You are on page 1of 11

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,
ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტის,
თეკლა ხარაზიშვილის რეფერატი ზოგად ენათმეცნიერებაში,
თემაზე

სემიოტიკურ ნიშანთა სახეები

საგნის ხელმძღვანელი: თინათინ ბოლქვაძე

2022
თბილისი

1
სარჩევი

1. შესავალი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3
2. სემიოლოგია და მისი შესწავლის საგანი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3
3. სემიოტიკური ნიშნის რაობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4
4. სემიოტიკურ ნიშანთა სახეები (ხატი, ინდექსი, სიმბოლო) . . . . . . . . . . . . . . . 5
4.1. ნიშანთა სისტემის შესწავლის სახეები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6
5. ნიშნის პირობითობის თეორია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7
5.1. ,,ვერტიკალური” და ,,ჰორიზონტალური” მიმართება. . . . . . . . . . . . . . . . 8
6. დასკვნა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8
7. გამოყენებული ლიტერატურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10

2
შესავალი

სემიოტიკური ნიშნები, ნიშანთა სისტემები, ყოველდღიურობის


შემადგენელია. საგზაო ნიშნები, ციფრები, ასოები, ლოგოები… ეს ყველა
სემიოტიკური ნიშნებია. ნიშნებმა უნდა შექმნას სისტემა და უნდა მიანიშნებდეს
კონკრეულ აღსანიშს საგანსა თუ აბსტაქციას. ნიშნების განსაზღვრა კი
საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგია.
რეფერატის თემა სწორედ სემიოტიკურ ნიშანთა სახეები იქნება. რა არის
სემიოლოგია და რას შეისწავლის იგი, რა არის სემიოტიკური ნიშანი და როგორი
სახისაა ის, როგორი მიმართება აქვს აღსანიშნსა და აღმნიშნველს … რეფერატში
ეს და ნიშნებთან დაკავშირებული სხვა საკითხები იქნება განხილული. თემის
გარსშემო დავიმოწმებ ფერდინანდ დე სოსიურისა და რომან იაკობსონის
საპირისპირო მოსაზრებებს, ასევე ჩარლზ სანდერს სპირსისა და თამაზ
გამყრელიძის შეხედულებებს.
რეფერატის მიზანია სემიოტიკურ ნიშანთა სახეების განხილვა და იმ
მეცნიერთა მოსაზრებების დამოწმება, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა
მოახდინეს სემიოლოგიის განვითარებაზე.

სემიოლოგია და მისი შესწავლის საგანი

სემიოლოგია ნიშნების, ნიშანთა სისტემების შემსწავლელი


მეცნიერებაა. ,,მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის საზოგადოდ ნიშანთა
სისტემებს, იკვლევს საერთო სახის ნიშანთა სისტემების საერთო მახასიათებლებს ,
ეწოდება სემიოტიკა (ბერძნ. sēmeion – ,,ნიშანი”), ანუ მეცნიერება ნიშნების შესახებ.”1
სემიოლოგიის ფუძემდებელი შვეიცარიელი ენათმეცნიერი, ფერდინანდ დე
სოსიურია (1857 - 1913). სოსიური ნიშნებს სოციალური ცხოვრების ასპექტში
იკვლევდა და განმარტავდა, რომ სემიოლოგიის საგანი ,,არის ის კანონები, რომლებიც
არეგულირებენ ნიშანთა და მათ მნიშვნელობათა ქმნადობასა და ცვალებადობას.” 2
სოსიურმა ამ მეცნიერებას არა სემიოტიკა, არამედ სიმიოლოგია
უწოდა: ,,საფიქრებელია მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნიშანთა ცხოვრებას
საზოგადოების შიგნით; ეს იქნებოდა სოციალური ფსიქოლოგიის და შესაბამისად,
ზოგადი ფსიქოლოგიის ნაწილი; მე მას სემიოლოგიას დავარქმევ.”3

1 გამყრელიძე, თ., ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,


თბილისი, 2008, გვ. 29
2 ფ. დე სოსიური, ლინგვისტიკა და სემიოლოგია, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის
ინსტიტუტი, თბილისი, 2010, გვ. 76
3 Leeds-Hurwitz, W., Semiotics and communication: Sign, codes, cultures, New Jersey: Lawrence
Erlbaum associates, 1993, p. 4

