You are on page 1of 12

ტორნადოების 83 კლასი

ხეივანი

მომხსენებელი: მარიამ კობახიძე


სკოლა: არასახელმწიფო საერო სკოლა
"ალბიონი„
საგანი: გეოგრაფია
რა არის ტორნადო?

ტორნადო (ხშირად მოიხსენიება


როგორც ციკლონი)-ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის
სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების
შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა
ფორმისა და ზომისაა, მაგრამ, ძირიათადად, შესქელებული
საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც
დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის
ღრუბლებს ტოვებს. ტორნადოების უმეტესობას აქვს ქარის
სიჩქარე 110 მილი საათში (177 კმ) და სიგრძით დაახლოებით
80 მეტრია. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს
გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 300
მილს აღწევს საათში (480კმ) და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე
გაივლის 10 000 კმ–ს.
ტორნადოების ხეივნის
მოახლოება
შეიძლება, დაყრუვდე, როდესაც
სეტყვის მოსვლის ძლიერ ხმას ისმენ
სახურავზე, ძლიერი წვიმა ასხამს
ფანჯრებში და პერიოდულად
გაილვებს, რასაც ძლიერი ქუხილი
მოჰყვება.

ადამიანებს, ვისაც ეს ხმა გაუგიათ, ამბობენ, რომ 10 მილიონი ფუტკრის ბზუილის


მსგავსია. სხვების აზრით კი ისეთი ხმაა, თითქოს ოთახში მატარებელმა ჩაიარა.
თუ ოდესმე თქვენც გაიგონებთ ამ ხმას, არასოდეს დაგავიწყდებათ - ეს
ტორნადოს ხმაა კატასტროფამდე.
ტორნადოს დიდი ზარალი
ტორნადოები და ქარიშხლები ბუნებრივი
მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალაა.
ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მოსახლეობას
და დამანგრეველი ეფექტით წყალდიდობებსა და
მიწისძვრებს ედრება. ხაზები, იღუპებიან ცხოველები.
ტორნადოების შედეგად ნადგურდება მინდვრები,
ზიანდება საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი.

მას შემდეგ, რაც ქარბორბალა მიწას შეეხება, შესაძლოა, რამდენიმე წამიდან


რამდენიმე საათის განმავლობაში „იცოცხლოს“. ანადგურებს სახლებსა და
ინფრასტრუქტურას-ხიდებს, გზებს, აიტაცებს მატარებლებს, მანქანებს,
ფესვიანად ამოძირკვავს ხეებს და მდინარეების კალაპოტიდან ამოიღებს მთელ
წყალს. ტორნადოს მიერ დაზარალებულ ადამიანთა უმეტესი ნაწილი მფრინავი
ნამსხვრევებით - სახურავის ნაწილებით, გატეხილი მინით, კარებით, მეტალის
მასალით არის დაშავებული.
გავრცელების
არეალი
„ტორნადოების ხეივანი“ მეტსახელია,
რომელიც შეერთებული შტატების ცენტრალურ
და სამხრეთ დაბლობში მდებარე ტერიტორიას
მიენიჭა, სადაც მუდმივად ყალიბდება
ტორნადოები. ტერმინი „ტორნადოების ხეივანი“
არც გეოგრაფიული და, მითუმეტეს, არც
მეტეოროლიგიურია, ის მედიამ დაამკვიდრა.

ტორნადო ფიქსირდება ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ყველაზე


ძლიერი ტორნადოები აშშ-ს ტერიტორიაზე გვხვდება, მათი რაოდენობა აქ
ყოველწლიურად 1000 აღწევს. ტორნადოს მოქმედება ძლიერია გაშლილ
ადგილებში, სადაც არ გვხვდება ბუნებრივი ბარიერები (მთები).
რატომ ჩნდება ისინი აშშ-ში ხშირად?
ისინი გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე ჩნდება,
თუმცა, შეიძლება, წელიწადის ნებისმიერ დროსაც
ჩამოყალიბდეს - ჩრდილოეთ პოლუსიდან წამოსული
ცივი არქტიკული ჰაერის მასებისა და მექსიკის
ყურიდან წამოსული ტროპიკული ჰაერის ნაკადის
შეხვედრის შედეგად.

ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატწარმომქნელ ისეთ


ფაქტორებს, როგორიცაა ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი (რელიეფი),
გეოგრაფიული განედი (კლიმატური სარტყლები), ჰაერის მასების ცირკულაცია,
ტემპერატურა, რასაც ემატება განსხვავებული ტენიანობისა და წნევის
მაჩვენებლელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში კლიმატწარმომქნელი ერთ-
ერთი უმთავრესი ფაქტორი რელიეფია. ცენტრალური ნაწილი მთლიანად
დაბლობებს უკავია, დასავლეთით და აღმოსავლეთით კი მთებია
ტორნადოს მოახლოების
პროგნოზირება
პროგნოზირების გაუმჯობესებისა და
გამაფრთხილებელი სისტემების გამოყენებამდე,
შეერთებულ შტატებში, წელიწადში, საშუალოდ
გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად მეტი იყო.

მას შემდეგ კი, რაც სარადარო სისტემა გამოიყენეს, ტორნადოების


გაფრთხილების დრო გაიზარდა 1980-იან წლებში ხუთ წუთზე ნაკლებიდან -
საშუალოდ 13 წუთამდე. როდესაც ამინდის პირობები ხელს უწყობს
ტორნადოს ფორმირებას, ეროვნული ამინდის სამსახური იუწყება
მოსალოდნელი ტორნადოს დროის შესახებ და გაიცემა გაფრთხილება.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ტორნადოს შედეგად წელიწადში, საშუალოდ, 60
დაზიანების ხარისხები და ტორნადოს
სიჩქარე
სკალა ქარის
სიჩქარე
(კმ/სთ)
დაზიანების ხარისხი
F0 64-116 მსუბუქი დაზიანება
ტორნადო აზიანებს ხის ტოტებს, საგზაო ნიშნებს, საკვამურეებსა და სატელევიზიო ანძებს. ამ პირობებში
შესაძლებელია დაბერებული ან არაღრმა ფესვების მქონე ხეების წაქცევა.
F1 117-180 ზომიერი დაზიანება
ტორნადოს შეუძლია სახლს გადახადოს სახურავი, დააზიანოს/ამოატრიალოს ე.წ. „მობილური
სახლები“, გადაადგილოს ავტომობილები, ზოგიერთი ხე კი ძირფესვიანად ამოთხაროს და წაიღოს .
F2 181-253 მნიშვნელოვანი დაზიანება
მოსალოდნელია, რომ ტორნადომ სახურავი გადახადოს სახლებს, ჩაამსხვრიოს ფანჯრის მინები, გაანადგუროს ე.წ.
„მობილური სახლები“ და ხის შენობა-ნაგებობები, ძირფესვიანად ამოთხაროს და ჰაერში აიტაცოს დიდი ხეები,
ამოატრიალოს სატვირთო მატარებლის ვაგონები.
ძლიერი
F3 254-332
ტორნადოს შეუძლია სახლს გადახადოს სახურავი, დაანგრიოს საცხოვრებელი სახლის ვერტიკალური კედლების დიდი
ნაწილი, ამოატრიალოს მატარებლები და დიდგაბარიტიანი მანქანები , ძირფესვიანად ამოთხაროს ხეების უმეტესი
ნაწილი, დააზიანოს ლითონის კონსტრუქციები.

