You are on page 1of 26

რასამთავრებო ორგანიზაცია ტრეფიკინგთან

ბრძოლაში

End Human
Trafficking
( EHT)

შემსრულებელი: მარიამ კობახიძე


საგნის ხელმძღვანელი: თამთა გურაშვილ
საგანი: მოქალაქეობა
კლასი: 93
სკოლა: ალბიონი
სარჩევი:
ტრეფიკინგი;
ტრეფიკინგის პროცესის სამი ძირითადი სტადია;
ადამიანით ვაჭრობასა და ადამიანის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას შორის განსხვავებები;
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) სამი ელემენტით დაყოფა;
პირის ექსპლუატაციის გარკვეული გარემოებები;
ტრეფიკინგის (თანამედროვე მონობის) გამომწვევი მიზეზები;
ტრეფიკინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი;
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლის ამოსაცნობი ზოგადი ინდიკატორები;
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის საჭიროებები;
საკონსულოს როლი ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებულ საქმეებში;
რეფერალური დახმარების განსხვავებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და მოქალაქეობის
სახელმწიფოში;
რეფერალური დახმარების განსხვავებები ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და მოქალაქეობის
სახელმწიფოში;
მსხვერპლის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ გასაუბრება სპეციალისტთან;
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები
საქართველოში;
რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის, რომ თავიდან აიცილოთ ტრეფიკინგი.
ტრეფიკინგ

ტრეფიკინგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულებრივი
ინდუსტრიაა, რომელიც მილიონობით ადამიანს ართმევს თავისუფლებას . ის
მონობის თანამედროვე ფორმადაა მიჩნეული რომელიც მსხვერპლს დიდ
სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს.

ზიანი ხშირად იმდენად მძიმეა, რომ


სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ
ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი
ჯანმრთელობის სრულად აღდგენა.
ტრეფიკინგის დანაშაულს რამდენიმე ეტაპი
გააჩნია.
ტრეფიკინგის პროცესი შეიძლება დავყოთ სამ
ძირითად სტადიად:

გადმობირება ექსპლუატაცია

მოტყუებით, შანტაჟით და სხვა იძულებითი შრომა,


სახის მუქარის გამოყენების თანამედროვე მონობა,
საშუალებით ტრანსპორტირება ორგანოებით ვაჭრობა და
ა.შ.
ქვეყნის შიგნით ან მის
საზღვრებს გარეთ
ადამიანით ვაჭრობასა და ადამიანის საზღვარზე
უკანონოდ გადაყვანას შორის განსხვავებები

ადამიანიით ვაჭრობა: საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა:

 კანონიერად ან უკანონოდ  არაკანონიერად საზღვრის


საზღვრის კვეთა; კვეთა;
 განმეორებადი ექსპლოატაცია;  ადამიანური რესურსის  არაკანონიერი
 გამოყენებით სარგებლის (ფალსიფიცირებული ან
შეზღუდული
მიღება; მოპარული) დოკუმენტები;
მოძრაობა/კონტროლი;  დანაშაულებრივი ჯგუფის
 პროდუქტი: ადამიანი;  ქმედება ნებაყოფლობითი;
მონაწილეობა.  პროდუქტი: მომსახურება,
 დანაშაული ადამიანის
წინააღმდეგ. მოძრაობა;
 დანაშაული სახელმწიფოს
წინააღმდეგ.
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
შემდეგი სამი ელემენტისაგან შედგება

ქმედება მიზანი
საშუალე
ბა
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) შემდეგი
სამი ელემენტისაგან შედგება

ქმედება: ექსპლოატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანა,


ტრანსპორტირება, გადაცემა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება;

საშუალება: მუქარის ან ძალის, ან იძულების სხვა ფორმების


გამოყენებით, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების
ბოროტად გამოყენების ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის, ან
საზღაურისა თუ სარგებლის მიცემისა თუ მიღების გზით, რომელთა
მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს
კონტროლს სხვა პირზე;

