You are on page 1of 19

qwertyuiopasdfghjklzxcvbnmqwertyui

opasdfghjklzxcvbnmqwertyuiopasdfgh
jklzxcvbnmqwertyuiopasdfghjklzxcvb
nmqwertyuiopasdfghjklzxcvbnmqwer
ტაივანის საკითხი
tyuiopasdfghjklzxcvbnmqwertyuiopas
წარსული და დღევანდელობა; აშშ-ს როლი
კონფლიქტში
dfghjklzxcvbnmqwertyuiopasdfghjklzx
cvbnmqwertyuiopasdfghjklzxcvbnmq
მ.ხ

wertyuiopasdfghjklzxcvbnmqwertyuio
pasdfghjklzxcvbnmqwertyuiopasdfghj
klzxcvbnmqwertyuiopasdfghjklzxcvbn
mqwertyuiopasdfghjklzxcvbnmqwerty
uiopasdfghjklzxcvbnmqwertyuiopasdf
ghjklzxcvbnmqwertyuiopasdfghjklzxc
vbnmqwertyuiopasdfghjklzxcvbnmrty
uiopasdfghjklzxcvbnmqwertyuiopasdf
ghjklzxcvbnmqwertyuiopasdfghjklzxc
2

სარჩევი
3
შესავალი

4
წარსული- კონფლიქტის დასაწყისი და მისი განვითარება;
o 1950-იანი წლების პირველი კრიზისი, მხარეთა ინტერესები, აშშ-ს
როლი კონფლიქტში.

o 1990-იანი წლების მეორე კრიზისი, მხარეთა ინტერესები.

8
დღევანდელობა
o ტაივანის ეკონომიკა -როგორ ფუნქციონირებს ორი განსხვავებული
სისტემის ეკონომიკური თანამშრომლობა

o პოლიტიკური დღის წესრიგი

ჩინეთის პოზიცია

აშშ-ს პოზიცია
16
ტაივანი და აფხაზეთი

19
ბიბლიოგრაფია
3

შესავალი
კონფლიქტებს შორის ერთ-ერთი ხანგრძლივი ისტორია აქვს ტაივანსა და
ჩინეთის რესპუბლიკას შორის არსებულ პრობლემას. ტაივანის პრობლემა მე-20
საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული ყურადღების ცენტრშია, რაც
გამოწვეული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გავლენის
სფეროებისთვის ბრძოლით. ჩინეთის ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის
შემდეგ ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კომუნისტური იდეოლოგიის
გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. იმავე პერიოდში კომუნისტური
რეჟიმი ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. ბუნებრივია, ასეთ
პირობებში აშშ-სა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ყურადღება მიმართული იყო,
შეეკავებინათ კომუნისტური იდეოლოგიის სწრაფად გავრცელება. საინტერესოა,
კონფლიქტის მიზეზებზე, მხარეთა პოზიციასა და აშშ-ს ინტერესებზე საუბარი.
4

წარსული-კონფლიქტის დასაწყისი და მისი განვითარება

1950-იანი წლების პირველი კრიზისი, მხარეთა ინტერესები, აშშ-ს როლი


კონფლიქტში:
ტაივანის პრობლემა პირველად ჩინეთ-იაპონიის ომის შემდეგ, 1894 წელს
დადგა, 1895 წლის სიმონოსეკის ხელშეკრულების თანახმად, ტაივანი უვადო
სარგებლობაში იაპონიას გადაეცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩინეთის მთავრობამ ტაივანის, როგორც მისი


სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილის უკან დაბრუნების საკითხი დააყენა. 1945 წელს
ჩინეთიდან იაპონელების განდევნის შემდეგ, ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება
გამწვავდა, რაც გამოწვეული იყო ჩან კაი შის გომინდანის მთავრობასა და მაო ძე
დუნის კომუნისტურ პარტიას შორის დაპირისპირებებით. ეს დაპირისპირება
გადაიზარდა სამოქალაქო ომში, რომელიც კუნძულ ტაივანზე გომინდანის
მთავრობის გაქცევით დასრულდა. ჩან კაი შის აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ჩინეთის
კომუნისტური პარტიის შეკავების ბოლო ზღვარი ჩინეთის ტერიტორიაზე.

ამ პერიოდში ყველას მიაჩნდა, რომ ტაივანის პრობლემა ჩინეთის სახალხო


რესპუბლიკის სასარგებლოდ გადაწყდებოდა და რომ ჩან კაი ში ვერ შეძლებდა
ტაივანის შენარჩუნებას, მაგრამ მოხდა პირიქით. ამის მიზეზი იყო მაშინდელი
საერთაშორისო მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ:

1. ცივი ომის დაწყება აშშ-სა და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს შორის


2. კორეის კონფლიქტი 1950-1954 წლებში
3. ჰარი ტრუმენის ანტიკომუნისტური კურსი და კომუნიზმის შეკავების
დოქტრინა
4. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ს მხრიდან ტაივანისადმი, როგორც
სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პუნქტისადმი გაზრდილი ინტერესი
5. პოლიტიკური ურთიერთობების ხანგრძლივი გამოცდილება გომინდანის
რეჟიმსა და აშშ-ს შორის.

კორეის ომმა კიდევ უფრო გაზარდა აშშ-ს ინტერესები ტაივანის მიმართ, რაც
გამოიხატა ორ ქვეყანას შორის 1954 წელს დადებული ხელშეკრულებით. აშშ-მ და
ჩინეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ურთიერთდაცვის შესახებ
ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მატერიკული ჩინეთიდან თავდასხმის
შემთხვევაში აშშ იტოვებდა უფლებას ჩართულიყო კონფლიქტში გომინდანის
5

ხელისუფლების სასარგებლოდ. აღსანიშნავია 1948 წელს აშშ-ს მიერ მიღებული


კანონიც (PL 512), რომლის მიხედვითაც აშშ ტაიპეის გადასცემდა 131 სამხედრო
ხომალდს, ასევე დახმარებას ჰპირდებოდა ტაივანის არმიას რეორგანიზაციაში.

