You are on page 1of 6

განაზრება პირველი

პრობლემა: ყველაფერი, რაც ვიცოდი, რამდენად ჭეშმარიტის.

პრობლემისადმი მიდგომა: არ განიხილოს ყოველივე, რაშიც ეჭვდებოდა. სამაგიეროდ განიხილოს იმ


პრინციპთა სანდოობა, რომლებზეც მსჯელობებს ამყარებდა.

 გრძნობა – ხშირად ატყუებდა.


 ძილის ჩვეულება – ,, არ არსებობს არავითარი სანდო ნიშანი, რომლი საშუალებითაც შესაძლებელია
სიფხიზლის ზუსტი გარჩევა სიზმრისგან.“

თუ ასეა, მაშ რა ვიცი, რომ სინამდვილე არსებობს? – სიზმარში ყვალაფერი ცხადსაა მიმსგავსებული
– მხატვართა უშედეგო მცდელობა, შექმნან
„არარსებული“
 მეცნიერების საეჭვობაზე საუბრობს. განასხვავებს მეცნიერებებს, რომლებიც რთულ საგნებს
განიხილავენ (ფიზიკა, ასტრონომია, მედიცინა) იმ მეცნიერებებისგან, რომლებიც მარტივ და ზოგად
საგნებს იკვლევენ (არითმეტიკა, გეომეტრია). უკანასკნელს მეტად სანდოდ და არასაეჭვოდ მიიჩნევს.

2+3=5 გინდ ცხადში ვიყო, თუ გინდ სიზმარში.

რავიცი, რომ ღმერთმა ისეთად არ


2+3=5 იქნებ სულაც არაა 5,
შემქმნა, რომ ტყუილი სიმართლე
უბრალოდ ყოველ ჯერზე
მეგონოს. არაფერი არ არსებობდეს,
ვცდები და 5 მგონია.
მაგრამ არაფერში მე მოტყუებით
ვხედავდე მას, რასაც მე ვხედავ?

 ღმერთი კეთილია, ამიტომ არა ღმერთი, არამედ ბოროტი ძალა მატყუებს. ყველაფერის
დაეჭვებით ,,დავამარცხებ“ ამ ბოროტ ძალას. მონის ტკბილი სიზმრის ანალოგი

განაზრება მეორე

ადამიანური გონების ბუნებისათვის და იმის შესახებ, რომ მისი შეცნობა უფრო ადვილია, ვიდრე
სხეულისა.

არქიმედეს ანალოგი – ძიება ერთი რამისა, რაც ცხადი და უეჭველია.


 თუ არაფერი არ არსებობს, აუცილებელია, რომ რაღაც ძალა არსებობდეს, რომელიც მე ყოველივე
ამას მაფიქრებინებს? დეკარტმა არაო, რადგან შეიძლება თავად მე ვიწვევდე ამ ფიქრებს ჩემშიო.
 ,,მე ვარსებობდი უეჭველად, თუ კი მე დავრწმუნდი ან მე მქონდა აზრი რაიმეს შესახებ.“
 ,,მე ვარ, მე ვარსებობ“ უეჭველად ჭეშმარიტია. არქიმედეს ეს წერტილს მიაგნო ძვირფასმა დეკარტმა.
აქ ცდის თავის შექმნილი „ბოროტი“ დემონის ტესტს: თუ რაღაც ბოროტი ძალა ყველაფერში
მატყუებს, როგორ მომატყუებდა თუ არ ვარსებობ, მაშასადამე, ჩემი არსებობა უეჭველია.

არქიმედეს წერტილს –„მეს“ მიაგნო, ახლა იწყებს ამ მეს კვლევას.

 მანამ ვარსებობ, სანამ ვაზროვნებ. აზროვნება მთავარი ატრიბუტიაა. ისაა, რის გარეშეც ვერ
ვიარსებებ.
 აზროვნებამ თავი უნდა შეიმეცნოს მხოლოდ აზროვნებით. სხვა ნივთთა წარმოსახივით აღქმული
მიზანი ვერ შესრულდება და თუ მაინც ეცდება მავანი, იგი ემსგავსება იმ კაცს, რომელიც რეალობაში
გაურკვეველი ნივთების გასარკვევად იძინებს, იქნებ მესიზმროსო.