მიზანი: ექსპლოატაცია. ექსპლოატაცია, ყველაზე შეზღუდული


განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლოატაციას პროსტიტუციის
მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით
შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში
ჩაყენებას ან ორგანოების ამოცლას;
პირის ექსპლუატაციის დასადგენად საკმარისია
არსებობდეს შემდეგი გარემოებებიდან თუნდაც ერთი:

 დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა


ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა;
 მსხვერპლთათვის პირადობის დამადასტურებელი საბუთების ჩამორთმევა;
 შრომის ან მომსახურების იძულებით გაწევა;
 მოტყუება ან ნდობის ბოროტად გამოყენება;
 თავისუფლად გადაადგილებისა და ინფორმაციის მიღების შეზღუდვა;
 სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა;
 სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის იძულებით ანდა მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან
სხვაგვარი გამოყენება;
 მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, როდესაც
ადამიანი არაადეკვატური ანაზღაურებით, ან მის გარეშე სხვა პირის სასარგებლოდ
ასრულებს სამუშაოს ან ეწევა სხვა სახის მომსახურებას.
ტრეფიკინგის (თანამედროვე მონობის)
გამომწვევი მიზეზები

არსებობენ ე.წ. ტრეფიკინგის მამოძრავებელი (ზეწოლის და გადარჩენის)


ფაქტორები, რომლებიც სამყაროში თანამედროვე მონობის გამომწვევ
მიზეზებად ითვლებიან.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მომგებიანი, დაბალი რისკის მქონე


ქმედება, რომელიც დაფუძნებულია მოთხოვნასა და მიწოდებაზე.

კრიმინალური დაჯგუფებები ან პირები ზემოქმედებას ახდენენ მოწყვლად


პირებზე, რომლებსაც სურთ უკეთესი საცხოვრებელი პირობები საკუთარ ან
უცხო ქვეყანაში. ტრეფიკინგის მამოძრავებელი ფაქტორი ძალიან ბევრია.
ცხრილში მოყვანილია შემდეგი ფაქტორების კლასიფიკაცია

ზეწოლის ფაქტორები გადარჩენის ფაქტორები

სიღარიბე დასაქმებისა და მაღალი შემოსავლის მიღების


მოლოდინი
ეკონომიკური სიდუხჭირე და ეკონომიკური გაუმჯობესებული სოციალური სტატუსი და
უთანასწორობა მოპყრობა
მატერიალურ შემოსავლებზე წვდომა, რომელიც,
სათანადო განათლების უქონლობა ძირითადად, „დასავლეთთან“ ასოცირდება
მოთხოვნები იაფ მუშახელსზე, ფულად
კვალიფიკაციის ნაკლებობა ანაზღაურებაზე, ადამიანის ორგანოებზე და ა.შ.
ოჯახში არსებული კონფლიქტები, ემოციური
და ფიზიკური ძალადობა
ეკონომიკური დისბალანსი მდიდარ და
ღარიბ სახელმწიფოებს შორის

სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური


არასტაბილურობა, კონფლიქტები და
კორუფცია
ტრეფიკინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი
ადამიანი

51 % 21 %

20 % 8%
 ქალებისა და გოგონების ტრეფიკინგის ძირითადი მიზანია
ქორწინება ან სექსუალური მონობა.
 კაცებისა და ბიჭების ტრეფიკინგის ძირითადი მიზანი კი
იძულებითი შრომაა. მაგალითად, სამთომომპოვებელ სექტორში,
მტვირთავებად, ჯარისკაცებად და მონებად მათი გამოყენება.

