You are on page 1of 66

ქართველი ემიგრანტი ქალების სამშობლოში რეინტეგრაციის

პრობლემა, როგორც უკან დაბრუნების შემაფერხებელი ფაქტორი

მაგდა მოდებაძე

საბაკალავრო ნაშრომი წარმოდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის ბაკალავრის

აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნის შესაბამისად

სოციოლოგია

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი, პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2018
განაცხადი

,,როგორც წარდგენილი საბაკალავრო ნაშრომის-ქართველი ემიგრანტი ქალების


სამშობლოში რეინტეგრაციის პრობლემა, როგორც უკან დაბრუნების
შემაფერხებელი ფაქტორი- ავტორი ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემს
ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ
მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული
სათანადო წესების შესაბამისად.“

მაგდა მოდებაძე

16.06.2018

i
აბსტრაქტი

ნაშრომში წარმოდგენილია ქართველი ემიგრანტი ქალების რეინტეგრაციის


პრობლემა, რომელიც გახდა სამშობლოში დაბრუნების ერთ-ერთი
შემაფერხებელი ფაქტორი. ბევრს საუბრობენ იმაზე თუ, რატომ მიდიან
ემიგრაციაში, რა დადებით და უარყოფით გავლენას იწვევს მიგრაციული
პროცესები და ა.შ. თუმცა, იშვიათად საუბრობენ ემიგრანტების დაბრუნების
პერსპექტივებზე, ან პირიქით, სამუდამოდ უცხოეთში დარჩენის
საშიშროებაზე. მთელი რიგი პრობლემებისა, რომელიც ემიგრაციაში წასულ
ქალ ემიგრანტებს აწუხებთ, ერთ-ერთი სწორედ სამშობლოში რეინტეგრაციის
პრობლემაა.

რას გულისხმობს რეინტეგრაციის პრობლემა ემიგრანტი ქალებისთვის?-


სამუშაოდ წასულ ქალებს აღარ აქვთ სურვილი უკან დაბრუნების, რადგან
ფიქრობენ, რომ მათ აქ აღარაფერი ესაქმებათ, რომ მათი სამშობლო ვეღარ
მოახერხებს მათთვის სათანადო პირობების შექმნას საცხოვრებლად და
არსებობისთვის. ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალები ეჩვევიან იმ ახალ
ყოფა-ცხოვრებას, რომელშიც უწევთ არსებობა. ამას ემატება ოჯახის
წევრებთან და ახლობლებთან გაუცხოება, ურთიერთობების გაცივება, რაც
დიდხნიანმა განშორებამ გამოიწვია. მიგრაციიდან დაბრუნებული ქართველი
ქალების უმრავლესობისთვის სამშობლოში რეინტეგრაცია, არც ისე მარტივი
პროცესია.

იმის გამო, რომ შრომით მიგრაციაში მყოფი ქართველი ქალების უმრავლესობა


შრომისუნარიანი და ფერტილური ასაკისანი არიან, მათი სამშობლოში არ
დაბრუნება მთელ რიგ პრობლემებს უდებს საფუძველს, რომელთაგან
განსაკუთრებით შესამჩნევი და მწვავე დემოგრაფიული პრობლემებია.

ii
ქართველი ემიგრანტი ქალების რეინტეგრაცია სახელმწიფოს დღის წესრიგში
მდგარი პრობლემაა.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა კვლევის ჩატარება,


რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, ქართველი ემიგრანტი ქალების
რეინტეგრაციის პრობლემის წარმოჩენა და შეფასება. საინტერესო იყო იმ
ფაქტორების გამოყოფა, რამაც უშუალოდ წარმოქმნა რეინტეგრაციის
პრობლემა, ხომ არ იყო ეს გამოწვეული პატრიარქალური სამყაროდან თავის
დაღწევის სურვილისა და პიროვნული თავისუფლების მოპოვებით
განპირობებული.

ინფორმაცია მოპოვებულია სოციოლოგიური კვლევის, თვისებრივი მეთოდის


გამოყენებით, რომლის დროსაც ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები
საბერძნეთში, იტალიასა და ისრაელში მყოფ ემიგრანტ ქალებთან.

საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, შრომითი ფემინიზაცია, რეინტეგრაცია.

iii
მადლობა

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს სამეცნიერო ხელმძღვანელს, ქალბატონ


მაია არავიაშვილს, რომლის რჩევებმაც დიდი წვლილი შეიტანა ნაშრომის
საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში. მასთან მუშაობის პროცესმა მომცა
პროფესიული გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა.

ასევე, მადლობას ვუხდი საბაკალავრო სემინარის კურსის ხელმძღვანელს


სოფო ზვიადაძეს, რომელიც გულდასმით ისმენდა თითოეული სტუდენტის
კითხვას და გვაძლევდა ზუსტ, საინტერესო და მნიშვნელოვან რჩევებს.

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ რესპოდენტებს,


რომლებიც დამთანხმდნენ და გამონახეს დრო ინტერვიუს ჩაწერისთვის.
თითოეულ მათგანთან გასაუბრება და მათი მიგრაციაში ყოფნის
ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება, კვლევისთვის ძალიან
საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

iv
სარჩევი

შესავალი...........................................................................................................................1

1.თემის პრობლემატიკა და აქტუალობა.....................................................................9

1.1 კვლევის მიზნები, ამოცანები, ჰიპოთეზა..........................................................10

1.2 მეთოდოლოგია.......................................................................................................11

1.3 კვლევის შეზღუდვები..........................................................................................11

2. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა..............................................................13

2.1 თეორიული ჩარჩო..................................................................................................16

2.1.1 საერთაშორისო მიგრაციის თეორიები............................................................18

2.2 შრომითი მიგრაციის ზოგადი დახასიათება.....................................................23

2.3 შრომითი მიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან......................................28

2.4 შრომითი ფემინიზაცია საქართველოს მაგალითზე........................................31

2.5 სახელმწიფო პროგრამები რეინტეგრაციის საკითხებში.................................35

3. ემპირიული მონაცემების ანალიზი: შედეგები და მიგნებები..........................40

დასკვნა............................................................................................................................53

ბიბლიოგრაფია..............................................................................................................56

v
შესავალი

,,მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გაცილებით უკეთ ვართ, ვიდრე


გუშინ. რადგან უფრო მეტმა ვიცით, რატომ ვართ ცუდად. იმედია, ხვალ
კიდევ უფრო მეტს გვეცოდინება. ეს ეხება გახიზნულ, გაჩუქებულ,
გაყიდულ შვილებსაც, რომლებსაც ვერაფრით დავიბრუნებთ, თუკი
თავად არ მოუნდებათ დაბრუნება. დაბრუნება არა მარტო
კეთილშობილური მიზანი, არამედ მოურეველი სურვილიც უნდა იყოს
მათთვის”.

ოთარ ჭელიძე

მიგრაციული პროცესები მთელი მსოფლიოსთვის და კაცობრიობისთვის


მუდმივი და ცნობილი მოვლენაა, რომელიც ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში,
განსხვავებული ფაქტორებით იყო განპირობებული. დღეს, 21-ე საუკუნეში,
როდესაც მსოფლიო განვითარების პიკზეა, გლობალიზაციისა და
დემოკრატიული ფასეულობების ეპოქაში, თითქოს, აღარავისთვის აღარაა უცხო
მიგრაციული პროცესები, რომელიც ერთ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
მიუხედავად ამისა, ვერც იმ მწვავე პრობლემებს ავუვლით გვერდს, რომელიც
მიგრაციულ პროცესებთანაა დაკავშირებული და რომელიც ისევ აქტუალობით
სარგებლობს. რთულია ერთი ფაქტორის გამოყოფა, რომელიც ხელს უწყობს
ქვეყნიდან მიგრაციული ნაკადების გადინებას. მიგრაციული პროცესები
კომპლექსურია და დაკავშირებულია, როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ,
სოციალურ, ისე დიდწილად განპირობებულია ადამიანის ინდივიდუალური
გადაწყვეტილებებითაც. საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც
მიგრაციის მთავარ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენდა პოლიტიკური,
ეკონომიკური, სოციალური და ბუნებრივი პროცესები. ქვეყანაში არსებული

1
რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა თუ, რატომ
ცდილობდნენ ქვეყნიდან გაქცევას საქართველოს მოქალაქეები და რატომ
აფარებდნენ თავს უცხო ქვეყანას.

თუკი გასულ წლებში მასშტაბური ხასიათის იყო პოლიტიკური შინაარსის


მიგრაციული პროცესები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა
შრომითი მიგრაცია, რომელიც ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული.
შრომითი მიგრაცია გულისხმობს, ქვეყნიდან შრომისუნარიანი მუშახელის
გადინებას სხვა ქვეყანაში. ყოველწლიურად, შრომითი მიგრაციის მაღალი
მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გამოიწვია საქართველოში შექმნილმა რთულმა
და გაუსაძლისმა ეკონომიკურმა პირობებმა. უმუშევრობის, სიღარიბის მაღალი
მაჩვენებლისა და დაბალი ხელფასების გამო, ქართველები ტოვებენ ქვეყანას და
სამუშაოდ ისეთ ქვეყანაში მიდიან, სადაც მათი შრომა მეტადაა ,,დაფასებული“,
რაც უკეთესი ანაზღაურების პირობებში გამოიხატება.

შრომითი მიგრაცია ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა არა მარტო


საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მაინც რა ფაქტორები
განაპირობებს საქართველოდან მოსახლეობის წასვლას შრომით მიგრაციაში? ამ
კითხვაზე მკვლევარები, განსხვავებულ პასუხებს იძლევიან.

პროფესორი ციური ანთაძე თავის კვლევაში ,,შრომის ბაზარზე არსებული


მდგომარეობა და მისი გავლენა შრომით მიგრაციაზე“- საუბრობს, რომ ერთ-
ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც შრომისუნარიანი მოსახლეობა ტოვებს
ქვეყანას, არის ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომელიც
ქვეყანაშია შექმნილი. საქართველოში სამუშაოს მოძიება უაღრესად რთულია,
ხოლო დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი არ არის საკმარისი საკუთარი
თავისა და ოჯახის რჩენისთვის- ამბობს ანთაძე.1 აქვე ავტორი აღნიშნავს, რომ
სწორედ დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა და შრომის ბაზრის
ჩამოუყალიბებლობა, სამუშაო ძალის დაბალი ფასი, აიძულებს საქართველოს

1
ანთაძე, ციური: შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მისი გავლენა შრომით
მიგრაციაზე, რედ: ტუხაშვილი, მირიან: მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა საქართველოში,
თბილისი: ლეგა. გვ.74-81. (გვ.74)
2
მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს, სამუშაო და არსებობის წყარო ეძებოს
ქვეყნის გარეთ, თუნდაც თავისუფლების დაკარგვისა და პირადი ღირსების
შელახვის ფასად. ამას ადასტურებს შრომით ემიგრაციის სფეროში ჩატარებული
კვლევების შედეგებიც, რომლის მიხედვითაც შრომით ემიგრანტთა დიდი
ნაწილისთვის მთავარი მოტივი, ეკონომიკური გაჭირვებისაგან თავის დაღწევაა,
რაც უშუალოდ უკავშირდება დაუსაქმებლობას და შრომის დაბალი
ანაზღაურების პრობლემებს.2

მიგრაციული პროცესები საფუძველს უყრის მთელ რიგ პრობლემებს. ერთ-ერთი


ასეთი პრობლემა დემოგრაფიულ საკითხს უკავშირდება. შრომითი ემიგრაციის
გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ პოტენციალზე უკიდურესად
უარყოფითია. იგი მიმდინარეობს ინტენსიური დეპოპულაციის, მოსახლეობის
მიგრაციული კლების და შობადობის კრიტიკულ დონემდე ვარდნის ფონზე. 2014
წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით ირკვევა, რომ ემიგრანტთა 75% 20-დან
54 წლამდე ასაკის პირია.3 ემიგრანტთა ეს კატეგორია წარმოადგენს
შრომისუნარიან მოსახლეობას, მათი ქვეყნიდან გადინება, რა თქმა უნდა,
უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე.

საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიის ცვლილებებზე, შრომითი მიგრაციის


ფაქტორის გავლენაზე საუბრობს მკვლევარი მზია შელიაც. მისი აზრით,
მოსახლეობის შრომითი მიგრაცია ხასიათდება რიგი თავისებურებებით. იგი
მიმდინარეობს ინტენსიური დეპოპულაციის ვითარებაში. შელიას თქმით,
განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსახლეობის მუდმივი მიგრაციის ინტესივობა
და შობადობის დონის მკვეთრი შემცირება. ამასთან, უკიდურესად უარყოფითია
შრომითი ემიგრაციის გავლენა საქართველოს დემოგრაფიულ პოტენციალზე,
რაც გამოიხატება იმით, რომ:

1. შემცირდა სახეზე მყოფი მოსახლეობის აბსოლუტური რიცხოვნება


2. დეფორმირდა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა

2
იქვე.
3
http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
08.06.2018. 01:20
3
3. შრომითი ემიგრაცია, ნაწილობრივ გადაიზარდა მუდმივ ემიგრაციაში და
კვლავაც რჩება შრომითი ემიგრაციის მუდმივ ემიგრაციაში გადაზრდის
ალბათობა.
4. მკვეთრად შესუსტებულია შრომით ემიგრანტთა კონტიგენტის
რეპროდუქციული ქცევა.4

საქართველოს მოსახლეობის შრომითი ემიგრაციის არსებითი ნიშანია


განსაკუთრებით მაღალი განათლების დონე. 2017 წელს საია-ს და CIPDD-ის
დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ
ქვეყნის დატოვებამდე ემიგრანტების 37%-ს საშუალო განათლება აქვს
მიღებული, 19%-ს საშუალო ტექნიკური ან საშუალო სპეციალური, 11%-ს
ბაკალავრის ხარისხი, 7%-ს მაგისტრის, ხოლო 22%-ს ხუთწლიანი უმაღლესი
განათლება (სპეციალისტის დიპლომი) გააჩნია.5 მათი გასვლა მნიშვნელოვნად
აფერხებს და აქვეითებს ქვეყნის შრომით პოტენციალს. ჭელიძე ნათია ამბობს,
რომ პროფესიულ-კვალიფიციური თვალსაზრისით, საქართველოს შრომით
ემიგრანტთა დასაქმება საზღვარგარეთ, უკიდურესად დისკრიმინაციულია.
სრულიად შეუსაბამო დასაქმებით ხდება ქართველი მიგრანტების შრომითი
პოტენციალის დაქვეითება.6 თუ კი შრომითი მიგრაციის დროს ხდება
მიგრანტთა შრომითი ექსპლუატაცია, პარალელურად, ეს მიგრანტებიც უქმნიან
პრობლემებს მიმღებ ქვეყანას. იმიგრანტები აბალანსებენ ერთის მხრივ შრომის
ბაზრის მოთხოვნილებას მიმღებ ქვეყანაში, წარმოადგენენ იაფ სამუშაო ძალას.
იმავდროულად, ამ ქვეყნებს უამრავ დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, სოციალურ
თუ პოლიტიკურ პრობლემებსაც უქმნიან.7

4
შელია, მზია: შრომით ემიგრანტთა დემოგრაფიული სტრუქტურის ძირითადი მახასიათებლები,
რედ: ტუხაშვილი, მირიან: მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა საქართველოში. თბილისი:
ლეგა. 2003. გვ59-63. (გვ.59)
5
(მსსკ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. მიგრაციის 2017 წლის პროფილი.
http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4 _new.pdf (გვ.4)
6
ჭელიძე, ნათია. 2006 შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან. თბილისი: მიგრაციის
კვლევის ცენტრი. (გვ.43)
7
იქვე.

4
მთელი რიგი უარყოფითი ფაქტორებისა, რომელიც შრომით მიგრაციას თან
სდევს, სწორი არ იქნება თუ მიგრაციას მხოლოდ ნეგატიური კუთხით
წარმოვაჩენთ. აღსანიშნავია ასევე ის პოზიტიური შედეგები, რაც მიგრაციულ
პროცესებთანაა კავშირში. საზღვარგარეთ დასაქმებით რადიკალურად იზრდება
შრომით მიგრანტთა და შესაბამისად, მათი ოჯახების შემოსავლები. მწვავე
სოციალური შედეგების მიუხედავად, შრომით მიგრაციას კრიზისულ მომენტში
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენისა და
ქვეყნის სოციალურ-ეკონოიკური განვითარებისთვის. საქართველოში ფულადი
გზავნილების ოდენობა სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ერთ მილიარდ
აშშ დოლარს აჭარბებს.8

ვახტანგ ჯაოშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, მიგრაციული ნაკადები


დადებითი და პროგრესული მოვლენაა, რადგან ხელს უწყობს უმნიშვნელოვანეს
საწარმოო ძალის, შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, აძლიერებს
ადამიანთა ურთიერთკავშირს, აჩქარებს სამეცნიერო-ტექნიკური მოღვაწეობის
ტერიტორიულ გავრცელებას.9

ძირითადად, მიგრაციის ნაკადები მიმართულია დაბალი განვითარებული


ქვეყნებიდან, მაღალ განვითარებული ქვეყნებისკენ. ადამიანები გაურბიან
სიღარიბეს და თავს აფარებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც მაღალი ანაზღაურება და
ცხოვრებისთვის უკეთესი პირობებია შექმნილი. მიგრაციის კერები განსხვავდება
ერთმანეთისაგან, თუმცა, განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობენ
ევროპის ქვეყნები.10 ეს ქვეყნები გამოირჩევიან უკეთესი ეკონომიკური
პირობებით და მაღალანაზღაურებადი სამუშაოებით. უნდა აღინიშნოს, რომ
ევროპის ქვეყნები ამ ბოლო წლებამდე ქართველებისთვის ,,არატრადიციული“
მიგრაციული კერები იყო. ძირითადად, გასულ წლებში საქართველოს
მოსახლეობა რუსეთში მიდიოდა. დღეისთვის კი მხოლოდ ასაკოვანი

8
http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4_new.pdf 8.06.2018. 02:09 (გვ.35)
9
ჯაოშვილი, ვახტანგ. 1983. მოსახლეობის მიგრაცია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა. (გვ.99)
10
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. 2017. საქართველოს 2017 წლის მიგრაციის
პროფილი. თბილისი. http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4_new.pdf
5
მოსახლეობის ნაწილი მიგრირებს რუსეთში. ეს გამოწვეულია უფროს თაობაში
რუსული ენის უკეთ ცოდნით, ხოლო ახალგაზრული ნაწილი ევროპის ქვეყნებში
მიდის, რაც იმით აიხსნება, რომ ახალგაზრდობა უფროს თაობასთან შედარებით,
,,უცხო“ გარემოსთან შედარებით უკეთ ადაპტირდება.11

სამუშაოდ წასული ემიგრანტები, ძირითადად, თანხმდებიან ისეთ სამსახურებს,


რომელიც არ პირდება მათ კარიერულ წინსვლას და არაა ორიენტირებული
ადამიანთა პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაზე. მათი სამუშაო
სფეროები, ძირითადად, ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს. ქართველი
ემიგრანტების უმრავლესობა მუშაობს მშენებლობაზე მუშებად, დიასახლისებად,
ძიძებად და ა.შ. ქალებისთვის სამუშაო არეალს ისევ სახლი და შიდა მეურნეობა
წარმოადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის ისეთი სამსახური, რომელიც კაცის
ფიზიკურ მონაცემებს, მის სიძლიერეს მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ შრომის
ბაზარზე უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ქალ მუშა ხელზე, ვიდრე
მამაკაცისაზე.

