You are on page 1of 13

პლოტინი ბუნების, ჭვრეტის და ერთის შესახებ

დათუნა კვარაცხელია

ამბობენ, რომ პლოტინი მგრძნობიარე და გონიერი დამკვირვებელია. მეც


იმავეს ვამბობ. სხვაგვარად წარმოუდგენელია, არ დაგრჩეს გვერდზე რაღაც ის, რაც
ყველაზე არსებითი და ძვირფასია, რადგანაც მიუხედავად მისი აღმატებულობისა,
ცხოვრების მძაფრი ყოველდღიურობა და ცნობისმოყვარეობის ჩვეულებით
დაჩლუნგება, გვავიწყებს არსებითს. შეძლო ღმერთთან-ერთთან პირისპირ დგომა და
„საგანთა არსის სიახლოვით გათანგულობა“, 1მე მჯერა, რომ ძლიერ სულს ძალუძს
მხოლოდ.

თანამედროვე ადამიანში, რომელიც ხმაურიან მექანიკურობაში განსვენებული


და მოუცლელობის (როგორც მიზნის და არა მხოლოდ საშუალების) დაწყევლილი
ჟინით შემორკალულია, ცხადია, გაკვირვებას ბადებს შეხება ტექსტის პირველივე
წინადადებასთან, რომ დიახ, „ყველაფერი ჭვრეტისკენ მიისწრაფვის და ამ მიზანს
შესცქერის“ თურმე. ჭვრეტისკენ- Vita Contemplativa და არა ქმედებისკენ- Vita Activa.
და რადგანაც გაკვირვება ფლობს და განაგებს კიდეც ფილოსოფიას, შეგვიძლია ამ
ერთი რიგითი თანამედროვე ადამიანის გაოცება, ცხადია უნდობლობაც, და ცხადია,
მსუყე ეჭვიანობანიც, ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და გაკვირვების შედეგად
გაჟღერებულ რაღაც ამოვარდნაში თუ მცირედ აღებულ პაუზაში მთელი ჩვენი
მექანიცისტური ყოველდღიურობისგან, ჭვრეტა მოვიშველიოთ „სათამაშოდ“.

პლოტინს, როგორც პლატონიკოსს და როგორც მგრძნობიარე დამკვირვებელს,


ღრმად სწამს, რომ აღქმადი სამყარო ანარეკლია რაღაც უფრო დიდებულის და
აღმატებულის, ვიდრე ჩვენი ყოფიერებაა. მაგრამ ყველაფერ ხილულში, ვთქვათ ასეც,-
სიმრავლეში, უნდა იყოს ის ყველაზე აღმატებული (ან მისი კვალი მაინც), რასაც
უწოდებს იგი- ერთს. ყოფიერება იმ ერთითაა საბედისწეროდ დაღდასმული და
მჭვრეტელი ადამიანი მის ნიშანს ამოიკითხავს დილის ღეროებში, ზაფხულის ცვრიან
ველებზე, საღამოს ხის ტოტებში, რომელშიც აისახება, გამხილდება, გადმოდინდება
ერთის საიდუმლოებანი მცირედ და შეფარულად. „მაგრამ რა უცაბედი ინტუიციით
შეიძლება ჩავწვდეთ იმას, რაც გონებას აღემატება?“ -კითხულობს პლოტინი და იქვე
პასუხობს, რომ ეს ხდება ჩვენში არსებული ტრანსცენდენტური საწყისის
საფუძველზე, რომ, ცხადია, ჩვენშიც არის ღვთაებრივის რაღაც წილი.

და კიდევ მეტი: მხოლოდ ჩვენ კი არა, -მთელ ბუნებას ღვთაებრივი ელვარება


დაჰკრავს. თვით ვარდს და გვირილასაც ღვთაებრივი ნათელი გადასდის. პლოტინი
პირდაპირ ამბობს, რომ არა მარტო განსჯის უნარის მქონე არსებები, არამედ
პირუტყვები, მცენარეული ბუნება და მათი მშობელი მიწაც ახერხებს ჭვრეტას,
რამდენადაც ეს ბუნებით შეუძლია.

1
მ. ჰაიდეგერი. რა არის ეს-ფილოსოფია?, თბილისი: Carpe diem, 2014, გვ. 43
მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ონტოლოგიურ იერარქიას, რადგან
სხვადასხვა არსება თუ მოცემულობა სხვადასხვაგვარად ჭვრეტს, ამ მიზანს
სხვადასხვაგვარად აღწევს. „ზოგი-ნამდვილად, ზოგი კი მინაბაძსა და ხატს სწვდება
მხოლოდ.“2

