You are on page 1of 1

„ვეფხისტყაონანი“ მე-12 საუკუნის ნაწარმოებია, რომელიც ძირითადად ადამიანებს შორის

სიყვარულზე და მეგობრობაზე მოგვითხრობს. პოემის ავტორს, შოთა რუსთაველს, კარგად


აქვს გადმოცემული ნაწარმოებში თავისი შეხედულებები სიყვარულის შესახებ .

პოემის შესავალ ნაწილში შოთა რუსთაველი რამდენიმე სტროფს უთმობს სიყვარულს,


მიჯნურობას და თამამად ახასიათებს მიჯნურობას და მიჯნურ პიროვნებას .

მისი აზრით მიჯნურობა ყველა ადამიანს არ შეეფერება. მიჯნური ადამიანისთვის შოთ


რუსთველის აზრით დამახასიათებელია სიბრძნე, სილამაზე, ძლიერი და მტკიცე ხასიათი ,
დათმობის უნარი... როგროც იგი თავად იტყოდა

„მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობაა

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.“

პოეტი ნაწარმოებში სიძვას, მრუშობას გმობს. რუსთაველის აზრით სიყვარული ეს არის


ერთ ერთი ყველაზე ძნელი ზეციური მოვლენა, რომლის გაგებასაც ყველა ახერხებს.იგი
ფიქრობს ნამდვილი მიჯნურობა, ადაფუძვნებულია სულიერ სიყვარულზე რომელიც
შესაძლოა გადაიზარდოს ხორციელში, თუმცა სიძვისგან მაინც განსხვავდება . შოთიკოს არ
სჯერა იმ სიყვარულში რომელიც მხოლოდ უგულო სიყვარულით, ხვევნა კოცნით და
მტლაში-მტლუშით გამოიხატება. მისი აზრთ ნამდვილ შეყვარებულ პიროვნებას
ხორციელი კავშირი იმდენად არ აინტერრესებს როგორც სულიერი . შოთას წარმოდგენით
როდესდაც მიჯნურები ერთმანეთს შორდებიან მათ სულთქმა უმრავლდებათ და სწორედ
ასე გამოიცდედა სიყვარული დროში.

„ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,“

ვეფხისტაოსნის შესავალ ნაწილში აღწერილი სატრფო მხოლოდ თვისი სატრფოსთვის


არსებობს, მისი ერთგულია. შოთიკოს აზრით მიჯნური ადამიანისთის სიყვარული გართობა
არ არის და იგი ყოველდღიურად სხვადასხვა პიროვნებას არ უნდა ეტრფოდეს.

„ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;“

მიჯნურების ერთმანეთის მიმართ კრძალვა და რიდი გააჩნიათ რაც ნაწარმოების


დასაწყისშია გადმოცემული. მიჯნურებმა ერთმანეთის გამო ყველანაირი ტკვილი უნდა
აიტანონ და თანაც მალულად. შოთა რუსთაველს თუ დავუჯერებთ ნამდვილ სიყვარულს
მალვა უნდა.

You might also like