You are on page 1of 18

ევთანაზია-ეთიკური, რელიგიური და სამართლებრივი ასპექტები 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-3 კურსი 

ავტორები: ლელა მახოხაშვილი, თეონა ყრუაშვილი 

ხელმძღვანელი: ამირან ბერძენიშვილი 

თბილისი, 2017 

1
ევთანაზია-ეთიკური, რელიგიური და სამართლებრივი ასპექტები 

შესავალი 3
აბსტრაქტი 3
აქტუალურობა 6
კონცეპტუალიზაცია 7
კანონმდებლობა​- ​ქვეყნების​ ​გამოცდილება 8
საქართველოს​ ​კანონმდებლობა 12
რელიგია​ ​და​ ​ევთანაზია 14
მეთოდოლოგია​: 15
ექსპერტთა​ ​გამოკითხვა​: 15
სიღრმისეული​ ​ინტერვიუ​: 16
დისკურსის​ ​ანალიზი​: 17
დასკვნა 18
გამოყენებული​ ​ლიტერატურა​: 19

2
შესავალი

აბსტრაქტი

ევთანაზია​ -  სამედიცინო  დახმარების  გზით ​ადამიანის  ​მოკვდინების  პრაქტიკა.  მსოფლიოს  ქვეყნების 


უმეტესობაში  ევთანასია  უკანონო  ქმედებაა.  ევთანასია  სადავო  საკითხია არა მხოლოდ იმიტომ, რომ 
მასთან  მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან 
გამომდინარეც.  ევთანაზიის  პრობლემა,  რა  თქმა  უნდა,  არ  უნდა  განვიხილოთ  მხოლოდ 
სამართლებრივ  ან  სხვა  რომელიმე  ჭრილში.  ის  მოითხოვს  მის  ძირეულ  გაანალიზებას 
მორალურ-სამართლებრივი,  სამედიცინო  კუთხით.  ​სხვადასხვა  ქვეყნის  კანონმდებლობა  აღნიშნულ 
საკითხს  სხვადასხვაგვარად  აგვარებს.  ქვეყანათა  ერთი  ჯგუფი  ევთანაზიის  ლეგალიზებას  ახდენს, 
მეორე  მას  ჩვეულებრივ,  მარტივ  მკვლელობად  განიხილავს,  ხოლო  მესამე  ჯგუფი  დანაშაულის 
შემამსუბუქებელ გარემობად მიიჩნევს.  

ადამიანის  სიცოცხლის  ხელოვნურად  შეწყვეტისადმი  ნეგატიურად  არის  განწყობილი  ყველა  სახის 


რელიგია.  ევთანაზიის  დაკანონებას  ეწინააღმდეგება  ეკლესია.  ადამიანი  ღვთის  ქმნილებაა  და 
ამქვეყნიური  განსაცდელით  მისი  ნებითაა  მოვლენილი,  რომელითაც  უფალი  ჯოჯოხეთისაგან  იხსნის 
მათ, ჩვენ კი მომაკვდავის მოკვლით მას ჯოჯოხეთისთვის ვიმეტებთ. 

ევთანაზია  არის აქტუალური საკითხი თანამედროვე ნეოლიბერალურ გარემოში. თანდათან შეიმჩნევა 
ტენდენცია,  რომ  ადამიანები  რელიგიურ  ფაქტორს  ხშირ  შემთხვევაში  უგულვებელყოფენ  ევთანაზიას 
ასე  თუ  ისე ეთანხმებიან. მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ევთანაზია კანონით დაშვებული. 
ეს  ქვეყნებია:  შვეიცარია,  ჰოლანდია,  ბელგია  და  აშშ-ს შტატები: ორეგონი, ვაშინგტონი და მონტანა. 
ნაშრომში  განვიხილავთ  ამ  ქვეყნების  კანონმდებლობას  და  პრაქტიკებს,  ასევე  ევთანაზიის  ეთიკურ, 
რელიგიურ და სამართლებრივ მიდგომებს. 

მოცემული  საკითხის  შესასწავლად  ჩავატარეთ  თვისებრივი  კვლევა,  რომლის  ფარგლებშიც 


გამოვიყენეთ  ექსპერტთა  გამოკითხვა,  სიღრმისეული  ინტერვიუ  და  ფილმის  დისკურსის  ანალიზი, 
სახელწოდებით:  „თქვენ  არ  იცნობთ  ჯეკს“.  სიღრმისეული  ინტერვიუს  და  ექსპერტთა  გამოკითხვის 
შედეგად  მიღებული  ინფორმაციით,  რესპონდენტები  უარყოფითად  არიან  განწყობილნი 
ევთანაზიისადმი,  ვინაიდან  მათზე  ძლიერ  გავლენას  ახდენს  რელიგიური  ფაქტორი.  ასევე, 
ერთმანეთს  შევადარეთ  ევთანაზიისადმი  დამოკიდებულება  და  ისეთი  ცვლადები,  როგორიცაა  სქესი 
და რელიგიური აღმსარებლობა. 

საკვანძო  სიტყვები:  ​ევთანაზია,  ტერმინალური  სტადია,  სამედიცინო  ბიოეთიკა,  დეონტოლოგია, 


კანონმდებლობა. 

3
 

Abstract

4
Euthanasia is the termination of an extremely ill person’s life in order to relieve them from the suffering
the illness is causing. Euthanasia is usually only conducted on a person with an incurable condition,
however there are other instances when euthanasia can be carried out.
Some interpret euthanasia as the practice of ending a life in a painless manner. Many disagree with this
interpretation, because it needs to include a reference to intractable suffering. ​The legislation of different
countries solves this issue in different ways. Some of them legalise euthanasia, another ones discuss it as
an usual suicide, and the last group of countries don’t consider it as a cruel crime.
Most religions disapprove of euthanasia. Some of them absolutely forbid it. The Roman Catholic church,
for example, is one of the most active organisations in opposing euthanasia. Virtually all religions state
that those who become vulnerable through illness or disability deserve special care and protection, and
that proper end of life care is a much better thing than euthanasia.
The euthanazia is the current issue in the neoliberal conditions. Civil society evoyds the religious
pressure and gradually agrees the mercy killing, but should be the arguments to justify it. There are only
several countries, where it’s legalized the euthanasia. These countries are: Switzerland, the Netherlands,
Belgium, and some states of the USA- Oregon, Washington, Montana. There we also discuss its’ laws
and some euthanasia cases also in the article; judge the religious and legals basics.
We’ve also carried out liitle research to find out what the Georgians thoughts about mercy killing. Our
purpose was to define the point of view of Georgian society. To study the Euthanasia-It’s ethic, religious
and legal aspects, we’ve conducted the qualitative research. In the research framework it’s used an
expert survey, in-depth interview and discourse analyse of the film, called “You don’t know Jack”. Both,
the experts and the respondents of in-depth interview, basically contradict the euthanasia, because of the
religion influencing. Also, we’ve coralated respondents’ attitude with variables such as: religious beliefs
and gender.

Keywords: ​Euthanazia, Terminal stage, Medical bioethics, Deontology, Legislation

5
აქტუალურობა

მაშასადამე​, ​ევთანაზიის ​პრობლემის ​განხილვა ​ადასტურებს ​მის ​ფსიქოლოგიურ​, ​აქსიოლოგიურ​,


ანთროპოლიგიურ ​ხასიათს​. ​რადგან ​ევთანაზიის ​საკითხი ​ეხება ​ადამიანის​, ​როგორც ​შესამეცნებელი
ობიექტის ​შინაგან ​ბუნებას​. ​ამ ​ძიების ​დროს ​კი​, ​როგორც ​ადამიანის _ ​პაციენტის​, ​ასევე ​მისი
მკურნალის​ ​წინაშე​ ​მთელი​ ​სიმწვავით​ ​დაისმის​ `​ექსის​~ ​არსებობის​ ​პრობლემა​. 