F4 333-418 დამანგრეველი
დიდი ალბათობით, ტორნადო ჰაერში აიტაცებს მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა-ნაგებობებს, დაანგრევს მყარად
აშენენებული სახლებს კარკასებს, დააზიანებს მაღალ შენობებს, დიდ მანძილზე გადაისვრის ავტომობილებსა და
მატარებლებს.
F5 419 და გამანადგურებელი
ტორნადოს შეუძლია მყარად აშენებული სახლი აიტაცოს ჰაერში და დატოვოს მხოლოდ ფუნდამენტი , გაანადგუროს
მეტი ასფალტის საფარი, გადაადგილობს დიდგაბარიტიანი მანქანები დიდ მანძილზე (100 მეტრი და მეტი ), დიდი ზიანი
მიაყენოს ცათამბრჯენებსა და რკინა-ბეტონის შენობა-ნაგებობებს.
კატრინა
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე „საბედისწერო"
ტორნადო იყო ქარიშხალი „კატრინა“, რომელიც 2005
წლის 27-29 აგვისტოს დაატყდა თავს აშშ-ს სამხრეთ
შტატებს. როდესაც ის სანაპირო ზოლს მიუახლოვდა,
ექსპერტებმა ყველაზე მაღალი ქულა მიანიჭეს მას..

ქარიშხალი „კატრინას“ დროს ქარის სიჩქარე საათში 220-


280 კილომეტრი იყო. მან 80 პროცენტით გაანადგურა
ქალაქი ნიუ-ორლეანი და დაახლოებით 2,000 ადამიანის
სიცოცხლე იმსხვერპლა; ეკონომიკურმა ზარალმა კი 125
მილიარდი დოლარი შეადგინა.
უსაფრთხოების წესები
ტორნადოები შეიძლება სასიკვდილო იყოს, თუმცა არსებობს ნაბიჯები , რომელთა
გადადგმით მოსალოდნელი დაზიანების რისკი მცირდება. გახსოვდეთ , რომ მიუხედავად
იმისა, რომ ტორნადოები, უმეტესად, გარკვეულ ადგილებში ვრცელდება, ისინი , შეიძლება ,
მოულოდნელად ბევრ სხვა ადგილას გამოჩნდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რამდენიმე
საკითხი:
 საკვების, წყლის, მედიკამენტების, ბატარეების, ფანრების, მნიშვნელოვანი დოკუმენტების,
საგზაო რუკებისა და საწვავის მომარაგება;
 მოერიდეთ ავტომობილებსა და მობილურ სახლებს, რომლებიც თითქმის არ იცავენ
ტორნადოებისგან. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ტორნადოს დროს ძლიერი მიწისქვეშა
თავშესაფარია;
 მეორე უსაფრთხო ადგილი გახლავთ სარდაფი. ტორნადოს დროს დაზიანებები , უმეტესად ,
გამოწვეულია მფრინავი საგნებისგან, როგორიცაა: ავეჯი, მინის ჭურჭელი. თუ შენობას
სარდაფი არ აქვს, მაშინ შიდა ოთახით, კორიდორით, ან სახლის ყველაზე ცენტრალური
ადგილით ისარგებლეთ. შეძვერით ავეჯის ქვეშ ან ზემოდან ლეიბები დაიფარეთ . წინათ
ადამიანები თვლიდნენ, რომ ტორნადოს დროს სახლი „ფეთქდებოდა“, ამიტომ ფანჯრები
ღია მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რათა ჰაერის წნევა გათანაბრებულიყო სახლის
შიგნით და გარეთ. თუმცა ღია ფანჯრები ნამდვილად არ არის რეკომენდებული;
 იმის გამო, რომ ტორნადოზე სრული ინფორმაცია არ არსებობს, შესაბამისად, თავდაცვის
მექანიზმებიც არასრულყოფილია.
პრევენციული ღონისძიებები
 
 მიწის გამოყენების შეზღუდვა ხშირი ქარიშხლებისა და ტორნადოების ადგილებში .
 საშიში სამრეწველო ობიექტების განთავსების შეზღუდვა;
 ზოგიერთი მოძველებული ან მყიფე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;
 სასამრეწველო, საცხოვრებელი და სხვა შენობა-ნაგებობების გაძლიერება;
 საინჟინრო და ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ძლიერი ქარის დროს საშიში მრეწველობის
რისკის შესამცირებლად, მათ შორის აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებებით საწყობებისა
და აღჭურვილობის მდგრადობისა და სტაბილურობის გაზრდა;
 მატერიალური და ტექნიკური რეზერვების შექმნა; მოსახლეობისა და სამაშველო
პერსონალის ტრენინგი.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like