You are on page 1of 5

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი

ავტორი: მარიამ კობახიძე


ბიოგრაფია
 დ. 14 სექტემბერი, 1769, ბერლინი — გ. 6 მაისი, 1859, ბერლინი) — 
გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური. ბერლინის
მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1800), პეტერბურგის მეცნიერებათა
აკადემიის საპატიო წევრი (1818).
დაიბადა საქსონიის კურფიურსტის კარისკაცის ოჯახში. ვ. ჰუმბოლდტის
 ძმა. 1787-1792 სწავლობდა ბუნებისმეტყველებას, ეკონომიურ
მეცნიერებებს, სამართალსა და სამთო საქმეს ოდერის ფრანკფურტისა
 და გეტინგენის უნივერსიტეტებში, ჰამბურგის სავაჭრო და
ფრაიბერგის სამთო აკადემიებში. 1790 იოჰან ფორსტერთან ერთად
იმოგზაურა საფრანგეთში, ნიდერლანდსა და ინგლისში. 1793 წელს
 გამოქვეყნდა ჰუმბოლდტის ბოტანიკური-ფიზიოლოგიური გამოკვლევა
„ფრაიბერგის მიწისქვეშა ფლორა“. 
ჰუმბოლდტის სახელი ეწოდება მთელ რიგ გეოგრაფიულ
ობიექტებს, მათ შორის ქედებს ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ
ამერიკაში, მთას კუნძულ ახალ კალედონიაში, მყინვარს
ჩრდილოეთ და დასავლეთ გრენლანდიაში, მდინარესა და
რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აშშ-ში, რამდენიმე მცენარეს,
მინერალსა და კრატერს მთვარეზე. ძმების ალექსანდერ და
ვილჰელმ ჰუმბოლდტების სახელს ატარებს 
ბერლინის უნივერსიტეტი.
მოგზაურობა
ბონპლანთან ერთად იმოგზაურა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში,
საიდანაც ჩამოიტანა მდიდარი კოლექცია, რომელსაც ამუშავებდა პარიზში 20
წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 1807-1834 გამოვიდა ჰუმბოლდტის 30-
ტომიანი „მოგზაურობა ახალი ქვეყნის ბუნიობის მხარეში 1799-1804 წლებში“. 
1827 წელს ჰუმბოლდტი პარიზიდან გადავიდა ბერლინში, სადაც ასრულებდა
პრუსიის მეფის კამერჰერისა და მრჩევლის მოვალეობას.
1829 ჰუმბოლდტმა იმოგზაურა რუსეთში. აზიის ბუნების საკითხებს მიუძღვნა
შრომები: „ფრაგმენტები აზიის გეოლოგიიდან და კლიმატოლოგიიდან“ და
„ცენტრალური აზია“. ჰუმბოლდტის მეცნიერული შეხედულებანი დედამიწისა და
სამყაროს ბუნების შესახებ გადმოცემულია მონუმენტურ შრომაში „კოსმოსი“ (ტ.
1-5, 1845-1862)
ჰუმბოლდტის შეხედულებანი დაედო საფუძვლად ზოგად ფიზიკურ
გეოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობას, აგრეთვე მცენარეთა გეოგრაფიასა
და კლიმატოლოგიას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იმდენად ფართო
იყო, რომ თანამედროვენი მას „XIX საუკუნის არისტოტელეს“ უწოდებდნენ.
ჰუმბოლდტი იყო ჰუმანიზმის დამცველი, იგი გამოდიოდა რასებისა და
ხალხების უთანასწორობისა და დამპყრობლური ომების წინააღმდეგ.
ფონ ჰუმბოლდტი პარიზში გაემგზავრა 1804 წელს და მის საველე სწავლებაზე ოცდაათი ტომი დაწერა.
მისი ექსპედიციების დროს ამერიკასა და ევროპაში, მან ჩაწერა მაგნიტური დეკლარაცია . ის 23 წლის
განმავლობაში საფრანგეთში დარჩა და ხვდებოდა ბევრ ცნობილ მოგზაურს.
ფონ ჰუმბოლდტმა მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარა. 1827წელს ის ბერლინში
დაბრუნდა.
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი

 ბერლინის ოთხ უნივერსიტეტთაგან უძველესი. დაარსდა 1809 წლის 16


აგვისტოს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ინიციატივით. 1828 წელს მიიღო
"ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის" სახელწოდება პრუსიის მეფის 
ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის პატივსაცემად, რომლის მეფობის პერიოდშიც
დაარსდა უნივერსიტეტი. 1949 წლიდან ჰუმბოლდტის სახელი ჰქვია.
სწავლება უნივერსიტეტში 1810 წელს დაიწყო და მასში 256 სტუდენტი
ირიცხებოდა (2003 წელს აქ 37 145 სტუდენტი იყო, მათ შორის 4 662
უცხოელი). XIX საუკუნეში უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული
კვლევითი ცენტრი გახდა. მის რექტორებად სხვადასხვა დროს იყვნენ 
იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰეგელი, 
ფრიდრიხ შლეიერმახერი, კარლ ვეიერშტრასი, თეოდორ მომზენი, 
რუდოლფ ვირხოვი, მაქს პლანკი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like