You are on page 1of 361

ჟორჟ ბერნანოსი

სატანის მზის ქვეშ


პროლოგი - მუშეტის ამბავი

მოსაღამოვდა და მოვიდა დრო, პ.-ჟ. ტულეს რომ უყვარდა.


დახეთ, როგორ იკვეთება ჰორიზონტი – სპილოსძვლისფერი
ღრუბელი ჩამავალ მზეს ფარავს, ბინდიანი ცის კიდით კიდემდე
უსასრულო მარტოობაა, უკვე ყინულივით ცივი, და სიჩუმით აღ-
სავსე... ახლა პოეტების საათია, სიცოცხლე გულში რომ გამოუხ-
დიათ, რათა მისგან იდუმალი, საამური, მომწამლავი ესენცია გა-
მოეწურათ.
ჩრდილში უკვე ირევა ადამიანების ათასხელა, ათასპირიანი
ჯგრო; ბულვარიც აზვირთებულ ტალღასავით ცოცხლდება...
ის კი, იდაყვებით მარმარილოს მაგიდას დაყრდნობილი, უც-
ქერდა, როგორ შროშანივით იშლებოდა ღამე.
ეს ის დროა, როდესაც არტუას ქალაქ ტერნინკში მცხოვრები
ჟერმენ მალორტის ამბავი იწყება. მამამისი ბულონელი მალორ-
ტების შთამომავალი იყო. ეს გვარი ოდითგანვე მეწისქვილეობა-
სა და ფქვილით ვაჭრობას მისდევდა – ყველა ერთი ცომისგან
მოზელილი, ტომარა ფქვილისგან უკანასკნელი გროშის გამომ-
წურავი, მაგრამ, ამასთანავე, საქმეში წარმატებული და ხელგაშ-
ლილი ცხოვრების მოყვარული.
მამილო მალორტი პირველი იყო, ვინც კამპანში დასახლდა,
იქვე დაქორწინდა, ხორბალი ქერზე გაცვალა, პოლიტიკაში გაყო
თავი და თანაც, ლუდის ხარშვა წამოიწყო. ვერც ერთ საქმეში მი-
აღწია წარმატებას და ვერც – მეორეში. დევრისა და მარკიზის
მეწისქვილეები მალორტის დასაბმელ გიჟად მიიჩნევდნენ, ჯიბე-
გახვრეტილი დარჩებაო, უწინასწარმეტყველებდნენ მას შემდეგ,
რაც მან იმ კომერსანტების სახელი შეარცხვინა, რომლებიც
ღირსეული მოგების გარდა არაფერს ითხოვდნენ. „ოდითგანვე,
მამა-პაპიდან მოყოლებული, ლიბერალები ვართო“, ამბობდნენ
და იმას გულისხმობდნენ, რომ თავად უმწიკვლო ნეგოციანტებად
რჩებოდნენ... რადგან ამბოხების მოსურნეებს ხშირად დრო დას-
ცინის და მათი შთამომავლები უაღრესად მშვიდობისმოყვარენი
აღმოჩნდებიან ხოლმე. ბლანკის სულიერი მემკვიდრეები დაწესე-
ბულებათა რეგისტრატურებში ოფიციალურ ქაღალდებს ჩაჰკირ-
კიტებენ, ხოლო საეკლესიო სამოსის საცავებში ლამენეს1 უამრა-
ვი მიმდევარი მუშაობს.
სოფელ კამპანს ორი „მბრძანებელი“ ჰყავს. ერთ-ერთი, ჯან-
მრთელობის სადარაჯოზე მდგარი გალე, რასპაის2 სამაგიდო
წიგნზე აღზრდილი, ადგილობრივი დეპუტატია. იმ მაღალი თა-
ნამდებობრივი მდგომარეობიდან, სადაც ბედმა აისროლა, ჯერ
კიდევ მელანქოლიურად უმზერს ბურჟუაზიული ცხოვრების უკვე
დაკარგულ, სამოთხისებურ ნეტარებას, თავის პატარა, მიყ-
რუებულ დაბასა და საკუთარი სახლის მწვანე რეფსის ქსოვილით
გაწყობილ სალონს, სადაც ეს არარაობა გაყოყლოჩინდა. გულ-
წრფელად სჯერა, რომ სოციალური წესრიგისა და საკუთრების-
თვის საფრთხეს წარმოადგენს, გამუდმებით ამაზე წუწუნებს და
მუდამ დუმს, ან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს იკავებს, იქ-
ნებ ცოტა ხნით ასე მაინც შევაჩეროო ერთისა და მეორის განად-
გურება.

1 ლამენეფელისტე რობერ (1782-1854 წწ.) – ფრანგი პუბლიცისტი და


ფილოსოფოსი.
2
რასპაი ფრანსუა-ვინსან (1794-1878) – ფრანგი ქიმიკოსი, ბოტანიკო-
სი, პოლიტიკური მოღვაწე, ციტოქიმიისა და სახალხო ჯანდაცვის ფუ-
ძემდებელი. მისი წიგნი „ჯანმრთელობის წელიწდეული“ 77-ჯერ გა-
მოიცა 1845-1935 წლებში და მრავალი ექიმის სამაგიდო წიგნად იქცა.
რასპაი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმთავრესად მიიჩნევდა ჰი-
გიენის წესების, ეთიკური და მორალური პრინციპების დაცვას.
„უსამართლოდ მექცევიან“, აღმოხდა ერთხელ ამ მოჩვენებას
გულწრფელი სინანულით, „რაც უნდა იყოს, სინდისი ხომ გამაჩ-
ნია!“
იმ დროსა და იმავე ადგილას მესიე მარკიზი დე კადინიანი
უმიწაწყლო მეფესავით ცხოვრობდა. „დიდ და საკაცობრიო საქ-
მეებს“ ეცნობოდა „ლე გოლუას“ „საქვეყნო ქრონიკებისა“ და „რე-
ვიუ დე დიუ მონდის“ პოლიტიკური ქრონიკის წყალობით; თავგა-
მოდებით ცდილობდა, საფრანგეთში მტაცებელი ფრინველებით
ნადირობის მივიწყებული ტრადიცია აღედგინა. სამწუხაროდ, ძვი-
რად ღირებულმა, გამორჩეული ჯიშის ნორვეგიულმა შავარდნებ-
მა იმედი გაუცრუეს და მისი საკუჭნაოები დააცარიელეს; ამიტო-
მაც, ამ ტევტონ რაინდებს მარკიზმა კისერი მოუგრიხა და იძულე-
ბული გახდა, ტოროლებსა და კაჭკაჭებზე დაგეშილი კირკიტების
გაწვრთნას დასჯერებოდა. ხანგამოშვებით მარკიზი გოგოებს
ეკურკურებოდა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ბოროტი ენები ასე
ამბობდნენ; თუმცა, ავყიები როყიო ავსიტყვაობით კმაყოფილდე-
ბოდნენ, რადგან მარკიზი თავის მსხვერპლს უჩუმრად, მგელივით
უსაფრდებოდა.

II

მამა მალორტის ცოლისგან ქალიშვილი ეყოლა. თავდაპირ-


ველად, რესპუბლიკისადმი ერთგულების ნიშნად, ბავშვისთვის
ლუკრეციას დარქმევას ფიქრობდა. სკოლის მასწავლებელს ეჭვი
არ ეპარებოდა, რომ ლუკრეცია გრაკქუსების ღირსეული დედა
ბრძანდებოდა და მალორტის მოკლედ შეახსენა კიდეც, თქვენამ-
დე ვიქტორ ჰიუგომ მიაგო პატივი ლუკრეციასო. ერთი სიტყვით,
სამოქალაქო რეესტრი კიდევ ერთხელ დაამშვენა საპატიო სა-
ხელმა. საუბედუროდ, კიურეს პედანტობის ჭია შეუჩნდა, ჯერ არ-
ქიეპისკოპოსს უნდა დავეკითხოო; ასე რომ, უნდოდა თუ არ უნ-
დოდა, გულფიცხი ლუდისმხდელი მისი ქალიშვილის ჟერმენად
მონათვლას დაჰყაბულდა...
– ბიჭი რომ ყოფილიყო, არ დავთმობდი, – განაცხადა მა-
ლორტიმ, – აი, გოგონა სხვა საქმეა.
ამასობაში ჟერმენი თექვსმეტი წლის შესრულდა.
ერთ საღამოს, ვახშმობისას, ახალმოწველილი რძით სავსე
სათლით ხელში, სასადილო ოთახის ზღურბლზე ორი ნაბიჯიც
არ გადაუდგამს, ჟერმენი გველნაკბენივით გაშეშდა, მიტკალივით
გაფითრდა და მუხლები მოეკვეთა.
– ვაიმე, ღმერთო! – შეჰყვირა მალორტიმ, – ბავშვს გული
მისდის!
საწყალმა გოგომ ტირილით მიიდო ხელები მუცელზე. დედა
მალორტიმ შვილს თვალი თვალში გაუყარა.
– ერთი წუთით დაგვტოვე, მამიკო, – თქვა მან.
როგორც ყოველთვის, ათასი ურთიერთგამომრიცხავი, გამო-
უთქმელი ეჭვის შემდეგ, სიმართლე უცებ გასკდა. თავნება გოგო-
ზე არაფერმა გაჭრა: არც მუდარამ, არც მუქარამ, არც ცემამ, ყვე-
ლაფერზე ბავშვივით ტიროდა. მსგავს კრიზისულ სიტუაციებს ყვე-
ლაზე უჭკუო გოგოც კი საღი გულგრილობით ხვდება ხოლმე,
რაც უეჭველად დიდებული ინსტინქტის ნიშანია. იქ, სადაც მამაკა-
ცი ღელავს და ბობოქრობს, ის დუმს. იცის, რომ ცნობისმოყვა-
რეობის გაღვივებით ბრაზს აცხრობს.
რვა დღის შემდეგ, თავისი ძვირფასი ჩიბუხის მეორედ გაბო-
ლებამდე, მალორტიმ ცოლს გაანდო:
– ხვალ მარკიზთან წავალ. რაღაც აზრი მაქვს. ყველაფერი
საეჭვოდ მეჩვენება.
– მარკიზთან?! – შეიცხადა ქალმა, – ანტუან, ეგ სიამაყე დაგ-
ღუპავს! დანამდვილებით არაფერი იცი; მასხრად აგიგდებენ.
– მაგასაც ვნახავთ, – თქვა მალორტიმ, – ათი საათია; წადი,
დაიძინე.
მაგრამ მეორე დილით, მძვინვარე მტრის წინა ოთახში, ტყა-
ვის ღრმა სავარძელში მოკალათებული მალორტი მიხვდა თავის
გაუფრთხილებლობას. თავდაპირველი ბრაზი რომ დაცხრა,
გაიფიქრა: „ვაითუ, მართლაც მეტისმეტად შორს შევტოპო...“
ბევრი გაქნილი გლეხის მსგავსად, მასაც ეგონა, რომ საკუთა-
რი პატივმოყვარეობის არად ჩაგდებით საქმეს უფრო ადვილად
მოაგვარებდა. თუმცა, ცხოვრებაში პირველად, მგზნებარებამ
სძლია და იმ ენით ესაუბრებოდა, რომლისაც არაფერი გაეგებო-
და.
იმ დროისთვის ჟაკ დე კადინიანს ორმოცდახუთი წელი უკვე
შესრულებოდა.
საშუალო სიმაღლის, ფერხორციანი, ზამთარ-ზაფხულ ყავის-
ფერი ხავერდის სამოსს ატარებდა, რაც კიდევ უფრო ასუქებდა,
თუმცა, მის მომხიბლაობას ვერაფერს აკლებდა, სოფლური თა-
ვაზიანობითა და თანდაყოლილი ზრდილობით მარკიზი მუდამ
კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა გარშემომყოფებზე. იმ მამაკაცე-
ბის მსგავსად, მუდამ სიამოვნებას რომ ეძებენ და გვერდით ნამ-
დვილი ან წარმოსახვითი მდედრობითი სქესის კომპანიონი
ჰყავთ, მარკიზიც საუბრისას ცდილობდა უკმეხი, ჯიუტი და, ცოტა
არ იყოს, უხეშიც კი გამოჩენილიყო, თუმცა, იმავდროულად, თავ-
საც გასცემდა; მის რბილ და ხავერდოვან ხმაში განებივრებულ,
ჟინიან, ალერსიან და იდუმალ ბავშვს ამოიცნობდით. ამის გარ-
და, მარკიზს ირლანდიელი დედისგან მკრთალი ცისფერი, უძი-
რო, ყინულივით გამჭვირვალე თვალები დაჰყვა.
– საღამო მშვიდობისა, მალორტი, – მიესალმა მარკიზი სტუ-
მარს, – დაბრძანდით.
მართლაც, მალორტი მანამდე ფეხზე წამოდგა. წინასწარ
ჰქონდა მოფიქრებული მცირე მონოლოგი, მაგრამ, მისდა გასა-
ოცრად, ერთი სიტყვაც ვეღარ გაიხსენა. ბოლოს სიზმრით გაბ-
რუებულივით ალაპარაკდა იმ იმედით, რომ ბრაზი გამოაფხიზ-
ლებდა.
– ბატონო მარკიზ, – დაიწყო მალორტიმ, – საქმე ჩვენს ქა-
ლიშვილს ეხება.
– აჰა! – თქვა მასპინძელმა.
– მოვედი, რათა გელაპარაკოთ, როგორც მამაკაცი მამა-
კაცს. ხუთი დღეა, მე და ჩემმა ცოლმა უცნაურობა შევნიშნეთ. თა-
ვი ვიმტვრიე, ყველაფერი ავწონ-დავწონე; აჯობებს, გულახდი-
ლად ვისაუბროთ და შევთანხმდეთ. მინდა ჯერ თქვენთან გავარ-
კვიო ყველაფერი, სანამ სხვა გზას მივმართავ. ბოლოს და ბო-
ლოს, ველურები ხომ არ ვართ!
– რომელ გზას? – შეეკითხა მარკიზი და მერე მშვიდად, ისე-
თივე არხეინი ტონით განაგრძო:
– დაცინვაში ნუ ჩამომართმევთ, მალორტი, მაგრამ ჩემს ჩი-
ბუხს ვფიცავ, თქვენს ნათქვამს თავი და ბოლო ვერ გავუგე! ორი-
ვენი გამოვედით ბიჭობის ასაკიდან, მიკიბ-მოკიბვისა და ნარ-
თაულების დრო წავიდა. გნებავთ, თქვენ მაგივრად მე ვიტყვი?
ჰოდა, ძალიან კარგი! პატარა ორსულადაა და ახლა შვილიშვი-
ლისთვის მამიკოს ეძებთ, სწორად მივხვდი?
– ბავშვი თქვენია! – მაშინვე წამოიძახა ლუდისმხდელმა.
მსუქანი მარკიზის სიმშვიდემ შიშისგან ძარღვებში სისხლი
გაუყინა. საგულდაგულოდ მოფიქრებული წყალგაუვალი არგუ-
მენტებიდან ერთის მოყვანაც ვერ გაბედა. მის გონებაში კვამლი-
ვით გაიფანტა ის, რაც სრულიად დამაჯერებელი ეგონა.
– ხუმრობას მოვეშვათ, – გააგრძელა მარკიზმა, – თავს უფ-
ლებას არ მივცემ, თქვენი არგუმენტების მოსმენამდე, უდიერად
მოგეპყროთ. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მალორტი. კარ-
გად იცით, არასრულწლოვან გოგოებზე თვალი არ გამირბის; რა
თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც მქონია ერთი-ორი სასიყვარუ-
ლო თავგადასავალი, მაგრამ პატიოსნებას გეფიცებით, ეს უკვე
მეტისმეტია! სოფელში ბავშვი ვერ დაბადებულა ისე, რომ ჭორი-
კანა დედაბრებმა გუდას პირი არ მოხსნან: იწყება გაუთავებელი
თუ..., მაგრამ..., როგორც ჩანს..., ალბათ... კარგით რა, ფეოდა-
ლების ხანაში ხომ აღარ ვცხოვრობთ, მე ყველა სიკეთეს ნება-
ყოფლობით ვიღებ. რესპუბლიკა ყველასია, ჩემს ძაღლებს ვფი-
ცავ!
„რესპუბლიკაო!“, გაოგნდა ლუდისმხდელი. მარკიზის ალალ-
მართალი, შეულამაზებელი აღსარება თავმოწონებად ჩათვალა,
თუმცა ის გულახდილად საუბრობდა; თვითონ კი, როგორც ნამ-
დვილი გლეხი, მთავრობას უჭერდა მხარს, რომელიც სამიწათ-
მოქმედო კონკურსებს თავმჯდომარეობს და ჩასუქებული შინაური
საქონლის პატრონს აჯილდოებს. კამპანის მებატონეს კი დაახ-
ლოებით იგივე წარმოდგენა ჰქონდა პოლიტიკასა და ისტო-
რიაზე, რაც მისი მოიჯარეებიდან ყველაზე წყალწაღებულს.
– მაშ? – იკითხა დადებითი ან უარყოფითი პასუხის მომლო-
დინე მალორტიმ.
– მაშ, მიპატიებია, რომ თავს უფლება მიეცით და როგორც
იტყვიან, საქმის მოსაკვარახჭინებლად ჩემთან მოხვედით. თქვენ,
თქვენმა შეჩვენებულმა დეპუტატმა და მთელმა სოფელმა ჩემგან
რაღაც ლურჯწვერასნაირი საფრთხობელა შექმენით. მარკიზმა
ეს, მარკიზმა ის, მარკიზმა აქ, მარკიზმა იქ... ბატონყმობაო,
ფეოდალური უფლებებიო – ათასი სისულელე და მიქარვა. მერე
რა, რომ მარკიზი ვარ? მეც ხომ მაქვს უფლება, სამართალი ვე-
ძებო? თქვენ თუკი გინდათ, მალორტი, სამართლიანი და შემ-
წყნარებელი იყოთ?! აბა ერთი, გულახდილად მითხარით, ვინ
არის ის უჭკუო, ვინც აქ მოსვლა, ჭუჭყიანი სარეცხის ჩემთან გა-
მომზეურება და ამასთან ერთად, ჩემი უსამართლოდ დადანა-
შაულება გირჩიათ? ქალია ამ ამბავში გარეული, არა? ოჰ, ეს
ენატარტარა ქალები!
მარკიზი მიკიტანივით მოურიდებლად ახორხოცდა. ლუდის-
მხდელსაც კინაღამ გაეცინა, როგორც ხანგრძლივი მოლაპარა-
კების შემდეგ სასიკეთოდ დადებული გარიგებისას, როცა დააყო-
ლებდა: „დაჰკარით ხელი! დავლიოთ, ბატონო მარკიზ!...“
ფრანგი ხომ დაბადებიდანვე გულითადია.
– მომისმინეთ, ბატონო კადინიან, – ამოიოხრა მალორტიმ, –
სხვა საბუთი რომც არ მქონდეს, მთელმა სოფელმა უიმისოდაც
დიდი ხანია იცის, რომ გოგოს კარგა ხანია, ეტორღიალებით. ეგ
კიდევ არაფერი! ერთი თვის წინ, ვაილის გზაზე რომ გავიარე,
თქვენ, ორნი, გვერდიგვერდ ისხედით ლეკლერკის საძოვარზე,
თხრილთან. მაშინ ვიფიქრე, უბრალო კეკლუცობაა და გაივლის--
მეთქი. თან ჟერმენი რავოების ბიჭს უნდა მივათხოვო; ისეთი კუ-
დაბზიკა მყავს! მოსახდენი უკვე მოხდა. თქვენისთანა დიდგვარო-
ვანი, მდიდარი მებატონისთვის ღირსების საკითხი ხუმრობა რო-
დია. რასაკვირველია, ჩემი ქალიშვილის შერთვას არ მოგ-
თხოვთ; ასეთი ბრიყვიც ნუ გგონივართ. მაგრამ ნურც ხელწამო-
საკრავი ხალხივით მოგვექცევით, ვისთანაც დროსტარება, მერე
ბედის ანაბარად მიგდება და სახალხოდ თავის მოჭრა გაგივათ.
უნებლიეთ, მალორტის ბოლო სიტყვებს გლეხის მეგობრუ-
ლი, გულუბრყვილო, ოდნავ წუწუნა ტონი შეეპარა. „მარკიზი უარ-
ყოფას ვერ ბედავს“, გაიფიქრა მან, „სანაცვლოდ რაღაცას შე-
მომთავაზებს...“ მაგრამ სახიფათო მოწინააღმდეგე ლაპარაკში
არ ეჩრებოდა.
დუმილმა რამდენიმე წუთს გასტანა, სიჩუმეს მხოლოდ შორი-
დან მომავალი გრდემლის გრიალი არღვევდა.
აგვისტოს ჩინებული შუადღე იდგა, ზუზუნითა და ბზუილით
აღსავსე.
– და მერე? – როგორც იქნა, ხმა ამოიღო მარკიზმა.
მალორტიმ ამასობაში ძალ-ღონე მოიკრიბა და შეკითხვაზე
მიუგო:
– შემოთავაზებას თქვენგან ველი, ბატონო.
მარკიზი მიუხვდა და იკითხა:
– გოგომ ბოლოს როდის ნახა რავოების ბიჭი?
– აბა, მე რა ვიცი!
– მანდაა ძაღლის თავი დამარხული, – წყნარად თქვა მარ-
კიზმა, – საინტერესო ინფორმაციაა... მაინც რა სულელები არიან
მამები! მე დამნაშავეს ორ საათში გაკოჭილს მოგგვრიდით!
– რას ამბობთ?! – ელდა ეცა მალორტის.
მას დიდი არაფერი გაეგებოდა თავდაჯერებულობის დახვე-
წილი ფორმისა, განათლებული ადამიანები ცინიზმს რომ უწოდე-
ბენ.
– ჩემო ძვირფასო მალორტი, – ძველებურად აგრძელებდა
მარკიზი, – მე რა უნდა გირჩიოთ? მით უმეტეს, ახლა, როცა თავს
უბედურება დაგატყდათ, თანაც თქვენნაირ ადამიანს სულაც არ
სჭირდება რჩევები. მხოლოდ ერთს გეტყვით: რვა დღეში ისევ
მესტუმრეთ; მანამდე დამშვიდდით, ყველაფერი გულდასმით გა-
მოიძიეთ და აწონ-დაწონეთ, აყალმაყალს ნუ ატეხთ და ნურავის
დაადანაშაულებთ. ფრთხილად იყავით, სხვამ შეიძლება ჩემსა-
ვით არ მოგითმინოთ. ჯანდაბა, ბავშვი ხომ აღარ ხართ! მოწ-
მეები არ გყავთ, წერილებსა და სხვა სამხილზე ლაპარაკიც ზედ-
მეტია. რვა დღე საკმარისია, რომ ხალხი ალაპარაკდეს. ვინ
იცის, იქნებ პატარა ამბიდან დიდი სარგებელიც ნახოთ... გამი-
გეთ, მალორტი? – ხალისით ჰკითხა მარკიზმა.
– შეიძლება ითქვას, ჩინებულადაც კი, – უპასუხა ლუდის-
მხდელმა.
უცბად მაცდურ მარკიზს ჭოჭმანი შეეტყო, ხმა აუკანკალდა. „ა-
ბა, ყურადღებით! ჩემთვის ფულის დაცინცვლა უნდა“, გაიფიქრა
მალორტიმ. მარკიზის წამიერმა სისუსტემ გაბედულება შემატა,
ამასთან, მომეტებული ბრაზი უფრო მეტად უბნელებდა გონებას.
– ყველაფერი გაარკვიეთ, – გაუმეორა კადინიანმა, – რაც
მთავარია, გოგოს თავი დაანებეთ. ჯერ ერთი, ძალით სიმარ-
თლეს ვერ ათქმევინებთ. ასეთი ლამაზი ნანადირევი ღალღასა
ჰგავს, იონჯაში რომ დაფუთფუთებს საუკეთესო მონადირე ძაღ-
ლის ცხვირწინ და გამოცდილ სპანიელსაც კი ჭკუიდან შეშლის.
– მეც ზუსტად ამის თქმა მინდოდა, – თავი დააკანტურა მა-
ლორტიმ, – რაც შემეძლო, გავაკეთე. რვა ან თუნდაც თხუთმეტ
დღეს დავიცდი, რამდენიც საჭირო იქნება... მალორტის არავისი
არაფერი მართებს და თუ მისი გოგო ცუდ გზას დაადგა, თავის
თავს დააბრალოს. ცოდვის ჩასადენად საკმარისად დიდია, თავის
დაცვასაც მშვენივრად შეძლებს...
– კარგი! კარგი! – წამოიძახა შეშფოთებულმა მარკიზმა, – ცა-
რიელი სიტყვების რახარუხს რა აზრი აქვს?!
მალორტის აღარ უჭოჭმანია; ჩათვალა, რომ დააშინა.
– ლამაზ გოგონას ადვილად ვერ მოიშორებენ ხოლმე თავი-
დან, ბებერი მაცდურისგან განსხვავებით, ბატონო მარკიზ, ეს ყვე-
ლამ იცის... ხვდებით ალბათ, აქ გიცნობენ და ეშმაკმა დალახ-
ვროს, ჟერმენი თვალს თვალში გაგიყრით და თავისი პირით
გეტყვით! საქვეყნოდ, ყველას თანდასწრებით! პატარა კია, მაგ-
რამ თავს არ დაიჩაგრავს! დაცინვას მაინც გადავრჩებით...
– გულახდილად რომ გითხრათ, საინტერესო სანახავი კი იქ-
ნებოდა, – თქვა მარკიზმა.
– ასეც იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ, – თავდაჯერებით წა-
მოიძახა მალორტიმ.
– მიდით და ჰკითხეთ, – შესძახა კადინიანმა, – თავად ჰკით-
ხეთ თქვენს შვილს, მეგობარო!
ლუდისმხდელს გონებაში წამით ამოუტივტივდა ჟერმენის
ფერმკრთალი, პატარა, ჯიუტი და ამოუცნობი სახე, ამაყად მოკუ-
მული ტუჩები, რომლებსაც რვა დღის განმავლობაში საიდუმლო
ვერ დააცდენინა... მერე კი შეჰყვირა:
– ეშმაკის კერძი ვიყო! მამამისს ყველაფერი ჩაუკაკლა!
და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
მარკიზი წამით შეყოყმანდა, ლუდისმხდელი თავით ფეხამდე
აათვალიერ-ჩაათვალიერა, ბოლოს მზერა ერთბაშად გაუმკაც-
რდა. მკრთალი ცისფერი თვალის გუგები გაუმწვანდა. იმ წუთას
ჟერმენი მათში საკუთარი ბედის ამოკითხვას შეძლებდა.
მარკიზი ფანჯარასთან მივიდა, დახურა და მაგიდასთან უსიტ-
ყვოდ დაბრუნდა. შემდეგ ძლიერი მხრები შეარხია, სტუმარს
მიუახლოვდა და უთხრა:
– დაიფიცე, რომ სიმართლეს ამბობ, მალორტი!
– ვფიცავ! – უპასუხა ლუდისმხდელმა.
ეს ტყუილი პატიოსან ხრიკად ჩათვალა, თანაც ნათქვამს ხომ
ვეღარ გადათქვამდა. წამით დააპირა კიდეც, მაგრამ იგრძნო,
რომ მდგომარეობის გამოსწორება გვიანი იყო. აღელდა. ორი
შესაძლო გზიდან უარესი ამოირჩია და სამუდამოდ უფსკრულში
გადაიჩეხა.
მალორტიმ ინატრა, ნეტავ, ახლა მეხი დამეცესო. მარკიზმა
მშვიდად თქვა:
– წადით, მალორტი. დღეისთვის საკმარისია. მეც და თქვენც,
მართალია, სხვადასხვაგვარად, მაგრამ პატარა გომბიომ ორივე-
ნი გაგვაცურა – ეტყობა, ტყუილის თქმა ენის ამოდგმამდე ისწავ-
ლა. ფრთხილად! თქვენს გაიძვერა მრჩევლებს ურჩევნიათ, სისუ-
ლელისკენ და, მით უმეტეს, ჩემი შეშინებისკენ აღარ გიბიძგონ.
ფეხებზე მკიდია, რაც უნდათ, ის იფიქრონ ჩემზე! ცდებით, თუ
ფიქრობთ, რომ სამართალი ძაღლებისთვისაა მოგონილი!
– ვნახოთ, ვისი აჯობებს! – მამაცურად უპასუხა ლუდის-
მხდელმა.
და სანამ სხვა, საკადრის პასუხზე ფიქრობდა, გარეთ აღმოჩ-
ნდა, მარტოსული და დარცხვენილი.
– ეშმაკმა წაიღოს ეგ კაცი! – ჩაილაპარაკა მოგვიანებით, –
თხლეს ქერად შემოგასაღებს და თან მადლობასაც გათქმევი-
ნებს.
მიაბიჯებდა და გონებაში მომხდარის ყველა დეტალი გულ-
დასმით აღადგინა, რომ ჩვეულებისამებრ ნელ-ნელა თავისთვის
სასარგებლო დასკვნები გამოეტანა. მაგრამ რამდენიც არ უნდა
ეჭყლიტა ტვინი, ბოლოს იძულებული გახდა საღ აზრს მინდობო-
და და შეჰგუებოდა თავმოყვარეობის შემლახავ ფაქტს: უმაღლეს
დონეზე შეხვედრამ, რაზეც დიდ იმედს ამყარებდა, უშედეგოდ
ჩაიარა. თანაც, მოსვენებას უკარგავდა კადინიანის ბოლოს ნათ-
ქვამი ორაზროვანი სიტყვები: „მეც და თქვენც, მართალია, სხვა-
დასხვაგვარად, მაგრამ პატარა გომბიომ ორივენი გაგვაცურა“.
როგორც ჩანდა, ამ გოგომ მამაც და მარკიზიც განზრახ შეცდო-
მაში შეიყვანა. თავი ასწია და ხეებს შორის დაინახა თავისი მშვე-
ნიერი, წითელი აგურით ნაგები სახლი, ბეგონიების გაზონი, სა-
ღამოს ცაში ლუდსახდელიდან ამავალი სწორი კვამლი და თავი
უკეთ იგრძნო.
„აუცილებლად ვიძიებ შურს“, წაიჩურჩულა, „კარგი წელი იქ-
ნება“. ოცი წელი ოცნებობდა მალორტი მარკიზის მეტოქეობაზე:
იყო კიდეც. განყენებული აზროვნების უნარი არ გააჩნდა, სამა-
გიეროდ, მიწიერი ღირებულებების უტყუარი ალღო ჰქონდა და
ღრმად სწამდა, თავის დაბაში პირველობას არავის დაუთმობდა;
ბატონთა იმ კასტას მიეკუთვნებოდა, რომლის მიბაძვითაც, უკვე
საუკუნეებია, წესები და ზნე-ჩვეულებები ყალიბდებოდა – ნახევ-
რად კომერსანტი, ნახევრად კაპიტალისტი, მეცნიერული ცოდნის
მფლობელი. ის უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ტიტულოვანი მიწათ-
მფლობელი და მკურნალი-პოლიტიკოსი, რომელიც სხვა არა-
ფერს წარმოადგენს, თუ არა დეკლასირებულ ბურჟუას.
მალორტიმ გადაწყვიტა, მოლოგინების დროისთვის გოგო
ამიენში გაეგზავნა. სხვა თუ არაფერი, მარკიზის თავშეკავებულო-
ბის იმედი ჰქონდა. გარდა ამისა, ვადიკურელი და სალენელი
ნოტარიუსები არ მალავდნენ, რომ მარკიზის კუთვნილი ციხე--
კოშკის გაყიდვას ფიქრობდნენ. ამბიციური ლუდისმხდელი მომა-
ვალი რევანშით ტკბებოდა. მისთვის ეს იყო საუკეთესო შურის-
ძიება, რადგან მეტოქის სიკვდილის სურვილამდე ფანტაზია არ
ჰყოფნიდა. იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, სიძულ-
ვილი რომ შეუძლიათ, მაგრამ ეს შეგრძნება თავს არ აკარგვი-
ნებთ.

***
ივნისის დილა იყო; ივნისის ისეთი უღრუბლო, წკრიალა, ცინ-
ცხალი დილა...
– წადი, საქონელს დახედე, ღამე როგორ გაატარეს! –
დაავალა დედილო მალორტიმ ქალიშვილს (რადგან წინა საღა-
მოს ექვსი ნასუქი ძროხა მდელოზე ძოვდა).
ჟერმენი კვლავ ნახავდა სოვის ტყის იმ კენწეროებს, ცისფერ
ბორცვს, ზღვისპირა ველსა და მზით განათებულ დიუნებს.
ჰორიზონტი უკვე თბება და ბოლავს, ჯერ ისევ დაჩრდილუ-
ლია ოღროჩოღრო გზა, გარშემო საძოვრები და დაგრეხილი
ვაშლის ხეები. დილის ცვარივით ცინცხალი სინათლეა. ჟერმენი
ისევ გაიგონებს, ექვსი ლამაზი ძროხა სისხამ დილით როგორ
ზმუის და ახველებს. ისევ შეისუნთქავს დარიჩინისა და კვამლის
სურნელს, ყელს რომ გწვავს და სიმღერას გაიძულებს. ისევ
დაინახავს, როგორ ბრწყინავს ოღროჩოღრო გზის ნაურმალში
ჩაღვრილი წყალი ამომავალ მზეზე...
და რაც კიდევ უფრო ჩინებულია, ტყის კიდეზე, ხავერდის სა-
მოსსა და დიდ ჩექმაში მეფესავით გამოწყობილი მისი გმირი,
პირში მანანის ჩიბუხით, თავის ორ ძაღლს, გორიალასა და ბუზ-
ღუნას ასეირნებს.
ერთმანეთს სამი თვის წინ, კვირა დღეს, დევრის გზაზე შეხ-
ვდნენ. გვერდიგვერდ მოდიოდნენ პირველ სახლამდე... გოგოს
ყურებში ჩაესმოდა მამის სიტყვები და ასევე „ღევეი დ’აღტუაში“
დაბეჭდილი სახელგანთქმული სტატიები, – ბატონყმობა, მიწის-
ქვეშა დილეგები – რასაც ფონად ახლდა მაგიდაზე მამამისის
მუშტის ბრახუნი – და კიდევ, საფრანგეთის ილუსტრირებული ის-
ტორია, წოწოლაქუდიანი ლუი XI (მის უკან სახრჩობელაზე კაცი
იგრიხება, პლესის დიდი კოშკიც მოჩანს)... გოგო პრანჭვა-გრეხის
გარეშე, თავაწეული, მომხიბლავი ვაჟკაცობით პასუხობდა. მაგ-
რამ რესპუბლიკელი ლუდისმხდელის გახსენებაზე, მაინც ძრწო-
და და ბურძგლავდა – და აი, ახლა მასაც აქვს საიდუმლო, საკუ-
თარი საიდუმლო!..
თექვსმეტი წლის ჟერმენმა იცოდა სიყვარული (არა სიყვა-
რულზე ოცნება – ოცნება ხომ უბრალო გასართობია). ჟერმენმა
სიყვარული იცოდა, ანუ როგორც მომწიფებულ ხილს, საკუთარ
არსებაში ასაზრდოებდა სიყვარულს, სიამოვნებასა და რისკთან
დაკავშირებულ ცნობისმოყვარეობას, იმ ქალების მსგავს შეუპო-
ვარ თავდაჯერებულობას, რომლებიც ხელის ერთი დაკვრით
იყენებენ გამოჩენილ შესაძლებლობას, შეუცნობელი სამყაროს
პირისპირ აღმოჩნდებიან და ყველა თაობაში ძველი სამყაროს
ისტორიას ხელახლა იწყებენ ხოლმე. ბურჟუაზიული ოჯახიდან
გამოსული ეს პატარა, ფერმკრთალი გოგო, მიბნედილი მზერი-
თა და ნაზი ხელებით, მდუმარედ მოიხმარდა ხელსაქმის ნემსს,
ელოდა ხელსაყრელ შემთხვევას, რათა გაებედა და ეცხოვრა.
წარმოსახვისა და სურვილებისათვის საკმარისად თამამი, ყველა-
ფერს ითვალისწინებდა, არჩევანსაც მისი გმირული შემართება
განსაზღვრავდა. განა რა დაბრკოლებაა არცოდნა, როდესაც კე-
თილშობილი სისხლი შთააგონებდა გულისთქმას, ყველაფერი
გაეწირა იმისათვის, რისიც არაფერი გაეგებოდა! ასაკოვანი დედა
მალორტი, დაბადებიდანვე შეუხედავი და მდიდარი, არასოდეს
იმედოვნებდა რაიმე სხვას, რიგიანი ქორწინების გარდა, რომ-
ლის მოსაგვარებლად ნოტარიუსიც საკმარისია და თავისთავად
გულისხმობს უბიწობას, მაგრამ არანაკლები სიცხადით ესმოდა
ქალის ცხოვრების წონასწორობის სისუსტე – იმ ულაზათო შენო-
ბის მსგავსად, რომელიც შესაძლოა, უმნიშვნელო ცვლილებამაც
კი ჩამოანგრიოს.
– მამიკო, – ეუბნებოდა ხოლმე ლუდისმხდელს, – ჩვენს გო-
გოს რელიგიის ანაბანა უნდა ვასწავლოთ...
ვერ ახერხებდა უფრო მეტის გამოთქმასა და დასაბუთებას,
თუმცა კი კარგად გრძნობდა. მამა მალორტი მაინც ვერაფრით
დაარწმუნა:
– რად უნდა კიურე, შეუფერებელი რამის აღიარება რომ ას-
წავლოს აღსარებებში? მღვდლები ბავშვებს გონებას ურევენ, ეს
ხომ ყველამ იცის.
იმავე მიზეზით მამა მალორტიმ სასტიკად აკრძალა ჟერმე-
ნისთვის კატეხიზმოს სწავლება და ასევე, იმ ფარისეველთა მონა-
ხულება, რომელთაც, მისივე სიტყვებით, „საუკეთესო ოჯახებშიც
კი არეულობა შეაქვთ“. ამას გარდა, გამოუცნობი ტერმინებით სა-
უბრობდა იმ იდუმალ ბიწიერებებზე, ქალიშვილების ჯანმრთე-
ლობას რომ ვნებს და რომელთა თეორიულ და პრაქტიკულ გა-
მოცდილებას მონასტერში იძენენ. „მონაზვნები გოგონებს
მღვდლებისთვის ამზადებენ“, ეს იყო მალორტის ერთ-ერთი საყ-
ვარელი გამოთქმა. „გოგონები ქმრის ავტორიტეტს ქორწინებამ-
დე ფეხქვეშ თელავენ“, დაასკვნიდა მაგიდაზე მუშტის ბრახუნით.
არ უყვარდა ხუმრობა ქმრის უფლებაზე, იმ ერთადერთზე, ადამი-
ანთა მოდგმის ზოგიერთ განმათავისუფლებელს უზენაესად რომ
მიაჩნია.
ქალბატონი ისევ რომ დაიჩივლებდა, გოგო უმეგობროა და
მთელ დღეებს სასაფლაოსავით პირქუშ, გაკრეჭილი ურთხლის
ბაღში ატარებსო:
– თავი დაანებე, – პასუხობდა ქმარი, – ყველა აქაური გოგო
გაიძვერაა. კვირაობით მღვდელი წმინდა მარიამითა და მისთანე-
ბით აბრუებს ხოლმე. მაგათ ნუ ეხუმრები! თუ გინდოდა, ჟერმენს
ცხოვრება ენახა, ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა და მონტრეის ლი-
ცეუმში გაგეგზავნა, ახლა ატესტატი ექნებოდა! მაგრამ მის ასაკში
გოგოებთან მეგობრობა არაფერს არგებს... ვიცი, რასაც ვამ-
ბობ...
ასე ამბობდა მალორტი, სჯეროდა დეპუტატ გალეს მოსაზრე-
ბის, რომელსაც გულთან ახლოს მიჰქონდა ქალთა განათლების
მსგავსი დელიკატური პრობლემები. ეს უმაქნისი, შეუხედავი კაცი,
ადრე მონტრეის ლიცეუმში ექიმად მუშაობდა, ახალგაზრდა ქა-
ლიშვილებზეც ბევრი რამ იცოდა და მათზე დაუფარავად საუბ-
რობდა.
– მეცნიერული თვალთახედვით... – ამბობდა ხოლმე გალე
ილუზიებდამსხვრეული კაცის ღიმილით, ვინც სხვის სიამოვნებას
გულმოწყალედ უყურებს, თავისთვის კი აღარაფერს დაეძებს.

გაკრეჭილი ურთხლის ბაღი მოშიშვლებული, მასტიკისსუ-


ნიანი ვერანდის ქვეშ – იქ მყოფი პატარა, ამბიციური გოგო და-
ღალა იმის მოლოდინმა, რაც არასდროს მოდის... სწორედ აქე-
დან წავიდა და ინდოეთზე შორს... ქრისტეფორე კოლუმბის სა-
ბედნიეროდ, დედამიწა მრგვალია; ლეგენდარულმა კარაველამ
ფორშტევენით ძლივს შეცურა, რომ მოგზაურობიდან უკვე ბრუნ-
დება... სხვა გზის ცდაც შეიძლება, ის ლარივით სწორი, საიმედო
და მუდამ წინ მიმავალია, რომლიდანაც გადახვევა არ შეიძლება
და საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან.
ჟერმენსა და დანარჩენებს, ვინც მომავალში გაივლის ამ გზა-
ზე, ლაპარაკი რომ შესძლებოდათ, იტყოდნენ: „რა ხეირია კარგ
გზაზე სიარული, თუკი მას არსაით მივყავართ?.. რა მოვუხერხოთ
ძაფის გორგალივით მრგვალ სამყაროს?“
მშვიდი ცხოვრებისთვის დაბადებულს, ტრაგიკული ბედი
ელის. ამბობენ, გასაოცარი, მოულოდნელი გარემოებების გამო
მოხდაო... მაგრამ გარემოებები არაფერ შუაშია: ტრაგედია მის
გულში იყო ჩაბუდებული.

***
მისი თავმოყვარეობა ნაკლებად რომ შელახულიყო, შინ
დაბრუნებული მალორტი ცოლს მარკიზის ციხე-კოშკში მომხდა-
რის შესახებ მოუყვებოდა. სანაცვლოდ ამჯობინა, აფორიაქება
და უხერხულობა კიდევ ცოტა ხნით დაემალა მუქარით სავსე, ამ-
პარტავნული დუმილით. თუმცა, შურისძიება სწყუროდა და ფიქ-
რობდა, ადვილად მიაღწევდა კიდეც შინ გათამაშებული დრამის
წყალობით, რომლის მსხვერპლი მისი ქალიშვილი იქნებოდა.
ცხოვრებისგან იმედგაცრუებულ ბევრ უტვინო კუდაბზიკას ოჯახის
ინსტიტუტი ჰაერივით სჭირდება, რადგან მის განკარგულებაში,
ხელის გაწვდენაზეა ერთი მუჭა სუსტი ადამიანები, რომლებსაც
ყველაზე ლაჩარიც კი ადვილად აფრთხობს. ასე იმიტომ ხდება,
რომ უძლურებას უყვარს სხვის ტანჯვაში არეკლილი საკუთარი
არარაობა.
ამან უბიძგა მალორტის, ვახშმის შემდეგ, მოულოდნელად
მბრძანებლური ტონით ეთქვა:
– შვილო, შენთან სალაპარაკო მაქვს...
ჟერმენმა თავი ასწია, საქსოვი ნელა დადო მაგიდაზე და გა-
იტრუნა.
– შემარცხვინე, – განაგრძო მალორტიმ იმავე ხმით, – ძალი-
ან შემარცხვინე... ცოდვის ჩამდენი ქალიშვილი ოჯახისთვის სა-
სიკვდილო დარტყმაა... ხვალ შეიძლება ყველასთვის თითით
საჩვენებელი გავხდეთ – ჩვენ, ვინც ჩვენს საქმეს ღირსეულად ვა-
კეთებთ და არავისი არაფერი გვმართებს. წარმოგიდგენიათ?! პა-
ტიების თხოვნისა და გულახდილი საუბრის ნაცვლად, როგორც
წესითა და რიგით უნდა მოიქცე, შენ რას შვრები? ლამისაა, თვა-
ლები დაითხარო ტირილითა და ვაი-ვიშით. მშობლებისათვის
ბავშვის მამის სახელის თქმას არ კადრულობ. ხმას არ იღებ და
საიდუმლოს არ ამხელ, ვერ მოგართვი! ამას ერთი დღეც აღარ
მოვითმენ! – მუშტი დასცხო მაგიდას, – გაჩვენებ სეირს! გეყოფა
ტირილი! გინდა ლაპარაკი თუ არა?
– როგორ არ მინდა, – უპასუხა საბრალომ დროის მოსაგე-
ბად.
დადგა ის საბედისწერო წუთი, ჟერმენი ასე რომ უფრთხოდა.
ერთი კვირის განმავლობაში მოფიქრებული რამდენიმე მოსაზ-
რება ერთბაშად ამოუტივტივდა გონებაში და ერთმანეთში საზარ-
ლად აირია.
– ეს-ესაა შენი საყვარელი ვნახე, – განაგრძო მალორტიმ, –
პირისპირ შევხვდი... ქალიშვილმა მარკიზი მოინდომა; მამიკოს
ლუდის გამო სირცხვილისგან წითლდება... საცოდავ, მიამიტ გო-
გოს თავი უკვე დიდი ქალბატონი და ციხე-კოშკის დიასახლისი
ჰგონია, გვერდით გრაფებით, ბარონებით, პაჟს კი მისი კაბის
შლეიფი უჭირავს!.. მოკლედ, მე და იმან ერთი-ორი სიტყვა ვუთ-
ხარით ერთმანეთს. ახლა ვნახოთ, ჩვენ შევთანხმდებით თუ არა
– პირობა უნდა მომცე, რომ ჩემს გაცურებას აღარ ეცდები და
თვალდახუჭული დამემორჩილები.
გოგო დროდადრო უხმოდ ამოისლუკუნებდა ხოლმე, ცრემ-
ლიანი თვალებით ნათლად იმზირებოდა. მოსალოდნელი დამ-
ცირება, აქამდე რომ აშინებდა, ახლა თავზარს აღარ სცემდა.
არადა, ჯერ კიდევ წინა საღამოს თავს უმეორებდა: „სირცხვილით
მოვკვდები, მართლა ასე იქნება!“ ახლა კი ამაოდ ეძებდა ნანატრ
სირცხვილის გრძნობას და ის კი თვალსა და ხელს შუა გამქრა-
ლიყო.
– დამემორჩილები? – იმეორებდა მალორტი.
– რა გინდათ, რომ გავაკეთო? –კითხვის დასმა გაბედა გო-
გომ.
მალორტი წამით ჩაფიქრდა.
– ხვალ ბატონი გალე ჩამოვა.
– ხვალ არა, – გააწყვეტინა ჟერმენმა, – ბაზრობის დღეს, შა-
ბათს.
მამა წამით გაოგნებისგან პირდაღებული მიაშტერდა შვილს.
– მართალი ხარ, ეგ კი აღარ გამხსენებია, შაბათს.
ჟერმენის წკრიალა და მტკიცე ხმით გამოთქმული შენიშვნა
მამამისს ეუცხოვა. ცეცხლთან მიყუჟულ დედილოს თავზარი დას-
ცა და მანაც ამოიგმინა.
– შაბათი... კარგი! შაბათი-მეთქი, – განაგრძო ლუდისმხდელ-
მა, რომელმაც ამასობაში საუბრის ძაფი დაკარგა, – გალე ის
ყმაწვილია, ცხოვრების ავანჩავანი რომ ესმის. კეთილსინდი-
სიერი, მგრძნობიარე კაცია... შენი ცრემლები მისთვის შეინახე,
ჩემო გოგო! მე და შენ ერთად წავალთ მასთან შესახვედრად.
– ოჰ! არა... – წამოიძახა ჟერმენმა.
ეს იმიტომ, რომ წილი უკვე ნაყარი იყო და ბრძოლის ქარ-
ცეცხლში ჩაბმულმა, საოცარი თავისუფლება და სიცოცხლის
წყურვილი იგრძნო! ბაგეებს მოწყვეტილი ეს „არა“ პირველ კოც-
ნასავით ტკბილ-მწარე ეჩვენა. ეს მისი პირველი გამოწვევა იყო.
– ესღა გვაკლდა! – დასჭექა ლუდისმხდელმა.
– მოიცა, ანტუან! – ჩაერია დედილო მალორტი, – ამოასუნ-
თქე! ბავშვმა მაგ შენს დეპუტატს რა უნდა უთხრას?
– რა და, სიმართლე, ეშმაკმა დალახვროს! – იყვირა მა-
ლორტიმ, – ჩემი დეპუტატი ექიმია, ეს ერთი! მეორე, ბავშვი თუ
უკანონოდ დაიბადა, ამიენის დაწესებულებებიდან ერთ-ერთს წე-
რილს გაუგზავნის და სიტყვას შეგვაწევს! მერე კიდევ, ექიმი ცოდ-
ნაა, მეცნიერებაა... რესპუბლიკელი კიურეა, განა უბრალო კაცი.
ნუ მაცინებთ მაგ თქვენი საიდუმლოებებით! გგონია, მარკიზი
პირველი ამოიღებს ხმას? გოგო მაშინ არასრულწლოვანი იყო,
ეს კი შეცდენაა, რასაც მძიმე შედეგები მოსდევს! ნაფიცი მსაჯუ-
ლები გაასამართლებენ და ახიც იქნება მასზე! გამომიჩნდა ეგეც
მარკიზი! გაფუყული დაიარება, ჰგონია გაგვასულელებს, სამხი-
ლები სასაცილოდაც არ ჰყოფნის და ტყუილების გუდაა, ბოგანო
მარკიზი!.. შე უბედურო! – მიუბრუნდა მალორტი ქალიშვილს, –
იცი თუ არა, რომ მამაშენზე ხელი აღმართა?!
მჭევრმეტყველების ეშხში შესულ მალორტის უნებლიეთ წა-
მოსცდა ეს ტყუილი, რომელიც მიზანს ასცდა. პატარა მეამბოხეს
გული გამეტებით აუძგერდა – მბრძანებელი მამის შეურაცხყოფას
მაინცდამაინც არ აუღელვებია, თვალწინ წარმოუდგა თავისი გმი-
რის მშვენიერება განრისხებისას... მისი ხელი! ის მძლავრი ხელი!
და დაუნდობელი მზერით მამის სახეზე ძალადობის კვალს დაუწ-
ყო ძებნა.
– ერთი წამით მოიცა, დამალაპარაკე, – თქვა დედილო მა-
ლორტიმ.
ქალმა შვილის სახე ხელებში მოიქცია.
– შე საწყალო, უტვინო გოგოვ, – თქვა მან, – შენი მშობლე-
ბის გარდა, სხვას ვის უნდა გაუმხილო სიმართლე? როცა მომ-
ხდარი ვიეჭვე, უკვე გვიანი იყო, მას შემდეგ კი რამდენი ხანი გა-
ვიდა! ახლა ხომ ხვდები, კაცების დაპირება ჩირადაც რომ არ
ღირს? ყველა მატყუარაა, ჟერმენ! მადმუაზელ მალორტი?..
მოიცა, ერთი! არც კი ვიცნობ! დავიჯერო, იმდენი სიამაყე არ გა-
გაჩნია, რომ მარკიზს ტყუილი უკანვე ჩასჩარო? უფლებას მისცემ
ჭორიკანებს, იფიქრონ, ვიღაც მდაბიოს, მსახურს ან მაწანწალას
დანებდაო? კარგი რა, თქვი სიმართლე! დუმილის პირობა ჩამო-
გართვა? მარკიზი ცოლად არ შეგირთავს, შვილო! გინდა, ჩემგან
გაიგო ახალი ამბავი? მის ნოტარიუსს მონტრეიდან უკვე უბრძა-
ნეს გაყიდოს შარმეტის ფერმა წისქვილიანად და სხვა დანარჩე-
ნიც. ციხე-კოშკიც ზედ მიჰყვება. ეს ამბავი დღეს ან ხვალ მოხდე-
ბა და შენი მარკიზი ცივ ქვაზე დარჩება! გვერდით აღარავინ ეყო-
ლება! ნუთუ გინდა, ყველამ დაგცინოს?! ამოიღე ხმა, ხისთა-
ვიანო! – შეჰკივლა დედამ.
„აღარავინ...“ გაგონილიდან ჟერმენმა მხოლოდ ეს სიტყვა
აღიქვა. მარტო... მიტოვებული, თავმოყვარეობაშელახული, და-
ცემული... თეთრი ყვავი... მონანიე! რისი უნდა გეშინოდეს, თუ
არა მარტოობისა და მოწყენილობის? ამ უსიხარულო სახლის
გარდა, რისი უნდა შეშინებოდა? გოგონამ ხელები გულზე დაიკ-
რიბა, გულუბრყვილოდ მოისინჯა თავისი მუჭისხელა ძუძუები, პა-
ტარა და ღრმა, თუმცა უკვე გულდაკოდილი მკერდი. თხელი ნაჭ-
რის ქვეშ თითებს აჭერდა მანამ, სანამ ტკივილმა კვლავ არ ამო-
ხეთქა, ინსტინქტურ ყვირილთან ერთად:
– დედა! დედა! სიკვდილი მირჩევნია!
– კმარა, – თქვა მალორტიმ, – აირჩიე: ან ის, ან ჩვენ. ან-
ტუანი არ მერქვას, თუ ერთ დღეზე მეტი მოგცე... კარგად გაიგო-
ნე, უზნეო! არცერთი საათით მეტი!
გოგონა ხედავდა, რომ მასსა და მის საყვარელს შორის ჩამ-
დგარიყო ეს მსუქანი, ბრაზიანი კაცი, გამოუსწორებელი სკანდა-
ლი, გადაწყვეტილი საქმე, მომავლისა და სიხარულისთვის დახ-
შული ერთადერთი კარი... რა თქმა უნდა, მარკიზმა დუმილის პი-
რობა ჩამოართვა, მაგრამ მამა ხომ მისი დამცველი იყო... ეს
მსუქანი კაცი ახლა შესძულდა.
– არა! არა! – კვლავ ჯიუტად იმეორებდა გოგო.
– ღმერთო, მიშველე! ეს ბავშვი გიჟია! – კვნესით აღაპყრო
ხელები დედა მალორტიმ, – დასაბმელი გიჟი!
– გავგიჟდები, აბა, რა იქნება, – უფრო მწარედ ატირდა ჟერ-
მენი, – ბოლოს და ბოლოს, რატომ მაწვალებთ?! რაც გინდათ,
ის მიქენით, მცემეთ, სახლიდან გამაგდეთ, თავს მოვიკლავ... მაგ-
რამ მაინც არაფერს გეტყვით! მარკიზზე კი ყველაფერი ტყუილი-
ა; ჩემთვის თითიც არ დაუკარებია.
– კახპა! – კბილებში გამოსცრა ლუდისმხდელმა.
– თუ ჩემი არ გჯერათ, დაკითხვას რაღაზე მიწყობთ? – ბავ-
შვის ხმით იმეორებდა ჟერმენი.
გოგონა ცრემლებით ეურჩებოდა და იწვევდა მამამისს; თავი-
სი დაუნდობელი ახალგაზრდობით მასზე ბევრად ძლიერად
გრძნობდა თავს.
– დაგიჯერო? შენ დაგიჯერო? – უპასუხა კაცმა, – მამაშენის
გასაცურებლად უფრო ჭკვიანური ხრიკებია საჭირო... გინდა რა-
ღაც გითხრა? შენმა რაინდმა ბოლოს სიმართლე აღიარა! ჩემე-
ბურად გამოვტეხე: „თუ გინდათ უარყავით, გოგონამ ყველაფერი
მომიყვა“.
– ოჰ! დე... დიკო! დედიკო, – ამოილუღლუღა ჟერმენმა, –
გაბედა... გაბედა!
ცრემლებისგან დაშრეტილი ლამაზი, მწველი, ცისფერი თვა-
ლები, უცბად იისფრად აელვარდა; შუბლი გაუფითრდა და ამა-
ოდ ცდილობდა გამშრალი ტუჩებით სიტყვების გამოთქმას.
– გაჩუმდი, შემოგვაკვდება! – იმეორებდა დედა მალორტი, –
ეს რა უბედურებაა!
მაგრამ ჟერმენის ცისფერმა თვალებმა ისედაც საკმარისზე
მეტი თქვა. ლუდისმხდელმა თვალი გაუსწორა ამ ზიზღით აღსავ-
სე, შეშინებულ მზერას. შვილების დამცველი დედა ნაკლებ საში-
ში და საზრიანი იყო, ვიდრე ჟერმენი, რომელსაც ეგონა, რომ
შვილზე არანაკლებ ძვირფასი ნაყოფი, სიყვარული გამოჰგლი-
ჯეს სხეულიდან.
– წადი აქედან! გაეთრიე! – სიბრაზისგან ენა დაება შეურაც-
ხყოფილ მამას.
თვალებდახრილი, ტუჩებაკანკალებული გოგო ერთხანს გა-
უნძრევლად იდგა, მზად იყო, აღიარებით კიდევ უფრო გაემწარე-
ბინა მალორტი. შემდეგ წამოკრიფა საქსოვი, ჩხირები, გორგალი
და ამაყად გადააბიჯა ზღურბლს, მკის დღეს ძნის შემკვრელ გო-
გონაზე უფრო აჭარხლებულმა.
როგორც კი სამშვიდობოს დაიგულა თავი, ორ-ორ საფეხურ-
ზე ახტომით, შველივით მარდად აირბინა კიბე და ოთახის კარი
მიაჯახუნა. ღია ფანჯრიდან, ხეივნის ბოლოს, ჰორტენზიების ორ
ბუჩქს შორის, პრასის კვლების საზღვარზე, თუჯის თეთრად შეღე-
ბილი ჭიშკარი მოჩანდა, მისი სამყაროს მიჯნა... ჭიშკრის იქით კი
ხედავდა მიჯრით ჩამწკრივებულ აგურით ნაგებ სხვა სახლებს
გზის მოსახვევამდე, სადაც დასახლების ყველაზე წყალწაღებუ-
ლი მათხოვრის, უმაქნისი ლიუგასის ქოხის ალიზის დაფხავებულ
კედლებზე დადებული ისლის უხეირო სახურავის საკვამური ბო-
ლავს... და ამ დაძველებული ისლის სახურავის გამო, რომლის
გარშემო გაწკრიალებული, კრამიტის ლამაზი სახურავები მოჩან-
და, მათხოვარი კიდევ ერთ თავისუფალ ადამიანად მიაჩნდა.
ჟერმენი საწოლზე წამოწვა და ლოყა ბალიშზე დადო. ბუნ-
დოვანი ფიქრების თავმოყრასა და მათ მოწესრიგებას ცდილობ-
და, მაგრამ მის აწეწილ გონებაში მხოლოდ ბრაზი გუგუნებდა...
ოჰ! საბრალო გოგო! მისი ბედი წყდება სუფთა, საბავშვო სა-
წოლზე, რომელსაც საპრიალებელი ცვილისა და ახლად გარეც-
ხილი ტილოს სურნელი ასდის! ორი საათის განმავლობაში ჟერ-
მენის გონებაში მსოფლიოს დაპყრობის უამრავმა გეგმამ გაიელ-
ვა, იმ მსოფლიოსი, რომელსაც უკვე ჰყავდა მბრძანებლები, მაგ-
რამ გოგოებს ეს ხომ სრულებით არ აღელვებთ... იკვნესა, იყვი-
რა, იტირა, მაგრამ შეუბრალებელ გარდაუვალობაში ვერაფერს
შეცვლიდა. მის თავს დამტყდარი ამბავი გამჟღავნდა, დანაშაული
აღიარებული იყო, რა შესაძლებლობა არსებობდა საყვარლის
რაც შეიძლება მალე ნახვის, ან საერთოდაც, მასთან შეხვედრის?
„ჰგონია, მისი საიდუმლო გავამჟღავნე“, ეუბნებოდა თავს, „მის პა-
ტივისცემას სრულებით დავკარგავ“. სულ ცოტა ხნის წინ დედი-
ლო მალორტიმ წამოიყვირა: „დღეს ან ხვალ ეს ამბავი მოხდება
და შენი მარკიზი ცივ ქვაზე დარჩება!“ რა უცნაურია! ჟერმენმა
პირველად იგრძნო ერთგვარი მღელვარება, მაგრამ არა იმი-
ტომ, რომ საყვარელი მიატოვებდა, არამედ საკუთარი მომავალი
სიმარტოვის გამო. ღალატი არ აშინებდა, ამაზე არასოდეს უფიქ-
რია. ეს არაფრით გამორჩეული, დარბაისლური, ბურჟუაზიული
ოჯახის ცხოვრება, აგურით ნაგები სანაქებო სახლი, შემოსავ-
ლიანი ლუდსახარში აირის გენერატორით – სამაგალითო ყო-
ფაქცევა თავისთავად უკვე ჯილდოს წარმოადგენდა – სახელგან-
თქმული კომერსანტის ქალიშვილი შესაბამის პატივისცემას იმსა-
ხურებს – დიახ, ამ ყველაფრის დაკარგვის საფრთხე ერთი წამი-
თაც კი არ აშინებდა. როდესაც მამამისი საკვირაო სამოსში გა-
მოწყობილ, სადა ვარცხნილობით დამშვენებულ ქალიშვილს ხე-
დავდა, მისი მხიარული და წკრიალა სიცილი ესმოდა, ეჭვი არ
ეპარებოდა თავისი გოგოს გამორჩეულობაში, „დედოფალივითაა
აღზრდილი“, დაუფარავი სიამაყით იტყოდა ხოლმე. ასევე ამბობ-
და: „მე ჩემი კეთილსინდისიერება გამაჩნია, ეს კი საკმარისია“.
მაგრამ არასოდეს აღრეულა ერთმანეთში მისი კეთილსინდი-
სიერება და გასავლის წიგნი.
გრილმა ქარმა დაუბერა: შორს პატარა ფანჯრები ერთი-
მეორის მიყოლებით აინთო; ხრეშმოყრილი ხეივანი ღამით ბუნ-
დოვან თეთრ ლაქად ჩანდა და ციცქნა, სასაცილო ბაღი უეცრად
თითქოს გაფართოვდა და თვით ღამესავით უსაზღვროდ ღრმა
გახდა...
ჟერმენს ბრაზმა გადაუარა, თითქოს სიზმრიდან გამოერკვა.
საწოლიდან წამოხტა და კარს ყური მიადო. არაფერი ისმოდა,
თუ არ ჩავთვლით ლუდისმხდელის ნაცნობ ხვრინვასა და საათის
დინჯ წიკწიკს. გოგონა ფანჯარასთან დაბრუნდა, გალიასავით
ვიწრო ოთახს მგლის ლეკვივით ჩუმი, უხმო, პატარა ნაბიჯებით
დაარტყა წრე... ჰა, რაო? უკვე შუაღამეა?
სამარისებური სიჩუმე უკვე ნიშნავს ხიფათს, თავგადასავალს,
სანატრელ რისკს. დიადი გულები სიჩუმეში ფრთებს შლიან
ხოლმე. ყველაფერს სძინავს, ხაფანგი არსადაა... „თავისუფალი
ვარ!“, თქვა უცებ ჟერმენმა დაბალი, ხრინწიანი ხმით, რომელიც
მარკიზს გულგრილს ვერ ტოვებდა და სიამოვნების ხვნეშით პა-
სუხობდა... ჟერმენი, მართლაც, თავისუფალი იყო.
თავისუფალი! თავისუფალი! იმეორებდა ჟერმენი მეტი თავ-
დაჯერებით. რასაკვირველია, ზუსტად ვერ იტყოდა, ვინ გაათავი-
სუფლა ან რისგან. ის იფურჩქნებოდა მხოლოდ თანამონაწილე
სიჩუმეში... სულ ახალგაზრდა მდედრი ცხოველი, ერთ მშვენიერ
ღამეს, კიდევ ერთხელ, ჯერ მორცხვად, შემდეგ თავდავიწყებით
ცდის თავის ძირითად კუნთებს, კბილებსა და ბრჭყალებს. ჟერმე-
ნი მთელ წარსულს ისე ტოვებდა, როგორც მოგზაური ერთი ღა-
მისთვის საჭირო თავშესაფარს.
ჟერმენმა ხელის ცეცებით გამოაღო კარი, კიბეს ფრთხილად
ჩაუყვა, კლიტეში გადატრიალებულმა გასაღებმა დაიღრჭიალა
და გოგო გარეთ გავიდა. ჰაერი არასდროს მოსჩვენებია ასეთი
მსუბუქი. ბაღი მის გვერდით ჩრდილივით გასრიალდა; გასცდა
ჭიშკარს, გზას და პირველ მოსახვევს... თავისუფლად მხოლოდ
მას შემდეგ ამოისუნთქა და მაშინ ჩამოჯდა მიწაყრილზე, რაც
უკან მოიტოვა ხეებში ჩაფლული, ჩაბნელებული, მჭიდროდ და-
სახლებული სოფელი... ამ აღმოჩენით აღფრთოვანებული აცახ-
ცახდა... განვლილი გზა უსასრულო მოეჩვენა. მის წინ იხსნებოდა
ღამე, როგორც თავშესაფარი და ნადავლი... არავითარი გეგმა,
თავში საამო სიცარიელეს გრძნობდა. „წადი აქედან! გაეთრიე!“,
თქვა რამდენიმე საათის წინ მამა მალორტიმ. ამაზე ადვილი რა
იყო? ჰოდა, ჟერმენი წავიდა.
III

– მე ვარ, – თქვა მან.


გაოგნებული კაცი წამოხტა. ალერსიანი დაძახილი, საყვედუ-
რით ნათქვამი ერთი სიტყვაც კი გააცეცხლებდა. მაგრამ ის კარის
ზღურბლზე იდგა, წელში გამართული, ბუნებრივი, და, ერთი შე-
ხედვით, სრულიად მშვიდი. უკან, ხრეშიან ბილიკზე, მისი მსუბუქი
ჩრდილი მოძრაობდა. და მაშინვე იცნო სერიოზული, აღუშფოთ-
ველი მზერა, ასე ძალიან რომ უყვარდა და კიდევ, სინათლის
მოუხელთებელი გაელვება თვალის დაწინწკლული გუგების სიღ-
რმეში. ორივემ იცნო ერთმანეთი.
– ჩემთან ღამის პირველ საათზე მოსვლის გამო, მას შემდეგ,
რაც მამაშენი მესტუმრა და ამას გარდა, სადაცაა თავზე მეხი და-
მატყდება – გასილაქების ღირსი ხარ!
– ღმერთო! როგორ დავიღალე! ქუჩაში ორმოები იყო, ორ-
ჯერ ჩავვარდი. მუხლებამდე სველი ვარ... რამე დამალევინე, არ
შეგიძლია?
აქამდე მათი საუბრის ჩვეული ტონი არ შეუცვლია შესაშურ
ინტიმურობას და მასზე მეტსაც კი. „ბატონო“, გოგო ყოველთვის
ასე მიმართავდა. ზოგჯერ კი ამბობდა: „ბატონო მარკიზ“. მაგრამ
ამ ღამით შენობით პირველად დაელაპარაკა.
– გაბედული რომ ხარ, ამის უარყოფა შეუძლებელია, –
მხიარულად წამოიძახა მარკიზმა.
გოგომ გაწვდილი ჭიქა ჩამოართვა და თავს ძალა დაატანა,
რომ ხელის აუკანკალებლად მიეტანა ბაგეებამდე, თუმცა ბროლ-
ზე მისი პატარა კბილები აწკარუნდა; ქუთუთოები აახამხამა, მაგ-
რამ ვერ შეაკავა ცრემლი, რომელიც ნიკაპამდე ჩასრიალდა.
– უჰ! ხომ ხედავ, ტირილისგან ყელი გამიშრა. ჩემს საწოლში
ვიწექი და ორი საათი ვტიროდი. ჭკუიდან შევიშალე. იცი, იმით
დაამთავრებენ, რომ მომკლავენ... ოჰ! რა ჩინებული მშობლები
მყავს! აღარასოდეს მნახავენ.
– აღარასოდეს? – წამოიყვირა მარკიზმა, – ეს სისულელე
აღარ გაიმეორო, მუშეტ (მოფერებით ასე ეძახდა). გოგოებს არა-
ვინ აძლევს ნებას, მინდორ-მინდორ ირბინონ, როგორც ივნისის
ბოლოს – კაკბებმა. პირველივე მონადირე თავის სანადირო ჩან-
თაში ჩაგაყუდებს.
– ასე გგონიათ? ფული მაქვს. რა მიშლის ხელს, რომ ხვალ
საღამოსვე, მაგალითად, პარიზის მატარებელს გავყვე? დეიდა-
ჩემი, ეგლე, მონრუჟში ცხოვრობს – მშვენიერი სახლი აქვთ, სა-
ბაყლოც. ვიმუშავებ. და ძალიანაც ბედნიერი ვიქნები.
– სულელო გოგო, სრულწლოვანი ხარ თუ არა?!
– ეგ დროც მოვა, – აუღელვებლად უპასუხა გოგომ, – მოც-
დაა საჭირო.
ერთხანს მზერა აარიდა, მერე მარკიზს მშვიდად შეხედა და
უთხრა:
– შენთან დამტოვე.
– აქ დაგტოვო, აბა რა! – მარკიზი ფართო ნაბიჯებით ბოლ-
თას სცემდა, უხერხულობა რომ შეენიღბა, – ჩემთან დაგტოვო?!
არაფერი გესმის. სად დაგტოვო? გგონია, აქ ლამაზი გოგოების
სამალავი მაქვს? ასე მხოლოდ რომანებში ხდება, ეშმაკო! ხვალ
დაბნელებამდე დაგვეცემა თავზე მამაშენი ჟანდარმებთან ერ-
თად, ნახევარი სოფელი ფიწლებით ხელში... დეპუტატი გალეც
კი, სატანის მკურნალი, ეგ ჩერჩეტი!
გოგომ გადაიხარხარა, ტაში შემოჰკრა; მერე კი ერთბაშად
მოსხიპა, უეცრად დასერიოზულდა და ხმადაბლა დაამატა:
– ჰო, მართლა! მესიე გალე? ხვალ მამასთან ერთად მასთან
უნდა მივიდეთ. რაღაცას მოიფიქრებს.
– რაღაცას მოიფიქრებს! რაღაცას მოიფიქრებს! ამას რო-
გორ ამბობს! ასჯერ მაინც გაგიმეორე, მუშეტ: ბოროტი კაცი არ
ვარ, ვაღიარებ საკუთარ შეცდომას. მაგრამ ეშმაკმა დალახვროს!
ჯიბეგაფხეკილი დავრჩი! ბოლო კასრის ჩათვლით ყველაფერი
რომ გავყიდო, მხოლოდ იმდენ ფულს მოვაგროვებ, შიმშილით
არ მოვკვდე! კი, მყავს მდიდარი ნათესავები, პირველ რიგში,
დეიდაჩემი არნუ, რომელიც სამოცი წლისაა, მაგრამ – კერკეტი
კაკალი, და ჯანს არ უჩივის, ფული კი იმდენი აქვს, დათვლა
უჭირს, მე უფრო ადრე ჩავალ საფლავში, ვიდრე ეგ ქალი... ჰო,
ბევრი თავგადასავალი მქონია. ახლა კი ფრთხილად თამაშია სა-
ჭირო, მუშეტ; და პირველ რიგში, დრო უნდა მოვიგოთ.
– ოჰ! რა მშვენიერია!... ღმერთო ჩემო, რა მშვენიერია!
გოგომ ზურგი შეაქცია, ორივე ხელით ეალერსებოდა ლუი
XV-ის ეპოქის ლაქით დაფარულ, პაგოდებითა და მოოქრული
ბრინჯაოთი მორთულ კომოდს. თითების წვერებით გაუგებარ
ნიშნებს ტოვებდა მტვრით დაფარულ, იასამნისფერლაქებიან
მარმარილოს ზედაპირზე.
– კომოდს თავი დაანებე, – თქვა მარკიზმა, – ეგეთი ხარახუ-
რით სხვენი სავსეა. პატივს დამდებ და პასუხს გამცემ?
– რა პასუხს?
და გოგომ წინანდებურად მშვიდად გაუსწორა თვალი.
– რა პასუხს! – წამოიწყო მარკიზმა, მაგრამ უნებლიეთ თვა-
ლი აარიდა, – ხუმრობის დრო არ არის, ჩემო გოგო, ყველაფე-
რი ბოლომდე გავარკვიოთ. ჯერ ერთი, არ მინდა, გავბრაზდე.
უნდა გესმოდეს, ჩვენ, ორივეს, ხელს გვაძლევს, ქარიშხალი ჩად-
გეს. განა ხვალ შემიძლია მერიაში მიგიყვანო? ხო თუ არა? ესე
იგი? ვიმედოვნებ, მამაშენის ცხვირწინ აქ დარჩენას არ აპირებ,
არა? გეფიცები, ასე თუ მოხდა, მერე ნახავ, ჩვენზე დაგეშილები
რას დაატრიალებენ! ღამის ორის ნახევარია, – დაასკვნა, როდე-
საც ჯიბიდან ამოღებულ საათს დახედა, – ახლავე შევკაზმავ ბობს
და გარდის გზამდე პატივით მიგაცილებ. გათენებამდე შინ იქნები.
ერთმანეთი არ გვინახავს, ერთმანეთს არ ვიცნობთ. და ხვალი-
დან ისევ ჯიუტად შეეწინააღმდეგები მალორტის. ამასობაში,
დრო მოვა და რამეს მოვიფიქრებთ. გპირდები. აბა, წავედით!
ცოცხლად!
– ოჰ! არა! ამაღამ კამპანში არ დავბრუნდები.
– კერპო, სად დაიძინებ?
– აქ. გზაზე. სადმე. ამას რა მნიშვნელობა აქვს?
ამის გაგონებაზე მარკიზმა მოთმინება დაკარგა, რაც პირზე
სალანძღავი სიტყვა მოადგა, არ დაუშურებია, მაგრამ სულ ამა-
ოდ. ასე იღრინება და აღრჭიალებს ეშვებს ხავსის ლაგამამოდე-
ბული ტარასკი3.
Em un prim seden de moupo
L’embourgino, l’adus que broupo...4
– დიდი იმედი მქონდა, რომ კერპს რამეს შევასმენდი. წადი
მაშინ, რაკი ასე ძალიან გინდა, ტოროლებთან ერთად დაიძინე.
ჩემი ბრალია რამე? უკეთესად მოვაგვარებდი საქმეს, მაგრამ
ამისათვის დრო მჭირდება: კიდევ ერთი თვე, ეს დაფახფახებული
სახლი გაიყიდებოდა და თავისუფალი ვიქნებოდი. დღეს მამაშენი
თავზე მეხივით დამეცა, ჟანდარმერიითა და სასამართლოთი და-
მემუქრა; მოკლედ, სანიმუშო სკანდალით. ხვალ მთელი კანტონი
დამესეოდა; ერთი ფეხის გადაბრუნება საკმარისია და ყველა წა-
საქცევად სარმას დაგიდებს. და რისთვის? ვის გამო? ეს ყველა-
ფერი იმიტომ, რომ პატარა კერპ გოგოს შეეშინდა და ყველაფე-
რი დაფქვა, ორივენი ხელფეხშეკრულები ჩაგვაბარა, ვითომც

3
ტარასკი – პროვანსის ფოლკლორში დრაკონის მსგავსი არსება, რო-
მელიც მოათვინიერა წმინდა მართამ.
4
ნაწყვეტი 1859 წელს პროვანსალურ ენაზე დაწერილი ფრედერიკ
მისტრალის პოემიდან „მირეიო“ (მირეი ფრ.). საუბარია წმინდა მართა-
ზე, რომელმაც ხავსისგან დაწნა ლაგამი, ურჩხულს ამოსდო და მიუყვა-
ნა ქალაქ ნერლუკის მცხოვრებთ. ქალაქელებმა ურჩხული მოკლეს,
ნერლუკს კი სახელი შეეცვალა და ტარასკონი ეწოდება.
არაფერი – მოხდეს, რაც მოსახდენია! მამიკოს მოუყვა ყველა-
ფერს, გეგონება, აღსარებაზე იყო... და ამის მერე, გამოსავალი
შენ იპოვე, ჩემო მეგობარო! არაფერს გსაყვედურობ, ჩემო ლა-
მაზო, მაგრამ მაინც! გეყოფა! გეყოფა! აღარ იტირო, ნუ ტირი!
ფანჯარაზე შუბლმიდებული გოგო უხმოდ ტიროდა. რაკი
ჩათვალა, რომ დაარწმუნა, მარკიზს ეგონა, უფრო გაუადვილდე-
ბოდა გულის მოლბობა და მისი შეცოდება, რადგან სრულიად
ბუნებრივია, ადამიანს საკუთარი ტანჯვა სძულდეს სხვისი ტანჯვის
შემხედვარეს. სცადა თავისკენ მიეტრიალებინა გაკერპებული გო-
გოს პატარა თავი; ორივე ხელი შემოჰხვია ქერა კეფას.
– რატომ ტირი? გონებაში არ მქონია არც ერთი სიტყვა, რაც
გითხარი... ამასთან, ძალიან კარგად მესმის: მამილო მალორტი,
დეპარტამენტის საბჭოს დეპუტატის იერით, სასოფლო--
სამეურნეო გამოფენის დღეს... „მიპასუხეთ, საცოდავო! სიმარ-
თლე უთხარით მამათქვენს...“ რაც იმით დასრულდებოდა, რომ
გცემდა. ხომ არ უცემიხარ?
– ოჰ! არა, – ამოისლუკუნა გოგომ.
– თავი ასწიე, მუშეტ, ეს საქმე უკვე ჩავლილია.
– არაფერი იცის, – წამოიძახა გოგომ და ხელები მომუშტა, –
მე არაფერი მითქვამს!
– რას ამბობ?! – ესღა უპასუხა მარკიზმა.
რასაკვირველია, ბევრი არაფერი გაეგებოდა შელახული
თავმოყვარეობის ამგვარად გამოვლენისა, მაგრამ სულ უფრო
მეტი გაოცებით ამჩნევდა, რომ მის წინ უცნობი ჟერმენი იდგა:
ბოროტი მზერით, შუბლზე რისხვისგან გაწოლილი ნაოჭით, ოდ-
ნავ აწეული ზედა ტუჩიდან კი ქათქათა კბილები მოუჩანდა.
– შეგეძლო, უფრო ადრე გეთქვა, – დაასკვნა ბოლოს.
– არ დამიჯერებდით, – მცირეხნიანი დუმილის შემდეგ უპასუ-
ხა გოგომ აკანკალებული ხმით, თუმცა უკვე დაწმენდილი და ცივი
მზერით.
მარკიზი თვალს არ აშორებდა, ოდნავ უნდობლად უყურებ-
და. მისთვის უცხო არ იყო ამგვარი ჟინიანობა, ასეთი ცვალებადი
და ფეთქებადი ხასიათი, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე გა-
დახტომა სკუპ-სკუპით, გაქცეული კურდღლის დარად. მაგრამ
გაცხარებული დევნისას, გაქნილი ლამაზი გოგოს ასეთი თავდაც-
ვითი ხრიკები მხოლოდ უკანასკნელი საშუალება იყო თავი და-
ერწმუნებინა, თითქოს ჯერ კიდევ თავისუფალია, მაშინ, როდესაც
უკვე აღარაფერზე ამბობდა უარს. ურყევი მოწიფულობა ადვი-
ლად იწვევს ბრმა თავდაჯერებულობას და სიყვარულში ყველაზე
ცინიკური გამოცდილება იმაზე უფრო ახლოსაა ლამის ალალ--
მართალ მიამიტობასთან, ვიდრე წარმოუდგენიათ. „თაგუნია კა-
ტის წინ დასეირნობს“, ზოგჯერ უყვარდა თქმა, „მაგრამ მალე აღ-
მოჩნდება კატის თათებში“. ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ეს გოგო
მართლაც მის კლანჭებში იყო. რამდენი საყვარლის მკლავებში
აღმოჩენილა უცხო, დახვეწილი და მოქნილი მტერი!
ერთ წამს მიამიტმა კაცმა პირველად, სრულიად მარტივი და
სრულიად ცხადი, მოახლოებული, აუხსნელი საფრთხე იგრძნო.
უეცრად მოეჩვენა, რომ ცარიელია დიდი დარბაზი, არეულ--
დარეული, ახორხლილი ავეჯით, რასაც დაემატა საბოლოოდ გა-
ფუჭებისთვის განწირული და სხვენზე ატანილი, ახლა კი ქვემოთ
ჩამოზიდულიც. და ამიტომაც, თვალები დაძაბა, რომ სინათლის
წრის გარეთ დაენახა უმოძრაო, თხელი სილუეტი, გოგოს იქ
ყოფნის ერთადერთი და მდუმარე მოწმობა... შემდეგ გახარე-
ბულმა გადაიხარხარა.
– ესე იგი... მამილო მალორტის ფიცი? ხუმრობაა?
– რა ფიცი? – ჰკითხა გოგომ.
– არაფერი. ჩემთვის ვიხუმრე... შებრუნდი და კარი დახურე.
გოგოს ზურგს უკან კარი მართლაც მოულოდნელად, მაგრამ
უხმაუროდ გაიღო. მარილიანი გემოს მქონე ბრიზმა, ზღვის მოქ-
ცევის შედეგად მონაბერმა, თუმცა ჭაობებზე გადავლის შემდეგ
დამდგარი წყლის სიმყრალეშერეულმა, ჭერამდე ააფრინა მაგი-
დაზე გაფანტული ფურცლები, ლამპის შუშიდან ცეცხლის ალი
ამოვარდა და შემდეგ მიინავლა. ქარმა ისევ დაუბერა. პარკის
ყველა კუთხე-კუნჭულში გამოღვიძებული ნაძვების კვნესა იყო
ერთადერთი გამოძახილი.
გოგომ კლიტეში გასაღები გადააბრუნა და მოღუშული, ად-
გილს დაუბრუნდა.
– მოდი ახლოს, გეყოფა, – თქვა კადინიანმა.
მაგრამ გოგომ კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა, შემოუარა მაგი-
დას, რომელიც საყვარლისგან აშორებდა და სკამის კიდეზე პა-
ტარა გოგონასავით ჩამოჯდა.
– მუშეტ, მთელი ღამე ასე უნდა გავატაროთ? ფუჰ! ბუტია! –
წამოიძახა კაცმა ნაძალადევი ღიმილით.
დანებდა გოგოს სიკერპეს, რადგან იცოდა, ვერაფერს
მოუხერხებდა, მაგრამ ალერსის სურვილზე მეტად, რაც უკვე მო-
ბეზრდა კიდეც, სისხლს უჩქროლებდა საფრთხის შეგრძნება. „მა-
ლე გათენდება“, ერთგვარი სიხარულით გაიფიქრა. რადგან დას-
ვენება კარგია, მაგრამ ყველაზე უკეთესი ხანმოკლე შესვენებაა.
და ისედაც, უკვე იმ ასაკში იყო, როდესაც ქალთან პირისპირ
დარჩენას კაცი უკვე ვეღარ იტანს.
– ერთი წუთი შეგიძლია დამითმო? – ცივად ჰკითხა მუშეტმა
ისე, რომ მზერა არ გაუსწორებია.
კაცი მხოლოდ მის ჯიუტად დახრილ თავსა და კრიალა
შუბლს ხედავდა. მაგრამ გოგოს სუსტი, გაღიზიანებული ხმა სიჩუ-
მეში უცნაურად ისმოდა.
– ხუთი წუთი იყოს! – წამოიძახა კმაყოფილებით მარკიზმა
უხერხულობის დასაფარად, რადგან ამგვარმა ცივმა სიჯიუტემ ხა-
სიათი წაუხდინა (გულკეთილ და დოყლაპია ლეკვს ასე მტკივ-
ნეულად მოხვდება ხოლმე დრუნჩში გარეული ცხოველის კლან-
ჭი).
– ჩემი არ გჯერა? – განაგრძო გოგომ ხანგრძლივი ფიქრის
შემდეგ, თითქოს შინაგანი მონოლოგის დასკვნა წარმოთქვა.
– შენი არ მჯერა?
– არც კი სცადო ჩემი გაცურება! უკვე რვა დღეა ვფიქრობ,
მაგრამ ბოლო ნახევარ საათში, ჩემი აზრით, ყველაფერი გავიგე,
შეიძლება ითქვას, ცხოვრებაც კი! შეგიძლია დამცინო! ჯერ ერთი,
საკუთარ თავს – ჟერმენს – არ ვიცნობდი. მხიარული ხარ გაუაზ-
რებლად, გაბედნიერებს სრულიად უმნიშვნელო რამ, მცხუნვარე
მზე... სრული სისულელე... ბოლოს კი ისეთი გახარებული ხარ,
რომ სიხარული სულს გიხუთავს, გულის სიღრმეში კი რაღაც სხვა
გსურს. მაგრამ რა? და ამის მიუხედავად, ეს რაღაც უკვე ძალიან
გჭირდება. ოჰ! მის გარეშე, სხვა დანარჩენს ჩალის ფასი აქვს!
არც ისეთი სულელი ვარ, შენ წარმოიდგინე, რომ ჩემდამი შენი
ერთგულება დამეჯერებინა! ჩვენ, გოგოები და ბიჭები, ყველა-
ფერს ვხედავთ და ყველაფერი გვესმის; ჭუჭრუტანაში ცქერით
უფრო მეტს ვიგებთ, ვიდრე კიურეს კატეხიზმოს გაკვეთილზე!
შენზე ვამბობდით: „გოგოებს შორის ყველაზე ლამაზებმა, ყვე-
ლამ მის ხელში გაიარა“... ჰოდა, ვფიქრობდი: „მეც რატომ არ
უნდა ვიყო მათ რიცხვში?!“ ახლა უკვე ჩემი ჯერია... და ახლა ვხე-
დავ, რომ მამაჩემის დაჭყეტილი თვალების შეგეშინდა... ოჰ!
მძულხარ!
– ღმერთმანი, ჭკუიდან შეშლილია, – წამოიყვირა გაოგნე-
ბულმა კადინიანმა, – სულ დაკარგე საღად აზროვნების უნარი,
მუშეტ, გაუთავებლად რაღაც სულელური რომანების ფრაზებით
საუბრობ.
ჩიბუხი ნელა გატენა, დაანთო და თქვა:
– მოდი, ყველაფერს რიგრიგობით მივყვეთ.
– რა რიგრიგობით? აქამდეც რამდენ მამაკაცს დაუჯერებია
იმ ილუზიის, თითქოს თექვსმეტი წლის ლამაზ გოგოს გააცურებ-
და? ოცჯერ მაინც მოგეჩვენათ, რომ ყველაზე დიდი ტყუილი გა-
დაყლაპა, მაშინ, როდესაც ის არც კი გისმენდათ, არამედ ყურად-
ღებით აკვირდებოდა ათასობით ნიშანს, რასაც ჩვენ ყურადღება-
საც არ ვაქცევთ... მზერის არიდება, დაუსრულებელი სიტყვა, ხმის
ტემბრი – ეს ხმა, რომელსაც უფრო და უფრო კარგად ეცნობა,
ეუფლება, – მოთმინებით სწავლობს, მოჩვენებითად მორჩილია,
ნელ-ნელა ითვისებს იმ გამოცდილებას, რითაც ასე ძალიან ამა-
ყობთ, და არა თანდათანობით, არამედ ყოვლისმომცველი ინ-
სტინქტით, რომელიც მოულოდნელად გაიელვებს, უფრო მეტად
ხვდება, ვიდრე ესმის და იქამდე არ დაკმაყოფილდება, ვიდრე
თავადაც არ ისწავლის თქვენთვის ზიანის მოყენებას.
– რიგრიგობით მივყვეთ: რას მსაყვედურობ? განა დაგიმალე,
რომ ეს ძველთაძველი ციხე-კოშკი, საყარაულოებით, არაფერია
და უკანასკნელი მათხოვარიც კი ჩემზე მდიდარია? შევძლებთ გა-
ვუძლოთ იმ დარტყმას, რაც მოგველის? კარგი, თვალი დავხუ-
ჭოთ სამომავლო უსიამოვნებებზე, ამაზე უკეთესი რა უნდა ისურ-
ვო, მაგრამ სიყვარულშიც კი, შეყვარებულებს თავიანთი სიტყვე-
ბის აღარ სჯერათ ხოლმე. თუმცა იმის დაპირება, რის შესრულე-
ბასაც სინამდვილეში არ აპირებ, ნამდვილი სულმდაბლობაა. ერ-
თი წუთით მაინც წარმოიდგინე კიურეს და იმ ეშმაკის მოციქული
ქორეპისკოპოსის სახეები, კვირას წირვაზე ხელიხელჩაკიდებუ-
ლებს რომ დაგვინახავენ? ჩემს ჩიბუხს გეფიცები, ბრიმოში ჩემი
წისქვილი რომ გაიყიდება და ვალებს დავფარავ, ათას ხუთას
ლუიზე მეტი კი აღარ მრჩება, ჩემს ჩიბუხს გეფიცები! ესაა და ეს.
მოდი, შევთანხმდეთ: ათას ხუთასი ლუიდან ორი მესამედი მე,
ერთი მესამედი – შენ. ესეც ასე. დავკრათ ხელი!
– ოჰო-ჰო! – თქვა გოგომ ღიმილით (თუმცა, ცრემლით
ჰქონდა თვალები სავსე), – რა ჩინებული გარიგებაა!
მარკიზი უხერხულობისგან გაწითლდა და უცნაურ გოგოს ჩი-
ბუხიდან ამოსული კვამლის მიღმა მიაჩერდა მრისხანე მზერით.
მაგრამ გოგომ უშიშრად გაუსწორა თვალი.
– შეგიძლიათ თქვენი ხუთასი ლუი თქვენთვის შეინახოთ;
თქვენ უფრო გჭირდებათ, ვიდრე მე!
და რა თქმა უნდა, ვერაფრით ხსნიდა იმ გამორჩეულ კმაყო-
ფილებას, რომელიც დაეუფლა და ვერც იმ გაურკვეველ გრძნო-
ბებს არქმევდა სახელს, მისი უშიშარი გული რომ აევსოთ. თუმცა
იმ წამს ერთადერთი რამ სურდა: საყვარელი დაემცირებინა სი-
ღარიბის გამო და ხელში მოემწყვდია.
ერთი საათის წინ, როდესაც ღამეში შეაბიჯა თავგადასავლის
საძიებლად, გარშემო მყოფთა შეფასებას გამოწვევა გამოუცხადა
და მიზანს ეძებდა – ოჰ, მრისხანებავ! – და აღმოაჩინა კიდევ ერ-
თი გაუთლელი კაცი, კიდევ ერთი მამილო! გოგოს იმედგაც-
რუება ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, მისი ზიზღი კი იმდენად უსაზ-
ღვრო და გადამჭრელი, რომ სიმართლე ითქვას, მოგვიანებით
მომხდარი მოვლენები ლოგიკურიც კი იყო.
შემთხვევითობააო, შეიძლება თქვას ვინმემ. მაგრამ მომხდა-
რი შემთხვევა იმას შეეფერება, ვისაც თავს გადახდება.
დაე, გაოცდეს მიამიტი დიდხანს შეკავებული სურვილის
მოულოდნელი ამოხეთქვით, რომლის სისასტიკის საზღვრები უკ-
ვე მონიშნა თითქმის გაუცნობიერებელმა, მაგრამ მიჩქმალვის
აუცილებლობამ – ესაა სუსტის გამოუთქმელი რევანში, ძლიერის-
თვის მარადიული მოულოდნელობა და მუდმივად დაგებული ხა-
ფანგი! ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს თავის ჭირვეულ ფანდს ვნება,
რომელიც ელვაზე უფრო ძლიერი და მოუხელთებელია, რომე-
ლიც ყურადღებიანი დამკვირვებლის როლს იჩემებს და თავის
სარკეში საკუთარი მარტოსული ანარეკლის გარდა, სხვას არა-
ფერს ხედავს! ყველაზე უფრო მარტივი გრძნობები იბადება და
ერთმანეთში გადაიხლართება სამუდამოდ შეუღწევად ღამეში,
ელექტრობით დამუხტული ღრუბლების მსგავსად, ერთმანეთს
იზიდავს ან განიზიდავს და წყვდიადის ზედაპირზე ჩვენ მხოლოდ
მოუღწეველი გრგვინვის წამიერ გაელვებებს თუ ვამჩნევთ. ამი-
ტომაცაა, რომ საუკეთესო ფსიქოლოგიური ჰიპოთეზები შესაძ-
ლოა წარსულის აღდგენაში გვეხმარება, მაგრამ მომავლის წი-
ნასწარმეტყველებისთვის არ გამოდგება. და სხვა მრავალი რა-
მის მსგავსად, ჩვენი მზერისგან იფარავენ საიდუმლოს, რაზე გა-
ფიქრებაც კი ზარავს გონებას.
უკანასკნელად დაუბერა და ბრიზი ჩადგა. დაფნის ბუჩქებმა,
რომლებიც სამმაგ რკალად ეკვროდა ძველ სახლს, დიდი ხანია
ჩაიძინა, ისე როგორც შავფოთლებიანმა მძლავრმა ხეებმა პარ-
კის სიღრმეში, სამოცფუტიანი ფიჭვები მხოლოდ კენწეროებს არ-
ხევდნენ და ეს დათვის ბრდღვინვის ხმას ჰგავდა. ლამპა მონო-
ტონური გიზგიზით უფრო ძლიერი, თბილი და ნაცნობი შუქით
ანათებდა მაგიდის კიდეში. ფანჯრებიდან დანახულ უკუნეთთან
ასე ახლოს, თბილი და ცოტათი მძიმე ჰაერი, შესუნთქვისას მოტ-
კბო გემოს ტოვებდა.
– მიდი! თუ გინდა გაცოფდი, მუშეტ, – მშვიდად თქვა მარკიზ-
მა, – ამ საღამოს ვერ გამაბრაზებ. პატიოსან სიტყვას გაძლევ! ძა-
ლიან მიხარია, აქ რომ გხედავ!
თითით გულდასმით გაჩხრიკა ჩიბუხში ფერფლი, მერე ნახევ-
რად სერიოზულად, ნახევრად კი ხუმრობით განაგრძო:
– შეგიძლია ხუთას ლუიზე უარი თქვა, პატარავ. მაგრამ გა-
მოწვდილ ხელზე არ აფურთხებენ გაჭირვებულ ადამიანს, რომე-
ლიც გულითადად გითმობს იმას, რაც თავის ქისაში მოჩხრიკა.
ჩემი აზრით, ეს უნდა გესმოდეს. სიღარიბე არ მარცხვენს, პატა-
რავ...
ბოლო სიტყვების გაგონებაზე მუშეტი გაწითლდა.
– არც მე მრცხვენია. ჯერ ერთი, ოდესმე რამე მითხოვია?
– არა... არა... მუშეტ. მაგრამ მალორტი, მამაშენი...
დაცინვა აზრადაც არ მოსვლია, ისე თქვა ეს სიტყვები, მაგ-
რამ მაშინვე გაჩუმდა, როდესაც დაინახა საყვარლის აკანკალებუ-
ლი ტუჩები და ბავშვის ქვითინით გაბურცული მომხიბლავი ყელი.
– და მერე რა! მალორტი, მალორტი?! ბოლოს და ბოლოს,
ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს! აუტანელია! არ დამიბეზღე-
ბიხარ, ეს ტყუილია! ოჰ! როცა გუშინ საღამოს... პირში მომახა-
ლა... გაბედა ამის თქმა... გაცოფებისგან ლამის ჭკუიდან შევიშა-
ლე! იქვე, მის თვალწინ, ყელში მაკრატელს გამოვისვამდი და
გამოვიჭრიდი! არ მიცნობთ, არც შენ და არც ის. ჰო! ეს მხოლოდ
დასაწყისია ცუდი ამბების!
ცდილობდა, ხმის კანკალი გადაეფარა, ამისათვის მაგიდაზე
მუშტს მაგრად და განმეორებით ურტყამდა; განრისხებული გოგო
ცოტათი სასაცილო ჩანდა, იმ მაღალფარდოვანების გამო, რო-
მელსაც ყველაზე გულწრფელი ქალებიც კი იშველიებენ გადამ-
წყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად.
კადინიანი არ აწყვეტინებდა, პირიქით, პირველად უცქერდა
აღტაცებული. ხორციელი სურვილისგან განსხვავებული გრძნო-
ბა, ერთგვარი მამობრივი სიმპათია დაეუფლა, რაც მანამდე არა-
სოდეს განეცადა; ეს იზიდავდა ამბოხებული, მასზე უფრო გაბე-
დული და ამაყი ბავშვისკენ, თავისი მდედრობითი სქესის კომპა-
ნიონისკენ... ვინ იცის!... იქნებ ერთ დღესაც... ჰა?... მის სახეს და-
აკვირდა და გაიღიმა. მაგრამ გოგომ დაცინვად ჩათვალა.
– ტყუილად ვბრაზობ, – თქვა ცივად, – ასეც უნდა ყოფილი-
ყო. ჰო, სულს დავლევდი მათ აგურის სახლში და თოჯინის ბაღ-
ში... მაგრამ თქვენ, კადინიან (გვარი გამოწვევასავით მიახალა
სახეში), თქვენ სულ სხვა ადამიანი მეგონეთ.
ბოლო სიტყვები ძალდატანებით გამოთქვა, ხმა რომ არ აჰ-
კანკალებოდა. მართალია, თავს აჩვენებდა გაბედულად და თავ-
დაჯერებულად, მაგრამ უკვე სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა
ხაფანგად ქცეული მამისეული სახლის გარდა და ეს ხაფანგი სა-
დაც იყო დაიხურებოდა; ორი საათის წინ ამ გარდაუვალ სოროს
დაუძვრა იმედით ფრთაშესხმული. „იმედი გამიცრუა“, გაიფიქრა,
მაგრამ გონებით ვერ სწვდებოდა, არც შეეძლო თქმა, როგორ
და რატომ. საყვარლები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და უკვე
ვეღარ ცნობდნენ ერთმანეთს. მიამიტ კაცს ეგონა, სრულიად საკ-
მარისი იყო, გართობა თავისი უკანასკნელი ეკიუთი გადაეხადა,
რაც პატარა ველურს სიღატაკესა და სირცხვილზე მეტად სძულ-
და... თავისუფლების ამ პირველ ღამეს რის სათხოვნელად მოვი-
და უკვე ღიპდადებულ კაცთან, რომელსაც თავისი გლეხი და სამ-
ხედრო წინაპრებიდან არაფერი შემორჩენოდა ფიზიკური ენერ-
გიისა და ერთგვარი ტლანქი ღირსების გარდა? გოგო შინიდან
გამოიქცა, ეს იყო და ეს; თავისუფლებას გრძნობდა და ამით
მთვრალს, აჟრჟოლებდა. მასთან მოირბინა, როგორც ბიწიერე-
ბასთან, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის, საბოლოოდ თავის და-
კარგვის დიდი ხნის განმავლობაში ნალოლიავებ ილუზიასთან.
უეცრად, საზარელ დაცინვასავით გაახსენდა, ღუმლის გიზგიზში,
ხელებში გაშეშებული ხელსაქმით, თვალებდახუჭული, როგორ
წარმოიდგენდა ხოლმე ასეთ წიგნს, ასეთ ცუდ აზრს, ასეთ სუ-
რათს. სკანდალი, რომელზეც ოცნებობდა და რომელსაც ყვე-
ლასთვის თავბრუ უნდა დაეხვია, მოულოდნელად, სკოლის მოს-
წავლის თავში მომწიფებულ ახირებად იქცა. შინ დაბრუნება, მა-
ლულად მშობიარობა, მარტოობაში გატარებული თვეები, ყეყე-
ჩის მკლავებში აღმოჩენით დაბრუნებული ღირსება... და წლები,
კიდევ წლები, სრულიად უსიხარულო, ფუქსავატების გვერდით
გატარებული – ამ ყველაფერმა თვალწინ გაუელვა და ამოიკვნე-
სა.
რა სამწუხაროა! ეს იმას ჰგავს, დილით ბავშვი ახალი სამყა-
როს აღმოსაჩენად რომ გაემართება, ბოსტანს შემოუვლის და
ისევ ჭას მიადგება, მისი პირველი ოცნებაც ჩაიფუშება; სწორედ
ასე აღმოჩნდა მისი ნამოქმედარი – გაკვალული გზიდან უმნიშ-
ვნელო გადახვევა. „არაფერი შეცვლილა“, წაიბუტბუტა გოგომ,
„არაფერია ახალი....“ მაგრამ ამ სიცხადის საპირისპიროდ, ათას-
ჯერ უფრო მკვეთრი და მტკიცე შინაგანი ხმა მოწმობდა წარსუ-
ლის დანთქმას, ამის შედეგად ფართოდ გადაშლილ ჰორი-
ზონტს, რაღაც მიმზიდველსა და მოულოდნელს, რომ საჭირო
საათმა ჩამოჰკრა. ხმაურიანი უიმედობის მიუხედავად, გოგო
გრძნობდა, როგორ იკრებდა მასში ძალას წინათგრძნობის
მსგავსი, ჩუმი, დიდი სიხარული.
აქ ან სადმე სხვაგან, რა მნიშვნელობა აქვს – სად, თავშესა-
ფარს იპოვიდა! განა რა არის თავშესაფარი იმისთვის, ვინც ერ-
თხელ გაბედა მშობლიური სახლის ზღურბლის გადაბიჯება და
ადვილად გამოიხურა კარი?
ამ მექალთანე მარკიზს ეშინოდა ხალხში ჭორების გავრცე-
ლების, რაც გოგოს სრულებით არ ადარდებდა? მით უარესი!
ამის გამო სრულებით არ გრძნობდა საკუთარ ძალას დამცირებუ-
ლად, რადგან მისი საზომი ახლა სხვისი სისუსტე გახდა. ამიერი-
დან მისი კადნიერი თვალების სიღრმეში უკვე იკითხებოდა მომა-
ვალი ბედისწერა.
ორივე დუმდა. მაღალი, უფარდებო ფანჯრის შუაში,
მოულოდნელად მთვარე გამოჩნდა, რომელმაც მთელი მინა
დაიკავა, შიშველმა, უმოძრაომ, ცოცხალმა და ისეთმა ახლო-
ბელმა, რომ გეგონებოდა, მისი მკრთალი სინათლის ცახცახსაც
კი გაიგონებდი.
და მაშინ, უცნაური დამთხვევის წყალობით, კადინიანის ბაგე-
ებს იგივე სიტყვები მოსწყდა, რაც, რამდენიმე საათით ადრე, მა-
ლორტიმ წარმოთქვა:
– შემოთავაზებას შენგან ველი, მუშეტ.
მაგრამ გოგო ხმას არ იღებდა, მხოლოდ თვალები დაახამ-
ხამა, თითქოს შეკითხვა დაუსვა:
– თამამად თქვი, – უთხრა მარკიზმა.
– წამიყვანე.
მას შემდეგ, რაც მზერით გაზომა, აწონ-დაწონა, უფრო ზუს-
ტად შეაფასა, როგორც დიასახლისმა – ქათამი, გოგომ დაამატა:
– პარიზში... სადაც გინდა!
– ამაზე ჯერ ნუ ვილაპარაკებთ, კარგი? არც ჰოს გეტყვი, არც
არას... ჯერ იმშობიარე... ბავშვი გაჩნდეს...
გოგო კი უკვე სანახევროდ წამოდგა, პირდაღებული, შეუვა-
ლი, ეჭვმიუტანელი დამაჯერებლობით გამოხატავდა გაოგნებას:
– მშობიარობა? ბავშვი?
და ახარხარდა, ორივე ხელი შიშველ ყელზე მიიდო, საყე-
ლო მოექცა, ტკბებოდა ამ ხმოვანი გამოწვევით, რომელიც ძვე-
ლი დარბაზის ოთხივე კუთხეს მოედო ბროლის წკრიალივითა
და საომარი ყიჟინასავით.
კადინიანი წამოჭარხლდა. გოგოს სიცილისგან სუნთქვა ეკ-
ვროდა:
– მამაჩემმა დაგცინათ... დაუჯერეთ?
ისეთი გაბედული ტყუილი იყო, ეჭვის შეტანა შეუძლებელი
ჩანდა. გამონაგონს არ სჭირდება დამამტკიცებელი საბუთი. მარ-
კიზს არ ეეჭვებოდა, რომ გოგო სიმართლეს ამბობდა. ბრაზი ახ-
რჩობდა.
– გაჩუმდი! – იყვირა და მაგიდას მუშტი დაჰკრა.
მაგრამ გოგო ისევ იცინოდა, ამჯერად მოზომილად, ფრთხი-
ლად, მილულული ქუთუთოების ქვეშიდან თვალს ადევნებდა,
სკამის ქვეშ ერთმანეთს მიტყუპებული მისი ორივე პატარა ფეხი
ნებისმიერ წამს მზად იყო წამოსახტომად.
– ზეცამ დასწყევლოს! ზეცამ! – იმეორებდა საბრალო მოტ-
ყუებული, ხელში თითქოს თვალით უხილავი ბანდერილია ეჭირა
და იქით-აქეთ იქნევდა.
ერთ წამს საყვარელს თვალი თვალში გაუყარა და მაინც იეჭ-
ვა, რომ ხაფანგი დაუგეს.
– იმასაც ვნახავთ, სიმართლეს ვინ ამბობს, – დაასკვნა პირ-
ქუშად, – თუ დოყლაპია მამაშენმა დამცინა, კისერს მოვუგრეხ!
ახლა კი, შევრიგდეთ!
მაგრამ გოგოს არ სურდა მისთვის მზერა გაესწორებინა,
გრძელი წამწამების ქვეშიდან უცქერდა, ტკბებოდა მისი დაბ-
ნეულობით; გაფითრებული, საშიში, ცბიერი და მამაკაცივით
ძლიერი ეგონა თავი.
დაახლოებით ერთ წუთს მარკიზი ნერვიულად იწიწკნიდა
ულვაშს და ფიქრობდა: „ეს განსაკუთრებული ამბავია... რომელი
მატყუებს?“ თანაც, აქამდე ტყუილი არასოდეს წარმოთქმულა
ასეთი სიმარტივით, ასე თავისუფლად, დაუფიქრებლად, თითქოს
თავის დაცვის ჟესტი იყო, ისეთივე სპონტანური, როგორიც შეყვი-
რებაა.
– მნიშვნელობა არ აქვს, ორსულად ხარ თუ არა, მუშეტ, –
თქვა ბოლოს და ბოლოს კაცმა, – როგორც კი ეს ქოხმახი გაიყი-
დება, ჩვენთვის მყუდრო ადგილს გამოვძებნი, სანადირო ქოხს,
მდინარესთან და ტყესთან ახლოს, სადაც მშვიდად ვიცხოვრებთ.
და ჩემი ჩიბუხი შემირცხვეს, თუ მალე არ დავქორწინდეთ...
მიამიტ კაცს თანდათან ულბებოდა გული; გოგომ მშვიდად
ჰკითხა:
– ხვალ მივდივართ?
– ოჰ! სულელო! – წამოიძახა მართლაც აღელვებულმა, –
ისევ ამას გაიძახი! გეგონება კვირა საღამოს ქალაქში გასეირნე-
ბას ეხება... არასრულწლოვანი ხარ, მუშეტ, კანონთან ხუმრობა
კი არ შეიძლება.
სანახევროდ გულწრფელად ამბობდა, მაგრამ ნაწილობრივ
გლეხური წარმომავლობა გაუფრთხილებლად მოქმედების სა-
შუალებას არ აძლევდა, სინამდვილეში გოგოსგან ელოდებოდა
მხიარულ შეძახილს, მოხვევას, ცრემლებს, მოკლედ, გულის ამა-
ჩუყებელ სცენას, რაც უხერხულობას მოუხსნიდა. მაგრამ ცბიერი
გოგო ხმას არ იღებდა, დამცინავად დუმდა.
– აჰა! ამდენ ხანს თქვენს სანადირო ქოხს ვერ დაველოდე-
ბი... ჩემს ასაკში! და რა ჯანდაბა მესაქმება თქვენს მდინარესთან
და ტყეში?... თუკი აღარავის ვუნდივარ, თავი უნდა დავიმარხო?!
– ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, –
აგდებულად უთხრა მარკიზმა.
– სულ არ მაინტერესებს, როგორ დამთავრდება, – წამოიძა-
ხა გოგომ და ტაში შემოჰკრა... – და თანაც, უკვე მოვიფიქრე რა-
ღაც.
მაგრამ კადინიანმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, გოგო კი, გამწა-
რებული, აგრძელებდა:
– ჩინებული საყვარელი შევიგულე...
– შეიძლება გავიგო, ვინ არის?
– არაფერზე მეტყვის უარს, და მდიდარიცაა...
– ახალგაზრდაც?
– თქვენზე ახალგაზრდა... მეტი რა არის საჭირო! მიტკალი-
ვით ფითრდება, როცა მაგიდის ქვეშ მალულად ფეხით ფეხზე ვე-
ხები!
– ნუთუ მართლა...
– განათლებულია, შეიძლება ითქვას, მეცნიერიც კი...
– მივხვდი!... დეპუტატი...
– ასეა! – წამოიყვირა სახეავარდისფრებულმა გოგომ, თვა-
ლებზე ეტყობოდა მღელვარება.
კაცის განრისხებას ელოდა, მან კი ჩიბუხი დაფერთხა და
მშვიდად უპასუხა:
– მოსალოცად გქონია საქმე! დიდი შენაძენია, ორი შვილის
მამა და ქმარი გრძელკანჭებიანი ქალის, რომელიც მას თვალს
არ აშორებს...
და მაინც, ამას რომ ამბობდა, ხმა უკანკალებდა... დაცინვამ
სრულებითაც არ გააცურა ფრთხილი, პატარა გოგო, რომელიც
ყურადღებით ადევნებდა თვალს მის თითოეულ მოძრაობას –
ზომავდა იმ მაგიდის სიგანეს, რომელიც საყვარლისგან აშორებ-
და – გული გამალებით უცემდა, ხელისგულები გაუოფლიანდა და
გაეყინა. მაგრამ შველივით მსუბუქად გრძნობდა თავს.
რასაკვირველია, კადინიანი ადრე იოლად გადაიტანდა ერ-
თი, ან თუნდაც, ორი საყვარლის დაკარგვას. სულ ცოტა ხნის წინ,
სასაცილო მოწინააღმდეგის ნათქვამი ტყუილი მისთვის ბევრად
უფრო დამამცირებელი იყო, ვიდრე ქერა მუშეტის დაკარგვის ში-
ში. ეჭვი არ შეჰპარვია, რომ გოგომ მისი სახელი გაამხილა და ამ
სისუსტეს დანაშაულად უთვლიდა, რასაც ვერ პატიობდა. ამის
მიუხედავად, ყველაზე საძულველი კაცის ხსენებამ, იმ კაცის, რო-
მელიც მთელი გულით სძაგდა, სულის სიღრმემდე ააფორიაქა.
– ასაკის მიუხედავად, დროს არ კარგავ... სისხლი თავისას
შვრება. მამილო უვარგის ლუდს ყიდის და მისი ქალიშვილი კი...
ყველა იმით ვაჭრობს, რაც გააჩნია.
გოგომ სცადა, გამომწვევად აექნია თავი; მაგრამ ჯერ კიდევ
არ იყო შეჩვეული ბრძოლას, მოცელა უსამართლო შეურაცხყო-
ფამ, სახეში რომ მიახალეს; გოგო აქვითინდა.
– ცოტაც მოითმინე და უარესსაც გაიგონებ, – მშვიდად განაგ-
რძო მარკიზმა, – გალეს საყვარელი!... მამიკოს ცხვირწინ ხდება,
უეჭველია, არა?
– პარიზში, როცა მოვისურვებ, – ამოილუღლუღა ცრემლე-
ბად დაღვრილმა, – ჰო! პარიზში, – მაგიდას, რომელსაც ეყ-
რდნობოდა, ათი პატარა ფრჩხილით ფხოჭნიდა. თავი უბრუოდა
აზრებისგან; ათასი ტყუილი, ტყუილების დაუსრულებელი წყება
ისე ირეოდა, როგორც ფუტკრები სკაში. სხვადასხვანაირი, ერ-
თმანეთზე უცნაური გეგმები ჩამოყალიბებისთანავე ქრებოდა, ისი-
ნი უწყვეტ ჯაჭვად ენაცვლებოდა ერთმანეთს, გეგონებოდა, სიზ-
მარი სიზმარს ცვლიდა. ყველა წამახვილებული გრძნობის გამე-
ცადინების წყალობით, მისი არსებიდან ამოხეთქა ენით აუხსნელ-
მა წადილმა, რომელიც სიცოცხლეს წააგავდა. ერთი წამით ისიც
კი მოეჩვენა, რომ თვით დროისა და სივრცის საზღვრები წაიშა-
ლა, საათის ისრები მისი ახალგაზრდული შემართების შესატყვი-
სად აჩქარდა... ადათებისა და ცრურწმენების ბავშვური სისტემის
გარდა, სხვა დაბრკოლებას არ იცნობდა, სხვების მოსაზრების
გარდა, მეტი სასჯელი ვერასოდეს წარმოედგინა, ვერ ხედავდა
საოცნებო ნაპირის საზღვარს, რომელსაც კატასტროფის შემდეგ,
გადარჩენილი, მიადგებოდა. როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა
უსინჯავდე მწარე და ტკბილ გემოს, ბიწიერი აზრი ვერ შეედრება
საზარელ სიხარულს, რასაც იწვევს ნამდვილი, და არა მოჩვენე-
ბითი ბოროტების გაცხადება – მეორე დაბადების მსგავსი პირვე-
ლი ჯანყი. რადგან ბიწიერება გულში ნელა და ღრმად იდგამს
ფესვს, მაგრამ შხამით სავსე ლამაზი ყვავილი მხოლოდ ერთ
დღეს იშლება.
– პარიზში? – იკითხა კადინიანმა.
გოგო კარგად ხვდებოდა, რომ დაწვრილებით გამოკითხვა
სურდა, თუმცა ვერ ბედავდა.
– პარიზში, – გაიმეორა გოგომ, ჯერ ისევ ავარვარებული
ლოყებითა და ცრემლგამშრალი თვალებით, – ჰო... პარიზში,
ჩემთან – ლამაზ ოთახში – და თავისუფალი ვიქნები... ამ ბატო-
ნებს, ყველას, თავისი მეგობარი ქალი ჰყავს, – დაამატა შეუვალი
სიმტკიცით, – ეს ყველამ იცის... განა ისინი არ ქმნიან კანონებს?
ჩვენ შორის ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია... კარგა ხანია!
მოსაწყენმა კამპანელმა კანონმდებელმა, რომელსაც ბოღმა
მთელ არსებას უღრღნიდა და რომელსაც სურვილით ატანილი,
მკაცრი ცოლი ძალას აცლიდა, თუმცა ვერ აკმაყოფილებდა,
მართლაც არა ერთხელ გამოხატა მამობრივზე აღმატებული
მზრუნველობა ლუდისმხდელის ქალიშვილისადმი, რის მნიშვნე-
ლობასაც გამჭრიახი გოგო სწორად მიხვდა. სულ ეს იყო... მაგ-
რამ ამ თემის სიმწირის მიუხედავად, ვერაგი მუშეტი გრძნობდა,
რომ შეეძლო გათენებამდე უამრავჯერ მოეტყუებინა. ყოველი
ტყუილი ისეთივე სიამოვნებას ანიჭებდა, როგორც ალერსი; ამ
ღამით მოიტყუებდა მაშინაც კი, თუ შეურაცხყოფდნენ, სცემდნენ,
მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა; მოიტ-
ყუებოდა ტყუილისთვის. მოგვიანებით ასეთ უცნაურ აღტყინებას
იხსენებდა, როგორც საკუთარი თავისადმი გაღებულ ყველაზე
უფრო გიჟურ ხარკს, ყოვლისმომცველ კოშმარს.
„რატომაც არა?“, ფიქრობდა კადინიანი.
– ამ ჩერჩეტს დამიხედეთ, – დაასკვნა ხმამაღლა, – ნახეთ,
როგორ სჯერა უმაქნისი რენეგატის, ლაქლაქასი, უგვანი მასხა-
რასი! ისე მოგექცევა, ჩემო გოგო, როგორც თავის ამომრჩეველს
ექცევა! დეპუტატის გულითადი მეგობარი, ჰიჰ!
– იცინეთ, იცინეთ, – თქვა მუშეტმა, – თქვენგან ამაზე უარე-
სიც მახსოვს.
ტლანქი კაცის ცხვირი, ჩვეულებრივ დროს წითელი და სიხა-
ლისის გამომხატველი, ახლა მის ლოყებზე უფრო გაფერმკრთა-
ლებულიყო. მრისხანების მოსანელებლად, ერთხანს დიდი ნაბი-
ჯებით ბოლთას სცემდა, ორივე ხელი ხავერდის მოსაცმელის ჯი-
ბეებში ეწყო; მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თავისი საყვარ-
ლისკენ, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა და მისგან თავის
ასაქცევად მარცხნივ გაიწია, წინდახედულად ისევ მაგიდა აშო-
რებდა სახიფათო მოწინააღმდეგეს. მაგრამ კაცმა თავდახრილმა
ჩაიარა, კარს მიუახლოვდა, ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
შემდეგ სავარძელს დაუბრუნდა და მშრალად თქვა:
– ყურები ტყუილებით ნუ გამომიჭედე, გოგონა. გინდოდა და
შენსას მიაღწიე; ამაღამ აქ დაგტოვებ, ისე, უბრალოდ, იმიტომ,
რომ მსიამოვნებს... მესმის, რომ ვრისკავ. ახლა კი, გონებას მო-
უხმე და თუკი შეგიძლია, მიპასუხე. რაც აქამდე მოროშე, ხუმრო-
ბა იყო, ხომ ასეა?
გოგოს ისეთივე ფერი ედო, როგორიც მის თეთრ საყელოს.
კბილებს შორის გამოსცრა, არაო.
– გეყოფა! – განაგრძო მარკიზმა, – გგონია, დამაჯერებ?
– ჩემი საყვარელია, დეპუტატზე ვამბობ!
ისე მოიშორა თავიდან ეს ახალი ტყუილი, როგორც
მწკლარტე და ცხარე ლიქიორს გადმოაფურთხებენ ხოლმე. და
როდესაც მისი ხმის ექო მიწყდა, მუშეტს ისე გადაუქანდა გული,
გეგონებოდა, საქანელაზე იყო და ფიცარი ქვემოთ ეშვებოდა.
წარმოთქმულმა თავადაც მოატყუა და ნათქვამის სიმართლე
დააჯერა; როცა მარკიზს სიტყვა „საყვარელი“ მიახალა, გულზე
ორივე ხელი დაიკრიბა, თითქოს წარმოთქმული სიტყვის თი-
თოეული ჯადოსნური მარცვალი ტანისამოსს ხდიდა და აშიშ-
ვლებდა; ეს ჟესტი ერთდროულად მიამიტურიც იყო და ბიწიერიც.
– ღმერთმა დასწყევლოს! – წამოიყვირა მარკიზმა.
მოულოდნელად და ისე სწრაფად წამოხტა სავარძლიდან,
რომ საბრალო გოგომ ვერ მოზომა და კინაღამ მის მკლავებში
აღმოჩნდა. ერთმანეთი დარბაზის კუთხეში მოიმწყვდიეს, ერ-
თხანს უხმოდ იდგნენ პირისპირ.
გოგო სადაც იყო, გასხლტებოდა, სკამზე ახტა, რომელიც,
ცოტაც და, გადაბრუნდებოდა, იქიდან კი მაგიდაზე ისკუპა, მაგრამ
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ცვილით გაპრიალებულ ზედაპირ-
ზე გასრიალდა; ამაოდ გაშალა ხელები წონასწორობის დასაცა-
ვად. მარკიზმა ხელი მოხვია და მთელი ძალით უკან დაახევინა.
სხეულთან შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, გოგოს თვალთ დაუბ-
ნელდა; ზორბა კაცი ნანადირევივით მიათრევდა. მუშეტმა იგ-
რძნო, როგორ უხეშად დააგდეს ტყავის დივანზე. კიდევ ერთი წუ-
თის განმავლობაში სხვას ვერაფერს ხედავდა, რისხვით აღსავსე
ორი თვალის გარდა, შემდეგ მათში რისხვა დაბნეულობამ შეცვა-
ლა, ბოლოს კი – სირცხვილმა.

