You are on page 1of 2

გადასახადის 5 სახე:

ა) საშემოსავლო გადასახადი;
ბ) მოგების გადასახადი;
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
დ) აქციზი;
ე) იმპორტის გადასახადი.
საშემოსავლო გადასახადში აბსოლიტურად ყველაფერი შედის მოკლედ , ტაქსისტები ,
მათხოვრები, გაქირავება ბინის, რეპეტიტორები.

გადასახადების 2 სახე: საერთო სახელმწიფოებრივი- ყველა გადასახადი გარდა ქონების


გადასახადისა. ეს გადასახადები მოქმედებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით იდენტური
წესებით. ადგილობრივი გადასახადი-ქონების გადასახადი , მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელობა წყვეტს ამ გადასახადმა იმოქმედოს მის ტერიტორიაზე თუ არა .
ქონების მაქსიმუმ 1% სიდიდეს. პირველი გადასახადები თავს იყრის სახელმწიფოს
ბიუჯეტში, ხოლო მეორე ადგილობრივ ბიუჯეტში.

როიალტი- გადასახადი, რომელსაც პირი იხდის კონკრეტული ფასეულობის დროებით


გამოყენებისთვის. მაგალითად, პატენტის გამოყენების საფასური . ნოუ-ჰაუთი მიღებული
შემოსავალი. ის იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რეზიდენტებისთვის 20%,
არარეზიდენტებითვის 5%.

გადასახადენოს 2 სახე: პირდაპირი- ყველა გადასახადი, რომელსაც სახელმწიფო


ართმევს იმას, ვის მიმართაც ეს გადასახადი ჩაიფიქრა ანუ გადასახადი წესდება
პირდაპირ ქონებაზე ან შემოსავალზე. არაპირდაპირი- გადასახადის ხარჯზე გაზრდილ
ფასად პროდუქტის შეძენისას მომხმარებელზეა. ესენია დღგ, აქციზი და იმპორტის
გადასახადი.

1) საშემოსავლო გადასახადი- ფიზიკური პირების მიერ სხვადასხვა სახით მიღებული


შემოსავლიდან გადასახდელი თანხა, მაქსიმუმ 20%. ხელფასის 20%-ს იხდის
დამსაქმებელი.საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია კატეგორიები , რომლებიც
იბეგრება სტანდარტულად 20%-იანი განაკვეთით, არასტანდარტული განაკვეთით ან
გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მაგალითად , სახლის გაქირავებით
მიღებული შემოსავლის 5%, ხოლო სახელმწიფო სტიპენდია და პენსია სრულად
გათავისუბლებულია.

2) მოგების გადასახადი- დაიბეგრებით თუ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევით იურიდიული


პირის სახელით, მაქსიმუმ 15%. თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოთ, გაუნაწილებელი
მოგების, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის არ მქონე ხარჯი, უსასყიდლოდ
გაცემული ნივთების ღირებულების, საჩუქრად გაცემული თანხის ან საგადასახადო
კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯის ოდენობაზე მეტი ხარჯის
მიხედვით დაითვლება. კოდექსით განსაზღვრულია ბიზნესის საოპერაციო საქმიანობის
სახეები, რომლებიც ასევე იბეგრება მოგების გადასახადით.

3) დამატებული ღირებულების გადასახადი- არაპირდაპირი გადასახადი , რომელიც


წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს და
რომელსაც იხდის მომხმარებელი, ამ გადასახადით გაზრდილი ფასით
საქონლის/მომსახურების შეძენისას, თუმცა ბიუჯეტში თანხის შეტანა ეკისრება საქონლის
მიმწოდებელს ან მომსახურების გამწევს, მაქსიმუმ 18%. თუ ბიზნესის წლიური ბრუნვა 100
000-ზე ნაკლებია, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირება ნებაყოფლობითია. თუ პირიქით,
მაშინ სავალდებულო. კოდექსი ასევე განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების იმ
ჩამონათვალს, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან. მაგალითად,
საგანმანათლებლო ხასიათის მასალა, წიგნი და ჟურნალები.

4) აქციზი- იბეგრება ზოგიერთი ტიპის პროდუქციასთან დაკავშირებული ისეთ ოპერაციები ,


როგორებიცაა წარმოება, რეალიზაცია, ექსპორტი და იმპორტი. გადასახადის განაკვეთი
დამოკიდებულია პროდუქციის სახეობაზე. სახელმწიფოს მიერ შექმნილი გადასახადი ,
რომლის მიზანიცაა ადამიანისთვის მავნებელ პროდუქტების მოხმარებასთან ბრძოლა ,
ანუ გაძვირება თამბაქო.

5) იმპორტის გადასახადი- ეხება იმ საქონელს, რომელიც გადაკვეთს საქართველოს


საბაჟო საზღვარს, ანუ შემოდის საქართველოში. ეს არ ვრცელდება ექსპორტზე .

6) ქონების გადასახადი- ერთადერთი ადგილობრივი გადასახადი, განაკვეთი არაუმეტეს


1%-ია. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ქონების გადასახადის განაკვეთის ოდენობა
დამოკიდებულია ქონების მფლობელი პირის სტატუსზე-ფიზიკური თუ იურიდიული , ასევე
ქონების ტიპსა და შემოსავლის რაოდენობაზე.

დამატებით კოდექსიდან 1-37:

1) ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება: რელიგია, ქველმოქმედება, დაქირავებით


მუშაობა, ფიზ. პირის მიერ ფულის განთავსება დეპოზიტებსა და ანაბრებზე .

2) გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს გადასახადის გადახდის


ვალდებულება, ხოლო საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც დადგენილი წესით
უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება .

3) საერთაშორისო კომპანია არის საქართველოს საწარმო, რომელსაც ეს სტატუსი


მინიჭებული აქვს საქართველოს მთავრობის მიერ. მასში დაქირავებით მუშაობის შედეგად
მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება. გაცემული დივიდენდი არ ჩაითვლება
ერთობლივ შემოსაალში და არ დაიბეგრება. მოგების გადასახადი 5%. ის
გათავისუფლებულია ქონების(გარდა მიწისა) გადასახადებისგან.

You might also like