You are on page 1of 32

1.

არისტოტელე წერს, რომ უნარის/შესაძლებლობის არქონა მრავალი მნიშვნელობით


ითქმის. რომელ მნიშვნელობებზე საუბრობს ის? გააკეთეთ რაც შეიძლება
ზუსტი/დეტალური კლასიფიკაცია.
არისტოტელე საუბრობს შემეცნების უნარის არქონაზე. შემეცნების უნარი არ აქვს უსმენოს და
მას ვისაც არ აქვს მეხსიერება. არსებობს სამი სახე, როდესაც ადამიანს აქვს მხოლოდ
შეგრძნებები, როდესაც ადამიანს აქვს შეგრძნებები და მათი განზოგადების უნარი–
მახსოვრობა და როდესაც ადამინს აქვს მოვლენების მიზეზებზე დაკვირვების უნარი. პირველ
შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ცეცხლს ადებს ხელს, უბრალოდ გრძნობს რომ წვავს, მეორე
შემთხვევაში ადამიანი ხელს ადებს ცეცხლს წვავს და ასევე იცის რომ კიდევ თუ მიადებს, ისევ
დაწვავს და მესამე შემთხვევაში ადამიანმა იცის არა მარტო ფაქტობრივად ის რომ ცეცხლი
წვავს, არამედ ის თუ რატომ წვავს ცეცხლი.

2. არისტოტელეს აზრით, რა მნიშვნელობა აქვთ (ა) გაოცებას/გაკვირვებასა და (ბ)


მოცალეობას/თავისუფალი დროის ქონას ფილოსოფიისთვის?
არისტოტელეს აზრით, გაოცებას/გაკვირვებას და მოცალეობას/თავისუფალი დროის ქონას
ფილოსოფიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ გაკვირვებაა ფილოსოფიის საწყისი,ის
რამაც ფილოსოფიის გაჩენა/არსებობა გამოიწვია. გაკვირვებამ, კითხვებმა, რომელიც
ადამიანებს უჩნდებოდათ, მზის მთვარის, სხვადასხვა ციური სხეულების მიმართ, კითხვებზე
პასუხის დაბრკოლებებმა გამოიწვია პასუხების ძიებისაკენ სწრაფვა, რაც შემდგომში
ფილოსოფიად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მოცალეობას, ამის საუკეთესეო მაგალითია
მათემატიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება, რომელიც ეგვიპტელმა ქურუმებმა
ჩამოაყალიბეს, ადამიანებმა, რომლებსაც იმ დროის ყველაზე მეტი თავისუფალი დრო
ჰქონდათ. არისტოტელე ამბობს , რომ ადამიანი მაშინ იწყებს სხვა საკითხებზე ფიქრს , როცა
ელემენტარული, სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვს.

3. არისტოტელეს აზრით, რაგვარ მიმართებაში არიან ერთმანეთთან გამოცდილება და


დახელოვნება? რისი ცოდნაა გამოცდილება და რისი დახელოვნება?
გამოცდილება დაკვირვებისაგან, გრძნობადისაგან საზრდოობს,მას შეუძლია გასცეს პასუხი
კითხვას „რა“?. იცის კონკრეტული , აქვს პრაქტიკული დანიშნულება და ხშირად თეორიულ
ცოდნაზე გაცილებით გამოსადეგია. ამის საპირისპიროდ , დახელოვნება გაცილებით მეტია,
ვიდრე გარემოზე დაკვირვება, რადგან ის შორდება ყველასთვის შესაძლებელს– შეგრძნებას.
მან იცის საწყისები, იცის მიზეზები, იცის ზოგადი და აქვს პასუხი კითხვაზე „რატომ?“ . თუ
პრაქტიკული თვალსაზრისით გამოცდილება დახელოვნებაზე მაღლა დგას, ხელოვნების
თავისთავადი ღირებულება გაცილებით მეტია, რადგან ის სიბრძნეა, მისგან რაღაცები
გამომდინარეობს და მისი გადაცემა, სწავლება შესაძლებელია.

გამოცდილება - რა? დახელოვნება-რატომ?

4. არისტოტელეს აზრით, რატომ მიიჩნევა ბრძენად/მცოდნედ ის, ვინც იცის ზოგადი და


რა მიმართებაშია ზოგადი და შეგრძნებები ერთმანეთთან?
არისტოტელეს აზრით, ბრძნად/მცოდნენდ იმიტომ მიიჩნევა ის , ვინც იცის ზოგადი, რომ მან
იცის არა მარტო კონკრეტული არსება, სუბსტანცია, არამედ ამ არსების საწყისი და
მიზეზებიც.რაც შეეხება შეგრძნებებს, ისინი მხოლოდ პირველად ინფორმაციას გვაწვდან, ანუ
მაგალითად, გვეუბნებიან , რომ რაღაც ობიექტი ცივია ან ნათელია და ა.შ. მაგრამ არაფერს
გვეუბნებიან მისი საწყისისა და მიზეზების შესახებ, განსხვავებით ზოგადისაგან. თუმცა ,
სწორედ ამ შეგრძნებებით მიღებული ინფორმაციის განსჯითა და აზროვნებით შევიმეცნებთ
ზოგადს.

5. არისტოტელეს კლასიფიკაციით, რამდენი სახე აქვს განსჯას (ანუ, რა სახის


მეცნიერებები არსებობენ) არისტოტელეს თეორიით? რით განსხვავდებიან განსჯის
ეს სახენი (ანუ, ეს მეცნიერებანი) ერთმანეთისაგან? განსჯის რომელ სახეს
(მეცნიერებათა რომელ ტიპს) განეკუთვნება თეოლოგია?
არისტოტელეს კლასიფიკაციით განსჯის სამი სახე არსებობს, ესენია: თეორიული ,
შემოქმედებითი და პრაქტიკული. ამ მეცნიერებების ერთმანეთისაგან განასხვავებთ ის, რომ
თეორიული მეცნიერებები არსებობენ თავისთავად, ანუ არსებობის საწყისი საკუთარ თავში
აქვთ, ხოლო შემოქმედებითსა და პრაქტიკულს არსებობის გარეგანი საწყისები აქვთ, ანუ
მაგალითად შემოქმედებითი მეცნიერება ვერ იარსებებს შემოქმედების გარეშე. თეოლოგია
განეკუთვნება განსჯის თეორიულ სახეს, რადგან ის შეისწავლის ღვთიური ხასიათის ობიექტებს
/მოვლენებს, რომლებსაც საწყისი საკუთარ თავში აქვთ.

6. არისტოტელეს მოჰყავს მეგარელების შეხედულება, თუ რა შემთხვევაში არსებობს


მათი აზრით უნარი/შესაძლებლობა, შემდეგ კი აკრიტიკებს მათ. ჩამოაყალიბეთ
მეგარელების შეხედულებაც და მისი (ამ შეხედულების) არისტოტელესეული
კრიტიკაც.
მეგალების შეხედულების მიხედვით ადამიანს აქვს უნარი, როცა მოქმედებს.
უმოქმედობის დროს ადამიანი უუნაროა. მაგალითად მშენებელს მაშინ აქვს
მნშენებლობის უნარი, როცა აშენებს. როცა არ აშენებს, მას ეს უნარი არ გააჩნია.
უუნარობა ასევე ნიშნავს, როცა ადამიანი კარგავს უნარს. არისტოტელეს კრიტიკა:
მეგარელები სპობენ როგორ მოძრაობას, ისე წარმოშობას, რადგან ის , რაც დგას,
განუწყვეტლივ იდგება და რაც ზის, განუწყვეტლივ იჯდება. და ვინც ზის, არ ადგება,
რადგან ვერ შეძლებს ადგომას, ისევე როგორც ის, ვისაც ადგომის უნარი
აქვს.მეგარელების მოძღვრება აიგივებს შესაძლებლობას და სინამდვილეს. ბრმაა ის,
ვისაც მხედველობა არ აქვს მაშინ , როდესაც ბუნებრივად უნდა ჰქონდეს. მეგარალების
მსჯელობას თუ მივყვებით, ერთი და იმავე დღის განმავლობაში ერთი და იგივე
ადამიანი მრავალჯერ იქნებოდა ბრმაც და ყრუც. (მოკლედ, როგორც მე გავიგე
მეგარალები ამბობენ, რომ უნარი გაქვს, ოღონდ რაღაცის განხორციელების პროცესში
და არა სულ. ანუ თუ ბრმა ხარ, სულ ბრმა კი არ ხარ, რაღაც გარკვეულ მომენტებში ხარ
ბრმა. არისტოტელე ამბობს ,რომ ეგ შეუძლებელია. ზოგჯერ ბრმა იყოდა ზოგჯერ ხედვა
შეგეძლოს არ გამოვა. თუ ბრმა ხარ, სულ ბრმა ხარ.)
10.რის გამო თვლის არისტოტელე (და პლატონიც), რომ სოფისტიკის ობიექტი
არარსებულია? რა აზრით უახლოვდება შემთხვევითი არარსებულს?

შემთხვევითს არ იკვლევს არც ერთი მეცნიერება,- არც თეორიული, არც პრაქტიკული, არც
შემოქმედებითი. არისტოტელე ამბობს, რომ სწორი იყო პლატონი, როდესაც სოფისტიკის
ობიექტად არარსებულს თვლიდა, რადგან ყველა სოფისტის მსჯელობა უმეტესად
შემთხვევითს ეხებოდა. შემთხვევითი კი არარსებულს უახლოვდება.(არ არსებობს
მეცნიერება შემთხვევითის შესახებ). შემთხვევითი ისაა, რაც არც მუდმივად არსებობს და
არც უმეტეს შემთხვევაში. ზაფხულში ცუდ ადმინდებს ვუწოდებთ შემთხვევითს და არა
სითბოს, რადგან სითბო ან მუდამაა ან ხშირად. რადგან ყველაფერი არაა არც აუცილებელი
და არც მუდმივად არსებული,ამიტომ აუცილებელია შემთხვევითის არსებობა.
11.როგორ ასაბუთებს არისტოტელე იმას, რომ აუცილებელი შემთხვევითობის
არსებობა?

რადგან ყველაფერი არაა არც აუცილებელი, არც მუდმივად არსებული და არც მუდმივად
წარმოშობის პროცესში მყოფი, არამედ უმეტესად არსებული, ამიტომ აუცილებელია
შემთხვევითის არსებობაც. მაგალითად “თეთრი ადამიანი” არც მუდამ და არც უმეტეს
შემთხვევაში არაა განათლებული, ეს ხდება ხანდახან, ამიტომ ეს კავშირი შემთხვევითია.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი აუცილებელი იქნებოდა.

13.როგორ განსაზღვრავს არისტოტელე შესაძლებლობას, სინამდვილესა და


განხორციელებას (ენტელეხიას)? რა მიმართება აქვთ მათ მოძრაობასთან?

შესაძლებლობა არის ის, რისი მიღწევის უნარიც გვაქვს(მაგალითად დგომის უნარი ანუ მე
შემიძლია ახლა არ ვიდგე, მაგრამ მაქვს დგომის უნარი და შესაძლებელია რომ დავდგე)
სინამდვილე ის მდგომარეობაა, რომელშიც ვიმყოფებით(სინამდვილეა ის, რომ ვზივარ,
ვდგავარ და ა.შ) შესაბამისად მოძრაობის საშუალებით გადავდივართ სინამდვილიდან
შესაძლებელ მდგომარეობაში, რაც უკვე შემდეგ ხდება სინამდვილე ხოლო განხორციელება
არის მოძრაობის უნარით შესაძლებლის მიღწევა.

დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა წინ უსწრებს სინამდვილეს, იმითვის, რომ რაღაც


სინამდვილედ იქცეს, ჯერ შესაძლებლობაში უნდა ყოფილიყო.მაგალითად კატა, სანამ
სინამდვილეში კატა გახდებოდა, ჯერ იყო კატა შესაძლებლობაში (კნუტობისას). აზრობრივი
თვალსაზრისით კი სინამდვილე წინ უსწრებს შესაძლებლობას. ის არის უძრავი
მამოძრავებელი. ანუ კნუტი რომ გაიზარდა შემთხვევით კი არ გახდა კატა, არამედ ის, როგორც
მიზანი, არსებობდა მანამ, სანამ კატა განამდვილდებოდა.

15.ჩამოაყალიბეთ დეტალურად არისტოტელეს ოთხი მიზეზის თეორია

1. ფორმალური მიზეზი - ფორმა, ის რადაც რაიმე ხდება.


2. მატერიალური მიზეზი - მატერია, ის რაც რაიმედ ხდება.
3. მოძრავი მიზეზი - ის, რისი მეშვეობითაც რაიმე რაიმედ ხდება.
4. ბოლოვადი მიზეზი - მიზანი, ის რისთვისაც რაიმე არის მატერიალური მიზეზი
პასიურია, დანარჩენი კი - აქტიური.
16.რის გამო აკრიტიკებს პლატონის სახელმწიფოში სოკრატე ჰომეროსს, ჰესიოდესა და სხვა
პოეტებს?

ჰესიოდეს, ჰომეროსისა და სხვა პოეტების თქმულებებს სოკრატე უწოდებს „მონაჩმახს.“ ისინი


უგვანი სიტყვით უარყოფითად წარმოგვიჩენენ ღმერთებს.ის ყოველივე, რასაც ისინი
ღმერთების შესახებ წერენ, მართალიც რომ იყოს, მაინც არ უნდა მისცენ იმის ნება მათ, რომ ასე
წინდაუხედავად უამბონ ეს ამბები ბავშვებს.სახელწმიფოში საერთოდ უნდა აიკრძალოს ეს
თქმულებები. ეს თქმულებები ჩააგონებს უმწიფარ მსმენელს, რომ შეიძლება საშინელი
დანაშაული ჩაიდინოს, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერი იქნება, რაკიღა ასევე იქცევა თავად
ღმერთიც.

17. როგორ ასაბუთებს არისტოტელე, რომ არსებობს უძრავი არსება (უძრავი


უსია/სუბსტანცია)?
ჩვენს ირგვლივ უამრავი საგანია, რომელიც მატერიასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად,
ცვალებადი და მოძრავია. მოძრავი საგნების არსებობასთან ერთად, უნდა არსებობდეს რაღაც
ძალა, რომელიც ამ საგნებს მოძრაობას ანიჭებს. აქვე გვჭირდება მოძრაობის განსაზღვრაც.
მაგრამ იმისათვის, რომ თავად მოძრაობა ავხსნათ ჩვენ ნაკლებად გამოგვადგება მოძრავი
საგნები. რადგან ამ შემთხვევაში ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება და ყოველ ჯერზე
ახალი მოძრავი საგნის განარტება იქნება საჭირო. ამიტომ, უნდა არსებობდეს რაღაც უძრავი და
მარადიული, რომლის საშუალებითაც განვსაზღვავთ მოძრაობას და რომელიც იქნება
მოძრაობის მიზეზიც.
18.როგორ ხსნის ანაქსიმანდრე წარმოშობისა და განადგურების (მოსპობის) პრობლემას?

