You are on page 1of 8

ავთანდილი შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ყველაზე

მნიშვნელოვანი პერსონაჟია. მისი თვისებები და პიროვნება კარგად იხატება ნაწარმოებში


სიუჟეტის განვითარებასთან ერთად.

როგროც ნაწარმოებიდან ვიგებთ, ავთნდილი როსტევან მეფფის კარზე სპასპეტია. მას ეს


წოდბა მემკვიდრეობით ერგო მამისგან. ტექსტიდან გამომდინარე ავთნდილი
გარეგნობით შესანიშვანი პიროვნება იყო, ჯერ ახალგაზრდა.

„საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,

ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;“

როსტევან მეფესა და ავთნადილს მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდათ რაც მე-12


საუკუნეში პატრონ ყმური დამოკიდებულების შედეგია. ავთანდილი როსტევან მეფი ყმა
იყო.ავთანდლის როსტევან მეფის ქალიშვილის, თინათინის, მიმართ მიჯნურობა ჰქონდა .
იგი თინათინის სიყვარულით იყო შეპყრობილი და როდესაც თინათინი გამეფდა
გაუხარდა, იფიქრა მეტად მოუწევდა სატრფოსთნ კონტაქტი.

თინათინის გამეფების შემდეგ, თინათინმა ავთნდილს უცხო მოყმმის მოძებნა დაავალა და


ამისთის 3 წელი მისცა დრო. მიუხედავად იმისა რომ ავთანდილს ერთულებოდა 3 წელი
სატრფოს გარეშე გატარება, იგი მზად იყო დაემტკიცებინა თვისი სიყვარული
თინათინისთის.

ავთნდილს სამეფო და თავისი სასახლე უნდა დაეტოვებინა. არ სურდა ისინი


უყურადღებოდ დაეტოვებინა, ამიტომ თავისი წასვლის შესხებ თავის ყმას, შერმადინს
მოუყვა და იგი თავის მაგიერ დატოვა.

ავთანდილმა წინდახედულობა გამოიჩინა. იგი იმდენად გონიერია რომ თვისი


მომავაალი გაუჩინარების შესახებ მხოლოდ ერთ ადამიანს უთხრა, ხოლო
დანარჩენებისთვის წიგნი, წერილი დატოვა. სადაც არა საკუთრ კეთილდღეობაზე და
მომავალ გასაჭირზე წუწუნებდა, არამედ თვის გამოზრდილ ყმებს მის არ ყოფნაში
სიმშვიდის შენარჩუნებას ავალებდა. სურდა ქვეყანა კარგად დაცული ყოფილიყო .

„გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,

მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.“

იგი იმდენად მამაცი იყო რომ ამ რთულ გზაზე მარტო წავიდა, და უარი განაცხადა
შერმადინის დახმარებაზე. ავთნდილი მტკიცე ხასიათის პიროვნება იყო. შესაძლოა ცოტა
ჯიუტიც.

ავთანდილს მის ყმებთან და მსახურებთნ კარგი ურთიერთ დამოკიდებულება გააჩნია . იგი


მათთვის გმირადაა მოვლენილი და ავთნდილს როგროც უბადლო პიროვნებასა და
მეომარს ისე აღიქვავენ.
„მერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!»“

ავთანდილი კეთილშობილური პიროვნებაა, რომელიც მზად არის მიჯნურისთვის


სიყვარულის დასამტკიცებლად. მას საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გააჩნია საკუთრი
მსახურებითნ და ყმებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ავთნდილი ნაწარმოებში ერთ ერთი
ყველაზე ლოალური და სანდომიანი პიროვნებაა, რომელიც მზად არის გმირობის
ჩასადენად.
შოთიკოს შეხედულება სიყვარულზე რაც იგივეა რაც მიჯნრობა და არა სიძვა .

„ვეფხისტყაონანი“ მე-12 საუკუნის ნაწარმოებია, რომელიც ძირითადად ადამიანებს შორის


სიყვარულზე და მეგობრობაზე მოგვითხრობს. პოემის ავტორს, შოთა რუსთაველს, კარგად
აქვს გადმოცემული ნაწარმოებში თავისი შეხედულებები სიყვარულის შესახებ .

პოემის შესავალ ნაწილში შოთა რუსთაველი რამდენიმე სტროფს უთმობს სიყვარულს,


მიჯნურობას და თამამად ახასიათებს მიჯნურობას და მიჯნურ პიროვნებას .