აბსოლუტური საფუძველი, ყველაფრის საწყისი, მიზეზი არის წმინდა არსი,


წმინდა ერთი, პირველი სიკეთე, ესე იგი ის, რაზედაც სხვა ყველაფერია
დამოკიდებული, ყველაფერი მას საჭიროებს, ხოლო ის კი-არაფერს. იგი დგას
მშვენიერებაზე მაღლა, იგი თავად ჩანს, როგორც ზემშვენიერება და ზესიკეთე.
პლოტინის ამგვარი მსჯელობა უნდა იყოს სვლა უმაღლესი ობიექტურობისკენ. ეს
აბსოლუტური არსი ჩვენთვის შეუმეცნებელია. იგი არ არის განსაზღვრული, ამიტომ
უფრო მეტი შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა არ არის იგი, ვიდრე პირიქით.
პირველი არსის პირველი შედეგი, მისგან გამომდინარე და მისგან გადმოღვრილია
გონება. გონებას პლოტინი ახასიათებს, როგორც თვითნახვას, იგი არის წმინდა ორი-
თვითონ და მისი საგანი. „გონება არის რიცხვი, ხოლო რიცხვისა და ამგვარი რამის
საწყისი არის ჭეშმარიტი ერთი. გონება ამავე დროს გონით საწვდომი საგანიც არის,
ამიტომ ის ერთდროულად ორია.“ 3როგორც ჩანს, ამ ლოგოსში საგნები არსებობენ
როგორც რიცხვები და ეს პლატონის იდეების თავისებური განმეორება უნდა იყოს.

შემდეგ ისმის კითხვა, როგორ ხდება ერთიდან ორის, ანუ სიმრავლის


წარმოშობა? ამ ურთულესი საკითხის შესაშური სიზუსტით გადაწყვეტა პლოტინს არ
შეუძლია. სწორედ აქ, ხაზს უსვამს იგი ჭვრეტის როლს. ერთიდან მრავლის
წარმოშობა რომ გავიგოთ საჭიროა მოვუხმოთ თავს ერთისკენ, ჩავდგეთ გონებრივ
ჭვრეტაში. აღნიშნულ კითხვაზე ამგვარი პასუხი, დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის
აზროვნების დაცემის მანიშნებელია, მაგრამ უფრო ფრთხილად მივუდგეთ საკითხს.
ვნახოთ რას წერს არისტოტელე შემეცნებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც უკეთ
ვეცადოთ გავიაზროთ ჭვრეტის როლი არა მხოლოდ ანტიკურ ფილოსოფიაში,
არამედ მისი უნივერსალური როლი ჭეშმარიტი ყოფიერების განხორციელებაში.

„მართლაც, საწყისები ან დასაბუთებადია, და მაშინ სახეზე გვექნება საწყისთა


საწყისები — და ასე უსასრულოდ, ანდა პირველსაწყისები უნდა იყოს
დაუსაბუთებადი განსაზღვრებები. საწყისებისთვის არ არსებობს დასაბუთება”

„ამრიგად, ყველა საგანთა ელემენტის კვლევა ან იმედი იმისა, რომ მომავალში


დავადგენთ, არაა სწორი. ან როგორ შეიცნობდა ვინმე ყველაფრის საწყის ელემენტს,
რადგან ცხადია, რომ მათზე ადრე არაფერი ეცოდინებოდა.“4

არისტოტელეს თუ დავუჯერებთ, და კარგი იქნება თუკი ასე მოვიქცევით,


ყველაფრის დამტკიცება შეუძლებელია, ისევე, როგორც ყველაფრის ცოდნა. ამას

2
პლოტინი. ბუნების, ჭვრეტისა და ერთის შესახებ, თბილისი: ლოგოსი, 2009, გვ. 32
3
პლოტინი. ბუნების, ჭვრეტისა და ერთის შესახებ, თბილისი: ლოგოსი, 2009, გვ. 48
4
არისტოტელე. მეტაფიზიკა, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964, გვ. 50-51
თავის მხრივ, კვანტურ მექანიკაში ნილს ბორისა და ვერნერ ჰაიზენბერგის
ერთობლივი მიღწევებიც 5ადასტურებს, სადაც ისინი, ერთი მხივ, განუზღვრელობისა
და, მეორე მხრივ, დამატებითობის პრინციპების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ
რაღაცის ცოდნა ყოველთვის საჭიროებს რაღაც დამატებითის ცოდნას, რითაც ვიღებთ
უსასრულო კონტინიუმს, უსასრულო რეგრესს. რაც უფრო მეტად ვიცით ერთი, მით
ნაკლებად ვიცით მეორე, ისინი ერთმანეთთან არიან უკუპროპორციულ
დამოკიდებულებაში. სწორედ ამას გულისხმობს ვერნერ ჰაიზენბერგის
განუზღვრელობის პრინციპი. აშკარაა, რომ მიზეზი მდებარეობს იმ შემეცნებითი
პირობების მიღმა, რომლებიც კონკრეტულ ფიზიკურ აზრს ანიჭებენ შესაბამის
მიკრომდგომარეობას. შესაბამისად, ცხადზე ცხადია, რომ შეუძლებელია ინდუქცია-
დედუქციით, ლოგიკით თუ აურაცხელი მტკიცებების ნიაღვრით, ანდაც
თანამედროვე აზროვნებაში მოაზრებული რაციონალური ცოდნით განსაზღვრო და
ყალიბში მოაქციო ყოველივე.

