You are on page 1of 9

დასაქმების პრობლემა თბილისში

კვლევის ანგარიში:
ავტორი: ეკატერინე ბახსოლიანი

შესავალი:
დასაქმების პრობლემა საქართველოში მუდამ აქტუალურია. თუმცა ამ კვლევაში
განვიხილავთ მხოლოდ დასაქმების პრობლემას თბილისში. დასაქმების პრობლემაში
იგულისხმება არა მარტო სამუშაოს პოვნის სირთულე, ასევე ხელფასის სიმცირე,
შრომის დაუფასებლობა, არჩევნის უქონლობა, რეალიზაციის შეუძლებლობა,
საკუთარ სფეროში სამუშაოს პოვნის სირთულე. ეს საკითხი იმიტომ ავირჩიე, რომ
საზოგადოებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო მგონია.

2019 წლის მონაცემების1 მიხედვით თბილისში უმუშევრობის დონე 11.6%-ია


მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას უმაღლესი სკოლა აქვთ დამთავრებული.

კვლევის მიზანი გახლავთ ახალგაზრდების (20წლიდან 30-მდე) დასაქმების


პრობლემატურობის ზოგადი ხარისხისა და მათი დამოკიდებულების გაგება ამ
საკითხთან დაკავშირებით.

მეთოდი:
ამ კვლევის ჩასატარებლად გამოყენებულია შიმდეგი თვისებრივი მეთოდი, „ფუკუს
ჯგუფი“. სამი ერთი და იგვე ასაკობრივი ჯგუფის წევრებს ინტერვიუერი დაუსვამს
ათ (ან უფრო მეტ) შეკითხვას, რომლებიც დაგვეხმარებიან კვლვის მიზნის მიღწევად.
მათ მიეცემათ საშუალება ერთად იმსჯელონ დასმულ კითხვებზე და სხვადასხვა
აზრები გამოთქვან.

ადამიანისაგანეს მეთოდი დაგვეხმარება უფრო სიღრმისეულად შევიცნოთ ეს


პრობლემა, რამდენადაც სიღრმისეული ინტერვიუსაგან განსხვავებით ჯგუფში
ადამიანები უფრო გახსნილად ლაპარაკობენ, დისკუსიისა და საპირისპირო აზრების
კითხვები განსაზღვრული, რომლებიც შემდგომ მონაწილეებს დავუსვი ეს მაინც არ
გახლავთ სტრუქურიზებული ინტერვიუ, რადგან კითხვების სტრუქტურა მკაცრად
არ იყო დაცული. ეს საშუალებას აძლევდა მონაწილეებს უფრო თავისუფლად
ემსჯელათ და განეხილათ ესათუეს კითხვ.

1. 2019 წლის მონაცემები (უმუშევრობის დონე) - https://www.geostat.ge/ka


ინსტრუმენტი:
ინტერვიუს გზამკვლელი მოიცავს ათ კითხვას. ეს კითხვები კვლევის მიზნის
მიღზევისათვის აუცილებელია და კონკრეტულ თემასთან დაკავშირბული. ისინი
მოგვცემენ საშუალებას უკეთ გავიგოთ მონაწილეთა გამოცდილება მოცემულ
თამასთან დაკავშირებით და ამ პრობლემის სიმწვავე მათი გადმოსახედიდან.

კითხვები/სადისკუსიო გეგმა:

 რა განათლება გაქვთ მიღებული სკოლის მერე? რატომ აირჩიეთ ამ მხრივ


განვითარება და სად გინდოდათ აგეწყოთ თქვენი კარიერა?

 ხართ თუ არა დასაქმებული ამჟამად? თუ კი რამდენიხანია რაც მანდ


მუშაობთ? თუ არა რამდენინახია რაც დაუსაქმებელი ხართ?

 რა ასაკიდან დაიწყეთ მუშაობა?

 რა არის თქვენი მუშაობის გამოცდილება?

 რამდენად რთული იყო სამუშაოს პოვნა თქვენთვის თავიდან და თუ


გაგრძელდა ეს სირთულე გამოცდილების მიღების შემდეგაც?

 თქვენი აზრით რამდენად დამაკმაყოფილებელია ანაზღაურება მათთვის, ვინც


თქვენს ან მსგავს სფეროებში მუშაობენ?

 წინადადების დამთავრება: დასაქმება საქართველოში რთულია რადგან...


ფოკუს ჯგუფის მონაწილეები:
რესპოდენტი #1

სქესი: მდედრი

ასაკი: 30

რესპოდენტი #2

სქესი: მდედრი

ასაკი: 28

რესპოდენტი#3

სქესი: მამრი

ასაკი: 25

კონფიდეციალურობის დაცვის მიზნით იმფორმაცია კვლევის მონაწილეებზე


შეზღუდულია.