მიგრირების ფორმების ეფექტიანობა, ემიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური და


უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული ემიგრირების
გზებზე და საშუალებებზე, მის ორგანიზებაზე. როგორც ციური ანთაძე ამბობს,
,,ბედის ანაბარა“ წასული ადამიანები უფრო დიდ სირთულეებს აწყდებიან
მიმღებ ქვეყანაში. საზღვარგარეთ პრობლემის შექმნის შემთხვევაში ისინი ვერ
მიმართავენ სამართალდამცველებს ან იქაურ მთავრობას, რომლებიც იზრუნებენ
მათ დახმარებაზე. მეგობრებისა და ნაცნობების იმედად წასულნი, ხშირად,
დაუცველნი არიან და მეტია რისკი მათი შრომითი ექსპლუატაციისა.12

შრომით მიგრაციაში წასვლაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.


ხშირად, ადამიანთა უმრავლესობა მიგრაციაში მიდის არალეგალურად და არ
ითვალისწინებს იმ რისკ-ფაქტორებს, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმას თანს

11
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2007. მიგრაცია.
თბილისი: მიგრაციის კვლევის ცენტრი
12
ანთაძე, ციური: საქართველოდან შრომითი მიგრაციის ორგანიზების თავისებურებები
თანამედროვე ეტაპზე. რედ: ტუხაშვილი, მირიან: მიგრაცია. თბილისი: უნივერსალი. 2009. (გვ.16-
29.)

6
სდევს. გასულ წლებში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ (მსო) ჩაატარა კვლევა,
რომელმაც აჩვენა, რომ ტრეფიკინგი საქარველოში სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს.13 ტრეფიკინგზე მომუშავე სერვისის სახელმძღვანელოში
ვკითხულობთ, ,,ტრეფიკინგი ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას,
ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას, მუქარის, ძალის
გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით“.14 ტრეფიკერები ხშირად,
ბოროტად იყენებენ ადამიანთა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ყოფნას. ისინი
სარგებლობენ იმით, რომ თავიანთ მსხვერპლს აქვს მწირი და არასწორი
ინფორმაცია მიგრაციაში წასვლის თაობაზე. მიგრანტთა გადაყვანას
,,უზრუნველყოფენ“ კერძო პირები, რომლებმაც ეს საქმიანობა ერთგვარ
ბიზნესად აქციეს. აღნიშნული ვითარების შედეგად, სახეზე ვიღებთ
რეკრუტირებას, რაც გულისხმობს მსხვერპლის ხელში ჩაგდებას ნებისმიერი
მეთოდის გამოყენებით.15 ამ მხრივ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქალები
წარმოადგენენ, რომლებიც დაუფიქრებლად და გაუცნობიერებლად ენდობიან
ე.წ. ,,შუამავლებს“.

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა ქალთა შრომითი მიგრაციაც,


რომელიც ,,შრომითი ფემინიზაციის“ სახელით არის ცნობილი. ტერმინი
შრომითი ფემინიზაცია გამოიყენება 80-იანი წლებიდან და გულისხმობს,
შრომით მიგრაციაში ქალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი, როგორც სამუშაო
ძალის წინა პლანზე წამოწევას მსოფლიო მასშტაბით.16 ჩვენი ქვეყნის
მაგალითზე, ეს მოვლენა საინტერესოა გენდერული კუთხითაც, თუ
გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ პატრიარქალურ სისტემას,

13
ჰულსტი, მარკ: საქართველოდან ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული
ინსტიტუციონალური და სამართლებრივი სტრუქტურების ანალიზი. რედ: ტუხაშვილი, მირიან:
მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა საქართველოდან. თბილისი: ლეგა. 2003. გვ.24-31. (გვ. 26)
14
გოგოლაძე, თამარ. 2009. პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრეფიკინგზე მომუშავე სერვისის
მიმწოდებლებისათვის. თბილისი: ქალთა საინფორმაციო ცენტრი. (გვ.7)
15
ბაძაღუა, მიხეილ. 2011. ადამიანთა ვაჭრობა ტრეფიკინგი. თბილისი: დანაშაულობის კვლევისა
და პროგნოზირების ცენტრი. (გვ.43)
16
კაპანაძე,ლია. 2018. შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა შვლების სოციალიზაციისა და
რეალიზაციის პროცესზე საქართველოში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივეისტეტი. (გვ6)

7
რომელიც კაცის დომინირებას გულისხმობს ქალზე. საქართველოში შრომა
სქესის ნიშნითაა დანაწილებული, შესაბამისად ქალების მიგრაცია, რომელიც
,,არა ქალურ“ საქმეს წარმოადგენს, ანუ ოჯახის რჩენა, ქალის დამოუკიდებლად
ოჯახიდან გასვლა, გარკვეულ კითხვებს ბადებს. სქესის ნიშნით სამუშაოს
დანაწილებაზე საუბრობენ სხვადასხვა მკვლევარებიც, რომლებიც ამბობენ, რომ
სქესის ნიშნით შრომის დანაწილება გულისხმობს, რომ კონკრეტული სამუშაოს
ერთ სქესს მიანიჭებენ, როგორც აპრობირებულს ან ,,მისთვის განკუთვნილს“.17

მიგრაციაში ქართველი ქალები მიდიან იმ იმედით, რომ გარკვეული კაპიტალის


დაგროვების შემდგომ, ისინი მოახერხებენ ცხოვრებისთვის უკეთესი პირობების
შექმნას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იმედი იმედად რჩება და რამოდენიმე წელი
ათეულ წლებად იქცევა ხოლმე. ოჯახთან წლობით განშორების შემდეგ, ქალები
ავტომატურად შორდებიან ოჯახის საქმიანობას და კარგავენ ,,აღმზრდელობით
ფუნქციას“, რაც მათ კულტურამ უბოძა. ძალიან ხშირად, ურთულდებათ
ურიერთობები ოჯახის წევრებთან, ამ ქალების გავლენა თავიანთი შვილების
სოციალიზაციის პროცესზე ნაკლებია. გამოდის რომ, ოჯახის მატერიალური
კეთილდღეობისთვის წასული ემიგრანტი ქალები, გარიყული და ყველასგან
მივიწყებულნი ხდებიან. შესაბამისად, მათ ექმნებათ პრობლემები, რომელიც
სამშობლოში დაბრუნებას ახლავს თან. ემიგრანტი ქალები დგებიან
რეინტეგრაციის პრობლემის წინაშე და სწორედ ამ ბარიერების გამო, ისინი აღარ
ბრუნდებიან სამშობლოში. საუკეთესო გამოსავლად ისევ დარჩენას და მუშაობას
მიიჩნევენ. სწორედ ამ პრობლემის გამოვლინებაზე და შეფასებაზეა
ორიენტირებული აღნიშნული სოციოლოგიური კვლევა.

17
პადავიჩი, ირენ და რესკინი, ბარბარა. 2007. ქალები და მამაკაცები სამსახურში. თბილისი. (გვ.
24)
8
1. თემის პრობლემატიკა და აქტუალობა

შრომითი მიგრაცია დიდ პრობლემას წარმოადგენს დღევანდელი


საქართველოსთვის. ქართველი ქალები ტოვებენ ოჯახებს, ქვეყანას და სხვა
ქვეყნებში სამუშაოს საძებნელად მიდიან. წასულთა უმრავლესობა უკან აღარ
ბრუნდება, რადგან უცხოეთში უკეთეს ანაზღაურებას გამოიმუშავებენ. თუ
გაუმართლათ და შრომის პირობებიც კარგი შეხვდათ, უკან დაბრუნებას აღარ
ჩქარობენ, რადგან იციან, რომ საქართველოში ისევ სიღარიბე და უმუშევრობა
დახვდებათ.

ქართულ რეალობაში საკმაოდ დაგროვდა სამეცნიერო მასალები შრომითი


მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. არსებულ მასალებში, ძირითადად,
ყურადღება გამახვილებულია მიგრაციის ზოგად სურათზე, მის გამომწვევ
მიზეზებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, ასევე საუბრობენ იმ
ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რომელიც შეამცირებს ახალი მიგრაციული
ნაკადების გადინებას ქვეყნიდან. მიუხედავად შრომითი მიგრაციის საკითხის
აქტუალობისა, უამრავი კლვევებისა და სამეცნიერო მასალის არსებობისა,
ემიგრანტი ქალების რეინტეგრაციის საკითხზე არ არის სათანადოდ ყურადღება
გამახვილებული. მასალებისა და კვლევების სიმწირემ განაპირობა აღნიშნული
კვლევის ჩატარების აუცილებლობა. ერთია ისეთი პოლიტიკის გატარება,
რომელიც შეამცირებს მიგრაციულ ნაკადებს და მეორე, უზრუნველყოფს უკვე
წასულ მოსახლეობის უკან დაბრუნებას სამშობლოში. სწორედ მათ დაბრუნების
პრობლემას ეხმიანება ეს კვლევაც.

ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება დაეთმოს და უფრო


სიღრმისეულად იქნეს გამოკვლეული ემიგრანტი ქალების რეინტეგრაციის
პრობლემა, რომელიც გახდა მათი სამშობლოში დაბრუნების მთავარი
შემაფერხებელი ფაქტორი. ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება, უამრავ
სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემას წარმოქმნის.

9
1.1 კვლევის მიზნები, ამოცანები და ჰიპოთეზა

კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართველი ემიგრანტი ქალების


რეინტეგრაციის პრობლემის წარმოჩენა და შეფასება, რომლის გამოც
ემიგრანტებს აღარ აქვთ უკან, სამშობლოში დაბრუნების სურვილი. ამ
პრობლემის გამო, ისინი დიდი ხნით, ხშირ შემთხვევაში კი სამუდამოდ რჩებიან
უცხო ქვეყანაში.

კვლევის ამოცანები:

 გავიგო თუ რატომ გახდა რეინტეგრაციის პრობლემა ქართველი


ემიგრანტი ქალებისთის, უკან დაბრუნების ხელშემშლელი ფაქტორი
 იმ ფაქტორების გამოყოფა, რამაც წარმოქმნა რეინტეგრაციის პრობლემა
ემიგრანტი ქალებისთის.

კვლევის შინაარსიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ორი ჰიპოთეზე:

1. სავარაუდია, რომ რეინტეგრაციის პრობლემა, რომელიც გახდა


ემიგრანტებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი, გამოიწვია იმან, რომ ქალის
სახლიდან წამოსვლით და შორ მანძილზე ყოფნით, იგი ვეღარ იღებდა
უშუალო მონაწილეობას ოჯახის ყოველდღიურ საქმიანობაში, რამაც
გამოიწვია ინდიფერენტული დამოკიდებულება ოჯახის წევრების
მხრიდან. გაცივებული ურთიერთობები ოჯახის წევრებთან კითხვის
ნიშნის ქვეშ აყენებს მიგრანტი ქალის დაბრუნებას სამშობლოში და
რეინტეგრაციის საკითხს.
2. მიგრაციაში წასვლის შემდეგ, ემიგრანტები უკეთეს ეკონომიკურ
პირობებში იმყოფებიან, ვიდრე საქართველოში ყოფნის დროს. ეჩვევიან
ახალ გარემოს, ცხოვრების წესს. ეს ერთ-ერთია რის გამოც ჩნდება მათი
რეინტეგრაციის პრობლემა.

10
1.2 მეთოდოლოგია

საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი დაფუძნებულია თეორიული ლიტერატურის


მიმოხილვასა და ემპირიული მონაცემების შეგროვებაზე. ასევე, არსებულმა
ვიდეო და დოკუმენტურმა მასალამ, დიდი როლიი თამაშა კვლევის
წარმართვაში. სოციოლოგიური კვლევა ეყრდნობა თვისებრივი კვლევის
მეთოდს, რომლის დროსაც ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები. აღნიშნული
მეთოდის გამოყენება კვლვისთვის საჭირო იყო თემის სპეციფიკურობიდან
გამომდინარე. სიღრმისეული ინტერვიუს მეშვეობით, კვლევას საშუალება მიეცა,
მიეღო სრული, ამომწურავი და საინტერესო პასუხები რესპოდენტებისაგან.
აღნიშნული მეთოდი გამოყენებული იქნა შემდეგნაირად: მოძიებულნი იქნენ
მიგრაციაში მყოფი ქართველი ქალები, რომლებიც ქვეყნიდან წასულნი არიან
არანაკლებ 5 წელია. მიგრანტთა მიმღები ქვეყნებიდნ შეირჩა საბერძნეთი,
იტალია და ისრაელი, ვინაიდან ეს ქვეყნები განსაკუთრებით მიმზიდველია
ქართველი ემიგრანტი ქალებისთვის. თითოეული ქვეყნიდან იყო 5
რესპოდენტი. ინტერვიუები ჩაწერილ იქნა სკაიპის გამოყენებით, ვინაიდან
პირადად გასაუბრება შეუძებელი იყო. თითოეულ რესპოდენტთან ინტერვიუს
ხანგრძლივობა მიმდინარეობდა 30-45 წუთი. ემპირიული სოცილოგიურ
კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული იქნა სადისკუსიო გეგმა. კვლევაში
რესპოდენტთა სახელები შეცვლილია კონფიდენციალურიბის დაცვის მიზნთ.

1.3 კვლევის შეზღუდვები

კვლევის პროცესში გამოვლინდა სირთულეები, რაც პირველ რიგში შეეხო იმას,


რომ არ მქონდა შესაძლებლობა პირისპირ გავსაუბრებოდი რესპოდენტებს, რაც
ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მახასიათებელია სიღრმისეული

11
ინტერვიუს ჩაწერის დროს. ამასთანავე, ყოველი რესპოდენტი მითანხმდებოდა
მისთვის სასურველ დროზე, რადგან მათ არ ეცალათ სამუშაო გრაფიკიდან
გამომდინარე. მიწევდა ინტერვიუების ჩაწერა ფორსმაჟორულ სიტუაციაში,
ვინაიდან, ხშირად რამოდენიმე რესპოდენტს ერთსა და იმავე დროს ეცალა.
მაქსიმალურად ვცდილობდი მეტი ინფორმაცია მიმეღო რესპოდენტებისგან,
დროს სიმწირის გამო.

საწყის ეტაპზე ძალიან გამიჭირდა რესპოდენტების მოძებნა, ამისთვის


გამოვიყენე სანაცნობო წრე, რომლებმაც დამაკავშირეს სხვა ემიგრანტებთან,
თუმცა, აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა ეს რაოდენობა არ იყო საკმარისი
კვლევისთვის. ამიტომ ვცდილობდი სხვა გზებით რესპოდენტთა მოძებას.
განსაკუთრებით გაამართლა ემიგრანტთა ფეისბუქ ჯგუფში გაწევრიანებამ,
სადაც საწყის ეტაპზე ვაკვირდებოდი თუ, როგორი განწყობა იყო ემიგრანტებში,
რა შინაარსის პოსტები იდებოდა, რის მიმართ გამოთქვამდნენ ინტერესს თუ
უკმაყოფილებას. რამოდენიმე დღის შემდეგ, დამებადა იდეა, ჯგუფში დამეწერა
პოსტი, სადაც ვთხოვე სურვილისამებრ მიეღოთ მონაწილეობა სოციალურ
გამოკვლევაში. ვიფიქრე, რომ არავინ გამოეხმაურებოდ ამკვლევას და საერთოდ,
ჯგუფის ადმინი არცკი დაამატებდა ჩემ პოსტს ჯგუფში. ეს მზაობა გამოწვეული
იყო ჩემი გამოცდილებებიდან გამომდინარე, რაც წინა სოციოლოგიურ
კვლევებში მივიღე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უნდობლად ეპყობა
სოციოლოგიურ კვლევებს, რომელიც არაფრის მომცემად მიაჩნიათ.

თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა თავისი


ინიციატივით მომწერა პირად შეტყობინებებში, რომ სურდათ მიეღოთ
მონაწილეობა კვლევაში. რა თქმა უნდა, იყო უარყოფითი კომენტარებიც, რაც
ძირითადად, უნდობლობაში გამოიხატებოდა, თუმცა, ასეთი შინაარსის
კომენტარებიც საკმაოდ ბევრი რამის მთქელი აღმოჩნდა კვლევისთვის.
სასიამოვნო იყო რესპოდენტების უშუალობა და აღფრთოვანება იმის მიმართ,
რომ საქართველოში ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან მათი
პრობლემებით. მათი კვლევაში მონაწილეობის მიზანი იყო ის, რომ სურდათ
ყველას გაეგო ემიგრანტების პრობლემები. რესპოდენტები ამას ღიად ამბობდნენ.

12
საინტერესოა ის ფაქტი, რომ უამრავ გამოხმაურებასა და პასუხებში, არცერთი
მამაკაცი არ იყო და მხოლოდ ქალებმა გამოიჩინეს ინიციატივა, მიუხედავად
იმისა, რომ ჯგუფის წევრებს შორის მამაკაცებიც საკმაო რაოდენობით იყვნენ
გაწევრიანებულნი. ქალთა ასეთმა აქტივობამ და მამაკაცების პასიურობამ,
კვლევას მისცა ბიძგი, ყურადღება გამახვილებულიყო იმ ემიგრანტებზე,
რომლებიც შრომით ფემინიზაციაში იმყოფებოდნენ.

კვლევის ერთ-ერთი შეზღუდვა უკავშირდება დროის ფაქტორს, რომელიც


წარმოადგენდა დიდ პრობლემას კვლევისთვის. დროის სიმცირის გამო კვლევა
განხორციელდა 2018 წლის აპრილი-მაისის თვეში.

2. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა

პირველად ტერმინს „მიგრანტს“ ვხვდებით საერთაშორისო სამართლის


კონტექსტში, რომელიც გამოყენებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
როდესაც მილიონობით ხალხი გადაადგილებულ იქნა იძულებით ან თუნდაც
ნებაყოფლობით (გერმანელი ფაშისტების მიერ ტყვეებისა და სხვა ადამიანების
მასობრივი გადასახლება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში).18 მიგრაცია ყოველთვის
იყო კაცობრიობისთვის ყველაზე უსიამოვნო და ამავდროულად,
გამამდიდრებელი ძალა. ის სახეს უცვლიდა ქვეყნების საზღვრებს, ეკონომიკურ
სტრუქტურებსა და კულტურულ იდენტობებს. მსოფლიოს მოსახლეობის
არათანაბარმა ზრდამ, გააძლიერა მიგრაციის ზეწოლები. მსოფლიოს ბანკის
პროგნოზით, მიგრაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან
განმსაზღვრელ ძალად იქცა.19 დღესდღეისობით არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც
არ ეხება მიგრაციის პრობლემები. უკანასკნელ პერიოდში, მიგრაციის
საკითხებით, არერთი სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა.

