Professional Documents
Culture Documents
Com
ო. ჰენრი
ქუჩის კუთხეში ნომელი კაცი იდგა, შეუდრეკელი, როგორც გრანიტის კლდე ადამიანთა ტალღების
ცემაში. არქტიკის მზესა და ქარებს ყავისფრად შეეღებათ მისი სახე. თვალებში მყინვარების
ლაჟვარდისფერი კრთომა ჩარჩენოდა.
ის იყო მელასავით სწრაფი, ირმის კატლეტივით მაგარი, და ფართო, როგორც ჩრდილოეთის ნათება.
იდგა ხმაურის ნიაგარაში _ საჰაერო რკინიგზის გრიალით, ვაგონების რახრახით, ბორბლების
ჭრიალით და შოფრების უხეში ოხუნჯობით გარემოცული. ჩრდილოეთიდან ჩამოტანილი ოქროს
მტვერი ასიათასი დოლარიდან აქცია. ახლა იდგა ამ თანხით ჯიბეში და სული ელეოდა იმ დღის
ლოდინით, როცა ისევ ჩელკუტის მიწაზე შედგამდა ფეხს, გაეცლებოდა ამ ხმაურიანი ქუჩებისა და
გაცრუებული იმედების სამყაროს.
ნომელმა კაცმა შეხედა მას და მისთვის ნათელი გახდა, ჯერ ერთი, რომ ეს ქალი ზებუნებრივად
ლამაზი იყო, რასაკვირველია, სილამაზის შესახებ იმ წარმოდგენის შესაბამისად, რომელიც თვითონ
გააჩნდა, და, მეორე, რომ ის მოძრაობდა აუჩქარებელი და კოხტა გრაციით, როგორც მოძრაობენ
მარხილში შებმული ძაღლები თოვლიან ველზე. მისი მესამე განცდა იყო უეცარი რწმენა იმისა, რომ
ძალიან უნდოდა ეს ქალი მისი ყოფილიყო.
ნომელი ხალხი საერთოდ სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ახლა კი, მით უმეტეს, მალე უნდა
დაბრუნებულიყო ჩრდილოეთში და სწრაფი მოქმედება აუცილებელიც გახდა.
ის შევიდა სადგურის მოსაცდელ დარბაზში, აირბინა კიბეები და მომხიბლავი პატარა სკუპით გაჩნდა
ბორანზე,რომელიც ის-ის იყო უნდა დაძრულიყო. ნომელმა კაცმა სამი ნახტომით დაფარა ათი იარდი,
რომელიც მას ქალიშვილისგან აშორებდა და მისთან ერტად შეხტა ბორანზე.
მის კოლბიმ მონახა მყუდრო ადგილი ბორანის მოაჯირთან. საღამო არ იყო ცივი. მას უნდოდა თავი
მოერიდებინა მგზავრების მომაბეზრებელი ლაპარაკისა და ცნობისმოყვარე ცქერისათვის. გარდა ამისა,
ის დაქანცული იყო და ძალი ერეოდა... წინა ღამეს დაამშვენა ყოველწლიური მეჯლისი, რომელიც
,,თევზეულის საბითუმო მაღაზიათა ნოქრების მეორე დასავლეთის კლუბმა’’ გამერთა. ამის შედეგად
მისი ზალის ჩვეულებრივი დრო სამ საათამდე შემცირდა.
_ დიდი ამბავი, _ რაც შეეძლო ცივად შენიშნა სიბერ მეზონის მაღაზიაში მომუშავე ქალიშვილმა, _
ნუთუ არაფრით არ შეიძლება თქვენისთანა მოარშიყეების თავიდან მოშორება? მე უკვე ყველა
საშუალება ვცადე _ ხახვის ჭამით დაწყებული, ქუდში ქინძისთავების ტარებით გათავებული.
_ მე ასეთი არა ვარ, ქალბატონო, _ თქვა ნომელმა კაცმა, _ მართლა არა ვარ. როგორც გითხარით,
ქუჩაში გნახეთ და ისე მომინდა თქვენი გაცნობა, რომ იძულებული გავხდი გამოგყოლოდით.
მეშინოდა, ახლავე თუ არ გამოველაპარაკე, მერე ვეღარ ვიპოვი-მეთქი ამ დიდ ქალაქში. ამიტომაც
მოგმართეთ ასე.
ბორნის ნათურების მკრთალ შუქზე მის კოლბიმ გამომცდელი თვალით შეხედა უცნობს.
არა, ის არ იღიმებოდა ქუჩის ყოყოჩი დონ-ჟუანის ორჭოფული ღიმილით. პოლარული მზით დამწვარ
სახეზე გულწრფელობა მოუჩანდა. მის კოლბიმ იფიქრა, რომ არ იქნებოდა ურიგო გაეგო, რა ჰქონდა
სათქმელი ამ კაცს.
