You are on page 1of 517

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა

საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE
თავისუფლების
ორმოცდაათი
ელფერი

ე.ლ. ჯეიმზი
მადლობა
Para mia Mama con todo mi amor у gratitud
და ჩემს უსაყვარლეს მამას
მამიკო, ყოველდღე მენატრები.
ნეილს, ჩემს საიმედო საყრდენს.
კეთლინს – ჩემს მესაიდუმლეს, მეგობარს, მხარდამჭერსა და მრჩეველს ტექნიკურ
საკითხებში.
ბის – დაუღალავი მორალური მხარდაჭერისთვის.
ტეილორს (ასევე ტექნიკური საკითხების სპეციალისტს), სიუზის, პემს და ნორას მათ
გვერდით გატარებული არაჩვეულებრივი დროისთვის.
რჩევებისა და ტაქტისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო:
ექიმ რაინა სლადერს – ყველა სახის სამედიცინო საკითხში დახმარებისთვის;
ენი ფორლინზს – ფინანსურ საკითხებში დახმარებისთვის;
ელიზაბეთ დე ვოსს – გაშვილების ამერიკულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა
საკითხში გარკვევისთვის;
მედი ბლანდინოს – მისი დახვეწილი და შთამაგონებელი ხელოვნებისთვის;
პემს და ჯილიანს – შაბათ დილის ყავისა და იმისთვის, რომ რეალურ ცხოვრებაში
მაბრუნებდნენ.
მადლობას ვუხდი აგრეთვე ჩემს სარედაქციო ჯგუფს: ანდრეას, შეის და მუდამ სათნო
და მხოლოდ დროდადრო ათუხთუხებულ ჯენინს, რომელიც ჩემს აფეთქებებს
მოთმინებითა და იუმორის გრძნობით იტანდა.
მადლობა ამანდას და The Writer’s Coffee Shop Publishing House-ის მთელ ჯგუფს.
დაბოლოს, უღრმესი მადლობა „ვინტაჟის“ ყველა თანამშრომელს.

პროლოგი
დედიკო! დედა! დედიკოს იატაკზე სძინავს. უკვე დიდი ხანია, სძინავს. თმას ისე
ვვარცხნი, როგორც თვითონ უყვარს, მაგრამ მაინც არ იღვიძებს. დედა! მუცელი მტკივა,
მუცელს შია და იმიტომ მტკივა. ის აქ არ არის. მწყურია. სამზარეულოში ნიჟარასთან
სკამს ვდგამ და წყალს ვსვამ. წყალი ზედ მესხმება და ცისფერი სვიტრი მისველდება.
დედას ისევ სძინავს. დე, გაიღვიძე! დედიკო ისევ წევს. სულ არ ინძრევა. და სცივა. ჩემი
პლედი მომაქვს, ვაფარებ და გაწებილ მწვანე ნოხზე გვერდით ვუწვები. დედა არ
იღვიძებს. ჩემი ორი სათამაშო მანქანით იატაკზე ვთამაშობ, იქვე, სადაც დედა წევს.
ალბათ ავად გახდა. ვეძებ, რა შევჭამო. საყინულეში ბარდას ვპოულობ. გაყინულია.
ნელ-ნელა ვჭამ. ბარდისგან მუცელი მტკივა. დედიკოს გვერდით მძინავს. ბარდა
დამთავრდა. მაცივარში კიდევ რაღაცას ვპოულობ, მაგრამ ამას რაღაცნაირი სუნი უდის.
ენას ვუსვამ და ენა ზედ მეწებება. ნელა ვჭამ. საზიზღარი გემო აქვს. წყალს კიდევ ვსვამ
და ჩემი მანქანებით ვთამაშობ. მერე ისევ დედიკოსთან მძინავს. დედა ძალიან ცივია და
არ იღვიძებს. კარი იღება. დედას ჩემს საბანს ვაფარებ. ის აქ არის. „ჯანდაბა! რა მოხდა აქ,
თქვენი დედაც?! ა, ნაბოზარი ჩაძაღლდა?! შენი დედაც, ჩათლახო! ფეხებში ნუ მედები,
ნაბიჭვარო“. ის წიხლს მკრავს და იატაკზე ვვარდები. დარტყმული თავი ძალიან მტკივა.
ის ვიღაცას ურეკავს და მიდის. კარს გარედან კეტავს. დედას გვერდზე ვუწვები. თავი
მტკივა. აქ დეიდა პოლიციელია. არა. არა. არა. არ მინდა. ხელი არ მომკიდო. არ მინდა.
დედასთან უნდა დავრჩე. არა. არა. გაიწიე. დეიდა პოლიციელი ჩემს პლედს იღებს და
მიჭერს. ვყვირი. დედა! დედიკო! დედიკოსთან მინდა. სიტყვები გაქრა. სიტყვებს ვეღარ
ვამბობ. დედას არ ესმის. სიტყვები დაიკარგა.
– კრისტიან! კრისტიან! – შეშფოთებული, დაჟინებული ხმა კოშმარიდან მის ამოქაჩვას
ცდილობს, სასოწარკვეთის ყველაზე ბნელი სიღრმიდან ამოჰყავს. – აქ ვარ, აქ ვარ.
ერთიანად აცახცახებული თვალებს ახელს. ის მის მხრებშია ჩაფრენლი და ანჯღრევს.
სახეზე ტკივილი აქვს აღბეჭდილი, ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები კი
ცრემლებით სავსე.
– ანა, – ამოოხვრას აყოლებს ის მის სახელს. პირში შიშის მწკლარტე გემოს გრძნობს.
– ანა, შენ აქ ხარ...
– აქ ვარ, შენთან ვარ... რა თქმა უნდა, აქ ვარ.
– მესიზმრებოდა, რომ...
– ვიცი. ნუ გეშინია, მე შენთან ვარ.
– ანა. – ტუჩებს კვნესად მისი სახელი სწყდება. ეს მისი თილისმაა, სისხლთან ერთად
მთელ მის სხეულს მოდებული მოგუგუნე, შავი და მახრჩობელა შიშისგან დამცავი
თილისმა.
– ჩუუუ, აქ ვარ.
ის გვერდით უწვება, იკუნტება, ხელებს და ფეხებს ხვევს და თავის სითბოს აძლევს,
ბნელ ჩრდილებს ნელ-ნელა უფერმკრთალებს, შიშს უფანტავს. ის მზეა და ის
სინათლეა... მისი სინათლე.
– გთხოვ, აღარ ვიჩხუბოთ, რა. – ამბობს ის ჩახლეჩილი, ჯერ ისევ შიშნარევი ხმით და
ნაზ მხრებზე ხელს ხვევს.
– კარგი.
– მხოლოდ პირობა და არავითარი დამორჩილება. მე ამას შევძლებ. ჩვენ გამოსავალს
ვიპოვით. – ტუჩებიდან თითქოს ემოციების, დაბნეულობისა და შფოთის ნაკადში
გაფანტული სიტყვები ნაჩქარევად და დაულაგებლად სწყდება.
– ჰო. ვიპოვით. გამოსავალს ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ, – ჩურჩულებს ის პასუხად,
კოცნით აჩუმებს და საბოლოოდ აბრუნებს რეალობაში.

თავი პირველი
წყალმცენარეებით გადახურული ქოლგის ხვრელებიდან ამქვეყნად ყველაზე კამკამა
და ცისფერ, ხმელთაშუაზღვისპირეთის ზაფხულის ცას ვუყურებ... ვუყურებ და
კმაყოფილებით ჩუმად ვკვნესი. კრისტიანი ჩემ გვერდით შეზლონგზე წევს. ჩემი
ლამაზი და სექსუალური, წელზევით შიშველი, მხოლოდ შორტებად გადაჭრილ ჯინსში
ჩაცმული ქმარი წიგნს კითხულობს დასავლეთის საბანკო სისტემის მოსალოდნელი
კრახის შესახებ. როგორც ჩანს, ამ მოვლენებმა წიგნს ისე მიადუღაბა, რომ თვალს ვერ
სწყვეტს: უკვე დიდი ხანია, არ მინახავს, ასე გაუნძრევლად მჯდარიყოს. ახლა
სტუდენტს უფრო ჰგავს, ვიდრე შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე
მაღალრეიტინგული კერძო კომპანიის წარმატებულ მფლობელს.
ცოტაც და, ჩვენი თაფლობის თვეც დასრულდება. ჩვენ მონაკოში, ფრიად შესაფერი
სახელწოდების სასტუმროს – „ბიჩ პლაზა მონტეკარლოს“ პლაჟზე უკვე დასავლეთისკენ
გადახრილი მზის სხივებში ვნებივრობთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სასტუმროში არ
გავჩერებულვართ. თვალებს ვახელ და ყურეში ღუზაჩაშვებული „ფეირ ლედისკენ“
ვიყურები. თაფლობის თვეს ძირითადად იქ, იმ ბრწყინვალე იახტაზე ვატარებთ. 1928
წელსაა აგებული და ყურეში გაჩერებულ იახტებს შორის ნამდვილი დედოფალივით
ჩანს. მასზე ცურვა ერთი სიამოვნებაა. აქედან რომ გავცქერი, ისეთი კოხტა და ლამაზია,
სათამაშოს მაგონებს. კრისტიანი ხომ საერთოდ!.. – მასზე უბრალოდ შეყვარებულია და,
ეჭვი მაქვს, ყიდვას აპირებს. ოჰ, ეს მარად ბიჭებად დარჩენილი კაცები და მათი
სათამაშოები!
შეზლონგის საზურგეს მიყუდებული ჩემს აიპოდზე კრისტიან გრეის მიქსს ვისმენ და
სხეულზე მოლამუნე რბილ მზის სხივებში ზანტად მთვლემარეს მისი წინადადება
მახსენდება... მისი ზღაპრული წინადადება ნავების ფარდულში... გონებაში იმ
მინდვრის ყვავილების დამათრობელი სურნელიც კი მიცოცხლდება...
– ხვალ ხომ არ დავქორწინებულიყავით? – ნაზად მეჩურჩულება ყურში კრისტიანი.
გრძნობიერი და მხურვალე სექსის შემდეგ დაღლილი და კმაყოფილი, ყვავილებში
ჩაფლულ ნავების ფარდულში გვერდით ვუწევარ და ხელი მის მკერდზე მიდევს
უღონოდ.
– ჰმმმ...
– ეს თანხმობის ნიშანია? – მეკითხება და ხმაში სასიამოვნო გაკვირვება უკრთება.
– ჰმმმ.
– თუ უარის?
– ჰმმმ.
მის გახალისებულ ირონიულ ჩაღიმებას ვგრძნობ.
– მის სტილ, მეტყველების უნარი დაკარგეთ?
ტკბილად და ზანტად ახლა უკვე მე ვიღიმები.
– ჰმმმ.
კრისტიანი იცინის, მკერდზე მაგრად მიკრავს და თავზე მკოცნის.
– ესე იგი, მოვილაპარაკეთ, ხვალ ვეგასში მივდივართ.
თავს ზანტად ვწევ და ღიმილით თვალებში ვუყურებ.
– არა მგონია, ჩემს მშობლებს ეს ძალიან მოეწონოთ.
ის შიშველ ზურგზე მეფერება და თითის ბალიშებით ხერხემალზე ნაზად მიკაკუნებს.
– ანასტასია, გამოტყდი. მითხარი, რა გინდა? ვეგასი თუ დიდი ქორწილი მთელი
თავისი ცერემონიებით?
– არა, დიდი ქორწილი ნამდვილად არ მინდა... მინდა, რომ ქორწილში მხოლოდ
მეგობრები და ნათესავები იყვნენ, – კრისტიანს თვალებში ვუყურებ, მის გაბრწყინებულ,
ანთებულ და თან თითქოს რაღაცის მახვეწარ ნაცრისფერ მზერაში ვიძირები და
ვცდილობ მივხვდე, თვითონ რა უნდა.
– კარგი, – მეთანხმება ის. – სად?
მე მხრებს ვიჩეჩ.
– როგორ ფიქრობ... აქ რომ გადაგვეხადა? – მეკითხება ის ფრთხილად.
– შენს მშობლებთან?.. წინააღმდეგი არ იქნებიან?
კრისტიანი ტუჩებს სასაცილოდ ბრეცს და ფრუტუნებს.
– რას ამბობ, ანასტასია, დედაჩემი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იქნება!
– კარგი, მაშინ აქ... მე მგონი, დედაჩემს და მამაჩემს ეს აზრი მოეწონებათ.
კრისტიანი თმაზე მეფერება. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე
მეტი რა შეიძლება ამქვეყნად განიცადოს ადამიანმა.
– მაშასადამე, „სად“ გადაწყვეტილია, ახლა უნდა დავადგინოთ – „როდის“.
– მაგრამ ჯერ ხომ დედაშენს უნდა შეუთანხმო?
– ჰმმ... – კრისტიანს სახე ექუფრება. – მე მგონი, მოსამზადებლად ერთი თვე სრულიად
ეყოფა. ძალიან მინდიხარ, მეტს მე ნამდვილად ვეღარ მოვითმენ.
– კრისტიან, მე ისედაც უკვე შენთან ვარ, თანაც პირველი დღე ხომ არ არის, რაც ერთად
ვართ?.. კარგი, რადგან ასე გინდა, იყოს ერთი თვე. – ვეუბნები, მკერდზე უმანკოდ
ვკოცნი და ვუღიმი.

***
– დაიწვები, – ჩამესმის ნახევრად მთვლემარეს კრისტიანის ჩურჩული.
– ჰო, ოღონდ ალბათ უფრო შენგან…, – ვუღიმი პასუხად მომხიბვლელად და
ბედნიერებით გაბრწყინებული სახით.
სანამ ვთვლემდი, მზე დასავლეთისკენ გადახრილა და ახლა მის პირდაპირ ვწევარ
ჩემკენ მომართულ სხივებში გახვეული. კრისტიანი პასუხად იღიმება და ჩემს
შეზლონგს ერთი მოძრაობით ჩრდილში სწევს.
– მისის გრეი, დამიჯერეთ, ჯობია, ხმელთაშუა ზღვის მზეს მოერიდოთ.
– ოჰ, რა ალტრუისტი ხართ, მისტერ გრეი. გმადლობთ.
– არაფრის, მისის გრეი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ალტრუისტი სულაც არ ვარ,
უბრალოდ, თუ დაიწვებით, თქვენი შეხების შესაძლებლობა აღარ მექნება, ეს არის და ეს,
– ამბობს წარბაწეული, თვალები ეშმაკურად უბრწყინავს, მე კი გული
სიყვარულითმევსება. – მაგრამ ვფიქრობ, ეს თქვენც მშვენივრად იცით და, გამოდის,
რომ დამცინით.
– ეს რამ გაფიქრებინათ, მისტერ გრეი, მე და დაგცინით? – ვეკითხები
თვალებგაფართოებული უცოდველი გამომეტყველებით.
– სწორედაც, მისის გრეი, თანაც ძალიან ხშირად და მინდა გითხრათ, ეს ერთერთია იმ
წვრილმანთაგან, რომლებიც მე თქვენში ძალიან მიყვარს. – ის იხრება და მკოცნის, მერე
წამით ჩემს ქვედა ტუჩს კბილებში იქცევს და ტკბილად და ვნებით ოდნავ მკბენს.
– ჰმ... მეგონა, ზურგზე ლოსიონს წამისვამდი. – გაბუტულივით ვბუშტავ ტუჩებს ზედ
მის ტუჩებთან.
– ჰმ, ეს შავი სამუშაოა, მისის გრეი, მაგრამ... ასეთ წინადადებაზე უარის თქმა
უბრალოდ შეუძლებელია. დაჯექი! – მეუბნება მბრძანებლური და წამის უსწრაფესად
ვნებით ჩახლეჩილი ხმით.
მორჩილად ვჯდები და კრისტიანი მოხერხებული და ძლიერი თითებით მხრებზე
აუჩქარებლად მისვამს ლოსიონს.
– ძალიან ლამაზი ხარ... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, – ბუტბუტებს ის
და მკერდზე თითებით ოდნავ მეხება.
– გეთანხმებით, მისტერ გრეი, ნამდვილად გაგიმართლათ, – ვპასუხობ და დახრილი
წამწამებიდან თვალს მისკენ ვაპარებ.
– ოჰ, რა თავმდაბალი ხართ, მისის გრეი... მიბრუნდი, ზურგზე წაგისვამ.
გაღიმებული გამომეტყველებით მისკენ ზურგით ვბრუნდები, კრისტიანი კი ჩემი
უნამუსოდ ძვირი საცურაო კოსტიუმის ლიფის თასმას ოდნავ ქვევით სწევს.
– რას იტყოდი, ლიფი რომ გამეხადა და სხვებივით მეც წელზევით შიშველი
გავრუჯულიყავი?
– ნამდვილად არ მომეწონებოდა, – დაუფიქრებლად მპასუხობს კრისტიანი. – ჩემი
აზრით, ისედაც თითქმის შიშველი ხარ. – ამატებს ის, მერე იხრება და ყურში
ჩურჩულით მეუბნება: – ცეცხლს ნუ ეთამაშები.
– ეს რა, გამოწვევაა, მისტერ გრეი?
– სულაც არა, მისის გრეი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა.
ვოხრავ და თავს ვაქნევ. ოჰ, კრისტიან... ჩემი ეჭვიანი ტირანი.
ის ზურგზე ლოსიონის წასმას ამთავრებს და უკანალზე ხელს მიტყაპუნებს.
– ესეც ასე, გეყოფა...
დღედაღამ მისი მუდმივი და ერთგული თანამგზავრი – „ბლეკბერი“ ხმადაბლა
ზუზუნებს. მე კოპებს ვკრავ, ის კი იღიმება.
– კონფიდენციალური სალაპარაკოა, მისის გრეი. – ამბობს ის, გათამაშებული
სერიოზულობით წარბებს ზევით სწევს, კიდევ ერთხელ ოდნავი ტყლაშუნით მირტყამს
ხელს უკანალზე და თავის შეზლონგზე ბრუნდება.
მის ჟესტს ჩემი შინაგანი ქალღმერთი კრუტუნით პასუხობს. იქნებ ამ საღამოს რამე
კონფიდენციალური შოუც მოგვეწყო?.. ის ეშმაკურად იღიმება და ცალ წარბს
მრავლისმეტყველად სწევს. კმაყოფილი ვიღიმები, თვალებს ვხუჭავ და ნაშუადღევის
მზის სხივებში გახვეული ძილბურანში ვეშვები.
– Mam’selle? Un Perrier pour moi, un CocaCola light pour ma femme, s’11 vous plait. Et
quelque chose a manger... laissez voir la carte. (მადმუაზელ, პერიე ჩემთვის, ჩემი
მეუღლისთვის კი – „კოკა-კოლა ლაითი“. და რამე წასახემსებელიც... თუ შეიძლება,
მენიუც მოგვიტანეთ (ფრ.). )
ჰმმ... კრისტიანის ხმაზე გაღვიძებულს მისი საკმაოდ თავისუფალი ფრანგული მესმის.
სახეზე მომდგარი კაშკაშა მზისგან თვალებმოჭუტული, კრისტიანისკენ ვიყურები და
ვხედავ, რომ მე მიყურებს, მერე კი მომსახურე პერსონალის ფორმაში ჩაცმული
ახალგაზრდა ქალისკენ იხედება, რომელიც ცხენის კუდად შეკრული ქერა თმის
მაცდური ქნევით ჩვენს შეზლონგებს შორდება.
– არ მოგწყურდა? – მეკითხება ის.
– კი, – ვპასუხობ ბუტბუტით ჯერ ისევ ნახევრად მძინარე.
– შემიძლია, მთელი დღე ასე გიყურო. დაიღალე?
ვწითლდები და მორცხვად ვიღიმები.
– ჰო, გამოუძინებელი ვარ.
– მეც. – ისიც მიღიმის, „ბლეკბერის“ გვერდზე დებს და შეზლონგიდან დგება.
თეძოებზე ოდნავ ჩამოცურებული შორტის ქვეშიდან საცურაო ბოქსერი მოუჩანს. ის
შორტს იხდის, მერე ფეხებზეც იძრობს და მეც მაშინვე აზრს ვკარგავ, სულ მავიწყდება,
რას ვფიქრობდი.
– წამოდი, წყალში ჩავიდეთ. – მეუბნება კრისტიანი და ხელს მიწვდის, მე კი
გაშეშებული ქვემოდან ზემოთ ავყურებ. – არ გინდა წყალში? – მეკითხება წამის შემდეგ
გვერდზე თავდახრილი და ეშმაკურად მომღიმარი გამომეტყველებით. მე ისევ ჩუმად
ვარ და ის თავს ნელა აქნევს. – მგონი, გამოფხიზლება არ გაწყენდა.
უცებ ჩემს შეზლონგთან ჩნდება, იხრება და ხელში მიყვანს, მე კი კივილს ვერ ვიკავებ,
თუმცა უფრო მოულოდნელობისგან, ვიდრე შიშისგან.
– კრისტიან, გამიშვი, დამსვი!..
– მხოლოდ ზღვაში, საყვარელო. – იცინის ის ირონიულად.
რამდენიმე ადამიანი, როგორც უკვე შევამჩნიე, ფრანგებისთვის დამახასიათებელი
ზანტი ცნობისმოყვარეობით ჩვენკენ იხედება თავთავიანთი შეზლონგებიდან.
კრისტიანი წყალში შედის და სიცილით სიღრმისკენ მიემართება. კრისტიანს ორივე
ხელს კისერზე ვხვევ და ვცდილობ, არ გავიცინო.
– არა, კრისტიან, შენ ამას არ იზამ! – ვეუბნები სუნთქვაშეკრული, რომ რამენაირად
ხმაში სერიოზულობა შევინარჩუნო და ხითხითი ჩავიხშო, ის კი ზემოდან ქვემოთ
ირონიული ღიმილით დამყურებს.
– ოჰ, ანა, ნუთუ ამ ხნის განმავლობაში, რაც ერთად ვართ, ასე ცუდად გამიცანი?
ის ჩემკენ იხრება და ტუჩებში მკოცნის. მეც შემთხვევას ხელიდან არ ვუშვებ, ორივე
ხელის თითებს თმაში ვუცურებ, ოდნავ ვქაჩავ და ვნებიანი კოცნით ვპასუხობ, ენით
პირს ვაღებინებ და მის ენას ველამუნები. კრისტიანი ჰაერს მკვეთრად ისუნთქავს და
სწორდება. სურვილით თვალებდაბინდული, მაგრამ იმადროულად ფრთხილი
უნდობლობით დამყურებს.
– არ გამოგივა, ანა, ყველა შენი ილეთი მშვენივრად ვიცი. – მეუბნება ის და ჩემთან
ერთად ნელ-ნელა შედის კამკამა და გრილი წყლის სიღრმეში. მერე ისევ ტუჩებში
მკოცნის, მე კი ჩემს ქმარს ვეკვრები მის კისერზე ხელებმოხვეული და უკვე ვეღარც კი
ვამჩნევ წყლის გამომაფხიზლებელ სიგრილეს.
– აკი გაცურვა გინდოდა. – ვბუტბუტებ ზედ მის ტუჩებთან.
– შენთან ერთად რა ცურვაზეა ლაპარაკი, ადამიანს ამქვეყნად ყველაფერს ავიწყებ. –
მეუბნება ის და ქვედა ტუჩზე ოდნავ მკბენს. – მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი
ვნებით აცახცახებული ცოლი იხილოს მონტეკარლოს მაღალზნეობრივმა მოსახლეობამ.
ტუჩებით მის ოდნავ გაუპარსავ ნიკაპს ვწვდები, ნაზად ვკბენ, მჩხვლეტავ ყბას ენას
ვაყოლებ და ყურადღებასაც არ ვაქცევ პლაჟიდან ინტერესით ჩვენკენ მომზირალ
მონტეკარლოს მაღალზნეობრივ მოსახლეობას.
– ანა, – ხმაჩახლეჩილი კვნესის კრისტიანი, ჩემს „ცხენის კუდს“ მაჯაზე იხვევს, თავს
უკან მაწევინებს და ჩემს კისერს ყურიდან დაწყებული ქვევით კოცნით მიუყვება.
– გინდა... რომ წყალში გაგჟიმო? – მეუბნება სუნთქვაარეული.
– ჰო, – ვპასუხობ ჩურჩულით.
ის თავს უკან სწევს და ზემოდან თბილი, სურვილით სავსე და ეშმაკურად მომღიმარი
მზერით დამყურებს.
– მისის გრეი, თქვენს გაუმაძღრობას და უსირცხვილობას საზღვარი არა აქვს. ეს რა
მონსტრი შევქმენი?!
– ისეთივე, როგორიც შენ ხარ. სხვანაირს ხომ არც ამიტანდი?!
– ანა, შენც კარგად იცი, რომ მე ამას როგორც შევძლებ, ყველანაირად გავაკეთებ, მაგრამ
არა ახლა, არა მაყურებლების თვალწინ. – მეუბნება ის და თავს ნაპირისკენ იქნევს.
რაა?
პლაჟისკენ ვიხედები და ვხედავ, რომ შეზლონგებზე აქამდე უემოციოდ მიწოლილი
რამდენიმე ადამიანი უკვე სრულიად გამოფხიზლებული, აშკარა ინტერესით
გვიყურებს. კრისტიანი ხელებს უცებ წელზე მკიდებს და ზევით მწევს. ჰაერში
ვფრინდები და წყალში ვვარდები, წამში ფსკერზე, რბილ ქვიშაზე აღმოჩენილი ისევ
წყლის ზედაპირზე ვექცევი და მარილიანი წყლის ფურთხებით ძალაუნებურად ვიცინი.
– კრისტიან! – გათამაშებული აღშფოთებით ვკრავ კოპებს. მეგონა, ახლა მორიგი
„სიცოცხლეში პირველად“, ანუ წყალში სექსი გვექნებოდა... ის კი დგას და მიყურებს,
თან რომ არ გაეცინოს, კბილებში ტუჩი აქვს მოქცეული. სამაგიეროს იმით ვუხდი, რომ
წყალს ვასხამ და კრისტიანიც იმავეს აკეთებს.
– წინ მთელი ღამე გვაქვს. – მეუბნება სახეზე გამოხატული სულელური და ბედნიერი
ღიმილით. – მოგვიანებით, საყვარელო, მოგვიანებით.
კრისტიანი ყვინთავს, ერთი-ორ წამში წყლის ზედაპირზე ჩემგან სამი ფუტის
მოშორებით ჩნდება და დახვეწილი, თავისუფალი კროლით ზღვის სიღრმეში, სულ
უფრო და უფრო შორს მიცურავს.
ჰმ... ჩემი მხიარული და მაცდური ორმოცდაათი ელფერი!.. თვალებს მზისგან ხელით
ვიჩრდილავ და კრისტიანს გავყურებ. ...როგორ უყვარს ჩემი წვალება! ჰმ... მე რა
გავაკეთო, რომ მობრუნება ვაიძულო?
ნაპირისკენ მივცურავ და ამაზე ვფიქრობ. შეზლონგებთან უკვე ჩვენთვის მოტანილი
ცივი სასმელები მხვდება და, მოწყურებული, კოლას დიდ ყლუპს ვსვამ. კრისტიანი
ზღვაში პატარა წერტილად მოჩანს.
ჰმმ... მუცელზე ვწვები, ლიფის თასმებს მოუხერხებლად ვიხსნი, ლიფს მკერდიდან
ვიძრობ და კრისტიანის შეზლონგზე ვაგდებ. აი, ასე, მისტერ გრეი!.. თქვენ ჯერ კიდევ
კარგად არ იცით, რა ურცხვი შემიძლია ვიყო, ახლა ხომ კარგად დაგამახსოვრდება, რომ
შენზე ნაკლები არც მე ვარ!.. კმაყოფილი თვალებს ვხუჭავ. სხეულზე მზის სხივები
მელამუნება და ფიქრში ჩვენი ქორწილის დღე მიტივტივდება.

***
– შეგიძლიათ, პატარძალს აკოცოთ, – აცხადებს მამა უოლში.
ჩემს ქმარს ღიმილით შევცქერი.
– როგორც იქნა, ჩემი ხარ, – ჩურჩულით მეუბნება კრისტიანი, მეხვევა და ტუჩებში
მოკრძალებულად და ნაზად მკოცნის.
მე გათხოვილი ქალი ვარ... მისის კრისტიან გრეი. ბედნიერებისგან თავბრუ მესხმის.
– ულამაზესი ხარ, ანა, – ხმადაბლა მეუბნება ის და სიყვარულითა და კიდევ რაღაცით,
რაღაც ბნელითა და მწველით ანთებულგაბრწყინებული მზერით შემომყურებს. – ჩემ
გარდა არავის მისცე ამ კაბის გახდის უფლება, გესმის? – ის მოხრილ თითებს ლოყაზე
ღიმილით მისვამს და ამ ღიმილისა და შეხებისგან მაშინვე სისხლი მიდუღდება.
ჯანდაბა! როგორ ახერხებს, ამდენი ადამიანის თვალწინაც კი ასეთ მდგომარეობაში
ჩამაგდოს?!
პასუხად მხოლოდ უსიტყვოდ ვუქნევ თავს. ღმერთო, იმედი მაქვს, ვერავინ გაიგო, რა
მითხრა. კიდევ კარგი, მამა უოლშიც წინდახედულად უკან გაწეულა. მზერა სტუმრებზე
გადამაქვს, სადღესასწაულოდ ყველა საღამოს კაბებსა და კოსტიუმებშია გამოწყობილი...
დედა, რეი, ბობი და გრეები – ყველა ტაშს უკრავს, კეიტიც კი – ჩემი ხელისმომკიდე,
რომელიც ღია ვარდისფერ კაბაში საოცრად გამოიყურება და კრისტიანის
ხელისმომკიდე ელიოტის გვერდით დგას. ელიოტი კი... ჰმ... ვინ წარმოიდგენდა, რომ
ელიოტიც მოახერხებდა და ასე ელეგანტურად გამოეწყობოდა?! გრეისის გარდა,
რომელიც ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით ცდილობს თვალებზე მომდგარი ცრემლი
შეუმჩნევლად შეიშროს, ყველა თვალისმომჭრელი ბედნიერი ღიმილით
გაცისკროვნებული სახით შემოგვცქერის.
– ზეიმისთვის მზად ხართ, მისის გრეი? – ხმადაბლა მეკითხება კრისტიანი და
მორცხვად მიღიმის, მე კი ამ ღიმილისგან გულში ერთიანად ბედნიერების სითბო
მეღვრება. ის, უბრალო შავ სმოკინგში, ვერცხლისფერ ჟილეტსა და ჰალსტუხში
გამოწყობილი, არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის ისეთი... მაცდური და
მიმზიდველია...
ჰმ...
– ისე, როგორც არასდროს... მზად ვარ, მისტერ გრეი, – უსაზღვრო ბედნიერებისგან
ცოტა არ იყოს სულელური ღიმილით ვპასუხობ მე.
ცოტაც და, ქორწილი უკვე მთელი ძალით ხურდება... კარიკმა და გრეისმა ყველაფერი
გააკეთეს, რომ ქორწილისათვის ვარდისფრით, ვერცხლისფრითა და
სპილოსძვლისფრით ჯადოსნურად მორთული, ყოველი მხრიდან გახსნილი და
ზღვისკენ მიმართული პანორამით ულამაზესი კარავი დაედგათ. ამინდმაც
გაგვიმართლა და თითქოს წყლის ზედაპირზე გამოკიდებული ჩამავალი მზეც კარავს
თვალისმომჭრელ სხივებში ხვევს. კარვის ერთი მხარე საცეკვაო მოედნისთვის არის
გამოყოფილი, მეორეში კი უხვი და მრავალფეროვანი სანოვაგით დახუნძლული
შვედური მაგიდაა გაშლილი. საცეკვაო მოედანზე დედა რეისთან ცეკვავს და ორივე
რაღაცაზე იცინის, მე კი მათ შემხედვარეს ნაღველნარევი სიხარული მეუფლება და
ვიღიმები გულში სითბოჩაღვრილი.
იმედი მაქვს, ჩემი და ქრისტიანის ქორწინება უფრო ბედნიერიც იქნება და მეტხანსაც
გასტანს. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა დამემართება, კრისტიანმა რომ მიმატოვოს.
„ნაჩქარევი ქორწინება, ტანჯვის არის მოთმინება“, – არ ამომდის თავიდან ანდაზა.
ჩემთან კეიტი მოდის, გრძელ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი საოცრად ლამაზი და
მომხიბვლელია. მიყურებს და კოპებს კრავს.
– ეი, ეს ხომ შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა, – მეუბნება საყვედურის
ტონით.
– ასეც არის, – ვპასუხობ ხმადაბლა.
– ოჰ, ანა, რა მოხდა? დედაშენს და რეის უყურებ?
კეიტს პასუხად მხოლოდ სევდიანად ვუქნევ თავს.
– ბედნიერები არიან.
– ჰო, ოღონდ ცალ-ცალკე.
– რა მოხდა, რამეში ეჭვი გეპარება? – შეშფოთებული მეკითხება ის.
– არა, არა, უბრალოდ... კრისტიანი ისე მიყვარს, რომ... – არ ვიცი, სიტყვებს ვერ
ვპოულობ, რომ ჩემი შიში გამოვთქვა, თუ საერთოდ არც მინდა ამ შიშის ვინმესთვის
გაზიარება, ამიტომ ვჩუმდები.
– ანა, ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ კრისტიანის სიყვარულს ვერ ხედავდეს. ის ხომ
გაღმერთებს. ვიცი, რომ თქვენი ურთიერთობა ცოტა სხვანაირად დაიწყო, მაგრამ ამ
ბოლო თვის განმავლობაში მე თვითონაც ვხედავ, რა ბედნიერები ხართ ერთად. – კეიტი
ორივე ხელს მკიდებს. – თანაც ახლა უკვე გვიანია. – ამატებს ის ღიმილით.
ცხადი ფაქტების ხაზგასმის კეიტისეულ მანერაზე მეცინება, ის კი თავისი – კათრინ
კავანას საფირმო ჩახუტებით მეხვევა.
– დამიჯერე, სანერვიულო არაფერი გაქვს. მაგრამ ერთი თმის ღერიც რომ
ჩამოგვარდეს, კრისტიანს საქმე ჩემთან ექნება. – ის ხელს მიშვებს, ოდნავ უკან იწევს და
ჩემ ზურგს უკან ვიღაცას უღიმის.
– როგორ ხარ, საყვარელო, – მეხვევა უკნიდან კრისტიანი და საფეთქელზე მკოცნის. –
გამარჯობა, კეიტ. – მიუხედავად იმისა, რომ ექვსი კვირა გავიდა, კეიტისადმი
კრისტიანს დამოკიდებულება ძველებურად ჯერ ისევ ცივი აქვს.
– კიდევ ერთხელ, გამარჯობა, კრისტიან. წავალ, შენს ხელისმომკიდეს და ჩემს
საყვარელ კაცს მოვძებნი, თორემ რაღაც სულ დავავიწყდი.
კეიტი ორივეს გვიღიმის და ელიოტისკენ მიემართება, რომელიც მის ძმა იტანთან და
ჩვენს მეგობარ ხოსესთან ერთად სვამს.
– დროა, – ხმადაბლა მეუბნება კრისტიანი.
– უკვე? ამდენი ხნის განმავლობაში ეს ჩემი პირველი წვეულებაა და ყურადღების
ცენტრში კიდევ ცოტა ხანს მაინც სიამოვნებით ვიქნებოდი. – ვეუბნები კრისტიანს,
მისკენ ვბრუნდები და თვალებში ვუყურებ.
– შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე. არაჩვეულებრივად გამოიყურები, ანასტასია.
– შენც.
ის მიღიმის და მწველი მზერით დამყურებს ზემოდან.
– ლამაზი კაბაა და შენც ძალიან გიხდება.
– ხომ ძალიან უბრალოა? – ვწითლდები დარცხვენილი და კეიტის დედის მოდელით
ჩემთვის შეკერილ, სრულიად უბრალო საქორწილო კაბის თხელ მაქმანს ხელს ვაყოლებ.
ამ კაბის მხრებზე მოყოლებული მაქმანები პირველი დანახვისთანავე მომეწონა – კაბა
უპრეტენზიო, მაგრამ ამავე დროს ტანზე კარგად მომდგარი, გაბედული და
მიმზიდველია. ის იხრება და მკოცნის.
– წამოდი. აღარ მინდა, ამ ხალხს შენი თავი გავუყო.
– შეიძლება, რომ ჩვენი საკუთარი ქორწილიდან წავიდეთ?
– ანასტასია,ეს ხომ ჩვენი ქორწილია, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვქნათ, რაც
მოგვინდება. უკვე ტორტიც გავჭერით, ასე რომ, ახლა უბრალოდ მინდა ყველასგან
შორს, მარტო ჩემთვის გაგიტაცო.
მე ვიცინი.
– თქვენ ხომ უკვე მომიტაცეთ, მისტერ გრეი, თანაც მთელი ცხოვრებით.
– რაც მე ძალიან მიხარია, მისის გრეი.
– აი, თურმე სად ყოფილხართ, ჟღურტულებთ, შეყვარებულებო?
ესღა გვაკლდა, ვკვნესი ჩემთვის გულში, გრეისის დედამ გვიპოვა.
– კრისტიან, ძვირფასო, არ გინდა, ბებიას ეცეკვო?
კრისტიანი ოდნავ შესამჩნევად ტუჩებს ბრეცს.
– რა თქმა უნდა.
– შენ კი მშვენიერო ანასტასია, წადი და მოხუცი გაახარე – თეოს ეცეკვე.
– თეოს?
– ბაბუაჩემს, ანასტასია.
– აჰ, ჰო, ანასტასია, შეგიძლია ბებია დამიძახო და კიდევ, თქვენ ორივეს სერიოზული
მუშაობა მოგიწევთ, რომ შვილთაშვილი გამიჩინოთ, თორემ რომ არ მოვესწრო,
იცოდეთ, თქვენი ბრალი იქნება.
ის ორივეს გათამაშებული კეკლუცი ღიმილით გვიღიმის, კრისტიანი კი თვალების
ხამხამით თავზარდაცემული გამომეტყველებით შესცქერის.
– წამოდი, ბე, – ამბობს ის, მოხუცს ხელს ჰკიდებს და საცეკვაო მოედნისკენ ნაჩქარევად
მიჰყავს, მაგრამ გზად უკან იხედება და უკმაყოფილოდ ტუჩებგაბუშტული თვალებს
ატრიალებს. – მოგვიანებით, საყვარელო...
ბაბუა ტრეველიანისკენ მივდივარ, მაგრამ გზად ჯერ ხოსეს ვხვდები.
– ჩემთან კიდევ ერთ ცეკვას აღარ გთხოვ, ანა, საცეკვაო მოედანზე ფაქტობრივად
მონოპოლიზებული მყავდი... უბრალოდ, მიხარია, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ...
სერიოზულად გეუბნები, ანა, თუ დაგჭირდი, იცოდე, რომ შენ გვერდით ვარ.
– გმადლობ, ხოსე. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.
– სერიოზულად გეუბნები, ანა, – მიმეორებს ის და თავისი მუქი ანთებული თვალებით
შემომცქერის.
– ვიცი, გმადლობ, ხოსე. ახლა კი მაპატიე, მაგრამ იძულებული ვარ, დაგტოვო...
მოხუცთან პაემანი მაქვს.
ხოსე დაბნეული გამომეტყველებით კოპებს კრავს.
– კრისტიანის ბაბუასთან, – ვუხსნი მე.
ხოსე იღიმება.
– კარგი, მაშინ წარმატებას გისურვებ, ანა, ყველაფერში წარმატებას გისურვებ.
– გმადლობ, ხოსე.
კრისტიანის ძალიან საყვარელ ბაბუასთან ცეკვის შემდეგ ფრანგულ კართან ვდგავარ
და სიეტლის თავზე მზის ნელ-ნელა ჩასვლასა და მზის ჩასვლით ყურეზე განფენილ
მკვეთრ აგურისფერ და აკვამარინისფერ ჩრდილებს შევცქერი.
– წამოდი. – მეუბნება კრისტიანი და ხმაში მოუთმენლობა უკრთება.
– უნდა გამოვიცვალო. – ვპასუხობ მე და ხელს ვკიდებ, რომ ოთახში შემოვიყვანო და
ზევით ერთად ავიდეთ. მაგრამ ის დაბნეული გამომეტყველებით კოპებს კრავს,
მაჩერებს და პირიქით, ნაზად თავისკენ მექაჩება.
– მეგონა, კაბის გახდაში დამეხმარებოდი, – ვუხსნი ხმადაბლა.
კრისტიანს თვალები ენთება.
– რა თქმა უნდა, დაგეხმარები. – მპასუხობს გრძნობიერი ღიმილით. – მაგრამ არა აქ.
ჩვენ ჯერ აქედან წასვლა არ შეგვიძლია... იქამდე, სანამ... არ ვიცი... – ის გაურკვეველი
ჟესტით ხელს იქნევს. წინადადება დაუსრულებელი რჩება, მაგრამ აზრი სრულიად
გასაგებია.
დარცხვენილი ვწითლდები და ხელს ვუშვებ.
– და იცოდე, თმა არ გაიშალო, – მაფრთხილებს ის ისევ შეთქმულის ხმით.
– მაგრამ...
– არავითარი „მაგრამ“, ანასტასია. არაჩვეულებრივად გამოიყურები და მინდა თავიდან
ფეხებამდე მე გაგხადო.
ოჰ... კოპებს ვკრავ.
– წამოსაღები ტანსაცმელი შეაგროვე, – მაძლევს ის განკარგულებას, – დაგჭირდება.
შენი დიდი ჩემოდანი ტეილორს აქვს.
– კარგი.
ნეტა რა ჩაიფიქრა? სად მივდივართ? ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და, მგონი, არც
სხვებმა იციან რამე. აქამდე ვერც მიამ დასტყუა ინფორმაცია და ვერც კეიტმა.
ვბრუნდები და დედას ვუყურებ, ის აქვე, კეიტთან ერთად დგას.
– საქორწილო კაბას არ გავიხდი.
– რაა? რატომ? – უკვირს დედას.
– კრისტიანს არ უნდა, რომ გავიხადო. – ვპასუხობ მხრების აჩეჩით, ისე, თითქოს ის,
რომ კრისტიანს რაღაც არ უნდა, ყველაფერს ხსნიდეს და სრულიად საკმარისი იყოს.
დედა წამიერად კოპებს კრავს.
– შენ ხომ პირობა არ მიგიცია, რომ ყველაფერში დაემორჩილებოდი... – ფრთხილად
მახსენებს ის. კეიტი ტუჩებს იბზუებს და ჩაფრუტუნების ხველებად შენიღბვას
ცდილობს. კეიტს თვალებმოჭუტული შევყურებ. არც კეიტს და არც დედას
წარმოდგენაც არა აქვთ ჩემი და კრისტიანის კამათზე ამის შესახებ, მაგრამ მათთვის ამის
მოყოლა არ მინდა. ჯანდაბა, რატომ უნდა სწყინდეს და... კოშმარები ესიზმრებოდეს
ჩემს ორმოცდაათ ელფერს? ამის გახსენება მაფხიზლებს.
– ვიცი, დედა, მაგრამ კრისტიანს ეს კაბა მოსწონს და, უბრალოდ, მინდა ვასიამოვნო.
დედას გამომეტყველება ეცვლება, შესამჩნევად ლბება. კეიტი წამიერად თვალებს
ატრიალებს, მე და დედას გვშორდება და მარტო გვტოვებს.
– ძვირფასო, შენ მართლა ძალიან კარგად გამოიყურები. – მეუბნება დედა ხმადაბლა,
ურჩ თმას ყურსუკან მიმალავს და ხელს ლოყაზე მისვამს. – შენით ძალიან ვამაყობ.
დარწმუნებული ვარ, კრისტიანი შენთან ბედნიერი იქნება. – ის მეხვევა.
ოჰ, დედა!
– ისე დაქალდი და გაიზარდე, არც კი მჯერა, რომ გიყურებ. წინ ახალი ცხოვრებაა, ანა...
ერთადერთი, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მამაკაცები სხვა პლანეტიდან არიან და
ყველაფერი კარგად იქნება.
ჩუმად ვხითხითებ. რა იცის დედამ, რომ კრისტიანი სულაც სხვა სამყაროდანაა.
– გმადლობ, დე.
მე და დედას რეი გვიახლოვდება და ორივეს ტკბილად გვიღიმის.
– რა ლამაზი შვილი გაგეზარდა, კარლა. – ეუბნება ის სიამაყით
თვალებგაბრწყინებული. ახალ შავ სმოკინგსა და ღია ვარდისფერ ჟილეტში
გამოწყობილი რეი თავადაც ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.
გრძნობებისგან გულაჩუყებულს ცრემლი მადგება და თვალებს ჩქარ-ჩქარა ვახამხამებ.
ოჰ, არა... აქამდე როგორღაც თავს ვერეოდი და არ მიტირია, ახლა კი...
– ის შენ თვალწინ და შენი დახმარებით გაიზარდა, რეი. – პასუხობს დედა სევდიანი
ხმით.
– და მეც იმ დროის ყოველი დღე და წუთი მიყვარს... ულამაზესი პატარძალი ხარ, ენი.
– ამბობს რეი ღიმილით და ყურსუკან იმავე ურჩ კულულს მიმალავს.
– მამა... – მე ყელში ბურთად გაჩხერილ ცრემლებს ვყლაპავ, ის კი წამიერად
მოუქნელად მიხუტებს გულში.
– ...და შენგან კარგი ცოლიც დადგება, – ჩურჩულებს ისიც ჩავარდნილი ხმით და ხელს
მიშვებს. ჩვენ გვერდით კი უკვე კრისტიანი დგას და რეი მას გულიანად და თბილად
ართმევს ხელს.
– აბა, შენ იცი, ჩემს გოგოს მიხედე.
– სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. რეი... კარლა... – კრისტიანი რეის თავს უკრავს,
დედას კი კოცნის.
სტუმრებს უკვე სახლის მთავარი შემოსასვლელი კარისკენ გაწელილი რაღაც გრძელი
ცოცხალი დერეფნის მსგავსი აქვთ შექმნილი.
– მზად ხარ? – მეკითხება კრისტიანი.
– კი.
მას სტუმრების ზევით აწეული ხელების თაღში გავყავარ... აქეთ-იქიდან მხიარული
წამოძახილები, ყვირილი და მილოცვები მოგვყვება, ყველა ბედნიერებას გვისურვებს და
ბრინჯს გვაყრის. დერეფნის ბოლოში მომღიმარი გრეისი და კარიკი დგანან. ორივეს
გვეხვევიან და გვკოცნიან. გულაჩუყებულ გრეისს ისევ ადგება თვალზე ცრემლი, ჩვენ კი
ყველას ნაჩქარევად ვემშვიდობებით.
ტეილორი უკვე ჩვენს წასაყვანად გამზადებული „აუდის“ საჭესთან ზის. კრისტიანი
მანქანის კარს მიღებს, მე ვბრუნდები და უკან შეჯგუფებული ახალგაზრდა
გოგონებისკენ თეთრი და ვარდისფერი ვარდების საქორწინო თაიგულს ვისვრი.
თაიგულს მია იჭერს და გამარჯვებისა და ბედნიერების ღიმილით სახე ერთიანად
უბრწყინდება. სიცილით მანქანაში ვჯდები, კრისტიანი იხრება, კაბის შლეიფს
მისწორებს, რწმუნდება, რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს და ყველას ხელის დაქნევით
ემშვიდობება.
ტეილორი კრისტიანს მანქანის კარს უღებს.
– გილოცავთ, სერ.
– გმადლობ, ტეილორ. – უხდის ის მადლობას და მანქანაში ჩემ გვერდით ჯდება.
ტეილორი „აუდის“ ძრავს, სტუმრები კი მანქანასაც ბრინჯს აყრიან.
კრისტიანს ჩემი ხელი ტუჩებთან მიაქვს და თითებზე მკოცნის.
– ჯერჯერობით ხომ ყველაფერი კარგად არის, მისის გრეი?
– ჯერჯერობით ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, მისტერ გრეი. სად მივდივართ?
– სიტაკში, – მპასუხობს ის და სფინქსის იდუმალი ღიმილით მიღიმის.
ჰმ... რა ჩაიფიქრა?
ჩემი მოლოდინის მიუხედავად ტეილორს მანქანა გაფრენების ტერმინალისკენ კი არა,
დაცული კარის გავლით პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე გაჰყავს. რა ხდება? უცებ
კრისტიანის პირად თვითმფრინავს ვხედავ. კორპუსზე უზარმაზარი ლურჯი ასოებით
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგ ინკ.“ აწერია.
– ოღონდ არ მითხრა, რომ კომპანიის საკუთრებას ბოროტად, ისევ პირადი
მიზნებისთვის იყენებ!
– იმედი მაქვს, ასეც იქნება. – მპასუხობს ის ღიმილით.
ტეილორი მანქანას ტრაპთან აჩერებს, გადადის და კრისტიანის მხარეს მანქანის კარს
აღებს. ისინი ერთმანეთს რამდენიმე სიტყვას ეუბნებიან, მერე კრისტიანი მანქანას გარს
უვლის და კარს მე მიღებს, მაგრამ გვერდზე არ იწევა, რომ გადავიდე, იხრება და
პირდაპირ სავარძლიდან ხელში მიყვანს.
ოჰო!..
– რას აკეთებ? – ვჭყვიტინებ მოულოდნელობისგან.
– ზღურბლზე გადამყავხარ. – მეუბნება ის.
აა... კი, მაგრამ ეს სახლში არ უნდა გაეკეთებინა?
თითქოს ბუმბულივით მჩატე ვიყო, კრისტიანს ხელში აყვანილი ტრაპზე
თავისუფლად ავყავარ. ჩვენს უკან ტეილორი ამოდის და ჩემი პატარა ჩემოდანი მოაქვს,
მერე თვითმფრინავში შესასვლელ კართან დგამს, უკან ჩადის და „აუდისკენ“
მიემართება. სალონში შესულები კრისტიანის მფრინავს – სტივენს ვხედავთ.
– სერ, მისის გრეი, მოგესალმებით თვითმფრინავის ბორტზე. – ის ორივეს ფართო,
კეთილგანწყობილი ღიმილით გვიღიმის. კრისტიანი ფეხზე მაყენებს და სტივენს ხელს
ართმევს. მფრინავის გვერდით დაახლოებით ოცდაათის ან ცოტა მეტის, ფორმაში
გამოწყობილი მუქთმიანი ქალი დგას. – გილოცავთ! – განაგრძობს ის ისევ გულითადი
ღიმილით.
– გმადლობ, სტივენ. – კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება. – ანასტასია, სტივენს უკვე იცნობ.
ის დღეს ჩვენი კაპიტანია. ეს კი მისი პირველი თანაშემწე ბიგლია.
როგორც კი კრისტიანი მის სახელს წარმოთქვამსბიგლი მაშინვე წითლდება და
დარცხვენილი გამომეტყველებით გრძელ წამწამებს აფახურებს. მინდება, რომ თვალები
ავატრიალო, მაგრამ თავს ვიკავებ. ჩემი მეტისმეტად სიმპათიური ქმრის კიდევ ერთი
თაყვანისმცემელი... მგონი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სილამაზე უკვე საზიანო ხდება.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – ამოოხვრით ამბობს ბიგლი. პასუხად
კეთილგანწყობილი გამომეტყველებით ვუღიმი... ბოლოს და ბოლოს კრისტიანი ჩემი
ქმარია და არა მისი.
– ყველაფერი მზად არის? – ეკითხება სტივენს და ბიგლის კრისტიანი.
თვითმფრინავის სალონს თვალს ვავლებ. ინტერიერი ნეკერჩხლის ხითა და ღია
კრემისფერი ტყავით არის გაწყობილი და ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.
სალონის ბოლოში ფორმაში გამოწყობილი კიდევ ერთი საოცრად ლამაზი მუქთმიანი
ახალგაზრდა ქალი დგას.
– ყველა სისტემა წესრიგშია, სერ, და ბოსტონამდე ამინდიც ხელსაყრელი იქნება.
ბოსტონამდე?
– ტურბულენტობა?
– ბოსტონამდე არ გვემუქრება. მცირე ატმოსფერული ფრონტი მხოლოდ შენონის
თავზეა მოსალოდნელი, აი, იქ კი, შეიძლება ცოტა შეგვაჯანჯღაროს.
შენონი? ირლანდია?
– გასაგებია. იმედია დაძინებას ცოტა ხნით მოვახერხებთ. – ამბობს კრისტიანი
უდარდელი გამომეტყველებით.
დაძინებას?
– აფრენისთვის მოემზადეთ, სერ, – ეუბნება კრისტიანს სტივენი. – თქვენზე ჩვენი
ბორტგამცილებელი ნატალია იზრუნებს. – კრისტიანი ნატალიასკენ აბრუნებს თავს და
კოპებს კრავს, მაგრამ წამის შემდეგ სტივენისკენ ისევ გაღიმებული ბრუნდება.
– ძალიან კარგი. – ამბობს ის, ხელს მკიდებს და ფართო და რბილ ტყავის სავარძელთან
მივყავარ, რომლის მსგავსიც მთელ სალონში დაახლოებით თორმეტია. – დაჯექი. –
მეუბნება მე, თვითონ კი სმოკინგს იხდის და ფარჩის ვერცხლისფერ ჟილეტზე ღილების
გახსნას იწყებს. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ პატარა პოლირებული მაგიდის აქეთ-
იქიდან ვსხდებით.
– მოგესალმებით ჩვენი თვითმფრინავის ბორტზე და მიიღეთ ჩემი გულითადი
მილოცვა სერ, მემ... – ამბობს ჩვენს სავარძლებთან მოახლოებული ნატალია და უკვე
ფუჟერებში დასხმულ ვარდისფერ შამპანურს გვთავაზობს.
– გმადლობ, – პასუხობს მას კრისტიანი და მუქთმიანი ახალგაზრდა ქალი თავაზიანი
ღიმილით კამბუზში ბრუნდება და თვალს ეფარება.
– ჩვენს მომავალ ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას გაუმარჯოს, ანასტასია. – სწევს
კრისტიანი ფუჟერს და ერთმანეთს ვუჭახუნებთ. შამპანური უგემრიელესია.
– „ბოლანჟეა“? – ვეკითხები მე.
– გამოიცანი.
– პირველად რომ „ბოლანჟე“ გამასინჯე, ჩაის ფინჯნებით ვსვამდით, გახსოვს?
– კი, მშვენივრად. შენი გამოსაშვები ცერემონიალის დღე...
– სად მივფრინავთ? – ვეკითხები ინტერესით, რადგან ცნობისმოყვარეობას უკვე
ვეღარაფრით ვერევი.
– შენონში. – მპასუხობს კრისტიანი და თვალები ცელქი პატარა ბიჭივით
მოუთმენლობით და მოლოდინით ენთება.
– ესე იგი ირლანდიაში მივდივართ?
– კი, ოღონდ საწვავის შესავსებად, – ამატებს ის ეშმაკური ღიმილით და
ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო მიღვივებს.
– მერე? – არ ვეშვები მე.
კრისტიანი თავისი ფართო, თვალისმომჭრელი ღიმილით მიღიმის და თავს აქნევს.
– კრისტიან!
– მერე ლონდონში. – ის დაკვირვებული გამომეტყველებით მიყურებს და ჩემი
გრძნობების ამოცნობას ცდილობს.
ოჰ, ღმერთო! სუნთქვა მეკვრება. მეგონა, ნიუ-იორკში, ასპენში ან სადმე კარიბის
კუნძულებზე წავიდოდით, მაგრამ ლონდონი?! არც კი მჯერა. ინგლისში წასვლას ხომ,
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვნატრობდი!.. სიხარულისა და ბედნიერებისგან სადღაც
შიგნით თითქოს ნათურა აინთოო, სინათლე მეღვრება.
– მერე პარიზში, – ამატებს კრისტიანი.
რაა?
– მერე საფრანგეთის სამხრეთში.
ოჰო!
– ვიცი, რომ ყოველთვის ევროპაში მოგზაურობაზე ოცნებობდი, – მეუბნება ის
ხმადაბლა. – მინდა, რომ ოცნება აგისრულდეს.
– ჩემი ოცნება შენ ხარ, და ეს ოცნება მე უკვე ამისრულდა.
– თქვენზე მეც იმავეს თქმა შემიძლია, მისის გრეი, – მპასუხობს კრისტიანი
ჩურჩულით.
ოჰ, ღმერთო!..
– ღვედი შეიკარი.
მე ვუღიმი და ღვედს ვიკრავ.
სანამ თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოძრაობს, შამპანურს ვწრუპავთ და
ერთმანეთს ცოტა არ იყოს სულელური და ბედნიერი ღიმილით ვუღიმით. არც კი
მჯერა!.. ოცდაორი წლის ასაკში, როგორც იქნა, შეერთებული შტატების ფარგლებს
გავცდები და ევროპას ვნახავ, თანაც, რაც ყველაზე მთავარია, ევროპის ქვეყნების
ქალაქებიდან უპირველესად, ლონდონს!
თვითმფრინავი სიმაღლეს იღებს თუ არა, ნატალია ფუჟერებში შამპანურს გვიმატებს
და ჩვენი საქორწინო სუფრის მზადებას იწყებს. თანაც როგორი სუფრის – შებოლილი
ორაგული, ორაგულის შემდეგ კი, შემწვარი კაკაბი მწვანე ლობიოს სალათითა და
კარტოფილი „დოფინუაზით“... ყოველი ამ საოცარი კერძითა თუ სერვირებით ნატალია
ეფექტურობისა და პროფესიონალიზმის მაგალითს გვიჩვენებს.
– დესერტს მიირთმევთ, მისტერ გრეი? – ეკითხება ის კრისტიანს.
კრისტიანი უარის ნიშნად თავს აქნევს, თითს ქვედა ტუჩზე მისვამს და კითხვით სავსე
მზერით, როგორღაც ბნელი და ამოუცნობი გამომეტყველებით, დაჟინებით მიყურებს
თვალებში.
– არა, გმადლობ, – ვბუტბუტებ ხმადაბლა მზერით მის თვალებს მიჯაჭვული. ნატალია
მაგიდას შორდება, კრისტიანს კი ტუჩისკუთხეზე ოდნავ შესამჩნევი იდუმალი ღიმილი
გადასდის.
– ძალიან კარგი, – ხმადაბლა წარმოთქვამს ისიც. – იმიტომ, რომ დესერტად შენ
მინდიხარ.
ოჰ... ააქ?..
– წამოდი, – მეუბნება ის. სავარძლიდან დგება, ხელს მიწვდის და თვითმფრინავის
სალონის ბოლოში მივყავარ.
– აქ სააბაზანოა. – მითითებს ის მომცრო კარზე და მოკლე და ვიწრო დერეფნის სულ
ბოლო კართან მივყავარ.
ღმერთო, საძინებელი!..
თვითმფრინავის სალონის მსგავსად საძინებლის ინტერიერშიც ნეკერჩხლის ხე და
კრემისფერი დომინირებს, ოთახის შუაგულში კი ზედ ლამაზად მიწყობილი
ოქროსფერი და მუქი ნაცრისფერი ბალიშებით მორთული, როგორც ჩანს,
კომფორტული, მომცრო ორადგილიანი ლოგინი დგას. კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება,
თავისკენ მიზიდავს და ზემოდან ქვემოთ დამყურებს.
– ვიფიქრე, რომ ჩვენი ქორწინების პირველი ღამე ოცდათხუთმეტი ფუტის სიმაღლეზე
გვექნებოდა... ადრე მსგავსი არაფერი გამიკეთებია.
ღმერთო... კიდევ ერთი „პირველად ცხოვრებაში“! კრისტიანს თვალებში ვუყურებ და
ვგრძნობ, რომ გული ამოვარდნას მაქვს... ჰმ... „სიმაღლის მოყვარულთა კლუბი“... მგონი,
ამის შესახებ რაღაც გამიგია.
– მაგრამ იქამდე ეს ზღაპრული კაბა უნდა გაგხადო. – ამბობს ის და მის თვალებში
სიყვარულს და კიდევ რაღაცას, რაღაც ბნელსა და ამოუცნობს, იდუმალსა და
მიმზიდველს ვხედავ, იმას, რაც მე ასე ძალიან მიყვარს და იმას, რასაც ჩემს შინაგან
ქალღმერთთან აქვს პირდაპირი კავშირი. ამის შეგრძნებისგან სუნთქვა მეკვრის.
– მიბრუნდი.
ხმა დაბალი, მბრძანებლური და არანორმალურად სექსუალური აქვს. ამას როგორ
ახერხებს? მხოლოდ ერთ სიტყვაში როგორ ატევს ამხელა გრძნობას და სურვილს?!
სიამოვნებით ვემორჩილები და მისი თითები ჩემი ვარცხნილობის დაშლას იწყებენ,
სარჭებს ერთმანეთის მიყოლებით, ნაზად, მაგრამ მოხერხებულად მაძრობს და საქმესაც
ჩემდა გასაკვირად ძალიან სწრაფად ამთავრებს. თმა მხრებზე, ზურგსა და მკერდზე
ტალღებად მეფინება... ვცდილობ, გაუნძრევლად ვიდგე და ცდუნებას არ ავყვე, მაგრამ
სიგიჟემდე მინდა, ვიგრძნო მისი შეხება, მისი მოფერება!.. ამ გრძელი, დამღლელი და
ამაღელვებელი დღის შემდეგ მე ის უბრალოდ მინდა, მთლიანად და სულ...
– საოცრად ლამაზი თმა გაქვს, – ჩურჩულებს კრისტიანი და მიუხედავად იმისა, რომ
არც კი მეხება, ყურთან მისი სუნთქვის სითბოს ვგრძნობ. ის თითებს თმაში მიცურებს
და თავზე ნაზად მეფერება... მის რბილ და გონების დამბინდავ შეხებას ვგრძნობ და
სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ, ის ხელებს ოდნავ ქვევით აცურებს, თავს ნაზად უკან
მაწევინებს და ყელს მიშიშვლებს.
– შენ ჩემი ხარ, – ამოსუნთქვას აყოლებს ჩურჩულს და ტუჩებით ყურის ბიბილოს
მიჭერს.
ოდნავ გახსნილი ტუჩებიდან კვნესა მწყდება.
– ჩუმად, – მაფრთხილებს ის ჩურჩულით, თმას წინ, ერთ მხარეს მიყრის და თითებს
ზურგზე, კაბის მაქმანებიანი ამონაჭერის ხაზთან, ერთი მხარიდან მეორემდე მიცურებს.
სურვილისგან უკვე ერთიანად ვცახცახებ. ის იხრება და ხერხემალზე კაბის პირველ
ღილთან ნაზად მკოცნის.
– ულამაზესი ხარ, ანასტასია. – ჩურჩულებს კრისტიანი და თითების მოხერხებული
მოძრაობით პირველ ღილს მიხსნის, – დღეს მე ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი
ვარ. – ის მტანჯველი აუჩქარებლობით დანარჩენ ღილებს მიუყვება და სულ უფრო და
უფრო ქვევით ჩადის, – ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ. – მას ტუჩებით კისრიდან
მხარისკენ ჰაეროვანი კოცნის ბილიკი გაჰყავს და კოცნასა და კოცნას შორის თითო-
თითო სიტყვად, ნაწყვეტნაწყვეტ ჩურჩულს განაგრძობს, – ნეტა... იცოდე... როგორ...
მინდიხარ... მინდა... შიგნიდან გიგრძნო... ანასტასია... შენ... ჩემი... ხარ...
ყოველი სიტყვა ჩემთვის ღვინის დამათრობელი და თავბრუდამხვევი ყლუპია.
თვალებს ვხუჭავ და თავს წინ ვხრი, კისრისკენ გზას კიდევ უფრო მეტად
ვუთავისუფლებ და ჩემი ქმრის, კრისტიან გრეის მომნუსხველობას ერთიანად
ვნებდები.
– ჩემი ხარ... – ბუტბუტებს ის ისევ, კაბას ქვევით ქაჩავს და ისიც ჩემი ფეხების გარშემო
იატაკს აბრეშუმისა და მაქმანების სპილოსძვლისფერ, ფაფუკ ღრუბლად ეფინება.
– მობრუნდი. – კრისტიანს ხმა ეცვლება, ჩურჩული კიდევ უფრო ხმადაბალი და
ჩახრინწული უხდება. მისკენ ვბრუნდები... ის სუნთქვაშეკრული და
თვალებგაფართოებული მიყურებს.
ვარდისფერი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი წინდის სამაგრებიანი კორსეტი, ამავე
ფერის მაქმანის ბიკინი და აბრეშუმის უთხელესი წინდები მაცვია. კრისტიანი თავიდან
ფეხებამდე ხარბ მზერას მაყოლებს... არაფერს ამბობს, მხოლოდ მიყურებს და გუგები
თანდათან უფართოვდება.
– მოგწონს? – ვეკითხები ჩურჩულით და ვგრძნობ, როგორ ვწითლდები.
– ეს მარტო მოწონება არ არის, პატარავ... აღფრთოვანებული ვარ, ამ კორსეტში
არაჩვეულებრივად გამოიყურები. ხელი მომკიდე, – ის ხელს მიწვდის, მის ხელს ჩემსას
ვაგებებ და ჩემი ფეხების გარშემო დაფენილი კაბიდან ვაბიჯებ.
– არ გაინძრე. – მეუბნება კრისტიანი და ვნებისგან ჩამუქებული მზერით შემომყურებს.
მერე ხელს სწევს და შუა თითს კორსეტის კიდის გასწვრივ მკერდს აყოლებს. სუნთქვა
სულ უფრომიჭირს, ის კი თითით იმავე გზას იმეორებს, ოღონდ საპირისპირო
მიმართულებით. მისი შეხებისგან ხერხემლის მთელ სიგრძეზე სასიამოვნო ჟრუანტელი
მივლის... ის ჩერდება და ჟესტით მანიშნებს, რომ მივბრუნდე... სურვილისგან
აცახცახებული მისთვის მე ახლა ყველაფერს გავაკეთებ.
– გაჩერდი! – მეუბნება ჟინისგან ჩავარდნილი, მაგრამ მბრძანებლური ხმით.
პირით საწოლისკენ ვდგავარ. კრისტიანი წელზე ხელს მხვევს, თავისკენ მიზიდავს და
სახით კისერში მეფლობა. მერე ზევით აცურებს, ჩემს მკერდს ოდნავ მოხრილ ხელებში
იქცევს და ცერა თითებით ძუძუსთავების სრესას და წვალებას იწყებს... ისინიც, მისი
შეხების ჟინს აყოლილნი და სხეულს მოდებული სურვილისა და ვნებისგან მაშინვე
გამკვრივებულნი, უთხელესი ატლასის ქვეშ მებურცება.
– ჩემი ხარ... – ჩურჩულებს ის.
– შენი ვარ... – ვიმეორებ მკერდის სიღრმიდან ამოხეთქილ კვნესასთან ერთად.
ის ჩემს მკერდს თავს ანებებს და ხელებს მუცლისკენ მიცურებს, მერე ცოტა უფრო
ქვემოთ და გვერდით, წელსა და თეძოზე გადადის და კიდევ უფრო ქვემოთ,
ბოქვენისკენ ჩააქვს. კვნესას ძლივს ვიკავებ. მისი ხელები ჩემ ბარძაყებზე ინაცვლებს და
ჩვეული მოხერხებულობით ორივე ფეხზე წინდის სამაგრებს მიხსნის... მერე ზევით
აცურებს და უკანალზე ხარბად მწვდება.
– ჩემი ხარ... – ჩურჩულებს სუნთქვაარეული... დუნდულებზე მეფერება და თითის
წვერებით ქვემოდან თმაზე მეხება.
– ააჰ...
– ჩუმად!.. – მეუბნება ის. ხელებს ბარძაყების უკანა მხარეს, ქვევით აცურებს და წინდის
სამაგრებს უკანა მხრიდანაც მიხსნის. მერე იხრება და ლოგინიდან გადასაფარებელს
აგდებს.
– დაჯექი.
ვნებით ატანილი, მოჯადოებულივით უსიტყვოდ ვემორჩილები. კრისტიანი
მუხლებზე ეშვება, მარცხენა ფეხზე „ჯიმი ჩუს“(ლონდონელი მაღალი მოდის
დიზაინერი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი. ) საქორწინო თეთრი
აბრეშუმის უთხელესი წინდის მაქმანის ბოლოს ეტანება და ისე, რომ ბარძაყიდან
დაწყებული, ქვევით ფეხის მთელ სიგრძეს თითების ნაზ შეხებას აყოლებს, წინდას ნელა
მხდის... ოჰ, ღმერთო... წამიც და კრისტიანი მეორე ფეხზე იმეორებს იმავეს...
– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საშობაო საჩუქარს ვხსნიდე... – ბუტბუტებს ის და
თავისი გრძელი და მუქი წამწამების ქვემოდან მომნუსხველი მზერით მიღიმის.
– საჩუქარი, რომელიც შენ უკვე...
კრისტიანი საყვედურით სავსე გამომეტყველებით კოპებს კრავს.
– ოჰ, არა, პატარავ, ამჯერად შენ ნამდვილად და მთლიანად ჩემი ხარ.
– კრისტიან, მე მას შემდეგ ვარ შენი, რაც პირველად „ჰო“ გითხარი... – ვპასუხობ
ჩურჩულით, ვიხრები და მის, ჩემთვის ამ უსაყვარლეს სახეს ხელებში ვიქცევ. – შენი ვარ
და მუდამ შენი ვიქნები. ახლა კი... მგონი, ძალიან ბევრი ტანსაცმელი გაცვია... – ვამატებ
მე და კიდევ უფრო ვიხრები მისკენ, რომ ვაკოცო, მაგრამ ის მასწრებს, ფეხზე დგება,
ახლა ის იქცევს ჩემს სახეს ხელებში და ტუჩებში ხარბად მკოცნის.
– ანა... – ბუტბუტებს ის ზედ ჩემს ტუჩებთან. – ჩემი ანა... – მისი ტუჩები ჩემსას
ერწყმება, ენა პირში მიძვრება და მოუთმენლად ჩემს ენას ეძებს.
– ტანსაცმელი, – ვბუტბუტებ ხარბ კოცნას წამით მოწყვეტილი და სუნთქვაარეული.
ხელებით მის ჟილეტს ვეტანები და ვცდილობ გავხადო, კრისტიანი კი ხელს მიშვებს და
ოდნავ უკან იწევა, რომ გახდაში დამეხმაროს, მაგრამ ჩემი შემხედვარე დაუოკებელი
სურვილისა და ჟინისგან კიდევ უფრო თვალებგაფართოებული წამიერად შეშდება.
– გთხოვ, მე გაგხდი, – ვეუბნები ჩავარდნილი და რბილი ხმით. მინდა ჩემს ქმარს, ჩემს
ორმოცდაათ ელფერს მე თვითონ გავხადო.
ის ისევ ჩემ წინ იხრება და ჩემი საყვარელი ვერცხლისფერი ჰალსტუხის კვანძს ვუშვებ,
მერე ვქაჩავ, ვაძრობ და ხელი თეთრი პერანგის სულ ზედა ღილისკენ მიმაქვს. ნიკაპს
ზევით სწევს და ყელისკენ გზას მითავისუფლებს. ზედა ღილს ვუხსნი თუ არა,
მკლავებზე გადავდივარ და მანჟეტებიდან ვაძრობ ჩემს საქორწინო საჩუქარს, პლატინის
საკინძებს, რომლებზეც ერთმანეთში გადახლართული „ა“ და „კ“ ასოებია
ამოტვიფრული. კრისტიანი საკინძებს მართმევს და მუჭში იქცევს, მერე კოცნის და
შარვლის ჯიბეში ინახავს.
– რა რომანტიკული ხართ, მისტერ გრეი!..
– ჰმ... თქვენთვის გულები და ყვავილები, მისის გრეი, ყველგან და ყოველთვის.
ხელს ხელზე ვკიდებ, ოდნავ დახრილი თვალებით გრძნობით შევცქერი და თითზე
წამოცმულ პლატინის საქორწინო ბეჭედზე ვკოცნი. ის კვნესის და თვალებს ხუჭავს.
– ანა... – ლოცვასავით ჩურჩულით წარმოთქვამს ჩემს სახელს.
მე ისევ პერანგის ღილებს ვუბრუნდები და მისივე მიბაძვით ყოველ გახსნილ ღილს
მკერდზე ჰაეროვან კოცნას ვაყოლებ.
– შენ... ჩემი... სიცოცხლე... ხარ... მიყვარხარ, ანა...
უცებ წელზე ხელს მტაცებს, ლოგინზე მაგდებს და ზემოდან მაწვება. მისი ტუჩები
ჩემსას ეძებს, ხელებით თავს მიჭერს და მეც ჩვენი ენების ჯადოსნური ცეკვის
შეგრძნებას მთლიანად ვეძლევი... უცებ კრისტიანი მშორდება, უკან იწევა,
მუხლებზედგება და აქოშინებულსა და სურვილისგან აცახცახებულს ლოგინზე
მწოლიარეს მტოვებს.
– შენ ისეთი ლამაზი ხარ... და შენ ჩემი ცოლი ხარ... – ის ხელს ჩემს ფეხს აყოლებს და
მარცხენა ფეხის ტერფზე აჩერებს. – რა ლამაზი ფეხები გაქვს, მინდა, აი, აქედან
დაწყებული მთლიანად დაგიკოცნო. – მეუბნება ჩურჩულით და ცერა თითს ტუჩებში
იქცევს, მერე კი თითის ბალიშზე მკბენს. წელს ქვევით ჩემი სხეულის ყოველ წერტილს
კონვულსიური და ნეტარი ცახცახი ურბენს. ის ენის წვერს ტერფს აყოლებს, ქუსლზე
ოდნავ მკბენს, ზევით კოჭისკენ ამოდის და ფეხის შიდა მხარეს კოჭს მხურვალე
ტუჩებში იქცევს... მისი ენის სველი ნაკვალევისა და ამ ვნებიანი მხურვალე ტუჩების
შეგრძნება გონებას მიბინდავს, სხეული აღარ მემორჩილება და მოუთმენლად წრიალს
ვიწყებ.
– მშვიდად, მისის გრეი... – ბუტბუტებს ის. მერე სწრაფად დგება, მოულოდნელად და
ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მუცელზე მაბრუნებს და ჩემს სხეულზე,
ბარძაყების შიდა მხარესა და დუნდულებზე თავის აუჩქარებელ და სველ მოგზაურობას
აგრძელებს.
მოულოდნელად ისევ ჩერდება. კვნესას ვერ ვიკავებ.
– გთხოვ... – ვკვნესი ვნებაატანილი.
– არა... შიშველი მინდიხარ, – მპასუხობს ის ჩურჩულით და ჩემი კორსეტის დუგმების
გახსნას იწყებს. გახსნილი კორსეტი ლოგინს ეფინება. კრისტიანი კი იხრება და
ხერხემლის გასწვრივ, მთელ ზურგზე ენას მაყოლებს...
– კრისტიან, გთხოვ!..
– რას მთხოვთ, მისის გრეი?.. მითხარით, რა გინდათ? – ჩამჩურჩულებს ყურში. ის უკვე
თითქმის მაწევს ზემოდან და დუნდულებით მის ერექციას ვგრძნობ.
– შენ მინდიხარ...
– მე კი შენ მინდიხარ... ჩემო სიყვარულო... ჩემო სიცოცხლევ... – მეუბნება კრისტიანი
და სანამ გონს მოსვლას მოვასწრებდე, ისევ პირაღმა მატრიალებს. მერე უცებ დგება,
შარვალსა და ტრუსს იხდის და წამით მთელი თავისი შიშველი და მზადმყოფი
სრულყოფილებით ჩემ წინაშე ჩერდება. ვიწრო ოთახი მისი სრულყოფილი სხეულის
სილამაზითა და ჩემდამი მისი უსაზღვრო ვნებით ივსება. მერე იხრება, საცვალს მხდის
და ზემოდან დამყურებს.
– ჩემი ხარ... – წარმოთქვამს ის უხმოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით.
– კრისტიან, გთხოვ... – ვნებით ერთიანად აცახცახებული, უკვე ვეღარ ვითმენ, მას კი
პასუხად ტუჩებზე ავხორცი, ბილწი და საშინლად მაცდუნებელი, ორმოცდაათივე
ელფერის ღიმილი ურბენს.
კრისტიანი ისევ საწოლზე ამოდის და ჩემი მარჯვენა ფეხის მთელ სიგრძეს კოცნის
ბილიკით მოუყვება... ბოლომდე ამოდის და ფეხებს მკვეთრად მაშლევინებს...
– მმმ... ჩემი გემრიელი ცოლი... – ბუტბუტებს ის და ჩემს ყველაზე მგრძნობიარე
ადგილს ხარბად ეწაფება...
ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ და მისი გაწაფული, ძლიერი და ვნებიანი ენის
ძალაუფლებას ერთიანად ვეძლევი. თეძოებით მის რიტმს ვყვები, მის ენას ვეცეკვები...
ზევით-ქვევით, წრიულად... ღმერთო!.. ის ორივე ხელით დუნდულებს მიჭერს,
ცდილობს გამაჩეროს, დამაოკოს და თან ამ ტკბილ წამებას აგრძელებს... სრული
თავდავიწყებისა და სიამოვნების მორევში ვიძირები... ნეტარების მწვერვალს სულ
უფრო და უფრო ვუახლოვდები...
– კრისტიან!.. – მწყდება მკერდიდან კვნესა.
– ჯერ არა, პატარავ... ჯერ არა... – კლიტორიდან ენას მაშორებს, ზევით მუცელს
აყოლებს და ჭიპის ღრმულში მიძვრება.
– არა! – ჯანდაბა!.. მუცლით მის ამონასუნთქ თბილ ჰაერსა და ჩაცინებას ვგრძნობ და
ის კიდევ უფრო ზევით, ჩემი მკერდისკენ ამოდის.
– რა მოუთმენელი ხართ, მისის გრეი!.. ჯერ ადრეა... ზურმუხტის კუნძულზე
დაფრენამდე ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს... – ბუტბუტებს ის და ორივე ძუძუზე
მკოცნის, მერე მარცხენას ტუჩებში იქცევს, ქაჩავს და მზერაში ჩამდგარი ტროპიკული
შტორმის ვნებიანი სიშმაგით ზემოდან დამყურებს.
ოჰ!.. ევროპა... აღარც მახსოვდა!..
– კრისტიან... მინდიხარ!.. გთხოვ...
ის იდაყვებზე ეყრდნობა, ზემოდან მაწვება და ცხვირით კისერში მეფლობა, მე ხელებს
ვხვევ და ფართო, ძლიერ ბეჭებსა და დაკუნთულ, რელიეფურ დუნდულებზე
ვეფერები...
– თქვენთვის სიამოვნების მოსანიჭებლად მუდამ მზად ვარ, მისის გრეი, – მეუბნება ის
და ტუჩებში მკოცნის. – მე შენ მიყვარხარ.
– მეც მიყვარხარ, კრისტიან.
– თვალები გაახილე, მინდა გიყურო.
– ოჰ... კრისტიან... – მწყდება მკერდიდან ამოხეთქილი წამოყვირება, როდესაც ის ნელა
და აუჩქარებლად ჩემში შემოდის.
– ანა... ოჰ, ანა... – კვნესას აყოლებს ის ჩემს სახელს და მოძრაობას იწყებს...
– რას აკეთებ? – ყვირის უცებ კრისტიანი. ნეტარი სიზმრიდან წამის უსწრაფესად
ვფხიზლდები.
ერთიანად სველი და გონების დამბინდავად, ღმერთკაცივით ლამაზი ის ჩემ
შეზლონგთან დგას და ზემოდან ქვევით გაბრაზებული გამომეტყველებით დამყურებს.
რაა? რას ვაკეთებ? ოჰ, არა!.. ზურგზე ვწევარ და... ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!..
კრისტიანი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის? ღმერთო, ნამდვილად გიჟია.

თავი მეორე
დაბნეული თვალებს ვახამხამებ და თითქოს არც მძინებია, უკვე სრულიად
ვფხიზლდები... ჩემი ეროტიკული სიზმარი ქრება.
– მუცელზე ვიწექი, როგორც ჩანს, ძილში გადმოვბრუნდი, – ვბუტბუტებ დაბნეული
თავის გასამართლებლად.
კრისტიანს გააფთრებისგან თვალები უელავს. მაშინვე იხრება, თავისი შეზლონგიდან
ჩემი საცურაო კოსტიუმის ლიფს იღებს და მიგდებს.
– ჩაიცვი! – ცრის კბილებიდან.
– კრისტიან, ხომ არავინ მიყურებს, ასეთი რა მოხდა?..
– მერწმუნე, გიყურებენ. ტეილორი და დაცვის თანამშრომლები კი, დარწმუნებული
ვარ, სანახაობით ტკბებიან!
ჯანდაბა! რატომ არასოდეს მახსოვს, რომ აქვე არიან?! შეშფოთებული მკერდზე ხელებს
ნაჩქარევად ვიფარებ. „ჩარლი ტანგოს“ ავარიის შემდეგ დაცვის თანამშრომლები ერთი
წუთითაც არ გვშორდებიან...
– იმაზე რომ არაფერი ვთქვა, რომ... – ყვირის ის ისევ. – შეიძლება იმ ამაზრზენი
პაპარაცებიდან რომელიმეს დაენახე და გადაეღე. გინდა, რომ ხვალ შენი ფოტო ისევ
„Star“ში დაიბეჭდოს? თანაც ახლა უკვე შიშველის?..
ჯანდაბა! პაპარაცები! ჯანდაბა! ვცდილობ, ლიფი რაც შეიძლება ჩქარა ჩავიცვა, მაგრამ
როგორც ყოველთვის, როცა ვჩქარობ, მოუხერხებლად გამომდის. ნერვიულობისგან
მთელი სხეული ერთიანად მიკანკალებს. გონებაში ჩვენი დანიშვნის ამბის გახმაურების
შემდეგ გამომცემლობასთან ჩემს გამოსაჭერად პაპარაცების მოწყობილი ალყა
მახსენდება... ჰმ, კრისტიან გრეი ხომ პრობლემების მთელი პაკეტით მერგო.
– L'addition!(ანგარიში! (ფრ.) ) – ეძახის ის შორიახლო ჩავლილ ახალგაზრდა ოფიციანტ
ქალს და ისევ მე მიბრუნდება. – მივდივართ!
– უკვე?
– ჰო, უკვე!.. – მპასუხობს კრისტიანი ისეთი კატეგორიული ტონით, რომ უკვე
სრულიად ცხადია, ახლა მასთან კამათი არ ღირს, მერე იხრება და თავის ჯერ ისევ სველ
საცურაო ტრუსებზე შორტს, ზემოდან კი მაისურს იცვამს. – ოფიციანტი საკრედიტო
ბარათითა და ჩეკით ბრუნდება.
მე ფირუზისფერ თხელ სარაფანს უხალისოდ ვიცვამ და ფეხებს რეზინის ფოსტლებში
ვუყრი. ოფიციანტი მიდის. კრისტიანი ხელს ავლებს თავის წიგნსა და „ბლეკბერის“ და
გაცეცხლებას სარკისებრზედაპირიანი დიდი სათვალის მიღმა ფარავს. მთელი სხეული
დაჭიმული აქვს, გააფთრებისგან ლამის კანკალებს. ასეთი გაბრაზებული ნამდვილად
არ ინახავს, ერთიანად შიში მიტანს... პლაჟზე ყველა სხვა ქალი წელზევით შიშველი
ირუჯება და ამას აქ სასირცხვილო საქციელად არავინ თვლის... მეტიც, საცურაო
კოსტიუმში სწორედ მე გამოვიყურები მათ ფონზე უცნაურად. ღრმად ვოხრავ... ხასიათი
საბოლოოდ მიფუჭდება. მეგონა, კრისტიანი ჩემს საქციელს იუმორით შეხედავდა...
იქნებ ისევ მუცელზე რომ ვწოლილიყავი და არ გადავბრუნებულიყავი... მაგრამ ახლა
იუმორის გრძნობა აშკარად სადღაც გაუქრა.
– გთხოვ, ნუ ბრაზდები, – ვეუბნები ბუტბუტით და ხელიდან წიგნსა და „ბლეკბერის“
ვართმევ, რომ ჩემს ზურგჩანთაში ჩავდო.
– გვიანია, მნიშვნელობა აღარ აქვს, – მპასუხობს კრისტიანი მშვიდად... რაღაც ძალიან
მშვიდად. – წამოდი.
ის ხელს მკიდებს და ტეილორსა და მის ორ თანაშემწეს, დაცვის ფრანგ
თანამშრომლებს, ტყუპებს – ფილიპსა და გასტონს ნიშანს აძლევს. სანამ ვირუჯებოდით,
ისინი ჩვენ გარშემო ყველაფერს ვერანდიდან აკვირდებოდნენ. მათი არსებობა
მუდმივად რატომ მავიწყდება? ტეილორს შავი სათვალე უკეთია და მის ამწუთას
არაფრის მთქმელ, თითქოს ნიღბად ქცეულ, გაქვავებულ სახეზე ემოციის ნასახიც კი არ
იკითხება... როგორც ჩანს, ისიც გაბრაზებულია... ის თავისთვის სრულიად უჩვეულო
ფორმაშია – შორტი და პოლოს შავი პერანგი აცვია.
კრისტიანს სასტუმროსკენ მივყავარ, მერე კი ფოიეს გავლით ქუჩაში გავდივართ.
მთელი გზა ხმას არ იღებს და კოპებშეკრული მიაბიჯებს... გაღიზიანებულია და
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ჩემი ბრალია. ტეილორი და დაცვის თანამშრომლები
უკან მოგვყვებიან.
– სად მივდივართ? – ვეკითხები მე ფრთხილად.
– იახტაზე, – მპასუხობს ის ისე, რომ ზედაც არ მიყურებს.
წარმოდგენა არა მაქვს, რა დროა, ალბათ ხუთი ან ექვსი საათი იქნება. კრისტიანს
ნავსადგურში მივყავარ, აქ ბაგირით „ფეირ ლედის“ კატერი და ჰიდროციკლია
მიბმული. სანამ კრისტიანი ბაგირს ხსნის, ტეილორს ჩემს ზურგჩანთას ვაწვდი და თან
ნერვიულად თვალს მისი სახისკენ ვაპარებ, მაგრამ, კრისტიანისა არ იყოს, მისი
გამომეტყველებაც არაფრის მთქმელია... პლაჟზე გაშიშვლებული მკერდით მწოლიარე,
რა თქმა უნდა, დამინახა, მივლის ისევ თავში და სირცხვილისგან ვწითლდები.
– მისის გრეი, აი, გამომართვით. – მეუბნება ის და სამაშველო ჟილეტს მიწვდის.
ჟილეტს ხმის ამოუღებლად ვიცვამ... მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ჟილეტის ჩაცმა
მარტო ჩემთვის რატომ არის აუცილებელი... კრისტიანი და ტეილორი ერთმანეთს
რაღაც უცნაური, წამიერი მზერით უყურებენ. ჯანდაბა, ის რა, ტეილორზეც ბრაზობს?
მერე კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება, ჟილეტის შესაკრავებს მიმოწმებს და შუა შესაკრავს
მეტად ამჭიდროვებს.
– ასე ჯობია, – ამბობს კოპებშეკრული და თვალებში ისევ არ მიყურებს... ჯანდაბა! ის
ჰიდროციკლზე მოხერხებულად ჯდება და ხელს მიწვდის. გამოწვდილ ხელს ჩემსას
ვაგებებ და იმასაც კი ვახერხებ, ნაპირიდან ჰიდროციკლზე ისე გადავაბიჯო, რომ
ფეხები ერთმანეთში არ გამეხლართოს და წყალში არ ჩავვარდე. ტეილორი და ტყუპები
კატერში სხდებიან. კრისტიანი ნავსადგურის კედელს ბიძგის კვრით შორდება და
ჰიდროციკლი იახტისკენ ნელი სვლით იღებს გეზს.
– მომეჭიდე, – მეუბნება ის და მეც მაშინვე ორივე ხელს წელზე ვხვევ. ჰიდროციკლით
ცურვის ეს აუცილებლობა ყველაზე მეტად მომწონს. მე ჩემს ქმარს ვეხვევი და ცხვირით
ბეჭებში ვეფლობი. ახლა უკვე დაუჯერებლად მეჩვენება, რომ სულ ცოტა ხნის წინ ასე
შეხების უფლებასაც კი არ მაძლევდა... მის არომატს ვისუნთქავ... კრისტიანის და ზღვის
სუნს... მაპატიე, საყვარელო, მაპატიე, რომ ასე გაგაბრაზე...
ვგრძნობ, რომ სხეული ეძაბება.
– მაგრად მომეჭიდე. – მეუბნება უკვე შედარებით რბილი ტონით. მე ზურგზე ვკოცნი,
ლოყით ვეკვრები და მზერა ახლახან უკან მოტოვებულ ნავსადგურზე გადამაქვს,
საიდანაც ზღვაში გასულებს რამდენიმე დამსვენებელი მოგვჩერებია.
კრისტიანი გასაღებს ატრიალებს და გაცოცხლებული ძრავაც მაშინვე ხმადაბალ
ღმუილს იწყებს, ის სიჩქარეს უმატებს, ჰიდროციკლი მოწყვეტით წინ ხტება და მუქი და
გრილი წყლის ზედაპირზე, ყურის შუაგულში გაჩერებული „ფეირ ლედისკენ“ მიქრის,
მე კი კრისტიანს ზურგზე კიდევ უფრო მაგრად ვეჭიდები. მე ეს ძალიან მომწონს, ეს ის
შეგრძნებაა, რომელიც ერთიანად მაგზნებს და მნუსხავს – მისი დაძაბული სხეულისა და
ყოველი კუნთის შეგრძნება...
ტეილორი შორიახლოს მოგვყვება კატერით. კრისტიანი ნაჩქარევად მისკენ იხედება,
სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებს და მოწყვეტით, ვიღაცის მოხერხებული ხელით წყლის
ზედაპირზე ნასროლი ქვასავით ტალღებზე ხტუნაობით წინ მივქრივართ. ტეილორი,
კრისტიანის გამოხდომას დაყოლილი, თავს მორჩილად, მაგრამ მაინც შესამჩნევი
გაღიზიანებით აქნევს და გეზს პირდაპირ იახტისკენ იღებს, ჩვენ კი „ფეირ ლედის“
გვერდს ვუვლით და გაშლილი ზღვის სიღრმეებისკენ მივქრივართ. სხეულებზე წყლის
ზედაპირიდან სიჩქარისგან ასხლეტილი წვეთები გვესხმება, სახეებში ქარი გვცემს, ჩემი
„ცხენის კუდად“ შეკრული თმა კი შეშლილივით აქეთიქით დახტის. რა მაგარია! იქნებ
სიჩქარის აზარტმა ცუდი განწყობაც გაგვიქარვოს?! ჩემი ქმრის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ
ვიცი, რომ ეს მასაც მოსწონს, ის ახლა ყველაფრისგან თავისუფალი, ლაღი, უდარდელი
და ცოტა თავაწყვეტილია, ახლა ის ისეთია, როგორიც ადამიანი, წესით, მის ასაკში უნდა
იყოს კიდეც.
კრისტიანი დიდ ნახევარწრეს კრავს და მე სანაპირო ხაზის შეთვალიერების საშუალება
მეძლევა – ნავსადგურში გაჩერებული ნავების, ყვითელი, თეთრი და ქვიშისფერი
ოფისებისა და სახლების მოზაიკის და მათ უკან კი ციცაბო კლდის კედლის...
ფერწერული ტილოს მსგავსი საოცარი სურათია. კრისტიანი მხარსუკან თავს ჩემკენ
ოდნავ აბრუნებს და მის ტუჩებზე ათამაშებულ ღიმილს ვხედავ.
– კიდევ გინდა? – ყვირის ის ძრავას ხმა რომ გადაფაროს.
თანხმობის ნიშნად თავს ენერგიულად ვუქნევ, ის კი თვალისმომჭრელი ღიმილით
მპასუხობს, სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებს, „ს“ კიდევ ერთხელ უვლის გვერდს და
ქროლვით გეზს ისევ გაშლილი ზღვისკენ იღებს... მგონი, მაპატია...
– მზე კარგად მოგკიდებია. – მეუბნება კრისტიანი და სამაშველო ჟილეტს მხდის, მე კი
სახეში შევცქერი და მთელი ძალით ვცდილობ, მისი განწყობა გამოვიცნო. ჩვენ უკვე
იახტის გემბანზე ვართ, ერთერთი სტუარდი შორიახლო დგას და მოთმინებით იცდის,
რომკრისტიანს ჟილეტი გამოართვას. კრისტიანი ჩემს გახდას ამთავრებს და სტუარდს
ჟილეტს უწვდის.
– კიდევ რამეს ინებებთ, სერ? – ეკითხება სასიამოვნო ფრანგული აქცენტით ის
კრისტიანს. კრისტიანი სათვალეს იხსნის, ყელთან, მაისურის საყელოში იჩრის და
წამით სტუარდს აჩერდება, მერე კი ისევ ჩემკენ ბრუნდება.
– რამეს დალევ?
– ჯობია, დავლიო?
კრისტიანი თავს გვერდზე ხრის.
– ამას რატომ ამბობ? – მეკითხება თბილი ტონით.
– შენ თვითონაც იცი.
კრისტიანი ჩაფიქრებული გამომეტყველებით, თითქოს რაღაცაზე ჭოჭმანობსო, კოპებს
კრავს.
ოჰ, როგორ მაინტერესებს, რას ფიქრობს?..
– ორი ჯინტონიკი, თუ შეიძლება, ცოტა თხილეული და ზეთისხილი, – ეუბნება წამის
შემდეგ სტუარდს. ის თავს უკრავს და მაშინვე ქრება.
– გგონია, რომ შენს დასჯას ვაპირებ? – მეკითხება ისევ და ხმა კიდევ უფრო თბილი და
აბრეშუმივით რბილი უხდება.
– გინდა, რომ დამსაჯო?
– კი.
– როგორ?
– რამეს მოვიფიქრებ... ჯერ დალიე...
ჰმ, გრძნობიერი მუქარაა... მაშინვე პირი მიშრება და ნერწყვს ვყლაპავ, კისერზე
ჩამოკონწიალებული ვერცხლისფერი რეფლექტორით მზის უკანასკნელი სხივების
დაჭერით გართული და შეზლონგზე წამოგორებული ჩემი შინაგანი ქალღმერთი კი
თვალებს ჭუტავს.
კრისტიანი ისევ კოპებს კრავს.
– როგორ გინდა, რომ დაგსაჯო?
ღმერთო, საიდან ხვდება?
– გააჩნია... – სიტყვას არ ვასრულებ მე.
– რას? – ძლივს იკავებს ის ღიმილს.
– გააჩნია, გინდა თუ არა რომ მატკინო.
კრისტიანს ტუჩები წვრილ ხაზად ემუწება დაგამომეტყველებიდან იუმორი სრულიად
უქრება. მერე იხრება და შუბლზე მკოცნის.
– ანასტასია, შენ ჩემი ცოლი ხარ და არა მორჩილი. მე არ მინდა, რომ გატკინო. უკვე
დროა, ეს გესმოდეს. უბრალოდ... უბრალოდ ძალიან გთხოვ სხვების დასანახად
აღარასოდეს გაიხადო. არ მინდა, რომ შენი შიშველი სხეულის ფოტო ყველა
ტაბლოიდის გარეკანზე დაიბეჭდოს, და ეს არც შენ გინდა, არც დედაშენს და არც რეის...
რეი?! ჯანდაბა!.. რეის ხომ გულის შეტევა დაემართება, რამე მსგავსი რომ მოხდეს!..
ღმერთო, რამ გამაგიჟა?.. აშკარად მე თვითონ მინდება საკუთარი თავის დასჯა.
გემბანზე ისევ ჩნდება სტუარდი ლანგრით ხელში, რომელზეც ჩვენი სასმელები,
თხილეული და ზეთისხილი აწყვია და ლანგარს ტექტონის ხის პატარა მაგიდაზე დებს.
– დაჯექი! – მეუბნება კრისტიანი. მის ბრძანებას უსიტყვოდ ვემორჩილები და სქელი
ტილოს დასაკეც სკამზე ვჯდები. კრისტიანიც გვერდით მიჯდება და ჯინტონიკს
მიწვდის. – გაგიმარჯოთ, მისის გრეი.
– გაგიმარჯოთ, მისტერ გრეი.
მოწყურებულზე პირველი ყლუპი განსაკუთრებით სასიამოვნოა – ცივი სასმელი
წყურვილს მიკლავს. თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ და ვხედავ, რომ დაკვირვებით
მიყურებს, მაგრამ ისეთი გაურკვეველი გამომეტყველებით, რომ მისი განწყობის
ამოცნობა სრულიად შეუძლებელია... ვერაფრით ვხვდები, ისევ გაბრაზებულია ჩემზე
თუ არა... გადაწყვეტილებას ვიღებ ყურადღების სხვა რამეზე გადატანის გამოცდილ
მეთოდს მივმართო.
– ეს ვისი იახტაა? – ვეკითხები ინტერესით.
– რომელიღაც ინლისელი რაინდის, ვიღაც სერის. მისი პაპის მამას საქმე სასურსათო
მაღაზიიდან დაუწყია, შვილი კი ევროპის ერთ-ერთ ტახტის მემკვიდრეს გაჰყვა ცოლად.
ოჰო!..
– ვიღაც სუპერმდიდარს?
– ჰო. – მპასუხობს კრისტიანი უცებ რატომღაც დაძაბული.
– შენსავით? – ვეკითხები ბუტბუტით და ამ უცაბედი დაძაბვით დაბნეული.
– ჰო.
ოჰ...
– და შენსავით. – ხმადაბლა ამატებს ის და ზეთის ხილს პირში იგდებს. წამწამებს
კიდევ უფრო დაბნეული ვახამხამებ... თვალწინ სმოკინგსა და ვერცხლისფერ ჟილეტში
გამოწყობილი ჩემი ქმარი მიდგება... ჩვენი ქორწილი... ის ზემოდან ქვემოთ
გულახდილი და ბედნიერებით ანთებული მზერით შემომყურებს...
„ის ყველაფერი, რაც ჩემია, დღეიდან შენც გეკუთვნის, ანასტასია“... წარმოთქვამს
ხმამაღლა და გარკვევით თავის საქორწინო ფიცს.
მეც მეკუთვნის? ჯანდაბა!..
– უცნაურია, არაფრიდან... ასე მაღლა აფრენა... – ვამბობ და ხელს ფართო, იახტის,
ყურის, სანაპიროს და საერთოდ მთელი ამ სიმდიდრის მომცველი ჟესტით ვიქნევ.
– მიეჩვევი.
– არა მგონია, ამას ოდესმე მივეჩვიო.
გემბანზე ტეილორი გამოდის.
– სერ, გირეკავენ.
კრისტიანი კოპებს კრავს, მაგრამ ტეილორს გამოწვდილ „ბლეკბერის“ მაინც ართმევს.
– გრეი, გისმენთ... – ამბობს ის, დგება და იახტის ცხვირისკენ გადის.
კრისტიანის თანაშემწესთან, როსთან მის ლაპარაკს ყურადღებას აღარ ვაქცევ და ზღვის
პეიზაჟს ვუყურებ. მე მდიდარი ვარ... არანორმალურად და უსაშველოდ მდიდარი... და
თან ამისთვის თითიც კი არ გამინძრევია. ჩემი დამსახურება მხოლოდ ეს არის, რომ
მდიდარს გავყევი ცოლად. ვცბები, ვიბუზები და საქორწინო ხელშეკრულებასთან
დაკავშირებული საუბარი მახსენდება. კვირა იყო, მისი დაბადების დღის მეორე დღე. მე,
ელიოტი, კეიტი და გრეისი სამზარეულოში ვისხედით, ვსაუზმობდით და
ვკამათობდით, ბეკონი ჯობია თუ ძეხვი, კარიკი და კრისტიანი კი საკვირაო გაზეთს
კითხულობდნენ...
– შეხედეთ, – ჭყვიტინებს უცებ მია და მაგიდაზე ჩვენ წინ თავის ნეტბუკს დებს. –
კრისტიან, „სიეტლ ნიუსის“ ვებსაიტზე უკვე გამოაქვეყნეს, რომ ცოლის მოყვანას აპირებ.
– უკვე? – უკვირს გრეისს და თითქოს რაღაც უსიამოვნო გაახსენდაო, ტუჩებს იბზუებს.
კრისტიანი მაშინვე კოპებს კრავს. მია ხმამაღლა კითხვას იწყებს:
– „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სიეტლის ერთ-ერთი ყველაზე სახარბიელო და
საოცნებო სასიძო კრისტიან გრეი ბოლოს და ბოლოს გატყდა და ჰაერში უკვე ქორწილის
სუნი ტრიალებს. მაგრამ, საინტერესოა, ვინ არის მისი ბედნიერი რჩეული? „ნიუსი“ ამის
გარკვევას ცდილობს. იქამდე კი ფსონს ჩამოვდივართ, რომ საპატარძლომ ფრიად
სახარბიელო საქორწინო ხელშეკრულებას გამოჰკრა ხელი“.
მია ხითხითებს, მაგრამ კრისტიანის გაღიზიანებული მზერის დანახვაზე მაშინვე
ჩუმდება. სამზარეულოში მძიმე სიჩუმე ისადგურებს და ტემპერატურაც კი თითქოს
ლამის ნულამდე ეცემა.
ოჰ, არა! საქორწინო კონტრაქტი?! ამაზე არც კი მიფიქრია. ნერწყვს ნერვიულად
ვყლაპავ და ვგრძნობ, რომ ვფითრდები. თავს ისე უხერხულად ვგრძნობ, რომ თანახმა
ვარ, მიწა გაიხსნას და თან ჩამიტანოს... აფორიაქებული, თვალს ვაპარებ კრისტიანისკენ,
რომელიც სავარძელში მოუსვენრად წრიალს იწყებს.
– არა, – მეუბნება ის ძლივს გასაგონად, თითქმის უხმოდ, მხოლოდ ტუჩების
მოძრაობით.
– კრისტიან, – რბილი და დამყვავებელი ტონით ერთვება კარიკი.
– ამაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ, – უკმაყოფილოდ და კატეგორიულად წარმოთქვამს
კრისტიანი.
კარიკი ჩემკენ ნერვიულად იხედება და რაღაცის სათქმელად უკვე პირსაც აღებს,
მაგრამ კრისტიანი ასწრებს.
– არავითარი კონტრაქტი, გასაგებია?! – ლამის ყვირის ის და გაღიზიანებული
გამომეტყველებით დემონსტრაციულად უბრუნდება გაზეთის კითხვას. ჯერ ჩემკენ
იხედება ყველა, მერე ისევ კრისტიანისკენ, მერე თვალს ორივეს გვარიდებენ და ჩვენ
გარდა გარშემო ყველაფერს ედებიან უხერხული მზერით.
– კრისტიან, – ვეუბნები მე ხმადაბლა, – რასაც შენ და მისტერ გრეი საჭიროდ
ჩათვლით, ყველაფერს ხელს მოვაწერ.
ღმერთო, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ხელი ნამდვილად
ამაზე უარესებზეც მომიწერია. კრისტიანი თავს სწევს და უკმაყოფილო
გამომეტყველებით მაჩერდება.
– არა! – კატეგორიულად იმეორებს ის და მე კიდევ უფრო ვფითრდები. – დამიჯერე,
ასე ჯობია შენივე უსაფრთხოებისთვის.
– კრისტიან, ანა, ვფიქრობ, ამაზე განმარტოებით, უჩვენოდ უნდა ილაპარაკოთ, –
საუბარში გვერთვება გრეისი და მზერა გაბრაზებით კარიკსა და მიაზე გადააქვს.
ღმერთო ჩემო, როგორც ჩანს, ეს საკითხი მათ შორისაც უთანხმოების მიზეზად ქცეულა.
– ანა, მერწმუნე, საქმე შენში არ არის, – ჩემს დამშვიდებას ცდილობს მისტერ გრეი. – და
ძალიან გთხოვ, კარიკი დამიძახე ხოლმე.
კრისტიანი მამისკენ ცივი მზერით, თვალებმოჭუტული იხედება და ამის გამო თავს
კიდევ უფრო ცუდად და უხერხულად ვგრძნობ... ოჰ, ღმერთო, მართლა გიჟია...
კრისტიანის ოჯახის წევრები ისევ განყენებულ თემებზე ლაპარაკს უბრუნდებიან, მია
და კეიტი კი დგებიან და მაგიდის ალაგებას იწყებენ.
– მე მაინც ძეხვი მირჩევნია, – აცხადებს ელიოტი.
თავს ვხრი და ნერვიულობისგან ერთმანეთზე ძლიერად გადაჭდობით გათეთრებულ
ჩემს თითებს დავცქერი. ჯანდაბა!.. იმედია, მისტერ და მისის გრეის ვიღაც
გამომძალველი არ ვგონივარ. კრისტიანი ჩემკენ იხრება და ჩემს ხელებს თავისაში
იქცევს.
– მორჩი!..
ღმერთო, საიდან იცის რაზე ვფიქრობ?!
– ძალიან გთხოვ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, – მეუბნება ის ხმადაბლა, ისე, რომ მხოლოდ
მე გავიგო. – მამა ჯერ ისევ ელენას გამოა გაბრაზებული. ეს ყველაფერი შენ არ გეხება,
ანა, ის მე მიმიზნებდა. ჯობდა, დედას ხმა არ ამოეღო და კარიკისთვის ელენას ამბავი არ
მოეყოლა.
მე თვითონაც კარგად ვხედავ, რომ კრისტიანი ჯერ ელენასთან და გრეისთან, და მერე
კარიკთან წუხანდელ ლაპარაკს ჯერ ისევ განიცდის.
– ის მართალია, კრისტიან. შენ ძალიან მდიდარი ხარ, მე კი ოჯახში სტუდენტური
კრედიტის მეტი ვერაფერი შემომაქვს.
კრისტიანი თვალებში მიყურებს და კოპებს კრავს.
– ანასტასია, შენ თუ ჩემგან წახვალ, შეგიძლია, ყველაფერი თან წაიღო, – მეუბნება
მოქუფრული გამომეტყველებით. – ერთხელ ხომ უკვე წახვედი... მე უკვე ვიცი, ეს რა
არის, ანა.
ჯანდაბა!
– მაშინ სხვა სიტუაცია იყო, კრისტიან, – ვპასუხობ მისი გულახდილობით შეძრული. –
მაგრამ იქნებ შენ მოინდომო ჩემგან წასვლა... – ვამბობ და საკუთარი სიტყვები ისე
მტკივნეულად მეღვრება გულში, რომ თავზარდაცემულს მაშინვე სული მეხუთება.
ის ფრუტუნებს და უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
– კრისტიან, შენ ხომ იცი... მე შეიძლება რამე სისულელე ჩავიდინო... შეცდომა
დავუშვა... და შენ... – ვბუტბუტებ ძლივს გასაგონად, თავს ვხრი და ისევ ერთმანეთში
გადაჭდობილ საკუთარ თითებს ვაჩერდები. თავში გავლებული მხოლოდ ამ
აზრისგანაც კი მთელ სხეულში ენით აუწერელი ტკივილი მივლის და სიტყვა
დაუსრულებელი მრჩება.
კრისტიანის დაკარგვა?.. ოჰ, ღმერთო, ოღონდ ეს არა!..
– საკმარისია, ახლავე შეწყვიტე!.. მორჩა, საკითხი დახურულია და ამაზე ლაპარაკს
აღარ ვაპირებ... არავითარი კონტრაქტი არ იქნება, არც ახლა და არც არასდროს!.. – ის
თვალებში მიყურებს მრავლისმეტყველად, მერე კი მზერა გრეისზე გადააქვს. – დე,
შეიძლება ქორწილი აქ გადავიხადოთ?
იმ დღის მერე ამ თემაზე სიტყვაც აღარ დაუძრავს, მაგრამ, სამაგიეროდ, ყოველ
ხელსაყრელ წუთს ცდილობს დამარწმუნოს, რომ ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის, ჩემიც
არის... უკვე მერამდენედ თავზარდაცემულს ის სრულიად შეშლილი და გიჟური შოპინგ
ტური მახსენდება, რომელზეც კრისტიანმა თაფლობის თვის წინა დღეებში მე და
„ნეიმან მარკუსიდან“ ჩაცმულობის საკითხში მისი პირადი რწმუნებული, კეროლაინ
ექტონი გაგვიშვა. მხოლოდ ჩემი საცურაო კოსტიუმი ხუთას ორმოცი დოლარი დაჯდა!..
ის, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია და ტანზეც არაჩვეულებრივად ზის, მაგრამ
ქსოვილის ოთხ პაწაწინა ნაგლეჯში ამხელა ფულის გადახდა ჩემთვის მაინც სრული
სიგიჟეა!
– მიეჩვევი... – იჭრება კრისტიანის ხმა ჩემს ფიქრში. ის მაგიდასთან ბრუნდება.
– რას მივეჩვევი?
– ფულს. – ის თვალებს ატრიალებს.
ოჰ, ჩემი ორმოცდაათი ელფერი!.. იქნებ როდესმე მართლაც მივეჩვიო... მისკენ
მარილიანი ნუშითა და თხილით სავსე თეფშს ვწევ.
– აი, თქვენი თხილი, სერ, – წარმოვთქვამ აუღელვებელი და ოფიციალური ტონით,
რომ უსიამოვნო ფიქრებისა და საცურაო კოსტიუმთან დაკავშირებით ჩემი სულელური
გაუფრთხილებლობის გამო ჩვენ შორის ჩამოწოლილი შავი ღრუბლები გავფანტოდა
ლაპარაკში ცოტა იუმორი შევიტანო.
– ჩემი თხილი ახლა თქვენიცაა (ჩემი თხილი თქვენიცაა (I’m nuts about you) – გამოთქმა
ორაზროვანია: შენთვის ჭკუას ვკარგავ (ინგლ.).) მისის გრეი. – მპასუხობს ის ეშმაკური
ჩაცინებით და ნუშს პირისკენ იქანებს. ხუმრობა გამომდის და კრისტიანის თვალებში
მხიარულ ნაპერწკალსა და უდარდელობას ვხედავ. ის ტუჩებს ილოკავს... – ბოლომდე
დალიე და საძინებელში!..
რაა?
– დალიე. – ამბობს ის უკვე თვალებჩამუქებული.
ჰმმ... მისი ეს მზერა გლობალურ დათბობასაც კი გამოიწვევდა სრულიად
თავისუფლად ... პირდაპირ თვალებში ვუყურებ და ჭიქას ბოლომდე ვცლი. კრისტიანი
ოდნავ ტუჩებგახსნილი შემომყურებს და კბილებს შორის წამით გაბრწყინებულ მის ენას
ვხედავ... ტუჩებზე ავხორცი ღიმილი დასთამაშებს... მერე ერთი მოძრაობით სწრაფად
დგება, იხრება და ხელებით ჩემი სავარძლის სახელურებს ეყრდნობა.
– მინდა, შენთვის სამაგალითოდ რაღაც გავაკეთო. წამოდი. – ის კიდევ უფრო მეტად
იხრება, სახე ზედ ჩემს ყურთან მოაქვს და ჩურჩულით ამატებს: – ოღონდ იცოდე, არ
მოფსა.
არ მოფსა? ეს რა ნათქვამია!.. ჩემი ქვეცნობიერი „ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებების
სრული კრებულის“ პირველი ტომის კითხვას სწყდება და შეშფოთებული და
აღშფოთებული გამომეტყველებით სწევს თავს.
– ეგ ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ. – ირონიული ჩაცინებით მამშვიდებს კრისტიანი. ის
ახლა ისეთი სექსუალური და მხიარულია, რომ მისი მიმზიდველობის გაძლება
უბრალოდ შეუძლებელია.
– კარგი. – ვპასუხობ მე და ხელს ვუწვდი...
ასე ადვილად უფრო ალბათ იმიტომ მითანხმებს, რომ საკუთარ სიცოცხლესაც კი
თვალდახუჭული ვანდობ. ნეტა რა მოიფიქრა? გული რაღაც ახლის და აქამდე
განუცდელის მოლოდინში მიწყებს გამალებით ცემას. კრისტიანს გემბანის გავლით ჯერ
ფეშენებელურად მოწყობილ სალონში, მერე ვიწრო დერეფნით სასადილო ოთახში და
ბოლოს კი კიბით ქვემოთ, მთავარ კაიუტაში ჩავყავარ.
კაიუტა, როგორც ჩანს, დილიდანვე მოწესრიგებულია და ლოგინიც ალაგებულია.
ლამაზი ოთახია, აქ ორივე ბორტზე მარჯვნივაც და მარცხნივაც თითოთითო
ილუმინატორია და კაკლის ხის მუქი ავეჯი დგას, კედლები კრემისფრადაა შეღებილი,
რბილი ავეჯის ფერებში კი მოოქროსფრო და წითელი დომინირებს.
კრისტიანი ხელს მიშვებს, მაისურს იხდის და სკამზე აგდებს. მერე ფეხებიდან
რეზინის ფოსტლებს იძრობს და მოქნილი და დახვეწილი ერთი მოძრაობით მაისურს,
შორტებსა და ტრუსსაც აყოლებს. ოჰო!.. მისი სიშიშვლის ყურება ალბათ არასდროს
მომბეზრდება. ის ნამდვილი სრულყოფილებაა და მთლიანად ჩემია. გარუჯული კანი
უბრწყინავს და გაზრდილი თმა შუბლზე ეყრება... არც კი მჯერა, რომ ასე გამიმართლა,
ძალიან, ძალიან გამიმართლა!
ის ხელს სწევს, ნიკაპში თითებს მავლებს და ოდნავ ქვევით მქაჩავს, რომ ქვედა ტუჩის
წვალება შემაწყვეტინოს, მერე კი ზედ ცერა თითს მისვამს.
– ასე ჯობია. – მეუბნება ის, ბრუნდება და უზარმაზარი კარადისკენ მიდის, სადაც მისი
ტანსაცმელი ინახება, იხრება და ქვედა უჯრიდან ორ წყვილ ხელბორკილს და
თვალებზე ჩამოსაცმელ ნიღაბს იღებს.
ხელბორკილები! ჩვენ ჯერ ისინი არ გამოგვიყენებია. ნერვიულად საწოლისკენ
ვიხედები. ნეტა რაზე აპირებს ამ ბორკილებით ჩემს მიბმას? თავს ისევ კრისტიანისკენ
ვაბრუნებ და მის დაჟინებულ და ვნების ცეცხლით აალებულ მზერას ვხედავ.
– შეიძლება საკმაოდ მტკივნეულიც იყოს. თუ ძალას დაატან და ძალიან დაიჭიმები,
კანს დაგისერავს. – ის ხელბორკილების ერთ წყვილს სწევს. – მაგრამ მინდა, ახლა ისინი
შენზე გამოვცადოთ.
ჯანდაბა! პირი ერთიანად მიშრება.
– აი, გამომართვი. – მეუბნება ის, დახვეწილი მოძრაობით მიახლოვდება და
ბორკილებს მიწვდის. – ხომ არ გინდა, თავიდან შენ თვითონ სცადო?
ხელბორკილები მძიმეა, ლითონი კი ცივი. იმედია, სინამდვილეში მათი ტარება
არასდროს მომიწევს.
კრისტიანი დაჟინებული მზერით შემომყურებს და თვალს არ მაშორებს.
– გასაღები სად არის? – მიკრთება ხმაში ოდნავ შესამჩნევი შიში.
ის ხელს ჩემკენ იშვერს და მუჭს შლის – ხელისგულზე მომცრო ლითონის გასაღები
უდევს.
– ორივე წყვილს ერგება... და ყველა დანარჩენსაც.
საინტერესოა, სულ რამდენი აქვს? რაღაც არ მახსოვს, რომ სამუზეუმო სკივრში
ხელბორკილები მენახოს.
ის საჩვენებელ თითს ლოყაზე მისვამს და ტუჩებამდე ჩამოაქვს, მერე კი თითქოს კოცნა
უნდაო, ჩემი სახისკენ იხრება.
– თამაში გინდა? – მარტო მის დაბალ, ვნებით ჩავარდნილ ხმაზე ჩემ სხეულში მთელი
სისხლი მუცლის ქვედა ნაწილისკენ ინაცვლებს და თითქოს სურვილით
საცეცებგაშლილი მთელ სხეულს სიმხურვალედ ედება.
– კი, – მწყდება ტუჩებიდან კვნესასთან ერთად.
ის იღიმება.
– კარგი. – ამბობს წამის მერე და ჰაეროვანი და ოდნავი შეხებით შუბლზე მკოცნის. –
პაროლი დაგვჭირდება.
რაა?
– მხოლოდ სიტყვა „გაჩერდი“ საკმარისი არ იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ
შეიძლება ეს სიტყვა მექანიკურადაც წამოგცდეს, ისე, რომ სინამდვილეშიგაჩერება არც
გინდოდეს. – ის ცხვირის წვერს ყვრიმალიდან ქვევით მაყოლებს და ეს ჩვენი
ერთადერთი შეხებაა.
პულსი კიდევ უფრო მიჩქარდება. ჯანდაბა... როგორ ახერხებს, რომ ასე, შეუხებლად
ერთიანად თავისი ძალაუფლების ქვეშ მიქცევს?
– არ გეტკინება, მაგრამ დაძაბული იქნები... ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ განძრევის
უფლებას და საშუალებას არ მოგცემ... თანახმა ხარ?
ღმერთო!.. უკვე მთელი სხეული მიხურს, საშინლად ვეგზნები, ჰაერი არ მყოფნის და
სუნთქვა მერევა. ჩემი შინაგანი ქალღმერთი, ბრჭყვიალბრჭყვიალა
მოსართავებასხმული, ვნებიანი რუმბას ცეკვას იწყებს. რა ბედნიერებაა, რომ ამ კაცის
ცოლი ვარ თორემ სხვა შემთხვევაში თავს ნამდვილად უხერხულად ვიგრძნობდი...
მზერა უნებურად ქვევით, მისი წამომართული ასოსკენ გამირბის.
– თანახმა ვარ, – ვპასუხობ ძლივს გასაგონად.
– სიტყვა აირჩიე, ანა.
ოჰ...
– რა იქნება შენი შემაჩერებელი სიტყვა?
– პოპსიკლი(Popsicle– ჯოხზე წამოცმული ნაყინი ან კანფეტი (ინგ.). – ვპასუხობ
სუნთქვაარეული.
– პოპსიკლი? – იმეორებს ის ჩემს ნათქვამს გაკვირვებული გამომეტყველებით.
– ჰო.
კრისტიანი ოდნავ უკან იხევს და ჩაფიქრებული, მაგრამ მომღიმარი დამყურებს.
– საინტერესო არჩევანია... კარგი, ხელები ასწიე.
მკლავებს მორჩილად ზევით ვწევ, კრისტიანი იხრება, ორივე ხელს ჩემი სარაფნის
ბოლოს ჰკიდებს, თავს ზემოდან მხდის და იატაკზე აგდებს. მერე ხელს ისევ ჩემკენ
იწვდენს და მე ბორკილებს ვუბრუნებ. ის ორივე წყვილ ხელბორკილს საწოლთან მდგარ
მაგიდაზე ნიღბის გვერდით დებს და საწოლიდან გადასაფარებელს აძრობს.
– მიბრუნდი.
მე მისკენ ზურგით ვბრუნდები, კრისტიანი საცურაო კოსტიუმის ლიფის შესაკრავს
მიხსნის და ისიც იატაკზე ეცემა.
– ხვალ ის ჩემი ყურადღების მთავარი ობიექტი იქნება, – ბუტბუტებს კრისტიანი და
ლენტის ბოლოს ქაჩავს. თმა მეშლება და მხრებზე მეყრება, მაგრამ ის მაშინვე ბღუჯად
ერთ ხელში იქცევს და თავისკენ ოდნავ მეწევა. ძალაუნებურად ნაბიჯს უკან ვდგამ და
ზურგით მის მკერდსა და უკანალით მის წამომართულ ასოს ვეკვრები. ის ისევ მქაჩავს,
ოღონდ ახლა გვერდზე, თავს მაწევინებს და კისერში მკოცნის.
– დღეს ძალიან თავნება იყავი... ძალიან ცუდად მოიქეცი, ანა, – მიჩურჩულებს ყურში
და სხეულში მაშინვე სურვილის ტკბილი და მოლოდინით აღსავსე ცახცახი მივლის.
– ჰო... – ვპასუხობ სუნთქვაარეული და მეც ჩურჩულით.
– ჰმმმ... და რას ფიქრობ, რა შეიძლება ამას მოვუხერხოთ?
– ვისწავლოთ ამით ცხოვრება... – ვბუტბუტებ ძლივს გასაგონად უკვე სრულიად
გონებაარეული.
მისი ნაზი ჰაეროვანი კოცნისგან თავბრუ მეხვევა... ის ზედ ჩემ კისერთან იღიმება.
– ოჰ, მისის გრეი, როგორც ყოველთვის ძალიან ოპტიმისტი ხართ...
უცებ სწორდება. ჩემს თმას დაკვირვებით სამ ნაწილად ჰყოფს, აუჩქარებლად მიწნავს
და ბოლოში ჩემივე ლენტით მიკრავს. მერე ნაწნავზე ფრთხილად მეწევა და ჩემი
ყურისკენ ისევ იხრება.
– ამისთვის დაგსჯი, ანა.
უცებ სწრაფი მოძრაობით ხელებს წელზე მავლებს, საწოლზე ჯდება და მუხლებზე
განივად ისე მიწვენს, რომ ქვემოდან, მუცლით მის ასოს ვგრძნობ. ის ძლიერად
მიტყლაშუნებს უკანალზე და მე წამოკივლებას ვერ ვიკავებ, ის კი იმავწამს ერთი
მოძრაობით მაბრუნებს და ლოგინზე პირაღმა მაგდებს, თვითონ ჩემი სახისკენ იხრება
და ნაცრისფერი თვალების გამლღვალი ლითონივით ალაპლაპებული მზერით
დამყურებს... უკვე ლამის ავფეთქდე.
– იცი, რა ლამაზი ხარ? – ჩურჩულებს ჩემ ტუჩებთან ვნებისგან ჩავარდნილი ხმით და
თითებს ძალიან ნაზად, საოცრად ჰაეროვანი შეხებით ბარძაყზე მაყოლებს, ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ კანქვეშ... მთელ სხეულში მილიონობით ჭიანჭველა დამიდის.
მერე ისე, რომ თვალს არ მაშორებს, დგება და მაგიდიდან ორივე წყვილ ბორკილს იღებს,
მარცხენა ფეხზე ხელს მავლებს და ბორკილს წვივზე ჩხაკუნით მიკრავს.
ოჰ!..
წამიც და მეორე წყვილით ჩემს მარჯვენა ფეხზეც იმეორებს იმავეს... ორივე ფეხის
წვივზე თითოთითო წყვილი ბორკილი მაქვს შეკრული. საინტერესოა, რაზე აპირებს
ჩემს მიბმას?..
– დაჯექი! – მეუბნება მბრძანებლური ტონით და მეც ხმის ამოუღებლად ვემორჩილები.
– ხელები მუხლებზე შემოიხვიე.
გაკვირვებული და დაბნეული თვალებს ვახამხამებ, მერე მუხლებს ვხრი და ორივე
ხელს გარშემო ვიხვევ. კრისტიანი იხრება, ხელს ნიკაპში მკიდებს და თავს მაწევინებს,
მერე ტუჩებში ნაზად მკოცნის და თვალებზე ნიღაბს მიკეთებს. ვეღარაფერს ვხედავ,
მხოლოდ საკუთარი ხშირი სუნთქვა და ტალღებზე ნელა მოქანავე იახტის ბორტზე
წყლის ტყლაშუნი მესმის.
ღმერთო... უკვე საშინლად აგზნებული ვარ...
– შემაჩერებელი სიტყვა რა არის, ანასტასია?
– „პოპსიკლი“.
– კარგი. – კრისტიანი ხელს მარჯვენა ხელზე მკიდებს და ბორკილს მაჯაზე ჩხაკუნით
მიკრავს, მერე მეორე ხელზეც იმავეს იმეორებს. ახლა ორივე ხელი ფეხებთან მაქვს
მიბმული, მარცხენა ხელი მარცხენა ფეხთან, მარჯვენა – მარჯვენასთან. ფეხების გაშლა
შეუძლებელია... ჯანდაბა!..
– ანასტასია, ახლა გაგჟიმავ, და იქამდე არ გავჩერდები, სანამ კივილს არ დაიწყებ!..
რაა? მოულოდნელობისგან ჰაერი არ მყოფნის და პირს ვაღებ.
ის ხელს ტერფებზე მავლებს და ძლიერი ბიძგით ზურგზე მაგდებს. ძალაუნებურად,
რადგან სხვა გამოსავალი არ მაქვს ფეხებმოკეცილი ვეცემი. როგორც კი ვცდილობ,
ფეხები ოდნავ მაინც გავშალო, ბორკილები კანს მისერავს. მართალი იყო... საკმაოდ
მტკივნეულია. უცხო შეგრძნებაა... ხელფეხშეკრული... იახტაზე... თავს უმწეოდ
ვგრძნობ. კრისტიანი ტერფებს ოდნავ მაშლევინებს და მეც მკერდიდან მაშინვე
საპასუხო კვნესა მწყდება.
ის ბარძაყის შიდა მხარეს კოცნით მიუყვება... მინდა სხეული ავაყოლო, მივეტმასნო,
მის ქვეშ დავიკლაკნო, მაგრამ ვერ ვახერხებ. თეძოებს ვერ ვამოძრავებ... საერთოდ ვერ
ვინძრევი. ჯანდაბა!..
– მოგიწევს, სიამოვნება ასე მიიღო, ანასტასია. არ გაინძრე... – ბუტბუტებს ჩემკენ
დახრილი და ბიკინის ხაზის გასწვრივ მკოცნის, მერე ბიკინის ორივე გვერდზე
ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ერთ თასმას სწევს, მერე მეორეს და საცურაო კოსტიუმის
ერთმანეთზე გადაბმული ორი სამკუთხედი სხეულიდან მიცურდება... შიშველი და
უმწეო მთლიანად მის ხელში ვარ, ის მუცელს მიკოცნის და ჭიპზე ოდნავ მკბენს.
– ოოჰ!.. – გგახსნილი პირიდან კვნესა ამომდის. არ მეგონა, რომ ამ მდგომარეობაში
ყოფნა ასე გამიჭირდებოდა... კრისტიანი კი კოცნისა და ნაზი კბენის მონაცვლეობით
მკერდისკენ ამოდის.
– ჩშშშ... – მამშვიდებს ის. – რა ლამაზი ხარ, ანა.
მე ვკვნესი. ძალიან მოუხერხებელ პოზაში ვარ და ეს არ მომწონს. თეძოების განძრევის
საშუალება არა მაქვს, შეხებაზე ვერ ვპასუხობ, ჩემს რიტმს ვერ ვაყოლებ... ისევ ვკვნესი
და ვცდილობ, ფეხები ოდნავ მაინც გავშალო, მაგრამ ბორკილები წვივებსა და მაჯებს
ისე მწარედ მისერავს, რომ ჩანაფიქრზე მაშინვე უარს ვამბობ.
– ოჰ!.. – წამოყვირებისგან თავს ვერ ვიკავებ და მხოლოდ კრიჭა მეკვრება უსუსურად.
– მაგიჟებ, ანა, – ჩურჩულებს კრისტიანი. – ამიტომ ახლა მეც გაგაგიჟებ. – ის იდაყვებზე
დაყრდნობილი ზემოდან მექცევა და ჩემი მკერდის წვალებას იწყებს... მკბენს, მწოვს,
ძუძუსთავებს მისრესს... გონებას მაკარგინებს, ერთიანად ვცახცახებ, ვხურვარ და
ვწრიალებ... ის არ ჩერდება და, მართლაც, სულ უფრო და უფრო მაგიჟებს. ოოჰ... გთხო-
ოვ... ბაგეებზე მისი ასოს მობჯენას ვგრძნობ.
– კრისტიან... – ვკვნესი ისევ და მონაბერი ჰაერით მის სახეზე გადაფენილ
გამარჯვებისა და კმაყოფილების ღიმილს ლამის ვხედავ კიდეც.
– გინდა, რომ ასე გაგჟიმო? – მეკითხება ის და თან ენით უკვე ისედაც გამკვრივებულ
ჩემს ძუძუსთავს ეთამაშება. – ხომ იცი, შემიძლია. – ის ძუძუსთავს ძლიერად პირში
იწოვს და ისევ ვერ ვიკავებ თავს წამოყვირებისგან ... ნეტარების ენით აუწერელი
შეგრძნება მკერდიდან მუცლის ქვედა ნაწილისკენ ისე მსერავს ერთიანად , თითქოს
დანა დამისვეს და უნებურად ისევ ვცდილობ ფეხები გავშალო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
– მინდა... – ჟინით ატანილი უკვე ლამის ვწკმუტუნებ.
– არა, საყვარელო, ასე ადვილად ვერ გამოძვრები...
– კრისტიან... გთხოვ...
– შშშ... – ის კბილებით ნიკაპში მაფრინდება და ოდნავ მიჭერს, მისი ზედა ტუჩი ჩემს
პირს ეხება... ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ვშეშდები. ენას პირში მჩრის, მიფათურებს,
ძალადობს, დომინანტობს, მაგრამ არც მე ვრჩები ვალში, ჩემსას ვაგებებ, ვებრძვი,
ვეტმასნები... ენით ჯინისა და კრისტიან გრეის გემოს ვგრძნობ... და ზღვის სუნს. ის
ნიკაპში ხელს მავლებს, მიჭერს და თავის განძრევის საშუალებას არ მაძლევს.
– ნუ წრიალებ, საყვარელო, არ მინდა, რომ გაინძრე, გასაგებია? – ჩურჩულებს ზედ ჩემს
ტუჩებთან.
– კრისტიან, მინდა გხედავდე.
– არა, ანა, არა, ასე უკეთ იგრძნობ. – მპასუხობს ის და მისი ასო ჩემში მტანჯველი
აუჩქარებლობით, ძალიან ნელა და ნახევრად შემოდის... მინდა ვუპასუხო, თეძო
დავუხვედრო, მინდა... მაგრამ ვერ ვინძრევი... ის ისევ უკან იწევა.
– ოჰ!.. კრისტიან... გთხოვ!..
– კიდევ გინდა? – მესმის მისი ხმაჩახლეჩილი ბუტბუტი... სპეციალურად მაწვალებს.
– კრისტიან!..
ის ისევ ნახევრად შემოდის და ისევ უკან იწევა, თან მკოცნის და მოხერხებული
თითებით ჩემი ძუძუსთავების სრესას და წვალებას აგრძელებს. სიამოვნების შეგრძნება
პიკს აღწევს.
– ოჰ, ღმერთო... არა!..
– ძალიან გინდივარ, ანასტასია?
– ძალიან, კრისტიან... – ვბუტბუტებ სუნთქვაარეული.
– მაშინ მითხარი, – გრძნობიერი დაუნდობლობით სულ უფრო და უფრო მაგიჟებს.
– მინდიხარ, კრისტიან, ძალიან მინდიხარ, – ვკრუსუნებ პასუხად. – გთხოვ!..
ყურთან მისი ჩუმი კვნესა მესმის.
– რადგან გინდივარ, მიიღებ კიდეც.
ის ოდნავ ზევით იწევა, გადის და მთელი ძალით შემოდის ჩემში.
მოულოდნელობისგან მკერდიდან ყვირილი მწყდება, შლეგივით თავს აქეთიქით
ვაქნევ, ვწრიალებ... ის კი ჩემში ისევ მთელი ძალით შემოდის, ისევ და ისევ,
შეუჩერებლად, დაუოკებლად, ასოსჩემს ყველაზე მგრძნობიარე წერტილს უმიზნებს...
ენით აუწერელი შეგრძნება მთლიანად მიცავს, მთელ სხეულში სიამოვნების უტკბესი
ტკივილი მეღვრება, მე კი ვერ ვმოძრაობ... ის წამით ჩერდება, თეძოების წრიულად
ტრიალს იწყებს და ნეტარების შეგრძნებაც შიგნიდან ყოველი მიმართულებით, ყოველ
წერტილში მესახება.
– რატომ არ მემორჩილები, ანა?
– გეყოფა, კრისტიან, გეყოფა...
ის ძლიერი ბიძგით კიდევ უფრო ღრმად შემოდის და ჩემს ხვეწნას ყურადღებას არ
აქცევს, მერე ნელა ისევ უკან იწევა და უფრო ძლიერი ბიძგით იმავეს იმეორებს.
– მიპასუხე, რატომ? – ცრის ის კბილებიდან და ვხვდები, რომ დაძაბულობისგან კრიჭა
აქვს შეკრული... პასუხად მხოლოდ რაღაც გაუგებარის წამოყვირებას ვახერხებ... ეს უკვე
მეტისმეტია, დაძაბულობას ვეღარც მე ვუძლებ. ღმერთო!..
– მიპასუხე!..
– კრისტიან...
– ანა, მე უნდა ვიცოდე.
ის ისევ მთელი ძალით მეხეთქება და მთელ სიღრმეზე შედის... მუცლის ქვედა
ნაწილში ნეტარების ტალღა მიზვირთდება, შეგრძნება სხეულზე ერთიანად მედება,
მითრევს, მუცლის ქვედა ნაწილიდან წრეებად იშლება და ყოველ კიდურს და სხეულის
ყოველ წერტილს, დაჭიმულობისგან კანის მტკივნეულად მსერავ ბორკილებამდეც კი
აღწევს.
– არ ვიცი! – ვყვირი უკვე სრულიად სასოწარკვეთილი. – იმიტომ, რომ შემიძლია!
იმიტომ, რომ მიყვარხარ!.. გთხოვ, კრისტიან!
ის ხმამაღლა კვნესის, რიტმს აჩქარებს და კიდევ უფრო ღრმად შემოდის. ვცდილობ,
შეგრძნებებს მივყვე, მაგრამ ტალღა მეტისმეტად ძლიერია, მეტისმეტად დიდია და
მითრევს, მიმორჩილებს, ჩემი სხეული... ჩემი გონება მე აღარ მემორჩილება... მინდა
ფეხები გავშალო და მუცლის ქვედა ნაწილიდან აზვირთებული ორგაზმი
გავაკონტროლო, მაგრამ ვერ ვახერხებ – სრულიად უსუსური ვარ, მთლიანად მისი ვარ,
მხოლოდ მისი, და განწირული ვარ, მისი მიყოლისა და მისი სურვილების
დამორჩილებისათვის... თვალები ცრემლებით მევსება. მოახლოებული, ყოვლის
წამლეკავი ორგაზმი შიგნიდან მგლეჯს და მფლეთს და რომ არ წამლეკოს, ვერაფრით
ვაჩერებ და ვერ ვანელებ, მაგრამ არც მინდა... მინდა წამლეკოს... მინდა... ოჰ, ღმერთო,
არა... არა... ეს იმდენად...
– ასე, – ღმუის კრისტიანი მჭიდროდ შეკრული კბილებიდან. – ასე, საყვარელო,
იგრძენი!
ერთიანად ვფეთქდები, თანაც რამდენჯერმე; მთელი სხეული ამ ერთმანეთს
მიყოლებული აფეთქებებისგან მიცახცახებს, მკერდიდან ხმამაღალი ყვირილი მწყდება
და მილიარდ ნაწილად ვიშლები, ცეცხლოვანი, ყოვლის მომცველი ტალღით ვიბუგები...
ვხურვარ, სრულიად დალეწილს და გათანგულს სახეზე შეუჩერებლად ჩამომდის
ცრემლები, ორგაზმი კი სხეულში უკვე ნელ-ნელა შენელებულ პულსაციად, მაგრამ ისევ
ნაზ ტალღებად მივლის.
კრისტიანი ჯერ ისევ ჩემშია, ის მუხლებზე დგება, თავისკენ მწევს, ბარძაყებზე მისვამს,
ერთი ხელით თავს, მეორით კი ზურგს მიჭერს და ჩემ ჯერ ისევ მოცახცახე საშოში
კბილების ღრჭიალით ათავებს... ძალა სრულიად მეცლება, ყველა შეგრძნება
ერთმანეთში მერევა, აქ ჯოჯოხეთი სამოთხეს ერწყმის და ჰედონიზმი ფრთებს შლის.
კრისტიანი თვალებიდან ნიღაბს მაძრობს და მკოცნის, მთელ სახეს მიკოცნის,
თვალებს, ცხვირს, ლოყებს... ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ცრემლს მხურვალე
ტუჩებით მიშრობს.
– მიყვარხართ, მისის გრეი, – ბუტბუტებს ის კოცნასა და კოცნას შორის. – შენ მე
მართლა მაგიჟებ, მაგრამ შენთან მე ცოცხალი ვარ.
თვალების გახელის, ან პასუხის გასაცემად პირის გაღების თავიც კი არ მაქვს.
კრისტიანი ორივე ხელს ზურგზე მხვევს, ფრთხილად მაწვენს, მერე ოდნავ უკან იწევა
და ასოს ითავისუფლებს.
მე რაღაცას გაუგებრად ვბუტბუტებ. ის ლოგინიდან დგება, ხელფეხიდან ბორკილებს
მხსნის და წვივებისა და მაჯების ნაზად და ფრთხილად ზელას მიწყებს. მერე გვერდით
მიწვება, ხელს მხვევს, თავისკენ მიზიდავს და მკერდზე მიკრავს. როგორც იქნა, ფეხებს
ვშლი. ღმერთო, რა კარგია!.. ასეთი ძლიერი ორგაზმი ნამდვილად არასდროს
განმიცდია...
ჰმმ... აი, როგორი ყოფილა ორმოცდაათი ელფერის მქონე კრისტიან გრეის მიერ
გაჟიმვით დასჯა.
ეტყობა, წესები უფრო ხშირად უნდა დავარღვიო ხოლმე...
იმისგან მეღვიძება, რომ საშინლად მინდა ტუალეტში. სიბნელეში თვალებს ვახელ და
უცებ ვერც კი ვხვდები სად ვარ?.. ლონდონში? ...პარიზში? აჰ, ჰო, იახტაზე, რწევას
ვგრძნობ და ოდნავი ჭრიალი და ძრავას ხმადაბალი გუგუნი მესმის. სადღაც
მივცურავთ. რა უცნაურია... კრისტიანი ჩემ გვერდით ზის და წინ ნოუთბუკი უდევს,
როგორც ჩანს, მუშაობს. ტანზე თეთრი ტილოს პერანგი და თავისუფალი სტილის
შარვალი აცვია, ფეხზე კი არაფერი, ფეხშიშველაა. თმა ნახევრად სველი აქვს, ეტყობა,
ახლახან შხაპი მიიღო, საშხაპე გელისა და მისი, კრისტიანის სუნს ვგრძნობ... მმმ...
– ჰეი, – ამბობს ის და ზემოდან თბილი და მოსიყვარულე მზერით დამყურებს.
– გამარჯობა... – რატომღაც უცებ დამორცხვებული ვუღიმი მეც. – დიდხანს მეძინა?
– ერთი საათი ან ცოტა მეტი.
– მივცურავთ?
– ჰო... ვიფიქრე, რომ, რაკი გუშინ ნაპირზე ვივახშმეთ და მერე ბალეტზეც ვიყავითდა
კაზინოშიც, ურიგო არ იქნებოდა, მრავალფეროვნებისთვის ამჯერად გემბანზე
გვევახშმა... მშვიდი საღამო... მხოლოდ ჩვენ ორნი და მეტი არავინ, თანახმა ხარ?
თანხმობის ნიშნად მხოლოდ ვუღიმი.
– საით მივცურავთ?
– კანში.
– კარგი. – ვპასუხობ ისევ ღიმილით და გაჭირვებით ლოგინში ვიშლები, მთელი
სხეული მტკივა... ჰმმ... რაც უნდა კარგი შედეგი ჰქონდეს კლოდ ბასტილის წვრთნას,
სხეულს ასეთი დატვირთვისთვის მაინც ვერავინ მოამზადებს.
ფრთხილად ვდგები, ტუალეტში უნდა გავიდე. აბრეშუმის ხალათს ვიღებ და
რატომღაც ნაჩქარევად ვუყრი ხელებს. ასე რატომ ვმორცხვობ? კრისტიანის მზერას
ვგრძნობ, მაგრამ როგორც კი მისკენ ვიხედები, კოპებშეკრული, სახეს მონიტორისკენ
აბრუნებს... რა სჭირს? რამე აწუხებს?
ხელებს ყურადღებაგაფანტული ვიბან, ფიქრით გონებაში ამოტივტივებულ გუშინდელ
საღამოს და კაზინოს დავტრიალებ... მაგრამ სარკისკენ ვიხედები და ხალათის კიდეების
აქეთ-იქით შემთხვევით გადასრიალებით გამოჩენილ საკუთარ მკერდს სრულიად
თავზარდაცემული ვაჩერდები... ჯანდაბა!.. ეს რა არის?! ეს რა გაუკეთებია?!
თავი მესამე
სარკეში საკუთარ ანარეკლს შევყურებ და აღშფოთებას ვერ ვმალავ – მკერდი
მთლიანად წითელი ლაქებით მაქვს დაფარული! ნაწუწნები! ღმერთო!.. შეერთებული
შტატების ერთერთი ყველაზე პატივსაცემი და წარმატებული ბიზნესმენის ცოლი ვარ
და ის... ჯანდაბა! სხეულზე ამ საშინელ წითელ ლაქებს მიტოვებს!.. კი მაგრამ, ამას რომ
აკეთებდა, რატომ ვერ ვიგრძენი? ვწითლდები, რადგან კითხვაზე პასუხიც ცალსახად
ნათელია: მისტერ ორგაზმი ჩემზე სრულყოფილებამდე მიყვანილ თავის სექსუალურ
ხერხებს სცდიდა.
ჩემი ქვეცნობიერი სათვალეების ზემოდან კოპებშეკრული იყურება, მკერდზე წითელ
ნახევარწრეებს თვალით ზომავს და ნიშნის მოგებით ენას უკმაყოფილოდ აწკლაპუნებს.
ჩემს შინაგან ქალღმერთს კი შეზლონგზე წამოგორებულს სძინავს და ჯერ ისევ
ქანცგაწყვეტილს არაფერი ესმის. სარკეში ისევ საკუთარ ანარეკლს ვაჩერდები. მაჯებზე
ბორკილებისგან წითელი კვალი მატყვია. ეს, რა თქმა უნდა, დამილურჯდება... მზერა
წვივებზე გადამაქვს, – იქაც წითლად მიღაჟღაჟებს. ჯანდაბა!.. ავტოკატასტროფაში
მოყოლილს ვგავარ. სარკეში ისევ საკუთარ თავს შევცქერი... ამ ხნის განმავლობაში, რაც
კრისტიანს ვიცნობ, აშკარად ძალიან შევიცვალე – გავხდი, სხეული გამიმკვრივდა, თმა
მიბზინავს და შეჭრილიც ლამაზად მაქვს. ხელის და ფეხის ფრჩხილები მანიკიურით და
პედიკიურით გაპრიალებული და წარბები ამოქნილი მაქვს. თუ, რა თქმა უნდა, ამ
საშინელ წითელ ლაქებს არ ჩავთვლით, პირველად ჩემს ცხოვრებაში მოწესრიგებულად
გამოვიყურები. მაგრამ ახლა ამ ყველაფერზე ფიქრი ნამდვილად არ შემიძლია, ძალიან
გაბრაზებული ვარ. როგორ გაბედა და ვიღაც სულელი მოზარდივით ეს საშინელი
წითელი ლაქები დამიტოვა?! მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, მსგავსი
არაფერი მომხდარა, ახლა რაღა დაემართა? ისე გამოვიყურები, რომ სარკეში საკუთარი
ანარეკლის დანახვა მაშინებს! თუმცა ვიცი, რაც დაემართა და ეს რატომ გააკეთა...
ყველაფრის გაკონტროლების მანიით შეპყრობილი არამზადა! სულ შეიშალა, ასეა!.. ჩემი
ქვეცნობიერი უკმაყოფილო გამომეტყველებით პატარა მკერდის ქვეშ ხელებს
იჯვარედინებს – ეს უკვე მეტისმეტია, კრისტიანმა ამჯერად უკვე ძალიან ღრმად
შეტოპა!.. სააბაზანოდან გავდივარ და, ისე რომ ზედაც არ ვუყურებ, ოთახგარდერობში
შევდივარ, ხალათს ვიხდი და სპორტულ შარვალს და ტოპს ვიცვამ. მერე ნაწნავს ვიშლი,
სარკის წინ მდგარი პატარა მაგიდიდან სავარცხელს ვიღებ და აბურდული თმის
ვარცხნას ვიწყებ.
– ანასტასია! – მის ხმაში აშკარად გამოხატული დაძაბულობა კრთება. – კარგად ხარ?
თავი ისე მიჭირავს, რომ არ მესმის. როგორ შეიძლება, რომ მე ახლა კარგად ვიყო? არა,
კარგად ნამდვილად არა ვარ!.. იმის გამო, რაც გააკეთა, ეჭვი მეპარება, რომ თაფლობის
თვის ბოლომდე საცურაო კოსტიუმის ჩაცმა საერთოდ შევძლო, არანორმალურად
ძვირად ღირებულ ბიკინიზე რომ არაფერი ვთქვათ... ამის გაფიქრებაზე ისევ ვფეთქდები
ახალი ძალით. როგორ ბედავს, რომ კიდევ ხმას იღებს? კარგი, თუ ასე უნდა, ვუჩვენებ
ახლა, როგორ კარგადაც ვარ! ბრაზისაგან ერთიანად ვთუხთუხებ და ვდუღვარ. თუ ასეა,
მეც შემიძლია უგუნური მოზარდივით მოქცევა!.. საძინებელში გავდივარ, კრისტიანს
თმის ჯაგრისს ვესვრი, ვბრუნდები და უკან გამოვდივარ, თუმცა გამოსვლამდე მისი
გაოგნებული გამომეტყველებისა და მისი სწრაფი რეაქციის მორიგი გამოვლინების
შემჩნევას ვასწრებ, ის ჯაგრისისგან თავის დასაცავად ხელს სწრაფად სწევს და, ისე რომ
თავად არაფერი უშავდება, სავარცხელი იდაყვზე ხვდება და ლოგინზე ვარდება.
კაიუტიდან ელვის სისწრაფით გავდივარ, ტრაპით გემბანზე ავდივარ და გემის
ქიმისკენ აჩქარებული, დიდი ნაბიჯებით მივემართები. მარტო დარჩენა და სივრცე
მჭირდება. რამენაირად უნდა დავმშვიდდე. ბნელი ღამეა, ჰაერი კი საოცრად რბილი და
ხმელთაშუა ზღვის სუნთან ერთად ნაპირიდან მონაბერი აყვავებული ჟასმინისა და
ბუგენვილეის საოცარი არომატებითაა გაჯერებული. „ი“ თითქოს მიფრინავსო, მძინარე
ზღვის კობალტისფერ ზედაპირზე თავისუფლად მისრიალებს, მე ხის მოაჯირს
იდაყვებით ვეყრდნობი, და შორეულ ნაპირზე მოციმციმე სინათლეებს ვაჩერდები.
ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ და ნელ-ნელა ვმშვიდდები... სულ რამდენიმე წამში
კი, მანამ, სანამ მისი ნაბიჯების ხმას გავიგონებ, მის სიახლოვეს ვგრძნობ.
– გაბრაზდი? – მესმის ჩურჩული.
– რა მიხვედრილი ხართ, შერლოკ!
– ძალიან ბრაზობ?
– ათქულიანი შკალით დაახლოებით ორმოცდაათი ქულით. ძალიან დიდი
მაჩვენებელია შენთვის?
– ეს ხომ სიგიჟეა... – როგორც ჩანს, უკვირს.
– ქმედებით შეურაცხყოფით გამოწვეული!.. – ვცრი კბილებიდან.
კრისტიანი ხმას არ იღებს. კიდევ უფრო გაღიზიანებული მისკენ ვბრუნდები, ის
თვალებგაფართოებული და თითქოს დამფრთხალიც კი შემომყურებს. იქიდან
გამომდინარე, რომ ჩემთან შეხება არც კი სცადა, აშკარაა, თავს კომფორტულად ვერ
გრძნობს.
– კრისტიან, ეს უნდა შეწყვიტო, ნუ ცდილობ ასეთი ფორმით ჩემს დაქვემდებარებას.
შენი დამოკიდებულება იმისადმი, რაც მოხდა, როგორც მახსოვს, პლაჟზე უკვე ისედაც
საკმაოდ გასაგებად გამოხატე...
ის მხრებს იჩეჩს.
– ნუ, ჰო, ლიფს საჯაროდ აღარ გაიხდი...
ეს რა, იმის გამართლებაა, რაც გააკეთა? თვალებმოჭუტული მზერით ვბურღავ.
– მე არ მომწონს,რომ სხეულზე ნაწუწნებს მიტოვებ, მით უმეტეს, ამდენს!.. მორჩა, ეს
ჩემთვის დაუშვებელია! – ვცრი კბილებიდან სისინით
– მე კი ის არ მომწონს, რომ საჯაროდ იხდი. ეს კიდევ ჩემთვის არის დაუშვებელი! –
ღმუის ის.
– ძალიან კარგი, მოვილაპარაკეთ. – ვსისინებ პასუხად. – შემხედე! – ვეუბნები და
ბლუზის კისერთან ამონაჭერს ქვევით ვქაჩავ, რომ მკერდის ზედა ნაწილზე წითელ
ნახევარწრეებად დატოვებული კვალი დავანახო. კრისტიანი თვალებში მიყურებს,
მაგრამ გამომეტყველება არაფრის მთქმელი აქვს. აშკარად არ ელოდა, რომ ასე
გავღიზიანდებოდი და რადგან ვერ ხვდება, რას შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩემგან
ელოდოს, დამფრთხალი შემომყურებს... ნუთუ ვერ ხვდება, რა ჩაიდინა? ვერ ხვდება,
ამის გამო რა სულელურად და სასაცილოდ გამოიყურება? ერთი სული მაქვს,
დავუყვირო, მაგრამ თავს ვიკავებ – არ მინდა, ზედმეტი მომივიდეს... თუ გადავაჭარბე,
ღმერთმა იცის, ამას კიდევ რა შეიძლება მოჰყვეს. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ
კრისტიანი უცებ მძიმედ ოხრავს და შემრიგებლური ჟესტით ორივე ხელს ზევით სწევს.
– კარგი, – წარმოთქვამს დამამშვიდებელი ხმით. – კარგი, გავიგე.
მადლობა ღმერთს!
– კარგი!
ის ხელს თმაზე ისვამს.
– მაპატიე... გთხოვ, მაპატიე და ნუ მიბრაზდები. – როგორც იქნა, მიხვდა და თან ჩემივე
სიტყვებით მებოდიშება.
– ხანდახან უბრალოდ უგუნური ბავშვივით იქცევი, – ვაგრძელებ მე ბუზღუნს, თუმცა
უკვე შერბილებული საყვედურის ტონით და ამას ისიც მშვენივრად გრძნობს,
მიახლოვდება, ხელს ფრთხილად სწევს და ურჩ თმას ყურს უკან მიწევს.
– ვიცი, – მეთანხმება ისიც რბილი ხმით. – მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
მაშინვე ექიმ ფლინის სიტყვები მახსენდება:
„ანა, ემოციურ ჭრილში კრისტიანი ჯერაც მოზარდია. ცხოვრების ეს ფაზა მას
უბრალოდ გამოტოვებული აქვს, მთელი თავისი ენერგია მან ბიზნესში წარმატების
მიღწევისკენ მიმართა და ამაში იმხელა წარმატებას მიაღწია, რომ ყოველგვარ ზღვარს
გადააჭარბა, მაგრამ ემოციების მხრივ, ის ჯერ კიდევ დამალობანას უნდა თამაშობდეს“.
გული ოდნავ მილბება.
– მარტო შენ არა, ჩვენ, ორივემ, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, – ვეუბნები
ოხვრით და მკერდზე ხელს ვადებ. კრისტიანი არ ცბება, არც კი ინძრევა, მაგრამ სხეული
მაინც ერთიანად ეძაბება. თუმცა წამის მერე ხელს სწევს, ჩემსას ზემოდან აფარებს და
მორცხვად მიღიმის.
– მისის გრეი, მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რა ძლიერი ხელი და მახვილი თვალი გაქვთ.
ადრე ეს არ შემინიშნავს, თუმცა არც არის გასაკვირი, – სათანადოდ ვერასოდეს
გაფასებთ, თქვენ ხომ, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მაკვირვებთ...
წარბს მრავალმნიშვნელოვნად ვწევ.
– რეისთან კარგი პრაქტიკა მაქვს გავლილი. კარგად ვისვრი და ყოველთვის მიზანში
ვახვედრებ, ასე რომ, არ იქნებოდა ურიგო, ეს გაგეთვალისწინებინათ, მისტერ გრეი.
– შევეცდები, მისის გრეი. და კიდევ იმაზეც ვიზრუნებ, რომ ყველა პოტენციური
სასროლად გამოსადეგი საგანი კედელზე იყოს მიჭედებული, ცეცხლსასროლ იარაღზე
კი ხელი უბრალოდ არ მიგიწვდებოდეთ. – მეუბნება ის ბავშვური და სულელური
ღიმილით.
– ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებ, მოხერხებული ვარ. – ვპასუხობ ეშმაკური
გამომეტყველებით და მეც ვუღიმი.
– რაც მართალია, მართალია, ამას ვერავინ წაგართმევს, – ჩურჩულით მეუბნება ის,
ხელებს ბეჭებზე მხვევს, თავისკენ მიზიდავს და ცხვირით თმაში მეფლობა. პასუხად მეც
ვეხვევი, მთელი სხეულით ვეხუტები და ჩვენ შორის ჩამოწოლილი დაძაბულობაც
მაშინვე ქრება.
– მაპატიე?
– შენ?
ვგრძნობ, როგორ იღიმება.
– კი, – მპასუხობს მაშინვე.
– მაშინ, მეც.
ასე გაუნძრევლად, ერთმანეთთან ჩახუტებულები ვდგავართ და ბრაზიც გადის და
წყენაც სადღაც ქრება. გინდა მოზარდი ეძახე, გინდა უგუნური ბავშვი, ისეთი სუნი
ასდის, რომ წარმოუდგენელია, გულგრილი დარჩე. შესაძლებელია კი საერთოდ, ასეთ
მამაკაცს წინააღმდეგობა გაუწიო?
– არ მოგშივდა? – მეკითხება ის რამდენიმე წამის შემდეგ. მე თვალებს ვხუჭავ, თავს
ვხრი და ლოყით მკერდზე ვეკვრები.
– კი, ძალიან, შიმშილით ვკვდები. ასეთი... ჰმ... დატვირთული საღამოს მერე ასე
მგონია, საუკუნეა აღარაფერი მიჭამია, მაგრამ ვახშმისთვის შესაბამისად ჩაცმული რომ
არ ვარ? – სპორტული შარვალი და ტოპი ჩემი ქმრისთვის, ის ჩასაცმელი არ არის,
რომლითაც სასადილო ოთახში შესვლა შეიძლება.
– ჩემი აზრით, მშვენივრად გამოიყურები, თანაც ეს იახტა, ყოველ შემთხვევაში ამ
კვირის განმავლობაში, ჩვენ გვეკუთვნის და შესაბამისად, შეგვიძლია ისე გვეცვას,
როგორც გვინდა. ჩათვალე, რომ დღეს კოტ დ'აზიურზე თავისუფალი ჩაცმის სტილის
სამშაბათია... და კიდევ, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, დღეს საღამოს გემბანზე გვევახშმა.
– სიამოვნებით.
იმით კმაყოფილი, რომ პატიება მიიღო, მკოცნის და, ხელჩაკიდებულები, გემბანზე
იქით მივდივართ, სადაც უკვე გაწყობილი მაგიდა და გასპაჩო გველოდება.
სტუარდს დესერტად კრემბრულე მოაქვს და მაშინვე ქრება.
– კრისტიან, თმას ყოველთვის რატომ მიწნავ ხოლმე? – ვეკითხები უბრალო
ცნობისმოყვარეობის გამო.
მაგიდასთან გვერდიგვერდ ვსხედვართ და ფეხი მის ბარძაყზე მაქვს გადადებული. ის
დესერტის კოვზისკენ იხრება, მაგრამ კითხვის გაგონებაზე შეშდება, თავს ჩემკენ
აბრუნებს და წამით კოპებშეკრული მაჩერდება.
– არ მინდა, რომ თმა რამეზე გამოგედოს ან აგებურდოს. – მპასუხობს ხმადაბლა და
ჩაფიქრებული სახით წამით ჩუმდება. – ეტყობა, უბრალოდ ჩვევაა. – ამატებს მერე,
მაგრამ უცებ კიდევ უფრო იქუფრება, კოპები ეკვრება, ქუთუთოები უფართოვდება და
თვალებში შფოთიანი გამომეტყველება უდგება... ჯანდაბა!.. რაღაც გაახსენდა? მაგრამ
რა?.. ალბათ რაღაც უსიამოვნო და მტკივნეული, რაღაც თავისი ბავშვობიდან... მე
ვიხრები და საჩვენებელი თითით მის ქვედა ტუჩს ვეხები.
– მნიშვნელობა არა აქვს, კრისტიან, ამაზე პასუხი მე არაფერში მჭირდება, უბრალო
ცნობისმოყვარეობის გამო გკითხე. – ვეუბნები და სიტყვებს თბილ ღიმილსაც ვაყოლებ,
რომ დავაჯერო. ის დაბნეული და დამფრთხალი გამომეტყველებით შემომყურებს,
მაგრამ რამდენიმე წამში მაინც მშვიდდება. მე ისევ მისკენ ვიხრები და ტუჩის კუთხეზე
ვკოცნი.
– მიყვარხარ. – ვეუბნები ხმადაბლა, ის კი თავისი მორცხვი და რაღაცნაირი
გატანჯული ღიმილით მიყურებს და გულში მაშინვე უსაზღვრო სითბო მეღვრება. – და
ყოველთვის მეყვარები.
– მეც. – მპასუხობს ისიც ჩუმად.
– ასეთი თავნება და ჯიუტიც? – ვეკითხები წარბაწეული და ეშმაკური ღიმილით.
– სწორედ იმიტომ, რომ ასეთი თავნება და ჯიუტი ხარ, – იცინის ის პასუხად.
კოვზით დესერტის დამწვარი შაქრის ხრაშუნა ზედაპირს ვჭრი და ჩაფიქრებული თავს
ვაქნევ... საინტერესოა, ამ ადამიანს ოდესმე ბოლომდე გავუგებ?.. ჰმ... კრემბრულე
საოცრად გემრიელია!
მას შემდეგ, რაც სტუარდი მაგიდიდან თეფშებს ალაგებს, კრისტიანი ვარდისფერ
შამპანურს ბოთლიდან ფუჟერებში ასხამს. მე აქეთ-იქით ვიხედები და როდესაც
ვრწმუნდები, რომ მარტონი ვართ, ვეკითხები:
– რატომ მითხარი, რომ სექსის წინ ტუალეტში არ შევსულიყავი?
– მართლა გაინტერესებს? – მეკითხება ირონიული ჩაღიმებით და თვალებში მაშინვე
ავხორცი ნაპერწკალი უკრთება.
– რა თქმა უნდა, – ვპასუხობ მე წამწამებს ქვემოდან მის სახეს მიჩერებული და
ტუჩებთან ფუჟერი მიმაქვს.
– რაც უფრო სავსეა შარდის ბუშტი, მით უფრო ინტენსიურია ორგაზმი, ანა.
ერთიანად ვწითლდები.
– მართლა? ჰმ, გასაგებია... – ესეც იმის პასუხი, რატომ მქონდა ასეთი საოცარი
ორგაზმი.
ის მცოდნის შემწყნარებლური და ამაყი ღიმილით მიღიმის. საინტერესოა, ნეტა
ოდესმე მოვახერხებ რამეში მაინც ვაჯობო ამ სექსის პროფესორს?
– ჰო, ნუ, მაშინ... – ვცდილობ, რამენაირად თემა შევცვალო, მაგრამ თავში
ხელმოსაჭიდი არაფერი მომდის. ჩემი დაბნეულობის შემხედვარე, ისევ კრისტიანი
მშველის.
– ამ საღამოს რა გავაკეთოთ? – მეკითხება ირონიულად მომღიმარი და თავს გვერდზე
ხრის.
შენ თვითონ გადაწყვიტე, კრისტიან, იქნებ ეს შენი თეორია პრაქტიკაში კიდევ ერთხელ
გეცადა?..
პასუხის ნაცვლად მხოლოდ მხრებს ვიჩეჩ.
– ვიცი, რაც მოგეწონება, – ამბობს ის უცებ და თავის ფუჟერს მაგიდაზე დგამს, მერე
ფეხზე დგება და ხელს მიწვდის. – წამოდი.
მეც ფეხზე ვდგები, მის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ და კრისტიანს მთავარი
სალონისკენ მივყვები. მთავარ სალონში ის ჟურნალის დაბალ მაგიდასთან მიდის,
სადგამში ჩამაგრებულ თავის აიპოდს რთავს და სიმღერას არჩევს.
– მეცეკვე, მეუბნება ისევ ჩემკენ მობრუნებული და სხეულზე მიკრავს.
– რაკი ასე დაჟინებით მთხოვთ, მისტერ გრეი, რა გაეწყობა...
– ნამდვილად დაჟინებით გთხოვთ, მისის გრეი.
მელოდიური და ცოცხალი სიმღერაა, მგონი, რაღაც ლათინური უნდა იყოს...
კრისტიანი მოძრაობას იწყებს, რიტმს ჰყვება, მეც მიყოლებს და ტრიალტრიალით
სალონს გარს ვუვლით.
– შემსრულებელს თბილი და გამლღვალი კარამელივით ტკბილი ხმა აქვს. ეს სიმღერა
აშკარად საიდანღაც მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, საიდან. კრისტიანი უცებ თითქოს
ჩემს დაგდებას აპირებსო, უკან მზნექს. შიშისგან ვცბები, მაგრამ მაშინვე ისევ ვუცინი,
პასუხად ისიც მხიარულად და ეშმაკურად მიღიმის, წამის მერე კი ისევ სხეულზე
მიკრავს და ჩემთან ერთად სალონში ცეკვა-ცეკვით დასრიალებს.
– მართლა კარგად ცეკვავ, – ვეუბნები და მხიარული ნაპერწკლებით აციმციმებულ
თვალებში ვუყურებ. – ურიგო არ იქნებოდა, მეც ასე კარგად ვცეკვავდე.
ის სფინქსივით მრავლისმეტყველად მიღიმის და პასუხს არ მცემს... ვხვდები, რომ
მასზე ფიქრობს, ქალზე, რომელმაც ცეკვა და... ჟიმაობა ასწავლა, მისის რობინსონზე.
რამდენი ხანია უკვე, ის ქალი აღარ გამხსენებია, ალბათ, კრისტიანის დაბადების დღის
მერე, აღარც კრისტიანს უხსენებია, მაგრამ, როგორც ვიცი, ერთმანეთთან საქმიანი
ურთიერთობაც გაწყვიტეს... ამის აღიარება სულაც არ მსიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, რომ
ცეკვა ნამდვილად კარგად უსწავლებია...
ის ისევ ხელზე მიწვენს, მაგრამმაშინვე ფეხზე მაყენებს და ტუჩებში მკოცნის.
– „მომენატრება მე შენი კოცნა...“, – ვყვები სიმღერის ტექსტს.
– მე შენზე უფრო, – მეჩურჩულება ის, ისევ მკლავზე გადაწვენილს, მერე ისევ მაყენებს
და ცეკვაცეკვით მატრიალებს, მე კი მისი გრძნობიერი ჩურჩულისგან თავბრუ მესხმის.
სიმღერა სრულდება, ვჩერდებით და კრისტიანი დამყურებს... თვალებიდან მხიარული
ნაპერწკალი სრულიად უქრება, მზერა ვნებით დაბინდული და ჩამუქებული უხდება და
მე მაშინვე სუნთქვა მეკვრის...
– წავიდეთ ლოგინში? – მისი ჩურჩულიდან იმხელა იმედი და მუდარა იღვრება, რომ
გული მეწურება.
მინდა, რომ ვუთხრა – „კრისტიან, ჩემი თანხმობა შენ უკვე ორკვირანახევრის წინ
მიიღე“, მაგრამ არაფერს ვამბობ, რადგან ვიცი, რომ ის ასე ბოდიშის მოხდას ცდილობს
და იმაში უნდა დარწმუნება, რომ წეღანდელი ჩხუბის მერე ჩვენ შორის ყველაფერი ისევ
ძველებურად და კარგადაა.
თვალებს რომ ვახელ, ილუმინატორებში უკვე წყლიდან არეკლილი და ჭერზე
ათინათებად ათამაშებული მზე იჭყიტება. კრისტიანი ჩემ გვერდით არ წევს და არც
ოთახშია. სიამოვნებით ვიზმორები და გუშინდელი ღამის გახსენებაზე უნებურად
მეღიმება, ჰმ... ისეთ სექსსასჯელს ყოველდღე სიამოვნებით ავიტან, თუ იმას მერე ასეთი
სექსშერიგება მოჰყვება... საოცარია, იმხელა განსხვავებაა გაბრაზებულ კრისტიანსა და
დანაშაულის გამოსწორების სურვილით თბილ, მოსიყვარულე და დამტკბარ კრისტიანს
შორის, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი გეგონება, მათგან რომელი უფრო მომწონს,
აშკარად რთული გასარკვევია. ლოგინიდან ვდგები, სააბაზანოში მივდივარ და კარს
ვაღებ თუ არა საპარსით ხელში, წელზე შემოხვეულ პირსახოცს თუ არ ჩავთვლით,
შიშველ, სარკის წინ მდგარ ჩემს ქმარს ვხედავ. ის თავს აბრუნებს და უდარდელად
მიღიმის, ჩემი სააბაზანოში შეჭრა სრულებითაც არ აწუხებს. უკვე ვიცი, რომ, როდესაც
კრისტიანი მარტო რჩება, კარს არასოდეს კეტავს, ალბათ ამასაც რაღაც მიზეზი აქვს,
მაგრამ ახლა კიდევ ერთ საიდუმლოზე თავის მტვრევის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.
– დილა მშვიდობისა, მისის გრეი. – მესალმება ის და ერთიანად სიხარულს ასხივებს.
– დილა მშვიდობისა, მისტერ გრეი. – ვეუბნები და პასუხად მეც გულღიად ვუღიმი.
მისი ყურება ასეთ დროს ძალიან მომწონს. მომწონს, როგორ სწევს ზევით და როგორ
ქაჩავს წინ ნიკაპს, როგორ აყოლებს საპარსს გრძელი და გათვლილი მოძრაობით ყელს.
თავს იმაზე ვიჭერ, რომ გაუცნობიერებლად ვბაძავ: როდესაც ის საულვაშის პარსვას
იწყებს, ზედა ტუჩს მეც ოდნავ ქვევით ვქაჩავ. კრისტიანი თავს ჩემკენ აბრუნებს და
თვალს მიკრავს, ნახევარი სახე ჯერ ისევ ქაფით აქვს დაფარული.
– საინტერესო შოუა?
ოჰ, კრისტიან, შემიძლია ასე საათობით გიყურო!
– მომწონს შენი ყურება, როცა იპარსავ, – ვუტყდები მე, ის კი იხრება, უცებ მკოცნის და
ლოყაზე და ტუჩთან ქაფის ლაქას მიტოვებს.
– კიდევ გინდა? – ჩურჩულებს მერე გათამაშებული მუქარით და საპარსიან ხელს სწევს.
ტუჩებს გაბუტულივით ვბუშტავ და მეც გათამაშებული ბრაზით კოპებს ვკრავ.
– არა, ჯობია, შემდეგ ჯერზე ცვილი გამოვიყენო.
ვამბობ თუ არა, მაშინვე ის მახსენდება, როგორ გაეხარდა კრისტიანს, როდესაც
ლონდონში ყოფნის დროს აღმოაჩინა, რომ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ბოქვენზე თმა
გავიპარსე... თუმცა ჩემი ნახელავი, თავისთავად ცხადია, მისტერ უმაღლესი
სტანდარტების მოთხოვნილებათა დონეს ვერ აკმაყოფილებდა...
----------------------------------------
– ეს რა გიქნია?! – წამოყვირებას ვერ იკავებს ის და ვერც კი ვარჩევ, მის ხმაში
თავზარდაცემა მეტია თუ ცნობისმოყვარეობა. ის პიკადილის მოედანთან ახლოს
მდებარე სასტუმრო „ბრაუნის“ ჩვენს ნომერში, საწოლზე ჯდება, ღამის ნათურას ანთებს
და ბოქვენზე პირდაღებული მაჩერდება. ალბათ შუაღამე იქნება, მე სირცხვილისგან ისე
ვწითლდები, მის თამაშების ოთახში ლოგინზე გადაფარებულ ზეწრებს არაფრით
ჩამოვუვარდები და ვცდილობ, აბრეშუმის ღამის მოკლე პერანგი რაც შეიძლება ქვევით
ჩავიქაჩო, რომ ბოქვენი დავმალო, მაგრამ ის მაშინვე ხელზე ხელს მავლებს და მაჩერებს.
– ანა!
– კრისტიან... ჰმ... ჰო, გავიპარსე.
– ვხედავ, მაგრამ რატომ? – მეკითხება ის და ტუჩები ფართო და ირონიული ღიმილით
ეპობა.
დარცხვენილი გვერდზე ვბრუნდები და სახეზე ხელებს ვიფარებ. თუმცა ასე ძალიან
რისა მრცხვენია, თვითონაც ვერ გამიგია...
– ჰეი, – კრისტიანი სახიდან ხელებს ნაზად მაშორებინებს. – ნუ იმალები. – ამატებს
წამის მერე და ქვედა ტუჩს კბილებში იქცევს, რომ არ გაეღიმოს. – მითხარი, რატომ
გაიპარსე? – ღიმილს კი იკავებს, მაგრამ თვალებში მხიარული ნაპერწკლები დაურბის.
კი მაგრამ, რა არის აქ ამაში სასაცილო?
– გეყოფა, ნუ დამცინი.
– შენ არ დაგცინი, მაპატიე, უბრალოდ... აღვფრთოვანდი!..
ააჰ!..
– მითხარი, რატომ გაიპარსე?
მე ვოხრავ.
– დილას შეხვედრაზე შენი წასვლის შემდეგ შხაპს ვიღებდი და ის შენი წესები
გამახსენდა.
კრისტიანი დაბნეული გამომეტყველებით თვალებს ახამხამებს, მზერა დაძაბულად
მომლოდინე უხდება და აშკარად აღარ ეცინება.
– უბრალოდ გონებაში ამომიტივტივდა, მაგრამ მერე ის სილამაზის სალონიც
გამახსენდა და ვიფიქრე, რომ მოგეწონებოდა... თუმცა ცვილზე გამბედაობა უბრალოდ
არ მეყო... – ხმა ლამის ჩურჩულამდე მიწყდება.
კრისტიანს მზერა ისევ ეცვლება და ახლა უკვე თვალებგაბრწყინებული მიყურებს,
მაგრამ არა ირონიული ღიმილით, არამედ მოსიყვარულე მზერით.
– ოჰ, ანა... – ბუტბუტებს ის, იხრება და ტუჩებში ნაზად მკოცნის. – შენთან არ მოიწყენ.
– ჩურჩულებს ზედ ტუჩებთან, ჩემს სახეს ორივე ხელში იქცევს და ისევ მკოცნის, მერე
კი იწევა, იდაყვებს ეყრდნობა და ტუჩებზე ისევ მხიარული და ეშმაკური ღიმილი
გადასდის. – მისის გრეი, ვფიქრობ, უბრალოდ ვალდებული ვარ, თქვენი ნამოქმედარის
დეტალური ინსპექცია ჩავატარო.
– რაა?! არა... – ალბათ ხუმრობს! სასოწარკვეთილი ხელებს მაშინვე ახლახან გასხეპილ
ადგილზე ვიფარებ.
– არა, ანასტასია, არც იფიქრო, რომ გამაჩერებ.
კრისტიანი ხელებს მიჭერს, აქეთ-იქით მოხერხებულად მაწევინებს და ლოგინზე
მაჯებით მაკრავს, მერე იხრება და ფეხებშუა ისეთი მზერით მაჩერდება, რომ ლამისაა
სირცხვილისგან ცეცხლი წამეკიდოს, მაგრამ გონს მოსვლასაც არ მაცლის, კიდევ უფრო
იხრება და ჩემს შიშველ მუცელს სველი ტუჩებით მოუყვება, ქვევით ჩადის... მერე კიდევ
უფრო ქვევით. მე წრიალს ვიწყებ, ვცდილობ, ბოქვენი ავარიდო, მაგრამ ბოლოს და
ბოლოს მაინც ბედს ვნებდები.
– აბა, აქ რა გვაქვს? – ბუტბუტებს ის, იქ მკოცნის, სადაც ჯერ ისევ დღეს დილას თმა
მქონდა და შიშველ კანზე ოდნავ გაუპარსავ ნიკაპს მიხახუნებს.
– ოჰ! – წამოყვირებისგან თავს ვერ ვიკავებ. ჰმ... შეგრძნება ნამდვილად უცნაურია. ჯერ
ისევ ჩემს ბოქვენთან დახრილი კრისტიანი ქვევიდან ავხორცი მზერით მიყურებს.
– მგონი, რაღაც დაგრჩენია. – მეუბნება საყვედურნარევი ტონით და ტუჩებით
დარჩენილ თმას ქაჩავს.
– ოჰ... ჯანდაბა! – ვბუტბუტებ სირცხვილით ერთიანად გათანგული და იმ იმედით,
რომ ჩემი ბოქვენის ასეთ თვალიერებას ბოლოს და ბოლოს დავამთავრებინებ, ისევ
წრიალს ვიწყებ.
– კარგი აზრი მაქვს! – ამბობს უცებ თვალებანთებული, ლოგინიდან შიშველი ხტება და
სააბაზანოსკენ ლამის გარბის.
ასეთი რა მოიფიქრა? კრისტიანი რამდენიმე წამში წყლით სავსე ჭიქით, ჩემი საპარსით,
თავისი ასაქაფებელი ფუნჯით და საპნითა და პირსახოცით ხელში ბრუნდება. წყალს,
ფუნჯს, საპონს და საპარსს საწოლის გვერდზე მდგარ პატარა მაგიდაზე აწყობს და
პირსახოცით ხელში გაღიმებული შემომყურებს.
ოჰ, არა! – ჩემი ქვეცნობიერი ჩარლზ დიკენსის თხზულებათა სრულ კრებულს
გვერდზე ისვრის, სავარძლიდან ხტება და მტკიცედ დოინჯშემორტყმული ავის
მომასწავებელ პოზაში დგება.
– არა. არა და არა! – ვაცხადებ გადაჭრით.
– მისის გრეი, ყველაფერი, რასაც აკეთებთ, კარგად უნდა გააკეთოთ. ჯობია, ფეხები
გაშალოთ. – მისი მზერა ახლა გაზაფხულის ჭექაქუხილის მომასწავებელ ნაცრისფერ
ცასავით ანათებს.
– კრისტიან, მე შენ იმის უფლებას არ მოგცემ, რომ გამპარსო.
ის თავს გვერდზე ხრის.
– რატომაც არა ვითომ?
ერთიანად ვწითლდები... რა არის ამაში გაუგებარი?
– იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ეს უბრალოდ მეტისმეტად...
– მეტისმეტად ინტიმურია? – მეკითხება ის ჩურჩულით. – მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მე
ზუსტად ის მინდა, რაც ყველაზე ინტიმურია. ანასტასია, იმის მერე, რასაც მე და შენ
ვაკეთებთ, ასეთი მორცხვობა შენგან ნამდვილად მეტისმეტად მეჩვენება, თანაც შენი
სხეულის ამ ნაწილს შენზე უკეთესად მე ვიცნობ. გაოგნებული შევყურებ.
ენითაუწერლად თავდაჯერებულია... უფრო სწორად, კი, რა თქმა უნდა, ის მართალია...
მაგრამ მაინც.
– ეს უბრალოდ... უხერხულია! – ხმა რაღაცნაირი ჩავარდნილი და უსუსური მიხდება.
– ცდები, პირიქით, ეს სექსუალურია.
სექსუალურია? მართლა?
– გინდა თქვა, რომ შენ ეს აღგაგზნებს? – ვეკითხები გაოგნებული.
კრისტიანი ფრუტუნებს.
– ვერ ხედავ? – მპასუხობს მერე და ამის თვალნათლივ დამამტკიცებელ საბუთზე,
საკუთარ წამომართულ ასოზე მრავლისმეტყველად მანიშნებს თვალით. – მინდა
გაგპარსო.
ჯანდაბა, რა საშინელებაა!.. დანებებული ზურგზე ვწვები და სახეზე ხელებს ვიფარებ,
რომ არ დავინახო მაინც, რა აკეთებს!..
– კარგი, თუ ასე ძალიან გინდა, მიდი. რა უცნაური ხარ, კრისტიან... – ვამბობ
დარცხვენილი ბუტბუტით და თეძოს ოდნავ ვწევ. კრისტიანი ქვევიდან პირსახოცს
მიფენს, ფეხებს მაშლევინებს და ბარძაყის შიდა მხარეზე მკოცნის.
– მართალი ხარ...
მესმის, როგორ ყოფს ჭიქაში ფუნჯს, ალბათ ასველებს, მერე ფუნჯის ჭიქის კიდეზე
კაკუნის ხმა, მერე მარცხენა წვივზე მკიდებს ხელს, ფეხს მეტად მაშლევინებს და ჩემს
გაშლილ ფეხებს შორის ჯდება. ლოგინი მისი სიმძიმით იზნიქება.
– ისე, მირჩევნია დაგაბა.
– გპირდები, არ ვიმოძრავებ.
– კარგი.
ის აქაფებულ ფუნჯს ბოქვენზე მისვამს დამე სუნთქვა მეკვრის, ფუნჯი თბილია.
როგორც ჩანს, ჭიქაში ცხელი წყალი ასხია და მეც უნებურად ვიშმუშნები, თან
სასიამოვნოდ მეღიტინება...
– ნუ ინძრევი, – საყვედურნარევი ტონით და ბუტბუტით მაფრთხილებს კრისტიანი და
ფუნჯს ხელახლა ასველებს. – თორემ, იცოდე, დაგაბამ, – ამატებს უკვე მუქარით, მე კი
სხეულში, ხერხემლის გასწვრივ მაშინვე სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
– ეს ადრე ოდესმე გაგიკეთებია? – ვეკითხები მე ფრთხილად, როდესაც ის ხელში
საპარსს იღებს.
– არა.
– ჰმ... კარგი, გასაგებია... – ვეუბნები ღიმილით.
– კიდევ ერთი „პირველად ცხოვრებაში“, მისის გრეი
– ჰმმ... ასეთი სიახლეები მეც მომწონს.
– მეც. კარგი, დავიწყეთ. – ამბობს ის და ჩემდა გასაკვირად საპარსს კანზე საოცარი
სიფრთხილით და სინაზით მისვამს. – მშვიდად იწექი, არ გაინძრე. – ბუტბუტებს ისევ
და საქმეზე კონცენტრირებული და სერიოზული გამომეტყველებით ჩემს პარსვას
აგრძელებს.
სულ რამდენიმე წუთში კი პირსახოცის კიდით ბოქვენზე დარჩენილ ქაფს მწმენდს.
– აი, ასე... ასე ჯობია, – ამბობს კმაყოფილი ტონით. როგორც იქნა, სახიდან ხელს
ვიშორებ და თავს საკუთარი ნახელავის შესამოწმებლად საწოლზევე ოდნავ უკან
გაწეულისა და მომღიმარი გამომეტყველებით ამ ნახელავს მიჩერებული ჩემი ქმრის
შეხედვის უფლებას ვაძლევ.
– ახლა კმაყოფილი ხარ? – ვეკითხები უცებ რატომღაც ჩავარდნილი ხმით.
– ძალიან. – მპასუხობს კრისტიანი ავხორცად თვალებანთებული და თითს შიგნით
მიცურებს. – კარგად გავერთე, – აყოლებს წამის მერე ეშმაკური ღიმილით.
– აბა, მე მკითხე! – ვცდილობ, უკმაყოფილება გამოვხატო, მაგრამ ცუდად გამომდის:
კრისტიანი მართალია, ეს ჩემთვისაც... არანაკლებ აღმგზნები იყო...
– როგორც მახსოვს, მერე სექსიც არანაკლებ მხურვალე იყო. – მეუბნება კრისტიანი და
წვერის პარსვას აგრძელებს.
მზერა მორცხვად მაშინვე საკუთარ ხელებზე გადამაქვს... ამაშიც მართალია, ვერც კი
წარმოვიდგენდი, რომ ბოქვენის გაპარსვით შეგრძნებების ამდენად შეცვლა და
გაძლიერება შეიძლებოდა.
– ეი, მე მხოლოდ შენს გამხიარულებას ვცდილობ. სწორედ ასე არ იქცევა საკუთარ
ცოლზე უსაზღვროდ შეყვარებული ყველა ქმარი? – მეკითხება ჩემკენ მობრუნებული,
თითებს ნიკაპში მკიდებს და თავს მაწევინებს, რომ ჩემი განწყობა ამოიცნოს, მაგრამ
ჩემი მზერის შემხედვარეს წამის მერე თვითონაც მზერა ეცვლება და მოლოდინით
დაძაბული უხდება.
ჰმ... ვალის დაბრუნების დრომ მოგიწია, გრეი.
– დაჯექი, – ვეუბნები მშვიდი ხმით.
კრისტიანს ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს არ ესმის, რას ვეუბნები. ხელებს
მკერდზე ვაწყობ და ოდნავი ბიძგით სააბაზანოში მდგარი თეთრი ტაბურეტისკენ
მიმყავს. ის საგონებელში ჩავარდნილივით ჯდება, მე კი ხელიდან საპარსს ვართმევ.
– ანა... – ბუტბუტებს დამფრთხალი ხმით და უკვე სრულიად დაძაბული
გამომეტყველებით, რადგან, როგორც იქნა, ბოლომდე აცნობიერებს, რასაც ვუპირებ. მე
უსიტყვოდ ვიხრები და ვკოცნი.
– თავი უკან გადასწიე. – ვეუბნები ხმადაბლა.
კრისტიანი თვალებში დაბნეული მიყურებს და არ ინძრევა.
– კბილი კბილის წილ, მისტერ გრეი.
ის თვალს არ მაშორებს, მაგრამ ახლა დაძაბულ სიფრთხილესთან ერთად მზერაში
უნდობლობაც უდგება.
– გესმის, რას აპირებ? – მეკითხება ჩავარდნილი ხმით.
პასუხად აუჩქარებლად და, რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად
დამაჯერებლად ვუქნევ თავს და ვცდილობ, სერიოზული გამომეტყველება
შევინარჩუნო. კრისტიანი თვალებს ხუჭავს, თავს აქეთიქით უმწეოდ აქნევს და მტერს
ჩაბარებული ტყვესავით ბედს დანებებული თავს უკან სწევს.
ჯანდაბა.. არც კი მჯერა, რომ გაპარსვის უფლებას მაძლევს! ჩემი შინაგანი ქალღმერთი
თითებს აჯვარედინებს, გადახლართული თითებით მკლავებს ხელისგულებით გარეთ
ჭიმავს და საქმისთვის ემზადება. კრისტიანს ხელს შუბლზე ვადებ, თითებით ჯერ ისევ
ნამიან თმას ვეხები და ვიჭერ, რომ არ იმოძრაოს. ის თვალებდახუჭული ზის და ოდნავ
ტუჩებშეპობილი პირით ნელა და დაძაბული სუნთქავს. საპარსს ყელზე ვუმარჯვებ,
ზევით, ყბის ძვლისკენ აუჩქარებლად მივუყვები და გზად საპარსის სიგანის სუფთად
გაპარსულ კანს ვტოვებ. კრისტიანი ჩუმად ოხრავს.
– გგონია, რომ გაგიჭრი?
– საერთოდ, შენ გვერდით შეუძლებელია, წინასწარ გათვალო, რას გააკეთებ, მაგრამ
გააზრებულად, რა თქმა უნდა, არაფერს მავნებ.
საპარსიანი ხელი ისევ მის ყელთან მიმაქვს და ისევ ზევით ვაყოლებ. ქაფიან სახეზე
სუფთად გაპარსული ადგილი კიდევ უფრო ფართოვდება.
– გააზრებულად მე შენ ცუდს არაფერს და არასოდეს გაგიკეთებ.
ის თვალებს ახელს და ორივე ხელს წელზე მხვევს. საპარსს ფრთხილად ბაკის ქვევით,
ლოყისკენ ვუნაცვლებ.
– ვიცი. – მეუბნება ის და თავს ოდნავ აბრუნებს, რომ უფრო მოხერხებული კუთხის
მოშვერით საქმე გამიადვილოს. საპარსს ლოყაზე კიდევ ერთიორჯერ ვუტარებ და
საქმეს ვასრულებ.
– ესეც ასე!.. და თან წვეთი სისხლიც არ დაღვრილა, – ვაცხადებ ამაყად. კრისტიანი
ფეხზე ხელს მაყოლებს, ღამის პერანგს ზევით მიწევს და თეძოსმიშიშვლებს, წამის მერე
კი თავისკენ მექაჩება. მე მის მუხლებზე ვეცემი და წონასწორობის შესანარჩუნებლად
მხრებში ვაფრინდები. ჰმ... რა დაკუნთულია, მგონი, ვერასდროს მივეჩვევი, რომ მისმა
სხეულმა დანახვისას თუ შეხებისას აღფრთოვანებაში არ მომიყვანოს.
– გინდა დღეს კარგ ადგილას წავიდეთ?
– პლაჟზე არ წავალთ? – მიკვირს მე და მოულოდნელი წინადადებით დაბნეული
ოდნავ წარბსაც კი ვწევ.
– არა, დღეს, არა. დღეს, მგონი, ჯობია, გავისეირნოთ.
– ნუ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ასე გამალამაზე და პასუხისმგებლობასაც თავი ასე
ეფექტურად აარიდე, სხვა არც არაფერი გვრჩება, არა?
კრისტიანი კბილის გაკვრას გონივრულად არ იმჩნევს.
– ცოტა შორია, მაგრამ ჩემი აზრით, ღირს. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც იმ
ადგილზე წამიკითხავს, სანახავი იქ ნამდვილად ბევრია. კარიკმაც მირჩია, რომ გვენახა.
სენ პოლ დე ვანსი მთის მწვერვალზე შემოსკუპული სოფელია და იქაურობა სამხატვრო
გალერეებით არის სავსე, თანაც შეგვეძლება, თუ რა თქმა უნდა, რამე მოგვეწონა, ჩვენი
ახალი სახლისთვისაც რამდენიმე ფერწერული ტილო ან ქანდაკება ვიყიდოთ. ოდნავ
უკან ვიწევი და გაკვირვებული შევყურებ. ფერწერული ტილოები და ქანდაკებები?..
უნდა, რომ ხელოვნების ნიმუშები ვიყიდოთ?.. ჯანდაბა... კი მაგრამ, მე ხომ ფერწერული
ტილოების და ქანდაკებების არაფერი გამეგება?
– რა მოხდა? – მეკითხება კრისტიანი ჩემი გაკვირვებული გამომეტყველების
შემხედვარე.
– მე ხომ ხელოვნებაში ვერ ვერკვევი, კრისტიან, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა არის
ფასეული და რა არა.
ის მხრებს იჩეჩს და გულთბილად მიღიმის.
– ჩვენ მხოლოდ იმას ვიყიდით, რაც მოგვეწონება. ამჯერად ჩვენი მიზანი ფულის
დაბანდება არ იქნება.
ფულის დაბანდება? ოჰო!
– რა? – მეკითხება ის ისევ.
მე პასუხად მხოლოდ თავს ვაქნევ.
– მომისმინე, ანასტასია, გასაგებია, რომ არქიტექტორისგან ნახაზები სულ ერთი-ორი
დღის წინ მივიღეთ, მაგრამ სახლისთვის რამდენიმე ფერწერული ტილოს შერჩევა
ახლაც შეგვიძლია, ყოველ შემთხვევაში ამით არაფერი დაშავდება, თანაც უძველესი, შუა
საუკუნეების დროინდელი ადგილია...
აჰ, ჰო, არქიტექტორი... ჰმ... არქიტექტორი ქალია და ჯია მატეო ჰქვია, ელიოტის
მეგობარია, ის, რომელმაც ადრე ასპენში კრისტიანის სახლის პროექტი გააკეთა...
ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით ისე იქცეოდა, ლამის იყო კრისტიანს კისერზე
ჩამოჰკიდებოდა.
– რაზე ფიქრობ? – მოუთმენლობას ვეღარ მალავს კრისტიანი. მე ისევ მხოლოდ თავის
გაქნევით ვპასუხობ, მაგრამ ის არ მეშვება. – თქვი რამე, ჩუმად ნუ ხარ.
საინტერესოა, ნეტა როგორ უნდა ვუთხრა, რომ ჯია არ მომწონს? ჩემი მისდამი ცუდი
დამოკიდებულება ირაციონალურია... კრისტიანის წინაშე ეჭვიანი ცოლივით მოქცევა კი
ნამდვილად არ მინდა.
– გუშინდელის გამო ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე? – მეკითხება ის ოხვრით და მკერდში
სახით მეფლობა.
– არა, უბრალოდ მომშივდა, – ვპასუხობ ბუტბუტით, ვიცი, ეს თემა არასასურველ
კითხვებს ამაცილებს.
– მერე აქამდე რატომ არ მითხარი? – მეკითხება მაშინვე გახალისებული, მუხლებიდან
მაყენებს და თვითონაც ფეხზე დგება.
სენ პოლ დე ვანსი – მთის წვერზე გაშენებული შუა საუკუნეების სტილის სოფელი,
შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მათ შორის, რაც კი ოდესმე
მინახავს. მე და კრისტიანი ქვაფენილიან ულამაზეს ვიწრო ქუჩებში გვერდიგვერდ
მივსეირნობთ და ხელი მისი შორტის უკანა ჯიბეში მაქვს ჩაყოფილი.
უკან, შორიახლოს ტეილორი და ტყუპებიდან ერთ-ერთი, ფილიპი თუ გასტონი
მოგვყვებიან, ამდენი ხნის შემდეგაც კი მათი ერთმანეთისგან გარჩევა ჩემთვის
გადაუჭრელ ამოცანად რჩება. ხეებით შემოსაზღვრულ პატარა მოედანზე სამი ხანში
შესული მამაკაცი, სიცხის მიუხედავად თავზე დასკუპული ტრადიციული ბერეტებით
პეტანკს თამაშობს. აქაურობა ტურისტებით არის სავსე, მაგრამ კრისტიანის გვერდით
თავს კომფორტულად ვგრძნობ. სანახავი და დასათვალიერებელი აქ მართლაც ბევრია –
ვიწრო ქუჩები და ქვით ნაშენი ულამაზესი და თვალწარმტაცი შადრევნებით მორთული
ეზოებისკენ მიმავალი გზაჯვარედინები, ძველი და თანამედროვე ქანდაკებები და
საინტერესო და უცხო ნივთებით სავსე ბუტიკები და სავაჭრო დახლები.
პირველ გალერეაში კრისტიანი ტუჩებს შორის გაჩრილი თავისი უზარმაზარი
სათვალის ყურის ტრიალით ცოტა უყურადღებო და გაფანტული გამომეტყველებით
კედლებზე გამოკიდებულ, ვინმე ფლორანს დ’ელის ეროტიკულ ფოტოებს
ათვალიერებს, რომლებზეც სხვადასხვა პოზაში გაშეშებული შიშველი ქალები არიან
გამოსახულნი.
– სიმართლე გითხრა, დიდად არ მომწონს, – ვუტყდები კრისტიანს და გონებაში
მაშინვე მორჩილების ფოტოებით სავსე ყუთი მიტივტივდება, რომელიც მის, უფრო
სწორად, ჩვენს კარადაში ვიპოვე. საინტერესოა, იმ ყუთს რა უყო? ფოტოები
გაანადგურა?
– არც მე. – მპასუხობს კრისტიანი და ღიმილით დამყურებს, მერე ხელს მკიდებს და
ორივენი ნელი ნაბიჯით გალერეაში გამოფენილი შემდეგი ხელოვანის ნამუშევრებისკენ
ვინაცვლებთ. ჰმ... მეც ხომ არ მომესინჯა მსგავსი ფოტოსესია? – ვფიქრობ ჩემთვის
ზანტად...
მორიგ სტენდთან მკვეთრ და ნათელ ფერებში შესრულებული ხილისა და
ბოსტნეულის ამსახველი რომელიღაც მხატვარი ქალის ნატურმორტებია გამოფენილი.
– აი, ეს კი მომწონს. – ვეუბნები კრისტიანს და სხვა ნატურმორტებს შორის ნახატის
წინა პლანზე გამოსახულ წიწაკებიან სამ ტილოზე ვუთითებ... მაშინვე ის მახსენდება,
როგორ ჭრიდა ჩემი და კეიტის სამზარეულოში წიწაკებს. უნებურად მეცინება.
კრისტიანი ცდილობს,
სერიოზული გამომეტყველება შეინარჩუნოს, მაგრამ თავს ვერც ის იკავებს და ტუჩები
სასაცილოდ ებრიცება.
– ისე, მე თუ მკითხავ, ის წიწაკები ძალიანაც კომპეტენტურად დავჭერი, – ბუტბუტებს
ტუჩებმობრეცილი რომ სიცილი შეიკავოს, – ალბათ ცოტა ნელა, მაგრამ... და საერთოდ,
– ცვლის უცებ თემას და მხარზე ხელს მხვევს, – ყურადღებას ნუ მიფანტავ!.. სად
დაკიდებდი?
რაა?
ის იხრება და სახე ჩემს სახესთან მოაქვს.
– ამ ნატურმორტებს სად დაკიდებდი? – მეკითხება ისევ და ყურის ბიბილოზე ნაზად
მკბენს, მე კი ეს კბენა მაშინვე მუცლის ქვედა ნაწილში მესახება.
– სამზარეულოში. – ვპასუხობ ბუტბუტით დაუფიქრებლად.
– ჰმმ. მშვენიერი აზრია, მისის გრეი.
თვალი ფასისკენ გამირბის და გაკვირვებისგან ვშეშდები, ოჰო!.. ყოველი მათგანი ხუთ
ხუთი ათასი ევრო ღირს!
– კრისტიან, ძალიან ძვირია! – ვეუბნები და გაოგნებულს სუნთქვაც კი მეკვრის.
– მერე რა?! – ჩურჩულებს ის პასუხად და ისევ ჩემი ყურისკენ იწევა. – დროა მიეჩვიო,
ანა. – მერე ხელს მიშვებს და ადმინისტრატორის მაგიდასთან მჯდარი, მთლიანად
თეთრებში გამოწყობილი და მოურიდებლად ჩემს ქმარს მიჩერებული ქალისკენ
მიემართება... თვალების ატრიალება მინდება, მაგრამ არ ვიმჩნევ და მზერა ისევ
სურათებზე გადამაქვს. ხუთი ათასი ევრო!.. ღმერთო!
სასტუმრო „სენ პოლში“ სადილის შემდეგ ყავას ვსვამთ და ვისვენებთ. აქედან საოცარი,
ულამაზესი ხედი იშლება. ჩვენ თვალწინ გაწოლილ ვაკეზე ვენახებისა და
მზესუმზირების მინდვრები არაჩვეულებრივ მოზაიკას ქმნის; აქაიქ მოვლილი და
კოხტა ფრანგულ სტილში აშენებული ფერმერების სახლები მოჩანს. მზიანი, საოცრად
უღრუბლო და ნათელი დღეა, ასე რომ, იმ ადგილიდან, სადაც ვსხედვართ
ჰორიზონტზე, ძალიან შორს მზეზე მოციალე ზღვაც კი მოჩანს.
– ანასტასია, გახსოვს, გუშინ რომ მკითხე... სექსის დროს თმას ყოველთვის რატომ
მიწნავო?.. – იჭრება კრისტიანის ხმა ჩემი მშვიდი და ზანტი ფიქრების დინებაში და
მაშინვე მძაბავს, რადგან მისი ხმიდანაც და თვალებიდანაც დანაშაულის შეგრძნება და
აფორიაქება იღვრება.
– კი.
ჯანდაბა!..
– მგონი, ის... თავისი თმით თამაშის უფლებას მაძლევდა. თუმცა ბოლომდე ვერ
ვხვდები, ეს დამესიზმრა თუ სინამდვილეშიც ასე იყო.
ოჰ!.. თავის ბიოლოგიურ დედას გულისხმობს.
კრისტიანი გაქვავებული და თითქოს არაფრის მთქმელი, შეუვალი გამომეტყველებით
შემომცქერის და გული მეწურება... რა შეიძლება ადამიანს უპასუხო, როდესაც ის ასეთ
რამეს გეუბნება?
– კრისტიან, მე ეს მომწონს, მომწონს, როდესაც თმას მიწნავ. – ვეუბნები
ხმაჩავარდნილი და არცთუ ისე დამაჯერებლად.
– მართლა? – მის ხმაში გაურკვევლობა და ურწმუნობა ისმის.
– მართლა. – მაგიდაზე დადებული მისი ხელის ქვეშ ჩემსას ვაცურებ და ზემოდან
მეორეს ვაფარებ. – კრისტიან, შენ ის გიყვარდა... შენი ბიოლოგიური დედა, არა?
ის ისევ გაქვავებული გამომეტყველებით შემომცქერის და ხმას არ იღებს. ჯანდაბა!..
ზედმეტი მომივიდა? ჩემი ორმოცდაათი ელფერი... კრისტიან, გთხოვ, თქვი რამე, მაგრამ
ის დუმს, საკუთარ ფიქრებში ჩაკარგული თავისი უძირო ნაცრისფერი თვალებით
შემომყურებს და უკვე სრულიად სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ჯიუტად ხმას არ
იღებს... სიჩუმე იწელება. მერე თვალებს ხრის, მზერა ჩემს ხელზე გადააქვს და კოპებს
კრავს.
– თქვი რამე... – ვეუბნები ჩურჩულით... ჩვენ შორის ჩამოწოლილი დუმილი უკვე
სრულიად აუტანელი ხდება.
კრისტიანი თავს აქნევს და მძიმედ ოხრავს.
– წამოდი. – მეუბნება უცებ ჩავარდნილი ხმით, ხელს მიშვებს და ისევ გაქვავებული და
არაფრის მთქმელი გამომეტყველებით სკამიდან დგება.
ნუთუ მართლა ზედმეტი მომივიდა?.. არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს. გული
საშინლად მიმძიმდება და უკვე ვეღარ ვხვდები, როგორ მოვიქცე, რა ჯობია – ამ თემაზე
ლაპარაკი გავაგრძელო და კიდევ რამე ვუთხრა, თუ აღარაფერი ვთქვა და დინებას
მივყვე. უკანასკნელს ვირჩევ და რესტორნის გასასვლელისკენ ხმის ამოუღებლად უკან
მივყვები. ულამაზეს ვიწრო ქუჩაზე გავდივართ და კრისტიანი ისევ ხელს მკიდებს.
– სად წავიდეთ?
მელაპარაკება! არ მიბრაზდება... მადლობა ღმერთს!.. შვებით ვოხრავ, მკერდიდან
სიმძიმედ დაგროვილ ჰაერს ვუშვებ და მხრებს ვიჩეჩ.
– არ ვიცი, მე ახლა ყველაფერზე მეტად ის მიხარია, რომ არ გამიბრაზდი და
მელაპარაკები.
– ანასტასია, გთხოვ, ამაზე ფიქრიც კი აღარ მინდა, საკმარისია... ეს ყველაფერი
წარსულში დარჩა და დამთავრდა.
სამწუხაროდ, არაფერიც არ დამთავრებულა... ამის გაფიქრებისთანავე საშინელი სევდა
მიპყრობს და ამხნის განმავლობაში პირველად ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე მაინც
დამთავრდება. ის ყოველთვის ასეთი ვერცხლისწყალივით ცვალებადი იქნება...
ყოველთვის ჩემს ორმოცდაათ ელფერად დარჩება. ანკი მინდა, რომ შეიცვალოს?
ალბათ, არა. ერთადერთი, რაც მინდა, ის არის, რომ გრძნობდეს და დარწმუნებული
იყოს – მე ის მიყვარს და ყოველთვის მის გვერდით ვარ... თვალს კრისტიანისკენ
ვაპარებ: არა, მის ასეთ საოცარ სილამაზეს ალბათ ვერასდროს შევეჩვევი!.. სულის
შემხუთველად სიმპათიურია და ის... ჩემია. საქმე ის კი არ არის, რომ ასეთი ლამაზი
სახე და ჩამოსხმულივით სრულყოფილი სხეული აქვს, მისკენ მე უფრო ამ
სრულყოფილების უკან დამალული მისი ფაქიზი, ნატანჯი და ნაიარევი სული
მიზიდავს.
ის თავისი განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნახევრად
განცვიფრებული, ნახევრად შეფიქრიანებული და მთლიანობაში კი სექსუალური
მზერით დამყურებს, მერე მხარზე ხელს მხვევს და ჩემთან ერთად ქუჩაში მოსიარულე
ტურისტების გვერდის ავლით იმ ადგილისკენ მივიკვლევთ გზას, სადაც გასტონმა თუ
ფილიპმა რამდენიმე საათის წინ ჩვენი ფართო და კომფორტული „მერსედესი“ გააჩერა.
მე ხელს ისევ შორტების უკანა ჯიბეში ვუყოფ და მიხარია, რომ უსიამოვნო თემამ
ხასიათი არ გაუფუჭა... ისე, ამაში, მგონი, გასაკვირიც არაფერია, არსებობს კი სადმე
რომელიმე ოთხი წლის ბავშვი, რომელსაც, თუნდაც ამქვეყნად ყველაზე უარესი, მაგრამ
თავისი დედა არ უყვარს? ამ აზრზე უნებურად მძიმედ ვოხრავ და კრისტიანს კიდევ
უფრო მეტად ვეკვრები. დაცვის თანამშრომლები სადღაც უკან მოგვყვებიან... ნეტა
წახემსება მაინც თუ მოასწრეს?.. უცებ კრისტიანი რომელიღაც პატარა საიუველირო
ბუტიკთან ჩერდება და ვიტრინას უყურებს, მერე თავს ჩემკენ აბრუნებს და წამით
თვალებში უსიტყვოდ მიყურებს, მერე კი ხელს მაწევინებს და მაჯაზე
ხელბორკილისგან დარჩენილ კვალს თითს აყოლებს.
– უკვე აღარ მტკივა. – ვეუბნები დამაჯერებელი ტონით. ის კი მეორე ხელს მისი
შორტის ჯიბეში ჩაყოფილ მაჯაზე მავლებს, პირით ჩემკენ ბრუნდება, და ორივე ხელს
ხელისგულებით ზევით მაბრუნებინებს. ამ მეორე მაჯაზე დარჩენილ კვალს
ლონდონში, ჩვენი ქორწინების მომდევნო დილას, საუზმის დროს მისი ნაჩუქარი
პლატინის საათი „ომეგა“ ფარავს, რომელზეც ისეთი წარწერაა ამოტვიფრული, რომ
დღემდე, ყოველი წაკითხვისას ბედნიერებისგან თავბრუ მესხმის...
ანასტასია, შენ ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე და ჩემი სამყარო ხარ! კრისტიანი
ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად მისი ორმოცდაათი ელფერის და
ვერცხლისწყალივით ცვალებადობისა, ჩემს ქმარს შეუძლია, ასეთი რომანტიკულიც
იყოს. მზერა საკუთარ მაჯებსა და ზედ დარჩენილ კვალზე გადამაქვს... და ასეთი უხეში
და ველურიც... ის მარცხენა ხელზე ხელს მიშვებს, თითებს ნიკაპში მკიდებს და
დაკვირვებული მზერით თვალებში მიყურებს.
– არ მტკივა, – ვიმეორებ ხმადაბლა.
მას ჩემი ხელი უსიტყვოდ ტუჩებთან მიაქვს და მაჯის შიდა მხარეზე ნაზად მკოცნის.
– წამოდი. – ამბობს ის წამიერი დუმილის შემდეგ და მაღაზიაში შევყავარ.
– აი, ასე... – ბუტბუტებს კრისტიანი და თან პლატინის, აბსტრაქტულ ყვავილებად
ერთმანეთზე გადაბმული და ყვავილების შუაგულში წვრილწვრილი ბრილიანტებით
გაფორმებული საოცრად დახვეწილი სამაჯურის შესაკრავს ხსნის და წამის მერე მაჯაზე
მიკრავს. განიერი, ხელბორკილის ფორმის სამაჯური წითელ კვალს მთლიანად ფარავს
და ალბათ თხუთმეტი ათას ევროზე ნაკლები არ ღირს, – ვფიქრობ ჩემთვის, რადგან
მანამდე კრისტიანის ფრანგ გამყიდველ გოგონასთან ჩქარ ლაპარაკში ფასის გაგებას ვერ
ვახერხებ... ასე ძვირად ღირებული ადრე არასდროს არაფერი მკეთებია...
– ასე ჯობია, – ბუტბუტებს შედარებით დამშვიდებული და კმაყოფილი ხმით.
– ჯობია?.. – ვეკითხები ჩურჩულით და ანთებულ ნაცრისფერ თვალებში ვუყურებ.
ძალიან გამხდარი, ჯოხივით წვრილი გამყიდველი გოგონა ჩვენგან შორიახლოს დგას
და შურითა და აშკარა გამკიცხავი მზერით მოგვჩერებია.
– ხომ იცი, რატომაც... – გაურკვევლად მპასუხობს კრისტიანი.
– მე ეს არ მჭირდება, კრისტიან! – ვაქნევ პასუხად მაჯას, სამაჯური ქვევით ცურდება
და ვიტრინიდან მაღაზიაში შემოჭრილ მზის სხივებში წამით მოხვედრილი
ბრილიანტების ათინათებად არეკლილი ციალი პატარპატარა ცისარტყელებივით
ბუტიკის კედლებზე იწყებს ხტუნვას.
– მე მჭირდება! – სრულიად სერიოზული გამომეტყველებით მპასუხობს ის.
რისთვის, რისთვის სჭირდება? დანაშაულის გრძნობა აქვს და გამოსყიდვა უნდა?
მაგრამ ან დანაშაულის გრძნობა რის გამო აქვს? ჩემს მაჯებზე ხელბორკილებისგან
დატოვებული ამ წითელი კვალის გამო? ან იქნებ სულაც დედამისის გამო? თუ იმიტომ,
რომ არ მენდო?.. ოჰ, მისი ეს ორმოცდაათი ელფერი!..
– არა, კრისტიან, ეს არც შენ გჭირდება! შენ ხომ უკვე ისედაც ძალიან ბევრი საოცარი
შთაბეჭდილება, ემოცია და სიხარული მაჩუქე... ეს ჯადოსნური თაფლობის თვე,
ლონდონი, პარიზი, კოტ დ'აზიური... შენი თავი, – ჩურჩულით ვამატებ მე და მის
მზერაში მაშინვე სითბო და სიყვარული იღვრება. – კრისტიან, მე შენ გვერდით
ბედნიერი ვარ!..
–არა, ანასტასია, ეს მე ვარ შენ გვერდით ბედნიერი!..
– გმადლობ. – ვეუბნები ღიმილით, თითის წვერებზე ვიწევი, ხელებს კისერზე ვხვევ
და ვკოცნი... მაგრამ არა სამაჯურის გამო, არამედ იმიტომ, რომ ასეთია და ჩემია.
მანქანაში ისევ საკუთარ თავში იძირება. და ფანჯრიდან კაშკაშა ყვითელ, ნაშუადღევის
მზის ალერსიან სხივებში გახვეულ და ნაზი სიოს მონაბერით ოდნავ
თავებაკანტურებულ მზესუმზირებს გაჰყურებს. საჭესთან ტყუპებიდან რომელიღაც,
მგონი, გასტონი ზის, მის გვერდით მგზავრის სავარძელზე კი ტეილორი. კრისტიანი
რაღაცაზე ფიქრობს, მე მისკენ ვიხრები, ხელზე ხელს ვკიდებ და თითებს
გამამხნევებლად ოდნავ ვუჭერ. ის თავს ჩემკენ აბრუნებს და წამით ჩაფიქრებული
მაჩერდება, მერე ხელს მაშვებინებს, თავისას შიშველ მუხლზე მადებს და მეფერება...
ტანზე მოცისფრომოთეთრო მოკლე ქვედაკაბა და ვიწრო, სხეულზე მომდგარი და
უმკლავებო ბლუზა მაცვია. კრისტიანს ხელი წამით უშეშდება და მთელი ყურადღება
საკუთარ ფეხზე გადამდის, რადგან ვერ ვხვდები, ამჯერად ხელს საით წაიღებს –
ზევით, ბარძაყისკენ თუ ქვევით... მისი ხელის ნაზი შეხების მოლოდინითა და
სასიამოვნო ჟრუანტელით სულგანაბულს სხეული ერთიანად მეძაბება... რას იზამს?..
კრისტიანი მეორე ვარიანტს ირჩევს, ხელს უცებ კოჭთან, წვივზე მავლებს, ფეხს
მაწევინებს და თავის მუხლებზე მადებინებს, მეც უნებურად სავარძელზე ვბრუნდები
და პირით მისკენ ვჯდები.
– მეორე ფეხიც დამადე. – მეუბნება ხმადაბლა.
თვალს ნერვიულად ტეილორისა და გასტონისკენ ვაპარებ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი
მზერაც და ყურადღებაც მთლიანად გზისკენ არის მიპყრობილი და მეორე ფეხსაც
მორჩილად ვადებ მუხლებზე. კრისტიანი ცივი გამომეტყველებით თავის მხარეს
კარისკენ იშვერს ხელს, რომელიღაც ღილაკს აჭერს თითს და ჩვენსა და მანქანის
სალონის წინა ნაწილს შორის განთავსებული პანელიდან მოძრავი, ტონირებული
ეკრანი გამოდის, წამიც და მე და კრისტიანი მარტონი ვრჩებით. ოჰო!.. ახლა გასაგებია,
რისთვის არის აქ ამხელა ადგილი.
– კოჭებზე მინდა შეგხედო, – მზერაში ჩამდგარი შეშფოთებული და მწუხარე
გამომეტყველებით ისევ ხმადაბლა მიხსნის ის. ამას ნამდვილად არ ველოდი და
ვიბნევი,
ღმერთო!.. მას რა, ისევ ბორკილებისგან დარჩენილი კვალი აწუხებს? მეგონა, ეს თემა
უკვე საბოლოოდ დავხურეთ, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ?! თანაც კვალი კიდეც რომ
მემჩნეოდეს, სანდლების თასმები მიმალავს, მით უმეტეს, რომ დილით ჩაცმის დროს, არ
მახსოვს, რამე განსაკუთრებული შემემჩნიოს. კრისტიანი ტერფზე ცერა თითს
აუჩქარებლად მაყოლებს, მეღიტინება და წრიალს ვიწყებ, ის კი ეშმაკური
კმაყოფილებით მიღიმის, მერე სანდლის შესაკრავს მოხერხებულად ხსნის და ჩემს
კოჭთან მუქწითლად მოღაჟღაჟე რკალის დანახვისთანავე იქუფრება.
– არ მტკივა, უკვე ვეღარც კი ვგრძნობ, კრისტიან. – ვეუბნები ჩურჩულით. ტუჩები
წვრილ, მკაცრ ზოლად ემუწება და სახეზე ასახული წუხილით შემომცქერის, წამის
შემდეგ კი ნიშნად იმისა, რომ სიტყვაზე მენდობა, ნელა, ხმის ამოუღებლად თავს
მიქნევს.
სიტუაციის განსამუხტად ფეხს სწრაფად ვამოძრავებ და სანდალი დაბლა ეცემა, მაგრამ
ვაგვიანებ, კრისტიანი ისევ თავის თავში, რომელიღაც ჩემთვის ამოუცნობ და
ტკივილიან ფიქრებში იძირება და, თუმცა კი მექანიკურად ჩემი ფეხის მოფერებას მაინც
აგრძელებს, თავს ფანჯრისკენ აბრუნებს.
– ეი, აბა, რას ელოდებოდი? – ვეკითხები მე ხმადაბლა.
ის ჩემკენ ბრუნდება და მხრებს იჩეჩს.
– არ მეგონა, რომ ამ ნაკვალევების დანახვა ჩემზე ასე იმოქმედებდა. – მპასუხობს
ხმაჩავარდნილი.
ოჰ!.. ხან ხმას არ იღებს და თავის თავში ისე იკეტება, რომ ვერაფერს გაუგებ, ხან კი
ასეთი გახსნილი და გულახდილია!.. ღმერთო, რა ცვალებადია... ჩემი ორმოცდაათი
ელფერი!.. როგორ გინდა მოახერხო, რომ არ ჩამორჩე და მისი ასეთი სისწრაფით
ცვალებადობა გაითვალისწინო?
– როგორ იმოქმედა?
კოპებშეკრული და მოქუფრული მიყურებს.
– თავს საშინლად ვგრძნობ.
ოჰ, ღმერთო, არა! უსაფრთხოების ღვედს ვიხსნი და ისე, რომ ფეხებს მუხლებიდან არ
ვაშორებ, მისკენ ვიწევი. როგორ მინდა, ახლა კალთაში ჩავუჯდე და მოვეხვიო... ასეც
მოვიქცეოდი, მანქანაში ჩვენ გარდა მხოლოდ ტეილორი რომ იჯდეს, მაგრამ აქ
გასტონიც არის და მარტო მისი აქ ყოფნის გახსენებაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მისგან
ტონირებული შუშა გვაშორებს, უსიამოვნო შეგრძნებას მიჩენს. შუშა ცოტა უფრო
გაუმჭვირვალი მაინც რომ ყოფილიყო... კრისტიანს ხელზე ხელს ვკიდებ და ოდნავ
ვუჭერ.
– კრისტიან, სიმართლე გითხრა, მე მხოლოდ ეს წითელი ლაქები არ მომეწონა, თორემ
დანარჩენი... ის ყველაფერი, რასაც... – ხმა ძლივს გასაგონ ჩურჩულამდე მივარდება. –
ბორკილებით აკეთებდი, ძალიანაც მომეწონა და მესიამოვნა... უფრო სწორად, ეს
ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სიამოვნება, ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო,
კრისტიან! და შეგიძლია, როცა მოგინდება, ნებისმიერ დროს გაიმეორო.
ის იშმუშნება და სავარძელზე წრიალს იწყებს.
– არაჩვეულებრივი?
ჩემი შინაგანი ქალღმერთი ჯეკი კოლინზის რომანს გვერდზე დებს და ინტერესით
თავს სწევს.
– ჰო. – ვეუბნები ღიმილით, უფრო ახლოს ვიწევი, ფეხის თითებს საზარდულში ვუყოფ
და ვამოძრავებ, კრისტიანს მაშინვე ტუჩები ეპობა და ჰაერს მკვეთრად და ხმაურით
ისუნთქავს.
– ურიგო არ იქნებოდა, ღვედი შეგეკრათ, მისის გრეი, – ჩუმად და ჩახრინწული ხმით
მეუბნება ის, მე კი პასუხად ფეხის თითებით ისევ მის ასოს ვეთამაშები. კრისტიანი
ოხრავს, თვალები ქარიშხლის მომასწავებლად უმუქდება და წვივზე ხელს მავლებს...
უნდა, რომ გავჩერდე, თუ, პირიქით, გავაგრძელო? წამიერად კოპებშეკრული და
უსიტყვოდ მიყურებს, მაგრამ უცებ თვალს მაშორებს, ჯიბიდან თავის მარადიულ
თანამგზავრ „ბლეკბერის“ იღებს, თითს შემომავალი ზარის მიღების ღილაკს აჭერს,
მერე მზერა საათზე გადააქვს და გამომეტყველება კიდევ უფრო ექუფრება.
– ბარნი. – წარმოთქვამს ის მკვეთრი და მკაცრი ხმით.
ჯანდაბა!.. მისი სამსახურის საქმეები ისევ ხელს გვიშლის. იმედგაცრუებული, ფეხების
ჩამოწევას ვცდილობ, მაგრამ კრისტიანი ხელს მავლებს და არ მიშვებს.
– სერვერების ოთახში? – ამბობს ის გაკვირვებული გამომეტყველებით. –
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ჩაირთო?
ხანძარი?! მაშინვე ფეხებს ვწევ და ჩემს გაჩერებას ამჯერად აღარც კრისტიანი
ცდილობს. ადგილზე ვჯდები, უსაფრთხოების ღვედს ვიკრავ და თხუთმეტი ათას
ევროიანი სამაჯურის ხელზე ნერვიულად ტრიალს ვიწყებ. კრისტიანი კარზე ღილაკს
ისევ აჭერს თითს და ჩვენსა და მანქანის სალონის წინა ნაწილს შორის ჩამოშვებული
ტონირებული ეკრანი ისევ უკან იწევა.
– ვინმე დაშავდა? – საუბარს ახლა უკვე ტეილორიც უსმენს. – ზარალი რამდენია?
გასაგებია... როდის? – მას მზერა ისევ საათზე გადააქვს და ხელს ნერვიულად თმაზე
ისვამს. – არა. არც სახანძრო და არც პოლიცია... ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
ღმერთო! კრისტიანის ოფისში ხანძარი გაჩნდა? დაბნეული და შეშფოთებული თავს
მისკენ ვაბრუნებ და გონება გამალებით მიმუშავებს. წინა სავარძელზე ტეილორიც
პოზიციას იცვლის და ოდნავ გვერდულად ჯდება, რომ ლაპარაკიდან არაფერი
გამორჩეს, თუმცა მხოლოდ ისმენს და არაფერს ამბობს.
– მართლა? აჰა... გასაგებია, კარგი... ზარალის დაწვრილებითი შეფასების ანგარიში
მჭირდება და დამლაგებლების ჩათვლით ყოველი იმ პირის შესახებ ინფორმაცია,
ვისზეც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში განყოფილებაში შესვლის ნებართვა გაიცა...
ანდრეა იპოვე და გადაეცი დამირეკოს... ჰო, ამბობენ, რომ არგონიც ამდენადვე
ეფექტურია, მაგრამ ბევრად ძვირი ღირს.
ზარალის დაწვრილებითი შეფასების ანგარიში? არგონი? რა ხდება? თავში ბუნდოვნად
სკოლის სასწავლო პროგრამიდან ქიმიის გაკვეთილი მიტივტივდება, მგონი,
რომელიღაც ქიმიურ ელემენტზეა ლაპარაკი.
– მესმის, რომ ადრეა... ორი საათის შემდეგ იმეილზე მომწერე... არა, ამის ცოდნა
მჭირდება. გმადლობ, რომ დამირეკე. – კრისტიანი ტელეფონს თიშავს და მაშინვე რაღაც
სხვა ნომერს კრეფს.
– უელჩ... კარგი... როდის? – ის ისევ საათზე იხედება. – მაშინ ერთ საათში... კი... ოცი
ოთხი-შვიდი, საიტის წაშლილი მონაცემების საცავში... კარგი.
კრისტიანი ლაპარაკს ამთავრებს და ტელეფონს ჯიბეში იცურებს.
– ფილიპ, ერთ საათში გემზე უნდა ვიყოთ.
– დიახ, მესიე გრეი.
აჰა, გასაგებია, ესე იგი ეს ფილიპია და არა გასტონი. მანქანა სვლას მკვეთრად აჩქარებს.
კრისტიანი თავს ჩემკენ აბრუნებს და არაფრის მთქმელი, უემოციო გამომეტყველებით
შემომყურებს.
– ვინმე დაშავდა? – ვეკითხები ხმადაბლა.
ის უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
– ზარალი უმნიშვნელოა. – მპასუხობს ჩაფიქრებული, მერე ჩემკენ იხრება, ხელზე
ხელს მკიდებს და დამამშვიდებლად ოდნავ მიჭერს. ნუ ნერვიულობ, პრობლემის
მოგვარებაზე უკვე მუშაობენ. – ჰმ... აი, ასეთია ჩემი ქმარი, კომპანიის გენერალური
დირექტორი და თავის გარშემო ყველაფრის მაკონტროლებელი, რომელიც
სირთულეების წინაშე წარბსაც არ იხრის.
– ხანძარი სად გაჩნდა?
– სერვერების ოთახში.
– გრეიჰაუზში?
– ჰო.
იმდენად მოკლე-მოკლე პასუხებს მიბრუნებს, რომ ვხვდები – ამაზე ლაპარაკი არ
უნდა. მაგრამ, რატომ?
– თუ ხანძარი გაჩნდა, ასეთი მცირე ზარალი რატომ არის?
– სასერვეროში უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაა დაყენებული.
რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება...
– ანა, გთხოვ... ნუ ნერვიულობ.
– არ ვნერვიულობ, კრისტიან.
– ჯერ დარწმუნებით ვერ მეუბნებიან, ხანძარი შემთხვევით გაჩნდა, თუ ვინმემ
განზრახ... – წინადადებას არ ასრულებს, თუმცა სრულიად გასაგებად მპასუხობს იმ
ამოუთქმელ კითხვაზე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევს.
შეშინებული ხელს ყელზე ვივლებ და სუნთქვაშეკრულს პირი მეღება... ჯერ „ჩარლი
ტანგო“, ახლა ეს... ღმერთო, რა ხდება?.. შემდეგი რა იქნება?!

