You are on page 1of 9

ადამიანის მავნე ჩვევა

73 კლასი
(აზარტული თმაშები)

 აზარტული თამაშების ისტორია


 თამაშის სახეობები
 აზარტული თამაშების სტატისტიკა ( მოსახლეობის
აზრი)
 აზარტული თამაშების გავრცელების არეალი
საქართველოში
 აზარტული თამაშების შესახებ გავრცელებული
სიცრუე
 აზარტული თამაშების კანომდებლობა
 როგორ დავამარცხოთ აზარტი ავტორი: მარიამ
კობახიძე
აზარტული თამაშების ისტორია
აზარტულ თამაშებს, საქართველოში არც თუ ისე მცირე ხნის ისტორია
გააჩნია. როგორც ცნობილია, მისით გატაცებული ყოფილა ქართული
მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი-აკაკი
წერეთელი. სხვადასხვა წყაროებიდან ვარკვევთ, რომ 19-ე საუკუნეში
საქართველოშიც იყო გარკვეული ტიპის სათამაშო დაწესებულება,
რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ქართული ელიტის
წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის დროს, მის შემავალ ქვეყნებში
აიკრძალა აზარტული თამაშები, მხოლოდ ლატარეა იყო დაშვებული. 

 აკრძალვა საქართველოზეც გავრცელდა. 1992 წლიდან ჩვენს ქვეყანაში იყო მცდელობა აზარტული
თამაშების კანონით რეგულირებისა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახდა.
საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა სამორინეების,
სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი, რასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება
მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ასეთი დაწესებულებები მომხმარებელთა სიმცირეს არ
განიცდის, პირიქით, ხშირად ვიხილავთ ახალგაზრდებით გადავსებულ კაზინოებს, სადაც სხვადასხვა
სახის სათამაშო მაგიდებთან ქალებსაც შევნიშნავთ. პირველი, თანამედროვე გაგებით, კაზინო
გაიხსანა 1765 წელს პარიზში.  კაზინოს გახსნაზე ნებართვა გასცა საფრანგეთის პირველმა
მინისტრმა, კარდინალმა.
თამაშის სახეობები
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში პოკერი,
რომელიც 500 წელია არსებობს როგორც თამაში. არსებობს პოკერის
განსხვავებული სახეობები, მაგრამ ყველა სახის პოკერის თამაშისას აუცილებელია
მოიგო ფსონები რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით.პოკერის წესების
და მისი სახელწოდებასთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს კამათი, რადგან
არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თამაშის
სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან pochen, რაც კაკუნს ნიშნავს.
ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით,
პოკერი წარმოიშვა სპარსული თამაში „ას ნას”-გან, მაგრამ ამ ვერსიას ძალიან
ცოტა ეთანხმება, ვინაიდან მისი გერმანულისგან წარმოშობის ვერსია უფრო
დამაჯერებლად ჟღერს. ეს თამაში გერმანიიდან საფრანგეთში გავრცელდა, სადაც
მას „პოკუე” უწოდეს. საფრანგეთიდან ამერიკაში გადასახლებულმა ადამიანებმა
ეს თამაში იქაც პოპულარული გახადეს და ამიტომ ნიუ ორლეანის შტატი ითვლება
პოკერის დაბადების ადგილად. მას ადრე ძირითადად კოვბოები, მძარცველები და
მატყუარები თამაშობდნენ, რამაც პოკერის სახელის გატეხვა გამოიწვია და ამიტომ
მისი თამაში დიდხანს იკრძალებოდა. 1970 წელს პოკერის თამაშში ჩატარებულმა
მსოფლიო ჩემპიონატმა მას ისევ დაუბრუნა ძველი პოპულარობა. ადამიანები
მიხვდნენ, რომ მისი თამაში არა მხოლოდ იღბალზე და სიცრუეზე იყო
დამყარებული, არამედ მას გამოცდილება და ჭკუაც სჭირდებოდა. სრული ანშლაგი
გამოიწვია “ონლაინ” პოკერის გამოჩენამ ინტერნეტ სივრცეში, ვინაიდან
გამოუცდელ მოთამაშეებს მინიმალური ფსონითაც შეეძლოთ თამაშის დაწყება.
აზარტული თმაშების სტატისტიკა
აზარტული თამაშების გავრცელების არეალი საქართველოში

საქართველოში სათამაშო ბიზნესი 2005 წლიდან რეგულირდება


კანონმდებლობით. მანამდე არსებობდა რამდენიმე ბრძანებულება, თუმცა
კონკრეტული მარეგულირებელი წესები არ არსებობდა. დღესდღეობით, სათამაშო
ბიზნესს სამი კანონი აწესრიგებს, ესენია: საქართველოს კანონი „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ”, „სლიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ” და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”.
ყველა სახის აზარტულ და მომგებიან თამაშს, რომელიც საქართველოს
ტერიტორიაზე ტარდება, „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ” კანონის
შესსაბამისად, სჭირდება ნებართვა. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან
სანებართვო პირობების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ
ჯარიმას, რომელიც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთათვის
განისაზღვრება 7000 ლარით, ტოტალიზატორებისთვის 2000 ლარით, ხოლო
სათამაშო აპარატების სალონის მფლობელთათვის 10 000 ლარით. რაც შეეხება
აზარტული თამაშობების ნებართვებს, ის გაიცემა ერთი წლის ვადით სამორინეებზე
და 5 წლის ვადით სათამაშო აპარატების სალონის მფლობელზე. აღსანიშნავია, რ
ომ გასართობი დაწესებულებები ნებართვის ასაღებად სოლიდურ თანხას, ხუთ
მილიონ ლარს უხდიან სახელმწიფოს წლიურად თბილისში. თუმცა, როგორც ერთ-
ერთმა სათამაშო დაწესებულების თანამშრომელმა პირისპირ საუბრისას აღნიშნა,
მათი შემოსავალი იმდენად დიდია, რომ აღნიშნული თანხები გავლენას ვერ
ახდენენ მათ წლიურ ბალანსზე.
აზარტული თამაშების შესახებ გავრცელებული სიცრუე

უთხარი არა !!!