ანაქსიმანდრე ყოველივეს საწყისად მიიჩნევს აპეირონს, რომელშიც ყველა საგანი ერთადაა


თავმოყრილი. ისინი აპეირონში გათანაბრებულნი, გაწონასწორებულნი არიან. წარმოშობას,
ანაქსიმანდრე განიხილავს, როგორც აპეირონიდან ცალკეული საგნების გამოყოფას, რასაც მათ
"ურჩობად", "თავხედობად" მიიჩნევს. იგი თვლის, რომ ამგვარი ქმედება არის "უსამართლობა"
აპეირონის მიმართ და ეს საგნები უნდა დაისაჯონ _ განადგურდნენ, რაც აპეირონში
დაბრუნებაში გამოიხატება. მეორე მხრივ კი თავად აპეირონიც დამნაშავე გამოდის, რადგან
სწორედ მისი მიზეზით მოხდა ამ საგნების მისგან გამოყოფა. შესაბამისად, აპეირონიც უნდა
დაისაჯოს, რაც მისგან საგნების ხელახალი გამოყოფით მოხდება. შესაბამისად, იკვრება წრე და
ეს წრებრუნვა უსასრულოდ გრძელდება.
1. პლატონის ‘სახელმწიფოს’ თანახმად, სოკრატე თვლის, რომ სამართლიანი
ადამიანისთვის არაა ნიშნეული ვინმესთვის (მტერი იქნება ის თუ
მოყვარე), ვნების/ზიანის მიყენება. როგორ ასაბუთებს სოკრატე ამ მოსაზრებას?
რისიმე გაცივება არ შეუძლია რაიმე თბილს, არამედ იმას, რაც თბილს
უპირისპირდება. რაღაცის დასველება არ შეუძლია რაიმე მშრალს, არამედ იმას,
რაც მშრალს უპირისპირდება. არც სამართლიანს არ შესწევს იმის უნარი, რომ
ვინმეს რაიმე ავნოს, სულ ერთია მეგობარი იქნება ის, თუ მტერი, რადგან ეს იმის
საქმეა, ვინც სამართლიანს უპირისპირდება,ე.ი უსამართლო კაცისა.
2. პლატონის ‘სახელმწიფოში’ გამოთქმულია შემდეგი მოსაზრება: ‘სამართლიანობა არის
სიმართლე და იმის უკანვე დაბრუნება, რაც მიგიღია’. რა მაგალითი მოაქვს სოკრატეს
იმის საჩვენებლად, რომ ზოგ შემთხვევაში ისეთი ქმედება, რომელსაც გულისხმობს ეს
მოსაზრება, უსამართლობად ითვლება?სოკრატე ზემოთ თქმულს ასაბუთებს შემდეგი
მაგალითით: ვთქვათ, ადამიანმა გვაჩუქა იარაღი. გარკვეული დროის შემდეგ ეს ადამიანი
ჭკუიდან გადაცდა და ამ იარაღის დაბრუნება მოგვთხოვა. ამ შემთხვევაში უსამართლობა
ისიც იქნება, რომ დავუბრუნოთ იარაღი და ასევე ისიც, რომ გავუმხილოთ ამ უბედურს
სრული სიმართლე.
3. პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ მოკვდავთათვის უფრო
ხელსაყრელია უსამართლობა, ვიდრე სამართლიანობა. წარმატებას აღწევს ის, ვინც
არაფრად აგდებს სამართლიანობას, ის კი, ვინც ვერ გაბედა სამართლიანობის
წინააღმდეგ წასვლა და თავად იწვნია უსამართლობა, სიბრალულის ღირსია.
უსამართლობის მგმობელნი მხოლოდ შიშის გამო ჰგმობენ უსამართლობას. ძლიერი და
თავისუფალი ადამიანისთვის კი უფრო ნიშნეული უსამართლობაა. თრასიმაქეს
საწინააღმდეგოდ, სოკრატეს არ სჯერა, რომ უსამართლობა სამართლიანობაზე
სასარგებლოა/ხელსაყრელია. რა არგუმენტებს უპირისპირებს სოკრატე თრასიმაქეს
ნააზრევს და რით ცდილობს საკუთარი რწმენის (იმის, რომ უსამართლობა არაა
სამართლიანობაზე ხელსაყრელი) დასაბუთებას?
სოკრატე პასუხობს: იმას რომ ამტკიცებდე, რომ უსამართლობა სასარგებლოა,
მაგრამ, ამავდროულად ბიწიერად და სამარცხვინოდ მიგაჩნდეს იგი, მაშინ
შემეძლებოდა შენთვის სათანადო პასუხი გამეცა,მაგრამ შენ იმასაც ამბობ, რომ
უსამართლობა მშვენიერიცაა, ძლიერიც და ა.შ, ანუ მიაწერ ყველა იმ თვისებას,
რასაც ჩვენ სამართლიანობის თვისებად ვსახავთ.
ღირსეული და ბრძენი კაცი არ ეცდება აღემატოს თავისსავე მსგავსს, არამედ
მხოლოდ მას, ვინც მას არ ჰგავს,ან მას უპირისპირდება.უმეცარი და უღირსი კაცი
კი ეცდება თავის მსგავსსაც აღემატოს და იმასაც, ვინც მას
უპირისპირდება.უსამართლო კაცი ეცდება თავის მსგავსსაც აღემატოს და
არამსგავსსაც. სამართლიანი კი არ ეცდება თავის მსგავსს აღემატოს, არამედ
მხოლოდ იმას, ვინც მას არ ჰგავს.ასე, რომ სამართლიანი კაცი ბრძენსა და
ღირსეულს ჰგავს, უსამართლო კი-უმეცარსა და უღირსს.
თუ სახელმწიფოში ხალხი ერთმანეთს უსამართლოდ ექცევა, ასეთი
სახელმწიფო ვერ შეძლებს რამეს მიაღწიოს, რადგან ხალხი ვერ შეძლებს ერთად
იმოქმედოს.რაშიც არ უნდა გამოვლინდეს, სახელმწიფოში, ხალხში თუ სხვა
რამეში, უსამართლობის ძალმოსილება ის არის, რომ შეუძლებელს ხდის მათ
ერთობლივ მოქმედებას.სამართლიანი ადამიანები უფრო ბრძენნი, გაცილებით
უკეთესნი და უფრო ქმედითნი არიან, უსამართლოებს კი ერთობლივი
მოქმედების უნარი არ შესწევთ.

4. პლატონის ‘სახელმწიფოში’ თრასიმაქე ამბობს, რომ სამართლიანობა ისაა, რაც


ხელსაყრელია (და არაა საზიანო) ძლიერთათვის. როგორ აკრიტიკებს სოკრატე
თრასიმაქეს ამ მოსაზრებას?
ძლიერს თრასიმაქე ხელისუფლებას უწოდებს, იმ ორგანოს, რომელიც მართავს
ქვეყანას საკუთარი კანონებით და სჯის ადამიანებს მათი არშესრულების გამო.
გამოდის, რომ სამართლიანობა ისაა, რაც აწყობს ძლიერს, ამ შემთხვევაში
ხელისუფალს, ხოლო სამართლიანია ქვეშევრდომი, რომელიც ასრულებს
ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს. სოკრატე კი ამ მოსაზრებას აკრიტიკებს.
კერძოდ, ის თრასიმაქესვე ათქმევინებს, რომ ზოგჯერ ხელისუფალი ცდება და
არამართებულად ადგენს საკანონმდებლო საქმიანობას. თუმცა პირველი
დაშვებიდან, ხელისუფალთათვის მხოლოდ ისაა ხელსაყრელი, რაც მართებულია,
მაგრამ ზოგჯერ ქვეშევრდომები ასრულებენ იმას, რაც არაა ხელსაყრელი თვით
ხელისუფლებისთვის, რადგან ეს არახელსაყრელიც, ანუ შეცდომით დადგენილიც,
მათივე დადგენილია. გამოდის, რომ ასეთ დროს სამართლიანი იქნება იმის არ
შესრულება,რასაც დაადგენს ხელისუფლება, ხოლო უსამართლობა - მისი
შესრულება.
სოკრატეს ასევე მეორე მაგალითი მოჰყავს. კერძოდ, ის ადასტურებს, რომ
სამკურნალო ხელოვნება სწორედ იმიტომ იქნა გამოგონებული, რომ ის
დასნეულებული სხეულისთვისაა ხელსაყრელი და არა თვით სამკურნალო
ოსტატისთვის, ექიმისთვის. ამ შემთხვევაში ექიმი შეიძლება იმ დარგის
მბრძანებლად, ხელისუფლად ჩავთვალოთ, რომელსაც სამკურნალო ხელოვნება
ჰქვია და გავაიგივოთ სახელმწიფოს ხელისუფალთან. გამოდის, რომ
ხელისუფლებაც აწესებს იმას რაც არა მისთვის, როგორც ძლიერისთვის და
მბრძნაებლისთვისაა ხელსაყრელი, არამედ იმას, რაც სუსტი ქვეშევრდომისთვისაა
ხელსაყრელი.
5. პლატონის ‘სახელმწიფოში’ პოლემარქე პოეტ სიმონიდეს ნააზრევის მოშველიებით
სამართლიანობად მიიჩნევს იმას, რომ ყველას თავისი კუთვნილი მიეგოს. მეგობრის,
მოყვრის მიმართ კეთილი უნდა იყო, მტრის მიმართ კუთვნილის მიგება კი მისთვის
(მტრისთვის) ბოროტების მიგებაა. სოკრატე ამ მოსაზრებას რამდენიმე ასპექტით
აკრიტიკებს. ჩამოაყალიბეთ ერთი არგუმენტი მაინც, რომელიც მოაქვს სოკრატეს
პოლემარქეს მოსაზრების საპირისპიროდ.
მეორე არგუმენტით, სოკრატე პოლიმარქეს ათქმევინებს, რომ მეგობრებად
ითვლებიან ღირსეულები, ხოლო მტრებად - უღირსნი. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ
ადამიანები ხშირად ცდებიან და ზოგჯერ ღირსეული უღირსნი ჰგონიათ და უღირსი -
ღირსეული. ამ დაშვებიდან გამოვა, რომ ღირსეულებს, რომლებიც სამართლიანნი
არიან, ავნებენ, ხოლო უღირსებს, რომლებიც სამართლიანნი არ არიან, არგებენ და
საბოლოოდ, სამართლიანობა ის გამოდის, რომ ბოროტება გვექნა იმათთვის, ვინც
სამართლიანობას სჩადის და უსამართლობას არა.
6. პლატონის ‘სახელმწიფოში’ სოკრატე ეკითხება მოხუც კეფალეს, ძნელია თუ არა
მისთვის სიბერე. რას პასუხობს კეფალე და სიბერის რა დადებით/უარყოფით მხარეებს
ასახელებს?

მოხუცი კეფალეს აზრით, სიბერეს ის უბედურება არ მოაქვს, რასაც დაუფასებლობა


და არად ჩაგდება ჰქვია. პირიქით, იგი ფიქრობს, რომ სიბერეს მრავალი დადებითი
მხარე აქვს, კერძოდ, სიმშვიდე მოაქვს და ყოველგვარი ვნებათაღელვისგან
ათავისუფლებს ადამიანს, თითქოს რაღაც მძვინვარე მბრძანებელს დააღწიოს თავი.
მეორე მხრივ, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიბერის ატანა მხოლოდ ჭკუადამჯდარ
და წესიერ ხალხს არ უჭირს, ხოლო აღვირახსნილსა და უწესოს არათუ სიბერე,
სიჭაბუკეც კი უბედურებად ესახება. აგრეთვე აღნიშნავს, რომ სიბერეს თან მოაქვს
შიში სიკვდილისა და სიკვდილის შემდგომ მტანჯველი ცხოვრებისა, ოღონდ ესეც
ეხება მხოლოდ უწესო ხალხს, რომლებაც არაერთი უსამართლობა ჩაიდინეს
ცხოვრების განმავლობაში.

სიბერეს სრული სიმშვიდე და ყოველგვარი ვნებათაღელვისგან განთავისუფლება


მოსდევს თან.ზემოთხსენებული ადამიანების უბედურების მიზეზი არა სიბერე,
არამედ ადამიანის ბუნებაა.წესიერი ადამიანისთვის სიბერე არაა ძნელი ასატანი,
უწესოს სიბერის გაძლებაც უჭირს და სიჭაბუკისაც.

7. პლატონის ‘სახელმწიფოში’, იმისათვის, რომ სოკრატესაგან მოისმინოს


სამართლიანობის დაცვა და დარწმუნდეს მის (სამართლიანობის) უპირატესობაში
უსამართლობასთან შედარებით, გლავკონი ამ უკანასკნელს (უსამართლობას) ასხამს
ხოტბას და ჩამოთვლის მის ‘უპირატესობებს’ (მაგ. ‘უჩინმაჩინის ბეჭედი’ რომ მივცეთ
სამართლიან ადამიანსაც და უსამართლოსაც, ისინი ერთნაირად იმოქმედებენ; ან: ვინც
უსამართლო ქცევით, შესაბამისად, უფრო ადვილად, სძლევს დანარჩენებს და
გამდიდრდება, მეგობრებისთვისაც და ღმერთებისთვისაც უფრო სასურველი იქნება,
ვიდრე სამართლიანი კაცი). რა მაგალითებს/არგუმენტებს უპირისპირებს სოკრატე
გლავკონის ნათქვამს?
გლავკონისა და შემდეგ მისი ძმის, ადიმანტეს ნათქვამის მოსმენის შემდეგ სოკრატე მათ
გამჭრიახობას ჯერ ხოტბას ასხამს, შემდეგ კი, მათივე თხოვნით, სამართლიანობის
დაცვას იწყებს. თავდაპირველად იგი ერთ იდეას უზიარებს თანამოსაუბრეებს.
სოკრატეს აზრით, სამართლიანობისა თუ უსამართლობის განხილვა სერიოზული
საქმეა, რომელიც გამჭირიახობას მოითხოვს. სოკრატეს ბეცი კაცის მაგალითი მოჰყავს,
რომელიც შორიდან უმზერს წვირილი ასოებით აჭრელებულ ფურცელს და მისი
წაკითხვის მცდელობაში ახსენდება ზუსტად იგივე ოღონდ ახლოს და უფრო მსხვილი
ასოებით დაწერილი დიდი ფურცელი. სოკრატეს თქმით, ამის შემდეგ, ბეცი მსხვილი
ასოებით წაკითხვის შემდეგ უფრო ადვილად შეძლებს წვრილასოებიანი ფურცლის
წაკითხვას და ამრიგად დარწმუნდება, რომ ორივე ფურცელი ერთსა და იმავე შინაარსის
მატარებელია. სწორედ ამ ანალოგიით, სოკრატე ამბობს, რომ სამართლიანობა კაცსაც
ახასიათებს და სახელმწიფოსაც, ვინაიდან სახელმწიფო კაცზე უფრო დიდია, მაშინ ბეცი
კაცის მაგალითივით, უმჯობესია დიდთან მსგავსებით შეიცნონ მცირე. ამიტომაც,
სოკრატე განიხილავს სამართლიანობისა და უსამართლობის ჩანასახს სახელმწიფოს
დასაბამში. ამრიგად, სოკრატე საუბარში აშენებს სრულყოფილად სამართლიან
სახელმწიფოს. მას შემოჰყავს სპეციალიზაციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყოველი
ადამიანი იმ საქმეს აკეთებს, რომელშიც ყველაზე უკეთაა დახელოვნებული და სხვა
საქმეში არ ერევა. მაგ. ვაჭარმა მხოლოდ და მხოლოდ ვაჭრობას უნდა მიჰყოს ხელი,
ფერმერმა მიწის დამუშავებასა თუ ცხოველების მოვლას და ა.შ. ამ გზით, სოკრტეს
აზრით, ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდება. გლავკონისათვის საპირისპიროს
დამტკიცებას სოკრატე ,,სახელმწიფოს“ მთელ დარჩენილ ნაწილს უთმობს, როგორც
უკვე ვთქვით, სახელმწიფოს აშენებით და მასში როლების გადანაწილებით. საბოლოოდ
კი ასკვნის, რომ უსამართლო კაცი ვერასდროს იღებს იმას, რაც უნდა და რომ იგი არა
ყველაზე ბედნიერი, არამედ ყველაზე უბედურია. ამ აზრს სოკრატე იმით ამყარებს, რომ
უსამართლო კაცს მხოლოდ დაუფლების სურვილი აქვს, თავის გულში კი იცის, რომ
ყველაფერი სიცრუე და წარმავალია; ამიტომაცაა რომ მეტის ხელში ჩაგდების დროს,
უფრო მეტისაკენ ილტვის. ეს ყველაფერი ძალიან ემგვანება ილუზიურ მაგიდაზე
გაწყობილ არარსებულ საჭმელს, როდესაც ყოველი ლუკმა უფრო განდომებს ნამდვილ
საკვებს.
8. რა მიზეზს ასახელებს სოკრატე იმის ასახსნელად, რომ ის მხოლოდ კერძო საუბრებითაა
დაკავებული და თავს არიდებს საჯარო გამოსვლებს, საზოგადო მოღვაწეობას?
სოკრატე ამბობს, რომ იმის მიზეზი, თუ რატომაა კერძო საუბრებით დაკავებული და
თავს არიდებს საჯარო გამოსვლებს, არა ერთხელ უხსენებია და საკუთარ
აპოლოგიაშიც იმეორებს ფრაზას: ,,მე ვგრძნობ ჩემში რაღაც ღვთაებრივსა თუ
დემონიურს“, რომლიც მას არაფრისთვის არ აქეზებს, მხოლოდ უშლის იმის
კეთებას, რისი კეთებაც სურს. სოკრატეს აზრით, სწორედ ეს რაღაც იდუმალი ხმა
უკრძალავს, უშლის მას საზოგადო საქმეში გარევას. ამასთან ერთად, სოკრატე
ამბობს, რომ საზოგადო საქმეებისათვის რომ მიეყო ხელი, დიდი ხანია
ტყუილუბრალოდ დაიღუპებოდა, რადგან ვინც ჭეშმარიტად სამართლიანობისათვის
იბრძვის, კერძო პირად უნდა დარჩეს.
9. რის გამო უჩივლეს სასამართლოში სოკრატეს? დაასახელეთ მისთვის წაყენებული
ბრალდებები და, ასევე, ჩამოაყალიბეთ როგორ იცავს თავს სოკრატე თითოეული
ბრალდებისგან.