მისი აზრით მიჯნურობა ყველა ადამიანს არ შეეფერება. მიჯნური ადამიანისთვის შოთ


რუსთველის აზრით დამახასიათებელია სიბრძნე, სილამაზე, ძლიერი და მტკიცე ხასიათი ,
დათმობის უნარი... როგროც იგი თავად იტყოდა

„მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობაა

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.“

პოეტი ნაწარმოებში სიძვას, მრუშობას გმობს. რუსთაველის აზრით სიყვარული ეს არის


ერთ ერთი ყველაზე ძნელი ზეციური მოვლენა, რომლის გაგებასაც ყველა ახერხებს.იგი
ფიქრობს ნამდვილი მიჯნურობა, ადაფუძვნებულია სულიერ სიყვარულზე რომელიც
შესაძლოა გადაიზარდოს ხორციელში, თუმცა სიძვისგან მაინც განსხვავდება . შოთიკოს არ
სჯერა იმ სიყვარულში რომელიც მხოლოდ უგულო სიყვარულით, ხვევნა კოცნით და
მტლაში-მტლუშით გამოიხატება. მისი აზრთ ნამდვილ შეყვარებულ პიროვნებას
ხორციელი კავშირი იმდენად არ აინტერრესებს როგორც სულიერი. შოთას წარმოდგენით
როდესდაც მიჯნურები ერთმანეთს შორდებიან მათ სულთქმა უმრავლდებათ და სწორედ
ასე გამოიცდედა სიყვარული დროში.

„ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,“


ვეფხისტაოსნის შესავალ ნაწილში აღწერილი სატრფო მხოლოდ თვისი სატრფოსთვის
არსებობს, მისი ერთგულია. შოთიკოს აზრით მიჯნური ადამიანისთის სიყვარული გართობა
არ არის და იგი ყოველდღიურად სხვადასხვა პიროვნებას არ უნდა ეტრფოდეს.

„ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;“

მიჯნურების ერთმანეთის მიმართ კრძალვა და რიდი გააჩნიათ რაც ნაწარმოების


დასაწყისშია გადმოცემული. მიჯნურებმა ერთმანეთის გამო ყველანაირი ტკვილი უნდა
აიტანონ და თანაც მალულად. შოთა რუსთაველს თუ დავუჯერებთ ნამდვილ სიყვარულს
მალვა უნდა.

შოთიკო რუსთაველისთვის სიყვარული მხოლოდ რწფელი უნდა იყოს, რომელიც


ნდობაზე და დროზეა დაფუძვნებული. იგი ნამდვილ სიყვარულად იმას მიიჩნავს რასაც
დღევანდელი ხალხი ვეერ სწვდება.
სიყვარული ვეფხისტყაოსანში vs ახლა

შოთა რუსთველი მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის კარზე მოღვაწე მეჭურჭლეთუხუცესი იყო,
რომლის შესახებაც ბევრი ისტორიული მასალა არ გვაქვს შემორჩენილი, თუმცა ჩვენთვის
ცნობიილია რომ მას ეკუთვნის ქართველი ერისათვის საგანძურად მიჩნეული პოემა
„ვეფხისტყაოსანი“. როგროც ჩვენთის ცნობილია მე-11-12 საუკკუნეებში წინ წამოიწია
საერო მწერლობა, შესაბამისად ვეფხისტყაოსანიც ასეთი ჟანრის ნაწარმოებია სადაც
ავტორს გადმოცემული აქვს ხოტბა- დიდება თავისი პერსონაჟებისა ერთმანეთის მიმართ .

შოთა რუსთაველს პოემაში შესანიშნავად აქვს გადმოცემული თავისი შეხედულება და


პოზიციიები სიყვარულზე, რომელსსაც შემგდომ შინაარსის განვითარებასთნ ერთდ
იყენებს. ნაწარმოების შესავალ ნაწილში რუსთველლი სიყვარულს აღწერს როგროც
რთულ, ზეციურ მოვლენას რომლის გგაგებაც მეტად რთულია და თუ ადამიანს მიეცა იმის
შესაძლებლობა რომმ ეს სიყვარული იწამოს, იგი ღმერთისგან კურთხეულია .

ამასთანავე, შოთა მიჯნურ პიროვნებას ახასიიათებს როგორც ბრძენ, ლამაზ, უხვს და


ამაყას. კარგ მიჯნურს კარგი საუბარი უნდა შეეძლოს.

„მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობაა

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.“

ნამდვილი მიჯნურობა და მრუშობა ერთმანითასაგან განსხვავდება . ათუ ადამიანს


ნამდვილად ჰყავს სატრფო და მის მიმართ ნამდვილი, ზეციური სიყვარული გააჩნია , იგი
მომთენი უნდა იყოს. მიჯნური პიროვნება მზად უნდა იყოს დაივიწყოს საკუთარითვი და
ახაკგაზრდული გართობა სატრფოს გამო. ნამდვილი მიჯ ური თავისი სატრფოს ერგული
უნდა რჩებოდეს.

ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

„ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟები, ტარიელი, ნესტან-დარეჯანი , ავთანდილი და


თინათინი სწორედ ასეთი რწფელი სიყვარულით არიან შეპყრობილნი . ნაწარმიებში
კარგად ჩანს თუ რამდენად უყვართ მათ ერთმანეთი. მიჯნურები ერთმანეთს, ერთმანეთის
დავალებებსა თუ გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ.

შოთა რუსთველს განსაკუთრებულად აწქვს გადმოცემული ისყვრული ნესტან-დარეჯანსა


და ტარიელს შორის. ავთნდილთა შეყრის შემდეგ ტარიელი თავის სატრფოხე
ამაღლებულად საუბრობს და მას როგროც მშვენიერ და ბრძელ ქალს ისე ახასიათებს. მის
ხსენებაზე გულიც კი მისდის. იგივე სიტუაციაა ავთანდილთან დაკავშირებით . მან
სატრფოს თხოვნით 3 წელი უგზო უუკვლოდ იარა რომ უცხო მყმე ეპოვა. ორივე წყვილს
ერთმანეთის მიმართ ღრმა სიყვარული გააჩნია, იმენად ღრმა რომ გაუტეხელ ფიცებს
დებენ და ეერთმანეთს შეუღmლებიას პირდებიან ყოველგვარი გასაჭირის მიუხედვად.
ნაწარმოებში პერსონაჟები თავიანთი მიჯნურების მიმართ სიყვარულს მაღალფარდოვანი
სიტყვებით მოიხსენიებენ გორგორიცაა:

1) „ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად ა”


2) „ვის მესვა გულსა დანა“
3) „ვისი მდაღვს ალი გულსა“
4) „მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს რაც არა შენი ფერია“
5) „მას ნახვას ვისთა ვამთაგან ცრემლი ათასჯერ სდენოდა“
6) "მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
7) რ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,

უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;

8) "ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!

შოთა რუსთაველის ნაწარმოებში აღწერილი ეს რწფელი სიყვარული საწმუხაროდ


სრულიად განსხვავდება დღწვანდელი სიყვარულისგან. დღეს სიტყვა სიყვარულის
მნიშვნელობა გაუფასურებულია და რეალური მნიშვნელობა თითქმის არავინ იცის ...
ნამდვილი სიყვარული ეს არის სუფთა და კეთილშობილური, რომელიც ემყარება ნდობას,
პატივისცემას, ვალდებულება...

დღეს-დღეობით უმრავლესობისთვის სყვარული დროებითი გართობა, ვნებაა და არა


წრფელი როგროც ის იყო ვეფხისტყაოსსანში და დიდი ალბათობიით მე -12 საუკუნეში .
დღევანდელი ახალგაზრდენისთვის სიყვარული მეტად არის დაბუძვნებული ადამიანის
გარეგნობაზე და მატერიალურ სიმდიდრეზე ვიდრე ადამიანის პიროვნებაზე და მის
თვისებებზე. 21-ე საუკუნეში ახალგაზრდები ძირითადად დამოკიდებულნი არიან
ერთმანეთის ფიზიკურ გარეგნობაზე და მიმზიდველად მიაჩნიათ „ტოქსიკური“ და
არაჯანმრთელი სიყვარული რომელიც სულ რამდენიმედღიანია და თანაც არარეალური .
თუ ძველად სიყვარულის დასამტკიცებლად გმირობის ჩადენას სთხოვდნენ ქალები
საკუთარ მიჯჯნურერბს, დღეს ამ ყველაფრის დეფინიცია სოციალური ქსელებიდან სხვა
გოგოების წაშლა გახდა რაც ძალიან ირონიულია.

შოთა რუსთაველის რწფელი სიყვარული დღესდღეობით არა მხოლოდ რეალობაში


დაიკარგა არამედ თნამედროვე ლიტერატურაშიც. როგორც ქართულ თნამედროვე
ლიტერატურაში, ისე უცხოურში. ავტორების დიდი რაოდენობა თავიანთ წიგნებში ,
ნაწამრმოებებსა თუ ლექსებში გადმოსცემენ საყმაწვილო , ხანმოკლე და ისეთ სიყვარულს ,
რომელიც სრულიად განსხვავდება სიყვარულის რეალური მნიშვნელობისგან.
დღევანდელი ავტორების უმრავლესობისთვის სიყვარული ეს არის ფიზიკურ კავშირზე
დაბუძვნებული ურთიერთობა, სადაც შეყვარებულებს ერთმანეთის არ ესმით .
თანამედროვე ავტორების წიგნების პერსონჟები არ ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს და
გაათვითცნობიერონ რომ მიუხედავად ერთმანეთის სიყვარულისა ისინი მაინც
განსხვავებული პიროვნებები არიან და ერთმანეთის მიმარდ დათმობა უნდა შეეძლოთ .
ასეთ წიგნებში წყვილი ერთი ჩხუბის შემდეგ შორდება და სხვასთან იჭერენ
ურთიერდობბის იმის მაგივრად რომ პრობლემაზე ისაუბრონ და მოაგვარონ...