18
კევლიშვილი, მარიამ. 2015. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინაღმდეგ ევროპული კომისიის
(ECRI) როლი ევროპაში მიგრანტთა სტატუსის დაცვაში ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის სტანდარტების შესაბამისად. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა. (გვ.14)
19
წულაძე, გიორგი. 2013. საქართველოს დემოგრაფიის პერსპექტივები: 2015-2300 წლები.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ.15)
13
მიგრაციის თემამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მსოფლიოს საერთაშორისო
კონფერენციებზე. ერთ-ერთი ასეთია მაგალითად, 2006 წლის სექტემბერში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბელეის მიერ
ჩატარებული მაღალი რანგის დიალოგი, საერთაშორისო მიგრაციასა და
განვითარებაზე.20

მოსახლეობის მიგრაცია საინტერესო მოვლენაა სხვადასხვა პროფესიის


წარმომადგენელთათვის. სწორედ ამიტომ, მიგრაციას, როგორც განსაკუთრებულ
პროცესს, შეისწავლის დემოგრაფია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ისტორია და
გეოგრაფია. მიგრაციული პროცესების ახსნას არაერთი მეცნიერი შეეცადა და
თითოეულმა მათგანმა შემოგვთავაზა ამ პროცესების ახსნის სხვადასხვა
ვარიანტი. მიგრაციის მეცნიერული შესწავლა ემსახურება პრაქტიკულ მიზანს-
დადგინდეს მოსახლეობის გადაადგილების მიმართულებები, მიზეზები, ამ
გადაადგილების გავლენა, ადამიანების გასვლისა და შემოსვლის ადგილებში
საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ თუ პოლიტიკურ
ცხოვრებაზე, მოსახლეობის დემოგრაფიულ სტრუქტურებზე და ბუნებრივ
გარემოზე. მოსახლეობის მიგრაცია ბუნებრივ-ისტორიული კატეგორიაა, აქედან
გამომდინარე ის არასდროს არ წყდება და უფრო და უფრო მასშტაბურ ხასიათს
იღებს. შესაძლებელია, მიგრაციული ნაკადების შენელება ან პირიქით,
გაძლიერება, დამთავრებით კი არასდროს მთავრდება. ეს ისეთი მოვლენაა,
რომელზეც პირდაპირი ზემოქმედება არ იძლევა სასურველ შედეგებს- ამბობს
აკაკი კაცაძე.21 ქრთველი მეცნიერები, გიორგი წულაძე და ავთანდილ
სულაბერიძე, თავიანთ ნაშრომში ,,დემოგრაფიული საფუძვლები“ მიგრაციას
განმარტავენ, როგორც ,,ადამიანების გადაადგილებას ამა თუ იმ ტერიტორიის
საზღვრებს იქით საცხოვრებელი ადგილის, სამუშაოს ან მეტ-ნაკლებად
ხანგრძლივი დროით ადგილის შეცვლის მიზნით.22 გაერო, საერთაშორისო
მიგრანტის განსაზღვრას შემდეგნაირად იძლევა, ,,საერთაშორისო მიგრანტი არის

20
High Level Dialogue on International Migration and Development, September, 2006 -
http://www.un.org/esa/population/migration/hld
21
კაცაძე, აკაკი. 1983. მოსახლეობის მიგრაცია და საქართველოს საშუალო ქალაქების სოციალური
განვითარების პრობლემები. თბილისი: მეცნიერება (გვ.16)
22
სულაბერიძე, ავთანდილ. წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ. 277)
14
პირი, რომელიც ტოვებს იმ ქვეყანას, რომელშიც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.
ქვეყანა, რომელშიც პირი ჩვეულებრივ ცხოვრობს, ეს ის ადგილია, სადაც ის
ყოველდღიურად ისვენებს.23

მოსახლეობის მიგრაცია უძველესი დროიდან ფართოდ გავრცელებულ


სოციალურ მოვლენას წარმოადგენს და დიდ როლს ასრულებს საზოგადოებრივ
ცხოვრებაში. თუმცა, დღემდე არ არსებობს მიგრაციის ზუსტი, ყველასთვის
რელევანტური ვიწრო და ფართო გაგება. როგორც ქართველი მეცნიერი ვახტანგ
ჯაოშვილი განმარტავს, ვიწრო გაგებით მოსახლეობის მიგრაცია ნიშნავს
ადამიანების გადასვლას საცხოვრებლად ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორე
დასახლებულ პუნქტში მეტად თუ ნაკლებად ხანგრძლივი დროით, მიუხედავად
იმისა, ერთმანეთის მეზობლად მდებარეობენ თუ არა ეს პუნქტები, თუ დიდი
მანძლით არიან დაშორებულნი. ფართო გაგებთ -კი აუცილებელ პირობას არ
წარმოადგენს საცხოვრებლად სხვა დასახლებულ პინქტში გადასვლა და
მიგრაციას განეკუთვნება აგრეთვე მოსახლეობის სეზონური ან ყოველდღიური
ტერიტორიული გადაადგილება საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს შორის-
ერთ დასახლებული პუნქტიდან მეორეში.24 რევაზ გაჩეჩილაძის თქმით,
მოსახლეობის მიგრაცია, ეს არის ინდივიდების და ადამიანთა ჯგუფის მიერ
საცხოვრებელი ადგილის მუდმივად ან ხანგრძლივი ვადით შეცვლა, რომელიც
კულტურული დიფუზიის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს, ოდითგანვე იყო
ადამიანის მიერ ოიკუმენის გაფართოების საშუალება.25

მიგრაციული პროცესები მჭიდრო კავშირშია დროის ფაქტორთან, რომლის


გათვალისწინებითაც გამოიყოფა მუდმივი, დროებითი და სეზონური
მიგრაციები. მუდმივი მიგრაცია, როგორც თვითონ ტერმინიც გვიჩენებს,
გულისხმობს განუსაზღვრელი ვადით ჩასახლებას სხვა დასახლებულ პუნქტში.
დროებითი მიგრაცია ნიშნავს ჩასახლებას განსაზღვრული ვადით. როგორც წესი,

23
სულაბერიძე, ავთანდილ. წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ. 282)
24
ჯაოშვილი, ვახტანგ. 1983. მოსახლეობის მიგრაცია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა. (გვ.90)
25
გაჩეჩილაძე, რევაზ. 1997. მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალურ-
პოლიტიკური შედეგები. თბილისი. (გვ. 5)
15
ეს ვადა არ არის რამოდენიმე თვეზე ნაკლები, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს
რამოდენიმე წელიც.26

2.1 თეორიული ჩარჩო

გარე მიგრაციის თეორიის შექმნას დიდი ხნის ისტორია აქვს. XIX საუკუნის
ბოლოს ერნესტ რავენშტაინმა ჩამოაყალიბა მიგრაციის კანონები ინგლისში.27
რავენშტაინმა ეს კანონები ჩამოაყალიბა ემპირიული მონაცემების ანალიზზე და
ამ ფენომენის გასაანალიზებლად პირველი თეორიული სტრუქტურა შექმნა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რავენშტაინის მიერ შექმნილი კანონები,
იყო მცდელობა, აეხსნა იმ დროის მიგრაციული პროცესები, მასზე მოქმედი
ფაქტორები და გამომწვევი მიზეზები. იქიდან გამომდინარე, რომ 21-ე საუკუნის
მიგრაციული პროცესები, ახალი გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგას,
დღევანდელი გადმოსახედიდან, რავენშტაინის მიერ შემოთავაზებულ
თეორიებს, ვერ მივიჩენევთ უნივერსალურად. თუმცა, მისი ნამუშევარი საკმაოდ
ესადაგება მიგრაციის საკითხების ცალკეულ კომპონენტებს. რავენშტაინი
გამოყოფს შემდეგ მიგრაციულ კანონებს:

 მიგრანტების უმრავლესობა გადაადგილდება ახლო ლოკაციაზე,


უკუკავშირი მათ რაოდენობასა და მანძილს შორის უარყოფითია;
 ემიგრაცია და იმიგრაცია ურთიერთ საპირისპირო მოვლენებია;
 მიგრაცია ხელს უწყობს ჯგუფების იერარქიულ გადაადგილებას, როდესაც
ერთი ჯგუფი მიდის ქვეყნიდან, მეორე ჯგუფი იკავებს მის ადგილს;
 მიგრაციის პროცესი ბალანსდება ბუნებრივი მატებით სოფელში და
მექანიკურით ქალაქში;
 ქალები ძირითადად გადაადგილდებიან ქვეყნის შიგნით, ხოლო მამაკაცები

26
ჯაოშვილი, ვახტანგ. 1983. მოსახლეობის მიგრაცია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა. (გვ. 95)
27
სულაბერიძე, ავთანდილ და წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ65)
16
საზღვარგარეთ;
 სოფლის მოსახლეობა უფრო მეტად არის მიდრეკილი მიგრაციისკენ,
ვიდრე ქალაქის.
 ადამიანები, რომლებიც შორ ლოკაციაზე მიდიან მიგრაციაში, ძირითადად
საქმდებიან დიდ ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრებში.
როგორც ვხედავთ, რავენშტაინის მიერ წარმოდგენილი კანონები, არ შეესაბამება
დღევანდელ რეალობას. მაგალითად, როგორც ავტორი ამბობს, ქალები უფრო
ქვეყნის შიგნით გადაადგილდებიან, ვიდრე მამაკაცები. რა თქმა უნდა,
დღევანდელ რეალობას ეს მოსაზრება აცდენილია, რადგან დღეს, სწორედ
ქალების უმრავლესობა მიდის საზღვარგარეთ შრომით მიგრაციაში, ვიდრე
მამაკაცები. ასევე, არ მიესადაგება დღევანდელ რეალობას ის დებულება, რომ
მიგრანტები ძირითადად ახლო ლოკაციაზე გადაადგილდებიან. ამის
მიუხედავად ეს კანონები საკმაოდ წარმატებით გამოიყენებოდა გასული
საუკუნის მიგრაციული პროცესების ასახსნელად. რავენშტაინი ამტკიცებდა,
რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზია ეკონომიკური ფაქტორი და მიგრაციის
ძირითადი მიმართულებაა აგრარული დასახლებებიდან, ინდუსტრიულ და
კომერციული ცენტრებისაკენ.28 აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრება
გამართლებულია დღევანდელ მიგრაციულ პროცესებთან მიმართებაშიც.

ბევრი მეცნიერი ცდილობდა, შეექმნა ისეთი საერთაშორისო მიგრაციის


თეორიები, რომელიც იქნებოდა უნივერსალური და მოიცავდა მიგრაციის
გამომწვევ ყველა ასპექტს. თუმცა, მსგავსი თეორიის შექმნა ვერ მოხერხდა.
როგორც აღნიშნავენ დუგლას მეისი29 და მისი თანაავტორები, დღესდღეობით არ
არსებობს საერთაშორისო მიგრაციის ისეთი თეორია, რომელიც მოიცავს
მიგრაციის შესწავლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიდგომებს და
პერსპექტივებს. უფრო მეტიც, არსებული თეორიები ,,შეიქმნა უმთავრესად

28
სულაბერიძე, ავთანდილ და წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ65)
29
დუგლას მეისი. (1952) ამერიკელი სოციოლოგი
17
ერთმანეთისგან იზოლაციაში და ზოგჯერ გაყოფილია დისციპლინებს შორის
არსებული საზღვრებით.“30

ქვემოთ წარმოდგენილია საერთაშორისო მიგრაციის თეორიები, რომელთა


მცდელობაც იყო, აეხსნათ და გაეანალიზებიათ მიგრაციული პროცესების
წარმოქმნის მიზეზები.

2.1.1 საერთაშორისო მიგრაციის თეორიები

ეკონომიკური მიდგომა. ეკონომიკური თეორიის თანახმად, გარე მიგრანტად


მოიაზრება შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც მიდის სამუშაოდ
საზღვარგარეთ, შესაბამისად, ესეთი ადამიანები გაიგივებულნი არიან მუშებთან.
ეკონომიკური მიდგომის თვალსაზრისით, გარე მიგრაცია შრომის ხელახალი
დანაწილების მექანიზმია. მუშების ბუნებრივ მოძრაობას დაბალი ანაზღაურების
მქონე ადგილებიდან მაღალი ანაზღაურების ადგილებისკენ, გამოიწვევს
ეკონომიკურ პროგრესს, მიგრანტის სამშობლოსთვისაც და თავად
მიგრანტისთვისაც.31

მიგრაციის ნეოკლასიკური თეორია. ეს თეორია არის კლასიკური მიგრაციის


მოდიფიკაცია, რომელიც ჯონ ჰარისსა32 და მაიკლ ტოდაროს33 სახელს
უკავშირდება. ამ თეორიის თანახმად, ქვეყნებში, სადაც შრომის წილი კაპიტალს
ჭარბობს, დაბალანაზღაურებადი სამუშაოებით გამოირჩევიან, ხოლო ქვეყნები,
რომელშიც კაპიტალი ბევრად მაღალია, ვიდრე შრომის წილი- მაღალი საბაზრო
ანაზღაურებით. ეს შექმნილი ვითარება უბიძგებს მოსახლეობას, წავიდნენ
დაბალანაზღაურებადი ქვეყნებიდან, მაღალანაზღაურებად ქვეყნებში. თუმცა,
როდესაც ესეთი მიგრაციული ნაკადები სისტემატიურ ხასიათს იღებს, ვითარება

30
ზურაბიშვილი, თამარ. 2007. შრომითი ემიგრაცია დაბა თიანეთიდან: ემიგრაციული ქსელების
განვითარება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ.16)
31
სულაბერიძე, ავთანდილ და წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ65)
32
ჯნ ჰარისი, ამერიკელი ეკონომისტი.
33
მაიკლ ტოდარო. (1942-) ამერიკელი ეკონომისტი
18
იცვლება მიგრანტის სამშობლოსა და მიმღებ ქვეყნებში. უფრო კონკრეტულად,
მუშახელის რაოდენობა კლებულობს და შესაბამისად, ანაზღაურება იზრდება
მიგრანტის სამშობლოში, პარალელურად, მუშახელი იზრდება და ანაზღაურება
კლებულობს მიგრაციის ადგილებში.34

ახალი ეკონომიკის თეორია. ეს თეორია ფოკუსირდება მიკრო ეკონომიკურ


დონეზე. მიიჩნევა, რომ ადამინები მიგრაციაში წასვლის საკითხს
დამოუკიდებლად არ წყვეტენ. ამას შეთანხმებულად აკეთებენ ოჯახის
წევრებთან, ახლობლებთან ერთად. ერთ-ერთი ოჯახის წევრის საზღვარგარეთ
მიგრაციაში გაგზავნით, ეს ოჯახი იუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და
პროდუქტიულობას საზოგადოებაში. 35

ოჯახური მიგრაცია და მიგრაციის სელექტურობა. ის, თუ როგორი ეკონომიკური


მდგომარეობა აქვს ოჯახს, პირდაპირ კავშირშია ოჯახის წევრებს შორის
წარმოქნილ კონფლიქტებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი შედგება ერთზე
მეტი ეკონომიკურად აქტიური წევრებისაგან, ამ კონფლიქტური მიზნების
წარმოშობა შესაბამისად არსებობს. მიგრაცია წარმოშობს ოჯახიდან ,,მჭიდროდ
დაკავშირებულ წამსვლელებს“ ან ,,მჭიდროდ დაკავშირებულ დამრჩენებს”.36

ორმაგი შრომითი ბაზრის თეორია. ეს თეორია მაკრო ეკონომიკური


თვალსაზრისით განიხილება. თეორეტიკოსები ამბობენ, რომ მიგრაცია
გამოწვეულია საერთაშორისო ძალების ზემოქმედების შედეგად და
ინდივიდუალურ არჩევანს სცილდება. ამ თეორიის თანახმად, შრომითი
ემიგრაცია მუშახელს არ პირდება მაღალ სოციალურ სტატუსს, ამიტომ ასეთ
სამუშაოზე მხოლოდ ისინი სთანხმდებიან, ვისთვისაც მთავარ პრიორიტეტს
ფული წარმოადგენს და არა სოციალური სტატუსი.37

34
იქვე (გვ66)
35
იქვე (გვ66)
36
სულაბერიძე, ავთანდილ და წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (68)
37
იქვე (69)
19
სოციოლოგიური თეორია. ამ თეორიის თანახმად, მიგრაციის მთავარი მიზეზია
პოზიტიური ფაქტორების არსებობა მიგრაციის ქვეყანაში და ნეგატიური
ფაქტორების არსებობა მიგრანტის სამშობლოში.38

ადამიანური კაპიტალის თეორია. მიგრაციის მიზეზებს განიხილავენ მიკრო


დონეზე. თითოეული მიგრანტი მოიაზრება, როგორც მის განათლების,
კვალიფიკაციასა და სამედიცინო სამსახურებში ინვესტირების შედეგი.
მიგრირების პროცესში ეს თეორია გარდა ეკონომიკურისა, მხვედველობაში
იღებს, ასევე ფსიქოლოგიურ დნაკარგებს, როგორიცაა მაგალითად, განშორება
ახლობლებთან. ასევე, ეს თეორია ხაზს უსვამს ადამიანის სურვილს, უფრო
მაღალი დონის კულტურასთან და საზოგადოებრივ სკეთესთან
ხელმისაწვდომობისა.39

ღია ეკონოიკის თეორიული მოდელი. ამ თეორიას საფუძველი პიტერ სტალკერმა


ჩაუყარა. ეს მოდელი გულისხმობს რომ შრომითი საწარმოები, რომლებიც
საჭიროებენ ბევრ მუშახელს, უნდა განთავსდეს განვითარებად ქვეყნებში, ხოლო
განვითარებულ ქვეყნებში კაპიტალტევადი და მაღალტექნოლოგიური
საწარმოები. სტალკერი ქმნის თანამედროვე მიგრაციის მოდელს, რომელიც
აგებულია ეკონომიურ ფაქტორებზე. ამ მოდელის თანახმად: ა. ყველა ინდივიდი
ცდილობს ემიგრირებიდან მიიღოს სარგებელი. ბ. ოჯახი მიისწრაფვის
არასტაბილურ მსოფლიოში ცხოვრების რისკი შეამციროს, რასაც ახერხებს
ოჯახის წევრის მიგრაციაში, საშოვარზე გაგზავნით. 3. ხდება შრომის ახლებული
საერთაშორისო დანწილება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმიგრანტების ხვედრი
არასტაბილური, დაბალანაზღაურებადი და არაპრესტიჟული სამუშაო
ადგილებია.40

38
სულაბერიძე, ავთანდილ და წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის საფუძვლები. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ.70)
39
ჭელიძე, ნათია. 2006. შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან. თბილისი: ივანე
ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის კვლევის ცენტრი
(გვ. 11)
40
Stalker, Peter. 2000. Workers without frontiers. United States of America: Lynne Rienner. (გვ.21-41).
https://books.google.ge/books?id=Hn13UQ6qCGEC&printsec=frontcover&dq=(Stalker+P.+Workers+witho
ut+fronts.+the+impact+of+globalization+on++international+migration&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwimhf_
-1_DaAhWJDSwKHc_9BUkQ6AEIJjAA#v=onepage&q&f=false
20
,,აღმავლობის“ ანუ ,,ტექნოლოგიური განვითარების“ თეორია. ამ თეორიის

ავტორია ჯორჯ სიმონი, რომელიც ამბობს, რომ მიგრაციული პროცესები


დადებითი მოვლენაა მიმღები ქვეყნისთის, როგორც ეკონომიკური
განვითარებისთვის, ასევე დემოგრაფიული კუთხითაც. მიგრანტები სავსებით
ანაზღაურებენ იმ საზოგადოებრივი საქონლის ღირებულებას, რითაც ისინი
სარგებლობენ, რადგან თვითონ აწარმოებენ, ნაწილობრივ მოიხმარენ კიდეც და
იხდიან გადასახადებს. 41