შედეგები:
ჯგუფის მონაწილეების აზრით დასაქმების პრობლემები საკმაოდ მწვავედაა
გავრცელებული. ერთ ერთი მონაწილემ აღნიშნა, რომ ხელფასის არა
დამაკმაყოფილებელი რაოდენობა და შრომის დაუფასებლობა მის შემთხვევაში
საკმაოდ მწვავე საკითხი იყო, ასევე დაეთანხმნენ სხვა მონაწილეები.

ზოგადად დასაქმების პრობლემის გამომწვევ მიზეზად მათ დამსაქმებლისა და


დასაქმების მსურველის „უცოდინრობა, გაუნათლებლობა“ დაასახელეს. „არც
დამსაქმებელმა იცის რა უნდა და არც დასაქმების მსურვლმა არ იცის რისი
გაკეთება შეუძლია ან უნდა“ - ამბობს ერთერთი მონაწილე

დასმული პრობლემა საკმაოდ მწვავედ წარმოაჩინეს მონაწილეებმა და საკუთარი


გამოცდილება გაგვიზიარეს, თუ რამდენად რთულია საჯარო სექტორში
დასაქმება და თვითრეალიზება.
ტრანსკრიპტი:

აღნიშვნის მეთოდი:
რესპოდენტი #1 – 1

რესპოდენტი #2 – 2

რესპოდენტი #3 – 3

ინტერვიუერი –ი

ი - რა განათლება გაქვთ მიღებული სკოლის მერე? რატომ აირჩიეთ ამ


მხრივ განვითარება და სად გინდოდათ აგეწყოთ თქვენი კარიერა?
3 - მე ჯერ არ მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტი და ჯერ კიდევ
სწავლის პროცესში ვარ. ვარ ჟურნალისტი და ამიტომაც გადავწყვიტე
ჩამებარებინა ჟურნალისტიკაზე და პრაქტიკულ გამოცდილებას
თეორიული ცოდნაც დამემატებინა და თვითონ ეს სფერო ალბათ
იმიტომ ავირჩიე რომ არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, უფრო
მოძრაობა და აქტიურობა მიყვარს და სკოლის დამთავრების შემდეგ ამ
პროფესიამ ძალიან მომხიბლა.
1 - ბავშვობაში მინდოდა მსახიობობა, ამიტომაც ჩავაბარე
თეატრმცოდნეობაზე. მერე რადგანაც მინდოდა, რომ იურისტი
ვყოფილიყავი გადავედი სამართალმცოდნეობაზე ალასანიაში,
შემდგომ კი მივხვდი, რომ ჩემი კარიერა, როგორც იურისტი არ
შედგებოდა და ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და დავიწყე სტაჟირება ამ
სფეროში, დავსაქმდი კიდეც ასე, რომ ჩემმა სამსახურმა, ინტერესებმა
განაპირობა, ის, რომ მაგისტრატურა დავამთავრე ჟურნალისტიკაში.
2 - მე იურიდიულზე ჩავაბარე, მაგრამ არ მახსოვს რატომ. ალბათ
ოჯახის ზეგავლენამ იმოქმედა.
ი - ხართ თუ არა დასაქმებული ამჟამად? თუ კი რამდენიხანია რაც
მანდ მუშაობთ? თუ არა რამდენინახია რაც დაუსაქმებელი ხართ?
1 - ორი წელია რაც ევრო კავშირის და მერიის პროეკტზე ვარ
დასაქმებული კუმუნიკაციების ექსპერტად.
3 - მეც დასაქმებული ვარ. კონკრერულად ამ სამსახურში ალბათ
დაახლოებით სამი წალია რაც ვარ.
2 - მეც ოღონდ ოჯახურ ბიზნესში, მარტში დავიწყე მუშაობა, როგორც
მახსოვს. ძირითადად მარკეტინკის საკითხები მევალება და იურისტის
მოვალეობებსაც ვასრულებ საჭიროებისამებრ.
ი - რა ასაკიდან დაიწყეთ მუშაობა
1 – 18 წლის ასაკში ავიღე ჩემი პირველი ხელფასი, ცეკვის ანსაბლში
ვიყავი და ანაზღაურებაც მქონდა.
2 - მე 22 წლის ასაკში დავიწყე ალბათ მუშაობა.
ი - დადებითად შეაფასებდით თუ არა თქვენ მუშაობის პირველ
გამოცდილებას
2 - დიახ, ჩემი აზრით გამოცდილება ყოველთვის დადებითია
ნებისმიერ შემთხვევაში.
3 - მეც ალბათ 17 – 18 წლის ვიყავი, რომ მუშაობა დავიწყე