სწორედ ასეთი ტიპის სიყვარულია აღწერილი ქართველი თანამედროვე მწერლის


თათული ღვინიანიძის წიგნში „აღიარება ხელისგულზე’. წიგნის მთვარი პერსონაჟები
რადა და ანდრია არიან. მათ ერთმანეთი უყვარდებათ თუმცა მათ სიყვარულს , ჩემი აზრით ,
სიყვარული არ უნდა ეწოდებოდეს. ამ ორს შორის არა სულიერი, წმინდა სიყვარული იყო,
არამედ ცბიერი და ტოქსიკური. ერთად თანაცხოვრებიდან სულ რამდენიმე ხნის შემდეგ
წყვილის ურთიერთობა ცივდება. ანდრია რადას ღალატობს, საპასუხოდ რადაც თითქმის
იგივეს აკეთებს და სხვა მამაკაცს მიჰყვება ცოლად. ეს ყველაფერი, არალეარული
სიყვარული, ტოქსიკური და სასიყვარულო კავშირზე დაფუძვნებული ურთიერთობა
რომანტიზირებულია, რაც სამწუხაროდ თანამედროვე ახალგაზრდობაში დიდი
პოპულარობით სარგებლოს.

ჩემი აზრით, შოთა რუსთაველის ნაწარმოებში „ვეფხისტყაოსანში“ აღწერილი სიყვარული


ნამდვილი, რწფელი და ღვთიურია რაც სრულიად განსხვავდება დღევანდელი
თანამედროვე სიყვარულისაგან. ვფიქრობ, ის ნამდვილი სიყვარული რაც
„ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი ან თუნდაც ძველი დროის ნაწარმოებებში
დღევანდელობაში დაკარგულია, რაც მეტად სამწუხაროა. საინტერესოა , როგორ
მოახერხმა ხალხმა და დაივიწყა რა არის ნამვილი სიყვარული. ხალხის უმრავლესობამ
ვერ მოახერხა შეენარჩუნება რეალური რწფელი სიყვარული საუკუნეების განმავლობაში
და ამ უკანასკნელის კლონი, გაფუჭებული ვერსია მოიტანა. ახალგაზრდებმა დ ახალმა
თაობამ რათქმაუნდა სიყვარულის არასწორი გაგება ამჯობინა და დღეს ამ „სიყვარულით “
ცხოვრობენ. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა სიყვარულის მიმართ , დღეს კიდევ
არსებობენ ისეთი ადამიანბი, რომლებსაც ნამდვილად გულით უყვართ თვიანთი მიჯნური ,
მათი განსაკუთრებული თვისებურებებითა და ხასიათთ. საბედნიეროდ კიდევ არსებობენ
ისეთი მიჯნურები ვისთვისაც მთავარი ადამიანის შიგანი სამყაროა საინტერესო და
მიმზიდველი და არა გარეგანი ან მატერიალური შესაძლებლობები .

(ისეთ რამეს ეძახიან სიყვარულს დღეს შოთა, ილია და ოლღა, გალაკტიონი და ოლია
და ბევრი სხვა საფლავში ტრიალებენ.)
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

შოთა რუსთაველის ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი“ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ქართული


პოემაა, რომელიც მდიდარია ავტორის აფორიზმებით. ერთ-ერთ ასეთ აფრიზმი ,
რომელიც პოემაში გვხვდება არის „სხვისა სხვამან კარგად იცის სასარგებლო საუბარი “.
აფორიზმში კარგად იხატება მისი მთავარი სათქმელი, რომ სხვა ადამიანმა უკეთ იცის
გასაჭირში მყოფ პიროვნებას რას სჭირდება, ვიდრე თავად გასაჭირში მყოფმა
პიროვნებამ. შოთა რუსთაველის ამ აფორიზმს ვეთანხმები. ამის რამდენიმე მიზეზი
არსებობს.

ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტები და ეტაპები, როდესაც ადამიანი რაღაცას


აფუჭებს, შეცდომას უშვებს, ან უბრალოდ ისეთ სიტუაციაშია , რა დროსაც სხვისი რჩევა -
დარიგება სჭირდება, მიუხედავად იმისა რომ თავად შეუძლიათ საკუთარი თავის
შეგულიანება და დარიგება.

სხვა, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანის მიერ მოცემული რჩვეა-დარიგება ინდივიდს


აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაფიქრდეს, გაანალიზოს და შეადაროს საკუთარი
გადაწყვეტილებები, რჩევები სხვისას და ისე მიიღოს სწორი არჩევანი .

You might also like