როდესაც ​ვსაუბრობთ ​ევთანაზიაზე​, ​მუდამ არსებობს კონფლიქტი ერთ მხარეს არსებული პიროვნების 


თავისუფლება,  ავტონომია,  პირადი  ცხოვრების  განკარგვის  უფლება,  წამების  აკრძალვა  და  მეორე 
მხარეს  კი  სოცოცხლის  უფლება,  რომელიც  მიჩნეულია  ადამიანის  სხვა  უფლებების  უზრუნველყოფის 
წინაპირობად.  ​ევთანაზიის  პრობლემა,  რა  თქმა  უნდა,  არ  უნდა  განვიხილოთ  მხოლოდ 
სამართლებრივ  ან  სხვა  რომელიმე  ჭრილში.  ის  მოითხოვს  მის  ძირეულ  გაანალიზებას 
მორალურ-სამართლებრივი,  სამედიცინო  კუთხით.  მათ  შორის  არის  ერთადერთი  მსგავსება  – 
ერთიანი  აზრი  აღნიშნულ  საკითხზე  არ  არსებობს.  მორალურ  ასპექტში  ცხარე  კამათი  მიმდინარეობს 
მეცნიერებს,  სამედიცინო  შემთხვევაში  ერთიან  აზრზე  ვერ  შეთანხმდნენ  ექიმები,  რომლებსაც 
მარტივად  რომ  ვთქვათ  ეშინიათ  და  თავს  არიდებენ  “ზედმეტ  პასუხისმგებლობას”,  ხოლო 
სამართლებრივი  კუთხით  ვერ  მიაღწიეს  კონსენსუსს  ეროვნულმა  კანონმდებლებმა  და 
საერთაშორისო  პრინციპებმა.  დღეს  სამედიცინო  ტექნიკა  და  ინტენსიური  თერაპიის  მეთოდები 
იმდენად  განვითარდა,  რომ  აპარატებს,  რომლებიც  ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 
ფუნქციას  ასრულებენ,  პრაქტიკულად  შეუზღუდავად  შეუძლიათ,  გადასწიონ  სიკვდილის  დადგომის 
მომენტი.  გაჩნდა  პრობლემა,  რომელიც  პასიურ  ევთანაზიას  უკავშირდება  და  რომელიც  გერმანიამ 
საკანონმდებლო  გზით  გადაწყვიტა.  საფუძვლად  აიღეს  რამდენიმე  შემთხვევა,  როდესაც  ექიმებმა 
შეწყვიტეს  იმ  პაციენტთა  ინტენსიური  თერაპია,  რომლებიც  დიდი  ხნის  განმავლობაში  იმყოფებოდნენ 
კომის  მდგომარეობაში,  გამოჯანმრთელების  რეალური  შანსების  გარეშე.  ამ  შემთხვევებში  ექიმები 
ეყრდნობოდნენ  იმ  მოსაზრებას,  რომ  თავად  პაციენტიც  არ  იქნებოდა  ექიმის  ამ  გადაწყვეტილების 
წინააღმდეგი,  საკუთარი  აზრის  გამოთქმა  რომ  შესძლებოდა.  გერმანიის  ექიმთა  ფედერალურმა 
პალატამ  1998  წელს  გამოსცა  დირექტივა,  რომელშიც  დათქმულია  ე.წ.  პასიური  ევთანაზიის 
შესაძლებლობა  იმ  შემთხვევებში,  როდესაც  ექიმები  იღებენ  გადაწყვეტილებას  ავადმყოფის 
სავარაუდო ნებიდან გამომდინარე. 

ევთანაზიის  მომხრენი  ამტკიცებენ,  რომ  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  პაციენტს  არ  შეუძლია  თავისი 
ნების  გამოხატვა,  თანამედროვე  სამედიცინო  ტექნიკა  კი  მას  მხოლოდ  ხელოვნურად  უგრძელებს 
სიცოცხლეს  და  არ  მოაქვს  არც  შვება  და  არც გამოჯანმრთელება, მას აქვს სიკვდილის უფლება. იმაზე 
ხომ  არ  ღირს  დაფიქრება  -  კითხულობენ  ისინი,  შეიძლება თუ არა, ამგვარ მდგომარეობას დაერქვას 
სიცოცხლე?  უნდა  კი  სიცოცხლე  ავადმყოფს,  რომელიც  წლობით  იმყოფება  რეანიმაციაში,  გახვეულია 
ათასგვარ  სადენში  და  მიერთებულია  სხვადასხვა  აპარატურასთან და თანაც იმის უმცირესი შანსიც კი 
არა  აქვს,  რომ  ერთხელ  მაინც  მოვიდეს  გონზე?  ექიმისათვის,  თავისი  პროფესიიდან  გამომდინარე, 
ძნელია  დანებება,  მაგრამ  არც  ერთ  ექიმს  აქვს  უფლება,  უსასრულოდ  გაახანგრძლივოს  ავადმყოფის 
ტანჯვა  მხოლოდ  იმის  საფუძველზე,  რომ  ეს  ტექნიკურად  შესაძლებელია.  ყოველ  ადამიანს  აქვს  არა 
6
მარტო  ღირსეული სიცოცხლის უფლება, არამედ სიკვდილის დროს საკუთარი ღირსების შენარჩუნების 
უფლებაც - აცხადებენ ისინი. 
სხვადასხვა  ქვეყნის  კანონმდებლობა  აღნიშნულ  საკითხს  სხვადასხვაგვარად  აგვარებს.  ქვეყანათა 
ერთი  ჯგუფი  ევთანაზიის  ლეგალიზებას  ახდენს,  მეორე  მას  ჩვეულებრივ,  მარტივ  მკვლელობად 
განიხილავს,  ხოლო  მესამე  ჯგუფი  დანაშაულის  შემამსუბუქებელ  გარემობად  მიიჩნევს.   აქტიური 
ევთანაზიის  მომხრეებს  მიაჩნიათ,  რომ  პაციენტისათვის  უშედეგო  მკურნალობის  გაგრძელება იწვევს 
პაციენტის “არაადამიანურ მოპყრობას”, რაც დაგმობილია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა 
ევროპული  კონვენციის  მე-3  მუხლის  მიერ  – “არავინ არ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური 
ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი.”  

კონცეპტუალიზაცია
 

როდესაც ​ვსაუბრობთ ​ევთანაზიაზე​, ​მუდამ ​არსებობს ​კონფლიქტი ​ერთ ​მხარეს ​არსებული


პიროვნების ​თავისუფლება​, ​ავტონომია​, ​პირადი ​ცხოვრების ​განკარგვის ​უფლება​, ​წამების ​აკრძალვა
და ​მეორე ​მხარეს ​კი ​სოცოცხლის ​უფლება​, ​რომელიც ​მიჩნეულია ​ადამიანის ​სხვა ​უფლებების
უზრუნველყოფის ​წინაპირობად​. ​ევთანაზია ​ნიშნავს ​სასიკვდილო ​სენით ​დაავადებული​,
ავადმყოფობის ​უკანასკნელ ​სტადიაზე ​მყოფი ​პაციენტებისათვის ​სიცოცხლის ​განზრახ ​მოსწრაფებას​,
ავადმყოფობით ​გამოწვეული ​ძლიერი ​ტკივილებისა ​და ​ტანჯვისგან ​განთავისუფლების ​მიზნით​.
ევთანაზია ( ​მკვლელობა ​მსხვერპლის ​თხოვნით )​ ​ბერძნული ​სიტყვაა ​და ​შედგება ​ორი ​ნაწილისაგან​,
- ''​ეუ​'' ​ნიშნავს ​კარგს​, ''​თანატოს​''​- ​სიკვდილს​. ​განასხვავებენ ​ნებაყოფლობით ​და ​იძულებით​,
პირდაპირ ​და ​არაპირდაპირ​, ​აქტიურ ​და ​პასიურ ​ევთანაზიას​, ​თუმცა ​ჩვენთვის ​ალბათ ​ყველაზე
საინტერესო ​ეს ​უკანასკნელი ​ორი ​სახეა​.​აქტიური ​ევთანაზიის ​დროს ​ხდება ​ავადმყოფისათვის
სიცოცხლის ​მოსპობა ​მოწყალების ​მოტივით​, ​სამედიცინო ​პერსონალის ​ან ​სხვა ​პირის ​მიერ ​აქტიური
მოქმედებების ​შესრულებით​; ​პასიური ​ევთანაზია ​კი ​ნიშნავს​, ​სამედიცინო ​მუშაკის ​ან ​სხვა ​პირის
მიერ ​შეზღუდული ​ან ​რთული ​მეთოდიებით ​ორგნიზებული ​მკურნალობის ​შეწყვეტას​, ​რომელიც ​იწვევს
ავადმყოფის ​გარდაუვალ ​სიკვდილს​.. ​აქტიური ​ევთანაზიის ​დროს​, ​უკურნებადი ​დაავადების
ტერმინალურ ​სტადიაზე ​მყოფი ​ავადმყოფის ​მიმართ ​გამოიყენება ​ისეთი ​პრეპარატი​, ​რომელიც
აჩქარებს​ ​სიკვდილს​, ​პასიური​ ​ევთანაზიის​ ​დროს​ ​კი​ ​წყდება​ ​დამხმარე​ ​თერაპია. 

