You are on page 1of 2

ბედი ქართლისა – მოკლე შინაარსი – კარი I

“ბედი ქართლისა” ეკუთვნის ნიკოლოზ ბარათაშვილს.იგი თავისი პოემის შესავალ ნაწილში კახელებს
უხდის მადლობას პატარა კახის აღზრდისთვის და მათ მოლხინე სულის მქონეებს უწოდებს.

პოემის პირველი კარი იწყება ერეკლე მეფის ვედრებით. იგი მიმართავს უფალს და სთხოვს
დახმარებას, რათა გაუმკლავდეს მრავალრიცხოვან მტერს.იგი ევედრება ღმერთს,რომ კვლავ
გააბრწყინოს საქართველო.ასე მხურვალედ ლოცულობდა ერეკლე.მეფის ცრემლები დიდი
მსხვერპლია.ბატონს თავისი ჯარი კრწანისის ველზე დაებანაკებინა და სპარსებთან საომრად
ემზადებოდა.პატარა კახი აღა-მაჰმად-ხანთან აპირებდა შებმას.

ამ დროს სამხრეთით გამოჩნდა მტერი.უღრუბლო,მზიანი ამინდი იყო და ქართველების გამარჯვებას


გვპირდებოდა.ერეკლემ მამობრივი ხმით გაამხნევა ჯარი და უთხრა, რომ აქ ველზე მათთან ერთად
იბრძოლებდა და გადაწყდებოდა საქართველოს ბედი და უბედობა,ამასთანავე გამოჩნდებოდა, თუ ვინ
არის ერთგული თავისი სამშობლოსი და ვის უფრო უყვარს იგი.

ჯარმა უპასუხა,რომ თვითონ დაუფიქრებლად გასწირავდნენ თავს,ოღონდ მეფე ყოფილიყო


დღეგრძელი და ცოცხალი.

“ჩვენ თუნდ სულ ერთს დღეს დავიხოცებით,


ოღონდ შენ იყავ,მეფევ დღეგრძელი.
მტერი რა მტერი ოდეს ქართველი
ბატონი ირაკლის ნუგეშად ჰხედავდეს
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს”.

წმინდა მეფეს, როგორც მამას შვილმა, ისეთი სიყვარული გამოუჟღავნა ჯარმა.გაისმა დიდი საყვირის
ხმა და მტერთან საბრძოლველად შეიყარა ჯარი.

დაიწყო მძიმე ომი,როგორც მშიერი ლომი ეძგერება ხოლმე მსხვერპლს,ისე ეკვეთნენ ქართველები
სპარსებს და დაღვრილი სისხლი მტკვარს შეუერთდა.ორივე მხარე გაცხარებით იბრძოდა.ქართველებს
სიმამაცეს მატებდა ერეკლეს ღვაწლი.იბრძოდნენ გამალებით,ისე როგორც მათ შეშვენოდათ.

მებრძოლები ბინდმა გაჰყარა და გამარჯვებულები ქართველები დარჩნენ, მაგრამ მეფეს გამარჯვება


აღარ ახარებდა რადგან დიდი იყო მსხვერპლი.მრავალმა ყმაწვილმა გასწირა თავი
სამშობლოსათვის.მათთვის საფლავიც არ არის და მათი თავდადების მოწმე არავინ იქნება.მათი
სახელები ჰაერში გაქრა და ვაჟკაცობა დუმილმა შეცვალა, მაგრამ მათი სახსოვარი ღმერთის განგებით
გადაეცემა შთამომავლობას. ქართლი ჩვენი გმირების ხსენებას აღა-მაჰმად-ხანს დაასწრებს.

მეფემ მეომრებს უბრძანა რომ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და ციხე გაემაგრებინათ რადგან აღა-
მაჰმად-ხანს ძლიერი ჯარი ჰყავდა. ქართველები რომ ციხეში დაუხვდებოდნენ, შეიძლება უკან
დაეხიათ.ყველა დათანხმდა მეფეს.იმღამესვე დაბრუნდნენ ქალაქში.მათი თავშესაფარი ნარიყალას
ზღუდე გახდა.

მეორე დღეს მზიანი დღე გათენდა,მაგრამ სინათლის ნაცვლად თბილისში სიბნელემ დაისადგურა.
აღა-მაჰმად-ხანი მოადგა ციხეს,სადაც სამი დღე-ღამე დაჰყო,მაგრამ ვერაფერი ავნო.სპარსთა
აბობოქრებული მმართველი დაღონდა და უკან დახევას აპირებდა,მაგრამ თბილისის სიმტკიცე მაინც
დაარღვიეს.მოღალატემ გასცა ქართველები. მეფეს გული სიბრაზით აევსო,ყველა ღონე იხმარა მაგრამ
ამაოდ.აღა-მაჰმად-ხანი ქართველების ჯარს მოევლინა.იგი გააფთრებული ეძებდა იმას,ვინც
ქართველთა შორის ჰერანის ტახტის ხელმწიფობას ძალა დააკარგვინა,მაგრამ ერეკლე მეფე უკვე
მთიულეთისკენ მიდიოდა.

You might also like