მოაზროვნე არის ის, ვინც: არის, რადგან მე:


ეჭვობს ვეჭვობ თითქმის ყველაფერში
გაიგებს მიხვდება მაქვს ჩემი არსებობის გაგებისა და მიხვდომის უნარი
უარყოფ/ჰოჰყოფს ვუარყოფ საგანთა ჭეშმარიტებას, ჰოვყოფ მეს
სურს/არ სურს მსურს მეტი ვიცოდე, არ მსურს მოვტყვდე
 შესაბამისად, რადგან მე ვარსებობ, მე მოაზროვნე არსება ვარ, ასევე მე ვეჭვობ, ვიგებ, ვხვდები,
უარვყოფ, ჰოვყოფ, მსურს, არ მსურ.
 აქვე აკეთებს განსხვავებას იმისა შესახებ, რომ მართალია, რასაც ვგრძნობთ, წარმოვიდგენთ თუ ა.შ.
შესაძლოა რეალური არ იყოს, ეს მაინც არ უშლის იმას ხელს, რომ ზემოთ ჩამოთვლილები იყოს
აზროვნებისა და შესაბამისად, ჩემი არსებობის ნაწილი. წარმოვისახა თუ მეჩვენება რომ
წარმოვისახავ ერთი ოხერია?!
გადადის სანთის მაგალითზე, რადგან ნივთთა კვლევა ნივთზე მეტად
მეზე მაძლევს ინფორმაციას
 ენის უცნაურობას უსვამს ხაზს. როცა ფანჯარაში ვიხედები და
ვამბობ:,,ადამიანებს ვხედავ“. სინამდვილეში თვალი მხოლოდ ქუდებს
და მოსაცმელებს ხედავს. ის რომ მათ შიგნით ადამიანია ამას გონების
თვალი ხედავს.
 სხეულები შეცნობილი არიან არა გრძნობით ან წარმოსახვით, არამედ
მხოლოდ გაგების უნარით, და ეს
სხეულებიც შეიცნობიან არა იმით,
რომ ისინი დაინახეს ან მათ შეეხენ,
არამედ მხოლოდ იმით, რომ ისინი აზროვნებით იქნენ
გაგებული და მიწვდომილი.
განაზრება მესამე

ღმერთის შესახებ, რომ იგი არსებობს

ყოველი საგანი, რომელსაც ჩვენ შევიცნობთ ძალიან ნათლად და ძალიან


გარკვეულად, ჭეშმარიტია.

ჩემს არსებობაში დავრწმუნდი. თავიდან პირველ მედიტაციაში მივედი


დასკვნავდე, რომ რაღაც ძალა არსებობს, რომელიც მატყუებს. ამის
ჭეშმარიტებაში რომ დავრწმუნდე, ჯერ უნდა დავამტკიცო ღმერთის
არსებობა, შემდეგ მისი უნარი (სურვილი), რომ ცრუობდეს.

