You are on page 1of 2

შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი
 პოეტის შეხედულება სიყვარულზე
შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში’’ პოეტი აგვიღწერს ამბავს, ზღაპარს,
სიყვარულზე. თავად პოემაც თითქოს სიყვარულის თემაზეა აგებული,
მაგრამ ავტორი სხვადასხვა სახესიმბოლოებით, სტროფებს უკან ბევრად
მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა საკრარულ სიყვარული, გვესაუბრება.
დასაწყისიდანვე ჩანს მწერლის დამოკიდებულება სიყვარულთან
დაკავშირებით: ,,თქვა მიჯნურობა- პირველი და ტომი გვართა ზენათა;’’ მას
მიჯნურობა, სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ღვთაებრივად მიაჩნია,
რუსთაველიც კი, რომელმაც ,,გულისა გასაგმირეთა’’ პოემა შექმნა ამბობს,
რომ სიყვარულის გრძნობის გამოხატვა ძალიან ძნელია და ზეციური,
ღვთაებრივი საქმეა, რომელიც თავად ამოუცნობი და აღუწერელია:
,,იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.’’
ავტორის აზრით სიყვარულის ხიბლი, მიჯნურის მუდმივი მონატრება და
მისგან შორს ყოფნაა, მიჯნურს არაბულად შმაგს უწოდებენ, ის გაგიჟებულ
ადამიანს ნიშნავს, ალბათ შოთა გულისხმობს, რომ შეყვარებული ადამიანი
სიყვარულისგან მუდმივად გახელებულია. მისი აზრით: ,,მიჯნურსა
თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა.’’ შოთა ესთეტია, ამას
ტექსტის ბოლომდე სხვა მონაკვეთებშიც დავინახავთ, მისთვის არსებობენ
იდეალური, სრულყოფილი შეყვარებულები. ისინი ლამაზები, გულუხვები,
თავდამბლები, გონიერები და მამაცები არიან, შესაძლოა ეს თვისებები
გადამეტებულია თანამედროვე ხალხისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ პოემა დაიწერა XII საუკუნეში, როდესაც თამარ მეფე და დავით სოსლანი
მართავდნენ ქვეყანას და ხალხს იდეალურ მიჯნურთა მაგალითს აძლევდნენ.
ავტორისთვის სიყვარული წმინდა, სამუდამოა და არა ერთ დღიანი
გატაცება, რომელსაც ბევრი სიყვარულს უწოდებს:
,,მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნურვინ გაჰრევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!’’
მას ძულს უგულო სიყვარული, რომელიც ხორციელ ვნებებზეა აგებული.
მისთვის ნამდვილი მიჯნური, ადამიანია, რომელსაც დაბრკოლებებისა და
სირთულეების მიუხედავად, უყვარს საყვარელი ადამიანი და მზადაა
მისთვის სიცოცხლე დათმოს:
,, მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გადაქარდეს.’’
ავტორის გვიწერს: ,,სიყვარულსა მალვა უნდა.’’ სწორედ ამ მნიშვნელოვან
საკითხზეც გვესაუბრება ავტორი დასაწყისში, ის ამბობს, რომ საყვარელ
ადამიანს, მისი მალვით, უნდა მოვუფრთხილდეთ, სულ უნდა
გვენატრებოდეს და მასზე ვფიქრობდეთ, მისი გაბრაზებისა და წყენის უნდა
გვეშინოდეს და პატივს ვცემდეთ, სწორედ ასეთი თვისებები უნდა ჰქონდეს
მიჯნურს ავტორის აზრით. ავტორს უკვირს, რატომ ამბობს ადამიანი, რომ
უყვარს ქალი, როდესაც ის საყვარელია და მისადმი გრძნობები არ გააჩნია,
ამით ის კაცი საკუთარ თავსაც და საყვარელსაც შეურაცხყოფს. მიჯნურ კაცის
ტირილი შოთასთვის მისაღებია, რადგან მას კარგად ესმის იმ ადამიანის,
რომელსაც საყვარელ ადამიანთან ყოფნის საშუალება არ აქვს.
რუსთაველისთვის, სწორედ ასეთია სიყვარული, ენითაღუწერელი გრძნობა,
რომელიც ცხოვრებას მნიშვნელობას ანიჭებს.

You might also like