კანონმდებლობა​- ​ქვეყნების​ ​გამოცდილება

XX ​საუკუნის ​პირველ ​ნახევარში ​ნაცისტურ ​გერმანიაში ​ევთანაზია ​ხორციელდებოდა ​მასობრივი


მასშტაბით ​იმათ ​წინააღმდეგ​, ​ვინც ​იმ ​დროისთვის "​ეკონომიკურ ​ტვირთს​" ​წარმოადგენდა​,
მეცნიერები ​და ​ექიმები ​იმ ​დროისთვის ​ე​.​წ​. "​რასობრივი ​ჰიგიენის​" ​პროპაგანდას ​ეწეოდნენ​. ​მათი

7
გავლენით ​ჰიტლერმა ​გამოსცა ​ბრძანება ​იმ ​ბავშვების ​რეგისტრაციის ​შესახებ​, ​რომლებიც
დაავადებულნი ​იყვნენ ''​მონღოლოიდურობით​'', ​ჰიდროცეფალიით​, ​ცერებრალური ​დამბლით ​და ​სხვა
სიმახინჯეებით​. ​ამ ​კატეგორიას ​უკეთებდნენ ​ევთანაზიას ​ფენობარბიტალის ​ჭარბი ​დოზის ​შეყვანით​.
ევთანაზია​ ​იყო​ ​საშულება​ ''​საზოგადოებისათვის​ ​ზედმეტი​ ​ტვირთის​ ​მოსაცილებლად​''.  

ჰოლანდია ​პიონერი ​აღმოჩნდა ​ამ ​მიმართულებით ​და ​პირველმა ​დააკანონა ​ევთანაზია 70-​იანი
წლების ​დასაწყისში​. ​ამ ​ქვეყანაში ​ყოველი 25-​ე ​უკურნებელი ​სენით ​დაავადებული ​ჰოლანდიელი​,
რომელიც ​სახლში ​ხვდება ​სიკვდილს ​სამედიცინო ​დახმარების ​ამ ​უკიდურეს ​ფორმას ​მიმართავს​,
თუმცა ​არსებობს ​მკაცრად ​განსაზღვრული ​მოთხოვნები​: 1. ​აუცილებლად ​თავად ​პაციენტმა ​უნდა
გამოთქვას ​ამ ​ქვეყნიდან ​წასვლის ​სურვილი​; 2. ​მოთხოვნა ​უნდა ​განიხილოს ​დამოუკიდებელმა
ექსპერტებმა ​და ​ექიმებმა​; 3. ​თავად ​პაციენტმა ​უნდა ​დაადასტუროს ​რამდენჯერმე ​ევთანაზიის
სურვილი​. ​ევთანაზიის ​გამოყენება ​არ ​შეიძლება ​თუ ​პაციენტი ​არ ​იტანჯება​. ​მარტო
1
1999 ​წელს ​სასიკვდილო ​ინექციები 2216 ​ადამიანს ​გაუკეთდა.  ​ჰოლანდიაში ​საზოგადოებრივი ​აზრის
ყოველწლიური ​გამოკითხვები ​აჩვენებს​, ​რომ ​ევთანაზია ​არ ​განიხილება ​როგორც ​ადამიანის
სიცოცხლის ​ხელყოფა​. ​გამოკითხულთა 80-90% ​სწორედ ​ასე ​ფიქრობს​. 1994 ​წელსაც ​კი​, ​როდესაც
მოხდა ​ევთანაზიის ​ლეგალიზაცია​, ​რომის ​პაპმა ​იოანე ​პავლე ​მეორემ ​კი ​საჯაროდ ​დაგმო ​ამგვარი
პრაქტიკა​, ​ევთანაზიის ​მომხრე ​ჰოლანდიელთა ​რიცხვი 5%-​ით ​გაიზარდა​. ​ამასთან ​ერთად​,
ევთანაზიასთან ​დაკავშირებული ​სასამართლო ​პროცესები ​ჰოლანდიაში ​იშვიათობა ​არ ​არის​. 1999
წელს ​ჰოლანდიური ​ქალაქის ​ლეოვარტენის ​სასამართლომ 6 ​თვით ​პირობითი ​სასჯელი ​მიუსაჯა
ექიმს​, ​რომელმაც ​ინექციის ​ფატალური ​დოზა ​შეუყვანა ​მძიმე ​ავადმყოფს ​ისე​, ​რომ ​სხვა ​ექიმებს ​არ
მოთათბირებია ​და ​არ ​უცნობებია ​ადვოკატისთვის​. ​ამასთან​, ​სასამართლომ ​მის ​ქმედებაში ​ბოროტი
განზრახვა​ ​ვერ​ ​აღმოაჩინა​, ​რის​ ​გამოც​ მ​ ხოლოდ​ ​პირობითი​ ​სასჯელით​ ​დაკმაყოფილდა​.​( 

ბელგიაში ​ევთანაზიის ​საკითხების ​შემსწავლელი კ​ ომისიის ​ხელმძღვანელის ​ვიმ ​დისტელმანსის


განცხადებით​, ​ქვეყნის ​კანონმდებლობა ​ევთანაზიის ​გამოყენებას​, ​მხოლოდ ”​აუტანელი ​ტკივილების​”
შემთხვევაში​ ​უშვებს​. 

ა​.​შ​.​შ​-​ის  ​კალიფორნიის  ​შტატში  ​1977  ​წელს  ​ოფიციელურად  ​გაფორმდა  ​კანონი  `​ადამიანის  ​უფლებები 
სიკვდილზე​~.  ​ამ  ​კანონის  ​თანახმად  ​განუკურნებელი  ​სენით  ​დაავადებულ  ​ავადმყოფს  ​უფლება  ​ეძლევა 
სამედიცინო​ ​პერსონალისაგან​ ​მოითხოვოს​ ​თავისი​ ​სიცოცხლის​ ​გადასარჩენად​ ​მუშაობის​ ​შეჩერება​.  

ევთანაზია ​უკვე ​ლეგალიზებულია ​ნიდერლანდებში 2002 ​წელს ​მიღებული ​კანონით​, ​ყურადსაღებია ​ამ
ქვეყნის ​სასამართლოს ​მიმართება ​ევთანაზიის ​ფაქტებთან ​დაკავშირებით​. 1984 ​წლის ​ალკმაარის
საქმეში​, 95 ​წლის ​მოხუც ​პაციენტს ​არ ​შეეძლო ​საკვების ​და ​სითხის ​მიღება ​და ​ხშირად ​კარგავდა
გონებას​. ​ის ​სთხოვდა ​თავის ​ექიმს ​ევთანაზიის ​გაკეთებას​. ​ექიმმა ​გამართა ​კონსილიუმი​, ​სადაც
დადგინდა​, ​რომ ​პაციენტი ​ვეღარ ​გამოჯანმრთელდებოდა​. ​ევთანაზიის ​გამოყენების ​შემდეგ​, ​ექიმი
გაასამართლეს ​ნიდერლანდების ​სისხლის ​სამართლის ​კოდექსის 293-​ე ​მუხლის ​მიხედვით​, ​თუმცა
არანაირი ​სასჯელი ​არ ​დააკისრეს​. ​აპელაციაზე ​უზენასემა ​სასამართლომ ​დაადგინა​, ​რომ ​ექიმი

1
​https://elawjournal.wordpress.com/2011/11/21/  

  
8
დადგა ​მოვალეობათა ​კოლიზიის ​წინაშე – ​შეენარჩუნებინა ​პაციენტის ​სიცოცხლე ​ან
გაეთავისუფლებინა ​ის ​ფიზიკური ​ტანჯვისგან​. ​სასამართლომ ​ასევე ​დაადგინა​, ​რომ ​ეს ​კონფლიქტი
უნდა ​გადაწყვეტილიყო ​ექიმის ​სამედიცინოშეხედულებებზე ​დაყრდნობით​, ​გათვლილი ​სტანდარტული
სამედიცინო ​ეთიკის ​ჭრილში​. ​ამ ​შემთხვევაში ​სასამართლომ ​მიიჩნია​, ​რომ ​ექიმმა ​სწორი
გადაწყვეტილება​ ​მიიღო​. 