თავი მეოთხე
ნერვიულობისგან ადგილს ვერ ვპოულობ. ერთი საათის წინ, დავბრუნდით თუ არა,
კრისტიანი თავის კაბინეტში შეიკეტა და მას შემდეგ არ გამოსულა. ამ დროის
განმავლობაში ჯერ კითხვა ვცადე, მერე ტელევიზორის ყურება, მერე გარუჯვა –
ტანსაცმლის გაუხდელად გარუჯვა!.. მაგრამ ვერაფრით ვმშვიდდები და აფორიაქებასა
და ამ საშინელ წინათგრძნობას ვერ ვიშორებ. აღარ ვიცი, რა ვქნა, ამიტომ ტანსაცმელს
ვიცვლი, შორტებსა და მაისურს ვიცვამ, მაჯიდან უნამუსოდ ძვირადღირებულ
სამაჯურს ვიხსნი და ტეილორის მოსაძებნად მივდივარ.
ტეილორი კრისტიანის კაბინეტის მიმდებარე სალონში ზის და ენტონი ბერჯესის
რომანს კითხულობს.
– მისის გრეი... – მომმართავს ის ჩემი გამოჩენით ოდნავ გაკვირვებული და წიგნს
გვერდზე დებს.
– ტეილორ, მაღაზიებში გავლა მინდა.
– რა თქმა უნდა, მემ. – მეთანხმება ისიც მაშინვე და ფეხზე დგება.
– და კიდევ, მინდა, რომ ნაპირზე სკუტერით წავიდე.
ტეილორი იბნევა და გაოგნებისგან წამით პირდაღებული შემომყურებს.
– ჰმმ... – დაბნეულობისგან ენადაბმული ახერხებს ბოლოს რაღაცის ამოთქმას და
ჩაფიქრებული გამომეტყველებით კოპებს კრავს.
– ვფიქრობ, ამის გამო კრისტიანის შეწუხება არ ღირს, – ვამატებ უცოდველი ტონით.
ტეილორს, როგორც იქნა, მეტყველების უნარი უბრუნდება.
– მისის გრეი... ჰმ... არა მგონია, მისტერ გრეის ეს მოეწონოს და თან, თქვენ მაღაზიებში
გავლა, მე კი სამსახურის შენარჩუნება მინდა.
ოჰ, ღმერთო, კრისტიანის კონტროლის მანიას ხომ საზღვარი არა აქვს!.. ძალიან
მინდება, თვალები ავატრიალო, მაგრამ თავს ვიკავებ და საპირისპიროდ ვიქცევი,
მძიმედ ვოხრავ და მიმიკით ბედს დამორჩილებულისა და თავისუფლებაშეზღუდულის
წყენას გამოვხატავ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არც ის მინდა, რომ ტეილორს ჩემ გამო
პრობლემა შეექმნას და კრისტიანმა უსაყვედუროს, ანდა სულაც მე გამიბრაზდეს.
ამიტომ ტეილორს გაბედულად ვუვლი გვერდს, კრისტიანის კაბინეტის კართან
მივდივარ, ვაკაკუნებ და შევდივარ. კრისტიანი წითელი ხის საწერ მაგიდასთან
სავარძელში ზის, ჩემს დანახვაზე ყურიდან „ბლეკბერის“ იშორებს და კითხვით სავსე
მზერით მაჩერდება.
– ანდრეა, უკაცრავად, ერთი წუთი დამიცადე, – ამბობს ის ისევ ტელეფონში და
სერიოზული და მოთმინებით მომლოდინე გამომეტყველებით მიყურებს. ჯანდაბა!.. მის
წინაშე თავს მუდმივად სკოლის დირექტორის კაბინეტში შესულ მოსწავლედ რატომ
ვგრძნობ? სხვა თუ არაფერი, ამ კაცთან ჯერ კიდევ გუშინ ხელფეხზე
ბორკილებდადებულს სექსი მქონდა!.. არა, მე მისი არ უნდა მეშინოდეს, ჯანდაბა, ის
ხომ ჩემი ქმარია!.. მხრებს ვშლი და შეძლებისდაგვარად უშიშრად ვუღიმი.
– მაღაზიებში წასვლას ვაპირებ... დაცვას წავიყვან.
– ჰო, რა თქმა უნდა, ოღონდ ტყუპებიდან ერთ-ერთთან ერთად ტეილორიც წაიყვანე. –
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ მეტს აღარაფერს მეკითხება, ვხვდები, რომ
რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა. ვდგავარ და შევცქერი... არ ვიცი, რით, მაგრამ იქნებ
რამით დახმარება მეც შემიძლია?
– სულ ეს არის, თუ?.. – მეკითხება ის. უნდა, რომ წავიდე... ჯანდაბა!..
– გინდა რამე წამოგიღო? – არ ვიმჩნევ და ვპასუხობ მეც კითხვით.
ის თავისი მორცხვი და საოცრად მიმზიდველი ღიმილით მიღიმის.
– არა, საყვარელო, არაფერი. ჩემზე არ ინერვიულო, ეკიპაჟი მომხედავს. – მეუბნება
თბილი ხმით.
– კარგი. – ვპასუხობ ბუტბუტით და ვხვდები, რომ მინდა ვაკოცო... ჯანდაბა! მინდა და
შემიძლია კიდეც – ბოლოს და ბოლოს ხომ ჩემი ქმარია!.. ადგილს გაბედული ნაბიჯით
ვწყდები, კრისტიანს ვუახლოვდები და მისდა გასაკვირად ტუჩებში ვკოცნი.
– ანდრეა, დაგირეკავ. – ის „ბლეკბერის“ მაგიდაზე დებს, ხელებს მხვევს და
მხურვალედ და ჟინით მკოცნის, მერე კი მიშვებს. მოულოდნელობისგან
სუნთქვაარეული სულს ვითქვამ და ჩამუქებულ და სურვილით სავსე თვალებში
ვუყურებ.
– ანა, გონებას მირევ... მინდა, ამ ყველაფერში რაც შეიძლება ჩქარა გავერკვე და შენ
დაგიბრუნდე... – მეუბნება ხმაჩავარდნილი, მოხრილ თითს ლოყაზე მაყოლებს, მერე
ნიკაპში ცერა და საჩვენებელ თითებს მკიდებს და თავს ქვევით მაწევინებს.
– კარგი. მაპატიე.
– ბოდიშს ნუ მიხდით, მისის გრეი... ის, რომ გონებას მირევთ, მე პირადად ძალიანაც
მომწონს! ახლა კი წადი, ფული დახარჯე და ცოტა გაერთე. – მეუბნება თბილი ტონით,
ტუჩის კუთხეზე მკოცნის და ხელს მიშვებს.
– ასეც მოვიქცევი. – ეშმაკური და ირონიული გამომეტყველებით ვუღიმი პასუხად და
კარისკენ მივდივარ. ჩემი ქვეცნობიერი დამადანაშაულებლად ტუჩებმოპრუწული თავს
აქნევს. „შენ ხომ არ გითქვამს, რომ ჰიდროციკლით წასვლას აპირებ“, – დამკივის
აწიოკებული, მაგრამ ყურადღებასაც არ ვაქცევ... ჰარპია!..
ტეილორი სალონში მოთმინებით მელოდება.
– უმაღლეს ხელისუფლებასთან საქმე მოგვარებულია... შეგვიძლია წავიდეთ? –
ვეკითხები მას და ხმაში სარკაზმის დაფარვას ვცდილობ, ტეილორი კი პასუხად
გულღია, შეიძლება ითქვას, აღფრთოვანებული ღიმილითაც კი მიღიმის.
– მხოლოდ თქვენ შემდეგ, მისის გრეი. – წარმოთქვამს ის და წინ მიშვებს.
ტეილორი ჰიდროციკლზე ჯდომის წესებსა და მისი მართვის სისტემას დაწვრილებით
და მოთმინებით მიხსნის. მშვიდი და თავდაჯერებული, ის ნამდვილად კარგი
მასწავლებელია. ჩვენ იახტის ბორტთან წყალზე უშფოთველად მოქანავე კატერში ვართ.
გასტონს სახეს თვალებზე ჩამოწეული კეპი უჩრდილავს, ამიტომ მის გამომეტყველებას
ვერ ვარჩევ, საჭესთან კი „ის“ ერთერთი მატროსი დგას და განკარგულებებს
მოთმინებით ელოდება. ღმერთო, რა სისულელეა!.. მხოლოდ იმიტომ, რომ მაღაზიებში
გავლა მომინდა, ნაპირზე სამი ადამიანი მომყვება.
სამაშველო ჟილეტის ელვას ვიკრავ და ტეილორს უდარდელად ვუღიმი, ის კი ხელს
მიწვდის და სკუტერზე გადასვლაში მეხმარება.
– მისის გრეი, ძრავას გასაღების თასმა მანჟეტით მაჯაზე ჩამოიცვით, რომ შემთხვევით
სკუტერიდან თუ გადავარდით, ძრავა ავტომატურად გამოირთოს, – მარიგებს ის.
– კარგი.
– მზად ხართ?
ტეილორს თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
– კატერს დაახლოებით ოთხი ფუტით რომ მოშორდებით, ღილაკს თითი მერე
დააჭირეთ... ჩვენ უკან მოგყვებით.
– კარგი.
ტეილორი ჰიდროციკლს ხელს ჰკრავს და სკუტერიც წყალზე რბილი სრიალით კატერს
რამდენიმე მეტრით შორდება. ტეილორი იმის ნიშნად, რომ ღილაკზე თითის დაჭერის
დროა, თავს მიქნევს და მეც ინსტრუქციას ვასრულებ. ძრავა ღმუილით ირთვება.
– ასე, კარგია, მისის გრეი, ოღონდ ცოტა რბილად! – ხმაურის გადასაფარად ყვირილით
მარიგებს ტეილორი. აქსელერატორს ვაწვები და სკუტერი ბიძგით წინ ხტება, მაგრამ
ძრავა ქრება და მეც ვჩერდები. ჯანდაბა! არადა კრისტიანი რა მარტივად ატარებს.
მეორედ ვცდილობ, მაგრამ ისევ არაფერი გამომდის, მერე მესამედ... – შედეგი იგივეა...
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! რა გახდა ბოლოს და ბოლოს!..
– მისის გრეი, მეტისმეტად მკვეთრად აწვებით, ცოტა რბილად დააჭირეთ! – ყვირის
ისევ ტეილორი.
– ჰო, კარგი, კარგი, გასაგებია, – ვბუტბუტებ მე და აქსელერატორს უკვე ძალიან
რბილად ვაწვები.
სკუტერი ისევ წინ ხტება და ამჯერად ძრავა აღარ ითიშება. ასე! გამოვიდა! ჰაჰაა,
მივქრივარ!.. აღფრთოვანებისგან მინდება მთელი ხმით ვიყვირო, ვიკივლო და
ვიხარხარო, მაგრამ თავს ვიკავებ. იახტას ვშორდები და ყურის სიღმისკენ მივცურავ,
ზურგს უკან კატერის ძრავას თანაბარი ღმუილი მესმის. სიჩქარეს ვუმატებ,
ჰიდროციკლი ბიძგით წინ ხტება და წყლის ზედაპირზე მიფრინავს. სახეში თბილი ქარი
მირტყამს და თმას მიწეწავს, წყლიდან ასხლეტილი შხეფები აქეთ-იქით იფრქვევა და
საოცარი თავისუფლების შეგრძნება მეუფლება!.. თუმცა რყევაც საკმაოდ ძლიერია და
აღარც მიკვირს, რომ კრისტიანი საჭესთან არასოდეს მსვამს.
იმის მაგივრად, რომ ნაპირისკენ გავცურო, სიამოვნებას ვიხანგრძლივებ და „ის“
გარშემო დიდ წრეს ვარტყამ. უჰუუ... რა მაგარია! ენით აუწერელი სიამოვნებაა.
კატერით ჩემს სკუტერს ადევნებულ ტეილორსა და იმ ორს ყურადღებას არ ვაქცევ,
მეორე წრეზე მივდივარ და სწორედ ამ დროს, როდესაც ისევ იახტას ვუახლოვდები, „ის“
გემბანზე გამოსულ კრისტიანს ვამჩნევ. მეჩვენება, რომ მე მიყურებს, თუმცა
დარწმუნებული არა ვარ... ხელს თამამად მაინც ვწევ და მისასალმებლად მხიარულად
ვუქნევ. ამ სიშორიდან კრისტიანი გაქვავებულ ქანდაკებას მაგონებს, მაგრამ
მისალმებაზე მაინც მპასუხობს, თუმცა იმასაც ვარჩევ, რომ ჟესტი ცოტა არ იყოს
შებოჭილი და უემოციო გამოსდის. აქედან მისი გამომეტყველების დანახვა მიჭირს,
მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ჯობია, არც დავინახო და ნავსადგურისკენ გეზის აღებას
ვარჩევ. ჩემს ფეხებთან ნაშუადღევის დასავლეთისკენ გადაწვერილი მზის სხივებით
ხმალთაშუა ზღვა ციმციმებს... როგორც კი დოკს ვუახლოვდები, სიჩქარეს ვაგდებ და
ვიცდი, რომ ტეილორი ნავსადგომთან პირველი მივიდეს. ტეილორს დაღვრემილი
გამომეტყველება აქვს და მეც მაშინვე გული მეწურება, გასტონს კი, მიუხედავად იმისა,
რომ სახეზე არაფერი ეტყობა, მეჩვენება, რომ გულში ეცინება. იქნებ გალურამერიკულ
ურთიერთობებში წამოჭრილი კონფლიქტის ბრალიცაა, მაგრამ არა მგონია, მიზეზი
ალბათ მე ვარ. გასტონი ნაპირზე გადადის და ვიდრე ის კატერს აბამს, ტეილორი
ნავსადგურში ჰიდროციკლის შეყენებას ხელმძღვანელობს. სკუტერი ნაპირთან
ფრთხილად და მკვეთრი მოძრაობების გარეშე შემყავს, კატერის გვერდზე ვაჩერებ და
ტეილორსაც გამომეტყველება მეტნაკლებად უმშვიდდება.
– უბრალოდ ძრავა გამორთეთ, მისის გრეი. – მეუბნება ის, საჭეს ხელს ავლებს და
ჰიდროციკლს კატერისკენ ეწევა, მეორე ხელს კი დასახმარებლად მიწვდის. კატერში
საკმაოდ მოხერხებულად გადავდივარ, და თვითონაც მიკვირს, რომ არ ვეცემი.
– მისის გრეი... – ტეილორი თვალებს ნერვიულად ახამხამებს და სახე ეფაკლება. –
მისტერ გრეის არ მოეწონა, რომ ჰიდროციკლით წამოხვედით. – ის უხერხულობისგან
ერთიანად იბუზება და ვხვდები, რომ კრისტიანმა უკვე დაურეკა და უსიამოვნო
ლაპარაკიც უკვე შედგა. ჩემი საწყალი, პათოლოგიურად ჩემზე მზრუნველი ქმარი!.. ოჰ,
კრისტიან, რა მოგიხერხო?!
ტეილორს პასუხად მშვიდად ვუღიმი.
– გასაგებია, მაგრამ მისტერ გრეი აქ არ არის და თუ რამე არ მოეწონა, იახტაზე
დაბრუნების შემდეგ თვითონ მეტყვის.
ტეილორი კოპებს კრავს, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
– ძალიან კარგი, მისის გრეი. – მეუბნება ის ხმადაბლა და ჩემს ჩანთას მაწვდის.
ნაპირზე გადასვლისას ტეილორის სახეზე გამოსახულ რაღაცნაირ უხერხულ და
ნატანჯ ღიმილს ვამჩნევ და მინდა, პასუხად მეც გავუღიმო, რადგან მის მიმართ
სიმპათიას ნამდვილად ვგრძნობ და ვაფასებ კიდეც, მაგრამ მისი საყვედურების ატანას
არ ვაპირებ, ის ხომ არც მამაა ჩემი და არც ქმარი.
მაგრამ აი, კრისტიანი კი... ჯანდაბა, სულ გაგიჟდა!.. არადა, კრისტიანს ხომ ახლა ჩემ
გარდაც ბევრი აქვს სანერვიულო. საერთოდ რაზე ვფიქრობდი?.. მე რაღამ გამაგიჟა...
ამაზე ჩაფიქრებული ნაპირზე ვდგავარ და ტეილორს ველოდები. უცებ ჩანთიდან
„ბლეკბერის“ ვიბრაციას ვგრძნობ, ტელეფონს ვიღებ და მხოლოდ კრისტიანის ზარებზე
დაყენებული სიმღერის, შადეს – „შენი სიყვარული – მეფეა“-ს მელოდიაც მესმის.
– ჰეი.
– გამარჯობა.
– უკან კატერით დავბრუნდები, ასე რომ, ნუღარ მიბრაზდები, კარგი?..
– ეე.. ჰმ... – აშკარად დაბნეულს უცებ ენა ებმება.
– თუმცა, ძალიან მომეწონა, მაგარი იყო... – ვამატებ ჩურჩულით.
კრისტიანი ოხრავს.
– თქვენთვის ხელის შეშლა არც მიფიქრია, მისის გრეი, კარგ გართობას გისურვებთ...
ოღონდ ძალიან გთხოვ, ფრთხილად იყავი.
ჰმ... კარგად გართობის ნებართვა მივიღე!
– კარგი. ქალაქიდან რამე ხომ არ წამოგიღო, რამე გჭირდება?
– მხოლოდ ის, რომ უვნებელი და საღსალამათი დაბრუნდე.
– შევეცდები, იმედი არ გაგიცრუოთ, მისტერ გრეი.
– დიდად დამავალებთ, მისის გრეი.
– ჩვენი მიზანია, სიამოვნება მოგანიჭოთ, მისტერ გრეი, – ვეუბნები სიცილით.
– მირეკავენ, – ჩაცინებით მპასუხობს ისიც. – კარგად პატარავ.
– კარგად, კრისტიან.
ის ტელეფონს თიშავს. ჰიდროციკლთან დაკავშირებული პრობლემა მოხსნილია.
მანქანა უკვე მელოდება, ტეილორი კარს მიღებს, უკანა სავარძელზე მოკალათებამდე
ტეილორს თვალს ვუკრავ, ის კი ოხრავს და ღიმილით თავს აქნევს. მანქანაში ვჯდები
და „ბლეკბერიზე“ ელექტრონულ ფოსტას ვხსნი.
From: ანასტასია გრეი
Subject: გმადლობ
Date: 17 აგვისტო, 2011; 16:55
To: კრისტიან გრეი

იმისთვის, რომ ბევრი არ იბუზღუნე.


თქვენი მოსიყვარულე მეუღლე
xxx

From: კრისტიან გრეი


Subject: სიმშვიდის შენარჩუნების მცდელობა
Date: 17 აგვისტო, 2011; 16:59
To: ანასტასია გრეი

არაფრის, უვნებლად დაბრუნდი.


ეს თხოვნა არ არის.
x
კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი და თქვენზე
გადაჭარბებულად მზრუნველი მეუღლე

უნებურად მეღიმება. ჩემი ტირანი და კონტროლის მანიით შეპყრობილი...


ისე, მაღაზიებში გავლა რამ მომანდომა? ვერ ვიტან საყიდლებზე სიარულს... ისე კი
გულის სიღრმეში ვიცი რამაც, ამიტომ „შანელს“, „გუჩის“, „დიორსა“ და მსგავს საფირმო
ბუტიკებს მიზანმიმართულად გვერდს ვუვლი და ბოლოს და ბოლოს ტურისტებისთვის
განკუთვნილ პატარა და ვიწრო მაღაზიაში იმის წამალს ვპოულობ, რაც ამდენი ხანია
მოსვენებას არ მაძლევს, – ფეხის, საყვარლად მოწკრიალე, პაწაწინა გულებიან და
ზანზალაკებიან ვერცხლის ძეწკვს, თან სულ ხუთი ევრო ღირს. ძეწკვს ვყიდულობ და
მაშინვე ფეხზე ვიბნევ. ეს ის არის, რაც მე მომწონს, ეს ჩემი ნივთია... თავს მაშინვე
ბევრად უკეთ და კომფორტულად ვგრძნობ. არ მინდა, იმ გოგოსთან გავწყვიტო
კავშირი, რომელსაც ასეთი ნივთები უყვარდა. გულის სიღრმეში მშვენივრად ვხვდები,
რომ ძირითადად არა თავად კრისტიანი, არამედ მისი სიმდიდრე მთრგუნავს.
საინტერესოა, ამას ოდესმე მივეჩვევი?..
ტეილორი და გასტონი საღამო ხანისკენ ქალაქში გამოფენილი ტურისტებით სავსე
ვიწრო ქუჩებში უკან მომყვებიან, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მათი არსებობა უკვე
სრულიად მავიწყდება. კრისტიანისთვის საინტერესო საჩუქრის ყიდვა მინდა, რომ
სიეტლში მომხდარი ხანძრიდან ყურადღება ცოტა ხნით მაინც რამე სასიამოვნოზე
გადავატანინო...
მაგრამ რა შეიძლება უყიდო იმ ადამიანს, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს? წრეზე
განლაგებული უამრავი მაღაზიით შემოსაზღვრული პატარა მოედნის შუაგულში
ვჩერდები და აქეთ-იქით ვიხედები. უცებ ელექტრონიკის მაღაზიას ვამჩნევ და მაშინვე
გალერეაში ჩვენი დილანდელი ვიზიტი და ლუვრის დათვალიერება მახსენდება...
სწორედ ის მომენტი, როდესაც მე და კრისტიანი ლუვრში ვენერა მილოსელს
შევცქეროდით... გონებაში მისი სიტყვები მიტივტივდება: „ყველას შესწევს უნარი ქალის
ფორმებში გამოხატული ქალურობა დაინახოს და ჩვენც სწორედ ამ ქალურობას
ვეტრფით მარმარილოშიც, ზეთშიც, აბრეშუმშიც და ფილმებშიც“.
იდეა, და თან საკმაოდ გაბედული, თავისთავად მებადება... თუმცა არჩევანში რომ არ
შევცდე, დახმარება მჭირდება, ამ საკითხში კი ჩემი დახმარება მხოლოდ ერთ ადამიანს
შეუძლია. ჩანთიდან სასწრაფოდ „ბლეკბერის“ ვიღებ და ხოსეს ვურეკავ.
– ჰმ... რომელი... – ნამძინარევი ხმით ბუზღუნებს ხოსე.
– მე ვარ, ანა.
– ანა? გამარჯობა!.. სად ხარ, ხომ კარგად ხარ? – ფხიზლდება უცებ ის და ხმაში
შეშფოთება უკრთება.
– კანში, საფრანგეთის სამხრეთში და კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ.
– საფრანგეთის სამხრეთში? ჰო, გასაგებია... ალბათ რომელიმე ფეშენებელურ
სასტუმროში, არა?
– ეე... არა... აქ ნავით ვართ.
– ნავით?
– უფრო სწორად იახტით, ანუ დიდი ნავით, – ვუხსნი ოხვრით.
– გასაგებია. – ტონში სიცივე ეპარება ხოსეს. ჯანდაბა, ესღა მაკლდა, ჯობდა სულ არ
დამერეკა.
– ჰმ... ხოსე, შენი რჩევა მჭირდება.
– ჩემი რჩევა? – მეკითხება გაკვირვებული. – რა თქმა უნდა, გისმენ... – ხმა ისევ
კეთილგანწყობილი უხდება და მეც მეგობარს ჩემს ჩანაფიქრს ვუზიარებ...
ორი საათის შემდეგ ტეილორი კატერიდან იახტის გემბანზე ასვლაში მეხმარება,
გასტონი და მატროსი კი ჰიდროციკლს აბინავებენ. კრისტიანი არსად ჩანს, ნაჩქარევი
ნაბიჯით და ბავშვურად, სიხარულითა და სასიამოვნო მოუთმენლობით
გულაფანცქალებული ჩვენი კაიუტისკენ მივდივარ, რომ საჩუქრის შეფუთვა
შეუმჩნევლად მოვასწრო.
– ამდენ ხანს სად იყავი? – მოულოდნელობისგან ისე ვცბები, რომ ხელიდან მოსართავი
ლენტი მივარდება და ვბრუნდები. კრისტიანი კაიუტაში შემოსასვლელი კარის
ზღურბლზე დგას და დაკვირვებით მიყურებს. ჯანდაბა!.. ისევ სკუტერით წასვლის
გამოა გაბრაზებული?.. ან იქნებ ოფისში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით რაღაც
ცუდი გაიგო?.. საქმემ იმაზე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, ვიდრე აქამდე ეგონათ?
– ოფისში ყველაფერი წესრიგშია? სიტუაციას აკონტროლებთ? – ვეკითხები მე
ფრთხილად.
– მეტნაკლებად, – მპასუხობს კრისტიანი ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ტონით და
ოდნავ შესამჩნევად კოპებს კრავს.
– რაღაც ვიყიდე. – იმის იმედად, რომ ცოტა მაინც გავამხიარულებ, გაუბედავად ვცვლი
თემას... მთავარია, ამ გაღიზიანების მიზეზი მე არ ვიყო, მაგრამ ის თბილად იღიმება და
მეც ვხვდები, რომ ყველაფერი წესრიგშია.
– რა იყიდე?
– აი, ეს. – საწოლზე ფეხს ვდგამ და ამოძრავებისთანავე კოჭზე აწკრიალებულ ძეწკვს
ვაჩვენებ.
კრისტიანი მიახლოვდება, ჩემი კოჭისკენ დახრილი თითის წვერებით ზანზალაკებს
ეხება და ზანზალაკებიც შეხებისთანავე ისევ წკრიალს იწყებს, მერე როგორც ჩანს,
წითელი კვალი ხვდება თვალში, რადგან ისევ კოპებს კრავს და ნაკვალევს თითს ნაზად
აყოლებს... ტკივილით ნამდვილად აღარ მტკივა, პირიქით, მეღუტუნება კიდეც.
– საკმაოდ ლამაზია.
– და აი, ეს, – ვუწვდი ყუთს და ერთი სული მაქვს გახსნას, რომ დამთრგუნველი
ფიქრებისგან ცოტა ხნით მაინც გადაერთოს და ბოლოს და ბოლოს გამხიარულდეს.
– მე მიყიდე? – მეკითხება ის გაკვირვებული და მეც თანხმობის ნიშნად
მორიდებულად თავს ვუქნევ. ის ყუთს მართმევს და ფრთხილად ანჯღრევს, მერე
საჩუქრით გახარებული ბავშვივით ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებული იღიმება,
საწოლზე გვერდით მიჯდება, ჩემკენ იხრება და მკოცნის. – გმადლობ. – ბუტბუტებს
ისევ ღიმილით ზედ ჩემს ტუჩებთან.
– ჯერ ხომ არც გაგიხსნია!..
– მერე რა!.. რაც უნდა იყოს, მე ის უკვე მომწონს. – ის ზემოდან
თვალებგაბრწყინებული დამყურებს. – მე ხომ საჩუქრებს ხშირად არ ვიღებ.
– შენთვის საჩუქრის ყიდვა ძალიან ძნელია... შენ ხომ ისედაც ყველაფერი გაქვს.
– ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი შენ ხარ, მე შენ მყავხარ.
ჰო, გყავარ. – ვპასუხობ ღიმილით. ნამდვილად და თანაც მთელი ჩემი არსებით გყავარ,
კრისტიან.
ის ყუთს შესაფუთ ქაღალდს სწრაფად აძრობს და კიდევ უფრო გაკვირვებული
გამომეტყველებით მაჩერდება.
– „ნიკონი“?
– ვიცი, რომ კომპაქტური ციფრული კამერა გაქვს, მაგრამ ეს... ჰმ... პორტრეტებისთვის
და მსგავსი რაღაცების გადასაღებად საუკეთესოა. თან, შეხედე, ორი ობიექტივი მოყვება.
კრისტიანი დაბნეული თვალებს ახამხამებს და ვერ ხვდება, რას ვგულისხმობ.
– დღეს გალერეაში ფლორანს დ’ელის ფოტოსურათები მოგეწონა, ისიც მახსოვს,
ლუვრში ყოფნისას რომ მითხარი და... რა თქმა უნდა, ის ფოტოებიც... – ყელში
გაჩხერილ ბურთს ვყლაპავ და ვცდილობ, იმ სურათებზე არ ვიფიქრო.
ის როგორც იქნა ჩემს ჩანაფიქრს ხვდება და უცებ შეშდება, სუნთქვა ეკვრება და
თვალები უფართოვდება, მე კი ნაჩქარევად განვაგრძობ, რომ სათქმელის დასრულება
მშვიდად შევძლო და იმ ფოტოების გამო აფორიაქება არ შემემჩნეს.
– ვიფიქრე, რომ შენ შეიძლება... იქნებ გინდა, რომ... რომ მე გადამიღო.
– შენ... გადაგიღო?
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მუხლებზე დადებული თავისი საჩუქარიც ავიწყდება და
სხვა ყველაფერიც, ის გუგებგაფართოებული თვალმოუშორებლად შემომყურებს და
ხმას არ იღებს. სასოწარკვეთილი, თავს ჩქარ-ჩქარა ვუქნევ და მისი რეაქციის ამოცნობას
ვცდილობ. რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ მზერა ისევ ყუთზე გადააქვს და ზედ
დაბეჭდილ პრიალა სურათებს თითს როგორღაც მოწიწებით და დაბნეული სახით
აყოლებს. ნეტა გამაგებინა, რაზე ფიქრობს? ასეთ რეაქციას ნამდვილად არ
ველოდებოდი... ჩემი ქვეცნობიერი კი, თითქოს რაღაც სრულიად უტვინო შინაური
პირუტყვი ვიყო, უკვე კოპებშეკრული და გაბრაზებულამრეზილი გამომეტყველებით
შემომყურებს. ღმერთო, რატომ იქცევა კრისტიანი ყოველთვის ისე, რომ შეუძლებელია
გათვალო, რაზერა რეაქცია ექნება. ის თავს ისევ ჩემკენ აბრუნებს და მისი მზერა... რაა?..
ღმერთო, არა!.. მისი მზერა მთლიანად ტკივილით არის აღსავსე!..
– რატომ იფიქრე, რომ მე ეს მომინდებოდა? – მეკითხება ის სრულიად
თავზარდაცემული.
არა, არა, არა!.. შენ ხომ... შენ თვითონ მითხარი...
– არ მოგინდება? – კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ მეც დაბნეული და ვცდილობ, ჩემს
ქვეცნობიერს ყურადღება არ მივაქციო, რომელსაც ფოტოაპარატის ჩუქების ჩემი იდეა
და ის აზრი, რომ კრისტიანს ჩემთვის ეროტიკული ფოტოების გადაღება მოუნდება,
სასაცილოდაც არ ჰყოფნის.
კრისტიანი ყელში გაჩხერილ ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავს, თმაზე ხელს ისვამს და
მძიმედ ოხრავს. იმდენად დაბნეული და ფეხქვეშ მიწაგამოცლილის გამომეტყველება
აქვს, რომ გული მეწურება.
– ჩემთვის ასეთი სურათები, როგორც წესი, რაღაც სადაზღვევო პოლისის როლს
ასრულებდა, ანა. ვიცი... ვიცი, რომ ქალებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ,
როგორც ჩემი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ობიექტებს, ისე ვუყურებდი. – ის ჩუმდება
და მხრებს უხერხულად და დარცხვენით იჩეჩს.
– და შენ ფიქრობ, რომ ისეთივე სურათებს თუ გადამიღებ, ჩემშიც მხოლოდ შენთვის
გამოსაყენებელ ობიექტს დაინახავ? – ვეკითხები მე, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგო, რა
აფორიაქებს. თავად კი მისი პასუხის მოლოდინში სუნთქვა მეკვრება და ერთიანად
ვფითრდები.
კრისტიანი კიდევ უფრო დათრგუნული გამომეტყველებით კოპებს კრავს და თვალებს
ჭუტავს.
– ოჰ, ანა... ძალიან ავირიე... – ჩურჩულებს ის და, როდესაც თვალებს ახელს, მათში
დამფრთხალი პატარა ცხოველის შიშს, აფორიაქებასა და კიდევ რაღაც სრულიად
უცხოსა და გაშიშვლებულ ემოციას ვხედავ.
ჯანდაბა!.. რა ხდება? ასე რამ ააფორიაქა და დათრგუნა? ანუ, ახლა ეს ყველაფერი ჩემ
გამო ხდება? მის ბიოლოგიურ დედაზე ჩემი დასმული კითხვების გამო?.. თუ ოფისში
გაჩენილი ხანძარი არ აძლევს მოსვენებას?
– ამას რატომ ამბობ, კრისტიან? – ვეკითხები ჩურჩულით და ვგრძნობ, დამახრჩობელ
ბურთად როგორ მეჩხირება ყელში სხეულს ერთიანად დაუფლებული პანიკა. მეგონა, ის
ბედნიერი იყო, მეგონა, ჩემ გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდა... მეგონა, ბედნიერები
ვიყავით. ნამდვილად არ მინდა, რომ ასე ვაბნევდე და ვანერვიულებდე... იმასაც ვერ
ვხდები, ეს ყველაფერი ახლა ჩემ გამო ხდება თუ რამე სხვა მიზეზიც არსებობს? აზრები
ერთმანეთში მერევა, გონება ფეთიანივით მიმუშავებს. რამ გამოიწვია მისი განწყობის
ასეთი უცაბედი ცვლილება?.. იქნებ... მას თითქმის სამი კვირაა, ფლინი არ უნახავს. ეს
არის მიზეზი? ამის გამოა ასეთი დათრგუნული? იქნებ ჯობია, ფლინს დავურეკო?.. და
უცებ გონება მინათდება, საოცარი სიცხადისა და სიღმისეულად ხედვის ის უიშვიათესი
შეგრძნება მეუფლება, როდესაც ყველაფერი თავის ადგილას დგება და ყველაფერს
ნათელი ეფინება – ხანძარი, „ჩარლი ტანგო“, ჰიდროციკლი... მას უბრალოდ ეშინია, ჩემ
გამო ეშინია, ბორკილებისგან გაჩენილმა ამ წითელმა ნაკვალევებმა კი ბოლო წვეთის
როლი ითამაშა. ის მთელი დღის განმავლობაში სწორედ ამ ნაკვალევების გამო
ნერვიულობდა და, რადგან შეჩვეული არ არის სხვისთვის ტკივილის მიყენების გამო
თავს ამდენად ცუდად გრძნობდეს, თავგზა მას ამან, ანუ თავისივე ნერვიულობამ აურია
და საბოლოოდ დააბნია. სხეულში ერთიანად ცახცახი მივლის და გული მეწურება. ის
ისევ მხრებს იჩეჩს და თვალს წამიერად ჩემი მაჯისკენ აპარებს, რომელზეც სულ ცოტა
ხნის წინ მისი ნაყიდი ძვირფასი სამაჯური მიბრწყინავდა. ბინგო!.. ასეა, სწორად
მივხვდი!
– კრისტიან, ძალიან გთხოვ, დამიჯერე, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
– ვეუბნები საკუთარი აღმოჩენით აშკარად ბევრად უფრო გამხნევებული და ხელს
ზევით ვწევ, რომ ბორკილის უკვე საგრძნობლად გაფერმკრთალებული ნაკვალევი
დავანახო. – მე ხომ შემაჩერებელი სიტყვა მქონდა?! ჯანდაბა!.. საერთოდ რაზე
ვლაპარაკობთ?.. ის, რაც გუშინ მოხდა, არაჩვეულებრივი იყო, საინტერესო... ამის გამო
თავის დადანაშაულებას შეეშვი! – მეც სწორედ ასეთი, უხეში სექსი მომწონს, ეს ხომ მე
შენთვის ადრეც მითქვამს, კრისტიან!..
საკუთარ სიტყვებზე თავადვე ერთიანად ვწითლდები და მთელი ძალით ვცდილობ,
ყელში მძიმე ბურთად გაჩხერილ პანიკას არ ავყვე. კრისტიანი თვალმოუშორებლად
მიყურებს და უკვე ვეღარ ვხვდები, რაზე ფიქრობს... ჩემს ნათქვამს აანალიზებს? არ
ვიცი, აზრები ისევ ერთმანეთში მერევა... იქნებ?..
– ხანძრის გამო ხარ ასე? ფიქრობ, რომ ხანძარი და „ჩარლი ტანგო“ ერთმანეთთან რაღაც
კავშირშია? ამაზე ნერვიულობ? დამელაპარაკე, კრისტიან... გთხოვ!
ის ხმას არ იღებს და თვალმოუშორებლად, არაფრის მთქმელი და გაფანტული
გამომეტყველებით შემომყურებს. სიჩუმე, ისევე, როგორც დილას, იმდენად იწელება,
რომ ჩვენ შორის ჰაერიც კი მძიმდება. ჯანდაბა! უკვე დარწმუნებული ვარ, მეტს
აღარაფერს მეტყვის!..
– მგონი, პრობლემას იმაზე მეტად ამუქებ, ვიდრე სინამდვილეშია, თავს ნუ იტანჯავ...
– ვეუბნები ხმადაბლა და ჩემი სიტყვები, არცთუ დიდი ხნის წინ იმ სულელურ
კონტრაქტის შესახებ ნათქვამი და ახლა ჩემს მოგონებაში ამოტივტივებული მისი
სიტყვებიდან ექოდ არეკლილი, უკან მიბრუნდება.
მისკენ ვიხრები და აქამდე ჯერ ისევ ყუთში ჩატოვებულ ფოტოაპარატს მუხლებიდან
ყუთიანად ვაცლი. კრისტიანი, თითქოს რომელიღაც უცხოპლანეტელი უცნაური არსება
ვიყო, როგორღაც პასიურად შემომყურებს. მაღაზიაში, ფოტოაპარატის ყურადღებიანმა
გამყიდველმა კამერა სამუშაოდ უკვე მოამზადა, ამიტომ კამერას ყუთიდან გაბედულად
ვიღებ, ობიექტივს თავსახურს ვაძრობ და კრისტიანს ვუმარჯვებ. კადრში მისი საოცრად
ლამაზი და შეშფოთებული სახე ჩნდება. ღილაკს თითს ვაჭერ, არ ვუშვებ და
ფოტოაპარატიც შეშფოთებული კრისტიან გრეის ათ ციფრულ სურათს ინახავს
შთამომავლობისთვის.
– კარგი, მაშინ მე გადაგიღებ. – ვბუტბუტებ საქმიანად და ღილაკს თითს ისევ ვაჭერ.
ბოლო კადრზე ტუჩები ოდნავ შესამჩნევად ეპობა. გადაღებას ვაგრძელებ, ამჯერად
უკვე ჩვეულებრივად ეღიმება. უფერულად, მაგრამ მაინც, – ის იღიმება... თითს ისევ
ღილაკზე ვტოვებ და კადრში ვხედავ, რომ სახიდან დაძაბული გამომეტყველება ნელ-
ნელა სცილდება და შედარებით მშვიდდება. მის გასამხიარულებლად გამოჯავრებით
ტუჩებს ვბუშტავ, მერე კი ხითხითს ვიწყებ. მადლობა ღმერთს! მისტერ ვერცხლისწყალი
ისევ კარგ ხასიათზეა და მეც ეს ისე მიხარია, როგორც არასდროს...
– მეგონა, ეს ჩემი საჩუქარი იყო, – ბუზღუნებს ის უკვე გათამაშებული
უკმაყოფილებით.
– ჰმ... ნამდვილად შენ საჩუქრად იყო ჩაფიქრებული და ვფიქრობდი, რომ კარგადაც
გავერთობოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ წარსულში შენი ქალებზე
დომინირების სიმბოლოდ დარჩენა უწერია, – ვუჭრი სიცილით, თუმცა საკუთარი
სიტყვებისგან თავადვე გაწითლებული და კიდევ რამდენიმე სურათს ვიღებ, კამერა კი
მსხვილ კადრად დაჭერილ მის მომღიმარ ლამაზ სახეზე აღბეჭდილ ცვლილებათა
მორიგ ციკლს აფიქსირებს.
კრისტიანს თვალები უმუქდება და მზერაში რაღაც მძიმე და ველური ესახება.
– ანუ, გინდა მითხრა, რომ შენ ეს მოგწონს? დომინირება და დაქვემდებარება
გჭირდება? – შემპარავად და რბილი ჩურჩულით მეკითხება ის.
– არა, ეგ ნამდვილად არ მომწონს. – ვპასუხობ გაწითლებული.
– თქვენ ხომ მშვენივრად მოგეხსენებათ, მისის გრეი, რომ თქვენი დაქვემდებარება
არათუ მხოლოდ შემიძლია, არამედ ძალიან მომწონს კიდეც. – მეუბნება მუქარის
ტონით და ვნებისგან ერთიანად ხმაჩახრინწული.
– ვიცი, რომ შეგიძლიათ, მისტერ გრეი, და თქვენ ამას ხშირად აკეთებთ კიდეც.
ფეხქვეშ მიწაგამოცლილივით მას უცებ პირი ეღება და დაბნეული გამომეტყველებით
თვალებს ახამხამებს. ოჰ, ჯანდაბა!.. ახლა რაღა ვთქვი? კამერას სახიდან ვიშორებ და
კითხვით სავსე მზერით ვაჩერდები.
– რა მოხდა, კრისტიან? – ხმაში ჩამდგარ გულგატეხილობასა და სასოწარკვეთას უკვე
ვერ ვფარავ. გთხოვ, მითხარი!..
ის არ მპასუხობს. ისევ გაბრაზდა?.. კარგი... კამერა ისევ თვალებთან მიმაქვს.
– კრისტიან, მითხარი, რა მოხდა? – არ ვეშვები მე.
– არაფერი, – მიჭრის ის მოკლედ და უცებ კადრიდან ქრება. საწოლიდან სწრაფი
მოძრაობით დგება, ფოტოაპარატის ყუთს ერთი ხელის მოსმით იატაკზე ისვრის, მერე
მკლავებში მიქცევს და ლოგინზე მაგდებს... წამიც და ის უკვე ზემოდან მაზის.
– ეი!.. – ვჭყვიტინებ მე და კიდევ რამდენიმე კადრის გადაღებას ვასწრებ, კრისტიანი
ზემოდან ქვემოთ თვალებში ჩამდგარი სრულიად ცხადად ავხორცი ზრახვით მიღიმის.
მერე ფოტოაპარატს მართმევს და, ფოტოგრაფი, უკვე მისი კამერის ობიექტი ვხდები, ის
ობიექტივს მიმარჯვებს და თითს გადაღების ღილაკს აჭერს.
– ასე ჯობია, მისის გრეი!.. მაშასადამე გინდათ, რომ გადაგიღოთ, არა? – მეკითხება
ირონიული სიცილით. სახის უმეტეს ნაწილს ფოტოაპარატი უფარავს, მხოლოდ მის
აწეწილ თმას და გამოქანდაკებულივით უნაკლო ტუჩებზე ასახულ ირონიულ ღიმილის
ვხედავ. – კარგი, იყოს ნება თქვენი, მაგრამ ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, რომ
გაგაცინოთ. – ამჟღავნებს ის თავის ავ ზრახვებს და ფოტოაპარატისგან თავისუფალი
მეორე ხელით ნეკნებთან და იღლიებში უმოწყალოდ მიღიტინებს. ხითხითი ჭყვიტინში
და კისკისში გადამდის, მთელი სხეულით ვიხლართები და ვცდილობ ხელი დავუჭირო,
რომ რამენაირად ჩემი ეს მხიარული წამება შევაწყვეტინო, მაგრამ არაფერი გამომდის.
კრისტიანს ტუჩები ირონიული ღიმილით სულ უფრო ფართოდ ეპობა და გადაღებას
აგრძელებს.
– გთხოვ! გაჩერდი! – ხითხითისგან უკვე აცრემლებული ვწიკვინებ მე ხმამაღლა.
– შენ რა, ხუმრობ? – აცხადებს ის გათამაშებული სერიოზულობით, ფოტოაპარატს
გვერდზე დებს და ჩემ საწამებლად მეორე ხელსაც ითავისუფლებს.
– კრისტიან! – ვყვირი უკვე სიცილისგან სუნთქვაშეკრული. კრისტიან, ჯანდაბა,
საკმარისია, გეყოფა! თავს აქეთიქით ვაქნევ, თეძოს ზევით ვწევ და ხელებს ვიქნევ, რომ
როგორმე ქვევიდან გავუძვრე, ან ის გადავაგდო, მაგრამ არაფერი გამომდის, ის არ
ჩერდება, დამცინავი სახით დამყურებს ზევიდან და ჩემი წამებისგან აშკარა სიამოვნებას
იღებს.
– გაჩერდი! – ვეხვეწები უკვე სასოწარკვეთილი და სიცილისაგან სრულიად
გათანგული და ისიც უცებ ჩერდება. ხელებს მიჭერს, თავს ზევით აქეთიქით
მაწევინებსდა თვითონაც წამოწეული ზემოდან დამყურებს... სულს ვერაფრით ვითქვამ,
ჯერ ისევ ვიცინი და ისიც, აქოშინებული და სუნთქვაარეული, თვალებში ჩამდგარი
უამრავი, ერთმანეთში არეული, მაგრამ ამოუცნობი მზერით მომჩერებია... მის
შემხედვარეს სუნთქვა მეკვრება. რა იღვრება ამ ნაცრისფერი თვალებიდან?.. გაკვირვება?
სიყვარული? აღფრთოვანება? ოჰ, ღმერთო... მისი ეს მზერა ერთიანად მნუსხავს!
– შენ. ისეთი. ლამაზი. ხარ. ანა!.. – სიტყვებს ნაწყვეტნაწყვეტ ამოსუნთქვას აყოლებს ის.
ჩემთვის ყველაზე საყვარელ, ყველაზე ძვირფას სახეს შევცქერი და მის ამ საოცარ,
უღრმეს მზერაში ვიძირები, ის კი ისე მიყურებს, თითქოს პირველად მხედავდეს, მერე
იხრება, თვალებს ხუჭავს და მკოცნის. მისივე აღფრთოვანებას, ჩემით ნეტარებასა და
ენით აუწერელ ტკბობას მაშინვე ჩემი ლიბიდო ეხმიანება... ოჰ, ღმერთო... არც კი მჯერა,
რომ ამ ყველაფერს ჩემდამი განიცდის. ის ხელებს თავქვეშ მიცურებს, თითებით თმაში
მაფრინდება და მეც მის სურვილს აყოლილი კოცნაზე კოცნით ვპასუხობ... მაგრამ უცებ
თვითონ ეს კოცნაც იცვლება, ის უკვე ტკბილი და აღფრთოვანებული კი არ არის,
არამედ ბიწიერი, ჟინიანი და ხარბია... მისი ენა, დამპყრობელივით ხარბი და წამგლეჯი
და არა მომცემი, მოძალადის სიუხეშით და სულსწრაფობით მიძვრება პირში. სურვილი
სისხლს მიჩქარებს, მთელ ჩემს სხეულს მხურვალე ტალღად ედება და ყოველ კუნთსა
და მყესს ტკბილ ცახცახად უვლის...
ოჰ, ჩემი ორმოცდაათი ელფერი!.. ღმერთო, რა ცვალებადია...
კრისტიანს მკერდიდან მკვეთრი ოხვრა სწყდება.
– ოჰ, ანა, მაგიჟებ... – ბუტბუტებს ის სულის შემხუთველი ხმითა და სასოწარკვეთით.
უცებ, მკვეთრად ზევიდან მაწვება და თავისი სიმძიმით მატრასში მფლავს. ერთ ხელს
ყბის ძვალზე მავლებს და თავს მიჭერს, მეორეს კი სხეულზე მიფათურებს, მკერდს
მისრესს, მუცელზე და თეძოებზე მეფერება, უკანალზე მიჭერს, მერე ისევ მკოცნის,
მუხლით ფეხებს მაშლევინებს და უფრო ძლიერად მაწვება, მისი ჟინი, მისი შემართული
ასო ტანსაცმლის მიღმიდანაც კი ცეცხლის ალად მედება, ჩემი კვნესა მის ტუჩებში
იკარგება, მის ჟინსა და მხურვალე ვნებაში ვიძირები. საიდანღაც ჩემს სმენამდე
ზანზალაკების შეშლილი წკრიალი აღწევს, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცალია და
ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი – მას ვუნდივარ, მას ვჭირდები, მას უჩემოდ არ
შეუძლია და რომ ეს ჩემთან ურთიერთობისა და მისი თვითგამოხატვის საყვარელი
ფორმაა. ამქვეყნად ყველაფერი მავიწყდება, ჩვენ გარდა ყველაფერი ქრება, ჩვენ შორის
აღარც სიფრთხილეა და აღარც დაძაბულობა, ვნებას აყოლილი ვკოცნი, თითებს თმაში
ვუცურებ, ვქაჩავ და მის გემოსა და სუნს, ჩემი კრისტიანის არომატს ვისრუტავ... ოჰ,
კრისტიან, კრისტიან...
უცებ დგება და მეც ერთი მოძრაობით ფეხზე მაყენებს, მის წინ დაბნეული და
გაოგნებული ვდგავარ, შორტებზე ღილს მიხსნის, სწრაფად მუხლებზე ეშვება და შორტს
და შორტთან ერთად საცვალსაც ასევე ერთი მოძრაობით და სწრაფად მხდის... გონს
მოსვლასაც ვერ ვასწრებ, რომ ისევ ლოგინზე, მის ქვეშ ვარ მოქცეული და თავის
შორტზე ელვას ასეთივე სისწრაფით, ლამის გაგლეჯით იხსნის. ღმერთო... მაგრამ არც
შორტსა და არც მაისურს არ იხდის, მეც კი ჯერ ისევ მაისურში ვარ. არავითარი
პრელუდია, ის უბრალოდ მოუთმენელი, შეშლილი და მოძალადის ძლიერი ბიძგით
შემოდის ჩემში და მე გაკვირვებისა და მოულოდნელობისაგან მკერდიდან ამოხეთქილ
კივილს ვერ ვიკავებ... ყურთან მისი ჩახრინწული სუნთქვა მესმის...
– ასსსეე!.. – ცრის კბილებიდან, წამით შეშდება, ოდნავ ზევით და უკან იწევა და მისი
მორიგი, კიდევ უფრო ძლიერი და მოუთმენელი ბიძგი, თითქოს სხეულიდან ჰაერის
მთელი მარაგი გამოიდევნაო, ყელიდან კიდევ უფრო ხმამაღალ კივილად ამომდის.
– შენ მე მჭირდები, ანა, – ზედ ჩემს ყურთან ხმაჩახრინწული ჩურჩულებს ის. მერე ყბის
ძვალზე კბილებით მწვდება, რამდენიმე ადგილას ოდნავ მკბენს, ღაწვზე გადადის და
მწუწნის, ისევ მკბენს და მწოვს, მერე ისევ მკოცნის – უხეშად, ყოველგვარი სინაზეების
გარეშე, მომთხოვნად, ხარბად და ძლიერად. ხელებით ისევ თმაში ვაფრინდები და
ფეხებს თეძოებზე ვხვევ, მთელი სხეულით თითქოს მარწუხებში ვიქცევ, არ ვუშვებ და
ისე ვეტმასნები, ისე ვეკვრები და სხეულით ისე ვიზიდავ ჩემკენ, რომ ამ დაჭერით და
ჩემკენ მოზიდვით რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შორის ჩამდგარი, მის გონებასა და
სულში ჩაბუდებული მთელი მისი შფოთი და აფორიაქება განვდევნო. ის მოძრაობას
იწყებს, ძლიერად და ღრმად შემოდის... შიგნით, ჩემს საშოში მწვერვალის უმაღლესი
წერტილისკენ მიმსწრაფი მთამსვლელივით და უძველესსა და ველურ ჟინს აყოლილი,
სულ უფრო და უფრო მაღლა და ღრმად, სულ უფრო და უფრო ძლიერად, და სულ
უფრო და უფრო თავდაუზოგავად და სიშლეგით მოძრაობს... მის შეშლილ რიტმს
ერთიანად და სრულად ვეძლევი და მანამ, სანამ მის ამ ველურ რიტმში საბოლოოდ
დავიკარგები,გონებაში ბუნდოვნად კიდევ ერთხელ მივლის კითხვა: ასე რა ახელებს და
რა უკარგავს მოსვენებას?.. მაგრამ კითხვები უპასუხოდ მრჩება, რადგან სადღაც სულ
მაღლა და მაღლა აფრენილი, ძლიერ ბიძგზე და შემოჭრაზე ბიძგითვე, თავაწყვეტილ
ვნებაზე კი თავაწყვეტილი ვნებითვე მოპასუხე, შეშლილ შეგრძნებებს აყოლილი ჩემი
სხეული ამ შეგრძნებების იქით სხვა ყველაფერს აცამტვერებს და უკვე აღარაფერი
ესმის... ამ შეგრძნებებში ვბანაობ, მათში თავით სულ უფრო და უფრო ღრმად ვეშვები,
მის ჩახრინწულ, არეულ და მკვეთრ სუნთქვას ვისმენ და ვიცი, რომ ის ახლა
თავდავიწყებული, ყველანაირი საფიქრალისა და სადარდელისგან შორს, ჩემშია
ჩაკარგული, მხოლოდ ჩემთან არის და ეს, მისი ამ ლტოლვისა და დაუოკებელი
სურვილის აღქმა არანორმალურად სექსუალური და ეროტიკული შეგრძნებაა... და მეც
ვნებდები, ვაძლევ, მთლიანად ვეძლევი, ის კი სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვს და
მეც იგივე მინდა – ჩემთვისაც და მისთვისაც, მინდა, ერთიანად და ყველაფერი მივცე...
– ჩემთან ერთად გაათავე, – უცებ ბუტბუტებს ის, იწევა და იძულებულს მხდის, მისი
თეძოების გარშემო შემოხვეული ფეხები გავშალო. – თვალები გაახილე, მინდა
გხედავდე. – და ეს თხოვნა არ არის, ეს ბრძანებაა, რომელიც უსიტყვო დამორჩილებას
ითხოვს.
თვალებს ვახელ და მის ჟინით დაძაბულ სახესა და ანთებულ მზერას ვხედავ. მისი
ვნება და სიყვარული ჩემი გათავისუფლების სიგნალად ჩამესმის და უკან
თავგადაზნექილი, მის ასოზე აცახცახებული, ენითაუწერლად გონების დამბინდავ
ორგაზმში ვიძირები.
– ოჰ, ანა! – ყვირის ისიც, უკანასკნელი ბიძგით მეწევა და შეშდება, მერე ზედ მეცემა და
მაშინვე ჩემთან ერთად ჯერ გვერდზე ბრუნდება, მერე კი ზურგზე, ისე რომ ახლა მე
ვაწევარ ზევიდან და ის ისევ ჩემშია. კონვულსიური ცახცახი ნელნელა მიცხრება და
სხეული მიმშვიდდება... ზევიდან ვაწევარ და მინდება, დაქვემდებარებასა და
დაქვემდებარების ობიექტზე გავიხუმრო, მაგრამ ენას კბილს ვაჭერ, ჯერ კიდევ ვერ
ვხვდები, რა განწყობა აქვს. სახეს ვაბრუნებ და ქვევიდან მის გამომეტყველებას
ვაკვირდები. ის, ჩემს ზურგზე ხელებშემოხვეული, თვალდახუჭული წევს... ბამბის
მაისურს მიღმა მკერდზე ჩუმად ვკოცნი და თავს ისევ მკერდზე ვადებ.
– მითხარი, კრისტიან, რა მოხდა? – ჩუმი, რბილი და მოსიყვარულე ხმით ვეკითხები მე
და პასუხს სულგანაბული ველოდები. იქნებ ახლა, სექსის მერე მაინც მითხრას, რა
სჭირს...
ის ხელებს უფრო მჭიდროდ მხვევს და ეს მისი ერთადერთი პასუხია. კრისტიანი ხმას
არ იღებს... ლაპარაკს აშკარად არ აპირებს. უცებ გონება მინათდება.
– საზეიმოდ ვფიცავ, ვიყო შენი ერთგული თანამგზავრი ჭირსა და ლხინში,
ბედნიერებასა და უბედურებაში, გავიზიარო შენი სიხარული და მწუხარება...
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავფეხიანად, ერთიანად შეშდება, ის ხმის ამოუღებლად
წევს და არ ინძრევა, მაგრამ წამის შემდეგ თავის უძირო, ნაცრისფერ თვალებს ფართოდ
ახელს და სახეზე მაჩერდება. მე ჩემი საქორწინო ფიცის სიტყვებს ვაგრძელებ.
– ვფიცავ, უპირობოდ მიყვარდე, ყოველ შენს წამოწყებასა და მისწრაფებაში მხარი
დაგიჭირო და გვერდში დაგიდგე, ვფიცავ, გაფასებდე და პატივს გცემდე, შენთან ერთად
ვიცინოდე და ვტიროდე, გაგიზიარო ყველა ჩემი ოცნება და იმედი და მწუხარებისა თუ
ტკივილის ჟამს თავადაც ნუგეშად და იმედად გევლინებოდე... – წამით ვჩუმდები და
ვიცდი... კრისტიანი ისევ უსიტყვოდ, ოდნავ ტუჩებშეპობილი შემომყურებს და არაფერს
ამბობს. – გაგიფრთხილდე და ვიზრუნო შენზე, მანამ, სანამ ცოცხლები ვართ! –
ვასრულებ მე და ვოხრავ.
– ოჰ, ანა... – ჩურჩულებს ის, გვერდზე ბრუნდება და ჯერ კიდევ ჩემ შიგნით მისი ასოს
აღქმის საოცარ შეგრძნებას არღვევს, მაგრამ ახლა გვერდიგვერდ, ერთმანეთისკენ პირით
ვწევართ და ის თავისი გრძელი, ოდნავ მოხრილი თითებით გარეთა მხრიდან ლოყაზე
მეფერება. – საზეიმოდ ვფიცავ, ჩვენი კავშირი დავიცვა და გავუფრთხილდე მას,
დაგიცვა და გაგიფრთხილდე შენ, – ჩურჩულებს ის. – ვფიცავ, რომ მეყვარები და
სამუდამოდ შენი ერთგული ვიქნები, ვფიცავ ჭირსა და ლხინში, ბედნიერებასა და
უბედურებაში, სადაც უნდა გადაგვისროლოს ცხოვრებამ, შენ გვერდით ვიყო და
უარვყო ყველა დანარჩენი, შენ გარდა. ვფიცავ, დაგიცვა, პატივი გცე და გენდო.
გაგიზიარო ყველა ჩემი ოცნება და იმედი და მწუხარებისა თუ ტკივილის ჟამს თავადაც
ნუგეშად და იმედად გევლინებოდე. ვფიცავ, ვიზრუნო და გაგიფრთხილდე. ვფიცავ,
დაგეხმარო და ყველა შენი ოცნება და მისწრაფება გავიზიარო, ვფიცავ, დაგიცვა
ყოველგვარი საფრთხისგან. ამიერიდან ყველაფერი, რაც მეკუთვნის, შენც გეკუთვნის.
ჩემი მკლავი, ჩემი გული და ჩემი სიყვარული, ამიერიდან, სამუდამოდ, და მანამ, სანამ
ცოცხლები ვართ, შენზე ზრუნავს, შენთვის ფეთქავს და შენით ცოცხლობს.
თვალები ცრემლით მევსება. კრისტიანი უკვე თბილი და მოსიყვარულე
გამომეტყველებით მიყურებს.
– ნუ ტირი, –ჩუმად ამბობს ის და ცერა თითით ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს
მწმენდს.
– რატომ არ გინდა, რომ დამელაპარაკო... გთხოვ, კრისტიან!..
მას სახეზე ტკივილი ეწერება და თვალებს ხუჭავს.
– მე შემოგფიცე, რომ ჭირსა და ლხინში შენთვის ნუგეშის მომტანი ვიქნებოდი, გთხოვ,
ნუ მაიძულებ, რომ ფიცი დავარღვიო.
ის ოხვრით და სახეზე ცხადად დაწერილი დათრგუნული და შეშფოთებული
გამომეტყველებით თვალებს ახელს.
– ოფისში ცეცხლი შემთხვევით არ გაჩენილა, – ამბობს უბრალოდ, უნიათო და
უემოციო ხმით და პატარა ბავშვივით იმდენად უმწეო გამომეტყველება აქვს, რომ გული
მეწურება. ჯანდაბა!.. – როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მიზანი მე ვარ... მე ის მაწუხებს,
რომ, თუ ეს მართალია და ვიღაცამ მე მიზანში ამომიღო... ეს იმას ნიშნავს, რომ... –
კრისტიანს ხმა უწყდება და ჩუმდება.
– ...რომ შენთან ერთად საფრთხე მეც მემუქრება, – ჩურჩულით ვასრულებ მის ფრაზას.
კრისტიანი ფითრდება და ვხვდები, რომ, როგორც იქნა, მისი აფორიაქების მთავარ
მიზეზს მივადექი. ხელს ვწევ და ლამაზ სახეზე ვეფერები. – გმადლობ, – ვეუბნები ისევ
ჩურჩულით. ის კოპებს კრავს.
– რისთვის?
– რომ არ დამიმალე და დამელაპარაკე.
კრისტიანი თავს აქნევს და ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი, ნაღვლიანი და ირონიული
ღიმილი გადასდის.
– თქვენ ხომ დარწმუნების უნიკალური ნიჭით ხართ დაჯილდოებული, მისის გრეი.
– შენ კი თავის გატანჯვის და პრობლემების გულში ჩამარხვის ნიჭით. ყველაფერზე ისე
ნერვიულობ, რომ ერთხელაც იქნება, გულის შეტევას დაიმართებ! ასე ხომ ორმოც
წლამდეც ვერ მიაღწევ! მე კიდევ მინდა, რომ ჩემთან რაც შეიძლება დიდხანს იყო.
– გულის შეტევას, ერთადერთი, თქვენ თუ დამმართებთ, მისის გრეი... კინაღამ
მოვკვდი, დღეს ჰიდროციკლზე რომ დაგინახე! – ამბობს ის, ბალიშზე მკვეთრად ეცემა,
თვალებზე ხელს იფარებს, სახე ტკივილით ექცევა და მთელი სხეული ეძაბება.
– კარგი, რა, კრისტიან! ჰიდროციკლით გავისეირნე, ეს იყო და ეს, საშიში ამაში რა
არის?! ვერ ხედავ, სკუტერებზე დღეს უკვე ბავშვებიც კი სხედან... მაშინ, მერე რაღა
იქნება, შენთან, ასპენში, პირველად ცხოვრებაში თხილამურებზე რომ დავდგები?!
კრისტიანს სუნთქვაც კი ეკვრება, თავს ჩემკენ აბრუნებს და სახეზე იმხელა
თავზარდაცემა ეწერება, თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს.
– ჩვენთან, ასპენში!.. – მისწორებს რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ.
მის რეპლიკას ყურადღებას არ ვაქცევ.
– მე ზრდასრული ადამიანი ვარ, კრისტიან, და, სხვათა შორის, იმაზე ბევრად ძლიერი,
ვიდრე ვჩანვარ. ამას ოდესმე გაიგებ?
ის მხრებს იჩეჩს და ტუჩებს ჯიუტად მუწავს. აშკარად თემის შეცვლის დროა...
– ესე იგი ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა... ეს პოლიციას შეატყობინეთ?
– კი, – მპასუხობს ის სერიოზული გამომეტყველებით.
– კარგი.
– უსაფრთხოების დამატებითი ნორმების მიღებას ვაპირებ, – ამატებს საქმიანი და
მშრალი ტონით.
– რა თქმა უნდა... გასაგებია. – ვპასუხობ ჩაფიქრებული და მზერა მისი სახიდან
ქვევით, სხეულზე გადამაქვს. ის ჯერ ისევ შორტსა და მაისურშია, და მეც... მეც ჯერ ისევ
მაისური მაცვია. ჰმ... აი, ასეთი ნაჩქარევი ჟიმაობა გამოგვივიდა... ამის გაფიქრებაზე
უნებურად მეცინება.
– რა გაცინებს? – მეკითხება ის გაკვირვებული გამომეტყველებით.
– შენ.
– მეე?
– ჰო, შენ. ტანზე დაიხედე... ჩაცმული ხარ.
– ჰმ... – ის საკუთარ სხეულს დაჰყურებს, მერე მზერა ჩემს მაისურზე გადმოაქვს და
სახე ფართო და გამხიარულებული ღიმილით უნათდება.
– ეს კი ნამდვილად თქვენი ბრალია, მისის გრეი, მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ
თქვენს შემხედვარეს პირდაპირ ხელების ქავილი მეწყება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც
ასე
პატარა გოგოსავით ხითხითებთ.
აჰა... გასაგებია!.. – ღიტინი? აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ჰმ, კარგი... ფეხს მენჯის
გასწვრივ ვადებ, რომ ზემოდან დავაჯდე, მაგრამ ჩანაფიქრს მაშინვე ხვდება და ორივე
ხელს მიჭერს.
– არა!.. – მეუბნება გადამჭრელი და კატეგორიული ტონით.
ტუჩებს ვბუშტავ და გაბუტულ გამომეტყველებას ვიღებ, მაგრამ ვხვდები, რომ ის
ამისთვის მზად ნამდვილად არ არის.
– გთხოვ, არ გინდა... – ჩურჩულებს ხმაჩავარდნილი, – მე ამას ვერ გავუძლებ, ჩემთვის
ბავშვობაშიც კი არავის არასდროს არ შეუღიტინებია... – ის ჩუმდება და მეც მაშინვე,
იმის ნიშნად, რომ ამის გაკეთებას აღარ ვაპირებ, ხელებს ვუშვებ. – მინახავს, კარიკი
ელიოტს, და მიას რომ აცინებდა ასე, მაგრამ მე... მე არასდროს...
საჩვენებელ თითს ტუჩებზე ვადებ.
– ჩუუ... ვიცი, მესმის. – ვჩურჩულებ დამამშვიდებელი ტონით, ვიხრები და ტუჩებში,
სწორედ იქ, სადაც წამის წინ თითით ვეხებოდი, ნაზად ვკოცნი, მერე მოკუნტული
გვერდზე ვუწვები და თავს მკერდზე ვადებ. სულში ისევ ნაცნობი ტკივილიანი
შეგრძნება მიბუდდება და გული სიბრალულით მევსება... ამ ადამიანისთვის მე
ყველაფერს გავაკეთებ... ღმერთო... მე ის მთელი არსებით მიყვარს!..
კრისტიანი მეხვევა, ცხვირით თმაში მეფლობა, მშვიდი ნეტარებით ხმადაბლა კვნესის
და ზურგზე ნაზად მეფერება. არ ვიცი, რამდენ ხანს ვწევართ ასე, ხმის ამოუღებლად და
ეს სიჩუმე არც ერთს სრულებითაც არ გვამძიმებს, მაგრამ ბოლოს იდილიას ისევ მე
ვარღვევ:
– ოდესმე ამდენ ხანს ექიმი ფლინის გარეშე გაგიძლია?
– არა, ამდენ ხანს, არა, მაგრამ, ერთხელ, სეანსებს შორის ორკვირიანი შუალედი
მქონდა. რატომ მეკითხები? ასე ძალიან გინდა, რომ შემიღუტუნო?
– არა, – ვპასუხობ სიცილით. – უბრალოდ ვფიქრობ, რომ მისი სეანსები მართლაც
გეხმარება.
– ასეც უნდა იყოს, – ფრუტუნებს კრისტიანი. – ამისთვის კარგადაც ვუხდი. – ის თმაზე
ხელს მკიდებს, ოდნავ მქაჩავს, რომ თავი ამაწევინოს და თვალებში შემომხედოს და მეც
მის უსიტყვო სურვილს ვემორჩილები. – ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწუხებთ,
მისის გრეი?
– განა საყვარელი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერი სამაგალითო
ცოლის საზრუნავი არ არის, მისტერ გრეი? – ვეკითხები საყვედურნარევი ტონით.
– საყვარელი მეუღლის? – აზუსტებს ის ჩურჩულით და ეს დაზუსტება, ერთი მხრივ,
მისი მორცხვობისა და, მეორე მხრივ, მოუთმენელი ცნობისმოყვარეობის
გამოხატულებად ჩვენ შორის ჰაერში ეკიდება.
– ძალიან, ძალიან საყვარელი მეუღლის!.. – ვუდასტურებ მეც მაშინვე და იდაყვზე
ვიწევი, რომ ვაკოცო, ის კი თავისი გულში ჩამწვდომი მორცხვი ღიმილით მიღიმის.
– სადილად ნაპირზე ჩასვლას ინებებთ, მისის გრეი?
– სადილად იქ ყოფნას ვინებებ, სადაც თქვენ იგრძნობთ თავს უკეთ, მისტერ გრეი.
– კარგი, – ირონიულად იცინის ის. – მაშინ გემბანზე ვისადილოთ, აქ თქვენი
უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკეთ შევძლებ, მისის გრეი... გმადლობ
საჩუქრისთვის, – ამატებს მერე და ფოტოაპარატს იღებს, მკლავს შლის და ჩვენს –
საერთო პოსტკოიტუსის, პოსტაღსარების და პოსტღიტინის პოზაში ჩახუტებულების
სურათს იღებს.
– არაფრის, მისტერ გრეი. – ვპასუხობ ღიმილით და მის მხიარულად აციმციმებულ
თვალებს შევცქერი.
ჩვენ ვერსალში, მეთვრამეტე საუკუნის მდიდრული, თვალწარმტაცი და მოოქრული,
სრულქმნილი დიდებულებით სულისშემძვრელი ერთი დარბაზიდან მეორეში
აუჩქარებლად გადავდივართ. ეს ოდესღაც მოკრძალებული სამონადირეო სახლი,
რომელიც „მეფემზის“ ხელმძღვანელობით მონარქის რეზიდენციად გადაკეთდა, იმავე
საუკუნეში საფრანგეთის უკანასკნელი მონარქის ტახტიდან ჩამოგდების მომსწრეც
გახდა. ყველაზე ლამაზი ეგრეთ წოდებული სარკეთა დარბაზია. დასავლეთ კედლის
ფანჯრებიდან ნაშუადღევისკენ გადაწვერილი მზის სიმხურვალეს უკვე მოკლებული
სხივები აღმოსავლეთის მხარის კედელზე განლაგებულ სარკეებს თითქოს ალში ხვევს
და მოოქრულ მორთულობასა და უზარმაზარ ჭაღებს ალაპლაპებს... სულის
შემხუთველი, საოცარი სილამაზეა.
– საინტერესოა. აი, რა მოსდით ხოლმე დესპოტებსა და განდიდების მანიით
შეპყრობილ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ნებით ასეთ სიმდიდრეში იტუსაღებენ
თავს, – ვეუბნები კრისტიანს ოდნავ გვერდზე თავგადახრილი, ის სახეს ჩემკენ აბრუნებს
და ირონიული ღიმილით მაჩერდება.
– რას გულისხმობთ, მისის გრეი?
– არაფერს, მისტერ გრეი, უბრალოდ დაკვირვებას გიზიარებთ. – მრავლისმეტყველი
ჟესტით ხელს ვშლი და ჩვენს გარემომცველ სიმდიდრეზე ვუთითებ. ის ღიმილით
დარბაზის შუაგულისკენ მომყვება და როგორც კი ვჩერდები, ისიც ჩერდება. აქედან ჩემ
თვალწინ საოცარი ხედი იშლება. ამ სილამაზით მონუსხულს ოდნავ პირიც კი მეღება...
აქედან სარკეებში არაჩვეულებრივი ბაღები და არანაკლებ არაჩვეულებრივი, ამავე
სარკეებში არეკლილი და ჩემს სახეს სარკიდან გაბედული და ნათელი მზერით
მოჩერებული ჩემი ქმარი – კრისტიან გრეი ირეკლება.
– შენთვის დიდი სიამოვნებით ავაშენებდი ასეთ სასახლეს. – ჩურჩულით მეუბნება ის.
– თუნდაც იმისთვის, რომ შენს თმაზე მზის სხივების ლაპლაპისთვის მეყურებინა. – ის
ურჩ თმას ყურს უკან მიმალავს. – ამ შუქში ანგელოზს ჰგავხარ... – იხრება, ყურის ოდნავ
ქვევით, კისერში მკოცნის, ჩემს ხელს თავისაში იქცევს და ჩურჩულით განაგრძობს: –
ჩვენ, დესპოტები ამას ყოველთვის და მხოლოდ იმ ქალებისთვის ვაკეთებთ, რომლებიც
გვიყვარს.
ვწითლდები, მორცხვად ვუღიმი და მასთან ხელჩაკიდებული უზარმაზარ დარბაზში
უკან მივყვები.
– რაზე ფიქრობ? – მეკითხება კრისტიანი და სადილის შემდეგ ჭიქა ყავის ბოლო ყლუპს
სვამს.
– ვერსალზე.
– ძალიან პრეტენზიულია, არა? – ირონიულად იღიმება ის, მე კი არანაკლებ
მდიდრულად გაწყობილ „ის“ სასადილო ოთახს ვავლებ თვალს და ტუჩებს ვპრუწავ.
– არა, აქაურობას პრეტენზიულს ნამდვილად არ დავარქმევდი, – ჩემი მზერის
დანახვაზე თითქოს თავს იმართლებსო, ამბობს კრისტიანი.
– მართალი ხარ, პრეტენზიულობა აქაურობისთვის გადაჭარბებული ბრალდებაა, აქ
უბრალოდ ყველაფერი გემოვნებით არის მოწყობილი... კრისტიან... ასეთი თაფლობის
თვე ნებისმიერი ქალის ოცნებაა.
– მართლა? – მეკითხება ის გაკვირვებული გამომეტყველებით და თავისი იმ საოცარი,
მორცხვი ღიმილით მიღიმის.
– რა თქმაუნდა.
– ორი დღე დაგვრჩა. კიდევ რის ნახვას ან გაკეთებას ინატრებდი? შენ მხოლოდ თქვი.
– უბრალოდ შენ გვერდით ყოფნა მინდა. – ვეუბნები მეც მორცხვი ბუტბუტით.
ის სკამიდან დგება, მაგიდას გარშემო უვლის, მიახლოვდება და შუბლზე მკოცნის.
– ერთ საათს უჩემოდ გაძლებ? ფოსტა უნდა შევამოწმო და გავიგო, სახლში რა ხდება.
– რა თქმა უნდა. – ვპასუხობ გათამაშებული უდარდელობით, რომ იმედგაცრუება
დავმალო. ერთი საათი უიმისოდ! უცნაური არ არის, რომ მუდმივად მასთან ყოფნა
მინდა?
ჩემი ქვეცნობიერი ტუჩებს წვრილ, მახინჯ ზოლად მუწავს და, გაღიზიანებული,
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს ენერგიულად... ნამდვილად უცნაურია!
– გმადლობ კამერისთვის, – მეუბნება კრისტიანი და თავისი კაბინეტისკენ მიემართება.
კაიუტაში ვბრუნდები, ვხვდები, რომ ფოსტის შემოწმება არც მე მაწყენდა და
ნოუთბუკს ვხსნი. ფოსტაში დედასგან და კეიტისგან გამოგზავნილი ათასგვარი ახალ-
ახალი იქაური ჭორებითა და თაფლობის თვეზე გამოკითხვებით სავსე წერილები
მხვდება. რა შეიძლება, რომ ვუპასუხო? ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ ვიღაცამ
„გრეი ენტერპრაიზის“ გადაწვა არ მოინდომა. დედას საპასუხო წერილს ვუგზავნი თუ
არა, კეიტის ახალს წერილს ვიღებ.
From: ქეთრინ ლ. კავანა
Date: 17 აგვისტო; 2011წ. 11:45
To: ანასტასია გრეი
Subject: ღმერთო ჩემო!!!

ეს წუთია კრისტიანის ოფისში ხანძრის შესახებ გავიგე. როგორ ფიქრობ,


შემთხვევითობა არ უნდა იყოს, არა?
კ. Xox

კეიტი ქსელშია! სასწრაფოდ ჩემს ახალ გასართობში, სკაიპში გადავდივარ და ვხედავ,


რომ ნამდვილად ქსელშია. კლავიატურას ნაჩქარევად ვურბენ და შეტყობინებას ვკრეფ.

ანა: აქ ხარ?
კეიტი: კი! როგორ ხარ? თაფლობის თვე როგორ მიდის? ჩემი წერილი წაიკითხე?
კრისტიანმა ხანძრის შესახებ გაიგო?
ანა: კარგად ვარ. თაფლობის თვე არაჩვეულებრივად მიდის. შენი წერილი წავიკითხე.
ხანძრის შესახებ კრისტიანს უკვე გააგებინეს.
კეიტი: გასაგებია. ასეც ვფიქრობდი. დეტალებზე თითქმის არაფერს ამბობენ, ახალი
ვერაფერი გავიგე, ელიოტიც კი არაფერს მეუბნება.
ანა: სტატიისთვის ეძებ მასალას?
კეიტი: მეტისმეტად კარგად მიცნობ, ანასტასია გრეი!
ანა: კრისტიანიც თითქმის არაფერს ამბობს.
კეიტი: ელიოტმა გრეისისგან გაიგო.

ოღონდ ეს არა! რა, რა და კრისტიანს ახლა ყველაზე ნაკლებად ის უნდა, რომ ხანძრის
შესახებ მთელმა სიეტლმა გაიგოს. ჩემი არსენალიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად
სანადიროდ გამოსული კავანას დამაბნეველ და თავგზის ამბნევ პრაქტიკაში გამოცდილ
ხერხს მივმართავ.

ანა: ელიოტი და იტანი როგორ არიან?


კეიტი: იტანი სიეტლში ხარისხის ასაღებად ფსიქოლოგიის სამაგისტრო კურსზე
მიიღეს. ელიოტი ძალიან საყვარელია.
ანა: იტანის ამბავი გამიხარდა, მაგარია!
კეიტი: შენი საყვარელი ექსდომინანტი როგორ არის?
ანა: კეიტ!
კეიტი: რა?
ანა: იცი, რაც!
კეიტი: კარგი, მაპატიე.
ანა: კარგად არის, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგადაც.
კეიტი: თუ ერთად კარგად გრძნობთ თავს, მე პრობლემა არა მაქვს.
ანა: ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ.
კეიტი: გასაქცევი ვარ. მოგვიანებით დავილაპარაკოთ, კარგი?
ანა: არ ვიცი, როგორ გამომივა, თუ ჯერ ისევ ქსელში ვიქნები, რა თქმა უნდა. ეს სამი
საათობრივი სარტყელი საშინელებაა!
კეიტი: გეთანხმები. მიყვარხარ, ანა.
ანა: მეც მიყვარხარ. კარგად. x
კეიტი: კარგად. <3

კეიტი ამ ისტორიას ხელიდან ნამდვილად აღარ გაუშვებს. თვალებს ვატრიალებ და


სასწრაფოდ სკაიპს ვხურავ, რომ ჩვენი მიმოწერა კრისტიანმა არ ნახოს. არა მგონია, მისი
ექსდომინანტთან დაკავშირებული რეპლიკა მოეწონოს... ანდა „ექსია“ კი?
დარწმუნებული ნამდვილად არა ვარ... ხმამაღლა ვოხრავ... კეიტმა ინფორმაცია
ქორწილამდე სამი კვირით ადრე, გოგოების შეკრებაზე ბოლოს და ბოლოს მაინც
დამტყუა, მაშინ როდესაც ორივე ნასვამები ვიყავით და მეც მის ინკვიზიტორულ
შემოტევას დავნებდი. თუმცა, მეორე მხრივ, სიმართლე ითქვას, გამიხარდა კიდეც და
გულზეც მომეშვა, რომ ამდენი ხნის შემდეგ კეიტთან ამ ყველაფერზე დალაპარაკების
საშუალება მომეცა...
საათს ვუყურებ. სადილის შემდეგ ერთი საათიც არ გასულა და კრისტიანი უკვე
მენატრება. იმის იმედად, რომ მუშაობა დაამთავრა, კაიუტიდან გავდივარ და გემბანზე
ავდივარ.
------------------------------
სარკეებიან დარბაზში ვარ. კრისტიანი გვერდით მიდგას, სიყვარულით და სინაზით
სავსე მზერით მიყურებს და მიღიმის... „ანგელოზს ჰგავხარ“... პასუხად ვუღიმი, მაგრამ,
როგორც კი თავს ვაბრუნებ და ისევ სარკეში ვიხედები, ვხედავ, რომ ჩემს საკუთარ
ნაცრისფერ, ძალიან ნაცრისფერ ოთახში ვარ. არა! თავს ნაჩქარევად ისევ კრისტიანისკენ
ვაბრუნებ. ის ისევ იღიმება, მაგრამ ამჯერად საშინლად დათრგუნული, ჩაფიქრებული
და სევდიანი გამომეტყველებით. მერე ხელს იშვერს და ყურს უკან თმას მიმალავს, ნელა
ბრუნდება და ისე, რომ სიტყვასაც არ ძრავს, აუჩქარებლად მიდის... უზარმაზარი
დარბაზის შორეულ კედელში გამოჭრილი მდიდრულად მოჩუქურთმებული კარისკენ
მიაბიჯებს და მისი მარტოსული, უანარეკლო ადამიანის ნაბიჯების ხმა იმავე
სარკეებიდან ექოდ სხლტება...
თავზარდაცემულს მეღვიძება ცივ ოფლში და პირგაღებული ჰაერს ციებიანივით ჩქარ
ჩქარა და ხარბად ვისუნთქავ.
– ეი, – მესმის სიბნელიდან მისი შეშფოთებული ჩურჩული.
ის აქ არის, აქ და ცუდი არაფერი ემუქრება... სულს ვითქვამ და ოდნავ ვმშვიდდები.
– ო, კრისტიან, – ვჩურჩულებ ჯერ ისევ სუნთქვაარეული და ვცდილობ, აჩქარებული
პულსისგან ლამის ყელში მობჯენილი გული რამენაირად დავიწყნარო.
კრისტიანი მეხვევა და მხოლოდ ახლაღა ვგრძნობ, რომ სახე ცრემლებით ერთიანად
სველი მაქვს.
– ანა, რა გჭირს? რა მოხდა? – კრთება მის ხმაში გულახდილი შეშფოთება და ტკივილი,
მერე ჩემს სახეს ხელებში იქცევს, მეფერება და თითის ბალიშებით სველ ლოყებს
მიმშრალებს.
– არაფერი, უბრალოდ, კოშმარი...
ის ჯერ შუბლზე მკოცნის, მერე ცრემლებით დასველებულ ლოყებზე და ტუჩებში...
მამშვიდებს, მაწყნარებს...
– ყველაფერი კარგად იქნება, ეს მხოლოდ სიზმარი იყო, – ჩურჩულებს ჩემს ტუჩებთან.
– ნუ გეშინია. შენთან ვარ, ჩემ გვერდით ნურაფრის გეშინია.
მის არომატს ვისუნთქავ, ვცდილობ, ძილიდან გამოყოლილი სასოწარკვეთისა და
სიცარიელის ის საშინელი შეგრძნება მოვიშორო და მთელი სხეულით ზედ ვეკვრები...
და უცებ ვხვდები – ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მისი დაკარგვის მეშინია.