ქართული ონლაინ კაზინოები
აზარტულ თამაშებს!!!
ქართველ მოთამაშეებს უკვე აქვთ საშუალება ისიამოვნონ რეალური კაზინოს თამაშებით სახლის
კომფორტული გარემოდან. თუმცა სწორი არჩევანის გაკეთება ქართული ონლაინ აზარტული
თამაშების ბაზარზე შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ
მოთამაშეებზე ორიენტირებულია ბევრი საქართველოს კაზინო თამაშები, ძნელია სწორი არჩევანის
გაკეთება. მაგრამ მოთამაშეებისთის არსებობს რამდენიმე გზა იმისა, თუ როგორ უნდა გააკეთონ
სწორი არჩევანი ქართული ონლაინ კაზინოსი.
იმისათვის, რომ ვიპოვოთ სანდო და უსაფრთხო ქართული ონლაინ კაზინო ყურადღება უნდა
მივაქციოთ ბევრ დეტალს მათ შორის თამაშების ჩამონათვალს. სტანდარტული თამაშების
ჩამონათვალში უნდა იყოს პოკერები, ვიდეო პოკერები, სლოტსი, ბლექჯეკი და ა.შ.
ქართული კაზინოები სთავაზობენ ადვილ და სანდო
დეპოზიტის მეთოდებს თავიანთ მოთამაშეებს. აუცილებელია
კაზინოს დეპოზიტი მეთოდების გულისყურით შესწავლა
დარეგისტრირებამდე და პირველი დეპოზიტის
გაკეთებამდე.
აზარტული თამაშების კანომდებლობა
კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და
ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სათამაშო მაგიდა, ამათგან ერთი უნდა
იყოს სათამაშო ბორბალი, იგივე რულეტი. თითოეულ სათამაშო მაგიდაზე
სამორინე კვარტალურად იხდის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს 15 000
ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით. სათამაშო აპარატებისთვის ეს თანხა
განისაზღვრება 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით.კონკრეტულად,
ელექტრო რულეტზე, რომელთანაც კრუპიე არ დგას მოსაკრებელი არის 3000
ლრი. თითოეული სათამაშო აპარატში პროგრამულად უზრუნველყოფილია,
რომ გასცეს 75% მოგებისა. დანარჩენი 25% არის აზარტული დაწესებულების
შემოსავალი. სათამაშო აპარატებზე სხვადასხვა ფსონი არის დაწესებული და
მოთამაშეს ერთი ლარიდანაც შეუძლია დაიწყოს თამაში. გარდა ამისა,
სათამაშო აპარატს გააჩნია მრიცხველი სადაც ფიქსირდება თუ რამდენი
მოგება გასცა აპარატმა ან რამდენი თანხა წააგო მოთამაშემ. შესაბამისად,
სხვაობა გაცემულ თანხასა და მოგებულ თანხას შორის არის მაჩვენებელი რაც
სალონს მოგების სახით დარჩა. ამ თანხიდან მეპატრონე იხდის მოგების
გადასახადს, იმის პროპორციულად თუ რა ღირს ქულა კონკრეტულ აპარატზე.
მაგრამ არაკეთილსინდისიერმა მეპატრონემ შეიძლება გაანულოს აპარატი,
ანუ მრიცხველის მონაცემები წაშალოს, რაც გადასახადების დამალვის ერთ-
ერთი გზაა. რაც შეეხება მოგების გაცემის წესს, აზარტული თამაშების
დაწესებულება 1 00%-ით უნაღდებს ფიზიკურ პირს მოგებულ ფსონებს და
საგადასახადო ორგანოსთან, 2010 წლის 1 აპრილიდან შემოსავლების
როგორ დავამარცხოთ აზარტი

აზარტომანია დაავადებაა. ვალი, ლომბარდში


ჩადებული სახლი, მანქანა, ნივთები,  თამაშში
დაკარგული წლები, სუიციდი - ეს აზარტულ
თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების
ყოველდღიურობაა. მიუხედავად ამისა,
ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის
რეგულირებაზე ამ დრომდე არ უფიქრია.
ქვეყანაში ასევე არ არსებობს სახელმწიფო
პროგრამა, რომელიც აზარტულ თამაშებზე
დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსოციალურ
დახმარებას შესთავაზებს. „ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა. ამ სენის გამო
უამრავი ადამიანი იკლავს თავს! საქართველოში არსებული
საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახელობას, არამედ
ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშებში.
გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა.
კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ .ერთად
ვებრძოლოთ აზარტულ თამაშებს !!!.
გმადლობთ

ყურადღებისთვის

You might also like