ჟურნალისტად.
ი - რა სამუშაო გამოცდილება გაქვთ?
1 - მოდი ანაზღაურებად სამუშაოებს ჩამოვთვლი. ტელეკომპანია
იბერია, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, მერიის
და ევროკავშირის პროექტი ბიზნეს აქსელერატორი სპარკი ანუ
ამჟამინდელი სამუშაო და ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციაში
ვიყავი რუბრიკის აბტორი.
2 - ცოტა სასაცილო ისტორიაა. პირველი სამსახურში ხელფასს არ
მაძლევდნენ არადა არც სტაჟიორი ვყოფილვარ უბრალოდ
ხელშეკრულება რადგან არ მქონდა დადებული ისარგებლეს ამით და
6 თვის ხელფასი არ გადამიხადეს. მაგის მერე ადვოკატებთან
ვმუშაობდი თანაშემწედ, შემდგომ ტელეკომპანია კავკასიაში
ვმუშაობდი, მერე სასჯელ აღმსრულებლის სამინისტროში სოციალურ
მუშაკად და ამჟამად ოჯახურ ბიზნესში ვარ ჩართული.
3 - მე მხოლოდ კერძო სექტორებშიი მაქვს მუშაობის გამოცდილება.
თავიდან ტელეკომპანია „tv3”, მერე „იბერია“ და ბოლოს “post tv” ანუ
ამჟამინდელი სამსახური.
ი - რამდენად რთული იყო სამუშაოს პოვნა თქვენთვის თავიდან და
თუ გაგრძელდა ეს სირთულე გამოცდილების მიღების შემდეგაც?
1 - ძალიან რთულია ზოგადად სამუშაოს პოვნა ჩემი აზრით. თავიდან
ძალიან ვიწვალე იმისათვის, რომ პირველ სამსახურში
მოვხვედრილიყავი, ორი წელი სტაჟიორი ვიყავი, რადგან ჯერ სახელი
დასამკვიდრებელი მქონდა. მერეც რთულია, თუმცა კონტაქტების
დამყარება საჭირო ხალხთან და მათთვის ჩემი პოტენციალის ჩვენება
ძალიან დამეხმარა. დღესაც კი ძალიან რთულია ეიჩარისთვისაც
კადრის არჩევა მხოლოდ რეზიუმეთი და ინტერვიუთი ამიტომ აქ
უკვე იყენებენ კონტაქტებს. არა უბრალო ნაცნობებს არამედ მათ, ვინც
კარგად გამოავლინა საკუთარი პოტენციალი თავისდროზე და საჭირო
გამოცდილებაც აქვს. შესაბაისად გამართლებაზეც არის რაღაც მხრივ,
რადგან ჩემ პირვლ სამსახურშიც, რომ ამიყვანეს უკვე მქონდა ჩემი
შესაძლებლობების გამოვლინების შანსი და შესაბამისად ეს
გამოცდილებადაც ითვლებოდა.
2 - და თან როგორც ვიცი ტყუილადაც კი უდევთ ვაკანსიები და მათ
თავიანთი კონტაქტებით ავსებენ.
1 - ყველა შემთხვევაში არა მაგრამ არის ეგრე ხშირად. მეთვითონაც
გამითავსებია ვაკანსიები და ძირითადად ფარსია, რაგან უცხოს და
გამოუცდელს გირჩევნია ვისთანაც შეხება გქონია და იცი მისი
შესაძლებლობების შესახებ ის აიყვანო. მე არ ვგულისხმობ
ნეპოტიზმს. ძალიან მკაფიო სხვაობაა ნეპოტიზმსა და ნეთვორქინგს
შორის. ნეთვორქინგი არის ის, როდესაცთნდაც ერთი და იგივე
წონადობის სივის მქონე ადამიანებს შორის უპირატესობას ანიჭებ მას,
ვისთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება გაქვს ან ბევრისაგან
მიგიღია რეკომენდაცია მასზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.
2 - ჩემი აზრითაც რთულია სამსახურის პოვნა. მე პირადად ის
შეცდომა დავუში, რომ საჯარო სექტორში ვეძებდი სამსახურს და მანდ
ძირითადად წინასწარ ყავთ კადრები არჩეული. გამოცდილების
მიღების შემდეგაც ჩემთვის არ ყოფილა იოლი ახალი საქმის ნახვა.
3 - ჩემთვის არ ყოფილა ეგეთი რთული. ძირითადად პირველი