სოკრატეს ბრალდებები შემდეგია: ,,სოკრატე მკრეხელობს და ფეხქვეშ თელავს


კანონს; თავხედურად ცდილობს ჩაწვდეს ქვესკნელის და ზესკნელის
საიდუმლოს; სიცრუეს სიმართლედ ასაღებს და სხვებსაც ამასვე აჩვევს“.

1. სოკრატე იცავს თავს იმ ბრალდებისაგან, რომ თითქოს იგი ახალგაზრდობას


რყვნის:

1.1.არგ.: მელეტოსი ამბობს, რომ სოკრატე ერთადერთია, ვინც რყვნის


ახალგაზრდობას (ყველა დანარჩენნი, მოსამართლეები თუ მთელი აპოლოგიის
მსმენელი აუდიტორია აუმჯობესებენ მას)

1.1.პასუხი: სოკრატე ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან როგორც ცხენების


შემთხვევაში, ძალიან ცოტას შეუძლია მათი საკუეთესოდ მოვლა-პატრონობა
და სარგებლის მოტანა, ხოლო ბევრს - ზიანის მიყენება.

1.1. დასკვნა: სოკრატე ვერ გარყვნიდა ახალგაზრდობას.

1.2. არგ: მელეტოსი ამბობს,რომ სოკრატე მიზანმიმართულად რყვნის


ახალგაზრდობას.

1.2. პასუხ: ადამიანები ამჯობინებენ იცხოვრონ კარგ ადამიანებთან ერთად,


რადგანაც კარგ მეზობლებს სარგებელი მოაქვთ, ცუდ მეზობლებს კი - ზიანი.
შესაბმისად, ყველა ადამიანი ამჯობინებს მეზობლისაგან მიიღოს სარგებელი,
ვიდრე ზიანი.

1.2. დასკვნა: სოჯრატე ან გაუზრახველ ზიანს აყენებს ახალგაზრდობას,


რისთვისაც ვერ დაისჯება, ან სულაც არ აყენებს მათ ზიანს, რადგანაც როგორც
ყველა ადამიანს, მას არ სურს იცხოვროს ცუდ მეზობლებთან.

2. ბრალდება, რომ სოკრატე მკრეხელობს/არ სცნობს ღმერთებს

2.1. მელეტოსი ამბობს, რომ სოკრატე მკრეხელობს

2.2. სოკრატე ამბობს, რომ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ადამიანთა


შემოქმედების სჯერა, ხოლო თვით ადამიანთა არსებობას არ აღიარებს.
მელეტოსის თქმით, სოკრატე დემონიურობას აღიარებს. თუკი სოკრატე
დემონიურობას აღიარებს, მაშინ იგი დემონებსაც აღიარებს. დემონებს
ღმერთებად და ღმერთების ნაშიერებად თვლიან. თუკი სოკრატე ღმერთების
ნაშიერებს აღიარებს, მაშინ, გამოდის, რომ იგი ღმერთებსაც აღიარებს.

2.2 დასკვნა: სოკრატე აღიარებს ღმერთებს


10. გადმოეცით პლატონის ‘სახელმწიფოში’ მოთხრობილი ‘გამოქვაბულის იგავი’ და
ახსენით, როგორ მიეყენება ეს იგავი სინამდვილეს.

● პლატონის ,,სახელმწიფოს“ VII წიგნი იწყება იგავით, რომელსაც სოკრატე ყვება:


წარმოიდგინე, რომ ხედავ ადამიანებს, რომლებიც ჩაკეტილნი არიან მიწისქვეშა
გამოქვაბულში, რომელშიც შუქი შედის დიდი შესასვლელიდან. ეს ადამიანები
ბავშვობიდანვე არიან ბორკილებსა და ჯაჭვებში ჩაჭედილები და უძრავებს
მხოლოდ პირდაპირ ყურება შეუძლიათ. ამ დროს ადამიანების ზურგს უკან, ზევით
და შორს ანთია ცეცხლი; ხოლო ცეცხლსა და ტყვეებს შორი გადის გზა,
რომელზედაც თითქოს პატარა კედელია აგებული, როგორც ფოკუსების
ოსტატებთან. ადამიანების წინ ჩნდება კედელი, რომლის ზემოდანაც საოცრებებს
აჩვენებენ…ამ კედელთან ადამიანებს მიაქვთ ყველანაირი ნივთები, ქანდაკებები
და სხვა ცხოველები, ქვის ან ხის და ყველანაირი ნაკეთობა ისე, რომ თავს ზემოთ
უჭირავთ და ამ ნივთების ნაწილი ხმას იღებს და ნაწილი მდუმარეა საჭიროებისდა
მიხედვით.

შემდეგ სოკრატე ჰყვება, თუ რა მოუვა იმას, ვისაც გაათავისუფლებენ და


აიძულებენ შეხედოს, რა ხდება გამოქვაბულში და ზემოდან ჩამომავალ სინათლეს.
მას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება და შეეცდება დაამტკიცოს, რომ რასაც
ადრე ხედავდა, ის უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ის საგნები და მდგომარეობა,
რომელთაც ახლა ხედავს და თუ მას აიძულებენ აფოფხდეს ზევით და მიწის
ზედაპირზე გამოვიდეს, მისთვის ძალიან ძნელი იქნება უყუროს საგნებს და მზეს.
მან ჯერ ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოს თვალი (ჩრდილების, ღამის საშუალებით),
ხოლო შემდეგ შეხედოს მზეს და გაიგოს, რომ სინამდვილეში მზე არის
წელიწადის დროთა მონაცვლეობის და ყველაფერის არსებობის საფუძველი,
მიზეზი.

ყოველივე ამის დამნახველი, რა თქმა უნდა, განთავისუფლდება და თავს


ბედნიერად ჩათვლის, ხოლო თავის თანამოპატიმრეებს კი - უბედურებად. მას
დიდი სირთულეები ელის მათთან ურთიერთობაში, თუკი ის დაბრუნდება.

დასკვნა: ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ, გამოქვაბულის მსგავსია და ცეხლის


ალი მასში _ მიმსგავსებულია მზესთან. გარეთ გამოსვლა და საგნების ყურება არის
გონებით საწვდომ, რეფლექსიის სამყაროში ასვლა, ხოლო მზე ანუ სიკეთის იდეა
_ უკანასკნელი საფეხური, რისი წვდომაც შეიძლება. ამ იდეას უნდა უყურებდეს
ყველა, ვისაც კი უნდა მოქმედება, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ
ცხოვრებაში.

11. სოკრატეს თქმით, რას ანიშნებდა მას იდუმალი ხმა/დემონი?


სოკრატეს თქმით, იდუმალი ხმა მას ყოველთვის ეუბნებოდა რა არ უნდა
გაეკეთებინა. (რა უნდა გაეკეთებინა მაგას არა)

1. გადმოეცით ანაქსიმანდრეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

ანაქსიმანდრეს მთავარი დებულება არის, რომ „არაფრიდან არაფერი არ წარმოიშობა“.


მისი აზრით, არხე იყო „აპეირონი“, რაც ერთის მხრივ, არ არის არც ერთი გასაზღვრული
თვისების მქონე, მაგრამ მეორე მხრივ ყველა თვისებას შეიცავს. აპეირონი ყოველმხრივ
უსაზღვროა. ყოველივე მისგან წარმოიშობა და მასში გადადის, ერთგვარი წრებრუნვაა.
ხოლო, რაც შეეხება კერძო საგნებს, მათ აპეიორინიდან გამოყოფას ანაქსიმანდრე
თავხედობას უწოდებს და ამბობს რომ საგნები ამის გამო სიკვდილით ისჯებიან.
ანაქსიმანდრეს მთავარი დებულება არის, რომ არაფრისგან არაფრი არ წარმოიშობა,
ამიტომ იგი არ ეთანხმება თალესს და მიიჩნევს რომ შეუძლებელია წყლისგან
წარმოიშვას თავად ამ წყლისგან განსხვავებული. მისი აზრით, ყველაფრის საწყისი
აპერიონია(განუსაზღვრელობა) აპერიონი ერთისმხრივ არ არის არცერთი
განსაზღვრული თვისების მქონე. მაგრამ მეორე მხრივ ყველა თვისებას შეიცავს.
წარმოშობა არის აპერიონიდან გამოყოფა. (გარეგანი ძალის დახმარებით არ ხდება) ეს
არის მეტიჩრობა და დანაშაული აპერიონის და მასში არსებული სხვა საგნების მიმართ.
სასჯელი სიკვდილია. სამართლიანობა მხოლოდ აპერიონშია სადაც საგნები არიან
თანასწორნი. ამასთან რახან აპერიონი არის საწყისი და კერძო საგანთა არსებობის
მიზეზი, ისიც დამნაშავეა და დაისჯება სხვა საგნების გაუვებელი გამოყოფით. ის
გამოყოფილებიც დაისჯებიან და ასე ))))
2. გადმოეცით თალესის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

თალესი იყო წინასოკრატელი ფილოსოფოსი, ის იკვლევდა საწყის, მას ყველაფრის


საწყისად მიაჩნდა წყალი, იმიტომ, რომ ყველაფერი წყლისგან შედგება, მიწის ირგვლივ
წყალია, ყველაფერი საიდანაც რაღაც წარმოიშობა წყალს შეიცავს.

თალესი ყველაფრის საწყისად მიიჩნევს წყალს . არისტოტელე წერს, რომ ალბათ იმიტომ
მიჩნევდა წყალს, რომ ხმელეთის გარშემო წყალი, ყოველი თესლი საიდანაც რამე
აღმოცენდება წყლის შემცველია და თანაც წყალს შეუძლია იყოს მყარი თხევადი, ასევე
იცვალოს ფორმა(რა ჭუჭელშიც ჩაასხამ შესაბამისად)

3. გადმოეცით პარმენიდეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

პარმენდეს ორი დებულება ჭეშმარიტებისაკენ : რაც არის ის არის,


რაც არ არის ,ის არ არის.
უარყოფდა ბუნებას, (ისეთი ფიზიკური რეალობის არსებობას რასაც შეგრძნებებით
აღვიქვამთ) ბუნება არ არის იმიტომ რომ არსებობს სიმრავლე. სიმრავლე კი იმიტომ არ
არსებობს, რომ არ არსებობს არარაობა. მისი აზრით , არსებული არის ერთი , ეს ერთი
არის უნაკლო ( რადგან ნაკლი გულისხმობს ‘არარას’ ქონას) იგი უცვლელია, არ
წარმიშობა და არ ისპობა. არც დროშია განფენილი და არც სივრცეში. არ მოძრაობს , არ
აქვს საზღვარი.
პარმენდეს ორი დებულება ჭეშმარიტებისაკენ (ალეთია)
რაც არის ის არის,
რაც არ არის ,ის არ არის (გენიოსი იყო რას ვერჩით)
უარყოფდა ბუნების, (ისეთი ფიზიკური რეალობის არსებობას რასაც შეგრძნებებით
აღვიქვამთ) ბუნება არ არის იმიტომ რომ არსებობს სიმრავლე. სიმრავლე კი იმიტომ არ
არსებობს, რომ არ არსებობს არარაობა. მისი აზრით , არსებული არის ერთი , ეს ერთი
არის უნაკლო ( რადგან ნაკლი გულისხმობს ‘არარას’ ქონას) იგი უცვლელია, არ
წარმიშობა და არ ისპობა. არც დროშია განფენილი და არც სივრცეში. არ მოძრაობს , არ
აქვს საზღვარი. (არსბეულის შესახებ ასე ფიქრობს პარმენდე)

4. გადმოეცით ანაქსიმენის ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

ანაქსიმენი ეძებდა ისეთ საწყისს, სადაც არხე იქნებოდა პირველადი ნივთიერება, სადაც
არ არის მოცემული საგანთა გასხვავებანი. ხოლო განსხვავება იქნებოდა საწყისი
ნივთიერების სხვადასხვა რაოდენობა საგნებში. ის ასეთ ნივთიერებად ასახელებს
ჰაერს, რადგან ჰაერი მოქნილია, ნაკლებად ეწინააღმდეგება სხვა საგნებს, თითქოს არც
კი არსებობს. არც წყალივით გასაზღვრული და არც აპეირონივით განუსაზღვრელი,
ერთგვარი საშუალოა მათ შორის. ჰაერი არის ყველაფრის არსება, ყველაფერი
ერთიანობაშია და ეს ერთიანობა ჰაერში მდგომარეობს. ანაქსიმენთან ჰაერი მხოლოდ
მასალა კი არ არის, არამედ გამაერთიანებელი პრინციპიც.

ანაქსიმენი თვლიდა რომ არხე არის საგანთა პირველი ნივთიერება, სადაც საგანტა
განსხვავება არაა მოცემული, საგნები ერთმანეთისგან თვისობრივად , მათში არხეს
პროცენტული შემადგენლობით განსხვავდებიან. საგნებში პირველი ნივთიერების
სხვადასხვაობას , იწვევს ამ საგნების გასქელება, გათხელება (ასქელებს სიცივე,
ათხელებს -სითბო)
პირველ ნივთიერებად ასახელებს ჰაერს, რადგან ის მოქნილია, არ უშლის სხვა
ნივთიერებებს, თითქოს არც არსებობს, სინამდვილეში კი ყველაფერს აერთიანებს და
კრავს.

5. გადმოეცით პითაგორას ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.


a) პითაგორას მიერ დაწერილ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია, ამიტომ დაზუსტებით ვერ
ვიტყვით, რომელი მოსაზრება ეკუთვნის უშუალოდ მას. როდესაც ვლაპარაკობთ
პითაგორაზე, არ ვგულისხმობთ ერთ პიროვნებას, არამედ პიროვნებათა ჯგუფს.
b) პითაგორას მიაჩნდა რომ სული უკვდავია და სჯეროდა სულის გადასახლების ანუ
მეტემფსიქოზის: ადამიანის სული მოგზაურობს სხეულიდან სხეულში. შესაძლოა
ადამიანის სხეულიდან ცხოველისაში ან პირიქით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ
იცხოვრა სულმა.
c) პითაგორასთვის რიცხვების თეორია არ იყო მხოლოდ მათემატიკური, იგი ფიქრობდა,
რომ რიცხვები და რაოდენობრივი თანაფარდობები განაპირობებდა სამყაროში
წესრიგს. საწყისი არა რომელიმე ერთი ნივთიერება, არამედ უბრალოდ ერთი იყო.
გრძნობად საგანთა საწყისადაც არაგრძნობადს მიიჩნევდა. რიცხვების
დამოკიდებულებების ცოდნას საგანთა წესრიგის ცოდნასთან აიგივებდა. მან ხილული
და გრძნობადი უხილავი და არაგრძნობადი საფუძვლით ახსნა.
d) ერთი არის რიცხვის საწყისი და წერტილი არის ხაზის საწყისი. წერტილი ერთი და
განუყოფელია. ორ წერტილს შორის დამოკიდებულება ხაზია, სამ წერტილს შორის -
სიბრტყე, ოთხ წერტილს შორის კი - ფიგურა. გეომეტრიული ფიგურები რიცხვებია,
რაოდენობრივი მიმართებები. ფიზიკური საგნები კი გეომეტრიულ ფიგურებად იშლება.

მე-2 ქვიზი:
1. ახსენით რა არის დეკარტისეული კოგიტო: გადმოეცით რაც შეიძლება დეტალურად,
რა აზროვნებით გზას გაივლის დეკარტი კოგიტოს უეჭველობის აღმოსაჩენად. და
განმარტეთ რაში მდგომარეობს კოგიტოს უეჭველობა?