თავი მეხუთე
მეორე გვერდზე ვბრუნდები და, როგორც ყოველთვის, კრისტიანთან ჩასახუტებლად
ინსტინქტურად მისკენ ვიწევი, მაგრამ ის ლოგინში არ მხვდება. ჯანდაბა! წამის
უსწრაფესად ვფხიზლდები, იდაყვებზე ვიწევი და, აფორიაქებული, მოუთმენლად
ვავლებ თვალს კაიუტას. კრისტიანი საწოლთან მდგარ მომცრო სავარძელში ზის და
მიყურებს, მერე იხრება, იატაკზე რაღაცას დებს, სავარძლიდან დგება, საწოლთან მოდის
და გვერდით მიწვება, ტანზე ნაცრისფერი შორტი და ნაცრისფერივე მაისური აცვია.
– ნუ გეშინია, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად არის. – თითქოს რომელიღაც კუთხეში
მიმწყვდეული პატარა შეშინებული ცხოველის დაწყნარებას ცდილობდეს, ხმა რბილი
და დამყვავებლური აქვს. მერე ხელს იშვერს, სახიდან თმას მიწევს და მეც მაშინვე
ვმშვიდდები. თუმცა იმასაც ვხედავ, რომ თვითონ ჩემზე არანაკლებ შეშფოთებულია,
მაგრამ ჩემგან ამის დამალვას გულმოდგინედ ცდილობს.
– ამ ბოლო დროს ძალიან აფორიაქებული ხარ. – მეუბნება ის ბუტბუტით და ფართოდ
გახელილი თვალებითა და სახეზე დაწერილი სერიოზული გამომეტყველებით
მიყურებს.
– არაფერია, კარგად ვარ, კრისტიან. – ვპასუხობ შეძლებისდაგვარად უდარდელი
ღიმილით და ვცდილობ, არც მე შემემჩნეს, რომ ამ უკანასკნელი ორი დღის
განმავლობაში ხანძრის ამბავმა მეც მოსვენება დამიკარგა. გონებაში და შეგრძნებებში
დროდადრო ისევ ის საშინელი სიცარიელე და ენით აუწერელი ტკივილი
მიტივტივდება, რომელსაც „ჩარლი ტანგოს“ ავარიიდან კრისტიანის გამოჩენამდე
რამდენიმე საათის განმავლობაში განვიცდიდი და გული ერთიანად შიშითა და
ტკივილით მეკუმშება... კიდევ უფრო ფართოდ ვიღიმები და ვცდილობ, გონებაში
ამოტივტივებულ მოგონებებს არ ავყვე. – მძინარეს მიყურებდი?
– ჰო, – მოკლედ მპასუხობს ის და დაკვირვებული გამომეტყველებით მიყურებს. –
ძილში ლაპარაკობდი.
– მართლა? – ჯანდაბა! ნეტა რა ვთქვი?
– რაღაცაზე ნერვიულობ... – ამატებს ის და გამომცდელ მზერას არ მაშორებს. მის
მზერას ვეღარ ვუძლებ და თვალებს ვახამხამებ. ამ ადამიანს ხომ ვერაფერს გამოაპარებ!..
ის იხრება და წარბებს შორის მკოცნის. – როდესაც კოპებს კრავ, წარბებს შორის პატარა
სამკუთხედი გიჩნდება, თანაც, იცი, როგორი საყვარელი?.. სულ მინდა, ზედ გაკოცო და
გაკოცო... ნუ ნერვიულობ, საყვარელო, შენზე მე ვზრუნავ.
– მე შენზე ვნერვიულობ და არა საკუთარ თავზე. შენზე ვინ იზრუნებს? – ვბუზღუნებ
მოუთმენლად.
ის ამაყად იღიმება.
– მე უკვე დიდი და თან სხვებისთვის საშიში ბიჭი ვარ, ასე რომ, არც საკუთარ თავზე
ზრუნვა გამიჭირდება. ახლა კი ადექი. სანამ ჯერ ისევ აქ ვართ, რაღაცის გაკეთება მინდა.
ის ფართო და ახალგაზრდული – „ჯერ კიდევ სულ რაღაც ოცდარვა წლის ვარ“
ღიმილით იღიმება და უკანალზე ხელს მირტყამს. მოულოდნელობისგან თავს ვერ
ვიკავებ, ვწიკვინებ და უცებ იმასაც ვხვდები, რომ დღეს უკვე სიეტლში ვბრუნდებით. ამ
აზრისგან ვიწყენ კიდეც.
სახლში დაბრუნება არ მინდა. აქ, კვირაში შვიდი დღე, ოცდაოთხი საათის
განმავლობაში კრისტიანთან ერთად ვიყავი და ბედნიერების მორევში ვცურავდი,
სახლში დაბრუნების შემდეგ კი მის გარეშე ყოფნა ხშირად მომიწევს!.. არა, ნამდვილად
არა ვარ მზად, რომ ჩემი ქმრის ყურადღება მის კომპანიასა და თუნდაც ოჯახს გავუყო.
ჩვენ ხომ საოცარი და ჯადოსნური თაფლობის თვე გავატარეთ ერთად... სიმართლე
ითქვას, ერთიორი პრობლემური სიტუაციის გადალახვაც მოგვიხდა, მაგრამ
ახალდაქორწინებულებისთვის ეს, მგონი, ნორმალურიცაა...
კრისტიანი კი ბავშვური მოუთმენლობით ცქმუტავს და აფორიაქებულია, ამ
აფორიაქებით კი, მიუხედავად იმისა, რომ თავში ამდენი დამთრგუნველი ფიქრი
მიტრიალებს, ბოლოს და ბოლოს მეც მიყოლიებს. ის დახვეწილი მოძრაობით
ლოგინიდან დგება და მეც, დაინტერესებული, უკან მივყვები. ნეტა რა ჩაიფიქრა?
კრისტიანი ძრავას გასაღების თასმას მანჟეტით მაჯაზე მაცმევს.
– გინდა, რომ მე წავიყვანო?
– ჰო, – მიღიმის, – ხომ არ გიჭერს?
– არა, კარგია... იმიტომ ჩაიცვი სამაშველო ჟილეტი, რომ საჭესთან მე მსვამ? –
ვეკითხები გამომწვევად წარბებაწეული.
– ჰო.
სიცილს ვერ ვიკავებ.
– საჭესთან ჩემი შესაძლებლობებისადმი ნდობის რა თვალნათელი გამოხატულებაა,
მისტერ გრეი!..
– როგორც ყოველთვის, მისის გრეი.
– მაშინ მითითებების გარეშე!
– როგორ გავბედავ, მისის გრეი.
– ალბათ ისევე, როგორც ადრე ბედავდით, მისტერ გრეი, ოღონდ გაითვალისწინეთ,
რომ ამჯერად ყურეში ჰიდროციკლის „ტროტუარზე“ გადაყენებას ნამდვილად ვეღარ
მოვახერხებ.
– სამართლიანი და დროული შენიშვნაა, მისის გრეი. მაგრამ რას ირჩევთ, მთელი დღე
ასე ვიდგეთ და მართვის თქვენს უნარებზე ვილაპარაკოთ, თუ ბოლოს და ბოლოს
ნაპირისკენ გავცუროთ და გავერთოთ?
– სამართლიანი და დროული შენიშვნაა, მისტერ გრეი!
პლატფორმიდან ჰიდროციკლზე პირველი გადავდივარ და საჭესთან ვჯდები,
კრისტიანი ჩემ უკან ჯდება და ხელის კვრით ჰიდროციკლს იახტას აშორებს.
გემბანიდან ტეილორი და ორი მატროსი გვადევნებენ თვალს. კრისტიანი ხელებს
მხვევს, მოხერხებულად ჯდება და ზურგზე უფრო მჭიდროდ მეკვრება. ეს
ნამდვილადერთერთი უმთავრესი მიზეზია რატომაც ჰიდროციკლით სეირნობა ასე
ძალიან მიყვარს. ანთების სისტემაში გასაღებს ვარჭობ, ღილაკს თითს ვაჭერ და ძრავა
ღმუილით მპასუხობს.
– მზად ხარ? – ვყვირი რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ ძრავას ხმაური გადავფარო.
– თქვენთან ერთად მზად ვარ და მუდამ მზად ვიქნები. – მპასუხობს ჩემი ყურისკენ
დახრილი.
ბერკეტს რბილად ვაჭერ და სკუტერი „ფეირ ლედის“, ჩემი აზრით, მეტისმეტად ნელა
შორდება. კრისტიანი ხელებს მჭიდროდ მხვევს და მეც სიჩქარეს ვუმატებ,
ჰიდროციკლი მაშინვე წინ ხტება. ძრავა ღმუის, არ ქრება და მეც ბედნიერი ვარ.
– ფრთხილად! – ყვირის უკნიდან კრისტიანი, მაგრამ ხმაში გაფრთხილებასთან ერთად
აღფრთოვანება და ხალისიც უკრთება.
მე „ფეირ ლედის“ გვერდს ვუვლი და გეზს გაშლილი ზღვისკენ ვიღებ. „ფეირ ლედის“
ღუზა სენლორენ დიუვარის გარეთ აქვს ზღვაში ჩაშვებული, ცოტა მოშორებით კი
თითქოს ხმელთაშუა ზღვაში შეჭრილი, ნიცის კოტ დ'აზიურის აეროპორტი მოჩანს. აქ
გაჩერების შემდეგ გუშინ საღამოს დასაჯდომი ბილიკისკენ დაშვებული
თვითმფრინავის ხმა მომესმა და ახლა მინდა, აეროპორტი უფრო ახლოდან
შევათვალიერო.
ტალღებზე მიზნისკენ ხტუნვით მივქრივართ და სისწრაფისა და მოჭარბებული
ადრენალინისგან აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, რაც მთავარია, კრისტიანმა
ჰიდროციკლის საჭესთან დაჯდომის უფლება და თან სრული თავისუფლება მომცა.
ტალღებზე ქროლვა სიხარულისგან თავბრუს მახვევს და უკანასკნელი ორი დღის
მთელი შფოთი და ნერვიულობა თავისთავადად ქრება.
– შემდეგში ორი სკუტერით წამოვიდეთ! – ყვირის კრისტიანი და მეც სიხარულით
თანხმობის ნიშნად თავს ენერგიულად ვაქნევ, კრისტიანთან სკუტერებით გასწრებაზე
შეჯიბრების იდეა კიდევ უფრო მახალისებს.
კამკამა ლურჯ და გრილ წყალზე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ბოლოს
ვუახლოვდებით, როდესაც თავს ზევით, ცის კამარას დასაჯდომად დაშვებული
თვითმფრინავის გრუხუნი არღვევს... მოულოდნელობისგან ვცბები და წამით პანიკას
აყოლილი ერთდროულად საჭესაც მკვეთრად გვერდზე ვაბრუნებ და მუხრუჭის
მაგივრად სიჩქარესაც ვუმატებ.
– ანა! – ყვირის კრისტიანი, მაგრამ უკვე გვიანია. ჰიდროციკლი მოსხლეტით გვერდზე
ხტება, მე კი კრისტიანთან ერთად სკუტერიდან ხელფეხგაშლილი ვფრინდები და
დგაფუნით წყალში ვვარდები.
კამკამა ლურჯ წყალში ყვირილით ჩავარდნილი ხმელთაშუა ზღვის საძაგელ სიმლაშეს
მაშინვე ვგრძნობ. ნაპირისგან განსხვავებით წყალი აქ საკმაოდ ცივია. ასეთი ძალით
გადასროლილი, წუთით ვიძირები, მაგრამ სამაშველო ჟილეტი მშველის და მაშინვე
ხველებხველებით და მარილიანი წყლის ფურთხებით ისევ წყლის ზედაპირზე ვექცევი,
გალუმპული თვალებზე ხელს ვისვამ, აქეთიქით ვიხედები და ვხედავ, რომ კრისტიანი
უკვე ჩემკენ მოცურავს, ძრავაჩამქრალი ჰიდროციკლი კი შორიახლოს ტალღებზე
უშფოთველად ირწევა.
– კარგად ხარ? – მეკითხება შეძრწუნებული გამომეტყველებით უკვე მოახლოებული
კრისტიანი.
– კი, – ჯერ ისევ წყლის ფურთხებით ვეუბნები მე და სიხარულს ვერ ვმალავ.
აი, იმის დამადასტურებელი შემთხვევაც, რომ ეს ყველაზე დიდი საშიშროებაა, რაც
შეიძლება ჰიდროციკლზე დამემართოს! ის მეხვევა, მერე უკან იწევა, ჩემს სახეს ხელებში
იქცევს და შეშფოთებული გამომეტყველებით მაკვირდება.
– ხედავ, სკუტერიდან გადმოვარდნაც კი დიდი არაფერია! – ვეუბნები ღიმილით და
წყლის ზედაპირზე ხელებს ვატყაპუნებ. კრისტიანს შეშფოთებული გამომეტყველება
მაშინვე არა, მაგრამ მაინც ეცვლება და ბოლოს და ბოლოს ისიც აშკარა შვებით მიღიმის.
– ჰო, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სრულიად სველი ვარ, – ბუზღუნებს ის და
გათამაშებული ბრაზით კოპებს კრავს.
– მეც!
– შენ მე სველი უფრო მომწონხარ, – მპასუხობს ირონიული ღიმილით.
– კრისტიან! – ვიცხადებ მე თვით აღშფოთებული უბიწოების საყვედურიანი ტონით,
ის კი თავისი თვალისმომჭრელი და საოცარი ღიმილით მპასუხობს, მერე იხრება,
ტუჩებში ვნებით მკოცნის და როდესაც მწყდება, ნახევრად დახრილი წამწამების
ქვეშიდან უკვე დაბინდული და ვნებით ჩამუქებული მზერით მაჩერდება. სულს ძლივს
ვითქვამ და, მიუხედავად იმისა, რომ ცივ წყალში ვართ, სხეულში მხურვალე ტალღა
მივლის.
– მოდი, დავბრუნდეთ. მოგვიწევს შხაპი მივიღოთ, მაგრამ საჭესთან მე ვჯდები.
------------------------------------
ლონდონში, ჰიტროუს აეროპორტში „ბრითიშ ეირუეის“ პირველი კლასის
მგზავრთათვის განკუთვნილ მოსაცდელ დარბაზში ვსხედვართ და სიეტლში
გასაფრენად ჩვენს რეისს ველოდებით. კრისტიანი „ფაინენშელ ტაიმსს“ ჩაჰკირკიტებს,
მე კი რამდენიმე სურათის გადასაღებად ფოტოაპარატს ვიღებ... ჯინსსა და თეთრი
ტილოს პერანგში, პერანგის ზედა შეკრულ ღილთან ჩამოცმული სათვალით ისეთი
სექსუალურია, რომ ცდუნებისგან თავს ვერ ვიკავებ... ფოტოაპარატის ჩხაკუნი და
განათება კრისტიანის ყურადღებას იქცევს, ის თავს სწევს, დაბნეული
გამომეტყველებით თვალებს ახამხამებს და მერე მორცხვად იღიმება.
– თავს როგორ გრძნობთ, მისის გრეი? – მეკითხება ხმადაბლა.
– დაბრუნება არ მინდა, – გაბუტულივით ვბუშტავ ტუჩებს. – მომწონდა, მთელი დღის
განმავლობაში ერთად რომ ვიყავით.
ის ხელზე ხელს ოდნავ მიჭერს, ტუჩებთან მიაქვს და თითებზე მკოცნის...
– მეც...
– მაგრამ?.. – ვეკითხები მე, რადგანმის ინტონაციაში თითქოს ჩაყლაპულ და
არწარმოთქმულ „მაგრამსაც“ ვიჭერ.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– მაგრამ?.. – არ იმჩნევს, რომ კითხვას მიმიხვდა. თავს ოდნავ გვერდზე ვხრი და ამ
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრულყოფილებამდე დახვეწილი მის გულში
ჩახშობილჩამალულის „მითხარი“ გამომეტყველებით ვაჩერდები. ის ოხრავს, გაზეთს
კეცავს და გვერდზე დებს. – უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება მალე გავერკვე ოფისში
ხანძრის გაჩენის ამბავში, რომ სანერვიულო აღარაფერი გვქონდეს.
– ოჰ... – კრისტიანის არგუმენტი სრულიად გასაგებია, მაგრამ ასეთი გულახდილობა
მაინც მიკვირს.
– უილჩს თავს წავაცლი, რამე მსგავსი კიდევ ერთხელ მაინც რომ განმეორდეს.
მისი მუქარა იმდენად ავბედითად ჟღერს, რომ ხერხემლის გასწვრივ ცივი ჟრუანტელი
მივლის, თუმცა გამომეტყველება არაფრის მთქმელი და უემოციო აქვს და ვეღარც იმას
ვხვდები, ჩემგან რას ელოდება, ამ განცხადებაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს. თავში
აზრის ნასახიც კი არ მიჭაჭანებს, ამიტომ იმ ერთადერთ რამეს ვაკეთებ, რის გაკეთებაც
ამ სიტუაციაში უმტკივნეულოდ შემიძლია: ფოტოაპარატი სახესთან მიმაქვს და ღილაკს
თითს ვაჭერ.
--------------------------------------
– ჰეი, ძილისგუდავ, გაიღვიძე, უკვე სახლში ვართ, – ჩამესმის კრისტიანის ხმა.
– მმმ... – ჯერ ისევ თვალდახუჭული, ძილშივე უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ მე და
სიზმარში დარჩენას ვცდილობ, რომელშიც მე და კრისტიანი „კიუ გარდენსში“(Kew
Gardens – კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები ლონდონის სამხრეთით (ინგ.). ) პიკნიკზე
პლედზე ვართ წამოგორებულნი. ღმერთო, როგორ დავიღალე! მიუხედავად იმისა, რომ
პირველი კლასით ვმგზავრობდით, ფრენამ საშინლად გამომფიტა. თვითმფრინავში
მგონი, თვრამეტ საათზე მეტხანს ვიყავით. კარის გაღების ხმაზე თვალებს ვახელ და
ჩემზე დახრილ კრისტიანს ვხედავ, ის ღვედს მიხსნის და ხელში ავყავარ.
– ოოჰ! სიარული მე თვითონაც შემიძლია! – ვბუზღუნებ ისევ ნახევრად მძინარე.
კრისტიანი ჩაფრუტუნებით მპასუხობს.
– ნებისმიერ შემთხვევაში ზღურბლზე ხელში აყვანილი უნდა გადაგატარო.
ქმარს კისერზე ხელებს ვხვევ და სხეულზე ვეკვრი.
– ოცდამეათე სართულზე ხელში აყვანილს ამიყვან?
– მისის გრეი, მინდა გახაროთ, რომ წონაში მოიმატეთ.
რაა?
ის ირონიულად იცინის.
– ასე რომ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჯობია, ლიფტით ვისარგებლოთ.
„ესკალის“ სადარბაზოს შესასვლელთან ტეილორი კარს გვიღებს და გვიღიმის.
– კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მისტერ გრეი, მისის გრეი.
– გმადლობ, ტეილორ.
ტეილორს მადლიერი სახით ვუღიმი და ისევ „აუდისთან“ მიმავალს თვალს ვაყოლებ,
საჭესთანაც ამჯერად სოიერი ზის.
– გინდა თქვა, რომ უფრო მძიმე ვარ? – ვუბრუნდები კრისტიანს
თვალებგაფართოებული, როგორც კი ისევ მარტო ვრჩებით.
ის ფართოდ იღიმება, მკერდზე უფრო მჭიდროდ მიკრავს და ვესტიბიულში,
ლიფტებისკენ მიაბიჯებს
– სულ ოდნავ, – მარწმუნებს წამიერი სიჩუმის შემდეგ, მაგრამ უცებ სახე ექუფრება.
ოჰ, არა!.. ახლა რაღა მოხდა?
– ეს რას ნიშნავს? – ვეკითხები მე და ვცდილობ, ხმაში აფორიაქება არ შემემჩნეს.
– მხოლოდ იმდენი მოიმატე, რამდენიც მაშინ დაიკელი, როდესაც ჩემგან წახვედი, –
ხმადაბლა მიხსნის ის და კიდევ უფრო მეტად მოქუფრული თითს ლიფტის ღილაკს
აჭერს. მისი ეს მოულოდნელი და გაუგებარი ხასიათის შეცვლა გულს მიწურავს.
– ეი... – ვბუტბუტებ მე და მის სახეს ხელებში ვიქცევ, მერე უკან თმაში ვუცურებ და
თავს ჩემკენ ვახრებინებ. ის წინააღმდეგობას არ მიწევს. – მაშინ რომ არ წავსულიყავი,
ახლა აქ ვიქნებოდით? – ვეკითხები ჩურჩულით და ჭექა-ქუხილისთვის გამზადებული
ღრუბელივით ჩამუქებულ თვალებში ვუყურებ, ის კი უცებ ჩემთვის ყველაზე
საყვარელი თავისი მორცხვი ღიმილით მიღიმის.
– არა, – მპასუხობს ხმადაბლა და ხელში აყვანილი ლიფტის კაბინაში შევყავარ. – არა,
მისის გრეი, აქ და ახლა მე თქვენთან ერთად არ ვიქნებოდი, მაგრამ იმით, რომ წახვედი,
მე შენზე ზრუნვის საშუალება კი არ მომისპე... შენ სწორედ ამით გამომიწვიე.
მის ხმაში, თითქოს იმ ყველაფერს ახლიდან განიცდისო, ისევ ტკივილი კრთება.
ჯანდაბა!..
– და... მე რომ შენი გამოწვევა მომწონს?! – ვუსინჯავ ფრთხილად ნიადაგს.
– ვიცი... და მეც... შენმა გამოწვევამ ხომ მეც ბედნიერება მომიტანა, – ღიმილით
აღიარებს კრისტიანი.
მადლობა ღმერთს!
– მიუხედავად იმისა, რომ გავსუქდი? – ვეკითხები ჩურჩულით.
ის იცინის.
– მიუხედავად იმისა, რომ გასუქდი... – მპასუხობს ღიმილით და ისევ მკოცნის, მაგრამ
ამჯერად ეს უკვე ნამდვილი, ვნებიანი და სურვილით სავსე კოცნაა. ხელებს თმაში
ვუცურებ და ვქაჩავ, ჩვენი ენები კი ერთმანეთს ნელ და გრძნობიერ ცეკვაში ეჯაჭვება...
იმდენად გრძნობიერში, რომ როდესაც ლიფტი ბოლო სართულზე მელოდიური
წკრიალით ჩერდება, ერთმანეთს ძლივს ვწყდებით.
– შენთან ბედნიერი ვარ... იმდენად კარგად, რომ... – თვალებდაბინდული,
ჟინჩამდგარი გამომეტყველებით ჩურჩულით წარმოთქვამს ის, მერე თითქოს ვნებიანი
აზრებისგან გათავისუფლებას ცდილობსო, თავს აქნევს და ისევ ხელში აყვანილი
ჰოლში გავყავარ.
– კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, მისის გრეი, – ამბობს ის, და ამჯერად უკვე
წამიერად და ლამის და-ძმურად მკოცნის, მერე კი, სიხარულით თვალებანთებული,
თავისი, კრისტიან გრეის გიგავატიანი საფირმო ღიმილით მიღიმის.
– კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, მისტერ გრეი, – ვპასუხობ მეც ღიმილით
და მის სიხარულს აყოლილს, გული მეც სიხარულით მევსება.
ჩემი მოლოდინის მიუხედავად კრისტიანი ფეხზე არ მაყენებს, ისევ ხელში აყვანილი
ჰოლის გავლით ჯერ დერეფანში, მერე დიდ ოთახში, ბოლოს კი სამზარეულოს
დახლამდე მივყავარ და მაღალ სკამზე მსვამს. მე მაშინვე მხიარულად ფეხების ქნევას
ვიწყებ, ის კი მაცივრიდან თავის საყვარელ შამპანურს – „ბოლანჟეს“, კარადიდან კი ორ
მაღალფეხიან ფუჟერს იღებს, მოხერხებულად, ისე რომ წვეთსაც არ ღვრის, ბოთლს
საცობს აძრობს და ფუჟერებში ღია ვარდისფერ შუშხუნა ღვინოს ასხამს, მერე ერთს მე
მაწვდის, ფეხებს ნაზად მაშლევინებს და თავისი, მეორე ფუჟერი შამპანურით ხელში
ფეხებს შორის მიდგება.
– გაგვიმარჯოს, მისის გრეი.
– გაგვიმარჯოს, მისტერ გრეი. – ვპასუხობ ჩურჩულით და უნებურად მეღიმება. ჭიქებს
ერთმანეთს წკრიალით ვუჭახუნებთ და თითოთითო ყლუპს ვსვამთ.
– ვიცი, რომ დაიღალე, – ბუტბუტებს ის ხმადაბალი და შემპარავი ხმით და ცხვირით
თმაში მეფლობა. – მინდა, ლოგინში ჩავწვეთ... ოღონდ არა დასაძინებლად, – მკოცნის
ნაზად ტუჩის კუთხეში. – ეს ხომ აქ ჩვენი პირველი ღამეა და თან ახლა შენ უკვე
მთლიანად და კანონიერადაც ჩემი ხარ.
კრისტიანს ხმა სულ უფრო და უფრო ჩახლეჩილი, ვნებიანი და სურვილით სავსე
უხდება, ტუჩებით კი ჩემს კისერს მიუყვება და კოცნის ბილიკით სულ უფრო და უფრო
ინაცვლებს სხეულის ქვედა ნაწილებისკენ. სიეტლში ადრეული საღამოა, და თუმცა კი
ფრენითა და დროის სარტყელების ცვლილებით მართლაც ძალიან დავიღალე, სადღაც
ღრმად, მუცელში, სითბოს შეგრძნებად ჩაღვრილი სურვილი, თანდათან უფრო და
უფრო გახურებულ და აზვირთებულ ტალღად ქცეული, მთელ სხეულს ედება. ჩემი
შინაგანი ქალღმერთი კრუტუნს იწყებს სიამოვნებისგან...
ჩემ გვერდით კრისტიანს მშვიდად სძინავს და ხელი ჩემს მკერდზე უდევს, მე კი
უზარმაზარი ფანჯრებიდან ვარდისფერ და ოქროსფერ ზოლებად შემოჭრილ ახალი
დღის ნათებას შევყურებ. ძილის შესაბრუნებლად მის რიტმში სუნთქვას ვცდილობ,
მაგრამ არაფერი გამომდის, ჩემი ორგანიზმი გრინვიჩის დროზეა აწყობილი და ჯერ
კიდევ სულ რაღაც ორი დღის წინანდელი რეჟიმით ცხოვრობს. ძალაუნებურად ფიქრი
უკან, წარსულში მისვრის. ღმერთო, ამ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში იმდენი
რამ მოხდა, რომ დაჯერებაც კი მიჭირს... არა, ვტყუი, სამი კვირის კი არა, სამი თვის
განმავლობაში!.. უკვე სამი თვეა, რაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ღრუბლებში
დავფრინავ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და აი, აქ ვარ – მისის ანასტასია
გრეი, ყველაზე საოცარი, მომხიბვლელი, სექსუალური, ქველმოქმედი და
წარმოუდგენლად მდიდარი მაგნატის ცოლი, ისეთი ადამიანის ცოლი, რომელზეც
ნებისმიერი ქალი იოცნებებდა.
წარმოუდგენელია!.. როგორ მოხდა ეს ყველაფერი ასე სწრაფად?
თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ და მის დახვეწილ ნაკვთებს შემფასებლური და
დაკვირვებული მზერით ვაჩერდები. ვიცი, როცა მძინავს, შიგადაშიგ თვითონაც
მიყურებს ხოლმე, მე კი ამის საშუალება ხშირად არ მეძლევა. მძინარე ის ისეთი
ახალგაზრდა და მშვიდია, რომ უნებურად მეღიმება. თითქმის ღაწვებამდე დაშვებული
გრძელი, მარაოსავით გაშლილი წამწამები ოდნავ შესამჩნევად უკრთის, ნიკაპსა და
სახის ქვედა ნაწილზე, თითქოს ჩრდილი ადგასო, ახლად ამოსული, მეჩხერი წვერი
ოდნავ უფრო მუქ ლაქად აჩნია, გამოქანდაკებულივით დახვეწილი მშვიდად მფშვინავი
ტუჩები კი ოდნავ ღია აქვს. ძალიან მინდება, ვაკოცო, ტუჩებს შორის ენა შევუცურო და
თითის ბალიშები თან რბილსა და თან ჩხვლეტია ახალამოსულ წვერზე ნაზად
ჩამოვუსვა. თავს ძლივ ვიკავებ, რომ ეს არ გავაკეთო, არ მივეფერო და არ გავაღვიძო. ჰმ...
რა მოხდება, მარტო ყურის ბიბილოს რომ შევეხო? კბილები სულ ოდნავ, ნაზად
მოვუჭირო და მოვწუწნო... ჩემი ქვეცნობიერი ჩარლზ დიკენსის თხზულებათა სრული
კრებულის მეორე ტომიდან თავს სწევს და თავისი ნახევარმთვარისებრი სათვალის
ზემოდან მზირალი უკმაყოფილოდ კოპებშეკრული მსაყვედურობს, „ანა, ახლავე თავი
დაანებე, დააცადე ბიჭს, გამოიძინოს“. ორშაბათს უკვე სამსახურში უნდა გავიდე.
დღევანდელი დღე აკლიმატიზაციისთვის გვაქვს, მერე კი ორივეს ჩვეულ რუტინაში
მოგვიწევს დაბრუნება. ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველ წუთს ერთად
ვიყავით და ამას შევეჩვიე, ახლა კი, მომიწევს შეგუება, რომ კრისტიანს საღამომდე ვერ
ვნახავ ხოლმე... გულაღმა ვწვები და ჭერს ვაჩერდები. ვიღაცისთვის ალბათ ამდენი
დროის ერთად გატარება სულის შემხუთველი და მომაბეზრებელიც კი იქნებოდა,
მაგრამ არა ჩემთვის.მე სხვა შემთხვევა ვარ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მე
კრისტიანთან გატარებული ყოველი წუთი მიყვარდა და მის გვერდით მაშინაც კი
ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვჩხუბობდით... ამ სამი კვირიდან კი ცუდ მოგონებად
ალბათ მხოლოდ ერთადერთი, გრეიჰაუზში ხანძრის ამბავი დამრჩება... ხანძრის
გახსენებაზე ძარღვებში ისევ სისხლი მეყინება. ვინ შეიძლება კრისტიანს ასე
ემტერებოდეს? ეს გამოცანა მოსვენებას არ მაძლევს... ვითომ რომელიმე
ბიზნესპარტნიორი? ან იქნებ მორიგი ყოფილი მორჩილი? თუ სამსახურიდან
გათავისუფლებული რომელიმე უკმაყოფილო თანამშრომელი?.. ვერაფრით ვხვდები,
ვის შეეძლო, ეს გაეკეთებინა, კრისტიანი კი იმისათვის, რომ დამიცვას და არ
მანერვიულოს, არაფერს მეუბნება, ინფორმაციას ნამცეცნამცეც, ძალით ვცინცლავ...
ჩუმად ვოხრავ. ჩემი შავ-თეთრი, მბზინვარე აბჯარასხმული, ჩემს დასაცავად მუდამ
მზადმყოფი რაინდი. ღმერთო, რა გავაკეთო, რომ გაიხსნას და ჩემთან გულახდილი
იყოს?
კრისტიანი იშმუშნება და მეც მაშინვე ვირინდები, არ მინდა გავაღვიძო, მაგრამ ჩემი
გარინდება საპირისპირო ეფექტს იწვევს. ჯანდაბა! ორი უცნაურად ანთებული თვალი
გამომცდელად მაჩერდება.
– რა მოხდა?
– არაფერი. დაიძინე. – ვეუბნები მე და გულღიად ვუღიმი, მაგრამ დაძინების მაგივრად
ის იზმორება, თვალებს იფშვნეტს და ღიმილითვე მპასუხობს.
– რეჟიმიდან ამოვარდი?
– უბრალოდ, ვერ ვიძინებ.
– არა უშავს, უძილობის უნივერსალური წამალი ვიცი, პატარავ, აი, ნახავ, როგორ
მოგეწონება. – გაუმაძღარი მოზარდივით ირონიულად მიღიმის ის, მე კი თვალებს
ვატრიალებ და ხითხითს ვიწყებ, ჩემს გონებაში წუთის წინ მოფუთფუთე ბნელი აზრები
უკვალოდ სადღაც ქრება და კბილებით ყურის ბიბილოში ვწვდები.
მე და კრისტიანი „აუდი R8“ში ვსხედვართ და I5 ტრასით, ჩრდილოეთით, 520-ე
ხიდისკენ კრისტიანის მშობლებთან ჩვენი დაბრუნების აღსანიშნავად დაგეგმილ
საკვირაო ლანჩზე მივდივართ. სადილად მთელი ოჯახი იკრიბება, კეიტი და იტანიც იქ
იქნებიან.
კრისტიანთან ერთად ამდენი ხნით განმარტოების შემდეგ ასეთ დიდ კომპანიაში
აღმოჩენა ცოტა არ იყოს უჩვეულოდ მეჩვენება. დღეს ერთმანეთთან ნორმალურად
დალაპარაკებაც კი ვერ მოვახერხეთ, კრისტიანი დილიდან თავის კაბინეტში შეიმალა,
მე კი მთელი დღე ჩემოდნების ამოლაგებას მოვუნდი. მართალია, კრისტიანმა მითხრა,
რომ თავი დამენებებინა და ჩემოდნების ამოლაგება მისის ჯონსისთვის მიმენდო,
მაგრამ იმ აზრს, რომ სახლში არსებობს ადამიანი, რომლის მოვალეობაშიც შედის
ყოველივე იმის გაკეთება, რასაც აქამდე ყოველთვის მე ვაკეთებდი, ალბათ კიდევ
დიდხანს ვერ შევეჩვევი. მანქანის ტყავგადაკრულ კარზე საკუთარ ფიქრებში ჩაძირული,
ანგარიშმიუცემლად თითებს ვაკაკუნებ... თავს როგორღაც ცუდად ვგრძნობ, თუმცა
მიზეზს ვერ ვხვდები, აკლიმატიზაციის ბრალია? ან იქნებ ისევ გრეიჰაუსში გაჩენილი
ხანძარი არ მაძლევს მოსვენებას?
– შეიძლება საჭესთან მე დავჯდე? – ვეკითხები კრისტიანს და თვითონვე მიკვირს, რომ
ეს ხმამაღლა წარმოვთქვი.
– რა თქმა უნდა, – მიღიმის კრისტიანი. – ყველაფერი, რაც ჩემია, შენიცაა, მაგრამ
იცოდე, თუ რამეს გააფუჭებ ან გაჩხაპნი, ტკივილის წითელ ოთახში შეგიყვან. – ამატებს
ის, წამიერი მზერით თვალებში მიყურებს და ირონიულად და ავხორცად იცინის.
ჯანდაბა! გაოგნებული შევყურებ, ეს რა, ხუმრობაა?
– იმედია, ამას სერიოზულად არ მეუბნები... მანქანის გაჩხაპნის გამო ხომ არ დამსჯი?
ან იქნებ იმის თქმა გინდა, რომ მანქანა ჩემზე მეტად გიყვარს? – ვკრავ პასუხად მეც
კბილს.
– თითქმის, – ირონიულ ღიმილთან ერთად თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები
უკრთება მას, ხელს იშვერს, მუხლზე მადებს და გრძნობით ოდნავ მიჭერს. – მაგრამ
ღამღამობით ის შენსავით ნამდვილად ვერ მათბობს.
– დარწმუნებული ვარ, ამის გამოსწორება არ გაგიჭირდება და შენ საყვარელ მანქანაში
დაძინებასაც შეძლებ, – ვკრავ ისევ კბილს.
კრისტიანი იცინის.
– სახლში ერთი ღამე გავატარეთ და უკვე მაგდებ?
როგორც ჩანს, თემა ართობს კიდეც და ჩემს უკმაყოფილო მზერაზე ფართო და
მხიარული ღიმილით მპასუხობს. მე კი საბოლოოდ გაბრაზებასა და გაღიზიანებას უკვე
ცოტაღა მიკლია, მაგრამ, როდესაც კრისტიანი ასეთ ხასიათზეა, მასზე გაბრაზება
უბრალოდ შეუძლებელია... საკუთარ ფიქრებში ვიძირები და მახსენდება, რომ ის ასეთ
გუნებაზე მას შემდეგაა, რაც დილას თავისი კაბინეტიდან გამოვიდა და თან საკუთარი
გაღიზიანების მიზეზსაც ვხვდები. ჩვენ რეალურ და ყოველდღიურ ცხოვრებას
დავუბრუნდით და მეშინია, რადგან არ ვიცი, რა გველოდება, როგორი იქნება
კრისტიანი, საკუთარ თავში ისევ ჩაიკეტება, როგორც ადრე, თაფლობის თვემდე
იკეტებოდა ხოლმე?.. თუ ამ სამი კვირის განმავლობაში გაუმჯობესებული და ბევრად
უფრო ახლო ურთიერთობის გაგრძელების საშუალება გვექნება...
– ასე რამ გაგამხიარულა? – ვეკითხები დაეჭვებული.
კრისტიანი თვალებს ცოტა დაბნეული გამომეტყველებით ახამხამებს და მორიგი
ფართო და თვალისმომჭრელი ღიმილით მიღიმის.
– იმან, რომ ეს ლაპარაკი ასეთი... ნორმალურია.
– ნორმალური! – ვფრუტუნებ პასუხად უკმაყოფილოდ. – ნორმალური კარგია, მაგრამ
არა ქორწინების მეოთხე კვირას!
კრისტიანის სახიდან ღიმილიქრება.
– კრისტიან, უბრალოდ ვიხუმრე... – ვბუტბუტებ ნაჩქარევად, ნამდვილად არ მინდა,
განწყობა გავუფუჭო... საოცარია, ამ ბოლო დროს თავდაჯერება ისე სწრაფად უქრება,
რომ ხანდახან გონს მოსვლასაც ვერ ვასწრებ, თუმცა, ვფიქრობ, ადრეც ასეთი იყო, მაგრამ
თავის ამ თვისებას ცივი და სასტიკი ქცევისა და გარეგნობის მიღმა ფარავდა. ალბათ
იმიტომ, რომ ამას შეჩვეული არ არის, ხასიათი შეიძლება სრულიად უცოდველი
ხუმრობის ან ოდნავი კბილის გაკვრისგანაც კი გაუფუჭდეს... ჰმ... ეს ჩემთვის მორიგი
აღმოჩენაა, ჩვენ ხომ ერთმანეთის შესახებ კიდევ უამრავი რამის გაგება მოგვიწევს!..
– ნუ ნერვიულობ, მე ჩემი „სააბიც“ მაძლევს ხელს, – ვეუბნები წამის შემდეგ და თავს
ფანჯრისკენ ვაბრუნებ, რომ ცუდი განწყობა არ შემემჩნეს.
– ეი, რა გჭირს?
– არაფერი.
– ხანდახან შენი გაგება ძალიან მიჭირს, ანა. თქვი, რა დაგემართა?
ირონიული ღიმილით ისევ მისკენ ვბრუნდები.
– საკუთარ თავს შეხედე, გრეი.
ის გაკვირვებული გამომეტყველებით კოპებს კრავს.
– მაგრამ მე ხომ ვცდილობ...
– ვიცი. მეც. – ვუღიმი უკვე სრულიად გულღიად და განწყობაც აშკარად საგრძნობლად
მიუმჯობესდება.
კარიკი მზარეულის ჩაჩსა და წინსაფარში, რომელზეც წარწერაა „ლიცენზია
გაცემულია. მაყალთან დაიშვება“, მაყალთან დგას და ისე სასაცილოდ გამოიყურება,
რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მისკენ გავიხედავ, უნებურად მეღიმება. თავსაც აშკარად
უკეთ ვგრძნობ. ყველანი გრეების უზარმაზარი საგვარეულო სახლის ტერასაზე მაგიდის
გარშემო ვსხედვართ და გვიანი ზაფხულის თბილ მზეს ვეფიცხებით. გრეისი და მია
მაგიდაზე სხვადასხვანაირ სალათებს დგამენ, ელიოტი და კრისტიანი ერთმანეთს
შიგადაშიგ მხიარულად გესლავენ და ახალი სახლის მშენებლობაზე მსჯელობენ, იტანი
და კეიტი კი თაფლობის თვის ამბებს მაყოლებენ. კრისტიანს ჩემი ხელი უჭირავს და
თითებით ჩემს თითზე გაუცნობიერებლად საქორწინო ბეჭედს ატრიალებს.
– ასე რომ, თუ ჯიასთან საქმეს მოაგვარებ, მე სექტემბრიდან ნოემბრის შუა
რიცხვებამდე მეცლება და შემეძლება მთელი ჩემი ბრიგადა გამოვუშვა, – ამბობს
ელიოტი და კეიტს ხელს ხვევს, კეიტი მაშინვე მისკენ ბრუნდება და უღიმის.
– ჯია საბოლოო შეთანხმებისთვის ხვალ საღამოს უნდა ჩამოვიდეს, – პასუხობს
კრისტიანი. – იმედი მაქვს, ყველაფერზე მოვილაპარაკებთ. – მას ელიოტიდან მზერა
ჩემზე გადმოაქვს და მომლოდინე გამომეტყველებით შემომყურებს.
აჰა... რა სასიამოვნო ახალი ამბავია!..
– კარგი... ჰო, რა თქმა უნდა. – ვპასუხობ ღიმილით, მაგრამ უფრო სხვების დასანახად,
რადგან ხასიათი ისევ მიფუჭდება. ასეთ გადაწყვეტილებებს ჩემთან შეუთანხმებლად
რატომ იღებს? თუ ისევ ხასიათის გაფუჭება და ჩემი ასეთი რეაქცია ძვირად ღირებული
სუნამოების ნელსურნელების მფრქვევმა ჯიამ და ძვირფას, დიზაინერულ ბრენდებში
გამოკვართული მისი ჩამოსხმული თეძოებისა და მკერდის გახსენებამ გამოიწვია?
თვალწინ კრისტიანისკენ მიმართული მისი მაცდუნებელი და გამომწვევი ღიმილი
მიდგება, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი მაშინვე საყვედურით სავსე მზერით მაჩერდება,
კრისტიანს შენთვის ეჭვიანობის საბაბი ნამდვილად არ მოუცია! ჯანდაბა... რა ხდება,
მთელი დღეა ერთი უკიდურესობიდან მეორეში რატომ ვვარდები?.. რა მჭირს?!
– ანა! – ჩამესმის ფიქრებში წასულს კეიტის ხმა. – რაზე ფიქრობ, ისევ იქ, საფრანგეთში,
პლაჟზე ხარ?
– ჰო... – ვპასუხობ დაბნეული ღიმილით.
– იცი, რა კარგად გამოიყურები?.. – მეუბნება ის, თუმცა რატომღაც კოპებშეკრული
გამომეტყველებით.
– ორივე მშვენივრად გამოიყურებით, – ღიმილით სახე უნათდება გრეისს.
ელიოტი ფუჟერებს გვივსებს.
– ბედნიერ წყვილს გაუმარჯოს! – წარმოთქვამს კარიკი და მაგიდის გარშემო მსხდომნი
ერთსულოვნად თავთავიანთ ფუჟერებს სწევენ.
– მოდი, იტანსაც მივულოცოთ, რომ, როგორც იქნა, ოცნება აიხდინა და სიეტლში
ფსიქოლოგიის ხარისხის დაცვის პროგრამაში ჩაეწერა, – ამბობს მია ამაყად, იტანს
ნაზად უღიმის და იტანიც მას პასუხად ღიმილით უყურებს. ნეტა იტანსა და მიას შორის
რა ხდება? მათ შემხედვარეს საკუთარ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა,
ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აშკარად მიჭირს.
მაგიდის გარშემო მსხდომთა საუბრებს ვუსმენ. კრისტიანი ბოლო სამი კვირის
განმავლობაში ჩვენი მოგზაურობის მთელ პროგრამას ჰყვება და შიგადაშიგ ამა თუ იმ
დეტალზე უფრო დაწვრილებით ჩერდება. თავი სრულიად მშვიდად და თავისუფლად
უჭირავს და ხანძარზე და ხანძრის გამჩენზე ნერვიულობის ნასახიც კი არ ეტყობა, მე კი,
პირიქით, ცუდ წინათგრძნობასა და განწყობას ვერაფრით ვიშორებ და არც მადა მაქვს,
საჭმელს ვერ ვეკარები... თუმცა გუშინ კრისტიანმა მითხრა, რომ მოვიმატე, იმედი მაქვს,
გაიხუმრა! ჩემი ქვეცნობიერი ისევ უკმაყოფილო გამომეტყველებით მაჩერდება. იტანს
მოულოდნელად ფუჟერი უვარდება და ტერასის ქვის იატაკზე მინის დაცემისა და
ნამსხვრევებად ქცევის ხმაზე ყველა ცბება, ლანჩის მონოტონურ სიმშვიდეს მაგიდის
წევრთა ხანმოკლე ხმაური ცვლის და ყველა იატაკიდან ნამსხვრევების აკრეფას იწყებს.
– ამ მდგომარეობიდან ახლავე თუ არ გამოხვალ, ნავების ფარდულში წაგიყვან და
ერთი კარგად გაგტყიპავ, – ჩემი ყურისკენ იხრება და ჩურჩულით მეუბნება კრისტიანი.
მოულოდნელობისაგან ვცბები და სუნთქვა მიხშირდება, მისკენ ვბრუნდები და
გაოგნებული გამომეტყველებით შევყურებ.
რაა?.. ისევ ხუმრობს?
– ვერ გაბედავ, – ხმადაბლა ვპასუხობ მე და ვგრძნობ, რომ სადღაც მუცლის ქვედა
ნაწილში ნაცნობი და უკვე მონატრებული თბილი ტალღა მეღვრება. კრისტიანი
გამოწვევის პასუხად ცალ წარბს სწევს, ჰმ... გაბედავს, რა თქმა უნდა, გაბედავს.
ნაჩქარევად მაგიდის საპირისპირო მხარეს კეიტისკენ ვიხედები და მის
დაინტერესებულ მზერას ვაწყდები. დაბნეული გამომეტყველებით თავს ისევ
კრისტიანისკენ ვაბრუნებ და თვალებმოწკურული დაკვირვებით ვაჩერდები.
– მაგისთვის ჯერ ჩემი დაჭერა მოგიწევს, – ვცრი კბილებში. დაბალძირიანი
ფეხსაცმელი, ეგრეთ წოდებული ბალეტკები მაცვია და თავს საკმაოდ
თავდაჯერებულად ვგრძნობ.
– დიდი სიამოვნებით, – ჩურჩულითვე მპასუხობს ის და სიტყვებს არცთუ ორაზროვან
ჩაცინებას აყოლებს. ჰმ... ისევ ჩემს გამოწვევას ცდილობს?
ვწითლდები, მაგრამ რატომღაც თავს მაინც უკეთ ვგრძნობ.
ის-ისაა დესერტს – მარწყვს ნაღებში – ვამთავრებთ, რომ, თითქოს ცა გაიხსნაო, თავსხმა
წვიმა იწყება. ყველა მაგიდაზე დაწყობილ ჭურჭელს ვავლებთ ხელს და სამზარეულოში
შევრბივართ.
– კიდევ კარგი, ამინდმა ლანჩის დამთავრება გვაცალა, – ამბობს გრეისი კმაყოფილი
სახით, როდესაც სამზარეულოდან ოთახისკენ მივდივართ. კრისტიანი შავ, პრიალა
როიალს უჯდება, პედალს ფეხს აჭერს და თუმცა კი სახელს ვერ ვიხსენებ, ნაცნობი
მელოდიის დაკვრას იწყებს.
გრეისი სენ პოლ დე ვანსის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებებით ინტერესდება და უამრავ
კითხვას მისვამს. გრეისმა და კარიკმაც ხომ მრავალი წლის წინ თავიანთი თაფლობის
თვე იქ გაატარეს და უცებ თავში მომდის, რომ, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად
ბედნიერები არიან ისინი ერთმანეთის გვერდით, ეს კარგი ნიშანია... კეიტი და ელიოტი
ყველასგან განცალკევებით უზარმაზარ რბილ დივანზე იკალათებენ, იტანი, მია და
კარიკი კი ფსიქოლოგიაზე საუბარს იწყებენ.
მოულოდნელად გრეების მთელი ოჯახი ერთდროულად ჩუმდება და კრისტიანს
აჩერდება.
რა მოხდა?
კრისტიანი როიალზე დაკვრას აგრძელებს, მაგრამ ამჯერად მელოდიას აყოლილი
ხმადაბალი ღიღინით მღერის. ოთახში დასადგურებულ სიჩუმეში მხოლოდ მისი
რბილი და ლირიკული ხმა ისმის. კრისტიანის სიმღერა მე ადრეც მომისმენია, გრეებს
კი... არა?.. მაგრამ უცებ კრისტიანი ხვდება, რომ სრულ მდუმარებაში უკრავს და
ჩუმდება. კეიტი ჩემკენ იხედება და კითხვაჩამდგარი მზერით მაჩერდება. მე მხრებს
ვიჩეჩ, ყურადღების ცენტრში მოხვედრილი კრისტიანი კი მბრუნავ სკამზე ოდნავ
ტრიალდება და დაბნეული გამომეტყველებით კოპებს კრავს.
– გთხოვ, გააგრძელე, – ეუბნება გრეისი. – მე ხომ შენი სიმღერა არასოდეს მომისმენია.
გრეისი თითქოს შვილს პირველად ხედავსო, კრისტიანს გაკვირვებული
გამომეტყველებით შესცქერის, კრისტიანი კი გაუნძრევლად ზის და დედას ხმის
ამოუღებლად და დაბნეული უყურებს, მერე მხრებს იჩეჩს და მზერა ნერვიულად ჩემზე
გადმოაქვს, ბოლოს კი ფრანგული კარისკენ ბრუნდება. იმის ხაზგასასმელად, რომ მას
ყურადღებას არ აქცევენ, გარშემო ყველა ერთმანეთთან გაცხოველებულ ლაპარაკში
ერთვება და მხოლოდ ერთადერთი მე ვრჩები, ვინც ჩემს ქმარს თვალს არ არიდებს.
ფიქრიდან გრეისს გამოვყავარ, ის ჩემს ხელებს თავისაში იქცევს, ჩემკენ იხრება და
მოულოდნელად მეხვევა.
– ოჰ, ჩემო ძვირფასო, გმადლობ... გმადლობ, ჩემო საყვარელო გოგო! – ისე ჩუმად
ჩურჩულებს ის, რომ მისი ხმა ჩემ გარდა არავის ესმის.
მისი ასეთი სითბო გულს მიჩუყებს და ყელში ბურთად გაჩხერილი ცრემლები
მახრჩობს.
– ააჰ... – ვეხვევი მე პასუხად, თუმცა წარმოდგენაც არ მაქვს, რისთვის მიხდის
მადლობას. გრეისს თვალები ბედნიერებით უციმციმებს, მიღიმის და ლოყაზე მკოცნის.
ღმერთო... ასეთი რა გავაკეთე?
– ჩაის მოვამზადებ, – ამბობს ის წამის მერე შეკავებული ცრემლებისგან ჩახრინწული
ხმით.
მე ვდგები და ჩემს ქმართან მივდივარ, კრისტიანი ფრანგულ კართან განმარტოებით
დგას და ფანჯრიდან ეზოს გაჰყურებს.
– ეი.
– როგორ ხარ? თავს უკეთესად გრძნობ? – მეკითხება ის ხმადაბლა, მერე ხელს წელზე
მხვევს და თავისკენ მიზიდავს, მე კი თითებს ჯინსის უკანა ჯიბეში ვუცურებ. ორივე
ვდგავართ და გარეთ, ფანჯრის მიღმა შხაპუნა წვიმას გავყურებთ.
პასუხად თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს ვუქნევ.
– ძალიან კარგი.
– ამდენი ხალხის ერთად გაჩუმება ამქვეყნად მგონი, ყველაზე უკეთ გეხერხება.
– ჰო, ყოველდღე ამას არ ვაკეთებ?! – მპასუხობს ირონიული ჩაცინებით.
– სამსახურში კი, მაგრამ არა აქ.
– მართალი ხარ, არა აქ.
– ეს ნიშნავს, რომ ადრე არასოდეს და არავის თანდასწრებით არ გიმღერია?
– როგორც ჩანს, არა, – მპასუხობს ის მშრალად. – არ წავიდეთ?
სახეს მისკენ ვაბრუნებ და მისი განწყობის ამოცნობას ვცდილობ, მზერა თბილი, ოდნავ
მოწყენილი და დაბნეული აქვს და მეც მაშინვე თემას ვცვლი.
– უკანალის აწითლებას მიპირებ? – ვეკითხები ჩურჩულით და მუცელში თითქოს
ათასი პეპლის ერთდროულ აფარფატებას ვგრძნობ. იქნებ ეს სწორედ ის არის, რაც
მჭირდება... ის, რაც ამდენი ხანია, მაკლდა.
კრისტიანს გუგები უფართოვდება და წამის უსწრაფესად უმუქდება.
– არ მინდა გატკინო, მაგრამ გართობით, სიამოვნებით გავერთობოდი.
აფორიაქებული ოთახს ნაჩქარევად თვალს ვავლებ, მაგრამ ჩვენი ლაპარაკი არავის
ესმის.
– ამიტომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ცუდად მოიქცევით, მისის გრეი, –
ჩურჩულებს ის ჩემი ყურისკენ დახრილი.
სულ რამდენიმე სიტყვა და სურვილისგან ლამის ვცახცახებ... ღმერთო, ამას როგორ
ახერხებს? ასე როგორ მიმორჩილებს?..
– შევეცდები, იმედი არ გაგიცრუოთ, მისტერ გრეი, – ვპასუხობ გამოწვევას ირონიული
ღიმილით.
მე და ჩემი ქმარი ყველას ვემშვიდობებით და მანქანისკენ მივდივართ.
– აი, გამომართვი, ოღონდ ფრთხილად ატარე და არ დალეწო. – მეუბნება კრისტიანი,
„აუდის“ გასაღებს მაძლევს და სრულიად სერიოზულად ამატებს: – თორემ ძალიან
გავბრაზდები.
აღელვებისგან პირიც კი მიშრება. არც კი მჯერა!.. ის რა, თავისი მანქანის საჭესთან
მსვამს? ჩემი შინაგანი ქალღმერთი ხელებზე ავტომრბოლელის ტყავის ხელთათმანს
ირგებს, ტერფებს ფაცხაფუცხით უქუსლო, მოხერხებულ ფეხსაცმელში ყოფს და
აღფრთოვანებული ჭყვიტინებს.
– დარწმუნებული ხარ? – გაოგნებისგან ტუჩების ოდნავი მოძრაობით ვეკითხები მე.
– ჰო, ოღონდ დროზე, თორემ გადავიფიქრებ.
მგონი, ასეთი გაბადრული ღიმილით მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ
გამიღიმია.
კრისტიანი თვალებს ატრიალებს და მანქანის კარს მიღებს, მე კი მძღოლის
სავარძელზე ვხტები, გასაღებს ვარგებ, ვატრიალებ და ძრავას იქამდე ვქოქავ, ვიდრე
კრისტიანი წინიდან მანქანის შემოვლას და მგზავრის ადგილზე დაჯდომას ასწრებს.
– ვეღარ ითმენთ, მისის გრეი? – დამცინავი ინტონაციით მეკითხება ის.
– ნამდვილად, მისტერ გრეი.
მანქანა უკუსვლით ფრთხილად გამყავს, სახლის მთავარი შესასვლელის წინ, გზაზე
რბილად ვატრიალებ და თვითონვე მიკვირს, ისე მოხერხებულად, დაუმუხრუჭებლად
ვიღებ გეზს გასასვლელისკენ. ძრავა თანაბრად ღუღუნებს, პედლებზე ფეხის ოდნავ
შეხებაც საკმარისია და მანქანა მაშინვე რეაგირებს. გასასვლელისკენ ფრთხილად
მივდივარ და თან უკანა ხედვის სარკეში ვიყურები, ჩვენი დღევანდელი დაცვა – სოიერი
და რაიანი აუდიSUV“-ში სხდებიან. არც კი ვიცოდი, რომ აქ იყვნენ... შოსეზე გასვლამდე
სიჩქარეს ვაგდებ.
– დარწმუნებული ხარ? – ვეკითხები კიდევ ერთხელ.
– ჰო, – მიჭრის მოკლედ ის და ვხვდები, რომ დარწმუნებული ნამდვილად არ არის.
ჩემი საწყალი, ყველაფერში დაეჭვებული ორმოცდაათი ელფერი! თავს ძლივს ვიკავებ,
რომ არ გამეცინოს, რომ მასაც არ დავცინო და საკუთარ თავსაც... და რადგან
აფორიაქებული ვარ და მე თვითონაც კარგად ვნერვიულობ, თავში სულელური აზრი
მიჩნდება. ჰმ, ახლა ის იქნებოდა ნამდვილი გართობა, სოიერისა და რაიანისთვის რომ
გამესწრო!.. კარგი... ჯერ მარცხნივ ვიხედები, მერე მარჯვნივ და იმაში დარწმუნებული,
რომ გზა ცარიელია, გზატკეცილზე გავდივარ.
კრისტიანი აშკარად იძაბება, მაგრამ არაფერს ამბობს. გზა მართლაც ისეთი ცარიელია,
რომ თავს ვერ ვიკავებ, სიჩქარის პედალს ფეხს ვაჭერ და მანქანა ადგილს სწყდება.
– ანა, ნელა! – ყვირის ის. – ასე რამეს შეასკდები!
სიჩქარეს მაშინვე მორჩილად ვაგდებ. ჰმ... რა მგრძნობიარე მანქანაა და რა ადვილი
სამართავია!
– მაპატიე, – ვბუტბუტებ მომნანიებლის უცოდველი ხმით, მაგრამ, როგორც ვხვდები,
სრულიად არადამაჯერებლად. კრისტიანი ურწმუნო ჩაცინებით მპასუხობს, მერე კი,
მგონი, შვებითაც, ჩუმად ოხრავს.
– პრინციპში ამ გამოხდომის ცუდ საქციელად ჩათვლა, მგონი, უკვე თავისუფლად
შემიძლია, – დაუდევრად წარმოთქვამს ის და მეც სიჩქარეს კიდევ უფრო ვუკლებ.
უკანა ხედვის სარკეში ვიხედები, „აუდი“ არსად ჩანს, უკან მხოლოდ ერთადერთი,
შუშებდაბურული, მუქი მანქანა მოგვყვება. წარმომიდგენია, ახლა სოიერი და რაიანი რა
დღეში არიან და რა სისწრაფით მოქრიან, რომ ჩვენ შორის დისტანცია შეამცირონ.
უცნაურია, მაგრამ ეს აზრი რატომღაც მართობს, და შეჯიბრის სურვილს მიღვიძებს,
მაგრამ ახლა საკუთარი გასართობის გარდა კრისტიანზეც უნდა ვიფიქრო და ამიტომ
გადაწყვეტილებას ვიღებ, ყოველგვარი მაიმუნობის გარეშე წესიერად მოვიქცე და ამ
გადაწყვეტილებაში საბოლოოდ თავდაჯერებული 520-ე ხიდისკენ მივდივარ. უცებ
კრისტიანი რატომღაც ილანძღება და ჯინსის ჯიბიდან „ბლეკბერის“ იღებს.
– რა იყო? – გაბრაზებული ტონით ახლის ვიღაცას ყურმილში. – არა. – ის უკან იხედება.
– კი. ანა ზის.
ნაჩქარევად მეც უკანა ხედვის სარკეში ვიხედები, უცნაური თითქოს არაფერი ჩანს,
ჩვენ უკან რამდენიმე მანქანაა, „აუდი“ ოთხი მანქანით უკან მოგვყვება და მანქანების
მთელი ეს ჯგუფი ტრასაზე ერთი სიჩქარით მოძრაობს.
– გასაგებია. – კრისტიანი ოხრავს და ხელისგულით შუბლს ისრესს. მის დაძაბულობას
მთელი არსებით ვგრძნობ. რაღაც ხდება. – კი... არ ვიცი. – ის თავს ჩემკენ აბრუნებს და
ტელეფონს ყურიდან იშორებს. – ყველაფერი კარგადაა. გზა გააგრძელე. – ხმა მშვიდი
აქვს და მიღიმის, მაგრამ ეს ღიმილი თითქოს ხელოვნურია, მზერაზე არ ესახება.
ჯანდაბა!
ძარღვებში ადრენალინის მომატებას ვგრძნობ. კრისტიანი ისევ ტელეფონს იღებს.
– კარგი. ხუთას მეოცისკენ. როგორც კი მივუახლოვდებით... ჰო... კარგი...
კრისტიანი „ბლეკბერის“ სადგამზე ამაგრებს და ტელეფონი ხმამაღალი კავშირის
რეჟიმზე გადაჰყავს.
– რა ხდება, კრისტიან?
– ყურადღება არ გაგეფანტოს და გზას უყურე, საყვარელო, – ხმადაბლა მეუბნება
კრისტიანი. – წინ, 520-ე ხიდიდან სიეტლის მიმართულებით გადასახვევია. – თავს
ვაბრუნებ და მის გამომეტყველებას სწრაფად თვალს ვავლებ. კრისტიანი პირდაპირ
გზას უყურებს. – პანიკაში არ ჩავარდე, არ ინერვიულო და დამშვიდდი, მაგრამ
ყურადღება მოიკრიბე და როგორც კი ხიდზე აღმოვჩნდებით, სიჩქარეს მკვეთრად
მოუმატე... მოგვდევენ.
მოგვდევენ?! ჯანდაბა! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გული ბაგაბუგით ყელში მიხტება
და ბურთად გაჩხერილი სუნთქვას მიკეტავს, თმის ყოველი ღერი წიწკნას მიწყებს და
ხერხემლის გაყოლებაზე ცივი ცახცახი მივლის... მოგვდევენ? მაგრამ, ვინ? მზერა ისევ
უკანა ხედვის სარკეზე გადამაქვს და ვხედავ, რომ ჩვენ უკან ისევ ის, მუქი მანქანაა.
ჯანდაბა! ესე იგი, ეს მანქანა მოგვდევს? ვცდილობ, მძღოლის სახე გავარჩიო, მაგრამ
დაბურული შუშების გამო ვერაფერს ვხედავ.
– გზას უყურე, ანა, – მშვიდად და საკმაოდ რბილადაც კი მეუბნება კრისტიანი, მისი
ტონი სრულიად განსხვავდება იმ მკაცრი და მბრძანებლური ტონისგან, როგორითაც,
როგორც წესი, ყოველთვის მომმართავს ხოლმე, როდესაც საჭესთან ვზივარ.
ახლავე გონს მოდი და ყურადღება მოიკრიბე! თავს შევუძახებ გონებაში, რომ ამ
საშინელ, ყოვლის წამლეკავ შიშს არ დავნებდე... იქნებ ისინი შეიარაღებულებიც არიან?
შეიარაღებულები?.. და მათი სამიზნე კრისტიანია? ღმერთო!.. ამაზრზენი, აუტანელი
შეგრძნება ისევ ყელში მეჩხირება და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
– რატომ ფიქრობ, რომ ჩვენ მოგვდევენ? – წყვეტილი, ხმაჩავარდნილი ჩურჩულით
ვეკითხები კრისტიანს.
– უკან რომ მოგვყვება, იმ „დოჯს“ ყალბი სარეგისტრაციო ნომრები აქვს.
ეს საიდანღა გაიგო?
520-ე ხიდს ვუახლოვდებით. უკვე საღამოვდება და თუმცა კი წვიმამ გადაიღო, გზა
სველია. კიდევ კარგი, ტრასა გაჭედილი არ არის.
გონებაში ექოდ რეის ხმა ჩამესმის და თავდაცვის მრავალრიცხოვანი ლექციებიდან
ერთერთზე ნათქვამი მისი სიტყვები მიტივტივდება – „ანა, გახსოვდეს, ერთადერთი,
მხოლოდ პანიკაა ის, რასაც შეუძლია დაგღუპოს ან სერიოზულად დაგაშავოს“... ჰაერს
ფილტვებში ღრმად ვუშვებ და ვცდილობ, სუნთქვა აღვიდგინო. ახლა მნიშვნელობა არა
აქვს, ვინ მოგვდევს, ფაქტია, რომ ის კრისტიანის წინააღმდეგ მოქმედებს... კიდევ ერთი
ღრმა ჩასუნთქვა და ვგრძნობ, რომ გონებაც ნელნელა მინათდება და ყელში წაჭერილი
ნერვიული სპაზმიც მეხსნება. ახლა მთავარია, კრისტიანი გადავარჩინო!.. თანაც, ჯერ
კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მე თვითონაც ერთი სული მქონდა ამ მანქანის
შესაძლებლობების მაქსიმუმი შემეგრძნო, სწორედაც რომ მშვენიერი შანსია!.. საჭეს
ხელებს მაგრად ვჭიდებ და უკანა ხედვის სარკისკენ კიდევ ერთხელ ვიხედები – ჩვენსა
და „დოჯს“ შორის მანძილი უფრო მცირეა, ვიდრე წინა გახედვისას იყო, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, სიჩქარეს ვაგდებ, კრისტიანის აფორიაქებულ ჟესტს ყურადღებას არ
ვაქცევ და 520-ე ხიდს ისეთი გათვლით ვუახლოვდები, რომ ჩვენი გავლის შემდეგ
„დოჯს“ გაჩერება და მანქანების მჭიდრო ნაკადში გამოძრომის შანსის ლოდინი
მოუხდეს, ხიდს მიახლოებული კი სიჩქარის პედალს ბოლომდე ვაწვები და „აუდიც“
ისეთი სისწრაფით სწყდება ადგილს, რომ მეც და კრისტიანიც ინერციით სავარძლებს
ვეკვრებით... სპიდომეტრის ისარი საათში სამოცდათხუთმეტ მილს აჩვენებს.
– ცოტა ნელა, საყვარელო, – მშვიდად წარმოთქვამს კრისტიანი, თუმცა ვხვდები, რომ
ის ახლა სიმშვიდის გარდა ყველაფერს განიცდის.
ავტომობილების ორ ხაზს შორის თითქოს შაშის დაფაზე, დამის ქვასავით ხან
მარცხნიდან და ხან მარჯვნიდან სატვირთო და მსუბუქი მანქანების გვერდის ავლით
მივქრივართ. ხიდი ისე ახლოა ტბასთან, რომ ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ტბის
ზედაპირზე მივსრიალებთ. ამ სისწრაფით გვერდავლილი მანქანებიდან აქეთიქიდან
თვალში წამიერად უკმაყოფილო და გაღიზიანებული მძღოლების მზერები მხვდება,
მაგრამ ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო... კრისტიანს ხელები მუხლებზე უდევს და არ
ინძრევა, ალბათ ასე გაუნძრევლად იმიტომ ზის, რომ არ უნდა, ყურადღება გამიფანტოს.
– ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ, – როგორც ჩანს, ის, აქამდე სუნთქვაშეკრული, სიტყვებს
ამოსუნთქვას აყოლებს და უკან იხედება. – „დოჯი“ აღარ ჩანს.
– სასუბს უკან მივყვებით, მისტერ გრეი, – ისმის „ბლეკბერიდან“ სოიერის ხმა,
ცდილობს დაგეწიოთ, სერ. შევეცდებით, თქვენსა და „დოჯს“ შორის აღმოვჩნდეთ.
სასუბს? ეს რაღაა?
– კარგი. ჩვენ, როგორც ვხვდები, უკვე საკმაოდ დაგშორდით, თუ მანქანების ნაკადმა
არ იმატა, ამ სიჩქარით დაახლოებით ხუთ წუთში ხიდს გადავალთ.
– გასაგებია, სერ.
ჩვენ უკვე ტბა ვაშინგტონის შუაში წამომართულ სადისპეჩერო კოშკურას ვცდებით.
სპიდომეტრის ისარი იმავე სიჩქარეს აჩვენებს, რომელსაც აქამდე, საათში
სამოცდათხუთმეტი მილი მიჭირავს.
– ყოჩაღ, ანა, მართლა კარგად მიდიხარ, – მეუბნება კრისტიანი და თავს ჩვენი მანქანის
უკანა საქარე მინისკენ აბრუნებს, მე კი მისი ტონი რატომღაც თამაშების ოთახში ჩვენს
პირველ შესვლას, უფრო სწორად სექსს მახსენებს, როდესაც თავის ეროტიკულ
ფანტაზიებზე აყოლილს მაქებდა. მოგონება ყურადღებას მიფანტავს და მაშინვე
თავიდან ვიშორებ.
– მერე საით უნდა წავიდე? – თითქმის სრულიად მშვიდად ვეკითხები კრისტიანს... ამ
მანქანას უკვე მთლიანად მოვერგე და მისი მართვა ნამდვილად ერთი სიამოვნებაა, მით
უმეტეს, ასეთი სისწრაფით, იმდენად ჩქარა მივდივართ, რომ ვერასოდეს დავიჯერებდი,
თუ გვერდითა სავარძელზე მჯდომ კრისტიანთან ერთად ამის შესაძლებლობა ოდესმე
მომეცემოდა.
– მისის გრეი, კურსი ჯერ I5-ისკენ დაიჭირეთ, მერე კი სამხრეთისკენ. გვინდა
შევამოწმოთ, „დოჯი“ გამოგყვებათ თუ არა, – მპასუხობს „ბლეკბერიდან“ სოიერის ხმა.
მიმართლებს, სწორედ ამ დროს შუქნიშანზე მწვანე ინთება და სიჩქარეს ვუმატებ. მერე
შეშფოთებული მზერა წამით კრისტიანზე გადამაქვს, მაგრამ ის გამამხნევებელი
ღიმილით მპასუხობს, თუმცა გამომეტყველება მაშინვე ეცვლება.
– ჯანდაბა! – ხმადაბლა ცრის კბილებიდან.
ხიდიდან გადასახვევთან მანქანები სიჩქარეს აკლებენ და მეც მუხრუჭზე ფეხის დაჭერა
მიხდება. უკანა ხედვის სარკეში ვიხედები და მეჩვენება, რომ „დოჯს“ ვხედავ.
– ჩვენ შორის რამდენი მანქანაა, ათი თუ მეტი?
– ჰო, მეც ვხედავ, დაახლოებით ეგრე იქნება, – ამბობს კრისტიანი და ისიც თავის
მხარეს ვიწრო სარკეს აკვირდება. – ძალიან მაინტერესებს, ვინ არის?
– მეც. არჩევთ საჭესთან ვინ ზის, ქალია თუ კაცი? – სადგამზე დამაგრებული
„ბლეკბერის“ ხმამაღალი კავშირით მივმართავ სოიერს.
– ვერა, მისის გრეი. შუშები მეტისმეტად მუქი ტონირებით არის დაფარული, არაფერი
ჩანს, ქალიც შეიძლება იყოს და კაციც.
– ქალი? – იმეორებს კრისტიანი.
დაუდევრად მხრებს ვიჩეჩ.
– მაგალითად, შენი მისის რობინსონი?.. – ვთავაზობ თავში მოსულ პირველივე
ვარიანტს, ისე რომ გზას თვალს არ ვაშორებ.
კრისტიანი მაშინვე იძაბება და სადგამიდან „ბლეკბერის“ იღებს.
– ის ჩემი მისის რობინსონი არ არის, – ცრის კბილებიდან, – ელენასთან ჩემი
დაბადების დღის მერე აღარც კი მილაპარაკია... თანაც ის მანქანებით ადევნებას
ნამდვილად არ დაიწყებდა, ეს მისი სტილი არ არის.
– ლაილა?
– ხომ იცი, რომ ლაილა კონექტიკუტშია, მშობლებთან.
– დარწმუნებული ხარ?
კრისტიანი ჩუმდება და რამდენიმე წამის განმავლობაში პასუხს არ მცემს.
– არა, მაგრამ რომ გაქცეულიყო, მისი მშობლები ფლინს აუცილებლად
შეატყობინებდნენ. მოდი, ამაზე სახლში ვილაპარაკოთ, ახლა ჯობია, ყურადღება
მოიკრიბო და გზას უყურო.
– მაგრამ ხომ შეიძლება ეს უბრალოდ სრულიად შემთხვევითი მანქანაც იყოს.
– ასეა თუ ისე, რისკზე წასვლას, თანაც იმ სიტუაციაში, რომელშიც შენც ფიგურირებ,
ნამდვილად არ ვაპირებ. – მიჭრის მოკლედ კრისტიანი და სოიერთან და რაიანთან
პირდაპირი კავშირის აღსადგენად „ბლეკბერის“ სადგამზე აბრუნებს.
ჯანდაბა!.. მაგრამ, კარგი, რაც არის, არის, მით უმეტეს, რომ ახლა კრისტიანთან კამათს
არავითარი აზრი არა აქვს... იქნებ ლაპარაკი მერე, მოგვიანებით გავაგრძელოთ, ამიტომ
თავს ვიკავებ და ენას კბილს ვაჭერ. საბედნიეროდ, მანქანების ნაკადი ისევ მცირდება,
თანაც ისე, რომ რამდენიმე მანქანის გადასწრებას ვახერხებ და მაუნტლეიკის
გადასახვევთან გეზს სიჩქარის დაუგდებლად I5-ისკენ ვიღებ.
– პოლიციამ რომ გაგვაჩეროს? – მახსენდება უცებ.
– ცუდი არ იქნება.
– მაგრამ არა ჩემი მართვის მოწმობისთვის.
– მაგაზე ნუ დარდობ, – მპასუხობს ის უდარდელად და მის სიტყვებში წამით
გამხიარულებულ ტონსაც კი ვარჩევ.
პედალს ფეხს ვაჭერ და სიჩქარეს ისევ საათში სამოცდათხუთმეტ მილამდე ვქაჩავ. ამ
მანქანას, მგონი, მართლა შეუძლია ფრენა. ისეთი რბილი და იოლი სამართავია, რომ
საჭესთან ჯდომა ნამდვილი სიამოვნებაა! სიჩქარეს ოთხმოცდახუთამდე ვწევ. ასე ჩქარა
არასოდეს მივლია, ჩემი „ხოჭო“ საათში მაქსიმუმ ორმოცდაათ მილს ძლივს ქაჩავდა.
– საცობს გასცდა და სიჩქარეს მოუმატა, – მშვიდად და უემოციოდ გვატყობინებს
სოიერის ხმა. – თითქმის ოთხმოცდაათი უჭირავს.
ჯანდაბა! ასე ხომ დაგვეწევა! პედალს ფეხს ვაჭერ, ძრავა ღმუილით მპასუხობს და
სპიდომეტრის ისარი ოთხმოცდათხუთმეტამდე ხტება. ცოტაც და I5-ის გზაჯვარედინს
მივუახლოვდებით.
– მაგ სიჩქარით იარე, ანა. – მეუბნება კრისტიანი.
გზაჯვარედინთან პედალს ფეხს ოდნავ ვუშვებ, მაგრამ მოძრაობა აქ საკმაოდ მეჩხერია
და ტრასაზე გაჭრას წამის უსწრაფესად ვახერხებ. პედალს ფეხს ისევ ვაჭერ და მანქანა
ტრასის მარცხენა, ჩქაროსნულ მხარეს გადამყავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
მივფრინავთ, უბრალო მოკვდავნი კი მარჯვნივ ხტებიან და გზას გვითმობენ. ასეთი
შეშინებული რომ არ ვიყო, ამ ქროლვით ნამდვილად დიდ სიამოვნებას მივიღებდი.
– ასამდე აქაჩა, სერ. – გვატყობინებს სოიერი.
– არ ჩამორჩე, ლუკ, – განკარგულებას აძლევს კრისტიანი. ლუკი?
უცებ მარჯვნიდან მარცხენა ჩქაროსნულ მხარეს სატვირთო ავტომობილი ხტება.
ჯანდაბა! მუხრუჭზე ფეხის დაჭერას ძლივს ვასწრებ.
– იდიოტი! – ღმუის კრისტიანი და მკვეთრი დამუხრუჭებისგან ინერციით ორივე წინ
ვვარდებით. კიდევ კარგი უსაფრთხოების ღვედები გვიკეთია.
– გვერდი აუარე, ანა. – კბილებში ცრის გაცეცხლებული კრისტიანი.
სარკეში ჩვენ უკან გზას ვავლებ თვალს, რამდენიმე დაბალი სიჩქარით მიმავალ
ავტომობილს გვერდს სწრაფად ვუვლი, სამ ხაზს დიაგონალზე ვჭრი და ისევ
ჩქაროსნულ ხაზზე გავდივარ.
– კარგი მანევრი იყო, მისის გრეი. – კმაყოფილი გამომეტყველებით მაქებს კრისტიანი
– საინტერესოა, პოლიციელები რატომ არ ჩანან? როცა საჭიროა ხომ მიწა ჩაყლაპავთ
ხოლმე!
– ახლა საჯარიმო ქვითარი ნამდვილად არ მჭირდება, – ვეუბნები კრისტიანს, მაგრამ
გზას თვალს არ ვაშორებ. – გადამეტებული სიჩქარისთვის შენ არასოდეს
დაუჯარიმებიხარ პოლიციას?
– არა. – მპასუხობს ის, თავს სწრაფად მისკენ ვაბრუნებ და ვხედავ, რომ ირონიულად
იღიმება.
– არც გაუჩერებიხარ?
– კი, როგორ არა.
– ჰმ... გასაგებია.
– პიროვნული მომხიბვლელობა, მისის გრეი, საქმე მხოლოდ პიროვნულ
მომხიბვლელობაშია. ახლა კი, ჯობია, გზას უყურო. სოიერ, „დოჯი“ სად არის?
– თითქმის ას ათით მოდის, სერ, – გვატყობინებს სოიერი.
ჯანდაბა! ოჰო!.. გული ისევ ბაგაბუგით მიწყებს ცემას. ამაზე სწრაფად სიარულს
შევძლებ? პედალს ისევ ვაწვები და სიჩქარეს ვუმატებ.
– ერთი-ორჯერ ფარები აუნთე, – მეუბნება კრისტიანი ჩვენგან ჯერ ისევ საკმაოდ
მოშორებით, მაგრამ ჩქაროსნულ ხაზზე ნელა მიმავალ „ფორდ მუსტანგზე“.
– ვიღაც რეგვენი ვეგონები.
– ეგონო!.. – მიჭრის კრისტიანი.
ჰო, კარგი, კარგი...
– ჰმ... ფარები საიდან ავანთო?
– აი, ინდიკატორი. ამოწიე.
ინდიკატორს ვწევ და „მუსტანგი“ მარჯვნივ გადადის. გვერდს რომ ვუვლი,
„მუსტანგის“ მძღოლი შუა თითს მაჩვენებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და გზას
ვაგრძელებ.
– იდიოტი, – ბუტბუტებს კრისტიანი თავისთვის, მერე უცებ თითქოს რაღაც ახალი
მოიფიქრაო, თავს ჩემკენ აბრუნებს, – სტიუარტზე შეუხვიე, – მეუბნება ნაჩქარევად.
არის, სერ!
– ჩვენ სტიუარტსტრიტზე გადავუხვევთ, – ატყობინებს ის სოიერს.
სიჩქარეს ვაგდებ, სარკეში ვიხედები, ჩვენ უკან მომავალ მანქანას მოხვევის სიგნალს
ვაძლევ, ოთხ სავალ ხაზს ჩემდა გასაკვირად ადვილად ვჭრი და მაგისტრალიდან
გადავდივარ. სტიუარტსტრიტით სამხრეთისკენ მივდივართ. ქუჩა თითქმის ცარიელია,
მხოლოდ რამდენიმე მანქანა მოძრაობს. ნეტა, სად გაქრნენ?
– გვიმართლებს, რომ საცობები არ არის, მაგრამ შესაბამისად „დოჯიც“ შეუფერხებლად
მოგვყვება. მიდი, ანა, მიაწექი, მთავარია, სახლამდე მივაღწიოთ.
– აქედან გზა არ მახსოვს, – ვბუტბუტებ გაღიზიანებული, „დოჯი“ ჯერ ისევ უკან
მოგვყვება და ეს მოსვენებას არ მაძლევს.
– სტიუარტსტრიტს გაჰყევი და სამხრეთისკენ იარე, გადასახვევს რომ
მივუახლოვდებით, გეტყვი.
კრისტიანიც აშკარად ნერვიულობს. სამ კვარტალს თვალის დახამხამებაში და
შეუფერხებლად გავდივარ, მაგრამ იელავენიუსთან შუქნიშანზე ყვითელი გვხვდება.
– მიდი, ანა, არ გაჩერდე! – ყვირის კრისტიანი. სიჩქარის პედალს ფეხს მკვეთრად და
ბოლომდე ვაჭერ, ორივე ინერციით სავარძლებს ვეკვრებით და „აუდი“ ქუჩას
შუქნიშანზე იმწამს ანთებულ წითელ შუქზე ჭრის.
– სტიუარტსტრიტზე შემოუხვია, – გვატყობინებს სოიერი.
– უკან გამოჰყევი, ლუკ.
– ლუკი?
– ჰო, ლუკი სოიერის სახელია.
გზას თვალს ვაშორებ და მზერა წამით კრისტიანზე გადამაქვს – ის ისე მომჩერებია,
თითქოს გონებასუსტი მოზარდი ვიყო.
– გზას უყურე! – ღმუის უცებ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
– ლუკ სოიერი.
– ჰო! – მპასუხობს უკვე სრულიად გაღიზიანებული.
ჰო, კარგი, კარგი!.. ღმერთო, ასე რა აგიჟებს!.. მაგრამ მეც მაგარი ვარ, ადამიანი ექვსი
კვირაა, ჩვენთან მუშაობს და მისი სახელიც კი არ ვიცი.
– დიახ, ეს მე ვარ, მემ. – ისმის „ბლეკბერიდან“ სოიერის როგორც ყოველთვის მშვიდი
და მონოტონური ხმა, მაგრამ მოულოდნელობისგან ვცბები. – სასუბი
სტიუარტსტრიტზე მოძრაობს, სერ. სიჩქარეს მოუმატა.
– ანა, გამოფხიზლდი, ლაპარაკზე დროს ნუ ხარჯავ და გზას უყურე, – იღრინება
კრისტიანი.
– სტიუარტსტრიტზე პირველ გზაჯვარედინთან გავჩერდით, სერ, – გვატყობინებს
სოიერი.
– ანა, ჩქარა აქეთ! – ყვირის უცებ კრისტიანი და ბორენ ავენიუს სამხრეთ მხარეს,
მანქანების სადგომზე მანიშნებს.
საჭეს მკვეთრად და ძლიერად ვაბრუნებ, საბურავები პროტესტის ნიშნად ღრჭიალით
მპასუხობენ და გაჭედილ ავტოსადგომზე შევდივარ.
– ჩქარა, წრეზე წადი, – განკარგულებას მაძლევს კრისტიანი. ქუჩის მხრიდან მანქანა
რაც შეიძლება სწრაფად რომ თვალს მოვაფარო, იმდენად ჩქარა მივდივარ, რამდენადაც
ეს აქ საერთოდ შესაძლებელია... – იქ შედი! – ყვირის ისევ კრისტიანი და თავისუფალ
ადგილზე მითითებს. ჯანდაბა! უნდა, რომ გავჩერდეთ? ახლა გაჩერება როგორ
შეიძლება, ეს ხომ სიგიჟეა!
– გააკეთე, რასაც გეუბნები! – როგორც ჩანს, ჩემს ჭოჭმანს გრძნობს და ღმუის ისევ.
ბრძანებას მორჩილად ვასრულებ. მანქანა თავისუფალ ადგილზე შემყავს და თანაც,
შეიძლება ითქვას, პირველად ცხოვრებაში ამას იდეალურად ვახერხებ.
– დავიმალეთ. სტიუარტსა და ბორენს შორის ავტოსადგომი, – „ბლეკბერისკენ“ იხრება
და ამბობს კრისტიანი.
– გასაგებია, სერ. – როგორც ჩანს, სოიერიც გაღიზიანებულია. – მანდ დარჩით, ჩვენ
„დოჯს“ გავყვებით.
კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება და თვალით ჩემს თვალებს ეძებს.
– თავს როგორ გრძნობ, ნორმალურად ხარ?
– რა თქმა უნდა, – ვჩურჩულებ ძლივსგასაგონად.
კრისტიანი იცინის.
– „დოჯში“ ჩვენი ხმა არ ისმის.
ჯერ ისევ დაძაბული ვარ, მაგრამ მაინც მეცინება.
– სტიუარტს და ბორენს ჩავუარეთ, სერ. ავტოსადგომს ვხედავ. „დოჯი“ გზას
აგრძელებს.
ორივე შვებით სულს ვითქვამთ.
– ისე, მინდა გითხრათ, მისის გრეი, რომ გადასარევად ატარებთ. – მეუბნება კრისტიანი
და ლოყაზე თითის ბალიშებს ნაზად მისვამს. მოულოდნელი შეხებისგან ვცბები და
უნებურად ვკვნესი.
– ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ცუდად ტარებასთან დაკავშირებით საყვედურებით
აღარ ამიკლებ? – ვეკითხები მე უცოდველი ტონით.
კრისტიანი ხმამაღლა და გულიანად, ამდენი ნერვიულობისა და შფოთისგან
განმწმენდი სიცილით იცინის.
– კარგი, ასე კატეგორიული აღარ ვიქნები.
– გმადლობ, რომ შენი მანქანის საჭესთან დამსვი და თანაც ასეთ სიტუაციაში. –
მონდომებით, მაგრამ აშკარად უშედეგოდ ვცდილობ, ტონით სიმშვიდე და სიმსუბუქე
გამოვხატო.
– არაფრის, მაგრამ, მგონი, ჯობია, ახლა მე შეგცვალო.
– სიმართლე გითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქედან გადასვლაც კი გამიჭირდება,
ფეხებში ძალას ვეღარ ვგრძნობ. – ვამბობ და უცებ ერთიანად კანკალი მიტანს.
– ეს ადრენალინია, საყვარელო... – ხმადაბლა და ალერსით მეუბნება კრისტიანი. –
როგორც ყოველთვის, ამ სიტუაციასაც არაჩვეულებრივად გაართვი თავი, სიტყვები არ
მყოფნის, ანა, შენ ჩემს მოლოდინს ყოველთვის აჭარბებ. – ის ისევ სახეზე მეფერება,
ხელს ლოყაზე ნაზად მისვამს, მის მზერაში კი ყველაფერია – სიყვარული, შიში,
სინანული და თითქოს კაშხალი სკდება, მკერდში სიმძიმედ დაგროვილი დაძაბულობა
და ამდენი ემოცია გზას პოულობს, თვალებიდან ცრემლებად მსკდება და ქვითინს
ვიწყებ.
– არა, საყვარელო, არა, გთხოვ, არ იტირო.
ადგილი პატარაა და წინა სავარძლებზე ამის გაკეთება მოუხერხებელია, მაგრამ
კრისტიანი მწვდება, მკლავებში მიქცევს, მიხუტებს და თავისკენ მიზიდავს, მერე
კალთაში მისვამს, სახიდან ჩამოყრილ თმას მაშორებს და მკოცნის... თვალებზე, სველ
ლოყებზე... ორივე ხელით ვეხვევი, მკერდზე ვეკრობი და მის მხარზე ჩუმად
ვსლუკუნებ. ის ცხვირით თმაში მეფლობა და თმაზე და ზურგზე მეფერება... კალთაში
ვუზივარ და რამდენიმე წუთს არც ერთი ხმას არ ვიღებთ, მხოლოდ ერთმანეთს
ჩახუტებულები, ერთმანეთს თითქოს საყრდენსა და შვებას ვაძლევთ.
მხოლოდ ჩვენ ორის ამ უსიტყვო სამყაროში გარემო სოიერის ხმის სახით იჭრება.
– სასუბი „ესკალასთან“ სიჩქარეს აგდებს და შენობას გარს უვლის.
– თვალთვალი გააგრძელეთ, – პასუხობს კრისტიანი.
მე ცხვირს ხელისგულით ვიწმენდ, ჩუმად ვოხრავ და ნელ-ნელა ვმშვიდდები.
– შეგიძლია, ჩემი პერანგი გამოიყენო. – მეუბნება კრისტიანი და საფეთქელზე მკოცნის.
– მაპატიე... – ვბუტბუტებ იმით დარცხვენილი, რომ თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.
– რა გაპატიო, საპატიებელი არაფერი გაგიკეთებია, ანა.
მე ისევ სრუტუნით ვიწმენდ ცხვირს, ის კი ორ თითს ნიკაპში მავლებს და ტუჩებში
ნაზად მკოცნის.
– ჩემი ულამაზესი და გაბედული გოგო... იცი, ყოველთვის, ტირილის შემდეგ ტუჩები
რა რბილი გაქვს ხოლმე?.. – ჩურჩულებს ის.
– კიდევ მაკოცე.
კრისტიანს ერთი ხელი ჩემს ზურგზე, მეორე კი წელზე უშეშდება და წამით ხმის
ამოუღებლად თვალებში მიყურებს.
– გთხოვ, მაკოცე. – მკერდიდან ამოვარდნილ კვნესას ვაყოლებ მე ისევ და მისი ტუჩის
კუთხეს მიჩერებულს ამჯერად უკვე მისი მკვეთრი კვენესა მესმის.
ის წინ იხრება, სადგამიდან „ბლეკბერის“ იღებს, ჩემს ფეხებს შორის მძღოლის
სავარძელზე აგდებს და ტუჩებში ხარბად მკოცნის, მარჯვენა ხელს თმაში მიცურებს,
კეფას მიჭერს და თავის განძრევის საშუალებას არ მაძლევს, მარცხენა ხელის თითებს კი
სახეზე მისვამს. მისი ენა პირში მიძვრება, მე კი ჩემსას ვახვედრებ... ვნების და
დაუოკებელი სურვილის მხურვალე ისრებად ქცეული ადრენალინი ჩემი სხეულის
ყოველ წერტილს სწვდება. მის სახეს ხელებში ვიქცევ, თითებს საფეთქლებთან თმაში
ვუცურებ და ოდნავ ვუჭერ, ენით მისი გემოთი ვტკბები და უფრო და უფრო მეტს
ვითხოვ. მუცლის ქვედა ნაწილი უკვე სრულიად დაუოკებელი სურვილით ერთიანად
მეკუმშება. ჩემი ჟინის ცეცხლში გახვეული ის ხმადაბლა ღმუის, ერთი ხელით ხარბად
მკერდს სწვდება, მეორით კი წელს მისრესს, ზურგს, ქვევით, უკანალისკენ ჩააქვს...
ოდნავ უკან ვიწევი და ტუჩებგახსნილი ქოშინით ვსუნთქავ...
– ოჰ... – სუნთქვაარეული ღმუის ისიც.
– რა? – ვეკითხები ჩურჩულით.
– ანა, ჩვენ სიეტლში, ავტოსადგომზე, მანქანაში ვართ...
– მერე რა?
– მერე ის, რომ მინდა გაგჟიმო, მაგრამ შენ... აქ მოუხერხებელია, წრიალებ... მისი
სიტყვები მხოლოდ კიდევ უფრო მაგზნებს და კონტროლს საბოლოოდ მაკარგვინებს.
მუცლის ქვედა ნაწილში ყველა კუნთი ერთდროულად მეჭიმება.
– ჰოდა, თუ გინდა, რომ გამჟიმო, გამჟიმე. – ვჩურჩულებ მე და ტუჩის კუთხეში
ვკოცნი. ეს მანქანებით დევნა... ნერვიულობა, შიში, დაძაბულობა... ამ ყველაფერმა ჩემი
ლიბიდო გააღვიძა. კრისტიანი ოდნავ უკან იწევა დაბინდული და ვნებით ჩამუქებული
თვალებით ყურადღებით მაჩერდება.
– ააქ? – ავხორცი, ჩახრინწული ხმით მეკითხება ის და სურვილისგან უკვე პირი
მიშრება... როგორ ახერხებს, რომ სადაც უნდა ვიყოთ, ერთი სიტყვითაც კი ასე მაგზნებს
და მაგიჟებს?..
– ჰო, აქ... და ახლავე.
ის თავს ოდნავ გვერდზე ხრის და რამდენიმე წამი უსიტყვოდ შემომცქერის.
– რა ურცხვი ხართ, მისის გრეი... – ჩურჩულებს თითქოს საუკუნედ ქცეული დუმილის
შემდეგ, ხელს კეფაზე, თმაში მავლებს, თავს მიჭერს, რომ არ გავინძრე და ტუჩებში
მკოცნის... ამჯერად უფრო ავხორცად, ხარბად და მომთხოვნად. მისი მეორე ხელი ჩემს
ზურგზე, ქვევით მისრიალებს, უკანალს სწვდება და უფრო ქვევით, უკნიდან, ბარძაყებს
შორის მიძვრება...
– რა კარგია, რომ შარვალი არ გაცვია, – ბუტბუტებს ჩემს ტუჩებში, ხელს თეთრი და
ცისფერი ორნამენტებით მოხატული ქვედაკაბის ქვეშ მიყოფს და ბარძაყზე მიჭერს... მე
თითებს თმაში ვუცურებ და ვნებით გონებადაბინდული მის კალთაში ვცქმუტავ
მოუსვენრად.
– ნუ წრიალებ!.. – ღმუის ის, ხელს ბაგეებზე მავლებს და მიჭერს, მე წამის უსწრაფესად
ვშეშდები... ის თითით კლიტორს აწვება... ღმერთო... სული მეკვრება და სადღაც ღრმად,
ძალიან ღრმად შიგნიდან ელექტრონულ მუხტად სხეულს მოდებული სიამოვნების
შეგრძნებას ვეძლევი.
– ნუ წრიალებ-მეთქი, – ჩურჩულებს კრისტიანი და ისევ მკოცნის, ცერა თითს
მაქმანებიანი დიზაინერული ბიკინის ზემოდან კლიტორზე მიტრიალებს, საჩვენებელ
და შუა თითებს კი აბრეშუმის ქვეშ მიცურებს და საშოში მიყოფს... კვნესით მისკენ
ვიზნიქები და თეძოს ვუხვედრებ.
– გთხოოვ...
– ოჰ, მისის გრეი... უკვე მზად ხართ... – ბუტბუტებს ის და თითებით უფრო ღრმად
შემოდის, მერე ხელს უკან სწევს და მტანჯველი აუჩქარებლობით კიდევ უფრო ღრმად
მაწვება. – ასე იმან აღგაგზნო, რომ მოგვდევდნენ?
– არა, ასე შენ მაგზნებ...
კრისტიანს სახეზე ველური და ავი ირონიული ღიმილი გადასდის, მკლავს მკვეთრად
უკან სწევს, თითები საშოდან გამოაქვს და დაუკმაყოფილებელსა და დაუოკებელი
სურვილით აცახცახებულს მტოვებს, მაგრამ ამის გააზრებასაც ვერ ვასწრებ, რომ ხელს
მუხლებქვეშ მიცურებს, მწევს და თავისკენ ზურგით და პირით საქარე მინისკენ
მაბრუნებს.
– ფეხები გაშალე, – სუნთქვაარეულიც კი მბრძანებლური ტონით ბუტბუტებს ის.
უსიტყვოდ ვემორჩილები და ფეხებს ისე ვშლი, რომ მის ბარძაყებზე გადამჯდარი
ტერფებით მანქანის ძირს ვეყრდნობი. კრისტიანი ბარძაყებზე ხელებს მაყოლებს და
ქვედაკაბის ხაზამდე უკანალს მიშიშვლებს.
– ხელები მუხლებზე დამადე, წინ გადაიხარე და აიწიე... ფრთხილად, მინას თავი არ
მიარტყა.
ჯანდაბა! ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ აქ, შუა ავტოსადგომზე ამის გაკეთებას ვაპირებთ.
ნაჩქარევად აქეთ-იქით ვიხედები, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არავინ ჩანს... სხეულში
ერთიანად ცახცახი მივლის, ძარღვებში დაუოკებელი სურვილით გახურებული
სისხლის ჩქეფას ვგრძნობ... ჩვენ ავტოსადგომზე ვართ, მანქანაში! ეს კიდევ უფრო
აღმაგზნებს... ზურგს უკან კრისტიანის გახშირებული სუნთქვა მესმის, მერე ელვის
ნაჩქარევად გახსნის ხმა... უცებ ერთ ხელს წელზე მავლებს, მეორით საცვალს გვერდზე
მიწევს და ასოზე მისვამს.
– ოოჰ! – მწყდება მკერდიდან.
საშოთი ზედ უფრო ღრმად ვეცმები და კისერს მისი მხურვალე და ხშირხშირად
ამონასუნთქი ჰაერი მითბობს. ის ხელს ქვევიდან ყბაში მავლებს, თავს უკან და ოდნავ
გვერდით მაწევინებს, თვითონაც წინ, ჩემკენ იხრება და კისერში მკოცნის, მეორე ხელს
კი თეძოზე მადებს და ერთდროულად, ჩვენს ყველაზე საყვარელ, ერთმანეთისკენ
მისწრაფებულ და შეწყობილ მოძრაობას ვიწყებთ.
მე ფეხის წვერებზე ვეყრდნობი, თეძოს ვუხვედრებ და ის ჩემში უფრო ღრმად
შემოდის, ისევ უკან გადის... ღმერთო, რა შეგრძნებაა... მკერდიდან ხმამაღალი კვნესა
მწყდება... ო, რა ღრმად მწვდება!.. მარჯვენა ხელის იდაყვს კარს ვაყრდნობ, მარცხენას კი
თავის შესაკავებლად ხელის მუხრუჭს ვკიდებ. ის კბილებით ყურის ბიბილოში
მაფრინდება და მქაჩავს... საკმაოდ ძლიერად, იმდენად, რომ მტკივა კიდეც.
შეუჩერებლად, სულ უფრო და უფრო ღრმად და უფრო და უფრო ძლიერი ბიძგით ჩემში
შემოდის, მის ასოს საშოს ვუხვედრებ დამე თვითონაც ზედ კიდევ უფრო ღრმად
ვეცმები, მერე ისევ ოდნავ ზევით ვიწევი და ისევ ვეცმები, ერთიან რიტმს ვპოულობთ
და ორივე ერთმანეთის ღრმად შეგრძნების ნეტარებას ვეძლევით. კრისტიანი კაბის ქვეშ
ხელს მიყოფს და თითს ბიკინის თხელი აბრეშუმის მიღმა კლიტორზე მაჭერს.
– აააჰ!..
– ჩქარა... – ცრის ის ქშენით კბილებიდან ზედ ჩემ ყურთან, – ცოტა დრო გვაქვს, ანა... –
მას ერთი ხელით ისევ ყელისა და ყბის ხაზთან ვუჭერივარ და თავისკენ მიზიდავს,
მეორე ხელის თითებით კი კლიტორის უფრო ძლიერად სრესას იწყებს.
– ააააჰ!.. – სადღაც ღრმად შიგნიდან ნეტარების უკვე ნაცნობი, ყოვლის წამლეკავი,
უფრო და უფრო მზარდი ტალღის მოახლოებას ვგრძნობ.
– მიდი, ანა... – სწვდება ჩემს სმენას მისი ჩახრინწულიო ხმა, ყურს კი მისი
ამონასუნთქი მხურვალე ჰაერი მითბობს, – მინდა, შენი ხმა მესმოდეს.
ჩემი ტუჩებიდან მოწყვეტილი მორიგი, ღრმა და მკერდიდან ამოვარდნილი
წამოყვირებით ნეტარ, გონების დამბინდავ შეგრძნებებში ვიკარგები და ერთიანად
ვიძირები... თვალები დახუჭული მაქვს, ზურგს უკნიდან მისი სუნთქვა მესმის და
სიმხურვალეს ახლა კისერზე ვგრძნობ... იქიდან კი, ღმერთო!.. სადაც მისი თითებია,
აზვირთებული და ჩემი სხეულის ყოველ წერტილამდე ერთიანად გაშლილი ნეტარების
ტალღა მივლის...
შეგრძნებების მორევში თავით ვეშვები... სხეული გათავისუფლებას მთხოვს.
– მიდი!.. – მესმის ისევ კრისტიანის ვნებით ჩახრინწული ხმა, წამით თვალებს ვახელ,
ველური, სურვილისაგან ლამის შეშლილი მზერით მანქანის ჭერს ვაჩერდები და
იმავწამს, როგორც კი ისევ ვხუჭავ, თითქოს შიგნიდან ავფეთქდი, ვათავებ...
– ოჰ, ანა... – აღფრთოვანებისა და გაკვირვების ერთმანეთში არეული გრძნობებით
ჩურჩულებს კრისტიანი, ჩემში კიდევ ერთი ძლიერი ბიძგით შემოდის და ჩემს ორგაზმს
უკან გამოყოლილი მთელი სხეულით შეშდება... მერე ცხვირის წვერს ჩემს ყბის ძვალს
აყოლებს და უკან, მის მხარზე თავგადაგდებულს ყელში, ლოყაზე და საფეთქელზე
მკოცნის.
– ჰმ... აბა, თავს როგორ გრძნობთ, მისის გრეი, დაძაბულობა მოგეხსნათ? – ბუტბუტებს
ის და კბილებით ისევ ყურის ბიბილოზე მწვდება, მაგრამ მე ისეთი ძალაგამოცლილი
ვარ, რომ პასუხად ყელიდან მხოლოდ კნავილის მსგავსი ხმა ამომდის... ვგრძნობ, რომ
იღიმება.
– შენი არ ვიცი და მე აშკარად მიშველა. – ის უკან იწევა და ჩემგან გადის. – რა გჭირს,
ენა ჩაყლაპე?
– ჰო. – ვპასუხობ ძლივსგასაგონად.
– ვინ არის აბა ახლა ჩვენში უფრო გარყვნილი?.. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი
ექსჰიბიციონისტი იყავი.
დაფეთებული მაშინვე სწორად ვჯდები და ნერვიულად აქეთიქით ვიხედები.
კრისტიანიც იძაბება.
– დარწმუნებული ხარ, რომ არავინ გვიყურებდა? – ვეკითხები დაფეთებული.
– შენ ფიქრობ, რომ ვინმეს იმისი ყურების უფლებას მივცემდი, ჩემი ცოლი როგორ
ათავებს? – ჩურჩულებს ის და ზურგზე დამამშვიდებლად ხელს მისვამს, მაგრამ მისი
ხმისა და შეხებისგან დამშვიდების მაგივრად ისევ ჟრუანტელი მივლის. სახეს მისკენ
ვაბრუნებ და ეშმაკურად ვუღიმი.
– ჰმ... ესეც მანქანაში სექსი... მე მომეწონა!
კრისტიანი ირონიულად იღიმება და სახეზე ჩამოვარდნილ ურჩ თმას მისწორებს.
– მოდი, ადგილები გავცვალოთ. ახლა ჯობია, საჭესთან მე დავჯდე. ის კარს მიღებს,
რომ მანქანიდან გადავიდე და გადავდივარ თუ არა, ნაჩქარევად ელვას იკრავს, მერე
თვითონაც გადმოდის, კარს იჭერს და დაჯდომაში მეხმარება, მერე მანქანას გარს
უვლის, მძღოლის მხარეს კარს აღებს, მანქანაში ჯდება, „ბლეკბერის“ ხელს ავლებს და
ციფერბლატზე ღილაკს თითს აჭერს.
– სოიერი სად არის?.. „დოჯი“?.. ერთად რატომ არა ხართ?
როგორც ჩანს, რაიანის პასუხს ყურადღებით უსმენს.
– ქალია? – ის ისევ ჩუმდება, ისევ ისმენს. – კარგი, მანდ დარჩი. – აძლევს ბოლოს
განკარგულებას და ტელეფონს თიშავს.
ქალი? რაიანი „დოჯის“ მძღოლს გულისხმობდა?.. მაგრამ ვინ შეიძლება იყოს? ელენა?..
ან იქნებ ლაილა?
– „დოჯის“ საჭესთან ქალი იჯდა?
– როგორც ჩანს... – ხმადაბლა მპასუხობს კრისტიანი და ტუჩები წვრილ, ჯიუტ და
გაბრაზებულ ხაზად ემუწება. – კარგი, წავედით. – ამბობს წამის მერე და გასაღებს
ატრიალებს. ძრავა ღმუილით ცოცხლდება, კრისტიანი მანქანებს შორის უკუსვლით
ფრთხილად გადის და „აუდი“ ავტოსადგომიდან გაჰყავს.
– და, ის... სასუბი სად არის? ან საერთოდ, ეს სიტყვა რას ნიშნავს? ხმოვანებით რაღაც
BDSM-ს ჰგავს.
კრისტიანი ოდნავ შესამჩნევად იღიმება და სტიუარტსტრიტზე უხვევს.
– სასუბი „საეჭვო სუბიექტს“ ნიშნავს, რაიანი FBI-ს ყოფილი თანამშრომელია.
– ყოფილი ეფბიაიელია?
– ყურადღებას ნუ მიფანტავ, – მეუბნება ის და თავს დაუდევრად აქნევს, როგორც ჩანს,
რაღაცაზე ფიქრობს.
– და, ის სასუბი ახლა სად არის?
– I5-ზე, სამხრეთისკენ მიდის. – მას წამიერი მზერა ჩემზე გადმოაქვს და მის თვალებში
ჩამდგარ მკაცრ შეუპოვრობას ვკითხულობ, ცივს და მშვიდს... ოჰო, რა მკვეთრი
კონტრასტია მის ვნებიან მზერასა და ამ მშვიდ სიცივეს შორის, რამდენიმე წამის წინ
ხომ ჩემ წინაშე სულ სხვა ადამიანი იყო. ხასიათი რომ გამოვუკეთო, ხელს ვწევ,
ბარძაყზე ვადებ და მისი ჯინსის შიდა ნაკერს თითებს ვაყოლებ, მაგრამ კრისტიანი
საჭეს ცალ ხელს უშვებს, ხელზე ზემოდან მადებს და ხელს მაჩერებინებს.
– არა. საკმარისია. ისედაც ზედმეტი მოგვივიდა, თანაც ხომ არ გინდა, რომ სახლიდან
სამ კვარტალში ყველაფერთან ერთად ავარიაშიც მოვყვეთ. – მეუბნება ის, ჩემი ხელი
ტუჩებთან მიაქვს და საყვედურის შესარბილებლად მშრალად და ყოველგვარი
ემოციების გარეშე თითებზე ნაჩქარევად მკოცნის, სფინქსივით მშვიდი, ცივი და
მბრძანებლური ჩემი ორმოცდაათი ელფერი... დიდი ხნის განმავლობაში პირველად
თავს აღვირახსნილ და თავაწყვეტილ პატარა გოგოდ ვგრძნობ. ხელს უკან ვწევ და
რამდენიმე წამი ხმის ამოუღებლად ვზივარ.
– ანუ ქალი იყო?
– როგორც ჩანს, ჰო. – ოხრავს კრისტიანი, „ესკალის“ მიწისქვეშა ავტოსადგომისკენ
უხვევს და შესასვლელთან პანელზე კოდი შეჰყავს, კარი იღება თუ არა, ავტოსადგომზე
ჩვენი მანქანებისთვის გამოყოფილი ადგილისკენ მიდის და ჩერდება.
– ჰმ.. ეს მანქანა ძალიან მომეწონა, – ტკბილი კრუტუნით ვეუბნები მე.
– მეც ძალიან მომწონს და შენი ტარებაც მომეწონა. წარმოგიდგენია, არც კი
გაგიკაწრავს!
– შეგიძლია დაბადების დღეზე ასეთივე მაჩუქო, – ვუღიმი ნაზად
მოულოდნელობისგან პირდაღებულ კრისტიანს და მანქანიდან გადავდივარ, მაგრამ
მაშინვე ვიხრები და უკან მანქანის სალონში ვიხედები – ოღონდ თეთრი, – ვამატებ ისევ
ღიმილით.
კრისტიანი ირონიულად, მაგრამ გულღიად იცინის და თავს აქნევს.
– ანასტასია გრეი, შენთან კაცი არასოდეს მოიწყენს!@
პასუხად მხოლოდ ვუღიმი, კარს ვკეტავ, „აუდის“ კუდისკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ
და კრისტიანს ველოდები. ის მანქანიდან ათლეტის დახვეწილი და ელეგანტური
მოძრაობით გადმოდის და წამით უსიტყვოდ თავისი იმ... მზერით მაჩერდება,
რომელსაც უკვე ძალიან კარგად ვიცნობ და, რომელიც ჩემში სადღაც ყველაზე ღრმა
კუნჭულებში არსებულისკენ არის მიმართული... მერე მიახლოვდება, ზედ ჩემს ყურთან
იხრება და ჩურჩულით მეუბნება:
– ესე იგი, ეს მანქანა შენც მოგწონს და მეც, და... ამ მანქანაში გაგჟიმე... შემდეგში იქნებ
კაპოტზეც გაგჟიმო...
სუნთქვა მეკვრება, მაგრამ პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, ავტოსადგომზე
ვერცხლისფრად მბზინავი BMW შემოდის. კრისტიანი წამით იძაბება, მანქანას ჯერ
ეჭვით აჩერდება, მერე კი ღიზიანდება, თავს ჩემკენ აბრუნებს, ზემოდან ქვემოთ
დამყურებს და ირონიულად იღიმება.
– ჰმ, როგორც ჩანს, მარტო აღარ ვართ, წამოდი. – ის ხელს მკიდებს, ავტოსადგომის
ლიფტთან მივყავარ და ღილაკს თითს აჭერს, მაგრამ სანამ ლიფტს ველოდებით, BMW-
ის მძღოლი მანქანიდან გადმოდის და ისიც ლიფტისკენ მოემართება. ის ახალგაზრდაა,
ელეგანტური, მაგრამ თავისუფალი სტილის ტანსაცმელი აცვია და გრძელი, მუქი და
ტალღოვანი თმა აქვს. ჟურნალისტივით, ტელევიზიის ან რომელიმე გაზეთის
თანამშრომელივით გამოიყურება.
– გამარჯობა, – გულღიად გვესალმება ის ორივეს და თავს გვიკრავს.
კრისტიანი წელზე ხელს მხვევს და თვითონაც თავაზიანი თავის დაკვრით პასუხობს.
– აქ ახლახან გადმოვედი, მეთექვსმეტე ბინაში...
– გამარჯობა, – ვესალმები მეც და ვუღიმი.
უცნობს თბილი და კეთილგანწყობილი თაფლისფერი თვალები აქვს. ჩვენ წინ
ლიფტის კარი იღება და სამივე კაბინაში შევდივართ. თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ და
ზემოდან ქვემოთ მომზირალ მის თითქოს ნიღაბივით არაფრის მთქმელ მზერას
ვაწყდები.
– თქვენ ხომ კრისტიან გრეი ხართ?.. – იღიმება ისევ უცნობი ახალგაზრდა.
კრისტიანი პასუხად დაძაბული და ნაძალადევი ღიმილით უღიმის.
– პოლ ჰარისონი. – ამბობს ახალგაზრდა და კრისტიანს ჩამოსართმევად ხელს უწვდის.
კრისტიანი ხელს დიდი ენთუზიაზმის გარეშე ართმევს. – რომელი სართული გინდათ?
– ჩვენი სართულისთვის კოდია საჭირო.
– ააჰ...
– პენტჰაუსი.
– აჰ, გასაგებია... – ამბობს პოლი და ისევ იღიმება. – დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. – ის
მერვე სართულის ღილაკს აჭერს თითს და ლიფტის კარი სრიალით იკეტება. – როგორც
ვხვდები, მისის გრეი, არა?
– დიახ. – ვპასუხობ მეც თავაზიანი ღიმილით და ერთმანეთს ჩვენც ხელს ვართმევთ.
პოლი თვალებში მიყურებს, მისი მზერა ჩემს სახეს აშკარად იმაზე დიდხანს ვერ
სწყდება, ვიდრე ამას თავაზიანობა მოითხოვს და თვალში საცემად წითლდება. ესღა
მაკლდა... დარცხვენილი მეც ვწითლდები. ჩემს წელზე შემოხვეული ხელი იძაბება. –
როდის გადმოხვედით? – ვეკითხები პოლს დაძაბულობის გასაფანტად.
– გასულ შაბათ-კვირას და აქაურობა ძალიან მომწონს. – მპასუხობს ის და ჩუმდება,
ლიფტში უხერხული სიჩუმე ისადგურებს, მაგრამ, საბედნიეროდ, სიჩუმეს ლიფტის
გაჩერების წკრიალი არღვევს და კაბინა მერვე სართულზე ჩერდება.
–მიხარია, რომ გაგიცანით, – გვეუბნება ორივეს აშკარა შვებით პოლი და კაბინიდან
გადის. მის ზურგს უკან ლიფტის კარი უხმაუროდ იკეტება. კრისტიანს ციფერბლატზე
კოდი შეჰყავს და ლიფტი პენტჰაუსისკენ იძვრება.
– კარგი ადამიანი ჩანს, – ვამბობ ხმადაბლა, – თანაც აქ ადრე არასდროს არც ერთი სხვა
მეზობელი არ შემხვედრია.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– მირჩევნია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს.
– ეს იმიტომ, რომ კარჩაკეტილი ხარ. მე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა.
– კარჩაკეტილი?
– ჰო, კარჩაკეტილი! სპილოს ძვლისგან ნაგებ სასახლეში გამომწყვდეული
კარჩაკეტილი... – საქმიანი და მშრალი ტონით ვუცხადებ მე.
კრისტიანს ტუჩები ირონიული და შეკავებული ღიმილით ებრიცება.
– ჰმ... სპილოს ძვლისგან ნაგებ სასახლეში გამომწყვდეული კარჩაკეტილი,
საინტერესოა! თქვენ კი, მისის გრეი, ვფიქრობ, თქვენი თაყვანისმცემლების სიას
შეგიძლიათ, კიდევ ერთი ყმაწვილიც მიამატოთ.
მე თვალებს ვატრიალებ.
– კრისტიან, შენ უკვე, მგონი, ყველა ჩემი თაყვანისმცემელი გგონია!
– შენ კი თვალები ამიტრიალე!..
გულის ცემა მიჩქარდება.
– ჰო, აგიტრიალე. – ვეუბნები ჩურჩულით. სუნთქვა მერევა და ყელში ნერწყვი
მეჩხირება.
ის თავს ოდნავ გვერდზე ხრის და თავისი საფირმო, მწველი, თვითკმაყოფილი და
ირონიული ღიმილით დამყურებს.
– მერე, ამას რა მოვუხერხოთ?
– რამე უხეში...
მოულოდნელობისგან და გაკვირვებისგან ის თვალებს ახამხამებს.
– უხეში?
– ჰო... გთხოვ.
– კიდევ გინდა?
თანხმობის ნიშნად თავს ნელა ვუქნევ და ლიფტის კარი იღება... სახლში ვართ.
– რამდენად უხეში? – მეკითხება კრისტიანი ჩურჩულით და თვალებში მუქი
ნაპერწკალი უკრთება.
უსიტყვოდ მზერას ვუსწორებ. ის წამით თვალებს ხუჭავს, მერე ახელს, ხელს მავლებს
და ჰოლში სწრაფი ნაბიჯით გავყავარ. ორმაგი კარით ლამის შევრბივართ ჰოლში, მაგრამ
წამით ვჩერდებით. ჰოლში სოიერი გვხვდება, რომელიც ორივეს მომლოდინე
გამომეტყველებით გვაჩერდება.
– სოიერ, ყველაფერზე ერთ საათში დავილაპარაკებთ, – ეუბნება მას კრისტიანი.
– დიახ, სერ. – პასუხობს ის მაშინვე, ბრუნდება და ტეილორის ოთახისკენ მიდის.
მთელი ერთი საათი გვაქვს!
– ესე იგი, უხეში, არა?
მე თავს უსიტყვოდ ვუქნევ.
– როგორც ინებებთ, მისის გრეი, გაგიმართლათ, დღეს სურვილების ასრულების დღე
მაქვს.
თავი მეექვსე
–რამე კონკრეტული გინდა? – მეკითხება ის და გულახდილად ავხორცი
გამომეტყველებით თვალებში მიყურებს.
მე მხრებს ვიჩეჩ, მაგრამ უცებ რაღაც ჩემთვისვე გაუგებარი გრძნობები მეუფლება და
სული მეკვრება, სუნთქვა მიჭირს. თვითონაც ვერ ვხვდები, რა მჭირს, ეს აფორიაქება რას
დავაბრალო – დევნას, ადრენალინს თუ ამ ყველაფრამდე ჩემს ცუდ განწყობას...
უბრალოდ ვგრძნობ, რომ მე ეს მინდა, ძალიან და არანორმალურად... ეს მთელ ჩემს
არსებას სჭირდება. კრისტიანის სახეს ნელნელა დაფენილი ჩრდილივით საგონებელში
ჩავარდნილის გამომეტყველება ედება.
– რამე განსაკუთრებული?.. – თითქოს სიტყვებით მეფერებაო, მის ტონში სინაზე
კრთება.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვგრძნობ, როგორ ვწითლდები. ასე რატომ
მრცხვენია?.. მე ხომ კრისტიანთან რა აღარ გამიკეთებია, ის ხომ ჩემი ქმარია! იქნებ
იმიტომ მრცხვენია, რომ ამჯერად მე თვითონ მინდა და აღიარება მიჭირს? ჩემი
ქვეცნობიერი კოპებს კრავს და თვალებს ატრიალებს: „ოჰ, კარგი რა, მორჩი
სისულელეებს!“...
– კარტბლანში? – ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით მეკითხება ისევ კრისტიანი და
თითქოს ჩემს ფიქრებში შემოძრომას ცდილობსო, ჩაფიქრებული შემომყურებს.
კარტბლანში? ჯანდაბა!.. კარგი, მაგრამ ვინ იცის, კარტბლანშს რა შეიძლება მოჰყვეს...
– ჰო, – ვბუტბუტებ ნერვიულად და მოლოდინი, მოუთმენლობა და სურვილი
სხეულში ერთდროულ მხურვალე ტალღად მივლის. კრისტიანი თავისი ზანტი და
სექსუალური ღიმილით მიღიმის.
– წამოდი. – ის ხელს მკიდებს და კიბისკენ მივყავარ. თამაშების ოთახი! ჩემი შინაგანი
ქალღმერთი ღ8ში უკვე ღამისთევით დარჩენილი ძილბურანიდან ფხიზლდება და
კისრისტეხით უკან მოგვდევს.
კიბის ბოლოში კრისტიანი ხელს მიშვებს, თამაშების ოთახის კარს გასაღებს არგებს და
აღებს, გასაღებზე კი წვრილი ჯაჭვით ის ბრელოკია მიბმული, რომელიც სულ
რამდენიმე კვირის წინ დაბადების დღეზე ვაჩუქე და, რომელზეც ერთ მხარეს სიეტლის
პანორამული ხედი, მეორე მხარეს კი სიტყვა „კი“ ინთება და ქრება.
– მისის გრეი... მხოლოდ თქვენ შემდეგ. – ამბობს ის და გვერდზე დგება, რომ ოთახში
პირველი შემიშვას.
თამაშების ოთახში შესვლისთანავე ხის, ტყავისა და ლაქის ნაცნობ სუნს ვგრძნობ. უცებ
ვხვდები, რომ ვიდრე წასულები ვიყავით, ამ ოთახში დასალაგებლად მისის ჯონსიც
შემოდიოდა ხოლმე და ვწითლდები. კრისტიანი შუქს ანთებს და მუქ წითელ კედლებს
მაშინვე რბილი, დაბალი და გაფანტული ნათება ეფინება. ოთახის შუაგულში ვჩერდები
და კრისტიანს ვუყურებ... მოლოდინი ძარღვებში ბლანტ და სურვილით დამძიმებულ
სისხლთან ერთად სიმხურვალედ მეღვრება. რას აპირებს?.. კრისტიანი კარს ისევ
გასაღებით კეტავს, ჩემკენ ბრუნდება, ჩაფიქრებული გამომეტყველებით თავს გვერდზე
ხრის, მერე აქნევს, იცინის და რამდენიმე წამს უსიტყვოდ მაჩერდება.
– მაინც რა გინდა, ანასტასია? – მეკითხება ბოლოს რბილი და ხმადაბალი ტემბრით.
– შენ მინდიხარ... – ვაყოლებ სიტყვებს ამოსუნთქვას.
კრისტიანი ისევ იღიმება.
– შენ მე უკვე გყავარ... და სხვათა შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჩემი
კაბინეტის ზღურბლზე გაიშხლართე.
– მაშინ იქნებ გამაკვირვოთ, მისტერ გრეი...
მის ირონიულ ღიმილში ირონიაც კრთება და სრულიად ავხორცი და ვნებიანი
დაპირებაც.
– როგორც ინებებთ, მისის გრეი.
ის მკერდზე ხელებს იჯვარედინებს, მერე ერთ ხელს სწევს, საჩვენებელი თითით ქვედა
ტუჩის ანგარიშმიუცემელ ოდნავ სრესას იწყებს და შემფასებლური მზერით მიყურებს.
– დასაწყისისთვის, მგონი, ჯობია, ტანსაცმლით შებოჭილი ეს ლამაზი სხეული
გავათავისუფლოთ. – ამბობს ის, ერთი ნაბიჯით მიახლოვდება, ხელებს მკერდის ოდნავ
მაღლა მოკლე ჯინსის ქურთუკში მავლებს და ჯერ მხრებზე მიწევს, მერე კი
იდაყვებამდე ქაჩავს. ქურთუკი იატაკზე ვარდება და კრისტიანი ახლა უკვე ჩემს შავ
ბლუზას სწვდება.
– ხელები ასწიე.
ბრძანებას მაშინვე ვემორჩილები, კრისტიანი ბლუზას თავს ზემოდან მხდის და
საკოცნელად იხრება... ტუჩები რბილი და მხურვალე აქვს, მისი მზერა კი სიყვარულს
ასხივებს... ბლუზაც იატაკზე, ქურთუკის გვერდით ვარდება.
– აი, გამომართვი. – ვეუბნები ჩურჩულით მე, მაჯიდან თმის რეზინს ვიხსნი, ვაწვდი
და საკუთარი საქციელის სისწორეში დაურწმუნებელი მის გამომეტყველებას
ვაკვირდები. ის წამით ჩერდება, თვალები უფართოვდება, მაგრამ არც გამომეტყველება
ეცვლება და არც არაფერს ამბობს, ბოლოს თმის სამაგრს მაინც მართმევს და მზერიდან
ის ოდნავ შესამჩნევი ცვლილებაც უქრება.
– მიბრუნდი. – მესმის შემდეგი ბრძანება.
საკუთარი თავით კმაყოფილი გულში შვებით ვიღიმები და ვბრუნდები. როგორც ჩანს,
ეს პატარა ბარიერიც წარმატებით გადავლახეთ. ის ჩქარა და თითების მოხერხებული
მოძრაობით ნაწნავს მიწნავს და ნაწნავის ბოლოს თმის რეზინით მიმაგრებს, მერე კი
ქაჩავს და თავს უკან მაწევინებს.
– მშვენიერი აზრი იყო, მისის გრეი. – ჩურჩულებს ჩემ ყურთან დახრილი და ბიბილოს
კბილებით სწვდება. – ახლა მობრუნდი და ქვედაკაბის ელვა გაიხსენი... ისე რომ,
იატაკზე თავისით ჩაცურდეს.
მისკენ ვბრუნდები, კრისტიანი ერთი ნაბიჯით უკან იხევს, მე თვალებში ვუყურებ და
ქვედაკაბის სათავეზე ჯერ ღილს ვიხსნი, მერე კი აუჩქარებლად ელვასაც ქვევით ვწევ.
თხელი ქსოვილი იატაკზე ფრიალფრიალით ეშვება და ჩემი ფეხების გარშემო თეთრ
ცისფერ ლაქად ეფინება.
– წრიდან გადმოდი. – მაძლევს განკარგულებას.
ნაბიჯს ვდგამ და იატაკზე დაფენილ ქვედაკაბას ვშორდები. კრისტიანი ჩემ წინ მაშინვე
მუხლებზე ეშვება და ხელს მარჯვენა ტერფზე მავლებს, ფეხს მაწევინებს და ვიდრე ის
ფეხსაცმლის შესაკრავებს ჯერ ერთ, მერე მეორე ფეხზე მოხერხებულად მიხსნის,
წონასწორობის დასაცავად კაუჭების რიგის ქვეშ იმ კედელს ვეყრდნობი, რომელზეც
ოდესღაც მათრახები, წკეპლები, ხის ნიჩბის მსგავსი სარტყამები და სხვადასხვა ნივთი
ეკიდა. ახლა აქ მხოლოდ შოლტი და მათრახიღა დარჩენილა, რომელთაც
ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებ... საინტერესოა, დღეს გამოიყენებს?
მის წინაშე ფეხშიშველი, მხოლოდ მაქმანებიან საცვალსა და ლიფში ვდგავარ,
კრისტიანი იხრება და ქვემოდან მიყურებს.
– მშვენიერი ხედია, მისის გრეი. – ამბობს კმაყოფილი გამომეტყველებით, უცებ
მუხლებზე ეშვება და ხელებს თეძოებზე მავლებს, მერე თავისკენ მიზიდავს და
ცხვირით ბოქვენში მეფლობა. – და კიდევ... ჩემი და სექსის სუნი გაქვს. ოჰ, რა
დამათრობელი არომატია... – ბუტბუტებს ის, სუნს მკვეთრად და ნესტოებდაბერილი
ხმაურით ისუნთქავს და მაქმანებიანი ბიკინის ზემოდან მკოცნის.
მისი სიტყვებისგან სული მეკვრება... შიგნით ყველაფერი მილღვება, ღმერთო, რა
სექსუალურია...
კრისტიანი იატაკზე მიმოყრილ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს იღებს და ათლეტივით
ერთი მოქნილი და დახვეწილი მოძრაობით სწორდება.
– მაგიდასთან წადი, – მეუბნება ხმადაბლა და ხელს მაგიდისკენ იშვერს, თვითონ
სამუზეუმო კომოდთან მიდის, იქ მისული კი ისევ ჩემკენ იხედება და იცინის. – სახით
კედლისკენ შებრუნდი, არ მინდა, იცოდე, რას ვაპირებ. ჩვენი მიზანია, კლიენტს
ვასიამოვნოთ, მისის გრეი, თანაც თქვენ ხომ სიურპრიზი მოინდომეთ. მე კედლისკენ
ვბრუნდები, მაგრამ სმენადქცეული ყოველი ბგერის დაჭერას ვცდილობ. ჰმ... რა, რა და,
ატმოსფეროს შექმნა, ნაპერწკლის კოცონად ქცევა და ვნების კიდევ უფრო გამძაფრება
კრისტიანს ნამდვილად კარგად გამოსდის... მესმის, რომ ფეხსაცმელს იატაკზე აწყობს,
ტანსაცმელს, როგორც ვხვდები, კომოდზე დებს, მერე ჩემს სმენას აშკარად მისი
ფეხსაცმლის გახდის და ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ერთი და მერე მეორე ცალის
იატაკზე დაცემის ხმა სწვდება... მიყვარს, როცა ფეხშიშველია... კომოდის უჯრას სწევს...
სათამაშოები! ოჰ, ღმერთო! ეს მოლოდინი მაგიჟებს და სხეულზე მოდებული ალივით
მწვავს. უჯრას ხურავს თუ არა, სუნთქვა მეკვრება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკნიდან
ათასობით ნემსი სხეულში ერთდროულად მესობა... უცნაურია, არ მესმის, უჯრის
დახურვის უბრალო და ბანალური ბგერა ჩემში ამხელა და ასეთ ეფექტს როგორ იწვევს...
რაღაც სიგიჟეა. უცებ დინამიკებიდან წამოსული ჩუმი შიშინი მესმის... ესე იგი,
მუსიკალური პრელუდია იქნება. ოთახში ფორტეპიანოს ხმადაბალი, რბილი და
აუჩქარებელი ბგერები იღვრება და ჩემ გარშემო სივრცეს სევდიანი აკორდები ავსებს.
რაღაც უცნობია... ფორტეპიანოს ელექტროგიტარა უერთდება. ნეტა რა კომპოზიციაა?
წამიც და ინსტრუმენტებს მამაკაცის ხმა ჰყვება... ტექსტიც უცნობია, რაღაცას იმის
შესახებ მღერის, რომ სიკვდილის არ უნდა გეშინოდეს, რა უცნაურია...
კრისტიანი აუჩქარებლად ოთახს ჭრის, ჩემკენ მოდის, ხის იატაკზე მისი შიშველი
ფეხების ტყაპუნი მესმის. მამაკაცისას ქალის როგორიღაც მახვეწარი... მომუდარე ხმაც
უერთდება, მე კი ზურგს უკან უკვე მის სუნთქვას ვგრძნობ.
– მაშასადამე, უხეში სექსი გინდათ, არა, მისის გრეი? – ამბობს ის მარცხნიდან ჩემს
სახესთან დახრილი და ყურზე მისი მხურვალე სუნთქვა მელამუნება.
– მმმ...
– ოღონდ, გახსოვდეს, უნდა გამაჩერო, თუ გაძლება გაგიჭირდება, კარგი? უბრალოდ
მეუბნები, რომ გავჩერდე და მეც მაშინვე ვჩერდები, გასაგებია?
– გასაგებია.
– მინდა, რომ დამპირდე.
მკერდიდან კვნესა მკვეთრად მწყდება. ჯანდაბა, ასეთი რა ჩაიფიქრა?
– გპირდები. – ვბუტბუტებ სუნთქვაარეული და გონებაში მისივე სიტყვები
მიტივტივდება: არ მინდა, გატკინო, მაგრამ გართობით, სიამოვნებით გავერთობოდი.
– ასე ჯობია, კარგი გოგო ხარ. – ის შიშველ მხარზე მკოცნის, თითს ლიფის ბრეტელის
ქვეშ მიყოფს და ბრეტელის გაყოლებაზე ქვევით, ბეჭის ქვედა ხაზამდე აყოლებს. კვნესას
ძლივს ვიკავებ. როგორ ახერხებს, რომ ასეთი უბრალო შეხებითაც კი ჩემში ამდენად
ეროტიკულ შეგრძნებებს იწვევს?
– ეს გაიხადე. – ჩურჩულებს ზედ ჩემს ყურთან.
ბრძანებას დამორჩილებული ლიფს ნაჩქარევად ვიხდი და ისიც, დანარჩენი ჩემი
ტანსაცმელივით იატაკზე, ჩემს ფეხებთან ეცემა. კრისტიანი ორივე ხელს ბეჭებზე
მადებს და ქვევით აცურებს, წელის ხაზთან მისული თეძოებზე გადადის, ცერა თითებს
მაქმანებიან საცვალს სდებს და ქვევით სწევს.
– გადმოდი.
ბრძანებას ისევ ვემორჩილები, ის კი უკანალზე მკოცნის და სწორდება.
– უფრო ძლიერი შეგრძნებებისთვის თვალებს აგიხვევ.– მეუბნება კრისტიანი, თავზე
ნიღაბს მაცმევს, თვალებზე მისწორებს და ჩემი სამყაროც უკუნში იძირება. ქალი
სიმღერას განაგრძობს და თუმცა კი სიტყვებს ვერ ვარჩევ, მარტო მისი ხმაც რაღაც
არანორმალურად სევდიან, მომაჯადოებელ და სულში ჩამწვდომ ამბავს ჰყვება...
– დაიხარე და მუცლით მაგიდაზე დაწექი. – მესმის ამჯერად უკვე რბილი და
ალერსიანი ტონით წარმოთქმული სიტყვები.
– კარგი... – გაპრიალებულ მაგიდაზე უყოყმანოდ ვეშვები და ხის გრილ ზედაპირს,
რომელსაც ცვილისა და ციტრუსის ოდნავ შესაგრძნობი, ნაზი არომატი ასდის,
გახურებული სხეულითა და სახით ვეკვრები.
– მაგიდის კიდეს მოეჭიდე.
კარგი... ხელებს ვწევ და თითებს მაგიდის კიდეს ვჭიდებ, მაგიდა განიერია, ასე რომ,
მკლავების ბოლომდე გაშლა მიხდება.
– ხელები არ გაუშვა, თორემ დაგსჯი, გასაგებია?
– კი.
– გინდა, რომ დაგსაჯო, ანასტასია?
წელს ქვევით ყველა კუნთი ერთდროულად მეძაბება და ვხვდები, რომ ჯერ ისევ
ლანჩიდან მოყოლებული, როდესაც კრისტიანი დასჯით დამემუქრა, სწორედ ეს
მინდოდა, ჩემი სხეული სწორედ ამას მთხოვდა... და ეს სურვილი ვერც მანქანებით
დევნამ და ვერც ავტოსადგომზე ნაჩქარევმა სექსმა ვერ გამიქრო.
– კი. – ვპასუხობ ხრინწიან ჩურჩულამდე ჩავარდნილი ხმით.
– რატომ?
ოჰ... ამის ახსნა და მიზეზების ძებნა რაღა საჭიროა? ჯანდაბა! დაბნეული მხოლოდ
მხრებს ვიჩეჩ.
– მითხარი. – არ მეშვება კრისტიანი.
– ჰმ... ნუ...
მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, უკანალს მწარე ტყლაშუნი მიწვავს.
– ოჰ!.. – ვერ ვიკავებ თავს წამოყვირებისგან.
– ჩუუ...
კრისტიანი ხელს უკანალზე მადებს და იმ ადგილს ნაზად მისრესს, სადაც რამდენიმე
წამის წინ დამარტყა, მერე იხრება... მისი თეძო, ჩემსას ეხება, ბეჭებზე მკოცნის და
კოცნის ბილიკით ხერხემლის გასწვრივ, ქვემოთ ჩადის... პერანგი გაუხდია, ასე რომ,
მისი მკერდის რბილი თმა ზურგზე სასიამოვნოდ მიღიტინებს, მისი შემართული ასო კი
ჯინსის სქელი ქსოვილის მიღმიდანაც კი დუნდულებზე სიმკვრივედ მედება.
– ფეხები გაშალე. – მესმის მისი ბრძანება და მეც უსიტყვოდ ვემორჩილები.
– მეტად!
მკერდიდან კვნესა მწყდება და ფეხებს უფრო ფართოდ ვშლი.
– კარგი გოგო ხარ. – ჩურჩულებს ის სუნთქვაარეული, ზურგიდან თითი ქვევით,
კუდუსუნის ძვლისკენ მიაქვს, დუნდულებს შორის აცურებს და მისი შეხებისგან
მაშინვე შეკუმშულ ანუსთან აჩერებს.
– ახლა სწორედ ამით გავერთობით. – მეუბნება ხმაჩახრინწული ჩურჩულით.
ჯანდაბა!..
მაგრამ კრისტიანი არ ჩერდება, უფრო ქვევით ეშვება და თითს საშოში მისრიალებს.
– უკვე სველი ხარ, ანასტასია? ჰმ... როდის მოასწარი?.. ახლა? თუ უკვე სველი იყავი?
მკერდიდან კვნესა მწყდება, კრისტიანი თითს საშოში უფრო ღრმად მიყოფს და უკან
სწევს, მერე ისევ შიგნით... გარეთ... ისევ და ისევ, თითით მჟიმავს... მისკენ ვიზნიქები,
ვეტმასნები და მის ხელს თეძოს ვუხვედრებ.
– აქ ყოფნა გიყვარს, არა, ანა?
მიყვარს... ოჰ, ღმერთო, კი, ძალიან მიყვარს!..
მისი თითი საშოში კიდევ უფრო ღრმად შემდის.
– მიპასუხე! – ხმა ჩავარდნილი, ჩახრინწული და ავხორცად დამძიმებული აქვს
– კი, მიყვარს, – ძლივს ამოვთქვამ კრუსუნით.
უკანალს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მწვავს და მოულოდნელობისგან ისევ ვყვირი,
ის კი საშოში უკვე ორი თითით შემოდის, მაგრამ ხელი მაშინვე უკან გააქვს და ანუსის
გარშემო თითებით სველ წრეს ხაზავს.
– რის გაკეთებას აპირებ? – ვეკითხები სუნთქვაარეული. ჯანდაბა!.. უნდა, რომ იქიდან
გამჟიმოს?
– იმისას არა, რასაც შენ ფიქრობ, – მპასუხობს ის ხმაჩავარდნილი ბუტბუტით. – ხომ
გითხარი, მაგ საქმეში აჩქარება არ ღირს, ნელნელა და ნაბიჯნაბიჯ მანდამდეც მივალთ,
მაგრამ ჯერ არა, ჯერ ადრეა...
სავარაუდოდ ტუბიდან რაღაც სითხის გადმოსხმის ხმა მესმის და კრისტიანი ჩემი
ანუსის სრესას იწყებს, ისევ და ისევ... ზეთოვანი სითხით იქ... მგლესს! ამ ჩემთვის
უჩვეულო და ახალი შეგრძნებების წინაშე შიში, სადღაც ღრმად შიგნით უკვე
ყოვლისწამლეკავ ტალღად აზვირთებულ აგზნებას უერთდება და წრიალს ვიწყებ,
მაგრამ პასუხად მაშინვე უკანალზე, უკანალის ქვედა ნაწილში, ბაგეებსა და ჩემს
ყველაზე მგრძნობიარე წერტილში მწველი ტყლაშუნით დარტყმას ვიღებ,
აცახცახებული, გგახსნილი ტუჩებიდან თითქოს ჰაერთან ერთად ამოდევნილი
ხმამაღალი კვნესა ამომდის... ოჰ, რა კარგია... უცნაურია, მაგრამ ახლა სწორედ ეს მინდა.
– გასწორდი, ნუ წრიალებ!..
– ოჰ...
– ზეთია, არ დამაღვრევინო.
ის ზეთს ხელზე კიდევ ერთხელ ისვამს და ჩემი უკანალის სრესას აგრძელებს.
ვცდილობ, არ ვიმოძრაო, თუმცა კი ვგრძნობ, რომ გული ამოვარდნაზე მაქვს, პულსი
არანორმალურად აჩქარებული და ყურებში ერთმანეთს შერწყმული დაუოკებელი
ჟინითა და უცხო შეგრძნებებისგან აფორიაქებით გახურებული სისხლის ძარღვებში
ჩქეფა მესმის...
– დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა, ანასტასია.
პასუხად ისევ ვკვნესი... უცებ ვგრძნობ,რომ ზურგზე რაღაც ცივი, ლითონის მსგავსი
საგნით მეხება და ქვევით, ხერხემლის გასწვრივ მიუყვება...
– შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს, ანა. – მეუბნება ის კმაყოფილი ჩურჩულით.
საჩუქარი?.. უცებ გონებაში შეხებით შეგრძნებული, ჩემგან დამოუკიდებლად მხოლოდ
ჩემი სხეულის მიერ გახსენებული სურათი მიტივტივდება... ჯანდაბა! ანალური
საცობი!..
კრისტიანი ცივ ლითონს კუდუსუნის ძვალზე მიტარებს, დუნდულებს შორის ჩააქვს
და უკანალში მისრიალებს.
ოჰ, ღმერთო!..
– უფრო ღრმად შევიტან, ოღონდ ნელ-ნელა... ნუ გეშინია.
სუნთქვა მეკვრება, აგზნებისა და უცხო შეგრძნებების მოლოდინისგან წელს ქვევით
ყველა კუნთი მეძაბება და ისევ უნებლიე წრიალს ვიწყებ.
– მეტკინება?
– არა, ანასტასია, პატარა საცობია... მაგრამ იცოდე, როგორც კი საცობს ღრმად შეგიდებ,
ძალიან უხეშად გაგჟიმავ.
სხეული უკვე ერთიანად მიცახცახებს. კრისტიანი იხრება და ისევ ზურგზე მკოცნის.
– მზად ხარ? – მეკითხება მერე ჩურჩულით.
მზაად?.. არ ვიცი... როგორ უნდა ვიყო მზად?
– კი, – ვჩურჩულებ მაინც ძლივსგასაგონად, გამომშრალ პირში ენას ძლივს ვაბრუნებ.
ის თითს ისევ ხერხემალს აყოლებს, თუმცა ამჯერად ცერას, დუნდულებს შორის
აცურებს და ანუსში მიყოფს... ჯანდაბა!.. დანარჩენი თითებით კი კლიტორს მისრესს,
ღმერთო რა ნეტარებაა... სიამოვნებისგან ვკვნესი, მაგრამ კლიტორზე ამ ჯადოსნურ
მანიპულაციასთან ერთად ანუსში ცერა თითით ცივი საცობი ნელა, მაგრამ უფრო
ღრმად შეაქვს.
– ააჰ!.. – ხმამაღლა ვყვირი უცხო და უჩვეულო შეგრძნებისგან და სხეული წელს
ქვევით ერთიანად მეძაბება, მაგრამ კრისტიანი ცერა თითს კიდევ უფრო შიგნით
მიყოფს, ლითონის საცობს ძლიერად აწვება და, უკვე ვეღარც ვხვდები, იმის გამო, რომ
ძალიან აგზნებული ვარ, თუ იმის, რომ კრისტიანმა ასე მოხერხებულად კლიტორზე
გადამატანინა ყურადღება, მაგრამ, ასეა თუ ისე, უცხო სხეული უკანალში თავისუფლად
შემდის...
მხოლოდ უცნაური დამძიმებისა და უჩვეულობის შეგრძნება მაქვს...
– ოჰ, ანა!..
კრისტიანი ცერა თითს უკანალში მიტრიალებს და საცობს აწვება... ოჰ, ღმერთო!.. ააა
აჰ... საცობის მორიგი მიწოლა თითქოს მკერდიდან დარჩენილი ჰაერის უკანასკნელ
ამოსუნთქვას დევნისო, გაღებული პირიდან მძიმე და სულშეხუთულ კვნესად მწყდება.
– კრისტიან... – ვბუტბუტებ მის სახელს ძველი, უკვე დავიწყებული მანტრასავით და
უჩვეულო შეგრძნებებთან შეგუებას ვცდილობ.
– ყოჩაღ... კარგი გოგო ხარ, – ჩურჩულებს ის და თავისუფალ ხელს ზურგიდან ქვემოთ,
თეძოსკენ მაყოლებს, მეორე ხელის ცერა თითს კი უკანალიდან ნელა მაცლის. წამიც და
ჩემს სმენას ელვის გახსნის ხმა სწვდება, ხელს თეძოზე, მეორე მხრიდანაც მკიდებს და
ფეხებს კიდევ უფრო მაშლევინებს. – მაგიდას ხელები არ გაუშვა. – მაფრთხილებს ისევ
ჩურჩულით.
– კარგი... – ვპასუხობ სუნთქვაარეული.
– ხომ არ გტკივა? თუ არ მოგეწონება, მითხარი, გესმის?.. მპირდები?
– გპირდები. – ვჩურჩულებ მოუთმენლად, ის კი ჩემში ძლიერი ბიძგით შემოდის,
თავისკენ მქაჩავს, ასოზე მთლიანად მიცვამს და ცერა თითით საცობს აწვება...
– ააააჰ!.. – მწყდება მკერდიდან ხმამაღალი კვნესა.
კრისტიანი შეშდება. მისი ხრინწიანი, ნაწყვეტნაწყვეტი და მკვეთრი სუნთქვა მესმის
და ვცდილობ, აბსოლუტური სისავსისა და ახლებური და თითქოს აკრძალულის
კეთების ამ სისხლის ამაჩქარებელ და გამახურებელ, ამ სრული ეროტიკული
სიამოვნების ერთმანეთში არეულ, სპირალივით გადახლართულ და მთელ ჩემს სხეულს
ყოვლისმომცველ ტალღად მოდებულ შეგრძნებებს მივყვე. კრისტიანი საცობს ოდნავ
აწვება.
– ოჰ, ღმერთო!... – ჩემს კვნესას მისი სტვენასავით, მკვეთრი ჩასუნთქვა ერწყმის...
ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს სრულ, სუფთა, განუზავებელ სიამოვნებას
ისუნთქავდეს. სისხლი კიდევ უფრო მიხურდება, ძარღვებში მიდუღდება... ამდენად
ავხორც გარყვნილად თავი არასდროს მიგრძნია...
– კიდევ? – მეკითხება კრისტიანი ჩურჩულით.
– კი...
– მაგიდას ხელი არ გაუშვა. – მაფრთხილებს კიდევ ერთხელ, უკან იწევა და მკვეთრი
და ძლიერი ბიძგით ისევ შემოდის. ოოოოჰ... აი, ეს მინდოდა!
– კიდევ... – ამომდის ყელიდან ხრინწიანი, ჟინით აღსავსე ხმა.
ის ტემპს აჩქარებს, მისი ყოველი მორიგი ბიძგი სულ უფრო და უფრო ძლიერი და
დაუოკებელი ხდება და ისევე, როგორც მე, მასაც სუნთქვა სულ უფრო და უფრო ერევა
და უმძიმდება.
– ოჰ, ანა... – ბუტბუტებს ქოშინით, თეძოდან ხელს მაშორებს და ანალურ საცობს
ატრიალებს, მერე ნელნელა უკან ქაჩავს და ისევ სიღრმისკენ აწვება. მთელ სხეულში
იმდენად უჩვეულო, ენით აუწერელი და ინტენსიური ტალღა მივლის, რომ რამდენიმე
წამის განმავლობაში ლამის გულის წასვლის პირას ვარ. კრისტიანი წამითაც არ
ჩერდება, რიტმი სულ უფრო და უფრო ჩქარდება, დარტყმები სულ უფრო და უფრო
ძლიერდება და უხეშდება, ერთიანად უკვე მთელი სხეული მიცახცახებს და მეძაბება...
– ააააჰ!.. – ათრთოლებული ტუჩებიდან მწყდება მორიგი კვნესა... ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ სადაცაა, შუაზე გამგლეჯს.
–ანა... ოჰ, ანა!.. – ბუტბუტებს ის ჩემს სახელს ნაწყვეტნაწყვეტ.
– გთხოვ, კრისტიან, – ვღმუი მეც, თუმცა რას ვეხვეწები მე თვითონაც არ ვიცი,
გაჩერებას თუ პირიქით, გაგრძელებას... შიგნიდან ყოველი კუნთი მისი ასოსა და
საცობის შეგრძნებით მეკუმშება და მითრთის.
– ასსსე... – ცრის ის კბილებიდან და მარჯვენა დუნდულს ძლიერი ტყლაშუნით
მწვავს...
ღმერთო!.. თითქოს ამას ველოდებოდი, სხეულში ყოვლის მომცველი ცახცახი მივლის
და ნეტარების უმაღლეს წერტილს ვაღწევ, რამდენიმე წამი გადის, მაგრამ ორგაზმი არ
ნელდება, ისევ და ისევ გრძელდება... არანორმალური სისწრაფით თავქვე ვეშვები,
ვტრიალებ, ვვარდები, მიწისკენ თავაწყვეტილი მივფრინავ... ის საცობს ნელ-ნელა სწევს
და უკანალიდან მაძრობს...
– ღმერთო! – ვეღარ ვიკავებ თავს და ვყვირი. კრისტიანი თეძოებში ხელებს მაგრად
მავლებს, თავისკენ კიდევ ერთხელ, მთელი ძალით მქაჩავს, ისიც ხმამაღლა ღმუის და
უკან მომყვება...
ხმის გამაძლიერებლებიდან ისევ ქალის ხმა ისმის. რა უცნაურია... ყოველთვის, როცა
ამ ოთახში ვართ, კრისტიანი თითქმის ყველა მუსიკალურ კომპოზიციას გამეორების
რეჟიმზე აყენებს. კრისტიანი მაგიდასთან იატაკზე ზის, მე კი მის მკლავებში
მოკუნტული და მის მკერდზე თავმიდებული კალთაში ვუზივარ.
– კეთილი იყოს თქვენი მიწაზე დაბრუნება, მისის გრეი, – მეუბნება ის და თვალებიდან
ნიღაბს მხსნის. სრული სიბნელის მერე თამაშების ოთახის დაბალი შუქიც კი მკვეთრად
თვალს მჭრის, წამწამებს ჩქარჩქარა ვახამხამებ და სინათლესთან შეგუებას ვცდილობ.
კრისტიანი ნიკაპს მაწევინებს, ტუჩებში ნაზად მკოცნის და თითქოს ჩემს მზერაში
რაღაცის ამოკითხვა უნდაო, თვალებში დაკვირვებით მაჩერდება, მაგრამ, როგორც კი
ხელს ვწევ და ლოყაზე ვეფერები, სახე უნათდება.
– აბა, შეგვიძლია, სურვილი ასრულებულად ჩავთვალოთ? – მეკითხება ეშმაკური
ღიმილით.
გაკვირვებული კოპებს ვკრავ.
– სურვილი?
– შენ ხომ რაღაც განსაკუთრებული... უხეში გინდოდა...
ძალაუნებურად მეღიმება.
– კი, ნამდვილად შეგვიძლია.
კრისტიანი შუბლზე წარბებს ძგიბავს და პასუხად თვითონაც მიღიმის.
– მიხარია, რომ ასეა, მისის გრეი. მინდა გითხრათ, რომ ამწუთას თქვენ სრულიად
დაკმაყოფილებული გამომეტყველება გაქვთ და ამასთან ერთად, ეს თქვენ კიდევ უფრო
გალამაზებთ. – მეუბნება ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით და გრძელი თითის ბალიშების
ნაზი შეხებით ნელა მეფერება.
– თავსაც სწორედ ასე ვგრძნობ. – ვკრუტუნებ მე პასუხად.
ის იხრება და ნაზად მკოცნის, ტუჩები რბილი და თბილი აქვს.
– შენ მე იმედს არასდროს მიცრუებ, ანა... მაინც როგორი შეგრძნება გაქვს? – მეკითხება
მერე მზრუნველი ტონით და მაგიდის ფეხს ეყუდება.
– არაჩვეულებრივი, – ვპასუხობ მე და საკუთარ აზრზე თვითონვე ვწითლდები. – თავს
სრული პროგრამით გაჟიმულად ვგრძნობ... – ვამატებ ბუტბუტით და მორცხვად
ვუღიმი.
– რა ბინძური ენა გაქვთ, რას კადრულობთ, მისის გრეი!.. – გათამაშებული
შეურაცხყოფილი გამომეტყველებით იცხადებს კრისტიანი, მაგრამ თვალებში
მხიარული ნაპერწკლები უთამაშებს. – არც კი გრცხვენიათ!
– რას იზამთ, მისტერ გრეი, მე ხომ ძალიან, ძალიან ბინძური და გარყვნილი კაცის
ცოლი ვარ!..
ის სულელური, მაგრამ ბედნიერი და გადამდები, სრულიად გაცისკროვნებული
ღიმილით იღიმება.
– და მე ბედნიერი ვარ, რომ შენ მას ცოლად გაჰყევი...
კრისტიანი ხელს ნაზად მკიდებს ნაწნავზე, ტუჩებთან მიაქვს და თმის ბოლოებს
როგორღაც ძალიან სათუთად და მოწიწებით კოცნის, მზერა კი ერთიანად სიყვარულით
ევსება... ღმერთო, ამქვეყნად არსებობს კი სადმე ისეთი ქალი, რომელიც ამ მამაკაცის
ცოლობაზე უარს იტყოდა?
ხელს მარცხენა ხელის არათითზე ვკიდებ, მისი ხელი ტუჩებთან მომაქვს და ჩემი
ბეჭდის მსგავს, პლატინის, უბრალოსა და ყოველგვარი წარწერების გარეშე ჩემს ნაჩუქარ
საქორწინო ბეჭედზე ვკოცნი.
– შენ ჩემი ხარ... – ვეუბნები ჩურჩულით.
– შენი ვარ... – მპასუხობს კრისტიანი, გულში მიკრავს და ცხვირით თმაში მეფლობა. –
გინდა, აბაზანა გაგიმზადო?
– ჰმმ... რატომაც არა, ოღონდ თუ კომპანიას გამიწევ.
– კარგი. – მთანხმდება ისიც მაშინვე და ფეხზე მაყენებს და თვითონაც დგება. მხოლოდ
ახლაღა ვამჩნევ, რომ ჯერ ისევ ჯინსი აცვია.
– და... იმ მეორე შენს ჯინსს რატომ აღარ იცვამ?
კრისტიანი ზემოდან ქვემოთ კოპებშეკრული და გაკვირვებული მაჩერდება.
– რომელ მეორე ჯინსს?
– იმას, რომელსაც ამ ოთახში იცვამდი ხოლმე.
– აა... იმას? – ჯერ ისევ დაბნეული თვალებს ახამხამებს ის.
– იმ ჯინსში ძალიან სექსუალური ხარ.
– მართლა?
– ჰო... იმ ჯინსში მართლა ძალიან სექსუალური ხარ.
კრისტიანი მორცხვად მიღიმის.
– რაკი ასეა, შემდეგში იქნებ ჩავიცვა კიდეც, მისის გრეი. – ის ჩემკენ იხრება და ისევ
მკოცნის, მერე ხელს მაგიდისკენ იშვერს და მაგიდიდან მომცრო თასს იღებს, რომელშიც
ანალური საცობი, ზეთის ტუბი, თვალებზე ასახვევიდა ჩემი ბიკინია ჩაყრილი.
– ამ სათამაშოებს საერთოდ ვინ რეცხავს ხოლმე? – ვეკითხები უცებ ჩემთვისვე
მოულოდნელად.
კრისტიანი ისე მაჩერდება, თითქოს კითხვა არ ესმოდეს.
– მე. მისის ჯონსი. – მპასუხობს წამიერი სიჩუმის მერე.
– რაა?
ის თავს მიქნევს, მაგრამ სახეზე მგონი, ცოტა უხერხულობის ჩრდილი ურბენს, მერე
ბრუნდება და მუსიკას თიშავს.
– ნუ, ჰმ...
– შენი მორჩილები, არა? – ვასრულებ მის მაგივრად.
კრისტიანი მხრებს გაუბედავად და უხერხულად იჩეჩს.
– აი, გამომართვი. – მაწვდის თავის პერანგს.
პერანგში ხელებს ნაჩქარევად ვუყრი. ქსოვილს მისი სუნი ასდის და ანალური
საცობების რეცხვასთან დაკავშირებული შოკი მაშინვე მავიწყდება. ჩემი ნივთები
კომოდზე რჩება. ის ხელს მკიდებს, თამაშების ოთახის კარს აღებს და კიბით ქვემოთ
ჩავყავარ. უკან მორჩილად მივყვები და ყველაფერი, – დილანდელი ამოუხსნელი
შფოთი, ნერვიულობა, შიში და ტრასაზე რალი, – ერთად ქრება. როგორც იქნა
სიმშვიდისა და კმაყოფილების გრძნობა მეუფლება და ვდუნდები. აბაზანაში
შევდივართ და ამდენი ხნის ნანატრი სიმსუბუქისგან უკვე ვამთქნარებ კიდეც და
ვიზმორები, დიდი ხანია, საკუთარ თავთან ასეთი სრული თანხმობის შეგრძნება არ
მქონია.
– რა იყო? – მეკითხება ჩემი შემხედვარე კრისტიანი და ონკანს უშვებს.
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
– მითხარი, – მთხოვს ის და მოდგაფუნე წყალში ჟასმინის ზეთს ასხამს. სააბაზანო
მოტკბო და გრძნობიერი არომატით ივსება.
ვწითლდები.
– არაფერი, უბრალოდ უკეთ ვარ.
კრისტიანი კმაყოფილი გამომეტყველებით იღიმება.
– დღეს მართლაც უცნაურ ხასიათზე იყავით, მისის გრეი. – ის თავისკენ მქაჩავს და
ერთიანად მკლავებში მიქცევს. – ვიცი, რომ ალბათ ამ ბოლო დღეების განმავლობაში
მომხდარ ამბებს განიცდი და ძალიან არ მომწონს, რომ ეს ყველაფერი შენც შეგეხო,
მაგრამ ნუ ნერვიულობ, დაახლოებით ვხვდები, რა შეიძლება ხდებოდეს... ეს ვენდეტაა,
ან რომელიმე უკმაყოფილო, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი იქნება
ან კონკურენტები... შენ რომ ჩემ გამო რამე მოგსვლოდა, ანა... – მეუბნება ბოლო
ფრაზაზე უკვე ჩურჩულამდე ჩამწყდარი ხმით და ჩუმდება. ხელებს ზურგზე ვხვევ და
მთელი სხეულით ვეკვრები.
– და, შენ რომ მოგსვლოდა, კრისტიან? – ყელში ბურთივით შიში მეჩხირება მეც.
ის წამით ზემოდან უსიტყვოდ დამყურებს.
– ნუ გეშინია, ყველაფერი გაირკვევა. ახლა კი ჯობია, ამ პერანგიდან გამოძვრე და
აბაზანაში ჩახტე.
– შენ ხომ სოიერს უნდა დალაპარაკებოდი?
– დაცდა მოუწევს. – წამის უსწრაფესად გამკაცრებული გამომეტყველებით
წარმოთქვამს ის და სოიერის მიმართ სიბრალული მეუფლება. ნეტა ასეთი რა დააშავა?
კრისტიანი მატრიალებს და პერანგის გახდაში მეხმარება, მაგრამ როგორც კი ისევ
მისკენ ვბრუნდები, კოპებს კრავს – მკერდზე ნაწუწნებისა და ნაკბენების კვალი ჯერ
ისევ არ გამქრობია, მაგრამ ახლა კრისტიანისთვის იმ ღამის გახსენება ნამდვილად არ
მინდა და სასწრაფოდ თემას ვცვლი.
– როგორ მაინტერესებს, რაიანი „დოჯს“ დაეწია?
– აბაზანა მივიღოთ და ყველაფერს გავიგებთ. ჩაჯექი. – მეუბნება ის და
დასახმარებლად ხელს მიწვდის. ხელზე ვეყრდნობი, აბაზანაში ვდგები და ცხელ
წყალში ფრთხილად ვეშვები.
– უუჰ... – ცხელი წყლისგან უკანალი ისე მეწვის, უნებურად სახე მეჭმუხნება.
– ფრთხილად, საყვარელო, – უკვე დაგვიანებით მაფრთხილებს კრისტიანი, თუმცა
უსიამოვნო შეგრძნებაც დიდხანს არ გრძელდება, წუთიც და წყალს ვეჩვევი.
კრისტიანიც იხდის, აბაზანაში ჩამოდის და უკნიდან მიჯდება. გაშლილ ფეხებს შორის
მიქცევს, მე მისკენ ვიწევი, თავს მკერდზე ვადებ და რამდენიმე წამის განმავლობაში
ხმის ამოუღებლად ორივე ცხელ წყალში ვყუჩდებით. მე ფეხზე ვეფერები, ის კი ჩემს
თმას ხელს ჰკიდებს და ნაწნავის ბოლოს თითებით ეთამაშება.
– ახალი სახლის გეგმას უნდა გადავხედოთ, იქნებ დღეს საღამოს, მოგვიანებით
მოგვეხერხებინა?
– კარგი... – ის ქალი ისევ უნდა მოვიდეს!.. ჩემი ქვეცნობიერი ჩარლზ დიკენსის
თხზულებათა სრული კრებულის მესამე ტომის კითხვას თავს ანებებს, თავს სწევს და
კოპებშეკრული მაჩერდება. იმ ქალთან დაკავშირებით ჩემი ქვეცნობიერიც კი ჩემს
მხარეზეა. უხმოდ, გულში ვოხრავ... სამწუხაროდ, ჯია მატეოს პროექტი იმდენად
უნაკლოა, რომ ვერაფერს გავხდები.
– ხვალ სამსახურისთვის ტანსაცმელი მაქვს მოსამზადებელი.
ის წამით შეშდება.
– რა აუცილებელია, რომ გამომცემლობაში დაბრუნდე?.. – მაპარებს ბუტბუტით.
ისევ!.. ოჰ, ღმერთო...
– ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, კრისტიან, გთხოვ, ხელახლა ნუ დაიწყებ!..
კრისტიანი ნაწნავს ნაზად მქაჩავს და როდესაც თავს მისკენ ვაბრუნებ, ტუჩებში
ტკბილად მკოცნის.
– უბრალოდ შემოგთავაზე...
სპორტულ შარვალსა და მაისურს ვიცვამ და თამაშების ოთახში დარჩენილი ჩემი
ტანსაცმლის წამოსაღებად საძინებლიდან გავდივარ, მაგრამ დერეფანში გასულს
კაბინეტიდან კრისტიანის ყვირილი მესმის და ვშეშდები.
– სად ჯანდაბაში ხარ?
გული მეწურება, ღმერთო,სოიერს უყვირის... რომ არ დამინახოს, წელში მოხრილი
კიბისკენ მივრბივარ, კიბეზე ავდივარ, თამაშების ოთახის კარს ნაჩქარევად ვაღებ და
შევდივარ. მათი ლაპარაკის მოსმენა ნამდვილად არ მინდა, სიმართლე ითქვას,
კრისტიანის ყვირილი ჯერ ისევ მაშინებს. საწყალი სოიერი... როდესაც კრისტიანი მე
მიყვირის ხოლმე, სოიერისგან განსხვავებით, პასუხად ხმას მეც ვუწევ, სოიერი კი თავს
ამის უფლებას ნამდვილად ვერ მისცემს.
ჩემს ტანსაცმელს ვიღებ, მერე ვიხრები, ხელს იატაკზე მიყრილ კრისტიანის
ფეხსაცმელსაც ვავლებ და უკვე ოთახიდან გამოსვლას ვაპირებ, რომ თვალში
სამუზეუმო კომოდის თავზე, კუთხეში დადგმული პატარა ფაიფურის თასი მხვდება,
რომელშიც ანალური საცობია ჩაგდებული. ჰმ... ალბათ ჯობია, ეს მე გავრეცხო. თასს
ჩემი ტანსაცმლის ქვეშ ვმალავ და ოთახიდან გამოსული, კიბით ისევ ქვევით ჩავდივარ.
უზარმაზარ მისაღებში ფრთხილად ვიხედები, მაგრამ აქ უკვე სიჩუმეა და არავინ ჩანს...
კიდევ კარგი. ტეილორი ხვალ საღამოს ჩამოვა, თავის შვილთან არის წასული და ამ ორ
დღეს – დღევანდელს და ხვალინდელს მასთან გაატარებს... ნეტა, იმ ბავშვს თუ
გავიცნობ ოდესმე?.. კარგია, რომ ხვალ უკვე აქ იქნება, როცა ის გვერდით არის,
კრისტიანი როგორც წესი, თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.
სასტუმრო ოთახში კინაღამ საკუჭნაოდან მოულოდნელად გამოსულ მისის ჯონსს
ვეჯახები.
– მისის გრეი... უკაცრავად ვერ დაგინახეთ.
ოჰ, ღმერთო, ახლა მის სტილის მაგივრად მისის გრეი გავხდი და არა ანა.
– საღამო მშვიდობისა, მისის ჯონს.
– კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მისის გრეი, და გილოცავთ! – მეუბნება ის და
გულითადად მიღიმის.
– გთხოვთ, მისის ჯონს, ანა დამიძახეთ.
– სახელით რომ მოგმართოთ, თავს უხერხულად ვიგრძნობ, მისის გრეი.
რა უბედურებაა!.. მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა თითზე საქორწინო ბეჭედი მიკეთია
ყველაფერი უნდა შეიცვალოს?!
– კვირის მენიუს გადახედვა ხომ არ გნებავთ? – მეკითხება ის მომლოდინე
გამომეტყველებით.
მენიუს გადახედვა?
– აა, ჰმ... – ჩემთვის სრულიად მოულოდნელი კითხვაა და ვიბნევი.
მისის ჯონსი იღიმება.
– თავიდან, როცა მისტერ გრეისთან დავიწყე მუშაობა, ყოველ კვირა დღეს მომდევნო
კვირის მენიუს მისტერ გრეისთან ვათანხმებდი და ვინიშნავდი, რა პროდუქტების
ყიდვა მჭირდებოდა ყოველი შეთანხმებული კერძისთვის.
– აჰ... გასაგებია.
– ნება მომეცით, გამოგართვათ. – მეუბნება ის და ხელებს ჩემი ტანსაცმლისკენ იწვდის.
– ოჰ... ჰმ... არა, იყოს... უბრალოდ ჯერ ისევ მჭირდება.
ტანსაცმლის ქვეშ ხომ ანალური საცობი მაქვს დამალული! სირცხვილისგან ერთიანად
ვწითლდები, თუმცა ჩემდა გასაკვირად მისის ჯონსისთვის თვალებში შეხედვას მაინც
ვახერხებ... თავადვე მიკვირს, რადგან მისის ჯონსმა, თავისთავად ცხადია, იცის, რას
ვაკეთებთ ხოლმე იმ ოთახში, ის ხომ იქ ალაგებს... ღმერთო, რა საშინელებაა, როდესაც
ადამიანს პირადი ცხოვრება არა აქვს.
– როცა გეცლებათ, მისის გრეი, მოხარული ვიქნები, საქმეებზე დავილაპარაკოთ და
მენიუში ცვლილებები შევიტანოთ.
– გმადლობთ, მისის ჯონს.
საუბარს კრისტიანის კაბინეტიდან მკვდარივით გაფითრებული სოიერის გამოსვლა
გვაწყვეტინებს, ის უზარმაზარ ოთახს ნაჩქარევი ნაბიჯით ჭრის, გზად ორივეს, თუმცა
კი არც ერთს თვალებში არ გვიყურებს, ნაუცბათევი თავის დაკვრით გვესალმება და
წამის უსწრაფესად ტეილორის კაბინეტში გამქრალი, ზურგს უკან კარს იხურავს. მისი
გამოჩენა მისის ჯონსთან ამ ჩემთვის მოულოდნელი ლაპარაკისგან მიცავს, მასთან ახლა
მენიუს განხილვისთვისაც კი არ ვარ მზად, არათუ ანალური საცობებზე სალაპარაკოდ,
ამიტომ ჯერ ისევ ჩემ წინაშე მდგარს მეც წამიერი, თავაზიანი ღიმილით ვემშვიდობები
და საძინებლისკენ მივდივარ... საინტერესოა, ოდესმე მივეჩვევი იმას, რომ მომსახურე
პერსონალი ყოველთვის სადღაც გვერდით ტრიალებს და ყოველ წუთს მზად არის, ჩემი
ნებისმიერი თხოვნა შეასრულოს? ფიქრებში ჩაძირული თავს დაბნეული ვაქნევ... იქნებ
როდისმე მივეჩვიო კიდეც, მაგრამ, ფაქტია, ჯერჯერობით ამ მოვლენასთან ყოველი
მორიგი შეჯახება მხოლოდ მაბნევს.
საძინებელში შესული კრისტიანის ფეხსაცმელს იატაკზე ვყრი, ჩემს ტანსაცმელს კი
საწოლზე და ფაიფურის თასით ხელში სააბაზანოში შევდივარ. უცნაურ საგანს, რომლის
დანახვაზეც ახლა, მარტო დარჩენილიც კი ვწითლდები, ყურადღებით ვათვალიერებ,
თუმცა საგანს სინამდვილეში უცნაურობის არაფერი ატყვია, ჩვეულებრივი და პატარაა
და, ჩემდა გასაკვირად, სუფთადაც გამოიყურება. ამას ყურადღებას არ ვაქცევ და საპნით
ნაჩქარევად, მაგრამ კარგად ვრეცხავ, ნეტა, საკმარისია?.. მისტერ სექსექსპერტს უნდა
ვკითხო, იქნებ მარტო საპონი და წყალი არ კმარა და სტერილიზაცია ან რამე მსგავსია
კიდევ საჭირო? ამ აზრისგან სხეულში უსიამოვნო შეგრძნება მივლის. რა კარგია, რომ
კრისტიანმა ბიბლიოთეკა სამუშაო ოთახად გამომიყო. ახლა აქ ლამაზი, პატარა თეთრი
მაგიდა დგას, რომელსაც სიამოვნებით ვუჯდები, ნოუთბუკს თავს ვხდი და თაფლობის
თვის განმავლობაში წაკითხული ხუთი ხელნაწერის თაობაზე ჩანიშნულ ჩემს
შენიშვნებს თვალს კიდევ ერთხელ ვავლებ. ყველაფერი წესრიგშია... სიმართლე ითქვას,
სამსახურშიდაბრუნების ცოტა არ იყოს მეშინია. ერთი მხრივ, ძალიან მინდა, მაგრამ თან
არც მინდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კრისტიანისთვის ჩემი ეჭვების
გაზიარებას ნამდვილად არ ვაპირებ, ის ხომ ჩემს ამ გაუბედაობას აუცილებლად ორივე
ხელით ჩააფრინდება და მიზეზად მოიდებს, რომ რამენაირად მუშაობა
გადამაფიქრებინოს... მახსოვს როუჩის გაფართოებული თვალები და ლამის
აპოპლექსიური რეაქცია, როდესაც გაიგო, ვის მივყვებოდი ცოლად, ისიც მახსოვს, რომ
ამ ინფორმაციის გამოაშკარავებიდან სულ მალე რედაქტორის მოვალეობის
შემსრულებლის პოზიციიდან რედაქტორის თანამდებობა ისე დამიმტკიცდა, თვალის
დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ახლა უკვე ვხვდები, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბოსს
მივყვებოდი ცოლად. აზრი აშკარად ძალიან არ მსიამოვნებს...
კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც კრისტიანმა არ იცის, ის არის, რომ თუმცა კი
რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია რედაქტორისაზე ასე მარტივად
შეიცვალა, არ შეცვლილა მისი გვარი, სი-აი-პიში მე ისევ ანასტასია სტილი ვარ. ჩემს ამ
გადაწყვეტილებაზე კრისტიანთან დალაპარაკება აქამდე ვერ გავბედე. რედაქციაში
ძველი გვარით დარჩენის მიზეზი საკმაოდ საფუძვლიანია, ჩემი აზრით, საქმიან
ურთიერთობებში აუცილებელია, რომ ჩვენ რაღაც დისტანცია მაინც შევინარჩუნოთ,
მაგრამ ვგრძნობ, რომ, როდესაც კრისტიანი ამ ამბავს გაიგებს, ჩხუბს მაინც ვერ ავცდები.
იქნებ ჯობია, რომ ამაზე ლაპარაკი აღარ გადავდო და მოგვიანებით, დღეს საღამოსვე
ვუთხრა?
სკამზე ვსწორდები და დღევანდელი დღისთვის დაგეგმილ ბოლო საქმეზე მუშაობას
ვიწყებ. რამდენიმე წუთში მზერა მონიტორის ქვედა კუთხისკენ, საათზე გადამაქვს –
შვიდი გამხდარა...
კრისტიანი ჯერ ისევ კაბინეტშია, ასე რომ, დრო საკმარისად მაქვს. „ნიკონიდან“
მეხსიერების ბარათს ვიღებ და გადაღებული სურათების კომპიუტერში გადასატანად
ნოუთბუკს ვუერთებ. ვიდრე ფოტოები იტვირთება, გონებაში დღევანდელი მოვლენები
მიტივტივდება. საინტერესოა, დაბრუნდა რაიანი თუ ჯერ ისევ გზაშია და
პორტლენდისკენ მიდის? ნეტა „დოჯს“ დაეწია?.. გაიგო, ვინ იჯდა საჭესთან? რამე
ახალი ხომ არ შეატყობინა კრისტიანს?.. სასწრაფოდ პასუხები მჭირდება! არ
მაინტერესებს, დაკავებულია თუ არა, უნდა ვიცოდე, რა ხდება და, საერთოდ, ვითომ
რატომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი უნდა დამიმალოს, უცებ თავს ლამის
დაჩაგრულადაც კი ვგრძნობ და უკვე საბოლოოდ ნაწყენი სკამიდან მტკიცე
გადაწყვეტილებით ვდგები, რომ კრისტიანთან წავიდე და ჩემს ქმარს ამ ყველაფერზე
პასუხები მოვთხოვო, მაგრამ უცებ ნოუთბუკის მონიტორზე ჩვენი თაფლობის თვის
ბოლო დღეებში გადაღებული ფოტოსურათები ჩნდება... ოჰო!..
მე, მე, მე... ყველგან მე ვარ! ამ სურათზე მძინავს, აქაც... უმეტეს ფოტოებზე სწორედ
მძინარე ვარ გადაღებული, – ზოგზე თმა სახეზე მაქვს ჩამოყრილი, ზოგზე ბალიშს
მარაოსავით გაშლილი ეფინება, აქ კი... ჯანდაბა!.. – ცერა თითი პირში მიდევს და
ვწუწნი! არადა მეგონა, რომ ეს ჩვევა დიდი ხნის წინ მოვიშორე... უამრავი სურათია,
მაგრამ მე წარმოდგენაც არ მქონდა, თუ იღებდა. რამდენიმე ფოტოზე საოცრად
უშუალოდ და ბუნებრივად საერთო ხედის ფონზე ვარ გადაღებული, ერთზე იახტის
მოაჯირთან ვდგავარ და დაღვრემილი გამომეტყველებით სადღაც შორს ვიყურები... მე
რატომ ვერ შევამჩნიე, რომ სურათს მიღებდა? ფოტოებს შევცქერი და უნებურად
მეღიმება... აი, ეს ის არის, კრისტიანი რომ ზემოდან მეჯდა და მიღიტინებდა, ჩემი
აწეწილი თმა ბალიშს ეფინება, მისი თითებისგან თავს ვიცავ, სხეული სასაცილოდ მაქვს
მოღრეცილი და ვხარხარებ. ეს კი, ის, გვერდიგვერდ რომ ვიწექით და კრისტიანმა
გაშლილი ხელით რომ გადაიღო, მე თავი მის მკერდზე მიდევს, ის კი ობიექტივში
იყურება... საოცრად ახალგაზრდული გამომეტყველება აქვს და ფართოდ
თვალებგახელილს მზერიდან სიყვარული ეღვრება, მეორე ხელი ჩემს კეფაზე უდევს...
ჰმ, მეც შეყვარებული იდიოტივით ვიღიმები, მაგრამ საკუთარ თავზე ყურაღღებას ვერც
კი ვაჩერებ – კრისტიანს უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტ!.. ჩემი ულამაზესი,
უსიმპათიურესი და უსაყვარლესი მამაკაცი, – ვნებიანი სექსის მერე თმა აწეწილი აქვს,
ნაცრისფერი თვალები უბრწყინავს და მიმზიდველად ტუჩებგახსნილი მაცდურად
იღიმება... ჩემი საყვარელი მამაკაცი, რომელსაც ღიტინის ეშინია, რომელიც ჯერ კიდევ
სულ ცოტა ხნის წინ ვერ იტანდა, როდესაც ეხებოდნენ, მაგრამ მე უკვე უფლებას
მაძლევს, რომ შევეხო... აუცილებლად უნდა ვკითხო, მართლა მოსწონს ეს, თუ უნდა,
რომ მე მასიამოვნოს და უბრალოდ ითმენს.
სურათზე მის სახეს შევყურებ და უკვე აღარ ვიღიმები, კოპებს ვკრავ... რამდენიმე
წუთის წინანდელი წყენა და აღშფოთება სადღაც ქრება და მთელი არსება სხვა
გრძნობებით მევსება... უკვე ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ
არის და ვიღაც კონკრეტულად კრისტიანს ებრძვის, ჯერ „ჩარლი ტანგო“, მერე
სასერვეროში ხანძარი, ახლა ეს დევნა... სუნთქვა მეკვრება და უნებური, სადღაც
შიგნიდან ამომსკდარი ყვირილის შესაკავებლად ორივე ხელს ნერვიულად პირზე
ვიფარებ. უცებ ყველაფერი მავიწყდება, კომპიუტერიც და ფოტოებიც, სკამიდან
ელდანაკრავივით ვხტები და ამჯერადუკვე არა ჩემთვის დამალული პასუხების
მოსათხოვნად, არამედ იმაში დასარწმუნებლად, რომ კრისტიანი კარგად არის და
არაფერი ემუქრება, მისი კაბინეტისკენ მივრბივარ. დაკაკუნება აზრადაც არ მომდის,
კარს სწრაფად ვაღებ და ოთახში ვუვარდები. კრისტიანი მაგიდასთან ზის და
ტელეფონით ლაპარაკობს, ხმაურზე კარისკენ უკმაყოფილო გამომეტყველებით
ბრუნდება, მაგრამ ჩემს დანახვაზე უკმაყოფილება მაშინვე თბილი მზერით ეცვლება.
– ესე იგი, მეტად ვეღარ გაადიდებ? – ეკითხება ის ვიღაცას ყურმილში, ისე რომ მზერას
არ მაშორებს. დაუფიქრებლად მაგიდას გარს ვუვლი, კრისტიანი სავარძელიანად ჩემკენ
ბრუნდება, ეტყობა, ვერ ხვდება, რა ჩავიფიქრე და ჩემი საქციელით გაკვირვებული
გამომეტყველებით, კოპებშეკრული მიყურებს, მის სავარძელს ვუახლოვდები და
უსიტყვოდ კალთაში ვუჯდები, მერე კისერზე ხელებს ვხვევ და ვეხუტები, კრისტიანს
გაოგნებისგან წარბები შუბლზე ასდის და დაბნეული ხელს წელზე გაუბედავად მხვევს.
– ჰმ... კარგი... ბარნი, ერთი წუთით. – ამბობს ის და ყურმილს ხელს აფარებს.
– რა მოხდა, ანა?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. კრისტიანი ხელს ნიკაპში მკიდებს, თავს მაწევინებს და
თვალებში მიყურებს, თვალს ვუსწორებ, მაგრამ წამის მერე თავს ისევ ვხრი, მკერდზე
ვადებ და მის კალთაში ვიკუნტები. ჩემი საქციელით კიდევ უფრო გაოგნებული წელზე
ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს და თავზე, თმაში მკოცნის.
– ჰმ... ბარნი, ჰო, რას ამბობდი?
კრისტიანი ლაპარაკს აგრძელებს, მერე თავს გვერდზე ხრის, ტელეფონს მხრით იჭერს
და გათავისუფლებული ხელის თითებით ნოუთბუკის კლავიატურაზე კაკუნს იწყებს.
მონიტორზე როგორც ჩანს, მაქსიმალური გადიდებისგან დაწინწკლული ღია ფერის
კომბინეზონში ჩაცმული მუქთმიანი კაცის შავთეთრი გამოსახულება ჩნდება.
კრისტიანი თითს რომელიღაც ღილაკს აჭერს და გამოსახულება ცოცხლდება, კამერის
მიმართულებით მოდის, მამაკაცს სახე არ უჩანს, თავი ჩახრილი აქვს, მამაკაცი კამერას
უახლოვდება და კრისტიანი კადრს აჩერებს, უცნობი ერთიანად თეთრ, განათებულ
ოთახშია, ოთახის მარცხენა კედლის გასწვრივ მაღალი შავი კარადები აწყვია. ალბათ ეს
არის სასერვერო...
– კარგი, ბარნი, კიდევ ერთხელ.
მონიტორზე კადრი ისევ ცოცხლდება. ვიდეოთვალის ჩანაწერიდან ადამიანის თავი
უცებ იზრდება და ჩარჩოში ჩნდება. კრისტიანის კალთაში მონუსხული ვსწორდები,
ვიწევი და მონიტორს ვაჩერდები.
– ამას ბარნი აკეთებს? – ვეკითხები კრისტიანს ხმადაბლა.
– ჰო, – მპასუხობს ის. – შეგიძლია სიმკვეთრე მოუმატო? – მიმართავს ამჯერად უკვე
ბარნის.
კადრი თითქოს იმღვრევა, ფოკუსი იცვლება და მონიტორზე ვიდეოთვალის
კამერისგან სახის დასამალად შეგნებულად თავჩახრილი ადამიანის გამოსახულება
მკვეთრდება. მონიტორს თვალმოუშორებლად ვუყურებ და ხერხემლის გასწვრივ უცებ
ყინულივით სიცივე მირბენს. მამაკაცის ყბის მოყვანილობა ვიღაცას მაგონებს. მოკლე და
თითქოს ჭუჭყიანი, აწეწილი თმა აქვს... გამოსახულება კიდევ უფრო მკვეთრდება და
ყურის ბიბილოში გაყრილ პატარა რგოლს ვხედავ.
ჯანდაბა! ეს ხომ... ღმერთო!..
– კრისტიან, ეს ჯეკ ჰაიდია.

თავი მეშვიდე
–შენ ასე ფიქრობ? – მეკითხება კრისტიანი და გაკვირვებული გამომეტყველებით თავს
ჩემკენ აბრუნებს.
– ყბის ხაზს შეხედე. – ვპასუხობ მე და თითს ეკრანისკენ ვიშვერ. – საყურე. მხრების
მოყვანილობა. ფიგურა... ალბათ პარიკი ახურავს, ან თმა შეიჭრა და შეიღება, მაგრამ...
– ბარნი, გესმის? – კრისტიანი ტელეფონს მაგიდაზე დებს და აპარატს ხმამაღალ
რეჟიმზე რთავს. – მისის გრეი, როგორც ჩანს, ყოფილი ბოსი კარგად შეგისწავლიათ... –
უკმაყოფილო ტონი ეპარება უცებ ხმაში, მე მაშინვე კოპებშეკრული მზერით ვპასუხობ,
მაგრამ წამიერ დაძაბულობას ბარნი მუხტავს.
– დიახ, სერ, გავიგე. ახლა ვიდეოთვალის კამერებით გადაღებულ ბაზაში არსებულ
მთელ ციფრირებულ ინფორმაციას სახის ამომცნობ სისტემაში ვატარებ და ვნახოთ ეს
ნაბიჭვარი... უკაცრავად, მემ, კიდევ სად იყო შესული.
შეშფოთებული თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ. ის მონიტორზე გაჩერებულ კადრს
იმდენად დაძაბული და საკუთარ ფიქრებში მთლიანად ჩაძირული გამომეტყველებით
უყურებს, რომ მგონი, ბარნის ნათქვამს ვერც იგებს.
– კი მაგრამ... ეს რატომ გააკეთა? – ვეკითხები მე ხმადაბლა.
კრისტიანი მხრებს იჩეჩს.
– როგორც ჩანს, შურისძიებას ცდილობს... არ ვიცი. ხანდახან უბრალოდ
შეუძლებელია, გაიგო, რა მიზანი აქვს ადამიანს, რომელიც ასე იქცევა. მე ახლა მხოლოდ
იმაზე ვბრაზდები, რომ შენ ამ კაცის გვერდით მუშაობდი. – მპასუხობს კოპებშეკრული,
მერე ტუჩები წვრილ, მკაცრ ხაზად ემუწება და თითქოს ამწუთასაც რაღაც საფრთხისგან
მიცავსო, წელზე მოხვეული ხელით სხეულზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიკრავს.
– ჩვენ ჰაიდის მყარი დისკის ინფორმაციაც გვაქვს, სერ, – ამატებს ბარნი.
– მახსოვს... მისამართიც? – მკვეთრად გამკაცრებული ხმით კითხულობს უცებ
კრისტიანი.
– დიახ, სერ.
– ეს ყველაფერი უელჩს შეატყობინე.
– რა თქმა უნდა, სერ. ქალაქში დაყენებული კამერების ინფორმაციასაც შევამოწმებ,
იქნებ სადმე ამოვარდეს, რა მიმართულებებით მოძრაობდა.
– შეეცადე გაარკვიო, რა მანქანა ჰყავს.
– გასაგებია, სერ.
– ბარნი ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებს? – ვეკითხები კრისტიანს ჩურჩულით.
კრისტიანი თავს მიქნევს და თვითკმაყოფილი, ირონიული ღიმილით იღიმება.
– ჰაიდის მყარ დისკზე რა იყო? – ვჩურჩულებ ისევ მე.
კრისტიანს სახე მაშინვე ექუფრება, როგორც ჩანს, თქმა არ უნდა და თავს ამჯერად
უარყოფის ნიშნად აქნევს.
– ისეთი არაფერი. – ცრის კბილებში.
– მითხარი.
– არა.
– შენ გეხებოდა თუ მე?
– მე. – მპასუხობს ის ჩუმი ოხვრით.
– კონკრეტულად რა, შენი მიდრეკილებების შესახებ?
კრისტიანი ისევ თავს აქნევს და იმის ნიშნად, რომ გაჩუმებას მთხოვს ტუჩებზე
საჩვენებელ თითს მადებს. პასუხად კოპებს ვკრავ და უკმაყოფილო გამომეტყველებით
ვაჩერდები, მაგრამ არც ის მნებდება, თვალებს ჭუტავს და თუმცა კი უსიტყვოდ და
მხოლოდ მზერით, მაგრამ ცხადად მაგრძნობინებს, რომ თემის გაგრძელებას არ აპირებს.
– 2006 წლის „კანარო“ ჰყავს, – ისმის ტელეფონიდან ბარნის აღელვებული ხმა. –
ლიცენზიის მონაცემებს უელჩს გადავუგზავნი.
– კარგი. გამაგებინე, ეგ ნაძირალა გრეიჰაუზში კიდევ სად იყო შესული და
გამოსახულება სი-აი-პიდან აღებულ პირად საქმეს შეადარეთ, – კრისტიანი თავს ჩემკენ
სახეზე გამოხატული სკეპტიკური გამომეტყველებით აბრუნებს. – დარწმუნებული
უნდა ვიყო, რომ ჰაიდია.
– დავალება უკვე შესრულებულია, სერ, მისის გრეი მართალი აღმოჩნდა,
ვიდეოთვალით დაფიქსირებული ადამიანი ჯეკ ჰაიდია.
გამარჯვებულის თვითკმაყოფილი ღიმილით ვიღიმები. ხედავ? თუ ყველაფრისგან
იზოლირებული არ ვიქნები, ხანდახან მეც შეიძლება გამოგადგე!.. კრისტიანი ზურგზე
ხელს მისვამს.
– მშვენიერია, მისის გრეი! – მიღიმის ისიც პასუხად და წეღანდელი გაღიზიანება და
დაძაბულობა წამში ერთიანად ქრება.
– ბარნი, გამაგებინე, როდესაც შენობაში მისი გადაადგილების მთელ მარშრუტს
მოხაზავ, გარდა ამისა, გადაამოწმე ყველაფერი, რასთანაც შეიძლებოდა შეხება ჰქონოდა
და შენობის კიდევ ერთხელ, ძირფესვიანად შესამოწმებლად უსაფრთხოების
სამსახურსაც შეატყობინე.
– გასაგებია, სერ.
– გმადლობ, ბარნი. – ამბობს კრისტიანი და ტელეფონს თიშავს.
– მაშ, ასე, მისის გრეი, როგორც ირკვევა, თურმე თქვენ არა მარტო დეკორატიული,
არამედ პრაქტიკული ფუნქციის შესრულებაც შეგიძლიათ. – მეუბნება ის და თან
თვალებში მხიარული ნაპერწკლები დაუხტის. ჰმ... უნდა, რომ ამაგდოს!..
– დეკორატიულის? – მისივე მსგავსი ეშმაკური და მხიარული ტონით ვუტრიალებ
უკან სიტყვას.
– ულამაზესად დეკორატიულის!.. – ბუტბუტით წარმოთქვამს ის და ტუჩებში მკოცნის.
– დეკორატიულობაში თქვენ ვინ შეგედრებათ, მისტერ გრეი?!
კრისტიანი იცინის და ისევ მკოცნის, ამჯერად უფრო ვნებიანად, მთელი ძალით... ჩემს
ნაწნავს მაჯაზე იხვევს და ორივე ხელით სხეულზე ისე მიკრავს, რომ რამდენიმე წამის
მერე, როდესაც ერთმანეთს ვშორდებით, სუნთქვაშეკრულს გული პირდაპირ ყელში
მიცემს...
– გშია? – მეკითხება თვითონაც ჩემზე არანაკლებ სუნთქვაარეული
– არა.
– მე კი.
– რა გინდა?
– ჰმ... ისე, მე საჭმელი ვიგულისხმე, მისის გრეი.
– კარგი, რამეს მოგიმზადებ. – ვხითხითებ ორაზროვნებით გამხიარულებული.
– აი, ეს კი, კიდევ უფრო მომწონს.
– რა მოგწონს, შენთვის წასახემსებლის მომზადებას რომ ვაპირებ? – ვეკითხები ისევ
სიცილით.
– შენი ხითხითი მომწონს, – მპასუხობს ის და თავზე მკოცნის.
მე ფეხზე ვდგები.
– მაინც რას მიირთმევთ, მისტერ გრეი? – ვეკითხები ამჯერად უკვე ხაზგასმულად
დამტკბარი ტონით.
კრისტიანი თვალებს წკურავს.
– მეთამაშებით, მისის გრეი?
– როგორც ყოველთვის, მისტერ გრეი... მაშ ასე, სერ, რას ინებებთ?
ტუჩებზე სფინქსის ღიმილი ეფინება.
– მიუხედავად იმისა, რომ იცი, ჯერ ისევ შემიძლია, გადავიფიქრო და მუხლებზე
გადაგიწვინო? – მემუქრება უცებ მაცდურად.
– ვიცი. – ვპასუხობ ღიმილით, მერე ვიხრები, მისი საოფისე, მბრუნავი სავარძლის
სახელურებს ვეყრდნობი და ტუჩებში ვკოცნი. – და ეს ის არის, რაც მე ძალიანაც
მომწონს, მაგრამ ახლა, რადგან გშია, ჯობია, მაგ შენს აქავებულ ხელებს სხვა საქმე
მოუძებნო. ის თავისი მორცხვი ღიმილით იღიმება და მეც გული მაშინვე სინაზით და
სიყვარულით მევსება.
– ოჰ, მისის გრეი, რა მოგიხერხოთ?!
– პირველ რიგში დასმულ კითხვაზე მიპასუხეთ, მისტერ გრეი. რას მიირთმევთ?
– რამე მსუბუქი იყოს... შენ თვითონ მოიფიქრე და... გამაკვირვე. – იმეორებს ის
თამაშების ოთახში ჩემივე ნათქვამ სიტყვას.
– კარგი, რამეს მოვიფიქრებ. – ვპასუხობ ღიმილით, მისი კაბინეტიდან ამაყად წელში
გასწორებული და თეძოების ქნევით გამოვდივარ და სამზარეულოსკენ მივემართები,
მაგრამ სამზარეულოს ვუახლოვდები თუ არა, ქურასთან მოფუსფუსე მისის ჯონსს
ვხედავ და განწყობა საგრძნობლად მიფუჭდება.
– საღამო მშვიდობისა, მისის ჯონს.
– მისის გრეი. მოგშივდათ? ვახშამს მიირთმევთ?
– აა... ჰმ...
ის ქურაზე შემოდგმულ ქვაბში რაღაცას ურევს, სამზარეულოში მადისაღმძვრელი
სუნი დგას.
– მინდოდა, ჩემთვის და მისტერ გრეისთვის საბები(subs – ამ შემთხვევაში
იგულისხმება სწრაფი კვების რესტორნების ქსელ SubWay-ის სენდვიჩები. ავტორი ხაზს
უსვამს სიტყვის ორაზროვნებასაც: The Submissive – sub – მორჩილი. ) მომემზადებინა.
მისის ჯონს კოვზიანი ხელი ქვაბის თავზე წამიერად უშეშდება.
– რა თქმა უნდა. მისტერ გრეის ფრანგული პური უყვარს, მაცივარში დევს, სწორედ
სენდვიჩების ზომაზე დაჭრილი, სიამოვნებით მოგიმზადებთ, მემ.
– გმადლობთ, მისის ჯონს, მაგრამ მინდა, რომ მე თვითონ მოვუმზადო.
– რა თქმა უნდა, მისის გრეი, ახლავე გავიწევი და ადგილს დაგითმობთ.
– თქვენ რას აკეთებთ?
– ბოლონეზეს, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიირთვათ, მაცივარში შევინახავ. –
მპასუხობს ის გულღია ღიმილით და ქურას თიშავს.
– ჰმ... და კრისტიანს როგორი საბები... უყვარს? – უცებ ვჩუმდები და კოპებს ვკრავ,
ორაზროვნებას მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებ. საინტერესოა, მისის ჯონსიც მიხვდა?
– მისის გრეი, თუ სენდვიჩს ფრანგული პურით მოამზადებთ შიგთავსად რაც
მოგესურვებათ შეგიძლიათ ყველაფერი ჩადოთ, დამიჯერეთ, მისტერ გრეის ნებისმიერი
კომბინაცია მოეწონება.
ერთმანეთს ვუღიმით.
– გმადლობთ, გასაგებია. – მაცივართან მივდივარ და საყინულიდან თავმოკრული
პოლიეთილენის პაკეტით, სენდვიჩების ზომაზე დაჭრილ ფრანგულ პურს ვიღებ, ორს
თეფშებზე ვდებ, თეფშებს კი მიკროტალღურ ღუმელში ვაწყობ და გალღობის რეჟიმს
ვრთავ.
მისის ჯონსი სამზარეულოდან გადის, მე კი მაცივარს ვუბრუნდები, რომ
სენდვიჩებისთვის ინგრედიენტები მოვძებნო. როგორც ჩანს, იმისთვის, რომ
სამზარეულოში ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ, მე და მისის ჯონსს გარკვეული
გეგმის შემუშავება მოგვიწევს. კარგი იქნება, თუ შაბათკვირას კრისტიანისთვის საჭმელს
მე მოვამზადებ ხოლმე, დანარჩენ დღეებში კი ძალიანაც გამიხარდება, თუ ამას მისის
ჯონსი იტვირთებს, რაც მართალია, მართალია, სამსახურიდან დაბრუნების მერე
ვახშმის მზადება ნამდვილად არ მეხატება გულზე. ჰმ... გეგმა აშკარად კრისტიანსა და
მის მორჩილებს შორის დადგენილ წესს ჰგავს... აბეზარი აზრის თავიდან
მოსაშორებლად თავს ვაქნევ, ჯობია, ამაზე ნაკლები ვიფიქრო. მაცივრიდან ლორს
ვიღებ, კონტეინერიდან კი მშვენივრად დამწიფებულ ავოკადოს. ავოკადოსგან პიურეს
ვამზადებ და როდესაც პიურეს მარილს ვაყრი და ლიმონს ვაწურავ, თავისი
კაბინეტიდან ახალი სახლის პროექტით ხელში კრისტიანი გამოდის, ის ქაღალდებს
ბარის დახლზე დებს და დახლს გარს უვლის, მერე უკნიდან მეპარება, მეხვევა და
კისერში მკოცნის.
– ფეხშიშველი სამზარეულოში... – ჩურჩულებს ზედ ჩემს ყურთან.
– უკეთესი მხოლოდ სამზარეულოში ფეხშიშველი და ფეხმძიმე იქნებოდა, არა? –
მეცინება მე, ის კი წამის უსწრაფესად იძაბება და მთელი სხეული ეჭიმება.
– არა... ჯერ, არა. – ხმაში აშკარად დამფრთხალი ინტონაცია უკრთება.
– არა, კრისტიან, რა თქმა უნდა, ჯერ არა.
ის შესამჩნევად მშვიდდება და ფილტვებიდან ამოშვებულ ჰაერს ყრუ, შვებით
ამოოხვრას აყოლებს.
– ამ საკითხში, შეიძლება ითქვას, სრული თანხმობა გვაქვს, მისისგრეი.
– მაგრამ მომავალში ბავშვების ყოლის წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
– მომავალში, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ჯერჯერობით შენი გაყოფა არავისთან არ
მინდა. – მეუბნება ის და ისევ კისერში მკოცნის.
ოჰო... გაყოფა?
– რას აკეთებ? აშკარად მადის აღმძვრელად გამოიყურება. – ის ისევ მკოცნის, ამჯერად
ყურს უკან და ვხვდები, რომ ეს კოცნა სპეციალურად ჩემი ყურადღების გადასატანი
სვლაა... ჰმ, კისრიდან ქვევით, ხერხემლის გასწვრივ სასიამოვნო ჟრუანტელი მირბენს.
– საბებს, – ვპასუხობ ირონიული ღიმილით.
კისერზე ჰაერის მონაბერით ვგრძნობ, რომ მასაც ეღიმება, მერე კი თავს ოდნავ სწევს
და ყურის ბიბილოზე ნაზად მკბენს.
– ჩემი საყვარელი საბები...
პასუხად გვერდში იდაყვს ვკრავ.
– მისის გრეი, თქვენ მე დამარტყით?! – ივლებს გვერდში ხელს და ტკივილისაგან
სახემოქცეულ, გათამაშებულ გამომეტყველებას იღებს.
– წუწუნა, – ვკრავ კბილს.
– წუწუნა? – ისევ გათამაშებული, ამჯერად აღშფოთებული სახით იმეორებს ის ჩემს
ნათქვამს და უკანალზე ხელს იმდენად ხმამაღალი ტყლაშუნით და მოულოდნელად
მარტყამს, რომ უნებური წამოკივლებისგან თავს ვერ ვიკავებ. – სანამ ლოგინში
წამიბრძანებიხარ და მიჩვენებია, რა წუწუნა ვარ, გირჩევნია დაუჩქარო, გოგონი... მშია! –
ის კიდევ ერთხელ მიტყამს და მაცივრისკენ მიდის.
– ღვინოს დალევ? – მეკითხება წამის მერე და მაცივრის კარს აღებს.
– სიამოვნებით.
კრისტიანი ბარის დახლზე ჯიას მომზადებულ პროექტს შლის. ჰმ... ვერაფერს იტყვი,
ერთი შეხედვითაც ჩანს, ნამდვილად საინტერესო იდეები აქვს.
– უკანა კედელზე მთელი პირველი სართულის შუშით გაკეთების იდეა მომწონს,
მაგრამ...
– მაგრამ?.. – რადგან დავიწყე, აღარ მეშვება კრისტიანი.
ვოხრავ და ვცდილობ, აზრის ასახსნელად სწორი სიტყვები ვიპოვო.
– სახლს უკვე რაღაც თავისი, განსაკუთრებული ხასიათი აქვს, უბრალოდ არ მინდა,
რომ ეს ხასიათი დაიკარგოს.
– ხასიათი?
– ჰო. ჩემი აზრით, ჯიას იდეები საკმაოდ რადიკალურია და... როგორ გითხრა...
უბრალოდ, მე ის სახლი უკვე ისეთი მიყვარს, როგორიც არის... ანუ, ის ელემენტებიც
მომწონს, რაც ჯიას ნაკლად მიაჩნია.
კრისტიანი ისეთი მრისხანე გამომეტყველებით კრავს კოპებს, გეგონება, ამწუთას, არც
მეტი და არც ნაკლები, ანათემას გადავეცი.
– რატომ არ გესმის, სახლი ისეთი მომწონს, როგორიც არის, – ვამატებ ხმადაბლა.
იმედი მაქვს, ახლა ამაზეც არ გაგიჟდება!..
კრისტიანი თვალმოუშორებლად მიყურებს.
– მე მინდა, სახლი ისეთი იყოს, როგორიც შენ გინდა, როგორში ცხოვრებაც შენ
მოგეწონება. ის შენია, ანა.
– მე კიდევ მინდა, რომ ის შენც მოგწონდეს, რომ ისეთი იყოს, როგორშიც თავს შენც
ბედნიერად იგრძნობ.
– მე ბედნიერად თავს იქ ვიგრძნობ, სადაც შენ იქნები!.. ეს ხომ უმარტივესია, სახლს რა
მნიშვნელობა აქვს, ანა?! – კრისტიანი თვალს არ მაშორებს, მისი მზერა მნუსხავს,
ერთიანად მიპყრობს და თვალის მოშორების საშუალებას არ მაძლევს. ის ახლა იმას
ამბობს, რასაც მართლა გრძნობს, ის ახლა სრულიად გულახდილია. გულში უდიდესი
სითბო და სინაზე მეღვრება... ღმერთო, მას მართლა მთელი არსებით ვუყვარვარ და თან
როგორ!..
– ჰმ... – ყელში ბურთად გაჩხერილ ემოციებს ძლივს ვყლაპავ. – ისე, საერთოდ, შუშის
კედელი ძალიანაც მომწონს. უბრალოდ, იქნებ ჯიას ვთხოვოთ, რომ ეს კედელი სახლის
საერთო ხასიათს ცოტა უფრო შესაფერისი ფორმით მიუსადაგოს?
კრისტიანი იღიმება.
– რა თქმა უნდა, როგორც იტყვი... დანარჩენზე რას ფიქრობ? სახლის ზედა ნაწილზე და
სარდაფზე რა აზრის ხარ?
– საკმაოდ მომწონს.
– კარგი.
ჰმ... ძალას ვიკრებ, რომ ჩემს ცნობისმოყვარეობას შეღიტინებული, ლამის მილიონიანი
კითხვა დავუსვა.
– იმ სახლში... ჰმ... თამაშების ოთახის მოწყობას აპირებ? – ვეკითხები თუ არა, სახეზე
კისრიდან ავარდნილი ნაცნობი მხურვალე ალმური მედება. კრისტიანს წარბები
შუბლზე ასდის.
– შენ გინდა, რომ მოვაწყოთ? – კითხვაზე კითხვითვე მპასუხობს ის აშკარად ცოტა არ
იყოს გაკვირვებული, მაგრამ გახალისებული ღიმილით.
გაურკვევლად მხრებს ვიჩეჩ.
– ჰმ... თუ შენ გინდა...
ის წამით ჩაფიქრებული მიყურებს.
– მოდი, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მერე მივიღოთ... ასეა თუ ისე, ამ სახლში ხომ
ოჯახმა უნდა იცხოვროს.
ვერც კი ვხვდები, რატომ, მაგრამ რატომღაც იმედგაცრუებას ვგრძნობ. ის ალბათ
მართალია, მაგრამ... მაშინ ოჯახი როდისღა გვექნება?.. იქამდე ხომ შეიძლება წლები
გავიდეს?!
– თანაც იმპროვიზაციის უფლება ჩვენთვის არავის წაურთმევია. – ეშმაკური და
ირონიული ღიმილით იღიმება ის.
– ჰმ... რა თქმა უნდა, იმპროვიზაცია მეც მიყვარს. – ვპასუხობ ჩურჩულით.
კრისტიანი იცინის.
– კიდევ ამაზე მინდოდა დალაპარაკება... – კრისტიანი თითს ნახაზზე ჩვენი
საძინებლის ადგილს ადებს და სააბაზანოებსა და ცალცალკე, ორი ოთახგარდერობის
დეტალების დაზუსტებას ვიწყებთ.
როდესაც სახლის პროექტზე ლაპარაკს ვამთავრებთ, უკვე ათის ნახევარია.
– მუშაობას აპირებ? – ვეკითხები მე, კრისტიანი კი ქაღალდს რულონად ახვევს.
– არა, თუ შენ არ გინდა, რომ მე... – ის იღიმება. – შენ რის გაკეთებას მთავაზობ?
– თუ წინააღმდეგი არ ხარ, შეგვიძლია, ტელევიზორს ვუყუროთ, – კითხვა რატომღაც
არ მინდა... და არც დასაძინებლად წასვლა... ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
– კარგი. – სიამოვნებით მეთანხმება ისიც და ორივე იმ ოთახისკენ მივდივართ, სადაც
ტელევიზორი გვაქვს.
ამ ოთახში ტელევიზორის წინ, დივანზე, მგონი, სულ სამჯერ თუ ოთხჯერ
ვმსხდარვართ და ყოველ ჯერზე კრისტიანი წიგნით ხელში, ტელევიზორის ყურების
მაგივრად, იჯდა და კითხულობდა. ჰმ, ტელევიზორი საერთოდ არ აინტერესებს...
დივანზე გვერდით ვუჯდები, ფეხებს ვიკეცავ და თავს მკერდზე ვადებ. კრისტიანი
პულტს იღებს, ტელევიზორს რთავს და არხიდან არხზე უმიზნოდ ინაცვლებს.
– რამე კონკრეტულის ყურება გინდა? თუ სულერთია?
– ტელევიზორი დიდად არ გიყვარს, არა? – ვეკითხები ბუტბუტით.
კრისტიანი თავს აქნევს.
– ჰო, ჩემი აზრით, დროის ტყუილად ხარჯვაა, მაგრამ კომპანიას გაგიწევ და შენთან
ერთად რამეს ვუყურებ.
– ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, აქ მომფერებოდი და მერე...
ის გაკვირვებული თავს მკვეთრად ხრის.
– მოგფერებოდი? – მეკითხება გაოგნებული და ისე მიყურებს, გეგონება, ერთის
მაგივრად ორი თავი მებას, ხელიც კი უშეშდება და პულტის წკაპუნსა და არხიდან
არხზე გადახტომასაც წყვეტს. ეკრანი რომელიღაც ესპანურ „საპნის ოპერაზე“ ჩერდება.
– ჰო. – ასე რამ გააკვირვა?
– მაგრამ აქ რატომ, ეს შეგვიძლია, ლოგინში გავაკეთოთ.
– ლოგინში ხომ ამას ყოველდღე ვაკეთებთ?! ტელევიზორთან ბოლოს როდის გქონდა
სექსი? – ვეკითხები ეშმაკური ღიმილით, თუმცა საკუთარი კითხვის თვითონვე
მრცხვენია.
კრისტიანი მხრებს იჩეჩს და თავს აქნევს, მერე მზერა ისევ ეკრანზე გადააქვს,
რამდენჯერმე რთავს და საბოლოოდ „საიდუმლო მასალებზე“ ჩერდება.
– კრისტიან?..
– ტელევიზორთან სექსი არასდროს მქონია, ანა. – ბუტბუტებს ხმადაბლა.
– არასდროს?
– ჰო.
– არც მისის რობინსონთან?
კრისტიანი ტუჩებს იბზუებს და ფრუტუნებს.
– მისის რობინსონთან ყველანაირად მიჟიმავია, მაგრამ იმ ყველაფერში არც მოფერება
ყოფილა და არც არანაირი სექსამდე პრელუდიები. – მპასუხობს ის ნაღველნარევი
ირონიული ღიმილით, მაგრამ გამომეტყველება უცებ ეცვლება და სახეზე დაინტერესება
და ცნობისმოყვარეობა ეწერება. – შენ? ვინმესთან ადრე მსგავსი რამ გქონია?
ვწითლდები.
– რა თქმა უნდა... ნუ, მთლად მსგავსი არა, მაგრამ...
– რაა? ვისთან?
ოჰ, ღმერთო, ოღონდ ეს არა!.. ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– მომიყევი. – არ მეშვება კრისტიანი.
თავს ვხრი და ერთმანეთში გადაჯაჭვულ, დაძაბულობისგან გათეთრებულ საკუთარ
თითებს დავყურებ, ის კი ხელს ზემოდან მადებს და თავს რომ ვწევ, ვხედავ, რომ
მიღიმის.
– ანა, მითხარი, თუ არ მეტყვი, ცხვირპირი როგორ დავუნაყო?
მისი სიტყვებით გამხიარულებულს ხითხითი მიტყდება.
– ნუ, პირველთან...
– პირველთან? ესე იგი ცხვირპირის დანაყვა რამდენიმესთვის მომიწევს? – ღმუის
კრისტიანი და უკვე ხმამაღლა ვხარხარებ.
– რატომაც არა, ასე რამ გაგაოცათ, მისტერ გრეი?
ის წამიერად კოპებს კრავს, ხელს თმაზე ისვამს, ისეთი მზერით მაჩერდება, თითქოს
პირველად მხედავდეს და გაურკვევლად მხრებს იჩეჩს.
– ვფიქრობდი, რომ... უბრალოდ შენს გამოუცდელობას თუ გავითვალისწინებთ...
ისევ ვწითლდები.
– ეს ხარვეზი შენთან შეხვედრის მერე გამოვასწორე.
– მართალია. – ის ისევ იცინის. – მომიყევი, ანა, მინდა, ვიცოდე.
ნაცრისფერ თვალებში შევყურებ და ვცდილობ, მისი განწყობა გამოვიცნო, მერე რას
გააკეთებს, მართლა უბრალოდ გაგება უნდა და დაწყნარდება, თუ პირიქით, გაგიჟდება
და გაღიზიანდება?.. სულაც არ მინდა, რომ ახლა ამის გამო გამებუტოს... როცა იბუტება,
სრულიად აუტანელია.
– მართლა გინდა, რომ მოგიყვე?
ის ტუჩებზე ათამაშებული თავდაჯერებული და ამპარტავანი ღიმილით თავს ნელა,
ერთი დაკვრით მიქნევს.
– მეათე კლასში რომ ვიყავი, დედასთან და მის ნომერ მესამე ქმართან ერთად, ცოტა
ხნით ლასვეგასში ვცხოვრობდი... იმ ბიჭს ბრედლი ერქვა და ფიზიკის
ლაბორატორიულებზე ჩემ გვერდით იჯდა.
– რამდენი წლის იყავი?
– თხუთმეტის.
– ის ბიჭი ახლა სად არის და რას აკეთებს?
– არ ვიცი.
– ბოლობოლო რომელ ბაზამდე მიაღწია?
– კრისტიან! – ვყვირი მე აღშფოთებული საყვედურის ტონით, ის კი ხელებს უცებ ჯერ
მუხლებში მავლებს, მერე კოჭებში და დივანზე ზურგით მაგდებს, ზემოდან მექცევა,
ფეხს ფეხებს შორის მჩრის და ბოქვენზე ოდნავ მაჭერს. ამ ყველაფერს იმდენად
მოულოდნელად აკეთებს, რომ უნებურად ვკივი. მერე ხელებს მიჭერს და თავს ზევით
მაწევინებს.
– ესე იგი, ბრედლი, არა?..ჰე, მითხარი, პირველ ბაზამდე მიაღწია? – ჩახრინწული
ჟინიანი ხმით ჩურჩულებს ის და ცხვირით ცხვირზე მეფერება, მერე კი ტუჩის კუთხეში
ნაზად, მაგრამ ისევ და ისევ, რამდენჯერმე მკოცნის.
– კი, – ვჩურჩულებ ზედ მის ტუჩებთან ოდნავ გასაგონად. ის ერთ ხელს მიშვებს და
თითებით ნიკაპს მიჭერს, თავს მაჩერებინებს და ენით პირში მიძვრება. ვეღარაფერს
ვახერხებ, იძულებული ვხდები, მის ჟინიან შემოტევას დავნებდე.
– ასე? – ქოშინებს ის წამით ჩემს ტუჩებს მოწყვეტილი.
– არა, ასე... არა, – ვპასუხობ ისევ ჩურჩულით და ვგრძნობ, რომ ძარღვებში სისხლი
ერთიანად ჩემი სხეულის ქვედა ნაწილისკენ ინაცვლებს.
– აბა, ამას აკეთებდა?.. აი, ასე გეხებოდა? – კრისტიანი ნიკაპზე ხელს მიშვებს, ქვევით
აცურებს და მკერდზე აჩერებს, ცერა თითით კი მაისურის ზემოდან ძუძუსთავის
წვალებას იწყებს, ისიც, მის შეხებას აყოლილი, მაშინვე მკვრივდება და იბერება.
– არა... – მის ქვეშ სუნთქვაარეული ვიკლაკნები.
– და მეორე ბაზამდე მიაღწია? – ჩურჩულებს კრისტიანი ჩემს ყურთან და ხელს ქვევით,
ნეკნებზე აცურებს, მერე წელის ხაზს აყოლებს და თეძოზე აჩერებს... თავს ხრის, ჩემი
ყურის ბიბილოს კბილებში იქცევს და ფრთხილად ქაჩავს.
– არა, – ვპასუხობ მკერდიდან ამოვარდნილ კვნესასთან ერთად.
ტელევიზორის ეკრანიდან მალდერი ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ამხელს...
კრისტიანი იდაყვზე იწევა, პულტს იღებს და ტელევიზორს ხმას უწევს, მერე თავს ისევ
ჩემკენ აბრუნებს და ზემოდან დამყურებს.
– მეორე რეგვენზე რას იტყვი? მეორე ბაზას ვერც მეორე რეგვენმა მიაღწია?
მზერაში ცეცხლის ალი უელავს... ბრაზობს თუ აგზნებულია? ბოლომდე ვერ ვხვდები.
ის გვერდით მიწვება და ხელს სპორტულ შარვალში მიცურებს.
– ვერა... – ვპასუხობ ჩურჩულით და თვალებში ვუყურებ, მისი ავხორცი და საშინლად
ბილწი მზერა ერთიანად მბოჭავს და მიმორჩილებს, თვითონ კი ჩემს მონუსხულ
მზერაზე პასუხად ირონიული და თითქოს დამცინავი ჩაცინებით მპასუხობს.
– კარგი... – ამბობს ის და ხელს ბოქვენსა და ბაგეებზე მაფარებს. – საცვალი არ გაცვიათ,
მისის გრეი? მშვენიერია... მე მომწონს. – ის ისევ მკოცნის, მისი თითები კი მაგიური
ცეკვის ჩვეულ რიტუალს ასრულებს, ცერა თითს კლიტორზე მაჭერს, მერე მიშვებს, ისევ
მაჭერს და გარშემო მიტარებს... საჩვენებლით კი, დახვეწილი, მტანჯველი და სრულიად
აუტანელი აუჩქარებლობით საშოში შედის.
– კრისტიან, სექსი მინდა... – ვწკმუტუნებ უკვე სასოწარკვეთილი.
ის შეშდება.
– აბა, ეს რა არის?
– ეს სექსი არ არის.
– რაა?
– ეს სექსი არ არის, კრისტიან...
– აჰა, ეს სექსი არ არის, არა? – შარვლიდან ხელს მაცლის. – ეს? – ის საჩვენებელ თითს
გგახსნილ ტუჩებზე მაყოლებს და მეც მაშინვე საკუთარ მომლაშო გემოს ვგრძნობ...
თითს პირში მიყოფს და იმავე მოძრაობას იმეორებს, რასაც წუთის წინ ჩემს საშოში
აკეთებდა... ისევ ზემოდან, ფეხებს შორის მექცევა თავის უკვე წამომართულ, მკვრივ
ასოს მაჭერს, მაწვება და უკან იწევა, მერე იმავეს იმეორებს, ისევ და ისევ... სუნთქვა
მეკვრება, სპორტული შარვლის მიღმაც კი მისი ასოს შეგრძნება გონებას მირევს...
მორიგი ბიძგი, მაწვება, მსრესს, მეხახუნება...
– ეს გინდოდა? – მეკითხება ის ჩუმად და თეძოების რიტმული მოძრაობით სულ უფრო
და უფრო მაგიჟებს.
– კი... – ვერ ვიკავებ მე კვნესას.
მისი ხელი ისევ ჩემი მკერდისკენ მიიწევს, ხელისგულს თასივით მაფარებს და
თითებით ძუძუსთავის წვალებას იწყებს... იხრება, უკან თავგადაწეულს ყბის ძვალზე
ტუჩებით მწვდება, მერე ოდნავ მკბენს და წოვისა და კბენის მონაცვლეობით ნიკაპისკენ
ინაცვლებს, მისი ცხელი სუნთქვა ლოყაზე ცეცხლის ალად მედება და სისხლს
მიჩქარებს.
– რა მხურვალე ხარ, ანა... იცი, რა მხურვალე ხარ?
ხმა ხრინწიანი აქვს, ჩავარდნილი და ავხორცად მძიმე... რიტმს აჩქარებს, უხეში და
მომთხოვნი ხდება. პირს ვაღებ, რომ ვუპასუხო, მაგრამ ვერ ვახერხებ, მკერდიდან
ამოვარდნილ კვნესასთან ერთად ყელიდან მხოლოდ ხრინწიანი ხრიალი ამომდის. ის
ისევ ტუჩებში მკოცნის, ჩემს ტუჩებს ერთიანად თავისაში იქცევს, მერე ქვედა ტუჩზე
მკბენს, ქაჩავს და ენას პირში მჩრის... თავს ზევით დაჭერილი მაჯებიდან მეორე ხელსაც
მიშვებს და მაშინვე ხარბად მის მხრებს ვაფრინდები, თითებს თმაში ვუცურებ და
ვქაჩავ... ის ჩემს ტუჩებს კვნესით სწყდება და ზემოდან თვალებანთებული დამყურებს.
– ოჰ, ანა...
– მოგწონს, რომ გეხები? – ვეკითხები ჩურჩულით.
კრისტიანი, თითქოს არ ესმოდეს, რას ვეკითხები, წამით გაურკვეველი
გამომეტყველებით კოპებს კრავს და ჩერდება.
– რა თქმა უნდა, მომწონს, ანა... მიყვარს, რომ მეხები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს
მთელი ცხოვრების განმავლობაში დამშეული ბოლოს და ბოლოს სუფრასთან
მოვხვდიდა ვერაფრით ვძღები. – ხმა საოცრად გულახდილი, ვნებიანი და
მოსიყვარულე აქვს.
ღმერთო...
ის ჩემს ფეხებს შორის მუხლებზე დგება და მაისურს მხდის, რომლის შიგნითაც
არაფერი მაცვია, მერე თავისი პერანგის კიდეებზე იკიდებს ხელებს, თვითონაც
ნაჩქარევად თავს ზემოდან იხდის და ტანსაცმელს იატაკზე ყრის, ბოლოს კი იხრება,
მეხვევა, მწევს და მუხლებზე მისვამს.
– შემეხე, ანა, შემეხე... მომეფერე...
ოჰ, კრისტიან... თითის ბალიშებით მის მკერდზე რბილ და იშვიათ თმას ფრთხილად
ვეხები, მერე სიგარეტით ამომწვარ ნაიარევებზე ნაზად გადავდივარ და თითს
ვაყოლებ... ის ჰაერს ხმაურით ფილტვებში ისუნთქავს, შეშდება და გუგები
უფართოვდება, მაგრამ ამჯერად ამის მიზეზი შიში არ არის, ეს უკვე ჩემი შეხების
პასუხად მისი სხეულის გრძნობიერი რეაქციაა... კრისტიანი თვალს არ მაშორებს.
თითების ჰაეროვანი მოძრაობებით მის მკერდზე დავფარფატებ, ერთი ძუძუსთავიდან
მეორეზე ვინაცვლებ და ისინიც მაშინვე მკვრივდება... წინ ვიხრები და მკერდზე ვკოცნი,
ხელებს მხრებზე ვუცურებ და ძლიერ, ქვასავით მაგარ, გამოქანდაკებულივით საოცარი
მოყვანილობის კუნთებზე ვეფერები... ოჰ, რა ფორმაშია!..
– მინდიხარ, – ჩურჩულებს ის და მისი სიტყვები ჩემი ლიბიდოსთვის მწვანე შუქის
ანთებას ნიშნავს. ხელებს თმაში ვავლებ, თავს უკან ვაწევინებ და მისი პირისა და
ტუჩებისკენ გზას ვითავისუფლებ... მუცლის ქვედა ნაწილიდან ცეცხლის ენების მწველ
ლოკვად ამოვარდნილი სიმხურვალე ერთიანად მთელ სხეულზე მედება... კრისტიანი
კვნესის, დივანზე მაგდებს და სპორტულ შარვალს მოუთმენლად ჯერ მე მხდის, მერე კი
თავისი შარვლის ელვას იხსნის.
– ასე... – ჩურჩულებს ის, ერთი მოძრაობა და მისი ასო მთლიანად მავსებს.
ოოჰ!.. – მწყდება მეც ტუჩებიდან კვნესა. ის წამით ჩერდება და ჩემს სახეს ხელებში
იქცევს.
– მიყვარხარ, მისის გრეი... მიყვარხარ... – კრისტიანი აუჩქარებლად და ფრთხილად
მოძრაობს... თავად მისი ეს მოძრაობა მეალერსება და მეფერება, თავად ამ მოძრაობას
ვუყვარვარ... ისევ და ისევ, შეუჩერებლად... ჩემდამი მისი ამ სიყვარულის მდინარებას
მივყვები, ერთიანად ვეძლევი, მთლიანად მისით ვივსები... მეტს ვეღარ ვითმენ, მისი
სახელის წამოყვირებით სხეულზე ვეკვრები, ხელებით და ფეხებით ერთიანად ვეხვევი
და ვეტმასნები... ღმერთო, არ მინდა... არ მინდა, რომ მომშორდეს, არ მინდა, რომ ეს
დამთავრდეს.
ისევ ტელევიზორის წინ, ოღონდ ამჯერად უკვე იატაკზე, მის მკერდზე
ძალაგამოცლილი ვწევარ.
– იცი, მგონი, მესამე ბაზასაც კი გავცდით. – ვკრუტუნებ ხმადაბლა და ხელს მკვრივ
კუნთებზე ვუსვამ.
– ჰმ... მგონი, ჯობია, მესამე ბაზა შემდეგისთვის მოვიტოვოთ, მისის გრეი. – მეუბნება
სიცილით და თავზე მკოცნის, მე კი მზერა ტელევიზორზე გადამაქვს – ეკრანზე
„საიდუმლო მასალების“ რომელიღაც სერიის ფინალური ტიტრები მიცოცავს.
კრისტიანი ხელს პულტისკენ იშვერს, იღებს და ხმას ისევ რთავს.
– ეს სერიალი მოგწონს? – ვეკითხები მე.
– პატარა რომ ვიყავი, მომწონდა.
ჰმ... წარმომიდგენია პატარა კრისტიანი... კიკბოქსინგი, „საიდუმლო მასალები“ და
არავითარი შეხებები.
– შენ არ მოგწონდა?
– მაგ დროს მე ძააალიან პატარა ვიყავი, ანდა ჯერ სულაც არ ვიყავი.
– რა ახალგაზრდა ხარ, ანა, – მიღიმის ის ალერსიანი და თბილი გამომეტყველებით. –
და კიდევ... მე თქვენთან ასეთი სექსიც მომწონს, მისის გრეი.
– აგრეთვე, მისტერ გრეი. – პასუხად მკერდზე კიდევ ერთხელ ვკოცნი და ორივე
ერთად მიყუჩებული, ხმის ამოუღებლად „საიდუმლო მასალების“ დასასრულსა და
რეკლამას ვუყურებთ.
– ჰმ... მიუხედავად ყველაფრისა, ნამდვილი ჯადოსნური სამი კვირა გავატარეთ... და
ვერაფერმა, ვერც დღევანდელმა დევნამ, ვერც ოფისში ხანძარმა და ვერც ფსიქოპატი ექს
ბოსის გამოხტომებმა თაფლობის თვე ვერ ჩაგვიშხამა. ისეთი შეგრძნება მქონდა,
თითქოს საკუთარ, მთელი სამყაროსგან განცალკევებულ, მხოლოდ ჩვენ ორისთვის
განკუთვნილ ჰაეროვან სფეროში ვცხოვრობდით, – ვბუტბუტებ მეოცნებე ხმით.
– უჰუ... – მეთანხმება კრისტიანიც. – იცი, მგონი, ჯერ მზად არა ვარ, დღის თუნდაც
პატარა მონაკვეთში გვერდიდან მოგიშორო და ვინმეს ან რამეს შენ გვერდით ყოფნის
სიამოვნება გავუყო.
– ხვალ ორივეს უკან, რეალურ სამყაროში დაბრუნება მოგვიწევს, – ვოხრავ უნებურად,
თუმცა კი ყველანაირად ვცდილობ, ხმამ ჩემი, გულს მწარე ნაღველად მოდებული
ნაღვლიანი განწყობა არ გასცეს.
პასუხად კრისტიანიც ოხრავს და მეორე თავისუფალი ხელით თმას ისწორებს.
– გაძლიერებული დაცვა გეყოლება და... – ტუჩებზე თითს ვადებ, ერთი და იმავე
ლექციის მეასედ მოსმენა ახლა ნამდვილად არ მინდა.
– გასაგებია, ვიცი და გპირდები, კარგად მოვიქცევი. ისე... – უცებ რაღაც მახსენდება და
იდაყვს ვეყრდნობი, რომ ზემოდან თვალებში უკეთესად შევხედო. – სოიერს რატომ
უყვიროდი?
კრისტიანი მაშინვე იძაბება. ჯანდაბა!..
– იმიტომ, რომ ვიღაც გვითვალთვალებდა.
– მერე სოიერი რა შუაშია?
კრისტიანი წამითსერიოზული გამომეტყველებით მიყურებს.
– ამხელა მანძილით არ უნდა ჩამოგვრჩენოდნენ... მათ ეს მშვენივრად იციან, ანა.
დანაშაულის შეგრძნებით ვწითლდები და თავს ისევ მკერდზე ვადებ. გასაგებია,
სოიერს ჩემ გამო მოხვდა... ეს ხომ მე მინდოდა, მათთვის გამესწრო.
– და მაინც, მგონი, სოიერის ბრალი არ...
– საკმარისია! – მკვეთრი და მკაცრი ტონით მაწყვეტინებს უცებ კრისტიანი. – ამაზე
ლაპარაკიც კი არ მინდა, ანასტასია, ფაქტია, რომ ეს მოხდა და აუცილებელია, რომ ეს
აღარასოდეს განმეორდეს.
ანასტასია!.. ანასტასია ყოველთვის მაშინ ვარ, როდესაც ვინმე მკაცრად მომმართავს,
ყოველ შემთხვევაში, სახლში დედასთან ასე იყო...
– კარგი, კარგი... – უკან ვიხევ, რომ კიდევ უარესად არ გავაღიზიანო, ახლა კამათის და
ჩხუბის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. – რაიანი „დოჯს“... უფრო სწორად, იმ ქალს
დაეწია?
– ვერა, თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ საჭესთან ქალი იჯდა.
– მართლა? რატომ? – ვეკითხები გაკვირვებული და ისევ იდაყვს ვეყრდნობი, რომ
შევხედო.
– სოიერმა მხოლოდ ის დაინახა, რომ საჭესთან ვიღაც თმაშეკრული იჯდა, თუმცა ამას
დანახვასაც ვერ დაარქმევ, მხოლოდ წამიერად მოჰკრა თვალი, უბრალოდ შეკრული
თმის გამო იფიქრა, რომ ქალი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც შენი წყალობით ამ
ნაძირალას ვინაობა გაირკვა, უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „დოჯის“
საჭესთანაც ის იჯდა. ისიც ხომ იკრავდა ხოლმე თმას... – კრისტიანის ხმაში ფიზიკურად
სრულიად თავისუფლად შესაგრძნობი ზიზღი კრთება.
საინტერესოა... აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო, თუმცა აზრი აშკარად ლოგიკურია.
კრისტიანი შიშველ ზურგზე მეფერება და ფიქრებში ჩაძირულს ისევ რეალობაში,
ტელევიზორის წინ, იატაკზე მაბრუნებს.
– შენ რომ რამე დაგემართოს, ანა... – ხმაგაბზარული ბუტბუტებს ის და სერიოზული,
ფართოდ გახელილი თვალებით შემომყურებს.
– ვიცი, – ვპასუხობ მეც ჩურჩულით, – მეც ზუსტად ამას ვგრძნობ. – მხოლოდ იმის
გაფიქრებაზეც კი, რომ კრისტიანს საფრთხე ელის, ცივი ოფლი მასხამს და სხეული
ერთიანად აუტანელი ტკივილით მეჭიმება.
– კარგი... მგონი, შეგცივდა, ჯობია, საძინებელში წავიდეთ. – კრისტიანი ჯდება. –
მესამე ბაზა გვაქვს დასახური. – ის თავისი მაცდური ღიმილით მიღიმის და, როგორც
ყოველთვის, ვერცხლისწყალივით ცვალებადი, ერთდროულად ავხორცი, მუქარანარევი,
საშიში და თან ალერსიანი, მზრუნველი, სურვილჩამდგარი მზერით მიყურებს. მე ხელს
ვუწვდი, ის წამოდგომაში მეხმარება და უზარმაზარი მისაღების გავლით საძინებელში
მივყავარ.

მეორე დილით მანქანა სი-აი-პისთან ჩერდება და კრისტიანი ხელზე ხელს მიჭერს.


მუქლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი, ყელთან კი აკურატული კვანძით შეკრულ
შესაფერისი ტონის ჰალსტუხში ნამდვილი გავლენიანი და ძალაუფლების მქონე
კორპორაციის ხელმძღვანელია. მის შეხედვაზე უნებურად ვიღიმები. ბოლოს ასე
გამოწყობილი მონაკოში საბალეტო წარმოდგენაზე იყო.
– ანა, ხომ იცი, რომ თავისუფლად შეგიძლია, საერთოდ არ იმუშაო? – ხმადაბლა
მეუბნება ის. ღმერთო, ისევ დაიწყო! თვალების ატრიალება მინდება, მაგრამ თავს
ვიკავებ.
– ვიცი, – ვპასუხობ ჩურჩულით, არ მინდა, ეს ლაპარაკი მანქანაში წინა სავარძლებზე
მსხდომმა სოიერმა და რაიანმა მოისმინონ. კრისტიანი კოპებს კრავს, მე კი ვიღიმები.
– მაგრამ შენ ხომ ის იცი, რომ აქ მუშაობა მე თვითონ მინდა?.. – მისკენ ვიწევი და
ვკოცნი, მაგრამ მოქუფრულ მზერას კოცნითაც ვერაფერს ვშველი. – რა გჭირს?
კრისტიანი გაურკვეველი გამომეტყველებით თავს წამით რაიანისკენ აბრუნებს,
სოიერი კი ამასობაში მანქანიდან გადადის.
– უბრალოდ, ჩემ გვერდით რომ არ იქნები... მომენატრები.
ხელს ვწევ და სახეზე ნაზად ვუსვამ.
– მეც მომენატრები, კრისტიან. – ვიხრები და ისევ ვკოცნი. – ჩვენი თაფლობის თვე
ნამდვილი ზღაპარი იყო... გმადლობ.
– საქმეს მიხედეთ, მისის გრეი, სამსახურში გაგვიანდებათ.
– თქვენც ასევე, მისტერ გრეი.
სოიერი კარს მიღებს, კრისტიანის ხელს თითებს ნაზად ვაყოლებ, მანქანიდან
გადავდივარ და სიაიპის შენობისკენ მივაბიჯებ, მაგრამ შუა გზიდან უკან ვიხედები და
კრისტიანს ხელს ვუქნევ. შენობის შესასვლელს რომ ვუახლოვდები, სოეირი კარს
მიღებს, წინ მატარებს და თვითონაც უკან მომყვება.
– გამარჯობა, ანა. – მიღიმის კლერი მიმღებში რეგისტრაციის დახლს უკნიდან.
– გამარჯობა, კლერ, – ვპასუხობ მეც ღიმილით.
– არაჩვეულებრივად გამოიყურები, თაფლობის თვემ მოლოდინი გაამართლა?
– გადააჭარბა, გმადლობ. აქ რა ხდებოდა?
– როუჩი თავის ამპლუაშია, დაცვა გაძლიერებულია, სასერვეროში, მგონი, თავიდან
ბოლომდე ყველაფერს ცვლიან. ჰანა უფრო დაწვრილებით მოგიყვება.
გასაგებია... კლერს მეგობრულად ვუღიმი და ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ. ჰანა ჩემი
თანაშემწეა. მაღალი, გამხდარი, მოწესრიგებული და, შეიძლება ითქვას, ეფექტიანი
მუშაობის ეტალონია, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც იმდენად მომთხოვნია,
რომ თავისი ამ სიმკაცრით ხანდახან მეც კი მაშინებს ხოლმე, თუმცა ჩემ მიმართ,
მიუხედავადიმისა, რომ ჩემზე ორი წლით უფროსია, თავაზიანი და გულისხმიერია.
ჩემი მისვლისთვის გამზადებული ლატე უკვე მაგიდაზე დგას – ერთადერთი ყავა,
რომლის დახვედრების უფლებაც აქვს, ლატეა.
– გამარჯობა, ჰანა. – ვესალმები თბილად.
– ანა! როგორ ჩაიარა თაფლობის თვემ?
– ზღაპრულად! ეს შენ. – მაგიდაზე სასაჩუქრედ შეფუთულ სუნამოს ვუდებ, ის კი
სიხარულისგან ტაშს უკრავს.
– გმადლობ, ანა, უღრმესი მადლობა! – აღფრთოვანებას ვერ მალავს ის. – სასწრაფო
კორესპონდენცია მაგიდაზე გიდევს და ათ საათზე როუჩი გელოდება. ამ დროისთვის
სულ ეს არის.
– კარგი, გმადლობ... და ყავისთვისაც გმადლობ. – ვეუბნები და კაბინეტში შევდივარ,
ჩანთას ვდებ და მაგიდაზე დაწყობილ წერილების დასტას დავყურებ. ღმერთო, რამდენი
საქმე დაგროვილა!
ათი საათისთვის კარზე მორიდებული კაკუნი მესმის.
– მობრძანდით.
კარს ელიზაბეთი აღებს და ოთახში შემოუსვლელად კარიდანვე მიღიმის.
– გამარჯობა, ანა, მხოლოდ იმის სათქმელად შემოვიხედე, რომ მიხარია შენი
დაბრუნება.
– სიმართლე გითხრა, ამ ერთი საათის განმავლობაში, რაც ამ წერილებში გარკვევას
ვცდილობ, უკვე ბევრჯერ ვინანე, რომ საფრანგეთის სამხრეთში არ დავრჩი.
ელიზაბეთი იცინის, მაგრამ როგორღაც ხელოვნურად და ნაძალადევად...
კრისტიანივით თავს გვერდზე ვხრი და გაკვირვებული ვაჩერდები.
– მიხარია, რომ უვნებელი დაბრუნდი, – მეუბნება ის, – კარგი, როუჩთან შევხვდებით.
– კარგი. – ვბუტბუტებ პასუხად და ელიზაბეთი ქრება, მე კი კოპებშეკრული ისევ
დახურულ კარს ვუყურებ. რა იგულისხმა?.. ჰმ... მხრებს ვიჩეჩ, ჩემი კომპიუტერი
წრიპინებს, როგორც ჩანს, კრისტიანის შეტყობინებაა.

From: კრისტიან გრეი


Subject: გზასაცდენილი ცოლები
Date: 22 აგვისტო, 2011; 09:56
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მეუღლევ,
რამდენიმე წუთის წინ გამოგზავნილი წერილი, იმ მიზეზით, რომ თქვენი გვარი
თურმე ჯერ ისევ სტილია, უკან მომიბრუნდა. ამასთან დაკავშირებით რას მეტყვი?
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
მიმაგრებული ფაილი:

From: კრისტიან გრეი


Subject: ჩვენი განცალკევებული საჰაერო სფერო
Date: 22 აგვისტო, 2011; 09:32
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი,
ისეთ ხასიათზე ვარ, ყველა ბაზას ერთმანეთის მიყოლებით დავხურავდი.
წარმატებას გისურვებთ თაფლობის თვის შემდეგ პირველ სამუშაო დღეს.
ჩვენი განცალკევებული სფერო უკვე მენატრება.
х
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ რეალურ სამყაროში დაბრუნებული გენერალური
დირექტორი

ჯანდაბა! სასწრაფოდ საპასუხო წერილის წერას ვიწყებ.