მე მგონია, რომ სწორედ აქ შემოდის ჭვრეტის როლი ფილოსოფიაში. მართლაც,


რა არის იგი? ინტუიციური ცოდნა არის რაღაც, რაც უშუალოა. მისი ჭეშმარიტების
წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს უშუალო ჭვრეტით, ამიტომ მას არ სჭირდება არც
ცდისეული შემოწმება და არც ლოგიკური დამტკიცება. იგი არის იმდენად ცხადი და
ნათელი, რომ მისი მოაზრება გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს. პლოტინის მიხედვით,
უშუალო ჭვრეტა არის ჭეშმარიტების წვდომის აუცილებელი და საკმარისი პირობა,
რაგდან მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლება მზერა მივაპყროთ ერთისკენ. ამ
მსჯელობას თუკი გავყვებით, ჭვრეტითი ცოდნა გამოდის ირაციონალური ცოდნა.
შესაბამისად, ფილოსოფიის საფუძველად წარმოგვიდგება არა ცდა და ლოგიკა,
არამედ სწორედ ინტუიციური მიმართება, რომელსაც მხოლოდ შემდგომ
დავურთავთ ფორმალურ ლოგიკას და განვსჯით. მაგრამ აქ საინტერესოა ის, რომ
ჭვრეტა გონების („რაციო“) თვისებაა.

მიხეილ, სალამი. ამ კითხვაზეც როცა გეცლება მაშინ მიპასუხე (სხვას არავის


ვიცნობ, ვინც გამარკვევს ამ ამბებში).

კითხვა ეხება პლოტინთან ჭვრეტის მნიშვნელობას (მიხედვით „ბუნების,


ჭვრეტისა და ერთის შესახებ“) . პლოტინთან ერთი, რასაც უჭვრეტს ყველა და
ყველაფერი, თავად ჭვრეტა ხომ არის, ჭვრეტა სრულიად, დასრულებული სახით.
კითხვა: ეს ჭვრეტა უნივერსალური გონების ნაწილია, ანუ რაციოშია მოთავსებული,
ანუ რაციოს თვისებაა თუ პიქირით, ჯერ არის უნივერსალური ჭვრეტა, რაც წინ
უსწრებს უნივერსალური გონებას (რაციოს) და მოიცავს მას? მე მეორე უფრო
საწრმუნოდ მიმაჩნია, მაგრამ ზუსტად რა არის პლოტინის შეხედულება ამაზე?
როგორც ასეთი, კითხვა ხომ გაჟღერებულია ტექსტში: "მაგრამ რა უცაბედი
ინტუიციით შეიძლება ჩავწვდეთ იმას, რაც გონებას აღემატება?" და ამაზე პასუხია,
რომ სწორედ სრულიად ტრანსცენდენტური პირველსაწყისის, ჭვრეტის მეშვეობით.

5
ვ. ჰაიზენბერგი. ნაწილი და მთელი, თბილისი: განათლება 1983
რაღაც ჯგუფში ჩამაგდო მეგობარმა ცოტა ხნის წინ და მანდ ამ კითხვაზე თორმიკემ
მიპასუხა რომ: „ღმერთი და ღვთაებრივი რაციონალურია ძველებისთვის, იგი თავად
არის ყოველი რაციონალურობის წყარო.“ მესმის, რომ აქ რაციონალური დეკარტის
შემდგომი გაგებით არ მოიაზრება და გულისხმობს იმას, რომ ძველებისთვის,
შემეცნებისას რაციო,-გონება, გონივრულია უპირატესი, მაგრამ პლოტინი ხომ
მიუთითებს, კიდევ რაღაცაზე, რაც გონებას წინ უსწრებს. მოკლედ, ჩემი კითხვაა,
მესმის თუ არა სწორად, რომ პლოტინთან ერთი-ღმერთი არის უნივერსალური
ჭვრეტა, რომელიც მოიცავს გონებას და არა პირიქით (რომ არის უნივერსალური
გონება, რომელშიც მოქცეულია ინტუიციური ცოდნის შესაძლებლობა. ეს
მეტისმეტად ჩაკეტილი წრეა. რაღაც ძალიან ჯოჯოხეთური). კიდევ განვმეორდები:
როგორ გამოდის პლოტინთან, რომ ჭვრეტა სულის ლოგიკური ბუნების ნაწილია?
სულის ლოგიკურ, გონივრულ ბუნებაშივეა მოქცეული, ინტუიციური ცოდნის
მიღების შესაძლებლობა? თუ გვაქვს უფრო ფართო სურათი, სადაც ჭვრეტა არის
რაღაც თავისთავადი, რაღაც სრულიად და სრულყოფილად არსებული, რომელიც წინ
უსწრებს იქნებ რაციოს და სწორედ თავის თავში შეიცავს უნარს რაციოთი დაუდოს
ზღვარი იმას, რისი ზღვარდადებაც შესაძლებელი თუ აუცილებელია? ამ შემთხვევაში
სულაც არ გამოდის ძველების ღმერთი რაციონალური (ძველების გაგებით
რაციონალური), მას წინ უსწრებს რაღაც, ზუსტად გამოსათქმელად შეუძლებელი.
ვუშვებ იმ ამბავს, რომ შეიძლება გამომეპარა რაღაც ან ფხიზლად ვერ მივყევი ტექსტს,
ამიტომ მოგმართავ შენ და ახსნა-განმარტებას არ შევუდგები ახლა, რამდენად
არსებითია ეს კითხვა და მასზე პასუხი ჩემთვის. ვენდოთ უხილავის დასანახად
მოწოდებულ შენს უნარს და ნიჭს. მადლობა.

