You are on page 1of 7

არისტოტელე

მეტაფიზიკა

წიგნი 1; თავი 1-3

 ყველა ადამიანი მიისწრაფვის შემეცნებისკენ, ამას კი ადასტურებს შეგრძებები.


ადამინები შეგრძნებებიდან ყველაზე მეტ მნიშნველობას მხედველობას ანიჭებენ,
იმიტომ, რომ ყველაზე მეტ ცოდნას იძლევა.
 გამოცდილება მოდის მეხსიერებიდან - ერთსა და იმავე მოვლენაზე მრავალ
მოგონებას ერთი ცდის ძალა აქვს.
 გამოცდილებამ დახელოვნება შეჰქმნა. ცოდნას და დახელოვნებას კი ადამიანები
ცდის მეოხებით აღწევენ. დახელოვნება წარმოიშვება, როდესაც ცდიდან მიღებულ
მსგავს შედეგებს განვაზოგადებთ და რაიმე ერთი [ზოგადი] შეხედულება
გამოგვიმუშავდება.
 გამოცდილნი მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე გამოუცდელი თეორეტიკოსები.
გამოცდილება ერთეული ფაქტების ცოდნაა, დახელოვნება კი - ზოგადისა.
 არისტოტელეს აზრით, ცოდნა და გაგების უნარი უფრო დახელოვნებულს აქვს,
ვიდრე გამოცდილს, ჩვენ კი დახელოვნებულებს, როგორც უფრო ბრძენებს,
გამოცდილებზე მაღლა ვაყენეთ, რადგან ცოდნა უფრო მეტად სიბრძნეს ახლავს. ეს კი
იმიტომ, რომ დახელოვნებულებმა მიზეზები იციან, გამოცდილებმა კი - არა. ანუ,
გამოცდილებმა იციან ,,რა?“, ხოლო დახელოვნებულებულებმა - ,,რატომ?“. სიბრძნეს
პრაქტიკა კი არ იძლევა, არამედ განსჯა და მიზეზების ცოდა.
 მცოდნის არამცოდნისაგან განმასხვავებელი ნიშანია სწავლების უნარი.
დახელოვნებაც ამიტომაა გამოცდილებასთან შედარებით მეტი ცოდნა, რომ მათ
შეუძლიათ ცოდნის გადაცემა.
 არც ერთი შეგრძნება სიბრძნედ არ მიიჩნევა, რადგან მიზეზებზე არაფერს
გვეუბნებიან. მაგალითად, შეგრძნებით ვიგებთ, რომ ცეცხლი ცხელია, მაგრამ რატომაა
ცხელი - ამას ვერა.
 გაკვირვება ფილოსოფიის დასაბამია.
 ფილოსოფიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოცალეობას (თავისუფალი დროის
ქონას).
 ყველაზე ბრძენი ისაა, რომელსაც ყოველივეს მიზეზების შესახებ უზუსტესი ცოდნა
გააჩნია და ყველაზე უკეთ შეუძლია მათი სწავლება.
 როგორც თავისუფალს ვუწოდებთ იმ ადმაინს, რომელიც არსებობს თავის თავისთვის
და არა სხვისთვის, ასევე ცოდნათა შორის ერთადერთ თავისუფალ ცოდნად
მივიჩნევთ მხოლოდ იმას, რომელიც არსებობს თავისთვის.
 საგანი მაშინ გვეცოდინება, როცა შესწვლილი გვექნება მისი მიზეზები. მიზეზები
ოთხგვარია:
პირველი მიზეზი - ფორმალური მიზეზი - ფორმა, ის რადაც რაიმე ხდება.
მეორე მიზეზი - მატერიალური მიზეზი - მატერია, ის, რაც რაიმედ ხდება.
მესამე მიზეზი - მოძრავი მიზეზი - ის, რისი მეშვეობითაც რაიმე რაიმედ ხდება
მეოთხე მიზეზი - ბოლოვადი მიზეზი - მიზანი, ის რისთვისაც რაიმე არის
მატერიალური მიზეზი პასიურია, დანარჩენი კი - აქტიური.