ისევ თავისუფალი იყო; ფეხზე წამომდგარი, სინათლის


ზოლში მოქცეული, თმააწეწილი, კაბააჩაჩული, რომლის ქვეში-
დან შავი მაღალყელიანი წინდა გამოუჩნდა, თვალით ამაოდ
ეძებდა საძულველ მბრძანებელს. მაგრამ ძლივს არჩევდა დიდ,
ბნელ ლაქასა და ლამპის ანარეკლს კედელზე; არნახული მრის-
ხანებით დაბრმავებულს, საკუთარი შელახული სიამაყე უფრო
მეტ მწვავე, ფიზიკურ, მოუნელებელ ტკივილს ჰგვრიდა, ვიდრე
სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანება იქნებოდა.... როცა, ბო-
ლოს და ბოლოს, მარკიზი დაინახა, სისხლი ერთბაშად მიაწყდა
მის გულს.
– გეყოფა! მუშეტ, გეყოფა! – ამბობდა აღელვებული კაცი.
ამას იმეორებდა და თან პატარა ნაბიჯებით უახლოვდებოდა,
ხელებგაშლილი, მისი მკლავებში მოქცევა სურდა, ამჯერად
ძალდატანების გარეშე, როგორც ერთ-ერთისა თავისი სანადირო
ფრინველებიდან. მაგრამ გოგო ამჯერადაც ხელიდან დაუსხლტა.
– რა გემართება, მუშეტ? – გაიმეორა კადინიანმა, ხმამ უღა-
ლატა.
გოგო შორიდან თვალს არ აშორებდა, მისი ლამაზი პირი
დამცინავ ღიმილს დაემახინჯებინა. „სრულ ჭკუაზეა?“, გაიფიქრა
კაცმა კიდევ ერთხელ... რადგან ჯერ მრისხანებამ აიტანა, რაც
მოულოდნელად ხორციელ ნდომაში გადაიზარდა, თუმცა სინა-
ნულზე მეტად დაბნეულობას გრძნობდა, რადგან საყვარლებს
ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც პარტნიორს უხეში თამაში-
სას. გოგოს ვეღარ ცნობდა.
– პასუხი გამეცი! – უყვირა გოგოს, მისი მდუმარებით გაცეც-
ხლებულმა.
მაგრამ ის ნელ-ნელა უკან იხევდა. რაკი კარისკენ გაიქცა,
მარკიზმა გზის გადაღობვა სავარძლით სცადა, რომელიც ვიწრო
გასასვლელისკენ გააცურა, თუმცა გოგომ მსუბუქი ნახტომით
გვერდი აუქცია დაბრკოლებას და ისეთი სულის შემძვრელი ყვი-
რილი აღმოხდა, რომ აქოშინებული მარკიზი ადგილზე გაქვავ-
და. წამის შემდეგ გაელვებასავით მოჰკრა თვალი დარბაზის
მეორე ბოლოში, პატარა ფეხების წვერებზე აწეულს, ხელები გა-
ეშვირა, რომ კედელზე რაღაცას მისწვდენოდა.
– ჰეი, მანდ! ხელები შორს! შეშლილო!
ორი ნახტომით შეეძლო მიესწრო და იარაღი ხელიდან გა-
მოერთმია, მაგრამ უადგილო სირცხვილმა შეუშალა ხელი, ნაბი-
ჯი აეჩქარებინა. ზანტად უახლოვდებოდა, ისეთი კაცის ნაბიჯით,
რომლის შეჩერება შეუძლებელია, რადგან საყვარლის ხელებში
ხედავდა თავის ვინჩესტერს – ანსონის მარკის საუცხოო იარაღს.
– სეირს გაჩვენებ! – წინ მიიწევდა და ისევე ემუქრებოდა,
როგორც ავ ძაღლს.
გონებადაბინდულმა მუშეტმა მხოლოდ შიშისა და მრისხანე-
ბის გამომხატველი ამოკვნესით უპასუხა; იმავდროულად იარაღი
აღმართა.
– უტვინო! დატენილია! – უნდოდა ეთქვა... მაგრამ ეს უკანას-
კნელი სიტყვა ბაგეებზე შეაცივდა გასროლის გამო. ტყვია ნიკაპ-
ში მოხვდა, ყბა ჩაუმსხვრია. ისეთი ახლო მანძილიდან იყო ნას-
როლი, რომ გაპოხილი თექის დასატენმა კაცის ყელი გაიარა და
ჰალსტუხში გაეჩხირა.
მუშეტმა ფანჯარა გამოაღო და სიბნელეში გაუჩინარდა.

IV

ბატონი გალე, ექიმი, წერილის წერას ამთავრებდა, კონვერ-


ტზე მისამართი გამოჰყავდა თავისი წვრილი, ჩახუჭუჭებული ხელ-
წერით. სწორედ მაშინ გაჩნდა მის ზურგს უკან მებაღე ტიმო-
ლეონი:
– მადმუაზელ ჟერმენმა დამავალა, ბატონისთვის მეთქვა...
მადმუაზელ მალორტი იმავე წამს ზღურბლზე გაჩნდა, ვიწრო
შავი პალტო ეცვა, ხელში ქოლგა ეჭირა. ისე სწრაფად შემოვი-
და, ზურგს უკან, ქვის იატაკზე, მისი ნაბიჯების ექო ჯერ არ მიმ-
წყდარიყო.
მებაღეს სახეში შესცინა, იმანაც გაიცინა. ღია ფანჯრიდან სა-
ღამოს სურნელი შემოდიოდა, ისევ ისეთი თანამზრახველური;
თითქმის იმავე წამს ჩაქრა სავარძლის გვერდზე არეკლილი ბაცი
წითელი სინათლე.
– რით შემიძლია გემსახუროთ, მადმუაზელ ჟერმენ? – ჰკით-
ხა ექიმმა გალემ. ერთი სული ჰქონდა, კონვერტი დაებეჭდა.
– მამა აპირებდა პირადად ეცნობებინა, რომ საბჭოს მომდევ-
ნო სხდომა გადაიდო მიმდინარე თვის ცხრისთვის... მაგრამ რაკი
გზა აქეთ მქონდა..., – უპასუხა გოგომ ჩვეული სიმშვიდით, უც-
ნაურად გამოყო სიტყვები „საბჭო“ და „მიმდინარე თვის ცხრის-
თვის“, ტიმოლეონმა კი რატომღაც ისევ გაიცინა.
– მიდი! მიდი! – უხეშად უთხრა ბატონმა გალემ მებაღეს და
წერილი გაუწოდა.
თვალი არ მოუშორებია მისთვის, ვიდრე კარი არ გაიხურა.
შემდეგ გოგოს მიუბრუნდა:
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– ახლავე გინდა გაიგო? – უპასუხა გოგომ და თავისი ქოლგა
სავარძელზე გარდიგარდმო დადო, – მაშ ასე, ფეხმძიმედ ვარ,
სულ ესაა!
– გაჩუმდი, მუშეტ, – დაიჩურჩულა ექიმმა, ხმა უწყდებოდა, –
ან ხმადაბლა ილაპარაკე.
– მუშეტის დაძახებას გიკრძალავ, – ცივად უთხრა მადმუაზელ
მალორტიმ, – მუშეტი – არა!
პალტო სკამზე მიაგდო და მის წინ დადგა.
– შენც უნდა გესმოდეს, – განაგრძო გოგომ, – მაშინვე ხომ
ვერ მიხვდები.
– რამდენი... რამდენი ხანია?
– დაახლოებით სამი თვეა (მშვიდად დაიწყო ქვედაკაბის შეხ-
სნა, ქინძისთავი კბილებით ეჭირა).
– და მე არ... ახლა გამომიტყდი...
– ოჰ! ოჰ! გამოგიტყდი! – სცადა ისე გასცინებოდა, რომ ქინ-
ძისთავი არ გადმოვარდნოდა, – რა სიტყვებით ლაპარაკობ!
ტუჩებმოკუმულს, თვალები პატარა ბავშვივით უცინოდა.
– გაჩერდი, აქ გახდა არ შეიძლება, – კამპანელმა ექიმმა
თავს ძალა დაატანა, რომ აღელვება არ დასტყობოდა, – კაბი-
ნეტში მაინც შედი.
– რა მნიშვნელობა აქვს? – თქვა ჟერმენ მალორტიმ, – კარი
ჩაკეტე და სულ ესაა. იმ შენს კაბინეტში სიცივისგან მაკანკალებს.
ექიმმა აგდებულად აიჩეჩა მხრები, მაგრამ ყელგამშრალი,
ალმაცერად აკვირდებოდა. გოგომ ერთი ფეხი სავარძლის სახე-
ლურზე შემოდო, მეორე მოხარა და მშვიდად შეუდგა ჩექმის თას-
მების გახსნას.
– ბარემ შემთხვევით ვისარგებლებ, ხომ შეიძლება? ძალიან
მიჭერს, მე კი მთელი დღე აქეთ-იქით დავრბოდი. შეგიძლია ხა-
ვერდის ჩუსტები მომიტანო, სამშაბათს აქ რომ დავტოვე, ჰო!
ტუალეტის კაბინაში, თაროზე, ყუთის უკანაა. და კიდევ, იცი რა?
ამაღამ არსადაც არ წავალ. მამას ვუთხარი, რომ დეიდა მალვი-
ნასთან დავრჩებოდი, კოლენტურში. შენი ცოლი ხვალ ჩამოვა,
არა?
ბატონი გალე პირდაღებული უსმენდა, ვერც კი ამჩნევდა, პა-
ტარა სახის მიმიკის გასაოცარი მრავალფეროვნების მიუხედავად,
უმოძრაობასა და შებოჭილობას, დაღლილობისა და აკვიატების-
გან გაჩენილ ნაოჭს, რომელიც ღიმილსაც კი ამახინჯებდა.
– შენი გაუფრთხილებლობით ყველაფერს გააფუჭებ, – გა-
ნაგრძო ექიმმა საყვედურით, – თავიდან ერთმანეთს მხოლოდ
ბულონში ან სენ-პოლში ვხვდებოდით, ახლა კი აღარ იცი, რა
მოიფიქრო... ტიმოლეონი ხომ ნახე? ჩემთვის...
– ვინც არ რისკავს, ხელცარიელი რჩება, – პირქუშად უპასუხა
გოგომ, – მომიტანე ჩემი ჩუსტები, თუ შეიძლება. და კარიც გაიხუ-
რე.
თვალი გააყოლა თექის ჩუსტებით უხმოდ მიმავალ თავის უც-
ნაურ საყვარელს, რომელსაც ტანზე მომდგარი, კალთებანაოჭე-
ბული, ვიწროსაყელოიანი და იდაყვებალაპლაპებული ჟაკეტი ეც-
ვა.
რას ფიქრობდა? ან იქნებ, არც არაფერზე ფიქრობდა? ეს სა-
საცილო და ოდიოზური ჩაყვითლებულკბილებიანი ფარისეველი
სრულებით აღარ აკვირვებდა. უფრო უარესი – უყვარდა. უყვარ-
და იმდენად, რამდენადაც მუშეტს სიყვარული შეეძლო. იმ ღამეს,
როდესაც ერთი გამოუსწორებელი ჟესტით მოკლა უწყინარი
მარკიზი, მისი საკუთარი, პატარა მალორტის, მადმუაზელ მა-
ლორტის მატყუარა ხატება, ამაოდ იბრძოდა გოგოს იმედგაც-
რუებული ამბიციის საპირისპიროდ. მკვლელობის შემდეგ გაქცე-
ვა, მიმალვა, ეჭვის მიტანის აშკარა საბაბი გახდებოდა; იძულებუ-
ლი იყო, შინ ეპოვა თავშესაფარი; შუბლმაგარს, მამისთვის პა-
ტიება გამოეთხოვა და ისე თავმდაბალსა და მდუმარეს, როგორც
არასდროს, სხვების შემბრალებელ მზერათა მიუხედავად, თავის
გარშემო ტყუილის აბლაბუდა ნელ-ნელა მოექსოვა. „ხვალ ყვე-
ლაფერი დაავიწყდებათ“, თავს არწმუნებდა გულჯავრიანი, „და
თავისუფალი ვიქნები“. მაგრამ ხვალინდელი დღე არასოდეს
დგებოდა. თანდათანობით, აქამდე გაწყვეტილი კავშირები მის
გარშემო ხელახლა იკვანძებოდა. მწარე დაცინვა აღმოჩნდა, მაგ-
რამ გალია თავშესაფრად იქცა და ამიერიდან მხოლოდ აქამდე
საძულველ გისოსებს მიღმა ახერხებდა შვება ეპოვა. ის პერსონა-
ჟი, რადაც თავს აჩვენებდა, თანდათანობით კლავდა მეორეს,
ნამდვილს, ხოლო ოცნებებს, ადრე ფრთებს რომ ასხამდა, დაუნ-
დობლად ღრღნიდა უჩინარი ჭია – მოწყენილობა. უსახელო და-
ბა, რომელიც გოგომ გამოიწვია, ახლა მას დაეუფლა, თავის
კლანჭებში მოიმწყვდია, ნელ-ნელა ინელებდა.
დაცემა არასოდეს ყოფილა ასეთი სწრაფი და გამოუსწორე-
ბელი. როდესაც დანაშაულის ჩადენის ღამის თითოეულ წამს იხ-
სენებდა, მუშეტი ხელმოსაჭიდს ვერაფერს ხედავდა ისეთს, რაც
გაამართლებდა მოგონებას, თითქოს არნახული ძალისხმევა გას-
წია, ფასდაუდებელი საუნჯე კი ხელის ერთი დაკვრით, მოულოდ-
ნელად გამოეცალა. არც კი იცოდა, რა სახელი უნდა დაერქმია
სასურველი ნადავლისთვის, რომელიც ხელიდან გაუსხლტა და
ვეღარასოდეს იქნებოდა მისი. ან იქნებ, არც არასოდეს იცოდა
სახელი? აჰ! რასაკვირველია, ეს არ იყო იატაკზე გაშხლართული
ზორბა მამაკაცი... მაგრამ ნადავლში რა იგულისხმება? ცაცხვების
ქვეშ რამდენი გოგონა ხოხავს და კვდება, რომელთა სიცოცხლე
მხოლოდ ერთ საათს ან ერთ საუკუნეს გაგრძელდა! სულ ერთი
წუთით მთელი სისავსით გაფურჩქნული სიცოცხლე, მთელი სი-
სავსით გადაშლილი, შორეული სივრციდან მონაბერი ქარის შე-
მოტყლაშუნება... შემდეგ შეკუმშული, ქვასავით ეცემა.
მაგრამ ამ ქალებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ, შესაძლოა,
მხოლოდ ოცნებობდნენ დანაშაულზე. არც რაიმე საიდუმლო
აქვთ. შეუძლიათ თქვან: „როგორი გიჟმაჟი ვიყავი“ და ხელი გა-
დაისვან რუშებიანი თავსაბურავის ქვეშ შეკრულ ჭაღარა თმაზე.
ვერასოდეს მიხვდებიან, რომ ახალგაზრდობაში, ჭექა-ქუხილიან
საღამოს, თამაშ-თამაშით შეეძლოთ ადამიანის მოკვლა.
ჩადენილი დანაშაულის შემდეგ გალეს სიყვარული ჟერმენის-
თვის სხვა საიდუმლოდ, მდუმარე გამოწვევად იქცა. ჯერ უსულგუ-
ლო კაცის მკლავებში აღმოჩნდა, ახლა კი ამ უბადრუკს ებღაუჭე-
ბოდა. მაგრამ ამბოხებულმა ბავშვმა, დახვეწილი ცბიერებით, მა-
ლე მოუძებნა გასაღები მის გულს, თითქოს წყლული გამორწყა.
ბოროტებით ტკბებოდა, ამასთან, სახიფათო თამაშიც წამოიწყო,
სასაცილო მარიონეტისგან მხოლოდ მისთვის ცნობილი შხამიანი
ცხოველი გამოზარდა, მას თავს ევლებოდა, იმ ქიმერების მსგავ-
სად, რომლებიც მოსვენებას არ აძლევს ბიწიერ მოზარდს, და
ბოლოს, მისთვის გახდა ძვირფასი ხატება და საკუთარი დაცემის
სიმბოლო.
თუმცა, ეს თამაშიც მოყირჭდა.
– აჰა, – ექიმმა ხალიჩაზე დაყარა გოგოს ჩუსტები.
და მაშინვე გააკვირვა სიჩუმემ. ჩვეულებისამებრ ალმაცერად
გაიხედა გოგოსკენ, ჩრდილში გაარჩია სავარძელში გაშხლარ-
თული პატარა სხეული, მუხლებმოკეცილი, გვერდზე გადახრილი
თავით, ტუჩის აწეული კუთხეებითა და გაფითრებული ლოყებით.
– მუშეტ! – დაუძახა გოგოს, – მუშეტ!
იმავდროულად, სწრაფად მიუახლოვდა, თითები გადაუსვა
დახუჭულ ქუთუთოებზე. გოგომ ნელა გაახილა თვალები, თუმცა
მისი მზერა ჯერ კიდევ არაფერს გამოხატავდა. შემდეგ თავი შე-
მოაბრუნა და ამოიკვნესა.
– არ ვიცი, რა დამემართა. მცივა...
მხოლოდ მაშინ შენიშნა ექიმმა გალემ, რომ შალის თხელი
პალტოს ქვეშ არაფერი ეცვა.
– რა მოხდა? გძინავს? როგორ ხარ?
სავარძელთან იდგა, თავი წინ გადაეხარა, ჩვეულებისამებრ,
დამცინავი ღიმილით უმზერდა.
– შეტევა დასრულდა, – თქვა ბოლოს... (მაჯა გაუსინჯა), –
პულსი ცოტათი აჩქარებულია; როგორც ყოველთვის. სერიოზუ-
ლი არაფერია. თავის მიხედვა არ იცი... ეს შეიძლება... ეს შეიძ-
ლება... რა საცოდაობაა! ახველებ?
გოგოს გვერდით ჩამოჯდა და სწრაფად გადასწია სანახევ-
როდ შეკრული საყელო.
შეუდარებელი, ცხოველურად მომხიბლავი, დაქანებული მხა-
რი სულ ერთი წამით გამოჩნდა და შეჟრჟოლდა. გოგომ მისი ხე-
ლი მოიშორა, თუმცა უხეშობის გარეშე.
– როგორც გენებოს, – თქვა ექიმმა, – მაგრამ თავადაც ხვდე-
ბი, შენი სასუნთქი გზების წინასწარი გამოკვლევის გარეშე ვერა-
ფერს ვიტყვი. აქაა შენი სუსტი წერტილი. და საერთოდაც, შენი
ცხოვრების რეჟიმი სავალალოა.
ერთხანს კიდევ აგრძელებდა ლაპარაკს. დაგვიანებით შენიშ-
ნა, რომ გოგო ტიროდა. ფართოდ გახელილი თვალებით სივ-
რცეში ერთ წერტილს მიშტერებოდა, პატარა სახეზე სიმშვიდე
აღბეჭდოდა, მშვილდივით მორკალული ტუჩები კვლავ მაგრად
მოეკუმა, ტიროდა ისე, რომ არც კი სლუკუნებდა.
ერთხანს ექიმი გაოგნებული უმზერდა. სულ ერთი წამით მას-
ში გაიღვიძა მის ბუნებაზე ბევრად აღმატებულმა ცნობისმოყვა-
რეობამ, გვერდით მყოფში რაღაც შეუცნობელის გამოკვლევის
სურვილმა და შიშმა. მაგრამ მოსალოდნელი წამოძახილი მის
ბაგეებზევე დარჩა; წამოწითლდა, მზერა აარიდა და ხმა არ
ამოუღია.
– გიყვარვარ? – მოულოდნელად ჰკითხა გოგომ ხმით, რო-
მელშიც თხოვნა უჩვეულო სიმტკიცით, პირქუშად ჟღერდა.
მაშინვე დაამატა:
– ამას იმიტომ გეკითხები, რომ რაღაც აზრმა გამიელვა.
– რომელმა აზრმა?
– გიყვარვარ? – იმავე ხმით გაუმეორა კითხვა.
თანაც წამოდგა, აკანკალებულს, გაღეღილ პალტოში სასა-
ცილოდ შიშველსა და ჩაკარგულს, მზერაში ეტყობოდა, რომ
სიამაყე სადღაც გამქრალიყო.
– მიპასუხე! – არ ეშვებოდა გოგო, – ჩქარა მიპასუხე!
– მისმინე... ჟერმენ...
– ასე არა! – იყვირა გოგომ, – ასე არა! მხოლოდ ეს თქვი:
მიყვარხარ!... ჰო... მხოლოდ ასე!
თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა. აკანკალებული
ბაგეებიდან თეთრი კბილები მოუჩანდა და სიჩუმეში სუნთქვის ხმა
ისმოდა.
– აბა, რაო? – განაგრძო გოგომ, – სულ ესაა? თქმას ვერ ბე-
დავ?
მუშეტმა ექიმის ფეხებთან დაიჩოქა, ორივე ხელზე ნიკაპდაყ-
რდნობილი, ერთხანს ფიქრობდა... შემდეგ ისევ წამოდგა,
ცბიერებით აღსავსე მზერა მიაპყრო.
– ჰო... ჰო... გასაგებია... – თავი გადააქნია, – ვიცი, რომ გე-
ზიზღები... მაგრამ ისე ძლიერ არა, როგორც მე მძულხარ! –
თქვა პირქუშად.
მერე მაშინვე დაამატა:
– ოღონდ შენ... ისიც კი არ იცი, ეს რას ნიშნავს.
– რა არ ვიცი?
– როცა გძულს და გეზიზღება, – უპასუხა მუშეტმა.
და ლაპარაკი დაიწყო იმ უმართავი სიტყვაუხვობით, რომე-
ლიც ყოველთვის სჩვეოდა მაშინ, როდესაც შემთხვევით წამოს-
როლილი სიტყვა აღვიძებდა მასში ელემენტარულ სურვილს,
არა ამ პატარა იდუმალი სულის სიხარული ან მღელვარება გა-
მოეხატა, არამედ – საკუთრივ სული. ტანის მოკაშკაშე სუდარის
ქვეშ უკვე დამჭკნარი მისი თხელი სხეულის ვიბრაციაში, ხელების
გაშლა-მომუშტვის გაუცნობიერებელ რიტმში, დაუღალავი მხრე-
ბისა და ბარძაყების შეკავებულ ძალაში იმალებოდა რაღაც, რაც
ცხოველის დიდებულებას ჰგავდა.
– მართლა? არასოდეს გიგრძნია... როგორ ვთქვა? თავს
გატყდება, როგორც იდეა, როგორც თავბრუსხვევა... გინდა მი-
ნებდე და წაიქცე, ჩასრიალდე... ბოლომდე ჩახვიდე – ჰო, ჰო, მა-
ინც, – სულ ფსკერამდე, – სადაც უტვინოების ზიზღიც კი ვერ მოგ-
წვდება... და მერე, ჩემო მეგობარო, იქაც კი, არაფერი გაკმაყო-
ფილებს... კიდევ რაღაც გაკლია... აჰ! ადრე... როგორ მეშინოდა!
– თუნდაც სიტყვის... თუნდაც მზერის... სულ უმნიშვნელო რამის.
ჰო, მართლა! ის ბებრუხანა სანიე... (როგორ არა, იცნობ – ეგ ქა-
ლი მესიე რაჟოს მეზობელია) ერთხელ ცუდად მომექცა, ერთ
დღეს! – ერთ დღეს პლანკის ხიდზე გადავდიოდი – და როგორც
კი დამინახა, თავის პატარა დისშვილს, ლორს, ხელი მოჰკიდა
და გვერდით გასწია... „ვითომ რაო! შავი ჭირი კი არ მჭირს“, გა-
ვიფიქრე... აჰ! ახლა კი! ახლა... ახლა... ახლა მისი ზიზღი სულ
არ მადარდებს! რა სისხლი უდგათ ძარღვებში იმ ქალებს, მავა-
ნის მზერა რომ მათ ყოყმანს იწვევს, – ჰო, – ერთ მზერასაც კი
შეუძლია სიამოვნების ჩაშხამება, და თავს იტყუებენ, თითქოს თა-
ვიანთი საყვარლის მკლავებში მაინც პატიოსან უკარებებად რჩე-
ბიან... სირცხვილია? რასაკვირველია, თუ გსურს, სირცხვილია!
მაგრამ, მოდი, გულახდილად ვთქვათ, განა პირველივე დღიდან
რაიმეს სხვას ვეძებთ? სწორედ ესაა, რაც გიზიდავს და თავის
შორს დაჭერას გაიძულებს... ის, რაც გვაშინებს და რასაც ვეს-
წრაფვით – ყოველ ჯერზე ერთნაირი გულის კანკალით ვხვდე-
ბით; ის, რაც ჰაერივით აუცილებელი ხდება – ჩვენი სტიქია –
სირცხვილი! ის კი მართალია, რომ სიამოვნებას ვეძებთ მხო-
ლოდ საკუთრივ სიამოვნებისთვის... მხოლოდ მისთვის! რა მნიშ-
ვნელობა აქვს, ვინ არის საყვარელი! რა მნიშვნელობა აქვს ად-
გილსა და დროს! ზოგჯერ... ზოგჯერ... ღამით... სულ ახლოს იმ
ზორბა კაცთან, რომელიც ძილში ხვრინავს... მარტო... მარტოდ-
მარტო ჩემს პატარა საძინებელში... მე, ვისაც ყველა კიცხავს (და
რისთვის მკიცხავენ, გეკითხები?) ვდგები... ვაყურადებ... და ისეთი
ძლიერი მგონია თავი! – ამ სხეულით, რომელიც დიდი ვერაფე-
რია, შესაბრალისი ბრტყელი მუცლით, ძუძუებით, ხელისგულში
რომ ეტევა, ღია ფანჯარას ვუახლოვდები, თითქოს გარედან მე-
ძახდნენ; ველოდები... მზად ვარ... იცი, მარტო ერთი ხმა კი არ
მეძახის! არამედ ასობით! ათასობით! კაცების ხმებია? რაც უნდა
იყოს, თქვენ ხომ ბიჭები ხართ – რა თქმა უნდა, ბიწიერებით აღ-
სავსენი! – მაგრამ მაინც ბიჭები! გეფიცები! მეჩვენება, რომ ვინც
მეძახის – აქ თუ იქ, რა მნიშვნელობა აქვს! ხმებში, რომლებიც
ისმის... სხვა ხმებში... კიდევ ერთი ხმაა, ჩემში, რომელსაც მოვ-
წონვარ და ჩემით აღფრთოვანებულია... კაცია თუ მხეცი? რა, გი-
ჟი ვარ?... დაე, ვიყო გიჟი!... კაცი ან ცხოველი მეხვევა... მაგ-
რად... ჩემო საზარელო საყვარელო!
ახარხარდა და მერე უეცრად შეწყვიტა, თვალებში, რომლებ-
საც საყვარელს არ აცილებდა, სინათლე ჩაუქრა, საოცარია, მაგ-
რამ ისევ ფეხზე იდგა და მიცვალებულს ჰგავდა. მერე ჩაიკეცა.
– მუშეტ, – პირქუშად დაუძახა კაცმა, რომელიც წამოდგა, –
უკანასკნელად გეუბნები, მაშინებს შენი გადაჭარბებული ემო-
ციურობა. გირჩევ, მშვიდად იყო.
შეეძლო კიდევ კარგა ხანს გაეგრძელებინა ამგვარი საუბარი,
რადგან მუშეტს მისი არ ესმოდა. ელვის სისწრაფით გადაქანდა
წინ და დივანზე წაიქცა; როდესაც ექიმმა მისი პატარა თავი ხე-
ლებში მოიქცია, პირველ რიგში გაქვავებული, ფერმკრთალი სა-
ხე ეცა თვალში.
– ეშმაკმა დალახვროს! – წამოიძახა მან.
ამაოდ სცადა ყბები გაეღებინებინა, კბილებს შორის სპილოს
ძვლის ფითხი შეაცურა. ზემოთ აწეული ტუჩიდან სისხლმა გამო-
ჟონა.
საშინაო აფთიაქის კარადისკენ გაემართა, კარი გამოაღო,
ფლაკონებს შორის ხელი მოაფათურა, ერთი ამოირჩია, დაყნო-
სა, თუმცა სმენა გამახვილებული ჰქონდა, მზერა – პირქუში, რად-
გან აწუხებდა მის ზურგს უკან ჩამოვარდნილი მდუმარება; თავს
არ უტყდებოდა, მაგრამ ელოდა შეყვირებას, კვნესას, რაიმე ნი-
შანს, რომელიც ჯადოს დაარღვევდა... ბოლოს შებრუნდა. მუშე-
ტი, ამჯერად წელგამართული, თავაწეული, ხალიჩაზე იჯდა და
სევდიანი ღიმილით თვალს არ აშორებდა. ამ ღიმილში ვერაფე-
რი ამოიკითხა, გარდა ამოუხსნელი სიბრალულისა, მიუწვდომე-
ლი სიმაღლიდან ზეადამიანური შემწყნარებლობით რომ
ვრცელდებოდა. ლამპის სინათლე თეთრ შუბლს ეცემოდა, სახის
ქვედა ნაწილი ჩრდილში მოქცეულიყო, ეს ღიმილი კი უცნაურად
უძრავი და იდუმალი ჩანდა. თავდაპირველად ჩათვალა, რომ
გოგოს ეძინა. მაგრამ მოულოდნელად, მისი მშვიდი ხმა მოესმა:
– მანდ რას აკეთებ, მაგ ბოთლით ხელში? დადე! არა, დადე
ეგ ბოთლი, გთხოვ! მომისმინე: ცუდად გავხდი? გული წამივიდა?
არა! მართლა? კიდევ კარგი აქ, შენთან არ მოვკვდი! არ მომეკა-
რო! მთავარია, არ მომეკარო!
ექიმი სასაცილოდ ჩამოჯდა სკამის კიდეზე, ხელში ისევ
ფლაკონი ეჭირა. მის სახეს ნელ-ნელა დაუბრუნდა ფარული სი-
ჯიუტისა და სისატიკის ჩვეული იერი. ბოლოს მხრები აიჩეჩა.
– შეგიძლია დამცინო, – განაგრძო გოგომ ისევ ისეთი მშვიდი
ხმით, – ასე მემართება. როდესაც გაცეცხლებული ვარ... გაცეც-
ხლებული... გაცეცხლებული... საშინლად მეშინია, რომ ვინმე შე-
მეხოს... ასე მგონია, შუშის ვარ. ჰო, ასეა... დიდი, ცარიელი თასი.
– ჰიპერესთეზია ნერვული შეტევის შემდეგ იცის.
– ჰიპერ... რა თქვი? რა უცნაური სახელია! ესე იგი, ამ დაავა-
დებას იცნობ? ჩემნაირი ქალებისთვის გიმკურნალია?
– ასობით ქალისთვის, – უპასუხა ექიმმა სიამაყით, – ასო-
ბით... მონტრეს ლიცეუმში უფრო მძიმე შემთხვევების მოწმეც
ვყოფილვარ. ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ გოგოებს მსგავსი ნერ-
ვიული შეტევები ხშირად ემართებათ. ყურადღებიანი დამკვირვებ-
ლები იმასაც კი აღნიშნავენ, რომ...
– ესე იგი, შენი აზრით, ჩემნაირ ქალებს იცნობ? – ერთხანს
დუმდა, მერე მიახალა: – ჰოდა, არა! ტყუი! ტყუილი თქვი!
გოგო მისკენ გადაიხარა, კაცის ორივე ხელი აიღო, ლოყით
მიეხუტა... და იმავე წამს ექიმმა მაჯაზე ჩასობილი კბილებით მი-
ყენებული ისეთი მწვავე ტკივილი იგრძნო, რომელმაც გულამდე
მიაღწია. მაგრამ პატარა, მოქნილი ცხოველი უკვე ტყავის ბალი-
შებზე გაგორდა მასთან ერთად და ზურგზე გადაწოლილი ექიმი
თავზემოთ ხედავდა მხოლოდ უძირო მზერას, რომელშიც მისი
საკუთარი სიხარული მწიფდებოდა... გოგომ ადგომა დაასწრო.
– ადექი! – სიცილით უთხრა მუშეტმა, – მიდი, ადექი! ნეტა სა-
კუთარი თავი განახა! კატასავით სუნთქავ. თვალებში ჯერ კიდევ
არ გეტყობა გულდაჯერებულობა... ჩემნაირი ქალები, ჩემო კარ-
გო!.. არ არსებობს ქალი, რომელსაც შენი საყვარლად ქცევა შე-
უძლია...
გოგო მზერით ეფერებოდა ამ გაფურჩქნილ ბიწიერებას. და
მართლაც, კვირების განმავლობაში მის მკლავებში ეძებდა შვე-
ბას კამპანელი კანონმდებელი, რომელსაც გოგომ სხვა ცხოვრე-
ბა მისცა.
„ჩვენი დეპუტატი ფერხორცს ისხამს“, ამბობდნენ გულკეთი-
ლი ადამიანები. რადგან ამ გაჭირვებულ დეპუტატს ადრე ისეთი
უღიმღამო იერი ჰქონდა, რომ ყველა ქალს, მისი ცოლის გარდა,
მასზე რაიმე ღვარძლიანის თქმის სურვილს დაუკარგავდა; მაგ-
რამ თანდათან ღიპი დაედო. მრუშობამ, ხორციელი სიამოვნებით
ტკბობამ ვერ დაამშვიდა, მის სხეულს ახალი ცხიმის ფენა დაადო
და რაკი ძუნწის სიხარულის საიდუმლოდ შენახვა ევალებოდა,
ხარბად ეწაფებოდა, სიტყვებს არ ფანტავდა, მთლიანად გადა-
ხარშავდა. ექიმის მუდმივი, ყოველდღიური გულჩათხრობილობა
მის საყვარელსაც კი აოცებდა. მასზე საკუთარი გავლენის საზ-
ღვრებს მართალია, ვერ აცნობიერებდა, მაგრამ კარგად ხვდე-
ბოდა ტყუილის სიღრმეს, სიმტკიცესა და გულმოდგინეობას. საბ-
რალო კაცი ამ ტყუილით ნეტარებდა; მისი სულმოკლეობა იმით
გამოიხატებოდა, რომ ზოგჯერ რისკის გაწევას არ ერიდებოდა,
გოგოს ხელის შესახებად მიუახლოვდებოდა; ეს ნაბიჯი მისთვის
მწარე რევანში იყო. ცოლქმრული ცხოვრების ხანგრძლივი დამ-
ცირება მასში ტალახის ბუშტუკივით გასკდა. შეუბრალებელ თანა-
მეცხედრეზე ფიქრი თუ ადრე სიძულვილს ან შიშს იწვევდა, ახლა
მისი სიხარულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა. უბედუ-
რი ქალი ოთახებში მიმოდიოდა, მოდიოდა, სარდაფიდან სხვე-
ნამდე გაუჩხრეკელს არაფერს ტოვებდა, მუდმივი ეჭვისაგან გა-
თანგული. საძულველ კედლებში გამომწყვდეულს, ჯერ კიდევ
სახლის დედოფლად და დიასახლისად მიაჩნდა თავი („მე მგონი,
ჯერ კიდევ მე ვარ აქ დიასახლისი!“, წამოიძახებდა ხოლმე გა-
მომწვევად). მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა! სინამდვილე-
ში, დიასახლისი აღარ იყო... ჰაერიც კი, რომლითაც სუნთქავდა,
ქმარმა მოჰპარა: ის ჰაერი ქმარსა და მის საყვარელს ეკუთვნო-
დათ.
– მიყვარხარ, – წამოიძახა ექიმმა, – ვიდრე შეგიყვარებდი,
არაფერი ვიცოდი.
– ეგ ყველაფერი შენი საქმეა, – უპასუხა გოგომ. (და ხელახ-
ლა გაიცინა იმ სიცილით, რომელიც, სამწუხაროდ, დღითიდღე
უფრო და უფრო დაძაბული, უხეში ხდებოდა). მე რაც შემეხება,
რომ იცოდე, არასოდეს მქონია ამის განსაკუთრებული მოთხოვ-
ნილება... ისე, სულ ცოტათი... ოჰ! კარგად ვიცი... (რადგან კაცი
საყვედურით აღსავსე, ირონიული მზერით შესცქეროდა, თითქოს
ამ ყველაფერს არაფრად აგდებდა). ისეთი სულელი ხარ! გარ-
ყვნილი გგონივარ! კარგი ხუმრობაა!
სიცილით ვერავის მოატყუებდა: მის ახლა ცოტათი უფრო მა-
ღალ ხმაში ამაყი ცხოველი სუნთქავდა. მის შიგნით მიმართულ,
გამორჩეულ მზერას კაცი თვალს ვერ უსწორებდა. და გოგოს
იერს ადამიანურისა ბევრი აღარაფერი შერჩენოდა, არამედ სულ
მცირედი, მისი სქესისადმი გადახდილი ხარკი – ამაოება, სიკერ-
პე, გულალალი სისულელე.
– მაგრამ... – კაცმა ჩარევა სცადა.
გოგომ პირზე ხელი ააფარა. კაცმა ტუჩებზე მისი ხუთივე თი-
თის შეხება იგრძნო:
– ოჰ! ერთი სიამოვნებაა, როცა ლამაზი ხარ! ყოველთვის
მშვენიერია კაცი, რომელსაც ვუნდივართ. მაგრამ ათასჯერ უფრო
მშვენიერია ის, ვისთვისაც ყოველდღიური შიმშილი და წყურვი-
ლი ვართ. შენ კი, ჩემო მეგობარო, სწორედ ასეთი კაცის თვალე-
ბი გაქვს.
გოგომ თავი უკან გადაუწია, მოდუნებული ქუთუთოების ქვეშ
შემალულ თვალებს ჩააცქერდა. ეს ცეცხლი, რომელიც არაფერ-
ში შეგეშლება, არასოდეს აგიზგიზებულა ასე შესამჩნევად, არა-
სოდეს ყოფილა ასეთი მწველი, ასეთი თავბრუდამხვევად უნაყო-
ფო. სულ ერთი წამით კამპანელ კანონმდებელს ისიც კი მოეჩვე-
ნა, რომ სრულიად სხვა მამაკაცად იქცა. მისი საყვარლის ტრაგი-
კული სურვილი ისეთი აშკარა და ლამის ხელშესახები იყო, რომ
ხელები მისკენ გაიწვდინა და ამოკვნესის მსგავსიც ამოაყოლა:
– მუ... მუშეტი... ჩემი პატარა მუშეტი! – მის ხმაში ვედრება ის-
მოდა.
გოგო არ გასძალიანებია, რომ შემოხვეოდა, მაგრამ მზერა
ისეთივე ჰქონდა, როგორიც გაბრაზებისას სჩვეოდა.
– კარგი... კარგი... გიყვარვარ...
– მისმინე, – განაგრძო კაცმა, – ეს-ესაა...
– მოითმინე. ჩავიცვამ. გავიყინე.
როდესაც გოგომ ხელახლა დაილაპარაკა, კაცმა შეხედა და
დაინახა, რომ უკვე მოკალათებულიყო დივანზე, ბოლომდე შეკ-
რული პალტოთი, ფეხები მოკრძალებულად გადაეჯვარედინები-
ნა, ხელები კი კალთაში ეწყო.
– და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემო მეგობარო, არც კი გამ-
სინჯე?
– როცა გინდა, მაშინ გაგსინჯავ.
– არა! არა! – წამოიყვირა მუშეტმა, – რა საჭიროა? სხვა
დროისთვის გადავდოთ. თანაც, ჩემზე უკეთ ვინ იცის: ექვს თვეში,
როგორც იტყვიან ხოლმე, დედა გავხდები. უმშვენიერესი დედა!
ბატონი გალე ხალიჩის ორნამენტს თვალს არ აცილებდა.
– ამ ახალმა ამბავმა გამაოცა, – თქვა ბოლოს კომიკური სე-
რიოზულობით, – ახლავე აგიხსნი. ეს ორსულობა დაუჯერებელი
ამბავია. გულახდილად რომ გითხრა, ამის სათქმელად სერიოზუ-
ლი საფუძველი მაქვს... მაგრამ ვშიშობ, ისევ გაბრაზდები.
– არა, – უპასუხა ჟერმენმა.
– ჩვენ, მეც და შენც, სიყვარულთან დაკავშირებით არც მცდა-
რი წარმოდგენები გვაქვს და არც პედანტობა გვახასიათებს. რო-
გორ შეიძლება გჯეროდეს ისეთი მორალის, რომელსაც ყოველ-
დღიურად აცამტვერებს ისეთი ზუსტი მეცნიერებები, როგორიცაა
მათემატიკა და ჰიგიენა? ქორწინების ინსტიტუტი, სხვა დანარჩენ-
თან ერთად, იცვლება და ამ ევოლუციას ჩვენ, ექიმები, თავისუ-
ფალ კავშირს ვუწოდებთ. რაიმე სახის შეურაცხმყოფელი გადაკ-
რული ნათქვამი ზედმეტად მიმაჩნია, რადგან პატივს გცემ, რო-
გორც თავისუფალ ქალსა და საკუთარი ბედის გამგებელს. ამი-
ტომაც, წარსულზე მხოლოდ თავშეკავებით ვისაუბრებ. მაგრამ,
ძალიან დიდი საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ამდენი ხნის
ორსული არ უნდა იყო. დარწმუნებული ვარ, ამ ვარაუდს დაადას-
ტურებს გასინჯვა – თუ, რასაკვირველია, ამის ნებას დამრთავ.
მხოლოდ ხუთი წუთი დამჭირდება.
– არა! – თქვა გოგომ, – გადავიფიქრე.
– კარგი. ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლები.
ამაოდ ელოდა მრისხანე შეძახილს, პროტესტს, თუნდაც, სი-
ნანულის გამოხატვას მაინც. კიდევ ერთხელ გამეფებულმა ხან-
გრძლივმა მდუმარებამ დააბნია. მისი საყვარელი, რომელიც
აქამდე წარბშეუხრელად უსმენდა, ახლა გულისყურით ჩაფიქრე-
ბულიყო და მიამიტი ბავშვის სახე ჰქონდა.
– მეცნიერება კარგი რამაა, – თქვა ბოლოს გოგომ, – არა-
ფერი გამოეპარება. თუმცა, მე ტყუილი არ მითქვამს... თავად შე-
ხედე: ჯერჯერობით არაფერი მეტყობა... მოკლედ! ასეა თუ ისე,
დარწმუნებული ვარ, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში არ დამ-
ტოვებ.
– ეს რაღას ნიშნავს?
– არც სამი თვის შემდეგ ვიმშობიარებ და არც ექვსი თვის
შემდეგ. არასოდეს ვიმშობიარებ.
ექიმს გაეცინა:
– მაოცებ!
მაგრამ გოგომ მრისხანედ შეხედა:
– გეყოფა, არც ისეთი სულელი ვარ! კარგად ვიცი, როგორ
ადვილად შეგიძლიათ. ერთი, ორი, სამი, ფშშშ! მორჩა, აღარა-
ფერიც აღარ არის, ჩიტივით თავისუფალი ხარ...
– ჩემო პატარავ, ის, რისი ჩადენაც ახლა მთხოვე, სერიოზუ-
ლი დანაშაულია, რომელიც კანონით ისჯება. როგორც წესი, ამის
თაობაზეც საკუთარი მოსაზრება მაქვს. მაგრამ ჩემს მდგომა-
რეობაში მყოფმა ადამიანმა ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგა-
დოებაში ფეხმოკიდებულ შეხედულებებს – ან, თუ გირჩევნია,
ამას მცდარი მოსაზრებები დავარქვათ, – და სრულებით არ აქვს
მნიშვნელობა, იზიარებ მათ თუ არა, მაგრამ მათი გავლენა უდა-
ვოა... კანონი კი კანონია.
ამიერიდან ფიქრობდა, რომ გაუფრთხილებელმა გამოხტო-
მამ მუშეტი გასცა. რა უნდა იყოს იმაზე უფრო ადვილად დასაყო-
ლიებელი, ვიდრე საიდუმლოს გამცემი საყვარელი ქალი!
– ჩემს ხელობას ნუ მასწავლი, პატარავ, – დაამატა ექიმმა
ხუმრობით, – სიყვარული არასოდეს მაკარგვინებს თავს ისე,
რომ სიფრთხილის ელემენტარული ზომები დამავიწყდეს... გარ-
და ამისა, ისიც შესაძლებელია, რომ არასწორად აღიქვამ შენ-
თვის უცხო სიმპტომებს. მაგრამ თუ მაინც ორსულად ხარ, მუშეტ,
ჩემგან – ნამდვილად არა.
– ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, – სიცილით წამოიძახა გო-
გომ, – ბულონში ჩავალ, ესაა და ეს. გეგონება, ციდან მთვარის
ჩამოღება გთხოვე.
– უბრალო კეთილსინდისიერება კიდევ ერთ რამეს მავალ-
დებულებს...
– რას?
– უნდა გაგაფრთხილო, რომ ქირურგიული ჩარევა ყოველ-
თვის სახიფათოა, ზოგჯერ სასიკვდილოც კი... სულ ესაა.
– სულ ესაა! – გაიმეორა გოგომ.
შემდეგ წამოდგა და კარისკენ გაემართა მორიდებულად,
ლამის თავმდაბლად. მაგრამ ამაოდ დაატრიალა სახელური,
ჯერ ყოყმანით, შემდეგ უფრო და უფრო ნერვიულად, ბოლოს კი
– შიშისგან გონდაკარგულმა. როგორც ჩანს, გალემ უნებლიეთ
ორჯერ გადაატრიალა საკეტი. გოგომ რამდენიმე ნაბიჯით უკან
დაიხია, საწერ მაგიდამდე, სადაც გაფითრებული შედგა. თავის
თავს ელაპარაკებოდა; რამდენჯერმე ხმაჩამწყდარმა, ძლივს გა-
საგონად გაიმეორა:
– ეს რაღაცას მაგონებს, მაგრამ რას?
ნუთუ ფანჯრის მინაზე წვიმის ხმაურის გამო იყო? იქნებ
მოულოდნელად ჩამუქებული ჩრდილების? ან რაიმე სხვა, უფრო
იდუმალი მიზეზით? გალემ კართან მიირბინა, გადასწია საკეტი
და ფართოდ გამოაღო. გააღო. გააღო არა საყვარლის, არამედ
უფრო მეტად საკუთარი შიშის, საკუთარი განსაცდელის გამო;
კაცმა არ იცის, რა სახის იყო ეს განსაცდელი – მას ჰაერში, ხე-
ლის გაწვდენაზე გრძნობდა: სადაცაა წარმოსათქმელი სიტყვები,
რომელთა გაგონება არ სურდა; უკვე აკანკალებული ბაგეები,
რომლებიც დიდხანს ვერ შეაკავებდა იდუმალ აღსარებას. და მი-
სი ეს ჟესტი იყო ისეთი მკვეთრი, ისეთი ინსტინქტური, რომ ბნელ
დერეფანში, სინათლეზე შებრუნებულმა, გაოცებით აღმოაჩინა –
კვლავ უმოძრაოდ მდგარი საყვარლის პირისპირ აღმოჩნდა.
შეეშინდა, სასაცილოდ არ მოეჩვენებინა თავი და ამიტომაც,
ეს თქვა:
– თუკი ასე გეჩქარება წასვლა, ჩემო გოგონა, არ გაკავებ. მა-
პატიე, რომ ცოტა ხნის წინ საკეტი გადავატრიალე, – დაამატა
უზადო თავაზიანობით, რაც საკუთარ თავს მოუწონა, – უნებლიეთ
მოხდა, ამაზე არც კი მიფიქრია.
გოგო თავდახრილი უსმენდა, არ იღიმოდა. შემდეგ წინ
ჩაუარა, მოშორდა, ისევ ისე მიაბიჯებდა, მორჩილად, თავჩაქინ-
დრული.
ამ მოულოდნელმა მორჩილებამ, რასაც სრულებით არ
ელოდა, კამპანელ ექიმს ბოლო მოუღო. მრავალი სხვა უტვინოს
მსგავსად, როდესაც მძიმე ვითარებაში აღმოჩენილებს ყოველ-
თვის უჭირთ საჭირო სიტყვის თქმა და კარგა ხნის შემდეგ
მოაფიქრდებათ სათქმელი, მათი დავის ასეთი მარტივი და მდუ-
მარე დასასრული ბოლოს უღებდა. იმ მცირე დროის განმავლო-
ბაში, რაც მადმუაზელ მალორტის ქუჩაში გამავალ კარამდე მი-
სასვლელად დასჭირდა, გალეს პატარა ტვინში ვერ მომწიფდა
საჭირო გადამწყვეტი წინადადება, ერთდროულად მოხდენილი
და მტკიცე, ისეთი, რომელიც მის ღირსებას ვერაფერს დააკლებ-
და და მუშეტს კი მწვანე რეფსის ქსოვილით დაფარულ სავარ-
ძლამდე დააბრუნებდა. მაგრამ როდესაც საყვარლის პატარა ხე-
ლი გასასვლელი კარის სახელურს შეეხო, როდესაც ზღურბლზე
მდგარი შავი სილუეტი დაინახა, ექიმს საბრალო სხეულიდან ერ-
თადერთი შეძახილი აღმოხდა:
– ჟერმენ!
მკლავები შემოხვია, მკერდზე მიიკრა, ფეხით მიაჯახუნა კარი
და გოგო ცარიელ სავარძელში ჩასვა.
და მაშინვე, თითქოს ამ გმირული საქმის ჩადენის შემდეგ
მთელი მისი გამბედაობა გაიფანტა, გაფითრებული, სულის მო-
სათქმელად ჩამოჯდა ყველაზე ახლოს მდგარ სკამზე. გოგო უკვე
მისკენ მიხოხავდა, თმაგაშლილი, მავედრებლად მისკენ გაეშვი-
რა მკლავები, სასოწარკვეთით აღსავსე თვალებზე უფრო სულის
შემძვრელი მისი იერი იყო.
– არ მიმატოვო, – იმეორებდა მუშეტი, – არ მიმატოვო. დღეს
არ გამაგდო... ეს-ესაა თვალწინ რაღაც წარმომიდგა... ოჰ! ეს რა
იყო...
– სამზარეულოს კარი დახურეს. ტიმოლეონი გავიდა... ვიღაც
არის... – წაიბუტბუტა დამარცხებულმა გმირმა და ნელა მოიშორა
საყვარელი.
მაგრამ მან მკლავები მკერდზე მოხვია.
– დამიცავი! შეშლილი ვარ! აქამდე არასოდეს შემშინებია. ეს
პირველადაა. მორჩა.
ისევ მოიშორა თავიდან და დივანზე დააწვინა. გოგო მაშინვე
წამოჯდა. ლოყები უკვე ავარდისფრებოდა. გაუცნობიერებლად
იმეორებდა: „მორჩა... მორჩა...“, მაგრამ უკვე სხვა ტონით.
გალე წამოდგა. მაშინვე დაეტყო მღელვარება.
– არაფერი მესმის, – ბუტბუტებდა ექიმი, – სამრეცხაოს კარი
ღიაა და სამზარეულოს ფანჯარაც. თუმცა, ტიმოლეონი არ დაბ-
რუნებულა; კიბეზე მისი საბო დავინახე...
ხმას აუწია და საზარლად სახედამანჭულმა მიმართა საყვა-
რელს:
– რამდენ სისულელეს მაკეთებინებ!
გოგომ გაიღიმა.
– ეს უკანასკნელია. ჭკვიანად ვიქნები.
– ეშმაკმა დალახვროს ეს ტიმოლეონი! გეუბნები, აქაურობა
სახლი კი არა, შარაგზაა!
– რის გეშინია?
– მომეჩვენა, რომ ჩემი ცოლია, – მიამიტურად უპასუხა კამპა-
ნელმა დიადმა მოღვაწემ.
და თავმოყვარეობა რომ არ შელახვოდა, მაშინვე დაამატა:
– ზოგჯერ ასე სჩვევია – გაუფრთხილებლად ბრუნდება.
– მოეშვი ცოლზე ფიქრს, – უპასუხა მუშეტმა, რომელიც უკვე
დამშვიდებულიყო, – რომ მოსულიყო, დავინახავდით. მინდა, ბო-
დიში მოგიხადო, საშინლად მოგექეცი, ჩემო საბრალო ფისო!
კარგი იყო, რომ წასვლის საშუალება მომეცი. დავბრუნდებოდი.
შენ მჭირდები, ჩემო კნუტო... ოჰ! იმისთვის არა, რასაც ფიქრობ,
– წამოიძახა და ხელი დაუჭირა, – არ ვიჩხუბებთ იმ პატარას გა-
მო, რომელიც არასოდეს დაიბადება, პირობას გაძლევ! სკანდა-
ლი არაფერში მჭირდება. რისკს რაც შეეხება, მიმიფურთხებია!
არა. მჭირდები იმიტომ, რომ ახლა ერთადერთი ადამიანი ხარ,
ვისაც შემიძლია სიმართლე ვუთხრა.
რაკი კაცმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, მუშეტმა ძალიან სწრა-
ფად და მომნუსხავი ვნებით განაგრძო:
– შენი აზრით, ეს დიდი არაფერია, მერე რა! ჩემო ძვირფა-
სო, ახლა უკვე გამოჩნდა, რომ საერთოდ არ მგავხარ! პატა-
რაობაში, ხშირად უმიზეზოდ ვიტყუებოდი. ახლა კი თავს ვეღარ
ვერევი. თავს იმად გაჩვენებ, ვინც მინდა ვიყო. საზარელი სურვი-
ლი ამიტანს, რომ საკუთარი როლი ვითამაშო, არა უბრალო,
არამედ სწორედ ისეთი, რომლის წყალობითაც გულის ამრევი
გამოვჩნდები! რატომ არ ვართ ცხოველები, რომლებიც ისე მო-
დიან, მიდიან, ჭამენ, კვდებიან, რომ არასოდეს ადარდებთ მათზე
სხვები რას ფიქრობენ? საყასბოს კართან ძროხებს დაინახავ –
ისინი თივას იცოხნებიან, ორ ნაბიჯში კი დასაკლავი ფიცარნაგია,
მის წინ ყასაბი დგას, სისხლში მოსვრილი მკლავებით, მათ უცქე-
რის და იცინის. მათი მშურს! და კიდევ, მეტსაც გეტყვი...
– ტა-რა-ტატა? – შეაწყვეტინა კამპანელმა ექიმმა, – იცი რა,
მოდი, გულწრფელად მითხარი, რატომ, რა მოხდა აქ, ამ ოთახ-
ში?.. მისმინე! თავდაპირველად ჩემს ნათქვამს დაფიქრებით, გო-
ნივრულად უსმენდი; მერე გადაწყვიტე სხვა ადამიანებს – მათ არ
ვიცნობ და არც მინდა მათი სახელები ვიცოდე – სთხოვო დახმა-
რება, რაც სარისკო, საკამათო ნაბიჯია და არავითარ შემთხვევა-
ში არ ავიღებ პასუხისმგებლობას; ეს ჩემგან მოისმინე გაბრაზე-
ბის გარეშე, გალახული, მაგრამ მორჩილი ძაღლის იერით... და
უეცრად... – ოჰ! ოჰ! შესაძლოა, გგონია, რომ ეს ცნობისმოყვა-
რეობაა, მაგრამ არ გესმის: ამას ჩვენ ვეძახით შემთხვევას, ძალი-
ან საინტერესო შემთხვევას... – უეცრად, როცა ნახე, რომ საკეტი
დაკეტილია და კარი მაშინვე არ გაიღო, ლამის შეიშალე, ნამ-
დვილად შეიშალე! (გოგოს ბაძავს: „ეს-ესაა რაღაც გამახსენდა...
ოჰ! რაღაც საშინელება!“..) ძლივს მოვასწარი შენი დაჭერა. გამა-
ოგნებელი იერი გქონდა! სად მიდიოდი?
– გინდა იცოდე? გეტყვი, მაგრამ არ დამიჯერებ.
– მაინც მითხარი.
– თავის მოსაკლავად, – მშვიდად უპასუხა მუშეტმა.
ექიმმა მუხლზე ხელისგული დაირტყა.
– დამცინი!
– ან, თუ გირჩევნია, – განაგრძო გოგომ წარბშეუხრელად, –
გეტყვი, რომ წარმოვიდგინე ვორუს ჭაობის კუთხე, ფერმასთან
ახლოს, ორი ტირიფის ქვეშ, სადაც თავს დავიხრჩობდი. მის უკან,
ხეებს შორის, ციხესიმაგრის კრამიტიანი გადახურვა მოჩანს. რა
გინდა, რომ გითხრა? ეს ყველაფერი სისულელეა. კარგად ვი-
ცი... შეშლილი ვიყავი.
– ეშმაკმა დალახვროს! – კაცი წამოხტა და კარისკენ გაქან-
და, – ამჯერად ვიღაც ზემო სართულზე დადის! ეს მისი ნაბიჯებია!
და რაკი გოგომ გადაიხარხარა, ისეთი ბრაზით შეხედა, რომ
მუშეტმა თავი ვალდებულად ჩათვალა, მხიარულება მოეთოკა და
პირზე ცხვირსახოცი აიფარა.
გაიგონა კიბემდე მისული კაცის ჩუსტების ფრატუნი; პირველი
საფეხურები აჭრიალდა, შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. ექიმი ისევ
მის წინ იდგა.
– ზელედაა, – თქვა მან, – მეორე სართულის დერეფანში მი-
სი სამგზავრო ჩანთა დავინახე. ალბათ საღამოს ცხრის ნახევრის
მატარებელს გამოყვა, რომ სასტუმროს ნომერში ღამის გასათე-
ვად ფული არ დაეხარჯა. ეს როგორ ვერ გავითვალისწინე! უკვე
ათი წუთია, სახლშია, შესაძლოა ოცი, ან, ვინ იცის, რამდენი?..
აქედან მოუსვი!
მოუთმენლობისგან ფეხს აბაკუნებდა, თუმცა უაღრესად და-
მამცირებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ღირსების შენარჩუ-
ნებას მაინც ცდილობდა. მაგრამ მუშეტმა ცივად უპასუხა:
– ახლა უკვე შენ ხარ შეშლილი! რისი გეშინია? მამაჩემმა გა-
მომგზავნა. არ შეიძლება აქედან ქურდივით გავიპარო, ძალიან
დიდი სისულელე იქნება. თანაც, შენი ოთახის ფანჯრები ეგრო-
ლეტის ქუჩაზე გადის; დამინახავს. სამდღიანი არყოფნის შემდეგ
სიტყვის უთქმელად სახლში შემოპარვა არ არის ნორმალური
საქციელი. გაიგონა ჩვენი საუბარი? მით უკეთესი. დახურული კა-
რის მიღმა ბევრს ვერაფერს გაარჩევ. არ შეეკამათო. თვალში
ნაცარი შეაყარე!.. როცა მოვა, ზრდილობიანად მივესალმებით...
კაცი უსმენდა, მის სიტყვებს დაუჯერა. რამდენიმე წუთში, მუშე-
ტის მარდი ხელების წყალობით, ყველა ნივთი ჩვეულ ადგილს
დაუბრუნდა. ბალიშები ძველებურად აფუვდა, სავარძლებმა გო-
ნივრულად შეაქციეს ზურგი კედელს, აფთიაქის კარადის კარი
მიიხურა, უწყინარი მწვანე აბაჟურის ქვეშ ლამპა მშვიდად ანათებ-
და.
როდესაც მადმუაზელ მალორტი ისევ სავარძელში ჩაჯდა,
თითქოს კედლებიც კი იტყუებოდა.
– ახლა დაველოდოთ, – თქვა მან.
– ახლა დაველოდოთ, – გაიმეორა გალემ.
ბოლოჯერ მოავლო თვალი ოთახს, შემდეგ, დამშვიდებულ-
მა, მზერა საყვარელზე გადაიტანა. ღრმად პატივცემული მეც-
ნიერისგან სათანადო მანძილით დაშორებულ სავარძელში იჯდა
ახალგაზრდა პაციენტი, ყურადღებიანი, ეჭვმიუტანელი განაჩენის
მოლოდინში.
– როგორ ბედავ, ასე მაღლა გადაიდო ფეხი ფეხზე? – მხო-
ლოდ ეს აღნიშნა დაბნეულმა გალემ.
მას შემდეგ, რაც გოგო ხმას აღარ იღებდა, კაცმა გააცნო-
ბიერა, რომ დაიჯერა არა იმდენად ჟერმენის დასაბუთებული მო-
საზრებების, არამედ მისი ხმისა და ინტონაციის.
„რა ბავშვობაა“, უმეორებდა საკუთარ თავს, „ბავშვობაა. მის
აქ ყოფნას ასობით გამართლება შეიძლება მოეძებნოს!“...
მაგრამ, როგორც კი გაიფიქრებდა, რომ ჭირვეულ ბავშვს
ტყუილში უნდა აჰყოლოდა, საკუთარი როლი უნდა შეესრულები-
ნა სკეპტიკოსი და ვერაგი მტრის პირისპირ, კრინტს ვეღარ ძრავ-
და. სწორედ ამ დროს, როდესაც ამაოდ ცდილობდა მუშეტის
მზერის დაჭერას, ეს ვეღარ მოახერხა. გოგო მის თავზემოთ კე-
დელს მიშტერებოდა, მის თვალებში ახალი საიდუმლო უკვე მომ-
წიფებულიყო. ამიერიდან გარდაუვალი უბედურების წინათ-
გრძნობა ჰქონდა, მეტიც – სრულიად დარწმუნებული იყო. მისი
ცოდვა აქ იყო, მის წინ, სინათლეზე, თვალსაჩინო, მოელვარე,
და თავადვე მოისურვა ამ შეუბრალებელი მოწმის თავის გვერ-
დით ყოფნა! თავზარდამცემ შიშს ერთ ადგილზე რომ არ მიეჯაჭ-
ვა, მუშეტს იმავე წუთში ფანჯრიდან გადააგდებდა, ზემოდან დაახ-
ტებოდა, ფეხქვეშ გაიგებდა, ისე, როგორც თოფისწამლით სავსე
კასრის გვერდით გამალებით აქრობენ ანთებულ პატრუქს. მაგ-
რამ უკვე ძალიან გვიან იყო. ლაჩრებისთვის დამახასიათებელმა
საზარელმა მორჩილებამ დაუცველი დატოვა მისთვის ნაცნობი
მტრის პირისპირ. და, იქამდე, ვიდრე გოგო რაიმეს იტყოდა, კაც-
მა უკვე გაიგონა მისი ნათქვამი (სიჩუმის დამრღვევი ხმა უაღრე-
სად ცხადად და ნაზად ჟღერდა):
– ჯოჯოხეთის არსებობის თუ გჯერა, ჩემო ფისო?
– სისულელეზე ლაყბობისთვის კარგი დრო კი შეარჩიე, –
შემრიგებლურად უპასუხა კაცმა, – ძალიან გთხოვ, სხვა დროის-
თვის შემოინახე შენი გაუგებარი ხუმრობები.
– აჰ! აი, აი! ხომ ხედავთ! არა! კრიზისმა ჩაიარა, დამშვიდდი.
იმით დამთავრდება, რომ ძალიან გამაბრაზებ ჯალათის მომლო-
დინე ამ შენი იერით. ახლა რაღას რისკავ? არც არაფერს.
– შენ გამო ვღელავ, – უპასუხა გალემ, – ჰო, არც ისე სანდო
ხარ...
გოგომ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა და გაიღიმა. მერე,
კარგა ხნის დუმილის შემდეგ, იმავე მშვიდმა და ნაზმა ხმამ კით-
ხვა გაიმეორა:
– ახლავე მიპასუხე, ჩემო ფისო, ჯოჯოხეთის არსებობის გჯე-
რა?
– რა თქმა უნდა, არა! – წამოიძახა მოთმინებიდან გამოსულ-
მა კაცმა.
– დაიფიცე.
კაცმა დამორჩილება არჩია.
– ჰო, გეფიცები.
– სწორად მივხვდი. ჯოჯოხეთის არ გეშინია და გეშინია შენი
ცოლის! რა სულელი ხარ!
– მუშეტ, გაჩუმდი, – შეეხვეწა კაცი, – ან წადი...
– ან წადი! მართლა? ალბათ ნანობ, რომ წეღან წასვლის სა-
შუალება არ მიეცი მუშეტს, არა? ახლა უკვე ბაყაყებით სავსე ჭა-
ობში იქნებოდა, მისი ლამაზი, ტალახით ამოვსებული პირიდან კი
აღარასოდეს ამოვიდოდა ერთი სიტყვაც კი... არ იტირო, დიდო
ბიჭუკელა. თავადაც ხედავ: განზრახ ხმადაბლა ვლაპარაკობ.
საწყალო ლაჩარო! მისი გეშინია და ჩემი კი – არა!
კაცმა ამოიკვნესა:
– რა სარგებელს იღებ, როდესაც ცუდად მექცევი?
– არავითარს, სიმართლე რომ ითქვას, არავითარს. სრულე-
ბით არ მინდა ცუდად მოგექცე. უბრალოდ, მაინტერესებს, ჩემი
რატომ არ გეშინია?
– შენ კეთილი გოგო ხარ, მუშეტ.
– უეჭველია; კეთილი გოგო. მასთან სიამოვნებას არ
გაიზიარებ. განა ახლახან არ დაამტკიცე ეს, ჰო თუ არა? მუშეტის
შვილი, ფუჰ!
– ჩემი არ არის! – იყვირა გაცეცხლებულმა გალემ.
– დავუშვათ, რომ ასეა. არც გთხოვ, მისი მამობა აღიარო.
– არა (ხმადაბლა საუბრობდნენ), ჩემგან ისეთი რამის ჩადე-
ნას ითხოვდი, რაც ჩემს კეთილსინდისიერებას ეწინააღმდეგება.
– კეთილსინდისიერებაზე ცოტა ხნის შემდეგ ვისაუბრებთ, –
უპასუხა მუშეტმა, – როდესაც ჩემს დახმარებაზე უარი თქვი, თვა-
ლები საბოლოოდ ამიხილე. არა, არ გეგონოს, შენთან კამათს
ვაპირებდე. მიყვარხარ არა შენი სილამაზის გამო – საკუთარ
თავს შეხედე – არც შენი ხელგაშლილობისთვის; არ გსაყვედუ-
რობ, მაგრამ შენზე უფრო მეტად ითქმის, წუწურაქიაო! მაშ, რა
მიყვარს შენში? ნუ მომჩერებიხარ ასეთი გაოცებული! შენი ბი-
წიერება... ალბათ იტყვი, რომელიღაც რომანში ამოიკითხეო,
არა?... რომ იცოდე... რასაც მალე გაიგებ... მიხვდები, რომ შენ-
სავით ფსკერამდე, შენს დონემდე დავეცი... ახლა ორივენი ერთ
ორმოში ვართ... შენთვის ტყუილის თქმა არ მჭირდება... არა!
ჩემს გულში ვერაფერს კითხულობ; გგონია, ეს ჩემი შურისძიება-
ა... არა! ჩემო პატარავ. მაგრამ დღეს შემიძლია სრულიად გულ-
წრფელი ვიყო. დაე, ასე მოხდეს! სწორედ ახლაა თქმის დრო,
ახლა ან – არასოდეს. კუთხეში მოგიმწყვდიე, ჩემო საბრალო
კნუტო, ვეღარსად გამექცევი. დარწმუნებული ვარ, ხმამაღლა
ლაპარაკსაც კი ვერ გაბედავ... აი, ასე!
თავად გოგო ისე ხმადაბლა ლაპარაკობდა, რომ კაცმა უნებ-
ლიეთ თავი მისკენ დახარა. ნაცნობი საუბრის მანერა, ჩურჩული,
მათ თავზემოთ ზელედას აუჩქარებელი ნაბიჯების ხმა, სამზა-
რეულოში, თავისი ქვაბების გარემოცვაში რაღაც სულელური მი-
სამღერის მოღიღინე ტიმოლეონი – ამ ყველაფერმა, ბოლოს და
ბოლოს, კაცი დაამშვიდა. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ ბედავდა თვალი
გაესწორებინა გოგოსთვის, მის დაჟინებულ მზერას მაინც
გრძნობდა. „რა უსიამოვნო ამბავია“, ფიქრობდა ის.
მაგრამ კედელზე უკვე გამოისახა საბედისწერო ნიშანი. მუ-
შეტმა ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო:
– თუკი ახლა ვლაპარაკობ, ეს შენთვის, შენ სასიკეთოდ... აი,
ნახე, უკვე თვეებია ერთმანეთი გვიყვარს და ამის თაობაზე არა-
ვინ არაფერი იცის, ერთმა ადამიანმაც კი... მადმუაზელ ჟერმენი
თავისთვისაა... ბატონი დეპუტატი – თავისთვის... მართლა? კარ-
გად ვინიღბებით? კარგად ვართ დაცულები? ბატონ გალეს სიყ-
ვარულობანა აქვს გაჩაღებული თექვსმეტი წლის გოგოსთან.
ამას ვინ იეჭვებს? და შენი ცოლი? გამოტყდი, ბებერო გარყვნი-
ლო, რომ აქვე ღალატობ, ცხვირწინ, მისივე ულვაშის (ჰო, ულვა-
ში აქვს!) ქვეშ, და სანახევროდ ესეცაა შენი ბედნიერება. კარგად
გიცნობ. დაწმენდილი წყალი არ გიყვარს. ჩემს სახელგანთქმულ
ვორუს ჭაობში ძალიან უცნაურ, სრულიად განსაკუთრებულ ცხო-
ველებს ვხედავ, ცოტათი ათასფეხას ჰგვანან, მაგრამ უფრო
გრძელებია... ერთი წამით მათ წყლის ზედაპირზე მოტივტივეებს
ხედავ. შემდეგ უეცრად უჩინარდებიან და იმ ადგილზე ტალახის
ღრუბელი ამოიბურცება. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ისინი ჩვენ
გვგვანან. ჭკუასუსტებსა და ჩვენ შორის სწორედ ასეთი პატარა
ღრუბელია. საიდუმლო. დიდი საიდუმლო... როცა მას შეიტყობ,
ისე შემიყვარებ!
გოგო უკან გადაქანდა, უხმოდ იცინოდა.
– რას ბოდიალობ! – თქვა გალემ.
გოგომ ტუჩები ბავშვივით გამობურცა, ერთხანს კაცს შეშფო-
თებული უმზერდა. შემდეგ სახე ისევ გადაეწმინდა:
– მართალია, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, – აღიარა ჟერ-
მენმა, – სიმართლე რომ ვთქვა, შიშის გამო. ვლაპარაკობ, რომ
არაფერი ვთქვა. ზელედა ახლა რომ შემოსულიყო, კმაყოფილი
ვიქნებოდი თუ გავბრაზდებოდი? მოიცა! მოიცა! ჯერ კარგად მო-
მისმინე, მამა შენ არ ხარ. არა! გამოიცანი ვინაა?... მარკიზი...
ჰო... ჰო... მესიე მარკიზ დე კადინიანი...
– რას ბოდიალობ! – გაიმეორა გალემ.
მუშეტს ტუჩები აუკანკალდა.
– ხელზე მაკოცე, – თქვა უეცრად, – ჰო... ხელზე მაკოცე...
მინდა, რომ ხელზე მაკოცო!
ხმას ისევე ვერ იმორჩილებდა, როგორც ის მსახიობი ქალი,
რომელმაც მოსალოდნელი ეფექტი ვერ მოახდინა, დაბნეულია
და ჯიუტობს. იმავდროულად, ხელის ზურგი საყვარელს პირზე
მიადო. შემდეგ ხელი უეცრად გასწია და გამაოგნებელი მაღალ-
ფარდოვნებით წარმოთქვა:
– ეს-ესაა ეამბორე ხელს, რომელმაც მოკლა.
– ეს ყველაფერი ბოდვაა! – მესამედ გაიმეორა ბატონმა გა-
ლემ.
მუშეტმა დამცინავად გაცინება სცადა, მაგრამ, სიცილის ნაც-
ვლად, ისეთი საზარელი და გულის გამგმირავი ხმა გამოსცა,
რომ მაშინვე დადუმდა.
– ეს გონებრივი აშლილობაა, – გულდაჯერებით განაცხადა
კამპანელმა ექიმმა, – ჩემს ადგილზე ნებისმიერი სხვა ექიმიც
ამოიცნობდა სიმპტომებს. მაგრამ შენ ნერვიული გოგონა ხარ,
მძიმე მემკვიდრეობით: წინაპართა შორის ლოთები გყავდა, ორი
თუ სამი წელია, რაც სქესობრივ მომწიფებას მიაღწიე და ამ ყვე-
ლაფერს ისიც ემატება, რომ ნაადრევი ორსულობაა – ასეთ
დროს მსგავსი შემთხვევები იშვიათობას ნამდვილად არ წარმო-
ადგენს. მაპატიე, ასე რომ ვსაუბრობ: შენს კეთილგონიერებას
მივმართავ, რადგან კარგად ვიცი, მსგავსი ავადმყოფები არც ისე-
თი სულელები არიან, რომ საკუთარი შეშლილობა დაიჯერონ.
აღიარე, ეს ხუმრობაა? ცოტათი გადაჭარბებული, მაგრამ ისეთი
ხუმრობა, რომელიც ნებისმიერს შეუძლია თქვას? ცუდი ხუმრობა.
– ცუდი ხუმრობა, – გაჭირვებით ამოილუღლუღა გოგომ...
მის მკერდში უზარმაზარი მრისხანება ფრთებს შლიდა, მაგ-
რამ მოთოკვა მოახერხა. იმედგაცრუებული სიამაყის ცეცხლში
დაინთქა ის, რაც დარჩა მისი გიჟური და სასტიკი მოზარდობის-
გან; უეცრად იგრძნო, რომ მკერდში დამძიმებული გული აქვს,
ხოლო თავში კი – ბავშვის ტრაგიკული დობილი ქალის ცივი და
გამჭრიახი გონება.
– არ გაბედო ასეთ დროს ზურგის შექცევა, – წამოიძახა გო-
გომ, – თუ არადა, შენც მოგიწევს ატირება. იმის გჯეროდეს, რაც
გირჩევნია; შესაძლოა, მომბეზრდა ამ საიდუმლოს შენახვა, იქნებ
სინდისმა შემაწუხა? ან, უბრალოდ, მეშინია... რატომ არ უნდა
შემშინებოდა, როგორც სხვებს? რაც გინდა, ის იფიქრე, მაგრამ
შენი წილი პასუხისმგებლობაც აიღე და მას ნუ გაექცევი. ისედაც
უკვე ზედმეტი წამომცდა. ჰო! ის მე მოვკალი. როდის? 27-ში...
რომელ საათზე? ღამის პირველ საათს რომ ოცი წუთი აკლდა
(ახლაც თვალწინ მიდგას საათის ისრები...) სარკის ქვეშ, კედელ-
ზე დაკიდებული თოფი ჩამოვიღე... არა! სრულებით არ ვიყავი
დარწმუნებული, რომ ის გატენილი იყო. მაგრამ დატენილი აღ-
მოჩნდა. მაშინ გავისროლე, როდესაც ლულა მის სხეულს მიებჯი-
ნა. კინაღამ ზედ გადმომემხო. ჩემი ორივე ფეხსაცმელი სის-
ხლით იყო სავსე; ჭაობში გავრეცხე. მაღალყელიანი წინდა კი მა-
ლულად სახლში – ჩემს ტაშტში ... ხომ ხედავ! ახლა ხომ დარ-
წმუნდი?! – დაასკვნა გოგომ მიამიტური თავდაჯერებით, – თუ
სხვა მტკიცებულება გჭირდება? (არც ერთი მტკიცებულება არ მო-
მიტანია). სხვასაც გეტყვი. მიდი, გამომკითხე.
დაუჯერებელია! გალეს ერთი წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი,
რომ გოგომ სიმართლე თქვა. პირველივე სიტყვებიდან დაუჯერა,
წარმოთქმულზე ბევრად მეტს მისი თვალები ამბობდა. მაგრამ
პირველი გაოგნება ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ გააშეშა და
მუშეტი თავისი საყვარლის სახეზე ამაოდ ეძებდა თავზარის ნიშ-
ნებს. ლაჩრის სასოწარკვეთა, მთელი თავისი სისავსით, სხვების
დასანახად არ გამოიხატება, ის ასგზის აძლიერებს მის სულში ინ-
სტინქტურ ძალებს, თავის დაძვრენის, მოტყუების ლამის უსაზ-
ღვრო ძალას აძლევს სანახევროდ შეშლილ გონებას. გალე ად-
გილზე მიაჯაჭვა არა დანაშაულის სისატიკემ, არამედ მის გონება-
ში მოულოდნელად გაელვებულმა აზრმა: ამიერიდან სამარადი-
სოდ გადაეჯაჭვებოდა თავის საზარელ მეგობარ ქალს, არა რო-
გორც დანაშაულის თანამონაწილე, არამედ – როგორც მე-
საიდუმლე. როგორ უნდა გათქვა ასეთი საიდუმლო ისე, რომ
შენზე ეჭვი არ მოიტანონ? მაგრამ რაკი საიდუმლოს გამჟღავნე-
ბას ხელს ვეღარ შეუშლიდა, გალე „არას“ ამბობდა! სხვა რა გზა
დარჩენოდა? არა და არა! სიცხადის მიუხედავადაც კი. „არა! არა!
არა! არა!“ ღრიალებდა შიში. ერთი სული ჰქონდა, მუშტივით და-
ერტყა გოგოს საზარელ, ბრალმდებელ პირზე ეს „არა“... მაგ-
რამ... მაგრამ... გამოძიებამ საქმე დახურა; დანაშაულის მოტივი
დაუდგენელი დარჩა... მაგრამ, ნუთუ ყველაფერი იცოდა? მუშეტს
რაიმე მტკიცებულება დარჩა? თუნდაც გამოააშკარავოს, თავად
ბატონ გალეს დარტყმის თავიდან აცილება შეუძლია: მოსამარ-
თლეებისთვის ჩვეული გაჯიუტება, დანაშაულის უცნაურობა, უკვე
დავიწყების საბურველში გახვეული სახელი ოდესღაც საძულვე-
ლი ან შიშის მომგვრელი ადამიანისა, მალორტის ოჯახისადმი
პატივისცემა – დეპუტატი ექიმის ჩვენებასთან ერთად – ეს ყველა-
ფერი სრულიად საკმარისი იქნებოდა მოყოყმანე მოსამართლის
ეჭვების გასაფანტავად. მუშეტის ავადმყოფური აღტყინება და მი-
სი მრისხანების სავარაუდო შემოტევები ეჭვმიუტანელს ხდიდა
გონებრივი აშლილობის კრიზისის ჰიპოთეზას – გალე დარწმუნე-
ბული იყო, ეს მალევე მოხდებოდა... მაგრამ, საღ გონებაზე მყო-
ფი თუ შეშლილი, კიდევ რას მობოდავდა ვერაგი გოგო, ვიდრე
ცხვირწინ მიუხურავდნენ სულით ავადმყოფთათვის განკუთვნილი
პალატის რბილგარსაკრავიან კარს? ვიდრე საბრალოს გონებაში
ეს წინააღმდეგობრივი მოსაზრებები ერთმანეთს ენაცვლებოდა,
კაცმა გლეხური ეშმაკობა მოიშველია და ირონიის გარეშე წარ-
მოთქვა:
– არ მინდოდა შენი განრისხება... ვერ გამოვდგები შენი ნა-
მოქმედარის განმკითხავად, თუ ეს მართლაც ჩაიდინე. თხუთმეტი
წლის ბავშვის შემაცდენელს უნდა ესმოდეს, რასაც სჩადის, სა-
რისკოა... მაგრამ კითხვებს დაგისვამ, რადგან თავად მთხოვე. მე-
გობარს ესაუბრები... მესაიდუმლეს (აღელვებულმა უნებურად
ხმას დაუწია).
– ...ესე იგი, 26-27-ის ღამეს არ დაწოლილხარ დასაძინებ-
ლად?
– ამას რა კითხვა უნდა!
– კი მაგრამ, მამაშენი?
– ეძინა, რასაკვირველია, – უპასუხა მუშეტმა, – სახლიდან შე-
უმჩნევლად გამოსვლა არც ისე რთულია.
– და სახლში დაბრუნება?
– დაბრუნებაც, დასწყევლოს ღმერთმა! შუაღამის სამ საათზე
ღმერთიც რომ ლაპარაკობდეს, მამაჩემი ვერაფერს გაიგებს.
– ჰო, მაგრამ, მეორე დღეს, ჩემო ძვირფასო, როცა მომხდა-
რი გაიგეს?
– როგორც ყველამ, იფიქრეს, რომ თავი მოიკლა. მამაჩემმა
მაკოცა. წინა დღეს ბატონ მარკიზთან იყო სალაპარაკოდ, ის კი
არაფერში გამოტყდა. „მაინც შეშინდა“, თქვა მამამ და დაამატა:
„პატარას რაც შეეხება, რამეს მოვახერხებ; გალეს ბევრი რამ შე-
უძლია“. რადგან უნდოდათ შენთვის რჩევა ეკითხათ. მაგრამ მე
წინააღმდეგი ვიყავი.
– ესე იგი, არაფერი აღიარე?
– არა!
– და როგორც კი... მკვლელობისთანავე... გაიქეცი?
– გუბურამდე მივირბინე ფეხსაცმელების გასარეცხად.
– და არაფერი აგიღია, თან არაფერი წაიღე?
– რა უნდა ამეღო?
– ფეხსაცმელი რა უყავი?
– ჩვენს ღუმელში დავწვი, საკუთარი ხელით.
– მე ვნახე... გვამი მე დავათვალიერე, – თქვა გალემ, – აშკა-
რად თვითმკვლელობას ჰგავდა. ისე ახლოდან იყო ნასროლი!
– ნიკაპის ქვემოთ, ჰო, – თქვა მუშეტმა, – მასთან შედარებით
ისეთი პატარა ვიყავი, ის კი პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა... არ
ეშინოდა.
– მას... გარდაცვლილი თუ ფლობდა შენს კუთვნილ რაიმე
ნივთს... წერილებს?
– წერილებს! – მუშეტმა აგდებულად აიჩეჩა მხრები, – რის-
თვის უნდა დასჭირვებოდა?
„სარწმუნო ჩანს“, გაიფიქრა გალემ. და გაოგნებულმა აღ-
მოაჩინა, რომ ეს ფიქრი ხმამაღლაც გამოთქვა.
– ხომ ხედავ! – წამოიძახა გამარჯვებულის იერით მუშეტმა, –
ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო! ახლა კი, ზელედას შეუძლია
მოვიდეს, ნახავ, როგორ შევხვდები. ტილოზე დახატულივით
ჭკვიანურად მოვიქცევი. „გამარჯობა, ჟერმენ“ (წამოდგა და სარ-
კის წინ რევერანსი გააკეთა), „გამარჯობა, მადამ....“
მაგრამ კამპანელ ექიმს მეტად აღარ შეეძლო თავის მოკატუ-
ნება. შიშმა მარწუხები მოულოდნელად მოუშვა და გალემ საკუ-
თარი ხრიკის გამოყენება გადაწყვიტა იმ ცხოველის მსგავსად,
რომელიც მწევრებს დაუსხლტა და რაკი თავი უსაფრთხოდ იგ-
რძნო, შარდავს.
– ჩემო გოგონა, შეშლილი ხარ, – თქვა და ამოიოხრა.
– რაო? რა თქვი? – წამოიძახა მუშეტმა, – შენ...
– რაც მოყევი, ერთი სიტყვისაც კი არ მჯერა.
– ორჯერ გამეორება არ არის საჭირო, – გამოსცრა გოგომ.
ექიმი უღიმოდა და ხელს ისე აქნევდა, თითქოს მისი დამშვიდება
სურდა.
– მისმინე, ფილოგონ, – მავედრებელი ხმით წამოიწყო მუ-
შეტმა (მისი სახის გამომეტყველება კი იმაზე სწრაფად იცვლებო-
და, ვიდრე სიტყვების წარმოთქმას სჭირდებოდა). მოგატყუე,
ვტრაბახობდი. სიმართლე ისაა, რომ ცხოვრება აღარ შემიძლია,
აღარც სუნთქვა, არც დღის სინათლის დანახვა ამ საზარელი
ტყუილის გამო. აი! ახლა კი ყველაფერი გითხარი! დაიფიცებ,
რომ ყველაფერი გითხარი?
– საშინელი სიზმარი ნახე, მუშეტ.
გოგო ისევ შეევედრა:
– ჭკუიდან შემშლი. ესეც თუ საეჭვო გახდა, რიღასი უნდა მჯე-
როდეს? მაგრამ ამას რას ვამბობ, – უფრო მჟღერი ხმით განაგ-
რძო: – როდის შემდეგ აღარ უჯერებენ მკვლელს, რომელიც ჩა-
დენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს? იმიტომ, რომ ვინანი-
ებ! ...ჰო... ჰო... მოვინანიებ შენ წინაშე, მე, ახლა რომ გელაპარა-
კები. და თუ არ დამიჯერებ, ყველას მოვუყვები ჩემს სიზმარს, ამ
საკვირველ სიზმარს! შენს სიზმარს!
გოგომ გადაიხარხარა. გალემ იცნო ეს სიცილი და გაფით-
რდა.
– მეტისმეტად შევტოპე, – ამოილუღლუღა, – გვეყოფა, მუ-
შეტ, გვეყოფა, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.
გოგო დაემორჩილა და ხმას დაუწია:
– შეგაშინე, – თქვა მან.
– ცოტათი. ახლა ისეთი ანერვიულებული ხარ, ისეთი იმპულ-
სური... მოდი, თავი დავანებოთ ამას. უკვე ყველაფერს მივხვდი.
მუშეტს შეაჟრჟოლა.
– ყოველ შემთხვევაში, ნურაფრის გეშინია. მე არაფერი მინა-
ხავს, არაფერი გამიგონია. თანაც, – დაამატა დაუფიქრებლად, –
არც მე, არც ვინმე სხვა...
– ეს ნიშნავს...?
– რომ შენი მოყოლილი ამბავი, მართალია ის თუ ტყუილი,
ზმანებას ჰგავს...
– ანუ?
– ვინ დაგინახა სახლიდან გასული? შინ დაბრუნებული? რა
მტკიცებულება არსებობს? არცერთი მოწმე, არცერთი ნივთმტკი-
ცება, არცერთი დაწერილი სიტყვა, ერთი სისხლის წვეთიც კი
არა... დავუშვათ, მკვლელობაში საკუთარი თავი დავადანაშაულე,
ერთნაირ მდგომარეობაში ვიქნებით, ჩემო პატარავ. არ არსე-
ბობს არცერთი მტკიცებულება!
და მაშინ... მაშინ დაინახა მუშეტი, რომელიც მის წინ აღიმარ-
თა, არა გაფითრებული, არამედ პირიქით, ისეთი აწითლებული
შუბლით, ლოყებითა და კისრით, რომ მისი ღაწვების ფაქიზი კა-
ნის ქვეშ ცისფერი ვენები მოჩანდა. მუქარის ნიშნად ხელები
მოემუშტა, მაგრამ საბრალო ბავშვის თვალები სხვას არაფერს
გამოხატავდა, გარდა საზარელი სასოწარკვეთილებისა, რაც შებ-
რალებისკენ მოუწოდებდა. შემდეგ ეს უკანასკნელი სხივიც ჩაქრა
და მის თვალებში შეშლილობამ დაისადგურა. პირი გააღო და
იყვირა.
ერთადერთი ნოტი, ხან ხმადაბალი და ხანაც – მკვეთრი,
არაადამიანური ღრიალი გაისმა პატარა სახლში, რომელშიც გა-
ურკვევლად ისედაც ისმოდა ლაპარაკი და ნაბიჯების ხმა. კამპა-
ნელმა ექიმმა მაშინვე ხელის კვრით მოიშორა სუსტი, გახევებუ-
ლი სხეული და ერთადერთი, რასაც ცდილობდა, გოგოსთვის
პირზე ხელის დაფარება და ყვირილის ჩახშობა იყო. ამ ყვი-
რილს ისე ებრძოდა, როგორც მკვლელი მსხვერპლის მფეთქავ
გულს. მისი გრძელი ხელები შემთხვევით გოგონას ყელს რომ
მისწვდომოდა, ჟერმენს დაახრჩობდა, რადგან ჭკუიდან შემცდარი
ლაჩრის თითოეული ჟესტი მკვლელისას ჰგავდა. მაგრამ აკვნე-
სებული, მხოლოდ პატარა ყბას ჩასჭიდებოდა და არ არსებობდა
ადამიანი, რომელიც ხელს გააშვებინებდა... ზელედა და ტიმო-
ლეონი ერთდროულად გამოჩდნენ ზღურბლზე.
– დამეხმარეთ! – ვედრებით დაუძახა ორივეს... – მადმუაზელ
მალორტი... მძვინვარე შეშლილობის შეტევა აქვს... ძალიან მძი-
მე... ღმერთო ჩემო, დამეხმარეთ-მეთქი!
ტიმოლეონი მუშეტის მკლავებს ჩაეჭიდა და ხალიჩაზე დაწო-
ლილს, გააშლევინა. ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, მადამ გალე
ფეხებში ჩაეჭიდა. კამპანელმა ექიმმა, რომელსაც, როგორც იქნა,
ხელები გამოუთავისუფლდა, შეშლილს სახეზე ეთერით გაჟღენ-
თილი ცხვირსახოცი დაადო. საზარელი ღრიალი ერთხანს კიდევ
ისმოდა, შემდეგ შეწყდა. დამარცხებულმა ბავშვმა გონება დაკარ-
გა.
– წადი, ზეწარი მოიტანე, – უთხრა გალემ ცოლს.
მასში გაახვიეს მადმუაზელ მალორტის უმოძრაო სხეული.
ტიმოლეონი ლუდსახარშის მფლობელის გასაფრთხილებლად
გაიქცა. იმავე საღამოს გოგონა ავტომობილით გადაიყვანეს ექიმ
დიუშმენის სამკურნალო სახლში. იქიდან მუშეტი ერთი თვის შემ-
დეგ გამოვიდა, სრულიად გამოჯანმრთელებული მას შემდეგ,
რაც იმშობიარა და მკვდარი ჩვილი შვა.
პირველი ნაწილი - ცდუნება უიმედობით

– ჩემო ძვირფასო კანონიკო5, ჩემო ძველო მეგობარო, –


თქვა ბოლოს აბატმა დემანჟმა, – მეტი რაღა გითხრათ? დღესაც
კი მიჭირს თქვენი მოსაზრების მართებულობაში დავრწმუნდე, და
ამის მიუხედავად, ეს უთანხმოება სიმძიმედ მაწევს... კარგად რომ
არ ვიცოდე, როგორი ფრთხილი და მტკიცე ხართ, ვიტყოდი,
რომ თქვენი დახვეწილი გონება ამაოდ გაისარჯა... მაგრამ ასეთი
მნიშვნელობის მინიჭება ახალგაზრდა, გაუთლელი მღვდლის-
თვის...
მღვდელმა მენუ-სეგრემ, პასუხის გაუცემლად, შემცივნული-
ვით შეისწორა მუხლებზე გადასაფარებელი და ხელები ბუხარს
მიუშვირა. კარგა ხნის დუმილის შემდეგ ალაპარაკდა, თვალებში
კი იდუმალი დაცინვა გაუკრთა:
– ასაკთან დაკავშირებულ ყველა სიძნელეთა შორის არცთუ
უკანასკნელ ადგილზეა გამოცდილება, და არ ვისურვებდი, თქვე-
ნი ნახსენები სიფრთხილე სიმტკიცის ხარჯზე იზრდებოდეს. რა-
საკვირველია, მოსაზრებებსა და ჰიპოთეზებს ზღვარს ვერ დავუ-
დებთ, მაგრამ ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის გაკე-
თებას ნიშნავს. აღიარეთ, ჩემო მეგობარო: მოხუცებს შეცდომაზე
მეტად შეცდომის დაშვების რისკისა ეშინიათ.
– ისევ ისეთი ხართ! – ალერსიანი ხმით წამოიძახა აბატმა
დემანჟმა, – თქვენი გული არ შეცვლილა! ასე მგონია, ისევ სენ--

5
კანონიკი – საკათედრო ტაძრის მღვდელი.
სიულპისის6 ეზოში ვართ და გისმენთ, როგორც მაშინ, როდესაც
საბრალო ლანტივის ეკამათებოდით ბენედიქტელების – წმინდა
გერტრუდის, წმინდა მელტჰილდის, წმინდა ილდეგარდის – მის-
ტიკური მდგომარეობის შესახებ. გახსოვთ? ასე გითხრათ: „რას
მიხსნით მესამე მისტიკური მდგომარეობის შესახებ თქვენ, აქ
მყოფთა შორის ყველაზე ღორმუცელა და საუკეთესო სამოსში
გამოწყობილი!“
– მახსოვს, – თქვა კამპანელმა კიურემ... და ჩვეულებრივ მუ-
დამ მშვიდი ხმა, მოულოდნელად, ოდნავ შესამჩნევად აუკანკალ-
და. გაჭირვებით მიაბრუნა სქელ ბალიშებში ჩაფლული თავი, უკ-
ვე ჩრდილებით სავსე ოთახს თვალი მოავლო და საყვარელ
ავეჯზე მიუთითა:
– თავიდან უნდა მომეშორებინა, – თქვა მან, – ყოველთვის
თავიდან უნდა მოიშორო.
მაგრამ მაშინვე ძველებური სიმტკიცე დაუბრუნდა ხმას და
ისევ ისეთი უტიფარი ტონით, როგორითაც საკუთარი თავის და-
ცინვა, თავისი დიდი სულის შერცხვენა სჩვეოდა, დაამატა:
– რევმატიზმის შეტევაზე უკეთ არაფერი გაგრძნობინებთ თა-
ვისუფლების მნიშვნელობასა და გემოს.
– ჩვენს პროტეჟეს დავუბრუნდეთ, – მოულოდნელად მკაც-
რად გაისმა აბატ დემანჟის ნათქვამი, რომელმაც თავიდან ვერც
კი გაბედა ძველი მეგობრისთვის მზერა გაესწორებინა, – თქვენ-
გან ხუთ საათზე უნდა წავიდე. მას სიამოვნებით შევხვდებოდი კი-
დევ ერთხელ.
– რისთვის? – მშვიდად ჰკითხა აბატმა მენუ-სეგრემ, – დღეს
საკმარისი დრო დავუთმეთ! ჩემს გაქუცულ სმირნულ ხალიჩაზე

6
სენ-სიულპისი – მეფე კლოტერ II-ის კაპელანისა და ქალაქ ბურჟის
ეპისკოპოსის სიულპის კეთილის (VII) სახელზე პარიზის ოდეონის უბან-
ში აგებული ეკლესია.
ტალახის გოროხები დატოვა და კინაღამ ფეხები მოამტვრია ყვე-
ლაზე ძვირფასსა და ნატიფ სკამს, რომელიც მისთვის ჩვეული
მოხერხებულობით ამოარჩია... კიდევ რა გინდათ? ახალწვეული-
ვით აწონოთ და გაზომოთ?... თუმცა, თუ ასე ძალიან მოგწონთ,
შეხვდით. მხოლოდ ღმერთმა იცის, ერთი კვირის განმავლობაში
რამდენი ვინერვიულე ჩემთვის ასე სულელურად ძვირფას სამ-
შვენისებზე, ამ ერთიანად შავებში გამოწყობილი დოყლაპიას
წყალობით!
მაგრამ აბატი დემანჟი მეტისმეტად კარგად იცნობდა ყმაწ-
ვილკაცობის მეგობარს, მის ხუმრობანარევ საუბარს რომ გაეკ-
ვირვებინა. წარსულში, როდესაც ტარჟის ეპისკოპოსის ახალგაზ-
რდა პირადი მდივანი იყო, კარგად იცოდა, სათითაოდ როგორ
დაძლია მღვდელმა მენუ-სეგრემ თავს დამტყდარი ზოგიერთი
სირთულე. შეურიგებელი დამოუკიდებლობით გამორჩეული გო-
ნება, შეუდრეკელი – თუ შეიძლება ასე ითქვას – კეთილგონიერე-
ბა, რომლის კარნახით მოქმედება შეუძლებელია ზოგჯერ აშკარა
სისასტიკედ არ მოეჩვენოთ მგრძნობიარე ადამიანებს, რასაც კი-
დევ უფრო ამძაფრებდა მისი დახვეწილი თავაზიანობა, უშინაარ-
სო გადაწყვეტილებებისადმი ზიზღი, ჭეშმარიტი სულიერების
თაყვანისცემა, რისი დაკმაყოფილებაც ამგვარი სულიერებისადმი
მიბაძვას არ შეეძლო – ამ თვისებებმა თავდაპირველად მენუ--
სეგრესადმი ეპისკოპოსის უნდობლობა გამოიწვია. ახალგაზრდა
დემანჟის მორიდებულმა გავლენამ და განსაკუთრებით, კამპანის
საკათედრო ტაძრის მომავალი მღვდლის, მაგრამ იმდროინდე-
ლი საკათედრო ტაძრის ვიკარის7 უნაკლო ზრდილობამ, მეტის-
მეტად გვიან მოუპოვა იმ ადამიანის კეთილგანწყობა, რომელიც
კმაყოფილი იყო, როდესაც სასულიერო პირთა შორის უკანას-

7
ვიკარი – კათოლიკურ ეკლესიაში ასე უწოდებენ მღვდლის თანაშემ-
წეს.
კნელ კეთილშობილად მოიხსენიებდნენ; თუმცა, ის მომდევნო
წელს გარდაიცვალა, ხოლო სასულიერო უწყების ხელმძღვანე-
ლის ფავორიტ კანდიდატს, მის აღმატებულებას, მონსენიორ პა-
პუენს, მეტად დელიკატური მემკვიდრეობა დაუტოვა. თავდაპირ-
ველად მღვდელი მენუ-სეგრე ზრდილობიანად ჩამოიშორეს, ხო-
ლო პირველივე მარცხის შემდეგ, როდესაც საკმარისი თავგამო-
დება არ გამოიჩინა და საკანონმდებლო არჩევნებში ლიბერალი
დეპუტატი გამანადგურებლად დამარცხდა, მენუ-სეგრეს თავს
რისხვა დაატყდა. რადიკალის, ექიმ გალეს გამარჯვება ბოლო
წვეთი გახდა მისი სასულიერო კარიერისთვის. ბევრისთვის საოც-
ნებო თანამდებობაზე მყოფი, კამპანში კიურედ განწესებული
მენუ-სეგრე მშვიდად განაგებდა თავისი სამწყსოს საქმეებს, ორი-
ვე მხარე მის საზიანოდ მოქმედებდა, სასულიერო უწყების ხელ-
მძღვანელი და ეპისკოპოსი რიგრიგობით ხან აბეზღებდნენ, ხა-
ნაც მისი მოქმედებით უკმაყოფილებას არ მალავდნენ. ეს თამაში
თავად მენუ-სეგრეს ართობდა და ყველაზე მეტად სიამოვნებდა
ასეთი შესაშური წონასწორობა.
დიდი ქონების მემკვიდრე, მას გონივრულად განაგებდა,
მთლიანად თავისი დისშვილებისთვის გადაედო, თავად მცირე-
დით კმაყოფილდებოდა, მაგრამ შერისხული მსხვილი ფეოდა-
ლისთვის დამახასიათებელ ცხოვრების წესს მისდევდა; მიყ-
რუებულ პროვინციაში სამეფო კარისთვის ჩვეული წესები შეიტა-
ნა; სხვა ადამიანების ცხოვრება აინტერესებდა, თავად კი არასო-
დეს არავის შეურაცხყოფდა, მაგრამ ყველას ალაპარაკება შეეძ-
ლო; ერთი მზერით, ვითომ შემთხვევით წამოსროლილი ერთი
სიტყვით, ერთი ღიმილით საიდუმლოს მიაგნებდა – შემდეგ კი
პირველი სთხოვდა, მეტიც, დაჟინებით მოითხოვდა საიდუმლოს
დაცვას; კვლავ და კვლავ შესაშური ტაქტი და სულიერი ღირსება
გამოარჩევდა, იყო განსაკუთრებული სტუმარი, თავაზიანად სინ-
ჯავდა შეთავაზებულ კერძებს, მოყვასისადმი მოწყალებისა და
შემწყნარებლობის წყალობით მჭევრმეტყველს, გამორჩეული
თავაზიანობა ახასიათებდა და ამით მოტყუებული მისი სამრევ-
ლოს მიამიტი მღვდლები მიიჩნევდნენ ყველაზე მომთმენ, საიმე-
დო, შესაშური გამჭრიახობის ადამიანად, ძვალსა და რბილში
გამჯდარი შემწყნარებლობით გამორჩეულს, თუმცა სკეპტიკოსს
და, შესაძლოა, ცოტა ეჭვიანსაც კი.
– ჩემო მეგობარო, – ალერსით უპასუხა აბატმა დემანჟმა, –
ისევ ძველი დრო გამახსენეთ; თქვენი ვიკარისკენ მიმართავთ
დარტყმას, რომელიც ჩემთვისაა განკუთვნილი. ფარულად მე
მდებთ ბრალს, რომ ვერ გიგებთ, რომ მხარს სხვას ვუჭერ ან არც
კი ვიცი, რა ვთქვა? შობის საღამოსთვის შესაფერისი გულმოწყა-
ლებაა იმ საბრალო მეგობრის სასარგებლოდ, ვისაც სამი ლიე
აქვს გასავლელი, ვიდრე თავის საწოლამდე მიაღწევს და ვისაც
უყვარხართ! ნუთუ ნამდვილად ფიქრობთ, რომ გულარხეინად
მოვეკიდები მოსაზრებას, რაც გამანდეთ?.. მაგრამ, როგორც
ძველად, ვერ ითმენთ სხვების ყოყმანს იმ საკითხზე, რისიც მტკი-
ცედ გწამთ და მათ იმაზე მეტი გულმოწყალებით ეპყრობით, ვიდ-
რე სხვა დროს... ჩემგან დასკვნის გამოტანას ითხოვთ, მაშინ,
როდესაც ის ცნობები, რაც ჩემს ხელთაა...
– ცნობებზე ვინ საუბრობს! – გააწყვეტინა კამპანის საკათედ-
რო ტაძრის მღვდელმა, – რატომ არ იწყება გამოძიება და რა-
ტომ არ აღიძვრება საქმე? როდესაც ბრძოლა მოსაგები ან წასა-
გებია, მანევრირებისთვის იმას იყენებენ, რაც ხელთ აქვთ. აქამ-
დე არ მოგიხმეთ, რადგან ყველაფერს თავად ვწონიდი გონებაში
ჩემ სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, მაგრამ როგორც კი
დავრწმუნდი...
– მოკლედ, ჩემგან მხარდაჭერას ელით?
– სწორედ ასეა, – აუღელვებლად უპასუხა მოხუცმა მღვდელ-
მა, – ბუნებით კადნიერი ვარ და ჩემი გამბედაობა ისეთი უმნიშ-
ვნელოა, ჩემი ხანდაზმულობა – ისეთი ლაჩრული, ისე ძალიან
მივეჯაჭვე ჩემს ჩვეულებებს, სისუსტეებს, სნეულებებსაც კი, რომ
გადამწყვეტ წუთს მეგობრის მზერა და მისი ხმის გაგონება მჭირ-
დება. თქვენ ერთიც მიწყალობეთ და მეორეც. ყველაფერი კარ-
გადაა. დანარჩენი – ჩემი საქმეა.
– ოჰ, კერპო! – თქვა აბატმა დემანჟმა, – გინდათ, ხმა ჩამაკ-
მენდინოთ. როდესაც თქვენგან შორს ვიქნები, ამაღამვე, ბრმად
ვილოცებ თქვენი მიზნების აღსრულებისთვის, ვილოცებ ისე
მხურვალედ, როგორც არასოდეს მილოცია. იქამდე კი, თუნდაც
გამიბრაზდეთ, სინდისი რომ მშვიდად მქონდეს, ნება მომეცით,
ჩვენი საუბარი შევაჯამო. მათქმევინეთ! მათქმევინეთ! – წამოიძა-
ხა, როდესაც კამპანელ კიურეს მოუთმენლობა შეატყო, – დიდ
დროს არ წაგართმევთ. მაშ, ასე, პირად საქმეში გადმოცემულ
ცნობებზე მოგახსენებდით. ისევ იმას ვუბრუნდები. უეჭველია, დიდ
მნიშვნელობას სრულებით არ ვანიჭებ სემინარიაში მიღებულ
ნიშნებს...
– რა აუცილებლობაა, ამას დავუბრუნდეთ? – შენიშნა აბატმა
მენუ-სეგრემ, – ისინი არაფრითაა გამორჩეული, გულახდილად
რომ ვთქვა, სავალალოც კია, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის,
ამის მიზეზი მოსწავლის უნიჭობაა თუ მასწავლებლის!.. და მაინც,
მისი აღმატებულების, მონსენიორ პაპუენის წერილიდან წავიკით-
ხავ ნაწყვეტს, ეს წერილი საფულეში მაქვს შენახული – აი, მანდ,
საწერი მაგიდის კუთხეში დევს – და ლამპაც ცოტათი მოსწიეთ.
ახლომხედველ თვალებთან სულ ახლოს მიიტანა ფურცელი
და ღიმილით გადაავლო თვალი.
„ძლივს ვბედავ შემოგთავაზოთ“, დაიწყო კითხვა, „ძლივს ვბე-
დავ თანაშემწედ შემოგთავაზოთ სულ ცოტა ხნის წინ სემინარიის
დასრულების შემდეგ ერთადერთი მღვდლად ხელდასხმული,
რომელიც ჩემს განკარგულებაში დარჩა – ის ბატონ არქიეპისკო-
პოსთან გავანწესე და მან არ იცის, რა მოუხერხოს; უეჭველია,
ყმაწვილი ბევრი ღირსეული თვისებითაა შემკული, მაგრამ მათ
ფასს უკარგავს უკიდურესი თავშეუკავებლობა და გამორჩეული
სიკერპე, გაუწვრთნელობა, ქცევის წესების არცოდნა, უფრო ბე-
ჯითი, ვიდრე ბრძნული ღვთისმოსაობა, ბევრი რომ არ გავაგრძე-
ლო, საკმაოდ გამოუცდელია. ვშიშობ, თქვენნაირი ადამიანი (აქ
ნამდვილად აღსანიშნავია ეპისკოპოსის ირონია)... ვშიშობ,
თქვენნაირი ადამიანი ვერ შეეწყობა ამ პატარა ველურს, რომე-
ლიც დღეში ოცჯერ მაინც, თავისდა უნებურად, შეურაცხყოფას
მოგაყენებთ“.
– თქვენ რა უპასუხეთ? – ჰკითხა აბატმა დემანჟმა.
– დაახლოებით ასეთი რამ: ერთმანეთთან შეჩვევა არაფე-
რია, მონსენიორ; საკმარისია, თუ რაიმე სარგებელს მომიტანს
მისი აქ ყოფნა, თუ რაღაც ამის მსგავსი.
მის ხმაში ეშმაკური მოწიწება ისმოდა და ლამაზი, მშვიდი
გამბედაობით აღსავსე მზერით იღიმოდა.
– მაგრამ თქვენივე აღიარებით, – მოუთმენლად თქვა მოხუც-
მა მღვდელმა, – ეს ყმაწვილი სწორედ ისეთია, როგორსაც აღ-
წერდნენ, არა?
– უარესია! – წამოიყვირა კამპანის საკათედრო ტაძრის
მღვდელმა, – ათასგზის უარესი! ჯერ ერთი, თავადაც ნახეთ. ასეთ
მყუდრო სახლში მისი ყოფნაც კი, რასაკვირველია, უკვე საფ-
რთხეს უქმნის კეთილგონიერებას. თავად განსაჯეთ: მოხუცებული
მღვდლისთვის შემოდგომის წვიმები, შემოდგომის ბუნიობის ქა-
რისგან გამოღვიძებული რევმატიზმი, ქონით აყროლებული გა-
ვარვარებული ღუმელი, მომსვლელების შემდეგ ხალიჩაზე და-
ტოვებული ტალახის კოლბოხები, ნადირობის სეზონის მიწუ-
რულს ატეხილი სროლებიც კი საკმარისზე მეტია. ჩემს ასაკში
ელიან, რომ კეთილი ღმერთი ერთ ჩვეულებრივ დღეს ესტუმრე-
ბა ისე, რომ არავის შეაწუხებს... მაგრამ არა! კეთილი ღმერთი კი
არ შემოვიდა, არამედ მხარბეჭიანი ყმაწვილი, რომლის მიამიტუ-
რი შემართება ძალაუნებურად კბილებს აგაღრჭიალებინებთ; კი-
დევ უფრო აუტანელია მისი სიმორცხვის გამო, არ იცის, სად
წაიღოს გაწითლებული ხელები, რკინით დაჭედილ ჩექმებს დააბ-
რახუნებს, როხროხა ხმით კი ცხენებსა და ძროხებს უნდა ელაპა-
რაკებოდეს... ჩემი პატარა სეტერი ზიზღით ყნოსავს, ჩემს მნე
ქალს კი ქანცი გასძვრა მისი იმ ორი ანაფორის დაკემსვა--
დაკერებაში, რომლებზედაც ჯერ კიდევ შეიხედება... აღზრდა--
განათლების მისხალი არ ეტყობა. კითხვა მხოლოდ იმდენი იცის,
რაც კურთხევანიდან რაიმეს ამოკითხვას სჭირდება. რა თქმა უნ-
და, წირვა სანაქებო თავმდაბლობით მიჰყავს, მაგრამ ისე ნელა,
ისე მოუხერხებლად, რომ ოფლად ვიღვრები მერხზე მჯდომი,
თუმცა ეკლესიაში საზარლად ცივა! მხოლოდ იმის გაფიქრებაზე,
რომ მსგავსად დახვეწილი საზოგადოების წინაშე, როგორიც ჩვე-
ნია, ამბიონზე უნდა ავიდეს, ისეთი უბედური იერი აქვს, რომ ვერ
ვაძალებ წირვის ჩატარებას და ჩემს საბრალო ყელს ვტანჯავ. მე-
ტი რაღა გითხრათ? მთელი დღეები მაწანწალასავით დაეხეტება
ტალახიან გზებზე, მეფორნეებს ხელს უმართავს და ჰგონია,
ღმერთისთვის უფრო მოსაწონ ენაზე ლაპარაკს ასწავლის; საჯი-
ნიბოებიდან და საქონლის ბაგებიდან წამოყოლილი სუნით ყარს,
რაც მორწმუნეებს თავს უხერხულად აგრძნობინებს. და ბოლოს,
ვერაფრით ვასწავლე ტრიკთრაქში მოხდენილად წაგება. ცხრა
საათზე ძილისგან თავი სწყდება და იძულებული ვარ, ეს სიამოვ-
ნება მოვიკლო... მეტი რაღა გინდათ? არ არის საკმარისი?
– თუკი საეპისკოპოსოში გაგზავნილი თქვენი მოხსენება ძი-
რითადად ამას ემყარება, ყმაწვილი მეცოდება, – დაასკვნა აბატ-
მა დემანჟმა.
კამპანის ტაძრის მღვდელმა ღიმილი მაშინვე მოსხიპა და მი-
სი ყოველთვის მოძრავი სახის ნაკვთები გაშეშდა.
– მე უნდა შემიცოდოთ, ჩემო მეგობარო, – თქვა მან.
მის ხმაში ისმოდა სიმწარე, დაუკმაყოფილებელი იმედი და
უეცრად მისი ხანდაზმულობაც გამოჩნდა, ხოლო დიდ, მდუმარე
დარბაზს სულ ერთი წამით მისი უდიდებულესობა სიკვდილი ეწ-
ვია.
აბატი დემანჟი გაწითლდა.
– ნუთუ ასე მძიმედაა საქმე, ჩემო მეგობარო? – ჰკითხა გუ-
ლის ამაჩუყებელი თანაგრძნობით, გამორჩეული მეგობრობის
ნიშნად, – ვშიშობ, გული გატკინეთ, თუმცა არც კი ვიცი, ეს რო-
გორ მოხდა.
მაგრამ ბატონი მენუ-სეგრე უკვე მზად იყო საპასუხოდ:
– მე მატკინეთ გული? – წამოიყვირა მან, – ეს მე მოვიქეცი
სულელურად, რადგან შეგაწუხეთ. ჩვენს უმნიშვნელო საქმეებს ნუ
ავურევთ ღმერთის დიად საქმეებში.
კვლავ იღიმოდა და ერთხანს ფიქრებს თავს უყრიდა.
– მეტისმეტად გონიერი ვარ; ესაა ჩემი სუსტი მხარე. იმის
ნაცვლად, საქმისთვის მომეკიდა ხელი, თავსატეხები შემოგთავა-
ზეთ და თქვენი უხერხულობით ვტკბებოდი. ოჰ! ჩემო მეგობარო,
ღმერთიც გვთავაზობს თავსატეხებს... მშვიდად ვცხოვრობდი, უფ-
რო სწორად, მშვიდად ვასრულებდი ჩემს ამქვეყნიურ არსებობას.
მას შემდეგ, რაც ეს უნიათო ამ სახლში შემოვიდა, თავისდა უნე-
ბურად, ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევს. მისი ჩემ გვერ-
დით ყოფნაც კი მაიძულებს, არჩევანი გავაკეთო. ოჰ! დიადი და
ძლიერი განსაცდელია ასეთ ჩინებულ თავგადასავალში მონაწი-
ლეობა, როდესაც ძარღვებში ასეთი მდორე და ცივი სისხლი
მიედინება.
– თუკი საქმის ვითარება ასე წარმოგიდგენიათ, – თქვა აბატ-
მა დემანჟმა, – მხოლოდ ერთს გეტყვით: თქვენი ძველი მეგობა-
რი მზადაა, თქვენი ჯვარი მანაც ატაროს.
– უკვე მეტისმეტად გვიანაა, – ისევ ღიმილით განაგრძო კამ-
პანელმა კიურემ, – მარტო ვატარებ.
– ...მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გულახდილად რომ ვა-
ღიარო, – განაგრძო აბატმა დემანჟმა, – ამ ახალგაზრდა
მღვდელში ვერაფერი აღმოვაჩინე ისეთი, რაც თქვენნაირ ადამი-
ანს მოთმინებას დააკარგვინებდა. რაც შევიტყვე, მაწუხებს, მაგ-
რამ ვერ მარწმუნებს. ამგვარი მოურიდებლად თავგამოდებული
ვიკარები მრავლად გვხვდებიან, ისინი სხვა, ბევრად უფრო მძიმე
საქმეებისთვის არიან მოწოდებულნი და ხელდასხმის პირველ
წლებში თავიანთ ჭარბ ფიზიკურ ძალას, რაც სემინარიის მკაცრი
რეჟიმის პირობებში...
– ნუღარაფერს დაამატებთ! – წამოიძახა ღიმილით მენუ--
სეგრემ, – თორემ უკვე ვგრძნობ, რომ შეგიძულებთ. ნუთუ ეჭვი
გეპარებათ, რომ მსგავსი მოსაზრება გონებაში არ გამივლია? –
რომ, ნებით თუ უნებლიეთ, იმავეთი გადამეხადა საკუთარი თა-
ვისთვის. არ შეიძლება, უბრძოლველად დანებდე უზენაეს ძალას,
რომლის ნიშანსაც საკუთარ თავში ვერ პოულობ, რომელიც
თქვენთვის უცხოა. ველურობა ჩემში ზიზღს იწვევს და მე ვიქნები
უკანასკნელი, ვინც ამგვარ ტლანქ სატყუარას დანებდება. ქალა-
ჩუნა ხომ არ ვარ! ჩემო მეგობარო, უხეშობა ჩვენ დროს იყო, თუ
იყო, ახლანდელმა უგუნურებმა ამის თაობაზე არაფერი იციან...
მაგრამ აქ სხვა რამეა კიდევ.
ერთხანს შეყოყმანდა, შემდეგ ისიც, ეს მოხუცებული მღვდე-
ლიც კი, გაწითლდა.
– აღარაფერს დავამატებ; წინასწარ მაშინებს, ზუსტად არ ვი-
ცი – რა, მაგრამ ის, რასაც თქვენ იტყვით, რადგან გულს მომიწუ-
რავს. ოჰ! ჩემო მეგობარო, მშვიდი ვიყავი; თავმდაბლად ვცხოვ-
რობდი; თავმდაბლობა მსიამოვნებდა. არასოდეს მომდომებია
დიდება და პატივი; მართვა კი არ მხიბლავს, არამედ მბრძანებ-
ლობა. მსურდა, ჩემი უნარები სათანადოდ გამოეყენებინათ. მაგ-
რამ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა: ყველაფერი დასრულდა; მე-
ტისმეტად თავმობეზრებული ვიყავი. ერთგვარი ინტელექტუალუ-
რი სიმდაბლე, დიდი ადამიანისადმი უნდობლობა ან გნებავთ,
ზიზღი, რასაც ეს საბრალოები სიფრთხილეს უწოდებენ, სიმწრით
მავსებს. მინახავს, როგორ დევნიან დიად ადამიანს, როგორც
მსხვერპლს; მინახავს, როგორ უთხრიან ძირს დიდებულთა სუ-
ლებს. მძულს არეულობა, უწესრიგობა; მესმის ძალაუფლების,
იერარქიის მნიშვნელობა. ველოდებოდი, რომ აუღიარებელთა-
გან რომელიმე ჩემზე დამოკიდებული გახდებოდა, რომ ღმერ-
თის წინაშე ვალდებულება დამეკისრებოდა. ამის საშუალება მო-
მესპო; იმედი გადამეწურა. და უეცრად... როდესაც ძალა თით-
ქმის გამომელია...
– თქვენი იმედგაცრუება სასტიკი იქნება, – ნელა წარმოთქვა
აბატმა დემანჟმა, – თქვენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, ასე-
თი ილუზია მისთვის საშიში არ იქნებოდა, მაგრამ ვაგლახ! კარ-
გად გიცნობთ და ვიცი, სანახევროდ არაფერს აკეთებთ. საკუთარ
ცხოვრებას თავდაყირა დააყენებთ და ვშიშობ, იმ საბრალოზეც,
რომელიც უკანმოუხედავად გამოგყვებათ და თქვენსას ვერაფერს
გაიგებს... ამის მიუხედავად, თქვენს თვალებში ღვთიური სიმშვი-
დე ჩანს.
ხელი ჩაიქნია იმის ნიშნად, რომ ამ უჩვეულო საუბრის დას-
რულება სურდა. აბატი მენუ-სეგრე ამას მიხვდა.
– დრო გადის, – საათს დახედა, – ვწუხვარ, რომ შობის ამ
ღამეს ჩემთან არ გაატარებთ... ეტლში დაგხვდებათ ერთი ბოთ-
ლი ძველი, საუცხოო არაყი. გავაფრთხილე, კარგად შეეფუთათ,
მაგრამ ძალიან ცუდი გზაა და კარგი იქნება, თუ ყურადღებას მი-
აქცევთ.
მოულოდნელად გაჩუმდა. მოხუცი მღვდლები ერთმანეთს
მდუმარედ უმზერდნენ. გზაზე თანაბარი და მძიმე ნაბიჯების ხმა
მოისმა.
– მაპატიეთ, – თქვა ბოლოს კამპანელმა კიურემ, რომელსაც
აშკარად დაეტყო უხერხულობა, – უნდა გავარკვიო, ჩემმა თანა-
მოძმე დ’ედლინმა დაასრულა თუ არა ზიარება და ყველაფერი
მზად თუ არის ამღამინდელი ლოცვისთვის... თუ შეიძლება, ხელი
შემაშველეთ. დარბაზს გადავჭრით და ეტლამდე მიგაცილებთ.
ზარს დააჭირა თითი და მნე ქალი შემოვიდა.
– სთხოვეთ ბატონ დონისანს, ბატონ დემანჟთან გამოსამშვი-
დობებლად ჩამოვიდეს, – მკაცრად უთხრა ქალს აბატმა მენუ--
სეგრემ.
– ბატონო, – ბორძიკით წამოიწყო ქალმა, – ვფიქრობ... ჩემი
აზრით, ბატონ ვიკარს არ შეუძლია... ყოველ შემთხვევაში, ახ-
ლა...
– არ შეუძლია?
– ანუ... სახურავის ოსტატებმა... სახურავის ოსტატები იმუქრე-
ბოდნენ, რომ სამუშაოს მიატოვებდნენ... შობისა და ახალი წლის
დღესასწაულების ჩავლის შემდეგ დაბრუნდებოდნენ.
– ჩვენს სამრეკლოს მართლაც სჭირდება შეკეთება, – აუხსნა
მეგობარს კამპანის საკათედრო ტაძრის მღვდელმა, – სახურავი
კინაღამ ჩამოანგრია შემოდგომის წვიმებმა; იძულებული გავხდი,
მორეველი მოიჯარისთვის მიმემართა და ადგილზე ამეყვანა გა-
მოუცდელი მუშები, სიმართლე ითქვას, მეტად სახიფათო სამუშა-
ოსთვის. ბატონი დონისანი...
მნე ქალს მიუბრუნდა და იმავე ტონით უთხრა:
– სთხოვეთ, ჩამოვიდეს, როგორც არის. ამას მნიშვნელობა
არ აქვს...
– ბატონმა დონისანმა, – განაგრძო მას შემდეგ, რაც მოხუცი
ქალი თვალს მიეფარა, – მთხოვა, მუშებს მივეშველებიო... ოჰ!
როცა მიშველებაზეა საქმე, ამას სანახევროდ კი არ აკეთებს. წი-
ნა კვირას, დილით, ხარაჩოებზე დავინახე, წვიმით დასველებუ-
ლი შარვალი მუხლებზე ეკვროდა, ძელების მაღლა აზიდვას
ხელმძღვანელობდა, ბრძანებებს ყვირილით იძლეოდა, რომ ქა-
რის ხმა გადაეფარა, და აშკარაა, რომ თავს იქ, ხარაჩოს ქანდა-
რაზე, უფრო თავისუფლად გრძნობდა, ვიდრე სემინარიის სავარ-
ძელში, ტრიმესტრული გამოცდებისას... უეჭველია, დღესაც იქ
იყო.
– რატომ დაუძახეთ? – ჰკითხა აბატმა დემანჟმა, – რა საჭი-
როა მისი დამცირება? რისთვის!
აბატმა მენუ-სეგრემ გადაიხარხარა და მეგობარს მკლავზე
დაადო ხელი:
– მიყვარს, როდესაც გეწინააღმდეგებით. მიყვარს, როდესაც
პირისპირ გხედავთ. ალბათ, ასეთი საქციელი ცოტათი ეშმაკო-
ბაა. მაგრამ ეს, შესაძლოა, უკანასკნელად ხდება და თანაც, ამ
ეშმაკობის მიღმა იმალება ძალიან მხურვალე და ძალიან ნაზი
გრძნობა, რომელსაც თქვენ უნდა გიმადლოდეთ – ღმერთის
გულმოწყალება, მისი ღვთიური სინაზე. როგორი ძლიერია და
ყოვლისმომცველი, როგორ ღრმად არის გამჯდარი ადამიანის
ბუნებაში ეს მადლი, წყალობა, რომელიც ასეთი განსხვავებული
გზით, ძალდაუტანებლად, ჩვენს ორ სულს ნაზად აერთიანებს
ერთადერთ ჭეშმარიტ სიყვარულში! და როგორი ამაოა ეშმაკის
ხრიკები, მისი დამქანცველი გარჯა!
– თქვენთან ერთად ამის მეც მჯერა, – თქვა აბატმა დემანჟმა,
– მაპატიეთ, რომ ისეთი რამ უნდა გითხრათ, რაც თავადაც ჩინე-
ბულად იცით. მწამს, რომ კეთილგონიერი ქრისტიანი თავისთა-
ვად ციური შუქითაა განათებული, ამისათვის განსაკუთრებული ძა-
ლისხმევა არ სჭირდება, ისე, როგორც მოულოდნელად წყალში
ჩავარდნილი ადამიანი არ ჩაიძირება, თუკი ფართხალს არ დაიწ-
ყებს, რადგან მისი სხეულის მოცულობა და წონა ისე ჩინებულად
შეესატყვისება ერთმანეთს, რომ გასაოცარ მუდმივობას ინარჩუ-
ნებს. ასე წარმომიდგენია ჩვენი წმინდანები – იმათი გამოკლე-
ბით, ვისაც განსაკუთრებული ბედი ხვდა წილად, – როგორც ყოვ-
ლისშემძლე და კეთილი გოლიათები, რომელთა ზებუნებრივი
ძალა ვითარდება ჰარმონიულად, იმ ზომითა და რიტმით, რო-
მელსაც ჩვენი უგუნურება ვერ სწვდება, რადგან მისი შეგრძნობა
მხოლოდ დაბრკოლების გადალახვისასაა შესაძლებელი და
არაფერს გვეუბნება ძალისხმევის მოცულობასა და ზღვარზე.
ტვირთს, რომელსაც ჩვენ გაჭირვებით, კვნესითა და ვაი-ვიშით
ვეძიძგილავებით, მათნაირი ათლეტი ბუმბულივით შემოიგდებს,
სახეზე ნაკვთი არ აუტოკდება, ყველას ცინცხალი და მოღიმარი
ეჩვენება... ვიცი, რომ საპირისპირო მაგალითად თქვენს პროტე-
ჟეს მოიყვანთ...
– აქ ვარ, აბატო, – გაისმა მათ ზურგს უკან ძლიერი და ბოხი
ხმა. ორივე მოძღვარი ერთდროულად შებრუნდა. ის, ვინც მომა-
ვალში ლიუბრის კიურე გახდებოდა, იქ იდგა, საზეიმო მდუმარე-
ბაში. ჩაბნელებული ვესტიბიულის ზღურბლზე მისი სილუეტი,
რომელსაც ჩრდილი აგრძელებდა, ჯერ უზარმაზარი ჩანდა, მე-
რე, როცა მოულოდნელად განათებული კარი დაიხურა, პატარა,
უსუსურიც კი მოეჩვენათ. მის უხეშ, რკინით შეჭედილ და ნაჩქარე-
ვად გაწმენდილ ფეხსაცმელს ჯერ კიდევ თეთრად აჩნდა კირ-
ხსნარის კვალი, მკლავები და ანაფორა ტალახში ამოსვროდა,
სანახევროდ ქამარში გაყრილ ფართო ხელებს ასევე მიწისფერი
ედო. სახეზე, რომლის სიფერმკრთალე მზეზე დამწვარ კისერ-
თან კონტრასტს ქმნიდა, ერთად ჩამოსდიოდა ოფლი და წყალი,
რადგან აბატმა მენუ-სეგრემ მოულოდნელად იხმო და ნაჩქარე-
ვად შეისხა სახეზე წყალი თავის ოთახში. მისი ყოველდღიური სა-
მოსის მოუწესრიგებლობა, უფრო სწორად, ლამის საზიზღარი
იერი, განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანდა ახალთახალ, გახე-
ვებულ სათბუნებელთან შედარებით, რომელიც აღელვებულს
სიჩქარეში ისე შემოეცვა ტანზე, რომ ცალი სახელო მაჯაზე ვაზის
ძველ რქასავით შემოხვეოდა. შესაძლოა კამპანის ტაძრის
მღვდლისა და მისი სტუმრის ხანგრძლივმა დუმილმა დააბნია ან
იქნებ, აბატ დემანჟის ნათქვამი ბოლო სიტყვები გაიგონა – ასე
იფიქრა მოგვიანებით აბატმა მენუ-სეგრემ, – მაგრამ ყმაწვილის
მზერა, ბუნებით დაჟინებული და შიშით აღსავსეც კი, უეცრად ისე-
თი სევდით, ისეთი გულისმომკვლელი მორჩილებით აივსო, რომ
მისი უხეშნაკვთებიანი სახე მოულოდნელად თითქოს გასხივოს-
ნდა.
– არ უნდა შეწუხებულიყავით, – სიბრალულით უთხრა აბატმა
დემანჟმა, – ვხედავ, რომ დროს უქმად არ კარგავთ, რომ შრომა-
საც არ თაკილობთ... თუმცა, კმაყოფილი ვარ, თქვენთან დამშვი-
დობების საშუალება რომ მომეცა.
მეგობრულად დაუკრა თავი და მაშინვე შებრუნდა, აშკარად
მოჩვენებითი გულგრილობით. საკათედრო ტაძრის მღვდელმა
კარამდე მიაცილა. ორივემ გაიგონა, როგორ ადიოდა კიბეზე ვი-
კარი მძიმე ნაბიჯებით, შესაძლოა, ჩვეულებრივზე უფრო მძი-
მედ... გარეთ სიცივისგან გათოშილი მეეტლე მათრახს ატყლაშუ-
ნებდა.
– ვბრაზობ, ასე ადრე რომ გტოვებთ, – თქვა აბატმა დემან-
ჟმა ზღურბლზე, – დიახ, ძალიან მინდოდა, განსაკუთრებულად
მინდოდა შობის ეს ღამე თქვენთან ერთად გამეტარებინა. თუმცა,
თქვენ გვერდით რჩება ჩემზე ბევრად უფრო ძლევამოსილი და
ბევრად უფრო შორსმჭვრეტელი, ჩემო მეგობარო. სიკვდილი
ბევრს ვერაფერს ასწავლის მოხუცებს, მაგრამ ბავშვი აკვანში!
თანაც ასეთი ბავშვი!.. სადაცაა, ცხოვრება თავიდან დაიწყება.
გვერდიგვერდ ჩაიარეს პატარა კართან. კრიალა ჰაერში თი-
თოეული ბგერა ზეცამდე აღწევდა. ოღროჩოღროებში ყინვა ტკა-
ცუნობდა.
– ყველაფერი თავიდან იწყება, ყოველთვის!
– ასე გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე, – მოულოდნელად
თქვა აბატმა მენუ-სეგრემ ენით გამოუთქმელი სევდით.
ქარმა, რომელიც ძვალსა და რბილში ატანდა, ლოყები
აუწითლა, თვალები ჩაუშავდა და მისმა მეგობარმა შენიშნა, რომ
მთელი სხეულით კანკალებდა.
– ნუთუ ეს შესაძლებელია! – წამოიძახა მან, – ასეთ ღამეში
უპალტოოდ, თავშიშველი გამოხვედით გარეთ!
ნებისმიერ სიტყვაზე უკეთ, მართლაც, კამპანელი კიურეს ეს
გაუფრთხილებლობა მოწმობდა მის მღელვარებას. აბატ დემან-
ჟისთვის კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა – ან, უკეთ რომ
ვთქვათ, ენით აუწერელი გაოცება გამოიწვია, როდესაც პირვე-
ლად, პირველად და უკანასკნელად დაინახა მეგობრის ნაცნობ
სახეზე ჩამოგორებული ცრემლი.
– მშვიდობით, ჟაკ, – თქვა კამპანის საკათედრო ტაძრის
მღვდელმა, რომელიც გაღიმებას ცდილობდა, – თუკი არსებობს
სიკვდილის მომასწავებელი ნიშნები, საკმაოდ ფატალური ჩანს
ჩემი შინაური ჩვეულებების უგულებელყოფა, თავის გაფრთხილე-
ბის უმარტივესი ზომების ამგვარად დავიწყება...
მათ ერთმანეთი აღარასოდეს უნახავთ.