1954 წლის სექტემბერში, სახალხო განმათავისუფებელი არმიის (PLA)


დანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს გომინდანის მთავრობის მიერ მართულ კუნძულებს.
მაოს განზრახვა ამერიკის შეერთებული შტატების დაშინება იყო, რათა თავიდან
აეცილებინა მოსალოდნელი ტაივან-აშშ-ს ალიანსი და გაეფრთხილებინა ისინი, რომ
ეს ყველაფერი შეიძლებოდა ომში გადაზრდილიყო. მაოს გადაწყვეტილებამ
საპირისპირო შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, რაც სახალხო განმათავისუფლებელი
არმია თავს დაესხა კუნძულებს, აშშ-მ მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, დაემყარებინა
ტაივანთან ალიანსი და გაეზარდა ამერიკული სამხედრო შესაძლებლობები ამ
ქვეყანაში. შედეგად, გომინდანმა შეინარჩუნა კონტროლი რამდენიმე კუნძილზე,
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჯინმენი, მაზუ და პენგუსი, ჩინეთმა კი უკან დაიხია
და ამერიკას მოლაპარაკებები შესთავაზა.

ევროპელი მოკავშირეების წაქეზებით, აშშ დათანხმდა შემოთავაზებას.


მოლაპარაკებები დაიწყო აგვისტოს თვეში. აშშ-მ მოსთხოვა ჩინეთს უარი ეთქვა
ტაივანის მიმართ ძალის გამოყენებაზე. ჩინეთი ამტკიცებდა, რომ ტაივანი იყო მისი
ნაწილი და უფლება ჰქონდა გამოეყენებინა ძალა მის მიმართ, რათა დაესრულებინა
სამოქალაქო ომი გომინდანის განადგურებით.

აშშ-ს ტაივანი სჭირდებოდა, როგორც სტრატეგიული დასაყრდენი


კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ შორეულ აღმოსავლეთში, ასევე, შეიძლება
ითქვას, იგი ისეთივე სტრატეგიული ობიექტი იყო აშშ-სთვის, როგორც სსრკ-სთვის-
კუბა და მალე ცხადი გახდა, რომ აშშ ცდილობდა პეკინის მიერ ტაივანის
დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას, ამის შემდეგ ჩინეთმა მოლაპარაკებებზე
უარი თქვა და შეხვედრები ჩაიშალა.

1958 წელს, მაშინ როცა ამერიკელებს ყურადღება ლიბანის პოლიტიკურ


კრიზისზე ჰქონდათ გადატანილი, მაომ დრო იხელთა და სამხედრო ძალა გადასხა
სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულებზე, მასშტაბურად დაბომბა ჯინმენი, რამაც
ჩინეთის მიერ პროვოცირებული ახალი კრიზისი წარმოშვა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც,
მაომ სწორად ვერ შეაფასა ამერიკის გავლენა და ძალა. აშშ-მ ნაჩქარევად გაგზავნა
მარაგი და საზღვაო ძალები კუნძულების დასაცავად, უფრო მეტიც, არსებობს
ჩანაწერებიც იმის შესახებ, რომ აშშ ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდა
6

ჩინეთის წინააღმდეგ.1 საბედნიეროდ, საქმე აქამდე არ მისულა და მაომ დროულად


დაიხია უკან.

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გარდატეხა დაიწყო ჩინეთ-აშშ-ს


ურთიერთობებში და ეს პოლიტიკა, ცხადია, აისახა ტაივანთან მიმართებაშიც. აშშ-ში
ესმოდათ, რომ ტაივანის დიპლომატიურ აღიარებას ცუდად შეხვდებოდა, როგორც
ჩინეთი, ისე აშშ-ს მოკავშირე ქვეყნები, ამიტომ აქცენტი გაკეთდა ტაივანის
ეკონომიკურ რეაბილიტაციაზე,- 1951-1965 წლებში 1,7 მილიარდი დოლარი
დაიხარჯა ამაში, რამაც საფუძველი დაუდო ტაივანის „ეკონომიკურ სასწაულს“.

ომარ არდაშელია თავის ნაშრომში „ ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის


ახლებური გზა ჩინეთის პოლიტიკაში“ წერს, რომ ტაივანის სამართლებრივი და
პოლიტიკური მდგომარეობა განსხვავდება ე.წ სეპარატისტული წარმონაქმნისგან:
„თუ სეპარატიზმი არის გარკვეული ტერიტორიის განცალკევება ეთნიკური ნიშნის
მიხედვით დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ტაივანი, მიუხედავად იმისა, რომ 60
წელია არსებობს როგორც ჩინეთის რესპუბლიკა, მის კონსტიტუციაში, რომელიც
1950 წელს იქნა მიღებული, პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ ტაივანი არის დროებითი
სამყოფელი ჩინეთის დევნილი რესპუბლიკის მთავრობისა, რომელიც მატერიკაზე
დაბრუნების შემდეგ განაგრძობს თავის საქმიანობას პეკინში.“

საინტერესოა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ტაივანის მთავრობა იყო


