You are on page 1of 2

მიმოხილვა

შოპენჰაუერი კანტისა და პლატონის ფილოსოფიის ბევრ ასპექტს იზიარებდა.


კანტის მსგავსად მასაც ჰგონია, რომ არსებობს ნოუმენი და ფენომენი. სამყარო
მოგვეცემა როგორც ჩვენი წარმოდგენა. ყველაზე აპრიორული არის-სუბიექტ -
ობიექტად დაყოფა ყველაფრის და რადგან ყველაფერს ჩვენ ვყოფთ სუბიექტ-
ობიექტად, ჩვენ ვართ გაორებულები, სურვილები არის ამოუწურავი, ხოლო
შესაძლებლობები შეზღუდული, რაც მასში პესიმიზმს იწვევს.
მას შემოაქვს საკმაო საფუძვლის კანონი-ყველაფერი რაც არსებობს , ჩემთვის
როგორც წარმოდგენა, ექვემდებარება ამ კანონს. ყველაფერი არის
ერთმანეთთან მიმართებაში, ანუ ნებისმიერი ობიექტი არის განსაზღვრული სხვა
ობიექტებით.
ობიექტებს შორის არსებობს 4 ტიპის მიმართება: 1) დრო-სივრცული 2) მიზეზ-
შედეგობრივი 3) მოტივი-ქმედებებისეული 4) საფუძველ-შედეგობრივი
ლოგიკურად გამომდინარეობს ის, რომ ყველაფერი არის ჩემი წარმოდგენა, სხვა
ადამიანებიც კი, მაგრამ ამის აღიარება არ მინდა/ არასასურველია, ამიტომ ამას
უპირისპირდება ადამიანი და ცდილობს მისგან თავის დაღწევას. უნდა მივაღწიოთ
ნირვანას-არაწვას. სურვილები ამოუწურავია, ამიტომ ენერგია მათ არ უნდა
შევახარჯოთ. ბუდიზმის რამდენიმე პოსტულატი: ცხოვრება არის ტანჯვა, ტანჯვის
მიზეზია ჩვენი სურვილები და მოთხოვნილებები, და აღწერილია სურვილებისგან
თავის დაღწევის გზები.
მან კანტი გააკრიტიკა ტერმინების გამო. ფენომენისთვის არ უნდა ეწოდებინა
ნივთი თავისთავადი, რადგან ნივთად მოხსენიება მას ობიექტად აქცევს ჩვენი
ფსიქოლოგია, ამიტომ უკეთესი სახელია ნება, რადგან მასთან ჩვენი მიმართაბე
მყარდება მხოლოდ ჩვენივე სურვილით, ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი არ იყოს
ჩვენი წარმოსახვა და იყოს რაიმე რეალურიც, ჩვენგან დამოუკიდებლად
არსებული.
შოპენჰაუერი ნებას მიაწერს ირაციონალობას, ნება არის სპონტანური, ამით ის
ჰეგელს დაუპირისპირდა, რომლისთვისაც მთავარი გონება იყო. ჩვენ გვაქვს
სურვილები და გვინდა, რომ ისინი ასრულდეს. ჩვენი სურვილები ჩვენივე
თავიდან(გონებიდან) მომდინარეობს? ყოველთვის ვერ ავხსნით თუ რატომ
გაგვიჩნდა ესა თუ ის სურვილი. სურვილები არ ექვემდებარება სუბიექტს, ანუ ისინი
ტრანსცედენტურია.
არსებობს ერთი რამ, რაც ჩვენ 2 გვგონია, ესაა ნება და წარმოდგენა. წარმოდგენა
არის სამყარო განხილული სუბიექტად, ხოლო ნება არის სუბიექტი. სუბიექტი თავის
თავს ვერასდროს გაიგებს, რადგან სუბიექტმა ის რაც გაიგო არის ობიექტი,
დამკვირვებელი არის სუბიექტი, დამკვირვებელს კი ვერ დააკვირდები.
(არისტოტელე-ვინ უდარაჯებს დარაჯს? დარაჯს თუ დაჯარაჯს დაუყენებ, იმ
დარაჯსაც სხვა დარაჯი დაჭირდება და ასე უსასრულოდ) ანუ სუბიექტისთვის
საკუთარი თავის აღქმა შეუძლებელია. ნება და სამყაროს კანონზომიერება
განსხვავდება. სამყარო, როგორც წარმოდგენა, ექვემდებარება საკმაო
საფუძვლის კანონს.

შოპენჰაუერი „სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა“


სუბიექტი არის ის, რაც ყოველივეს შეიმეცნებს და არ ხდება შემეცნებული. ამიტომ
სუბიექტის შეცნობა შეუძლებელია. ობიექტი იმყოფება დროსა და სივრცეში,
სუბიექტი არა. ისინი ერთანეთთან დაკავშირებულნი არიან და ერთმანეთის გარეშე
ვერ არსებობენ. აბსტრაქტული არის წარმოდგენათა ერთი კლასი-მცნებები,
რომლებსაც მხოლოდ ადამიანები ფლობენ გონების საშუალებით. ინტუიციური
წარმოდგენა მოიცავს მთელ ხილულ სამყაროს. ჩვენ არ გვაქვს შემეცნებითი
კავშირი თავისთავადთან, მაგრამ გვაქვს ინტუიციური კავშირი, ის აზროვნების
კანონებს არ ექვემდებარება, ხელოვნება ცდილობს მის გამოხატვას, ეს წამიერი
განცდა უნდა დაგემართოს.
ჩემი თავის, როგორც ობიექტის, შესახებ რაღაცების გაგება შემიძლია, მაგრამ არა
ყველაფრის, ანუ სუბიექტი თავის თავს გაიგებს მაქსიმუმ როგორც ობიექტად, ის
რაც ამ სამყაროს ნაწილია.
რაციონალურობით მიდიხარ ირაციონალურობამდე, ანუ ლოგიკური მსჯელობით
მიდიხარ რაღაცამდე, რის ასახსნელად ლოგიკა არაა საკმარისი, ერთადერთი
რისი გაკეთებაც შესაძლებელია არის ნახტომი, ნახტომი სიბნელეში-ესაა რწმენა ,
არ იცი და დარწმუნებული ხარ 100 %-ით რაღაცის სისწორეში.

You might also like