პასუხი: ყველაფერი რაც მე აქამდე ვიცოდი შეიძლება არ იყოს მართალი. მათში


შეიძლება დავეჭვდე. ყველაფერი რაც ვიცი შეიძლება იყოს მცდარი. ყველაფერში
უნდა დაეჭვდე, თუმცა უნდა დაეჭვდე საფუძვლებში ( საფუძვლები უნდა მოარყიო).
ორი ვარიანტი რატო შეიძლება ჩემი დაეჭვება აღმოჩნდეს სწორი: 1) პირველი
მიზეზი, დაეჭვების პირველი საფუძველი, სიზმრის არგუმენტი - როდესაც სიზმრებში
ხარ გგონია რო სიზმარი ნამდვილია, ამიტომ დეკარტი ამბობს რომ რეალურად რაც
რეალური გვგგონია შეიძლება ესეც სიზმარი იყოს. 2) ბოროტი დემონის არგუმენტი.
იქნებ მე ვარ შექმნილი ვიღაც ბოროტი დემონის მიერ რომელიც ყოველ ჩემს
ფიქრში მატყუებს. თუმცა რადგანაც მე დავეჭვდი, ესეიგი ვაზროვნებ. ესეიგი
არსებობს ის ვინც დაეჭვდა და ის ვინც აზროვნებს. ვაზროვვნებ მაშასადამე
ვარსებობ :დდ
ჩვენ ხომ გვაქვს თვითგანცდა, რომ მე ვარ, ესეიგი მე ჩემს თავს ვიაზრებ, როგორც
არსებულს და ამავდროულად, რადგან მე ჩემს თავს ვიაზრებ როგორ არსებულს,
ესეიგი ჩემი არსებულად განსაზღვრა მე მომეცა იმით, რომ გავიაზრე. ანუ აზროვნება
არის ის ხიდი, რომელიც ჩემს არსებობას ამტკიცებს

2. რატომ მიიჩნევს დეკარტი არსანდოდ ისეთ მეცნიერებებს, როგორიცაა ფიზიკა


ასტრონომია და მედიცინა და არითმეტიკა და გეომეტრია?
ფიზიკა,ასტრონომია, მედიცინა და ყველა სხვა მეცნიერება, რომლებიც რთულ დარგებს
განიხილავენ, საეჭვო და არასანდოა. არითმეტიკა, გეომეტრია, რომლებიც მხოლოდ ძალიან
მარტივ და ზოგად საგნებზე მსჯელობენ და ამავე დროს არ იტკენენ თავს იმაზე ფიქრით,
არსებობენ თუ არა ეს საგნები ბუნებაში, სანდრო მეცნიერებებია.
1. დეკარტის მიხედვით იდეების წარმომავლობის სახეები, ოღონდ სუბსტანციები არა.
იდეის გაჩენის სამი გზა: იდეა ჩემს გონებაში გაჩნდა გარეგანი მიზეზის
ზემოქმედებით, მე თვითონ გამოვიგონე, თანდაყოლილია.
სითბოსა და სიცივის იდეა- გარედან მოვიდა , მე კი არ გამოვიგონე, რაღაც მომენტში
ვიგრძენი. ეს გარეგანი იდეაა
ქალთევზას იდეა- მე გამოვიგონე. მქონდა ქალისა და თევზის იდეები და მათი
მეშვეობით სირინოზი შევქმენი
ჭეშმარიტების, ღმერთის იდეა თანდაყოლილია

2. კანტთან გონების საჯარო და კერძო მოხმარება


გონების საჯარო მოხმარება არის ის, როდესაც ადამიანი საკუთარი სახელით
ოპერირებს, ანუ პოტენციური ადრესატი მთელი სამყაროა. კერძო მოხმარება არის,
როდესაც შენ საუბრობ არა შენი, როგორც პიროვნების სახელით, არამედ რომელიმე
ორგანიზაციის, ან ჩემი პოზიციის სახელით. გონების საჯარო მოხმარება
თავისუფალი უნდა იყოს, არ უნდა იზღუდებოდეს, კერძო მოხმარება კი შეიძლება
შეიზღუდოს. რატომ არის ეს შეზღუდვა ზოგჯერ სასარგებლო? საზოგადო
ინტერესისთვის აუცილებელია, რომ ესა თუ ის წევრი პასიურად მოიქცეს, რათა
საჯარო მიზანს არ მოაკლდეს არაფერი და ეს კერძო პირიც ამ მიზნისთვის
ზრუნავდეს. თუმცა, როგორც მეცნიერს, ისე კერძო პირსაც შეუძლია მსჯელობა ისე,
რომ თავის საქმეებს ზიანი არ მიაყენოს. მაგალითად ოფიცერი, რომელსაც
ბრძანებას აძლევენ ვალდებულია დამორჩულდეს ბრძანებას, თუმცა შეხედულების
გამოთქმას ვერ აუკრძალავ. მეცნიერს მღვდლისგან განსხვავებით შეუძლია
საკუთარი გონების გამოყენება, რადგან მღვდელი ადამიანთან საუბრისას
ყოველთვის ამბობს “ჩვენი ეკლესიის მიხედვით” და ა.შ. ანუ ის გაწერილი წესებით
მოქმედებს და ზუსტად ამ პირობით მუშაობს ეკლესიაშიც. მას მეცნიერის მსგავსად,
შეუძლია საკუთარი აზრების გამოთქმა, თუმცა რომ არ ეთანხმებოდეს არ
იმუშავებდა.
მოკლედ:
გონების გამოყენება, რომელსაც მღვდელი საკუთარი მრევლის წინაშე მიმართავს,
კერძო გამოყენებაა, რადგანაც რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს მრევლი,
გამოყენება მაინც შინაურობაში ხდება. ამის გათვალისწინებით, მღვდელი არაა
თავისუფალი, რადგან ის სხვის დავალებას ასრულებს. ამის საპირისპიროდ,
მეცნიერი(გონებას საჯაროდ იყენებს) , რომელიც ნაწერებით მსოფლიოს ესაუბრება,
ფლობს შეუზღუდავ თავისუფლებას, გამოიყენოს საკუთარი გონება და საკუთარი
სახელით ილაპარაკოს.
3. ეპიკურეისტული(არ ვიცი სწორია თუ არა ეს სიტყვა) ფილოსოფია

ეპიკურეიზმი-გვასწავლის როგორ უნდა გათავისუფლდე ღმერთის, სიკვდილისა და


ბუნების ძალების შიშისგან. ღმერთები არ არიან ისეთები, როგორებადაც მათ ბრბო
მიიჩნევს. ის არ სცოდავს, ვინც ღმერთს უარყოფს, არამედ ის, ვინც ბრმად იზიარებს
ბრბოს ცოდნას ღმერთზე.ღმერთები ნეტარი ცხოვრებით ცხოვრობენ და არ ახასიათებთ
წყრომა. ეს რომ ახასიათებდეთ, ეს მათი სისუსტე იქნებოდა, ამიტომ ღმერთები
ადამიანთთავის საშიშები არ არიან.
ადამიანი კარგსა და ცუდს შეგრძნებებით სცნობს.სიკვდილი შეგრძნებების გაქრობაა,
მაშინ ის თუნდაც ცუდი იყოს, ადამიანის მიერ მაინც ვერ განიცდება, ამიტომ სიკვდილის
არ უნდა გვეშინოდეს.
ბუნება იმიტომ უნდა ვიკვლიოთ, რომ გავიგოთ მისი კანონზომიერებები. ვიცხოვროთ და
დავძლიოთ ბუნების ძალთა წინაშე შიში.

4. სტოიკოსთა ფილოსოფია

სტოიციზმი- მოიცავს სამ განხრას: ლოგიკა, ფიზიკა, ეთიკა. ლოგიკა ფილოსოფიის


ბაღის ღობეა, ფიზიკა ხეა, რომელიც ამ ბაღში იზრდება და ეთიკა ნაყოფი. აქედანაც
ჩანს,რომ ეთიკას აქვს უპირატესი მნიშვნელობა და ლოგიკა/ფიზიკა დამხმარეა.
სტოიციზმში ბედისწერა მნიშვნელოვანია. მისით განსაზღვრულია ზოგადი პრინციპები,
კანონები მაგრამ არა ჩვენი ფიქრები და ნება. უნდა ვიცხოვროთ ბუნების თანახმად,
მორჩნილნი ვიყოთ ბედისწერისა. სტოიკური იდეალი არის ავტარქია,ანუ
თვითკმარობა,- როცა სურვილები მთლიანად ჩამქრალია, ჩვენ კი სიმშვიდე და
აუღელვებლობა გვახასიათებს.

5. ბუნებრივი სინათლე. დეკარტი

დეკარტი ამბობს მე ვიპოვე უეჭველი დებულებაო: ,,მე ვარ“, უეჭველი დებულებაა. გარეთ ცივა
არაა უეჭველი დებულება. გარდა იმისა, რომ უეჭველი დებულება ვნახე, მე იმასაც მივხვდი,
როგორ განვასხვავო საეჭვო უეჭველისაგან. რასაც მე საეჭვოდ არ მივიჩნევ, იმას ვხედავ ცხადად,
ნათლად და გარკვევით. ნათლად და გარკვევით დანახვა კი ბუნებრივი სინათლეა. ერთგვარი
ინტუიციაა. ჩემი ნიჭი, შეიძლება თანდაყოლილი, რომელიც რაღაცებს ერთმანეთისგან
განმასხვავებინებს.

6. მოიყვანეთ დეკარტის ცვილის მაგალითის მეტამორფოზი.

დეკარტი საკუთარი თავის შეცნობის გზაზე, ერთ-ერთი ეტაპზე იწყებს ადვილად


შესაცნობი საგნების განხილვას და მაგალითად მოყავს სანთლის ცვილი,
რომელსაც აქვს რაღაც თვისებები: მყარია, სურნელოვანია და ა.შ, მაგრამ ცეცხლთან
თუ მივიტანთ, დადნება და ამ თვისებებს დაკარგავს, მაგრამ სანთლობას არ
დაკარგავს. როდესაც სანთელს გაუქრა გარკვეული დროისთვის დამახასიათებელი
თვისებები, როდესაც ვეღარ გრძნობ იმ სუნს და სიტკბოს, გრძნობის და
წარმოდგენის მიხედვით ის შეიცვალა, მაგრამ, როდესაც ადამიანი დააკვირდება და
განსაზღვრავს, რომ რაღაც ისეთი დამახასიათებელი თვისება აქვს, რომელიც არ
შეცვლილა პროცესების მერე, განსჯის საფუძველზე ასკვნის, რომ ეს ისევ სანთელია,
რომელშიც გარკვეული ქმედებების შემდეგ რაღაცეები შეიცვალა. ამ ყველაფერს
ვწვდებით გონებით, მსჯელობით და არა გრძნობებით, ანუ მნიშვნელოვანია არა
გრძნობები, არამედ გონება. (გრძნობით რაც უნდა შემეგრძნო ყველაფერი
დაკარგა სანთელმა- სუნი, ფორმა.. მე უკვე გონებით ვხვდები, რომ ეს სანთელია
და არა შეგრძნებით)

7. დეკარტს სიზმარი რის მაგალითად მოჰყავს.


დეკარტი სანამ სიზმარზე საუბარს დაიწყებს ეჭვობს, რომ გრძნობები გვატყუებენ
მაშინ, როცა საგნები ძნელად შესაცნობნი და შორეულნი არიან, მაგრამ ადვილად
შესაცნობს და ახლო საგნებს ყველანაირი დაეჭვების გარეშე იღებენ. მაგალითად
მოჰყავს, რომ თუ ადამიანი ცეცხლთან ზის, ქაღალდი უჭირავს და წერს რაღაც
ნაშრომს, ეს ვერ იქნება მცდარი და ამ ადამიანმა რა საბაბით უნდა უარყოს? შემდეგ
იწყებს სიზმარზე საუბარს და ამბობს, რომ შეიძლება ზუსტად იგივენაირი სიტუაცია
ადამიანმა სიზმარშიც ნახოს, არადა სინამდვილეში საწოლში იწვეს. ანუ, როცა
იაზრებ, რომ შეიძლება ერთი და იგივე მომენტის შემსწრე გახდე სიზმარშიც და
რეალობაშიც, იაზრებ, რომ არ არსებობს რაიმე მყარი საბაბი, რომლის მეშვეობითაც
სიზმარსა და ცხადს ერთმანეთისგან გავარჩევთ. დავუშვათ, რომ გვძინავს ,
სიზმრები, რომელთაც ვხედავთ იმ ფერად სურათს გავს, რომელიც მხოლოდ
რეალურ საგნებს ასახავს. მაგალითად, როდეასც მხატვრები ქმნიან სირინოზის
სახეებს, ისინი უკვე არსებული ფერებისა და ფორმების შერევის შედეგად ქმნიან
რაღაც არარსებულს, მაგრამ ის ფერები და ფორმები, რომელსაც იყენებენ, მაინც
ზოგადი და ჭეშმარიტია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ
არსებობს ზოგადი და მარტივი საგნები, რომელთა შეერთებით და ვარიაციებითაც
იქმნება ადამიანთა გონებაში ყველა საგნის, ჭეშმარიტის თუ მცდარის, ხატი.

8. დეკარტის მიზეზ-შედეგობრიობა.
შედეგში არ შეიძლება იყოს უფრო მეტი რეალობა, ვიდრე მიზეზში. თუ ა და ბე არის
მიზეზშედეგობრივ კავშირში და ა არის ბე-ს მიზეზი, ბე არ უნდა შეიცავდეს თავის თავში უფრო
მეტ რეალობას, ვიდრე ა. რადგან ეს მეტობა არარადან ვერ გაუჩნდებოდა, ამიტომ მიზეზიდან
უნდა მიეღო.

9. როგორ ასაბუთებს დეკარტი ღმერთის არსებობას.


დეკარტი თავდაპირველად ამბობს, რომ ღმერთის იდეა მასში სწორედ ღმერთს
უნდა ჩაედო, რადგან უფრო "მდაბალი", სასრული ქმნილება ღმერთის იდეამდე ვერ
მივიდოდა. შემდეგ ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს და უშვებს რომ ღმერთი არ
არსებობს (ანუ ღმერთის იდეამდე ისედაც შესაძლებელია მისვლა). სვამს შეკითხვას,
თუ რამ შექმნა თავად ის (რამაც შექმნა, სწორედ მისგან მიიღებდა იგი ღმერთის
იდეასაც). 3 შესაძლო ვარიანტს განიხილავს:
1) საკუთარი თავი შექმნა, მაგრამ ეს ვარიანტი არ მოსწონს, რადგან თუ საკუთარი
თავი შექმნა, მაშინ უფრო "უნაკლოს" შექმნიდა და ასევე სიცოცხლის შექმნის უნარი
რომ ჰქონოდა, ამბობს რამენაირად მეცოდინებოდაო.
2) მეორე ვარიანტი იყო რომ რაღაც ძალამ შექმნა, რომელიც მასზე აღმატებულია,
თუმცა არაა ღმერთი. მაშინ ამ რაღაცასაც (ვიღაცასაც) საიდანმე უნდა მიეღო
ღმერთის იდეა და მერე იმასაც საიდანღაც და უსასრულო ჯაჭვი იქმნება, რომლის
სათავეში ისევ ღმერთი უნდა იყოს. ეს მსჯელობა ეყრდნობა უკვე დასაბუთებულ
არგუმენტს, რომ რაიმე ობიექტი თავისზე აღმატებულ არსებას ვერ შექმნის, ვერ
შეიმეცნებს.
3) მესამე არგუმენტი, მე რამდენადაც გავიგე, შემდეგია: მშობლებმა კი შესაძლოა
ფიზიკურად გააჩინეს (ესეც საკამათოა), მაგრამ ის რაღაც, რაც თვითონაა, ის
მოაზროვნე არსება, მშობლებს არ შეუქმნიათ, ცნობიერება მას მშობლებისგან არ
მიუღია. ნუ რეალურად ცოტა მეტ რამეს ამბობს, მაგრამ მგონი "დედააზრი" ესაა.
შესაბამისად, თუ ეს სამივე მცდარია (და დეკარტის აზრით ამ სამით ამოიწურება
ყველა შესაძლო ვარიანტი), თავდაპირველი დაშვება უნდა ყოფილიყო მცდარი.
შესაბამისად ღმერთი არსებობს და სწორედ მისგან მიიღო ღმერთის იდეა.
2. გადმოეცით, რა აზროვნებით გზას გაივლის დეკარტი „მეტაფიზიკურ მედიტაციებში“
უეჭველი ვითარების აღმოსაჩენად და კერძოდ რაში მდგომარეობს ეს უეჭველი ვითარება?
უეჭველი ვითარება, იგივე უეჭველი ცოდნაა, რისთვისაც იწყებს მედიტაციას, ეგ. რომ
გაარკვიოს, თუ რეალურად, უტყუარად რა იცის. კერძოდ რაში მდგომარეობს და
იმაში, რომ მეორე მედიტაციაში რწმუნდება, რომ თავად არსებობს. შესაძლოა იმ
ფორმით არ არსებობს, როგორც ჰგონია და შესაძლოა, ტყუილშიც ცხოვრობს, მაგრამ
იმისთვის რომ ტყუვდებოდე, რაღაცა უნდა იყო, რაღაც სუბიექტი, ცნობიერი.

17. გადმოეცით მოკლედ ჰერაკლიტეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები

ჰერაკლიტე სამყაროს წარმოშობას ბრძოლას უკავშირებდა, რადგან მიაჩნევდა, რომ ყოველივე


იქმნება ბრძოლით, ისევე როგორც ცეცხლი იქმნება ჰაერის სიკვდილით და პირიქით ჰაერი
წარმოიშობა ცეცხლის სიკვდილით. ბრძოლა მას არ მიაჩნდა ნეგატიურად, არამედ ყოველივეს
საწყისად და მოძრაობის განმაპირობებლად, იმისათვის რომ რაიმე შეიქმნას საჭიროა ბრძოლა.

19.რით არის ცნობილი ფილონ ალექსანდრიელი ფილოსოფიის ისტორიაში?