გომინდანის მთავრობის სამართალმემკვიდრე, რომელიც 1919 წელს შექმნა ჩინეთის
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა სუნ-იატ-სენმა. მისი
სიკვდილის შემდეგ კი ქვეყანას ჩან კაი ში ჩაუდგა სათავეში. კონტინენტური
ჩინეთის მთავრობას სცნობდა საერთაშორისო თანამეგობრობა. მე-20 საუკუნის 30-იან
წლებში ჩინეთი იაპონიის მსხვერპლი გახდა, ოკუპირებულ იქნა მანჯურიის ნაწილი.
ამას ემატებოდა ისიც, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებდნენ ჩინელი
კომუნისტები მაო ძე დუნის მეთაურობით. ასე რომ, აღიარებულია, რომ ჩან-კაი-შის
რეჟიმს მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. ნიშანდობლივია, რომ ჩინეთის
დემოკრატიული რესპუბლიკა 1945 წლიდან იყო გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, ისევე როგორც უშიშროების
საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, თუმცა 1971 წლამდე, ვიდრე გაეროს
სახელმწიფოების ორმა მესამედმა არ დაუჭირა მხარი მაო ძედუნის ხელისუფლების
ლეგიტიმაციას.

1
COHEN. I. WARREN (2000). East Asia At The Center-407
7

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტური ძალები ცდილობენ


ხელისუფლებაში მოსვლას, გომინდანელები მარცხდებიან, ჩან-კაი-ში და მისი
მომხრეები გადადიან კუნძულზე. ტაივანზე გადასვლის შემდეგ ჩან-კაი-ში იწყებს
სახელმწიფო და ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნას. გამოსვლებში ის ხაზს
უსვამს, რომ ტაივანი არის დროებითი თავშესაფარი დევნილი მთავრობისა და ახლო
მომავალში დაიწყება განმათავისუფლებელი ბრძოლა კონტინენტალური ჩინეთის
კომუნისტებისგან განსაწმენდან. სამართლებრივი თვალსაზრისით, გომინდანის
მთავრობა მართლაც არის მსხვერპლი და დასავლეთის სახელმწიფოებიც,
მიუხედავად ჩან-კაი-შისადმი უარყოფითი განწყობისა, რადგან ეს კაციც დიქტატორი
იყო, როგორც მაო-ძე-დუნი, მასში კომუნისტური ძალების მსხვერპლს ხედავდნენ.
გარდა ამისა, ის მნიშვნელოვანი რგოლი გახდა აშშ-ს პოლიტიკის
განხორციელებისთვის აღმოსავლეთ აზიაში.

აღსანიშნავია, რომ ტაივანის რეჟიმი არასდროს თვლიდა თავს ცალკე


სახელმწიფოდ და მისი ლიდერები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ ტაივანი იყო
ჩინეთის ნაწილი და პოლიტიკურმა გარემოებებმა აიძულა ისინი გამოყოფოდნენ მას.

მიუხედავად ამგვარი დაძაბულობისა, ყოველთვის არსებობდა მცდელობა


კონფლიქტის მშვიდობიან ფარგლებში მოგვარებისა:

1. 1949-1978 წლების სამხედრო კონფრონტაცია


2. 1978-1986-სამშვიდობო კონფრონტაცია
3. 1987-არაოფიციალური კონტაქტები

1990-იანი წლების კრიზისი, მხარეთა ინტერესები, აშშ-ს როლი


1972 წლამდე აშშ ნაციონალისტების მოკავშირე იყო, რაც ძირითადად
კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერას წარმოადგენდა. სწორედ ამ
წლებში ტაივანი იყო ჩინეთის წარმომადგენელი გაეროში, თუმცა თანდათანობით
პოლიტიკა შეიცვალა ნიქსონისა და კისინჯერის პერიოდში, როდესაც მათ შემოიღეს
„ერთი ჩინეთის პოლიტიკა“. ამ მიდგომით ისინი გაერთიანების მხარდამჭერებად
გამოვიდნენ და მშვიდობიანი გაერთიანების პოლიტიკის ფარგლებში შეწყვიტეს
ტაივანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა. თუმცაღა, არსებული პოლიტიკის
მშვიდობიანი ფორმა გულისხმობდა ტაივანის დაცვას ჩინეთის აგრესიისაგან.

1995-1996 წ კრიზისი, როდესაც ჩინეთმა ძალის დემონსტრირების მიზნით, რაკეტების


გამოცდის დროს, სამიზნეები ტაივანთან ახლოს განალაგა. ამის მიზეზი კი იყო 1996
წელის მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ლი
8

დენჰუეიმ, მის დროს ტაივანი აქტიურად უსვამდა ხაზს თავის დამოუკიდებლობას


და უშედეგოდ ცდილობდა გაეროს წევრი გამხდარიყო, სწორედ ამ შედეგების
თავიდან აცილებას ცდილობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მაშინ. საპასუხოდ
აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ბრძანება გასცა გაეგზავნათ დიდი სამხედრო
ძალა ტაივანის სრუტეში, რათა ჩინეთისთვის გაეკეთებინა მკაფიო გზავნილი, რამაც
გაჭრა კიდეც.

დღევანდელობა

 დღეს ოფიციალური პეკინი ტაივანს ცალსახად განიხილავს ჩინეთის ერთ-


ერთ პროვინციად. მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობაც ტაივანს ჩინეთის
ტერიტორიად მიიჩნევს.

დღემდე ამ კუნძულზე არ ვრცელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის


იურისდიქცია. სოციალისტური ჩინეთი და კაპიტალისტური ტაივანი
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდნენ. სამოცი წლის განმავლობაში
ჩინეთი და ტაივანი აძლიერებდნენ თავიანთ სამხედრო პოტენციალს. გასული
საუკუნის მეორე ნახევარში იყო შემთხვევები, როცა ჩინეთსა და ტაივანს შორის
სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მორიგ სამხედრო
დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა.