შეგიძლიათ დაჯდეთ, _ თქვა მან ხაზგასმული ზრდილობით და პირზე ხელი მიიდო, რომ მთქნარება
დაეფარა, _ ოღონდ იცოდეთ, უხეშობა არ დაიწყოთ, თორემ ამ წუთშივე სტიუარდს დავუძახებ.
ნომელი კაცი დაჯდა მის გვერდით. ის სავსებით მოხიბლული იყო ამ ქალით, კიდევ მეტიც, ამ ქალს
სწორედ ისეთი გარეგნობა ჰქონდა, როგორსაც ის დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ეძებდა.
_ ხომ არ გეშლებათ, იქნება ჯონსია? _ ეშმაკურად ჩაიღიმა მის კოლბიმ და მომხიბლავი კოხტა
მოძრაობით დაიხარა მისკენ.
_ ნომიდან ჩამოვედი, _ განაგრძო კაცმა, _ კარგა ბლომად მტვერი მოვხიკე და თან ჩამოვიტანე.
_ რას ლაპარაკობთ... მომჯადოებელი მსუბუქი ირონიით დაიჟღურტულა მის კოლბიმ. მაშ, ალბათ
,,თეთრ ფრთებში” მსახურობთ... არა? მგონი შემხვედრიხართ კიდეც სადღაც.
მე, ალბათ, უხეშ კაცად გეჩვენებით, მაგრამ ვინც მომწონს, იმასთან შემიძლია ძალიან კეთილი ვიყო.
იქ, ჩრდილოეთში ბევრი სიძნელე შემხვდა, მაინც გამარჯვებული გამოვედი _ 5.000 უნციამდე მტვერი
გავცერი.
_ ოჰ, ღმერთო ჩემო, _ თავაზიანი თანაგრძნობით წამოიძახა მის კოლბიმ, _ არვიცი სად არის, მაგრამ,
ალბათ, ძალიან ჭუჭყიანი ადგილია.
და მერე მისი თვალები დაიხუჭა. ნომელი კაცის ხმა, სერიოზულობის მიუხედავად, საკმაოდ
მონოტონურად ჟღერდა.
ან კი რა სახსენებელია რაღაც გაცრა, ცოცხები, მტვერი?.. მის კოლბიმ თავი კედელს მიაყრდნო.
_ მის, _ თქვა ნომელმა კაცმა კიდევ უფრო სერიოზულად და მონოტონური ხმით, _ ჩემს სიცოცხლეში
თქვენსავით ჯერ არავინ მომწონებია. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ნაადრევია ლაპარაკი თქვენს
გრძნობებზე ჩემს მიმართ, მაგრამ იქნება შესაძლებლობა მომცეთ, ბედი ვცადო. ნება მომეცით,
გაგიცნოთ და იქნებ მერე თქვენც მოგეწონოთ.
ნომელი ჯენტლმენი არ განძრეულა. მას არ უფიქრია, რომ ამის მიზეზი ძილი იყო, მაგრამ მეტისმეტად
ჭკვიანი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს მოძრაობა ტავისი გამარჯვებისათვის მიეწერა. ის ნეტარმა
აღელვებამ შეიპყრო, და ბოლოს იმით დაამთავრა, რომ მის მხარეზე მიყრდნობილი თავი იმედის
მომცემ ნიშნად ჩათვალა, რომელიც წარმატების მაცნე იყო და რომლის ბოროტად გამოყენება არ
შეიძლება. მხოლოდ ერთი წვეთი იაფი ლითონი აფუჭებდა მისი კმაყოფილების ბაჯაღლო ოქროს.
გადამეტებული გულახდილობით ხომ არ ელაპარაკა თავისი სიმდიდრის შესახებ? მას უნდოდა ის
შეჰყვარებოდა მისი ტავისი და არა სიმდიდრის გულისთვის.
_ მე კარგად მიცნობენ კლონდაიკში ჟუნოდან დაწყებული სერკლ სიტიმდე და მთელ იუკონზე. სამი
წლის განმავლობაში მონასავით ოფლს ვღვრიდი, რამდენი ღამე ვწოლილვარ თოვლში და სულ იმაზე
ვფიქრობდი, ოდესმე თუ შევუყვარდები-მეთქი ვინმეს. მტვერს ჩემი თავისთვის არ ვაგროვებდი.
იმედი მქონდა, რომ ოდესმე შესაფერი ქალი შემხვდებოდა და აი დღეს მართლაც შემხვდა. ფული
კარგი საქმეა, მაგრამ კიდევ უკეთესია, როცა უყვარხარ იმას, ვინც ქვეყანას გირჩევნია. ოდესმე
გათხოვება თუ დააპირეთ, მის, რა გირჩევნიათ ამ ორიდან?
_ გადაიხადეთ ფული!
მის კოლბის თავი უეცრად გვერდზე გადაქანდა. მან გაიღვიძა, გასწორდა და თვალები მოიფშვნიტა.
ნომელი კაცი აღარსად ჩანდა.