტუტად აქცევს; და
მერე ბეხრეკი კაცის აკანკალებულ ცოლს ანადგურებს.

მე ვარ ცეცხლოვანი ფრინველის ბუდე.

მის მაჰარაჯს დამწვარს რომ ხედავს, ამერიკელში რაღაც აიწყვეტს, რაღაც ბორკილი,
რაღაც ზღვარი იმსხვრევა. ტალღასავით მიასკდება მისტერ მაჰარაჯს. უკან მოგროვილი
მრისხანე მოცეკვავეებიც თავაწყვეტილ ტალღებად მოედინებიან. ისინი გრძნობენ, რო-
გორ ერღვევა მათ სხეულებს საზღვრები და გადმოჩქეფს წვიმის გიგანტური, ყოვლის-
მომსვრელი ნაკადი, ცეცხლოვან ფრინველს რომ ახრჩობს, მის ბუდეს რომ ფარავს და მო-
იწევს ამ გვალვისგან გახევებულ მიწაზე, რომელმაც აღარც კი იცის, როგორ შეიწოვოს
ამხელა ნიაღვარი, თან რომ მიაქანებს იმ ბეხრეკს და მის პირსისხლიან ძმებს; და იწმინ-
დება ეს ადგილი შიშების, თავისი არქაული ტრაგედიების, თავისი კაცებისგან.

ნიაღვარი, როგორც რისხვა, თანდათან ცხრება. ქალები კვლავ საკუთარ თავს ემსგავსე-
ბიან და სამყაროც პირვანდელ სახეს იბრუნებს. ქალები ნელა გროვდებიან ქვის თაღის
ქვეშ და ვერტმფრენების ხმაურს აყურადებენ, რომ ისინი, შიშისგან გათავისუფლებულ-
ნი, ვინმემ იხსნას, ვიდრე საკუთარ თავებს წალეკავენ. რაც შეეხება ამერიკელს, მისი სი-
ლუეტი განაგრძობს ცვლილებას. მისტერ მაჰარაჯის შვილი დაიბადება არა აქ, არამედ
დედის სამშობლოში, სადაც მალე ერთად დაბრუნდებიან. ეალერსება თავის სულ უფრო
მეტად გამობურცულ მუცელს. ახალი სიცოცხლე, მის წიაღში რომ იზრდება, იქნება ორ-
ივე - ცეცხლიც და წვიმაც.

You might also like