II

ვიკარი დონისანი ღამით ძალიან გვიან დაბრუნდა. აბატ


მენუ-სეგრეს ხელში წიგნი ეჭირა, რომელსაც არ კითხულობდა
და დიდხანს ესმოდა ვიკარის ნაბიჯების ხმა – ის თავის ოთახში
ბოლთას სცემდა. „სულ ცოტა დრო დარჩა გადამწყვეტი ახსნა--
განმარტებისთვის“, გაიფიქრა მან. ეჭვი არ ეპარებოდა ამგვარი
გულახდილი საუბრის აუცილებლობაში, მაგრამ აქამდე მისი დაჩ-
ქარება არ უცდია – გამოცდილებით იცოდა, უმჯობესი იყო,
ახალგაზრდა მღვდლისთვის დაეთმო გადამწყვეტი საუბრის უპი-
რატესობაცა და უხერხულობაც...
გარეთ უკანასკნელი ხმაურიც კი მიწყდა, არაფერი ისმოდა,
კედლის იქით ნაბიჯების მონოტონური ხმის გარდა. „რატომ მაინ-
ცდამაინც ეს ღამე და არა ხვალინდელი, ან მერმინდელი?“ ფიქ-
რობდა აბატი მენუ-სეგრე, „აბატ დემანჟის სტუმრობამ, ცოტა არ
იყოს, ჩემს ნერვებზე იმოქმედა“. თუმცა, ყოველგვარ გონივრულ
მოსაზრებაზე ბევრად უფრო ძლიერი და დაჟინებული იყო რა-
ღაც განსაკუთრებული, გარდაუვალი მოვლენის მოლოდინი, და
ამ მოლოდინის თითოეულ წუთს უფრო და უფრო იზრდებოდა
მისი მღელვარება. უეცრად დერეფნის კარმა დაიჭრიალა.
დარბაზის კარზე ორჯერ დააკაკუნეს. ვიკარი დონისანი გა-
მოჩნდა.
– გელოდებოდით, ჩემო მეგობარო, – მშვიდად უთხრა აბატ-
მა მენუ-სეგრემ.
– ვიცოდი, – უპასუხა შემოსულმა მორჩილად. მაგრამ მალე-
ვე გაიმართა წელში, მოხუცი მღვდლის მზერას თვალი გაუსწორა
და მტკიცედ წარმოთქვა:
– თავს უნდა ვუშუამდგომლო მის აღმატებულებასთან უკან,
ტურკუნში ჩემი გადაყვანის თაობაზე. გევედრებით, რომ ჩემს
თხოვნას მხარი დაუჭიროთ, ნურაფერს დაფარავთ, რაც ჩემ შესა-
ხებ იცით, არაფერში დამზოგოთ.
– ერთი წუთით... ერთი წუთით... – შეაწყვეტინა აბატმა მენუ--
სეგრემ, – თავს უნდა ვუშუამდგომლოო, ამბობთ? მე უნდა... და
რატომ?
– სამრევლო საქმეების გაძღოლა, – განაგრძო იმავე ტონით
ვიკარმა, – ის ვალდებულებაა, რომლის შესრულება ჩემს ძა-
ლებს აღემატება. ასეთი იყო ჩემი ზედამხედველის აზრი;
ვგრძნობ, რომ თქვენც იმავე აზრის ხართ. აქაც კი, სიკეთისთვის
დაბრკოლებას წარმოვადგენ. კანტონის უკანასკნელი გლეხი
სირცხვილისგან გაწითლდება ისეთი კიურეს დანახვაზე, მე რომ
ვარ – გამოუცდელი, გაუნათლებელი, უღირსი. რა ძალისხმევაც
უნდა გავწიო, რისი იმედი შემიძლია მქონდეს, რომ ოდესმე დავ-
ძლევ ჩემს ყველა ნაკლს?
– ამას თავი დავანებოთ, – შეაწყვეტინა კამპანის საკათედრო
ტაძრის მღვდელმა, – ამას თავი დავანებოთ; თქვენი კარგად მეს-
მის. თქვენს წუხილს, რასაკვირველია, საფუძველი აქვს. მზად
ვარ, მის მაღალაღმატებულებას თქვენი გადაყვანა ვთხოვო, მაგ-
რამ თქვენი შემთხვევა არც ისეთი მარტივია. სიმართლე ითქვას,
აქ თქვენგან ბევრს არაფერს ითხოვენ. და ამბობთ, რომ ესეც კი
მეტისმეტად მძიმე ვალდებულებაა თქვენთვის?
აბატმა დონისანმა თავი ჩაქინდრა.
– ბავშვივით ნუ იქცევით! – წამოიყვირა მოხუცმა მღვდელმა,
– რასაკვირველია, ჩათვლით, რომ მკაცრად გექცევით – ეს ასეც
უნდა იყოს. ჩვენი ეპარქია ღარიბია, ჩემო მეგობარო, ზედმეტი
მჭამელი არაფერში გვჭირდება.
– ვაღიარებ, – გაჭირვებით ამოილუღლუღა საბრალო ვი-
კარმა, – ...მართლაც, ჯერ არ ვიცი... გეგმა მქონდა... რომ მეპო-
ვა... ადგილი მეპოვა მონასტერში, თუნდაც დროებითი...
– მონასტერი!.. თქვენნაირებს, ჩემო ბატონო, მხოლოდ მო-
ნასტერი აკერიათ პირზე. ბერ-მონაზვნობა ეკლესიის პატივი და
ღირსებაა, ბატონო ჩემო, მისი რეზერვი. მონასტერი! იქაურობა
დასასვენებელი ადგილი, თავშესაფარი, ლაზარეთი არ არის!
– მართალია... – სურდა ეთქვა აბატ დონისანს, მაგრამ პირი-
დან გაურკვეველი ბგერები აღმოხდა. ალმოდებული ლოყები,
რომლებიც უკიდურესმა დაძაბულობამ ვერ გააფითრა, აუცახცახ-
და. ეს იყო ერთადერთი გარეგნული ნიშანი, რაც მის შინაგან
მღელვარებას მოწმობდა. ხმასაც კი მოერია, რომ ეკითხა:
– მაშ, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოვიქცე?
– როგორ მოიქცეთ? – განაგრძო კამპანის საკათედრო ტაძ-
რის მღვდელმა, – აი, ეს არის პირველი აზრიანი კითხვა, რომე-
ლიც დასვით. თუკი აღიარებთ, რომ არ შეგიძლიათ სხვას უხელ-
მძღვანელოთ და რჩევა მისცეთ, როგორღა იქნებით საკუთარი
თავის პირუთვნელი მსაჯული? ღმერთმა და თქვენმა ეპისკოპოს-
მა, შვილო ჩემო, ხელმძღვანელი გიბოძეს: მე ვარ ის ხელმძღვა-
ნელი.
– ამას ვაღიარებ, – თქვა ვიკარმა თითქმის შეუმჩნეველი
ყოყმანის შემდეგ, – ამის მიუხედავად, გევედრებით...
აღარ დაუსრულებია. კამპანის საკათედრო ტაძრის მღვდელ-
მა მბრძანებლური ჟესტით გაჩუმება მოსთხოვა. ვიკარი შიშნარე-
ვი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მოხუცებულ მღვდელს,
ჩვეულებრივ უაღრესად თავაზიანს, რომელიც თვალსა და ხელს
შუა შეუვალი, დაძაბული გახდა და მზერა გაუმკაცრდა.
– მძიმე საქმეა. თქვენმა ხელმძღვანელებმა თქვენ გაკურ-
თხეს; ვფიქრობ, მათ გადაწყვეტილებას სათანადო მყარი საფუძ-
ველი ჰქონდა. მეორე მხრივ, ვალდებულებების შესრულების
უუნარობა, რაც თავად აღიარეთ ახლახან...
– ნება მომეცით, – ისევ შეაწყვეტინა საბრალო ვიკარმა ძვე-
ლებურად უსიცოცხლო ხმით, – ღმერთო ჩემო!.. მე ხომ ჩემი გო-
ნებისა და შესაძლებლობების შესაფერისი სამღვდელო საქმის
შესრულება მაინც შემიძლია. საბედნიეროდ, ჩემი ფიზიკური
მდგომარეობა...
გაჩუმდა, რადგან შერცხვა, საკუთარი მიამიტობის წყალო-
ბით, ამდენ თვალში საცემ მოსაზრებას ასეთი უბადრუკი არგუმენ-
ტი რომ დაუპირისპირა.
– ჯანმრთელობა ღმერთის წყალობაა, – პირქუშად უპასუხა
აბატმა მენუ-სეგრემ, – ვაგლახ, რომ მისი ფასი ყველაზე კარგად,
თქვენზე უკეთ, მე ვიცი. თქვენთვის ბოძებული ღონე, ფიზიკური
სამუშაოს შესრულებაში მოხერხებულობა იმაზე ნაკლები მოწო-
დების ნიშანია, ვიდრე განგებას თქვენთან დაკავშირებით აქვს...
მაგრამ არასოდეს არის გვიან სანდო ადამიანების აზრს დაუჯე-
როთ და უნებლიე შეცდომა გამოასწოროთ, ხომ ასეა?.. კიდევ
ერთი ახალი გამოცდა გჭირდებათ... თუ უმჯობესია... ან იქნებ...
– ან იქნებ?.. – შეკითხვის დასმა გაბედა ვიკარმა დონისანმა.
– ან იქნებ თქვენს გუთანს დაუბრუნდეთ? – მკვახედ მოუჭრა
კამპანის საკათედრო ტაძრის მღვდელმა, – კიდევ ერთი რამ,
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ დღეს თქვენს კითხვას უპა-
სუხოდ ვტოვებ. ღვთის წყალობით, არ მიეკუთვნებით იმ ყმაწვი-
ლების რიცხვს, ვისაც შეუნიღბავად ნათქვამი თავზარს სცემს.
თავს არ დაკარგავთ. მე რაც შემეხება, ჩემი ვალი იყო ასე მოვ-
ქცეულიყავი, თუმცა, ერთი შეხედვით, ზედმეტად სასტიკად.
– თქვენი მადლიერი ვარ, – წყნარად უპასუხა ვიკარმა უჩ-
ვეულოდ მტკიცე ხმით, – ამ საუბრის დაწყებისთანვე, ღმერთმა
მომცა იმის ძალა, რომ თქვენი ნათქვამი მკაცრი სიმართლე გა-
მეგონა. რატომ არ გინდათ, ბოლომდე დამეხმაროთ? გევედრე-
ბით, პასუხის გამცეთ დასმულ კითხვაზე. კიდევ დიდხანს უნდა ვე-
ლოდო?
– ღმერთო ჩემო... – წაიბუტბუტა აბატმა მენუ-სეგრემ, რომ-
ლისთვისაც ეს სიტყვები მოულოდნელობა აღმოჩნდა, – ვა-
ღიარებ, რომ რამდენიმეკვირიანი ფიქრი... მინდა, გარკვეული
დრო მოგცეთ...
– რა აზრი აქვს, თუკი საკუთარი თავის მსაჯული არ უნდა ვი-
ყო და სიმართლე ითქვას, ეს არც შემიძლია. თქვენი მოსაზრების
გაგება მინდა და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესია.
– შესაძლოა, მოსასმენად მზად ხართ, ჩემო მეგობარო, მაგ-
რამ, უეჭველია, უსიტყვოდ დამორჩილებისთვის – არა, – უპასუხა
ნაძალადევი სიმკაცრით კამპანის საკათედრო ტაძრის მღვდელ-
მა, – ასეთ შემთხვევაში, იმის დაჩქარება, რისიც გეშინია, სისუს-
ტეს უფრო მოწმობს, ვიდრე გამბედაობას.
– ვიცი ეს, ვაღიარებ! – წამოიძახა ვიკარმა დონისანმა, – არ
შემცდარხართ. ხუთი თითივით მიცნობთ. თქვენს გულმოწყალე-
ბას მოვუხმობ... აჰ! ბატონო, გულმოწყალებას კი არა, თქვენს
სიბრალულს, იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი დარტყმა მივიღო.
ამ დარტყმის მიღების შემდეგ, ვგრძნობ, დარწმუნებული ვარ, სა-
ჭირო ძალას ვიპოვი... აქამდე არ მომხდარა, რომ ღმერთი და-
ცემულ საბრალოს წამოდგომაში არ დახმარებოდა...
აბატმა მენუ-სეგრემ გამჭოლი მზერა მიაპყრო და ჰკითხა:
– დარწმუნებული ხართ, რომ მოსაზრების გამოთქმის შემდეგ
გონებაში არავითარი ეჭვი არ დამრჩება?
ვიკარმა დონისანმა თავი დაუქნია.
– ჩემნაირი ადამიანის შესაფასებლად დიდი დრო არ არის
საჭირო. მე მიფრთხილდებით. ყოველ შემთხვევაში, ღმერთის
წინაშე აღიარეთ, რომ სრულიად, სიტყვის შეუბრუნებლად გე-
მორჩილებით: მიბრძანეთ! მიხელმძღვანელეთ! ნუ დამტოვებთ
გაურკვევლობაში!
– მომწონს თქვენი დამოკიდებულება, – თქვა კამპანის საკა-
თედრო ტაძრის მღვდელმა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ, –
მხოლოდ ის შემიძლია, შეგაქოთ. კეთილი განზრახვები გაქვთ,
შეიძლება ითქვას, ბრძნულიც კი. მესმის, რომ ვერ ითმენთ და
გსურთ, ბუნება გადამწყვეტი დარტყმით დაამარცხოთ. მაგრამ,
შესაძლოა, სიტყვა, რომელსაც ჩემგან ელოდებით, თქვენთვის ის
საცდური აღმოჩნდეს, რომელსაც ვერ შეეჭიდებით. განაჩენს
ელოდებით. დაე, ასე მოხდეს. მას აღასრულებთ?
– ვფიქრობ, ასე იქნება, – ყრუდ გაისმა ვიკარის ხმა, – და,
თანაც, ამ ღამეზე უკეთ როდის ვიქნები მომზადებული ჯვრის მი-
საღებად და საზიდად? დრო მოვიდა. დამიჯერეთ, აბატო, დრო
მოვიდა. არა მხოლოდ უწიგნური, ტლანქი მღვდელი ვარ, რო-
მელსაც არ შეუძლია, თავი შეაყვაროს. სემინარიის დაბალ კლა-
სებში საშუალო მოსწრების მოსწავლე ვიყავი. მაღალ კლასებში
კი ყველას თავი მოვაბეზრე. მამა დელანჟის გასაოცარი გულ-
მოწყალება გახდა საჭირო, მან დაარწმუნა მმართველები ჩემს
დიაკვნად ხელდასხმაში... გონიერება, მახსოვრობა, ბეჯითობა –
ეს ყველაფერი მაკლია... და მაინც...
ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ აბატმა მენუ-სეგრემ ანიშნა და
შეგულიანებულმა, თავს ძალა დაატანა და განაგრძო:
– და მაინც, ჯერ ვერ მოვახერხე დამეძლია სიჯიუტე... გაკერ-
პება... სხვების სამართლიანი ზიზღი ჩემში აღვიძებს... ისეთ
მძაფრ გრძნობებს... ისეთ მრისხანეს... არ შემიძლია მათი დაძ-
ლევა ჩვეულებრივი ხერხებით...
გაჩუმდა, თითქოს შეეშინდა, რომ ზედმეტი წამოსცდა. მოხუცი
მღვდლის პატარა თვალები გამორჩეული ყურადღებით უმზერ-
და. სასოწარკვეთილმა, მავედრებელი ხმით, ბოლოს ეს თქვა:
– ასე რომ, ნუღარ გადადებთ... დროა... ამაღამ, გარწმუ-
ნებთ... თქვენ არ შეიძლება იცოდეთ...
მღვდელი მენუ-სეგრე ისე სწრაფად ადგა თავისი სავარძლი-
დან, რომ საბრალო მღვდელი ამჯერად გაფითრდა. მაგრამ
ხელჯოხზე დაყრდნობილმა, ფიქრებში წასულმა მოხუცმა რამდე-
ნიმე ნაბიჯი ფანჯრისკენ გადადგა. მერე მოულოდნელად წელში
გაიმართა და თქვა:
– შვილო ჩემო, გული ამიჩუყა თქვენმა მორჩილებამ... უკვე
გითხარით, სასტიკ ადამიანად მოგეჩვენებით-მეთქი და ისევ ასე-
თად მიმიჩნევთ. დიდად არ გამიჭირდებოდა საუბრის ათასგვარი
განსხვავებული გზით წარმართვა, მაგრამ გულახდილობა მიყ-
ვარს. ეს-ესაა, თქვენი თავი მე ჩამაბარეთ... მაგრამ ვის ჩააბა-
რეთ? ეს თუ იცით?
– ძალიან გთხოვთ... – აკანკალებული ხმით წაიჩურჩულა ვი-
კარმა.
– მე გეტყვით: ეს-ესაა თქვენი თავი ჩააბარეთ ადამიანს, რო-
მელსაც პატივს არ სცემთ.
აბატ დონისანს სახე მიცვალებულივით გაუფითრდა.
– რომელსაც პატივს არ სცემთ, – გაიმეორა აბატმა მენუ--
სეგრემ, – გგონიათ, აქ ისე ვცხოვრობ, როგორც მიწათმფლობე-
ლი. გამოტყდით! ჩემი სანახევროდ უქმად ყოფნის გრცხვენიათ.
გამოცდილება, რომელსაც ამდენი სულელი ხოტბას ასხამთ,
თქვენი აზრებით, სულებისთვის უსარგებლო, უნაყოფოა. კიდევ
ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ ესეც საკმარისია. შვილო ჩემო,
ასეთ სერიოზულ საქმეში ზედმეტია საერო ცხოვრებისთვის დამა-
ხასიათებელი ზრდილობა და ტაქტი, რადგან არაფერში გვარგი-
ა: სწორად გამოვხატე თქვენი გრძნობები?
ამ უცნაური აღსარების პირველივე სიტყვებიდან აბატმა დო-
ნისანმა გაბედა, მრისხანე მოხუც მღვდელს გაოგნებით აღსავსე
მზერა მიაპყრო და თვალი აღარ აურიდებია.
– პასუხს მოვითხოვ, – განაგრძო აბატმა მენუ-სეგრემ, – ვე-
ლი, რომ მოთხოვნას დაემორჩილებით, ვიდრე რაიმეს ვიტყო-
დე. უფლება გაქვთ, ჩემს დახმარებაზე უარი თქვათ. შემიძლია
თქვენი მსაჯული გავხდე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიქ-
ნები მაცდუნებელი. დასმულ კითხვაზე უბრალოდ, „ჰო“ ან „არა“
მიპასუხეთ.
– ჩემი პასუხი „ჰო“ იქნება, – უეცრად მშვიდად უპასუხა ვიკარ-
მა დონისანმა, – მძიმე გამოცდა მომიწყვეთ: გთხოვთ, ნუღარ გა-
აგრძელებთ.
თვალებიდან ცრემლები წასკდა და აბატმა მენუ-სეგრემ ჩურ-
ჩულით წარმოთქმული ბოლო სიტყვები ვერ გაიგონა. საბრალო
ვიკარმა შებრალების თხოვნა სისუსტის გამოვლინებად ჩათვა-
ლა. ხანმოკლე შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მაინც განაგრძო:
– გიპასუხეთ, რადგან მორჩილება მავალდებულებს და უეჭ-
ველია, აღარ უნდა გამეჭიანურებინა დუმილი... მაგრამ... მაგრამ
ვერ შევძელი... ღმერთს არ სურს, გეგონოთ, თითქოს... სინამ-
დვილეში, ეს იყო აზრი... უნებლიე გრძნობა... ამას თავის გასა-
მართლებლად არ ვამბობ, – განაგრძო უფრო მტკიცედ, – ჩემი
დაბნეული გონების შესახებ თქვენ უკეთ მოგეხსენებათ... განგებამ
ისე ინება, რომ თქვენთვის ჩემ შესახებ არაფერია დაფარული...
და ახლა... და ახლა...
ერთხანს გრძელ ხელებს ჰაერში იქნევდა, თითქოს საყ-
რდენს ეძებდა. მერე მუხლები მოეკვეთა და პირქვე დაეცა.
– ჩემო პატარავ! – წამოიძახა სასოწარკვეთილმა მღვდელმა
მენუ-სეგრემ.
გაჭირვებით მიათრია უძრავი სხეული დივნამდე და როგორც
იქნა, მასზე დააწვინა. წითური ტყავის ბალიშებს შორის ყმაწვი-
ლის გამხდარ სახეს მკვდრისფერი ედო.
– აბა... აბა... – ბუტბუტებდა მოხუცი მღვდელი და ნიკრისის
ქარისგან გაშეშებული თითებით ანაფორის ღილების გახსნას
ცდილობდა; მაგრამ გაცვეთილი ქსოვილი ადვილად დაჰყვა. გა-
ხეული საყელოს ქვეშ გამოჩნდა სისხლით დალაქავებული უხეში
პერანგი. ფართო და გამობურცული მკერდი ყმაწვილს უკვე მშვი-
დად აუდ-ჩაუდიოდა. ხელის მკვეთრი მოძრაობით მღვდელმა
ანაფორა გადასწია.
– ამას ვეჭვობდი, – თქვა ტკივილნარევი ღიმილით.
იღლიებიდან წელამდე ტორსი დაეფარა ცხენის ძუისგან დაწ-
ნულ უხეშ, მაგარ კორსეტს. ტყავის წვრილი თასმა, რომლითაც
ეს საზარელი ხიფთანი წინ იკვრებოდა, ისე მაგრად იყო მოჭერი-
ლი, რომ აბატმა მენუ-სეგრემ დიდი გაჭირვებით გახსნა. გამოჩ-
ნდა ძაძასთან უმოწყალო ხახუნით დამწვარი კანი, თითქოს მასზე
ზედაპირის ამომჭმელი ნივთიერება მოუყრიათო; ალაგ-ალაგ
ამოჭმული ეპიდერმისი დაეფარა ხელისგულისოდენა წყლუ-
ლებს. საერთო ჯამში, მთელი ტორსი ერთ დიდ იარას ჰგავდა,
საიდანაც სისხლნარევი სითხე მოჟონავდა. საზარელი
მონაცრისფრო-მოყავისფრო, მოწნული კორსეტი ამ სითხეს გა-
ეჟღინთა. კიდევ უფრო ღრმა იყო ჭრილობა ფერდზე, საიდანაც
მეწამული სისხლი მოწვეთავდა. საბრალოს სისხლდენის შესაჩე-
რებლად ქერელის გორგალი დაედო; როგორც კი აბატმა მენუ--
სეგრემ გორგალი მოაშორა, იძულებული გახდა, მაშინვე გაეწია
სისხლში ამოსვრილი თითები.
ვიკარმა თვალები გაახილა. ერთხანს მისი ყურადღებიანი
მზერა დაკვირვებით სწავლობდა მისთვის უცნობი ოთახის ყო-
ველ კუნჭულს, მერე, ნაცნობი მოხუცი მღვდლის დანახვაზე, სახე-
ზე გაოცება გამოეხატა. მოულოდნელად, თვალი ჰკიდა გახეულ
ანაფორასა და გასისხლიანებულ თეთრეულს. ამის შემდეგ ვიკა-
რი დონისანი უკან გადავარდა და სახეზე ხელები აიფარა.
აბატმა მენუ-სეგრემ ფრთხილად, დედასავით ნაზად მოაშო-
რებინა სახიდან ხელები.
– ჩემო პატარავ, ღმერთი არ არის თქვენით უკმაყოფილო, –
უთხრა ხმადაბლა, უსაზღვრო ალერსით.
შემდეგ ხმაში მაშინვე დაუბრუნდა ოდნავ მედიდური კეთილ-
განწყობა, რითაც, ჩვეულებრივ, სინაზის გადაფარვას ცდილობდა
ხოლმე:
– ხვალვე ცეცხლს მისცემთ ამ საზარელ გამოგონებას, ვიკა-
რო: რაღაც სხვა, უკეთესი უნდა მოვიფიქროთ. ღმერთი მიცავს,
რომ მხოლოდ კეთილგონიერების მოშველიებით არ ვისაუბრო:
როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას, ცოტათი შეშლილობა სჭირ-
დება. გსაყვედურობთ სხეულის ამგვარი სიცხადით გვემის მცდე-
ლობას: ახალგაზრდა, უნაკლო მღვდელს ქათქათა თეთრეული
უნდა ეცვას. წამოდექით, – თქვა უცნაურმა მოხუცებულმა, – და
ცოტათი ახლოს მოდით. ჩვენი საუბარი ჯერ არ დასრულებულა,
მაგრამ ყველაზე მძიმე უკან მოვიტოვეთ... აბა! აბა! აქ დაბრძან-
დით. ახლა აქედან არ გაგიშვებთ.
ყმაწვილი თავის სავარძელში ჩასვა და თითქოს შემთხვევით,
ლაპარაკისას, ტკივილისგან დამძიმებული თავის ქვეშ ბალიში
ამოუდო. შემდეგ დაბალ სკამზე ჩამოჯდა, შემცივნულივით შემო-
იხვია შალის საბანი, ერთხანს აზრებს თავს უყრიდა და ბუხარს
მისჩერებოდა, ხოლო მის თვალებში მოცეკვავე ცეცხლის ალები
ირეკლებოდა.
– შვილო ჩემო, – თქვა ბოლოს, – ჩემზე რასაც ფიქრობთ,
მთლიანობაში, სიმართლეა, მაგრამ მცდარია ერთი რამ: საკუ-
თარ თავს, სამწუხაროდ, თქვენზე უფრო მკაცრად განვსჯი. ჩემი
ცხოვრება დასასრულს უახლოვდება და ვაგლახ, რომ დასას-
რულს ხელცარიელი ვხვდები...
მშვიდად მისწი-მოსწია გავარვარებული შეშის ღერები.
– ჩემგან ძალიან განსხვავდებით, – განაგრძო მოხუცმა
მღვდელმა, – ხელთათმანივით ამომატრიალეთ. როდესაც მის
აღმატებულებას თქვენი თავი გამოვთხოვე, ვოცნებობდი, ჩემს
სახლში შემოსულიყო ცოტათი მიამიტი... უნდა ვაღიარო! დიახ...
ყმაწვილი მღვდელი, ცუდად განსწავლული, ჩემთვის ასეთი ძვირ-
ფასი ბუნებრივი თვისებების არმქონე, და რომელსაც ჩემი შეხე-
დულებისამებრ გავწვრთნიდი და მოვამზადებდი სამრევლოს
გაძღოლისთვის... ღმერთია მოწმე, რაოდენ მძიმე ტვირთი ვიკის-
რე ჩემი სიცოცხლის ბოლოს! მაგრამ მარტოობა მეტისმეტად მა-
ბედნიერებდა იმისთვის, რომ მშვიდად მოვმკვდარიყავი.
ღვთიური სამსჯავრო, ჩემო პატარავ, შუა მუშაკობისას უნდა დაგ-
ვატყდეს თავს... ღვთიური სამსჯავრო!
– მაგრამ სინამდვილეში, თქვენ მწვრთნით! – თქვა მოხუცმა
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
ამ გასაოცარი სიტყვების გაგონებისას აბატ დონისანს თავიც
კი არ შეუბრუნებია. მისი ფართოდ გახელილი თვალები არავი-
თარ გაოცებას არ გამოხატავდა; და კამპანის საკათედრო ტაძ-
რის მღვდელმა მხოლოდ მისი მოძრავი ტუჩები დაინახა და მიხ-
ვდა, რომ ჩუმად ლოცულობდა.
– სულიწმიდის ნიჭთაგან ყველაზე ძვირფასი ვერ ამოიცნეს, –
განაგრძო მან, – ვერასოდეს ახერხებენ ამას. სახელს ღმერთი
გვარქმევს. ადამიანთაგან მონიჭებული ის სახელი, რომელსაც
ვატარებთ, მხოლოდ ნასესხებია. შვილო ჩემო, სულიწმიდის ძა-
ლა თქვენშია.
ცისკრის ლოცვის პირველი სამი ზარი დარეკეს, როგორც
სადღესასწაულო გაფრთხილება, თუმცა მათ არაფერი გაუგონი-
ათ. შეშის ღერების დამწვარი თავები ჩაინაცრა.
– და ახლა, – განაგრძო აბატმა მენუ-სეგრემ, – და ახლა,
თქვენ მჭირდებით. არა! იმ შემთხვევაშიც კი, სხვას რომ დაენახა
ისეთი სიცხადით, როგორც მე ვხედავ – ისიც კი ვერ გაბედავდა
თქვენთან ისე გულახდილად საუბარს, როგორც ამ ღამით მე გე-
საუბრებით. მაგრამ ეს აუცილებელია. ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი სი-
ცოცხლის იმ ხანას (ადრე თუ გვიან, მას ყველა აღწევს), როდე-
საც ჭეშმარიტება თავისთავადი სიცხადით გვევლინება, საკმარი-
სია, თითოეულმა ჩვენგანმა ხელი გაიწვდინოს, რომ უკუნეთს
თავს დააღწევს და ღმერთის სინათლემდე ამაღლდება. ამრი-
გად, ადამიანური სიფრთხილე სხვა არაფერია, თუ არა ხაფანგი
და უგუნურება. წმინდანობა! – მღელვარებით წამოიძახა მოხუცე-
ბულმა, – ამ სიტყვის თქვენ წინაშე, მხოლოდ თქვენთვის წარ-
მოთქმით, კარგად მესმის, რა ზიანსაც გაყენებთ! თავადაც ჩინებუ-
ლად მოგეხსენებთ, ეს რა არის: მოწოდება, დაძახილი. იქ, სადაც
ღმერთი გიხმობთ, უნდა ახვიდეთ, ახვიდეთ ან სამუდამოდ
დაიღუპოთ. ნურავის დახმარებას ნუ მოელით. ჩემი პასუხისმგებ-
ლობა სრულად შეგნებული მაქვს და უკანასკნელად გამოვცდი
თქვენს მორჩილებასა და მიამიტობას, ამიტომაც მჯერა, სწორად
ვიქცევი, ასე რომ გესაუბრებით. ეჭვი შეიტანეთ არა მხოლოდ სა-
კუთარ ძალებში, არამედ იმ განზრახვაში, რაც ღმერთს თქვენთან
დაკავშირებით აქვს და მცდარ გზას დაადექით, მე კი იმ გზაზე
გაბრუნებთ, რომელიც თქვენია; იმათ გადავულოცავ თქვენს
თავს, ვინც გელით, იმ სულებს, რომელთა მსხვერპლიც ხართ...
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ჩემო პატარავ!
ამ ბოლო სიტყვებზე, აბატი დონისანი ისე წამოიმართა, რო-
გორც გაიმართება ხოლმე ჯარისკაცი, რომელსაც ტყვია მოხვდა,
შემდეგ კი მოცელილივით ეცემა. მისი უმოძრაო სახე, მოკუმული
ტუჩები, შეკრული კრიჭა, ჯიუტი შუბლი, მკრთალი თვალები, უკი-
დურეს შინაგან ყოყმანს მოწმობდა. ერთხანს თვალებს აცეცებდა,
შემდეგ მისი მზერა კედელზე ჩამოკიდებულმა ჯვარცმამ მიიპ-
ყრო, ბოლოს აბატ მენუ-სეგრეს გაუსწორა თვალი და თითქოს
ერთბაშად ჩაუქრა თვალებში სინათლე. მოხუცმა მღვდელმა მათ-
ში სხვა ვერაფერი ამოიკითხა, გარდა ბრმა მორჩილებისა, რასაც
ამ ჯერ კიდევ შიშით ატანილი სულის ტრაგიკული მოუსვენრობა
განადიდებდა.
– თუ შეიძლება, ნება მომეცით წავიდე, – თქვა ლიუმბრის მო-
მავალმა კიურემ, რომელიც ხმას ძლივს იმორჩილებდა, – გის-
მენდით და მართლაც მღელვარებამ და უიმედობამ შემიპყრო,
მაგრამ ახლა ეს დასრულდა... მე... მჯერა... ისეთი ვარ... როგო-
რიც თქვენ გსურთ... და... ღმერთი არ დაუშვებს, რომ ამაოდ გა-
ვისარჯო.
ამ სიტყვების შემდეგ ოთახიდან გავიდა და მის ზურგს უკან
კარი უხმაუროდ მიიხურა.

***
მას შემდეგ ვიკარმა დონისანმა სიმშვიდე იგრძნო, უცნაური
სიმშვიდე, რომელში ჩაღრმავებასაც ჯერ ვერ ბედავდა. ათასო-
ბით ხუნდი, რომელიც აქამდე აკავებდა ან მის მოქმედებას ანე-
ლებდა, ერთბაშად დაიმსხვრა; ეს უცნაური ადამიანი, რომელიც
მისმა ზემდგომებმა მრავალი წლით გამოკეტეს უნდობლობითა
და სულმოკლეობით ნასაზრდოებ უხილავ აბლაბუდაში, ახლა
თავისუფალი აღმოჩნდა და ფრთები გაშალა. თითოეულ დაბ-
რკოლებას პირისპირ ხვდებოდა და ლახავდა. ამგვარი ნებისყო-
ფით გატარებული რამდენიმე კვირის შემდეგ მისი გონებაც გათა-
ვისუფლდა. ახალგაზრდა მღვდელი ღამეებს წიგნების კითხვაში
ატარებდა, რომლებსაც ადრე უიმედოდ დახურავდა ხოლმე, ახ-
ლა კი მათ უღრმავდებოდა, მართალია, არა ადვილად, მაგრამ
ისეთი სიჯიუტით, რაც აბატ მენუ-სეგრეს ანცვიფრებდა და სას-
წაულად მიაჩნდა. სწორედ მაშინ შეიძინა წმინდა წიგნების ის
სიღრმისეული ცოდნა, რომელიც არ ეტყობოდა ვიკარის ჯერაც
უბრალო და სხვებისთვის მანამდეც ნაცნობ მეტყველებას, მაგრამ
უკვე კვებავდა მის ფიქრს. ოცი წლის შემდეგ მონსენიორ ლერე-
დიუს ეშმაკური ღიმილით უთხრა:
– იმ წელიწადს სულ შვიდას ოცდაათი საათი მეძინა...
– შვიდას ოცდაათი საათი?
– დიახ, ორი საათი თითო ღამეს... და კიდევ, – ეს ჩვენ შო-
რის დარჩეს – ზოგჯერ ამდენიც არა.
აბატი მენუ-სეგრე თავისი ვიკარის სახეზე ხედავდა შინაგანი
ბრძოლის პერიპეტიებს, თუმცა ვერ ბედავდა მისი შედეგის წინას-
წარ გამოცნობას. მართალია, საბრალო მღვდელი კვლავ საერ-
თო სატრაპეზო სუფრასთან ჯდებოდა და ცდილობდა, ჩვეული
სიმშვიდე შეენარჩუნებინა, საკათედრო ტაძრის მოხუცი მღვდელი
მზარდი შეშფოთებით აკვირდებოდა ყოველდღიურად სულ უფ-
რო უკიდურესი დაძაბულობის თვალსაჩინო ფიზიკურ ნიშნებს,
რისთვისაც, შეიძლებოდა, ყმაწვილს ვერ გაეძლო. კამპანელი
კიურე, მიუხედავად მდიდარი გამოცდილებისა და სიბრძნისა ან
იქნებ, სწორედ ამ თვისებების წყალობით, მხოლოდ სანახევროდ
ხვდებოდა მორალური კრიზისის მიზეზებს, რომელთა შედეგების
მოგვარების იმედი მას არ ჰქონდა. კარგად იცოდა, ფუჭ სიტყვებ-
სა და ამაო რჩევებს, ზომიერება დაეცვა, აბატი დონისანი ყურს
არ ათხოვებდა, ამიტომაც ჩარევისთვის შესაფერის შემთხვევას
ეძებდა და ვერ პოულობდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე,
როდესაც დახელოვნებული ადამიანი ვეღარ ბატონობს მის მი-
ერვე გამოღვიძებულ ვნებებზე, ეშინოდა, მცდარი ნაბიჯი არ გა-
დაედგა და კიდევ უფრო არ დაემძიმებინა ბოროტება, რომლის
წამალსაც ეძებდა. მისი უცნაური შეგირდის ადგილზე ვინმე სხვა
რომ ყოფილიყო, მშვიდად დაელოდებოდა ჭარბი მუშაობით გა-
დაქანცული ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციას, მაგრამ იქნებ სწო-
რედ ეს მუშაობა იყო არა ბოროტება, არამედ წამალი და გულის
გადაყოლების საშუალება, როგორც ხუნდებდადებული ტუსაღი
ცდილობს დროებით დაივიწყოს ერთადერთი და მუდმივი საფიქ-
რალი?
თუმცა, ერთი შეხედვით, აბატ დონისანში არაფერი შეცვლი-
ლა, ყოველდღიურ საქმიანობას აგრძელებდა და ერ-
თდროულად რამდენიმე საქმეს უტევდა. ყოველ დილით ხედავ-
დნენ სწრაფი და ცოტათი მოუხერხებელი ნაბიჯით მიმავალს
დამრეც ბილიკზე, რომელიც მღვდლის სახლიდან კამპანის საკა-
თედრო ტაძრამდე მიდიოდა. ქადაგებისა და სამადლობელი
ლოცვის შემდეგ, რომლის ხანმოკლეობა დიდხანს აოცებდა აბატ
მენუ-სეგრეს, დაუღალავი დონისანი, წინ გადახრილი გრძელი
სხეულით, ზურგზე დაწყობილი ხელებით, ბრენის გზაზე გადიოდა
და დასეირნობდა უზარმაზარ ველზე, რომელიც დაღარულია
ძნელად სავალი გზებით, სადაც გამუდმებით ქრის გამყინავი ბრი-
ზი და ეს მინდორი კანშის ხეობის თხემიდან ზღვისკენ ეშვება. იქ
სახლები აქა-იქ, ერთმანეთისგან განცალკევებით დგას და მავ-
თულხლართებით შემოსაზღვრული საძოვრებითაა გარშემორ-
ტყმული. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ გაყინულ ბალახზე, რო-
მელიც ფეხსაცმლის ქვეშ სრიალებს და ადვილად ითელება, ში-
ნაური ცხოველების ჩლიქებით დატოვებული ტალახის პატარა
ტბორთან გამოჩნდება ხისგან დამზადებული უშნო ჭიშკარი; ის
ჭრიალებს და ძლივს ემაგრება გამომპალ წირთხლებს. მოშორე-
ბით, ბორცვს იქით ფერმაა და ჯერჯერობით მხოლოდ რუხ ჰაერ-
ში ცისკენ ასული კვამლი მოჩანს ცისფრად, ან წამოყირავებული
საზიდრის ხელნაზე ჩამოსკუპებული ქათამი. კანტონის გლეხები,
გამქირდავი ხალხი, ეჭვით ააყოლებდა თვალს ნისლში მდგარი
ვიკარის მაღალ სილუეტს, მის აკეცილ ანაფორას. ვიკარი გულ-
დასმით ჩაახველებდა და ამ გზით ცდილობდა კეთილგანწყობის
გამოხატვას. სახლის კარი უხალისოდ იღებოდა, ღუმლის გარშე-
მო შემოკრებილი ოჯახობა ყურადღებით ელოდებოდა მისგან
ნათქვამ პირველ სიტყვას, ის კი არ ჩქარობდა. თვალის შევლე-
ბისთანავე ხვდებოდნენ, რომ მათნაირი გლეხი იყო, რომელმაც
მიწა მიატოვა და უძღებ ძმად მიაჩნდათ: პატივისცემითა და თავა-
ზიანობით ნათქვამს შეერეოდა მფარველური ფამილარულობა,
ცოტათი ათვალწუნებაც და ვიკარის მოკლე სიტყვას საზარელ
სიჩუმეში უსმენდნენ პირველიდან ბოლო სიტყვამდე... ღამის
დადგომისთანავე ერთ რამედ ღირდა განათებულ ქალაქში დაბ-
რუნება, როდესაც პირით ჯერ ისევ შეიგრძნობ სირცხვილის სიმ-
წარეს და გული კი მარტოა, სამარადჟამოდ! „სიკეთის ნაცვლად
მათთვის უფრო მეტად სიავე მომაქვს“, სევდიანად ამბობდა აბატი
დონისანი და ერთხანს ნებართვა მიიღო კიდეც, შეეწყვიტა გლეხ-
თა ოჯახებში მსგავსი სტუმრობები, რადგან მორიდებულობამ სა-
საცილო წამებულად აქცია. მაგრამ ახლა განაახლა ეს საქმიანო-
ბა და აბატი მენუ-სეგრე დაარწმუნა, მისთვის დაევალებინა ყვე-
ლაზე დამამცირებელი განსაცდელი, – მძიმე მარხვისთვის მოწ-
ყალების შეგროვება, – რასაც საბრალო გლეხები, გულშემზარა-
ვი ცინიზმით, „მღვდლების ლაშქრობას“ უწოდებდნენ... „ერთ სუ-
საც ვერ მოიტანს“, სკეპტიკურად გაიფიქრა მოხუცმა მღვდელმა...
და ყოველ საღამოს, პირიქით, მისი გამორჩეული თანაშემწე მა-
გიდის კიდეში დებდა ფულით გაძეძგილ შავი ტყავის ჩანთას.
თანდათან მოიპოვა გავლენა, რომელიც ისეთ ადამიანებს ახა-
სიათებთ, რომლებიც შედეგებზე წინასწარ არ ფიქრობენ და ჯი-
ქურ მიდიან წინ. ეს იმიტომ, რომ ეშმაკობა და სიფრთხილე, სა-
ბოლოო ჯამში, თავის დაცვას ემსახურება. ყველაზე უხეში დაცინ-
ვა ყელში ეჩხირება ყველაზე უგულო წარმომთქმელს, როდესაც
ატყობს, რომ დაცინვის მსხვერპლი არც კი აპირებს თავის დაც-
ვას.
„რა ახირებული ვინმეა!“ ამბობდნენ მასზე, მაგრამ თან
ეუხერხულებოდათ კიდეც ამ სიტყვების წარმოთქმა. ადრე, რო-
დესაც გლეხის სახლში ყველაზე ბნელ კუთხეში მოკალათდებო-
და და ხელებში ატრიალებდა თავის ძველ ქუდს, საბრალო ვიკა-
რი დიდხანს ამაოდ ეძებდა შესაფერის, საბედნიერო მომენტს,
რომ მასპინძელთა საუბარში სიტყვა, წინასწარ მოფიქრებული წი-
ნადადება ჩაერთო, ბოლოს კი ხმის ამოუღებლად ტოვებდა
იქაურობას. ახლა კი მეტისმეტად ბევრი უნდა ებრძოლა საკუთა-
რი თავის წინააღმდეგ, მის დასაძლევად. საკუთარი თავის დაძ-
ლევით არა მხოლოდ სხვისი დარწმუნება ან გადაბირება შეუძ-
ლია, არამედ უფრო მეტიც – ის იპყრობს; სულებში ისე აღწევს,
როგორც გამონანგრევში. ადრინდელივით ახლაც სწრაფი ნაბი-
ჯით გადაჭრის ეზოს, ნაკელის გუბეებსა და აფრენილ, დამ-
ფრთხალ ქათმებს შორის. ადრინდელივით, პირში თითგაჩრილი
იგივე ბიჭუნა ცერად უმზერს, ვიდრე უცხო ბიძია შესასვლელთან
ხმაურით იწმენდს ტალახით მოსვრილ ჩექმებს. მაგრამ ზღურ-
ბლზე მისი გამოჩენისთანავე ოჯახის ყველა წევრი უკვე მდუმა-
რედ დგება ფეხზე. არავინ იცის, რა არის ამ ერთდროულად ხარ-
ბი და მშიშარა გულის სიღრმეში, რომელიც პატარა დაბრკოლე-
ბას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს, მაგრამ რომელიც არასო-
დეს ძღება. ისევ ის მორცხვი მღვდელია, რომელიც ღიმილს
ცრემლებამდე მიჰყავს და თითოეულ სიტყვას დიდი გაჭირვებით
ამოთქვამს გამშრალი ყელიდან. მაგრამ შინაგანი ბრძოლისა გა-
რეგნულად არასოდეს არაფერი ეტყობა. სახე შეუვალია, ტანმა-
ღალი სხეული აღარ იკუზება, გრძელი ხელები ოდნავ უცახცა-
ხებს. მზერით, ამ ღრმა, დარდიანი მზერით, რომელიც არ ნებდე-
ბა, აისხლიტა არასაჭირო თავაზიანობა, ფუჭი სიტყვები. ის უკვე
შეკითხვებს სვამს, მოუწოდებს. ყველაზე ჩვეულებრივი სიტყვები,
მუდმივი გამოყენებისგან დამახინჯებული, თანდათან შინაარსს
იძენს, უცნაურ ექოს აღვიძებს. „როდესაც ლამის ჩურჩულით
ღმერთის სახელს ახსენებდა, ისე წარმოთქვამდა, სული გვეპარე-
ბოდა, როგორც მეხის ჩამოვარდნისას იცის“, ამბობდა ოცი წლის
შემდეგ მოხუცი მოიჯარე სენ-ჟილიდან. არავითარი მჭევრმეტყვე-
ლება, და არც მოსახიბლად განკუთვნილი მიამიტობები, რომლე-
ბიც მოგვიანებით მოწონებით სარგებლობდა ცხოვრებამოყირჭე-
ბულებში და რომელთა ნამდვილობას, იშვიათი გამონაკლისების
გარდა, არაფერი ადასტურებს. მომავალი ლიუმბრელი კიურეს
მეტყველება მძიმეა; ზოგჯერ თითოეული სიტყვის წარმოთქმისას
ენა ებმის. ეს იმიტომ, რომ სრულებით არ იცის სინონიმისა და
შინაარსობრივად მსგავსი სიტყვების გამოყენება, აზრის ლაბი-
რინთები, რომელიც წარმოთქმულ სიტყვებს მისდევს და ცვილი-
ვით ერგება მათ. დიდხანს იტანჯებოდა, რადგან არ შეეძლო იმის
გამოთქმა, რასაც გრძნობდა, ამ მოუხერხებლობისთვის დასცი-
ნოდნენ. მაგრამ თავს აღარ არიდებს ამ უხერხულობას. პირი-
ქით, უშიშრად ეგებება. აღარ უფრთხის დამამცირებელ სიჩუმეს,
როდესაც დაწყებული წინადადების დასრულება აღარ შეუძლია.
ფრაზის დასასრულზე ფიქრობს. თითოეული წარუმატებლობით
კიდევ უფრო იჭიმება ამიერიდან უდრეკი ნებისყოფის ზამბარა.
ღმერთის წყალობაზე მინდობილი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იწ-
ყებს საჭირო თემაზე საუბარს. იმას ამბობს, რაც სათქმელი აქვს
და ყველაზე გაუთლელნიც კი, მალე მის ყურისგდებას მშვიდად
დაიწყებენ, ხელს აღარ ჰკრავენ. მთავარი ისაა, რომ მაშინვე იგ-
რძნობა: ასეთი ადამიანი ერთი წამითაც კი არ იტყუება – იქ, სა-
ითკენაც მიგიძღვით, გრძნობთ, რომ თქვენთან ერთად ამაღ-
ლდება. პირქუშმა სიმართლემ, რომელიც მოულოდნელად მო-
ძებნილი შესაფერისი სიტყვით პირდაპირ თქვენს გულს ხვდება,
თქვენამდე მისი მთქმელის გული განგმირა. ოჰ, არა! აქ არაფე-
რია ისეთი იშვიათობა, სახელოვანი ღვთისმეტყველები რომ და-
ინტერესდნენ. სრულიად ჩვეულებრივი ამბებია; სწორედ ისეთი,
რომ უნდა იჯდე და უსმინო... ღუმელზე შემოდგმული ჩაიდანი
თუხთუხებს და სტვენს, მოქანცულ ძაღლს დრუნჩი თათებს შორის
დაუდვია და სძინავს, გარეთ ქარი უბერავს, რის გამოც კარი
ჭრიალებს, ცარიელ ჰაერში შავი ყვავი თავგადაკლული ყრანტა-
ლებს... მას შეფარვით აკვირდებიან, გაჭირვებით პასუხობენ კით-
ხვებზე, ებოდიშებიან, თავიანთი უცოდინრობის ან ძვალსა და
რბილში გამჯდარი ჩვეულების გამო წუწუნებენ და დუმან, როდე-
საც ისიც დუმს.
– კი მაგრამ, ასეთს რას ეუბნებით ჩვენს სამწყსოს? – ეკითხე-
ბა აბატი მენუ-სეგრე, – ყველა დაუბრუნდა ეკლესიას. თქვენზე
როცა ვიწყებ საუბარს, თვალის გასწორებას ვერავინ ბედავს.
მოხუცი მღვდელი თავს არიდებს, აბატ დონისანს ისეთი კით-
ხვები დაუსვას, რომლებიც პირდაპირ პასუხებს – „ჰოს“ და „არას“
– მოითხოვს... რატომ?... უეჭველია, ფრთხილობს, მაგრამ ამის
მიზეზი იდუმალი შიშიცაა... რის შიში? ამ მღელვარე გულში
ღვთის წყალობით მიმდინარე მუშაობა ისეთი სიმძლავრის, ისე-
თი ზღვარდაუდებელია, რომ აბატ მენუ-სეგრეს აბნევს. შობის იმ
დასამახსოვრებელი ღამის შემდეგ, როდესაც არნახული გამბე-
დაობით ილაპარაკა, კამპანის საკათედრო ტაძრის მღვდელი ვე-
ღარ ბედავს საუბრის განახლებას, რის გახსენებაზეც ახლა თავს
უხერხულად გრძნობს. განა მისი ვიკარი ძველებურად გულმარ-
თალი, ისევ ისეთი მორჩილებით, სანიმუშო, სამაგალითო მოწი-
წებით არ გამოირჩევა?.. სულიერი ძმებიდან მასში რაიმე ცვლი-
ლება არავის შეუნიშნავს. ისევ ძველებური, ცოტათი აგდებული
შემწყნარებლობით ექცევიან; აქებენ მისი გულმოდგინეობისა და
თავმდაბლობისთვის. კიურე ლარიედან, აბატ დონისანის მოძ-
ღვარი, გულკეთილი მოხუცი, რომელსაც სენ-სიულპისის სკოლა
აქვს გავლილი და მისგან ყოველ ხუთშაბათს აღსარებას ისმენს,
არაფრითაა გაკვირვებული, საგანგაშოს ვერაფერს ატყობს. ეს
ბოლო ნიშანი, რასაც, წესით, აბატი მენუ-სეგრე უნდა დაემშვიდე-
ბინა, პირიქით, მას მოსვენებას უკარგავს. რასაკვირველია, არა-
ერთხელ სცადა სხვადასხვა ხრიკით თავისი შერყეული ავტორი-
ტეტის განმტკიცება. ამიტომაც გადაწყვიტა რაიმეს შეთავაზება,
რჩევის მიცემა, უბრძანა კიდეც – და ეს ყველაფერი ერთადერთი,
ლამის გაუმხელელი სურვილით: იქნებ ერთხელ მაინც შედავე-
ბოდნენ. მზად იყო საფუძვლიანი არგუმენტების გასაზიარებლა-
დაც, ოღონდ კი ეს აუტანელი დუმილი დარღვეულიყო! მაგრამ
აბატ დონისანის თავმდაბლური მორჩილება ამ უკანასკნელ
ხრიკსაც უსარგებლოდ აქცევდა. რაც უნდა შეეთავაზებინა მოხუც
მღვდელს, ვიკარი მაშინვე ემორჩილებოდა. სასტიკი გამჭრიახო-
ბით რიგრიგობით ამაოდ ცდის საბრალო ვიკარის მოთმინებასა
და სიმორცხვეს; მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში გათავი-
სუფლებული ჰყავდა საკვირაო ქადაგების წაკითხვის ვალდებუ-
ლებისგან, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელად, ისევ დაავალა.
საბრალო ვიკარი, ისე, რომ საყვედური არ სცდება, დათქმულ
დღეს, გლეხური აცაბაცა ნაწერით დაფარულ რამდენიმე ფურ-
ცელს წამოკრეფს, ამბიონზე ადის და ოცი მომაკვდინებელი წუ-
თის განმავლობაში, მიტკალივით გაფითრებული, ფურცლებს
თვალს არ აშორებს და ბორძიკით, ყოყმანით კითხულობს ბიბ-
ლიიდან იმ დღისთვის შესაფერისი ნაწყვეტის კომენტარს, თანდა-
თან თამამდება, სასოწარკვეთილი უკანასკნელ წუთამდე იბრძვის
და ამთავრებს მარტივი, ლამის ტრაგიკული მჭევრმეტყველე-
ბით... იგივე მეორდება ყოველ კვირა დღეს და როდესაც ქადა-
გებას ასრულებს, დამსწრეები ერთმანეთს გადაუჩურჩულებენ სკა-
მიდან სკამზე, რიგიდან რიგში და ეს ჩურჩული მხოლოდ ვიკარს
არ ესმის; ყველანი ერთდროულად ამოიოხრებენ, რაც ჯადოქ-
რობით მონუსხულთა ერთბაშად გათავისუფლებას ჰგავს...
– თანდათან უკეთესია, – ამბობს წირვის შემდეგ მოხუცი
მღვდელი, – მაგრამ ჯერ კიდევ ისეთი ბუნდოვანი... ისეთი
არეულ-დარეულია...
– სამწუხაროდ, ასეა! – პასუხობს ვიკარი იმ ბავშვივით, რომე-
ლიც სადაცაა ატირდება.
საუზმის დროს ხელები ჯერ ისევ უკანკალებს.
ამასობაში, სხვათა შორის, აბატმა მენუ-სეგრემ უფრო სე-
რიოზული გადაწყვეტილება მიიღო და თავის ვიკარს ფართოდ
გაუღო სააღსარებოს კარი. იმ წელს ობიურდენის საკათედრო
ტაძრის წინამძღვარმა თავის თავზე აიღო მორწმუნეთა შეკრება,
რომლის დროსაც იქადაგებდა ორი წარმომადგენელი მარისტე-
ბის საძმოდან8. მაგრამ ორიდან ერთი მძიმედ დაავადდა გრიპით
და იძულებული გახდა, ვნების კვირის პირველსავე დღეს ვალან-
სიენში დაბრუნებულიყო. მაშინ გაახსენდა ობიურდენის საკათედ-
რო ტაძრის წინამძღვარს აბატი დონისანი და თანამოძმეს, აბატ
მენუ-სეგრეს, მისი ახალგაზრდა თანაშემწის დათმობა სთხოვა:
– ჯერ ყმაწვილია, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და ყვე-
ლაფრისთვის გამოდგება...
ამ დღემდე, აბატი მენუ-სეგრე მეგობრის, მამა დენისენის
რჩევებს ითვალისწინებდა, რომელიც დიდხანს ესაუბრა თავისი
ყოფილი შეგირდის შესახებ და იშვიათად ავალებდა ვიკარ დო-
ნისანს აღსარების მიღებას. მისიონერმა მოძღვარმა, დაუდევრო-
ბითა და მისატევებელი გაუფრთხილებლობით, თავისი ვალდებუ-
ლების ნაწილი ლიუმბრის მომავალ კიურეს გადაულოცა, რომე-
ლიც ხუთშაბათიდან ვნების კვირის შაბათამდე არ გამოსულა სა-
აღსარებოდან. ობურდენის ვრცელი კანტონი წიაღისეულის მომ-
პოვებლებით დასახლებული მხარის განაპირას მდებარეობს,

8
მარისტების საძმო – 1817 წელს მარსელენ შამპანიარის მიერ დაარ-
სებული ღვთისმშობლის უმცროსი ძმების (Frères maristes/Frères
maristes des écoles), მამაკაცთა საერო კონკრეგაცია, რომლის მთავა-
რი მისია სოფლებში საღვთო სჯულის სწავლება და სკოლების გახსნა
იყო.
მაგრამ ამის მიუხედავად, ვნების კვირაში აღსარებისთვის გან-
კუთვნილი შეკრებები იქ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
რასაკვირველია, ახალთახალ სტიქარებში გამოწყობილ
მღვდლებს, რომლებმაც აღდგომის დღეს ამბიონზე დაიკავეს
ადგილი და ზიარების მაგიდებთან დაჩოქილ აუარებელ ადამი-
ანს ხედავდნენ, არც კი შეუვლიათ თვალი მდუმარე ახალგაზრდა
ვიკარისთვის; ამ უკანასკნელმა, ის-ის იყო, სიბნელესა და მდუმა-
რებაში პირველად მიუძღვნა თავი საკუთარ ბატონს, ცოდვილ
ადამიანს, და ასე გაგრძელდა მისი სიცოცხლის ბოლომდე. ვი-
კარ დონისანს არასოდეს არავისთვის გაუმხელია ამ გადამწყვე-
ტი შეხვედრისდროინდელი მღელვარება, ან იქნებ, მისი უკიდუ-
რესი სიტკბოება... მაგრამ, როდესაც აღდგომის ღამეს აბატმა
მენუ-სეგრემ დაინახა, ისე გააოგნა ვიკარ დონისანის უგულისყუ-
რო, თავის თავში ჩაღრმავებულის იერმა, რომ უჩვეულო უხეშო-
ბით შეუდგა მის გამოკითხვას, ხოლო საბრალო ვიკარის უთავ-
ბოლო პასუხმა სულაც ვერ დაამშვიდა.
თუმცა, კარგა ხნის შემდგ, ვიკარ დონისანს რაღაც დასცდა,
რაც უცნაური სინათლით მოსავს მის იმდროინდელ, პირქუშ
ცხოვრებას:
– როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, – აღიარა აბატ გროსეიეს-
თან საუბრისას, – ბოროტებას არ ვიცნობდი: მისი შეცნობა მხო-
ლოდ ცოდვილთა მონაყოლით შევძელი.
ასე მისდევდა კვირა კვირას, ცხოვრება მშვიდად, მონოტონუ-
რად გაგრძელდა, არაფერი მოწმობდა განსაკუთრებულ მღელ-
ვარებას. შობის ღამინდელი საუბრის შემდეგ, დუმილმა, რომელ-
საც აბატი დონისანი არ არღვევდა, მტკივნეული იმედგაცრუება
გამოიწვია და ლიუმბრის მომავალი კიურეს მორჩილებამ, ხაზ-
გასმულმა და პასიურმა სიმშვიდემ, ვერ გააქრო ერთგვარი
გაუგებრობით დატოვებული სიმწარე, თუმცა გაუგებრობის მიზე-
ზებს კამპანის საკათედრო ტაძრის მოხუცი მღვდელი ვერ ხვდე-
ბოდა. მხოლოდ გაუგებრობა იყო? ამ გამოცდილ და მცოდნე
მოხუცებულს, რომელმაც ჩინებულად იცის, რამდენად მაცდურია
გარეგნული ნიშნები, დღიდან დღემდე სულ უფრო მძიმედ აწევს
გაურკვეველი შიში. დიდმა ბავშვმა, ყოველ საღამოს მის მუხლებ-
თან თავმდაბლად რომ იჩოქებს და თავის ოთახში წასვლის კურ-
თხევას ითხოვს, მისი საიდუმლო იცის, აბატმა მენუ-სეგრემ დონი-
სანისა კი – არა. დაჟინებული დაკვირვების მიუხედავად, ვერ ხე-
დავდა მასში შელახულ სიამაყესა და თავმოყვარეობას, საკუთარ
თავში უიმედო ქექვას, რწმენისა და უნდობლობის მონაც-
ვლეობას და სასოწარკვეთილებას, მღელვარებას, რისი ნიშნე-
ბიც არ იმალება... და მაინც... „ნუთუ მისი გული სულ ტყუილად
შევაშფოთე“, ფიქრობდა ზოგჯერ აბატი მენუ-სეგრე, როდესაც
ამაოდ ცდილობდა ვიკარს მისთვის თვალი გაესწორებინა, „წმინ-
დაა თუ არა ის ცეცხლი, მის გულში რომ გიზგიზებს? ჩინებულად
იქცევა, ვერაფერს უსაყვედურებ; მისი გულმოდგინება ფუჭი არ
არის, საქმეს ადგება და ეკლესიისთვის უკვე შედეგიც მოაქვს...
რა შეიძლება უსაყვედურო? რამდენი სხვა იგრძნობდა თავს ბედ-
ნიერად, ასეთი ადამიანის გვერდით რომ უწევდეს სიბერის წლე-
ბის გატარება! შინაგანად წმინდანია და მაინც არის მასში რაღაც,
რაც ხელს გკრავს, თავის დაცვას გაიძულებს... სიხარული აკ-
ლია...“

***
მაგრამ აბატმა დონისანმა იცოდა, რა არის სიხარული.
არა დაფარული, არამყარი, ხან უკიდეგანო, ხანაც მინავლუ-
ლი, არამედ სხვა სიხარული – უფრო სანდო, ღრმა, ერთგვარო-
ვანი, დაუშრეტელი და შეიძლება ითქვას, ამოუწურავი – ცხოვრე-
ბაში სხვა ცხოვრების მსგავსი, ახალი ცხოვრების მომცველი. რო-
გორც არ უნდა ეცადა ყველაზე შორეული წარსულის გახსენება,
ამის მსგავსი არაფერი ახსენდებოდა, ვერც იმას იხსენებდა,
ოდესმე თუ შეუგრძნია ან მოუსურვებია ასეთი რამ. ახლა კი
ფრთხილი სიხარბით ეწაფებოდა, როგორც დამღუპველ საგან-
ძურს, რომელსაც უცნობი ბატონი წუთი-წუთზე წაართმევს, მაგ-
რამ რომლის გარეშე სიცოცხლე უკვე წარმოუდგენელი ეჩვენება.
ამ სიხარულის მომასწავებელი რაიმე გარეგნული ნიშანი არ არ-
სებობდა და როგორც ჩანს, ისევე გაგრძელდებოდა, როგორც
დაიწყო, არაფერი ამყარებდა, იმ სინათლის მსგავსად, რომლის
წყარო დაფარულია, სადაც დაინთქმება ყველა ფიქრი, ისე, რო-
გორც ერთადერთი წამოყვირება უკიდეგანო ჰორიზონტის გავ-
ლით სიჩუმის პირველ წრეს არ სცდება... ეს მოხდა იმავე ღამეს,
როდესაც კამპანის საკათედრო ტაძრის მღვდელმა უცნაური გა-
მოცდა მოუწყო, საძინებელში, რომელსაც განთიადისას თავი
შეაფარა საბრალო მღვდელმა, მღელვარებით აღსავსე გულით.
ფანჯრებში მოჩანდა რაღაც ნაცრისფერი, რისთვისაც დღის დარ-
ქმევა გაჭირვებით შეიძლებოდა და მასთან ერთად იკვეთებოდა
თოვლით დაფარული ნაცრისფერი მიწა, რომელსაც დასასრული
არ უჩანდა. მაგრამ აბატი დონისანი მას ვერ ხედავდა. გაშლილ
საწოლთან დაჩოქილი, გონებაში იხსენებდა უცნაური საუბრისას
წარმოთქმულ თითოეულ წინადადებას, ცდილობდა შინაარსში
ჩაწვდომას, მაგრამ როგორც კი მეტისმეტი სიზუსტით, მეტისმეტი
სიცხადით ახსენდებოდა გაგონილთაგან რომელიმე სიტყვა,
ფიქრს წყვეტდა. ბრმად იბრძოდა ახალი და კიდევ უფრო საშიში
საცდურის წინააღმდეგ და უიმედობა იპყრობდა, რადგან მისთვის
სახელი ვერ მოეძებნა.
წმინდანობა! ამაღლებული მიამიტობით, ერთი ხელის დაკ-
ვრით გაიზიარა ბრძანება, უკანასკნელიდან პირველ რიგში აღ-
მოჩენილიყო. თავის არიდებას არ აპირებდა.
„იქ, სადაც ღმერთი გიხმობთ, უნდა ახვიდეთ“, უთხრეს მას.
უხმეს. „ახვიდეთ ან სამუდამოდ დაიღუპოთ“. დაღუპული იყო.
მტკიცე რწმენა, რომ ასეთი ბედისთვის შეუფერებელია,
ლოცვის საშუალებასაც კი უსპობდა და სიტყვები მის ბაგეებს ვერ
სწყდებოდა. ღმერთის ნება არაადამიანურ დაღლილობად დააწ-
ვა მის საბრალო სულს. მასში შეწყდა რაღაც, რაც სიცოცხლეზე
უფრო სანატრელია. მოხუცებულ ხელოვანს, რომელიც დაწყებუ-
ლი ნამუშევრის წინ მკვდარი იპოვეს მიუღწეველი შედევრის გა-
მო სევდით სავსე თვალებით, გიჟს, რომელიც უაზროდ ლუღლუ-
ღებს და ვეღარ უმკლავდება თავისუფლად მოშლიგინე გარეული
ცხოველების სადარ გამოსახულებებს საკუთარ გონებაში, პირაკ-
რულ ეჭვიანს, რომელსაც ზიზღის გამოხატვა მხოლოდ მზერით
შეუძლია საყვარელი ქალის შეურაცხყოფილი სხეულის წინ – მა-
თაც კი არ უგრძნიათ ასეთი დახვეწილი და ვერაგი ნესტრის – სა-
სოწარკვეთილების, გულში ღრმად შეღწევა. საბრალოს არასო-
დეს (თავად ასე სჯერა) დაუნახავს საკუთარი თავი ასე ცხადად,
ასე შეულამაზებლად. უვიცი, მშიშარა, სასაცილო, სამუდამოდ შე-
ბოჭილი სავალდებულო მოკრძალებით, ეჭვიანი, თავის თავში
ჩაკეტილი, სულებთან კავშირის გარეშე, მარტოსული, უნაყოფო
გონებითა და გულით, დიადი სულების მქონეთათვის დამა-
ხასიათებელი ხელგაშლილობით სიკეთის გულუხვად გაცემის,
გაუფრთხილებელი ნაბიჯების გადადგმის უნარს მოკლებული,
სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი. ვაგლახ! იქნებ ის, რასაც მას-
ში მოძღვარი ხედავს, ოდესღაც მიღებულ და ახლა უკვე გაფან-
ტულ ნიჭთა ნამცეცებია! დაღუპული თესლი ვეღარ გაიხარებს.
თუმცა, ის ჩათესეს. ახსენდება ბავშვობისდროინდელი ათასობით
მოგონება, ღმერთთან უცნაურად დაკავშირებული და ზმანებები,
სწორედ ის ზმანებები – ოჰ, მრისხანებავ! – რომელთა საშიში
სიტკბოება აფრთხობდა და თავგამოდებული ლოცვებით თანდა-
თან ჩაახშო... მაშ, ეს იყო დაუვიწყარი ხმა, რომელიც ცოტა ხანს
ესმოდა, ვიდრე სამუდამოდ სიჩუმე დაისადგურებდა. ისე, რომ
ვერც კი მიხვდა, მისკენ გაწვდილ ღვთიურ ხელს გაექცა – საყვე-
დურით აღსავსე სახეც ეზმანა – შემდეგ გაისმა უკანასკნელი, შო-
რეული ძახილი გორაკების თავზე, ოხვრასავით სუსტი. თი-
თოეული ნაბიჯით კიდევ უფრო ღრმად შედის გადასახლების ად-
გილზე, მაგრამ უფლის ნიშანი მის შუბლზე სამუდამოდაა აღბეჭ-
დილი და ღმერთის მსახურმა ეს შენიშნა.
„შემეძლო...“ „მე უნდა...“ ...საზარელი სიტყვები! და თუნდაც
ერთი წუთით რომ დაეძლია ისინი, ხელახლა გახდებოდა საკუ-
თარი თავის ბატონ-პატრონი; ასე კარნახობს შინაურებს თავის
მოგონებებს დამარცხებული გმირი, მუდმივად გადააკეთ--
გადმოაკეთებს და ააღორძინებს წარსულს, რომ ჩაკლას გულში
ჯერ კიდევ მტოკავი მომავალი. ყველაზე ძლიერები შუა გზაზე
არასოდეს მიატოვებენ წამოწყებულს. საკმარისია გარკვეული
საზღვრების გადალახვა, რომ კეთილგონიერება გახელებად იქ-
ცევა. ამ ადამიანს, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში
ცოდვილს იესო-ქრისტეს მზერით შესცქეროდა, ვის იმედსაც ყვე-
ლაზე დაუმორჩილებლებმაც ვერაფერი დააკლეს, და ვინც, წმინ-
და სქოლასტიკის9 დარად, ამდენი რამ მოასწრო იმიტომ, რომ
უფრო მეტად უყვარდა, იმ ტრაგიკულ წუთებში ძალა არ ეყო
შეეხედა ჯვარცმისთვის, რომლის წყალობით ყველაფერი შესაძ-
ლებელია. როგორც ჩანს, გონებაში არ გაუვლია ქრისტიანული
სულისთვის უპირველესი, ეს მარტივი აზრი, რომელიც განუყო-
ფელი ჩანს ჩვენი უძლურებისა და ჭეშმარიტი თავმდაბლობისგან.
„ღმერთის წყალობა გავფანტეთ“, იმეორებდა მასში უცნაური
ხმა, მისას რომ ძალიან წააგავდა, „განგვსაჯეს და დაგვსაჯეს... მე
უკვე აღარც ვარსებობ: თუმცა, შემეძლო მეარსება!“

9
წმინდა სქოლასტიკი (VI ს.) – ღირსი ბენედიქტე ნურსიელის, დასავ-
ლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლის და,
რომელიც დასავლეთ ევროპაში მონაზონთა პირველი მონასტრის და-
მაარსებელი იყო.
ოცი წლის შემდეგ ლიუმბრელი კიურე, ცრემლმორეული ეუბ-
ნებოდა მამა დე შარას, ეგბელის ტრაპისტი ცისტერციანელების10
სააბატოს მომავალ აბატს, რომელიც სინანულით ჩიოდა მის
თავს დამტყდარი სულიერი მარტოობის შესახებ და იმის გამოც,
რომ სულის ცხონების აღარ სჯეროდა:
– ძალიან გთხოვთ, გაჩუმდით... ვერც კი წარმოგიდგენიათ,
ზოგიერთი სიტყვა ჩემში რას იწვევს; სასიკვდილო სარეცელზეც
კი, ღვთის კალთას შეფარებულმაც კი, ისინი დაუსჯელად არ უნ-
და გავიგონო.
მაგრამ მღვდელი არ ცხრებოდა, ევედრებოდა, მისთვის მო-
ესმინა, სულებისადმი მოწყალების გამოჩენისკენ მოუწოდებდა,
და უეცრად კიურე სწრაფად წამოდგა, თვალებს აცეცებდა, პირი
მაგრად მოეკუმა, ჩალის სკამის საზურგეს ჩაჰფრენოდა.
– აღარაფერი თქვათ! – წამოიყვირა ისეთი ხმით, რომ სტუ-
მარი ადგილზე გაშეშდა, – გიბრძანებთ!..
მცირეხნიანი დუმილის შემდეგ, ჯერ ისევ ფერმკრთალმა და
აცახცახებულმა, აკანკალებული ხელები შემოხვია მამა დე შარას
თავზე და გულზე მიიკრა, სულში ჩამწვდომი მღელვარებით უთ-
ხრა:
– შვილო ჩემო, ზოგჯერ ჩემს ნამდვილ სახეს გამოვაჩენ
ხოლმე... საბრალო სულები მათზე უფრო საბრალოსთან მოდი-
ან!.. ისეთი არაერთი განსაცდელი გამომივლია, გამხელას ვერა-
ვისთან გავბედავ, რადგან მეშინია, რომ ჩემდამი მათმა უსაზ-
ღვრო ნდობამ ჩემს თავს დატეხილი უბედურებანი ხოტბის საგ-

10
ტრაპისტი ცისტერციანელები – ცისტერციანელთა ორდენის გან-
შტოება, რომელიც 1664 წელს დააარსა არმან-ჟან ლე ბუტილიე დე
რანსემ ლა ტრაპის მონასტერში სხვა ცისტერციანულ მონასტრებში წე-
სების შერბილებისა და კორუფციის საპასუხოდ. ტრაპისტები სამონას-
ტრო ცხოვრების განსაკუთრებულად მკაც წესებს მისდევდნენ.
ნად არ აქციოს... ძალიან მჭირდება, ჩემს სახელზე ილოცონ და
ამის ნაცვლად, ხოტბას მასხამენ!.. მაგრამ მათ არ სურთ, ჩემდამი
რწმენა დაკარგონ.
მაინც გათენდა. დეკემბრის მოწყენილი დღის სინათლეზე პა-
ტარა, ღარიბული ოთახის არეულობა კარგად გამოჩნდა: შეუღე-
ბავი ხის მაგიდა ზედ მიმოფანტული წიგნებით, კედელთან მი-
წეული საწოლი იატაკზე მოთრეული თეთრეულით, და გულისამ-
რევი ფერგადასული შპალერი... ერთხანს საბრალო მღვდელი
უმზერდა ოთხ კედელს, რომლებიც ხელის გაწვდენაზე იყო და
ეგონა, მათი სიმძიმე გულზე დააწვა. აუტანელმა შეგრძნებამ,
რომ ხაფანგშია მოქცეული, გარბის დერეფანში, რომელსაც გა-
სასვლელი არ აქვს, უეცრად აიძულა ფეხზე წამომდგარიყო, აუხ-
სნელმა შიშმა აიტანა, შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა, მკლავები
უღონოდ ჩამოუშვა.
და შემდეგ ერთბაშად სიჩუმე ჩამოწვა.
ასე გადაუვლის ბრბოს ზუზუნი, რომელიც მოლოდინისწინა
სრულ სიჩუმეს მოასწავებს... კიდევ ერთ წამს ზუზუნი ჰაერს თით-
ქოს ნელა არხევს, მერე წყნარდება. შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ
ათასობით ხმით სავსე ცოცხალი მასა ირინდება.
აბატ დონისანის გულში ამგვარად ათასობით ურთიერთსაწი-
ნააღმდეგო ხმა ილანძღებოდა, ბუზღუნებდა, გაცეცხლებული იწ-
ყევლებოდა, ერთმანეთის გადაფარვას ცდილობდა და მერე ყვე-
ლა დადუმდა. ცდუნება არ ჩამცხრალა: ის გაქრა. აბატ დონისა-
ნის უკიდურეს ზღვრამდე მისულმა ნებისყოფამ დაბრკოლების
ჩამოშორება იგრძნო და ეს სიმსუბუქე ისეთი მოულოდნელი აღ-
მოჩნდა, რომ საბრალო მღვდელს, ყველა მოდუნებული კუნთით,
ეგონა, სადაცაა ფეხქვეშ მიწა გამოეცლებოდა. მაგრამ ეს უკანას-
კნელი განსაცდელი მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა და ადამი-
ანმა, რომელიც აქამდე უიმედოდ იბრძოდა, სულ უფრო მზარდი
ტვირთით, უეცრად გამოიღვიძა ჩვილზე უფრო მსუბუქმა, ისეთ
გასაოცარ სიცარიელეში, რომ სიცოცხლის შეგრძნებაც კი და-
კარგა.
ეს არ იყო სულიერი სიმშვიდე, რადგან ჭეშმარიტი სულიერი
სიმშვიდე ძალთა თანაფარდობაა, რისგანაც კოცონივით აგიზგიზ-
დება საკუთარი თავის რწმენა. ვინც სულიერ სიმშვიდეს მიაღწია,
სხვა აღარაფერს ელის, ის კი ელოდა რაღაცას, რაღაც ახალს,
რაც სიჩუმეს ბოლოს მოუღებდა. ეს არ იყო შვება ადამიანური
ტკივილის ფსკერამდე დასული ტანჯული სულისთვის, რადგან
ასეთ დროს სული ისვენებს, დონისანს კი უფრო მეტი სურდა.
არც დიადი სიყვარულის განადგურებას ჰგავდა, რადგან მთელი
არსების გათავისუფლების შემდეგ, გული ისევ ცოცხალია და
სურს, უფრო მეტი გასცეს, ვიდრე მიიღოს...
მას კი არაფერი სურდა: ის ელოდა.

***
თავდაპირველად ეს იყო ფარული, შეუმჩნეველი, თითქოს
გარედან შემოპარული სიხარული, სწრაფი, მტკიცე, თითქმის
თავშემაწყენელიც კი. რის უნდა გეშინოდეს ან რა უნდა გეიმედე-
ბოდეს ჩამოუყალიბებელი, გაურკვეველი, ნაპერწკალივით მსუბუ-
ქი სურვილისგან?.. და მაინც, ისე როგორც ორკესტრის გუგუნში
დირიჟორის ყური გამოარჩევს ყალბი ნოტის შეუმჩნეველ ვიბრა-
ციას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია მისი აფეთქების შეჩერება,
ასევე არ ეპარებოდა ეჭვი კამპანელ ვიკარს, რომ რასაც შეუც-
ნობლად ელოდა, მოვიდა.

***
დაორთქლილი მინების მიღმა, მთელი ჰორიზონტი ცის ქვეშ
მხოლოდ გადღაბნილი კონტური იყო, თითქმის ბუნდოვანი, ხო-
ლო დღის მთელი სინათლე თითქოს აბატის პატარა ოთახში შეკ-
რებილიყო, უძრავი, რძისფრად განათებული, სიჩუმით აღსავსე,
როგორც წყალში დანახული გამოსახულება. და აბატი დონისანი
სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ეს სიხარული მასზე სულიწ-
მიდის გადმოსვლას წარმოადგენდა.
მღელვარება გაქრა და მის გონებაში თანდათან წამოტივტივ-
და ფიქრები, რომელიც მანამდე მღელვარებას კვებავდა, მაგრამ
ახლა მათ ძალა დაჰკარგვოდათ. მას შემდეგ, რაც პირველმა
შიშმა გადაიარა, მისმა მშიშარა მახსოვრობამ ფრთხილად, სათი-
თაოდ დაიწყო მათი გახსენება. თავბრუ დაეხვა, როდესაც იგ-
რძნო, რომ ისინი დამორჩილებული, უვნებელი, მისი იდუმალი
სიმსუბუქის თავმდაბალ მსახურებად ქცეულიყვნენ. გონებაში
გაუელვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და უმაღლეს საფე-
ხურსაც კი მიაღწია. უხილავმა ხელმა ამოიყვანა უფსკრულიდან,
სადაც ეგონა, სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო და იმავე ხელმა
ისე შორს წაიყვანა, რომ საკუთარი ეჭვი, საკუთარი უიმედობა, სა-
კუთარი შეცდომები უკვე გადასხვაფერებული, განდიდებულიც კი
ეჩვენებოდა. გასცდა იმ სამყაროს საზღვრებს, სადაც დიდი ძა-
ლისხმევის ფასად უჯდებოდა თითოეული წინ გადადგმული ნაბი-
ჯი და მიზანს ელვის სისწრაფით უახლოვდებოდა. ეს შინაგანი
ზმანება ხანმოკლე იყო, თუმცა თავბრუდამხვევი. როდესაც შეწ-
ყდა, ყველაფერი ხელახლა მოიქუფრა, თუმცა იმავე ალერსიან
სინათლეში ცხოვრობდა და სუნთქავდა, ხოლო ნანახმა და შემ-
დეგ გამქრალმა ზმანებამ უტყუარობის ნაცვლად, თავისი სისავ-
სით გულს რომ უკლავდა, აღუწერელი წინათგრძნობა დაუტოვა.
ხელი, რომელმაც უფსკრულიდან ამოიყვანა, ოდნავ მოეშვა,
თუმცა მზად იყო, ისევ დაეჭირა, აღარასოდეს მიატოვებდა... და
იქვე რაღაცის ყოფნის იდუმალი გრძნობა ისეთი ძლიერი აღმოჩ-
ნდა, რომ აბატმა უეცრად თავი მიაბრუნა, თითქოს მეგობრის-
თვის თვალის გასწორება სურდა.
მაგრამ სიხარულის წიაღშიც კი რაღაც კიდევ დარჩა, რაც არ
შთანთქა ექსტაზმა. ეს აწუხებს, აღელვებს უკანასკნელი ბორკი-
ლივით, რომლის გაწყვეტას ვერ ბედავს... ამ კავშირის გაწყვეტის
შემდეგ დინება საით წაიღებს?.. ზოგჯერ ეს ბორკილი მოეშვება
და მისი არსება ღუზაჩაშვებული ხომალდივით ტორტმანებს და
ფსკერისკენ მიექანება... ეს მხოლოდ ხუნდი, დასაძლევი დაბ-
რკოლებაა?.. არა: ის, რაც ეწინააღმდეგება, ბნელი ძალაა. ის
გრძნობს, აკვირდება, ვარაუდობს. თავის დასამკვირდებლად იბ-
რძვის... თავად ხომ არ არის? იქნებ დამძიმებული გონებაა, რო-
მელიც ნელ-ნელა ფხიზლდება?.. მოციქულის გასაოცარი სიტყვე-
ბით, სიხარულის საზღვარი სულისა და გონების გაყოფაა. შეუძ-
ლებელია უფრო შორს წასვლა ისე, რომ არ მოკვდე.
არა! თავის მიბრუნების შემდეგ აბატი დონისანი მეგობრის
მზერის ნაცვლად სარკეში საკუთარ გაფითრებულ და დაღრეჯილ
სახეს ხედავს. მაშინვე ამაოდ ხრის თვალებს: უკვე ძალიან
გვიანაა. თავადვე გააოცა ამ ინსტინქტურმა ჟესტმა; მის არსში
ჩაწვდომას ცდილობს. რას ეძებდა? აქამდე ბუნდოვანი, გაურკვე-
ველი მღელვარების ეს მატერიალური ნიშანი თითქმის ისევე აფ-
რთხობს, როგორც რეალური, თვალით დასანახი არსებობა. თა-
ვის გარშემო რაღაცის არსებობა ახლა გრძნობაზე მეტია, ცხადი,
ამოუხსნელი შეგრძნება. მარტო აღარ არის... მაგრამ ვისთან ერ-
თადაა?
გონებაში ის-ისაა ჩამოყალიბებული ეჭვი უკვე ფეხს იკიდებს.
პირველივე მოძრაობა ისაა, რომ მუხლის მოყრა და ლოცვა
სურს. მეორე ის, რომ ლოცვა მის ბაგეებს ვერ სწყდება. თავ-
მდაბლური სასოწარკვეთილების შეძახილი არ აღმოხდება: ამა-
ოდ მიიღო უზენაესი გაფრთხილება. გაკერპებული ნება უკვე და-
უსხლტა უფსკრულიდან ამომყვან ხელს, ახლა ის სხვა ხელმა და-
იპყრო, რომელმაც არც შებრალება იცის და არც გულმოწყალე-
ბა.
აჰ! ის, მეორე, როგორი ძლიერი და მოხერხებულია, საჭი-
როების შემთხვევაში როგორი მომთმენია და როცა მისი დრო
დგება, ელვასავით სწრაფია! ლიუმბრელი წმინდანი ერთ დღესაც
საკუთარი თვალით დაინახავს თავისი მტრის სახეს. ამჯერად კი
ბრმად უნდა იმოქმედოს, პირველი მარცხი გადაიტანოს. ამ უც-
ნაური ადამიანის ცხოვრება, რასაც შეიძლება გულსაკლავი სიკ-
ვდილით დასრულებული გააფთრებული ბრძოლა ეწოდოს, იქნე-
ბოდა თუ არა ასეთი, თუკი ამ დარტყმის, ამ მარცხის გამო, გულ-
მოწყალების იმედად, მაშინვე დანებდებოდა, დახმარებას ითხოვ-
და? გახდებოდა თუ არა ერთ-ერთი იმ წმინდანთაგანი, რომელ-
თა ამბავი ზღაპარს ჰგავს, მისი იმ ალერსიანი მბრძანებლების
მსგავსი, რომლებსაც ბავშვი მეფის ღიმილი აქვთ?..
თუმცა, რა საჭიროა მარჩიელობა? გადამწყვეტ წუთს ის
ბრძოლაზე თანხმდება, არა ამპარტავნებით, არამედ დაუძლევე-
ლი აღტაცებით. მოწინააღმდეგის მიახლოებისას, შიშის ნაცვლად
სიძულვილს გრძნობს. ის ომისთვისაა დაბადებული; მის გზაზე
ყოველი მოსახვევი სისხლითაა მორწყული.
თუმცა, იდუმალი სიხარული, თითქოს გონების ავანგარდში,
ისევ ფხიზლობს, როგორც პატარა კოცონი, რომელსაც ქარის
დაბერვა ააბრიალებს... და ოჰ, უგუნურებავ! ახლა სწორედ მას
მიუტრიალდა. უნაყოფო სული, რომელმაც წარსულში მდუმარე
და მორჩილი სევდის გარდა სხვა სიხარული არ იცოდა, გაოცე-
ბულია, შემდეგ დამფრთხალი, ბოლოს კი ამ აუხსნელი სიტ-
კბოების წინააღმდეგ იქოჩრება. მისტიკური ამაღლების პირველ
ეტაპზე საბრალოს გამბედაობამ უმტყუნა და თავბრუ ესხმის, ძა-
ლას არ იშურებს პასიური ჩაფიქრებულობის, შინაგანი დუმილის
დასარღვევად, რადგან მოჩვენებითი განცხრომა აბნევს... მასსა
და ღმერთს შორის ვინც აღმოჩნდა, როგორ ოსტატურად გაძ-
ვრა! როგორ მიიწევს წინ და უკან იხევს, ისევ მიიწევს, ფრთხი-
ლი, გამჭრიახი, ყურადღებიანი... უკვე გაკვალულ გზას მიჰყვება!
საბრალო მღვდელს ჰგონია, რომ თავი დააღწია დაგებულ ხა-
ფანგს, მაშინ როდესაც მისი ორივე მარწუხი იკეტება და რაც უფ-
რო მეტად გაუძალიანდება, მით უფრო მაგრად მოუჭერს. ჩამო-
წოლილ სიბნელეში სუსტი სინათლე თავისკენ იწვევს... აბატი კი
ეძახის, ლამის სასოწარკვეთილებით უხმობს გასაოცრად გაფან-
ტულ კაეშანს. ყოველგვარი უტყუარობა, თუნდაც უარესის, უფრო
უკეთესი არ არის, ვიდრე გზასაყარზე, უკუნეთში, დაეჭვება? ეს
უმიზეზო სიხარული მხოლოდ ილუზია უნდა იყოს. იმედი, ასეთი
იდუმალი, ყველაზე ინტიმური, ყველაზე ღრმად, უეცრად წარ-
მოქმნილი – რომელსაც არ ჰყავს ობიექტი – განუსაზღვრელი,
მეტისმეტად ჰგავს თვითკმაყოფილ ამპარტავნობას... არა! შეუძ-
ლებელია ღმერთის წყალობა ასეთი გრძნობისმიერად მიმზიდვე-
ლი იყოს... ეს სიხარული უნდა ამოძირკვოს!
როგორც კი გადაწყვეტილება მიიღო, აღარ ყოყმანობს. იქ-
ვე, იმავე წუთს განსახორციელებელი მსხვერპლშეწირვის აზრი
მასში სხვა ცეცხლს აღვივებს – შეუპოვარი სასოწარკვეთილების,
ამ უნიკალური ადამიანის სიძლიერისა და სისუსტის ნიშანს, და
იარაღს, რომელსაც მისი გულის დასაკოდად კიდევ არაერთხელ
გამოიყენებს სატანა. მისი სახე, ახლა გახევებული, ჩამუქებულ
მზერაში წინასწარ განზრახული ძალადობის გადაწყვეტილებას
მოწმობს. ფანჯარას უახლოვდება და აღებს. ფანჯრის გარდიგარ-
დმო გადებული ძელი, რომელიც ოდესღაც გატყდა აბატ მენუ--
სეგრეს წინამორბედის ახირების გამო, შეცვალა ბრინჯაოს ჯაჭ-
ვმა, რომელიც, ალბათ, საეკლესიო საცავის რომელიღაც კარა-
დაში იპოვეს. აბატი დონისანი თავისი ღონიერი ხელებით ამოაძ-
რობს ჯაჭვის დამჭერ ორ ლურსმანს. ერთი წუთის შემდეგ უც-
ნაური მათრახი სტვენით ეშვება მის ზურგზე.
შემთხვევით წამოცდენილი სიტყვა, რამდენიმე ახლობლის
მონათხრობი, იშვიათი და გაუგებარი სიტყვებით გადმოცემული
აღიარება – მხოლოდ ამათ საფუძველზე შეიძლება წარმოდგენა,
სხეულის გვემის რომელ იშვიათ და განსაკუთრებულ მეთოდებს
იყენებდა ლიუმბრის კიურე, რომელსაც ყველაფრის ზედმიწევ-
ნით შესრულება სჩვეოდა. ეშმაკობით მრავალჯერ აუცილებია
თავიდან ცნობისმოყვარეები და რომელიმე ცნობილი მწერალი,
სულთა მეხოტბე (როგორც საკუთარ თავს უწოდებენ ხოლმე),
ასეთ იშვიათ ადამიანთან შესახვედრად მოსული, უკან თავგზააბ-
ნეული გაბრუნებულა. მაგრამ თუკი ჩვენთვის ასე თუ ისე ცნობი-
ლია ზოგიერთი მეთოდი, რასაც სხეულის გვემისთვის იყენებდა,
მაგალითად, მარხვები, რომელთა სიმკაცრე გონიერების ყო-
ველგვარ საზღვარს სცდება, საფლავში ჩაიტანა ბევრად უფრო
მკაცრი ზომების საიდუმლო. მისი უკანასკნელი თხოვნა მეგობრი-
სადმი იყო – შეებრალებინა და მისთვის ექიმი არ გამოეძახებინა.
საბრალო გოგო, რომელიც უვლიდა, მომავალში ანგელოზების
დედა მარიამის სახელით ცნობილი იღუმენია, მაშინ ქალაქ ბრე-
სის მოქალაქეთა სახლებში მოსამსახურედ მუშაობდა და ჰყვებო-
და, რომ ლიუმბრელი კიურეს კისრის ძირი და მხრები დაფარუ-
ლი იყო ნაიარევებით, რომელთაგან ზოგი ნეკა თითის სისქეზე
ამობურცვოდა. ექიმმა ლავალმა, ავადობის პირველი შემოტევის
დროს, მის ფერდებზე ძველი დამწვრობების კვალი აღმოაჩინა
და გულწრფელად გაოცდა, მაგრამ სირცხვილისგან გაწითლე-
ბულ წმინდანს მასთან სიტყვა არ დაუძრავს...
– თავის დროზე მეც ჩამიდენია ერთი-ორი სიგიჟე, – უთხრა
ერთ საღამოს აბატ დარჟანს, რომელიც „მეუდაბნოე მამების
ცხოვრების“ ერთ-ერთ თავს უკითხავდა, მერე მისი კითხვით აღ-
სავსე მზერის საპასუხოდ, უხერხული ღიმილით, თუმცა ეშმაკუ-
რად, დაამატა:
– ხომ იცით, ყმაწვილებს ყოყმანი არ სჩვევიათ, თავიანთი
ბრაზი როგორმე უნდა დაიცხრონ.
ახლა კი, საწოლის ბოლოში მდგარი, დაუღალავად, ცივსის-
ხლიანი მრისხანებით ირტყამდა ზურგზე ჯაჭვს. პირველი დარ-
ტყმების შემდეგ ამობერილი კანიდან მხოლოდ რამდენიმე წვეთი
სისხლი წამოვიდა. მაგრამ მერე მოულოდნელად მეწამული სის-
ხლის ნაკადმა იფეთქა. ყოველი დარტყმისას ჯაჭვი სტვენდა,
ერთ წამს მის თავზე მოირკალებოდა, შემდეგ ფერდში ესობოდა
და გველივით იგრიხებოდა: იმავე მოძრაობით მოიშორებდა
სხეულიდან და ისევ თავზემოთ აღმართავდა; ძნების გამლეწავი
გლეხივით აკურატულად, ყურადღებით ირჯებოდა. მწვავე ტკივი-
ლი, რომელსაც ჯერ ყრუ კვნესით უპასუხა, შემდეგ კი – ოხვრით,
თითქოს ჩაახშო ზურგზე წურწურით ჩამოსულმა თბილმა სის-
ხლმა, რასაც საზარელი ალერსივით გრძნობდა. მის ფეხებთან
თანდათან ისე იზრდებოდა მოყავისფრო-მოწითალო ლაქა, რომ
ვერც კი ამჩნევდა. ვარდისფერი ბურუსი ჩამოწვა მის მზერასა და
გაფითრებულ ცას შორის, რომელსაც დაბინდული თვალებით უმ-
ზერდა. მერე უეცრად ეს ბურუსი გაქრა და მასთან ერთად –
თოვლიან-ტალახიანი პეიზაჟი, დღის სინათლეც. მაგრამ ჩამოწო-
ლილ უკუნეთში ისევ და ისევ ირტყამდა ჯაჭვს, ასე გააგრძელებ-
და სულის ამოხდომამდე. გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილისგან
დაბინდული გონება სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობდა, სურვილიც
აღარაფერი ჰქონდა ერთის გარდა – ამ აუტანელ სხეულში ბო-
როტებამდე, საკუთრივ ბოროტების პრინციპამდე მიეღწია და
გაენადგურებინა. თითოეული ახალი ძალადობა იწვევდა
მეორეს, უფრო ძლიერს, რომელიც მაინც არ იყო საკმარისი მის
დასაკმაყოფილებლად, რადგან მიაღწია იმ უკიდურეს წერტილს,
როდესაც მოტყუებული სიყვარულის ძალა მხოლოდ ნგრევაა.
შესაძლოა იმის სჯეროდა, რომ მოახერხებდა ჩაეხშო და მოეძუ-
ლებინა საკუთარი თავის ეს ნაწილი, მეტისმეტად დამამძიმებე-
ლი, თავისი სიღატაკის ტვირთი, რომლის აზიდვა შეუძლებელია;
ან იქნებ, სხეულის ამ გზით მოკვდინება სურდა, როგორც მოცი-
ქულს, მისგან გათავისუფლებას რომ ნატრობდა, მაგრამ ცდუნება
მის გულში მეტისმეტად შორს იყო წასული და საკუთარი თავი
შესძულდა. ასე ხდება – როდესაც ადამიანი ვერ ისრულებს ოცნე-
ბას, თავს შეიძულებს ხოლმე... მაგრამ ხელთ მხოლოდ უწყინარი
იარაღი ჰქონდა, რომლითაც ამაოდ ტანჯავდა სხეულს.
ამის მიუხედავად, თვალებდახუჭული, სისხლითა და ოფლით
გაწუწული, დაუღალავად ირტყამდა ჯაჭვს და ერთადერთი, რაც
ფეხზე ჯერ კიდევ აჩერებდა, მისი იდუმალი მრისხანება იყო. ყუ-
რები უბზუოდა, გეგონებოდა წყალში ჩავარდნილი ქვასავით
მიექანებოდა ფსკერისკენ. მაგრად მოჭუტული ქუთუთოების
მიუხედავად, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მის თვალწინ ცისკენ ატ-
ყორცნილმა ცეცხლმა გაიელვა, შემდეგ საფეთქლებმა ფეთქვა
ისე სწრაფად დაიწყო, რომ მთელი თავი მტკივნეულად უთრთო-
და. მის გაშეშებულ თითებში ჯაჭვი უფრო და უფრო რბილი და
ცოცხალი, უცნაურად მოქნილი და დაუნდობელი გახდა, მოქნევი-
სას სუსტი სტვენა ისმოდა. ამის შემდეგ მას, ვისაც ლიუმბრელი
წმინდანი უწოდეს, აღარასოდეს გაუბედავს ასე უშიშრად წასული-
ყო ბუნების წინააღმდეგ. აღარასოდეს გამოუწვევია ის. წელს ქვე-
მოთ მისი სხეული სხვა არაფერი იყო, მწველი იარის გარდა, ას-
გზის დანაკუწებული და ხელახლა დაფლეთილი, საიდანაც აქა-
ფებული სისხლი მოდიოდა და ამის მიუხედავად, ყველა იარა
ერთ დიდ სატანჯველად იქცა – განუსაზღვრელ, ყოვლისმომ-
ცველ, დამათრობელ სატანჯველად, რომელიც შეედრება მხო-
ლოდ თვალის ცახცახს კაშკაშა სინათლის წყაროსთან შეხვედ-
რის შემდეგ, ტკივილის გარდა სხვას რომ ვეღარაფერს
გრძნობს... უეცრად მეტისმეტად ადრე მოქნეული ჯაჭვი დაიკლაკ-
ნა, კინაღამ ხელიდან გაუვარდა და მტკივნეულად მოხვდა მკერ-
დში. მისი უკანასკნელი რგოლი მარჯვენა ძუძუს თავს გაუსწორდა
და ისე აათალა ხორცი, როგორც შალაშინი აყრევინებს მორს
ბურბუშელას. შეჰყვირა უფრო მოულოდნელობის, ვიდრე ტკივი-
ლის გამო და ყვირილი მაშინვე ჩაახშო, ისევ ასწია ბრინჯაოს
მათრახი. მის თვალებში აბრიალებული ცეცხლი ამ ქვეყნისა
აღარ იყო. მას ასაზრდოებდა საკუთარი თავისადმი ბრმა სიძულ-
ვილი, რომელსაც ვერაფერი დააცხრობს და მის ჩასაქრობად
მთელი კაცობრიობის სისხლი რომ შეეკრიბათ, ისეთივე შედეგი
ექნებოდა, როგორც გავარვარებულ რკინაზე მოხვედრილ ერთ
წვეთ წყალს... მაგრამ აწეული მკლავი დაუშვა, თითები თავისით
გაიშალა და ხელი უღონოდ ჩამოუვარდა. იმავდროულად, წელ-
ში მოიხარა და ყველა კუნთი ერთდროულად მოუდუნდა. ნელა
დაეშვა მუხლებზე, უზარმაზარ ძალისხმევად დაუჯდა წამოდგომა,
წაბარბაცდა, ხელგაშლილი, ხელის ცეცებით, აუტანელი ტკივი-
ლისგან ერთიანად აცახცახებული სხეულით. ამაოდ სცადა ფანჯა-
რასთან მისვლა, მის მიღმა მკრთალ სინათლეს ხედავდა, მაგრამ
ვერ ცნობდა სანახევროდ დახუჭული ქუთუთოების ქვეშიდან. გა-
დატანილი საზარელი ბრძოლიდან მეხსიერებას შემორჩა მხო-
ლოდ ბუნდოვანი, გაურკვეველი, სიზმრის სადარი მოგონება.
ასეა მაშინ, როდესაც განთიადისას მშვიდად და გონებადაწმენდი-
ლად გაღვიძებულს გულის სიღრმეში შემორჩენია უხილავი, გა-
ურკვეველი მღელვარება ღამით ნანახი კოშმარის გამო... საწო-
ლის ფეხთან ჩამოჯდა, თავი გადააგდო და ჩაეძინა.
როდესაც გამოეღვიძა, ოთახს მზე ანათებდა, გაიგონა გამ-
ჭვირვალე ჰაერში სამრეკლოს ზარების რეკა. მისი საათის ისრე-
ბი ცხრას აჩვენებდა. ერთხანს მისი გონება მთლიანად მოიცვა კე-
დელზე ანარეკლმა, შემდეგ თვალები ნელა მოავლო ოთახს და
გააოცა ნაძვის პარკეტის იატაკზე ფართო მოლაპლაპე ლაქამ,
იქვე დაგდებულმა ჯაჭვმა. შემდეგ ბავშვივით გულწრფელად
გაიცინა. ესე იგი, საზარელი სამუშაო დასრულდა: ის დასრულე-
ბულია, ესაა და ეს. რაც საჭირო იყო, შეასრულა. გადატანილ გა-
ხელებას მასში მწარე კვალი არ დაუტოვებია: გონებაში ახსენდე-
ბოდა დეტალები და სათითაოდ იშორებდა თავიდან, ცნობისმოყ-
ვარეობის, განრისხების გარეშე. ახლა მისი გონება სადღაც მაღ-
ლა, ისეთ ალერსიან სინათლეში დაფრინავდა! მისი ცხოვრების
განმავლობაში გონება არასოდეს ყოფილა ასეთი მშვიდი, ასეთი
ფხიზელი, მაგრამ ამასთანავე, აუხსნელად მოწყვეტილი წარ-
სულს. უკვე აღარ გრძნობდა დათრგუნვილობას, გამოღვიძების-
თვის დამახასიათებელ შენელებულობას. უკანასკნელი საბურვე-
ლიც გაქრა, საკუთარი თავის პირისპირ დარჩა, ფხიზელი და ცინ-
ცხალი გონებით აფასებდა მას და იმავდროულად, ზეადამიანური
დაუინტერესებლობითაც.
მზე უკვე მაღლა იყო. გზაზე ჭრიალით მიდიოდა ბოგრენანის
დილიჟანსი. პატარა ბაღში აბატ მენუ-სეგრეს ნაცნობი ხმა გაისმა,
რასაც მნე ესტელის მჭახე ხმამ უპასუხა...
აბატმა დონისანმა სმენა დაძაბა და ორჯერ წარმოთქმული
თავისი სახელი გაიგონა. ინსტინქტურად საწოლიდან წამოხტომა
დააპირა. მაგრამ ის იყო, ფეხი იატაკს შეახო, რომ საზარელმა
ტკივილმა ადგილზე გააშეშა, შუა ოთახში გაჩერდა, ძლივს შეაკა-
ვა სიმწრის ღრიალი. მონუსხულობა ერთი ხელის დაკვრით გაქ-
რა.
რა ჩაიდინა?..

***
ერთხანს მოკუნტული, უძრავად მდგარი, ძალ-ღონეს იკრებ-
და ახალი ძალისხმევისთვის – მეორე ნაბიჯის გადასადგმელად,
რასაც მისი ნატანჯი სხეული წამებასავით ელოდა. მაგიდაზე და-
დებული სარკე საზარელ გამოსახულებას უჩვენებდა... ნაფლეთე-
ბად ქცეული პერანგის ქვეშ მისი შიშველი ფერდები იარად
ქცეულიყო. მკერდზე ჭრილობიდან ისევ მოჟონავდა სისხლი. უფ-
რო ღრმა ჭრილობები ზურგსა და წელზე ცეცხლივით სწვავდა
და როდესაც ხელის აწევა სცადა, მოეჩვენა, რომ ამ ცეცხლის
წვეტი პირდაპირ გულში ჩაესო. „რა ჩავიდინე?!“, ჩურჩულებდა,
„რა ჩავიდინე?!“ მაშინვე გაახსენდა, რომ სულ რამდენიმე წუთში
აბატ მენუ-სეგრეს წინაშე უნდა წარმდგარიყო, ამას მოჰყვებოდა
დიდი სკანდალი, ექიმის გამოძახება და მკურნალობა, კიდევ
ასობით მსგავსმა გამოსახულებამ გაიელვა მის გონებაში და
დათრგუნა. ამ გასაოცარ ადამიანს ერთხელაც არ მოსვლია აზ-
რად, რომ თავი გაემართლებინა და მაგალითად მოეყვანა
ღმერთის ის მსახურები, რომლებიც იმავე დალოცვილმა მრისხა-
ნებამ საკუთარი სხეულის წინააღმდეგ აამხედრა... „კიდევ ერთი
ნაბიჯი და იარები გაიხსნება“, გაიფიქრა მან, „მაშინ საშველად
დაძახება მომიწევს“.
თვალები დახარა და დაინახა, რომ სისხლის გუბეში იდგა.
– აბატო!11 – გაისმა კარს იქით მშვიდი ხმა, – აბატო!
– დიახ, ბატონო წინამძღვარო! – თავადაც მშვიდად უპასუხა.
– წირვაზე მომხმობი უკანასკნელი ზარი ეს-ესაა ჩამორეკეს,
ჩემო პატარავ: უკვე დროა, კარგა ხანია, დროა... ავად ხომ არ
ხართ?
– ერთი წუთით, თუ შეიძლება, – ისევ მშვიდად უპასუხა აბატმა
დონისანმა.
გადაწყვეტილება მიიღო, წილი ნაყარი იყო.
როგორ მოახერხა კრიჭაშეკრულმა კიდევ ერთი, გადამწყვე-
ტი ნაბიჯის გადადგმა ვარცლამდე, რომელშიც უხეში ტილოს
პირსახოცი დაასველა. რა სასწაულის ძალით გაუძლო ამოკვნე-
სის გარეშე ყინულივით ცივი წყლით ზურგისა და ფერდების მო-
სუფთავებას? როგორ მოახერხა შიშველ ტანზე თავისი ორი
უბადრუკი პერანგის შემოხვევა? ისინი მაგრად შეკრა მდორე სის-
ხლდენის შესაჩერებლად. თითოეულ მოძრაობასთან ერთად
ნაოჭები უფრო ღრმად შედიოდა იარებში. გულდასმით მორეცხა
იატაკი, სისხლით მოსვრილი თეთრეული გადამალა, გაიწმინდა
ფეხსაცმელი, ოთახი მიალაგა, კიბეზე ჩავიდა და თავისუფლად
ამოისუნთქა მხოლოდ გზაზე გასულმა – რადგან აბატ მენუ--

11
ორიგინალ ტექსტში ვიკარობის ხანაში დონისანი ზოგან აბატადაა
მოხსენიებული.
სეგრეს არ გამოეპარებოდა ციებცხელებიანის ცახცახი, კბილს
კბილზე რომ აცემინებდა... ახლა კი ზამთრის ცივი ქარი სახეზე
ეხლებოდა და ეგონა, თვალები გავარვარებული მუგუზლებივით
უელავდა. სულისშემკვრელ, თოვლის მტვრით ცისარტყელის ფე-
რებად აფერადებულ ჰაერს ისუნთქავდა და ჯიუტად არ აცილებ-
და თვალს მზით განათებულ სამრეკლოს. საკვირაოდ გამოწყო-
ბილი წყვილები ჩავლისას თავის დახრით ესალმებოდნენ, ის კი
მათ ვერც კი ამჩნევდა. ოცჯერ მაინც დასჭირდა სულის მოთქმა,
რათა ეს სამასი მეტრი გაევლო ისე, რომ არაფერი დასტყობო-
და; მის აუჩქარებელ სიარულს არ აჩნდა გაცხარებული შინაგანი
ბრძოლის კვალი, რომელსაც საკუთარი არსების სიღრმეში მო-
ძიებულ ძალებს მუჭებად უყრიდა, ფუჭად ფანტავდა და არავინ
იცის, სად იყო ამ ძალების უკიდურესი ზღვარი, რადგან ყოველ
ადამიანს საკუთარი საზომი აქვს. პატარა სასაფლაოს ჭიშკართან
დაჭედილი ფეხსაცმელი კაჟზე აუსრიალდა და არაადამიანური
ძალისხმევა დასჭირდა, ისევ რომ გამართულიყო. კარამდე სულ
ოცი ნაბიჯი დარჩენილიყო. მას მიაღწია, კიდევ დარჩა პატარა,
საეკლესიო სამოსის საცავის კარი, მის დაბინდულ თვალებში
ჭადრაკის დაფასავით აჭრელებული შავი და თეთრი ფილების
მიღმა... შემდეგ საეკლესიო სამოსის საცავია, ხის ფისის, საკმევ-
ლისა და დაღვრილი ღვინის მწკლარტე სურნელით აღსავსე...
გარშემო წითელ და თეთრ სამოსში გამოწყობილი საეკლესიო
გუნდის ბიჭები ფუთფუთებენ და ზუზუნებენ. თვალებდახუჭული,
სათითაოდ იღებს საეკლესიო სამოსის თითოეულ ნაწილს და
ტანზე ირგებს, პირში მწარე გემო აქვს, თავისთვის ბუტბუტებს
ლოცვებს. შესამოსელის ლენტების გაკვანძვისას დაიკვნესა.
სხვებისთვის შეუმჩნეველი, უხმო კვნესა მის ყელში ადი-ჩადის,
ვიდრე საკურთხევლის ძირამდე მიაღწევს... მის უკან ათასობით
ხმა გუმბათებამდე ადის, რომ იქ შეერთდეს ერთადერთ ჩურჩუ-
ლად – ამ ბგერით სიცარიელეს უნდა გაუსწოროს თვალი, რო-
დესაც ხელგაწვდილი ქადაგების შესავალ სიტყვებს წარმოთ-
ქვამს... სამ საფეხურზე ხელის ცეცებით ადის, ჩერდება. შემდეგ
ჯვარცმას შესცქერის.
ჰოი, თქვენ, ვინც სამყაროში შეიცნო მხოლოდ არსგამოცლი-
ლი ფერები და ბგერები, მგრძნობიარე გულები, ალერსიანი ბა-
გეები, რომლებზედაც პრალინესავით დნებოდა მწარე სიმარ-
თლე – პატარა გულები, პატარა პირები – ეს ყველაფერი სათ-
ქვენო არ არის. სატანის ხრიკებზე თქვენეული წარმოდგენა
თქვენს სუსტ ნერვებს, თქვენს განებივრებულ გონებას შეეფერება
და თქვენი სულელური რიტუალების სატანა მხოლოდ და მხო-
ლოდ თქვენივე დამახინჯებული სახეა, რადგან ღვთისმოსავი
საერო პირი საკუთარი თავის სატანაა. ურჩხული ღიმილით შე-
მოგცქერით, მაგრამ კლანჭით არ მოგწვდენიათ. ის არ არის
თქვენს ჭორიკანა წიგნებში, არც თქვენეულ ღვთის გმობაში და
არც სასაცილო წყევლაში. არ არის თქვენს ხარბ მზერაში, მუხ-
თალ ხელებში, დაცქვეტილ ყურებში. ამაოდ ეძიებთ თქვენი
სხეულის ყველაზე იდუმალ კუნჭულებში, რომელსაც შესაბრალი-
სი სურვილი ვერ აძღობს და როდესაც კბილს ჩაასობთ ბაგეს,
იქიდან უფერული და მკრთალი სისხლი მოწვეთავს... მაგრამ ის
არსებობს... ის არის განდეგილის ლოცვაში, მის მარხვასა და მის
აღსარებაში, ყველაზე სიღრმისეულ ექსტაზსა და გულის მდუმა-
რებაში... მისითაა მოშხამული ნაკურთხი წყალი, ის იწვის სან-
თელთან ერთად, ქალწულთა სუნთქვას შეისუნთქავს, აწამებს ძა-
ძითა და დისციპლინით, სწორი გზიდან ააცდენს. ის უნახავთ ჭეშ-
მარიტების სათქმელად გაღებულ ბაგეებზე, მართალი კაცის დევ-
ნისას, როდესაც მეხისა და ელვის გავლით ზეცად აღმაღლდებო-
და და მაშინაც კი, როდესაც ის ღმერთის მკლავებში აღმოჩნდე-
ბოდა... რა საჭიროა დედამიწაზე ამდენი ადამიანისთვის ბრძო-
ლა, როდესაც ისინი ცხოველებისგან არ განსხვავდებიან და
ხვალ ყველა მიწადვე იქცევა? ეს გონებადაბნელებული ჯოგი სა-
კუთარი ბედისწერისკენ დაუხმარებლადაც მიდის... სატანის ზიზ-
ღი წმინდანებისთვისაა განკუთვნილი.
დონისანი ჯვარცმას შესცქერის. წუხანდელს შემდეგ არ ულო-
ცია და შესაძლოა, არც ახლა ლოცულობს. ყოველ შემთხვევაში,
პირზე არ ადგება თავმდაბლური ვედრება. ღამის დიდი ბრძო-
ლის დროს დიდხანს გაძლო და დარტყმაზე დარტმით პასუხობ-
და: უიმედო ბრძოლაში სიცოცხლის შესანარჩუნებლად მებრძო-
ლი წინ მტკიცედ იყურება და არ ასცქერის ზეცას, საიდანაც გა-
ნურჩევლად ეფინება სინათლე კეთილსაც და ბოროტსაც. უკიდუ-
რესი დაქანცულობის გამო მისი მოგონებები ერთმანეთში ირევა,
მაგრამ მეხსიერების ერთ წერტილშია თავმოყრილი, თითქოს
გამადიდებელი შუშის სხივით განათებული. ისინი ქმნიან ერთა-
დერთ ტკივილს. ან იმედი გაუცრუვდა, ან მოტყუვდა. ჰგონია,
რომ ყოველ ნაბიჯზე ხაფანგი ან სკანდალი ელოდება. უფერული
არსებობიდან, რომლის ატანაც აღარ შეეძლო, აბატმა მენუ--
სეგრემ ისეთ სიმაღლემდე ატყორცნა, საიდანაც ჩამოვარდნა
გარდაუვალი იყო. სიხარულს, რომელმაც იმედი გაუცრუა, ად-
რინდელი უღიმღამობა სჯობდა! ჰოი, სიხარულო – რომელიც
მით უფრო საძულველია, რომ ადრე ასე უყვარდა! ჰოი, იმედით
ტკბობავ! ჰოი, ღიმილო, ღალატის კოცნავ! მზერაში, რომლითაც
აღუშფოთველ ქრისტეს შესცქერის უსიტყვოდ, ამოოხვრის გარე-
შეც კი, ამ შეუდრეკელი სულის სიძლიერე ჩანს. ასე შესცქერის
მათხოვარი განათებული დარბაზის მაღალ ფანჯრებს, სადაც ნა-
დიმია. ყველანაირი სიხარული სავალალოა, ამბობს მისი მზერა.
ყველა სიხარული ეშმაკისეულია. ვინაიდან ვერასოდეს ვიქნები
ამ გამორჩეულობის ღირსი, რომლითაც ჩემი ერთადერთი მეგო-
ბარი მაცდუნებს, ნუღარ მატყუებ, ნუღარ მეძახი! დამიბრუნე ჩემი
არარაობა! მიგულე თიხად, რომლიდანაც იმას გამოძერწავ, რაც
გსურს. დიდება არ მსურს! სიხარული არ მსურს! იმედიც კი არ
მინდა! რა მაქვს შემოთავაზებული? რა მრჩება? ეს ერთადერთი
იმედი. ისიც წამართვი. წაიღე! შენი შეძულების გარეშე რომ შემ-
ძლებოდა, ჩემი სულის ხსნასაც დაგითმობდი, თავს სამუდამოდ
დავიწყევლიდი იმ სულებისთვის, მე, საბრალოს რომ მანდე და
ამ გზით დამცინე!
აი, ასე უშიშრად გაუსწორა თვალი უფსკრულს, საზეიმოდ გა-
მოიხმო, სუფთა გულით...