From: ანასტასია სტილი


Subject: ფრთხილად, სფერო არ გახეთქო
Date: 22 აგვისტო, 2011; 09:58
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო მეუღლევ,
თქვენთან ერთად, მისტერ გრეი, ბეისბოლის ყველა მეტაფორაზე თანახმა ვარ, აქ კი
მინდა, მუშაობა ჩემი პირველი გვარით გავაგრძელო. საღამოს აგიხსნი. რამდენიმე
წუთში თათბირზე გავდივარ. ჩვენი სფერო მეც მენატრება...
პ.ს.: ვფიქრობდი, რომ „ბლეკბერით“ მომეწერა.
ანასტასია სტილი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

როგოც ვხვდები, ჩხუბი არ აგვცდება. ხმამაღლა ვოხრავ და მაგიდიდან თათბირზე


წასაღებ საქაღალდეებს ვიღებ.
თათბირი, რომელსაც ყველა რედაქტორი, როუჩი და ელიზაბეთი ესწრებიან, უკვე ორი
საათია, გრძელდება. საშტატო შემადგენლობაზე, სტრატეგიაზე, მარკეტინგზე,
უსაფრთხოებასა და წლის ბოლოსთვის შესასრულებელ გეგმებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ
რაც დრო გადის, თავს უფრო და უფრო უხერხულად ვგრძნობ. მათი ჩემდამი
დამოკიდებულება აშკარად შეცვლილია, როგორღაც თავშეკავებულად დისტანციური,
ცხადად და ხაზგასმით თავაზიანი და პატივისცემის გამომხატველია... ადრე,
თაფლობის თვემდე მსგავსი არაფერი იგრძნობოდა... დოკუმენტური ლიტერატურის
განყოფილების ხელმძღვანელი კორტნი კი პირიქით, ჩემდამი აშკარა მტრობას და
აგრესიას ასხივებს. არ ვიცი, იქნებ მეჩვენება? იქნებ მეც გავგიჟდი და პარანოია დამეწყო?
მაგრამ ელიზაბეთის დილანდელი ყალბი მოსალმებაც ხომ არ მომჩვენებია?..
გონებაში სულ ცოტა ხნის წინანდელი ამბები მიტივტივდება, იახტა, მერე თამაშების
ოთახი, მერე ჩვენს მანქანას გამოდევნებული საიდუმლოებით მოცული „დოჯი“... იქნებ
კრისტიანი მართალია და ამ მდგომარეობაში ჩემი აქ მუშაობა უკვე აღარ შეიძლება? ამ
აზრისგან გული მეწურება და ერთიანად სასოწარკვეთა მიპყრობს... ეს ხომ ჩემი ოცნება
იყო, აქედან რომ წავიდე, მერე რა ვაკეთო? ჩემი კაბინეტისკენ მიმავალი
დამთრგუნველი ფიქრების მოშორებას ვცდილობ...
მაგიდასთან ვჯდები და მაშინვე ფოსტას ვამოწმებ, კრისტიანისგან პასუხი არ არის,
მერე „ბლეკბერის“ ვიღებ, არც აქ მოუწერია. ძალიან კარგი, ყოველ შემთხვევაში,
როგორც ჩანს, ისე არ გაბრაზებულა, რომ იმეილებით ჩხუბი დაეწყო... იქნებ მართლაც
მოხერხდეს და ამაზე საღამოს დავილაპარაკოთ? თუმცა ვიცნობ კრისტიანს და ეჭვი
მეპარება. ვცდილობ, სადღაც ღრმად შიგნით აფუთფუთებულ გაურკვეველ
აფორიაქებას ყურადღება არ მივაქციო და თათბირიდან წამოღებული მარკეტინგული
გეგმის კითხვას ვიწყებ.
სამუშაო დღეებში უკვე წესად ქცეული რიტუალის შესაბამისად, ჰანას თეფშით მისის
ჯონსის მიერ მზრუნველად გამოტანებული ლანჩი შემოაქვს. ჩვენჩვენს ლანჩს ერთად
შევექცევით და თან კვირის განმავლობაში მოსასწრებ საქმეებს ვგეგმავთ.მერე ჰანა
ოფისში მომხდარ ახალ ამბებსა და ჭორებს მიყვება, თუმცა ეს ამბებიც, თუ
გავითვალისწინებთ, რომ აქაურ ცხოვრებას საკმაოდ დიდხანს, სამი კვირა ვიყავი
მოწყვეტილი, ძალიან ბევრი არ დაგროვილა. ჯერ ისევ ვლაპარაკობთ, როდესაც კარზე
ვიღაც აკაკუნებს.
– მობრძანდით.
კარი იღება და ზღურბლზე როუჩი ჩნდება, მის გვერდით კი კრისტიანი დგას. ოჰო!..
მოულოდნელობისგან წამით მეტყველების უნარს ვკარგავ. კრისტიანი წამიერი,
გამანადგურებელი, ერთიანად დამფერფლავი მზერით მაჯილდოებს, კაბინეტში
შემოდის და ჰანას თავაზიანად უღიმის.
– გამარჯობა, თქვენ ალბათ ჰანა ხართ, არა?.. ძალიან სასიამოვნოა, კრისტიან გრეი.
ჰანაც, როგორც ჩანს, ჩემზე არანაკლებ გაოგნებული, ფეხზე მოუხერხებლად დგება და
კრისტიანს ხელს უწვდის.
– მისტერ გრეი... ძძძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – ბუტბუტებს ის ენაარეული,
– ყავას ხომ არ ინებებთ?
– სიამოვნებით, – პასუხობს თვით თავაზიანობისა და კეთილგანწყობის განსახიერება
კრისტიან გრეი.
ჰანას შეფიქრიანებული და დაბნეული გამომეტყველებით მზერა წამით ჩემზე
გადმოაქვს და ოთახის გასასვლელისკენ ნაჩქარევად ორსამ ნაბიჯს დგამს, იქ კი როუჩის
ზურგს უკან გაძრომა უხდება, რადგან ისიც გაოგნებული გამომეტყველებით ჯერ ისევ
ზღურბლზე დგას.
– როუჩ, თუ ნებას დამრთავთ, მის სტილთან სალაპარაკო მაქვს.
„ს“-ს სარკასტულად და ხაზგასმით სისინშიშინით წარმოთქვამს... აი, თურმე რაშია
საქმე, ჯანდაბა! ახლა გასაგებია, ასე შლეგიანივით რამ მოაქანა.
– რა თქმა უნდა, მისტერ გრეი... კარგად, ანა. – ბუტბუტებს როუჩიც, ბრუნდება,
ოთახიდან გადის და კარს იხურავს.
როგორც იქნა, მეტყველების უნარი მიბრუნდება.
– რა სასიამოვნო სიურპრიზია, მისტერ გრეი. – ხაზგასმით და მეტისმეტად დამტკბარი
ტონით ვეუბნები მე და ნაზად ვუღიმი.
– შეიძლება დავჯდე, მის სტილ?
თავაზიანი ჟესტით კრისტიანს იმ სკამზე ვუთითებ, რომელზეც ახლახან ჰანა იჯდა.
– რა საკითხავია, ეს ხომ თქვენი კომპანიაა, მისტერ გრეი!..
– ნამდვილად... – ის ირონიული და ავი ღიმილით იღიმება, მაგრამ ღიმილი თვალებზე
არ ესახება, მზერა ისევ ცივი და შეუვალი აქვს, ტონი კი, მკაცრი და მკვეთრი. ძალიან
დაძაბულია და მე ამას ლამის ფიზიკურად და სრულიად ცხადად ვგრძნობ. ჯანდაბა!..
უსიამოვნო ლაპარაკის მოლოდინით გული მეწურება.
– ძალიან პატარა კაბინეტი გაქვთ, მის სტილ, – მეუბნება კრისტიანი და მითითებულ
სკამზე ჯდება.
– მე მყოფნის.
ის არაფრის მთქმელი, უემოციო გამომეტყველებით მიყურებს, მაგრამ მისი ამ
შეუვალი ნიღბის უკან ვგრძნობ, რომ საშინლად გაღიზიანებული და გაბრაზებულია.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. უახლოესი წუთების განმავლობაში, ისიც, თუ გამიმართლა,
აშკარად რთული ორთაბრძოლის გადატანა მომიწევს.
– კარგი... რისთვის მოხვედი, კრისტიან?
– უბრალოდ ჩემს აქტივებს ვამოწმებ.
– შენს აქტივებს? ყველას?
– ყველას. ზოგიერთს რებრენდინგი ნამდვილად სჭირდება.
– რებრენდინგი? მაინც როგორი?
– მგონი, შენ თვითონაც მშვენივრად იცი. – ტონი საეჭვოდ მშვიდი აქვს.
– კრისტიან, ოღონდ ახლა იმას ნუ მეტყვი, რომ ჩამოსვლიდან პირველსავე დღეს
ყველაფერი მიატოვე და ყველა საქმე გადადე, რომ აქ მოსულიყავი და გვარი რომ არ
შევიცვალე, ამისთვის წამკინკლავებოდი. – ჯანდაბა!.. ბოლოს და ბოლოს მე ხომ
მართლა რაღაც აქტივი არა ვარ!
ის ინძრევა და ფეხს ფეხზე იდებს.
– არა, წასაკინკლავებლად ნამდვილად არ მოვსულვარ.
– კრისტიან მე ვმუშაობ.
– მუშაობ? თუ არ ვცდები, მგონი, მუშაობაზე მეტ დროს შენს თანაშემწესთან ჭორაობას
და ჩემზე ლაპარაკს უთმობ.
აღშფოთებისგან ერთიანად ვწითლდები.
– ისე, სხვათა შორის, ჩვენ გრაფიკებზე ვლაპარაკობდით, – ვცრი კბილებში, – შენ კი
კითხვაზე არ მიპასუხე.
კარზე ვიღაც აკაკუნებს.
– მობრძანდით! – მეტისმეტად ხმამაღლა გამომდის...
ოთახში ჰანა შემოდის და პატარა ლანგარს ჩემ სამუშაო მაგიდაზე დგამს, ჰმ... რაც
ოფისში იპოვა, ყველაფერი წამოუღია, – ლანგარზე სარძევე, საშაქრე და ფინჯნით
ფრენჩ-პრესში დაყენებული ყავა აწყვია.
– გმადლობ. – ვბუტბუტებ მორცხვად ჩემივე დაყვირების გამო.
– სხვას ხომ არაფერს ინებებთ, მისტერ გრეი? – ეკითხება კრისტიანს სუნთქვაშეკრული
ჰანა და თავს ძლივს ვიკავებ, რომ თვალები არ ავუტრიალო.
– არა, გმადლობთ, მეტი არაფერი მინდა. – პასუხობს კრისტიანი და ჰანას თავისი
ქათქათად თვალისმომჭრელი მაცდურ-მომხიბვლელი ღიმილით უღიმის. ჰანა
წითლდება და ოთახიდან ნაჩქარევად გადის. კრისტიანი ისევ მე მიბრუნდება. – მაშ ასე,
მის სტილ, რაზე გავჩერდით?
– იმაზე, რომ ჩემს გვარზე საკინკლაოდ კაბინეტში შემომივარდი და მუშაობა
შემაწყვეტინე.
კრისტიანი გაკვირვებული გამომეტყველებით თვალებს ახამხამებს. როგორც ჩანს,
ჩემგან ასეთ ემოციურ პასუხს არ ელოდა, მერე კი გრძელი და ჩამოთლილი თითებით
მუხლიდან ხმის ამოუღებლად უხილავ მტვერს იფერთხავს... ვიცი, რომ ამას
სპეციალურად, ჩემი ყურადღების გასაფანტად და გონების ასარევად აკეთებს,ამიტომ
ვცდილობ, ცდუნებას არ ავყვე და მის ნაცრისფერ თვალებს მზერას თვალებმოჭუტული
ვუსწორებ.
– მის სტილ, იმისათვის, რომ ჩემი თანამშრომლები არ მოდუნდნენ და... ცოლებმაც
თავიანთი ადგილი იცოდნენ, ჩემს კომპანიებში მე სწორედ მოულოდნელი ვიზიტებით
მისვლა მიყვარს. – ის თვითკმაყოფილი გამომეტყველებით მხრებს უდიერად და
გათამაშებული ანგარიშმიუცემელი ჟესტით იჩეჩს. რომ ცოლებმა თავიანთი ადგილი
იცოდნენ?!
– არ ვიცოდი, თუ ამდენი თავისუფალი დრო გქონდა, – ვუჭრი მე ხელოვნურად
უდარდელი ტონით.
კრისტიანს მზერა ყინულივით ცივი და მკაცრი უხდება.
– რატომ გადაწყვიტე, რომ აქ მუშაობა ძველი გვარით გაგეგრძელებინა? – მეკითხება
აკლდამასავით ცივი, ხელოვნურად მშვიდი ხმით.
– კრისტიან, ამ თემაზე აუცილებლად აქ უნდა ვილაპარაკოთ?
– თუ მაინც აქ ვარ, პრინციპში, რატომაც არა?!
– იმიტომ, რომ სამუშაო მაქვს, სამი კვირის განმავლობაში უამრავი საქმე დამიგროვდა.
ის სრულიად ცივი და უემოციო, შემფასებლური და, შეიძლება ითქვას, როგორიღაც
განყენებული მზერითაც კი მიყურებს. ამ ადამიანის ცვალებადობას უბრალოდ
საზღვარი არა აქვს! როგორ შეუძლია, რომ გუშინდელი ღამის მერე, იმ ყველაფრის მერე,
რაც ამ სამი კვირის განმავლობაში იყო, ასეთი ცივი იყოს? ჯანდაბა! როგორ შეიძლება,
ნორმალური ადამიანი ასე იქცეოდეს, ნამდვილი გიჟია, არანორმალური და შეშლილი!..
ღმერთო, ოდესმე შეიგნებს, რომ ყოველ წვრილმანზე ასეთი მძაფრი რეაქცია არ უნდა
ჰქონდეს?!
– ჩემი გვარის ტარება გრცხვენია? – მეკითხება ისევ ისეთივე, ხელოვნურად მშვიდი
ხმით.
– არა, კრისტიან, რა თქმა უნდა, არა! – კოპებშეკრული თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ.
– არც შენ ხარ აქ არაფერ შუაში და არც შენი გვარი, საქმე ჩემშია. – ღმერთო, ხანდახან
რა გამაღიზიანებელია, სულელი, ძალაუფლების მოყვარული, დესპოტი და განდიდების
მანიით შეპყრობილი!
– ჩემი გვარი არაფერ შუაშია? აბა რა არის შუაში?
ის თავს გვერდზე ხრის და განყენებული და ცივი გამომეტყველება გულახდილი
გაკვირვებითა და დაბნეულობით ეცვლება. თვალებგაფართოებული მიყურებს და მის
ამ მზერაში იმხელა ტკივილი და წყენა კრთება, რომ ვხვდები, რაღაც უფრო მეტი
აწუხებს, ვიდრე მე მგონია, ჯანდაბა! როგორც ჩანს, უნებურად მართლა ტკივილი
მივაყენე, მისთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს შევეხე... ღმერთო, არა! ასე რატომ
ეწყინა? მისთვის ტკივილის მიყენება ხომ აზრადაც არ მომსვლია... რამენაირად უნდა
გავაგებინო, ასე რატომ მოვიქეცი და ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ავუხსნა.
– კრისტიან, როდესაც მე სი-აი-პიში რედაქტორის თანაშემწედ ამიყვანეს, ჩვენი
ურთიერთობა სულ ახალი დაწყებული იყო, – მოთმინებით და დამყვავებლური ტონით
ვიწყებ მე და ჩემი ლოგიკის ასახსნელად ვცდილობ, ყოველი სიტყვა სწორად შევარჩიო
და ავწონდავწონო. – მაშინ მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ გამომცემლობის ყიდვას
აპირებდი.
რა შეიძლება ითქვას ჩვენი სულ რამდენიმეთვიანი ერთად ყოფნის იმ პერიოდზე?
გამომცემლობის ყიდვის გადაწყვეტილება ხომ მან სინამდვილეში შეშლილობის
ზღვრამდე მისული თავისი შიშებისა და კომპლექსების, ყველაფრის გაკონტროლების
დაუოკებელი სურვილის, უნდობლობისა და ეჭვიანობის გამო მიიღო, თანაც ეს ხომ
ბიზნესმენის კონსტრუქციული გადაწყვეტილება არ იყო, ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა,
რომ ასეთი მდიდარია და შეუძლია, თავს ფულის გაფლანგვის უფლება მისცეს... მესმის,
რომ კრისტიანი ამ გადაწყვეტილების მიღებით ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, დღეს
ის უკვე სი-აი-პის მფლობელია და ესეც ჩემი უსაფრთხოების საწინდარია, მაგრამ
ფუნდამენტური პრობლემაც სწორედ ეს არის... ის რომ არ ჩარეულიყო, როგორც სიაიპის
ნებისმიერი თანამშრომელი, მეც ჩვეულებრივი ადამიანის სტატუსით ვიმუშავებდი და
კოლეგების უკმაყოფილო მზერების დანახვა და ზურგს უკან ჩურჩულის მოსმენა არ
მომიწევდა... ეს ყველაფერი როგორ უნდა ვუთხრა?.. თვალებში ვერ ვუყურებ. იქნებ, თუ
თვალებში არ შევხედავ, მოვახერხო კიდეც?.. თავს ვხრი და, იდაყვებით მაგიდას
დაყრდნობილი, სახეს ხელებში ვმალავ.
– რატომ არის შენთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? – ვეკითხები მე და ხმაში მოჩვენებით
სიმშვიდეს ძლივს ვინარჩუნებ, მერე სახიდან ხელებს ნელა ვიშორებ და ნათელ,
ანთებულ, მაგრამ უკვე არაფრის მთქმელ თვალებს მზერას მაინც ვუსწორებ, თუმცა
მისი მზერა უკვე აღარაფერს გამოხატავს, ყველა გრძნობა დამალული აქვს, წუთის
წინანდელი წყენაც კი აღარ ეტყობა... კითხვას ვუსვამ და ველოდები, მაგრამ პასუხი
წინასწარ და თვითონაც ვიცი.
– შენ ჩემი ხარ და მინდა, ეს ყველამ იცოდეს.
– ჰო, შენი ვარ, კრისტიან, შენი, შეხედე!.. – მარცხენა ხელს ვწევ და თითზე ორ –
ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდებს ვაჩვენებ.
– ეს საკმარისი არ არის.
– რა არ არის საკმარისი, ცოლად რომ გამოგყევი?! – ლამის ჩურჩულამდე მიწყდება ხმა.
როგორც ჩანს, სახეზე სასოწარკვეთა და თავზარდაცემა მეწერება, რადგან კრისტიანი
უცებ დაბნეული გამომეტყველებით თვალებს ახამხამებს... ღმერთო, ამაზე მეტი
რაღაა,მეტი რა უნდა გავაკეთო, რომ ბოლოს და ბოლოს დამშვიდდეს?!
– მე ეგ არ მიგულისხმია. – ბუტბუტებს ის და თმაზე ნერვიულად ხელს ისვამს, მაგრამ
აშკარად უკვე მეტისმეტად წამოზრდილი თმის ნაწილი ისევ შუბლზე ეყრება.
– აბა რა იგულისხმე?
კრისტიანი წამით ჩუმდება და ნერწყვს როგორღაც მძიმედ ყლაპავს.
– მინდა, რომ შენი სამყარო ჩემით იწყებოდეს და ჩემითვე მთავრდებოდეს. –
მპასუხობს თითქოს ჩემ წინაშე ერთიანად სულ გაშიშვლებული, სრულიად
გულახდილი გამომეტყველებით.
მისი სიტყვები, მისი ეს გულახდილი აღიარება ფეხქვეშ მიწას მაცლის და საყრდენს
მაკარგვინებს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მუცელში წიხლი მითავაზეს და ორად
მოკეცილი ვეღარც ჩასუნთქვას ვახერხებ, ვეღარც ამოსუნთქვას, მაგრამ იმავდროულად
თვალწინ გახუნებულ და რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელში ჩაცმული, პატარა
სპილენძისფერთმიანი ჭუჭყიანი ბიჭის შეშინებული ნაცრისფერი თვალები მიდგება...
– კრისტიან, ეს ასეც არის! – სადღაც ღრმად მკერდიდან ამოხეთქილი სიტყვები
სწყდება ჩემს ტუჩებს და თან სრულიად გულახდილი, რადგან ეს სიმართლეა. – მე
უბრალოდ ვცდილობ, საქმე შენი გვარით ვაჭრობისა და მანიპულირების გარეშე
ვაკეთო. მე უნდა ვიმუშაო, რაღაც უნდა შევქმნა, რატომ არ გესმის, რომ „ესკალაში“ ან
ახალ სახლში გულხელდაკრეფილი ჯდომით უბრალოდ სული შემეხუთება და
გავგიჟდები?! მე ხომ ყოველთვის ვმუშაობდი და ეს მომწონდა, ახლა კი, როგორც იქნა,
ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომელზეც, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ეს
ის არის, რის კეთებასაც ყოველთვის ვნატრობდი, კრისტიან!.. მაგრამ ეს იმას სულაც არ
ნიშნავს, რომ ამით შენდამი ჩემს სიყვარულს რამე აკლდება, რომ ამის გამო ნაკლებად
მიყვარხარ... არა, კრისტიან, სწორედ შენ ხარ მთელი ჩემი სამყარო...
ყელში ბურთი მეჩხირება, ხმა მიწყდება და თვალები ცრემლით მევსება, მაგრამ აქ არ
უნდა ვიტირო, აქ ტირილი არ შეიძლება, – „აქ არ უნდა ვიტირო, აქ არ უნდა ვიტირო“,
ვიმეორებ ისევ და ისევ გონებაში მანტრასავით.
კრისტიანი ხმის ამოუღებლად მიყურებს, პასუხს არ მცემს, მაგრამ ოდნავ შესამჩნევად
კოპებს კრავს, როგორც ჩანს, ჩემს ნათქვამზე ფიქრობს.
– გინდა თქვა, რომ გთრგუნავ? – ხმა თითქოს თავისივე დასმული კითხვის ექოსავით
უსიხარულო და უსიცოცხლო აქვს.
– არა... ჰო... არა... – ღმერთო, რა სულელური, უსიამოვნო და უაზრო ლაპარაკია! რა, რა
და, ახლა და აქ ურთიერთობების გარჩევის დრო ნამდვილად არ არის. სასოწარკვეთილი
თვალებს ვხუჭავ და შუბლის სრესას ვიწყებ, არ მესმის, აქამდე საერთოდ როგორ
მივედით? – კრისტიან, მომისმინე, საქმე მხოლოდ ჩემს გვარს ეხება, რომელიც მხოლოდ
იმისთვის მინდა დავიტოვო, რომ ჩვენ შორის რაღაც დისტანცია შევინარჩუნო,
იმისთვის, რომ მე შენს გაგრძელებად არ აღმიქვამდნენ... მაგრამ მხოლოდ აქ,
სამსახურში, კრისტიან. არ ვიცი, გიფიქრია თუ არა ამაზე, მაგრამ აქ ყველას მიაჩნია, რომ
ამ თანამდებობაზე შენი წყალობით აღმოვჩნდი, თუმცა სინამდვილეში... – კრისტიანს
თვალები უფართოვდება და სიტყვა მიწყდება, ვშეშდები... ოჰ, ღმერთო, ოღონდ ეს არა...
ეს მართლა კრისტიანის გაკეთებულია?
– გინდა გითხრა, როგორ აღმოჩნდი გამომცემლობის მთავარი რედაქტორის
თანამდებობაზე? გინდა, ანასტასია?
ანასტასია?.. ჯანდაბა!
– რაა? რას გულისხმობ?
ის სკამზე წრიალებს, სწორდება, ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ თავს იმხნევებს. მინდა
კი ამის ცოდნა?
– შენ ჰაიდის ადგილი უბრალოდ იმიტომ მოგცეს, რომ არ უნდოდათ, ფული
მაღალანაზღაურებადი რედაქტორისთვის ეხადათ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც
კომპანია, შეიძლება ითქვას, თითქმის გაყიდული იყო. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ,
რა გადაწყვეტილებას მიიღებდა გამომცემლობასთან დაკავშირებით ახალი მფლობელი
და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ შტატის გაზრდა არც უფიქრიათ... ამიტომ აღმოჩნდი
შენ ჰაიდის ადგილზე, მხოლოდ დროებით და მხოლოდ ახალი მფლობელის
გამოჩენამდე. – ის წამით ჩუმდება, პაუზა მრავალმნიშვნელოვანია, მერე კი ტუჩის
კუთხეზე ირონიული ღიმილი ურბენს. – კერძოდ კი ჩემს გამოჩენამდე.
ჯანდაბა!..
– ამით რას მეუბნები? – აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, ესე იგი, მაინც მისი წყალობით
აღმოვჩნდი რედაქტორის სავარძელში... ღმერთო!.. თავზარდაცემული შევყურებ და ენა
მივარდება.
როგორც ჩანს, გრძნობები სახეზე მეწერება, რადგან ის კმაყოფილი გამომეტყველებით
იცინის და დამამშვიდებლად თავს აქნევს.
– სანერვიულო არაფერი გაქვს, აქ შენ შენი საუკეთესო თვისებები გამოავლინე და
საქმეს თავი მშვენივრად გაართვი. – მის ხმაში სიამაყე ისმის და ეს კიდევ უფრო
მაგიჟებს.
– ოჰ... – ვბუტბუტებ უთავბოლოდ ახალი ამბისგან გონებაარეული. სავარძლის
საზურგეს მოწყვეტით ვეყუდები, დაბნეულობისა და გაოგნებისგან პირიც კი მეღება და
ხმის ამოუღებლად შევცქერი. ის ისევ სავარძელზე წრიალებს.
– არ მინდა, გთრგუნავდე, ანა, არ მინდა, ჩემ გვერდით სული გეხუთებოდეს, შენი
ოქროს გალიაში გამომწყვდევა ნამდვილად არმინდა, ნუ... – კრისტიანი ჩუმდება და
სახე ექუფრება. – ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემს რაციონალურ ნაწილს არ უნდა... – ის ისევ
ჩუმდება და რაღაც მნიშვნელოვან გეგმაზე ჩაფიქრებულის გამომეტყველებით ნიკაპს
ისრესს.
საინტერესოა, ახლა რაღა მოიფიქრა?
უცებ თავს სწევს და თვალებანთებული შემომყურებს, ისეთი გამომეტყველება აქვს,
გეგონება, დიდი აღმოჩენა გაეკეთებინოს.
– ამიტომ მე აქ გზასაცდენილი ცოლის სწორ გზაზე დაბრუნების გარდა, მეორე, ასევე
მნიშვნელოვანი საკითხის შენთან შესათანხმებლადაც მოვედი... და ეს საკითხი
კომპანიის მიმართულების განსაზღვრას ეხება.
გზასაცდენილი ცოლი! მე არც გზასაცდენილი ცოლი ვარ, მაგრამ არც თქვენი აქტივი
ვარ, მისტერ გრეი!.. კოპებშეკრული, გაბრაზებული შევყურებ და ნიაღვარივით
გადმოსანთხევად გამზადებული ცრემლებიც შეუმჩნევლად და ნელ-ნელა ჩემს
გაცეცხლებულ მზერას აშრება.
– მაშ, ასე, რა მიმართულებას უსაზღვრავ კომპანიას? – ვეკითხები მისივე მანერით
გვერდზე თავგადახრილი და ხმაში ძალაუნებურად სარკაზმი მიკრთება. კრისტიანს
ეღიმება, განწყობის მორიგი ცვლილების დრო დადგა... ღმერთო, ამ ადამიანს ფეხი
საერთოდ როგორ უნდა აუწყო?!
– ვაპირებ, რომ გამომცემლობას „გრეი პაბლიშინგი“ დავარქვა.
ჯანდაბა!
– და ერთი წლის განმავლობაში ის შენი საკუთრება იქნება.
რაა? გაოგნებისა და თავზარდაცემისგან პირი კიდევ უფრო ფართოდ მეღება.
– ეს ჩემი საქორწინო საჩუქარია.
პირს ვხურავ, მერე ისევ ვაღებ, ვცდილობ, რამე ვთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებ. თავში
აზრიც კი არ მიჭაჭანებს.
– მაგრამ, რადგან შენი გვარის დატოვება გინდა, ალბათ ჯობია, „სტილ პაბლიშინგი“
დავარქვა, არა?
ღმერთო, ის არ ხუმრობს!..
– კრისტიან, – როგორც იქნა ამობუტბუტებასაც ვახერხებ და გონებასა და ენას შორის
მეტნაკლებად კავშირის აღდგენასაც. – შენ მე საქორწინო საჩუქრად საათი უკვე მაჩუქე...
კრისტიან, მე გამომცემლობას ვერ ვუხელმძღვანელებ.
ის თავს ისევ გვერდზე ხრის და კოპებშეკრული მკაცრად მაჩერდება.
– მე ოცდაერთი წლის ვიყავი, როდესაც უკვე საკუთარი და წარმატებული ბიზნესი
მქონდა.
– მაგრამ შენ შენ ხარ... სხვანაირი ხარ, კრისტიან! შენთვის კონტროლი და მართვა
ბუნებრივი მდგომარეობაა და ბიზნესიც შენი სამყაროა, ღმერთო, ბოლოს და ბოლოს შენ
ხომ ეკონომიკას სწავლობდი ჰარვარდში, ესე იგი თავიდანვე ამ ყველაფერზე რაღაც
წარმოდგენა მაინც გქონდა, მე რა ცოდნა მაქვს, კრისტიან? მე ხომ სამი წელი მხოლოდ
საღებავებსა და კაბელებს ვყიდდი და ისიც სწავლასთან შეთავსებით... ღმერთო ჩემო,
კრისტიან! მე ხომ ცხოვრებაში თითქმის არაფერი მინახავს და საერთოდ არაფერი ვიცი!
– ხმას ჩემდა უნებურად სულ უფრო და უფრო ვუწევ და ტირადის დამთავრებისას,
სასოწარკვეთილი, უკვე ლამის ყვირილზე გადავდივარ.
– ანა, შენ ჩემი ნაცნობებიდან ყველაზე ნაკითხი ხარ, – არ მნებდება ის. – შენ,
უბრალოდ, იმდენად გიყვარს კითხვა და კარგი წიგნები, რომ... შენ ხომ მთელი
თაფლობის თვის განმავლობაშიც კი მუშაობდი! რამდენი ხელნაწერი წაიკითხე, სანამ იქ
ვიყავით? ოთხი?
– ხუთი. – ვპასუხობ ბუტბუტით.
– და სათითაოდ ყოველ მათგანზე რეცენზიაც დაწერე. შენ მართლა ძალიან ჭკვიანი
ხარ, ანასტასია, და ეჭვიც არ მეპარება, რომ გამომცემლობის მართვას თავისუფლად
შეძლებ.
– კრისტიან, ხომ არ გაგიჟდი?!
– რა თქმა უნდა, პირველად გაიგე, რომ შენზე ვგიჟდები? – მეკითხება ჩურჩულით.
ვფრუტუნებ. სიტუაცია უკვე იმდენად ტრაგიკომიკურ სახეს იღებს, რომ ეს
ერთადერთია, რის უნარიც ახლა მე დამრჩენია. კრისტიანი თვალებს ჭუტავს.
– დაგცინებენ, კრისტიან. არ გესმის, რომ გამომცემლობის პატარა გოგოსთვის ყიდვა,
თანაც ისეთისთვის, რომელსაც მუშაობის სულ რამდენიმეთვიანი გამოცდილება აქვს,
უბრალოდ სიგიჟეა.
– ვინ რას იფიქრებს, ფეხებზე მკიდია, ანა. თანაც შენ ხომ მარტო არ იქნები!
ვზივარ და თვალებგაფართოებული შევყურებ, ამ ადამიანს ტვინში ჭანჭიკები
ამჯერად უკვე საბოლოოდ მოეშვა.
– კრისტიან, მე...
სასოწარკვეთილი, სახეზე ხელებს ვიფარებ, ემოციის ნასახი აღარ დამრჩა, ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ წვენსაწურ მანქანაში გამატარეს და ლიმონივით გამომწურეს.
მგონი, მართლა გაგიჟდა... უცებ ვგრძნობ, რომ ჩემი არსების რომელიღაც ბნელი
სიღრმეებიდან გადახარხარების სრულიად უადგილო, მაგრამ დაუოკებელი სურვილი
ამოხეთქვას ცდილობს. სახიდან ხელებს ვიშორებ და მის თვალებგაფართოებულ
მზერას ვაწყდები.
– ასე რამ გაგამხიარულათ, მის სტილ?
– რამ კი არა, ვინ – შენ!..
თვალები კიდევ უფრო უფართოვდება, აშკარად გაოგნებულია, მაგრამ არ ბრაზობს,
პირიქით, ტუჩის კუთხეზე ოდნავი ღიმილიც კი გადასდის.
– საკუთარ ქმარს დასცინით, მის სტილ? არ გირჩევდით... და თან ტუჩს იწვალებთ. –
კრისტიანს თვალები უმუქდება... ოჰ, არა, მისი ეს მზერა კარგად ვიცი, მხურვალე,
ბილწი, ავხორცი... არა, არა, არა! ოღონდ აქ არა.
– მაგაზე არც იფიქრო, კრისტიან, – ვაფრთხილებ უკვე საკმაოდ აფორიაქებული.
– რას გულისხმობ, ანასტასია?
– მხოლოდ იმას,რომ ვიცი, რასაც ფიქრობ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება... ჩვენ ახლა
ოფისში ვართ.
ის, ისე, რომ დამშეულ, ნაცრისფრად ალაპლაპებულ და ავარვარებულ მზერას არ
მაშორებს, წინ იხრება... ღმერთო! ანგარიშმიუცემლად ნერწყვს ვყლაპავ.
– მის სტილ, ჩვენ ახლა საკმაოდ პატარა, მეტნაკლებად ხმაგაუმტარ ოთახში ვართ,
რომლის კარიც იკეტება.
– ეს სერიოზული ეთიკური შეცდომაა, კრისტიან, – როგორღაც ვახერხებ
საგულდაგულოდ შერჩეული სიტყვების ამოთქმას.
– მაგრამ არა მაშინ, როცა ეს ქმართან ხდება.
– ...და თან ჩემი ბოსის ბოსთან! – სისინით ვცრი მჭიდროდ შეკრულ კბილებში.
– ანასტასია, შენ ჩემი ცოლი ხარ!
– არა, კრისტიან, არა, სერიოზულად გეუბნები! საღამოს შეგიძლია, ისე გამჟიმო,
როგორც მოგინდება, თუ გინდა, კვირის შვიდივე ელფერით, მაგრამ არა ახლა და არა აქ.
ის ჯერ თვალებს ახამხამებს, მერე ჭუტავს, მერე კი უცებ სიცილს იწყებს.
– კვირის შვიდივე ელფერით?.. – ჯერ ისევ სიცილით წარბს ძგიბავს. – საინტერესოა...
ამას გაგიხსენებთ, მის სტილ.
– და მორჩი! მომბეზრდა, რომ ამ „მის სტილს“ გაუთავებლად ცხვირში მჩრი! – ხმას
ვუწევ უკვე ძალიან გაღიზიანებული და მაგიდას ხელს ვურტყამ... დარყმით
გამოწვეული ბრახუნისგან არათუ კრისტიანი, წამით მეც ვცბები და ხმა მივარდება,
მაგრამ მაშინვე გონს მოვდივარ. – კარგი, კრისტიან, თუ ეს შენთვის ასეთი
მნიშვნელოვანია, გვარს გამოვიცვლი!
ის, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოეხსნაო, სულის მოთქმასავით ჰაერს
მკვეთრად უშვებს ფილტვებიდან და თავისი ფართო, ქათქათა და ერთიანად
გადაბადრული ღიმილით იღიმება. გაგიჟება შეიძლება, მაინც თავისი გაიტანა!..
– კარგი!.. – ხელებს ერთმანეთს უტყაპუნებს ის და მოულოდნელად დგება. კიდევ რა
მოიფიქრა?
– მაშ, ასე, მისია შესრულებულია. მისის გრეი... თქვენი ნებართვით, ახლა სხვა
საქმეებსაც მივხედავ, უკაცრავად, რომ მოგაცდინეთ.
რაა? არა, რა! ამ ადამიანმა ნებისმიერი შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს!
– მაგრამ...
– რა „მაგრამ“, მისის გრეი?
უკვე სრულიად გამოფიტული მხოლოდ ამოოხვრასღა ვახერხებ.
– არაფერი. უბრალოდ წადი.
– უკვე მივდივარ. საღამოს შევხვდებით. და მინდა გითხრათ, რომ კვირის შვიდ
ელფერს მოუთმენლად ველი.
მოთმინებადაკარგული კოპებს ვკრავ.
– აა, ჰო... რამდენიმე საქმიანი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი და მინდა, რომ
შეხვედრებზე ჩემთან ერთად წამოხვიდე.
უაზროდ და ხმის ამოუღებლად შევყურებ. კრისტიან გრეი, მომწყდი თავიდან!
– ანდრეას ვეტყვი, რომ ჰანას დაურეკოს და შეხვედრების თარიღები და დრო
მოანიშნინოს. რამდენიმე ადამიანის გაცნობაა საჭირო... ჰანამ ამიერიდან შენი გრაფიკიც
უნდა აწარმოოს.
– კარგი... – ვბუტბუტებ უკვე სრულიად თავგზააბნეული, უკვე აღარც ფიქრის, აღარც
ლაპარაკის, აღარც მის სიტყვებზე რეაგირების თავი აღარ მაქვს. ის მაგიდაზე ერთი
ხელით ეყრდნობა და ჩემკენ იხრება. ღმერთო, ეს ოდესმე დამთავრდება?.. მეტი რაღა
უნდა?! ის თვალებში წამით ხმის ამოუღებლად მიყურებს და მზერით ერთიანად
მნუსხავს.
– მისის გრეი, თქვენთან საქმიანი ურთიერთობაც ძალიან მომეწონა.
პარალიზებული ვზივარ და შევცქერი, ის კიდევ უფრო იხრება და ტუჩებში ნაზად
მკოცნის.
– კარგად, პატარავ, – ჩურჩულებს ზედ ჩემს ტუჩებთან და მკვეთრად სწორდება, მერე
თვალს მიკრავს და ოთახიდან გადის.
ძალაგამოცლილი თავს მაგიდაზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ, ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ სატვირთო მატარებელმა გადამიარა, თანაც ეს მატარებელი ჩემი საყვარელი ქმარია,
ამქვეყნად ყველაზე აუტანელი, ნერვების მომშლელი და რადიკალურად ცვალებადი
ადამიანი! ღმერთო!.. ისევ ვსწორდები და ხელისგულებით უკვე სრულიად
სასოწარკვეთილი თვალებს ვისრეს. გონება ისე მაქვს არეული, უცებ ვეღარც კი ვიხსენებ
ამწუთას რაზე დამითანხმა... ჰო, გამახსენდა – ანა გრეი, სიაიპის დირექტორი, უფრო
სწორად, „გრეი პაბლიშინგის“... შეშლილი!.. კარზე აკაკუნებენ და წამის მერე
შემოღებულ კარში ჰანას თავი ჩნდება.
– კარგად ხარ? – მეკითხება შეშფოთებული გამომეტყველებით.
ჰანას უაზროდ შევყურებ და ხმას არ ვიღებ. ის კოპებს კრავს.
– ვიცი, არ გიყვარს, კაბინეტში მოტანას რომ გთავაზობ, მაგრამ იქნებ ჩაი დაგელია?
უსიტყვოდ მხოლოდ თავს ვუქნევ.
– Twininngs English Breakfast Tea, შავი და პაკეტი მაშინვე ამოვიღო, არა?
ისევ თავს ვუქნევ.
– ახლავე დავბრუნდები, ანა.
უემოციოდ და უაზროდ კომპიუტერის ეკრანს შევყურებ, ჯერ ისევ შოკში ვარ... რა
გავაკეთო, რომ გაიგოს? იმეილი, რა თქმა უნდა!.. წერილი უნდა მივწერო!

From: ანასტასია სტილი


Subject: მე აქტივი არ ვარ!
Date: 22 აგვისტო, 2011; 14:33
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი,
მადლობელი ვიქნები, თუ შემდგომში, როდესაც აქ მობრძანება მოგინდებათ, ამის
შესახებ წინასწარ შემატყობინებთ, რომ ძალაუფლების მოყვარული და განდიდების
მანიით შეპყრობილი უმწიფარი მოზარდის გამოხდომებისთვის მომზადება მაინც
მოვახერხო.
თქვენი
ანასტასია სტილი, < გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: კვირის შვიდი ელფერი
Date: 22 აგვისტო, 2011; 14:34
To: ანასტასია სტილი

ჩემო ძვირფასო მისის გრეი, (ხაზგასმულია სიტყვა „ჩემო“)


მაშ ასე, რა შემიძლია გითხრათ თავის გასამართლებლად? უბრალოდ შორიახლო
ვიყავი, ეს არის და ეს. და, რა თქმა უნდა, თქვენ ჩემი მორიგი აქტივი კი არა,
უსაყვარლესი მეუღლე ხართ, ჩემი მზე და დღის სინათლე.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ ძალაუფლების მოყვარული და განდიდების
მანიით შეპყრობილი გენერალური დირექტორი

ყველაფრის ხუმრობაში გატარებას ცდილობს, მაგრამ ახლა მე ხუმრობის გუნებაზე


ნამდვილად აღარ ვარ. ვოხრავ, გონს მოსასვლელად თავს ვაქნევ და სამუშაოს
ვუბრუნდები.
საღამოს, როდესაც მანქანაში ვჯდები, კრისტიანი დაძაბული და უჩვეულოდ ჩუმია.
– საღამო მშვიდობისა, – ვესალმები ბუტბუტით.
– საღამო მშვიდობისა, – თავშეკავებით და ფრთხილად მპასუხობს ის.
– დღეს კიდევ ვის შეუშალე ხელი? – ვეკითხები ხაზგასმულად დამტკბარი
თავაზიანობით.
ტუჩის კუთხეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ურბენს.
– მხოლოდ ფლინს.
ოჰ, კრისტიან...
– შემდეგში, როცა ფლინთან წასვლას დააპირებ, ჩემთვის საინტერესო თემების
ჩამონათვალსაც გაგატან. – ვკრავ მე კბილს.
– როგორც ვხედავ, დიდად კარგ განწყობაზე არ ხართ, მისის გრეი.
პასუხს ჯიუტად არ ვცემ, ვზივარ და ჩემ პირდაპირ, მანქანის წინა სავარძლებზე
მსხდომ სოიერისა და რაიანის ზურგებს ვუყურებ.
კრისტიანი ჩემკენ იწევა.
– ჰეი... – ბუტბუტებს ის და ხელზე ხელს მკიდებს. მისი ოფისში მოვარდნის მერე, იმის
მაგივრად, რომ მემუშავა, მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, საღამოს რას ვეტყვიმეთქი,
მაგრამ რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო ვბრაზდებოდი. კმარა, მისი ეს
უცერემონიობა, სიჯიუტე და ბავშვური გამოხდომები უკვე მართლა ყელში ამომივიდა.
გაღიზიანებული ხელს ვართმევ და თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. – ახლა უკვე მე ვიქცევი
გაბუტული ბავშვივით.
– ჩემზე გაბრაზებული ხარ? – მეკითხება ის ხმადაბლა.
– კი. – ვუჭრი მოკლედ მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული და ფანჯარაში ყურებას
ვაგრძელებ. კრისტიანი ჩემკენ უფრო მეტად იწევა, მაგრამ მისკენ ჯიუტად არ ვიხედები.
სიმართლე ითქვას, ბოლომდე იმის ჩამოყალიბებასაც ვერ ვახერხებ, ასე ძალიან რამ
გამაბრაზა, მაგრამ ისეთი გაცეცხლებული ვარ, რომ ლამის გავგიჟდე. „ესკალასთან“
ვჩერდებით თუ არა, ყველა წესსა და ინსტრუქციას ვარღვევ, პორტფელს ხელს ვავლებ
და ისე, რომ არც კი ვინტერესდები, რომელიმე მომყვება თუ არა უკან, შენობაში
შევდივარ და ჩქარი ნაბიჯით ლიფტისკენ მივემართები. უკვე ლიფტს ვუახლოვდები,
როდესაც რაიანი მასწრებს და გამოძახების ღილაკს თითს აჭერს.
– რა იყო? – ვეკითხები გაღიზიანებული ტონით, ის კი წითლდება.
– არაფერი, უკაცრავად, მემ.
ზურგს უკნიდან კრისტიანის ნაბიჯების ხმა მესმის, ის მიახლოვდება და კაბინის
მოლოდინში ჩემ გვერდით ჩერდება. რაიანი შეუმჩნევლად უკან იხევს.
– ესე იგი, მარტო ჩემზე კი არა, რაიანზეც ხარ გაბრაზებული? – მეკითხება ის მშრალი
ტონით.
გაცეცხლებული მზერით წამით თვალს ვავლებ და მისი ტუჩის კუთხეზე
გადარბენილი ღიმილის დანახვას ვასწრებ.
– დამცინი კიდეც? – ვაჩერდები გამომწვევად მოჭუტული თვალებით.
– არა, რას ამბობ, მაგას როგორ გავბედავდი. – მპასუხობს კრისტიანი და თითქოს
პისტოლეტს ვუმიზნებდე ხელებს ზევით სწევს. მუქლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი,
ახლაც კი, სამუშაო დღის ბოლოსაც მოწესრიგებული და აკურატული, სისუფთავის
კამკამა სურნელს აფრქვევს, სექსუალურად აჩეჩილი თმა შუბლზე აქვს ჩამოყრილი და
სრულიად უმანკო და გულწრფელი გამომეტყველებით შემომყურებს.
– თმა წამოგეზარდა, შესაჭრელი გაქვს, – ვეუბნები ბუტბუტით, მერე ვბრუნდები და
ლიფტში შევდივარ.
– მართლა? – მპასუხობს ანგარიშმიუცემლად, შუბლზე ჩამოყრილ თმას ისწორებს და
ფეხდაფეხ უკან მომყვება.
– კი. – ვუჭრი მოკლედ და კაბინის პანელზე ჩვენი სართულის კოდს ვკრეფ.
– ესე იგი, მაინც მელაპარაკები?
– ჩათვალე, რომ არა, მხოლოდ ორი სიტყვა გითხარი.
– შეგიძლია მითხრა, კონკრეტულად რაზე ხარ გაბრაზებული? – მეკითხება ის
შემპარავი და ფრთხილი ტონით.
მისკენ ვბრუნდები და თვალებში ვაჩერდები.
– ვერ ხვდები? გინდა თქვა, რომ წარმოდგენაც არ გაქვს? შენნაირი საზრიანი, წესით,
აქამდე უნდა მიმხვდარიყო, არა? დავიჯერო ასეთი გონებაჩლუნგი ხარ?
სახეზე გულწრფელი დაბნეულობა და შეშფოთება ეწერება და ერთი ნაბიჯით უკან
იხევს.
– არ მეგონა, თუ ამდენად გაბრაზებული იყავი. ჩვენ ხომ დღეს ყველაფერზე
მოვილაპარაკეთ?! – ბუტბუტებს გაოგნებული გამომეტყველებით.
– უბრალოდ შენთან კამათი აღარ მინდოდა, კრისტიან! შენ იმდენად მომთხოვნი და
ჯიუტი ხარ, რომ იძულებული გავხდი, გავჩუმებულიყავი. ლიფტის კარი იღება და
კაბინიდან გავდივარ. ჰოლში ტეილორი მხვდება, ჩემს დანახვაზე გვერდზე დგება, გზას
მითმობს და რაღაცის სათქმელად გაღებულ პირს სასწრაფოდხურავს.
– საღამო მშვიდობისა, ტეილორ. – ვესალმები ისე, რომ წამითაც არ ვჩერდები.
– მისის გრეი... – მესმის ზურგს უკნიდან.
პორტფელს ჰოლშივე სავარძელზე ვაგდებ და მისაღებ ოთახში შევდივარ. ბარის
დახლს მიღმა გაზქურასთან მისის ჯონსი ტრიალებს.
– საღამო მშვიდობისა, მისის გრეი.
– საღამო მშვიდობისა, მისის ჯონს, – ვესალმები მეც მას, სამზარეულოს შეუჩერებლად
ვჭრი და მაცივრიდან თეთრ ღვინოს ვიღებ. კრისტიანი ფეხდაფეხ მომყვება და
მსხვერპლს დადარაჯებული ქორივით ანთებულ თვალს არ მაშორებს. მე კარადიდან
ღვინის ჭიქას ვიღებ, ის კი პიჯაკს იხდის და ბარის დახლზე აგდებს.
– დალევა გინდა? – ვეკითხები ხაზგასმულად თავაზიანი ტონით.
– არა, გმადლობ, – მპასუხობს ისევ თვალმოუშორებლად.
ის ახლა საშინლად უმწეო და უსუსურია. ვიცი, ამას მთელი არსებით ვგრძნობ, მაგრამ
ეს მხოლოდ იმის გამო, რომ არ იცის, როგორ მომიდგეს და რა მომიხერხოს, ერთი
მხრივ, სიტუაცია უბრალოდ სრულიად სასაცილოა, მეორე მხრივ კი ტრაგიკული... ასეც
მოგიხდება! ოფისში მომხდარის მერე თანაგრძნობას ჩემგან ვერ ეღირსება... ის
აუჩქარებლად ჯერ ჰალსტუხის კვანძს უშვებს და კისრიდან იძრობს, მერე კი პერანგის
ზედა ღილს იხსნის. სოვინიონით ბოლომდე ვავსებ ღვინის ფუჟერს და კრისტიანს
თვალს ვავლებ. ის ნერვიულად თმაზე ხელს ისვამს. ისევ ვბრუნდები და ვხედავ, რომ
სამზარეულოში მარტო ვართ, მისის ჯონსი გამქრალა, ჯანდაბა! ახლა მისი გაქრობა
ნამდვილად არ მინდოდა, მისის ჯონსის გვერდით თავს ბევრად უფრო დაცულად და
თავდაჯერებულად ვგრძნობდი. ჰმ, კარგი... ღვინის ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს და დიდ
ყლუპს ვსვამ, მმმ, მშვენიერია...
– გთხოვ, შეწყვიტე... – ჩურჩულებს ის ძლივს გასაგონად, მერე რამდენიმე ნაბიჯს
დგამს და ჩემ წინ ჩერდება, ხელს ფრთხილად სწევს, ურჩ თმას ყურს უკან მიმალავს და
თითებს ყურის ბიბილოსკენ აცურებს. სხეულში ერთიანად ელექტრომუხტი მივლის...
რა მჭირს? ჩემივე რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ეს მაკლდა და ეს მჭირდებოდა,
მისი შეხება...
ღმერთო! თავს ვაქნევ, რომ ხელი გავაშვებინო და ხმის ამოუღებლად შევცქერი.
– დამელაპარაკე. – ჩურჩულებს ის.
– რა აზრი აქვს? შენ მაინც არ მისმენ.
– გისმენ, ანა, შენ ერთ-ერთი ხარ იმ რამდენიმე ადამიანიდან, ვისაც ყოველთვის
ვუსმენ.
ღვინის ფუჟერი ტუჩებთან უსიტყვოდ მიმაქვს და ვწრუპავ.
– გვარის შეცვლის გამო გაბრაზდი ასე?
– მაგის გამოც, მაგრამ არა მარტო... მთავარი პრობლემა ის არის, როგორ იქცევი ისეთ
სიტუაციებში, როდესაც რომელიმე საკითხში არ გეთანხმები. – ვახლი ცივი ტონით და
თვალებში ვუყურებ, მის რეაქციას ველოდები, წესით, უნდა გაბრაზდეს.
კრისტიანს გაკვირვებული გამომეტყველებით წარბები ლამის შუბლზე ასდის.
– ანა, ხომ იცი, რომ შენ ჩემი სუსტი წერტილი ხარ.... როცა საქმე შენ გეხება,
ობიექტური განსჯის უნარს ვკარგავ, ამაში ხომ შენთვის ახალი არაფერია...
– მაგრამ, კრისტიან, მე არც ბავშვი ვარ და არც აქტივი!
– ვიცი, ანა. – ის ოხრავს.
– მაშინ, თუ იცი, შესაბამისადაც მომექეცი, – ვჩურჩულებ უკვე სრულიად სხვა,
მუდარაჩაღვრილი ხმით.
ის ხელს სწევს და თითებს ნაზად ლოყაზე მისვამს, ბოლოს კი, ნიკაპთან ჩამოსული,
ცერა თითს ზედა ტუჩს აყოლებს.
– გთხოვ, ნუ მიბრაზდები, ანა, შენ იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის, რომ... როგორც
რაღაც სრულიად ფასდაუდებელი, როგორც ბავშვი, – ჩურჩულებს ის ჩავარდნილი,
ათრთოლებული ხმით. მისი სიტყვები წამით გონებას მიბნევს და აზრს მაკარგვინებს,
ბავშვი... ფასდაუდებლად ძვირფასი, როგორც ბავშვი... ესე იგი, ბავშვი მისთვის ძვირფას
არსებას ნიშნავს?!.
– მე არც ერთი ვარ, არც მეორე, მე შენი ცოლი ვარ, კრისტიან! ...და თუკი ის, რომ
სამსახურში ისევ ჩემი ძველი გვარით მინდოდა მუშაობის გაგრძელება, შეურაცხყოფად
ჩათვალე, უბრალოდ უნდა გეთქვა.
– შეურაცხყოფად ჩავთვალე? – ის კოპებს კრავს და ვხვდები, რომ იმაზე იწყებს ფიქრს,
მართალი ვარ თუ არა. მაგრამ უცებ სწორდება, გამომეტყველება ეცვლება და მაჯის
საათზე იხედება. – ერთ საათში არქიტექტორი მოვა, ვახშამი უნდა მოვასწროთ.
ოოოჰ! ოღონდ ის არა! ესღა მაკლდა... ერთი, რომ კრისტიანმა პასუხი არ გამცა და
მეორე, რომ ცოტა ხანში კიდევ ჯია მატეოს ატანა მომიწევს, ნერვებს უკვე საბოლოოდ
მიშლის. ესეც შენი საზიზღარი დღის უსაზიზღრესი დასასრული...
– ოღონდ იცოდე, ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია. – ვაფრთხილებ ახლა უკვე ჯია
მატეოს გამო გაღიზიანებული.
– სალაპარაკო რაღა დაგვრჩა?
– შეგეძლო კომპანია გაგეყიდა.
კრისტიანი ირონიულად ფრუტუნებს.
– გამეყიდა?
– ჰო.
– გგონია, ახლანდელ სიტუაციაში მყიდველს ვიპოვი?
– ყიდვისას რა დაგიჯდა?
– საკმაოდ იაფად ვიყიდე, – მპასუხობს ფრთხილად.
– ასე რომ, თუ დაიხურა?
– რამენაირად გადავიტანთ, – იცინის ის ირონიულად. – მაგრამ არ დაიხურება, ყოველ
შემთხვევაში მანამ, სანამ იქ შენ ხარ.
– მე რომ წამოვიდე?
– მერე რას გააკეთებ?
– არ ვიცი, რამე სხვას მოვიფიქრებ.
– შენ მითხარი, რომ ყოველთვის ასეთ სამსახურზე ოცნებობდი, და კიდევ... მგონი, არ
მეშლება და მე ღმერთის, მისი ღირსება უოლშისა და კიდევ ყველა ჩვენი ნათესავისა და
ახლობლის წინაშე ფიცი დავდე, რომ შენზე ვიზრუნებდი, დაგიცავდი და შენი
იმედებისა და ოცნებების ახდენაში გვერდში დაგიდგებოდი.
– შენ ახლა შენს საქორწინო ფიცს იმეორებ, ეს კი აკრძალული ილეთია.
– რა, რა და, იმის ფიცი, რომ ყველანაირ ილეთს არ გამოვიყენებდი, როცა საქმე შენ
შეგეხებოდა, ნამდვილად არ მომიცია, თანაც საქორწინო ფიცი შენ პირველმა გამოიყენე
ჩემ წინააღმდეგ.
გაბრაზებული კოპებს ვკრავ, მაგრამ ის მართალია და ვჩუმდები.
– ანასტასია, თუ ჩემზე ჯერ ისევ გაბრაზებული ხარ, ჯობია, ბოღმა ლოგინში
ამოანთხიო
– ხმა ეცვლება უცებ, ეხლიჩება და სურვილით სავსე უხდება, თვალები კი უმუქდება.
რაა? ბრაზი ლოგინში ამოვანთხიო? რას გულისხმობს?
ის ზემოდან დამყურებს და მრავალმნიშვნელოვნად მიღიმის... კი, მაგრამ რას
ელოდება, რომ გავკოჭავ? ღმერთო... ჩემი შინაგანი ქალღმერთი ყურებიდან აიპოდის
ყურსასმენებს იძრობს და მთელი ყურადღებით მისმენს.
– კვირის შვიდი ელფერი... – ჩურჩულით ამბობს ის. – ერთი სული მაქვს...
ოჰო!..
– გეილ! – ყვირის უცებ კრისტიანი და ზუსტად ოთხ წამში მისის ჯონსი
სამზარეულოში ჩნდება. საინტერესოა, სად იყო? ტეილორის კაბინეტში? გვისმენდა? ოჰ,
ღმერთო!..
– მისტერ გრეი?
– გეილ, თუ შეიძლება, ვახშამი გაგვიწყვეთ, ოღონდ რაც შეიძლება, ჩქარა.
– ახლავე, სერ.
კრისტიანი თვალს არ მაშორებს, ისე მიყურებს, თითქოს რომელიღაც გასაქცევად
გამზადებული ეგზოტიკური პატარა ცხოველი ვიყო და მდარაჯობდეს. თვალს
ვუსწორებ და ღვინის მორიგ ყლუპს სიამოვნებით ვსვამ.
– ვფიქრობ, დალევა არც მე მაწყენდა, მისის გრეი. – ამბობს ჩუმი ოხვრით და შუბლზე
ჩამოყრილ თმას ისწორებს.
– დამთავრებას არ აპირებ?
– არა. – საკუთარ თეფშს დავყურებ, რომელზეც ფეტუჩინი, შეიძლება ითქვას, ჯერ ისევ
თითქმის ხელუხლებელია, მხოლოდ ერთიორი ლუკმა შევჭამე. ვგრძნობ, რომ
მოქუფრული გამომეტყველებით მიყურებს და ზედმეტი ლაპარაკისგან თავის
ასარიდებლად, მანამ, სანამ რამის თქმას მოასწრებდეს, ვდგები და სასადილო
მაგიდიდან თეფშებს ვალაგებ.
– სადაცაა ჯია მოვა, – ვბუტბუტებ თავის გამართლებასავით, კრისტიანი კი
უკმაყოფილოდ კოპებს კრავს, მაგრამ არაფერს ამბობს.
– მე ავალაგებ, მისის გრეი, – მეუბნება მისის ჯონსი სამზარეულოში შესულს.
– გმადლობთ, მისის ჯონს.
– არ მოგეწონათ? – მეკითხება ჩემი თეფშის დანახვაზე შეწუხებული
გამომეტყველებით.
– არა, არა, ძალიან გემრიელი იყო, უბრალოდ არ მშია.
ის მიღიმის, თანაგრძნობით თავს მიქნევს და ბრუნდება, რომ თეფშები საჭმლის
ნარჩენებისგან გაასუფთაოს და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩააწყოს.
– რამდენიმე ადგილას მაქვს დასარეკი. – აცხადებს კრისტიანი, წამით შემფასებლური
მზერით თვალს მავლებს და თავისი კაბინეტისკენ მიდის.
მარტო დარჩენილი, აშკარა შვებას ვგრძნობ და საძინებელში გავდივარ. მიუხედავად
იმისა, რომ ვილაპარაკეთ, ვახშამმა მაინც დაძაბულად და უხალისოდ ჩაიარა. მე ისევ
გაბრაზებული ვარ, კრისტიანი კი, როგორც ჩანს, იმასაც ვერ ხვდება, რა დააშავა...
თუმცა, დააშავა კი? ჩემი ქვეცნობიერი ქედმაღლური აღშფოთებით სწევს წარბს და
თავისი ნახევარმთვარისებრი სათვალის ზემოდან მაჩერდება. რა თქმა უნდა, დააშავა!
მის გამო დღეს სამსახურში თავს კიდევ უფრო უხერხულად ვგრძნობდი. მერე სახლში
დავბრუნდით და აქაც, სადაც ხელს არავინ გვიშლის, ბოლომდე ლაპარაკი არ დამაცალა!
საინტერესოა, რა ხასიათზე დადგებოდა, მე რომ შევვარდნოდი ოფისში და
განკარგულებების გაცემა დამეწყო? თავს როგორ იგრძნობდა? დაბოლოს, ყველაზე
უარესი და კრისტიანის ახალი სიგიჟე!.. თურმე გადაწყვიტა, რომ სიაიპი მე უნდა
მაჩუქოს! ღმერთო!.. მე როგორ უნდა ვმართო კომპანია, მე ხომ ბიზნესის საერთოდ
არაფერი გამეგება!..
ფანჯრიდან ჩამავალი მზის მარგალიტივით მოციალე ვარდისფერ სხივებში გახვეული
სიეტლის პეიზაჟს გავყურებ... კრისტიანს, როგორც ყოველთვის, ჩვენი ყველა
უთანხმოების საძინებელში მოგვარება უნდა, ჰმ... ჰოლში, სატელევიზიო... ანდა
თამაშების ოთახში... სამზარეულოს მაგიდაზე... სტოპ! კრისტიანისთვის ყველაფერი
სექსამდე მიდის და სექსით გვარდება... სექსი მისთვის სირთულეების დაძლევის
საშუალება და მექანიზმია. სააბაზანოში ფრატუნით შევდივარ და სარკეში საკუთარ
ანარეკლს კოპებშეკრული ვაჩერდები. რეალურ სამყაროში დაბრუნება ყოველთვის
რთულია. მანამდე, სანამ მხოლოდ ჩვენ გარშემო შეკრულ ჯადოსნურ სფეროში ვიყავით,
ყველა ჩვენი უთანხმოება ჩვენგან თავისით ისხლიტებოდა და ქრებოდა, ჩვენ მათ
უბრალოდ ვერ ვამჩნევდით, იმიტომ რომ ერთმანეთის გარდა, სხვა არაფერი
გვაინტერესებდა... ახლა კი? წამით ჩვენი ქორწილის დღე მახსენდებადა ჩემი
მაშინდელი ნერვიულობა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ასე ნაჩქარევად ხდებოდა –
„ნაჩქარევად ქორწინება, ტანჯვის...“ არა, ასე ფიქრი არ შეიძლება! მე ხომ მშვენივრად
ვიცოდი, რომ ცოლად ორმოცდაათ ელფერს მივყვებოდი... უბრალოდ საჭიროა, რომ ამ
ყველაფერზე დაველაპარაკო და შევეცადო, სიტუაცია ჩემი პოზიციიდან დავანახო.
სარკეში ისევ საკუთარ თავს შევყურებ... საშინლად გაფითრებული ვარ, არადა მალე ის
ქალი მოვა.
ტანზე ვიწრო ქვედაკაბა და უმკლავებო ბლუზა მაცვია. ასე, მშვენიერია! ჩემი შინაგანი
ქალღმერთი ფრჩხილებზე სექსუალური, კაშკაშა წითელი ლაქის წასმას იწყებს, კარგი...
ბლუზაზე ზედა ორ ღილს ვიხსნი და მკერდის ღარს ვაჩენ, მერე სახიდან გულდასმით
მაკიაჟს ვიშორებ და ხელახლა ვიკეთებ – ტუშსაც ჩვეულებრივზე მეტს ვისვამ და
ტუჩები რომ გამომწვევად მიბზინავდეს, პომადასაც უფრო კაშკაშა ფერს ვარჩევ. მერე
თავს ვხრი, მეტი მოცულობის მისაცემად თმას კარგად ვივარცხნი და ენერგიულად ისევ
უკან ვიყრი, ვსწორდები და ისევ სარკეში ვიხედები, თმა ფაფუკ, წაბლისფერ ტალღებად
მკერდზე მეფინება, სახესთან ფორმას ვისწორებ, თმას ყურს უკან ვიწევ და ქუსლიანი
ფეხსაცმლის ძებნას ვიწყებ.
დიდ ოთახში გავდივარ. აქ მუსიკაა ჩართული. კრისტიანი სასადილო მაგიდასთან
დგას და ზედ გაშლილ ახალი სახლის პროექტს დაჰყურებს. მე ვჩერდები.
– მისის გრეი, – ჯერ ისევ მაგიდაზე დახრილი, ენთუზიაზმით სავსე მხურვალე ტონით
წარმოთქვამს ის, როგორც ჩანს, ჩემი ფეხის ხმაზე ხვდება, რომ ოთახში დავბრუნდი,
წამის მერე კი ბრუნდება და გაკვირვებული შემომყურებს.
– რას უსმენ? – ვეკითხები მე, საოცარი მუსიკაა.
– გაბრიელ ფორეს „რეკვიემია“... რაღაც სხვანაირად გამოიყურები, – აღნიშნავს ცოტა
არ იყოს დაბნეული და გაფანტული გამომეტყველებით.
– მართლა? ადრე არასდროს მომისმენია.
– დასვენებისა და მოდუნებისთვის შესაფერისია... – მპასუხობს ისევ დაბნეული სახით
და უცებ წარბს სწევს. – თმა როგორღაც სხვანაირად დაიყენე?
– უბრალოდ დავივარცხნე. – ვეუბნები ხმადაბლა და მონუსხული წკრიალა, რაღაც
არაამქვეყნიური ხმების საოცარ დინებას ვაყურადებ...
კრისტიანი ქაღალდებს გვერდზე სწევს, მაგიდას შორდება და მუსიკის ტაქტს
აყოლილი მოძრაობით აუჩქარებლად ჩემკენ მოემართება.
– ვიცეკვოთ? – მეკითხება შემპარავი და მაცდური ჩურჩულით.
– რაა? ეს ხომ რეკვიემია. – ამჯერად გაკვირვებას უკვე მე ვეღარ ვფარავ.
– კი, ასეა. – ის ხელებს მხვევს, თავისკენ მიზიდავს და სახით ჩემს თმაში ჩაფლული
ჩემთან ერთად მუსიკის მელოდიურ და რბილად მორაკრაკე ტაქტს ჰყვება, მე კი, მის
სხეულზე მიკრული, მისი არაჩვეულებრივი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სუნით
ვნეტარებ.
ოჰ... ღმერთო, სწორედ ეს მაკლდა დღეს მე მთელი დღის განმავლობაში. მეც ორივე
ხელით ვეხვევი, მთელი სხეულით უფრო მეტად ვეკვრები და თავს ძლივს ვიკავებ, რომ
არ ავტირდე. ოჰ, კრისტიან, რატომ ხარ ასეთი აუტანელი?
– შენთან ჩხუბი არ მინდა, – ჩურჩულებს ის.
– მაშინ ვირივით ნუ იქცევი.
ის იცინის და კიდევ უფრო ძლიერად მიხუტებს.
– ვირივით?
– ჰო, ვირივით და უარესადაც, ტრაკივით.
– ჰმ, მე ტრაკი უფრო მომწონს.
– ასეც უნდა იყოს, შენთვის უფრო მისაღები და შესაფერი სიტყვაა.
კრისტიანი ისევ იცინის და თავზე მკოცნის.
– მაშასადამე რეკვიემი, არა? – არა, წარმოუდგენელია, ჩვენ რეკვიემზე ვცეკვავთ!..
ის მხრებს იჩეჩს.
– ეს ხომ უბრალოდ კარგი მუსიკაა, ანა.
ორფრთიანი კარიდან ძლივსგასაგონად ტეილორის მორიდებული ჩახველება ისმის.
კრისტიანი ხელს მიშვებს და მისკენ ბრუნდება.
– მის მატეო მოვიდა, სერ.
რა ბედნიერებაა!
– შემოიყვანე, ტეილორ.
კრისტიანი ისევ ჩემკენ ბრუნდება, ხელზე ხელს ნაზად მიჭერს და მიღიმის, სწორედ ამ
დროს ოთახში მის მატეო შემოდის.

თავი მერვე
ჯია მატეო მაღალი, ლამაზი ქალია მოკლედ შეჭრილი და ქერად შეღებილი თმითა და
მეტყველი მზერით, მიმზიდველი ხვეულებით შექმნილი ვარცხნილობა თავზე
დადგმული გვირგვინის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღია ნაცრისფერი, შარვლიანი
კოსტიუმი აცვია, წელში გამოყვანილი პიჯაკი კი მის ქალურ და მეტისმეტად მაცდურ
ფორმებს უსვამს ხაზს. კოსტიუმი, როგორც ჩანს, ძვირად ღირებული უნდა იყოს.
ყელთან ერთი ბრილიანტი უბზინავს, ყურებზე კი, ასევე თითოთითო, ოღონდ ცოტა
მომცრო, ალბათ ერთკარატიანი, ბრილიანტის საყურეები. მოვლილი, მოწესრიგებული
და ეფექტურია, ყველაფერზე ეტყობა, რომ მდიდარ ოჯახში გაზრდილი და კარგად
აღზრდილია, თუმცა დღეს, ჩვენთან მოსვლამდე აღზრდისა და კარგი მანერებისთვის
ყურადღების მიქცევით, როგორც ჩანს, თავი დიდად არ შეუწუხებია, ღია ცისფერი
ბლუზა, ჩემი არ იყოს, ღრმად ჩაუხსნია... ამის გაფიქრებაზე ვწითლდები.
– კრისტიან, ანა, საღამო მშვიდობისა. – ის იღიმება, თავის იდეალურად ჩაწიკწიკებულ,
ქათქათა კბილებს აჩენს და ფრჩხილებზე ასევე იდეალური მანიკიურით დამშვენებულ,
მოვლილ და ჩამოთლილ ხელს გვიშვერს ჩამოსართმევად – ჯერ კრისტიანს, მერე მე...
ჰმ, კრისტიანს აიძულებს, მასთან მისასალმებლად მე გამიშვას ხელი. ჯია კრისტიანზე
ოდნავ დაბალია, თუმცა ეს, მის ბუნებრივ სიმაღლესთან ერთად ძალიან
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დამსახურებაც არის.
– საღამო მშვიდობისა, ჯია, – თავაზიანად პასუხობს ჩემი ქმარი. მე კი მხოლოდ ცივი
და უემოციო ღიმილით ვიფარგლები.
– თაფლობის თვის შემდეგ ორივე არაჩვეულებრივად გამოიყურებით, – აღნიშნავს ჯია
და კრისტიანს ტუშით დაგრძელებულდამძიმებულ წამწამებს ქვემოდან მინაბულ
მზერას ესვრის.
კრისტიანი წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს.
– კი, შესანიშნავად დავისვენეთ და კარგი დრო გავატარეთ, გმადლობთ, ჯია. – ეუბნება
ის და ჩემთვის მოულოდნელად საფეთქელზე თბილად მკოცნის.
ხედავ, ჯია, ის ჩემია!.. აუტანელი, ნერვების მომშლელი, ლამის სიგიჟემდე მიმყვანი,
მაგრამ ჩემი!.. ჩემდა უნებურად გამარჯვებულის გამომეტყველებით მეღიმება, ნეტა
იცოდე ამ კოცნის გამო, ახლა როგორ მიყვარხარ, კრისტიან გრეი. კრისტიანს წელზე
ხელს ვხვევ, წამის მერე შარვლის უკანა ჯიბეში ვუყოფ და უკანალზე ოდნავ ვუჭერ. ჯია
ოდნავი და თავშეკავებული ღიმილით იღიმება.
– გეგმას გადახედეთ?
– კი, გადავხედეთ, – ვპასუხობ მე და თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ, ის კი ზემოდან
მხიარულად წარბაწეული და ირონიული ღიმილით დამყურებს. საინტერესოა, ასე რამ
გაამხიარულა? ჯიაზე ჩემმა რეაქციამ თუ უკანალზე რომ ხელი მოვუჭირე?
– გთხოვთ... გეგმა იქ არის, – სასადილო მაგიდის მხარეს თავის გაქნევით ანიშნებს
კრისტიანი ჯიას და ხელჩაკიდებული იქით მივყავარ. ჯია უკან მოგვყვება. მაგიდასთან
მისულს კი, როგორც იქნა, დიასახლისის მოვალეობებიც მახსენდება.
– ღვინოს დალევთ, ჯია?
– სიამოვნებით, თეთრი, მშრალი თუ გაქვთ.
ჯანდაბა! სოვინიონი ხომ მშრალია? თუ მეშლება? კრისტიანის დატოვება არ მინდა,
მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და უხალისოდ სამზარეულოსკენ მივდივარ.
კრისტიანი მუსიკას თიშავს.
– კრისტიან, შენც დალევ? – ვეკითხები ხმამაღლა სამზარეულოდან ქმარს.
– კი, საყვარელო, თუ არ შეწუხდები. – მპასუხობს ის მოსიყვარულე ხმით და შორიდან
მიღიმის. ღმერთო, ხანდახან ისეთი თბილია, ბედნიერებისგან თავბრუს დაგახვევს,
ხანდახან კი ისეთი აუტანელი, რომ შეიძლება გაგაგიჟოს...
ფეხის წვერებზე ვიწევი, რომ კარადიდან ფუჟერები გამოვიღო და ზურგით
კრისტიანის მზერას ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენივე დადგმულ
სპექტაკლში თუ რაღაც წარმოდგენაში ვმონაწილეობთ, ოღონდ ამჯერად მის მატეოს
წინააღმდეგ გათამაშებულ ამ სპექტაკლში ჩემი ქმარი ჩემს მხარეზეა. საინტერესოა,
კრისტიანიც გრძნობს ამას? ხვდება, რომ ჯიას მის მიმართ სრულიად გარკვეული
ინტერესი აქვს? ეს მისთვისაც ისევე ნათელია, როგორც ჩემთვის? იქნებ იმიტომაც არის
კრისტიანი ჩემდამი ასეთი ხაზგასმულად მოსიყვარულე, რომ ცდილობს გამამხნევოს
და დამაწყნაროს?.. გული სიხარულით მევსება... როგორც ჩანს, გასაგებად და
არაორაზროვნად ცდილობს მიახვედროს, რომ დაკავებულია.
ჩემია, სწორედაც რომ ჩემი, ძუკნავ! ჩემი შინაგანი ქალღმერთი გლადიატორის აბჯარს
ირგებს და უმოწყალო და შეუპოვარ ბრძოლაში ჩასაბმელად ემზადება – არავითარი
დანდობა, ტყვეებს არ ვიყვანთ!.. ჩემთვის ვიღიმები, სამ ფუჟერს და მაცივრიდან
გამოღებულ სოვინიონს ვიღებ და ყველაფერს ბარის დახლზე ვაწყობ. ჯია სასადილო
მაგიდაზე გაშლილ გეგმას დაჰყურებს, კრისტიანიც მის გვერდზე დგას და
თითგაშვერილი ნახაზზე რაღაცას უთითებს.
– ანას შუშის კედელთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ
მთლიანობაში თქვენი იდეები ორივეს მოგვწონს.
– ძალიან მიხარია, – გათამაშებული აღფრთოვანებითა თუ შვებით წარმოთქვამს ჯია
და ვითომ სიხარულის გამომხატველი მეტიჩრული ჟესტით კრისტიანს ხელზე ხელს
ჰკიდებს. კრისტიანი მაშინვე იძაბება, მაგრამ ჯია არ იმჩნევს.
„გირჩევნია ხელი გაუშვა, ძუკნავ, ჩემს ქმარს არ უყვარს, როცა ეხებიან“ – ვსისინებ
ჩემთვის გულში.
კრისტიანი ნაბიჯით გვერდზე იწევა, ჯიასთვის ხელმიუწვდენელ დისტანციაზე
ჩერდება და ჩემკენ ბრუნდება.
–მწყურვალენი გელიან, ანა. – მეუბნება ღიმილით.
– ახლავე, მოვდივარ.
კრისტიანის თეატრალიზებული დაძახება უკვე ცხადად იმის მაჩვენებელია, რომ ჯიას
გვერდით ყოფნა არ სიამოვნებს. ამას აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი? ...ვერ ვამჩნევდი,
თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯია არც მე მეხატებოდა გულზე... კრისტიანი მის დანახვაზე
ქალების რეაქციას უკვე დიდი ხანია შეჩვეულია და ყურადღებასაც არ აქცევს, მაგრამ აი,
შეხება კი, სულ სხვა საქმეა. კარგი, სამაშველო ოპერაცია – „მისის გრეი ქმრის
დასაცავად“ აქტიურ ფაზაში გადადის.
ფუჟერებში ღვინოს ნაჩქარევად ვასხამ, სამივეს ერთდროულად ვიღებ და გასაჭირში
ჩავარდნილი ჩემი რაინდისკენ მივიჩქარი. ჯიასთვის ღვინის მიწოდების საბაბით
სპეციალურად მასა და კრისტიანს შორის ვდგები, ის ფუჟერს მართმევს და მადლობის
ნიშნად თავაზიანად მიღიმის, მერე კრისტიანისკენ ვბრუნდები და სასმელს მასაც
ვაწვდი, ის კი ზემოდან შვებითა და მადლიერების ღიმილით დამყურებს.
– გაგიმარჯოთ! – ამბობს კრისტიანი და, მართალია, ნათქვამი ორივეს გვეხება, მზერა
ჯიაზე არ გადააქვს. მე და ჯია სასმისებს ვწევთ, სადღეგრძელოზე სადღეგრძელოთი
ვპასუხობთ და ღვინოს ვწრუპავთ.
– ანა, როგორც მივხვდი, შუშის კედლის იდეა არ მოგწონთ? – მეკითხება ჯია.
– არა, სწორად გამიგეთ, შუშის კედელი მომწონს, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ ეს
კედელი სახლის საერთო სტილს უფრო ორგანულად შეხამებოდა. უბრალოდ, მე ჩვენი
სახლი ისეთი მომწონს, როგორიც არის და რადიკალური ცვლილებების შეტანის
წინააღმდეგი ვარ.
– გასაგებია.
– მიმაჩნია, რომ დიზაინით სახლის ორიგინალურობას უნდა გაესვას ხაზი და არა
პირიქით, ხომ გესმით?.. – ვეუბნები ჯიას და კრისტიანისკენ ვიხედები, ის
ჩაფიქრებული მისმენს, მერე კი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
– ანუ, არავითარი კაპიტალური და მასშტაბური ცვლილებები, არა?
– არავითარი!.. – ჩემი აზრის გასამტკიცებლად თავს ენერგიულად ვაქნევ.
– ნამდვილად ისეთი მოგწონს, როგორიც არის?
– მთლიანობაში კი, ნამდვილად ასეა. სახლს იდეალურ ფორმაში მოსაყვანად მხოლოდ
ოდნავი ხელის შევლება და ზრუნვა სჭირდება.
კრისტიანს მზერაში თბილი ნაპერწკალი უკრთება. ჩვენს სახეებს მოჩერებული ჯია კი
წითლდება.
– გასაგებია. – ამბობს ის. – მგონი, მივხვდი, რას გულისხმობთ, ანა. ასეთ იდეაზე რას
იტყვით?.. შუშის კედელი რომ დავტოვოთ, ოღონდ ისე, რომ ეს კედელი
ხმელთაშუაზღვისპირულ სტილში მოწყობილ ფართო ტერასაზე გადიოდეს. იქ ქვის
ტერასა ისედაც არის, ერთადერთი, ხედი რომ არ დაიმალოს, ერთმანეთისგან საკმაოდ
დაშორებული შესაფერისი ქვის კოლონების დადგმა დაგვჭირდება და შუშისავე
სახურავით ან ისეთივე ფილით გადახურვა, როგორითაც მთლიანად სახლია
გადახურული.
შესანიშნავი სასადილო, ან სუფთა ჰაერზე დასასვენებელი დაცული ზონა გამოვა.
უნდა ვაღიარო, ამ ქალმა თავისი საქმე ნამდვილად იცის, თანაც ძალიან კარგად.
– ან მეორე ვარიანტი... – განაგრძობს ჯია. – ტერასის მაგივრად შეიძლება, რომ შუშის
კარი ხის ფაქტურის ტონირებით დაიფაროს და ხმელთაშუაზღვისპირული სტილი
ამით შენარჩუნდეს.
– როგორც ის კაშკაშა ცისფერი დარაბები საფრანგეთის სამხრეთში, გახსოვს? –
ვუბრუნდები მაშინვე კრისტიანს, რომელიც ისევ ჩაფიქრებული გამომეტყველებით
მიყურებს.
კრისტიანს ფუჟერი პირთან მიაქვს, ღვინის მორიგ ყლუპს სვამს და დიდი
ენთუზიაზმის გარეშე მხრებს იჩეჩს. ჰმ... მეორე ვარიანტი აშკარად არ მოსწონს, მაგრამ
ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რომ ჯიას წინაშე არ დამამციროს და თავი სულელად არ
მაგრძნობინოს.
ღმერთო, ამდენად ურთიერთწინააღმდეგობრივი საქციელის ადამიანი არ მინახავს!..
უცებ მისი გუშინდელი სიტყვებიც მახსენდება: „მე მინდა სახლი ისეთი იყოს, როგორიც
შენ გინდა, როგორში ცხოვრებაც შენ მოგეწონება. ის შენია, ანა“. კრისტიანს უნდა, რომ
მე ვიყო ბედნიერი, ბედნიერი ყველაფერში, რასაც ვაკეთებ და სულის სიღრმეში ვიცი,
რომ ასეც არის, უბრალოდ... სტოპ! ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. ჩემი ქვეცნობიერი
კოპებშეკრული მაჩერდება.
ჯია კრისტიანს უყურებს და მის გადაწყვეტილებას ელოდება. ჯიას სახეს ვაკვირდები
– გუგები გაფართოებული აქვს, ტუჩები ოდნავ გგახსნილი, ფუჟერი პირთან მიაქვს და
მანამ, სანამ მოსვამს, პომადით აბზინებულ ზედა ტუჩს ენის წვერით ილოკავს... თავს
კრისტიანისკენ ვაბრუნებ – ის ჯიას არავითარ ყურადღებას არ აქცევს და ისევ მე
მიყურებს.
ეგრე მოგიხდება! ჩემი შინაგანი ქალღმერთი მუშტებს იღერებს შეტევაზე
გადასასვლელად. კარგი, რადგან ასეა, ერთიორი ტკბილი სიტყვა მეც მაქვს შენთვის
შემონახული, ჯია მატეო!..
– რას ფიქრობ, ანა? – მეკითხება კრისტიანი რბილი ტონით, როგორც ჩანს, მზად არის,
ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს.
– მე ტერასაზე კოლონების იდეა მომწონს.
– მეც.
ისევ ჯიასკენ ვბრუნდები და სახეზე ვაჩერდები... ერთი სული მაქვს მივახალო – „ეი,
ძუკნავ, მანდეთ არა, აქეთ მოიხედე, ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვიღებ
გადაწყვეტილებებს და არა ჩემი ქმარი!“. მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ.
–კარგი იქნებოდა შემდეგი შეხვედრისთვის გაფართოებული ტერასითა და სახლის
ორიგინალური სტილის შესაფერისი კოლონებით შესწორებული ნახაზი
მოგემზადებინათ. ჯიას მზერა უხალისოდ და ზანტად კრისტიანიდან ჩემზე გადმოაქვს
და ქედმაღლურად იღიმება. ნუთუ ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევ?
– რა თქმა უნდა, – მეთანხმება თავაზიანად. – სხვა რამე სურვილი ან შენიშვნა ხომ არ
გექნებათ?
იმის გარდა, რომ ჩემს ქმარს თვალებით ჟიმავ?
– კრისტიანს დიდი საძინებლის გადაკეთება უნდა.
ოთახში შემოსასვლელის მხრიდან ფრთხილი ჩახველება ისმის და ყველა
ერთდროულად იქით ვბრუნდებით, კართან ტეილორი დგას.
– რა მოხდა? – ეკითხება კრისტიანი.
– მისტერ გრეი, უკაცრავად... სასწრაფო საქმეა.
კრისტიანი ზურგს უკან მიდგება და ხელებს მხრებზე მადებს.
– ამ პროექტს მისის გრეი ხელმძღვანელობს, – ეუბნება ის ჯიას. – მას სრული კარტ
ბლანში აქვს. ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ანას უნდა. ეს საკითხი ერთ-ერთია
სხვა მრავალთა შორის, რომლებშიც მე მის ინტუიციას, ალღოსა და გემოვნებას
სრულიად ვენდობი. – კრისტიანს ხმა ოდნავ ეცვლება, მაგრამ გარდა ამისა, მის ტონში
შეფარული გაფრთხილებაც მესმის... გაფრთხილება ვისი, ჯიასი?
ჩემს ალღოს ენდობა? ოჰ, როგორ მიშლის ნერვებს! როგორ გინდა, ამ ყველაფრის მერე
სიმშვიდე შეინარჩუნო?! დღეს არ იყო, ჩემს ალღოს და ინსტინქტებს სატვირთო
მატარებელივით რომ გადაუარა?.. დღევანდელი დილის გახსენებაზე სასოწარკვეთილი
თავს ვაქნევ, მაგრამ გულის სიღრმეში მადლობელიც ვარ, ამ სხვის ქმრებზე მონადირეს,
რომელსაც, სამწუხაროდ, პროფესიონალიზმს ვერ წაართმევ, როგორც იქნა, გააგებინეს,
ვინ არის ამ საქმეში მთავარი... უკვე საბოლოოდ გამხნევებული, კრისტიანის ჩემ მხარზე
დადებულ ხელს ზემოდან წამით ჩემსას ვადებ.
– გთხოვთ მაპატიოთ, – ამბობს ის, მხრებზე ხელებს ოდნავ მიჭერს და კართან ჯერ
ისევ მისი მომლოდინე ტეილორისკენ მიდის. ნეტა რა მოხდა?..
– მაშ, ასე... თქვენი საძინებელი? – გაწყვეტილ თემას ნერვიულად უბრუნდება ჯია.
მზერა ისევ მის სახეზე გადამაქვს, მაგრამ ხმას არ ვიღებ და კრისტიანის და ტეილორის
ისეთ დისტანციაზე გასვლას ველოდები, საიდანაც ჩვენი ლაპარაკის გაგონების
საშუალება აღარ ექნებათ. მერე ძალას ვიკრებ, იმ ყველაფერს, რაც უკანასკნელი ხუთი
საათის განმავლობაში გადავიტანე ერთ მუჭში ვიქცევ და თავს, როგორც იქნა, ბოღმის
ამონთხევის უფლებას ვაძლევ.
– ჯია, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ახლა ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად
გაქვთ!.. ამ პროექტზე თქვენი მუშაობა, შეიძლება ითქვას, ბეწვზე კიდია, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, თუ ჩემს ქმარს თავს დაანებებთ, სანერვიულოც აღარაფერი
გექნებათ.
ჯიას სუნთქვა ეკვრება.
– სხვა შემთხვევაში შეკვეთას დაკარგავთ, გასაგებია? – გამოვთქვამ ყოველ სიტყვას
მკვეთრად და გარკვევით.
ჯია წამწამებს ჩქარ-ჩქარა ახამხამებს და სახეზე სრულიად დაბნეული და გაოგნებული
გამომეტყველება ედება, მისმენს და არ სჯერა, რომ ის ესმის, რაც ესმის, თუმცა ჯიას კი
არა, ის, რომ ეს სიტყვები წარმოვთქვი, არც მე მჯერა, მაგრამ არ ვტყდები და ლამის
გადმოცვენამდე გაფართოებულ თაფლისფერ თვალებში გულგრილად შევცქერი.
ოღონდ ახლა არ გატყდე და უკან დახევა არ გაბედო, ანა!.. ეს გულგრილ
აუღელვებელი გამომეტყველება კრისტიანისგან გადავიღე, გულგრილობის ამდენად
დახელოვნებულად დემონსტრირება კრისტიანისნაირად, ამქვეყნად, მგონი, არავის
შეუძლია. საკუთარ პოზიციაში კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ, კრისტიან გრეის
მთავარი რეზიდენციის რეკონსტრუქციის პროექტი ჯიას არქიტექტურული
ფირმისთვის დიდი პრესტიჟია, თავად ჯიასთვის კი უზარმაზარი მიღწევა. ასე რომ, ამ
შეკვეთის დაკარგვის ფუფუნება ჯიას არა აქვს, რაც შეეხება ჯიასა და ელიოტის
მეგობრობას, ამწუთას ეს სულ ფეხებზე მკიდია.
– ანა... მისის გრეი... მე მე... მაპატიეთ, ძალიან ვწუხვარ, თუ... თავშიც არ გამივლია... –
ის ერთიანად წითლდება, როგორც ჩანს, საბოლოოდ იბნევა, ვერ ხვდება, რა მიპასუხოს
და ჩუმდება.
– უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, პირდაპირ გეტყვით, ჩემს ქმარს თქვენ არ
აინტერესებთ.
– რა თქმა უნდა, – ბუტბუტებს ის და სიწითლე გაფითრებით ეცვლება.
– როგორც უკვე აღვნიშნე, ამას ყველაფერს უბრალოდ სრული სიცხადისთვის
გეუბნებით.
– მისის გრეი, თუ თქვენ იფიქრეთ, რომ... გულწრფელად ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე...
– ერთი-ორი წამის განმავლობაში კიდევ თითქოს რაღაცის ამოლუღლუღებას
ცდილობს, მაგრამ დაბნეულობისგან ისევ ვერაფერს ახერხებს და იძულებული ხდება,
ისევ გაჩუმდეს.
– კარგი. მანამდე, სანამ ერთმანეთის გვესმის, ვფიქრობ, სანერვიულო აღარაფერი
გაქვთ. ახლა კი, მოდი, საძინებლის გადაკეთებას დავუბრუნდეთ. აგიხსნით,
კონკრეტულად რა ცვლილებებს ვგულისხმობდი, და კიდევ, მინდა, თქვენ მიერ
შემოთავაზებული მასალის სიასაც გადავხედო. თქვენ იცით, რომ ჩემი და კრისტიანის
უპირველესი მოთხოვნაა, რომ სახლი ეკოლოგიური სტანდარტების მიხედვით იქნეს
რეკონსტრუირებული. ამიტომ აუცილებელია ვიცოდე, რა სახის და საიდან
ჩამოტანილი მასალის გამოყენებას აპირებთ.
– დია, დიახ, რრა თქმა უნდა...– ლუღლუღებს ის ენაარეული და აშკარად გამოხატული
შიშისგან თვალებგაფართოებული.
პირველად ცხოვრებაში ვიღაცას ჩემი ეშინია. ჩემი შინაგანი ქალღმერთი
აღრიალებული მაყურებლის წინაშე რინგზე ტრიუმფალურ წრეს ურბენს
აღფრთოვანებული ყიჟინით.
ჯია ნერვიულად თმაზე ხელს ისვამს.
– მაშ, ასე, საძინებელი... – ძლივსგასაგონად, ლამის ჩურჩულამდე ჩავარდნილი ხმით
თემის შეცვლას ცდილობს ის.
მე გავიმარჯვე და დღის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ოფისში კრისტიანთან
ლაპარაკის შემდეგ, პირველად ვაძლევ თავს მოდუნების საშუალებას. მე ეს ნამდვილად
დავიმსახურე. ჩემი შინაგანი ქალღმერთი კი თავისი შინაგანი ძუკნის ტრიუმფს
ზეიმობს.
იმ დროისთვის, როდესაც კრისტიანი სასტუმრო ოთახში ბრუნდება, ჩვენ ყველა
მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა დასრულებული გვაქვს.
– ყველაფერზე მოილაპარაკეთ? – გვეკითხება კრისტიანი, მერე წელზე ხელს მხვევს და
მზერა ჯიაზე გადააქვს.
– დიახ, მისტერ გრეი. – პასუხობს ის ფართო, თუმცა კი ხელოვნურად უდარდელი
ღიმილით, რომელშიც წეღანდელი თავდაჯერებულობის ნასახიც აღარ იგრძნობა. –
სულ ერთი-ორ დღეში თქვენი სურვილების გათვალისწინებით გადაკეთებულ ნახაზს
მოგიმზადებთ.
– ძალიან კარგი. – წარმოთქვამს კრისტიანი და ისევ მე მიბრუნდება. – შენ კმაყოფილი
ხარ?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და რატომღაც ვწითლდები.
– ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა, – ისეთივე ყალბი ღიმილით ამბობს ჯია და ხელს
ჩამოსართმევად იშვერს, ჯერ ჩემკენ, მერე კრისტიანისკენ.
– კარგად, ჯია. – ვპასუხობ თავდაჯერებულად და გამოწვდილ ხელს ვართმევ.
– კარგად ბრძანდებოდეთ, მისის გრეი... მისტერ გრეი
დიდი ოთახის შემოსასვლელთან ტეილორი ჩნდება.
– ტეილორი გაგაცილებთ, – ვამბობ მე ხმამაღლა, რომ ზღურბლთან მდგარმა
ტეილორმა ჩემი ხმა გაიგოს.
ჯია თმას კიდევ ერთხელ და ისევ ნერვიულად ისწორებს, ქუსლებზე ბრუნდება და
ამასობაში მის გასაცილებლად მოახლოებულ ტეილორს უკან მიჰყვება.
– წეღანდელთან შედარებით აშკარად თავშეკავებული იყო, არა? – აღნიშნავს
კრისტიანი და კითხვით სავსე მზერით მაჩერდება.
– მართლა? ვერც შევნიშნე. – ვიჩეჩ მხრებს გულგრილად. – ტეილორს რა უნდოდა? – ეს
ისედაც მაინტერესებს, მაგრამ თემის შეცვლაც არ მაწყენდა. კრისტიანი კოპებს კრავს,
ხელს მიშვებს და მაგიდასთან მიდის, მერე წამიერად მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს და
ნახაზების დახვევას იწყებს.
– ჰაიდზე მითხრა რაღაც.
– ჰაიდზე? რა მოხდა? – მივარდება მაშინვე ხმა.
– მნიშვნელოვანი არაფერი, სანერვიულო არაფერია, ანა. – ის რულონებს თავს ანებებს
და მეხვევა. – როგორც ირკვევა, ჰაიდი უკვე რამდენიმე კვირაა სახლში არ გამოჩენილა. –
მეუბნება დამყვავებლური ხმით, თავზე მკოცნის და მიტოვებულ საქმეს უბრუნდება.
– სახლთან დაკავშირებით ბოლო-ბოლო რა გადაწყვიტე? – გასაგებია, ჰაიდზე
ლაპარაკი და ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდა.
– მხოლოდ იმ ცვლილებებზე მოვილაპარაკეთ, რაზეც გუშინ მე და შენ შევთანხმდით,
– ვეუბნები მე და წამის მერე ხმადაბლა ვამატებ: – იცი, მგონი, მოსწონხარ.
კრისტიანი ფრუტუნებს.
– რამე უთხარი? – მეკითხება წამის მერე. მოულოდნელი კითხვისგან ვწითლდები და
თავს ვხრი. როგორ მიხვდა? არ ვიცი, რა ვუპასუხო და დაბნეული და თავჩახრილი
საკუთარ თითებს ვაჩერდები. – თავიდან სახელებით მოგვმართავდა, მე და შენ
კრისტიანი და ანა ვიყავით, წასვლის წინ კი უცებ მისტერ და მისის გრეი გავხდით... –
ტონი მშრალი და გულგრილი აქვს.
– იქნებ ვუთხარი კიდეც... – ვპასუხობ ბუტბუტით და წამწამებს ქვეშიდან თვალს
მისკენ ვაპარებ. უცნაურია – გაბრაზებული და მკაცრი გამომეტყველება სულაც არა აქვს,
პირიქით, თბილი და... შეიძლება ითქვას, კმაყოფილი მზერითაც კი მიყურებს.
წამის მერე თვალს მაშორებს, თავს აქნევს და გამომეტყველება ეცვლება.
– მას მხოლოდ და მხოლოდ ეს სახე მოსწონს. – მის ხმაში როგორღაც ნაღველი და
ზიზღიც კი კრთება.
ოჰ, კრისტიან, არა! ჩემი ორმოცდაათი ელფერი...
– რა? – მეკითხება ის ჩემი დაბნეული და შეშფოთებული მზერის დანახვაზე. წამიც და
თვითონაც თვალები უფართოვდება და მზერაში მასაც ჩემზე არანაკლები აფორიაქება
და თავზარდაცემაც კი ეხატება. – ანა, ოღონდ არ მითხრა, რომ ეჭვიანობ!
ყელში გაჩხერილ ნერწყვს ვყლაპავ და ისევ ჩემს ერთმანეთში გადაჯაჭვულ თითებს
ვაჩერდები. იქნებ მართლა ვეჭვიანობ?
– ანა, ეს ქალი სექსუალური მოძალადეა, ვერ ხვდები, ჩემი მიდრეკილებების
ადამიანისთვის რა შეუფერებელი ნატურაა? როგორ შეგიძლია, მაგ ქალზე იეჭვიანო?.. ან
საერთოდ ვინმეზე? შენ ხომ იცი, რომ არავინ არ მაინტერესებს, არც ის და არც სხვა!
თავს ვწევ, რომ შევხედო... თვალებგაფართოებული, ისეთი გაოგნებული
გამომეტყველებით მიყურებს, გეგონება, მესამე ხელი გამომბმოდეს... ნერვიულად თმას
ისწორებს.
– ანა, შენ არსებობ ჩემს ცხოვრებაში და აწ და მარადის მხოლოდ შენ იარსებებ.
ოჰ, ღმერთო!.. კრისტიანი ნახაზებს ისევ თავს ანებებს,მიახლოვდება, ცერა და
საჩვენებელ თითებს ნიკაპში მკიდებს და თავს მაწევინებს.
– როგორ შეგიძლია, რომ თუნდაც წუთით მაინც ჩემში ეჭვი შეიტანო, მე ხომ შენთვის
ამის საფუძველი არასოდეს მომიცია?! – ის შიგ თვალებში მიყურებს და მზერას არ
მაშორებს.
– არა, არ მოგიცია, – ვჩურჩულებ ძლივსგასაგონად. – სულელურად მოვიქეცი.
უბრალოდ... დღეს შენ...
მთელი დღის განმავლობაში გადატანილი ყველა ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა
და აზრი სადღაც შიგნიდან უცებ ზედაპირზე მიტივტივდება და ერთმანეთში ირევა.
როგორ ავუხსნა, რომ თავგზა მაქვს არეული, რომ საშინლად დაბნეული ვარ? როგორ
ავუხსნა, რომ ჩემს კაბინეტში დღევანდელმა მისმა საქციელმა უბრალოდ ტკივილი
მომაყენა და გამთელა? როგორ გავაგებინო, რომ მისი ეს წინააღმდეგობრივი ქცევა
ფეხქვეშ მიწას მაცლის, რომ არ შეიძლება, ადამიანს სულ რამდენიმე საათის
ინტერვალში ჯერ სახლში დაჯდომას სთხოვდე და მერე უცებ კომპანიას ჩუქნიდე! რა
გავაკეთო? საერთოდ როგორ უნდა მოვახერხო, რომ ამ ადამიანის ერთმანეთისგან
რადიკალურად განსხვავებულ მოქმედებებს და აზრებს არ ჩამოვრჩე?
– რა, მე?
– ოჰ, კრისტიან... – უკვე საბოლოოდ ძალაგამოცლილს, ხმა მებზარება და მიკანკალებს.
– რატომ არ გესმის, რომ ვცდილობ ამ ახალ ცხოვრებას მოვერგო, რომელსაც მე... მე ხომ
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრება მექნებოდა, რომ ყველაფერი
თითქოს ლანგრით მომერთმეოდა... ყველაფერი... სამსახური, არაჩვეულებრივი ქმარი...
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ვინმე ასე ძალიან შემყვარებოდა... ასე
ძალიან, ასე სწრაფად და ასე... – ვცდილობ, სული მოვითქვა, კრისტიანი კი ოდნავ
პირგახსნილი ისევ თვალებში მიყურებს. – მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ, სადაცაა,
სატვირთო მატარებელივით ზედ გადამივლი და მეშინია, მეშინია იმიტომ, რომ ამით ის
გოგო გაითელება, რომელიც შენ შეგიყვარდა, ის გოგო აღარ იარსებებს, გესმის?.. და თუ
ის აღარ იარსებებს, ჩემგან რა დარჩება? რაღაც ცარიელი, უშინაარსო არსება, რომელიც
მხოლოდ ერთი საქველმოქმედო წვეულებიდან მეორეზე ივლის და ამით იქნება
კმაყოფილი? – ისევ ვჩუმდები და ვცდილობ, რამენაირად ჩემი გრძნობებისა და ჩემს
გულში დაგროვილი ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციის ამოსათქმელად საჭირო
სიტყვები ვიპოვო. – დღეს მითხარი, რომ ჩემთვის კომპანიის ჩუქებას აპირებ, გინდა,
რომ გამომცემლობის გენერალური დირექტორი გავხდე... კრისტიან, მე ხომ ამაზე
არასოდეს მიოცნებია? მე ხომ ამისთვის უბრალოდ მზად არ ვარ?! უკვე ვეღარ ვხვდები,
ჩემგან რას ითხოვ... რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? ვერ ხედავ, რომ ამ შენს ერთმანეთის
საწინააღმდეგო იდეებში ვიკარგები? სინამდვილეში რა გინდა? გინდა, რომ სახლში
ვიჯდე და არ ვიმუშაო თუ ის, რომ გამომცემლობას ვუხელმძღვანელო? ამ ყველაფერმა
უკვე ისე დამაბნია, რომ... – თვალები ცრემლით მევსება და რომ არ ავტირდე, ისევ
ვჩერდები. – კრისტიან, ასე არ შეიძლება, საშუალება უნდა მომცე, რომ მე თვითონ
მივიღო გადაწყვეტილებები, ხანდახან რისკზეც წავიდე, ხანდახან შევცდე და ჩემივე
შეცდომებზე ვისწავლო... მანამ, სანამ სირბილს დაიწყებ, ადამიანს სიარული უნდა
შეგეძლოს! კრისტიან, რატომ არ გესმის, რომ ელემენტარული დამოუკიდებლობის
უფლება უნდა მომცე... ამიტომ იყო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი გამომცემლობაში
საკუთარი გვარის დატოვება... – როგორც იქნა, ყველაფერს ვამბობ, რის თქმასაც
დღისით ვცდილობდი და ვერ მოვახერხე.
– ანუ შენ ფიქრობ, რომ ამით გთელავ? – ძლივს გასაგონად, ლამის ჩურჩულით
მეკითხება ის.
უსიტყვოდ თავს ვუქნევ.
კრისტიანი თვალებს ხუჭავს და თმაზე ხელს ისვამს, ეს ჟესტი ყოველთვის ყიდის, ესე
იგი, ნერვიულობს.
– მე უბრალოდ მინდა, მთელი სამყარო მოგცე, ანა, ამქვეყნად ყველაფერი, რაც გინდა!..
და, რა თქმა უნდა, მისგანვე დაგიცვა კიდეც, მისი ყოველი საფრთხისგან, მაგრამ, ამავე
დროს, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ შენ ჩემი ხარ, გესმის? დღეს, როდესაც ჩემი
გამოგზავნილი იმეილი უკან მივიღე, ძალიან შემეშინდა, პანიკას ვერაფრით მოვერიე.
რატომ არ მითხარი, რომ ძველი გვარის დატოვებას აპირებდი?
ვწითლდები, ის მართალია.
– საფრანგეთში ყოფნისას მინდოდა მეთქვა, მაგრამ ჩვენი ჯადოსნური თაფლობის
თვის თუნდაც ერთი დღე რომ არ გამეფუჭებინა, ვერ გითხარი... მერე გადამავიწყდა,
მხოლოდ გუშინ საღამოს გამახსენდა, მაგრამ გუშინდელი ამბებისა და ჰაიდის გამო ისევ
თავიდან ამომივარდა. მაპატიე, მართალი ხარ, ამაზე უნდა დაგლაპარაკებოდი და
ყველაფერი ერთად გადაგვეწყვიტა, მაგრამ შესაფერისი მომენტი ვერა და ვერ შევარჩიე.
ის თვალმოუშორებლად მიყურებს და ეს კიდევ უფრო მეტად მაფორიაქებს. ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს გონებაში შემოღწევას ცდილობს... კრისტიანი ხმას არ იღებს,
არაფერს მეუბნება და უკვე ვეღარ ვხვდები, რას ფიქრობს.
– რატომ შეგეშინდა? – ვეკითხები, თითქოს საუკუნედ გაწელილი სიჩუმის შემდეგ.
– არ მინდა, რომ ქვიშასავით თითებს შორის გამისხლტე.
– ღმერთო ჩემო! კარგი რა, კრისტიან! რას ნიშნავს თითებს შორის გაგისხლტე, ანდა
რატომ, ან როგორ უნდა გაგისხლტე?! როდის შეუშვებ ამ სქელტყავიან ჯიუტ თავში,
რომ მიყვარხარ? მე. შენ. მიყვარხარ! – ვამბობ ყოველ სიტყვას ხაზგასმული
დამარცვლით და ხელს ისე ვიქნევ, როგორც თვითონ იქნევს ხოლმე როცა უნდა, რომ
კიდევ უფრო დამაჯერებელი იყოს. – შენ „ჩემთვის მეტხარ, ვიდრე თვალთა ჩემთა
ნათელი, ვიდრე სამყარო, ჟამი, სივრცე, თავისუფლება“.
კრისტიანს თვალები უმრგვალდება.
– ისე გიყვარვარ, როგორც შვილს მამა? – მიღიმის ირონიულად.
– არა, რა თქმა უნდა, – სიცილი მიტყდება მეც. – უბრალოდ თავში რატომღაც ეს
ციტატა ამომიტივტივდა.
– შეშლილი მეფე ლირი?
– ჩემი საყვარელი, ჩემი უსაყვარლესი შეშლილი მეფე ლირი. – სახეზე ალერსით
ვეფერები, ის კი ხელისგულზე ლოყით მეკვრება და თვალებს ხუჭავს. – ისე, შენ ხომ არ
გინდა, რომ გვარი გამოიცვალო და კრისტიან სტილი გახდე? ყველას გავაგებინებდით,
რომ ჩემი ხარ.
კრისტიანი თვალებს მკვეთრად ახელს და ისე მიყურებს, თითქოს სახალხოდ
გამომეცხადებინოს, რომ დედამიწა ბრტყელია, მერე კოპებს კრავს.
– ყველას გავაგებინებდით, რომ შენი ვარ? – წარმოთქვამს ნელა თითქოს სიტყვებს
გემოს უსინჯავსო.
– ჰო, ჩემი.
– შენი... – იმეორებს იმავეს, რასაც ჯერ ისევ გუშინ თამაშების ოთახში ვამბობდით. –
ალბათ კი, თუ შენთვის ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, ნამდვილად გამოვიცვლიდი.
ოჰ, ღმერთო...
– შენთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანია?
– კი, ძალიან! – დაუფიქრებლად მპასუხობს ის.
– კარგი, რადგან ასეა, მაშინ მეც მზად ვარ. – მზად ვარ დავუთმო და ამ დათმობით ის
თავდაჯერებულობა მივცე, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ისევ აკლია.
– მეგონა, ამაზე ჯერ ისევ დღისით დამთანხმდი.
– ჰო, დაგთანხმდი, მაგრამ ახლა, როდესაც ეს საკითხი უფრო დეტალურად
განვიხილეთ, უკვე ჩემი სურვილითაც დაგთანხმდი და ამ გადაწყვეტილებითაც
ბედნიერი ვარ.
– ააა!.. გასაგებია! – წარმოთქვამს ის ჯერ გაკვირვებულჩაფიქრებული
გამომეტყველებით, მერე სახე ებადრება და მიღიმის თავისი ბავშვური, ნათელი
ღიმილით, რომლისგანაც სულიც კი მეკვრება. წამიც და იხრება, წელზე ხელებს მხვევს
და ჩემს დატრიალებას იწყებს. მოულოდნელობისგან ჯერ ვყვირი, მერე ვწიკვინებ,
ვჭყვიტინებ და ჩაბჟირებამდე ვხითხითებ, თუმცა ბოლომდე ვერც კი ვხვდები, ასე რამ
გაახარა, ჩემი თანხმობის გამოა კმაყოფილი და ბედნიერი, თუ რამე სხვა მიზეზიც აქვს...
– მისის გრეი, ხვდებით, ეს ჩემთვის რას ნიშნავს?
– ახლა უკვე, კი.
ის ფეხზე მაყენებს, იხრება, თმაში ხელს მიცურებს, მიჭერს და, ისე რომ თავის
განძრევის საშუალებას არ მაძლევს, ტუჩებში მკოცნის.
– ესეც კვირის შვიდი ელფერი... – ბუტბუტებს ის ზედ ჩემს ტუჩებთან და ცხვირით
ცხვირზე მეთამაშება.
– ასე გგონია? – მის კისერზე ხელებშემოხვეული უკან ვიწევი და ეშმაკურად
თვალებმოჭუტული შევყურებ.
– პირობა პირობაა! გარიგება უკვე დადებულია. – ავხორცად ჩურჩულებს კრისტიანი
და მზერაში აღფრთოვანების ნაპერწკალი უკრთება.
– ჰმ... – მისი განწყობის ცვალებადობას უკვე ვეღარ ვეწევი, მით უმეტეს, დღევანდელი
გიჟური დღის შემდეგ.
– სიტყვა უკან მიგაქვს? – მეკითხება ის დაეჭვებული, მაგრამ წამიც და უცებ თვალებში
პროვოკაციული ნაპერწკალი ურბენს. – იდეა მაქვს!..
იდეა? რა იდეა?..
– უაღრესად საჭირბოროტო საკითხზე მოგახსენებთ, რომელიც დაუყოვნებლივ
გადაწყვეტას მოითხოვს! – ტონი სრულიად სერიოზული უხდება. – დიახ, დიახ, მისის
გრეი! საკითხი ნამდვილად უაღრესად მნიშვნელოვანია.
აჰა, გასაგებია, მაიმუნობს!..
– ასეთი რა საკითხია? – ვეკითხები გათამაშებული ოხვრით.
– საკითხი ეხება ჩემს თმას, რომელიც ძალიან გაიზარდა და, რომელიც ასეთი სახით
ჩემს ცოლს არ მოსწონს.
– კრისტიან, მე შენ თმას ვერ შეგკრეჭ!
– რატომაც არა?! ჩემი აზრით, მშვენივრად გამოგივა.
ის იცინის, თავს ენერგიულად აქნევს და თვალებზე ჩამოყრილი თმის ქვეშიდან
ეშმაკურად მიყურებს.
– ჰმ, არ ვიცი, არ ვიცი... თუ მისის ჯონსის პუდინგის ჯამს გამოვიყენებ, იქნებ რამე
გამოვიდეს კიდეც, – ვხითხითებ გამხიარულებული და ჩემთან ერთად კრისტიანსაც
ხარხარი უტყდება.
– კარგი, კარგი, გნებდები! სურათი ისეთი თვალსაჩინო იყო, რომ, ჯობია,
დასახმარებლად ფრანკოს მივმართო.
რაა? არა, არა და კიდევ ერთხელ არა! ფრანკო ხომ იმ ქალთან მუშაობს!.. ჰმ, კარგი...
იქნებ მოვახერხო და ეს თვალებზე ჩამოყრილი თმა მაინც შევუსწორო?.. ბოლოს და
ბოლოს, რაც წამოვიზარდე, რეის ხომ მე ვკრეჭდი, თანაც ისე, რომ არც ერთხელ არ
უსაყვედურია!
– წამოდი.
კრისტიანს თვალები უფართოვდება, მაგრამ არ ვიმჩნევ და არაფერს ვეუბნები, ხელზე
ხელს ვავლებ და ჩვენი სააბაზანოსკენ მიმყავს. იქ ხელს ვუშვებ, კუთხეში მდგარ ხის
თეთრ სკამს ვიღებ და ნიჟარისწინ ვდგამ. როდესაც თავს ვწევ, ვხედავ, რომ ისევ
აბაზანის შემოსასვლელ კართან საქამრეებში თითებგარჭობილი დგას და
მზერადანისლული ცუდად დაფარული ინტერესითა და ეშმაკური ღიმილით
შემომყურებს.
– დაჯექი. – ვცდილობ წამყვანი როლი შევინარჩუნო, ამიტომ მოკლე განკარგულებას
ვიძლევი და ხელს სკამისკენ ვიშვერ.
– უნდა დამბანო?
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს ვუქნევ. კრისტიანი გაკვირვებული
გამომეტყველებით წარბს სწევს და წამით იმის შეგრძნება მიჩნდება, რომ უარს იტყვის.
– კარგი. – მეუბნება ხმადაბლა და ხელები ყელთან მიაქვს.
ის პერანგის საკინძიდან იწყებს და ჩამოთლილი და მოხერხებული გრძელი თითების
ნელი და აუჩქარებელი მოძრაობით ზევიდან ქვევით... სულ უფრო და უფრო ქვევით,
ღილიდან ღილზე ინაცვლებს... ოჰ, ღმერთო... გახსნილი პერანგი მხრებიდან
თავისუფლად ეშვება და შიშველი მკერდის ნაწილი და მუცელი უჩნდება. ჩემი შინაგანი
ქალღმერთი არენაზე თავის ტრიუმფალური წრის შემოვლას წყვეტს და
თვალებგაფართოებული ადგილზე შეშდება.
კრისტიანი ხელებს მოუთმენლად ჩემკენ იშვერს, ჟესტი ნაცნობია და ნიშნავს „დროზე
გამიხსენი“. პირი ოდნავ გახსნილი აქვს, სქელი ტუჩები – სველი... ღმერთო, რა
სექსუალურია...
ა, ჰო, მაჯის საკინძები!.. ვუახლოვდები და საკინძს – პლატინის დისკს ზედ ლამაზად
ამოტვიფრული ინიციალებით, ჯერ მარცხენა მანჟეტიდან ვხსნი, მერე მარჯვენადან.
საქმეს რომ ვამთავრებ, თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ. წამის წინანდელი
ირონიულხალისიანი გამომეტყველება შესცვლია და მხიარული ნაპერწკლებით აღსავსე
მზერის მაგივრად დაძაბული, ავხორცად ჩამუქებული მზერით სიმხურვალით
თვალებალაპლაპებული შემომცქერის. ხელები მის კისერთან მიმაქვს, საყელოს ქვეშ
ვუცურებ, შიშველ მხრებზე ხელებს აუჩქარებლად ვაყოლებ, პერანგს მხრებიდან ვუწევ
და ისიც, მკლავებზე ჩასრიალებული, იატაკზე თავისუფლად ვარდება.
– მზად ხარ? – ვეკითხები ჩურჩულით.
– ყველაფრისთვის, რაც მოგინდება, ანა.
მზერა თვალებიდან მის ოდნავ შეხსნილ, ღრმა სუნთქვისგან ათრთოლებულ,
ულამაზეს გენიალური მოქანდაკის ნაძერწივით ტუჩებზე გადამაქვს... ისე, არც მათი
კოცნაა ნაკლები. უცებ თავს იმაზე ვიჭერ, რომ საკოცნელად ვიწევი....
– არა, – მაჩერებს მაშინვე კრისტიანი და ორივე ხელს მხრებზე მადებს. – არ გინდა. შენ
თვითონაც ხომ იცი, რომ თუ ამას გააკეთებ, თმის შეკრეჭა უკან მომრჩება.
ოოჰ! კარგი რა, კრისტიან!
– მინდა, რომ შემჭრა, ანა, მე ასე მინდა. – მეუბნება ის და ნაცრისფრად ალაპლაპებულ
თვალებს, როგორც ჩანს, მეტი დამაჯერებლობისთვის ფართოდ ახელს.
თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, სასოწარკვეთილი შევცქერი.
– რატომ? – ვეკითხები ჩურჩულით.
წამით პასუხს არ მაძლევს, ხმას არ იღებს და მხოლოდ ჩუმად შემომყურებს... გუგები
კიდევ უფრო უფართოვდება.
– იმიტომ, რომ მერე თავს ისევ სასურველად ვიგრძნობ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, სადაცაა, გული გამიჩერდება. ჩემი ორმოცდაათი
ელფერი... ო, კრისტიან!..
ორივე ხელს წელზე ვხვევ და შიშველ მკერდზე ვკოცნი, ისევ და ისევ, მკერდზე
ლოყით ვეკვრები, ისევ ვკოცნი და ცხვირით თმის პატარპატარა ხვეულებში ვეფლობი...
– ანა... ჩემო სიყვარულო... ანა... – ისიც მეხვევა და მკერდზე მიხუტებს. რამდენიმე წამს
ასე, ერთმანეთს ჩახვეულები სააბაზანოში ვდგავართ და ხმას არ ვიღებთ. ეს წუთები
ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია, წუთები, როდესაც მის მკლავებში ვექცევი, ამ
განდიდების მანიით შეპყრობილის, დიქტატორის და... ტრაკის მკლავებში, რომელსაც
სიყვარული ყოველ წუთს და ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა
ვუმტკიცო, რომ თავდაჯერება არ დაკარგოს... ერთმანეთზე გადაჯაჭვულ თითებს ვხსნი
და ოდნავ უკან ვიწევი.
– მართლა გინდა, რომ შეგჭრა?
ის თავს მიქნევს და თავისი მორცხვი ღიმილით მიღიმის. კარგი... პასუხად მეც ვუღიმი
და მისი მკლავების ტყვეობიდან თავს ვითავისუფლებ.
– მაშინ დაჯექი. – ვუმეორებ განკარგულებას.
კრისტიანი სკამზე ნიჟარისკენ ზურგით მორჩილად ჯდება, მე კი ვიხრები,
ფეხსაცმელს ვიხდი და იმასაც იქით ვისვრი, სადაც იატაკზე კრისტიანის პერანგი აგდია.
მერე საშხაპესთან მივდივარ და საფრანგეთში ნაყიდ „შანელის“ შამპუნს ვიღებ.
– ხომ მოგწონთ, სერ? – შამპუნის ბოთლს ხელისგულზე ვიდგამ და თითქოს QVC-ზე
ვყიდდე, ორივე ხელს მისკენ ვიშვერ. – პირდაპირ საფრანგეთიდან ჩამოტანილი
არომატი, დიახ!.. საოცარი, არაამქვეყნიური... – ვჩურჩულებ ტელეწამყვანის შემპარავი
ხმით. – და შენი.
– სიამოვნებით. – კმაყოფილი გამომეტყველებით მიღიმის კრისტიანი.
თაროდან პატარა პირსახოცს ვიღებ. მზრუნველ მისის ჯონსს საშრობი ჩართული
დაუტოვებია და პირსახოცი საოცრად ფაფუკი და თბილია.
– თავი დახარე, – გავცემ განკარგულებას. კრისტიანი მემორჩილება, პირსახოცს
მხრებზე ვაფარებ, ონკანს ვუშვებ და ნიჟარას თბილი წყლით ვავსებ.
– ისევ უკან.
ჰმ, მბრძანებლობა, მგონი, მეც მომწონს!.. კრისტიანი უკან იხრება, მაგრამ ძალიან
მაღალია და დამჯდარს ნიჟარა ბეჭების ქვედა ნაწილამდე ძლივს სწვდება. ცქმუტავს,
სკამს წინ სწევს, ხელახლა ჯდება, ქვევით ჩოჩდება და, როგორც იქნა, ნიჟარას კეფას
ადებს. ჰმ, ძალიანკარგი, მშვენიერია. თავს უფრო უკან და ღრმად სწევს ნიჟარისკენ და
სახეზე მაჩერდება. მე პასუხად ვუღიმი, მერე ხელს ჭიქას ვავლებ, ნიჟარიდან წყალს
ვიღებ და თმაზე ვასხამ, მისკენ მეტად ვიხრები და ისევ იმავეს ვიმეორებ, ოღონდ
ამჯერად მეორე ხელსაც ვიშველიებ და თითებს თმის ძირებში ვუცურებ, რომ თმა
კარგად დავუსველო.
– რა საოცარი სუნი გაქვთ, მისის გრეი. – ბუტბუტებს ის და სიამოვნებისგან თვალებს
ხუჭავს.
წყალს რამდენჯერმე კიდევ ვასხამ და თან მისი ლამაზი სახის თავისუფლად
თვალიერების საშუალება მეძლევა, ვუყურებ და თვალს ვერ ვწყვეტ. ღმერთო, როდისმე
მივეჩვევი ამ სახის ურეაქციოდ ყურებას?.. მისი ამ გრძელი და მუქი წამწამების, ამ
ოდნავ გახსნილი ტუჩების, რომელთა შორის პატარა, მუქი რომბის ფორმად დარჩენილი
პირიდან ხელზე შიგადაშიგ მისი თბილი სუნთქვა მელამუნება... ჰმ... როგორ მინდა,
ახლა შიგ ენა შევუყო და...
შემთხვევით თმას ვცდები და წყალი თვალებზე ესხმება. ჯანდაბა!
– ბოდიში, ბოდიში!
კრისტიანი ხელს პირსახოცის კიდეს ავლებს და სიცილით თვალებს იწმენდს.
– ფრთხილად, ანა, კარგი, ჰო, ვიცი, რომ ტრაკი ვარ, მაგრამ მაინცდამაინც
დასახრჩობად ნუ გამიმეტებ.
მისკენ ვიხრები და სიცილით შუბლზე ვკოცნი.
– მაშინ ნუ მაბნევ!
კრისტიანი ხელს მხვევს, კისერს ძაბავს და თავს ოდნავ სწევს, თავისკენ მეტად მქაჩავს
და ტუჩებში მკოცნის, მერე კი, თითქოს რაღაც გემრიელი ეჭამოს, წამიერად
კმაყოფილებადაფენილი გამომეტყველებით ნერწყვს ყლაპავს. მისი ყელიდან ამოსული
ეს ხმა სადღაც ღრმად მუცლის ქვედა ნაწილში ჩაღვრილ სითბოდ მესახება. ის ხელს
მიშვებს, თავს ისევ ნიჟარაზე დებს და მომლოდინე სახით მიყურებს. ის ახლა იმდენად
ჩემზე მონდობილი, საყვარელი და ბავშვივით დაუცველია, რომ გული მიჩუყდება.
ხელისგულზე შამპუნს ვისხამ და სურნელოვან სითხეს სველ თმაში ვუქაფებ,
საფეთქლებიდან ვიწყებ და ნელნელა, თითების რიტმული მოძრაობით და თავის კანის
მასაჟით კეფისკენ ვინაცვლებ. კრისტიანი ისევ თვალებს ხუჭავს და კნუტივით
კრუტუნებს.
– რა კარგია... – ამბობს ის წამის შემდეგ და ჩემს თითებს დანებებული მთელი
სხეულით დუნდება.
– ჰო, კარგია, – ვპასუხობ მეც და ისევ შუბლზე ვკოცნი.
– ისიც მომწონს, ფრჩხილებით რომ ოდნავ მჩხაპნი. – თვალები ისევ დახუჭული აქვს,
სახეზე კი სიამოვნების მორევში გადაშვებულის კმაყოფილი გამომეტყველება აწერია,
წეღანდელი დაუცველობის ნასახიც აღარსად ჩანს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში
ეცვლება, განწყობაცა და გამომეტყველებაც... მე კი უცებ გული სიხარულით მევსება,
რადგან ვხვდები, რომ ამის მიზეზი მე ვარ.
– თავი ასწიე, – ვაძლევ ისევ განკარგულებას და ისიც უსიტყვოდ მემორჩილება. ჰმ...
მგონი, მბრძანებლობის ეშხში შევდივარ!.. შამპუნს კეფაზე ვუქაფებ და თან ფრჩხილების
ნაზი დაჭერით ოდნავ ვფხან.
– გადაიწიე.
ის თავს ისევ ნიჟარაზე დებს და შამპუნის ჩამობანას ვიწყებ, თუმცა ახლა ბევრად
უფრო ფრთხილად ვარ, რომ ქაფიანი წყალი სახეზე არ ჩამოვასხა.
– ერთხელაც წაგისვა? – ვეკითხები მე.
– დიდად მადლობელი დაგრჩებით, მისის გრეი. – მპასუხობს კრისტიანი, სველი
წამწამებით დამძიმებულ ქუთუთოებს ერთმანეთს ზანტად აშორებს და მშვიდი და
მოდუნებული მზერით მაჩერდება, მე კი ზემოდან დავყურებ და ვუღიმი.
– მაშინ მარჯვნივ გადანაცვლება მოგვიწევს, მისტერ გრეი.
იმ ნიჟარასთან ვინაცვლებ, რომლითაც ჩვეულებრივ კრისტიანი სარგებლობს ხოლმე
და პირველის მსგავსად იმის ასავსებადაც თბილ წყალს ვუშვებ.
– თავზე გადასავლებად... – ვპასუხობ მის ამოუთქმელ კითხვას და გაკვირვებულ
მზერას.
თავის დაბანის პროცედურას თავიდან ვიმეორებ და თან, განაბული მის ღრმა და
თანაბარ სუნთქვას ვუსმენ. შამპუნს თმაზე ვუქაფებ და ჩემი ქმრის გამოქანდაკებული
სახის კიდევ ერთხელ შესახედად წამით ოდნავ უკან ვიხევ, თუმცა თავს ვერაფერს
ვუხერხებ, მარტო შეხედვით ვერ ვკმაყოფილდები და ლოყაზე ხელს ნაზად ვაყოლებ. ის
თვალებს ახელს და ლამის ნახევრად მთვლემარე გრძელი წამწამების ქვემოდან
მაჩერდება. მისკენ ვიხრები და ტუჩებში უმანკოდ ვკოცნი. ის იღიმება, თვალებს ისევ
ხუჭავს და მკერდიდან კმაყოფილებითა და სიმშვიდით აღსავსე კვნესა ამოსდის.
ღმერთო, ვინ იფიქრებდა, რომ დღევანდელი ჩვენი უთანხმოებების მერე, თანაც
ყოველგვარი სექსის გარეშე შეძლებდა და ასეთი მოდუნებული და მშვიდი იქნებოდა?!
ზედ მის სახესთან ვიხრები.
– ჰმმმ... – რბილი ხმით და კმაყოფილებით ღმუის ის, როდესაც სახეზე მკერდით
ვეხები. ეს მე ვმოქმედებ მასზე ასე... თავს ძლივს ვიკავებ, რომ სიხარულით არ ავცეკვდე,
ნიჟარიდან საცობს ვაძრობ და დაგროვილ ქაფიან წყალს ვუშვებ, ის კი თეძოზე ხელს
მხვევს და თითებს უკანალზე მიჭერს.
– მოფერებით მხოლოდ ხელს თუ შემიშლით, მისტერ გრეი. – ვეუბნები ხელოვნურად
გამკაცრებული ტონით.
– ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცოტა ყურს მაკლია, მისისგრეი. – ირონიული ღიმილით,
თუმცა ჯერ ისევ თვალდახუჭული ბუტბუტებს კრისტიანი და, ისე რომ თვალებს არ
ახელს, ჩემი ქვედაბოლოს ზევით ქაჩვას იწყებს. ხელზე ვუტყაპუნებ. ჰმ... პარიკმახერის
როლი აშკარად მომწონს. კრისტიანი რაღაც აკრძალულზე დაჭერილი, მაგრამ თავისი
საქციელით მაინც კმაყოფილი და ამაყი მოზარდის ფართო, გამომწვევად
მოურიდებელი და თავხედური ღიმილით მპასუხობს.
მე ისევ ჭიქას ვიღებ, მაგრამ ამჯერად გვერდზე, მეორე ნიჟარაში დაგროვილ სუფთა
წყალს ვიყენებ, რომ თმაზე შამპუნი არ დარჩეს და კარგად ჩამოვბანო, თან მისი სახისკენ
უფრო და უფრო მეტად ვიხრები და მკერდით ვედები, ის კი უკანალზე თითებით
მიტყაპუნებს, ზევითქვევით, მარცხნივმარჯვნივ... ჰმ... უკანალს ვზნექ და ვაქნევ, ის კი
პასუხად ხმადაბლა იღრინება.
– ესეც ასე, ჩამოგბანე.
– ძალიან კარგი!
ხელს უკანალზე უფრო ძლიერად მიჭერს, სხეული ეჭიმება და სკამზე ერთი
მოძრაობით, მკვეთრად სწორდება. სველი თმიდან წვეთწვეთად ჩამოწუწული წყალი
მხრებს უსველებს. ის თავისკენ მეწევა და კალთაში მისვამს, ხელი უკანალიდან ჯერ
ზურგზე ამოაქვს, მერე კისრისკენ აცურებს და ბოლოს ნიკაპს მიჭერს. მეორე ხელს
კეფაზე მკიდებს და ერთ ადგილზე მაშეშებს, მე მხოლოდ მოულოდნელობისგან
ამოკვნესასღა ვასწრებ მანამდე, სანამ ტუჩებით ჩემს ტუჩებს ხარბად ეწაფება და ენას
პირში მჩრის. ორივე ხელით მეც თმაში ვაფრინდები და ვქაჩავ, მკლავები მაშინვე
თმიდან ჩამოდენილი წვეთებით მისველდება. კოცნა ორივეს სულ უფრო და უფრო
ღრმად გვითრევს, მისი სველი თმისგან უკვე სახეც ერთიანად სველი მაქვს. კრისტიანი
ნიკაპზე ხელს მიშვებს და ქვევით, ჩემი ბლუზის ღილისკენ მიაქვს.
– თამაში მორჩა!.. მინდა გაგჟიმო და თანაც კვირის შვიდივე ელფერით, შენ მხოლოდ
ის შეგიძლია აირჩიო, სად გირჩევნია, აქვე თუ საძინებელში? მართალია, უკვე ორივე
ერთიანად სველი ვართ, თავიდან ფეხებამდე, შიგნიდანაც და გარედანაც, მისი მზერა
მთლიანად ცეცხლის ალში მხვევს... დაუოკებელი სურვილისგან პირი მიშრება.
– ჰე, რა გადაწყვიტე, ანასტასია? – მეკითხება და ხელს ისევ უკანალისკენ მიცურებს.
– შენ სველი ხარ. – ვპასუხობ ორაზროვნად მე.
ის უცებ თავს ხრის და აქეთიქით ტრიალტრიალით სველ თმას ბლუზაზე მასრესს. მე
ვჭყიპინებ, ვცქმუტავ, გაძრომას ვცდილობ, მაგრამ კრისტიანი ორივე ხელს წელზე
მაგრად მიჭერს და არ მიშვებს.
– ტყუილად ნუ ცდილობ, არ გამოგივა, არსადაც არ გაგიშვებ, – როგორც იქნა, თავს
სწევს და ავხორცი ჩაცინებით მეუბნება ის, მე კი მკერდი უკვე იმდენად სველი მაქვს,
რომ თავისუფლად შემიძლია „მის სველი მაისური 2011ის“ კონკურსანტობა
დავიბრალო. ტანზე მოკრული ბლუზა კი სრულიად გამჭვირვალეა...
– არაჩვეულებრივი სანახაობაა. – ბუტბუტებს კრისტიანი, იხრება და ცხვირით
ქსოვილიდან ამობურცულ ძუძუსთავზე მეფერება. მის მუხლებზე დატყვევებული ისევ
წრიალს ვიწყებ. – მიპასუხე, ანა, აქ თუ საძინებელში?
– აქ, – ვჩურჩულებ ბედს შეგუებული... არა უშავს, მერე შევჭრი.
კრისტიანს ტუჩები ნელა თვალისმომჭრელი და გრძნობიერი, სრულიად ავხორცი
იმედებითა და მოლოდინით აღსავსე ღიმილით ეპობა.
– კარგი არჩევანია, მისის გრეი. – ბუტბუტებს ზედ ჩემს ტუჩებთან, ნიკაპზე ხელს
მიშვებს და მუხლზე მადებს. ბარძაყზე აცურებს, ქვედაბოლოს ზევით ქაჩავს, მიწევს და
შიშველ კანზე მეფერება. სხეულში ერთიანად ჟრუანტელი მივლის... ის ჩემი ყურის
ბიბილოს სწვდება კბილებით, ოდნავ მკბენს და კოცნის ბილიკით ყურიდან ყვრიმალს,
მერე კი ქვევით ყბის ძვალს მიუყვება.
– ოჰ, მისის გრეი... – თითებს წინდის მაქმანთან აჩერებს. – მომწონს, მომწონს... –
ამბობს ხმაში ჩაღვრილი ჟინით და თითებს ქვევით, ბარძაყის შიდა მხარისკენ აცურებს,
სული მეკვრება და მის მუხლებზე ისევ წრიალს ვიწყებ. მკერდიდან მძიმე და ყრუ
კვნესა ამოსდის.
– თუ გინდა, რომ კვირის ყველა, შვიდივე ელფერში გაგჟიმო, ნუ წრიალებ.
– თუ გინდა, რომ არ ვიწრიალო, მაიძულე, არ ვიწრიალო!.. – ვეუბნები რბილი, მაგრამ
გამომწვევი ტონით.
კრისტიანი თვალებს ჭუტავს და წამწამებს ქვემოდან ავხორცი მზერით მაჩერდება.
– მაგაზე როგორ გაწყენინებთ, მისის გრეი!.. – თითები წინდის მაქმანიდან ზევით,
ბიკინისკენ ააქვს. – ჯობია, ეს მოვიშოროთ. – შეკრული კბილებიდან სტვენასავით
ქოშინით ჩურჩულებს ის და საცვალს ქვევით მიწევს, მე კი თეძოს ვამოძრავებ, რომ
დავეხმარო. – ნუ ინძრევი-მეთქი! – ცრის ღმუილით კბილებიდან.
– მე ხომ გეხმარები... – გაბუტულივით ვბუშტავ ტუჩებს მე, ის კი კბილებით ქვედა
ტუჩზე მწვდება.
– გეუბნები, არ გაინძრემეთქი... – ის საცვალს ქვევით, ფეხებზე მიცურებს და მხდის.
მერე ქვედაბოლოს წელამდე მიწევს, ორივე ხელს თეძოებზე მავლებს და მწევს. ჩემი
ბიკინი ჯერ ისევ ხელში უჭირავს.
– ფეხები გაშალე და ზემოდან დამაჯექი. – ის ავხორცი ჟინით მიყურებს,მე კი მის
ბრძანებას კი ვასრულებ, მაგრამ ისევ გამომწვევად ვუყურებ. მიდი!
– მისის გრეი, მაქეზებთ? – ხმა ავის მომასწავებელი აქვს და ერთიანად ვნებაატანილს
თვალებში მხიარული ნაპერწკლები დაუხტის, ფრიად მაცდური კომბინაციაა.
– სწორედაც, მისტერ გრეი, ამის გამო დამსჯით?
გამოწვევაზე პასუხად თვალები ხარბი აღფრთოვანებით ენთება, ანთებულ თვალებს კი
ჩემ ქვემოდან მისი ასოც ჰყვება.
– ხელები უკან წაიღე!
კარგი...
უსიტყვოდ ვემორჩილები და ის ჩემივე ბიკინით მაჯებს ზურგს უკან მიკრავს.
– ჩემი ბიკინი?! რა უსირცხვილო ხართ, მისტერ გრეი! – ვეუბნები გათამაშებული
საყვედურის ტონით.
– მაგრამ არა იმაში, რაც თქვენ გეხებათ, მისის გრეი, თუმცა ეს თქვენც მშვენივრად
მოგეხსენებათ. – მპასუხობს ის და კიდევ უფრო ჩამუქებული, მძიმე და მხურვალე
მზერით ხარბად მათვალიერებს. მერე წელზე ხელებს მკიდებს, მწევს და ისევ თავის
მუხლებზევე მისვამს, მაგრამ ოდნავ უკან. ჯერ ისევ სველი თმიდან წყალი კისერზე და
მკერდზე ეწვეთება და მეც ამის შემჩნევისთანავე დახრა და მისი მკერდიდან ამ
წვეთების ალოკვა მინდება, მაგრამ ისეთი მოქნილიც არა ვარ, რომ ზურგს უკან
ხელებშეკრულმა ეს მოვახერხო.
კრისტიანი წელიდან ხელებს თეძოებისკენ აცურებს და მეფერება, მსრესს, მერე
მუხლებისკენ ინაცვლებს, ფრთხილად მაშლევინებს და თვითონაც ფეხებს უფრო
განივრად შლის. ასე მაჩერებს და ჩემი ბლუზის ღილების გახსნას იწყებს.
– მგონი, უამისოდ თავს უკეთ იგრძნობ. – მეუბნება ხმადაბლა და სათითაოდ,
ერთმანეთის მიყოლებით ნელა და მტანჯველი აუჩქარებლობით მიხსნის ყოველ ღილს
თან მზერას წამითაც არ მაშორებს. რაც უფრო ქვევით ჩადის, თვალები სულ უფრო და
უფრო უმუქდება და მზერა უმძიმდება... ამ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ
ღილებს მიხსნის, პულსი ისე მიჩქარდება, რომ საკუთარი გულისცემა მესმის, სული
მეკვრება და სუნთქვა მერევა... ღმერთო!.. ჯერ ხომ ნორმალურად არც შემხებია, მაგრამ
მე უკვე ერთიანად ვხურვარ, უკვე ვეღარ ვითმენ... მზად ვარ!.. როგორც იქნა, ღილების
გახსნას ამთავრებს, სველ ქსოვილს მხრებზე ჩამოკიდებულს ტოვებს და ორივე ხელი
ჩემი სახისკენ მოაქვს, თითებით მეფერება, საფეთქლებთან თმაში მიცურებს, მერე ისევ
ქვემოთ ჩამოაქვს, ცერა თითს ქვედა ტუჩზე მაყოლებს და უცებ პირში უხეშად მჩრის.
– წოვე! – „წ“-ს გამოკვეთილი წაგრძელებით და მბრძანებლური ტონით ჩურჩულებს.
მისი თითის გარშემო პირს ვკუმავ და ვწოვ. ჰმ... ეს თამაში ნამდვილად მომწონს.
თითზე სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ სხვა რამეს უფრო სიამოვნებით მოვწოვდი, ამ
აზრისგან მუცლის ქვედა ნაწილში ყველა კუნთი ერთდროულად მეჭიმება. მჭიდროდ
მოკუმულ ტუჩებს ოდნავ ვადუნებ, ენას თითის გარშემო ვუტრიალებ და ბალიშზე
ნაზად ვკბენ, კრისტიანს მაშინვე პირი ეღება და შეპობილი ტუჩებიდან სადღაც ღრმად,
მკერდიდან ამოვარდნილი ხმადაბალი ქშენა სწყდება.
ის კვნესის, პირიდან სველ თითს აუჩქარებლად მაცლის და ქვევით, ნიკაპისკენ
მიასრიალებს, მერე ყელზე ჩადის და კიდევ უფრო ქვევით, მკერდისკენ მიაქვს, ლიფის
მაქმანის ქვეშ აცურებს, მკერდის ქვეშ ხაზს აყოლებს და ძუძუს მიშიშვლებს... მთელი ამ
დროის განმავლობაში ჩემს თვალებს მზერას წამითაც არ აშორებს. რასაც აკეთებს,
ყველაფერზე ჩემს რეაქციას აკვირდება, ისევე, როგორც მე მისას... ეს განუწყვეტელი
თვალებით კავშირი ჩვენ შორის საოცარი ერთიანობისა და მიზიდულობის გონების
დამბინდავ განცდას ბადებს... მომწონს, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ის მარცხენა ხელს
თეძოდან მაშორებს, ლიფიდან მეორე ძუძუსაც მიგდებს და ორივე ხელით
ძუძუსთავების წვალებას იწყებს, თითების ჰაეროვანი, მტანჯველად ნელი და ნაზი
მოძრაობით გარშემო უვლის, ზედ დაჰფარფატებს, ეთამაშება, აღიზიანებს, მერე ოდნავ
მიჭერს, გრძელ თითებში იქცევს და მისრესს... ძუძუსთავები მიმკვრივდება, მევსება და
მისკენ მეწევა. მთელი ძალით, მართლა მთელი ძალით ვცდილობ, არ გავინძრე, მაგრამ
მკერდიდან გადაცემული იმპულსი მუცლის ქვედა ნაწილში მხურვალე ტალღად
მეღვრება და უკან ამოვარდნილი და მთელ სხეულს ცეცხლის ალად მოდებული
ათრთოლებული ტუჩებიდან კვნესად მწყდება. თავი უძლურად უკან მივარდება,
თვალები უნებურად მეხუჭება და ამ ნეტარ და უტკბილეს წამებას ერთიანად ვეძლევი.
– ჩუუუ... – ეს დამამშვიდებელი ბგერა მის ამ უნეტარეს ძალადობას და მისი თითების
დაუნდობელ რიტმს არაფრით ესადაგება. – ჩუმად, საყვარელო, ჩუმად... ის ერთ
ძუძუსთავს თავს ანებებს, ხელს კისერსა და კეფაზე მკიდებს და განძრევის საშუალებას
არ მაძლევს, მერე იხრება, ძუძუსთავს ტუჩებში იქცევს და მკვეთრად და ძლიერად
პირში იწოვს, ღმერთო... მისი სველი თმა მკერდზე მეტმასნება, თვითონ კი ხელი
მარცხენა ძუძუსთავიდან მიტოვებული მარჯვენასკენ გადააქვს, თითებში რბილად
იქცევს და ნელნელა ახლა მის ტრიალს იწყებს.
– ააააჰ!.. კრისტიან! – თავს ვეღარ ვიკავებ და წინ ვიხრები, მაგრამ ის არ ჩერდება, ისევ
ამ ნელ, გონების დამბინდავდა მტანჯველ წამებას აგრძელებს. უკვე ერთიანად
ვხურვარ, ენით აუწერელი სიამოვნების მორევში გადაშვებული, ჩემი სხეულის
შეგრძნებებში კი ავხორცი ჟინის ყოვლის წამლეკავი სიბნელე სულ უფრო და უფრო
მეტი სიმძლავრით იჭრება.
– გთხოვ, კრისტიან!.. – ვწკმუტუნებ უკვე ძალაგამოლეული.
– მმმმ... – დაბალი, მკერდისმიერი სიამოვნების ბგერით მპასუხობს ის. – მინდა, რომ
ასე გაათავო...
კრისტიანი ძუძუსთავს პირს აშორებს და ხელს მკერდის ქვევიდან თეძოსკენ აცურებს,
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პირდაპირ ჩემი სულის რომელიღაც სრულიად დაფარულ,
ბნელ ნაწილს ელაპარაკება, რომელთან კავშირის დამყარებასაც მხოლოდ ის ახერხებს,
რომლის ენაც მხოლოდ მას ესმის... ის ისევ ძუძუსთავს უბრუნდება, ოღონდ ამჯერად
უკვე კბილებში იქცევს, ღმერთო... სიამოვნების პიკს ვაღწევ, უკვე ვეღარ ვუძლებ.
ყელიდან ღმუილი ამომდის, ვკვნესი, ვწკმუტუნებ და მის მუხლებზე ვიწყებ
მოუთმენლად წრიალს, რომ როგორმე მის ასოს შევეხო, თუნდაც წამით, თუნდაც
კლიტორით მაინც... მისი შეხება მჭირდება, მისი ასოს ჩემში შეგრძნება... ვცდილობ,
ხელები გავითავისუფლო, ვცდილობ, როგორმე მივწვდე, მაგრამ არაფერი გამომდის, ამ
გამყიდველი ნეტარების მორევში ვიძირები და ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი ვკარგავ.
– კრისტიან, გთხოვ!.. – ვწკმუტუნებ უკვე სასოწარკვეთილი, მთელ სხეულში კი
კისრიდან ფეხის თითებამდე მორიგი სიამოვნების ტალღა მირბენს და გზად ყოველი
კუნთი მეჭიმება...
– რა ლამაზი მკერდი გაქვს, ანა, – ჩურჩულს კვნესას აყოლებს კრისტიანი. – ოდესმე,
იცოდე, ძუძუებშიც გაგჟიმავ.
რაა?! ეს რას ნიშნავს? როგორ? თვალებს ვახელ, ჩემს ძუძუზე პირით ჩაფრენილს
ზემოდან ვაჩერდები, მწოვს, მწუწნის, ძუძუსთავს ენით ეთამაშება და ეს ყველაფერი
სხეულში არაამქვეყნიურ სიმღერად, ხასხასა ფერებად და ენით აუწერელი ნეტარების
შეგრძნებად მესახება. ჩემში ყველაფერი მღერის, უკვე ვეღარ ვგრძნობ ვერც მხრებზე
ჩამოკიდებულ სველ ბლუზას, ვერც მის სველ თმას, ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს,
გარდა მთელ ჩემს სხეულს მოდებული მოგიზგიზე ცეცხლისა, გარდა ამ სიმხურვალისა,
რომელიც ნეტარების მწვერვალისკენ მიმაქანებს, ამ საოცარი, უტკბილესი და
უმხურვალესი ცეცხლის ენებისა, რომელთა წყაროც მე თავად ვარ... გარშემო ყველაფერი
ცეცხლის ალში ეხვევა, ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები, ყველაფერი იფერფლება და ჰაერში
კვამლივით იფანტება, მხოლოდ სხეული რჩება, ერთიანად მეძაბება, მეჭიმება,
გათავისუფლებისკენ მიექანება... კრისტიანი არ ჩერდება, მაგიჟებს, ჭკუიდან
გადავყავარ, სრული შეშლილობის ზღვრამდე მივყავარ... კრისტიან, მინდიხარ...
მინდიხააარ!..
– მიდი, ანა, – ქშინავს ისიც და... ღმერთო!.. ყვირილით, კონვულსიური ცახცახით
სიამოვნების მწვერვალიდან თავქვე მთელი სისწრაფით ვეშვები, თვალებში
მიბნელდება და გარშემო ყველაფერი ქრება. კრისტიანი ჩემს წამებას თავს ანებებს,
მეხვევა და სანამ მიწაზე ვეშვები, ბავშვივით მეფერება მკერდზე მიკრულს. როდესაც
ბოლოს და ბოლოს თვალებს ვახელ, მის მკერდზე მისვენებულს კრისტიანი ზემოდან
დამყურებს.
– ღმერთო, ანა, იცი, შენი გათავების ყურება როგორ მიყვარს? – მის ხმაში იმხელა
აღფრთოვანება ისმის, თითქოს ამწუთას რაღაც არაამქვეყნიური სასწაული ეხილოს.
– კრისტიან, ეს... – სიტყვები არ მყოფნის.
– ვიცი. – ის იხრება და მკოცნის, მერე გასწორებაში მეხმარება და კიდევ ერთხელ,
სიყვარულით და რაღაც საოცარი მოწიწებით მკოცნის... მის ამ კოცნაში უკვე საბოლოოდ
ვლღვები და ვიკარგები.
უცებ მშორდება და სულს ითქვამს, თვალებში კი... ღმერთო, ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ ტროპიკული შტორმი უბობოქრებს.
– ახლა კი, უხეშად გაგჟიმავ. – ცრის კბილებში.
ოჰო!..
ის წელზე ხელებს მავლებს და ერთი მოძრაობით უკან, ზედ თავის მუხლებთან მსვამს,
მერე ერთ ხელს მიშვებს და შარვალზე ღილს იხსნის, მარცხენით კი თეძოზე და
ბარძაყებზე ქაოსურად მეფერება, ზევითქვევით აცურებს და ყოველ ჯერზე წინდის
მაქმანთან აჩერებს. თვალებში დაჟინებით მიყურებს, მე მის წინაშე, მის მუხლებზე
უმოძრაო და უსუსური, საკუთარ ლიფსა და ბლუზაში გახლართული და საკუთარი
ბიკინით უკან ხელებშეკრული ვზივარ, მის საოცარ ნაცრისფერ თვალებს შევყურებ და,
რაც უნდა უცნაური იყოს, ჩემი ამ უხერხული სიშიშვლის გამო არც მორიდებას
ვგრძნობ, არც სირცხვილს... ეს ხომ კრისტიანია, ჩემი ქმარი და საყვარელი, ჩემი ტირანი
და დესპოტი, განდიდების მანიით შეპყრობილი და მთელი ჩემი ცხოვრების
სიყვარული, თავისი ორმოცდაათივე ელფერით – მთელი ჩემი სამყარო...
კრისტიანი ელვას ქვევით იწევს და მისი წამომართული ასო შარვლიდან ლამის
ხტება... ნეტარი მოლოდინისა და გაოგნებისგან პირიც კი მეღება. ის ირონიულად
იცინის.
– მოგწონს? – მეკითხება ჩურჩულით.
– მმმ... – ვკრუტუნებ კმაყოფილი. ის ასოს ხელში იქცევს და ზევითქვევით მოძრაობას
იწყებს... ოოჰ... თვალებმიბნედილი, წამწამებქვეშიდან შევცქერი... ღმერთო, რა
სექსუალურია!
– ტუჩს იწვალებთ, მისის გრეი.
– ეს იმიტომ, რომ მომშივდა.
– მოგშივდათ? – გაოგნებისგან პირს აღებს და თვალებიც კი უფართოვდება კრისტიანს.
– მმმ... – თანხმობისნიშნად თავს ვუქნევ და ტუჩებს ვილოკავ. კრისტიანი იდუმალი
გამომეტყველებით იღიმება, ქვედა ტუჩს თვითონაც იკვნეტს და ასოზე მანიპულაციით
ჩემს გაგიჟებას აგრძელებს. თვითონაც ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ ეს სურათი
საშინლად აღმაგზნებს.
– გასაგებია. ვახშამი უნდა დაგემთავრებინათ. – ხელოვნურად ირონიულმკაცრი
ტონით აღნიშნავს ის. – მაგრამ შევეცდები, შიმშილი რამენაირად დაგიკმაყოფილოთ,
მისის გრეი. – ხელებს ისევ წელზე მკიდებს. – ადექი! – მეუბნება ხმადაბლა და მე უკვე
ვხვდები, რის გაკეთებასაც აპირებს.
ვდგები. ფეხები უკვე აღარ მიკანკალებს.
– მუხლებზე დადექი.
ბრძანებას მორჩილად ვასრულებ და სააბაზანოს იატაკის ცივ ფილაზე მუხლებით
ვდგები. კრისტიანი სკამზე წინ, ჩემკენ იწევა.
– მაკოცე. – ჩურჩულებს ის და ასოს მიშვერს.
მზერა მის სახეზე გადამაქვს, კრისტიანი ენის წვერს აუჩქარებლად ზედა კბილებზე
აქეთიქით უსვამს და ეს, მისი ეს ჟინი, მისი ასოს ეს გაშიშვლებული და დაუფარავი ჩემი
პირისა და ენის მოთხოვნილება ჩემში ეროტიკული შეგრძნებების მთელ სპექტრს
აღვიძებს. წინ ვიხრები და ასოს თავზე ვკოცნი. ის ფილტვებში ჰაერს ხმაურით უშვებს
და კრიჭაშეკრული ყუჩდება, ხელს კეფაზე მადებს, მე კი ასოს თავზე წვეთად გამოსულ
სითხეს ვლოკავ... მმმ, რა სასიამოვნო გემო აქვს. კრისტიანს პირი ეღება და სუნთქვა
ეკვრება, მისი სახისკენ თვალს კიდევ ერთხელ ვაპარებ და ასოს მთელ სიგრძეზე პირით
ვეცმები, მერე ოდნავ ისევ უკან ვიწევი და მთელი ძალით წოვას ვიწყებ.
– უუუჰ.. – ქოშინებს მჭიდროდ კრიჭაშეკრული და თეძოს მიხვედრებს, არც მე
ვჩერდები, უკან გაწევისას წამით ტუჩებს ვადუნებ, კბილებს ვუშიშვლებ და იმავწამს
ისევ ტუჩებმოკუმული ასოს ისევ უფრო ღრმად, ყელისკენ ვუშვებ. ის ორივე ხელის
თითებით თმაში მეფლობა, თავს მიჭერს, ოდნავ შესამჩნევად უფრო ღრმად შემოდის და
მაშინვე ნელ-ნელა უკან იწევა. სუნთქვა სულ უფრო და უფრო არეული, ხმაურიანი და
ხშირი უხდება... თავის გარშემო ენას წრიულად ვუტარებ, ვლოკავ და ისევ ბოლომდე
ჩავდივარ.
– ოჰ, ანა! – კრისტიანი ხმამაღლა კვნესის და პირგგახსნილი თვალებს ჭუტავს. ის
მპასუხობს, ის ჩემში იკარგება და მისი ფლობის ეს დამათრობელი შეგრძნება მეც
თავბრუს მახვევს. ჩემი შინაგანი ქალღმერთი ახლა „ესკალასაც“ კი მთლიანად
გაანათებდა. ძალიან ნელა ტუჩებს ისევ ვადუნებ და კბილებს ვუშიშვლებ.
– აააჰ! – კრისტიანი ჩერდება, ხელებს მხრებში მავლებს, ფეხზე მაყენებს და მუხლებზე
მისვამს. – გაჩერდი! – ღმუის ის და ხელებს ნაჩქარევად მიხსნის.
შეწითლებულ მაჯებს ვისრეს და წამწამებს ქვემოდან შევცქერი, ის კი მე მიყურებს და
ამ მზერაში ყველაფერია – სიყვარულიც, დაუოკებელი სურვილიც და ავხორცი ვნებაც.
მას მე ვუნდივარ ასეთი ჟინით, ჩემი გაჟიმვა უნდა კვირის შვიდივე ელფერით და მეც
მინდა ის!.. მინდა ვუყურო, როგორ ათავებს, მინდა ვნახო, როგორ დამნებდება, როგორ
დამმორჩილდება მთლიანად და სრულად. ასოზე ხელს ვკიდებ, ფეხებზე ოდნავ ვიწევი,
ასოს ვიმარჯვებ, ერთი ხელით მხარზე ვეყრდნობი და ძალიან ნელა და ფრთხილად
ზედ ვაჯდები. კრისტიანი ღმუის, მის გგახსნილ ტუჩებს მკერდიდან ამოვარდნილი
ველური, პირველყოფილი ბგერები სწყდება და წამით თვალებს ხუჭავს, მერე კიდევ
უფრო ჩამუქებული მზერით და ველური ჟინით ანთებულს ახელს, ორივე ხელს
მხრებზე ჩამოკიდებული ჩემი ბლუზის კიდეებს ავლებს, სწრაფად მხდის, იატაკზე
ისვრის და თეძოებში მაფრინდება.
– გაჩერდი, არ გაინძრე! – თეძოებში ისეთი ძალით არის თითებით ჩაფრენილი, მტკივა
კიდეც. – გაჩერდი... მინდა გიგრძნო, ანა.
ოჰ, ღმერთო... ვჩერდები... კრისტიანსაც ჩემსავით უყვარს შეგრძნება, როდესაც ის
ჩემშია. ერთ ხელს სწევს, სახეზე მეფერება, მისი ფართოდ გახელილი თვალების ხარბი
მზერა ჩემს თვალებს, ტუჩებს, მკერდს, ჩემს სახესა და სხეულს – ერთიანად ყველაფერს
ციებიანივით ურბენს და ოდნავ ტუჩებგგახსნილი ხმაურით სუნთქავს. ის ჩემკენ
იზნიქება, მეც სიამოვნების კვნესით თეძოს ვაგებებ და თვალებს ვხუჭავ.
– ეს ჩემი საყვარელი ადგილია, – ჩურჩულებს ხმაჩახრინწული. – ყველაფერზე მეტად
ეს მიყვარს... როდესაც შენში ვარ...
ო, კრისტიან!.. თავს ვეღარ ვიკავებ, თითებს ნამიან თმაში ვუცურებ, მისი ტუჩებისკენ
ვიწევი, ვკოცნი და, ისე რომ კოცნას არ ვწყვეტ, მოძრაობას ვიწყებ, ზევითქვევით, ზევით
ქვევით, ისევ და ისევ... კრისტიანი კვნესის, ერთი ხელით თმაში მაფრინდება, მეორეს
ძლიერად ბეჭებზე მხვევს და ენას ხარბად პირში მჩრის... ღმერთო!.. ერთიანად მის
ხელში ვარ, ერთიანად, ჩემი სხეულისა და სულის ყოველი წერტილით ვეძლევი და
მისგანაც ყველაფერს ვიღებ... ტუჩებით, ენებით, სხეულებით, ჩვენ ახლა ყველაფრით
ერთმანეთთან ვართ გადაჯაჭვულნი და ამ ერთიანობის ფონზე ჩვენი ყველა
უთანხმოება, წყენა, კამათი და გაუგებრობა ქრება და მნიშვნელობას კარგავს, ეს ჩვენ
შორის არასოდეს გაქრება. კრისტიანისადმი ჩემი სიყვარული იმხელაა, რომ ვეღარც კი
ვიტევ, მე მთლიანად მისი ვარ და მისთვის ვარ... ის ხელებს ჩემი თეძოებისკენ აცურებს,
მიჭერს, ტემპს აკონტროლებს, მეხმარება და თეძოს ბიძგით მიხვედრებს.
– ააჰ... – ჩემი კვნესა მის ტუჩებზე ირეკლება, კრისტიანი ტემპს აჩქარებს, ღმერთო...
თავს ვეღარ ვიკავებ... საკუთარი სხეულის გონების დამბინდავ შეგრძნებებში ვიძირები,
ერთიანად ვიკარგები.
– მიდი, ანა, ასე... ასე... – შხაპუნა წვიმის სახეზე დაცემული ასობით წვეთივით
თვალებს, ნიკაპს, ყვრიმალებს, შუბლს, მთელ სახეს კოცნით მიფარავს, მერე თავს
მასწორებინებს და წამით შეშდება. – საყვარელო... – ჩურჩულებს თვალებში
მოჩერებული, ათრთოლებულ ტუჩებზე თავის მხურვალე სუნთქვას მაფრქვევს და
ჩემში მორიგი, ძლიერი ბიძგით შემოდის.
– მიყვარხარ, კრისტიან, მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები... – ვჩურჩულებ
სუნთქვაარეული... მინდა, რომ იცოდეს, მინდა, რომ, მიუხედავად ჩვენი ჩხუბისა, ამაში
ეჭვი არასოდეს შეეპაროს. – კრისტიან...
ის ხმამაღლა ღმუის, მკლავებს მაგრად მხვევს, ერთიანად სხეულზე მიკრავს, ჩემი
სახელის წამოყვირებით ათავებს და ეს საკმარისია, რომ მეც უკან მივყვე, სხეულში
კონვულსიური ცახცახი მივლის, თვალები კი ცრემლებით მევსება და ლოყებზე
ჩამომდის...
ღმერთო, როგორ მიყვარს!..
– ეი!.. – ნიკაპში თითებს მავლებს, თავს მაწევინებს და შეშფოთებული
გამომეტყველებით თვალებში მიყურებს. – რა გატირებს? რამე ხომ არ გატკინე?
– არა. – ვამშვიდებ ჩურჩულით.
კრისტიანი სახიდან თმას მიწევს, ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს მწმენდს და
ტუჩებში ნაზად მკოცნის. ის ისევ ჩემშია და ინძრევა, რომ ასო გაითავისუფლოს, მე კი,
გრძნობებს აყოლილი, უცებ ჩემთვისვე მოულოდნელად ორივე ხელით კისერზე
ვეხვევი და სახეს მის კისერში ვმალავ.
– რა მოხდა, ანა, მითხარი, რა გჭირს?
– არაფერი, – ვკრუსუნებ ჩუმად. – უბრალოდ... ისე მიყვარხარ, რომ ხანდახან ჩემივე
სიყვარული მაშინებს...
ის ნიკაპში ხელს მკიდებს, თავს მაწევინებს და თვალებში მიყურებს, წამიერი
დუმილის შემდეგ კი თავისი მორცხვი ღიმილით მიღიმის... ამ ღიმილის ხილვის
ექსკლუზიური უფლება, როგორც ვხვდები, მხოლოდ მე მეკუთვნის.
– მეც ზუსტად იმავეს ვგრძნობ. – მეუბნება ის ჩურჩულით და ისევ მკოცნის. ჯერ ისევ
თვალცრემლიანი ბედნიერებისგან ღიმილზე მეც ღიმილით ვპასუხობ, კმაყოფილი და
მოთენთილი ჩემი შინაგანი ქალღმერთი კი ზანტად იზმორება.
– მართლა?
– შენც ხომ იცი, რომ ასეა. – იცინის ის.
– ხანდახან კი, ვგრძნობ და ვიცი, მაგრამ ყოველთვის არა.
– მეც ასევე, მისის გრეი.
მე ვიხრები და მკერდზე ნაზად ვკოცნი, წელზე ვეხვევი და თავით მის მკერდზე
მისვენებული წამით თვალებს ვხუჭავ. კრისტიანი თმაზე მეფერება, მერე ორივე ხელი
ჩემი ზურგისკენ მიაქვს და ლიფის შესაკრავს მიხსნის, მხარიდან ბრეტელს მკლავზე
მიგდებს, მე კი წელიდან ჯერ ერთ, მერე მეორე ხელს ვაშორებ, რომ ბრეტელებიდან
მკლავები გამოვყო და ლიფი იატაკზე ეცემა.
– ჰმ... რა სასიამოვნოა უტანსაცმლოდ შენი სხეულის შეგრძნება. – ბუტბუტებს ის და
ისევ მეხვევა, თავს ხრის, მხარზე მკოცნის და ცხვირის წვერით კისერს ყურისკენ
მიუყვება. – სამოთხის ყვავილების სუნი გაქვთ, მისის გრეი.
– თქვენც ასევე, მისტერ გრეი. – მეც მკერდზე ცხვირით ვეთამაშები და სექსის
დამათრობელ სუნთან შერეულ მისი სხეულის არომატს ხარბად ვისუნთქავ. ასე, მისი
მკლავებით დაცული და მის მკერდს მიკრული, ალბათ მთელი სიცოცხლის
განმავლობაში სიამოვნებით ვიქნებოდი. ამდენი კამათით და ნერვების მოშლით
აღსავსე სამუშაო დღის მერე ეს სწორედ ის არის, რაც მჭირდება... ეს ის ადგილია, სადაც,
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ტირანთან და განდიდების მანიით შეპყრობილ
ორმოცდაათ ელფერთან მაქვს, მინდა ყოფნა, ადგილი, რომელიც ჩემია და მე
მეკუთვნის. კრისტიანი ცხვირით ახლა თმაში მეფლობა და მყნოსავს, მე ნასიამოვნები
და კმაყოფილი ხმით ვკრუტუნებ და მაშინვე მისი ტუჩებიდან მონაბერი ჰაერით
ვგრძნობ, რომ იღიმება... ერთმანეთს ჩახვეულები ვყუჩდებით და დიდხანს ხმას არც
ერთი აღარ ვიღებთ, მაგრამ ბოლოს რეალობა თავს გვახსენებს.
– უკვე გვიანია. – ბუტბუტებს ის და ზურგზე ხელს მისვამს.
– თმა ჯერ კიდევ შესაკრეჭი გაქვს...
– გინდათ თქვათ, რომ თქვენ ახლა კიდევ ჩემი თმის შეჭრის თავი გაქვთ, მისის გრეი? –
იცინის კრისტიანი.
– თქვენთვის, მისტერ გრეი, მე ყველაფრის თავი მაქვს. – ვუცხადებ
მრავალმნიშვნელოვნად, მკერდზე კიდევ ერთხელ ვკოცნი და მისი მუხლებიდან
ზანტად ვდგები.
– არ წახვიდე. – მაჩერებს ის, თეძოებზე ხელებს მავლებს, მატრიალებს და
ქვედაბოლოზე ღილს და ელვას მიხსნის, ქვედაბოლო იატაკზე სრიალდება, ის ხელს
მიწვდის, მე ვეყრდნობი და იატაკზე დაფენილი ქსოვილის წრიდან გადმოვდივარ. მის
წინაშე მხოლოდ წინდებსა და წინდების დამჭერმაქმანის ქამარში ვდგავარ.
– ოჰ, რა სანახაობაა, მისის გრეი! – წარმოთქვამს კრისტიანი, სახეზე გამოხატული
შემფასებლური გამომეტყველებით სკამის საზურგეს ეყუდება და გულზე ხელებს
იჯვარედინებს.
აღფრთოვანებული მზერით გათამამებული მის წინაშე კეკლუცად ვტრიალებ.
– ღმერთო, არც კი მჯერა, რომ ასე გამიმართლა.
– გეთანხმებით, მისტერ გრეი.
ის კმაყოფილი ჩაცინებით მპასუხობს.
– კარგი, ჯობია ჩემი პერანგი მოიცვი და ისე შემჭერი, თორემ თუ ასე აპირებ, რომ თმა
შემჭრა, შეჭრამდე კი არა, ლოგინამდეც ვერ მივაღწევთ.
თავს ვერაფერს ვუხერხებ და ტუჩები ბედნიერი ღიმილით მეპობა. კარგი, როგორც
იტყვი... უკანალის ქნევით იქით მივდივარ, სადაც იატაკზე ჩემი ფეხსაცმელები და
კრისტიანის პერანგი ყრია და ვიცი, რომ ჩემს ყოველ ნაბიჯს თვალს ადევნებს, ნელა
ვიხრები, პერანგს ვიღებ და ვყნოსავ, მმმმ! – რა სუნია... მაგრამ გონს მალე მოვდივარ და
პერანგში ხელებს ვუყრი.
ისევ კრისტიანისკენ ვბრუნდები, შარვალი უკვე შეუკრავს და თვალებგაფართოებული
მიყურებს.
– არაჩვეულებრივი წარმოდგენა იყო, მისის გრეი. – მეუბნება ირონიული ღიმილით.
– მაკრატელი სად გვაქვს? – რეპლიკას არ ვიმჩნევ და უცოდველი გამომეტყველებით
და წამწამების ფახურით ვეკითხები მე.
– ჩემს კაბინეტშია. – მპასუხობს ხმაჩახრინწული.
– კარგი, მოვიტან.
კრისტიანს სააბაზანოში ვტოვებ და სავარცხლის ასაღებად ჯერ ჩვენს საძინებელში
შევდივარ, სავარცხელს ვიღებ, უკან ვბრუნდები და როდესაც დერეფნის გავლით
კრისტიანის კაბინეტისკენ მივდივარ, ვხედავ, რომ ტეილორის ოთახის კარი ოდნავ
გშეღებულია, ოთახში კი, თითქმის კართან მისის ჯონსი დგას. ერთ ადგილზე
ვშეშდები. ტეილორი მისის ჯონსს სახეზე ეფერება და თბილად უღიმის, მერე კი იხრება
და კოცნის. ოჰო!.. ტეილორი და მისის ჯონსი? სცენას გაოგნებისგან პირდაღებული და
თვალებგაფართოებული შევყურებ. თუმცა... თუ არ მეშლება, მგონი, ადრე კიდეც
გავიფიქრე რაღაც მსგავსი, მაგრამ... ეტყობა, მართალი ვიყავი, ერთად არიან! სრულიად
ვწითლდები, თავი ვიღაც ვუაიერისტი მგონია, დერეფნის ბოლომდე მისული დიდ
ოთახს ნაჩქარევად ვჭრი და კრისტიანის კაბინეტში შევრბივარ. შუქს ვანთებ და მაგიდას
ვუახლოვდები. ტეილორი და მისის ჯონსი... ღმერთო, რას წარმოვიდგენდი!.. არც კი
მჯერა, გონს ვერ მოვდივარ. ყოველთვის მეგონა, რომ მისის ჯონსი ტეილორზე უფროსი
იყო, თუმცა რას გაუგებ ადამიანებს. მაგიდის ზედა უჯრას ვწევ და უცებ ტეილორიც
მავიწყდება და მისის ჯონსიც, უჯრაში პისტოლეტი დევს!
უფრო სწორად, რევოლვერი! ჯანდაბა!.. არ ვიცოდი, რომ კრისტიანს იარაღი ჰქონდა.
რევოლვერს ვიღებ და ვაზნების კოლოფს ვამოწმებ, დატენილია, მაგრამ რაღაც ძალიან
მჩატეა, მეტისმეტად მჩატე... ალბათ რაღაც ნახშირბადის შემცველობის ლითონისგან
არის ჩამოსხმული, მაგრამ იარაღი რაში სჭირდება? ღმერთო... იმედია სროლა მაინც
იცის! თავში მაშინვე რეის გაუთავებელი გაფრთხილებები მიტივტივდება – „იარაღი
კლავს, ანა! იარაღს თუ ხელში იღებ, მისი მოხმარებაც აუცილებლად უნდა იცოდე“.
რევოლვერს უჯრაში ვაბრუნებ და მაკრატლის ძებნას ვიწყებ, მალევე ვპოულობ და
კაბინეტიდან ნაჩქარევად გავდივარ. გონებაში ყველაფერი ერთად მიტრიალებს და
თავგზა მერევა, ტეილორი და მისის ჯონსი... რევოლვერი... დიდი ოთახის
შესასვლელთან კი უცებ ტეილორს ვაწყდები.
– მისის გრეი... მაპატიეთ... – ჩემი ჩაცმულობის დანახვაზე ერთიანად წითლდება.
– აა... ჰმ... არა უშავს... აი, კრისტიანისთვის თმის შეჭრას ვაპირებ. – ვბუტბუტებ
დარცხვენილი და ჩქარ-ჩქარა. თუმცა ტეილორი, როგორც ჩანს, ჩემზე უარეს დღეშია, ის
რაღაცის სათქმელად თითქოს პირს აღებს, მაგრამ მაშინვე ხურავს, გვერდზე დგება და
გზას მითმობს.
– დიახ... ჯერ თქვენ მიბრძანდით, მემ. – მეუბნება ოფიციალური ტონით. ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ სახეზე ჩემი ძველი „აუდის“ ფერი მედება. ჯანდაბა!.. მხოლოდ მე
თუ მოვახერხებდი ასეთ უაზრო და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნას.
– გმადლობ, – ვბუტბუტებ ნაჩქარევად და სააბაზანოსკენ მივრბივარ. არა, ასე არ
შეიძლება, როგორმე უნდა მივეჩვიო, რომ აქ მარტო არა ვართ, ვფიქრობ ჩემთვის და
გულამოვარდნილი სააბაზანოში შევრბივარ.
– რა მოხდა? – კრისტიანი სარკესთან დგას და ხელში ჩემი ფეხსაცმელი უჭირავს,
სააბაზანოდან გასვლამდე იატაკზე მიყრილ-მოყრილი ჩემი ტანსაცმელი ნიჟარის
გვერდზე დაკეცილი აწყვია.
– არაფერი, უბრალოდ დიდ ოთახში ტეილორს შევეჯახე.
– აჰ... – კრისტიანი კოპებს კრავს. – ასეთ ფორმაში...
ჯანდაბა!
– ეს ხომ ტეილორის ბრალი არ არის.
გამომეტყველება კიდევ უფრო ექუფრება.
– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ...
– მე ჩაცმული ვარ, კრისტიან.
– თითქმის ჩაცმული.
– ისე, სიმართლე გითხრა, მგონი, იმას უფრო შერცხვა, ვიდრე მე. – ვბუტბუტებ ჯერ
ისევ დაბნეული და ყურადღების გადატანის გამოცდილ მეთოდს ვიყენებ. – იცოდი,
რომ ტეილორი და გეილი... ჰმ... ნუ ერთად რომ არიან?
კრისტიანს სიცილი უტყდება.
– კი, რა თქმა უნდა,ვიცოდი.
– რატომ არ მითხარი?
– მეგონა, შენც იცოდი.
– არა, საიდან?!
– ანა, ტეილორიც და გეილიც ზრდასრული ადამიანები არიან, ორივე მარტოა და
ორივე საკმაოდ სიმპათიურია, რა არის გასაკვირი, რატომაც არა?!
აქამდე რომ ვერაფერს მივხვდი, თავს საშინლად სულელად ვგრძნობ და ვწითლდები...
– ალბათ არც არაფერი... უბრალოდ მეგონა, რომ გეილი ტეილორზე უფროსი იყო.
– ასეც არის, უფროსია, თუმცა არც ძალიან. – მეუბნება კრისტიანი და ცოტა არ იყოს
გაკვირვებული მიყურებს. – ზოგ მამაკაცს თავისზე უფროსი ქალები მოსწონს... – ჩემი
მზერის დანახვაზე მკვეთრად ჩუმდება. კოპებშეკრული შევყურებ.
– ვიცი. – ვცრი კბილებში.
კრისტიანს სახეზე წუხილის ჩრდილი გადასდის, თავს აქნევს და დამნაშავის
გამომეტყველებით ალერსიანად მიღიმის. ჰმ!.. ყურადღების გადატანის გამოცდილმა
მეთოდმა ისევ გაჭრა! მაგრამ... ჩემი ქვეცნობიერი თვალებს მიტრიალებს, სულელო, რის
ფასად?! ჩვენ შორის ისევ იმ უხსენებელი მისის რობინსონის ჩრდილმა გაირბინა.
– ა, ჰო, სხვათა შორის, გამახსენდა!.. – ენერგიულად ამბობს უცებ კრისტიანი.
– რა? – ვბუზღუნებ უკმაყოფილო სახით და სკამს სარკისკენ ვაბრუნებ. – დაჯექი! –
როგორც ჩანს, მბრძანებლური ტონი მეც გადმომედო.
კრისტიანი როგორღაც ლმობიერი ღიმილით მიყურებს, მაგრამ წინააღმდეგობას არ
მიწევს და ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებს. ჯდება თუ არა, თმის ვარცხნას ვუწყებ,
ოდნავ შეშრობია, მაგრამ ჯერ ისევ ნამიანი აქვს.
– მგონი, შესაძლებელი იქნება, რომ ახალ სახლში გარაჟის თავზე ოთახებიც
გადავაკეთოთ და ტეილორს და გეილს დავუთმოთ, საკუთარი სახლივით მოაწყონ,
თანაც ასე ტეილორის შვილიც უფრო ხშირად შეძლებს მამასთან დარჩენას. – კრისტიანი
სარკიდან ჩემს რეაქციას ყურადღებით აკვირდება.
– აქ რატომ არ რჩება ხოლმე?
– არ ვიცი, ტეილორს ნებართვა არც ერთხელ არ უთხოვია.
– იქნებ შენ უნდა შეგეთავაზებინა? მაგრამ თუ შესთავაზებ და ბავშვი აქ დარჩება,
რაღაცრაღაცებისგან თავის შეკავება მოგვიწევს.
კრისტიანი კოპებს კრავს და თავს აქნევს.
– მართალი ხარ, ამაზე არც მიფიქრია.
– ალბათ ტეილორსაც ამის გამო არ უთხოვია შენთვის არასდროს შვილის აქ
დატოვების ნებართვა. ისე, ნანახი გყავს?
– კი, რა თქმა უნდა, საყვარელი გოგოა, მორცხვი და ძალიან ლამაზიც. სწავლის
საფასურს მე ვუხდი.
მართლა? ვჩერდები და მზერა სარკეში მის სახეზე გადამაქვს.
– არ ვიცოდი.
კრისტიანი მხრებს იჩეჩს.
– როგორც შემიძლია, ვეხმარები, თანაც ეს იმას ნიშნავს, რომ ტეილორი სხვაგან
წასვლას არ მოინდომებს.
– დარწმუნებული ვარ, ტეილორს შენთან მუშაობა ისედაც მოსწონს.
კრისტიანი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიყურებს და მერე ისევ მხრებს
იჩეჩს.
– არ ვიცი.
– ტეილორი შენი ერთგულია, კრისტიან, და დარწმუნებული ვარ, შენთან მუშაობა
მოსწონს. – ვეუბნები და თმის ვარცხნას ვაგრძელებ, მაგრამ რამდენიმე წამის მერე
მზერა ისევ მის სახეზე გადამაქვს, ის სარკიდან თვალს არ მაშორებს.
– ასე გგონია?
– კი, ასეა.
თითქოს რაღაც მისთვის ძალიან უმნიშვნელოზე ვლაპარაკობდეთ, ის ფრუტუნებს,
მაგრამ ვხედავ, რომ გულის სიღრმეში სიამოვნებს.
– კარგი. გარაჟის თავზე ოთახებთან დაკავშირებით ჯიას შენ დაელაპარაკები?
– კი, რა თქმა უნდა.
ჯიას სახელის ხსენება ჩემში უკვე ისეთ გაღიზიანებას აღარ იწვევს, როგორსაც ჯერ
კიდევ დღეს საღამოს მის მოსვლამდე იწვევდა. ჩემი ქვეცნობიერი ბრძნული
გამომეტყველებით თავს მიქნევს: „მართალია, დღევანდელი საქციელი სწორი სვლა
იყო!. ამიერიდან ჯია ჩემს ქმარს თავს დაანებებს და ვეღარც მე მომიშლის ნერვებს.
თმის ვარცხნას ვამთავრებ და შესაჭრელადაც მზად ვარ.
– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა? გაფრთხილებ, უკანასკნელი შესაძლებლობა გაქვს,
რომ თავს უშველო.
– თუ საქმე დაიწყეთ, დაასრულეთ კიდეც, მისის გრეი, ჩემი ყურება ხომ ისევ თქვენ
მოგიწევთ და არა მე!
მისი სიტყვებით გამხიარულებული ვიცინი.
– კრისტიან, მე შენი ყურება დილიდან დაღამებამდე შემიძლია.
ის თავს ნერვიულად და ცოტა არ იყოს გაღიზიანებულიც კი აქნევს.
– დილიდან დაღამებამდე საყურებელი რა არის, საყვარელო?! ჩვეულებრივი,
უბრალოდ სასიამოვნო სახე მაქვს, ეს არის და ეს.
– ამ სახის უკან კი ულამაზესი მამაკაცი იმალება. – ვიხრები და საფეთქელზე ვკოცნი. –
თანაც ჩემი მამაკაცი.
ის მორცხვად იღიმება. მე კი თმის ნაწილს ვყოფ და ქვევიდან ზევით ვვარცხნი, მერე
საჩვენებელსა და შუა თითებს შორის ვიქცევ, სავარცხელს კბილებით ვიჭერ, მაკრატელს
ვიღებ და დაახლოებით ნახევარ დუიმზე ბოლოებს ვჭრი. კრისტიანი თვალებს ხუჭავს
და სკამზე ქანდაკებასავით გაშეშებული, მხოლოდ ჩუმად და კმაყოფილი ოხრავს. მე
თმის შეჭრას ვაგრძელებ, შიგადაშიგ ვამჩნევ, რომ ის სარკიდან ყურადღებით
მაკვირდება, მაგრამ საქმეში ხელს არ მიშლის, რისთვისაც, შეიძლება ითქვას,
მადლობელიც ვარ,რადგან ის, რომ მასთან ასე ახლოს ვარ და ვეხები, ისედაც გონებას
მირევს. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში თმის შეჭრას ვამთავრებ.
– მორჩა. – შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ჩემი ქმარი ისეთივე სექსუალური და
სიმპათიურია, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ოდნავ მოკლე თმა აქვს. კრისტიანი
თვალებს ახელს, სარკეში იხედება და, როგორც ჩანს, სასიამოვნოდ გაკვირვებული,
კმაყოფილი გამომეტყველებით იცინის.
– მშვენიერი ნამუშევარია, მისის გრეი. – ის თავს აქეთიქით აქნევს, მერე ჩემკენ
ბრუნდება, წელზე ხელებს მხვევს და თავისკენ მიზიდავს, მუცელზე მკოცნის და
ცხვირით მეთამაშება. – გმადლობ, – ბუტბუტებს გაღიმებული.
– არაფრის. – ვპასუხობ მეც ღიმილით, მისკენ ვიხრები და ვკოცნი.
– უკვე გვიანია, დროზე ლოგინში. – მეუბნება მერე და უკანალზე ხელს რბილად
მიტყაპუნებს.
– მე ჯერ აქ უნდა მოვგავო.
კრისტიანი იატაკისკენ იხედება, დაყრილ შეჭრილ თმას მხოლოდ ახლაღა ამჩნევს და
კოპებს კრავს, რა გასაკვირია, იატაკის მოგვის აზრი ხომ მას თავშიც არ მოსვლია!..
– კარგი, ცოცხს მოვიტან, – ამბობს ის ისევ კოპებშეკრული. – არ მინდა, მომსახურე
პერსონალი შენი ლამის სიშიშვლით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს.
– კარგი... მაგრამ სად დევს, იცი? – ვეკითხები უცოდველი გამომეტყველებით.
კრისტიანი ჩერდება.
– ჰმ... არა.
– ჰოდა, დარჩი, მე მოვიტან. – ვეუბნები სიცილით და სააბაზანოდან გავდივარ.
ლოგინში ვწვები, კრისტიანს ველოდები და იმაზე ფიქრს ვიწყებ, რომ დღე
შეიძლებოდა სულ სხვანაირად დასრულებულიყო. ორივე ერთმანეთზე – კრისტიანი
ჩემი გვარის დატოვების მცდელობის, მე კი ოფისში ლაპარაკის გამო იმდენად
გაბრაზებული ვიყავით, რომ... ჩემთვის ჯერ ისევ გაუგებარია, კრისტიანის ამ მორიგ
სიგიჟეს, კომპანიის ჩუქების ფუქსავატურ იდეას რა მოვუხერხო! კომპანიის მართვის
არანაირი სურვილი არა მაქვს. მე ხომ კრისტიანი არა ვარ ბოლოს და ბოლოს! სანამ
დროა, რამე უნდა მოვიფიქრო. მისი საყვარელი შემაჩერებელი სიტყვების მსგავსად,
რომელიმე კოდური სიტყვა ხომ არ შემომეღო, ნუ მაგალითად, იმ შემთხვევებისთვის,
როდესაც ასე მბრძანებლობას და ტირანივით... უფრო სწორად, პირდაპირ და უხეშად
რომ ვთქვათ, ტრაკივით ქცევას იწყებს? თუნდაც იგივე სიტყვა „ტრაკი“!.. ამ აზრისგან
გამხიარულებული ხითხითს ვიწყებ. მგონი, მშვენიერი აზრია.
– რა იყო? – მეკითხება კრისტიანი და წელს ზევით შიშველი, მხოლოდ პიჟამის
შარვალში ჩაცმული საწოლისკენ მოდის.
– ისეთი არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე, რომ...
– რა იფიქრე? – ის წვება და ინტერესით თავს ჩემკენ აბრუნებს.
ჰმ... არა მგონია, აქედან რამე გამოვიდეს.
– კრისტიან, უბრალოდ კომპანიის მართვა არ მინდა.
ის იდაყვზე იწევა და ზემოდან დამყურებს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამაზე არასოდეს მიფიქრია, კრისტიან, არც კი მიოცნებია.
– დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგივა და თან ძალიან კარგად, ანასტასია.
– მე წიგნების კითხვა მიყვარს, კრისტიან, კომპანიის მართვა კი სულ სხვა რამეა,
კომპანია ვმართო თუ წიგნები ვიკითხო?
– შენ შეგიძლია შემოქმედებითი სამუშაო იკისრო.
დაბნეული კოპებს ვკრავ.
– ანასტასია, კომპანიის წარმატებით მართვისთვის საჭიროა კომპანიაში მომუშავე
ყოველი თანამშრომლის ნიჭი და მიდრეკილება შესაბამისი სფეროსკენ მიმართო. თუ
შენ ნიჭიერი კონკრეტულად ამ სფეროში ხარ, კომპანიის სტრუქტურაც შენი ნიჭიერების
შესაბამისი მიმართულებით უნდა მართო. ყოველ შემთხვევაში, დაუფიქრებლად უარს
ნუ იტყვი, შენ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, ანასტასია, და დარწმუნებული ვარ, თუ
მოინდომებ, ყველაფერს გაუმკლავდები.
ოჰო! ყველაფერს გავუმკლავდები? ეს საიდანღა მოიტანა?
– კრისტიან, მე ისიც არ მაძლევს მოსვენებას, რომ ეს სამუშაო ძალიან ბევრ დროს
წამართმევს.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– იმ დროს, რომელსაც სხვა შემთხვევაში შენზე დავხარჯავდი. – ვიშველიებ თან
საიდუმლო იარაღს.
კრისტიანს მზერა უმუქდება.
– ანასტასია, არ გამოგივა, ვიცი, რასაც აკეთებ. – მეუბნება ხმადაბლა და სიტყვებს
ირონიულ ჩაცინებას აყოლებს.
ჯანდაბა!
– რას გულისხმობ? – წამწამებს ვაფახურებ და უცოდველ გამომეტყველებას ვიღებ მე.
– ცდილობ, პირველადი მნიშვნელობის საქმიდან ყურადღება გადამატანინო. როდესაც
პასუხი არ გაქვს, ყოველთვის ასე იქცევი, ეს შენი საყვარელი მეთოდია... უბრალოდ,
ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო უარს ნუ იტყვი, ანასტასია, და კარგად
დაფიქრდი. სულ ეს არის, რასაც გთხოვ. ის იხრება, ტუჩებში უბიწოდ მკოცნის და
თითის ბალიშებს ლოყაზე ყვრიმალიდან ნიკაპამდე მაყოლებს. როგორც ჩანს, თემა
ამოწურული ჯერ კიდევ არ არის და ამაზე ლაპარაკი ისევ მომიწევს. უსიტყვოდ
ვუღიმი, გონებაში კი უცებ დღეს საღამოს ნათქვამი მისი სიტყვები მიტივტივდება.
– შეიძლება, რაღაც გკითხო? – ვბუტბუტებ მორცხვად.
– რა თქმა უნდა.
– დღეს მითხარი, რომ შენზე თუ გავბრაზდები, ბოღმა ჯობია ლოგინში ამოვანთხიო
ხოლმე. რას გულისხმობდი?
კრისტიანი იძაბება და ცოტა არ იყოს გაკვირვებული გამომეტყველებით მაჩერდება.
– შენ თვითონ რას ფიქრობ, რას ვგულისხმობდი?
ჯანდაბა! კითხვას მიბრუნებს და ჩემივე კითხვაზე პასუხს ისევ ჩემგან ითხოვს.
– ვიფიქრე, რომ შებოჭვას გულისხმობდი.
კრისტიანს გაოგნებისგან წარბებიც კი შუბლზე ასდის.
– ჰმ... არა, ანა, არა... ეგ ნამდვილად არ მიგულისხმია.
– ააა... – უნებურად ხმაში იმედგაცრუება მიკრთება.
– ანუ, გინდა, რომ შემბოჭო? – მეკითხება ის აშკარად თავზარდაცემული
გამომეტყველებით, როგორც ჩანს, ჩემს ხმაში გამკრთალი იმედგაცრუება
თვალთახედვიდან არ ეპარება.
დარცხვენილი მაშინვე ვწითლდები.
– არა, მაგრამ...
– ანა, მე... – ის ჩუმდება და სახეზე უცნაური ჩრდილი გადასდის.
– კრისტიან... – ვჩურჩულებ უკვე სრულიად აფორიაქებული და ლოგინში მისკენ
ვბრუნდები, იდაყვს ვეყრდნობი, მეორე ხელს ვიშვერ და სახეზე ვეფერები.
თვალებგაფართოებულს მზერიდან შიში ეღვრება, წამიერი დუმილის შემდეგ თავს
ნაღვლიანად აქნევს. ჯანდაბა!.. – კრისტიან, გთხოვ, შეწყვიტე, ამას არანაირი
მნიშვნელობა არა აქვს, უბრალოდ რატომღაც ვიფიქრე, რომ შენ ეს გინდოდა. ის ხელზე
ხელს მკიდებს და ხელისგულს მკერდზე მადებინებს... მის ლამის ამოვარდნამდე
აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობ, ჯანდაბა! რა დაემართა? ასეთი რა ვთქვი?
– ანა, უბრალოდ... არ ვიცი, რამდენად გადავიტან, თუ ხელებშეკრულს შემეხები...
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თმის ყოველი ღერი წიწკნას მიწყებს, თავში თითქოს
ათასობით ნემსი მერჭობა...
მისი სიტყვებიდან თითქოს რაღაც სამუდამოდ საიდუმლოდ შენახული, რაღაც
საშინელი ტკივილისა და სიბნელის აღიარება იღვრება.
– ეს ყველაფერი ჩემთვის ჯერ ისევ ძალიან ახალია, – ჩავარდნილი და გაბზარული
ხმით წარმოთქვამს ის.
ღმერთო!.. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ უბრალო კითხვა იყო... მაგრამ უცებ ვხვდები,
რომ იმ ყველაფრის მისაღწევად, რაც დღეს ჩვენ უკვე გვაქვს, კრისტიანმა ძალიან
გრძელი გზა გაიარა და, ვინ იცის, იქნებ ამაზე არანაკლებ გრძელი ჯერ კიდევ
გასავლელი აქვს... ოჰ, ჩემი ორმოცდაათი ელფერი, ჩემი საწყალი ორმოცდაათი
ელფერი... ტკივილი გულს მიწურავს და მისკენ ვიხრები, კრისტიანი მაშინვე იძაბება,
მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო და ტუჩის კუთხეზე ნაზად ვკოცნი.
– კრისტიან, შენი ნათქვამი უბრალოდ არასწორად გავიგე, ძალიან გთხოვ, დამშვიდდი,
სანერვიულო არაფერია, საერთოდ დაივიწყე და ამაზე არ იფიქრო. – ვბუტბუტებ
დამამშვიდებლად და ისევ ვკოცნი. ის თვალებს ხუჭავს, ჩუმად კვნესის და კოცნაზე
კოცნით მპასუხობს, მერე იწევა, მთელი სიმძიმით ზემოდან მაწვება, ნიკაპს მიჭერს და
ყველა გაუგებრობა, ნერვიულობა და შფოთი ისევ სადღაც ქრება... ჩვენ ისევ ერთმანეთს
ვერწყმით და ერთმანეთში ვიკარგებით.