ეს დამოკიდებული იყო არა მარტო პეკინისა და ტაიბეის პოლიტიკურ


ნაბიჯებზე, არამედ ამ პროცესებში, როგორც უკვე ვნახეთ, ვაშინგტონიც აქტიურად
იყო ჩართული. ტაივანის პოლიტიკური სტატუსი დღესდღეობით საკამათო
საკითხია მსოფლიოს წამყვან პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს შორის. მსოფლიოს
ქვეყნების უმრავლესობა არ ცნობს ტაივანს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და
ამ კუნძულს მხოლოდ ჩინეთის შემადგენლობაში განიხილავს, მაგრამ ამავე დროს
ტაივანთან დიპლომატიურიური უთიერთობები აქვს დამყარებული 23 ქვეყანას
(მათ შორის არიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის
ამღიარებელი ქვეყნები ნიკარაგუა და ნაურუ).

ეკონომიკა-როგორ ფუნქციონირებს ორი განსხვავებული სისტემის


ეკონომიკური თანამშრომლობა
9

ტაივანი „4 აზიური ვეფხვის” სახელწოდებით ცნობილი სახელმწიფოებიდან,


ერთ-ერთია. მისი ეკონომიკა, მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე, გასაოცარი
სისწრაფითა და დინამიურობით ხასიათდება. ამჟამად ტაივანის ექსპორტი
იმპორტზე მეტია. ამ ინდიკატორით იგი ჩინეთის, იაპონიის და რუსეთის შემდეგ
მსოფლიოში მეოთხეა. ჩინეთი იაპონიის შემდეგ მეორე წყაროა ტაივანური
პროდუქციის იმპორტისათვის. თავის მხრივ, ტაიბეიც პეკინთან
ურთიერთობების დათბობით და მის ეკონომიკაში ინტეგრაციითაა
დაინტერესებული.
1990 წლამდე, ოფიციალური ურთიერთობა შესაბამის მთავრობებს შორის არ
არსებობდა, სამოქალაქო/კომერციული კავშირები კი მწირი იყო. ჩინეთმა შემოიღო
დროებითი ნორმები ტაივანთან ვაჭრობის წამოსაწყებად ჯერ კიდევ 1979 წელს. თავის
მხრივ, ტაიბეი აგრძელებდა ეკონომიკური მიმოცვლის შეზღუდვას, შიშობდა რომ
კონტინენტურ ჩინეთზე გაზრდილი ეკონომიკური დამოკიდებულება დაასუსტებდა
ტაივანს. მიუხედავად ამისა, 1990 წლის ოქტომბერში, ტაიბეიმ სამართლებრივ
ჩარჩოებში მოაქცია ტაივანური ინვესტიციები კონტინენტზე «კონტინენტზე
არაპირდაპირი ინვესტირებისა და ტექნიკური თანამშრომლობის ზომების»
დებულებების ძალით, – თუმცა მხოლოდ მესამე მხარეების მეშვეობით (ძირითადად,
ჰონკონგი და იაპონია) და სამთავრობო მხარდაჭერით. ამ ინიციატივამ შეცვალა წინა
პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც იკრძალებოდა პირდაპირი კავშირები, ვაჭრობა თუ
სატრანსპორტო კომუნიკაცია ჩინეთთან. 1990-იანი წლების შემდგომ პერიოდში,
ტაივანურმა ბიზნესებმა სულ უფრო მზარდი მოცულობით დაიწყეს ინვესტირება
ჩინეთში, რასაც ხელს უწყობდა ენის ერთობლიობა და სამუშაო ძალის სიიაფე
ჩინეთში. მას შემდგომ, ტაივანის სრუტის ორივე მხარემ წამოიწყო დიალოგი,
საკუთარი აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდებით, მაგრამ, მიუხედავად
ტაივანის ხელმძღვანელობის პოლიტიკური შიშებისა ჩინეთის «მახეში» მოქცევასთან
დაკავშირებით, ურთიერთობა ორ მხარეს შორის მეტი ეკონომიკური
ლიბერალიზაციისკენ მიდიოდა. 2014 წელს კი, ტაივანური საქონლით ვაჭრობის
დაახლოებით 22%-ი ჩინეთს უკავშირდება.
რადგანაც ჩინეთიც და ტაივანიც, ორივენი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის
დამოუკიდებელი წევრები არიან, «ჩარჩო შეთანხმების» პრეამბულაში ნათლად არის
გაწერილი, რომ ორივე მხარე: “...თანხმდება, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის
(WTO) ძირეული პრინციპების შესაბამისად, ორი მხარის ეკონომიკური
მდგომარეობის გათვალისწინებით, თანდათანობით შეამცირონ ან აღმოფხვრან
ვაჭრობისა და ინვესტიციების უერთიერთშემაფერხებელი დაბრკოლებები, შექმნან
სამართლიანი ვაჭრობისა და ინვესტირებისათვის აუცილებელი გარემო, ხელი
10

შეუწყონ სრუტეების გავლით ვაჭრობის შემდგომ განვითარებასა და


ინვესტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს «სრუტეების გავლით
თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების» ხელმოწერით.”
საინტერესოა, თუ როგორ ფუნქციონირებს ორი განსხვავებული ეკონომიკური
სისტემის (სოციალისტური ჩინეთი და კაპიტალისტური ტაივანი) თანამშრომლობა.