შვეიცარია ​წარმოადგენს ​ერთ​-ე​ რთ ​იმ ​მცირე ​სახელმწიფოთაგანს​, ​სადაც ​ევთანაზია ​კანონიერ


ქმედებას ​წარმოადგენს ​და ​არ ​იწვევს ​სისხლისსამართლებრივ ​პასუხისმგებლობას​. ​აღნიშნული
მიზეზის ​გამო​,  შვეიცარიაში ​მრავალი ​ქვეყნიდან ​ჩადიან ​ევთანაზიის ​განხორციელების ​მსურველები​,
რამაც ​საკმაოდ ​გაზარდა ​იმ ​კერძო ​კლინიკების ​ფინანსური ​შემოსავალი​, ​რომლებიც ​ევთანაზიას
ახორციელებენ​.  შედეგად​, ​ევთანაზიის ​განხორციელება ​შვეიცარიაში ​გარკვეულ ​ბიზნესად ​იქცა​.
შვეიცარიის ​ფედერალური ​საბჭო ​გამოვიდა ​ევთანაზიის ​მარეგულირებელი ​კანონმდებლობის
გამკაცრების ​ინიციატივით​. ​ცვლილებები ​მიზნად ​ისახავს ​თავიდან ​აიცილოს ​ევთანაზიის ​მოგებაზე
ორიენტირებულ ​ბიზნესად ​გარდაქმნა ​და ​იმის ​უზრუნველყოფა​, ​რომ ​აღნიშნული ​ღონისძიება
ხელმისაწვდომი ​იქნება ​მხოლოდ ​განუკურნებელი ​სენით ​დაავადებული ​პირებისათვის​.  ერთ​-​ერთი
ცვლილების ​თანახმად​, ​ევთანაზიის ​განმახორციელებელ ​პირს ​დაეკისრება ​სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა​, ​თუ ​გარკვეული ​პირობები ​არ ​იქნება ​დაკმაყოფილებული​. ​ევთანაზიის ​მსურველმა
პირმა ​დამოუკიდებლად ​უნდა ​გამოხატოს ​სიკვდილის ​სურვილი​, ​რის ​შემდეგაც ​მას ​მიეცემა
გარკვეული ​პერიოდი ​მოფიქრებისათვის​. ​მათ ​ასევე ​უნდა ​წარმოადგინონ ​ორი ​დამოუკიდებელი
სამედიცინო ​ექსპერტის ​დასკვნა ​ჯანმრთელობის ​მდგომარეობის ​შესახებ​, ​რომელიც ​ადასტურებს​,
რომ ​დაავადება ​განუკურნებელია​. ​გარდა ​ამისა​, ​ცვლილებებით ​აიკრძალება ​ევთანაზიის
განხორციელება​ ​მოგების​ ​მიღების​ ​მიზნით​.

შვეიცარიის ​მთავრობის ​აზრით​, ​მსგავსი ​შეზღუდვების ​დაწესება ​მათ ​თავიდან ​ააცილებს ​პრაქტიკის
ბოროტად​ ​გამოყენებას​ ​და​ ​ასევე​ ​შეამცირებს​ ”​თვითმკვლელი​ ​ტურისტების​” ​რიცხვს​ ​ქვეყანაში​.

საინტერესო  შემთხვევას  ჰქონდა  ადგილი  დიდ  ბრიტანეთში,  როცა  43  წლის  ქალბატონმა 
სასამართლოში  განაცხადი  შეიტანა.  საქმის  არსი  შემდეგში  მდგომარეობდა:  დაიან  ფრითის 
ცენტრალური  ნერვული  სისტემის  მამოძრავებელი  უჯრედების  პროგრესული ნერვო-დეგენერაციული 
დაავადება  აწუხებდა,  რომელიც  იწვევს  ხელისა  და  ფეხის  კუნთების,  აგრეთვე,  სუნთქვის 
მაკონტროლებელი  კუნთების  განლევას.  სიკვდილის  მომენტი  დგება  სუნთქვის  მაკონტროლებელი 
კუნთების  დასუსტების  შედეგად,  რასაც  თან  სდევს  მეტყველებისა  და  ყლაპვის  მაკონტროლებელი 
კუნთების  დასუსტება  და  შედეგად, სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია. განმცხადებელი ქალბატონის 
მდგომარეობა  სწრაფად  უარესდებოდა.  მას  არ  სურდა,  განეცადა  ის  ტანჯვა,  რისი  გადატანაც 
აუცილებლად  მოუწევდა.  ქალბატონს  სურდა,  თავად  გადაეწყვიტა,  როდის  მოკვდებოდა,  მაგრამ 
თვითმკვლელობა  არ  შეეძლო  სხვისი  დახმარების გარეშე. თუმცა ამის უფლება დიდმა ბრიტანეთმა არ 
მისცა,  რითაც  განმცხადებლის  აზრით  დაირღვა  მისი  სიცოცხლის  უფლება.  სასამართლომ  დაადგინა, 
რომ  კონვენციის  მე-2  მუხლი  არ  შეეხება  იმ  გადაწყვეტილებას,  რომელიც  ადამიანს  თავისი 
სიცოცხლის  მიმართ  შეიძლებოდა  მიეღო  და  რომ  მე-2  მუხლი  არ  შეიძლება  განიმარტოს,  როგორც 
“სიკვდილის  უფლება”.  სასამართლომ  ასევე  დაასკვნა,  რომ  სიცოცხლის  უფლებიდან  არ 
გამომდინარეობდა  ადამიანის  “თვითგამორკვევის  უფლება”-  სიცოცხლეს  ამჯობინოს  სიკვდილი.  ამ 

9
გადაწყვეტილებით  მომჩივანს  არაპირდაპირ,  ფაქტობრივად, “ფიზიკური და სულიერი ტანჯვის ატანის 
მოვალეობა”  დაეკისრა.  ამით,  ბევრის  აზრით,  სასამართლომ  არ  დაიცვა  სიცოცხლის  უფლება, 
რომელიც  უმაღლეს  ადამიანურ  ღირებულებად  მიიჩნევა.  მომჩივანის  სიცოცხლე  უკვე  არაფერს 
წარმოადგენდა  და  მეტიც-  ის  იყო  მისი  “სულიერი  და  ფიზიკური  ტანჯვის”  წინაპირობა.  მოცემულ 
საქმეში  სასამართლომ  გადაწყვეტილება  მიიღო  სიცოცხლის  უფლების  აბსტრაქტული  განმარტებით, 
რომ  ეს  უფლება  უმაღლეს  ღირებულებას  წარმოადგენს  და  უპირობოდ  უნდა  იქნას  დაცული. 
სასამართლომ  თითქოს  მხედველობაში  არ  მიიღო  ან  არ  “უნდოდა  რომ  მიეღო”  კონკრეტული 
შემთხვევის  კონკრეტული  ფაქტები.  ამან  კი  განაპირობა”სიცოცხლის  უფლების”  სასარგებლო 
ბალანსის  ჩამოყალიბება.  ქალბატონი  Pretty-ს  გასასამართლებლად  შეიძლება  ვთქვათ,  რომ  პირს 
უნდა  ჰქონდეს  უფლება  თვითონ გადაწყვიტოს როდის და როგორ მოკვდეს, რადგან ეს არანაირად არ 
უპირისპირდება  და  არ  ეწინააღმდეგება  სხვათა  უფლებებს  –  “პიროვნების  უფლებები  და 
ავტონომია”.  ამას  კარგად  გამოხატავს  პეტერ  ბაუმეს  სიტყვები:  “სხვა  საკითხებში,  რომლებიც 
გავლენას  ახდენენ  მხოლოდ  და  მხოლოდ  ჩემზე,  მე  ვინარჩუნებ  უფლებას  გავაკეთო“ჩემი 
გადაწყვეტილება” დამოუკიდებლად.   

  სასამართლოს  გადაწყვეტილებიდან  გამომდინარე  შეიძლება  ითქვას,  რომ  წევრი  სახელმწიფოები, 


რომლებიც  უშვებენ  აქტიურ  ევთანაზიას  ეწინააღმდეგებიან  და  არღვევენ  კონვენციის  მე-2  მუხლს. 
მაგრამ  საქმე  იმაშია,  რომ  სტრასბურგის  სასამართლომ  დააფიქსირა,  რომ  აქტიური  ევთანაზიის 
ლეგალიზების  საკითხი  განეკუთვნება  წევრ  სახელმწიფოთა  დისკრეციულ  უფლებამოსილებას.  ამით 
სასამართლომ  ღიად  დატოვა  საკითხი,  რათა  თავიდან  აეცილებინა  ურთიერთდაპირისპირება 
ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრინციპებს შორის. 

93  წლის  ბელგიელმა  ქალბატონმა,  მას  შემდეგ  რაც  ევთანაზიაზე  უარი  უთხრეს,  შიმშილობის  აქცია 
დაიწყო.  აღმოჩნდა,  რომ  მოხუცს  უარი  მხოლოდ  იმიტომ  უთხრეს,  რომ  მას  ძლიერი  ფიზიკური 
ტკივილების  გამომწვევი  დაავადებები  არ  აღმოაჩნდა.  ხეიბარმა  და  უსინათლო  ამელი  ვან  ესბეენმა 
ევთანაზია,  მას  შემდეგ  მოითხოვა  რაც  სიცოცხლისათვის  მნიშვნელოვანი  შეგრძნებები  და  უნარები 
დაკარგა.  მოხუცებულთა  სახლში  მცხოვრებმა  ქალბატონმა  თვითმკვლელობაც  სცადა,  მაგრამ 
უშედეგოდ.  ამის  შემდეგ  მან  შიმშილობა  დაიწყო  და ექიმების მოთხოვნის მიუხედავად უარს აცხადებს 
საკვების მიღებაზე. 