3
ფერდინანდ დე სოსიურის თანამედროვე ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ჩარლზ
სანდერს პირსმა (1839 - 1914), შემოგვთავაზა ტერმინი ,,სემიოტიკური”. მისი
აზრით, ,,სემიოტიკა” სინონიმია ლოგიკის კონცეფციისა, რომელიც ფოკუსირებულია
ადამიანის აზროვნების პროცესის ცოდნაზე: ,,ლოგიკა, მისი ზოგადი გაგებით, არის,
როგორც მე მჯერა, მხოლოდ სემიოტიკური, კვაზი აუცილებელი ან ფორმალური
დოქტრინის სხვა სახელი ნიშნების შესახებ.”4 ფერდინანდ დე სოსიური და ჩარლზ
სანდერს პირსი განსხვავებულად აღიქვამდნენ ნიშნებსა და კავშირს მათ შორის. მათი
თეორიები ქვემოთ ვრცლადაა განხილული.
აინტერესებს თუ არა სემიოტიკას ენათმეცნიერება და ენობრივი ნიშანი?
სოსიურს მიაჩნდა, რომ ენათმეცნიერება იმ ზოგადი მეცნიერების ნაწილია, რასაც მან
სემიოლოგია უწოდა. მისი თქმით: ,,ენათმეცნიერება არის სოციოლოგიის
მნიშვნელოვანი ნაწილი. რადგან ამ ნიშანთა სისტემაში უმნიშვნელოვანესი
ადამიანთა ტრადიციული სალაპარაკო ენაა, ამიტომ ყველაზე უფრო განვითარებული
სემიოლოგიური მეცნიერება იქნება ენათმეცნიერებას, ანუ მეცნიერება ენის
5
ცხოვრების კანონის შესახებ,” იგი ამატებს, რომ სემიოლოგიურ პრობლემათა ბუნებას
ენა საუკეთესოდ გამოხატავს.6
შესაბამისად, სემიოტიკა მეცნიერებაა, რომელსაც ნიშნები და ნიშანთა
სისტემები, მათ შორის, ენობრივი ნიშანიც აინტერესებს.

სემიოტიკური ნიშნის რაობა

რა არის ნიშანი და რისგან შედგენა ის? ამ საკითხზე მეცნიერები


სხვადასხვაგვარად ფიქრობენ. ფერდინანდ დე სოსიური ნიშანს ორგანზომილებიან
მთლიანობად განიხილავს. მისთვის ნიშანი, ეს არის აღმნიშვნელისა და აღსანიშნის
ერთობლიობა. სოსიურისათვის ნიშანი სისტემის ნაწილია.
ნიშნის მთლიანობას განსხვავებულად აღწერს ჩარლზ სანდერს პირსი. მასვე
ეკუთვნის ნიშნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განმარტება, რომელსაც დღემდე
ნიშნის ფუნდამენტურ განმარტებად მიიჩნევენ: ,,ნიშანი, ანუ რეპრეზენტამენი ესაა
ის, რაც გარკვეული აზრით ან მოცულობით აღნიშნავს რაიმეს ვიღაცისთვის. იგი
მიმართულია, ანუ ამ ვიღაცის გონებაში აღძრავს შესაბამის ნიშანს ან, შესაძლოა,

4 Leeds-Hurwitz, W., Semiotics and communication: Sign, codes, cultures, New Jersey: Lawrence
Erlbaum associates, 1993, p. 4
5 ფ. დე სოსიური, ლინგვისტიკა და სემიოლოგია, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის
ინსტიტუტი, თბილისი, 2010, გვ. 76
6 ფ. დე სოსიური, ლინგვისტიკა და სემიოლოგია, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის
ინსტიტუტი, თბილისი, 2010, გვ. 81