ფილონ ალექსანდრიელმა დააკავშირა ბიბლია და პლატონური ფილოსოფია ერთმანეთთან და


მოიგონა ჰერმენევტიკა ანუ ალეგროიული განმარტება ბიბლიის. ფილონის აზრით, ღმერთი
სინათლედ გადმოღვრით უკავშირდება ლოგოსს (თავის პირველ შემოქმედებას) და ამ
ლოგოსის შუამავლობით კი - ფიზიკურ სამყაროს. ადამიანის გონებაში ლოგოსი
განხორციელელია მიკროკოსმოსის სახით და გზა ღმერთისკენ ლოგოსის საშუალებით
გაიხსნება.

გადმოეცით იოანე პეტრიწის (და, შესაბამისად, პროკლე დიადოხოსის) მიერ წარმოდგენილი


ონტოლოგიური სტრუქტურა (იერარქია) მთელი უნივერსუმისა და აჩვენეთ სტრუქტურის
ელემენტების (იერარქიის საფეხურების) ურთიერთდამოკიდებულება.

სული შეიმეცნებს გონებას (სული მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ, თავისი შედგენილობით რთულია, ანუ
შედგენილია, განსხვავებით გონებისაგან, რომელიც მარტივად იმეცნებს და მზის სხივებივით
განეფინება), გონება -> ნამდვილმყოფს, ნამდვილმყოფი ->საღმრთო რიცხვს, საღმრთო რიცხვი
-> პირველ საზღვარს და პირველ უსაზღვროებას და ბოლოს პირველი საზღვარი და პირველი
უსაზღვროება -> ერთს, როგორც საბოლოო ნაბიჯს, რომელიც თავისი მხრივ აღარაფერს
შეიმეცნებს, მას არ გააჩნია რაიმე "ნაკლი" შესამეცნებელი, როგორც მის ქვემდგომთ.

ადამიანური გონების რომელ 'განსაკუთრებულ ხვედრზე' საუბრობს კანტი 'წმინდა გონების


კრიტიკის' წინასიტყვაობაში, მას (ანუ გონებას) გამოუვალ მდგომარეობაში რომ აგდებს და (ბ)
კანტის აზრით, რატომ არ არის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნა თავად გონების ბრალი?

გონება ყოველთვის მოითხოვს კითხვებზე პასუხს, ანუ იგი მიმართულია თვითშემეცნებისაკენ,


სწორედ ცოდნისაკენ სწრაფვა არის გონების განსაკუთრებული ხვედრი, რომ იგი მუდმივად
განვითარებისაკენ მიდის. გონებას მრავალი დაბრკოლება ხვდება თვითშემეცნების გზაზე,
რადგან ბევრი ისეთი რამ არსებობს, რაც გამოცდილებასთან არაა დაკავშირებული, არც
გრძნობად აღქმებთან, სწორედ ეს საგნები ქმნიან დაბრკოლებებს, რადგან ისინი ზემოთ
აღნიშნული ბუნებიდან გამომდინარე, რთულია აღსაქმელად/გასააზრებლად.

მე-3 ქვიზი

1. ნიცშესთან რისი ერთგული უნდა იყოს ადამიანი


ზეკაცი არის მიწის აზრი. მიწის ერთგულები უნდა ვიყოთ და არა საიქიოსი,
რომლითაც გვწამლავენ. ეს საიქიოს მასწავლებლები ცხოვრების მოძულეები არიან,
მიწაასაც მობეზრდა მათი მომწავლელობა და უნდა მოკვდნენ.
ყველა არსებაზე უფრო ზე- არსება არსებობს, ადამიანებს კი იმის მაგივრად რომ
ამ თავისზე დიდი არსებისკენ მიიწევდნენ, ისევ ურჩევნიათ ადამიანობა არ დაძლიონ
და საერთოდ უკანაც კი წავიდნენ - ცხოველებად გადაიქცნენ. როგორც მაიმუნი
ადამიანისთვისაა, ისეა ადამიანი ზეკაცისთვის. „ახლაც ადამიანი უფრო მაიმუნია,
ვიდრე თვით მაიმუნი“
2. სარტრი - გადაგდებულობა

გადაგდებულობა, იგივე სუბიექტივიზმი. ათეისტურ ეგზისტენციალიზმში ღმერთი არ


არსებობს, არ არსებობს მორალი, აბსოლუტური ტიპი, რომელიც გვეტყვის თუ როგორ
მოვიქცეთ. რატომ ? ეგზისტენციალისტებისთვის ღმერთი არ არსებობს, რადგან არ
შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ წინასწარ განსაზღვრული მიზანი და ღირებულებები,
რომლებსაც ისინი დაემორჩილებიან და ღმერთის მიერ დადგენილი კანონებით(წესებით)
7 . ღმერთის გარდა, შეუძლებელია რაიმე მორალური მოძღვრებები ჩაითვალოს
აპრიორულად(მაგ. იყო პატიოსანი; არ სცემო ცოლს და ა.შ.), რადგან აპრიორი ვერაფერი
იარსებებს, რადგან ჩვენს სამყაროში არ არსებობს სრულყოფილი გონება, რომელიც მათ
მოიაზრებს. ამის გამო, ადამიანი ხდება გადაგდებული, მას არაფერი აქვს საყრდენი და არ
არის დეტერმინიზმი. ჩვენ მოგვესაჯა თავისუფლება და გადაგვაგდეს, ვართ
გადაგდებულები და ვინაიდან ვართ გადაგდებულები და ამის გამო არ გვაქვს არანაირი
ორიენტირი რა არის სწორი ქცევა, ამიტომ ჩვენ ყოველ ჯერზე იმპროვიზაციას ვაკეთებთ
სწორი ქცევის. ამის გამო ხშირად ადამიანები ვეძებთ ვინმე ავოტორიტეტს, ვისაც ვკითხავთ
აზრს ,რაც შეიძლება დაგვეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითი: ჩემთან მოვიდა
სტუდენტი და მითხრა, რომ მამაჩემი კოლაბორაციონისტიაო, და მაგარი ჩათლახიაო და
გერმანელებთან თანამშრომლობსო ხოდა რა ვქნა დედაჩემი მარტო დავტოვოო? თუ ომში
წავიდე, სადაც შეიძლება მოვკვდე და ამით ჰიტლერსაც ვერ დავამარცხებო. თუმცა თან მას
ძმა მოუკვდა და შურისძიება უნდა. მოკლედ ანუ დედასთან რჩება ან შურს იძიებს და ომში
მიდის. სარტრი ამბობს რომ თითქოს ადამიანები ცდილობენ რო ავტორიტებები იშოვონ.
შენ ვის ეკითხები, ვის აღირება ავტორიტეტად, ანუ ეგ უკვე ბევრს ამბობს შენს
გადაწყვეტილებაზე. ანუ შენ უკვე რაღაც გაქ გადაწყვეტილი და ცდილობ მაგის
გამართლებას. მღვდელთან რომ მიხვიდე გეტყვის დედასთან დარჩიო და გენერალთან კი
რომ მიხვიდე, გეტყვის ომში წადიო. სარტრმა ჩემთან რო მოვიდაო არაფერი კონრეტული
არ მითქვამსო, ანუ მე ვუთხარიო რო შენ უნდა გამოიგონო სწორი არჩევანი. ყოველ ჯერზე
ადამიანები თვითონ იგონებენ რა არის სწორი საქციელი. ამით ისინი ქმნიან არა მარტო
საკუთარ თავს, არამედ პრეცედენტს, სხვები როგორ უნდა მოიქცნენ.

3. სარტრთან ეგზისტენციალიზმის ბრალდებები.


1. აბრალებენ თითქოს ის ადამიანებს მოუწოდებს დარჩნენ სასოწარკვეთილ
კვიეტიზმში. იმის გამო, რომ ღმერთი არ არის და თავისთავადი არაფერი არ
არსებობს სამყაროში, ამ ჭეშმარიტი ღირებულებების გამორიცხვით
ეგზისტენციალიზმი ადამიანს მოუწოდებს უმოქმედობისკენო. სარტრმა ეგ
არასწორიაო. პირიქით, ეგზისტენციალიზმი არის მოქმედების მქადაგებელი
ფილოსოფია. თუ მჯერა იმის, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია ,მაშინ
შემიძლია არაფერი გავაკეთო, ღმერთი მოწყალეა და მაინც მიშველის. სარტრი
ამბობს, რომ თუ არ არის ღმერთი, არ არის წინასწარ განსაზღვრულობა და
ადამიანი თავადაა შემოქმედი .
2. ეგზისტენციალისტები მუდამ ადამიანების ცუდ მხარეზე აკეთებენ აქცენტს.
ადამიანის ნათელ მხარეებს ივიწყებენ, ზურგს აქცევებ „ბავშვის ღიმილს“ და
„ადამიანთა სოლიდარობას“. სარტრმა კაი ჩვენ გვსაყვედურობენო მაგრამ,
არსებობენ სხვებიც (არა ეგზისტენციალისტები), რომლებიც იმავეს აკეთებენ
(ადამიანის ცუდ თვისებებს წარმოაჩენენ). მაგრამ მათ არავინ საყვედურობსო. იქ
პრობლემას ვერ ხედავენ და ჩვენთან კიო. რატომ? მაგალითად ემილ ზოლაც
წერს ცუდ ადამიანებზე ( ზოლა ეგზისტენციალისტი არაა). მაგრამ მათი
აღწერისას ზოლა ადამიანის მანკიერების მიზეზად ასახელებს საზოგადოებას,
ტრადიციას ან რაღაც სხვას . ეგზისტენციალისტის აღწერილი მანკიერი
ადამიანის „სიცუდის“ მიზეზი არის თავად ადამიანი. ადამიანის ცუდი საქციელის
მიზეზი თვითონ ეს ადამიანია (ანუ პასუხისმგებლობა არ გადადის სხვაზე).
სარტრის აზრით, ეს მბრალდებლები ადამიანს ართმევენ თავისუფლებას,
ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებენ. ეგზისტენციალისტები
პირიქით -ადამიანის მანკიერი მხარეების ჩვენებით ხაზს უსვამენ, რომ ადამიანი
თავადაა თავისი საქმეების, თავისი თავის შემოქმედი, ადამიანი თავად
იმსახურებს ქებას და გაკიცხვას, თუ კარგადაა მისი დამსახურებაა თუ ცუდადაა
მისი ბრალია. „ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება“. გინდა არ გინდა შენ,
ადამიანი თავისუფალი ხარ და ეს უნდა გააცნობიერო.
3. ქრისტიანობას ადანაშაულებთ, უარყობთ რელობას და ადამიანური
საქციელების მნიშვნელობას, ანუ ღმერთის მცნებების და მარადიული
ღირებულებების განადგურებით თითქმის არაფერს არ ტოვებთო თვითნების
გარდაო. თვითნებები ხართ და არავინ არ გაინტერესებთ, სუბიექტურები ხართ.
ადამიანი არის თავისუფალი და თუ ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავის
თავთან მართალია და გააზრებული აქვს, თავისუფლება გამოიყენა, რაც
მართლა გინდა, მაშინ პრობლემა არ არის ( თუ მოკლავ ვინმეს, მაგრამ გჯერა
რომ უნდა მოკლა და ეს სწორია).

4. ზარატუსტრას აზრით სხეულის მოძულენი რატომ ვერ გამოდგებიან ხიდად ზეკაცისკენ


და ახსნისას უნდა გამოგეკვეთა თვითი და მე.
სხეულის მოძულეები ვერასრდოს გახდებიან ზეკაცები, რადგან ნიცშეს შემოაქვს
მეტაფიზიკური ტერმინი - თვით. ეს თვით გვიბიძგებს ნების განხორციელებისკენ და
როცა სხეულის მოძულე ხარ და ცხორვებას უარყოფ, მაშინ ეს თვით უკვე სიცოცხლეს
ებრძვის და ერთვება სიკვდილისკენ წრაფვაში, მისი ნება უკვე სიკვიდილია. და როცა
შენი ნება სიკვიდილია და არა მიწიერი ცხოვრება, მაშინ უკვე ფუჭი ხარ და არ
გამოდგები ზეკაცობის მისაღწევად. სიკვიდილისაკენ სწრაფვა აქვთ დაავადებულ
ორგანიზმებს, რადგან ჯანმრთელ ადამიანის არ ენდომება სიკვიდილი და ის
საკუთარ „თვითს“ მიწიერი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ზეკაცის მისაღწევად
დასახავს.
თვით-სგან განსხვავებით მე ერთმანეთს უპირისპირებს სხეულს და სულს.
ნიცშესთვის თვით არის ყველაფერი, ის აღძრავს გრძნობებს და ჩვენს მისწრაფებებს
და ისვე დგას მე-ს უკან. ის განსაზღვრავს ადამიანში ნებას. ისაა პირველი და არა
სული, რომელიც ნიცშეს აზრით, პატარა გონებაა, ვიდრე თავად სხეული(მე),
რომელიც თვითისგანაა განსაზღვრულიო.

5. დიდი და პატარა ბოროტებები ნიცშესთან

ნიცშე მიიჩნევდა, რომ უმჯობესია დიდი ბოროტის ქმნა, ვიდრე მცირეს ზრახვა, მათ
შესადარებად კი იყენებს მეტაფორებს, ნიცშესთვის დიდი ბოროტება წყლულს ჰგავს,
რომელიც თავიდანვე აწუხებს სხეულს და რომელიც გექავება და რომლის მოშორებასაც
ლამობ. საბოლოოდ კი ეს წყლული გასკდება. მცირე ბოროტება კი სოკოს ჰგავს, რომელიც
სხეულისთვის შეუმჩნეველია. ის ჩუმად მოედება ხოლმე მთელ სხეულს და მხოლოდ ბოლო
წამს თუ გაიგებ მისი არსებობის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, დიდი ბოროტება
პირდაპირ გეუბნება-„შემომხედე მე ბოროტება, სნეულება ვარ“, არ გიმილავას საკუთარ
ვინაობას და პატარა ბოროტება კი ჩუმად გეპარება და მისი აღმოჩენაც შეუძლებელია. ასე
რომ, პატარა ბოროტება უფრო მეტადაა ეშმაკისეული, რადგან გაცილებით მტკივნეული და
მუდმივად ზრდადია.

1. რა მიმართებაა ღმერთსა და ზეკაცს შორის ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრას“


მიხედვით?
ზეკაცს შეგვიძლია რო შევხვდეთ მიღწევადია რა, შეიძლება მე დღეს ვერ გავხდე
ზეკაცი, მაგრამ შემიძლია რომ ხელი შევუწყო მის დაბადებას, და ღმერთის კი არა.
საერთო ისაა რო ორივე თითქოს ზემდგომია,ჩვენზე უპირატესი,ზეკაცი არის
მაქსიმუმივით როგორც ღმერთი მარა ღმერთი ადამიანი არაა ის შეუმცნებადია და
ზეკაცი კი უფრო მაქსიმუმია და ჩვენი შესაძლებლობა.

კამიუ

1. თვითმკვლელობა და აბსურდი როგორ უკავშირდება კამიუს,


მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პრობლემა არსებობს -
თვითმკვლელობა. ვინმე, ვინც თვლის, რომ ცხოვრება არ ღირს, თავს მოიკლავს,
ხოლო ისინი, ვინც თვლიან, რომ იპოვეს ცხოვრების რაღაც აზრი მიდრეკილნი
იქნებიან, რომ მოკლან ან მოკვდნენ ამ მნიშვნელობის დასაცავად. კამიუ
‘ფიქრობს’, რომ თვითმკვლელობა იგივე აღიარებაა, რომ სიცოცხლე არ ღირს. იგი
ამ აღიარებას/აღსარებას კი უკავშირებს „აბსურდის გრძნობას“. აბსურდის
დაუფლების დროს ადამიანების ნაწილი თვითმკვლელობამდე მიდის, თუმცა ეს
არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ აბსურდი შეიძლება გახდეს მთავარი
მიზეზი თვითმკვლელობისა. არიან ადამიანები, რომლებიც თავს იმიტომ
იკლავენ, რომ გულნატკენნი არიან. ისეთებიც, რომლებიც დარდისგან(მასზე/მის
გამო ფიქრისგან) არიან „მონელებულნი“.
მაშინ, როდესაც ადამიანი აცნობიერებს ამქვეყნიური ცხოვრების
აბსურდულობას, ანუ მაშინ როცა ადამიანის რაციონალურ მისწრაფებებსა და
სამყაროს ირაციონალურობას შორის არსებობს დაპირისპირება, უნდა დაისვას
კითხვა: ღირს თუ არა ცხოვრება ? პასუხი კი ამ კითხვაზე მარტივი უნდა იყოს - კი
ან არა. თუმცაღა ასე არ ხდება, ადამიანები, რომლებიც არას ამბობენ, ცხოვრებას
მაინც აგრძელებენ. კამიუ კი ისეთ ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ამბობენ
კის და იქცევა კიდეც ამ პასუხის შესაბამისად. თვითმკვლელობა გამოსავალი არ
არის და არც აბსურდია აუცილებლად თვითმკვლელობისგან თავის დაღწევა.
თვითმკვლელობა არის მხოლოდ და მხოლოდ გაქცევა, სილაჩრე.
ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ჩვევის მიხედვით
წარმართავენ, ხოლო თვითმკვლელობა კი გულისხმობს ამ ჩვევის უბადრუკობას.
2. კამიუს მიხედვით როგორაა შესაძლებელი ადამიანური ბედნიერება.
სიზიფი აბსურდის გმირია, იგი ასეთია როგორც თავისი ვნებებით, ისე
სატანჯველით. სიზიფს გაცნობიერების უნარი აქვს. სიზიფი ბოლომდე სწვდება
თავისი უბადრუკი არსებობის არსს. მართალია, მწვერვალიდან დაშვება
ტანჯვითაა სავსე, მაგრამ ამის კეთება სიხარულითაც შეიძლება. ბედნიერება და
აბსურდი ერთი მიწის ნაყოფია. ისინი განუყოფელნი არიან. ხშირად ისეც ხდება
რომ ბედნიერება წარმოშობს აბსურდის გრძნობას. სიზიფის ბედნიერებაც ამაშია,
მისი ბედი მას ეკუთვნის, ეს ლოდი მისი კუთვნილებაა. ადამიანის გულის
ასავსებად მწვერვალების დასაპყრობად ბრძოლაც საკმარისია. წარმოვიდგინოთ,
რომ სიზიფი ბედნიერია.