თორნიკე, ერთი საკითხია რისი დაზუსტებაც მინდა ზედა დიალოგიდან.


ჭვრეტის (contemplativa), როგორც თანამედროვე ენით- ირაციონალური ცოდნის
ფენომენი ზუსტად სად შეიძლება მოექცეს იმ პოზიციაში, რომელიც გონებას
შემეცნების პროცესში უპირატეს მდგომარეობას ანიჭებს ? და თუ ეს ჩვენი ბერძნები
ამბობენ, რომ გონებას როგორღაც აქვს ჭვრეტის უნარი, როგორღაც მას ის მიეცემა,
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მკვეთრი დიქოტომია რაციონალურის/ირაციონალურის,
ანტიკურმა საერთოდ არ იცოდა?

პლოტინის მიხედვით, უშუალო ჭვრეტა არის ჭეშმარიტების წვდომის


აუცილებელი და საკმარისი პირობა, რაგდან მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლება
მზერა მივაპყროთ ერთისკენ. ამ მსჯელობას თუკი გავყვებით, ფილოსოფიის
საფუძველად წარმოგვიდგება არა ცდა და ლოგიკა, არამედ სწორედ ინტუიციური
მიმართება, რომელსაც მხოლოდ შემდგომ დავურთავთ ფორმალურ ლოგიკას და
განვსჯით. გასაგებია, რომ ჭვრეტა ხდება გონებით, მაგრამ იგი აშკარად არ არის
რაციონალური ბუნების, და თან, სწორედ რომ გონებას ახასიათებს. და კაცმა არ იცის
საიდან, მას, გონებას, იგი უბრალოდ მიეცემა. ამიტომ ვკითხულობ, ახასიათებს თუ
არა ანტიკურობას, არა ჩვენი თანამედროვე საზომით, არამედ თვითონ მას, თავისი
თავის შიგნით, მკვეთრი დიქოტომია და გამიჯნვა, რაციონალურის
ირაციონალურისგან.

ვერნერ ჰაიზენბერგი, რომელიც პირველ რიგში მეცნიერია, თუმცა


მეცნიერების საგრძნობ დიქოტომირებას არ ახდენს ფილოსოფიისგან, რაც
თავისთავად მისასალმებელია, თავის კიდევ ერთ წიგნში „მშვენიერება ჭეშმარიტების
ბრწყინვაა“, საუბრობს სწორედ იმ ირაციონალურ ცოდნაზე, რითაც შეიმეცნება
საგანი.

„მაინც რა არის ეს «წინასწარმაცნე ციალი»? რა განაპირობებს იმას, რომ


ზემოხსენებული ციალის – წინასწარმაცნე ციალის მეშვეობით შესაძლებელი ხდება
გამოვიცნოთ ზუსტი მეცნიერების დიადი კავშირი, გამოვიცნოთ ჯერ კიდევ მანამ,
სანამ დეტალურად გავიგებდეთ თვით ამ უარსებითეს კავშირს, ანდა მისი
რაციონალური წინასწარ დემონსტრირების რეალური შესაძლებლობა
მოგვეცემოდეს? მაინც რას წარმოადგენს ნათლისმფენი უნარი, ძალმოსილება ამ
ციალისა, ანდა რანაირ ზემოქმედებას ახდენს იგი მეცნიერების ესოდენ თვალსაჩინო
პროგრესზე?“6