4
უფრო განვითარებულ ნიშანს. იმ ნიშანს, რომელსაც იგი ქმნის, მე ვუწოდებ ამ ნიშნის
ინტერპრეტანტას. ნიშანი ენაცვლება რაღაცას, სახელდობრ, თავის ობიექტს, მაგრამ
წარმოადგენს მას არა ყველა მიმართებაში, არამედ იმ იდეასთან შესაბამისობაში,
რომელსაც მე ვუწოდებდი ბაზისურს, ანუ ნიშნის საფუძველს”.7
ჩარლზ სანდერს პირსი ნიშანს სამნაწილიან მთლიანობად აღიქვამს. ესენია:
ნიშანი, აღსანიშნი საგანი და შემეცნება, რომელიც გონებაში მიმდინარეობს. ეს სამი
პოზიცია შემდეგნაირად გამოიყურება: 1) ნიშანი, ანუ რეპრეზენტანტი - ეს არის
აღქმისათვის მისაწვდომი ელემენტი, რომელიც ობიექსტს ენაცვლება; 2)
ინტერპრეტანტი - ამ ობიექტის მენტალური ხატი; 3) რეფერენტი, ანუ თავად
ობიექტი.
სოსიური ნიშანთა სტრუქტურას სტატიკურ მდგომარებაში განიხილავს.
ჩარლზ პირსი კი ყურადღებას ამახვილებს ობიექტისა და მასზე აზრობრივი
წარმოდგენის პროცესზე. ნიშნის სტრუქტურის განხილვისას მსჯელობაში ლოგიკა
შემოაქვს.

სემიოტიკურ ნიშანთა სახეები


(ხატი, ინდექსი, სიმბოლო)

ნიშანთა შორის მიმართების თვალსაზრისით, თანამედროვე სემიოტიკაში,


ჩარლზ პირსის მიხედვით, ნიშანთა სამ ტიპს გამოყოფენ. ესენია: ხატი, ინდექსი,
სიმბოლო. 8
ხატი არის ისეთი ნიშანი, რომელშიც აღსანიშნი და აღმნიშვნელი მსგავსი,
იდენტურია. ჩარლზ პირსი ხატების მთავარ მახასიათებლად ,,მსგავსებას” (likenesses)
ასახელებდა: ,,ხატების უმეტესობა, თუ არა ყველა, მათი ობიექტის მსგავსებაა. ფოტო
ხატია”.9 ერთი მხრივ, გვაქვს მინდორში ამოსული გვირილა, მეორე მხრივ კი მისი
ფოტო ან ზუსტი ნახატი. რეალური გვირილა იქნება აღსანიშნი, ხოლო ფოტო ან
ნახატი მისი ხატი. ხატები დამოუკიდებელია ნებისმიერი მიზნისაგან და მათ არ
შეუძლია დამატებითი ინფრომაციის გადმოცემა.10 ხატებს მიეკუთვნება ისეთი
ნიშნები, რომელთა შორის მიმართება მსგავსებაზეა დაფუძნებული.

7 თ. გამყრელიძე, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისის უნივერსიტეტის


გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 33
8 თ. გამყრელიძე, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 30
9 T.L. Short, Peirce’s Theory Of Sign, Cambridge University Press, New York, 2007, p. 215
10 T.L. Short, Peirce’s Theory Of Sign, Cambridge University Press, New York, 2007, p. 215

