You are on page 1of 2

-კარგით. დაწყნარდით ბავშვებო, 10 წთ-ში გაკვეთილი დამთავრდება.

-მოუწოდა
აჟიტირებულ ბავშვებს მათემატიკის მასწავლებელმა, რომელსაც მშვენივრად
ესმოდა მათი აღელვების მიზეზი. 10 წთ-ში პატარებისთვის საძულველი სწავლა
დამთავრებოდა და დაიწყებოდა 2 თვიანი, ყველაზე ხანგძლივი, ზაფხულის
არდადეგები.
-რამე გეგმები გაქვს ამ ზაფხულს?- გადაულაპარაკა სეცუკომ რინს, რომელსაც
საუკეთესო მეგობრად თვლიდა.
-არ ვიცი. ალბათ, წინა ზაფხულისგან განსხვავებული არაფრით იქნება.
-კარგი რა, სიახლე გჭირდება... დედაჩემი ტოკიოში მიიწვიეს 2 კვირით, ქალ
მსახიობთა რაღაც შეკრებაა, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ტოკიოს, დედამ
მითხრა ის იმდენად დიდია, რომ შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოო. რა მაგარია!
-ხო...-უხალისოდ უპასუხა რინმა და ჩანთის ჩალაგება დაიწყო.
საკლასო ოთახში ყველა საათს მისჩერებოდა, რამდენიმე წუთიღა იყო
დარჩენილი, თუმცა დრო უსასრულოდ იწელებოდა. ყველა სრულს მზადყოფნაში
იყო.
როგორც იქნა ზარმა დარეკა, ბავშვებმა ყიჟინით გაირბინეს დერეფანი და
დააღწიეს თავი ლამის ციხედ ქცეულ შენობას.
თუმცა ეს განწყობა თითქმის ჩაუხშო მოქუფრულმა ცამ, საიდანაც ჩანჩქერივით
მოდიოდა თავსხმა წვიმა. სეცუკო და რინი გზაზე გადადიოდნენ, როცა
მოპირდაპირე მხრიდან ქალმა დაიწყო ენერგიულად ხელების ქნევა და
გაურკვეველი ბგერების გამოცემა, სეცუკოს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ის
ქალი მათი, უფრო სწორედ რინის ყურადღების მიქცევას ცდილობდა.
-რინ, ეს ქალი შენ არ გეძახის?-მიუბრუნდა მის უკან მიმავალ რინს, რომელსაც სახე
სირცხვილისგან შეხურებული ჰქონდა.
-არა.-თქვა რინმა, თავი დახარა და წინ ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი ნაბიჯებით
წავიდა.
ქალმა ქუჩა გადმოჭრა და მათკენ გაქცევა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად
რაღაც უზარმაზარი, დაუნდობელი ძალა მოხვდა გვერდში, რამაც რამდენიმე
წამით ცაში აიტაცა და შემდეგ მიწაზე დაანარცხა. მანქანამ შეანელა სიჩქარე,
თითქოს შეყოყმანდაო, შემდეგ კი გაორმაგებული სისწრაფით წინ გაიჭრა.
რინი დაჯახების ხმამ ადგილზე გააქვავა, უკან შემობრუნდა და ნანახმა თავბრუ
დაახვია. გრძნობდა თუ როგორ იმსხვრეოდა მისი სამყარო პატარ-პატარა
ნაწილებად, ერთის მხრივ გონებაში უჩვეულო სიცარიალე იყო,თითქოს რეალობას
ვერ ან არ აღიქვამდა, მაგრამ გულში იგრძნო ჩუმად შემოპარული ძლიერი
ემოციები, რომლეთა ძალაც ყოველ წამს ორმაგდებოდა, საბოლოოდ კი იმდენად
გაიზარდა, რომ სხეული აღარ ეყო და თვალზე ცრემლებად მოადგა.
-დედა!- სულის სიღრმიდან აღმოთქვა რინმა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა
სისხლის გუბეში მწოლიარე სხეულისკენ, რომელთან ერთადაც საჯაროდ გამოჩენა
ყოველთვის ეთაკილებოდა, რომელსაც მუდამ ადანაშაულებდა იმაში, რომ სხვა
ბავშვების მშობლების მსგავსად არ შეეძლო საუბარი, რომელიც, როგორც ის
ფიქრობდა, მისთვის არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ ახლა დაივიწყა
ყველაფერი, ახლა ერთ მხარეზე დედა იდგა, ხოლო მეორეზე მთელი დანარჩენი
სამყარო.
ქალს ენით აღუწერელი ტკივილის მიუხედავად მისკენ მორბენალი შვილისკენ
ჰქონდა გაშვერილი ხელი მანამ, სანამ გონება არ დაკარგა.

You might also like