თავი მეცხრე
მეორე დილას მაღვიძარას აწკრიალებამდე მეღვიძება. კრისტიანს ჩემზე სუროსავით
შემოხვეულს სძინავს. თავი მკერდზე უდევს, ხელი წელზე, ჩემს ბარძაყზე
გადმოდებული ფეხი კი ფეხებს შორის აქვს ჩაჩრილი. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს,
კიდევ ლოგინში ჩემი ნახევრისკენ არის გამოწეული. ყოველთვის ერთი და იგივე ხდება,
საკმარისია, წინა საღამოს რამეზე ვიკამათოთ და დილას აუცილებლად ასე ვიღვიძებ:
კრისტიანი ზედ მყავს მოკრული, მე კი სიცხისგან ოფლში ვიღვრები და მოუხერხებლად
ვწევარ. ოჰ, ჩემი ორმოცდაათი ელფერი! ჩემი საწყალი, ხანდახან იმდენად უსუსურია,
რომ... ღმერთო, ვინ იფიქრებდა?
თვალწინ ისევ იმ პატარა, ერთიანად ჭუჭყიანი და მოუვლელი ბიჭუნას სახე მიდგება.
ეს სურათი მუდმივად თან დამდევს... თითებს შეჭრილ თმაში ვუცურებ, ნაზად
ვეფერები და მელანქოლიაც ნელნელა უკან იხევს. კრისტიანი ინძრევა, ნამძინარევი
მზერით მაჩერდება და თვალებს ერთიორჯერ ახამხამებს.
– ეი, – ბუტბუტებს ის და იღიმება.
– დილა მშვიდობისა. – მიყვარს, როცა დღე მისი ღიმილით იწყება.
ის სახით მკერდში მეფლობა და ყელიდან კმაყოფილ, სასაცილოდ გუგუნა ხმებს
უშვებს, ხელს კი აბრეშუმის ღამის პერანგის ზემოდან წელიდან თეძოსკენ აცურებს.
– რა მაცდური ხარ, ანა, – ბუტბუტებს მერე და თავს სწევს, უცებ თვალში, როგორც
ჩანს, მაღვიძარა ხვდება და იშმუშნება. – მაგრამ ჩემი ადგომის დროა. – ამატებს
უკმაყოფილოდ, იზმორება, ლოგინზე კოტრიალდება და დგება.
მე ვიშლები, ზურგზე ვწვები, თავქვეშ ხელებს ვიდებ და სანახაობით ვტკბები. ის
იხდის – შხაპის მისაღებად ემზადება... ჰმ... არც მეტი, არც ნაკლები – აბსოლუტური
სრულყოფილებაა! ერთ ღერი თმის ფორმასაც კი არ შევცვლიდი, ნუ, ერთადერთი,
ალბათ, როდესაც ისევ მოეზრდება, ოდნავ შევჭრიდი...
– სანახაობით ტკბებით, მისის გრეი? – ირონიულად იღიმება ის და ცალ წარბს სწევს.
– ნამდვილად არაჩვეულებრივი სანახაობაა, მისტერ გრეი.
კრისტიანი იცინის და შიგ სახეში პიჟამის შარვალს მესვრის, მაგრამ დაჭერას დროზე
ვასწრებ და მოზარდი გოგოსავით ვხითხითებ. ის იხრება, ავის მომასწავებელი
ჩაცინებით საბანს სწევს, მერე ცალი მუხლით ლოგინზე დგება, კოჭებში ხელებს
მავლებს და მეც ლოგინის ქვედა ნაწილისკენ მიმათრევს, მე ვწიკვინებ, ვჭყიპინებ, ღამის
პერანგი ზურგამდე მეწევა, კრისტიანი ზემოდან მაცოცდება და მოკლემოკლე კოცნით
თავს მესხმის, მუხლებზე, ბარძაყებზე, ფეხებს შორის... ოჰ, კრისტიან!..
– დილა მშვიდობისა, მისის გრეი, – მესალმება მისის ჯონსი, მე მაშინვე ტეილორთან
მისი გუშინდელი პაემანი მახსენდება და ერთიანად ვწითლდები.
– დილა მშვიდობისა. – ვპასუხობ დარცხვენილი.
მისის ჯონსი ბარის დახლზე ჩაის ფინჯანს დგამს, მე კი ჩემი ქმრის გვერდით მაღალ
სკამზე ვჯდები. კრისტიანი, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება,
ლამისაა ანათებს, შხაპიდან ახლახან გამოსულს თმა ჯერ ისევ ნამიანი აქვს, ქათქათა
თეთრ პერანგს კი მოვერცხლისფრო, ჩემი საყვარელი ჰალსტუხი უმშვენებს. ჰმ... ამ
ჰალსტუხს ხომ ჩემი რამდენიმე ძალიან საყვარელი მოგონება უკავშირდება.
– თავს როგორ გრძნობთ, მისის გრეი? – თავს ჩემკენ აბრუნებს ის და თბილი და
მოსიყვარულე მზერით მაჩერდება.
– ვფიქრობ, ეს თქვენ თვითონაც მშვენივრად მოგეხსენებათ, მისტერ გრეი. – პასუხად
მისკენ მიბრუნებული წამწამებს ქვემოდან დაბინდული მზერით ვუყურებ მეც და
მრავალმნიშვნელოვნად ვუღიმი.
კრისტიანი კმაყოფილი გამომეტყველებით იცინის.
– კარგი, ჭამე! – გასცემს განკარგულებას წამის უსწრაფესად დასერიოზულებული. –
გუშინ თითქმის მშიერმა დაიძინე.
ჰმ, ორმოცდაათი ელფერი დღეს ბოსის როლშია!
– ეს იმიტომ, რომ ტრაკულად იქცეოდი.
მისის ჯონსს ნიჟარაში რაღაც უვარდება. აზრიალებული ჭურჭლის ხმაურზე ვცბები,
კრისტიანი კი, თითქოს არაფერი გაეგონოს, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით
მიყურებს.
– კარგი, როგორც იტყვი, ოღონდ ჭამე. – ტონი სერიოზული აქვს, სიტყვის შებრუნება
აშკარად არ ღირს.
– ჰო, კოვზს ხელი მოჰკიდე და გრანოლას მიხედე, – ვბუზღუნებ ჯიუტი მოზარდის
ტონით.
ხელს ჯერ ბერძნული იოგურტისკენ ვიშვერ და ფაფაში ერთიორ კოვზს ვიმატებ, მერე
მოცვისკენ და ისიც ჩემს გრანოლას ერევა. სანამ ვურევ, მზერა მისის ჯონსზე გადამაქვს
და მზერით მის მზერას ვხვდები, გულღიად ვუღიმი და ისიც თბილი ღიმილით
მპასუხობს. ჰმ... საუზმე, რომელიც ოდესღაც მე თვითონ ვისურვე, აჰა, როგორც გინდა
ჭამე ახლა...
– ამ კვირაში ალბათ ნიუიორკში გაფრენა მომიწევს. – მეჭრება ფიქრებში კრისტიანის
ხმა.
ოჰ!..
– ერთი ღამით დავრჩები და მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
– კრისტიან, მე ვმუშაობ და თავისუფალი დრო არ მაქვს.
ის მიყურებს და სახეზე პირდაპირ აწერია: კი, მუშაობ, მაგრამ ბოსი ხომ მე ვარ?!
სასოწარკვეთილი ვოხრავ.
– კრისტიან, გასაგებია, რომ გამომცემლობა შენ გეკუთვნის, მაგრამ ისედაც სამი კვირა
აქ არ ვიყავი. რატომ არ გესმის? აქეთიქით თუვიარე, საქმე როგორღა ვაკეთო? თუ ჩემზე
ნერვიულობის გამო გინდა რომ წამოგყვე, პირობას გაძლევ, ყველაფერი კარგად იქნება,
ან რა უნდა დამემართოს? ტეილორი, თავისთავად ცხადია, შენ წამოგყვება, მაგრამ
სოიერი და რაიანი ხომ რჩებიან და... – კრისტიანს ეღიმება და ვჩუმდები. – რა?
– არაფერი, შენზე მეღიმება.
კოპებს ვკრავ. კი, მაგრამ ასეთი სასაცილო რა ვთქვი? დამცინის?.. მაგრამ უცებ ფიქრში
სულ სხვა კითხვა მეჭრება.
– და ნიუიორკში გაფრენას... თვითმფრინავით მიფრინავ თუ...?
– ჰო, კომპანიის თვითმფრინავით, რატომ მეკითხები?
– მაინტერესებდა, „ჩარლი ტანგოთი“ ხომ არ მიფრინავდი... – „ჩარლი ტანგოს“
წარმოთქმისას ხმა მივარდება და ხერხემლის გასწვრივ, ზურგზე ცივი ოფლი მასხამს.
მისი უკანასკნელი გაფრენა... იმ რამდენიმე საათის გახსენებაზე, როდესაც მის შესახებ
ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით, იგივე თავზარდაცემის გრძნობა მიჩნდება. ეს ჩემი
ცხოვრების ყველაზე საშინელი და მძიმე მომენტი იყო... უცებ ყურადღებას ვაქცევ, რომ
მისის ჯონსიც მიყუჩდა, მისი ფაჩუნიც კი აღარ ისმის. კარგი... ვცდილობ, მოგონებები
რამენაირად მოვიშორო.
– ნიუ-იორკში გასაფრენად ვერტმფრენი არც გამოდგება. ის ამხელა
დისტანციებისთვის განკუთვნილი არ არის, თანაც „ჩარლი ტანგოს“ რემონტიდან
მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დააბრუნებენ.
მადლობა ღმერთს! აფორიაქება უკან იხევს და გულდამშვიდებული ფართოდ ვუღიმი.
გარდა ამისა, ისიც ვიცი, რომ „ჩარლი ტანგოს“ ავარიას კრისტიანმა ბოლო რამდენიმე
კვირის განმავლობაში დიდი დროც დაუთმო.
– ძალიან კარგი, მიხარია, რომ თითქმის შეუკეთებიათ, მაგრამ... – ღირს კი
კრისტიანისთვის იმის თქმა, რომ იმ ავარიის შემდეგ ალბათ ყოველი მისი გაფრენა
მოსვენებას დამიკარგავს?..
– რა, მაგრამ? – მეკითხება ის და ომლეტის ბოლო ლუკმა პირისკენ მიაქვს.
მე გაურკვევლად მხრებს ვიჩეჩ.
– ანა? – არ მეშვება კრისტიანი.
– არა, არაფერი, უბრალოდ... ხომ გესმის... ბოლოს, როდესაც „ჩარლი ტანგოთი“
გაფრინდი და... ვფიქრობდი... ჩვენ გვეგონა, რომ... – ხმა მებზარება და ფრაზას ვერ
ვამთავრებ. კრისტიანს გამომეტყველება თბილი და მოსიყვარულე უხდება.
– ეი! – ბუტბუტებს ის, ხელს სწევს და სახეზე, ყვრიმალიდან ნიკაპამდე თითის
ბალიშებს მაყოლებს, მერე უცებ სახეზე ჩრდილი გადასდის და ექუფრება. – ის საბოტაჟი
იყო. – ამატებს წამიერი დუმილის შემდეგ. საინტერესოა, ისიც იცის, ვინ იყო ამაში
დამნაშავე?
– მე შენ ვერ დაგკარგავ, კრისტიან. – ვჩურჩულებ ხმაჩავარდნილი.
– ამის გამო ხუთი ადამიანი სამსახურიდან დავითხოვეთ, ანა, ნუ გეშინია, ეს აღარ
განმეორდება.
– ხუთი ადამიანი?
კრისტიანი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
ოჰო!.. არ ვიცოდი.
– ო, ამაზე გამახსენდა, მაგიდის უჯრაში რევოლვერი რატომ გიდევს?
კრისტიანი კოპებს კრავს. როგორც ჩანს „ჩარლი ტანგოს“ თემიდან რევოლვერზე
გადახტომა არალოგიკურად ეჩვენება, ანდა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არაფერი
მიფიქრია, ჩათვალა, რომ რევოლვერის გამო ვსაყვედურობდი.
– ეგ ლაილას რევოლვერია. – მეუბნება წუთიერი დუმილის შემდეგ.
– დატენილია.
– შენ რა იცი? – მეკითხება კიდევ უფრო მოქუფრული.
– შევამოწმე... გუშინ.
კოპებშეკრული, გაბრაზებული გამომეტყველებით მიყურებს.
– ანა, არ მინდა, რომ იარაღს ხელი ახლო. იმედი მაქვს, დამცავზე დააყენე.
დაბნეული თვალებს ვახამხამებ.
– ჰმ... კრისტიან, რევოლვერს დამცავი არა აქვს. იარაღში საერთოდ ვერ ერკვევი?
კრისტიანს თვალები უფართოვდება და იშმუშნება.
– ჰმ... არა, იარაღის ხმარება არ ვიცი.
დიდ ოთახში შემოსასვლელიდან ტეილორის მორიდებული ჩახველება ისმის.
კრისტიანი იქით ბრუნდება და ტეილორს თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
– წასვლის დროა. – ამბობს მერე, დგება, თავის ნაცრისფერ პიჯაკს იცვამს და ჰოლში
ორივე ერთად გავდივართ.
ჰმ... მაგიდის უჯრაში ლაილას რევოლვერი უდევს. რას წარმოვიდგენდი... აი,
სიურპრიზიც ამას ჰქვია! საინტერესოა, თვითონ სად არის? მგონი, სადღაც
აღმოსავლეთში... მაგრამ სად? ნიუჰემპშირში?.. ზუსტად ვეღარ ვიხსენებ.
– დილა მშვიდობისა, ტეილორ. – ესალმება კრისტიანი.
– დილა მშვიდობისა, მისტერ გრეი, მისის გრეი, – პასუხობს ტეილორიც და
მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სახელსაც ახსენებს, მე თვალს მარიდებს... ისე, დიდი
ოთახის შესასვლელთან გუშინდელი ღამის ჩვენს შემთხვევით გადაწყდომას თუ
გავითვალისწინებთ, ამის გამო მისი მხოლოდ მადლობელი ვარ.
– კბილებს გავიხეხავ და მზად ვარ. – ვბუტბუტებ მე და სააბაზანოსკენ მივდივარ,
კრისტიანი კი, ვერ გამიგია, რატომ, მაგრამ კბილებს ყოველთვის საუზმემდე იხეხავს.
– იქნებ გეთხოვა ტეილორისთვის, რომ იარაღის ხმარება ესწავლებინა. – ვეუბნები
კრისტიანს სანამ ლიფტით ქვემოთ ჩავდივართ.
ის ზემოდან გაკვირვებული გამომეტყველებით მაჩერდება.
– შენი აზრით, საჭიროა? – მეკითხება მშრალი ტონით.
– კი.
– ანასტასია, იარაღი არ მიყვარს. დედაჩემის ხელში ცეცხლსასროლი იარაღით
ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლმა უამრავმა დაჭრილმა და დასახიჩრებულმა გაიარა,
მამაჩემიც ასევე, ყოველთვისიარაღის წინააღმდეგი იყო, როგორც ჩანს, იარაღისადმი
მათმა დამოკიდებულებამ გავლენა ჩემზეც იქონია... მე პირადად, აქ, ვაშინგტონის
შტატში, იარაღის ტარებაზე კონტროლის გამკაცრების სულ ცოტა ორ ინიციატივას
მაინც დავუჭირე მხარი.
– ტეილორი იარაღს ატარებს?
კრისტიანს ტუჩები წვრილ, ჯიუტ ხაზად ემუწება.
– ხანდახან. – მიჭრის მოკლედ.
– და შენ ამის წინააღმდეგი ხარ? – არ ვეშვები მე. ამასობაში კი ლიფტი ჩერდება და
კაბინიდან პირველ სართულზე გავდივართ.
– ჰო. – მპასუხობს ისევ მოკლედ. – მე და ტეილორს, ასე ვთქვათ, იარაღის ტარების
კონტროლთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს.
ჰმ! გასაგებია, მაგრამ ამ საკითხში მე აშკარად ტეილორის პოზიციას უფრო ვიზიარებ.
კრისტიანი ჰოლიდან გასასვლელ კარს მიჭერს და წინ მატარებს. ორივე მანქანისკენ
მივდივართ. „ჩარლი ტანგოს“ ავარიის შემდეგ სამსახურში მარტო აღარ მიშვებს. სოიერი
ორივეს თავაზიანად გვიღიმის, მანქანის კარს გვიღებს და მეც და კრისტიანიც „აუდის“
უკანა სავარძელზე ვსხდებით.
კრისტიან, გთხოვ... – თავს მისკენ ვაბრუნებ და ხელზე ხელს ვკიდებ.
– რას მთხოვ?
– სროლა ისწავლე.
ის თვალებს მიტრიალებს.
– არა, ანასტასია, და ამ თემაზე დისკუსია დასრულებულია.
თავს ისევ პატარა ბავშვად ვგრძნობ, რომელსაც რაღაც თემაზე ლაპარაკს უკრძალავენ.
პირს ვაღებ, რომ წავკბინო, მაგრამ მაშინვე ისევ ვხურავ, სამუშაო დღის დილიდანვე
ჩხუბით დაწყება აშკარად არ ღირს. მკერდზე ხელებს ვიკრეფ, ჯიუტად წინ ვიხედები
და უკანა ხედვის სარკეში ტეილორის მზერას ვაწყდები, ის მაშინვე გვერდზე იხედება,
მაგრამ თითქოს სინანულით ოდნავ შესამჩნევად თავს აქნევს. ჰმ... როგორც ჩანს,
კრისტიანის ეს დამოკიდებულება ტეილორსაც საკმაოდ უშლის ნერვებს... ტეილორის
რეაქციაზე მეღიმება და განწყობაც მაშინვე მიკეთდება. თავს ისევ კრისტიანისკენ
ვაბრუნებ, ის ფანჯარაში იხედება.
– ლაილა ახლა სად არის? – ვეკითხები წეღანდელი ფიქრის გახსენებაზე.
– ხომ გითხარი, კონექტიკუტში, მშობლებთან. – მპასუხობს ის და ისევ ფანჯრისკენ
იხედება.
– დარწმუნებული ხარ? ლაილასაც ხომ გრძელი თმა აქვს. იქნებ ის იჯდა მაშინ
„დოჯში“?
– კი, შევამოწმე. ჰემდენში სამხატვრო სკოლის კურსებზე ჩაეწერა, მეცადინეობა
სწორედ ამ კვირაში დაეწყოთ.
– ელაპარაკე? – ხმაჩავარდნილი ვეკითხები ჩურჩულით და ვგრძნობ, რომ ერთიანად
ვფითრდები.
ჩემი ხმის გაგონებაზე კრისტიანი მკვეთრად ბრუნდება.
– მე არა, ფლინი ელაპარაკა. – ის გამომცდელი, დაეჭვებული მზერით მიყურებს,
ცდილობს გამოიცნოს, რას ვფიქრობ.
– გასაგებია, – ვბუტბუტებ აშკარა შვებით.
– რა არის გასაგები?
– არაფერი.
ახლა უკვე კრისტიანი ოხრავს.
– ანა, რა გაწუხებს?
გაურკვევლად მხრებს ვიჩეჩ. თავისთავად ცხადია, სულაც არ მინდა, სრულიად
ირაციონალურ და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულ ეჭვიანობაში გამოვტყდე.
– უბრალოდ, თვალყურს ვადევნებ, ანა. – წამიერი დუმილის შემდეგ მეუბნება
კრისტიანი. – მხოლოდ და მხოლოდ ვამოწმებ, რომ იქ დარჩეს, სადაც არის, თუმცა თავს
აშკარად უკეთ გრძნობს. ფლინმა ურჩია, ნიუჰეივენში ფსიქოლოგისთვის მიემართა და
ყველა დასკვნა უკვე საკმაოდ დამაიმედებელია. ლაილას ხელოვნება ყოველთვის
აინტერესებდა, ასე რომ... – კრისტიანი ჩუმდება და ჩემი გამომეტყველების
ამოსაცნობად ისევ ყურადღებით მაკვირდება. მე კი უცებ ვხვდები, რომ სამხატვრო
სკოლაში ლაილას სწავლებას კრისტიანი აფინანსებს. უფრო სწორად, ეჭვი მიჩნდება,
მაგრამ... მინდა კი ამის დანამდვილებით ცოდნა? ვკითხო, თუ არა? საქმე, რა თქმა უნდა,
ფულში არ არის, კრისტიანს თავისუფლად შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს, მაგრამ
მე ის მაწუხებს, რომ ამის გაკეთების ვალდებულებას გრძნობს! უცებ ძალაგამოცლილი
ვოხრავ. ჰმ... კრისტიანის წარსული ცხოვრების ტვირთი ბიოლოგიის ფაკულტეტიდან
ბრედლი კენტსა და ჩემი კოცნის მის უნიათო მცდელობებს ნამდვილად ვერაფრით
შეედრება. კრისტიანი ხელზე ხელს მკიდებს.
– ძალიან გთხოვ, ამაზე ნუ ნერვიულობ, ანა. – ბუტბუტებს ის და მეც თანხმობისა და
ინციდენტის აღმოფხვრის ნიშნად ხელზე ხელს გამამხნევებლად და თბილად ვუჭერ.
...ის უბრალოდ იმას აკეთებს, რასაც მნიშვნელოვნად, სამართლიანად და საჭიროდ
მიიჩნევს.
დილის შეხვედრებს შორის მოკლე შუალედი მიჩნდება და ის-ისაა კეიტთან
დასარეკად ტელეფონს ვიღებ, რომ თვალში ფოსტაში შემოსული კრისტიანის წერილს
მხვდება.

From: კრისტიან გრეი


Subject: პირში ქება
Date: 23 აგვისტო, 2011; 09:54
To: ანასტასია გრეი მისის გრეი,

მოგახსენებთ, რომ დილის განმავლობაში შეჭრილ თმასთან დაკავშირებით უკვე სამი


კომპლიმენტი მივიღე. თანაც... კომპლიმენტები საკუთარი თანამშრომლებისგან – ეს
ნამდვილად რაღაც ახალია! ალბათ საქმე ისაა, რომ წუხანდელი ღამის გახსენებაზე,
როგორც ჩანს, სულელივით ვიღიმები.
ანასტასია, შენ ყველაზე საოცარი, ნიჭიერი და ულამაზესი ხარ.
... და მთლიანად და ერთიანად ჩემი!
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ვკითხულობ და გულში თბილი ტალღა მეღვრება.

From: ანასტასიაგრეი
Subject: ვცდილობ ყურადღება მოვიკრიბო და ვიმუშაო
Date: 23 აგვისტო, 2011; 10:48
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი,
მინდა მოგახსენოთ, რომ ვცდილობ ვიმუშაო და სასიამოვნო მოგონებებით გონების
არევა აშკარად არაფერს მარგებს.
არც კი ვიცი, სწორად ვარჩევ თუ არა დროს იმაში გამოსატყდომად, რომ რეის
რეგულარულად ვჭრიდი თმას...
აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ეს გამოცდილება მომავალშიც ასე
გამომადგებოდა?!
და, ჰო, მთლიანად და ერთიანად შენი ვარ, შენ კი ჩემი უსაყვარლესი, ძალაუფლების
მოყვარული და ტირანი ქმარი ხარ, რომელიც მეორე შესწორებით მინიჭებული, ანუ
იარაღის ტარების უფლების გამოყენებაზე ჯიუტად აცხადებს უარს. მაგრამ არა უშავს,
მე დაგიცავ!
ამიერიდან და სამუდამოდ!
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ენი ოუკლი( ამერიკელი მსროლელი ქალი (18601926), რომელმაც მიზანში
მოხვედრით გაითქვა სახელი.)
Date: 23 აგვისტო, 2011; 10:53
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი,
მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს მაინც დალაპარაკებიხართ ტექნიკური
მომსახურების განყოფილებას და გვარი გამოგიცვლიათ. :დ
მე კი ამიერიდან ნამდვილად უფრო მშვიდად დამეძინება, რადგან მეცოდინება, რომ
გვერდში უბრალოდ ცოლი კი არა, მეომარი ქალი მიწევს.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ ჰოპლოფობი გენერალური დირექტორი

ჰოპლოფობი? ეს რაღაა?

From: ანასტასია გრეი


Subject: გრძელი სიტყვები
Date: 23 აგვისტო, 2011; 10:58
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი,
მინდა გითხრათ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ განმაცვიფრეთ თქვენი ლინგვისტური
შესაძლებლობებითა და წიაღსვლებით... ჰმ, და არა მარტო ლინგვისტურით. იმედია,
ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
ანასტასია გრეი,
სი–აი–პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: სუნთქვაშეკრული!
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:01
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი,
თქვენ ახლა მეკეკლუცებით?
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გაოგნებული გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: იქნებ გირჩევნიათ, რომ...
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:04
To: კრისტიან გრეი

გინდათ მითხრათ, რომ ჯობია, თავი ვინმე სხვასთან კეკლუცობით შევიქციო?


გულადი ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ღრრრრ
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:09
To: ანასტასია გრეი

არა!
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ მესაკუთრე გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: ოჰო!..
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:14
To: კრისტიან გრეი

მიღრენ? ჰმ... მე ეს მომწონს! შემახურა...


ათრთოლებული (ჩვენ რომ ვიცით, ისე) ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ფრთხილად!
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:16
To: ანასტასია გრეი

მაშასადამე მეთამაშებით, მისის გრეი?


ვნახოთ, იქნებ დღის მეორე ნახევარში მოგინახულოთ კიდეც და მაგ თქვენ პატარა
კაბინეტში...
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ პრიაპოსული( პრიაპოსი (ბერძ. ლათ.) – ანტიკურ
მითოლოგიაში: მეტისმეტად დიდი და მუდამ წამომართული სასქესო ორგანოს მქონე
ნაყოფიერების, ბაღთა და ველთა ღვთაება; მოგვიანებით რომაულ მითოლოგიაში:
ავხორცულ სიამეთა ღმერთი. გარდა ამისა, მისი გამასხარავებული სახის გამო არსებობს
გამოთქმა „პრიაპოსული ქმნილება“, რაც ფრივოლურ, უხამს ნაწარმოებს ნიშნავს.)
გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: არა, არა და არა!
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:20
To: კრისტიან გრეი

პირობას ვდებ, სამაგალითოდ მოვიქცე, რომ ჩემი ბოსის ბოსი პირდაპირ სამსახურში
არ მეცეს.
ახლა კი, მისტერ გრეი, თუ შეიძლება, ნება მიბოძეთ საქმეს მივხედო, თორემ ჩემი
ბოსის ბოსის ბოსმა შეიძლება, ტრაკით სამსახურიდან მომასრიალოს.
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: &*%$&*&*
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:23
To: ანასტასია გრეი

მერწმუნე, შენი ბოსის ბოსი ახლა მანდ რომ იყოს, შენს ტრაკს ბევრ რამეს უზამდა,
მაგრამ „მოსრიალება“ მისთვის სასურველი ქმედებების ჩამონათვალში ნამდვილად არ
შედის.
კრისტიან გრეი,
ტრაკი & „გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

უკვე ხმამაღლა ვხარხარებ.


From: ანასტასია გრეი
Subject: მომწყდი თავიდან!
Date: 23 აგვისტო, 2011; 11:26
To: კრისტიან გრეი
არ გინდა, ცოტა ხანს თავი იმპერიის მართვით შეიქციო?
თავი გამანებე და ყურადღებას ნუ მიფანტავ, სამუშაო მაქვს!
ისე, მეგონა, უპირატესობას მკერდს ანიჭებდი...
მაგრამ კარგი, შენ ჩემს ტრაკზე იფიქრე, მე შენსაზე ვიფიქრებ.
Ily x
ანასტასია გრეი,
უკვე სრულიად სველი, სი-აი-პის მთავარი რედაქტორი
------------------------------
ხუთშაბათს სამსახურში სოიერს მივყავარ. საშინელ ხასიათზე ვარ, კრისტიანი
ნიუიორკში მაინც გაფრინდა და, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე საათის წინ
დავშორდით, უკვე ძალიან მენატრება. კაბინეტში შესული, კომპიუტერს ვრთავ და
კრისტიანის წერილის დანახვაზე ხასიათი მაშინვე მიკეთდება.

From: კრისტიან გრეი


Subject: უკვე მენატრები
Date: 25 აგვისტო, 2011; 04:32
To:ანასტასია გრეი

მისის გრეი,
ამ დილით არაჩვეულებრივი და ენითაუწერლად მომხიბლავი იყავით.
ვიდრე დავბრუნდები, გთხოვ, კარგად მოიქეცი.
მიყვარხარ!
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

ჩვენი დაქორწინების მერე დღეს პირველი ღამე იქნება, როდესაც უიმისოდ დაძინება
მომიწევს. ვაპირებ, რომ კეიტს შევხვდე და ცოტა დავლიო. იმედი მაქვს, ეს დაძინებაში
მომეხმარება... იქამდე კი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ალბათ ჯერ ისევ ჰაერშია,
კრისტიანს საპასუხო იმეილს ვწერ.

From: ანასტასია გრეი


Subject: ვიდრე შენ გვერდით არ ვიქნები, კარგად მოიქეცი.
Date: 25 აგვისტო, 2011; 09:03
To: კრისტიან გრეი
ძალიან გთხოვ, როგორც კი დაფრინდებით, შემატყობინე, რომ კარგად ხარ.
ვნერვიულობ.
ნუ გეშინია, მეც კარგად მოვიქცევი, თუმცა კეიტთან ერთად ან რა უსიამოვნებები
შეიძლება შემემთხვეს?
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი
წერილს ვგზავნი და ჰანას მზრუნველი ხელით ჩემთვის მომზადებულ ლატეს ვსვამ,
ჰმ... ვინ იფიქრებდა, რომ ყავა შემიყვარდებოდა? თუმცა კი საღამოს კეიტთან შეხვედრა
მელოდება და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის
დანაკლისის შეგრძნებას ვერაფრით ვიშორებ და ეს დანაკლისი ახლა ოცდათხუთმეტი
ათასი ფუტის სიმაღლეზე დასავლეთისკენ, ნიუიორკში მიფრინავს. ნამდვილად არ
მეგონა, თუ მხოლოდ იმის გამო, რომ კრისტიანი სადღაც ახლომახლო არ არის, ასე
ავფორიაქდებოდი და ვინერვიულებდი... თუმცა წლების მერე მასთან დაშორებით
ალბათ უკვე ასეთ დანაკლისს და სიცარიელეს აღარ ვიგრძნობ, არა? თუ ვიგრძნობ?
მძიმედ ვოხრავ და ყურადღება საქმეზე გადამაქვს.
რაც დრო გადის, შუადღისკენ უკვე ძალიან ვნერვიულობ, ხან მოუთმენლად
კომპიუტერში ფოსტას ვამოწმებ, ხან „ბლეკბერის“ ტექსტურ შეტყობინებებში
ვიყურები... სად არის ამდენ ხანს? რა შეიძლებოდა მომხდარიყო? წესით, თვითმფრინავი
ხომ უკვე უნდა დაფრენილიყო?! ჰანა ლანჩზე რაღაცას მეკითხება, მე კი მხოლოდ ხელის
აქნევით ვპასუხობ, ახლა ჭამის თავი ნამდვილად არ მაქვს. მესმის, რომ ეს ჩემი შიში
აბსოლუტურად ირაციონალურია, მაგრამ, ვიდრე დავრწმუნდები, რომ კრისტიანი
კარგად ჩაფრინდა, თავს ვერაფერს ვუხერხებ.
ოფისის შიდა ტელეფონი რეკავს და მოულოდნელობისგან ვცბები.
– ანა სტი... გრეი, გისმენთ?
– ანა, გამარჯობა! – ყურმილიდან, როგორც ჩანს, ჩემი შეცდომით გამხიარულებული
კრისტიანის თბილი ხმა მესმის და მთელ სხეულში ასეთივე თბილი შვების და
სიხარულის ტალღა მივლის.
– კრისტიან! – თვალებგაბრწყინებული ერთიანად ვიბადრები და სულელივით
ვიღიმები. – როგორ იფრინე?
– დამღლელად დიდხანს... კეიტი რასთან დაკავშირებით მოდის?
ოჰ, არა!
– უბრალოდ სადმე დავსხდებით და ცოტას დავლევთ.
კრისტიანი ხმას არ იღებს.
– სოიერი და ის ახალი ქალი... პრესკოტი წამომყვებიან და მოგვხედავენ, – ვეუბნები
ნაჩქარევად, რომ რამენაირად დავამშვიდო.
– მეგონა, კეიტი ჩვენთან აპირებდა მოსვლას.
– კეიტს ხომ დიდხანს სადმე გაჩერებაც არ უყვარს... – გთხოვ, გამიშვი რა!
ყურმილიდან მხოლოდ მძიმე ოხვრა ისმის.
– აქამდე რატომ არ მითხარი, რომ გასვლას აპირებდი? – მეკითხება ის ხმადაბლა.
მეტისმეტად ხმადაბლა.
ის მართალია. გონებაში საკუთარ თავს მუჯლუგუნს ვკრავ, ღირსი ხარ!
– კრისტიან, ყველაფერი კარგად იქნება. რაიანი, სოიერი და პრესკოტი აქ არიან...
მხოლოდ ერთ-ორ კოქტეილს დავლევთ და სახლში დავბრუნდები.
კრისტიანი ჯიუტად დუმს და მშვენივრად ვხვდები, რომ ჩემი ეს წამოწყება აშკარად
ძალიან არ მოსწონს.
– კრისტიან, მე ხომ კეიტი სულ რამდენჯერმე ვნახე მას შემდეგ, რაც მე და შენ
ერთმანეთი გავიცანით. გთხოვ. ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია.
– ანა, მე სულაც არ მინდა, შენს მეგობრებთან ურთიერთობაში ხელი შეგიშალო,
მაგრამ... უბრალოდ, მეგონა, რომ ის ჩვენთან მოვიდოდა.
– კარგი, – ვეთანხმები, რომ არ ვანერვიულო. – მაშინ სახლში ვიქნებით და არსად
წავალთ.
– ეს ხომ სამუდამო აკრძალვა არ არის, ანა. მხოლოდ მანამ, სანამ ის შეშლილი
თავისუფლად დაძრწის, გთხოვ, თავს გაუფრთხილდი, ძალიან გთხოვ, ანა...
– კარგი, კრისტიან, კარგი, მე ხომ უკვე დაგთანხმდი. – ვბუტბუტებ სასოწარკვეთილი
და თვალებს ვატრიალებ.
კრისტიანი ყურმილში ფრუტუნებს.
– ანა, აქედანაც კი ვგრძნობ, რომ თვალები აატრიალე.
ყურმილს, თითქოს გავეყიდო, კოპებშეკრული დავყურებ.
– კარგი, მაპატიე, არ მეგონა, რომ ამით ასე აგაფორიაქებდი და არც მინდოდა... არა
უშავს, კეიტს დაველაპარაკები და ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ შენ მანდ მშვიდად
იყო.
– კარგი... – ყურმილიდან ჩემს სმენას აშკარა შვებით ამოსუნთქვა სწვდება და თავს
დამნაშავედ ვგრძნობ, რომ კრისტიანის რეაქცია თავიდანვე არ გავითვალისწინე.
– ახლა სად ხარ?
– კენედის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე.
– ა, ესე იგი, ეს ეს არის, რაც დაფრინდით?
– შენ ხომ მთხოვე, რომ დაფრენისთანავე დამერეკა.
სიხარულით ვიღიმები, ჩემიქვეცნობიერი კი კოპებშეკრული, სახეზე გამოხატული
საყვედურის გამომეტყველებით მაჩერდება. „ხედავ? ის თავის დანაპირებს პირნათლად
ასრულებს“.
– ჰმ, რაღა მეთქმის?! რადგან ასეა, მისტერ გრეი, მიხარია, რომ თუნდაც ერთ-ერთი
ჩვენგანი მაინც ამდენად პუნქტუალური და საკუთარი სიტყვის პატრონია.
ის იცინის.
– მისის გრეი, ჰიპერბოლურობისადმი თქვენს მიდრეკილებას საზღვარი ნამდვილად
არა აქვს. რა მოგიხერხო?!
– მისტერ გრეი, დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის ახერხებთ ხოლმე, მაგ
საკითხსაც შემოქმედებითად მიუდგებით და რაიმე საინტერესოს მოიფიქრებთ.
– ეს შემიძლია, კეკლუცობად მივიჩნიო?
– რა თქმა უნდა.
მისი ჩაცინება მესმის.
– კარგი. ჩემი წასვლის დროა. ანა, გთხოვ, ისე მოიქეცი, როგორც გითხარი. დაცვამ
თავისი საქმე კარგად იცის.
– კარგი, კრისტიან, ისე გავაკეთებ, როგორც მითხარი. – ვეუბნები მე, მაგრამ ვგრძნობ,
მიუხედავად იმისა, რომ თავისას მიაღწია, ხმა ისევ გაღიზიანებული აქვს. ტელეფონით
ისევ ვლაპარაკობთ და უცებ „ბლეკბერიზეც“ სმსს ვიღებ „ხვალამდე, მაგრამ დღეს
საღამოს მოგვიანებით კიდევ დაგირეკავ“.
– იმისთვის, რომ შემამოწმო?
– რა თქმა უნდა.
– ოჰ, კრისტიან! – საყვედურით ხმაში ვოხრავ მე.
– Au revoir, მისის გრეი.
– Au revoir, კრისტიან. მიყვარხარ.
ის მკვეთრად და დაუფარავად ოხრავს.
– მეც მიყვარხარ, ანა.
ტელეფონს არც ერთი არ ვთიშავთ.
– გათიშე, – ვეუბნები ჩურჩულით
– განკარგულებების გაცემა გიყვარს, არა?
– ეს შენ გიყვარს განკარგულებების გაცემა.
– შენ ჩემი ხარ, ანა. – ამოსუნთქვას აყოლებს სიტყვებს. – გააკეთე, რასაც გეუბნები,
ყურმილი დაკიდე.
– არის, სერ.
ტელეფონს ვთიშავ და ხელში შერჩენილ ყურმილს სულელივით ვუღიმი. რამდენიმე
წამში ფოსტაში ისევ კრისტიანის იმეილი შემოდის.

From: კრისტიან გრეი


Subject: აკანკალებული ხელები
Date: 25 აგვისტო, 2011; აღმ. დრ. 13:42
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი,
მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ტელეფონით ლაპარაკიც ფრიად საინტერესო და
სახალისოა. სერიოზულად გეუბნები, გთხოვ, ისე გააკეთო, როგორც შევთანხმდით...
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყო, რომ საშიში არაფერი
გემუქრება. მიყვარხარ!
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

გულახდილად რომ ვთქვათ, ნამდვილი დესპოტია, მაგრამ ერთი სატელეფონო ზარი


და მთელი ჩემი შფოთი და ნერვიულობა უკვალოდ ქრება. ის ნორმალურად ჩაფრინდა,
კარგად არის და იქიდან უკვე იმასაც ასწრებს, რომ ჩემზე ზრუნავს და ნერვიულობს.
სიხარულით ხელებს წამით მხრებზე ვიხვევ და ისევ ვიღიმები. ღმერთო, როგორ
მიყვარს!.. კარზე ჰანა აკაკუნებს და მოულოდნელობისაგან შემცბარს კრისტიანზე
ფიქრებიდან ისევ რეალურ სამყაროში მაბრუნებს.
კეიტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. თეთრი
გამოკვართული ჯინსი მისი უნაკლო და გრძელი ფეხების სილამაზეს უსვამს ხაზს,
ზემოდან კი წითელი ბლუზა აცვია... მაგარია! როკფესტივალის ვარსკვლავს ჰგავს. მის
შესახვედრად მისაღებში გასულს კი უკვე კლერთან ჭორაობაში გართული მხვდება.
– ანა! – ყვირის კეიტი და ორივე გაშლილი ხელით მეხვევა, მერე მხრებში ხელებს
მკიდებს, ერთი ნაბიჯით უკან იწევს და ინტერესით მათვალიერებს. – მინდა გითხრა,
რომ ნამდვილად დიიდზე დიდი მაგნატის ცოლივით გამოიყურები! არა, ვინ
იფიქრებდა, ა? ჩვენი პატარა ანა სტილი... ვინ იფიქრებდა, რომ ასე დაიხვეწებოდა და
ასეთი მაცდური გახდებოდა... დღეს მუქი კრემისფერი კაბა მაცვია, წელზე შემოჭერილი
მუქლურჯი ქამრით და მუქლურჯივე ქუსლიანი ფეხსაცმელი.
ის ბედნიერებისგან გადაბადრული მიღიმის, მე კი ჯერ თვალებს ვუტრიალებ, მაგრამ
მერე გულღიად ვუღიმი.
– როგორ მიხარია შენი ნახვა, კეიტ. – ვეუბნები და მეც ვეხვევი.
– აბა, სად წავიდეთ?
– კრისტიანს უნდა, რომ სახლში დავრჩეთ.
– მართლა? მაგრამ იქნებ იქამდე „ზიგ ზაგში“ შეგვევლო და თითო კოქტეილი
დაგველია? მაგიდა უკვე დავჯავშნე.
პირს ვაღებ, რომ ავუხსნა...
– ნუ, გთხოოოვ!.. – წკმუტუნებს კეიტი და ტუჩებს საყვარლად ბუშტავს, როგორც ჩანს,
ტუჩების გაბუშტვა მიასგან გადმოიღო, ყოველ შემთხვევაში, ადრე ამას ნამდვილად არ
აკეთებდა ხოლმე.
სიმართლე ითქვას „ზიგ ზაგში“ წასვლა მეც ძალიან მინდა. უკანასკნელად, როდესაც იქ
ვიყავით, მაგარი დრო გავატარეთ და კარგად გავერთეთ, თანაც კეიტის ბინიდან ორ
ნაბიჯშია.
ერთის ნიშნად საჩვენებელ თითს ვწევ.
– მხოლოდ თითოთითო!
კეიტს სახე უნათდება.
– კარგი, მხოლოდ თითო-თითო. – მეთანხმება მაშინვე, ბედნიერი გამომეტყველებით
ხელკავს მდებს და ორივე ტროტუართან გაჩერებული მანქანისკენ მივდივართ.
საჭესთან სოიერი ზის. მეორე, თანმხლები დაცვის თანამშრომელი დღეს, ჩვენი
უსაფრთხოების სამსახურის ახალი წევრი, მაღალი და სერიოზული გამომეტყველების
აფროამერიკელი, მის სამანტა პრესკოტია, რომელსაც ჯერ, სიმართლე ითქვას, ვერ
შევეჩვიე, ალბათ იმიტომ, რომ პროფესიულ ეთიკას მეტისმეტად გულმოდგინედ იცავს
და თავი როგორღაც შორს და განყენებულად უჭირავს. ისევე როგორც ჯგუფის
ყველადანარჩენი წევრი, სამანტა პრესკოტიც ტეილორმა შეარჩია. ჩაცმულობით კი
სოიერის ტყუპისცალივით გამოიყურება, მუქლურჯი შარვლიანი კოსტიუმი აცვია.
– სოიერ, თუ შეიძლება, კაფე „ზიგ ზაგში“ წაგვიყვანეთ.
სოიერი ჩემკენ ბრუნდება და რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მაგრამ მაშინვე კუმავს.
გასაგებია. ამასთან დაკავშირებით განკარგულება უკვე მიღებული აქვს და ჩემი
თხოვნით უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებ. სოეირი მიყურებს და ჭოჭმანობს.
– კაფე „ზიგ ზაგი“. ცოტა ხნით გავჩერდებით, მხოლოდ თითო-თითო კოქტეილს
დავლევთ.
თვალს კეიტისკენ ვაპარებ და ვხედავ, რომ სოიერს კოპებშეკრული შეჰყურებს.
საწყალი სოიერი.
– დიახ, მემ.
– მისტერ გრეიმ გვთხოვა, რომ სახლში მიგვეყვანეთ. – ერთვება პრესკოტი.
– მისტერ გრეი აქ არ არის, – მკვეთრად ვაწყვეტინებ მე, – „ზიგ ზაგში“, თუ შეიძლება.
– მემ. – მპასუხობს სოიერი და წამიერი მზერა პრესკოტზე გადააქვს, რომელიც
კეთილგონივრულად ჩუმდება და ხმას აღარ იღებს.
კეიტი, ისეთი გამომეტყველებით, თითქოს არც დანახულის სჯეროდეს და არც
მოსმენილის, თვალებგაფართოებული მაჩერდება. მე ტუჩებს მრავალმნიშვნელოვნად
ვპრუწავ და მხრებს ვიჩეჩ. ჰო, ასეა, მე ბევრად უფრო თავდაჯერებული და გამბედავი
ვარ, ვიდრე ადრე. კეიტი მოწონების ნიშნად თავს მიქნევს. სოიერი ძრავას ქოქავს და
ტროტუარს მოშორებული „აუდი“ საღამოხანს უკვე გადატვირთულ ქუჩაზე მანქანების
დინებას უერთდება.
– არადა ამ დამატებითი დაცვის გამო გრეისი და მია ლამის არის გაგიჟდნენ, –
მეუბნება კეიტი.
რაა? კეიტს გაოგნებული და დაბნეული შევყურებ.
– არ იცოდი? – უნდობლად მეკითხება ის.
– რა არ ვიცოდი?
– გრეის ოჯახის ყველა წევრისთვის უსაფრთხოების დაცვა გასამმაგებულია.
– მართლა?
– კრისტიანმა არ გითხრა?
ვგრძნობ, როგორ ვწითლდები.
– არა. – ოჰ, კრისტიან, რა სიგიჟეა! – შენ იცი, რატომ?
– კი, ჯეკ ჰაიდის გამო.
– ჯეკ ჰაიდის გამო? მეგონა, ჰაიდს კრისტიანი სჭირდებოდა, სხვები რა შუაში არიან? –
სული მეხუთება. ღმერთო!.. კი, მაგრამ მე რატომ არაფერი მითხრა?
– ორშაბათიდან მოყოლებული, ასეა. – ამატებს კეიტი.
ამ ორშაბათიდან? ჰმ... ჯეკი მე სწორედ წინა დღეს, კვირას ამოვიცანი... მაგრამ... არ
მესმის, გრეის ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც დაცვის გასამმაგება რა საჭირო იყო?
რა ხდება?
– ეს ყველაფერი შენ საიდან იცი?
– ელიოტისგან.
ჰო, ნუ, რა თქმა უნდა.
– კრისტიანს შენთვის არაფერი უთქვამს, არა?
ისევ ვწითლდები.
– არა.
– ოჰ, ანა, ამას როგორ იტან?
სასოწარკვეთილი ვოხრავ. კეიტი, როგორც ყოველთვის, გამოსროლილ სიტყვას
ყველაზე მტკივნეული ადგილის ყველაზე მტკივნეულ წერტილში არტყამს და თანაც
თავისი ჩვეული მანერით, ყოველგვარი შეპარებისა და დანდობის გარეშე თავში უროს
ჩარტყმასავით მახლის.
– შენ მაინც იცი, რაშია საქმე? – ვეკითხები მას. თუ კრისტიანი არ თვლის საჭიროდ,
გამარკვიოს ჩვენ გარშემო რა ხდება, იქნებ მაშინ კეიტმა გამანათლოს.
– როგორც ელიოტმა მითხრა, საქმე ეხება რაღაც ინფორმაციას, რომელსაც, ვიდრე ის
ჯერ კიდევ სიაიპიში მუშაობდა, ჯეკ ჰაიდი თავის კომპიუტერში ინახავდა.
ოჰო!...
– სერიოზულად მეუბნები? – უკვე ძალიან ვბრაზდები. რა გამოდის, რომ კეიტმა ამ
ყველაფერთან დაკავშირებით ჩემზე მეტი იცის?!
თავს ვწევ და უკანა ხედვის სარკეში სოიერის ჩემკენ მომართულ მზერას ვხედავ.
შუქნიშანზე წითელი მწვანით იცვლება, სოიერი მანქანას ძრავს და იძულებული ხდება,
ყურადღება გზაზე გადაიტანოს, მე კი ისევ კეიტისკენ ვბრუნდები, ტუჩებთან თითი
მიმაქვს და ისიც თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. თუმცა დარწმუნებული ვარ,
სოიერმაც ყველაფერი იცის, აი, მე კი, არა.
– ელიოტი როგორ არის? – ვეკითხები კეიტს, რომ თემა შევცვალო.
თვალებაციმციმებული, ის მაშინვე სულელივით იღიმება და თითქოს აქამდე ძლივს
ითმენდაო, ახალ ამბებს სულმოუთქმელად მიყვება.
სოიერი მანქანას „ზიგ ზაგის“ შესასვლელის წინ, ტროტუართან აჩერებს. პრესკოტი
მანქანიდან გადადის და კარს მიღებს, პირველი მე გადავდივარ, კეიტი უკან მომყვება,
მერე ხელკავს მდებს და გზას ერთად ვაგრძელებთ, პრესკოტი მოქუფრული
გამომეტყველებით ორი ნაბიჯით უკან მოდის. ღმერთო ჩემო! ბარში დასალევად
შევდივართ, რა არის ამაში ასეთი ტრაგიკული?! სოიერი ტროტუარს შორდება და
მანქანა ავტოსადგომზე გადაჰყავს.
– გამაგებინე ერთი, ჯიას ელიოტი საიდან იცნობს? – ვეკითხები კეიტს და უკვე მეორე
მარწყვის მოჰიტოს ვწრუპავ.
„ზიგ ზაგი“ ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ბარია, ატმოსფეროც ინტიმური, ხელს
არავინ გვიშლის, ამიტომ აქედან წასვლა ნამდვილად არ მინდა. მე და კეიტი
გაუჩერებლად ვლაქლაქებთ და ეს არაჩვეულებრივია, უკვე დამავიწყდა კიდეც, როგორ
მიყვარდა ხოლმე კეიტთან ერთად ადრე ასე, რომელიმე ბარში ჯდომა და ლაპარაკი და
რა სიამოვნებაა, როდესაც მეგობართან ერთად შეგიძლია, უბრალოდ თავისუფლება
იგრძნო, დაისვენო და გაერთო... კრისტიანისთვის sms ხომარ გამეგზავნა? მაგრამ
მაშინვე ვხვდები, რომ კრისტიანი მხოლოდ გაბრაზდება და დანაშაულში დაჭერილი
ბავშვივით ახლავე სახლში წასვლას მიბრძანებს და ამიტომ შეტყობინების გაგზავნაზე
სასწრაფოდ უარს ვამბობ.
– გთხოვ, ოღონდ ეგ ძუკნა არ გამახსენო! – ჯიას ხსენებაზე ბოროტად სისინებს კეიტი,
მე კი მის რეაქციაზე სიცილი მიტყდება. – სასაცილო რა არის, სტილ? – ფეთქდება უცებ,
თუმცა, რა თქმა უნდა, არასერიოზულად.
– არაფერი, მხოლოდ ის, რომ ჯიას შეფასებაში აბსოლუტურად გეთანხმები.
– მართლა?
– ჰო, კრისტიანს ლამის ზედ ახტებოდა.
– ელიოტსაც!.. – მეუბნება კოპებშეკრული და ნაწყენი გამომეტყველებით.
– არაა!
ის დასტურად თავს მიქნევს და სახეზე თავის საფირმო გრიმასას ირგებს – ტუჩებს
მკვახედ მუწავს.
– მაგრამ, მგონი, დიდხანს არა, როგორც ვიცი, შარშან... სუფთა კარიერისტია და სულაც
არ მიკვირს, რომ ახლა კრისტიანი ამოუღია მიზანში.
– კრისტიანი უკვე დაკავებულია. პირდაპირ ასე ვუთხარი: ან თავს დაანებებ ან
შეკვეთის გარეშე დარჩები-მეთქი.
კეიტი სრულიად გაოგნებული და თვალებგაფართოებული მაჩერდება. მე ამაყად თავს
ვუქნევ და ისიც ნელნელა განათებული და საბოლოოდ ერთიანად გადაბადრული
კოქტეილის ჭიქას სწევს.
– მისის ანასტასია გრეი! ვამაყობ შენით, ასე გააგრძელე!
სიცილით ერთმანეთს ჭიქებს ვუჭახუნებთ.
– ელიოტმა იარაღის ხმარება იცის?
– არა, ყოველგვარი იარაღის კატეგორიულად წინააღმდეგია. – მეუბნება კეიტი და
საწრუპით თავის მესამე ჭიქა კოქტეილს ურევს.
– კრისტიანიც. მგონი, ეს გრეისის და კარიკის გავლენაა, – ვბუტბუტებ უკვე ოდნავ
ენაარეული.
– კარიკი კარგი ადამიანია. – თავს მიქნევს კეიტი.
– საქორწინო ხელშეკრულების დადებას სწორედ კარიკი ითხოვდა. – ვოხრავ
ნაღვლიანად.
– კარგი, რა, ანა. – კეიტი მაგიდის მეორე ბოლოდან გამოწვდილ ხელს ხელზე მკიდებს.
– ის ხომ უბრალოდ თავის შვილზე ფიქრობდა, შენც, აგერ, ვერ ხედავ შუბლზე
გაწერია, რომ სიმდიდრის მაძიებელი არამზადა ხარ! – მეუბნება ის სიცილით, მე კი ენას
ვუყოფ და ხითხითს ვიწყებ.
– დროა, გაიზარდოთ, მისის გრეი, – კრისტიანისნაირი ჭკუის დამრიგებლური
ინტონაციით წარმოთქვამს ის. – დიდი დრო კი არ დარჩა მანამდე, სანამ შენც ზუსტად
იმავეს გააკეთებ შენი შვილისთვის!
– შვილისთვის? – კეიტს თვალებგაფართოებული და პირდაღებული ვაჩერდები.
რატომღაც აქამდე თავშიც არ მომსვლია, რომ ჩემი შვილები მდიდრები იქნებიან, რომ
ყველაფერი ექნებათ, რასაც მოისურვებენ და არაფერი დააკლდებათ... საერთოდ
არაფერი!.. ჰმ, ამაზე კიდევ კარგად უნდა ვიფიქრო, მაგრამ ახლა არა. მზერა შორიახლო
მსხდომ პრესკოტსა და სოიერზე გადამაქვს, ორივეს ხელში შუშხუნა გაზიანი,
მინერალური წყლით სავსე ჭიქა უჭირავს და ჩვენ და მოპირდაპირე კედელთან მდგარი
მაგიდის გარშემო შეკრებილ კომპანიას ადევნებენ თვალს.
– რამე ხომ არ გვეჭამა? – ვთავაზობ კეიტს.
– არა, ჯობია, კიდევ დავლიოთ.
– რა გჭირს, ასე რამ მოგაწყურა?
– არაფერი, უბრალოდ, ისე იშვიათად გნახულობ, მიხარია, რომ შევხვდით. არა, ანა,
არა, აი იმას ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პირველივე შეყვარებულს
ცოლად გაჰყვებოდი. – ის ისევ ტუჩებს ბუშტავს და თავს აქნევს. – სიმართლე გითხრა,
ისე ნაჩქარევად დაქორწინდით, რომ ვიფიქრე, ფეხმძიმედ არის-მეთქი.
სულელივით ვხითხითებ.
– ეეჰ, ყველა ეგრე ფიქრობდა, – ვბუტბუტებ ენაარეული. – მაგრამ, გთხოვ, ოღონდ
ახლა შენც ამაზე ლაპარაკი არ დაიწყო... თანაც ტუალეტში უნდა გავიდე.
საპირფარეშოსკენ მიმავალს პრესკოტი უკან მომყვება, ხმას არ იღებს, თუმცა ხმის
ამოუღებლადაც ყველაფერი გასაგებია, მისი საყვედურიანი გამომეტყველების
რადიაციის დასხივების ერთეულებში გადაყვანა რომ შეიძლებოდეს, ახლა ნამდვილად
დასხივების მომაკვდინებელ დოზას მივიღებდი.
– მას შემდეგ, რაც გავთხოვდი, ჩემს მეგობრებთან ერთად არც ერთხელ არსად არ
გავსულვარ, – ვიდრე საქმეს ვითავებ, ვბუტბუტებ დახურულ კარს იქით მდგარი
პრესკოტის გასაგონად. ...და საერთოდ, რა უნდა ჰაიდს ამ ბარში?! კრისტიანი, როგორც
ყოველთვის, უბრალოდ თავს იზღვევს, ეს არის და ეს...
– კეიტ, უკვე გვიანია, უნდა წავიდეთ.
თერთმეტს თხუთმეტი წუთი აკლია და მე ერთის მაგივრად, ოთხი ჭიქა მარწყვის
მოჰიტოს დალევა მოვასწარი. ალკოჰოლის ზემოქმედებას უკვე სრულიად ცხადად
ვგრძნობ, საშინლად მცხელა, აზრებს ვერ ვალაგებ და ფოკუსი მერევა. კრისტიანს
ყველაფერს ავუხსნი... ყველაფერს მოვაგვარებ... რამენაირად მოგვარდება...
– რა თქმა უნდა, ანა. ძალიან მენატრებოდი და გამიხარდა, რომ შევხვდით. შენ ახლა
ისეთი... არც კი ვიცი... ისეთი თავდაჯერებული გამხდარხარ!.. მოკლედ, გათხოვება
აშკარად მოგიხდა.
ვგრძნობ, რომ ერთიანად ვწითლდები, სახე მიხურს. მის კავანასგან ასეთი სიტყვები,
შეიძლება ითქვას, უდიდესი კომპლიმენტია.
– ასეც არის, – ვეუბნები ჩურჩულით და ალბათ ესეც ალკოჰოლის ეფექტია, მოწოლილი
ცრემლისგან თვალები მეწვის.
თავს ისე კარგად ვგრძნობ,რომ ალბათ ამაზე მეტი ბედნიერების წარმოდგენაც კი
გამიჭირდებოდა. მიუხედავად კრისტიანის მძიმე ხასიათისა და მისი ელფერებისა, მე
გამიმართლა, ნამდვილად ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ოცნების მამაკაცს შევხვდი და
ცოლად გავყევი... ასე, ცოტაც და ავტირდები, ამიტომ ჩემი სენტიმენტალური
ფიქრებისგან გადასართავად თემას ნაჩქარევად ვცვლი.
– არაჩვეულებრივი საღამო იყო, – ვეუბნები კეიტს და ხელზე ხელს ვკიდებ, –
გმადლობ, რომ გამომიყვანე!
როგორც კი დასამშვიდობებლად გადახვევის შემდეგ ერთმანეთს ხელს ვუშვებთ
სოიერს ნიშანს ვაძლევ, ის კი მანქანის გასაღებს პრესკოტს აწვდის.
– დარწმუნებული ვარ, ამ თავგამოდებულმა არამკითხე პრესკოტმა კრისტიანს უკვე
ჩაუკაკლა, რომ სახლში არ ვარ. კრისტიანი გაგიჟდება, – ჩურჩულით ვეუბნები კეიტს.
ჰმ... იქნებ კრისტიანმა ჩემი დასჯის რამე საინტერესო მეთოდიც მოიფიქროს... იმედი
მაქვს, ასეც იქნება.
– აბა, რა გაცინებს? კრისტიანის მოთმინებიდან გამოყვანა გიყვარს?
– არა, სულაც არა, პირიქით, უბრალოდ კრისტიანი ისედაც ფეთქებადი და ემოციურია,
უნდა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თვითონ მიაჩნია საჭიროდ და უყვარს,
როდესაც ყველაფერს აკონტროლებს.
– ეგ უკვე მე თვითონაც შევამჩნიე. – მეუბნება კეიტი მშრალი ტონით.
მანქანა კეიტის სახლთან ჩერდება და ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ და მაგრად
ვეხვევით.
– არ დაიკარგო, – ჩურჩულით მეუბნება ის, ლოყაზე მკოცნის და მანქანიდან გადადის.
მე ხელს ვუქნევ და უცებ ნაღველისა და მელანქოლიის საოცარი შეგრძნება მეუფლება.
ღმერთო, როგორ მაკლია ჩემი და კეიტის აი, ასეთი, უბრალო საღამოები,
თავისუფლებისა და იმის შეგრძნება, რომ ახალგაზრდები ვართ... რა კარგი იყო, რა
კარგად გავერთეთ... რამენაირად უნდა მოვახერხო, რომ უფრო ხშირად შევხვდე ხოლმე
კეიტს, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ამას ჩემივე სურვილის გამო ვერ ვახერხებ,
იმიტომ, რომ კრისტიანთან ერთად ჩვენს საკუთარ, მხოლოდ ჩვენთვის განკუთვნილ
სამყაროში მიყვარს ყოფნა... გუშინ საღამოს საქველმოქმედო საღამოზე ვიყავით. ოჰ,
ძვირფასძვირფას კოსტიუმებში გამოწყობილი რამდენი მამაკაცი და რამდენიმე
ელეგანტური და ულამაზესი ქალი იყო იქ და ყველა მხოლოდ უძრავი ქონების ფასებზე,
ეკონომიკურ კრიზისზე და საფონდო ბირჟების მდგომარეობაზე ლაპარაკობდა... და ეს
მოსაწყენი იყო, საშინლად მოსაწყენი, ასე რომ, იმათ ფონზე ჩემი ასაკის მეგობართან
ერთად დროის გატარება და გართობა ჩემთვის ნამდვილი სუფთა ჰაერის ყლუპია.
მუცელი მიბუყბუყებს. ღმერთო, მე ხომ მთელი დღეა არაფერი მიჭამია... ჯანდაბა,
კრისტიან!.. ნაჩქარევად ჩანთაში ვიქექები და „ბლეკბერის“ ვიღებ. ოჰ, ღმერთო... ხუთი
უპასუხო ზარი და ერთი შეტყობინება...
„ანა, სად ხარ?“
კიდევ ერთი იმეილი.

From: კრისტიან გრეი


Subject: გაბრაზებული. ასეთი გაბრაზებული ჯერ არ ვყოფილვარ
Date: 26 აგვისტო, 2011; აღმ. დრ. 00:42
To: ანასტასია გრეი

ანასტასია,
სოიერმა მითხრა, რომ ბარში ხარ და კოქტეილს სვამ. შენ ხომ დამპირდი, რომ არ
წახვიდოდი?
წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა გაცოფებული ვარ?!
ხვალამდე.
კრისტიან გრეი,
გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სული კოჭებში მეპარება. ჯანდაბა! ჩემს ქვეცნობიერს
პირდაპირ სახეზე აწერია: „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ და საყვედურითა და განსჯით
სავსე მზერით მიყურებს... ანკი რას ველოდებოდი? იქნებ დავურეკო? მაგრამ არა, ალბათ
უკვე დაიძინა... ან ოთახში ბოლთას სცემს. არა, ჯობია, შეტყობინებას გავუგზავნი...
იმედია, შეტყობინება საკმარისი იქნება.
„კრისტიან, ყველაფერი კარგად არის და მეც კარგად ვარ, არაჩვეულებრივი დრო
გავატარე. გთხოვ, ნუ მიბრაზდები“
„ბლეკბერის“ დავყურებ და ერთი სული მაქვს, მიპასუხოს, მაგრამ კრისტიანი პასუხს
არ მცემს. იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ვოხრავ. პრესკოტი „აუდის“
„ესკალის“ შესასვლელთან აჩერებს, სოიერი მანქანიდან გადადის, კარს მიღებს და
ვესტიბიულში ლიფტისკენ ერთად მივდივართ.
– კრისტიანმა როდის დაგირეკათ? – ვეკითხები მას, ვიდრე ლიფტს ველოდებით.
სოიერი ერთიანად წითლდება.
– დაახლოებით ათის ნახევარზე, მემ.
– რატომ არ მანიშნე? დაველაპარაკებოდი და...
– მისტერ გრეის განკარგულება იყო, თქვენთვის არაფერი მეთქვა, მემ.
ტუჩებს ჯიუტად ვმუწავ. ლიფტის კარი იღება და პენტჰაუსისკენ კაბინა სრულ
მდუმარებაში მისრიალებს. უცებ ვხვდები, რომ გამიმართლა, კიდევ კარგი, რომ
კრისტიანი ახლა ძალიან შორს, ქვეყნის მეორე ბოლოშია და შეხვედრამდე წინ კიდევ
მთელი ღამეა, რომლის განმავლობაშიც, იმედი მაქვს, დაწყნარდება და ცოტა
დაშოშმინდება, მაგრამ, მეორე მხრივ... ძალიან მენატრება. ლიფტის კარი იღება და
გაოგნებისგან წამის უსწრაფესად ადგილზე გაშეშებული ფოიეს ვაჩერდები.
ნახატს რა დაემართა?
ყვავილების ლარნაკი გატეხილია, ფოიეს მთელი იატაკი წყლის პატარ-პატარა
გუბეებით, ლარნაკის ნამსხვრევებითა და ყვავილებით არის მოფენილი, მაგიდა
გადაბრუნებულია... თავზარდაცემისა და გაოგნებისგან თმის ყოველი ღერი წიწკნას
მიწყებს.
სოიერი მკლავში ხელს მავლებს და კაბინის სიღმეში, უკანა კედელისკენ მქაჩავს.
– აქ იყავით.– ჩურჩულით ცრის ის კბილებში და ბუდიდან პისტოლეტს იღებს, მერე
ფოიეში გადის და ჩემი თვალთახედვიდან იკარგება.
ოჰ, ღმერთო! ზურგით ლიფტის კაბინის კედელს ვეკვრები... ღმერთო, რა ხდება?
– ლუკ! – ისმის დიდი ოთახიდან რაიანის ხმა. – ლურჯი კოდი! ლურჯი კოდი?
– აიყვანე? – კითხულობს სოიერი. – ჯანდაბა!
მთელი სხეულით კაბინის კუთხეს ვეტმასნები. ღმერთო, რა ხდება? ძარღვებში
ადრენალინით აგუგუნებული საკუთარი სისხლის შხუილი მესმის, გულისცემას
პირდაპირ ყელში ვგრძნობ... ჩემს სმენამდე დახშული ხმები აღწევს და რამდენიმე წამში
კაბინასთან სოიერი ბრუნდება. ის პირდაპირ იატაკზე დაღვრილი წყლის პატარა გუბეში
დგება და იარაღს ბუდეში აბრუნებს.
– შეგიძლიათ გამოხვიდეთ, მისის გრეი. – მეუბნება მშვიდი ხმით.
– რა მოხდა, ლუკ? – ხმა იმდენად ჩავარდნილი მაქვს, შეგრძნება მიჩნდება, რომ ვიღაც
სხვა ლაპარაკობს.
– დაუპატიჟებელი სტუმარი გვყავს. – მპასუხობს ის და იდაყვში ხელს მკიდებს. კიდევ
კარგი, თორემ ნერვიულობისგან მომჩვარული ფეხები ლამისაა მომეკვეთოს. სოიერს
გაღებული ორფრთიანი კარის გავლით ოთახში შევყავარ.
დიდი ოთახის ზღურბლზე რაიანი დგას, უპიდან და ტუჩის კუთხიდან სისხლი
ჩამოსდის, ერთიანად როგორღაც აჩეჩილი და ალაგ-ალაგ ტანსაცმელშემოგლეჯილია...
მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი ის არის, რომ მის ფეხებთან, იატაკზე ჯეკ ჰაიდი
აგდია.

თავი მეათე
გული ლამის არის მკერდიდან ამომიხტეს, შიშითა და ალკოჰოლით აჩქარებული
სისხლი სისხლის მიმოქცევის მთელ ჩემს სისტემას შხუილით უვლის და თავისკენ
ავარდნილი ყურებში ხმაურით მიფეთქავს.
– ის... – ძლივს ვახერხებ ლუღლუღით ამოთქმას, მაგრამ ფრაზას ვერ ვასრულებ,
სიტყვა მიწყდება და თვალებგაფართოებული და თავზარდაცემული რაიანს ვაჩერდები.
იატაკზე გაშხლართული სხეულის შეხედვის ძალა არ მყოფნის.
– არა, მემ, უბრალოდ გათიშულია.
მადლობა ღმერთს. შედარებით ვმშვიდდები.
– თქვენ?.. – ვეკითხები რაიანს და მხოლოდ ახლაღა ვხვდები, რომ მისი სახელი არ
ვიცი. თითქოს მარათონი გაერბინოს, ის მძიმედ სუნთქავს, მერე ხელს სწევს და ტუჩის
კუთხესთან სისხლს იწმენდს, ყვრიმალზე კი, სადაც, როგორც ჩანს, ჯეკის დარტყმული
მოხვდა, ოდნავი სილურჯე ნელ-ნელა უკვე მუქ ფერს იღებს.
– ადვილად არ დამნებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დიდი ვერაფერი დამაკლო,
კარგად ვარ, მემ. – მეუბნება ის და თავისი სიტყვების დასტურად გამამხნევებლად
მიღიმის.
ალბათ რაიანს უკეთ რომ ვიცნობდე, ამ ღიმილს თვითკმაყოფილ ღიმილად უფრო
ჩავთვლიდი.
– გეილი სად არის?.. მისის ჯონსი? – ოჰ, ღმერთო, არა! სად არის? რა დაემართა?
– აქ ვარ, ანა. – მისის ჯონსის ხმის გაგონებაზე თავს უკან ვაბრუნებ. ის ღამის პერანგის
ზემოდან მოცმულ ხალათში და თმაგაშლილი შიშისგან სრულიად გაფითრებული და
თვალებგაფართოებული მიყურებს, ალბათ ისევე, როგორც მე მას. – რაიანმა გამაღვიძა
და მითხრა, რომ სასწრაფოდ იქ შევსულიყავი, – ის ხელს ზურგს უკან, ტეილორის
კაბინეტისკენ იშვერს. – კარგად ვარ, დამშვიდდით, თქვენ როგორ ხართ, ანა?
– კარგად ვარ... – ვბუტბუტებ და თავს ვუქნევ. აჰა, გასაგებია, ეტყობა, მისის ჯონსი
ტეილორის ოთახის გვერდზე თავშესაფარში იყო და ყველაფერი რომ დამთავრდა,
იქიდან მერე გამოვიდა. ღმერთო, ვინ იფიქრებდა, რომ იმ თავშესაფრის გამოყენება ასე
მალე დაგვჭირდებოდა? ის ოთახი თავშესაფრად ჩვენი ნიშნობიდან სულ ცოტა ხანში
კრისტიანის ბრძანებით გადააკეთეს, მახსოვს, რომ მაშინ ეს მის მორიგ სიგიჟედ
ჩავუთვალე და ჩემს ქმარს თვალებიც კი ავუტრიალე, მაგრამ ახლა, როდესაც გეილს
ცოცხალს და უვნებელს ვხედავ, ამ წინდახედული ნაბიჯისთვის კრისტიანის
მადლობელი ვარ. ფიქრებიდან რაღაც ხმას გამოვყავარ, ფოიეში გამავალი კარი ანჯამაზე
ჭრიალებს.
კარს რაღა დაემართა?
– ჰაიდი მარტო იყო? – ვეკითხები რაიანს.
– დიახ, მემ. თორემ, მერწმუნეთ, თქვენ ახლა აქ არ იდგებოდით. – მპასუხობს ის უცებ
რატომღაც შეურაცხყოფილი.
– კი მაგრამ, აქ როგორ შემოვიდა? – ვეკითხები ისევ და მის ტონს ყურადღებას არ
ვაქცევ.
– მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ლიფტით. როგორც ჩანს, ასე ჩაცმული
ადვილად გამოატარეს, მემ.
მზერა იატაკზე გაშხლართულ ფიგურაზე გადამაქვს, ჯეკს რაღაც უნიფორმის მსგავსი
კომბინეზონი აცვია.
– ეს როდის მოხდა?
– დაახლოებით ათი წუთის წინ. მონიტორზე შევნიშნე. დავინახე, რომ ხელთათმანები
ეცვა... აგვისტოსთვის საკმაოდ უცნაურად მეჩვენა და ეჭვი გამიჩნდა, დავაკვირდი და
ვიცანი. გადავწყვიტე, შემომეშვა, აქ შემოსული უკვე ვეღარ გამექცეოდა... თქვენ სახლში
არ იყავით, გეილსაც თავშესაფარში არაფერი ემუქრებოდა და მივხვდი, რომ ამაზე
ხელსაყრელი მომენტი შეიძლება აღარც დამდგარიყო. – რაიანის ხმაში ისევ
თვითკმაყოფილება კრთება და სოიერი უკმაყოფილო გამომეტყველებით,
კოპებშეკრული შეჰყურებს.
ხელთათმანები? ფიქრი რატომღაც ამ დეტალს უბრუნდება და მზერა ისევ ჯეკზე
გადამაქვს. მართალია, ყავისფერი ტყავის ხელთათმანი აცვია. უსიამოვნოდ მზარავს.
– ახლა რა უნდა ვქნათ? – ვკითხულობ ხმადაბლა და ვცდილობ, წარმოსახვაში
გაჩენილი საშინელი კადრები რამენაირად თავიდან მოვიშორო.
– უნდა შევკრათ. – მპასუხობს რაიანი.
– შევკრათ?
– იმ შემთხვევისთვის, თუ გონს მოვა... რომ არ გაიქცეს. – ამბობს ის და სოიერს
უყურებს.
– ამისთვის რა გჭირდებათ? – ეკითხება მისის ჯონსი და რაიანს უახლოვდება. როგორც
ჩანს, უკვე დამშვიდდა და ხმა ბევრად უფრო თავდაჯერებული და წყნარი აქვს.
– თოკი ან რამე ზონარი, – პასუხობს რაიანი.
„კაბელის დამჭერები“, – მომდის მაშინვე თავში, თვალწინ გუშინდელი ღამის კადრები
მიცოცხლდება და ერთიანად ვწითლდები, მექანიკურად მაჯებს ვისრეს და თავში
გაელვებული მორიგი აზრისგან სასწრაფოდ ზედ ვიყურები, მაგრამ მადლობა ღმერთს,
არაფერი მემჩნევა, დალურჯებას გადავრჩენილვარ. კიდევ კარგი...
– მე მაქვს რაღაც მსგავსი. კაბელის დამჭერები გამოდგება?
ყველა მე მაჩერდება.
– დიახ, მემ, გამოდგება. – მეუბნება სოიერი სერიოზული გამომეტყველებით. ისე
მრცხვენია, მინდა, მიწამ ჩამყლაპოს, მაგრამ მაინც ვბრუნდები და საძინებლისკენ
მივდივარ. ხანდახან თავხედობაც საჭირო თვისებაა, ახლა ალბათ შიშისა და
ალკოჰოლის ნაზავი მეხმარება, რომ არ გავწითლდე და ყველაფერი სახეზე არ
დამეწეროს. უკან დაბრუნებული მისის ჯონსს უკვე ფოიეში მოფუსფუსეს, გატეხილი
ლარნაკის ნამსხვრევების, მიმოფანტული ყვავილებისა და იატაკზედაღვრილი წყლის
წმენდით გართულს ვხედავ, დიდ ოთახში კი, სოიერთან და რაიანთან ერთად –
პრესკოტს. კაბელის დამჭერებს სოიერს ვუწვდი და ისიც ფრთხილად, ჩემი აზრით,
მეტისმეტად ფრთხილადაც კი, ჰაიდს ხელებს ზურგს უკან უკრავს. მისის ჯონსი
ფოიეში საქმეს ამთავრებს და სამზარეულოში გადის, იქიდან პირველი დახმარების
საგნებით სავსე პატარა ყუთით ბრუნდება, რაიანს ხელს ჰკიდებს, გვერდზე გაჰყავს და
გახეთქილი თვალისა და ტუჩის დამუშავებას უწყებს. მისის ჯონსი რაიანს
ანტისეპტიკური ხელსაწმენდით უპეზე ჭრილობას უსუფთავებს, მას კი სახე ეჭმუხნება
და თვალებს ჩქარჩქარა ახამხამებს. მათ თვალს ვაშორებ და უცებ იატაკზე დავარდნილ
მაყუჩიან „გლოკს“ ვამჩნევ. ჯანდაბა! ესე იგი ჯეკი შეიარაღებული იყო? სული
მეხუთება, პირი მიშრება და ყელში სიმწარის საზარელი გემო მაწვება,
თავზარდაცემული თავს ძლივს ვიკავებ, რომ გული არ ამერიოს.
– ხელი არ ახლოთ, მისის გრეი, – მეუბნება პრესკოტი, რადგან, ეტყობა, გაუაზრებლად
იარაღისკენ ვიხრები. ტეილორის კაბინეტიდან ხელებზე ჩამოცმული ლატექსის
ხელთათმანებით სოიერი გამოდის.
– იარაღს მე მივხედავ, მისის გრეი. – მამშვიდებს ის.
– ჰაიდის იარაღია? – ვეკითხები ჯერ ისევ თავზარდაცემული.
– დიახ, მემ. – მპასუხობს რაიანი და ჭრილობაზე ანტისეპტიკური ხელსაწმენდის
მორიგი მიდებისგან ისევ იშმუშნება. ღმერთო!.. ესე იგი, როდესაც აქ მთელი ეს შეხლა
შემოხლა იყო, ჯეკს იარაღი ჰქონდა? თანაც სად? აქ, ჩემს სახლში? მარტო ამ აზრის
თავში გავლებაც კი მზარავს.
სოიერი იხრება და „გლოკს“ ფთხილად იღებს.
– ფიქრობთ, რომ ეს თქვენი გასაკეთებელია? – ვეკითხები სოიერს.
– მისტერ გრეი აქ რომ იყოს, ასე მოინდომებდა.
სოიერი იარაღს შესაკრავიან პოლიეთილენის პაკეტში დებს, მერე კი იკუზება და
ჰაიდის ჩხრეკას იწყებს. ერთერთი ჯიბიდან სკოჩს აძვრენს, წამით ჩერდება და უცებ,
გაფითრებული, ისევ უკან, ჯიბეში უცურებს.
სკოჩი? რაში სჭირდებოდა? რამდენიმე წუთს სოიერის მოქმედებებს თვალს
რაღაცნაირი უცნაური პასიურობით და განყენებულად ვადევნებ, მაგრამ უცებ წებოვანი
ლენტის დანიშნულებას ვხვდები და თავზარდაცემისგან ყელში ისევ გულისრევის
შეგრძნება მაწვება. ვცდილობ, რამენაირად შემზარავი აზრები მოვიშორო და
მექანიკურად თავს ვაქნევ. არა, ანა, არა... ამაზე არ იფიქრო!..
– იქნებ ჯობია, პოლიცია გამოვიძახოთ? – ვკითხულობ მე და ვცდილობ, შიში არ
შევიმჩნიო. ამქვეყნად ახლა ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემი სახლიდან ჰაიდი რაც
შეიძლება ჩქარა მოაშორონ.
რაიანი და სოიერი ერთმანეთს უყურებენ.
– ვფიქრობ, პოლიცია აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ, – უკვე გაცილებით დიდი
თავდაჯერებით წარმოვთქვამ მე, მაგრამ სოიერსა და რაიანს შორის რაღაც ხდება,
რატომღაც ჭოჭმანობენ.
– ახლახან ტეილორთან დარეკვას ვცდილობდი, მაგრამ არ მპასუხობს, იქნებ სძინავს
კიდეც. – სოიერი მაჯის საათზე იხედება. – აღმოსავლეთ სანაპიროზე ახლა თითქმის
ღამის ორი საათია.
ო, არა!..
– კრისტიანს დაურეკეთ? – ვეკითხები ხმადაბლა.
– არა, მემ.
– ტეილორს იმისთვის ურეკავდით, რომ შემდგომი მოქმედების ინსტრუქციები
მიგეღოთ?
სოიერი უხერხული გამომეტყველებით თვალებს მარიდებს.
– დიახ, მემ.
უკვე მოთმინებას ვკარგავ! ეს ადამიანი – მზერა ისევ იატაკზე გაშხლართულ ჰაიდზე
გადამაქვს – ჩემს სახლში შემოიჭრა! ის რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოაშორონ აქედან!..
და ჯობია ეს პოლიციამ გააკეთოს. თავს ვწევ და ჩემ გარშემო შემოკრებილ ოთხეულს
თვალს ვავლებ, მათ აფორიაქებულ მზერებს ვიჭერ და ვხვდები, რომ მხედველობიდან
რაღაც მეპარება. ალბათ ჯობია, ჯერ მაინც კრისტიანს დავურეკო. ნერვიულობისგან
თმის ყოველი ღერი მეწიწკნება... ვიცი, რომ კრისტიანი ჩემზე გაბრაზებულია, და
ძალიან სერიოზულად არის გაბრაზებული... ამიტომ მისი პასუხის მოლოდინიც კი უკვე
თავზარს მცემს, წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდება, როდესაც ამ ამბავს
გაიგებს... მით უმეტეს მაშინ, როდესაც თვითონ აქ არ არის და ხვალ საღამომდე ვერ
ჩამოვა... და ეს ყველაფერი ჩემ გამო... მე ხომ დღეს ისედაც საკმარისზე მეტად
ვანერვიულე, იქნებ ვაკმარო? იქნებ ჯობია, არ დავურეკო?.. და უცებ არეულ და
დაულაგებელ ფიქრებში, სხვა, საწინააღმდეგო აზრი მეჭრება, ღმერთო! ხომ
შეიძლებოდა კეიტთან ერთად ბარში არ წავსულიყავი და ამ ამბის დროს სახლში
ვყოფილიყავი?! ამის წარმოდგენისას ერთიანად ვფითრდები...
მადლობა ღმერთს, რომ კეიტს დავუჯერე და ბარში წავედი!.. აშკარა შვებას ვგრძნობ,
ბოლოს და ბოლოს იქნებ სანერვიულოც არაფერია და ტყუილად ვაზვიადებ?
– ეს კარგადაა? – ვეკითხები რაიანს და ხელს ჯეკისკენ ვიშვერ.
– არაფერი უჭირს, მემ, გონს რომ მოვა, მხოლოდ თავი ეტკიება, – მპასუხობს ის და
გაუნძრევლად მწოლიარე ფიგურისკენ ბოროტი მზერით იხედება. – მაგრამ ყოველი
შემთხვევისთვის ალბათ სასწრაფო მაინც დასჭირდება.
ჩანთას ვხსნი, „ბლეკბერის“ ვიღებ და, ისე რომ თავს კრისტიანის სიბრაზის ხარისხზე
დაფიქრების უფლებასაც აღარ ვაძლევ,ნაჩქარევად მის ნომერს ვკრეფ, მაგრამ, ჩემდა
გასაკვირად, ყურმილში ავტომოპასუხის ხმა მესმის. ეტყობა, ისეა გაბრაზებული, რომ
ტელეფონიც კი გამორთო. ვბრუნდები და დანარჩენებისგან მოშორებით, დერეფნისკენ
მივდივარ.
– კრისტიან, მე ვარ. გთხოვ, ნუ მიბრაზდები. აქ რაღაც მოხდა, მაგრამ საშიში უკვე
აღარაფერია, არ ინერვიულო, არავინ დაშავებულა. დამირეკე. – ტელეფონს ვთიშავ და
დიდ ოთახში შეკრებილებისკენ ვბრუნდები. – სოიერ, პოლიცია გამოიძახეთ. – ის
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს, ჯიბიდან მობილურს იღებს და რეკავს. პოლიციის
ოფიცერი, გვარად სკინერი, სასადილო მაგიდასთან რაიანს ესაუბრება. მისი მეწყვილე
უოკერი კი სოიერისგან ჩვენებას ტეილორის კაბინეტში იღებს. პრესკოტი სად არის, არ
ვიცი, თუმცა ალბათ ისიც სოიერთან ერთად ტეილორის კაბინეტშია. მე და დეტექტივი
კლარკი დიდ ოთახში დივანზე ვსხედვართ. მაღალი და მუქთმიანი, ბევრად უფრო
სიმპათიური და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებდა, ასეთი
კოპებშეკრული და მოქუფრული გამომეტყველება რომ არ ჰქონდეს. როგორც ჩანს, მისი
გაღიზიანების მიზეზი ის არის, რომ სიეტლის ერთერთი ყველაზე მდიდარი და
გავლენიანი ბიზნესმენის სახლზე თავდასხმის გამო შუაღამისას გააღვიძეს და თბილი
ლოგინიდან წამოაგდეს.
– ესე იგი, თქვენი ბოსი იყო? – მეკითხება მშრალი ტონით.
– დიახ.
საშინლად დავიღალე და ახლა მხოლოდ ის მინდა, როგორმე ლოგინამდე მივაღწიო.
კრისტიანს აქამდე არ დაურეკავს. ამდენი ხნის განმავლობაში კარგი მხოლოდ ის მოხდა,
რომ ჰაიდი სასწრაფომ წაიყვანა. მისის ჯონსს ჩემთვის და დეტექტივისთვის ჩაი მოაქვს.
– გმადლობთ. – ეუბნება მას კლარკი და ისევ მე მიბრუნდება. – მისტერ გრეი სად არის?
– ნიუ-იორკში, საქმეზე, ხვალ საღამოს დაბრუნდება, უფრო სწორად უკვე დღეს. – უკვე
ღამის პირველი საათი დაიწყო.
– ჰაიდი ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო. – ამბობს დეტექტივი. – მაგრამ საჭიროა, რომ
განყოფილებაში მოხვიდეთ და განცხადება დაწეროთ, თუმცა ეს საჩქარო არ არის, დღეს
უკვე გვიანია და თანაც, როგორც ჩანს, ინფორმაციამ რეპორტიორების ყურამდე მიაღწია
და რამდენიმე უკვე ქვევით იცდის. წინააღმდეგი ხომ არა ხართ, რომ აქაურობა
შევამოწმო?
– რა თქმა უნდა, არა. – ვპასუხობ შვებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ დაკითხვა
დამთავრდა. ტროტუარზე შეკრებილი ფოტოგრაფების გახსენებაზე უსიამოვნოდ
ვიშმუშნები, მაგრამ არა უშავს, ხვალ დილამდე ამაზე შემიძლია არ ვიფიქრო. მხოლოდ
ალბათ დედას და რეის უნდა დავურეკო, რომ თუ ამ ამბავს იმათაც მოჰკრეს უკვე ყური,
არ ინერვიულონ.
– მისის გრეი, იქნებ ჯობია დასაძინებლად დაწვეთ? – მზრუნველობით სავსე ხმით
მეუბნება მისის ჯონსი. მის კეთილ, თბილ თვალებს ვაჩერდები და უცებ თავს ძლივს
ვიკავებ, რომ არ ავტირდე. ის მიახლოვდება და მხარზე ფრთხილად მეხება.
– ყველაფერი კარგად არის, უკვე აღარაფერი გვემუქრება, – ჩურჩულებს ის
დამამშვიდებელი, თბილი ხმით. – გამოიძინებთ და თავსაც ბევრად უკეთ იგრძნობთ,
მისტერ გრეიც მალე დაბრუნდება.
კრისტიანის ხსენებაზე თავს ვწევ და მისის ჯონს თვალებში ვუყურებ, გულაჩუყება და
ტირილის სურვილი მაშინვე მიქრება, ჰო, მისტერ გრეიც მალე დაბრუნდება, მაგრამ
ისეთი გაბრაზებული, რომ...
– გინდათ, დაძინებამდე წასახემსებლად რამე მოგიმზადოთ? – მეკითხება მისის
ჯონსი.
უცებ ვაცნობიერებ, რომ ძალიან მშია.
– კი, სიამოვნებით შევჭამდი.
ის თვალებგაბრწყინებული ფართოდ მიღიმის.
– რძე და სენდვიჩი?
მადლიერი სახით თავს ვუქნევ და მისის ჯონსი სამზარეულოში გადის. რაიანი და
სკინერი ჯერ ისევ სასადილო მაგიდასთან სხედან და ლაპარაკობენ. დეტექტივი კლარკი
კი ისევ კოპებშეკრული და უკმაყოფილოდ მოქუფრული, თუმცა კი ჩაფიქრებული
გამომეტყველებით ლიფტის წინ, ჰოლში მიდიმოდის და ანჯამაზე ჩამოკიდებულ კარსა
და რაიანისა და ჰაიდის შეხლაშემოხლის ნაკვალევს ათვალიერებს. ღმერთო, როგორ
მინდა, რომ კრისტიანი ახლა აქ იყოს! თავზე ხელებს ვიჭერ და ვოხრავ. როგორ მაკლია...
კრისტიანმა ხომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი იცის, როგორ მოიქცეს. ღმერთო, რა
საღამოა! როგორ მინდა, მის კალთაში მოვიკუნტო და მკერდზე მივეკრა, მინდა მაგრად,
მაგრად მომეხვიოს და მითხრას, რომ ვუყვარვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ
დავუჯერე, მიუხედავად იმისა, რომ გავაბრაზე... მაგრამ ხვალ საღამომდე ვერ ვნახავ,
ხვალ საღამომდე ამ ყველაფრის გაძლება კრისტიანის გარეშე მომიწევს... საკუთარ
ფიქრებში ჩაძირული, თვალებს ვატრიალებ. რატომ არ მითხრა, რომ დაცვა გააძლიერა?
ან ასეთ რა ინფორმაციას ინახავდა ჯეკი კომპიუტერში? ამ ჩაკეტილობით და
საიდუმლოებებით ხანდახან ძალიან მიშლის ნერვებს, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის თავი
არ მაქვს, უბრალოდ მინდა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და ჩემ გვერდით
იყოს, უბრალოდ საშინლად მენატრება.
– ანა, აი, გამომართვით, ძვირფასო. – არეულ ფიქრებში მისის ჯონსის ხმა მეჭრება,
თავს ვწევ და ვუყურებ, ის კი მზერაში თბილიდა მზრუნველი სხივით
თვალებგაბრწყინებული არაქისის კარაქსა და მარმელადიან ბუტერბროდს მაწვდის.
აღარც კი მახსოვს ბოლოს მარმელადიანი სენდვიჩი და მიწის თხილის კარაქი როდის
ვჭამე. მადლიერი გამომეტყველებით მორცხვად ვუღიმი და ბუტერბროდს მადიანად
შევექცევი.
როგორც იქნა ვწვები. კრისტიანის მაისურს ვიცვამ, ლოგინში კრისტიანის მხარეს
ვჩოჩდები და ბალიშს ჩახუტებული ვიკუნტები. მაისურსაც და ბალიშსაც მისი სუნი
აქვს... დაღლილი თვალებს ვხუჭავ და ვიდრე, ჯერ ისევ საშინლად აფორიაქებული,
სიზმრების მორევში გადავეშვები, გონებაში მხოლოდ კრისტიანზე ფიქრი მიკრთება,
ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, საყვარელო, და კიდევ... დღევანდელზე უკეთეს
განწყობას. თითქოს ვიღაცის ხელის კვრისგან, დაფეთებულს მეღვიძება. უკვე
გათენებულა. თავი ლამის არის გამისკდეს, საფეთქლები მიფეთქავს. ოჰ, არა... როგორც
ჩანს, გუშინდელი სმის შედეგს ვიმკი. თვალებს ფრთხილად ვახელ და ვხედავ, რომ
სავარძელი რატომღაც ლოგინის შორიახლო დგას... სავარძელში კი კრისტიანი ზის!
სმოკინგი აცვია, გულის ჯიბიდან ამოჩრილი პეპელაჰალსტუხის კუთხე მოუჩანს...
ალბათ ისევ მძინავს, იქნებ სიზმარია? სავარძლის საიდაყვეზე გადადებულ მარცხენა
ხელში რაღაც ქარვისფერი სითხით სავსე ბროლის ჭიქა უჭირავს. რას სვამს? ბრენდია? ან
იქნებ, ვისკი? ჰმ... არ ვიცი, ვერ ვხვდები. ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და შარვლის
ტოტსა და კლასიკურ, შავ ფეხსაცმელს შორის შავი წინდა მოუჩანს. მარჯვენა ხელის
იდაყვით სავარძლის მეორე საიდაყვეს ეყრდნობა, მაჯაზე კი ნიკაპი აქვს ჩამოდებული
და საჩვენებელ თითს ქვედა ტუჩზე აქეთ-იქით, ტუჩის ერთი კუთხიდან მეორისკენ
ნელა და რიტმულად ისვამს.
ადრეული დილის მკრთალ სინათლეში მეჩვენება, რომ თვალები მუქად უელავს,
მზერა სერიოზული აქვს, გამომეტყველება კი ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი,
უმეტყველო და არაფრის მთქმელი.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გული მიჩერდება. ის აქ არის... მაგრამ როგორ?..
როგორც ჩანს, ნიუ-იორკიდან ღამით გამოფრინდა. მაგრამ რომელ საათზე ჩამოვიდა?
დიდი ხანია, რაც ასე მიყურებს, მძინარეს?
– კრისტიან... – ვბუტბუტებ ჩურჩულით.
ის ხმის ამოუღებლად, გაყინული და არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიყურებს
და გული კიდევ უფრო მეწურება. ოჰ, ღმერთო... თითს აჩერებს, მეორე ხელი ტუჩებთან
მიაქვს, ჭიქაში დარჩენილ სასმელს ბოლომდე იყუდებს და ცარიელ ჭიქას საწოლის
გვერდზე პატარა მაგიდაზე დგამს. იმის მოლოდინით რომ მაკოცებს, სუნთქვა მეკვრება,
მაგრამ... არა, ის ისევ ჯდება და ისეთივე ცივი გამომეტყველებით ჩემ ყურებას
აგრძელებს.
– გამარჯობა. – ბოლოს და ბოლოს არღვევს საუკუნედ ქცეულ რამდენიმეწამიან
სიჩუმეს. ის ისევ გაბრაზებულია... ჰმ, მგონი ისე, როგორც არასდროს.
– დაბრუნდი?..
– როგორც ხედავ.
ისე რომ თვალს არ ვაშორებ, მკლავებს ვეყრდნობი და საწოლში ნელა ვჯდები. პირი
უკვე საბოლოოდ და ერთიანად მიშრება.
– დიდი ხანია, ასე ზიხარ და მძინარეს მიყურებ?
– კი, საკმაოდ.
– და ჯერ ისევ გაბრაზებული ხარ? – დაძაბულობისგან ლაპარაკიც კი მიჭირს.
ის თავს ოდნავ არხევს და პასუხზე დაფიქრებულივით წამით დაკვირვებული
გამომეტყველებით მაჩერდება.
– გაბრაზებული?.. – იმეორებს სიტყვას ისე, თითქოს მის სიგრძე-სიგანეს, წონასა და
მისი აზრის ყოველ ნიუანსს ზომავდეს. – არა, ანა, გაბრაზებული აღარ ვარ, მაგ სტადიას
უკვე დიდი ხანია გავცდი.
ჯანდაბა! ნერვიულობისგან ყელში ბურთი მეჩხირება, ვცდილობ, რამენაირად ნერწყვი
გადავყლაპო და ამოვისუნთქო, მაგრამ პირიც ერთიანად გამომშრალი მაქვს.
– მაგ სტადიას დიდი ხანია გასცდი?.. ეს უკვე ძალიან ცუდია...
კრისტიანი ისევ ხმის ამოუღებლად, სრულიად გაქვავებული სახით მიყურებს და
პასუხს არ მცემს. ჩვენ შორის სიჩუმე ლამის ხელშესახებ სუბსტანციად წვება და
თანდათან უფრო გაშლილი, უფრო მკვრივი და ფიზიკურად შესაგრძნობი ხდება. ხელს
საწოლის გვერდზე მდგარი წყლით სავსე ჭიქისკენ ვიშვერ, მოწყურებული
მოუთმენლად ვსვამ და ვცდილობ, რამენაირად ამოვარდნაზე მისული გულისცემა
დავიმშვიდო.
– რაიანმა ჯეკი დაიჭირა. – ვუვლი მეორე მხრიდან და ჭიქას ისევ მაგიდაზე ვდგამ.
– ვიცი. – მპასუხობს ისევ ყინულივით ცივი ტონით. რა თქმა უნდა, იცის...
– დიდხანს აპირებ, ჩემთან ეგრე ძალით ამოგლეჯილი თითოთითო სიტყვით
ლაპარაკს?
გაკვირვებულს წარბები ოდნავ შესამჩნევად შუბლისკენ ეწევა, როგორც ჩანს, ასეთ
კითხვას არ ელოდებოდა.
– კი. – მპასუხობს წამიერი სიჩუმის შემდეგ.
ოჰ, კარგი რა!.. უკვე ვეღარ ვხვდები, საიდან მივუდგე... კარგი... როგორ არის?
თავდასხმის საუკეთესო საშუალება თავდაცვაა?..
– ბოდიში, რომ გუშინ ბარში წავედი.
– ბოდიში? ანუ, ფიქრობ, რომ დააშავე და პატიება უნდა მთხოვო?
ვჩუმდები და რამდენიმე წამი ხმას არ ვიღებ.
– არა, – ვპასუხობ ბოლოს, რადგან ეს სიმართლეა, თავს დამნაშავედ ნამდვილად არ
ვგრძნობ.
– აბა, ბოდიშს რისთვის მიხდი?
– უბრალოდ, არ მინდა, რომ ჩემზე გაბრაზებული იყო.
ის ისე მძიმედ ოხრავს, თითქოს დაძაბულს ეს სიმძიმე წლების განმავლობაშიმხრებით
ეტარებინოს და თმაზე ხელს ისვამს. ღმერთო, რა ლამაზია, შეშლილი, მაგრამ
არანორმალურად სიმპათიური და ლამაზი. ვუყურებ და უბრალოდ თვალს ვერ
ვწყვეტ... ის დაბრუნდა, გაცეცხლებული, გაცოფებული, მაგრამ ცოცხალი და
საღსალამათი.
– მგონი, დეტექტივ კლარკს შენთან დალაპარაკება უნდა.
– ეჭვიც არ მეპარება.
– კრისტიან, გთხოვ...
– რას მთხოვ, ანასტასია?
– ასე ნუ იქცევი... ყინულივით ცივი ხარ.
– ანასტასია, ყინულივით ცივი ნამდვილად არა ვარ, პირიქით, ვდუღვარ,
გაცოფებისგან ლამის ავფეთქდე და წარმოდგენა არა მაქვს, რა მოვუხერხო ამ... – ის
ხელს გაურკვეველი ჟესტით იქნევს, საჭირო სიტყვას ეძებს. – ამ გრძნობებს. – ხმა
სიმწრისგან ჩავარდნილი და ხრინწიანი აქვს.
ღმერთო... მისი გულახდილობა კიდევ უფრო მიკლავს გულს. როგორ მინდა, ახლა
კალთაში ჩავუჯდე, მის მუხლებზე მოვიკუნტო და მთელი სხეულით მივეკრა,
გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სახლში დავბრუნდი, ხომ
მხოლოდ ეს მინდოდა და მეტი არაფერი... მაგრამ დღეს ის ისეთი ცივი და
გაუცხოებულია... ჯანდაბას! რაც არის, არის. ლოგინიდან ვდგები, და აშკარად მისთვის
მოულოდნელად მუხლებზე მოუხერხებლად ვახოხდები, მერე ლოყით მკერდზე
ვეკვრები და ვიკუნტები. სანამ ყველაფერ ამას ვაკეთებდი, მეშინოდა, რომ არ
მიმიკარებდა, მაგრამ არ მომიშორა და მიმიშვა... რამდენიმე წამს ორივე გაუნძრევლად
ვსხედვართ, მერე კრისტიანი ორივე ხელს მხვევს და ცხვირით თმაში მეფლობა. ...ვისკის
სუნი ასდის. ღმერთო, ნეტა რამდენი დალია? კიდევ საშხაპე გელის და თავისი
განუმეორებელი – კრისტიანის სუნი... კისერზე ვეხვევი, სახეს ყელში ვუყოფ და
ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი სუნით ღრმად და მთელი მკერდით ვსუნთქავ.
– ოჰ, ანა!.. ღმერთო... რა მოგიხერხო? – კრისტიანი თავზე მკოცნის, მე კი თვალებს
ვხუჭავ და მისი სიახლოვით დამშვიდებული, როგორც იქნა, ნეტარებას ვეძლევი.
– კრისტიან, რამდენი დალიე? – ვეკითხები წამიერი სიჩუმის მერე.
ის მაშინვე იძაბება.
– რატომ მეკითხები?
– შენ ხომ, როგორც წესი, ასეთ მაგარ სპირტიან სასმელებს არ სვამ ხოლმე?
– ეს მეორე ჭიქა იყო. ასეთი დაძაბული ღამის მერე ადამიანს ხანდახან განტვირთვაც
სჭირდება.
მის სიტყვებზე მეღიმება.
– რადგან ასე თვლით, მისტერ გრეი, თქვენი ნებაა. – ვბუტბუტებ მის კისერში და
კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვით ისევ მისი არომატით ვტკბები. – ჰმ... ღვთაებრივი სუნი
გაქვს... იცი, ლოგინში შენს მხარეს დავიძინე, რომ ბალიშზე დარჩენილი შენი სუნი
მესუნთქა. კრისტიანი ლოყით თავზე მეკვრება.
– მე კიდევ, გიყურებდი და ვერაფრით ვხვდებოდი, აქეთ რატომ იწექი. ისე,
ცნობისთვის, ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ
– ვიცი.
ხელს ზურგზე ნაზად და ალერსით მისვამს.
– სხვათა შორის, მეც გაბრაზებული ვარ შენზე. – ვეუბნები ჩურჩულით. ხელს აჩერებს.
– მე რაღა დავაშავე? იქნებ ამიხსნათ, მისის გრეი, თქვენი გულისწყრომა მე რით
დავიმსახურე?
– რომ დაწყნარდები, მერე გეტყვი. – ვპასუხობ მე და კისერში ვკოცნი. ის თვალებს
ხუჭავს და თავს ჩემკენ ხრის, თუმცა მაინც არ მკოცნის, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად
მეხვევა.
– როგორც კი იმაზე ფიქრს ვიწყებ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო... – ძლივს
გასაგონად ჩურჩულებს ბოლოს.
– მაგრამ ხომ არაფერი მომხდარა, კარგად ვარ, კრისტიან.
– ოჰ, ანა... – ამოქვითინებასავით ლამის გულს აყოლებს ის ჩემს სახელს.
– მეც კარგად ვარ, კრისტიან, და ყველა კარგად ვართ. ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ
არავის არაფერი დაშავებია, არც მე, არც გეილს და არც რაიანს, თან ჯეკიც აიყვანეს.
კრისტიანი თავს აქნევს.
– მადლობის მეტი რა მეთქმის, არა? – ბუტბუტებს გაღიზიანებული.
რაა? ეს რას ნიშნავს? უკან, სავარძლის საიდაყვისკენ ვიწევი და თვალებში ვუყურებ.
– რას გულისხმობ?
– ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ანა.
ოჰო?! იქნებ მე მინდა? მაგრამ კარგი... ჯობია, ახლა დავუთმო, წეღანდელისგან
განსხვავებით მელაპარაკება მაინც... მის მუხლებზე ისევ მოხერხებულად ვიკუნტები, ის
კი მექანიკურად ჩემი თმის თითზე დახვევას იწყებს.
– მინდა, დაგსაჯო, მაგრად დაგსაჯო, ისე რომ, მთელი ეგ შენი სიჯიუტე თავიდან
გამოგიბერტყო. – ჩურჩულებს უცებ ჩემკენ დახრილი.
მოულოდნელობისგან გული ლამის საგულიდან ამომივარდეს. ჯანდაბა! თმის ყოველი
ღერი წიწკნას მიწყებს.
– ვიცი.
– და ალბათ დაგსჯი.
– იმედი მაქვს, არა.
ის უფრო მაგრად მეხვევა.
– ანა, ანა, ანა! შენ წმინდანსაც კი დააკარგვინებ მოთმინებას.
– მისტერ გრეი, თქვენს ხასიათშიც ნამდვილად უამრავი მხარეა ისეთი, რომლის გამოც
ადამიანს თქვენი უამრავი ეპითეტით შემკობა შეუძლია, მაგრამ, მერწმუნეთ, წმინდანი
მათ რიცხვში ნამდვილად არ შედის.
როგორც იქნა, იცინის.
– როგორც ყოველთვის, სამართლიანი და ზუსტი შენიშვნაა, მისის გრეი.– მეუბნება ის
და შუბლზე მკოცნის. – მაგრამ ახლა ლოგინში, გუშინ ხომ გვიან დაიძინე. – კრისტიანი
ერთი მოძრაობით დგება, პატარა ბავშვივით ხელში მიყვანს და ლოგინში მაწვენს.
– ჩემთან ერთად არ დაწვები?
– არა, ბევრი საქმე მაქვს. – მპასუხობს ის, მერე იხრება, მაგიდიდან ცარიელ ჭიქას იღებს
და ისევ ჩემკენ ბრუნდება. – დაიძინე, ერთიორ საათში გაგაღვიძებ.
– ისევ მიბრაზდები?
– კი.
– მაშინ ჯობია დავიძინო.
– სწორი გადაწყვეტილებაა. – ოდნავ შესამჩნევად, მხოლოდ ტუჩის კუთხით მიღიმის,
ისევ იხრება, საბანს მაფარებს და შუბლზე მკოცნის. – დაიძინე.
იმას, რომ გუშინდელი საღამოს მერე ჯერ ისევ მდგომარეობიდან არ გამოვსულვარ,
ადრეული დილის ეს ემოციურად სრულიად გამომფიტველი ლაპარაკიც დაემატა...
მიხარია, რომ ჩამოვიდა, მაგრამ დაღლილობას თავისი გააქვს და ასეა თუ ისე, თვლემა
ისევე სწრაფად მერევა, როგორც გამეღვიძა, მაგრამ მანამდე, სანამ ძილის მორევში
საბოლოოდ ჩავიძირები, იმაზე ვფიქრობ, რატომ არ გამოიყენა კრისტიანმა
კონფლიქტების მოგვარების თავისი ნაცადი მეთოდი და ჩემთან ერთად რატომ არ
დაწვა, თუმცა ეს, გუშინდელი სმის მერე პირში საშინელ გემოს თუ გავითვალისწინებთ,
შეიძლება ითქვას, მიხარია კიდეც.
– აი, ფორთოხლის წვენი დალიე, – მეუბნება კრისტიანი, როდესაც თვალებს ვახელ.
ორი საათით ძილის შებრუნება აშკარად მომიხდა. ბევრად უფრო ცოცხლად და
დასვენებული ვიღვიძებ... აღარც საფეთქლები მიფეთქავს და თავსაც მშვენივრად
ვგრძნობ. ფორთოხლის წვენი კი სწორედ ის არის, რაც ახლა ყველაზე მეტად
მსიამოვნებს... ჰმ, და კიდევ ის, რომ ჩემს ქმარს შევყურებ. მას სპორტული შარვალი და
მაისური აცვია და მაშინვე სასტუმრო „ჰიტმანი“ მახსენდება, ის დღე, როდესაც მის
ლოგინში პირველად გავიღვიძე. მაშინდელივით ახლაც ოფლისგან გამუქებული
ნაცრისფერი მაისური აცვია. გასაგებია, ან სპორტულ დარბაზში ტრენაჟორზე ივარჯიშა,
ან ირბინა. არა, ნამდვილად დიდი უნამუსობაა, შეიძლება ადამიანი ვარჯიშის მერე,
ოფლიანიც კი ასე გამოიყურებოდეს?!
– შხაპს მივიღებ, – მეუბნება კრისტიანი და სააბაზანოში შედის.
კოპებშეკრული თვალს ვაყოლებ. ისევ გაუცხოებული და ცივია. იქნებ გუშინდელი
ღამის ამბების გამო ნერვიულობს, თუ ისევ ჩემზეა გაბრაზებული? ან იქნებ რამე სხვა
მიზეზია, რაც მე არ ვიცი?.. ლოგინში ვჯდები, ჭიქას ვიღებ და ფორთოხლის წვენს ერთი
მოყუდებით ვსვამ. ჰმ... რა კარგია, ყინულივით ცივი და გემრიელი, პირში საშინელი
გემო მაშინვე მიქრება. ლოგინიდან ვდგები. ჩვენ შორის დისტანცია სასწრაფოდ უნდა
შევამცირო, რეალურიც და მეტაფიზიკურიც. მაღვიძარას ვუყურებ, რვა საათია, მაისურს
ვიხდი და მეც სააბაზანოში შევდივარ. კრისტიანი საშხაპე კაბინაშია, თავს იბანს.
უყოყმანოდ მეც კაბინაში შევდივარ და უკნიდან ვეხვევი. კრისტიანი წამით შეშდება,
მის რეაქციას ყურადღებას არ ვაქცევ და მთელი სხეულით მკვრივ, სველ სხეულს
ვეკვრები, თავს გვერდულად ბეჭებზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ის თავზე თმის
აქაფებას აგრძელებს, წამის მერე კი ნაბიჯს წინ დგამს და ორივე შხაპიდან ჩამომდინარე
ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ვდგებით, კრისტიანი თავზე წყალს ივლებს და მეც მასთან
ერთად ვსველდები, ადამიანთან ერთად, რომელიც მიყვარს... მახსენდება, რამდენჯერ
გავუჟიმივარ აქ, ამ ადგილას, რამდენჯერ ვყვარებივარ და კოპებს ვკრავ... ის ადრე
არასოდეს არ ყოფილა ასეთი. ოჰ, კრისტიან!.. თავს ვაბრუნებ და, ისე რომ ხელებს არ
ვუშვებ, ზურგს კოცნით ვუფარავ. ის ისევ იძაბება.
– ანა...
– მმმ...
ხელებს ნელა ქვევით, ქვასავით მკვრივ პრესზე ვუცურებ, მერე კიდევ უფრო ქვევით
ჩამაქვს, მაგრამ კრისტიანი უცებ ზემოდან თავის ხელებს მაფარებს, მაჩერებს და თავს
აქნევს.
– არა, ანა. – ტონი კატეგორიული აქვს.
ხელებს ვაშორებ და სწრაფად უკან ვიხევ. არ ვუნდივარ? უარს მეუბნება? ასეთი ხომ
არასდროს არაფერი მომხდარა! შოკისა და გაოგნებისგან თავბრუ მესხმის. ჩემი
ქვეცნობიერი თავს სინანულით აქნევს, ტუჩებს იბზუებს და ნახევარმთვარისებრი
სათვალის ზემოდან მაჩერდება – „ასეა, ხომ ხედავ, ამჯერად აღარ გაგივიდა“. ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ სილა გამაწნეს, ხელი მკრეს, მიმაგდეს... გონებაში ზარების
გამაყრუებელი გუგუნივით მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: კრისტიანს აღარ
ვუნდივარ!.. თმის ღერიდან ფეხებამდე დანის დარტყმასავით გამჭოლი,
არანორმალურად ძლიერი ტკივილი სულს მიხუთავს... კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება და
გულში ისევ იმედისა და შვების სითბო მეღვრება, არა, ჩემდამი ბოლომდე გულგრილიც
ნამდვილად არ დარჩენილა... ის ნიკაპში თითებს მკიდებს, თავს ძალით მაწევინებს და
აი, მე უკვე მის დაძაბულ, აფორიაქებულ და საოცრად ლამაზ თვალებს შევცქერი.
– ანა, მე უბრალოდ შენზე ჯერ ისევ ძალიან გაბრაზებული ვარ, – მეუბნება ის
ხმადაბალი და სერიოზული ტონით. მაგრამ მერე იხრება, თავს შუბლით შუბლზე
მადებს და თვალებს ხუჭავს.
მე ხელს ვწევ დალოყაზე ნაზად ვუსვამ.
– გთხოვ, არ გინდა, კრისტიან, გთხოვ, ნუ მიბრაზდები. უბრალოდ შენ ყველაფერი
გულთან მეტისმეტად ახლოს მიგაქვს.
კრისტიანი ერთიანად გაფითრებული მკვეთრად სწორდება და ხელი
მოულოდნელობისგან ჰაერში მრჩება.
– ყველაფერი გულთან მეტისმეტად ახლოს მიმაქვს? – ცრის კბილებში ღმუილით. –
ვიღაც შეშლილი ნაბიჭვარი სახლში მივარდება, რომ ჩემი ცოლი მოიტაცოს და შენ
მეუბნები, რომ ეს გულთან მეტისმეტად ახლოს არ უნდა მივიტანო?! – ხმა ისეთი
მუქარით აქვს სავსე, რომ სერიოზულად მეშინია, თვალებიდან კი ცეცხლს აფრქვევს და
თან ისე მიყურებს, თითქოს ის შეშლილი ნაბიჭვარი მე ვიყო.
– არა, აა... არა, ეს არ მიგულისხმია, კრისტიან. მეგონა, იმაზე მიბრაზდებოდი, რომ
კეიტთან ერთად კაფეში წავედი.
თითქოს რაღაც არანორმალური ტკივილისგან ის ისევ თვალებს ხუჭავს და თავს
აქნევს.
– კრისტიან, როცა ეს მოხდა, მე ხომ სახლში არ ვიყავი... – ვცდილობ დავამშვიდო და
რამენაირად დავარწმუნო, რომ სანერვიულო არაფერია.
– ვიცი, – ჩურჩულებს ის და თვალებს ახელს. – და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის
უბრალო თხოვნის შესრულებაც კი პრობლემაა. – მისი ხმიდან სიმწარე და
სასოწარკვეთა იღვრება. – აქ ამაზე ლაპარაკი არ მინდა... და გითხარი უკვე, მე შენზე
ჯერ ისევ ძალიან გაბრაზებული ვარ, ანასტასია, შენ გამოა, რომ უკვე საკუთარ თავშიც
კი ეჭვი მეპარება.
ის ბრუნდება და კაბინიდან გადადის, გზად პირსახოცს ავლებს ხელს და
სააბაზანოდან გადის. მე კი ცხელი შხაპის ქვეშ აკანკალებულს და გაყინულს მტოვებს.
ჯანდაბა. ჯანდაბა, ჯანდაბა.
ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ვდგავარ და მხოლოდ ახლა ვხვდები კრისტიანის
სიტყვების აზრს. მოტაცება? ღმერთო!.. ჯეკს ჩემი მოტაცება უნდოდა? გონებაში
წებოვანი ლენტი მიტივტივდება... არა, არა, რაში სჭირდებოდა ჯეკს სკოჩი, არც გუშინ
მინდოდა იმაზე ღრმად დაფიქრება და, მით უმეტეს, არც ახლა მაქვს თავის მტვრევის
სურვილი! როგორც ჩანს, კრისტიანმა ჩემზე მეტი იცის...
ჩქარჩქარა ვიბან, თავზე შამპუნს ვიქაფებ და წყალს სწრაფად ვივლებ. ყველაფერი
უნდა მითხრას, მე ეს მჭირდება და ამჯერად უკვე ნამდვილად არ მივცემ უფლებას, ისევ
გაურკვევლობაში დამტოვოს.
სააბაზანოდან რომ გავდივარ, კრისტიანი საძინებელში არ მხვდება. ჰმ, რა ჩქარა
იცვამს! ვფიქრობ გულში და მეც იმავეს ვაკეთებ, ჩემს საყვარელ იისფერ კაბაში ხელებს
ნაჩქარევად ვუყრი, ფეხებზე შავ ფეხსაცმელს ვირგებ და თავს იმაში ვიჭერ, რომ ისე
გამოვეწყვე, როგორც კრისტიანს მოსწონს. მერე თმას პირსახოცით ვიშრობ, ვივარცხნი,
ვიგრეხ და დახვეულს რეზინით ვიკრავ. ბრილიანტის საყურეების ჯერია, ყურის
ბიბილოებში ფრთხილად ვიყრი და მაკიაჟის გასაკეთებლად ისევ სააბაზანოში
შევრბივარ, წამწამებს ტუშით ვიპრეხ და საკუთარ თავს სარკეში თვალს ვავლებ,
ღმერთო, რა ფერი მადევს! სულს ვითქვამ, კარგი, არა უშავს, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ
ისედაც ყოველთვის ფერმკრთალი ვარ... ახლა მთავარია, იმის შედეგს, რომ მეგობართან
ერთად მართლაც გულიანად გავერთე და ვიმხიარულე, ღირსეულად დავუხვდე!
ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ კრისტიანი ამას, სამწუხაროდ, სხვანაირად აღიქვამს...
გულდაწყვეტილი ვოხრავ.
კრისტიანი არც სასტუმრო ოთახში ჩანს. მისის ჯონსი სამზარეულოში ფუსფუსებს.
– დილა მშვიდობისა, ანა. – მესალმება ის თბილად.
– დილა მშვიდობისა, – ვუღიმი მეც პასუხად. აჰა, ისევ ანა გავხდი.
– ჩაის დალევთ?
კი, სიამოვნებით.
– ისაუზმებთ?
– ომლეტზე უარს არ ვიტყოდი.
– სოკოთი და ისპანახით?
– და ყველით.
– ახლავე გავამზადებ.
– კრისტიანი სად არის?
– მისტერ გრეი თავის კაბინეტშია.
– უკვე ისაუზმა? – ვეკითხები და ბარის დახლზე ორი ადამიანისთვის დაწყობილ
თეფშებს ვუყურებ.
– არა, მემ.
– გმადლობთ, მისის ჯონს.
კრისტიანი ტელეფონით ლაპარაკობს. უჰალსტუხოდ. თეთრი პერანგი აცვია, არც
მეტი, არც ნაკლები, აი, სწორედ ასე გამოიყურება რთული ღამის მერე ჩემი გენერალური
დირექტორი. რა მოჩვენებითი შეიძლება იყოს გარეგნობა. ოფისში დღეს ალბათ არც
წავა, მაგრამ... კაბინეტის ზღურბლზე მხედავს თუ არა, იმის ნიშნად, რომ არ სცალია,
თავს აქნევს. ჯანდაბა!.. უსიტყვოდ ვტრიალდები და უხალისოდ ისევ ბარის დახლთან
ვბრუნდები. დიდ ოთახში საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი ტეილორი შემოდის, ისე
გამოიყურება, თითქოს რვასაათიანი ჯანსაღი ძილის მერე კარგად დასვენებულ
გამოძინებული იყოს, ენერგიული და მოწესრიგებულია.
– დილა მშვიდობისა, ტეილორ. – ვესალმები ბუტბუტით და ვცდილობ, მისი
განწყობითა და ქცევით დაახლოებით მაინც მივხვდე, რა ხდება.
– დილა მშვიდობისა, მისის გრეი. – მპასუხობს ის და ამ ოთხ სიტყვაში ჩემდამი მისი
კეთილგანწყობა ისმის.
თანაგრძნობით ვუღიმი, მე ხომ მაინც ვიცი, რა ძალა სჭირდება გაცეცხლებული და
უკმაყოფილო კრისტიანის ატანას, რომელიც იძულებულია, საქმეებს თავი მიანებოს და
სასწრაფოდ სიეტლშიდაბრუნდეს.
– როგორ იფრინეთ? – გამბედაობას ვიკრებ და ვეკითხები ისევ.
– რთულად, მისის გრეი. – მოკლე, მაგრამ ყოვლისმთქმელი პასუხია. – ნება მომეცით
გკითხოთ, თქვენ როგორ ხართ, მისის გრეი?
– გმადლობ, ტეილორ, კარგად.
ის თავს მიკრავს.
– მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. – მეუბნება ის და კრისტიანის კაბინეტისკენ მიდის. ჰმ,
ჩემგან განსხვავებით ტეილორს უშვებენ.
– აი, ომლეტიც მზად არის. – მისის ჯონსი დახლზე, ჩემ წინ საუზმეს აწყობს. მადა
ნამდვილად აღარა მაქვს, მაგრამ, რომ არ ვაწყენინო, ხმის ამოუღებლად ვჭამ. საუზმეს
ვასრულებ, კრისტიანი კი კაბინეტიდან ჯერაც არ გამოსულა... ალბათ ეს იმას ნიშნავს,
რომ თავს მარიდებს?
– გმადლობთ, მისის ჯონს. – ვბუტბუტებ ხმადაბლა, მაღალი სკამიდან ვდგები და
კბილების გასახეხად სააბაზანოსკენ მივდივარ.
ვიდრე კბილებს ვიხეხავ, საქორწინო ფიცის გამო კრისტიანის მაშინდელი გაბუტვა
მახსენდება. მაშინაც ზუსტად ასევე თავის კაბინეტში იკეტებოდა და არ გამოდიოდა.
ახლაც იმავეს აკეთებს, ისევ იბუტება?.. ჰმ, გასაგებია, ისტორია მეორდება, მაგრამ უცებ
ისიც მახსენდება, იმ დღის მერე კოშმარები რამდენ ხანს ესიზმრებოდა და სხეულში
უსიამოვნო შეგრძნება მივლის, ახლაც იგივე განმეორდება? არა, ასე არ შეიძლება,
აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ და მე ბოლოს და ბოლოს ყველაფერი უნდა
გავიგო, ჯეკზეც, გრეების მთელი ოჯახისთვის გაძლიერებულ დაცვაზეც და საერთოდ,
იმ ყველაფერზე, რასაც მუდმივად მიმალავს, ის, რაც ჩემთვის რატომღაც საიდუმლოა,
კეიტმა კი იცის!.. და ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ კრისტიანისგან განსხვავებით,
ელიოტი კეიტს ყველაფერს უყვება.
მზერა მაჯის საათზე გადამაქვს – ცხრას ათი უკლია და მე უკვე სამსახურში ვიგვიანებ.
კბილების ხეხვას ნაჩქარევად ვამთავრებ და ტუჩებზე თხლად მოვარდისფრო,
გამჭვირვალე მბზინავ პომადას ვისვამ. სააბაზანოდან გამოსული გზად ჩემს თხელ შავ
ჟაკეტს ვავლებ ხელს და დიდ ოთახში გავდივარ. კიდევ კარგი!.. კრისტიანი უკვე ბარის
დახლთან ზის და საუზმობს. მის დანახვაზე მაშინვე შვებას ვგრძნობ.
– მიდიხარ? – მეკითხება ფეხის ხმაზე ჩემკენ მობრუნებული.
– სამსახურში? ჰო, რა თქმა უნდა. – კრისტიანს გაბედულად ვუახლოვდები და
იდაყვებით ბარის დახლს თავისუფლად ვეყრდნობი. ის არაფრის მთქმელი
გამომეტყველებით მიყურებს. – ჩვენ სულ ერთი კვირაა, რაც ჩამოვედით, არ შემიძლია,
რომ არ წავიდე.
– მაგრამ... – ის ჩუმდება და ხელს თმაზე ნერვიულად ისვამს. მისის ჯონსი
სამზარეულოდან უხმაუროდ გადის. წინდახედული, თავდაჭერილი და ტაქტიანი
გეილი...
– ვიცი, რომ სალაპარაკო გვაქვს, მაგრამ მოდი, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე
დაწყნარდები, ეს საღამოსთვის გადავდოთ.
გაოგნებისგან პირიც კი ეღება.
– თუ დავწყნარდები? – ტონი მეტისმეტად რბილი აქვს, მოჩვენებითად რბილი,
იმდენად, რომ ძარღვებში სისხლი მეყინება.
ნერვიულობისგან ვწითლდები.
– ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ...
– არა, ანასტასია, არ ვიცი.
– კრისტიან, ახლა კამათი არ მინდა. იმისთვის მოვედი, რომ გკითხო, შემიძლია თუ არა
ჩემი მანქანით წავიდე?
– არა, არ შეგიძლია. – მიჭრის მკვახედ.
– კარგი. – ვთანხმდები კამათის გარეშე.
კრისტიანი დაბნეული გამომეტყველებით თვალებს ახამხამებს, როგორც ჩანს, ჩემგან
ასე, უბრძოლველად დანებებას არ ელოდა.
– პრესკოტი წაგიყვანს. – მეუბნება წამის შემდეგ უკვე ნაკლებად მტრული ტონით.
ჯანდაბა, სრული ბედნიერებისთვის პრესკოტიღა მაკლდა! პირველივე, რაც მინდა,
წინააღმდეგობის გაწევა და პრესკოტზე უარის გამოცხადებაა, მაგრამ თავს ვიკავებ და
გადაწყვეტილებას ვიღებ, არ შევეკამათო, გონებაში ქორწილის წინა დღეს დედას
„ბრძნული დარიგება“ მიტივტივდება: „ანა, საყვარელო, გახსოვდეს, რომ ყველა
ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა შეუძლებელია, ის ბრძოლა აირჩიე, რომლის
მოგების შანსიც გაქვს“... თუმცა, რადგან ჯეკი დაჭერილია, ურიგო არ იქნებოდა, რომ
უსაფრთხოების დამატებით ზომებზე მაინც ეთქვა უარი.
– კარგი. – ვნებდები ისევ უბრძოლველად. უბრალოდ, არ მინდა, რომ ასეთ
მდგომარეობაში დავტოვო, მინდა, ვცადო მაინც და ჩვენ შორის გაჩენილი ეს
დაძაბულობა განვმუხტო... მისკენ ნაბიჯს ვდგამ, ის კი ისევ იძაბება და მოლოდინით
სავსე მზერით გუგებგაფართოებული მიყურებს, ღმერთო, წამით ისეთი უმწეო და
ტკივილიანი მზერა აქვს, რომ გული მეწურება. ო, კრისტიან, გაიგე, მეც შენთან ერთად
მტკივა, მტკივა, რომ ასე ახლოს მიგაქვს ყველაფერი გულთან და ასე ძალიან განიცდი!
არც მის რეაქციას, არც ჩემს ფიქრს ყურადღებას არ ვაქცევ, მისკენ ვიხრები და ტუჩის
კუთხეზე ვკოცნი. ის, თითქოს ჩემი შეხებით სიამოვნების ბოლომდე შეგრძნება უნდაო,
წამით თვალებს ხუჭავს.
– კრისტიან, ჩემზე უარს ამბობ? – ვეკითხები ჩურჩულით.
ის ელვის სისწრაფით მაჯაზე ხელს მავლებს.
– მე შენზე უარს არ ვამბობ!
– მაგრამ არ მაკოცე, – ვჩურჩულებ ისევ მე.
ის თვალებს ჭუტავს და ურწმუნო, ეჭვიანი გამომეტყველებით მაჩერდება.
– ვიცი. – მპასუხობს ბუტბუტით.
თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვკითხო რატომ-მეთქი, მაგრამ, მეორე მხრივ, იმაშიც არა
ვარ დარწმუნებული, რომ პასუხის გაგება მინდა. უცებ ფეხზე დგება, ჩემს სახეს
ხელებში მაგრად იქცევს და ტუჩებში მკოცნის. მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრება
და პირს ოდნავ ვაღებ, რომ ჩავისუნთქო, ის კი ამით სარგებლობს, ენას პირში მჩრის და
ჩემსას ეძებს, თავისას ითხოვს, იღებს და ამით კიდევ უფრო თავდაჯერებული და
მომთხოვნი ხდება, მაგრამ როგორც კი ენას ვაგებებ და კოცნაზე კოცნით ვპასუხობ,
მშორდება და ხელს მიშვებს.
– სამსახურში ტეილორი და პრესკოტი წაგიყვანენ. – მეუბნება ის სუნთქვაარეული,
მზერაში კი სურვილი და თავშეკავებული ჟინი უკრთება. – ტეილორ!
ერთიანად გაწითლებული და აქოშინებული, ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და
სუნთქვა აღვიდგინო.
– დიახ, სერ. – სცემს ტეილორი პასუხს თავისი კაბინეტის ზღურბლიდან.
– პრესკოტს უთხარით, რომ მისის გრეი სი-აი-პიმდე უნდა მიაცილოს, თქვენ
შეგიძლიათ წაიყვანოთ?
– რა თქმა უნდა, სერ. – ტილორი სამხედრო მანერით, ქუსლებზე, იმავე წერტილში
ბრუნდება და ოთახიდან გადის.
– მადლობელი ვიქნები, თუ დღეს უსიამოვნებებში არ გაეხვევი. – მეუბნება ის უკვე
ხმადაბლა.
– შევხედავ, რის გაკეთებას შევძლებ. – ვპასუხობ დამტკბარი ღიმილით.
კრისტიანს ტუჩის კუთხე ღიმილით ოდნავ ზევით ეწევა, მაგრამ თავს იკავებს და ისევ
სერიოზულ გამომეტყველებას იღებს.
– კარგი, საღამომდე. – მემშვიდობება ის ცივად.
– კარგად. – ვეუბნები ჩურჩულით.
ჟურნალისტებისთვის თავის ასარიდებლად მე და პრესკოტი მიწისქვეშა
ავტოსადგომში მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ლიფტით ჩავდივართ.
ჯეკის დაპატიმრებაც და ისიც, რომ ის ჩვენს ბინაში აიყვანეს, უკვე ფართო
საზოგადოებისთვის ცნობილია...
„აუდიში“ ვჯდები და იმაზე ვფიქრობ, რომ კონსპირაციის ეს გეგმა ალბათ საკმარისი
არ იქნება და ისევე როგორც ჩვენი ნიშნობის გამოცხადების დღეს, ჟურნალისტები სი-
აი-პის შესასვლელთანაც დამხვდებიან.
სამსახურისკენ ერთხანს ხმის ამოუღებლად მივდივართ, მაგრამ მახსენდება, რომ
დედასთან და რეისთან დარეკვას ვაპირებდი და ჩანთიდან „ბლეკბერის“ ვიღებ, ჯერ
რეის ვურეკავ, მერე დედას და ორივეს ვამშვიდებ, ვეუბნები, რომ მე და კრისტიანი
კარგად ვართ და საბედნიეროდ საუბრის დამთავრებას ორივესთან საკმაოდ მალე,
იქამდე ვახერხებ, ვიდრე სი-აი-პის ვუახლოვდებით. როგორც მოსალოდნელი იყო,
გამომცემლობის შესასვლელთან რეპორტიორებისა და ფოტოგრაფების მცირე ჯგუფია
შეკრებილი. როგორც კი მანქანა ტროტუართან ჩერდება, ყველა ერთდროულად
ბრუნდება და მომლოდინე სახეებით „აუდისკენ“ იხედებიან.
– მისის გრეი, დარწმუნებული ხართ, რომ გადასვლა გინდათ? – მეკითხება ტეილორი.
სიმართლე ითქვას, ახლა მართლაც დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი სახლში და
ამ ალიაქოთს ავცდებოდი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ მისტერ ბრაზით
ათუხთუხებულთან მომიწევს მთელი დღის გატარება, რაც, თავისთავად, არ მინდა.
იმედი მაქვს, საღამომდე განწყობა გამოუკეთდება. ჯეკი დაჭერილია, კრისტიანი წესით,
გაბრაზებული კი არა, გახარებული უნდა იყოს, მაგრამ, ფაქტია, თვითონ ასე არ
ფიქრობს და გარკვეულწილად ვხვდები კიდეც რატომ, ჩემი ჩათვლით უკვე
მეტისმეტად ბევრი დაუგროვდა ისეთი, რასაც ვერ აკონტროლებს... თუმცა ახლა ამაზე
ფიქრის დრო არ მაქვს.
– ტეილორ, თუ შეიძლება შენობას შემოუარეთ და სათადარიგო შესასვლელთან
მიმიყვანეთ.
– დიახ, მემ.
მთელი დილა თავაუღებლად ვიმუშავე, დღის პირველ საათზე კი დაკაკუნების შემდეგ
კარი იღება და ჩემ კაბინეტში ელიზაბეთი იხედება
– შეიძლება, რამდენიმე წუთი წაგართვა? – მეკითხება ის ცოცხლად.
– რა თქმა უნდა, – ვპასუხობ დაუგეგმავი ვიზიტით ცოტა არ იყოს დაბნეული.
ელიზაბეთი კაბინეტში შემოდის, ჯდება და გრძელ შავ თმას მხარზე იყრის.
– მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად ხარ... ჰმ, როუჩმა მთხოვა, შენთან
შემომევლო, – ამატებს ნაჩქარევად და წითლდება. – ნუ, აი, გუშინდელი ღამის ამბების
გამო...
ჯეკ ჰაიდის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია ყველა გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა,
მგონი, არც ერთ გაზეთს ეს ამბავი „გრეი ენტერპრაიზში“ გაჩენილ ხანძართან ჯერ არ
დაუკავშირებია.
– კარგად ვარ. – ვპასუხობ მე და ვცდილობ, საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე რაც
შეიძლება ნაკლებად ვიფიქრო. ჯეკს სწორედ ჩემს წინააღმდეგ ჰქონდა რაღაც
ჩაფიქრებული, მაგრამ ამაში ახალი არაფერია, ეს ხომ ადრეც სცადა. მე ჯეკზე მეტად
კრისტიანი მადარდებს. მზერა ნაუცბათევად კომპიუტერში, ჩემს ფოსტაზე გადამაქვს
და ახალშემოსულ წერილებს თვალს ვავლებ, კრისტიანისგან იმეილი ჯერ კიდევ არ
არის... იქნებ ჯობია, მე თვითონ მივწერო? მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამით
მხოლოდ კიდევ უფრო გავაღიზიანებ.
– ძალიან კარგი. – ამბობს ელიზაბეთი და მიღიმის, თუმცა ამჯერად მისი ღიმილი
ნამდვილად გულწრფელია. – თუ რამეში დაგჭირდი... ნებისმიერ საკითხთან
დაკავშირებით, ანა, უბრალოდ მითხარი, კარგი?
–აუცილებლად.
ელიზაბეთი დგება.
– ვიცი, რომ დაკავებული ხარ... აღარ გაგაცდენ.
– აა... კარგი, გმადლობ.
თავისი ხანმოკლეობით, უაზრობითა და უშინაარსობით ამ ლაპარაკს დღეს, მგონი,
მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში ჩემპიონობა გარანტირებული ექნებოდა. რატომ
გამოაგზავნა როუჩმა? ბოსის ცოლის მიმართ ყურადღება გამოიჩინა? ვცდილობ,
უსიამოვნო ფიქრები თავიდან მოვიშორო, ხელს „ბლეკბერის“ ვავლებ, რომ შევამოწმო,
კრისტიანისგან წერილი ხომ არ არის და სწორედ იმწამს, როგორც კი ტელეფონს ვიღებ,
ფოსტაში ახალი წერილის შემოსვლის წრიპინი ისმის.

From: კრისტიან გრეი


Subject: განცხადება
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:04
To: ანასტასია გრეი

ანასტასია,
დღეს, დღის 3 საათზე შენთან ოფისში მოვა დეტექტივი კლარკი. საჭიროა, რომ
განცხადება დაწერო. პოლიციის განყოფილებაში შენი მისვლა ნამდვილად არ მინდა,
ამიტომ მოვითხოვე, რომ თვითონ მოსულიყო.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

შეტყობინებას ალბათ ხუთი წუთი მაინც დავყურებ და კრისტიანის


გასამხიარულებლად რამე მახვილგონივრული და უდარდელი პასუხის მოფიქრებას
ვცდილობ, მაგრამ თავში საინტერესო არაფერი მომდის და რადგან სხვა გამოსავალს ვერ
ვპოულობ, მოკლე პასუხით ვიფარგლები.

From: ანასტასია გრეი


Subject: განცხადება
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:12
To: კრისტიან გრეი
კარგი.
Ax
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

კიდევ ალბათ ხუთი წუთის განმავლობაში ეკრანს ახლა უკვე პასუხის მოლოდინში
დავყურებ, მაგრამ პასუხი არ მომდის. კრისტიანი დღეს თამაშის ხასიათზე აშკარად არ
არის.
ისევ სკამზე ვჯდები.
...თუმცა, მეორე მხრივ, ვერც ვადანაშაულებ, ჩემი საწყალი ორმოცდაათი ელფერი,
დღეს დილიდან ისეთი გაღიზიანებულია, რომ... და უცებ ფიქრში ბუნდოვანი აზრი
მეჭრება და კითხვა, რომელიც აქამდე თავშიც არ მომსვლია. როდესაც დღეს დილას
პირველად გავიღვიძე, კრისტიანი სმოკინგში იყო... კი მაგრამ, ნიუ-იორკში დაბრუნება
როდის გადაწყვიტა? საქმეს, ან საქმიან შეხვედრებს ის, როგორც წესი, დაახლოებით
ათიდან თერთმეტამდე ამთავრებს, გუშინ ათიდან თერთმეტამდე მე ჯერ ისევ კეიტთან
ერთად ბარში ვიყავი და ვერთობოდი... რატომ გამოფრინდა კრისტიანი ნიუიორკიდან
დროზე ადრე? იმიტომ, რომ მე ბარში ვერთობოდი თუ ჯეკის ინციდენტის გამო? და თუ
იმიტომ, რომ მე სადღაც ვერთობოდი, ეს ნიშნავს, რომ ამ ამბავზე, არც ჯეკზე და არც
პოლიციაზე თვითმფრინავის სიეტლში დაფრენამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა!.. უცებ
ვხვდები, რომ ამის გარკვევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. თუ კრისტიანი
ნიუიორკიდან მხოლოდ იმიტომ გამოფრინდა, რომ არ დავუჯერე და სამსახურიდან
სახლში არ დავბრუნდი, ესე იგი, ის ისევ თავის ამპლუაშია და უბრალო სიტუაცია ისევ
ძველებურად მეტისმეტად ახლოს მიაქვს გულთან, მეტისმეტად მწვავედ განიცდის და
მეტისმეტად უხეში რეაქცია აქვს. ჩემი ქვეცნობიერი ტუჩებს პრუწავს და ისევ ჰარპიას
გამომეტყველებას იღებს... კარგი, კარგი, დავუბრუნდეთ იმას, რომ კრისტიანის
დაბრუნება მიხარია და შესაბამისად, სხვა ყველაფერს ალბათ დიდი მნიშვნელობაც არა
აქვს, მაგრამ... წარმომიდგენია, რა შოკი გადაიტანა სიეტლში დაფრენის მერე!.. ამ
შემთხვევაში გასაკვირიც არ არის, რომ დღეს, მთელი დღეა, ასეთი დაძაბული და
დაბნეულია. დილას ნათქვამი მისი სიტყვები მახსენდება: „მე შენზე ჯერ ისევ ძალიან
გაბრაზებული ვარ, ანასტასია, შენ გამოა, რომ უკვე საკუთარ თავშიც კი ეჭვი მეპარება...“
არა, აუცილებლად უნდა გავარკვიო, ჩემი და კეიტის კოქტეილსაღამოს გამო ჩამოვიდა,
თუ იმ ნაძირალა შეშლილის გამო.

From: ანასტასია გრეი


Subject: შენი დაბრუნება
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:24
To: კრისტიან გრეი

გუშინ სიეტლში რომელ საათზე დაბრუნდი?


ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი
From: კრისტიან გრეი
Subject: შენი დაბრუნება
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:26
To: ანასტასია გრეი

რატომ გაინტერესებს?
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: შენი დაბრუნება
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:29
To: კრისტიან გრეი

ჩავთვალოთ, რომ უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო.


ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: შენი დაბრუნება
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:32
To: ანასტასია გრეი

ნათქვამია, ცნობისმოყვარეობამ კატა მოკლაო.


კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: ვერ გავიგე?!
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:35
To: კრისტიან გრეი

რა ბუნდოვანი ქარაგმებით მელაპარაკები? ეს რა, მორიგი მუქარაა?


ხომ იცი, ამას როგორ მოგიბრუნებ?
რატომ დაბრუნდი? იმიტომ, რომ პირობა არ შევასრულე და კეიტთან ერთად
დასალევად წავედი, თუ იმიტომ, რომ სახლში შეშლილი შემოგივარდა?

ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი
ეკრანს დავყურებ, პასუხს ველოდები, მაგრამ არაფერია, რამდენიმე წუთის შემდეგ
კომპიუტერის მონიტორის კუთხეში საათისკენ ვიხედები, ორს თხუთმეტი აკლია,
წერილის გაგზავნიდან ათი წუთი გავიდა, მაგრამ პასუხი ჯერ არ არის.

From: ანასტასია გრეი


Subject: იცი, რას გეტყვი?..
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:56
To: კრისტიან გრეი

დუმილი თანხმობის ნიშანია, არა?! ანუ შენ სიეტლში ნამდვილად იმის გამო
დაბრუნდი, რომ მე გადავიფიქრე. კრისტიან, მე ზრდასრული ქალი ვარ და მეგობართან
ერთად ბარში წასვლა და ცოტა დალევა გადავწყვიტე. უსაფრთხოების გაძლიერებისა და
დამატებითი ზომების შესახებ მე წარმოდგენაც არ მქონდა, იმიტომ, რომ არასდროს
არაფერს მეუბნები. მე შენგან კი არა, კეიტისგან გავიგე, რომ დაცვის გაძლიერებული
ზომები თურმე არა მარტო ჩვენი, გრეების მთელ ოჯახზე ვრცელდებოდა. ვფიქრობ,
რომ შენი რეაქცია, როგორც ყოველთვის, როდესაც საქმე ჩემს უსაფრთხოებას ეხება,
მეტისმეტად მკვეთრი იყო და გარკვეულწილად მესმის კიდეც რატომ, მაგრამ საბოლოო
ჯამში შენი ქცევა იმ ბიჭისას ჰგავს, გაუთავებლად „მგელი! მგელიო!“ რომ ყვიროდა...
გაიგე, რომ მე წარმოდგენაც არა მაქვს, რა არის შენი ნერვიულობის და ასეთი
რეაქციების რეალური მიზეზი და საერთოდ, რა მიგაჩნია პრობლემად. იმ ბარში ხომ
დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად ვიყავი!.. ვთვლიდი, რომ ჩემი და კეიტის
უსაფრთხოება დაცული იყო და, საბოლოოდ ასეც აღმოჩნდა, იქ ნამდვილად ბევრად
ნაკლები საფრთხე გვემუქრებოდა, ვიდრე სახლში რომ დავრჩენილიყავით. კრისტიან,
ყველაფერს ასე გულდასმით რომ არ მიმალავდე და სიტუაცია სრულად მცოდნოდა,
სხვანაირად მოვიქცეოდი.
როგორც ვიცი, ჯეკის კომპიუტერში შენახული რაღაც ინფორმაციის გამო ნერვიულობ,
უფრო სწორად, კეიტი ფიქრობს ასე, მაგრამ იმას თუ ხვდები, რა საწყენია, როცა შენმა
საუკეთესო მეგობარმა იმაზე მეტი იცის შენ შესახებ, ვიდრე შენ თვითონ? არადა,
როგორც მახსოვს, მე შენი ცოლი ვარ, არა?!
მოკლედ, იქნებ ჯობია ყველაფერი მითხრა?! იმედი მაქვს, მთელი ცხოვრება პატარა
ბავშვივით დაცვას და ყველაფრისგან მორიდებას არ მიპირებ და არც იმას ელოდები,
რომ მე ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავ!
ასე რომ, მისტერ გრეი, თქვენ ერთადერთი არა ხართ, ვინც გაცეცხლებისგან ლამის
აფეთქდეს, გასაგებია?
ანა
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

ბრაზისგან ათუხთუხებული, „გაგზავნის“ ღილაკს თითს ვარტყამ. აი, ასე, გრეი, და


ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ ჩემთან ასე მოქცევა არ შეიძლება.
ფილტვებში ჰაერს ღრმად ვუშვებ და სულს ვითქვამ. თავი მე თვითონ ავითუხთუხე,
თორემ ვიჯექი და სულელივით თავს ვიდანაშაულებდი, რომ პირობა არ შევასრულე...
მორჩა, საკმარისია!

From: კრისტიან გრეი


Subject: იცი, რას გეტყვი?..
Date: 26 აგვისტო, 2011; 13:59
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი, როგორც ყოველთვის, წერისას პირდაპირი და მომთხოვნი ბრძანდებით,


მაგრამ იქნებ ეს საკითხი თქვენი ჩვენს სახლში დაბრუნების მერე განგვეხილა?!
და ჯობია, ენა დაიმოკლოთ, თორემ გაცეცხლებისგან მეც ჯერ ისევ ლამის არის
ავფეთქდე.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ენა დავიმოკლო?! ეკრანს კიდევ უფრო გაცოფებული დავყურებ, მაგრამ ვხვდები, რომ
ამით ვერაფერს მოვიგებ და არ ვპასუხობ. ახლახან გამოგზავნილ, ახალგაზრდა და
პერსპექტიული ავტორის ხელნაწერს ვიღებ და კითხვას ვიწყებ. დღის სამ საათზე,
შეთანხმებისამებრ, დეტექტივი კლარკი მოდის. დღეს ნაკლებად მოქუფრული და
უკმაყოფილო გამომეტყველება აქვს, ვიდრე გუშინ, ალბათ გამოძინება მოახერხა ან,
უბრალოდ, დღისით მუშაობას ამჯობინებს.
– გმადლობთ განცხადებისთვის, მისის გრეი.
– არაფრის, მისტერ კლარკ. ჰაიდი ხომ ისევ პოლიციის განყოფილებაშია და
დაკავებულია?
– დიახ, მემ. საავადმყოფოდან დილით გადმოვიყვანეთ. იმ ბრალდებებით, რომლებიც
წაყენებული აქვს, ჩვენთან ყოფნა კიდევ კარგა ხანს მოუწევს. – კლარკი იღიმება და
თვალებთან, კუთხეებში წვრილი ნაოჭი უჩნდება.
– ძალიან კარგი... მე და ჩემმა მეუღლემ ამ ამბავზე უკვე საკმარისად ვინერვიულეთ.
– დღეს მისტერ გრეისაც ველაპარაკე და ჰაიდის დაჭერით ისიც კმაყოფილია. თქვენი
მეუღლე ნამდვილად ძალიან საინტერესო ადამიანია.
ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენად...
– დიახ, გმადლობთ. – ვუღიმი თავაზიანად და ვაგრძნობინებ, რომ მისი წასვლის
დროა.
– თუ კიდევ რამე გაგახსენდათ, დამირეკეთ. აი, ინებეთ... ჩემი სავიზიტო ბარათი.
ის საფულიდან ბარათს იღებს და მაწვდის
– გმადლობთ, მისტერ კლარკ. თავისთავად ცხადია, ასეც მოვიქცევი.
– ნახვამდის, მისის გრეი.
– ნახვამდის.
დეტექტივი კლარკი მიდის, მე კი იმაზე ვიწყებ ფიქრს, კერძოდ რა ბრალდებებს
წაუყენებდნენ ჯეკს. კრისტიანისთვის კითხვას აზრი არა აქვს, რა თქმა უნდა, არ
მეტყვის. ნაწყენი და გაღიზიანებული ტუჩებს ჯიუტავ ვკუმავ.
„ესკალისკენ“ ხმის ამოუღებლად მივდივართ. საჭესთან ამჯერად სოიერი ზის, მის
გვერდით, მანქანის წინა სავარძელზე – პრესკოტი. გული დამძიმებული მაქვს და
სიმძიმის ეს შეგრძნება სულ უფრო და უფრო მთრგუნავს. ვგრძნობ, უფრო სწორად,
უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩხუბი არ აგვცდება, არადა მთელი დღის ნერვიულობის
შემდეგ ჩხუბის ძალა ნამდვილადაღარ მაქვს.
მიწისქვეშა ავტოსადგომიდან ლიფტში პრესკოტთან ერთად შევდივარ და ვიდრე
კაბინა პენტჰაუსისკენ მისრიალებს, არეული აზრების დალაგებას ვცდილობ. რას
ვეტყვი კრისტიანს? კაცმა რომ თქვას, რის თქმასაც ვაპირებდი, უკვე ყველაფერი
მივწერე... ალბათ კრისტიანი რამდენიმე კითხვაზე კი მიპასუხებს, ყოველ შემთხვევაში,
ამის იმედი მაქვს, მაგრამ... ნერვებს ვერაფრით ვიმშვიდებ, გულს ისევ ბაგაბუგი გააქვს,
პირი წარამარა მიშრება და ხელისგულები მიოფლიანდება... ჩხუბი ნამდვილად არ
მინდა, მაგრამ მისი სიჯიუტის გამო კრისტიანთან ურთიერთობა ხანდახან ისეთი
რთულია, რომ უკან დახევის და დათმობის უფლება არა მაქვს, რამენაირად ჩემი
პოზიცია უნდა დავიცვა. ლიფტის კარი სრიალით იღება და კაბინიდან ფოიეს ვხედავ,
ამჯერად აქაურობას მისის ჯონსის მზრუნველი ხელი ეტყობა, ყველაფერი წესრიგშია
და სისუფთავით ბზინავს. მაგიდა თავის ადგილას დგას, ახალ ლარნაკში კი ღია
ვარდისფერი და თეთრი პიონების არაჩვეულებრივად ლამაზი თაიგული დევს.
ლიფტიდან გავდივარ და გზად თვალს სურათებს ვავლებ – ყველა მადონა კედლებზე
უვნებლად კიდია. პრესკოტი ჯერ კიდევ დილას ანჯამაზე ჩამოკიდებულ, უკვე
შეკეთებულ კარს თავაზიანად მიღებს და წინ მატარებს. დღეს ის რატომღაც ბევრად
უფრო ჩუმი და ნაკლებად ამპარტავანია. ასეთი აშკარად უფრო მომწონს. პორტფელს
შემოსასვლელშივე ვდებ, დიდი ოთახისკენ მივდივარ და შევდივარ თუ არა, ადგილზე
ვშეშდები. ჯანდაბა!
– საღამო მშვიდობისა, მისის გრეი. – მესალმება კრისტიანი ხმადაბლა.
ის როიალთან დგას. ტანზე შავი მაისური და ჯინსი აცვია... ის ჯინსი, რომელსაც
თამაშების ოთახში იცვამდა ხოლმე. ოჰ, ღმერთო... რეცხვისგან კიდევ უფრო გახეხილი,
ვიდრე მახსოვდა, ლამის გათეთრებული, ტანზე მომდგარი და მუხლზე გახეული... ის
ჩემკენ აუჩქარებლად მოდის, ფეხშიშველაა, ჯინსის ღილი გახსნილი აქვს, თითქოს
ბინდგადაკრული თვალების მზერა კი ჩემს სახეს წამითაც არ სცილდება.
– მიხარია, რომ მოხვედი. გელოდებოდი