გამოცდილების მერე უვე იოლადაც ვშოულობდი სხვა სამსახურსაც.
ი - თქვენი აზრით რამდენად დამაკმაყოფილებელია ანაზღაურება
მათთვის, ვინც თქვენს ან მსგავს სფეროებში მუშაობენ?
1 - ჩემი აზრით არ არის დამაკმაყოფილებელი. მაგალითად პირადად
ჩემს პროექტში ესე არის გაწერილი, რომ კომუნიკაციების ექსპერტს და
აიტისაც ორივეს დაბალი ხელფასი აქვს ვიდრე სხვებს მიუხედავად
იმისა, რომ მე უფრო ხშირად მიწევს საქმის გაკეთება და ხალხთან
კომუნიკაცია თავისთავად, ხოლო აიტი თვეში ორჯერ თუ სამჯერ
დაჭირდეთ. მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ დღევანდელ რეალობას, რომ
ვუყურებ მადლობელიც კი ვარ რომ ასეთი სტაბილური შემოსავალი
მაქვს, მაგრამ ზოგადად ფინანსური მხარე ძირითადად არა მარტო
ჩემს სფეროში არასამართლიანია ხოლმე, რადგან რაც შეიძლება უფრო
ბევრი საქმის გამკეთებელი სურთ ამუშაონ რაც შეიძლება ნაკლებ
ფასად.
2 - აი მაგალითაც სოციალურ მუშაკად, რომ ვმუშაობდი, ჩვენც
დაბალი ხელფასი გვქონდა, მაგრამ ჩვენს გარეთ ვინც მუშაობდა ჩვენ
ქალთა ციხეში ვმუშაობდით, იმათ ჩვენზე დაბალი ხელფასიც კი
ქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული და შრომატევადი
საქმეა. ბევრი პროტესტიც იყოს ამ საკითხთან დაკავშრებით.
3 - ჩემ შემთხვევაში ჩემს სფეროში ბაზარი არეგულირებს შემოსავლებს
ანუ რომელ ტელეკომპანიასაც უფრო მეტი აქვს შემოსავალი მათი
ანაზღაურება მეტია.
ი - კიბატონო, თუ შეიძლება ეს წინადადება დაასრულეთ: დასაქმება
საქართველოში რთულია რადგან...
1 - რადგან რეალურად არ ხდება ცოდნისა და გამოცდილების
დაფასება. ძირითადად მივდივართ იქადე, რომ ბევრი ფაქტორი,
როგორიცაა სოციალური სტატუსი, პოლიტიკური შეხედულებები და
თუნდაც გარეგნობა, განაპირობებს იმას , რომ შენი
პროფესიონალიზმი არ იქნას შემჩნეული.
2 - გეთანხმები, მაგრამ არის გამონაკლისებიც, როდესაც ნამდვილი
პროფესიონალები აყავთ, რადაგან იმ საქმისთვის საჭიროა.
1 - რათქმაუნდა იქნება ეგეთი გამონაკლისებიც, მაგრამ მე უფრო
ფართო მაშტაბს ვგულისხმობ.
2 - ასევე ის პრობლემაც არსებობს, რომ კი ბევრი განათლებული და
დიპლომიანი, მაგრამ არ იციან სად მიმართონ ეს ცოდნა და ამიტომ
უჭირთ სამსახურის შოვნა.
3 - ჩემი აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი ფორმულა არ
არსებობს, თან არის გასათვალისწინებელი ბევრი ქვე პუნქტი, მაგრამ
ძირითადი პრობლემა მგონია ის, რომ არ იციან რა უნდაც, როგორც
დამსაქმებელმა ასევე, დასაქმების მსურველმაც. კიდევ კერძო სექტორს
რაც შეეხება ნახევარზე მეტ შემთხვევაში კერძო სექტორი ითხოვს იაფ
მუშა ხელს, რომელიც გააკეთებს მაქსიმალურად ბევრ
საქმეს.მუშახელს, რომელსაც შეუძლია ამ საქმის გაკეთება არ სურს
დაბალი ანაზღაურება და თავისთავად ურჩევნია მაღალი
ანაზღაურება. 10/7 მუშახელი, რომელსაც ეს შესაძლებლო აქვს რჩება
უმუშევარი იმიტომ, რომ დამსაქმებელი შესაფერის პირობებს ვერ
თავაზობს.
ი - არაფერს არ დაამატებდი?
1 - არა, ვეთანხმები მის აზრზს
2 - მეც ასევე
ი - მაშინ მადლობა ფოკუს ჯგუფში მონაწილეობისათვის და აქ
დაგემშვიდობებით.

You might also like