მიზიდვა-განზიდვს თეორია. ეს თეორია მკაფიოდ გამოხატავს დონორი


ქვეყნიდან ემიგრირებაზე გადაწყვეტლების მიღებაში ,,განმზიდავი“ ფაქტორების
როლს, მიმღებ ქვეყანაში კი შესაბამისად- ,,მიმზიდავი“ ფაქტორების როლს. ანუ
ემიგრირების პროცესი განისაზღვრება პოტენციურ მიგრანტების მიერ ამ
ფაქტორებს სუბიექტირი აღქმით.42

ინტეგრაციის თეორია. ამ თეორიის თანახმად სამუშაო ძალის მიგრაცია ხდება


მანამდე, სანამ საინტეგრაციო სისტემაში არ გათანაბრდება ზღვრული შრომის
ნაყოფიერება და ხელფასი. ინტეგრაციული თეორიის თანახმად, რეგიონებს
შორის შემოსავლებისა და ხელფასებს შორის გათანაბრება, უპირველეს ყოვლისა,
უნდა მოხდეს კაპიტალისა და საქონლის მოძრაბით და მხოლოდ ამის შემდეგ
შრომითი მიგრაციის შედეგად.43

საგარეო ვაჭრობის თეორია. ამ თეორიიდან გამომდინარე, შრომითი მიგრაცია და

სასაქონლო ვაჭრობა ურთიერთშემავსებელი პროცესებია. მუშახელი წავა იქით,


სადაც გამოყენებული იქნება იგი საექსპორტო საქონლის წარმოებაში.
ეკონომიკურ განვითარებასთან თანამოქმედება მიგრაციული პროცესების

41
ჭელიძე, ნათია. 2006. შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან. თბილისი: ივანე
ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის კვლევის ცენტრი
(გვ.23)
42
(იქვე)
43
(იქვე)
21
ალტერნატივა კი არ არის, არამედ მისი შემავსებელია. ეს პროცესები სახეს
უცვლის მიგრაციას, მაგრამ უშუალოდ პროცეს არ აუქებს.44

მიგრაციული ქსელების თეორია. ამ თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ


თავდაპირველ ეტაპზე წასული მიგრანტები, შემდგომში საფუძველს უქმნიან
სხვა მიგრაციული ქსელების ფორმირებას. უკვე წასული მიგრანტები
ინფორმატორების როლს ასრულებენ, რაც შემდგომ მიგრანტთა ნაკადებს
ბარიერებს უხსნის და ეს კიდევ უფრო აძლიერებს მიგრაციულ ტალღებს.45

მიგრაციული სისტემის თორია. ეს თეორია ყურადღებას ამახვილებს


გეოგრაფიულ ფაქტორზე და მიიჩნევა, რომ არაა აუცილებელი ქვეყნების
სიახლოვე მიგრაციული პროცესების განხორიციელებისთვის. დიდი მანძილით
დაშორებული ქვეყნებიც წარმოადგენს გლობალური მიგრაციის ნაწილს.46

რაც შეეხება იდენტობის თეორიას, მარია ბარბერას47 თქმით, მიმღებ ქვეყანაში


მიგრანტები თავიდან გადიან სოციალიზიის პროცეს, რათა მოახერხონ უცხო
გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია. ხდება ისე, რომ საკუთარი იდენტობის
თვითაღქმა, უცხო ქვეყნის კულტურული ნორმებთ ჯერდება და ივსება. შედეგად
ვიღებთ იმას, რომ უცხო გარემოსთან მიკუთვნებულობის სანაცვლოდ, ხდება
მშობლიური ქვეყნის ღირებულებების, ტრადიციებისა და წესების ფორმაციადა
ტრანსფორმაცია.48

ედუარდ საიდმა და ჰობი ბჰაბჰამ, რომლებიც არიან პოსტკოლონიალიზმის


თეორეტიკოსები აღწერეს ის ადაპტაციის სირთულეები, რომელიც ემიგრანტებს
ხვდებათ უცხო ქვეყანაში. მათ მთავარ მახასიათებლად გამოყვეს
,,ჰიბრიდულობა“, რაც გულისხმობს იმას, რომ ინდივიდები ცდილობენ

44
ჭელიძე, ნათია. 2006. შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან. თბილისი: ივანე
ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის კვლევის ცენტრი
(გვ.24)
45
იქვე. (გვ.25)
46
(იქვე)
47
MariaCatarina La Barbera (1979) ესპანელი მკვლევარი.
48
La Barbera, MariaCaterina. 2015. Identity and Migration in Europe: Multidisciplinary Perspectives.
New York: Springer. (გვ.10)

22
ადაპტირებას უცხო ქვეყნის კულტურასთან და თან საკუთარ ტრადიციებზე ვერ
ამობენ უარს. თეორეტიკოსები მიგრაციული კვლევისას გამოყოფენ სამ ძირითად
თეორიულ მახასიათებელს, როგორებიცაა: ამბივალენტურობა, ჰიბრიდულობა
და სამშობლოში დაბრუნება. ამბივალენტურობა, როგორც პერსონაჟის რეაქცია
მიგრაციის პროცესზე, ჰიბრიდულობა, როგორც მესამე სივრცის ძიების პროცესი
და დაბრუნება-მიგრანტის მძაფრი ემოცია სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.49

2.2 შრომითი მიგრაციის ზოგადი დახასიათება

მაინც რატომ მიდიან ადამიანები მიგრაციაში? მოსახლეობის გადასვლა ახალ


საცხოვრებელ ადგილას ყოველთვის როდი ხდება მათი სურვილით.
ნებაყოფლობით მიგრაციასთან ერთად, ხშირია ძალდატანებითი მიგრაციის
შემთხვევებიც. უფრო გავრცელებულია პირველი, ნებაყოფლობითი მიგრაცია,
თუმცა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად ნებაყოფლობითი ხასიათის
მატარებელია, თუნდაც შრომითი მიგრაცია, რომლის დროსაც გაღატაკებული
მოსახლეობის ერთდადერთი იმედი და გამოსავალი მიგრაციაში წასვლაა.
ძალდატანებითი მიგრაციიის უფრო ფართო გამოვლინებას ვხვდებით მაშინ,
როდესაც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი ან ცალკეული ინდივიდები რაიმე
გარემო პირობების გამო იძულებულნი ხდებიან, დატოვონ თავიანთი
საცხოვრებელი ადგილი, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ძალის პირდაპირ
გამოყენებას არ ქონდეს ადგლი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბუნებრივი
მოვლენები და სხვა.

მიგრაციული პროცესების მთავარ ნიშანი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ


ადამიანი იცვლის საცხოვრებელ ადგილს. მნიშვნელოვანია ასევე, ის გარემოება
ქვეყნის შიგნით ხდება მოსახლეობის ტერიტორიული გადაადგილება თუ მის
ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, განასხვავებენ შიდა და გარე მიგრაციას. ერთი

49
თალაკვაძე, თეა: დაბრუნების გააზრება ნიკოლოზ ჩხოტუას რომანის ,,მარადიული“ მიხედვით.
რედ: კარტოზია, ალექსადრე, პოპიაშვილი ნინო და შამანიძე შორენა: მიგრაციული პროცესები
დაიდენტობათა ტრანსლაცია. თბილისი: უნივერსალი. 2017. გვ.67-72. (გვ.68)
23
ქვეყნიდან (სახელმწიფოდან) წასვლას მეორე ქვეყანაში ემიგრაცია ეწოდება. ამის
შესაბამისად ემიგრანტი არის პიროვნება, რომელიც გადასახლდა თავის
ქვეყნიდან სხვა სახელმწიფოში.50

მოსახლეობის მიგრაციის სივრცობრივი დიაპაზონი დიდ ფარგლებში შეიძლება


რხევადობდეს. არსებობს შიგასახელმწიფოებრივი, სახელმწიფოთაშორისო და
კონტინენტთაშორისო მიგრაციები. ყველა ამ მიგრაციაში ჩართულ პირს
მიგრანტი ეწოდება.51 თითოეული სახის მიგრაციას თავისი კონკრეტული
მიზეზები აქვს, მაგრამ ზოგადად მიგრაციული პროცესებს საფუძვლად უდევს
ფართო ხასიათის ბუნებრივ-გეოგრაფიული და საზოგადოებრივი მოვლენები,
რომლებსაც მიგრაციის ფაქტორები ეწოდება.52 ეს ფაქტორები გამოვლინდებიან
გარკვეულ ისტორიულ პირობებში და თავისი ზემოქმედების ძალით
ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან. მიგრაციის გამომწვევ ფაქტორებზე
რევაზ გაჩეჩილაძეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მიუხედავად
მიგრაციული მიმართულების ცვლილებისა, რომელიც ისტორიულ ეპოქებთან
ერთად იცვლებოდა, ყოველთვის უცვლელი იყო მიგრაციის გამომწვევი
მიზეზები. გაჩეჩილაძე ახდენს ამ მიზეზების კლასიფიკაციას და სამ ძირითად
კატეგორიად აჯგუფებს:

1. საარსებო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვა.

2. პოლიტიკური ფაქტორები

3. ეკოლოგიური ფაქტორები.53

მოსახლეობის მიგრაციაში ყურადსაღებია მიგრანტთა სქესობრივ-ასაკობრივი


სტრუქტურა. ძირითადად, შრომით მიგრაციაში მიდიან ახალგაზდები,
რომლებიც მაღალი შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. ამ ახალგაზრდების
გადინება ქვეყნიდან დიდ დემოგრაფიულ პრობლემებსაც იწვევს, რადგან სახეზე

50
ჯაოშვილი, ვახტანგ. 1983. მოსახლეობის მიგრაცია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა. (გვ.91)
51
იქვე (გვ.92)
52
იქვე
53
გაჩეჩილაძე, რევაზ. 1997. მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალურ-
პოლიტიკური შედეგები. თბილისი. (გვ.5)
24
ვიღებთ მოსახლეობის დაბერებას და შობადობის კოეფიციენტის კლებას.
მიგრაციაზე მოქმედი საზოგადოებრივი მოვლენებიდან აღსანიშნავია
პოლიტიკური, სამხედრო, სოციალ-ეკონომიკური და სხვა ფაქტორები. ჩვენი
ინტერესის სფეროს, ამ შემთხვევაში ეკონომიკური ფაქტორები წარმოადგენს,
რომელიც არის ძირითადი მიზეზი შრომითი მიგრაციისა. სოციალ-
ეკონომიკური ფაქტორები გამოირჩევიან მრავალფეროვნებით და დიდ
ზემოქმედების ძალით. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ზოგადი
კანონზომიერება მჭიდრო კავშირის არსებობა წარმოების განვითარებასა და
მიგრაციულ პროცესებს შორის. ცნობილია, რომ წარმოება არათანაბრად
ვითარდება სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნებს შიგნითაც. წარმოების
განვითარება ამავე დროს ნიშნავს შრომის გამოყენების სფეროს, როგორც
რაოდენობრივ, ისე თვისებრივ ზრდას. ხშირია შემთხვევა, როცა ადგილობრივი
შრომითი რესურსები ვერ აკმაყოფილებენ მუშახელზე გაზრდილ
მოთხოვნილებებს და აუცილებელია მოსახლეობის მიზიდვა სხვა ადილებიდან.54
ასეთი ვითარებაა შექმნილი ყველა ევროპულ ქვეყნებსა და ყველა დანარჩენ
განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მუშახელი უფრო ჭირს, ვიდრე სამუშაო
ადგილები. სწორედ ამიტომ არ უჭირთ სამუშაო ადგილის მონახვა ასეთ
ადგილებში წასულ ქართველ ემიგრანტებს.

შრომითი მიგრაციის ყველაზე მძლავრი სტიმულია ადამიანის მისწრაფება


უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობებისკენ.55 მთელ რიგ ქვეყნებში
მეტისმეტად გაძნელდა შრომითი კონტინგენტების დასაქმება და მოსახლეობის
დაკმაყოფილება არსებობის საშუალებებით. ამან გამოიწვია მიგრაციული
პროცესების გაძლიერება. ბევრი განვითარებადი ქვეყნიდან, მათ შორის
საქართველოდან, მუშახელი სისტემატიურად მიდის სამუშაოდ
ინდუსტრიულად დაწინაურებულ სახელმწიფოებში, სადაც იმიგრანტი მუშები,
ძირითადად მძიმე სამუშაოს ასრულებენ. შრომით მიგრაციაში წასულთა
ძირითად ინტერეს ანაზღაურება წარმოადგენს და მათ არ აქვთ სოციალური

54
ჯაოშვილი, ვახტანგ. 1983. მოსახლეობის მიგრაცია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა. (გვ.92)
55
იქვე. (გვ 94)
25
მობილობაზე რაიმე სახის პრეტენზია, ვინაიდან მიგრანტთა უმრავლესობა
არალეგალურად მიდის სამუშაოდ, მათი უბრალოდ ქუჩაში გასვლაც კი
შეიძლება დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ საქმიანობის
არეალს ძირითადად სახლი და საოჯახო საქმე წარმოადგენს. ქალები ითავსებენ
დამლაგებლობას, ძიძად მუშაობას, დიასახლისობას. ხოლო მამაკაცები
საქმდებიან მშენებლობებზე, მუშებად ფერმებში და სხვა.

ბოლო პერიოდის კვლევებით დადგინდა, რომ იძულებით, ან პოლიტიკური


შინაარსისი მიგრაციები ძალიან შემცირდა. შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ,
რომ როგორც ემიგრაციის, ისე იმიგრაციის შემთხვევაში, უფრო ისეთი
ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია გადამწყვეტი, როგორიცაა ცხოვრების,
განათლების და ჯანდაცვის ხარისხი, სიღარიბე და ეკონომიკური
უთანასწორობა, ვიდრე პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება.56

უმუშევრობის მაღალი დონე(განსაკუთრებით რეგიონებში), ამასთან–


დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურება უბიძგებს მოსახლეობის დიდ ნაწილს
ეძიოს სამსახური საზღვარგარეთ, ხოლო უცხოეთში მიღებული შემოსავლით
საქართველოში დარჩენილი ოჯახები არჩინოს. ფინანსური დახმარება,
რომელსაც ქართველი ემიგრანტები თავიანთ ოჯახებს უგზავნიან, საკმაოდ
სერიოზულ როლს თამაშობს ამ ოჯახებისთვის და მათი შემოსავლების
მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. თამარ ზურაბიშვილი თავის კვლევაში
აღნიშნავს, რომ შრომითი მიგრაცია განპირობებულია ორი ძირითადი მიზეზით:
1. მიმღებ ქვეყნებში არსებული მოთხოვნით მუშახელზე, რომელსაც ამ ქვეყნების
მოსახლეობა ვერ აკმაყოფილებს. 2. ემიგრანტების მშობლიურ ვეყნებში
მუშახელის ჭარბი ოდენობით და უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონის
მაჩვენებლით. ამრიგად, შრომითი ემიგრაცია აკმაყოფილებს, როგორც მიმღებ
ქვეყნებს, ასევე, მიგრაციის ქვეყნებს – პირველ შემთხვევაში ისინი
იკმაყოფილებენ მოთხოვნას მუშახელზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქვეყნები
თავისუფლდებიან ჭარბი მუშახელისგან, და იღებენ საკმაოდ მნიშვნელოვან
ფულად დახმარებას ემიგრანტებისგან.

56
http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4_new.pdf. მიგრაციის საკითხთა
სამთავრობო კომისია (მსსკ). 14.06.2018. (გვ.11)
26
2012 წლიდან საქსტატი იყენებს გაერო-ს მიერ რეკომენდებულ მეთოდოლოგიას,
რომლის მიხედვითაც, ემიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი (მოქალაქეობრივი
კუთვნილების მიუხედავად), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ 2 პირობას: 1.
დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე, 183 დღე (შესაძლებელია
ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა
სახელმწიფოს ტერიტორიაზე და 2. საქართველო იყო მისთვის მუდმივი
საცხოვრებელი ქვეყანა, ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში
საქართველოში გატარებული ჰქონდა, სულ მცირე, 183 დღე (ხანგრძლივობის
კუმულაციური ჯამი).57
საქსტატის 2014-2016 წლების მონაცემების მიხედვით, იზრდება ემიგრანტთა
ნაკადი საქართველოდან. 2014 წელს მათი რაოდენობა 88,704 შეადგენდა. 2015
წელს კი, უკვე 95,965 ემიგრანტი წავიდა საქართველოდან. ხოლო 2016 წელს
ემიგრანტთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და 98,288-ს მიაღწია, აქედან გამომდინარე,
შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს ემიგრაციის მზარდ ტენდენციას.58

მიგრაციული პროცესების მაღალი მაჩვენებელი, მხოლოდ საქართველოს კერძო


შემთხვევა არაა. მიგრაცია გლობალური მოვლენაა და საერთაშორისო ხასიათს
ატარებს. საერთაშორისო მიგრაციის აღრიცხვა რთულია, რადგან ბევრი ქვეყანა
მთლიანად ვერ აღრიცხავს მიგრაციულ ნაკადებს და იძლევა მიახლოებით
შეფასებებ, რაც ხშირად ნაკლებად სარწმუნოა. საქართველოს უახლესი ისტორია
ემიგრაციის რამდენიმე ტალღას გამოყოფს: 1. 1950-იან წლებამდე, რომელიც,
ძირითადად, პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იძულებითი (საბჭოთა
კავშირის შიგნით) გადასახლებებით ხასიათდება; 2. 1950-1990 წლებში, რა
დროსაც საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია ასევე უპირატესად საბჭოთა
კავშირის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარეობდა და 3. 1990-იანი წლების
მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-
ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა.59

57
The State of Migration in Georgia, ICMPD, 2015.http://bit.ly/2CaJrsD
58
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ).
http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4 new.pdf (გვ.14)
59
მიგრაციის სახელმძღვანელო, 2017 წ ნაწილი V, მიგრაციის ისტორია, თბილისი, (გვ.110-115.)

27
მიგრაციული პროცესების მაღალ ინტესივობას, სხვადასხვა ფაქტორებმა შეუწყო
ხელი. თამაზ ზუბიაშვიელი ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს გამოყოფს და
აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში მსოფლიოს მასშტაბის პოლიტიკურმა
მოვლენებმა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის
ტერიტორიაზე ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ჩამოყალიბებამ,
დამატებით წარმოშვა ახალი სახელმწიფო საზღვრები და ამ საზღვრების
გადამკვეთთა რიცხოვნება.60 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველც
მწვავე პრომლემების წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანაში შექმნილმა პრობლემებმა ხელი
შეუწყო ქვეყნიდან მოსახლების გადინებს და მიგრაციის ზრდას.