ფრენსის  ბეკონი  წერდა:  “ექიმის  ვალია,  არამარტო  აღადგინოს  ჯანმრთელობა,  არამედ  ისიც,  რომ 
შეამსუბუქოს  ავადმყოფობით  გამოწვეული  დარდი  და  ტანჯვა,  არა  მხოლოდ  მაშინ,  როდესაც  ასეთი 
ტკივილის  შემსუბუქება,  როგორც  საშიში  სიმპტომისა,  მიიყვანს  გამოჯანმრთელებამდე,  არამედ,  იმ 
შემთხვევაშიც,  როდესაც  უკვე  გადარჩენის  არანაირი  იმედი  არ  არის  და  შესაძლებელია,  მხოლოდ 
სიკვდილის გაიოლება, რადგანაც ევთანაზია უკვე არანაკლები შვების გამოხატულებაა.[8]” 

გამოჩენილი  მონღოლო  მწერალი,  ლინგვისტი  და  ფილოსოფოსი,  აკადემიკოსი  რინ  ჩენი  წერდა, რომ 
ადამიანმა  სიცოცხლე  უნდა  წარმოიდგინოს,  როგორც  გზა,  რომელსაც  აქვს  დასაწყისი  და 
დასასრული. მაშინ მისი აზროვნება იქით იქნება მიპყრობილი, თუ როგორ გაიაროს ეს გზა. 

შვეიცარია  წარმოადგენს  ერთ-ერთ  იმ  მცირე  სახელმწიფოთაგანს,  სადაც  ევთანაზია  კანონიერ 


ქმედებას  წარმოადგენს  და  არ  იწვევს  სისხლისსამართლებრივ  პასუხისმგებლობას.  აღნიშნული 

10
მიზეზის  გამო,  შვეიცარიაში  მრავალი  ქვეყნიდან  ჩადიან  ევთანაზიის  განხორციელების  მსურველები, 
რამაც  საკმაოდ  გაზარდა  იმ  კერძო  კლინიკების  ფინანსური  შემოსავალი,  რომლებიც  ევთანაზიას 
ახორციელებენ.  შედეგად,  ევთანაზიის  განხორციელება  შვეიცარიაში  გარკვეულ  ბიზნესად  იქცა. 
შვეიცარიის  ფედერალური  საბჭო  გამოვიდა  ევთანაზიის  მარეგულირებელი  კანონმდებლობის 
გამკაცრების  ინიციატივით.  ცვლილებები  მიზნად  ისახავს  თავიდან  აიცილოს  ევთანაზიის  მოგებაზე 
ორიენტირებულ  ბიზნესად  გარდაქმნა  და  იმის  უზრუნველყოფა,  რომ  აღნიშნული  ღონისძიება 
ხელმისაწვდომი  იქნება  მხოლოდ  განუკურნებელი  სენით  დაავადებული  პირებისათვის.  ერთ-ერთი 
ცვლილების  თანახმად,  ევთანაზიის  განმახორციელებელ  პირს  დაეკისრება  სისხლისსამართლებრივი 
პასუხისმგებლობა,  თუ  გარკვეული  პირობები  არ  იქნება  დაკმაყოფილებული.  ევთანაზიის  მსურველმა 
პირმა  დამოუკიდებლად  უნდა  გამოხატოს  სიკვდილის  სურვილი,  რის  შემდეგაც  მას  მიეცემა 
გარკვეული  პერიოდი  მოფიქრებისათვის.  მათ  ასევე  უნდა  წარმოადგინონ  ორი  დამოუკიდებელი 
სამედიცინო  ექსპერტის  დასკვნა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ,  რომელიც  ადასტურებს, 
რომ  დაავადება  განუკურნებელია.  გარდა  ამისა,  ცვლილებებით  აიკრძალება  ევთანაზიის 
განხორციელება მოგების მიღების მიზნით. 

შვეიცარიის  მთავრობის  აზრით,  მსგავსი  შეზღუდვების  დაწესება  მათ  თავიდან  ააცილებს  პრაქტიკის 
ბოროტად გამოყენებას და ასევე შეამცირებს ”თვითმკვლელი ტურისტების” რიცხვს ქვეყანაში. 

კათოლიკურ  იტალიაში  სიტყვა  ევთანაზია  პოპულარული  არ  არის.  თუმცა,  დისკუსიები  ამ  თემაზე 
მიმდინარეობს, როგორც სამედიცინო, ისე საზოგადოებრივ წრეებში. 

ამ  რამდენიმე  წლის  წინ  ტურინში  ჩატარებული  ევთანაზიის  პრობლემებისადმი  მიძღვნილი 


სიმპოზიუმის  მონაწილე  იურისტებმა  შეიმუშავეს  საკმაოდ საინტერესო დოკუმენტის - ,,ბიოლოგიური 
ანდერძის”  პროექტი,  რომლის  მიხედვითაც,  მისი  ხელმოწერა  შეეძლოთ  განუკურნებელი  სენით 
დაავადებულ  პაციენტებს.  ის  ათავისუფლებდა  იურიდიული  პასუხისმგებლობისაგან  იმ 
მედპერსონალს,  რომელიც  ავადმყოფებს  ,,ტკბილ  სიკვდილში”  დაეხმარებოდა.  სიმპოზიუმის 
მონაწილენი  ხაზს  უსვამდნენ,  რომ  ევთანაზია  უნდა  განიხილონ,  როგორც  ადამიანის  ფუნდამენტური 
უფლება.  შეიქმნა  კომიტეტი,  რომელსაც  შესაბამისი  კანონპროექტი  უნდა  შეემუშავებინა  და 
განსახილველად  წარედგინა  იტალიის  პარლამენტისათვის.  მაგრამ  ამ  იდეამ  იტალიაში  მხარდაჭერა 
ვერ  ჰპოვა.  ამის  მიზეზია  ის  შეურიგებელი  პოზიცია,  რომელიც  ევთანაზიის  საკითხებში  კათოლიკურ 
ეკლესიას  უჭირავს.  უმაღლესი  პონტიფიკი  სხვა  ადამიანის  აჩრდილთა  სამყაროში  გადასვლის 
ბუნებრივ  პროცესში  ადამიანის  ჩარევის  კატეგორიული  წინააღმდეგია.  უკანასკნელ  ხანებში  იოანე 
პავლე  მეორემ  ნამდვილი  ჯვაროსნული  ომი  გამოუცხადა  ევთანაზიას.  პრეზიდენტის  და  სხვა 
უმაღლესი  ჩინოვნიკებისადმი  მიმართვაში  პაპმა  მისთვის  უჩვეულოდ  მწვავე  ფორმით  მოსთხოვა 
ხელისუფლებას,  მიეღო  ზომები  ოჯახის  დასაცავად,  აბორტების  და  ევთანაზიის  ასაკრძალად. 
ამასთან,  მან  გააფრთხილა  ხელისუფლება,  რომ  ევთანაზიიის  ლეგალიზაციის  ნებისმიერი  ფორმა 
დაუშვებელია.  პაპმა  განაცხადა,  რომ  სიცოცხლის  დაცვა  ჩასახვიდან  ცხოვრების  ბოლომდე 
ევანგელიასა  და  თანამედროვე  კულტურას  შორის  გააფთრებული  კამათის  საგანია.  მან  მოუწოდა 
ეკლესიის  მსახურებს,  ყველა  საშუალებით  იბრძოლონ  ევთანაზიისა  და  თვითმკვლელობაში 

11
დახმარების წინააღმდეგ. 

​ აქართველოს​ ​კანონმდებლობა 

 

საქართველოში  აქტიური  ევთანაზია,  დანაშაულად  ითვლება,  თუმცა  პრივილეგირებულ  დანაშაულთა 


ჯგუფს  მიეკუთნება  და  დანაშაულის  შემამსუბუქებელ  გარემობად  არის  აღიარებული.  თუმცა 
იმისათვის,  რომ  ქმედება  დაკვალიფიცირდეს  საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის  110-ე 
მუხლით ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით) აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე პირობა :  
1)  მსხვერპლის მოთოხვნა უნდა იყოს არაერთჯერადი, იგი დაჟინებით უნდა ''ითხოვდეს სიკვდილს'', 
ეს  უნდა  იყოს  მისი  ნება  და  მოთხოვნის  დროს  იგი  უნდა  იმყოფებოდეს  საღ  ჭკუაზე,  და  შეეძლოს 
გადაწყვეტილების ნათელი გონებით მიღება 
2)  ეს  უნდა  მოხდეს  მხოლოდ  მხოლოდ  მომაკვდავის  ძლიერი  ფიზიკური  ტკივილისაგან 
გათავისუფლების მიზნით  

2003  წლის  6  მაისს  საქართველოს  ექიმთა  კონგრესი  იღებს  «საქართველოს  ექიმის  ეთიკის 
კოდექსს».  კოდექსში  ჩამოყალიბებულია  პაციენტთან,  კოლეგასთან,  მთლიანად  საზოგადოებასთან 
ექიმის ურთიერთობის განმსაზღვრელი ეთიკური პრინციპები: 

უფლება სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ადამიანის ბუნებითი – ფუძემდებელი უფლებაა.  