3. რას წერს კამიუ თავისუფლებას, როგორც ასეთსა და სუბიექტურად განცდილ


თავისუფლებაზე? რა მიმართებაა მარადიულ თავისუფლებასა და მოქმედების
თავისუფლებას შორის.
აბსურდის ადამიანს ახასიათებს თავისუფლება. ყოველი ადამიანი
თავისუფლებას განიცდის სუბიექტურად, იგი განსხვავდება თავისუფლება,
როგორც ასეთისგან. მარადიული თავისუფლება ახასიათებს აბსურდის ადამიანს,
როდესაც ის თავის თავს ხდის თავისუფალს, არღვევს დოგმებს ამბოხით და
ცდილობს გარკვეულწილად სამყაროს წინააღმდეგ წავიდეს. ასეთია მაგალითად
სიზიფი, მას არ აქვს მოქმედების თავისუფლება, რადგან სულ ლოდი უნდა
აგოროს, მაგრამ აქვს მარადიული თავისუფლება, როდესაც ის თავს
ითავისუფლებს და ბედნიერიც კია საქმის შესრულებისას, არადა იცის რომ ეს არ
დასრულდება და მუდმივად ერთი და იგივე ტანჯვით უნდა აკეთოს.

კითხვები
1.ჩამოაყალიბეთ რას წერს კამიუ იმედსა და უიმედობაზე
კამიუსთვის იმედი არის იგივე რაც მომავლის იმედით ცხოვრება, ანუ ხვალ იქნება, მერე
იქება-როცა იქნება, მერე რაღაც მომენტში ვგრძნობთ დროის სიმძიმეს, ხოდა მალევე
ადამიანი აღმოაჩნეს რომ ის დროის კუთვნილებაა, მასზეა დამოკიდებული, დროში ხედავს
მტერს, რადგან ის სიკვდილთან აახლოვებს, ეს ადამიანი იმედით ელის ხვალინდელ დღეს,
მაგრამ უწევს მთელი არსებით უარი თქვას ამაზე, რომ სიკვდილს არ მოუახლოვდეს და აი ამ
მდგომარეობას ეწოდება ხორცის ამბოხი-ესაა აბსურდი.
უიმედობა კი, ანუ როდესაც ჩვენ თვალს გავუსწორებთ აბსურდს იწყება ბრძოლა რომელიც
გულსიხმობს უიმედობას. ადამიანი მუდამ არის საკუთარი ჭეშმარიტებების მსხვერპლი, ის
აღირებს მათ და თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ხოლო იმედის გარეშე მყოფი ადამიანი,
ომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი მდგომარეობა მომავალს არ ეკუთვნის და ცდილობს
თავისივე შექმნილ სამაყროს დააღწიოს თავი.

3.კამიუს აზრით არის თუ არა თვითმკვლელობა გამოსავალი


არა, რადგან თვითმკვლელობა არის იგივე რაც დანებება, აბსურდს კი არ უნდა დანებდე ან
მოიშორო მას უნდა გაუსწორო თვალი და იბრძოლო მის წინაამდეგ, თვითმკვლელობას ჩადიან
სუსტი ადამიანები, რომლებისთვისაც სიცოცხლემ ღირებულება დაკარგა, ანუ მე მქონდა
ცხოვრებაში რაღაც ღირებული, ის აღარ მაქ და რაღად მინდა ასეთი სიცოცხლე.
4.კამიუს აზრით, რით იწყება აბსურდის გაცნობიერება რა არის ბიძგის მიმცემი აბსურდის
გაცნობიერებითვის
ეს აბსურდია ნიშნავს ეს შეუძლებელია, ეს წინააღმდეგობრივია. აბსურდი ჩნდება
შედარებიდან. როცა ვადარებთ ფაქტობრივ მდგომარეობასა და გარკვეულ რეალობას,
მოქმედებასა და ამ მოქმედების მიღმა არსებულ სამყაროს. აბსურდი ძირითადად
განხეთქილებაა. ის არც ერთ შედარებულ ელემენტში არ დევს. აბსურდს მათი დაპირისპირება
წარმოშობს. ის შეუსაბამობაა ადამიანსა და სამყაროს შორის.
ზოგიერთ კითხვაზე „რას ფიქრობ“ ჩვენ ვპასუხობთ „არაფერს“. გულწრფელი არაფერს
გამოხატავს სულის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას, სადაც სიცარიელე ბევრის მთქმელია,
სადაც ყოველდღიური მოქმედებების ჯაჭვი გაწყვეტილია. ესაა აბსურდის პირველი ნიშნები.
ზოგჯერ არსებული დეკორაციები ინგრევა. ადამიანი რუტინაშია ჩაბმული და მერე უცებ სვამს
კითხვას რატომ? ყველაფერი ამ გაკვირვებითა და დაღლილობით იწყება.
დაღლილობა თავს მექანიკური მოქმედებების ბოლოში იჩენს და ამავდროულად ბიძგს აძლევს
ცნობიერებას. ცნობიერება გამოიღვიძებს, რაც დასაწყისია. ამ მუხტს ან ისევ რუტინაში ჩაბმა
შეიძლება მოყვეს, ან საბოლოო გამოფხიზლება. გამოფხიზმელაბას ან თვითმკვლელობა
მოჰყვება ან მწყობრში ჩადგომა. შესაბამისად დაღლილობა აუცილებელია, რადგან სწორედ მას
მოყვება გაცნობიერება, რაც საწყისია. აბსურდის ძირში უბრალო ზრუნვაა.
5. კამიუ საუბრობს სიკვდილზე, იმ გრძნობაზე, სიკვდილის მიმართ რომ გვაქვს
დააღნიშნავსერთ უცნაურ გარემოებას- ყველა ისე ცხოვრობს თითქოს სიკვდილზე არაფერი
იცოდესო. რა ახსნას აძლევს კამიუ ამ უცნაურბას?
სიკვდილი ერთი მხრივ ვიცით, რადგან ჩვენ ვხედავთ სხვების სიკვდილს, მაგრამ სინამდვილეში
ეს არაა ცოდნა, ცოდნა მიიღება გამოცდილებით ჩვენ კი არ გვაქვს ჩვენივე სიკვდილის
გამოციდლება,მას შეგვიძლია მხოლოდ გარედან დავაკვირდეთ ანუ სხვის სიკვდილს
შევხედოთ, ამიტომ ყველა ისე ცოცხლობს თითქოს არაფერი იცის სიკვდილზე. ის გრძნობა,
რომელიც მის მიმართ გვაქვს არის რომ ვხედავთ სულისგან დაცლილ გაყინულ სხეულს,
სინამდვილეში კი არაფერი არ ვიცით.
6. კამიუს აზრით შესაძლებელია თუ არა ადამიანური ბედნიერება? (თუ კი როგორ თუ არა
რატომ?)
ბედნიერება და აბსურდი განუყრელია. აბსურდის არმოჩენით ბედნიერება არ იბადება. ხშირად
ბედნიერება წარმოშობს აბსურდის გრძნობას.

სიზიფესაც კი შეუძლიაო რო იყოს ბედნიერიო, ანუ ღმერთების ჯინაზე რო სიხარულით


აიტანოს, მარა ამას კარგად შეხედოს და არ ექნება იმედი რო ლოდი დაგორება, ტანჯვის
მიზეზია ჩვენი ცუდი იმედი, თაღლითობაა იმედი, სასწოარკვეთა კი არაა სწორი,იმედის
ქონაც თაღლითობაა, სწორი მდგომაროებაა იმედის არ ქოდა, საშუალო მდგომაროება,
თუკი არ ექნება იმედი რო ლოდი დაგორდება და შეეგუება ბედს მაშინ ეს დაგორებული
ლოდი ტკივილს არ მოუტანს. ანუ აბსურდს შევხედავ და ჯიბრში ჩავუდგები.

1)ჰეგელი გეოგრაფიული მდებარეობიდან რომელს ანიჭებს უპირატესობას და რატომ.


თუ სწორად მახსოვს ზღვას. ზღვას ჰეგელი განიხილავს როგორც საშუალებას ქვეყნებს შორის
კავშირისა, ხშრად მას გამყოფად აღიქვამენ, თუმცა ეს არასწორი გაგებაა. არაფერი აახლოვებს
ქვეყნებს იმაზე მეტად ვიდრე ზღვა. ზღვა ადამიანებში ქმნის უსასრულოს, შემოუსაზღვრელის
შთაბეჭდილებას, ის დაბლობისა და ვაკესაგან განსხვავებით, რომლებიც მიწაზე გვამაგრებს,
ადამიანს უბიძგებს საზღვრებს გასცდეს. ასევე ზღვა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის
ადამიანში სუბიექტივიზმს აღძრავს რადგან ზღვის წინაშე ადამიანი მარტოა.

5) ჰეგელის პრინციპები და ლოგიკის კანონები

ჰეგელთან მთავარი პრინციპია თეზისი-ანტითეზისი-სინთეზი.

ჯერ მხოლოდ ის იცის, რომ არის თვითონ (.,,მე ვარ'') მარა ვერავითარ
შინაარსს/განსაზღვრულობას ვერ ნახულობს და თავის თავს მიიჩნევს არარად, მაგრამ თან
ვერც იმას უარყოფს, რომ თვითონ არის და ასე საპირისპირო ,,მხარეებში'' მოძრაობისას ნახავს,
რომ თურმე ერთი მხარიდან მეორეში გადასვლის პროცესიც რაღაც სიახლეს ქმნის (ყოფნიდან
არყოფნისკენ გადასვლა არაა იგივე, რაც არყოფნიდან ყოფნაში გადასვლა), უჩნდება
‘შინაარსი’, განსაზღვრულობა. ანუ ორი დაპირისპირებული რაღაც გსვაქვს = არსი (,,მე ვარ'' ) და
არარა და ამათ შორის მოძრაობა არის ქმნადობა, პირველი კონკრეტული ცნება რაც მოხსნის და
თავის თავში აერთიანებს ამ დაპირისპირებულებს. (ხო ეს ყველაფერი წერია ჰეგელზე რომ
პპტ გამოგზავნეს იქ მეექვსე და მეშვიდე სლაიდზე უფრო კონკრეტულად. )

11) ჰეგელის ხელოვნების შესახებ, რა ფორმებს გამოყოფს (დავახასიათოთ)

ჰეგელი გამოყოფს ხელოვნების სამ ფორმას. ესენია სიმბოლური, კლასიკური და


რომანტიკული.

ანტიკური აღმოსავლეთის რელიგიებში გავრცელებულია ხელოვნების სიმბოლური ფორმა, რაც


იმას გულისხმობს, რომ ისინი გარკვეულ იდეებს ჯერ კიდევ მხოლოდ გამოცდილებისეულად
მოცემულ საგნებში ეძიებენ. მაგალითად ხშირად აღმერთებენ ცხოველებს, ბუნებრივ სტიქიებს
და ა.შ. შემდეგ მოდის კლასიკური ფორმა, აქ გონებამ თითქოს დაძლია გამოცდილებისეული
სამყაროს საზღვრები. სიმბოლურ ფორმაში არსებული ღვთაებრივი ცხოველები აქ უკვე
მხოლოდ ატრიბუტებია. ამ პერიოდში ღმერთებს ძირითადად ადამიანის სახით გამოხატავენ,
თუმცა ამ პერიოდის ქანდაკებას ერთი დეტალი ახასიათებს. კერძოდ მათ არ ჰქონდათ
თვალები, მხოლოდ კონტურები იყო მოხაზული. თვალები კი თითქოს საკუთარი თავის
შემცნობი სუბიექტის სიმბოლოა. უკვე რომანტიკულ პერიოდში ხდება ამ „ნაკლის“ აღმოფხვრა.
სწორედ ამ პერიოდში წინ იწევს სუბიექტი, მისი ინდივიდუალურობა.

12) მეს საკუთარი თავის მოსარგებლის პოზიციაში ჩადგომა რატომ არ შეუძლია.

მარტივი პრინციპია. დავუშვათ საწინააღმდეგო. თუკი ჩავთვლით, რომ ჩვენ შეგვიძლია


საკუთარ თავს მოსარგებლის პოზიციში ჩავუდგეთ გამოდის, რომ არსებობს მე, რომელიც
სარგებელს ღებს, და მე, რომლისგანაც იღებს ამ სარგებელს. ანუ წარმოიშობა სუბიექტი და
ობიექტი. მე თითქოს ორდება(ერთია სუბიექტი მეორე კი ობიექტი) რაც შეუძლებელია. ამიტომ
გამოდის, რომ საკუთარი თავის მოსარგებლე პოზიციაში მე ვერ ჩადგება.

1) ჰეგელის მიერ გამოყოფილი 4 მსოფლიო იმპერიიდან თითოეულს რა წვლილი მიუძღვის


თავისუფლების განხორციელების, მსოფლიო გონის/სულის მიერ საკუთარი
თავისუფლების გაცნობიერების პროცესში?
თავისუფლების ისტორია, ჰეგელის თქმით, გადმოიცემა მსოფლიო ისტორიაში. იგი
გამოყოფს თავისუფლების განვითარების 4 სტადიას, 4 მსოფლიო იმპერიის სახით.
პირველი, ეს არის ძველი აღმოსავლეთი, ეგვიპტე.. აქ არ არსებობს თითოეული ადამიანის
თავისუფლების განცდა. თავისუფალია მხოლოდ ერთი - ფარაონი, ხელმწიფე. მაგრამ,
ვინაიდან თავისუფლება სხვებისთვის მის მინიჭებაშიც მდგომარეობს, არ შეიძლება, რომ ეს
ხელმწიფე თავისუფლად მივიჩნიოთ. შემდეგი საფეხური არის ძველი საბერძნეთი, სადაც
თავისუფლება კიდევ უფრო მკვეთრად შემოდის. თუმცა აქაც, თავისუფალია არა ყველა
არამედ ზოგიერთი - არსებობენ მონებიც. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს სოკრატეს
დაიმონიც, რომელიც ერთი მხრივ, პიროვნების თავისუფლების განცდას აკნინებს,
რადგან იგი ‘სხვა ხმაა’, მეორე მხრივ კი, ჰეგელის თქმით, დაიმონის მოსმენა შენი
თავისკენ შემოტრიალებაა ერთგვარად. შემდგომი სტადიაა რომის იმპერია, სადაც
ქრისტიანების შემოსვლა კიდევ უფრო ამძაფრებს ადამიანების ინდივიდუალური
თავისუფლების განცდას, თუმცა თავისუფლება საყოველთაო მაინც არ არის. რომზე
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რომაელებს ჰქონდათ პოზიტიური სამართალი,
რომელიც არავითარი მორალური, რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებებიდან არ
იღებდა სათავეს. უკანასკნელი საფეხური კი, სადაც თავისუფლებამ სრულად ჰპოვა
გამოვლინება, ჰეგელისათვის არის პროტესტანტული გერმანული სახელმწიფოები,
რომლებშიც ყველა ინდივიდი თავისუფალია.

2) როგორ გაიგება ჰეგელის ფილოსოფიურ სისტემაში ხელოვნების არსი/ფუნქცია და რას


წერს ჰეგელი ხელოვნების სახეებზე?