წიგნი 6; თავი 1-2

 ყოველგვარი განსჯა არის ან პრაქტიკული, ან შემოქმედებითი ან თეორიული.


თეორიულ მეცნიერებებს (ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, თეოლოგია) მიზანი აქვთ
თავიანთ თავში, ხოლო დანარჩენი მეცნიერებების შემთხვევაში მიზანი გარეგანია.
თეოლოგია ეხება დამოუკიდებელ და უძრავ საგნებს, ბუნებისმეტყველება -
დამოუკიდებელს, მაგრამ არა უძრავს, ხოლო მათემატიკა - უძრავს, მაგრამ არა
დამოუკიდებელს.
 ბუნებისმეტყველება არ არის არც შემოქმედებითი და არც პრაქტიკული მეცნიერება,
რადგან შექმნილი საგნების საწყისი შემოქმედშია, გაკეთებულ საგნებში
გამკეთებელია საწყისი, ბუნებისმეტყველებას კი როგორც უძრაობის, ისე მოძრაობის
საწყისი თავის თავში აქვს. ასე რომ, გამოდის, თუ ბუნებისმეტყველება არცერთია ამ
ორიდან, იგი თეორიულია (ეს ზემოთაც ვთქვით, უბრალოდ ეხლა ვასაბუთებთ, თუ
რატომაა მაინცდამაინც თეორიული).
 ყველაფერი არსებობს შესაძლებლობისა და რეალობის სახით. არსებულის
მნიშვნელობებია: შემთხვევითი, ჭეშმარიტი და არარსებული, როგორც
სიცრუე. არსებულის კატეგორიის ფორმებია: არსება (თვითონ
სუბსტანციაა),თვისება, რაოდენობა,ადგილი, დრო და ა.შ.
 შემთხვევითს ვუწოდებთ იმას, რაც არც მუდმივად არსებობს და არაც უმეტეს
შემთხვევაში.შემთხვევითს არცერთი მეცნიერება არ იკვლევს, რადგან ყოველი
ცოდნა არის ცოდნა ან მარადიულისა ან მეტწილად არსებულისა და
განსაზღვრებაც შეიძლება მხოლოდ ან მარადიულისა ან მეტწილად
არსებულისა. შემთხვევითი კი განუსაზღვრელია. მაგალითად, მშენებელი არ
ქმნის იმას, რაც სახლთან ერთად წარმოიშობა, რადგან ეს განუსაზღვრელია. (მე
ან მომეწონება მშენებლის აშენებული სახლი ან არა, თუმცა ეს ხელს ვერ
შეუშლის სახლის მშენებლობას).
 სოფისტების მსჯელობა უმეტესად შემთხვევითს ეხებოდა. შემთხვევითობა კი
უახლოვდება არარსებულს, ე.ი სოფისტიკის ობიექტი არარსებულია.
შემთხვევითობა არარსებულს უახლოვდება შემდეგი აზრით: შეიძლება
მოხდეს შემთხვევით ისე, რომ წერა-კითხვის მცოდნე თან იყოს განათლებული,
თუმცა, ზოგადად, წერა-კითხვის მცოდნე განათლებულს არ ნიშნავს, ეს ასე არ
არის, ანუ არარსებულია ( ამ მსჯელობაში შემთხვევითობა მიუახლოვდა
არარსებულობას).
 საგნები შეიძლება არსებობდნენ ყოველთვის, ანუ ,,აუცილებლად“, ხშირად,
ანუ ,,უმეტეს შემთხვევაში“ და ,,შემთხვევით“. აუცილებლად არსებული საგნები
მუდამ ისეთნი არიან, როგორიც არიან, იმიტომ, რომ სხვანაირად არსებობა არ
შეუძლიათ; უმეტეს შემთხვევაში არსებული საგნები აუციელბლად არ არსებობენ,
ისინი ხშირ შემთხვევაში არსებობენ („უმეტეს შემთხვევაში“ არსებული საგნები არიან
შემხვევითის არსებობის საწყისი). ხოლო ისეთი საგნები, რომლებიც არც მუდმივად
არსებობენ და არც უმეტეს შემთხვევაში, არიან შემთხვევითნი. მაგალითად,
ზაფხულში ცუდ ამინდებსა და სიცივეს ვუწოდებთ შემთხვევითს და არა სითბოსა და
სიცხეს, რადგან ეს უკანასკნელი ან მუდამაა, ან ხშირად.
 შემთხვევითის მიზეზი არის მატერია, რომელსაც შეუძლია იყოს არა მარტო უმეტეს
შემთხვევაში, არამედ შემთხვევით.