ისე ჩანს, რომ პლოტინისთვის ეს რაღაცგვარი „ციალი“, რომელზეც


ჰაიზენბერგი ასე გატაცებით საუბრობს, სწორედ რომ ჭვრეტა უნდა იყოს.
ყველაფერში არეკლილია ის საჩუქარი, რომელსაც ჭვრეტა ეწოდება. როგორც ჩანს,
ჭვრეტა მოგვეცემა. მოგვეცემა, როგორც ძღვენი, რათა უშუალოდ შევერწყათ საგანს:
„ისევე, როგორც პირველარსნი ჭვრეტაში იმყოფებიან, ასევე სხვა დანარჩენიც
აუცილებლად ამისკენ უნდა მიისწრაფოდეს, თუკი საწყისი ყველაფრის მიზანია.“
(გვ.54)

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჭვრეტა მხოლოდ რაღაც ერთჯერადი ანდაც


მაპროვოცირებელი ანდაც ერთგვარი სტიმულია. არა! ჭვრეტა უნდა განაგებდეს არა
მხოლოდ ადამიანის ცხოვრების, არამედ საერთოდ ყოფიერების ყოველ ნაბიჯს. ასე
იღებს ჭვრეტა უფართოეს გაგებას პლოტინთან. სულის ჭვრეტა მთლიანი მოქმედებაა,
რომელიც მეორე მხრივ წარმოქმნასაც განაპირობებს, მაგრამ ამასთან ყოველგვარი
ქმედება ჭვრეტაზე მიმართული მოღვაწეობაა. ასე შევყვართ ღვთაებრივს,
აღმატებულს და, ვთქვათ ასეც, ყველა სხვა სახის ცოდნაზე უკეთეს რამეს, -საუბარში.
ჭვრეტა მე მესახება, როგორც მდუმარებაში ჩაძირული სამყაროსეული საუბრის
მეთოდი, და მეორე მხრივ ჭვრეტა, როგორც უმაღლესი მიზანი და ყოფიერების
გამამართლებელი რამ. რაღაც ისეთი, რაც სახელდებით ყოფიერებას ანიჭებს იმ
დანიშნულებას, რაც არის თვითონ. რაღაც ისეთი, რაიც გადმოგვეცემა და
გადმოგვეცემა იქიდან, რაც სათავეში არის პირველადი სიკეთე. რადგანაც იგი
სიკეთისგან გადმოგვეცემა, ცხადია, უნდა მივიღოთ, როგორც ძღვენი. თუმცა
6
https://akti.ge/ka/blog/82
მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი კი არა, ტკივილის მატარებელიცაა იგი და, ჩანს,
რომ პლოტინს კარგად ესმის, როცა აღნიშნავს, რომ აუცილებელია „სამშობიარო
ტკივილები, რომლებიც იქიდან წარმოიქმნება, რაც მან შეიცნო.“ თუალხმიერი თუკი
არ არის გულხმიერი რომ გაიხადო, მერე კი რომ აგათრთოლოს მისმა საჩუმარმა
„ფიგურამ“, როგორც გამომშრალი ბალახები ირხევიან ცულის მოქნევისას, ოღონდ ის
დალაბრა იქნება, უმკვეთელი ცული, რის დალაბრობაც არ უწყი თავიდან და იგი,
შიშის დამტეხელი, შეგეკრობა ტკივილად, მაგრამ არა სიკვდილად, რათა ტკივილი
იგრძნო უხვად და ისე მწარედ, რომ ერთბაშად დაგატყდეს საცნაურობა შენივე
ყოფნის. ესეც ძღვენია. ჰაიდეგერიც ხომ ამბობს, 7რომ ბერძნული სიტყვა πάθος ,
როგორც ჩვენ ჩვეუვლებრივ ვთარგმნით როგორც გატაცებას, გაკვირვებას,
ენობრივად დაკავშირებული ყოფილა სიტყვასთან ტანჯვა, მოთმენა, გაძლება, ატანა,
მინებება რაიმეზე რაც გაგიტაცებს, რითაც განისაზღვრები. ფილოსოფიას კი
გაკვირვება უდევს სარჩულად და ყოველწამიერ მამოძრავებლად. ხოლო
ფილოსოფიის უმთავრესი იარაღი ჭვრეტაა. ხოლო გზა, როგორც უნდა ვიცხოვროთ,
რათა დავუახლოვდეთ „ერთს“ ,-ფილოსოფიაა. როგორც ჩანს, დანარჩენი სამყაროც
ფილოსოფოსობს, როცა ერთს ჭვრეტს თავის შინაგანობაში და ერთის ასახვას
ჰპოვებს. ამგვარად, პლოტინი მთელი უნივერსუმის ცხოვრებას აქცევს
ფილოსოფიად. ამრიგად, სწორად მიმართული ცხოვრება მშვენიერია და მისაღები,
მჩქეფარეა და“სამშობიარო ტკივილების გათვალისწინებით“, ხელს გიწყობს, არ
გაცივდე, არ იქცე უგრძნობელ ნერგად.