 პირველად განიხილავს იდეებს – ქიმერი, ღმერთი, სკამი, შემდეგ იდეას აქცევს ფიქრის ობიექტად
და, ბუნებრივად მას მიმართება რაიმე ემოცია, სურვილი თუ მსჯელობა.
 ამტკიცებს, რომ იდეა ცხადად ჭეშმარიტია, თუ რამეს არ მიემართება. თხას წარმოვიდგენ თუ
ქიმერს, მე წარმოვიდგენ. ასევეა ემოცია, სურვილიც. ერთადერთი რაშიც შეიძლება ჭეშმარიტებამ
რღვევა იწყოს მსჯელობაა.მსჯელობა შეიძლება იყოს მცდარი, რადგან თუ მე ვიფიქრებ, რომ ჩემი
იდეები შეესაბამებიან ჩემს გარეთ არსებულ საგნებს, ეს შეიძლება აუცილებლად ჭეშმარიტი არ იყოს.
 იდეები – თანდაყოლილი, ჩემი შექმნილი და გარედან მოსული.
 ბუნებრივი სინათლე აძლევს ცოდნას რისამეს შესახებ, რომ იგი ჭეშმარიტია. ბუნებრივი სინათლის
წყალობით მიხვდა სწორედ დეკარტი, რომ რადგან ეჭვობს, მაშასადამე არსებობს.
 მზის მაგალითი: დეკარტი საკუთარ თავში პოულობდა მზის ორ განსხვავებულ იდეას. ერთი იდეა
იყო, რომ მზე უკიდურესად მცირე საგანია, ვინაიდან საკუთარი შეგრძნებები ასეთ ინფორმაციას
აწვდიდნენ მას, მეორე იდეა კი, რომ მზე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე დედამიწა. თუკი
პირველი იდეა საგნიდან გამომდინარეობს, ანუ გარედანაა მოსული, მეორე იდეით მე თავად
დავიბადე, ან თავად შევქმენი ის. ორივე იდეა არ შეიძლება ერთსა და იმავე მზეს შეესაბამებოდეს და
თანაც მე ჩემი გონება მარწმუნებს, რომ ის იდეა, რომელიც გარეგანი საგნისგან მაქვს მიღებული,
საერთოდაც არ შეესაბამება მის ნამდვილ არსს( ანუ მე მარწმუნებს ჩემი გონება, რომ მზე დიდია,
მაგრამ მე ვხედავ, რომ მზე პატარაა. თუ მზე მართლაც დიდია, გამოდის, რომ მე ჩემი შეგრძნებები
მატყუებენ და სინამდვილეში მზის იდეა გარედან საერთოდაც არ არის მოსული).
 თუკი იდეები განიხილებიან, როგორც აზროვნების ესა თუ ის ფორმები, მაშინ მათ შორის არანაირი
განსხვავება არ იქნება, მაგრამ თუკი განვიხილავთ მათ, როგორც სახეებს, რომელთაგან ერთი
წარმოადგენს ერთს, მეორე კი-მეორეს, ისინი საკმაოდ განსხვავებულნი იქნებიან. დეკარტი
განასხვავებს სამი ტიპის იდეებს: მოდუსები ან აქციდენციები(აქ იგულისხმება მახასიათებლები,
რომლებიც არ შეიძლება არსებობდნენ საგნისგან დამოუკიდებლად, მაგალითად, ფერი),
განსაზღვრული სუბსტანციები(მაგიდა, სკამი), განუსაზღვრელი სუბსტანციები(ღმერთი). დეკარტი
განასხვავებს ამ იდეების ობიექტური რეალობის ხარისხსს, უსასრულო სუბსტანციას უფრო ზევით
აყენებს ვიდრე სასრულს და ამ უკანასკნელს უფრო ზევით, ვიდრე მოდუსებს (მარტივად, ღმერთი
უფრო რეალურია, ვიდრე ადამიანი და ადამიანი უფრო რეალურია, ვიდრე თეთრი, თუმცა
რეალური ცოტა შეუსაბამო ტერმინია, რეალურში დეკარტი უნდა გულისხმობდეს, უფრო
სრულყოფილს).
 მიზეზში უნდა იყოს იმდენი სინამდვილე რამდენიც შედეგში. არამხოლოდ არარისგან არ
წარმოიშობა რაიმე, არამედ ნაკლებად სრული ვერ წარმოქმნიდა მეტად სრულს, საიდან მოიტანდა
იმ სისრულეს, რომელსაც შედეგში იღებს.
 ფორმალურ რეალობაში დეკარტი გულისხმობს რეალობას, რომელშიც საგნები არსებობენ, ხოლო
ობიექტურ რეალობაში რეალობას, რომელშიც იდეები არსებობენ. იდეის ობიექტური რეალობის
ხარისხი განისაზღვრება საგნის ფორმალური რეალობის ხარისხით, მას მართლაც რომ ეარსება.
ვთქვათ, ღმერთი არ არსებობს, მაგრამ ღმერთს, რომ ეარსება მას ექნებოდა ყველაზე მაღალი
ფორმალური არსებობის ხარისხი, რადგან ის განუსაზღვრელი სუბსტანციაა. ღმერთის იდეის
ობიექტური რეალურობის ხარისხი იქნებოდა იგივე, რაც მისი ფორმალური რეალობის ხარისხი, მას
რომ ეარსება.
 სურათების მაგალითი მოჰყავს, რითიც განასხვავებს ფორმალურ და ობიექტურ რეალობას.
ფორმალური რეალობა ფოტოები ჩვენს გონებაში, რეალური საგნები ობიექტური რეალობა. საგნები