ჰეგელის თქმით, ხელოვნება არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ღვთაებრივი


ჰარმონია ადამიანურ ენაზე ‘გადმოთარგმნო’. ეს არის არსი, ფუნქცია კი ის არის, რომ
ხელოვნება დაგეხმაროს ამ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე და თვითშემეცნებაში. რაც
შეეხება, ხელოვნების სახეებს, გვაქვს ხუთი სახე: არქიტექტურა, ქანდაკება, ფერწერა, მუსიკა
და პოეზია. ეს წყობა შემთხვევითი არაა. არქიტექტურა ყველაზე მეტად არის
დაკავშირებული მატერიასთან. კი, არქიტექტურაც ხელოვნებაა, მაგრამ იგი მაინც ყოფიერი
და ყველაზე შორს მდგომია იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ღვთაებრივი ჰარმონია ჰქვია.
ქანდაკებები უფრო ‘კარგი ტიპია’. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებაც მატერიაა, ძველ
საბერძნეთში ამ მატერიაში ღვთიურ სულს დებდნენ, ზევსის ქანდაკება ზევსთან, მის
ძალმოსილებასთან ასოცირდებოდა. მხატვრობა უკვე დაცლილია მესამე
განზომილებისგან, იგი ორგანზომილებიანია და მით უფრო შორსაა მატერიისგან. მუსიკა
კიდევ უფრო არამატერიალურია, თუმცა იგი პოეზიაზე უარესი იმიტომ არის, რომ მუსიკის
ასახსნელად სიტყვები გჭირდება, ანუ, ჰანგებთან და ნოტებთან ერთად, კიდევ რაღაც სხვა.
პოეზია კი სიტყვებია, არამატერიალური, თითქმის უგანზომილო ჰარმონია.

3) ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მიხედვით, რა კავშირია (a) გონის/სულის


თვითშემეცნების - და შესაბამისად - (გა)თავისუფლების ისტორიასა და (b) ოთხ
‘მსოფლიო-ისტორიულ’ იმპერიას შორის?
აბსოლუტური სულის თვითცნობიერება ისტორიაში ადამიანისა და ხალხების მიერ
საკუთარი თავისუფლების გაცნობიერების მეშვეობით ვითარდება. ,,სამყაროს ისტორია სხვა
არაფერია, თუ არა ცნობიერებაში თავისუფლების აღმასვლა". თავისუფლების ცნობიერების
განვითარებას ჰეგელი ოთხ პერიოდად ყოფდა მსოფლიო ხალხებისა და იმპერიების
ისტორიის მიხედვით: აღმოსავლური სამყარო, ბერძნული სამყარო, რომაული სამყარო და
გერმანული სამყარო. ეს დაყოფა, ამავე დროს, თავისუფლების ქრონოლოგიასა და
გეოგრაფიასაც მოიცავს. ჰეგელს ეს საფეხურებრივი განვითარება ესმოდა როგორც
თავისუფლების პროგრესი: ერთეულის თავისუფლებიდან მრავლის თავისუფლების გზით
ყველას თავისუფლებისკენ. თავისუფლების ისტორია სათავეს იღებს აღმოსავლურ
იმპერიაში. ცალკეულს აქ ჯერ კიდევ არ აქვს თავისუფლება, იგი უუფლებოა და
გამართლების გარეშეა. ანუ აღმოსავლურ იმპერიაში ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული
გონის თვითშემეცნება. ეს, ერთი მხრივ, ვლინდება სახელმწიფოს თეოკრატიულ მოწყობაში,
მეორე მხრივ კი, მისი გამოხატულებაა ბუნების ის გაგება, რომელიც, საბოლოო ჯამში,
ღვთაებრივს ემყარება. ამ იმპერიაში გასაქანი არ ჰქონდა იმას, რასაც ჰეგელი ცალკეულის
თავისუფლების ცნობიერებას უწოდებს.ადამიანი ამ გაგებით ბუნების ღვთაებრივი
სუბსტანციის კუთვნილებაა, არც აღმოსავლელი დესპოტია თავისუფალი, მისი
თავისუფლება პირობითია, დესპოტის ბატონობა კანონს მოკლებულია და, საბოლოო ჯამში,
წარმოგვიდგება, როგორც ისეთი ძალაუფლება, რომელიც პიროვნების შემთხვევით
ძალადობას ემყარება და სხვა არაფერია თუ არა თვითნებური ბატონობა. ინდივიდუალობის
თავისუფლება პირველად მხოლოდ ბერძნულ იმპერიაში იჩენს თავს.ცალკეული სწორედ აქ
განასხვავებს საკუთარ თავს საკუთარი სუბსტანციისგან: სუბსტანციური სულისგან. თუმცა
ნაწილობრივ შენარჩუნებულია ბუნების ძალაუფლება ადამიანის მიმართ, რომელიც მის
თავისუფლებას ზღუდავს. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, ის არ არის
საბოლოო ინდივიდზე დამოკიდებული, არამედ ზეგარდმო ძალის- ბედისწერის-ხელშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სამყაროში მართალია ზოგი არის თავისუფალი, თუმცა ზოგი არ
არის თავისუფალი, მაგალითად მონები.
რომში არსებობდა აბსტრაქტული თავისუფლება, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს
აბსტრაქტულ სახელმწიფოს, პოლიტიკისა და ძალაუფლების განხორციელებას
კონკრეტული ინდივიდუალობის მიმართ, მეორე მხრივ- ეს საყოველთაობა
პიროვნულობასთან მიმართებაში ქმნის იმას, რასაც თავისთავადი მე-ს თავისუფლება ჰქვია,
თუმცა ეს უკანასკნელი უნდა განვასხვავოთ ინდივიდუალობისგან.აღსანიშნავაი, რომ
ქრისტიანული თავისუფლება წარმოიშვა იუდაეველ ხალხში, რომელიც რომის იმპერიის
შემადგენლობაში შედიოდა, ამდენადმ რომის იმპერიამ მოამზაად საფუძველი, რათა
მომხდარიყო გადასვლა თავისუფლების გობითი სამყაროს უფლო მაღალ საფეხურზე, ამის
საფუძველზე მოხდა სულის შერიგება და გათავისუფლება, "ღმერთში თავისუფალია
ადამიანი, როგორც ადამიანი, ვიდაიდან ღმერთმა ქრისტეში განკაცებით ადამიანური ბუნება
მიიღო. გერმანული იმპერია, რომაულის მემკვიდრეა. გერმანულ იმპერიაში ყვავის
სუბიექტურობა, თავისუფალი თვითცნობიერება და თავისუფალი სული.

4) როგორ არის მოცემული ჰეგელის სისტემაში ხელოვნების ფორმების (და არა სახეების!)
ისტორიულ-ფილოსოფიური დაყოფა? ჩამოთვალეთ ეს ფორმები ხელოვნებისა და
მოკლედ დაახასიათეთ თითოეული.

ჰეგელი სამ ფორმად ჰყოფს ხელოვნებას. ესენია: სიმბოლიზმი, კლასიკური/კლასიციზმი,


რომანტიზმი.
სიმბოლური ხელოვნება ჰქონდათ მაგალითად ძველ ეგვიპტეში, სადაც ნებისმიერი
გამოსახულება ზეციურ არსებებს უკავშირდებოდა. სულ სიმბოლოებით იყო სავსე. მაგალითად
ფარაონების გამოსახულებებს ჰქონდა მგლის თავი და ა.შ. მოკლედ, სულ სიმბოლოებით იყო
სავსე და ადამიანის პირადი დამოკიდებულება არსად ჩანდა.

კლასიკური ხელოვნება თავს იჩენს ძველ საბერძნეთში. ქანდაკებებმა ის დატვირთვა შეიძინა,


რომ ლამაზი, დახვეწილი უნდა ყოფილიყო. სიმბოლოები ასე თუ ისე ქრება. კლასიკურ
ხელოვნებას ის ‘უჭირს’, რომ ქანდაკებები დიდ ნაწილს არ აქვს თვალები, როგორც
ინდივიდუალური ხედვის გამომხატველი რამ.

აი, რომანტიზმი არის სუბიექტივიზმზე ხაზგასმა. ჰეგელი თვლის, რომ ამით ამოწურა
ხელოვნებამ საკუთარი თავი. სუბიექტივიზმის წინ წამოწევა და რომანტიზმის დასაწყისი
პლატონის და არისტოფანეს დამსახურებაა საბერძნეთში. ეს უკანასკნელი ადამიანებს
ღმერთებზე აცინებდა და ამით პიროვნების დამოკიდებულებებს (მიუხედავად იმისა, მისაღები
იყო იგი თუ მიუღებელი) წამოწევდა წინ.

5) რა მნიშვნელობას ანიჭებს ჰეგელი ზღვას მსოფლიო გონის/სულის განვითარების


ისტორიაში?

გეოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე ჰეგელი მსოფლიოს სამ ტიპად ყოფს: 1.


მაღლობი ვრცელი ველებით, 2. დაბლობი ვაკეები, დიდი მდინარეებით, 3. ზღვის სანაპირო.

მაღლობი ჰეგელისათვის ყველაზე ცუდია ამ სამს შორის, აქ არც სახელმწიფო არსებობს, არც
ერთიანობა, არც სამართლებრივი ფორმები.

დაბლობი იმითაა კარგი, რომ აქ მიწას ფასი ედება (მიწათმოქმედებიდან გამომდინარე) ჩნდება
კერძო საკუთრება, და შესაბამისად სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი
ფორმები. ამ დადებითის მიუხედავად დაბლობი, ისევე როგორც მაღლობი ადამიანს რაღაც
შემოსაზღვრულობაში ამყოფებს, რომლისგანაც მას თავის დაღწევა არ შეუძლია.

ზღვის სანაპირო და ზოგადად ზღვა კი იმითაა კარგი, რომ ის ადამიანს საზღვრებს უფართოებს,
ჩარჩოების დანგრევისაკენ მოუწოდებს. ზღვა ერთგვარად უპირისპირდება დამყაყებულ
მოძრაობას. ჰეგელის მიხედვით, არაფერია ისე დამაახლოებელი ხალხებისათვის, როგორც
ზღვა (არადა ზოგს პირიქით ჰგონია). ჰეგელი თვლის, რომ მთებია გამყოფი, ზღვა კი პირიქით,
აახლოებს, აკავშირებს ერთმანეთთან. სწორედ იმიტომ შექმნა ხმელთაშუა ზღვამ მსოფლიო
გონის/სულის ისტორია (საბერძნეთი, რომი, ჩრდ. აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი), რომ მათ, ამ
ხალხებს შეეძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია ზღვით. სწორედ ზღვის, მდინარეების
მახლობლად ჩნდება პირველი ცივილიზაციებიც (მესოპოტამია, ინდი-განგი,
ნილოსი და ა.შ.). საბერძნეთისთვისაც, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო
გონის, თავისუფლების განვითარებაში ზღვა ერთ-ერთი მთავარი სტიქია იყო. (ესეც 20
ქულიანია)
კიდევ ერთი ვარიანტი

6) ჰეგელის აზრით რა ადგილი უჭირავს ბერძნულ სამყაროს, (გნებავთ, ბერძნულ იმპერიას)


მსოფლიო ისტორიაში?

როგორც ჰეგელი ამბობს, პირველად საბერძნეთში შეგვიძლია აღმოვაჩნოთ გონი. სწორედ


ბერძნებთან დადგება გონი მყარ ნიადაგზე. სწორედ იმიტომაა ბერძნული სამყარო
მნიშვნელოვანი ჰეგელისათვის, რომ მან წარმოშვა მსოფლიო გონი/სული. ბერძნებთან
იწყებს გონი თვითშემეცნებას, საკუთარი თავის გაცნობიერებას. რა თქმა უნდა, ეს საწყისი
ეტაპია და არაა სრულყოფილი, რადგანაც ბერძნულ გონს სჭირდება სხვა, რომელიც
აღძრავს მას. ეს სხვა ბერძნებთან გარესამყაროა, ბუნებაა. თუმცა გონი ბუნების კითხვებზე
პასუხებს ბუნებისაგან კი არ იღებს, არამედ საკუთარი თავისაგან გამოჰყავს და სწორედ ესაა
ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დამსახურება. მაგალითად, როგორც ჰეგელს უწერია
ბერძენი უსმენდა წყაროს, მაგრამ მასში საზრისი არსი თავად შეჰქონდა. მისნები
უსმენდნენ ქვების ხმას, თუმცა აზრი ამ ხმაურში მათ თავად შეჰქონდათ. რა თქმა უნდა
შემდეგ ბერძნული სამყარო სუსტდება, ეცემა, როდესაც ის მასზე წინ წასულ ხალხს ხვდება.
მაგრამ ეს არაა ტრაგედია, რადგან ახლა ამ ხალხს აჰყავს მსოფლიო გონი/სული შემდეგ
საფეხურზე. ამ საქმეში ბიძგის მიმცემი კი ბერძენი იყო. ბერძნულ სამყაროს
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავისუფლების ისტორიაშიც, მის განვითარებაშიც
აღმოსავლეთის შემდეგ. საბერძნეთში პირველად ჩნდება ინდივიდუალობა, როგორც
ასეთი. ამაზე გავლენა მოახდინა გეოგრაფიულმა ფაქტორმაც. რადგან საბერძნეთი
სხვადასხვაგვარი ტერიტორიაა, არაა ერთნაირი. ეს სხვადასხვაობა ბერძენისათვის
განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. ბერძენი ინდივიდია,ცალკეული ადამიანი. მისთვის უცხოა
ერთიანი სული. ბერძნული სამყარო გარდამავალი ხიდია ყველას თავისუფლებისაკენ,
თუმცა აქ ზოგიერთი თავისუფალია, ზოგიერთი კი, შესაბამისად არა (მონები).მოკლედ,
ბერძნულ სამყაროს თავისუფლების განვითარებისათვის და შესაბამისად მსოფლიო
გონის/სულის განვითარებისათვის ჰეგელის აზრით დიდი ადგილი უჭირავს.

7) ‘ისტორიის ფილოსოფიაში’ ჰეგელი საუბრობს მსოფლიო ისტორიის გეოგრაფიულ


საფუძვლებზე; რომელი გეოგრაფიული ტიპი მიაჩნია ჰეგელს უპირატესად და რატომ?

ამის პასუხი იგივეა რაც ზღვაზე წერია. ანუ იმ ოთხიდან განსაკუთრებული და უპირატესია
ზღვა და რატომ ზღვაო რომ გვეკითხებიან იმას ვუპასუხებთ, ვაკოპირებ მარიამის ნაწერს.
გეოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე ჰეგელი მსოფლიოს სამ ტიპად ყოფს: 1.
მაღლობი ვრცელი ველებით, 2. დაბლობი ვაკეები, დიდი მდინარეებით, 3. ზღვის
სანაპირო.

მაღლობი ჰეგელისათვის ყველაზე ცუდია ამ სამს შორის, აქ არც სახელმწიფო არსებობს,


არც ერთიანობა, არც სამართლებრივი ფორმები.
დაბლობი იმითაა კარგი, რომ აქ მიწას ფასი ედება (მიწათმოქმედებიდან გამომდინარე)
ჩნდება კერძო საკუთრება, და შესაბამისად სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული
სამართლებრივი ფორმები. ამ დადებითის მიუხედავად დაბლობი, ისევე როგორც
მაღლობი ადამიანს რაღაც შემოსაზრვრულობაში ამყოფებს, რომლისგანაც მას თავის
დაღწევა არ შეუძლია.