 სრუტეების გავლით ეკონომიკური თანამშრომლობის


უზრუნველსაყოფად ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება, სავარაუდოდ,
2010 წელს დადებული «ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო
შეთანხმებაა» (ECFA). ეს შეთანხმება ტაივანის «სრუტეების გავლით
მიმოცვლის ფონდისა» და ჩინეთის «ტაივანის სრუტის გავლით
ურთიერთობების ასოციაციის» ურთერთშეთანხმების შედეგი გახდა,
თანასწორობის, თანაზიარობის და პროგრესულობის პრინციპების
დაცვითა და სრუტეების გავლით ვაჭრობისა და ეკონომიკური
ურთიერთობების გაძლიერების მიზნით და ეყრდნობა ვაჭრობის
მსოფლიო ორგანიზაციის საერთო ჩარჩოს.
 ტაივანი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი ინვესტორი იყო, ისევე, როგორც
მაღალი მოთხოვნის მქონე ტექნოლოგიების მწარმოებელი, ამიტომ
ტაივანთან ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთისთვის ჰქონდა
მნიშვნელობა. 2014 წლისთვის ჩინეთი ტაივანის უპირველესი სავაჭრო
პარტნიორი იყო. ამავდროულად, ტაივანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის
მეოთხე ეკონომიკაა, იაპონიის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის შემდგომ
და სასურველი პარტნიორია რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების
მაძიებელთათვის. მიუხედავად ამისა, ტაივანს არ ქონდა ფუფუნება,
ხელიდან გაეშვა ჩინეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშეკრულება
(ECFA) რეგიონალური სავაჭრო ბლოკის შექმნის გათვალისწინებით,
საკუთარი ნაწარმის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანმიმდევრული პოლიტიკა აშკარად


მიმართულია ეკონომიკური ბერკეტებით ქვეყნის საბოლოო გაერთიანებისკენ,
თუმცა მომავალი მეტად ბუნდოვანია -დღეს უმთავრესი იარაღი ეკონომიკური
მდგრადობა და სტაბილურობაა, ეს ჩინეთს კარგად ესმის, თუმცა სანამ პეკინი
დიპლომატიური და მათ შორის ეკონომიკური გზებით ტაივანის შემოერთებას
გეგმავს, ტაივანი შესაძლოა იმედოვნებს,  რომ ჩინეთთან აღდგენილი პოლიტიკური
11

ურთიერთობები კუნძულს გზას გაუხსნის ოფიციალურად დამოუკიდებლობის


გამოცხადებისაკენ.

პოლიტიკური დღის წესრიგი

ჩინეთის პოზიცია
2005 წლის 14 მარტს, ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მიერ
მიღებულ იქნა ქვეყნის დაყოფის საწინააღმდეგო კანონი, რომლის მე-8 პუნქტი
უტოვებს ჩინეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით სეპარატისტების
წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას. ჩინეთი სთავაზობს ტაივანს ფართო
ავტონომიას ჰონგ-კონგისა და მაკაოს მაგალითზე, ერთი წყობა-ორი სისტემის
მოდელის მსგავსად და მიზნად ისახავს ტაივანის პრობლემის მოგვარებას
მშვიდობიანი გზების ფარგლებში. (

ჩინეთის მთავარი პოლიტიკური მიზანია გავლენა მოახდინოს განვითარებად


სამყაროზე, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი როლი და ძალა დანარჩენ
მსოფლიოზე. ასევე ჩინეთი ცდილობს, დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები
აფრიკის ქვეყნებთან, იმ მიზნით, რომ ისინი დაეხმარონ მას ტაივანის საკითხის
მოგვარებაში. ჩინეთი აქტიურად ცდილობს ახალი მოკავშირეების მოძებნას, რადგან
მას სჭირდება ხმები და მხარდამჭერები გაეროში და საერთაშორისო ფორუმებზე,
რათა შეინარჩუნოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსის სტაბილურობა. ჩინეთის
მთავარი ამოცანაა მოაგვაროს ტაივანის საკითხი და მსოფლიომ არ აღიაროს იგი.
სწორედ ამისთვის ესაჭიროება მას ახალი მოკავშირეები, უნდა ითქვას, რომ იგი
დასახულ მიზანს წარმატებით ახორციელებს. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ აფრიკის
მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს შენარჩუნებული დიპლომატიური ურთიერთობა
ტაივანთან. ეს აფრიკული ქვეყნები კი არიან: ბურკინა ფასო, გამბია, მალავი და სან
ტომე და პრინსიპი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში აღინიშნა გარკვეული ცვლილებები თავად


ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებშიც. კერძოდ, პირველად ისტორიაში
პრეზიდენტი სი ძინპინი და ტაივანის ლიდერი მა ინ ძიოუ ერთმანეთს სინგაპურში
შეხვდნენ, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში საინტერესოა ერთი ფაქტი- როგორც
ჩანს, ტაივანელი ჩინელების იდენტობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ათეული
წლები თავისას შვება. კერძოდ, შეხვედრის შემდეგ ქვეყანაში გამართულმა
საპრეზიდენტო არჩევნებმა საინტერესო შედეგი აჩვენა. არჩევნებში გაიმარჯვა ქალმა
12

ლიდერმა-  ცაი ინ ვენმა, რომელიც მა ინ ძიოუს ადანაშუალდებდა პეკინთან


კოლაბორიაციაში.