ეს  კოდექსი  ადამიანის  სიცოცხლისა  და  ჯანმრთელობის  დაცვისათვის  ექიმის  საქმიანობის 


ღირსეულად წარმართვის საფუძველია. მასში ჩამოყალიბებული დებულებები იმისი წინაპირობაა, რომ 
სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას არ შეილახება პაციენტისა და ექიმის უფლებები და ღირსება. 
საუკუნეთა  მანძილზე  დამკვიდრდა  ექიმის  პროფესიისათვის  ტრადიციული  ზნეობის  კანონები, 
რომელთაგან  მრავალი  დღესაც  ძალაშია.  ამასთან,  სამედიცინო  მეცნიერების  და  ტექნოლოგიების 
სწრაფმა  განვითარებამ  ექიმს,  პაციენტსა  და  საზოგადოებას  შორის  ურთიერთობის ახალი წახნაგები 
წარმოაჩინა,  რამაც  გარკვეულწილად  ახალი  ეთიკური  ნორმების  ჩამოყალიბების  აუცილებლობა 
განაპირობა. 

-უკურნებელი  სენით  დაავადებული  თუ  სასიკვდილოდ  განწირული  ავადმყოფისათვის  სათანადო 


სამედიცინო  დახმარებას  და  სულიერ  თანადგომას  ექიმი  აგრძელებს  პაციენტის  სიცოცხლის 
ბოლომდე. 

-  ექიმისათვის  მიუღებელია  პროფესიული  ცოდნისა  და  სამსახურებრივი  მდგომარეობის  გამოყენება 


არაჰუმანური მიზნებით. 

-  ექიმი  პატივს  სცემს  პაციენტის  პიროვნებას,  მის  კულტურულ,  სულიერ  და  მორალურ  და 
ფასეულობებს. 

-ექიმი  აღიარებს  პაციენტის  უფლებას  მონაწილეობდეს  მისთვის  (პაციენტისათვის)  სამედიცინო 

12
დახმარების  თაობაზე  გადაწყვეტილების  მიღებაში.  ინფორმირებული  თანხმობა  პაციენტთან 
ურთიერთობის ფუძემდებელი პრინციპია. 

-ექიმს  შეუძლია  უარი  თქვას  ამა  თუ  იმ  სახის  სამედიცინო  ჩარევაზე,  თუ  ასეთი  ჩარევა 
ეწინააღმდეგება  ექიმის  მორალურ  და  კულტურულ  ფასეულობებს  და  შესაძლებელია,  რომ  პაციენტს 
სამედიცინო დახმარება გაუწიოს სხვა ექიმმა. ამის შესახებ ექიმი აცნობებს კიდევაც პაციენტს. 

-მეცნიერული  კვლევა  ექიმის  საქმიანობის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  შემადგენელია  და  მისი 


პროფესიული  სრულყოფის  საშუალებაა.  კვლევის  დაგეგმვისა  და  განხორციელების  პროცესში  ექიმი 
საყოველთაოდ  აღიარებული  სამეცნიერო  პრინციპებით ხელმძღვანელობს. კვლევის ჩატარების დროს 
და მისი შედეგების გამოქვეყნებისას ექიმი ობიექტურია. 

-  ადამიანზე  მეცნიერული  კვლევის  წარმოებისას  პაციენტის  ინტერესები  უზენაესია;  კვლევის  მიზნები 


და  მოსალოდნელი  შედეგები  არც  ერთ  შემთხვევაში  არ  ახდენს  გავლენას  ექიმის  ძირითად 
მოწოდებაზე – ემსახუროს პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 

რელიგია​ ​და​ ​ევთანაზია


ევთანაზია _ მოკვდინების, სიცოცხლის​ ​ წართმევის უ
​ ფლებაა​. რაც მართლმ​მ​ადიდებლობისთვის  
კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მხოლოდ ღვთის ნებაა, განსაზღვროს ადამიანის 
გარდაცვალების მომენტი. ღმერთი განაგებს ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეს. “ბოლავდა მთელი 
სინას მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა 
კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა” (გამ. 19, 18). “არა კაც-ჰკლა” (გამ. 20, 
13). “და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყველი... მცნებათა თვისთა... “და ყოველი 
ერი ხედვიდა ხმასა და ლამპართა და ხმასა საყვირისასა და მთაი კუმოლვარე იყო, ხოლო 
შეშინებულნი ყოველნი ერნი დგეს შორს” (გამ. 20, 18). თანამედროვე ქართულით გადმოღებულია 
ასე: “ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; 
დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა” (გამ. 20, 18). 
ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრმა, ყველაზე ახალგაზრდა ევროპელმა მონარქმა, 
სოციალური სახელმწიფოს ეპოქის დამთავრება ამცნო სამყაროს. შენ ხომ კარგად ბრძანდები, მეფევ 
ბატონო, და დაიკიდე ფეხებზე ქვეყანაც და ხალხიც! “ადამიანებმა, _ თქვან 
მან, _ საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა თავადვე უნდა იკისრონ, მათ შორის, სოციალური და 
ფინანსური უსაფრთხოებაც, ხელისუფლების უმნიშვნელო მონაწილეობით”. 
ამავე პოზიციაზე დგას მსოფლიოს ყველა ტრადიციული რელიგია. მაჰმადიან 
მოღვაწეთა უმრავლესობას ევთანაზიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. მაჰმადიანური 
რწმენის ქვეყნებში იგი ერთმნიშვნელოვნად არის აკრძალული. “მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს 
სიცოცხლეს და მხოლოდ მას აქვს უფლება მისი წართმევის!-აღნიშნულიაისლამურ პორტალებზე. 
იუდეველები კატეგორიულად უარყოფენ ევთანაზიას. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის სხეული 
ადამიანს არ ეკუთვნის: იგი ადამიანს დროებით სარგებლობაში მიეცემა, რადგან ეკუთვნის ღმერთს. 
“ღმერთის რწმენით, ღმერთის იმედით ადამიანმა სრულად უნდა განვლოს სიცოცხლის ის გზა, 
რომელიც უფალმა მას დაუწესა”. ადამიანის სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტისადმი ნეგატიურად 

13
არიან განწყობილი ბუდისტებიც: “ნებისმიერი სიცოცხლე ძვირფასია, ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს 
არის ერთ-ერთი უმთავრესი ზნეობრივი და სულიერი საწყისთაგანი”.   
 

მეთოდოლოგია​:
მოცემული  საკითხის  შესასწავლად  გამოვიყენეთ  თვისებრივი  კვლევა.  ამასთან,  მივმართეთ 
ტრიანგულაციის  მიდგომას,  ჩვენს  შემთხვევაში  ეს  არის-  ექსპერტთა  გამოკითხვის,  სიღრმისეული 
ინტერვიუს  და  დისკურსის  ანალიზის  მეთოდების  კომბინაცია.  ექსპერტების  სახით  გამოვიკითხეთ 
თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ლექტორი,  ექიმი  და  არასამთავრობო  ორგანიზაციის 
ერთ-ერთი  წარმომადგენელი.  რაც  შეეხება  სიღრმისეულ  ინტერვიუს,  რესპონდენტები 
წარმოდგენილნი  იყვნენ  მედიცინის  სტუდენტების  და  სასულიერო  აკადემიის  სტუდენტების  სახით. 
დისკურსის  ანალიზის  მეთოდი  გამოვიყენეთ  ფილმის  გასაანალიზებლად,  სახელწოდებით  „თქვენ  არ 
იცნობთ ჯეკს“, რომლის შინაარსიც ჩვენს საკვლევ თემასთანაა დაკავშირებული. 