წიგნი 7; თავი 1-2

 არსებული ნიშნავს საგანს, მის არსებას, თვისებას, რაოდენობას და სხვა ამგვარ


კატეგორიას. არსებულის ამ მნიშვნელობებიდან პირველი არის არსი (როდესაც საგნის
თვისებას განვსაზღვრავთ, არ ვამბობთ, რომ ის თეთრია ან თბილი, არამედ ვამბობთ,
რომ ის ადამიანია ან ღმერთი).არსებობა არის პირველი როგორც ცნების, ისე
შემეცნების და დროის თვალსაზრისით. სხვა კატეგორიათა შორის ის
ერთადერთია, რომელიც დამოუკიდებელია.
 ჯანმრთელობა, სიარული და ეგეთები არ არსებობს არც თავისთავად და არც
სუბსტანციისგან დამოუკიდებლად. არამედ არსებობს ის, რაც ჯანმრთელია, ან
დადის. ჯანმრთელობა და სიარული მიეკუთვნება საგანს, რომელიც უფრო
მეტად არსებობს. აქედან ცხადია, რომ ისინი (სიარული, ჯანმრთელობა)
სუბსტანციის საშუალებით არსებობენ.

წიგნი 9; თავი 1-7


 სუბსტანციაზე დაიყვანება ყველა სხვა კატეგორია (თვისება, რაოდენობა და სხვ.),
რადგან ესენი თვითონ სუბსტანციას ეხება. პირველი უსია ქვემდებარეა (მაგ,
ადამიანი), მეორე შემასმენელი (მაგ, მოძრაობა).ეს სხვა კატეგორიები ახასიათებს
არსებულს, ხოლო ის, რასაც ახასიათებ, არის პირველადი უსია (სუბსტანცია ანუ).
 შესაძლებლობა და სინამდვილე სხვადასხვა რამაა (თუმცა ზოგი მოაზროვნე,
მაგალითად, მეგარელები მათ აიგივებენ). შესაძლებლობაა ის, რისი უნარიც გაქვს,
სინამდვილე კი ის, რა მდგომარეობაშიც ხარ. მაგალითად, რომ დგახარ ეს
სინამდვილეა, თუმცა ჯდომის უნარიც გაქვს - ეს შესაძლებლობაა. შესაძლებლობას და
სინამდვილეს მოძრაობა აკავშირებს: თუკი რაღაც საგანი არის შესაძლებლობაში,
იმისთვის, რომ მოვიდეს სინამდვილეში, იგი უნდა განხორციელდეს და იგი ვერ
განხორციელდება, თუკი მოძრაობა არ განიცადა.
 აქტიური უნარია, როცა იგი უშუალოდაა განხორციელებული რეალობაში, ხოლო
პასიურია , თუ ეს უნარი შესაძლებლობაში რჩება მხოლოდ.
 უუნაროა მოვლენა, რომელსაც იძულების გამო არა აქვს ის, რაც ბუნებრივად
უნდა ჰქონდეს.
 უნარნი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან განსჯასთან, იწვევენ
საპირისპირო შედეგებს, ხოლო რომლებიც არ უკავშირდებიან განსჯას-
მხოლოდ ერთს. (მაგ: სითბო მხოლოდ ათბობს, მედიცინა კი იწვევს როგორც
ჯანმრთელობას, ისე ავადმყოფობას). ცოდნა არის განსჯის უნარი.