ახლა კი, განვაგრძოთ სვლა იერარქიულ კიბეზე. მოძრაობა გონებისკენ და მის


გარშემო არის სულის მოქმედება. გონება სულს ქმნის უშუალოდ. სული არის მესამე
საწყისი. პლოტინის მიხედვით, სული ერთიდან მომდინარე სინათლით არის
განათებული, მაშინ როდესაც მატერია არის წყვდიადი, რომელსაც არ გააჩნია
რეალური არსებობა. ნეოპლატონიზმის მკვლევარი არმსტრონგი აღნიშნავს, რომ
სული ესწრაფვის გონებისაგან განსხვავებული ცხოვრებით იცხოვროს. გონება
მარადისობაში მყოფობს, მასში არ არის ცვალებადობა. სული კი ემანაციის დროს
უცვლელობას კარგავს. სული ერთგვარი მომწესრიგებელია, რომელიც გონების მიერ
შექმნილს აწესრიგებს და ცხოველმყოფელობას ანიჭებს. სულს ცვალებადობა მოაქვს
და მასთან საგნები და მოვლენები ერთდროულად კი არ არსებობენ, არამედ
ერთმანეთს დროში მოსდევენ. 8

მაშასადამე, ის, რაც იწვის, არის ერთი, მის მიღმა გამეფებული წყვდიადი კი ის
ცივი მატერიაა, რისგანაც ადამიანები თუ ცხოველები არიან შექმნილები. ერთთან
ყველაზე ახლოს არიან მარადიული იდეები – ყველა ქმნილების პირველადი სახეები.
ადამიანის სული კი, უწინარეს ყოვლისა, ცეცხლიდან ამოვარდნილი ნაპერწკალია.
7
მ. ჰაიდეგერი. რა არის ეს-ფილოსოფია?, თბილისი: Carpe diem, 2014, გვ. 26
8
A. H. Armstrong, The Cambridge History of Later Greek and Early Medieval Philosophy, Cambridge University
Press, 1970, გვ. 251.
შემდეგ მოდის ბუნება, რომელსაც ისევე შეუძლია ჭვრეტა, როგორც სხვა ყველაფერს.
ეს პროცესი, გამომდინარეობა, ემანაცია, რომელიც იწყება პირველი სიკეთით და
მთავრდება თვალხილული ქვეყნით, რომლის საკუთარ საწყისსაც მატერია
წარმოადგენს, არის დაცემის პროცესი. როგორც ჩანს, ჩვენი ჭვრეტით ვცდილობთ
ზემოდან „ჩამომავალი“ გზა ქვემოდან ზემოთკენ ავიაროთ, რათა ღვთაებრივ სფეროს
მივაღწიოთ.

რაც შეეხება ბუნებას, იგი ჭვრეტს თავისთავად, თუმცა ამ ჭვრეტას ქმედითობა


ახლავს. აქ ძალიან საინტერესოა, როგორ შეიძლება დახასიათდეს მჭვრეტელობითი
მოქმედება. პლოტინი მე-2 თავშივე აღნიშნავს, რომ ბუნების მიერ რაღაცის ქმნადობა
არ არის მექანიკური ამბავი. „ბუნებრივი შემოქმედებიდან მექანიკური ძალა უნდა
გამოვრიცხოთ“ -წერს იგი. ბუნება უნდა ქმნიდეს რაღაც შინაგანის და მდგრადის
საფუძველზე, ესე იგი, ბუნება ქმნის სწორედ იმით, რომ იგი თავად მჭვრეტელობაა.
ის რომ მცენარე იზრდება და რაღაცგვარ ქმედებას ახორციელებს, პირველ ყოვლისა,
ჭვრეტის თანმდები ქმედებაა. იგი თავად არის ჭვრეტა, რადგან სხვაგვარად არ
შეუძლია ყოფნა. როგორც ჩანს, ბუნებას გააჩნია დაკვირვების უნარი და ის, რასაც
აკვირდება, ესე იგი მექანიკურად კი არ ქმნის, არამედ რაღაც პოვებს მასში ასახვას
ჭვრეტის მეშვეობით. მაგრამ ეს ქმედითობა თავად ჭვრეტაა და სხვა არაფერი.
მცენარე რომელიც იზრდება, იზრდება იმიტომ, რომ მას ჭვრეტა მიეცემა. ჭვრეტა,
ერთი მხრივ, გზაა, რომელიც შეიმეცნებს თავისებურად, როგორც მივხვდი,
ინტუიციურ-ინტროსპექციულად და მიგვაახლოვებს ერთთან, მეორე მხრივ კი
თავად არის უმაღლესი მიზანი. ჭვრეტა თავის თავს მოიცავს, იგი შინაგანობაა,
რომელიც გარეთ გამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე რაღაც აისახა. ამრიგად,
ჭვრეტა წინმსწრებია ქმედების. Contemplativa გვესახება, როგორც დასაბამი და
უდიდესი მიზანიც, მისგან გამომდინარე ქმედება- Activa -კი ყოველთვის მასზე
სუსტია და მასზე დამოკიდებულიც. ჭვრეტის თანმდევი ქმედება არ არის რაღაც
ცალკეული, იგი არ იარსებებს ჭვრეტის გარეშე და თუკი იარსებებს, მის არსებობას
აზრი არ ექნება, ამბობს პლოტინი. ამით ფილოსოფია გვევლინება, როგორც
ჭვრეტითი ცხოვრება.

მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მიმზიდველია ის მწყობრი ცენტრისკენული


წესრიგი, რითიც პლოტინის ფილოსოფიაა განმსჭვალული. როცა ერთისაკენ ანუ
ჩვენი მოძრაობის უხილავი ცენტრისაკენ მივაქცევთ გონებას, ჩვენი ცხოვრება
ჭეშმარიტ მიზანს იძენს და ჰარმონიულად შეეკვრის სამყაროს. პლოტინის სურს
გაგვაგებინოს, რომ ყოფიერებაში პირველმიზეზს ვუჭვრიტოთ ან მისი ანარეკლი
მაინც ვეძიოთ. ის გზა, რითაც აღნიშნულ საიდუმლოებასთან (ესე იგი რაღაცასთან,
რაც არის დაფარული, რაც დგას ფარდის მიღმა) დაახლოება შეგვიძლია (არა
ერთჯერადად, არამედ განგრძობითად, მუდმივად, მუდმივი სწრაფვა) პლოტინის
აზრით, უნდა იყოს „უცაბედი ინტუიცია“ , სწორედ რომ ჭვრეტა. ჭვრეტა არის ბოლო
მიზანი მთელი ქმნადობის, შემოქმედების. იგი წარმოდგენილია, როგორც სრული
ზეიმი. ამ გაგებით, ადამიანის ცხოვრების არსი ფილოსოფოსობაა, ამ სიტყვის
ანტიკური მნიშვნელობით. მხოლოდ ასე შეგვიძლია შევერთოთ სიცოცხლის დიდ
მისტერიას. ჩვენ მხოლოდ უიშვიათეს მომენტებში შევიგრძნობთ, რომ ჩვენ თვითონ
ვართ ღვთაებრივი საიდუმლო. პლოტინის მეტაფორა პლატონის «გამოქვაბულის
მითს» ჰგავს: რაც უფრო ვუახლოვდებით გამოქვაბულის გამოსასვლელს, მით მეტად
ვუახლოვდებით ყოველივე არსებულის პირველსაწყისს. მაგრამ პლატონის ორმაგი
რეალობისგან განსხვავებით, პლოტინის მოძღვრებისთვის დამახასიათებელია
მთლიანობის განცდა. თვით პლატონის გამოქვაბულში ღრმად ჩაკარგულ
ჩრდილებსაც დაჰკრავთ ერთის მკრთალი ნათელი.

ახლა ყურადღება მივაპყროთ იმ მავან თანამედროვეს, რომლის გაოცებით


გამოწვეული პაუზა ასე უბოდიშოდ გამოვიყენეთ და ჩვენც ჩვენებურად შევუდექით
ჭვრეტას. მე თუ მკითხავს ვინმე, ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ეპოქის
კრიტიკა წარმოადგენს. სანიმუშოდ ჩვენი დროც გამოდგება, როდესაც ტექნიციზმით
გატაცებამ ადამიანის სულიერება უკანა რიგებში გადააჩოჩა. კიბერნეტიკოსების
მტკიცება „ხელოვნური ინტელექტის“ შესახებ, პირდაპირ წარმოადგენს ადამიანის
სულიერების იგნორირებას. მხოლოდ უშუალო ჭვრეტა იძლევა იმის გარანტიას, რომ
ადამიანს, როგორც არსებას და თავისმხრივ ფილოსოფიურ სისტემას მოეძებნოს
მყარი და საიმედო დასაყრდენი. რა თქმა უნდა, თუკი სოფისტები არ ვართ და
იაფფასიანი ჟონგლიორობა არ არის ჩვენი ფილოსოფოსობის მიზანი. ანდაც
ყველაფრის სუბიექტურ, აღქმის სისტემამდე სამარცხვინო ჩამოქვეითება და
ადამიანის გამოცხადება ყველაფრის საზომად. ბოლო ხანია, აშკარაა ამგვარი
ტენდენციები. ჭვრეტის როლი ან დავიწყებულია, ან კიდევ თუკი ვინმეს ახსოვს,
სასაცილოდ არ ყოფნის. ფილოსოფია მხოლოდ ცარიელი ტრაქტატების და
თეორიული განსწავლულობის საგანია. ადამიანი კი ცარიელ ქმედებათა (ესე იგი,
ჭვრეტისგან გამოცარიელებულის) ამაო ფერხულშია ჩაბმული. აბსოლუტურად
დავიწყებულია ჭვრეტითი ცხოვრება, ფილოსოფიური ასკეზა, ის კი არა,
ფილოსოფიისთვის აუცილებელი მოცალეობაც ფეხქვეშაა გათელილი. მანქანებისა და
რადიოდინამიკების სრულიად სამწუხარო ამაო ღრიალი გვიტკბობს სმენას. ჩვენი
ეპოქა მორალურ სიღატაკეს და სულიერ სიცარიელეს მოუცავს, „წარმოსახვის
დანაგვიანებამ, მექანიცისტური, ამწუთიერი, მატერიალური ფსევდოპროგრესის
გამოდევნებამ სულიერება დაამდაბლა, პატივი აჰყარა სიკვდილისა და მარადისობის
წინაშე“- წერს სალვადორ დალი, კაცი, რომელმაც ჭეშმარიტი ფილოსოფოსივით
იცხოვდა. თუმცა, ეპოქის სიღატაკის საპირწონედ უნდა ითქვას, რომ სანამ ადამიანი
არსებობს, იარსებებს გაოცებაც, რომელიც მას კითხვებისკენ უბიძგებს, შესაბამისად
იარსებებს ფილოსოფიაც. სამყარო კი განაგრძობს ჭვრეტას.