თავი მეთერთმეტე
–მართლა? – ვეკითხები ჩურჩულით. პირი კიდევ უფრო მიშრება და გული ლამის არის
მკერდიდან ამომივარდეს. ასე რატომ აცვია? ეს ყველაფერი რას ნიშნავს? აღარ მებუტება?
– ჰო. – ლამის კრუტუნით, კატასავით რბილი ხმით, მაგრამ თან ჩაცინებით ამბობს ის
და ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოდის.
ღმერთო, ამ თავის დაბალწელიან ჯინსში არანორმალურად სექსუალურია! მაგრამ,
არა, არა... ამ თვით სექსუალურობის განსახიერებას გონებას არ ავარევინებ და ვიდრე
კრისტიანი აუჩქარებლად მიახლოვდება, ვცდილობ მისი განწყობა ამოვიცნო... ისევ
გაბრაზებულია? მეთამაშება? თუ ჩემი ლოგინში შეთრევა უნდა? ჰმ, ვერ ვხვდები...
– მომწონს ეგ ჯინსი. – ვბუტბუტებ დაბნეული.
კრისტიანს ტუჩები მტაცებელი ცხოველის ავის მომასწავებელი ღიმილით ეპობა,
მაგრამ მხოლოდ ტუჩები, ღიმილი თვალებზე არ ესახება. ჯანდაბა! ესე იგი, ისევ
გაბრაზებულია. ასე იმიტომ ჩაიცვა, რომ თავგზა ამირიოს... ის ზუსტად ჩემ წინ ჩერდება
და ფართოდ გახელილი, ანთებული თვალების დაჟინებული მზერით ზემოდან
დამყურებს, ერთიანად მწვავს და ადგილზე მაქვავებს. ღმერთო... სუნთქვა მეკვრება და
ყელში გაჩხერილ ნერწყვს ძლივს ვყლაპავ, რომ რამენაირად ჩავისუნთქო.
– როგორც მივხვდი, ჩემთან კითხვები გაქვთ, არა, მისის გრეი? – შემპარავი ხმით
მეკითხება კრისტიანი და ჯინსის უკანა ჯიბიდან რაღაცას იღებს. თვალებით ჯერ ისევ
მის თვალებზე მიჯაჭვულს ფურცლის გაშლის შრაშუნი მესმის. ის ხელს სწევს, წამით
თავს ვაბრუნებ, რომ შევხედო რა უჭირავს და ამობეჭდილ ჩემს იმეილს ვცნობ. მზერა
ისევ მის დაუფარავი რისხვით ანთებულ თვალებზე გადამაქვს.
– კი, ასეა, კითხვები ნამდვილად მაქვს. – ვჩურჩულებ სუნთქვაარეული.
მაგრამ არა ასე... თუ ჩვენ ახლა ამაზე ლაპარაკს ვაპირებთ, ჯობია, მისგან თავი ცოტა
აშორს დავიჭირო... დისტანცია მჭირდება, მაგრამ ვიდრე ნაბიჯის გადადგმას და უკან
გაწევას ვასწრებ, ის იხრება და ცხვირით ცხვირზე მეხახუნება... სიამოვნებისგან
თვალები თავისთავად მეხუჭება და ერთიანად ვინაბები.
– მეც, – ჩურჩულებს უცებ ზედ ჩემს სახესთან. მოულოდნელობისგან თვალებს ვახელ
და ისევ მის დაჟინებულ მზერას ვაწყდები..
– შენი კითხვები უშენოდაც ვიცი, – ვეუბნები ირონიული ტონით, ის კი თვალებს
ჭუტავს და მზერაში წამით გამკრთალი გაკვირვების დამალვას ცდილობს. როგორც
ჩანს, კამათს ვერ ავცდებით... ერთი ნაბიჯით ფრთხილად უკან ვიხევ. აუცილებელია,
რომ კრისტიანისგან ფიზიკური დისტანცია შევინარჩუნო და თავი თუნდაც ცოტა მაინც
შორს დავიჭირო, მისი სუნისგან, ამ მწველი მზერისგან, მისი ამ გონებისამრევი
სხეულისგან... და ამ არანორმალურად სექსუალური ჯინსისგან, რომელიც მენჯზე ისე
აზის, რომ... უკან ვიხევ თუ არა, კრისტიანი კოპებს კრავს.
– ნიუიორკიდან დროზე ადრე რატომ ჩამოქანდი? – ვეკითხები ჩურჩულით. ამ თემას
რაც მალე ამოვწურავთ, მით უკეთესი.
– იცი, რატომაც. – ხმაში გამაფრთხილებელი ინტონაცია უკრთება.
– იმიტომ, რომ კეიტთან ერთად ბარში წავედი?
– იმიტომ, რომ ჩემთვის მოცემული პირობა არ შეასრულე და თავი გაუმართლებელ
საფრთხეში ჩაიგდე.
– შენთვის მოცემული პირობა არ შევასრულე? ამას შენ ასე აღიქვამ? – ვეკითხები
აღშფოთებისგან სუნთქვაშეკრული და წინადადების მეორე ნაწილს უყურადღებოდ
ვტოვებ.
– კი, ზუსტად ასე აღვიქვამ.
ღმერთო! ნუ, როგორ გინდა ამ ადამიანს რამე გააგებინო?! თვალების ატრიალება
მინდება, მაგრამ მისი მაშინვე შეცვლილი და მრისხანედ წარბაწეული გამომეტყველების
დანახვისთანავე ვჩერდები.
– კრისტიან, მე გადავიფიქრე, – თითქოს ბავშვს ველაპარაკებოდე, ლამის
დამარცვლით, მოთმინებით აღსავსე და დამამშვიდებელი ტონით ვუხსნი. – გაიგე, მე
ქალი ვარ! ქალებს ეს ახასიათებთ, ეს ჩვენი თვისებაა, კრისტიან.
ის ისეთი დაბნეული და გაკვირვებული გამომეტყველებით ახამხამებს თვალებს,
თითქოს ეს მარტივი ჭეშმარიტება მის გონებამდე ვერაფრით აღწევდეს.
– იმას როგორ ვიფიქრებდი, რომ შენ საქმიან შეხვედრებს გადადებდი და... –
ვჩუმდები, სიტყვები არ მყოფნის, ვხვდები, რომ უბრალოდ წარმოდგენა არა მაქვს, რა
უნდა ვუთხრა. ჩემი საქორწინო ფიცის გამო ჩვენი კამათი მახსენდება, „მე არასოდეს
დაგპირებივარ, რომ ყველაფერში დაგემორჩილებოდი, კრისტიან!“... მაგრამ იმ უბრალო
მიზეზის გამო, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, გულის სიღრმეში მისი დაბრუნება
მიხარია, მიხარია, რომ ის ახლა თუნდაც ბრაზით ათუხთუხებული, მაგრამ ცოცხალი და
უვნებელი ჩემ წინ დგას, ენას კბილს ვაჭერ და ისევ ვჩუმდები.
– გადაიფიქრე? – მეკითხება ის ცუდად დაფარული უკმაყოფილო და აღშფოთებული
ტონით.
– ჰო, გადავიფიქრე.
– და თავშიც არ მოგივიდა, რომ დაგერეკა? – ხმას უწევს კრისტიანი და წამით ჩუმდება.
– გარდა ამისა, იმის გამო, რომ სოიერი და პრესკოტი თან წაიყვანე, აქ ხომ დაცვის
არასრული შემადგენლობა დატოვე, ვერ მიხვდი, რამდენად დიდი იყო რისკი მარტო
დარჩენილი რაიანისთვის?
ოჰ... ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია.
– მართალი ხარ, უნდა დამერეკა, მაგრამ პირველ რიგში, შენი შეწუხება არ მინდოდა და
მეორეც, რომ დამერეკა, დარწმუნებული ვარ, ბარში წასვლას ამიკრძალავდი, არადა
წასვლა ძალიან მინდოდა, კეიტთან ერთად ყოფნა და ლაპარაკი მენატრებოდა... თანაც,
როგორც აღმოჩნდა, საფრთხეს სწორედ იმან ამაშორა, რომ ბარში წავედი და იმ დროს,
როდესაც ჯეკი მოვიდა, სახლში არ ვიყავი, რაიანს კი ჯეკი უბრალოდ არ უნდა ამოეშვა,
ეს არის და ეს!
უკვე მე თვითონაც თავგზა მერევა, რაიანს რომ ჯეკი არ ამოეშვა, ის ახლაც
თავისუფალი იქნებოდა.
კრისტიანს მზერაში წამით ველური ნაპერწკალი უკრთება, თვალებს თითქოს რაღაც
არანორმალური ტკივილისგან ხუჭავს და სახის ნაკვთები ერთიანად ეძაბება. ოჰ,
ღმერთო, არა... ის თავს აქნევს და მანამდე, სანამ გონს მოსვლასა და მისი რეაქციის
გააზრებას ვასწრებ, ხელს მავლებს, ერთიანად მკლავებში მიქცევს და მკერდზე
ძლიერად მიხუტებს.
– ოჰ, ანა, – ჩურჩულებს ის და მკლავებს კიდევ უფრო მაგრად მიჭერს, იმდენად, რომ
ლამის ვეღარ ვსუნთქავ. – შენ რომ რამე მოგსვლოდა... – ხმა ძლივს გასაგონ
ჩურჩულამდე უწყდება.
– ხომ არაფერი მომივიდა, კრისტიან. – ძლივს ვახერხებ პასუხად ამოთქმას.
– მაგრამ შეიძლებოდა. დღეს მარტო იმის წარმოდგენით, რა შეიძლებოდა
მომხდარიყო, მგონი, ათასჯერ მოვკვდი. შენზე ისე ვიყავი გაცოფებული, შენზეც,
საკუთარ თავზეც და, საერთოდ, ყველასა და ყველაფერზე, რომ, მგონი, ასე არასდროს
არაფერზე გავბრაზებულვარ... გარდა... – ის ისევ ჩუმდება.
– გარდა? – არ ვეშვები მე.
– გარდა იმ დღისა, როდესაც შენს ძველ ბინაში ლაილა დაგხვდა.
არა. ახლა ამაზე ფიქრი ნამდვილად არ შემიძლია.
– დღეს შენ ისეთი ცივი იყავი, კრისტიან, რომ... – ვამბობ ბუტბუტით და ბოლო
სიტყვაზე, იმ თავზარდაცემი გრძნობის გახსენებაზე, რომელიც დღეს დილას
განვიცადე, როცა შხაპში არ მიმიკარა, ხმა მიწყდება.
კრისტიანი ხელებს ზურგიდან ჩემი კეფისკენ აცურებს და მე თავისუფლად
ჩასუნთქვის საშუალება მეძლევა, მაგრამ ის ახლა თითებს თმაში მავლებს და თავს
მაწევინებს.
– არ ვიცი, ამ გააფთრებას რა მოვუხერხო, ანა, არ მინდა, ტკივილი მოგაყენო, მაგრამ
თან... – მეუბნება კრისტიანი და თვალებგაფართოებული, სასოწარკვეთილი მზერით
მიყურებს. – დღეს დილას მინდოდა დამესაჯე, მაგრად დამესაჯე და... – ჩუმდება,
სიტყვებს ვერ პოულობს, ან წარმოთქმის ეშინია.
– იმაზე ნერვიულობდი, რომ ტკივილს მომაყენებდი? – ვამთავრებ მის დაუმთავრებელ
აზრს და თუმცა კი წამითაც არ მჯერა, რომ ამას ნამდვილად გააკეთებდა, შვებას
ვგრძნობ, რადგან ჩემს პატარა, ავხორც ნაწილს უფრო იმის ეშინოდა, რომ კრისტიანს
აღარ ვუნდოდი.
– უკვე საკუთარ თავსაც კი ვეღარ ვენდობოდი. – ხმადაბლა ამატებს ის.
– კრისტიან, სამაგიეროდ მე ვარ დარწმუნებული, რომ შენ მე არასდროს არაფერს
დამიშავებ, ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად. – ვეუბნები და მის სახეს ხელებში ვიქცევ.
– მართლა დარწმუნებული ხარ? – მეკითხება უნდობლად.
– რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ შენი მუქარა მხოლოდ მუქარა იყო, უბრალოდ სიტყვები
და მეტი არაფერი, ვიცოდი, რომ არ მცემდი.
– მე ეს მინდოდა, ანასტასია.
არა, არ გინდოდა, მხოლოდ ფიქრობდი, რომ გინდოდა.
– არ ვიცი... – წარმოთქვამს ბუტბუტით.
– დაფიქრდი, კრისტიან, – ვეუბნები მე და მის სახეს ისევ ხელებში ვიქცევ, მერე
მკერდზე ცხვირით ვეთამაშები და ქვემოდან ვუყურებ. – გაიხსენე, რას გრძნობდი, მე
რომ წავედი... შენ თვითონ არ მომიყევი? გაიხსენე, როგორ შეიცვალე ამის მერე, როგორ
შეგეცვალა გარშემო ყველაფრის და ჩემი აღქმაც. კრისტიან, მე ვიცი, შენ ჩემ გამო რამდენ
რამეზე თქვი უარი. ან ის გაიხსენე, როგორ განიცადე, როდესაც საფრანგეთში ყოფნისას
ბორკილებისგან მაჯები გადამეყვლიფა.
ის შეშდება და ჩემს ნათქვამზე ფიქრობს. სახიდან ხელებს ვაშორებ და ვეხვევი,
მაისურის ქვეშ ხელისგულებით მის ქვასავით მკვრივ, დაძაბულ კუნთებს ვგრძნობ...
მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ ის ნელ-ნელა მშვიდდება და სხეული უდუნდება.
გასაგებია, აი, თურმე რა არ აძლევდა მოსვენებას... ეშინოდა, რომ ტკივილს
მომაყენებდა. მე უფრო მჯერა მისი, ვიდრე თვითონ – საკუთარი თავის! არ ვიცი,
არაფერი მესმის, ჩვენს ურთიერთობებში პროგრესი ნამდვილად არის, ჩვენ საკმაოდ
ბევრს მივაღწიეთ... კრისტიანი, როგორც წესი, მაშინ, როდესაც ყველაფერს
აკონტროლებს, უაღრესად ძლიერი და მბრძანებელია, მაგრამ კონტროლის გარეშე
საკუთარი თავის რწმენასაც კი კარგავს. ოჰ, ჩემი საწყალი ორმოცდაათი ელფერი...
როგორ დაგეხმარო?.. ის თავზე მკოცნის, მე კი თავს ვწევ და მისი ტუჩები მაშინვე ჩემი
ტუჩების ძებნას იწყებს, პოულობს, იღებს, მეძლევა, მემუდარება... რას, არ ვიცი, მაგრამ
ეს მეც მინდა, მინდა, მთლიანად შევერწყა, მთლიანად მისი ვიყო და კოცნაზე კოცნით
ხარბად ვპასუხობ.
– შენ ისე გჯერა ჩემი, რომ... – ჩურჩულებს ის კოცნისგან სუნთქვაარეული.
– ჰო, მჯერა.
ის თითის ბალიშებს ლოყაზე მისვამს და თვალებში მიყურებს. გაბრაზებამ გადაუარა
და ისევ ჩემი კრისტიანი, ჩემი ორმოცდაათი ელფერი დაბრუნდა და მისი ყურება ახლა
ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მიხარია... მზერას ვუსწორებ და მორცხვად ვუღიმი.
– თანაც ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტების შედგენაზე წვალება უკვე აღარ გჭირდება.
ის წამში გამხიარულებული და გაოგნებული პირს აღებს და მკერდზე ისევ მაგრად
მიკრავს.
– მართალი ხარ, აღარ მჭირდება. – მპასუხობს სიცილით.
დიდი ოთახის შუაგულში ერთმანეთს ჩახვეულები და ისევ ერთმანეთის საყრდენად
ქცეულები ვდგავართ.
– წამო ლოგინში, – მეუბნება ის ჩურჩულით რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ.
ოჰ, ღმერთო!..
– კრისტიან, სალაპარაკო გვაქვს.
– გთხოვ, მერე ვილაპარაკოთ. – თუმცა რბილი ტონით, მაგრამ არ მეშვება ის.
– არა, კრისტიან, გთხოვ... გთხოვ, დამელაპარაკე.
ის ოხრავს.
– რაზე?
– შენ თვითონაც იცი. იმაზე, რასაც მიმალავ და არ მეუბნები.
– მე უბრალოდ შენი დაცვა მინდა.
– კრისტიან, მე ბავშვი არა ვარ.
– ამას მე მშვენივრად ვაცნობიერებ, მისის გრეი. – იღიმება ის და ხელს ჩემი
უკანალისკენ აცურებს, გაშლილ თითებში იქცევს, მიჭერს და თან წინ თავისკენ მაწვება,
რომ მისი ერექცია მეტად დამაჯერებლად შევიგრძნო.
– კრისტიან! – ვწიკვინებ უკვე სასოწარკვეთილი. – დამელაპარაკე.
კრისტიანი ისევ ოხრავს, ამჯერად აშკარა გაღიზიანებით.
– კარგი, მითხარი, რა გაინტერესებს? – მეუბნება ბედს შეგუებული და მიშვებს.
ოოჰ!.. მე ხომ ხელის გაშვება სულაც არ მიგულისხმია! მაგრამ ის ხელს ისევ მავლებს
და იატაკზე დავარდნილი ფურცლის ასაღებად იხრება.
– ყველაფერი, – ვეუბნები ბუტბუტით, ვიდრე მას დივნისკენ მივყავარ.
– დაჯექი! – ხმა უკვე მბრძანებლური აქვს.
ჰმ... ვიღაც-ვიღაცები არასდროს იცვლებიან, ვფიქრობ ჩემთვის და ბრძანებას
უსიტყვოდ ვასრულებ. კრისტიანი გვერდით მიჯდება, წინ იხრება და თავს ხელებში
რგავს.
ოჰ, არა! ასეთს რას ვითხოვ? ნუთუ ამაზე ლაპარაკი მისთვის ასეთი მძიმეა? მაგრამ ის
მაშინვე სწორდება, ორივე ხელით თმას იჩეჩს და საბოლოოდ დანებებულის
გამომეტყველებით ჩემკენ ბრუნდება.
– მკითხე, რაც გინდა. – მეუბნება ლამის საქმიანი ტონით.
ჰმ, ეს იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
– გრეების მთელი ოჯახისთვის დაცვის გაძლიერება რატომ დაგჭირდა?
– ჰაიდი იმათთვისაც საფრთხეს წარმოადგენდა.
– რა იცი?
– დასკვნა მის კომპიუტერში აღმოჩენილი ინფორმაციიდან გამოვიტანე, ინფორმაცია
ყველას ეხებოდა, მეც და ოჯახის დანარჩენ წევრებსაც, განსაკუთრებით – კარიკს.
– კარიკს? რატომ მაინცდამაინც კარიკს?
– ჯერ არ ვიცი. მოდი, დავწვეთ რა.
– კრისტიან, მითხარი!
– რა გითხრა?
– იცი რა... აუტანელი ხარ?
– შენც! – მიბრუნებს ის უკან სიტყვას და თვალებით მბურღავს.
– თავიდან, როცა ჯეკის კომპიუტერში მთელი ეს ინფორმაცია აღმოაჩინე, დაცვა ხომ
არ გაგიძლიერებია? აბა, მერე რა მოხდა? ახლა რატომ გააძლიერე?
კრისტიანი თვალებს ჭუტავს და წამით უსიტყვო გაღიზიანებით მაჩერდება.
– მე ხომ არ ვიცოდი, რომ შენობის დაწვას შეეცდებოდა, ანდა... – ის ჩუმდება. –
უბრალოდ სერიოზულად არ აღვიქვამდით, გვეგონა, რომ ჩემი პერსონით მეტისმეტად
დაინტერესებული მორიგი შეშლილი იყო, ნუ, ხომ გესმის, – კრისტიანი მხრებს იჩეჩს. –
როდესაც ვინმე ამდენად ცნობილი ხდება, ადამიანები მისი ცხოვრებით
ინტერესდებიან. მასალა სრულიად უსისტემო და შემთხვევით ხელში მოხვედრილის
შთაბეჭდილებას ტოვებდა: იქ იყო საგაზეთო სტატიები ჩემი ჰარვარდში სწავლების
პერიოდზე, ნიჩბოსნობის შეჯიბრში ჩემი მონაწილეობის შესახებ, სტატიები კარიკზე და
მის კარიერაზე, ასევე დედას კარიერაზეც და ცოტ-ცოტა რაღაც ელიოტზე და მიაზე.
რა უცნაურია.
– წეღან არ დაამთავრე და „ანდაო“ თქვი, – ვახსენებ დაინტერესებული.
– ანდაო? რას გულისხმობ?
– წეღან რომ თქვი: „რა ვიცოდი, შენობის დაწვას თუ მოინდომებდა, ანდა...“ და არ
დაამთავრე, თითქოს კიდევ რაღაცის თქმას აპირებდი.
– არ გშია?
რაა? კოპებშეკრული ვაჩერდები, თუმცა კი კუჭი შიმშილისგან ნამდვილად მეწვის.
– დღეს რამე ჭამე? – კრისტიანს ხმა უმკაცრდება და მზერა შეუვალი და ყინულივით
ცივი უხდება.
გამყიდველ სიწითლეს ვერაფერს ვუხერხებ.
– ასეც ვფიქრობდი! – აღშფოთებისგან ხმაც კი უწყდება. – შენ ხომ იცი რა მემართება,
როცა არ ჭამ. ადექი. – მეუბნება და თვითონ უკვე ფეხზე ამდგარი ხელს მიწვდის. –
მოდი, მე გაჭმევ. – ხმა ისევ ეცვლება და ამჯერად გრძნობიერი დაპირებით აღსავსე
უხდება.
– შენ მაჭმევ? – ვეკითხები ჩურჩულით და სხეულის ქვედა ნაწილში ერთიანად თბილი
ტალღა მივლის. ჯანდაბა! ჰმ... ვერცხლისწყლისსისწრაფით ერთი თემიდან მეორეზე ისე
გადახტა, გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი! ანუ, ეს ნიშნავს, რომ საუბარი დასრულდა?
სულ ეს არის, რის გაგებაც შევძელი?
კრისტიანს სამზარეულოსკენ მივყავარ, გზად ხელს ბარის მაღალ სკამს ავლებს, ბარის
დახლს გარშემო ვუვლით და როგორც კი სამზარეულოში შევდივართ, დახლთან მეორე
მხრიდან დგამს.
– დაჯექი.
– მისის ჯონსი სად არის? – ვეკითხები უცებ გაკვირვებული, რადგან მისის ჯონსის
არყოფნას მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ და სკამზე ვჯდები.
– დასვენების დღე მივეცი გეილსაც და ტეილორსაც.
ჰმ...
– რატომ?
ის თავისი საფირმო ამპარტავნულად დამცინავი გამომეტყველებით მიყურებს.
– იმიტომ, რომ შემიძლია.
– აჰა, გასაგებია! მაშ, ასე, გინდა მითხრა, რომ ჩემთვის საჭმლის მომზადებას აპირებ?
– ვეკითხები დაეჭვებული ირონიული ღიმილით.
– ოჰ, რა უნდობელი ხართ, მისის გრეი. თვალები დახუჭე!
ოჰო, აი, სიურპრიზიც ამას ჰქვია! მეგონა, სრულმასშტაბიანი ბრძოლა მელოდა,
ბრძოლის მაგივრად კი სამზრეულოში დახუჭობანას თამაში მივიღე.
– დახუჭე! – მეუბნება მბრძანებლური ტონით.
ჰო, კარგი, კარგი, მაგრამ... თვალებს ჯერ ვუტრიალებ, მერე ვხუჭავ.
– ჰმმ... მთლად ის არ არის, რაც საჭიროა, მაგრამ... – ბუტბუტებს კრისტიანი. მე ცალ
თვალს ვახელ და ვხედავ, რომ ჯინსის უკანა ჯიბიდან ზუსტად ჩემი კაბის მსგავსი
შეფერილობის, იისფერ აბრეშუმის შარფს აძვრენს... ოჰო! გაოგნებული შევყურებ, ნეტა
სად იპოვა?
– დახუჭე და ნუ მიყურებ! – იძლევა ისევ განკარგულებას.
– თვალების ახვევას მიპირებ? – ვეკითხები უკვე სრულიად გაოგნებული და სუნთქვა
მეკვრება.
– ჰო.
– კრისტიან!.. – ის ტუჩებზე თითს მადებს და მაჩუმებს, მაგრამ მე დალაპარაკება
მინდა!
– მერე ვილაპარაკებთ, ახლა, პირველ რიგში, უნდა გაჭამო, შენ ხომ მითხარი, რომ
მშიერი ხარ. – ის ნაჩქარევად ტუჩებში მკოცნის, აბრეშუმის შარფს თვალებზე მახვევს და
კეფაზე მაგრად კვანძავს.
– რამეს ხედავ? – მეკითხება წამის შემდეგ.
– არა, – ვბუზღუნებ პასუხად და ფიგურალურად თვალებს ვატრიალებ.
კრისტიანის ჩუმი ჩაცინება მესმის.
– მისის გრეი, ყოველთვის ვიცი, როდესაც თვალებს მიტრიალებთ, თქვენ კი
მშვენივრად მოგეხსენებათ, როგორ მოქმედებს ეს ჩემზე.
ტუჩებს გაბუტულის გამომეტყველებით ვბუშტავ.
– იქნებ ჩემი კვების პროცესი ცოტა დაგვეჩქარებინა? – ვიღრინები გაღიზიანებული.
– რა მოუთმენელი ხართ, მისის გრეი, ნუთუ ჩემთან დალაპარაკება ასე გეჩქარებათ? –
ტონი ისევ ირონიულად მხიარული აქვს.
– ჰო!
– მაგრამ იქამდე უნდა გაჭამო. – ის ტუჩებით საფეთქელზე მეხება და მეც მაშინვე
ვმშვიდდები.
ჰო, კარგი, კარგი... თუ ასე ძალიან გინდა, მაჭამე. ბედს ვნებდები და სმენადაძაბული
კრისტიანის სამზარეულოში მოძრაობის ხმებს ვუსმენ. მაცივრის კარს აღებს... ჩემ უკან
ბარის დახლზე რამდენიმე თეფშს დებს, მიკროტალღურ ღუმელში რაღაცას დგამს,
ღილაკს თითს აჭერს და ღუმელი ირთვება... იმდენი ქნა, მაინც მოახერხა და
დამაინტერესა... ტოსტერის სახელურის ჩამოწევის ხმა მესმის, ტოსტერი ირთვება,
ტაიმერი წიკწიკებს. ჰმ, ტოსტები?
– ჰო, დალაპარაკება ნამდვილად ძალიან მინდა. – ვეუბნები ბუტბუტით, მაგრამ თან
სამზარეულოში დატრიალებული ეგზოტიკური სანელებლების სურნელს ხარბად
ვიყნოსავ.
მოუთმენლად უკვე სკამზე წრიალს ვიწყებ.
– ანასტასია, მშვიდად იჯექი და ნუ წრიალებ. – ბუტბუტებს ის სადღაც ჩემ გვერდით. –
მინდა, რომ წესიერად მოიქცე... – ამატებს ჩურჩულით.
ღმერთო... ჩემი შინაგანი ქალღმერთი მოლოდინით ისე იტრუნება, მგონი, თვალებსაც
კი არ ახამხამებს.
– და ტუჩს თავი დაანებე. – ის ქვედა ტუჩს ოდნავ მქაჩავს და კბილების ტყვეობიდან
მითავისუფლებს. მე კი ღიმილს ვერ ვიკავებ.
შემდეგი ბგერა, რაც მესმის საცობის ბოთლიდან მკვეთრი ამოძრობის და ღვინის
ფუჟერში დასხმის რაკრაკია. რამდენიმე წამით სიჩუმე ისადგურებს, მერე ჩუმი ტკაცუნი
და სტერეოსისტემის ჩართვის მომასწავებელი დინამიკების რბილი შიშინი მესმის,
წამიც და ოთახის მთელი სივრცე გიტარის ხმამაღალი, გაბმული აკორდებით ჩემთვის
აქამდე უცნობი მელოდიით ივსება. კრისტიანი სტერეოსისტემას ხმას უწევს და მუსიკას
მხოლოდ ფონად ტოვებს... სიმღერას მამაკაცის დაბალი, ღრმა და
სექსუალურგრძნობიერი ხმა იწყებს.
– ვფიქრობ, ჯობია, ღვინით დავიწყოთ, – ჩურჩულებს კრისტიანი და სიმღერის
ჯადოსნურ ჰანგებში ჩაძირულს ისევ რეალობაში მაბრუნებს. – თავი ასწიე, – უსიტყვოდ
ვემორჩილები. – კიდევ! – იძლევა ისევ განკარგულებას, როგორც ჩანს, შედეგით
უკმაყოფილო.
ბრძანებას ვასრულებ და მაშინვე ტუჩებით მის ტუჩებს ვგრძნობ. პირში ცივი ღვინო
მეღვრება და მეც ვყლაპავ. ოჰ, ღმერთო, რა მაგარია... გონებაში არცთუ დიდი ხნის
წინანდელი მოგონება მიტივტივდება, ვანკუვერში, ძველ ბინაში, ჯერ ისევ სწავლის
დამთავრებამდე ლოგინზე მიბმული ვწევარ... და საშინლად სექსუალური, ჩემი
იმეილით გაბრაზებული კრისტიანი. ჰმ... რა შეიცვალა იმის მერე? თითქმის არაფერი,
ალბათმხოლოდ ის, რომ ახლა კრისტიანის საყვარელი ღვინის მარკის გარჩევა
შემიძლია, ეს სენსერია.
– მმმ... – ვკრუტუნებ კმაყოფილი და მადლიერი.
– ეს ღვინო მოგწონს? – მეკითხება ჩურჩულით და ლოყაზე მისი თბილი სუნთქვით
მონაბერი ჰაერი მელამუნება, მისი ენერგია, მისი სხეულის სიმხურვალე... მთელი
არსებით მისგან გამოსხივებულ ამ გრძნობებში ვიძირები, გრძნობებში, რომლებიც,
მიუხედავად იმისა, რომ არც კი მეხება, იმდენად ფიზიკურად აღვიქვამ, რომ ერთიანად
ვინაბები.
– კი, – ვპასუხობ სუნთქვაარეული.
– კიდევ გინდა?
– შენთან ყოველთვის კიდევ მინდა.
მის ღიმილს ისე ცხადად ვგრძნობ, რომ ლამის ვხედავ და პასუხად მეც მეღიმება.
– მისის გრეი, მეკეკლუცებით?
– რა თქმა უნდა, მისტერ გრეი.
ვხვდები, რომ ხელში ისევ ღვინის ფუჟერს იღებს, ბროლზე მისი საქორწინო ბეჭდის
წკარუნი მესმის. ჰმ, რა სექსუალური ბგერაა... თავს ისევ უკან მაწევინებს და ტუჩებით
ისევ ჩემს ტუჩებს ეწაფება, მისი პირიდან ჩემსაში ჩაღვრილ ღვინის ყლუპს ხარბად
ვყლაპავ, ის კი იღიმება და ტუჩებში მკოცნის.
– მოგშივდა?
– ვფიქრობ, ეს უკვე დადგენილი ფაქტია, მისტერ გრეი.
აიპოდიდან ტრუბადურის ხმა სახიფათო თამაშებზე მღერის. ჰმ, რა ნიშანდობლივია...
მიკროტალღური ღუმელი წრიპინებს და კრისტიანი ხელს მიშვებს. როგორც იქნა,
ვსწორდები. სამზარეულოში სანელებლების სუნი ტრიალებს: ნიორი, თავშავა,
როზმარინი და პიტნა, და ეს ყველაფერი, თუ არ ვცდები, ბატკნის ხორცის სუნთან
ერთად. მიკროტალღური ღუმელის კარი იღება და მადისაღმძვრელი არომატიც კიდევ
უფრო მკვეთრი ხდება.
– ჯანდაბა! – ილანძღება კრისტიანი და ბარის დახლზე თეფშის დახეთქების ზრიალის
ხმა ისმის.
ჩემი საწყალი ორმოცდაათი ელფერი!
– რა მოხდა? კარგად ხარ?
– კი! – მპასუხობს ლამის ღრენით და გაღიზიანებული ხმით, მაგრამ წამის მერე ისევ
ჩემ გვერდით დგას.
– უბრალოდ, თითი დამეწვა. აი, აქ. – მეუბნება ის და საჩვენებელ თითს პირში მიყოფს.
– თუ მოწუწნი, იქნებ გამიაროს.
– ოოჰ...
მაჯაზე ხელს ვკიდებ და თითს ნელა ვაღებინებ ჩემი პირიდან, – კარგი, კარგი,
საყვარელო, ვაწყნარებ ჩურჩულით, მერე წინ ვიხრები, დამწვარ თითზე სულს ვუბერავ
და ორჯერ ნაზად ვკოცნი. კრისტიანს სუნთქვა ეკვრება, მე კი მის თითს ისევ პირში
ვიდებ და რბილად წოვას ვიწყებ. აქამდე სუნთქვაშეკრული ჰაერს უცებ მკვეთრად
ისუნთქავს და მე ეს ხმა პირდაპირ მუცლის ქვედა ნაწილში მესახება. მისი თითის გემო
კიდევ უფრო მეტად აღმაგზნებს – ეს კრისტიანის გემოა... არადა ეს ხომ სწორედ მისი
თამაშია, ნელი და აუჩქარებლად მტანჯველი ცდუნება... მეგონა, ვიჩხუბებდით, მეგონა,
წინ საშინელი საღამო მელოდა, ის კი მეთამაშება, მიწვევს, მაცდუნებს. ის ჩემი ქმარია,
ეს სრულიად წინააღმდეგობრივი და ვერცხლისწყალივით ცვალებადი მამაკაცი, მაგრამ
მე ის სწორედ ასეთი მიყვარს, ხანდახან სასაცილოდ მოუხერხებელი, მაგრამ ამავე დროს
არანორმალურად სექსუალური... მან პრინციპში რამდენიმე კითხვაზე მიპასუხა, და
თუმცა კი მე ეს არ მყოფნის და მეტი მჭირდება, ახლა, ამწუთას, დღევანდელი დღის
ნერვიულობისა და ჯეკის გამო გუშინდელი ღამის კოშმარის შემდეგ, ამ თამაშში მისი
აყოლაც მინდა, რატომაც არა? ეს სწორედ ის არის, რაც ახლა ჩვენთვის, ორივესთვის
აუცილებელია.
– რაზე ფიქრობ? – მეკითხება კრისტიანი და პირიდან თითს მაცლის.
– იმაზე, რომ ვერცხლისწყალივით ცვალებადი ხარ.
ის ისევ ჩემ გვერდით დგას.
ორმოცდაათ ელფერად, საყვარელო. – წამიერი დუმილის შემდეგ ირონიულად იცინის
ის და ჩემკენ დახრილი ტუჩის კუთხეში ნაზად მკოცნის.
– ჩემი ორმოცდაათი ელფერი, – ვიმეორებ მე ჩურჩულით, მაისურში ხელს ვავლებ და
ჩემკენ ვქაჩავ.
– არა, არა, მისის გრეი, ამის გაკეთება აკრძალულია, ხელების და შეხების გარეშე...
ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. – ის მაჯას მიჭერს, მაისურიდან ხელს მაშვებინებს
და სათითაოდ ყველა თითს მიკოცნის. – დაჯექი, – ამატებს ბოლოს.
ტუჩებს გაბუტულივით ვბუშტავ.
– იცოდე, თუ გაიბუტები, დაგსჯი. ჯობია, პირი გააღო. მეტად!
ჯანდაბა! ბრძანებას ვასრულებ, ის კი პირში ჩანგალზე წამოცმულ სანელებლებით
შეზავებული ბატკნის ცხელ ხორცზე, გრილი, პიტნიანი იოგურტის სოუსმოსხმულ
ნაჭერს მიდებს. მმმ... რა გემრიელია, ლუკმას სიამოვნებით ვღეჭავ.
– მოგწონს?
– ძალიან.
ის კმაყოფილების გამომხატაველი ღმუილით მეთანხმება და ვხვდები, რომ
კრისტიანიც ჩემთან ერთად ჭამს და მასაც მოსწონს.
– კიდევ?
მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ის პირში მორიგ ლუკმას მიდებს და მეც მადიანად
ვიღეჭები. ჩანგლის დადების ხმა მესმის და მერე რაღაც უცნაური ხმა... პური მოტეხა?
– პირი გააღე. – იძლევა მორიგ განკარგულებას.
ამჯერად პირში პიტას და ჰუმუსს მიდებს. როგორც ჩანს, მისის ჯონსმა, ან იქნებ
თვითონ კრისტიანმაც,დელიკატესების იმ მაღაზიაში შეიარა, რომელიც დაახლოებით
ხუთი კვირის წინ „ესკალიდან“ სულ რაღაც ორ კვარტალში აღმოვაჩინე. ჰმ...
უგემრიელეს ლუკმას სიამოვნებით ვღეჭავ. კრისტიანი თამაშის ხასიათზეა, ეს კი ჩემზე
ნამდვილად მადის აღმძვრელად მოქმედებს.
– კიდევ?
მე თავს ვუქნევ.
– ეს ყველაფერი და რიგრიგობით, ძალიან მშია.
მისი კმაყოფილი ჩაცინება მესმის. ის აუჩქარებლად და მოთმინებით მაჭმევს,
დროდადრო იხრება და ტუჩის კუთხეზე დარჩენილ ნამცეცს და სოუსის წვეთს კოცნით
მაშორებს ან თითით მწმენდს, შუალედებში კი თავისი უნიკალური მეთოდით ღვინის
მორიგ ყლუპს მასმევს.
– დიდი პირი გააღე და მოკბიჩე. – მეუბნება ისევ და მეც ბრძანებას უსიტყვოდ
ვემორჩილები. მმმ... ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი კერძი – ვაზის ფოთლის
ტოლმა. ცივიც კი გემრიელია, თუმცა, რა თქმა უნდა, შემთბარი მირჩევნია, მაგრამ
კრისტიანის თითებს ვუფრთხილდები, მეშინია, კიდევ არ დაიწვას. ის ყოველ ლუკმას
აუჩქარებლად მაჭმევს, ბოლოს კი თითებს სათითაოდ ვულოკავ.
– კიდევ გინდა? – მეკითხება უკვე სრულიად განსხვავებული, ჩავარდნილი და
ჩახრინწული ხმით.
ჯერ ისევ ღეჭვით თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ, უკვე დავნაყრდი.
– კარგი. ჩურჩულებს ის ზედ ჩემს ყურთან, – რადგან ახლა ჩემი საყვარელი კერძის
გასინჯვის დრო დადგა, და ეს კერძი შენ ხარ. – ის იმდენად ჩქარა და ერთი მოძრაობით
მიყვანს ხელში, რომ მოულოდნელობისგან წამოკივლებას ვერ ვიკავებ.
– შეიძლება თვალებიდან შარფი მოვიხსნა?
– არა.
გასაბუტად გამზადებული ტუჩების გაბუშტვას ვიწყებ, მაგრამ მისი მუქარა მახსენდება
და მაშინვე გამომეტყველებას ვიცვლი.
– თამაშების ოთახი, მისის გრეი.
ოოჰ... არა მგონია, ეს კარგი იდეა იყოს.
– გამოწვევისთვის მზად ხარ? – მეკითხება კრისტიანი და მხოლოდ იმიტომ, რომ
კითხვაში სიტყვა „გამოწვევას“ ხმარობს, უარს ვეღარ ვეუბნები.
– კარგი, მზად ვარ, მიდი. – ვპასუხობ ჩურჩულით და სურვილი და კიდევ რაღაც,
რაშიც საკუთარ თავსაც არ მინდა გამოვუტყდე, სხეულში ერთიანად სისხლს მიჩქარებს.
კრისტიანს ხელში აყვანილი მივყავარ, ჯერ კარის მიღმა და მერე კიბით მეორე
სართულზე ავდივართ.
– მეჩვენება, რომ გამხდარი ხარ, – უკმაყოფილოდ აღნიშნავს ის. მართლა? ძალიან
კარგი. გონებაში მაშინვე საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მისი
ნათქვამი და გასუქებასთან დაკავშირებით ჩემი მაშინდელი განცდები მიტივტივდება.
ღმერთო, ნუთუ ეს მხოლოდ ერთი კვირის წინ იყო?
თამაშების ოთახის კართან კრისტიანი ფეხზე მაყენებს, მაგრამ წელზე შემოხვეული
ცალი ხელით სხეულზე ისევ მაგრად მიხუტებული ვყავარ და კარს ნაჩქარევად აღებს.
თამაშების ოთახში ყოველთვის ერთი და იგივე სუნი დგას, – პოლირებული ხის და
ციტრუსების. ამ არომატს უკვე მივეჩვიე და მსიამოვნებს კიდეც, მადუნებს და
სასიამოვნო შეგრძნებებს მიღვიძებს. კრისტიანი თავისკენ ზურგით მაბრუნებს და
შარფს მხსნის. ოთახის რბილ განათებას თვალების ხამხამით ვეგუები. მერე, როგორც
ჩანს, ხელს სწევს, კეფაზე შეკრული თმიდან სამაგრებს ფრთხილად მაძრობს, მიშლის და
თმას ხელზე ისე იხვევს და ნელ-ნელა თავისკენ ისე ქაჩავს, რომ ნაბიჯის უკან გადადგმა
მიხდება.
– გეგმა მაქვს, – ჩურჩულებს ის ზედ ჩემს ყურთან. მისი ხმა და ეს ჩურჩული
ხერხემლის გასწვრივ ცახცახად მირბენს.
– ეჭვიც არ მეპარება. – ვპასუხობ მე, კრისტიანი კი იხრება ტუჩის კუთხეში მკოცნის.
– რა თქმა უნდა, მისის გრეი. – რბილი და მომნუსხველი ტონი აქვს. ის თმას გვერდზე
მიყრის და ნაზი კოცნის ბილიკით ყურის ბიბილოდან დაწყებული კისრის გავლით
მხრისკენ მიუყვება.
– პირველ რიგში, უნდა გაგხადოთ, მისის გრეი. – ხმა სადღაც ყელის სიღრმიდან
ამოსდის და ჩემს სხეულთან შეხმიანებული, თავიდან ფეხებამდე დავლილ თბილ
ტალღად მესახება.
მე ეს მინდა, სულერთია, დაე, რაც უნდა, ის ჰქონდეს ჩაფიქრებული – მინდა!
კრისტიანი პირით თავისკენ მაბრუნებს და პირველი, რაც თვალში მხვდება, მისი
ჯინსია, ზედა ღილი ისევ გახსნილი აქვს და მე თავს ვერ ვიკავებ, რომ არ შევეხო...
საჩვენებელი ხელი მის მენჯთან ნელა მიმაქვს და, ისე რომ მაისურს არც ვეხები,
მოხრილ თითს ჯინსის სათავის გასწვრივ ვაყოლებ, მუცელზე მის თმას ვგრძნობ... ის
ჰაერს მკვეთრად ისუნთქავს და მუცელს შიგნით სწევს, თითს გახსნილ ღილთან ვაჩერებ
და წამის უსწრაფესად ჩამუქებულ, მუქ ნაცრისფრად ალაპლაპებულ თვალებში
ვუყურებ... ოჰ, ღმერთო...
– ეს არ გაიხადო, – ვეუბნები ჩურჩულით.
– არც ვაპირებ, ანასტასია.
ის ოდნავ წინ იხრება, უცებ ერთ ხელს კისერზე მავლებს, მეორით უკანალს მიჭერს,
თავისკენ მქაჩავს და ტუჩებში ისე მკოცნის, თითქოს ამ კოცნაზე მისი სიცოცხლე იყოს
დამოკიდებული.
ოოჰ!
ჩვენი ენები ერთმანეთში იხლართება და კრისტიანი უკან მაწვება, უკანუკანერთად
ვმოძრაობთ, სანამ ზურგით ხის ჯვარს არ ვეხები. მკლავებს სულ უფრო და უფრო
ძლიერად მიჭერს, მეხვევა, მეფერება, სხეულზე მიკრავს, მიტმასნის... უცებ მცილდება.
– მოდი, კაბას გაგხდი. – მეუბნება სუნთქვაარეული, კაბის ბოლოს ხელს ჰკიდებს და
ზევით სწევს, ქსოვილი ნელა, კანის მოფერებით სულ უფრო და უფრო ზევით, ფეხებზე,
თეძოებზე, მუცელზე და მკერდზე სრიალით ამდის.
– წინ დაიხარე.
მე ვიხრები, კრისტიანი კაბას მხდის და იატაკზე აგდებს. მის წინაშე მხოლოდ
ფეხსაცმელში, ლიფსა და საცვალში ვდგავარ. კრისტიანს თვალები უელავს, მაჯებში
ხელებს მავლებს და ორივე მკლავს თავს ზემოთ მაწევინებს. თვალებს ახამხამებს, თავს
გვერდზე ხრის და ვხვდები, რომ ამით ჩემს ნებართვას იღებს. რას მიპირებს? ყელში
გაჩხერილ ნერწყვს ვყლაპავ და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, კრისტიანს ტუჩებზე
კმაყოფილი ღიმილი ურბენს. ის ხის ჯვარზე ტყავის მანჟეტებით მაჯებს მიბამს და
ჯიბიდან ისევ შარფს იღებს.
– მე მგონი, უკვე საკმარისი ნახე. – ჩურჩულებს ის და შარფს ისევ თვალებზე მახვევს.
სხეულში სურვილისა და მოლოდინი დენის დარტყმასავით ცახცახი მივლის და
თვალებახვეულს უკვე უფრო სხვა შეგრძნებები მიძლიერდება... მისი არეული სუნთქვა
მესმის და მის ჟინს აყოლილი ჩემივე სხეულის გამოძახილს, ყურებში ბაგაბუგით
მფეთქავი აჩქარებული სისხლის შხუილს და გაპრიალებული ხისა და ციტრუსების
არომატთან შერეულ კრისტიანის სუნს ვგრძნობ... რადგან ვეღარ ვხედავ, ამ ყველაფერს
უკვე უფრო მძაფრად აღვიქვამ. კრისტიანი იხრება, მისი სუნთქვა სახეზე მელამუნება
და ცხვირით ცხვირზე მეხება.
– მზად ხარ იმისთვის, რომ გაგაგიჟო, ანა? – ჩურჩულებს კრისტიანი და თეძოებში
ხელებს მავლებს, მერე იხრება, საცვალს ქვევით მიწევს და ფეხების მთელ სიგრძეზე
ოდნავი შეხებით თითის ბალიშებს აყოლებს. გამაგიჟოს?.. ოოჰ!
– ფეხი ასწიე. – მე ვემორჩილები და ის ჯერ ერთი, მერე მეორე ტერფიდან ფეხსაცმელს
მხდის, მერე ხელს წვივზე ფრთხილად მკიდებს და ფეხს მარჯვნივ მაწევინებს.
– ისევ მარჯვნივ, ერთი პატარა ნაბიჯიც გადადგი. – მეუბნება კრისტიანი. ბრძანებას
ვასრულებ და ის მარჯვენა ფეხის წვივთან ჯვარზე მიმაგრებულ ტყავის მანჟეტს კრავს,
მერე ბრუნდება და იმავეს მეორე ფეხზეც აკეთებს. სრულიად უსუსური მის წინაშე
ჯვარზე გაკრული ვდგავარ. კრისტიანი ფეხზე დგება და სხეული ერთიანად ისევ მისი
სხეულის სიმხურვალით მითბება. თან ისე, რომ არც კი მეხება. წამიც და ის ნიკაპში
ხელს მკიდებს, თავს მაწევინებს და ნაჩქარევად და უცოდველად ტუჩებში მკოცნის.
– ახლა მუსიკა და რამდენიმე სათამაშოს მომარაგებაა საჭირო. ასეთ მდგომარეობაში
არაჩვეულებრივად გამოიყურებით, მისის გრეი. იმედია, არ დამძრახავთ, თუ დროს
ვიხელთებ და ცოტა ხნით ხედით დავტკბები. – ხმა რბილი და შემპარავი აქვს. შიგნით
ყველა კუნთი ერთდროულად მეძაბება.
წამიერი სიჩუმის შემდეგ კომოდისკენ მიმავალი კრისტიანის უხმაურო ნაბიჯების,
მერე კი კომოდის ერთერთი უჯრის გამოწევის ხმა მესმის... რომელშიც შოლტები
აწყვია? არ ვიცი, ვერ ვხვდები. უჯრიდან რაღაცას იღებს და კომოდის თავზე დებს, მერე
კიდევ რაღაცას. მუსიკალური ცენტრის დინამიკები ცოცხლდება და წამით წაშიშინების
შემდეგ ოთახის ყოველი კუთხიდან ფორტეპიანოს ნაზი და მშვიდი მელოდია
მოედინება. მგონი, ბახია, თუმცა კერძოდ რომელი ნაწარმოებია, არ ვიცი. მაგრამ
მელოდია ჩემში რატომღაც აფორიაქების შეგრძნებას ბადებს, ალბათ იმიტომ, რომ
მუსიკა როგორღაც მეტისმეტად ცივი და განყენებულია. კოპებს ვკრავ, ვცდილობ
მივხვდე, ამ მუსიკაში ასე რა მაშფოთებს, მაგრამ კრისტიანი მოულოდნელად ნიკაპში
მავლებს ხელს, რბილად ქვემოთ მიწევს და მაიძულებს, ქვედა ტუჩის წვალებას თავი
დავანებო. მე ვიღიმები და ვცდილობ დავმშვიდდე... მაინც ვერ ვხვდები, ასე რა
მაფორიაქებს, ვითომ მხოლოდ მუსიკის ბრალია?
კრისტიანი ხელს ნიკაპიდან ქვევით, ყელზე მიცურებს და კიდევ უფრო ქვევით,
მკერდისკენ ჩააქვს. ცერა თითს ლიფის მაქმანის ქვეშ მჩრის, ქვევით სწევს და მარჯვენა
ძუძუს ლიფიდან მიგდებს, ყელიდან საკუთარი ქმედებით კმაყოფილი კრუტუნი
ამოსდის და ჩემკენ დახრილი კისერში მკოცნის. ის ყელისკენ ინაცვლებს და იქამდე
ხელით განვლილი ბილიკით, მაგრამ ამჯერად ტუჩებით მკერდისკენ მხურვალე
კოცნით, წუწნით და წოვით ეშვება, მეორე ხელი კი მარცხენა ძუძუსკენ მიაქვს, თითს
ისევ მაქმანის ქვეშ აცურებს და მარცხენა ძუძუსაც მიშიშვლებს, ძუძუსთავს ცერა და
საჩვენებელ თითებს შორის იქცევს და ჩემს ნეტარ წამებას იწყებს, მკერდიდან
ამოვარდნილ კვნესას ვერ ვიკავებ... მისი ტუჩები მარჯვენა ძუძუსთავის გარშემო
იკვრება... მწოვს, მქაჩავს, ენას გარშემო მიტარებს... ღმერთო!.. ორივე ძუძუსთავი
ერთდროულად მევსება და მიმკვრივდება.
– აააჰ...
ის არ ჩერდება. დახვეწილი სიფრთხილით ამ ტანჯვისა თუ ნეტარების ინტენსივობას
ნელ-ნელა ზრდის. ოოოჰ! ძუძუსთავებიდან მუცლის ქვედა ნაწილისკენ დენის
დარტყმასავით სიამოვნების იმპულსი მივლის... ტყავის მანჟეტებით დაბმულხელებს
უშედეგოდ ვქაჩავ, ვცდილობ, სხეული ავაყოლო, მაგრამ არაფერი გამომდის, თითქმის
ვერ ვმოძრაობ და ეს წამებას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.
– კრისტიან!.. – ვბუტბუტებ მუდარით.
– ვიცი, – მპასუხობს ჩახრინწული და სუნთქვაარეული ჩურჩულით. – ვიცი... ეს
სწორედ ის არის, რასაც მე განვიცდი ხოლმე.
რაა? მაგრამ ფიქრის თავიც არ მაქვს... ვკვნესი, ის კი თავიდან იწყებს, ძუძუსთავებს
მისრესს, უფრო და უფრო ძლიერად და განმუხტვის მწვერვალთან სულ უფრო და
უფრო ახლოს მივყავარ.
– გთხოვ, კრისტიან, – ვსლუკუნებ უკვე გონებაარეული.
ის უცნაურ, თითქოს პირველყოფილ, ყელისმიერ ბგერას გამოსცემს, აქოშინებულს,
მოძრაობის შეზღუდვითა და ზღვარამდე მიყვანით ერთიანად აცახცახებულს მტოვებს
და უცებ სწორდება. ერთ ხელს თეძოში მავლებს, მეორეს კი მუცელზე ქვევით
მიასრიალებს.
– მოდი, ახლა აქ ვნახოთ, რა ხდება... – წაღიღინებასავით ჩურჩულებს კრისტიანი,
ხელისგულს ბოქვენზე და ფეხებს შორის მადებს და ცერა თითით კლიტორს აწვება.
წამოკივლებისგან თავს ვერ ვიკავებ, ის კი ნელა ჯერ ერთ, მერე კი მეორე თითსაც
საშოში მიყოფს. ისევ ვკვნესი, ვწრიალებ და თეძოს მისი თითებისკენ და მისი ხელისკენ
ვქაჩავ.
– ო, ანასტასია, რა სველი ხარ... – ბუტბუტებს ის ხმაჩახრინწული.
თითები უფრო ღრმად შემოაქვს, მოძრაობას იწყებს, კიდევ უფრო ღრმად შემოდის და
თან ცერა თითის ბალიშით კლიტორს მისრესს... ოჰ, ღმერთო!.. შიგნით, გარეთ, შიგნით,
გარეთ, ისევ და ისევ... ეს ერთადერთი ადგილია ჩემს სხეულზე, რომელსაც ეხება და
მთელი ჩემი დაძაბულობა, მთელი დღის ნერვიულობა თავს ერთად ჩემი სხეულის
სწორედ ამ წერტილში იყრის.
ოჰ, ღმერთო... შეგრძნებები ისეთი ინტენსიურია, რომ... და უცნაური... ეს მუსიკა...
ორგაზმს ვუახლოვდები...
კრისტიანი ოდნავ ინძრევა, თითები ისევ ჩემ საშოში და კლიტორზე აქვს და
მოძრაობას აგრძელებს, მაგრამ უცებ ხმადაბალი ზუზუნი მესმის.
– ეს რა არის? – ვეკითხები ქოშინით.
– ჩშშ... – მამშვიდებს ის და ტუჩებში მკოცნის, ეფექტურად მაჩუმებს, მაგრამ მე
მსიამოვნებს, მე მინდა, ეს უკვე უფრო თბილი, უფრო ინტიმური კონტაქტია და
კოცნაზე კოცნით ხარბად ვპასუხობ. მაგრამ ის უცებ მოულოდნელად მშორდება,
ზუზუნის ხმა კი უფრო ახლოვდება.
– ეს მასაჟორია, ვიბრაციის ხმაა.
კრისტიანი მასაჟორს მკერდზე მადებს და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ჩემს
სხეულზე რაღაც დიდი ბურთის მსგავსი ფორმის საგანი ვიბრირებს. უცნაური
შეგრძნებაა. კრისტიანი მასაჟორს მკერდის შუა ხაზზე მიტარებს, მერე ისევ ზევით
ამოაქვს და ჯერ ერთ ძუძუსთავს, მერე მეორეს უვლის. სხეულის ყოველი წერტილიდან
მომავალი სასიამოვნო და ოდნავ მჩხვლეტავი შეგრძნებების მორევში ვიძირები,
მუცლის ქვედა ნაწილი კი მხურვალე, მწველი, ბნელი და ავხორცი ჟინით პულსაციას
მიწყებს.
– აააჰ... – ვკვნესი ისევ მე. კრისტიანის თითები ისევ ჩემს საშოში მოძრაობს... ახლოს
ვარ... მთელი ეს სტიმულირება... თავი უკან მივარდება და ყელიდან ღმუილი ამომდის,
მაგრამ კრისტიანი უცებ ჩერდება და ყველა შეგრძნება წამის უსწრაფესად ყუჩდება.
– არა, კრისტიან! – ვკვნესი სასოწარკვეთილი და მთელი ძალით თეძოს მისი ხელისკენ
ვქაჩავ.
– ჩუმად, საყვარელო, ჩუმად, – ჩურჩულებს ის მშვიდი ხმით, მე კი სიამოვნების
პიკამდე მისული შეგრძნება უკვე საბოლოოდ მიქრება. კრისტიანი ისევ იხრება და
მკოცნის.
– როგორი იმედგაცრუებაა, არა? – მეკითხება ხმადაბლა.
ოჰ, ღმერთო, არა! მისი თამაშის არსს მხოლოდ ახლაღა ვხვდები.
– კრისტიან, გთხოვ!..
– ჩშშ... – მპასუხობს მხოლოდ გაჩუმებით, ისევ მკოცნის და ყველაფერს თავიდან
იწყებს.
მასაჟორი, თითები საშოში და ცერა თითი კლიტორზე... გრძნობიერი წამების
ნამდვილი მომაკვდინებელი შეხამებაა. კრისტიანი ოდნავ მდგომარეობას იცვლის, ის
ისევ ჩაცმულია, ჯინსის რბილი ქსოვილი შიშველ ფეხზე მეხახუნება, მისი
წამომართული ასო კი თეძოზე მედება, ღმერთო, რა მაცდუნებლად ახლოს არის... მას
ისევ ნეტარების პიკამდე მივყავარ, მაგრამ, როგორც კი სურვილით აცახცახებული ჩემი
სხეული უფსკრულში თავით გადაშვებას იწყებს, ჩერდება.
– არა! – მწყდება უკვე მკერდიდან ხმამაღალ წამოკივლებად.
კრისტიანი მხარს რბილი და სველი კოცნით მიფარავს და საშოდან თითებს მაშორებს,
მასაჟორი კი ქვევით ჩააქვს, მუცლისკენ, მერე ბოქვენზე და.. კლიტორზე.
– აააჰ! – ვყვირი დაძაბულობისგან და ტყავის მანჟეტების გამოქაჩვას ვცდილობ.
უკვე მთელი სხეული მიცახცახებს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა ავფეთქდები,
მაგრამ ბოლო წამს, ნეტარების პიკთან კრისტიანი ისევ ჩერდება.
– კრისტიან! – ვყვირი სასოწარკვეთისგან გონებაარეული.
– ნამდვილად დიდი იმედგაცრუებაა... – ბუტბუტებს ის ჩემს კისერში. – შენც ასეთი
ხარ, პირობას იძლევი და... – ის ჩუმდება.
– კრისტიან, გთხოვ! – ვჩურჩულებ უძლურებისგან უკვე ხმაჩავარდნილი.
ის არ ჩერდება, სხეულზე მასაჟორს მიტარებს, ისევ დაისევ, უფრო მეტი და მეტი
ინტენსივობით ორგაზმის ზღვრამდე მივყავარ და ბოლო წამს ჩერდება... ყოველ ჯერზე
უფრო და უფრო მძაფრი შეგრძნებებია, არა?
– გთხოვ, კრისტიან, – ვსლუკუნებ სასოწარკვეთილი. ჩემი ნერვიული დაბოლოებები,
მთელი ჩემი სხეული, მთელი ჩემი არსება ამ აუტანელი დაძაბულობისგან განტვირთვას
ითხოვს.
ზუზუნი წყდება. კრისტიანი მკოცნის და ცხვირით თმაში მეფლობა.
– შენ ყველაზე ამოუცნობი ქალი ხარ, ანა, იმათგან, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
არა, არა, არა!
– კრისტიან, მე არასოდეს დაგპირებივარ, რომ ყველაფერში დაგემორჩილებოდი.
გთხოვ, კრისტიან, გთხოვ...
ის ჩემ წინ დგას, უცებ ორივე ხელს თეძოებში მავლებს და ზედ მეხეთქება, მისი
წამომართული ასოს სიმკვრივისა და სიდიდისგან ლამის აწყვეტამდე გამობერილი
ჯინსის ღილები ბოქვენში და ბაგეებში მერჭობა, მერე ერთ ხელს მიშვებს და
თვალებიდან შარფს მაძრობს. თვალების ხამხამით მის ანთებულ, ვნების ალით
ალაპლაპებულ მზერას ვაწყდები.
– შენ მე მაგიჟებ, ანა, – ჩურჩულებს ის და ისევ მეხეთქება, კიდევ ერთხელ, ისევ და
ისევ, ისეთი შეგნება მაქვს, რომ ყოველ შეხეთქებაზე კლიტორიდან ნაპერწკლები მცვივა
და ცოტაც და ამ შეშლილ და დაუოკებელ ვნებაში ერთიანად დავიწვები... მაგრამ ისევ
ჩერდება. ღმერთო... მე ის არანორმალურად მინდა... თვალებს ვხუჭავ და
სასოწარკვეთის უკიდურეს ზღვრამდე მისული, ლოცვის სიტყვებს ვბუტბუტებ. ვიცი, ეს
სასჯელია, ეს ჩემი სასჯელია. მე უძლური ვარ, ის კი უმოწყალო და სასტიკი. თვალებზე
ცრემლი მადგება, უკვე ვეღარ ვხვდები, სადამდე შეიძლება შეტოპოს, როდემდე უნდა
მაწამოს.
– გთხოვ... – ვჩურჩულებ კიდევ ერთხელ მუდარით.
ის ზემოდან ქვემოთ ულმობელი გამომეტყველებით დამყურებს. არ გაჩერდება,
გააგრძელებს, მაგრამ როდემდე? შემიძლია, მე ამ თამაშში მისი აყოლა? არა, არა, არა! არ
შემიძლია და არც მინდა. ვიდრე ძალა ეყოფა, ჩემს ტანჯვას ბოლომდე გააგრძელებს, არა,
ის გაჩერებას არ აპირებს. კრისტიანი ხელს სხეულზე ისევ ქვევით, მუცლისკენ
მიცურებს. არა!.. და კაშხალი სკდება – ყველა ის ცუდი წინათგრძნობა, ამოუხსნელი
შფოთი, ბოლო დღეების ნერვიულობა და დამთრგუნველი შიში მძლავრ ტალღად
თავზე მევლება, ფეხქვეშ საყრდენს მაცლის და თვალები ერთიანად ცრემლებით
მევსება. თავს გვერდზე ვაბრუნებ. არა, ეს სიყვარული არ არის, ეს შურისძიებაა.
– წითელი, – ვსლუკუნებ ძალაგამოცლილი, – წითელი. წითელი. – ნიაღვრად
გადმოხეთქილი ცრემლები კი სახეს მისველებს.
კრისტიანი შეშდება.
– არა! – ბუტბუტებს თავზარდაცემული და სუნთქვა ეკვრება. – ღმერთო, ანა, არა, არა!
ის მაჯებიდან მანჟეტებს სწრაფად მხსნის, წელზე ხელს მხვევს და ფეხების ჯვრიდან
მოსახსნელად იხრება, მე კი სახეს ხელებში ვმალავ და ვქვითინებ.
– არა, არა, არა, ანა, გთხოვ, არ გინდა
ის ხელში მიყვანს და ლოგინისკენ მივყავარ, ჯდება, მე კალთაში მისვამს და ორივე
ხელით მკერდზე მიკრავს, მე კი ვერ ვჩერდები, გულამომჯდარი ვქვითინებ. საშინლად
დათრგუნული ვარ... დაქანცული და განაწამები სხეული ერთიანად მითრთის, გონება
თავზარდაცემისგან სრულიად დაცარიელებული მაქვს, ემოციები კი გაცამტვერებული
და უკვალოდ გამქრალი. კრისტიანი ხელს უკან იშვერს, ბალდახინიანი ლოგინიდან
ატლასის გადასაფარებელს აძრობს და სხეულზე მახვევს, გრილი ატლასის შეხება ლამის
ცეცხლმოკიდებულ სხეულზე უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. კრისტიანი ისევ მეხვევა,
მკერდზე მიხუტებს და დამამშვიდებლად ნაზად და ოდნავ მარწევს.
– მაპატიე, მაპატიე, ანა. – ბუტბუტებს ის ჩავარდნილი ხმით და ისევ და ისევ თმაზე
მკოცნის. – გთხოვ, საყვარელო, მაპატიე.
თავს ვაბრუნებ, სახეს მის კისერში ვმალავ, შეუჩერებლად ვქვითინებ და ეს მეტ-
ნაკლებად მშველის... ამ ბოლო დღეებში იმდენი რამე მოხდა, რომ... ხანძარი
გრეიჰაუზში, მანქანებით დევნა, ჩემთვის მოულოდნელი კარიერული ცვლილების
გეგმა, სხვის ქმრებზე მონადირე გარყვნილი არქიტექტორი, შეიარაღებული გიჟი ჩვენს
სახლში, ეს გაუთავებელი კამათი, გაბრაზებული კრისტიანი და თუნდაც ერთი ღამით
კრისტიანის გარეშე დარჩენა, ვერ ვიტან, როცა ვშორდებით... გადასაფარებლის კუთხით
ცხვირს ვიწმენდ და უცებ ვაცნობიერებ, რომ ისევ ბახის სტერილური მუსიკა მესმის.
– გთხოვ, მუსიკალური ცენტრი გამორთე, – ვეუბნები სრუტუნით.
– ახლავე, – ისე რომ, ხელს არ მიშვებს, კრისტიანი წინ იხრება, ჯინსის უკანა ჯიბიდან
პულტს იღებს, ღილაკს თითს აჭერს და მუსიკას თიშავს, სამაგიეროდ ახლა ოთახში ჩემი
აცახცახებული, ნაწყვეტ-ნაწყვეტი კვნესა და ქსუტუნი ისმის. – ასე ჯობია? – მეკითხება
ჩუმი, დამყვავებლური ხმით.
მე თავს ვუქნევ და ნელ-ნელა ვმშვიდდები. კრისტიანი ცერა თითით ცრემლს ნაზად
მწმენდს.
– ბახის „გოლდბერგის ვარიაციების“ მოყვარული არა ხართ, მისის გრეი?
– ყოველ შემთხვევაში, არა ამ ნაწილის.
კრისტიანი ზემოდან დამყურებს და მზერაში სირცხვილის დამალვას უშედეგოდ
ცდილობს.
– მაპატიე, ანა. – მიმეორებს ის ისევ.
– ამას რატომ აკეთებდი? – ვეკითხები ჩავარდნილი ხმით და ვცდილობ, რამენაირად
აზრი მოვიკრიბო, რომ გათელილი გრძნობები აღვიდგინო.
ის სევდიანი სახით თავს აქნევს და თვალებს ხუჭავს.
– თავი ვერ გავაკონტროლე, – მპასუხობს წამიერი სიჩუმის შემდეგ არცთუ
დამაჯერებლად.
მე კოპებს ვკრავ, ის კი ჩემი გამომეტყველების დანახვაზე ოხრავს.
– ანა, ორგაზმამდე არმიშვება სტანდარტული საშუალებაა... ჰმ... შენ არასდროს... – ის
ჩუმდება. მე მის კალთაში ვსწორდები და კრისტიანს სახე ეჭმუხნება.
ოჰ... ვწითლდები.
– მაპატიე.
კრისტიანი თვალებს ატრიალებს და მოულოდნელად, ისე, რომ მე ხელს არ მიშვებს,
ლოგინზე წვება. ახლა უკვე ორივე ლოგინზე ვწევართ და კრისტიანი მკერდზე
მიხუტებს. მხოლოდ ახლაღა ვხვდები, რომ მკერდს ქვევით ჩამოწეულ ლიფში თავს
მოუხერხებლად ვგრძნობ და ვისწორებ.
– მოგეხმარო? – მეკითხება ის ხმადაბლა.
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. არ მინდა, რომ ახლა შიშველ კანზე შემეხოს.
კრისტიანი ისე ბრუნდება, რომ სახეში მიყუროს, მერე ხელს ფრთხილად სწევს და
თითის ბალიშებით სახეზე ნაზად მეფერება. თვალები ისევ ცრემლით მევსება. ღმერთო,
როგორ შეუძლია, რომ ხან იმდენად სასტიკი იყოს, როგორიც წეღან იყო, ხან ასეთი
ალერსიანი?
– გთხოვ, არ იტირო. – მეუბნება ჩურჩულით.
ეს ადამიანი მე მუდმივად მაოგნებს... ამ სულიერი სიცარიელის წამს ბრაზი, წყენა და
ყველა განცდილი ტკივილი უცებ ქრება და თითქოს შინაგანად ვქვავდები, ერთადეთი,
რაც ახლა მინდა, ის არის, რომ მოვიკუნტო და საკუთარ თავში ჩავიკეტო, მაგრამ
თვალებში ვუყურებ, ტანჯვით სავსე მის მზერას ვხედავ და ვცდილობ, ყელში ისევ
ბურთად გაჩხერილი ცრემლი რამენაირად შევიკავო. ღმერთო, რა ვუყო ამ
ძალაუფლების მოყვარულ ტირანს? შევეგუო და მისი დაქვემდებარება ვისწავლო? არა,
ნამდვილად არ გამომივა...
– მე არასოდეს, რა? – ვეკითხები შეძლებისდაგვარად მშვიდად.
– არ აკეთებ, რასაც გეუბნებიან. შეგიძლია გადაიფიქრო და არ მითხრა, სად ხარ... ანა,
ნიუიორკში საკუთარი უძლურებისგან ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ... სიეტლში
რომ ვყოფილიყავი, უბრალოდ ხელს მოგკიდებდი და სახლში წამოგიყვანდი, მაგრამ...
– ესე იგი, შენი წეღანდელი ქცევა დასჯა იყო?
კრისტიანი ნერწყვს ყლაპავს და თვალებს ხუჭავს. თუმცა შეუძლია, არც მიპასუხოს,
ისედაც ცხადია, რომ ამ ყველაფრის ნამდვილი მიზანი ჩემი დასჯა იყო.
– კრისტიან, ეს უნდა შეწყვიტო. – ვეუბნები წამიერი დუმილის შემდეგ.
ის კოპებს კრავს.
– პირველ რიგში თუნდაც იმიტომ, რომ მერე შენ თვითონვე საკუთარი თავი
ნაძირალად არ იგრძნო.
კრისტიანი ფრუტუნებს.
– მართალია. – ამბობს ბუტბუტით. – არ მიყვარს, როდესაც ასეთს გხედავ.
– მე კიდევ არ მიყვარს, როდესაც თავს ნაძირალად ვგრძნობ. „ზე“ მითხარი, რომ
ცოლად მორჩილი არ მოგიყვანია.
– ჰო, ვიცი, ანა, ვიცი. – ხმა დაბალი და ჩახრინწული აქვს.
– ჰოდა, მორჩი ჩემთან ისე ქცევას, როგორც შენს მორჩილებს ექცეოდი. გულწრფელად
ბოდიშს გიხდი, რომ არ დაგირეკე, ასე ეგოისტურად აღარ მოვიქცევი... კრისტიან, ვიცი,
რომ ჩემზე ნერვიულობ, მაგრამ ასე მაინც არ შეიძლება.
ის თვალმოუშორებლად მიყურებს და ყურადღებით მაკვირდება, მზერა კი
ნაღვლიანად მოქუფრული და აფორიაქებული აქვს.
– კარგი, კარგი! – ამბობს ბოლოს. ჩემკენ იხრება, მაგრამ ჩერდება და თვალებით კოცნის
ნებართვას მთხოვს. მე მისკენ სახეს ვწევ და ისიც ნაზად მკოცნის.
– ტირილის შემდეგ ყოველთვის ძალიან რბილი ტუჩები გაქვს. – ბუტბუტებს ჯერ ისევ
ჩემს ტუჩებთან
– მე შენ არ დაგპირებივარ, რომ ყველაფერში დაგემორჩილებოდი. – ვპასუხობ
ჩურჩულით.
– ვიცი.
– ძალიან გთხოვ, ჩვენთვის, ორივესთვის, შეეცადე, ამას შეეგუო, მე კიდევ შევეცდები,
მაგ შენს... მბრძანებლურ გამოხდომებს უფრო მოთმინებით და გაგებით შევხვდე.
რამდენიმე წამის განმავლობაში სრულიად დაბნეული გამომეტყველება აქვს.
– ვეცდები. – მეუბნება ბოლოს გულახდილი ტონით.
თითქოს მხრებიდან უზარმაზარი სიმძიმე მომეხსნაო, მკერდიდან უნებურად შვების
ოხვრა ამომდის.
– ჰო, შეეცადე, გთხოვ... თანაც სახლში რომ ვყოფილიყავი...
– ჰო, ვიცი, – ბუტბუტებს კრისტიანი და ფითრდება. მერე ზურგზე წვება და სახეზე
ხელს იფარებს.
მე მისკენ ვიწევი და მკერდზე თავს ვადებ. რამდენიმე წუთი არც ერთი ხმას აღარ
ვიღებთ და სრულ სიჩუმეში გაუნძრევლად ვწევართ. მერე ის სახიდან ხელს იშორებს,
ჩემკენ იშვერს, თითებს თმაში მიცურებს და ნაზად მეფერება. აი, რა არის ამ ყველაფრის
ნამდვილი მიზეზი, მისი შიში... ჩემ გამო მისი ირაციონალური შიში. თვალწინ ჯეკ
ჰაიდი და იატაკზე დავარდნილი მისი „გლოკი“ მიდგება... თუმცა, მეორე მხრივ, ეს
შიში, შეიძლება ისეთი ირაციონალური სულაც არ არის, როგორც მე მეჩვენება.
– რას გულისხმობდი, როცა თქვი „ანდაო“? – ვარღვევ მე სიჩუმეს.
– ანდაო?
– წეღან, ვიდრე აქ ამოვიდოდით, ჯეკთან დაკავშირებით რომ ამბობდი და ფრაზა არ
დაასრულე.
ის თავს ჩემკენ აბრუნებს.
– არ ნებდები, არა?
მის მკერდზე თავდადებული ვწევარ და დამშვიდებული და თმაზე ფერებით
მოდუნებული ქვემოდან თვალებში ვუყურებ.
– მე და დანებება, მისტერ გრეი?! რა თქმა უნდა, არა და არასდროს! მითხარი. ვერ
ვიტან, როცა რაღაცას მიმალავენ. როგორც ვხვდები, რაღაც აკვიატებული აზრი
მოსვენებას გიკარგავს, რის გამოც მიგაჩნია, რომ მე დაცვა მჭირდება, სხვათა შორის, ეს
მაშინ, როდესაც შენ თვითონ იარაღის ხმარებაც კი არ იცი, მე კი, შენგან განსხვავებით,
ვიცი. კრისტიან, იმიტომ მიმალავ ამდენ რამეს, რომ გგონია, თავს ვერ დავიცავ? შენი
ყოფილი მორჩილი არ იყო, იარაღი რომ მომიშვირა? შენი ყოფილი საყვარელი
პედოფილი არ იყო, რომ მემუქრებოდა?.. და იცი, რა, ჯობია, ეგრე ნუ მიყურებ! – ვახლი
ბოლოს, როდესაც კოპებშეკრულს სახე უკვე საბოლოოდ ექუფრება. – სხვათა შორის, იმ
ქალზე დედაშენიც იმავე აზრისაა.
– დედაჩემს ელენაზე ელაპარაკე? – კრისტიანს ხმა რამდენიმე ოქტავით მაღლა ეწევა.
– ჰო, ვილაპარაკეთ.
კრისტიანი თავზარდაცემული მაჩერდება.
– გრეისი ამაზე ძალიან ნერვიულობს. თავს იდანაშაულებს.
– დაუჯერებელია! დედაჩემს ელენაზე როგორ ელაპარაკე, ანა! ჯანდაბა! – კრისტიანი
ისევ ზურგზე წვება და ხელს ისევ სახეზე იფარებს.
– მე იმაზე მეტი არაფერი მითქვამს, რაც ისედაც იცოდა, კრისტიან.
– იმედი მაქვს... არ არის საჭირო, გრეისმა ყველაფერი იცოდეს. ღმერთო, ანა, მამაჩემსაც
ელაპარაკე?
– არა! – უარყოფის ნიშნად თავს ენერგიულად ვაქნევ. კარიკთან მე ასეთი ახლო
ურთიერთობა ნამდვილად არა მაქვს, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, საქორწინო
კონტრაქტთან დაკავშირებით ნათქვამი მისი სიტყვები დღემდე ყოველ გახსენებაზე
გულში დანასავით მესობა. – მაგრამ შენ ახლა ლაპარაკის ისევ სხვა თემაზე გადატანას
ცდილობ. მითხარი, რას ამბობდი ჯეკთან დაკავშირებით?
კრისტიანი სახიდან წამით ხელს იშორებს და შეუვალი გამომეტყველებით შენიღბული
მიყურებს, მერე ოხრავს და ხელს ისევ სახეზე იფარებს.
– „ჩარლი ტანგოს“ ისტორიაშიც ჰაიდია გარეული. უსაფრთხოების სამსახურმა მისი
თითის ნაწილობრივი ანაბეჭდი აღმოაჩინა, თუმცა, იმდენად, რამდენადაც ანაბეჭდი
ნაწილობრივი იყო, იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ
სასერვეროდან აღებულ ვიდეოჩანაწერზე ჰაიდი იცანი... აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ
არასრულწლოვან ასაკში ჰაიდი დეტროიტში ნასამართლევი ყოფილა. ანაბეჭდები
შეადარეს და ერთმანეთს დაემთხვა.
გონება ციებიანივით მიმუშავებს, ვცდილობ, ინფორმაცია გადავხარშო, მაგრამ
არაფერი გამომდის, გაოგნებისგან ვშეშდები. როგორ? „ჩარლი ტანგოს“ ავარიაც ჯეკმა
მოაწყო?.. კრისტიანი კი, როგორც იქნა, ლაპარაკს შუა სიტყვაზე აღარ წყვეტს და
აგრძელებს.
– დღეს დილას ჩვენს ავტოსადგომზე ფურგონი აღმოაჩინეს, ჰაიდი აქ იმ ფურგონით
მოვიდა. გუშინ იმ ბიჭს, რომელიც აქ საცხოვრებლად ახლახან გადმოვიდა, რაღაც
სისულელე მოუტანა, აი, იმას, ლიფტში რომ შევხვდით.
– ჰო, მაგრამ სახელი არ მახსოვს.
– არც მე, – მეუბნება კრისტიანი, მაგრამ ასეა თუ ისე, ჰაიდმა შენობაში ლეგალურად და
ეჭვის გარეშე შემოღწევა სწორედ ამ გზით მოახერხა. სახლში მიტანის სერვისის
რომელიღაც ფირმაში მუშაობს.
– მერე?.. ფურგონში რა იყო?
კრისტიანი ხმას არ იღებს.
– კრისტიან, მითხარი.
– პოლიციელებმა ფურგონში... რაღაც ნივთები აღმოაჩინეს. – ის ისევ ჩუმდება და
მკერდზე მიხუტებს.
– რა ნივთები?
სიჩუმე იწელება, კრისტიანი ხმას არ იღებს და ისის არის პირის გაღებას ვაპირებ, რომ
რამენაირად ყველაფერი ბოლომდე ვათქმევინო, რომ ლაპარაკს თვითონ აგრძელებს.
– მატრასი, ცხენების ტრანკვილიზატორი, იმდენი, რომ ათ ცხენს მაინც დააძინებდა და
ბარათი. – ხმა ლამის ჩურჩულამდე უვარდება და სახეზე თავზარდაცემა და ზიზღი
ეწერება.
ღმერთო...
– ბარათი? რა ბარათი? – ვეკითხები მისივე ინტონაციით.
– ჩემს სახელზე.
– მერე? რა წერია?
კრისტიანი თავს აქნევს. ან არ იცის, ან თქმას არ აპირებს.
ო, ღმერთო.
– ჰაიდი აქ გუშინ შენს მოსატაცებლად მოვიდა, – მას ხმა უკანკალებს და
დაძაბულობისგან გამომეტყველება ერთიანად უქვავდება. მაშინვე ჯეკის ჯიბიდან
ამოღებული წებოვანი ლენტი მახსენდება და თუმცა კი ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ
არის, წამიერად ისევ ის, შემზარავი და თავზარდამცემი შეგრძნება მეუფლება.
– რა სიგიჟეა... – ვბუტბუტებ ხმაჩავარდნილი.
– სწორედაც, – მპასუხობს კრისტიანი.
ვცდილობ გავიხსენო, როგორ იქცეოდა ხოლმე ჯეკი ოფისში. ნუთუ მაშინაც ასეთი
შეშლილი იყო? საინტერესოა, ამ ყველაფრის გაკეთებას როგორ აპირებდა? არა,
უსიამოვნო შეგრძნებას ყოველთვის იწვევდა, მაგრამ ასეთი შეშლილი თუ იყო...
– მიზეზს ვერ ვხვდები, – ვბუტბუტებ ხმადაბლა. – რაღაც სისულელეა.
– ვიცი. პოლიცია საქმეს იძიებს, და უელჩიც. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ,რომ ეს
ყველაფერი რაღაცით დეტროიტთან არის დაკავშირებული.
– დეტროიტთან? – ვაჩერდები გაკვირვებული სახით კრისტიანს.
– ჰო. რაღაც იქიდან წამოსული ამბავია.
– მაინც არ მესმის, კრისტიან.
ის თავს სწევს და დაღლილი გამომეტყველებით მიყურებს.
– ანა, მე დეტროიტში დავიბადე.

თავი მეთორმეტე
–მეგონა, აქაური იყავი, სიეტლელი... – ვბუტბუტებ გაკვირვებული და არეული
ფიქრების დალაგებას ვცდილობ. კარგი, თუნდაც ასე იყოს, რა კავშირი აქვს ამასთან
ჯეკს? კრისტიანი სახიდან ხელს იშორებს, უკან იშვერს, ერთერთ ბალიშს ავლებს და
თავქვეშ იდებს, მერე ზურგზე დაწოლილი სწორდება და თითქოს რაღაც ცუდის
მომლოდინე გამომეტყველებით მაჩერდება, წუთიერი დუმილის შემდეგ კი თავს აქნევს.
– არა, მე და ელიოტი დეტროიტში გვიშვილეს. აქ ჩემი შვილად აყვანიდან მალევე
გადმოვედით. გრეისს კორპუსებით გადაჭედილი ქალაქიდან სადმე შორს, უფრო
სწორად, აქ, დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრება უნდოდა. სიეტლში რომ გადმოვედით,
ჩრდილო დასავლეთის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა... დეტროიტში ყოფნის
პერიოდი თითქმის არც მახსოვს... მია კი უკვე აქ, სიეტლში იშვილეს.
– ესე იგი ჯეკიც დეტროიტიდან არის?
– ჰო.
ჰმ...
– კი მაგრამ, საიდან იცი?
– ჯეკზე ინფორმაციით ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი, როდესაც სიაიპიში დაიწყე
მუშაობა.
ჰმ, თავისთავად ცხადია, ან აქამდე რატომ ვერ მივხვდი?!
– ესე იგი საქაღალდეში კოხტად ჩაწყობილი დოსიე ჯეკზეც გაქვს? – ვეკითხები
ჩაცინებით.
კრისტიანი უნებური ღიმილის დაფარვას ცდილობს და ტუჩები სასაცილოდ ებრიცება.
– და თან ის საქაღალდე მგონი, ღია ცისფერია, არა?
კრისტიანი თმაზე ისევ ნაზად მეფერება, გაშლილ თითებს თმის ძირებში მიცურებს,
მთელ სიგრძეზე ნელა აყოლებს და მეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახლში
შემოვარდნილ შეშლილზე ვლაპარაკობთ, თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ.
– რა წერია იმ დოსიეში?
კრისტიანი თვალებს ახამხამებს, მერე ხელს სწევს და სახეზე მეფერება.
– ამის ცოდნა მართლა გინდა?
– ნუთუ ამდენად საშინელი ინფორმაციაა?
კრისტიანი მხრებს იჩეჩს.
– უარესიც ყოფილა. – მეუბნება ჩურჩულით.
არა! ის რა, ახლა საკუთარ თავს გულისხმობს? თვალწინ მაშინვე პატარა, ჭუჭყიანი,
შეშინებული და ყველასგან მიტოვებული ბიჭი მიდგება... კრისტიანს ვეხვევი, მაგრად
ვეხუტები, გადასაფარებელს ვაფარებ და ლოყით მის მკერდზე მიკრული ვწვები.
– რაზე ფიქრობ? – მეკითხება ის ჩემი რეაქციით გაკვირვებული.
– არაფერზე.
– არა, არ გაგივა, გულახდილობა გულახდილობის წილ, მითხარი.
თავს ვწევ, წამით შეშფოთებით მომზირალ ნაცრისფერ თვალებს ვუყურებ და ლოყით
ისევ მის მკერდს მიკრული, გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ვუთხრა.
– ხანდახან ისეთს წარმოგიდგენ ხოლმე, პატარაობისას რომ იყავი... მანამ, სანამ გრეები
გიშვილებდნენ.
– მე საკუთარი თავი არ მიგულისხმია, ანასტასია, არ მინდა, რომ გეცოდებოდე, გესმის?
ჩემი ცხოვრების ის პერიოდი დიდი ხნის წინ დამთავრდა.
– არა, ეს შეცოდება არ არის, კრისტიან, – ვჩურჩულებ მისი პასუხით
თავზარდაცემული. – ეს უბრალოდ თანაგრძნობა და წუხილია, იმაზე წუხილი, რომ
ვიღაცას შეუძლია, ბავშვს ასე მოექცეს. – სულის მოთქმას ვცდილობ, რადგან მწველ
ტკივილს ვგრძნობ და ყელში ისევ ცრემლების ბურთი მეჩხირება. – შენი ცხოვრების ის
პერიოდი არ დამთავრებულა, კრისტიან, თავს რატომ იტყუებ? შენ ხომ ყოველდღე
სწორედ იმ შენი წარსულით ცხოვრობ. შენ თვითონ არ მითხარი, რომ შენში
ორმოცდაათი ელფერია? – ხმა ლამის ჩურჩულამდე მიწყდება.
კრისტიანი ფრუტუნებს და თავისუფალი ხელით ისევ თმაზე მეფერება, მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ამბობს, მის დაძაბულობას მთელი სხეულით
ვგრძნობ.
– ვიცი, რომ ჩემი გაკონტროლების მოთხოვნილება შენში სწორედ ამიტომ არის ასეთი
ძლიერი, უბრალოდ, ცდილობ, დამიცვა.
– და, მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობას მიწევ და არ მემორჩილები, არა? – მეკითხება
ის გამომწვევი, მაგრამ დაბნეული ხმით, თუმცა ჩემს ფერებას არ წყვეტს.
ახლა უკვე მე ვიბნევი და კოპებს ვკრავ. ჯანდაბა! ნუთუ მე ამას განზრახ ვაკეთებ? ჩემი
ქვეცნობიერი თავის ნახევარმთვარის ფორმის სათვალეს იხსნის და იწყებს სათვალის
ყურის მორკალული ბოლოს ნერვიულად ღეჭვას, მერე ტუჩებს იბზუებს და თანხმობის
ნიშნად თავს აქნევს. ყურადღებას არ ვაქცევ. რაღაც სისულელეა. მე ხომ მისი ცოლი ვარ
და არა მორჩილი, ან ვიღაც შემთხვევით გაცნობილი და არც მისი მეძავი და ნარკომანი
დედა... ჯანდაბა!.. ამაზე ფიქრი არ ღირს, გულისრევის შეგრძნება მიჩნდება. მაგრამ
უცებ ექიმი ფლინის სიტყვები მახსენდება: „უბრალოდ იმის კეთება განაგრძეთ, ანა,
რასაც აკეთებთ, კრისტიანი თქვენზე ჭკუას კარგავს და მე ეს ძალიან მიხარია“.
ეს არის და ეს. მე მხოლოდ ის უნდა გავაკეთო, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ეს ხომ
სწორედ ის არის, რაც კრისტიანს ჩემში მოსწონს!
ღმერთო, რა წინააღმდეგობრივი ადამიანია!
– ექიმმა ფლინმა მითხრა, რომ მე შენ ეჭვის დადებითობა უნდა დაგანახო, მგონი, ეს ის
არის, რასაც ახლა ვაკეთებ... არ ვიცი, დარწმუნებული არა ვარ, შეიძლება ეს უბრალოდ
შენი იმ შენივე წარსულიდან რაც შეიძლება შორს, აწმყოსკენ მოტრიალების
ჩემიმეთოდია, – ვეუბნები ხმადაბლა, – მართლა არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ვერაფრით
ვეგუები იმას, რომ ყველაფერზე ამდენად მკვეთრი და ემოციური რეაქცია გაქვს.
ის რამდენიმე წამის განმავლობაში ხმას არ იღებს.
– წყეული ფლინი! – ბუტბუტებს თავისთვის ჩუმად.
– მითხრა, რომ ისევე უნდა მოვიქცე, როგორც აქამდე ვიქცეოდი.
– ნუთუ? – მიჭრის მშრალად.
კარგი, რაც არის, არის!
– კრისტიან ვიცი, რომ ასეა და თან ეს სრულიად ბუნებრივადაც მიმაჩნია... ის, რომ
მიუხედავად ყველაფრისა, დედა გიყვარდა, მაგრამ, გაიგე, შენ იმას ვერ უშველიდი,
მაშინ შენ ეს არ შეგეძლო... და კიდევ, მე ის არა ვარ.
ის ისევ შეშდება.
– არ გინდა. – მეუბნება ჩავარდნილი ხმით.
– არა, გთხოვ, მომისმინე, – თავს ვწევ და შიშით პარალიზებულ ნაცრისფერ თვალებში
ვუყურებ. ის არც კი სუნთქავს. ოჰ, კრისტიან... გული ტკივილით მეწურება. – მე ის არა
ვარ, მე დედაშენზე ბევრად უფრო ძლიერი ვარ, მე შენ მყავხარ და შენც ახლა ბევრად
ძლიერი ხარ, ვიდრე მაშინ იყავი... და მე ვიცი, რომ გიყვარვარ. და მეც მიყვარხარ,
კრისტიან. – ვუხსნი ხმადაბლა, ლამის ჩურჩულამდე ჩავარდნილი, მაგრამ წრფელი
ხმით.
კრისტიანი კოპებს კრავს და წარბებს შორის პატარა ნაოჭი უჩნდება, ისეთი
გამომეტყველება აქვს, თითქოს ეს ის არ არის, რასაც ელოდებოდა.
– ისევ გიყვარვარ? – მეკითხება წამის მერე.
– რა თქმა უნდა, მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები, კრისტიან... სულერთია, რაც არ
უნდა გამიკეთო. – არის კი ეს ის, რაც ახლა კრისტიანს სჭირდება?
ის ოხრავს, თვალებს ხუჭავს და სახეზე ისევ ხელს იფარებს, მაგრამ იმავდროულად
სხეულზე უფრო მაგრადაც მიხუტებს.
– ნუ მემალები. – იდაყვზე ვიწევი მე და სახიდან ხელს ვაშორებინებ. – შენ მთელი
სიცოცხლე იმალებოდი, მაგრამ ეს აღარ გჭირდება, გთხოვ, ჩემგან მაინც ნუ დაიმალები.
ის უნდობლად მიყურებს და შუბლს ჭმუხნის.
– ვიმალებოდი?
– ჰო.
უცებ გვერდულად ტრიალდება და მეც ისე მატრიალებს, რომ ერთმანეთის პირისპირ,
გვერდიგვერდ ვწევართ, მერე ხელს იშვერს, ჩამოყრილ თმას სახიდან მაშორებს და ყურს
უკან მიწევს.
– დღეს რომ მკითხე, უარმყოფო... აქამდე არ მესმოდა, რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა,
მაგრამ ახლა... – ის ჩუმდება და ისე მაჩერდება, თითქოს ამქვეყნად ყველაზე ამოუცნობი
არსება ვიყო.
– ჯერ ისევ ფიქრობ, რომ ჩემი საქციელით, იმით, რომ პირობა დავარღვიე, მე
უარგყავი? – ახლა უკვე მე ვეკითხები უნდობელი ტონით.
– არა. – თავს აქნევს ის უარყოფის ნიშნად. – უკვე აღარ. – სახეზე შვება აწერია. – მაგრამ
მითხარი... შემაჩერებელი სიტყვა რატომ წარმოთქვი, ანა?
ვგრძნობ, რომ ვფითრდები. რა ვუთხრა? რომ თავისი საქციელით შემაშინა? რომ უკვე
ვეღარ ვხვდებოდი, როდის შეწყვეტდა ჩემს წამებას? რომ გულში ვემუდარებოდი,
გაჩერებულიყო და არ ჩერდებოდა? რომ არ მინდოდა, დღევანდელი საღამოც იმაში
გადაზრდილიყო... რაც აქ ერთხელ უკვე მოხდა? იმის გახსენებაზე, როგორ მირტყამდა
მაშინ ქამარს, მზარავს და სხეული ერთიანად მეჭიმება. ყელში გაჩხერილ ნერწყვს
გაჭირვებით ვყლაპავ.
– იმიტომ... იმიტომ, რომ შენ საშინლად სასტიკი და გაუცხოებული იყავი... და ცივი.
უკვე ვეღარ ვხვდებოდი, სადამდე შეტოპავდი.
გამომეტყველება სრულიად ამოუცნობი და უმეტყველო აქვს.
– მომცემდი საშუალებას, რომ გამეთავებინა? – ხმა მიწყდება, თითქმის ჩურჩულით
ვეკითხები და ვგრძნობ, რომ ერთიანად ვწითლდები, მაგრამ მზერას ვუსწორებ და
თვალებს არ ვხრი.
– არა, – მპასუხობს რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ.
ჯანდაბა!..
– ეს... სისასტიკეა.
მობრუნებული ხელით მოხრილ თითებს ლოყაზე ნაზად მაყოლებს.
– სამაგიეროდ ეფექტური. – ამბობს ჩურჩულით და ზემოდან ისე დამყურებს, თითქოს
ღრმად, ჩემ სულში ჩახედვას ცდილობდეს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ერთორ წამში
საუკუნე გადის, ბოლოს კი ამატებს: – მიხარია, რომ ეს გააკეთე... რომ გამაჩერე.
– მართლა? – უკვე აღარაფერი მესმის.
ტუჩები ნაღვლიანი ღიმილით ებრიცება.
– ჰო. არ მინდა, ტკივილი მოგაყენო. უბრალოდ ზღვარი დავკარგე. – ის იხრება და
მკოცნის. – თამაშმა ღრმად შემითრია. – ისევ მკოცნის. – შენთან ეს მე ხშირად
მემართება.
მართლა? უცნაური ის არის, რომ სრულიად გაუგებარი მიზეზით ეს მე მიხარია...
მეცინება. ეს სიტყვები ასე რატომ მესიამოვნა? ჩემი შემხედვარე კრისტიანიც
ირონიულად იცინის.
– ვერ ვხვდები, ასე რამ გაგახარათ, მისის გრეი.
– ვერც მე.
ის გარშემო სუროსავით მეხვევა და თავს მკერდზე მადებს. ჩვენ ახლა ერთმანეთში
გადახლართულჩახვეული შიშველი და ჯინსიანი ფეხების, ხელების და კაშკაშა წითელი
გადასაფარებლის გორგალს წარმოვადგენთ. ერთი ხელით ზურგზევეფერები, მეორით
კი თავზე და თმას ვუჩეჩავ. ის ოხრავს და მშვიდდება.
– უბრალოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ნდობა შემიძლია... იმაში, რომ, თუ საჭირო
გახდა, გამაჩერებ. არ მინდა... არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ ტკივილი
მოგაყენო.
– ბუტბუტებს ხმადაბლა. – მე... – ის ჩუმდება.
– რა, შენ?
– კონტროლი მჭირდება, ანა... ისევე, როგორც შენ მჭირდები. ეს ჩემი არსებობის
ერთადერთი საშუალებაა. ამის მოთხოვნილებისგან ვერ ვთავისუფლდები. არ
შემიძლია. ვცდილობდი, მაგრამ... შენთან მაინც... – სასოწარკვეთილი ოხვრით თავს
აქნევს. ყელში გაჩხერილს ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ. სწორედ ესაა პრობლემის თავი
და თავი – კონტროლის მოთხოვნილება და ჩემი საჭიროება. არ მინდა იმის დაჯერება,
რომ ეს
ორი მოთხოვნილება ასე განუყოფელია.
– მეც მჭირდები, კრისტიან, – ვეუბნები ჩურჩულით და უფრო მაგრად ვეკვრები. – მე
შევეცდები, კრისტიან, შევეცდები, რომ რაც შეიძლება ყურადღებიანი ვიყო.
– მინდა, რომ გჭირდებოდე.
ჯანდაბა, არ სჯერა?
– მჭირდები, კრისტიან, მჭირდები და თან ძალიან. – ხმა ემოციური და გრძნობიერი
მაქვს. მე ის ნამდვილად მჭირდება, მე ის მთელი არსებით მიყვარს.
– მინდა, შენზე ვზრუნავდე, – ჩურჩულებს კრისტიანი.
– და ზრუნავ კიდეც. მუდმივად. იცი, როგორ მენატრებოდი, წასული რომ იყავი?!
– მართლა? – ხმაში გაკვირვება უკრთება.
– რა თქმა უნდა, ვერ ვიტან, როცა სადმე მიდიხარ.
ვგრძნობ, რომ იღიმება.
– შეგეძლო, ჩემთან ერთად წამოსულიყავი.
– კრისტიან, გთხოვ, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. უნდა მემუშავა.
ის ოხრავს, მე კი თმაში ნაზად თითების ფათურით მის ფერებას ვაგრძელებ.
– მიყვარხარ, ანა.
– მეც მიყვარხარ, კრისტიან, და ყოველთვის მეყვარები.
ორივე ვჩუმდებით და ხმის ამოუღებლად ვწევართ. თავს გადავლილი შტორმის
შემდეგ სიმშვიდე ისადგურებს და მეც მისი რიტმული გულისცემის სმენით ნელ-ნელა
მეძინება. თითქოს ხელის კვრისგან, მკვეთრად ვიღვიძებ... სად ვარ? აჰ, თამაშების
ოთახში. შუქი ჯერ ისევ ანთია და სისხლისფერ წითელ კედლებს რბილი სინათლით
ეფინება. კრისტიანი ისევ კვნესის და უცებ ვაცნობიერებ, რომ სწორედ ამან გამაღვიძა.
– არა... – ბუტბუტებს ძილში. ჩემ გვერდით, ზურგზე გაწოლილი და თავზარდაცემით
და ტანჯვით სახემოქცეული, ნიკაპს ზევით ქაჩავს, კეფით კი უკან, მატრასს აწვება.
ჯანდაბა! ისევ კოშმარს ხედავს.
– არა! – ყვირის უკვე ხმამაღლა.
– კრისტიან, გაიღვიძე! – ატლასის გადასაფარებელში გახლართული, როგორღაც
ვთავისუფლდები, გადასაფარებელს ვიშორებ, კრისტიანის გვერდით მუხლებზე
ვდგები, მხრებში ხელებს ვავლებ და, თავზარდაცემისგან ატირებული, მთელი ძალით
ვიწყებ მის ნჯღრევას. – კრისტიან, კრისტიან, გთხოვ, გაიღვიძე!
კრისტიანი თავის ნაცრისფერ, ამწუთას სრულიად შეშლილ და შიშისგან
გუგებგაფართოებულ თვალებს მკვეთრად ახელს და უაზრო და არაფრის მთქმელი
მზერით მაჩერდება.
– კრისტიან, ეს უბრალოდ სიზმარი იყო, საყვარელო, მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი.
შენ სახლში ხარ, ყველაფერი კარგად არის, მე შენთან ვარ.
ის დაბნეული გამომეტყველებით თვალებს ახამხამებს, სასოწარკვეთილი აქეთიქით
იხედება, როგორც ჩანს, იმის დანახვაზე, სად ვართ, კოპებს კრავს და მზერა ისევ ჩემზე
გადმოაქვს.
– ანა, – ამოოხვრას აყოლებს ჩემს სახელს, ორივე ხელით მოულოდნელად სახეს
მიჭერს, თავისკენ მკვეთრად მიზიდავს და ძლიერად და ჟინით მკოცნის. ენას პირში
მიყოფს, ჩემს ენას ეძებს და მე მისი სასოწარკვეთისა და სურვილის გემოს ვგრძნობ. ისე
რომ, ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევს, უცებ ბრუნდება, ქვემოდან მიქცევს,
მთელი სიმძიმით ზემოდან მაწვება და მკვრივ მატრასში მფლავს. მისი ტუჩები ჩემსას
წამითაც არ შორდება, ერთი ხელით კისერთან ყბას მიჭერს, მეორით კეფას და განძრევის
საშუალებას არ მაძლევს, ამასობაში კი, მუხლით ფეხებს მაშლევინებს და ჯერ ისევ
ჯინსში, გაუხდელად ფეხებს შორის მექცევა.
– ანა, – აქოშინებული, ჩახრინწული და ისეთი გაოგნებული ხმით წარმოთქვამს
კრისტიანი, თითქოს იმის დაჯერება უჭირს, რომ აქ, მის გვერდით ვარ. წამით ზემოდან
დამყურებს და მეც ჩასუნთქვის საშუალება მეძლევა, მერე კი ისევ, მოუთმენლად,
ხარბად და მომთხოვნად ტუჩებით ჩემს ტუჩებს ეწაფება. ხმამაღლა კვნესის, თეძოს
ოდნავ უკან სწევს და ჯინსის ქვევიდან გამობურცულ, წამომართულ ასოს კლიტორზე
და ბაგეებზე მახეთქებს. ოოოჰ!.. მე ვკვნესი, მთელი საღამოს განმავლობაში
დაუკმაყოფილებელი და დაგროვილი ჩემი სექსუალური ჟინი გაორმაგებული ძალით
იღვიძებს და სხეულზე ვნებისა და სურვილის მწველ ცეცხლად მედება. კრისტიანი
მთელ სახეს, თვალებს, ლოყებს და ნიკაპს, თავისი საკუთარი დემონებითვე
გააფთრებული და გახელებული, მხურვალე და ჟინიანი კოცნით მიფარავს.
– მე აქ ვარ, შენთან ვარ... – ვბუტბუტებ და ვცდილობ, დავამშვიდო. ჩვენი არეული,
წყვეტილი და ლამის გულამოვარდნილი სუნთქვა ერთმანეთს ერევა. ორივე ხელით
მხრებზევეხვევი და თეძოს ვუხვედრებ, ვეგებები, ვეხახუნები, ვეტმასნები.
– ოჰ, ანა, – ქოშინებს უხეში და ჩავარდნილი ხმით. – შენ მე მჭირდები.
– მეც მჭირდები, კრისტიან, მეც... – ვპასუხობ გრძნობიერი ჩურჩულით და ისევ მისკენ
ვიზნიქები. ჩემი სხეული მის შეხებას, მისი სხეულის შეგრძნებას ითხოვს. მე ის მინდა,
არანორმალურად, ახლავე, მინდა, ყველა კოშმარისგან გავათავისუფლო, მინდა, დავიცვა
და მინდა, რომ იმან მე დამიცვას... მე ეს მჭირდება... კრისტიანი თეძოს ოდნავ მაშორებს
და ცდილობს, ჯინსი ცალი ხელით გაიხსნას, სულ ერთიორ წამს წვალობს, მაგრამ ცალი
ხელით შარვლის გახსნას მაინც ახერხებს და ასოს ითავისუფლებს... ღმერთო...
რამდენიმე წუთის წინ ჯერ ისევ მეძინა...
ის იდაყვებზე ზევით იწევა და თვალებში კითხვით სავსე მზერით მიყურებს.
– მოდი... გთხოვ! – ვბუტბუტებ სურვილითა და ვნებით ჩავარდნილჩახრინწული ხმით
და ისიც ერთი და ძლიერი ბიძგით ჩემში ბოლომდე შემოდის.
– აააჰ! – მწყდება მკერდიდან ყვირილი, მაგრამ ეს ტკივილის ყვირილი არ არის, ეს
სიამოვნებისა და კმაყოფილების, მისი ასეთი მზადყოფნით და ამდენად ძლიერი
ვნებით კმაყოფილების ყვირილია...
ის კვნესის და მისი ტუჩები ისევ ჩემსას პოულობს. მისი ასო სულ უფრო და უფრო
ძლიერი ბიძგებით საშოში სულ უფრო და უფრო ღრმად შემოდის, მისი ენა კი იმავეს
ჩემ პირში იმეორებს. ის მთელი ძალით, გაცხარებით, თავდაუზოგავად მოძრაობს,
თავისივე შიშით, ჟინითა და სიყვარულით დევნილი... და სიყვარულით?.. არ ვიცი,
მაგრამ მე მის ყოველ ბიძგს სიხარულით ვხვდები და თეძოს ვუხვედრებ.
– ანა... – ღმუის კრისტიანი დაუნაწევრებელი, სრულიად არაადამიანური, ველური
ხმით და ათავებს, წამით დაძაბულობისგან სახე ექცევა, სხეული ერთიანად ეჭიმება და
სუნთქვაარეული მთელი სიმძიმით ზემოდან მეცემა, მე კი, ისევ ზღვარამდე მისული,
დაუკმაყოფილებელი ვრჩები.
ჯანდაბა. დღეს ნამდვილად ცუდი დღე მაქვს. ჩემი შინაგანი ქალღმერთი ხარაკირის
რიტუალის ჩასატარებლად ემზადება. ორივე ხელით ბეჭებზე ვეხვევი, ფილტვებში
ჰაერს ღრმად ვუშვებ და, დაუკმაყოფილებელი სურვილით ლამის სიგიჟემდე მისული,
მის ქვეშ ცქმუტვას ვიწყებ. ის თეძოს ოდნავ უკან სწევს და მშორდება, მაგრამ ჯერ ისევ
ზემოდან მაწევს, რამდენიმე წამი გადის, ის კი არ ინძრევა, ბოლოს იდაყვებს ეყრდნობა,
სხეულის სიმძიმეს მეტნაკლებად მიმსუბუქებს და თავის ქნევით ისე დამყურებს,
თითქოს ცხოვრებაში პირველად მხედავდეს.
– ოჰ, ანა!.. ღმერთო ჩემო... – იხრება და ტუჩებში ნაზად მკოცნის.
– კარგად ხარ? – ვეკითხები ქშენით და ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელ სახეზე
ხელს ალერსით ვუსვამ. ის თავს მიქნევს, მაგრამ გაოგნებული და აფორიაქებული
გამომეტყველება აქვს. ჩემი დაბნეული ბიჭი... მერე უცებ კოპებს კრავს და ისეთი სახით,
თითქოს მხოლოდ ახლაღა აცნობიერებდეს სად არის და რა ხდება, ყურადღებით
მაკვირდება.
– შენ? – მეკითხება მზრუნველი ხმით.
– მმმ... – ვცქმუტავ მის ქვეშ და მასაც მაშინვე ტუჩები ნელა და გრძნობიერი ღიმილით
ეპობა.
– მისის გრეი, თქვენც თქვენი მოთხოვნილებები გაქვთ, არა? – ბუტბუტებს ავხორცად,
ნაჩქარევად მკოცნის და ლოგინიდან წამის უსწრაფესად დგება, მერე იატაკზე
მუხლებზე ეშვება, მუხლებთან, ფეხებში ხელებს მავლებს და ლოგინის კიდისკენ
მქაჩავს.
– დაჯექი, – მეუბნება ჩურჩულით. მე ვჯდები და თმა მხრებზე, ზურგსა და მკერდზე
ფარდასავით მეფინება. კრისტიანი, ისე რომ, თვალებიდან მზერას არ მაშორებს, ფეხებს
აუჩქარებლად მაშლევინებს. ოდნავ უკან ვიხრები და ხელებს ვეყრდნობი, ვხვდები, რას
აპირებს, მაგრამ არ მესმის, როგორ, მან ხომ... ახლახან...
– რა ლამაზი ხარ, ანა, – ჩურჩულებს სუნთქვაარეული, მე კი ზემოდან დავყურებ,
როგორ იხრება მისი სპილენძისფრად ბზინვარე, აჩეჩილთმიანი თავი და კოცნის
ბილიკით ჩემს მარჯვენა ბარძაყს ზევით მოუყვება. სხეული მოუთმენელი მოლოდინით
ერთიანად მეჭიმება, ვიტრუნები... კრისტიანი წამწამებს ქვევიდან წამიერი,
ჩამუქებულდაბინდული მზერით თვალს ჩემი სახისკენ აპარებს.
– მიყურე. – მეუბნება მბრძანებლური ტონით და ტუჩებში კლიტორს იქცევს.
ღმერთო! წამოკივლებისგან თავს ვერ ვიკავებ. მთელი სამყარო, ყველაფერი ჩემ
გარშემო იქ, ჩემს ფეხებს შორის წერტილში იყრის თავს... ჩემს ყველაზე მგრძნობიარე
ადგილას მისი სახის, მისი ენის ყურება კიდევ უფრო აღმაგზნებს, მისი უმოწყალო,
გამაღიზიანებელი, ალერსიანი და ჩემი გამაღმერთებელი ენის... სხეული უკვე ისე
მეჭიმება და მეძაბება, რომ ხელები მიკანკალებს, სწორად ჯდომა მიჭირს.
– არა... ოჰ!.. – შეგრძნებებს აყოლილი ვბუტბუტებ უაზროდ ხმაჩახრინწული და
სუნთქვაარეული.
ის ერთი თითით ფრთხილად შემოდის. მეტი აღარ შემიძლია, ლოგინზე ზურგით
ვეცემი და შიგნით და გარეთ მისი ენისა და თითების შეგრძნებით ვნეტარებ. ის თითით
საშოში ჩემს ყველაზე მგრძნობიარე წერტილს რიტმულად, აუჩქარებლად და ნაზად
აწვება და მთელ საღამოზე გაწელილ ამ ტკბილწამებას ვეღარ ვუძლებ, ვფეთქდები...
ენით აუწერელი და სრულიად გონების დამბინდავი ორგაზმისგან სხეული ზევით
მეზნიქება, მატრასში თავით ჩაფლული მის სახელს ვიმეორებ უთავბოლოდ და ამ
სრულიად პირველყოფილი სიამოვნების მორევში ერთიანად ჩაკარგულს თვალწინ
ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა მიდგას... ბუნდოვნად ვგრძნობ, რომ მუცელში
ცხვირით მეფლობა, ნაზად მკოცნის და აუჩქარებლად ერთი წერტილიდან მეორეზე
ინაცვლებს. ხელს უძლურად ვიწვდენ და თითებს თმაში ვუცურებ.
– მე ჯერ შენით არ გავმძღარვარ, – მესმის მისი ხმა და მანამდე, სანამ გონს მოსვლასა
და ვარსკვლავების მორევიდან დედამიწაზე და სიეტლში დაბრუნებას ვასწრებ, ხელს
მავლებს, საწოლიდან თავისკენ მქაჩავს და მუხლებზე მისვამს, აქ კი... ოჰ, ღმერთო!
კრისტიანი ასოზე მისვამს და სუნთქვაშეკრულს სადღაც ღრმად მკერდიდან ჩუმი კვნესა
მწყდება.
– ოჰ, ანა... – კვნესის ისიც და ჩუმდება. წამით მეხვევა, მერე ხელებში ჩემს სახეს იქცევს,
მკოცნის და თეძოს ჩემკენ ზნექს. ღრმად მუცლის ქვედა ნაწილიდან სიამოვნების
მხურვალე ტალღა მთელ სხეულს ახალი ძალით უვლის. ის ორივე ხელით უკანალში
მაფრინდება, ოდნავ ზევით მწევს და ქვემოთ დაშვებისას თეძოს მიხვედრებს.
– ააა... – უნებურად პირი მეღება და პირიდან ჰაერთან ერთად სიამოვნების კვნესა
ამომდის. ის ისევ მკოცნის და, ისე რომ კოცნას არ წყვეტს, რიტმულ და აუჩქარებელ
მოძრაობას აგრძელებს. ორივე ხელით კისერზე ვეხვევი და მის რიტმს მივყვები, ნელა,
აუჩქარებლად... ზევითქვევით, ზევითქვევით... თეძოს ვზნექ, ოდნავ უკან ვიწევი და
ისევ ასოზე ვეცმები, ის მგრძნობს, მომყვება... ოჰ, ღმერთო!.. თავი უნებურად უკან
მივარდება და ენით აუწერელი სიამოვნების უხმო ყვირილში პირი ფართოდ მეღება,
ღმერთო, რა კარგია... მისი ნაზი, მზრუნველი და სიყვარულით სავსე ალერსით
ვნეტარებ.
– ანა... – ჩურჩულებს კრისტიანი, ხელებს ძლიერად მიჭერს და თავისკენ მიზიდავს,
მერე ჩემკენ იხრება, ყელში მკოცნის და შეუჩერებელი მოძრაობით სულ უფრო და
უფრო ზევით მიმაქანებს... ოჰ, ღმერთო, რა დახვეწილი თანმიმდევრობით... მის ძალას
ვგრძნობ, მისი ასოდან მომავალ სექსუალურ, გრძნობიერ ენერგიას და ეს ენერგია
მუცლის ქვედა ნაწილიდან ნეტარების ტალღებად მთელ სხეულში მეშლება, მეღვრება,
თან მითრევს...
– მიყვარხარ, ანა, – აღწევს ჩემს სმენამდე ხრინწიანი ჩურჩული და მისი ასო საშოში
კიდევ უფრო ღრმად შემდის, კისერზე შემოხვეულ ხელებს ვწევ, თითებს თმაში
ვიცურებ, თავს მისკენ ვხრი და შუბლით შუბლზე ვეყრდნობი.
– მეც, კრისტიან, მეც მიყვარხარ.
თვალებს ვახელ და მის მზერას ვაწყდები, სიყვარულით სავსე მზერას, თამაშების
ოთახის რბილ შუქში მკვეთრად და ცხადად მის თვალებში ანთებულ სიყვარულს... მისი
კოშმარი, როგორც ჩანს, დავიწყებას მიეცა. ვგრძნობ, რომ ნეტარების პიკს ვუახლოვდები
და მხოლოდ ახლაღა, ამწამს ვაცნობიერებ, რომ სწორედ ეს მინდოდა, ეს მჭირდებოდა –
ერთმანეთთან ჩვენი ასეთი კავშირი, ჩვენი სიყვარულის დემონსტრაცია.
– მიდი, ანა, მიდი, გაათავე, – ჩურჩულებს კრისტიანი და მისი ამ სექსუალური ხმით
წაქეზებულს თვალები მეხუჭება, სახე ნეტარებით მეჭმუხნება, პირი მეღება და
მილიარდ ნაწილად დაშლილი ჩემი სხეული კულმინაციას აღწევს. ჩემთან ერთად
კრისტიანიც ყუჩდება, ორივე ხელს მხვევს, შუბლს შუბლზე მადებს და ჩემი სახელის
ჩუმი ჩურჩულით ათავებს.
ბუნდოვნად აღვიქვამ, რომ ხელში მიყვანს და ლოგინზე ფრთხილად მაწვენს. მის
მკერდს მიხუტებული, მის მკლავებში საბანივით გახვეული, სრულიად დაცლილი,
როგორც იქნა დაკმაყოფილებული და ბედნიერი ვწევარ და ის სახით კისერზე მეკვრება.
– უკეთესად ხარ? – მეკითხება ჩურჩულით.
– ჰმმ.
– წამოდი, საძინებელში წავიდეთ, თუ აქ აპირებ დაძინებას?
– ჰმმ.
– მისის გრეი, დამელაპარაკეთ, თუ შეიძლება. – ხმაში მხიარული ინტონაცია უკრთება
მას.
– ჰმმ.
– სულ ეს ხარ?
– ჰმმ.
– წამოდი, დაგაწვენ, აქ ძილი არ მიყვარს.
სახეს მისკენ უძლურად ვაბრუნებ.
– მოიცადე. – ვეუბნები ჩურჩულით.
ის გაკვირვებული გამომეტყველებით, სრულიად მშვიდი, უმწიკვლო და ბავშვივით
თვალებგაფართოებული, თან ამავდროულად ასეთი არანორმალურად სექსუალური და
საკუთარი თავით კმაყოფილი მიყურებს.
– შენ როგორ ხარ? – ვეკითხები მე.
ჰმ... მართლაც თვითკმაყოფილი მოზარდივით ეშმაკურად იღიმება და ალბათ მეტი
დამაჯერებლობისთვის, თავს მიქნევს.
– ახლა კარგად.
– ოჰ, კრისტიან, – ვწუწუნებ ბუტბუტით და ამქვეყნად ჩემთვის ყველაზე საყვარელ
სახეზე ნაზად ვეფერები. – შენს წეღანდელ კოშმარზე გეკითხები.
გამომეტყველება წამის უსწრაფესად ეცვლება, სახე ერთიანად ეყინება, თვალებს
ხუჭავს, ხელებს მხვევს და სახით კისერში მეფლობა.
– არ გინდა. – მეუბნება ხრინწიანი და სრულიად დათრგუნული ხმით. გული
მეწურება, მაგრად ვეხვევი და ერთი ხელით ზურგზე ვეფერები, მეორეს კი თმაში
ვუცურებ.
– მაპატიე, – ვბუტბუტებ კრისტიანის რეაქციით თავზარდაცემული. ღმერთო, როგორ
მოვახერხო,რომ მისი განწყობის ასეთ რადიკალურ და ელვის სისწრაფით ცვლას არ
ჩამოვრჩე? ასეთი რა დაესიზმრა? არ მინდა, გამოკითხვით კიდევ უფრო მეტი ტკივილი
მივაყენო. – ყველაფერი კარგად იქნება, – ვჩურჩულებ მშვიდი ხმით და ვცდილობ,
რამენაირად ის ჩემი უდარდელი ბიჭი დავიბრუნო, როგორიც სულ ორი წუთის წინ იყო.
– ყველაფერი კარგად იქნება, – ვიმეორებ ისევ და ისევ, ვამშვიდებ და ვეფერები.
– წამოდი, დავწვეთ, – ჩუმად მეუბნება რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩემი მკლავებიდან
თავისუფლდება და ლოგინიდან დგება, მე კი ისევ გულმოკლულსა და სიცარიელის
საშინელი გრძნობით დამძიმებულს მტოვებს. საწოლზე მოუხერხებლად ვჯდები,
ატლასის გადასაფარებელში ვეხვევი და ხის ჯვართან მისული იატაკზე დაყრილი ჩემი
ტანსაცმლის ასაღებად ვიხრები.
– დატოვე, – მეუბნება კრისტიანი და ვიდრე გონს მოსვლას ვასწრებ, ერთი მოძრაობით
ხელში მიყვანს. – არ მინდა, რომ გადასაფარებელში გახვეულს ფეხი გაგებლანდოს და
კისერი მოიტეხო.
ორივე ხელით კისერზე ვეხვევი, ჩემს ორმოცდაათ ელფერს განწყობის მორიგი
ცვლილებით გახარებული და გაოგნებული შევყურებ და ვიდრე ქვევით, ჯერ კიბით,
მერე კი დიდი ოთახის გავლით ჩვენი საძინებლისკენ მივყავარ, სახით კისერში
ვეფლობი და მისი სურნელით ვტკბები.
მოულოდნელად მეღვიძება, თვალებს ვახელ თუ არა, მაშინვე ვგრძნობ, რომ ლოგინში
მარტო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ბნელა, კრისტიანი ჩემ გვერდით არ წევს.
ელექტრონული რადიომაღვიძარასკენ ვიხედები: ოთხის ოცი წუთია. კრისტიანი სად
არის? და გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ სასტუმრო ოთახიდან გამომავალი
ფორტეპიანოს ხმა მესმის. ლოგინიდან ნაჩქარევად ვდგები, ხალათში ხელებს ვუყრი და
დერეფნით დიდი ოთახისკენ მივრბივარ. ეს მელოდია, რომელსაც ახლა უკრავს და
რომელიც ადრეც მომისმენია, ისეთი სევდიანი და გლოვასავით მწუხარეა, რომ გული
მიკვდება. დიდი ოთახის კართან ვჩერდები და ფორტეპიანოს წინ შუქის წრეში
მჯდომარე კრისტიანს ვუყურებ. ოთახში სულში ჩამწვდომი, ნაღვლიანი და ტკივილით
აღსავსე მუსიკა იღვრება. კრისტიანი დაკვრას ამთავრებს და თავიდან იწყებს. ასეთ
სევდიან მელოდიას რატომ უკრავს? მხრებზე ხელებს ვიხვევ და მონუსხული ვუსმენ,
მაგრამ თან გული მეწურება... კრისტიან, ასეთი სევდიანი რატომ ხარ? ნუთუ ჩემ გამო?
ნუთუ ეს ჩემი ბრალია? ის ნაწყვეტს ამთავრებს, მაგრამ ისევ თავიდან იწყებს, მესამედ...
მეტს ვეღარ ვუძლებ. ვიდრე ფორტეპიანოსკენ მივდივარ, ჩემკენ არც კი იხედება, მაგრამ
ვუახლოვდები თუ არა, განიერ სკამზე იწევა და ადგილს მითავისუფლებს, რომ
გვერდით დავუჯდე. კრისტიანი დაკვრას აგრძელებს, მე მხარზე თავს ვადებ, ის კი
თმაზე მკოცნის, მაგრამ მელოდიის დამთავრებამდე დაკვრას არ წყვეტს. თავს ვწევ და
ზემოდან ჩემკენ მომართულ მის დაძაბულ და ფრთხილ მზერას ვხედავ.
– გაგაღვიძე? – მეკითხება ხმადაბლა.
– მხოლოდ იმით, რომ წახვედი. ეს რა იყო?
– შოპენი. მი მინორი, ერთ-ერთი პრელუდიაა. – ის წამით ჩუმდება. – იცი, ზოგიერთი
„სულის ხუთვას“ ეძახის...
ხელზე ხელს ვკიდებ.
– ამ ყველაფერმა შენზე მართლა ასე ძალიან იმოქმედა?
ის ფრუტუნებს.
– იმან, რომ სახლში ჩემი ცოლის მოსატაცებლად შეშლილი შემომივარდა, არა? და ეს
მაშინ, როდესაც ჩემმა ცოლმა პირობა არ შეასრულა და ის არ გააკეთა, რაც უნდა
გაეკეთებინა?! თან, ყველაფერს ისიც დაურთო და იმით დამზაფრა, რომ შემაჩერებელი
სიტყვა მითხრა... – წამით თვალებს ხუჭავს და როდესაც ახელს, მზერა უკვე
ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი, ყინულივით ცივი და უმეტყველო აქვს. – ჰო, ამ
ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.
ხელზე ხელს ვუჭერ.
– მაპატიე.
ის თავს ხრის და ლოყით შუბლზე მეკვრება.
– დამესიზმრა, რომ მკვდარი იყავი. – ჩურჩულებს ჩავარდნილი ხმით.
რაა?
– რომ იატაკზე სრულიად ცივი იწექი და არ იღვიძებდი.
ოჰ, ჩემი საწყალი ორმოცდაათი ელფერი...
– ეგ ხომ უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო. – ვბუტბუტებ სასოწარკვეთილი და ორივე
ხელით თავზე ვეხვევი. თვალები ისე უელავს, რომ მზერით ცეცხლის ალში მხვევს,
მათში ასახული ტანჯვა კი გულს მიწურავს და უკვე საბოლოოდ მაფხიზლებს. – მე აქ
ვარ, შენთან, მაგრამ ლოგინში უშენოდ გავიყინე, წამოდი, დავწვეთ, გთხოვ.
ხელზე ისევ ხელს ვკიდებ, ვდგები და ველოდები, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ
წამომყვება. წამიერი ყოყმანის შემდეგ კრისტიანიც დგება. ტანზე მხოლოდ პიჟამის
მენჯამდე ჩაცურებული შარვალი აცვია და ძალიან მინდება მუცელზე, შარვლის
სათავესთან თითი გავაყოლო, მაგრამ თავს ვიკავებ და საძინებლისკენ მიმყავს. როდესაც
ისევ მეღვიძება, ჩემზე სუროსავით შემოხვეულ კრისტიანს მშვიდად სძინავს. მეც
ვმშვიდდები, მისი სხეულის სითბოთი და სიახლოვის შეგრძნებით ვტკბები და
გაუნძრევლად ვწევარ, რომ არ გავაღვიძო.
ღმერთო, ეს რა დღე იყო! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სატვირთო მატარებელმა
გადამიარა, თანაც ამ სატვირთო მატარებლის ფუნქცია ჩემმა ქმარმა შეასრულა. რთული
დასაჯერებელია, რომ ეს კაცი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით ასეთი ახალგაზრდული
უდარდელობით უშფოთველად ფშვინავს, სულ რამდენიმე საათის წინ ასე
იტანჯებოდა... და თან მეც მტანჯავდა და მაწვალებდა. გულაღმა ვწევარ, ჭერში
ვიხედები და ვხვდები, რომ კრისტიანზე ყოველთვის ისე ვფიქრობ, როგორც ძლიერსა
და მბრძანებელზე, სინამდვილეში კი ის სუსტი და ძალიან მგრძნობიარეა, საკუთარ
ტკივილებში ჩაკარგული ჩემი ბიჭი... ირონია კი ისაა, რომ კრისტიანს, პირიქით, მე
ვგონივარ ნაზი და სუსტი!.. ჰმ, არადა საკუთარი თავი სუსტად ნამდვილად არ მიმაჩნია,
კრისტიანთან შედარებით ძლიერიც კი ვარ. მაგრამ საკითხავია, ჩვენთვის, ორივესთვის
სამყოფად ძლიერი ვარ? რამდენად შემწევს ძალა, ის გავაკეთო, რასაც მეუბნებიან, რომ
რამენაირად დამშვიდდეს და ჩემზე აღარ ინერვიულოს? ჩუმად ვოხრავ. ბოლოს და
ბოლოს ბევრს ხომ არ ითხოვს!.. თამაშების ოთახში ჩვენს ლაპარაკს ვიხსენებ... მაგრამ,
მგონი, გარდა იმისა, რომ ორივე უფრო შევეცდებით და ერთმანეთის ხასიათს
გავითვალისწინებთ, სხვა, ახალი არაფერი გადაგვიწყვეტია. თუმცა მთავარი ის არის,
რომ მე კრისტიანი მიყვარს და გეზის განსაზღვრა ორივესთვის მე მომიწევს... რამე
ისეთი უნდა მოვიფიქრო, რაც საშუალებას მომცემს, რომ გარკვეული
დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არც საკუთარი თავი დავკარგო და თან მისთვისაც
იმდენადვე საყვარელ და მნიშვნელოვან ადამიანად დავრჩე, როგორიც ახლა ვარ. მე
მისთვის ვარ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი, ის კი ჩემთვის.
გადაწყვეტილებას ვიღებ, ამ შაბათკვირას ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემზე
ახალი ნერვიულობის საბაბი არ მივცე. კრისტიანი იშმუშნება, ჩემი მკერდიდან თავს
სწევს და ნამძინარევი თვალებით მაჩერდება.
– დილა მშვიდობისა, მისტერ გრეი. – ვუღიმი გაბადრული სახით.
– დილა მშვიდობისა, მისის გრეი. კარგად გეძინა? – მეკითხება ზმორებით.
– მას შემდეგ, რაც ჩემმა ქმარმა ფორტეპიანოზე ის საშინელი კაკოფონია შეწყვიტა, კი,
მშვენივრად.
კრისტიანი თავისი მორცხვი ღიმილით იღიმება და ერთიანად ვლღვები.
– საშინელი კაკოფონია? თქვენი შეფასების შესახებ, მისის გრეი, მის კეტის
შევატყობინებ, იცოდეს, ერთი რაში დახარჯა დრო.
– მის კეტის?
– ჰო, ჩემს მუსიკის მასწავლებელს.
გამხიარულებული ვხითხითებ.
– რა საოცარი ბგერებია, მისის გრეი. – შემპარავად ჩურჩულებს კრისტიანი. – მგონი,
დავიმსახურეთ, რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე ბევრად უკეთესი იყოს, არა?
– რა თქმა უნდა. – ვეთანხმები სასწრაფოდ. – რის გაკეთებას აპირებ?
– მას შემდეგ, რაც ჩემს ცოლს ქვეშ მოვიქცევ და მერე მისივე მზრუნველი ხელით
მომზადებული საუზმით დავნაყრდები, მინდა, ის ასპენში წავიყვანო.
გაოგნებისგან თვალები მიფართოვდება და პირს ვაღებ.
– ასპენში?
– ჰო.
– ანუ კოლორადოში?
– ჰო, კოლორადოში, თუ, რა თქმა უნდა, ასპენი სხვაგან არ გადაიტანეს. ბოლოს და
ბოლოს ამ სიამოვნებისთვის ოცდაოთხი ათასი დოლარი გაქვს გადახდილი.
თვალებში ვუყურებ და ეშმაკურად ვუღიმი.
– ეს შენი ფული იყო.
– არა, ეს ჩვენი ფული იყო.
– მაშინ, როდესაც აუქციონზე მე ლოტის საფასურად ეს თანხა დავასახელე, ფული შენი
იყო. – ვუზუსტებ და თვალებს ვატრიალებ.
– ოჰ, მისის გრეი, ნეტა იცოდეთ, როგორ მიშლით ნერვებს მაგ თვალების ტრიალით! –
ჩურჩულით ამბობს კრისტიანი და თეძოზე ხელს მისვამს.
– მაგრამ კოლორადომდე ხომ შორია? – ვეკითხები უცოდველი გამომეტყველებით,
რომ თვალების ტრიალიდან ყურადღება გადავატანინო.
– ოღონდ არა თვითმფრინავით, – შემპარავად მპასუხობს ის და ხელს უკანალისკენ
მიცურებს.
ჰო, ნუ რა თქმა უნდა, ჩემს ქმარს ხომ თვითმფრინავი ჰყავს! ეს რამ დამავიწყა?!
...მისი ხელი ჩემს სხეულზე სრიალს აგრძელებს, გზად ღამის პერანგსაც სულ უფრო და
უფრო ზევით მიწევს და სულ მალე ამქვეყნად ყველაფერსაც მავიწყებს. სიტაკის
აეროპორტის ასაფრენი ბილიკით ტეილორს იმ ადგილისკენ მივყავართ, სადაც კომპანია
„გრეი ენტერპრაიზის“ თვითმფრინავი გველოდება. სიეტლში მოღრუბლული ამინდია,
მაგრამ ამინდს მოლოდინით აღსავსე არაჩვეულებრივი განწყობის გაფუჭების უფლებას
არ ვაძლევ. აი, კრისტიანი კი ჩემზე უკეთეს ხასიათზეა, სახე საახალწლო ნაძვის ხესავით
უბრწყინავს და დიდი საიდუმლოს მცოდნე პატარა ბიჭივით ცქმუტავს. საინტერესოა,
ასეთი რა ჩაიფიქრა? უდიერად თმააჩეჩილი, თეთრ მაისურსა და შავ ჯინსში
გამოწყობილი დღეს გენერალურ დირექტორს ნამდვილად არ ჰგავს და
არანორმალურად სექსუალური და მაცდური, ჟურნალის ყდიდან გადმომხტარი
სუპერმოდელივით გამოიყურება. ტეილორი მანქანას ოსტატურად აჩერებს ტრაპთან და
კრისტიანი ხელზე ხელს მკიდებს.
– შენთვის სიურპრიზი მაქვს, – მეუბნება ჩურჩულით და თითებზე მკოცნის.
სახე ბედნიერი ღიმილით მინათდება.
– სასიამოვნო სიურპრიზია?
– იმედი მაქვს, მოგეწონება. – მპასუხობს ის და სიყვარულით სავსე, ალერსიანი
მზერით მიღიმის.
ჰმმ... რა შეიძლება იყოს?
სოიერიკარს მიღებს, ტეილორი კი კრისტიანის მხრიდან აღებს კარს და ელოდება,
ვიდრე კრისტიანი მანქანიდან გადადის, შემდეგ კი საბარგულთან მიდის და ჩვენს
ჩემოდნებს იღებს. სტივენი ტრაპის ზედა საფეხურზე გველოდება. ჩვენ ტრაპზე
ავდივართ, თვითმფრინავში შევდივართ თუ არა, კაბინისკენ ვიხედები და შთამბეჭდავი
ზომის პანელზე გადამრთველების ჩხაკუნით გართულ სტივენის პირველ თანაშემწეს –
ბიგლის ვხედავ.
კრისტიანი და სტივენი ერთმანეთს ხელს ართმევენ.
– დილა მშვიდობისა, სერ. – უღიმის კრისტიანს სტივენი.
– გმადლობ, რომ ყველაფერი ასე მალე მოასწარით. – უღიმის პასუხად კრისტიანიც. –
ჩვენი სტუმრები უკვე აქ არიან?
– დიახ, სერ.
ჩვენი სტუმრები? ვტრიალდები და გაოგნებისა და აღფრთოვანებისგან სუნთქვა
მეკვრება – კრემისფერ ტყავგადაკრულ სავარძლებში მოკალათებული კეიტი, ელიოტი,
მია და იტანი მიღიმიან! ღმერთო! კრისტიან... სახეგაბადრული კრისტიანისკენ
ვბრუნდები.
– ჰა, როგორი სიურპრიზია? – მეკითხება გაღიმებული.
– როგორ? როდის? რანაირად? – ვბუტბუტებ ენაარეული და ვცდილობ,
მოულოდნელობისგან გაასმაგებული აღფრთოვანებით კივილი არ დავიწყო...
– შენ ხომ თქვი, რომ მეგობრებს იშვიათად ხედავ და გენატრება?.. – ის სიტყვას წყვეტს,
მხრებს იჩეჩს და თავისი მორცხვი, ამჯერად შემრიგებლური ღიმილით მიღიმის.
– ოჰ, კრისტიან, გმადლობ! – მაინც ვერ ვიკავებ თავს და ორივე ხელით მის კისერზე
მოხვეული ყველას თვალწინ ვკოცნი. ის ხელებს წელზე მხვევს, თითებს ჯინსის
საქამრეებში მიყოფს და კოცნაზე არა მარტო მპასუხობს, კოცნას ახანგრძლივებს და
აგრძელებს კიდეც.
ოჰ, ღმერთო...
– ჰმ, გული მიგრძნობს, რამდენიმე წუთში საძინებელში აღმოჩნდები. – მეუბნება
ჩურჩულით.
– ვერ გაბედავ. – ტუჩებშივე და ასევე ჩურჩულით ვპასუხობ მეც.
– ოჰ, ანასტასია. – ირონიული ჩაცინებით აქნევს ის თავს და ხელს მიშვებს, მერე
გაუფრთხილებლად იხრება, ბარძაყებში მაფრინდება, ჰაერში მწევს და
უკანალაშვერილს მხარზე ტომარასავით მიგდებს.
– კრისტიან, დამსვი! – ვწიკვინებ მე და ბეჭებში ვურტყამ.
თავდაყირა გადაკიდებული წამით ჯერ სტივენის გაღიმებულ სახეს და მფრინავების
კაბინისკენ მიმავალ მის ზურგს ვხედავ, მერე კი აქამდე თვითმფრინავში შემოსასვლელ
კართან მდგარ ტეილორს, რომელიც თავს ძლივს იკავებს, რომ არ გაეცინოს. კრისტიანი
ჩემს ხვეწნას და უშედეგო წინააღმდეგობას ყურადღებას არ აქცევს და ერთმანეთის
პირისპირ მსხდარი მიასა და იტანის და კეიტისა და გადარეული გიბონივით
აჭყივლებულ აყვირებული ელიოტის გვერდის ავლით ვიწრო სალონში საძინებლისკენ
მივყავარ.
– თქვენის ნებართვით, – ეუბნება ის ჩვენს ოთხ სტუმარს. – ჩემი ცოლისთვის
განცალკევებით სულ ორიოდ სიტყვა მაქვს სათქმელი.
– კრისტიან! – ვკივი უკვე ბოლო ხმაზე, – დამსვი!
– ყველაფერს თავის დრო აქვს, საყვარელო.
ჩემ თვალწინ მოცინარი მია, კეიტი და ელიოტი კრთებიან. ჯანდაბა! ეს უკვე
მეტისმეტია!.. ჯანდაბა, სირცხვილია! იტანი სრულიად გაოგნებული და პირდაღებული
გვიყურებს, ჩვენ კი, წამიც და, დასასვენებელ სალონში შევდივართ.
კრისტიანი კარს ხურავს და სხეულზე იმდენად ნელა მაცურებს, რომ სათითაოდ მის
ყოველ კუნთსა და მყესს ვგრძნობ, ფეხზე მაყენებს და მოზარდის უდარდელი და
საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ღიმილით მიღიმის.
– მთელი წარმოდგენა მოაწყვეთ, არა, მისტერ გრეი?! – ვბუზღუნებ გათამაშებული
აღშფოთებით და გულზე ხელებს ვიკრეფ.
– დამეთანხმეთ, ეს სასაცილო იყო, მისის გრეი. – თვალებგაბრწყინებულს ღიმილი
კიდევ უფრო უფართოვდება. ოჰ, კრისტიან, კრისტიან!.. ღმერთო, ახლა რა ახალგაზრდა
და ხალისიანია...
– გინდა მითხრა, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებ? – ვეკითხები წარბაწეული და
თვითონაც არ ვიცი, სინამდვილეში რას ვგრძნობ, მაგრამ ცხადია, აქედან ხმა გავა და
ყველა გაიგებს, უხერხულია, უბრალოდ სირცხვილია. თვალს ნერვიულად საწოლისკენ
ვაპარებ და ჩვენი ქორწილის ღამის გახსენებისთანავე ვწითლდები... გუშინ ჩვენ
მართლაც ბევრი ვილაპარაკეთ და ნამდვილად წინ წავიწიეთ... ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ რომელიღაც გაურკვეველი ბარიერი გადავლახეთ, მაგრამ უბედურებაც ის არის,
რომ ეს ბარიერის არსიცა და ფორმაც გაურკვეველია... ფიქრს კრისტიანის ოდნავ
დამცინავი, მაგრამ გაკვირვებული გამომეტყველება და ღიმილი მაწყვეტინებს. ჰმ, მისი
ამ გადამდები ღიმილის შემხედვარემ შეუძლებელია სერიოზულობა შეინარჩუნო.
– მგონი, უხერხული იქნება, რომ სტუმრებს ვალოდინოთ, – შემპარავად მეუბნება ის
და ჩემკენ ერთ ნაბიჯს დგამს. ნეტა როდის აქეთაა, სხვების აზრი ადარდებს? თვალებში
ვუყურებ და უკან ვიხევ, ეს ბოლო ზღვარია, ზურგით კედელს ვეხები. კრისტიანი ზედ
მეკვრება, ერთიანად თავისი სხეულის სითბოში მხვევს და ჩემკენ თავდახრილი
ცხვირით ცხვირზე მეთამაშება.
– სიურპრიზი მოგეწონა? – ხმაში ჩემი პასუხის მოლოდინით აფორიაქება უკრთება.
– ოჰ, კრისტიან, ძალიან, არაჩვეულებრივი სიურპრიზი გამოგივიდა. – ვპასუხობ
ჩურჩულით და ხელებს მკერდზე ვადებ, მერე ზევით ვუსრიალებ, კისერზე ვეხვევი და
ვკოცნი.
– ყველას ერთად შეკრება როდის მოასწარი? –ვეკითხები ბოლოს და ბოლოს, როდესაც
ვშორდები და თან თმაზე ვეფერები.
– წუხელ, ვიდრე არ მეძინა... ელიოტს და მიას იმეილები გავუგზავნე და აი, ისინიც აქ
არიან.
– კარგი ჩანაფიქრია, ძალიან გამახარე, გმადლობ. დარწმუნებული ვარ, დროს კარგად
გავატარებთ.
– იმედი მაქვს. თანაც ასპენში პრესისგან თავს ბევრად მარტივად დავიძვრენთ, ვიდრე
აქ.
პაპარაცები! კრისტიანი მართალია. „ესკალაში“ რომ დავრჩენილიყავით,
ალყაშემორტყმული ტუსაღებივით სახლში ჯდომა მოგვიწევდა. უცებ მზარავს კიდეც
ფოტოაპარატების ჩხაკუნის, თვალისმომჭრელი განათებისა და მომაბეზრებელი
ჟურნალისტების გახსენება, რომლებსაც დღეს მხოლოდ ტეილორის მოხერხებულობის
წყალობით გამოვასწარით.
– წამოდი, ჯობია ადგილებზე დავსხდეთ. – თვითმფრინავი მალე ასაფრენი
ბილიკისკენ დაიძვრება. – ის ხელს მიწვდის და მთავარ სალონში ერთად ვბრუნდებით...
ელიოტი აღფრთოვანებული შეძახილებით გვხვდება.
– ფრენისწინა ინსტრუქტაჟმა რაღაც ძალიან სწრაფად ჩაიარა! – აღნიშნავს დამცინავი
ტონით.
კრისტიანი რეპლიკას ყურადღებასაც არ აქცევს.
– ქალბატონებო და ბატონებო, თუ შეიძლება დასხედით, თვითმფრინავი გეზს იღებს
ასაფრენი ბილიკისკენ, – ისმის სალონში სტივენის ხმა. მუქთმიანი ახალგაზრდა ქალი
კი... ჰმ, რა ჰქვია?.. ნატალი? ის, რომელიც ჩვენი ქორწილის პირველ ღამეს იყო ბორტზე,
კამბუზიდან გამოდის და მაგიდებიდან ყავის ცარიელ ჭიქებს ალაგებს. ა, ჰო... ნატალია,
მას ნატალია ჰქვია.
– დილა მშვიდობისა, მისტერ გრეი, მისის გრეი. – გვესალმება ის ტკბილი
ჟღურტულით. მისი თანდასწრებით თავს რატომღაც მშვიდად ვერ ვგრძნობ. იქნებ საქმე
ისაა, რომ მუქი თმა აქვს? როგორც თვითონ კრისტიანი გამომიტყდა ერთხელ, იმ
უბრალო მიზეზის გამო, რომ მუქთმიანები მოსწონს და მომხიბვლელ ქალებად მიაჩნია,
ის მათ სამსახურში ადრე არასდროს იყვანდა... კრისტიანი ნატალიას თავაზიანად
უღიმის და ელიოტისა და კეიტის პირდაპირ მაგიდის მეორე მხარეს ჯდება. მე კეიტს და
მიას ნაჩქარევად ვეხვევი, ელიოტსა და იტანს ხელს ვუქნევ და კრისტიანის გვერდით
ვჯდები. ორივე უსაფრთხოების ღვედებს ვიკრავთ. ის ხელს მუხლზე მადებს და
მიღიმის. მიუხედავად იმისა, რომ მარტონი არა ვართ, სრულიად მშვიდი და ბედნიერი
გამომეტყველება აქვს. საინტერესოა, რატომ არ შეუძლია მბრძანებლობისა და
კონტროლის მანიით შეპყრობილი ტირანის მაგივრად ყოველთვის ასეთი იყოს?
მიკრთება თავში წამიერად კითხვა.
– სპორტული ფეხსაცმელი წამოიღე? – მეკითხება კრისტიანი თბილი ტონით.
– კი, მაგრამ, თხილამურებით სრიალს არ ვაპირებთ?
– სიმართლე გითხრა, აგვისტოში ეს ცოტა არ იყოს პრობლემური იქნებოდა, –
მპასუხობს სიცილით.
ჰმ... რა თქმა უნდა!
– თხილამურებით სრიალებ, ანა? – გვაწყვეტინებს ელიოტი.
არა.
კრისტიანი ხელს მუხლიდან მაშორებს და ხელზე მკიდებს.
– დარწმუნებული ვარ, ჩემი უმცროსი ძმა მაგასაც გასწავლის. – თვალს მიკრავს
ელიოტი. – კრისტიანს თავდაღმართებზე სრიალიც ისევე ყველაზე უკეთ შეუძლია,
როგორც სხვა ყველაფერი.
ვგრძნობ, რომ ვწითლდები. თავს ვაბრუნებ და მზერა კრისტიანზე გადამაქვს, ის კი
ელიოტს აუღელვებელი გამომეტყველებით შესცქერის, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება
მრჩება, რომ სიცილის შეკავებას ცდილობს. თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკისკენ
უხვევს. ნატალია დაყენებული წკრიალა ხმითა და გამოთქმით ბორტზე უსაფრთხოების
წესებს გვაცნობს. ტანზე სადა, მაგრამ ლამაზი მოკლემკლავიანი ლურჯი ბლუზა და
ამავე ფერის ვიწრო ქვედაბოლო აცვია... მაკიაჟი – უნაკლო... სიმართლე ითქვას, ის
ნამდვილად ძალიანაც ლამაზია. ჩემი ქვეცნობიერი თავის წვრილად ამოქნილ წარბს
ძგიბავს.
– როგორ ხარ? ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა? – მრავალმნიშვნელოვნად მეკითხება
კეიტი. – ნუ, ჰაიდის ამბავს ვგულისხმობ.
მე თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს ვუქნევ, ახლა ჰაიდზე არც ლაპარაკი შემიძლია
და არც ფიქრი, მაგრამ კეიტს, როგორც ეტყობა, სხვა გეგმები აქვს.
– მაინც ასეთმა რამ მოუარა? – მეკითხება ის თავისი ექსკლუზიური მანერით და
საკითხის პირდაპირ მთავარი არსის გარკვევას ცდილობს. – თავს აქნევს, თმას უკან
იყრის და ყველაფრის ბოლომდე გარკვევამდე უკან დახევას აშკარად არ აპირებს.
კრისტიანს კეიტზე ცივი მზერა გადააქვს და მხრებს იჩეჩს.
– სამსახურიდან გავათავისუფლე. – უჭრის მოკლედ.
– მართლა? რატომ? – ინტერესით ხრის ის გვერდზე თავს და ცხადად ვხედავ, რომ
თავის სტიქიაშია.
– მე გადამეკიდა, – ვპასუხობ ხმადაბლა და მაგიდის ქვეშ კეიტისთვის ფეხის გარტყმას
ვცდილობ, მაგრამ ვაცდენ. ჯანდაბა!
– როდის? – მას დაინტერესებული მზერა კრისტიანიდან ჩემზე გადმოაქვს.
– ადრე, მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა.
– ჩემთვის რომ არაფერი გითქვამს?! – სისინებს აღშფოთებული.
დამნაშავესავით მხრებს ვიჩეჩ.
– უკმაყოფილების მიზეზი, თავისთავად ცხადია, აქვს, მაგრამ რეაქციაა რაღაც ძალიან
არაადეკვატური, – განაგრძობს კეიტი, თუმცა ამჯერად უკვე კრისტიანისკენ ბრუნდება.
– ფსიქიკურად გაუწონასწორებელია თუ რაშია საქმე? ან იმ ინფორმაციაზე რას მეტყვი,
რომელიც ჰაიდს თავის კომპიუტერში თქვენზე, გრეებზე ჰქონდაშეგროვილი?
კრისტიანს კლანჭებით ჩაფრენილი ამ დაკითხვის გამო უკვე სერიოზულად ვიჯაგრები,
მაგრამ კეიტმა ჯერ კიდევ ჩვენი შეხვედრისას გაარკვია, რომ ჩემგან ახალს ვერაფერს
გაიგებდა, ამიტომ მე აღარაფერს მეკითხება და მთელი ყურაღება კრისტიანზე აქვს
გადატანილი. ეს უკვე ძალიან მაღიზიანებს.
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზეზი დეტროიტთან რაღაც კავშირში იმალება. –
მოთმინებით და რბილად, ჩემი აზრით, მეტისმეტად რბილადაც კი პასუხობს
კრისტიანი... ოჰ, კეიტ, კარგი რა, ცოტა ხნით მაინც შეიკავე თავი!..
– ჰაიდიც დეტროიტიდან არის?
კრისტიანი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
თვითმფრინავი სიჩქარეს უმატებს და მე კრისტიანს ხელს ვუჭერ, ის კი თავს ჩემკენ
აბრუნებს და თითქოს მზერით მამშვიდებსო, თბილად მიყურებს. იცის, რომ
თვითმფრინავის აფრენის და დაშვების პროცესს ვერ ვიტან. თვითონაც პასუხად ხელს
ოდნავ მიჭერს და ცერა თითით მეფერება.
– შენ თვითონ რამე ინფორმაცია გაქვს ჰაიდზე? – ეკითხება კრისტიანს ელიოტი და
ყურადღებას არც იმას აქცევს, რომ პაწაწინა თვითმფრინავით, რომელიც ცოტაც და
მიწას მოსწყდება, ასაფრენ ბილიკზე ელვის სისწრაფით მივქრივართ, და არც იმას, რომ
კეიტის დაკითხვის გამო კრისტიანის გაღიზიანება სულ უფრო და უფრო იზრდება და
ცხადად შესამჩნევი ხდება. კეიტი კი ამასობაში, პასუხის მოლოდინში წინ იხრება და
კრისტიანს გაფაციცებული გამომეტყველებით აჩერდება.
– ოღონდ ეს საიდუმლო ინფორმაციაა... – ეუბნება კრისტიანი ხაზგასმულად კეიტს.
კეიტს ტუჩები ოდნავ შესამჩნევ, წვრილ, ჯიუტ ხაზად ემუწება, მე კი ნერწყვს
გაჭირვებით ვყლაპავ. ჯანდაბა!..
– ჰაიდზე ბევრი არაფერი ვიცით, – განაგრძობს კრისტიანი. – ჰაიდის მამა
სიმთვრალეში ჩხუბის დროს მოკლეს, დედა გალოთდა. ვიდრე პატარა იყო, ერთი
მშვილებელი ოჯახიდან მეორეში გადადიოდა და მუდმივად შარში ეხვეოდა. მერე
კრიმინალურ დაჯგუფებაში მოხვდა, რომელსაც სახელი ძირითადად მანქანების
გატაცებით ჰქონდა მოხვეჭილი. ამის გამო დაიჭირეს და ერთხანს არასრულწლოვანთა
კოლონიაშიც იყო. ამ ყველაფრის მერე დედამისმა სოციალურად დაუცველთა
დასახმარებლად შექმნილი რომელიღაც პროგრამით ალკოჰოლზე დამოკიდებულებას
თავი დააღწია და ჰაიდიც რადიკალურად შეიცვალა, იმდენად, რომ პრინსტონის
სტიპენდიანტიც კი გახდა.
– პრინსტონის? – ეკითხება ცნობისმოყვარეობისაგან კიდევ უფრო თვალებანთებული
კეიტი.
– ჰო, საკმაოდ საზრიანი ბიჭია. – კრისტიანი მხრებს იჩეჩს.
– არც იმდენად, რაკი ჩავარდა. – ბუტბუტებს ელიოტი.
– არ მესმის, ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, სრულიად მარტოს, სხვის დაუხმარებლად
როგორ უნდა მოეხერხებინა? – კითხულობს კეიტი.
ვგრძნობ, რომ კრისტიანს სხეული ერთიანად ეძაბება.
– ჯერ არ ვიცით, – პასუხობს ხმადაბლა. ჯანდაბა... ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ
საქმეში ჰაიდთან ერთად კიდევ ვინმე სხვაც იყოს გარეული?
თავს ვაბრუნებ და კრისტიანს თავზარდაცემული შევყურებ. ის ხელზე ისევ ხელს
მიჭერს, მაგრამ ჩემკენ არ იხედება, თვალებში არ მიყურებს. თვითმფრინავი მიწას
სწყდება, სიმაღლეს იღებს და მუცელში ეს საშინელი ვარდნის შეგრძნება მიჩნდება.
– რამდენი წლისაა? – კრისტიანისკენ გადახრილი ხმადაბლა ვეკითხები, რომ ჩემი ხმა
მის მეტმა ვერავინ გაიგოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეც ძალიან მაინტერესებს,
მაგრამ ყველას გასაგონად კეიტის დაწყებული დაკითხვის გაგრძელება არ მინდა.
მშვენივრად ვხვდები, რომ ეს კითხვები კრისტიანს აღიზიანებს, მით უმეტეს, რომ არც
კეიტი ეხატება გულზე და ჯერ ვერც ჩვენი გუშინწინდელი ბარში დროსტარება
მოუნელებია ბოლომდე.
– ოცდათორმეტის, რატომ მეკითხები?
– უბრალოდ დამაინტერესა.
კრისტიანს ყბის ძვალიც კი ეძაბება.
– ჰაიდი შენს ინტერესს არაფრით იმსახურებს, ანასტასია. უბრალოდ ძალიან მიხარია,
რომ ნაძირალა დიდი ხნით ჩააყუდეს. – ეს ლამის განაჩენია, მაგრამ ვცდილობ, მის ტონს
ყურადღება არ მივაქციო.
– როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ თანაზრახველიც ჰყოლოდა? – იმ აზრისგან, რომ ამ
ყველაფერში შეიძლება კიდევ ვინმე იყოს გარეული, ტანში უსიამოვნო კანკალი მივლის.
ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჰაიდის დაჭერით საქმე ბოლომდე არ დასრულებულა.
– არ ვიცი. – მპასუხობს კრისტიანი და ყბა ისევ ეძაბება.
– იქნებ ვინმე ისეთია, ვისაც შენზე ძველი ბოღმა აქვს გულში ჩადებული? – ვამბობ
თავში მოსულ პირველივე ვარაუდს. ჯანდაბა, იმედი მაქვს, ის პედოფილი ალქაჯი არ
არის.
– მაგალითად, ელენა? – ვეკითხები ჩურჩულით. მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ იმ
ქალის სახელს წარმოვთქვამ, მაგრამ ისე ჩუმად ვლაპარაკობ, რომ ჩემი ხმა კრისტიანის
გარდა სხვას არავის ესმის. შესამოწმებლად აფორიაქებული მზერა კეიტზე გადამაქვს,
მაგრამ ის ელიოტს ექაქანება, რომელიც, როგორც ჩანს, კეიტზე რატომღაც
გაბრაზებულია. ჰმ...
– გინდა, რომ ელენა ამქვეყნად უბოროტეს დემონად დახატო, არა? – კრისტიანი
თვალებს ატრიალებს და თავს გაღიზიანებული გამომეტყველებით აქნევს. – შეიძლება
ელენა ჩემზე დაბოღმილიც იყოს, მაგრამ ეს მისი სტილი არ არის, ისასე არ მოიქცეოდა. –
კრისტიანი მკაცრი მზერით ადგილზე მაქვავებს. – და რადგან ისიც ვიცი, რომ ეს შენი
საყვარელი თემა ნამდვილად არ არის, მოდი, ელენაზე ლაპარაკი დავამთავროთ.
– რა იცი? შენ ხომ ის არც გინახავს? – ვეკითხები ჩურჩულით, მაგრამ სინამდვილეში
დარწმუნებული არა ვარ, რომ მინდა, ამ კითხვაზე პასუხი ვიცოდე.
– ანა, მე ელენასთან ჩემი დაბადების დღის მერე არ მილაპარაკია. გთხოვ, მორჩი, ამაზე
ლაპარაკი არ მინდა. – მას ჩემი ხელი ტუჩებთან მიაქვს, მოხრილ თითებზე ნაზად
მკოცნის და ანთებული თვალებით ლამის ერთიანად მბუგავს. ჰმ, გასაგებია... ახლა
თემის გაგრძელება არ ღირს.
– არ ჯობდა, საწოლი გეპოვათ? – იცინის ელიოტი. – ა, ჰო, უკვე ნაპოვნი გაქვთ, მაგრამ
რაღაც დიდი ხანია აღარ გისარგებლიათ. – არ ჩერდება ის. კრისტიანი თავს სწევს და
ელიოტს ცივი მზერით თვალებში უყურებს.
დაახვიე რა, ელიოტ, – პასუხობს მშვიდად და გაღიზიანების გარეშე.
– მე რა შუაში ვარ? მე მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ, ძმაო. – თვალებში მხიარული
ნაპერწკლები უკრთება მას.
– თითქოს რამე გაგეგებოდეს, – სარკასტული ღიმილით ბუტბუტებს კრისტიანი და
წარბს სწევს.
პაექრობით აშკარად გამხიარულებული ელიოტი ისევ იცინის.
– ამას შენ მეუბნები? შენ, ვინც პირველივე მეგობარი გოგო ცოლად მოიყვანა?! – კბილს
ჰკრავს ის ძმას და თავით ჩემზე ანიშნებს.
ჯანდაბა. რა უნდა, რას გულისხმობს? ერთიანად ვწითლდები.
– და რა, ამაში მადანაშაულებ? – არ ნებდება კრისტიანიც და ისევ ხელზე მკოცნის.
– არა, არა, მე ნამდვილად, არა! – სიცილით თავს აქნევს ელიოტი.
ძმებს გაწითლებული შევყურებ, კეიტი კი ელიოტს ბარძაყზე ხელს არტყამს.
– მორჩი! იდიოტივით ნუ იქცევი, – ეუბნება კოპებშეკრული.
– სწორედაც! ასე რომ, ჯობია, შენი გოგოს რჩევა გაითვალისწინო, – ამატებს კრისტიანი
და ისიც იცინის. განწყობა ისევ უკეთდება, წუთის წინანდელი აფორიაქება, როგორც
ჩანს, დავიწყებას ეძლევა.
თვითმფრინავი სიმაღლეს იღებს და ყურები მიგუბდება. სალონში კეიტის დაკითხვით
გამოწვეული დაძაბული ატმოსფერო ნელნელა იმუხტება, ცოტა ხანში კი
თვითმფრინავიც საჭირო სიმაღლეზე ადის და სწორდება. კეიტი ელიოტს რატომღაც
გაბრაზებული მზერით უყურებს, ჰმ... ნეტა მათ შორის რაღა ხდება? არ ვიცი, ვერ
ვხვდები. ელიოტი მართალია, მეღიმება ჩემთვის ირონიულად. მე მართლაც პირველი
ვიყავი, ვისთანაც კრისტიანს სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა და აი, უკვე მისი
ცოლი ვარ. თხუთმეტი მორჩილი და მისის რობინსონი არ ითვლება. მეორე მხრივ,
ელიოტმა მათი არსებობა არც იცის, ფაქტია, კეიტს ელიოტისთვის არაფერი უთქვამს.
საკუთარი ფიქრების პასუხად კეიტს ვუღიმი და ისიც შეთქმულივით თვალს მიკრავს.
მიუხედავად მისი ხანდახან საშინლად გამაღიზიანებელი კითხვებისა, კეიტის ნდობა
ნამდვილად შეიძლება.
– ბატონებო და ქალბატონებო, მაშ ასე, ჩვენი თვითმფრინავი დაახლოებით
ოცდათორმეტი ათასი ფუტის სიმაღლეზე მიფრინავს. ფრენის მოსალოდნელი დროა
საათი და ორმოცდათექვსმეტი წუთი, – აცხადებს სტივენი. – შეგიძლიათ
უსაფრთხოების ღვედები შეიხსნათ და თავი თავისუფლად იგრძნოთ.
კამბუზიდან ნატალია გამოდის.
– ყავას ვინ მიირთმევს? – გვეკითხება ყველას თავაზიანი ღიმილით.

თავი მეცამეტე
სარდიფილდში ადგილობრივი დროით პირველის ოცდახუთ წუთზე ვსხდებით.
სტივენი თვითმფრინავს მთავარი ტერმინალის სიახლოვეს აჩერებს. ილუმინატორიდან
ვიხედები და „ფოლკსვაგენ მინივენს“ ვხედავ, რომელიც ჩვენ გველოდება.
– კარგი დაშვება იყო. – ეუბნება კრისტიანი სტივენს, როდესაც ყველანი
თვითმფრინავიდან გამოსასვლელად ვემზადებით, უღიმის და ხელს ართმევს.
– ჰაერის სიმკვრივის სწორი გამოთვლის წყალობით, სერ. – უღიმის პასუხად
კრისტიანს სტივენიც. – ბიგლი მათემატიკაში კარგად ერკვევა.
კრისტიანი სტივენის პირველ თანაშემწეს თავს თავაზიანად უკრავს.
– კარგი ნამუშევარია, ბიგლი, ძალიან რბილად დავეშვით.
– გმადლობთ, სერ. – კმაყოფილი გამომეტყველებით იღიმება ისიც.
– სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ, მისტერ გრეი, მისის გრეი. ხვალამდე. – სტივენი
გვერდზე დგება და თვითმფრინავიდან გასასვლელისკენ გზას გვითმობს. კრისტიანი
ხელს მკიდებს და ტრაპზე ჩასვლაში მეხმარება, მერე კი მანქანისკენ მივყავარ, სადაც
ტეილორი გველოდება.
– „მინივენი“? – გაკვირვებული გამომეტყველებით ეკითხება ის ტეილორს. ტეილორი
კი დამნაშავის სახით იღიმება, ოდნავ მხრებს იჩეჩს და თან მანქანის კარს გვიღებს.
– კარგი, კარგი, გასაგებია, ბოლო წუთს მხოლოდ ამის შოვნა მოახერხე, – ეუბნება
კრისტიანი მაშინვე შერბილებული ტონით და ტეილორი ჩვენი ჩემოდნების
წამოსაღებად ისევ თვითმფრინავისკენ მიემართება.
– გინდა ფურგონის პირდაპირ უკანა ნაწილში გადავიდეთ? – ჩურჩულით მეკითხება
კრისტიანი ყურში და თვალებში მხიარული ნაპერწკლები უკრთება. გამხიარულებული
მეც ვხითხითებ. არა, ნეტა გამაგებინა, ვინ არის ეს უცნობი და სად გაქრა უკანასკნელი
ორი დღის განმავლობაში ავად აღრენილი მისტერ ძალიან, ძალიან გაბრაზებული?
– აბა, აძვრებით ოდესმე თუ აქ აპირებთ დგომას? – მოუთმენლად წიკვინებს მია. მე და
კრისტიანი ფურგონში ავდივართ, უკანა ორადგილიანი სავარძლისკენ გადავდივართ
და ვსხდებით. მე კრისტიანს ვეხუტები, ის კი ხელს ჩემს ზურგს უკან, სავარძლის
საზურგეზე შლის.
– მოხერხებულად ზიხარ? – მეკითხება ხმადაბლა, ამასობაში კი ჩვენ წინ მია და იტანი
სხდებიან.
– კი. – ვპასუხობ ღიმილით. კრისტიანი შუბლზე მკოცნის. სრულიად გაურკვეველი
მიზეზით დღეს საკუთარი ქმრისადმი რაღაც სიმორცხვის მსგავსს ვგრძნობ, მაგრამ ვერ
ვხვდები, რა მჭირს... ვითომ გუშინდელი ღამის გამო? ან იქნებ იმიტომ, რომ მარტო არა
ვართ? გაუგებარია...
მიასა და იტანის შემდეგ ფურგონში კეიტი და ელიოტი ამოდიან და სხდებიან,
ტეილორი კი საბარგულს აღებს და ჩვენს ჩემოდნებს აწყობს. სულ რაღაც ხუთ წუთში
უკვე მივდივართ.
ასპენისკენ მიმავალ გზაზე ფანჯარაში ვიყურები. ხეები ჯერ ისევ მწვანეა, მაგრამ აქაიქ
ფოთლების გაყვითლებული ბოლოებით შემოდგომის მოახლოება იგრძნობა.
კრისტალურად მოწმენდილი ცა ცისფრად კამკამებს, თუმცა დასავლეთით შავი,
საწვიმრად გამზადებული ღრუბლები მოჩანს. გარშემო ყოველი მხრიდან კლდოვანი
მთების მასივებია, მათგან ყველაზე მაღალი მწვერვალი კი ზუსტად ჩვენ პირდაპირაა
წამომართული. ერთიანად ხასხასა მწვანე მცენარეულ საფარში ჩაფლული,
მწვერვალებზე კი თოვლით დაფარული მთები ბავშვის დახატულ პეიზაჟს მაგონებს.
ჩვენ ახლა მდიდარი და ცნობილი ადამიანების ზამთრის საყვარელ კურორტზე ვართ
და მე აქ სახლი მაქვს. ამას ვერაფრით ვეგუები და რაღაც წარმოუდგენელ და
დაუჯერებელ მოვლენად აღვიქვამ. გულის სიღრმეში ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი
უხერხულობის შეგრძნება მეუფლება, რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც კრისტიანის
სიმდიდრის გააზრებას ვცდილობ, მოსვენებას მიკარგავს და მაიძულებს,
გარკვეულწილად თავი დამნაშავედაც კი ვიგრძნო. რა გავაკეთე იმისთვის, რომ ასეთი
სიმდიდრე და ცხოვრების ასეთი წესი დამემსახურებინა? არაფერი, სრულიად არაფერი,
გარდა იმისა, რომ შემიყვარდა...
– ასპენში ადრე ოდესმე ყოფილხარ, ანა? – მეკითხება იტანი და საკუთარ ფიქრებში
ჩაძირულს რეალობაში მაბრუნებს.
– არა, პირველად ვარ. შენ?
– კი, მე და კეიტი სკოლის პერიოდში ხშირად ჩამოვდიოდით ხოლმე. მამა ძველი
მოთხილამურეა, დედას კი – ისე რა, დიდად არ უყვარს.
– იმედი მაქვს, თხილამურებით სრიალს მე ჩემი ქმარი მასწავლის. – ვამბობ და
კრისტიანის მხარზე თავმიდებული სახეს ზევით, მისკენ ვაბრუნებ.
– შენს ადგილას მაგ იმედით ფსონს არ ჩამოვიდოდი, – მპასუხობს კრისტიანი
ბუტბუტით.
– არც ეგრე წყალწაღებული ვარ, კრისტიან!
– შეიძლება დაიმტვრე. – გამომეტყველება სრულიად უსერიოზულდება და აღარ
იღიმება.
ოჰ, კრისტიან!.. მაგრამ ახლა კამათი არ ღირს, არ მინდა, კარგი განწყობა გავუფუჭო და
სასწრაფოდ თემას ვცვლი.
– დიდი ხანია, რაც აქ სახლი გაქვს?
– თითქმის ორი წელია, მაგრამ ის ახლა მარტო ჩემი კი არა, თქვენი სახლიცაა, მისის
გრეი. – მეუბნება ხმადაბლა.
– ჰო, ვიცი. – ვპასუხობ ჩურჩულით, მაგრამ რატომღაც იმას, რასაც ვამბობ, სულაც არ
თუ ვერ ვგრძნობ... მერე ვიხრები, ნიკაპზე ვკოცნი და ისევ მის მხარზე თავმიდებული
იტანთან და ელიოტთან მის ხალისიან ლაპარაკსა და აქეთ-იქით
გადასროლილრეპლიკებს ვუსმენ. მამაკაცების საუბარში შიგადაშიგ მიაც ერთვება,
კეიტი კი რატომღაც ჩუმად არის, ხმას არ იღებს. საინტერესოა, ჯეკ ჰაიდი უტრიალებს
ისევ თავში თუ რამე სხვა აწუხებს?.. უცებ მე თვითონაც რაღაც მახსენდება, ასპენი...
ასპენში კრისტიანის სახლი ხომ ჯია მატეომ დააპროექტა, მერე კი ჯიას პროექტი
ელიოტმა შეასრულა! ამაზე ხომ არ ფიქრობს კეიტი? ელიოტის თანდასწრებით
წარსულში ჯიასთან მისი ურთიერთობის გამო კეიტს ახლა ამას ვერ ვკითხავ, თუმცა მე
იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ კეიტმა კრისტიანის სახლის გადაკეთებაზე ჯიას და
ელიოტის ერთობლივი მუშაობის შესახებ იცის... კოპებშეკრული და ჩაფიქრებული
გონებაში ისევ იმას ვუბრუნდები, რა შეიძლება კეიტს აწუხებდეს, მაგრამ მაინც
ვერაფერს ვხვდები და ამიტომ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ, როგორც კი მარტო
დავრჩებით, ვკითხო. ასპენის ცენტრში შევდივართ და განწყობაც საგრძნობლად
მეცვლება, ვხალისდები და მანქანის ფანჯრიდან ქალაქის ულამაზესი ხედების
თვალიერებით ვტკბები. ქუჩის ორივე მხრიდან შვეიცარიული შალეს მსგავსი,
უმეტესწილად წითელი აგურით ნაშენი მომცრო სახლები და უამრავი, ასევე
პატარპატარა, მუქ ტერაკოტისფრად შეღებილი ძველი შენობებია ჩამწკრივებული.
ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე გახსნილი ბანკები, რესტორნები და ბუტიკები აქაური
მოსახლეობისა და დამსვენებლების სიმდიდრეზე მეტყველებს. ცხადია, კრისტიანი ამ
ატმოსფეროში თავისუფლად და სრულიად ეწერება.
– ასპენი რატომ აირჩიე? – ვეკითხები ინტერესით.
– ვერ მივხვდი, რას მეკითხები? – მიყურებს დაბნეული.
– სახლის საყიდლად მაინცდამაინც ასპენი რატომ აირჩიე?
– ვიდრე პატარები ვიყავით, მშობლებს აქ ჩამოვყავდით ხოლმე. თხილამურებით
სრიალიც აქ ვისწავლე... უბრალოდ იმიტომ, რომ აქაურობა მომწონს, იმედი მაქვს, შენც
მოგეწონება, თუ არა და, ამ სახლს გავყიდით და იქ ვიყიდით, სადაც შენ აირჩევ. რა თქმა
უნდა, ამაზე მარტივი რა არის!
კრისტიანი ხელს იშვერს და ურჩ თმას ყურს უკან მიწევს.
– დღეს განსაკუთრებით კარგად გამოიყურები. – მეუბნება ის. ლოყები მიხურს. არადა
დღეს ჩვეულებრივი სამგზავრო ტანსაცმელი მაცვია – ჯინსი, მაისური და თხელი
ლურჯი პიჯაკი. ჯანდაბა!.. ან ეს სიმორცხვე საიდანღა ამეკვიატა? კრისტიანი იხრება
და სიყვარულით სავსე გამომეტყველებით ალერსიანად, ტკბილად და გრძნობიერად
მკოცნის. ჩვენი მანქანა ქალაქიდან გადის და ხეობის მეორე მხარეს მიხვეულმოხვეულ,
მთისკენ მიმავალ გზას ადგება. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით მეტად მეუფლება
აღფრთოვანებისა და სიხარულის გრძნობა, კრისტიანი კი რატომღაც იძაბება.
– რა მოხდა? – ვეკითხები ხმადაბლა მორიგი მოსახვევის ავლის შემდეგ.
– არაფერი, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ აქაურობა შენც მოგეწონება. – მპასუხობს ისიც
ჩუმად. – აი, მოვედით.
ტეილორი ნაცრისფერი, ჩალისფერი და წითელი ქვით ნაშენი გალავნის გავლისას
სიჩქარეს აგდებს, ოდნავ თავდაღმართში მთავარი შესასვლელისკენ მიმავალ ხეივანს
მიუყვება და ორმაგფასადიან და წაწვეტებულსახურავებიან, მუქი ხისა და გალავნისავე
ქვისგან ნაგები, შთამბეჭდავი, საოცრად თანამედროვე და იმავდროულად მკაცრად
კლასიკური სახლის წინ ჩერდება. სტილი გამოხატულად კრისტიანისეულია. ჩვენი
სახლი, – წარმოთქვამს ის უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით, ვიდრე დანარჩენები მანქანიდან
გადადიან.
– ძალიან ლამაზია.
– წამოდი, გაჩვენებ. – ამბობს წამის მერე თვალებში ანთებული აღელვებისა და
სიხარულის ნაპერწკლით და ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს თავისი სამეცნიერო
პროექტით, ან რაღაც მსგავსით, თავის მოწონებას აპირებდეს. მია კიბეზე არბის, კიბის
თავში კი, სახლის ღია კარიდან ალბათ ჩვენ შესახვედრად გამოსული მინიატურული,
შავ თმაში ჭაღარაშერეული ქალი დგას. მასთან სირბილით ავარდნილი მია ქალს
კისერზე ორივე ხელით ეხვევა და მაგრად ეხუტება.
– ეს ვინ არის? – ვეკითხები კრისტიანს, ის კი მანქანიდან გადმოსვლაში მეხმარება.
– მისის ბენტლი, ქმართან ერთად აქ ცხოვრობს და სახლს უვლის.
ჯანდაბა... მორიგი მომსახურე პერსონალი?
მია მისის ბენტლის ჯერ იტანს აცნობს, მერე კი კეიტს. იტანისა და კეიტის მერე მისის
ბენტლის ელიოტი უახლოვდება და ჩია ქალს ისიც ეხვევა. ვიდრე ტეილორი ჩემოდნებს
საბარგულიდან იღებს, კრისტიანი ხელს მკიდებს და მეც დანარჩენი სტუმრების
კვალდაკვალ სახლში შესასვლელი კარისკენ, კიბეზე ავყავარ.
– კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მისტერ გრეი. – უღიმის კრისტიანს მისის ბენტლი.
– კარმელა, გაიცანი, ეს ჩემი ცოლია, ანასტასია, – ამაყად წარმოთქვამს კრისტიანი, ჩემს
სახელს ისე, თითქოს ყოველ ბგერას ენით სათითაოდ ეფერებაო, განსაკუთრებული
ინტონაციით ამბობს და მეც მაშინვე პულსი მიჩქარდება.
– მოგესალმებით, მისის გრეი. – თავს თავაზიანად მიკრავს მისის ბენტლი. მე
ღიმილით ხელს ვუწვდი და ისიც ჩემს გაწვდილ ხელს ღიმილით თავისას აგებებს.
ოჯახის დანარჩენ წევრებთან შედარებით კრისტიანთან ის გამოხატულად
ოფიციალურია, თუმცა ეს არც მიკვირს.
– იმედი მაქვს კარგად იფრინეთ. ამ შაბათკვირას მზიანი ამინდია გამოცხადებული,
მაგრამ ცოტა არიყოს ეჭვი მეპარება. – ამბობს ის და უკან, სულ უფრო და უფრო
ჩამუქებული შავი ღრუბლებისკენ იხედება.
– ლანჩი მზად არის, ასე რომ, გთხოვთ. – ისევ იღიმება ის, მუქი თვალები კეთილი და
თბილი სხივით ენთება და მეც მის მიმართ მაშინვე სიმპათიას ვგრძნობ.
– აბა, აქ მოდი. – ამბობს უცებ კრისტიანი და მოულოდნელად ხელში მიყვანს.
– რას აკეთებ? – ვჭყვიტინებ გაოგნებული.
– ზღურბლზე გადამყავხართ, მისის გრეი.
ფართოდ გაღიმებული კისერზე ხელებს ვხვევ, ის კი ზღურბლს აბიჯებს და სახლის
მოზრდილ ჰოლში შევყავარ, მერე ნაზად მკოცნის და ხის იატაკზე მაყენებს. ინტერიერი
ქათქათა თეთრი კედლებით, მუქი ხითა და თანამედროვე აბსტრაქტული ფერწერით
პირველი შეხედვისთანავე „ესკალის“ ინტერიერს მაგონებს. ჰოლი დიდ სასტუმრო
ოთახს უერთდება, სადაც ოთახში ბუხართან სამი დიდი თეთრტყავგადაკრული დივანი
დგას, ფერადი აქ მხოლოდ ამ უზარმაზარ თეთრ დივნებზე მიმოყრილი სხვადასხვა
ფერის ბალიშებია. მია იტანს ხელს ავლებს და სახლის დასათვალიერებლად მიჰყავს,
კრისტიანს ტუჩები მჭიდრო, წვრილ ხაზად ეკუმება, მათ თვალებმოჭუტულ მზერას
აყოლებს და თავს აქნევს, წამის მერე კი ისევ ჩემკენ ბრუნდება.
კეიტი აღფრთოვანებით ხმამაღლა უსტვენს.
– მაგარი სახლია!
აქაურობის შესათვალიერებლად მეც გარშემო ვიხედები, თუმცა პირველივე, რაც
თვალში მხვდება, ის არის, რომ ელიოტი ტეილორს სახლში ბარგის შემოტანაში
ეხმარება და თავში ისევ იგივე კითხვა მიჩნდება, საინტერესოა, კეიტმა იცის, რომ ამ
სახლის გადაკეთებაში თავისი წვლილი ჯიამაც შეიტანა?
– დაგათვალიერებინო? – მეკითხება კრისტიანი და ვხვდები, რომ მიასა და იტანთან
დაკავშირებით წეღანდელი მისი აფორიაქება უკვე დავიწყებას მიეცა. ის გახარებული
და აღელვებულია, თუ ეს მაინც ნერვიულობაა? ბოლომდე ვერ ვხვდები.
– რა თქმა უნდა. – ვპასუხობ ენთუზიაზმით, თუმცა ამით იმის დამალვას ვცდილობ,
რომ კრისტიანის სიმდიდრით ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ. რა შეიძლება ეს სახლი
ღირდეს? მე კი ამისთვის თითიც კი არ გამინძრევია. გონებაში უცებ ის დღე
მიტივტივდება, როდესაც კრისტიანმა პირველად მიმიყვანა „ესკალაში“ და საკუთარი
შეგრძნება მახსენდება, მაშინაც თავზარდაცემული ვიყავი... „იცოცხლე, მშვენივრად კი
მიეჩვიე“, – სისინით კბილს მკრავს ჩემი ქვეცნობიერი.
კრისტიანი შუბლს იჭმუხნის, მაგრამ ხელს მაინც მკიდებს და სახლის
დასათვალიერებლად მივყავარ. ტექნიკის ბოლო სიტყვით აღჭურვილ სამზარეულოში
თეთრი მარმარილოს დახლები და შავი კარადებია, აქვეა შთამბეჭდავი სიდიდის და
მრავალფეროვანი ღვინოებით სავსე ღვინის სარდაფი, პირველ სართულზე მყუდრო
ოჯახური სასტუმრო ოთახია კედელზე ჩამოკიდებული უზარმაზარი პლაზმური
ტელევიზორითა და რბილი დივნებით... აქვე ბილიარდის მაგიდაც დგას. მაგიდის
დანახვაზე გაოგნებისგან თვალები მიფართოვდება, მაგრამ როგორც კი კრისტიანის
მზერას ვაწყდები, ერთიანად ვწითლდები.
– გინდა ვითამაშოთ? – მეკითხება ის და თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი უკრთება. მე
უარის ნიშნად თავს ვაქნევ, კრისტიანი ისევ კოპებს კრავს, ისევ ხელს მკიდებს და
მეორე
სართულზე ავყავარ. აქ ოთხი საძინებელია თავთავისი სააბაზანო ოთახებით.
ყველაზე დიდ საძინებელში გაოგნებისგან უნებურად პირიც კი მეღება. ამხელა
საწოლი
არც კი მინახავს, იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენთან, სახლში და ისე დგას, რომ
უზარმაზარი
პანორამული ფანჯრიდან ასპენს და სიმწვანეში ჩაფლულ მთებს გაჰყურებს.
– ეს აიაკსის მთაა... ან ასპენის, როგორც უფრო მოგწონს, – მეუბნება კრისტიანი და
ყურადღებით მაკვირდება. ის ოთახის ზღურბლზე, ღია კართან დგას და თითები
თავისი შავი ჯინსის საქამრეებში აქვს გაყრილი.
მე მხოლოდ თავს ვუქნევ.
– რაღაც ძალიან ჩუმად ხარ... – ბუტბუტებს რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ.
– აქ ისეთი სილამაზეა, კრისტიან, რომ... – სიტყვას ვწყვეტ და უცებ ვხვდები, რომ
„ესკალაში“ დაბრუნება მინდება.
ხუთი გრძელი ნაბიჯით ის წამში ჩემ წინ ჩნდება, თითებს ნიკაპში მავლებს და ქვედა
ტუჩს კბილების ტყვეობიდან მათავისუფლებინებს.
– რა გჭირს? – მეკითხება და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
– შენ ძალიან მდიდარი ხარ.
– კი, ასეა.
– ხანდახან შენი სიმდიდრე თავზარს მცემს.
– ჩვენი სიმდიდრე.
– ჩვენი, – ვიმეორებ მექანიკურად.
– ამაზე ნუ ფიქრობ, ანა, გთხოვ, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ სახლია.
– კონკრეტულად რა გააკეთა აქ ჯიამ?
– ჯიამ? – გაკვირვებული გამომეტყველებით წარბები შუბლზე ასდის კრისტიანს.
– ჰო, ჯიამ აქ რაღაც ხომ გადააკეთა?
– ჰო, საოჯახო სასტუმრო ოთახი დააპროექტა, მაგრამ მერე ელიოტმა ააშენა. – ის
თმაზე ხელს ისვამს და ისევ კოპებს კრავს. – კი მაგრამ, ჯიაზე საერთოდ რატომ
ვლაპარაკობთ?
– იცოდი, რომ ჯიას ელიოტთან რომანი ჰქონდა?
კრისტიანი წამით ჩუმდება და ნაცრისფერი, ამწუთას არაფრის მთქმელი თვალებით
ხმის ამოუღებლად მიყურებს.
– ელიოტს ნახევარ სიეტლთან ჰქონდა რომანი, ანა.
გაოგნებისგან სუნთქვაც კი მეკვრება.
– ნუ, როგორც ვხვდები, ძირითადად ქალებთან, – ჩემი გამომეტყველებით
გახალისებული ხუმრობს ის.
– არაა!
კრისტიანი თავს მიქნევს.
– თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. – ამბობს წამის შემდეგ და ორივე ხელს ზევით სწევს.
– არა მგონია, ეს კეიტმა იცოდეს.
– მეც ასე ვფიქრობ. არც მე მგონია, კეიტისთვის ეს მოეყოლა, თუმცა ალბათ საკუთარ
ცხოვრებაზე ბოლომდე ყველაფერს ელიოტს არც კეიტი ეტყოდა.
სრულ შოკში ვარ. საყვარელი, თავმდაბალი, ქერა და ცისფერთვალება ელიოტი?
დაჯერება მიჭირს.
კრისტიანი თავს გვერდზე ხრის და ყურადღებით მაჩერდება.
– არა მგონია, რომ შენი ეს განწყობა მარტო ჯიას და ელიოტის რომანით იყოს
გამოწვეული.
– მართალი ხარ. მაპატიე. უბრალოდ იმ ყველაფრის მერე, რაც ამ კვირის განმავლობაში
მოხდა... – მე მხრებს ვიჩეჩ და ჩემთვისვე მოულოდნელად თვალები რატომღაც
ცრემლით მევსება. კრისტიანი მეხვევა, თმაში სახით მეფლობა და ჩუმად ოხრავს.
– ვიცი. შენც მაპატიე. მოდი, უბრალოდ ყველაფერი დავივიწყოთ და შევეცადოთ, აქ
ყოფნით ვისიამოვნოთ, კარგი? შეგიძლია, რაც მოგინდება, ყველაფერი გააკეთო, თუ
გინდა, აქ დარჩი და წაიკითხე ან ტელევიზორს უყურე, თუ გინდა, მაღაზიებში გაიარე,
ქალაქი დაათვალიერე, ანდა სულაც ითევზავე. რაც მოგინდება, ანა... და დაივიწყე, ის,
რაც ელიოტზე გითხარი, დაუფიქრებლად წამოვროშე.
– ეს რაღაცნაირად იმას ხსნის, რატომ ცდილობს ყოველთვის ამასთან დაკავშირებით
შენზე ხუმრობას. – ვბუტბუტებ მის მკერდზე ლოყით მიკრული.
– სინამდვილეში ელიოტმა ჩემი წარსულის შესახებ საერთოდ არაფერი იცის. ხომ
გითხარი, ჩემი ოჯახი თვლიდა, რომ გეი ვიყავი, ჯერ კიდევ საყვარლის გარეშე, მაგრამ
გეი.
ამ აზრით გამხიარულებული ვხითხითებ და ნელნელა ვმშვიდდები, დაძაბულობა
მეხსნება.
– მე კიდევ მეგონა, რომ დაუქორწინებლობის აღთქმა გქონდა დადებული და თურმე
როგორ ვცდებოდი! – ვხითხითებ ისევ.
ჩემს ქმარს ვეხვევი და ისევ მეცინება, საოცარია, როგორ შეიძლება ვინმეს კრისტიანი
გეი ეგონოს. რა სისულელეა!..
– მისის გრეი, გინდათ თქვათ, რომ დამცინით?
– ჰმ, ნუ, შეიძლება სულ ცოტათი, – ვაღიარებ ღიმილით. – იცი, კიდევ ის ვერ გამიგია,
ეს სახლი რატომ იყიდე?
– რას გულისხმობ? – მეკითხება ის და თმაზე მკოცნის.
– მესმის, რატომ გაქვს იახტა, გასაგებია, რომ ერთობი, ნიუიორკში ბინა ბიზნესისთვის,
მაგრამ ეს სახლი? ეს სახლი რისთვის გჭირდებოდა, შენ ხომ აქ არავისთან ერთად არ
გიცხოვრია?
კრისტიანი ჩუმდება და რამდენიმე წამის განმავლობაში ხმას არ იღებს.
– შენ გელოდებოდი. – ჩურჩულებს ბოლოს და ერთსა და იმავე დროს თან ჩამუქებული
და თან ნაცრისფრად ანთებული უცნაურად სხივჩამდგარი მზერით მიყურებს.
– აა... ძალიან სასიამოვნოა, მისტერ გრეი.
– მართლა. უბრალოდ მაშინ მე ეს თვითონაც არ ვიცოდი. – მიღიმის ის თავისი
განუმეორებელი და თვალისმომჭრელი ღიმილით.
– მიხარია, რომ დამელოდე.
– მერწმუნეთ, თქვენი ლოდინი ნამდვილად ღირდა, მისის გრეი. – ის ნიკაპში
საჩვენებელ და ცერა თითებს მკიდებს, სახეს თავისკენ მაწევინებს და ნაზად მკოცნის.
– შენიც. – ვპასუხობ მეც ღიმილით, – თუმცა თავს ახლა აშკარად მატყუარად ვგრძნობ,
შენი ლოდინი მე დიდხანს ნამდვილად არ მომიხდა
კრისტიანი ირონიულად იცინის.
– ნუთუ მე ასეთი სასურველი პრიზი ვარ?
– კრისტიან, შენ ჯეკპოტი ხარ ლატარიაში, კიბოს წამალი და ალადინის ლამპრის სამი
სურვილი – გაერთიანებული.
ის წარბს ძგიბავს.
– როდის შეიგნებ ამას?! – შენ ხომ ნებისმიერისთვის ყველაზე საოცნებო მამაკაცი იყავი!
და თან როცა ამას მე ვამბობ, ამ ყველაფერს სულაც არ ვგულისხმობ. – ხელს ვწევ და
ჟესტით ჩვენ გარშემო, ფუფუნებაზე ვანიშნებ. – მე, აი, ამას ვგულისხმობ, კრისტიან. –
ქვევით ჩამოშვებულ ხელს მკერდზე, გულთან ვადებ და წამით ვჩუმდები. კრისტიანს
გუგები უფართოვდება და ჩემი თავის თავში დარწმუნებული, სექსუალური ქმარი
სადღაც ქრება, ჩემ წინ უკვე დაბნეული პატარა ბიჭი დგას. – დამიჯერე, კრისტიან,
გთხოვ, – ვეუბნები ჩურჩულით, მის სახეს ხელებში ვიქცევ და საკოცნელად მისი
ტუჩებისკენ ვიწევ. ის ჩუმად კვნესის და მე ვერ ვხვდები, რატომ, რაც ახლა ჩემგან
მოისმინა, იმის გამო, თუ ეს მისი ჩვეული, პირველი რეაქციაა. თავდავიწყებით ვკოცნი
და ამ კოცნაში თვითონვე ვიკარგები, ჩემი ენა მისას ეძებს და პოულობს...
ჰაერი აღარც ერთს არ გვყოფნის და კრისტიანი მკვეთრად მშორდება, ოდნავ უკან
იწევა და დაეჭვებული გამომეტყველებით მიყურებს.
– ბოლოს და ბოლოს როდის გაიგებ, რომ მიყვარხარ? – ვეკითხები სასოწარკვეთილი.
ის ნერწყვს ყლაპავს.
– ოდესმე.
ეს უკვე პროგრესია. მე ვუღიმი და პასუხადმის მორცხვ ღიმილს ვიღებ.
– წამო, წავიდეთ, ვისადილოთ, თორემ ყველა ჩვენ დაგვიწყებს ლოდინს, თან ისიც
გადავწყვიტოთ, როგორ გავერთოთ და ვის რა უნდა, რომ გააკეთოს.
– არა, რა! – უეცრად ყვირის კეიტი.
ყველას მზერა კეიტზე ინაცვლებს.
– ნახეთ, – ამბობს ის უკმაყოფილო გამომეტყველებით და ხელს პანორამული
ფანჯრისკენ იშვერს, რომელსაც გარედან ნიაღვარივით და შხაპაშხუპით უეცრად
დაწყებული წვიმის მსხვილი წვეთები ესხმება. ყველანი სამზარეულოში მუქი ხის
მაგიდასთან ვსხედვართ. მისის ბენტლის მომზადებული უგემრიელესი პასტის
უზარმაზარი ულუფის განადგურებისა და ზედ დაყოლებული ერთიორი ბოთლი
ფრასკატის მერე ოდნავ შეზარხოშებული და მეტისმეტად გამაძღარი სხვებთან ერთად
ფანჯრის მიღმა წვიმიან პეიზაჟს გავყურებ.
– გასეირნება ჩაგვეშალა, – ბუტბუტებს ელიოტი თითქოს ისიც უკმაყოფილოდ, მაგრამ
ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს მის ტონში უფრო შვება მესმის, ვიდრე
უკმაყოფილება. კეიტი თავს მისკენ აბრუნებს და გაბრაზებული გამომეტყველებით
თვალებით ბურღავს. კეიტსა და ელიოტს შორის აშკარად რაღაც ხდება. ჩვენთან
ყველასთან ცალ-ცალკე ორივეს თავი თავისუფლად და ბუნებრივად უჭირავს,
ერთმანეთთან კი აშკარად იძაბებიან.
– შეგვიძლია ქალაქში წავიდეთ. – გვთავაზობს მია. მიას წინადადებას იტანი
ჩაცინებით პასუხობს.
– ჩემი აზრით, სათევზაოდ მშვენიერი ამინდია. – ამბობს კრისტიანი.
– მე სათევზაოდ წასვლა მირჩევნია. – კრისტიანის წინადადებას მხარს უბამს იტანი.
– ჰოდა, გავიყოთ, – თვალებანთებული ტაშისცემასავით ხელებს ერთმანეთს
უტყაპუნებს მია. – გოგოები მაღაზიებში, ბიჭები სათევზაოდ.
მზერა ოდნავ დამცინავად და შემწყნარებლურად მიას მიჩერებულ კეიტზე გადამაქვს.
თევზაობა ან მაღაზიები? რა ფართო არჩევანი გვაქვს!..
– ანა, შენ რა გინდა? – მეკითხება კრისტიანი.
– რა ვიცი, წინააღმდეგი არ ვარ. – ვიტყუები ურცხვად.
კეიტი ჩემს მზერას იჭერს და უხმოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით „მაღაზიებიო“
მეუბნება, როგორც ვხვდები, სალაპარაკო აქვს. ორივეს, კეიტსაც და მიასაც როგორღაც
საწყლად, ირიბად ვუღიმი, გვერდიდან კრისტიანის ირონიული ჩაცინების ხმა მესმის,
ვინ ვინ და, მან კი მშვენივრად იცის, როგორ „მიყვარს“ მაღაზიებში სიარული.
– თუ გინდა, შენთან ერთად სახლში დავრჩები, – მეუბნება ის და მისი ინტონაციისგან
მუცლის ქვედა ნაწილი რაღაც ბნელი და ავხორცი შეგრძნებით მეჭიმება.
– არა, სათევზაოდ წადი. – ვპასუხობ ღიმილით. კრისტიანისთვის ახლა მამაკაცების
კომპანია უფრო საჭიროა.
– ესე იგი გეგმა გვაქვს. – აცხადებს კეიტი და სკამიდან დგება.
– თქვენ ტეილორი წამოგყვებათ. – ამბობს კრისტიანი და მისი ტონი ეჭვის ნატამალსაც
არ ტოვებს, რომ ეს ბრძანებაა.
– ვფიქრობ, ჩვენ ძიძა არ გვჭირდება. – პრეტენზიული ხმით აცხადებს კეიტი.
კეიტს ხელზე ხელს ვადებ.
– კეიტ, ტეილორი უნდა წამოგვყვეს.
კეიტი კოპებს კრავს, მაგრამ წამის მერე მხრებს იჩეჩს და, მგონი, პირველად
ცხოვრებაში ენას კბილს აჭერს.
კრისტიანს დამნაშავესავით მორცხვად ვუღიმი, ის კი ცივი, არაფრის მთქმელი
გამომეტყველებით იყურება, იმედი მაქვს, ამ მორიგი მეტიჩრობის გამო კეიტზე
უარესად არ გაბრაზდა.
ელიოტიც კოპებს კრავს და სკამიდან დგება.
– ქალაქში უნდა გავიდე, საათისთვის ბატარეა მაქვს საყიდელი. – ამბობს ის ოდნავ
შესამჩნევად გაწითლებული და წამიერი მზერა კეიტზე გადააქვს, მაგრამ კეიტი ამას ვერ
ამჩნევს, რადგან ხაზგასმულად ყურადღებას არ აქცევს.
– ელიოტ, „აუდი“ წაიყვანე და როცა დაბრუნდები, სათევზაოდ წავიდეთ. – ეუბნება
კრისტიანი.
– კარგი, – ბუტბუტებს ელიოტი პასუხად, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
ყურადღებაგაფანტულია და სულ სხვა რამეზე ფიქრობს. – მშვენიერი გეგმაა.
– აქ შევიდეთ. – მეუბნება მია, ხელს მავლებს და დიზაინერულ ბუტიკში შევყავარ.
მაღაზია ერთიანად ვარდისფერ აბრეშუმშია ჩაფლული და „ალა“ ფრანგული სტილის,
უხეშად დამუშავებული ავეჯი დგას. კეიტი უკან მოგვყვება, ტეილორი კი წვიმისგან
თავდასაცავად ჩარდახქვეშ შეფარებული გარეთ, კართან რჩება. ხმის
გამაძლიერებლებიდან მთელ მაღაზიაში არეთა ფრანკლინის „Say a Little Prayer“
გრუხუნებს. ეს სიმღერა მომწონს და მიყვარს. კარგია, რომ გამახსენდა – კრისტიანის
აიპოდზე ჩავწერ.
– აი, ეს კაბა მოგიხდება, ანა. – ჭყიპინებს მია და საკიდზე ჩამოკონწიალებულ
ვერცხლისფერი ქსოვილის რაღაც ნაკუწს მიჩვენებს. – მიდი, მოიზომე.
– ჰმ... მგონი, მეტისმეტად მოკლეა.
– გეუბნები, ეს კაბა ტანზე დაგაკვდება, აი, ნახავ, კრისტიანს მოეწონება.
– ასე გგონია?
მია საკუთარი მოუთმენლობისგან საახალწლო ნაძვის ხესავით ანათებს.
– ანა, საფიქრალი აქ არაფერია, მაგარი ფეხები გაქვს, კაბა ძალიან მოგიხდება და თუ
დღეს საღამოს კლუბშიც წავალთ... – გრძნობს, რომ მითანხმებს და იღიმება. – შენი
ქმარი თვალს ვერ მოგწყვეტს.
ცოტა არ იყოს გაკვირვებული თვალებს ვახამხამებ... დღეს რა, კლუბში მივდივართ?
სად მე და სად კლუბები?..
ჩემი დაბნეულობის შემხედვარე კეიტი გულიანად იცინის, ახლა, როდესაც ელიოტი აქ
არ არის, კეიტი ბევრად უფრო თავისუფალი და ბუნებრივია.
– ცოტა გახალისება ნამდვილად არ გვაწყენს. – მეუბნება ის.
– წადი და მოიზომე! – განკარგულებას მაძლევს მია და მეც უწადინოდ მოსაზომებელ
ოთახში გავდივარ.
უკან ვბრუნდები, ჩემ მერე გასახდელში შესულ მიას და კეიტს ველოდები, მაღაზიის
ვიტრინასთან უმიზნოდ მივდივარ და ასპენის მთავარ ქუჩას გავყურებ. გარეთ ისევ
წვიმს, მაღაზიაში კი მორიგი სულში ჩამწვდომი სიმღერა იწყება – დაიან უორვიკი –
„Walk On By“... დედას საყვარელი, კიდევ ერთი ძალიან კარგი სიმღერა... ქუჩაში
ყურებას თავს ვანებებ და მზერა საკიდზე ჩამოკიდებულ კაბაზე გადამაქვს, თუმცა
სიტყვა „კაბა“ ამ უზურგო და ძალიან მოკლე ქსოვილის პატარა ნაჭრისთვის აშკარად
გადაჭარბებაა, მაგრამ მიამ გამომიცხადა, რომ ღამის კლუბში ჩასაცმელად სწორედ
ასეთი კაბაა მოდის ბოლო სიტყვა. როგორც ვხვდები, ამ კაბისთვის ფეხსაცმელიც
დამჭირდება და ალბათ რამე მსხვილი მძივიც. თუ ვიყიდი, ამის გამო ცალკე ახლა
ფეხსაცმლისა და მძივის ძებნა მოგვიწევს. შეწუხებული თვალებს ვატრიალებ და
ვხვდები, როგორ გამიმართლა, რომ სახლში ამ პრობლემას ჩემი პერსონალური
სტილისტი კეროლაინ ეშტონი მიგვარებს. ამ ფიქრებში გართული ისევ ვიტრინაში
ვიხედები და მოულოდნელად ქუჩაში ელიოტს ვხედავ. ის ქუჩის მეორე მხარეს მწვანედ
დაბურული ხშირი ხეების ქვეშ „აუდიდან“ გადმოდის და თითქოს წვიმას გაურბისო,
მაღაზიაში ნაჩქარევად შერბის. მგონი, საიუველირო მაღაზიაა... მაგრამ იქნებ მეშლება
და ბატარეას ეძებს? რამდენიმე წუთის შემდეგ მაღაზიიდან გამოდის, მაგრამ უკვე
მარტო აღარ არის... მასთან ქალია.
ჯანდაბა! ეს ჯიაა, ელიოტი ჯიას ელაპარაკება! ეს ქალი აქ რას აკეთებს?!
ვიდრე გაოგნებული და პირდაღებული ელიოტს და ჯიას ვუყურებ. ისინი წამიერად,
მგონი, უფრო მეგობრულად, მაგრამ მაინც... ერთმანეთს ეხვევიან, ჯია თავს უკან სწევს
და როგორც ჩანს, ელიოტის რაღაც ნათქვამზე გულიანად იცინის, მერე ელიოტი ჯიას
ლოყაზე კოცნის და ტროტუართან გაჩერებული მანქანისკენ მირბის. ჯია ბრუნდება და
ქუჩას მიუყვება, მე კი ჯერ ისევ პირდაღებული თვალს ვაყოლებ. მერე ნაჩქარევად უკან,
მაღაზიის სიღრმისკენ ვიყურები, მაგრამ გასახდელიდან ჯერ არც კეიტი გამოსულა და
არც მია.
თავს ისევ ვიტრინისკენ ვაბრუნებ და გაოგნებული ქუჩაში ჩვენ მომლოდინე ტეილორს
ვუყურებ, ის ჩემს მზერას იჭერს და მხოლოდ მხრებს იჩეჩს. ელიოტი და ჯია, რა თქმა
უნდა, ტეილორმაც დაინახა, მაგრამ მე უცებ თავს უხერხულად სწორედ ტეილორის
წინაშე ვგრძნობ, მან ხომ ისიც დაინახა, რომ მე ელიოტს ვუთვალთვალებდი.
სირცხვილისგან ერთიანად ვწითლდები და ვიტრინისკენ ზურგით ვბრუნდები, მია და
კეიტი, როგორც იქნა გამოდიან გასახდელიდან, ორივე იცინის, მაგრამ ჩემს დანახვაზე
კეიტი სიცილს წყვეტს და თვალებში კითხვაჩამდგარი მზერით მაჩერდება.
– რა მოხდა, ანა? – მეკითხება ის და, ეტყობა, საეჭვოს რომ ვერაფერს ხედავს, სახე ისევ
მხიარულად უნათდება. – კაბა აღარ მოგწონს? არადა ისე არაჩვეულებრივად
გამოიყურებოდი, რომ...
– ააჰ... არა, არა.
– ხომ კარგად ხარ? – ისევ იძაბება ის.
– კი, რა თქმა უნდა, წამოდი გადავიხადოთ. – ვბუტბუტებ თემის შესაცვლელად და
ორი ქვედაბოლოს საყიდლად უკვე სალაროსკენ წასულ მიას უკან მივყვები.
– მოგესალმებით, მემ. – მიღიმის გამყიდველი გოგონა, რომელსაც ტუჩებზე იმდენი
მბზინავი პომადა აქვს წასმული, რამდენიც ერთი ადამიანის ტუჩებზე არასოდეს
მინახავს. – რვაას ორმოცდაათი დოლარი.
რაა? ქსოვილის ამ ერთი ციცქნა ნაგლეჯისთვის?! გაოგნებული და თავზარდაცემული
თვალებს ვახამხამებ, მაგრამ მალევე გონს მოვდივარ და „ამექსს“ მორჩილად ვუწვდი.
– მისის გრეი, – ტკბილად კრუტუნებენ მისი მბზინავი ტუჩები.
მომდევნო ორი საათის განმავლობაში ბურანში მოხვედრილივით კეიტს და მიას
მაღაზიიდან მაღაზიაში დავყვები და მუდმივად მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, კეიტს ეს
ამბავი უნდა მოვუყვე თუ არა... ჩემი ქვეცნობიერი თანხმობის ნიშნად თავს მტკიცედ
მიქნევს, კი, უნდა ვუთხრა!.. არა, არ შეიძლება... იქნებ ეს უბრალოდ შემთხვევითი და
მეგობრული შეხვედრა იყო? ჯანდაბა! როგორ მოვიქცე?
– აბა, რას იტყვი, მოგწონს ეს ფეხსაცმელი? – მეკითხება მია. ის ჩემ წინ დგას და
დოინჯშემოყრილი მომჩერებია.
– ა... ჰო, კი, რა თქმა უნდა.
შედეგად, „მანოლო ბლანიკის“ წარმოუდგენლად მაღალქუსლიანი, წვივზე შემოსაჭერი
სარკისებრი თასმებით გაწყობილი ფეხსაცმლის მფლობელი ვხდები, რაც მართალია,
მართალია, ფეხსაცმელი კაბას იდეალურად უხდება და კრისტიანს ათასი დოლარი
უჯდება. გრძელ ვერცხლის ძეწკვში კი, რომელსაც კეიტის დაჟინებული რჩევით
ვყიდულობ, მეტად მიმართლებს, სულ რაღაც ოთხმოცდაოთხ დოლარს ვიხდი.
– უკვე შეეჩვიე იმ მდგომარეობას, რომ ფული გაქვს? – უბოროტოდ მეკითხება კეიტი,
როდესაც მაღაზიიდან გამოვდივართ და სახლში დასაბრუნებლად მანქანისკენ
მივდივართ. მიაწინ მირბის.
– შენ ხომ იცი, რომ არა, კეიტ. ამის გამო თავს მუდმივად უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ
გაფრთხილებით კი ნამდვილად მაფრთხილებდნენ, რომ ეს გრძნობა სრული პაკეტის
შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. – ვპასუხობ უკმაყოფილოდ ტუჩებგაბუშტული, კეიტი
კი მეხვევა.
– აი, ნახავ, მიეჩვევი, ანა, – მეუბნება თანაგრძნობით სავსე ხმით. – მიეჩვევი კიდეც და
მშვენივრადაც მოირგებ.
– კეიტ, შენი და ელიოტის ურთიერთობა ხომ... – კითხვას ვერ ვამთავრებ, ელიოტის
ხსენებისთანავე გაფართოებულ, წამით ჩემკენ მომართულ მისი ცისფერი თვალების
მზერას ვაწყდები და ვჩუმდები.
ღმერთო!..
ის თავს აქნევს.
– ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, – მეუბნება და თავით მიაზე მანიშნებს. – მაგრამ
ყველაფერი... – ფრაზას არც ის ამთავრებს.
მისი ქცევა ჩემი შეუდრეკელი კეიტის ქცევას იმდენად არ ჰგავს, რომ უკვე ეჭვიც აღარ
მეპარება, რაღაც მოხდა. ისევ იმაზე ვფიქრობ, უნდა ვუთხრა თუ არა, რომ დავინახე...
თუმცა რა დავინახე? ის, რომ ელიოტი და ის კაცებზე მონადირე ქალბატონი ერთმანეთს
დაელაპარაკნენ, წამით გადაეხვივნენ და ერთმანეთს ლოყაზე აკოცეს? თანაც ისინი ხომ
ძველი მეგობრებიც არიან, ასე არ არის? არა, არ ვეტყვი. ყოველ შემთხვევაში, ახლა არა...
იმის ნიშნად, რომ ყველაფერი მესმის და მის პირად ცხოვრებასა და საიდუმლოებებს
პატივს ვცემ, კეიტს თავს ვუქნევ, ის კი ხელზე ხელს მადლიერებით მიჭერს... და აი,
ისიც – მის მზერაში გამკრთალი ტკივილისა და გულისტკენის წამიერი ჩრდილი,
რომელსაც კეიტი თვალების ერთი დახამხამებით მაშინვე იშორებს... უცებ უზარმაზარი
სურვილი მიჩნდება ჩემი საყვარელი მეგობარი რამენაირად დავიცვა. ჯანდაბა! რა
თამაშს თამაშობს ეს გარყვნილი ელიოტ გრეი?!
სახლში დაბრუნების შემდეგ კეიტს სურვილი უჩნდება, ჩვენი წარმატებული, მაგრამ
დამღლელი სვლა საყიდლებზე თითო-თითო კოქტეილით აღვნიშნოთ და ჩემთვის და
თავისთვის მარწყვის დაიკირის აზავებს. მე და კეიტი სასტუმრო ოთახში,
აგიზგიზებული ბუხრის წინ, დივნებზე ფეხებმოკეცილები ვიკალათებთ.
– ამ ბოლო დროს ელიოტი რაღაცნაირი გულჩათხრობილი და გაუცხოებულია. –
ცეცხლს მიჩერებული ბუტბუტებს ის. მას შემდეგ, რაც მია ახალნაყიდი ტანსაცმლით,
მეორე სართულზე, თავის საძინებელში არბის, როგორც იქნა, მარტო ვრჩებით.
ოჰ, კეიტ!..
– და ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ უსიამოვნებებში გაგახვიე.
– რა იცი, თვითონ გითხრა?
– ჰო. კრისტიანმა ელიოტს დაურეკა და ელიოტმა მე.
თვალებს ვატრიალებ. ოჰ, კრისტიან, კრისტიან!..
– მაპატიე, კრისტიანი... კრისტიანისთვის ჩემი უსაფრთხოება ყველაზე მტკივნეული
საკითხია. მაშინდელი ჩვენი შეხვედრის მერე ელიოტი დღეს პირველად ნახე?
– ჰო.
– გასაგებია.
– მე ის მართლა მომწონს, ანა, – ჩურჩულებს კეიტი და რაღაც სულ ერთი, მაგრამ
საშინელი წუთის განმავლობაში მეჩვენება, რომ ცოტაც და ატირდება... ოღონდ ეს, არა!
ნუთუ ისევ ვარდისფერი პიჟამის დრო ბრუნდება? ის ცეცხლს თვალს აშორებს და წამით
ხმის ამოუღებლად მიყურებს.
– შემიყვარდა... თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მაგარი სექსის გამო მომწონდა,
მაგრამ ის... ის ისეთი საყვარელია, კეთილი, თბილი და მხიარული, რომ... მე უბრალოდ
თვალწინ უკვე ის მიდგას, ერთად როგორ ვბერდებით, ხომ გესმის... შვილები,
შვილიშვილები და ყველაფერი ის, რაც ადამიანს საერთოდ ამქვეყნად გინდა.
– მასთან ერთად „დიდხანს და ბედნიერად“ ცხოვრება... – ვამატებ ჩურჩულით.
ის ნაღვლიანი გამომეტყველებით თავს მიქნევს.
– იქნებ ღირდეს, რომ დაელაპარაკო? შეეცადე, მარტო დარჩეთ და ჰკითხე, რა აწუხებს,
რა აფორიაქებს.
„თუ, ვინ“, – იღრინება ჩემი ქვეცნობიერი. საკუთარი ფიქრების თვითნებობით
გაღიზიანებული, ჩემს ქვეცნობიერს თავში მაგრად ვუთაქებ.
– იქნებ ხვალ დილას სადმე გაგესეირნათ?
– ვნახოთ.
– კეიტ, ასეთს რომ გიყურებ, გული მიკვდება.
ის ნაღვლიანად მიღიმის, მე კი მისკენ ვიხრები და ვეხვევი. უკვე მტკიცე
გადაწყვეტილებას ვიღებ, ჯიაზე არაფერი ვუთხრა, მაგრამ ელიოტთან ამაზე
დალაპარაკება ნამდვილად ღირს. გარყვნილი! როგორ ბედავს, რომ ჩემი მეგობრის
გრძნობებს ასე უნამუსოდ ეთამაშება!
სასტუმრო ოთახში მია ბრუნდება და ჩვენც თემას ვცვლით.
ბუხარში შეშის უკანასკნელ ნაჭერს ვაგდებ და უკვე მინავლებული ცეცხლი ტკაცუნებს,
ნაპერწკლებს ისვრის და ხელახლა ალდება. შეშა დაგვიმთავრდა, მაგრამ ამ ნესტიან და
საკმაოდ გრილ დღეს ბუხართან ჯდომა და სითბო ძალიანაც მსიამოვნებს, ნამდვილად
არ მინდა, რომ ცეცხლი ჩაქრეს.
– მია, ხომ არ იცი, შეშა სად აწყვია? – ვეკითხები დაიკირის წრუპვით გართულს.
– ალბათ გარაჟში.
– წავალ მოვიტან, თან აქაურობასაც დავათვალიერებ.
წვიმამ ცოტა გადაიღო. გარეთ გავდივარ და სახლის გვერდზე სამი მანქანისთვის
გათვლილი გარაჟისკენ მივემართები. გვერდითი კარი ღიაა, გარაჟის ზღურბლზე ფეხს
ვდგამ და სიბნელის გასაფანტად შუქს ვანთებ. ფლუორესცენციული ნათურები ჩუმი
ზუზუნით ინთება.
პირველი, რაც თვალში მხვდება, „აუდია“, სწორედ ის, რომლითაც ცოტა ხნის წინ
ქუჩაში ელიოტი დავინახე, გარდა „აუდისა“ აქ ორი თოვლმავალი დგას, მაგრამ ჩემს
ყურადღებას უფრო 125 კუბიანი ორი მოტოციკლი იპყრობს და მაშინვე იტანი და შარშან
ზაფხულს მისი გაბედული ინიციატივა მახსენდება, როდესაც რატომღაც გადაწყვიტა,
რომ ჩემთვის მოტოციკლის ტარება ესწავლებინა. ამ მოგონებისგან მაშინ
მოტოციკლიდან გადმოვარდნის შემდეგ კარგა გვარიანად ნატკენ ხელს
გაუცნობიერებლად ვისრეს.
– ატარებ? – მესმის უკნიდან ელიოტის ხმა.
მკვეთრად ვბრუნდები.
– დაბრუნებულხარ.
– როგორც ხედავ. – მეუბნება ელიოტი და ფართოდ მიღიმის. უცებ ვაცნობიერებ, რომ
კრისტიანიც ასე მპასუხობს ხოლმე, ოღონდ სერიოზული გამომეტყველებით და არა
ასეთი ღიმილით. – ატარებ თუ არა?
გარყვნილი!
– კარგად არა.
– გინდა გასეირნება?
ვფრუტუნებ.
– ჰმ... არა, არა მგონია, ეს კრისტიანს მოეწონოს.
– კრისტიანი ხომ აქ არ არის. – ეშმაკური გამომეტყველებით ირონიულად იღიმება ის.
ეტყობა, ეს ჩაცინების მათი ოჯახური მანერაა და იმის მანიშნებელი ჟესტით, რომ
მარტონი ვართ, ჰაერში ხელს იქნევს, მერე ისევ ღიმილით მასთან უფრო ახლო მდგარ
მოტოციკლთან მიდის, ჯინსს ოდნავ ზევით იწევს, ფეხს სწევს, ტყავგადაკრულ
დასაჯდომზე ჯდება და ხელებს საჭეს ჰკიდებს.
– კრისტიანი... ჰმ... ჩემს უსაფრთხოებაზე ნერვიულობს, მე არ...
– შენ რა, ყოველთვის იმას აკეთებ, რასაც კრისტიანი გეუბნება? – მეკითხება ელიოტი
და ბავშვურ ცისფერ თვალებში მზაკვრული და ბოროტი, ცუდი ბიჭის ეშმაკური
ნაპერწკალი უკრთება... დეტროიტელი ცუდი ბიჭის, რომელიც კეიტს შეუყვარდა.
– არა. – კოპებშეკრული ცალ წარბს უკმაყოფილოდ ვწევ. – მაგრამ ვცდილობ.
კრისტიანს ისედაც ბევრი სანერვიულო აქვს. ხომ არ იცი, დაბრუნდა?
– არა, არ ვიცი
– სათევზაოდ არ წახვედი?
ელიოტი თავს უარყოფის ნიშნად აქნევს.
– არა, ქალაქში რაღაც საქმე მქონდა.
ჰმ... საქმე! ჯანდაბა! გატყლარჭულ, კაცებზე მონადირე ქალთან შეხვედრას საქმე
ჰქვია?! უიმედოდ ვოხრავ და ხმის ამოუღებლად თვალებში ვაჩერდები.
– თუ მოტოციკლით გასეირნება არ გინდა, გარაჟში რას აკეთებ? – მეკითხება წამიერი
სიჩუმის შემდეგ ის ინტერესით.
– ბუხრისთვის შეშის ასაღებად მოვედი.
– აი, სად ყოფილხარ! ა, ელიოტ... დაბრუნდი?.. – ლაპარაკს გარაჟის ზღურბლზე
გამოჩენილი კეიტი გვაწყვეტინებს.
– ჰეი, როგორ ხარ, საყვარელო? – ერთიანად განათებული სახით უღიმის კეიტს
ელიოტი.
– კარგად, დაიჭირე რამე?
ელიოტის რეაქციას ყურადღებით ვაკვირდები.
– არა. ქალაქში ერთ-ორი საქმე მქონდა მოსაგვარებელი. – სულ რაღაც წამით ხმაში
გაბზარული ნოტი მაინც უკრთება.
ჯანდაბა...
– ისე, მე ანასთან მოვედი, გამიკვირდა, ამდენ ხანს რომ დაიგვიანა. – ამბობს კეიტი და
დაბნეული გამომეტყველებით ორივეს თვალს გვავლებს.
– უბრალოდ ვქაქანებდით. – ეუბნება ელიოტი. მათ შორის დაძაბულობა ისე ცხადად
აღიქმება, რომ ლამისაა ტკაცუნი დაიწყოს.
სამივე ვჩუმდებით. ჰაერში სიმძიმედ ჩამოწოლილი წამიერი სიჩუმის მერე კი
მოახლოებული მანქანის ხმაური გვესმის. კრისტიანი დაბრუნდა, მადლობა ღმერთს!
გარაჟის კარი ღრჭიალით იწყებს გაღებას და მოულოდნელობისგან სამივეს გვაშინებს.
კარი ნელ-ნელა იწევა. გარაჟში შემოსასვლელს შავ, პატარა სატვირთო მანქანაში
მსხდომი კრისტიანი და იტანი უახლოვდებიან, კრისტიანი ჩვენს დანახვაზე მანქანას
აჩერებს და სამივეს ღიმილით გვიყურებს.
– ჰმ, გარაჟის ბანდა შეკრებილა! – ირონიული ტონით ამბობს ის, მანქანიდან
გადმოდის და პირდაპირ ჩემკენ მოემართება.
მე ფართოდ გაღიმებული შევყურებ, ახლა მისი დანახვა განსაკუთრებით მიხარია,
მაგრამ გაღიმების კიდევ ერთი მიზეზიც მაქვს... საწვიმარი ქურთუკის ქვეშ კრისტიანს
ის კომბინეზონი აცვია, „კლეიტონში“ მუშაობისას მე რომ მივყიდე.
– ეი, როგორ ხარ? – მეკითხება ის, კითხვაჩამდგარი მზერით მიყურებს და ელიოტსა და
კეიტს ყურადღებასაც არ აქცევს.
– კარგად. – ვპასუხობ ღიმილით. – მაგარი კომბინეზონია.
– ჰო, ბევრი ჯიბე აქვს და სათევზაოდ ზედგამოჭრილია. – ხმა, მხოლოდ ჩემი
სმენისთვის გასაგებად, რბილი და მაცდური აქვს, თვალები კი მხურვალე და
სურვილჩამდგარი მზერით უელავს.
ერთიანად ვწითლდები, ის კი, ასევე მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი, ფართო,
გრძნობიერი და აღფრთოვანებული გამომეტყველებით მიღიმის.
– სულ სველი ხარ. – ვბუტბუტებ ხმადაბლა.
– რა თქმა უნდა, იქ ხომ წვიმდა. კი მაგრამ, გარაჟში რას აკეთებთ? – როგორც იქნა,
ახსენდება, რომ მარტო არა ვართ.
– ანა შეშის ასაღებად მოვიდა. – ირონიულად იცინის ელიოტი და, რაც მთავარია,
როგორღაც ახერხებს, რომ ამ უბრალო წინადადებაში უხამსი აზრი ჩადოს. – ვცადე
დამეყოლიებინა, რომ... სასეირნოდ წამომყოლოდა, მაგრამ... – ელიოტი ნამდვილი
ორაზროვნების დიდოსტატია.
კრისტიანს სახე უგრძელდება, მე კი ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა, გული
გამიჩერდება.
– უარი მტკიცა. ასე მითხრა, კრისტიანს არ მოეწონებაო, – ამატებს ის გულახდილად და
უკვე ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე.
კრისტიანის ნაცრისფერი თვალების მზერა ისევ ჩემზე ინაცვლებს.
– მართლა? – მეკითხება ბუტბუტით.
– ისე, პირადად მე სულაც არ ვარ წინააღმდეგი, საღამომდე აქ ვიდგე და იმაზე
ვილაპარაკო, რა გააკეთა ან რა არ გააკეთა ანამ, მაგრამ იქნებ ჯობია, სახლში შევიდეთ? –
აშკარად გაღიზიანებული, ხმამაღალი და მჭახე ხმით აცხადებს კეიტი, მერე იხრება,
იატაკიდან შეშის ორ ნაჭერს იღებს, ქუსლებზე მკვეთრად ბრუნდება და გარაჟიდან
გასასვლელი კარისკენ მიაბიჯებს.. ჯანდაბა!.. კეიტი ისევ გაღიზიანებულია, თუმცა
ჩემზე არა, მაგრამ... ელიოტი ოხრავს და, ისე რომ აღარაფერს ამბობს, კეიტს უკან
მიჰყვება. სახლისკენ ცალცალკე მიმავალ წყვილს გავყურებ, მაგრამ კეიტზე ფიქრიდან
კრისტიანის ხმას გამოვყავარ.
– მოტოციკლის ტარება იცი? – მეკითხება ის უნდობლად.
– არც ისე კარგად. შარშან იტანმა სცადა, ესწავლებინა.
კრისტიანს მზერა წამის უსწრაფესად ეყინება.
– სწორი გადაწყვეტილება მიგიღია, – ამბობს შესამჩნევად ცივი ტონით. – მიწა ახლა
ძალიან მაგარია, თან ნაწვიმარზე ადვილად შეიძლება მოსრიალდე.
– სათევზაო მოწყობილობა სად წავიღო? – ყვირის გარედან იტანი.
– მანდ დატოვე, ტეილორი მიხედავს.
– თევზს რა ვუყო? – იტანის ხმაში ამჯერად ირონიაც ისმის.
– თევზი დაიჭირე? – ვეკითხები კრისტიანს გაკვირვებული.
– მე არა, კავანამ. – გათამაშებული გულდაწყვეტით სასაცილოდ ბუშტავს ტუჩებს
კრისტიანი.
მისი მიმიკის დანახვაზე გამხიარულებულს გულიანი ხითხითი მიტყდება.
– მისის ბენტლის მიეცი, რამეს მოუხერხებს. – პასუხს სცემს კრისტიანი. იტანი
გულღიად გვიღიმის და სახლისკენ მიდის.
– ნუთუ ასეთი სასაცილო ვარ, მისის გრეი?
– რა თქმა უნდა, თან ძალიან! სულ სველი ხარ... წამოდი, აბაზანას მოგიმზადებ.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას გამიწევთ, მისის გრეი. – მპასუხობს ის, მერე
იხრება და ტუჩებში მკოცნის.
უზარმაზარ, კვერცხის ფორმის აბაზანაში წყალს ვუშვებ და შიგ ძვირფას ზეთს ვასხამ,
რომელიც მაშინვე ქაფდება და ჰაერს რაღაც საოცარი, ზეციური არომატით ავსებს...
ჟასმინია? ვიდრე აბაზანა ივსება, საძინებელში ვბრუნდები და კაბას კარადაში ვკიდებ.
– დრო კარგად გაატარე? – მეკითხება ოთახში შემოსული კრისტიანი და ზურგს უკან
ჩვენი საძინებლის კარს ხურავს. ფეხშიშველს ტანზე მხოლოდ მაისური და სპორტული
შარვალია აცვია.
– კი, ნორმალურად. – ვპასუხობ ღიმილით. უბრალოდ მიხარია, რომ ვხედავ,
მომენატრა, თუმცა ვიღაცას ეს ალბათ სისულელედაც შეიძლება მოეჩვენოს – ჩვენ ხომ
ერთად სულ რამდენიმე საათი არ ვიყავით...
ის თავს გვერდზე ხრის და დაკვირვებით მიყურებს.
– რა გჭირს?
– იმაზე ვფიქრობდი, რომ ძალიან მომენატრე.
– ეს იმას ნიშნავს, რომ უჩემოდ თავს ცუდად გრძნობდით, მისის გრეი?
– ასეც არის, მისტერ გრეი.
ის ნელი ნაბიჯით მოდის და ზუსტად ჩემ წინ ჩერდება.
– რა იყიდე? – მეკითხება ჩურჩულით და ვხვდები, რომ თემის შეცვლა უნდა.
– კაბა, ფეხსაცმელი და ძეწკვი. ჰმ... და უამრავი ფული დაგიხარჯე. – ვეუბნები და
თვალებში დამნაშავის გამომეტყველებით ვუყურებ.
– ძალიან კარგი. – ბუტბუტებს ის ხმადაბლა და ყურს უკან ურჩ თმას მიმალავს. –
მაგრამ ამას უკვე მეათასეჯერ გისწორებ: ჩვენი ფული!.. – ნიკაპში ცერა და საჩვენებელ
თითებს მკიდებს, გაუაზრებლად ისევ კბილებში მოქცეულ ქვედა ტუჩს
მითავისუფლებს და საჩვენებელ თითს ნიკაპიდან დაწყებული, ყელზე, მერე მაისურის
ზემოდან მკერდის შუა ხაზზე მუცლამდე და ჯინსის სათავის გასწვრივ აყოლებს.
– აბაზანაში ეს არ დაგჭირდება, – ჩურჩულებს ის, ხელებს მაისურის კიდეზე მავლებს
და ქსოვილს აუჩქარებლად ზევით ქაჩავს. – ხელები ასწიე.
მზერის მოუშორებლად იმას ვაკეთებ, რაც მითხრა, კრისტიანი კი მაისურს მხდის და
იატაკზე აგდებს.
– მეგონა, უბრალოდ აბაზანის მიღებას ვაპირებდით. – ვამბობ ჩურჩულით და ყურებში
საკუთარი პულსი მესმის, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება.
– რა თქმა უნდა, ოღონდ მანამდე მინდა, რაც შეიძლება მეტად გაგსვარო... მეც
მომენატრე. – მპასუხობს მაცდურად ის, იხრება და ტუჩებში მკოცნის.
– ოჰ, ღმერთო, წყალი! – ორგაზმის მერე ჯერ ისევ სრულიად მოშვებული და სადღაც
ბურანში ჩაკარგული წამოჯდომას ვცდილობ. კრისტიანი არ მიშვებს.
– კრისტიან, აბაზანა უკვე გაივსებოდა! – მის სხეულზე გაწოლილი ზემოდან
დავყურებ. ის იცინის.
– ნუ ნერვიულობ, წყალი იატაკზეც რომ გადმოვიდეს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. – ის
წამის უსწრაფესად ბრუნდება და ქვემოდან მიქცევს. – კარგი, დამშვიდდი, წავალ და
ონკანს დავკეტავ, მერე ლოგინიდან გრაციოზულად დგება და სააბაზანოსკენ მიდის, მე
იდაყვზე ვიწევი და თვალს ვაყოლებ. მმმ... ჩემი ქმარი... შიშველი... და მალე სველიც
იქნება. ჩემი შინაგანი ქალღმერთი ჟინდაკმაყოფილებული და მაძღარი
გამომეტყველებით იღიმება და ავხორცად ტუჩებს ილოკავს, მე კი ლოგინიდან ვხტები
და კრისტიანს უკან მივყვები.
ჩვენ პირთამდე ისე გავსებულ აბაზანაში ვსხედვართ, რომ ყოველი გატოკებისას წყალი
კიდეებიდან იატაკზე ისხმება. ფრიად დეკადენტური სურათია და კიდევ უფრო
დეკადენტური ის არის, რომ კრისტიანი ფეხებს მბანს, ქუსლებზე მასაჟს მიკეთებს და
სათითაოდ ყველა თითს ნაზად მიჭიმავს, მერე სათითაოდ ყველაზე მკოცნის და ნეკზე
ოდნავ მკბენს.
– ოჰ! – კბენა მაშინვე მუცლის ქვედა ნაწილში მესახება.
– მოგწონს? – მეკითხება სუნთქვაარეული.
– მმმ... – ვპასუხობ კმაყოფილების კრუტუნით.
კრისტიანი ისევ ჩემი ტერფის მასაჟს აგრძელებს. ღმერთო, რა სიამოვნებაა! ვიტრუნები
და თვალებს ვხუჭავ.
– ქალაქში ჯია დავინახე. – ვბუტბუტებ ჯერ ისევ თვალდახუჭული.
– მართლა? ჰო, მგონი, აქ სახლი აქვს, – უყურადღებოდ მცემს პასუხს კრისტიანი. ეს
თემა, ეტყობა, იოტისოდენადაც არ აინტერესებს.
– ჯია ელიოტთან ერთად იყო.
კრისტიანი ჩერდება. როგორც იქნა, დავაინტერესე. თვალებს ვახელ, კრისტიანი
გვერდზე თავდახრილი და საგონებელში ჩავარდნილი გამომეტყველებით მიყურებს.
– რას ნიშნავს „ელიოტთან ერთად იყო“? – მეკითხება აშკარად გაკვირვებული და
ჩაფიქრებული.
დაწვრილებით ვუყვები, რა ვნახე.
– ანა, ისინი მხოლოდ მეგობრები არიან. სიმართლე გითხრა, მეჩვენება, რომ ელიოტს
კეიტი სერიოზულად შეუყვარდა. – ის წამით ჩუმდება, მერე კი უფრო თავდაჯერებული
და მშვიდი ტონით ამატებს: – უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ სერიოზულად
შეუყვარდა. – და ისეთი მზერით მიყურებს, რომელშიც ცხადად იკითხება, „ნეტა
გამაგებინა, კეიტი რამ შეაყვარა“.
– კეიტი ულამაზესი გოგოა! – ვიჯაგრები მაშინვე მეგობრის დასაცავად.
ის ფრუტუნებს.
– და მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ჩემს კაბინეტში მაშინ შენ მოხვედი და არა
კეიტი.
ის ცერა თითზე მკოცნის, მარცხენა ფეხს ხელს უშვებს და ახლა მარჯვენას სწვდება.
მისი ძლიერი და მოხერხებული თითების ჯადოქრობით ისევ ვდუნდები, ვინაბები და
აბაზანის კიდეს ვეყუდები. ახლა კეიტის გამო კამათი არ მინდა. სიამოვნებისგან
თვალებს ვხუჭავ და კრისტიანს ამჯერად მასაჟის ჩემს მარჯვენა ფეხზე გაგრძელების
საშუალებას ვაძლევ.
უზარმაზარ სარკეში, რომელშიც თავიდან ფეხებამდე მთელი სიმაღლით ვჩანვარ,
გაოგნებული ვიყურები და იმ სექსუალურში, რომელსაც ვხედავ, საკუთარ თავს ვერ
ვცნობ. კეიტმა დღეს ჩემი ვარცხნილობისა და მაკიაჟის კეთებისას ყოველგვარ
მოლოდინს გადააჭარბა. გასწორებული და მოცულობამიცემული თმა მხრებზე
ლამაზად მეფინება, შავი კონტურითა და მუქი ჩრდილებით დახატული თვალები
მზერას ვნებიან და მაცდურად მიბნედილ გამომეტყველებას აძლევს, ტუჩები კი კაშკაშა
წითლად მიბზინავს. ძალიან სექსუალურად გამოვიყურები... ფეხები ძალიან გრძელი
მიჩანს, ნუ, რა თქმა უნდა, ეს უფრო „მანოლო ბლანიკის“ ამ უზარმაზარქუსლიანი
ფეხსაცმლის დამსახურებაა და კიდევ ამ უხამსად მოკლე კაბის... ისე, კარგი იქნებოდა
კრისტიანის თანხმობაც მიმეღო, თორემ რატომღაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ასეთი
გაშიშვლება სულაც არ მოეწონება. ერთმანეთისთვის მიცემული პირობისა და ჩვენი
გულითადი შეთანხმების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ
აუცილებლად ჯერ კრისტიანს უნდა ვკითხო და ხელში „ბლეკბერის“ ვიღებ.