III

კამპანელი ვიკარი ბოლენკურის გზას დაადგა და ეტაპლის-


კენ მინდვრის გავლით დაეშვა.
– ფეხით, დიდი-დიდი, სამი ლიეა გასავლელი, – ღიმილით
უთხრა აბატმა მენუ-სეგრემ, – ფეხით წადით, რადგან სიარული
გიყვართ.
მან კარგად იცოდა, საბრალო მღვდელს როგორ იზიდავდა
რკინიგზა. მაგრამ ამჯერად აბატი დონისანი ადრინდელივით
სირცხვილით არ გაწითლებულა... გაიღიმა კიდეც, თანაც – ეშმა-
კურად.
კამპანის საკათედრო ტაძრის მოხუცმა მღვდელმა გაგზავნა
თავის ეტაპლელ თანამოძმესთან, რომელსაც ვნების კვირის
დადგომამდე მორწმუნეთა სააღსარებო შეკრებებმა ბევრი საზ-
რუნავი გაუჩინა. კვირაზე მეტი იყო, ორი მღვდელი დღეში სამ-
ჯერ ისმენდა აღსარებებს და ამოსუნთქვის საშუალება აღარ
ჰქონდათ. მათაც ითხოვეს შებრალება. შეუძლებელი ჩანდა, ამ
ორი ადამიანისთვის მოეთხოვათ მთელი დღე-ღამის სააღსარე-
ბოში გატარება. „თქვენი ახალგაზრდა თანაშემწე დიდ დახმარე-
ბას გაგვიწევს, მის მონდომებულობას თუ გავითვალისწინებთ“,
მისწერა ეტამპლის ეკლესიის უფროსმა მღვდელმა აბატ მენუ--
სეგრეს.
და აბატი დონისანიც ამ უწყინარ დაძახილზე, დასახმარებ-
ლად გაეშურა. დაცარიელებულ მინდვრებში დიდი ნაბიჯებით
მიიწევდა წინ, ნოემბრის წვიმა სცრიდა. მის მარცხნივ, ჰორიზონ-
ტის ხაზამდე ჩამოსული ნაცრისფერი, მოძრავღრუბლებიანი ცის
საზღვარზე ზღვა უნდა ყოფილიყო, თუმცა არ ჩანდა. მარჯვნივ
ბოლო გორაკები აღმართულიყო. მის წინ მდუმარე ვაკე გადაშ-
ლილიყო. ანაფორის კალთები მუხლებზე ეკვროდა დასავლეთის
ქარის გამო, რომელიც დროდადრო მარილიანი, ყინულივით ცი-
ვი წყლის მტვერს ატრიალებდა. ამის მიუხედავად, დინჯად მი-
დიოდა, გზას მიჰყვებოდა, ბამბის ქსოვილის დაკეცილი ქოლგა
ამოედო იღლიაში. კიდევ რის მოთხოვნა უნდა გაებედა? ყოვე-
ლი ნაბიჯი სულ უფრო აახლოებდა უკვე კარგად ნაცნობ, სევდი-
ან მარტოობაში უცნაურად შეფარებულ ძველ ეკლესიას.
უკვე წარმოიდგინა სააღსარებოს სიახლოვეს შეკრებილი ქა-
ლების ჯგუფი. ერთმანეთის გადასწრება ეხერხებათ, შეკამათება
არ ეზარებათ, ღვთისმოშიში სახეები აქვთ, ეშმაკური მზერით,
მორჩილად ან ბრაზით მოკუმული ტუჩებით – და ამ მოჩურჩულე
ჯგუფის მოშორებით, ისეთი მოუხერხებელნი და ისეთი დაძაბუ-
ლები!.. კაცები დგანან. უცნაური რამაა, და შეიძლებოდა გვეთქვა,
გარემოების გათვალისწინებით – გამორჩეულიც! მკაცრი ახალ-
გაზრდა მღვდელი, ამის გაფიქრებაზე, შეშფოთებანარევ სინაზეს
გრძნობს; ისე, რომ არც უფიქრდება, ნაბიჯს უჩქარებს, სახეზე
ისეთი ალერსიანი და სევდიანი ღიმილი გადაჰფენია, რომ ჩავ-
ლილი მეფორნე მის დანახვაზე უნებლიეთ ქუდს იხდის...
მას ელიან. მზერა შინისკენ მიმავალი დედის, რომელსაც ერ-
თი სული აქვს, შვილის სხეული გულში ჩაიკრას, ვერ გამოხატავ-
და უფრო მეტ მოუთმენლობასა და ალერსს, ვიდრე აბატ დონი-
სანისა იმ წუთებში... და აი, ქვიშაში ორიენტირად უკვე მოჩანს
მდინარის კალაპოტი, უნაყოფო გორაკი და შავ ნაძვებს შორის
თეთრი შუქურის სილუეტი.
უკვე რამდენიმე კვირაა, აბატ მენუ-სეგრეს იმედი გადაეწურა,
რომ ასეთი ჩაკეტილი გულის საიდუმლოს გაარკვევდა. ვიკარის
ადრინდელი პირქუში მდუმარება უფრო გასაგები ეჩვენებოდა,
ვიდრე მისი ამჟამინდელი ხასიათი, მუდამ აუმღვრეველი, თით-
ქმის მხიარულიც კი. ოცჯერ მაინც გამოჰკითხა აბატ შაპდელენს,
ლარიეს კიურეს, ვისთანაც ყოველ ხუთშაბათს აღსარებაზე და-
დიოდა აბატი დონისანი. მოხუცებული ირწმუნებოდა, მომნანიებ-
ლის სიტყვებში უჩვეულო ვერაფერი შევნიშნეო და ძალიან ახა-
ლისებდა თანამოძმის შეშფოთება. „ბავშვია“, იმეორებდა ის, „ნამ-
დვილი ბავშვი, კარგი ცომისგან მოზელილი (ცრემლებამდე იცი-
ნის). მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობარო, ყველგან სინდისის ქენჯნის
განსაკუთრებული შემთხვევები გელანდებათ! (დასერიოზულებუ-
ლი): ნეტავ, მისი აღსარებები მოგასმენინათ. ყური მიგდეთ! ჩვენ
ყველამ გავიარეთ ასეთი ეტაპი, როცა მღვდლობას ვიწყებდით:
ცოტა მღელვარება, ცოტა ოცნებები, ქადაგებებისადმი გადაჭარ-
ბებული სწრაფვა... (მკაცრად): ქადაგება ჩინებული რამაა, შესა-
ნიშნავი. მაგრამ არ არის საჭირო მისი ბოროტად გამოყენება.
ჩვენ ხომ შარტრელები12 არ ვართ, ჩემო მეგობარო, უბირ და
მიამიტ ხალხთან გვაქვს საქმე, ვისაც სკოლაში ნასწავლი კატე-
ხიზმოც კი აღარ ახსოვს. არ არის სასურველი ღრუბლებში ვიფ-
რინოთ, ხალხთან კონტაქტი გავწყვიტოთ. (ისევ სიცილით): წარ-
მოიდგინეთ! თავი გაიმათრახა. რა გამოიყენა, ამას არ გეტყვით:
მაინც არ დამიჯერებთ. ავუკრძალე სხეულის გვემა ასეთი უაზრო

12
შარტრელები – 1084 წელს წმინდა ბენუა შარტრელის მიერ საფრან-
გეთის ქალაქ გრენობლის ახლოს, შარტრეზის მთის მასივში დაარსე-
ბული სამონასტრო ორდენი (ლათ. Ordo Cartusiensis), რომლის წევ-
რები სანახევროდ განდეგილის ცხოვრებას ეწეოდნენ. ლათინური და-
სახელების მიხედვით მათ კარტეზიანელებსაც უწოდებდნენ, თუმცა ამას
არაფერი აქვს საერთო რენე დეკარტის ფილოსოფიურ მოძღვრებას-
თან.
ხერხებით. მაშინვე, სიტყვის უთქმელად დათმო. მემორჩილება,
დარწმუნებული ვარ. არასოდეს შემხვედრია მასზე უფრო დამყო-
ლი ადამიანი: ჩინებული ცომისგანაა მოზელილი“.
აბატ მენუ-სეგრეს შეუძლებლად მიაჩნია საუბრის გაგრძელე-
ბა და ყოველთვის ფრთხილი, თავს ისე აჩვენებს, თითქოს
დაიჯერა აბატ შაპდელენის ჩამოთვლილი ასეთი გონივრული
არგუმენტები. მაგრამ თავს ეკითხება ცნობისმოყვარეობით: „რა
ჯანდაბის გამო აირჩია ბიჭმა ეს ჩერჩეტი?..“ ბოლოს და ბოლოს,
საკუთარ გონებამახვილურ დასკვნებში თავადვე გაიხლართა. სი-
ნამდვილეში, სიმართლე ისეთი მარტივია! აბატმა დონისანმა,
ყველა სხვას შორის, მშვიდად გამოარჩია სწორედ ყველაზე მო-
ხუცი. არა ყოყლოჩინობის ან ქედმაღლობის გამო, როგორც შე-
იძლებოდა ჰგონებოდათ, არამედ ასაკისადმი პატივისცემა მიაჩ-
ნია გამართლებულ, სამართლიან ნაბიჯად. ამიტომაც, ყოველ
ხუთშაბათს უსმენს ბატონ შაპდელენის მცირე დარიგებას. ერთა-
დერთია დედამიწის ზურგზე, ვისაც ძალუძს ასეთი უბადრუკი და-
რიგების მოსმენა ასეთი სიყვარულით მოხუცებულისადმი – ეს
უკანასკნელი, გაოცებული და ნასიამოვნები, საკუთარი არეულ--
დარეული ლუღლუღიდან აზრის გამოტანას, ბოლოს და ბო-
ლოს, თავადაც ახერხებს.
...გაბედავდა თუ არა ეს ახალგაზრდა, გულადი მღვდელი სა-
კუთარი თავისთვის იმის გამხელას, რომ საკუთრივ ღვთისმოსა-
ვურ სისულელეს ეძიებს? ალბათ, გაბედავდა. მაგრამ თავად ხომ
ძალზე ცოტა იცის იმ დაპირისპირების შესახებ, მას რომ ეხება!
შეუძლებელს სჩადის და თანაც ისე, რომ ამას ვერც ხვდება. უეჭ-
ველია, აბატ მენუ-სეგრეს საზეიმო წინასწარმეტყველებამ ერ-
თხანს ააღელვა, მაგრამ მისი გულის გადართვამ სხვა, მეტად
მძიმე სამუშაოზე, ის სრულიად მიუწვდომელი გახადა სასოწარ-
კვეთილების ნესტრისთვის. ყველაზე დაუნდობელ ბრძოლაში,
რომელიც კი ადამიანს საკუთარი თავის წინააღმდეგ გაუმართავს,
ის მარტოა ჩაბმული და კითხვასაც კი არ სვამს, ასე უნდა იყოს
თუ არა: სიმართლე ითქვას, არც სჭირდება ვინმეს დახმარება.
ამის მიზეზი მიამიტობაა, რაც სხვის შემთხვევაში ამპარტავნობად
ჩაითვლებოდა: საკუთარ ძალას შეჰყავს შეცდომაში, როგორც
სხვა – საკუთარ სისუსტეს; მისი აზრით, არაფრით გამორჩეულ,
ჩვეულებრივ საქმეს აკეთებს. თავის თავზე სათქმელი არაფერი
აქვს.
მის თვალწინ პატარა ქალაქი სიბნელეში იძირება, თითქოს
ჰორიზონტის ხაზს იქით უჩინარდება. ნაბიჯს უჩქარებს. ერთი სუ-
ლი აქვს, სხვების შეუმჩნევლად შეაფაროს თავი ბნელ კუთხეს,
სადაც ვახშმამდე, შემდეგ ღამით, მარტო დარჩება ხის თხელი
კედლის იქით, უხილავი ბაგეებისკენ დახრილი და სმენად
ქცეული! მაგრამ აშფოთებს მანამდე უცნობებთან შეხვედრის
აუცილებლობა. ესენია: უფროსი მღვდელი, რომელიც ბოლოს
სამების დღეს ნახა, ორი მისიონერი – და იქნებ, სხვებიც?.. რამ-
დენიმე თვეა, ლიუმბრის მომავალ კიურეს ანცვიფრებს ზოგიერ-
თი გამოხედვა, ზოგიერთი გამონათქვამი, რომელთა შინაარსს
ვერ სწვდება, თავდაპირველად უნდობლობად ან აბუჩად აგდე-
ბად მიჩნეული მისი მორცხვობა, რაც თანდათან მის გარშემო უც-
ნაურ ატმოსფეროს ქმნის და რისიც რცხვენია. ამაოდ ცდილობს,
თვალში არავის მოხვდეს, რაც შეიძლება თავმდაბლურად მოიქ-
ცეს, გაურბის ახალი ნაცნობობის გაბმას, მაგრამ საკუთრივ მისი
მარტოსულობა იზიდავს ყველაზე გულგრილებს, მათ ცნობის-
მოყვარეობას აღვიძებს მისი უცნაური სიმორცხვე, მისი დარდი
იზიდავთ. ზოგჯერ თავად არღვევს დუმილს, როდესაც წამოცდე-
ნილი სიტყვა მის დიად სულში მგრძნობიარე სიმს შეარხევს. და
ვიდრე ყველას მდუმარე გაოცება გონს მოიყვანს, კვლავ დადუმ-
დება; თუ ალაპარაკდა, ლაპარაკობს უხერხული, ენაბრგვილი
მჭევრმეტყველებით, თითქოს ფიქრი ტვირთივით მიათრევს სიტ-
ყვას... მაგრამ უფრო ხშირად, უსმენს, უკიდურესი ყურადღებით,
გაუმაძღარი და ტკივილიანი მზერით, მაშინ, როდესაც მისი ბა-
გეებით უჩუმრად წარმოთქმული ლოცვა განაცვიფრებს ლაქლა-
ქის მოყვარულ ხანდაზმულ მღვდლებს. მისი უცნაურობა თვალ-
შისაცემია. ვერავინ, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, მასში
განსაკუთრებული ბედისწერის ადამიანს ვერ ხედავს. ისიც საკმა-
რისად მიაჩნიათ, რომ შფოთისა და გათიშულობის შემომტანია.
და თანაც, ამ უჩვეულო ადამიანში როგორ უნდა ამოიცნო
რაღაც განსაკუთრებული? დაკვირვებას აზრი არ აქვს. მუდმივად
თვალი უნდა ადევნო. აბატ შაპდელენის მოთხოვნით, შეწინააღ-
მდეგების გარეშე თქვა უარი სხეულის გვემაზე, რისი საზარელი
სისასტიკე მიახლოებითაც კი ვერ გაიგო მოხუცმა მღვდელმა,
მიუხედავად იმისა, რომ აბატმა დონისანმა ჩვეული გულახდილო-
ბით უპასუხა მის ყველა შეკითხვას. მაგრამ ეს გულახდილობაც
მხოლოდ მოჩვენებითია. კამპანის ვიკარისთვის ეს ამბავი წარსუ-
ლის მოვლენებიდან, ეპიზოდებიდან ერთ-ერთია. ამას ყოყმანის
გარეშე აღიარებს. ხალისით თანხმდება, რომ ადამიანის ბუნების
მოსათოკად მათრახი არ არის საკმარისი. კარგა ხნის შემდეგ,
ლიუმბრის კიურემ თქვა: „ჩვენი საბრალო სხეული წამებას ისე
იღებს, როგორც სიამოვნებას, ისეთივე უსაზღვრო სიხარბით“.
შეგვიძლია წავიკითხოთ მისი ხელით მინაწერი, უცნაური აღიარე-
ბა წმინდა იგნატიუსის „სავარჯიშოების“ ერთ-ერთი გვერდის არ-
შიაზე: „თუ მიგაჩნია, რომ თავის დასჯა აუცილებელია, ძლიერად
დაჰკარი, მაგრამ დიდხანს ნუ გააგრძელებ“. სულიერ დებს კარ-
მელ დ’ელიდან ასე უთხრა: „გვახსოვდეს, რომ სატანა თავის სა-
სარგებლოდ იყენებს როგორც მეტისმეტად ხანგრძლივ ლოცვას,
ისე სხეულის მეტისმეტად სასტიკ გვემასაც“.
„ჩვენი ყმაწვილი ახლა გონივრულად იქცევა“, ამტკიცებს ლა-
რიეს კიურე. და ის მართალია. აბატ დონისანის გონება ცივი და
ფხიზელია. სიტყვები არასოდეს შეაცდენს. მისი წარმოსახვა
მოიკოჭლებს. გულისგან კი მხოლოდ ფერფლი დარჩა.
დაბინდებისას ქარი იკლებს, ნესტიან მიწას მსუბუქი ნისლი
ასდის. მგზავრობის დასაწყისიდან კამპანელი ვიკარი პირველად
გრძნობს დაღლილობას. უკვე გაიარა ვერლიმონი და ეკლესიამ-
დე, რომელიც უკვე ახლოსაა, ადვილად გასავლელი, უსაფრთხო
გზაა. ამის მიუხედავად, ჩერდება და მიწაზე ჯდება, კამპრენესა და
ვერტონის გზების გასაყარზე. მას ხედავს ჩავლილი გლეხი ქალი
– თავშიშველს, უზარმაზარ ქოლგაზე ხელებდაწყობილს, გვერ-
დით ქუდი რომ მოუდია და ამბობს: „რა უცნაური ვინმეა“.
ზოგჯერ ტვირთის სიმძიმე ძლიერ დააწვებოდა და დაჯაბნი-
ლი ბუნება ამაოდ ითხოვდა შველას. თავისთვის არ აუკრძალავს
ამ ძახილისთვის მიეგდო ყური: უბრალოდ, საერთოდ აღარ ეს-
მოდა. ყოველთვის ისე იქცეოდა, თითქოს მისი ენერგია ამოუწუ-
რავია – და შესაძლოა, მართლაც ასე იყო. ზოგჯერ, როდესაც
არაფერი გამოსდიოდა, მისთვის დასვენების ერთადერთი გზა სა-
კუთარ სულში ჩაღრმავება და მთელი სიმკაცრით მისი გამოკ-
ვლევა იყო. ამ უნიკალური ადამიანისთვის დაღლილობა უხა-
სიათობას ნიშნავს. ამრიგად, ახლა ბოლო თვეებში მომხდარს
იხსენებს. არ ნანობს სხეულის გვემას, რაც ერთხანს მის გამბე-
დაობას წააქეზებდა. ვიდრე აბატი შაპდელენი სთხოვდა, თავი
დაენებებინა, იქამდე გულში თავადვე დაგმო. განა სხეულის გვე-
მამ არ დაამშვიდა, არ შეამსუბუქა? განა მისი წყალობით არ გა-
იხსნა სიხარულის წყარო, რომლის დადუმებას ესწაფოდა? ახლა,
როგორც არასდროს, ისეა ერთგული დაუვიწყარ წუთს უეცრად
გაცხადებული, ჯვარცმის წინ მიცემული სამუდამო ფიცის. არავინ
ეცილება არჩეულ ხვედრში. არავინაა ისეთი გაბედული, ბნელე-
თი გამოიწვიოს. რომ არ არსებობდეს თავად ლიუმბრელი წმინ-
დანის ასეთი მიამიტური და ასეთი გულისმომკვლელი აღიარება,
მისი სიტყვებით, თავისი ცხოვრების ყველაზე საზარელი პე-
რიოდის შესახებ, დაუჯერებელი მოგვეჩვენებოდა, რომ ადამიანი,
საკუთარი ნებით, ძალდაუტანებლად, თითქოს მარტივი და
ჩვეულებრივი საქმე იყოს, ერთგვარ მორალურ თვითმკვლელო-
ბას მიმართავს, რომლის გააზრებული, დახვეწილი, იდუმალი სი-
სასტიკე თავზარდამცემია. ამის მიუხედავად, ეჭვის შეტანა შეუძ-
ლებელია. მრავალი დღის განმავლობაში იმან, ვისი ალერსიანი
და შორსმჭვრეტელური გულმოწყალების მეოხებით იმედი აღიძ-
რა უთვალავ გულში, სამუდამოდ დაცლილი რომ ეგონათ, თა-
ვად ამოიძირკვავდა ხოლმე ამ იმედს საკუთარი გულიდან. მისი
დახვეწილი მარტვილობა ისე ზედმიწევნით გადაეჭდო მისსავე
ცხოვრებას, რომ მასში გაითქვიფა კიდეც.
პირველ დღეებში საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობის გა-
წევისა და მასზე უარის თქმის დაჟინებულმა სურვილმა მოიცვა.
მიყარა წიგნები, რომლებიც მისთვის არა მხოლოდ სიხარულის
წყარო იყო, არამედ ძალასაც აძლევდა, შემდეგ დაუბრუნდა მათ,
მერე ისევ დაანება თავი. აბატ მენუ-სეგრეს ალერსიანი საყვედუ-
რის შემდეგ, „განკაცების შესახებ ტრაქტატს“ ჩაუჯდა შენიშვნებისა
და კომენტარების დასართავად. ხელთ უნდა გქონდეთ XVIII
საუკუნის ეს იშვიათი გამოცემა, კამპანის კიურეს ბიბლიოთეკის
ერთ-ერთი მშვენება, რომლის ფურცლების არშიები აბატ დონი-
სანის მსხვილი ხელწერითაა შევსებული! ამ შენიშვნების მოუქნე-
ლობა, საბრალო მღვდლის მიამიტური ზრუნვა, მიუთითოს ტექ-
სტების პირველწყარო ცოტათი სასაცილო სიზუსტით – ყველაფე-
რი, მათ შორის – მხოლოდ ელემენტარული ლათინურის მცოდ-
ნის შეცდომების ჩათვლით, – ისეთ ძალისხმევას მოწმობს, რომ
გულქვაც კი ვერ შეძლებს, დამცინავად გაიღიმოს მათ დანახვაზე.
კიდევ ის ვიცით, რომ აღნიშნული შენიშვნები მხოლოდ რეზიუმეა
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შრომის ნაყოფის – უეჭველია,
ამაოდ გაწეულის, – დღეს დაკარგულის და ის ნამდვილად რო-
მელიმე უჯრაში იმტვერება, თუმცა დიადი სულის მღელვარების
უტყვი და ენაბრგვილი მოწმეა. თავდაპირველად მხოლოდ სა-
ძულველი, ეს სამუშაო მალე იქცა აუტანელ ტვირთად. ლიუმბრის
კიურე ყოველთვის მდარე მეტაფიზიკოსი იყო და მხოლოდ საკუ-
თარი გამოცდილებით თუ მიხვდები, როგორი სატანჯველია სა-
თანადო, ელემენტარული ცოდნის გარეშე, ბუნდოვანი ტექსტის
ანალიზი. დიდი გამბედაობით დაწყებული სამუშაო მალევე გაარ-
თულა სასაცილო დაბრკოლებებმა. მთელი დღის განმავლობაში
საქმეებით დაკავებულ აბატ დონისანს თავისუფალი დრო მხო-
ლოდ შუაღამის შემდეგ ჰქონდა, როდესაც აბატ მენუ-სეგრესთან
ბეზიკის13 ყოველდღიურ პარტიას წააგებდა. მიხვედრილ ტაძრის
წინამძღვარს მცირე დრო დასჭირდა ამ ახალი საიდუმლოს გა-
მოსაცნობად. ჩვეულებისამებრ, რამდენჯერმე მორიდებულად გა-
დაუკრა სიტყვა, რამაც მორცხვი ვიკარი გულის სიღრმემდე
ააღელვა. საბრალომ თავი აიძულა, ღამის ლამპრის სინათლეზე
ემუშავა, რამაც თვალების ნევრალგიური დაავადება დამართა და
საბოლოოდ გამოაცალა ქანცი, თუმცა ვერ დაიმორჩილა, რად-
გან ეს უკანასკნელი განსაცდელი ახალი სიგიჟეების საბაბი გახ-
და. ამ დრომდე კამპანის კიურესთვის სულის მოთქმისა და მოდუ-
ნების ერთადერთი საშუალება იყო მისი საყვარელი ლოცვა,
თავმდაბლად, ხმამაღლა წარმოთქმული. დიდი ხნის განმავლო-
ბაში, ლიუმბრელ წმინდანს, თავისი მიამიტობით, ეეჭვებოდა,
რომ ლოცვა შეუძლია, არადა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში სწო-
რედ ამას აკეთებდა. გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაეძლია საკუ-
თარი თავი. სირცხვილს ვგრძნობ, როდესაც ასე მშრალად, უინ-
ტერესოდ უნდა გადმოვცე სრულიად ჩვეულებრივი ამბები. მთე-
ლი ღამის მუშაობის შემდეგ საბრალო მღვდელი ბოლთას სცემს
თავის ოთახში, ზურგზე დაწყობილი ხელებით, თავდახრილი,
სუნთქვას საბრძოლო არენაზე გასასვლელად მზადმყოფი მოჭი-
დავესავით იკავებს, და დაძაბული ფიქრობს, ფიქრობს ყველა წე-
სის დაცვით... საფიქრალი წინასწარ, საგულდაგულოდაა ამორ-

13
ბეზიკი – ბანქოს თამაში.
ჩეული, საკუთრივ სენ-სიულპისის საუკეთესო მეთოდების შესატ-
ყვისად, ფიქრობს იქამდე, ვიდრე ძირფესვიანად არ გამოიკ-
ვლევს და ამოწურავს. როგორც წესი, ამისათვის დასახმარებ-
ლად იყენებდა 1849 წელს ანონიმი მღვდლის მიერ შექმნილ ერ-
თგვარ სახელმძღვანელოს. „ლოცვის ხელოვნების შესწავლა
ოცი გაკვეთილით, ღვთისმოსავ სულთათვის“, ასეთია წიგნის სა-
თაური. თითოეული გაკვეთილი სამ ნაწილად იყოფა: „ფიქრი.
ლოცვის აღვლენა. დასკვნა“, რასაც მოსდევს საღვთისმეტყველო
სიბრძნის მარგალიტები. კრებული სრულდება რამდენიმე ლექ-
სით (მათ სასულიერო პირმა მუსიკალური აკომპანემენტი შეუხა-
მაო, იუწყება წინასიტყვაობა...) და ქალბატონ დეზუიერის საყვა-
რელი რიტმით უგალობენ ღვთიური სიყვარულის სიტკბოებასა
და აღტაცებას.
შესაძლებელია შეეხოთ ამ საზარელ პატარა წიგნს. ყდას
იცავს შავი მაუდის ქსოვილის გარეკანი, გულდასმით შეკერილი.
ხშირად გადაფურცლულ გვერდებს ჯერ კიდევ შერჩენია მომჟავო
და მძაღე სუნი. უვარგისი ფერადი გრავიურის ზედა მარცხენა
კუთხეში, წვრილი და ჩახუჭუჭებული ხელწერით, გაფერმკრთა-
ლებული მელნით, ეს საიდუმლოებით მოცული წარწერა იკითხე-
ბა: „ჩემს ძვირფას ადოლინს, ზოგიერთი ადამიანის უმადურობამ
გული რომ არ გაუტეხოს“. მავანი ღვთისმოსავის სულის უეჭველი
ღვთისმოშიში გულღვარძლიანობის უზენაესი ნიმუში... სხვა რა
შეიძლება, ითქვას! ეს წიგნი, პატარა კომპანიონი იმ ადამიანისა,
რომელსაც ყველაზე ამპარტავნებიც კი, მათივე თქმით, უხერხუ-
ლობის გარეშე მზერას ვერ უსწორებდნენ – მისი კომპანიონი –
მისი მესაიდუმლე, ლიუმბრელი წმინდანის მესაიდუმლე! რას
ეძებდა ერთმანეთის მსგავსი გვერდების ფურცვლისას, რომლე-
ბიც აღსავსეა მოცლილი მღვდლის უკიდეგანო მოწყენილობით?
რას ეძებდა და რაც მთავარია, რა იპოვა? უეჭველია, აბატ
დონისანს ჩვენთვის არ დაუტოვებია დოქტრინასთან დაკავშირე-
ბული ან მისტიკური შინაარსის არცერთი ნაწარმოები, მაგრამ შე-
მოგვრჩა მისი რამდენიმე ქადაგება, ასევე ზოგიერთების გულში
ჯერ კიდევ ცოცხლად შემორჩენილი გასაოცარი აღსარებების
მოგონება. მასთან მიახლოებულთაგან ვერავინ უარყოფს
რეალობის მძაფრად აღქმის მისეულ უნარს, მისი გონების გამ-
ჭრიახობას, მოძებნილი გამოსავლის უკიდურეს სიმარტივეს. არა-
ვის გამოუხატავს მასზე მეტი უნდობლობა გონებამახვილთა მი-
მართ ან არავინ ყოფილა მასავით მტკიცე და მკაცრი მათი შეფა-
სებისას. როგორი მარტოსულიც უნდა გვეგონოს მისი ცხოვრების
იმ პერიოდში, როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ეს უგვანი კა-
ლამბურები ჰკვებავდა მის ლოცვას? ნუთუ შეეძლო, ზიზღის გა-
რეშე წარმოეთქვა ეს ამპარტავნული ლოცვები, ღვთისმოსაურ
დარიგებათა მყრალი სურნელი შეეყნოსა და ყალბი ცრემლები
დაეღვარა? ლოცულობდა, თუ ეგონა, რომ ლოცულობს და სი-
ნამდვილეში, აღარ ლოცულობდა?
ზიზღით ხურავთ ამ პატარა წიგნს: გაზინტლული გარეკანის
ქსოვილის უსიამო შეხება დიდხანს მიჰყვება თითებს. კარგი იქნე-
ბოდა გაგეგოთ, ადამიანის მზერაში ამოგეცნოთ იმ სასაცილო ძა-
ლის საიდუმლო, რომელმაც სულთაგან ყველაზე გასხივოსნე-
ბულს დროებით თვალები აუხვია. ეს როგორ მოხდა? როგორ
მოტყუვდა თავად ღვთისგან ბოძებული წყალობა? ნუთუ ყველას
შეუძლია თავი მიაბრუნოს და ზურგს უკან დაინახოს საკუთარი
ჩრდილი, საკუთარი ორეული, ცხოველი, რომელიც მისი ასლია
და მდუმარედ უთვალთვალებდა? როგორი მძიმეა ეს პატარა
წიგნი!
ამრიგად, ბოროტებამ, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ
დღემდე მოსვენებას არ აძლევდა, საბრალო მღვდლის წინააღ-
მდეგ წამოწყებული ხრიკები თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მას შემდეგ, რაც თვალის ასახვევად მსხვერპლად თავის შეწირ-
ვისა და თვითგვემის ოსტატურ სისტემად წარმოდგენილი, ერ-
თდროულად მომქანცველი და აბსურდული საქმეების შესრულე-
ბა წამოაწყებინა, რის გამოც სრულიად მოუსპო გარეშე პირისგან
თუნდაც უმცირესი დახმარების მიღების იმედი, ახლა უკვე შიგ-
ნით, მის არსებას შეუტია. საზარელი სამუშაო დღითიდღე სულ
უფრო ადვილად სრულდება და გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს
წინ. თავის განადგურებით შეპყრობილი, ჯიუტი გლეხი, უკვე გა-
მოიწვრთნა გონივრული დასკვნების საფუძველზე საკუთარი თა-
ვის ტუქსვაში. თავისი თავმდაბლური ცხოვრების თითოეული ნა-
ბიჯის მამოძრავებელ ძალებს იკვლევს, ყოველთვის აწყდება ბო-
როტი ძალით შთაგონებულ განზრახვას, სძულს და თავიდან
იშორებს დასვენების ყველა შესაძლებლობას, ყოველგვარი სევ-
და მასში სინდისის ქენჯნას იწვევს, რადგან თავად მის არსებაში
და მის გარშემო ყველაფერი მრისხანების ნიშნითაა დაღდასმუ-
ლი.

მაგრამ უეჭველია, დადგა დრო, როდესაც საზარელი მეცა-


დინეობა შედეგს მოიტანდა, მთელი სისრულით გამომჟღავნდე-
ბოდა ბოროტება. ჰოი, როგორი შეშლილები ვართ, რომ საკუ-
თარ ფიქრში, რომელსაც სიტყვა საბოლოო ჯამში აკავშირებს
გრძნობიერთან, ვერ ვხედავთ აბსტრაქტულ არსებას, არ ველით
მისგან გარდაუვალ და უახლოეს საშიშროებას! ვაი იმ ბრმას,
რომელიც პირისპირ უეცარი შეხვედრისას ვერ ამოიცნობს მოწი-
ნააღმდეგე მამაკაცის მტრულ გამოხედვასა და სიძულვილით მო-
კუმულ ბაგეებში ან უცხო ქალის თვალებში – საკუთარ თავს!
აბატი დონისანი წამოდგა და ვიდრე ერთხანს სანახევროდ
სიბნელეში დანთქმულ პეიზაჟს ათვალიერებდა, ერთგვარმა
მღელვარებამ შეიპყრო, რაც მალევე დასძლია. მის წინ გზა და-
ბალი და მეჩხერი ბალახით დაფარულ ორ მაღალ გორაკს შო-
რის, ხეობაში გადიოდა. ან ეს გორაკები იცავდნენ ქარისგან (რო-
მელიც მზის ჩასვლისთანავე, ისევ ამოვარდა) ან რაღაც სხვა მი-
ზეზით, სიღრმისეულ, სქლად ჩამოწოლილ სიჩუმეში ჩქამი აღარ
ისმოდა. და მართალია, ქალაქი ახლოს იყო და არც ძალიან
გვიანი ეთქმოდა, გაფაციცებით მიყურადების შემდეგაც კი ვერა-
ფერი გაიგონა მიწის ოდნავ აღსაქმელი და მონოტონური ცახცა-
ხის გარდა, მის ფონზე სიჩუმე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. მე-
რე ეს ჩურჩულიც შეწყდა.
გზას გაუდგა – უფრო სწორად, ეჩვენებოდა, რომ ძალიან
სწრაფად მიაბიჯებდა სულ ოდნავ დაქანებულ, უნაკლოდ სწორ
გზაზე, თითოეულ ნაბიჯს ზამბარასავით მსუბუქად ისხლეტდა
ნიადაგი. მისი დაღლილობა ხელის ერთი მოსმით გაქრა და
გრძელ გზას შეუდგა უჩვეულოდ თავისუფალი და შემსუბუქებული.
განსაკუთრებით გააკვირვა ფიქრის თავისუფლებამ. ზოგიერთი
პრობლემა, კვირების განმავლობაში რომ ვერ გადაეჭრა, ერთი
ხელის მოსმით გაქრა, როგორც კი მათი ზუსტად ჩამოყალიბება
სცადა. წიგნების მთელი თავები, გაჭირვებით რომ კითხულობდა
და კომენტარებს ურთავდა და როგორც წესი, მათ შინაარსს გო-
ნებიდან ნაფლეთებად ამოგლეჯდა ხოლმე, უეცრად მწყობრად,
თავებისა და ქვეთავების სათაურებით, პარაგრაფებისა და კიდე-
ებზე დატანილი შენიშვნებითურთ, სრული სიცხადით წარმოუდგა
თვალწინ. სიარული არ შეუწყვეტია, ლამის გარბოდა კიდეც, გა-
დაწყვიტა მთავარი გზიდან გადასვლა და გზის შემოკლება რავე-
ნელის ბილიკებით, რომლებიც ჩაუვლის სასაფლაოს და პირდა-
პირ ეკლესიის ჭიშკართან მთავრდება. ისე გადავიდა ახალ გზა-
ზე, რომ ნაბიჯი არ შეუნელებია. შუა ზაფხულამდე იქაურობა მა-
რილიანი წყლით სავსე ღრმა ნაურმალებითაა დაღარული და
შარას მხოლოდ მეთევზეები და მეხრეები იყენებენ. აბატ დონი-
სანს ფრიად გაუკვირდა, როდესაც ნიადაგი მშრალი და სწორი
დახვდა. ამან გაახარა. მართალია, გონების უჩვეულო ნაყო-
ფიერებამ, უსაზღვრო აღგზნებამ თრობასავით იმოქმედა, მისი
მზერა ცდილობდა სიბნელეში ნაცნობი დეტალები გაერჩია –
ბუჩქისგან წარმოქმნილი ლაქა, მოულოდნელი მოსახვევი, შავი
ცისკენ აღმართული გორაკის ფერდი, გზის ზედამხედველის ჯი-
ხური. მაგრამ კარგა ხნის სიარულის შემდეგ, გაოცებულმა შენიშ-
ნა, რომ მოსალოდნელის საწინააღმდეგოდ, ფეხქვეშ იგრძნო
ოდნავი დაქანება, მოულოდნელად უფრო ფრიალო, რაც მინ-
დვრის ხშირმა ბალახმა შეცვალა. თავი ასწია და დაინახა ისევ ის
დიდი გზა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გადაუხვია. იქნებ ისე, რომ
ვერც შენიშნა, სხვა ბილიკზე გადავიდა, რომელმაც ჯიუტად მიიყ-
ვანა გზის შეცვლის წერტილამდე, ოღონდ ამჯერად, ქალაქისკენ
ზურგშექცევით აღმოჩნდა? რადგან ცხადად (უკუნეთ ღამეში ასე-
თი სიცხადე საიდან?) არჩევდა დაბის პირველ სახლებს.
„რა დროს ეს იყო“, გაიფიქრა, თუმცა იმედგაცრუების ან ბრა-
ზის გარეშე.
ისევ გააგრძელა სვლა, ახლა კი მტკიცედ გადაწყვიტა, აღარ
გადაეხვია დიდი გზიდან. ამჯერად ნელა მიდიოდა, თვალის
დაუხამხამებლად წინ იყურებოდა, ფეხსაცმლის სქელი ლანჩების
ქვეშ წვიმით დასველებული ქვიშა ჭრაჭუნობდა. ისეთი წკვარამი
იდგა, რომ საითაც კი გაიხედა, არ ჩანდა არათუ სინათლის ნი-
შანწყალი, არამედ არავითარი ჩრდილი, არავითარი თვალშისა-
ცემი შეცახცახება, რაც ყველაზე კუნაპეტ ღამეშიც კი ცოცხალი
მიწის გამოსხივებას ჰგავს, – ეს გარდასული დღის ნელი კვდო-
მაა, რაც განთიადამდე გრძელდება. მიაბიჯებდა თავდაჯერებუ-
ლი, გარს ერტყა უკუნი ღამე, რომელიც მის წინ იხსნებოდა და
მის ზურგს უკან იხურებოდა ისე მჭიდროდ მომდგარი, რომ ლა-
მის ტვირთად დასწოლოდა. ამის მიუხედავად, აღელვების ნატა-
მალი არ ეტყობოდა. მტკიცე და გაბედული ნაბიჯით მიდიოდა.
მართალია, როგორც წესი, სააღსარებოს დიდი შიშითა და მო-
რიდებით უახლოვდებოდა ხოლმე, მაგრამ არ გაჰკვირვებია,
რომ ამჯერად ლამის სიხარულნარევ მოუთმენლობას აეტანა.
გონება ისე გაცხარებული მუშაობდა, რომ ამას გრძნობდა ფიზი-
კური დაძაბულობით, ფორიაქით, მოჭარბებული ფიქრებისა და
ხატებების ფიზიკური აქტიურობით დახარჯვის აუცილებლობით,
მსუბუქი ცხელებით, რაც კარგადაა ნაცნობი მოაზროვნეებისა და
შეყვარებულებისთვის. ეჭვი აღარაფერში შეაქვს და ნაბიჯს ისევ
უჩქარებს. ღამე ისევ იხსნება და იხურება. მის ფეხქვეშ გზა
გრძელდება და მისრიალებს, თითქოს გზას მიჰყავს – სწორს,
ადვილად სავალს, ცოტათი დაქანებულს... თავად ფხიზელი,
მოქმედებისთვის მზადმყოფი, თავს მსუბუქად გრძნობს, როგორც
კარგი ძილის შემდეგ სისხამ დილით. ბოლო მოსახვევია. სწრა-
ფად ავლებს თვალს და ეძებს ვარდისფერი აგურით ნაგებ პატა-
რა სახლს დიდი გზისა და იმ შარაგზის გადაკვეთაზე, რომელიც
უეჭველია, სიბნელეში ვერ გაარჩია. მაგრამ კუნაპეტ სიბნელეში
არაფერი ჩანს – არც გზა, არც სახლი – და ახლომდებარე ქა-
ლაქში სინათლე არსად ანთია. ჩერდება, არა შეშფოთების, არა-
მედ ცნობისმოყვარეობის გამო... მერე – მხოლოდ ახლა – სიჩუ-
მეში ესმის საკუთარი გულის ბაგაბუგი. და ატყობს, რომ ოფლი
ასხამს.
იმავდროულად, ილუზია, აქამდე რომ აყოჩაღებდა, უეცრად
ქრება, დაღლილობას თავს ვერ ართმევს, ფეხები გაუშეშდა და
სტკივა, ზურგში ტეხს. სიბნელეს ფართოდ გახელილი, ძილჩამ-
დგარი თვალებით მისჩერებია.
„გორაკზე ავალ“, ამბობს თავისთვის, „შეუძლებელია იქ, ზე-
მოთ, ვერ ვიპოვო ის ნიშანი, რასაც ვეძებ. ნიშნის ნახევარიც კი
საკმარისი იქნება გზის გასაგნებად...“
გონებაში ამ წინადადებას სულელური დაჟინებით იმეორებ-
და. მთელ სხეულში დაუარა უცნაურმა ტკივილმა, როდესაც ხე-
ლებითა და მუხლებით გაყინულ ბალახზე მოჭიდება დაიწყო ზე-
მოთ ასასვლელად. კვნესით წამოდგა, გაიმართა, რამდენიმე ნა-
ბიჯი გადადგა და დატრიალდა, ჰორიზონტის ხაზი რომ გაერჩია.
და უაღრესად გაოცდა, როდესაც უცხო, ახლად დამუშავებულ
მინდორში აღმოჩნდა, სადაც მიწის ზედაპირი ოდნავ ლიცლიცებ-
და. ხე, რომელიც უზარმაზარი მოეჩვენა, უხილავ ტოტებს მისკენ
იშვერდა, თავად კი მხოლოდ მსუბუქი შრიალი ჩაესმოდა. პატა-
რა თხრილის იქით, რომელიც გადაიარა, ორ ბნელ ზოლს შო-
რის, უფრო მყარი და უფრო ღია ფერის ნიადაგის წყალობით,
გზა ამოიცნო. გადალახული გორაკი უკვალოდ გაქრა. ყველა
მხარეს მოჩანდა, უფრო სწორად, გონებით ხვდებოდა, რომ იყო
უზარმაზარი, ცარიელი, ბუნდოვანი ველი, ღამეს რომ ერწყმოდა.
შიშს არ გრძნობდა; უფრო გულდაწყვეტილი იყო, ვიდრე
შეშფოთებული. მაგრამ დაღლილობამ ისე დარია ხელი, რომ
სიცივემ აიტანა: ოფლით გაჟღენთილ ანაფორაში ცახცახებდა.
თავს უფლება მისცა, ჩაემუხლა, რადგან ფეხზე დგომა აღარ შე-
ეძლო. შემდეგ თვალები დახუჭა. უეცრად, ძილშიც კი, რაღაც გა-
ურკვეველი მღელვარება იგრძნო. ვიდრე მოახერხებდა მისი
მნიშვნელობის განსაზღვრას, მღელვარებამ მთელ მის არსებაში
გაიდგა ფეხი. წინასწარმეტყველურ კოშმარს ჰგავდა, რომელიც
მის სიზმარს შიგნიდან ხრავდა და თანდათანობით აფხიზლებდა.
სანახევროდ გონს მოსული, თვალის გახელას ვერ ბედავდა.
სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მიდამოსთვის თვალის მოვ-
ლებისთანავე მისი ბუნდოვანი და გაურკვეველი შიში ხორცს შე-
ისხამდა. რას დაინახავდა? როგორც იქნა, მაგრად დახუჭულ ქუ-
თუთოებზე მიჭერილი ხელები ჩამოიღო, ერთხანს გაირინდა,
მოულოდნელი და საზარელი ჩვენებისგან მოგვრილი შოკის აღ-
საქმელად ემზადებოდა. როდესაც წინ გაიხედა, მიხვდა, რომ შე-
უმჩნევლად დაბრუნდა ზუსტად იმავე ადგილზე, საიდანაც დიდი
გზიდან გადაუხვია. ისეთი უსაზღვრო აღმოჩნდა მისი გაოცება,
ისე სწრაფად გაიფანტა მისი შიშიც კი, რომ კიდევ ერთ წამს სუ-
ლელურად მოკუნტული იჯდა ცივ ტალახში, არც განძრევა შეეძ-
ლო, არც რაიმეს გაფიქრება. შემდეგ მიდამოს დათვალიერება
გაბედა. მოკუნტული, აქეთ-იქით აწყდებოდა, ზოგჯერ ხელებით
ეძებდა მიწაზე თავისივე ნაკვალევს, მისდევდა იმ იდუმალი წერ-
ტილის აღმოსაჩენად, საიდანაც საჭირო გზიდან გადაუხვია და
უნებლიეთ მისკენ ზურგით აღმოჩნდა. მართალია, შიში დაძლია,
მაგრამ გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა საიდუმლოს ამოხ-
სნამდე – და ის აუცილებლად უნდა ამოეხსნა. ოცჯერ ამაოდ სცა-
და წრის გარღვევა. გარკვეულ მანძილზე კვალი საერთოდ აღარ
ჩანდა და იძულებული გახდა დაესკვნა, რომ გზისპირა ბალახში
იარა – საკმაოდ ხშირ ბალახში, რის გამოც, კვალი გაქრა. ისიც
შენიშნა, რომ რამდენიმე მეტრის რადიუსში ნიადაგი ნაბიჯებით
იყო დასერილი. აბსურდულმა სასოწარკვეთილებამ, ლამის ბავ-
შვურმა უიმედობამ, თვალები ცრემლებით აუვსო. ლიუმბრელი
წმინდანი არასოდეს ყოფილა, თანამედროვედ რომ ვთქვათ,
ემოციური. თანდათან იმღამინდელი ცდომილებანი და ხრიკები,
თავისი მიამიტობით, დასაძლევ დაბრკოლებებად მიიჩნია. კიდევ
ერთხელ დაადგა გზას, ფერდობი ჩაიარა, ჯერ ნელა, შემდეგ ნა-
ბიჯს აუჩქარა, მერე კიდევ უფრო სწრაფად და ბოლოს – სირბი-
ლით. ჰგონია, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონია, და სინამ-
დვილეში, დანიშნულების ადგილისკენ კი არ გარბის, არამედ გა-
ურბის ღამეს, ზურგს აქცევს თავის შიშს: უკანასკნელი მცდელობა
გაუცნობიერებელი გაქცევაა. განა კარგა ხნის წინ არ უნდა მიეღ-
წია პატარა ქალაქისთვის? თითოეული დაგვიანებული წუთი აუხ-
სნელი წუთია.
ისევ თვალწინ წარმოუდგება ორი ჩაშავებული გორაკი, ისინი
დაბლდება, ისევ აღიმართება, და როდესაც მოულოდნელად
ორივე ქრება, ის-ისაა, ძლივს ხვდება მის გარშემო გადაშლილი
ველის არსებობას, რომ სახეში უხმაუროდ ეხლება ყინულივით
ცივი ქარი... დარწმუნებულია, რომ გზიდან უკვე გადავიდა, თუმცა
ვერ ხვდება, ეს როდის მოხდა. დაქანებულზე უფრო სწრაფად
ჩარბის, ზურგში მოხრილი, გამხდარ ფეხებზე ანაფორის კალთე-
ბი ეტყლაშუნება – სასაცილო მოჩვენებაა, უცნაურად აქტიური,
ჟესტიკულაციას რომ იშველიებს, მის გარშემო კი ყველაფერი უძ-
რავადაა. თავდახრილი, ბოლოს რბილ და ცივ კედელს აწყდება;
ნელა ეცემა გვერდზე, ტალახში, თვალებს ხუჭავს. და ვიდრე
გაახელს, უკვე იცის, რომ დაბრუნდა.
მომხდარი ჯერ კიდევ არ იწვევს მასში აღშფოთებას. დგება,
ღრმად ამოიოხრებს და მხრებს შეარხევს, თითქოს ტვირთის სიმ-
ძიმეს უფრო მოხერხებულად ანაწილებს, შემდეგ ტრიალდება და
გზას შეუდგება. მიდის გამოზომილი ნაბიჯებით, მორჩილად, მიწა
ფეხსაცმლის ლანჩებს ეკრობა, გადააბიჯებს დაბალ ბუჩქებს,
რკინის მავთულხლართს, სხვა დაბრკოლებებსაც თავს არიდებს,
უკან არ იხედება, ძველებურად დაუღალავია. გონება ნათელი
აქვს; განსაკუთრებული მიზანი არ აქვს; ჩვეულებრივ თავგადასავ-
ლად იღებს ამ მოგზაურობას, რომელიც მოულოდნელად შეწ-
ყდა და მხოლოდ ის სურს, რაც შეიძლება სწრაფად, გათენებამ-
დე დაბრუნდეს შინ, კამპანის ეკლესიაში. უბრალოდ გადაწყვიტა,
შინ წასასვლელი გზა უკან გაიაროს. უეცრად წინ აბატი მენუ--
სეგრე რომ გადაღობებოდა, უეჭველია, ზრდილობიანად
მიესალმებოდა და ისე მოუყვებოდა მომხდარს, როგორც დასა-
ნან გაუგებრობას.
უკანასკნელი თხრილის გადალახვის შემდეგ, ძალიან ვიწრო,
გაჭირვებით გასარჩევ გზაზეა, რომელიც დამუშავებულ მინ-
დვრებს შორისაა. ახსენდება, რომ შესაძლოა, მასზე უკვე გაიარა
– ერთი თუ ორი საათის წინ. მაგრამ, როგორც ეტყობა, მაშინ
მარტო იყო...
რადგან ერთი ხანია, მარტო აღარ არის. მის გვერდით ვიღაც
მიაბიჯებს. ჩია კაცია, მკვირცხლი, ხან მარჯვნივ გამოჩნდება, ხან
– მარცხნივ, წინ, უკან, მაგრამ მის სილუეტს ცუდად არჩევს – და
ჯერ მდუმარედ მიაბიჯებს. შესაძლებელია თუ არა ასეთ კუნაპეტ
ღამეში ერთმანეთს დაეხმარონ? ნუთუ აუცილებელია, ერთმა-
ნეთს იცნობდნენ, რომ ამ დიდ სიჩუმეში, ამ დიდ ღამეს, სოფ-
ლამდე მიაღწიონ?
– რა ბნელი ღამეა, არა? – ამბობს მოულოდნელად ჩია კა-
ცი.
– დიახ, ბატონო, – პასუხობს აბატი დონისანი, – გათენებამდე
ჯერ დიდი დროა.
უეჭველია, მხიარული ყმაწვილია, რადგან მის ყრუ ხმაში
იდუმალი სიხარული ჟღერს, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ
გაუწევ. ეს საბოლოოდ ამშვიდებს საბრალო მღვდელს. თუმცა
იმისიც ეშინია, მისმა მოკლე პასუხმა არ გააბრაზოს ხალისით
აღსავსე, მხიარული კომპანიონი. ზოგჯერ როგორი სასიამოვნოა
ადამიანის შეხმიანება, რა ტკბილია სხვისი ხმის გაგონება! აბატ
დონისანს ახსენდება, რომ მეგობარი არ ჰყავს.
– ჩემი აზრით, – ამბობს შავებში გამოწყობილი ჩია თანამ-
გზავრი, – სიბნელე ადამიანებს აახლოებს. ეს კარგი რამაა, ძა-
ლიან კარგი. როცა გარშემო წკვარამია, ყოყლოჩინასაც კი ავიწ-
ყდება თავისი სიამაყე. დავუშვათ, ერთმანეთს შუადღისას შევ-
ხვედროდით: ისე ჩამივლიდით, თავსაც არ მოაბრუნებდით... მაშ,
ეტაპლიდან მოდიხართ?
ისე, რომ პასუხს არ ელოდება, სწრაფი ნაბიჯით უსწრებს თა-
ნამგზავრს, უხილავი ზღუდის მავთულხლართს სწევს და ხელით
უჭირავს, რომ დონისანს მასში გაძრომა გაუადვილდეს. შემდეგ
თავისი მხიარული, ოდნავ ყრუ ხმით განაგრძობს:
– ამრიგად, ეტაპლიდან მოდიხართ და უეჭველია, მიდიხართ
კიუმიერში?... თუ შალენდრიში?... თუ კამპანში?..
– კამპანში, – პასუხობს ვიკარი და ასე იცილებს თავიდან
ტყუილის თქმას.
– იქამდე ვერ ვიქნები თქვენი თანამგზავრი, – განაგრძობს
ჩია, თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მეგობრულად იცინის, – მოკლეზე გა-
დავჭრით, მინდვრებით, შალენდრისკენ: კარგად ვიცი, გზად სად
გხვდება ზღუდეები, შემიძლია თვალდახუჭულმა გავიარო.
– მადლობას მოგახსენებთ, – ამბობს აბატი დონისანი, რო-
მელსაც გული აუჩვილა თანამგზავრის კეთილგანწყობამ, – მად-
ლობა თქვენი თავაზიანობისა და გულმოწყალებისთვის. ბევრი
უცხო ადამიანი დახმარებას არ გამიწევდა: ბევრ კეთილ ადამიანს
ანაფორა აშინებს.
ჩია აგდებულად ჩაიფრუტუნებს:
– რეგვნები, უვიცები, ლაჩრები, რომლებსაც არაფერი გაეგე-
ბათ, კითხვაც კი არ იციან. ეგეთი მრავლად შემხვედრია ბაზრებ-
ში და ბაზრობებზე – კალედან ჰავრამდე. რა სისულელეს არ
გაიგებ ასეთებისგან! რა საწყლები არიან! დედაჩემის ძმაა
მღვდელი, ამას მე გეუბნებით.
ისევ იხრება ეკლებით დაფარული სქელი და დაბალი ბუჩქე-
ბისგან წარმოქმნილი ცოცხალი ღობისკენ; ხელებს აცეცებს,
გრძელი, მარდი მკლავებით ადგილს ამოიცნობს და ვიკარი გა-
საოცარი სიმარჯვით მიჰყავს მარჯვნივ, სადაც ფართო ღრიჭო
აღმოაჩინა და ჯერ მას გაატარებს:
– თავადაც ხედავთ – შეხედვაც კი არ მჭირდება. სხვა, ჩემს
ადგილზე, ასეთ უკუნეთ ღამეში დილამდე ივლიდა წრეზე.
აქაურობას საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ.
– აქ ცხოვრობთ? – ჰკითხა ლამის დამორცხვებულმა კამპა-
ნელმა ვიკარმა (რადგან, რაც უფრო შორდებოდა აუხსნელი
მოვლენების გამო მიუღწეველ ქალაქს, მისი გული თანდათან
მოიცვა სირცხვილთან შერეულმა უკვე დამცხრალმა, ყრუ შიშმა –
უწმინდური სიზმრის ნახვის შემდეგ დარჩენილი მოგონების
მსგავსმა – და გადავლილმა საფრთხემ დასუსტებული, მოყოყმა-
ნე დატოვა, ბავშვივით სურდა გვერდით დამხმარე ჰყოლოდა;
ყოფილიყო ვინმე, ვინც ხელს შეაშველებდა).
– შეიძლება ითქვას, რომ სახლი არსად მაქვს, – გაანდო ჩი-
ამ, – ბულონელი ცხენებით მოვაჭრისთვის ვმოგზაურობ. გუშინ-
წინ კალეში ვიყავი, ხუთშაბათს ავრანშში ვიქნები. ოჰ! მძიმე
ცხოვრება მაქვს და დრო არ მქონია, რომ სადმე ფესვი გამედგა.
– დაქორწინებული ხართ? – ისევ დასვა შეკითხვა აბატმა
დონისანმა.
ჩიამ გადაიხარხარა:
– სიღარიბეზე ვარ დაქორწინებული. თქვენი აზრით, ამ სა-
კითხზე სერიოზულად დაფიქრებას დრო როდის უნდა დავუთმო?
მივდივარ, მოვდივარ, ერთ ადგილზე არსად ვჩერდები. ხანდა-
ხან, გზაში თუ ვასიამოვნებ თავს.
გაჩუმდა და მერე უხერხულად განაგრძო:
– ბოდიშს გიხდით: ასეთ რამეს თქვენნაირ ადამიანს არ ეუბ-
ნებიან. უფრო მარჯვნივ გეჭიროთ გეზი: აქ, სადღაც ახლოს, მინ-
დორში გუბეებია.
ამგვარი ყურადღება ისევ გულს უჩვილებს აბატ დონისანს.
ახლა სწრაფად მიაბიჯებს, დაღლილობა თითქმის გაქრა, მაგრამ
ამის კვალდაკვალ, მასში სრულიად სხვა სისუსტე იკიდებს ფეხს,
მის ნებისყოფას ისეთი ლაჩრული, ისეთი მზაკვრული გულის აჩ-
ვილება ეუფლება! პირზე ადგება სიტყვები, რომელთა წარმოთ-
ქმასაც მისი გონება თითქმის ვეღარ აკონტროლებს.
– გულმოწყალე ღმერთი გაწეული დახმარებისთვის სათანა-
დოდ მოგაგებთ, – ამბობს ის, – მან შემახვედრა თქვენთან ჩემს
გზაზე მაშინ, როდესაც გამბედაობამ უკვე მიმტყუნა. რადგან ეს
ღამე ჩემთვის იმაზე მძიმე და იმაზე გრძელია, ვიდრე წარმოდგე-
ნა შეგიძლიათ.
ძლივს შეიკავა თავი, რომ მიამიტურად, გაუცნობიერებლად,
ბოლოდროინდელი თავგადასავალი არ მოეყოლა. უნდოდა
ელაპარაკა, გული გადაეშალა; თუნდაც უცნობი ადამიანის, მაგ-
რამ მეგობრულ, თანამგრძნობ მზერაში დაენახა საკუთარი წუხი-
ლი, ეჭვი, რომელიც უკვე ღრღნიდა, საზარელი ზმანება. თუმცა,
როდესაც თავი ასწია და თვალი გაუსწორა, ჩია კაცის თვალებში
თანაგრძნობაზე მეტად, გაკვირვება დაინახა.
– უმთვარო ღამეში მოგზაურობა არასოდეს ყოფილა სა-
სიამოვნო, – ბუნდოვნად უპასუხა უცნობმა, – ეტაპლიდან კამპა-
ნამდე, ჩემი აზრით, ოთხი ლიეს სიგრძის ცუდი გზაა. უჩემოდ ეს
გზა უფრო გრძელი იქნებოდა. მოკლე გზებით, სულ მცირე, ორი
კილომეტრი მაინც მოვიგეთ. აი, უკვე შალენდრის გზაზე ვართ, –
(ღამეში ბუნდოვნად მოჩანს გზა, რომელიც პირდაპირ ჭრის
უფორმო ვაკეს), – მარტომ უნდა გააგრძელოთ გზა, – თითქოს
სინანულით ამატებს, – ძალიან გეჩქარებათ კამპანში დაბრუნება?
– ისედაც ძალიან დავაგვიანე, – პასუხობს ლიუმბრეს მომავა-
ლი კიურე, – ძალიან, ძალიან.
– შემოგთავაზებდით... თუკი ეს შესაძლებელია... უკეთესიც
კია... გათენებას ჩემთან დაველოდოთ, პატარა ქოხია, რომელიც
კარგად ვიცი – სოჟრის ტყის პირზე – მენახშირეებისაა, იქ ღუმე-
ლია და ყველაფერი, რაც ცეცხლის გასაჩაღებლადაა საჭირო.
მაგრამ მიწვევა ცალყბად იყო ნათქვამი. და ხმაში ისე ცხა-
დად და აშკარად იგრძნობოდა ყოყმანი, რომ ამან გააოცა აბატი
დონისანი.
„სინამდვილეში, არ უნდა, რომ დავთანხმდე. მასაც კი ჩემ-
თვის თავის არიდება სურს!“, ფიქრობს სევდით.
ეს ბედკრული სიცხადე გულს ნაღველით უვსებს. მისი იმედ-
გაცრუება კვლავ ისეთი დიდია, მისი სასოწარკვეთილება ისეთი
მოულოდნელი, ისეთი ძლიერი, რომ შედეგისა და მიზეზის ასეთი
შეუსაბამობა აშფოთებს ვიკარის კეთილგონიერებასა და აზროვ-
ნებას, სულ უფრო მზარდი გონების დაბინდულობის მიუხედავად.
(მაგრამ თუკი გაუფრთხილებლობით სიტყვის წამოსროლისგან
თავის შეკავებას ახერხებს, როგორ შეაკავოს ცრემლების
ზღვა?).
– ცოტა ხნით შევჩერდეთ, – სთავაზობს მოხერხებული თანამ-
გზავრი, მორცხვად არიდებს თვალს აქვითინებულ საბრალო
მღვდელს, – ნუ წუხხართ, ასეთ მდგომარეობაში დაღლილობამ
ჩაგაგდოთ. ეს კარგად ვიცი: რაღაც გზით აუცილებლად იჩენს
თავს.
მაგრამ მაშინვე, სანახევროდ ღიმილით ამატებს:
– საყვედურად ნუ მიიღებთ, ბატონო კიურე, მაგრამ ძალიან
შორი გზა გამოიარეთ! რამდენიმე ლიე გაქვთ გავლილი!..
გორაკის წვერზე მიწაზე შლის მაუდის სქელ პალტოს. მასზე
ლამის ძალით აწვენს თანამგზავრს. როგორი ყურადღებიანი,
ალერსიანი და ძმური სიყვარულითაა აღსავსე ამ უხეში სამარი-
ტელის საქციელი! როგორ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო
აქამდე უცნობ ალერსიანობას?! როგორ შეიძლება მეგობრის ამ-
გვარ, გულწრფელობით აღსავსე მზერას, სათანადოდ არ უპასუ-
ხო?
და მაინც, საბრალო მღვდელი, ასე უცნაურად დამცირებული,
ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს, უკანასკნელ ძალებს იკრებს.
როგორი სქელიც არ უნდა იყოს ღამე, რომელიც გარს ახვევია,
სიბნელე მის არსებაში და მის გარეთ, საკუთარ თავს მკაცრად
განსჯის, უმწიფრად და ლაჩრად თვლის, წუხს ამ სასაცილო სკან-
დალის გამო, სულელური ცრემლების რცხვენია. სურს თუ არა,
ძნელია, ეს თავგადასავალი, არანაკლები იდუმალებით მოცული,
არ დააკავშიროს იმ დაბნეულობასთან, რომელმაც რამდენიმე
საათის წინ გააჩერა გზაზე, გაურკვეველი სახით ჩამოაშორა მი-
საღწევ მიზანს... და მაინც, მეორე მხრივ, რატომ არ შეიძლება ეს
ბოლო შეხვედრა იყოს დახმარება, შეწყალება? რატომ არ შეიძ-
ლება, მორჩილად დაელოდოს კეთილი ადამიანის რჩევას, თა-
ვისი დახმარებით ბიბლიური გულმოწყალების მაგალითს რომ
იძლევა?.. აჰ! მეტისმეტად მძიმეა გაჩუმება, დასახმარებლად გა-
მოწვდილ ხელზე უარის თქმა!
ამ ხელს ხელს ჰკიდებს, უჭერს და გული საგულეში მაშინვე
უცნაურად უთბება. ის, რაც ჯერ კიდევ წუთის წინ, მიამიტური ან
სახიფათო ეჩვენებოდა, ახლა მართებული, აუცილებელი, გა-
დაუდებელი ჩანს. განა დაბეჩავებულს შეუძლია ვინმეს დახმარე-
ბაზე უარის თქმა?
– არ ვიცი... – წამოიწყო კამპანელმა მღვდელმა, – არ ვიცი,
როგორ უნდა მიგახვედროთ... ბოდიში მოგიხადოთ... მაგრამ რა
საჭიროა?... თავადაც უკეთ აფასებთ ჩემს გასაჭირს... ვაგლახ! ბა-
ტონო ჩემო, მეტად მძიმეა იმის გაფიქრება, რომ ჩემნაირ საბრა-
ლო მღვდელს – ასეთ ლაჩარს, ასე ადვილად რომ ფრთხება –
ერთადერთი მოვალეობა აქვს: გაამხნევოს მოყვასი, გამბედაობა
შთაუნერგოს... როდესაც ღმერთი მიმატოვებს ხოლმე...
თავი გადააქნია, ძალ-ღონე მოიკრიბა, მძიმედ წამოდგა, შემ-
დეგ წაიქცა.
– ძალ-ღონე სულ გამოგეცალათ, – მშვიდად უპასუხა უცხო
კაცმა, – მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. მოთმინება ჩინებული წა-
მალია, აბატო... დანარჩენებთან შედარებით ნაკლებად უხეში,
მაგრამ ძალიან ქმედითი!
– მოთმინება... – სულისშემძვრელი ხმით წარმოთქვა აბატმა
დონისანმა, – მოთმინება... უნებლიეთ ერთადერთი თანამგზავ-
რის მხრისკენ დახარა თავი. ისევ ჩასჭიდებოდა უკვე კარგად ნაც-
ნობ მკლავს. თავბრუ თავს რბილი გვირგვინივით შემოვლებოდა,
თუმცა მისი დაწოლა თანდათან იზრდებოდა და აუტანელი ხდე-
ბოდა. გონება დაებინდა, თვალები ფართოდ გაეხილა და თით-
ქოს სიზმარში ლაპარაკობდა...
– არა! ეს არ არის დაღლილობა, რომელიც ასე მთრგუნავს:
ძლიერი ვარ, ზორბა, დიდხანს შემიძლია ბრძოლა – მაგრამ ყვე-
ლას წინააღმდეგ არა – სიმართლე ითქვას, ამგვარად არა...
მოეჩვენა, რომ სრულ სიჩუმეში თანდათან ქვემოთ ცურდებო-
და, შემდეგ, მოულოდნელად, ჩასრიალების ხანგრძლივობამ
შეაშინა; სიღრმე გაზომა. ჟესტით, რომელიც მის შიშს მოწმობდა,
ინსტინქტურად ასწია ორივე ხელი და უცხოს მხარს ჩაეჭიდა, რო-
მელიც არ შემდრკალა.
ისევ იმ მეგობრული ხმით, რომელიც აბატისთვის საზარლად
ჟღერდა, ამბობდა:
– ეს მხოლოდ თავბრუსხვევაა... ჰო, ასეა... სხვა კი არაფე-
რი... დამეყრდენით: ნურაფრის გეშინიათ! აჰ! რამდენი იარეთ!
როგორი დაქანცული ხართ! დიდი ხანია, რაც მოგყვებით, გით-
ვალთვალებთ, ჩემო მეგობარო! გზაზე ვიყავი, თქვენ უკან, რო-
დესაც ოთხზე იდექით და ეძებდით... თქვენს ნაკვალევს... ოჰ! ოჰ!
– ვერ დაგინახეთ, – წაიჩურჩულა აბატმა დონისანმა, – ნუთუ
ეს შესაძლებელია? მართლა იქ იყავით? გინდათ მითხრათ,
რომ...
წინადადება აღარ დაუსრულებია. ჩასრიალება განახლდა,
არ შეწყვეტილა, დაჩქარებულად, პერპენდიკულარულად. უკუნე-
თისკენ მიექანებოდა და ყურები ისე უწუოდა, როგორც ღრმა
წყალში ჩაყვინთვისას.
ხელები გაშალა, ორივე მკლავი შემოხვია ღონიერ მხრებს
და მთელი ძალით ჩაეჭიდა. ტორსი, რომელსაც ეყრდნობოდა,
მუხასავით მაგარი და დაკორძილი აღმოჩნდა. არც კი შერ-
ხეულა, როდესაც აბატი დაეყრდნო. საბრალო მღვდლის სახემ
იგრძნო უცნობის სახის ნაკვთები და სითბო. სულ ერთი წამით,
დროის ლამის შეუმჩნეველ მონაკვეთში, მისი გონება დაიცალა
ყოველგვარი აზრისგან – აღიქვამდა მხოლოდ შემხვედრ საყ-
რდენს – დაბრკოლების სიმტკიცეს, შეურყევლობას, რომელიც
წარმოსახვითი უფსკრულის პირას აკავებდა. მთელი ძალით აწ-
ვებოდა, უსაფრთხოების მზარდი, თავბრუდამხვევი შეგრძნებით.
თავბრუსხვევა, რომელიც თითქოს იდუმალმა ცეცხლმა გაადნო
მის მკერდში, ვენებიდან თანდათან გამოიდევნა.
და მაშინ, სწორედ იმ წუთს, უეცრად, თუმცა ეს სრულიად
სარწმუნო ახალი ამბავი მაშინვე ვერ აღიქვა, მაგრამ ვიმეორებ,
სწორედ მაშინ მიხვდა კამპანელი ვიკარი, რომ როგორც იქნა,
სწორედ იმას შეხვდა, ვისაც გაურბოდა ამ საზარელ ღამეს.
ეს შიში იყო? იქნებ სასოწარკვეთილი რწმენა, რომ გარ-
დაუვალი, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, მართლაც მოხ-
და? იყო თუ არა ეს მწარე სიხარული განწირულის, რომელსაც
აღარაფრის იმედი აქვს და დასამტკიცებელიც აღარაფერი დარ-
ჩა? ან იქნებ, უფრო მეტად – ლიუმბრელი კიურეს ბედისწერის
წინათგრძნობა? ყოველ შემთხვევაში, არ გაჰკვირვებია, როდე-
საც გაიგონა ხმა, რომელიც ამბობდა:
– კარგად მომეყრდენით... არ წაიქცეთ, ვიდრე ეს მცირე შე-
მოტევა გაივლის. მე თქვენი ნამდვილი მეგობარი ვარ – ჩემო მე-
გობარო – ნაზად მიყვარხართ.
მკლავი ნელა, ალერსით, მტკიცედ მოხვია. აბატმა ვერ გაუძ-
ლო და თავი დახარა, მხარსა და კისერს შორის დაადო; ისე ახ-
ლოს, რომ შუბლსა და ყვრიმალებზე სუნთქვის სითბოს გრძნობ-
და.
– მომეყრდენი და დაიძინე, ჩემი გულის პაწაწინავ, – განაგ-
რძო იმავე ტონით ხმამ, – კარგად მომეჭიდე, სულელო პირუტ-
ყვო, პატარა მღვდელო, ჩემო მეგობარო. დაისვენე. კარგა ხანს
გეძებე, კარგა ხანს გდიე. აი, შენც აქ ხარ. როგორ გიყვარვარ!
მაგრამ კიდევ უფრო შემიყვარებ, რადგან არ ვაპირებ შენს მიტო-
ვებას, ჩემო ანგელოზო, მღვდლად აღკვეცილო, ჩემო მარა-
დიულო თანამგზავრო!
პირველად მოხდა, როდესაც ლიუმბრელი წმინდანი ხედავ-
და, ესმოდა, ეხებოდა იმ საზიზღრობას, რასაც უკავშირდებოდა
მისი ტკივილით აღსავსე ცხოვრება, და თუ დავუჯერებთ იდუმალი
განსაცდელის თითო-ოროლა მესაიდუმლეს ან მოწმეს, ვიდრე
მისი სული სხეულს გაეყრებოდა, კიდევ არაერთხელ გაიგონა
იგივე ხმა! ეს იყო პირველი შემთხვევა და ამის მიუხედავად, შეუც-
დომლად იცნო. იმ წუთს საკუთარ შეგრძნებებსა თუ საღ აზრშიც
კი არ შეუტანია ეჭვია. ეს იმიტომ, რომ არ ეკუთვნოდა იმ ადამი-
ანთა რიცხვს, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჯა-
ლათს, რომელიც ჩვენს თითოეულ ფიქრშია, ჯიუტად და მოთმი-
ნებით გვკვებავს საკუთარი სიძულვილით, ეპოსისთვის დამახა-
სიათებელი ქცევა და მეტყველების სტილი გამოარჩევს... კამპა-
ნელი ვიკარის ადგილზე ნებისმიერი სხვა, მისნაირი ფხიზელი
გონებით დაჯილდოებული, მსგავს შემთხვევაში, ვერ შეიკავებდა
თავს და უნებლიეთ, შიშით ან, სულ მცირე, ზიზღით ნაკარნახევი
მოქმედება დასცდებოდა. მან კი, სიძულვილისგან ერთ მუშტად
შეკრულმა, თვალებდახუჭულმა, თითქოს საკუთარ არსებაში იკ-
რებდა ძალას, უსაგნო მღელვარების თავიდან ასაცილებლად,
კაეშნის დაძლევას ქარქაშიდან ამოღებული ხმლის მსგავსად ერ-
თად შეკრული ნებისყოფა შეაგება.
ამის მიუხედავად, როდესაც მკრეხელური ხუმრობით უწმინ-
დური პირი მის ბაგეებს შეეხო და მისი სუნთქვა მიიტაცა, თავზარ-
მა ლამის მთელი სასიცოცხლო ძალა წაართვა და ასე ეგონა, გუ-
ლი საგულეში სისხლისგან დაიშრიტა.
– ეს მეგობრის კოცნა იყო, – მშვიდად ამბობს ცხენების ჩარ-
ჩი და ბაგეებს ხელის ზურგით იწმენდს, – მე კი ჩემი სული შთაგ-
ბერე, იესო ქრისტეს სანაწილევ, ძვირფასო ყეყეჩო! ამ მცირე-
დისთვის ასე ძალიან ნუ შფოთავ: შენ გარდა ბევრ სხვასაც ვეამ-
ბორე, ძალიან ბევრს. გინდა გაგიმხილო? ყველას გკოცნით,
ძილსა და ღვიძილში, მკვდარსა და ცოცხალს. აი, ესაა სიმარ-
თლე. ერთი სიამოვნებაა თქვენთან ერთად ყოფნა, ღმერთის სა-
დარო პატარა ადამიანებო, გამორჩეულებო, გამორჩეულებო,
ოჰ, რა ძალიან გამორჩეულებო! გულახდილად რომ ვთქვა,
თითქმის არასოდეს გტოვებთ. თქვენი არსების იდუმალ კუნჭუ-
ლებში მატარებთ მე, ვისი სინათლეც იყო სამყაროს დასაბამისას
– უბნელესი კუნჭულებისკენ მიმიძღვებით მე, ლუციფერს... სათი-
თაოდ გთვლით. თქვენგან ერთიც ვერ გამექცევა. ჩემი პატარა
ჯოგის ყოველი ცხოველის სუნს კარგად ვცნობ.
მკლავი, რომლითაც ჯერ კიდევ მაგრად ეჭირა აბატი დონი-
სანი, გაშალა და ოდნავ გაიწია, თითქოს იმისთვის, რომ ადგილი
გაეთავისუფლებინა, სადაც ის დაეცემოდა. ლიუმბრელ წმინდანს
გვამივით გაფითრებოდა და გაშეშებოდა სახე. თავის ტანჯვას გა-
მოხატავდა ტუჩის აწეული კუთხეებით, რაც საზარელ ღიმილს
ჰგავდა, მაგრად დახუჭული თვალებით, ყველა დაჭიმული ნაკ-
ვთით. მაგრამ ის ოდნავ გადაიხარა გვერდზე, ისევ პალტოს კი-
დეზე იჯდა, შემაძრწუნებლად უძრავი.
თანამგზავრმა ალმაცერად შეხედა, მერე მაშინვე მოარიდა
მზერა, გაოცება ძლივს შესამჩნევი მოძრაობით ვერ დამალა.
ჰაერი ხმაურით შეისუნთქა, ჯიბიდან ფართო ცხვირსახოცი
ამოიღო და ვითომც არაფერიო, კისერი და ლოყები შეიმშრალა.
– ბატონო აბატო, მორჩით ხუმრობას, – თქვა მან, – წელიწა-
დის ამ დაწყევლილ დროს გათენების პირზე მეტისმეტად ცივა!
მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი, როგორც თამაშის
დროს ჰკრავენ ხოლმე ნივთს, რომელიც მყარად ვერ ჩერდება
ან როგორც ბავშვები მუჯლუგუნებით უმასპინძლდებიან თოვლის
კაცს და ის მაშინვე იშლება. კამპანელი ვიკარი არც კი შეტოკებუ-
ლა, მხოლოდ ნელა გაახილა თვალები. და ისე, რომ მისი სახის
არცერთი ნაკვთი არ მოდუნებულა, შავი თვალების მზერა მის წინ
მდგომს გაუსწორა.
– აბატო! ბატონო აბატო! ჰეი! აბატო!.. – ხმამაღლა დაუძახა
ცხენების ჩარჩმა, – სული ამოგხდებათ, მეგობარო! გაიყინებით...
ჰეი, თქვენ!
მისი ორივე ხელი თავის ფართო ხელისგულში მოიქცია და
მეორე ხელით მსუბუქად ურტყამდა.
– ადექით, ღმერთმა დასწყევლოს! წამოდექით, ბოლოს და
ბოლოს! სადაცაა სისხლი გაგეყინებათ, არ გესმით, რას გეუბნე-
ბით?!
თითები ანაფორის ქვეშ შეუცურა და გული მოუსინჯა. შემდეგ
უფრო სწრაფად და თუ შეიძლება ასე ითქვას, უნებლიეთ, შეეხო
მის შუბლს, თვალებს, ბაგეებს. ბოლოს ისევ მისი ხელები მოიქ-
ცია ხელებში და თავისი სუნთქვით ათბობდა. თითოეული ეს მოძ-
რაობა ციებ-ცხელებით შეპყრობილის აჩქარებას ჰგავდა, თით-
ქოს ოსტატს დახვეწილი ნამუშევრის დასრულება სურდა და ეში-
ნოდა, დაღამებას ან არასასურველ სტუმრობას მისთვის ხელი
არ შეეშალა. მერე, უეცრად, ხელები გულზე, თავისი სამოსის ნა-
კეცებში შემალა და მთელი სხეულით აკანკალდა, გეგონებოდა,
ყინულივით ცივ წყალში შევიდა; მაშინვე წამოხტა.
– სიცივეს ვუძლებ, – თქვა მან, – არაჩვეულებრივად ვიტან
სიცივესაც და სიცხესაც. მაგრამ მაოცებს, ისევ აქ, გაყინულ ტა-
ლახში უძრავად მჯდომს რომ გხედავთ. გარწმუნებთ, უკვე მკვდა-
რი უნდა იყოთ... მართალია, აქამდე, ამ გზაზე, ძალიან ბევრი
იარეთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო... მე რაც შემეხება, ვაღიარებ,
რომ მცივა... ყოველთვის მცივა... არც ისე ადვილია, ვინმემ
მსგავსი რამ წამომაცდევინოს... თუმცა, ეს სიმართლეა... მე თა-
ვად სიცივე ვარ. ჩემი სინათლის არსი აუტანელი სიცივეა... მაგ-
რამ ამას თავი დავანებოთ... თქვენ წინ საბრალო კაცი დგას, თა-
ვისი ღირსებებითა და ნაკლით... ნორმანდიული და ბრეტონული
ცხენებით ვაჭრობაში შუამავალი... ჩარჩი, როგორც მიღებულია
და როგორც ეძახიან ამ ხელობის ადამიანს... ამასაც თავი დავა-
ნებოთ! მხედველობაში გქონდეთ მხოლოდ მეგობარი, ამ უმთვა-
რო ღამის თანამგზავრი, კარგი მეგობარი... ნუ დაგიჟინებიათ! ნუ
ფიქრობთ იმაზე, ამღამინდელი მოულოდნელი შეხვედრის შესა-
ხებ მეტი დამტყუოთ. მხოლოდ ის მსურს, სამსახური გაგიწიოთ
და თქვენ მაშინვე უნდა დამივიწყოთ. მე კი არ დაგივიწყებთ.
თქვენმა ხელებმა დიდი ტკივილი მომაყენა... თქვენმა შუბლმაც,
თვალებმაც და თქვენმა ბაგეებმაც... მათ ვერასოდეს გავათბობ:
მათმა სიცივემ გამიყინა თავის ტვინი, ძვლები; უეჭველია, მირო-
ნია ამის მიზეზი, თქვენი დაწყევლილი ზეთები – ნამდვილი ჯა-
დოქრობა. ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ... წასვლის საშუალება
მომეცით... კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი... არ დავნებე-
ბულვარ. აქ გავეყაროთ ერთმანეთს. ჩვენ-ჩვენს გზას დავადგეთ.
ჩია კაცი ბოლთას სცემდა, აღელვებული, განრისხებული,
ლაპარაკისას ხელებს იშველიებდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე
ნაბიჯით იყო დაშორებული აბატს. დონისანი პირქუშად უმზერდა.
გაქვავებულ სახეზე ბაგეები აღარ მოძრაობდა. მისი სახე შიშზე
მეტად უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას გამოხატავდა. შეიძლება
ითქვას, სიძულვილს, მაგრამ სიძულვილის შემთხვევაში ადა-
მიანის მზერაში ცეცხლი კიაფობს. სიძულვილი... თუმცა სიძულვი-
ლი პასიურია და სასოწარკვეთილების ან სიძულვილის წამოძა-
ხილი ვერასოდეს გახსნიდა მტკიცე გადაწყვეტილებით შეკრულ
კრიჭას. არც მეტის გაგების ფუჭი წყურვილი ანიჭებს ასეთ განსა-
კუთრებულ ღირსებას ადამიანს. ჯერ კიდევ უმნიშვნელო იყო გა-
მარჯვება, რომელიც ყოველწუთიერად ძლიერდებოდა და მტკიც-
დებოდა, კამპანელ ვიკარს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ასეთ მოწი-
ნააღმდეგეზე გამარჯვება ყოველთვის ნაადრევი, მყიფე, ხანმოკ-
ლეა. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სულ ერთ წამს მტერი შენ
ფეხქვეშაა, შეწყალებას გთხოვს? ის ხომ სულთა მკვლელია, რო-
მელსაც მისი ერთ-ერთი საიდუმლო უნდა გამოსტაცო.
უეცრად უცნაური მოგზაური შეჩერდა, თითქოს მისი დაუსრუ-
ლებელი ჟესტიკულაციით წარმოქმნილმა უხილავმა ბორკილებ-
მა შებოჭა გაკოჭილი ხარივით. მისი ხმა, სულ რაღაც ერთი წუ-
თის წინ გამყინავი, ჩვეულებრივი გახდა და შემდეგი სიტყვები ერ-
თგვარი უბრალოებით წარმოთქვა:
– თავი დამანებე. შენი გამოცდა დასრულებულია. არ მეგონა,
ასეთი ძლიერი თუ იყავი. უეჭველია, მოგვიანებით ისევ შევხვდე-
ბით. მაგრამ თუ შენი სურვილია, არც არასოდეს შევხვდებით. უკ-
ვე ერთი წუთია, შენზე ჩემი ძალაუფლება აღარ ვრცელდება.
ჯიბიდან დიდი ცხვირსახოცი ამოიღო და ღონივრად გაიმ-
შრალა სახე და ხელები. გაჭირვებით, სტვენით სუნთქავდა.
– ნუ ბუტბუტებ მაგ შენს ლოცვებს. გაჩუმდი. შენი ეგზორციზმი
ჩირადაც არ ღირს. სინამდვილეში, შენი ნებაა, რომელსაც ვერ
მოვერიე. ჰოი, როგორი გამორჩეული არსებები ბრძანდებით!
სულ უფრო მზარდი მღელვარებით იხედებოდა აქეთ-იქით.
ერთხელ სწრაფად შებრუნდა და ზურგს უკან ჩრდილს დააკვირ-
და.
– ეს ძონძები უკვე ტვირთად მაწევს, – თქვა და მხრები
ძლიერად შეუტოკდა, – თავს ცუდად ვგრძნობ ამ კანში... გაეცი
ბრძანება და ჩემგან აღარაფერი დარჩება, სუნიც კი...
კარგა ხანს იდგა, სახე ხელებში ჩაერგო, თითქოს ძალას იკ-
რებდა. როდესაც თავი ასწია, აბატმა დონისანმა პირველად
დაინახა მისი თვალები და ამოიკვნესა.
ორივე ხელით ანძის წვერზე მიკრული ადამიანი, გრავიტა-
ციული წონასწორობის დაკარგვისას როდესაც იხილავდა, მის
ქვემოთ როგორ ზვირთდება და მერე როგორ ცხრება არა ზღვა,
არამედ მთელი ვარსკვლავეთი, უსასრულობაში, ტრილიონობით
ლიეზე გადაჭიმული ნისლეულების ქაფი, რომელშიც მას მარა-
დიული დანთქმა უწერია, იმასაც კი არ ამოუვარდებოდა ამგვა-
რად გული საგულედან, – ორჯერ უფრო სწრაფად აფართხალე-
ბული, ნეკნებს მიასკდა და გაჩერდა. შიგნეულიდან გულისრევა
მოაწვა. თითები, თავზარდაცემისგან გაშეშებული სხეულის ერთა-
დერთი ცოცხალი ნაწილი, სასოწარკვეთილებით მოეჭიდა მიწას
კლანჭებივით. ბეჭებს შორის ოფლის წვეთები ჩასრიალდა.
შეურიგებელი ადამიანი, დანებებული და მიწიდან მოგლეჯილი,
რომელსაც უფსკრულის ძახილი ვერ დაეძლია, ამჯერად ფიქ-
რობდა, რომ სამუდამოდ დაიღუპა. და მაინც, იმ წუთსაც კი, მისი
მთავარი ფიქრი იყო, არ დანებებოდა.
გაჩერებულ სიცოცხლეს მაშინვე ბიძგი მიეცა და სისხლმა
ძარღვებში მოძრაობა განაახლა, საფეთქლები ისევ ფეთქავდა.
მზერა, რომელიც კვლავ მას მისჩერებოდა, ნებისმიერი სხვა მზე-
რისგან არაფრით გაირჩეოდა და ყურში იგივე ხმა ჩაესმოდა,
თითქოს არც დადუმებულიყო.
– სადაცაა დაგტოვებ. ვეღარასოდეს მნახავ. მხოლოდ ერ-
თხელ მხედავენ. დარჩი ისევ ასეთი სულელურად ჯიუტი. ოჰ!
წარმოდგენა მაინც რომ გქონდეთ, რა ჯილდოს გიმზადებთ
თქვენი ბატონი, ასეთი გულკეთილები აღარ იქნებოდით, იმიტომ,
რომ მხოლოდ ჩვენ – ჩვენ-მეთქი, ვამბობ – ჩვენ სრულებით არ
ვართ სულელები და მის სიყვარულსა და სიძულვილს შორის არ-
ჩევანი – თქვენი არაფრის მაქნისი ტვინებისთვის მიუწვდომელი
ზენაარი სიბრძნის კარნახით – სიძულვილზე შევაჩერეთ... მაგრამ
რა აზრი აქვს ამის თქმას შენთვის, მიწაზე გართხმულო ძაღლო,
მორჩილო პირუტყვო, მონავ, ყოველდღიურად საკუთარ ბატონს
რომ ქმნი!
უჩვეულო სისხარტით დაიხარა და გზაზე დაგდებულ ქვას წა-
მოავლო ხელი, თითებს შორის მოქცეული, ცისკენ გაიწვდინა, შე-
ლოცვის სიტყვები წარმოთქვა და მხიარული ჭიხვინით დაასრუ-
ლა... და ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა.
სიცილის ექომ ლამის ჰორიზონტის კიდემდე მიაღწია. ქვა
გაწითლდა, გათეთრდა, მერე უეცრად, ჩირაღდანივით აბრიალ-
და. ჩია კაცი ისევ იცინოდა, როდესაც ქვა ტალახში ჩააგდო, სა-
დაც ის საზარელი სტვენით ჩაქრა.
– ეს მხოლოდ თამაშია, – თქვა მან, – ბავშვური თამაში. ნახ-
ვადაც კი არ ღირს. ამასობაში, დრო მოვიდა, ერთმანეთს სამუ-
დამოდ დავშორდეთ.
– განვედ! – წარმოთქვა ლიუმბრელმა წმინდანმა, – რა გაკა-
ვებს?..
ხმადაბლა და მშვიდად ლაპარაკობდა, მის ხმაში სიბრალუ-
ლიც ისმოდა.
– ჩვენთან შეხვედრის ეშინიათ, – უპასუხა ასევე დაბალმა
ხმამ, – მაგრამ ჩვენთან განშორებას განსაცდელი მოსდევს.
– განვედ, – წყნარად გაიმეორა კამპანელმა ვიკარმა.
საზარელი არსება შექანდა, გასაოცარი სიმკვირცხლით დატ-
რიალდა, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით უკან გადაქანდა, თითქოს
უხილავ დაბრკოლებას შეასკდაო და ორივე მკლავი გაშალა, გე-
გონებოდა, წონასწორობის შენარჩუნება სურსო. ეს მოულოდნე-
ლი ბზრიალ-ტრიალი, მოძრაობათა მონაცვლეობა, მათი გათ-
ვლილი თავაწყვეტილობა, უჩვეულოდ გროტესკული ჩანდა, ისე,
როგორც უეცრად გაჩერება, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული,
რომ სრულებით არ მოგიყვანდათ სიცილის ხასიათზე. უხილავი
დაბრკოლება, რომელსაც ის-ის იყო სიბნელის მებრძოლი გადა-
აწყდა, უეჭველია, ჩვეულებრივი სახისა არ უნდა ყოფილიყო,
რადგან მართალია, დაუჯერებელი მოქნილობით აირიდა თავი-
დან შეჯახება, მაგრამ გამეფებულ დიად სიჩუმეში მიწა წიაღამდე
შეზანზარდა და დაიკვნესა. მან უკან ნელა დაიხია, თავდახრილ-
მა, და უხმაუროდ დაჯდა, როგორც დამორჩილებული.
– ესე იგი, არ მიშვებთ, – თქვა და მხრები აიჩეჩა, – ისარგებ-
ლეთ თქვენი ძალაუფლებით იმ დროის განმავლობაში, რაც
თქვენ განკარგულებაშია.
– არავითარი ძალაუფლება არ გამაჩნია, – სევდიანად უპასუ-
ხა აბატმა დონისანმა, – რა საჭიროა ჩემი ამგვარად ცდუნება?
არა! ეს ძალა ჩემგან არ მოდის და ეს თავადაც კარგად იცი. თუმ-
ცა, ერთი ხანია, გაკვირდები და ამან სარგებელიც მომიტანა. შე-
ნი დრო დადგა.
– ამ სიტყვებში არავითარი აზრი არ ძევს, – თქვა ჩია კაცმა
წყნარად, – რომელ დროზე მელაპარაკებით? ნუთუ ჩემთვის კი-
დევ არსებობს რაიმე დრო?
– შენი ხილვის საშუალება მომეცა, – ნელა წარმოთქვა ლი-
უმბრელმა წმინდანმა, – რამდენადაც ეს ადამიანს შეუძლია, გხე-
დავ. გხედავ ტკივილისგან გათანგულს, განადგურების პირას
მყოფს – რაც არ გეღირსება, ოჰ, საბრალო არსებავ!
ამ უკანასკნელი სიტყვების გაგონებისთანავე ურჩხული გორა-
კიდან გზისკენ ჩაგორდა და ტალახის გუბეში გაიშხლართა, საზა-
რელმა კრუნჩხვებმა დაუარა. შემდეგ გაშეშდა, წელი ასწია, მხო-
ლოდ კეფასა და ქუსლებს ეყრდნობოდა, უსულო გეგონებოდა.
ბოლოს გაისმა მისი მკვეთრი, ყივანა, მოწუწუნე ხმა:
– გეყოფა! გეყოფა! ხელდასხმულო ძაღლო, ჯალათო! ვინ
გასწავლა, თითქოს ამქვეყნად ყველაზე მეტად სიბრალული
გვჭირდება, მირონცხებულო პირუტყვო! რაც გაგიხარდება, ის მი-
ყავი... მაგრამ თუკი უკიდურესობამდე მიმიყვან...
რომელ ადამიანს შეეძლო შეშფოთების გარეშე მოესმინა ეს
ჩივილი – სიტყვებით გამოთქმული, მაგრამ მაინც, სხვა სამყაროს
რომ ეკუთვნოდა? ვინ არ დაეჭვდებოდა, ჭკუიდან ხომ არ ვიშლე-
ბიო? მაგრამ ლიუმბრელი წმინდანი მიწას ჩასცქეროდა და იმათ
სულებზე ფიქრობდა, ვინც დაღუპა იმან, მის წინ რომ იწვა...
მთელი ის დრო, ვიდრე ლოცულობდა, ის, მეორე, კვნესოდა
და კბილებს აღრჭიალებდა, მაგრამ სულ უფრო შემცირებული
ძალით. როდესაც კამპანელი ვიკარი წამოდგა, ის მაშინვე და-
დუმდა. გვამივით გაშეშებული იწვა.
– ამ ღამეს ჩემგან რა გინდოდა? – ისეთი სიმშვიდით ჰკითხა
აბატმა დონისანმა, თითქოს თავის ნაცნობს ესაუბრებოდა.
უძრავი სხეულიდან ხელახლა გაისმა ხმა:
– ნება დაგვრთეს, გამოგცადოთ, დღეიდან და შენი სიცოც-
ხლის ბოლომდე. განა რამე სხვას ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ
ჩემზე ძლიერს დავემორჩილო? ნუ მიბრაზდები, ჰოი, სამარ-
თლიანო, ნუღარ მემუქრები შენი სიბრალულით.
– ჩემგან რა გინდოდა? – გაიმეორა აბატმა დონისანმა, –
არც კი სცადო ჩემი მოტყუება. ვიცი, როგორ აგალაპარაკო.
– არ გატყუებ. პასუხი გაგეცი. მაგრამ ცოტათი შეამსუბუქე ეგ
შენი ლოცვა. რა საჭიროა, თუკი გემორჩილები? მან გამომგზავნა
შენთან, შენს გამოსაცდელად. გინდა გითხრა, როგორ? გეტყვი.
შენ ვინ შეგეწინააღმდეგება, ჰოი, ჩემო მბრძანებელო?!
– გაჩუმდი, – ისევ ისეთი სიმშვიდით უპასუხა აბატმა დონისან-
მა, – გამოცდას ღმერთი გვიწყობს. ამას ველოდებოდი, და
არაფრის გაგონება არ მსურს მის შესახებ, განსაკუთრებით ასეთ
ბაგეთაგან. ახლა ღმერთისგან ვიღებ ძალას, რომლის დაძლე-
ვაც არ შეგიძლია.
იმავე წამს ის, ვინც მის წინ იყო, გაქრა, ან, უფრო სწორად,
გამაოგნებლად აცახცახდა მისი კონტურები და სხეულის შესატ-
ყვისი ხაზები, გეგონებოდა, ბორბალი ტრიალებდა სრული სიჩქა-
რით. შემდეგ ეს ხაზები ხელახლა შეერთდა. და უეცრად, კამპა-
ნელმა ვიკარმა თავის წინ მდგარი ორეული დაინახა – მსგავსება
ისეთი ჩინებული, ისეთი დახვეწილი იყო, რომ სარკეში არეკ-
ლილ გამოსახულებაზე მეტად ჰგავდა იმ განსაკუთრებულ, ერთა-
დერთ და გონებაში ღრმად ჩამარხულ აზრს, რაც თითოეულს სა-
კუთარ თავზე აქვს. რა შეიძლება ითქვას? ეს იყო მისი გაფითრე-
ბული სახე, მისი ტალახში ამოგანგლული ანაფორა, გულისკენ
ინსტინქტურად წაღებული მისი ხელი; ეს იყო მისი მზერა და ამ
მზერაში შიში ამოიკითხა. თვითჩაღრმავებას მიჩვეულ მის გონე-
ბასაც კი არ შეეძლო ასეთი წარმატებული გაორებისთვის მიეღ-
წია. ყველაზე გაწაფული დაკვირვების შემთხვევაშიც კი, რაც ში-
ნაგანი სამყაროსკენაა მიმართული, ერთდროულად მხოლოდ
ერთი ასპექტის აღქმაა შესაძლებელი. იმ წამს კი, მომავალმა
ლიუმბრეს წმინდანმა იხილა მთელი და დეტალი, საკუთარი ფიქ-
რები, მათი ფესვები, მათი გაგრძელება, მათი დამაკავშირებელი
დაუსრულებელი ქსელი, საკუთარი ნების უმცირესი ვიბრაციები,
ისე, როგორც შიშველი სხეულის ამსახველ ნახატზე ჩანს არტე-
რიებსა და ძარღვებში მფეთქავი სიცოცხლე. ეს გამოსახულება,
ერთდროულად ერთი და მრავალი, თითქოს მის სამივე განზომი-
ლებას ხედავდა, ისეთი სიზუსტით გამოირჩეოდა, რომ საბრალო
მღვდელმა მთელი თავისი ცხოვრება ამოიცნო არა მხოლოდ აწ-
მყოში, არამედ წარსულსა და მომავალშიც. ეს როგორ! ღმერ-
თო, ნუთუ ასეთი გამჭვირვალეები ვართ ჩასაფრებული მტრის-
თვის? ნუთუ ასეთი უიარაღონი ვრჩებით მისი სიძულვილით აღ-
სავსე გონების პირისპირ?..
ერთხანს ასე იდგნენ, პირისპირ. ილუზია ისეთი დახვეწილი
აღმოჩნდა, რომ აბატ დონისანს შიში არც კი უგრძნია. ყოველ-
გვარი ძალისხმევა ამაო გამოდგა, რათა საკუთარი თავი
ორეულისგან გაერჩია და მაინც, სანახევროდ ინარჩუნებდა ერ-
თიანობის შეგრძნებას. არა: ეს არ იყო შიში, არამედ კაეშანი,
ისეთი მტკივნეული, რომ ამ ზმანების, ისე როგორც მის სახებად
გარდაქმნილი მტრის განადგურება ლამის სიგიჟედ მიაჩნდა. და
ამის მიუხედავად, მაინც გაბედა:
– განვედ, სატანა! – გამოსცრა აბატმა...
მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა და აკანკალებული ხელი
საკუთარი თავის წინააღმდეგ აღმართა. მაინც ჩაეჭიდა ამ მხარს,
მისი სიმტკიცე იგრძნო და შიშით არ მომკვდარა, მაგრად მოუჭი-
რა, მოულოდნელად გაჩენილი მრისხანებით, მთელი ძალით
ჩაასო თითები. საკუთარ სახეს შესცქეროდა, საკუთარ მზერას ხე-
დავდა, საკუთარი სუნთქვა სწვდებოდა ლოყაზე, საკუთარ სითბოს
გრძნობდა ყვრიმალზე... მერე ყველაფერი გაქრა.
ტალახში მწოლიარე ნეშტი ისევ აწუწუნდა:
– ნაწილ-ნაწილ მამტვრევ, მღრღნი, მსანსლავ. ასეთი რა
ადამიანი ხარ, ძვირფას გამოსახულებას წესიერად თვალსაც არ
შეავლებ, ისე ანადგურებ?
– ეს არ არის ის, რაც მჭირდება, – განაგრძო აბატმა დონი-
სანმა, – საკუთარი თავის ცოდნა რას მარგებს? საკუთარი თავის
შეცნობა – საბრალო ცოდვილისთვის ესეც სავსებით საკმარისია.
ასე ამბობდა, თუმცა გამქრალი გამოსახულების გამო წუხილ-
მა მთელი მისი არსება მოიცვა, რასაც ზებუნებრივი ცნობისმოყვა-
რეობით გამოწვეული თავბრუსხვევა დაემატა, ამიერიდან სამუ-
დამოდ დაუკმაყოფილებელი, წყურვილსა და სიცარიელეს
გრძნობდა. მაგრამ ეგონა, რომ მიზანს მიაღწია.
– შენი ხრიკები მთავრდება, – მიახალა გზაზე გაშოტილ მო-
ცახცახე არსებას და ფეხი წაჰკრა, – ვინ იცის, კიდევ რამდენი
დრო დამრჩა?! ვიჩქაროთ! ვიჩქაროთ!
სულ დაბლა დაიხარა, უფრო იმიტომ, რომ ყური მიეგდო,
ვიდრე ინსტინქტური გულმოდგინების გამო, რომელიც შიგნიდან
ღრღნიდა:
– მიდი, მიპასუხე! (პირჯვარი თავად გადაიწერა და არა – უძ-
რავ საგანს). ღმერთმა შენ გიბოძა ჩემი სიცოცხლე? აქ და ახლა
უნდა მოვკვდე?
– არა, – წარმოთქვა იმავე მოწუწუნე ხმამ, – ჩვენი ძალაუფ-
ლება შენზე არ ვრცელდება.
– ასეთ შემთხვევაში, ერთ დღეს ვიცოცხლებ თუ ოც წელს,
შენი საიდუმლო უნდა ამოგგლიჯო. ამას გავაკეთებ, იმ შემთხვე-
ვაშიც კი, იქ რომ მომიხდეს წასვლა, სადაც შენიანები ბინადრო-
ბენ. შენი არ მეშინია! არ მეშინია! უეჭველია, ჩემთვის ისევ გამო-
ცანად რჩები, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გიხილე, შე საბრალო.
არ გეყო ის სულები, რომლებიც სამუდამოდ დაღუპე? კიდევ გინ-
და ახალი მსხვერპლი? ჩემს ხელში ხარ. იმას მოვახერხებ, რა-
საც ღმერთი შთამაგონებს. იმ სიტყვებს წარმოვთქვამ, რაც შენ
გძულს. ჩემი ლოცვების ცენტრში მოგაქცევ, როგორც მილურ-
სმულ ბუს, თუ ხელს არ აიღებ იმ სულთა წარწყმედაზე, მე რომ
მანდეს.
მისდა გასაკვირად და იმ წუთს, როდესაც ეგონა, მის სიტ-
ყვებს მთელი ძალა უნდა მისცემოდა, ნეშტი შეინძრა, გაიბერა,
ადამიანის ფორმა მიიღო და ხელში შერჩა მხიარული თანამ-
გზავრი, რომელიც პირველად იხილა და მან ასე უპასუხა:
– თქვენი ნაკლებად მეშინია, შენი და შენი ლოცვების, ვიდრე
მისი... (ჩაცინებით დაიწყო, მაგრამ წინადადება შეშინებულმა და-
ასრულა). ის არც ისე შორსაა... ერთი ხანია, უკვე ვგრძნობ... ოო!
ოო! როგორი მკაცრია ეს ბატონი!
თავიდან ფეხებამდე აკანკალდა. შემდეგ თავი მხრისკენ გა-
დახარა და სახე ისევ გაუბრწყინდა, თითქოს გაიგონა, მტრის ნა-
ბიჯების ხმა როგორ მიწყდა. განაგრძო:
– მაჩქარებდი, მაგრამ ხელიდან გისხლტები. გინდა ხელი შე-
მიშალო ჩემს საქმეში! ნამდვილი გიჟი ხარ! ჯერ არ დამისრულე-
ბია ქრისტიანთა სისხლის შესმა! დღეს შეგიწყალეს. ეს ძვირად
დაგიჯდება. ძალიან, ძალიან ძვირ ფასს გადაიხდი ამისათვის!
– რა წყალობა? – წამოიყვირა აბატმა დონისანმა.
ერჩია, მის ბაგეებს ეს სიტყვა არ დასცდენოდა, მაგრამ ის,
მეორე, მას მაშინვე ჩაეჭიდა. უწმინდური ბაგეები სიხარულმა შე-
უთრთოლა.
– ეს-ესაა საკუთარი თავი იხილე (პირველად და უკანასკნე-
ლად), ასე რომ, ნახავ... ნახავ... ჰე!.. ჰე!..
– რას ბოდავ, მატყუარა? – წამოიყვირა კამპანელმა ვიკარმა.
თითქოს ცნობისმოყვარეობით აღსავსე ამ წამოძახილმა, მი-
ყენებული შეურაცხყოფის მიუხედავად, წონასწორობა აღუდგინა,
ძალა შემატაო, უცნაური არსება ნელა წამოიმართა, მშვიდად
დაჯდა, ნელა შეიკრა ტყავის ქურთუკის ღილები. პიკარდელი
ცხენების ჩარჩი იმავე ადგილზე იჯდა, გეგონებოდა, ფეხი არასო-
დეს მოუცვლიაო. ლიუმბრის მომავალმა წმინდანმა უნებლიეთ
ხელი ჩამოუშვა. რა უცნაურია! მას შემდეგ, რაც უამრავი ზმანება
იხილა, უჩვეულოცა და საზარელიც, თვალის გასწორებას ვერ
ბედავდა ამ უწყინარი არსების, სხვა ადამიანების მსგავსი ჩია კა-
ცისთვის. და გამაოგნებელი იყო კონტრასტი ასე ნაცნობ, კუთხე-
ებში მხიარულნაოჭიან პირსა და მისგან ამოთქმულ სიტყვებს შო-
რის.
– ასე სწრაფად თავს ვერ დაიძვრენ. მეტისმეტად მოწადინე-
ბული ხარ, რომ ჩვენი საიდუმლოები შეიტყო. უახლოესი მომავა-
ლი დაადასტურებს, ვტყუოდი თუ არა. სხვათა შორის, თავი რომ
შეგეწუხებინა და წესიერად დაკვირვებოდი იმას, რაც გიჩვენე,
აღარ გამომლანძღავდი (მან სხვა სიტყვა გამოიყენა). როგორც
საკუთარი თავი დაინახე, ასევე შეძლებ სხვების დანახვასაც... რა
სამწუხაროა, რომ მსგავსი წყალობა შენნაირ დოყლაპიას ებოძა!
ძლიერ შემცივნული ადამიანივით, ორივე ხელს სული შეუბე-
რა ისე მაგრად, რომ ტუჩები აუცახცახდა. აწითლებულ სახეზე
თვალები უცინოდა და მათი სწრაფი მოძრაობა ნახევრად მილუ-
ლული ქუთუთოების ქვეშ შეიძლებოდა სიხარულის გამომხატვე-
ლიც ყოფილიყო და სიძულვილისაც. მაგრამ სიხარულმა სძლია.
– ოჰ! ოჰ! ოჰ! როგორი მღელვარება! როგორი დუმილი! –
განაგრძო ენის ბორძიკით, – ეს-ესაა ისეთი ყოყლოჩინა იყავით,
დემონების რისხვა, ეგზორცისტი, სასწაულმოქმედი, ჩემი გულის
წმინდანი!
თითოეულ გადახარხარებაზე აბატი დონისანი ცახცახებდა,
სულელივით გაშეშდა, მისი დამძიმებული გონება ერთ აზრსაც კი
ვერ უყრიდა თავს. ის, მეორე, ხელებს ღონივრად იფშვნეტდა.
– რა წყალობა?.. რა წყალობა? – სასაცილოდ აჯავრებდა
თავის მსხვერპლს, – იმ ბრძოლაში, ჩვენ წინააღმდეგ რომ წამო-
იწყე, მეტისმეტად ადვილია მცდარი ნაბიჯის გადადგმა. შენი ცნო-
ბისმოყვარეობის გამო ახლა ჩემ ხელში ხარ.
მიუახლოვდა, თითქოს საიდუმლოს ანდობსო:
– ჩვენ შესახებ არაფერი იცით, ტანჯვით აღსავსე პატარა
ღმერთებო. ჩვენი მრისხანება ისეთი მომთმენია! ჩვენი სიმტკიცე
ისეთი ბრძნულია! მართალია, ის თავისი მიზნებისთვის გვიყენებს,
რადგან შეუძლებელია, მის ნებას არ დაემორჩილო. მართალია
– რა საჭიროა ამის უარყოფა? – რომ ჩვენი ამღამინდელი შემ-
თხვევა ჩემი მარცხით დასრულდა... (აჰ! როცა სულ ცოტა ხნის
წინ, გავაძლიერე შენზე ზეწოლა, მისი ფიქრის ცენტრში აღმოჩ-
ნდი და შენი მფარველი ანგელოზიც კი მბრუნავი ელვის შიგნით
ცახცახებდა!) მაგრამ შენს ბრმა თვალებს არაფერი დაუნახავს.
სიცილით ჩაიფრუტუნა, თუმცა სიცილზე მეტად ცხენის ჭიხ-
ვინს ჰგავდა:
– ჰი! ჰი! ჰი! შენნაირი ნიშნით აღბეჭდილთა შორის ყველაზე
ტვინდახშული, ყველაზე ჩლუნგი, ყველაზე დოყლაპია ხარ!.. ხა-
რივით გაგყავს შენი კვალი, ერკემალივით ეკვეთები მტერს... ზე-
მოდან ექცევი, მიზანში ამოღება კარგად გეხერხება!
აბატი დონისანი ისევ ცახცახებდა, თვალს არ აშორებდა და
მდუმარე შიშს აეტანა. და მაინც, რაღაც, ლოცვის მსგავსი – მაგ-
რამ მოყოყმანე, ბუნდოვანი, ჩამოუყალიბებელი, – მის გონებაში
ტრიალებდა ისე, რომ გახსენებას ჯერ ვერ ახერხებდა. და მოეჩ-
ვენა, რომ შეკუმშული გული საგულეში თანდათან გათბა.
– ჭკვიანურად მოგხედავთ, – განაგრძობდა ის, სხვა, – შეგიძ-
ლია თავი შეიწუხო და გვავნო. სამაგიეროს გადახდას არ დავაგ-
ვიანებთ. ჯერ არ არსებულა გაუთლელი ხეპრე, მისგან რაიმე
სარგებელი რომ არ გვენახა. ქონს დაგაყრევინებთ. გაგაშალაში-
ნებთ.
სისხლმოწოლილი მრგვალი თავი მიუახლოვა:
– მკერდზე მიგიხუტე; მკლავები მოგხვიე. ვინ იცის, კიდევ
რამდენჯერ ჩამიკრავ გულში, თუმცა გეგონება, რომ სხვა მიიკარი
გულზე! ეს იმიტომ, რომ ასეთია შენი ნიშანი. ასეთია ჩემი სიძულ-
ვილის ბეჭედი, რომლითაც დაღდასმული ხარ.
ორივე ხელი მხრებზე დაადო და დაჩოქება აიძულა, ლამის
იყო, მუხლებით შეეხო მიწას... მაგრამ უეცრად, კამპანელმა
კიურემ მისკენ გაიწია. და ხელში შერჩა მხოლოდ სიცარიელე და
სიბნელე.