ექსპერტთა​ ​გამოკითხვა​: 
ერთ-ერთი  ექსპერტი  აღნიშნავს,  რომ  ევთანაზია  მიჩნეულია,  როგორც  დევიანტური  ქცევა.  ეს  არის 
თვითმკვლელობა,  რომელიც  მსოფლიოს  მრავალ  ქვეყანაში  კანონიერია,  თუმცა  რელიგიურ  ჭრილში 
თვითმკვლელობა  კანონიერი არასდროსაა. ის სკეპტიკურადაა განწყობილი ევთანაზიისადმი, რადგან 
ფიქრობს,  რომ  იმედი,  შანსი  გადარჩენის  ყოველთვის  არის.  თუმცა,  ისიც  აღსანიშნავია,  რომ  ის 
ტკივილი,  რასაც  განიცდის  ადამიანი  უმძიმესი  სნეულების  დროს  ცოტა  რთულია  ადამიანური ნუგეშით 
შემსუბუქდეს.  ჩვენ  არ  ვიცით  და  ვერ  ვიგრძნობთ  იმას, რასაც ის ადამიანები გრძნობენ.  ევთანაზიის 
საწინააღმდეგო  არგუმენტად  ასახელებს  რელიგიურ  ფაქტორს.  ​„რელიგიური  ​ჭრილით  ​რომ 
შევხედოთ,  ​მივალთ  ​ალბათ  ​რწმენის  ​სიმცირემდე​,  ​რადგან  ​რწმენა  ​არის  ​ის  ​მაცოცხლებელი  ​და 
გადამრჩენელი  ​ადამიანისათვის  ​რაც  ​მას  ​ცხოვრების  ​ყველა  ​ეტაპზე  ​ადგება.“  არსებობს 
მართლმადიდებლური  ,,თავშესაფრები",  სადაც  ასეთი  მძიმე  ავადმყოფები  ჰყავთ  და  რწმენით 
აძლიერებენ  მათ,  ამტკიცებენ  სარწმუნოებაში  და  საკმაოდ  მტკიცედ  დგანან  კიდეც...  ექსპერტის 
პირადი  დამოკიდებულება  ევთანაზიისადმი  ასეთია:  ​„ჩემი  აზრით  ბრძოლა  ღირს  მიუხედავად 
ყველაფრისა,  ტკივილისა,  თუმცა  აქ  ადამიანურ  შესაძლებლობებზე  გადის  ზღვარი  და  ეს  მაინც 
გადასაწყვეტია მისი და მისი შესაძლებლობებისა.“ 

მეორე  ექსპერტის,  როგორც  მართლმადიდებელი  ქრისტიანის  დამოკიდებულება  ევთანაზიის  მიმართ 


სრულიად  უარყოფითია,  რადგან  როგორც  ქრისტიანული  სწავლება მოგვითხრობს: თვითმკვლელობა 
ერთ-ერთი  უმძიმესი  ცოდვაა  და  იგი  არ  მიეტევება  ადამიანს,  თვითმკვლელი  განწირულია 
ჯოჯოხეთისთვის  და  ევთანაზია  არაფერია  თუ  არა  მშვიდი  სიკვდილი  და  სატანჯველისგან  ხსნას 
ამოფარებული  უდიდესი  ცოდვა,  რომელსაც  ჩადის  მსურველ.  ასევე  ცოდვას  ჩადიან  მისი  გარშემო 
მყოფნი,  რომლებიც  ამ  აზრით  შეპყრობილს  არა  გონებაზე  მოსვლას  უწყობენ  ხელს,  არამედ 
ეხმარებიან  კიდეც  სიკვდილში.  ევთანაზიის  დროს  ორმაგად  ცოდავს  ექიმიც,  იგი  პირდაპირ 
მნიშვნელობით  კლავს  ადამიანს  და  არღვევს  დადებულ  ფიცს,  რომელიც  მას  სიცოცხლის  გადარჩენას 

14
ავალდებულებს  და  არა  განწირვას.  „ეს  არის  ადამიანის  მოკვლა  ფსევდოჰუმანური  პრინციპით, 
რომელიც ვითომდა მის ტკივილიდან ხსნას გულისხმობს.“ 

პირველი  ორი  ექსპერტისგან განსხვავებით, შემდეგი ექსპერტი რელიგიურ ფაქტორს უგულებელყოფს 


და  აღნიშნულ  პრობლემას  განიხილავს  ჰუმანური  თვალსაზრისით  და  მიიჩნევს,  რო  ძალიან  იოლია 
სხვის  მაგივრად  რაიმეს  გადაწყვეტა.  ევთანაზიის  საჭიროება  საზოგადოებრივი  მოთხოვნილებებით 
იყო  და  არის  ნაკარნახევი,  თორემ  ყველაზე  დაუნდობელ  და  სასტიკ  მკვლელსაც,  რომელსაც 
ადამიანური  არაფერი  გააჩნია,  ისიც  კი  ცდილობს  სიცოცხლის  შენარჩუნებას  და  ებრძვის  სიკვდილს. 
მისი  აზრით,  ადამიანის  ცხოვრება  სხვა  არაფერია,  თუ  არა  ბრძოლა  გადარჩენისთვის,  ბრძოლა 
სიცოცხლისთვის.  ​„როგორ  გგონიათ,  რაოდენ  მტანჯველი  უნდა  იყოს  ადამიანისთვის  ტკივილები, 
რომ  მან  საკუთარ  თავს  გამოუტანოს  სასიკვდილო  განაჩენი?––რა  თქმა  უნდა,  უსაზღვროდ  მწვავე, 
რომლის  წარმოდგენაც  ჩვენ  არ  შეგვიძლია,  არავინ  თქვას  რომ  ერთი  წამით  მაინც  შეუძლია 
წარმოიდგინოს  ის,  თუ  რას  გრძნობს  ავადმყოფი  იმ  სტადიაზე.“  ექსპერტი  მიიჩნევს,რომ 
საქართველოში  “ლეგალიზაცია”  ყოველთვის  ამორალურთან,  არაეთიკურთან  და  უღმერთობასთან 
არის  გაიგივებული.  თუ  ვიმსჯელებთ  სამართლებრივად  ადამიანი  დაბადებით  არის  თავისუფალი,  მას 
მინიჭებული  აქვს თვითგამორკვევის უფლება და არჩევანის უფლება. ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა 
მიიღოს  დამოუკიდებლად,  „რატომ  ვართმევთ  თავისუფალ  მოქალაქეებს  არჩევნის  თავისუფლებას, 
თუ ისინი დაბადებით თავისუფლები არიან?“. 

სიღრმისეული​ ​ინტერვიუ​: 
რესპონდენტები,  რომლებიც ევთანაზიის მოწინააღმდეგეები არიან, თავიანთ მოსაზრებას ძირითადად 
რელიგიური  არგუმენტით  ამყარებენ,  ხოლო  ვინც  ეთანხმება  ევთანაზიას,  ჰუმანურობის 
გამოვლინებად მიიჩნევს მას.  

-„გამართლებულია , ​ჩემი ​შეხედულებით ​არსებობს ​ადამიანთა ​გაურკვეული ​რაოდენობა ​რომლებიც


იტანჯებიან​ ​სიცოცხლით​ ​სხვადასხვა​ ​ავადმყოფობის​ ​გამო​ , ​სიკვდილი​ ​ნამდვილი​ ​შვებაა​ ​მათთვის.“ 

-„ჩემი ​აზრით, ​ევთანზია ​დასაშვებია​,​იმის ​და ​მიუხედავად ​რომ ​ამ ​გადაწყვეტილების ​მიღება ​მარტივი
არ ​არის ​როდესაც ​ადამიანი ​იტანჯება ​და ​მის ​გადასარჩენად ​ვერაფერს ​ვერ ​ვაკეთებთ ​გარდა
ლოცვისა ,​ამ ​ადამიანს ​უნდა ​შევუმსუბუქოთ ​ეს ​ტკივილი ​და ​მივცეთ ​ნება ​წავიდეს ​ამ ​ქვეყნიდან
მშვიდად​...​რათქმაუნდა ​ეს ​ყველაზე ​რთულია ​ახლობლებისთვის ​მაგრამ ​მათ ​უნდა ​შეეძლოთ ​იმ
ადამიანის ​გაშვება ​ვინც ​უყვართ ​და ​როდესაც ​ამბობენ ​რომ ​მათ ​გარეშე ​არშეუძლიათ ​და ​ვერ
გაუშვებენ ​ეს ​არის ​ეგოიზმი​,​ანუ ​მათთვის ​უფრო ​მარტივია ​მისი ​ტკივილის ​ყურება ,​მაგრამ ​ის ​ხომ ​მათ
გვერდით​ ​იქნება​,​ ვიდრე​ ​მისცენ​ ​უფლება​ ​მშვიდად​ ​სიკვდილისა​...​“ 

ერთ-ერთი  რესპონდენტი  ისტორიიდან  იხსენებს ევთანაზიის ფაქტებს: „სპარტაში კლავდნენ სუსტ და 


სნეულ  ახალშობილებს.  ზოგიერთი  პირველყოფილი  თემის  წეს-ჩვეულებით,  კლავდნენ  ან  სადმე 
ტოვებდნენ  მოხუცებს,  რომლებიც  ზედმეტ  ბარგს  წარმოადგენდნენ.  გარკვეული  პერიოდი  შეწყდა  და 
თავი  იჩინა  მეოცე  საუკუნის  ფაშისტურ  გერმანიაში,  რასაც  უამრავი  ადამიანი  შეეწირა  და  ამ 

15
ყველააფერმა კიდევ უფრო გაასასტიკა და შეურყვნა ზნეობა.“  

რესპონდენტებს  შევთავაზეთ  ჰიპოთეტური  კითხვა:  „წარმოიდგინეთ  რომ ხართ ექიმი და პაციენტმა, 


რომელიც  გაუსაძლისი  ტკივილით  იტანჯება  და  გადარჩენის  შანსი  არ  აქვს,  გთხოვათ  ევთანაზიის 
განხორციელება,  რას  გააკეთებდით?“  რესპონდენტთაგან  მხოლოდ  ერთი  ადასტურებს,  რომ 
პაციენტის  მოთხოვნას  დააკმაყოფილებდა.  დანარჩენები  კი  ცალსახად  უარყოფენ  მათი  მხრიდან 
ევთანაზიის  განხორციელებას.  საინტერესოა  ის,  რომ  ეს  უკანასკნელნი  არიან  ქრისტიანი 
მართლმმადიდებლები,  რაც  კიდევ  ერთხელ  უსვამს  ხაზს  რელიგიური  ფაქტორის  უდიდეს  გავლენას 
ინდივიდთა  ქმედებებზე  და  გადაწყვეტილებებზე.  პარალელი  რომ  გავავლოთ  ვებერის  თეორიასთან, 
აღნიშნული  ეს  ქმედება  მიიჩნევა  ღირებულებით  რაციონალურად,  ვინაიდან  იგი  მოქმედებს 
ღირებულებების ​დაცვით  და ​არა ​პრაქტიკული ​საჭიროებების ​შესაბამისად  და  დაფუძნებულია 
თვითკმარი  ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური) უპირობო რწმენაზე.(სამოქალაქო 
განათლების ლექსიკონი). 