2.3 შრომითი მიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან

მიგრაციული პროცესების არსებობა უცხო არაა საქართველოსთვის,


განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე წარსულს, რომელიც საბჭოთა
კავშირის პირმშო საქართველოს აქვს. სსრკ დაშლის შემდეგ, საქართველოს რომ
კარგი დღე არ დასდგომია, ეს ყველასთვის ცნობილი და ნათელია. სწორედ ამ
პერიოდში არსებითად შეიცვალა მიგრაციული პროცესებიც, რომელიც
მასშტაბური ზრდით ხასიათდება. მიგრაციული პროცესების უკონტროლო ზრდა
განაპირობა იმ მძიმე სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა
ფაქტორებმა, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა. ამ პერიოდში
საქართველოში მიგრაციამ არანახული მასშტაბები მიიღო, განვითარდა მისი
ყველა სახე: სტაციონალური, იძულებითი, შრომითი, შიდა და გარე მიგრაციები.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომ საქართველოში მიგრაცია უკონტროლო
გახდა, ამაზე კაცაძე აკაკიც მიუთითებს და ამბობს, რომ განსაკუთრებულად

60
ზუბიაშილი, თამაზ. 1999. თანამედროვე საერთაშორისო მიგრაცია. თბილისი: თბილისის
უნივერსიტეტის გამიმცემლობა. (გვ45)
28
მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფოზე, გაიზარდა ქვეყნიდან წასვლის
მოთხოვნილებაც, მიგრაციულმა პროცესებმა მთელი საქართველო მოიცვა.61

XX საუკუნის 90-იანიწლები, საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრე რუსულმა იმპერიამ


განახორციელა კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს სახელმწიფოს
ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში - აფხაზეთში. ფიზიკური გადარჩენის მიზნით,
ასი ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საცხოვრებელი თავშესაფარი
ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა ეძებნა.62 გარდა შრომითი მიგრაციისა,
რომლის წინაპირობას გაუარესებული ეკონომიკური მდგომაეობა
წარმოადგენდა, მაღალი იყო იძულებით გადასახლებულთა რაოდენობაც. 1990-
იან წლებში სამოქალაქო ომებმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში,
სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, წარმოშვა იძულებითი მიგრანტების ნაკადები.63 ამ
პერიოდში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა შეადგენდა
დაახლოებით 350 000 ადამიანს.64

ის, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია


მიგრაციული პროცესების გაძლიერებაზე, ამას არაერთი ავტორი აღნიშნავს. ამ
პერიოდის მოვლენების სიმძიმესა და სირთულეზე საუბრობს ირინა
ნაცვლიშილიც, რომელიც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ და
სუვერენული სახელმწიფოების წარმოქმნამ არსებითად შეცვალა მიგრაციული
პროცესების მასშტაბები, მიმართულებები და სტრუქტურა. მკვეთრად გაიზარდა
გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, გაძლიერდა რუსულენოვანი და თითქმის
ყველა ტიტულოვანი ეროვნების რეპატრიაციის ტენდენცია. ამავე პერიოდის
მძიმე პოლიტიკური მოვლენების და კონფლიქტების შედეგია ისიც, რომ

61
კაცაძე, აკაკი. საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია. 1996. თბილისი: ლამპარი. (გვ.19).
62
ნაცვლიშვილი, ირინა. მიგრაციული პროცესების ეთნოპოლიტიკური და ზნეობრივი ასპექტები
ნუგზარ შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა აფრიკაში“ მიხედვით. რედ: კარტოზია,
ალექსანდრე, პოპიაშვილი, ნინო და შამანიძე შორენა: მიგრაციული პროცესები და იდენტობათა
ტრანსლაცია. თბილისი: უნივერსალი. 2017. გვ.67-72. (გვ.69)
63 აბესაძე, ანა. საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში. რედ: გოგოხია,

რევაზ: სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებული.


თბილისი: 2015. გვ.6-11. (გვ.9)
64 Caucasus Research Resource Center- Migration and Return in Georgia: Trends, Assessments and

Potential, 2007. http://www.crrccenters.org/20585/Interrelations-between-Public-Policies-Migration-


and-Development 16.06.2018. 00:50
29
საქართველოს ბევრი მოქალაქე გახდა ლტოლვილი. ვაჟა ლორთქიფანიძე
გამოყოფოს რამოდენიმე ფაქტორს, რომლებმაც მოახდინა გავლენა პოსტსაბჭოთა
მიგრაციული პროცესების ზრდაზე. ეთნიკური და შეიარაღებული
კონფლიქტები, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, უმუშევრობის ზრდა,
ხვალინდელი დღის შიში, იყო ის მიზეზები, რამაც პოსტსაბჭოთა სივრცეში
მიგრაციის უარყოფითი სალდოს უპრეცენდენტო შედეგები აჩვენა.
ლორთქიფანიძის თქმით, ეთნიკური კონფლიქტების შედეგად, წარმოიქმნა
ლტოლვილთა დიდი რაოდენობა. გარემო პირობების გაუარესებამ კი
ეკოლოგიური მიგრანტები წარმოშვა. გაიზარდა ასევე უკანონო და უკანონო
ტრანზიტული მიგრაციაც.65

პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ


კატაკლიზებზე საუბრობს მირიან ტუხაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ
პოსტსაბჭოთა პერიოდში მიმდინარე პროცესები ადეკვატურად აისახა
მიგრაციული პროცესების განვითარებაზე.66 გირგი წულაძე, ალექსანდრე
ვადაჭკორია და ნიკა მაღლაფერიძე, ერთხმად აღნიშნავენ, რომ 1990-იან წლებში
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ
ცვლილებებს მოჰყვა მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის გაუარესება, რამაც
თავის მხრივ გაზარდა გარე მიგრაციის პროცესების ინტესივობა. ამასთანავე,
ისინი აღნიშნავაენ რომ იმავე დროს გაუარესდა გარე მიგრაციის აღრიცხვაც,
რომელიც არაზუსტ მონაცემებს იძლეოდა და ქვეყნიდან გაცილებით მეტი
ადამიანი მიდიოდა, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებში იწერებოდა.67

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური


კრიზისის შედეგად ამ დრომდე არარსებული ინტენსიურობით განვითარდა
მოსახლეობის შრომითი მიგრაციაც. სამუშაო ძალის მოთხოვნისა და ფასის

65
ვაჟა ლორთქიფანიძე. 2000 მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოტა სივრცესი. თბილისი:
დემოგრაფია. (გვ.22)
66
ტუხაშვილი, მირიან: საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიული მობილობა: შექმნილი
ვითარება და კვლევის პრობლემები. რედ: კარტოზია, ალექსანდრე, პოპიაშვილი ნინო და
შამანიძე, შორენა: მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია. თბილისი:
უნივერსალი. 2017. გვ. 320-329
67
ვადაჭკორია, ალექსანდრე, მაღლაფერიძე, ნიკა და წულაძე, გიორგი. 2004. საქართველოს
დემოგრაფიული წელიწდეული. თბილისი. (გვ.20)
30
მყისიერი შემცირება შრომის შიგა ბაზარზე, უმუშევრობის განვითარება,
საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის კატასტროფული დაცემა,
უკიდურესი სიღარიბის ზრდა და ფიზიკური გადარჩენის სხვა გზების
უპერსპექტივობა შრომითი ემიგრანტების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის
მთავარი მოტივი გახდა, რაც მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის
არსებითი გაუმჯობესების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.68 სსრკ დაშლის
შემდგომ რადიკალურად შეიცვალა საქართველოს მოსახლეობის
ტერიტორიული მობილობა. თუ საქართველო საერთაშორისო კრიტერიუმებით
ითვლებოდა მცირე მიგრაციული მობილობის ქვეყნად, პოსტსაბჭოთა პერიოდში
იგი იქცაა ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიური მიგრაციის მქონე სახელმწიფოდ.69
ამასთანავე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ კრიზისულ ეტაპამდე
საქართველოსთვის უცხო იყო ქალი მიგრანტების არსებობა, ხოლო პოსტაბჭოთა
პერიოდში მათი რიცხვი უკონტროლო გახდა. ამან თავისი უარყოფითი კვალი
დაამჩნია საქართველოს შემდგომ დემოგრაფიულ განვითარებას.

2.4 შრომითი ფემინიზაცია საქართველოს მაგალითზე

იყო დრო, როდესაც მიგრაციაში მხოლოდ კაცები მიდიოდნენ და სიტყვა

მიგრანტის ხსენებისას, ასცოციაცია კაცთან ხდებოდა. ქალები ან საერთოდ არ


მონაწილეობდნენ მიგრაციულ პროცესებში ან და გამონაკლის შემთხვევებში,
როდესაც მეუღლეებთან ერთად მიდიოდნენ. ესეთი შეხედულებები და
დამოკიდებულება ქალ მიგრანტებზე, გამოწვეული იყო იმ დაბალი სტატუსის
გამო, რითაც ქალი სარგებლობდა საზოგადოებაში. მხოლოდ, მას შემდეგ, როცა

68
ლობჟანიძე, მაკა. 2009. ახალგაზრდა ქალთა მიგრაცია და მისი გამომწვევი ფაქტორები
საქართველოში (კახეთის რეგიონის მაგალითზე). თბილისი: ივანე ჯავახიშვილისი სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.გვ 120
69
ტუხაშვილი, მირიან: საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიული მობილობა: შექმნილი
ვითარება და კვლევის პრობლემები. რედ: კარტოზია, ალექსანდრე, პოპიაშვილი ნინო და
შამანიძე, შორენა: მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია. თბილისი:
უნივერსალი. 2017. გვ. 320-329. (გვ.321)
31
დაიწყო ფემინისტური მოძრაობები და აქცენტი გაკეთდა ქალის უფლებების წინ
წამოწევაზე, ქალის გადაადგილება ქვეყნის საზღვრებს მიღმა აღარავისთვის
აღარ წარმოადგენდა უცნაურ ანდა მიუღებელ ქმედებას. დღეს, არა თუ იშვიათი,
არამედ უფრო მეტადაცაა გახშირებული ქალთა მიგრაციული ნაკადები. გაეროს
მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად იზრდება
ქალ მიგრანტთა რაოდენობა და საინტერესოა ისიც, რომ ეს ქალები ძირითადად,
შრომით მიგრაციაში მიდიან.70 ქალთა მიგრაციის ნაკადების ასეთმა
სისტემატიურმა ნაკადებმა დაუდო დასაბამი შრომითი ფეინიზაციის ცნებას,
რომელიც 80-იანი წლებიდან აქტიურად გამოიყენება.

1990-იანი წლების საყოველთაო კრიზისამდე საქართველოში საზოგადოებრივი


აზრისთვის სრულიად მიუღებელი იყო ქალთა შრომითი ემიგრაცია და იგი
ფაქტობრივად არც არსებობდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ქალის როლი
დაკინებული იყო ქართულ საზოგადოებაში. პატრიარქალური სისტემის წნეხის
ქვეშ, ქალები ყოველთვის დაქვემდებარებულნი იყვნენ კაცის ძალაუფლებას.
ქართულ საზოგადოებაში ქალზე შექმნილი იყო წარმოდგენები, რომ მისი
მთავრი საქმიანობა რეპროდუქციულ ფუნქციასა და სახლის საქმეებში
გამოიხატებოდა. ქალი ასევე, ყოველთვის დამოკიდებული იყო მამაკაცზე
ეკონომიკურადაც, რადგან საზოგადოებაში მისი წვლილის დაუფასებლობის
გამო, ქალს არ შეეძლო ყოფილიყო ,,ოჯახის მარჩენალი”. ინდივიდის საქმიანობა
მხოლოდ იმ შემთხვევაში ფასდება ეკონომიკურად, როცა მას აქვს საბაზრო
ღირებულება, შესაბამისად ქალის საქმიანობა ვერ გახდებოდა ეკონომიკურად
შეფასებული, რადგან მასზე შექმნილმა წარმოდგენებმა და მისმა
რეპროდუქციულმა ფუნქციამ შეაფერხა ქალის მწარმოებლური შრომის
ეფექტიანობა საზოგადოებაში. სწორედ ასეთი შეხედულებებიდან და შექმნილი
სიტუაციიდან გამომდინარე, ქალის მიგრანტობა წარმოუდგენელი იყო, თანაც
თუ შრომით მიგრაციაში იმყოფებოდა.

70
ლობჟანიძე, მაკა. 2009. ახალგაზრდა ქალთა მიგრაცია და მისი გამომწვევი ფაქტორები
საქართველოში (კახეთის რეგიონის მაგალითზე). თბილისი: ივანე ჯავახიშვილისი სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. (გვ.32)

32
თუმცა ბოლო პერიოდში ძლაიან გახშირდა შრომითი ფემინიზაცია
საქართველოდან, რაც თავისთავად ბადებს კითხვებს, რამ განაპირობა ის, რომ
პატრიარქალურ საქართველოში, სადაც ქალები კულტურული ღირებულებების
მსხვერპლნი არიან, პარალელურად, მათ მოუწიათ კაცის მთავარი ფუნქციის
შეთავსებაც- ოჯახის რჩენა და მასშტაბური შრომითი ფემინიზაცია?

სსრკ-ს დაშლა და გარდამავალი ხანა საქართველოში კრიზისით დაიწყო:


დაირღვა ყოველგვარი ეკონომიკური კავშირები, საწარმოები გაჩერდა, გაჩნდა
უმუშევრობა, ინფლაცია, კორუფცია და სხვა უამრავი პრობლემა. გარდამავალ
პერიოდში საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა. ძველი ეკონომიკური და
პოლიტიკური სტრუქტურების რღვევამ ტრანსფორმაციის მთელი რიგი
სპეციფიკური პრობლემები გააჩინა. მზია შელიას თქმით, სოციალური
უზრუნველყოფის ძველი სისტემის ცვლილებამ და ახალი პროცესები შრომით
მოწყობის სფეროში, პირველ რიგში, ქვეყანაში ქალებს შეეხოთ. მოიშალა ყველა
ის სფერო, სადაც ქალს შეეძლო საზოგადოებრვი სტატუსსის შეძენა.
განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში ძირითადად, ქალები იყვნენ
დასაქმებულნი, მრეწველობის დაცემამ ამ სფეროებში კადრების
განთავისუფლება გამოიწვია. უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები იყო
ის ძირითადი, პირველადი მიზეზები, რის გამოც გაძლიერდა ქალთა შრომითი
მიგრაციაც. ეკონომიკურ იძულებასთან ერთად საერთაშორისო შრომის ბაზარზე
ქალთა სამუშაო ძალაზე მოთხოვნის სპეციფიკაა.71 ამასთანავე უნდა აღნიშნოს,
რომ ქალები უფრო მარტივად ეგუებიან იმ სამუშაო პირობებს, რომელშიც
მუშაობენ, ვიდრე მამაკაცები. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი
მასშტაბური ქალთა მიგრაცია გარკვეულწილად ადაპტირების იმ უნარის
შედეგია, რომელიც ქალებს მამაკაცებზე მეტად აღმოაჩნდათ. ქალები უფრო
მობილურნი აღმოჩნდნენ და უფრო მეტად მოახერხეს შეგუება საბაზრო
ეკონომიკის მოთხოვნებთან.

71
ჭელიძე, ნათია. 2006. შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან. თბილისი: ივანე
ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის კვლევის ცენტრი.
(გვ.16)
33
დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში იცვლება შეხედულებები ქალბის შრომით
მიგრაციაზე. შრომითი ფემინიზაცია მიიჩნევა დიდ პროგრესად გენდერული
თანასწორობის მიღწევის გზაზე. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გამოუვალ,
მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რის გამოც ქალები
იძულებულნი არიან წავიდნენ მიგრაციაში, ცხადია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
გენდერული პროგრესის საკითხიც. შრომითი ფემინიზაციის გვერდითი
მოვლენაა ქალთა დისკრიმინაცია და ტრეფიკინგის მსხვერპლობა. ქალთა
შრომითი მიგრაცია თავისი ისტორიის მანძილზე გადაიქცა მაღალი სოციალური
რისკისა და ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევის სფეროდ. ადამიანთა
ვაჭრობა, სექს-ექსპლოატაცია, იძულებითი შრომა, ეს და სხვა პრობლემები,
რომლებიც ასოცირდება ქალთა მიგრაციასთან, წარმოადგენენ ადამიანთა
ღირსების, თავისუფლებისა და ცხოვრების ფუნდამენტური უფლებების
დარღვევებს და მათ ხშირად უწოდებენ XXI საუკუნის მონობას. რა თქმა უნდა,
ესეთი პირობებში ვერ ვისაუბრებთ ქალების უფლებრივ წარმატებებზე. ეს
განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოდან წასულ ქალების შემთხვევაში,
რომელთა ყოფითი გარემო, კულტურული ნორმები და წესები დაეჯახა ცხად
გარემოებას. არ შეიძლება ქართველი ქალებისთვის და არა მარტო, ქალთა
ემანსიპაპციის გზაზე, შრომითი ემიგრაციის ფემინიზაცია რაიმე წარმატებად
ვაღიაროთ. ამ აზრზეა მზია შელიაც, რომელიც ამბობს, რომ ,,ქართველი ქალის
გასვლა საერთაშორისო ბაზარზე შიმშილის იძულებაა და წინააღმდეგობაშია
ქალის მთავარ გენერაციულ ფუნქციასთან, ახალი თაობის აღზრდასა და
საერთოდ, ადამიანთა კვლავწარმოებასთან”.72

ქალთა მიგრაცია, როგორც მეცნიერული და პრაქტიკული მოღვაწეობის


დამოუკიდებელი სფერო, ევროპაში გამოიყო 80-ინ წლებში. შეიქმნა სხვადასხვა
დონის ორგანიზაციები, ფონდები, საზოგადოებრივი მოძრაობები. მიგრაციულ
პროცესებში ქალთა რიცხოვნობა უფრო და უფრო იზრდება. ქალი მიგრანტები
შრომითი ბაზრის ზოგიერთ სექტორში უმრავლესობას წარმოადგენენ. ქალთა

72
შელია, მზია და ტუხაშვილი, მირიან: შრომითი ემიგრაციის გენდერული ასპექტები. რედ:
ტუხაშვილი, მირიან: მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა საქართველოდან. თბილისი: ლეგა.
2003. გვ.82-86. (გვ. 85)

34
შრომითმა ფემინიზაციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო, რამდენად პროგრესული
თუ უარყოფითი მოვლენაა, ამაზე აზრდთა სხვადასხვაობაა. ერთის მხრივ,
შრომითი ფემინიზაციაა ადამიანის სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება,
იძულებით ხოლო მეორე მხარის მოსზრებით ეს პროგრესული მოვლენაა,
რომელიც ქალის უფლებების ზრდის პროპორციულია. სპეციალისტების მიერ
მიგრაციული ნაკადების ,,ფემინიზაცია” მიიჩნევა საერთაშორისო მიგრაციის
განვითარების ახალი ეტაპის დამახასიათებელ ნიშნად. ეს პროცესი
დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ
ცვლილებებთან, რომელიც გლობალიზაციის პროცესების თანხლებით
მიმდინარეობს.