***
მის გარშემო და მასში ისევ სიბნელე ჩამოწვა. გრძნობდა,
რომ თითის განძრევაც არ შეეძლო. მხოლოდ სმენაზე იყო მინ-
დობილი. ესმოდა სიტყვები, მათ სადღაც ახლოს წარმოთქვამ-
დნენ და თითო-ოროლა მის სმენამდეც აღწევდა, თუმცა აზრი
ვერ გამოჰქონდა, თითქოს სიტყვები ჰაერში, სიზმრის არა-
რეალურ სამყაროში გამოეკიდნენ. შემდეგ, დიდი ძალისხმევით,
მათი დაკავშირება მოახერხა სულ ახლოს მოსიარულე ცოცხალ
არსებებთან. ამ პირთაგან – მნიშვნელობა არ აქვს, წარმოსახვი-
თი იყო ისინი თუ რეალურად არსებული – ერთი თანდათან და-
შორდა. ესმოდა, როგორ მიწყდა მისი ხმა და ქვიშაზე ფეხსაც-
მლის ლანჩის ჭრიალი. შემდეგ იგრძნო, როგორ წამოსწია მხარ-
ში ღონივრად – შეიძლება ითქვას, მტკივნეულადაც კი, – ჩაჭიდე-
ბულმა ხელმა. რაღაც მიედო ტუჩებსა და კბილებზე.
ცეცხლის ტალღამ ჩაიარა ყელი და მკერდი. სიშავე, რასაც
მისი თვალები უმზერდა, თანდათან გაიხსნა. გაფანტული სინათ-
ლე ნელ-ნელა დაიბადა მის თვალებში, თანდათან დამკვიდრდა.
და მიხვდა, რომ სინათლე მოდიოდა მცირე მანძილზე, მიწაზე
დადებული სანათიდან; ისეთი ძლიერი სანათი იყო, როგორიც
მეთევზეებს დააქვთ ღამღამობით ქარიშხალში. უცნობს ხელით
ეჭირა და ჯარისკაცური მათარიდან ასმევდა.
– ბატონო აბატო, – უთხრა იმ კაცმა, – როგორც იქნა, გონს
მოხვედით...
– რა გინდათ ჩემგან? – წაიბუტბუტა აბატმა დონისანმა.
რაც შეიძლებოდა ნელა და გარკვევით გამოთქვამდა სიტ-
ყვებს. მაგრამ თვალებში სხვა ზმანება ედგა და უცნობმა შიშით
თუ გაოცებით, უკან გაიწია, რაც საბრალო, გაწამებულ მღვდელს
გაუგებარი ეჩვენა.
– ჟან-მარი ბულენვილი ვარ, სენ-პრეს ქვის სამტეხლოში ვმუ-
შაობ, ჩემი და, ჟერმენ დიუფლო, კამპანში ცხოვრობს. კარგად
გიცნობთ. ახლა უკეთ ხართ?
შეწუხებული, სიბრალულით აღსავსე მზერას ვერ უსწორებდა.
– გზაზე გიპოვეთ, გულწასული. ჩემამდე ყოჩაღმა მარელელ-
მა ყმაწვილმა გიპოვათ, ცხენებით ვაჭრობს, ეტაპლიდან ბრუნდე-
ბოდა. ორივემ ერთად აქ მოგიყვანეთ.
– ნახეთ ის? – წამოიყვირა აბატმა დონისანმა, – ის აქ არის!
ისე სწრაფად წამოხტა, რომ ჟან-მარი ბულენვილს შეეჯახა
და წააბორძიკა. მამაკაცმა მისი აღელვება თავისებურად შეაფასა.
– მისთვის რამე გაქვთ სათქმელი? – ჰკითხა ამ მიამიტმა
ადამიანმა, – გინდათ, გავძახო? დარწმუნებული ვარ, ძალიან
შორს ჯერ არ წავიდოდა.
– არა, ჩემო მეგობარო, – უპასუხა კამპანელმა ვიკარმა, – არ
დაუძახოთ. თავს უკეთ ვგრძნობ. დამაცადეთ, რამდენიმე ნაბიჯს
გადავდგამ.
ბორძიკით გაშორდა. თანდათანობით მეტი სიმტკიცით შეძ-
ლო ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ისევ მიუახლოვდა, უკვე დამ-
შვიდებულიყო.
– მას იცნობთ?
– ვის? – ჰკითხა გაკვირვებულმა კაცმა.
და მაშინვე მიხვდა:
– მარელელ ყმაწვილს! – წამოიძახა გამხიარულებულმა, –
მაგას რა კითხვა უნდა! წინა თვეში, ფრიუჟის ბაზრობაზე, ორი
ფაშატი მომყიდა. აი, ასე!.. მაგრამ, თუ დამიჯერებთ, ბატონო აბა-
ტო, გზის ნაწილი ერთად გავიაროთ. სიარული გამოგაკეთებთ.
აიის ქვის კარიერზე მივდივარ, სადაც ვმუშაობ. გზიდანაც დაინა-
ხავთ. თუ ცუდად გახდით, საზიდარს სანსონესთან იშოვით, სამი-
კიტნო „ქურდი კაჭკაჭის“ მეპატრონესთან.
– რაკი ასეა, გზას გავუდგეთ, – უპასუხა მომავალმა ლიუმ-
ბრელმა წმინდანმა, – ჯანზე მოვედი. ყველაფერი კარგადაა, ჩე-
მო მეგობარო.
ერთხანს გვერდიგვერდ მიდიოდნენ. მაშინ მიხვდა აბატი დო-
ნისანი ზოგიერთი გაგონილი სიტყვის ნამდვილ არსს: „უახლოესი
მომავალი დაადასტურებს, ვტყუოდი თუ არა“. ჯერ ნელა, შემდეგ
უფრო სწრაფად მიდიოდნენ საკმაოდ მყარი გზით, რომელიც შე-
მოდგომაზე ისე იყო დასერილი წყლიანი თხრილებით, რომ სა-
ზიდრებით გავლას მხოლოდ ზამთრის ძლიერი ყინვებისას ახერ-
ხებდნენ. სულ მალე შეუძლებელი გახდა გვერდიგვერდ სიარუ-
ლი. ქვისმჭრელი წინ წავიდა. კამპანელი ვიკარი მისდევდა და
თვალს არ აშორებდა გზას, რომ დროულად აექცია გვერდი დაბ-
რკოლებებისთვის, ფრთხილად არჩევდა ადგილს, სად შეიძლე-
ბოდა სქელლანჩიანი ფეხსაცმლის დადგმა და თან იმაზე ზრუ-
ნავდა, რომ თანამგზავრს არ ჩამორჩენოდა. ჯერ კიდევ ცახცა-
ხებდა სიცივის, დაღლილობისა და თავს გადამხდარისგან, თა-
ნაც, იმღამინდელ უჩვეულო თავგადასავალს მისთვის დამახა-
სიათებელი ტრაგიკული მიამიტობით უკვე ივიწყებდა. უეჭველია,
ეს არ მოსდიოდა გონების ამჩატების, უკიდურესი დაქანცულობით
გამოწვეული გონების დაბინდულობით. ფიქრს საკუთარი ნებით
ადვილად იშორებდა თავიდან. მიამიტურად გადადო მისი გამოკ-
ვლევა უფრო შესაფერისი დროისთვის, მაგალითად, მომავალი
აღსარებისთვის. მის ადგილზე სხვებს ორმაგი მღელვარება შეიპ-
ყრობდა იმის გასარკვევად, საკუთარი შეშლილი გონების ხელში
სათამაშონი აღმოჩნდნენ თუ დიადი და ზებუნებრივი განსაცდე-
ლის მსხვერპლნი! ის კი, პირველი შიშის დაძლევის შემდეგ,
მორჩილებით ელოდებოდა ბოროტების ახალ ხრიკს და ღმერ-
თის აუცილებელ წყალობას. შეპყრობილია თუ გიჟი, საკუთარი
სიზმრებით თუ დემონების წყალობით გამოჩერჩეტებული, რა
მნიშვნელობა აქვს, თუკი ეს წყალობა უნდა ებოძოს და უეჭვე-
ლია, რომ ებოძება?.. ნუგეშისმცემლის მოვლინებას ელოდებო-
და გულწრფელი უსაფრთხოების შეგრძნებით იმ ბავშვის დარად,
რომელიც სადილობის დროის მოსვლისთანავე მამამისს უმზერს
და გული რწმენით აქვს სავსე, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი
საქმის დროსაც კი მშობელი ყოველდღიური პურის ყუის გარეშე
არ დატოვებს.
აიის კარიერისკენ მიმავლებმა, ერთ საათში გზის მესამედი
დაფარეს. უცნობი გზა იყო და აბატი ფრთხილობდა, მარჯვნივ ან
მარცხნივ არ გადაეხვია. ზოგჯერ ფეხი უცურავდა: შლამიანი შხე-
ფი სახეში ხვდებოდა და მზერას უბრმავებდა. გონების უწყვეტი
დაძაბულობა, რასაც თან ახლდა ერთგვარი შინაგანი დაჭიმუ-
ლობა, უკვე გადატვირთული წარმოსახვის ინსტინქტურად დასა-
ცავად, მის გონებას თავიდან აცილებდა ფიქრს ერთგვარ ახალ
შეგრძნებაზე, რომლის განსაზღვრება და ანალიზი არ შეეძლო,
ძალიანაც რომ მოენდომებინა. თანდათან ეს შეგრძნება გახდა
ისეთი ხელშესახები – ან უკეთ რომ ვთქვათ (რადგან განსაკუთ-
რებული სიფაქიზე გამოარჩევდა), ისეთი მტკიცე, ისეთი უწყვეტი,
რომ შეწუხდა კიდეც. ის გარედან მოდიოდა თუ მისი არსებიდან?
საგულეში ლამის არამატერიალური სითბო ედგა, თითქოს გული
გალღვა. და თანაც, ეს იყო რაღაც მეტი, ისეთი ახლო, ისეთი და-
ჟინებული რეალობა, რომ ერთხანს ეგონა, უკვე გათენდა ან ცაზე
ამოსული მთვარე ანათებდა. ამის მიუხედავად, რატომ ვერ ბე-
დავდა თავის აწევას? რადგან ისევ მიწაში ჩაშტერებული მიაბი-
ჯებდა, ლამის დახუჭული ქუთუთოებით, მისი მზერა ვერ ხედავდა
ვერავითარ სინათლეს, ოდნავ შესამჩნევ ანარეკლსაც კი, თუ არ
ჩავთვლით ტალახიანი წყლის ლიცლიცს. და მაინც, შეეძლო და-
ფიცება, მიაბიჯებდა და გარს შემოხვეოდა ალერსიანი, მეგობრუ-
ლი სინათლე, ოქროსფერი მტვრის მსგავსი. თავს არ უტყდებო-
და, შესაძლოა არც სჯეროდა, მაგრამ ეჭვობდა, რომ თავის აწე-
ვისთანავე მისი ილუზია და სიხარული ერთი ხელის მოსმით
გაიფანტებოდა. ამ სიხარულის არ ეშინოდა, გრძნობდა, რომ
ვერ გაექცეოდა, სანამ არ შეიცნობდა, ისე, როგორც აქამდე სხვა
მრავალ შემთხვევაში მომხდარა. ის მიიწვიეს, არაფერს აძალებ-
დნენ, უხმობდნენ. თავს სუსტად, უსაყვედუროდ იცავდა, დარწმუ-
ნებული, რომ ადრე თუ გვიან დაუთმობდა მძლავრ, მაგრამ კეთი-
ლისმყოფელ ძალას. „კიდევ ათ ნაბიჯს გადავდგამ“, არწმუნებდა
თავს, „კიდევ ათ ნაბიჯს თვალდახუჭული. შემდეგ კიდევ ათს...“
უფრო მაგარ, გამშრალ მიწაზე ქვისმჭრელის ნაბიჯების ხმა
მხიარულად ისმოდა. უაღრესად გულაჩვილებული უსმენდა ამ
ხმას. თანდათან რწმუნდებოდა, რომ ეს ადამიანი, უეჭველია, მი-
სი მეგობარი იყო, უახლოესი მეგობარი, ზეციური მეგობარი, ისი-
ნი შეაკავშირა ციურმა წინასწარგანჭვრეტამ, შესაძლოა, მუდმი-
ვად იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი. თვალებზე ცრემლი
მოადგა. ასე შეხვდება ერთმანეთს, ნათელ დილას, სამოთხის ბა-
ღებში, ერთმანეთისთვის გაჩენილი ორი გამორჩეული. ორი გზის
გასაყარს მიაღწიეს; ერთი, ოდნავ დაქანებული ბილიკი, სოფ-
ლისკენ მიდიოდა; მეორე, საზიდრების კვალით დაღარული, ქვის
სამტეხლოებისკენ მიემართებოდა. შორიდან მოისმა მამლის ყი-
ვილი და ადამიანების ხმები; უეჭველია, სხვა ქვისმჭრელები იყ-
ვნენ და ჩქარობდნენ გათენებამდე სამუშაოზე მისვლას... სწო-
რედ იმ წამს ასწია თავი აბატმა დონისანმა.
მის წინ ისევ ის თანამგზავრი იდგა? ჯერ არ დაიჯერა. რასაც
მისი თვალები ხედავდა, რასაც მისი მზერა სწვდებოდა, დანამ-
დვილებით აღიქვამდა, ნუთუ ცოცხალი ადამიანი იყო? ღამე არ
იძლეოდა უძრავი სილუეტის გარჩევის შესაძლებლობას და მა-
ინც, თავიდან ვერ იცილებდა შთაბეჭდილებას, რომ თავის ფიქ-
რებში არჩევდა იმ ალერსიან, თანაბარ, ცოცხალ სინათლეს,
რომელიც არ უნდა ყოფილიყო ამქვეყნიური. პირველად მოხდა,
რომ მომავალი ლიუმბრელი წმინდანი მის წინ გათამაშებული
მდუმარე სასწაულის მოწმე გახდა, რაც შემდეგში მისთვის
ჩვეულებრივ ამბად იქცა და როგორც ატყობდა, მისი შეგრძნებე-
ბი უბრძოლველად ვერ ეთვისებოდნენ სიახლეს. ასე იქცევა ახ-
ლად თვალახელილი ბრმა, რომელიც სინათლისკენ იწვდის
აცახცახებულ თითებს და უკვირს, რომ ფორმისა და სისქის შეგ-
რძნება არ შეუძლია. განა შეეძლო ახალგაზრდა მღვდელს, უბ-
რძოლველად მიეღო სხვა ადამიანებისთვის მიუწვდომელი, შეც-
ნობის ეს ახალი სახე? თავის წინ თანამგზავრს ხედავდა, ეს უეჭ-
ველი იყო, მაგრამ ვერ არჩევდა ნაკვთებს, ამაოდ ეძებდა მის სა-
ხესა და ხელებს... და მაინც, ისე, რომ არაფრის შეშინებია, უჩ-
ვეულო სინათლეს უმზერდა გულწრფელი ნდობით, არა იმის-
თვის, რომ ამ სინათლეში შეეღწია, არამედ დარწმუნებული, რომ
სინათლემ მოიცვა მთელი მისი არსება. მოეჩვენა, რომ კარგა ხა-
ნი გავიდა. სინამდვილეში, მომხდარი გაელვებას ჰგავდა. და უეც-
რად ყველაფერს მიხვდა.
ეს-ესაა საკუთარი თავი იხილეო, უთხრა საზარელმა მოწმემ.
ასეც მოხდა. ხედავდა. საკუთარი თვალით ხედავდა სხეულის გავ-
ლით იმას, რაც დაფარული რჩება ყველაზე უფრო შორსმჭვრე-
ტელისთვის – ყველაზე ბრძნული ინტუიციისთვის, ყველაზე
მკვიდრი განსწავლულობისთვის: ხედავდა ადამიანის არსს. რა-
საკვირველია, საკუთარ ბუნებას მეტ-ნაკლებად ვიცნობთ; უეჭვე-
ლია, უცხოზე უკეთ ჩვენს თავში ვერკვევით, მაგრამ თითოეული,
ვინც თავის თავს უღრმავდება, რაც უფრო ჩადის სიღრმეში, სულ
უფრო მუქდება სიბნელე, ვიდრე სულ უკუნეთამდე მიაღწევდეს,
იქ, სულ სიღრმეში, სადაც წინაპართა აჩრდილები ფუსფუსებენ,
სადაც ინსტინქტი მიწისქვეშა მდინარესავით ღრიალებს. და აი...
საბრალო მღვდელი უეცრად სხვა არსების ყველაზე ინტიმურ ნა-
წილში აღმოჩნდება – იქამდე მხოლოდ უზენაესი მსაჯულის მზე-
რა თუ მისწვდება.
სასწაული მოხდა – ამას ხვდებოდა და თან უხაროდა, ასეთი
მარტივი რომ აღმოჩნდა და ამ სასწაულთან მისმა ზიარებამაც
ასე წყნარად ჩაიარა. მას შემდეგ, რაც სხვის სულში შეაღწია, რაც
სხვების, მაგრამ არა მისი აზრით, ელვა-ჭექისა თუ გრგვინვის გა-
რეშე ვერ განხორციელდებოდა, აღარ ეშინოდა. შესაძლოა,
მხოლოდ სასწაულის დაგვიანებამ გააკვირვა. გამოხატვა არ შე-
ეძლო (რადგან ყოველთვის უჭირდა აზრის გადმოცემა), მაგრამ
გრძნობდა, როგორ შეესაბამებოდა ეს ახალი ცოდნა მის ბუნე-
ბას, ადამიანებისთვის საარაკოდ მიჩნეულ გონიერებასა და უნა-
რებს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა,
რადგან მომხდარი სასწაული მხოლოდ და მხოლოდ გულმოწყა-
ლების დუღილი, გავრცელება და გაფართოება იყო. საკუთარი
თავი არ მიაჩნდა განსაკუთრებული, გამორჩეული წყალობის
ღირსად და თავმდაბლობის გამო, თავს იდანაშაულებდა, საკუ-
თარ შეცდომად მიაჩნდა, უფრო ადრე რომ არ ეზიარა სასწა-
ულს, რომ სათანადოდ არ უყვარდა ადამიანთა სულები, რადგან
აქამდე მათ არ იცნობდა. გზის საბოლოოდ არჩევისთანავე ყვე-
ლაფერი ისეთი მარტივი აღმოჩნდა და მიზანი ისე ახლო! როდე-
საც ბრმას თვალის ჩინი უბრუნდება და ახალ შეგრძნებას ეცნობა,
აღარ უკვირს, რომ შეუძლია შორეული ჰორიზონტის დანახვა,
რომელსაც ადრე მხოლოდ გაჭირვებით, ხრამებისა და ეკალ-
ბარდების გავლით თუ მიაღწევდა.
ქვისმჭრელი ისევ მის წინ, მშვიდად მიაბიჯებდა. მოულოდნე-
ლად, აბატმა დონისანმა მისი დაწევა, დაძახება მოინდომა. მაგ-
რამ ეს მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა. უეცრად აღმოჩენილი
ეს სული პატივისცემითა და სიყვარულით აღავსებდა. უბრალო
და უეშმაკო სული იყო, ყურადღებიანი; ჩვეულებრივი, ყოველ-
დღიური საზრუნავით დატვირთული. მაგრამ მის ანარეკლს უზე-
ნაესი გულმოწყალება, ასევე ზეციური სინათლე აცისკროვნებდა.
როგორი გაკვეთილი გამოდგა ამ აფორიაქებული, შიშით შეპ-
ყრობილი საბრალო მღვდლისთვის ასეთი ალალ-მართალი კა-
ცის აღმოჩენა, რომელსაც არავინ იცნობდა და ის საკუთარ თავ-
საც არ იცნობდა, ემორჩილებოდა ბედისწერას, ვალდებულებებს,
ყველაფერს, რაც თავის ცხოვრებაში თავმდაბლურად უყვარდა
და მას ღმერთი უმზერდა! და უეცრად აბატს ერთმა აზრმა
გაუელვა, რამაც პატივისცემასა და სიყვარულს ერთგვარი შიშიც
კი შემატა: „იქნებ ამ კაცთან, მხოლოდ ამ კაცთან შეხვედრის გა-
მო უშველა იმან თავს გაქცევით?“
შეჩერება სურდა, რომ არ დაერღვია დელიკატური და ჩინე-
ბული ზმანება. ამაოდ ეძებდა შესაფერის სიტყვას. მაგრამ ეჩვენე-
ბოდა, რომ ყოველგვარი სიტყვა შეუფერებელი იქნებოდა. წრფე-
ლი გულის ასეთი სიდიადის შემხედვარეს, სიტყვები ბაგეებზე
შეეყინა. როგორ მოხდა, მაინც როგორ მოხდა, რომ თვით ყვე-
ლაზე უბრალო ადამიანებს შორის, გამოერია ასეთი, მრავალი
ნაკლის მნახველი, რომელიც თავისი მიამიტობით, მათ არასო-
დეს განიკითხავდა; როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ღმერთის
ამ მეგობარმა, საბრალომ საბრალოთა შორის, სიმართლე და
ბავშვურობა შეინარჩუნა და აბატ დონისანს გაახსენა სხვა ხელო-
სანი, არანაკლებ იდუმალი, არანაკლებ გამოუცნობი, სოფლელი
ხურო, ანგელოზთა დედოფლის მცველი, ალალ-მართალი, რო-
მელმაც პირისპირ იხილა მხსნელი და რომლის ხელი არ აკანკა-
ლებულა შალაშინისა და რანდის გამოყენებისას, რადგან მისი
მთავარი საზრუნავი დამკვეთის დაკმაყოფილება და გასამრჯე-
ლოს კეთილსინდისიერად გამომუშავება იყო?
ვაგლახ, რომ ერთი მხრივ, ეს გაკვეთილი გამოადგებოდა.
სიმშვიდე, რომელიც თავად არასოდეს გამოუცდია, ამ მღვდელს
სხვებისთვის უნდა მოეტანა. მისი მისია ცოდვილებზე ზრუნვა გახ-
და. ლიუმბრელი წმინდანი ამ გზას გაივლის მღელვარებითა და
ცრემლებით.
გზების გასაყარს მიაღწიეს იქამდე, ვიდრე აბატი დონისანი
საჭირო სიტყვებს ეძებდა. ამ სინაზით ტკბებოდა; მას ეწაფებოდა
იმ წინათგრძნობით, რომ მის შესაბრალის ცხოვრებაში ეს იქნე-
ბოდა ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი. და მაინც, მზად იყო ისე-
ვე უბრალოდ ეთქვა უარი წყალობაზე, როგორც მიეცა, მდუმა-
რედ განშორებოდა მას.
ქვისმჭრელი შეჩერდა და ქუდი შეისწორა:
– მოვედით, ბატონო აბატო. თქვენი გზა მარჯვნივ მიდის, და-
ახლოებით ერთი ლიე და ნახევარია. შეგიძლიათ შეუტიოთ? თუ
არადა, სანსონესთან, სამიკიტნომდე წამოგყვებით.
– არ არის საჭირო, ჩემო მეგობარო, – უპასუხა კამპანელმა
ვიკარმა, – პირიქით, სიარულმა ჩემზე კარგად იმოქმედა. ასე
რომ, უნდა დაგემშვიდობოთ.
ერთხანს ფიქრობდა, რომ მას სხვა დროს მოინახულებდა,
მაგრამ მაშინვე საჭიროდ მიიჩნია თავი აერიდებინა ახალი შეხ-
ვედრისთვის და დალოდებოდა სხვას, რომელიც პირველის და-
რად ჩაივლიდა. მერე თანამგზავრის დალოცვა დააპირა. მაგრამ
ვერ გაბედა.
უკანასკნელად შეათვალიერა. თავის მზერაში ჩააქსოვა მთე-
ლი სიყვარული, რასაც მალე გულუხვად გაუნაწილებდა სხვებს.
და მისმა თავმდაბალმა კომპანიონმა ეს ვერ დაინახა. ცეცებით
იპოვეს ერთმანეთის ხელი და, გამომშვიდობების ნიშნად, ჩამო-
ართვეს.

***
მის წინ კვლავ გადაიშალა გზა. მიდამო იცნო. სწრაფად მი-
დიოდა, ძალიან სწრაფად. ჯერ უსიტყვო მადლობას უხდიდა
ღმერთს იმის გამო, რისი ხილვის საშუალებაც მიეცა. შეცნობილი
სინათლით დამთვრალივით მიაბიჯებდა. ეს აღარ იყო სინათლის
სიახლოვის განცდა და იმავდროულად, მოგონებაზე მეტი ეთ-
ქმოდა. ასე თანდათანობით მიწყდება ხოლმე სიმღერის ხმა, რო-
მელიც დიდხანს გდევდათ.
ვაგლახ, რომ მართლაც სუსტდებოდა ექო იმ იდუმალი ჰარ-
მონიის, რომელსაც ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს გაიგონებდა!
მისი სიხარული ხანმოკლე გამოდგა. თითოეული ნაბიჯი უფრო
აშორებდა მომხდარს, მაგრამ როდესაც გულუბრყვილოდ შეჩერ-
და, მოეჩვენა, რომ განშორება დაჩქარდა. მხრები აწურა და თა-
ვად გაექცა.
თანდათანობით, გათენებასთან ერთად, პეიზაჟი უფრო და
უფრო ნაცნობი გახდა. სევდიანად უმზერდა. თითოეული ამოცნო-
ბილი საგანი, გახსენებული ჩვევა, ღამის დიად თავგადასავალს
კიდევ უფრო არარეალურსა და ბუნდოვანს ხდიდა. იმაზე სწრა-
ფად, ვიდრე მოელოდა, დეტალები და კონტურები ფერმკრთალ-
დებოდა, ზმანებას ემსგავსებოდა. ასე გადაიარა სოფელი პომპო-
ნი, ჩაუარა დაბა ბრემს, ბოლო ფერდობიც აიარა. ქვემოთ, გო-
რაკის ძირში, ხევში, უეცრად შენიშნა დიდი ხნის ნაცნობი ნიშანი –
კამპანის განათებული პატარა სადგური.
შეჩერდა აქოშინებული, თავშიშველი, ტალახისგან გაშეშე-
ბულ ანაფორაში აკანკალებული და ვერც ხვდებოდა, სიცივისგან
კანკალებდა თუ სირცხვილისგან, ყურები უწუოდა.
ამასობაში დღის ცხოვრებაც განახლდა, თან ისეთი ძალითა
და ისე უეცრად, რომ მიხვდა, გონებაში აღარაფერი შემორჩენო-
და უახლოესი წარსულიდან. თავს გადამხდარის ასე უხეშად წაშ-
ლა საკუთარი არსების მტკივნეულ დანაკლისად აღიქვა. „ნუთუ
დამესიზმრა?“, ჰკითხა თავს. ან, უფრო სწორად, მარცვლების
წარმოთქმა, სიჩუმეში სიტყვების დამარცვლა სცადა. უფრო კი
იმიტომ, რომ სხვა ხმა გადაეფარა, ბევრად უფრო გარკვევით,
მის არსებაში საზარელი სიზანტით რომ სვამდა შეკითხვას: „გიჟი
ვარ?“
აჰ! ადამიანი, რომელიც გრძნობს, საცერში გატარებულივით
როგორ ეცლება ხელიდან ნება, გულისყური და ბოლოს – გონე-
ბაც, მაშინ, როდესაც მისი ბნელი შინაგანი სამყარო ხელთათმა-
ნივით ამოტრიალებულია, სულ ერთი წამით, რომლის ხან-
გრძლივობასაც ვერცერთი საათი ვერ გაზომავს, უმწარესი აგო-
ნიის მსხვერპლი ხდება. მაგრამ რა მოხდება, თუკი ის – საბრა-
ლო მღვდელი! – ეჭვით ეკიდება არა მხოლოდ საკუთარ თავს,
არამედ თავის ერთადერთ იმედს. თავის დაკარგვით კარგავს
ძვირფას, ღვთიურ საგანძურს. თავად ღმერთს. გონების ბოლო
გამონათებისას გაისიგრძეგანა ღამე, რომლის დროსაც ეს-ესაა
თავისი დიდი სიყვარული დაკარგა.
არ დაივიწყებს ახალი ბრძოლის ადგილს. უკანასკნელი ქე-
დის მიღწევის შემდეგ გზა მკვეთრად უხვევს, გამოჩნდება მიწის
ვიწრო ზოლი, სადაც აღმართულია ასწლოვანი თელა. მარჯვნივ
სოფელია, გორაკის უკანასკნელი ნაოჭით წარმოქმნილ ადგილ-
ზე, ქვემოთ. სადგურის შუქნიშნების წითელ-მწვანე სინათლეებს
პასუხობს ცაში ავარდნილი ცეცხლის ვრცელი ლაქა, რომელიც
მეფუნთუშე ჟოზიუე ტირიონს გაუჩაღებია ღუმელში. რიჟრაჟის
მქრქალი სინათლე ჯერ კიდევ არ ავლენს თავს, შეუმჩნეველია.
აბატ დონისანის მარცხნივ შარა მოჩანს, რომელიც ციცაბოდ
ჩადის და კადინიანის ციხესიმაგრის სამეურნეო ნაგებობებამდე
მიდის. დასაწყისიდანვე მეჩხერ ბუჩქებს შორის მოქცეული,
იქაურობა უფრო მეტად ხრამს ან წყლიან თხრილს წააგავს. ისე-
დაც ბნელა და მამულიც ბნელ ლაქად მოჩანს. კამპანელი ვიკა-
რი უნებლიეთ აკვირდება. ამოვარდნილი ქარი ფოთლებს ხან
აბრეშუმივით ააშრიალებს, მერე უეცრად დაადუმებს. დასველებუ-
ლი მიწიდან ფეხსაცმლის ჭვინტით ამოვარდნილი ქვა დაბლა მი-
გორავს. და უეცრად, ამ ჩურჩულში... ესმის ხმაური, რომელიც ამ
მარტოსულ დილას, ყველა სხვა ხმას შორის ადვილად ამოსაც-
ნობია – ცოცხალი ადამიანის სხეული წამოდგება და ახლოვდე-
ბა...
– ჰეი, მანდ! – ამბობს ძალიან ახალგაზრდა ქალის ხმა, მაგ-
რამ ცოტათი ყრუდ, აკანკალებული, – გეყოფათ! ერთი ხანია, უკ-
ვე მესმის, რომ აქ ხართ. როგორც იქნა, დაბრუნდით?
– კი მაგრამ, თქვენ ვინ ხართ? – წყნარად იკითხა აბატმა
დონისანმა.
გორაკის თავზე იდგა, მისი მაღალი სილუეტი ძლივს მოჩან-
და მკრთალი და მოძრავი ცის ფონზე, ნაღვლიანად და თითქოს
შინაგანი მზერით არ აცილებდა თვალს პატარა ჩრდილს ქვე-
მოთ, ალიზის კედლებს შორის. ამ იდუმალი ჩრდილის შესახებ,
რამდენიმე ნაბიჯზე რომ იყო და შეუწყვეტლივ უახლოვდებოდა,
არაფერი იცოდა, თუმცა მშვიდი, აბსოლუტური, მდუმარებით აღ-
სავსე რწმენა ჰქონდა, რომ ის, ვინც ფერდობზე ამოდიოდა და
ტალახის გუბეებში მოჭყაპუნებდა, იმ დაუვიწყარი ღამის უკანას-
კნელი და უზენაესი მსახიობი იყო.
– აჰ! ეს თქვენ ხართ! – ამბობს მადმუაზელ მალორტი და სა-
ხეს მანჭავს.
მისი სახე რომ დაენახა, გოგო კაცის მხრის სიმაღლეზე ფე-
ხის წვერებზე შედგა... პატარა, მოქცეული სახე საზარელი იმედ-
გაცრუების გარდა არაფერს გამოხატავდა. ელვისებურად დაეტ-
ყო მის იერს ერთმანეთის მიყოლებით მრისხანება, გამოწვევა და
სასოწარკვეთილება; თანაც ეს მოხდა ისე ცხადად, ნაკვთებზე ისე
ღრმად აღიბეჭდა, რომ ბავშვის სახეს ასაკი აღარ ეტყობოდა.
სწორედ მაშინ შეხვდა გოგოს თვალები მასზე მიჩერებულ უცნა-
ურ მზერას. გაუჭირდა მისთვის გაეძლო. მის თვალებში ძველებუ-
რად გიზგიზებდა ალი, მაგრამ ტუჩები მრისხანებით აღსავსე სა-
სოწარკვეთილების ნიშნად მოერკალა.
მზერა ერთი წამითაც არ სცილდებოდა. შეშლილობის მიუხე-
დავად, ისევ ისეთი ფრთხილი, ჩვეული უნდობლობით ცდილობ-
და გამომეტყველების ამოცნობას. აქამდე ახალგაზრდა მღვდე-
ლი, ბატონ გალეს თქმით, „კამპანში ჭკუასუსტებს გონებას რომ
უმღვრევდა“, საერთოდ არ აინტერესებდა. მაგრამ მასთან შეხ-
ვედრამ ასეთ დროს, ასეთ ადგილზე, უდავოდ გააოცა. სხვა მიზე-
ზების გამოც, გოგოს იმედგაცრუება არანაკლები იყო. მაგრამ
სულ რაღაც წუთის წინ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თავისი გამოჩე-
ნით შეაშინა, ან, ყოველ შემთხვევაში, მისი მრისხანება მაინც გა-
მოიწვია. ახლა კი, აბატის თვალები უკიდეგანო სიბრალულით
უმზერდა.
არა ისეთი სიბრალულით, რომელიც შეფარული სიძულვი-
ლია, არამედ მტკივნეული, მგზნებარე, ამასთან, მშვიდი და ყუ-
რადღებიანი სიბრალულით. არაფერი მოწმობდა შიშს, არც ცნო-
ბისმოყვარეობას, არც გაკვირვებას მისკენ, უფრო სწორად,
მხრისკენ გადახრილ სახეზე, რადგან გოგო სახეს წესიერად ვერ
არჩევდა. მზერას სანახევროდ დახუჭული ქუთუთოები მალავდა
და გოგომ შენიშნა, რომ თანდათან მზერა მის მკერდზე ინაც-
ვლებდა, თითქოს ღმერთის მსახურს ადამიანის თვალები არ
ყოფნიდა, არამედ საგულეში გულის ფეთქვას უნდა დაჰკვირვე-
ბოდა.
გოგო მხოლოდ სანახევროდ ცდებოდა. აბატმა დონისანმა
კიდევ ერთხელ გაიგონა ალერსიანი და ძლიერი დაძახილი. შემ-
დეგ, როგორც იდუმალმა ათინათმა, როგორც მასში გავლილმა
ამოუწურავი სინათლის დინებამ, უცნაურმა შეგრძნებამ, უკიდურე-
სად მოუხელთებელმა და წმინდამ, ყოველგვარი მინარევის გა-
რეშე, თანდათანობით მიაღწია სიცოცხლის პრინციპამდე და ის
მის სხეულად გარდაქმნა. წყურვილით მომაკვდავი კაცი ასე, მთე-
ლი არსებით ეწაფება წყლის მკვეთრ სიგრილეს, აბატმა კი არ
იცოდა, რამ გამსჭვალა მთელი მისი სხეული: სიამოვნებამ თუ
ტკივილმა.
ხვდებოდა თუ არა იმ წამს მისთვის ბოძებული წყალობის სა-
ფასურს, ან რაიმე სხვას საკუთრივ წყალობის შესახებ? მას, ვინც
მთელი ცხოვრება ტრაგიკულ დაპირისპირებაში გაატარა, როდე-
საც ზოგჯერ მისი ნება შესუსტებული ჩანდა, მაგრამ მაინც შეინარ-
ჩუნა გონების გასაოცარი სიფხიზლე, უეჭველია, ამის თაობაზე
არასოდეს ჰქონია ნათელი წარმოდგენა. ამას არაფერი ჰქონდა
საერთო ადამიანური გამოცდილების დაგროვებასთან, როდესაც
ერთ დაკვირვებას მეორე ემატება, ადამიანი განუწყვეტლივ ყოყ-
მანობს და თითქმის ყოველთვის შუა გზაზე ჩერდება, თუკი ისეთი
სულელი არ არის, რომ საკუთარი შორსმჭვრეტელობის
ტყვეობაში აღმოჩნდეს. აბატ დონისანის შინაგანმა მზერამ დაას-
წრო გონებაში ყოველგვარი ჰიჰოთეზის ჩამოყალიბებას; ამგვარ-
მა მოულოდნელმა სიცხადემ გონება დაატყვევა, თუმცა ამ სიცხა-
დით მოცული მისი გონება ნელ-ნელა, შემოვლითი გზებით არ-
კვევდა, რამ მისცა სრული დარწმუნებულობის საბაბი. ასე ემარ-
თება ადამიანს, რომელიც უცხო ადგილზე იღვიძებს, შუადღის სი-
ნათლეზე მთელ ჰორიზონტს თვალის ერთი შევლებით აღიქ-
ვამს, ხოლო სიზმრისგან ჯერ თანდათანობით თავისუფლდება.
– ჩემგან რა გინდათ? – უხეშად ჰკითხა მადმუაზელ მალორ-
ტიმ, – ახლა ის დროა, როდესაც ადამიანები გზაზე უნდა გააჩე-
რონ?
ღვარძლიანად იცინოდა, მაგრამ ნაძალადევი სიცილი იყო
და აბატმა ეს კარგად იცოდა. უფრო სავარაუდოა, რომ არც კი
გაუგია. მის ყურებში ნებისმიერი ადამიანის ხმაზე უფრო
ძლიერად რეკდა სასოწარკვეთილი ტკივილი, რომლითაც გოგო
იყო მოცული.
– სენენკურის გზიდან მოვდივარ, – სხაპასხუპით განაგრძო, –
მაგრამ კორზარგში შევიარე. ეს გაოცებთ, მაგრამ სრულიად ბუ-
ნებრივი რამაა: ღამღამობით დაძინება მიჭირს... სხვა მიზეზი არ
არსებობს... მაგრამ თქვენ, – დაამატა მოულოდნელად გაცეც-
ხლებულმა, – ღმერთის მსახური, ღობესთან არ უნდა უსაფრდე-
ბოდეთ გოგონებს... თუმცა...
მშვიდ სახეზე ამაოდ ეძებდა გაღიზიანების ან უხერხულობის
უმცირეს ნიშანს, რაც ისევ გააცინებდა, მაგრამ სიცილი ყელში გა-
ეჩხირა, რადგან აბატის სახეზე ვერაფერს ხედავდა ისეთს, რაც
მიანიშნებდა, რომ მისი ნათქვამი გაიგონა. ასე რომ, როდესაც
ისევ ალაპარაკდა, მზერა სულ სხვა რამეს გამოხატავდა, ვიდრე
დამცინავი ხმა:
– როგორც ვხვდები, ხუმრობასთან მწყრალად ხართ. რა
გინდათ? მიყვარს სიცილი... რა მოხდა, აკრძალულია? უკვე იმ-
დენი ვიცინე!
ამოიოხრა, მერე განაგრძო, ოღონდ სულ სხვა ტონით:
– კარგი, საკმარისია. ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი
გვაქვს სათქმელი, ვიმედოვნებ, რომ ასეა, არა?
ოღროჩოღრო გზაზე ჩასასვლელად აბატს წინ გაუსწრო,
მაგრამ დაქანებულზე ფეხი დაუცურდა და წინასწორობა იმით და-
იცვა, რომ ხუთი პატარა კლანჭი ანაფორის შავ სახელოს ჩაავ-
ლო. ისევ რატომ შეჩერდა? რა იყო ის ეჭვი, რამაც ადგილზე
გააშეშა? და განსაკუთრებით, რატომ წარმოთქვა სიტყვები, რომ-
ლებიც წამის შემდეგ, თავადვე გადათქვა?
– რაო? ასე ფიქრობთ: ეს-ესაა საყვარელს დაშორდა; გათე-
ნებამდე ბრუნდება სახლში?.. სულაც არ ცდებით.
მიდამოს თვალი მოავლო. მარჯვნივ, შავად შეფოთლილი
მაღალი ნორვეგიული ფიჭვები, აღმოსავლეთით უკვე გაფერ-
მკრთალებული ცის ფონზე ბნელ და ხმაურიან ლაქად მოჩანდა.
მადმუაზელ მალორტის პირველად არ ესმოდა მათი მჭახე ხმა.
აბატმა დონისანმა ხელი ალერსით დაადო მხარზე და უბრალოდ
უთხრა:
– გნებავთ, ცოტა ხანს ერთად ვიაროთ?
გორაკიდან ჩავიდა და უყოყმანოდ აიღო გეზი დაბა ტიერის-
კენ, ზურგი შეაქცია კადინიანის ციხესიმაგრეს და მთელ სოფელ-
საც. გზა თანდათან დავიწროვდა, შეუძლებელი იყო გვერდიგ-
ვერდ ევლოთ.
მუშეტის პატარა გული ასე ძლიერად არასოდეს აფ-
რთხიალებულა მკერდში, ვიდრე იმ წამს, როდესაც წინააღმდე-
გობის გაწევის ან თვალთმაქცობის ძალაც კი დაკარგა და ზურგს
უკან ესმოდა რკინით შეჭედილი სქელლანჩიანი ფეხსაცმლის
ხმა. ერთხანს ასე მიდიოდნენ, ხმის ამოუღებლად. თითოეული
ფართო ნაბიჯით კამპანელი ვიკარი ფეხდაფეხ მისდევდა, ნაბიჯის
აჩქარებას აიძულებდა. მცირე ხნის შემდეგ, მუშეტისთვის ასეთი
სიჩქარით სიარული ისეთი აუტანელი გახდა, რომ აქამდე მთელი
სხეულის შემბოჭავი შიში გაქრა. მსუბუქად ახტა გზისპირა შემაღ-
ლებაზე და ხელით ანიშნა, წინ წასულიყო.
– ნურაფრის გეშინიათ, – უთხრა აბატმა დონისანმა, – არ ვა-
პირებ, თავი მოგაბეზროთ. უბრალოდ, მიხარია, რომ დღეს შევ-
ხვდით, ამდენი უქმად დაკარგული დღის შემდეგ. მაგრამ გვიან
არასოდეს არის.
– ცოტათი ადრეც კია, – უპასუხა მუშეტმა და თან თითქოს
გესლიანი ჩაცინებისგანაც შეიკავა თავი.
– თქვენ არ გეძებდით, – განაგრძო კამპანელმა ვიკარმა, –
ბოდიშს გიხდით. ვიდრე შევხვდებოდით, გრძელი შემოვლითი
გზით ვიარე, ეს იყო ძალიან გრძელი, უაღრესად გამორჩეული
შემოვლითი გზა. რატომ ამბობთ უარს ჩემს შემოთავაზებაზე?
ცოტა ხანს საუბარი თქვენც დაგამშვიდებთ და მეც.
გოგომ მხრები აიჩეჩა; არც კი დასტყობია, რომ უკან გაყვე-
ბოდა. და მაინც, ცნობისმოყვარეობამ შეაჩერა, რომლის თაობა-
ზე ჯერ არ იცოდა, რომ სინამდვილეში იდუმალი იმედი იყო.
წინა დღეს რემანჟეში, კუზენებთან იყო სტუმრად. საღამოს
შვიდი საათისთვის მანქანით მიიყვანეს ფოლამდე. მეგობართან,
სიუზან რაბურდენთან ერთად უნდა ევახშმა პატარა ყავახანაში „ა-
ხალგაზრდა საფრანგეთი“ და იქიდან, ვახშმის შემდეგ, მისი სიტ-
ყვებით, ფეხით გაივლიდა იმ ოთხ-ხუთ კილომეტრს, რომელიც
ფოლს კამპანამდე აშორებს. ავადმყოფობისა და მშობიარობის
ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ, თუმცა ზოგიერთმა ნათესავმა
მაინც იცოდა, რომ „შავი სენი“ სტანჯავდა. ამ ადამიანებისთვის
„შავი სენი“ განუკურნებელი დაავადება იყო, ხოლო დაავადებუ-
ლებს ყველაზე უფრო საბრალოთა რიგში გაანწესებდნენ, საყო-
ველთაოდ მოარული სამწუხარო და გულის ამაჩუყებელი გამო-
ნათქვამის თანახმად, ისინი „რიგზე ვერ იყვნენ“. ამიტომაც, მუშე-
ტის ახირებებს უკვე რამდენიმე თვე იყო, არავინ ეწინააღმდეგე-
ბოდა. მაშასადამე, მან ვახშმის შემდეგ დატოვა ყავახანა „პატარა
საფრანგეთი“ და უარი თქვა რაბურდენის ძმების თანხლებაზე.
როგორი გვიანიც უნდა ყოფილიყო, სახლში ათი საათისთვის თა-
ვისუფლად იქნებოდა, მაგრამ ეტაპლის დიდი გზა რომ გადაჭრა,
უკვე დიდი ხნის წინანდელი ჩვეულების თანახმად, კადინიანის
პარკთან ჩასავლელად გადაუხვია. რამდენჯერ ყოფილა, რომ
ნიკაპის ქვეშ მუშტებამოდებული, ჭიშკარს მიყრდნობილი, ტალა-
ხის გუბეში – შიშს არ გრძნობდა, მხოლოდ მოგონებებს იხსენებ-
და, როგორც ყოველთვის, თავსგადამხდარს გონებაში აწონ--
დაწონიდა ცივი გონებითა და მგზნებარე გულით. დამარცხებუ-
ლი, ოცნებაწართმეული, სამუდამოდ დარჩა საბრალო გოგონად,
რომელსაც მოსვენებას არ აძლევენ მოჩვენებები, განწირულია
მარადიული სიბრალულისთვის, განძარცვულია ყველაფრისგან,
მისი დანაშაულის ჩათვლით... და მისი პატარა, მრისხანე სულის
ერთადერთი შვება იყო იმავე დაუვიწყარ დროს ამ გზის გავლა,
რომელიც იმ ერთადერთ, დაუვიწყარ ღამეს გაიარა, თუმცა ახლა
ჭიშკარი ჩაკეტილი იყო, მოჩანდა ხეივნის იდუმალი მოსახვევი
და იქ, სულ სიღრმეში – სიჩუმით აღსავსე მაღალი კედლები, სა-
დაც ფხიზლობდა უსარგებლო, გარდაცვლილი, მისი მდუმარე
მოწმე.
კამპანელი ვიკარი დიდხანს ელოდებოდა პასუხს, მოუთმენ-
ლობა წამითაც არ დასტყობია, თუმცა ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
დაემორჩილებოდნენ. ხმა უფრო და უფრო თავმდაბლურად და
ალერსიანად, ლამის მორცხვადაც კი ისმოდა, ხოლო მისი ქცევა
სულ უფრო მზარდ ავტორიტეტს გამოხატავდა. და უეცრად, ისე,
რომ ტონი არ შეუცვლია, მადმუაზელ მალორტისთვის სრულიად
მოულოდნელი სიტყვები თქვა, რომლებმაც გოგოს გული ლამის
ნამსხვრევებად აქცია:
– ჯერ, უბრალოდ, მინდოდა აქედან წამეყვანეთ, რადგან თა-
ვადაც კარგად იცით, მიცვალებული, რომელსაც აქ ელოდებით,
ამ ადგილზე აღარ არის.
მუშეტის გაოგნება გამოიხატა თავიდან ფეხამდე შეჟრჟოლე-
ბით, რასაც მაშინვე მოერია. და შიშს არ აუკანკალებია მისი ბა-
გეები, როდესაც ლამის შემთხვევით წამოსცდა:
– მიცვალებული? რომელი მიცვალებული?
აბატმა დონისანმა გზა გააგრძელა და ძველებურად მშვიდად
უპასუხა, რაც მუშეტს აიძულებდა, მორჩილად გადევნებოდა:
– საკუთარი თავის ცუდი მსაჯულები ვართ და ზოგიერთ შეც-
დომას წარმოსახვით წარმოვიდგენთ, იმისთვის, რომ დავფაროთ
ის, რაც ჩვენში დალპა და გადასაგდებია, სული რომ საბოლოოდ
არ წარწყმდეს.
– რომელი მიცვალებული? – არ ცხრებოდა მუშეტი, – რო-
მელ მიცვალებულზე ამბობთ?
უნებლიეთ ჩასჭიდებოდა მისი ანაფორის სახელოს, მაშინ,
როდესაც თანამგზავრის თითოეული ნაბიჯი თავიდან იშორებდა,
აქოშინებულსა და ენადაბორკილს, გზისპირა შემაღლებისკენ
უბიძგებდა. ეს სასაცილო დევნა, კითხვების ლამის ვედრებით
დასმა და თავის დამდაბლება გოგოს სიამაყეს შეურაცხყოფდა.
მაგრამ ამასთან, გრძნობდა რაღაც იდუმალ სიხარულს. ჯერ ისევ
ლაპარაკობდა, როდესაც გზიდან მინდორში გადავიდნენ. მუშეტ-
მა მაშინვე იცნო ადგილი.
ორასიოდე მეტრითაა დაშორებული ტრილის პირველ სახ-
ლებამდე, პატარა გზაჯვარედინი გარშემორტყმულია ცოცხალი
ღობეებით და, როგორც ძველად სჩვეოდათ, მეჩხერი ცაცხვები
ჩაურგავთ. აგვისტოს პირველ კვირას ბაზრობა იმართება, მისი
მონაწილეები ბორბლებზე შემდგარ გასაცოდავებულ ჯიხურებს
დგამენ და გართობის მოყვარული ყმაწვილები კი ზოგჯერ გო-
გონებს აცეკვებენ.
როგორც პირველი შეხვედრისას, კვლავ პირისპირ იდგნენ.
სევდიანი განთიადი ცას შეერია და ვიკარის მაღალი სილუეტი
მადმუაზელ მალორტის რეალურზე ბევრად ტანმაღალი მოეჩვე-
ნა, როდესაც ავტორიტეტული ჟესტით, ენით გამოუთქმელი ძა-
ლითა და ალერსით აღსავსე მისკენ დაიძრა და გოგოს თავზე-
მოთ შავანაფორიანი ხელი აღმართა:
– ნუ გაკვირვებთ ჩემი ნათქვამი: ჩემს სიტყვებში არაფერია
ისეთი, რაც ვინმეს გაოცებას ან ცნობისმოყვარეობას გამოიწვევს.
მე მხოლოდ ერთი უბრალო კაცი ვარ. მაგრამ, როდესაც თქვენ-
ში ამბოხის სულმა დაისადგურა, დავინახე თქვენს გულზე ამოტ-
ვიფრული ღმერთის სახელი.
და ხელი დაუშვა, ცერით ორჯერ გადასწერა ჯვარი მუშეტის
მკერდს.
გოგომ მაშინვე უკან დაიხია, სათქმელად საჭირო სიტყვა ვერ
მოიფიქრა, გაოგნებისგან გონება სულ დაეფანტა. და როდესაც
სხვა აღარაფერი ესმოდა საკუთარ არსებაში, ამ ხმის გარდა,
რომლის ალერსიანობამ მის სხეულში გაიარა, მამობრივმა მზე-
რამ სულ აუბნია თავგზა.
ეს იყო ისეთი მამაშვილური მზერა! (რადგან აბატსაც ეგემნა
საწამლავი და კარგა ხანს გაყოლილი მისი სიმწარე).
ადამიანის ენას არ ძალუძს აბსტრაქტული ტერმინებით გამო-
ხატოს ღმერთის რეალური მყოფობა, რადგან ყველაფერი, რაც
უტყუარად მიგვაჩნია, დასკვნის საფუძველზე არსებობს და ადამი-
ანთა უმეტესობისთვის გამოცდილება, ხანგრძლივი ცხოვრების
მიწურულს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არარაობის გარშე-
მო დროში გაწელილი მოგზაურობაა. გონება, ლოგიკის გარდა,
არავითარ სხვა სიცხადეს არ ბადებს, არსებობს მხოლოდ სა-
ხეობებად და გვარებად დაყოფილი სამყარო. მხოლოდ ზეციური
ცეცხლი ანადგურებს და ადნობს ადამიანების შექმნილი კონცეფ-
ციების ყინულს. და მაინც, რასაც ამ დროს აბატ დონისანის მზე-
რა ხედავს, არც ნიშანია და არც ფიგურა: ცოცხალი სულია, ყვე-
ლაფრისთვის ჩარაზული გული! ისე, როგორც მათი უცნაური შეხ-
ვედრის პირველ წამს, ახლაც, არ შეეძლო სიტყვებით გადმოეცა
თანაბრად მოლიცლიცე ელვარება, რომელიც უერთდება შინა-
გან სინათლეს, რომლითაც აბატის არსებაა გაჯერებული. ამ ბავ-
შვის პირველად დანახვა ისეთი სისავსითა და სიწმინდით გამო-
ირჩეოდა, რომ ნანახ სამყაროს საკუთარი სიხარულის ლიცლი-
ცისგან ვერ არჩევდა. მის ტრიუმფალურ ღიმილში ერ-
თდროულად გაიფურჩქნა ყველა ფერი და ყველა ფორმა.
როდესაც მოგვიანებით ეკითხებოდნენ სულების წაკითხვის
ღვთისგან ბოძებულ წყალობაზე, თავდაპირველად ყველაფერს
უარყოფდა და ლამის ყოველთვის ჯიუტადაც კი. ზოგჯერ, რაკი
ტყუილის თქმის ეშინოდა, უფრო გასაგებად განმარტავდა, მაგ-
რამ დეტალურად, სიზუსტით გადმოცემას ისე გულუბრყვილოდ
ცდილობდა, რომ ცნობისმოყვარეებს მისი სიტყვები ისევ უცრუებ-
და იმედს. ამგვარად იმსჯელებდა წმინდა ტერეზასა და იოანე
ნათლისმცემლის ექსტაზისა და ღმერთთან კავშირის შესახებ
რომელიმე სოფლელი ღვთისმოსავი. ცხოვრება არეულობა და
უწესრიგობა მხოლოდ იმისთვის არის, ვინც მას გარედან უმზერს.
ზებუნებრივი წყალობით დაჯილდოებული ადამიანი თავს ლაღად
გრძნობს იმ სიმაღლეზე, სადამდეც სიყვარულმა აიყვანა და მისი
სულიერი ცხოვრება მასში ფორიაქს არ იწვევს, რადგან საოცარ
ნიჭთა მიღებისთანავე აღარ სჭირდება მათი განსაზღვრა ან შესა-
ფერი სახელის მოძებნა.
„რას ხედავთ?“, ეკითხებოდნენ წმინდა კაცს, „როდის ხე-
დავთ? რაიმე წინათგრძნობა არსებობს? რაიმე ნიშანს იღებთ წი-
ნასწარ?“ ის კი იმეორებდა ბეჯით მოსწავლესავით, რომელსაც
ელემენტარული განმარტება დასცდა: „მებრალება... მე მხოლოდ
მებრალება!“ როდესაც მადმუაზელ მალორტის გზის პირზე შეხ-
ვდა, თავის წინ ხედავდა მხოლოდ ლამის განურჩეველ ჩრდილს
და მაშინვე მოუკლა გული უკიდეგანო სიბრალულმა. განა ასე არ
იღვიძებს შუაღამისას დედა, სრულიად დარწმუნებული, რომ მისი
პირმშო საფრთხეშია?
დიადი სულების გულმოწყალება, ზებუნებრივი თანაგრძნობა
მათ ადამიანის არსების ყველაზე ინტიმურ კუნჭულებში შეღწევის
შესაძლებლობას აძლევს. გულმოწყალება, გონიერებასთან ერ-
თად, ჩვენი შემეცნების ერთ-ერთი ელემენტია. მართალია, მას
საკუთარი კანონები აქვს, მაგრამ მისი დასკვნები განსაცვიფრებე-
ლია და გონება, რომელსაც სურს მათ მისდიოს, გაელვების გარ-
და სხვას ვერაფერს ამჩნევს.
მუშეტის ადგილზე ნებისმიერ სხვას მასზე მიპყრობილი
ღვთისმსახურის მზერა მუხლებს მოჰკვეთდა. და მართლაც, სულ
ერთი წამით, გოგომ იგრძნო, როგორ შეყოყმანდა და თითქოს
მოლბა. მაგრამ მაშინვე წამოეშველა დახმარება – მისი ლოდინი
ფუჭი არასოდესაა – დღისა და ღამის მბრძანებელი, უფრო ყუ-
რადღებიანი და უფრო შეუბრალებელი; ზმანება, რომელიც სხვა
ზმანებათაგან არ განირჩევა, ნდომა, რომელიც ოდნავ თუ აღემა-
ტება სხვებს, ხმა ათას სხვა ხმას შორის, რომელიც ამ საათში
რეალური და ცოცხალია; კომპანიონი და ჯალათი, რიგრიგობით
მოწუწუნე, არაქათგამოცლილი, ცრემლების მომგვრელი, შემტე-
ვი, უხეში, წინააღმდეგობის ვერამტანი, შემდეგ კიდევ, გადამ-
წყვეტ წუთში, სასტიკი, მრისხანე, დამცინავი ღიმილით გამოხატუ-
ლი მისი არსი, გესლიანი, ადრე მსახური, ახლა კი – მბრძანებე-
ლი. ეს ყველაფერი გოგოს არსებაში ერთბაშად ამოფეთქდა. ეს
იყო ბრმა მრისხანება, ამ მზერისთვის წინააღმდეგობის გაწევის,
მისთვის საკუთარი სულის ჩაკეტვის სურვილი; თავსდამტყდარი
გულმოწყალების გათელვის, შელახვის სურვილი. ამან აიძულა,
მთელი სხეულით აკანკალებული, ფეხებში კი არ ჩავარდნოდა,
არამედ წინ აღდგომოდა მდუმარე მსაჯულს.
თავიდან ერთი საჭირო სიტყვაც კი ვერ მოიფიქრა; ან განა
არსებობდა სიტყვები, რომლებიც მრისხანების ამ შემოტევას
შეესაბამებოდა? მხოლოდ გონებაში, მაგრამ ზეადამიანური სის-
წრაფითა და სიცხადით გაუელვა თავისი ხანმოკლე ცხოვრების
ყველა მნიშვნელოვანმა იმედგაცრუებამ, გეგონებოდა ამ
მღვდლის სიბრალული იყო მისი დასასრული და გვირგვინი...
ძლივს წაილუღლუღა:
– მძულხართ!
– ნუ გრცხვენიათ, – უპასუხა მან.
– თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ! – წამოიყვირა მუშეტ-
მა (მაგრამ კაცის ნათქვამი სიტყვები ისეთი ზუსტი იყო, რომ გო-
გოს მრისხანება თითქოს მოტყუვდა). ვერც კი ვხვდები, რის თქმა
გსურთ!
– უეჭველია, სხვა სახის გამოცდაც გელოდებათ, – განაგრძო
მან უფრო პირქუშად, – რამდენი წლის ხართ? – ჰკითხა მცირეხ-
ნიანი დუმილის შემდეგ.
ბოლო სიტყვების გაგონებაზე მუშეტი გაოცდა და მისი მზერა
ამ გაოცებით გამოწვეულ იმედგაცრუებას გამოხატავდა. თავს ძა-
ლა დაატანა და გაიღიმა.
– უნდა იცოდეთ, თქვენ ხომ ამდენი რამ იცით...
– აქამდე ბავშვივით ცხოვრობდით. პატარა ბავშვი ვის არ ებ-
რალება? რა უნდა თქვა ამ ქვეყნის მამებზე! აჰ! იცით, ღმერთი
ყოველთვის გვეხმარება, ჩვენი გიჟური საქციელის დროსაც კი
გვერდით გვიდგას. და როდესაც ადამიანი მის დასაწყევლად
ხელს აღმართავს, მისი უღონო ხელიც ღმერთს უჭირავს!
– ბავშვი, – წამოიძახა გოგომ, – ბავშვი! ჩემნაირ ბავშვებს
თქვენს ეკლესიაში, საეკლესიო სამოსის საცავში ბევრს ვერ შეხ-
ვდებით; ისინი არ გამოიყენებენ თქვენს ნაკურთხ წყალს. არავის
ვუსურვებ იმის გაგებას, რა გზები გამოვიარე.
უკანასკნელი სიტყვები ცოტათი სასაცილო მაღალფარდოვ-
ნებით წარმოთქვა. აბატმა დონისანმა მშვიდად უპასუხა:
– განა ასეთი რა იპოვეთ ცოდვაში, ამდენ ტანჯვად და მღელ-
ვარებად რომ ღირდეს? თუკი ბოროტების ძიება და ფლობა ერ-
თგვარი საზარელი სიხარულია, დარწმუნებული იყავით, თქვენამ-
დე სხვამ უკვე გამოსცადა და ბოლომდე შესვა.
აბატმა დონისანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. მის
ქცევაში არაფერი გამოხატავდა ზედმეტ მღელვარებას, არც გაკ-
ვირვების სურვილს. და მაინც, წარმოთქმულმა სიტყვებმა მუშეტი
ადგილზე მიაჯაჭვა და მის გულში ექოდ გაისმა.
– თავი დაანებეთ ამაზე ფიქრს. ღმერთის წინაშე ამ მკვლე-
ლობის გამო დამნაშავე არ ხართ. ეს ისეთივე სიმართლეა, რო-
გორც ის, რომ თქვენი ნება არ არის თავისუფალი. სათამაშოს
ჰგავხართ, სატანის ხელში ბავშვის პატარა ბურთი ხართ.
პასუხის გასაცემად დრო აღარ დაუტოვა და ისედაც, გოგო
ხმის ამოღებას არ აპირებდა. აბატს მისთვის მკლავში ჩაევლო
ხელი, დიდი ნაბიჯებით, დაცარიელებული მინდვრების გავლით,
ლაპარაკ-ლაპარაკით მიჰყავდა. მუშეტი მისდევდა. უნდა გასდევ-
ნებოდა. აბატი დონისანი ისე საუბრობდა, როგორც არასოდეს
ულაპარაკია, აღარასოდეს ილაპარაკებდა, მათ შორის – არც
ლიუმბრში, მისთვის ბოძებული წყალობის გაფურჩქვნის ჟამსაც
კი, რადგან მუშეტი მისი პირველი მსხვერპლი იყო. რაც ესმოდა,
სრულებით არ იყო მოსამართლის განაჩენი, არც არაფერი ისე-
თი, რაც მის პირქუშ და განრისხებულ გონებაში ვერ შეაღწევდა,
არამედ ეს აღმოჩნდა საზარელი სიმშვიდით მოყოლილი მისი
ამბავი, მუშეტის ამბავი; რეჟისორს არაფერი გადაუჭარბებია, იშ-
ვიათი და განსაკუთრებული დეტალებით არ გაუმდიდრებია მონა-
ყოლი, არამედ პირიქით, მის ცხოვრებას თითქოს შიგნიდან უყუ-
რებდა, ყურადღებას არ აქცევდა იმას, რაც ეზედმეტებოდა. რა
მცირე სივრცეს უტოვებს სიცოცხლეს ცოდვა, რომელიც შიგნიდან
ღრღნის ადამიანს! ის, რასაც მუშეტის თვალწინ სიტყვების ცეც-
ხლი სწვავდა, თავად მისი არსება იყო; მართებულ და მწვავე
ცეცხლს, რომელიც სულის მიყრუებულ კუნჭულებამდე, სხეულის
თითოეულ უჯრედამდე აღწევდა, ვერაფერი გადაურჩებოდა. თხე-
მით ტერფამდე სულისშემძვრელი, საუცხოო ხმის აწევის ან დაწე-
ვის კვალობაზე გრძნობდა, სიცოცხლის სითბო მის სხეულში რო-
გორ იმატებდა ან იკლებდა; თავდაპირველად ადვილად გასარ-
ჩევი ხმა იყო, არაფრით გამორჩეულ სიტყვებს ამბობდა, გოგოს
თავზარი კი მათ საშიშ სიზმარში გამოჩენილი მეგობრის სახეს
იღებდა, შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტად გადაეჯაჭვა შინაგან
ხმას, საკუთარი სიღრმისეული წყაროდან წამოსული აფორიაქე-
ბული სინდისის ჩურჩულს, იმდენად, რომ ორივე ხმა ბოლოს იქ-
ცა მეწამული სისხლის ამოფრქვევის მსგავს ერთადერთ ამოკვნე-
სად.
მაგრამ როდესაც აბატი დონისანი დადუმდა, მუშეტმა იგ-
რძნო, რომ ჯერ ისევ ცოცხლობდა.

დუმილი დიდხანს გაგრძელდა, ყოველ შემთხვევაში, დროის


განსაზღვრა შეუძლებელი იყო, არ არსებობდა მისი საზომი. შემ-
დეგ ხმა – მაგრამ ისე შორიდან ისმოდა! – ისევ მისწვდა გოგოს
ყურებს:
– დამშვიდდით, – ამბობდა ის, – ძალები დაზოგეთ. ისედაც
საკმარისი თქვით.
– საკმარისი ვთქვი? რა ვთქვი? არაფერი მითქვამს.
– ჩვენ ვისაუბრეთ, – განაგრძო ხმამ, – და მეტიც, კარგა ხანს
ვისაუბრეთ. შეხედეთ, ცა უკვე განათებულია: ღამე დასრულდა.
– ვილაპარაკე? – გაიმეორა სასოწარკვეთილი ხმით მუშეტმა.
და უეცრად (თითქოს გაღვიძებისთანავე გონებამ საზარელი
სიცხადით გაიხსენა ჩადენილი):
– ვილაპარაკე! – წამოიყვირა მან, – ვილაპარაკე!
განთიადის რუხ სინათლეში კამპანელი ვიკარის სახე იცნო.
ის უკიდეგანო დაქანცულობას გამოხატავდა. მის თვალებში ძვე-
ლებური ცეცხლი აღარ გიზგიზებდა და ახლა იდუმალი ზმანებით
მოყირჭებულს ჰგავდა.
მუშეტი თავს ისე სუსტად, ისე განიარაღებულად გრძნობდა,
რომ ნაბიჯის გადადგმა აღარ შეეძლო არც მასთან მისაახლოებ-
ლად, არც მისგან გასაქცევად. ყოყმანობდა.
– ნუთუ ეს შესაძლებელია? – თქვა გოგომ, – ... და რა უფ-
ლებით?
– არავითარი უფლება თქვენზე არ მაქვს, – ალერსით უპასუ-
ხა ვიკარმა, – თუ ღმერთი...
– ღმერთი! – წამოიწყო მუშეტმა... მაგრამ წინადადების დას-
რულება ვერ მოახერხა. ამბოხის სული მასში თითქოს გაქვავდა.
– როგორ იბრძვით მის ხელში, – სევდიანად თქვა კამპანელ-
მა ვიკარმა, – ისევ დაუსხლტებით? არ ვიცი...
ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ, თავმდაბლად დაამატა:
– დამინდეთ, შვილო ჩემო!
საზარელი სანახავი იყო მისი გაფითრებული სახე. ხელი,
რომელიც ასწია, მოუხერხებლად ჩამოუვარდა და მზერა აარიდა.
გოგომ უკვე მოუთმენლად შეკრა პატარა მუშტები.
აბატმა ისეთივე დაინახა, როგორიც უფრო ადრე, ბინდბუნ-
დში, ბავშვის დაბერებული, დაძაბული, ძნელად საცნობი სახით.
ამაო ძალისხმევის, ფუჭად დახარჯული გულმოწყალების მად-
ლის, გარდაუვალის წინასწარგანჭვრეტის გამო გული შეეკუმშა.
– ღმერთი! – წამოიყვირა გოგომ და გულისგამგმირავი სიცი-
ლი დააყოლა...
მათ გარშემო განთიადი თანდათან იკრებდა ძალას და ისინი
კი თავიანთ სახეებზე აღბეჭდილ მის მკრთალ ანარეკლს ამჩნევ-
დნენ. მარჯვნივ, გორაკებს შორის გაშენებული, დილის ნისლი-
დან ამოზრდილი უსახური დაბა მოჩანდა. თვალი სადაც კი მიუწ-
ვდებოდათ, ჩანდა მხოლოდ უსასრულო ველი, ხოლო სიცოც-
ხლის ერთადერთი ნიშანწყალი რომელიღაც სახლის საკვამური-
დან ცაში ადენილი კვამლი იყო, თუმცა თავად სახლი არ ჩანდა.
მუშეტის სიცილი მიწყდა. მის მზერაში მერყევი ალი მიინავ-
ლა. და უეცრად, საწყალობელმა, გასავათებულმა, დაჟინებულმა,
კიდევ ერთხელ ვედრებით უთხრა:
– არ მინდოდა თქვენი შეურაცხყოფა... წეღან მომატყუეთ,
ხომ ასეა? მე არაფერი მითქვამს. ან რა უნდა მეთქვა? მგონი, ჩა-
მეძინა. მეძინა?
აბატ დონისანს თითქოს არც კი გაუგონია მისი სიტყვები. გო-
გო არ მოეშვა:
– ხელს ნუ მკრავთ... არ შეგიძლიათ პასუხის გაცემაზე უარი
მითხრათ... ეს რომ გავიგო, დავემორჩილები, რასაც საჭიროდ
ჩათვლით, რომ მიბრძანოთ.
ამ უცნაური გოგოს ხმა არასოდეს ყოფილა ასეთი თავმდაბ-
ლური, ასეთი მავედრებელი. აბატს არც ამჯერად გაუცია პასუხი.
მუშეტმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, კარგა ხანს უყურებ-
და, დაჟინებით, წარბშეკრული, თავდახრილი და უეცრად:
– ყველაფერი ვაღიარე! – თქვა მან, – ყველაფერი იცით!
მერე დაამატა:
– და ეს როდის მოხდა? არაფრის მეშინია. რა მნიშვნელობა
აქვს?.. მაგრამ მითხარით... აჰ! მითხარით, რა ჩაიდინეთ? მარ-
თლა ვლაპარაკობდი ძილში?
უკიდურესი დაქანცულობა, დაუძლეველი ცნობისმოყვა-
რეობა, ახალი თავგადასავლისკენ უბიძგებდა. სახეზე სისხლი
მოაწვა. თვალებში ისევ პირქუში ცეცხლი აუგიზგიზდა. ის კი, აბა-
ტი დონისანი, სიბრალულით უმზერდა ან შესაძლოა, ზიზღით.
რადგან, მისდა გასაკვირად, ზმანება გაიშალა, გაქრა.
მისი მოგონება მეტისმეტად ცოცხალი, მეტისმეტად ზუსტი
იყო იმისთვის, რომ ნამდვილობაში ეჭვი შეეტანა. ერთმანეთის-
თვის ნათქვამი სიტყვები ჯერ კიდევ ესმოდათ. მაგრამ წყვდიადი
ისევ ჩამოწვა. რატომ არ დაუჯერა შინაგან შფოთვას, რომელიც
დაუყოვნებლივ თავის თავში ჩაკეტვისკენ მოუწოდებდა? მის წინ
იდგა საბრალო არსება, რომელიც სასწრაფოდ ცდილობდა
ტყუილების ქსელის გარღვეული ადგილების შეკეთებას... მაგრამ
განა მის განკარგულებაში არ იყო ერთი წუთი – მთელი მარადი-
სობა! – როდესაც საკუთარი ბუნებისგან სასწაულებრივი ძალის-
ხმევით გათავისუფლდა?! ეს ამ დაკარგული ძალაუფლებისგან
გამოწვეული უიმედობა იყო? თუ მისი ხელახლა დაუფლების ჟი-
ნი? თუ მრისხანება, რადგან მთლიანად მას დამორჩილებული
ბავშვი უეცრად ისევ მეამბოხედ იქცა? მხრები აიჩეჩა და მეტისმე-
ტად უხეშად გამოუვიდა.
– შენ დაგინახე! (ამ სიტყვის – „შენ“ – გაგონებაზე, გოგოს
მრისხანების ჟრუანტელმა დაუარა), – შენ დაგინახე ისეთი სიცხა-
დით, როგორითაც აქამდე არცერთი არსება არ დამინახავს! შენ
დაგინახე ისე, რომ რაც უნდა ხრიკი მოიფიქრო, ვერ დამის-
ხლტები. გგონია, შენი ცოდვა თავზარს მცემს? შენი საქციელით
ღმერთს იმაზე მეტად კი არ შეურაცხყოფ, ვიდრე პირუტყვი. ყალ-
ბი იყო დანაშაულები, შენს გონებაში რომ მოიაზრებდი, ისე, რო-
გორც შენი მუცლით ნატარები ნაყოფი აღმოჩნდა მკვდარი. ეძიე!
გაჩხრიკე შენი არსება ძირის ძირამდე: ცოდვა, რომლითაც თავი
მოგაქვს, იქ უკვე დიდი ხანია, დალპა, ყოველ საათში შენი გული
ზიზღით ივსებოდა. მხოლოდ ფუჭი ოცნებები გქონდა და მათ გა-
მო მუდამ იმედგაცრუებული იყავი. გგონია, ადამიანი მოკალი...
საბრალო გოგოვ! სინამდვილეში, ის გაათავისუფლე შენგან. სა-
კუთარი ხელებით გაანადგურე შენი ამაზრზენი გათავისუფლების
ერთადერთი იარაღი. და, რამდენიმე კვირის შემდეგ, ფეხებში
ჩაუვარდი იმას, ვინც ამის ღირსი არ იყო. აი, იმან კი ლაფში
ამოგსვარა. შენ ის გძულს და მას კი შენი ეშინია. მაგრამ არ შე-
გიძლია, მას გაექცე.
– ...არ... შემიძლია... მას... გავექცე..., – წაილუღლუღა მუშეტ-
მა. მისი შიში და მრისხანება ისეთი იყო, რომ უაღრესად მოძრავი
ნაკვთები ამჟამად გაშეშებულიყო, თითქოს საზარელ სიმშვიდეს
განასახიერებდა.
– ვიცი, რომ ეს შემიძლია, – თქვა ბოლოს, – მაშინ, როდე-
საც მოვისურვებ. გიჟად ჩამთვალეს: რა მოვიმოქმედე იმისთვის,
რომ ყველა გადამერწმუნებინა? ველოდებოდი, მზად როდის
ვიქნებოდი.
აბატმა დონისანმა ისე ღონივრად ჩაავლო ხელი მხარში,
რომ გოგო წაბარბაცდა.
– მზად არასოდეს იქნები. ღმერთს მხოლოდ იმას უმალავ,
რაც შენში ყველაზე უარესია: იმ ჭუჭყს, რისგანაც შექმნილი ხარ,
სატანა! თავისუფალი გგონია თავი? თავისუფლებას მხოლოდ
ღმერთში მოიპოვებ. შენი ცხოვრება...
ღრმად ჩაისუნთქა, მოჭიდავესავით ორთაბრძოლისთვის
რომ ემზადება. და მის თვალებში ისევ გამოჩნდა ზეადამიანური
სიბრძნის სხივი, მაგრამ ამჯერად სრულიად დაცლილი გულმოწ-
ყალებისგან. ესე იგი, სახიფათო ნიჭი ისევ დაიპყრო, ძალით,
უიმედობის შემოტევისას, მრისხანებისთვისაც მზად იყო, თუნდაც
ზეცის წინააღმდეგ. მისმა მოკვდავის თვალებმა ღვთისგან ბოძე-
ბული მადლი იხილა: მათ თვალწინ ახლა იდგა მხოლოდ მტერი,
მის მსხვერპლში თავშეფარებული. და მუშეტის ფერმკრთალ,
მღელვარებისგან შეკუმშულ სახეზე თითქოს იგივე ზმანება აისა-
ხა, რომლის საზარელი სინათლე ორივეს მზერაში გამოკრთა.
– შენი ცხოვრება სხვების ცხოვრებას იმეორებს, ყველა ერ-
თმანეთს ჰგავს, მუცელზე მწოლიარეები ატარებენ, ვერაფერს ხე-
დავენ იმ გობის იქიდან, საიდანაც მათი შინაური ცხოველი იკვე-
ბება. ჰო! შენი თითოეული ქმედება იმათი ნიშნითაა აღბეჭდილი,
ვინც გშობა – სულმოკლე, ავხორცმა, მატყუარა ლაჩრებმა. მათ
ვხედავ. ღმერთმა მომცა მათი დანახვის უნარი. მართლაც ვხედავ
მათ შენში და შენ – მათში. ოჰ! როგორი საშიში და პატარაა ამ-
ქვეყნად ჩვენთვის გამოყოფილი ადგილი! როგორი ვიწროა ჩვე-
ნი გასავლელი გზა!
და განაგრძო კიდევ უფრო გასაოცარი სიტყვებით, მაგრამ
ხმადაბლა, სულ მარტივად საუბრობდა.
როგორ შეიძლება ამ სიტყვების აქ გადმოცემა? ეს ისევ მუშე-
ტის ამბავი იყო, განსაცვიფრებლად დაკავშირებული სხვა, დიდი
ხნის წინ დავიწყებულ ამბებთან ან სულაც, აქამდე უცნობი ადა-
მიანის შესახებ. ვიდრე მათ შინაარსს მიხვდებოდა, მუშეტმა იგ-
რძნო, როგორ შეეკუმშა გული, თითქოს სადღაც მოულოდნე-
ლად ეშვებოდა და ეს იყო ისეთივე გაოგნება, რომელიც ღრმა
და იდუმალი სამყოფლის ზღურბლზე მდგომს ეუფლება. შემდეგ
სულ უფრო ხშირად ესმოდა ნაცნობი ან ბუნდოვან მოგონებებ-
თან დაკავშირებული სახელები; ისინი ერთმანეთს ნათელს ჰფენ-
და და საბოლოო ჯამში, გასაგები გახდა მოყოლილის არსი.
არაფრით გამორჩეული ყოფის სავალალო ფაქტები, საყოველ-
თაოდ გავრცელებული ბოროტებითურთ – ტალახშემხმარი ქვე-
ბივით – მოსაწყენი საიდუმლოებები, მოსაწყენი ტყუილები, ცოდ-
ვების შესახებ მოსაწყენი ჭორაობა, მოსაწყენი თავგადასავლები,
როდესაც წარმოთქმული სახელი უეცრად თითქოს შუქურასავით
ანათებდა, შემდეგ წყვდიადში დაინთქმებოდა, სადაც გონება ჯერ
ვერაფერს არჩევდა, მაგრამ ერთგვარი კურთხეული თავზარი
მოწმობდა უთვალავი სიცოცხლის ფუთფუთს. მუშეტმა იგრძნო,
რომ კიდევ ერთხელ, უნებლიეთ, მისი ნებისა და გონების საწინა-
აღმდეგოდ რაღაც ძალა ექაჩებოდა და სწორედ ეს საძაგლობა
ცხოვრობდა და ფიქრობდა მის ნაცვლად. რადგან, უხილავი სამ-
ყაროს საზღვარზე კაეშანი მეექვსე გრძნობაა, ხოლო ტკივილი
და აღქმა კი – ერთიანდება. ამ სახელებს, რომლებსაც წარმოთ-
ქვამდა მბრძანებლური ხმა, მუშეტი გზადაგზა იხსენებდა, მაგრამ
ყველას – ვერა. მალორტის, ბრისოს, პოლის. პიშონის გვარისა-
ნი, წინაპარი კაცები და ქალები, უნაკლო ნეგოციანტები, კარგი
დიასახლისები, თავიანთი ქონება რომ უყვარდათ; მათგან არავინ
გარდაცვლილა ისე, რომ ანდერძი არ დაეტოვებინა, სავაჭრო
პალატებისა და სანოტარო კანტორების საპატიო წევრები ბრძან-
დებოდნენ (დეიდაშენი სიუზანი, ბიძაშენი ანრი, შენი ბებიები
აედელი და მალვინა ან სესილი...). მაგრამ ის, რასაც ეს ხმა მო-
ნოტონურად ყვებოდა, ცოტას თუ გაუგონია – შიგნიდან დანახუ-
ლი ამბავი – ყველაზე უფრო დამალული, საუკეთესოდ დაცული,
არა შედეგებისა და მიზეზების, ქმედებებისა და განზრახვების ურ-
თიერთგადაჯაჭვულობა, არამედ რამდენიმე ძირითადი ფაქტის
გადმოცემა, უმთავრესი შეცდომების ჩამოთვლა. და რასაკვირვე-
ლია, მუშეტის გონებამ ცოტა რამ თუ გაიგო ამგვარი, შემაძრწუ-
ნებლად შეკუმშული მონათხრობიდან, ბევრად უფრო გამოცდი-
ლებსაც რომ დააკარგვინებდა თავგზას. განა ეს ხმა ექოს არ
პოულობდა მის სხეულში, რომელსაც მისი შეცდომები დაღად აჩ-
ნდა და რომელიც სუსტდებოდა იმავე წამიდან, როგორც კი მის
ჩადენას განიზრახავდა? ხედავდა საფლავებიდან წამომდგარ
მიცვალებულებს, კაცებს და ქალებს, და ვერაფერს გრძნობდა
ისეთს, რასაც გაოცება ეწოდება. უსმენდა ზეადამიანურ მხილებას
შიშით გათანგული გულით, მაგრამ ნამდვილი ცნობისმოყვა-
რეობის ან გაოგნების გარეშე. როგორც ჩანს, უკვე გაგონილი
ჰქონდა ან კიდევ უკეთესი. ცილისმწამებლური ტყუილები, დიდი
ხნის განმავლობაში დაგროვილი სიძულვილი, სამარცხვინო სა-
სიყვარულო ისტორიები, სიხარბისა და ზიზღის გამო განზრახ ჩა-
დენილი დანაშაულები – ეს ყველაფერი მასში ხელახლა ისხამდა
ხორცს, როგორც გამოღვიძებული ადამიანი აღიდგენს გონებაში
საზარელი სიზმრის ფრაგმენტებს. არასოდეს, – არა, არასოდეს!
– მტვრადქცეული მიცვლებულები ასე უხეშად არ გამოუხმიათ, არ
გამოუთრევიათ, ფარდა არ აუხდიათ. მოულოდნელად წარმოთ-
ქმული ერთი სიტყვის, ან ერთი სახელის წყალობით, როგორც
ჭაობის ზედაპირზე ამოსული მყრალი წყლის ბუშტი, ისე გადმო-
დიოდა წარსულიდან აწმყოში ქმედება, სურვილი ან ზოგჯერ,
ყველაზე ღრმა და ყველაზე სანუკვარი, ერთადერთი ფიქრი
(რადგან ადამიანის სიკვდილთან ერთად ის არ კვდება), მაგრამ
ისეთი სანუკვარი, ისეთი სიღრმისეული, ისეთი სისასტიკით ამოგ-
ლეჯილი, რომ მუშეტი მას სირცხვილის ამოკვნესით ხვდებოდა.
აღარ ესმოდა ათასჯერ უფრო ძლიერი და სავსე შინაგანი ხმა,
მას უმოწყალოდ რომ განიკითხავდა. ადამიანის ნებისმიერ სიტ-
ყვაზე უფრო სწრაფნი, ეს უთვალავი მოჩვენება ყველა მხრიდან
დგებოდნენ და თანაც ისე სწრაფად, რომ მათი სახელების წარ-
მოთქმა დასრულებულიც კი არ იყო; და მაინც, როგორც ბგერე-
ბის გრგვინვაში დაწინაურდება დაუძლეველი დომინანტი ბგერა,
ისე ამთავრებდა ამ ქაოსის მოწესრიგებას აქტიური და ცხადად
გამოხატული ნება. მუშეტმა დაცვის გულუბრყვილო ჟესტი გა-
მოიყენა და მტრისგან თავდასაცავად პატარა ხელები ასწია. საკ-
მარისი იყო ცივი გონების მიერ უკუგდებულ ერთ ზმანებას უკან
დაეხია და გაფერმკრთალებულიყო, რომ მაშინვე უახლოვდებო-
და სხვა, ასევე თავს იყრიდა მთელი გუნდი, თითოეული თავის
რიგს ელოდა. ცოტა ხნის წინ მოზრიალე ბრბოში მუშეტმა ყველა
თავისიანი ამოიცნო, ახლა კი ისინი თანდათან პატარავდებოდ-
ნენ. სახეები ერთმანეთზე დაედო და ბოლოს ერთი სახე გამოჩ-
ნდა – თავად ცოდვის. არეულ-დარეული ჟესტები შეცვალა ერთა-
დერთმა – იმან, რომელიც დანაშაულის ჩადენისას ჰქონდათ. მე-
ტიც: ზოგჯერ ბოროტება თავისი მსხვერპლისგან ტოვებდა მხო-
ლოდ უფორმო, გახრწნილ, საკუთარი შხამით გასიებულ, მონე-
ლებულ გროვას. ხარბები ცოცხალი ოქროს მასას ქმნიდნენ, გან-
ცხრომის მოყვარულები – ნაწლავებისას. ცოდვა ყველგან აპობ-
და გარსს და მისი წარმოქმნის საიდუმლოს ნახვის საშუალებას
აძლევდა: ათობით მამაკაცი და ქალი ერთმანეთზე გადაეჯაჭვა
ერთი კიბოს ბოჭკოებს და საზარელი ხუნდები რვაფეხას მოკვე-
თილი საცეცების მსგავსად მოკლდებოდა საკუთრივ რვაფეხას
სხეულის ბირთვამდე, ყველასგან დაფარულ პირველად ცოდვამ-
დე ბავშვის გულში... და უეცრად, მუშეტმა საკუთარი თავი ისეთი
დაინახა, როგორიც არასოდეს უნახავს, არც მაშინ, როდესაც
სიამაყის მსხვრევა იგრძნო: მასში რაღაც საბოლოოდ ჩატყდა,
შემდეგ წყვდიადში დაინთქა. ხმა, ისევ ისეთი ხმადაბალი, მაგრამ
ბასრი და მწველი, თითქოს ანაწევრებდა მის სხეულს, თითოეულ
ბოჭკოს გამოყოფდა. ეჭვიც კი ეპარებოდა, ისევ არსებობდა თუ
არა, თუკი საერთოდ, უარსებია. მის გონებას შეეძლო ყოველგვა-
რი აბსტრაქციისთვის ფორმა მიენიჭებინა და მიეღო ის ან უკუეგ-
დო. რა შეიძლება ითქვას მაშინ, როდესაც თავად გონებაა გან-
გმირული?! თავისიანებში ამოიცნო საკუთარი თავი და ბოდვის
მდგომარეობაში მყოფი ბრბოსგან აღარც კი გამოირჩეოდა. რო-
გორ! ნუთუ მისი ცხოვრების განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ
ყოფილა, ასლი რომ არ მოეპოვებოდეს? ერთი ფიქრიც კი არ
ყოფილა მისი საკუთარი, ერთი ჟესტიც კი უკვე დიდი ხნის წინ არ
გამოუყენებიათ? არა თუ მსგავსნი, არამედ ზუსტად იგივე! არა გა-
მეორებული, არამედ ზუსტად იდენტური. სიტყვებით გასაგებად
არ შეეძლო ჩამოეყალიბებინა მისი გამანადგურებელი მხილებე-
ბის არსი, თავის უმნიშვნელო ცხოვრებას თვალთმაქცობად
თვლიდა, თაღლითის ხარხარის თანხლებით. მასში საკუთარი
ქონების ამოცნობისთანავე, მისი ამაზრზენი წინაპრებიდან თი-
თოეული თავისი წილის წაღებას ცდილობდა; ცარიელ-ტარიელი
დარჩა. ყველაფერი გასცა და ეს ბრბო ისე მოიწევდა მისკენ,
თითქოს მისი ხელიდან უნდა შეეჭამათ მისივე ცხოვრება. მათ ვინ
აღუდგებოდა წინ? მათთვის რის წართმევა შეეძლო? მისი ამბო-
ხიც კი მათი საკუთრება იყო.
მუშეტი წამოდგა, ხელებს ასავსავებდა, თავი უკან გადაეგდო,
ჯერ ცალ მხარეს გადაქანდა, შემდეგ – მეორეზე, წყალში დასახ-
რჩობად განწირულივით. სახეზე მომსკდარი ოფლი ცრემლების
ნაკადს ერეოდა, შინაგანი ზმანებისკენ მიპყრობილი მისი თვალე-
ბი კამპანელ ვიკარს გაცივებულ ლითონს აგონებდა. ყელში უხმო
ყვირილი ცახცახებდა, ბაგეებიდან კი ხმა არ დასცდენია. ეს ყვი-
რილი არავის ესმოდა, მაგრამ მის გამო მოქცეოდა პირი, დაჰ-
ბერვოდა ყელის ძარღვები, აეწურა გამხდარი მხრები, ზურგი და
მთელი სხეული გაშეშებოდა, თითქოს ზეციდან უიმედო ძახილი
თავისკენ ეწეოდა... ბოლოს გაიქცა.

გზის პირველ მოსახვევამდე ეგონა, რომ ნაბიჯი არ აუჩქარე-


ბია, სინამდვილეში, ლამის გარბოდა. ფერდობის ძირში, სადაც
მისი თავშესაფარი იყო ცოცხალი ღობეები და მჭიდროდ ჩარგუ-
ლი ვაშლის ხეები, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა. თუმცა,
კამპანში შესვლისთანავე, მთავარი გზიდან გადავიდა და ინსტინ-
ქტურად მიჰყვა დღის ამ დროს სრულიად ცარიელ ბილიკს, რო-
მელიც სხვებისგან ფარულად თავისი სახლის ბაღამდე მიიყვან-
და. აზრების თავმოყრა არ შეეძლო, მხოლოდ ერთი რამ სურდა:
მარტო დარჩენილიყო ჩაკეტილი კარის მიღმა, თავი შეეფარები-
ნა, მარტოდმარტოს. გარეთ, ნაცნობი ჰორიზონტი, ცაც კი, მტერს
ეკუთვნოდა. მისმა შიშმა, ან, უკეთ რომ ითქვას, მისმა მღელვარე-
ბამ იმ წერტილს მიაღწია, რომ მზად იყო, დახმარება ნების-
მიერისთვის, თუნდაც, მამამისისთვის ეთხოვა.
მაგრამ ასეთი შემთხვევა არ მისცემია. სამზარეულო ცა-
რიელი იყო. კიბე ისე აირბინა, რამდენიმე საფეხურს ახტებოდა,
რაზა გადასწია, საწოლზე დაეცა, შემდეგ გველნაკბენივით წამოჯ-
და, ფანჯარას მივარდა, ფარდები გადასწია და სარკეში საკუთა-
რი გამოსახულების დანახვაზე დამფრთხალი ცხოველივით უკან
გადახტა.
– შენ ხარ, ჟერმენ? – კედლის მეორე მხრიდან მოისმა მადამ
მალორტის ხმა.
მხოლოდ სარკეში აისახა მუშეტის ეს ახალი მზერა, მისი გან-
რისხებისგან მოქცეული ბაგეები. ხმადაბლა და მშვიდად უპასუხა:
– მე ვარ, დედა.
და ვიდრე მოხუცი ქალი კიდევ რამეს იტყოდა, უყოყმანოდ,
ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, წარმოთქვა ტყუილი – ერთა-
დერთი, რომელიც დაუჯერებელი არ ჩანდა:
– კუზენმა ჟორჟმა მანქანით მომიყვანა ვიელამდე. ვიელ--
ობენის ბაზრობაზე მიდიოდა.
– სისხამ დილით?
– ძალიან ადრე წამოვიდა, ღორები ჰყავს გასაყიდი. ამ შემ-
თხვევით უნდა მესარგებლა, თორემ ფეხით მომიწევდა დაბრუნე-
ბა.
– არ გივახშმია, – უპასუხა მოხუცებულმა, – ახლავე ცოტა ყა-
ვას მოგიმზადებ.
– ზუსტად იმიტომ, რომ არ მიძინია, ვწვები, – უპასუხა მუშეტ-
მა, – თავი დამანებე.
– გააღე, გელოდები, – გაიმეორა მადამ მალორტიმ.
– არა! – მრისხანედ იყვირა მუშეტმა, მაგრამ მაშინვე გონს
მოეგო და ისე ხმადაბლა, ისე პირქუშად გასცა პასუხი, რომ დე-
დამისს შიშით შეაჟრჟოლა:
– მხოლოდ დაძინება მჭირდება. ღამე მშვიდობისა.
როდესაც გაიგონა, როგორ მიწყდა კიბეზე საბოების ხმა,
მუხლები მოეკვეთა: ბნელ კუთხეში ჩაიკეცა, ხმის ამოუღებლად,
ვეღარაფერს ხედავდა. არსებული საფრთხე ზრდის მხოლოდ
შიშს, რაც ლაჩარს ადგილზე აშეშებს. ის იქამდე მიაძინებს გონე-
ბას, ვიდრე მკვლელობა მოხდება. თავზარი უფრო გვიან იღვი-
ძებს, როდესაც დამძიმებული სინდისი თანდათან აზრს იკრებს
და საზარელი სტუმრის ძალაუფლებას მიხვდება. განაჩენი ისე
ხვდება ბრალდებულს, როგორც შურდულის ქვა და ციხის ზედამ-
ხედველი, რომელიც მას საკნამდე მიაცილებს, საწოლზე აგდებს
იმას, რაც გვამს ჰგავს. მაგრამ როდესაც გვიანი ღამის სიჩუმეში
თვალებს ახელს, საბრალო მაშინვე ხვდება, რომ ადამიანების-
თვის ის უცხოდ ქცეულა.
მუშეტს იშვიათად თუ ჰქონია დრო, სიმარტოვეში ჩაღრმავე-
ბოდა საკუთარ თავს, თანაც, ამან სრულებით არ მოჰგვარა კმა-
ყოფილება. მსგავს თემასთან დაკავშირებით მისი გამოუცდელო-
ბა უზომოა: მიამიტობას ჰგავს. როგორი შორეული წარსულიც უნ-
და გაეხსენებინა, არც ეჭვები სტანჯავდა და არც სინდისის ქენჯნა,
თუ არ ჩავთვლით ბუნდოვან უხერხულობას – საფრთხის შიშს ან
გამოწვევას, – ბუნდოვან გრძნობას, რომ ერთხანს კანონის დამ-
რღვევია – ბუნაგიდან შორს, უცხო ბილიკით წასული ცხოველის
გაღვიძებულ ინსტინქტს რომ ჰგავს. ახლა კი სხვა აღარაფერი
იპყრობს მის ყურადღებას, იდუმალი შიშის გარდა, რაც რამდენი-
მე წუთის წინ იგრძნო, სხვისმა ნებისყოფამ მისას სძლია, სასაცი-
ლო მღვდლისამ, რომელსაც ყველა იცნობს, ქუჩაში ესალმებიან
– სწორედ ასე ნაცნობმა სასულიერო პირმა დააჩოქა.
ეს მოგონება ჯერ ისევ ისეთი ძლიერია, რომ ყველაფერი
დაჩრდილა: დაბრკოლებას წააწყდა და დაბრკოლება ეს მღვდე-
ლია. ადრე მსგავსი გამოწვევა განარისხებდა და თავისი ცბიერე-
ბის ათასობით ქსელს გააბამდა. ამჯერად ქედის მოხრა აიძულა
იმ ულმობელმა აღმოჩენამ, რომ შეურაცხყოფილი გულის სიღ-
რმეში ზიზღს გრძნობდა.
წამით – სულ ერთი წამით – აზრად გაუელვა (მაგრამ ამ აზ-
რის ჩამოყალიბება ისეთი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა): დაბრკო-
ლება გაენადგურებინა, ისევ მოეკლა. მაშინვე უკუაგდო: არაფ-
რისმომტანი და გროტესკული ეჩვენა, ოცნებებში წარმოდგენილ
წამოწყებას მიამსგავსა. რამდენიმე ბუნდოვანი სიტყვისთვის ადა-
მიანს არ კლავენ. ასე უსაბუთებს საკუთარ თავს; მაგრამ სინამ-
დვილე ის იყო, რომ მრისხანე მოწინააღმდეგემ მისი სიამაყის
გაცამტვერებით ცხოვრების ხერხემალი გამოაცალა.
საფრთხე უფრო მეტად წააქეზებდა; სიძულვილი ვერ შეაჩე-
რებდა. მხოლოდ იმის ეშინია, სასაცილო ან შესაბრალისი არ გა-
მოჩნდეს. როგორც ხშირად ხდება, წამოცდენილი სიტყვები შეუც-
დომლად გამოხატავს მის არსებაში ღრმად ჩაბუდებულ შიშს: „არ
ეგონოთ, რომ მართლაც სრულებით შევიშალე“, წაიბუტბუტა მუ-
შეტმა.
შეშლილი!.. ეს თემა კარგა ხნით იკავებს მის გონებას. აქამ-
დე, კამპანის ქრონიკული ავადმყოფების სამკურნალო დაწესებუ-
ლებაშიც კი არ შეჰპარვია ეჭვი, რომ სრულ ჭკუაზეა. ცნობიერე-
ბის დაბრუნების პირველივე წამიდან ირონიული ცნობისმოყვა-
რეობით უსმენდა ექიმების მსჯელობას მისი ავადმყოფობის შესა-
ხებ.
განა რა იცოდნენ იმ ბატონებმა საზარელი თავგადასავლის
შესახებ? – თითქმის არაფერი, მთავარი მის საიდუმლოდ რჩებო-
და. ახალი მაყურებლის გარემოცვაში ის იყო, რადაც სურდა
ქცეულიყო, მის საოცნებო პერსონაჟად, რეგვენებსა და სულე-
ლებს შორის გამორჩეული ბედისწერის საშიშ და იდუმალ ქა-
ლიშვილად... და მაინც, დღეს, სულ ერთი წამით... რა კვებავდა
მის შიშს? უკაცრიელი გზის მოსახვევში დატოვა ახალგაზრდა
მღვდელი, – რომელსაც აქამდე მრავალჯერ შეხვედრია, – ერთი
შეხედვით, სრულიად უხიფათო და ცოტათი მოსულელოც კი. უეჭ-
ველია, ელაპარაკა. მაშ, რა თქვა ასეთი სერიოზული? ძალისხმე-
ვის მიუხედავად, რაც უნდა ეცადოს, საკუთარ თავზე კონტროლს
კარგავს, არ შეუძლია მწყობრად იფიქროს ამ საკითხზე. თი-
თოეული წუთის გასვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდებო-
და, რომ გარკვეულწილად, მოტყუებული აღმოჩნდა. შეაშინა
რამდენიმე ბუნდოვანმა წინადადებამ, ერთი შეხედვით ვერაგულ-
მა მინიშნებამ – იქნებ, სინამდვილეში სრულიად უწყინარმა,
არასწორად გაგებულმა. კიდევ რა? უკვე დიდი ხნის წინანდელი,
ლამის დავიწყებული დანაშაულის შესახებ ნათქვამი, მის დასამ-
შვიდებლად: „ღმერთის წინაშე ამ მკვლელობის გამო დამნაშავე
არ ხართ...“ (ეს სიტყვები ბევრჯერ გაიმეორა, მაგრამ ვერ
გრძნობდა დამცირებით გამოწვეულ ისეთივე მრისხანებას, რო-
გორც მაშინ, როდესაც პირველად გაიგონა და გული დაუკოდა).
კიდევ რა? საყვედურები, მოწოდებები ცოდვის გზის მიტოვების
შესახებ... (ცხადად არაფერი დაამახსოვრდა) და ბოლოს... (აქ კი
მეხსიერებამ ნამდვილად უღალატა) რაღაც განსაკუთრებული გა-
მოცხადების მოწმე გახდა, რამაც ისე შეაძრწუნა, რომ ახლა, რო-
დესაც აღარ ახსოვს მიზეზი, დარჩა შიში, რის გამოც კუთხეში მი-
ყუჟულა, მუხლებში ჩაურგავს სახე, ცახცახებს და კბილს კბილზე
აცემინებს. აქ არის! აქ არის დამარხული საიდუმლო. ამიტომაც
გამოიქცა. საზარელი სიცარიელე იგრძნო. ნუთუ ეს მართლა
მოხდა? ნუთუ ეს მართლა მოხდა: გონდაკარგული გამოიქცა სა-
კუთარი თავის და მისიანების შესახებ ქალაქის არქივიდან ამო-
კითხული, ბუნდოვანი მონათხრობის გამო? მართალია, მონათ-
ხრობი დაიჯერა და საკმარისი იცოდა იმის მისახვედრად, რომ
დარწმუნებული ყოფილიყო: კიდევ ერთხელ რომ მოესმინა, გარ-
კვეულ გარემოებებში, ისევ დაიჯერებდა. და მერე რა? ოდესმე
ეჭვი შეუტანია სულელების სიძულვილში? ახალი რა შეიძლებო-
და ეთქვა ამ მღვდელს? შიში, რომელმაც აიძულა იმ გზიდან გა-
მოქცეულიყო და შინაც კი კუთხეში მიყუჟულიყო აკანკალებული,
მისგან არ მოდიოდა. მუშეტი შეაშინა ზმანებამ... და მის არსებაში
მიმალულ ამ ზმანებას კიდევ ერთხელ შეიძლებოდა მოულოდნე-
ლად თავი წამოეყო... ოჰ! ოჰ! აი, გული უკვე აჩქარებით უცემს,
ბეჭებს შორის ოფლის წვეთები ჩასრიალდა. კაეშანი მოსვენებას
უკარგავს, საზარელი ყინულოვანი ალერსი ყელში სწვდება. მისი
ღრიალი ქალაქის მეორე ბოლომდე ისმის და კედელიც კი ზან-
ზარებს.
აღმოაჩენს, რომ საწოლის კიდესთან პირქვე წევს. საბანი
გადმოვარდნილა და კბილებით ისე ჩაფრენია, პირი ბუმბულით
აქვს სავსე. სიჩუმეს არაფერი არღვევს და მუშეტი ხვდება, რომ
ძილში ყვიროდა. ახლა კი დარჩენილ ძალებს იკრებს იმისთვის,
რომ ყვირილი, ისევ რომ მოსწოლია, ჩაახშოს. რადგან ელვასა-
ვით გაიელვა მის თვალწინ, ხელახლა როგორ მიჰყავთ სამკურ-
ნალო სახლში, მის ზურგს უკან კარი იხურება, ამჯერად საბოლო-
ოდ შეიშალა – თავადაც შეშლილად თვლის თავს, თავადვე
აღიარებს...
ჯერ ხმადაბლა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ კვნესის, შემდეგ ჩუმდება.
ზოგჯერ, როდესაც სული ბორგვას იწყებს მის ჭურჭლად ქცე-
ულ სხეულში, ყველაზე საზიზღარი ადამიანიც კი სასწაულს ელის
და თუკი ლოცვა არ იცის, ინსტინქტურად მაინც სულს უხსნის
ღმერთს, როგორც სუფთა ჰაერს დანატრებული, პირს აღებს და
ეწაფება მას. მაგრამ მთელი დარჩენილი სიცოცხლეც რომ
დაეხარჯა იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, მასში ასეთ თავზარს
რომ იწვევდა, მუშეტი ამაოდ გაირჯებოდა. საკუთარი ძალებით
როგორ მიაღწევდა იმ სიმაღლემდე, სადამდეც ღმერთის კაცმა
მოულოდნელად აიყვანა და საიდანაც ახლა ძირს დანარცხებუ-
ლიყო? იმ სინათლიდან, რომელმაც ყოველი კუთხე-კუნჭული
გაანათა მის არსებაში – საბრალო პატარა შეუგნებელ ცხოველში
– მისხალი აღარ დარჩენილიყო უცხო ტკივილის გარდა, და ისე
მოკვდებოდა, მის მიზეზს მაინც ვერ მიხვდებოდა.
გოგო ფართხალებს, შიგ გულში დაჭრილი და ხელმა, რო-
მელმაც იარაღი აღმართა, თავისი სისასტიკისა არაფერი იცის.
ღვთიურ გულმოწყალებაზე მუშეტს არაფერი სმენია და მის არსე-
ბობას ვერც წარმოიდგენს... ასე ფართხალებენ სხვებიც, გულში
ამაოდ ჩაკრული ანგელოზის მიერ, რომლის სახე იხილეს, მაგ-
რამ მაშინვე დაივიწყეს! ადამიანები გაოცებულები უმზერენ მათ
შორის მყოფებს, ასეთი ნიშნით დაღდასმულებს, რომლებიც ვერ
ისვენებენ და აოცებთ, როდესაც ისინი გამალებით ეძებენ საკუ-
თარი თავის დაკმაყოფილების გზებს, მისი მიღწევის შეუძლებ-
ლობით სასოწარკვეთილები, ყველაფერს ეპოტინებიან ხარბი და
პირქუში მზერით, რომელშიც უკვე წაიშალა იმის ანარეკლი, რაც
ასე ძალიან სურდათ!
ორი გაწელილი საათის განმავლობაში, მდუმარე, ხან უძრა-
ვად მოკუნტული იწვა, ხან მრისხანებისგან მთელი სხეულით იკ-
რუნჩხებოდა, შემდეგ ისევ საზარელი ძილი მოერეოდა და ეგო-
ნა, გონებას კარგავდა, თანდათან ეშვებოდა შავი კიბის საფეხუ-
რებზე. მისი ბედის თითოეული სტრიქონი გაწერილი იყო: ყო-
ველ ეტაპს სათითაოდ გადიოდა. ცოცხალი სურათების მონაც-
ვლეობას ჰგავდა. ხედავდა წარმოსახვით პერსონაჟებს, აკვირდე-
ბოდა მათ სახეებს, ესმოდა მათი ხმები. თითოეული მოძიებული,
გამოხმობილი, საკუთარი ნებით გამოკვლეული გამოსახულება
მის გრძნობებსა და გონებას ათრთოლებდა, ამ სიტყვის ნამდვი-
ლი მნიშვნელობით, ისე, როგორც ნავს ატორტმანებს ამოვარ-
დნილი ქარი; მაგრამ მისი ფხიზელი ტკივილი იმარჯვებდა. შეგ-
ნებულად აღვიძებდა საკუთარ თავში ქაოსის ძალებს, სიგიჟეს უხ-
მობდა, როგორც სხვები სიკვდილს უხმობენ. მაგრამ ღრმად ჩა-
მარხული, ლამის გაუცნობიერებელი ინსტინქტი უკრძალავდა
სხვისთვის დახმარების თხოვნას, რადგან ეს მის ძალებს გააცამ-
ტვერებდა: არ უყვირია, თავს უკრძალავდა წამოკვნესასაც კი,
რაც მისი გახელების ერთადერთი მოწმე იქნებოდა, მაგრამ საკ-
მარისი აღმოჩნდებოდა თავზე კონტროლის დასაკარგად. ეს
კარგად ესმოდა, ამიტომ საშველად არავის ეძახდა. მისგან და-
მოუკიდებლად, შინაგანი წინააღმდეგობის განმტკიცებასთან ერ-
თად, ხელებს ფუჭად ასავსავებდა, საკუთრივ მისმა მძვინვარებამ
აჯობა მრისხანებას. თანდათანობით საკუთარი შეშლილობის მა-
ყურებელი ხდებოდა. როდესაც გონს მოვიდა, მძიმედ სუნთქავდა,
გეგონებოდა ხანგრძლივი სიზმრიდან გამოფხიზლდა, ხოლო მის
სულში საზარელი სიმშვიდე გამეფდა, იმედგაცრუება კი ყოვლის-
მომცველი, აშკარა გახდა. აქოჩრილ ზღვაზე ღამით ქარის ჩად-
გომას ჰგავდა.
ისევ აკლდა რაღაც, რაც ყოველთვის ესაჭიროებოდა ცხოვ-
რებისთვის. მაგრამ რა? როგორი? ამაოდ იხოკავდა ლოყებს,
ტუჩებს იკვნეტდა; ამაოდ უმზერდა ფანჯრის მიღმა განთიადის სი-
ნათლეს; ამაოდ იმეორებდა სევდიანი ხმით: „დასრულდა... დას-
რულდა!“
სიმართლეს ხვდებოდა; სიცხადე გულს უკუმშავდა; სიგიჟეც კი
პირქუშ თავშესაფარზე უარს ეუბნებოდა. არა! გიჟი არ იყო, არც
არასოდეს ყოფილა. ის აკლდა, რასაც ოდესღაც ფლობდა, მაგ-
რამ სად? მაგრამ როდის? როგორ? და მისთვის ცხადი გახდა,
რომ ბოლო წუთებში თავს იგიჟიანებდა მხოლოდ იმისთვის, რომ
დაეფარა, დაევიწყებინა – ნებისმიერ ფასად – საკუთარი რეალუ-
რად არსებული, განუკურნებელი, შეუცნობელი ბოროტება.
(აჰ! ღმერთი ზოგჯერ ისეთი დაჟინებითა და ალერსით გვიხ-
მობს! მაგრამ როდესაც მოულოდნელად უკან იხევს, იმედგაც-
რუებული სხეულიდან ამოხეთქილი ღრიალი ჯოჯოხეთსაც კი
გააოცებს!)
ამრიგად, სულის ყველაზე სიღრმისეული, ყველაზე ინტიმური
კუნჭულებიდან დაუძახა მას, სატანას. თუმცა, იხმობდა თუ არა, ის
მაინც გამოეცხადებოდა საჭირო დროს, მიხვეულ-მოხვეული
გზით მოხვდებოდა მასთან. ფერმკრთალი ვარსკვლავი, თუნდაც
ვედრებით გამოხმობილი, იშვიათად ამოდის უფსკრულიდან. სა-
ნახევროდ დაბინდული გონებით, ვერც კი იტყოდა, რა შესაწირს
სთავაზობდა საკუთარი თავის სახით და ვის. ეს სურვილი
მოულოდნელად დაიბადა უფრო მის საბრალო სხეულში, ვიდრე
გონებაში. ღვთის კაცის მიერ მასში ერთხანს გამოღვიძებული
მონანიება ახლა იქცა ერთ-ერთ ტანჯვად დანარჩენ ტანჯვათა
შორის. აწმყო სასოწარკვეთილებად წარმოუდგა. წარსული შავი
ხვრელი იყო. მომავალი – მეორე შავი ხვრელი. გზა, რომელსაც
სხვები ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან, მუშეტმა უკვე გაიარა: როგორი უმნიშ-
ვნელოც უნდა ყოფილიყო მისი ბედი ლეგენდარულ ცოდვილებ-
თან შედარებით, უკანასკნელი წარუმატებლობის გამოკლებით,
მისმა ბოროტებამ ამოწურა მთელი სისაძაგლე, რის ჩადენაც კი
შეეძლო. ბოროტებისკენ ბავშვობაშივე იბრუნა პირი, ამას ეძებ-
და, თითოეული იმედგაცრუება მხოლოდ საბაბი იყო ახალი გა-
მოწვევისთვის. ეს იმიტომ, რომ ბოროტება უყვარდა.
ბოროტება საუკეთესო მსხვერპლს არ პოულობს აცეტებულ-
თა შორის, რომლებიც ქვეყანას ჩადენილი სისაძაგლეებით
აოცებენ. ყველაზე დიდი წმინდანები ყოველთვის არ არიან სას-
წაულის ჩამდენნი, რადგან მჭვრეტელი, უფრო ხშირად, ცხოვ-
რობს და კვდება ისე, რომ მისი სახელი არავინ იცის. თავისი მო-
ნასტრები ჯოჯოხეთსაც აქვს.
მაშ ასე, ჩვენ წინაა ეს იდუმალი მიამიტი, სატანის პატარა
მსახური, ჯოჯოხეთის წმინდა ბრიჟიტი. მკვლელობას თუ არ ჩავ-
თვლით, ამქვეყნად თავის შესახებ მოსაგონარს არაფერს დატო-
ვებს. მისი ცხოვრება საიდუმლოა მასა და მის მბრძანებელს შო-
რის, ან, უფრო სწორად, მხოლოდ მისი მბრძანებლის საიდუმ-
ლო. მას არ დასჭირვებია მისი მოძებნა ძლიერთა ამა ქვეყნისა-
თა შორის, მათი ქორწინება მდუმარების პირობებში შედგა. მუშე-
ტი ბოლოსკენ მიიწევდა არა ნაბიჯ-ნაბიჯ, არამედ ნახტომებით
და როდესაც მიაღწია, არც კი ეგონა, დასასრული ასე ახლოს თუ
იქნებოდა. სადაცაა, გასამრჯელოს მიიღებს. ვაგლახ! არ არსე-
ბობს ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისა და სინ-
დისის ქენჯნასთან შეგუების შემდეგ არ მოესურვებინოს, თუნდაც
ერთი წუთით, ბოროტების ორომტრიალში გადაშვება თითქოს
შეჩვენებისთვის ბოლოს მოსაღებად – ასეთი საზარელი ოცნება
შეყვარებულებს ააწუწუნებს, გონებას აკარგვინებს მკვლელს, უკა-
ნასკნელ სხივს აჩენს საბრალოს მზერაში, რომელმაც უკვე გა-
დაწყვიტა თავის მოკვლა, ყულფში გაუყრია თავი და განრისხებუ-
ლი თავად ჰკრავს სკამს ფეხს... სწორედ ასე, ათასგზის გამრავ-
ლებული ძალით სურს მუშეტის სულს საზარელი მბრძანებლის
გვერდით ყოფნა, მისი სახელის წარმოთქმაც არ სჭირდება.
ისიც მოდის, უეცრად, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, სა-
ზარლად მშვიდი და თავის თავში დარწმუნებული. ღმერთთან
დიდი მსგავსების მიუხედავად, მას არ მოაქვს სიხარული და ყვე-
ლაზე დიდი საჩუქარი, რომელიც ხორცის ტკბობის გარდა სხვას
არაფერს ემსახურება, არის მდუმარე, მარტოსული, ყინულივით
ცივი, არარას შეცნობის მსგავსი სიმშვიდე. როდესაც ეს საჩუქარი
შეთავაზებული და მიღებულია, ჩვენი მფარველი ანგელოზი გა-
ოგნებული პირს იბრუნებს.
ის მოდის და მოსვლისთანავე, მუშეტის მღელვარება სას-
წაულებრივად ცხრება, გულისცემა მშვიდდება, თანდათან უბრუნ-
დება სითბო, სხეული და სული, უსარგებლო მოუთმენლობის გა-
რეშე, უდრეკად ელოდებიან გარდაუვალს – იმ მოვლენას, რო-
მელიც უეჭველად მოხდება.
თითქმის იმავდროულად მისმა გონებამ წარმოიდგინა, სრუ-
ლად გაისიგრძეგანა. და მუშეტი მიხვდა, რომ თავის მოკვლის
დრო დადგა, გადაუდებლად! ამავე წუთს.
ვიდრე მისი კიდურები ამოძრავდებოდა, გონება უკვე დაადგა
თავის დაღწევის გზას. შემდეგ თავადაც ამ გზას გაჰყვა. უცნაურია:
მხოლოდ მზერა დარჩა შეშფოთებული და მოყოყმანე. მთელმა
მისმა სასიცოცხლო ძალებმა თავი მოიყარა თითებში, მოძრავ
ხელისგულებში. ფრთხილად გამოაღო კარი, რომ არ დაეჭ-
რიალა, მამამისის საძინებელში შევიდა (ასეთ დროს მუდამ ცა-
რიელი იყო), ჩვეულ ადგილზე დატოვებული სამართებელი
აიღო და გახსნა.
ისევ თავის ოთახში დაბრუნდა, სარკის წინ, პატარა ფეხების
წვერებზე აიწია, თავი უკან გადასწია და ყელი გამოზნიქა,
მსხვერპლად შესთავაზა... დიდი სურვილის მიუხედავად, მაშინვე
არ ჩაასო სამართებელი, არამედ ძლიერად, შეგნებულად ნელა
დაუსვა და გაიგონა, როგორ დაიღრჭიალა ლითონმა ხორცში.
მისი უკანასკნელი მოგონება იყო ხელზე ჩამომდინარე და იდაყ-
ვის ნაკეცამდე ჩამოსული თბილი სისხლი.