From: ანასტასია გრეი


Subject: ამ კაბაში უკანალი მეტისმეტად დიდი ხომ არ მიჩანს?
Date: 27 აგვისტო, 2011; 18:53
To: კრისტიან გრეი
მისტერ გრეი, მჭირდება თქვენი კრიტიკული რჩევა.
თქვენი მისის გ. x

From: კრისტიან გრეი


Subject: აღფრთოვანებას ვერ ვმალავ
Date: 27 აგვისტო, 2011; 18:55
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი, თითქმის ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ არა, მაგრამ იოტისოდენა
ეჭვიც რომ არ დარჩეს, ჯობია თავად გეახლოთ და თქვენი უკანალი უფრო ახლოდან
შევამოწმო.
მოუთმენლობით ანთებული,
თქვენი, მისტერ გ. x
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი და შეთავსებით

უკანალების ინსპექტორი
ჯერ ისევ მის იმეილს ვკითხულობ, როცა საძინებლის კარი იღება და ზღურბლზე
გაოგნებისგან პირდაღებული და თვალებდამრგვალებული კრისტიანი შეშდება.
ჯანდაბა... ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ეს გაოგნება აღფრთოვანებისაა თუ თავზარდაცემის.
– რას ფიქრობ? – ვეკითხები ჩურჩულით.
– ანა, შენ... ოჰ... ისე გამოიყურები, რომ...
– მოგწონს?
– მგონი... კი. – მპასუხობს ჩავარდნილი ხმით.
ის ოთახში შემოდის და კარს ნელა ხურავს. ტანზე შავი ჯინსი, თეთრი პერანგი და შავი
პიჯაკი აცვია. არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის აუჩქარებლად მიახლოვდება,
მაგრამ, როგორც კი ჩემ წინ ჩერდება, ხელებს მხრებზე მაწყობს და პირით ისევ
სარკისკენ მაბრუნებს, თვითონ კი უკნიდან მიდგება. სარკეში მზერა მის თვალებზე
გადამაქვს, მაგრამ, ეტყობა, ახლა უკვე ჩემი შიშველი ზურგით მოხიბლული, ქვევით
იხედება, ხელს სწევს, თითით კისერზე ნაზად მეხება და ხერხემლის გასწვრივ შიშველ
ზურგზე აუჩქარებლად ასრიალებს, ბოლოს კი წელთან, იმ ადგილასაჩერებს, სადაც
შიშველი კანი მთავრდება და ვერცხლისფერი კაბის ქსოვილი იწყება.
– ძალიან მოხდილია... – ამბობს ბუტბუტით.
ხელი კიდევ უფრო ქვევით, ჩემი უკანალისკენ, მერე კი შიშველი ბარძაყისკენ ჩააქვს.
უცებ ხელს აჩერებს და წამით თავს ასწორებს. სარკეში სიმხურვალით ალაპლაპებული
მისი ნაცრისფერი თვალების მზერა ჩემს ცისფერს ხვდება და ხელი ისევ უკან, ზევით,
უკანალს ოდნავ ჩამოცილებული კაბის კიდემდე ამოაქვს.
მისი გრძელი და მაცდური თითების ჰაეროვან და რბილ მოძრაობასა და კვალად
დატოვებული ოდნავი ჩხვლეტის თავბრუდამხვევ შეგრძნებას მივყვები და უნებურად
პირი მეღება.
– რა ახლოსაა... – ჩურჩულებს ის. თითით კაბის ბოლოს ეხება და ზემოთ ამოაქვს, –
აქედან, აქამდე...
სუნთქვა მეკვრება. მისი თითი ბიკინის ზემოდან მეხება, მტანჯველი აუჩქარებლობით
მეფერება და მაგიჟებს...
– გინდა თქვა, რომ?.. – ვეკითხები ჩურჩულით.
– მინდა ვთქვა, რომ აქედან... ძალიან ახლოა, – თითებს ისევ მაქმანის ზემოდან
ასრიალებს და უცებ ერთს ბიკინის ქვეშ, ჩემს უკვე ერთიანად სველ ბაგეებთან აცურებს,
– აქამდე. და... აქამდე. – თითი საშოში შემდის...
სუნთქვა მიხშირდება და მკერდიდან ხმადაბალი კრუტუნივით კვნესა მწყდება.
– ეს ჩემია, – ჩურჩულებს ის ზედ ჩემს ყურთან, თვალებს ხუჭავს და თითით
აუჩქარებლად შიგნით და გარეთ მოძრაობას აგრძელებს. – და არ მინდა, რომ ის ჩემ
გარდა სხვამაც დაინახოს.
სუნთქვა უკვე საბოლოოდ მერევა და მისი თითის მოძრაობას ჰყვება. სარკეში ამის
ყურება საშინლად ეროტიკულია...
– ასე რომ, ჭკვიანად მოიქეცი... უბრალოდ, არ დაიხარო და ყველაფერი კარგად იქნება.
– უფლებას მაძლევ, რომ მეცვას? – ვეკითხები ხმაჩახრინწული.
– ყოველ შემთხვევაში, არც აკრძალვას ვაპირებ. ამ კაბაში ფანტასტიკურად
გამოიყურები, ანასტასია. – მეუბნება კრისტიანი. მოულოდნელად და მკვეთრად თითს
მაშორებს და მეტის მოლოდინში უკვე ერთიანად აცახცახებულს მტოვებს, მერე გარს
მივლის და ჩემ პირდაპირ ჩერდება... ხელს სწევს, ჯერ ისევ სველ თითს ქვედა ტუჩზე
მადებს და მეც ინსტინქტურად თითზე ვკოცნი, კრისტიანი ავხორცად იღიმება, თითი
თავისი ტუჩებისკენ მიაქვს და პირში იდებს, სიამოვნებით თვალებს ხუჭავს, ჩემი გემო
მოსწონს... ძალიან მოსწონს.
ერთიანად ვწითლდები... ნუთუ ამას ვერასოდეს შევეჩვევი? როგორ ახერხებს, რომ
შეხებისთანავე ასე მაგიჟებს და გონებას მირევს?
– წამოდი, – მეუბნება უცებ და ხელზე ხელს მტაცებს. მინდა ვუთხრა, რომ ისედაც
ვაპირებდი, მაგრამ გუშინ თამაშების ოთახში მომხდარის მერე თავს ვიკავებ და
უსიტყვოდ ვემორჩილები.
ქალაქის ყველაზე ფეშენებელურ რესტორანში დესერტს ველოდებით. აქამდე
ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. მია მთელი საღამოს განმავლობაში არ გაჩერებულა,
ახლა კი, როგორც იქნა, ჩუმად ზის და კრისტიანთან მოსაუბრე იტანის ყოველ სიტყვას
იჭერს. მია იტანისადმი აშკარად სრულიად არაორაზროვან ინტერესს ავლენს, იტანი
კი...
თუმცა რთული სათქმელია. ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, უბრალოდ მეგობრები
არიან, თუ მათ შორის რაღაც უფრო მნიშვნელოვანიც ხდება. კრისტიანს თავი სრულიად
თავისუფლად უჭირავს და იტანთან სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობს. თევზაობამ ისინი
ერთმანეთს აშკარად დააახლოვა. თუმცა ძირითადად მაინც ფსიქოლოგიის საკითხებზე
მსჯელობენ, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, კრისტიანი ბევრად უფრო
კომპეტენტურად მსჯელობს. მათ საუბარს ზედაპირულად ვუსმენ და ჩემთვის
მეცინება, თუმცა გულში ნაღვლიანად იმასაც აღვნიშნავ, რომ მთელი ეს ცოდნა
კრისტიანს უამრავ ფსიქოთერაპევტთან ურთიერთობის პირადი გამოცდილებიდან აქვს
შეძენილი.
„ჩემთვის საუკეთესო თერაპია შენ ხარ“, – მიტივტივდება თავში ექოსავით სექსის
დროს ჩურჩულით წარმოთქმული მისი სიტყვები. ნუთუ ეს სიმართლეა? ოჰ, კრისტიან,
იმედი მაქვს, რომ ასეა...
მზერა კეიტზე გადამაქვს. დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუმცა კეიტი ხომ
ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, ამაში ახალი არაფერია. ყველაზე
ნაკლებად დღეს კეიტი და ელიოტი ერთობიან. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ელიოტი
დაძაბულია და ნერვიულობს, ძალიან ხმამაღლა ხუმრობს და ხელოვნურად იცინის.
ვითომ იჩხუბეს? როგორ მინდა გავიგო, ასე რა აფორიაქებს, ვითომ ის ქალი? იმ
აზრისგან, რომ ელიოტმა შეიძლება ჩემს საუკეთესო მეგობარს გული ატკინოს, სული
მეხუთება. მზერა გაუცნობიერებლად შემოსასვლელისკენ გადამაქვს და ჯიას
რესტორანში შემოსვლას თითქმის ველოდები კიდეც. ლამის თვალწინ მიდგება როგორ
მოიზლაზნება უდარდელი გამომეტყველებითა და უკანალის ქნევით ჩვენი მაგიდისკენ.
გონება აშკარად ბოროტად მეხუმრება, როგორც ჩანს, ალკოჰოლი ზედმეტი მომივიდა
და თავის ტკივილი მეწყება. უცებ ელიოტი ისე სწრაფად დგება, ისე მკვეთრად და
ხრჭიალით სწევს სკამს, რომ ყველას ენა უვარდება და მას აჩერდება. ის წამით ჩერდება,
კეიტს უსიტყვოდ შეჰყურებს, მერე კი უცებ მის წინ ცალ მუხლზე დგება.
ღმერთო!..
ელიოტი კეიტს ფრთხილად ხელზე ხელს ჰკიდებს... წამის უსწრაფესად მთელი
რესტორანი აბსოლუტურ მდუმარებაში იძირება. გარშემო ყველა თავს ანებებს ჭამას,
ლაპარაკს და სიარულს და ჩვენს მაგიდასთან უცნაურ სცენას აჩერდება.
– კეიტ, ჩემო ულამაზესო... მე შენ მიყვარხარ. შენ ამქვეყნად ყველაზე დახვეწილი,
ლამაზი, ცეცხლოვანი სულის ადამიანი ხარ. ჩემი გული შენ გეკუთვნის, კეიტ... და
მინდა, ცხოვრება შენ გვერდით გავატარო. გთხოვ, ცოლად გამომყევი.
ღმერთო ჩემო!

თავი მეთოთხმეტე
მთელი რესტორნის ყურადღება კეიტისა და ელიოტისკენ არის მიპყრობილი, ყველა
სუნთქვაშეკრული იცდის და ეს ლოდინი აუტანელია. ჩამოწოლილი მდუმარება
მკვრივი რეზინის ლენტივით იწელება, ატმოსფეროს ძაბავს და ყოველწუთიერად სულ
უფრო და უფრო მძიმე მოლოდინით, მაგრამ იმავდროულად იმედითაც მუხტავს. კეიტი
მის წინ ცალ მუხლზე დაშვებულ ელიოტს გაქვავებული და არაფრის მთქმელი
გამომეტყველებით უყურებს, მაშინ, როდესაც ელიოტის თვალებგაფართოებული მზერა
მტანჯველი მოლოდინითა და მუდარით არის აღსავსე... შიშითაც კი! ღმერთო ჩემო...
ოჰ, კეიტ, ნუღარ აწამებ, გთხოვ... ჯანდაბა, ჯობდა ელიოტს ეს ყველაფერი ასე, ყველას
თვალწინ არ გაეკეთებინა.
კეიტს ლოყაზე ერთი ცრემლი უგორდება, თუმცა გამომეტყველება ჯერ ისევ
გაქვავებული და არაფრის მთქმელი აქვს. ღმერთო! კეიტი ტირის?! მაგრამ წამის მერე
ტუჩები ნელი, გაოგნებული და ლამის ნირვანისეული ბედნიერი ღიმილით ეპობა.
– თანახმა ვარ, – ჩურჩულებს ის ამოკვნესით და ეს ათრთოლებული და ნაზი თანხმობა
კეიტისთვის სრულიად არადამახასიათებელი და რაღაც ახალია.
წამიერი პაუზა, მერე მთელ რესტორანს კოლექტიური შვებით ამოსუნთქვის ტალღა
უვლის და სივრცე ერთიანად გამაყრუებელი ხმაურით ივსება. სპონტანური ტაში,
გამამხნევებელი წამოძახილები, სტვენა, სიხარულის ყვირილი... უცებ ვხვდები, რომ
ისე, ვერც შევნიშნე, ვტირი, ლოყებზე ცრემლები ჩამომდის და სახიდან იდეალურ
მაკიაჟს მირეცხავს.
მაგრამ საკუთარ პატარა სამყაროში განცალკევებული წყვილი გარშემო ვერავის და
ვეღარაფერს ამჩნევს. ელიოტი ჯიბიდან პატარა ყუთს იღებს, ხსნის და ოდნავ
აკანკალებული ხელით კეიტს უწვდის. ბეჭედი, რამდენადაც ვარჩევ, ექსკლუზიური და
ძალიან ლამაზია, მაგრამ ახლოდან უნდა ვნახო, კარგად ვერ ვხედავ. ამ ბეჭდის გამო
შეხვდა ელიოტი ჯიას? ჯია ბეჭდის ამორჩევაში დაეხმარა? ჯანდაბა! ღმერთო, რა
კარგია, რომ კეიტს არაფერი ვუთხარი!
კეიტს ბეჭდიდან მზერა ისევ ელიოტზე გადააქვს და კისერზე ორივე ხელით ეხვევა.
ერთმანეთს კოცნიან, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ უმანკოდ და რესტორანი
კიდევ უფრო გაძლიერებული, გამაყრუებელი ხმაურით ფეთქდება. ელიოტი ფეხზე
დგება და მხარდაჭერისთვის მადლიერებას საოცრად გრაციოზული თავის დაკვრით
გამოხატავს, მერე ფართო, თვითკმაყოფილი ღიმილით იღიმება და სკამზე ჯდება. მათ
თვალს ვერ ვწყვეტ. ელიოტი კოლოფიდან ბეჭედს იღებს, კეიტს თითზე ფრთხილად
აცმევს და ისინი ისევ ერთმანეთს ეხვევიან.
კრისტიანი ჩემს ხელებში მოქცეულ ხელს ოდნავ ანძრევს, მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ,
რომ აღელვებისგან თურმე ორივე ხელს ვუჭერდი და ხელებს დარცხვენილი ვუშვებ. ის
მტევანს იბერტყავს და თუმცა კი მზერაში მხიარული სხივით, ტუჩები ტკივილის
გამომხატველ „O“დ უმრგვალდება.
– მაპატიე. იცოდი? – ვეკითხები ჩურჩულით.
კრისტიანი იღიმება და ვხვდები, რომ იცოდა. ჯერ ისევ გაღიმებული, ის ხელს სწევს
და ოფიციანტს იხმობს.
– ორი ათას ორი წლის მოსავლის ორი ბოთლი „კრისტალი“ მოგვიტანეთ, თუ
შეიძლება.
მე მეცინება.
– რა იყო? – მეკითხება ინტერესით.
– ორი ათას ორში, ორი ათას სამზე უკეთესი მოსავალი იყო, არა? – მისსავე სიტყვებს
ვიმეორებ ირონიული ტონით.
კრისტიანი იცინის.
– მათთვის, ვისაც გემოს გარჩევა შეუძლია, კი, რა თქმა უნდა.
– თქვენ კი ნამდვილი გურმანი ხართ, მისტერ გრეი. – ვპასუხობ კეკლუცი ღიმილით.
– რაც მართალია, მართალია. – კრისტიანი ჩემკენ იხრება. – და როგორც ნამდვილმა
გურმანმა, მინდა გითხრა, რომ შენ ყველაზე გემრიელი ხარ, ანასტასია. – მეუბნება
ჩურჩულით და ყურს უკან, მგრძნობიარე წერტილში მკოცნის. ხერხემლის გასწვრივ
მაშინვე სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ერთიანად ვწითლდები და მის მიერ სულ
რამდენიმე საათის წინანდელი ჩემი კაბის აშკარა ნაკლოვანებების დემონსტრირება
მახსენდება. ჩვენი მაგიდის გარშემო მსხდომთაგან კეიტისა და ელიოტის მისალოცად
სკამიდან პირველი მია ხტება, მიას მერე კი ბედნიერ წყვილს რიგრიგობით ყველა
ვულოცავთ. კეიტს ორივე ხელით ვეხვევი და მაგრად ვეხუტები.
– ხედავ? ეტყობა, ამის გამო ნერვიულობდა, – ვეუბნები ჩურჩულით ყურში.
– ოჰ, ანა! – კეიტი თან იცინის, თან ტირის.
– კეიტ, უზომოდ მიხარია, გილოცავ!
ჩემ უკან კრისტიანი დგას. ის ელიოტს ჯერ ხელს ართმევს, მაგრამ წამის მერე, როგორც
ჩემ, ისე ელიოტის გასაკვირადაც, ჩამორთმეული ხელით ძმას თავისკენ ეწევა და
მაგრად ეხვევა. მე კი მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობით ვარჩევ, რას ეუბნება.
– ყოჩაღ, ლელიოტ! – დაბნეული და გულაჩუყებული ელიოტი ხმას ვერ იღებს, მაგრამ
სახე კიდევ უფრო უნათდება და ძმასთან ჩახვეული ბეჭზე ხელს უტყაპუნებს.
ლელიოტი?
– გმადლობ, კრისტიან. – ჯერ ისევ შოკში ბუტბუტებს ის.
კრისტიანი ელიოტის შემდეგ კეიტს ეხვევა, მაგრამ ძალიან მოუხერხებლად, ლამის
გაშლილი ხელის სიშორიდან. ვიცი, რომ კრისტიანს კეიტისადმი უკეთეს შემთხვევაში
ჯერ ისევ მხოლოდ მომთმენი დამოკიდებულება აქვს, დროის ძირითად ნაწილში კი
გაორებული, მაგრამ ასე თუ ისე, ეს მაინც პროგრესია. კრისტიანი კეიტს ხელს უშვებს და
ჩვენკენ ოდნავ იხრება.
– იმედი მაქვს, შენც ისეთივე ბედნიერი იქნები, როგორიც მე ვარ ანასთან.
– გმადლობ, კრისტიან... იმედი მაქვს. – თბილი და ბედნიერი ღიმილით პასუხობს
კეიტი.
მაგიდასთან ლანგარზე შამპანურის ბოთლებით ოფიციანტი ბრუნდება და ბოთლებს
ხაზგასმული ბათქაბუთქით და ზარზეიმით ხსნის.
კრისტიანი შამპანურის ფუჟერს იღებს და სადღეგრძელოს სათქმელად სწევს.
– კეიტს და ჩემს ძვირფას ძმას, ელიოტს გაუმარჯოთ. გილოცავთ!
ყველა კეიტისა და ელიოტის სადღეგრძელოს ვსვამთ. ჰმ, „კრისტალი“ მართლაც
არაჩვეულებრივია და უცებ კრისტიანის კლუბში ამ შამპანურის პირველად
დაგემოვნება და კლუბიდან გამოსვლის შემდეგ პირველ სართულამდე ლიფტით ჩვენი
ეროტიკულ ექსტრემალური მგზავრობა მახსენდება.
როგორც ჩანს, გამომეტყველება მყიდის, რომ სხვაგან დავფრინავ და კრისტიანი
კოპებშეკრული და კითხვით სავსე მზერით მაჩერდება.
– რაზე ფიქრობ? – მეკითხება ხმადაბლა.
– იმ საღამოზე, როდესაც „კრისტალი“ პირველად გავსინჯე.
ეტყობა, ვერ იხსენებს, რადგან გამომეტყველება კიდევ უფრო დაინტერესებული
უხდება.
– შენს კლუბში ვიყავით. – ვახსენებ მე.
კრისტიანს ტუჩები ირონიული ჩაცინებით ეპობა.
– ა, ჰო, მახსოვს, მახსოვს... – იღიმება კმაყოფილი სახით და თვალს მიკრავს.
– ელიოტ, ქორწილი როდის იქნება? – ჭყიპინებს მია.
ელიოტი დისკენ გაღიზიანებული მზერით იხედება
– მია, კეიტს ხელი ამწუთას ვთხოვე, ქორწილის დღეზე მოლაპარაკება როდის უნდა
მოგვესწრო?
– უი, მოდი, საშობაოდ დანიშნეთ. რა რომანტიკული იქნება, არა? თანაც თარიღიც არ
დაგავიწყდებათ. – აღფრთოვანებით თვალებანთებული ტაშს უკრავს მია.
– კარგი, გავითვალისწინებთ, – ირონიული ჩაცინებით პასუხობს ელიოტი.
– შამპანურს რომ დავლევთ, კლუბში წავიდეთ, რა?.. – ახლა უკვე კრისტიანისკენ
აბრუნებს თავს მია და თავისი დიდი და თაფლისფერი თვალების ყველაზე ბავშვურად
მახვეწარი მზერით აჩერდება.
– მგონი, კლუბში წასვლა უნდათ თუ არა, პირველ რიგში ელიოტსა და კეიტს უნდა
ვკითხოთ.
უკლებლივ ყველა კეიტისა და ელიოტისკენ ვბრუნდებით და იმედით შევცქერით.
ელიოტი გაურკვევლად იჩეჩს მხრებს, კეიტი კი ერთიანად წითლდება. ამწუთას თავისი
საქმროს მიმართ მისი გრძნობიერი ლტოლვა ისეთი თვალნათელია, რომ, კეიტის
შემხედვარე, ოთხასდოლარიან შამპანურს კინაღამ მაგიდაზე ვღვრი.
„ზაქსი“ ასპენში ყველაზე მდიდრული და მაგარი კლუბია, ყოველ შემთხვევაში, მიას
ასე მიაჩნია. კრისტიანი წელზე ხელს მხვევს და რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანის
გვერდის ავლით პირდაპირ კლუბში შესასვლელი კარისკენ მივყავარ. შიგნით
ყოველგვარი კითხვების გარეშე, მაშინვე გვიშვებენ და, სამაგიეროდ, მე მიჩნდება
კითხვა, ამ კლუბის მეპატრონეც კრისტიანი ხომ არ არის?.. საათზე ვიხედები –
თორმეტის ნახევარია, მე კი უკვე ოდნავ თავბრუ მესხმის. შამპანურის ორმა და ვახშმის
დროს ღვინის რამდენიმე ფუჟერმა მოქმედება დაიწყო და, შეიძლება ითქვას, ძალიანაც
მადლიერი ვარ, რომ კრისტიანის წელზე შემოხვეული ხელი წონასწორობის დაცვის
საშუალებას მაძლევს.
– საღამო მშვიდობისა, მისტერ გრეი. – ამბობს ძალიან მიმზიდველი და გრძელფეხება,
მოკლე და მოტკეცილ შავი ატლასის შარვალსა და ყელთან წითელი პეპელა ჰალტუხით
დამშვენებულ, ასეთივე უმკლავებო ბლუზაში გამოწყობილი ქერათმიანი გოგონა და
თავისივე პეპელა ჰალტუხის მსგავსი, კაშკაშა წითელი პომადაწასმული ტუჩები ეპობა
და ნამდვილ ამერიკულ, ქათქათა, თვალისმომჭრელ კბილებს აჩენს. – მაქსი პალტოს
გამოგართმევთ, მემ.
ერთიანად შავი ფერის, თუმცა კი საბედნიეროდ არა ატლასის ტანსაცმელში
გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი მუქი თვალებითა და კეთილგანწყობილი მზერით
გულღიად მიღიმის და პალტოს გამორთმევას მთავაზობს. ჩვენი კომპანიიდან მე
ერთადერთი ვარ, ვისაც პალტო აცვია, ჩემი კაბის სიმოკლის დასაფარად კრისტიანმა
დაიჟინა, რომ ის მიასთვის გამომერთმია, ამიტომ მაქსს მხოლოდ ჩემი მომსახურება
უხდება.
– ლამაზი პალტოა. – მეუბნება მაქსი და დაჟინებით მაჩერდება.
ჩემ გვერდით მდგარ კრისტიანს მრისხანებისგან თმა პირდაპირი მნიშვნელობით
ლამის ყალყზე უდგება და მაქსს გამანადგურებელი მზერით ადგილზე აქვავებს. ის
საშინლად წითლდება და კრისტიანს საკიდის ნომერს უწვდის ნაჩქარევად.
– ნება მიბოძეთ, მაგიდამდე მიგაცილოთ. – წარმოთქვამს მის ატლასის სექსუალური
შარვალი, გრძელ წამწამებს აფახურებს, თავის მოხდენილი აქნევით ქერა დალალებს
მხარს უკან იყრის და თეძოს გრაციოზული ქნევით ჰოლის გავლით წინ მიგვიძღვის.
კრისტიანს თითებზე ხელს ოდნავ ვუჭერ, ის წამიერი კითხვით სავსე მზერით თავს
ჩემკენ აბრუნებს და ირონიული ჩაცინებით მიღიმის. ყველანი მის ატლასის მოტკეცილ
შარვალს მივყვებით.
კლუბში სუსტი განათებაა, კედლები შავია, რბილი ავეჯი კი მუქი წითელი. ორი
კედლის გასწვრივ მომცრო კაბინებია განლაგებული, შუაში კი ლათინური „უ“-ს
ფორმის დიდი ბარია. ასპენში ახლა დასვენების სეზონი არ არის, მაგრამ კლუბში
ხალხმრავლობაა, თუმცა არც ძალიან, როგორც ვხვდები, დღეს აქ უმეტესად შაბათ
საღამოს დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და გასართობად ასპენის
მდიდარიმცხოვრებლები არიან თავმოყრილი. დრესკოდი საკმაოდ თავისუფალია და
დღეს პირველად თავს მეტისმეტად საზეიმოდ ჩაცმულად, თუ... პირიქით, გახდილად
ვგრძნობ. ჰმ, დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ, მგონი, უფრო გახდილად... იატაკი და
კედლები ბარის უკან საცეკვაო მოედნიდან გრუხუნა მუსიკისგან ვიბრირებს,
სხვადასხვა წერტილიდან გამოსხივებული კლუბური განათების შუქი საცეკვაო
მოედანზე ხტუნავს, ტრიალებს და ციმციმებს. ოდნავ შემთვრალს უცებ ზანტი აზრი
მომდის, რომ ეს ყველაფერი ეპილეფსიურ კოშმარს უფრო ჩამოჰგავს. ატლასის
მოტკეცილი შარვალი ზუსტად ბარის გვერდზე, საცეკვაო მოედანთან ყველაზე
ახლომდებარე კუთხის კაბინამდე გვაცილებს. შემოწმებაც არ ღირს, თავისთავად
ცხადია, რომ ამ კლუბში საუკეთესო ადგილია.
– ახლავე ვინმე მოვა და თქვენს შეკვეთას მიიღებს. – გვეუბნება ის, სრული
მეგავატიანი ღიმილით იღიმება, ჩემს ქმარს წამწამებს კეკლუცად კიდევ ერთხელ
უფახურებს და ისევ იქით მინარნარებს, საიდანაც მოგვაცილა. მია ადგილზე ცქმუტვას
იწყებს. ერთი სული აქვს, საცეკვაო მოედანზე გახტეს და იტანსაც მეტი გზა არ რჩება,
კეთილშობილი ჯენლტმენის მოვალეობას კისრულობს.
– რას დალევთ, შამპანური შევუკვეთო? – ეკითხება კრისტიანი უკვე საცეკვაო
მოედნისკენ მიმავალ ხელჩაკიდებულ მიას და იტანს. იტანი არჩევანის მოწონების
ნიშნად ორივე ხელის ცერა თითებს სწევს, მია კი ენთუზიაზმით თავს უქნევს. კეიტი და
ელიოტი ხავერდის რბილ დივანზე ხელიხელჩაკიდებულები სხდებიან. ორივეს
ბედნიერი გამომეტყველება აქვს და სახეებზე ბროლის პატარა სადგარებში არეკლილი,
დაბალ მაგიდაზე დაწყობილი სანთლების რბილი შუქის ათინათები დასთამაშებთ.
კრისტიანი ჟესტით მანიშნებს, რომ დავჯდე და მეც რბილ დივანზე, კეიტის გვერდით
ვიკალათებ. კრისტიანი ჩემ გვერდით ჯდება და დარბაზს დაკვირვებულ მზერას
ავლებს.
– შენი ბეჭედი მაჩვენე. – ლამის ყვირილით ვეუბნები კეიტს, რომ მუსიკის გრუხუნი
გადავფარო. ჰმ, ვიდრე აქედან წავალთ, ნამდვილად ხმა ჩამიწყდება. კეიტს სახე კიდევ
უფრო მეტად ებადრება და ბეჭდის საჩვენებლად ხელს მიწვდის. დახვეწილ ბუდეში
ჩასმულ ერთ დიდ სოლიტერს ორ მხარეს თითო-თითო პატარა ბრილიანტი აქვს
დასკუპული. ვიქტორიანული რეტროს სტილს ჰგავს.
– რა ლამაზია!
კეიტი აღფრთოვანებული გამომეტყველებით თავს მიქნევს და ელიოტს ფეხზე ხელს
ადებს, ის კი იხრება და კოცნის.
– არ ჯობდა, საწოლი გეპოვათ?! – ვყვირი ისევ და ვუცინი.
ელიოტი ირონიული ჩაცინებით მპასუხობს.
შეკვეთის მისაღებად ჩვენს მაგიდას მოკლედ შეჭრილი მუქი თმითა და ცელქი,
ბავშვური ღიმილით სახეგანათებული, როგორც ჩანს, აქაურ უნიფორმაში, ანუ, უკვე
ნაცნობ ატლასის სექსუალურ შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა
უახლოვდება.
– რას დალევთ? – გვეკითხება კრისტიანი.
– იმედი მაქვს, ამის გადახდასაც შენ არ აპირებ, – ბუზღუნებს ელიოტი.
– ელიოტ, კარგი, რა! თავიდან ნუ იწყებ. – რბილი ტონით აჩუმებს ძმას კრისტიანი.
კეიტის, ელიოტისა და იტანის წინააღმდეგობის მიუხედავად რესტორანში ვახშმის
საფასური კრისტიანმა გადაიხადა. უბრალოდ ყველას ხელი აუქნია და არც ერთის
პროტესტის მოსმენაც კი არ ისურვა. ჩემს ქმარს ალერსითა და სიყვარულით შევყურებ.
ჩემი ორმოცდაათი ელფერი... ყველგან და ყველაფრის კონტროლს რომ ცდილობს.
ელიოტი რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხვდება, რომ ლაპარაკს
აზრი არა აქვს და ისევ ხურავს.
– მე ლუდს დავლევ. – ამბობს ბოლოს.
– კეიტ? – ეკითხება კრისტიანი.
– ისევ შამპანურს, თუ შეიძლება... „კრისტალი“ არაჩვეულებრივი იყო. იტანს კი,
დარწმუნებული ვარ, ლუდი ურჩევნია.
ის კრისტიანს ალერსიანად, სწორედაც, რომ ალერსიანად უღიმის. კეიტს, რასაც ჰქვია,
ბედნიერებისგან სახე უბრწყინავს და მე ამ, მისგან გამოსხივებულ ბედნიერებას ლამის
ფიზიკურად შევიგრძნობ... ჰმ, რა სასიამოვნოა, როდესაც საუკეთესო მეგობრის
სიხარულს ასე ცხადად აღიქვამ და მისი ბედნიერების სხივებით თბები.
– ანა?
– შამპანური, თუ შეიძლება.
– ერთი ბოთლი „კრისტალი“, სამი „პერონი“, ერთი ჩაციებული მინერალური წყალი და
ექვსი ფუჟერი. – ეუბნება ოფიციანტს თავისი ჩვეული მბრძანებლური და მკაცრი
ტონით კრისტიანი.
ჰმ... და ეს ძალიან სექსუალურია.
– გმადლობთ, სერ. ახლავე მოვიტან. – მის ატლასის მოტკეცილი შარვალი ნომერი
მეორე ჩემს ქმარს ალერსიანი ღიმილით უღიმის და თუმცა კი წამწამებს არ აფახურებს,
ლოყები ოდნავ, მაგრამ მაინც ეფაკლება.
თავს შეუპოვრად ვაქნევ, ის ჩემია გოგონი!..
– რა იყო? – მეკითხება კრისტიანი.
– წამწამები არ აგიფახურა. – ვიცინი ირონიულად.
– რა, უნდა აეფახურებინა? – ინტერესდება ის აშკარად გამხიარულებული ტონით.
– როგორც წესი, ყველა აფახურებს. – ვპასუხობ მწარე ირონიით.
კრისტიანი იღიმება.
– მისის გრეი, ნუთუ ეჭვიანობთ?
– სრულებითაც არა. – უკმაყოფილოდ ვპრუწავ ტუჩებს და სწორედ ამწამს
ვაცნობიერებ, რომ ნელნელა ჩემს ქმარს შეჩერებული ქალების ხარბ მზერებს ვეჩვევი.
თითქმის ვეჩვევი. კრისტიანი ხელზე ხელს მკიდებს დამოხრილ თითებზე ნაზად
მკოცნის.
– მერწმუნეთ, ეჭვიანობის არავითარი მიზეზი არა გაქვთ, მისის გრეი. – მეუბნება ის
ჩურჩულით ჩემკენ დახრილი და მისი სუნთქვა ყურზე მელამუნება.
– ვიცი.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი.
მაგიდასთან ოფიციანტი გოგო ბრუნდება და უკვე წუთის შემდეგ ისევ შამპანურის
წრუპვას ვიწყებ.
– აი, გამომართვი. – კრისტიანი მინერალური წყლით სავსე ჭიქას მაწვდის. – ეს დალიე.
კოპებშეკრული თავს მისკენ ვაბრუნებ და მის მოუთმენელ ოხვრას უფრო ვხედავ,
ვიდრე მესმის.
– ვახშამზე ორი ფუჟერი თეთრი ღვინო, ორი შამპანური და ეს, მარწყვის დაიკირისა და
ლანჩზე ორი ფუჟერი ფრასკატის მერე. დროზე. დალიე, ანა. კოქტეილის ამბავი
საიდანღა გაიგო? გაბრაზებული სახით კოპებს კიდევ უფრო მრისხანედ ვკრავ... თუმცა,
კაცმა რომ თქვას, მართალია, ჰმ, კარგი... ჭიქას ვართმევ და იმის გამო, რომ
რაღაცრაღაცებზე ისევ პატარა ბავშვივით მითითებენ, აღშფოთების გამომხატველი
პოზითა და გამომეტყველებით ერთი მოყუდებით ბოლომდე ვცლი, მერე კი მართლაც,
რომ ჯიუტი ბავშვივით ტუჩებს ხელით ვიწმენდ.
– კარგი გოგო ხარ. – ირონიული ღიმილით მაქებს კრისტიანი. – ანასტასია, უბრალოდ
არ მინდა, რომ ჩემს ფეხებთან გულის არევა ჩვევაში გადაგივიდეს.
– ვერ ვხვდები, რა გაწუწუნებს, შენ ხომ იმ საღამოს შემდეგ ჩემთან დაწექი.
კრისტიანი იღიმება და მზერა უთბება.
– რაც მართალია, მართალია.
მაგიდასთან იტანი და მია ბრუნდებიან.
– იტანს მეტი აღარ შეუძლია, წამოდით გოგოებო, კლასი ვაჩვენოთ, შოკოლადის მუსის
კალორიები დავწვათ და ზედმეტი ცხიმი დავიფერთხოთ.
კეიტი მაშინვე ფეხზე დგება.
– მოდიხარ? – ეკითხება ის ელიოტს.
– მირჩევნია, შენი ყურებით ვისიამოვნო. – პასუხობს ელიოტი და მზერაში ისეთი
გრძნობიერი ნაპერწკალი უკრთება, ერთიანად გაწითლებული, იძულებული ვხდები,
მაშინვე თვალი ავარიდო. მეც ვდგები და კეიტი გულღიად მიღიმის.
– კალორიები უნდა დავწვა, – ვამბობ მე და კრისტიანისკენ ვიხრები.
– შენც შეგიძლია ჩემი ყურებით ისიამოვნო, – ვეუბნები ყურში ჩურჩულით.
– ნუ იხრები, – ღმუის ის.
– კარგი. – სასწრაფოდ ვსწორდები. ოჰო! თავბრუ მეხვევა და კრისტიანის მხარს
ჩაფრენილი რამდენიმე წამს ვიცდი, რომ ჩემ გარშემო ატორტმანებული კედლები და
ჭერი თავთავის ადგილს დაუბრუნდეს.
– არ გინდა, კიდევ ერთი ჭიქა წყალი დალიო? – მის ხმაში აშკარად შეშფოთებული და
გამაფრთხილებელი ინტონაცია ისმის.
– კარგად ვარ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია და დაბალი დივნიდან ავდექი.
კეიტი ხელს მკიდებს, თავს ღრმა ჩასუნთქვით ვიმხნევებ და საკმაოდ გამართული
ნაბიჯით კეიტს და მიას საცეკვაო მოედნისკენ მივყვები.
ყურებში მუსიკა ტექნორიტმის გრუხუნა ბასების თემით პულსირებს. საცეკვაო
მოედანზე ცოტა ხალხია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სივრცე საკმარისად გვაქვს.
ეკლექტიკური მიქსია, ახალგაზრდებიც და ცოტა უფროსებიც, მუსიკის რიტმს
აყოლილი, ერთნაირად მოძრაობენ. სიმართლე ითქვას, საერთოდ ცუდად ვცეკვავ,
სინამდვილეში ცეკვა სულაც კრისტიანის გაცნობის მერე დავიწყე... კეიტი მეხვევა.
– რა ბედნიერი ვარ, ანა! – მუსიკის გრუხუნის გადასაფარად ყვირის ის და ცეკვას
იწყებს. მია თავის სტიქიაშია, ორივეს გვიღიმის და თავაწყვეტილ ცეკვას იწყებს...
საცეკვაო მოედანზე ადგილი აშკარად მეტი სჭირდება. უკან, ჩვენი მაგიდისკენ
ვიხედები და ჩვენი მამაკაცების მზერებს ვხედავ. სხეულს რიტმის პულსაციას ვაყოლებ,
თვალებს ვხუჭავ და მუსიკის შეგრძნებას ვეძლევი.
ვერც კი ვხვდები, რა დროის მერე, მაგრამ, როდესაც თვალებს ვახელ, ვხედავ, რომ
საცეკვაო მოედანი საგრძნობლად შევსებულა. კეიტი, მია და მე იძულებულები
ვხდებით, ერთმანეთთან უფრო ახლოს მივიწიოთ. რაც მთავარია, ჩემდა გასაკვირად,
ვხვდები, რომ ცეკვისგან ნამდვილ სიამოვნებას ვიღებ და უფრო აქტიურად ვიწყებ
მოძრაობას... უფრო თამამად. კეიტი მოწონების ნიშნად ღიმილით ცერა თითებს ზევით
სწევს და მეც სახეგაბადრული ღიმილით ვპასუხობ.
ისევ თვალებს ვხუჭავ. აქამდე ამას რატომ არ ვაკეთებდი? რაც თავი მახსოვს, ცეკვას
კითხვა მერჩივნა. ჯეინ ოსტინის დროს ასეთი მუსიკა არ არსებობდა, თომას ჰარდი კი...
ღმერთო, ის ხომ თავს დამნაშავედ იგრძნობდა, ლამის ცოდვად ჩათვლიდა, რომ თავის
პირველ ცოლთან არ ეცეკვა!.. ამ აზრზე უნებურად ხითხითი მიტყდება. ეს მთლიანად
კრისტიანის დამსახურებაა, ჩემი თავდაჯერება, ის, რომ საკუთარი სხეულის აღარ
მრცხვენია და ასე თავისუფლად მოძრაობას ვახერხებ. მოულოდნელად თეძოებზე მის
ხელებს ვგრძნობ. სიხარულით ვიღიმები. კრისტიანიც ავიყოლიე. თეძოს გრძნობიერად
ვარხევ და მისკენ ვიზნიქები, მას კი ხელები უკანალისკენ ჩააქვს, დუნდულებზე მიჭერს
და ისევ უკან, თეძოებზე აბრუნებს.
თვალებს ვახელ და პირველი, რასაც ვხედავ, მიას გაოგნებული და თავზარდაცემული
სახეა. ჰმ... ნუთუ ასე ცუდად ვცეკვავ? კრისტიანის ხელებს ზემოდან ჩემსას ვაფარებ
და... ჯანდაბა! ხელები ბანჯგვლიანია! ეს კრისტიანი არ არის. სწრაფად ვბრუნდებიდა
თავს ზემოდან ფართო და თვითკმაყოფილი ღრეჭვით პირიდან გადმოყრილი, მგონი
საჭიროზე მეტი კბილით ავხორცად დაჩერებულ უზარმაზარ ქერა ახმახს ვხედავ.
– ხელები გასწიე! – ვღრიალებ გრუხუნა მუსიკის ფონზე აპოკალიფსური
თავზარდაცემითა და სრულიად გაცოფებული.
– კარგი რა, ტკბილო, ჩვენ ხომ უბრალოდ ვერთობით. – ის მაიმუნის ტორებს ვითომ
ჩემს დასამშვიდებლად ზევით სწევს, მაგრამ ისევ იღრიჭება და თვალები
ულტრაიისფერ პულსირებად ნათებაში ბილწად უელავს.
ისე რომ, იმის გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ, რას ვაკეთებ, მთელი ძალით მოქნეულ
ხელს სახეში ვურტყამ.
ოჰ! ჯანდაბა... ხელი... ღმერთო, როგორ მტკივა!
– არ მომეკარო! – ვყვირი ისევ. ის გაწითლებულ ლოყაზე ხელს ივლებს და
თვალებდამრგვალებული გაოგნებული მაჩერდება. მეორე ხელს ვწევ და თითებს
ცხვირწინ ვუფარჩხავ, რომ ბეჭედი დავანახვო.
– გათხოვილი ვარ, იდიოტო!
ის როგორღაც ნელა მხრებს იჩეჩს და გაუბედავად და მორცხვად ცალყბად მიღიმის.
დაძაბული აქეთ-იქით სწრაფად ვიხედები. მია ჩემ მარჯვნივ დგას და ქერა ახმახს
გააფთრებული მზერით ბურღავს. კეიტი ისევ თავდავიწყებით ცეკვავს და გარშემო
ვერაფერს ამჩნევს. კრისტიანი მაგიდასთან არ ზის... ღმერთო, იმედი მაქვს, ტუალეტში
გავიდა და არაფერი დაუნახავს. ნაბიჯით უკან ვიხევ და ახმახისგან მოშორებით,
შედარებით უსაფრთხო ადგილას ვჩერდები, მაგრამ ჯანდაბა! უცებ წელზე კრისტიანი
მხვევს ხელს და თავისკენ მიზიდავს.
– ჩემს ცოლს თავი დაანებე, ნაბიჭვარო, – ამბობს ის, არ ყვირის, მაგრამ მიუხედავად
მუსიკის გრუხუნისა, მისი ხმა სრულიად გარკვევით ისმის.
ოჰ, ღმერთო!
– მაგან პასუხი უშენოდაც გამცა! – ყვირის ქერა ახმახი და, ეტყობა, ჩემი დარტყმისგან
გაწითლებული ლოყის საჩვენებლად სახიდან ხელს იშორებს. იმავწამს ჰაერს იმავე
ლოყისკენ მიმართული კრისტიანის მუშტი აპობს. ამ ყველაფერს თითქოს შენელებულ
კადრში ვუყურებ. მუშტი იდეალური სიზუსტით, პირდაპირ ყბაში ისეთი ძალითა და
სისწრაფით ხვდება ახმახს, რომ ის გონს მოსვლასაც ვერ ასწრებს, ისე ეხეთქება იატაკზე
ნეხვით სავსე ტომარასავით.
ჯანდაბა!
– კრისტიან, არ გინდა! – ვყვირი ერთიანად პანიკური შიშით შეპყრობილი და
რამენაირად რომ გავაჩერო, მის წინ ვდგები. ღმერთო, ასე ხომ შემოაკვდება!.. – მაგან
ჩემგან უკვე მიიღო! – ჩემი კივილი მგონი, მუსიკასაც კი ფარავს. კრისტიანი ზედაც არ
მიყურებს. სამაგიეროდ იატაკზე გაშხლართულ მოწინააღმდეგეს ისეთი გააფთრებული
და ზიზღიანი მზერით მისჩერებია, რომლის მსგავსიც მის თვალებში არასოდეს
დამინახავს, თუმცა არა, ალბათ მხოლოდ ერთხელ, მაშინ, როდესაც კაბის ქვეშ ჯეკ
ჰაიდი მიძვრებოდა.
საცეკვაო მოედანზე შეკრებილი სხვა მოცეკვავეები ტბის ზედაპირზე გადავლილი
ჭავლივით უკან, უსაფრთხო დისტანციაზე იხევენ და ჩვენ გარშემო სივრცეს
ათავისუფლებენ. ქერა ახმახი, როგორც იქნა, ფეხზე ადგომას ახერხებს, სწორედ ამ
დროს საცეკვაო მოედანზე ელიოტიც ჩნდება.
ღმერთო, არა! სასოწარკვეთილი აქეთიქით ვიხედები და ვხედავ, რომ ჩემ გვერდით
კეიტიც დგას და ყველას გაოგნებისგან პირდაღებული გვიყურებს. ელიოტი კრისტიანს
ხელს უჭერს, იმავწამს ჩვენს მამაკაცებს იტანიც უერთდება.
– კარგი, კარგი, დაწყნარდი, შეურაცხყოფის მიყენება არ მინდოდა. – დამარცხების
ნიშნად ხელებს სწევს ქერა ახმახი და საცეკვაო მოედნიდან ნაჩქარევად მიდის.
კრისტიანი გააფთრებულ მზერას აყოლებს, მე ჯერ ისევ ზედაც არ მიყურებს.
ლირიკული სიმღერა „Sexy Bitch“ საცეკვაო ტექნორიტმით იცვლება. ელიოტს წამით
მზერა ჩემზე გადმოაქვს, მერე ისევ კრისტიანზე, ძმას ხელს უშვებს და კეიტთან მიდის,
თავისკენ იზიდავს და ცეკვას იწყებს. ორივე ხელით კრისტიანს კისერზე ვეხვევი და
თვალებში იქამდე ვუყურებ, ვიდრე ჯერ ისევ გაცეცხლებული და ავი მზერა ბოლოს და
ბოლოს ჩემზე გადმოაქვს. აი, ის მოჩხუბარი მოზარდიც. ღმერთო ჩემო...
კრისტიანს გამომეტყველება ნელ-ნელა უმშვიდდება და ყურადღებით მაკვირდება.
– ხომ არაფერი დაგიშავდა? – მეკითხება მაშინვე.
– არა. – სილის გარტყმით ამწვარ ხელისგულს ვისრეს და ორივე ხელს მკერდზე ვადებ.
ხელი მაინც მეწვის და მიფეთქავს. ადრე არავისთვის არასდროს დამირტყამს, ანკი რა
მეტაკა? შეხება ხომ ბოლოს და ბოლოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი
ბოროტმოქმედება არ არის?!
თუმცა გულის სიღრმეში იმ მოზვერზე თავდასხმის მიზეზს მშვენივრადაც
ვაცნობიერებ... უბრალოდ ინსტინქტურად მივხვდი, რომ ვიღაცის ხელის ფათურზე
კრისტიანს საშინელი რეაქცია ექნებოდა, ვიცოდი, რომ ის საკუთარ თავზე კონტროლს
დაკარგავდა... უბრალოდ იმ აზრმა, რომ ვიღაც სულელს შეიძლებოდა ჩემი ქმრისთვის
მოთმინება დაეკარგვინებინა და ამდენად გაებრაზებინა, მეც გამაცოფა... საშინლად
გამაცოფა.
– გინდა დავსხდეთ? – მეკითხება კრისტიანი მუსიკის გრუხუნში.
უბრალოდ, დამიბრუნდი, გთხოვ!
– არა. ჯობია მეცეკვე.
ის როგორც ჩანს, ჯერ ისევ ახმახზე გაღიზიანებული გაყინული გამომეტყველებით
მიყურებს და არაფერს მპასუხობს.
შემეხე... – მღერის ქალის ხმა.
– მეცეკვე. – აშკარად ჯერ ისევ გაბრაზებულია. – მეცეკვე, კრისტიან.გთხოვ. – მე
ხელებზე ვეხები, ის კი ისევ კლუბის სიღრმისკენ, სიბნელეში, გაქცეული ქერა
ახმახისკენ იხედება, მაგრამ მე მოძრაობას მაინც ვიწყებ.
საცეკვაო მოედანი ისევ ხალხით ივსება, მაგრამ ჩვენ ორი ფუტის რადიუსზე არავინ
გვეკარება.
– შენც დაარტყი? – მეკითხება ის, ისე რომ ჯერ ისევ ერთ ადგილას დგას და არ ინძრევა.
– რა თქმა უნდა. თავიდან მეგონა, რომ შენ იყავი, მაგრამ ბანჯგვლიან ხელებზე შევეხე
თუ არა... გთხოვ, მეცეკვე.
კრისტიანი ხმის ამოუღებლად მიყურებს, მაგრამ მის მზერაში მოგიზგიზე გააფთრების
ცეცხლი ნელ-ნელა რაღაც სხვა ელფერს იღებს, თვალები სურვილით უმუქდება და
გამომეტყველება გრძნობიერი უხდება. უცებ მაჯებზე ხელს მავლებს, თავისკენ
მკვეთრად მიზიდავს, ხელებს ზურგს უკან მაწევინებს და მაგრად მიჭერს.
– ცეკვა გინდა? კარგი, მოდი, ვიცეკვოთ. – ცრის ის კბილებიდან ჩემს ყურთან და
წელზე მოხვეული ხელით თეძოზე ისე ძლიერად მიკრავს, რომ მხოლოდ მის მოძრაობას
თუ ავყვები, თორემ თვითნებურად განძრევის საშუალება აღარ მაქვს.
ოჰ... მის მრავალ ნიჭთაგან ცეკვა ნამდვილად ერთ-ერთი პირველია.
არაჩვეულებრივად მოძრაობს... კრისტიანი მაგრად მიჭერს ხელს და სხეულზე
მიკრულს ოდნავაც არ მიშორებს, მაგრამ ნელნელა ჩემს მაჯებზე თითებს ადუნებს და
მეც განძრევის საშუალება მეძლევა, ხელებს მაღლა მკლავებზე, პიჯაკის ქვეშიდან
ამობურცულ ქვასავით მკვრივ კუნთებზე ვუცურებ და მხრებზე ვადებ. კრისტიანი
სხეულზე კიდევ უფრო მაგრად მიკრავს, მე მის მოძრაობებს ვყვები და ორივე
პულსივით მფეთქავ კლუბურ მუსიკას ვეძლევით. მერე უცებ ხელს ისევ მაჯაზე
მავლებს, ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს მატრიალებს და ვხვდები, რომ ჩემი ქმარი
დამიბრუნდა. სიხარულით თვალებანთებული ვუღიმი და ისიც ღიმილით მპასუხობს.
ჩვენ ერთად ვცეკვავთ და ეს არაჩვეულებრივია, ეს ორივეს გვათავისუფლებს და
გვამხიარულებს. გააფთრება და ბრაზი ავიწყდება, ან უბრალოდ მალავს და საცეკვაო
მოედნის ამ ჩვენს პატარა სივრცეში ვირტუოზულად მატრიალებს, მაგრამ ისე რომ,
ხელს წამითაც არ მიშვებს. მის გვერდით გრაციოზულიც ვარ და მოქნილიც, მის
გვერდით სექსუალური ვარ და ეს იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი. კრისტიანის
დამსახურებაა, რომ თავს საყვარელ ქალად ვგრძნობ, სწორედ კრისტიანის, რადგან,
მიუხედავად თავისი ორმოცდაათივე ელფერისა, ის თავის თავში ამოუწურავი, ულევი
სიყვარულის მატარებელია, იმ სიყვარულისა, რომელსაც უშურვებლად მაძლევს. ჩემს
ქმარს შევყურებ... ასეთ მხიარულს, როგორიც ახლაა... ჰმ, იმ წუთებში, როდესაც ის
ასეთია, შეიძლება გეგონოს, რომ ამქვეყნად მასზე უდარდელი ადამიანი არ არსებობს,
მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მისი სიყვარული გადაჭარბებული მზრუნველობითა და
კონტროლის მოთხოვნილებით არის მოწამლული... თუმცა მის მიმართ ჩემს გრძნობას
ამის გამო არაფერი აკლდება.
როდესაც ერთი სიმღერა მეორეს ცვლის, დაღლილობისგან უკვე ქოშინს ვიწყებ.
– არ დავსხდეთ? – ვეკითხები სუნთქვაარეული.
– რა თქმა უნდა. – მპასუხობს კრისტიანი და საცეკვაო მოედნიდან გავყავარ.
– საშინლად გახურებული და სრულიად ოფლიანი ვარ. – ვეუბნები, ვიდრე ჩვენს
მაგიდასთან მივდივართ.
ის თავისკენ მიზიდავს და მიხუტებს.
– მიყვარს, როდესაც ასეთი გახურებული და ოფლიანი ხარ, თუმცა მირჩევნია, ასეთ
დროს მარტო ვიყოთ, – ჩურჩულებს ის ჩემკენ დახრილი და ტუჩის კუთხეები ავხორცი
ღიმილით უთამაშებს.
რბილ დივანზე ვზივარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საცეკვაო მოედანზე
ინციდენტი არც მომხდარა. ცოტა არ იყოს ისიც მიკვირს, რომ არ გაგვყარეს. აქეთიქით
ვიხედები – ყურადღებას არავინ გვაქცევს და ქერა ახმახიც არსად ჩანს, ალბათ წავიდა,
ან იქნებ სულაც ის გააგდეს? საცეკვაო მოედანზე კეიტი და ელიოტი მეტისმეტად
გამომწვევად ცეკვავენ, მია და იტანი უფრო თავშეკავებულები არიან. შამპანურის
ფუჟერს ვიღებ და ისევ წრუპვას ვიწყებ.
– აი. – კრისტიანი ჩემ წინ მაგიდაზე კიდევ ერთ წყლით სავსე ჭიქას დგამს და
დაჟინებით მიყურებს, სახეზე პირდაპირ აწერია: „ამწუთას დალიე“.
კარგი, წინააღმდეგობას არ ვუწევ და ბრძანებას უსიტყვოდ ვასრულებ, მით უმეტეს,
რომ ძალიანაც მწყურია. თვითონ კი პატარა, ყინულით სავსე ვედროდან „პერონის“
იღებს და იყუდებს.
– რა იქნებოდა, აქ რომ პრესა ყოფილიყო? – ვეკითხები უცებ.
კრისტიანი მაშინვე ხვდება, რომ საცეკვაო მოედანზე მას და ქერა ახმახს შორის
მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობ.
– ნუ ნერვიულობ, კარგი ადვოკატები მყავს. – მპასუხობს მშვიდად. ჰმ, თვით
ქედმაღლობის განსახიერებაა.
კოპებშეკრული ვაჩერდები.
– მაგრამ შენ კანონზე მეტი ძალა არ გაქვს, კრისტიან. პრობლემა ხომ უკვე ამოწურული
იყო, სიტუაციას ვაკონტროლებდი.
მზერა ყინულივით ცივი უხდება.
– არავის არა აქვს უფლება, იმას შეეხოს, რაც ჩემია, – ისეთი გამომეტყველებით
თითქოს ცხადზე უცხადესი ჭეშმარიტება არ მესმოდეს და შემაშინებლად
კატეგორიული ხმით მპასუხობს ის.
ოჰ, კრისტიან...შამპანურის მორიგ ყლუპს ვსვამ და უცებ ვხვდები, რომ მეტი აღარ
შემიძლია. მეტისმეტად ხმაურიანი მუსიკა საფეთქლებში მირახუნებს, თავი და ფეხები
ტკივილისგან მიფეთქავს და მგონი, გულისრევის შეგრძნებაც მაქვს. კრისტიანი ხელზე
ხელს მკიდებს.
– წამოდი, სახლში წაგიყვან. – მეუბნება მზრუნველი ტონით.
მაგიდასთან კეიტი და ელიოტი ბრუნდებიან.
– მიდიხართ? – იმედით სავსე ხმით გვეკითხება კეიტი.
– კი. – პასუხობს კრისტიანი.
– მაშინ ჩვენც წამოვალთ.
კეიტთან ერთად კრისტიანს ველოდები, რომელიც ჩემი პალტოს მოსატანად არის
წასული.
– გამაგებინე, იმ ტიპთან საცეკვაო მოედანზე რა მოხდა? – მეკითხება კეიტი.
– ხელებს მიფათურებდა.
– ეგ არ შემიმჩნევია, თვალები რომ გავახილე, მხოლოდ ის დავინახე, შენ რომ გაარტყი.
გაურკვევლად მხრებს ვიჩეჩ.
– უბრალოდ ვიცოდი, რომ კრისტიანი გაგიჟდებოდა და საბოლოოდ ეს საღამოს
გაგიფუჭებდათ. – შეიძლება ითქვას, ჩემთვის ბოლომდე ვერ ჩამოვაყალიბე, კრისტიანის
საქციელზე რა რეაქცია უნდა მქონდეს, თან ისიც მაწუხებს, რომ შეიძლებოდა ამაზე
უარესიც მომხდარიყო.
– გაგვიფუჭებდა. – მისწორებს კეიტი. – ისე, როგორც ვხედავ, ძალიან ფეთქებადია,
არა? – ამატებს მშრალი ტონით და კრისტიანისკენ იხედება, რომელიც გარდერობიდან
ჩემს პალტოს იღებს.
ირონიულად ვფრუტუნებ და ნაღვლიანად ვიღიმები.
– რაც მართალია, მართალია.
– ყოჩაღ, კარგად გააჩერე.
– გავაჩერე? – გაოგნებული კოპებს ვკრავ. კრისტიანი გავაჩერე?
– აი, ჩაიცვი. – კრისტიანი უკვე ჩემ უკან დგას და ჩასაცმელად გამზადებული,
გაშლილი პალტო უჭირავს, ასე რომ, კეიტის ნათქვამზე ფიქრს თავს ვანებებ და ხელებს
სახელოებში ვუყრი.
– ანა, გაიღვიძე. – რბილად მანჯღრევს კრისტიანი. უკვე სახლთან ვართ. თვალებს
ძლივს ვახელ და „მინივენიდან“ ბორძიკით ჩავდივარ. კეიტი და ელიოტი უკვე აღარსად
ჩანან, ტეილორი კი მანქანის გვერდით დგას და მოთმინებით იცდის.
– გინდა ხელში აგიყვანო? – მეკითხება კრისტიანი.
უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავს ვაქნევ.
– მის გრეისა და მისტერ კავანას წამოსაყვანად კლუბთან დავბრუნდები. – ეუბნება
კრისტიანს ტეილორი.
კრისტიანი ტეილორს თავს უქნევს და კარისკენ მივყავარ. ფეხები ისე მტკივა, რომ უკან
ბორძიკ-ბორძიკით მივყვები. კართან რომ მივდივართ, იხრება და ხელს წვივზე
მავლებს, მერე რიგრიგობით ჯერ ერთ ფეხს მაწევინებს, მერე მეორეს და ფეხსაცმელს
მხდის. ღმერთო, რა ბედნიერებაა! კრისტიანი ხელში ჩემი „მანოლო ბლანიკის“
ფეხსაცმლით სწორდება და ზემოდან ალერსიანი გამომეტყველებით დამყურებს.
– ასე უკეთესია? – მეკითხება ირონიული ღიმილით.
თავს ენთუზიაზმით ვუქნევ.
– არადა როგორ ვოცნებობდი, რომ ამ ფეხსაცმლიან ფეხებს კისერზე შემოვიწყობდი!.. –
ბუზღუნებს გათამაშებული წყენით და ფეხსაცმელს გათამაშებულივე ნაღვლიანი
გამომეტყველებით დაჰყურებს, მერე თავს აქნევს, ხელს მკიდებს და ჩაბნელებული
პირველი სართულის გავლით, ზევით, საძინებლისკენ მივყავარ.
– ძალიან დაიღალე, არა? – მეკითხება ისევ ხმადაბლა და ზემოდან დამყურებს.
მე ისევ მხოლოდ თავს ვუქნევ და ის პალტოზე ქამრის გახსნას მიწყებს.
– მე თვითონ... – ვბუტბუტებ უძლურად და ხელს ძლივს ვწევ, რომ ქამარი გავიხსნა.
– არა, მე გაგიხსნი.
პასუხად მხოლოდ ვოხრავ. ვიდრე იქ ვიყავით, ვერც კი ვხვდებოდი, რომ ასე
დავიღალე.
– ეს სიმაღლის ბრალია. მიუჩვეველი ხარ და სასმელისაც, რა თქმა უნდა. – ის
ირონიულად იღიმება, პალტოს მხდის და სკამზე აგდებს, მერე ხელს მკიდებს და
სააბაზანოსკენ მივყავარ. იქ რა გვინდა?
– დაჯექი. – მეუბნება და სკამზე მითითებს.
ვჯდები და მაშინვე თვალებს ვხუჭავ. მესმის, რომ ხელსაბანთან შუშის რაღაც ნივთებს
აწკარუნებს, მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ, თვალების გახელასაც ვერ ვახერხებ რომ
შევხედო, რას აკეთებს. წამის შემდეგ შუბლზე ხელს მადებს და თავს უკან მაწევინებს,
გაოგნებისგან თვალებს ბოლოს და ბოლოს მაინც ვახელ.
– თვალები დახუჭე. – გასცემს განკარგულებას. ღმერთო! ხელში ბამბის ტამპონი
უჭირავს!..
კრისტიანი ბამბით მარჯვენა თვალზე მეხება და ტუშსა და ჩრდილებს ფრთხილად
მწმენდს. მერე მარცხენა თვალზე ინაცვლებს... გაოგნებული ვზივარ და ვიდრე ის
მთელი სახიდან მაკიაჟს თანმიმდევრულად და ნაზად მაშორებს, გონს ვერაფრით
მოვდივარ.
– აი, როგორც იქნა, ჩემი ცოლიც გამოჩნდა, – სიხარულით ბუტბუტებს ბოლოს.
– მაკიაჟში არ მოგწონვარ?
– მომწონხარ, მაგრამ ის მირჩევნია, რაც მაკიაჟის ქვეშ არის. – კრისტიანი შუბლზე
მკოცნის. – აი, გამომართვი და დალიე. – ის ორ აბ „ადვილს“ და ჭიქით წყალს მაწვდის.
ტუჩებს უკმაყოფილოდ ვბუშტავ.
– გამომართვი. – ტონი უკვე მბრძანებლურია.
თვალებს ვატრიალებ, მაგრამ ბრძანებას მაინც ვემორჩილები.
– კარგი. გინდა, რომ გავიდე? – მეკითხება სახეზე გამოსახული სარდონიკული
ღიმილით.
მეც ირონიულად ვფრუტუნებ.
– თვით სიმორცხვისა და თავმდაბლობის განსახიერება ხართ, მისტერ გრეი.
ჰო, გადი, ფისი მინდა.
კრისტიანი იცინის.
– მელოდები, რომ გავიდე?
მეც სიცილი მიტყდება.
– რა, დარჩენა გინდა?
ის თავს გვერდზე ხრის და ეშმაკურად აციმციმებული მზერით მიყურებს.
– გარყვნილო! გადი აქედან! მორჩა, წადი, ნამდვილად არ მინდა, რომ უნიტაზზე
ჯდომისას მიყურო. – სკამიდან ვდგები და სიცილითა და გათამაშებული აღშფოთებით
სააბაზანოდან ვაგდებ.
საძინებელში ვბრუნდები. კრისტიანს უკვე გამოუცვლია და მხოლოდ პიჟამის
შარვალში მხვდება. ჰმმ... კრისტიანი პიჟამის შარვალში. მონუსხული მის მკვრივ
მუცელს, კუნთებს და თმის ქვევით ჩამავალ ხაზს ვაჩერდები. უბრალოდ თვალს ვერ
ვწყვეტ. ის ჩემკენ მოდის.
– ხედით ტკბებით, მისის გრეი? – მეკითხება ირონიული ღიმილით.
– მუდამ, მისტერ გრეი.
– ვფიქრობ, ცოტა არ იყოს მთვრალი ხართ, არა, მისის გრეი?
– ვფიქრობ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც იძულებული ვარ, დაგეთანხმოთ,
მისტერ გრეი.
– კარგი, მოდი, ჯობია, დაგეხმარო ქსოვილის ამ ნაკუწის გახდაში, რომელსაც ვიღაცამ
რატომღაც კაბა დაარქვა. მე თუ მკითხავ, ამ ვითომ კაბას ყიდვისას თან გაფრთხილება
უნდა მოჰყვებოდეს, მაგალითად, ასეთი: „საშიშია ჯანმრთელობისთვის“. – კრისტიანი
მაბრუნებს და კისერზე კაბის შესაკრავ ერთადერთ ღილს მიხსნის.
– დღეს ძალიან გაბრაზებული იყავი, – ვეუბნები ბუტბუტით მისკენ ჯერ ისევ ზურგით
მდგარი.
– ჰო, ვიყავი.
– ჩემზე?
– არა, – მპასუხობს კრისტიანი და მხარზე მკოცნის. – ეს ის იშვიათი შემთხვევაა,
როდესაც შენზე, არა.
ვიღიმები. ჩემზე არ გაბრაზებულა. ეს უკვე პროგრესია.
– სასიამოვნო ცვლილებაა.
– ნამდვილად. – ის იხრება და მეორე მხარზე მკოცნის, მერე კაბას ქვევით სწევს და
თეძოებზე ჩატანის მერე ხელს უშვებს. კაბად წოდებული ქსოვილის ნაკუწი იატაკზე
სრიალდება, კრისტიანი კი ხელს მაქმანებიან საცვალში მავლებს და იმასაც მხდის. მის
წინაშე შიშველი ვდგავარ და ის ხელზე ხელს მკიდებს.
– გადმოაბიჯე, – მაძლევს განკარგულებას. ფეხს ვწევ და კაბასა და საცვალში ფეხი რომ
არ გამებლანდოს, ხელზე მეორე ხელითაც ვეყრდნობი.
კრისტიანი იხრება, იატაკზე დატოვებულ ჩემს ტანსაცმელს იღებს და მიას პალტოსთან
ერთად სკამზე აგდებს.
– ხელები ასწიე. – მეუბნება ხმადაბლა. თავის მაისურს მაცმევს, ქვევით ქაჩავს და
შიშველ უკანალს მიფარავს. ჰმ, ძილისთვის მზად ვარ.
ის თავისკენ მიზიდავს, მეხვევა და ტუჩებში მკოცნის. ხუთი წუთის წინ გახეხილ
კბილებზე და პირში შერჩენილი ჩემი პიტნისგემოიანი სუნთქვა მისას ერევა.
– ძალიან მინდა ახლა თქვენთან ერთად დავწვე, მისის გრეი, მაგრამ, სამწუხაროდ,
ბევრი დალიეთ, თითქმის რვა ათასი ფუტის სიმაღლეზე იმყოფებით და თან გუშინაც
ცუდად გეძინათ... ასე რომ, მიდი, ლოგინში ჩაწექი. – კრისტიანი საბანს სწევს და მე
მორჩილად ვწვები, ის საბანს მაფარებს და შუბლზე მკოცნის.
– თვალები დახუჭე და რომ მოვალ, იცოდე, უკვე უნდა გეძინოს. – ჰმ... ეს მუქარაა, ეს
ბრძანებაა და ეს კრისტიანია.
– არ წახვიდე, – ვეხვეწები ტუჩებგაბუშტული.
– რამდენიმე ადგილას მაქვს დასარეკი, ანა.
– დღეს ხომ შაბათია. თანაც უკვე გვიანია. გთხოვ.
ის თმაში ხელს იყოფს და იჩეჩს.
– არა, ანა, ახლა შენთან ერთად რომ დავწვე, ისევ ვერ გამოიძინებ. მორჩა, დაიძინე. –
მპასუხობს მტკიცედ.
მე თვალებს ვხუჭავ, ის კი ისევ შუბლზე მკოცნის.
– ღამე მშვიდობისა, საყვარელო. – ჩურჩულებს სიყვარულით სავსე ხმით.
თვალწინ დღევანდელი დღის სცენები მიდგება: თვითმფრინავის სალონში ჩვენი
არაორდინარული შესვლა – კრისტიანის მხარზე ტომარასავით ვარ გადაკიდებული, ამ
სახლზე ჩემი რეაქციის მოლოდინში მისი ნერვიულობა, სექსი დღის მეორე ნახევარში,
აბაზანაში ნებივრობა, ჩემს კაბაზე მისი რეაქცია, ინციდენტი ქერა ახმახთან, ჰმ, ხელი
ჯერ ისევ მტკივა. და დაწოლის წინ მისი ზრუნვა...
ჰმ, ვინ იფიქრებდა? ძილბურანში ფართოდ მეღიმება, გონებაში სიტყვა „პროგრესი“
მიკრთება და ძილის მორევში ჯერ ისევ გაღიმებული ვეშვები.

თავი მეთხუთმეტე
ძალიან მცხელა. ყოველთვის ასეა, როდესაც ძილში კრისტიანი მეხვევა. ყელით მხარზე
მეკვრება, მისი მშვიდი სუნთქვით მონაბერი ჰაერი კისერზე მელამუნება, ფეხები ჩემს
ფეხებზე აქვს გადახლართული და ხელი ჩემს წელზე უდევს. ჯერ ისევ ძილბურანში
ვხვდები, რომ ბოლომდე თუ გამოვფხიზლდები, უნებურად კრისტიანსაც გავაღვიძებ,
არადა კრისტიანი გუშინ გვიან დაწვა. ამიტომ ვცდილობ, ძილი შევიბრუნო, მაგრამ
გონებაში გუშინდელი მოვლენები მიცოცხლდება. დავლიე, თან აშკარად ზედმეტი
მომივიდა. მიკვირს, რომ კრისტიანმა არ დამიშალა. უცებ ის მახსენდება, როგორ
მაწვენდა დასაძინებლად და მეღიმება, რა საყვარელი იყო, ძალიან საყვარელი და
მზრუნველი. ნაჩქარევად საკუთარ შეგრძნებებს ვაკვირდები: კუჭი? არ მაწუხებს. თავი?
საკვირველია, მაგრამ არ მტკივა, თუმცა გაბრუებული კი ნამდვილად ვარ. ხელი ჯერ
ისევ გაწითლებული მაქვს. საინტერესოა ჩემი გატყეპის მერე კრისტიანსაც სტკიოდა
ხოლმე ხელი? ამ აზრისგან აწრიალებული გაუცნობიერებლად ვინძრევი და
კრისტიანსაც მაშინვე ეღვიძება.
– რა მოხდა? – მანათებს თავის ნაცრისფერ თვალებს.
– არაფერი. დილა მშვიდობისა. – ვეუბნები ღიმილით და მეორე, საღი ხელის თითებს
თმაში ვუცურებ.
– მისის გრეი, რომ იცოდეთ, ახალგაღვიძებული რა ლამაზი ხართ! – მკოცნის ის
ლოყაზე და შინაგანად მეც მაშინვე ვენთები.
– გმადლობ, რომ გუშინ ჩემზე იზრუნე.
– თქვენზე ზრუნვა ჩემთვის მხოლოდ სიამოვნებაა, მისის გრეი, ეს ის არის, რაც
ყოველთვის მინდა ვაკეთო, – ხმადაბლა და თავმდაბლად მპასუხობს ის, მაგრამ მზერა
მისი ნაცრისფერი თვალების სიღრმეებიდან ამოხეთქილ ტრიუმფს გასცემს, თვალები
ისეთი სიხარულით უბრწყინავს, თითქოს ბეისბოლის ჩემპიონატი ან სუპერთასი
მოეგოს. ჩემი ორმოცდაათი ელფერი!..
– ყოველთვის, როცა ასე იქცევი, თავს საყვარელ და სასურველ ქალად ვგრძნობ.
– იმიტომ, რომ საყვარელიც ხარ და სასურველიც. – მპასუხობს ჩურჩულით და გულში
მეც მაშინვე მოზღვავებული გრძნობების თბილი ტალღა მივლის.
ის სიყვარულით სავსე მზერით მიყურებს და ხელზე ხელს მიჭერს, ტკივილისგან სახე
მეჭმუხნება, კრისტიანი ხელს მაშინვე უკან სწევს და წამის წინანდელი სიყვარულით
სავსე მზერა აფორიაქებული გამომეტყველებით ეცვლება.
– ხელი გტკივა? დარტყმისგან? – თვალებზე ყინულის ლიბრი ეკვრება და ხმა უცაბედი
გააფთრებისგან მჭახე უხდება.
– ჰო, სილა გავაწანი და ხელისგული მეწვის.
– ნაძირალა!
მეგონა, ეს ინციდენტი გუშინვე ამოვწურეთ.
– იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებს, რომ შეგეხო.
– ასე გასაგიჟებელი ნამდვილად არაფერი გაუკეთებია, კრისტიან, უბრალოდ
მოურიდებლად მოიქცა... დამიჯერე, მეც კარგად ვარ, მხოლოდ ხელისგული მეწვის, ეს
არის და ეს, თუმცა შენთვის ხომ ეს, წესით, კარგად ნაცნობი შეგრძნება უნდა იყოს? –
ვუღიმი ეშმაკურად და კრისტიანსაც გამომეტყველება წამის უსწრაფესად ეცვლება,
ხალისდება და მოცინარი მზერით მაჩერდება.
– ასეა, მისის გრეი, ჩემთვის ეს ნამდვილად ნაცნობი შეგრძნებაა. – მეუბნება ტუჩის
კუთხეებზე ათამაშებული დამცინავი ღიმილით. – და თუ თქვენი ნებაც იქნება,
წინააღმდეგი არ ვიქნებოდი ეს შეგრძნება ახლავე გამეცოცხლებინა.
– ეგ თქვენი აქავებული ხელები წინ ნუ გაგირბით, მისტერ გრეი.
ნატკენი ხელით სახეზე ვეფერები, თითის წვერებს საფეთქლებთან მოკლე თმაში
ნაზად ვუცურებ და ოდნავ ვქაჩავ. კრისტიანს ყურადღება ისევ ჩემს ხელზე გადმოაქვს,
სახიდან მაშორებინებს და გაწითლებულ ხელისგულზე მკოცნის. უცნაურია, მაგრამ
მისი კოცნა წამალივით მოქმედებს და ტკივილიც მაშინვე მიამდება.
– გუშინ რატომ არ მითხარი, რომ გტკიოდა?
– მმმ... გუშინ ტკივილს დიდად ვერც ვგრძნობდი, თუმცა, შეიძლება ითქვას, აღარც
ახლა მტკივა.
კრისტიანს მზერა უთბება და ტუჩის კუთხეები ღიმილით ისევ ზევით ეწევა.
– თავს როგორ გრძნობ?
– ნამდვილად იმაზე უკეთ, ვიდრე ვიმსახურებ.
– რა მეთქმის, ძლიერი მარჯვენა გქონიათ, მისის გრეი.
– ურიგო არ იქნებოდა, ეს თქვენც გხსომებოდათ, მისტერ გრეი.
– ურიგო არ იქნებოდა, მხსომებოდა, არა? – უცებ ბრუნდება, მაჯებს თავს ზემოთ
მიჭერს, მთელი სიმძიმით ზემოდან დაწოლილი მატრასში მფლავს და ალერსიანი
მზერით დამყურებს. – შეჯიბრისთვის ნებისმიერ დროს მზად ვარ, მისის გრეი. ისე,
ლოგინში შენი დამორჩილება, შეიძლება ითქვას, ჩემი ფანტაზიაა. – ბუტბუტებს ის და
კისერში მკოცნის. რაა?
– ისედაც ყოველთვის ამას არ აკეთებ? – ვეკითხები და მაშინვე სუნთქვაც მეკვრება,
რადგან სწორედ ამ დროს ყურის ბიბილოზე ნაზად მკბენს.
– ჰმ... მაგრამ მე ის მინდა, რომ წინააღმდეგობა გამიწიო, – მეუბნება ბუტბუტით და
ცხვირის წვერით ყვრიმალზე მეთამაშება.
წინააღმდეგობა? გაოგნებისგან ვჩუმდები. კრისტიანიც ჩერდება, მაჯებიდან ხელებს
მიშვებს და იდაყვებზე დაყრდნობილი ზემოდან დამყურებს.
– გინდა, რომ აქ შემეჯიბრო? უფრო სწორად, მე წინააღმდეგობა გაგიწიო და შენ
დამიმორჩილო? – ვცდილობ ხმაში გაკვირვება არ შემემჩნეს. ჰმ... ესეც პატარა შოკი.
კრისტიანი თავს მიქნევს დაშემფასებლური და მომლოდინე გამომეტყველებით თვალს
არ მაშორებს, ჩემი რეაქციის გამოცნობას ცდილობს.
– ახლა?
ის მხრებს იჩეჩს და თვალნათლივ ვხედავ, რომ ამ აზრზე უკვე სერიოზულად
ფიქრობს. მერე თავის მორცხვი ღიმილით მიღიმის და ძალიან ნელა ისევ თავს მიქნევს.
ოჰ, ღმერთო... კრისტიანი, ერთიანად დაჭიმული და დაძაბული, ზემოდან მაწევს, უკვე
საბოლოოდ გამოფხიზლებული და სურვილით ატანილი, ბარძაყებით მის
წამომართულ ასოს ვგრძნობ... რას ითხოვს ჩემგან, წინააღმდეგობის გაწევა რას ნიშნავს?
გათამაშებულ ჩხუბს? ჭიდაობას? უნდა, რომ მატკინოს? ჩემი შინაგანი ქალღმერთი
უარყოფის ნიშნად თავს აქნევს, არა, კრისტიანი ტკივილს არ მოგაყენებს... ის კარატეს
ფორმას იცვამს და მოთელვას იწყებს. კლოდ ბასტილი ნამდვილად კმაყოფილი
დარჩებოდა.
– ამას გულისხმობდი, როცა მითხარი, თუ გაბრაზდები, ჯობია, ბოღმა ლოგინში
ამოანთხიოო?
ის ისევ თავს მიქნევს და, დაკვირვებით მოჩერებული, ისევ ჩემი რეაქციის ამოცნობას
ცდილობს.
ჰმ... ორმოცდაათ ელფერს თამაში მოუნდა.
– ტუჩს თავი დაანებე, – მაფრთხილებს ის.
მუქარას მორჩილად ვითვალისწინებ.
– მგონი, თქვენთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში ვარ, მისტერ გრეი. –
ვეუბნები თვალების ფახურით და მის ქვეშ თეძოს გამომწვევად ვამოძრავებ. ჰმ, ეს
თამაში უკვე მომწონს.
– არახელსაყრელ მდგომარეობაში?
– მე ხომ უკვე თქვენ ქვეშ ვწევარ?!
ის ირონიულად იცინის და ასოს თავს ბაგეებზე მაჭერს.
– სამართლიანი შენიშვნაა, მისის გრეი. – ჩურჩულებს კრისტიანი და ნაუცბათევად
ტუჩებში მკოცნის, მერე კი ჩემთან ერთად ერთი მოძრაობით ზურგზე ბრუნდება და მე
ზემოდან მიქცევს.
მე მაჯებზე ხელს ვავლებ და თავს ზევით ვაწევინებ, ხელი ისევ მტკივდება, მაგრამ
ყურადღებას არ ვაქცევ. თმა წინ მიცვივდება და ჩვენი სახეების გარშემო წაბლისფერ
ფარდად ეშვება, თავს ისე ვაქნევ, რომ თმის ბოლოებით სახეზე ვუღიტინო, ის კი სახის
დამალვას ცდილობს, მაგრამ არ მაჩერებს.
– ესე იგი, უხეში თამაში გინდა, არა? – ვეკითხები გამომწვევად და ბოქვენით მისი
მუცლის ქვედა ნაწილს ვეხახუნები.
კრისტიანს პირი ეღება და ჰაერს მკვეთრად ისუნთქავს.
– ასეა. – ცრის ავხორცად კბილებიდან, მაგრამ მე უცებ მაჯებიდან ხელს ვუშვებ.
– მოიცადე. – საწოლის გვერდზე მდგარი მაგიდისკენ ვიხრები და ალბათ
კრისტიანისვე იქ დადგმულ წყლით სავსე ჭიქას ვიღებ. წყალი ცივი და გაზიანია,
ოთახის ტემპერატურისთვის მეტისმეტად ცივიც კი. საინტერესოა, როდის დაწვა?
ვიდრე მოწყურებული წყალს ვსვამ კრისტიანი თითით ჩემს თეძოზე წრეებს ხაზავს და
შეხებისთანავე სურვილით გამოღვიძებულ კანზე კვალად სასიამოვნო ჩხვლეტის
შეგრძნებას მიტოვებს, მერე ხელებს უკან აცურებს, ჩემს შიშველ დუნდულებს ორივე
ხელში იქცევს და მაგრად მიჭერს.
მისივე შთამბეჭდავი რეპერტუარის ერთერთ ქმედებას ვბაძავ, მისკენ ვიხრები და
ტუჩებში კოცნასთან ერთად პირში ცივ წყალს ვასხამ.
კრისტიანი წყალს კმაყოფილი გამომეტყველებით სვამს.
– დიდად გმადლობთ, მისის გრეი. – მეუბნება ფართო და ბავშვურად ეშმაკური
ღიმილით.
ჭიქას ისევ მაგიდაზე ვდგამ და ისევ ხელებს ვაწევინებ.
– ესე იგი, ისე უნდა მოვიქცე, თითქოს არ მინდა, არა? – ვეკითხები მე და ირონიულად
ვუღიმი.
– ჰო.
– მე რომ დიდი ვერაფერი მსახიობი ვარ?
ის ისევ იცინის.
– შეეცადე.
თავს ვხრი და ტუჩებში ნაჩქარევად ვკოცნი.
– კარგი, შევეცდები. – ვეუბნები ჩურჩულით და მის ყბის ძვალს ნაზი კბენებით
მივუყვები, თან ტუჩებით და ენით ოდნავ გაუპარსავი მჩხვლეტავი წვერის შეგრძნებით
ვნეტარებ.
კრისტიანი ღრმა, ყელისმიერ და საოცრად სექსუალურ ხმას გამოსცემს და თავის
გვერდით, ლოგინზე მაგდებს, მოულოდნელობისა და გაკვირვებისგან კივილს ვერ
ვიკავებ, მაგრამ წამიც და ის უკვე ზემოდან მექცევა. მე გასხლეტას ვცდილობ, ის კი ჩემი
მაჯების დაჭერას. ხელებს მკერდზე ვადებ და მთელი ძალით ვაწვები, რომ რამენაირად
გადავაგდო, კრისტიანი კი მუხლს ფეხებშორის მჩრის, რომ გამაშლევინოს. ისევ
მკერდზე ვაწვები – ღმერთო, რა მძიმეა! მაგრამ ის არ ჩერდება, მას ეს მოსწონს!
ცდილობს მაჯები დამიჭიროს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ თავგანწირვით
ვცდილობ ხელები გამოვტაცო, ერთს მაინც მიჭერს. ეს ნატკენი ხელია, ამიტომ ამ
ხელით ბრძოლას აღარ ვაგრძელებ, სამაგიეროდ მეორე ხელს ვავლებ თმაში და მაგრად
ვქაჩავ.
– ააა! – ყვირის კრისტიანი. თავის მკვეთრი გაქნევით თმიდან ხელს მაშვებინებს და
ზემოდან პირველყოფილი, დაუოკებელი ჟინით ანთებული თვალებით დამყურებს.
– ველურო, – ჩურჩულებს ის ხმაში ავხორცი აღფრთოვანებით.
ჩურჩულით წარმოთქმული ამ ერთადერთი სიტყვის პასუხად ჩემი ლიბიდო თავს
იწყვეტს. უკვე აღარ ვთამაშობ და ვცდილობ, ხელი ამოვუტრიალო, თან ფეხებს
წვივებთან ვაჯვარედინებ, რომ როგორმე ზემოდან გადავაგდო. ძალიან მძიმეა. ოჰ! ეს
თან მაღიზიანებს, თან აღმაგზნებს.
კრისტიანი მეორე ხელსაც მიჭერს,ორივე მაჯას მარცხენა ხელით თავს ზევით
მაწევინებს, მარჯვენას კი ნელა, შეურაცხმყოფელი აუჩქარებლობით, ფერებითა და
სრესით სხეულზე ქვევით მიცურებს, მკერდთან მისული ჩერდება, დამცინავად იღიმება
და ძუძუსთავს თითებში იქცევს.
პასუხად მკერდიდან წამოკივლება მწყდება. ძუძუსთავიდან ისარივით გასროლილი
ელექტრონული მუხტი წამის უსწრაფესად მკვეთრ, გონების დამბინდავ და მწველ
შეგრძნებად მუცლის ქვედა ნაწილში ინაცვლებს. კიდევ ერთხელ უშედეგოდ ვცდილობ
ზემოდან მის გადაგდებას, მაგრამ არაფერი გამომდის, ის უკვე მთელი სხეულით ზედ
მაწევს.
იხრება, რომ მაკოცოს, მაგრამ თავს გვერდზე ვაბრუნებ. აქამდე ჩემი მაისურის
კიდესთან ჩატანილი თავისი უტიფარი ხელი მაშინვე ზემოთ ამოაქვს, თავს ისე მიჭერს,
რომ განძრევის საშუალება არ მომცეს და ზუსტად იმავეს აკეთებს, რაც რამდენიმე
წუთის წინ მე გავაკეთე – კბილებით ჩემს ყბას მიუყვება.
– მიდი, ანა, მიდი, წინააღმდეგობა გამიწიე, – ხმაჩახრინწული ჩურჩულებს კბენასა და
კბენას შორის.
შეძლებისდაგვარად ვიზნიქები, ისევ ვიკლაკნები, ვცდილობ გავთავისუფლდე, მაგრამ
ისევ უშედეგოდ. ის ბევრად მძიმე და ძლიერია. ქვედა ტუჩზე ოდნავ მკბენს, ცდილობს,
ენა პირში ჩამჩაროს... და უცებ ვხვდები, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც აღარ
მაქვს, მე ის მინდა, მინდა, ისევე, როგორც ყოველთვის – ახლა და ახლავე. ვჩერდები,
აღარ ვიბრძვი, კოცნაზე კოცნით, მხურვალედ, მთელი ამ შეკავებული ჟინით ვპასუხობ
და ფეხებზე მკიდია, რომ კბილები გახეხილი არ მაქვს, ფეხებზე მკიდია, რომ რაღაც
თამაში უნდა ვითამაშოთ. სისხლი მწველი, ყოვლისმომცველი და უძლიერესი ვნებით
მიდუღს და ჩემივე ვნებას ვნებდები, მე ჩემი ვნების წინააღმდეგ ბრძოლას ვაგებ. ფეხებს
ვშლი და ტერფებით კრისტიანის პიჟამის შარვალს ქვევით ვექაჩები.
– ანა, – ქშინავს ის და ჩქარ-ჩქარა ყველგან მკოცნის. წინააღმდეგობა ქრება და მხოლოდ
მოუთმენელი და დაუოკებელი, ერთმანეთში გადახლართული ხელები, ენები, შეხება,
ფერება და არანორმალური სურვილი რჩება. – მინდა, შენს კანს ვეხებოდე, –
ხმაჩახრინწული ბუტბუტებს კრისტიანი, ოდნავ მწევს, ნახევრად მსვამს და ერთი
სწრაფი მოძრაობით მაისურს მხდის.
– შენ... – ვიდრე ვზივარ, ტუჩებიდან მწყდება მხოლოდ ეს ერთი სიტყვა, რადგან სხვას
ვერაფერს ვახერხებ, სხვა ყველაფერი ჩემს არსებაში სურვილის ერთ უზარმაზარ
შეგრძნებად აღიქმება. კრისტიანის პიჟამის შარვალს ახლა წინიდან ვეტანები და ქვემოთ
ვქაჩავ, წამომართულ ასოს ვუთავისუფლებ და ხელს ვავლებ, ოჰ, რა მკვრივია...
კრისტიანი მჭიდროდ შეკრული კბილებიდან ჰაერს სტვენით ისუნთქავს და მეც მისი
რეაქციით ვნეტარებ.
– ოოჰ... – ბუტბუტებს ის, თვითონ ოდნავ უკან იხრება, მე თეძოს მაწევინებს
დაბეჭებით ისევ ლოგინზე მაგდებს, მთელი ამ დროის განმავლობაში მის ასოს ხელიდან
წამითაც არ ვუშვებ და ხელებს ზევითქვევით ვამოძრავებ... ასოს თავი უსველდება,
წვეთს ცერა და საჩვენებელი თითებით ვაშორებ. კრისტიანი მაწვება, ბეჭებით მატრასში
მფლავს, ხელებით ჩემს სხეულს ეპოტინება, ყველა ამობურცულ ადგილს, მეცელს,
მკერდს ხარბად და მოუთმენლად მისრესს, მე კი თითები პირისკენ მიმაქვს, რომ მისი
საოცარი გემო შევიგრძნო.
– გემრიელია? – მეკითხება ჩემი სახისკენ ზემოდან დახრილი და ნაცრისფერი
თვალების ხარბი მზერით დამყურებს.
– კი, აი, ნახე. – ვპასუხობ სუნთქვააჩქარებული და ცერა თითს პირში ვუყოფ. ის წოვს
და, ისე, რომ მზერას არ მაშორებს, თითის ბალიშზე ოდნავ მკბენს. მკერდიდან კვნესა
მწყდება და ორივე ხელით თმაში ჩაფრენილი ჩემკენ ვქაჩავ, რომ ვაკოცო. ფეხებს ისევ
ვწევ და ფეხის თითებით პიჟამის შარვალს უფრო ქვევით ვუწევ, მერე კი წელზე ვხვევ.
ის მხურვალე ტუჩებით სახეზე მწვდება და წოვითა და წუწნით ყვრიმალიდან
ნიკაპისკენ ნელა მიუყვება.
– რა ლამაზი ხარ... – უფრო ქვემოთ ჩადის, ენით ყელზე, ლავიწის ძვალთან
ჩაღრმავებაში მიძვრება. – ანა, შენი კანი... მაგიჟებს... – სუნთქვა რბილი და თანაბარი
აქვს და უფრო ქვევით, მკერდისკენ ინაცვლებს.
რაა? ამ ალერსით დაბნეულს სული მეკვრება და სურვილისა და მოუთმენლობისგან
ლამის არის ვიწვი. მეგონა, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ჩქარა და უხეშად მოხდებოდა.
– კრისტიან!.. – ხმაში მუდარა მიკრთება, თითებს თმაში ვუცურებ და ვქაჩავ.
– ჩუმად, – მპასუხობს ის ჩურჩულით, ძუძუსთავის გარშემო ენას მიტარებს, მერე
პირში იქცევს და ძლიერად წოვას იწყებს.
– აააჰ! – ვკვნესი და მის ქვეშ ვიკლაკნები, თეძოს ასოზე ვუმარჯვებ, მაგრამ ცდუნების
მცდელობას შედეგი არ მოაქვს, ის იღიმება და მარცხენა ძუძუსთავზე ინაცვლებს.
– ვეღარ ითმენთ, მისის გრეი? – მეკითხება ჩურჩულით და ახლა მარცხენა ძუძუსთავს
იწოვს. თმას უფრო ძლიერად ვქაჩავ. ის კვნესის, ძუძუს თავს ანებებს და მზერა ჩემს
თვალებზე გადმოაქვს. – იცოდე, ხელებს შეგიკრავ. – მაფრთხილებს მუქარანარევი
ტონით.
– გამჟიმე... – ხმა უკვე მუდარით სავსე მაქვს.
– ყველაფერს თავისი დრო აქვს. – მპასუხობს შემპარავად და ხელს აუტანელი და
მტანჯველი აუჩქარებლობით ქვევით, თეძოსკენ მიცურებს, ტუჩებით კი ისევ
ძუძუსთავს სწვდება. ხმამაღლა ვკვნესი და სუნთქვაარეული ისევ მის ცდუნებას
ვცდილობ, რამდენადაც ვახერხებ, თეძოს ვწევ და ბაგეებით ასოს თავს ვეხახუნები,
ვეტმასნები, მაგრამ არაფერი გამომდის, ის მძიმეა, მთელი სიმძიმით ზემოდან მაწევს და
რატომღაც გრძნობიერ რიტმში გადასული თამაშის ისევ აჩქარებას აშკარად არ
ცდილობს. ჯანდაბა! გრეი! კმარა! უკვე სრულიად სერიოზული და მტკიცე
გადაწყვეტილებით რომ ზემოდან გადავაგდო, ერთიანად ვიშმუშნები და ვიკლაკნები.
– ანა... რა... – უცებ მაჯებში ორივე ხელს მავლებს, აქეთ-იქით მაწევინებს, მიჭერს და
მთელი სიმძიმით ისე მაწვება, რომ განძრევის საშუალებაც კი აღარ მაქვს, მიმორჩილებს.
მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის.
– შენ ხომ გინდოდა, რომ წინააღმდეგობა გამეწია. – ვეუბნები აქოშინებული, ის კი
იწევა და ზემოდან დამყურებს, მაგრამ ისე, რომ ლოგინზე გაშლილი ჩემი მკლავები ისევ
მაგრად უჭირავს. ფეხებს ვხრი, მის კუდუსუნის ძვალთან ვკრავ და ისევ ვაწვები. ის არ
ინძრევა. ოჰ, კრისტიან!
– ასე, არა? – მეკითხება და ზემოდან გაოგნებული და აფორიაქებული მზერით
დამყურებს.
– უბრალოდ, სექსი მინდა, კრისტიან.
ღმერთო, როგორ შეიძლება ასეთი მიუხვედრელი იყო?! ჯერ წინააღმდეგობის გაწევას
და უხეშ თამაშს მთხოვს, მერე კი ასეთი ალერსიანი და თბილია, ვერ ხვდება, რომ ამით
მაბნევს და თავგზას მირევს?.. ჰმ... ლოგინში მისტერ რადიკალურ ცვალებადობასთან
ვწევარ.
– გთხოვ. – ვბუტბუტებ და მისი თეძოს გარშემო შეკრული ტერფებით ისევ ჩემკენ
ვაწვები. ის ისევ არ ინძრევა და თვალებიდან ნაცრისფრად ანთებულ მზერას არ
მაშორებს.
რაზე ფიქრობს? წამით მზერაში დაბნეულობა და შეცბუნების ჩრდილი უკრთება. მერე
ხელებს მიშვებს, მოხრილ ფეხებზე ჯდება, მეც თავისკენ მექაჩება და მუხლებზე
მისვამს.
– კარგი, მისის გრეი, როგორც ინებებთ. – მეუბნება წამის უსწრაფესად დამშვიდებული
ტონით. ჰაერში მწევს და ასოზე ნელა მისვამს.
– ააჰ!
აი, ეს მინდოდა, ეს მჭირდებოდა... ორივე ხელს კისერზე ვხვევ, თმაში თითებს
ვუცურებ და ჩემში მისი ასოს შეგრძნებით ვნეტარებ... წამიც და, ჩემი ტემპით, ჩემი
რიტმით, ჩემი სიჩქარით მოძრაობას ვიწყებ, კრისტიანი ჩუმად კვნესის, მისი ტუჩები
ჩემსას პოულობს და თავდავიწყებით და ერთიანად ორივე ჩვენივე ვნებაში ვიკარგებით.
კრისტიანის მკერდზე იშვიათ თმას თითებით ვეთამაშები. ის ჩემ გვერდზე წევს, ხმას
არ იღებს და არც კი ინძრევა, მხოლოდ ხელის ოდნავი მოძრაობით ნელა და ზანტად
მეფერება ზურგზე. ვისვენებთ.
– რაღაც ძალიან ჩუმად ხარ... – ვეუბნები ჩურჩულით და მხარზე ვკოცნი. კრისტიანი
თავს ჩემკენ აბრუნებს და ნიღაბივით არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიყურებს. –
მე ძალიან მომეწონა. – ჯანდაბა, რა აწუხებს? ასე რამ ჩააფიქრა?
– თქვენ დამაბნიეთ, მისის გრეი.
– მე დაგაბნიე?
ის ბრუნდება და პირით ჩემკენ წვება.
– ჰო. შენ. იმით, რომ გამომწვევი იყავი. ეს... სხვანაირი შეგრძნება იყო.
– სხვანაირი კარგი, თუ სხვანაირი ცუდი? – მისი ტუჩების კონტურს თითს ნელა
ვაყოლებ და თვალებში ვუყურებ. ისეთი გამომეტყველებით, თითქოს კითხვა არ ესმის,
კრისტიანი კოპებს კრავს და თითზე ფიქრებში ჩაძირული და გაფანტული სახით
მკოცნის.
– სხვანაირად კარგი. – მპასუხობს არცთუ დამაჯერებლად წამიერი სიჩუმის შემდეგ.
– ადრე ამ ფანტაზიით სექსი ვინმესთან გიცდია?
ვეკითხები და თან ვწითლდები. მინდა კი ჩემ გაცნობამდე მისი მრავალფეროვანი... ჰმ,
კალეიდოსკოპივით მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების შესახებ ვიცოდე? ჩემი
ქვეცნობიერი თავისი კუს ბაკნის ნახევარმთვარისებრი სათვალის ზემოდან თვალებში
ეჭვჩამდგარი მზერით მაჩერდება „დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ეს იცოდე?“
– არა, ანასტასია, შენ გარდა ხომ არავინ შემხებია. – ეს უბრალო არგუმენტი ჩემს
კითხვას აზრს თავისთავად უკარგავს. ცხადია, იმ თხუთმეტთან ამ თამაშს ვერ
ითამაშებდა.
– მაგრამ მისის რობინსონი ხომ გეხებოდა? – მწყდება ტუჩებიდან მანამდე, სანამ ენაზე
კბილის დაჭერას ვასწრებ. ჯანდაბა, ის ქალი რამ მახსენებინა?!
კრისტიანი შეშდება და გუგებგაფართოებული ისეთი მზერით მაჩერდება, რომელშიც
თვალნათლივ იკითხება: „ღმერთო, ისევ დაიწყო“.
– იმასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. – ჩურჩულებს ხმაჩავარდნილი.
უცებ ვხვდები, რომ მისი წარსული ცხოვრების შესახებ ყველაფრის ცოდნა მინდა...
სწორედაც რომ მინდა!
– სხვანაირად კარგად, თუ სხვანაირად ცუდად?
ხმის ამოუღებლად მიყურებს. სახეზე თავდაუჯერებლობის და, მგონი, ტკივილის
ჩრდილიც გადასდის და წამით ისეთ გამომეტყველებას იღებს, თითქოს იხრჩობოდეს.
– ვფიქრობ, სხვანაირად ცუდად. – მპასუხობს ძლივსგასაგონად.
ჯანდაბა!
– მეგონა, იმ ქალთან სექსი მოგწონდა.
– მომწონდა... მაშინ მომწონდა.
– ახლა ასე აღარ ფიქრობ?
ჩუმდება დარამდენიმე წამის განმავლობაში ხმის ამოუღებლად თვალებში მიყურებს,
მერე კი უარყოფის ნიშნად თავს ნელა აქნევს.
ოჰ, ღმერთო...
– კრისტიან!
მოზღვავებული გრძნობებისგან სუნთქვა მიჩქარდება. ჩემი საწყალი, საკუთარ თავში
ჩაკარგული ბიჭი! ორივე ხელით ვეხვევი და ვკოცნი, ყველგან, სახეზე, ყელში, მკერდზე,
მრგვალ, საშინელ იარებზე... ის კვნესის, თავისკენ მიზიდავს, თვითონაც მხურვალე
კოცნით მპასუხობს და ძალიან ნელა, ალერსით და თავისი გრძნობიერი და
მოსიყვარულე ტემპით ისევ სიყვარულის საოცარ და გონების დამბინდავ მორევში
მითრევს.
– თქვენ წინაშეა მძიმე წონასთან მოასპარეზე ანა ტაისონი! – სასაუზმოდ
სამზარეულოში შესულს აპლოდისმენტებით მხვდება იტანი. ის მიასთან და კეიტთან
ერთად ბარის დახლთან ზის, მისის ბენტლი კი ვაფლს აცხობს. კრისტიანი არსად ჩანს.
– დილა მშვიდობისა, მისის გრეი. – მიღიმის მისის ბენტლი. – საუზმედ რას
მიირთმევთ?
– დილა მშვიდობისა. სულერთია, რაც არის. გმადლობთ. კრისტიანი სად არის?
– ეზოში. – კეიტი უკანა ეზოსკენ იქნევს თავს. ფანჯარასთან მივდივარ, საიდანაც უკანა
ეზო და ეზოს მიღმა, მოშორებით მთები მოჩანს. მზიანი დღეა და ცა ცისფერი და
კამკამაა. ჩემი სიმპათიური ქმარი სახლიდან
ოციოდე ფუტის მოშორებით ვიღაც კაცს ელაპარაკება.
– ეს მისტერ ბენტლია! – ბარის დახლიდან მომძახის მია.
მიას ჩვეულებრივ ცოცხალი და ენერგიული ხმა რატომღაც უენერგიო და მოწყენილი
მეჩვენება, ამიტომ მისკენ ვბრუნდები და ყურადღებით ვაკვირდები. ის იტანს
კოპებშეკრული უყურებს, ნეტა ამათ შორის რა ხდება? – მივლის გონებაში უკვე
მრავალჯერ გაჩენილი კითხვა. ამაზე ჩაფიქრებული, მეც კოპებს ვკრავ და ფანჯრისკენ
მიბრუნებულს მზერა ისევ ჩემს ქმარსა და მისტერ ბენტლიზე გადამაქვს. ძარღვიან, ქერა
და მუქთვალება მისტერ ბენტლის სამუშაო შარვალი და მკერდზე ასპენის სახანძრო
დეპარტამენტის სიმბოლიკით დამშვენებული მაისური აცვია, კრისტიანს კი, შავი
ჯინსი და შავივე მაისური. ლაპარაკში გართულები გაზონზე, სახლისკენ აუჩქარებლად
მოსეირნობენ. კრისტიანი დაუდევრად იხრება და მიწიდან ეტყობა, ქარის საიდანღაც
გადმოგდებულ ბამბუკის ჯოხს იღებს, მერე ჩერდება, თითქოს ჯოხს წონისო, ხელს
იშვერს და ჯოხის ძლიერი მოქნევით ჰაერს აპობს.
ოჰ...
მისტერ ბენტლი კრისტიანის ამ საქციელში, ეტყობა, უცნაურს ვერაფერს ხედავს. ისინი
სახლს ნელნელა უახლოვდებიან და ლაპარაკს მშვიდად აგრძელებენ, მერე ისევ
ჩერდებიან და კრისტიანი ჟესტს კიდევ ერთხელ იმეორებს. ჯოხის ბოლო მიწას მაგრად
ხვდება, კრისტიანს მზერა ჯოხზე გადააქვს და ოდნავ იხრება, გასწორებისას კი
ფანჯარასთან მდგარი, თვალში მე ვხვდები. თავს უცებ საშინლად, თვალთვალში
დაჭერილად ვგრძნობ, ამიტომ ნაჩქარევად ხელს ვუქნევ, ვტრიალდები და ბარის
დახლთან მივდივარ.
– იქ რას აკეთებდი? – მეკითხება კეიტი.
– უბრალოდ კრისტიანს ვუყურებდი.
– შეყვარებული ხარ , არა? – ფრუტუნებს ის.
– შენ რა, არა, მაზლისცოლო? – ვეკითხები ირონიული ღიმილით. თვალწინ ისევ და
ისევ ის კადრი მიმეორდება და ჯოხის ქნევით გართული კრისტიანის თავიდან
ამოგდებას ვცდილობ... ამიტომ კარგა გვარიანად ვცბები კიდეც, როცა კეიტი უცებ
სკამიდან ხტება და მეხვევა.
– მაზლისცოლი! – ჭყიპინებს ის და მისი გადამდები სიხარული ჩემზეც წამალივით
მოქმედებს.
***
– ეი, ძილისგუდა! – მაღვიძებს კრისტიანი. – მალე დავეშვებით. ღვედი შეიკარი.
ჯერ ისევ ნახევრად მძინარე ხელის ფათურით უსაფრთხოების ღვედს ვეძებ, მაგრამ
ვამჩნევ, რომ კრისტიანი უკვე თვითონ მიკრავს. ის ჩემკენ იხრება, შუბლზე მკოცნის და
სავარძლის საზურგეს ეყუდება. თავს მხარზე ვადებ და ისევ თვალებს ვხუჭავ.
ხანგრძლივმა სეირნობამ და საოცრად ლამაზი მთის მწვერვალზე პიკნიკმა საშინლად
დამქანცა. დანარჩენებიც ჩუმად არიან, თვით მიაც კი. მიას მოწყენილი გამომეტყველება
აქვს. დილას აქეთია, მთელი დღის განმავლობაში განწყობა არ გამოჰკეთებია. ღმერთო,
ნეტა გამაგებინა, მათ შორის რა ხდება?.. არც ის ვიცი, წუხელ სად ეძინათ. მიას მზერას
ვიჭერ და თბილად ვუღიმი, მისი საპასუხო ღიმილი კი ისევ ნაღვლიანია, მერე თავს
ხრის და წიგნის კითხვას უბრუნდება. მზერა კრისტიანზე გადამაქვს, ხელში საბუთები
უჭირავს და მუშაობს, მგონი, კონტრაქტია, დოკუმენტს ყურადღებით კითხულობს და
რაღაცებს ინიშნავს, მოდუნებული და მშვიდი გამომეტყველება აქვს. ელიოტი კეიტის
გვერდით ხმადაბლა ფშვინავს.
კარგი იქნებოდა, რომ ელიოტი გამომეჭირა და ჯიას ამბები გამომეკითხა, მაგრამ
მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს არ მოშორებიან და ვერ მოვახერხე. ჩემს
ქმარს ეს ყველაფერი არ აინტერესებს და არც ელიოტისთვის კითხვას აპირებს, რამაც,
სიმართლე ითქვას, ცოტა არ იყოს გამაღიზიანა კიდეც, მაგრამ არც დავაძალე. დრო
არაჩვეულებრივად გავატარეთ და არ მინდოდა, ამით ყველაფერი გამეფუჭებინა... ჯერ
ისევ მძინარე ელიოტი კეიტს ფეხზე ხელს ადებს და კეიტსაც მაშინვე სახე ერთიანად
უნათდება. საოცარია, ჯერ კიდევ ოცდაოთხი საათისწინ მათი ურთიერთობა სულ
სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ყველაფერი, შეიძლება ითქვას, გაურკვეველი და
საორჭოფო იყო. რა უჩურჩულა კრისტიანმა ელიოტს? ლელიოტი? ეს რა, ელიოტის
ოჯახურ წრეში მიღებული მეტსახელია? მე მომწონს, საკმაოდ საყვარლად ჟღერს, ყოველ
შემთხვევაში „გარყვნილს“ ნამდვილად ჯობია. უცებ ელიოტი თვალებს ახელს და
პირდაპირ მე მაჩერდება. თითქოს თვალთვალზე დამიჭირესო, მაშინვე ვწითლდები. ის
კი ირონიულად მიცინის.
– შენი გაწითლება მომწონს, ანა. – მეუბნება ეშმაკური ღიმილით, იზმორება და თავს
კეიტისკენ აბრუნებს. კეიტიც ახლახან კანარის ჩიტის გადაყლაპვით ფრიად ბედნიერი
კატის თვითკმაყოფილი ღიმილით პასუხობს.
სალონში ბიგლის ხმა ისმის, რომელიც გვატყობინებს, რომ ჩვენი თვითმფრინავი
სიეტლის აეროპორტში იწყებს დაშვებას და კრისტიანი ხელს გამამხნევებლად ოდნავ
მიჭერს.

***
– როგორ დაისვენეთ, მისის გრეი? – მეკითხება კრისტიანი მანქანაში, როდესაც
აეროპორტიდან „ესკალისკენ“ მივდივართ. ტეილორი და რაიანი „აუდის“ წინა
სავარძლებზე სხედან.
– კარგად, გმადლობ. – ვუღიმი მე და რატომღაც ისევ ვირცხვენ.
– შეგვიძლია, ასპენში ნებისმიერ დროს გავფრინდეთ ხოლმე და შეგიძლია, ვინც გინდა,
წამოიყვანო.
– რეი წავიყვანოთ, რეის ხომ თევზაობა უყვარს.
– კარგი აზრია.
– შენ როგორი დრო გაატარე? – ვეკითხები მე.
– მშვენიერი. – რატომღაც ჩემი კითხვით გაკვირვებული მპასუხობს წამიერი სიჩუმის
შემდეგ. – ძალიან კარგი.
– ყოველ შემთხვევაში დასვენებული სახე გაქვს.
კრისტიანი მხრებს იჩეჩს.
– იქ მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ საფრთხე არ გემუქრებოდა.
კოპებშეკრული შევყურებ.
– კრისტიან, საფრთხე უმეტესწილად არც აქ მემუქრება. ადრე უკვე გითხარი და
გიმეორებ, თუ ასე ინერვიულებ, ორმოც წლამდეც ვერ მიაღწევ, მე კი შენთან ერთად
დაბერება და გაჭაღარავება მინდა. – ვეუბნები და ხელზე ხელს ვუჭერ. ის ისე მიყურებს,
თითქოს ვერ ხვდებოდეს, რაზე ველაპარაკები, მერე კი თითებზე მკოცნის და თემას
ცვლის.
– ხელი ისევ გტკივა?
– თითქმის აღარ, გამიარა
კრისტიანი იღიმება.
– ძალიან კარგი, მისის გრეი. დღეს საღამოს ჯიასთან შესახვედრად მზად ხარ?
ჯანდაბა! დამავიწყდა კიდეც, რომ დღეს სახლის პროექტის საბოლოო ვარიანტის
შესათანხმებლად უნდა მოვიდეს. უკმაყოფილოდ თვალებს ვატრიალებ.
– მგონი, ჯობია, ამჯერად შენს უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და მისტერ გრეის
იზოლაციის გეგმა დავსახოთ. – ვიცინი ირონიულად.
– მე მიცავ? – დამცინის კრისტიანი.
– სექსუალური მოძალადეებისგან?.. რა თქმა უნდა, მისტერ გრეი.

***
კრისტიანი კბილებს იხეხავს, მე კი უკვე ვწვები. ხვალ რეალურ სამყაროს
ვუბრუნდებით... ჰმ... სამსახური, პაპარაცები და დაჭერილი ჯეკი, თუმცა ვერსია, რომ
ჯეკს შეიძლება თანამზრახველიც ჰყოლოდა, კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
კრისტიანმა ამ საკითხზე გარკვევით არაფერი მითხრა. საინტერესოა, თვითონ კი იცის?
და თუ იცის, მეტყვის? ხმადაბლა ვოხრავ. კრისტიანისგან ნებისმიერი ინფორმაციის
გაგების მცდელობა კბილის ამოღების ტოლფასია, არადა ჩვენ ხომ ერთად
არაჩვეულებრივი ორი დღე გავატარეთ. მიღირს კი ეს ინფორმაცია საღამოს გაფუჭებად?
ჩვეული გარემოსა და ამ ბინის კედლებს მიღმა, ოჯახურ წრეში მშვიდი და ბედნიერი
კრისტიანის ყურება ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა და სრულიად ახლებური სურათი
იყო. გონებაში წამიერი აზრი მიკრთება, იმიტომ ხომ არ არის ასე ადვილად ფეთქებადი,
რომ ჩვენ აქ ვართ, ამ ბინაში, სადაც ყველაფერი წარსულს აგონებს და ასოციაციურად
უკან აბრუნებს? ხომ არ ჯობია, სხვაგან გადავიდეთ?
ჩემთვის ვფრუტუნებ. ჩვენ ხომ ისედაც გადავდივართ, სანაპიროზე უზარმაზარი
სახლი გვაქვს, რომელიც სულ მალე დასრულებულ სახეს მიიღებს. ჯიას პროექტი მზად
არის და ყოველი დეტალი შეთანხმებულია, ელიოტის ბრიგადა მშენებლობას უკვე
შემდეგი კვირიდან დაიწყებს. როდესაც ჯიას ვუთხარი, რომ ასპენში დავინახე, ისეთი
გაოგნებული სახე მიიღო, უნებურად ახლაც მეცინება. აღმოჩნდა, რომ ის და ელიოტი
შემთხვევით შეხვედრიან ერთმანეთს. ჯია ასპენში დასვენების დღეებში სწორედ ჩვენი
სახლის პროექტზე მშვიდად სამუშაოდ წასულა. ჩემი ვარაუდი კი, რომელიც ასპენში
ყოფნისას გამიჩნდა – რომ კეიტისთვის ბეჭდის არჩევაში ჯიას ხელიც ერია, დღეს
საღამოს ჯიასთან გადამოწმების შემდეგ მცდარი აღმოჩნდა. და მაინც, იმისათვის, რომ
ჯიას სიტყვებს ბოლომდე ვენდო, ისტორიის ელიოტისეული ვარიანტი ჯიას მონაყოლს
უნდა დაემთხვეს. თუმცა ისიც პროგრესია, რომ დღევანდელი ვიზიტის დროს ჯიას
კრისტიანისგან თავი შემკვეთისა და შემსრულებისთვის ბუნებრივ დისტანციაზე ეჭირა.
ღამისეულ ცას გავყურებ. ეს ხედი მომენატრება, ამოუწურავი პერსპექტივების ეს
პანორამა – ჩვენ ფერხთით გადაშლილი სიეტლი, უამრავი შესაძლებლობებითა და
დაპირებებით აღსავსე, იმავდროულად სადღაც ქვევით ჩაკარგული და შორეული
ქალაქი... იქნებ კრისტიანის პრობლემაც სწორედ ესაა – რეალური ცხოვრებიდან მის
იზოლაციასა და ნებაყოფლობით განდგომაში. ოჯახურ წრეში ის აშკარად ნაკლებად
მბრძანებელი, მაკონტროლებელი და აფორიაქებულია, ოჯახურ წრეშიის სულ
სხვანაირი, თავისუფალი და ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
საინტერესოა, ფლინი რას იტყოდა ამაზე? ღმერთო! იქნებ სწორედ აქ არის გამოსავალი,
იქნებ კრისტიანს წარსულიდან გასათავისუფლებლად ოჯახი სჭირდება?.. საკუთარი
ფიქრის პასუხად უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ, არა, ჩვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები
ვართ და ეს ყველაფერი ჩვენთვის ჯერ ისევ ძალიან ახალი და უცხოა... ოთახში
კრისტიანი შემოდის, როგორც ყოველთვის სულისშემხუთველად სიმპათიური, მაგრამ
რატომღაც ჩაფიქრებული.
– კარგად ხარ? – ვეკითხები მისი გამომეტყველების შემხედვარე. კრისტიანი
უსიტყვოდ მიქნევს თავს და წვება.
– როგორ არ მინდა ხვალ ისევ რეალობაში დაბრუნება... – ვბუტბუტებ
რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ.
– მართლა?
თავს ვუქნევ და ლამაზ სახეზე თითებით ვეხები.
– არაჩვეულებრივი შაბათკვირა იყო, გმადლობ.
ის თბილად მიღიმის.
– ჩემი რეალობა შენ ხარ, ანა.
– ის ყველაფერი გენატრება?
– რა ყველაფერი? – მეკითხება გაკვირვებული გამომეტყველებით.
– აი, ხელჯოხები, გაშოლტვა... და ასეთი რამეები. – ვპასუხობ ჩურჩულით და
საკუთარი კითხვისგან რატომღაც უცებ დამორცხვებული.
რამდენიმე წამის განმავლობაში ის არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მიყურებს,
მერე სახეზე ეჭვის ჩრდილი გადასდის და მზერაში ცხადად იკითხება: „ნეტა ამით რის
გარკვევას ცდილობს?“.
– არა, ანასტასია, არ მენატრება. – ტონი თავდაჯერებული, მშვიდი და ხმადაბალი აქვს.
ის ხელს სწევს და მოხრილი თითებით ლოყაზე მეფერება. – შენ რომ წახვედი, ექიმმა
ფლინმა რაღაც მითხრა... რაღაც, რაც ჩემში დარჩა და შემცვალა, მითხრა, რომ
თავისუფლად შემიძლია, აღარ ვიყო ისეთი, როგორიც ვიყავი, თუკი შენც ამისადმი
მიდრეკილებას არ გამოამჟღავნებდი. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო... – კრისტიანი უცებ
ჩუმდება და კოპებს კრავს. – უბრალოდ აქამდე არ ვიცოდი, სხვანაირად როგორ უნდა
მეცხოვრა, ანასტასია, მაგრამ ახლა ვიცი, ვისწავლე.
– ჩემგან? – ვფრუტუნებ დამცინავად.
კრისტიანს მზერა უთბება.
– შენ? გენატრება? – მეკითხება ხმადაბლა.
ოჰ!..
– მე უბრალოდ ის არ მინდა, რომ მატკინო, თუმცა თამაში მომწონს, კრისტიან, და შენ
ეს იცი. შენ თუ გენდომება, რომ რამე ისეთი... – მზერას მორცხვად ვხრი და მხრებს
ვიჩეჩ.
– რამე ისეთი?
– ნუ... ფლოგერით ან შოლტით... – ვწითლდები და ვჩუმდები.
კრისტიანს წარბები შუბლზე ასდის, აშკარად გაკვირვებულია.
– ჰმ... კარგი, ვნახოთ... მაგრამ ახლა ძველმოდური და მოსაწყენი ვანილი მირჩევნია. –
მეუბნება ჩურჩულით, ცერა თითს ქვედა ტუჩზე მისვამს და მკოცნის.

***
From: ანასტასია გრეი
Subject: დილა მშვიდობისა
Date: 29 აგვისტო, 2011; 09:14
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი,
მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მიყვარხართ. სულ ეს არის.
მუდამ თქვენი,
Ax
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ორშაბათ დილის მელანქოლიის განმქარწყლებელი
Date: 29 აგვისტო, 2011; 09:18
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი, რომ იცოდეთ, რა სიამოვნებაა საკუთარი მეუღლისგან (თუნდაც


გზასაცდენილისგან) ორშაბათ დილით მსგავსი სიტყვების მოსმენა. მერწმუნეთ, მეც
იმავეს განვიცდი და კიდევ, ბოდიშს გიხდით საღამოს დაგეგმილი წვეულების გამო,
იმედი მაქვს, ის თქვენთვის მეტისმეტად მომაბეზრებელი არ იქნება.
x
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
ოჰ... დღევანდელი წვეულება, რომელსაც ამერიკის გემთმშენებლობის ასოციაცია
აწყობს. ჩემთვის თვალებს ვატრიალებ... მორიგი მოსაწყენი ღონისძიება. კრისტიანმა
აშკარად იცის, გასართობად სად უნდა წამიყვანოს!

From: ანასტასია გრეი


Subject: ღამით მცურავი გემები
Date: 29 აგვისტო, 2011; 09:26
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო მისტერ გრეი!


დარწმუნებული ვარ, მოიფიქრებთ, როგორ შემატოთ ესოდენ მაღალმორალურ ვახშამს
სიმძაფრე... მოუთმენლობით ერთიანად ანთებული,
მისის გ. x
ანასტასია (გზასაუცდენელი) გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: მრავალფეროვნება, ანუ ცხოვრების პილპილი
Date: 29 აგვისტო, 2011; 09:35
To: ანასტასია გრეი

რამდენიმე საინტერესო იდეით მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ, მისის გრეი...


x
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი და ახლა უკვე აგას
წვეულების მოუთმენლად მომლოდინე.

მუცლის ქვედა მაწილში ყველა კუნთი ერთდროულად მეჭიმება. ჰმ... საინტერესოა, რა


ჩაიფიქრა... სასიამოვნო ფიქრებს კარზე კაკუნი მაწყვეტინებს.
– ანა, მზად ხარ, რომ ამ კვირის განრიგს გადახედო?
– რა თქმა უნდა. დაჯექი. – ღიმილით ვპასუხობ ჰანას, თან ჩემი ელექტრონული
მიმოწერის ფანჯარას ვკეცავ და თავის ხელში აყვანას ვცდილობ, რომ წუთის
წინანდელი ფანტაზიის თამაში სახეზე არ შემეტყოს.
– ორი შეხვედრის გადაწევა მომიწია, მისტერ ფოქსის – მომავალ კვირაში და ექიმ...
ტელეფონი რეკავს. როუჩია და მის კაბინეტში შესვლას მთხოვს.
– შეგვიძლია, ამას ოცი წუთი სშემდეგ დავუბრუნდეთ?
– რა თქმა უნდა.

***
From: კრისტიან გრეი
Subject: გუშინდელი საღამო
Date: 30 აგვისტო, 2011; 09:24
To: ანასტასია გრეი

ჰმ... მშვენიერი იყო


ვინ იფიქრებდა, რომ აგას წვეულება ამდენად მასტიმულირებელი აღმოჩნდებოდა?!
როგორც ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბეთ, მისის გრეი.
მიყვარხარ! x
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ აღფრთოვანებული გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: უბრალოდ ბურთებით თამაში მიყვარს...
Date: 30 აგვისტო, 2011; 09:33
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო, მისტერ გრეი!


ვერცხლის ბურთები მენატრებოდა, ეს არის და ეს. ეს თქვენ არ მიცრუებთ არასდროს
იმედს და ჩემს მოლოდინს აჭარბებთ.
მისის გ.
x
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

გუშინდელი საღამოს გახსენებით მოწოლილ ეროტიკულ ფიქრებს კარზე ჰანას კაკუნი


მაწყვეტინებს. კრისტიანის ხელები... ტუჩები...
– აშემოდი.
– ანა, ახლახან მისტერ როუჩის მდივანმა დარეკა და მითხრა, რომ მისტერ როუჩი
თათბირზე დასწრებას გთხოვს. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე უკვე შეთანხმებული
შეხვედრის გადატანაც მომიწევს. გადავიტანო?
მისი ენა...
– რა თქმა უნდა, გადაიტანე, ჰანა. – ვბუტბუტებ პასუხად და გონებაში თავის ნებაზე
მოპარპაშე ფიქრების დაოკებას ვცდილობ.
ჰანა იღიმება, კაბინეტიდან გადის და ისევ გუშინდელი ღამის ტკბილი და ავხორცი
მოგონებებით ერთიანად აწრიალებულს მტოვებს.

***
From: კრისტიან გრეი
Subject: ჰაიდი
Date: 1ლი სექტემბერი, 2011; 15:24
To: ანასტასია გრეი
ანასტასია, გატყობინებ, რომ ჰაიდის თავდებით გათავისუფლების თხოვნა არ
დაკმაყოფილდა. ციხეში გადაიყვანეს. ბრალი ედება ადამიანის გატაცებისა და ხანძრის
გაჩენის მცდელობაში. მისი სასამართლო სხდომის თარიღი ჯერ არ დადგენილა.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: ჰაიდი
Date: 1ლი სექტემბერი, 2011; 15:53
To: კრისტიან გრეი

მშვენიერი ახალი ამბავია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ დაცვას შეამცირებ?..


ანა
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ჰაიდი
Date: 1 სექტემბერი, 2011; 15:59
To: ანასტასია გრეი

არა. დაცვა რჩება და ამ საკითხზე ლაპარაკი დასრულებულია.


პრესკოტი არ მოგწონს? თუ ასეა, შევცვლი.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

წერილს კოპებშეკრული შევყურებ... საქმე პრესკოტში არ არის!

From: ანასტასია გრეი


Subject: ჰო, კარგი, თმა ნუ დაიგლიჯე, თორემ გამელოტდები!
Date: 1ლი სექტემბერი, 2011; 16:03
To: კრისტიან გრეი

უბრალოდ გკითხე (თვალების ატრიალებით). პრესკოტის თაობაზე მოვიფიქრებ. და


თუ შეიძლება, დაიწყნარე ეგ შენი აქავებული ხელი!
ანა x
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ნუ მაცდუნებ
Date: 1ლი სექტემბერი, 2011; 16:11
To: ანასტასია გრეი

გარწმუნებთ, მისის გრეი, რომ ჩემი თმა ეგრე ადვილადაც არ იგლიჯება, თუმცა ეს ხომ
თქვენ თვითონაც არაერთხელ შეგიმოწმებიათ და იცით.
ხელი კი ნამდვილად მექავება და ამ საღამოს ალბათ ამ პრობლემის მოგვარება
მომიწევს.
x
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ ჯერ ისევ ქოჩორა გენერალური დირექტორი

From: ანასტასია გრეი


Subject: მოუთმენელი ცქმუტვა
Date: 1ლი სექტემბერი, 2011; 16:20
To: კრისტიან გრეი

მხოლოდ დაპირებები და დაპირებები...


ახლა კი, თუ შეიძლება, თავი დამანებე. ვცდილობ ვიმუშაო. ცოტა ხანში ავტორთან
დაუგეგმავი შეხვედრა მაქვს და თავი ხელში უნდა ავიყვანო, რომ შეხვედრის დროს
ისევ შენზე არ ვიფიქრო
ანა x
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

***
From: ანასტასია გრეი
Subject: იახტით ცურვა & ფრენა & გატყეპა
Date: 5 სექტემბერი, 2011; 09:18
To: კრისტიან გრეი

ჩემო ძვირფასო მეუღლევ!


შენ ნამდვილად იცი, როგორ ასიამოვნო ცოლს. ასეთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს,
რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაველოდები ყოველ შაბათკვირას. შენ მე მანებივრებ და მე
ეს მომწონს.
შენი ცოლი,
ანა xox
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი...
Date: 5 სექტემბერი, 2011; 09:25
To: ანასტასია გრეი
მიყვარხართ, მისის გრეი და ამიტომ თქვენი განებივრება და თვალისჩინივით
გაფრთხილება ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ უკიდეგანოდ შეყვარებული გენერალური
დირექტორი

ღმერთო, რა რომანტიკულია!

From: ანასტასია გრეი


Subject: ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია...
Date: 5 სექტემბერი, 2011; 09:33
To: კრისტიან გრეი

...ყველაფერი ის მოგცე, რაც შენ გჭირდება, იმიტომ, რომ მეც მიყვარხარ.


ახლა კი, გთხოვ, ასეთი რომანტიკულ-სენტიმენტალური წერილების წერა შეწყვიტე,
თორემ ავტირდები.
შენი ცოლი,
ანასტასია გრეი,
ასევე უკიდეგანოდ შეყვარებული, სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

***
მეორე დღეს სამუშაო მაგიდაზე კალენდარს ვუყურებ. ჩემს დაბადების დღემდე, ანუ 10
სექტემბრამდე, ხუთი დღეღა რჩება. როგორც ვიცი, ათში ჩვენი ახალი სახლის სანახავად
მივდივართ, ძალიან მაინტერესებს, როგორ ართმევს საქმეს თავს ელიოტის ბრიგადა და
როგორ გამოიყურება ახლა ჩვენი სახლი... ამას გარდა, ნეტა კიდევ რას მოიფიქრებს?
ჩემთვის ვიღიმები და კარზე ჰანას დაკაკუნება მესმის.
– შემოდი.
ჰანას უკან რატომღაც პრესკოტი დგას. უცნაურია...
– ანა, შენი ნახვა ვიღაც ლაილა უილიამსს უნდა, ამბობს, რომ პირად საქმეზეა მოსული.
– მეუბნება ჰანა.
– ლაილა უილიამსი? ასეთი არავინ... – უცებ პირი მიშრება, ჰანას კი, როგორც ჩანს, ჩემი
გამომეტყველების დანახვაზე თვალები უფართოვდება. ლაილა? ჯანდაბა! ლაილას აქ რა
უნდა?

თავი მეთექვსმეტე
–გინდა გავაგდო? – მეკითხება უკვე საბოლოოდ აფორიაქებული ჰანა.
– ააა... არა. სად არის?
– მისაღებშია... და მარტო არ არის, ვიღაც გოგოსთან ერთად მოვიდა.
ოჰ!..
– და კიდევ, შენთან დალაპარაკება მის პრესკოტსაც უნდა. – ამატებს ის.
ეჭვიც არ მეპარება.
– შემოუშვი.
ჰანა გვერდზე დგება და კაბინეტში თვით პროფესიონალიზმის განსახიერება
პრესკოტი შემოდის.
– ჰანა, ახლავე. პრესკოტ, დაჯექით.
ჰანა კარს კეტავს და პრესკოტთან მარტო მტოვებს.
– მისის გრეი, ლაილა უილიამსი ვიზიტორთა შავ სიაშია შეყვანილი.
– რაა? მე ვიზიტორთა შავი სია მაქვს?
– როდესაც ჩემს მოვალეობებს მაცნობდნენ, მემ, ტეილორმა და უელჩმა ხაზგასმულად
მკაცრად გამაფრთხილეს, რომ ლაილა უილიამსის თქვენთან კონტაქტი არავითარ
შემთხვევაში არ დამეშვა.
დაბნეული კოპებს ვკრავ.
– ლაილა ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენს?
– არ ვიცი, მემ.
– თუ შავი სია არსებობს, საერთოდ როგორ მოხდა, რომ ლაილას მოსვლა
შემატყობინეს?
პრესკოტს თითქოს სუნთქვა ეკვრება, მერე ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და უხერხულად
იშმუშნება.
– ტუალეტში გავედი. ის შემოვიდა და პირდაპირ კლერს მიმართა, კლერმა კი ჰანას
დაურეკა.
– ა, გასაგებია. – ვაცნობიერებ, რომ ტუალეტით თვით პრესკოტიც კი სარგებლობს და
მეცინება. – ჯანდაბა...
– დიახ, მემ. – მიღიმის ის მორცხვად და პირველად, მას შემდეგ, რაც პრესკოტს ვიცნობ,
მის გაყინულ გამომეტყველებაში ბზარს ვხედავ, ჰმ... თან, თურმე ლამაზი ღიმილიც
ჰქონია. – კლერს პროტოკოლთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა დაველაპარაკო. –
ამატებს ისევ მოღუშული.
– რა თქმა უნდა. კარგი, ტეილორმა იცის, რომ ლაილა აქ არის? – იმის იმედად, რომ
კრისტიანისთვის თქმა ჯერ ვერ მოასწრო, უნებურად თითებს ვაჯვარედინებ.
– ტეილორს ხმოვანი შეტყობინება დავუტოვე.
ოჰ...
– გასაგებია, ესე იგი ძალიან ცოტა დრო მაქვს. მინდა ვიცოდე, რა უნდა.
პრესკოტი წამით ხმის ამოუღებლად მიყურებს.
– მე არ გირჩევდით, მემ...
– პრესკოტ, ის ჩემ სანახავად აქ უმიზეზოდ არ მოვიდოდა.
– მე ვალდებული ვარ ამას ხელი შევუშალო, მემ. – ტონი რბილი, მაგრამ მტკიცე აქვს.
– მესმის, პრესკოტ, მაგრამ მე მაინტერესებს, ლაილა აქ რისთვის მოვიდა. – არ
ვნებდები მეც.
პრესკოტი ოხვრას ძლივს იკავებს.
– რაკი ასეა, ნება მომეცით, თქვენთან შეხვედრამდე ორივე გავჩხრიკო.
– კარგი. და ამის უფლება თქვენ გაქვთ?
– მე აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენ დაგიცვათ, მისის გრეი, ამიტომ, კი, მაქვს და კიდევ,
ნება მომეცით, მასთან შეხვედრისას თქვენ გვერდით ვიყო.
– კარგი. – ამ დათმობაზეც მივდივარ, თანაც რაც უნდა იყოს, როდესაც ლაილა
უკანასკნელად ვნახე, ის იარაღს მიმიზნებდა. – ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ
ჩათვლით.
პრესკოტი ფეხზე დგება.
– ჰანა. – ვიძახი ხმამაღლა.
ჰანა კარს მეტისმეტად სწრაფად აღებს, როგორც ჩანს, კართან იდგა.
– შეგიძლია შეამოწმო, თავისუფალია თუ არა სხდომათა დარბაზი?
– უკვე შევამოწმე. თავისუფალია.
– პრესკოტ, გამოდგება? იქ გაჩხრეკას შეძლებთ?
– დიახ, მემ.
– კარგი, მაშინ მიდით და ხუთ წუთში მეც მოვალ. ჰანა, ლაილა უილიამსი და ის
მეორეც სხდომათა დარბაზში შეაცილე.
– კარგი. – მას შეშფოთებული მზერა პრესკოტიდან ჩემზე გადმოაქვს. – შენი შემდეგი
შეხვედრა გადავდო? ოთხ საათზე გაქვს, მაგრამ ქალაქის მეორე ბოლოში ხარ
წასასვლელი..
– გადადე, – ვპასუხობ ანგარიშმიუცემლად. ჰანა თავს მიქნევს და გადის.
რამ მოიყვანა აქ ლაილა? რა უნდა? თუმცა, არა მგონია, რამე ცუდი ჰქონდეს
ჩაფიქრებული. ლაილას მაშინაც არაფერი დაუშავებია ჩემთვის, როდესაც ამის
საშუალება ჰქონდა. კრისტიანი გაგიჟდება. ჩემი ქვეცნობიერი ტუჩებს პრუწავს, ფეხს
ფეხზე გამომწვევად იდებს და თავს მიქნევს. უნდა ვუთხრა. ნაჩქარევად წერილის წერას
ვიწყებ. ვამთავრებ და ვჩერდები, თვალს საათს ვავლებ და გულში წამიერად სინანულის
მჩხვლეტავი გრძნობა მივლის, ეჰ, რა უშფოთველი იყო ასპენის შემდეგ ჩვენი ცხოვრება,
მაგრამ, ჰმ... თითს გაგზავნის ღილაკს ვაჭერ.

