You are on page 1of 2

აბოსა და მსაჯულის საუბარი

აბოსა და მსაჯულის საუბარში აბოს ბევრი თვისება შეინიშნება. ამ მონაკვეთიდან


ნათლად ჩანს, თუ როგორი მტკიცე ხასიათის იყო იგი. ამირა ბოლომდე ცდილობდა, რომ
აბოსთვის აზრი შეეცვლევინებინა და აძლევდა არჩევანის გაკეთების საშუალებას, მაგრამ აბო
პასუხობდა, რომ მან განიზრახა ქრისტიანად დარჩენა და ამის გადაფიქრებას არ აპირებდა.
აბო ასევე არის უშიშარი, რადგან იგი ამხელა პიროვნებასთან შეპასუხებას თავისუფლად
ბედავს. მას ამის საშუალებას რელიგია აძლევს, რადგან ამ ყველაფერს აბო მარადიულად
ქრისტესთან ცხოვრების სურვილის გამო აკეთებს. მსაჯული აბოს გიჟსა და გაუნათლებელს
უწოდებს, მაგრამ წმინდანი მტკიცედ პასუხობს, რომ უცოდინარი და უგუნური რომ
ყოფილიყო, მაშინ ქრსიტეს ღირსი არ გახდებოდა. აბომ იცოდა, რომ მისი ეს სიტყვები
სიკვდილს მოასწავლებდა, თუმცა იგი მზად იყო ყველანაირი განსაცდელისთვის, რადგან
მისი სული და გული ქრისტესთან იყო. აბოს გაბედულობა მაშინაც გამოჩნდა, როცა მან
ამირას უთხრა, რომ მასთან ლაპარაკს ისევე არ ჰქონდა აზრი, როგორც კედელთან ლაპარაკს.

აბო ქრისტიანობის ძალიან კარგი მქადაგებელი იყო. მან იცოდა, თუ რამდენად დიდი
ფასი ჰქონდა თითოეულ სიტყვას. როცა მსაჯულს დაინტერესდა, თუ რა სიტკბო ნახა მან
ქრისტიანობაში, აბომ პასუხი იდეალურად გასცა. მან ამირას ქრისტიანობა უქადაგა და
უთხრა, რომ ამ სიტკბოს გაგებას მხოლოდ მაშინ შეძლებდა, როცა მოინათლებოდა და
ქრისტეს ირწმუნებდა. ამირა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ განრისხდა და აბოს
სიკვდილით დასჯა ბრძანა. ამან აბო კი არ შეაშინა არამედ გააბედნიერა. მან უფალს
მადლობა გადაუხადა, რადგან მან აბო წმინდა მოწამეობის ღირსი გახადა. აქედანაც
ვგებულობთ, თუ რამდენად მოწრმუნე და თავდაჯერებული ადამიანი იყო აბო.

რაც შეეხება ამირას სახეს, იგი ჭკვიანი დამპყრობელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ილია
ჭავჭავაძის „ბედნიერ ერს“ თუ გავიხსენებთ, ილიაც ანალოგიურად გვიხასიათებს რუსებს -
მტერს, რომელსაც ლაგამი მოზომილად უჭირავს. ასევე „მგზავრის წერილებში“ ავტორი
გვიხსნის, თუ რა ორი გზით იმორჩილებს მტერი ქართველს. რუსები ან ჩინს აძლევენ და
თაფლავენ დასაპყრობ ერს, ან როზგს ურტყამენ და ძალით იმორჩილებენ მათ. ამ
შემთხვევაში, ამირაც იგივეს აკეთებს. იგი ჯერ აბოს გამოფხიზლებას სცდილობს და კეთილი
სიტყვებით ძველ რელიგიაზე დაბრუნებას უბიძგებს, თუმცა როცა ეს არ ჭრის, მაშინ ძალით
ცდილობს აზრი შეაცვლევინოს წმინდანს.

ამ ეპიზოდის მთავარი საქთმელი ორი რელიგიის ურთიერთდაპირისპირების არსია.


ერთმანეთს უპირისპირდება ქრისტიანობა და ისლამი. აბოსა და ამირას საუბარში
გამარჯვებული აბო დარჩა. მან შეძლო და დაიცვა საკუთარი პოზიცია და მიუხედავად იმისა,
რომ სიკვდილით დაისაჯა, იგი მაინც ბედნიერი იყო, რათა მას სამოთხის წვრილ გზაზე
გავლის შესაძლებლობა მიეცა. არაბებმა ბევრ ქართველს შეუცვალეს სარწმუნოება და აბოს
საქციელი მაგალითი გახდა ისეთი ქართველისთვის, რომელიც მტკიცედ არ იყო
ქრისტიანობის მიმდევარი. ამ ნაწილში იოვანე საბანისძეს სურვილია, რომ დაიცვას თავისი
სარწმუნოება და ქრისტიანობა გამოაცხადოს ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად.
ნაწარმოების ამ ადგილში ასევე გამოყენებულია მხატვრული ხერხები. მაგალითად,
შედარება, როდესაც აბო მასთან საუბარს კედელთან საუბარს ადარებს. აგრეთვე ბევრია
ეპითეტიც - უმეცარი, უგუნური, კადნიერი, განშიშულებული. მეტაფორაა გამოყენებულია
როცა აბო ამბობს, რომ თავისი გონება ზეცაში ქრისტესთან არის, რაც გადატანითი
მნიშვნელობით იყო ნათქვამი.

You might also like