IV

ეკლესიაში, საეკლესიო სამოსის საცავში, რომლის გასაღები


მუდამ ჯიბეში ედო, აბატი დონისანი წირვის დაწყებას ელოდებო-
და, რომელიც ჩვეულებისამებრ გადაიხადა. ბოლო რამდენიმე
დღე აბატი მენუ-სეგრე ოთახიდან არ გამოსულა, რადგან ასთმის
მწვავე შეტევა ტანჯავდა. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე
გზას გახედა და როდესაც თავისი ვიკარი დაინახა, გაუკვირდა.
ვესტიბიულის ფილაქანზე უკვე გაისმა ახალგაზრდა მღვდლის
სქელლანჩიანი ფეხსაცმლის ხმა, შემდეგ – კიბეზე. ბოლოს, კარს
იქით, ჩვეულებისამებრ მტკიცე და მშვიდმა ხმამ იკითხა:
– შეიძლება შემოვიდე, ბატონო წინამძღვარო?
– რასაკვირველია, – წამოიძახა ცნობისმოყვარეობააღ-
ძრულმა კამპანელმა კიურემ, – ახლავე შემოდით.
დიდი სავარძლის საზურგეზე მიდებულ ორ უზარმაზარ ბა-
ლიშს შორის მოქცეული თავი გაჭირვებით მიატრიალა. აბატის
სახეს თითქმის ვერ არჩევდა, რადგან ოთახში ბნელოდა (ფარ-
დები ჯერ კიდევ სანახევროდ ჩამოფარებული იყო). თუმცა, რაც
დაინახა, სრულებით არ შეესატყვისებოდა აბატის მშვიდ ხმას.
მოხუცი მღვდლის გაკვირვება მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ
უფრო ხშირად ამოძრავებდა ქუთუთოებს, რომელთა ქვეშიდან
მახვილი მზერა მიეპყრო ვიკარისთვის.
– როგორი მოულოდნელობაა! – წამოიწყო ალერსით, – ასე
სწრაფად მოახერხეთ დაბრუნება?
დაჯდომა განზრახ არ შეუთავაზებია, გამოცდილებით იცოდა,
როდესაც მის წინ იდგა, უხერხულობისგან არ იცოდა, ხელები
სად წაეღო, საბრალო მღვდლის ბუნებრივი მორცხვობა კიდევ
უფრო იზრდებოდა და მისგან მეტის გაგება შეეძლო.
– როგორც ყოველთვის, თავი სასაცილო მდგომარეობაში
ჩავიგდე, – უპასუხა აბატმა დონისანმა... – ბევრი რომ არ გავაგ-
რძელო, დავიკარგე...
– ესე იგი, ეტაპლში დაგვიანებით ჩახვედით, როდესაც აღსა-
რებათა მიღება უკვე დასრულებული იყო?
– ჯერ ყველაფერი არ მითქვამს, – შესაბრალისი ხმით
აღიარა ვიკარმა.
– ესღა გვაკლდა! – წამოიყვირა აბატმა მენუ-სეგრემ და მაგ-
რად დაჰკრა მუშტი სავარძლის სახელურს, რაც მისგან, –
ჩვეულებრივ თავაზიანი ადამიანისგან, – ფრიად მოულოდნელი
საქციელი იყო, – ის ხალხი რას იტყვის, გეკითხებით? დაგვიანე-
ბით მისვლას კიდევ არა უშავს, მაგრამ საერთოდ არმისვლა!
აბატ მენუ-სეგრეს, როგორც წესი, ნაკლებად აღელვებდა,
სხვები რა აზრის იყვნენ მასზე, მაგრამ სასაცილოდ გამოჩენა ერ-
თგვარ ნერვიულ შიშს იწვევდა, რაც ამ ვაჟკაცური მამაკაცის ბუნე-
ბის ქალურ ელემენტს ააშკარავებდა. ისედაც, ვინ მოსთვლის,
რამდენჯერ დასცინეს თავისი ვიკარის გამო, ყველას პირზე რომ
ეკერა! და მაინც, როდესაც აბატ დონისანის გულწრფელ გამო-
ხედვას გაუსწორა თვალი, საკუთარი სისუსტის გამო გაწითლდა
და დამშვიდებულმა, განაგრძო:
– რაც მოხდა, მოხდა. ამ საღამოს კანონიკს წერილს მივწერ
და ბოდიშს მოვუხდი. ახლა კი, მომიყევით...
შეებრალა და სკამზე მიუთითა. მის გასაკვირად, ვიკარი არ
დამჯდარა.
– მომიყევით, – გაიმეორა უკვე განსხვავებული, თანამგრძნო-
ბი და იმავდროულად, მომთხოვნი ტონით, – როგორ დაიკარგეთ
იმ მიდამოებში, რომლებიც სრულებით არ არის დაუსახლებელი
და გაუდაბურებული?
აბატ დონისანს ისევ მხრისკენ დაეხარა თავი და მთელი თა-
ვისი იერით თავმდაბლურ პატივისცემას გამოხატავდა. ამის
მიუხედავად, პასუხი მედიდური იყო:
– ის უნდა გითხრათ, რაც, ჩემი აზრით, სიმართლეა?
– ასე უნდა მოიქცეთ, – უპასუხა აბატმა მენუ-სეგრემ.
– რაკი ასეა, მოვყვები, – განაგრძო კამპანელმა ვიკარმა.
მისი ფერმკრთალი სახე, ჯერ ისევ დაღდასმული ღამინდე-
ლი შიშითა და დაღლილობით, მოწმობდა: უკვე მიეღო გადაწ-
ყვეტილება და მას აუცილებლად შეასრულებდა. სიმორცხვის ერ-
თადერთი ნიშანი ის იყო, რომ თავი მიაბრუნა. თავდახრილი ლა-
პარაკობდა, შესაძლოა, მეტისმეტად სწრაფად...
თუმცა, ზოგიერთი წინადადების სიცხადე, მათი სითამამე,
თვალშისაცემი სურვილი, არაფერი შეელამაზებინა, ნაკლებად
გონებამახვილ დამკვირვებელსაც კი იმ დასკვნამდე მიიყვანდა,
რომ მთხრობელი გულის სიღრმეში იმედოვნებდა: შეაწყვეტინებ-
დნენ, მკაცრად შეუძახებდნენ, რაც საბრალო მღვდელს სა-
შუალებას მისცემდა, თავი აღარ ემართლებინა მიცემული პირო-
ბის დარღვევის გამო. მაგრამ აბატი მენუ-სეგრე მდუმარედ უსმენ-
და.
– გზა არ ამრევია, – დაიწყო აბატმა დონისანმა, – რომ დავ-
ბნეულიყავი, შუა გზიდან მინდორში აღმოვჩნდებოდი, სულ ეს იქ-
ნებოდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დიდ გზას მივყვებოდი, შესაძ-
ლოა, სულ ერთი წუთით გადავუხვიე. სულ პირდაპირ მივდიოდი.
უკუნეთ ღამეშიც კი (ვაღიარებ, რომ ნამდვილი წყვდიადი იდგა)
შეუძლებელი იყო, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიმეღწია. და
თუკი ასე არ მოხდა, ეს ჩემი ბრალი არ არის.
ერთხანს შეჩერდა სულის მოსათქმელად:
– როგორი უცნაური, როგორი გამაოგნებელიც უნდა გეჩვე-
ნოთ, კიდევ მოხდა ბევრად უფრო უცნაური და გამაოგნებელი
რამ. ბევრად უარესი. თურმე, კიდევ ერთი განსაცდელი მელოდა.
ამ სიტყვების წარმოთქმისას ხმა აუკანკალდა და უნებლიეთ
ხელი ისე ასწია, როგორც მაშინ, როდესაც მოყოლისას მსმენე-
ლი შეწინააღმდეგებას აპირებს. მოხუც მღვდელს მორჩილად
მიაჩერდა:
– შეგეკითხებით... მისაღებია თუ არა თავს გადამხდარი –
როგორი აბსურდულიც უნდა მოგეჩვენოთ – ისე მოვყვე, რო-
გორც მე მიმაჩნია მართებულად... – ერთხანს შეყოყმანდა, – სა-
კუთარ თავს უნებლიეთ რაღაც როლი მივაწერო და იმ სინათ-
ლეზეც ვთქვა?
– მიდით! მიდით! – მოკლედ მოუჭრა აბატმა მენუ-სეგრემ.
აბატი დონისანი დაემორჩილა, რადგან ხანმოკლე დუმილის
შემდეგ, როდესაც როგორც ჩანს, იმას ფიქრობდა, როგორ აეცი-
ლებინა თავიდან არასაჭირო ინტერპრეტაცია, რათა თანამოსა-
უბრის პატივისცემა არ შეებღალა, განაგრძო:
– ღმერთმა საშუალება მომცა ორჯერ, თან ისე, რომ ამაში
ეჭვის შეტანა შეუძლებელია, საკუთარი თვალით დამენახა
სხეულის მიღმა ადამიანის სული. და ეს მოხდა არა ჩვეულებრი-
ვი, ანალიზისა და ფიქრის გზით, არამედ განსაკუთრებული,
არაჩვეულებრივი მადლის წყალობით, რასაც თქვენ წინაშე ვა-
დასტურებ, რადაც უნდა დამიჯდეს ამის გამხელა...
– სასწაულს რას უწოდებთ? – სრულიად ჩვეულებრივად
ჰკითხა აბატმა მენუ-სეგრემ.
– მე სასწაულად ვთვლი.
– თქვენს ეპისკოპოსს უნდა მოახსენოთ, – მშვიდად უპასუხა
აბატმა მენუ-სეგრემ.
მის მზერაში, რომელშიც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,
თავისი ვიკარის უცნაური სილუეტი გაახვია, გაოცება კი არ ჩანდა,
არამედ მშვიდი, მიუმხრობელი ყურადღება, სულ ოდნავი დაინ-
ტერესება ფაქტებით, მცირედი სიბრალულით. ვიკარი თმის ძირე-
ბამდე გაწითლდა.
– მაშ, ვის შეხვდით ტრიალ მინდორში, შუაღამისას?
– თავდაპირველად ერთ კაცს, რომლის სახელი არ ვიცი.
– ოჰ! – ესღა თქვა აბატმა მენუ-სეგრემ.
– გამიგეთ! – გაიმეორა აბატმა დონისანმა და ტუჩები აუთ-
რთოლდა, – პირველი თვითონ მოვიდა ჩემთან... მსგავსი რამ
არც კი მიფიქრია... მის სახესაც კი ვერ ვხედავდი... არც ხმა მეც-
ნო! ერთხანს ერთად მივდიოდით. უმნიშვნელო თემებზე ვსაუბ-
რობდით... ამინდი... ღამე... რა ვიცი?!
გაჩუმდა, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, რადგან თავის მსაჯულს
სიმართლე ბოლომდე არ გაუმხილა. მერე, სწრაფად დაამატა,
იმისთვის, რომ საქმე დაესრულებინა:
– სწორედ მაშინ მივიღე ეს მადლი, ის სინათლე, რომელზე-
დაც წეღან ვამბობდი. მეორე შეხვედრას რაც შეეხება...
– საკმარისია... ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის, – შეაწ-
ყვეტინა ტაძრის წინამძღვარმა, – დეტალებს მნიშვნელობა არ
აქვს.
თავი ბალიშზე გადააგდო, ტკივილისგან დაიმანჭა, როდესაც
ჯიბიდან სათუთუნეს იღებდა, ერთი მწიკვი შეიყნოსა და ორივე
ხელი გაშალა, თითქოს თავაზიანად იხდიდა ბოდიშს საუბრის
გაწყვეტინებისთვის:
– შეგიძლიათ მადამ ესტელს დაუძახოთ? სალიცილის მჟავა
უნდა მივიღო და არ ვიცი, ფლაკონი სად დატოვა.
ფლაკონი ჩვეულ ადგილზე აღმოჩნდა. აბატმა მენუ-სეგრემ
ნელა დალია, ტუჩები გულდასმით შეიმშრალა, შემდეგ მნე ქალი
ალერსიანი მზერით გააცილა ოთახიდან. როდესაც კარი მიიხუ-
რა, განაგრძო:
– გიჟად შეგრაცხავენ, ჩემო ბიჭო.
მაგრამ მის წინ იდგა (ეჭვი არ ეპარებოდა) ერთ-ერთი იმ
ადამიანთაგანი, რომლის გამოცდილება შინაგანია, მის არსება-
შივე ყალიბდება და მისი წონასწორობიდან გამოყვანა სრულე-
ბით არ არის ადვილი. აბატ დონისანს სახის ნაკვთებზე გაკვირვე-
ბა უფრო დაეტყო, ვიდრე შიში. მშვიდად უპასუხა:
– თქვენთვის უნდა გამემხილა. ღმერთია მოწმე, ჩემი ერთა-
დერთი სურვილი ამ ყველაფრის დავიწყება და დუმილია.
– ჩემი იმედი გქონდეთ, – განაგრძო კამპანის ტაძრის წინამ-
ძღვარმა, – რისი დაფარვაც შეიძლება ტყუილის მოშველიების
გარეშე, არ გავამხელ, რადგან, მართალია, თქვენი უფროსი ვარ,
მაგრამ მეც მყავს ჩემი უფროსები.
მცირე ხნის ფიქრის შემდეგ კი დაამატა:
– მივწერ... არა! უკეთესია წავალ და კუვრმონტის კანონიკს,
სასულიერო სემინარიის ყოფილ დირექტორს მოვინახულებ. თა-
ნამოძმეა, უაღრესად სანდო, უაღრესად მტკიცე. ის მოიფიქრებს,
თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ მალე შევთანხმდებით, ის და მე.
ადვილად შემიძლია გამოვიცნო, მისი გადაწყვეტილება როგორი
იქნება...
შესაძლოა, შეკითხვის დასმას ელოდებოდა, მაგრამ აბატ
დონისანს მისთვის თვალიც კი არ გაუსწორებია.
– ხანგრძლივი დროით მოვითხოვთ თქვენს გაგზავნას ტურ-
ტფონტენში ან შევტონში, ბენედიქტელებთან. გულწრფელად უნ-
და გითხრათ, აბატო. თქვენი თითოეული სიტყვის მჯერა; მჯერა
იმისაც, რომ ღვთისგან ნიშანდებული, გამორჩეული ხართ. მაგ-
რამ უფრო შეტოპვა საჭირო არ არის. ჩვენს დროში სასწაულები
აღარ ხდება. მეტიც, სასწაულების ეშინიათ, ჩემო მეგობარო.
ააფორიაქებს ხალხსა და საზოგადოებრივ წესრიგს. ადმინისტრა-
ციასაც მეტი რა უნდა, საბაბი ექნება, რომ თავზე დაგვეცეს. ახლა
მოდაშია – როგორც ამბობენ – ნევროლოგიური მეცნიერებები.
იმის თქმა, რომ ერთი გულკეთილი მღვდელი ადამიანების სუ-
ლებს ისე ხედავს, როგორც გადაშლილ წიგნს... საგიჟეთში გამო-
გამწყვდევენ სამკურნალოდ, ჩემო ბიჭო. ჩემთვის ისიც საკმარი-
სია, რაც მომიყევით: მეტს არაფერს ვითხოვ, მირჩევნია, მეტი არ
ვიცოდე, – ხელები გაშალა, თითქოს სახიფათო საიდუმლოს გა-
წევა სურდა, შემდეგ თავი ბალიშზე დადო. მაგრამ როგორც კი
დაინახა, რომ ვიკარმა ოთახიდან გასვლა დააპირა, მაშინვე
დაამატა:
– ყურადღებით იყავით! გიკრძალავთ ამ თემაზე სიტყვის დაძ-
ვრას ჩემი წინასწარი ნებართვის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს,
ვინ უნდა იყოს. ნებისმიერთან, გესმით?
– ჩემს მოძღვარსაც არაფერი ვუთხრა აღსარებისას? – მორ-
ცხვად იკითხა აბატმა დონისანმა.
– განსაკუთრებით მასთან არ დაგცდეთ სიტყვა, – მშვიდად
უპასუხა აბატმა მენუ-სეგრემ.
კიდევ უფრო მძიმედ ასატანი სიჩუმე ჩამოწვა. აბატის მაღა-
ლი ტანი მარჯვნიდან მარცხნივ შეირხა ერთხელ, მეორედ და
კარს შეხედა. მარჯვენა ხელით ნერვიულად აწვალებდა ანაფო-
რის ღილებს. და თავადაც გაუკვირდა საკუთარი ხმის გაგონება:
– ყველაფერი არ მითქვამს.
პასუხი არ მიუღია.
– ის, რაც სათქმელი დამრჩა, – გარკვეულწილად, ღმერთმა
ეს იცის! – ერთი საბრალო სულის ხსნას შეეხება, რომელზედაც
ჩვენ, თქვენ და მე ვართ პასუხისმგებელი. როგორც ჩანს, განგე-
ბამ მე მომანდო მასზე ზრუნვა, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს
ადამიანი თქვენს სამწყსოში შემავალი ოჯახიდანაა, ბატონო წი-
ნამძღვარო.
– გისმენთ, – უპასუხა აბატმა მენუ-სეგრემ და ნელა გაუსწორა
მზერა.
არც ერთი წამით, ვიდრე გრძელ მონათხრობს ისმენდა,
ბრძნული და ავტორიტეტული მზერა არ მოსცილებია ვიკარის
განაწამებ სახეს. მასზე იკითხებოდა ერთგვარი მტკივნეული ყუ-
რადღება, თანდათან იკვეთებოდა ნათლად ჩამოყალიბებული
გადაწყვეტილება. სიტყვა არ დასცდენია აბატ მენუ-სეგრეს შეკ-
რულ კრიჭას, არ ათრთოლებულა სავარძლის სახელურზე დას-
ვენებული ხელები და ბალიშზე მიყრდნობილი თავი, აწეული ნი-
კაპით, გონიერებასა და მტკიცე ნებისყოფას გამოხატავდა.
როდესაც ვიკარმა თხრობა დაასრულა, კამპანის ტაძრის
აღელვებული წინამძღვარი სასთუმალთან დაკიდებული ფლო-
რენციელი ოსტატის შესრულებული ჯვარცმისკენ შებრუნდა და
ალერსიანი, იმავდროულად მტკიცე ხმით წარმოთქვა:
– ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო, რადგან ასე გულ-
წრფელად და თავმდაბლად მომიყევი. ამგვარი უბრალოება ბო-
როტებასაც კი განაიარაღებს.
ხელით ანიშნა ახალგაზრდა მღვდელს მიახლოვებოდა, მე-
რე ოდნავ წამოიწია, სახე მიუახლოვა, თვალებში ჩახედა და
თქვა:
– თქვენი მჯერა, მჯერა ულაპარაკოდ. მაგრამ უნდა მოვემზა-
დო იმის სათქმელად, რაც აუცილებლად უნდა გითხრათ... აიღეთ
ჩემი მაგიდიდან აი, იქ, მარჯვნივ, დიახ, ეგ: „ჩვენი მაცხოვრის მი-
ბაძვა“... გადაშალეთ მერვე წიგნი, თავი VI და სულითა და გუ-
ლით წაიკითხეთ, განსაკუთრებით მეხუთე და მეექვსე სტროფები.
ახლა კი, წადით... დამტოვეთ.
მოხუცმა მღვდელმა არაჩვეულებრივი მონაცემებით, რომე-
ლიც წარსულში განიარაღებული დატოვა ადამიანების უცოდინ-
რობამ, უსამართლობამ და შურმა, ამ განსაკუთრებულ წუთებში
იგრძნო, რომ მისი ბედისწერის გადამწყვეტი დრო დადგა. ყოფა-
ში გამოყენებული შედარებები უძლურია გადმოსცეს ის, რაც სუ-
ლიერი ცხოვრების მოვლენებსა და სიდიადეს შეეხება. დრო
დადგა ამ გამორჩეული, ერთდროულად დახვეწილი და ვნებიანი
ადამიანისთვის, რომელსაც სიმამაცით ბევრი ვერ შეედრებოდა
და შეეძლო, ნებისმიერი მოვლენა გაეჩხრიკა თავისი გონების
მჭრელი პირით, ასევე მთელი სისავსით წარმოეჩინა საკუთარი
თავი.
– დაირცხვინა, როდესაც დიდებას ზურგი აქცია... – წაიბუტბუ-
ტა შესაბამისი თავის ბოლო სიტყვები, – ახლა კი, ყური მიგდეთ,
ჩემო მეგობარო.
კამპანელი ვიკარი მორჩილად წამოდგა სალოცავი სკამიდან
და მოხუცი მღვდლისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით დადგა.
– რასაც ახლა გაიგონებთ, – უთხრა აბატმა მენუ-სეგრემ, –
უეჭველია, სრულებით არ მოგეწონებათ. ღმერთმა ისედაც იცის,
აქამდე როგორ გიფრთხილდებოდით! სრულებით არ მინდა,
აგაფორიაქოთ. რაც უნდა გითხრათ, მშვიდად მოისმინეთ. რად-
გან არავითარი შეცდომა არ დაგიშვიათ, რაც მოხდა, მხოლოდ
თქვენი გამოუცდელობისა და გულმოდგინების ბრალია. გესმით
ჩემი?
აბატმა თავი დაუქნია.
– ბავშვივით მოიქეცით, – მცირეხნიანი დუმილის შემდეგ გა-
ნაგრძო მოხუცმა მღვდელმა, – ის მრავალი გამოცდა, რაც აქ გე-
ლოდებათ, იმდენად მძიმეა, რომ მხოლოდ თავის თავში დარ-
წმუნებული ადამიანი თუ გაუძლებს: როგორც არასოდეს, რადაც
უნდა დაგიჯდეთ, ზურგი შეაქციეთ მათ, უკანმოუხედავად გაიქე-
ცით, თავის მობრუნებაც კი არ იფიქროთ. თითოეული თავისი ძა-
ლის შესაბამისი მოცულობით გამოიცდება. ჩვენი ჟინი იბადება,
იზრდება და იცვლება ჩვენთან ერთად. ზოგიერთი ქრონიკული
ავადობის მსგავსად, ერთგვარი კომპრომისია დაავადებასა და
ჯანმრთელობას შორის. ესე იგი, როგორც წესი, მოთმინება საკ-
მარისია. მაგრამ ზოგჯერ ბოროტება მოულოდნელად მწვავდება,
ახალი საბაბი...
აბატი მენუ-სეგრე დადუმდა, მაგრამ მალევე დაძლია უხერხუ-
ლობა.
– პირველ რიგში, ეს დაიხსომეთ: ამიერიდან (როდემდე?)
ყველასთვის თქვენ იქნებით თავის თავში დარწმუნებული მღვდე-
ლი, გადაჭარბებული წარმოსახვით დაჯილდოებული, მოსვენებას
რომ არ აძლევს; სანახევროდ მეოცნებე, სანახევროდ მატყუარა,
ან, სულაც, გიჟი. ეპიტიმია, რომელსაც, სავარაუდოდ, აუცილებ-
ლად დაგაკისრებენ და მონასტრის სიჩუმესა და დავიწყებაში გან-
გაწესებენ, მიიღეთ არა როგორც უსამართლო სასჯელი, არამედ
აუცილებელი და გამართლებული ზომა... გესმით, ხომ, რას ვამ-
ბობ?
პასუხად – იგივე მზერა და ისეთივე თავის დაქნევა.
– ამაზე იფიქრეთ, შვილო ჩემო. უკვე თვეებია, თვალს გა-
დევნებთ, უეჭველია, მეტისმეტი სიფრთხილით, ყოყმანით. ამის
მიუხედავად, პირველივე დღიდან ცხადად დავინახე, რომ ზოგი-
ერთი მადლი მეტისმეტად, უზომოდ გაქვთ მონიჭებული: რო-
გორც ჩანს, განსაკუთრებულად მძიმედაც გამოგცადათ უფალმა.
სულიწმინდა არაჩვეულებრივია, მაგრამ მისი ხელგაშლილობა
არასოდესაა ფუჭი: ის ჩვენი საჭიროებების თანაზომადია. ჩემ-
თვის ეს ნიშანი უტყუარია: თქვენს ცხოვრებაში ეშმა შემოვიდა.
აბატი დონისანი ისევ დუმდა.
– აჰ! ჩემო პატარავ! ამგვარ რამეზე ყეყეჩები თვალებს ხუჭა-
ვენ! რომელი მღვდელი გაბედავს ეშმაკის სახელი წარმოთქვას.
განა რა არის მათთვის ადამიანის შინაგანი ცხოვრება? ინსტინ-
ქტების ბრძოლის მოსაწყენი ველი. და მორალი? გრძნობათა წე-
სისამებრ წარმართვა. მათთვის ღვთის მადლი სხვა არაფერია,
თუ არა სამართლიანი მოსაზრება, გონებას რომ აგულიანებს,
ხოლო ცდუნება სხეულის გამოღვიძებული მადაა, რომელსაც
ჩარჩოში მოქცევა სჭირდება. ამიტომაც თითქმის არაფერი გაეგე-
ბათ ჩვენში მიმდინარე დიადი ბრძოლისა, რომლის მხოლოდ
ვულგარულ ეპიზოდებს იცნობენ. მიიჩნევენ, რომ ადამიანი დაბა-
დებულია, რათა ის ეძებოს, რაც სიამოვნებს და მისთვის სასარ-
გებლოს ეძებს, მის არჩევანს კი გონება განსაზღვრავს. მაგრამ
ასეთი აბსტრაქტული ადამიანი მხოლოდ წიგნებში არსებობს,
არავის შეხვედრია მსგავსი საშუალო ტიპის ადამიანი! ასეთი ბავ-
შვური მოსაზრებები არაფერს განმარტავს. გრძნობებითა და აზ-
რებით აღჭურვილი ამგვარი ცხოველების სამყაროში წმინდანის
ადგილი არ არის, ან ის გიჟად უნდა შერაცხონ. და რომ იცოდეთ,
არც ამას მოერიდებიან. მაგრამ ეს არ არის მთავარი. თითოეულ
ჩვენგანს – აჰ! კარგი იქნება, თუ მოხუცი მეგობრის სიტყვებს
დაიმახსოვრებთ! – რიგრიგობით, ასე თუ ისე, ხან დამნაშავედ
ყოფნა უწევს, ხან კი – წმინდანად, ხან სიკეთისკენ ისწრაფვის,
არა იმიტომ, რომ შეგნებული აქვს მისი უპირატესობის მართებუ-
ლობა, არამედ ეს არის უფრო მეტად ჩვენი არსების უნებლიე და
ცხადი სწრაფვა, სიყვარულის მძლავრი ნაკადი, მისგან ტანჯვასა
და საკუთრივ სურვილის ობიექტზე უარის თქმას ითხოვს; ხანაც
თავაშვებულობის, ხორცის ძახილის დაკმაყოფილების, ცხოვე-
ლურობის სურვილი იპყრობს – გაურკვეველი ნოსტალგია. ეჰ!
ასეთ დროს ვიღას ახსოვს საუკუნეების განმავლობაში ზნეობრივი
ცხოვრებით დაგროვილი გამოცდილება. რაღა მნიშვნელობა
აქვს საბრალო ცოდვილთა და მათი სატანჯველის მაგალითად
მოყვანას! დიახ, შვილო ჩემო, ეს დაიმახსოვრეთ. ბოროტება,
ისე, როგორც სიკეთე, სწორედ მის გამო უყვართ და ემსახურები-
ან.
კამპანის ტაძრის წინამძღვრის ჩვეულებრივ სუსტი ხმა თან-
დათან მიწყდა და გეგონებოდა, ბოლოს მხოლოდ საკუთარ თავს
ესაუბრებოდა. თუმცა, სინამდვილეში ასე არ იყო. მისი მზერა, მი-
სი სანახევროდ მილულული ქუთუთოების ქვეშ შემალული თვა-
ლები აბატ დონისანს არ სცილდებოდა. აქამდე მისი სახე, ერთი
შეხედვით, შეუვალი რჩებოდა. უკანასკნელი სიტყვების გაგონება-
ზე კი შეუვალობა ერთი ხელის მოსმით წაიშალა, თითქოს ნიღა-
ბი ჩამოხსნესო.
– ნუთუ შეიძლება ამის დაჯერება! – წამოიყვირა მან, – ნუთუ
სინამდვილეში ასეთი უბედურები ვართ!
დაწყებული წინადადება არ დაუსრულებია, არც რაიმე ჟესტი
მოუშველიებია; უძირო სევდა, რომლის გამოთქმა სიტყვებით შე-
უძლებელია, ისე მტკივნეულად გამოიხატა ამ უხერხული წამოძა-
ხილით, ბინდგადაკრული თვალების სასოწარკვეთილ გამოხედ-
ვაში, რომ აბატმა მენუ-სეგრემ უნებლიეთ მკლავები გაშალა. აბა-
ტი დონისანი გულში ჩაეკრა. ახლა უკვე დაჩოქილი იდგა მაღა-
ლი, რბილი საფენით დაფარული სავარძლის ფეხებთან, მოკ-
ლეთმიანი გრუზა თავი მეგობრის მკერდზე მიედო... მაგრამ უხმო
საერთო შეთანხმებით, ეს მოხვევა ხანმოკლე იყო. ვიკარი უბრა-
ლოდ, დაჩოქილი დარჩა, როგორც აღსარების დროს. ტაძრის
წინამძღვრის მღელვარება გამოიხატა მაშინ, როდესაც ოდნავ
აკანკალებული მარჯვენა ხელით დალოცა.
– ეს სიტყვები თქვენს აღშფოთებას იწვევს, შვილო ჩემო.
მაგრამ ისინი თქვენს იარაღადაც შეიძლება იქცეს! ერთი რამ კი
ცხადზე უცხადესია: ბერის ცხოვრება არ არის თქვენი მოწოდება.
სევდიანად გაიღიმა და მაშინვე მოსხიპა ღიმილი.
– უეჭველია, უმოკლეს ხანში მონასტერში განგაწესებენ და ეს
იქნება გამოცდისა და ძალიან მწარე სულიერი სიმარტოვის პე-
რიოდი. იმაზე მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე შეგიძლიათ წარ-
მოიდგინოთ.
მოხუცი მღვდლის მამობრივ მზერას, რომლითაც კარგა ხანს
შესცქეროდა მისკენ დახრილ სახეს, ალერსიანი ირონიაც შე-
რეოდა.
– იმისთვის არ დაბადებულხართ, რომ ადამიანებს მოსწონ-
დეთ, რადგან თავადაც იცით, ამქვეყნად ყველაზე მეტად, უკიდე-
განო, ამოუხსნელი სიძულვილით სძულთ ისინი, ვისაც სურს იყოს
და არის კიდეც ძლიერი. კარგა ხანს არ ჩამოგეხსნებიან.
ხანმოკლე დუმილის შემდეგ აბატმა მენუ-სეგრემ განაგრძო:
– ჩვენს არსებაში ღმერთის ნამოღვაწარი იშვიათად არის
ისეთი, როგორსაც ველით. თითქმის ყოველთვის სულიწმინდა
საქმეს სულ სხვა მხრიდან იწყებს, დროს კარგავს. რკინის ნაჭერს
რომ შეეძლოს იგრძნოს, როგორ ქლიბავენ, როგორ განრის-
ხდებოდა და რა დავიდარაბა ატყდებოდა! ღმერთიც ასე გვიყე-
ნებს. ზოგიერთი წმინდანის ცხოვრება საზარლად მონოტონურია,
ნამდვილი უნაყოფო უდაბნო.
ნელა დახარა თავი და აბატმა დონისანმა პირველად დაინა-
ხა წინამძღვრის ბინდგადაკრული თვალებიდან როგორ ჩამო-
გორდა ორი მძიმე ცრემლი. მოხუცმა მაშინვე გადააქნია თავი და
განაგრძო:
– საკმარისია. ვიჩქაროთ! ის დრო მოდის, როდესაც ყველას
აზრით, თქვენს დახმარებას ვეღარ შევძლებ. ახლა დაუფარავად,
რაც შეიძლება ნათლად ვილაპარაკოთ. არაფერია იმაზე უკეთე-
სი, ვიდრე ზებუნებრივის გადმოცემა ყოფითი, ჩვეულებრივი,
არაფრით გამორჩეული სიტყვებით. მათი წყალობით ყოველგვა-
რი ილუზია გაიფანტება. თქვენს პირველ თავგადასავალზე გადა-
ვიდეთ: როგორ უნდა დავიჯერო, რომ ნამდვილად პირისპირ
შეხვდით იმას, ვისაც ყოველდღიურად ვხვდებით – ვაგლახ! –
არა გზაზე, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ თავში? რა მნიშვნე-
ლობა აქვს, ნამდვილად იხილეთ თუ მოგელანდათ? ის, რაც
ჩვეულებრივ ადამიანს განსაკუთრებულ მოვლენად ეჩვენება,
ღვთის თავმდაბალი მსახურისთვის მხოლოდ მეორეხარისხოვა-
ნია. თქვენს შორსმჭვრეტელობასა და გულწრფელობაზე ყველა-
ზე უკეთ თქვენი ნამოქმედარი მეტყველებს: თქვენი შრომა ღაღა-
დებს თქვენ სასარგებლოდ. ამასაც თავი დავანებოთ.
მოხუცმა მღვდელმა ბალიშები შეისწორა, სული მოითქვა და
მისთვის დამახასიათებელი კეთილგანწყობით განაგრძო:
– თქვენს მეორე თავგადასავალზე გადავდივარ, რომელიც
ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა. ეს იმიტომ, რომ თუკი თქვენი
დასკვნა მცდარია, ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს იმ სულებიდან
ერთ-ერთს, რომელიც, თქვენი სიტყვებით, ჩვენ გვაბარია. ბატონ
მალორტის ქალიშვილს არ ვიცნობ. არაფერი ვიცი იმ დანა-
შაულის თაობაზე, რომელიც, თქვენი სიტყვებით, მან ჩაიდინა.
ჩვენთვის პრობლემა სულ სხვა რამაა. დამნაშავეა თუ არა, ამ
გოგონამ განსაკუთრებული მადლი ხომ არ მიიღო? თქვენ ხომ
არ გახდით ამ მადლის მიღების იარაღი? კარგად გამიგეთ... გა-
მიგეთ! ყოველ წამს შეიძლება მივიღოთ შთაგონება აუცილებე-
ლი სიტყვის სათქმელად, გადაუდებელი ქმედების ჩასადენად –
სწორედ იმის, რაც საჭიროა და არა რაიმე სხვის. სწორედ მაშინ
ვხდებით სინდისის ჭეშმარიტი გამოღვიძების მოწმენი. ერთი სიტ-
ყვა, ერთი მზერა, ხელზე ხელის მოჭერა და აქამდე მტკიცე ნება
უეცრად ჩამოიშლება. ჩვენ, საბრალო უგუნურებს გვგონია, რომ
სულის მეგზურობა ემორჩილება ადამიანების თუნდაც გულ-
წრფელ აღიარებას! ჩვენი გეგმები განუწყვეტლივ იცვლება, ჩვენი
საუკეთესო დასკვნები არარაობად იქცევა, ჩვენი მწირი საშუალე-
ბები ჩვენსავე წინააღმდეგ მოტრიალდება. მღვდელსა და მონა-
ნიეს შორის ყოველთვის არის მესამე უჩინარი მონაწილე, რომე-
ლიც ზოგჯერ დუმს, ზოგჯერ ჩურჩულებს და ზოგჯერ, მოულოდ-
ნელად, მბრძანებელივით ალაპარაკდება. ხშირად ისეთი პა-
სიური როლით შემოვიფარგლებით! ამას წინააღმდეგობას ვერ
უწევს ვერავითარი ამაოება, ვერავითარი თვითკმაყოფილება, ვე-
რავითარი გამოცდილება! როგორ არ შეგვეკუმშოს გული იმის
წარმოდგენაზე, რომ სწორედ ეს მოწმე, რომელიც ანგარიშს არ
გვაბარებს, თავისი უსირცხვილო საქმეებისთვის შეიძლება გვიყე-
ნებდეს? თუკი ასე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც და გცდით, ეს გა-
მოცდა უაღრესად მძიმე იქნება, ისეთი მძიმე, რომ მთელ თქვენს
ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
– ეს ვიცი, – წაიბუტბუტა საბრალო მღვდელმა, – აჰ! როგორ
მიკოდავს გულს თქვენი სიტყვები!
– იცით? – ჰკითხა აბატმა მენუ-სეგრემ, – საიდან იცით?
აბატმა დონისანმა სახე ხელებში ჩამალა, შემდეგ შერცხვა
ასე მოქცევის, თავი ასწია და ფანჯრის მიღმა დღის მკრთალ სი-
ნათლეს გაუსწორა თვალი:
– ღმერთმა ჩამაგონა ეს აზრი, რომ ჩემი მოწოდება ადამიან-
თა სულებში სატანის აღმოჩენა და მისი განდევნაა, ამის გამო
ვერ ვეღირსები სამარადისო შვებას, საეკლესიო პირისთვის შესა-
ფერის პატივს და სულის ხსნასაც კი.
– ამის ნუ გჯერათ, – წამოიძახა კამპანის ტაძრის წინამძღვარ-
მა, – სულის ხსნას ვერ ეღირსება მხოლოდ ღმერთის გზის უარ-
მყოფელი. იქ, სადაც ღმერთი მოგვყვება, შესაძლოა სიმშვიდე
არ გვეღირსოს, მაგრამ მისი წყალობა არ მოგვაკლდება.
– თქვენი ნათქვამი დიდი შეცდომაა, – მშვიდად უპასუხა აბატ-
მა დონისანმა და ვერ შენიშნა, როგორ არ შეეფერებოდა ასეთი
სიტყვები მის ჩვეულებრივ, მორცხვ და თავმდაბალ საუბარს, –
ეჭვმიუტანლად მჯერა ნების, რომელიც მოქმედებისკენ მიბიძ-
გებს, და იმის, რაც მელის.
აბატ მენუ-სეგრეს თვალებში იმ მკვლევრის სიხარული გაკ-
რთა, რომელმაც, როგორც იქნა, მიაგნო გადაწყვეტის გზას, ამ-
დენ ხანს რომ ეძებდა.
– მაშ, რა ბედი გელის, შვილო ჩემო? – ვიკარმა მსუბუქად
აიჩეჩა მხრები, – თქვენი საიდუმლოს შესახებ არაფერს გკით-
ხავთ. ამის უფლება ადრე მქონდა. ახლა კი, თქვენი და ჩემი გზე-
ბი იყრება, თქვენ აღარ მეკუთვნით.
– ასე ნუ ამბობთ, – წაიბუტბუტა აბატმა დონისანმა, ჩამუქებუ-
ლი თვალებით მიაჩერდა მოხუც მღვდელს, – სადაც უნდა წავი-
დე, როგორ ღრმადაც უნდა შევტოპო, – დიახ, – თუნდაც სატანის
მკლავებში აღმოვჩნდე, თქვენს გულმოწყალებას არასოდეს და-
ვივიწყებ.
შემდეგ, თითქოს მის გონებაში გაცოცხლდა მეტისმეტად
მტკივნეული ზმანება, რომლისგანაც გაქცევა სურდა (ან იქნებ,
მასთან დაპირისპირება), აბატი დონისანი უეცრად წამოდგა.
– ეს არის თქვენი საიდუმლო, – წამოიყვირა აბატმა მენუ--
სეგრემ, – გგონიათ, ეს დაგავალათ ღმერთმა! სწორად მივხვდი,
რომ მის ღვთიურ გულმოწყალებას გმობთ? მე ეს არ მისწავლე-
ბია! შეიგნეთ, უბედურო! თქვენ უკვე – რამდენი ხანია? – შეუგნე-
ბელი მსხვერპლი, სათამაშო, სასაცილო იარაღი ხართ იმის
ხელში, ვისიც ყველაზე მეტად გეშინიათ.
ორივე ხელი აღმართა, მერე დაუშვა, თითქოს ზიზღითა და
უიმედობით, თუმცა მის თვალებში ნებისყოფა და სიმტკიცე ჩანდა.
– არ დამიგმია, – უპასუხა აბატმა დონისანმა, – ყოვლადკე-
თილი ღმერთის სამართლიანობის იმედი არ გადამწურვია. ჩემი
უმაქნისი ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე მექნება იმის რწმენა,
რომ ჩვენი მამის წყალობაა საკმარისი ჩემი და ჩემნაირების
ცოდვათა შეწყალებისთვის. ამის მიუხედავად, ამაოდ არ უნდა შე-
მეცნო ერთ დღეს, საოცრად ხელშესახებად, ცოდვის თავზარდამ-
ცემი სისაძაგლე, ცოდვილთა შესაბრალისი მდგომარეობა და სა-
ტანის ყოვლისშემძლეობა.
– როდის?.. – წამოიწყო აბატმა მენუ-სეგრემ, მაგრამ ლიუმ-
ბრის მომავალმა წმინდანმა წინადადების დასრულების საშუალე-
ბა არ მისცა. უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ ყურის დაგდება
არ ადარდებდა და განაგრძო:
– ადრე წინათგრძნობა მქონდა. ვიდრე ჭეშმარიტებას გავი-
გებდი, საკუთარ თავში სევდას ვატარებდი. თითოეული ადამიანი
სინათლის თავის წილს იღებს: ყველაზე უფრო გულმოდგინეები,
ყველაზე უფრო განათლებულები, უეჭველია, ღვთიურ წესრიგს
უფრო მძაფრად გრძნობენ. მე რაც შემეხება, ბავშვობიდან სამო-
მავლო დიდების იმედით ნაკლებად ვცხოვრობდი, უფრო მეტად
იმაზე მწყდებოდა გული, რაც დავკარგეთ (სახის ნაკვთები გაუმ-
კაცრდა, შუბლზე რისხვის ნაოჭი გაწვა). აჰ! მამაო ჩემო, მამაო
ჩემო! ჩემგან ამ ჯვრის მოცილება მსურდა! მაგრამ ეს როგორ
იყო შესაძლებელი! ხელახლა მაწვებოდა. მის გარეშე სიცოც-
ხლეს აზრი არ აქვს: საუკეთესოებსაც კი გული უცრუვდებათ
რწმენაზე და ღმერთი მათ ზურგს აქცევს. ჩვენს შესაბრალის სი-
ღატაკეში, დათრგუნვილები, მიწასთან გასწორებულები, ჩაქოლი-
ლები ყველაზე საზარელი მტრის მიერ, რად ვიქცევით, თუ
შეურაცხყოფასაც ვერ ვიგრძნობთ! სატანა ვერ გაბატონდება ქვე-
ყანაზე იქამდე, ვიდრე ჩვენს გულებში მადლმოსილი რისხვა გიზ-
გიზებს, ვიდრე თავის მხრივ, ადამიანს შეუძლია სახეში მიახა-
ლოს Non Serviam14.
სიტყვები სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით სწყდებოდა მის
ბაგეებს, ვერ შეედრებოდა იმ შინაგან გამოსახულებებს, რომ-
ლებსაც გონების თვალით ხედავდა. და სიტყვების ამ ნიაღვრის

14
Non Serviam - არ დაგემონები (ლათ.).
მოსმენა ადამიანისგან, ვინც ჩვეულებრივ, დუმდა, მისი გონების
ციებცხელებიან მდგომარეობას მოწმობდა.
– იძულებული ვარ, გაგაჩეროთ, – ცივად თქვა აბატმა მენუ--
სეგრემ, – გიბრძანებთ, ყური დამიგდოთ. ამდენს იმიტომ ლაპა-
რაკობთ, რომ თავს იტყუებთ და მეც ვტყუვდები თქვენთან ერ-
თად. ამას თავი დავანებოთ. ვიცი, რომ სიტყვაუხვობა არ გახა-
სიათებთ. ამგვარი მრისხანება გამოწვეულია რაღაც გადაწყვეტი-
ლებით, რაღაც ჩანაფიქრით, შესაძლოა რაღაც ქმედებით, რის
შესახებაც მინდა, შევიტყო.
ეს დარტყმა ისეთი ზუსტი იყო, რომ აბატმა დონისანმა დაბ-
ნეული მზერა მიაპყრო კამპანის ტაძრის წინამძღვარს. გამჭრიახი
და სულით ძლიერი მოხუცი განაგრძობდა:
– როგორ მოხდა, რომ თქვენს ცხოვრებაში ეზიარეთ ისეთ
გრძნობებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მღელვარების მომტა-
ნი და საშიშია?
ახალგაზრდა მღვდელი დადუმდა.
– მე დაგაყენებთ საჭირო გზაზე, – განაგრძო აბატმა მენუ--
სეგრემ, – სხეულის გადაჭარბებული გვემით დაიწყეთ. შემდეგ
არანაკლები გაშმაგებით გადაერთეთ საეკლესიო მსახურებაზე.
მიღებული შედეგები გულს გიხარებდათ. თქვენი სულისთვის სიმ-
შვიდე უნდა მოეტანათ. მაგრამ ეს ჯერაც არ მომხდარა! ღმერთი
თავის კეთილ მსახურს, რომელიც თავს არ იზოგავს, არასოდეს
ეუბნება უარს. მაშ, თქვენ საკუთარი ნებით თქვით უარი?
– არა, უარი არ მითქვამს, – უპასუხა აბატმა დონისანმა გა-
ჭირვებით, – ბუნებით სევდა უფრო მეტად მიზიდავს, ვიდრე სიხა-
რული...
ერთხანს ფიქრობდა, საკუთარი აზრის ზომიერად, შემრიგებ-
ლური სიტყვებით გამოხატვა სურდა, შემდეგ უეცრად გადაწყვიტა
და ცეცხლივით აბრიალებული, დამაბრმავებელი ვნებით გატაცე-
ბულმა, წამოიძახა:
– აჰ! უიმედობა და ამით გამოწვეული სატანჯველი მირჩევ-
ნია, ვიდრე სატანის ნამოქმედართან ლაჩრულად შერიგება!
ძალიან გაუკვირდა, როდესაც სურვილი, გამოთქმის ნაც-
ვლად, წამოიყვირა და ამ ყვირილზე შიშით გააცია, კამპანის ტაძ-
რის წინამძღვარმა მისი ორივე ხელი მოიქცია თავის ხელებში და
ალერსით უთხრა:
– საკმარისია: ნათლად ვხედავ თქვენს გულს, არ შევმცდარ-
ვარ. არა მხოლოდ სულის სიმშვიდე არ გიძებნიათ, არამედ გან-
ზრახ ისე მომართეთ თქვენი გონება, რომ სასოწარკვეთილებით
იკვებება. საკუთარი თავი უიმედობისთვის გაწირეთ.
– უიმედობისთვის არა, – წამოიძახა აბატმა დონისანმა, –
არამედ შიშისთვის.
– უიმედობისთვის, – წყნარად გაიმეორა აბატმა მენუ-სეგრემ,
– და ამან მიგიყვანათ არა მხოლოდ ცოდვის დამაბრმავებელ სი-
ძულვილამდე, არამედ ასევე – ცოდვილისაც.
ამ სიტყვების გაგონებაზე აბატმა დონისანმა ხელები გამოს-
ტაცა მოხუც მღვდელს და ცრემლმორეულმა წამოიძახა ხრინ-
წიანი ხმით (მის შესაბრალის იერში დამფრთხალი ადამიანი ჩან-
და):
– ცოდვილის სიძულვილი! ცოდვილის სიძულვილი!
გრძნობების სიძლიერე და მოუწესრიგებლობა სიტყვის წარ-
მოთქმის საშუალებას არ აძლევდა და მხოლოდ კარგა ხნის დუ-
მილის შემდეგ დაამატა, თვალებით თითქოს რაღაც იდუმალ
ზმანებას მისჩერებოდა:
– სხვა, ბევრად უფრო ძვირფასი რამ გამაჩნია, ვიდრე სი-
ცოცხლეა...
სიჩუმეში ისევ გაისმა კამპანის ტაძრის წინამძღვრის მტკიცე,
ცხადი ხმა, რომლის ყურის არდაგდება შეუძლებელი იყო:
– არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ თქვენი სულიერი ცხოვრე-
ბა მოიცავს საიდუმლოს, რომელიც უფრო ჩინებულადაა დაცული
თქვენი გამოუცდელობისა და კეთილსინდისიერების წყალობით,
ვიდრე ეს მოხდებოდა ხრიკებით ან ეშმაკობით. რაღაც მოხდა
გაუფრთხილებლობით. არ გამიკვირდება, თუ შევიტყობ, რომ
გარკვეული სახის სახიფათო აღთქმა დადეთ...
– არავითარი აღთქმის დადების უფლება არ მაქვს ჩემი სუ-
ლიერი მამის ნებართვის გარეშე, – წაიბუტბუტა საბრალო
მღვდელმა.
– თუკი აღთქმა არ არის, მაშინ მას ჰგავს, – უპასუხა აბატმა
მენუ-სეგრემ.
შემდეგ გაჭირვებით წამოიწია, ორივე ხელი მუხლებზე
დაიდო და ისე, რომ ხმა არ აღუმაღლებია, თქვა:
– გიბრძანებთ, შვილო ჩემო.
კამპანის ტაძრის წინამძღვრის გასაკვირად, ვიკარი დიდხანს
ყოყმანობდა, დაძაბული უმზერდა. ბოლოს აკანკალებული ხმით,
გაჭირვებით უპასუხა:
– გარწმუნებთ, სიმართლე ვთქვი... არავითარი აღთქმა, არა-
ვითარი დაპირება არ არსებობს, არამედ მხოლოდ სურვილი...
შესაძლოა... უეჭველია, ცუდად ჩამოყალიბებული, ყოველ შემ-
თხვევაში, ადამიანური სიფრთხილის გათვალისწინებით...
– გულს გიწამლავთ, – თქვა აბატმა მენუ-სეგრემ.
აბატმა დონისანმა თავი გააქნია და წარმოთქვა:
– შესაძლოა ეს უნდა იმსახურებდეს თქვენს საყვედურს... ამ-
დენი სულის ცოდვის ტყვეობაში ყოფნა... ეს ხშირად იწვევდა
ჩემს სიძულვილს მტრის წინააღმდეგ... მათი სულების ხსნისთვის
ის შევთავაზე, რაც კი ოდესმე გამაჩნდა და ჩემს ხელთ იქნება...
პირველ რიგში, ჩემი სიცოცხლე – ეს ხომ ისეთი უმნიშვნელო რა-
მაა!.. სულიწმინდისგან ნაწყალობევი ნუგეში...
ერთხანს ისევ ყოყმანობდა:
– ჩემი სულის ხსნაც, თუკი ღმერთი ინებებს! – დაასრულა
ძლივს გასაგონი ხმით.
ამ აღიარებას სრულ სიჩუმეში მოუსმინეს. თითქოს უცნაური
სიტყვები წარმოქმნიდა ამ სიწყნარეს და მასშივე იკარგებოდა.
სიჩუმე კვლავ აბატმა მენუ-სეგრემ დაარღვია:
– ვიდრე გავაგრძელებთ, – წარმოთქვა ჩვეული სიმშვიდით,
– ეს აზრი სამუდამოდ ამოიგდეთ თავიდან და ღმერთის სახელზე
ილოცეთ, რომ გაპატიოთ. მეტიც, გიკრძალავთ ჩემ გარდა ამის
თაობაზე ვინმესთან საუბარს.
შემდეგ, როცა დაინახა, რომ აბატი პასუხის გაცემას აპირებ-
და, სულების მთავარმა მკურნალმა, ვინც სიფრთხილეს და კე-
თილგონიერებას ყოველთვის მტკიცედ მისდევდა, დასძინა:
– თავი შეიკავეთ დაჟინებით რაიმეს მტკიცებისგან. გაჩუმდით.
მხოლოდ დავიწყებაა საჭირო. ყველაფერი ვიცი. რაც მოხდა,
გულდასმით მოფიქრებული და განხორციელებული აღმოჩნდა,
დასაწყისიდან ბოლომდე. დემონი სხვაგვარად კი არ ატყუებს
თქვენნაირებს. ღმერთის წყალობის ბოროტებად ქცევა რომ არ
შეეძლოს, სხვა აღარაფერი იქნებოდა, გარდა უფსკრულიდან
ამოხეთქილი სიძულვილის ყვირილისა, რომელსაც ექო არ პასუ-
ხობს...
მართალია, ხმაზე მოჭარბებული ემოცია არ ეტყობოდა, მაგ-
რამ ამას მოწმობდა ის, რომ აბატმა მენუ-სეგრემ სავარძლის
ძირში დატოვებული ხელჯოხი აიღო, წამოდგა და ოთახში
გაიარ-გამოიარა. მის ვიკარს ფეხი არ მოუცვლია, ისევ ძველ ად-
გილზე იდგა.
– ჩემო პატარავ, – განაგრძო მოხუცმა მღვდელმა, – რამდე-
ნი განსაცდელი გელოდებათ! ღმერთი სრულყოფილებისკენ მო-
გიწოდებთ და არა დასვენებისკენ. თქვენი გზით ივლით და სხვე-
ბისგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად დარწმუნებული საკუ-
თარ თავში, მხოლოდ სხვებისთვის იქნებით შორსმჭვრეტელი,
თქვენთვის სინათლეს წყვდიადი შეცვლის და პირიქით. გაბედუ-
ლი შეთავაზება, გარკვეულწილად, შეისმინეს. იმედი თქვენში სა-
მარადისოდ მოკვდა. დარჩა მხოლოდ უკანასკნელი სხივი, რომ-
ლის გარეშეც ყველაფერი შეუძლებელი ხდება და ყოველგვარი
დამსახურება ფუჭია. იმედის დაკარგვა – აი, რა არის მნიშვნელო-
ვანი. მასთან შედარებით, სხვა ყველაფერი ჩირადაც არ ღირს.
გზაზე, რომელიც აირჩიეთ – არა! უფრო სწორი იქნება ითქვას,
რომლისკენაც თავქუდმოგლეჯილი გაიქეცით! – მარტო იქნებით,
სრულიად მარტო, მარტო ივლით. ვინც უნდა გამოგყვეთ, ისე
დაიკარგება, თქვენს დახმარებას ვერ შეძლებს.
– ეს არ მითხოვია, – წამოიყვირა ლიუმბრის მომავალმა
წმინდანმა მოულოდნელი სიფიცხით (მართლაც გამაოგნებელი
იყო კონტრასტი, რადგან პირქუშად და ჯიუტად საუბრობდა), –
არ მითხოვია განსაკუთრებული წყალობა. არ მჭირდება ის! არც
სასწაულები მინდა! არასოდეს მითხოვია! მშვიდად ცხოვრება და
სიკვდილი მინდა, როგორც ერთ უმნიშვნელო ადამიანს, რომელ-
საც არაფერი გაეგება. არა! არა! რაც ამ ღამით დაიწყო, არ დას-
რულდება! სიზმარი ვნახე. შეშლილი ვიყავი.
აბატი მენუ-სეგრე სავარძელს დაუბრუნდა, გადაწვა და ისე,
რომ ხმა არ აუწევია, უპასუხა:
– ვინ იცის? იმათ რიცხვში, ვისაც ჩვენი რწმენის მამებად მი-
ვიჩნევთ, რომელს არ უწოდებდნენ აკვიატებული აზრებით შეპ-
ყრობილს? რომელ ფანტაზიორს არ ჰყოლია მიმდევრები?
თქვენს მდგომარეობაში, მხოლოდ საქმემ შეიძლება გამოაჩი-
ნოს, მართალი ხართ თუ მტყუანი.
ერთხანს დუმდა, შემდეგ კიდევ უფრო ალერსიანი ხმით
დაამატა:
– მე სულ არ გეცოდებით, შვილო ჩემო? სულების შესწავლის
ჩემეულმა გამოცდილებამ, რამდენიმეთვიანმა ფიქრმა დამარწმუ-
ნა, რომ ღმერთის რჩეული ხართ. ღვთისმოსავი ყეყეჩები ფიქ-
რობენ, რომ წმინდანები თავისით ჩნდებიან, როგორც ბალახი
ამოდის მინდორში. ცოტამ თუ იცის, რომ რაც უფრო იშვიათი ჯი-
შისაა ხე, მით უფრო მოსაფრთხილებელია. თქვენი ბედისწერა,
რომელთანაც, უეჭველია, სხვა მრავალი ადამიანის ბედია გადა-
ჯაჭვული, მცდარი ნაბიჯის, მადლის უნებლიეთ ბოროტად გამო-
ყენების, ნაჩქარევი გადაწყვეტილების, მერყეობის, ყოყმანის ამა-
რაა დარჩენილი. არადა, თქვენი თავი მე მანდეს! თქვენ გამო პა-
სუხს ვაგებ! როგორი აკანკალებული ხელებით ვთავაზობ თქვენს
თავს ღმერთს! ერთი შეცდომის დაშვებაც კი არ მეპატიება. რა
სისასტიკეა, რომ არ შემიძლია თქვენ გვერდით დავიჩოქო სა-
მადლობელი ლოცვის აღსავლენად! დღიდან დღემდე ველოდე-
ბოდი ზებუნებრივ ნიშანს იმის დასტურად, რომ ღმერთს თქვენს
სულთან დაკავშირებით განსაკუთრებული განზრახვა აქვს. ამის
მტკიცებულებას ველოდი თქვენი გულმოდგინებისგან, თქვენი
მზარდი გავლენისგან, ჩემი პატარა სამწყსოს ღმერთისკენ შე-
მობრუნებისგან. და თქვენს მღელვარე, ქუხილიან ცხოვრებაში ეს
ნიშანი ელვასავით გაიკლაკნა. ამის გამო წინანდელზე უფრო შე-
ფიქრიანებული ვარ. რადგან ახლა უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ ეს
ნიშანი საორჭოფოა, თავად სასწაული არ არის წმინდა!
ერთხანს დუმდა, შემდეგ მხრები აიჩეჩა, თითქოს უღონობის
ნიშნად:
– ღმერთმა იცის, შიშს თავს არ მოვუხრი! ღმერთმა იცის,
რომ ჩემი საქციელით ბევრჯერ დავპირისპირებივარ სხვის მო-
საზრებას! ბრალად მდებენ ზედმეტ დამოუკიდებლობას და ზემ-
დგომებისადმი დაუმორჩილებლობასაც კი. თუმცა, არსებობს წე-
სი, რომლის დაუმორჩილებლობა არავის ეპატიება. რამდენჯე-
რაც გინდათ, იმდენჯერ გაიმათრახეთ თავი, წესრიგს მე დავამყა-
რებ. ეშმაკს სიზმარში ხვდებით თუ ყველა გზაჯვარედინზე, ესეც
ჩემი მოსაგვარებელი საქმეა. მაგრამ იმ ამბავმა, არანაკლებ
დაუჯერებელმა, რომელიც პატარა მალორტის ეხება, თვალები
ამიხილა. უფლებას ვერ მოგცემთ, ამ სამწყსოში ის ილაპარაკოთ
და ისე მოიქცეთ, როგორც თქვენ გსურთ... ამ საქმეს ვერ გადმო-
გაბარებთ... მე უნდა... საჭიროა... აუცილებელია, რომ ეს ყველა-
ფერი ჩვენს ზემდგომებს შევატყობინოთ. ჩემი მხარდაჭერა ბევრს
არაფერს გარგებთ! მეორე მხრივ, არაფერი დამალოთ. მერე
კი... აჰ! მერე კი... ვინ იცის, როდის დაძლევთ ხალხის ნაწილის
უნდობლობას, მეორე ნაწილის გულმოწყალებას და ყველას
მტრულ დამოკიდებულებას! ან, საერთოდაც, გაიმარჯვებთ კი?
იქნებ თქვენში შევცდი? იქნებ ძალიან დიდხანს ველოდე! მოხუცე-
ბულისთვის უკვე დაგვიანებულია იმაზე მსჯელობა, ფუჭად იცხოვ-
რა, თუ არა. მაგრამ ჩემი სიკვდილიც აგვიანებს.
აბატმა დონისანმა, როგორც იქნა, სიჩუმე დაარღვია. ბო-
ლოს გამოთქმულმა ვარაუდმა კი არ შეაშფოთა, არამედ პირი-
ქით, თითქოს ძალები შემატა. მორცხვად წარმოთქვა;
– არაფერი მინდა იმის გარდა, რომ დამივიწყონ, შეუმჩნევ-
ლად ვიცხოვრო, დანარჩენებივით, ის შევასრულო, რაც მევალე-
ბა. თუ თქვენი ნება იქნება, ხელს რა შემიშლის, ისეთი გავხდე,
როგორიც აქამდე ვიყავი? ჩემი დარდი ვის ექნება? არავის ყუ-
რადღებას არ მივიპყრობ. ჩემზე იმას ამბობენ, რასაც ვიმსახუ-
რებ: ერთი უბრალო მღვდელი, გვარიანად ჭკუათხელი... აჰ! სა-
შუალება რომ მომცეთ, ასე მგონია, მოვახერხებ ისე ვიცხოვრო,
ვერც ღმერთმა შემამჩნიოს და ვერც მისმა ანგელოზებმა!
– შეუმჩნევლად! – წამოიძახა აბატმა მენუ-სეგრემ (იღიმოდა,
თუმცა თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე), თუმცა მაშინვე გაჩუმ-
და. კიბეზე მნე ქალის ჩქარი ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი თითქმის
მაშინვე გაიღო. ქალს სახე გაფითრებოდა და ეტყობოდა, რო-
გორც მოხუც ქალებს სჩვევიათ, როგორ ეჩქარებოდა ცუდი ამბა-
ვი ეცნობებინა:
– მადმუაზელ მალორტი კვდება, – თქვა მან.
და მისი ნათქვამით გამოწვეული შთაბეჭდილებით კმაყო-
ფილმა, დაამატა:
– სამართებლით გამოიჭრა ყელი.
***
ქვემოთ წაიკითხავთ მისი უმაღლესობის, კანონიკ ჟერბიეს
წერილს:
„ჩემო ძვირფასო კანონიკო,
მადლობას მოგახსენებთ თქვენი სიმშვიდის, გონიერებისა და
თავმდაბლური გულმოდგინებისთვის გარკვეული მოვლენების
დროს, რომლებიც ჩემი მამობრივი გულისთვის მეტისმეტად
მტკივნეულია. ამ კვირას საბრალო აბატმა დონისანმა დატოვა
ვობკურის სამკურნალო დაწესებულება, სადაც მასზე განსაკუთრე-
ბით ზრუნავდა ექიმი ჟოლიბუა. ის ნანსელი ექიმის, ბარნჰაიმის
მოწაფეა და გუშინ მესაუბრა ჩვენი ძვირფასი შვილის ჯანმრთე-
ლობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მას გამოარჩევს
შეხედულებათა ფართო ჰორიზონტი და გულის ამაჩუყებელი
მზრუნველობა, რასაც ხშირად შევხვედრივარ იმ მეცნიერთა შო-
რის, რომლებიც მათი შესწავლის საგანმა, საუბედუროდ, რწმენას
დააშორა. მისი აზრით, დროდადრო განმეორებადი ავადობის
მიზეზი უნდა იყოს ნერვული უჯრედების მოწამვლა, სავარაუდოდ,
ნაწლავების.
ჩვენი მუდმივი სამოქმედო წესი უნდა იყოს გულმოწყალება,
მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან მაწუხებს უგულებელყოფა, უფ-
რო მეტიც რომ არ ვუწოდო, რასაც წავაწყდით კამპანის ტაძრის
წინამძღვრის მხრიდან. ცხადად და გადამჭრელად რომ ემოქმე-
და, უეჭველია, თავიდან აიცილებდით დროებით კონფლიქტს სა-
მოქალაქო ხელისუფლებასთან. და მაინც, თქვენი გონივრული
ჩარევისა და პირველივე გაუგებრობის ამოწურვისთანავე, ბატო-
ნი ექიმი გალე განსაკუთრებული თავაზიანობით გვექცეოდა და
გვეხმარებოდა სკანდალის ჩაცხრობაში. თანაც, მისი დიაგნოზი
დაადასტურა მისმა სახელგანთქმულმა კოლეგამ ვობკურიდან.
ორივე ეს ფაქტი როგორც მისი ბუნების, ისე პროფესიული კომ-
პეტენციის სასარგებლოდ მეტყველებს.
მადმუაზელ მალორტის მონაყოლი, ასევე სიკვდილისწინა
აგონიის დროს სრულიად შეშლილის აღსარება, არ არის საკმა-
რისი საბუთი, რომელიც ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტს შელახავს,
თუნდაც მის მსახურად ბატონი დონისანი იყოს. მაგრამ მომაკ-
ვდავის სასთუმალთან მისი ყოფნა, ბატონ მალორტის პროტეს-
ტის მიუხედავად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა კამპა-
ნის ტაძრის წინამძღვარს. ვეთანხმები, რომ ვერც ერთი საღად
მოაზროვნე ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, შემდეგ რაც მოხდა.
ამ ახალგაზრდა არსების საჯაროდ გამოთქმული სურვილი, ეკ-
ლესიის კარიბჭესთან მიეყვანათ, რათა იქ მომკვდარიყო, მხედვე-
ლობაში არ უნდა მიეღოთ. გარდა იმისა, რომ ამგვარ გაუფ-
რთხილებლობას ეწინააღმდეგებოდნენ მამამისი და მკურნალი
ექიმი, ჩვენთვის ცნობილია მადმუაზელ მალორტის წარსული, მი-
სი გულგრილი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და ისიც, რომ
ადრე ფსიქიკური აშლილობის გამო მკურნალობდნენ და ეს სურ-
ვილიც, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად, მისი დასუსტებული
გონების ამღვრევას უნდა მივაწეროთ. რა უნდა გითხრათ იმ
გაუგონარი ჩხუბის შესახებ, რაც ამას მოჰყვა! ან საბრალო ვიკა-
რის წარმოთქმული უცნაური სიტყვების თაობაზე! და განსაკუთ-
რებით, რა უნდა ვთქვა, როდესაც მამას ხელიდან გამოსტაცა მო-
მაკვდავი შვილი და გასისხლიანებული, სულთმობრძავი, ეკლე-
სიისკენ წაიყვანა – საბედნიეროდ, ეკლესია იქვეა! ამგვარი გადა-
მეტებანი სხვა საუკუნისთვისაა დამახასიათებელი, ჩვენს დროში
კი – სრულიად მიუღებელი.
მადლობა ღმერთს, სკანდალი მალე დასრულდა. ზოგიერ-
თმა კეთილმა სულმა, უფრო მეტად ეკლესიისათვის ერთგულე-
ბის დამტკიცების მოსურნემ, ვიდრე გონიერმა, მაშინვე მიაქცია
ყურადღება ამ მოქცევას in articulo mortis15, რომლის არარეალუ-

15
in articulo mortis - სასიკვდილო სარეცელზე (ლათ.).
რობა სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. მაშინვე დავამ-
ყარე წესრიგი. ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველა დააკმაყოფილა.
გამონაკლისი იყო, რასაკვირველია, კამპანის ტაძრის წინამძღვა-
რი, რომელიც ქედმაღლურად დუმდა და უარს აცხადებდა, ჩვენ-
თვის რაიმე მოეყოლა; მისი ამგვარი საქციელი, სულ მცირე, უც-
ნაურია.
ჩემი მითითებით, აბატი დონისანი ტორტფონტენის სააბატო-
შია განწესებული, სადაც იქამდე დარჩება, ვიდრე მისი სრულად
განკურნება დადასტურდება. მისი მორჩილება მისსავე სასარგებ-
ლოდ მეტყველებს და საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ
ერთ დღეს, როდესაც ეს სამწუხარო ფაქტები დავიწყებას მიეცე-
მა, მისი უნარების გათვალისწინებით, რომელიმე ეპარქიაში ყვე-
ლაზე უმნიშვნელო თანამდებობაზე შეიძლება დანიშვნა“.
ხუთი წლის შემდეგ, მართლაც, კამპანის ყოფილი ვიკარი პა-
ტარა სოფელ ლიუმბრში მღვდლად დანიშნეს. მისი იქაური მოღ-
ვაწეობა ყველასთვის ცნობილია. დიდებამ, რომლის გვერდით
ხუნდება ყოველგვარი ადამიანური დიდებულება, იმ მიყრუებულ
ადგილს ახალი არის კიურეს16 სადარი მღვდელი მოუვლინა. ამ

არის კიურე – ჟან ბატისტ მარი ვიანე (1786-1859) ბერნანოსის


16

რომანის „სატანის მზის ქვეშ“ ერთ-ერთი პერსონაჟის, აბატ დონი-


სანის პროტოტიპია. ვიანე სოფელ არის ვიკარი იყო ორმოცი
წლის განმავლობაში. მან სახელი გაითქვა განსაკუთრებული ას-
კეტურობით, მხურვალე ქადაგებებით, დაუღალავი მუშაობით თა-
ვისი სამწყსოს სასარგებლოდ და უამრავი ცოდვილის სულიერი
ცხოვრებისკენ შემობრუნებით. ყოველწლიურად სოფელში მრა-
ვალი მლოცველი მიდიოდა მასთან შესახვედრად. სიცოცხლის
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დღე-ღამეში 17 საათს ატარებ-
და სააღსარებოში. 1929 წელს პაპმა პიუს XI-მ მსოფლიოს ყვე-
ლა მღვდლის მფარველად შერაცხა.
წიგნის მეორე ნაწილი, ავთენტური დოკუმენტებისა და მოწმეთა
მონაყოლის საფუძველზე, რომელთა ნამდვილობაში ეჭვს ვერა-
ვინ შეიტანს, მისი გამორჩეული ცხოვრების მიწურულზე მოგვით-
ხრობს.
მეორე ნაწილი - უმბრელი წმინდანი

ფანჯარა გააღო. ჯერ კიდევ ელოდა რაღაცას, მაგრამ რას –


არავინ იცოდა. კოკისპირული წვიმის ბუნდოვანი ფარდის მიღმა
ეკლესიის შუქი ბჟუტავდა – სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყა-
ლი.
– ესეც მე, – ჩაილაპარაკა, თითქოს სიზმარშიაო...
ქვემოთ ბებერმა მართამ ურდული გამოსწია. მოშორებით მე-
ჯინიბის გრდემლმა დაიზრიალა. მაგრამ იგი აღარ უსმენდა. ამა-
ღამ ის დრო იდგა, როცა ეს შეუპოვარი, უამრავი სულის მეოხი
კაცი, საკუთარი უმძიმესი ტვირთის ქვეშ იდრიკებოდა.
– საწყალი ლიუმბრელი კიურე! – ღიმილით წარმოთქვა, –
კარგს არაფერს აკეთებს, მგონი ძილიც კი დაავიწყდა!
– წარმოგიდგენიათ? – დაამატა, – სიბნელის მეშინია!
ბნელ ღამეში ეკლესიის შუქმა თანდათან გამოკვეთა კამარის
ისარი და სამი მოზრდილი ბიფორი17. საკურთხევლისა და დიდი
ნავის გარშემო აგებული ძველი კოშკი ისრის ხარაჩოებსა და მა-
სიურ სამრეკლოს სიმაღლეში უსწრებდა. ამ ყველაფერს იგი ვე-
ღარ ხედავდა. წყვდიადის პირისპირ მარტო იდგა, გემის მესაჭე-
სავით. წყვდიადის უშველებელი ტალღა გამაყრუებელი
ღრიალით დაატყდა თავს. ჰორიზონტის ოთხ კუთხეს მასთან
მინდორ-ველები და უხილავი ტყეები მოჰქონდა. ამ მინდორ--
ველებისა და ტყეების მიღმა კიდევ სხვა სოფლები და დაბები,
ყველა ერთნაირად სიმდიდრით დახუნძლული, ღარიბს გადამტე-
რებული, სუდარასავით გულცივი ხარბებით სავსე... კიდევ უფრო
შორს – მარად უძინარი ქალაქები...

17
ბიფორი – სვეტით ორად გაყოფილი სარკმელი.
– ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!.. – იმეორებდა, ტირილის
და ლოცვის თავიც აღარ ჰქონდა. მომაკვდავის სასთუმალთან
მდგომივით ყოველი წუთი ბნელში უკანმოუხედავად ჩაინთქა.
რაც უნდა მოკლე ღამეები იყოს, მაინც გვიან თენდება. სელიმენ-
მა ლოყები უკვე ფერ-უმარილით აიღაჟღაჟა, ლოთმა ღვინო
მოინელა. შაბაშიდან მობრუნებული, ჯერ ისევ გახურებული კუ-
დიანი, თავის ქათქათა თეთრეულში შესრიალდა... მეტისმეტად
გვიან თენდება... მხოლოდ სამართალი თუ გააოცებს სამყაროს
პოლუსიდან პოლუსამდე.
ბოლოს მუხლი ნელა მოიყარა, თითქოს გემი ჩაიძირაო. სა-
მართალს, ხალხი რომ მოელოდა ბატონ ფინანსთა მინისტრის-
გან, ასე შორს ძებნა არ სჭირდებოდა, ის აქვე იყო, ჰორიზონტის
თავზე გარინდული, ნაპერწკლებად აფეთქებულ ღამეში, შემ-
დგომ განთიადამდე გაშეშებული, დაუძლეველი. გაშლილი ხელი
აღარ დაიხურება... სიტყვა ტუჩებზე შეეყინება... მარადიულად უძ-
რავი ევოლუციის ურჩხული უცებ ზრდასა და ფუთფუთს შეწ-
ყვეტს... კაცის სულში აკიაფებული შემზარავი განთიადი ყველაზე
იდუმალ ფიქრს მარადიულ ფორმასა და მოცულობას შესძენს და
მშიშარა, გაორებული გული უარყოფას ვეღარ შეძლებს...
Consummatum est, ანუ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრუ-
ლია.
აკადემიის ინსპექტორმა ბატონმა ლოიოლემ (ლიტერატო-
რის წოდებით) ყველას სალაპარაკოდ ქცეული ლიუმბრელი
წმინდანის ნახვა მოისურვა. მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად
საიდუმლოდ ესტუმრა. მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება არ
მოუხდენია. მე ის წარმოსადეგ კაცად წარმომედგინაო, თქვა
ლოიოლემ, განსაკუთრებული მანერების მქონედ; ამ პატარა
კიურეს კი ღირსება არ გააჩნია, მათხოვარივით ქუჩაში შეექცევა
საჭმელსო... ისიც დაამატა, დასანანია, ასეთ შესანიშნავ კაცს ეშ-
მაკისა სჯეროდესო!..
ლიუმბრელ კიურეს მართლაც სჯერა ეშმაკის. ზუსტად ამა-
ღამ, ამწუთას, სწორედ ეშმაკის ეშინია. მოგვიანებით კიურემ
აღიარა:
– ბოლო რამდენიმე კვირა აქამდე უცხო მღელვარება შემო-
მაწვა. მთელი ცხოვრება სააღსარებოში გავატარე, უცებ საკუთა-
რი უძლურების შეგრძნებამ გული შემიღონა. სიბრალულზე მე-
ტად ზიზღს განვიცდიდი. უბრალო მღვდლის მეტი ვერავინ
გაიგებს, რა საშინელებაა ცოდვის მონოტონურობა!.. სიტყვის
თქმასაც ვეღარ ვახერხებდი, მარტო ტირილი და შენდობაღა შე-
მეძლო...
კიურეს თავზემოთ ღრუბლები ბღუჯებად იშლება. ღამის ცაში
ერთი, ათი, ასი ვარსკვლავი ჩნდება. წყლის მტვერივით წვრილი
წვიმა დაგლეჯილი ღრუბლიდან ცვივა. იგი ქუხილისგან გაწმენ-
დილ, სუფთა ჰაერს სუნთქავს... ამაღამ თავს აღარ დაიცავს, და-
საცავი აღარაფერი შერჩა, ყველაფერი გასცა, მთლად დაცარი-
ელდა... ამ ადამიანურ გულს იცნობს... (მასში უხეში, სქელლან-
ჩიანი ფეხსაცმლითა და ანაფორით შეაღწია). ეს გული! ბებერი
გული, რომელშიც სულთა შეუცნობელი, მძლავრი, დიადი და ბო-
როტი მტერი ცხოვრობს, დილის ცთომილი ვარსკვლავი: ლუცი-
ფერი, ანუ ცრუ განთიადი...
რამდენი რამ იცის საბრალო ლიუმბრელმა კიურემ! ის, რაც
სორბონამ არ იცის, რაზეც არავინ წერს, რაზეც თითქმის არავინ
საუბრობს, აღსარებისას ძლივს ამოგლეჯ ადამიანს, თითქოს შე-
ხორცებულ ჭრილობას უხსნიო... უამრავი რამ! ისიც იცის, ადა-
მიანი რას წარმოადგენს: მოწყენილ, ნაკლიან ბავშვს.
ამ ბებერ მღვდელს ახალი რაღა უნდა გაეგო? ათასი სიცოც-
ხლე გამოიარა, ათასივე ერთნაირი. აღარაფერი უკვირს, შეუძ-
ლია მშვიდად განისვენოს. ზნე-ჩვეულებები იცვლება, მაგრამ
ცოდვა არასოდეს.
პირველად ეპარება ეჭვი, არა ღმერთში, არამედ ადამიანში.
მოგონებები ეძალება: არეულ-დარეული ჩივილი, დარცხვენილი
ლუღლუღი, ტკივილნარევი შეყვირება, რომლის მომეტებული
ემოციურობა ერთმა სიტყვამ დააწყნარა, ერთადერთი ნათელი
სიტყვა... თვალწინ უდგას მოქცეული სახეები, სურვილსა და უნე-
ბისყოფობას შორის მერყევი მზერა, ბედს მინებებული, გახსნილი
ბაგეები, უარმყოფელი, მწარე ტუჩები... ვითომ ამბოხებულები,
წუთისოფლის მჭევრმეტყველები, მის ფერხთით სასაცილოდ
გართხმულები! სამარცხვინო საიდუმლოს შემნახველი ამაყი გუ-
ლები! ბავშვებს დამსგავსებული ბებრები! ამასთან, მიტევების
უუნარო, ცივად მომზირალი, ახალგაზრდა ხარბები.
დღესაც გუშინდელივით, სამღვდელო ცხოვრების პირველ
დღესავით, ისევ ერთი და იგივე... ძალისხმევა ამოეწურა, დაბ-
რკოლება უცებ გაქრა. ვისი დახსნაც უნდოდა, სწორედ ისინი
უარყოფდნენ თავისუფლებას, ტვირთად აწვათ; მტერი, რომელ-
საც ლამის ზეცამდე სდია, ახლა ზემოდან გადმოჰყურებს და დას-
ცინის, მოუხელთებელი, უვნებელი. ყველამ გააბრიყვა.
ჩვენ მშვიდობა გვინდაო, იძახდნენ ისინი. მშვიდობა კი არა,
უფსკრულისკენ მიმავალი ხანმოკლე შესვენება. მარტოხელა გან-
დეგილთან ათასი უწმინდურობა მოჰქონდათ, მერე კი თავიანთ
მოსაწყენ სიამოვნებებსა და უსიხარულო ცხოვრებას უბრუნდე-
ბოდნენ (კიურე საკუთარ თავს ძველ კედლებს ადარებდა, რომ-
ლებზეც გამვლელები უხამსობებს ჯღაბნიან ხოლმე, კედლები კი
ნელ-ნელა ინგრევა, სასაცილო საიდუმლოებებიანად).
ისინი, ვისაც უკვე მერამდენედ სცა ნუგეში, ვეღარ იცნობდნენ.
მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ წუთს ყველა
მხრიდან წნეხს გრძნობს, ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს. დიდხანს
შეკავებულმა შავბნელმა ფიქრებმა უცებ თავი წამოყვეს, კიურე
მათ ვეღარ აღიქვამს. ყველაფერში აზრს ეძებს, ახალი არომატი-
ვით... ახლა სიცოცხლეში პირველად ჭვრეტს ძოვისა და სიკვდი-
ლისთვის გაჩენილ ადამიანთა საცოდავ ფარას არა სიყვარუ-
ლით, არამედ სიბრალულით. თავის დამარცხებასა და სიდიადეს
მწარე გემოს უსინჯავს. მღელვარების მიჯნაზე შეუპოვარი ნების-
ყოფა დამარცხებას არ ურიგდება. წონასწორობის აღდგენას ნე-
ბისმიერ ფასად ესწრაფვის...
ახლა ფეხზე დგას. წინ მტკიცე მზერით იყურება... ამ ღამის
მსგავსი რამდენი ღამე გაუტარებია კიდევ! და მაინც იქ, ხალხში,
ღვთის მადლი თავისას გაიტანს. იგი ყოველთვის მიენიჭება რო-
მელიმე რჩეულს, ვისკენაც სამართალი დროის მიღმა ვარ-
სკვლავივით მიქრის. თვინიერი ვარსკვლავი მათ ხმებს უსმენს.
კიურე ეკლესიას აღარ უცქერს, ზემოთ იყურება. უსიხარულო
მღელვარებისგან თავით ფეხამდე თრთის. თითქმის აღარ იტან-
ჯება, საბოლოოდ გამოკეთდა. არაფერი სურს, დამარცხებულია.
როგორც გაბზარულ კედელში, გულში ამპარტავნება ნაკადივით
შეეპარა...
– ცოტაც და სულს დაუფიქრებლად წავიწყმედდი, – მოგ-
ვიანებით ამბობდა კიურე, – ვგრძნობდი, რომ გული მიქვავდებო-
და.
მრავალჯერ დაწყობილი გეგმა, სადმე ქვეყნის დასალიერში
გადასახლებულიყო, მაგალითად, შარტრეზში ან ტრაპში და იქ
მომკვდარიყო, ხელახლა მოუვიდა თავში, ოღონდ როგორც ახა-
ლი სახე, გული იდუმალი, მწვავე და ნაზი თავდავიწყებისგან
შეეკუმშა. ამგვარ წუთებში, წარსულში, მწყემსი თავის ცხვრებს
არასდროს მიატოვებდა; მათთან ერთად გასწევდა სასჯელის მო-
სახდელად მითითებულ ადგილამდე, მათ გვერდით იცხოვრებდა
და მათზე იზრუნებდა შეწყალების დამსახურებისთვის. მაგრამ ახ-
ლა თვით ეს ბოლო მოგონებაც ქრება. სულთა დაუღალავ მეგო-
ბარს მხოლოდ დასვენება უნდა, და კიდევ ის, რაზე საიდუმლოდ
ფიქრიც მის თითოეულ კუნთს ადუნებს, სიკვდილი სჭირდება, ტი-
რილივით აუცილებელი... და მართლაც, ცრემლები უსველებს
თვალებს, მაგრამ გული შვებას ვერ გრძნობს და მიამიტი მოხუ-
ცებული გაკვირვებულია, ვერ ხვდება, რა ემართება და ვერც სა-
ხელს არქმევს ამ განცხრომის მომგვრელ გონების ამღვრევას.
უზენაესი ცდუნება, რომელმაც მანამდე ამდენი ვნებიანი სული
დაღუპა, ვინც ერთბაშად უარი თქვა სიამოვნებაზე და არარაში
აღმოჩნდა, რათა საბოლოოდ ზიარებოდა მას – აი, ამ ცდუნებას
თვალდახუჭული დანებდებოდა. უზარმაზარი ძალისხმევის
ზღვარზე დაღლილობა, უთვალავჯერ დამარცხებული, უკუგდებუ-
ლი, ახლა დაძაბუნებული სხეულიდან მისივე სისხლივით იფ-
რქვევა. სინდისის ქენჯნას აღარ გრძნობს. ეშმაკობით აღსავსე
მტერი, დედასავით მოწადინებული, უკიდეგანო მოხერხებულო-
ბით, ამ საზარელი დაღლილობის სუდარაში ახვევს, თითქოს
დასცინის...
დაღონებული მოხუცი, გაფერმკრთალებულ ღამეში, ამაოდ
გასცქერის იმ ადგილს, საიდანაც უკანასკნელი სინათლე მოდის
და სადაც არ აირეკლება ახალი დღის დადგომა. საკუთარ არსე-
ბაში აღარაფერს ხედავს, ცდუნებას დაკავშირებული არცერთი
გამოსახულება არ წარმოუდგება, არაფერი მოწმობს იმ მუშაობა-
ზე, რომელიც მას თანდათან ხრავს შეუვალი მბრძანებლის
თვალწინ. სურს არა ამ მონასტერში ყოფნა, არამედ რაღაც, მარ-
ტოობაზე უფრო იდუმალი, უძირო წყვდიადში მარადიული დაცე-
მა. იმას, ვისაც საკუთარი სხეული ამდენ ხანს დამონებული ჰყავ-
და, განცხრომა ბოლოს თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს, ზედ უძ-
რავი ღიმილი შეჰყინვია. და არც ეს ზმანება, არც რომელიმე
სხვა არ შეძრავს მოხუცი მარტოსულის გრძნობებს, არამედ მხო-
ლოდ მისი გული, მაგრამ მის ალალმართალ და ჯიუტ გულში
იღვიძებს ცოდნით გამოწვეული თავდავიწყება, რამაც თავი
დააკარგვინა ადამიანთა გულწრფელ დედას, ჩაფიქრებული რომ
იდგა კეთილისა და ბოროტის საზღვარზე. შეიცნო ნგრევის აუცი-
ლებლობა და ნგრევაში საკუთარი ცოდნისა და სურვილის განახ-
ლება – ჰოი, სატანის მზეო! – დავიწყების სურვილი საკუთრივ
დავიწყებისთვის, გამჟღავნებული ამაზრზენი გულის ნადები!
ლიუმბრელ წმინდანს მხოლოდ იმის ძალა შერჩა, რომ ამ
საზარელ დასვენებას უხმოს; ღვთის მადლმა საბურველი ჩა-
მოაფარა იმ თვალებს, რომლებშიც სულ ცოტა ხნის წინ
ღვთიური იდუმალება ჩანდა... ამ ასეთმა ნათელმა მზერამ ახლა
აღარ იცის, რაზე შეჩერდეს... უცნაური ახალგაზრდულობა, მიამი-
ტური სიხარბე, გრძნობების პირველი დაკოდვის მსგავსი, ბებერ
სისხლს ათბობს, მის მჭლე მკერდში გულს აჩქროლებს... ხელის
ცეცებით ეძებს, ამდენი საბურვლის მიღმა სუსტი ხელით სიკ-
ვდილს ეალერსება. ამ საზეიმო წუთამდე ჰქონდა თუ არა აზრი
მის ცხოვრებას? არ იცის. ზურგს უკან ვერაფერს ხედავს, უნაყო-
ფო პეიზაჟის გარდა და ბრბოებს, რომლებსაც ჩაუვლიდა და
ლოცავდა. მაგრამ მერე რა! კვალში ფარა უდგას, კვალდაკვალ
მისდევს, მოსვენებას არ აძლევს, არ იღლება, გაბრაზებული ბუზ-
ღუნებს და დაჭრილი ცხოველივით ადგილს ტკეპნის... არა! თავს
არ მიაბრუნებს, არ უნდა. მათ მიიყვანეს აქამდე, კიდემდე და იმის
იქით... ჰოი, საოცრებავ! იმის იქითაა სიჩუმე, ნამდვილი სიჩუმე,
შეუდარებელი სიჩუმე, მისი განსვენება.
– სულის განტევება, – ბუტბუტებს, – სულის განტევება...
სიტყვას მარცვლავს, რომ გაითავისოს, მისმა გულმა გადა-
ხარშოს... თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ახლა საკუთარ თავში,
საკუთარ ძარღვებში გრძნობს ამ სიტყვას, როგორც დახვეწილ
საწამლავს... ძალას ატანს, გაორმაგებული ძალით, მზარდი აგ-
ზნებით; ერთი ხელის დაკვრით მისი ათვისება, საკუთარი ცხოვ-
რების დასასრულის დაჩქარება სურს. მისი მოუთმენლობა ემ-
სგავსება ცოდვილის ძალისხმევას, უფრო მეტად ჩაეფლოს თა-
ვის დანაშაულში, უფრო შეტოპოს, რათა იქ დაემალოს თავის
მსაჯულს; ასეთ წუთებშია ყველაზე მძიმე სატანის ზეწოლა, რო-
დესაც ერთი წერტილისკენ მიემართება ქვესკნელის ყველა ძა-
ლა.
მას კი მზერა მორუხო ცის კვადრატისკენ გადააქვს, სადაც
ღამე იცრიცება. არასოდეს ულოცია ასეთი მტკიცე ნებით, ასეთი
ხაზგასმით. არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი მისი ხმა, რომე-
ლიც ბაგეებს ჩურჩულად დასცდება, მაგრამ მის არსებაში გრგვი-
ნავს, როგორც ბრინჯაოში გამომწყვდეული ქუხილი... თავმდა-
ბალ სასწაულმოქმედს, რომელზედაც ამდენს ყვებიან, არასოდეს
უგრძნია თავი ასე ახლოს სასწაულთან, მის პირისპირ. როგორც
ეტყობა, მისი შეუპოვარი ნებისყოფა პირველად მოდუნდა, საკმა-
რისი გახდა სიჩუმეში ერთადერთი სიტყვის დამარცვლით წარ-
მოთქმა, რომ ის სამუდამოდ განადგურდა... დიახ, აღარაფერი
აშორებს მარადიული დასვენებისგან საკუთარი მბრძანებლური
სურვილის უკანასკნელი მოძრაობის გარდა... ვეღარ ბედავს თვა-
ლი გაუსწოროს განთიადის ნისლში ჩაფლულ ეკლესიას, თავისი
პატარა ფარის სახლებს; სირცხვილი იპყრობს, რომელიც სას-
წრაფოდ უნდა გაფანტოს გამოუსწორებელი ნაბიჯით... რატომ
უნდა აღელდეს სხვა უმნიშვნელო საქმეებით? თვალებს ხრის მი-
წისკენ, თავისი თავშესაფრისკენ.

II

ორჯერ გაჯახუნდა შავრანშის გზაზე გამავალი დაბალი ჭიშკა-


რი. ციცქნა ეზოში ყველა შინაურმა ფრინველმა ფრთები ააფ-
რთხიალა. ძაღლმა ჟაკომ ჯაჭვი ააჟღარუნა და ყველა ეს ხმა გა-
ერთიანდა კრიალა დილის ერთადერთ სუფთა ბგერაში.
მოხუცი მარტას საბოები უკვე კაკუნობდა საფეხურებზე – კაკ,
კუკ, – შემდეგ უფრო ყრუ ხმა გაისმა, სველ ბალახზე – ტყაპ,
ტყუპ. მერე საკეტმა დაიჭრიალა.
ამ დროს გამოიღვიძა ლიუმბრის წმინდანმა. სიცოცხლის
მეორე მხარეს აბსოლუტური სიჩუმე იდგა: ყველაზე ვიწრო ნა-
ხეთქიდან რეალობა ჟონავს და თანდათან იზრდება, კუთვნილ
ადგილს იკავებს. სიკვდილზე უფრო მტკიცეა თუნდაც ერთი ნიშა-
ნი, ერთი დაჩურჩულებული სიტყვა, რომელიც გამქრალ სამყა-
როს ააღორძინებს და ასევე სურნელი, ოდესღაც მომხდარს რომ
შეგვახსენებს... მოხუცის თვალები ინსტინქტურად შესცქერის კე-
დელზე ჩამოკიდებულ, დიდი სემინარიის დროიდან შემორჩენილ
ხახვის ფორმის საათს:
– დილით ასე ადრე..., – ამბობს თავისთვის, – უეჭველია,
ავადმყოფი უნდა იყოს.
ავადმყოფი, მისი შვილებიდან ერთ-ერთი! გონებით გადაავ-
ლებს მზერას სოფლის გაფანტულად მდგარ სახლებს და საკვა-
მურებიდან ამოსულ კვამლის სვეტებს, ხეებს შორის რომ მოჩანს.
პატარა სამწყსოს ყველა წევრი, ისე, როგორც უამრავი ადამიანი
მთელ მსოფლიოში, ვისთვისაც ის ძალა და სიხარულია, მას მო-
უხმობს, მოიხსენიებს... ყურს უგდებს: უკვე უპასუხა, მზადაა.
რა ელის კიბის ძირში – თავის ქანდარაზე, როგორც უყვარს
ამ ადგილის ხსენება? რა სიტყვები დახვდება? როგორი სახე? და
კიდევ, სულ მცირე ხანში, რა სახის ახალი ბრძოლა ელის? რად-
გან საკუთარ არსებაში ატარებს იმას, რისთვისაც სახელი ვერ
დაურქმევია, მის გულშია მოკალათებული, ისეთი ვრცელი და
ისეთი მძიმე, მისი კაეშანი, სატანა. სულის სიმშვიდეს ვერ ეღირ-
სა, ეს იცის. მასთან ერთად სხვა არსება სუნთქავს. იმიტომ, რომ
ცდუნება ადამიანში სხვა ადამიანის დაბადებას და იმ მეორის სა-
ზარელ გაფართოებას ჰგავს. საკუთარ თავში ატარებს ამ
ტვირთს: გადაგდებას ვერ ბედავს, თანაც, სად უნდა გადაეგდო?
ერთადერთი ადგილი სხვისი გულია.
მაგრამ წმინდანი ისევ მარტოა, ჯვარცმის ფერხთით. სხვა მე-
გობარი არ ჰყავს.
– ბატონო კიურე, – ყვირის მოხუცი მარტა, – ბატონო კიურე!
დაუფიქრებლად ჩაიარა საფეხურები, თითქოს სიზმარში
მყოფმა, თვალებმილულულმა გაიარა სამზარეულო, ბაღისკენ
გაემართა... გულკეთილი მოხუცი ქალი სახელოში ჩაეჭიდა.
– დარბაზში, ბატონო კიურე, დარბაზში...
და მხრებს ოდნავ შესამჩნევად იჩეჩავს, შემბრალებელი ღი-
მილით.
ეს დარბაზი ლამაზი ოთახია, ძალიან ლამაზი, ცვილის
ალაპლაპებული იატაკით. მოჩანს ექვსი ცალი ჩალის სკამი, რუ-
ხი მარმარილოს ბუხრის თაროზე უზარმაზარი ნიჟარის გვერდით
ჩიბუხას ორი ფიტული დევს და კიდევ, ლურდის ღვთისმშობლის
მონუმენტური ქანდაკება, თეთრი თაბაშირის, რომელსაც საზარე-
ლი მოლურჯო ფერი დაჰკრავს (და სენ-მემორენმა კონფლან--
სიურ-სომიდან ჩამოიტანა, სადაც ბოლო სააღდგომო არდადე-
გებზე დასასვენებლად იყო წასული). ასევე მოჩანს ობმოკიდებუ-
ლი მუხის ჩარჩოში ჩასმული „ქრისტეს კუბოში ჩასვენება“. და კი-
დევ, ფერგადასულ, ფერადნაყშებიან შპალერზე (ისეთია, ყველა
სამიკიტნოში რომ შეხვდებით), ერთადერთ ფანჯარასთან, ჰკიდია
შავი ხის ჯვარი, ცარიელი, ჯვარცმული ქრისტეს გარეშე (და სწო-
რედ მას ამჩნევს პირველ რიგში ბატონი კიურე და მაშინვე
თვალს არიდებს...)
– ბატონო კიურე, – ამბობს მარტა, – აი, პლუის მამულის მე-
პატრონე მობრძანდა, ბიჭი ჰყავს ავად...
პლუის მამულის მეპატრონე წამოდგა, ძლიერ დაახველა და
ნაცარში გააწიტა. მის წინ ყავის ცარიელი ჭიქა დგას, რომელსაც
ჯერ კიდევ ორთქლი ასდის.
– რომელი? – ეკითხება დაბნეული მოხუცი მღვდელი.
...და მაშინვე ჩუმდება, მარტას მზერა აწითლებს და ლუღლუ-
ღებს... ღმერთო ჩემო, ხომ ყველამ იცის! პლუის მამულის პატ-
რონს ერთადერთი ვაჟი ჰყავს! მაგრამ შორი გზიდან მოსულს არ
უკვირს და მშვიდად ამბობს:
– ტიენო, ჩვენი ბალღი. მწუხრის ლოცვიდან როგორც კი
დაბრუნდა, მუცელი ასტკივდა, ალბათ რამემ აწყინაო, ამბობენ,
მერე კი – თავი ისე ძლიერ, რომ მისი საცოდაობით დაიწვებით.
გამთენიისას კიდევ დედამისს უთხრა: „დედი, განძრევა აღარ შე-
მიძლია“. მართალიც იყო. ვერც ხელს ატოკებს, ვერც ფეხს, ვე-
რაფერს. დამბლაა. და თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოს-
ცვივდეს. ბატონი გამბიიე მეუბნება: „ჩემო საწყალო არსენ! ბიჭი
კვდება“. მენინგიტია, ასე თქვა. დედამისმა გაიგონა; თქვენც ხომ
ხვდებით, ეს რას ნიშნავს? არაფრის გაგონება არ სურს. „წადი და
ლიუმბრელი წმინდანი მოიყვანე“, ასე ყვიროდა... ჰოდა, ცხენი
შევკაზმე და აი, აქ ვარ.
ლიუმბრის წმინდანს კეთილი თვალებით უმზერს, ცრემლე-
ბის მიუხედავად, მათში ჩანს მთელი მისი არსება და ცოტათი
ირონიაც. კაცმა რომ თქვას, ყველამ იცის, რას ნიშნავს ქალის
ახირება (და კიდევ, ამ წმინდანზე ისეთ უცნაურ ამბებს ყვებიან;
ისიც კი არ იცის, რომ პლუის მამულის პატრონებს ერთადერთი
ბიჭი ჰყავთ, ისე უნდა აუხსნა, თითქოს ამქვეყნისა არ იყოს!).
– ჩემო მეგობარო... ჩემო კეთილო მეგობარო... – ბუტბუტებს
აბატი, – ძალიან მინდა... ანუ... მინდოდა... მართლაც ვშიშობ...
ვნახოთ, ვნახოთ! ლიუზარნი არ არის ჩემი სამწყსო და ბატონი
ლიუზარნის კიურე... ძალიან მადლიერი ვარ, ქალბატონმა ავრემ
რომ გამიხსენა – საწყალი ქალი! – მაგრამ მე უნდა... ჩემი ვა-
ლია...
განსაკუთრებით იმის ეშინია, რომ ფხუკიანი კოლეგა არ
გაანაწყენოს. და თანაც, სიმართლე ითქვას, დღეს თავადაც ისეთ
საზიზღარ მდგომარეობაშია!
მაგრამ პლუის მამულის მეპატრონე ხმას არ იღებს. უკვე შე-
მოიხვია კაშნე და მაუდის პალტოს ღილები შეიკრა. მარტა თავის
ბატონს მტკიცე ხელით აწვდის ძველ, გამწვანებულ ქუდს.
უნდა წავიდეს... წავიდა.

III

ბატონი ლიუზარნის კიურე ბუნებით უბრალო ადამიანია. ცო-


ტა რამ ჰყოფნის: უბრალო გრძნობების სიმცირით კმაყოფილდე-
ბა და სიფრთხილის გამო, მათ არც კი ამჟღავნებს. ჯერ კიდევ
ახალგაზრდაა, ორმოცდაათი ჯერ არ შესრულებია და მუდამ ასე-
თად დარჩება: მისნაირებს ასაკი არ აქვთ. მისი სინდისი ისეთივე
სუფთაა, როგორც დიდი წიგნის ფურცელი, რომელსაც არც გა-
დაშლილი სტრიქონები და არც ლაქები ეტყობა. წარსულიც არ
არის ცარიელი: რამდენი სიხარული მოიძებნება, მათ სათითაოდ
ითვლის, უკვირს კიდევაც, რომ უკვე ჩამოჭკნენ და მის გონებაში
სათანადო რიგითობით დაწყობილან, ციფრებივით. ნუთუ თი-
თოეული მართლაც სიხარული იყო? ნუთუ ისინი სიცოცხლით
სუნთქავდა? ოდესმე მართლაც აუჩქროლეს გული?..
კარგი მღვდელია, ბეჯითი, პუნქტუალური, რომელსაც არ უყ-
ვარს, როდესაც ცხოვრებას ურევენ, ერთგულია თავისი კლასის,
თავისი დროის, თანამედროვე იდეების, რაღაცას იღებს, რაღა-
ცას უკუაგდებს, ყველაფრისგან მცირე სარგებელს ნახულობს,
არც ფუნქციონერია და არც მორალისტი და პაუპერიზმის ამო-
ძირკვას – როგორც ამას უწოდებენ – წინასწარმეტყველებს ალ-
კოჰოლისა და ვენერიული დაავადებების გაქრობასთან ერთად,
მოკლედ, როდესაც წამოვა ჯანსაღი და სპორტული ახალგაზ-
რდობა, ღვთის სამეფოს დასაპყრობად შალის ტრიკოებში გა-
მოწყობილი რომ მიემართება.
„ჩვენი ლიუმბრელი წმინდანი“, ამბობს ზოგჯერ დახვეწილი
ღიმილით. მაგრამ გაცხარებულ კამათში ასევე წამოსცდება:
„თქვენი წმინდანი!“, სულ სხვაგვარი ხმით. რადგან, სიამოვნებით
საყვედურობდა ეპარქიის მმართველობას ფორმალიზმისა და პე-
დანტურობის გამო, არანაკლებად წუხდა იმ უწესრიგობის გამო,
რასაც მშვიდ საგამგებლოში იწვევდა ერთ-ერთი ამ სასწაულმოქ-
მედთაგანი, რომელიც ყველა გათვლას აურ-დაურევდა ხოლმე.
„მისი მაღალღირსება ასეთ საქმეებში არასოდეს გამოიჩენს საკ-
მარის სიფრთხილესა და გონივრულობას“, დაასკვნა მან,
ფრთხილმა იმ კანონიკის მსგავსად, წინასწარ რომ შეუკრებია ცი-
ტატები წმინდა წიგნებიდან... ღმერთო! წმინდანი ხომ უამრავ
პრობლემას ქმნის, მაგრამ მეტი გზა არ არის, ზოგჯერ მნიშვნე-
ლოვანის შესანარჩუნებლად მცირედის გაწირვაა საჭირო.
ბორბლის თითოეული გადატრიალება ლიუმბრის კიურეს
სულ უფრო აახლოებს ამ შეუბრალებელ ცენზორთან. ნისლის
მიღმა უკვე ხედავს მის ნაცრისფერ თვალებს, ასე ცოცხალს, დამ-
ცინავს, არასოდეს რომ არ ისვენებს, რომლებშიც გიზგიზებს სუს-
ტი ალი. მისი შესაბრალისი სამწყსოდან ექვსი კილომეტრის და-
შორებით, მდიდარი მშობლების აგონიაში მყოფი შვილის სასთუ-
მალთან მისი მოწვევა, როგორც სასწაულმოქმედის – რა სასაცი-
ლოა! ნამდვილი სკანდალი! წინდაწინ ესმის შეხვედრისას დამცი-
ნავად ნათქვამი და გულზე ლახვარივით ესობა... მისგან რას
ელიან?! ნუთუ სასწაულის მოლოდინი აქვთ ამ ბებრული და-
ნაოჭებული ხელიდან, რომელიც ხმარებისგან გაცვეთილი ანა-
ფორის კალთაზე ასვენია და ყოველ შეჯანჯღარებაზე ოდნავ
ცახცახებს?..
სკოლის მოსწავლესავით დამფრთხალი შესცქერის ამ გლე-
ხის ხელს, წესიერად რომ არასოდეს არის დაბანილი. ოჰ! ვინ
არის მისი პატრონი, მათ შორის აღმოჩენილი, თუ არა ღატაკი
და ჯიუტი გლეხი, რომელიც ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ ამუშა-
ვებს ვრცელ მინდორს? ყოველდღე ახალ-ახალი საქმე ემატება,
როგორც დასაბარი მიწა, რომელშიც მისი უხეში ფეხსაცმელი
ეფლობა. მიდის, მიდის, თავის შემოუბრუნებლად, მარჯვნივ და
მარცხნივ ისვრის დაუხვეწავ სიტყვებს, დაუღალავად აკურთხებს
პირჯვრის გადაწერით (მისი წინაპრები, შემოდგომის ნისლში, ასე
ყრიდნენ მიწაში ქერსა და ხორბალს). რატომ მოდიან შორიდან
მასთან შესახვედრად კაცები და ქალები, რომლებსაც გაუგიათ
მხოლოდ მისი სახელი და მასთან დაკავშირებული ლეგენდები?
რატომ მასთან და არა სხვებთან, ქალაქებისა და დიდი სოფლე-
ბის კიურეებთან, ვისაც მწყობრად საუბარი შეუძლია და ამ ქვეყ-
ნისაც რაღაც გაეგება? ლიუმბრის კიურეს მრავალჯერ, დღის მი-
წურულს, დაქანცულს, ეს აზრი ამოტივტივებია და ლამის აკ-
ვიატებულ იდეად ქცევია. და მერე, თვალებს დახუჭავდა და
ძილს მისცემდა თავს იმ ფიქრით, რომ ღმერთის ბოძებულ ნიჭთა
და მათი მიღების გზათა შესახებ ადამიანებს არაფერი გაეგე-
ბათ... მაგრამ დღეს! სიკეთის ქმნის უუნარობის გრძნობა რატომ
შეურაცხყოფს იმის ნაცვლად, რომ სიმშვიდე მოჰგვაროს? ნუთუ
მისი ბაგეებისთვის ასე ძნელია, ღვთისადმი ერთგულების უარყო-
ფა წარმოთქვას? ოჰ, მისი გულის რა უცნაური ფანდია! სულ ცო-
ტა ხნის წინ ოცნებობდა გაქცეოდა ადამიანებს, ქვეყანას, საკა-
ცობრიო ცოდვას; მოგონება საკუთარი უზარმაზარი, უსარგებლო
ძალისხმევის, საკუთარი გასაოცარი მარტოობის შესახებ სასიკ-
ვდილო სარეცელზე სიმწრით აღსავსე სიხარულს მოჰგვრიდა –
და აი, ახლა უკვე გაწეული ძალისხმევაც აეჭვებს და სატანა ქვე-
მოთ ეწევა... თავგანწირული, ნამდვილად ასეთია? ღვთის
რჩეული, დაღდასმული მსხვერპლი?... სულაც არა! უგუნური,
მარხვითა და ლოცვებით აგზნებული მანიაკი, სოფლელი წმინ-
დანი, რომელიც აოცებს უქნარებსა და ჩლუნგებს... „ასეა, ასეა!“,
ბუტბუტებდა ყოველ შეჯაყჯაყებაზე, წინ იყურებოდა და მისი თვა-
ლები სინამდვილეში ვერაფერს ხედავდა... ამასობაში კი, მარ-
ჯვნივ და მარცხნივ ცოცხალი ღობეები ელვის სისწრაფით ენაც-
ვლებოდა ერთმანეთს, სიზმარივით მიქროდა საზიდარი, თუმცა
ყველაფერს წინ უსწრებდა მისი სასოწარკვეთილება და თი-
თოეულ სამიჯნო სვეტთან უსაფრდებოდა.
რადგან ამ უცნაურ ადამიანს, რომელსაც შეეძლო სხვების
ტვირთის მიღება და ნუგეშისცემის ნიჭით იყო დაჯილდოებული,
თავად არასოდეს უგრძნია ნუგეშისცემა. ცნობილია, რომ ხანდა-
ხან გულს იოხებდა და ცრემლს ღვრიდა მამა ბატელიეს მკერდს
მიყრდნობილი, ღვთის მოწყალებას ითხოვდა, მიამიტურად, ბავ-
შვივით სლუკუნებდა. ლიუმბრის გასაცოდავებულ სააღსარებოში,
რომელსაც უკუნეთისა და ობის სუნი ასდის, მუხლმოყრილ მის
შვილებს ესმოდათ მხოლოდ ავტორიტეტული ხმა, რომელიც
მჭევრმეტყველების მოშველიების გარეშე ყველაზე სასტიკი გუ-
ლების მოლბობას ახერხებდა, იყო დაჟინებული, მავედრებელი
და ალერსიანობის მიუხედავად – მტკიცე. მადლმოსილი სიბნე-
ლიდან, უხილავი ბაგეებიდან ისმოდა სიმშვიდის მომტანი სიტყვა,
რომელიც ფართოვდებოდა და ზეცამდე აღწევდა, თან აჰყავდა
ცოდვილი, საკუთარ თავს მიწაზე რომ ტოვებდა, შემსუბუქებული,
გათავისუფლებული. უბრალო სიტყვა, გულში შეღწეული, ცხადი,
ნერვიული, მთავარი არსის გამომხატველი, შემდეგ კი დაჟინებუ-
ლი, დაუძლეველი, ზეადამიანური მცნების გადმოსაცემად გან-
კუთვნილი, რომელშიც ისინი, ვისთვისაც ძვირფასი იყო, კიდევ
ერთხელ აღმოაჩენდნენ სულთაგან ყველაზე ძლიერის კვალსა
და გამოძახილს. ვაგლახ! სხვებისთვის ასეთი თავგადადებული,
მათ სულებში სიმშვიდის მომგვრელი, საკუთარში ვერაფერს
პოულობდა უწესრიგობის, არეულობის, თავბრუდამხვევი გამოსა-
ხულებების ჭენების, დამანჭული სახეების და ყვირილთა შაბაშის
გარდა... რასაც სრული მდუმარება მოჰყვებოდა.
ბევრისთვის სამუდამოდ გაუგებარი დარჩა ის საოცრება, რომ
ათასობით ადამიანისთვის მსაჯულად არჩეული ვალდებულებისა
და სინდისის ყველაზე მძიმე კონფლიქტების გადასაჭრელად,
ყოველთვის, როდესაც საქმე პირადად მას შეეხებოდა, გაუბედა-
ვი, თითქმის მორცხვი იყო. „ჩემით ერთობიან“, ამბობდა ის, „სა-
თამაშოსავით მიყენებენ“. ასე გულუხვად გასცემდა სულის სიმშვი-
დეს, რისთვისაც თავად არასოდეს მიუღწევია.

IV

– აი, მოვედით, – ამბობს პლუის მამულის პატრონი და


ხეების თავზე ამოსულ კვამლზე მათრახით მიუთითებს.
ცისფერ მოკლე შარვალში გამოწყობილმა ბიჭუნამ ჭიშკარი
გააღო და სადავე ჩამოართვა. ეზოში შესვლისთანავე ბატონი ავ-
რე საზიდრიდან ჩახტა. თანამგზავრი სახლამდე მიჰყვება. ზღურ-
ბლზე შავებში გამოწყობილი, ტანმაღალი ლიუზარნის კიურე ეგე-
ბებათ.
– ჩემო ძვირფასო კოლეგა, – ამბობს ის, – აქ ისე გელიან,
როგორც წარსულში სასოწარკვეთილი წარჩინებული ელოდებო-
და წმინდა ვენსანს...
გულღიად იღიმებოდა, თუმცა თავშეკავებით, რადგან
ორიოდე ნაბიჯზე პატარა მომაკვდავი იწვა. წარმოთქმული ხუმ-
რობა გამოასწორა ხელის მტკიცე, გლეხური ჩამორთმევით.
...მაგრამ ლიუმბრის კიურე უკვე მოშორებით, დამფრთხალი
ქათმების შუაგულისკენ ექაჩებოდა.
– მრცხვენია, ჩემო მეგობარო, მართლაც ძალიან მრცხვენია,
– ამბობს ის, რაც შეიძლება ალერსიანად, – გთხოვთ, მაპატიეთ...
საბრალო ქალს არაფერი გაეგება... ასევე გევედრებით... მაპატი-
ოთ... ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, – ასკვნის სულ სხვაგვარი
ტონით, – და მიხვდებით, რომ მე ვარ... მთავარი დამნაშავე...
ლიუზარნის კიურე მკლავზე გრძნობდა ნერვიული, ოდნავ
აცახცახებული თითების მოჭერას. მაშინაც კი, როდესაც ეს არაჩ-
ვეულებრივი ადამიანი შეგნებულად იმდაბლებდა თავს, მისთვის
ბოძებული ღვთიური ნიჭი იფრქვეოდა და მბრძანებლად აქცევ-
და.
– ჩემო ძვირფასო კოლეგა, – უპასუხა ქიმიის ყოფილმა მას-
წავლებელმა, უკვე არც ისე მხიარულად, – რა საჭიროა ჩემ წინა-
შე რაიმე დაიბრალოთ... მართებულად თუ უმართებულოდ, თავი-
სუფლად მოაზროვნედ მთვლიან, ზოგიერთებისთვის კი დაუმორ-
ჩილებელი და შფოთისთავიც კი ვარ... სამეცნიერო განათლება,
თავადაც ხვდებით, ესაა და ეს... განსხვავებული მეტყველება,
სხვა ნიუანსების დანახვა... მაგრამ ამის მიუხედავად... დიდ პატივს
გცემთ თქვენი ბუნების გამო...
თვალებდახრილი საუბრობდა, სულ უფრო მეტად გრძნობდა
უხერხულობას. თავს სასაცილოდ, შესაძლოა საზიზღრადაც კი
გრძნობდა. ბოლოს გაჩუმდა. მაგრამ, ვიდრე თავს ასწევდა, თით-
ქოს საკუთარი თავის სიღრმეში, როგორც ყველაზე ღრმაძირიან
სარკეში, ისე დაინახა მისკენ მიმართული მზერა და უნებლიეთ
მთელი არსებით მიეჯაჭვა მას... სულ ერთი წამით შემწყნარებე-
ლი მსაჯულის წინაშე თავი გაშიშვლებულად იგრძნო.
ნაკვთებაკანკალებულ, მოთენთილ, ფერმკრთალ სახეზე ამ
მზერის გარდა სხვას ვერაფერს ხედავდა. მზერა ეძახდა ისე შო-
რიდან, ისეთი მავედრებელი და სასოწარკვეთილი იყო, ბევრად
უფრო მრავლისმეტყველი, ვიდრე გაწვდილი ხელები, უფრო შე-
საბრალისი, ვიდრე ყვირილი, უხმო, უძირო შავი, დაუძლეველი...
„რა უნდა ჩემგან?“, თავს ეკითხებოდა ერთგვარი კურთხეული ში-
შით ატანილი... „ასე მეგონა, ცეცხლის ტბაში მდგომს ვხედავდი!“,
განმარტა მოგვიანებით. აუხსნელმა სიბრალულმა გული მოუწუ-
რა. იგრძნო, მცირე ხნით უფრო ძლიერად როგორ აცახცახდა
მის მკლავზე დადებული მოხუცის ხელი.
– ილოცეთ ჩემთვის... – უჩურჩულა ლიუმბრის წმინდანმა.
მაგრამ ხელი მაგრად მოუჭირა, შემდეგ მოულოდნელად
განზე გაიწია და იმ ადამიანის განსხვავებული, მკაცრი ხმით
დაამატა, რომელიც თავის სიცოცხლეს იცავს:
– მეტად ნუღარ მცდით!..
და სახლში დაბრუნდნენ, გვერდიგვერდ მიდიოდნენ ხმის
ამოუღებლად.
„მეტად ნუღარ მცდით!“ – მხოლოდ ეს წამოძახილი წამოს-
ცდა. ახსნა უნდოდა... ბოდიშის მოხდა... სირცხვილისგან უკვე გა-
წითლებულიყო იმის გაფიქრებაზე, რომ ამ სახლში სიკეთის მომ-
ტანის სახით შედიოდა და თავად კი იმის ეშინოდა, უმძიმესი შეც-
დომა არ დაეშვა, მოყვასი არ გაენაწყენებინა... და მერე, უეც-
რად, თვალის დახამხამებაში წამოყვეს თავი ძალებმა, მთელი
მტკივნეული ღამის განმავლობაში მოსვენებას რომ არ აძლევ-
დნენ და სიტყვა, რომელიც უნდა ეთქვა, მისი საკუთარი და
საიდუმლო ფიქრი, ხელის ერთი დაკვრით გაქრა ერთადერთი
რეალობის – კაეშნის – პირისპირ. როგორ დაბლაც არ უნდა
ჩაეყოლებინა მოხერხებულ მტერს, გარემომცველ სამყაროსთან
ყველა კავშირი არ იყო გაწყვეტილი, არც ყველა ექო იჩქმალე-
ბოდა... მაგრამ ამჯერად, ძლიერმა ხელმა ამოგლიჯა, ამოძირ-
კვა... „თავი გადაირჩინე, დროა!“ გრგვინავდა მასში ხმა, რომე-
ლიც არასოდეს გაეგონა, „დასრულდა ამაო ბრძოლა და მონო-
ტონური გამარჯვება! შრომისა და მცირე სარგებლის ორმოცი წე-
ლი, მოსაბეზრებელი კამათის ორმოცი წელი, ორმოცი წელი
გომურში, ადამიანი – მხეცის სხეულში, მის გახრწნილ გულზე მი-
ყურადებული, ორმოცი დაძლეული, გადალახული წელი!.. იჩქა-
რე!.. აი, შენი პირველი ნაბიჯი, შენი ერთადერთი ნაბიჯი სამყა-
როს გარეთ!..“
და ეს ხმა კიდევ ათას რამეს ამბობდა და ამბობდა მხოლოდ
ერთს, ათასი ერთში და ეს იყო ერთადერთი სიტყვა, გამოხედვა-
სავით მოკლე, დაუსრულებელი... მის არსებას ნაფლეთებად
ქცეული წარსული სცილდებოდა. მერყევი კაეშანი ელვასავით
გაკვეთა საზარელი სიხარულით დაბრმავებულმა შთაბეჭდილე-
ბამ, შინაგანი სიცილის აფეთქებამ, რომელიც ნებისმიერ აბჯარში
ატანდა... თვალწინ წარმოუდგა საკუთარი თავი, როცა იწყებდა
მღვდლობას, სემინარიის შიდა ეზოში, წვიმიან დღეს... მაღალჭე-
რიან, ალუბლისფერი აბრეშუმის ნაყშიანი ქსოვილით გაწყობილ
დარბაზში, მისი უმაღლესობის წინაშე, კაპიუშონიან მოკლე მო-
სასხამსა და ვიწროსახელოებიან სტიქარში გამოწყობილი... პირ-
ველი დღეები ლიუმბრში, ნანგრევებად ქცეული მღვდლის სახ-
ლი, შიშველი კედელი, ზამთრის სუსხიანი ქარის ქროლა პატარა
ბაღში... და შემდეგ... და შემდეგ.... უზარმაზარი სამუშაო და ახ-
ლა, შეუბრალებელი ბრბო, ღამით და დღისით ღვთის კაცის სა-
აღსარებოს გარშემო შეყრილი, ზუსტად ისე, როგორც სოფელ
არის კიურეს შემთხვევაში, ადამიანებისგან ნებისმიერ დახმარება-
ზე შეგნებულად უარის თქმა; დიახ, ღვთის კაცი გასაგლეჯ
მსხვერპლადაა მიგდებული. არავითარი დასვენება, არავითარი
სიმშვიდე, იმის გარდა, რაც მარხვითა და როზგებითაა ნაყიდი,
როგორც იქნა, დამორჩილებული სხეულისგან; ისევ და ისევ ეჭ-
ვებით ტანჯვა, კაეშანი იმის გამო, რომ დაუსრულებლად ეხება
ადამიანის გულის ყველაზე ამაზრზენ ჭრილობებს, უიმედობა,
რასაც იწვევს ამდენი დაწყევლილი სული, მათი დახმარების
უუნარობა და სხეულის უფსკრულს ზემოთ მათთვის საშველად
ხელის გაწვდენის შეუძლებლობა, აკვიატებულ აზრად ქცეული
დაკარგული დრო, სამუშაოს თვალუწვდენლობა... ამ ღამის
მსგავსად, რამდენჯერ მოუგერიებია ამგვარი ზმანებების შემოტე-
ვა!.. მაგრამ ახლა, მოლოდინის ჟამს... მის არსებაში დიდი და
გასაოცარი მოლოდინის შუქი შიგნიდან მთლიანად მოიცავს. უკვე
ახალი დროის ადამიანია, ახალი სტუმარი... ეს სამყარო უკვე
შორს ჩამოიტოვა ზურგს უკან! შორს, ზურგს უკან, მისი ჭირვეული
ფარა! უკვე დაკარგა, სამუდამოდ დაკარგა საკაცობრიო ცოდვის
მძაფრი შეგრძნება. გრძნობს მხოლოდ ცოდვის უზარმაზარ მის-
ტიფიკაციას, მის უხეშ და სულელურ ტყუილს. რა საბრალოა ადა-
მიანის გული, როგორი ჩამოუყალიბებელი! როგორი საბრალოა
აზრებით ღარიბი გონება! ქვემოთ, ჭუჭყში დაფუთფუთებს შესაბ-
რალისი ხალხი!.. ის ამ ხალხს აღარ ეკუთვნის, ვეღარ ცნობს,
მზად არის, მასზე უარი თქვას სიძულვილის გარეშე. სინათლის-
კენ მიემართება იმ მყვინთავის მსგავსად, რომელმაც მთელი ძა-
ლა გაშლილი ხელებისკენ მიმართა და თვალები გაუხელია ზე-
მოდან ჩამოსული სინათლისთვის, რომელიც ბნელ და მთრთო-
ლარე წყალში აღწევს.
– თავი გაითავისუფლე, – ამბობდა სხვა (ის სხვა, მას რომ
ასე ძალიან ჰგავდა)... – შენი წარსული ცხოვრება, უსარგებლო,
მაგრამ გულის ამაჩუყებელი გულმოდგინება, შენი მარხულობა,
შენი დისციპლინა, შენი ცოტათი გულუბრყვილო და მოუხეშავი
ერთგულება, თავის დამცირება შინ და გარეთ, ზოგიერთის გულ-
მხურვალე დამოკიდებულება, სხვების შენდამი უნდობლობა, შხა-
მით აღსავსე სიტყვები. აჰ! ეს ყველაფერი მხოლოდ ზმანება იყო
და ზმანების ჩრდილი! ყველაფერი მხოლოდ სიზმარი აღმოჩ-
ნდა, ნამდვილი ცხოვრებისკენ ნელი აღმასვლის, შენი დაბადე-
ბის, შენი ძალების მატების გარდა. ამაღლდი ჩემს ბაგეებამდე,
გაიგონე სიტყვა, რომელიც მოიცავს მთელ სიბრძნეს.
და ისიც სმენად ქცეულა, ელოდება. იქ არის, სადაც სურდა
მიეყვანა ძველ მტერს, რომელსაც ხრიკები კარგად ეხერხება. სა-
ხელგატეხილი, დაბეჩავებული, ნაძირალასავით მიწაზე დაგდებუ-
ლი, უზარმაზარი სიმძიმით გასრესილი, ყველა უხილავი ცეც-
ხლით დამწვარი, მახვილის წვერზე აგებული, დაჭრილი, დაქუც-
მაცებული, ანგელოზების საზარელი ყვირილით გადაფარული
მისი უკანასკნელი ამოკვნესა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამბოხე-
ბული, რომელსაც ღმერთმა თავდაცვისთვის დაუტოვა მხოლოდ
ერთადერთი და მომაბეზრებელი ტყუილი... ვაგლახ! იგივე
ტყუილი ისმის ძუნწის ბაგეთაგან ან სასიკვდილო სარეცელზე
მწოლიარე ხარბის ყელიდან ამოსულ ხრიალში, იგივე ისმის: „ნა-
ხავ... გაიგებ... აი, საიდუმლო სიტყვის პირველი ასო... აქ შემო-
დი... შემოდი ჩემში... ხელი ჩაყავი ცოცხალ ჭრილობაში... და-
ლიე და ჭამე... დანაყრდი!“
რადგან ამდენი საუკუნის შემდეგაც კი, ის ისევ თქვენ გელო-
დებათ, ათასჯერ გადასხვაფერებული და გაახალგაზრდავებული,
ფერუმარილითა და ნელსაცხებლებით გაჟღენთილი, ზეთმდინა-
რე, ღიმილისას ახალი კბილები მოუჩანს და თქვენი საზარელი
ცნობისმოყვარეობის სანაცვლოდ გთავაზობთ თავის გახრწნილ
სხეულს, მთელ თავის ტყუილს, რომლიდანაც თქვენი მწყურვალი
პირი სისხლის ერთ წვეთსაც კი ვერ გამოწუწნის!
„...დავინახე, უფრო სწორად, დავინახეთ“, კარგა ხნის შემდეგ
მისწერა კანონიკ სიბოს ლიუზარნის კიურემ, კამბრეს დაბალი სა-
ფეხურის სემინარიის ყოფილმა მასწავლებელმა, „ჩვენ შორის
იდგა, თვალებმილულული, და რამდენიმე წუთს ვუცქერდით, ვერ
ვბედავდით, სიჩუმე დაგვერღვია. მისი სახის ნაკვთების ბუნებრივი
იერი მირონცხებულ სიკეთეს გამოხატავდა, რასაც ზოგიერთი
ადამიანი ხასიათის უბრალოებას მიაწერდა. მაგრამ იმ წუთს ყვე-
ლა ხედავდა უკიდურესად დაძაბულ მის გაძვალტყავებულ სხე-
ულს; მთელი თავისი იერით ჰგავდა ადამიანს, რომელიც ძნელი
ნაბიჯის გადასადგმელად მთელ ძალ-ღონეს იკრებს. შევამჩნიე,
დაუჯერებლად როგორ გაიმართა მისი სხეული და ხანდაზმულო-
ბის მიუხედავად, უჩვეულო სიმტკიცის, შეიძლება ითქვას, ველუ-
რობის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა. ჩემი გონება, წარსულში
ზუსტი მეცნიერებების მკაცრი მეთოდების გამოყენებას მიჩვეული,
როგორც წესი, გულგრილია წარმოსახვის გაქანებისადმი, მაგ-
რამ ნამდვილად გამაოგნა ამ დიდმა, უძრავმა სხეულმა, მეხდაცე-
მულივით რომ იდგა სოფლური სახლის სიმშვიდის მომგვრელ
ინტერიერში, ერთხანს ისიც კი ვიფიქრე, გრძნობებმა ხომ არ მო-
ატყუა, მაგრამ როდესაც დავინახე, როგორ ამოძრავდა ჩემი პა-
ტივსაცემი მეგობარი და ხმა ამოიღო, ისე გამიკვირდა, გეგონე-
ბოდა, გასაოცარი მოვლენის შემსწრე გავხდი. ახლად გამოღვი-
ძებულს ჰგავდა. ზემოთ უკვე ვახსენე, ჩემო უაღრესად პატივსაცე-
მო კოლეგავ, რომ ჩვენი ძვირფასი ლიუმბრის კიურეს შესახვედ-
რად სახლიდან მოშორებით, გზაზე გავედი. რამდენიმე წინადა-
დება მითხრა, რომელთა შინაარსი ახლა არც მახსოვს, მაგრამ
მათ მეტად შემაშფოთეს. პასუხის გაცემა ვცადე, რასაც ფრთხილი
მეგობრობა კარნახობს ადამიანს, როდესაც მან მკლავზე ხელი
ძლიერად მომიჭირა, თვალი გამისწორა და მითხრა: „მეტად ნუ-
ღარ მცდით!“.. ასე დასრულდა ჩვენი პირველი საუბარი, ავრეს
სახლის ზღურბლისკენ გავემართეთ. ვიდრე მივაბიჯებდით, უბე-
დურების წინათგრძნობა არ მასვენებდა... საუბედუროდ, გამარ-
თლდა. ბავშვი, რომლის მდგომარეობა ისედაც უიმედო იყო, სახ-
ლიდან ჩემი მცირე ხნით გასვლის დროს გარდაცვლილიყო.
მომვლელმა ქალმა, მადამ ლამბლენმა გარდაცვალების ფაქტი
უშეცდომოდ, მეცნიერულად დაადასტურა. „მკვდარია“, გვითხრა
ამ ქალმა ხმადაბლა (არც კი ვიცი, ლიუმბრის კიურემ ეს სიტყვები
გაიგონა თუ არა). ზღურბლს გადააბიჯა, რამდენიმე ნაბიჯი გა-
დადგა, რასაც ყველა განათლებული ადამიანის გულწრფელი
მწუხარების გამოხატულებად ჩათვლიდა, თუმცა უმეცრებით გა-
მოწვეული გადაჭარბება ახასიათებდა. უბედური დედა ფეხებში
ჩაუვარდა ჩემს პატივცემულ კოლეგას, ძველი ანაფორის კალ-
თებს უკოცნიდა და შუბლს ახლიდა იატაკს და ამ ყრუ ხმას ჩემი
გული ექოდ ეხმიანებოდა. საბრალო ქალის შეხებისთანავე, ისე,
რომ მისთვის არ დაუხედავს, ლიუმბრის კიურე მოულოდნელად
შედგა. რამდენიმე წუთი, დაუსრულებელი რომ მოგვეჩვენა, გაუნ-
ძრევლად, ქანდაკებასავით იდგა შუა ოთახში, რაც ზემოთ აღვწე-
რე.
შემდეგ მადამ ავრეს თავზე ჯვარი გარდასახა, მომიბრუნდა
და თქვა: „გავიდეთ!“ ვაგლახ! ჩემო ძვირფასო და პატივცემულო
კოლეგა, უაღრესად ძლიერმა შთაბეჭდილებამ ისე იმოქმედა
ჩემს გონებაზე, რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც შემაკავებ-
და და თავზარდაცემულმა, გაუბედურებულმა დედამ სიტყვის უთ-
ქმელად გარეთ გასვლის საშუალება მოგვცა. ჩვენ შორის, ალ-
ბათ, მხოლოდ მადამ ლამბლენმა შეინარჩუნა სიმშვიდე. რასაკ-
ვირველია, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს გასაკიცხი ამ ქალის ქცე-
ვასა და რელიგიურობაში, მაგრამ ღმერთმა მისი სახით საღი აზ-
რისა და კეთილგონიერების გაკვეთილი მოგვცა. ეჭვგარეშეა, იმ
საზარელ დილას სათამაშო აღმოვჩნდი საბრალო ადამიანის
ხელში, რომლისთვისაც საშინელი უბედურების თავიდან აცილე-
ბა შეეძლო გამოცდილებასა და ცოდნაზე დამყარებულ, სულის
მხსნელ რჩევას... მხოლოდ ღმერთმა იცის, მისი რისხვის თუ მისი
გულმოწყალების იარაღი გავხდი. მაგრამ შემდგომ მომხდარი
სავალალო მოვლენების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, სას-
წორი უფრო პირველის სასარგებლოდ იხრება“.
გამორჩეული კანონიკი, რომელიც მშვიდად სარგებლობდა
შემოსავლიანი ადგილით და დღეს უკვე გარდაცვლილია, ჩვენ
თვალწინ ცოცხლდება ამ მართლაც შეუდარებელი წერილის წა-
კითხვისას; მისი მართებული და მოკრძალებული სიტყვათშეთან-
ხმებები, ინდური წაბლის მსგავსად შეფუთული, რომლებშიც უგნუ-
რები ბანალურობისა და სიმდაბლის გარდა ვერაფერს გაარჩე-
ვენ, სინამდვილეში ოცნებისეული ჯადოქრობის საბურველშია
გახვეული. ერთადერთი ოცნება საბრალო არსებისა, რომელმაც
თავის სიცოცხლეში ერთადერთხელ შეიტანა ეჭვი საკუთარ კე-
თილსინდისიერებაში, ამან გატეხა, რადგან ვერც ოცნება გა-
დაიტანა და ვერც ეჭვი! სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე
უდანაშაულო მსხვერპლი ერთ-ერთ ახლობელს წერდა:
„იძულებული ვარ შევწყვიტო მუშაობა, – ერთადერთი რამ,
რაც მართობს, – რადგან გონებიდან ვერ ამომიგდია ზოგიერთი
მოგონება და მათ შორის ყველაზე მტკივნეულია ლიუმბრის
კიურეს უბედური და აუხსნელი სიკვდილი. ჩემს გონებაში ისევ და
ისევ, დაუსრულებლად ვუბრუნდები ამ ამბავს. მასში ვხედავ ერთ-
ერთ იმ მოვლენათაგანს, რომლის არსში ჩაწვდომა ადამიანის
გონებას არ ძალუძს. ეს აკვიატებული აზრი ჩემს სუსტ ჯანმრთე-
ლობას ვნებს და მას ვთვლი სულ უფრო მზარდი დაღლილობი-
სა და მადის სრულიად დაკარგვის ძირითად მიზეზად“.
ბოლო სტრიქონები გაახარებს იმათ, ვინც ადამიანის პირად
ცხოვრებაში დამცინავად იქექება, მათზე დროს ვერ მოვაცდენთ
და იმ ჭუჭყსა და სიბინძურეში დავტოვოთ, რომელშიც იქექებიან.
მაგრამ თუკი მათ კითხულობთ სულმდაბლური ცნობისმოყვა-
რეობის გარეშე და თქვენშიც პოულობს გამოძახილს ეს მიამიტუ-
რი ჩივილი, უკეთ გასაგები ხდება გულწრფელი სასოწარკვეთი-
ლება, საკუთარი უუნარობის ამ აღიარებიდან რომ გამოსჭვივის,
თუმცა დაწერილია მაღალფარდოვნად. მშვიდად შრომისთვის
დაბადებულ ზოგიერთ უბრალო ადამიანს ზოგჯერ მიეცემა არაჩ-
ვეულებრივი შესაძლებლობა, ელვის სისწრაფით ჩასწვდეს სა-
განთა არსს; ამის შემდეგ, მათი უკიდურესი ძალისხმევა, თავიან-
თი ბოლომდე გაუგებარი ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე გაიხ-
სენონ და გონებაში აღიდგინონ ის, რაც აღარასოდეს განმეორ-
დება და რამაც ისინი ისე გააოცა, ლამის ზურგში დანის ჩაცემას
ჰგავდა, – ეს ისეთი ტრაგიკული სანახაობაა, ისეთი სიღრმი-
სეული და იდუმალი სიმწრით გამორჩეული, რომ ჩვილის სიკ-
ვდილი თუ შეედრება. ამაოდ უბრუნდებიან თითოეულ ნაბიჯს, თი-
თოეულ მოგონებას, საკუთარ ცხოვრებას მარცვალ-მარცვალ,
ასო-ასო ცხრილავენ. არაფერი გამორჩებათ, მაგრამ მათმა
ცხოვრებამ აზრი უკვე დაკარგა. აღარც კი სჯერათ, რომ მომხდა-
რი მათ გადახდათ თავს; საკუთარ თავს ვეღარ ცნობენ. ტრაგე-
დიამ მათ არსებაში გაიარა, მაგრამ მოკლა სხვა, გვერდით
მდგომი. როგორ შეიძლება ბედის უსამართლობისადმი, შემ-
თხვევითობის მავნებლობისა და სულელურობის მიმართ უგ-
რძნობელნი დარჩნენ? მათი ყველაზე დიდი ძალისხმევა ვერ გა-
დააჭარბებს უცოდველი და უიარაღო ცხოველის თრთოლას; სიკ-
ვდილისას ისეთი ბედი ხვდებათ წილად, რომელსაც არ იმსახუ-
რებენ. რადგან, რაც უნდა შორს წავიდეს ჩვეულებრივი ადა-
მიანის გონება, მაშინაც კი, როდესაც წარმოუდგენიათ, რომ სიმ-
ბოლოებისა და მოჩვენებითობების მიღმა რეალობა დაინახეს,
ეს ვერასოდეს შეედრება ძლიერთა ხვედრს; ამ უკანასკნელს ეს-
მის არა იმდენად რეალობა, არამედ ხვდება ჩვენს უუნარობას, ის
მოვიხელთოთ და შევაკავოთ – ასეთია სინამდვილის სასტიკი
ირონია.
ვის შეეძლო ამ გამორჩეულ მღვდელზე უკეთ მოეყოლა
ჩვენთვის ასეთი გამორჩეული ცხოვრების უკანასკნელი თავი, სი-
მარტოვესა და სიჩუმეში ჩავლილი, ახლა უკვე სამარადჟამო
საიდუმლოდ დარჩენილი? საუბედუროდ, ლიუზარნის ყოფილი
კიურესგან შემოგვრჩა მხოლოდ რამდენიმე დაუსრულებელი წე-
რილი და მათგან მნიშვნელოვანი ნაწყვეტები მივუთითეთ. სხვა
დანარჩენი საეპისკოპოსო ხელისუფლების ბრძანებით, საქმის
დახურვის შემდეგ, გულმოდგინედ განადგურდა და გამოძიების
შედეგებიც გარკვეულ ხანს საიდუმლოდ რჩებოდა.