 მეგარელები აიგივებენ შესაძლებლობასა და სინამდვილეს.ისინი ფიქრობენ,
რომ უნარი მხოლოდ მოქმედების დროს არსებობს და არ არსებობს
უმოქმედობის დროს (მაგალითად, ვინც აშენებს, აშენების უნარი აქვს მაშინ,
როდესაც აშენებს). არისტოტელე აკრიტიკებს მათ მსჯელობას და ამბობს, რომ
თუ არ ზიხარ, არ ნიშნავს, რომ ჯდომის უნარი არ გაქ. მეგარელების
მსჯელობის მიხედვით, ერთ დღეში ერთი და იგივე ადამიანი მრავალჯერ
იქნებოდა ბრმა (მაგალითად, ძილის დროს, რადგან ვერ ხედავს), ეს კი ასე არ
არის, რადგან ბრმაა ის, ვისაც მხედველობა არ აქვს მაშინ, როცა ბუნებრივად
უნდა ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც არსებობს.
 არისტოტელე ასკვნის, რომ როგორც შესაძლებელია სიარულის უნარის მქონე
არ დადიოდეს და სიარულის უნარის არმქონე დადიოდეს,ასევე შესაძლებელია
რაიმე არსებობის უნარის მქონე არარსებობდეს და არარსებობის უნარის მქონე
არსებობდეს.
 არისტოტელე მიიჩნევს, რომ უნარი, პირველ რიგში, მოძრაობის უნარს უნდა
ნიშნავდეს. მაშასადამე იმათ, რომლებიც არ არსებობენ არც მოძრაობის უნარი უნდა
მივაწეროთ.
 ზოგი უნარი თანდაყოლილია, როგორც შეგრძნებები, ზოგი ვარჯიშის შედეგია,
როგორც სალამურზე დაკვრა, ზოგი კი განსწავლის შედეგია, როგორც ხელობა.
 მხოლოდ ის მოქმედებაა დასრულებული, რომელსაც მიზანი აქვს - აზროვნებს და
მოიაზრა, ფიქრობს და მოიფიქრა. ეს ყველაფერი რეალობაა. თუმცა არ ითქმის, რომ
კარგად ცხოვრობს და კარგად იცხოვრა, ან იბადება და დაიბადა. ეს უკვე მოძრაობაა.
ყველა მოძრაობა დაუსრულებელია.
 რაიმე საგანი შესაძლებლობაშია მაშინ, თუ არც თვით მასში და არც მატერიაში
არაფერი არ უშლის ხელს საგნის წარმოშობას და არც რაიმეს დამატება ან
გამოკლება ან შეცვლა არაა საჭირო ამისათვის (მაგალითად, თესლი ჯერ
მცენარის შესაძლებობა არაა, რადგან ის ამისთვის სხვაგან უნდა მოხვდეს და
შეიცვალოს. როდესაც ის მასში არსებული საწყისით ასეთი გახდება, ის უკვე
შესაძლებლობაშია. პირველს კი სხვა საწყისი სჭირდება). ხეა - ყუთი
შესაძლებლობაში და ყუთის მატერიაც. ზოგადი ხე ესაა ზოგადი ყუთის
მატერია და კონკრეტული - კონკრეტული ყუთისა.

წიგნი 12; თავი 1-7

 სუბსტანცია არის პირველი. შემდეგ მოდის თვისება და რაოდენობა.