ზღვის სანაპირო და ზოგადად ზღვა კი იმითაა კარგი, რომ ის ადამიანს საზღვრებს


უფართოებს, ჩარჩოების დანგრევისაკენ მოუწოდებს. ზღვა ერთგვარად უპირისპირდება
დამყაყებულ მოძრაობას. ჰეგელის მიხედვით, არაფერია ისე დამაახლოებელი
ხალხებისათვის, როგორც ზღვა (არადა ზოგს პირიქით ჰგონია). ჰეგელი თვლის, რომ
მთებია გამყოფი, ზღვა კი პირიქით, აახლოებს, აკავშირებს ერთმანეთთან. სწორედ იმიტომ
შექმნა ხმელთაშუა ზღვამ მსოფლიო გონის/სულის ისტორია (საბერძნეთი, რომი, ჩრდ.
აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი), რომ მათ, ამ ხალხებს შეეძლოთ ერთმანეთთან
კომუნიკაცია ზღვით. სწორედ ზღვის, მდინარეების მახლობლად ჩნდება პირველი
ცივილიზაციებიც (მესოპოტამია, ინდი-განგი, ნილოსი და ა.შ.). საბერძნეთისთვისაც,
რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო გონის, თავისუფლების
განვითარებაში ზღვა ერთ-ერთი მთავარი სტიქია იყო. (ესეც 20 ქულიანია)

8) გადმოეცით ჰეგელისეული დიალექტიკური მეთოდის არსი, რომელსაც სული/გონი


იყენებს თვითგანვითარებისათვის/თვითშემეცნებისათვის

ჰეგელის დიალექტიკა და დიალექტიკური მეთოდი: ჰეგელის მეთოდი არც დედუქციურია,


არც ინდუქციური, რაკი დედუქცია ახალ ცოდნას არ იძლევა, ინდუქციაზე კი არაფრის
დაფუძნება არ შეიძლება, რაკი მას არ გააჩნია საყოველთაობა და აუცილებლობა.
სინთეზურიცაა და ანალიზურიც. სინთეზური, რაკი დაპირისპირებულებს აერთიანებს;
ანალიზური, რაკი ამ ყოველივეს საკუთარი თავიდან, საკუთარი თავის მეშვეობით აკეთებს.
ყველაფერი წარმოიშვება წმინდა აზრის საკუთარ თავთან დაპირისპირებით. აზროვნება
მუდმივი ქმედებაა, იგი ‘წმინდა ნებაა/წადილია’. მისი მოქმედების - რომელიც,
ამავდროულად, მისი წადილიცაა - ერთადერთი მიმართულება არის თვითშემეცნება.
რადგან თავისი არსებობის გარდა („მე ვარ“) არაფერი გააჩნია, რადგან თვითშემეცნების ამ
ეტაპზე თავის ვერავითარ შინაარს, ვერავითარ განსაზღვრულობას ვერ აღმოაჩენს,
აზროვნება თავის ყოფნას შეაფასებს როგორც ‘არარას’. მაგრამ, ამავდროულად, არ
შეუძლია იმის უარყოფა, რომ ის არის („მე ვარ“-ის). იგი გადადის ერთი მდგომარეობიდან
(ყოფნიდან) მეორისკენ (არარასკენ) და პირუკუ. აზროვნება გაიცნობიერებს, რომ ეს
გადასვლა რაღაც სიახლეს ქმნის მის მიერ საკუთარი თავის გასაგებად (ყოფნიდან
არყოფნისკენ გადასვლა არაა იგივე, რაც არყოფნიდან ყოფნაში გადასვლა), უჩნდება
‘შინაარსი’, განსაზღვრულობა. მათი (არსი, არარა) განსხვავებისა და ერთიანობის გაგების
შედეგია მესამე კატეგორია ‘ქმნადობა’. ქნმადობა ჰეგელისთვის პირველი კონკრეტული
ცნებაა, რომელიც შეიცავს თავისთავში დაპირისპირებულთა - არსისა და არარას -
ერთიანობას. ქმნადობამოხსნის მათ დაპირისპირებას და შეინახავს თავისთავში უკვე
დაუპირისპირებელი სახით.

9) რა მეთოდს იყენებს ჰეგელი თავისი ფილოსოფიური სისტემის გადმოსაცემად და


ლოგიკის რომელ ძირითად კანონებს იყენებს?

ჰეგელი სისტემის გადმოსაცემად იყენებს თეზისს, შემდეგ ანტითეზისს და სინთეზზს.


ამ დასინთეზებულს კი მოხსნის შემდეგ.
ჰეგელის (დიალექტიკური) ლოგიკის სამი კანონი:
1) რაოდენობის თვისობრიობაში გადასვლის კანონი, (რამდენიმე ხე არის ტყე)
2) უარყოფის უარყოფის კანონი, (არა არა P, არის P)
3) დაპირისპირებულთა ერთიანობის კანონი; (აი, ესაა თეზისი, ანტითეზისი და
სინთეზი. ხომ გვაქვს ის, რომ მე ვარსებობს (თეზისი), ისიც, რომ მე არარასგან
ვარსებობს (ანტითეზისი), მაქვს ამ ორ შორის დაპირისპირება, იმიტომ, რომ არ
შეიძლება თან ვარსებობდე და თან არ ვარსებობდე, შემდეგ ვასკვნი, რომ რადგან
ამდენს ვხვდები, რადგან ძემიძია გავაანალიზო, რომ მე ვიქნები და თან ვერ ვიქნები,
მაქვს ამ დაპირისპირებულების სინთეზი. თუმცა, ეს სინთეზი, ანუ ჩემი მიხვედრა ამ
ყველაფრისა, იმდენად მნიშნვნელოვანია, რომ იმ დაპირისპერებულობას საერთოდ
მოვხსნი.

1. ჩამოაყალიბეთ, რა ადგილი უჭირავს თავისუფლებას ჰეგელის ფილოსოფიურ სისტემაში


და გადმოეცით მისი (თავისუფლების) ისტორია მოკლედ.

2. ჰეგელის სისტემაში, რა როლი აქვს პოლიტიკურ სფეროს (სახელმწიფოსა და


სამოქალაქო საზოგადოებას) თავისუფლების განვითარებაში?

თავისუფლების განვითარების ისტორიის მანძილზე ადამიანის თავისუფლების


ხარისხი განხვავებული იყო და ამას ძირითადად სწორედ პოლიტიკური სფერო
განაპირობებდა. ძველ აღმოსავლეთში, სპარსეთში, ეგვიპტეში, სახელმწიფოს
თეოკრატიული მოწყობა გულისხმობდა იმას, რომ თავისუფალი იყო მხოლოდ ერთი და
ეს იყო მმართველი, დიქტატორი. ძველ საბერძნეთში გამოიკვეთა ინდივიდუალური
თავისუფლება. სამოქალაქო საზოგადოება აქ გულისხმობდა როგორც თავისუფლების
განმსაზღვრელი იყო. აქ კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა ადამიანის ინდივიდუალური
თავისუფლება. ასევე სწორედ რომის იმპერია, როგორც ქრისტიანობის პირველი კერა,
გახდა საფუძველი ადამიანის, როგორც ასეთის, პიროვნების თავისუფლებისთვის, რაც
შემდგომ გამოიკვეთა გერმანულ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატიული
მმართველობის ფორმა ადამიანთა თანასწორობასა და მათ ინდივიდუალურ
თავისუფლებას განაპირობებდა.

1) გადმოეცით ფიხტეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები.

ფიხტე თავისი ფილოსოფიის შეჯამებაში წერს ადამიანზე, როგორც დამკვირვებელზე,


რომელიც ბუნებას აზრს, შინაარსს მატებს. თუმცა ფიხტესათვის ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე
უბრალოდ დამკვირვებელი, მაყურებელი. ადამიანი შემოქმედია მისთვის იმდენად,
რამდენადაც ის აქცევს ბუნებას იმად, რადაც სურს. იგი უბრძანებს ბუნებას, მისცეს მას ის
შინაარსი, საზრისი, რაც სჭირდება. ამ გაგებით ადამიანი ბატონობს ბუნებაზე და ბუნებაც
ხარობს ამის გამო. ფიხტე უპირისპირდება კანტს. კანტი თვლიდა, რომ არსებობს რაღაც
ნოუმენური სამყარო, რომელიც ადამიანისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობს და მას
ადამიანი ვერც შეიმეცნებს. ფიხტე ამბობს, რომ აღარაა საჭირო ეს ნოუმენური სამყარო.
ადამიანი თავად შექმნის იმას, რაც სურს.

ფიხტე ასევე ლაპარაკობს აბსოლუტურ გონზე, რომლითაც, შეიძლება ითქვას, ჰგავს ჰეგელს.
მისი აზრით, ადამიანი ვითარდება, რადგანაც ვითარდება გონი. „დიდი ადამიანები“ ძალით
ცვლიან სამყაროს და როდესაც მას შეცვლიან, თავადვე უკვირთ როგორ მოახერხეს იმ
ნაპრალის გადალახვა, რომელიც მათ შორის არსებობდა. ფიხტესთან სუბიექტურობა პიკს
აღწევს. შეიძლება ითქვას, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია „მე ვარ“. ადამიანი პატივს სცემს
სხვა ადამიანს, უყვარს ის, თავისებურად აღიქვამს მას, რადგანაც იცის, რომ ამ ადამიანსაც
შეუძლია თქვას „მე ვარ“. ფიხტესთან ჰუმანურობას დიდი ადგილი უჭირავს, ცენტრშია. ყველა
ადამიანი გაივლის ყველა საფეხურს და აუცილებლად „დაეწევა“ სხვას. მათი წრეები
გადაიკვეთებიან, ადამიანები ერთმანეტზე გავლენას ,მოახდენენ, მათი გონება გაერთიანდება
და მიუახლოვდება იმ დიად, აბსოლუტურ გონს. როგორც ბოლოს ფიხტე ამბობს, შეიძლება
ამას ათასობით, მილიონობით წელი დასჭირდეს, მაგრად ეს დრო არაფერია მსოფლიო გონის
სულისათვის. თუმცა კი უნდა ითქვას ისიც, რომ წმინდა გონის ერთიანობა მისთვის მიუღწეველი
იდეალია, საბოლოო მიზანი, რომელიც არასოდეს განამდვილდება. (ეს შარშანდელი ბავშვის
პასუხია 20 დაუწერეს)

2) ახსენით/განმარტეთ კანტისეული დებულება, რომ ყველა გრძნობადი მჭვრეტელობა


ექვემდებარება კატეგორიებს

კანტის მიხედვით, შემეცნებისათვის საკმარისი არაა მოგვეცეს მხოლოდ a posteriori, ანუ


ნებისმიერი რამ, რაც მოგვეცემა გამოცდილებით, თავისთავად არაა საკმარისი იმისათვის,
რომ ადამიანმა მისი შემეცნება შეძლოს. გრძნობადი მჭვრეტელობით მიღებული
ნებისმიერი რამ სწორედ ესაა - მას ესაჭიროება გარკვეული a priori ცნებები იმისათვის, რომ
შესაძლებელი იყოს მისი შემეცნება განსჯის საშუალებით.
ნებისმიერი a priori ცნება, როგორც კანტი ამბობს, დაშლადია წმინდა განსჯის 12
უმარტივეს კატეგორიამდე, რომელნიც უფრო მარტივად არ იშლება, მოცემულია
აპრიორულად, არა მჭვრეტელობის ან გრძნობადობის, არამედ განსჯისა და აზროვნების
საგნებია და მათი სია არის სრულყოფილი, არაფერი აკლია და ვერაფერი დაემატება.
ე.ი. რადგან ნებისმიერი რამ, რაც მოგვეცემა გრძნობადი მჭვრეტელობით, საჭიროებს a
priori ცნებებს, ეს ცნებები კი კატეგორიებამდე იშლება და ისე ხდება განსჯა, გამოდის, რომ
ყველა გრძნობადი მჭვრეტელობა კატეგორიებს ექვემდებარება. (ეს იმ ვიღაც ფიზიკოსის
ნაწერია, რამდენად კარგია ზუსტად არ ვიცი)

კანტის მიხედვით, გრძნობადი მჭვრეტელობით მიღებული საგნები უნდა დაექვემდებორან


კატეგორიებს, რომელიც მიღებული საგნების სინთეზისთვისაა აუცილებელი. ჩვენ
გრძნობადი მჭვრეტელობით ვიღებთ საგნებს, რომელიც ასევე ძირითადი მჭვრეტელობითი
'ინსტრუმენტებში' დროსა და სივრცეში არიან მოქცეულნი, თუმცა ისინი დაულაგებელ
მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, ფრაგმენტულად არიან, რადგან საჭიროა მათი სინთეზი,
ერთიანად აღქმა. ამ გზაზე გრძნობადი მჭვრეტელობა ექვემდებარება კატეგორიებს,
მაგალითად რაოდენობას, რადგან ამ კატეგორიების გარეშე, ვთქვათ, 2 რამის, ასე
რაოდენობრივად, ორად აღქმა შეუძლებელი იქნებოდა. გრძნობადი მჭვრეტელობით
მიღებული საგნები მაშინ ხდება ადამიანისთვის შემეცნებული და გააზრებული, როდესაც
ისინი მოექცევიან კატეგორიებში, რაც ადამიანში აპრიორულად დევს.

3) კანტის მიხედვით (1) განმარტეთ, რას გულისხმობს 'აპერცეფციის თავდაპირველი


სინთეზური ერთიანობა' და (2) რა როლი აქვს ამ პრინციპს შემეცნებაში.
კანტის აზრით, ადამიანს რომ შეეძლოს აზროვნებით ჭვრეტა, მაშინ აპერცეფცია
დაკარგავდა აუცილებლობას, მაგრამ რადგან ჩვენი აღქმა და წარმოდგენა (წარმოდგენა
კაკ რაზ, რომ არ არის. წარმოდგენით რასაც მინდა იმას წარმოვიდგენ და
გააზრებისთვისაა საჭირო გრძნობები) დამოკიდებულია გრძნობის ორგანოებზე, ჩვენს
მიერ მიღებულ ინფორმაციას სჭირდება დაჯგუფება, რათა ჩვენ მოგვეცეს ჩვენი სამყარული
სურათი, სადაც სინთეზისა და ანალიზის, ანუ დაშლის საშუალებით შევძლებთ
აზროვნებას. აპერცეფციის თავდაპირველი სინთეზური ერთიანობა ქმნის ერთგვარ
სივრცეს მრავალფეროვნებისათვის და მას ერთ მთლიან სამყაროდ აქცევს. მიუხედავად
იმისა, რომ აპერცეფცია მოითხოვს ჩემმი, როგორც აქტორის თანამონაწილეობას, ის მაინც
არ შეიძლება ჩაითვალოს აზროვნების პროცესად, რადგან წინ უსწრებს მას(აზროვნების
პროცესს) ესეც არ ვიცი რამდენად სრულია თუ რამე ჩაამატეთ.

მეორე ვარიანტი:
კანტის მიხედვით ' აპერცეფცია' არის მჭვრეტელობის შემდგომი აქტი, მოქმედება,
რომელიც დამკვირვებელსა და დასაკვირვებელს შორის ხდება. ხოლო ,აპერცეფციის
თავდაპირველი სინთეზური ერთიანობა' კი: მჭვრეტელობის, აპერცეფციის და გონების
სინთეზის ეტაპთ ამთლიანობაა. რის შემდეგადაც იწყება დამკვირვებელის მიერ საგნის
გონებრივი აღქმა ანუ გაანალიზება. ამ პრინციპს აქვს პირველადი როლი ადამიანთა მიერ
სამყაროს აღქმაში ესაა პირველადი თავისთავადი აქტი შემეცნებაში. თუ ამ სამი ეტაპის
სინთეზუ რერთიანობას არვიქვამთ სამყაროს შემეცნებაც უფრო სანდო და სტრუქტურული
გახდება.

კანტის ფილოსოფიის მიხედვით საგნების შემეცნებისთვის საჭიროა აპერცეფციის


თავდაპირველი სინთეზური ერთიანობა, რადგან იმ შესამეცნებელ საგნებს, რომელსაც
გონება მჭვრეტელობით, კატეგორიების გამოყენებით და მოცემული საგნების გონებრივი
სინთეზით იღებს და შემდეგ იმეცნებს, თავადაც უნდა ჰქონდეს სინთეზური ერთიანობა,
რადგან სხვა მხრივ ის პროცესები, რომელიც უნდა განხორციელდეს მოცემული საგნების
შესამეცნებლად, ვერ განხორციელდება. ეს აპერცეფციის სინთეზური ერთიანობა
ადამიანში აპრიორულად დევს და ეხმარება მას შეიმეცნოს გრძნობადი და ძირითადი
მჭვრეტელობით (დრო და სივრცე) მიღებული საგნები, რომელსაც გონებრივი სინთეზის
გარეშე ვერ მიეცემა ერთიანი ფორმა, ცალკეული თვისებები დარჩება ცალკე და ვერ
აღიქმება ერთიან საგნად, ვერ შეიმეცნება ის და ვერ მოხერხდება ცალკეულად მიღებული
'ინფორმაციის' ერთმანეთთან შეკავშირება და ერთ ფორმად გადმოცემა.

4) კანტის მიხედვით რა განსხვავებაა საგნის გააზრებასა და საგნის შემეცნებას შორის

კანტისთვის საგნის შემეცნებასა და გააზრებას შორის დიდი განსხვავებაა. გააზრება


შეგიძლია ნებისმიერი რამის, მაგალითად ღმერთის, სირინოზის, კენტავრის, თუმცა,
მათგან არერთის შემეცნება არ ძალგიძს, რადგან იმისთვის, რომ საგანი შეიმეცნო, საჭიროა
შენს მჭვრეტელობაშ მოგეცეს (ანუ, გრძნობადი აღქმების საშუალებებით, 12 კატეგორიაში
მიღო) და შემდეგ აპერცეფციის სინთეზური უნარით გააერთიანო და ერთ ცნებად
წამოირგინო. მოკლედ, გაიაზრებ ნებისმიერ რამეს, შეიმეცნებ მარტო იმას, რაც
გრძნობებით გეძლევა და თან იაზრებ და ასინთეზებ.

You might also like