– გავიდეთ, – თქვა ლიუმბრის კიურემ.


მეორეც უკან გაჰყვა, არა იმიტომ, რომ მოჯადოებული იყო,
როგორც თავად სჯეროდა, არამედ უბრალო ცნობისმოყვა-
რეობის გამო, რათა ყველაფერი თავის თვალით ენახა. ყოფილ-
მა მასწავლებელმა ცოტა რამ თუ იცოდა მოხუცი მღვდლის შესა-
ხებ, რომელიც უეცრად მორწმუნეთა სულ უფრო მზარდი, უზარ-
მაზარი რიცხვის მცველი გახდა. რა საოცრების ძალით შემოიკ-
რიბა თავისი სააღსარებოს გარშემო ნამდვილი ხალხი, თავისი
ხალხი ამ კაცმა, ტალახიანი ფეხსაცმელებით, ყოველთვის მარ-
ტო რომ დადის გზებზე, სწრაფად ჩაივლის თავისი სევდიანი ღი-
მილით? ეპარქიაში ახლად ჩამოსული ლიუზარნის კიურე
იზიარებდა ზოგიერთი კოლეგის უნდობლობას „გარკვეული
თვალსაზრისით“. „აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ“, ამბობ-
და მიამიტურად. და აი, დღეს, შემთხვევა მიეცა (კიდევ ერთი გა-
მოთქმა, რომლის გამოყენება ძალიან უყვარდა), რომ გულახდი-
ლად და პირისპირ ესაუბრა ამ გამორჩეულ ადამიანთან.
სახლის უკან, კედლებით გარშემორტყმულ პატარა ბაღში გა-
ვიდნენ. ტოტებში გამოღწეული მზის სხივები ეფინებოდა სალა-
თების კვლებს. დასავლეთის ქარში ფუტკრები ისრებივით დაფ-
რინავდნენ აქეთ-იქით. ბრიზი გათენების შემდეგ ამოვარდა.
უეცრად ლიუმბრის კიურე შეჩერდა და კოლეგისკენ ნაბიჯი
გადადგა. მზის სინათლეში მისი ბებრული სახე უკეთ გამოჩნდა
და უძილობით გატანჯული, მომაკვდავის ნიღაბს უფრო ჰგავდა.
წუთის შემდეგ მოკუმული ტუჩები მოეშვა, აუკანკალდა; შემდეგ
ცნობისმოყვარე მზერის ქვეშ, რომელიც აკვირდებოდა, დამარ-
ცხებულმა, თავისი საიდუმლო გაამხილა, გული გაუხსნა... საბრა-
ლო მოხუცებული ტიროდა. მომავალ კანონიკს გულით შეებრა-
ლა, თავისი პატარა, მოვლილი ხელი ასწია:
– გეყოფათ, ჩემო ძვირფასო კოლეგა...
ბევრი რამ თქვა, ნაჩქარევად, შემთხვევით, როგორც ასეთ
მძიმე ვითარებას შეეფერება, საკუთარი ხმის მოსმენით თანდა-
თან უბრუნდებოდა თავდაჯერება. ლაპარაკობდა და თან თვალს
არ აცილებდა, უფრო მეტად რომ ყოფილიყო დარწმუნებული –
მოხუცმა მისი დაიჯერა, მისი შესაშური მჭევრმეტყველება მობარ-
ბაცე მღვდელს წელში გამართვის საშუალებას მისცემდა. „ასეთი
აგზნება, ჩემო ღვთისმოსავო მეგობარო, მხოლოდ დროებითი
გამოცდაა, განგების გაფრთხილება, რომელიც შესაძლოა, სრუ-
ლებით არ იწონებს თქვენს გადაჭარბებულ გულმოდგინეობას,
მკაცრ ეპიტიმიებს, მარხვებს, სხეულის გვემას...“
ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, დასკვნის გამოტანა ეჩქარე-
ბოდა, უხვად არიგებდა თავის სალბუნებსა და მალამოებს, რო-
დესაც ხმამ, ოჰ, ისეთმა განსაკუთრებულმა ხმამ, რასაკვირვე-
ლია, გამორჩეულმა, სრულიად მოულოდნელმა ხმამ ადამიანის,
რომელიც ყურს არ უგდებდა, არც დაუგდებდა, მჭევრმეტყველი
იმედგაცრუებული დატოვა.
– ჩემო მეგობარო, ჩემო მეგობარო, აღარ შემიძლია. ძალა
გამომელია.
კიდევ ერთი სიტყვა აცახცახდა მის ბაგეებზე, თუმცა წარმოთ-
ქმა არ დაუსრულებია.
მაგრამ ფხიზელი კოლეგა, ერთი წამით დაბნეული, გონს მო-
დის:
– ეს უიმედობა... – წამოიწყო მან.
ლიუმბრის კიურემ უკვე დაადო ხელზე თავისი მბრძანებლუ-
რი, აკანკალებული ხელი.
– ცოტათი გვერდზე გავიდეთ, – თქვა მან, – გთხოვთ, აი,
იქით.
ჩამონგრეულ კედელთან შეჩერდნენ. რა მხიარული სიცოც-
ხლე ჩქეფდა მათ გარშემო!
– ძალა გამომელია, – განაგრძო საწყალობელმა ხმამ, – აჰ!
შემიბრალეთ, ჩემო მეგობარო, ახლა უკვე ჩემო ერთადერთო
მეგობარო, გულმოწყალებამ გზა არ აგირიოთ. მკაცრი იყავით!
მე ხომ მხოლოდ უღირსი მღვდელი ვარ, საწყალი მღვდელი,
უნაყოფო სული, ბრმა, საცოდავი ბრმა...
– სულაც არა... სულაც არა... – ზრდილობიანად შეეწინააღ-
მდეგა მომავალი კანონიკი, – თქვენზე ამის თქმა არ შეიძლება,
მაგრამ შესაძლოა ზოგ-ზოგიერთი, ვინც ბოროტად გამოიყენა
თქვენი გავ... თქვენი ნდობა... ისეთი ადვილია დავიჯეროთ ყვე-
ლაფერი კარგი, რასაც ჩვენზე ამბობენ ხოლმე!
გაიღიმა, ხელი აუქნია აბეზარ კრაზანას (კრაზანა და სიტყვე-
ბით აღსავსე გაოცებული პირი, ორი მოზუზუნე ცხოველი)... შემ-
დეგ კატეგორიული ტონით ნათქვამი:
– გისმენთ.
ლიუმბრის კიურე მის ფეხებთან იჩოქებს.
– ღმერთი თქვენ განდობთ ჩემს თავს, თქვენს ხელში ვექცე-
ვი!
– რა ბავშვობაა! – წამოიძახებს მომავალი კანონიკი, – წამო-
დექით, ჩემო მეგობარო. თქვენი წარმოსახვა ზედმეტად აბუქებს
უბრალო დაღლილობას, გადაღლას. ოჰ! მე მხოლოდ ჩვეულებ-
რივი ადამიანი ვარ, თუმცა, გარკვეული გამოცდილება გამაჩნია...
– ასკვნის ღიმილით.
ლიუმბრის კიურე ღიმილზე სხვა, მწარე ღიმილით პასუხობს.
რა მნიშვნელობა აქვს! არ სურს, ამ ადამიანში რაიმე სხვას ხე-
დავდეს, გარდა მეგობრისა, ვიდრე უზენაესის ფანდი განხორცი-
ელდება; არა არჩეული მეგობარი, არამედ ბოძებული, აშკარად
ღმერთისგან, მისი უკანასკნელი მეგობარი. აჰ! რასაკვირველია,
იმედი აღარ აქვს, რომ შეძლებს უკან დაბრუნებას, სულის სიმშვი-
დის მოპოვებას, ახალი ცხოვრების დაწყებას. უკვე მეტისმეტად
შეტოპა დაწყევლილ გზაზე. ივლის, ივლის, სულის ამოხდომამ-
დე, ამ ერთადერთ მეგობართან ერთად.
– ვაგლახ! – წამოიყვირა მოხუცმა, – რაც ვიყავი მაღალი სა-
ფეხურის სემინარიაში, ისეთად დავრჩი, ჯიუტი, უგულო, მისწრა-
ფების გარეშე, მოკლედ რომ ითქვას: განგების იარაღად ქცეული
საზიზღარი ადამიანი. ჩემ შესახებ გავრცელებული ხმები, ჯიუტად
ჩემი კვალში დევნა, ამდენ ცოდვილთან მეგობრობა, ამდენი ნი-
შანი და გამოცდა, რომელთა ვერც მნიშვნელობა გავიგე და
ვერც მიზანი... წმინდანი სიჩუმეში დაღვინდება და სიჩუმეში ყოფ-
ნის ფუფუნება არასოდეს მქონია. წეღან უნდა გავჩუმებულიყავი...
ახლა მეტი გზა არ მრჩება, უნდა გამოგიტყდეთ... (დიახ... გული
საგულეს აღარ მიდგება, ის საბრალო დაჩოქილი ქალი, რო-
მელსაც მძიმე, – ოჰ, რა მძიმე, – განსაცდელი დაატყდა თავს, მე
კი სიტყვის უთქმელად შემოვბრუნდი და გამოვედი...) ამას თავის
მიზეზი ჰქონდა... უმიზეზოდ არ მომხდარა... იმიტომ, რომ... ჩემო
მეგობარო, როცა უკვე ოთახის ზღურბლზე ვიყავი... ერთმა ფიქ-
რმა... ასეთმა ფიქრმა გამიელვა...
– რა ფიქრმა? – ჰკითხა ლიუზარნის კიურემ.
უნებლიეთ დაიხარა მოხუცის პირისკენ, რომელსაც ახლა
არეულ-დარეული ჩურჩული დასცდა... შემდეგ, თავზარდაცემუ-
ლი, წელში გაიმართა:
– ოჰ! ჩემო მეგობარო... – წამოიყვირა მან, – ოჰ, ჩემო მეგო-
ბარო!
ხელებს ცისკენ იშვერს, მერე გულხელს დაიკრებს, ფართო
მხრებს დაუშვებს, თითქოს მწუხარების ნიშნად. მოხუცი მღვდელი
ისევ დაჩოქილია, თავი ჩაუქინდრავს. მხოლოდ მისი სირცხვი-
ლით დახრილი ჭაღარა კეფა მოჩანს.
– ამრიგად, – დამარცვლით ამბობს ლიუზარნის კიურე, – ამ
აზრმა უეცრად, პირველად გაგიელვათ?
– პირველად.
– და ეს აქამდე არასოდეს მომხდარა?..
– ღმერთო ჩემო! – წამოიძახებს ლიუმბრის კიურე, – აქამდე
არასოდეს! ერთი უბედური ადამიანი ვარ, სხვა კი არავინ. უკვე
წლებია, მოსვენება რა არის, არ ვიცი. როგორ შეიძლება დაიჯე-
როთ... ვინ იფიქრებს! სატანის კლანჭებში! სასწაულმოქმედი,
მე!.. ჩემო მეგობარო, სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებაში, ალბათ,
ღვთიური სიყვარულის, – თუნდაც ნაკლოვანის, თუნდაც არას-
რულყოფილის – შესატყვისი ერთი ქმედებაც კი არ მექნება ჩადე-
ნილი... არა! საჭირო გახდა ამ უკანასკნელი ღამის, საზარელი
ღამის გადატანა... სიტყვასიტყვით ვიმეორებ, საკუთარ თავს
აღარ ვეკუთვნი... სასოწარკვეთილი, ადგილს ვერ ვპოულობდი...
და სწორედ მაშინ... თითქოს დაცინვა იყო... ამ აზრმა გამიელ-
ვა...
– თავიდან უნდა მოგეშორებინათ, – უთხრა ლიუზარნის
კიურემ.
– კარგად გამიგეთ, – განაგრძო თავმდაბლად მოხუცმა, – მე
ვთქვი: აზრმა გამიელვა. მაგრამ ეს ცუდადაა ნათქვამი. აზრი კი
არ იყო, არამედ რწმენა... (აჰ! საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ;
სულ ასე იყო, – წამოიძახა მიამიტურად გულმოსულმა...) ბო-
ლომდე უნდა მივიდე, ჩემო საყვარელო მეგობარო, ამ უკანას-
კნელ სურვილამდე... თუნდაც თქვენ წინაშე დაჩოქილი, სასო-
წარკვეთილი, ეჭვი რომ მეპარება საკუთარი სულის ხსნის შესაძ-
ლებლობაში... მჯერა... უნდა მჯეროდეს... შეუდრეკლად... რომ
ეს რწმენა ღვთისგან მებოძა.
– გქონდათ თუ არა... როგორ შეიძლება ეს ითქვას? – რაიმე
ხელშესახები ნიშანი...
– რა ნიშანი? – გაოცდა ლიუმბრეს კიურე.
– აბა, რა ვიცი?.. იქნებ რამე დაინახეთ ან გაიგონეთ?..
– არაფერი... მხოლოდ ეს შინაგანი ხმა. ღვთის ნება ასე ცხა-
დად რომ ყოფილიყო გამოთქმული, მაშინვე დავემორჩილებო-
დი. მაგრამ ეს ბრძანება კი არ იყო, არამედ უბრალო დარწმუნე-
ბულობა, რწმენა, რომ ასე მოხდება... თუკი მოვისურვებ. ღმერ-
თია მოწმე, რასაც თქვენ წინაშე ვაღიარებ, გულს მიკლავს, სირ-
ცხვილისგან უნდა მოვმკვდარიყავი... ვიცოდი... ვიცი... ყოველ-
თვის... დარწმუნებული ვარ... ჩემი ნათქვამი ერთი სიტყვა...
ღმერთო ჩემო!... მკვდრეთით აღადგენდა... ჰო! მკვდრეთით
აღადგენდა ამ პატარა მიცვალებულს!
– თვალებში შემომხედეთ, – ავტორიტეტულად თქვა
ლიუზარნის კიურემ კარგა ხნის დუმილის შემდეგ. ორივე ხელი
მიაშველა და წამოაყენა. როდესაც დაინახა მის წინ მდგარი მო-
ხუცი, ტალახში ამოსვრილი მუხლებით, თავდახრილი, გულით
შეიყვარა...
– შემომხედეთ, – გაიმეორა... – გულწრფელად მიპასუხეთ.
ვინ აგიკრძალათ, რომ გამოსცადოთ... გამოსცადოთ თქვენი ძა-
ლა ახლავე, ამ წუთში?
– არ ვიცი, – უპასუხა მოხუცმა მღვდელმა, – ეს ისეთი საშინე-
ლება იყო... როდესაც ინსტრუმენტი მეტისმეტად სულმდაბალია,
ღმერთი გამოიყენებს და აგდებს.
– მაგრამ თქვენი... რწმენა უცვლელი რჩება?
– დიახ, – უპასუხა ლიუმბრის კიურემ.
– და ახლა რა გადაწყვიტეთ?
– დავემორჩილო, – უპასუხა ამ უცნაურმა ადამიანმა.
მომავალმა კანონიკმა სათვალე სწრაფად მოიხსნა და მისი
ქნევით წარმოთქვა:
– ჩემი რჩევა უმარტივესი იქნება. პირველ რიგში, სახლისკენ
გამომყვებით და ჩემთან ერთად, რამდენადაც შეგიძლიათ, ბო-
დიშს მოიხდით (იმიტომ, რომ თქვენი უეცარი წასვლა მეტისმე-
ტად უჩვეულო, თავაზიანობას მოკლებული მოეჩვენებოდათ).
ზრდილობიანად ბოდიშის მოხდას საკუთარ თავზე ვიღებ, თქვენ
შეხვალთ – კარგად დამიგდეთ ყური, – თქვენ პირდაპირ გარ-
დაცვლილის ოთახში შეხვალთ თქვენი ვალის აღსასრულებლად
– რამდენადაც შეგიძლიათ – როგორც თქვენ ჩათვლით საჭი-
როდ... არ მინდა, თქვენს ისედაც აფორიაქებულ გონებაში ეჭვის
ნატამალი დარჩეს... ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, – დაას-
კვნა თითქმის შეუმჩნეველი ყოყმანით, მაგრამ ხელი ისე გაიქნია,
თითქოს ყველა ეჭვი თავიდან მოიშორა (ამგვარად სურდა
დაეფარა მასში გაღვიძებული ცნობისმოყვარეობა, რისიც რცხვე-
ნოდა და თავსაც კი არ უმხელდა. რადგან ზოგჯერ, ყველაზე
ჩვეულებრივი ადამიანიც კი აჰყვება სათამაშო დარბაზის ატმოს-
ფეროს, დანარჩენების გულების ბაგაბუგის რიტმი გადაედება, მა-
გიდაზე ოცფრანკიანს აგდებს და ამ გზით საკუთარ თავზე ცოტა-
თი მეტს შეიტყობს).
შემდეგ კვლავ გაიკეთა სათვალე და თქვა:
– ამის შემდეგ, ჩემო მეგობარო, წახვალთ და ცოტათი დაის-
ვენებთ.
– შევეცდები, – მორჩილად უპასუხა მოხუცმა მღვდელმა.
– თქვენზეა დამოკიდებული. როგორც სპეციალისტები ამტკი-
ცებენ, დასვენება ნებაყოფლობითი აქტია. ცნობილია, რომ ბევ-
რი ავადმყოფის შემთხვევაში უძილობა აბულიის ათასიდან ერთ--
ერთი ფორმაა. დაუჯერეთ ადამიანს, ვინც ამ საკითხებს კარგად
იცნობს. მორალური კრიზისი, თანაც ამგვარი, უეჭველია, გადა-
ქანცული ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. ჩემო ძვირფასო კო-
ლეგა, მოდით, ერთმანეთთან გულახდილები ვიყოთ. ათიდან
ცხრა შემთხვევაში, სულის სიმშვიდეს სხვაგან რომ ეძებთ, სინამ-
დვილეში, ხელის გაწვდენაზეა; ჰიგიენის წესების დაცვა მოგ-
გვრით სიმშვიდეს. რასაკვირველია, მღვდლისგან გაგონილი ასე-
თი ელემენტარული ჭეშმარიტება ზოგჯერ სახიფათოა, ან სიფ-
რთხილის გამოჩენა მაინც არის საჭირო თქმისას. მაგრამ თქვენ-
ნაირი დახვეწილი გონების ადამიანის შემთხვევაში, არ მეშინია,
რომ ჩემს ნათქვამს არასაჭირო ინტერპრეტაცია მოჰყვება... რო-
გორც ეს ზოგიერთი სკრუპულოზური არსების შემთხვევაში...
– გიჟი გგონივართ, – წყნარად თქვა ლიუმბრის კიურემ. მა-
ნამდე დახრილი, იდუმალი ალერსით აღსავსე მზერა გაუსწორა.
შემდეგ განაგრძო:
– სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ მსურდა კიდეც, ჭკუიდან
შევშლილიყავი. არის წუთები, როდესაც საკუთარი თავის დანახვა
ისეთი მძიმეა, გირჩევნია სარკე ღმერთმა გატეხოს. და ის გატ-
ყდება, ჩემო მეგობარო... რადგან ძალიან მძიმეა ჯვარცმის ფერ-
ხთით დგომა, კიდევ უფრო ძნელი თვალმოუშორებლად მისი
ცქერაა... რა სანახაობაა, ჩემო მეგობარო, უდანაშაულოს სიკ-
ვდილისწინა აგონია! მაგრამ სიმართლე ითქვას, სიკვდილი არა-
ფერია... შესაძლებელია, ადამიანი ერთი დარტყმით გამოასალ-
მო სიცოცხლეს, მიწით ამოავსო პირი, რომელმაც სიტყვების გა-
მოთქმა ვერ მოასწრო, ჩაახშო მისი ყვირილი... არა! ხელი, რო-
მელიც მას უჭერს, უფრო გაწაფული და უფრო ძლიერია; მზერა,
ტანჯვით რომ ტკბება, ადამიანის მზერა არ არის. უსაზღვრო და
უნაპიროა საზარელი სიძულვილი, რომელიც ღვთისნიერ მომაკ-
ვდავს თვალს არ აცილებს. არა მხოლოდ ღვთიური სხეულია გა-
ნადგურებული, მასზე ძალადობენ, უზომოდ შეურაცხყოფენ სასიკ-
ვდილო აგონიის დიდებულ წუთებშიც კი... ეს სატანის დაცინვაა,
ჩემო მეგობარო! ხარხარი, სატანის გაურკვეველი სიხარული!..
– ამგვარი სანახაობისთვის, – დაამატა მცირეხნიანი დუმილის
შემდეგ, – ჩვენი ტალახიც კი მეტისმეტად წმინდაა...
– გოლგოთაზე მომხდარი... – წამოიწყო მომავალმა კანო-
ნიკმა...
წინადადება აღარ დაუსრულებია. ამ წუთიდან, დეკარტის
თაყვანისმცემელი ეს მღვდელი, საკუთარ თავში უკვე ვეღარ ერ-
კვეოდა. სახელგანთქმული ფილოსოფოსი, რომელმაც ლამაზ,
ცნობისმოყვარე მსმენელ ქალბატონებს თავისი გამოსვლებით
ახალი, საოცარი სამყარო გადაუშალა, მათემატიკისა და გონება-
მახვილობის სათანადოდ შეხმატკბილებით არსებობის საკითხი
განათლებული ადამიანების გონების გასართობად აქცია – ამ ფი-
ლოსოფოსს ერთ დღეს ზამბარების, ბერკეტებისა და კბილანე-
ბისგან აწყობილი უჩვეულო წარმონაქმნის ლაპარაკი რომ
გაეგონა, ისეთი დაბნეული არ იქნებოდა, როგორც საბრალო
მღვდელი, აქამდე ასეთი მტკიცე, რომელიც თითქოს თავისი არ-
სებიდან ამოგლიჯეს და საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა.
ლიუმბრის კიურემ მომავალ კანონიკს შუბლზე მიადო თავისი
ხმელი თითი.
– უბედურები ვართ, – ნელა წარმოთქვა ხრინწიანი ხმით, –
უბედურები ვართ, რადგან აქ ძალიან ცოტა ტვინი და სატანი-
სეული მედიდურობა გვიდევს! რაში მარგია თქვენეული სიფ-
რთხილე? ამიერიდან, ჩემი ბედი გადაწყვეტილია. რა სიმშვიდეს
და რა სიჩუმეს ვეძებდი? გეუბნებით, არ არსებობს აქ არავითარი
სიმშვიდე, და იმ ერთადერთ წამს, როდესაც ამ გახრწნილ სამყა-
როში ნამდვილი სიჩუმე ჩამოწვება, ეს სამყარო გაქრება, რო-
გორც კვამლი, როგორც სურნელი. ჩვენს მაცხოვარს შევევედრე,
თვალები აეხილა ჩემთვის; მისი ჯვრის ხილვა მსურდა; ვნახე;
წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ეს რა არის... გოლგოთაზე მომხდა-
რიო, ამბობთ თქვენ... მაგრამ თვალებს გიხვევენ, გეგონება, სხვა
არაფერი არსებობს... ყური მიგდეთ! მე გელაპარაკებით, საბირუ,
ვინც მოისმინა – დიახ – საკათედრო ტაძრის კათედრიდან... ისე-
თი რამ მომისმენია... ხმის ამოღებაც კი არ შემიძლია... ღმერთის
სიკვდილზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ძველი ზღაპარია...
შეალამაზებენ... ახალ-ახალ ამბებს ამატებენ. საიდან მოაქვთ ეს
ყველაფერი? გოლგოთაზე მომხდარი! ძალიან ფრთხილად იყა-
ვით, საბირუ...
– ჩემო ძვირფასო მეგობარო... ჩემო ძვირფასო მეგობარო...
– ლუღლუღებდა ძალაგამოცლილი მეორე მღვდელი, – ასეთი
გზნება... ასეთი ვნება... ასე რომ არ შეეფერება თქვენს ხასიათს...
და რასაკვირველია, სიტყვებზე მეტად აშინებდა უეცრად გამ-
კაცრებული ხმა. მაგრამ ყველაზე უარესი მისი სახელი იყო, ჰა-
ერში გატყორცნილი სამმარცვლიანი სიტყვა, ბრძანებასავით: „სა-
ბირუ... საბირუ...“
– ძალიან ფრთხილად იყავით, საბირუ, რადგან სამყარო
სრულებით არ არის გამართული მექანიზმი. სატანასა და მას შო-
რის, უკანასკნელ ზღუდედ, ღმერთმა ჩვენ დაგვაყენა. უკვე მრავა-
ლი საუკუნეა, ჩვენი გავლით ერთი და იგივე სიძულვილი ცდი-
ლობს მას მისწვდეს, დაუღალავი მკვლელი სწორედ საბრალო
ადამიანის სხეულს იყენებს. აჰ! აჰ! რაც უნდა მაღლა, რაც უნდა
შორს გაგვიტაცოს ჩვენმა ლოცვებმა და სიყვარულმა, მუდამ თან
ვატარებთ განუყრელ, საზარელ კომპანიონს, რომლის უკიდეგა-
ნო სიცილი გარშემო ყველაფერს აზანზარებს! ერთად ვილო-
ცოთ, საბირუ, რათა განსაცდელი ხანმოკლე გამოდგეს და საბ-
რალო ადამიანების ბრბო გადარჩეს... საბრალო ბრბო!..
ხმა უწყდება და თვალებზე აკანკალებულ ხელებს იფარებს.
გარშემო მზით განათებული პატარა ბაღი სტვენს და მღერის.
მაგრამ მათ აღარაფერი ესმით.
– საბრალო ბრბო! – იმეორებს ძლივს გასაგონად. იმათ გახ-
სენებაზე, ვინც უყვარდა, ტუჩები უთრთოლდება, ღიმილის მსგავ-
სი გადაეფინება სახეზე და ისეთი ალერსიანი სიდიადის იერი
აქვს, რომ საბირუს ეშინია, მის წინ მკვდარი არ დაეცეს. ორჯერ
მორცხვად დაუძახა. მოხუცი თითქოს სიზმრიდან გამოერკვა:
– ვალდებული ვიყავი, ასე მელაპარაკა. უკეთესია. ვფიქრობ,
მართებულად მივეცი თავს უფლება, საბირუ, რომ თქვენი მოსაზ-
რება ჩემ შესახებ გამებათილებინა. მტკივნეული იქნებოდა ჩემ-
თვის, გგონებოდათ, თითქოს ოდესმე ვყოფილვარ... ზმანებე-
ბის... გამოცხადებების... უჩვეულო მოვლენების მოწმე. ეს ყველა-
ფერი საჩემო არ არის. არა! რაც ვნახე, ჩემო მეგობარო, ვნახე
ჩემს პატარა სააღსარებოში, ჩალის სკამზე რომ ვიჯექი, ვნახე ისე
ცხადად, როგორც ახლა თქვენ გიყურებთ. იცით, ცოდვილი რას
ნიშნავს, ვერ ხვდებიან. რა არის ხმა, რომელიც სააღსარებოში
ისმის, სიბნელეში, ბუტბუტებს, სწრაფად, სწრაფად, და ხაზგასმით
წარმოთქვამს მხოლოდ mea culpa-ს პირველ მარცვალს? საბრა-
ლო პატარებო, ასეთი მონაყოლი მხოლოდ ბავშვებს დააკმაყო-
ფილებს! მაგრამ საჭიროა ხედავდე მათ სახეებს, რომლებზეც
ყველაფერი აისახება, მათ მზერას. ადამიანის თვალებს, საბირუ!
მათ შესახებ ლაპარაკი არ მოგბეზრდება. რასაკვირველია! უკა-
ნასკნელ გზაზე გამიცილებია მომაკვდავები; ეს არაფერია; ისინი
აღარ არიან, გაშინებენ. მათ ღმერთი თავის კალთას აფარებს.
მაგრამ საბრალოები, რომლებიც ჩემთან მოსულნი მინახავს –
ვინც საუბრობს, იღიმის, კამათობს, იტყუება, იტყუება, იტყუება –
ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე სასოწარკვეთილებით მოცულე-
ბი, დაცარიელებული ტომრებივით არ დაეცემიან ჩვენ ფერხთით!
ასეთები ხალხის წინაშე თავს იწონებენ! გოგონების თვალწინ
ყოყლოჩინობენ. ღვთის გმობაზეც არ ამბობენ უარს... აჰ! დიდი
ხანი არ მესმოდა, ვხედავდი მხოლოდ გზააბნეულებს, რომლებ-
საც ღმერთი საჭირო გზაზე აბრუნებდა. მაგრამ ღმერთსა და ადა-
მიანს შორის რაღაც არსებობს და ეს რაღაც მეორეხარისხოვანი
სრულებით არ არის... არსებობს... ბნელი არსება, შეუდარებლად
გონიერი და ჯიუტი, რომელიც შეიძლება შეადარო მხოლოდ მწა-
რე ირონიას, ამაზრზენ სიცილს. ღმერთმა დროებით მას მისცა
ძალაუფლება. ის ჩვენგან ამოიგლიჯება. საუკუნეებია, ადამიანები
წნეხის ქვეშ არიან, ჩვენი სისხლი მდინარეებად მოედინება, რათა
ღვთიური სხეულის პაწაწინა ნაწილი საზარელი ჯალათისთვის
დაცინვისა და დანაყრების საშუალებად იქცეს... ოჰ! ისეთი ღრმაა
ჩვენი არცოდნა! გეკითხებით, რა არის ეშმაკი განსწავლული, თა-
ვაზიანი, ურთიერთობების მცოდნე მღვდლისთვის? მისი სახელის
ხსენებისას ღიმილს ძლივს იკავებენ. სტვენით იხმობენ, თითქოს
ძაღლი იყოს. და მერე რა! ფიქრობენ, რომ მოიშინაურეს? რო-
გორ არა! მეტისმეტად ბევრი წიგნი წაიკითხეს და საკმარისად არ
უთქვამთ აღსარება. თავის მოწონება სურთ. ასეთები მოსწონთ
მხოლოდ სულელებს, რომლებსაც ამშვიდებენ. ჩვენ არ ვართ
სიმშვიდის მომტანები, საბირუ! სასიკვდილო ბრძოლაში ჩვენ
ვდგავართ პირველ რიგში და ჩვენი პატარები – ჩვენ უკან.
მღვდლები! მათ საერთოდ არ ესმით საკაცობრიო სიღატაკის
ყვირილი! ესე იგი, მხოლოდ თავიანთი დიაკვნების აღსარებებს
ისმენენ! ესე იგი, პირისპირ არასოდეს დარჩენილან მღელვარე-
ბით მოქცეულ სახესთან? ესე იგი, არასოდეს უნახავთ დაუვიწყა-
რი, ღმერთის სიძულვილით აღსავსე მზერა, რომელიც უკვე აღა-
რაფერს იძლევა, აღარაფერს! ძუნწი, რომელსაც თავისი
სნეულება ხრავს, გვამს დამსგავსებული მაცდუნებელი, ერთა-
დერთი ოცნებით აღსავსე ამბიციური, შურიანი, რომელსაც შურმა
ძილი დააკარგინა. მეტი რა ვთქვა! განა არსებობს მღვდელი,
რომელსაც არასოდეს უტირია საკუთარი უიმედობის შეგნებისას,
როცა საქმე ეხება ადამიანურ სატანჯველს, ღმერთის შეურაცხყო-
ფას ადამიანში, მის თავშესაფარში?!.. არ სურთ დანახვა! არ
სურთ დანახვა!

რაც უფრო ხმამაღლა ჟღერდა ხრინწიანი ხმა ქარსა და მზე-


ში, მით უფრო გამომწვევად ავლენდა პატარა, მტკიცე ბაღი თა-
ვის ძლიერ სიცოცხლეს. მაისის ბრიზი, რომელიც ცაში რუხ
ღრუბლებს მიაგორებდა, ზოგჯერ ჰორიზონტზე მათ გუნდებად
აგროვებდა. დიდებული ცოცხალი ღობის თავზე უეცრად დამაბ-
რმავებელი, მოქნეული ხმლის პირზე არეკლილის მსგავსი სი-
ნათლის სხივი გაჩნდა, რომელმაც გაკვეთა ჩამობნელებული ვე-
ლი.
„მაშინ ვიგრძენი“, დაწერა მოგვიანებით აბატმა საბირუმ,
„თითქოს განცალკევებულ მწვერვალზე ვიდექი, სრულიად დაუც-
ველი უხილავი მტრის დარტყმებისთვის... და ის კი, დადუმებული,
სივრცეში ერთ წერტილს მისჩერებოდა. გეგონებოდა, ნიშანს
ელოდებოდა, მაგრამ ამაოდ“.
VI

საჭიროა, ასპარეზი დავუთმოთ მოწმეს, რომლის სიტყვები ამ


მონაყოლის საუკეთესო ნაწილია და რომელიც ყველაზე გაწა-
ფულმა და ძლიერმა ამოირჩია, რათა ლიუმბრელი მოხუცის დამ-
ხმარე ყოფილიყო უკანასკნელ ბრძოლაში. წინა ციტატების
მსგავსად, ესენიც ამოღებულია ვრცელი მოხსენებიდან, რომე-
ლიც სკრუპულოზურმა კანონიკმა ზემდგომებისთვის შეადგინა.
რასაკვირველია, მასში ჩანს შიში და საკუთარი თავის სიყვარუ-
ლი, უბოროტო ხრიკით გამოხატული. მაგრამ არაფერია დასაძ-
რახი იმაში, რომ საბრალო ცდილობს დაიცვას თავისი წარმოდ-
გენები, თავისი სიმშვიდე, თავისი პატივმოყვარეობა და ის, რაც
ცხოვრების აზრად მიაჩნია.
„რასაკვირველია, ძალიან ძნელია ზუსტად აღადგინო გონე-
ბაში უკვე დიდი ხნის წინ მომხდარი, მაგრამ საუბარი, რომლის
შინაარსის აქ გადმოტანასაც ვეცდები, შეიძლება ითქვას, არ ექ-
ვემდებარება აღწერას და დიდი მონდომების მიუხედავადაც კი,
ვერ აღდგება ჟესტი, ხმის ტემბრი, ათასობით პატარა ნიუანსი,
სიტყვებს განსაკუთრებულ შინაარსს რომ ანიჭებს და ახლა კი
მხოლოდ ის გვესმის, რაც ჩვენს საიდუმლო გრძნობას სურს. ჩემი
ზემდგომების მოცემული ბრძანების პატივისცემა და მათთვის
მომხდარის შესახებ შეტყობინების ჩემეული სურვილი ძლევს
ჩემს ზიზღსა და სინდისის ქენჯნას. ვეცდები, არა სიტყვასიტყვით
აღვადგინო, არამედ გადმოვცე ძირითადი შინაარსი და ის განსა-
კუთრებული შთაბეჭდილება, რაც მე დამრჩა.
– ფრთხილად იყავით, საბირუ! – უეცრად წამოიძახა ჩემმა
უბედურმა კოლეგამ ისეთი ხმით, რომ ადგილზე გამაშეშა. მისი
თვალები თითქოს ნაპერწკლებს ისროდა. ერთი-ორჯერ რაღა-
ცის თქმა ვცადე, მაგრამ მან მხოლოდ მზერა ამარიდა. კიდევ
ერთხელ უნდა ვაღიარო? მომნუსხა, თუკი შეიძლება მომნუსხვე-
ლობა ეწოდოს ნერვების საშინელ დაძაბვას, ყოვლისმომცველ
ცნობისმოყვარეობას. რაც უფრო მეტხანს ლაპარაკობდა, აღარ
მეეჭვებოდა, რომ ნამდვილი ექსტაზის მდგომარეობაში მყოფი,
მართლაც ზებუნებრივი ადამიანის გვერდით ვიყავი. ათასმა რა-
მემ, რის თაობაზეც არასოდეს დავფიქრებულვარ და დღეს წინა-
აღმდეგობრივი, ბუნდოვანი და სახიფათო წარმოსახვის ნაყოფა-
დაც კი მეჩვენება, მაშინ გაანათა ჩემი გული და გონება. ასე მე-
გონა, ახალ სამყაროში შევაბიჯე. როგორ შეიძლება, აუღელვებ-
ლად გადმოიცეს ეს გასაოცარი სიტყვები, რომლებიც წარმოთ-
ქმული იყო ხან ვედრებით, ხანაც მუქარით, ხან მრისხანებით, ხა-
ნაც ცრემლიანი თვალებით, გულისგამგმირავად გლოვობდა სუ-
ლების ხსნის შეუძლებლობას, ფუჭად ჩავლილ ტანჯვას, ისე განა-
რისხებდა ბოროტება და სიკვდილი, თითქოს ყელში სწვდა სატა-
ნას. სატანა! ეს სიტყვა დაუსრულებლად ისმოდა მის ბაგეთაგან
და ისეთი გასაოცარი სიმახვილით წარმოთქვამდა, გულს გაგიგ-
მირავდათ. ადამიანის თვალებს საშუალება რომ მისცემოდათ
ეხილათ ამბოხებული ანგელოზი, რომელსაც ჩვენი ეკლესიის მა-
მების კურთხეული მიამიტობა ამდენ საოცრებას მიაწერდა, –
დღეს მათ შესახებ უფრო მეტია ცნობილი, – ასეთი სიტყვების
შემდეგ ცოცხლად წარმოიდგენდნენ, რადგან მისი აჩრდილი, იმ
პატარა ბაღში, ჩვენ ორს, ორ თავმდაბალ მღვდელს შორის, უკ-
ვე იყო. არა! ბატონებო, მსგავსი სიტყვების აუღელვებლად გა-
მეორება შეუძლებელია! თავად უნდა მოგესმინათ ამ პატივსაცემი
ადამიანისთვის, რომელიც თავზარმა გადაასხვაფერა და თითქოს
სიძულვილით ატანილს, არგუმენტად მოჰყავდა თავისი
მღვდლობის პერიოდის ყველაზე საიდუმლო მოგონებები, თავ-
ზარდამცემი აღიარებები, ცოდვის გავლენა სულებზე და ლამის,
დემონის მსხვერპლად ქცეულ უბედურთა სახეები, რომელთა თი-
თოეულ ნაოჭში მისი მჭვრეტელი მზერა ჯვარზე ჩვენი მაცხოვრის
აგონიას ხედავდა. თითქოს ენთუზიაზმმა ამიტანა. აღარ ვიყავი
ქრისტიანული მორალის მსახურთაგან ერთ-ერთი, არამედ შთა-
გონებული ადამიანი, იმ ლეგენდარულ ეგზორცისტთა მსგავსი,
ვინც მზადაა, ბოროტების ძალებს გამოგლიჯოს ისიც კი, რაც მი-
სი ფარიდან გადარჩა. მჭევრმეტყველების სასწაული! სიტყვებს
გაუცნობიერებლად წარმოვთქვამდი, სადღაც მივისწრაფოდი,
მინდოდა, პირისპირ შევჩეხებოდი საშიშროებებს, შესაძლოა, წა-
მებულის სიკვდილითაც მოვმკვდარიყავი. პირველად მოხდა,
რომ ვხედავდი ჩემი ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანსა და ღვთისმსა-
ხურების სიდიადეს. დავეცი, დიახ, ლიუმბრის კიურეს წინაშე მუხ-
ლებზე დავეცი. მეტიც! ხელებში მოვიქციე მისი გაქუცული ანაფო-
რის კალთები და ვეამბორე, ცრემლებით დავალბე და ვაგლახ!
სიხარულით ატანილი, ამ სიტყვებს წამოვისროდი, კი არ წარ-
მოვთქვამდი: „წმინდანი ხართ!.. წმინდანი ხართ!..“
არა ერთხელ, არამედ ოცჯერ მაინც გაიმეორა თავზარდაცე-
მულმა კანონიკმა ეს სიტყვები და თან, მთვრალივით ლუღლუ-
ღებდა. მიწა უწვავდა სქელლანჩიან ფეხსაცმელს, ჰორიზონტი
ბორბალივით ტრიალებდა. თავს გრძნობდა ისე მსუბუქად, გეგო-
ნებოდა კორპის სხეული ჰქონდა, არაჩვეულებრივად თავისუფა-
ლი და მსუბუქი იყო, მოქნილ ჰაერში. „ასე მეგონა, მოკვდავის
ცხოვრებასთან აღარაფერი მაკავშირებდა“, აღნიშნავს ის.
განა რა ძალა ჰქონდა სიტყვას, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე
ატყორცნა ეს ტვირთი ან რა იყო სიჩუმეზე უფრო გასაოცარი?
რას ეჩურჩულებოდა ყურში ეს ტრაგიკული მოხუცებული, რომე-
ლიც ცოდვამ ძირისძირამდე შეძრა, ყველამ უარყო, ღმერთმაც
კი, და დაძლეული, დანებებული, სიკვდილის წინ მეგობრის მზე-
რას ეძებდა? ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ...
– აჰ! სატანამ დაგვიმორჩილა, – თქვა მან ბოლოს წყნარად
და განიარაღებულმა.
გაოცებულმა ლიუზარნის კიურემ წაილუღლუღა:
– ჩემო მეგობარო, ჩემო ძმობილო, არ გიცნობდით... არ ვი-
ცოდი... ღმერთმა შეგქმნათ ეპარქიის, ეკლესიის, ჭეშმარიტების
მქადაგებელი ამბიონის სადიდებლად... ასეთი გასაოცარი ნიჭი
გებოძათ, – სხვა რა უნდა ვუწოდო! – და მაინც ოხრავთ, მაინც
დამარცხებულად თვლით თავს! თქვენ! იმის საშუალება მაინც
მომეცით, ჩემი გულისხმიერება, ჩემი ემოცია გამოვხატო იმ სიკე-
თისთვის, რაც მიყავით, თქვენი ენთუზიაზმისთვის...
– ვერ გამიგეთ... – წყნარად თქვა ლიუმბრის კიურემ.
იცის, რომ უნდა დადუმდეს, მაინც ლაპარაკობს. სისუსტეს,
სიმამაცის მსგავსად, თავისი ლოგიკა და თავისი მისწრაფება
აქვს. და მაინც, მოხუცი ყოყმანობს, ვიდრე ბოლო დარტყმასაც
მიაყენებს.
– წმინდანი არ ვარ, – იმეორებს ის, – გეყოფათ! მომეცით პა-
სუხის გაცემის შესაძლებლობა. შესაძლოა, ყველასგან უარყოფი-
ლი ვარ... დიახ! შემომხედეთ... ჩემი განვლილი ცხოვრება გამო-
იკვეთება და ისე ვხედავ, როგორც პეიზაჟს, როგორც შენვიერის
მწვერვალიდან დაბა პენი მოჩანს, ჩემს ფერხთით. იმისთვის ვიღ-
ვაწე, რომ სამყაროს განვდგომოდი, ასე მსურდა, მაგრამ ის,
მეორე, უფრო ძლიერი და უფრო ეშმაკია. მეხმარებოდა, რომ
საკუთარ თავში იმედი მომესპო. როგორ დავიტანჯე, საბირუ!
რამდენჯერ, ლამის იყო, გული ამერია! ჩემში ვატარებდი ამ
ზიზღს; გეგონებოდა, გულზე მყავდა აკრული ჩვილი ეშმაკი. სულ
მთლად ძალაგამოცლილი ვიყავი, როდესაც ამ კრიზისმა ყვე-
ლაფრის განადგურება მოახერხა. რა პირუტყვი ვიყავი! ღმერთი
აქ არ არის, საბირუ!
ისევ ყოყმანობს უცოდველი მსხვერპლის წინაშე: ფერხორ-
ციანი მღვდელია, მიამიტი თვალებით. შემდეგ, განრისხებული,
გაორმაგებული ძალით დასცხებს:
– წმინდანი! მარტო ეს სიტყვა გაკერიათ პირზე. წმინდანები!
იცით, ეს რას ნიშნავს? და თქვენც, საბირუ, კარგად დაიმახსოვ-
რეთ! ცოდვა ჩვენში იშვიათად შემოდის ძალით, არამედ ხრიკით.
ჰაერივით შემოაღწევს. დამახასიათებელი არც ფორმა აქვს, არც
ფერი, არც სურნელი, არამედ ყველაფრის მიბაძვა შეუძლია. შიგ-
ნიდან გვეუფლება. ზოგიერთ საცოდავს ცოცხლად ხრავს და მა-
თი ყვირილი სისხლს გვიყინავს, მაშინ როდესაც სხვები უკვე გა-
თოშილები არიან და მათზე იმასაც ვერ იტყვი, დაიხოცნენო,
რადგან ცარიელ აკლდამებს ჰგვანან. ჩვენმა მაცხოვარმა ეს უკვე
თქვა: ოჰ, რა სიტყვებია, საბირუ! ადამიანების მტერი იტაცებს
ყველაფერს, სიკვდილსაც კი, და შემდეგ სიცილით უჩინარდება
(მის ერთ ადგილს მიშტერებულ თვალებში ისევ ჩანს ძველებური
ცეცხლი, თითქოს კედლიდან აირეკლა).
– მისი სიცილი! აი, ეს არის სამყაროს პრინცის იარაღი. ისე-
ვე გასხლტება ხოლმე, როგორც იტყუება, ყველას სახეს იღებს,
ჩვენსასაც კი. არასოდეს ელოდება, არსად იკიდებს ფეხს. იმ მზე-
რაშია, მას რომ უშიშრად უსწორებს თვალს, იმ ბაგეებზეა, მის
არსებობას რომ უარყოფს, იდუმალ კაეშანშია, ყეყეჩის თავდაჯე-
რებულობასა და უდარდელობაში... სამყაროს პრინცი! სამყაროს
პრინცი!
რა საჭიროა ეს მრისხანება? ვის წინააღმდეგაა მიმართუ-
ლი?.. თავს ეკითხება გაოგნებული ლიუზარნის კიურე.
– აჰ! – წამოიძახებს ის, – თქვენნაირი ადამიანები...
მაგრამ ლიუმბრის წმინდანი წინადადების დამთავრებას არ
აცდის; მასთან სულ ახლოს მიდის, ცხვირწინ აეტუზება.
– ჩემნაირი ადამიანები! წმინდა წიგნში წერია ამის თაობაზე,
საბირუ; მათ საკუთარი სიბრძნე ახრჩობთ.
შემდეგ უეცრად, მკვახედ ეკითხება:
– სამყაროს პრინცი... თქვენ რას ფიქრობთ ამ სამყაროზე?
– სიმართლე ითქვას, უეჭველია... – ლუღლუღებს ლიუზარ-
ნის კიურე.
– სამყაროს პრინცი; აი, ესაა გადამწყვეტი სიტყვა. ის ამ სამ-
ყაროს პრინცია, სამყარო მის ხელშია, ის არის მეფე.
...სატანის ფეხქვეშ ვართ მოქცეულნი, – განაგრძო დუმილის
შემდეგ, – თქვენ, მე – თქვენზე მეტად, და ეს უიმედო სიმარ-
თლეა. ჩაძირულები, წყლითა და შლამით ვართ დაფარული.
იმისთვისაც კი არ იწუხებს თავს, რომ ბეჩავებს ხელი გვკრას, ჩა-
მოგვიშოროს, არამედ მის ხელში იარაღად ვქცეულვართ; გვიყე-
ნებს, საბირუ. ახლა, ამ წუთს, ნამდვილად მე ვარ? სკანდალია ამ
სიტყვების წარმოთქმა, ვიცი, რომ გულში ეკლად გესობათ. მაპა-
ტიეთ ღვთიური გულმოწყალების სახელით! ეს აზრი მიტრიალებ-
და, მდუმარებაში ყოველდღიურად მწიფდებოდა, მთელი ჩემი
ცხოვრების განმავლობაში. ჩემში კი არ არის ეს აზრი, არამედ
მან შთანთქა ჩემი არსება. ეს მე ვარ მასში, ჩემს ჯოჯოხეთში! ძა-
ლიან ბევრი სული გამიცნია, საბირუ, ზედმეტადაც კი ვისმინე
ადამიანის ნათქვამი, რომელიც სირცხვილის შესანიღბად კი არა,
მის გამოსახატავად გამოიყენება; პირველწყაროდან აღებული,
ჭრილობის სისხლივით შესრუტული. მეც მეგონა, რომ ბრძოლა
შემეძლო, მეტიც – გამარჯვება. ჩვენი სამღვდელო ცხოვრების
დასაწყისში ცოდვილის შესახებ ისეთი გამორჩეული, ისეთი კე-
თილშობილური წარმოდგენა მქონდა. ამბოხი, ღვთის გმობა,
სიწმინდეების განადგურება – ველური სიდიადე, მხეცი, რომელ-
საც მოვათვინიერებთ... ცოდვილის მოთვინიერება! ჰოი, რა სასა-
ცილო აზრია! სისუსტისა და ლაჩრობის მოთვინიერება! ვინ არის
ისეთი, ვისაც ქანცს არ გამოაცლის უძრავი ტვირთის თრევა? ყვე-
ლა ერთნაირია! აღიარებისას, ბოდიშის მოხდისას, მატყუარები
და სულ მუდამ მატყუარები! თავს გაჩვენებენ ძლიერ და ფხუკიან
ადამიანად, რომელმაც აიწყვიტა, არად ჩააგდო პირობითობები,
მორალი და სხვა დანარჩენი, ძლიერ ხელს ითხოვენ! აჰ! რა სა-
ცოდაობაა! ქანცგამოლეულები არიან! მინახავს, დამიჯერეთ, მი-
ნახავს ისეთები, ქალის სახელის გაგონებაზე მრისხანებისგან იკ-
რუნჩხებოდნენ და შიშით, სინდისის ქენჯნითა და სურვილით ატა-
ნილები, ჩემს ფეხებთან ცხოველებივით დახოხავდნენ... მინახავს.
არა! არა! ეს უზარმაზარი სისულელე, ეს საზარელი სიცილი, ეს
უნარი, გაანადგუროს ის, რაც მას კლავს, – აი, ასეთია გამარჯვე-
ბული სატანა! გამიგეთ, საბირუ?
ყოფილი მასწავლებლის ლაჟვარდისფერი თვალები გულ-
წრფელი ცნობისმოყვარეობით, უსაზღვრო, მარადიული კეთილ-
განწყობით უმზერდა. აჰ! რა იქნება, ბოლოს და ბოლოს, გატ-
ყდეს ეს ცისფერი ემალი! მოხუცი ათლეტი, ზორბა, გაფურჩქნი-
ლი ბავშვის წინაშე ხან წითლდება, ხანაც – ფითრდება. მისი გუ-
ლი ძლიერი, თანაბარი დარტყმებით ეპასუხება მკერდში, სადაც
უძლიერესი ნება, არასოდეს რომ არ ყოფილა მორჩილებაში, უკ-
ვე დაწრიალებს, მის მისწრაფებას ლაგამს ამოსდებს. საბირუს
კედელთან მოიმწყვდევს და ყურში ჩაჰყვირის:
– გეუბნებით, დამარცხებულები ვართ! დამარცხებულები! და-
მარცხებულები!
ერთი წუთის, ერთი ხანგრძლივი წუთის განმავლობაში, ყურს
უგდებს საკუთარ ბაგეთაგან წარმოთქმულ ღვთის გმობას, რო-
გორც საფლავზე მიწის ბოლო მუჭის მოყრას აყურადებენ. ერთა-
დერთმა მზერამ აპატია იმას, ვინც სამჯერ უარყო თავისი მბრძა-
ნებელი, მაგრამ ეს რა იმედს აძლევდა იმას, ვინც საკუთარი თა-
ვიც უარყო?
– ჩემო მეგობარო! ჩემო მეგობარო! – წამოიყვირა ლიუზარ-
ნის კიურემ.
მაგრამ ლიუმბრელმა წმინდანმა ხელით ალერსით მოიშორა
თავიდან:
– მარტო დამტოვეთ, მარტო დამტოვეთ... ყურს ნუღა მიგ-
დებთ.
– მარტო დაგტოვოთ! – უპასუხა აღელვებულმა ლიუზარნის
კიურემ, – თქვენ დაგტოვოთ მარტო! არასოდეს მინახავს თქვენ-
ნაირი ადამიანი. მაპატიეთ, რომ აქამდე თქვენში ეჭვი შემქონდა.
მზად ვარ, თქვენი მოწმე ვიყო იმ გამოცდისას, რომელიც ჩაიფიქ-
რეთ... თქვენნაირი ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია... მი-
დით! მიდით! მოგყვებით: ეს-ესაა, ღმერთმა შთაგაგონათ. წავი-
დეთ! ერთად დავბრუნდეთ სახლში. მოინახულეთ პატარა მიცვა-
ლებული.
ლიუმბრის კიურე გაოგნებული უმზერს, ხელს შუბლზე ისვამს,
გაგებას ცდილობს... მორალისთვისაც კი ტრაგიკული, გასაკვირი
გულმავიწყობაა!.. როგორ! ნუთუ აღარ ახსოვს?...
– მისმინეთ, ჩემო მეგობარო, ჩემო ნამდვილო მეგობარო, –
იმეორებს ის, – მე უნდა შეგახსენოთ, ამ ადგილზე, ცოტა ხნის წინ
რა ითქვა?..
გაახსენდა. გულმოწყალების უკანასკნელი მოწოდება, დამაბ-
რმავებელი დაპირება, რომელმაც გადაარჩინა და მოისმინა მხო-
ლოდ ეჭვით, იმის ნაცვლად, რომ ბავშვივით დამორჩილებოდა,
რომლის პატარა ხელები დიად საქმეებს ისე აკეთებს, რომ ამას
ვერც კი ხვდება, ნუთუ ეს შესაძლებელია? სხვამ უნდა შეახსენოს.
აკვიატებული აზრი, რომელიც საბრალოს გადაბმულად უკვე
ორი დღე და ღამეა, მოსვენებას არ აძლევს, – ჰოი, მრისხანებავ!
შესაძლებელია გადაწყდეს და თან ვისი ხელით! – მთლიანად
მოიცვა მისი არსება. გადამწყვეტ წუთს, საკუთარი არაჩვეულებ-
რივი ცხოვრების ერთადერთ წუთს – უკიდურესი, აბსოლუტური
დაცინვა, – მხოლოდ ბეჩავი ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველი
იყო, რომელსაც ტანჯვისა და ყვირილის გარდა, სხვა არაფერი
შეუძლია.
აჰ! ჩაძირვისთვის განწირული, რომელიც დილის ნისლში ვე-
ღარ ხედავს ალისფერ იალქანს; ხელოვანი, რომელსაც შთაგო-
ნება ამოეწურა და ცოცხლად კვდება; დედა, რომელიც საკუთარი
თვალით ხედავს, მომაკვდავი ვაჟის მზერა როგორ უსხლტება,
უფრო გულისგამგმირავად ვერ შეჰღაღადებდნენ ცას.
თუმცა, გმირმა მოხუცებულმა არ დაიჩოქა. აღარ ლოცუ-
ლობს. გულცივად ზომავს თავისი დაცემის სიღრმეს; უკანასკნე-
ლად გადახედავს გონების თვალით იმ მტრის აღმატებულ ტაქ-
ტიკას, რომელმაც დაამარცხა. „მძულდა ცოდვა“, ამბობს თავის-
თვის, „შემდეგ ცხოვრებაც კი შემძულდა და ლოცვისას ვგრძნობ-
დი რაღაცას, რისი სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია – შესაძ-
ლოა, ეს იყო ჩემს გულში თანდათან განლეული უიმედობა“.
გონებაში გაელვებული გამოსახულებები სათითაოდ ამოწუ-
რავს თავს, შემდეგ, როდესაც აზროვნება სრულიად არეულ--
დარეულია, მშველელად გვევლინება გონიერება, რომელიც ქა-
ოსს ბოლოს მოუღებს. არა მხოლოდ ინსტინქტს, არამედ გონე-
ბასაც, რითაც ასე ვამაყობთ, შეუძლია პანიკის გამოწვევა. ლიუმ-
ბრის კიურე პანიკას გრძნობს: გონებიდან ვერ ამოუგდია ფიქრი,
რომელიც კლავს. „რა გამოდის! სწორედ მაშინ, როდესაც საკუ-
თარი თავის ვირწმუნე... როგორ! ღვთიური სიყვარულის მათრო-
ბელობაშიც კი!..“
– ღმერთმა დამცინა? – წამოიძახებს ის.
ოცნების გაფანტვისას, რომელიც მუდამ რეალობად გვეჩვე-
ნებოდა და რომელთანაც ჩვენი ბედი იყო დაკავშირებული, –
როდესაც ყველაფერი განადგურებულია და დაცემამ უკიდურეს
წერტილს მიაღწია – სხვა რა ძალა გვიბიძგებს, თუ არა უბედურე-
ბის წაქეზების, მისი დაჩქარების, როგორც იქნა, მისი შეცნობის
მძაფრი წადილი?
– წავედით, – ამბობს ლიუმბრის კიურე.

VII

დიდი ნაბიჯით გადაჭრის ბაღს, ამასობაში ცას ღრუბელი გა-


დაჰფარებია. სახლის ზღურბლზე ჩნდება.
– აი, ისიც! – წამოიყვირებს ქალი, რომელიც გულის ფანცქა-
ლით ელოდებოდა.
მისკენ მიიწევს, მაგრამ სულის სიღრმემდე შეძრული ჩერდე-
ბა მოხუცის ნაკვთებდამახინჯებული სახის დანახვაზე, რომელიც
გამოხატავს მხოლოდ შეურიგებელ ნებას, მეომრის და არა წმინ-
დანის სახეს. ლიუმბრელი კიურე მისკენ არც კი იხედება, მუხის
დიდი მაგიდის უკან, დახურული კარისკენ მიდის, სახელურზე
ხელდადებული ტრიალდება და ხელით ანიშნებს დამორცხვე-
ბულ კოლეგას, ადგილზე დარჩეს. კარის მიღმა ჩაბნელებული
და უტყვი ოთახი ჩანს, დარაბები დახურულია. სიღრმეში ერთი
სანთელი ანთია და კარის შეღებისას მისი ალი ირხევა. მოხუცი
შედის და მიცვალებულთან მარტო რჩება.
ბათქაშით შეთეთრებული ოთახი ვიწრო და გრძელია; სამზა-
რეულოს უკანა ოთახია, სადაც ექიმმა გადაწყვიტა ავადმყოფის
გადმოყვანა, რადგან ყველაზე ვრცელია და აღმოსავლეთის მხა-
რეს ორი ფანჯარა აქვს; ფანჯრებიდან მოჩანს ბაღი, სანკურის
ტყეები, ბორგარის ფერდობები აყვავებული ცოცხალი ღო-
ბეებით. წითელ ფილებზე უხეირო ხალიჩა აფენია. ერთადერთი
სანთელი ოდნავ ანათებს შიშველ კედლებს. სრულიად გაუგება-
რია, სად არის ის უხილავი ბზარები, საიდანაც შემოდის სინათ-
ლე; ამის მიუხედავად, სინათლის სხივებს თავი მოუყრიათ და
ლივლივებენ პატარა ბიჭის სხეულის ორივე მხარეს, თეთრი,
უნაოჭო, გახამებული თეთრეულის გარშემო, რომელიც იატაკამ-
დე დასთრევს. ბიჭი ახლა წყნარად და მშვიდად წევს. სადღაც
საქმიანად ბზუის ბუზი.
ლიუმბრის კიურე საწოლის ფეხთან დგას და სუფთა ტილოზე
გამოსახულ ჯვარცმას შესცქერის. იმედი აღარ აქვს, რომ ხელახ-
ლა გაიგონებს იდუმალ ბრძანებას. მაგრამ დაპირება მისცა,
ბრძანებაც გაიგონა; ეს საკმარისია. აი, ორგული მსახური იქ
არის, სადაც ამაოდ ელოდა თავისი მბრძანებელი და რომელიც
აუღელვებლად ელოდება განაჩენს, მან რომ დაიმსახურა.
აყურადებს. გარეთ, დახურული დარაბების მიღმა, მზით განა-
თებული ბაღი გიზგიზებს და ისე უსტვენს, როგორც ბუხარში სვე-
ლი შეშის ნაპობი. შიგნით, ოთახში, იასამნის მძიმე, ცხელი ცვი-
ლისა და კიდევ სხვა, საზეიმო სურნელი დგას. სიჩუმე, რომელიც
მიწიერი არ არის, რომელსაც გარედან შემოსული ხმები ვერ არ-
ღვევს, მიწის წიაღიდან ამოდის. ამოდის უხილავი კვამლივით, და
უკვე გამჭოლად ჩანს, სხვადასხვა ცოცხალ ფორმად გადაკეთებუ-
ლი, გადასხვაფერებული; მასში უკვე ბგერები იხშობა, ათასი სხვა
უცნობი რამ უერთდება. თითქოს ამოუცნობი წონასწორობით ერ-
თმანეთს ზედ ედება, შეურევლად, სხვადასხვა სიმკვრივის ორი
ნაკადი, ორი რეალობა.
ასეთ წუთს შეხვდა ლიუმბრის წმინდანის მზერა მიცვალებუ-
ლისას და დააკვირდა.
სიცოცხლეჩამქრალი თვალებიდან ერთი გახელილია,
მეორე – დახუჭული. უეჭველია, აკანკალებული ხელით მეტისმე-
ტად ადრე დაუხუჭეს, კუნთის შეკუმშვამ წარბი ცოტათი ასწია და
წამწამების ქვეშ მოჩანს ცისფერი გუგა, უკვე გახუნებული, მაგრამ
უცნაურად სავსე ფერი აქვს, ლამის შავია. ბალიშის ჩაღრმავებაში
დასვენებულ სახეზე მხოლოდ ეს თვალი მოჩანს, ჩრდილის ორ-
მოსავით გაფართოებული ლაქის შუაში. იასამნებით დაფარულ
სუდარაში გახვეულ პატარა სხეულს უკვე გვამური გაშეშება და
კუთხოვანება მიუღია, რის დანახვაზეც ჩვენი მზერა, ცოცხალ
ფორმებს ასეთი დახარბებული, ყინულის ბლოკივით მყარდება.
რკინის საწოლი, მისი ცივი პატარა ტვირთითურთ, არაჩვეულებ-
რივ ხომალდს ჰგავს, რომელმაც სამარადისოდ ჩაუშვა ღუზა.
დარჩა მხოლოდ ეს უკან მიმართული მზერა – გადახვეწილის
უსასრულო მზერა – ხელის დაქნევასავით ცხადი.
რასაკვირველია, ლიუმბრის წმინდანს ამ მზერის არ ეშინია,
მაგრამ მისთვის შეკითხვა სურს. ცდილობს, ჩასწვდეს და გაუგოს.
წუთის წინ, თითქოს გამოწვევა იყო, როდესაც უიმედო მცდელო-
ბისთვის მზადმყოფმა, ამ ოთხ თეთრ კედელში შემოსასვლელად,
ოთახის ზღურბლს გადააბიჯა. მიცვალებულისკენ გაემართა გუ-
ლაჩვილების, გულმოწყალების გარეშე, გეგონებოდა, დაბრკო-
ლება აქვს გადასალახი, უაღრესად მძიმე რამ უნდა დაძრასო...
და აი, მიცვალებულმა დაასწრო: სინამდვილეში, ის ელოდება,
როგორც ბრძოლისთვის მზადმყოფი, დაძაბული მოწინააღმდე-
გე.
გახელილ თვალს ცნობისმოყვარეობანარევი ყურადღებით
უმზერს; მის მზერაში თანდათან ქრება სიბრალული და მას ერ-
თგვარი მოუთოკავი მოუთმენლობა ცვლის. რასაკვირველია, ძვე-
ლი ჯარისკაცივით, სიკვდილი არაერთხელ უნახავს, მისთვის
ჩვეულებრივი სანახაობაა. ნაბიჯის გადადგმა, ხელის გაწვდენა,
თითებით ქუთუთოს ჩამოწევა, იმ თვალის გუგის დახუჭვა, რომე-
ლიც აკვირდება, რომელიც აღარაფერს იცავს, რა უნდა იყოს
ამაზე ადვილი? დღეს შიშის გამო არ იკავებს თავს, ამის მიზეზი
არც ზიზღია; არამედ, უფრო მეტად, წადილი, შეუძლებლის მო-
ლოდინი, თავსაც რომ არ უტყდება და რაც მოხდება მისგან და-
მოუკიდებლად, მის გარეშე. მისი ფიქრი ყოყმანობს, უკან იხევს,
ისევ წინ მიდის. ამ მიცვალებულის ცდუნებას ცდილობს, ისე, რო-
გორც, სულ მალე, გაუცნობიერებლად, ღმერთის ცდუნებასაც არ
მოერიდება.
კიდევ ერთი ნაბიჯი, ლოცვას ცდილობს, ტუჩებს ამოძრავებს,
დაჭიმულ ყელს ადუნებს. არა! კიდევ ერთი წუთი, სულ ერთი წუ-
თი კიდევ... გიჟური, უაზრო შიში, რომ გაუფრთხილებლად წა-
მოსროლილი სიტყვა სამარადჟამოდ გააქრობს რაღაც თვალით
უხილავს, მიმხვდარს, სასურველს, საშიშად მიჩნეულს, ადგილზე
აქვავებს, ადუმებს. ხელი, რომლითაც უკვე დაიწყო პირჯვრის გა-
დაწერა, ჩამოვარდება. ანაფორის ფართო სახელომ შეათრთო-
ლა სანთლის ალი და ჩააქრო. მეტისმეტად გვიანაა! დაინახა,
ორჯერ, მიცვალებულის გახელილი და დახუჭული თვალები,
როგორც მდუმარე მოწოდება. მოწოლილ ყვირილს ახშობს. ჩაბ-
ნელებული ოთახი წინანდელზე უფრო მშვიდი ჩანს. დარაბები-
დან შემოსული სინათლე გარშემო იფანტება, თითოეულ საგანს
გამოკვეთს ნაცრისფერ ფონზე, ხოლო საწოლი მოცისფრო შა-
რავანდედშია გახვეული. სამზარეულოში საათი ათჯერ რეკავს...
სადღაც გოგონა იცინის და მისი სიცილის ხმა დიდხანს ცახცახებს
დილის ჰაერში... „კარგი! კარგი!“... ამბობს ლიუმბრის კიურე არც
ისე დამაჯერებლად.
სასაცილო ფაციფუცით იქექება ჯიბეებში და აბედს ეძებს,
გრაფ სალპენის საჩუქარს (რომელიც ლიუმბრის კიურესთან
სტუმრობისას მუდამ მის მაგიდაზე რჩება), ასანთს პოულობს, ხე-
ლიდან უვარდება და კბილებში ისევ გამოსცრის: „კარგი... კარ-
გი“. ჯიბეებს იცარიელებს და იატაკზე დებს ძვლისტარიან ჯიბის
დანას, წერილებს, ხასხასა წითელი ქსოვილისგან დამზადებულ
ცხვირსახოცს! და ამაოდ აფათურებს ხელებს იატაკზე, ვერაფერს
პოულობს. სულ ახლოს დგას საწოლი, რომელსაც კიდევ უფრო
მუქი ჩრდილი აქვს. მაგრამ ზემოთ, კონტრასტის სახით, სინათ-
ლის კვამლი, დახურული დარაბების გარშემო, ფართოვდება,
ფართოვდება. უკვე მიცვალებულის სახეც ჩნდება... თანდათან...
ამოდის... ნელა... წყვდიადის ზედაპირამდე. მოხუცი იხრება, რომ
შეეხოს, უმზერს... ამჯერად ორივე ფართოდ გახელილი თვალი
შესცქერის.
კიდევ ერთ წუთს, ამ მზერას თვალს უსწორებს, გიჟური იმე-
დით. მაგრამ შეკუმშული ქუთუთოები არ თრთის. გლუვ შავ თვა-
ლის გუგებს ადამიანის ნააზრევისა არაფერი ეტყობა... და მა-
ინც... იქნებ რაიმე სხვა აზრია მათში?.. გონებაში გაუელვებს,
რომ ეს ირონია ნაცნობია... სიკვდილის მბრძანებლის, ადამიანე-
ბის გამტაცებლის გამოწვევაა... ის არის.
– შენ ხარ. გიცანი, – ყვირის საბრალო მოხუცი მღვდელი ბო-
ხი და მტკიცე ხმით. იმავდროულად, ეჩვენება, რომ ვენებიდან
მთელი სისხლი გაყინული გულისკენ წავიდა. მწვავე, ენით აუწე-
რელი ტკივილი ერთიდან მეორე ბეჭს გადაეცემა, უკვე ფეთქავს
მის მარცხენა მკლავში, გაშეშებულ თითებამდე აღწევს. კაეშანი,
როგორიც აქამდე არასოდეს უგრძნია, მის მკერდში სიცარიელეს
წარმოქმნის, მუცლის თავში რაღაც საზარელი სწოვს. შეშდება,
რომ არ იყვიროს, საშველად არ უხმოს ვინმეს. ყველა სასიცოც-
ხლო ძალა გაქრა: დარწმუნებულია, რომ სიკვდილი, გარდაუვა-
ლი, აუცილებელი, სულ ახლოსაა. დაუმორჩილებელი მოხუცი
მას ებრძვის მთელი არსებით, მთელი თავისი უიმედო ენერ-
გიულობით. ბარბაცებს, შემდეგ ნაბიჯს დგამს წონასწორობის და-
საცავად, საწოლს ეჭიდება, რომ არ წაიქცეს. ამ უბრალო ნაბიჯში
ჩაეტია მისი ორმოცწლიანი ურყევი ნება, მთელი მისი დაძაბუ-
ლობა, რაც ერთ წამში გაქრა, რათა უკანასკნელი, ზეადამიანური
ძალისხმევით, გარდაუვალი შეაჩეროს. ესე იგი, სიმართლეა,
რომ ვიდრე წყვდიადი შთანთქავს, მასაც მოინელებს, უდრეკი ჯა-
ლათი, მსხვერპლად ქცეული ადამიანებით რომ ერთობა, თავის
ყურადღებას არ აკლებს, ეძახის, თავიდან იშორებს, უბრძანებს
ან ეალერსება, იმედს ართმევს ან უბრუნებს, ყველანაირ ხმას ბა-
ძავს, ხან ანგელოზად წარმოუდგება და ხან – დემონად, და ეს
ხდება უთვალავჯერ, საწადელს ეწევა, ღმერთივით ძლევამოსი-
ლია. „ღმერთივით! აჰ! რა მნიშვნელობა აქვს ჯოჯოხეთსა და მის
ალს, მთავარია რომ ერთხელ, ერთხელ მაინც ამოიძირკვოს ეს
საზარელი ბოროტება! ნუთუ შესაძლებელია, რომ ღმერთს სურ-
დეს თავისი მსახური, მას რომ ემორჩილებოდა, მის ნაცვლად
იხილოს ბუზთა სასაცილო ბატონი, შვიდგზის ცხებული ცხოვე-
ლი? ბაგეებს, ჯვარს რომ ეძებენ, მკლავებს, ჯვარი რომ ჩაუბღუ-
ჯავთ, მხოლოდ ეს ებოძებათ? ეს ტყუილი?.. ნუთუ ასეთი რამ შე-
საძლებელია?!“, ხმადაბლა ამბობს ლიუმბრელი წმინდანი და მე-
რე:
– მომატყუეთ! – მაშინვე აღმოხდება ყვირილი.
(აუტანელი ტკივილი, რომელიც მკერდზე სალტესავით შე-
მოჭდობია, ოდნავ იკლებს, მაგრამ სუნთქვა ისევ უჭირს. გული
ნელა ფეთქავს, თითქოს წყალში იძირება. „დრო აღარ მაქვს“,
თავს ეუბნება საბრალო კაცი და ტყვიასავით დამძიმებულ ჯერ
ერთ ფეხს სწევს, შემდეგ – მეორეს).
მაგრამ ვერაფერი შეაჩერებს იმას, ვინც კრიჭაშეკრული,
მთელი ძალისხმევის ერთადერთ ფიქრში თავმომყრელი, გამარ-
ჯვებული მტრისკენ მიიწევს და დარტყმის ძალას ზომავს. ლიუმ-
ბრელი წმინდანი პატარა გაშეშებული ხელების ქვეშ შეაცურებს
ხელებს, მსუბუქ გვამს სანახევროდ თავისკენ გამოსწევს. ბიჭს თა-
ვი უვარდება და ჯერ ერთ, მერე მეორე მხარს ეხება, შემდეგ უკან
გადავარდება და შეშდება. თითქოს ამის თქმა სურს: „არა, არა!“,
განებივრებული ბავშვის ლამაზი ჟესტით. მაგრამ რა მნიშვნელო-
ბა აქვს ბავშვის ან ნახევარღმერთის გრძნობებს გაუთლელი
გლეხისთვის, რომელსაც უკანასკნელი იმედი წაართვეს და მხო-
ლოდ ზეადამიანური მრისხანებაღა აიძულებს ფეხზე დგომას?
პატარა ბიჭის სხეულს, შესაწირავივით აღმართავს. ცას მრის-
ხანებით ასცქერის. როგორ უნდა გქონდეს იმედი, რომ შესაძლე-
ბელია აღწერა ამ სასოწარკვეთილი წამოძახილის, გმირის წყევ-
ლის, რომელიც არც შებრალებას ითხოვს და არც შეწყალებას,
არამედ სამართლიანობას! არა, არა! ის კი არ ევედრება, ეს სას-
წაული მოხდეს, არამედ მოითხოვს. ღმერთი ვალდებულია, ასე
მოიქცეს, ღმერთი მისცემს ამ სასწაულს, თუ არადა, ყველაფერი
სიზმარი ყოფილა. თქვით, ვინ არის მბრძანებელი, ის თუ –
თქვენ! ოჰ, გიჟური, გიჟური სიტყვები, მაგრამ ზეცამდე უნდა მი-
აღწიოს და სიჩუმე გაარღვიოს! გიჟური სიტყვები, სიყვარულით
აღსავსე ღვთის გმობა!..
იმას, ვინც ადამიანების ცხოვრებაში სიკვდილი შემოუშვა,
ალბათ, იმის ძალაუფლებაც აქვს, რომ გაანადგუროს თავად სი-
ცოცხლე, დააბრუნოს არარაში, საიდანაც გამოიხმო. მერე რა,
თუკი ამაოდ იტანჯა! მას სწამდა. „დამენახეთ“, ყვირის მოხუცი იმ
შინაგანი ხმით, რომელიც უხილავ სამყაროს უხსნის ადამიანის
ნამდვილ ძალას, „დამენახეთ, ვიდრე სამუდამოდ მიმატოვებთ!..“
ჰოი, საბრალო მოხუცი მღვდელი, რომელიც ქარს ატანს იმას,
რაც ზეციურ ნიშნად ჩათვალა! ამ ნიშანზე უარს არ ეტყვიან, რად-
გან რწმენას, რომელსაც მთების გადადგმა ძალუძს, მიცვალებუ-
ლის მკვდრეთით აღდგენაც შეუძლია... მაგრამ ღმერთი მხო-
ლოდ იმას უგდებს ყურს, ვისაც სიყვარული ამოძრავებს.

VIII

თავად ლიუმბრელი წმინდანისგან შემოგვრჩა მხოლოდ მოკ-


ლე ჩანაწერი, უფრო სწორად, ნაჩქარევად ჩანიშნული შენიშვნე-
ბი, თან ისეთი მოუწესრიგებელი ნაწერი, რომელიც ნაბოდვარს
უფრო ჰგავს. ნაწერის ჩასწორების მცდელობა ისეთი მოუხერხე-
ბელი, ისეთი მიამიტურია, რომ შეუძლებელია მისი აქ მოხმობა
ცვლილებების გარეშე. არაფერი მოგვაგონებს არაჩვეულებრივ
ადამიანს, რომელმაც სასოწარკვეთილების ყველა სახეობა გა-
მოსცადა; არამედ, პირიქით, ისევ ის ძველი ლიუმბრელი კიურე
ჩანს, თავისი მიამიტური მორჩილებით, ზემდგომებისადმი პატი-
ვისცემით, და ცოტა არ იყოს, ზედმეტი მოკრძალებითაც, გახ-
მაურების მონური შიშით, საკუთარი თავისადმი უნდობლობით,
რასაც ახლდა საფუძვლიანი გულდამძიმებულობა, რისი საშვე-
ლიც არ ჩანდა და მის დასასრულს მოასწავებდა.
და მაინც, რამდენიმე სტრიქონი იმსახურებს, დავიწყების სა-
ბურველი ავხადოთ. ის სტრიქონებია, რომლებიც მხოლოდ ერ-
თი მიზნით შეიქმნა, ზუსტად გადმოეცა ფაქტების მიმდევრობა,
რომელთა ერთადერთი მოწმე თავად იყო და სიტყვა-სიტყვით
აღწერა თავს გადამხდარი დაუჯერებელი ამბის უკანასკნელი წუ-
თები. გთავაზობთ ამ სტრიქონებიდან ზოგიერთს:
„ერთი-ორი წუთი პატარა სხეული მკლავებზე მეწვინა, შემდეგ
ჯვარცმისკენ ავწიე. მართალია, მსუბუქი იყო, მაგრამ ძალიან გა-
მიჭირდა, რადგან მარცხენა მკლავში სისუსტეს ვგრძნობდი და
მტკიოდა. ამის მიუხედავად, მაინც მოვახერხე. შევცქეროდი ჩვენს
მაცხოვარს და თავს ძალას ვატანდი, რომ გამეხსენებინა ჩემი
საბრალო ცხოვრების განმავლობაში გადატანილი მუშაკობა და
დაღლა, სიკეთე, რომელიც ზოგჯერ გამიკეთებია, ნუგეში, რომე-
ლიც მიმიღია, მაგრამ ყველაფერს დავთმობდი, რომ მტერი,
რომელიც დაუღალავად მდევდა და ახლა კი სულის ხსნის იმე-
დიც წამართვა, ბოლოს და ბოლოს, ჩემ წინაშე დამცირებული
მენახა მასზე ძლევამოსილის მიერ... ჰოი, მამაო ჩემო, ამას შევ-
წირავდი ყველაფერს, მარადიული სიცოცხლის ჩათვლით!..
...მამაო ჩემო, ნამდვილად სიმართლეა: ეშმაკი, რომელიც
დამეუფლა, საკმარისად ძლიერი და დახელოვნებულია საიმი-
სოდ, რომ ჩემი გრძნობებით ითამაშოს, გონება დამიბნიოს, სი-
მართლე და ტყუილი აურიოს. ვეთანხმები, წინასწარ ვიღებ
თქვენს უზენაეს გადაწყვეტილებას. მაგრამ თვალებს, რომლებიც
მას ხედავდნენ, ხელებს, რომლებიც შეეხნენ, სასწაულის მოწმედ
გახდომა ეწერათ... დიახ: დროის მონაკვეთში, რომლის ხან-
გრძლივობის მითითება არ შემიძლია, გვამი თითქოს გაცოც-
ხლდა. თითებით მფეთქავი სხეულის სითბო ვიგრძენი. უკან გადა-
ვარდნილი პატარა თავი ჩემკენ შემობრუნდა... ქუთუთოები შეირ-
ხა და მზერაში სიცოცხლე ჩადგა... მე ვნახე ეს. ამასობაში ჩემი
შინაგანი ხმა იმეორებდა: Numquid cognoscentur in tenebris
mirabilia tua, et justitia tua in terra oblivionis?18 პირი გავაღე ამ წი-
ნადადების ხმამაღლა წარმოსათქმელად, როდესაც კვლავ ვიგ-
რძენი იგივე მწვავე, აუტანელი ტკივილი, რომელსაც ვერაფერს
შევადარებ. კიდევ ერთი წამი ვცდილობდი პატარა სხეული მჭე-
როდა, მაგრამ ის მისხლტებოდა. დავინახე, საწოლზე როგორ
დაეცა. ამის შემდეგ ჩემ ზურგს უკან საზარელი ყვირილი გაისმა“.
მართლაც გაიგონა ეს საზარელი ყვირილი, რასაც არანაკ-
ლებ შემზარავი სიცილი მოჰყვა. ოთახიდან ქურდივით გავარდა,
პირდაპირ კარისკენ გაიქცა, იქიდან – მზის სინათლით სავსე ბაღ-
ში, გარბოდა ისე, რომ თავი არ მიუბრუნებია, არაფერი დაუნა-
ხავს ჩრდილების გარდა, რომლებსაც ვერ ცნობდა, ისე იშორებ-
და თავიდან ორივე გაშლილი ხელით... მის უკან ხმები თანდათან
მიწყდა, შემდეგ ყველაფერი გაერთიანდა ერთ ბუნდოვან ბუტბუტ-
ში და ისიც მალევე მიყუჩდა... კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,
სული მოითქვა, თვალები გაახილა. ლიუმბრის გზაზე, მიწაყრილ-
ზე იჯდა, გვერდით ქუდი ედო, წესიერად ჯერ კიდევ ვერაფერს
ხედავდა. ოქროსფერ მტვერში მიქროდა ორთვალა და კოფოზე
მჯდარმა კაცმა ფართოდ გაიღიმა, მისალმების ნიშნად მათრახი
ასწია... „ყველაფერი დამესიზმრა?“ თავს დაეკითხა საბრალო
მღვდელი, გული ამოვარდნაზე ჰქონდა...
მის წინ ლიუზარნის კიურე იდგა.
ლიუზარნის კიურე, ფერდაკარგული, აქოშინებული, ბორძი-
კით მოლაპარაკე, მაგრამ თანდათან იბრუნებდა ჩვეულ პრესტიჟ-
სა და თავდაჯერებულობას, როდესაც დაინახა, საბრალო ძლივ-
ძლივობით როგორ ადგა, როგორ უჭირდა ფეხზე გაჩერება, თავ-
შიშველს, ჭაღარა თმა ასწეწოდა და მოხუც მოსწავლეს ჰგავდა.

18
ნუთუ წყვდიადში შეიცნობენ შენს სასწაულებს და შენს სამარ-
თლიანობას – დავიწყების მიწაზე? (ლათ.).
– უბედურო! – წამოიძახა მომავალმა კანონიკმა, როგორც კი
სათანადო სიმტკიცით საუბარი შეძლო, – უბედურო! თქვენი
მდგომარეობა შესაძლოა შებრალების ღირსია; მებრალებით კი-
დეც. მაგრამ თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ თქვენს სიგიჟეს
მხარი ავუბი, იმ გაუბედურებულ ოჯახს თავს დავატეხეთ ახალი,
საზარელი უბედურება, რომელმაც ღირსება შეგვილახა ჩვენ ყვე-
ლას – დიახ! – ყველას, სულელური გამოხტომით... და მერე ეს
გაქცევა! აჰ! ჩემო ძვირფასო კოლეგავ, გამაოცა, სიმამაცემ რომ
გიმტყუნათ... და ახლა კი (მცირე ხანს დუმდა, თვალდახუჭული,
თითქოს საკუთარ ხმას უსმენდა), ახლა რაღას აპირებთ?
– რა გსურთ, რომ გავაკეთო? – ჰკითხა ლიუმბრის წმინდან-
მა, – შეცდომა დავუშვი, რომლის სიმძიმე ვერც კი წარმომედგი-
ნა. ღმერთმა ეს კარგად იცის. თქვენს ზიზღს სავსებით ვიმსახუ-
რებ.
რამდენიმე გაურკვეველი სიტყვა დაამატა, დიდხანს ყოყმა-
ნობდა, შემდეგ მორჩილად, თავდახრილმა, ძლივს გასაგონი და
გასარჩევი ხმით წარმოთქვა:
– ახლა კი... და ახლა... შეგიძლიათ ერთი-ორი სიტყვა მით-
ხრათ... იმ პატარა მიცვალებულზე, ხელში რომ მეჭირა?
– ის აღარ ახსენოთ! – უპასუხა ლიუზარნის კიურემ კარგად
გათვლილი უხეშობით.
ამის გაგონებაზე მოხუცს ხმა არ ამოუღია, მაგრამ გააჟრჟო-
ლა და თავის მსაჯულს უცნაურად შეხედა.
– ლამის ღვთის შეურაცხმყოფელი კომედია, რომელიც
გაითამაშეთ (ცუდი განზრახვა არ გქონიათ, ჩემო საბრალო მე-
გობარო!), ისეთი შედეგით დასრულდა, შეუძლებელია არ იცო-
დეთ... მოდით, სერიოზულად მოვიქცეთ! წარმოუდგენელია, რომ
არ გაგიგონიათ...
– გაგონება... – უპასუხა ლიუმბრის წმინდანმა... – გაგონება...
რა გავიგონე?
– რა გავიგონე! – წამოიძახა ყოფილმა მასწავლებელმა, –
კეთილი ინებეთ და ახსენით! სავსებით შესაძლებელია, რომ მხო-
ლოდ რაღაც წარმოსახვითი ხმებისკენ გქონდათ მთელი ყურად-
ღება მიპყრობილი. როგორ დავიჯერო, რომ თქვენნაირი ადა-
მიანი, სიმშვიდის მომტანი, უკან მოუხედავად, ბედის ანაბარად
ტოვებს ქალს, დედას, რომელიც ლამის მოკლა (როგორც ცნო-
ბილია, მადამ ავრე რამდენიმე თვის შემდეგ, ლიუმბრის ეკლე-
სიაში მომლოცველობის შედეგად განიკურნა. უამრავი გასაოცა-
რი მონათხრობი არსებობს, რომელთა ზუსტი რიცხვი დღეს გა-
ურკვეველია, მაგრამ დღემდე მხოლოდ ეს გასაოცარი განკურნე-
ბაა აბატ დონისანის სახელთან დანამდვილებით დაკავშირებუ-
ლი.) თქვენმა გათამაშებულმა სცენამ და ის ახლა, ამ წუთებში,
ვიდრე გესაუბრებით, შეშლილობის შეტევით იტანჯება?!
მაგრამ მოხუცი მღვდელი ისეთი გულწრფელი გაოცებით
მისჩერებოდა, რომ ლიუზარნის კიურემ გაბრაზება დაიცხრო და
სულელი ადამიანებისთვის დამახასიათებელი სიჩქარით მოჰყვა
შემდეგი ტრაგიკული ამბავი:
– მაშასადამე, არაფერი იცით! არ იცოდით, რომ უბედური ქა-
ლი თქვენთან ერთად უჩუმრად შემოვიდა ოთახში? იქ რა მოხ-
და? ჩემზე უკეთ თქვენ მოგეხსენებათ... ჩვენ გავიგონეთ საზარე-
ლი ყვირილი, შემდეგ გადახარხარება... მერე თქვენ გიჟივით გა-
მოვარდით ოთახიდან... გამოდევნება სურდა, ძლივს დავაკავეთ;
საშინელება იყო... ვაგლახ! რა უნდა გამიკვირდეს ამ უბედური
ქალის, რომელმაც დაიჯერა თქვენი გაწაფული მჭევრმეტყველე-
ბის, თქვენი ქცევის, თქვენი ზღვარგადასული წარმოსახვის, როცა
მეც კი... ჩემნაირი გონების პატრონმა... სულ ცოტა ხნის წინ... ეჭ-
ვი შევიტანე მართალსა და ტყუილში... ამას იმეორებდა: „ცოცხა-
ლია! ცოცხალია!... გაცოცხლდება!“ უნდოდა, გამოგკიდებოდით,
უკან დაგვებრუნებინეთ... ღმერთო, გვიშველე!
შეჩერდა, ამოისუნთქა, მერე გულხელდაკრეფილი, ეკითხება:
– აი, ასე მოხდა... რას ფიქრობთ?
– დაღუპული ვარ, – მშვიდად უპასუხა ლიუმბრის კიურემ და
წელში გაიმართა.
მერე ცას ახედა, თითქოს იქ ეძებდა უხილავ მტერს.
– დაღუპული ვარ... – განაგრძო, – შეშლილი ვიყავი... სახი-
ფათო შეშლილი... თავს თავად დავისჯი – დიახ – ისე მოვაწყობ,
რომ სხვებისთვის საშიში აღარ ვიყო... ერთი იმედიღა დამრჩა,
რომ ჩემი დრო მოვიდა, ძალიან, ძალიან მალე დადგება დასას-
რული... სულ ცოტა ხნის წინ, ჩემო მეგობარო, გამოვცადე პირვე-
ლი შეტევა ტკივილის, რომელსაც მივაწერდი... მოკლედ, ძალი-
ან უცნაური ტკივილია და ვგრძნობ, ყოველწუთიერად გაძლიერ-
დება და ბოლოს მომიღებს...
ზემოთ უკვე მითითებულ ჩანაწერებში ლიუზარნის კიურე
წერს: „ზუსტად აღწერა გულის ანგინის კლასიკური შეტევის ნიშ-
ნები. ამის შესახებ დაუფარავად ვუთხარი. მინდოდა, რამდენიმე
რჩევა დამემატებინა (სამწუხარო გამოცდილება მაქვს, რადგან
ჩემი საყვარელი დედა ამ დაავადებით გარდაიცვალა). მაგრამ
მას შემდეგ, რაც ორჯერ გამამეორებინა მისთვის უცნობი ამ
დაავადების – angor pectoris – სახელწოდება, მიწიდან თავისი ქუ-
დი აიღო, ანაფორის სახელოთი გადაწმინდა და დიდი ნაბიჯებით
გაუდგა გზას ისე, რომ არაფრის მოსმენა არ ისურვა“.

IX

როგორი გრძელია უკანა გზა, როგორი გრძელი! გზა და-


მარცხებული არმიის, საღამოს გზა, რომელსაც არსაით მიჰყავ-
ხარ ამაო მტვერში!.. თუმცა, უნდა წახვიდე, უნდა იარო, ვიდრე ეს
საბრალო ბებერი გული ფეთქავს, – არაფრისთვის, სიცოცხლის
ამოწურვისთვის, – რადგან შეუძლებელია დასვენება, ვიდრე
დღეა, ვიდრე ჰორიზონტის ზემოდან უმოწყალო მნათობი თავისი
ერთადერთი თვალით გვიმზერს. იქამდე, ვიდრე საბრალო ბებე-
რი გული ფეთქავს.
აი, სოფლის პირველი სახლი, შემდეგ არათანაბარი სიმაღ-
ლის ცოცხალ ღობეებს შორის, მინდვრებისა და ვაშლის ბაღების
გავლით მიმავალი ბილიკი, რომელიც გზას ამოკლებს და პირ-
დაპირ სასაფლაოს შესასვლელამდე მიდის; სასაფლაო ეკლესი-
ის ჩრდილშია. აი, ჩრდილივით ამოზრდილი ლიუმბრის ეკლესი-
აც.
პატარა კარით, რომელიც საეკლესიო სამოსის საცავში იღე-
ბა, ლიუმბრის კიურე ისე შედის ეკლესიაში, რომ ვერავინ ხედავს.
სკამზე ეშვება, იატაკის ფილებს დასცქერის, ხელებში ქუდს ატ-
რიალებს, ჯერ კიდევ არაფრის გახსენება არ ძალუძს, სულელუ-
რი ყურადღებით აყურადებს სისხლის მიმოქცევას კისრის არტე-
რიებში. რასაკვირველია, აღარაფერი დარჩა ტანმაღალი, ამბო-
ხებული, გამოწვევისთვის მზადმყოფი მოხუცებულისგან! არც ერ-
თი წამით, სიცოცხლის ბოლომდე, ვეღარ მოძებნის საკუთარ
თავში საკმარის ძალას, რომ მოგონებებს მოუყაროს თავი ან
მათში სიცხადე შეიტანოს. ასეთი მტკივნეული წამოწყების შესახებ
აზრიც კი მისთვის ოდიოზური, აუტანელია. აჰ! რა სიამოვნებით
დაანებებდა თავს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ყოფნას!
ძალისხმევა მეტისმეტად მძიმე იყო და ძალიან დიდი სიმაღლი-
დან ჩამოვარდა; ამასთან შედარებით, ჩვეულებრივი ცდუნებები
ჰგავს ბავშვურ სიზმრებს, მონოტონურ ცოხნას, გადაღეჭვას, მო-
სამართლის მხრიდან ჩაძიებულ დაკითხვას. მაგრამ მოხუცი ხომ
თავად ჯალათმა დაჰკითხა.
ხელი გაუცნობიერებლად ისევ მკერდზე უდევს, იმ ადგილზე,
სადაც მიძინებულ ტკივილს გაუდგამს ფესვი. ტკივილის ახალი
შეტევის შიშზე მეტად აწუხებს თავისი კოლეგების თვალსაზრისი,
მათი გამონათქვამები, არქიეპისკოპოსის საყვედურები და სან-
ქციები. თვალები ცრემლებით ევსება. სკამს პატარა მაგიდასთან
მიაჩოჩებს და თავშიშველი, ლაჩარი გულით, მუქარის შიშით მო-
კუზული, თავს აიძულებს, მოსალოდნელი გამოძიებისთვის, მოს-
წავლის ლამაზი, გასაგები ხელწერით, რაც შეიძლება სუფთად
დაწეროს მოხსენების მსგავსი ტექსტი, საიდანაც რამდენიმე
სტრიქონი ზემოთ მოვიტანეთ. წერს, შლის, ხევს. მაგრამ რო-
გორც კი ფურცელზე გადააქვს თავს გადამხდარი რომელიმე დე-
ტალი, მისი გასაოცარი თავგადასავალი გონებიდან იშლება,
ქრება. მას ვეღარ ცნობს – თითქოს უცხო იყოს. ძალისხმევა, ყვე-
ლაფერი გაიხსენოს, მასში წყვეტს უკანასკნელ, მოგონების მყიფე
კვალს და მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი, უგრძნობელი ზის, მი-
სი თვალები ვერაფერს ხედავს.
რამდენ საათს იჯდა ასე, მისჩერებოდა და ვერ ხედავდა ქვის
სქელ კედელში გაჭრილ ვიწრო, რიკულებიან ფანჯარას, რომ-
ლის იქით დაინახავდით ანწლის ტოტს, რომელსაც მზეში ქარი
არხევდა და ხან შავი მოჩანდა და ხანაც მწვანე. შუადღის ლოც-
ვისთვის სამრეკლოს ზარის დასარეკად მოსულმა მნათემ კარის
ჭუჭრუტანაში შეიხედა და დაინახა ლიუმბრის კიურეს მიწაზე დაგ-
დებული ქუდი, კურთხევანნი, იქიდან ამოყრილი და იატაკზე გა-
ფანტული სურათები და ჩანართები. ხუთ საათზე, პირველი
ზიარების მოსამზადებელი სკოლის მოსწავლე, სებასტიან მალე
წიგნის წამოსაღებად მივიდა, რომელიც საცავში დარჩა, მაგრამ
კარი დაკეტილი დახვდა; რაკი იქიდან ხმა არ ისმოდა, გაბრუნდა.
„ვერ გავბედე ძალიან მაგრად დამებრახუნებინა ან ხმამაღლა
დამეძახა, რადგან ეკლესია უკვე ხალხით იყო სავსე და აუცილებ-
ლად დამისვამდნენ კითხვებს“, თქვა მან მოგვიანებით. მართლაც
ის დრო იყო, როდესაც ლიუმბრში ყოველდღიურად, პიესი--
ბოგრენანის ავტობუსს ჩამოჰყავდა მომლოცველები და ისინი
თავს იყრიდნენ წმინდანის სააღსარებოში, ანგელოზების სახელ-
ზე აგებულ ეგვტერში. საინტერესო ბრბო, რომელშიც გვერდიგ-
ვერდ მოჩანდა იმდენი ტრაგიკული თუ კომიკური პერსონაჟი, იმ-
დენი სახელგანთქმული მარიონეტი, რომელიც დიადი სულის
სითბომ დროებით აღამაღლა ბანალურ ტყუილზე, ადამიანური
ღირსება დაუბრუნა მათ! იმ საღამოს ჩვეულებრივზე მეტნი იყ-
ვნენ, მოლოდინისგან აღელვებულები ან იქნებ, პირქუში წინათ-
გრძნობით აფორიაქებულები; ძველ ეკლესიაში ხმები არ წყდე-
ბოდა... დიდი კარის თითოეულ გაჯახუნებაზე შეშფოთებული, და-
ძაბული სახეები, რომლებსაც ვერასოდეს დაივიწყებენ ისინი,
ვინც მრავალჯერ ჩამოსულა – ერთი წამით განათებული ზღურ-
ბლისკენ შებრუნდებოდნენ და შემდეგ ყველას ერთად ისევ
ჩრდილი ეფინებოდა. მორიდებული გადაჩურჩულება, ხელის
აფარებით ჩახშობილი ნერვიული ჩახველება, მოუთმენლობის ან
ცნობისმოყვარეობის გამომხატველი ათასობით უმნიშვნელო ჟეს-
ტი, ყველაფერი ერთიანდებოდა ერთადერთ უცნაურ ხმაურში,
რომელიც შეიძლება შეადარო ქარსა და წვიმაში ცხვრის ფარის
თქარათქურს. უეცრად, ეს ხმაურიც შეწყდა. ყველა გაჩუმდა. სა-
ზეიმო სიჩუმეში საეკლესიო საცავის კარმა დაიჭრიალა. ლიუმ-
ბრის კიურე გამოჩნდა.
– ღმერთო, როგორი ფერმკრთალია! – შორს, ნავის ქვეშ წა-
მოიძახა ქალის ხმამ.
ამ წამოძახილმა, რომელიც ცხადად გაისმა, მონუსხულობა
გააქრო. ფარამ თავისი წინამძღოლი იპოვა და შვებით ამოისუნ-
თქა.
მოხუცი მღვდელი სააღსარებოსკენ მიდიოდა, ნელი ნაბიჯით,
თავი ოდნავ მარჯვნივ გადაეხარა, ხელი ისევ მკერდზე ედო.
ეგონა, პირველივე ნაბიჯზე დაეცემოდა, მაგრამ ბრბოს დუდუნმა
მიზნამდე მიიყვანა; ის ნელ-ნელა გარს შემოერტყა. კიდევ ერთი
ნაბიჯი და უკვე მათი მსხვერპლი გახდა.
მათ თავს ვერ დააღწევდა. ფეხზე იდგა, უკუნეთ სიბნელეში;
მაღალი სხეული მოკუნტულია, კეფით მუხის ხისგან დამზადებულ
ჭერს ეხება, სულს ითქვამს. ტანჯვისთვის წირავს უმოძრაო, დამ-
ცირებულ სხეულს, თავის სხეულს. მისი სულელური მოთმინება
ჯალათს მობეზრდება.
მაგრამ განა ოდესმე მობეზრდება იმას, ვინც აკვირდება, უხი-
ლავია და მისი აგონია სიამოვნებას ჰგვრის? ბეჩავი მოხუცი, ერ-
თხანს ამბოხებული, თითქმის გამარჯვებული, სიცოცხლის უკანას-
კნელ წვეთამდე უნდა გრძნობდეს იმ ძალას, რომლის გამოწვე-
ვაც გაბედა... რა იქნება, ღმერთმა იმის საშუალება მისცეს, პი-
რისპირ იხილოს თავისი მტერი! მაგრამ ამ ხმას, ამ უკანასკნელ
გამოწვევას ის ვერ გაიგონებს... მწვავე ტკივილის მიუხედავად,
ცნობიერება თანდათან უბრუნდება, რაღაცას აყურადებს... აყურა-
დებს ჩურჩულს, რომელიც მალე უფრო გასარჩევი ხდება... მო-
ნოტონური... ულმობელი... მას ცნობს... ისინი არიან. სათითაოდ,
კაცებიც და ქალებიც, ყველანი; მათ სუნთქვას გრძნობს – ეს ნაკ-
ლებად ამაზრზენია, ვიდრე მათი უწმინდური მეტყველება, ცოდ-
ვის მომაბეზრებელი მონანიებანი, საუკუნეების განმავლობაში გა-
მოყენებული და გაცვეთილი სიტყვები, რომლებიც მამის ბაგეთა-
გან შვილისაზე გადადის უვარგისი და ყველაზე პოპულარული
წიგნის მსგავსად და რომელსაც თავისი დაღი – ხელმოწერილი
– დაასვა ცოდვამ ათასობით თითის ანაბეჭდით. ეს სიტყვა
მოიწევს; თანდათან ფარავს ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ ლიუმბრის
წმინდანს. როგორ ეჩქარებათ! როგორი სულსწრაფები არიან!..
მაგრამ როგორც კი სულს მოითქვამენ, მაშინ ნახავთ – აჰ! ნა-
ხავთ ამ საზარელ ბავშვებს! – ტუჩებით როგორ ეძებენ ამაზრზენ
კერტს, საიდანაც სატანა მათთვის გამოწურავს ძვირფას საწამ-
ლავს!.. სიკვდილამდე ასე გაგრძელდება: ხელი ასწიე, პირჯვარი
გადასახე, აპატიე, შეუნდე, ჯვარცმის მტვირთველს, რომელიც
ბრძოლამდე დამარცხებულია!
ყურს უგდებს, ისე პასუხობს, თითქოს სიზმარში იყოს, მაგრამ
უაღრესად გამჭრიახი პასუხები აქვს. მისი გონება არასოდეს ყო-
ფილა ამაზე თავისუფალი, მისი დასკვნა კიდევ უფრო ზუსტი, კი-
დევ უფრო ცხადია, მაშინ, როდესაც სხეულის ყურადღება მხო-
ლოდ მზარდი ტკივილისკენაა მიპყრობილი, იმ წერტილისკენ,
საიდანაც მწვავე სატანჯველი ვრცელდება, ყველა მიმართულე-
ბით ეზრდება ტოტები ან საფეიქრო მაქოსავით მარდად დახტის
ნერვების ქსოვილის ქვეშ. ისე შორს წავიდა, როგორც ჩანს,
სხეულისა და გონების გაყოფაც მოახერხა და ერთი ადამიანის
ორ განცალკევებულ ნაწილად აქცია... აგონიაში მყოფ ლიუმ-
ბრის წმინდანს მხოლოდ სულებთან აქვს საქმე. მათ ხედავს, სა-
ნახევროდ მილულული თვალებით – მხოლოდ მათ... ხის ტიხარს
ჩაჭიდებულა, მერხმა წელი აატკივა და მასზე დაჯდომას ვერ ბე-
დავს, ფართოდ გაღებული პირით ხარბად ისუნთქავს შედედე-
ბულ ჰაერს, ოფლი ღვარად სდის, მხოლოდ ოდნავ გასარჩევი
ჩურჩული ესმის, სირცხვილით აღსავსე, დაჩოქილი თავისი შვი-
ლების ხმა. აჰ! იმის მიუხედავად, ლაპარაკობენ თუ დუმან, მოუთ-
მენლობით აღსავსე დიადი სული აღიარებას დაასწრებს, უბრძა-
ნებს, ემუქრება, ევედრება!
ჯვარცმის მტვირთველი აქ იმიტომ არ არის, რომ გაიმარ-
ჯვოს, არამედ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაუნდობლად უნდა
ახადოს ფარდა ულმობელ ცბიერებას, უსამართლო და უნამუსო
ძალას, გაუგონარ უკანონობას, ღმერთს რომ შეჰღაღადებს. შე-
ხედე ამ ბავშვებს, მაცხოვარო, მათ სისუსტეს, მათ ფუტკარივით
მსუბუქ და ხანმოკლე პატივმოყვარეობას, მათ უსაზღვრო ცნო-
ბისმოყვარეობას, მათ შეზღუდულ, მოკლე ჭკუას, კაეშნით აღსავ-
სე მათ გრძნობიერებას... გაიგონე მათი ენა, ერთდროულად უხე-
ში და ვერაგული, რომელიც მხოლოდ საგანთა კონტურებს გად-
მოსცემს, მდიდარია მხოლოდ ორაზროვნებით, მტკიცეა, როდე-
საც უარყოფს, მუდამ ლაჩრული, როდესაც რაიმეს ამტკიცებს,
მონის ან მონობიდან გათავისუფლებულის ენაა, შექმნილი კად-
ნიერებისა და ალერსისთვის, მოქნილი, ვერაგული, მუხთალი.
Pater, dimitte illis, non enim sciunt quid facient!19

– რა სამწუხაროა, რომ გამოცდილების შეძენა წარსულში მე-


ტად ძვირი დამიჯდა! – ამბობდა ლიუზარნის კიურე, – ჩემი საბ-
რალო კოლეგა კინაღამ ჩემ თვალწინ გარდაიცვალა გულის ან-
გინის შეტევით, თუმცა თავადვე ნახავთ...
ამას რომ ამბობდა, დიდი ნაბიჯებით მიდიოდა ლიუმბრის
გზაზე და უკან მისდევდა ახალგაზრდა ექიმი შავრანშიდან. სულ
რამდენიმე თვის წინ ჩამოსულმა ამ უწვერულმა პრაქტიკოსმა
ექიმმა ის რეპუტაცია მოიპოვა, რაც მის ღირსებებს ოდნავ თუ
აღემატებოდა. მედიდური ლაქლაქით, გამომწვევი ქცევით და
ამასთან ერთად, პაციენტების ზიზღითაც შეძლო გულის მოგება.
არ დარჩენილა ბურჟუაზიული ოჯახის დიასახლისი, რომელიც
არ ოცნებობდა, მისი ქალიშვილის შესახებ ამ უსირცხვილო ბაგე-
თაგან მოესმინა და დახმარება მიეღო მისი ორი გამოცდილი ხე-
ლიდან, რომლებსაც ლანცეტის გამოყენებაც შეეძლოთ და მისი
მეშვეობით მიყენებული ჭრილობების განკურნებაც. სასიკვდილო
სარეცელზე მწოლიარე ყველა მომაკვდავის სურვილი იყო, მის-
გან გაეგონა დამამშვიდებელი სიტყვები, ცოტათი პილპილმოყ-
რილი, mezzo voce20, კაციჭამიური ხუმრობა. ამ კოხტაპრუწას
აღარც კი ახსოვდა ზუსტი რიცხვი იმ ხალხის, მისი მზრუნველო-

19
მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან (ლუკა,
23:34).
20
mezzo voce - ხმადაბლა (იტალ.).
ბის წყალობით მხიარულად რომ განუტევა სული – ამას თავად
ამბობდა.
– ღმერთო ჩემო! ეს სავსებით შესაძლებელია, აბატო, – უპა-
სუხა შემრიგებლური ტონით.
ლიუზარნის კიურეს რჩევით და სასწრაფოდ გამოძახებულმა,
პლუის მამულის დიასახლისს სიგიჟის შეტევისას მიუსწრო, შეტევა
კი მხოლოდ ქალის დაქანცულობის წყალობით დასრულდა. მაგ-
რამ საღამოს, როდესაც ავადმყოფმა ჩაძინება მოახერხა,
ლიუზარნის კიურემ წამოიძახა:
– ჩემო ძვირფასო ექიმო, თქვენთან თხოვნა მაქვს, პირადი
სამსახური გამიწიეთ: როგორც თქვით, თქვენი მანქანა აქ შვიდ
საათზე მოგაკითხავთ, არა? ჯერ ხუთი საათიც არ არის. წამომყე-
ვით ლიუმბრში. არავინ დაგიშლით, რომ შავრანშში თქვენს
მძღოლს დაურეკოთ და იქ მოგაკითხოთ. ამასობაში, გულდას-
მით გასინჯავთ ჩემს საბრალო კოლეგას და თქვენი აზრიც მეცო-
დინება.
– მას ხომ უკვე დიდი ხანია იცნობთ! – უხალისოდ უპასუხა
ახალგაზრდა პრაქტიკოსმა ექიმმა, – ნაკლებად ყუათიანი საკვე-
ბი, არავითარი ვარჯიში, ჭიებით გამოხრული ხისგან აგებული
მღვდლის სახლი, ნესტიანი ეკლესია, ჩაბნელებული და უჰაერო
სააღსარებო, მეცამეტე საუკუნის დროინდელი ჰიგიენა, მეტი რა-
ღა ვთქვა!.. საკუთრივ Angor pectoris-ს რაც შეეხება, სრულიად
საკმარისია, რომ ბოლო მოუღოს ისედაც დაძაბუნებულ ორგა-
ნიზმს!.. მაგრამ რა გინდათ, რომ გავაკეთო?
– მე ჩემი ანგარიში მაქვს, თქვენ კი – თქვენი, – დარბაისლუ-
რად უპასუხა ლიუზარნის კიურემ, – ჩვენი დანიშნულებაა გულ-
მოწყალება გამოვიჩინოთ სუსტების – კაცობრიობის მიმართ. ჩე-
მი საბრალო კოლეგა ასეთია თუ ისეთი, ამას თქვენთვის რა
მნიშვნელობა აქვს? და თუ სიმართლეს ამბობთ, ეს პროფე-
სიული დაავადების შემთხვევათაგან ერთ-ერთია და მით უმეტეს
სჭირდება დამკვირვებლის ყურადღება და პრაქტიკოსი ექიმის
მკურნალობა...
– კარგი! კარგი! წამოვალ, – გამოსცრა, როგორც იქნა, –
ერთი სიამოვნებაა თქვენნაირ მღვდელთან საუბარი, – დაამატა
შავრანშელმა ექიმმა.
ასე გადაწყვიტეს ერთად წასვლა – და ცოტათი განსხვავებუ-
ლი გრძნობით, – ლიუმბრში მომლოცველობა. სოფელში შეს-
ვლისას წვრილმა წვიმამ დაუშვა; მათ ფეხქვეშ თეთრი გზა ჟან-
გისფრად შეიღება; მიწას სუროს გემოთი გაჟღენთილი ორთქლი
აუვიდა. ნაბიჯს აუჩქარეს. სასაფლაოს ბალახი წყლის წვეთებით
იყო დაფარული; ჭიშკარი, რომელიც წამდაუწუმ იღებოდა და
იხურებოდა, საწყალობლად ჭრიალებდა, ხოლო რუხი ქვის მა-
ღალი კარიბჭე, რომელსაც წვიმა ეხეთქებოდა, ბინდში, დაჭიმულ
და მოფრიალე იალქანს ჰგავდა. გვერდიგვერდ შევიდნენ თით-
ქმის უკვე დაცარიელებულ ეკლესიაში.
აქ ლიუზარნის კიურემ მამაშვილურად მხარზე დაადო ხელი
თანამგზავრს:
– ბატონო გამბიიე, – უთხრა ხმადაბლა, – სიამოვნებით აგა-
რიდებდით თავიდან თქვენთვის, შესაძლოა, არცთუ სასიამოვნო
ვიზიტს სამლოცველოში, მაგრამ უკეთესი არ არის, აქ მოიცა-
დოთ, ვიდრე მღვდლის სახლის დარბაზში, სადაც ისე ცივა და
ისეთი სიცარიელეა, როგორც წმინდა კლარისის მონასტრის მი-
საღებში?! თანაც, ხალხის დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, უკვე გა-
იკრიფა. როგორც ვხვდები, აღსარების თქმის მსურველი აღარა-
ვინაა და თუკი ჩემი პატივცემული კოლეგა ცოტა ხნით საეკლე-
სიო სამოსის საცავში ისვენებს, ვიმედოვნებ, პრობლემას არ შეგ-
ვიქმნის და თავისთან შეგვიშვებს!
ამის შემდეგ ლიუზარნის კიურე გაუჩინარდა. ახალგაზრდა
შავრანშელი კვლავ უძრავად იდგა სასხურებელთან, ესმოდა
მხოლოდ კიურეს ნათქვამის ექო, კარის გაჯახუნება, ქვის ფილებ-
ზე წაღების გასრიალების ხმა. გვერდით თითო-თითოდ ჩაუარეს
დაგვიანებულმა მლოცველმა ქალებმა, მარმარილოს აუზში თი-
თის წვერები დაისველეს და ახალგაზრდას მკაცრად შეხედეს.
შემდეგ გლეხმა მნათემ ბოლო ლამპრებიც ჩააქრო. როგორც
იქნა, ლიუზარნის კიურე გამოჩნდა.
– გასაოცარი ამბავია! – თქვა მან, – ჩემს კოლეგას ეკლესია
უნდა დაეტოვებინა; იქ ვერ ვპოულობთ. აღსარების მიღება, რო-
გორც მითხრეს, სულ მცირე, ორმოცი წუთის წინ დასრულდა...
მომხდარს უნდა შევურიგდეთ, ბატონო გამბიიე... უეჭველია, სა-
საფლაოს კარით ისარგებლა და სახლში შევიდა... მოდით, ეს
მცირე ძალისხმევაც გავწიოთ, – დაამატა ისეთი შინაურული ტო-
ნით, რომელსაც უარს ვერასოდეს ეუბნებიან.
– ჩემთვის რა პრობლემაა? – თავაზიანად უპასუხა შავრან-
შელმა ექიმმა, – ჩემი მანქანა აქ შვიდი საათისთვის იქნება, ასე
რომ, დრო მაქვს... მაგრამ სიკვდილის პირას მყოფისთვის, აბა-
ტო, თქვენი მეგობარი მეტისმეტად ფეხმარდი აღმოჩნდა...
ამ აზრის გამოთქმის შემდეგ სტვენა წამოიწყო, რადგან მამა-
კაცური სიმტკიცით, მოუთმენლად ელოდებოდა იმ წუთს, როდე-
საც საუბარში პირველობა თავად დარჩებოდა და უღირს საქ-
ციელად მიაჩნდა, იქამდე თავისი აღელვება გამოეაშკარავებინა.
თუმცა ორი ჩიბუხას ფიტულით მორთულ მისაღებ ოთახში მოხუც
მარტას ამაოდ დაუსვეს კითხვები: ქალს არ უნახავს თავისი ბა-
ტონი და ასე ადრე მის დაბრუნებას არც ელოდა.
– საბრალო, ძვირფასი ადამიანი, კაცმა არ იცის, როდის სა-
დილობს და ზოგჯერ მთელ ღამეს დაჩოქილი ატარებს წმინდა
ანგელოზების სამლოცველოს ქვის იატაკზე! ახლაც იქ იქნება,
ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ახლა თქვენ გიცქერთ, ბატო-
ნებო! გრაფინიანი მაგიდის უკან, კედელში, პატარა ნიშაა – იქ უყ-
ვარს ჯდომა, – ასეთ დროს ისე მარტოა, თითქოს ბარჟმონის
ტყეში იყოს.
– ლადისლას! – დაუძახა ქალმა მნათეს, რომელიც ის იყო,
ზღურბლზე გამოჩნდა თეთრეულის გროვით ხელში, – შემოვლის
დროს ხომ არ გინახავს?
მაგრამ კაცმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ეკლესიის კარი ექვსზე იკეტება, – განმარტა ქალმა, – და
ლადისლასი გახსნის მხოლოდ ცხრაზე, მწუხრის ლოცვისა და
წმინდა ზიარების სამადლობელი ლოცვის დროს. მანამდე კი,
თავისუფალ დროს ჩვენი კიურე იქაურობის მოწესრიგებას ახ-
მარს, ხომ გესმით, თავისებურად ალაგებს იქაურობას... წარ-
მოიდგინეთ! მისი მაღალღირსებისგან სანაწილის მთელი ღამით
ტრაპეზზე დაბრძანების უფლება მიიღო!.. ამ ბატონებს მისცემ გა-
საღებს? – ჰკითხა ლადისლასს და უხერხულობა შეეტყო.
– ჯობია, მე გავყვე, – პირქუშად უპასუხა მნათემ, – რაც უნდა
იყოს, მე ჩემი მითითება მაქვს, დედაო! ახლა წახემსებისა და ერ-
თი ჭიქა ღვინის დროა.
როგორც კი მნათემ ზურგი შეაქცია, ქალმა ჩაჩიანი თავი გა-
დააქნია.
– ამას ვეჭვობდი, ბატონებო, – თქვა მან, – მაგრამ მალე ისა-
დილებს, რადგან თითქმის არაფერს ჭამს. იცით, უხეში სიტყვა--
პასუხი იცის, მაგრამ სინამდვილეში ბავშვივით უბოროტოა.
– რაკი ასეა, აქ მოვიცდით, – თქვა ლიუზარნის კიურემ უკმა-
ყოფილო სახით და თვალებით თანამგზავრსაც ჰკითხა აზრი.
– და... და კიდევ ერთი რამ შემიძლია შემოგთავაზოთ, – წა-
მოიწყო მოხუცმა მარტამ მას შემდეგ, რაც ჩაახველა და ყელი
ჩაიწმინდა, – გვერდით ოთახში (რომელსაც ჩვენი
ღვთივკურთხეული წმინდანი თავის სამლოცველოს ეძახის,
რადგან ზოგჯერ აღსარებასაც ისმენს) ჩვენს კიურესთან სას-
წრაფო საქმეზე შორიდან ჩამოსული დიდი ბატონი იცდის, მო-
ხუცია, საპატიო ლეგიონის ორდენი აქვს, ძალიან კეთილშობი-
ლია, დამიჯერეთ! ძალიან თავაზიანი და უკვე კარგა ხანია, ელო-
დება.
შავრანშელმა ექიმმა ორივე ხელი აიქნია, თითქოს უნდოდა
ეთქვა, ეშმაკსაც წაუღია მოხუცი და მისი საპატიო ლეგიონის ორ-
დენიო.
– რომელიმე გადამდგარი გენერალია? – შეთქმულის ღიმი-
ლით ივარაუდა ყოფილმა ქიმიის მასწავლებელმა.
– ბარათი მაგიდაზეა – დიახ, თქვენ წინ დევს, ბატონებო, –
თქვა შეფიქრიანებულმა ქალმა, – მაგრამ ისეთი კეთილი, ისეთი
ალერსიანი თვალები აქვს. არა! სამხედრო არ უნდა იყოს!
ბრისტოლის ქაღალდისგან დამზადებული სავიზიტო ბარათი
ცხვირწინ ედო გამბიიეს, რომელიც ბავშვივით გაწითლდა.
– ოჰ! ოჰ! ეს საქმეს ცვლის! – თქვა მან მცოდნე კაცის
იერით... ბარათი ლიუზარნის კიურეს გაუწოდა, რომელიც სახე-
ლის წაკითხვისთანავე წაბარბაცდა.
– ანტუან სენ-მარენი... – წაილუღლუღა მომავალმა კანონიკ-
მა და პირი აუწყლიანდა.
– საფრანგეთის აკადემიის წევრი, – ექოსავით უპასუხა მისმა
თანამგზავრმა.
ახალგაზრდა პრაქტიკოსი ექიმი გაიმართა და ერთხანს ფიქ-
რობდა, თითქოს რაღაცას ეძებსო...
– მასთან შეგვიძეხით! – უთხრა ბოლოს ქალს.