მსოფლიოს მასშტაბით, მსხვეპლთა 28% ბავშვია, თუმცა სუბსაჰარის რეგიონში ეს


მაჩვენებელი 62%-ია, ხოლო ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში – 64%.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო
მსხვერპლის ამოსაცნობი ზოგადი ინდიკატორები:
აქვს ყალბი სამგზავრო ან/და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი;
ასახელებს მხოლოდ სახელს, და არა გვარს;
იმყოფება თანმხლებ პირთან ერთად, რომელიც მას აკონტროლებს ;
თანმხლები პირი საუბრობს ან პასუხობს კითხვებს პირის ნაცვლად;
პირის/ჯგუფის სამგზავრო დოკუმენტი/დოკუმენტები თავმოყრილია თანმხლები პირის
ხელში;
ვერ საუბრობს სამგზავრო დოკუმენტის გამცემი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე ან იმ ქვეყანაში
გავრცელებულ რომელიმე ენაზე;
მიმართვის შემთხვევაში პირი თავს არიდებს კითხვაზე პასუხის გაცემას , ან იძლევა კითხვის შეუსაბამო
პასუხს;
ფლობს სრულ ინფორმაციას მის ხელთ არსებული დოკუმენტების შესახებ, მაგრამ არ /ვერ გადმოსცემს
მათ შინაარსს;
არ გააჩნია ნაღდი ფული ან გადახდის რაიმე სხვა საშუალება (მაგ., საბანკო ბარათი );
გადაადგილდება ჯგუფთან ერთად, თუმცა ამბობს, რომ მგზავრობს მარტო;
აქვს ფიზიკური დაზიანება, ზეწოლისა და დაღლილობის ნიშნები ;
მისი ტანსაცმელი გაცვეთილია ან ჭუჭყიანი, გამოიყურება არაჰიგიენურად ;
გადაადგილებისას აქვს ცოტა ნივთი, ან აქვს მგზავრობისთვის შეუსაბამო ნივთები ;
არ არის სეზონის შესაბამისად ჩაცმული.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლის საჭიროებები

საჭიროებს დახმარებასა და მხარდაჭერას;

საჭიროებს დაუყოვნებლივ დახმარებას, ვინაიდან შესაძლოა,


ჰქონდეს გადაუდებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები;

შესაძლოა, იტანჯებოდეს მძიმე დანაშაულის შედეგით და იდგეს


საფრთხის წინაშე. გარკვეული პროცედურების ჩატარება და
მომზადება საჭიროა როგორც მსხვერპლისათვის, ისე მასთან
მომუშავე პერსონალისათვის.
საკონსულოს როლი ადამიანით ვაჭრობასთან
(ტრეფიკინგთან) დაკავშირებულ საქმეებში

საკონსულო თანამდებობის პირებს აკისრიათ მნიშვნელოვანი როლი ტრეფიკინგის


წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით პრევენციული ღონისძიებების გატარებასა
და მსხვერპლისათვის/სავარაუდო მსხვერპლისათვის დახმარების აღმოჩენაში ,
ვინაიდან სწორედ მათ შეიძლება ჰქონდეთ პირველი კონტაქტი ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთან.

საკონსულო თანამდებობის პირის ვალდებულებები ადამიანით ვაჭრობის


(ტრეფიკინგის) მსხვერპლის დაცვის კუთხით გათვალისწინებულია როგორც 1963
წლის ვენის კონვენციით „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ (შემდგომში – ვენის
კონვენცია), ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. კერძოდ, ვენის
კონვენცია, რომელიც მრავალმხრივი ხელშეკრულებაა, ზოგადად განსაზღვრავს
საკონსულო დაწესებულებისა და საკონსულო თანამდებობის პირთა ფუნქციებს.
კონსულმაკანონმდებლობის შესაბამისად უნდა განახორციელოს
შემდეგი ქმედებები:

პოტენციური მსხვერპლის დადგენა (სავიზო


განაცხადის განხილვის დროს, დახმარების
თხოვნის მიღებისას და ა.შ.).

ტრეფიკინგი
ს პრევენცია:
ინფორმაცია მიაწოდოს და კონსულტაცია
გაუწიოს მსხვერპლს, არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც
ადგილსამყოფელ, ასევე წარმდგენ
სახელმწიფოში.
კონსულმაკანონმდებლობის შესაბამისად უნდა განახორციელოს
შემდეგი ქმედებები:

დახმარება გაუწიოს ტრეფიკინგის მსხვერპლს


(სამგზავრო დოკუმენტების გაცემა და
სხვა დახმარება).
ტრეფიკინგის
მსხვერპლთა
დაცვა მსხვერპლი გადაამისამართოს
სპეციალიზებულ
მომსახურების მიმწოდებელთან (სოციალური,
სამედიცინო, სამართლებრივი და სხვა სახის
დახ-
მარებისთვის).
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს საკონსულო
თანამდებობის პირმა უნდა გაუწიოს საკონსულო მომსახურება
რომელიც მოიცავს შემდეგ საქმიანობას:

პირის იდენტიფიცირებას;

უსაფრთხო დაბრუნებაში დახმარებას;

სხვა სახის ცნობებისა და დოკუმენტების გაცემას;

თარჯიმნის მომსახურებას;

სამგზავრო დოკუმენტის/პასპორტის გაცემას;

სამართლებრივ დაცვას;

ადგილსამყოფელი ქვეყნის რეფერალურ ორგანოებთან დაკავშირებაში


დახმარებას;
საჭიროების შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავი
ორგანოებისათვის შეტყობინებას.
კონსულმაკანონმდებლობის შესაბამისად უნდა განახორციელოს
შემდეგი ქმედებები:

მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში, ინფორმა-


ცია გაუზიაროს სამართალდამცავ ორგანოებს
და მსხვერპლს დახმარება გაუწიოს სამართალ-
წარმოების დროს.
ტრეფიკიორების
გამოძიების პროცესში როგორც ადგილსამყო-
წინააღმდეგ ფელი ქვეყნის, ასევე საქართველოს სამართალ-
გამოძიება დამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა პირა-
დად ან პოლიციის ატაშეს დახმარებით

გახსოვდეთ: მსხვერპლს უნდა აუხსნათ სა-


მართალწარმოების სამართლებრივი
შედეგები
მისთვის გასაგებ ენაზე.
რეფერალური დახმარების განსხვავებები ადგილსამყოფელ
სახელმწიფოსა და მოქალაქეობის სახელმწიფოში

რეფერალური ადგილსამყოფელ მოქალაქეობის


დახმარების ფორმა სახელმწიფოში სახელმწიფოში
სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური,
რეაბილიტაცია სოციალური, სამართლებრივი, სოციალური,
თავშესაფარი. სამართლებრივი.
დროებითი ან მუდმივი
ბინადრობის მოწმობა, ბინადრობის წვრთნა, ოჯახის მხარდაჭერა,
რეინტეგრაცია მოწმობა, სწავლება შვებულების მიკრობიზნესი.
პერიოდში.
აეროპორტში მომსახურების
უსაფრთხო დახმარების გაწევა გაწევა, ტრანსპორტირება
დაბრუნება გამგზავრების კუთხით. საბოლოო დანიშნულების
ადგილამდე.

სხვა ფული (უპირობო) თავშესაფარი


მსხვერპლის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ
გასაუბრება სპეციალისტთან

გახსოვდეთ, რომ მსხვერპლისათვის უმნიშვნელოვანესი


გარემოებებია:
 უსაფრთხოება – საკუთარი და მათი ოჯახის ან ახლობლების პირადი უსაფრთხოება;
 სტატუსი - რომელიც ენიჭება მსხვერპლს იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა მისი იდენტიფიცირება
(კანონიერი, უკანონო მიგრანტი, მსხვერპლი ან სხვ.);
 კონფიდეციალურობა– შიში, რომ საზოგადოება ან მედია მას დაღს დაასვამს, ოჯახური
გარემოებების გათვალისწინებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექსუალური
ექსპლოატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევაში;
 შიში - ტრეფიკიორების მხრიდან ძალადობა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის
დროს ტრეფიკიორის წინაშე ჩვენების მიცემა;
 ხელახლა ტრავმირება – გადატანილი ძალადობის გახსენებისას.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები საქართველოში

„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი


განსაზღვრავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს, რაც
ქმნის იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის
გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ
სისხლისსამართ ლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების
უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
ორგანოებია

:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
 საქართველოს პროკურატურა;
 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი;
 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებები;
 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების
განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო.
რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის, რომ თავიდან
აიცილოთ ტრეფიკინგი
ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და
დასვენებასთან დაკავშირებით.

ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი


პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება


კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.

ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას;

წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია.


მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ,


რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის
საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.
გმადლობთ
ყურადღებისთვი

You might also like