ტაივანის საკითხი ალბათ არის ერთ-ერთი განმსაზღრელი ჩინური საგარეო


პოლიტიკისა, რადგან სწორედ ტერიტორიული პრობლემა აიძულებს ოფიციალურ
პეკინს ფაქტობრივად ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს მსგავს საკითხებთან
მიმართებით. ფაქტობრივად არ არსებობს რაიმე სახის ტერიტორიული დავა,
რომელშიც ჩინური მხარე არ მიჰყვება საერთაშორისო სამართალს. სწორედ აქედან
გამომდინარე სეპარატიზმის ან სეცესიონიზმის ნებისმიერ გამოვლინებას
ოფიციალური პეკინი საკმაოდ ყურადღებით ადევნებს თვალს და არასოდეს არც ერთ
კვაზ სახელმწიფოსთან არც ერთი ფორმით არ თანამშრომლობს ( თუ არ ჩავთვლით
ზოგიერთ შემთხვევაში კერძო კომპანიების მხრიდან ეკონომიკურ თანამშრომლობას).
მაგალითისთვის პეკინი მხარს უჭერდა და უჭერს სერბეთის საქართველოს,
ესპანეთის, სირიის და ა.შ ტერიტორიულ მთლიანობას და სავარაუდოა, რომ
აღნიშნული მიდგომა არ გადაიხედება.

ჩინეთის აზრით, ცაი ინ ვენს ტაივანის დამოუკიდებლობის ოფიციალურად


გამოცხადება სურს. თავად ცაი ინ-ვენის თქმით, მას ჩინეთთან მშვიდობიანი
ურთიერთობის შენარჩუნება უნდა, თუმცა ამავდროულად ხშირად უსვამს ხაზს, რომ
ტაივანის დემოკრატიას და უსაფრთხოებას დაიცავს. უახლესი სურათი
შემდეგნაირია: ჩინეთმა ტაივანთან რეგულარული დიალოგის მექანიზმი შეაჩერა და
კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გააძლიერა.

ჩინეთის პრეზიდენმა სი ძინპინმა ტაივანელებს მოუწოდა, უარი თქვან


დამოუკიდებლობაზე და მშვიდობიანად შეუართდნენ ჩინეთს.
ძინპინმა ამის შესახებ ტაივანელებსა და ჩინელებს შორის ურთიერთობების
დარეგულირების 40 წლისთავის აღსანიშნავ სიტყვაში ისაუბრა, სადაც
ტაივანის პოლიტიკური სუვერენიტეტი და თავისუფლება ეჭვქვეშ დააყენა.
ტაივანის დამოუკიდებლობა ჩიხია- თქვა სი ძინპინმა თავის სიტყვაში. 
რატომაა ტაივანის დამოუკიდებლობა ჩიხი? "ტაივანის დამოუკიდებლობა
ისტორიასთან მოდის წინააღმდეგობაში და ამას ჩიხში შევყავართ", - თქვა ძინპინმა.
ჩინეთის ლდიერს მიაჩნია, რომ ტაივანისა და ჩინეთის გაერთიანება არცერთი მხარის
ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, მათ შორის, ეს შესაბამისობაშია ტაივანის
ეკონომიკურ ინტერესებთანაც. 
ძინპინი ამბობს, რომ ჩინეთი-ტაივანის გაერთიანება აზია-წყნარი ოკეანის
რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს და რეგიონში პროგრესისა და
სტაბილურობის გარანტი იქნება და იგი საჭიროების შემთხვევაში ძალის
13

გამოყენებასაც არ გამორიცხავს. თუმცა, ტაივანის პოზიცია ეწინააღმდეგება ამ


თეზისს.  ტაივანის  დაბრუნების  მშვიდობიანი  გზა შეიძლება  იყოს  ჩინეთის 
დემოკრატიზაცია,  რის  შემდეგაც  ტაივანს  ბევრი  არაფერი  ექნება  ჩინეთის 
საწინააღმდეგო,  მითუმეტეს  ტაივანი  უკანასკნელ  დრომდე  არ  საუბრობდა 
დამოუკიდებლობაზე  და  მხოლოდ ბოლო წლებში გააქტიურდნენ ამ  საკითხთან 
დაკავშირებით. 
ჩინეთის  გაძლიერების  პარალელურად  სუსტდება  საერთაშორისო 
მხარდაჭერა  ტაივანისადმი. ამ ეტაპზე სამხედრო  ძალით  პრობლემის  მოგვარების 
შანსი  მცირეა,  რადგანაც ჩინეთს არ  ჰყოფნის  სამხედრო  პოტენციალი,  პირველ 
რიგში  ზღვაზე.  ჩინეთის  სამხედრო  ბიუჯეტის დიდი  ნაწილი  სწორედ სამხედრო–
საზღვაო  სფეროს ხმარდება.   ამას  გარდა,  როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ,    ტაივანი
სარგებლობს  გარკვეული  საერთაშორისო  მხარდაჭერით.
მიუხედავად  იმისა,  რომ  ჩინეთის  სამხედრო  ბიუჯეტი  წლიდან  წლამდე 
იზრდება,  ის მაინც  მნიშვნელოვნად  ჩამორჩება  ამერიკისას.
14

ორივე  სურათიდან 
კარგად  ჩანს,  რომ  ჩინეთის  სამხედრო  ხარჯები  ახლოსაც  ვერ მივა  ამერიკის 
ანალოგიურ  დანახარჯებთან.
არჩილ კალანდია თავის სტატიაში- „ტაივანის საკითხი“, სვამს კითხვას, თუ
რაში მდგომარეობს ტაივანის საკითხის დარეგულირების არსი და თვითონვე
პასუხობს, რომ გასაღები ჩინეთის თანმიმდევრულ პოლიტიკაშია, რასაც პეკინი ცდას
არც აკლებს. ამჟამად იგი ცდილობს ეკონომიკურად მაქსიმალურად მასზე
დამოკიდებული გახადოს ტაივანი. ამასთან, ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერის
ფონზე, ტაივანისთვის მიმზიდველი გახდა წარმატებით აპრობირებული ჰონგ-
კონგისა და მაკაოს პოლიტიკა, „ერთი სახელმწიფო, ორი სისტემა“, რომლის
მიხედვითაც ტაივანს მიეცემა დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება საგარეო
პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროების გარდა. „ეკონომიკური დაინტერესება,
სრული ეთნიკური იდენტობა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და
15