საინტერესოა ამ მხრივ, საქართველოში შექმნილი განწყობები შრომით


ფემინიზაციასთან დაკავშირებით. არის თუ არა შრომითი ფემინიზაცია ქალთა
უფლებების წინ წამოწევის გარანტი, თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ იძლებითი
ქმედებაა, დატოვოს ქართველმა ქალმა თავისი სამშობლო და თავის გადარჩენის
საშუალებები საზღვრებს მიღმა ეძებოს. უკვე არსებულმა კლვევემა ცხადყო, რომ
ქართველი ქალების უმრავლესობა იძულებული ხდება წავიდეს შრომით
მიგრაციაში და ისინი ვერანაირ უფლებების გაზრდას ვერ ხედავენ ამაში. იქიდან
გამომდინარე, რომ საქართველო ქალ ემიგრანტთა ერთ-ერთი მაღალი
მაჩვენებლით გამოირჩევა, საქართველოსთვის დღის წერიგში დგას მიგრანტთა
პრობლეები, თუმცა საინტერესოა, რადენად ეფექტურად ხდება ამ პრობლემებზე
რეაგირება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. განსაკუთრებით კვლევას
აინტერესებს, რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო, მიგრანტთა უკან
დაბრუნებისთვის და მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

2.5 სახელმწიფო პროგრამები რეინტეგრაციის საკითხებში

დღესდღეისობით ვერც ერთი ქვეყანა ვერ უვლის გვერდს მიგრაციის საკითხს.


უკენასკნელ წლებში მიგრაციის თემა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური

35
გახდა, ეს იქიდანც სჩანს, რომ ყოველი ოცდამეთხუთმეტე ადამიანიდან, ერთი
საერთაშორისო მიგრანტია.73 მსოფლიო დიდი ხანია დგას მზარდი მიგრაციული
ზეწოლის წინაშე. ევროპის განვითარებული ქვეყნები დღის წესრიგში აყენებენ
მიგრაციული პრობლემების მოგვარების საკითხს. ამან განაპირობა
საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში გაეროს დაინტერესება
მიგრაციის მართვის საერთაშორისო, ნაციონალური და ორმხრივი
შეთავაზებებით, ეფექტური მექანიზმების შექმნის პრობლემებით. სწორედ ამ
პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს მსოფლიოს ორი უდიდესი ორგანიზაციაც
ევროპის კავშირი და ევროპის საბჭო.74 მათ საქმიანობას წარმოადგენს
მიგრაციასთან დაკავშირებული კერძო და გლობალური პრობლემების
მოწესრიგების უზრუნველყოფა, სხვადასხვა ღონისძებების გატარება, რომელიც
ითვალისწინებს მიგრანტთა რეინტეგრაციის პრობლემის მოგვარებას და სხვა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს უკვე აქვს მყარი კავშირი,


რომელიც ორიენტირებულია მიგრაციული პრობლემების მოგვარებაზე.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სტრატეგიული დოკუმენტები
და შეთანხმებები ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო
პრინციპებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს მიგრაციის
მართვა საქართველოში.75 მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ ) 2010
წელს საქართველოს მთავრობის №314 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა.76
კომისიის მიზანია მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი
პოლიტიკის განსაზღვრა, დანერგვა და მიგრაციული პროცესების
კოორდინირებული მართვის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზანი კი მიიღწევა

73
კევლიშვილი, მარიამ. 2015. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინაღმდეგ ევროპული კომისიის
(ECRI) როლი ევროპაში მიგრანტთა სტატუსის დაცვაში ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის სტანდარტების შესაბამისად. თბილისი: უნივერისტეტის გამომცემლობა. (გვ.8)
74
კევლიშვილი, მარიამ. 2015. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინაღმდეგ ევროპული კომისიის
(ECRI) როლი ევროპაში მიგრანტთა სტატუსის დაცვაში ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის სტანდარტების შესაბამისად. თბილისი: უნივერისტეტის გამომცემლობა. (გვ6)
75
(მსსკ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. მიგრაციის 2017 წლის პროფილი.
http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4 new.pdf (გვ.4)
76
დებულება მიგრაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დამტკიცების შესახებ.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1049764 15.06.2018. 14:24

36
კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის
შემუშავებით და განხორციელებით, მიგრაციის მართვაში მონაწილე უწყებებს
შორის კოორდინირებული საქმიანობით, ორმხრივი, რეგიონული თუ
გლობალური საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების გამოყენებით და
გამოცდილების გაზიარებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიის
წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. უკანასკნელ წლებში მსსკ-ს
საქმიანობა სწორედ ამ მიმართულებებით ვითარდება დინამიკურად.
აღსანიშნავია საკანონმდებლო სისტემაში მიღებული კანონები, რომლებიც იცავს
და არეგულირებს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს. 2015
წლის ნოემბრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელიც არეგულირებს
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა შრომითი ემიგრაციის ნორმებს,
კერძოდ, შუამავალი ორგანიზაციების მეშვეობით შრომით ემიგრაციას. კანონში
ასევე გათვალისწინებულია შრომით ემიგრანტთა უფლებების დაცვის
მექანიზმები. საქართველოს მთავრობის მიერ მოგვიანებით დამტკიცდა
შრომითი იმიგრაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტიც.

2015 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ სრული პასუხისმგებლობა აიღო


საკუთარი მოქალაქეების რეინტეგრაციის პრობლემის აღმოფხვრაზე. ამ
დრომდე, მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხს საერთაშორისო ცენტები
აგვარებდნენ, რომლებიც მიგრაციის საკითხებით იყვნენ დაინტერესებულნი.
2015 წლის აგვისტოში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდა
ადვოკატებმა“ გამართეს პროგრამის პრეზენტაცია სახელად ,,დაბრუნებულ
მიგრანტთა რეინტეგრაცია“. რომელიც მიზნად ისახავდა მიგრანტების წინაშე
არსებულ იურიდიული პრობლემების იდენტიფიკაციას, შეფასებას, რეაგირებას
და გადაჭრას. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ოთხასი ათასი
ლარი, რომელიც მიგრანტთა რეინტეგრაციას მოხმარდა. მიგრანტებისთვის ეს
მომსახურება სრულიად უფასოდ განხორციელებას გულისხმობდა.77 პროგრამის
ფარგლებში მიმდინარეობდა საზოგადოების რეგულარული ინფორმირება
სარეინტეგრაციო პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებისა და

77http://www.mra.gov.ge/geo/news/show/189/10283 წლის მიგრანტთა სარეინტეგრაციო


პროგრამა 07.05.2018. 17: 40
37
სერვისების შესახებ. საქართველოს კანონის „სოციალური დახმარების შესახებ“
მეოთხე მუხლში მოცემულ ტერმინთა განმარტებაში ვკითხულობთ, რომ
რეინტეგრაცია, ეს არის სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული
პირის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად
დაბრუნება.78
უახლოესი მონაცემებით, 2018 წლის მარტში დაფინანსდა პროექტი, მიგრანტთა
რეინტეგრაციაზე, რომლის მიზანი იყო საზღვარგარეთ მყოფი ქართველების
დაბრუნება ქვეყანაში, მათი პროფესიულ გადამზადებაში ხელშეწყობა და
საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა შოთა რეხვიაშვილმა. ამ
პროექტისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 650 000 ლარი.79
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების
პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული
ემიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

 სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; ფსიქო-


სოციალური რეაბილიტაცია;
 სოციალური პროექტების დაფინანსება, როგორც შემოსავლის წყაროს
გაჩენის მიზნით, ასევე თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
 იურიდიული დახმარება (კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე;
წარმომადგენლობის გაწევა შესაბამის ორგანოებში; ფასიანი სახელმწიფო
მომსახურების ანაზღაურება და სხვა.)
 დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების
შემთხვევაში;

78
http://ssa.gov.ge/files/01_GEO/KANONMDEBLOBA/Sakanonmdeblo/47.pdf საქართველოს კანონი
სოციალური დახმარების შესახებ. 07.05.2018. 21:22 (გვ.1)
79
http://migration.commission.ge/index.php?article_id=304&clang=0 2018 წლის მიგრანტთა
სარეინტეგრაციო პროგრამა. 07.05.2018. 17:43

38
 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა
პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების
პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.80
როგორც ვხედავთ, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული რეინტეგრაციის
პრობლემის აღმოფხვრაში. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საკმაოდ
სოლიდური თანხა იხარჯება მიგრანტთა რეინტეგრაციის პრობლემის
აღმოსაფხვრელად. ამის მიუხედავად, აღნიშნული პრომლემა ისევ მწვავედ დგას
ქვეყნის წინაშე, ვინაიდან ყოველწლიურად მხოლოდ რამოდენიმე ემიგრანტი
ბრუნდება უკან ამ სარეინტეგრაციო პროგრამის იმედად, დანარჩენი ნაწილი
ემიგრანტებისა კი ისევ უცხო ქვეყანაში დარჩენას და არსებობას აგრძელებენ.
ცალკე პრობლემაა არაინფორმულობა, რომელიც მიგრანტებს აწუხებს. ძალიან
ბევრმა მათგანმა არ იცის ამ პროგრამების არსებობის შესახებ, მათ არ აქვთ
ინფორმაცია. ხდება პირიქითაც- აქვთ ინფორმაცია, მაგრამ ფიქრობენ რომ
სახელმწიფოს მიერ შეთავზებული დახმარება, მხოლოდ კაპიკებია იმასთან
შედარებით, რასაც ისინი უცხოეთში ყოფნით გამოიმუშავებენ. საბოლოოდ
შედეგი ასეთია: საქართველოდან ყოველწლიურად წასულ მიგრანტთა
რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება, ხოლო იქიდან დაბრუნებულთა რიცხვი
რამოდენიმე ათეულს ითვლის. პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, რაც
საჭიროებს უფრო მეტი რესურსების და ძალისხმევის დახარჯვას
სახელმწიფოსგან.

80
http://migration.commission.ge/index.php?article_id=16&clang=0 მიგრაციის საკითხთა სამთავრობო
კომისია. სარეინტეგრაციო პროგრამა. 7.05.2018. 22:07

39
3. ემპირიული მონაცემების ანალიზი: შედეგები და მიგნებები

მიგრაციაში წასვლის მიზეზები

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველი ქალები ემიგრაციაში


ძირითადად, ეკონომიკური პრობლემების გამო მიდიან. ის რომ შრომით
მიგრაციაში წასვლის მიზეზი ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება, კიდევ
ერთხელ ადასტურებს მიგრაციის სოციოლოგიურ თეორიის რელევანტურობას,
რომელიც გულისმობს, რომ ემიგრაციაში წასვლის ძირითადი მიზეზი,
მიგრანტის სამშობლოში შექმნილი ნეგატიური ფაქტორებია, ხოლო მიმღებ
ქვეყნებში -პოზიტიური. ქართველმა ემიგრანტმა ქალებმა, საქართველოში ვერ
ნახეს სამსახური, რომლის შემოსავლითაც ოჯახების რჩენას შეძლებდნენ.
სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მათ დაედოთ ვალები და ერთადერთი
გამოსავალი მიგრაციაში წასვლით ნახეს. რესპოდენტები იხსენებნ იმ მიზეზებს,
რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა:

,,23 წელია წასული ვართ მთელი ოჯახი. 30 წლისამ დავტოვე


საქართველო, ახლა 53 წლის ვარ. რატომ წავედი? გახსოვთ
თვითმფრინავის ბიჭები? მაშინ მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი. რომ ვერ
გამოუვიდათ საქართველოს დატოვება. მაშინ ვიფიქრე, რადგან ადამიანი
ასეთი გზით აპირებს ქვეყნიდან დატოვებას და ყველაფერზე წამსვლელია,
ეტყობა, ასეთ ქვეყანას მომავალი არასდროს არ ექნებათქო. იგივეს
გავაკეთებდი, თანაც უფრო ადრე, დროის უკან დაბრუნება რომ
შემეძლოს.’’. [ეკა, 53 წლის. იტალია]

,,ეკონომიკური კრიზისის გამო დავტოვე საქართველო და წამოვედი.


იძულებული გავხდი დამეტოვებია ჩემი სამშობლო და გადავხვეწილიყავი
სხვა ქვეყანაში. სხვა გზა ვერ მოვნახე ოჯახის შესანახად.” [ნინო, 35 წლის.
ისრაელი]

40
შრომით მიგრაციაში წასვლის მოტივები

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოტივით განპირობებული


შრომითი მიგრაცია პირდაპირ თანხვედრაშია ახალ ეკონომიკურ თეორიასთან,
რომლის მიხედვითაც ემიგრანტები ცდილობენ პროდუქტიულობის ამაღლებას
და ეკონომიკური პრობლემებისგან თავის დაღწევას. თითოეული რესპოდენტის
მიგრაციაში ყოფნის ხანგრძლივობა არანაკლებ ხუთი წელია. წასვლამდეც და
ახლაც ისინი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვიან. რა
საკვირველია, მათი ამდროინდელი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე
წამოსვლამდე ქონდათ. ეს რესპოდენტთა პასუხებიდანაც ირკვევა. ისინი
მიუთითებენ იმაზე, რომ მათ შეძლეს ბინების შეძენა, ვალების გადაფარვა.
მაგრამ ახლა სხვა საჭიროებებიც გამოუჩნდათ, რასაც ისევ ეკონომიკურ
პრობლემებს უკავშირებენ:

,,იქიდან რომ წამოვედი ვფიქრობდი რომ ვალებს დავისტუმრებ და ორ-სამ


წელში ჩამოვალ, მაგრამვ ჰა, უკვე რამდენი ხანია აქ ვარ. რაც მეტი გაქვს,
მერე უფრო მეტი საჭიროებები ჩნდება. ეს არის ჭაობი. რომ ჩავარდები,
ვეღარ ამოხვალ”. [მაია, 53 წლის. საბერძნეთი]

რესპოდენტების საუბრიდან, თითქოს სხვა მიზეზებიც ვლინდება, რის გამოც


რჩებიან მიგრაციაში და ამ მიზეზებს ეკონომიკურ, პრობლემების დარქმევით
,,ფუთავენ“. უფრო სხვა, სუბიექტური მიზეზები ვლინდება, რომელზეც ღიად
ვერ საუბარობენ. შეიძლება ეს არაცნობიერად ხდება, მაგრამ, ცხადია, რომ მათი
მიგრაციაში დარჩენის მიზეზებმა უფრო სხვა სახე მიიღო, ვიდრე ეს
ეკონომიკური პრობლემებთან კავშირია. იტალიაში წასული ქალბატონი მანანა
ამბობს, რომ ,,ეკონომიკური პრობლემების გამო, ყველა ბანკში ვალი მედო. ასევე
ჩემი რაღაც მიზნები და გეგმები მაქვს’’ [მანანა, 36 წლის. იტალია]

,,ჩემო კარგო! თავდაპირველად გამოვექეცი არასრულყოფილ ხელფას,


რომელიც მხოლოდ პროდუქტის საყიდლადაც არ მყოფნიდა, შემდეგ

41
როცა, იგებ ხელფასის გემოს თანაც კარგი ანაზღაურებით თვის ერთი და
იგივე რიცხვში, უკვე ფიქრობ; ოჯახში პრობლემები მოვაგვარე და რატომ
დავკარგო სამსახური სადაც მაფასებენ? ამის მერე უკვე იწყება
სიამოვნებისთვის მუშაობა’’ [ციცინო, 38 წლის. საბერძნეთი]

,,დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლე. უფრო ვძლიერდები. აქ სხვა


ცხოვრებაა.“ [თეო, 32 წლის, ისრაელი]

შრომით მიგრაციის თანმდევი ბარიერები

რაც შეეხება, სირთულეებს, რომელიც რესპოდენტებს ემიგრაციაში შეხვდათ,


პასუხები ერთგვარია, თუმცა ზოგისთვის ეს უფრო მძიმე აღმოჩნდა, ზოგმა კი
შედარებით მარტივად გადალახა ბარიერები. მაგალითად, ყველა
რესპოდენტი მთავარ პრობლემად ენის ბარიერს ასახელებს. მათი თქმით,
ისეთ სიტუაციაში იყვნენ, რომ ენის სწავლის დროც არ ქონდათ, რომ
წამოსვლამდე ,,შემზადებულნი“ ყოფილიყვნენ და სცოდნოდათ
ელემენტარული სასაუბრო. ასევე, რთული იყო უცხო გარემოსთან
ადაპტირება, იქაური წესების და ცხოვრების რიტმის ათვისება,
განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად იმყოფებოდა საზღვარგარეთ ამ
მიგრაციის მეშვეობით:
,,ძალიან რთულია რო შედიხარ ოჯახში. არც ენა იცი, ერთი სიტყვა არ
გაგეგება ადამიანის რო რამეს გეუბნევა და შენ აზრზე არა ხარ ამისა.
ძალიან რთულია ეს პერიოდი“. [მანანა, 36 წლის. იტალია]
,,მინიმუმ 6 თვე, ძლაიან გიჭირს შეჩვევაც, ეს ამათი კულტურაც,
ყველაფერი. ეს პერიოდი მაინც ყველაზე გაუსაძლისია, ეს პირობები არის
უცხო მიწაზე რომ იტყვიან. მერე და მერე თითქოს ეგუები.“ [ნელი, 43
წლის. ისრაელი]

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ყველას გაუჭირდა შეჩვევა და


ადაპტაცია უცხო გარემოსთან, რესპოდენტები მაინც მადლიერნი არიან იმ

42
ქვეყნის, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან მიგრანტებად და ამ ქვეყნებს რომ არ
შეეფარათ, არ იცოდნენ რას გააკეთებდნენ. ზოგიერთი მათგანი მკვიდრი
მოსახლეობის ძალიან მადლიერია, რომ მათთგან არაფერი ცუდი არ უგვრძნიათ,
ზოგს შეხვდა პრობლემები ადგილობრივებთან. მიუხედავად ამ ყველაფრისა,
მათთვის ემიგრაციაში წასვლა ნაყოფიერი აღმოჩნდა.

,განსაკუთრებით ადვილი აღმოჩნდა შეჩვევა და შეგუება უცხო გარემოსთან


მათთვის, ვისაც უკვე ყავდა წასული იქ ახლობლები, მეგობრები თუ ნაცნობები.
რესპოდენტთა პასუხებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გადამოწმდა და
დადასტურდა მიგრაციული ქსელების თეორია. კითხვაზე, ყავდათ თუ არა მათ
ემიგრაციის ქვეყანაში ახლობელი, სასარგებლო აღმოჩნდა იმ კუთხითაც, რომ
რესპოდენტები ყვებოდნენ სხვა ქართველი ემიგრანტების მდგომარეობასაც.
ამით საშუალება მიეცა კვლევას, რომ შედარებით მეტი ემიგრანტის პრობლემა
გამხდარიყო ცნობილი, რაც განზოგადების საშუალებას იძლეოდა, ,,აქ ჩემზე წინ
წამოსული იყო ჩემი და, თან რაღაც იმედები მქონდა. მითუმეტეს ამის გამო
გადავწყვიტე წამოსვლა. გნებავთ იმაზეც მოგიყვეთ? ისიც მაგიტომ წამოვიდა,
დაქვრივდა და თავს ვერ ინახავდა“.[მაია, 53 წლის. საბერძნეთი]

შრომითი ფემინიზაცია, როგორც პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე

რადგან კვლევა, შრომით ფემინიზაციაზე იყო ორიენტირებული, საინტერესო


იყო კვლევისთვის, გაგვეგო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აიღეს
პასუხისმგებლობა ამ ქალებმა საკუთარ თავზე და რატომ არ წავიდნენ
მიგრაციაში, თუნდაც მათი მეუღლეები, როცა საქართველოში პატრიარქალური
სისტემა ისევ ფესვგადგმულია და ქალები ისევ დამოკიდებულნი არიან ქმრებზე.
შრომითი მიგრაცია ხომ დამოუკიდებებლად გადაადგილებას და ცხოვრებას
გულისხმობს, ,,არც მეუღლე მუშაობდა, არც ბავშვები, უნივერსიტეტში
სწავლობენ. ამას ყველაფერს ფინანსები სჭირდება. ერთადერთი ვიყავი, ვინც
ვმუშაობდი და ვარჩენდი ოჯახს.’’[თეა, 45 წლის. ისრაელი]

43
,,ბოლო 4 წელია ქმართან განქორწინებული ვარ. მყავს ორი შვილი. არ
მაქვს სახლი. ჩემი ხელფასით ვერაფერს ვერ გავხდებოდი. სხვა ვინდ უნდა
წამოსულიყო, ისევ მე’’. [ნინო 33 წლის. იტალია]

,,ჩემს ოჯახს ვალი დაედო, მეუღლე არ მყავს. არავის არ უნდა მოსცილდეს


ოჯახს შვილებს, ახლობლებს.’’ [მაია, 53 წლის. საბერძნეთი]

ის, რომ რესპოდენტების უმრავლესობა ოჯახურ ურთიერთობებში


განქორწინებულნი ან დაქვრივებულნი არიან, გვაძლევს იმის საშუალებს
ვიმსჯელოთ, რომ ქალთა შრომით ფემინიზაციაში წასვლის ერთ-ერთი
წინაპირობაც ეს არის, რომ ოჯახის რჩენაზე მხოლოდ მათ აკისრიათ
პასუხისმგებლობა, თავს ვალდებულად თვლიან, რადგან იციან რომ, მათ არავინ
არ უდგათ გვერდში.