ფორმალურ რეალობაში ვერაფრით ვერ იქნებიან იმაზე ნამდვილი, ვიდრე საგნები ობიექტურ
რეალობაში.
 დეკარტი იწყებს იდეების გადასინჯვა და გარკვევას, თუ რამდენად შესაძლებელია იდეებს მიზეზი
ჰქონდათ თავის თავში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ არსებობენ სხვა ადამიანები, ცხოველები,
ანგელოზები, დეკარტს შეიძლებოდა ჰქონოდა მათი იდეა იმ იდეათა კომბინაციით, რომელიც მას
აქვს სხეულის მქონე საგნებზე. რაც შეეხებათ თავად სხეულის მქონე საგნებს, არც მათში ხედავს
დეკარტი რაიმე ისეთ განსაკუთრებულს, რომელზე იდეაც მას საკუთარი თავიდან არ შეიძლებოდა
ჰქონოდა. სხეულის მქონდე საგნებს მხოლოდ რამდენიმე ისეთი მახასიათებელი აქვთ, რომლებიც
ნათელი და გარკვეულია, მაგალითად, განფენილობა, მოყვანილობა, მოძრაობა, მდგომარეობა,
სუბსტანცია და რაოდენობა, დანარჩენი მახასიათებლები, მაგალითად, ფერი, გემო, სუნი ძალიან
ბუნდოვანია. მართალია, დეკარტმა თავდაპირველად დაასკვნა, რომ მსჯელობები შეიცავენ ხოლმე
სიცრუეს და იდეები, როგორც ასეთი, ჭეშმარიტნი არიან, იდეაშიც შეიძლება მოიპოვებოდეს
სიყალბე, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არარსებულს წარმოადგნენ, როგორც არსებულს. დეკარტს
სიცივისა და სითბოს მაგალითი მოჰყავს. იგი ამბობს, რომ შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი
დაასკვნა გააკეთო იმის შესახებ, სიცივე არის სითბოს დანაკლისი, თუ სითბო სიცივის. თუკი,
მაგალითად, დავუშვებთ, რომ სიცივე არის სითბოს დანაკლისი, მაშინ გამოდის, რომ სიცივის იდეა
სინადვილეში ყალბია. თუ სიცივის იდეა ყალბია, ანუ არაფერია, მაშინ არაფრისგან არის
წარმომდგარი. ამ შემთხვევაში მათი დეკარტში არსებობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჩემს ბუნებას
აკლია რაღაც, ანუ არ არის სრული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იდეები ყალბი არ არის, დეკარტი
მაინც დასაშვებად მიიჩნევს მათ არსებობს მასში, რადგან თუკი ეს იდეები იმდენაც მცირე რეალობას
შეიცავენ, რომ წარმოდგენილი საგნის არარსებულისგან გარჩევა შეუძლებელი ხდება, იგი თავად
შეიძლება ყოფილიყო მათი გამჩენი(შევაჯამოთ, სხეულის მქონე საგნების ბუნდოვანი
მახასიათებლების წყარო შეიძლება დეკარტი თავად იყოს, რადგან თუ ეს ბუნდოვანი
მახასიათებლები რეალურები არიან, მაინც იმდენად მცირე რეალობას შეიცავენ, რომ მათ წყაროდ
საკუთარი თავის წარმოდგენა დეკარტს არ უჭირს და თუკი ისინი ყალბია, ამ შემთხვევაშიც
გამართლებულად მიიჩნევს დეკარტი მათ არსებობას მასში. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც
რეალურობაზეა საუბარი, არ იგულისხმება მათი არსებობა დეკარტისგან დამოუკიდებლად, ანუ
საგნების არსებობა თავისთავად, არამედ რეალურობის ხარისხი მისსავე გონებაში-ობიექტური
რეალობა).რაც შეეხება ნათელ და გარკვეულ იდეებს, დეკარტი ვერც იმაში ხედავს პრობლემას, რომ
ისინიც მას საკუთარი თავისგან ჰქონდეს. ქვას იგი სუბსტანციად წარმოიდგენს, მაგრამ რადგან იგი
თავადაც არის სუბსტანცია, ამგვარი რამ თავისუფლად შეეძლო წარმოედგინა. მან ასევე იცის, რომ
არის ამჟამად და ყოფილა ადრეც, ამიტომ ხანგრძლივობის იდეაც საკუთარი თავისგან შეიძლება
ჰქონდეს. მან ასევე იცის, რომ სხვადასხვანაირი აზრი ჰქონია, რომელთაც რიცხვის იცის, ამიტომ
შეუძლია რაოდენობის იდეაც გადაიტანოს სხვაგან. რაც შეეხება განფენილობას, მოყვანილობას და
მოძრაობას, მართალია, ისინი ფორმალურად(რეალურად) არ არსებობენ მასში, მაგრამ რადგან
დეკარტი საკუთარ თავს განსაზღვრავს, როგორც მოაზროვნე არსებას, ეს გულისხმობს, რომ იგი
სუბსტანციაც(არსება) არის, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი კი სუბსტანციის სახეცვლილებებია
და თავისუფლად შეიძლება არსებობდნენ მასში.