რეინტეგრაციული შიდაპოლიტიკური პრიორიტეტები ეს ის ნიადაგია, რაც უახლოეს


მომავალში ხელს შეუწყობს გაერთიანებას“.2

ამერიკის პოზიცია
ამერიკის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დროს განსაკუთრებულ ადგილს
იკავებდა და დღესაც იკავებს მისი ურთიერთობები ჩინეთთან. კლინტონიდან
მოყოლებული, აშშ-ს ძირითადი ურთიერთობების კურსი ჩართულობას მოიაზრებდა,
ამ დროს აქცენტი გადატანილი იყო ინტეგრაციასა და დიპლომატიაზე, განსხვავებით
ბუშის ადმინისტრაციისაგან, რომელიც შეკავების (წარმოადგენს საბჭოთა კავშირის
მიმართ გატარებული ცივი ომის სტრატეგიის შერბილებულ და შეზღუდულ
ვარიანტს. ეს სტრატეგია არის ხისტი, ფრთხილი) კურსს უჭერდა მხარს. კრიზისმაც
არ დააყოვნა: შემთხვევა შეეხებოდა ტაივანისათვის იარაღის მიყიდვას, რომელიც
არღვევდა 1970 და 1980 წლების  აშშ-ჩინეთის ნორმალიზაციის ხელშეკრულებებს.
ვითარება გამოსწორების გზას დაადგა უმცროსი ბუშის პრეზიდენტობის დროს,
რომელმაც ჩინეთი „პასუხიმგებლიან მოთამაშედ“ მიიჩნია და შეეცადა დაეცვა
ბალანსი იარაღის მიყიდვის საქმეში, არ გამოეწვია ჩინეთის გაღიზიანება. ეს იდეა
აღიარებდა ჩინეთის ძლიერებას და მისი, როგორც ანგარიშგასაწევი აქტორის
პოზიციას გლობალურ საკითხებში.

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე სწრაფი განვითარების გამო, ჩინეთს


მიიჩნევენ აშშ-ს შესაძლო „ჩელენჯერად“ და მოიაზრებენ მომავალ ჰეგემონად. ეს კი
განპირობებულია ჩინეთის მნიშვნელოვანი წარმატებებით ეკონომიკაში,
დიპლომატიასა და სამხედრო მიმართულებებში. ასეთ ვითარებაში აშშ-თვის
ტაივანის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტაივანი ჩინეთის აქილევსის
ქუსლია, აშშ-ს კი კარგად შეუძლია ამით ისარგებლოს მთელ რიგ შემთხვევებში.

ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებული იყო 2016ში აშშ-ის ახალი


პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის გატარების
ეჭვქვეშ დაყენებით. ჩინეთის პოზიციასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა
აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ უნდა განაგრძოს აშშ-მ დათმობების
პოლიტიკის გატარება ჩინეთთან მიმართებით.  „კარგად მესმის „ერთი ჩინეთის“
პოლიტიკა, თუმცა არ მესმის რატომ უნდა ვაღიაროთ ის“-განაცხადა ტრამპმა. ასევე

2
კალანდია, არჩილ (2011). ტაივანის საკითხი. გვ 95
16

დაამატა, „ჩვენ არ გვაქვს ჩინეთისთვის აუცილებელი პოლიტიკის გატარების


ვალდებულება, თუ მასთან გარიგებას არ დავდებთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით,
თუნდაც სავაჭრო საკითხთან“ - ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ტაივანის საკითხის
მნიშვნელობას ამერიკისთვის, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია კონფლიქტი
გამოიყენოს საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ჩინეთის შეშფოთება, დონალდ ტრამპისა და ტაივანის პრეზიდენტის


სატელეფონო საუბარმაც გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს
ათწლეულების განმავლობაში ტაივანის ლიდერთან ტელეფონითაც კი არ უსაუბრია.
ტრამპის თქმით, ჩინეთის გადასაწყვეტი ნამდვილად არ იყო უპასუხებდა თუ არა ის
სატელეფონო ზარს ტაივანის ლიდერისგან. 

დღევანდელი მდგომარეობით ტაივანის საკითხი კვლავ პრობლემურად რჩება


აშშ- ჩინეთის ურთიერთობებში. ჩინეთმა ტაივანთან მიმართებაში მშვიდობიანი გზა
აირჩია(თუ ბოლო დროინდელ განცხატებებს არ ჩავთვლით), რაც გამოხატულია
გაზრდილი ეკონომიკური კავშირებით, გაცვლებით განათლების სფეროში,
სატრანსპორტო კავშირები, კომუნიკაციები, ტურიზმი და სხვა. ამ ქმედებებით
ჩინეთი შესაძლოა ცდილობდეს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას და თაივანის
თანდათან დაახლოებას, რომელიც შესაძლოა გაერთიანებითაც კი დამთავრდეს.
ჩინეთის გააქტიურება კი აშშ-სთვის ხელისშემშლელად გვევლინება, თაივანის
დაკარგვით ის დაკარგავს პარტნიორს იმ მნიშვნელოვან რეგიონში, რომლიდანაც აშშ
ყოველწლიურად ასობით მილიონობით დოლარს შოულობს.