XI

სახელგანთქმული მოხუცი, უკვე ნახევარი საუკუნეა, ირო-


ნიაში ვარჯიშობს. მისი გენიალურობა, რომლის ულმობლობით
ამაყობს, სინამდვილეში ყველაზე უფრო მორჩილი და ყველაზე
უფრო შინაურულია. დამორცხვებულია თუ განრისხებული, დას-
ცინის თუ ემუქრება, ყოველთვის საუკეთესოდ აწონებს თავს
მბრძანებლებს და მორჩილი მონა ქალივით, კბენაც ძალუძს და
მოფერებაც. მისი მზაკვრული პირით გამოთქმულ ყველაზე სან-
დო სიტყვებს შულერის კამათლის ფასი აქვს, სიმართლეც კი მო-
ნურად ქედს იხრის. ცნობისმოყვარეობა, რომელიც ასაკმა ვერ
დააჩლუნგა და მოხუცი ჟონგლიორის ერთგვარ ღირსებად
ქცეულა, მუდმივად განახლებას, სარკის წინ დახვეწას საჭიროებს.
მისი წიგნებიდან თითოეული გზისპირა სამიჯნე ბოძივითაა, სადაც
გამვლელს ელოდება. ცოდვიან ხელობაში გაწვრთნილი და თა-
ვაზიანი მეძავი გოგონასავით იცის, რომ უფრო მნიშვნელოვანია,
როგორ სთავაზობ, ვიდრე რას სთავაზობ; საკუთარი თავისთვის
შეწინააღმდეგებისა და უარყოფის რისხვა როდესაც აიტანს, იცის,
თითოეულ შემთხვევაში ახლებურად როგორ დაენახოს მკით-
ხველს.
მის გარშემო შემოკრებილი ენის ახალგაზრდა დამცველები
ხოტბას ასხამენ მის მეცნიერულ უბრალოებას, მისი თხრობის
სტილი ინჟენიუს პერსონაჟივით მიამიტურია, დიალექტიკა –
ჩახლართული, აქვს უზარმაზარი ცოდნა. საკუთარ მასწავლებ-
ლად აღიარა დონდლო და გამოფიტულმა ხალხმა. ადამიანებზე
გამარჯვებასავით ზეიმობენ, როდესაც ხედავენ, როგორ
აფრქვევს შხამს, თუკი საწადელს ვერ მიაღწია და მისგან უნა-
ყოფო ალერსის წილსაც ითხოვენ. მოაზროვნეთაგან მასსავით
არავის დაუმცირებია ამდენი იდეა, ლაფში ამოუსვრია კე-
თილშობილური სიტყვები, რეგვნებისთვის შეუთავაზებია
მდიდრული მსხვერპლი. გვერდიდან გვერდამდე, ჭეშმარიტება,
რომელიც თავაშვებული სითამამით გადმოსცა, უკანასკნელ
სტრიქონში, ბოლო სალტოს შემდეგ, ნაღალატევი, გამასხა-
რავებული, გაქირდული და სრულიად გაშიშვლებული, გა-
მარჯვებული სგანარელის მუხლებზე აღმოჩნდება... და პატარა
ჯგუფი, რომელიც მალე გადაიზრდება მომთხოვნ და თაყ-
ვანისმცემელ პუბლიკაში, ღიმილით ეგებება ლამის საუკუნეს
მიღწეული ცელქის ახალ ოინს.
– ბერძენთაგან უკანასკნელი ვარ, – ამბობს საკუთარ თავზე
თავისებური ღიმილით. მაშინვე გამოჩნდება ოციოდე ჩერჩეტი,
რომელმაც ნაჩქარევად გადაიკითხა ბატონ ჟიულ ლემეტრის გა-
მოცემული ჰომეროსის შენიშვნები, რამე რომ გაეგო, ესალმება
ხმელთაშუაზღვიური ცივილიზაციის ამ ახალ სასწაულს და თავი-
ანთი გამყინავი ყვირილით შესაბამისი მუზების გამოსაღვიძებ-
ლად გარბის. ეს არის საძაგელი მოხუცის კეკლუცობა და მისი
ყველაზე უფრო ცინიკური სიამე – თავი მოაჩვენოს, რომ დიდე-
ბას გოროზი ქალღმერთის კალთაში ეძებს, მის ქალწულობის ქა-
მარს მიჰკვრია და იქ აფათურებს თავის ბებრულ ხელებს... უც-
ნაური, საშინელი ჩვილია!
დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ლიუმბრი მოენახულებინა და მისი
შეგირდები ყველაზე უმეცრებსაც კი აღარ უმალავდნენ, რომ ამ
მოგზაურობის საფუძველზე ახალი წიგნის დაწერას აპირებდა.
„ცხოვრებისეული შემთხვევითობები“, გულს უშლიდა თავის გარე-
მოცვას ჩვეული უტიფრობით, როგორითაც პრეტენზია ჰქონდა,
მათთვის გაეზიარებინა ბულვარული სკეპტიციზმის მარგალიტები,
თავად ანტიკურ სიბრძნედ რომ ნათლავდა, „ცხოვრებისეულმა
შემთხვევითობებმა“ არაერთხელ შემახვედრა მსგავს წმინდანებს,
თუკი ასეთი სახელით მოვიხსენიებთ ამ უბრალო ცხოვრების წე-
სისა და მიამიტური გონების ადამიანებს, რომელთა სამეფო ამ-
ქვეყნიური არ არის და ჩვენსავით ილუზიების პურით იკვებებიან,
მაგრამ გამორჩეული მადა აქვთ. ისინი ცხოვრობენ და კვდებიან,
მაგრამ მათ ცოტა ვინმე თუ იცნობს და მათი სიგიჟეც არ არის გა-
დამდები. დაე, მაპატიონ ჩემი ბავშვობის ოცნებებთან დაგვიანე-
ბით დაბრუნება. ვისურვებდი, საკუთარი თვალით მენახა სხვა
წმინდანი, ნამდვილი წმინდანი, სასწაულმოქმედი წმინდანი და
ბოლოს, ესეც უნდა დავამატო – პოპულარული წმინდანი. ვინ
იცის? იქნებ ლიუმბრში ჩავიდე და ამ კეთილი მოხუცის მკლავებ-
ში დავლიო სული?!
ეს და მერე წარმოთქმული სხვა მოსაზრებები, კარგა ხანს,
მომხიბვლელ ფანტაზიად მიაჩნდათ იმის მიუხედავად, რომ ისინი
ერთგვარი კომიკური კდემამოსილებით გამოხატავდა
გულწრფელ, მდაბალ, მაგრამ ადამიანურ გრძნობას – სიკ-
ვდილის ამაზრზენ შიშს. სახელგანთქმული მწერალი უნამუსოა
და არა – გონებაშეზღუდული. მისი ძლიერი პიროვნულობა,
რომელსაც მტკივნეულად ევიწროება მისივე წიგნები, ცოდვის
კლანჭებში აღმოჩნდა. ამაოდ ცდილობს, ყველას დაუმალოს
ამაზრზენი სიმართლე, ხანდახან სიტყვებს შორის რომ გა-
მოკრთის; ამისათვის სკეპტიციზმსა და ირონიას აორკეცებს.
ასაკში შესვლასთან ერთად, საბრალო ხედავს, რომ ხაფანგშია
მომწყვდეული, მისი ტყუილი უფრო და უფრო იმატებს,
დღითიდღე უჭირს თავისი სულ უფრო მზარდი გაუმაძღრობა მო-
ატყუოს წვრილმანებითა და სისულელით. საკუთარ თავს ვერ
დაჯაბნის, კარგად ხვდება, როგორ ზიზღს იწვევს, მხოლოდ
ხრიკისა და მოხერხებულობის გამოყენებით, იშვიათ შემ-
თხვევებში შეუძლია თავი დაიკმაყოფილოს და რასაც კი მის-
წვდება მისი უკბილო პირი, მთელი სიშმაგით ჩააფრინდება; მერე
კი, ცარიელი ჯამის დანახვაზე, სირცხვილისგან ტირის.
დაბრკოლება დასაძლევია და მოხიბვლის თუნდაც ხანმოკლე
მცდელობაზე დრო უნდა დაკარგოს; ამას ერთვის ფიზიკური
უძლურების შიში, რაც სრულებით არ არის გამოსარიცხი, ასევე
მოთხოვნილებების კაპრიზულობა და შემთხვევითი პაემნებით
წინასწარი იმედგაცრუება. ადრე სახლის ერთგვარ
მორთულობად მნე ქალები ჰყავდა, ისინი დღეს შეცვალეს ში-
ნაურ ტირანებად ქცეულმა გომბიოებმა და მოსამსახურეებმა. პა-
ტიობს სოფლურ მეტყველებას, მისი მოჩვენებითი კეთილგანწყო-
ბა გულის გამგმირავია, ყურადღების გადატანას ყალბი ღიმი-
ლით ცდილობს, ამასთან, მზერას არ აცილებს გლეხი ქალის
მოკლე ქვედაკაბას და ერთი სული აქვს, მის ქვეშ შერგოს ჭაღა-
რა თავი.
მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ხანმოკლე აღვირახსნილობა ვეღარ
აკმაყოფილებს; ვერც კი წარმოუდგენია, ამაზე დაბლა როგორ
უნდა დაეშვას, საკუთარ გროტესკულ ჯოჯოხეთამდე უკვე ჩააღ-
წია. არასოდეს ყოფილა წადილი უფრო მწველი და უფრო მომ-
თხოვნი, მაგრამ მას მოსდევს მეტისმეტად ხანმოკლე, ქურდული,
ცვალებადი კმაყოფილება. ის დრო დადგა, როდესაც მოთხოვნი-
ლება დარჩა, მადის დაკმაყოფილება კი შეუძლებელია –
სხეულის სფინქსის უკანასკნელი გამოცანაა...
ამ ინერტულ მოხუც სხეულსა და ამაოდ გაღვივებულ ვნებას
შორის ჩადგა სიკვდილი, მესამე მეგობარი. ის, ვისაც ამდენჯერ
მოალერსებია თავის წიგნებში და ეგონა, რომ მისი ალერსი მოჰ-
ყირჭდა – სინამდვილეში, სიკვდილი ისე ჩანს ყველგან, მისი ცივი
ირონიის მიღმა, როგორც სახე კამკამა და ღრმა წყალში – მან
კი, ათასჯერ ნაოცნებარი, ნალოლიავები, ვერ იცნო. ამიერიდან
კი სულ ახლოს ხედავდა, ცხვირწინ. წარმოედგინა ნელ-ნელა და-
ბერება, როგორც აყვავებულ ფერდობზე თანდათან ჩაცურება,
რომლის ძირში კმაყოფილს ჩაეძინება. მაგრამ სრულებით არ
ელოდა ასეთ მოულოდნელ სიურპრიზს დღისით-მზისით, ამგვა-
რად თავს დატყდომას...
როგორ? უკვე დროა?
თავს ძალას ატანს, რომ ფიქრი განდევნოს, შენიღბოს მაინც;
ამ საცოდავ თამაშზე დაუსრულებლად ხარჯავს ძალისხმევას.
ძლივს გაბედა ყველაზე ახლობლებისთვის თავისი სასოწარკვე-
თილების შესახებ სულ მცირედი მოეყოლა – სანახევროდ ვერც
კი გაუგეს; არავის სურს დაინახოს დიდი ადამიანის თვალებში
ბავშვური შიში. „მიშველეთ!“, ამბობს მზერა. მსმენელი კი აღ-
ფრთოვანებული წამოიძახებს: „როგორი დიდებული მთხრობე-
ლია!“

XII

ბატონი გამბიიე „სააღდგომო სანთლის“ ცნობილი ავტორის-


კენ წავიდა და თავი გააცნო, გონებამახვილურადაც კი, რადგან
არც საზრიანობა აკლია და არც მოხერხებულობა. შემდეგ კომპა-
ნიონისკენ შებრუნდა და ისიც წარუდგინა:
– ბატონი ლიუზარნის კიურე ჩემზე მეტადაა უფლებამოსილი
მიესალმოს თქვენს ჩამობრძანებას ლიუმბრში, ამ გასაოცარ კუთ-
ხეში, ორ ნაბიჯზე პატარა ეკლესიიდან, რომლის მოსანახულებ-
ლადაც მობრძანდით.
ანტუან სენ-მარენმა აბატ საბირუსკენ გრძელი და ფერ-
მკრთალი სახე დახარა, თავით ფეხამდე მოწყენილობით
აათვალიერ-ჩაათვალიერა.
– ძვირფასო და გამოჩენილო ოსტატო, – წარმოთქვა
ლიუზარნის კიურემ თავშეკავებით, – არ მეგონა, თუ ოდესმე ასე
ახლოს გიხილავდით. საქმე, რომელიც მოვალენი ვართ აღვას-
რულოთ აქ, მიყრუებულ სოფლებში, სიკვდილამდე განდეგილე-
ბად ყოფნას გვაიძულებს და დიდი უბედურებაა, რომ საფრანგე-
თის სამღვდელოება ასე ჩამოშორებულია ქვეყნის ინტელექ-
ტუალურ ელიტას. დაე, მის ერთ ყველაზე თავმდაბალ წარმო-
მადგენელს, საშუალება მიეცეს...
სენ-მარენმა ზემოდან ქვემოთ დააქნია დახვეწილი თეთრი
ხელი, უკვდავყოფილი კლოდიუს ნივლენის ტილოზე.
– ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა, ბატონო აბატო,
მეტისმეტად ხმაურიანი და მეტისმეტად უსიამოვნო საზო-
გადოებაა, ამიტომაც ჩემი რჩევაა, თქვენი ეპარქიები მისგან, რაც
შეიძლება, შორს იყოს. და რაც შეეხება იზოლაციაში ცხოვრებას,
– ჩაიცინა, – შემიძლია მოგახსენოთ, როგორ ძალიან ვნანობ,
წარსულში თქვენნაირად იზოლაციისთვის განწირული რომ არ
აღმოვჩნდი!
ქიმიის ყოფილმა მასწავლებელმა, ერთხანს დაბნეულმა, სა-
პასუხოდ მხოლოდ გაღიმება მოახერხა. მაგრამ ახალგაზრდა
შავრანშელმა ექიმმა ვითარებას ალღო მაშინვე აუღო:
– გეყოფათ, გეყოფათ, აბატო, იმ ბურგომისტრს ჰგავხართ,
მის ქალაქში ჩამოსულ მეფეს რომ ხვდება. გამოჩენილ ოსტატს
იმისთვის არ დაუფარავს ასი ლიე, რომ ხოტბა-დიდება მოესმინა.
უნდა ვაღიარო, ბატონო, – განაგრძო და სენ-მარენისკენ დაიხა-
რა, – მზად ვარ, თქვენ გამო, ბევრად უფრო მძიმე შეცდომა ჩავი-
დინო.
– ნუ შეწუხდებით, – მშვიდად უპასუხა მწერალმა.
– იმის უფლება მომეცით გკითხოთ, რა მიზეზით...
– არც ერთი სიტყვა არ დაამატოთ, თუკი ჩემი პატივისცემა
თქვენთვის რამეს ნიშნავს! – წამოიძახა „სააღდგომო სანთლის“
ავტორმა, – კარგად ვხვდები, ჩემი ამ პატარა მოგზაურობის მიზ-
ნის შეტყობა გსურთ. ასე რომ, მადლობა ღმერთს, ამის თაობაზე
თქვენზე მეტი არაფერი ვიცი. ნაწარმოების შექმნაზე მუშაობა,
ყმაწვილო, ყველაზე მოსაწყენი და ყველაზე უმადური საქმეა;
წიგნების შექმნაც მყოფნის, საკუთარ ცხოვრებას არ ვწერ. ეს
ფურცელი თეთრი ფურცელია.
– ვიმედოვნებ, რომ მას დაწერთ, – ამოიოხრა ლიუზარნის
კიურემ, – და გავბედავ თქმას, რომ ჩვენ წინაშე ვალში ხართ.
გამოჩენილი ოსტატის ისევ ისეთი, ცოტათი ბუნდოვანი მზერა
დაეცა მოსაწყენ მთხოვნელს და მასზე არც კი შეჩერებულა. შემ-
დეგ თვალებმილულულმა იკითხა:
– ესე იგი, სამივენი ველოდებით წმინდანის კეთილ ნებას?
– ჯერ სამლოცველოს გასაღებს, – შენიშნა შავრანშელმა
აუტანელმა ბავშვმა21, – ასევე მნათე ლადისლასის კეთილ ნებას.
– ეს როგორ? – იკითხა სენ-მარენმა ისე, რომ ყურადღება
არ მიაქცია ლიუზარნის კიურეს ჟესტს, სიტყვის ჩართვას რომ ით-
ხოვდა.
მაგრამ უფრო მარჯვე გამბიიემ თავისებურად მოყვა იმ დღის
მოვლენები, ოცჯერ მაინც სცადა მისმა წარბშეკრულმა კომპანი-
ონმა სიტყვის ჩართვა, მაგრამ გამოჩენილი ოსტატის მოუთმენ-
ლობის გამომხატველმა თავის მსუბუქად გადაქნევამ ამის შესაძ-
ლებლობა მოუსპო. ბოლოს მან თავისი მოსაზრება გამოთქვა:
– გარწმუნებთ, ბატონო ჩემო, არც კი მექნებოდა იმის იმედი,
რომ დღე ასე ცუდად დაიწყებოდა. ჰოი, გამომაცოცხლებელო
სიურპრიზო, ცოტათი ზებუნებრივო და სასწაულებრივო!
– ზებუნებრივი და სასწაულებრივი? – პირქუშად გააპროტეს-
ტა ლიუზარნის კიურემ.
– რატომაც არა? – უკმეხად ჰკითხა სენ-მარენმა თავის უწყი-
ნარ მოწინააღმდეგეს (როგორ მდაბლადაც უნდა დაშვებულიყო
ეს დიდი ადამიანი, ასეთმა აშკარა სისულელემ მაინც მოჰგვარა
სირცხვილი. მაგრამ კიდევ უფრო მეტად აფრთხობდა საკუთარი
თავის დანახვა სხვის სისულელესა თუ სილაჩრეში, როგორც გამ-
რუდებულ სარკეში).
– რატომაც არა? – გაიმეორა, სიტყვებს ერთმანეთზე მიდე-
ბულ გრძელ კბილებს შორის სტვენით წარმოთქვამდა, – ყველა-
ნი ველოდებით სასწაულს, ბატონო ჩემო, და მოსაწყენი სამყარო
ჩვენთან ერთად მას ელის. დღეს მოხდება თუ ათასი საუკუნის
შემდეგ, ჩემთვის სულ ერთია, თუკი რომელიმე გამათავისუფლე-

21
აუტანელი ბავშვი (Enfant terrible) – ადამიანი, რომელიც თავი-
სი გულახდილობით ან გულგრილობით სხვა ადამიანს უხერხულ
მდგომარეობაში აყენებს.
ბელი მოვლენა ერთ დღესაც დადგენილ საყოველთაო მექანიზ-
მში ბზარს შეიტანს. მირჩევნია, ხვალ მოხდეს და მაშინ კმაყოფი-
ლი დავიძინებ. რა უფლებით უნდა დამიფრთხოს ჩემი სიზმარი
ტექნიკური სფეროს ტლანქმა წარმომადგენელმა? ზებუნებრივი
და სასწაულებრივი შინაარსით აღსავსე სიტყვებია, ბატონო ჩემო
და ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი მათ გულანთებული წარმოთ-
ქვამს...
მისივე აღიარებით, ლიუზარნის კიურეს ასე შეურაცხყოფი-
ლად მანამდე არასოდეს უგრძნია თავი.
– ბატონი სენ-მარენი, – მიმართა თავის მეგობარს, გამბიიეს,
– უფრო მეტად პოეტი ყოფილა, ვიდრე ფილოსოფოსი და სხვი-
სი სიტყვების თავისებურად გადაკეთებაც შესძლებია. მაგრამ გაბ-
რაზება რაღა საჭიროა?
„სააღდგომო სანთლის“ ავტორი მეტისმეტად დარცხვენილი
იყო, პასუხი რომ გაეცა. ინსტინქტურად სძულს ის, ვინც მას ჰგავს
და შეეფერება; არ აღიარებს, თუმცა სხვებში საკუთარი თავის
ზიზღისგან მტანჯველ კმაყოფილებას გრძნობს. ყველაზე უკეთ
თავად იცის, რომელია ის მსუბუქი და მყიფე ნიუანსი, რომლითაც
გონებრივი პროფესიით დაკავებული სულელისგან გამოირჩევა
და თუკი ზოგიერთი, მოსწრებულად თუ ვიტყვით – ყეყეჩის – მზე-
რაში ბებერი ცინიკოსი თავისნაირს, მხოლოდ ნაკლები მასშტაბი-
სას აღმოაჩენს, რისხვა იპყრობს.
– განდეგილი ბერი ჯერ არ გინახავთ, – ჩამოწოლილი დუმი-
ლის დასარღვევად წამოიწყო შავრანშელმა ექიმმა, – მაგრამ მი-
სი საცხოვრებელი ხომ მაინც იხილეთ? რა უცნაური სახლია! რო-
გორი მარტოსულობა!
– სულ ცოტა ხნის წინ ჩემზე იმოქმედა აქაურობის მომხიბ-
ვლელობამ, – ამბობს სენ-მარენი, – სიცოცხლეში ჭეშმარიტად
სასიამოვნო ისაა, რაც იშვიათი და განსაკუთრებულია, მოლოდი-
ნისა და წინათგრძნობის წუთი. ეს სწორედ აქ შევიგრძენი.
ბატონმა გამბიიემ თავი დააქნია, ფრთხილი ღიმილით
დაუდასტურა. ამის მიუხედავად, ტანმაღალი მოხუცებული ფანჯა-
რას მიუახლოვდა, გრძელი თითები გაატარ-გამოატარა მინებზე.
ლამპის სინათლემ მისი ჩრდილი ააცეკვა კედელზე, ხან დაამოკ-
ლებდა, ხანაც – დააგრძელებდა. გარეთ შეიძლებოდა მხოლოდ
მკრთალ ლაქად ქცეული გზის გარჩევა. სრულ სიჩუმეში შავრან-
შელმა ექიმმა გაიგონა გაპრიალებულ მინაზე ფრჩხილების მსუ-
ბუქად გასმა.
სენ-მარენის ხმამ, უეცრად რომ გაისმა, მოულოდნელობის-
გან აიძულა, შემხტარიყო:
– ეს ეშმაკის კერძი მნათე მელანქოლიისგან დაგვხოცავს. სი-
სულელე არ არის, აქ ვიჯდე, ვიცდიდე და ვამთქნარებდე, როცა
წინ მთელი დღე მაქვს?! რადგან ლიუმბრს ხვალ დავტოვებ. და
თანაც, გულახდილად რომ ვთქვა, უცნაურად ძალაგამოცლილი
ვარ.
– სხვათა შორის, – შენიშნა ბატონმა გამბიიემ, – თუკი აბატ
საბირუს ვარაუდი საფუძველს მოკლებული არ არის, მისი საბრა-
ლო კოლეგა ისეთ მდგომარეობაშია, რომ თქვენს მიღებას ვერც
შეძლებს.
– ამჯერად, სხვათა შორის, – უპასუხა გამოჩენილმა ოსტატმა,
– სრულიად საკმარისია მღვდლის ამ გლეხური სახლის ნახვაც:
უნიკალური ადგილია (ჟესტით მიუთითა ოთხივე შიშველ კედელ-
ზე, თითქოს კოლექციონერი იშვიათ სამშვენისს ეალერსებაო).
ეს უბრალო წინადადება ლიუზარნის კიურეს თავმოყვა-
რეობას მალამოდ დაედო.
– უნდა მოგახსენოთ, რომ ამ დარბაზს მცდარად მოიხსე-
ნიებენ სამლოცველოს სახელით: ჩემი პატივსაცემი კოლეგა აქ
იშვიათად ჩამოდის. სიმართლე ითქვას, თითქმის არ გამოდის
თავისი საძინებლიდან.
– მართლა? – იკითხა „სააღდგომო სანთლის“ დაინტერესე-
ბულმა ავტორმა.
– ჩემთვის სასიხარულო იქნება, იმ ოთახისკენ გაგიძღვეთ, –
საჩქაროდ დაამატა მომავალმა კანონიკმა, – ლიუმბრის კიურე,
დარწმუნებული ვარ, ამ ფორმით აუცილებლად გამოიჩენდა
თქვენდამი ყურადღებას და მე უბრალოდ მის აზრს ხორცს შევას-
ხამ.
ლამპა აიღო, თავზემოთ ასწია, შემდეგ მცირე ხნით შეჩერდა,
ხელი კარის სახელურზე ედო:
– ბატონები ინებებენ, რომ გამომყვნენ?
მეორე სართულზე ლიუზარნის კიურემ მიუთითა გრძელი დე-
რეფნის ბოლოს შეღებულ კარზე:
– ნება მიბოძეთ, წინ წავიდე, – თქვა მან.
მის კვალზე ოთახში შევიდნენ. ლამპა, რომელიც გაშვერილ
ხელში ეჭირა, ანათებდა გრძელ, მანსარდულ დარბაზს, კირით
შეთეთრებული კედლებით, თავიდან სრულიად ცარიელი რომ
მოეჩვენათ. ახლად მორეცხილ ნაძვის პარკეტს ფისის მძაფრი
სუნი ასდიოდა. დაცემულმა ჩრდილმა გამოაჩინა კედლის გას-
წრივ ჩამწკრივებული ღარიბული ავეჯი: ორი დაწნული სკამი, ერ-
თი ლოცვის დროს გამოსაყენებელი სკამი, პატარა მაგიდა ზედ
დახვავებული წიგნებით...
– სახურავზე შეყუჟული ღარიბი სტუდენტის ოთახს ჰგავს, –
იმედგაცრუებით წარმოთქვა სენ-მარენმა.
მაგრამ მომავალმა კანონიკმა, დაუღალავმა, უფრო შორს
გაიწია და ისინიც თან გაიყოლა, მბოლავი ლამპა იატაკისკენ
დასწია.
– აი, მისი საწოლი, – თქვა ამ შეუდარებელმა ადამიანმა ერ-
თგვარი სიამაყით.
შავრანშელმა აუტანელმა ბავშვმა და მწერალმა, – განსაკუთ-
რებული მორცხვობით არ გამოირჩეოდნენ, – ერთმანეთს კიურეს
ზურგს უკან უხერხული ღიმილით გადახედეს. სასაცილოდ ვიწრო
და მოკლე ჩალის ლეიბი, ზედ დახვავებული ხარახურით, თვა-
ლის შევლებისთანავე შესაბრალის მელანქოლიას იწვევდა მნახ-
ველში. ამის მიუხედავად, სენ-მარენს საწოლისთვის თითქმის არ
მიუქცევია ყურადღება; ორ უზარმაზარ, სიძველისგან გამწვანე-
ბულ ფეხსაცმელს მიაჩერდა, ერთი იატაკზე იდო, უცნაურად შე-
მართულივით, მეორე გადაბრუნებული ეგდო, მოჩანდა დაჟანგუ-
ლი ლურსმნები, მისი დაბრეცილი ტყავი, გაცვეთილი ლანჩა;
ორი ძველი, გასაცოდავებული ფეხსაცმელი, უსასრულო სევდით
აღსავსე, ადამიანებზე უფრო შესაბრალისი.
– რა სანახაობაა! – თქვა მან ხმადაბლა, – როგორი შესაბ-
რალისი და დამატყვევებელი სანახაობაა!
ადამიანის ცხოვრების წრიულად მიმდინარეობაზე, ამაოდ
განვლილ გზაზე, უკანასკნელ მცდარ ნაბიჯზე ფიქრობდა. რის სა-
ძებნელად იყო წასული ეს დიდსულოვანი მოხეტიალე? იმის, რა-
საც თავად ელოდებოდა, ნაცნობ საგნებს, მისთვის ძვირფას ეს-
ტამპებს, თავის წიგნებს, თავის საყვარლებსა და თავის ლაქიებს
შორის, ვერნეის ქუჩაზე მდებარე სახლში, სადაც მოკვდა მადამ
დე ჟანზე. არარას პატრიარქი, არასოდეს, თავის საუკეთესო წუ-
თებშიც კი, არ წასულა უფრო შორს, ვიდრე სიცოცხლის მოყირ-
ჭების ლირიკა, მოალერსე ნიჰილიზმია. ამის მიუხედავად, ყელში
გორგალი გაეჩხირა, გული აუჩქარდა. სწრაფად და აღფრთოვა-
ნებით ალაპარაკდა:
– წმინდა ადგილზე ვიმყოფებით, ისეთივე თაყვანისცემის
ღირსია, როგორც ტაძარი. თუკი ვრცელი სამყარო მიჯნებდადე-
ბული მინდორია, უნდა მოინიშნოს ადგილი, სადაც დიდი ძალის-
ხმევა გასწიეს, სადაც ყველაზე გიჟური იმედები ჰქონდათ. უეჭვე-
ლია, ძველები ჩვენს ლიუმბრელ წმინდანს ალმაცერად შეხედავ-
დნენ, მაგრამ უბედურების ხანგრძლივმა გამოცდილებამ ნაკლე-
ბად მკაცრი გაგვხადა ამ ტიპის, ცოტათი ველური სიბრძნისადმი,
სამოქმედო მისწრაფებაში რომ ხედავს თავისი არსებობის აზრსა
და ჯილდოსაც. სინამდვილეში, ძალიან მცირეა განსხვავება ყვე-
ლაფრის მიმღებსა და ყველაფრის უარმყოფელს შორის. არსე-
ბობს ველური სიდიადე, რომლის შესახებ არაფერი იცოდა ძვე-
ლების სიბრძნემ...
სახელგანთქმული მწერლის ლამაზი, მკაცრი ხმა თითქოს
ბოლო მარცვალზე შეყოვნდა, მისი მზერა კი იმ კედლის კუთხეს
მისჩერებოდა, სადაც ლამპით ხელში ბოლთას სცემდა მუყაითი
საბირუ. სახურავის გარეთა თხემით შექმნილ ერთგვარ ნიშაში,
უხეშად გამოჩორკნილ ფიცარზე მიკრული ლითონის ჯვარცმა
მოჩანდა. მის ქვემოთ, იატაკზე, ყველაზე ბნელ კუთხეში, მოკეცი-
ლი ტყავის მათრახი ეგდო – ისეთი, როგორსაც ხარების გამდე-
ნელები უწოდებენ „გრძელ დანას“, – წვეტით დაბოლოებული,
სამი თითის სისქის ძირით, ბრტყელ, შავ ქვეწარმავალს ჰგავდა.
მაგრამ არც ჯვარცმაზე, არც მათრახზე შეჩერებულა ოსტატის
მზერა. ადამიანის სიმაღლეზე, ერთადერთი ლაქა თითქმის
მთლიანად ფარავდა კედლის ზედაპირს; ის შედგებოდა ათასო-
ბით პატარა შხეფისგან, რომლებიც ისე ახლო-ახლოს იყო ცენ-
ტრისკენ, რომ ბოლოს ერთიან, ბაც ვარდისფერ მასას ქმნიდა,
რამდენიმე სულ ახალი ჩანდა, ხასხასა ვარდისფერი, დანარჩენე-
ბი, ძლივს შესამჩნევი ბათქაშის სისქეში, თითქოს შეწოვილი, გა-
მომშრალი, გაურკვეველი ფერის. ჯვარი, ტყავის მათრახი, გა-
წითლებული კედელი... ველური სიდიადე, ძველების სიბრძნეზე
აღმატებული... სახელგანთქმულ მუსიკოსს იმის გამბედაობა არ
ეყო, ბოლო აკორდიც დაესრულებინა და მოულონელად შეწყვი-
ტა თავისი სიმღერა.
უძრავად მდგომმა ბატონმა გამბიიემ რამდენჯერმე რაღაც
ჩაიბურტყუნა მისტიკური სიგიჟის შესახებ, თან თვალს არ აცი-
ლებდა მდუმარე სენ-მარენს. შავრანშის საზოგადოების შეუდრე-
კელი მესაიდუმლე – სამარცხვინო სიშიშვლეთაგან საბურვლის
მარჯვედ ჩამომგლეჯი, რომელიც ხშირად ამაყობდა, რომ ყვე-
ლაფრის დანახვა და ყველაფრის გაგონება შეუძლია წარბშეუხ-
რელად – როგორც მოგვიანებით გამოტყდა, მთელ სხეულში
გააცია. ყველაზე სქელკანიან ადამიანსაც კი არ შეუძლია უხერხუ-
ლობის განცდის გარეშე უმზიროს, უნებართვოდ როგორ იჭრები-
ან დიდი სიყვარულის თავმდაბლურ საიდუმლოში, რაც მხოლოდ
ბეჩავს ეკუთვნის, მისი ერთადერთი საგანძურია და ამ ქვეყნიდან
წასვლის შემდეგ, თან მიაქვს.
ლიუზარნის კიურემ ლამპა შეაბრუნა და მაშინვე, ბუნებრივი
დახვეწილობით წარმოთქვა:
– ბატონებო, ჩემი პატივცემული მეგობარი სხეულის გვემას
მისდევს და თავის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს! ღმერთმა
დამიფაროს მისი გულმოდგინების გაკიცხვისგან! მაგრამ უნდა
ვთქვა, რომ ამგვარ სისასტიკეს საკუთარი თავის მიმართ არავინ
მოითხოვს, არამედ მხოლოდ დაშვებულია, მაგრამ ამის მიუხედა-
ვად, ზოგიერთების აზრით, დასჯის მეტად სახიფათო მეთოდია
და ძალიან ხშირად, სუსტებისთვის აღშფოთების მიზეზი და დასა-
ცინი – ურწმუნოთათვის.
ყოფილმა მასწავლებელმა ეს ბოლო სიტყვა წარმოთქვა
ჩვეული ჟესტის თანხლებით: ცერი და საჩვენებელი შეაერთა, ნე-
კი კი ასწია; წარმოთქვა იმ ადამიანის ტონით, რომელიც საკამა-
თო საკითხს აზუსტებს. ექიმის უხერხულობა და მეორის დუმილი
თავისი კეთილგანწყობილი ყურადღებისთვის საკმარის შექებად
მიიჩნია. ეს ღიმილით გამოხატა, შემდეგ კმაყოფილი შებრუნდა,
რადგან მისნაირი მდარე მღვდელი, ჩვენში დარჩეს, უგრძნობე-
ლია.
„როგორი ნერვიულია ეს დიადი ადამიანი!“, გაიფიქრა გამ-
ბიიემ, რომელიც უკან მისდევდა სენ-მარენს და შესცქეროდა სპი-
ლოს ძვლის სადარ გრძელ ხელს, ხელჯოხი რომ ჩაებღუჯა და
დროდადრო მას იატაკზე აკაკუნებდა.
ბოლო წუთების განმავლობაში „სააღდგომო სანთლის“ ავ-
ტორი, მართლაც, ლამის გმირული ძალისხმევით ცდილობდა
უხერხულობის დამალვასა და დაძლევას. უეჭველია, უგრძნობე-
ლი არ დარჩენილა ღარიბი კაცის სახლის პირქუში პოეზიისადმი,
მაგრამ უკვე დიდი ხანია, მწერალს საკუთარი ბებერი გული ვერ
მოატყუებდა! ის-ისაა წარმოქმნილი გრძნობა, ასე ვთქვათ, ჩანა-
სახოვან მდგომარეობაში, მაშინვე წესრიგდება და გამოიყენება;
ის უმთავრესი ნედლეულია, რომელიც მისი გაწაფული გენიის
მყიდველის გემოვნებას უნდა მოერგოს. მოხუცი კომედიანტი
მხოლოდ გრძნობებზე რეაგირებს; კედელზე ლამპის შარავანდე-
დის მსგავსი სინათლით განათებულმა ჟღალმა ლაქამ მისი ნერ-
ვები გააშიშვლა.
ცნობილია მისი შემოქმედება, ზეპირადაც გვახსოვს ოცამდე
გვერდი და ამ გვერდებზე მთელი თავისი ოსტატობის მოშვე-
ლიებით, საბრალო ცდილობს დაუმორჩილებელი მოჩვენება მო-
ათვინიეროს. არავის ულაპარაკია სიკვდილზე უფრო თავისუფ-
ლად, უფრო უდარდელად და სიყვარულნარევი სიძულვილით.
ჩვენი ენის მწერლებიდან არავინ დაკვირვებია მას ასეთი გულ-
წრფელი მზერით, დამცინავიც რომ არის და ალერსიანიც... მაშ,
რა არის ის იდუმალი რევანში, როდესაც კალმის გადადებისთა-
ნავე სიკვდილის შიში აიტანს, როგორც ცხოველს, როგორც პი-
რუტყვს?
გარდაუვალი დასასრულის გაფიქრებაზე გონება კი არ ნებ-
დება თავბრუსხვევას, არამედ მისი ნება უკან იხევს, სადაცაა გატ-
ყდება. ამ დახვეწილმა ადამიანმა, სასოწარკვეთილმა, იცის, რა
არის ინსტინქტის გამოღვიძება, საზარელი პანიკა, უკან დახევა
და ყალყზე შედგომა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვისა, რო-
მელმაც დამხოცავის სახვრეტელას სუნი იკრა. მაგალითად, წარ-
სულში, თუ გონკურს დავუჯერებთ, ნატურალიზმის მამა და
„რუგონ-მაკარების“ შემქმნელი, შუაღამისას, საწოლიდან გადმო-
ვარდნილი, იმავე შიშით გაწვალებული იღვიძებდა და გაოგნებუ-
ლი მეუღლის თვალწინ, პერანგისამარა დარჩენილი, სპექტაკლს
გაითამაშებდა საკუთარი თავის, როგორც მბრალმდებლის, მო-
ნაწილეობით.
პირველ საფეხურზე მდგარი, ჩაბნელებული გალიისკენ სახე-
მიბრუნებული, სისხლის მოწოლისგან ატკივებული საფეთქლე-
ბით, ყელგამშრალი, ღრმად სუნთქავს, რადგან მსგავსი შეტევი-
სას ეს ერთადერთი წამალია. მის უკან გზამოჭრილი გამბიიე გაკ-
ვირვებულია, შეშფოთებით აყურადებს ოსტატის არათანაბარ,
ღრმა სუნთქვას. ფრთხილად ადებს ხელს მხარზე:
– ცუდად ხომ არ ხართ? – ეკითხება ექიმი.
სენ-მარენი თავს გაჭირვებით აბრუნებს მისკენ და ყალბი
ხმით პასუხობს:
– სულაც არა! არა... უქეიფობა... მცირედი ქოშინი... უკეთ
ვარ... ყველაფერი რიგზეა...
მაგრამ თავს ჯერ კიდევ ისე სუსტად და ისეთ ლაჩრად
გრძნობს, რომ შავრანშელი ექიმის მისდამი გამოჩენილი სრუ-
ლიად ჩვეულებრივი სიმპათია გულს უჩუყებს. ნერვიული დაძაბუ-
ლობისგან განტვირთვის შემდეგ ეიფორია იპყრობდა და ხშირად
უცდია, ელაპარაკა, თავისი საიდუმლო გაემჟღავნებინა, მათხოვა-
რივით გამოეთხოვა რჩევა ან თანაგრძნობა. საბედნიეროდ, საკუ-
თარი სიყვარული ამ ცუდი სიზმრისგან ყოველთვის მალე აფხიზ-
ლებდა.
– ექიმო, – მიმართა მამაშვილური ღიმილით, – გამოცდილე-
ბით შეიტყობთ, რომ სიბერეში ხეტიალი არაფერს ასწავლის,
მხოლოდ აჩქარებს დასასრულის მოახლოებას. ეს კიდევ უფრო
ძვირფასი უპირატესობაა! რადგან როდესაც უკანასკნელ მოსახ-
ვევში ბებერს ერთი სული აქვს და თან ეშინია, უკანასკნელი ნაბი-
ჯი გადადგას არარაში დასანთქმელად, სასარგებლოც კია, ზურ-
გში ხელის წაკვრა.
– არარა! – თავაზიანად არ ეთანხმება ლიუზარნის კიურე, –
ნუთუ, ოსტატო, ასეთი უხეში სიტყვის გამოყენება საჭიროა?
(სენ-მარენი, შავრანშელი ექიმის მხარს ზემოთ სულ ერთი
წამით შეავლებს თვალს აუტანელ მლიქვნელს).
– სიტყვას რა მნიშვნელობა აქვს? განა არჩევანი არსებობს?
– ისეთი უიმედო... ისეთი მტკივნეული სიტყვებია... – წამოიძა-
ხებს გაფითრებული მღვდელი.
– ერთი წუთით! – განაგრძობს „სააღდგომო სანთლის“ ავტო-
რი, – სრულებით არ მაქვს იმის იმედი, რომ ერთი მარცვლით
მეტი ან ნაკლები უკვდავებას მომანიჭებს!
– როგორც ჩანს, ცუდად გამიგეთ, – არ ეპუება მომავალი კა-
ნონიკი, რომელსაც შერიგება სურს, – უეჭველია, თქვენნაირი გო-
ნების ადამიანს... მომავალი ცხოვრება... განსხვავებულად წამო-
უდგენია... სავარაუდოდ... ვიდრე მორწმუნეთა უმრავლესობას...
მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ... თქვენი დახვეწილი ინტელექტი...
ამბოხის გარეშე იღებს... აბსოლუტური, შეუბრალებელი დაღუპ-
ვის, არარაში გაქრობის იდეას?
ბოლო სიტყვები ყელში გაეჩხირა, გულის ამაჩუყებელი
მღელვარებით მზირალი მისი თვალები კი დიდი ადამიანისგან
მოწყალებას ითხოვენ.
სულელების მიმართ სენ-მარენის ზიზღის სიმძაფრე, პირველ
რიგში, თავად მას აკვირვებს, რადგან, როგორც წესი, შემწყნა-
რებლური სკეპტიციზმით ეკიდება ხოლმე მათ ნათქვამს. მაგრამ
სწორედ ამ გზით შეუძლია, ყოველგვარი რისკის გარეშე, საკუთა-
რი თანდაყოლილი სიძულვილი გამოხატოს ხეიბრებისა და სუს-
ტების მიმართ.
– მადლობას მოგახსენებთ, – პასუხობს ლიუზარნის კიურეს,
– ჩემთვის სხვა სამოთხე რომ გაქვთ შემონახული, ვიდრე თქვენი
ვიკარისა და მისი მგალობლებისთვის. ღმერთები ჯერჯერობით
მიფარავენ, რომ იქ, ზეცაში, ახალი აკადემიის მოსაძებნად არ
გამიშვან, მაშინ, როდესაც ფრანგულიც კი მოწყენილობისგან
მკლავს!
– თუ სწორად გავიგე თქვენი ხუმრობა, – ამბობს მომავალი
კანონიკი, – ბრალად მდებთ...
– არაფერს გაბრალებთ, – უეცრად სრულიად უჩვეულო ბრა-
ზით წამოიყვირებს სენ-მარენი, – არარასი უფრო ნაკლებად მე-
შინია, ვიდრე თქვენეული ელისეს მინდვრების!
– ელისეს მინდვრები... ელისეს მინდვრები... – ბუტბუტებს გა-
ოგნებული მღვდელი, – ჩემთვის უცხოა მოძღვრების დამახინჯე-
ბა... მხოლოდ ის მინდოდა, თქვენთვის გასაგები ყოფილიყო...
თქვენსავე ენაზე...
– ჩემთვის გასაგები... ჩემსავე ენაზე! – გაიმეორა „სააღდგო-
მო სანთლის“ ავტორმა გესლიანი ღიმილით.
ერთხანს დუმს, სულს ითქვამს. ლამპა ლიუზარნის კიურეს
ხელში ჩინებულად ანათებს მის გაფითრებულ სახეს. ბოროტი გა-
მომეტყველება შეიცვალა, ტუჩების კუთხეები დაეშვა, თითქოს გუ-
ლისრევა მოაწვა. და თავისი გული, თავისი ნამდვილი გული,
ამობრუნებული და გაშიშვლებული, მოხუცმა კომედიანტმა ამ სუ-
ლელი მღვდლის ფერხთით მოისროლა.
– კარგად ვიცი, რას მთავაზობენ თქვენნაირი ყველაზე გან-
სწავლულები, აბატო, ბრძენი ადამიანის უკვდავებას, ადგილს სა-
მართლიანი და ლაქლაქა ღმერთის მფარველობის ქვეშ, მენ-
ტორსა და ტელემაქეს შორის. მე კი ბერანჟესეული უფრო მომ-
წონს, ეროვნული გვარდიის უნიფორმაში გამოწყობილი! ბატონ
რენანისეული ანტიკური ხანა, ლოცვა აკროპოლისზე, სკოლაში
ნასწავლი ამბები საბერძნეთზე... ბოდვები! პარიზში დავიბადე,
აბატო, მარეს უბანში მდებარე მაღაზიის უკანა ოთახში, ბოსერო-
ნელი მამისა და ტურანჟელელი დედისგან. როგორც ყველამ,
მეც ვისწავლე საღვთო რჯული. მუხლის მოყრა რომ მდომებო-
და, პირდაპირ ჩემს ძველ ეკლესიაში, სენ-სიულპისში წავიდოდი
და მთვრალი მასწავლებლის დარად მანჭიაობას არ მოვყვებო-
დი ათენა პალადას ქანდაკების ქვეშ! ჩემი წიგნები! მიმიფურთხე-
ბია ჩემი წიგნებისთვის! დილეტანტი ვარ და მეტი არაფერი! გურ-
მანი? ცხოვრებისგან ყველაფერი ავიღე, რაც კი შემეძლო, გეს-
მით თუ არა, თანაც მუჭებით, გამოტენილი პირით! გასკდომამდე
ვეწაფებოდი: დაე, მოსახდენი მოხდეს! აზრი გარკვევით უნდა გა-
მოითქვას, აბატო. ვინც ტკბობას ეძლევა, იმას სიკვდილის ეში-
ნია. უმჯობესია, მას თვალი გაუსწორო, ვიდრე ფილოსოფიური
ნაშრომების კითხვით გაირთო თავი, ან ილუსტრირებული ჟურნა-
ლები ფურცლო დანტისტის მოსაცდელ ოთახში. ბრძენი ვარდე-
ბის გვირგვინით ანუ მე! ადამიანი ანტიკური ეპოქიდან! აჰ!.. ზოგ-
ჯერ ისე ხდება, რომ ტუტუცებისგან გაღმერთებას სამარცხვინო
ბოძზე გაკვრა გირჩევნია! პუბლიკა თავს არ გვანებებს, ისევ სურს
მანჭვა-გრეხას უყუროს, მხოლოდ ამას უკრავს ტაშს, და მეორე
დღეს მატყუარას და მოლაზღანდარეს დაგვიძახებენ. ჰე! ჰე! ფა-
რისევლებს ფუნჯის ხელში აღება რომ შეძლებოდათ! გულახდი-
ლად რომ ვთქვათ, აბატო, ჩვენ ვართ დოყლაპიები და სახტად
დარჩენილები! დუღაბის მისაღებად კირისა და ქვიშის შემრევი,
რომელიც მხოლოდ მუცლის ამოყორვაზე ფიქრობს, ჩემზე ეშმა-
კია; ბოლო წუთამდე იმის იმედი აქვს, რომ ძღომამდე შეჭამს და
კიდეც დალევს. მაგრამ ჩვენ!.. კოლეჟს22 ვამთავრებთ პოეტის შე-
საფერისი ოცნებებით. ყველაზე სასურველად ცოცხალი მარმა-
რილოს ლამაზი ბარძაყი გვეჩვენება. თავქუდმოგლეჯილი ვაც-
ხრებით ქალებს. ორმოცი წლის ასაკში საწოლში ჰერცოგების
ცოლებთან ერთად ვართ, სამოცი წლისა კი უნდა დაკმაყოფილ-
დეს მეძავებით. და უფრო გვიან... უფრო გვიან... ჰე! ჰე! უფრო
გვიან... ისეთი ადამიანების შურთ, როგორიც თქვენი ლიუმბრე-

22
კოლეჟი (chollège) – საბაზო სკოლის საფეხური საფრანგეთში,
შეესატყვისება ქართული სკოლის VI-IX კლასებს.
ლი წმინდანია – ასეთებმა მაინც იციან, როგორ უნდა დაბერ-
დნენ!.. გინდათ გითხრათ, მე რას ვფიქრობ? გაინტერესებთ გა-
მოჩენილი ოსტატის მოსაზრება, ჩემი სრულიად გულწრფელი
აზრი? როდესაც აღარ შეგიძლიათ...
და მართლაც სრულიად გულახდილად დაასრულა წინადა-
დება, რაც ნამდვილი ზიზღის გამომწვევი იყო. დახვეწილი ნაკ-
ვთები დამახინჯდა, ბოროტი ღიმილი გამოესახა, მოხუცებულის
სახეზე ცოდვის შემაშფოთებელი უძრაობა მოჩანდა. გამბიიე ზე-
მოდან უმზერდა თავისი საზარელი ღიმილით. ლიუზარნის
კიურემ ორი ნაბიჯით უკან დაიხია. იმ წუთებში მისი სასოწარკვე-
თილება გულს მოულბობდა უკვდავი ვიიესეულ ბარონ სატიურნს.
– მოიცათ... მოიცათ... ოსტატო... – წაილუღლუღა მან, – რე-
ლიგიას, რომლის მსახურიც ვარ... გააჩნია საგანძური შენდო-
ბის... გულმოწყალების... დოგმასთან დაკავშირებული დაეჭვება...
შესაძლოა... გარკვეული თვალსაზრისით უნდა... შეთანხმებული
იყოს მამობრივ მზრუნველობასთან... განსაკუთრებულ კეთილ-
განწყობასთანაც კი... ზოგიერთი გამორჩეული სულისთვის... არ
მჯერა, რომ გულწრფელი ძალისხმევა შერიგებისთვის... სინთე-
ზისთვის... მოსაზრებათა გარკვეული თავისუფლება... მომავალი
სიცოცხლე... ეკლესიის სწავლების თანახმად...
მის საბრალო, დაბნეულ გონებაში ერთიმეორეს მისდევდა
არგუმენტები; ყველას ერთდროულად ჩამოთვლა სურდა, ფიქრი
ერთიდან მეორეზე გადარბოდა კომპასის გადარეული ისარი-
ვით...
მაშინ მხარბეჭიანი მოხუცი მისკენ დაიძრა და წინ აეფარა თა-
ვისი ფართო მხრებით:
– მომავალი სიცოცხლე? ეკლესიის სწავლება? – წამოიყვი-
რა და თავისი უფერო თვალებით გაბურღა მღვდელი, – ამის
მართლა გჯერათ? ახლა, ამ წუთს... გჯერათ უყოყმანოდ? სულე-
ლურად? ჰო თუ არა?...
(და, რასაკვირველია, „სააღდგომო სანთლის“ ავტორის ხმა-
ში, შეურაცხმყოფელი გამოწვევის გარდა, კიდევ რაღაც სხვაც ის-
მოდა...) მაგრამ ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ ლიუზარნის
კიურეს კუთხეში მოიმწყვდევს? მას სერიოზულად არასოდეს
შეუტანია ეჭვი იმ ჭეშმარიტებებში, რასაც ქადაგებდა, უბრალოდ
იმიტომ, რომ არასოდეს შეუტანია ეჭვი საკუთარ თავში, საკუთარ
უცდომელ კრიტერიუმში. ზოგჯერ ყოყმანობს. გამალებული ეძებს
ხელსაყრელ ფორმულას, რომელიმე მოსახერხებელ სიტყვას...
ვაგლახ! მისი დაუნდობელი მოწინააღმდეგე მეტისმეტად ავიწ-
როებს... ლიუზარნის კიურე მისკენ იშვერს ხელს გულმოწყალე-
ბის სათხოვნელად. „კარგად გამიგეთ....“, იწყებს უღონო ხმით.
სენ-მარენი ზიზღით აღსავსე მზერით შეხედავს. შემდეგ
ზურგს აქცევს. საბრალო ამაოდ წვალობს; დაწყებული წინადა-
დება ყელში ეჩხირება, თვალები კი ცრემლებით ევსება, სირცხვი-
ლის ცრემლებით.
ბატონმა გამბიიემ ვერასოდეს გაიგო, თავდაპირველად მშვი-
დად დაწყებული საუბარი რა სასწაულის ძალით გადაიზარდა
ყვირილსა და ამგვარ არეულობაში, როდესაც გარკვეულ მომენ-
ტში, სამივე ერთმანეთის პირისპირ მოსისხლე მტრებივით იდგა
ლამპის სინათლეზე. ეს იყო ის განსაკუთრებული წუთები, როდე-
საც სიტყვას და ქცევას, თითოეულს, სრულიად განსხვავებული
შინაარსი აქვს, როდესაც მოწმეები ლაპარაკობენ და ერთმანე-
თის არ ესმით, შინაგან მონოლოგს აგრძელებენ და ჰგონიათ,
სხვაზე ბრაზობენ და სინამდვილეში, საკუთარი თავი ვერ აუტანი-
ათ, გამოუცნობი კატებივით ეთამაშებიან თავიანთ ჩრდილებს.
ამის შემდეგ გამეფებულ სიჩუმეში, როდესაც ახალი ქუხილი
მწიფდებოდა, მოულოდნელად გაიღო შემოსასვლელი კარი და
მძიმე ნაბიჯების ქვეშ სათითაოდ აჭრიალდა კიბის საფეხურები.
სამივე ისე იყო აგზნებული, რომ ერთმანეთს ერთგვარი კურ-
თხეული თავზარდაცემით გადახედეს. მაგრამ მარტას მშვიდი სა-
ხის დანახვაზე, საბირუმ შვებით ამოისუნთქა:
– კარგი საქმეა! – ჩაიბუტბუტა აქოშინებულმა მოხუცმა ქალ-
მა. შემდეგ, ბოლო საფეხურზე, წინსაფარზე ჩამოისვა ხელები,
თითქოს ნაოჭების გასწორებას ლამობდა და სამივე მამაკაცს
სწრაფად მოავლო მზერა, – ლადისლასი გელოდებათ, ბატონე-
ბო, – თქვა მან.
ხმის ამოუღებლად, მორჩილად გაჰყვნენ ბაღის ჭიშკრამდე.
ცა ვარსკვლავებით იყო დაფარული.
– ლადისლასი ცოტა წინ წავიდა, – განაგრძო მოსამსახურე
ქალმა და მიუთითა სასაფლაოს ბილიკზე, ბნელში მოქანავე ფა-
რანზე, – მისი ნაბიჯების ხმა მესმის. ეკლესია ღია დაგხვდებათ.
ერთი წამით შეჩერდა, ლიუზარნის კიურეს ანაფორის სახე-
ლოზე ჩაეჭიდა, რეზინის ფეხსაცმლის წვერებზე აიწია და უჩურჩუ-
ლა:
– იქნებ როგორმე ჭკუაზე მოიყვანოთ; გუშინდელი საღამოს
შემდეგ არაფერი უჭამია! ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს!
პასუხს არ დალოდებია, გატრიალდა და წავიდა. მომავალი
კანონიკი თავის ორ კომპანიონს ეკლესიის ზღურბლთან დაეწია.
სიბნელეში მათ თავზემოთ აღმართული ეკლესია შეუდარებლად
ცოცხალი და ნათელი მოჩანდა. შიგნიდან ისმოდა, მნათის ლურ-
სმნით დაჭედილი ფეხსაცმელი როგორ ხმაურობდა ქვის ფილებ-
ზე.
– ჩვენს თავგადასავალს ისევ ერთად ვაგრძელებთ, – თავა-
ზიანად უთხრა სენ-მარენმა ყოფილ მასწავლებელს, რომელიც
დიადი ადამიანის ღიმილმა სიცოცხლისკენ შემოაბრუნა, – სავახ-
შმოდ ვერ წავალ იქამდე, სანამ თქვენს დაუღალავ წმინდანს არ
ვიპოვით; რომ არა ეს ზეციური ჩარევა, ისევ იქ, ზემოთ ვიქნებო-
დით და დავა-კამათს გავაგრძელებდით.
კოკისპირული წვიმის შემდეგ დაწმენდილმა ჰაერმა ხასიათი
გამოუკეთა. ლიუმბრის კიურეს ღარიბული ოთახი და ლამპის სი-
ნათლეზე კედელზე დანახული მომაჯადოებელი წრე, მრისხანე-
ბის შემოტევა, ცუდი სიზმარივით გაიფანტა.
– მოდით, შევიდეთ... – მშვიდად უპასუხა საბირუმ (მაგრამ მი-
სი მადლიერი ღიმილი ერთ რამედ ღირდა!).
ლადისლასმა, როგორც კი სამივე დაინახა, სწრაფი ნაბიჯით
გამოეშურა. მომავალი კანონიკი მხიარულად შეეგება:
– აბა, ლადისლას, ახალს რას გვეტყვი?
(მნათეს სახეზე ეტყობოდა, გაოგნებისგან შეძრულიყო).
– ჩვენი კიურე აქაც არსადაა, – თქვა მან.
– როგორ თუ არ არის! – წამოიძახა საბირუმ და ამ წამოძა-
ხილის ექო კარგა ხანს ისმოდა თაღებქვეშ.
აღელვებულმა, გულხელი დაიკრიფა.
– მოდით, სერიოზულად ვილაპარაკოთ! – განაგრძო საბი-
რუმ, – დარწმუნებული ხართ, რომ...?
– ყველაფერი მოვიარე, ყველა კუთხე-კუნჭული. მეგონა, ან-
გელოზების სახელობის სამლოცველოში იქნებოდა: ნავახშმევს,
ყოველ საღამოს, იქ მიდის ხოლმე, პატარა კუთხეში ზის გარინ-
დული, მისი ნახვა ერთ რამედ ღირს... მაგრამ არც იქაა და არც
სადმე სხვაგან... ამბიონზეც კი ავედი და იქაც შევამოწმე...
– თქვენ რას ვარაუდობთ? – ჩაერია გამბიიე, – ეშმაკმა და-
ლახვროს, ადამიანი ასე უცებ ხომ ვერ დაიკარგება!
მომავალმა კანონიკმა მოწონების ნიშნად თავი დააქნია.
– ასე მგონია, – უპასუხა ლადისლასმა, – ბატონი კიურე საეკ-
ლესიო სამოსის საცავიდან გავიდა ვერნეის გზაზე, რუსთან აღ-
მართულ ჯვრამდე. უყვარს ღამღამობით ასე გასეირნება, თან
კრიალოსანს მარცვლავს და ლოცულობს.
– აჰ! აჰ! – ხმაურით ამოიოხრა შავრანშელმა ექიმმა.
– დამამთავრებინეთ, – განაგრძო მნათემ, – ახლა წმინდა
ზიარების სამადლობელი ლოცვის აღვლენამდე ოცი წუთია დარ-
ჩენილი, ამიტომაც უკვე დაბრუნებული უნდა იყოს, თანაც დიდი
ხნის წინ... ამაზე ბევრი ვიფიქრე... ამ საღამოს ისე სუსტად იყო,
ისეთი ფერმკრთალი... გუშინდელი საღამოს შემდეგ მარხულობ-
და... ასე მგონია, დასუსტებული წაიქცა...
– ვშიშობ, ასე მოხდა, – თქვა საბირუმ.
ერთხანს ფიქრობდა, ისევ ისე, გულხელდაკრეფილი, ლოყე-
ბი გაებერა და ისეთი თავდაჯერებული იყო, როგორც არასოდეს.
ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო:
– ვწუხვარ, ჩემო ძვირფასო ოსტატო... რომ... უნებლიეთ...
შეგაწუხეთ...
– არა... შეწუხება რა მოსატანია... – გააპროტესტა უეცრად
მომლბალმა ძვირფასმა ოსტატმა, – შემეძლო მეთქვა, ეს ამბავი
მართობს კიდეც-მეთქი, რომ არ ვიზიარებდე თქვენს მღელვარე-
ბას... ასე შორს კომპანიონობას, ჩემი ბებერი ფეხებით, ვერ გაგი-
წევთ... მირჩევნია, აქ დაგელოდოთ...
– ვიმედოვნებ, დიდ დროს არ დავკარგავთ, – შეაჯამა ყო-
ფილმა მასწავლებელმა, – მათემატიკური ლოგიკის მოშვე-
ლიებით, სწორედ იქ უნდა ვიპოვოთ... ბატონი გამბიიე უნდა გა-
მომყვეს; სწორედ ახლა, როგორც არასდროს, მისი დახმარება
დამჭირდება. ჩვენთან ერთად წამოდით, ლადისლას, – მიუბრუნ-
და მნათეს, – და გზად მჭედლის ბიჭიც წამოიყვანეთ. თუკი ჩვენი
საბრალო მეგობრის ხელით წამოყვანა გახდა საჭირო...
რაც უფრო შორს მიდიოდნენ, ხმა უფრო და უფრო წყდებო-
და. ეკლესიის კარი დაიხურა. „სააღდგომო სანთლის“ სახელგან-
თქმული ავტორი მარტო დარჩა და გაიღიმა.
XIII

ჯადოსნური ღიმილი! ძველი ეკლესია, დღის განმავლობაში


გამთბარი, მის გარშემო ნელა სუნთქავს; ძველი ქვისა და ჭიით
დახრული ხის სუნი, გაუვალი ტყის სურნელივით იდუმალი, და-
ბალ სვეტებს აუყვება, ნისლივით იშლება ერთმანეთის გვერდით
ცუდად შეპირაპირებული ქვის ფილების თავზე ან ჭაობის დამ-
დგარი წყალივით გროვდება ბნელ კუთხეებში. აღწევს იატაკის
გამაგრებაში, კედლის კუთხეში, ცარიელ ნიშაში, როგორც გრანი-
ტის ღრანტეში. და შორს, საკურთხეველთან, ლამპრის წითელი
სინათლე მიტოვებულ ტბაზე დანთებულ სასიგნალო სინათლეს
ჰგავს.
სენ-მარენი სიამოვნებით ისუნთქავს ამ სოფლურ ღამეს XVI
საუკუნის კედლებში, რომლებიც აღსავსეა იმდენი წელიწადის
დროის სურნელით. ნავის მარჯვენა მხარეს, მუხის ხის მაგარ და
სტუმართმოყვრული მერხის კიდეზე ჩამომჯდარა; მავთულზე ჩა-
მოკიდებული სპილენძის ლამპა მის თავზემოთ ანათებს და მსუ-
ბუქად ჭრიალებს. დროდადრო კარის გაჯახუნების ხმა ისმის. და
როდესაც სრული სიჩუმე ჩამოწვება, ალბათ გზაზე ჩავლილი ცხე-
ნის ფლოქვების თქარათქური ააზრიალებს ტყვიის ჩარჩოში ჩას-
მულ მტვრიან ვიტრაჟებს.
„ამ წუთებში“, ფიქრობს ის, „შავრანშელი ექიმი და მისი აუტა-
ნელი კომპანიონი მიდიან სადღაც, ზუსტად არ ვიცი, სად, სწო-
რედ დროულად, რადგან სრული სიმშვიდით დატკბობის სა-
შუალება მეძლევა!“ (გულით სჯერა შემთხვევის კეთილგანწყობის,
იდუმალი დამთხვევების). ეს ეკლესია, ეს სიჩუმე, ჩრდილების თა-
მაში... ხომ ხედავთ! მხოლოდ მისთვისაა... ყველაფერი მას
ელოდა. ყოველ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუკი ძალიან მალე
არ დაბრუნდებიან, ასეთია მისი სურვილი.
ისინი კი მალე ნამდვილად არ დაბრუნდებიან.
(მომაკვდავებმა კარგად იციან საკუთარი სურვილები, სხვა
დანარჩენზე კი – დუმან, ამბობდა ბებერი ებრაელი მეჩისლას
გოლბერგი23.
სახელგანთქმული მწერლის კაეშანი თანდათან გაქრა და
ადგილი დაუთმო ისეთ შინაგან სიმშვიდეს, როგორიც იშვიათად
შეუგრძნია. მასში ათასობით მოგონება აინთო, ღამით განათებუ-
ლი ქალაქის მსგავსად. მისი ხსოვნა სათითაოდ ხელახლა იხსე-
ნებს თითოეულს და ტკბება მათი აღრევით, მათი არევ-დარევა
ათრობს. ისინი ერთმანეთს უხმობენ და პასუხობენ ჩვენი კალენ-
დრების დაწესებული საზღვრების – წლების, დღეების, საათების,
– მიღმა!.. არდადეგების ნათელი დილა, როდესაც მურაბების
მოსახარში სპილენძის ვარცლის ჟღრიალი გაისმა... საღამო,
როდესაც კამკამა და ყინულივით ცივი წყალი უძრავი ფოთლების
ქვეშ მიედინებოდა... ოჯახის სასადილო მაგიდის მეორე ბოლო-
დან ქერა კუზინას გაკვირვებით აღსავსე მზერა და პატარა მკერ-
დი, სწრაფად რომ აუდ-ჩაუდის... და შემდეგ, უეცრად – უკან ჩა-
მოტოვებული ნახევარი საუკუნე – სიბერის პირველი ნაკბენები,
ჩაშლილი პაემანი... დიდი სიყვარული, ნაზად ნალოლიავები,
რომელსაც ყოველ ნაბიჯზე იცავენ, რომლისთვისაც იბრძვიან,
უკანასკნელ წუთამდე, როდესაც მოხუცი შეყვარებულის ბაგეები
ეწაფება მოძრავ და გამსხლტარ პირს, მეორე დღეს რომ დაუნ-
დობელი გახდება... ესაა მისი ცხოვრება – ყველაფერი, რაც
დროს გადაურჩა – რაც მის წარსულში ჯერ კიდევ ინარჩუნებს
ფორმასა და სახეს; სხვა დანარჩენი არაფერია – არც მისი შე-

23
მეჩისლას გოლბერგი (1869-1907) – წარმოშობით პოლონელი
პოეტი, დრამატურგი, ხელოვნების კრიტიკოსი, ჟურნალისტი და
ესეისტი, რომელიც წერდა ფრანგულ ენაზე. ის არის უკანასკნე-
ლი ანარქისტი, რომელიც საფრანგეთში გილიოტინაზე აიყვანეს
და სიკვდილით დასაჯეს.
მოქმედება, არც დიდება. ორმოცდაათწლიანი ძალისხმევა, ოც-
დაათი ცნობილი წიგნით დაგვირგვინებული გამორჩეული კა-
რიერა... და მერე რა! ნუთუ ეს ასე ცოტას ნიშნავს?.. რამდენი ყე-
ყეჩი გაიძახის, ხელოვნებაო... რომელი ხელოვნება? ჩინებულმა
ჟონგლიორმა მხოლოდ მისი მონური პირობები იცის. ტვირთად
ატარა. გაწონასწორებული ყბედი, რომელსაც არასოდეს დაუძ-
რავს ამაზე სიტყვა. სამყარო, რომელსაც თითქოს ის უყვარს, სი-
ნამდვილეში იმას იცნობს, რადაც შეინიღბება ხოლმე. საკუთარი
წიგნებისგან განზე დგას, წინდაწინვეა მათგან განძარცვული... ამ-
დენი მკითხველი ჰყავს და მეგობარი კი – არც ერთი; თუმცა, ამას
არც ნანობს. იმის რწმენა, რომ მის შესახებ სამუდამოდ დარჩება
მხოლოდ წარმოსახული ხატი, ეშმაკურად აუციმციმებს თვალებს.
მისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუში სხვა დასკვნას არ იმსახუ-
რებს გარდა ამ in extremis24 ხუმრობისა. არ სურს, შეგირდები
ჰყავდეს. გარშემო მხოლოდ მტრები ახვევია. იმ მომხიბვლელო-
ბას, იმ სიმსუბუქეს ვერ აღწევენ, რის საიდუმლოსაც მათი ოსტატი
ფლობს, ამიტომ მისი სტილის მარჯვედ მიბაძვით კმაყოფილდე-
ბიან. მათი ყველაზე დიდი გამბედაობა გრამატიკულ წყობას ეხე-
ბა. „ჩემს პარადოქსებს ნაწილებად შლიან, მაგრამ აწყობა აღარ
იციან“, ამბობს თავისთვის. შეთხელებული ახალგაზრდობა, რო-
მელმაც იხილა ღმერთის წინაშე, მოთიბულ ბალახში გაშხლარ-
თული პეგი25, ზიზღით შორდება დივანს, რომელზედაც უაღრე-
სად დახვეწილი კრიტიკოსი ფრჩხილებს იპრიალებს. ეს ახალ-
გაზრდობა ნარცისს უტოვებს საზრუნავად მისი დელიკატური
უუნარობის კიდევ უფრო დახვეწის საზრუნავს. მაგრამ ამ ახალ-

24
in extremis - სიკვდილისწინა (ლათ.).
25
შარლ პიერ პეგი (1873-1914) - ფრანგი მწერალი, პოეტი,
ესეების ავტორი. დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე,
მარნის პირველი ბრძოლის წინა დღეს, ქალაქ მოს სიახლოვეს.
გაზრდობას, საკუთარი ნიჭის მთელი ძალებით, უკვე სძულს ჯო-
გიდან მოსული ყველაზე ღონიერები და საუკეთესოები, ვინც
უვარგისი ოსტატის მემკვიდრეობას ჩემულობს, ძალების დაძაბ-
ვით ქმნის თავიანთ უმნიშვნელო, რთულ წიგნებს და ამქვეყნად
სხვა იმედი აღარ დარჩათ იმის გარდა, რომ საკუთარ განავალს
დატოვებენ ყველა იმ სულიერი წყაროს ნაპირზე, სადაც ბეჩავი
კაცობრიობა წყალს ეწაფება.
მაგრამ „სააღდგომო სანთლის“ ავტორს რა ხელი აქვს მის
ჩრდილქვეშ ალესილი კბილებით ერთმანეთის დაჭმასთან? თა-
ვის დროზე თავადაც ღრღნიდა სხვებს, უფრო მეტად აუცილებ-
ლობის გამო, ვიდრე ხალისით, მოწყენილობისგან გული ეწურე-
ბოდა. ახლა ახალგაზრდა ვირთხების დრო მოვიდა, მათ უკეთე-
სი კბილები აქვთ! ამ საღამოს მათზე ფიქრი მრისხანების გარეშე
შეუძლია. სიამოვნებისგან აჟრჟოლებს, როდესაც ახსენდება დი-
დი შორეული ქალაქი, მისი ხმაურიანი ბრბო, უზარმაზარი შავი
ცის ქვეშ. ოდესმე ისევ იხილავს მას? განა ისევ არსებობს, იქ,
სადღაც, ასეთ ნაზ ღამეში?
ლამის მის თავზემოთ წყნარად წიკწიკებს საათი, თითქოს გუ-
ლი ფეთქავს. ერთხანს თვალებს ხუჭავს, რომ უკეთ გაიგონოს,
მასთან ერთად იცოცხლოს და ისუნთქოს, უასაკო ძველთაძველ
წინაპართან ერთად, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე საუკუნეებია,
შეუბრალებელ მომავალს ანაწილებს. ეს ხმა, რომელსაც აყურა-
დებს, ძლივს ისმის თაღების ქვეშ; ეს მონოტონური წიკწიკი, რო-
მელსაც დროდადრო საათის ჩამორეკვის ხმა წყვეტს, მისი ცხოვ-
რების შემდეგაც გაგრძელდება, კიდევ აითვლის მრავალ და
მრავალ წელს, სიჩუმის ახალ სივრცეებში, იმ დღემდე... რომელ
დღემდე? რომელი იქნება ეს დღე, როდესაც შუაღამის ჩამორეკ-
ვის შემდეგ ორი დაჟანგული ისარი, ორი მოძმე, სამუდამოდ გა-
ჩერდება?
თვალებს ახელს. მის წინ მონაცრისფრო მარმარილოს ფი-
ლაა, კედელში ჩასმული, რომლის ვარაყგადაცლილ წარწერა-
საც ნელა კითხულობს.
ხსოვნისათვის... ჟან-ბატისტ ომის, სამეფო ნოტარიუსი 1690--
1711... და მელანი-ორტენზ ლე პანის, მისი მეუღლის... პიერ ან-
ტუან დომინიკის... ჟან-ჟაკ ომის, ემეკურის მფლობელის... პოლ--
ლუი-ფრანსუა...
და ასე შემდეგ, მთელი სიაა, რომელიც შემდეგნაირად ბო-
ლოვდება:
ჟან-სეზარ ომი დ’ემერკურის, კავალერიის კაპიტნის, ეპარქი-
ის ყოფილი მნათისა, კანში გარდაცვლილის... 1889 წელს... ამ
ეკლესიის კეთილისმყოფელის... ილოცეთ ამ ოჯახისთვის, რომე-
ლიც მთლიანად ამოწყდა...
მორჩილად ითხოვს ძველი ქვა, თითქოს ბოდიშს იხდის, ჯერ
კიდევ აქ რომაა.
– არნახული დანაკარგი!.. – გამოსცრის „სააღდგომო სან-
თლის“ ავტორი. მაგრამ იღიმება მფარველური სიმპათიის გამომ-
ხატველი ღიმილით. გრანიტის დიდი ნაჭერი, გულდასმით შესრუ-
ლებული გრავირებით, ოქროთი დაფერილი, ისეთივე უგემოვ-
ნოა, როგორც ბურჟუაზიული ავეჯის ნებისმიერი სახეობა! რა უნ-
და იყოს უფრო სევდიანი, ვიდრე თეთრი ქვით დაფარული საფ-
ლავი, რომელსაც გარს არტყია ჯაჭვი, ქვის ოთხ კვარცხლბეკს
შორის გაბმული, რომელსაც ზამთარში წვიმა ეხეთქება. მაგრამ
სიცივისა და სიცხისგან დაცული, იმ სკამის პირდაპირ, რომელზე-
დაც გარდაცვლილი მნათე ნაკურთხ პურს იღებდა, ეს ქვა, ისეთი-
ვე გლუვი და პრიალა, როგორც პირველ დღეს, ამჟამინდელი
მნათე ყოველ კვირას რომ აპრიალებს, სიკვდილის როგორი და-
მამშვიდებელი სურათია! მწერლის გრძნობიერებას ააღელვებს
ამგვარი სიკვდილის შემდგომ ასეთი მოსახერხებელი სახით მოხ-
სენიება. ყველა სახელს დამარცვლით წარმოთქვამს, თითქოს
მეგობრების სახელებია და მათი მეზობლობა ამშვიდებს. ომების
დინასტიის წარმომადგენლების გარდა, კიდევ რამდენი სხვაც ას-
ვენია წაშლილწარწერიანი ფილების ქვეშ, რომლებიც ლამის სა-
კურთხევლამდეა გადაჭიმული, კეთილი ადამიანები, რომლებმაც
სამუდამო ძილი ისურვეს ჭერქვეშ, ვიდრე ეს ჭერი იარსებებს! შე-
იძლება ოცნება, რომ აქ ჰპოვო სამუდამო განსასვენებელი, სხვე-
ბის გვერდით... სახელგანთქმული მწერალი არასოდეს ყოფილა
ასეთი დამჯერი, ასეთი მორჩილი. საუცხოო დაღლილობა მთელ
მის სხეულს მოედება, თვალწინ უდგას ჩაძინებული სიღრმი-
სეულობა ეკლესიისა, რომელიც თავის საიდუმლოს აღარ უმა-
ლავს, მეგობრული, შინაურულია. გრძნობს აქამდე გაუგონარ
სიმშვიდეს, უკიდურეს, ლამის რელიგიურ მყუდროებას... ნებივ-
რობს, იზმორება; მთქნარებას ახშობს, როგორც ლოცვას.
გარეთ ცა მუქდება; ტრანსეპტის ბოლო ვიტრაჟიც მოულოდ-
ნელად ჩაბნელდა. ამიერიდან, გაღებული და დახურული კარის
მიღმა მოჩანს ხავერდისებური სიშავე, გარესამყაროდან მხო-
ლოდ სურნელები აღწევს. გაფანტული ჩრდილები ერთმანეთს
უახლოვდება, ერთიანდება. რიგებს შორის, მუხის სკამიდან მუხის
სკამზე მორიდებული ჩურჩული გადაირბენს, მოუთმენელნი პატა-
რა ნაბიჯებით ზღურბლისკენ მიდიან, ეკლესია თანდათან იცლება
უხილავი მორწმუნეებისგან. კარგა ხანია ყოველდღიური სამად-
ლობელი ლოცვა წარმოითქვა, სააღსარებო დაკეტილი რჩება,
უზარმაზარ ხომალდს თორმეტიდან მხოლოდ სამი ლამპა ანა-
თებს. რა ხდება? კიდევ რას უნდა ელოდონ?.. ერთმანეთს ხელის
ცეცებით ეძებენ, მოგუდული ჩახველებით შორიდან ეხმიანებიან
ერთურთს, საუბარს იწყებენ. რადგან ვოკურის უკანასკნელმა ავ-
ტობუსმა წაიყვანა ცნობისმოყვარე მამაკაცები და ქალები: ლიუმ-
ბრში მხოლოდ მისი ძველი მეგობრები დარჩნენ. ისინიც თანდა-
თან ტოვებენ ეკლესიას. სენ-მარენი მარტო დარჩება.
XIV

მხოლოდ მას რჩება ეს უზარმაზარი სათამაშო, ცოტათი პირ-


ქუში, მაგრამ მაინც მომხიბვლელი – მხოლოდ „სააღდგომო სან-
თლის“ ავტორს – მხოლოდ მას! სიყვარულით აღსავსე მზერით
ათვალიერებს კამარის წიბოებს, ჭერზე ვარდულებად რომ ერთი-
ანდება და სამ-სამად ეშვება გვერდითი კედლების პილასტრებზე
მოქნილი, ცოცხალი არსების, ლამის ცხოველის გრაციოზულო-
ბით. ოსტატი კალატოზი, რომელმაც წარსულში ჰაერში გამოკვე-
თა ისინი, იქნებ ისე, რომ არც იცოდა, მოხუცი გენიოსის თვალის
დასატკბობად გაისარჯა? რას ელიან მლოცველები, მამაკაცები
და ქალები, და თუნდაც, ეს გლეხი მღვდელი, როდესაც ცა-
რიელი ცისკენ ასწევენ თავს, მათი ხუნდების მოშვების, სულ მცი-
რე ხნით სულიერი სიმშვიდის, ბედთან დროებით შერიგების გარ-
და? ის, რასაც მიამიტურად ღმერთის წყალობას, სულიწმიდის
ბოძებულ ნიჭს, ზიარების კეთილისმყოფლობას უწოდებენ, იგივე
შვებაა, რასაც ახლა თავად გრძნობს ამ დაცარიელებულ ადგილ-
ზე. რა საწყლები არიან ის ადამიანები, რომელთა გულწრფე-
ლობა თავს გაბეზრებს უხვსიტყვაობით! მამაც სოფლელ წმინ-
დანს სწამს, რომ ყოველ დილით მარადიულ ცხოვრებას ეზიარე-
ბა და სინამდვილეში, მისი გრძნობები მხოლოდ მეტისმეტად უხე-
ში ილუზიაა, ვერც კი შეედრება წინასწარმეტყველურ სიზმარს,
საუკეთესო მწერლის ნებაყოფლობით თავის მოტყუებას. „უფრო
ადრე რატომ არ მოვინახულე სოფლის ეკლესია და არ შევისუნ-
თქე მისი ჰაერი?!.. 1830-იან წლებში მცხოვრებმა ჩვენმა ბებიებმა
ისეთი საიდუმლოებები იცოდნენ, ჩვენ რომ უკვე დავკარგეთ!“ ნა-
ნობს მღვდლის სახლში სტუმრობას, რამაც, მისი აზრით, გზიდან
ააცდინა, სულელურ მომლოცველობას წმინდანის საძინებელში
(კედელზე ლაქამ დროებით გონება დაუბინდა), საერთო ჯამში ეს
იყო ცოტათი ბარბაროსული სანახაობა, მხოლოდ ნაკლებად
დახვეწილი მაყურებლისთვის განკუთვნილი... თავს უტყდება,
რომ „წმინდანობა, როგორც სხვა დანარჩენი ამ ქვეყანაზე, ლამა-
ზი საყურებელია მხოლოდ სცენაზე; დეკორაციის უკანა მხარე
მყრალი და მახინჯია“. მის აფორიაქებულ გონებაში ათასობით
ახალი, თამამი აზრი ჩნდება; ნორჩი იმედი, ჯერ კიდევ ჩამოუყა-
ლიბებელი, ლამის ყველა კუნთამდე აღწევს; უკვე დიდი ხანია,
არ უგრძნია ასეთი მოქნილობა, ასეთი გამძლეობა.
– დაბერებას თავისი სიხარული ახლავს, – ლამის ხმამაღლა
წამოიყვირებს, – და ამას დღეს მივხვდი. სიყვარულსაც კი – დი-
ახ, თავად სიყვარულს! – სრულიად მშვიდად შეიძლება გამოემ-
შვიდობო. სიკვდილს ვეძებდი წიგნებში ან ქალაქების უგვან სა-
საფლაოებზე; ამ სასაფლაოებიდან ზოგიერთი უზარმაზარია,
როგორც სიზმრისეული ზმანება; ზოგიც – ისეთი პატარა, როგო-
რიც შეეფერება კაცს სამსახურის ფორმაში, რომელიც, როგორც
ამბობენ, საფლავებს უვლის, ყველაფერს აღნუსხავს, მართავს.
არა! სწორედ აქ და სხვა მსგავს ადგილებში შეიძლება ბრძენთა
და ცხოველთა დარად, მშვიდად მიიღო სიკვდილი, ისე, რო-
გორც სიცივე და სიცხე, ღამე და დღე, მნათობთა შეუმჩნეველი
მოძრაობა, წელიწადის დროების ცვლა. რამდენი ძვირფასი,
შეუდარებელი რამ შეიძლება ისწავლოს ფილოსოფოსმა რომე-
ლიმე მოხუცი მღვდლის, თუნდაც, ინსტინქტიდან – ის ხომ ასე ახ-
ლოს არის ბუნებასთან, იმ განდეგილების მსგავსად, ჩვენი მამები
წარსულში მინდვრების ღვთაებებად რომ მიიჩნევდნენ. ჰოი, უგუ-
ნურო პოეტო, ვინც ზეციურ სამეფოს ეძებ და მის ნაცვლად, სულ
მცირე, სიმშვიდეს, ბუნების ძალებისადმი თავმდაბლურ მორჩი-
ლებას, სულის აუღელვებლობას პოულობ...
ხელს თუ გაიწვდენდა, სახელგანთქმულ ოსტატს შეეძლო
თითით შეხებოდა სააღსარებოს, სადაც ლიუმბრელი წმინდანი
თავის სამწყსოს საკუთარი გამოცდილებით დაგროვილი სიბ-
რძნის საგანძურს უზიარებს. ის აქ არის, ორ სვეტს შორის, ამაზ-
რზენ ყავისფრად შეღებილი, ვულგარული, ლამის საზიზღარიც
კი, ორი მწვანე ფარდით დაფარული. „სააღდგომო სანთლის“ ავ-
ტორი გულნატკენია ამგვარი უსარგებლო სიმახინჯით და იმით,
რომ სოფლელი ღვთის ნების მაუწყებელი თავის წინასწარმეტ-
ყველებას ნაძვის ფიცრებისგან შეჭედილ ყუთში მჯდარი წარმოთ-
ქვამს; მაგრამ მაინც ცნობისმოყვარეობით ათვალიერებს ხის ცხა-
ურს, რომლის მიღმა წარმოიდგენს მოხუცი მღვდლის მშვიდ სა-
ხეს, მოღიმარს, ყურადღებიანს, თვალებდახუჭულს, დასალოცად
აწეული ხელით. ასეთი უფრო მოსწონს, ვიდრე გასისხლიანებუ-
ლი, ზემოთ, ოთახში, შიშველი კედლის პირისპირ, მათრახით
ხელში, თვითგვემის ულმობელი ჟინით შეპყრობილი! „ყველაზე
თვინიერ მეოცნებეებსაც კი, უეჭველია, სჭირდებათ ამგვარი, ცო-
ტათი მძაფრი შეჯანჯღარება, მათ გონებაში მივიწყებული გამოსა-
ხულებების გამოსაცოცხლებად. სხვები ამისათვის მორფინსა და
ოპიუმს იყენებენ, ეს კი ზურგსა და ფერდებზე მათრახის დარ-
ტყმით კმაყოფილდება“, გაიფიქრა მწერალმა.
მავთულზე ჩამოკიდებული სპილენძის ლამპა ნელა ქანაობს,
აქეთ-იქით, აქეთ-იქით. ჩრდილი ხან თაღებამდე გრძელდება, ხა-
ნაც სვეტების ბნელ ლაქებში იყუჟება, რომ მერე ისევ გაფართოვ-
დეს. „ასე მონაცვლეობს ჩვენთვისაც სიცივე და სითბო“, აგრძე-
ლებს ფიქრს სენ-მარენი, „მგზნებარე, ამაფორიაქებელ პაპანაქე-
ბას სიცივე და მოდუნება ცვლის გაურკვეველი და, უეჭველია,
ჩვენთვის უცნობი კანონების შესაბამისად. წარსულში ჩვენი სკეპ-
ტიციზმი ჯერ კიდევ გამოწვევა იყო. განურჩევლობაც კი, რომლის
წყალობით ყველაფრის მიღწევის შესაძლებლობის გვწამდა, საკ-
მაოდ დამღლელი აღმოჩნდა. ღმერთო ჩემო, როგორი ტანჯვა
იმალება ცხოვრებით ტკბობის მოყვარულის ღიმილის მიღმა!
მაგრამ ჩვენი შვილთაშვილებიც უკეთესს ვერაფერს აღწევენ.
ადამიანის გონება დაუსრულებლად ცვლის თავისი ფრთის ფორ-
მასა და სიმრუდეს, ყველა მიმართულებით უტევს ჰაერს, უარყო-
ფითიდან დადებითამდე და ვერასოდეს აფრინდება. რა უნდა
იყოს სიტყვა „დილეტანტზე“ უფრო გაუფასურებული, ადრე ამ-
გვარ ეპითეტს პატივით რომ ატარებდნენ? ახალი თაობა აშკა-
რად სხვა ნიშნითაა დაღდასმული; ახლა უკვე გასაგებია, რომ-
ლით: ეს იყო მისი მსხვერპლად შეწირვა, საპატიო მისია, სამხედ-
როებისთვის ასეთი ძვირფასი. მინახავს წინათგრძნობის სადარი,
კურთხეული მოუთმენლობისგან ათრთოლებული ახალგაზრდა
ლაგრანჟი... მან ჩემზე ადრე იგემა სიმშვიდე, ასე ძალიან რომ
სძულდა. მორწმუნეები ვართ თუ თავისუფლად მოაზროვნეები,
მნიშვნელობა არ აქვს, რას გვიწოდებენ, ჩვენი ყველა მცდელობა
ამაოა; თითოეული ძალისხმევა ჩვენს დასასრულთან უფრო გვა-
ახლოებს. ჰაერიც კი, რომელსაც ვსუნთქავთ, შიგნიდან გვფერ-
ფლავს. ეჭვის შეტანა სრულებით არ არის უარყოფაზე ადვილი.
მაგრამ საკმარისია ეჭვის შეტანა იქადაგოთ, რომ სულს ამოგ-
ხდიან! და კიდევ, გაფურჩქნის ასაკში ქალებს დავდევთ, სექსი აკ-
ვიატებულ იდეად ქცეულა და როგორც წესი, გონებას წამლავს,
ფიქრს ახშობს. პირქუში სიტკბოებით ატაცებულები, სანახევროდ
ფსიქოზის მდგომარეობაში ვცხოვრობთ, გამჭრიახი უიმედობის-
თვის მისაღწევი გზა ჩაკეტილი გვაქვს. მაგრამ წლიდან წლამდე
გამოსახულებები ფერმკრთალდება, ჩვენს ძარღვებში აღარ მოძ-
რაობს ძველებურად ბლანტი სისხლი, ჩვენი მოწყობილობა ფუ-
ჭად მუშაობს. სიბერეში ხელახლა ვღეჭავთ კოლეჟისდროინდელ
სიბრძნეებს, რომლებსაც თავის დროზე ფასი იმიტომ ჰქონდა,
რომ მათში ჩვენი სურვილები იყო ჩაქსოვილი; ვიმეორებთ სიტ-
ყვებს, ჩვენსავით ქანცგაცლილებს; თვალებით ვეძებთ ახალგაზ-
რდებში იმ საიდუმლოებებს, ჩვენ რომ დავკარგეთ. აჰ! ყველაზე
მძიმე გამოცდაა საკუთარი უუნარობის დაუსრულებლად შედარე-
ბა სხვების მგზნებარებასა და დაუღალავ მოქმედებასთან, თით-
ქოს თანდათან ვეშვებით ტალღაზე, რომელიც ზემოთ აღარ აგ-
ვწევს... რატომ უნდა გამოსცადო ისეთი რამ, რისი გამოცდაც
მხოლოდ ერთხელ შეიძლება? ამ კეთილმა კაცმა, ამ მღვდელმა,
მეტი ჭკუა გამოიჩინა და სიცოცხლეს იმაზე ადრე განუდგა, ვიდრე
სიცოცხლე მას დატოვებდა. მის დაბერებას სიმწარე არ ახლავს.
მისი სურვილია, რაც შეიძლება მალე მოიშოროს თავიდან ის,
რისი დაკარგვაც ჩვენ დაგვამწუხრებს ხოლმე; როდესაც ვწუწუ-
ნებთ, სურვილები ძველებურად მძაფრი აღარ არისო, მას უხა-
რია, რომ საცდუნებელი შემცირდა. დავიფიცებ, რომ ოცდაათი
წლისა უკვე გრძნობდა ბებრულ სიხარულს და წლების მატებას-
თან ერთად აღარაფერი დაკლებია. ძალიან გვიანაა მისი მიბაძ-
ვა? ამოუცნობი გლეხი, ძველი წიგნებითა და სემინარიის მტვრი-
ან მერხებზე, ტლანქი მასწავლებლების გაკვეთილებით გაწ-
ვრთნილი, ამაღლდა ბრძენის აუღელვებლობამდე, მაგრამ მისი
გამოცდილება ხანმოკლეა, მისი მეთოდი მიამიტური და ზოგჯერ
– უაზროც, უსარგებლო ცრურწმენებით გართულებული. სა-
შუალებები, რომლებსაც ფლობს სახელგანთქმული ოსტატი
მწერლის კარიერის მიწურულს, მაგრამ თავისი ნიჭის გაფურ-
ჩქნის ხანაში, განსხვავებული სახის შედეგს იძლევა. წმინდანო-
ბისგან შეუძლია ისესხოს ის, რაც სასიამოვნოა; ბავშვობისდრო-
ინდელი სულიერი სიმშვიდის მოპოვება, ყოველგვარი დაძაბუ-
ლობის გარეშე; მინდვრებისა და ველებისთვის დამახასიათებელ
სიჩუმესა და მარტოსულობასთან შეგუება; თავის გამოწვრთნა,
რომ აღარაფერზე ინაღვლო, აღარაფერი გაიხსენო; გონივრუ-
ლად და ზომიერად მიდევნა თავშეკავებისა და უბიწოების ძველი
წესებისადმი, რომლებიც უდავოდ, მეტად ძვირფასია; მოხუცებუ-
ლობით ისეთი კმაყოფილების მიღება, როგორც ტკბებიან შე-
მოდგომით ან დაისით; სიკვდილთან თანდათან გაშინაურება – ეს
არ უნდა იყოს ძნელი თამაში, მაგრამ რა არის თამაში ბევრი წიგ-
ნის ავტორისთვის, რომელიც ილუზიებს ქმნის? „ეს იქნება ჩემი
უკანასკნელი ნაწარმოები, და მას დავწერ მხოლოდ საკუთარი
თავისთვის, ხან პერსონაჟი ვიქნები, ხან კი – მკითხველი“, ასკვნის
სახელგანთქმული ოსტატი.
მაგრამ უკანასკნელი წიგნი ისაა, რომელსაც არასოდეს წე-
რენ, მას სიზმარში თუ მოჰკრავენ თვალს. მასზე ოცნებაც კი საბე-
დისწერო ნიშანია. სიკვდილის ზღვარზე მყოფი მოხუცი კატები
კლანჭებით ჯერ ისევ ეფერებიან ხალიჩის ბეწვს და მის ლამაზ,
ფერად ორნამენტებს გამოუთქმელი სინაზით აკვირდებიან.
იმავე მზერით შესცქერის „სააღდგომო სანთლის“ ავტორი
ხის თხელ ბადეს, რომლის მიღმა წარმოუდგენია თავისი მაკურ-
თხებელი გმირი, შემწყნარებელღიმილიანი პატრიარქი, გემ-
რიელი და ხალასი ენით მოლაპარაკე, მრავალი სულის ცოდნის
გამოცდილებით მდიდარი. უკვე მთელი გულით უყვარს იმ სიკე-
თისთვის, რაც მისგან შეიძლება მიიღოს. შესაძლოა წმინდანიც
არანაკლებ მგრძნობიარე აღმოჩნდეს თავაზიანობის გარკვეულ-
წილად იშვიათი ფორმისადმი, ყურადღებიანი, გულში ჩამწვდომი
სიმპათიისადმი, რაც დიდი გონიერების პატრონის უაღრესი
ზრდილობიანობის გამოხატულებაა. ის, ვისაც სძულს მლიქვნე-
ლობა, უკეთ იტანს დახვეწილ ხოტბას. ჰე! ჰე! სენ-მარენზე ბევ-
რად უფრო სახელგანთქმულებს მოუყრიათ აქ მუხლი, მოუსმენი-
ათ გულკეთილი მოხუცებულისთვის და შემსუბუქებული სულით
წასულან აქედან. რატომაც არა? აღსარება, ცოდვის ხელახალი
გახსენება, ოდესმე სრულყოფილი არის? თუნდაც არასრული
აღიარების, სირცხვილი ხომ არ მოიცავს ასევე მწარე და ძლიერ
შეგრძნებას, სინდისის ქენჯნის მსგავსს, განა ცოდვის მოყირჭების
ცოტათი უხეში და განსაკუთრებული წამალი არ არის? და თანაც,
თავისუფალი აზრის მანიაკები სულელები არიან, როდესაც ეკ-
ლესიას, როგორც ფსიქოთერაპიის მეთოდს, არად აგდებენ,
არადა სახელგანთქმული ნევროლოგის შემთხვევაში, არაჩ-
ვეულებრივ და ახალ მეთოდად თვლიან. კლინიკაში პროფესო-
რის საქმიანობა რით განსხვავდება სააღსარებოში მყოფი
მღვდლის ღვაწლისგან: წაქეზება, ნდობის მოპოვება, რათა შემ-
დეგ დამშვიდებულ, მოდუნებულ ავადმყოფს ჩააგონონ? რამდენი
რამ ლპება გულში, მაშინ, როდესაც ეს ერთადერთი ძალისხმევა
სრულიად საკმარისია მის გასათავისუფლებლად! სახელგან-
თქმულმა ადამიანმა, რომელიც საკუთარ ჩრდილქვეშ ცხოვრობს,
საკუთარ თავს ხედავს ყველას თვალებში, საკუთარი სახელი ეს-
მის ყველას ბაგეებიდან, საკუთარ თავს ცნობს იმ სიძულვილსა
და შურშიც კი, სხვებში რომ იწვევს, შეიძლება სცადოს თავი და-
აღწიოს საკუთარი თავით აკვიატებას, გაარღვიოს მოჯადოებული
წრე. არასოდეს უყადრებს თავს მასზე დაბლა მდგომს, ყოველ-
თვის იტყუება თანასწორთან. თუკი თავის შემდეგ მართალ მე-
მუარებს დატოვებს, მის ბუნებრივ გულჩათხრობილობას აძ-
ლიერებს სიკვდილისშემდგომი ამაოება, რაც საზოგადოებამ ჩი-
ნებულად იცის. საფლავიდან ნათქვამ სიტყვას ფასი არა აქვს.
მაშ... მაშ, კარგი იქნებოდა, თუ ერთხელ, შემთხვევით, პირველ-
სავე შემხვედრს, თითქოს მათხოვარს, მუჭით ოქროს უყრიდეს,
უძღვნას საკუთარი თავის ძვირფასი ძღვენი, რისგანაც ყოველ-
თვის თავს იკავებდა.
ეს ადამიანი, თუმცა მგრძნობიარე, მაგრამ უგემოვნო, სხვის-
გან გამოვლენილ უხეშობას ფიზიკურ ძალადობად აღიქვამს,
მაგრამ საკუთარი სიმდაბლისთვის თავი ვერ დაუღწევია. მიამი-
ტური თავდაჯერებით, გონებაში არეულდარეულად უტრიალებს
ეს აზრები, ეამაყება, რომ ამდენი დამაჯერებელი მოსაზრებიდან
ერთ-ერთი უნდა აირჩიოს. მრავალჯერ მუხლმოყრის შედეგად
გაპრიალებულ ხის საფეხურებს არა იმდენად ცნობისმოყვა-
რეობით, არამედ ხარბად უყურებს... მთავარია ერთხელ გაბე-
დოს, დანარჩენი თავისთავად მოხდება. ვინ დააკავებს? იმაზე,
რაც ასე ხშირად ებოძებათ ამ ადგილზე წერა-კითხვის უცოდინარ
მოხუც ქალებს, უარს არ ეტყვიან საუკეთესო დამკვირვებელს, ჩი-
ნებულად რომ ინარჩუნებს სიმშვიდეს, არაჩვეულებრივად ეხერ-
ხება დაცინვა! სულ მცირე ძალისხმევაა საჭირო, რათა მან, ვინც
არა ერთხელ გამოწუწნა, ამოასუფთავა იშვიათი და რთული შეგ-
რძნებები, ამდენ ენაზე ილაპარაკა, ამდენი ხრიკი მოსინჯა, სი-
ცოცხლე დაასრულოს სოფლად დასახლებული, დამშვიდებული,
ზომიერად ღვთისმოსავი ფილოსოფოსის ტყავში. თალგამის
მომყვანი იმპერატორიდან მოყოლებული, ბევრ სახელგან-
თქმულ ადამიანს უგემნია სიკვდილი სოფლის სიმშვიდეში. თეატ-
რის ენაზე, ამას ეწოდება როლში შესვლა, რათა საკუთარი თამა-
ში დაიჯერო. ასე მაგალითად, საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ,
ფერხორციანი, სიამოვნებისგან აწითლებული მსახიობი ლუდის
კათხას გამოცლის, წიგნს დახურავს და წამოიძახებს: „ახლა კი
ჯიბეში მყავს ჩემი პოლიევკტი!..“

XV

„ახლა კი ჯიბეში მყავს ჩემი წმინდანი!“ შეეძლო ეთქვა იმ წუ-


თებში სახელგანთქმულ ოსტატს, ხუმრობის ხასიათზე რომ ყოფი-
ლიყო. და მართლაც ასეა ან ასე იქნება. გულწრფელად სჯერა,
რომ მას შემდეგ, რაც დაუდევრად გაუსინჯა კბილი მეფეთა ბაღის
საუკეთესო ხილს, ახლა შეუძლია გემრიელად ჩაკბიჩოს ღარი-
ბისთვის წართმეული პურის დიდი ლუკმა, რადგან ასე გაუმაძღა-
რია გენიოსის ცნობისმოყვარეობა.
ჩინებულია ასე გვიან ინიციაციის სიხარულის განცდა! მართა-
ლია, პარიზიდან ლიუმბრამდე გრძელი გზაა, მაგრამ ეს ვერ შე-
ედრება იმ გზას, რომელიც მღვდლის სახლიდან მშვიდ ეკლესი-
ამდე გაიარა! სულ ცოტა ხნის წინ, აფორიაქებული, დასევდიანე-
ბული, ყოველგვარ იმედს იყო მოკლებული იმის გარდა, რომ
რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო თავჩაქინდრული ვერნეის ქუ-
ჩაზე მდებარე სახლამდე, სადაც ერთ დღესაც მოკვდებოდა
უსარგებლო, დავიწყებული, მსახური ქალის მკლავებში, რომე-
ლიც დაუსრულებლად ბუტბუტებს: „საბრალო ბატონს სიცოცხლე
არ ეთმობა“; ახლა კი შვებით ამოისუნთქა, თავისუფალია, გონე-
ბაში ახალი პროექტი აქვს – ჰოი, რა სიტკბოებაა! – აღტყინების-
გან, ლამის, ციებ-ცხელება შეჰყრია... ექვს კვირაში ყველაფრის
გადაწყვეტა, მოგვარება შეიძლება. სადმე, ტყის პირას, მწვანე,
ნამიან მინდვრებს შორის იპოვის სანახევროდ გლეხურ, სანახევ-
როდ ბურჟუაზიულ სახლს. სენ-მარენის მოქცევა, მისი დამკვიდ-
რება ლიუმბრში... მორწმუნეების სიხარული... პირველი ინტერვი-
უ... დახვეწილი მიზანსცენა... ეს იქნება დიდი ადამიანის ერთგვა-
რი ანდერძი: უკანასკნელი მოალერსება ახალგაზრდობის, სილა-
მაზის, დაკარგული სიამოვნების, რომლებზეც უარს არ ამბობს;
შემდეგ სიჩუმე, დიდი სიჩუმე, რომელშიც პუბლიკა გვერდიგვერდ,
მშვიდად, ლიუმბრის მარტოობაში დამარხავს ფილოსოფოსსა და
წმინდანს.
აკვიატება ისეთი ძლიერია, რომ ჰგონია, სიზმარს ხედავს, გა-
რე სამყაროსთან კონტაქტს კარგავს და ისევ მარტო რომ აღ-
მოჩნდება, გააჟრჟოლებს. ამ გამოფხიზლებამ დაარღვია წონას-
წორობა, ააფორიაქა, აანერვიულა. ეჭვით უმზერს ცარიელ სააღ-
სარებოს, რომელიც ასე ახლოა. მწვანე ფარდით დახურული კა-
რი ეპატიჟება... მერე რა! როდის ექნება ამაზე კარგი საშუალება,
რომ უფრო უკეთესი რამ იხილოს, ვიდრე მღვდლის საბრალო
ბინა, მისი მათრახი, მისი თვითგვემაა, ადგილი, სადაც სულებს
ხვდება? „სააღდგომო სანთლის“ ავტორი მარტოა და სრულებით
არ აწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ვინმე დაინახავს. სამოცდაათი
წლის ასაკში, პირველივე იმპულსი ყოველთვის სწორი, გულ-
წრფელი, დაუძლეველი, წარმოსახვის მქონე მწერლების სახიფა-
თო პრივილეგიაა... ხელით მოსინჯავს სახელურს და ერთბაშად
აღებს.
ყოყმანი ჟესტს მოსდევს და არა პირიქით; დაფიქრებამაც და-
აგვიანა. სინდისის ქენჯნას გრძნობს, ნანობს ასე სწრაფად,
ალალბედზე მოქცევას; ერთ წამს თვალებს ახრევინებს შიში თუ
სირცხვილი, რომ სხვის ცუდად დაცულ საიდუმლოს შეეჩეხა; მაგ-
რამ იატაკის ქვის ფილებზე ლამპის ანარეკლმა უკვე მოძებნა
უზარმაზარი შესასვლელი, შესრიალდა, ნელა ადის ზემოთ... მას
მიჰყვება მწერლის მზერაც...
...ჩერდება... რატომ? ვეღარ დაიფარება ის, რაც სინათლემ
აღმოაჩინა ერთხელ, სამუდამოდ.
...ორი დიდი ფეხსაცმელი, ისეთივე, როგორიც ზემოთ,
ოთახში იყო; უცნაურად აჩაჩული ანაფორის ნაოჭი... გრძელი,
გამხდარი ფეხი შალის წინდაში, გაშეშებული, ზღურბლზე მიბჯე-
ნილი ქუსლი, – აი, რა იხილა პირველ რიგში. შემდეგ... თანდა-
თან... უფრო ჩამუქებულ სიბნელეში... ვრცელი სითეთრე და უეც-
რად, საზარელი, თავზარდაცემული სახე. ანტუან სენ-მარენს გან-
საკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ცივსისხლიანი იყოს და მო-
ზომილი გულადობა გამოიჩინოს. ამასთან, მკვდარი თუ ცოცხა-
ლი, ეს შეუდარებელი ადამიანი, კიდეც ნერვებს უშლის და კიდეც
აშინებს. საბოლოო ჯამში, ოცნება უეცრად შეაწყვეტინეს, ყველა-
ზე კარგ მომენტში, შუაგულში; ბოლო სიტყვა დარჩა ამ ერთა-
დერთ მოწმეს, ბნელი ყუთის სიღრმეში, ვერტიკალურ მდგომა-
რეობაში მყოფ ცხედარს. ირონიის მასწავლებელი თავის ოსტატს
ხვდება და ფხიზლდება, დაბნეული, ცოტათი სულელური, გულის
ამაჩუყებელი სიზმრისგან.
ფართოდ აღებს კარს, ერთი ნაბიჯით უკან იხევს, თვალით
ზომავს თავის უცნაურ კომპანიონს და მის გამოწვევას ვერ ახერ-
ხებს, სამაგიეროდ, პირისპირ დგას.
– სასწაულიც ამას ჰქვია! – გამოსცრის ცოტათი გაბრაზებუ-
ლი, – ჩვენი კეთილი მღვდელი აქ უხმაუროდ მომკვდარა გულის
შეტევით. ის ტუტუცები გზებზე დახეტიალობენ მის მოსაძებნად, ეს
კი აქ არის, მშვიდად, როგორც ტყვიით შუბლგახვრეტილი გუშა-
გი, თავის თავშესაფარში!...
სააღსარებოს კედელს მიყუდებულს, ვიწრო ძელსკამი იჭერს,
რომელზედაც უკანასკნელ წამს წაიქცა, გაშეშებული ფეხები
ზღურბლზე გადებული თხელი ფიცრისთვის მიუბჯენია; ლიუმბრე-
ლი წმინდანის საბრალო სხეულის გროტესკულ უძრაობაში იმ
ადამიანის პოზა ჩანს, რომელიც მოულოდნელობისგან წამოხტა.

დაე, სხვების სხეული გაახვიონ მზრუნველმა ხელებმა თეთრ


სუდარაში, საბოლოო განსასვენებლისთვის; ეს კი ჯერ ისევ ღა-
მის წყვდიადში დგას, თავისი შვილების ყვირილს ისმენს... კიდევ
რაღაც აქვს სათქმელი... არა! ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთ-
ქვამს... ათასობით ჭრილობით სხეულდასერილი ათლეტი სუს-
ტებს ესარჩლება, ამხელს მოღალატესა და ღალატს... აჰ! ის
მეორე, ეშმაკი, უეჭველია, მარჯვეა, ჩინებული მატყუარა, ჯიუტი
მეამბოხე, რომელსაც არ სურდა, დიდების დაკარგვას შეჰგუებო-
და, მოუქნელი და ჩაფიქრებული ადამიანური პირუტყვისადმი
ზიზღით აღსავსე, თავისი ხრიკებით ხან ააღელვებს მას და ხანაც
– მოთოკავს, მაგრამ მისი მორჩილი მტერი არ ნებდება და ყიჟი-
ნის მიუხედავად, ჯიუტად აქნევს თავს. ჯოჯოხეთს ხარხარი და სი-
ხარულის ყიჟინა აყრუებს, როდესაც მღვდლის მიამიტური,
ძლივს გასარჩევი სიტყვები ესმით, როდესაც აბნეულად და
მოუხერხებლად ცდილობს გამოსარჩლებას! მაგრამ ამას რაღა
მნიშვნელობა აქვს! ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, ვინც მის
ნათქვამს გაიგონებს და ზეცა მას სამუდამოდ ვერ დამალავს!
„ღმერთო, არ არის მართალი, თითქოს გწყევლით; დაე, ის
მატყუარა, ცრუ მოწმე, თქვენი საძაგელი მტერი განადგურდეს!
მან გვაჯობა, შიშვლად დაგვტოვა ყველანი და უწმინდური სიტ-
ყვები გვათქმევინა. მაგრამ გვრჩება ტანჯვა, რაც თქვენთან გვა-
ერთიანებს, ჩვენი გამორჩეულობის ნიშანი, ჩვენი მამების მემ-
კვიდრეობა, უფრო ქმედითი, ვიდრე უმანკო, შეურყვნელი ცეც-
ხლი... ჩვენი გონიერება მოუქნელი და უბრალოა, უსაზღვროდ
მიმნდობნი ვართ, მაცდუნებელი კი გამჭრიახია, მოთაფლული
ენა აქვს... მის ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვები იმ მნიშვნე-
ლობას იძენს, თავად რომელიც მოსწონს და ჩვენ შორის საუკე-
თესოებსაც კი აბნევს. თუკი ვდუმვართ, ჩვენ მაგივრად ის ლაპა-
რაკობს და თავის გამართლებას როცა ვიწყებთ, ჩვენი ნათქვამი
ჩვენივე განაჩენია. შეუდარებლად ფლიდი, შეკამათების მოძულე,
იმით ერთობა, რომ თავის მსხვერპლთ ათქმევინებს მათსავე სა-
სიკვდილო განაჩენს. დაე, მასთან ერთად განადგურდეს სიტყვე-
ბის მზაკვრობა!
კაცობრიობა ტკივილს გამოხატავს ყვირილით, უზარმაზარი
ძალისხმევის შედეგად მისი წიაღიდან ამოხეთქილი ჩივილით.
საფუარივით ჩაგვყარე სქელ მასაში. სამყარო, რომელიც ცოდ-
ვამ წაგვართვა – ჩვენ მას ნაბიჯ-ნაბიჯ დავიბრუნებთ, დაგიბრუ-
ნებთ ისეთს, როგორიც მივიღეთ, როგორიც იყო შექმნის პირ-
ველ დღეებში, მოწესრიგებული და უმანკო. დროს ნუ დაგვით-
ქვამ, ღმერთო! ჩვენი ყურადღება ერთ საკითხზე დიდხანს ვერ
ჩერდება, ჩვენი გონება ისე მალე იფანტება! მზერა, მარჯვნივ და
მარცხნივ, დაუსრულებლად ეძებს შეუძლებელ თავის დასაღწევს;
თქვენი მუშაკებიდან ერთ-ერთი, სამუშაო იარაღს ძირს აგდებს
და მიდის. მაგრამ თქვენი გულმოწყალება არასოდეს იწურება და
ყველგან მოჩანს თქვენი მახვილის წვერი; გაქცეული გააგრძე-
ლებს თავისი ვალდებულების შესრულებას ან მარტოობაში
ამოხდება სული... აჰ! ამას ვერასოდეს გაიგებს მტერი, რომელ-
მაც ყველაფერი იცის! ადამიანთაგან ყველაზე ამაზრზენსაც კი
საფლავში მიაქვს თავისი საიდუმლო, საიდუმლო შედეგიანი, გან-
მწმენდი ტანჯვისა... რადგან შენი ტკივილი უნაყოფოა, სატანა!..
და მე კი, ნახე, სად მომიყვანე, იმისთვის, რომ შენი უკანასკნელი
დარტყმა მიმეღო... ერთი საბრალო მღვდელი ვარ, საკმაოდ
მიამიტი, რომელიც გააცურე და ახლა ისე მოისვრი, როგორც
ქვას ჰკრავენ ფეხს... ვის შეუძლია მზაკვრობაში შეგეჯიბროს?
რამდენი ხანია, რაც ჩემი ბატონის სახე და ხმა გადაიღე? პირვე-
ლად როდის დაგითმე? როდის მივიღე გაუცნობიერებელი შემ-
წყნარებლობით ერთადერთი საჩუქარი, რომელიც შენ შეიძლე-
ბოდა მოგეძღვნა – წმინდანების მარტოსულობის მატყუარა სურა-
თი, შენი უიმედობა, ადამიანის გულისთვის მიუწვდომელი? ჩემ-
თან ერთად იტანჯებოდი, ჩემთან ერთად ლოცულობდი, ოჰ, რა
მწარეა ამაზე ფიქრი! და ეს სასწაულიც... თუმცა, რა მნიშვნელო-
ბა აქვს! მერე რა! ყველაფერი წაიღე! არაფერი დამიტოვო! ჩემ
შემდეგ სხვას, მერე კიდევ სხვას, წლიდან წლამდე, იგივე ყვირი-
ლი აღმოხდება, გულში ჩაკრული ჯვარცმით... ჩვენ სრულებით
არ ვართ თეთრწვერიანი და ალისფერსამოსიანი წმინდანები,
როგორსაც ნახატებში ხედავს უბირი ხალხი და რომელთა მჭევ-
რმეტყველებისა და ჯანის სიმრთელის ფილოსოფოსებსაც კი
შურთ. ჩვენი ბედი სრულებით არ არის ისეთი, როგორიც საერო
პირებს წარმოუდგენიათ. მასთან შედარებით, გენიოსის ხვედრიც
კი ბავშვურ თამაშად მოჩანს. სინამდვილეში, სიცოცხლის მომხიბ-
ვლელობა, ღმერთო, შენი დაცვაა; მაგრამ წმინდანის ნათქვამი
სიტყვა ლამის შანთითაა ამოგლეჯილი“.
უეჭველია, ასეთი იყო მსაჯულისადმი მიმართული ლიუმბრის
კიურეს უკანასკნელი ჩივილი და სიყვარულნარევი საყვედური.
მაგრამ სახელგანთქმულ მწერალს, მასთან შესახვედრად შორი-
დან რომ ჩამოვიდა, სულ სხვა რამეს ეტყოდა. და თუკი შავი პი-
რი, ჩრდილში, უკანასკნელი ყვირილის აფეთქებით დატოვებულ
ღია ჭრილობას ჰგავს, ხმა არ ისმის, მაგრამ მთელი მისი სხეული
შემდეგ საზარელ გამოწვევას გამოხატავს:
– ჩემი სიმშვიდე გსურდა, – წამოიყვირებს წმინდანი, – აჰა,
მოდი და აიღე!..

You might also like