 ღმერთი არის უსაზღვრო, მარადიული, უძრავი, დამოუკიდებელი, ყოვლისმოცდნე და


ყოვლისშემძლე სუბსტანცია, რომლისგანაც გაჩენილი ვარ მე 
 სუბსტანციის იდეა არის ჩემში უკვე, რადგან მე ვარ სუბსტანცია. მე მაინც ვერ მექნებოდა უსაზღვრო
სუბსტანციის იდეა, თუ ეს იდეა არ იქნებოდა ჩემში ჩადებული უსაზღვრო სუბსტანციის მიერ.
 მე უწინარესად მაქვს ღმერთის ცნება (განუსაზღვრელისა), ვიდრე ჩემისა განსაზღვრულისა. რადგან
განუსაზღვრელი, ვიცი რომ თავის თავში მეტ რეალობას გულოსხმობს ვიდრე განსაზღვრული. რომ
არა სრულის იდეა, მე არ დავეჭვდებოდი და ვერ მივხვდებოდი, რომ რაიმე მაკლია.
 იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ რაც ღმერთის ბუნებას მიეწერება, პოტენციურად არსებობს
ჩემში, მაინც ვერ მივალ შედეგამდე. მე, მაგალითად, მუდმივად ვიძენ ცოდნას და, თითქოს,
შესაძლებელია იგი უსასრულობამდე გაიზარდოს, მაგრამ ვერ გაიზრდება ყოვლისმომცველ
უსასრულობამდე, ანუ იქამდე, სადაც მას გაზრდის საშუალება აღარ ექნება. ღმერთი კი სრულია.
თანაც ღმერთის იდეა სასრულობის პოტენციალურ არსებობას კი არა, აქტუალურ არსებობას
გულისხმობს(შესაძლებლობის სახით კი არ არსებობს სასრული, არამედ სინამდვილეშია სრული).

 ღმერთს რომ არ ეარსება, ვიარსებებდი მე?