 უსია, სუბსტანცია ანუ არსება არის სამგვარი:
1. შეგრძნებადი და მარადიული (ადამიანობა )
2. შეგრძნებადი და მოკვდავი (ცხოველები და მცენარეები)
3. უძრავია და ზოგი ამ უძრავზე ამბობს რომ დამოუკიდებელიცაა. (ზოგი მას ერთ
ბუნებისად თვლის,ზოგი ჰყოფს იდეებად და მათემატიკურ საგნებად.)
 შეგრძნებადი სუბსტანცია ცვალებადია. ცვალებადობა ოთხგვარია: არსების,
თვისების, რაოდენობისა და ადგილის მიხედვით. ყველაფერი იცვლება
შესაძლებლობიდან სინამდვილისკენ (მაგალითად, შესაძლებელი თეთრი
გადადის სინამდვილეში არსებულ თეთრში. ასევეა ზრდისა და კლების
შემთხვევაშიც). ასე რომ, ყველაფერი შესაძლებლობაში არსებულიდან
წარმოიშობა.
 არსება სამია:1) მატერია, კონკრეტული საგნის სახით 2) მოვლენა, რაღაც
გარკვეულობა. 3) ამათგან წარმოშობილი რაიმე კონკრეტული საგანი.
 მიზეზი და საწყისი სამია. ორი დაპირისპირებულია, აქედან ერთი ცნებაა და
იდეა, მეორე მისი არქონება, მესამე კი - მატერია.
 რაიმე ყოველთვის რაიმედან რაიმეში იცვლება.რისგანაც ცვალებადობა
იწყება,ის პირველი მამოძრავებელია,რაც იცვლება,ის-მატერია,რადაც
იცვლება-ის ფორმა. ცვალებადობა დაუსრულებელია.
 მამოძრავებელი მიზეზი წინ უსწრებს მოძრავს,ლოგიკურად კი მოვლენებთან
ერთად არსებობს.როცა ადამიანი ჯანმრთელდება,მაშინ არსებობს
ჯანმრთელობის ცნებაც,სპილენძის სფეროს ფორმასთან ერთად არსებობს
სპილენძის სფეროც.
 ადამიანი ბადებს ადამიანს,კონკრეტული საგანი-კონკრეტულს.იდეები საჭირო
არაა.
 შემდეგ საწყისებია რეალობა და შესაძლებლობა, მაგრამ ისინი სხვადასხვანი
არიან და სხვადასხვა ვითარებაში არსებობენ. მათ არ აქვთ ერთი და იგივე
მატერია. რეალურად არსებობს ფორმა, როდესაც ის დამოუკიდებელია,
შესაძლებლობაში კი მატერია არსებობს.
 არსებობს სამი სუბსტანცია, ორი ბუნებრივი და ერთი უძრავი. აუცილებელია
რაღაც უძრავი მარადიული სუბსტანციის არსებობა, რადგან არსებულ
მოვლენათა შორის სუბსტანციები პირველნი და წარმავალნი არიან, ამიტომ
ყველაფერი წარმავალი იქნება. მაგრამ შეუძლებელია მოძრაობისა და დროის
წარმოშობა და მოსპობა, ისინი ხომ მარადიულნი არიან.
 ყველაფერი რეალური შესაძლებლობაში არსებობდა. ხოლო ყველა
შესაძლებელი კი შეიძლება არ იქცეს რეალობად. ასე რომ, თავდაპირველად
შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რეალური აღარაფერი აღარ
იქნება, რადგან შესაძლებელია ისიც, რაც შეიძლება არ არსებობდეს.
 თუმცა ეს თვალსაზრისი (რომ შესაძლებლობა წინ უსწრებს რეალობას)
ზოგჯერ სწორია, ზოგჯერ კი არა. ზოგი მიიჩნევს, რომ, პირიქით, რეალობა
უსწრებს შესაძლებლობას. თუ ეს ასეა, და თუ ერთი და იგივე განუწყვეტლივ
წრიულ მოძრაობაშია, საჭიროა არსებობდეს რაღაც უცვლელი, რაც ყოველთვის
ამოძრავებდა მათ და რაც იქნება როგორც მათი, ისე თავისი თავის მოძრაობის
მიზეზი. ეს პირველი იმის მიზეზია, რაც ყოველთვის ერთნაირად მოქმედებს.
ხოლო რაც სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, მისი მიზეზი არის მეორე, ხოლო
იმის, რაც ყოველთვის სხვადასხვაგვარად ხდება, მიზეზი ორია - რაც უკვე
ცხადი გახდა.
 მიზანი მოვლენას ამოძრავებს, რადგან ის სასურველია და ამოძრავებული
ამოძრავებს სხვას.
 პირველი ცვალებადობა გადაადგილებაა. ასეთია წრეში ტრიალიც, რასაც
უძრავი მამოძრავებელი იწვევს და ეს უკანასკნელი კი აუცილებლად არსებობს.
 „აუცილებელს“ შემდეგი მნიშვნელობა აქვს: პირველი არის იძულება, მეორე
ის, რის გარეშეც არაა კეთილდღეობა, მესამე კი ის, რასაც სხვაგვარად არ
შეუძლია არსებობა, თუ არა მარტივად.

You might also like