ტაივანი და აფხაზეთი
ტაივანის რეჟიმი, განსხვავებით აფხაზი სეპარატისტებისგან, არასდროს
თვლიდა თავს ცალკე სახელმწიფოდ, ამბობდნენ, რომ პოლიტიკურმა გარემოებებმა
აიძულა ისინი მოეთხოვათ კომუნისტური ჩინეთისგან გამოყოფა.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში?

პროფესორი ომარ არდაშელია აღნიშნავს, რომ როგორც ტაივანი არის ჩინეთის


კულტურისა და ისტორიის ნაწილი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიც არის
საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ტაივანისგან განსხვავებით, ეს რეგიონები
არასდროს ყოფილა რომელიმე სხვა ქვეყნის კოლონია.
17

პოლიტიკური ფონი, რომელშიც არსებობს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმი,


აბსოლუტურად არადემოკრატიული და რასისტულია. განსხვავებით ტაივანისგან,
რომელსაც ფართო კულტურული და ეკონომიკური ხასიათის კონტაქტები აქვს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. აფხაზი სეპარატისტები კი მოკლებულნი არიან
ისეთ საშუალებებს, რაც ამცირებს მათ მიმართ ფართო ცნობადობის შანსს, ისინი
მაქსიმალურად არიან დამოკიდებული რუსეთზე.

განსხვავებულია აფხაზეთისა და ტაივანის ეკონომიკური განვითარების


მოდელიც. ტაივანმა თავისი არსებობის პირველივე წლებიდან მიზნად დაისახა
განვითარებული ეკონომიკის შექმნა. აშშ-მ ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში
აქტიურად დაიწყო ტაივანის ეკონომიკის რეფორმირება, რამაც შედეგი გამოიღო.
ტაივანის ეკონომიკური განვითარება ფაქტობრივად აშშ-ს პოლიტიკის გაგრძელება
იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ეჩვენებინა აშშ-ს ეკონომიკური და პოლიტიკური
დოქტრინის უპირატესობა კონტინენტური ჩინეთის ცხოვრების წესთან შედარებით.
განსხვავებით ტაივანისგან, აფხაზეთის ეკონომიკა, მიუხედავად თავისი 20 წლიანი
„დამოუკიდებლობისა“, კი არ განვითარდა, არამედ მოიშალა. პირველ რიგში, იქ არ
არსებობს ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ამა თუ იმ
ეკონომიკურ თეორიაზე. არ არსებობს ინვესტიციების დაცვის მექანიზმები და
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ინვესტიციების შიშმა დიდი როლი ითამაშა
დღევანდელი აფხაზეთის ეკონომიკურ დისბალანსზე. ერთადერთი სტიმულატორი
დღევანდელი აფხაზეთის ეკონომიკისა არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის
წარმოება და გატანა რუსეთის ბაზარზე, თუმცა პროდუქციის დაბალი ხარისხის გამო,
ამას დიდი გავლენა არ აქვს მოსახლეობის შემოსავალზე. აფხაზეთის შემოსავალმა
2008 წლის ოფიციალური მონაცემებით 25 მილიონი დოლარი შეადგინა.

როგორც ვხედავთ, ამ ორ პოლიტიკურ პრობლემას ერთმანეთთან არავითარი


საერთო არ აქვს. მიუხედავად ამისა, ომარ არდაშელია ყურადღებას ამახვილებს
ჩინეთის მიერ ტაივანის საკითხისადმი შემუშავებულ პოლიტიკაზე- „ოთხი ნაბიჯი
დაახლოებისკენ“ და ფიქრობს, რომ ეს ჩვენთვის გამოდგებოდა აფხაზეთის
პრობლემის მოსაგვარებლად. ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანია, ტაივანის
მოსახლეობას არ ჰქონდეს განცდა იმისა, რომ იზოლირებულია ჩინეთისგან.
ეკონომიკა, სპორტი, განათლება და კულტურა-აი ის მიმართულებები, რომელთა
გააქტიურებით ჩინეთი ცდილობს თავის ორბიტაში მოაქციოს ტაივანის მოსახლეობა.
მსგავსი პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებითაც ეფექტური უნდა იყოს.
„საქართველოს მხრიდან ეფექტურად ხორციელდება აფხაზეთში დარჩენილი
18

მოსახლეობის ჯანდაცვის პოლიტიკა, რაც საფუძველს გვაძლევს ოთხ ნაბიჯს


საქართველომ მეხუთეც დაამატოს“3

საქართველო არ სცნობს კუნძულს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მას


მხოლოდ ჩინეთის შემადგენლობაში განიხილავს, მაგრამ ამავე დროს ტაივანთან
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს 23 ქვეყანას.

3
არდაშელია, ომარ (2010). ტაივანის საკითხი-ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის ახლებური
გზა ჩინეთის პოლიტიკაში. გვ 97
19

ბიბლიოგრაფია

COHEN. I. WARREN (2000). East Asia At The Center. New York: Columbia university press.

Shale.A.Horowitz (2003). Conflict in Asia: Korea, China-Taiwan, and India-Pakistan . London:


Praeger

არდაშელია, ომარ (2010). ტაივანის საკითხი-ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის


ახლებური გზა ჩინეთის პოლიტიკაში. თბილისი: „ქართული მემკვიდრეობა“

კალანდია, არჩილ (2011). ტაივანის საკითხი. თბილისი: ჟურნალი „ინტელექტი“

კალანდია, არჩილ(2015). ჩინეთის  ტრანსფორმაცია  21ე  საუკუნეში. თბილისი:მწიგნობარი გვ


55

You might also like