You are on page 1of 3

მესოპოტამიური პანთეონის სხვა

რელიგიებთან შედარება და ქურუმები ირაკლი


კვანჭილაშვილი

მესოპოტამიამ კაცობრიობას უამრავი გამოგონება, სიახლე აჩუქა,


როგორებიცაა: პირველი სასწავლო დაწესებულება, პირველი სამუშაო
„თანხების“ ნაცვლად, ბორბალი და ა.შ. აგრეთვე აღსანიშნავია მესოპოტამიაში
წარმოშობილი და ბევრის აზრით პირველი სტრუქტურული პოლითეისტური
რელიგიური პანთეონი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 2900 წლის წინ. იგი
უნიკალურია თავისი სტრუქტურით, აგებულებით, ღმერთების კომპლექსური
ოჯახებით. მესოპოტამიელთა მითოსი სულ მალე გადაიღეს და უფრო
ჩახლართული სახე მისცეს სხვა ერებმაც: მაგალითად ბერძნებმა, რომაელებმა ,
ეგვიპტელებმა. მათი მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენები საგრძნობლად
ჰგავს მესოპოტამიურს და ძირითადი საფუძველიც იგივეა. უმეტეს
მითოლოგიურ რწმენა-წარმოდგენებში ღმერთები არიან უკვდავნი და დეივიდ
ლიმინგის მიხედვით: „ღმერთები ადამიანთაგან არიან ხორცშესხმული
არსებები, რათა ადამიანმა სძლიოს იმ გარდაუვალ ეფექტებს ფიზიკური
კანონებისა, რომლებიც მოითხოვენ სიკვდილსა და განადგურებას“. სამყაროს
შექმნისა და სხვა მითოლოგიური ისტორიების მიხედვით ღმერთი
წარმოადგენს ძალას, რომელმაც შექმნა სამყარო და სიცოცხლე. როგორც
შუმერულ და ასურულ, აგრეთვე სხვა ძირძველ მითებში ღმერთები
განასახიერებენ ადამიანისა და ბუნების თვისებებს, მაგალითად: მზეს, ქარს,
ხმელეთს, წყალს, სიყვარულს, სიმამაცეს და ა.შ. პანთეონები კი გვეხმარებიან
უკეთ გავიგოთ ხალხთა კულტურა და მათი შეხედულებები სამყაროს შესახებ.
ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გაეგოთ და ამოეხსნათ მათი არსებობის
მიზეზი. პანთეონი კი მეტაფორაა ამ ყველაფრის. „თუ ჩვენ პანთეონს
„წავიკითხავთ“, აგრეთვე „წავიკითხავთ“ ამ კულტურის სამყაროსადმი
დამოკიდებულებასა და მახასიათებლებს“.
შუმერული მითები შეგვიძლია უამრავ სხვა კულტურის მითოსს შევადაროთ.
თუმცაღა პატერნი, რომელსაც მითები მიყვებიან ძირითადად ერთნაირია.
მაგალითად რანგით ყველაზე მაღლა მდგომი და ყველაზე უძლეველი
ღმერთები ძირითადად გვხვდებიან ზეცის, ანუ ცის ღმერთები ან მიწის,
დედამიწის ღმერთები, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება
დედამიწის, ანუ ცისა და მიწის გაჩენა. შუმერთა შემთხვევაში ცის ღმერთმა
„ან“_მა მიწის ქალღმერთმა „კი“_მ შვეს ენლილი და ნინლილი, რომლებიც
ჰაერის ღმერთებადა არიან მოხსენიებულნი და ერთ-ერთ მთავარ ღმერთებად
არიან წარმოჩენილნი. მაგალითად ენლილი ქალაქ ნიპურის მფარველი
ღვთაება გახლდათ. შუმერთაგან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ
ეგვიპტელებზე, რომლებსაც თავადაც ჰყავდათ ცისა და მიწის ღმერთები და
რომლებიც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ
ეგვიპტელთა რწმენაში. ცა და მიწა როგორც ჩანს საწყისად გვევლინება უმეტეს
მითოლოგიებში, არა მხოლოდ უძველეს რწმენა-წარმოდგენებში, არამედ
შედარებით მოგვიანებით წარმოქმნილ მითოსშიც, მაგალითად სკანდინავიურ
მითოლოგიაში, სადაც გვხვდება მიწისა და განაყოფიერების ღმერთი ვანირი
და ცისა ქალღმერთი ესირი. პარალელები აგრეთვე შეგვიძლია გავავლოთ
ქალღმერთთა ფენომენზე მესოპოტამიურ, თუ სხვა კულტურათა მიმართ.
მაგალითად შუმერულ ტექსტებში ქალღმერთი „იშთარი“ ან „ინანა“ ნახსენებია
ირანელი ქალღმერთის, „ანაჰიტას“, პარალელურად, რომელიც იყო ბრძოლისა
და სიყვარულის ქალღმერთი და რომელიც წარმოადგენდა მესოპოტამიელი
ქალის როლს პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებში. შუმერთა მსგავსად
აღსანიშნავია ქალღმერთთა როლის წინ წამოწევა ძველ ბერძნულ, ეგვიპტურ,
თუ ინდურ პანთეონებშიც. ქალღმერთები ძირითადად ნაყოფიერებას
განასახიერებდნენ, მაგალითად შუმერთათვის - ინანა, ბერძენთათვის -
დემეტრა, ეგვიპტელთათვის - ისისი და ინდოელთათვის - პარვატი. ქალთა მიერ
აგრიკულტურის გამოგონებითა და ველური ბუნების მოშინაურებით
ადამიანებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს, რათა ბუნებაში თავიანთი ადგილი
დაეკავებინათ, რამაც ქალთა მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა ანტიკურ
საზოგადოებაში. ამიტომაც აგრიკულტურის, მოსავლიანობის მფარველი
ძირითადად ქალღმერთად გვევლინება. აგრეთვე მესოპოტამიური მითების
მიხედვით, სადაც ცხვრის ქალღმერთი სირტური გვხვდება, შეგვიძლია
ჩავთვალოთ, რომ აგრიკულტურასთან ერთად შესაძლოა მესაქონლეობაც
ყოფილიყო განვითარებული, თანაც რამოდენიმე პანთეონის კედლებზე
დახატულია არა მოსავლის აღება და მისი რიტუალი, არამედ ცხვრები და
ხარები. ან შესაძლოა ხარი სიმბოლო იყოს არა მხოლოდ მასკულინობის,
არამედ მეცხოველეობის ფენომენის. შუმერულ მითოლოგიაში აგრეთვე
ძალზედ საინტერესოა ადამიანის წარმოშობის ისტორიაც. იგი არის პოემის
მსგავსად გადმოცემული შუმერულ ტექსტებში და იწყება იმის აღწერით, თუ
როგორ თხრიდნენ ღმერთები სარწყავ არხებს, რათა ეკვებათ. ნამუ, რომელიც
ზღვის ქალღმერთია, მივიდა თავის შვილთან, ენკისთან, გააღვიძა იგი და
უბრძანა, რომ ფორმა მიეცა ქმნილებებისათვის, რომლებიც ღმერთთა
მსახურნი იქნებოდნენ. ენკიმ, რომელიც სიბრძნის ღმერთი იყო, შეურია თიხა და
მიწისქვეშა წყლები ერთმანეთში, გამოძერწა ადამიანის სახე და
„საშვილოსნოს“ ქალღმერთს უბრძანა, რომ ეშვა მის მიერ შექმნილი არსება,
ანუ ადამიანი. ადამიანი შუმერული წარმოდგენის მიხედვით შეიქმნა იმიტომ ,
რომ ღმერთებს შემსუბუქებოდათ სამუშაო. ადამიანის შობის შემდეგ ღმერთებმა
დიდი ნადიმი გამართეს, რათა აღენიშნათ თავიანთი ქმნილება. აქ
უპირისპირდებიან ერთმანეთს ნიმა და ენკი. ნიმა, როგორც ქალღმერთი
მომწიფებისა და დაბადებისა, ფიქრობს, რომ იგი თავად გადაწყვეტს, თუ
როგორი იქნება ადამიანი, იქნება იგი ლამაზი, თუ მახინჯი. ენკი კი, როგორც
სიბრძნის ღმერთი, პასუხობს, რომ იგი ამ ადამიანებს, მიუხედავად მათი
სიმახინჯისა, მოუპოვებს ადგილს საზოგადოებაში. ასე, რომ ნიმა ქმნის
ადამიანს თიხისაგან, რომელიც ბრმა არის, ენლილი კი მას აქცევს ზღაპრების
მომღერლად. ნიმა ქმნის ადამიანს, რომელსაც ხელები უკანკალებს, ხოლო
ენკი კვლავაც მონახავს გამოსავალს და დანიშნავს მას მეფის მოსამსახურედ .
ეს ისტორია კი მთავრდება ენკის ქება-დიდებით, რომელმაც სათავე დაუდო
ადამიანს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ქალღმერთ ნინმას დახმარების
გარეშე, იგი ვერ შექმნიდა სიცოცხლეს. აგრეთვე გამოსაყოფია ქურუმების
ფენომენიც. თუმცა სანამ ქურუმი ხდებოდა მესოპოტამიელი ადამიანი, მანამდე
მას განათლება უნდა მიეღო სკოლაში. როგორც აღვნიშნე, სწორედ შუმერებმა
შექმნეს პირველი განათლების სისტემა. ამ სკოლებში ძირითადად ეგრეთ
წოდებული მემატიანეობა ისწავლებოდა. წერა-კითხვის სწავლა იყო შესაძლო
გზა გამხდარიყავი მესოპოტამიის ხალხთა შორის ყველაზე ძლევამოსილი და
გავლენიანი პროფესიის მქონე ქურუმი, რომელსაც ევალებოდა ძირითადი
რელიგიური რიტუალების აღვლენა. ქურუმებს ევალებოდათ წერა-კითხვის
ცოდნა, რათა ზიგურატის მემუარები ჩაეწერათ, აგრეთვე ემოწმებინათ მზე,
მთვარე და სხვა ციური სხეულები. ქურუმები რა თქმა უნდა ხდებოდნენ
მხოლოდ შეძლებული ოჯახის წევრები და ამასთანავე კაცები. ქურუმები
ყველაზე გავლენიანი პირები იყვნენ მთელს მესოპოტამიაში, რადგან მათ
ხელთ ჰქონდათ და განაგებდნენ ინფორმაციასა და ცოდნას.

ბიბლიოგრაფია:
https://www.youtube.com/watch?v=EcQ-6Zd1638

https://www.youtube.com/watch?v=CyU54gV_PWM

COMPARATIVE STUDY OF THE FUNCTION OF GODDESSES IN MESOPOTAMIAN CIVILIZATIONS ELAM IRAN INDIA
GREECE AND EGYPT – Arazoo Ahmed
The God Enki In Sumerian Royal Ideology And Mythology – Peeter Espak 2010

The Creation of Humans.” Sumerian Myth. Gvsu.edu. N.P., n.d.. Web. 31 August 2015

Ancient Religions – Sarah Iles Johnston .The Belknap Press of Harvard University Press Cambridge,
Massachusetts, and London, England 2007

You might also like