You are on page 1of 7

კატაპულტი

კატაპულტი არის იარაღი რომლის მეშვეობითაც ისვრიან ტვირთს დიდ მანძილზე


დენთის გარეშე. კატაპულტს იყენებდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. პირველად
კატაპულტი ძველ საბერძნეთში ალექსანდრე მაკედონელის დროს გამოიყენეს. კატაპულტი
არის მძლავრი იარაღი იმიტომ, რომ მასში შეიძლება ჩაეტიოს ერთ ტონაზე მეტი მასის ქვა
და ამ მოწყობილობას შეუძლია ეს ქვა საკმაოდ შორ მანძილზე მოისროლოს და ასევე ის ხის
დიდი მასისგან შედგება. ჩენ შეგვიძლია კატაპულტი თავის დაცვისთვისაც გამოვიყენოთ.
კატაპულტს შეუძლია ადამიანს საქმე გაუადვილოს და მძიმე მასის სხეული სხვა ადგილზე
მოისროლოს. კატაპულტის ენერგია დამოკიდებულია სიმძლავრეზე.
რა არის ენერგია?
ფიზიკურ სიდიდეს, რომელსაც ახასიათებს სხეულის ან
სხეულთა სისტემის მიერ მუშობის შესრულების უნარი, ენერგია
ეწოდება. არსებობს ენერგიის სხვადასხვა ფორმები: კინეტიკური
ენერგია, პოტენციური ენერგია, მექანიკური ენერგია, შინაგანი
ენერგია და სხვა.

ქარის მოტანილი ენერგია


ენერგიას, რომელიც განისაზღრება ურთიერთმოქმედი
სხეულების ან ერთი და იმავე სხეულის ნაწილების
ურთიერთმდებარეობით, პოტენციური ენერგია ეწოდება.
პოტენციური ენერგია აქვს ყველა დრეკად
დეფორმირებულ სხეულს. მექანიკური ენერგია სხეულის
მიერ მუშაობის შესრულების უნარს ახასიათებს. ენერგია
სკალარული სიდიდეა. მექანიკური ენერგიის ერთ-ერთი
სახეა პოტენციური ენერგია. იგი აქვს დედამიწის
ზედაპირიდან რაიმე სიმაღლეზე აწეულ სხეულებს და
ყველაზე დრეკად დეფორმირებულ სხეულს.
ფორმულა: Eპოტ=KX2 : 2

ენერგიას, რომელიც სხეულს


მოძრაობის შედეგად აქვს, კინეტიკური
ენერგია ეწოდება. კინეტიკური ენერგიის
სიდიდე განისაზღვრება იმ მუშაობით,
რომელსაც ასრულებს სხეული
გაჩერებამდე ან იმ მუშაობით, რომელიც
საჭიროა შესრულდეს უძრავის სხეულის
სიჩქარის მისანიჭებლად.
ფორმულა: Eკინ =mv2 :2
სხეულთა კინეტკური და პოტენციური
ენრგიების ჯამი, რომლებიc ქმნიან ჩაკეთილ
სისტემას და ურთიერთქმედებენ მხოლოდ
სიმძიმის და დრეკადობის ძალებით,
მუდმივია. ეს არის მექანიკური ენრგიის
მუდმივობის კანონი.

სხეულის შემადგენელი ყველა ნაწილაკის


ქაოსურად მოძრაობის კინეტიკური და მათი
ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების
ჯამს სხეულის შინაგანი ენერგია ეწოდება.
შინაგანი ენრგია ყველა სხეულს გააჩნია.
კატაპულტის სიმძლავრე დამოკიდებულია მის სისწრაფეზე.

კატაპულტა ბერძნული ტერმინი, რომელიც ზოგადად ეწოდება ნებისმიერ


ქვისმტყორცნელ საბრძოლო მანქანას. ასეთი ტიპის იარაღი დაახლ. ძვ.წ V-IV
საუკუნიდან შემოვიდა ხმარებაში ჯერ საბერძნეთში, ხოლო შემდეგ რომის იმპერიაში.
იყენებდნენ შუა საუკუნეების პერიოდშიც.
ძველი რომაელი ავტორები კატაპულტას ტორმენტუმ–ს უწოდებდნენ, რაც
მომდინარეობს კატაპულტის ე.წ “კოვზის” დასამაგრებელი გრეხილი, სქელი თოკისგან.
ადრეულ რომაულ ხანაში კატაპულტას სწორედ მძიმე რკინის ისრების და ქვების
სასროლ მანქანებს უწოდებდნენ, რომელიც არბალეტის პრინციპით მოქმედებდა, მაგრამ
შემდეგ ასეთ საბრძოლო იარაღებს “ბალისტა”უწოდეს, ხოლო კატაპულტა ზოგადად
ყველანაირი ქვისა და ისრების მტყორცნელ მანქანას უწოდეს. სიტყვა-სიტყვით
კატაპულტა ან ბერძნული ასე ითარგმნება: “წინააღმდეგ[კატა] ფარისა[პელტე]”. ეს
სახელწოდება მომდინარეობს კატაპულტის თვისებიდან, გაარღვიოს ნებისმიერი აბჯარი
და მოკლას თუნდაც მძიმედ აღჭურვილი მებრძოლი შორ დისტანციაზე.
სიმძლავრ .სიმძლავრის ერთეულები. რას გვიჩვენებს  და როგორ
გამოითვლება სიმძლავრე ?
.
• მუშაობის შესრულების სისწრაფეს ახასიათებენ სიდიდით  რომელსაც
სიმძლავრე ეწოდება. სიმძლავრე არის სიდიდე,რომელიც ტოლია შესრულებული
მუშაობის ფარდობითი იმ დროის შუალედის, რომლის განმავლობაშიც ეს მუშაობა
შესრულდა : სიმძლავრე =მუშაობა:დრო თუ დროს t შუალედში შესრულებულ
მუშაობას აღვნიშნავთ A-თი ,ხოლო სიმძლავრეს --N-ით ,მაშინ განმარტების
თანახმად , N=A:t.
• ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში სიმძლავრის ერთეულად მიღებულია
ისეთი მექანიზმის სიმძლავრე, რომელიც 1 წამში ასრულებს 1 ჯოულ მუშაობას.
სიმძლავრის ამ ერთეულს 1 ვატი ეწოდება .
მექანიკური მუშაობა და სიმძლავრე.
დასკვნა: ამ კომპლექასურის შექმნაში ბევრი რამ ვისწავლე. ვისწავლე რა არის ენერგია, როგორ
გამოითვლება, მისი სახეობები. ენერგია არც ქრება და არც არაფრისგან წარმოიშვება . ერთი სახის
ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად და ენერგიის საერთო სიდიდე უცვლელი რჩება .
გავიგე კატაპულტის შესახებ ისტორია, რა ძალები და ენერგია სჭირდება რომ კატაპულტმა
ტვირთი გაისროლოს, ვისწავლე რა არის მუშაობა და როგორ გამოითვლება იგი და მრავალი
სხვა.

ჩემს მიერ დამზადებული კატაპულტი.

You might also like