საბოლოოდ, რამდენადაც გავიგე, ერთისკენ, სიკეთისკენ სწრაფვა გულისხმობს


აუცილებელს და უკავშირდება უმაღლეს პრეტენზიას, ცხადია, სავსებით
გამართლებულს. პრეტენზიაა, საწყისთან, აღმატებითთან მიახლოება, აღმატებულს
უნდა ვესწრაფოთ, არა?! რადგანაც მგრძნობიარე და გონიერი დამკვირვებლები
თავისთავად პოეტებიც გახლავთ და თანაც „რაც რჩება, აფუძნებენ იმას პოეტნი“,
9
დასასრულს რილკეს ლექსიდან პატარა ამონარიდს მოვშველიებ, რათა პლოტინის
ფილოსოფია ვეცადოთ და დასასრულს იქნებ სიტყვაში შევაჩეროთ...

არ შეცდე, თითქოს შეგიძლია, რომ ამასოფლად

არ აღასრულო ეს განზრახვა, სახელდობრ: ყოფნა!

შენა ხარ ძაფი და ქსოვილის წიაღ ისხმევი.

რა გრძნობაც უნდა დაგეუფლოს, რა მძიმე ჟამიც

(თუნდაც ეს იყოს თვით უმძიმეს წამების წამიც),


10
იგრძენ, დიადი ხალჩაა ნაგულისხმევი.

9
ფრიდრიხ ჰიოლდერლინი, ხსოვნა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 
10
რაინერ მარია რილკე, სონეტები ორფევსისადმი XXI (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
ბიბლიოგრაფია:

1. არისტოტელე. მეტაფიზიკა, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964, გვ. 50-51


2. ვ. ჰაიზენბერგი. ნაწილი და მთელი, თბილისი: განათლება 1983, გბ: 119, 123
3. მ. ჰაიდეგერი. რა არის ეს-ფილოსოფია?, თბილისი: Carpe diem, 2014, გვ. 26, 43
4. პლოტინი. ბუნების, ჭვრეტისა და ერთის შესახებ, თბილისი: ლოგოსი, 2009
5. A. H. Armstrong, The Cambridge History of Later Greek and Early Medieval
Philosophy, Cambridge University Press, 1970, გვ. 251.
მათ
შორის უმარტივესი და
ძალზე ნივთიერი ფორმების
ჩართვით, გონებასთან და,
მისი გზით,
ერთთან
მიგვაახლებს. ჭვრეტა, ამავე
დროს, ჩვენი უმაღლესი
მიზანია. და აქვე
დავუმატოთ, ის ჩვენი
ცხოვრების
ფორმა და წესიც არის
(გაცნობიერებული ან
გაუცნობიერებელი),
რომლის შედეგი და
შინაგანი
მიზანსწრაფვა ზოგჯერ
ნეტარი მარტოობაა, ანუ
ისეთი „განმხოლოებაა“,
ისეთი „შეხვედრა
სამყაროსი
რომელსაც უკვე გონების
მომდევნო ჰიპოსტასი -
სიცოცხლისა და მოძრაობის
განსახიერება -
სული
ქმნის, ქმნის სწორედ
გონების იდეათა ჭვრეტით
და მათი გათავისებით
(რადგან ჭვრეტა და
შემეცნება
სხვა არაფერია, თუ არა იმის
გათავისება, რასაც „ხედავ“).

You might also like