5
ინდექსებად განიხილება ნიშნები, რომელთა აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორისაც მიზეზშედეგობრივი კავშრია. აღმნიშვნელის მიერ გამოწვეული შედეგი
ინდექსია. ჩარლზ პირსი ინდექსებზე წერს, რომ ეს ობიექტზე ნამდვილი მოქმედების
(really affected)11 შედეგი უნდა იყოს. მაგალითად, კვამლი ცეცხლის ინდექსია, ნამიანი
ბალახი წვიმის, ჩაიდნიდან ამოსული კვამლი ადუღებული წყლის იდექსია.
ჩარლზ სანდერს სპირსი სიმბოლოს ორ განმარტებას გვთავაზობს, რომელთა
შორისაც შეუსაბამობაა. პირველი განმარტებით, სიმბოლო ინტერპრეტაციის წესია.
მეორე განმარტებით კი სიმბოლო არის ნიშანი, ეს ნიშანი მიუთითებს საგანს,
რომელსაც, ჩვეულებრივ, ზოგადი იდეის ასოციაციით უკავშირდება. 12
ხატებს, ინდექსებსა და სიმბოლოებს შორის ყველაზე ფართო ჯგუფს
სიმბოლოები ქმნიან. თამაზ გამყრელიძის განმარტებით, ,,სიმბოლო ისეთი ნიშანია,
რომელშიც აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის კავშირი პირობითია,
არამოტივირებულია და ხორციელდება გარკვეული წესისა და ტრადიციის ძალით.” 13
მაგალითად, სიმბოლოებია: საგზაო ნიშნები, ლოგოები, დღესასწაულებთან
დაკავშირებული ნივთები, ციფრები, ასოები… ნაძვის ხე ახალი წლის სიმბოლოა,
ქრისტიანულ სამყაროში წითელი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა,
თეთრი მტრედი მშვიდობის სიმბოლოა…
შესაძლოა, სიმბოლო მსგავსი იყოს აღსანიშნის ან საერთოდ არ ჰგავდეს მას.
მაგალითად, თუ ბიბლიოთეკისა ან უნივერიტეტის ლოგო გადაშვილი წიგნია, იგი
სიმბოლოა, რომელიც დაწესებულების არსთან ასოცირდება. იმავე სიმბოლოს
გამოყენება ბანკის ლოგოდაც შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება
შეთანხმებული იქნება, რომ კონკრეტული ბანკის ლოგო გადაშლილი წიგნია და
შესაბამისად, მისახვედრია.
ენათმეცნიერებას სემიოტიკის შემადგენელ ნაწილად და ენას მისი შესწავლის
საგნად განვიხილავთ თუ არა, ენობრივი ნიშანი მაინც სიმბოლოა. ენობრივი ნიშნის
აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის კავშირი პირობითია და მათ შორის მიმართება
გარკვეულ წესებს ემორჩილება.

3.1. ნიშანთა სისტემის შესწავლის ასპექტები.

სემიოტიკაში ნიშანთა სისტემის შესწავლის სამი ძირითადი ასპექტი


გამოიყოფა. ესენია: სინტაქტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა. ისინი აღსანიშნსა და

11 T.L. Short, Peirce’s Theory Of Sign, Cambridge University Press, New York, 2007, p. 216
12 T.L. Short, Peirce’s Theory Of Sign, Cambridge University Press, New York, 2007, p. 219
13 T.L. Short, Peirce’s Theory Of Sign, Cambridge University Press, New York, 2007, p. 221

6
აღმნიშვნელს შორის მიმართებით განისაზღვრება. განვიხილოთ თითოეული
მათგანი:
სინტაქტიკა შეისწავლის ნიშანთა განაწილებას მიმდევრობაში და არა მთლიან
სისტემაში. იგი არ ითვალისწინებს ნიშნის მომხმარებელს და არც მიმართებას
აღსანიშნა და აღმნიშვნელს შრის.
სემანტიკური ასპექტს აინტერესებს მიმართება აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის, თუმცა არ ითვალისწინებს ნიშნის მომხმარებელს.
პრაგმატიკული ასპექტი კი შეისწავლის ნიშნის მომხმარებლის
დამოკიდებულებას ნიშანთან.
ჩამოთვლილთაგან პრაგმატიკული ასპექტი ყველაზე ფართოა და
სინტაქტიკურ და სემანტიკურ ასპექტებსაც მოიცავს. ,,პრაგმატიკა განიხილავს
პიროვნულ ფაქტორებს და შეძლებისდაგვარად სრულად ახასიათებს ნიშანთა
სისტემაში რეალურად არსებულ მიმართებებს.”14

ენობრივი ნიშნის პირობითობის თეორია

ფერდინანდ დე სოსიური ენობრივი ნიშნის ორ უმთავრეს თვისებას გამოყოფს:


კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია და აღმნიშვნელს ხაზოვანი
ბუნება აქვს. ენობრივი ნიშნის აღსანიშნად, ზოგჯერ, იყენებენ ტერმინს ,,სიმბოლო”.
ფერდინანდ დე სოსიური ამ აღნიშვნას არ ეთანხმება, ვინაიდან ,,სიმბოლოში”
აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის კავშირი ყოველთვის ბოლომდე პირობითი არაა.
აღსანიშნი ყოველთვის მატერიალური საგანი არ არის. იგი არის ცნება, იდეა
საგნისა თუ მოვლენის შესახებ. აღმნიშვნელი კი ისაა, რითაც ენაში აღსანიშნის
რეალიზება ხდება. აღსანიშნთა ერთობლიობა ენის შინაარსის პლანს ქმნის,
აღმნიშვნელთა ერთობლიობა კი ენის გამოხატულების პლანს.
რადგან ნიშანი ჩვენ არ გვესმის, როგორც აღსანიშნისა და აღმნიშვნელის
შეერთებით წარმოქმნილი მთლიანობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენობრივი ნიშანი
პირობითია. ფერდინანდ დე სოსიური ნიშნის პირობითობას ხისა და ცხენის
მაგალითზე ხსნის. სიტყვა ,,ხესა” და მის აღსანიშნს, იმ ხეს შრის, რომელსაც ეზოში
ვხედავთ, არანაირი ლოგიკური კავშირი არაა. ასევე, არანაირი შინაგანი
მოთხოვნილებით არ უკავშირდებიან ერთმანეთს სიტყვა ,,ცხენი” და ცხოველი ცხენი,

14 მ. კვაჭანტირაძე, 2007, ჩარლზ პირსი და თანამედროვე სემიოტიკის პრობლემები, სამეცნიერო


ჟურნალი ,,სემიოტიკა” II, გვ. 192

7
რომელიც მისი აღსანიშნია. შეიძლებოდა ,,ხეც” და ,,ცხენიც” სხვა ნებისმიერი
ბგერათმიმდევრობით წამოგვედგინა.
სოსიურის ენობრივი ნიშნის პირობითობის თეორიას ხმაბაძვით სიტყვებს
უპირისპირებენ. იგი თავადვე უარყობს ამ არგუმენტს და მიიჩნევს, რომ ხმაბაძვითი
სიტყვები მცირერიცხოვანია და ისინიც მხოლოდ მიახლოებული და
15
ნახევრადპირობითი იმიტაციაა.
სოსიურის თეორიას უპირისპირდება მისივე თანამედროვე ამერიკელი
ენათმეცნიერი, რომან იაკობსონი (1896 - 1928) და ნიშნის პირობითობისა და
ხაზოვნების (linearite) თეორიებს ,,საშიში გამარტოვებას” უწოდებს. 16 იკობსონის
აზრით, ნიშანი პირობითი (arbitrary) კი არაა, არამედ სავალდებულოა, რომ
ფრანგულად ,,ყველი” ვთქვათ fromage, ხოლო ინგლისურად cheese. სოსიურის
საპირისპიროდ იაკობსონი პოლონელი ენათმეცნიერის მ. კრუშევსკის თეორიას
განიხილავს. კრუშევსკის მიხედვით, ენის ცხოვრებაში ორი ძირითადი ფაქტორი
გამოიყოფა: მსგავსება (similarity) და მიმდევრობა (contiguity). აღსანიშნსა და
აღმნიშვნელს შორის კავშირი, რომელიც სოსიურმა პირობითად (arbitrary) აღწერა,
სინამდვილეში არის ჩვეულებრივი მიმდევრობა, რომელიც სავალდებულოა
მოცემული ენობრივი საზოგადოების ყველა წევრისათვის, აღნიშნავს იაკობსონი. 17
მიმდევრობასთან ერთად კრუშევსკი ასახელებს და იაკობსონი იზიარებს მსგავსების
პრინციპსაც (la ressemblance), რაც უზარმაზარ როლს თამაშობს ერთი წარმოშობისა და
სიტყვათა ოჯახში, სადაც ერთი ძირის სიტყვებს შორის მსგავსება/განსხვავება
გადამწყვეტია და ასეთ დროს პირობითობაზე საუბარი შეუძლებელია.
ამგვარად, ფერდინანდ დე სოსიური მიიჩნევს, რომ ენობრივი ნიშანი
პირობითია. რომან იაკობსონი კი საპირისპირო პოზიციას მ. კრუშევსკის თეორიით
ხსნის და ფიქრობს, რომ სოსიურის თეორია კურსის გამარტივებაა და ენობრივ ნიშანს
სხვა მახასიათებლებიც აქვს, რომელთა გათვალისწინებით, მოგვიწევს სოსიურის
თეორიის დავიწყება.

