You are on page 1of 2

ცალკეული ადამიანები საზოგადოებრივ მოძრაობას ეტმასნებიან და მის

დანიშნულებას აშარჟებენ
მართალია, თითოეული პიროვნება ინდივიდუალური და უნიკალურია,
მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს აზრი, რომლის ირგვლივაც
ერთიანდება ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ისინი მსჯელობენ არაერთ
საკითხზე და ხშირად მის დანიშნულებას აშარჟებენ.  
მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მონაკვეთში “თეთრი საყელო”
ელიზბარის მეუღლე ცუცქია სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას
მიეკუთვნება. იგი ქალთა კრებიდან საღამოს ძალიან გაბრაზებული და
აღელვებული ბრუნდება, ბრაზით უყურებს ქმარს და , როგორც ჩანს,
ელოდება მომენტს ყველაფერი ამოაფრქვიოს. ასეც ხდება მაშინ, როდესაც
ელიზბარი კრებაზე მომხდარის შესახებ ეკითხება: “სხაპა-სხუპით მაყრის ათას
ბრალდებას: რაც ამ ქვეყნად უბედურება ხდება, მხოლოდ მამაკაცების
ბრალია...ჩვენ დავიმონეთ კაცობრიობის “საწყალი” ნახევარი, დავიმონეთ და
ყოველი უფლებანი ავხადეთ.” ქალის პასუხიდან აშკარა ხდება კრებაზე
განსახილველად  წამოწყებული საკითხი და ისიც, თუ როგორ ზეგავლენას
ახდენს ადამიანთა ჯგუფის აზრი ინდივიდის ფსიქიკაზე. იგი დანებებას არ
აპირებს და  მეუღლეს ისე ადგება “როგორც მრისხანე ხელისუფალი ჯიბგირს”.
არც ბუნების კანონზომიერებას ემხრობა, მასაც კაცის გამოგონილად  მიიჩნევს,
რაც ალოგიკურად ჟღერს :”ბუნებაც თქვენ მოიგონეთ და მისი კანონებიც.
დიაღ, თქვენ...”. ახლა ცუცქიას ერთადერთი მოთხოვნილება ქალთა და
მამაკაცთა თანასწორობაა. ესაა მისი “სადღეისო ლოზუნგი”. 
საინტერესოა, რა უნდა იგულისხმებოდეს თანასწორობაში?
თანასწორობა უფლება-მოვალეობების თანაბრად გადანაწილებაა ორივეს
სქესის წარმომადგენელს შორის. თუმცა, ტექსტის მიხედვით ქალთა კრება ამას
ასე არ განიხილავს. ჩემი გადმოსახედიდან, ისინი მოითხოვენ ქალის უფრო
მაღალ საფეხურზე დაყენებას: მან არ უნდა იმუშაოს, რადგანაც ოჯახის
მოვლა-პატრონობა და სახლის დალაგება ევალება.  ეს კი უთანასწორობა
უფროა.
ცუცქია ერთი თავნება ქალია, რომელიც თავის ჭკუაზე მართავს ოჯახს
და მხოლოდ საკუთარი თავის განებივრებაზე ფიქრობს: „ხვალ ერთი ქალი
მოვა ჩემთან. ლორიგანის დუხებს და პუდრს მომიტანს...სულ ორი თუმნის
საქმეა. ჩემო ელიზბარ“. მას იმდენად არ აინტერესებს საკუთარი აზრი,
როგორც გარშემომყოფი ქალების. ის ეტმასნება მათ და მათ მიერ მოწოდებული
აზრებითა თუ ინფრომაციებით ცხოვრობს. ეს ცუცქიას მიერ საერთაშორისო
ვითარების შესახებ მიწოდებული წინააღმდეგობრივი ცნობებითაც მტკიცდება:
„ კაცელმანმა სთქვა...პეტროვმა დასწერა...ანტანტამ სოფლიო
დაიპყრო...ინგლისი ძლიერად მოკვდა“.
კონტანტინე გამსახურდიას თავის ნაწარმოებში „დიდი იოსები“ საოცრად
აქვს წარმოდგენილი თუ, როგორ შეიძლება ადამიანთა ჯგუფში გაერთიანების
სურვილმა შეცვალოს პიროვნება. ნაწარმოების მთავარი გმირი ერთი უბრალო
და უბორტო კაცი იოსებია, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება პატიოსანი
შრომით ირჩენს თავს, მაგრამ ირგვილ არსებული სიტუაცია მის
ყოველდღიურობას ეწინააღმდეგება და რადგანაც არ სურს მარტო დარჩენა,
იძულებული ხდება ხელი მიჰყოს ფულის გაყალბებას.
ჩემი აზრით, ჩვენს თანამედროვეობაში ეს საკითხი უფრო მძაფრადაა
გავრცელებული, ვიდრე ოდესმე იყო. თითოეული ჩვენგანი ეტმასნება ამა თუ
იმ მოძრაობას და ჰბაძავს მას. მაგალითად, დღესდღეობით თითქმის ყველას
აცვია ის რაც „მოდაშია“, იღებს ერთი და იმავე სტილის ფოტოებს, ათავსებს
სოციალურ ქსელში და ა.შ. სკოლებში ბავშვები დაყოფილნი არიან სოციალური
ფენის, ინტერესების, წარმომავლობისა და სხვადასხვა კატეგორიების
მიხედვით. სწორედ ეს დაყოფა იწვევს ე.წ ბულინგს, რომელსაც ხშირად
ფატალურ შედეგამდე მივყავართ.
ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს იქნება ქალების უფლებების დამცავი,
ანტისახელწმიფოებრივი თუ სხვა , არის ადამიანთა დაჯგუფება , რომლებსაც
საერთო ინტერესი აქვთ და ერთი მიზანი ამოძრავებთ.
ადამიანს ყოველთვის სჭირდება ვინმე გვერდით, ვინც დაამშვიდებს ან
რჩევას მისცემს. ესაა მიზეზი, რის გამოც ისინი მიეკუთვნებიან ამა თუ იმ
ჯგუფს.
ასე რომ, საზოგადოება ადრევე იყო დაყოფილი საერთო აზრის
მატარებელ ცალკეულ ჯგუფებად და იზიარებდა ერთ მოსაზრებას , როგორც ეს
მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „თეთრი საყელო“ დავინახეთ. თუმცა,
გასათვალიწინებელია, რომ ეს პრობლემა დღეს არ აღმოფხვრილა და უფრო
ფართო მასშტაბის ხასიათი აქვს მიცემული.

You might also like