კითხვაზე თუ ,,ვინ შეითავსა თქვენი როლი ოჯახში წასვლის შემდგომ’’-


კვლევას აინტერესებდა, რამდენად იღებდნენ პასუხისმგებლობას საკუთარ
თავზე, ქორწინებაში მყოფი ქალბატონების მეუღლეები, ოჯახში ბავშვების
მოვლასა და სახლის საქმეებზე, ხომ არ ქონდა ადგილი შეთანხმებული
,,ფუნქციათა გაცვლას“, რაც გულისხმობს, რომ ქალი გახდებოდა ოჯახში
,,შემომტანი“, ხოლო ქმარი იმ ვალდებულებებს აიღებდა თავის თავზე, რაც
პატრიარქალურ სამყაროში ქალებს მოეთხოვებათ. ეს კითხვა მიზნად ისახავდა,
გაგვეგო იყო თუ არა შრომითი ფემინიზაცია, ქალების უფლებების გაზრდის
მაგალითი პატრიარქალურ საქართველოში. პასუხები შემდეგნაირია, ,,ახლა ჩემი
შვილები ჩემს მშობლებთან არიან და დედაჩემი ზრდის. იმათ დაყავთ სკოლაში,
პატრონობენ და ყველაფერს უკეთებენ.” [ეკა, 40 წლის, იტალია]. ,,დედამთილმა,
რომელიც ავადმყოფია’’. [ლელა, 29 წლის. საბერძნეთი]

,,მე როცა წამოვედი, ჩემი შვილები უკვე დიდები იყვნენ. სამივე


დაოჯახებულია. ფუნქციებიც ახლა, ყველა თავის ოჯახშია.’’[მაია, 53 წლის.
საბერძნეთი]

რა საკვირველია, ამ კითხვის დასმა რელევანტური იყო მათთვის, ვინც ისევ


ქორწინებაში იმყოფებოდა. პასუხებიდან ირკვევა, რომ რესპოდენტების ნაწილმა

44
შვილები თავიანთ მშობლებს, ანდა ქმრის მშობლებს, ბებია-ბაბუას ჩააბარეს და
ახლა ისინი იღებენ მათზე მზრუნველობას. ხოლო ზოგი აღნიშნავს, რომ მათ
საქართველო მაშინ დატოვეს, როცა მათი შვილები დიდები იყვნენ და ასე
ვთქვათ, ისეთ ასაკში იმყოფებოდნენ, როცა უკვე დამოუკიდებლადაც შეეძლოთ
ცხოვრება. შედეგად, ირკვევა, რომ შრომითი ფემინიზაცია, სულაც არ
გულისხმობს დაოჯახებულთათვის ,,ფუნქციათა გაცვლას“ და ამით ქალთა
უფლებების გაზრდას, ან უბრალოდ გათანაბრებას კაცის უფლებებთან, რადგან
ქალების მიგრაციით, მათ საქმეს ისევ მათი ახლობელი ქალები ითავსებენ
(დედები, დედამთილები. ახლობლები).

ოჯახური ურთიერთობების ცვლილება ემიგრაციის შემდგომ

კვლევის შემდგომი კითხვების ბლოკი განკუთვნილი იყო უშუალოდ იმისთვის,


რომ ერთ-ერთი ჰიპოთეზა გადამოწმებულიყო. ამ კითხვების დასმის მიზანი იყო,
იმ სიტუაციის გაგება, თუ როგორ შეიცვალა ურთიერთობები ოჯახის წევრებს
შორის მიგრაციაში წასვლის შემდგომ, რამდენად ხშირად ქონდათ წასულ
ემიგრანტებს კონტაქტები თავიანთ ახლობლებთან და მოჰყვა თუ არა, რაიმე
უარყოფითი შედეგები ამ მიგრაციას ოჯახის წევრებთან მიმართებაში.
ჰიპოთეზის გადამოწმება გულისხმობდა, გამორკვეულიყო, ხომ არ გამოიწვია
მათმა მიგრაციამ ურთიერთობების გაცივება ოჯახის წევრებთან, რაც შემდგომში
გახდა მიზეზი იმისა, რომ ისინი უკან აღარ ბრუნდებიან:

,,სიშორემ გამოიწვია ეს გულის გაციება. კონტაქტი რომ არ გექნება


ყოველდღიურად, რო არ იცი რას აკეთებს, სად დადის. რას ჭამს, რას სვავს.
იქაც საქართველოში ვიყავი, როგორია ახლობელი რომ გარდაგეცვლება,
განიცდი ერთი წელი, ორი. მერე ხო ყველაფერი თავისით დგება ისე რომ
კი არ ივიწყებ, მაგრამ მაინც ხო ისე აღარა, ხო ეჩვევვი. აი ესეა ესეც. ჩვენ აქ
ვართ ცოცხალი მიცვალებულები, გმირებიც და მიცვალებულებიც.’’ [მაია,
53 წლის. იტალია]

45
,,ცხოვრების ოდნავ გაუმჯობესების მიზნით წამოვედი, მაგრამ ძალიან
შევცდი, უფრო ბევრიდავკარგე , ვიდრევიპოვე, ცხოვრებაიქარისკარგი,
სადაცშენიფესვებია.“ [ეკა, 40 წლის. იტალია]

,,კი, სოცილაური ქსელებით ყოველდღიურად ვეკონტაქტებით,


ვამხნევებთ მაგრამ უომედობაა ეს ყველაფერი’’. [ ლელა, 29 წლის.
საბერძნეთი]

,,არც იმის იმედი მაქვს რომ იქ ჩემი შვილები შემინახავენ. ახლა კი, თუ
გამიჭირდა როგორ არა, შეურაცჰყოფას არ მივაყენებ ჩემს შვილებს.
უბრალოდ იმედი არ მაქვს. ოჯახები ჰყავთ შილები ჰყავთ. და შენ
წარმოიდგინე, აი ახლაც რომ ვფიქრობ, რომ გითხრა რომ ძალიან
სურვილი მაქვს წასვლის მეთქი, არ მაქვს.’’ [ქეთინო, 64 წლის. საბერძნეთი]

,,აი ახლავე გეტყვი. როცა ჩამოვედი წლების წინ, კარტებით


ვლაპარაკობდით. იმ კარტებშიც კი არ მემეტებოდა ფული რომ მეყიდა და
დავუშვათ დავლაპარაკებოდი ჩემს შვილებს იმიტომ, რომ ისეთი
გაჭირვება იყო. მაგრამ რა გითხრა... გაცივდა გული იქითაც და აქეთაც.
ამას მე ასი პროცენტით ვიტყვი ყველასთვის.’’ [თეა, 45 წლის. ისრაელი]

რესპოდენტთა პასუხებიდან გამომდიანარე, იქმნება საფუძველი, ვიფიქროთ,


რომ მიგრაციაში წასვლის შემდგომ, როცა წლები გადის ოჯახთან
ურთიერთობები უცივდებათ და თითქოს აღარ მოუწევთ გული საქართველოში,
იციან რომ ისე ვეღარ მიიღებენ და თავადაც ვერ შეძლებენ მიგრაციაში
წასვლამდე დატოვებული ურთიერთობების გაგრძელებას. უნდა აღინიშნოს, რომ
მსგავსი შინაარსის პასუხებს ვიღებდით ასაკოვანი ქალბატონებისგან, ვისაც უკვე
შვილები დაოჯახებული ყავდათ, ყველას თავისი ოჯახი და ცხოვრება ქონდა,
ასევე ქმარს გამოშორებული ქალბატონებისგანაც. ასაკოვანი ქალბატონებს,
რომელებიც უკვე წლებია მიგრაციაში იმყოფებიან, თან აღარ აქვთ უკან
დაბრუნების სურვილი, აღნიშნული მიზეზების გამო, თან ეშინიათ მიგრაციაში
დარჩენისაც, რადგან წლების მატებასთან ერთად, როცა აღარ ექნებათ მუშაობის
ძალა, ეშინიათ რომ უპატრონოდ არ დარჩნენ, რომ არავინ იქნება მათი
მომვლელი. უცხოეთში, სადაც ემიგრაციაში იმყოფებიან შვილები ქირაობენ
46
მომვლელებს და ისინი უხდიან ფულს, ხოლო საქართველოში არ არის იმის
,,ფუფუნება“ რომ შვილმა მშობელს მომვლელი დაუქირაოს, ისევ მათი მისახედი
ხდება სიბერეში. სწორედ ამის ეშინიათ ემიგრანტ ქალებს, რომ არ უნდათ ვინმეს
ტვირთად დააწვნენ, არ უნდათ თავიანთმა შილებმა ის ტანჯვა გადაიტანონ მათი
მოვლით, რასაც თვითონ აკეთებენ უცხოეთში მოხუცების და ავადმყოფების
მოვლით.

რა თქმა უნდა, იყვნენ რესპოდენტები, რომლებიც ფიქრობდნენ რომ დრო და


სიშორე ვერაფერს დააკლებდა ოჯახურ ურთიერთობებს. თუმცა ყურადსაღებია
ის ფაქტი, რომ ეს რესპოდენტები ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც პატარა
შვილები ყავდათ დატოვებული მშობლებთან, უფრო მოუწევთ გული
საქართველოსკენ. აქედან გამომდინარე კეთდება დასკვნა, რომ იკვეთება
სხვადასხვა შეხედულებები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას შორის. ასაკიანი
ქალბატონები უფრო თამამდ საუბრობენ იმაზე, რომ ურთიერთობები
გაუციევდათ საქართელოში დარჩენილ ახლობლებთან, ხოლო შედარებით
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ასე არ ხდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ თუ კი მათ
კიდევ დიდი ხნით მოუწევთ მიგრაციაში დარჩენა, სავარაუდოდ შემდგომ იგივე
პასუხებს მივიღებთ, რასაც ახლა ასაკოვანი ქალბატონები იძლევიან, რადგან
დროის ფაქტორს მართლაც დიდი დაღის დამჩნევა შეუძლია ურთიერთობებზე,
მითუმეტეს ამას კონტინენტებსა და საზღვრებს შორის მანძლიც ემატება.

ასაკოვანი ქალბატონების აზრს თუ გავითვალისწინებთ, ზემოდ გამოთქმული


მოლოდინები გამართლდება, რადგან ემიგრანტების თქმითმ ,,ემიგრაცია- ეს
ერთი დიდი ჭაობია“. თავიდან ყველას გადაწყვეტილი ქონდა ერთი-ორი წლით
წასვლა, მაგრამ თვეებს თვეები მოჰყვა და წლებს-წლები. ახალ საჭიროებებს ისევ
ახალი საჭიროები მოსდევს, ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა, მართლაც
რთულია. რესპოდენტებს დავუსვი კითხვა, გეგმავდნენ თუ არა ახლო პერიოდში
უკან დაბრუნებას და რა ფაქტორებზე იყო მათი სამშობლოში დაბრუნება
დამოკიდებული. მათი პასუხი ესეთი იყო: ,,დაბრუნების გადაწყვეტილება უფრო
რთული ყოფილა. ასეა ბევრისთვის“ [ ეკა, 40წლის. იტალია]

47
,,დაბრუნებით დღესვე რომ მითხრა დღესვე გადმოვფრინდები, მაგრამ..
როგორ გითხრა. რომ დავბრუნდე უნდა მქონდეს სამსახური
საქართველოში და ჩემი ასაკის ადამიანისთვის სამსახური უკვე აღარ
მოიძებნება, უნდათ სულ პატარა გოგოები. არც პენსიის ხნისა არა ვარ რომ
პენსია ავიღო, თუმცა რა პენსიაზეა საუბარი, იძახიან რომ ემიგრანტებს
პენსია არ ეკუთვნითო ასე რომ, დაბრუნებით ჯერ-ჯერობით ვერ
დავბრუნდები’’. [ნელი, 43 წლის. ისრაელი]

უკან დაბრუნების ფაქტორები

თითქმის ყველა რესპოდენტი ამბობს, რომ მათი უკან დაბრუნება


დამოკიდებულია იმაზე, თუ გამოსწორდება საქართველოში არსებული
სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მათი წასვლის მთავარი მიზეზი
ხომ, ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა. მათი თქმით, ყოველდღიურად
ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს ყველაფერი
უიმედობას უქმნის. ეშინიათ იმის, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში ვერ
დასაქმდებიან, რადგან უკვე ასაკში იმყოფებიან, აღარ არიან ისეთი ახალგაზრდა
გოგონები, მარტივად რომ შეძლონ დასაქმება. ეშინიათ იმის, რომ თუკი
ჩამოვლენ ისევ მოუწევთ გაჭირვებაში ცხოვრება და ისევ მიგრაციაში წასვლის
საშიშროება დაემუქრებათ, ამას ვეღარ გადაიტანენ, რადგან ამის თავიდან
გამოცდა მათი თქმით ჯოჯოხეთია.

,,არაფერი შეცვლილი მანდ არაა. უარესობისკენ მიდის საქმე. შიშის


გრძნობა გაგვაჩნია რომ, ჩვენს საკუთარ ოჯახებში დავბრუნდეთ. ამ ჩვენი
მთავრობის გამო, რომ არ ფიქრობენ, არც ემიგრანტებზე და არც მანდ
მცხოვრებლებზე. ყველა გარბის, ყველა.’’ [ნელი, 43 წლის. ისრაელი]

,,ისევ ისე რომ დავბრუნდე, მილიონი პრობლემა დამხვდება და ვერ


მოვაგვარებ. ორი ბავშვი უნდა ვარჩინო, და უბრალოდ ფიზიკურად ვერ
შევძლებ. ’’[თამარა, 37 ქლის. ისრაელი]

48
რეინტეგრაციის პრობლემის არსებობა

რესპოდენტების ნაწილი ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მათ


გაუჭირდებათ თავის დამკვიდრება, რადგან ვერ ნახავენ სამსახურს, არ ექნებათ
შემოსავალი. ვეღარ დასაქმდებიან იმ პროფესიით, რომელ პროფესიისაც არიან,
რადგან ახლა სულ სხვადასხვა წესებს და სტანდარტებს ადგენენ, ,,მე რომ ახლა
მანდ ჩამოვიდე, რაზეც ვსწავლობდი იმას ვერ გავაგრძელებ და ვერც გავყვები
პროფესიას, უკვე ჩემი აღარაა.’’ [ფიქრია. 26 წლის. იტალია]

კვლევის პროცესში გამოვლინდა მიგნებები, რომ რესპოდენტთა უმრავლესობას


უმაღლესი განათლება აქვს და მუშაობდნენ კიდეც შესაბამის დაწესებულებებში,
თუმცა ის ანაზღაურება, რაც ქონდათ, არაფერში არ ყოფნიდათ. ახლა კი ისეთ
სამსახურში მუშაობენ, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მათ კვალიფიკაციას.
ხდება მათი ინტელექტუალური მარაგის გამოუყენებლობა:

,,მე სამუსიკო სკოლაში ვმუშაობდი 1972 წლიდან იმ დრომდე სანამ აქ


ჩამოვიდოდი. ისე რომ სკოლაში მუშაობის 36 წლიანი სტაჟი მაქვს.
საქმეთა მმართველად ვმუშაობდი სამუსიკო სკოლაში.’’ [ნანი, 65 წლის,
იტალია]

,,პროფესიით ენების სპეციალისტი ვარ. უმაღლეს სასწავლებელში


ვატარებდი ლექციებს. 1992 წლი იყო, კუპონების პერიოდი. ოჯახში არავინ
მუშაობდა’’. [ირმა 61 წლის. იტალია]

ადამიანური კაპიტლის თეორიის თანახმად, მიგრაცია დანაკარგებთან და


ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაცაა კავშირში. აქედან გამომდინარე, ეს ერთი
მხრივ, დიდი ფსიქოლოგიური სტრესია მათთვის, რადგან სიამაყით იხსენებენ
თავიანთ საქმიანობას და გულისწყვეტით ამბობენ იმასაც, რომ უკეთესი
ანაზღაურების გამო გახდნენ იძლებულნი დაენებებიათ თავი იმ საქმისთვის,
რისი კეთებაც უყვარდათ. ხოლო, მეორეს მხრივ ე.წ ,,ტვინების გადინება“ არც
საქართველოსთვისაა კარგი, რადგან ქვეყანა კარგავს უდიდეს მარაგს
49
შრომისუნარიანი და განათლებული ადამიანებისას, რომლებსაც შეუძლიათ
თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსი საქართველოს განვითარებას
მოახმარონ.

სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამების შეფასება

ის რომ, რესპოდენტები ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდნენ და


ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რიცხვი, თავის მხრივ მიუთითებს
სახელმწიფო სტუქტურების არასწორ ფუნქციონირებაზე. ვერ შევხვდებით
ვერცერთ შრომით ემიგრანტს, რომელიც თავის ,,უბედობას“ სახელმწიფოს არ
აბრალებდეს. ყველა მათგანი ერთხმად განაცხადებს, რომ სწორედ სახელმწიფოს
ბრალია დღეს რომ მათ შრომითი ემიგრანტები ეწოდებათ.