5.1. ,,ვერტიკალური” და ,,ჰორიზონტალური” მიმართება

ნიშნის პირობითობის თეორიის მიხედვით, ცალკე აღებულ, იზოლირებულად


მდგომ ენობრივ ნიშანში (სიტყვაში), კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის

15 ფ. დე სოსიური, ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, დიოგენე, თვილისი, 2002, გვ. 76


16 R. Jakobson, Verbal Art, Verbal Sign, Verbal Time: Sign And System Of A Language: A
Reassessment Of Saussure's doctrine, University Of Minnesota Press, Minneapolis, 1985, p. 30
17 თ. გამყრელიძე, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 34

8
პირობითია, რადგან დენოტატის ბუნება არ აისახება აღმნიშვნელის ბგერით
შედგენილობაში. მაგალითად, სიტყვა ყვავილის ბგერითი შედგენილობა აღსანიშნის
ბუნებით არ არის განპირობებული, პირობითია. აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის
ასეთი ურთიერთობას ,,ვერტიკალური” პირობითი მიმართება ეწოდება.
აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის ბუნებრივად განსაზღვრული კავშირი
არსებობს. მსმენელისა და მოლაპარაკისათვის აღსანიშნი აღმნიშვნელის აზრობრივი
ეკვივალენტია, ხოლო, აღმნიშვნელი სათანადო ცნების ან იდეის გამოხატულებაა.
როდესაც აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის მიმართების დადგენა გვსურს, უნდა
გავითვალისწინოთ კავშირი არა მარტო ერთი ნიშნის აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის, არამედ მოცემული ნიშნის მიმართება სისტემის სხვა ნიშნების აღსანიშნსა და
აღმნიშვნელებთან.18 ამ პრინციპის გათვალისწინებით, აღსანიშნსა და აღმნიშვნელს
შორის ჰორიზონტალური, ორპლანიანი მიმართება იქნება.

დასკვნა

რეფერატში აგანვიხილე სემიოტიკის მეცნიერებსთან დაკავშირებული


საკითხები: ნიშნის პირობითობა, ენობრივი ნიშანი, მიმართება აღსანიშნსა და
აღმნიშვნელს შორის, სემიოტიკურ ნიშანთა სახეები და მათი მახასიათებლები.
აგრეთვე, დავიმოწმე რამდენიმე ქართველი თუ უცხოელი მეცნიერის თეორიები.
რეფერატის მიზანი იყო, შემეჯამებინა დებულებები, რომლებსაც გავეცანი და
შემედარებინა ისინი ერთმანეთს. პირველ თავში განვიხილე ჩარლზ სანდერს პირსისა
და ფერდინანდ დე სოსიური მოსაზრებები ნიშნის სტრუქტურასთან დაკავშირებით
და ასევე, სემიოტიკური ნიშნების პირსისეული დაყოფა. ნიშნის პირობითობასთან
დაკავშირებით კი ერთმანეთს დავუპირისპირე ფერდინანდ დე სოსიურისა და რომან
იაკობსონის მოსაზრებები.
რეფერატში განხილულია ის ძირითადი საკიხები, რომელიც თანამედროვე
სემიოტიკას აინტერესებს.

18 Jakobson R., Verbal Art, Verbal Sign, Verbal Time, Sign And System Of A Language: A
Reassessment Of Saussure's Doctrine, University Of Minnesota Press, Minneapolis, 1985, p. 30

9
გამოყენებული ლიტერატურა

10
1. თ. გამყრელიძე, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008
2. ფ. დე სოსიური, ზოგადი ენათმეცნიერების კურსი, დიოგენე, თბილისი, 2002
3. ფ. დე სოსიური, ლინგვისტიკა და სემიოლოგია, შოთა რუსთაველის ქართული
ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი, 2010
4. R. Jakobson, Verbal Art, Verbal Sign, Verbal Time: Sign And System Of A Language:
A Reassessment Of Saussure's doctrine , University Of Minnesota Press, Minneapolis,
1985
5. T.L. Short, Peirce’s Theory Of Sign, Cambridge University Press, New York, 2007
6. მ. კვაჭანტირაძე, 2007, ჩარლზ პირსი და თანამედროვე სემიოტიკის
პრობლემები, სამეცნიერო ჟურნალი ,,სემიოტიკა” II
7. სამეცნიერო ჟურნალი ,,სემიოტიკა”, სემიოტიკის კვლევის ცენტრი, თბილისი,
2007

11

You might also like