რაც  შეეხება  ევთანაზიის  ლეგალიზაციას,  რესპონდენტების  უმრავლესობა  არ  მიიჩნევს  მას 


მართებულად,  ხოლო  ვინც  ლეგალიზების  მომხრეა,  ხაზს  უსვამს  მის გამოყენებას მხოლოდ ცალკეულ 
შემთხვევებში.  ​„ევთანზია  მხოლოდ  გამოუვალ  მდგომარეობაში  უნდა  დაიშვებოდეს...მისი  აკრძალვა 
არ უნდა მოხდეს, მაგრამ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს მისი განხორციელება...“  

დისკურსის​ ​ანალიზი​:
„თქვენ  არ  იცნობთ  ჯეკს”  მსოფლიო  კინოთეატრების  ეკრანებზე  2010  წელს  გამოვიდა.  ფილმი 
„სიკვდილის  უფლების”  ადვოკატის,  ექიმ  ჯეკ  ქევორქიანის  ისტორიას  მოგვითხრობს.  ექიმის  როლს 
ოსკაროსანი ალ პაჩინო ასრულებს. 
ქევორქიანმა  შექმნა  „მოწყალების  მანქანა”,  რომლის  მეშვეობითაც  1990-98  წლებში 130-ზე მეტი 
სასიკვდილოდ  განწირული  ავადმყოფი  გაემგზავრა  იმ  ქვეყნად.  ექიმი  გაასამართლეს  და  10-დან  25 
წლამდე  თავისუფლების  აღკვეთა  მიუსაჯეს,  2007  წელს  კი  პირობით  ვადამდე  ადრე 
გაანთავისუფლეს.  16  აპრილს,  CNN-ის  ინტერვიუში  ქევორქიანმა  რიტორიკული შეკითხვა დასხვა - 
„სხვა  რა  უნდა  გააკეთოს ექიმმა, როდესაც ხედავს, რომ პაციენტი იტანჯება - ზურგი შეაქციოს?”. ამ 
კითხვაზე  მისი  კოლეგა  მედიკოსები  ხშირად  დუმილს  ამჯობინებენ,  აცნობიერებენ  რა 
სამართლებრივი  დევნის  საფრთხეს.   ეს  ფილმი  კარგად  ასახავს  მთელ  მსოფლიოში  საზოგადოების 
დამოკიდებულებას  ევტანაზიის  მიმართ.  პაციენტის  მოკვდინება,  თუნდაც  მისი  დაჟინებული  თხოვნით, 
სიცოცხლის  ხელყოფად  კვალიფიცირდება  და  დასჯადია.  არსებობს საკუთარი სიკვდილის დაჩქარების 
ირიბი,  კანონიერი  გზა  -  სამედიცინო  ჩარევაზე  უარის  თქმა.  რელიგიური  თვალსაზრისით 
თვითმკვლელობა  მკვლელობას  უტოლდება,  თუნდაც  საქმე  მძიმე  ავადმყოფს  ეხებოდეს,  და  ორივე 
გზას ხშირად ევთანაზიის სახელით მოიხსენიებენ.  
სამედიცინო-ბიოეთიკური  მიდგომა  აუცილებლად  უნდა  ითვალისწინებდეს  რელიგიურ  არგუმენტებს. 
ეკლესიისთვის  ადამიანის  სიკვდილ-სიცოცხლის  საკითხში  ჩარევა  მიუღებელია  და  მისი  ვალია, 
საზოგადოებას  ეს  განუმარტოს. სოციალური  სახელმწიფო  არის  პოლიტიკური  სისტემა,  რომელიც 
მატერიალურ  სიკეთეებს  გადაანაწილებს  სოციალური  სამართლიანობის  პრინციპის  მიხედვით,  რათა 

16
თითოეულმა  მოქალაქემ  ცხოვრების  ღირსეულ  დონეს  მიაღწიოს  სოციალური  განსხვავებულობის 
შემცირებისა და გაჭირვებაში მყოფთა დახმარების გზით. 
 

დასკვნა
 
როგორც  ზემოთ აღვნიშნეთ, აქტიურ ევთანაზიას მრავალი მოწინააღმდეგე ყავს, რომელთაც საკმაოდ 
დამაჯერებელი  არგუმენტები  მოყავთ  თავიანთი  პოზიციის  გასამტკიცებლად:  ერთის  მხრივ, 
გამორიცხული  არაა  ადგილი  ჰქონდეს  შეცდომას  დიაგნოზში,  მედიცინა  დღითიდღე  ვითარდება  და 
ადვილი  შესაძლებელია,  რომ  დღეს  უკურნებადი  დაავადება  ხვალ  განკურნებადი  გახდეს. 
დეონტოლოგიის  მოძღვრების  მიხედვით,  ევთანაზია  შეუთავსებელია  ექიმის  პროფესიულ  და 
საზოგადოებრივ  ფუნქციასთან,  იმ  ნდობის  ატმოსფეროსთან,  რომელიც  უნდა  სუფევდეს  ექიმსა  და 
პაციენტს შორის.   
ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  დასკვნის  სახით  შეიძლება  ითქვას,  რომ  გარდა  იმისა, 
რომ  ევთანაზია  თავისი  ბუნებით  მიიჩნევა  არარელიგიურად  და  არაეთიკურად,  მისი  ლეგალიზება 
გარკვეულ  საფრთხეებთანაც  არის  დაკავშირებული,  თუმცა,  დაუშვებელია  მისი  ჩვეულებრივი 
მკვლელობად  განხილვა,  თავად  მისი  არსიდან  გამომდინარე.   “ჯანმრთელობის  დაცვის  შესახებ’’ 
საქართველოში  კანონის  151-ე  მუხლის  თანახმად,  “სამედიცინო  პერსონალს,  აგრეთვე  ნებისმიერ 
სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება”.  
ხოლო  სსსკ-ის  110-ე  მუხლის  თანახმად,  მკვლელობა  მსხვერპლის თხოვნით ისჯება თავისუფლების 
აღკვეთის  ვადით  2-დან  5  წლამდე.  თუ  ვიმსჯელებთ  სამართლებრივად  ადამიანი  დაბადებით  არის 
თავისუფალი,  მას  მინიჭებული  აქვს  თვითგამორკვევის  უფლება  და  არჩევანის  უფლება.  ადამიანმა 
გადაწყვეტილება  უნდა  მიიღოს  დამოუკიდებლად,  რატომ  ვართმევთ  თავისუფალ  მოქალაქეებს 
არჩევნის თავისუფლებას, თუ ისინი დაბადებით თავისუფლები არიან? - ნამდვილად პარადოქსია. 

17
 

გამოყენებული​ ​ლიტერატურა​:
 

ფრიდონ საყვარელიძე. (2003). ​ევთანაზია - მოწყალება თუ მკვლელობა. თბილისი. 


აზაურაშვილი  გ.,  გვენეტაძე ნ.,  კვაჭაძე მ., კვანტალიანი ნ.,  მანჯავიძე ი.,  მირზიკაშვილი ნ. (2011). 
ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა. თბილისი. 

საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსი. (2003). 

Kenneth  Chambaere  PhD,  Johan  Bilsen  RN  PhD,  Joachim  Cohen  PhD,  Bregje  D. 
Onwuteaka-Philipsen  PhD,  Freddy  Mortier  PhD,  Luc  Deliens  PhD.  (2010). 
Physician-assisted  deaths  under  the  euthanasia  law  in  Belgium:  a  population-based 
survey. Brussel:Vrije Universiteit Brussel. 

  ​Christoph Junker. (2012). Assisted suicide and suicide in Switzerland. Berni:  Federal  Statistical 
Office FSO. 

18

You might also like