o მე რომ ღმერთის შექმნილი არ ვიყო და ვიყო საკუთარი თავისვე შექმნილი, მაშინ მე
ვიქნებოდი ღმერთი და მე თავად ვიქნებოდი სრული არსება, შესაბამისად, მივცემდი სრულ
ცოდნას საკუთარ თავს და დაეჭვბის საბაბიც არ მექნებოდა, მაგრამ მე ვეჭვობ, ანუ არ ვარ
სასრული.
o იმ შემთხვევაში კი, თუ მე დავუშვებ, რომ მე მარად ვიყავი და არ შევქმნილვარ, ჩემი
არსებობა მაინც არის დამოკიდებული სხვაზე. თუ მე დავშლი დროს მრავალ ნაწილად,
რომლებიც ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის, მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც ძალა,
რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მე ყოველ წუთში ვარსებობ, ანუ იცავს ჩემს არსებობას.
მე ჩემს თავში ასეთ ძალას ვერ ვხედავ. თანაც ეს დაცვა და შექმნა, გააზრების თვალსაზრისით
განსხვავებულია, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივეა(ყოველ წუთას უზრუნვლეყოფილია
ჩემი არსებობა, ანუ ყოველ წუთას ვიქმნები, თუ მანამდე არ მიარსებია და შემქმნეს ერთხელ,
ერთი და იგივეა).
o ახლა დავუშვათ, რომ მე არც ღმერთმა შემქმნა და არც მე შევქმენი საკუთარი თავი, არამედ
მშობელმა(ნუთუ? მაოცებ პიდაპირ), ან რაიმე სხვა მიზეზმა, რომელიც ღმერთზე ნაკლებად
სრულია. ზევით ითქვა, რომ რაც არის შედეგში, ის აუცილებლად უნდა იყოს მიზეზში. მე
თუ შემქმნა რაიმე უსრულმა არსებამ, მაშინ ამ უსრულ არსებას სასრული ღმერთის იდეა
უნდა ჰქონოდა, ანუ ის თავად კი არ იყო სასრული, არამედ ჰქონდა მხოლოდ სასრულის
იდეა, რომელიც გადმომცა მე, მაგრამ თავას მას სასრულის იდეა ღმერთისგან უნდა
ჰქონოდა(იმავე მსჯელობით, რომელიც წინა პუნქტშია).
o არც იმის დაშვება შეიძლება, რომ რაიმე ერთი მიზეზისგან მიღებული მაქვს ერთი სისრულის
იდეა, მეორისგან მეორესი, რადგან ერთობა და განუყოფლობა არის ის მთავარი სისრულე,
რომელიც, დეკარტის აზრით, ღმერთს ახასიათებს და თუ იქნებოდა რაიმე სისრულე,
რომელიც ჩამიდებდა მე ამ სისრულეთა ერთობის აზრს, მასვე ამავდროულად უნდა ჩაედო
თითოეული ამ სისრულის არსი, რითაც ისევ ღმერთამდე მივდივართ.
o დეკარტი ამბობს, რომ მშობლებმა მხოლოდ ხელი შუწყვეს მის დაბადებას, განწყობილება
შეიტანეს იმ მატერიაში, რომელშიც ჩაკეტილია მისი მე, ანუ მისი გონება. მათ არ
დაუბადებიათ ის სუბსტანცია, რომელსაც დეკარტი თავის გონებას, ანუ თავის მე-ს უწოდებს.
 როგორ მივიღე ღმერთის იდეა?
o ღმერთის იდეა არ არის ისეთი იდეა, რომელიც გრძნობათა საშუალებით გარედან შეიმეცნება
ან გონების საშუალებით შიგნიდან იქმნება. ღმერთის იდეა, რომ გონების საშუალებით
იქმნებოდეს, მაშინ დეკარტი შეძლებდა ამ იდეისთვის რაიმე მოკლებას ან მისთვის რაიმეს
დამატებას, ამას კი ვერ ახერხებს. ამგვარად, ღმერთის იდეა უნდა იყოს იდეა, რომელთანაც
ერთად დეკარტი გაჩნდა, რადგან ღმერთს სურდა ასე.
o ღმერთი არ შეიძლება მატყუარა იყოს, რადგან ღმერთი სასრული არსებაა, იყო მატყუარა კი,
ნაკლია.
o როდესაც დეკარტი აზროვნებს, მარტო ის კი არ იცის, რომ უსრულია და ვიღაცაზე
დამოკიდებული, არამედ ისიც, რომ არსებობს ვიღაც ყველა იმ სისრულის მქონე, რომელსაც
იგი ელტვის.

You might also like