ის, რომ საქართველოს მართლაც ძალიან უჭირს, ეს არ აძლევს სახელმწიფო


მოხელეებს იმის უფლებას, რომ შრომით ემიგრანტთა საკითხი უყურადღებოდ
დატოვოს და არ იფიქროს მათ დახმარებაზე. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა
უფრო სიღრმისეულად გავრკვეულიყავი, თუ რასაკეთებს სახელმწიფო არა
მიგრაციული ნაკადების შეჩერებისთვის, არამედ ემიგრაციაში მყოფი
ქართველების (ამ შემთხვევაში ქალები) დაბრუნებისთვის. კვლევის შედეგად
გაირკვა, რომ სახელმწიფო ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომელიც
ემიგრანტების დაბრუნებას და მათ საქართველოში რეინტეგრაციაში დახმარებას
ისახავს მიზნად. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, არც ისე დიდი რაოდნეობისაა, რომ მოხდეს
ემიგრანტებისთვის ნორმალური პირობების შექმნა. მაგალითად, ემიგრანტების
მთავრ პრობლემას ვალები, სახლის არ ქონა და სხვადასხვა პრობლემები
წარმოადგენს, ეს პროგრამები კი არ ითვალისწინებს სახლით უზრუნველყოფას
და მითუმეტეს, არც ბანკის ვალების გადახდას არ პირდება მათ. ძირითადად
ეხმარებიან სამედიცინო დახმარებით, სამსახურის მოძიებით და ა.შ. მარტივად
რომ ვთქვათ, ინფარმაციას უფრო აწვდიან, ვიდრე უშუალოდ დახმარებით

50
უმართვენ ხელს. ემიგრანტებისთის კი ეს ერთჯერადი ინფორამციის მიწოდება,
დიდი ვერაფერი ხეირია. უნდა ითქვას ისიც, რომ შედარებით ,,უკეთესი“
პირობებით სარგებლობენ ის ემიგრანტები, რომლებიც იძულებით არიან
გადასახლებულნი, თუმცა მათაც განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში
დაეხმარებიან თავშესაფრით, ისიც ერთი-ორი დღით.

მიუხედავად ამ სარეინტეგრაციო პროგრამების არსებობისა, ცალკე საკითხია,


რამდენად ინფორმირებულნი არიან რესპოდენტები ამ პროგრამების შესახებ,
ანდა რამდენად გამართულად მუშაობს აღნიშნული პროექტები. რესპოდენტებს
ვკითხე, იცოდნენ თუ არა მათ სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ და
სარგებლობდნენ თუ არა ამით:

,,ეს არაფერი არ არის. ბილეთის ფულს რომ უხდიან და აბრუნებენ


საქართველოში? ეს პროგრამაა? ზოგს აძლევენ იმ ფულს ზოგს არ აძლევენ.’’
[ნინო, 33 წლის. იტალია]

ასევე, ზოგ ემიგრანტს არ ქონდა ინფორმაცია ამ სარეინტეგრაციო პროგრამების


შესახებ, და ამბობდნენ, რომ პირველად ესმოდათ ამის შესახებ. მათი
არაინფორმირებულობაც სწორედ იმის ბრალია, რომ სახელმწიფო არ ცდილობს,
რაც შეიძლება ბევრმა ემიგრანტმა გაიგოს ამ პროგრამებზე. თუმცა, არ ცოდნის
მიუხედავად მათი განწყობა მაინც უარყოფითი იყო იმ კუთხით, რომ არ
სჯეროდათ ამ სარეინტეგრაციო პროგრამების ნაყოფიერების ,,თუ კი მათი
დახმარება უნდოდათ, არ მისცემდნენ ამდენ ემიგრანტს წასვლის საშუალებას და
ახლა უკან ვეღარ დაიბრუნებენ თავიანთი კაპიკების გამოყოფით, ორი მაგდენს აქ
გამოვიმუშავებთ’’- ამბობენ რესპოდენტები.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სარეინტეგრაციო პროგრამები, ერთგვარ


,,თვალის ასახვევადაა“ შემუშავებული, რათა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ის
სტანდარტები, რასაც განვითარებული ქვეყნის სტატუსი ითხოვს და შეასრულოს
ის მოვალეობები, რაც საერთაშორისო შრომით ემიგრაციის ორგანიზაციებთან
აქვს დადებული. რატომ არ არის სახელმწიფო სათანადოდ დაინტერესებული
ემიგრანტების უკან დაბრუნებით და რატომ არ უზრუნველყოფს იმას, რომ რაც
შეიძლება მეტმა ემიგრანტმა მიიღოს ინფორმაცია, როცა მსგავსი პროგრამები
51
მუშავდება? -საქმე ისაა, რომ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება, მხოლოდ
უარყოფით შედეგების გამოწვევასთან არ არის დაკავშირებული. ერთის მხრივ,
ქვეყანაში მცირდება უმუშევარი მოსახლეობის რიცხვი, ხოლო მეორეს მხრივ
ემიგრანტების ფულადი გზავნილები დიდ როლს ასრულებს ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ალბათ სახელმწიფოსთვის
დემოგრაფიული პრობლემის მიჩქმალვა და თვალის დახუჭვა ამ ფულადი
გზავნილების ხარჯზე ნეიტრალურდება.

სარეინტეგრაციო პროგრამების არაჯანსაღ ფუნქციონირებაზე, საკმაო


რაოდენობის ვიდეო მასალა მოიპოვება, სადაც რესპოდენტები გამოთქვამენ
თავიანთ უკმაყოფილებას და ამბობენ, რომ ეს პროგრამები გაუმართავია.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გადაიხედოს და სათანადოდ იქნეს
შეფასებული/შესწორებული მიგრანტთა სარეიტეგრაციო პრგრამები, რომლის
ფარგლებში ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება.

განსაკუთრებით საინტერესო იყო რესპოდენტების პასუხები კითხვაზე,


წავიდოდნენ თუ არა ემიგრაციაში დღეს რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას.
ემიგრანტები გამოვლილი სირთულეების მიუხედავად, მაინც გადადგავდნენ ამ
ნაბიჯს, რადგან ბევრი რამის დაკარგვის პარალელურად, ბევრი რამე შეიძინეს,
გაძლიერდნენ, მეტი თავისუფლება იგრძვნეს, რაც საქართველოში არ ქონდათ,
დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლეს და რაც მთავარია, დღეს ცოცხლები არიან,
საქართველოში დარჩენით კი რა გზას დაადგებოდნენ, თავადაც არ იცოდნენ.
საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ მოძიებული რესპოდენტები
თავიანთ ემიგრაციას დადებითად აფასებენ და სხვებასაც ურჩევენ წასვლას,
რადგან ემიგრაციის მეშვეობით შესაძლებლად თვლიან ეკონომიკური
პრობლემების მოგვარებას.

52
დასკვნა

შრომითი ემიგრაციის მთავარ მიზეზად ეკონომიკური პრობლემებიდან თავის


დაღწევა დასახელდა, რაც წარმოადგენდა წინასწარ ვარაუდს, შრომითი
ემიგრაციის მიზეზების გარკვევის პროცესში. კვლევის განმავლობაში
მიზანმიმართულად შეირჩნენ ის რესპოდენტები, რომლებიც ხუთ წელზე მეტი
ვადით იმყოფებიან ემიგრაციაში. ეს მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროის
განმავლობაში სრულიად შესაძლებელი იყო, იმ ეკონომიკური პრობლემების
მოგვარება, რომელსაც რესპოდენტები საწყის ეტაპზე წასვლის მიზეზად
ასახელებდნენ. რესპოდენტების პასუხებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ხუთ
წლიანი ან თუნდაც, ოც წლიანი მიგრაციაში ყოფნის მთავარ მიზეზს, ისევ
ეკონომიკური პრობლემების მოგვარება წარმოადგენს, ეს ადამიანები ახლაც და
ოცი წლის წინაც ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვიან. თუმცა, თუ
დავუკვირდებით, ამ პასუხების მიღმა უფრო სუბიექტური მიზეზები იმალება და
უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური პრობლემების დარქმევა. სწორედ ამ
სუბიექტური მიზეზების გაგებასა და გამოვლინებაში იმალებოდა ის პასუხები,
რაც უშუალოდ სჭირდებოდა კვლევას.

კვლევის შედეგად დადგინა, რომ ემიგრანტების უცხოეთში დარჩენა და


სამშობლოში არ დაბრუნება, არააგამოწვეული მხოლოდ ეკონომიკური
პრობლემების მოგვარების მოტივით. როდესაც დიდი ხანი სხვა ქვეყანაში უწევთ
ცხოვრება, შესაბამისად ეგუებიან იქაურ ყოფას და ცხოვრებას, იქაურ
ტრადიციებს, კულტურას, პარალელურად აღარ აქვთ ისეთი მჭიდრო და მყარი
ურთიერთობები საქართველოში დარჩენილოჯახის წევრებთნ. მიუხედავად
სოციალური ქსელში ყოველდღიური კონტაქტისა, ისინი მაინც გაუცხოებულად
გრძნობენ თავს და მხოლოდ ,,ფულის გამომუშავებელ მანქანებად“
აღიქვავენსაკუთარ თავს. ასეთი სიტუაციის არსებობა განაპირობებს იმას, რომ
ემიგრანტებს სხვა ქვეყანაში დარჩენას ამჯობინებენ, რადგან აქ რეიტეგრაციის
პრობლემას ეჩეხებიან, ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ ჩამოსულნი,

53
რამოდენიმე თვეში, ისევ უკან ბრუნდებიან, მიზეზი იგივეა- ეკონომიკური
პრობლემები.

ემიგრნტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ თუ კი დაბრუნდებიან საკუთარ


ქვეყანაში, მათ თავის დამკვიდრება გაუჭირდებათ, რადგან ისინი ვერ ნახავენ
სამსახურს, ვერ დასაქმდებიან. უმუშევრობისა და სახსრების არ ქონის
პირობებში კი, ყოველგვარ გასაქანს მოკლებულნი იქნებიან. ამას ემატება
დაძაბული, გაცივებული ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, რომელიც
წლობით განშორებამ წარმოშვა. საკუთარ ქვეყანაში თავის დამკვიდრებისა და
რეინტეგრაციის პრობლემაა სწორედ ის, რის გამოც შრომითი ემიგრანტები
საქართველოში აღარ ბრუნდებიან. ამასთანავე, ქართველმა ქალმა ემიგრანტებმა
გარკვეული კუთხით, პირადი თავისუფლება ჰპოვეს მიგრაციაში, რადგან მათ არ
ქონდათ საქართველოში იმის საშუალება, რომ პიროვნულად უფრო
თავისუფალნი, ძლიერები, დამოუკიდებელნი ყოფილიყვნენ. ახლა ამ
ყველაფერზე უარის თქმა უძნელდებათ და უჭირთ.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ რეინტეგრაციის პრობლემა არის ერთ-ერთი


შემაფერხებელი ფაქტორი, რის გამოც ქართველი ემიგრანტები აღარ
ბრუნდებიან საქართველოში და მათი მიგრაციაში დარჩენა, არაა
დაკავშირებული მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასთან.
ამრიგად, გადამოწმდა და დადასტურდა კვლევის ჰიპოთეზა, რომ
რეინტეგრაციის პრობლემა რეალურად არსებობს, რომელიც გამოწვეულია
მთელი რიგი პრობლემებით, არა მარტო ეკონომიკურით, არამედ ეს
უკავშირდება ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას, პირად ურთიერთობებში, ოჯახში
წარმოქმნილ პრობლემებს, გაუცხოებას.

რეკომენდაციის სახით, უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი უფრო სიღრმისეულ


შესწავლას და გადახედვას საჭიროებს, ვინაიდან კონკრეტულად რეინტეგრაციის
საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო მასალების ნაკლებობაა. მეტი ინიციატივა
უნდა გამოიჩინონ სახელმწიფო ორგანოებშიც, რათა ემიგრანტთა
რეინტეგრაციის პრობლემა შესწავლილ იქნეს და გაანალიზდეს. მოხდეს მათზე
მორგებული პროგამების შემუშავება, რომელიც ნამდვილად ქმედითუნარიანი

54
იქნება და არა ისეთი, ვინმეს დასანახად რომ იყოს გაწერილი სახელმწიფო
დოკუმენტებში. ემიგრანტებისა და მათი რეინტეგრაციის პრობლემის მოგვარება
განვითარებული ქვეყნის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, რადგან ამ
საკითხის უყურადღებოდ დატოვებას, უამრავი სოციალური თუ ეკონომიკური
პრობლემის წარმოქმნა შეუძლია.

55
ბიბლიოგრაფია

1. აბესაძე, ანა. საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში.


რედ: გოგოხია, რევაზ: სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო
კონფერენციის მოხსენებათა კრებული. თბილისი: 2015
2. ანთაძე, ციური: შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მისი გავლენა
შრომით მიგრაციაზე, ტუხაშვილი, მირიან: მიგრაციული პროცესები
პოსტსაბჭოთა საქართველოში, თბილისი: ლეგა.
3. ბაძაღუა, მიხეილ. 2011. ადამიანთა ვაჭრობა ტრეფიკინგი. თბილისი:
დანაშაულების კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი.
4. გაჩეჩილაზე, რევაზ. 1997. მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი
სოციალურ-პოლიტიკური შედეგები. თბილისი.
5. გოგოლაძე, თამარ. 2009. პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრეფიკინგზე
მომუშავე სერვისის მიმწოდებლებისათვის. თბილისი: ქალთა საინფორმაციო
ცენტრი
6. ვადაჭკორია, ალექსანდრე, მაღლაფერიძე, ნიკა და წულაძე, გიორგი. 2004.
საქართველოს დემოგრაფიული წელიწდეული. თბილისი.
7. ზუბიაშილი, თამაზ. 1999. თანამედროვე საერთაშორისო მიგრაცია.
თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამიმცემლობა.
8. ზურაბიშვილი, თამარ. 2007. შრომითი ემიგრაცია დაბა თიანეთიდან:
ემიგრაციული ქსელების განვითარება. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
9. კაპანაძე, ლია. 2018. შრომითი მიგრაციის ფემინიზაციის გავლენა შვილების
სოციალიზაციისა და რეალიზაციის პროცესზე საქართველოში. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივეისტეტი.
10. კაცაძე, აკაკი. 1983. მოსახლეობის მიგრაცია და საქართველოს საშუალო
ქალაქების სოციალური განვითარების პრობლემები. თბილისი: მეცნიერება

56
11. კევლიშვილი, მარიამ. 2015. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ
ევროპული კომისიის (ECRI) როლი ევროპაში მიგრანტთა სტატუსის დაცვაში
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად.
თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.
12. ლობჟანიძე, მაკა. 2009. ახალგაზრდა ქალთა მიგრაცია და მისი გამომწვევი
ფაქტორები საქართველოში (კახეთის რეგიონის მაგალითზე). თბილისი: ივანე
ჯავახიშვილისი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
13. ნაცვლიშვილი, ირინა. მიგრაციული პროცესების ეთნოპოლიტიკური და
ზნეობრივი ასპექტები ნუგზარ შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა
აფრიკაში“ მიხედვით. რედ: კარტოზია, ალექსანდრე, პოპიაშვილი, ნინო და
შამანიძე შორენა: მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია.
თბილისი: უნივერსალი. 2017
14. პადავიჩი, ირენ და რესკინი, ბარბარა. 2007. ქალები და მამაკაცები
სამსახურში. თბილისი.
15. სულაბერიძე, ავთანდილ და წულაძე, გიორგი. 2015. დემოგრაფიის
საფუძვლები. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
16. ტუხაშვილი, მირიან: საქართველოს მოსახლეობის ტერიტორიული
მობილობა: შექმნილი ვითარება და კვლევის პრობლემები. რედ: კარტოზია,
ალექსანდრე, პოპიაშვილი ნინო და შამანიძე, შორენა: მიგრაციული
პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია. თბილისი: უნივერსალი. 2017
17. შელია, მზია: შრომით ემიგრანტთა დემოგრაფიული სტრუქტურის
ძირითადი მახასიათებლები, რედ: ტუხაშვილი, მირიან: მიგრაციული
პროცესები პოსტსაბჭოთა საქართველოში. თბილისი: ლეგა. 2003.
18. ჭელიძე, ნათია. 2006 შრომითი ემიგრაცია პოსტსაბჭოთა საქართველოდან.
თბილისი: მიგრაციის კვლევის ცენტრი.
19. ჯაოშვილი, ვახტანგ. 1983. მოსახლეობის მიგრაცია. თბილისი: თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა.
20. ჰულსტი, მარკ: საქართველოდან ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ
მიმართული ინსტიტუციონალური და სამართლებრივი სტრუქტურების

57
ანალიზი. რედ: ტუხაშვილი, მირიან: მიგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა
საქართველოდან. თბილისი: ლეგა. 2003
21. La Barbera, MariaCaterina. 2015. Identity and Migration in Europe:
Multidisciplinary Perspectives. New York: Springer.
22. Stalker, Peter. 2000. Workers without frontiers. United States of America: Lynne
Rienner. (გვ.21).

ლინკები:

23. High Level Dialogue on International Migration and Development, September, 2006
- http://www.un.org/esa/population/migration/hld
24. The State of Migration in Georgia, ICMPD, 2015.http://bit.ly/2CaJrsD 16.06.2016.
01:25
25. Caucasus Research Resource Center- Migration and Return in Georgia: Trends,
Assessments and Potential, 2007. http://www.crrccenters.org/20585/Interrelations-
between-Public-Policies-Migration-and-Development 16.06.2018. 00:50
26. დებულება მიგრაციის სამთავრობო კომისიის შექმნისა და დამტკიცების
შესახებ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1049764 15.06.2018. 14:24
27. http://www.mra.gov.ge/geo/news/show/189/10283 2016 წლის მიგრანტთა
სარეინტეგრაციო პროგრამა 07.05.2018. 17: 40
28. http://ssa.gov.ge/files/01_GEO/KANONMDEBLOBA/Sakanonmdeblo/47
საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ 7.05.2018. 21:22
29. http://migration.commission.ge/index.php?article_id=16&clang=0 მიგრაციის
საკითხთა სამთავრობო კომისია. სარეინტეგრაციო პროგრამა. 7.05.2018. 22:07
30. http://migration.commission.ge/index.php?article_id=304&clang=0 2018 წლის
მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა. 07.05.2018. 17:43
31. http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf სტატისტიკის
ეროვნული სამსახური. 08.06.2018. 01:20
32. (მსსკ) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. მიგრაციის 2017 წლის
პროფილი.http://migration.commission.ge/files/migraciis_profili_2017_a4 _new.pdf

58
ვიდეო მასალა:

33. https://www.youtube.com/watch?v=DGc618nPwpE დოკუმენტური ფილმი


,,ემიგრანტები“ 20.04.2018. 14:09
34. https://www.youtube.com/watch?v=smMY_NYLmI4 ემიგრანტები ბარი
18.04.2018. 00:15
35. https://www.youtube.com/watch?v=RPnO7hDna3o ,,ქალები საქართველოდან’’
დოკუმენტური ფილმი 20.04.2018 16:53
36. https://www.youtube.com/watch?v=JjN9-HrzseA ,,მაფია ინტეგრაციისა და
რეინტეგრაციის პროგრამაში“ 21.04.2018 01:32
37. https://www.youtube.com/watch?v=k1bCD1Lfw-8 ,,მიგრაციის მარშუტები“
დაბრუნება და ინტეგრაცია 21.04.2018 14:12
38. https://www.youtube.com/watch?v=UGT087C9sNE საქართველოში
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა 22.04.2018 10:23
39. https://www.youtube.com/watch?v=IgiFkknXzJ0 სარეინტეგრაციო პროგრამა
22.04.2018 16:40
40. https://www.youtube.com/watch?v=yLVxYx-y5uI საქართველოში დაბრუნებულ
მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა 13.06.2018. 17:48
41. https://www.youtube.com/watch?v=S69_k_xl9s4 ქართველების ყოფა ცხოვრება
ნეაპოლში. 16.06.2018. 07: 08

59
60

You might also like