From: ანასტასია გრეი


Subject: სტუმრები
Date: 6 სექტემბერი, 2011; 15:27
To: კრისტიან გრეი

კრისტიან, აქ ლაილაა და ჩემი ნახვა უნდა. ვაპირებ, რომ პრესკოტის თანდასწრებით


შევხვდე. თუ საჭირო გახდა, უკვე ბოლომდე მორჩენილი ხელით სილის გაწვნის
ახლახან შეძენილ გამოცდილებას გავიმეორებ. ძალიან გთხოვ, ეცადე, არ ინერვიულო.
მე ხომ უკვე დიდი გოგო ვარ. როგორც კი დაველაპარაკები, დაგირეკავ.
აx
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

ტელეფონს ნაჩქარევად მაგიდის უჯრაში ვმალავ და ვდგები, თეძოებზე ხელის


ჩამოსმით ნაცრისფერ ვიწრო ქვედაბოლოს ვისწორებ, ლოყებზე თითებს ოდნავ
ვიტყაპუნებ, რომ სახეს ფერი შევმატო და ნაცრისფერ აბრეშუმის ბლუზაზე ზედა ღილს
ვიხსნი. ასე ჯობია. მზად ვარ. ფილტვებში ჰაერს ღრმად ვუშვებ, მაგიდის უჯრიდან
„Your Love is King“-ის მელოდიით აწკრიალებულ ტელეფონს ყურადღებას არ ვაქცევ და
ლაილასთან შესახვედრად კაბინეტიდან გავდივარ. ლაილა ბევრად უკეთ გამოიყურება,
ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრისას, უფრო სწორად, არათუ უბრალოდ უკეთ, ძალიანაც
მიმზიდველი და ლამაზია, ლოყები ჯანსაღ ვარდისფრად უღვივის, თვალები ცოცხლად
უელავს და სუფთა თმაზე ბზინვარება გადასდის. ღია ვარდისფერი ბლუზა და თეთრი
შარვალი აცვია. დარბაზში შევდივარ თუ არა, ფეხზე დგება, ისევე, როგორც მისი
მეგობარი – მუქთმიანი და თბილი მზერით, თაფლისფერმოწაბლისფრო თვალებიანი
გოგო. პრესკოტი ოთახის კუთხეში დგას და ლაილას თვალს არ აშორებს.
– მისის გრეი, გმადლობთ, რომ შეხვედრაზე დამთანხმდით.
– ჰმ... ბოდიშს გიხდით დაცვის გამო, – ვპასუხობ მე, რადგან თავში სხვა არაფერი
მომდის და ანგარიშმიუცემელი ჟესტით ხელს პრესკოტის მიმართულებით ვიქნევ.
– ეს ჩემი მეგობარი, სიუზია.
– გამარჯობა. – თავის დაქნევით ვესალმები სიუზის. ის ლაილას ჰგავს... და მე.
ღმერთო, კიდევ ერთი ჩვენნაირი...
– დიახ, – თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, ამბობს ლაილა. – მისტერ გრეის სიუზიც
იცნობს.
ჯანდაბა! ვერც კი ვხვდები, ამაზე ან რა რეაქცია უნდა მქონდეს, ან რა უნდა ვთქვა?!
სიუზის თავაზიანი ღიმილით ვუღიმი.
– გთხოვთ, დასხედით. – ვბუტბუტებ ბოლოს.
კარზე აკაკუნებენ, ეს ჰანაა, თავს ვუქნევ, რომ შემოვიდეს და წინასწარ ვიცი, რა უნდა
მითხრას.
– ანა, მაპატიე, რომ ხელს გიშლი, მაგრამ მისტერ გრეი რეკავს.
– უთხარი, რომ დაკავებული ვარ.
– შენთან დალაპარაკებას კატეგორიულად ითხოვს. – შეშინებული გამომეტყველებით
მეუბნება ჰანა.
– ეჭვიც არ მეპარება. გთხოვ, ბოდიში მოუხადე და უთხარი, რომ ძალიან მალე
დავურეკავ.
ჰანა დაბნეული დგას და ორჭოფობს.
– გთხოვ, ჰანა.
ის თავს მიქნევს და ოთახიდან ნაჩქარევად გადის.
მე ისევ ჩემ წინ მსხდარ ლაილასა და სიუზის ვუბრუნდები. ორივე აღფრთოვანებული
მოწიწებითა და პატივისცემით შემომყურებს და თავს უხერხულად ვგრძნობ.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – ვეკითხები მათ და ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო.
– ვიცი, რომ ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ თქვენი ნახვა მეც მინდოდა. ქალი,
რომელმაც კრისტიანის გული... – იწყებს სიუზი, მაგრამ მაშინვე ხელს ვწევ და სიტყვას
ვაწყვეტინებ. აი, ამის მოსმენა კი ნამდვილად არ მინდა.
– ჰმ... გასაგებია.
– ჩვენ „მორჩილთა კლუბი“ დავირქვით. – აგრძელებს ის ერთიანად გადაბადრული და
თვალებგაბრწყინებული.
ოჰ, ღმერთო! ლაილა ოხრავს და მეგობარს თვალებს უბრიალებს, აშკარად ეტყობა, რომ
სიუზის ამდენ ლაქლაქს არ მოელოდა, მაგრამ თან თავს ძლივს იკავებს, რომ არ
გაეცინოს. სიუზი შუბლს ჭმუხნის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლაილამ მაგიდის
ქვეშ ფეხი გაჰკრა. ნეტა ვიცოდე, ამ ყველაფერზე მე რა უნდა ვთქვა? ნერვიული მზერა
პრესკოტზე გადამაქვს, რომელიც ისევ კუთხეში დგას და გაქვავებული
გამომეტყველებით ლაილას თვალს არ აშორებს.
სიუზი, როგორც ჩანს, ეიფორიას ერევა და გონს მოდის, წითლდება, მერე თავს იქნევს
და ფეხზე დგება.
– მისაღებში დავიცდი, ეს ლულუს შოუა. – თავს აშკარად უხერხულად გრძნობს და
დამორცხვებულია. ლულუ?
– თანახმა ხარ? – ეკითხება ლაილას, ის კი ღიმილით პასუხობს. ლაილას უსიტყვო
პასუხის მერე სიუზი გულღია და წრფელი ღიმილით მიღიმის და ოთახიდან გადის.
სიუზი და კრისტიანი... არა, ახლა ამაზე ფიქრი ნამდვილად არ შემიძლია. პრესკოტი
ჯიბიდან ტელეფონს იღებს და პასუხობს. ზარი ვერც გავიგე.
– მისტერ გრეი, – წარმოთქვამს ის. მეც და ლაილაც თავებს მისკენ ვაბრუნებთ.
პრესკოტი ტკივილნარევი გამომეტყველებით წამით თვალებს ხუჭავს.
– დიახ, სერ. – ის მიახლოვდება და ტელეფონს მიწვდის.
თვალებს ვატრიალებ.
– კრისტიან, – ვცდილობ, გაღიზიანება ხმაზე არ შემემჩნეს. ვდგები და ოთახიდან
ჩქარი ნაბიჯით გავდივარ.
– ანა, რა ჯანდაბას თამაშობ? – ღრიალებს გაცეცხლებული.
– კრისტიან, ნუ მიყვირი.
– რას ნიშნავს „ნუ გიყვირი“? – ყვირის კიდევ უფრო ხმამაღლა. – შენ ხომ ისევ ფეხებზე
დაიკიდე ყველაფერი, რაც გითხარი! ჯანდაბა, ანა, შენ მე ჭკუიდან გადამიყვან.
– რომ დაწყნარდები, მერე ვილაპარაკოთ.
– არ გათიშო! – სისინებს ის.
– ნახვამდის, კრისტიან. – ტელეფონს ვთიშავ.
ჯანდაბა! ძალიან ცოტა დრო მაქვს. ჰაერს ფილტვებში ღრმად ვისუნთქავ და ოთახში
ვბრუნდები. ლაილა და პრესკოტი მომლოდინე სახეებით მაჩერდებიან, მათ
გამომეტყველებას ყურადღებას არ ვაქცევ და ტელეფონს პრესკოტს ვუბრუნებ.
– რაზე გავჩერდით? – ვეკითხები ლაილას და მის პირდაპირ ვჯდები. ლაილა
თვალებგაფართოებული მიყურებს.
„ჰო, მე ვიცი, კრისტიანს როგორ ველაპარაკო“ – ლამის არის წამცდეს, მაგრამთავს
ვიკავებ, არა მგონია, ლაილას ახლა ამის მოსმენა უნდოდეს. ლაილა თმის ბოლოს
თითზე ნერვიულად იხვევს.
– პირველ რიგში, მინდოდა ბოდიში მომეხადა, – მეუბნება ის ხმადაბლა და თვალებს
ხრის.
ოჰ...
წამიერი დუმილის შემდეგ მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს და, როგორც ჩანს, ჩემი
გაკვირვებული გამომეტყველების დანახვისთანავე ნაჩქარევად ამატებს:
– დიახ, დიახ. და თან მადლობაც გადამეხადა, რომ არ მიჩივლეთ. ნუ... თქვენი მანქანის
და თქვენ სახლში მომხდარი ინციდენტის გამო.
– ვიცი, რომ თქვენ მაშინ... ჰმ... თქვენ... – ვბუტბუტებ დაბნეული. რას, რას და
ბოდიშებს და მადლობებს ნამდვილად არ ველოდებოდი.
– დიახ.
– ახლა თავს უკეთ გრძნობთ? – ვეკითხები ფრთხილი ტონით.
– შედარებაც არ არის. გმადლობთ.
– ექიმმა იცის, რომ აქ ხართ? ლაილა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.
ეს უკვე ძალიან ცუდია...
ის დამნაშავის გამომეტყველებას იღებს.
– ვიცი, რომ ამის გამო დავისჯები, მაგრამ ტანსაცმელი და რაღაც ნივთები მინდოდა
წამეღო და... კიდევ სიუზის და თქვენი... და მისტერ გრეის ნახვა მინდოდა.
– კრისტიანი ნახვა გინდათ? – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი გული სადღაც იატაკზე
ეცემა. აი, თურმე რატომ მოვიდა.
– დიახ. და მინდოდა თქვენთვის ნებართვა მეთხოვა.
ჯანდაბა! ლაილას გაოგნებული შევყურებ და ერთი სული მაქვს, ვუთხრა, რომ ამის
უფლებას არ ვაძლევ, და, რომ ჩემი ქმრის სიახლოვეს მისი წარმოდგენაც კი მაგიჟებს!..
რისთვის მოვიდა? მოწინააღმდეგის შესაფასებლად? ჩემთვის ნერვების მოსაშლელად?
თუ იქნებ უბრალოდ უნდა, რომ ამ ისტორიას წერტილი დაუსვას?
– ლაილა... – სიტყვების შერჩევა აშკარად მიჭირს. – ეს ჩემი კი არა, კრისტიანის
გადასაწყვეტია. კრისტიანს ჰკითხეთ და თუ თვითონ მოინდომებს... კრისტიანს ჩემი
ნებართვა არ სჭირდება, ის ზრდასრული ადამიანია... ნუ, ყოველ შემთხვევაში
მეტწილად. ლაილა წამით ჩემი რეაქციით გაკვირვებული და ნერვიულად აცეცებული
მზერით მიყურებს, მერე უხერხულად იცინის და მოუსვენრად ისევ თმის ბოლოს
თითზე დახვევას იწყებს.
– რამდენჯერაც ვთხოვე, იმდენჯერვე მკაცრი უარით მიპასუხა.
ჯანდაბა. როგორც ჩანს, იმაზე მეტი უსიამოვნება მელოდება, ვიდრე მეგონა.
– კრისტიანის ნახვა თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია? – ვეკითხები ფრთხილად.
– დიახ. მინდა მადლობა გადავუხადო. მისტერ გრეი რომ არა, აყროლებულ ციხეში ან
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამომალპობდნენ, ვიცი, ასე იქნებოდა. – ის თვალებს
ხრის და მაგიდის კიდეს თითს აყოლებს. – მე ხომ სერიოზული ფსიქიკური აშლილობა
მქონდა და მისტერ გრეისა და ჯონის... ექიმი ფლინის გარეშე... – ლაილა მხრებს იჩეჩს
და ისევ მადლიერებით აღსავსე მზერით მაჩერდება.
ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში უკვე მერამდენედ ენა მივარდება და ვერ ვხვდები,
რა ვუპასუხო. თუმცა ბოლომდე ვერც იმას ვხვდები, ჩემგან რას ითხოვს. თავისთავად
ცხადია, ლაილამ ეს ყველაფერი მე კი არა, კრისტიანს უნდა უთხრას.
– და სამხატვრო სკოლისთვისაც. იმდენად მადლიერი ვარ, რომ არ ვიცი, როგორ
გამოვხატო.
ასეც ვიცოდი! სამხატვრო სკოლის საფასურს კრისტიანი უხდის. ლაილას მიმართ
რომელმაც ამწუთას ჩემი ეჭვი დაადასტურა და ჩემი ქმრის მორიგი დიდსულოვნება და
ხელგაშლილობა დამანახვა, თუმცა კი ფრთხილად, მაგრამ შეძლებისდაგვარად
აუღელვებლად საკუთარ გრძნობებს ვუკვირდები და, ჩემდა გასაკვირად, ვხვდები, რომ
მე ის არ მაღიზიანებს, მის მიმართ არავითარი ცუდი გრძნობა არ მაქვს და
გულახდილად მიხარია, რომ უკეთ არის... ეს ჩემთვის აღმოჩენაა... უბრალოდ, იმედი
მაქვს, რომ ლაილა ახლა უკვე თავისი ცხოვრებით დაიწყებს ცხოვრებას და ჩვენიდან
გაქრება.
– დღეს მეცადინეობას აცდენთ? – ვეკითხები მე, რადგან გულახდილად მაინტერესებს.
– მხოლოდ ორ ლექციას. ხვალ უკან ვბრუნდები.
ძალიან კარგი.
– ვიდრე აქ ხართ, რა გეგმები გაქვთ?
– სიუზის ბინიდან ჩემს ნივთებს წავიღებ, მერე ჰემდენში დავბრუნდები და ხატვას და
სწავლას გავაგრძელებ. მისტერ გრეის ჩემი რამდენიმე ნახატი უკვე გამოვუგზავნე.
რაა?! რა ჭირად?.. გული ისევ ადგილიდან მწყდება და სადღაც ქვევით ვარდება. ვერ
ვიჯერებ, ნუთუ ლაილას ნახატები ჩვენს სასტუმრო ოთახში კიდია? არა, ეს აზრი
აშკარად ძალიან არ მსიამოვნებს, მაგრამ ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო.
– რა ჟანრში ხატავთ?
– უმეტესწილად აბსტრაქციას.
– გასაგებია. – ფიქრით სასტუმრო ოთახში ჩამოკიდებულ უკვე კარგად ნაცნობ
ნახატებს ვავლებ თვალს. ჰმ... ორი მისი ექსმორჩილის დახატულია... ალბათ. ღმერთო!
– მისის გრეი, შეიძლება, ბოლომდე გულახდილი ვიყო? – აუღელვებელი ნიღბის უკან
დარჩენილ ჩემს ემოციებს ვერ ამჩნევს და გულუბრყვილოდ მეკითხება ლაილა.
– რა თქმა უნდა, – ვპასუხობ მე და წამით კუთხეში უკვე შედარებით ნაკლებად
დაძაბული გამომეტყველებით გაშეშებული პრესკოტისკენ ვიხედები. ლაილა თითქოს
უდიდესი საიდუმლოს თქმას აპირებდეს, წინ იხრება.
– მისის გრეი, მე ჯეფი მიყვარდა, ჩემი ბოიფრენდი... აი, ის, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ
დაიღუპა. – ხმა ნაღვლიან ჩურჩულამდე უვარდება მას.
ჯანდაბა, მეტისმეტად პირადულ თემებზე გადადის.
– ძალიან ვწუხვარ, – ვამბობ მექანიკურად, მაგრამ ლაილა, თითქოს ჩემი ნათქვამი არც
გაეგოს, ისევ აგრძელებს.
– ჩემი ქმარი მიყვარდა და... და კიდევ... – ბუტბუტებს უკვე სრულიად
ხმაჩავარდნილი, მაგრამ სიტყვას ვერ ამთავრებს.
– და კიდევ ჩემი ქმარი. – ჩემდა უნებურად მწყდება ენიდან.
– ჰო. – წარმოთქვამს ის უხმოდ, მხოლოდ ტუჩებით.
ეს ჩემთვის ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. როდესაც წამიერი დუმილის შემდეგ
ლაილა მორცხვად დახრილი თავისი თაფლისფერი თვალების მზერას მისწორებს,
მათში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების მთელ კალეიდოსკოპს ვხედავ, მაგრამ მის
მზერაში უმთავრესად, მგონი, მაინც შიში იკითხება... ჰმ... ჩემი რეაქციის? ალბათ,
მაგრამ მისდამი მე ამწუთას მხოლოდ თანაგრძნობა მაქვს. გონებაში მგონი, ყველა ის
სიუჟეტი მიტივტივდება კლასიკური ლიტერატურიდან, სადაც ცალმხრივ
სიყვარულზეა ლაპარაკი, ყელში გაჩხერილ ნერწყვს ვყლაპავ და გულდათუთქული
მაღალი მორალის საფუძვლებს ვეჭიდები.
– ვიცი. მისი შეყვარება ძალიან ადვილია. – ვამბობ მეც ჩურჩულამდე ხმაჩავარდნილი.
ლაილას დიდი თვალები კიდევ უფრო უფართოვდება და თავის ქნევით მიღიმის.
– ჰო, ჩემთვისაც ადვილია... იყო, – სასწრაფოდ ასწორებს ის და წითლდება. მერე უცებ
ისეთ გადამდებ ხითხითს იწყებს, რომ თავს ვერც მე ვიკავებ და მეცინება. ჩემი
ქვეცნობიერი გულშეღონებული გამომეტყველებით ჩემზე მგონი, საბოლოოდ ხელს
იქნევს, თვალებს ატრიალებს და კუთხეჩაკეცილი „ჯეინ ეარის“ კითხვას უბრუნდება.
მზერა საათზე გადამაქვს.
ცოტაც და კრისტიანი აქ გაჩნდება.
– კრისტიანის ნახვის შესაძლებლობა ნამდვილად გექნებათ.
– ასეც ვფიქრობდი. ვიცი, როგორი... ფრთხილია ხოლმე. – იღიმება ის.
აჰა, აი, თურმე რა ჩაუფიქრებია. ჰმ... ჭკვიანია. „და თავის ჭკუაზე გატრიალებს“, –
სისინებს ჩემი ქვეცნობიერი.
– ამიტომ მოხვედით ჩემთან?
– დიახ.
– გასაგებია. – და კრისტიანიც იმას აკეთებს, რაც ლაილას უნდა. იძულებული ვარ,
ვაღიარო, რომ კრისტიანს მეტისმეტად კარგადაც იცნობს.
– ეტყობა, რომ ბედნიერია... თქვენთან, – ამბობს ის.
რაა?
– თქვენ საიდან იცით?
– თქვენს ბინაში რომ ვიყავი, მაშინ მივხვდი, – მპასუხობს ლაილა ფრთხილად.
ოჰ, ღმერთო... ეს რამ დამავიწყა?
– რამდენჯერ იყავით? ხშირად შემოდიოდით ხოლმე ასე?
– არა. მაგრამ თქვენთან ის ისეთი არ არის, როგორიც ჩემთან იყო.
მინდა კი ამის ცოდნა? ჩვენს ბინაში შემოპარული უხილავი ჩრდილის მიმართ
საკუთარი შიშის გახსენებაზე უსიამოვნო ცახცახი მივლის და თმის ყოველი ღერი
წიწკნას მიწყებს.
– თქვენ ხომ იცით, რომ ეს კანონის დარღვევაა... სხვის სახლში დაუკითხავად შესვლა.
ლაილა თავს მიქნევს, თვალებს მორცხვად ხრის და მაგიდის კიდეს ისევ თითს
აყოლებს.
– სულ რამდენჯერმე ვიყავი და გამიმართლა, რომ არ ჩავვარდი. და ამის გამოც მინდა
მისტერ გრეის მადლობა გადავუხადო... შეეძლო ეჩივლა და ციხეში ჩავესვი.
– არა მგონია, ეს გაეკეთებინა. – ვბუტბუტებ ხმადაბლა.
დერეფნიდან ხმაური ისმის, მერე ნაბიჯების ხმა და ვხვდები, რომ კრისტიანი უკვე აქ
არის. წამიც და კარი ხმაურით იღება, ოთახში კრისტიანი შემოდის და ვიდრე კარს ისევ
ხურავს, დერეფანში, შემოსასვლელთან გაჩერებული ტეილორის მზერას ვიჭერ. ტუჩები
კუშტ, წვრილ ხაზად აქვს მოკუმული და ცალყბად ღიმილზე ღიმილით არ მპასუხობს.
ჰმ, ჯანდაბა, ტეილორიც გაბრაზებულია?
კრისტიანის ნაცრისფერი, ცეცხლივით ანთებული თვალები ჯერ მე მბურღავს, მერე კი
ლაილას აქვავებს სკამზე. თავი ხაზგასმულად მშვიდად უჭირავს, მაგრამ მე ხომ ვიცი,
სინამდვილეში რას გრძნობს... და ვფიქრობ, ლაილამაც. ამ სინამდვილეს მუქარით სავსე,
ყინულივით ცივი მზერა გასცემს და თუმცა კი ამას კარგად მალავს, გაცოფებისგან
ლამის არის აფეთქდეს. ნაცრისფერ კოსტიუმში ჩაცმულს მუქი ჰალსტუხი მოშვებული,
თეთრი პერანგის ზედა ღილი შეხსნილი, თმა კი აჩეჩილი აქვს, დარწმუნებული ვარ,
აქეთ მომავალი გაღიზიანებისა და მოუთმენლობისგან თვითონ იწვალებდა...
ერთდროულად საქმიანად და დაუდევრად გამოიყურება... და ძალიან სექსუალურია.
ლაილა თვალებს ხრის და მაგიდის კიდეს ნერვიულად ისევ თითს აყოლებს. კრისტიანს
ჩემგან მზერა ლაილაზე გადააქვს, მერე კი კუთხეში მდგარი პრესკოტისკენ იხედება.
– თქვენ გათავისუფლებული ხართ, – ეუბნება მოჩვენებითად მშვიდი ხმით. – გადით
აქედან.
ერთიანად ვფითრდები. არა, წარმოუდგენელია!.. ეს უსამართლობაა!
– კრისტიან... – ვცდილობ ავდგე.
კრისტიანი გამაფრთხილებელი ჟესტით საჩვენებელ თითს ჩემკენ იშვერს.
– არ გინდა. – წარმოთქვამს ხმადაბალი, იმდენად შემაშინებლად მშვიდი ტონით, რომ
მაშინვე ვჩუმდები და სკამს ვეყინები. პრესკოტი თავს ხრის და ოთახიდან ჩქარი
ნაბიჯით გადის. კრისტიანი მის ზურგს უკან კარს კეტავს, მაგიდისკენ ერთიორ ნაბიჯს
დგამს და კიდესთან ჩერდება. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! ეს ჩემი ბრალია. კრისტიანი
მაგიდის მეორე მხარეს, ლაილას პირდაპირ დგას. ის ხის ზედაპირს ხელებს აყრდნობს
და წინ იხრება.
– აქ რას აკეთებ? – ცრის კბილებში ღრენით და თავჩახრილ ლაილას ზემოდან
დაჰყურებს.
– კრისტიან! – აღშფოთებისგან უკვე სუნთქვა მეკვრება, მაგრამ კრისტიანი ზედაც არ
მიყურებს.
– ხმა ამოიღე! – ღმუის ისევ. ლაილა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ სახე
ვარდისფრად უნათოდა, ერთიანად ფითრდება, ის თავს ოდნავ სწევს და კრისტიანს
გრძელი წამწამების ქვეშიდან თვალებგაფართოებული აჩერდება.
– შენი ნახვა მინდოდა, მაგრამ შენ... უფლებას არ მაძლევდი. – პასუხობს ჩურჩულით.
– ლაილა, შენ ჩემს ცოლთან მოხვედი... ისევ! – ცრის ის კბილებში ხმადაბალი სისინით,
ძალიან ხმადაბალით და ძალიან მტრულით. ლაილა ისევ თავს ხრის და მაგიდას
დაჰყურებს.
კრისტიანი სწორდება, მაგრამ ლაილას გააფთრებულ მზერას არ აშორებს.
– ლაილა, თუ შენ ჩემს ცოლს კიდევ ერთხელ მიუახლოვდები, ყველანაირი დახმარება
შეგიწყდება. ექიმები, სამხატვრო სკოლა, სამედიცინო დაზღვევა, ეს ყველაფერი
დამთავრდება, გასაგებია?
– კრისტიან... – ვცდილობ ისევ ჩარევას, მაგრამ კრისტიანი წამიერი ყინულივით ცივი
მზერით მაიძულებს, გავჩუმდე. ასე უსამართლოდ რატომ იქცევა? უსამართლოდ და
უგუნურად! ამ საცოდავი გოგოს მიმართ ჩემი თანაგრძნობა კიდევ უფრო ღრმა და
მძაფრი ხდება.
– კი, – ძლივს გასაგონად ჩურჩულებს ის.
– მისაღებში სიუზანს რა უნდა?
– ჩემთან ერთად მოვიდა.
კრისტიანი თმაზე ხელს ნერვიულად ისვამს და საცოდავს გამანადგურებელ მზერას არ
აშორებს.
– კრისტიან, გთხოვ, – ვეხვეწები უკვე სასოწარკვეთილი. – ლაილას მხოლოდ შენთვის
მადლობის გადახდა უნდოდა და მეტი არაფერი.
კრისტიანი ჩემკენ არც კი იხედება, მთელი ყურადღება და ბრაზი ლაილასკენ აქვს
მიმართული.
– ავად რომ იყავი, იმ პერიოდში სიუზანთან ცხოვრობდი?
– ჰო.
– იცოდა რას აკეთებდი, სანამ აქ იყავი?
– არა. სიუზი მაშინ შვებულებაში იყო.
კრისტიანი ჩაფიქრებული გამომეტყველებით საჩვენებელ თითს ქვედა ტუჩზე ისვამს.
– ჩემი ნახვა რატომ გინდოდა? შენ ხომ მშვენივრად იცი, რომ ჩემდამი თხოვნებით ექიმ
ფლინს უნდა მიმართო. რამე გჭირდება? – ტონი წამით ოდნავ ლმობიერი უხდება.
ლაილა ნელი მოძრაობით თითს ისევ მაგიდის კიდეზე აქეთ-იქით ასრიალებს. ამ
საცოდავის დაშინება შეწყვიტე, კრისტიან!
– უბრალოდ უნდა მცოდნოდა... – ბუტბუტებს ლაილა და პირველად მთელი ამ დროის
განმავლობაში მზერას უსწორებს.
– რა უნდა გცოდნოდა? – ეკითხება ის მშრალად.
– რომ შენ კარგად ხარ.
გაკვირვებისგან კრისტიანი წამით პირს აღებს და მერე უნდობლად ფრუტუნებს.
– რომ მე კარგად ვარ?
– ჰო.
– მე კარგად კი არა, არაჩვეულებრივად ვარ. საკითხი ამოწურულია?! ასეა თუ ისე, ახლა
ტეილორი აეროპორტში წაგიყვანს და შენ აღმოსავლეთ სანაპიროზე დაბრუნდები,
მაგრამ იცოდე, მისისიპის აქეთ, დასავლეთისკენ ნაბიჯს გადმოდგამ თუ არა,
ყველანაირი დახმარება შეგიწყდება. გასაგებია?
ჯანდაბა... კრისტიან! გაოგნებისგან თვალები მიმრგვალდება! რა დაემართა? ასე რა
აგიჟებს? რა უფლება აქვს, ლაილას იქ ყოფნა აუკრძალოს, სადაც უნდა..
– გასაგებია. – ხმადაბლა პასუხობს ლაილა.
– ძალიან კარგი. – კრისტიანს ტონი შედარებით შემრიგებლური უხდება.
– იქნებ ლაილას ახლავე უკან დაბრუნება არ უნდა?.. და თავისი გეგმები აქვს,
კრისტიან. – ვამბობ მე ლაილას სათქმელს და ხმაში აღშფოთებას ვერაფრით ვმალავ.
კრისტიანის უკმაყოფილება და გაცეცხლება ახლა ჩემზე ინაცვლებს.
– ანასტასია, – მაფრთხილებს ყინულივით ცივი ტონით. – ეს შენ არ გეხება.
კოპებს ვკრავ და ჯიუტად ვუყურებ. არა, ეს მე ნამდვილად მეხება. ბოლოს და ბოლოს
ის ჩემს ოფისშია. როგორც ჩანს, აქ რაღაც ისეთიც არის, რაც მე არ ვიცი. ეგეც შენი
ორმოცდაათი ელფერი... – დამსისინებს თავზე ჩემი ქვეცნობიერი.
– ლაილა შენთან კი არა, ჩემთან მოვიდა. – ვბუტბუტებ გაღიზიანებული ტონით.
ლაილა ჩემკენ ბრუნდება და თავისი უზარმაზარი თვალებით მაჩერდება.
– მე გარკვეული ინსტრუქციები მქონდა, მისის გრეი... და ეს ინსტრუქციები
დავარღვიე.
– მას წამით ნერვიული მზერა ჩემს ქმარზე გადააქვს, მერე კი ისევ ჩემკენ იხედება.
– ეს ის კრისტიან გრეია, რომელსაც მე ვიცნობ, – ამბობს ნაღვლიანად.
კრისტიანი მრისხანედ კოპებს კრავს, მე კი ამ მოულოდნელი სიტყვებისგან სუნთქვა
მეკვრება და ჰაერი არ მყოფნის. ნუთუ კრისტიანი ლაილასთან ყოველთვის ასეთი იყო?
იქნებ თავიდან ჩემთანაც ასე იქცეოდა? არა, ვერ ვიხსენებ, ჩემთან ურთიერთობაში
ასეთი კრისტიანი მე ნამდვილად არ მახსოვს... ლაილა გულისმომკვლელად საცოდავი
ღიმილით ცალყბად მიღიმის და სკამიდან დგება.
– თუშეიძლება, მინდა, რომ ხვალამდე დავრჩე. ჩემი რეისი ხვალ, შუადღეს მიფრინავს.
– ხმადაბლა ეუბნება კრისტიანს.
– კარგი, ხვალ ათისთვის ვინმე მოგაკითხავს და აეროპორტში წაგიყვანს.
– გმადლობ.
– სიუზანთან გაჩერდი?
– კი.
– კარგი.
კრისტიანს თვალებით ვბურღავ. რა უფლება აქვს ლაილას განკარგულებები აძლიოს,
რა და როგორ გააკეთ... კი მაგრამ, სიუზანის მისამართი საიდანღა იცის?
– ნახვამდის, მისის გრეი. გმადლობთ, რომ შეხვედრაზე უარი არ მითხარით.
ფეხზე ვდგები და ჩამოსართმევად ხელს ვუწვდი, ლაილა მადლიერებით
გაბრწყინებული მზერით თავისას მაგებებს და ხელს მართმევს.
– ჰმ... ნახვამდის და წარმატებებს გისურვებთ. – ვეუბნები დაბნეული. წარმოდგენაც კი
არა მაქვს, ეტიკეტით რა არის გათვალისწინებული საკუთარი ქმრის ექსმორჩილთან
დამშვიდობებისას.
ის თავს მიქნევს და კრისტიანისკენ ბრუნდება.
– ნახვამდის, კრისტიან.
კრისტიანს მზერა შედარებით უმშვიდდება.
– ნახვამდის, ლაილა. – პასუხობს ხმადაბლა. – არ დაგავიწყდეს, ყველა სათხოვარი
მხოლოდ ექიმი ფლინის დახმარებით უნდა გადმომცე.
– დიახ, სერ.
ის კარს აღებს, მაგრამ ლაილა ჩერდება, თავს სწევს და მზერას უსწორებს. კრისტიანი
ადგილზე შეშდება და ყურადღებით აკვირდება.
– მიხარია, რომ ბედნიერი ხარ. შენ ამას იმსახურებ. – ეუბნება ლაილა წამიერი
დუმილის შემდეგ და ვიდრე კრისტიანი პასუხის გასაცემად პირის გაღებას მოასწრებს,
ოთახიდან გადის.
ის დერეფანში მიმავალ ლაილას რამდენიმე წამის განმავლობაში კოპებშეკრული
გაჰყურებს, მერე ტეილორს თავს უქნევს და ტეილორიც უსიტყვო ბრძანებას ასრულებს
– ლაილას მიმღებისკენ უკან მიჰყვება. კრისტიანი კარს ხურავს და უსიტყვოდ
მაჩერდება.
– არც კი იფიქრო, რომ მაგ ბოღმას ახლა ჩემზე გადმოანთხევ, კრისტიან! – ვსისინებ
გაცეცხლებული. – კლოდ ბასტილს დაურეკე და ეგ შენი გაცეცხლება იმასთან ვარჯიშში
გამოიბერტყე ან ფლინთან წადი.
კრისტიანს გაოგნებისგან პირი ეღება, როგორც ჩანს, ჩემგან ასეთ რეაქციას უკვე აღარ
ელოდა და შუბლშეჭმუხნული მიყურებს.
– შენ მე დამპირდი, რომ ამას აღარ გააკეთებდი! – ხმა მკაცრი აქვს, ტონი კი
საყვედურით სავსე.
– რას არ გავაკეთებდი?
– რომ ჩემს მითითებებს შეასრულებდი.
– არა, მე მაგას არ დაგპირებივარ. მე გითხარი, რომ უფრო დაკვირვებული და
წინდახედული ვიქნებოდი და ასეც მოვიქეცი. გაგაფრთხილე, რომ ლაილას ვხვდებოდი,
პრესკოტს უფლება მივეცი, ლაილა და ის შენი მეორე გაეჩხრიკა და მთელი იმ დროის
განმავლობაში, ვიდრე ლაილას ველაპარაკებოდი, პრესკოტი გვერდიდან არ
მომშორებია! შენ კი აიღე და საწყალი ქალი სამსახურიდან გააგდე, მაშინ როდესაც ის
მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ინსტრუქციებს ასრულებდა. გთხოვე, რომ არ გენერვიულა,
მაგრამ შენ მაინც მოქანდი! იქნებ კონკრეტულად მითხრა, მაინც რა არ მოგწონს? რაღაც
არ მახსოვს, რომ თქვენი უდიდებულესობისგან ლაილასთან შეხვედრის ამკრძალავი
პაპის ბულა მიმეღოს და არც ის მახსოვს, ოდესმე გეთქვას, რომ თურმე ჩემთან
მომსვლელების შავი სია არსებობს! – გაცეცხლებული თანდათან ხმას ვუწევ და ლამის
ყვირილზე გადავდივარ. კრისტიანი გაყინული და არაფრის მთქმელი
გამომეტყველებით მიყურებს,
მაგრამ ჩემი ტირადის დასასრულისკენ ტუჩები ებრიცება.
– პაპის ბულა? – მეკითხება უკვე თვალშისაცემად დამშვიდებული და დამცინავად
მობრეცილი ტუჩები თავშეკავებული ღიმილით ეპობა.
ამ ლაპარაკის ხუმრობაში გადაყვანას ნამდვილად არ ვაპირებ, ის კი დგას და, ვითომც
აქ არაფერი, მეკრიჭება! ეს კიდევ უფრო მაგიჟებს. იმის ყურება, როგორ ელაპარაკებოდა
ის ლაილას, ჩემთვის სრულიად აუტანელი იყო, ასე მოქცევა უბრალოდ არ შეიძლება!
– რა? – მეკითხება ის. გაღიზიანებულია, არ ავყევი და ისევ კოპებშეკრული შევყურებ.
– რა და შენ! რატომ იყავი ლაილასთან ასეთი უხეში?
კრისტიანი ოხრავს, მიახლოვდება და მაგიდის კიდეზე ჯდება.
– ანასტასია, – ისეთი ტონით იწყებს ის, თითქოს ბავშვს ელაპარაკებოდეს. – რატომ არ
გესმის. ჩემთვის ლაილა, სიუზანი და საერთოდ ყოველი მათგანი მხოლოდ სასიამოვნო
გასართობი იყო და მეტი არაფერი, შენ ჩემი სამყაროს ცენტრი ხარ, ბოლოს კი, როცა შენ
და ლაილა ერთ ოთახში იყავით, ის შენ იარაღს გიმიზნებდა. ისევ გაუგებარია, რატომ
არ მინდა, რომ ლაილა თუნდაც მოგიახლოვდეს?
– კრისტიან, მაშინ ხომ ის ავად იყო!
– გასაგებია და ვიცი, და ისიც ვიცი, რომ ახლა უკეთ არის, მაგრამ მე მას უბრალოდ
აღარ ვენდობი. ის, რაც მაშინ გააკეთა, დაუშვებელია და მე ლაილასთვის ამის პატიებას
არ ვაპირებ.
– მაგრამ იმით, რომ მოქანდი, ხომ სწორედ ის გააკეთე, რაც იმას უნდოდა! ლაილას
უნდოდა, ენახე და ისიც მშვენივრად იცოდა, რომ მაშინვე აქ გაჩნდებოდი, როგორც კი
ის ჩემ სანახავად მოვიდოდა.
კრისტიანი, ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა
არ ჰქონდეს, მხრებსიჩეჩს.
– უბრალოდ, არ მინდა, რომ ჩემი წარსულით შენ ოდნავი ჩრდილი მაინც მოგადგეს.
რაა?
– კრისტიან... ისეთი, როგორიც ხარ, შენი წარსულის, შენი აწმყოს და, საერთოდ,
მთლიანად მთელი შენი ცხოვრების გამო ხარ. ის, რაც შენ გეხება, მეც მეხება და მე ეს
ყველაფერი მაშინ მივიღე, როდესაც შენს ცოლობას დავთანხმდი... იმიტომ რომ
მიყვარხარ, კრისტიან.
ის შეშდება. ვიცი, რამდენად მძიმე მოსასმენია ეს მისთვის.
– ლაილას ჩემთვის არაფერი დაუშავებია და... იმასაც უყვარხარ.
– ფეხებზე მკიდია.
გაოგნებისგან კოპებს ვკრავ და თავზარდაცემული შევყურებ. როგორ ახერხებს, რომ
თავისი ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებით და ქცევით ჯერ ისევ მაოგნებს?! „ეს
ის კრისტიან გრეია, რომელსაც მე ვიცნობ“ – მიტივტივდება გონებაში ლაილას
სიტყვები. ლაილაზე მისი რეაქცია იმდენად ცივი და გულქვა, იმდენად
არადამახასიათებელი იყო იმ მამაკაცისთვის, რომელსაც მე ვიცნობ და მიყვარს, რომ
ერთიანად თავგზა მერევა! მახსენდება, როგორ ნანობდა, ნერვიულობდა, თავს
იდანაშაულებდა და როგორ განიცდიდა, როცა ფიქრობდა, რომ ლაილას ტკივილი მისი
ბრალი იყო, როდესაც ლაილას ნერვიული შეტევა ჰქონდა და გაოგნებული და
დაბნეული კოპებს კიდევ უფრო მეტად ვკრავ... უცებ ისიც მახსენდება, როგორ
აბანავებდა და სუნთქვაშეკრული ნერწყვს ძლივს ვყლაპავ... ამ აზრისგან გული
ტკივილის საშინელი შეგრძნებით მეწურება და ყელში ნაღველის სიმწარე მაწვება...
როგორ შეუძლია ახლა მიმტკიცოს, რომ ლაილა ფეხებზე ჰკიდია? მაშინ ხომ არ ეკიდა!
აბა, ახლა რა შეიცვალა? ასეთ წუთებში კრისტიანს უბრალოდ ვერ ვუგებ, ის აშკარად
რომელიღაც გაურკვეველი, ჩემთვის სრულიად გაუგებარი და ამოუცნობი
კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.
– საერთოდ რატომ გადაწყვიტე, რომ ლაილას შენი დაცვა სჭირდება? – მეკითხება ის
ჩაფიქრებული და გაღიზიანებული ტონით.
– კრისტიან, გაიგე, მე ლაილასთან არც მეგობრობას ვაპირებ და არც რეცეპტებისა და
ქსოვის სახეობების გაცვლაგამოცვლას, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი და ჩემთვის
სრულიად გაუგებარია, ასე გულქვად რატომ მოექეცი.
კრისტიანს მზერა წამის უსწრაფესად ეყინება.
– ერთხელ, ოდესღაც, მე შენ უკვე გითხარი... მე გული არა მაქვს. – მეუბნება
ბუტბუტით.
მოთმინებადაკარგული თვალებს ვატრიალებ... ღმერთო, როდემდე შეიძლება ჯიუტი
მოზარდის პოზიციიდან მელაპარაკოს?!
– ეს სრული სისულელე და ტყუილია, კრისტიან. ვერ ხვდები, რომ სასაცილოა იმის
მტკიცება, რომ ლაილა ფეხებზე გკიდია, როცა შენ მისი სამხატვრო სკოლის გადასახადს
და საერთოდ მის ლამის ყველა ხარჯს იხდი?!
ჩემთვის უცებ სასიცოცხლო აუცილებლობა ხდება, რომ კრისტიანს ეს შევაგნებინო.
სრულიად ცხადია, რომ მას ის ფეხებზე არ ჰკიდია. მაგრამ მაშინ რატომ უარყოფს ამას
ასე ჯიუტად? ეს საქციელი ბიოლოგიური დედისადმი მის გრძნობებს და
დამოკიდებულებას ჰგავს. ოჰ, ღმერთო, რა თქმა უნდა! აქამდე როგორ ვერ მივხვდი?!
მისი გრძნობები ლაილასა და დანარჩენი მორჩილების მიმართ სწორედ დედამისისადმი
მისივე გრძნობების იდენტურია. „მე პატარა მუქთმიანი, შენნაირი გოგოების შოლტით
ცემა მიყვარს, იმიტომ, რომ თქვენ ხომ ყველა ჩემს მეძავ და ნარკომან დედას ჰგავხართ“.
რა გასაკვირია, რომ ასე გაცეცხლდა. ჩუმად ვოხრავ და სასოწარკვეთილი თავს ვაქნევ.
იქნებ ჯობია, ეს ექიმ ფლინს ვუთხრა? განა შეიძლება, ამას ვერ ხვდებოდეს?
გული თანაგრძნობით მევსება. საკუთარ თავში და გრძნობებში ჩაკარგული ჩემი
საწყალი ბიჭი... ღმერთო, ასე ძალიან რატომ უჭირს იმავე ადამიანობისა და
თანაგრძნობის გამოხატვა, რომელსაც ავლენდა, როდესაც ლაილას ნერვიული შეტევა
ჰქონდა?
კრისტიანი თვალმოუშორებლად მიყურებს და მზერით მბურღავს.
– დისკუსია დასრულებულია, სახლში წავიდეთ.
საათს ვუყურებ, ხუთის ოცდასამი წუთია და დღევანდელი სამუშაო ჯერ არ
დამიმთავრებია.
– ჯერ ადრეა, კრისტიან.
– სახლში! – არ მეშვება ის.
– კრისტიან, – ვპასუხობ დაღლილი ხმით. – შენთან ერთსა და იმავეზე კამათი უკვე
ძალიან მომბეზრდა.
თითქოს ჩემი სიტყვების აზრს ვერ ხვდებოდეს, კოპებს კრავს.
– მშვენივრად გესმის, რასაც ვგულისხმობ. როდესაც მე ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც შენ არ
მოგწონს, მაშინვე პრობლემის მოგვარებისა და ჩემზე კონტროლის აღდგენის მორიგ
საშუალებას პოულობ. როგორც წესი, ამაში სხვადასხვა განსაკუთრებული საგნების
გამოყენებით ჟიმაობა იგულისხმება, ისეთი სექსი, რომლისგანაც გონება მებინდება... –
სიტყვას ვწყვეტ და მხრებს ვიჩეჩ. ღმერთო, რა დამღლელი და გამომფიტავი ლაპარაკია,
ენერგიის ნასახიც კი აღარ დამრჩა.
– გონება გებინდება? – მეკითხება ის.
რაა?
– როგორც წესი, ჰო.
– რა იყო ისეთი, რისგანაც?... – სიტყვას არ ასრულებს კრისტიანი და თვალებში
გრძნობიერი ცნობისმოყვარეობის ნაპერწკლები უკრთება. ოჰ, კრისტიან!.. ისევ ჩემი
ყურადღების გადატანას ცდილობს.
ჯანდაბა! სი-აი-პის სხდომათა დარბაზი ამაზე მსჯელობისთვის შესაფერისი ადგილი
ნამდვილად არ არის. ჩემი ქვეცნობიერი თავისი იდეალური მანიკიურით
გაპრიალებულ ფრჩხილებს დაჰყურებს და ამრეზით ტუჩებს პრუწავს – „მაშინამაზე
ლაპარაკიც არ უნდა დაგეწყო“.
– შენ თვითონაც მშვენივრად იცი. – ვპასუხობ გაწითლებული და საკუთარ თავზეც
ვღიზიანდები და კრისტიანზეც.
– დაახლოებით ვხვდები. – მეუბნება ის ჩურჩულით.
ჯანდაბა. ვცდილობ, რომ რამენაირად პრობლემის არსი შევაგნებინო, ის კი თავგზას
მირევს.
– კრისტიან, მე...
– მე მიყვარს, როდესაც სიამოვნებას განიჭებ. – ჩურჩულებს ისევ და ქვედა ტუჩზე ცერა
თითს მისვამს.
– ჰო... მანიჭებ, – ვაღიარებ მეც ჩურჩულით.
– ვიცი, – მეუბნება ხმადაბლა და ჩემკენ გადმოხრილი ზედ ჩემს ყურთან ჩურჩულით
ამატებს: – ეს ერთადერთია, რაც ნამდვილად ვიცი. – ღმერთო, რა საოცარი სუნი ასდის!
ის სწორდება და მესაკუთრის ქედმაღლური ღიმილით დამყურებს.
ტუჩებს ვმუწავ და ვცდილობ, ისეთი გამომეტყველება მივიღო, თითქოს მისმა შეხებამ
ჩემზე სრულებითაც არ იმოქმედა. ვერაფერს იტყვი, ჩემი ყურადღების გადართვის
ოსტატია, ყოველთვის, როდესაც მისთვის უსიამოვნო და მტკივნეულ, ან რომელიმე
ისეთ თემაზე ვლაპარაკობთ, რომელზეც თვითონ არ უნდა ლაპარაკი, ახერხებს, რომ
აზრი გამიფანტოს და ფიქრი სხვა რამეზე გადამატანინოს. „შენ კი ამის საშუალებას
აძლევ!“ დამცინავად კბილს მკრავს „ჯეინ ეარის“ ტომზე თავდახრილი ჩემი
ქვეცნობიერი.
– მაინც რა იყო ისეთი, რისგანაც გონება დაგებინდა, ანასტასია? – ისევ თავის კითხვას
უბრუნდება კრისტიანი და ეშმაკური და ვნებიანი სხივით ანთებულ მზერას არ
მაშორებს.
– სია გჭირდება? – ვეკითხები ბედს დანებებული, მაგრამ გაღიზიანებული ტონით.
– სიაც არსებობს? – აშკარად ძალიან კმაყოფილია.
ღმერთო, როგორ დამღალა.
– ნუ... ბორკილები, – ვპასუხობ ხმადაბლა და თავში ჩვენი თაფლობის თვე
მიტივტივდება.
კრისტიანი კოპებს კრავს, მაჯაზე ხელს მტაცებს, მატრიალებინებს და იმ ადგილზე,
სადაც მაშინ წითელი ნაკვალევი მეტყობოდა, ცერა თითს მისვამს.
– არ მინდა, რომ დაგაჩნდეს.
ოჰ...
უცებ ტუჩები მაცდური და გრძნობიერი ღიმილით ეპობა.
– წამო, სახლში წავიდეთ. – ჩურჩულებს შემპარავი ხმით.
– სამუშაო მაქვს, კრისტიან.
– სახლში, ანასტასია. – იმეორებს უკვე დაჟინებული ტონით.
თავს ვწევ და ორივე ერთმანეთს ვაჩერდებით – ნაცრისფრად აალებულგამლღვალი და
დაბნეული ცისფერი თვალების მზერით ერთმანეთს ვუყურებთ, ერთმანეთს
ვეჭიდებით და ერთმანეთის საზღვრებსა და ნებისყოფას ვცდით. მე ამ თვალებში
გაგებას ვეძებ, ვცდილობ, ჩავწვდე, როგორ ახერხებს ეს ადამიანი წამის უსწრაფესად,
დესპოტი, ყველასა და ყველაფრის გაკონტროლების მანიით შეპყრობილი
ურჩხულისგან გრძნობიერ და მაცდურ საყვარლად გადაქცევას... კრისტიანს გუგები
უფართოვდება და მზერა უმუქდება... მისი სურვილი და ფიქრი დღესავით ნათელია. ის
ხელს სწევს და ლოყაზე ნაზად მეფერება.
– შეგვიძლია, აქ დავრჩეთ. – მეუბნება დაბალი და ჩახრინწული ხმით.
არა, ოღონდ ეს, არა. ჩემი შინაგანი ქალღმერთი ხის მაგიდას სასოწარკვეთილი
დაჰყურებს. არა, არა, არა, ოღონდ ოფისში, არა!
– კრისტიან, არ შემიძლია! ოფისში სექსი არ მინდა... სხვა რომ არაფერი, ბოლოს და
ბოლოს აქ ახლახან შენი საყვარელი იყო.
– ის ჩემი საყვარელი არასოდეს ყოფილა. – ღმუის კრისტიანი და ტუჩები ჯიუტ,
წვრილ ხაზად ემუწება.
– ეს უბრალოდ სემანტიკაა, კრისტიან.
ის კოპებს კრავს და მოქუფრული შემომყურებს. ვნებიანი საყვარელი უკვალოდ ქრება.
– ნუ ფიქრობ ამაზე, ანა. ლაილა და ყველა მათგანი წარსულს ჩაბარდა. – ამბობს ისევ
აგდებული ტონით.
სასოწარკვეთილი ვოხრავ... იქნებ მართალიც არის. მე უბრალოდ ის მინდა, რომ
აღიაროს... საკუთარ თავთან აღიაროს, რომ ეს საცოდავი გოგო ფეხებზე არ ჰკიდია.
გულს ყინულივით სიცივე მიკუმშავს. ოჰ, არა!.. აი, რატომ არის ჩემთვის ეს ასეთი
მნიშვნელოვანი!.. რაიმე დაუშვებელი რომ გავაკეთო, რამე ისეთი, რასაც ვერ მაპატიებს,
ისეთი თუ გავხდები, რომ მის მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებ, მეც წარსულს
ჩავბარდები? თუ მას ასე, წარბშეუხრელად შეუძლია, რომ ლაილას ზურგი აქციოს
ლაილას, რომლის მიმართაც იმ საწყალი გოგოს ავადმყოფობის დროს ასეთი
მზრუნველი და ყურადღებიანი იყო... ხომ შეიძლება, ჩემთანაც იგივე გააკეთოს?
სუნთქვა მეკვრება და გონებაში ჩემი სიზმრის ფრაგმენტი მიტივტივდება... მოოქრული
სარკეები და მარმარილოს იატაკზე ექოდ ასხლეტილი და ნელნელა სიშორეში
ჩაკარგული მისი ნაბიჯების ხმა... ის მიდის და ბრწყინვალე ფუფუნებასა და
სიმდიდრეში მარტო მტოვებს.
– არა!.. – მანამ, სანამ გონს მოსვლას ვახერხებ, ვჩურჩულებ საკუთარი ფიქრით
თავზარდაცემული.
– კი, ანა. – მეუბნება ის, ნიკაპში თითებს მკიდებს, იხრება და ტუჩებში ნაზად მკოცნის.
– ოჰ, კრისტიან! ხანდახან ძალიან მაშინებ... – სუნთქვაშეკრული მის სახეს ორივე
ხელში ვიქცევ, თითებს თმაში ვუცურებ, ჩემკენ ვიზიდავ და კოცნაზე კოცნით ხარბად
ვპასუხობ. ის წამით შეშდება და მეხვევა.
– რატომ, ანა?
– შენ ისე ადვილად შეაქციე ლაილას ზურგი,რომ...
კრისტიანი კოპებს კრავს.
– და შენ ფიქრობ, რომ შენც ასევე შეგაქცევ? ჯანდაბა! ეს რამ გაფიქრებინა, ანა? საიდან
მოიტანე?
– არ ვიცი... მაკოცე, კრისტიან... სახლში წამიყვანე. – ვჩურჩულებ მუდარით სავსე
ხმით. მისი ტუჩები ჩემსას ერწყმის, ის ხარბად მკოცნის და ამ კოცნაში ერთიანად
ჩაკარგულს
ამქვეყნად ყველაფერი მავიწყდება.

***
– ოოოჰ!.. კრისტიან, გთხოვ! – ვბუტბუტებ თავდავიწყებით.
ის სურვილითა და ვნებით ცეცხლმოკიდებულ ჩემს ყველაზე მგრძნობიარე ადგილს
ნაზად სულს უბერავს.
– მოითმინე, ანა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. – ჩურჩულებს ჩემ კლიტორთან
თავდახრილი.
ხელების გაშლას ვცდილობ და მის მორიგ გრძნობიერ შემოტევას ხმამაღალი კვნესით
ვპასუხობ. ტყავის რბილი მანჟეტებით იდაყვები მუხლებთან მაქვს შეკრული, მარჯვენა
– მარჯვენასთან, მარცხენა – მარცხენასთან, კრისტიანის თავი ჩემს ფეხებს შორის
მოძრაობს, მისი ენა კი ნეტარ და იმავდროულად დაუნდობელ და სასტიკ წამებას
განაგრძობს. თვალებს ვახელ და სიამოვნებისგან ლიბრგადაკრული და გაუცხოებული
მზერით საღამოს რბილი სინათლით განათებულ ჩვენი საძინებლის ჭერს ვაჩერდები.
კრისტიანი ენით ჩემი სამყაროს ცენტრს ეთამაშება, მაგიჟებს, გარშემო უვლის და
მწუწნის, ისევ და ისევ... შეუჩერებლად. ვცდილობ, ფეხები გავშალო, რომ სხეულში
ტალღებად გაშლილი სიამოვნება როგორმე გავაკონტროლო, მაგრამ უშედეგოდ,
არაფერი გამომდის. თითებით თმაში ვაფრინდები და ამ დახვეწილი და დაუნდობელი
წამებით გონებაარეული ძალით ჩემკენ ვწევ.
– არ გაათავო! – მაფრთხილებს ის და მისი თბილი სუნთქვა სველ და თბილ ბაგეებზე
და კლიტორზე მელამუნება, მერე ოდნავ უკან იწევა... მის თმაში ჩაფრენილ ჩემს
თითებს წინააღმდეგობას უწევს. – იცოდე, თუ გაათავებ, ტრაკს აგიწითლებ.
საკუთარ შეგრძნებებში ჩაძირული მხოლოდ კვნესით ვპასუხობ.
– კონტროლი უნდა ისწავლო, ანა, გესმის, სიამოვნება უნდა აკონტროლო. – მეუბნება
და ენით გრძნობიერ შეტევას აგრძელებს.
ოჰ, ღმერთო!.. როგორ გრძნობს ჩემს სხეულს, მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს. მისი
ენის გამაგიჟებელ მოძრაობაზე საკუთარი ვნებით ათრთოლებული სხეულის რეაქციას
წინააღმდეგობას ვერ ვუწევ... თუმცა კი ვცდილობ, მართლა ძალიან ვცდილობ, ის
გავაკეთო, რაც მითხრა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ, მისი ენის დაუნდობელი
მანიპულაციებისგან ერთიანად ვფეთქდები, მაგრამ ის არ ჩერდება, გონების დამბინდავ
წამებას არ წყვეტს და მის ტუჩებთან ორგაზმის კონვულსიებით აცახცახებული საშოდან
სიამოვნებას ბოლო წვეთამდე მწოვს.
– ოჰ, ანა, ხომ გითხარი, არ გაათავო-მეთქი! – გათამაშებული უკმაყოფილებით და თან
ტრიუმფით აღსავსე საყვედურის ტონით ჩურჩულებს ის და მატრიალებს. ლოგინში
პირქვე ჩამხობილი აკანკალებულ მხრებს ვეყრდნობი და იმავწამს უკანალი მწარე,
გაშლილი ხელის დარტყმისგან მეწვის.
– აჰ! – ვყვირი მოულოდნელობისა და ტკივილისგან.
– კონტროლი უნდა ისწავლო, ანა, – მეუბნება ჭკუის დამრიგებლური ტონით, ორივე
ხელს თეძოებში მავლებს და ძლიერი ბიძგით ჩემში შემოდის. არაჩვეულებრივი,
გონების დამბინდავი ორგაზმისგან ჯერ ისევ ვცახცახებ და მორიგი წამოკივლებისგან
თავს ვერ ვიკავებ. ჩემს საშოში ღრმად შემოდის, წამით შეშდება და იხრება, ხელფეხზე
ჯერ ერთ, მერე მეორე მანჟეტს მიხსნის, სხეულზე ორივე ხელს მხვევს და მუხლებზე
მდგარი თავისკენ მიზიდავს, მერე ცალ ხელს ყელზე მავლებს და სხეულზე მიკრავს.
ღმერთო... სისავსის ამ საოცარ გრძნობას ერთიანად ვეძლევი.
– იმოძრავე. – მეუბნება მბრძანებლური ტონით.
ვკვნესი და ბრძანებას ვასრულებ, მუხლებზე ოდნავ ვიწევი და ასოზე ვეცმები.
– უფრო ჩქარა, – ჩურჩულებს ის ჩემს ყურთან.
მოძრაობას ვაჩქარებ, ტემპს სულ უფრო და უფრო ვუმატებ... კრისტიანი კვნესის, თავს
უკან მაწევინებს და კისერში ნაზი კბენით კიდევ უფრო მაგიჟებს. მეორე ხელს
აუჩქარებლად თეძოდან ქვევით აცურებს, ბოქვენზე თმაში მავლებს და თითით
რამდენიმე წუთის წინანდელი მისი გულუხვი ფერებით ჯერ ისევ მგრძნობიარე
კლიტორს აწვება, მერე თითებში იქცევს და სიამოვნებისგან აკრუსუნებულს ნეტარ
წამებას თავიდან მიწყებს.
– ასე, ანა, – ქოშინებს ჩემს ყურთან ხმაჩახრინწული. – ასე... შენ ჩემი ხარ. მხოლოდ ჩემი
და მხოლოდ შენ.
– კრისტიან, – ვაყოლებ გგახსნილი პირიდან არეულ სუნთქვას, ასოზე ღრმად ვეცმები,
თეძოს ვატრიალებ და საშოს კუნთებს ვჭიმავ.
– ახლა, ჩემთვის გაათავე, ანა. – ითხოვს ის.
თავისუფლებამიცემული, მის ბრძანებას აყოლილი სხეული ერთიანად მეძაბება და
ნეტარების მორევში თავით ვეშვები. კრისტიანი ხელებს კიდევ უფრო მაგრად მხვევს და
ძლიერად მიჭერს, მე კი, კულმინაციამდე მისული და წარმოუდგენლად ტკბილი
ექსტაზით აცახცახებული, მისი სახელის ყვირილით ვათავებ.
– მიყვარხარ, ანა, – კვნესის ის ჩემ ზურგს უკან, ჩემში კიდევ ერთი ძლიერი ბიძგით
შემოდის და უკან მომყვება.
კრისტიანი მხარზე მკოცნის და სახეზე ჩამოყრილ თმას მიწევს.
– ესეც არის სიაში, მისის გრეი? – მეკითხება შემპარავი ხმით. ლოგინზეპირქვე,
სრულიად ძალაგამოცლილი და სადღაც ბურანში ჩაკარგული ვწევარ, ის კი ჩემ
გვერდით იდაყვზე თავდაყრდნობილი დუნდულებზე ნაზად მეფერება.
– მმმ...
– ეს „ჰოს“ ნიშნავს?
– მმმ. – ვიღიმები უღონოდ.
კრისტიანიც მიღიმის და მკოცნის. გვერდზე ვბრუნდები და მისკენ პირით ვწვები.
– ჰე, მითხარი?! – არ მეშვება ის.
– ჰო, სიაში ესეც არის, მაგრამ სია გრძელია.
კრისტიანს სახე ისე ებადრება, რომ ლამის ორად ეყოფა. ის იხრება და ტუჩებში ნაზად
მკოცნის.
– კარგი. ხომ არ გვესადილა? – მეკითხება და სიყვარულითა და ალერსიანი იუმორით
ანთებული მზერით მაჩერდება.
თავს მონდომებით ვუქნევ. საშინლად მშია, მაგრამ მერე წამით ვჩერდები, ხელს ვწევ
და მკერდზე მის რბილ თმას თითის ბალიშებს ვაყოლებ.
– მინდა, რომ რაღაც მითხრა. – ვეუბნები ჩურჩულით.
– რა?
– ოღონდ არ გაბრაზდე.
– რაზე უნდა გავბრაზდე, ანა?
– მინდა, მითხრა, რომ შენთვის ლაილა სულერთი არ არის და ფეხებზე არ გკიდია.
კრისტიანს გუგები უფართოვდება და განწყობა წამის უსწრაფესად ეცვლება.
– მინდა, ეს აღიარო, კრისტიან, რადგან იმ კრისტიანს, რომელსაც მე ვიცნობ და
რომელიც მიყვარს, ლაილა ფეხებზე არ ჰკიდია.
ის გაქვავებული გამომეტყველებით მიყურებს და მზერას არ მაშორებს. ჩემ თვალწინ
მისი შინაგანი ბრძოლის ცხადი სურათი იშლება, რომლის შედეგადაც, წესით,
სოლომონის სიბრძნესავით ლამის ყოვლისმომცველი ჭეშმარიტება უნდა გაისმას.
კრისტიანი რაღაცის სათქმელად პირს წამით აღებს, მერე ისევ ხურავს და სახეზე
ერთმანეთში არეული გაურკვევლი გრძნობების... მაგრამ მეტად გამოხატულად, მგონი,
უფრო ტკივილის ჩრდილი გადასდის.
მითხარი, კრისტიან, გთხოვ, მითხარი... – ვაქეზებ მე უსიტყვოდ.
– კარგი, კარგი. ჰო, ჩემთვის სულერთი არ არის. ახლა კმაყოფილი ხარ? – ხმა სრულიად
ჩავარდნილი, ჩურჩულზე ოდნავ ხმამაღალი აქვს.
კმაყოფილი კი არა, უზომოდ მადლიერი ვარ! შვებისგან სახე ერთიანად მინათდება და
ბედნიერი გამომეტყველებით შევყურებ.
– კი, ძალიან.
ის შუბლს იჭმუხნის.
– წარმოუდგენელია, რომ აქ, ჩვენს ლოგინში და ახლა ჩვენ ისევ ლაილაზე
ვლაპარაკობთ...
ტუჩებზე თითს ვადებ და ვუღიმი.
– არ გინდა... მოდი, ვჭამოთ, ძალიან მშია.
ის ოხრავს და თავს აქნევს.
– შენ მე მაგიჟებ, ანასტასია.
– ძალიანაც კარგი. – ვპასუხობ ისევ ღიმილით, მისკენ ვიხრები და ტუჩებში ვკოცნი.

From: ანასტასია გრეი


Subject: სია
Date: 9 სექტემბერი, 2011; 09:33
To: კრისტიან გრეი

ეს ნამდვილად ერთერთი პირველია სიაში.


:D
ანა. x
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: ჯობია, რამე ახალი მითხარი...
Date: 9 სექტემბერი, 2011; 09:42
To: ანასტასია გრეი

ბოლო სამი დღეა ამას ამბობ, ნუთუ ჯერ ისევ ასეთი აღფრთოვანებული ხარ?..
რამე სხვაც ხომ ხომ არ გვეცადა?
;)
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ თამაშით ნასიამოვნებგახალისებული გენერალური
დირექტორი
ეკრანს ღიმილით შევყურებ. უკანასკნელი რამდენიმე საღამო არაჩვეულებრივი და...
მხიარული იყო. დაძაბულობა ორივეს მოგვეხსნა, მოვეშვით და ჩვენს ცხოვრებაში
ლაილას ხანმოკლე შემოჭრაც დავიწყებას თავისთავად მიეცა. ამ დღეების განმავლობაში
გამბედაობა მაინც ვერაფრით მოვიკრიბე, რომ კრისტიანისთვის მეკითხა, არის თუ არა
ჩვენს სახლში კედლებზე ჩამოკიდებულ ნახატებს შორის ლაილას ნამუშევრებიც,
თუმცა, სიმართლე ითქვას, ეს საკითხი უკვე ნაკლებადაც მადარდებს. ჩემი „ბლეკბერი“
რეკავს, რატომღაც ვფიქრობ, რომ კრისტიანია და ტელეფონს ღიმილით
გაცისკროვნებული სახით ვპასუხობ.
– ანა?
– დდიახ, – ვიბნევი კრისტიანის ხმა რომ არ მესმის.
– ანა, ძვირფასო, უფროსი ხოსე როდრიგესი ვარ.
– მისტერ როდრიგეს! როგორ ხართ?.. – თმის ყოველი ღერი წიწკნას მიწყებს... რა
მოხდა? ხოსეს მამა?.. რატომ რეკავს?
– საყვარელო, მაპატიე, რომ სამსახურში გირეკავ, მაგრამ რეი... – აკანკალებული ხმა
უწყდება მას.
– რაა... რა მოხდა? – გული ადგილს სწყდება და ყელში დამახრჩობელი ბაგა-ბუგით
მაწყდება.
– რეი ავარიაში მოხვდა.
არა! ღმერთო... მამა! სუნთქვა ერთიანად მეკვრება.
– საავადმყოფოშია... კარგი იქნება, თუ მალე ჩამოხვალ, ანა.

თავი მეჩვიდმეტე
–მისტერ როდრიგეს, რა მოხდა? – ხმა თვალებზე მომსკდარი ცრემლებისგან სრულიად
მიწყდება. რეი. ჩემი თბილი და ტკბილი რეი, მამა.
– ავარიაში მოყვა, ანა.
– კარგი. მოვდივარ, მისტერ როდრიგეს... ახლავე მოვდივარ. – ადრენალინი ძარღვებში
მთელ ჩემს სხეულს უვლის და პანიკის აუტანელი შეგრძნებით ერთიანად მბოჭავს.
სუნთქვა მეკვრება და ჰაერი არ მყოფნის.
– პორტლენდში გადაიყვანეს, ანა.
პორტლენდში? პორტლენდში რატომ გადაიყვანეს?
– თვითმფრინავით გადააფრინეს, ახლა მეც იქ მივდივარ. საქალაქო სასწრაფო
დახმარების მანქანით. ოჰ, ანა, ის მანქანა... მოულოდნელად საიდანღაც გამოხტა, ვერ
დავინახე, უბრალოდ ვერ დავინახე... – მისტერ როდრიგესს ხმა უკანკალებს და
უწყდება. მისტერ როდრიგეს... ღმერთო, არა!
– იქ გნახავ, ანა. – მეუბნება ის ძლივსგასაგონად და სიჩუმე ისადგურებს, კავშირი
წყდება.
შიში და პანიკა ყელში წაჭერილი მარწუხივით სუნთქვას მიკეტავს და მახრჩობს. არა.
არა. არა! ვცდილობ, ღრმად ვისუნთქო, რომ რამენაირად დავმშვიდდე, მერე ტელეფონს
ვიღებ და როუჩს ვურეკავ. როუჩი მეორე ზარზე მპასუხობს.
– ანა?
– ჯერი. მამაჩემი...
– რა მოხდა, ანა?
ყველაფერს, რაც ვიცი სუნთქვაარეული, ნაწყვეტნაწყვეტ ვუყვები.
– წადი, რა თქმა უნდა, ახლავე წადი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და
მამაშენი გამოჯანმრთელდება.
– გმადლობ. იქიდან დაგირეკავ. – ვეუბნები მე და ნერვიულობისგან ტელეფონის
ყურმილს სადგამზე ვახეთქებ, მაგრამ ახლა ამაზე ნერვიულობის თავი არ მაქვს.
– ჰანა! – ვყვირი მეტისმეტად ხმამაღლა.
რამდენიმე წამში ჰანა კარს აღებს და კაბინეტში იხედება, მე კი ამასობაში ჩანთაში
ნივთებს ნაჩქარევად ვყრი და ხელს პორტფელში ჩასადებ ქაღალდების დასტას ვავლებ.
– გისმენ, ანა, – მეკითხება ის და შეშფოთებული გამომეტყველებით კოპებს კრავს.
– მამაჩემი ავარიაში მოყვა. უნდა წავიდე.
– ღმერთო...
– ყველა დღევანდელი შეხვედრა გადადე... და ორშაბათისაც. წიგნის პრეზენტაციის
დამთავრება შენ მოგიწევს, ჩანაწერები საერთო ფაილშია. თუ დაგჭირდა, კორნი
დაიხმარე.
– კარგი. – მპასუხობს ის ხმადაბლა. – იმედი მაქვს, კარგად იქნება. აქაურობაზე არ
ინერვიულო. რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებ.
– „ბლეკბერი“ მიმაქვს და თუ დაგჭირდი, დამირეკე.
ჰანას თხელ და ფერმკრთალ სახეზე სულ უფრო და უფრო მეტი შეშფოთება ეწერება და
თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავტირდე.
მამიკო...
ჩალაგებას ვამთავრებ და ჟაკეტს, ჩანთას და პორტფელს ხელს ვავლებ.
– დავრეკავ, თუ რამე დამჭირდა.
– რა თქმა უნდა, ანა. წარმატებას გისურვებ. იმედია, ყველაფერი მოგვარდება.
ნატანჯი, წამიერი ღიმილით ცალყბად ვიღიმები და თავდაჭერა რომ არ დავკარგო,
სასწრაფოდ კაბინეტიდან გავდივარ. მიმღებისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ და
ვცდილობ, არ გავიქცე, ჩემს დანახვაზე სოიერი მაშინვე ფეხზე დგება.
– მისის გრეი? – მეკითხება დაბნეული.
– პორტლენდში მივდივართ, ახლავე.
– დიახ, მემ. – მპასუხობს ის, შეფიქრიანებული გამომეტყველებით კოპებს კრავს,
მაგრამ კარს მაინც მიღებს.
რომ ვმოძრაობ, ეს უკვე ასე თუ ისე შვებას მგვრის.
– მისის გრეი, – მომმართავს სოიერი, ვიდრე ჩქარი ნაბიჯით ავტოსადგომისკენ
მივდივართ. – შეიძლება გკითხოთ ამ დაუგეგმავი გამგზავრების მიზეზი?
– მამაჩემი ავარიაში მოყვა.
– გასაგებია. მისტერ გრეიმ იცის?
– მანქანიდან დავურეკავ.
სოიერი თავს მიქნევს და „აუდის“ უკანა კარს მიღებს. მანქანაში ვჯდები,
აკანკალებული თითებით ჩანთიდან „ბლეკბერის“ ვიღებ და კრისტიანს ვურეკავ.
– მისის გრეი. – მპასუხობს ანდრეა ცოცხალი და საქმიანი ხმით.
– კრისტიანი მანდ არის? – ვეკითხები სუნთქვაარეული.
– ააა... არა, მაგრამ სადღაც აქვეა, მემ, შენობაშია. მისტერ გრეიმ ტელეფონი დასატენად
ჩემთან დატოვა.
სასოწარკვეთილ კვნესას ძლივს ვიკავებ.
– თუ შეიძლება გადაეცით, რომ დავრეკე და სასწრაფოდ მასთან დალაპარაკება
მჭირდება. რაც შეიძლება ჩქარა, ანდრეა.
– შევეცდები მოვძებნო, ვფიქრობ, ქვევით ჩავიდოდა, სადმე ახლოს იქნება.
– უბრალოდ გადაეცით, რომ დამირეკოს, გთხოვთ, – ვეუბნები მე და ხმა შეკავებული
ცრემლებით მებზარება.
– რა თქმა უნდა, მისის გრეი. – ანდრეა წამით ჩუმდება. – ყველაფერი წესრიგშია, მისის
გრეი?
– არა, – ვჩურჩულებ ძლივს გასაგონად. – გთხოვთ, გადაეცით, რომ სასწრაფოდ
დამირეკოს.
– აუცილებლად, მემ.
ტელეფონს ვთიშავ. თავს ვეღარ ვიკავებ, მუხლებს ვიკეცავ და „აუდის“ უკანა
სავარძელზე მოკუნტულს თვალებიდან ნიაღვარივით ცრემლები მსკდება.
– პორტლენდში სად, მისის გრეი? – მეკითხება რბილი და ხმადაბალი ტონით სოიერი.
– სასწრაფო დახმარების საქალაქო საავადმყოფოში. – ვპასუხობ ტირილით
აცახცახებული ხმით.
სოიერი მანქანების მოძრაობას უერთდება და გეზს I5 ტრასისკენ იღებს. მე მანქანის
უკანა სავარძელზე ჩუმად ვსლუკუნებ და უთავბოლოდ ერთსა და იმავე ლოცვას
ვბუტბუტებ – „ღმერთო, კარგად იყოს, ღმერთო, ოღონდ კარგად იყოს“.
„ბლეკბერი“„Your Love is King“ის მელოდიის წკრიალს იწყებს და მოულოდნელობისგან
ვცბები.
– კრისტიან! – ვპასუხობ სლუკუნით.
– ღმერთო, ანა, რა მოხდა?
– რეი... რეი ავარიაში მოყვა.
– ოჰ, ღმერთო!
– ჰო... მე პორტლენდში მივდივარ.
– პორტლენდში? ანა, ოღონდ არ მითხრა, რომ მარტო ხარ! სოიერი?.. სოიერი?
– საჭესთან ზის, სოიერს მივყავარ.
– რეი სად არის?
– სასწრაფო დახმარების საქალაქო საავადმყოფოში.
უკანა ფონზე გაურკვეველი დახშული ხმები მესმის.
– ჰო, როს! – გაბრაზებული ხმით ყვირის კრისტიანი. – ვიცი! მაპატიე, საყვარელო, მე
მხოლოდ დაახლოებით სამი საათის მერე შევძლებ ჩამოსვლას. უბრალოდ,
აუცილებელია, რომ აქ ერთი საქმე მოვაგვარო. როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე
გამოვფრინდები.
ოჰ, ღმერთო! „ჩარლი ტანგო“ ხომ შეაკეთეს. უკანასკნელად, როდესაც კრისტიანი
„ჩარლი ტანგოში“ იჯდა...
– ტაივანელებთან მაქვს შეხვედრა და ვერ გადავდებ. ამ გარიგებაზე რამდენიმე თვეა
ვმუშაობთ.
ამის შესახებ მე რატომ არაფერი ვიცი?
– როგორც კი მოვახერხებ, ჩამოვფრინდები, საყვარელო.
– კარგი. – ვჩურჩულებ ხმაჩავარდნილი. ალბათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემზე არ
ინერვიულოს და სიეტლში დარჩეს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მინდა, ჩემ
გვერდით
იყოს.
– საყვარელო, – მეუბნება ის ჩურჩულით.
– ნუ ნერვიულობ, კრისტიან, არ იჩქარო, გააკეთე, რაც საჭიროა, არ მინდა, რომ ცალკე
შენც სანერვიულო გამიხდე. თავს გაუფრთხილდი.
– კარგი, არ ინერვიულო, აუცილებლად.
– მიყვარხარ.
– მეც მიყვარხარ, პატარავ. როგორც კი შევძლებ, ჩამოვფრინდები. ლუკი ახლოს
გყავდეს.
– კარგი.
– ნახვამდის, საყვარელო.
– ნახვამდის.
ტელეფონს ვთიშავ და ისევ მუხლებზე ხელებშემოხვეული ვიკუნტები. კრისტიანის
ბიზნესის შესახებ მე პრინციპში არაფერი ვიცი. საინტერესოა, რა საქმე აქვს
ტაივანელებთან? ფანჯრისკენ თავს ვაბრუნებ და „ბოინგ ფილდკინგის“ აეროპორტს
ვხედავ... ღმერთო, კრისტიანი კარგად ჩამოფრინდეს!.. მუცელში ყველა კუნთი
ერთდროულად მეჭიმება და გულისრევის შეგრძნება სულს მიხუთავს. რეი და
კრისტიანი. არა. არა. არა! მე ამას უბრალოდ ვერ გადავიტან. სავარძლის საზურგეს
ვეყუდები და ისევ ჩემი მანტრის ბუტბუტს ვიწყებ – „ღმერთო, კარგად იყოს, ღმერთო,
ოღონდ კარგად იყოს“.
– მისის გრეი. – მაღვიძებს სოიერი. – უკვე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ვართ,
მხოლოდ მიმღები განყოფილება უნდა ვიპოვო.
– ვიცი, მიმღები სად არის. – საქალაქო საავადმყოფოში ჩემი უკანასკნელი ვიზიტი
მახსენდება, როდესაც „კლეიტონში“ მუშაობის დაწყებიდან მეორე დღეს მისადგმელი
ხის კიბიდან ჩამოვვარდი და ფეხი ვიღრძე... და პოლ კლეიტონი, რომელიც აფთარივით
დამტრიალებდა. ამის გახსენება მზარავს.
სოიერი „აუდის“ მიმღები განყოფილების წინ აჩერებს და ჩემთვის კარის გასაღებად
მაშინვე მანქანიდან გადადის.
– მანქანას ავტოსადგომზე დავაყენებ და ახლავე თქვენთან გავჩნდები, მემ. პორტფელი
დატოვეთ, მე წამოგიღებთ.
– გმადლობ, ლუკ.
ის თავს მიქნევს და მე მიმღები განყოფილებისკენ ჩქარი ნაბიჯით მივდივარ.
სარეგისტრაციო მაგიდასთან მჯდომი ახალგაზრდა გოგონა თავაზიანად მიღიმის,
მიმართვისთანავე პოულობს, სად მოათავსეს რეი და მესამე სართულზე, ქირურგიულ
განყოფილებაში მაგზავნის.
ქირურგიული განყოფილება? ღმერთო!
– გმადლობთ, – ვუხდი მადლობას კიდევ უფრო თავზარდაცემული და ვცდილობ
გონება მოვიკრიბო, რომ ლიფტთან მისასვლელი გზა დავიმახსოვრო...
ნერვიულობისგან მუცელი ერთიანად მეჭიმება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და
ლიფტისკენ ლამის მივრბივარ.
„ღმერთო, კარგად იყოს, ღმერთო, გემუდარები, ოღონდ კარგად იყოს“. ლიფტი მესამე
სართულამდე აუტანლად ნელა ადის, მეორე სართულზე ჩერდება...
მიდი! მიდი... გთხოვ, დროზე! ვაჩქარებ გონებაში და ლიფტში შემომსვლელ და
გამსვლელ ადამიანებს, რომლებიც მამასთან მიღწევაში ხელს მიშლიან, კოპებშეკრული
შევყურებ. როგორც იქნა, კარი მესამე სართულზე იღება და მე ისევ სარეგისტრაციო
მაგიდისკენ მივრბივარ, სადაც რამდენიმე ცისფერ უნიფორმაში ჩაცმული მედდა ზის.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – მეკითხება ერთ-ერთი სხვებზე გულმოდგინე
ახლომხედველის თვალებით.
– მამაჩემი, რეიმონდ სტილი. ახლახან შემოიყვანეს. მითხრეს, რომ მეოთხე საოპერაციო
ბლოკშია. – ვეუბნები ჩქარჩქარა და თან გულში ვლოცულობ, რომ ეს შეცდომა
აღმოჩნდეს.
– ახლავე შევამოწმებ, მის სტილ.
თავს ვუქნევ, ჩემი გვარის შესწორების თავი კი აღარ მაქვს. მედდა კომპიუტერის
ეკრანს აჩერდება.
– დიახ, ორი საათის წინ შემოიყვანეს. თუ წინააღმდეგი არ ხართ, დაიცადეთ,
შევატყობინებ, რომ აქ ხართ. – მედდა თავის მოძრაობით დიდ, თეთრ კარზე მითითებს,
ზედ გამოკრულ აბრას კი დიდი ლურჯი ასოებით „მოსაცდელი ოთახი“ აწერია.
– როგორ არის? – ვეკითხები მე და ვცდილობ ხმა არ ამიკანკალდეს.
– მისი მდგომარეობის გასაგებად რომელიმე მის მკურნალ ექიმს უნდა დაელოდოთ,
მემ.
– გმადლობთ. – ვეუბნები ბუტბუტით და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ დავუყვირო,
პასუხი ახლავე მაინტერესებს და ახლავე მჭირდება!
ფუნქციონალური და ასკეტური მოსაცდელი ოთახისკარს ვაღებ თუ არა, მისტერ
როდრიგესს და ხოსეს ვხედავ.
– ანა! – წამოყვირებით მეგებება მისტერ როდრიგესი. მას ხელი და ფეხი თაბაშირში
აქვს, ლოყა კი ცალ მხარეს სრულიად დალურჯებია და ავადმყოფების გადასაყვან
სავარძელში ზის. მასთან მივდივარ და ფრთხილად ვეხვევი.
– ო, მისტერ როდრიგეს. – ვსლუკუნებ გულაჩუყებული.
– ანა, საყვარელო. – ჯანმრთელ ხელს ზურგზე მისვამს ის. – ძალიან ვწუხვარ, ანა,
ძალიან... – ბუტბუტებს ჩავარდნილი და გულისმომკვლელი ხმით.
ოჰ, არა!
– მამა, არ გინდა, – ფრთხილი საყვედურის ტონით წარმოთქვამს ჩემ ზურგს უკან ხოსე
და მისკენ მიბრუნებულს ორივე ხელით მეხვევა.
– ხოსე, – ვსლუკუნებ მე და თავს ვეღარ ვიკავებ. უკანასკნელი სამი საათის
განმავლობაში გადატანილი ნერვიულობა, დაძაბულობა და აუტანელი შიში
თვალებიდან ნიაღვრად გადმომსკდარ ცრემლად მეღვრება.
– ეი, ანა, გთხოვ, არ იტირო, – მამშვიდებს ხოსე და თმაზე ხელს ნაზად მისვამს.
ხოსეს კისერზე ვეხვევი და მის კისერში თავჩარგული ჩუმად ვტირი. ასე მგონია,
მთელი საუკუნე ვდგავართ და მეც ჩემი მეგობრის უზომოდ მადლიერი ვარ, მადლიერი
ვარ იმისთვის, რომ აქ არის, ჩემთან. ხოსე ხელს მხოლოდ მაშინ მიშვებს, როდესაც
ოთახში სოიერი შემოდის. მისტერ როდრიგესი ცრემლების მოსაწმენდად მაგიდაზე
წინდახედულად დადებული ყუთიდან ქაღალდის ერთჯერად ხელსახოცს მაწვდის.
– ეს მისტერ სოიერია. დაცვის თანამშრომელი. – ვეუბნები ორივეს. სოიერი ხოსეს და
მისტერ როდრიგესს თავაზიანად თავს უკრავს, მერე კი რამდენიმე ნაბიჯს დგამს და
კუთხეში მდგარ სავარძელზე ჯდება.
– დაჯექი, ანა. – მეუბნება ხოსე და დერმატინგადაკრულ ერთერთ სავარძელთან
მივყავარ.
– რა მოხდა? თქვენ მაინც გითხრეს, როგორ არის? ახლა რას უკეთებენ? ხოსე ხელებს
სწევს და ჩქარჩქარა მიყრილი კითხვების კორიანტელს მაწყვეტინებს.
– ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მე, მამა და რეი სათევზაოდ ასტორიაში მივდიოდით
და ვიღაც მთვრალი იდიოტი დაგვეჯახა... ლაპარაკში მისტერ როდრიგესი ცდილობს
ჩარევას და ბუტბუტით ბოდიშების მოხდას იწყებს.
– Cálmate (Cálmate – დამშვიდდი (esp.) ) მამა! – მკვეთრად აწყვეტინებს ხოსე. – მე
მაკაწრიც კი არ მაქვს, მხოლოდ ორი ნეკნი დამეჟეჟა და თავზე კოპი მაზის. მამას... მამას
მაჯის და კოჭის მოდეხილობა აქვს, მაგრამ რეის... მანქანა მგზავრის ადგილის მხრიდან
დაგვეჯახა, სადაც რეი იჯდა.
ოჰ, ღმერთო! არა! არა... პანიკა ისევ ერთიანად მიცავს. არა, არა, არა!
რეი... ავარია... ეს ყველაფერი ცხადად თვალწინ მიდგება და... ღმერთო! ცივი ოფლი
მასხამს და მთელი სხეული მიცახცახებს.
– ახლა საოპერაციოშია. ყველა მაშინვე ასტორიის ცენტრალურ საავადმყოფოში
წაგვიყვანეს, მაგრამ იმათ რეი აქ გადმოაფრინეს. ჩვენც ჩამოვედით, მაგრამ რას
უკეთებენ, ჯერ არ ვიცით, ველოდებით.
ნერვიული კანკალი მიტყდება.
– ანა, რა გჭირს, გცივა?
ხოსეს თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. მე ხომ უმკლავებო თეთრ ბლუზასა და
ზაფხულის შავ თხელ პიჯაკში ვარ, რომელიც საერთოდ არ მათბობს. ხოსე თავის ტყავის
ქურთუკს ფრთხილად იხდის და მხრებზე მახურავს.
– ჩაი ხომ არ მოგიტანოთ, მემ? – მეკითხება ჩემ წინ გაჩენილი სოიერი. სოიერსაც
მადლიერებით ვუქნევ თავს და ისიც მაშინვე ქრება.
– ასტორიაში სათევზაოდ რატომ წახვედით? – ვეკითხები ხოსეს.
ის მხრებს იჩეჩს.
– უბრალოდ, ამბობენ, იქ კარგი სათევზაო ადგილებიაო. გვინდოდა
გავრთობილიყავით, ძველ მეგობრებს დრო ერთად გაეტარებინათ და სასწავლო წლის
დაწყებამდე ერთად დაგვესვენა. – ხოსეს დიდ, მუქ თვალებში თავზარდაცემა და
სინანული ეწერება.
– ხომ შეიძლებოდა, შენც დამტვრეულიყავი... და შეიძლებოდა, მისტერ როდრიგესიც
მხოლოდ მოტეხილობით არ... ღმერთო! – ამ აზრისგან ყელში გაჩხერილ ნერწყვს ძლივს
ვყლაპავ. შიშისგან უკვე ერთიანად ვკანკალებ. ხოსე ხელზე ხელს მკიდებს.
– ღმერთო, ანა, ყინულივით ცივი ხელი გაქვს.
მისტერ როდრიგესი ჩემკენ უფრო ახლოს იწევა და საღი ხელით ჩემს მეორე ხელს
იღებს.
– მისტერ როდრიგეს, გთხოვთ... ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო... – ხმა
იმდენად მიწყდება, რომ მე თვითონაც ძლივს მესმის.
– ანა, გთხოვ, ხოსე დამიძახე. – მისწორებს ის და მეც ერთიანად აკანკალებული
ნაღვლიანი ღიმილით ვუღიმი, რადგან სხვა ვერაფერს ვახერხებ.
– პოლიციამ ის ნაძირალა მაშინვე აიყვანა. დილის შვიდ საათზე უკვე უგონოდ
გალეშილი იყო, – ზიზღით სისინებს ხოსე.
მოსაცდელ ოთახში სოიერი ბრუნდება და ცხელი წყლით სავსე მუყაოს ერთჯერადი
ჭიქა და ცალკე ჩაის პაკეტი მოაქვს. სოიერმა იცის, ჩაის როგორ ვსვამ?! ...და მეც ეს
პატარა აღმოჩენა გულწრფელად მიკვირს და მიხარია. მისტერ როდრიგესი და ხოსე
ხელებს მიშვებენ და სოიერს ცხელი წყლით სავსე ჭიქას მადლიერებით ვართმევ.
– თქვენც ხომ არგინდათ რამე მოგიტანოთ? – ეკითხება სოიერი მისტერ როდრიგესს და
ხოსეს, მაგრამ ისინი უარყოფის ნიშნად თავს აქნევენ და სოიერი ისევ კუთხეში მდგარ
სავარძელში ჯდება. ჩაის პაკეტს ცხელ წყალში ვუშვებ, წუთით მიჭირავს, მერე
ბარბაცით ვდგები და პაკეტს იქვე, მომცრო ნაგვის ყუთში ვაგდებ.
– ამდენ ხანს რას აკეთებენ? – ვბუტბუტებ ჩემთვის და ცხელი ჩაის ყლუპს ვსვამ.
მამიკო... მამა... ღმერთო, კარგად იყოს, ღმერთო, გემუდარები, ოღონდ კარგად იყოს“.
– მალე ყველაფერს გავიგებთ, ანა. – ხმადაბლა მპასუხობს ხოსე და მეც თავს ვუქნევ,
ჩაის ჭიქა ისევ ტუჩებთან მიმაქვს და ხოსეს გვერდით ვჯდები. ჩვენ ვიცდით... ვიცდით
და ვიცდით... მისტერ როდრიგესი თვალებდახუჭული ზის და ისეთი გრძნობა მაქვს,
რომ ლოცულობს, ხოსეს ჩემი ხელი უჭირავს და დროდადრო ოდნავ მიჭერს
გასამხნევებლად. მე კი ჩაის ნელა ვწრუპავ. ეს რა თქმა უნდა, „Twinings“ი არ არის, რაღაც
იაფფასიანი ბრენდია და ჩაის საზიზღარი გემო აქვს.
ბოლოჯერ, როდესაც მე ასე ვიჯექი და ვიცდიდი... ღმერთო, მაშინ, როდესაც „ჩარლი
ტანგო“ დაიკარგა, ვფიქრობდი, რომ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი აღარ
მყავდა... თვალებს ვხუჭავ და უხმოდ ვლოცულობ, რომ ჩემი ქმარი კარგად
ჩამოფრინდეს... უცებ ისევ ვახელ და მზერა საათზე გადამაქვს – სამის თხუთმეტი
წუთია, წესით, მალე უკვე აქ უნდა იყოს. ჩემი ჩაი სულ გაცივდა... ღმერთო, რა
საზიზღრობაა! ვდგები და ოთახში ბოლთის ცემას ვიწყებ, მერე ისევ ვჯდები. ამდენ ხანს
რატომ არავინ გამოდის? ხოსეს ხელს ვკიდებ, ის კი თითებს დამამშვიდებლად ოდნავ
მიჭერს. ღმერთო, კარგად იყოს, ღმერთო, გემუდარები, ოღონდ კარგად იყოს.
დრო საშინლად ნელა იწელება.
უცებ კარი იღება და ჩვენ ყველა იმედით შემოსასვლელისკენ ვიხედებით.
ნერვიულობისგან წამით მუცელში საშინელი სპაზმა მივლის, ღმერთო, ოღონდ
ყველაფერი კარგად...
მოსაცდელ ოთახში კრისტიანი შემოდის, მაგრამ მე და ხოსეს ხელჩაკიდებულებს
გვხედავს და სახე მაშინვე ექუფრება.
– კრისტიან! – წამოყვირებისგან თავს ვერ ვიკავებ მე, მაშინვე ადგილიდან ვხტები და
ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ჩამოვიდა და საფრთხე აღარ ემუქრება. წამიც და მე
უკვე მის მკლავებში ვარ, კრისტიანი მეხვევა, თავზე მკოცნის, მე კი მისი არომატით,
მისი სხეულის სითბოთი და მისი სიყვარულით ვსუნთქავ. კრისტიანი აქ არის და ჩემი
ერთი ნაწილი მშვიდდება, ახლა მე უკვე ბევრად ძლიერი და ამტანი ვარ, უკვე იმდენად
აღარ მეშინია. უბრალოდ მისი გვერდზე ყოფნაც კი ჩემს სულიერ სიმშვიდეზე
წამალივით მოქმედებს!
– არის რამე ახალი?
მე თავს ვაქნევ, ხმის ამოღების თავი უბრალოდ არ მაქვს.
– გამარჯობა, ხოსე. – თავის დაკვრით ესალმება ის ხოსეს.
– კრისტიან, ეს მამაჩემია, ხოსე უფროსი.
– მისტერ როდრიგეს, დიახ, თქვენ ხომ ჩვენს ქორწილში იყავით. როგორც ვხედავ,
ავარიაში თქვენც მოყევით, არა?
ხოსე კრისტიანს ყველაფერს მოკლედ უყვება.
– თქვენ თვითონ როგორ ხართ? თავს კარგად გრძნობთ, რომ აქ იყოთ? – ეკითხება
კრისტიანი.
– ჩვენ დავრჩებით. – პასუხობს მისტერ როდრიგესი ჩუმი და ტკივილით აღსავსე ხმით.
კრისტიანი მისტერ როდრიგესს თავს უქნევს, ხელს მკიდებს და სავარძელთან მივყავარ,
მერე მსვამს და თვითონაც გვერდით მიჯდება.
– რამე ჭამე? – მეკითხება ხმადაბლა.
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
– გშია?
ისევ მხოლოდ თავს ვაქნევ.
– გცივა? – მეკითხება ბოლოს და ჩემს მხრებზე მოსხმულ ხოსეს ქურთუკს თვალს
ავლებს.
თავს ვუქნევ. კრისტიანი სავარძელში იშმუშნება, მაგრამ არაფერს ამბობს.
კარი ისევ იღება და მოსაცდელ ოთახში მკვეთრ ცისფერ საოპერაციო ხალათში
ჩაცმული, გადაქანცული და გამოფიტული გამომეტყველებით ახალგაზრდა ექიმი
შემოდის. ერთიანად ვფითრდები და ფეხზე ბარბაცით ვდგები.
– რეი სტილი, – ვამბობ ჩურჩულით. ჩემ გვერდით კრისტიანიც ფეხზე დგება და
წელზე ხელს მხვევს.
– თქვენ მისი უახლოესი ნათესავი ხართ? – მეკითხება ექიმი. ცისფერი თვალები იმავე
ფერად უელავს, როგორი ფერის ხალათიც აცვია და იმდენად კეთილგანწყობილი სახე
აქვს, ასეთი შეშინებული და დაძაბული რომ არ ვიყო, ალბათ სიმპათიურადაც
მოვიჩნევდი.
– მისი შვილი ვარ, ანა.
– მის სტილ...
– მისის გრეი, – აწყვეტინებს კრისტიანი.
– უკაცრავად, – ენა ებმება ექიმს, მე კი წამით სურვილი მიჩნდება, რომ კრისტიანს
გვერდში იდაყვი გავკრა. – მე ექიმი კროუვი ვარ. მისის გრეი, მამათქვენის მდგომარეობა
სტაბილური, მაგრამ კრიტიკულია.
ეს რას ნიშნავს? ფეხებში ძალა მეცლება და მხოლოდ ჩემს წელზე შემოხვეული
კრისტიანის ხელის წყალობით არ ვეცემი.
– მამათქვენს რამდენიმე შიდა დაზიანება აქვს, – აგრძელებს ექიმი კროუვი, –
უმთავრესად დიაფრაგმის, ამ დაზიანებების აღმოფხვრაშევძელით და ელენთაც
შევინარჩუნეთ, სამწუხაროდ, ოპერაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლის
დაკარგვის გამო მამათქვენს გული გაუჩერდა და თუმცა კი გულის ამუშავება
მოვახერხეთ, მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა. მაგრამ ყველაზე მეტად თავის მძიმე
ტრავმა გვაშფოთებს, ტომოგრამამ აჩვენა, რომ მირტყმის ადგილას შეშუპებაა. პაციენტი
ხელოვნური კომის მდგომარეობაში შევიყვანეთ, რომ ვიდრე შეშუპების დინამიკას
დავაკვირდებით, არ იმოძრაოს და მშვიდად იყოს.
ღმერთო, შეშუპება? არა!
– ასეთ შემთხვევებში ეს სტანდარტული პროცედურაა, მისის გრეი. ისღა დაგვრჩენია,
ველოდოთ.
– თქვენი პროგნოზი როგორია? – ცივი ტონით ეკითხება კრისტიანი.
– მისტერ გრეი, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, შესაძლოა სრულიადაც
გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ეს ახლა უკვე მხოლოდ ღმერთის ხელშია.
– რამდენ ხანს აპირებთ, რომ კომაში გყავდეთ?
– შეშუპების დინამიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ სტანდარტულად ალბათ ან
სამოცდათორმეტი, ან ოთხმოცდათექვსმეტი საათის განმავლობაში.
ღმერთო, ასე დიდხანს?!
– მისი ნახვა შეიძლება? – ვეკითხები ხმაჩავარდნილი და ლამის ჩურჩულით.
– დიახ, შეგეძლებათ. დაახლოებით ნახევარ საათში. ახლა მისტერ სტილი მეექვსე
სართულზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაჰყავთ.
– გმადლობთ, ექიმო.
ექიმი კროუვი თავს გვიკრავს, ბრუნდება და მოსაცდელი ოთახიდან გადის.
– მთავარია, რომ ცოცხალია... – ჩურჩულით ვეუბნები კრისტიანს, მაგრამ თავს მაინც
ვერ ვიკავებ და თვალებზე ნიაღვრად მომსკდარი ცრემლი სახეს ისევ ერთიანად
მისველებს.
– დაჯექი, – რბილი, მაგრამ კატეგორიული ტონით მპასუხობს კრისტიანი.
– მამა, ალბათ ჯობია, ჩვენ წავიდეთ. შენ დასვენება გჭირდება, რამდენიმე საათის
განმავლობაში აქ ახალს უკვე ვეღარაფერს გავიგებთ, – ეუბნება ხოსე მისტერ
როდრიგესს, ის კი შვილს თავზარდაცემისგან თითქოს ერთიანად გაყინული,
უმეტყველო მზერით შეჰყურებს. – საღამოს შეგვიძლია, ისევ მოვიდეთ, ამასობაში შენც
ცოტას დაისვენებ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, ანა? – ბრუნდება ის ჩემკენ და მუდარით
სავსე თვალებით შემომყურებს.
– რა თქმა უნდა, არა, ხოსე.
– პორტლენდში რჩებით? – ეკითხება ხოსეს კრისტიანი.
ხოსე თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
– მანქანა გჭირდებათ?
– ტაქსის გამოვიძახებ.
– თუ გინდა, ლუკი წაგიყვანთ.
სოიერი ფეხზე დგება. ხოსე დაბნეული გამომეტყველებით მიყურებს.
– ლუკ სოიერი. – ვუხსნი მე.
– აა... გასაგებია, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, დიდი მადლობა, კრისტიან.
მისტერ როდრიგესს და ხოსეს ნაჩქარევად ვემშვიდობები.
– გამაგრდი, ანა. – ხმადაბლა მეუბნება ხოსე ყურში. – ხომ იცი, რეი რა ძლიერია. აი,
ნახავ, გამოძვრება.
– იმედი მაქვს. – ვბუტბუტებ ისევ თვალცრემლიანი და ხოსეს მადლიერებით ვეხვევი,
მერე ხელს ვუშვებ, მის ქურთუკს მხრებიდან ვიხსნი და ვაწვდი.
– თუ ისევ გცივა, დაიტოვე, ანა.
– არა, უკვე უკეთ ვარ. გმადლობ. – ვპასუხობ მე და თვალი ნერვიულად კრისტიანისკენ
გამირბის, რომელიც გარეგნულად აუღელვებელი გამომეტყველებით შემოგვცქერის.
მაგრამ წამიც და მაჯაზე ხელს მავლებს და გვერდით მიყენებს.
– თუ რამე შეიცვალა, მაშინვე გაგაგებინებთ, – ვეუბნები ხოსეს, ის კი მისტერ
როდრიგესს ზურგს უკან უდგება და სავარძელს გასასვლელისკენ მიაგორებს, სადაც
მათ გასატარებლად სოიერი უკვე კარს იჭერს.
უცებ მისტერ როდრიგესი ხელს სწევს და ხოსეც ჩერდება.
– ანა, ვილოცებ, რომ რეი გამოჯანმრთელდეს. – მეუბნება ხმააკანკალებული. – ძალიან
მიხაროდა, რომ ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთი ისევ ვიპოვეთ... ანა, რეი ჩემი
ნამდვილი მეგობარია.
– ვიცი, მისტერ როდრიგეს.
მისტერ როდრიგესი მხოლოდ თავს მიქნევს და ისინი მიდიან. მე და კრისტიანი
ოთახში მარტო ვრჩებით, ის თავისკენ მაბრუნებს და ლოყაზე ნაზად მეფერება.
– სრულიად გაფითრებულხარ. მოდი აქ.
კრისტიანი ჯდება, მე მუხლებზე მისვამს და მეც მის მკლავებში, მის მკერდს მიკრული,
მადლიერებითა და სიხარულით ვიტრუნები. რეის გამო საშინლად დათრგუნული ვარ,
მაგრამ თან მიხარია, რომ კრისტიანი ჩამოვიდა, რომ მაშინ, როდესაც მე ეს ყველაზე
მეტად მჭირდება, ის აქ არის, ჩემთან და ჩემ გვერდით. კრისტიანი ცალი ხელით თმაზე
მეფერება, მეორით კი ჩემი ხელი უჭირავს.
– „ჩარლი ტანგომ“ როგორ იფრინა? – ვეკითხები ინტერესით, კრისტიანი კი
კმაყოფილი გამომეტყველებით იღიმება.
– ნამდვილი იარია – მპასუხობს ხმაში გამკრთალი სიხარულისა და სიამაყის
გრძნობით. მისი სიხარულის შემხედვარე ამ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში
პირველად მეც გულახდილი სიხარულით ვიღიმები, თუმცა არ მესმის, რას ნიშნავს
„ნამდვილი იარი“ და კითხვაჩამდგარი მზერით გაკვირვებული ვუყურებ.
– იარი?
– ეს „ფილადელფიური ისტორიიდანაა“. გრეისის საყვარელი ფილმია.
– არ მინახავს.
– მგონი, სახლში დისკზე უნდა მქონდეს. შეგვიძლია, როცა მოგინდება, ერთად
ვუყუროთ. – მეუბნება კრისტიანი ისევ ღიმილით და თმაზე მკოცნის. – როგორ ფიქრობ,
ახლა შევძლებ შენს დარწმუნებას, რომრამე შეჭამო? – მეკითხება ბოლოს. სახიდან
ღიმილი მაშინვე მიქრება.
– ახლა არა. ჯერ რეის ნახვა მინდა.
თითქოს მძიმე ტვირთი დააწვაო, მხრები უღონოდ ქვევით ეშვება, მაგრამ არ მაძალებს.
– ტაივანელებთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
– მშვენივრად, იმაზე უკეთესად, ვიდრე ველოდი.
– ეს რას ნიშნავს?
– საშუალება მომცეს გემთსაშენი ქარხანა იმაზე დაბალ ფასად მეყიდა, ვიდრე მზად
ვიყავი, რომ გადამეხადა.
კრისტიანმა გემთსაშენი ქარხანა იყიდა?
– გემთსაშენი ქარხანა გჭირდებოდა?
– ჰო, მჭირდებოდა.
– მაგრამ, მეგონა, რომ უკვე გქონდა, არა?
– კი, მაქვს. მაგრამ ამ ქარხანას, რომელიც აქ არის აღჭურვილობის დასამზადებლად
გამოვიყენებთ, კორპუსებს კი აღმოსავლეთში დავამზადებთ. ასე უფრო იაფი ჯდება.
– აქაური ქარხნის მუშები?
– სხვა სამუშაოზე გადავიყვანთ. ვფიქრობ, შემცირებების მინიმუმამდე დაყვანას
მოვახერხებთ. – მეუბნება ის და თმაზე მკოცნის. – დროა, წავიდეთ და რეი ვნახოთ.
მეექვსე სართულზე ინტენსიური თერაპიის განყოფილება ასკეტური სტერილურობითა
და ფუნქციონალურობით გამოირჩევა, აქ ყოველ საწოლთან აპარატები წრიპინებს და
ადამიანები ჩურჩულით ლაპარაკობენ. განყოფილებაში ოთხი პაციენტი წევს, ყოველი
მათგანი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ, განცალკევებულ ბოქსშია.
რეის საწოლი ოთახის შორეულ კედელთან დგას.
მამა...
უზარმაზარ საწოლში, რომლის გარშემოც მთელი ეს აპარატურა აწყვია, რეი ისეთი
პატარა ჩანს, რომ გული მეწურება, ჩემთვის ეს ნამდვილი შოკია, ის ხომ არც ასეთი
პატარა მომჩვენებია არასოდეს, და არც ასეთი უსუსური... პირიდან წვრილი მილი აქვს
გადმოშვერილი, ორივე ხელზე წვეთოვანი უდგას და ერთ თითზე პატარა მოსაჭერი
უკეთია.
დაბნეული, იმის გარკვევას ვცდილობ, რა რის ფუნქციას ასრულებს. მოცისფრო
თაბაშირში ჩასმული ფეხი ზეწრის ზემოდან უდევს. მონიტორზე მისი გულისცემა
აისახება: პიპ, პიპ, პიპ... გული ძლიერად და თანაბრად უძგერს – ამას ვხვდები. საწოლს
ნელა ვუახლოვდები. მკერდიც განივრად აქვს შებინტული, მაგრამ ბინტის მთელ
სიგანეს ვერ ვხედავ, ზემოდან თხელი ზეწარი ახურავს.
მამიკო...
ახლაღა ვამჩნევ, რომ მილი, რომელიც პირიდან აქვს გადმოშვერილი და პირის
მარცხენა კუთხეს ოდნავ ქვევით სწევს, ვენტილაციის სისტემასთან მიდის. გულის
მუშაობის ამსახველი აპარატის წრიპინთან ერთად მისი ხმაური ძლიერ და მონოტონურ
რიტმს ქმნის: ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. აპარატის მონიტორზე
მისი გულის მუშაობის ამსახველი ოთხი ხაზია, რომლებიც გრძივად, მარცხნიდან
მარჯვნივ მოძრაობს და იმის მაჩვენებელია, რომ რეი ჯერ ისევ ჩვენთან არის და
ცოცხალია.
ოჰ, მამა!..
მიუხედავად იმისა, რომ სავენტილაციო მილით პირის ერთი კუთხე ქვევითაა
ჩამოწეული, რეის აბსოლუტურად მშვიდი გამომეტყველება აქვს და ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უბრალოდ ღრმად სძინავს.
მთელი ამ აპარატურის გვერდით ახალგაზრდა და მიმზიდველი მედდა დგას და
მონიტორს თვალს ადევნებს.
– შეიძლება შევეხო? – ვეკითხები მას და რეისკენ გაუბედავად ხელს ვწევ.
– რა თქმა უნდა, – მპასუხობს ის კეთილი ღიმილით. ქერათმიანი, ძალიან, ძალიან
მუქთვალება და ასე ოცი წლის მედდის მკერდზე მიბნეულ ბეიჯზე მის სახელს
ვკითხულობ – „კელი რ.ნ.“
კრისტიანი საწოლის ფეხებთან დგას და მიყურებს. რეის ხელს ფრთხილად ვეხები,
მიკვირს, რომ თბილი ხელი აქვს და თავს ვერ ვიკავებ, საწოლის გვერდზე მდგარ სკამზე
ნელა ვჯდები, რეის ხელისკენ თავს ფრთხილად ვხრი და თვალებიდან ისევ ცრემლები
მსკდება.
– მამა, გთხოვ, მამა... გთხოვ, გამოჯანმრთელდი... – ვჩურჩულებ გულამოსკვნილი. –
გთხოვ...
უკნიდან კრისტიანი მიახლოვდება, მხარზე ხელს მადებს და გამამხნევებლად ოდნავ
მიჭერს.
– მისტერ სტილის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, – ხმადაბალი და მშვიდი
ხმით ამბობს მედდა კელი.
– გმადლობთ. – ბუტბუტებს კრისტიანი.
თავს სწორედ მაშინ ვწევ, როდესაც მედდას სახეზე კრისტიანის დანახვით
გამოწვეული რეაქცია ეწერება, როგორც ჩანს, წესიერად მხოლოდ ახლაღა შეხედა... არ
მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია, ჩემს ქმარს რამდენიც უნდა უყუროს, ოღონდ კი მამას
დაეხმაროს.
– ჩემი ესმის? – ვეკითხები მე.
– კომაშია, მაგრამ ვინ იცის?
– შეიძლება ცოტა ხანს აქ ვიჯდე?
– რა თქმა უნდა. – მიღიმის ის არაორაზროვნად გაწითლებული. მე კი საკუთარ თავს
სრულიად უადგილო ფიქრზე ვიჭერ, რომ სინამდვილეში ის ქერა არ არის და
შეღებილია. კრისტიანი ალერსით სავსე მზერით მომჩერებია და მედდას ზედაც არ
უყურებს. – დასარეკი მაქვს, გავალ და გარეთ კართან ვიქნები, თან რეისთან მარტო
ყოფნის საშუალებასაც მოგცემ.
მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. კრისტიანი იხრება, თავზე მკოცნის და პალატიდან
გადის.
ხელებში რეის ხელი მიჭირავს და ბედის ირონიაზე ვფიქრობ... მხოლოდ ახლა,
როდესაც რეი კომაშია და ჩემი არ ესმის, მთელი გულით მინდა ვუთხრა, რომ ძალიან
მიყვარს. ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მუდმივისიდიდის, ჩემი
საყრდენის, ზურგს უკან ძლიერი და უტეხი კლდის როლს ასრულებდა... ადრე ამაზე
არასოდეს მიფიქრია. მე მისი ღვიძლი შვილი არა ვარ, მისი სისხლი და ხორცი, მაგრამ
ის მაინც ჩემი მამაა და მე ის ძალიან მიყვარს. სახე ისევ ცრემლებით მისველდება... მამა,
გთხოვ, გემუდარები, გამოჯანმრთელდი.
რომ არავინ შევაწუხო, რეის ძალიან, ძალიან ჩუმად ასპენში ჩვენს წასვლაზე ვუყვები,
მერე გასულ შაბათკვირაზე, როდესაც მე და კრისტიანმა „გრეისით“ გავცურეთ, ვუყვები,
რომ მალე ახალი სახლი გვექნება, რომ უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომ ჩვენი
სახლი ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ვპირდები, რომ ასპენში წავიყვანთ და იქ
კრისტიანთან ერთად ითევზავებს, რომ თუ ენდომება, მისტერ როდრიგესი და ხოსეც
ჩვენთან ერთად წამოვლენ... სახეზე ცრემლები შეუჩერებლად ჩამომდის, ღმერთო...
მამა, გთხოვ, ოღონდ გამოჯანმრთელდი, ოღონდ კარგად იყავი, რომ ეს ყველაფერი
ახდეს, გთხოვ, მამა, გთხოვ...
რეი გაუნძრევლად წევს. ვენტილატორი ჰაერს ჩუმი გუგუნით იწოვს და უკან უშვებს...
ჩემს ლოცვაზე ერთადერთი პასუხი მონოტონური, მაგრამ დამამშვიდებელი მისი
გულის მუშაობის ამსახველი წრიპინია.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვზივარ ასე, მაგრამ ბოლოს, როდესაც თავს ვწევ, ვხედავ, რომ
კრისტიანი საწოლის ფეხებთან, კუთხეში ზის. მამასთან ლაპარაკში ჩაძირულმა მისი
დაბრუნება ვერც შევნიშნე.
– ეი, – მეუბნება ის და თანაგრძნობით და ზრუნვით სავსე გამომეტყველებით
მიყურებს.
– გამარჯობა, – ვპასუხობ მეც და სრულიად ძალაგამოცლილი, მაგრამ მაინც ვუღიმი.
– ესე იგი, რეისთან, მისტერ როდრიგესთან და ხოსესთან ერთად სათევზაოდ
მივდივარ? – მეკითხება კრისტიანი.
ისევ ვუღიმი და თავს ვუქნევ.
– კარგი. წამოდი, ვჭამოთ. რეის უნდა ეძინოს.
უკმაყოფილოდ კოპებს ვკრავ – ახლა რეის მარტო დატოვება ნამდვილად არ მინდა.
– ანა, რეი კომაშია. მედდებს ჩვენი მობილური ტელეფონების ნომრები მივეცი, ასე
რომ, თუ რამე ცვლილება იქნება, აუცილებლად დაგვირეკავენ. უბრალოდ,
ვისადილოთ, სასტუმროში ცოტა ხანს დავისვენოთ და საღამოს უკან დავბრუნდეთ.
„ჰიტმანის“ ნომერი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მახსოვს. ამ ხნის განმავლობაში იმ
პირველ ღამეზე, რომელიც „ჰიტმანში“ კრისტიანთან ერთად გავატარე და იმ დილაზე
ძალიან ხშირად მიფიქრია, ამიტომ ახლა სასტუმროს ნომრის შესასვლელთან
პარალიზებული ვდგავარ... ღმერთო! ყველაფერი ხომ აქ დაიწყო!
– სახლი სახლისგან შორს, – ამბობს კრისტიანი თბილი ღიმილით და ჩემს პორტფელს
ერთ-ერთ ფუმფულა დივანზე დებს.
– შხაპს მიიღებ თუ აბაზანაში ჩაწოლა გინდა? რა გირჩევნია, ანა?
კრისტიანი ყურადღებით მაკვირდება და მისი მზერით ვხვდები, რომ ის დაბნეულია –
ჩემი საკუთარ თავში ჩაკარგული ბიჭი, რომელიც ისეთ მოვლენებს შეეჯახა, რომლებსაც
ვერ აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, ცოტას ლაპარაკობს და ჩაფიქრებულია,
რადგან იმ სიტუაციის მართვას ვერ ახერხებს, რომლის პროგნოზირებაც
შეუძლებელია... მთელი თავისი განუსაზღვრელობითა და მოულოდნელობებით ეს ის
რეალური ცხოვრებაა, რომლისგანაც ის ამდენ ხანს თავს იცავდა და რომელსაც
ემალებოდა, ამიტომ არის ის ახლა ასეთი დაუცველი, დაბნეული და უძლური. ჩემი
საყვარელი და გულჩვილი ორმოცდაათი ელფერი!
– აბაზანა მირჩევნია, – ვეუბნები ბუტბუტით და ვაცნობიერებ, რომ კრისტიანი თავს
ბევრად უკეთ იგრძნობს, თუ ჩემზე ზრუნვით იქნება დაკავებული, ჩემთვის რამე
სასარგებლოს გააკეთებს... ოჰ, კრისტიან, რომ იცოდე, როგორ მცივა და როგორ
მეშინია...
და როგორ მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ.
– აბაზანა. კარგი. აბაზანა კარგი აზრია. – ის საძინებლიდან გადის და უზარმაზარი
სააბაზანოს კარს მიღმა ქრება, წუთის მერე კი იქიდან ჩემს სმენამდე წყლის ჩხრიალი
აღწევს.
ჯერ ისევ ნომრის შესასვლელში ვდგავარ და ბოლოს და ბოლოს თავს ვაიძულებ,
საძინებელში შევიდე, მაგრამ იქ უკვე მოულოდნელობისგან ვჩერდები და ლოგინზე
დაწყობილ „ნორდსტორმის“ რამდენიმე პაკეტს გაკვირვებული დავყურებ. კრისტიანი
სააბაზანოდან უკვე უპიჯაკოდ და უჰალსტუხოდ, პერანგზე მკლავებაკეცილი გამოდის.
– ტეილორი გავგზავნე, რომ გამოსაცვლელად რამე ტანისამოსი, ღამისთვის პიჟამები
და ასეთი წვრილმანი ეყიდა, – მეუბნება ის ჩემი მზერის დანახვისთანავე და გაუბედავი
გამომეტყველებით მიყურებს.
ან მე თვითონ რატომ ვერ მივხვდი? საქციელის მოწონების ნიშნად თავს ვუქნევ. მისი
ეს დაბნეული და გაუბედავი გამომეტყველება გულს მიწურავს და მინდა რამენაირად
გავამხნევო... საინტერესოა, ტეილორი ახლა სად არის?
– ოჰ, ანა. – ოხრავს ის. – ასეთი არ მახსოვხარ. ყოველთვის ისეთი გაბედული და
ძლიერი ხარ, ახლა კი...
ისიც არ ვიცი, რა ვუპასუხო. უბრალოდ ფართოდ გახელილი თვალებით შევყურებ და
ხმას ვერ ვიღებ. ახლა მე თვითონაც ისეთი დაცარიელებული და უსუსური ვარ, რომ
მისთვის მისაცემი აღარაფერი დამრჩა. ალბათ ეს შოკია. სხეულზე ხელებს ვიხვევ და
ვცდილობ, ეს საშინელი ცახცახი რამენაირად შევიკავო, მაგრამ ვხვდები, რომაზრი არა
აქვს, სიცივე სადღაც შიგნიდან მოდის და მთელ სხეულს ედება. კრისტიანი
მიახლოვდება და მკერდზე მიხუტებს.
– საყვარელო, ის ცოცხალია. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. უბრალოდ,
უნდა დავიცადოთ. წამოდი. – მეუბნება ბუტბუტით. ხელს მკიდებს და სააბაზანოში
შევყავარ, მხრებიდან პიჯაკს უკან მიწევს და ფრთხილად მხდის, მერე ბრუნდება პიჯაკს
სკამზე დებს და ბლუზაზე ღილების გახსნას მიწყებს.
წყალი საოცრად თბილი და არომატულია, აბაზანის ნოტიო ჰაერი ერთიანად
ლოტოსის ყვავილის სუნით არის გაჯერებული. კრისტიანის ფეხებშორის, მისკენ
ზურგით ვჯდები და ფეხებს მის ფეხებზე ზემოდან ვაწყობ. ჩაფიქრებულები ორივე
ჩუმად ვართ და როგორც იქნა ვთბები. ჩემს მხრებზე ხელებმოხვეული კრისტიანი
დროდადრო თმაზე მკოცნის, მე კი ანგარიშმიუცემლად ქაფის ბუშტებს ვხეთქავ.
– კრისტიან, მაშინ, ლაილას რომ აბანავებდი, იმასთან ერთადაც ასე ხომ არ
ჩამჯდარხარ აბაზანაში? – ვეკითხები უცებ.
ის წამით შეშდება, ფრუტუნებს და ხელს მხრებზე უფრო ძლიერად მხვევს.
– ჰმ... არა, ანა. – მპასუხობს აშკარად გაოგნებული.
– ასეც ვფიქრობდი. კარგია, რომ არ ჩამჯდარხარ.
ის კეფაზე შეკრულ თმაში ხელს მკიდებს და ჩემი გამომეტყველების დასანახად თავს
ფრთხილად მაბრუნებინებს.
– რატომ მეკითხები?
მე მხრებს ვიჩეჩ.
– უბრალოდ არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობის გამო. არ ვიცი... იმ დღეს მასთან
შეხვედრამ...
კრისტიანს მზერა უმკაცრდება.
– გასაგებია. გეთანხმები, ნამდვილად არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობაა. – ამბობს ხმაში
გამკრთალი საყვედურის ტონით.
– დიდხანს აპირებ ლაილას ხარჯების გადახდას?
– ალბათ, მანამ, სანამ ფეხზე დადგება. არ ვიცი. – მხრებს იჩეჩს ის. – რატომ მეკითხები?
– ასეთები სხვებიც არიან?
– სხვები?
– ყოფილი მორჩილები, რომელთა ხარჯებსაც შენ იხდი.
– ერთი იყო, მაგრამ იმისი დაფინანსება უკვე შევწყვიტე.
– მართლა?
– ჰო. სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. დაამთავრა, დიპლომიც აიღო და ვიღაც
იპოვა.
– სხვა დომინანტი?
– ჰო.
– ლაილამ მითხრა, რომ შენ მისი ორი ნახატი გაქვს. – ვამბობ ჩურჩულით.
– მქონდა, თუმცა მაინცდამაინც არ მომწონდა. ტექნიკას არა უშავს, მაგრამ ჩემი
გემოვნებისა არ იყო, მეტისმეტად ჭრელ ფერებში ხატავს. მგონი, ელიოტს მივეცი, ის
ხომ დიდი გემოვნებით არ გამოირჩევა.
გამხიარულებული ვხითხითებ, კრისტიანი მკერდზე უფრო მაგრად მიკრავს და ჩვენი
მოძრაობით აბაზანის კიდეებიდან წყალი იატაკზე იღვრება.
– ასე არ ჯობია? – ჩურჩულებს ის ჩემს ყურთან და საფეთქელზე მკოცნის.
– ისე, სხვათა შორის, ელიოტს ცოლად ჩემი საუკეთესო მეგობარი მოჰყავს.
– მაშინ ჯობია, ენას კბილი დავაჭირო.
აბაზანის მიღების შემდეგ თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ და „ჰიტმანის“ ფუმფულა
ხალათში გახვეული, ლოგინზე დაწყობილ პაკეტებს დავყურებ. ჰმ... არა მგონია, აქ
მარტო პიჟამები იყოს. ერთერთში გაუბედავად ვიხედები და პაკეტიდან ორ წყვილ
ჯინსს და ბამბის კაპიუშონიან ჩემი ზომის ქურთუკს ვაძვრენ. ღმერთო... ტეილორს ორი
დღის ტანსაცმელი მაინც უყიდია და თან იცის, მე რა მომწონს. იმის გახსენებაზე, რომ
ტეილორი ჩემთვის ტანსაცმელს პირველად არ ყიდულობს, და იმ პირველ ჯერზეც
მაშინ მიყიდა, როდესაც მე აქ, „ჰიტმანში“ ვიყავი, თბილად მეღიმება.
– იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლეიტონში მომადექი და კინაღამ გამაგიჟე, ოდესმე
რამის საყიდლად მაღაზიაში შენ თვითონ წასულხარ?
– კინაღამ გაგაგიჟე?
– ჰო, ზუსტადაც.
– მე რა შუაში ვარ, როგორც მახსოვს, შენ ნერვიულობდი!.. და ის ბიჭი რომ
გეტმასნებოდა... რა ერქვა?
– პოლი.
– ჰო, შენი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი.
მე თვალებს ვატრიალებ, კრისტიანი გულღიად იღიმება და მკოცნის.
– აი, ეს უკვე ჩემი გოგოა... – ჩურჩულებს ის. – ჩაიცვი, არ მინდა, რომ ისევ გაიყინო და
აგაკანკალოს.
– მზად ვარ. – ვეუბნები კრისტიანს. ის „ჰიტმანის“ ნომერში კაბინეტად გადაქცეულ
ერთ კუთხეში ნოუთბუკის წინ ზის და მუშაობს. კრისტიანს შავი ჯინსი და ნაქსოვი
ნაცრისფერი სვიტერი აცვია, მე კი ჯინსი, თეთრი მაისური და ზემოდან კაპიუშონიანი
ქურთუკი ჩავიცვი.
– ასე გამოწყობილი პატარა გოგოს ჰგავხარ, – თბილი და ჩუმი ხმით მეუბნება
კრისტიანი და ქვევიდან ზევით სიყვარულით ანთებული მზერით მიყურებს. –
წარმოგიდგენია, ხვალ მთელი ერთი წლით უფროსი ხდები?!
მე ნაღვლიანად ვიღიმები.
– სიმართლე გითხრა, საზეიმო განწყობა სულ არ მაქვს. ახლა შეგვიძლია, რომ რეისთან
წავიდეთ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა, რომ ცოტა მაინც შეჭამო, სადილზე თითქმის არაფერს
მიჰკარებიხარ.
– კრისტიან, გთხოვ, არ მინდა, ჯერ მართლა არ მშია. იქნებ საავადმყოფოდან რომ
წამოვალთ, მერე შევჭამო, უბრალოდ მინდა, რეის ღამე მშვიდობისა ვუსურვო.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რომ შევდივართ, იქიდან გამომავალ ხოსეს
ვხვდებით. ის მარტოა.
– ანა, კრისტიან, როგორ ხართ?
– მისტერ როდრიგესი სად არის?
– მამა ძალიან დაიღალა, ანა, და უკან მობრუნება ვეღარ შეძლო. რაც უნდა იყოს, ამ
დილას ისიც ხომ ავარიაში მოყვა. – იღიმება ხოსე ნაღვლიანად. – თან
ტკივილგამაყუჩებლებმაც იმოქმედა და დაეძინა... რეის მონახულების ნებართვისთვის
პატარა ომის გავლა მომიხდა, ნათესავი რომ არ ვარ, არ მიშვებდნენ.
– მერე? – ვეკითხები აფორიაქებული.
– ყველაფერი კარგად არის, მდგომარეობა უცვლელია, მაგრამ სტაბილური თითქოს
მხრებიდან მძიმე ტვირთი მომხსნესო, ერთიანად შვებას ვგრძნობ. რადგან ცუდი და
ახალი არაფერი მომხდარა, ეს უკვე კარგი ამბავია.
– ხვალ გნახავ, იუბილარო?
– რა თქმა უნდა. აქ ვიქნებით.
ხოსე წამიერი მზერით კრისტიანისკენ იხედება და ნაჩქარევად მეხვევა.
– mañana.
– ღამე მშვიდობისა, ხოსე.
– ნახვამდის, ხოსე. – ეუბნება კრისტიანი. ხოსე კრისტიანს თავს უკრავს და დერეფნით
ლიფტისკენ მიდის.
– ის ისევ შეყვარებულია, – ხმადაბლა ამბობს კრისტიანი.
– არა, კრისტიან, მაგრამ ასეც რომ იყოს, კარგი, რა... – მე მხრებს ვიჩეჩ, ახლა ამაზე
ლაპარაკის თავი ნამდვილად არ მაქვს.
კრისტიანი ნაძალადევად იღიმება და მე გული მილღვება.
– ყოჩაღ, – ვეუბნები ბუტბუტით.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– დუჟმომდგარმა ღრენა რომ არ დაიწყე.
– მე არასდროს ვიღრინები. კარგი, წამოდი, მამაშენთან მივიდეთ, თანაც შენთვის
სიურპრიზი მაქვს.
– სიურპრიზი? – შეშფოთებულს მაშინვე თვალები მიფართოვდება.
– წამოდი.
კრისტიანი ხელს მკიდებს, ორივე ერთად ინტენსიური თერაპიის ორმაგ კარს ვაწვებით
და განყოფილებაში შევდივართ.
რეის საწოლთან კროუვს და კიდევ ერთ ექიმ ქალს, რომელსაც პირველად ვხედავ,
გრეისი ელაპარაკება, ჩვენს დანახვაზე ჩერდება და ღიმილით გვიყურებს. მადლობა
ღმერთს!
– კრისტიან. – ესალმება ის შვილს და ლოყაზე კოცნის, მერე ჩემკენ ბრუნდება და
ორივე ხელით, თბილად მეხვევა.
– ანა, როგორ ხარ, საყვარელო?
– მე არა მიშავს, მაგრამ მამაზე ძალიან ვნერვიულობ.
– ნუ გეშინია, მამაშენი კარგ ხელშია, ანა. ექიმი სლადერი ამ განხრის საუკეთესო
სპეციალისტია, იელის უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით.
ოჰო...
– მისის გრეი, საღამო მშვიდობისა. მე მისტერ სტილის მკურნალი ექიმი ვარ. –
თავშეკავებული და ფორმალური ტონით მესალმება ექიმი სლადერი. მას მოკლედ
შეკრეჭილი თმა, ბავშვივით მორცხვი ღიმილი და სამხრეთული რბილი აქცენტი აქვს.
– როგორც მამათქვენის მკურნალმა ექიმმა, მინდა გაგახაროთ, რომ ყველაფერი გეგმის
მიხედვით და კარგად მიდის, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია და
სტაბილურად კარგია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისტერ სტილი სრულიად
გამოჯანმრთელდება. ტვინში შეშუპების ზრდა შეწყდა და უკვე გაწოვის ნიშნებიც
შეიმჩნევა. ეს ასეთი მოკლე დროისთვის ძალიან დამაიმედებელი სურათია.
– რა კარგია, – ვბუტბუტებ ხმადაბლა.
ის თბილად მიღიმის.
– დიახ, მისის გრეი. მისტერ სტილის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერი კეთდება,
ასე რომ, არ ინერვიულოთ, კარგად იქნება. გრეის, გამიხარდა შენი ნახვა.
გრეისი გულღიად უღიმის.
– მეც, ლორეინ.
– ექიმო კროუვ, ჯობია ჩვენ წავიდეთ და მისტერ სტილი ამ არაჩვეულებრივ
ადამიანებთან დავტოვოთ. – ეუბნება ის კროუვს, რომელიც თავის დაკვრით
გვემშვიდობება და ექიმ სლადერს უკან მიჰყვება.
პირველად ავარიის შემდეგ რეის ოპტიმიზმით და იმედით შევყურებ. ექიმმა
სლადერმა და გრეისმა იმის რწმენა დამიბრუნეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
გრეისი ხელზე ხელს მკიდებს და ალერსიანად, ოდნავ მიჭერს.
– ანა, საყვარელო, მოდი, დაჯექი და მამას წყნარად დაელაპარაკე. ეს ახლა ორივეს
გჭირდებათ, მე და კრისტიანი მოსაცდელ ოთახში დაგელოდებით.
უზომოდ მადლიერი გრეისს თავს ვუქნევ, კრისტიანი გამამხნევებლად მიღიმის და
გრეისთან ერთად პალატიდან გადის, მე კი ჩემს საყვარელ მამიკოსთან მარტო მტოვებს,
რომელსაც ვენტილატორის ჩუმი და მონოტონური გუგუნისა და გულის მუშაობის
ამსახველი მონიტორის წრიპინის იავნანის ფონზე მშვიდად სძინავს. კრისტიანის თეთრ
მაისურს ვიცვამ, ლოგინში ვწვები და საბანს ვიფარებ.
– მგონი, ცოტა ხასიათზე მოხვედი, არა? – ფრთხილად მეკითხება კრისტიანი და
პიჟამას იცვამს.
– კი. ექიმ სლადერთან და დედაშენთან დალაპარაკებამ იმედი გამიჩინა. შენ სთხოვე
გრეისს, რომ ჩამოსულიყო?
კრისტიანი წვება, თავისკენ მიზიდავს და მის მკერდზე ზურგით მიკრულს მკლავებში
მიქცევს.
– არა, რეის სანახავად ჩამოსვლა დედამ თვითონ მოინდომა.
– საიდან გაიგო?
– დილას დავურეკე და ვუთხარი.
გასაგებია...
– საყვარელო, დაღლილი ხარ, დასვენება გჭირდება. დაიძინე.
– უჰუ... – ვეთანხმები კრუტუნით. ის მართალია, ძალიან დავიღალე. საშინლად
დაძაბული და ემოციურად დამქანცველი დღე იყო. მაგრამ თავს მაინც ვაბრუნებ და
კრისტიანს ვუყურებ... დღეს რა, სექსი არ გვექნება? ვმშვიდდები, ძალიანაც კარგი, ისე
დავიღალე,რომ თავიც არ მაქვს. მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად არ
მომკარებია... ამით გაკვირვებულს უცებ კითხვა მიჩნდება – ამაზე უნდა ვინერვიულო
თუ არა, მაგრამ, რადგან ჩემმა შინაგანმა ქალღმერთმა, როგორც ჩანს, დროებით
მიმატოვა და თან ჩემი ლიბიდოც გაიყოლა, ვიღებ გადაწყვეტილებას, ამ საკითხზე ხვალ
ვიფიქრო. კრისტიანისკენ ვტრიალდები, მკერდზე ვეხუტები და ფეხს ფეხებზე ზემოდან
ვადებ.
– ერთ რამეს დამპირდი, – მეუბნება ის რბილი ტონით.
– მმმ? – იმდენად დაღლილი ვარ, რომ ლაპარაკის თავიც აღარ მაქვს.
– დამპირდი, რომ ხვალ რამეს შეჭამ. მზად ვარ, ღრენის და კბილების ღრჭიალის
გარეშე ავიტანო, რომ სხვა კაცის ქურთუკი გაცვია, მაგრამ, ანა... უნდა შეჭამო. გთხოვ.
– მმმ... – უსიტყვოდ ვუქნევ თავს და კრისტიანი თმაში ცხვირით მეფლობა. –
გმადლობ, რომ ჩემ გვერდით ხარ, – ვბუტბუტებ ნახევრად მძინარე და მკერდზე ვკოცნი.
– აბა, სად უნდა ვიყო? მე იქ ვარ, სადაც შენ, ანა. იცი, ახლა, ისევ ამ ოთახში და ამ
ლოგინში იმაზე ვფიქრობ, რა გრძელი გზა გავიარეთ და ის ღამე მახსენდება, როდესაც
შენთან ერთად პირველად მეძინა... ღმერთო, რა ღამე იყო! რამდენიმე საათის
განმავლობაში გიყურებდი... შენ ისეთი ლამაზი იყავი, რომ... ნამდვილი იარი!
მის მკერდზე სახემიკრულს ტკბილად მეღიმება.
– მორჩა, დაიძინე! – ჩურჩულებს ის წამიერი დუმილი შემდეგ და ეს თხოვნა არ არის –
ბრძანებაა.
თვალებს ვხუჭავ და ძილის ღრმა მორევში ვიძირები.

თავი მეთვრამეტე
თვალებს ვახელ და ლოგინში ვიშლები... თბილი და მზიანი სექტემბრის დილაა და
გახამებულ თეთრეულში ვწევარ. წამით დეჟავიუს შეგრძნება მეუფლება... ჰმ,
„ჰიტმანი“...
– ღმერთო! მამა! – სულის შემხუთველი, სხეულში ერთიანად დავლილი
თავზარდაცემის შეგრძნებით მახსენდება, პორტლენდში რატომ ვარ და უნებური
წამოყვირებისგან თავს ვერ ვიკავებ.
– ეი, – კრისტიანი ლოგინის კიდეზე ზის, ის იხრება, ლოყაზე თითებით მეფერება და
მეც მაშინვე ვმშვიდდები. – დილას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დავრეკე და
მითხრეს, რომ რეიმ ღამე ნორმალურად გადაიტანა. ყველაფერი კარგად არის,
დაწყნარდი.
– მადლობა ღმერთს! გმადლობ, კრისტიან. – ვეუბნები მე და საწოლში ვჯდები.
ის იხრება და შუბლზე ტუჩებით მეხება.
– დილა მშვიდობისა, ანა. – ჩურჩულებს ტკბილი ხმით და საფეთქელზე მკოცნის.
– გამარჯობა, – ვპასუხობ ბუტბუტით.
ეტყობა, დიდი ხანია, ადგა, რადგან უკვე ჩაცმულია – შავი მაისური და ცისფერი ჯინსი
აცვია.
– გამარჯობა, – მპასუხობს ისიც და თბილ და მოსიყვარულე თვალებს მანათებს. –
მინდა დაბადების დღე მოგილოცო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
გაუბედავად ვუღიმი და ლოყაზე ხელს ვუსვამ.
– რა თქმა უნდა, არა. გმადლობ. ყველაფრისთვის გმადლობ.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– ყველაფრისთვის?
– ჰო, ყველაფრისთვის.
კრისტიანი წამით დაბნეულ გამომეტყველებას იღებს, მაგრამ მხოლოდ წამით,
დაბნეული გამომეტყველება სასიამოვნო მოუთმენლობით ეცვლება და ფართოდ
გახელილი თვალებით მიყურებს.
– აი, გამომართვი. – მეუბნება ის და შესაფუთ ქაღალდში ლამაზად გახვეულ პატარა
კოლოფს მაძლევს, რომელზეც პატარა მისალოცი ბარათია მიმაგრებული.
მიუხედავად იმისა, რომ მამას გამო ვნერვიულობ და ამიტომ წამითაც ვერ
ვმშვიდდები, მეც ვიმუხტები სიხარულით აღსავსე მოუთმენლობით, რომელსაც
კრისტიანი ასხივებს და ბარათს ღიმილით ვკითხულობ.
ჩვენი ყველა “პირველად ცხოვრებაში„ განცდილი სიხარულისთვის,ჩემი უსაყვარლესი
ცოლის რანგში პირველ დაბადების დღეს გილოცავ, ანა!მიყვარხარ.
ღმერთო, რა საყვარელი სიტყვებია!
– მეც მიყვარხარ, კრისტიან! – ვეუბნები ღიმილით და კრისტიანიც თბილად მიცინის
– გახსენი.
რომ არ გავხიო, ქაღალდს ფრთხილად ვხსნი და ხელში წითელი ტყავგადაკრული
კოლოფი მრჩება. „კარტიე“... „კარტიეში“ ნაყიდი საყურეები და საათიც ასეთივე
კოლოფებში იდო. თავსახურს ფრთხილად ვხდი და ულამაზეს სამაჯურს დავყურებ,
რომელზეც, ზუსტად ვერ ვხვდები, რა მეტალისგან – ვერცხლის, პლატინის თუ თეთრი
ოქროს – ჩამოსხმული, მაგრამ ძალიან საყვარელი პატარპატარა ბრელოკებია
ჩამოკონწიალებული. სამაჯური არაჩვეულებრივია, ულამაზესი, ზედ ჩამოკიდებული
ბრელოკები კი... ჰმ!.. ეიფელის კოშკი, ლონდონის შავი ტაქსი, ვერტმფრენი „ჩარლი
ტანგო“, კატამარანი „გრეისი“, საწოლი და... ნაყინი! ნაყინის დანახვაზე თავს ვწევ და
ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვუყურებ.
– ვანილის... – დარცხვენილი გამომეტყველებით იჩეჩს ის მხრებს და მე თავს ვერ
ვიკავებ, რომ არ გამეცინოს. რა თქმა უნდა, – ვანილის ნაყინი! ან მე თვითონ როგორ ვერ
მივხვდი!
– კრისტიან, რა სილამაზეა! გმადლობ, ნამდვილი იარია!
ის ბედნიერი ღიმილით, ფართოდ იღიმება.
– ყველაზე მეტად მე გული მომწონს, ეს ხომ მედალიონია!
– შეგიძლია შიგ სურათი ჩადო, ან სხვა რამე.
– ჰო, შენი სურათი. – დახრილი წამწამების ქვეშიდან თვალი მის სახეზე გადამაქვს. –
მუდამ ჩემს გულში იქნები.
სამაჯურს ვატრიალებ და ბოლო ორ ბრელოკს თითებს ნაზად ვუსვამ – ასო „კ“ – ჰმ, რა
თქმა უნდა, მე ხომ პირველი ვიყავი, ვინც კრისტიანს სახელით მიმართავდა. ამ აზრზე
თბილად მეღიმება... და ბოლოს – გასაღები.
– ეს ჩემი გულის და სულის გასაღებია, – ჯერ ისევ ბრელოკს ვარ დაჩერებული, როცა
მეუბნება ის ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით.
თვალებს სიხარულის ცრემლი მწვავს. კრისტიანისკენ ხელებგაშლილი ვხტები,
კისერზე ვეხვევი და კალთაში ვუჯდები.
– კრისტიან! რა სწორად გათვლილი და კარგად მოფიქრებული საჩუქარია... ძალიან,
ძალიან მომწონს, გმადლობ, – ვიღიმები მის კისერში სახეჩაფლული. ღმერთო, რა
არაჩვეულებრივი არომატი აქვს, სისუფთავის, ახალთახალი თეთრეულის, საშხაპე
გელის და თავისი, კრისტიანის სუნი. მშობლიური და ახლობელი, როგორც სახლი, ჩემი
სახლი. თვალები ბედნიერების ცრემლებით მევსება. კრისტიანი ხმადაბლა კვნესის და
ჩემს ზურგზე შემოხვეული ორივე ხელით სხეულზე მაგრად მიხუტებს.
– არ ვიცი, უშენოდ რა უნდა მექნა, კრისტიან... – ემოციების მოზღვავებისგან ხმა
მიწყდება და ვჩუმდები.
ის ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ისევ მკერდზე მიკრავს.
– გთხოვ, არ იტირო.
ცხვირს ფრიად არადელიკატური ხმაურით ვასრუტუნებ.
– მაპატიე... უბრალოდ ისეთი ბედნიერი ვარ, რომ... მაგრამ ამ ბედნიერებასთან ერთად
გულიც მიკვდება და ვნერვიულობ, უბრალოდ... ემოციებს ვერ ვერევი.
– ეი, – კრისტიანს ხმა აბრეშუმივით რბილი აქვს, ის თავს მაწევინებს და ტუჩებში
ნაზად მკოცნის. – მესმის, ანა, ძალიანკარგად მესმის.
– ვიცი, რომ გესმის... – ვეუბნები ჩურჩულით და ჯილდოდ ისევ მორცხვ, უსაყვარლეს
ღიმილს ვიღებ.
– კარგი იქნებოდა, ეს დღე სიეტლში ბევრად უფრო მხიარულად გაგვეტარებინა,
მაგრამ, რას იზამ, აქ ვართ. – ის მხრებს მორცხვად იჩეჩს და ისევ მიღიმის. – ახლა კი,
მიდი, ადექი და ჩაიცვი. ვისაუზმოთ და რეისთან საავადმყოფოში წავიდეთ. ვდგები,
ახალ ჯინსსა და მაისურს ვიცვამ და ვგრძნობ, რომ მადაც მიბრუნდება, არც ისე დიდი
ხნით, მაგრამ მაინც... ჰმ, ყოველ შემთხვევაში კრისტიანს იმითაც ვახარებ, რომ ცოტა
გრანოლასა და ბერძნულ იოგურტს ვჭამ.
– გმადლობ, რომ ჩემი საყვარელი საუზმე შეუკვეთე.
– დღეს ხომ შენი დაბადების დღეა... ოღონდ ძალიან გთხოვ, ყველაფერზე
დაუმთავრებლად მადლობებს ნუ მიხდი! – მეუბნება ის ჯერ თბილი ტონით, მერე კი,
წინადადების მეორე ნაწილს გათამაშებული გაღიზიანებითა და მგონი, სინაზითაც და
თვალების ატრიალებით ასრულებს.
– უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მე ამას ვაფასებ.
– ანასტასია, მე ხომ შენი ქმარი ვარ. ეს ჩემი მოვალეობაა. – უსერიოზულდება
გამომეტყველება მას. ჰო, რა თქმა უნდა, კრისტიანმა ხომ ყველაფერი უნდა
გააკონტროლოს და მართოს, ეს რამ დამავიწყა?! თუმცა მინდა კი, რომ სხვანაირად
იყოს? საკუთარ ფიქრზე მეღიმება.
– ჰო, ასეა. – ვპასუხობ ბოლოს.
ის წამით ჩაფიქრებული და დაბნეული გამომეტყველებით მიყურებს, მერე კი თავს
მიქნევს.
– წავედით?
– რა თქმა უნდა, მხოლოდ კბილებს გავიხეხავ.
კრისტიანი იცინის.
– კარგი.
ნეტა რა აცინებდა? ვფიქრობ სააბაზანოსკენ მიმავალი და უცებ რაღაც მახსენდება... იმ
ჩვენი პირველი ღამის შემდეგ, მეორე დილას კბილები ხომ მისი კბილის ჯაგრისით
გავიხეხე! მაშინვე გამხიარულებულს მეცინება და იმ ჩვენი ერთად გატარებული
პირველი ღამის საპატივცემულოდ ხელს მის კბილის ჯაგრისს ვავლებ. ვიდრე კბილებს
ვიხეხავ, სარკეში საკუთარ თავს შევყურებ... ძალიან გაფითრებული ვარ... ჰმ, მაშინ ჯერ
კიდევ არ ვიყავი გათხოვილი, დღეს კი, ოცდაორი წლის ასაკში, უკვე გათხოვილი ვარ!
აშკარად ვბერდები... ვფიქრობ და პირში წყალს ვივლებ. ხელს ვწევ, ოდნავ ვაქნევ და
სამაჯურზე ჩამოკიდებული ბრელოკები მაშინვე მელოდიურ და სასიამოვნო წკრიალს
იწყებს. ჩემი საყვარელი, ჩემი ძვირფასი ორმოცდაათი ელფერი!.. კრისტიანმა
ყოველთვის ზუსტად იცის, რა მომეწონება და გამახარებს. ვცდილობ, ღრმად ვისუნთქო,
რომ მოზღვავებული გრძნობები დავიმორჩილო და სამაჯურს ჩემი ქმრისადმი
უდიდესი სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით დავყურებ... ჰმ, ალბათ ძალიან
ძვირი ღირს. კარგი, არა უშავს, კრისტიანს შეუძლია, თავს ამის უფლება მისცეს.
დერეფნის გავლით ლიფტთან მივდივართ, კრისტიანი ხელზე ხელს მკიდებს,
მაწევინებს და თითებზე მკოცნის, მერე კი სამაჯურს ღიმილით დაჰყურებს და ცერა
თითს „ჩარლი ტანგოს“ უსვამს.
– მოგწონს?
– ძალიან, იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია. უფრო მეტიც, მიყვარს, ისევე, როგორც
შენ.
ის იღიმება და ხელზე ისევ მკოცნის. თავს გუშინდელთან შედარებით ბევრად უკეთ
ვგრძნობ. იქნებ იმიტომ, რომ ახლა დილაა, დილაობით კი, ღამესთან შედარებით
ყველაფერი ბევრად უფრო იმედის მომცემად გვეჩვენება? ან იქნებ ჩემი უსაყვარლესი
ქმრის საჩუქრის გამო ვარ ასე? ან იქნებ იმიტომ, რომ რეის მდგომარეობა წუხანდელს
აქეთ არ გაუარესდა...
ჩვენ წინ ლიფტის კარი იღება, ის ცარიელია და ორივე შიგნით შევდივართ. თავს ვწევ
და კრისტიანს ვუყურებ. ის თბილი ირონიით მიცინის.
– შეწყვიტე, – მეუბნება ჩურჩულით და ლიფტის კარი იკეტება.
– რა შევწყვიტო?
– ასე ნუ მიყურებ.
– „საბუთების დედაც“, – ვამბობ ჩურჩულით და ვიღიმები.
კრისტიანი უდარდელი და გულიანი სიცილით ხარხარებს, ხელს მკიდებს, ერთიანად
სხეულზე მიკრავს და თავს მაწევინებს.
– ოდესმე ამ ლიფტს მთელი დღით ვიქირავებ.
– მხოლოდ ერთი დღით, ფიქრობ, გვეყოფა? – მრავალმნიშვნელოვნად ვწევ წარბს.
– მისის გრეი, რა გაუმაძღარი ხართ.
– როდესაც საქმე თქვენ გეხებათ, მისტერ გრეი, დიახაც რომ ვარ!
არ ვიცი რატომ, იმიტომ, რომ ისევ ამ ლიფტში ვართ თუ იმიტომ, რომ ოცდაოთხ
საათზე მეტია, არ მომკარებია, ან იქნებ საქმე უბრალოდ მის გონების დამბინდავ და
დამათრობელ სიახლოვეშია, მუცლის ქვედა ნაწილში საიდანღაც მოულოდნელად
ტალღასავით მოვარდნილი სურვილი მეღვრება და სხეულში ერთიანად მეშლება.
კრისტიანს თითებს თმაში ვუცურებ და ჟინით ვკოცნი, კედლისკენ ვაწვები და მთელი
სხეულით ზედ ვეტმასნები.
ის ჩემს პირში კვნესის, ორივე ხელს თავზე მავლებს და ვნებაზე ვნებით მპასუხობს.
ერთმანეთს ნამდვილი, მოუთმენელი და დაუოკებელი ჟინით ვკოცნით, ენებით
ერთმანეთის ასეთ ნაცნობ, მაგრამ მაინც ჯერ ისევ საოცრად ახალ და სასურველ ენებს
ველამუნებით, ერთმანეთის პირს ვიკვლევთ და ვიპყრობთ. ექსტაზში ჩავარდნილი ჩემი
შინაგანი ქალღმერთი ჩემს ლიბიდოსვეღარ აკავებს და თავაწყვეტილი ისიც ჩადრს
იძრობს... ღმერთო... ერთიანად სურვილით ატანილი ჩემთვის ამ უსაყვარლეს,
უძვირფასეს და უტკბეს სახეს ხელებში ვიქცევ.
– ანა, – სუნთქვაარეული ქოშინებს ის ჩემ ტუჩებთან.
– მიყვარხარ, მიყვარხარ, კრისტიან გრეი. ეს არ დაგავიწყდეს, გესმის?.. – ჩურჩულით
ვბუტბუტებ მე და სურვილით ჩამუქებულ მის ნაცრისფერ თვალებში ვიძირები. ლიფტი
ჩერდება და კარი სრიალით იღება.
– ვიდრე ამ ლიფტის დაქირავება დღესვე გადამიწყვეტია, ჯობია წამოდი და მამაშენი
მოვინახულოთ. – მეუბნება კრისტიანი და ნაჩქარევად მკოცნის, მერე ხელზე ხელს
მკიდებს და ვესტიბიულში გავყავარ. კონსიერჟს რომ ვუსწორდებით, კრისტიანი
დახლთან მდგარ შუახნის მამაკაცს თითქმის შეუმჩნეველ რაღაც ნიშანს აძლევს, ის კი
კრისტიანს თავის ოდნავი დაკვრით პასუხობს და ტელეფონს იღებს. კრისტიანს
გაკვირვებული, კითხვით სავსე მზერით ვაჩერდები, მაგრამ იდუმალებით მოცული
ღიმილის გარდა სხვა პასუხს ვერ ვიღებ. დაბნეული კოპებს ვკრავ და ჩემს ქმარს
ვაჩერდები. უცებ იმასაც ვამჩნევ, რომ ნერვიულობს.
– ტეილორი სად არის? – ვეკითხები ბოლოს.
– ახლა მოვა.
გასაგებია, ჩვენ წასაყვანად ალბათ სასტუმროს კართან მანქანა უნდა მოაყენოს.
– სოიერი?
– რაღაც დავალებებს ასრულებს.
რა დავალებებს?
კრისტიანი მბრუნავ კარს გვერდს უვლის და მაშინვე ვხვდები, ამას იმიტომ აკეთებს,
რომ ხელი არ გამიშვას. გულში ისევ სითბო მეღვრება. გარეთ ზაფხულის დასასრულის
თბილი დილაა, მაგრამ ჰაერში უკვე შემოდგომის სუნიც ტრიალებს. „აუდიშუV“ისა და
ტეილორის მოლოდინში აქეთიქით ვიხედები და ვგრძნობ, რომ კრისტიანი
მექანიკურად ხელზე ხელს ოდნავ მიჭერს, თავს ისევ მისკენ ვაბრუნებ, ჰმ... აშკარად
აფორიაქებულია და რაღაცაზე ნერვიულობს.
– რა მოხდა?
ის მხრებს იჩეჩს, ჩემს ყურადღებას კი საიდანღაც მოახლოებული ძრავას ღმუილი
იპყრობს, როგორიღაც დაბალი და ძალიან ნაცნობი ღმუილი... როგორც კი ვბრუნდები,
რომ გავიგო, ხმა საიდან ისმის, ღმუილიც წყდება, ზუსტად ჩვენ წინ სპორტული თეთრი
მანქანა ჩერდება და მანქანიდან ტეილორი გადმოდის.
ოჰო! ეს „R8“-ა!.. თვალებგაფართოებული მკვეთრად კრისტიანისკენ მიბრუნებული მის
ფრთხილ და ჩემკენ მომართულ დაკვირვებულ მზერას ვაწყდები.
„შეგიძლია, დაბადების დღეზე ასეთივე მიყიდო... ოღონდ თეთრი“.
– დაბადების დღეს გილოცავ, ანა, – მეუბნება კრისტიანი და მისი გამომეტყველებით
ვხვდები, რომ ჩემს რეაქციას ჯერ ისევ ლამის შიშით ელოდება, მე კი გაოგნებისგან
ენაჩავარდნილი, უსიტყვოდ და თვალებგაფართოებული შევყურებ... ჯანდაბა! სხვას
უბრალოდ ვერაფერს ვახერხებ. წამიც და ის მორცხვი ღიმილით გასაღებს მიწვდის.
– კრისტიან, ეს ხომ... ღმერთო, კრისტიან, გიჟი ხარ! – როგორც იქნა, მიბრუნდება
მეტყველების უნარი.
წარმოუდგენელია! ღმერთო ჩემო, „აუდი R8“ მიყიდა... ზუსტად ისეთი, როგორიც
მინდოდა! სახე ერთიანად ფართო, აღფრთოვანებისგან გაბრწყინებული ღიმილით
მებადრება, ჩემი შინაგანი ქალღმერთი კი უკან ხტომით და ჟივილხივილით მაღალ
სალტოს კრავს. კრისტიანის სახის გამომეტყველება სარკესავით ჩემსას ირეკლავს და
ჩემს შემხედვარეს სახე მასაც უნათდება. დაუოკებელი და თავშეუკავებელი
სიხარულით ჯერ ადგილზე ვხტები, მერე ზედ ვახტები და ორივე ხელით კისერზე
ვეხვევი, კრისტიანი კი ჩემზე არანაკლებ გახარებული, სიცილით მატრიალებს.
– კრისტიან! შენ ფული უფრო მეტი გაქვს, ვიდრე ჭკუა! ღმერთო!.. – ვჭყივი მე. – რა
მაგარია! გმადლობ, გმადლობ, გმადლობ! – ის უცებ ჩერდება, ხელში აყვანილს ქვევით
მხრის და ამ მოულოდნელობით ისე მაშინებს, რომ თავის შესაკავებლად მხრებში
ვაფრინდები.
– თქვენთვის, მისის გრეი, თქვენთვის!.. რაც კი გამაჩნია, ყველაფერი თქვენთვის მინდა
და თქვენთვის მაქვს. – მიღიმის ის და ზემოდან დამყურებს, მერე იხრება და მკოცნის.
ოჰ, ღმერთო, სიყვარულის როგორი საჯარო დემონსტრირებაა!.. – ახლა კი, წავედით,
მამაშენი ვნახოთ.
– კარგი... და საჭესთან მე დამსვამ?
კრისტიანი კმაყოფილი გამომეტყველებით იცინის.
– რა თქმა უნდა, ეს ხომ შენი მანქანაა! – მეუბნება ღიმილით და როგორც კი ფეხზე
მაყენებს, მძღოლის ადგილისკენ მივრბივარ.
კარს სახეზე გამოსახული ფართო ღიმილითა და კეთილად აციმციმებული მზერით
ტეილორი მიღებს.
– დაბადების დღეს გილოცავთ, მისის გრეი.
– გმადლობ, ტეილორ. – შევცინი მეც და მისთვის მოულოდნელი ნაჩქარევი
გადახვევით მგონი, ცოტა ვაფრთხობ კიდეც, ის წამით შეშდება, უხერხულად
იშმუშნება, მაგრამ მერე თვითონაც ბეჭებზე ხელის თბილი შეხებით მპასუხობს.
მანქანაში ვხტები, ერთიანად გაწითლებული ტეილორი კი კარს მიხურავს.
– ფრთხილად ატარეთ, მისის გრეი. – გათამაშებული სიმკაცრით მარიგებს ის, მე კი
ფართო და თვალისმომჭრელი ღიმილით ვუღიმი.
– კარგი, – ვპირდები ხალისით. სიხარულისგან ათრთოლებული თითებით გასაღებს
ვარგებ და ვცდილობ, აღელვებასა და მოუთმენლობას რამენაირად მოვერიო. კრისტიანი
ჩემს გვერდით, მგზავრის სავარძელზე ჯდება.
– ოღონდ მშვიდად, ანა, ახლა უკან აღარავინ მოგვდევს. – მაფრთხილებს ის.
გასაღებსვატრიალებ და ძრავა ღმუილით ცოცხლდება. ჯერ უკანა ხედვის სარკეში
ვიხედები, მერე გვერდითა სარკეებში, სულ რამდენიმე წამით გზაზე მანქანების ნაკადის
შემცირებას ველოდები და ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე
მოძრაობას ეფექტური მოხვევითა და ძრავას ღმუილით ვუერთდები.
– ე, ანა! – შეშფოთებული წამოყვირებისგან თავს ვერ იკავებს კრისტიანი.
– რა?
– ფრთხილად, ნამდვილად არ მინდა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
მამაშენის გვერდით მოვხვდეთ. ცოტა ნელა. – მეუბნება კატეგორიული ტონით,
წინააღმდეგობის გაწევას და შეკამათებას აზრი არა აქვს. სიჩქარეს ვაგდებ და ვუღიმი.
– ასე უკეთესია?
– ბევრად. – ბუტბუტებს კრისტიანი და უშედეგოდ ცდილობს, მკაცრი გამომეტყველება
შეინარჩუნოს.
რეის მდგომარეობა უცვლელია. თავბრუდამხვევი ქროლვის შემდეგ მისი დანახვა
მიწაზე მაბრუნებს. კრისტიანი მართალია, ფრთხილად უნდა ვიარო. არავინაა
დაზღვეული იმისგან, რომ მორიგი მთვრალი დეგენერატი არ გამოვარდება საიდანმე და
არ შეასკდება. კრისტიანს უნდა ვკითხო, რა დაემართა იმ იდიოტს, მისტერ
როდრიგესის მანქანას რომ დაეჯახა, დარწმუნებული ვარ, გაარკვევდა და იცის...
პირიდან გადმოშვერილი მილის მიუხედავად მამა ცოტა უკეთ გამოიყურება, მეჩვენება,
რომ გუშინდელივით ფერმკრთალიც აღარ არის, ლოყები აშკარად ოდნავ
შევარდისფრებია. ვიდრე მამას დღევანდელი დილის ამბებს ვუყვები, კრისტიანი
დასარეკად მოსაცდელ ოთახში გადის. მედდა კელი რეის პირიდან გადმოშვერილ
მილსა და აპარატურის სხვა გაყვანილობებს ამოწმებს და ავადმყოფობის ისტორიაში
რაღაცას იწერს.
– ყველა მაჩვენებელი ნორმალურია, მისის გრეი. – მიღიმის ის თავაზიანად.
– იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
ცოტა ხანში პალატაში ექიმი კროუვი შემოდის ორ ექთანთან ერთად.
– მისის გრეი, მისტერ სტილი რენტგენის კაბინეტში უნდა წავიყვანოთ,
მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩავუტაროთ. – მიცხადებს ის ცოცხლად.
– ამას დიდი დრო სჭირდება?
– დაახლოებით ერთი საათი.
– მაშინ დავიცდი, მინდა, პასუხი ვიცოდე.
– რა თქმა უნდა, მისის გრეი.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოვდივარ და მოსაცდელი ოთახისკენ
მივდივარ. საბედნიეროდ, აქ კრისტიანის გარდა, რომელიც ოთახში ბოლთას სცემს და
ტელეფონით ლაპარაკობს, არავინ არის. ის ჩერდება და დიდი პანორამული ფანჯრიდან
პორტლენდის ხედს აჩერდება, მაგრამ როგორც კი ზურგს უკან კარს ვხურავ, ჩემკენ
ბრუნდება. ღმერთო, რატომღაც გაბრაზებული გამომეტყველება აქვს.
– სიჩქარეს რამდენად გადააჭარბა?.. გასაგებია... ყველა ბრალდება, ყველა! ანას მამა
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, მინდა, რომ პასუხი კანონის მთელი
სიმკაცრით აგოს, მამა... კარგი. საქმის კურსში ჩამაყენე. – ამბობს ის და ტელეფონს
თიშავს.
– იმ მძღოლზეა ლაპარაკი?
კრისტიანი თავს მიქნევს.
– ვიღაც ლოთი ნაბიჭვარია სამხრეთაღმოსავლეთ პორტლენდიდან, – ღმუის ის, მე კი
მისი ტერმინოლოგიითა და ზიზღიანი ტონით გაოგნებული შევყურებ. კრისტიანი
მიახლოვდება და სახეზე გამომეტყველებაც ეცვლება. – დაიღალე? გინდა, წავიდეთ?
– ჰმ, ა... არა. – ვპასუხობ მისი წამის წინანდელი ამოხეთქილი გაბოროტებით
გაკვირვებული.
– რა მოხდა?
– არაფერი. რეი ტომოგრამის გასაკეთებლად გაიყვანეს, უბრალოდ მინდა, პასუხს
დაველოდოთ.
– კარგი, რა თქმა უნდა, დაველოდოთ. – ის ჯდება და ხელს მიწვდის, ოთახში მარტო
ვართ, ამიტომ მის მუხლებზე სიამოვნებით ვიკალათებ და მყუდროდ ვიკუნტები.
– რას წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელ დღეს ასე გაგატარებინებდი, – ჩურჩულებს ის
ჩემს თმაში.
– ვერც მე წარმოვიდგენდი, მაგრამ ასეა თუ ისე, ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ.
დედაშენთან დალაპარაკებამ საგრძნობლად მიშველა. მისი მხრიდან ძალიან
კეთილშობილური საქციელია, რომ ჩამოვიდა და თანაც იმავე საღამოს. კრისტიანი
ზურგზე მეფერება და კეფაზე კისრით თავს მადებს.
– დედაჩემი საოცარი ქალია.
– ჰო. ძალიან გაგიმართლა, რომ ასეთი დედა გყავს.
კრისტიანი თავს მიქნევს.
– უი, დედას უნდა დავურეკო და რეის ამბავი ვუთხრა, – ვბუტბუტებ ხმადაბლა და
კრისტიანი რატომღაც ხელს აჩერებს. – ისე, უცნაურია, რომ აქამდე თვითონაც არ
დარეკა. ამას მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებ და კოპებს ვკრავ. შეიძლება ითქვას, მწყინს
კიდეც და გული ტკენით მეკუმშება. სხვა თუ არაფერი, ბოლოს და ბოლოს დღეს ხომ
ჩემი დაბადების დღეა!.. ის კი ჩემი დედაა, რომელმაც გამაჩინა და ამ ყველაფერში
თვითონ მონაწილებდა, რატომ არ დამირეკა?
– იქნებ დაგირეკა კიდეც, – მეუბნება კრისტიანი და ფერებას აგრძელებს.
დაინტერესებული ჯიბიდან ჩემს „ბლეკბერის“ ვიღებ. გამოტოვებული ზარები არ
მაქვს, სამაგიეროდ, დაბადების დღის მოსალოცი რამდენიმე ტექსტური შეტყობინებაა,
კეიტის, ხოსეს, მიასა და იტანისგან. დედასგან სმსიც კი არ არის. იმედგაცრუებული
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
– შენ თვითონ დაურეკე, – რბილი ტონით მირჩევს კრისტიანი.
კარგი... ტელეფონზე დედას ნომერს ვკრეფ, მაგრამ არავინ მპასუხობს და
ავტომოპასუხე ირთვება. კიდევ უფრო ნაწყენი შეტყობინებას არ ვტოვებ. ნუთუ
შეიძლება დედასშვილის დაბადების დდღე დაავიწყდეს?
– არ მპასუხობს. მოგვიანებით დავურეკავ, ჯერ მთავარია, ტომოგრამის პასუხი
გავიგოთ.
კრისტიანი მკლავებში უფრო მოხერხებულად მიქცევს და ცხვირით თმაში მეფლობა,
მადლობა ღმერთს, დედას უყურადღებობის შესახებ კომენტარისგან წინდახედულად
თავს იკავებს. წამიც და, თუმცა კი ხმა არ მესმის, მისი „ბლეკბერის“ ვიბრაციას ვგრძნობ.
ის ზურგიდან ხელს მაშორებს და, ისე რომ ადგომის საშუალებას არ მაძლევს, ჯიბიდან
ტელეფონს მოუხერხებლად აძვრენს.
– ანდრეა? – ტონი ისევ საქმიანი და მკვეთრი უხდება. კიდევ ერთხელ ვცდილობ მისი
მუხლებიდან ავდგე, მაგრამ კრისტიანი კოპებშეკრული მზერით მიყურებს, წელზე
შემოხვეულ ხელს მიჭერს და არ მიშვებს, ამიტომ თავს ისევ მკერდზე ვადებ და
ტელეფონით ცალმხრივ ლაპარაკს მშვიდად ვუსმენ.
– კარგი. ფრენის სავარაუდო დრო რამდენია? რომელ საათზე?.. და... ჰმ... დანარჩენზე
რა მდგომარეობაა? – მზერა საათზე გადააქვს. „ჰიტმანში“ ყველა დეტალი
მოგვარებულია? კარგი... გასაგებია. მე შეიძლება ორშაბათ დილამდე დავრჩე, მაგრამ
ყოველი შემთხვევისთვის ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნე, ამოვბეჭდავ, ხელს
მოვაწერ და უკან გადმოგიგზავნი... კარგი, მაგრამ ეგ საჩქარო არ არის, ანდრეა, ჯობია
სახლში წადი... არა, ჩვენ კარგად ვართ, გმადლობ. – ამბობს ბოლოს და ტელეფონს
თიშავს.
– ყველაფერი წესრიგშია?
– კი.
– ტაივანელებზე ლაპარაკობდი?
– ჰო. – ის რატომღაც იშმუშნება.
– რა, ასეთი მძიმე ვარ?
კრისტიანი ფრუტუნებს.
– არა, საყვარელო.
– ტაივანელებთან ხელშეკრულების გამო ნერვიულობ?
– არა.
– მეგონა, ეს მნიშვნელოვანი იყო, არა?
– კი, მნიშვნელოვანია. მაგ ხელშეკრულებაზე ჩვენი გემთსაშენი ქარხნის ბედი და
უამრავი ადამიანის სამუშაო ადგილია დამოკიდებული.
ოჰო!
– უბრალოდ, ვალდებული ვართ, გავყიდოთ. ეს სემის და რობის საქმეა, მაგრამ
ეკონომიკური კრიზისის გამო შანსი ძალაუნებურად ყველასთვის შემცირებულია. მის
მკერდზე თავმიდებულს მამთქნარებს.
– დაგღალეთ, მისის გრეი? – ეღიმება კრისტიანს და ცხვირით ისევ თმაზე მეთამაშება.
– არა! შენ მე ვერასოდეს დამღლი... უბრალოდ, აქ, შენს კალთაში თავს ისე მყუდროდ
და მშვიდად ვგრძნობ, რომ... კრისტიან, იცი, ძალიან მომწონს, როდესაც შენი საქმეების
შესახებ მიყვები.
– მართლა? – ხმაში აშკარა გაკვირვება უკრთება.
– რა თქმა უნდა. – ვეუბნები მე და ვსწორდები, რომ სახეზე შევხედო. – მე ყველა იმ
ინფორმაციის გაგება მიყვარს, რომელსაც კეთილს ინებებ ხოლმე და მიზიარებ. –
ვუღიმი ეშმაკურად. ის კი ჩემი ტირადით გამხიარულებული თავს აქნევს.
– ინფორმაციის მოპოვებაში, როგორც ყოველთვის, წარმოუდგენელ სიხარბეს ავლენთ,
მისის გრეი!
– მომიყევი, რა. – ვუნაბავ ალერსით თვალებს, თავს ისევ მკერდზე ვადებ და მყუდროდ
მოკუნტული ვიტრუნები.
– რა მოგიყვე?
– მომიყევი ამას რატომ აკეთებ.
– რას ვაკეთებ?
– ამდენს რომ მუშაობ.
– მამაკაცს საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა უნდა შეეძლოს, ანა. – იღიმება ის.
– კრისტიან, შენ იმაზე ბევრად მეტ ფულს შოულობ, ვიდრე შენი თავისა და ოჯახის
რჩენისთვის გჭირდება. – ვეუბნები ირონიული სიცილით.
ის კოპებს კრავს და წამით ჩუმდება. ვფიქრობ, თავისი საწარმოო საიდუმლოებების
მოყოლას ახლა არც ისე აპირებდა და არც ასე, მაგრამ მე ის მიკვირს, რომ ამ
ზედაპირულ ლაპარაკს ასე სერიოზულად მიუდგა და დაიძაბა.
– ანა, უბრალოდ, არ მინდა, ღარიბი ვიყო, – მპასუხობს ბოლოს ოდნავ ჩავარდნილი
ხმით. – მე ეს უკვე გავიარე და იმავე მდგომარეობაში დაბრუნებას აღარ ვაპირებ...
მაგრამ ამასთან ერთად ეს თამაშიცაა... – ამატებს ხმადაბლა. – გამარჯვებისთვის თამაში,
რაც მე, სხვათა შორის, ყოველთვის რატომღაც მეადვილებოდა.
– რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით. – ვფიქრობ ჩემთვის, თუმცა იმავე წამს
ვაცნობიერებ, რომ ნაფიქრალი წარმოვთქვი კიდეც.
– ჰო, ალბათ. – შეფიქრიანებული გამომეტყველებით კრავს კრისტიანი კოპებს. – თუმცა
შენ გვერდით ამ სირთულეს, შეიძლება ითქვას, თითქმის ვერც ვგრძნობ. ჩემ გვერდით
ამ სირთულეს თითქმის ვერ გრძნობს? სიხარულით გაღიმებული მაგრად ვეხვევი.
– არა, ყველაფერი თამაში არ შეიძლება იყოს. შენ ხომ ასეთი ფილანთროპიც ხარ.
ის მხრებს იჩეჩს და ლამის ფიზიკურად აღვიქვამ, რომ თავს უხერხულად გრძნობს.
– ჰო, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ასეც არის...
– მე კრისტიანიფილანთროპი მიყვარს, – ვკრუტუნებ ტკბილად.
– მხოლოდ კრისტიანიფილანთროპი?
– ოოო, მე კრისტიანი განდიდების მანიით შეპყრობილიც მიყვარს, კრისტიანი
მბრძანებელმა კონტროლებელიც, კრისტიანისექსექსპერტიც და კიდევ კრისტიანი
რომანტიკოსიც და მორცხვად მომღიმარი კრისტიანიც... მოკლედ, სია გრძელია.
– ეს უკვე რამდენი კრისტიანი გამოვიდა?
– ჩემი აზრით, ორმოცდაათზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება.
ის გულიანად იცინის.
– ორმოცდაათი ელფერი. – ბუტბუტებს ჩემს თმაში სახეჩაფლული.
– ჩემი ორმოცდაათი ელფერი.
ის ინძრევა, თავს მაწევინებს, სახეს თავისკენ მაბრუნებინებს დატუჩებში მკოცნის.
– კარგი. მგონი, დრო დადგა მისის ორმოცდაათმა ელფერმა მამა მოინახულოს.
– მართალი ხარ.
– გავისეირნოთ?
მე და კრისტიანი ისევ ჩემს ახალთახალ „R8“ში ვსხედვართ და თავს შედარებით უკეთ
ვგრძნობ. ტომოგრამამ აჩვენა, რომ შეშუპება გაქრა და ტვინს საფრთხე აღარ ემუქრება.
ექიმმა სლადერმა კი იმედი საბოლოოდ გამიმყარა, მითხრა, რომ რეის
გამოჯანმრთელების პროცესით ძალიან კმაყოფილია და ხელოვნური კომიდან მის
გამოყვანას ხვალ აპირებს.
– რა თქმა უნდა, – მიღიმის კრისტიანი, – დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. შეგვიძლია,
ის ვაკეთოთ, რასაც მოინდომებ.
ოჰო! ისეთი ხმა და ტონი აქვს, ცნობისმოყვარეობას ვერ ვერევი, ვბრუნდები და მის
სახეს ვაჩერდები. ის თვალებჩამუქებული და მოსიყვარულე მზერით მიყურებს.
– რასაც მოვინდომებ, სულ, სულ ყველაფერი?
– სულ, სულ ყველაფერი!
ღმერთო, როგორ ახერხებს, რომ ამ ორსამ სიტყვაში ამდენი დაპირება და იდუმალება
ჩადოს?!
– კარგი, მაშინ პირველი ის არის, რომ გასეირნება მინდა.
– რა პრობლემაა, წავედით, საყვარელო. – მიღიმის ის და მეც სიხარულით სახე
მებადრება.
საკუთარი და თანაც ასეთი მანქანის მართვა ერთი სიამოვნებაა და I5 ტრასაზე
გავდივართ თუ არა, სიჩქარის პედალს ფეხს ისე ვაჭერ, რომ ორივე სავარძლებს
ვეკვრებით.
– ნელა, პატარავ. – მაფრთხილებს კრისტიანი.
პორტლენდში უკან დაბრუნებამდე, სწორედ ქალაქის შესახვევთან, იდეა მიჩნდება.
– ლანჩი უკვე შეკვეთილი ხომ არ გაქვს? – ვეკითხები კრისტიანს გაუბედავად.
– მოგშივდა? – ხმაში აშკარად გახარებული და იმედიანი ინტონაცია უკრთება.
– ჰო.
– სად გინდა წასვლა? ეს შენი დღეა, ანა.
– ერთი კარგი ადგილი ვიცი.
იმ გალერეასთან მივდივარ, რომელშიც ხოსეს ნამუშევრების გამოფენა იყო და მანქანას
რესტორან „ლე პიკოტინის“ წინ ვაჩერებ, ეს ის რესტორანია, სადაც მე და კრისტიანი
გამოფენის შემდეგ შევედით.
კრისტიანი იცინის.
– წუთით მომეჩვენა, რომ იმ საშინელ ბარში მიგყავდი, საიდანაც მთვრალმა დამირეკე.
– იქ რატომ უნდა წამეყვანე?
– ნუ, მაგალითად, იმის შესამოწმებლად, ხარობს თუ არა იქ ისევ იელი. – მეუბნება ის
და სარდონიკული ღიმილით ცალ წარბს ძგიბავს.
ერთიანად ვწითლდები.
– ჯობია, ნუ მახსენებ! თუმცა... მიუხედავად იმ საშინელებისა, მერე მაინც სასტუმროს
ნომერში ამომაყოფინე თავი. – ვპასუხობ თვითკმაყოფილი და ირონიული ღიმილით.
– შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ეს ჩემი ცხოვრების
განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებათაგან საუკეთესო იყო. – ჯიუტად უკან არ
იხევს ის, მაგრამ მზერა თბილი და მოსიყვარულე აქვს.
– გეთანხმები. – მისკენ ვიხრები და ტუჩებში ნაზად ვკოცნი.
– როგორ გგონია, მაგიდებს ისევ ის გაფხორილი ინდაური ემსახურება?
– გაფხორილი? მე ის ასეთი არ მომჩვენებია.
– შენზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა.
– ნუ, რას ვიზამთ, ეს კი ნამდვილად მოახერხა.
კრისტიანს ტუჩები დამცინავი და ირონიული ღიმილით ებრიცება.
– კარგი, არ გინდა, წავიდეთ და ვნახოთ? – ვთავაზობ მე.
– როგორც ინებებთ, მისის გრეი. ლანჩის შემდეგ კრისტიანის ნოუთბუქის წამოსაღებად
„ჰიტმანში“ ვბრუნდებით და მერე ისევ საავადმყოფოში მივდივართ. დღეს რეისთან
ვატარებ, მის საწოლთან ვზივარ და ჩემთვის გადმოგზავნილ ერთერთ ხელნაწერს
ხმამაღლა ვუკითხავ. ჩემი ერთადერთი აკომპანემენტია იმ აპარატების გუგუნწრიპინი,
რომლებიც მის სიცოცხლესა და ჩემ გვერდით მის ყოფნას უზრუნველყოფს. თუმცა
ახლა, როდესაც ვიცი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის,
შედარებით თავისუფლად სუნთქვისა და დამშვიდების საშუალება მეძლევა.
ხვალინდელ დღეს უკვე იმედითა და ოპტიმიზმით ვუყურებ, რეის მხოლოდ დრო
სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს და ყველაფერი ძველებურად იყოს, მე კი რეისთვის
დრო ყოველთვის მექნება, რამდენ ხანსაც დავჭირდები, მე მის გვერდით ვიქნები. მერე
უცებ ისევ დედა მახსენდება და იმაზე ფიქრს ვიწყებ, ღირს თუ არა ახლა დარეკვა,
მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებ, მოგვიანებით, საღამოს დავურეკო. ვიდრე რეის
ხელნაწერს ვუკითხავ, მისი ხელი მიჭირავს, შიგადაშიგ თითებს ოდნავ ვუჭერ და
მისთვის მალე გამოჯანმრთელების შთაგონებას ვცდილობ.
თითები რბილი და თბილი აქვს, არათითზე კი, იმ ადგილას, სადაც საქორწინო ბეჭედი
ეკეთა, ჩაღრმავება ჯერ ისევ მოუჩანს... ღმერთო, წარმოუდგენელია, ამდენი წლის
შემდეგაც კი ეტყობა.
ორი თუ სამი საათის, ზუსტად ვერ ვხვდები, რამდენი ხნის მერე თავს ვწევ და
ლოგინის ფეხებთან ნოუთბუქით ხელში მდგარ კრისტიანსა და მედდა კელის ვხედავ.
– წასვლის დროა, ანა.
– ოოჰ... – რეის ხელს თითებს დანანებით ვუჭერ, ახლა მისი დატოვება არ მინდა.
– ვახშმის დროა, წამოდი, უკვე ძალიან გვიანია. – არ მეშვება კრისტიანი.
– მისის გრეი, მისტერ სტილს ახლა მაინც ღრუბლით გაწმენდის პროცედურა აქვს, ასე
რომ... –მეუბნება მედდა კელი.
– კარგი, – ვთანხმდები დიდი ენთუზიაზმის გარეშე. – დილას დავბრუნდებით. რეის
ლოყაზე ვკოცნი და ტუჩებით მის წამოზრდილ წვერს ვგრძნობ. რეი და
წვერმოზრდილი?.. ეს აშკარად არ მომწონს... დროზე გამოჯანმრთელდი, მამა, გთხოვ! მე
შენ ძალიან მიყვარხარ.
– ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ქვევით, განცალკევებულ ოთახში გვევახშმა. –
მეუბნება კრისტიანი და ჩვენი ნომრის კარს აღებს.
– მართლა? იმისთვის, რომ რაც რამდენიმე თვის წინ დაიწყე, ის დაამთავრო?
კრისტიანი თვითკმაყოფილი გამომეტყველებით ირონიულად იცინის.
– რატომაც არა, ოღონდ, თუ ძალიან გაგიმართლებთ, მისის გრეი.
მის სიტყვებზე გამხიარულებულს მეც მეცინება.
– მაგრამ... კრისტიან, შესაფერისი ჩასაცმელი რომ არ წამომიღია?..
ის მიღიმის, ხელს მკიდებს და საძინებელში შევყავარ, მერე კარადას უახლოვდება და
კარს აღებს. საკიდზე თეთრ პაკეტში გამოკრული რაღაც კიდია.
– საიდან? ტეილორმა მიყიდა? – ვეკითხები გაოგნებული.
– კრისტიანმა, – მპასუხობს ხაზგასმით და შეურაცხყოფილი გამომეტყველებით, ისეთი
ტონი აქვს, სიცილს ვერ ვიკავებ. პაკეტის ელვას ვხსნი და ხელში მუქლურჯი ატლასის
წვრილბრეტელებიანი და საოცრად ლამაზი კაბა მრჩება, მაგრამ მეჩვენება, რომ პატარაა.
– რა ლამაზია! გმადლობ... იმედია, მომერგება.
– მოგერგება, – თავდაჯერებული ტონით აცხადებს კრისტიანი. – და აი, კიდევ... – ის
ფეხსაცმლის ყუთს მაწვდის. – კაბის შესაფერისი ფეხსაცმელიც. – აყოლებს ავხორცი
ღიმილით.
– კრისტიან, ყველაფერზე იფიქრე?! გმადლობ!.. – თითის წვერებზე ვიწევი და ტუჩებში
ვკოცნი.
– ჰო, და აი, ესეც. – მაძლევს კიდევ ერთ ყუთს.
კითხვით სავსე მზერით ვაჩერდები და ყუთს თავსახურს ვაძრობ. შიგ უბრეტელო,
მკერდზე მაქმანებით გაწყობილი ბოდია. ის სახეზე თითებს ნაზად მისვამს, მერე ხელს
ნიკაპში მკიდებს, თავს მაწევინებს და მკოცნის.
– ერთი სული მაქვს, ამას როდის გაგხდი.
აბაზანის მიღების მერე სუფთა, გაპარსული და დასვენებული თავს არაჩვეულებრივად
კარგად ვგრძნობ. საწოლის კიდეზე ვჯდები და ფენით თმის გაშრობას ვიწყებ.
კრისტიანი საძინებელში შემოდის. ჰმ... მეგონა, მუშაობდა.
– მოდი, მაგ საქმეს მე მივხედავ. – მეუბნება ის და თავით სარკის წინ მდგარ სკამზე
მანიშნებს.
– რას მიხედავ, თმას გამიშრობ?
კრისტიანი თავს მიქნევს, მე კი გაკვირვებული შევყურებ.
– გეუბნები, მოდიმეთქი. – მიმეორებს ის და დაჟინებულ მზერას არ მაშორებს. მისი ეს
გამომეტყველება კარგად ვიცი, ჯობია, არ შევეკამათო, წინააღმდეგობის გაწევას აზრი
არა აქვს. ამიტომ იმას ვაკეთებ, რაც მითხრა. კრისტიანი თმას ნაწილებად მიყოფს და
აუჩქარებლად და თანმიმდევრულად მიშრობს, ლამის პროფესიონალურად,
მშვენივრად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს და ეჭვიც აღარ მეპარება, რომ ეს ადრეც
გაუკეთებია, თანაც ბევრჯერ...
– როგორც ვხვდები, ამ საქმეში გამოცდილი ხარ, არა? – ვეკითხები მე და სარკეში მის
სახეს ვუყურებ, ის სარკეშივე მიღიმის, მაგრამ არაფერს მპასუხობს და თმის გაშრობას
აგრძელებს... ჰმ... რა სასიამოვნოა...
ვახშმად რესტორანში ჩავდივართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიფტში მარტო არა ვართ.
კრისტიანი უჰალსტუხოდ, ქათქათა თეთრ პერანგში, შავ ჯინსსა და პიჯაკში
გამოწყობილი არაჩვეულებრივად გამოიყურება. კაბინაში ჩვენ გვერდით მდგარი ორი
ქალი მისკენ თვალს აღფრთოვანებული გამომეტყველებით აპარებს, მერე კი ორივეს
ნაკლებად გულუხვი მზერა ჩემზე გადმოაქვს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს,
ასეა, ქალბატონებო, რას იზამთ, ის ჩემია. კრისტიანი ხელს წელზე მხვევს, თავისკენ
მიზიდავს და ბელეტაჟისკენ ხმის ამოუღებლად ვეშვებით.
აქ საღამოს ულამაზეს კაბებსა და მოხდენილ კოსტიუმებში გამოწყობილი უამრავი
ქალი და მამაკაცია შეკრებილი და ხმაურია. ყველანი თავთავიანთ მაგიდებთან სხედან,
ერთმანეთთან ლაპარაკობენ, სვამენ და შაბათ საღამოს სასიამოვნოდ ატარებენ. მათ
შემხედვარეს მიხარია, რომ მეც შესაფერისად მაცვია. ტანზე მეორე კანივით
შემოტკეცილი კაბა სხეულის სექსუალურობასაც ხაზს უსვამს და თან ყველაფერსაც
თავის ადგილს უჩენს. სიმართლე ითქვას... ამ კაბაში თავს ძალიან მიმზიდველად
აღვიქვამ და ვიცი, რომ კრისტიანს ეს მოსწონს.
ჯერ ისევ ლიფტში ვფიქრობდი, რომ ვახშამს იმ განცალკევებულ ოთახში ვაპირებდით,
სადაც რამდენიმე თვის წინ კონტრაქტის პირობებზე ვლაპარაკობდით, მაგრამ
კრისტიანი ოთახს გვერდს უვლის და გეზს დარბაზის ბოლოსკენ იღებს, სადაც კარს
აღებს და მეორე, ხის პანელებით გაწყობილ ოთახში შევყავარ.
– ნუთუ გეგონა, რომ დღევანდელი დღე სიურპრიზის გარეშე ჩაივლიდა?
ღმერთო ჩემო! კეიტი, ელიოტი, მია და იტანი, კარიკი და გრეისი, მისტერ როდრიგესი
და ხოსე, დედა და ბობი! ყველანი შამპანურის ფუჟერებით ხელში დგანან და
თვალებანთებულები მიღიმიან. ზღურბლზე თვალებგაფართოებული ვჩერდები და
გაოგნებისგან ხმას ვერ ვიღებ. როგორ? როდის? რანაირად? ღმერთო, სიხარულისგან
მეტყველების უნარს ვკარგავ და კრისტიანისკენ ვბრუნდები, ის კი ღიმილით ხელზე
ხელს თბილად მიჭერს. დედაწინ გამოდის, მიახლოვდება და მეხვევა. ოჰ, დედიკო...
– საყვარელო, არაჩვეულებრივად გამოიყურები. დაბადების დღეს გილოცავ!
– დე!.. – ვსლუკუნებ გულაჩუყებული და მეც ვეხვევი. – დე, დედიკო... – თვალებიდან
ცრემლები მსკდება და სახეს მის კისერში ვმალავ.
– კარგი, კარგი... კარგი, საყვარელო. რეი კარგად იქნება. ის ძლიერი და ამტანი
ადამიანია. არ იტირო. დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. – ხმა დედასაც უწყდება, მაგრამ
თავს იკავებს და ჩემთან ერთად ტირილს არ იწყებს. მერე ჩემს სახეს ხელებში იქცევს და
ცერა თითებით ცრემლებს მწმენდს.
– მეგონა, დაგავიწყდა.
– რას ამბობ, ანა! როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა? ჩვიდმეტსაათიანი ტკივილის
დავიწყება, დამიჯერე, შეუძლებელია.
ჯერ ისევ თვალცრემლიანს სიცილი მიტყდება და ისიც სიყვარულით სავსე
გამომეტყველებით, თბილად მიღიმის.
– თვალები შეიმშრალე, საყვარელო. ნახე, რამდენი ადამიანია აქ, შენ გვერდით
შენთვის განსაკუთრებულ დღეს.
ცხვირს ვასრუტუნებ და თვალებს მორცხვად ვხრი, ოთახში სხვას ვეღარავის ვუყურებ
და საკუთარი გულჩვილობის მრცხვენია, მაგრამ თან უზომო სიხარულს განვიცდი, რომ
ამდენი ადამიანი შეწუხდა და ჩემთვის აქ დაბადების დღის მოსალოცად ჩამოვიდა.
– კი, მაგრამ როდის ჩამოხვედით, ან რანაირად?
– შენმა ქმარმა თვითმფრინავი გამოგვიგზავნა, ძვირფასო. – მიღიმის დედა ამაყი
გამომეტყველებით.
სიხარულისა და ემოციების მოზღვავებისგან მეც ვიცინი.
– გმადლობ, დე, გმადლობ, რომ ჩამოხვედით. – დედა ცხვირსახოცს იღებს და ცხვირს
მწმენდს... ასე მხოლოდ დედამ შეიძლება შვილს ცხვირი მოსწმინდოს. – დედა! –
ვბუზღუნებ უკმაყოფილოდ და ბოლოს, როგორც იქნა, ვმშვიდდები.
– ასე არ ჯობია?! ბედნიერებას გისურვებ, ჩემო საყვარელო. – მეუბნება ის და გვერდზე
იწევა, ჩემ წინ კი რიგი დგება, სათითაოდ ყველა მეხვევა და დაბადების დღეს
მილოცავს.
– მამაშენი კარგად იქნება, ანა. სლადერი ნამდვილად ერთერთი ყველაზე საუკეთესო
ექიმია. დაბადების დღეს გილოცავ, ანგელოზო! – მეხვევა გრეისი.
– რამდენიც გინდა, იმდენი იტირე, ანა, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. – მიღიმის
ხოსე და დათვურად მოუხეშავ მკლავებში მიქცევს.
– დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ძვირფასო. – ჩემ სახეს ხელებში იქცევს კარიკი და
გულღიად მიღიმის.
– ცხვირი არ ჩამოუშვა, პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება. – მეხვევა ამჯერად
ელიოტი.
– კარგი, საკმარისია. – ხელს მკიდებს კრისტიანი და ელიოტის მკლავებიდან მაძვრენს.
– თუ შეიძლება, ჩემს ცოლს თავი დაანებე, წადი, ჯობია, შენს საცოლეს მოეხვიო.
ელიოტი ძმას ეშმაკური ღიმილით უღიმის და კეიტს თვალს უკრავს.
ოფიციანტი, რომელიც აქამდე ვერც კი შევნიშნე, მე და კრისტიანს ვარდისფერი
შამპანურით სავსე ფუჟერებს გვაწვდის.
კრისტიანი ხმას იწმენდს.
– დღე ნამდვილად იდეალური იქნებოდა, რომ რეიც აქ, ჩვენთან ერთად ყოფილიყო,
მაგრამ, სამწუხაროდ, ის ჯერ ისევ საავადმყოფოშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ანა, აქ
რომ ყოფილიყო, ენდომებოდა, რომ დღევანდელ დღეს დრო რაც შეიძლება მხიარულად
გაგეტარებინა. მინდა, ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოხვედით და
ჩემი ცოლის მრავალ და მრავალ მომდევნოთაგან, ჩემ გვერდით პირველ დაბადების
დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ. დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი ცხოვრების
სიყვარულო! – კრისტიანი ფუჟერს სწევს და სვამს. „გილოცავთ!“ ისმის ყოველი მხრიდან
ერთხმად წამოძახილი მოლოცვა და მე თავს ძლივს ვიკავებ, რომ თვალებზე ერთიანად
მომსკდარი სიხარულის ცრემლი შევიკავო და ისევ არ ავტირდე.
მაგიდასთან მსხდომთა მხიარულ და გაცხოველებულ საუბრებს ვაკვირდები. ოჯახის
წევრების გარემოცვაში ვზივარ და უცნაური შეგრძნება მეუფლება, რადგან სწორედ ამ
დროს, ადამიანი, რომელიც მე მამად მიმაჩნია, ინტენსიური თერაპიის განყოფილების
ცივ კლინიკურ გარემოცვაში წევს და მის სიცოცხლეს სამედიცინო აპარატები
უზრუნველყოფს. ამის გამო თავს როგორღაც გაუცხოებულად ვგრძნობ და საუბრებში
ნაკლებად ვერთვები, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მიხარია, რომ ყველანი აქ არიან.
თვალს ელიოტისა და კრისტიანის სპარინგს ვადევნებ, ხოსეს უბოროტო და
ენამოსწრებულ ხუმრობებს ვუსმენ, კერძებით მიას აღფრთოვანებასა და ენთუზიაზმზე
მეღიმება, იტანისკენ ვიხედები, რომელიც შიგადაშიგ თვალს მიასკენ აპარებს. ვფიქრობ,
იტანს მია მოსწონს... თუმცა რთული სათქმელია. მისტერ როდრიგესი სკამის საზურგეს
მიყუდებული ზის და ჩემსავით ისიც მაგიდის გარშემო მსხდომთა საუბრებით ტკბება.
ეტყობა, დასვენებამ არგო და დღეს შედარებით უკეთ გამოიყურება. ხოსე მამის მიმართ
ძალიან ყურადღებიანია, მისტერ როდრიგესს თეფშზე საჭმელს უჭრის და დროდადრო
ფუჟერს უვსებს. ის, რომ მამამისი ასე ახლო იყო დაღუპვასთან, ხოსეს აიძულებს, მამას
კიდევ უფრო მეტად გაუფრთხილდეს და ზრუნვა არ მოაკლოს... ამას მთელი არსებით
ვგრძნობ.
მზერა დედაზე გადამაქვს, ის თავის სტიქიაშია, მომხიბვლელი, მახვილგონიერი და
გულითადი... ღმერთო, როგორ მიყვარს. არ უნდა დამავიწყდეს, რომ დედას ეს
ვუთხრა... ახლაუკვე ვიცი, რომ სიცოცხლე ძალიან წამიერი, ხანმოკლე და ძვირფასია,
ახლა უკვე კარგად ვიცი.
– თავს როგორ გრძნობ, ნორმალურად ხარ? – მეკითხება კეიტი მისთვის სრულიად
არადამახასიათებელი რბილი და თბილი ტონით.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ხელზე ხელს ვკიდებ.
– კი, არა მიშავს. გმადლობ, რომ ჩამოხვედი.
– აბა, რა გეგონა, მისტერ ფულის ტომარა შენს დაბადების დღეს გამომატოვებინებდა?
ვერტმფრენით ჩამოვფრინდით! – ირონიულად იცინის კეიტი.
– მართლა?
– ჰო. ჩვენ ყველა. საოცრებაა, რომ კრისტიანს ვერტმფრენის მართვა შეუძლია.
მე თავს ვუქნევ.
– მაგარია, როგორღაც ძალიან ამაფორიაქებელი.
– ჰო, მეც ასე ვფიქრობ.
ერთმანეთს ვუცინით.
– ამაღამ თქვენც აქ, „ჰიტმანში“ რჩებით?
– ჰო. როგორც ვხვდები, ყველა. შენ არაფერი იცოდი?
თავს ვაქნევ.
– ყოჩაღ, სუფთა ნამუშევარი გამოუვიდა.
ისევ თავს ვუქნევ, ამჯერად თანხმობის ნიშნად.
– დაბადების დღის საჩუქრად რა გაჩუქა?
– ეს. – ხელს ვწევ და მაჯაზე მაშინვე აწკრიალებულ ბრასლეტს ვაჩვენებ.
– ოჰ, ძალიან ლამაზია!
– ჰო.
– ლონდონი, პარიზი... ნაყინი?
– ჯობია, არც მკითხო.
– არც მინდა, მგონი, უკვე მე თვითონაც მივხვდი.
ჩვენ ისევ ვიცინით და „ბენ & ჯერი & ანას“ გახსენებაზე ვწითლდები.
– ა, ჰო... და კიდევ „R8“
კეიტს ღვინო სასულეში სცდება და ამოხველებისას ნიკაპზე სრულიად
არამიმზიდველად ჩამოსდის, ამაზე კი კიდევ უფრო ხმამაღალი სიცილი გვიტყდება.
– ოჰ, რა ნაძირალაა! – კისკისებს ის.
დესერტად ოცდაორი ანთებული ვერცხლისფერი სანთლით მორთული ულამაზესი
შოკოლადის ტორტი შემოაქვთ და ყველა ერთად „რა ლამაზი დღეას“ მღერის. გრეისი
ჩემს მეგობრებთან ერთად კრისტიანის სიმღერას უყურებს და თვალები სიყვარულით
და უზომო ბედნიერებით ევსება, მერე მზერა ჩემზე გადმოაქვს, ჩვენი თვალები
ერთმანეთს ხვდება და ჰაეროვან კოცნას მიგზავნის.
– სურვილი ჩაიფიქრე, – ჩურჩულით მეუბნება კრისტიანი. წამით თვალებდახუჭული,
მთელი გულით სურვილად რეის გამოჯანმრთელებას ვუთქვამ და ყველა სანთელს
ერთი სულის შებერვით ვაქრობ. მამიკო, მალე გამოჯანმრთელდი, გთხოვ, მალე
გამოჯანმრთელდი. მე შენ ძალიან მიყვარხარ...
შუაღამისას მისტერ როდრიგესი და ხოსე წასასვლელად ემზადებიან.
– უღრმესი მადლობა, რომ მოხვედით. – ვეუბნები ხოსეს და მაგრად ვეხვევი.
– ამას ამქვეყნად არაფრის გულისთვის არ გამოვტოვებდი, ანა. მიხარია, რომ რეის
ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.
– ჰო, რეი რომ გამოჯანმრთელდება, მისტერ როდრიგესი და რეი კრისტიანთან ერთად
ასპენში სათევზაოდ უნდა წავიდნენ.
– მართლა? რა მაგარია! – ხოსე ფართოდ იღიმება და მისტერ როდრიგესის პალტოს
მოსატანად მიდის, მე კი ვიხრები, რომ მისტერ როდრიგესს დავემშვიდობო.
– იცი, ანა, იყო დრო, როდესაც... ვფიქრობდი, რომ ნუ... შენ და ხოსე... – ის ჩუმდება და
თავისი მუქი თვალებით შემომყურებს, მზერა დაძაბული, მაგრამ თბილი გრძნობებით
აღსავსე აქვს.
ოჰ, არა...
– მე თქვენი შვილი ძალიან მიყვარს, მისტერ როდრიგეს, მაგრამ ხოსეს ძმასავით
ვუყურებ...
– შენგან არაჩვეულებრივად კარგი რძალი გამოვიდოდა და გამოვიდა კიდეც, თუმცა კი
გრეებისთვის. – ნაღვლიანად ამბობს ის და მიღიმის, მე კი ვწითლდები.
– იმედი მაქვს, თქვენთვის არც მეგობრობაა უკანასკნელ ადგილზე.
– რა თქმა უნდა. შენი ქმარი კარგი ადამიანია. შენ სწორი არჩევანი გააკეთე, ანა.
– მეც ასე ვფიქრობ, – ვპასუხობ ხმადაბლა. – მე ის ძალიან მიყვარს... – ვამატებ წამის
მერე და მისტერ როდრიგესს ვეხვევი.
– ქმარს გაუფრთხილდი, ანა.
– აუცილებლად, – ვაძლევ მე პირობას.
კრისტიანი ჩვენი ნომრის კარს კეტავს.
– როგორც იქნა, მარტო ვართ. – ბუტბუტებს ის, კარს ზურგით ეყუდება და მიყურებს.
მისკენ ნაბიჯს ვდგამ და პიჯაკის ბორტებზე თითებს ვაყოლებ.
– გმადლობ ამ საოცარი დაბადების დღისთვის. შენ ამქვეყნად ყველაზე მზრუნველი,
ყურადღებიანი და გულუხვი ქმარი ხარ.
– ეს ჩემთვის მხოლოდ სიამოვნებაა, მისის გრეი.
– ჰმ... რადგან სიტყვა შენს სიამოვნებაზე ჩამოვარდა, მოდი, ამის თაობაზე კიდევ რამე
მოვიფიქროთ, – ვეუბნები ჩურჩულით, პიჯაკში ხელებს ვავლებ და ჩემკენ ვქაჩავ.
***
ერთობლივი საუზმის მერე საჩუქრებს ვხსნი და გრეების მთელ ოჯახს და კეიტსა და
იტანს ვემშვიდობები. „ჩარლი ტანგო“ უკვე მზად არის და ყველა სიეტლში ბრუნდება,
მე, დედა და კრისტიანი კი საავადმყოფოში მივდივართ, თუმცა რადგან სამივე ჩემს
„R8“ში ვერ ჩავეტეოდით, „აუდი SUV“-ში ვსხედვართ და საჭესთან ტეილორი ზის.
ბობმა საავადმყოფოში წამოსვლაზე უარი თქვა და მე ეს გულის სიღრმეში ძალიანაც
მიხარია. ერთი მხრივ, უცნაურიც იქნებოდა და მეორეც, დარწმუნებული ვარ, რეის არ
ენდომებოდა, რომ ბობს ასეთ მდგომარეობაში ენახა.
რეი უკეთესად გამოიყურება, თუმცა წვერი კიდევ უფრო გაზრდია. მის დანახვაზე
დედას თავზარი ეცემა და ცრემლს ვერ იკავებს, მეც გულაჩუყებული დედას ვყვები და
ცოტა ხანს ერთად ვქვითინებთ.
– ო, რეი! – ხელზე ხელს უჭერს დედა რეის, სახეზე თბილად ეფერება და ყოფილი
ქმრისადმი მის მზერაში ასახული ამდენად ღრმა სიყვარულის დანახვაზე მე ისევ გული
მიჩუყდება. კიდევ კარგი, ჩანთაში ქაღალდის ერთჯერადი ცხვირსახოცები მაქვს...
ორივე რეის საწოლის გვერდით ვსხედვართ, მე დედას ხელი მიჭირავს, მას კი რეის
ხელი.
– ანა, იყო დრო, როდესაც ჩემი სამყარო ამ ადამიანის გარშემო ტრიალებდა, ჩემთვის
მზე მასთან ერთად ამოდიოდა და ჩადიოდა... რეის იმდენი სიკეთე აქვს ჩვენთვის
გაკეთებული, მისგან იმდენი სითბო და ზრუნვა მახსოვს, რომ მე ის ყოველთვის
მეყვარება, საყვარელო.
– დედა... – ვბუტბუტებ სულშეხუთული, ის კი ლოყაზე მეფერება და თმას ყურს უკან
მიწევს.
– მე ის მართლა მთელი სიცოცხლე მეყვარება, ანა. უბრალოდ, რატომღაც ისე მოხდა,
რომ ერთმანეთს თანდათანობით დავშორდით. – ნაღვლიანად ოხრავს დედა. – და
მასთან ერთად ცხოვრება ვეღარ შევძელი.
ის თავს ხრის და საკუთარ თითებს დაჰყურებს, მე კი უცებ თავში მომდის, რომ არ
არის გამორიცხული, ის ახლა სტივზე – ნომერ მესამე ქმარზე ფიქრობდეს, რომელზეც,
ამდენი წელია, უკვე არც კი ვლაპარაკობთ.
– ვიცი, დე, ვიცი, რომ გიყვარს, – ვჩურჩულებ ხმაჩავარდნილი და ცრემლიან თვალებს
ვიწმენდ. – როგორ მიხარია, რომ დღეს ექიმები ხელოვნური კომიდან გამოიყვანენ.
– ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მისივე ჯიუტი
ხასიათი დაეხმარება, რომ ავადმყოფობას ადვილად არ დანებდეს. იცი, მგონი, სიჯიუტე
შენც რეისგან გადმოგედო.
დედას სიტყვებზე მეღიმება.
– ეს კრისტიანისთვისაც ხომ არ გითქვამს?
– კრისტიანს მიაჩნია, რომ ჯიუტი ხარ?
– ჰო.
– არა უშავს, ვეტყვი, რომ ეს ოჯახური დამახასიათებელი თვისებაა. არაჩვეულებრივი
წყვილი ხართ, ანა, საოცრად ლამაზი და ბედნიერი.
– ჰო, ვფიქრობ, ორივე ბედნიერი ვართ, ალბათ აბსოლუტური ბედნიერებისთვის
კიდევ რაღაც წინააღმდეგობები გვაქვს გადასალახი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სწორ
გზას ვადგავართ. მე ის მიყვარს, დე. ისიც ნამდვილად ჩემი სამყაროს ცენტრია და
ჩემთვისაც მზე კრისტიანთან ერთად ამოდის და ჩადის.
– კრისტიანი გაღმერთებს, საყვარელო.
– მეც ვაღმერთებ.
– ეს კრისტიანსაც აუცილებლად უთხარი, ასეთი რომანტიკული სიტყვები, ქალებისა
არ იყოს, კაცებსაც საკმაოდ უყვართ.
ჩემი დაჟინებული მოთხოვნით დედას და ბობს აეროპორტში გასაცილებლად
მივყვები. ტეილორი ჩემი „R8“ით უკან მოგვყვება, ჩვენ კი ყველა „აუდიSUV“ში
ვსხედვართ, საჭესთან კრისტიანი ზის. სამწუხაროა, რომ დედას და ბობს მეტხანს
დარჩენა არ შეუძლიათ და იძულებულები არიან, სავანაში დაბრუნდნენ. მათი წასვლის
გამო გული ისე მწყდება, რომ აეროპორტში დამშვიდობებაც ცრემლიანია.
– დედაზე იზრუნე, ბობ, გთხოვ, – ვჩურჩულებ გულაჩუყებული და ბობს ვეხვევი.
– რა თქმა უნდა, ანა. და თქვენც თავს მიხედეთ.
– აუცილებლად, ბობ. – ვპირდები მე და დედასკენ ვბრუნდები.
– ნახვამდის, დე, გმადლობ, რომ ჩამოხვედით, – ხმა ისევ ჩურჩულამდე მიწყდება. –
დედიკო... ძალიან მიყვარხარ.
– ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო... მეც ძალიან მიყვარხარ. და არ ინერვიულო, აი,
ნახავ, რეი კარგად იქნება. ის ამქვეყნიდან წასასვლელად ჯერ მზად ნამდვილად არ
არის, მალე „მარინერების“ თამაშია, რომელსაც რეი ვერაფრით გამოტოვებს.
მის სიტყვებზე გამხიარულებულს სიცილიც კი მიტყდება. დედა მართალია და მეც
მაშინვე გადაწყვეტილებას ვიღებ, ამ საღამოს რეის საკვირაო გაზეთის სპორტული
ქრონიკა წავუკითხო... ტრაპთან ვდგავარ და ვუყურებ, როგორ ადიან დედა და ბობი
„გრეი ენტერპრაიზის“ თვითმფრინავში, დედა ბრუნდება, თვალცრემლიანი ხელს
მიქნევს და მეც ხელის ქნევით ვპასუხობ, კრისტიანი კი მხრებზე მეხვევა და მიხუტებს.
– წავედით, საყვარელო, დაბრუნების დროა. – მეუბნება ხმადაბლა.
– საჭესთან შენ დაჯდები?
– რა თქმა უნდა.
საღამოს, როდესაც საავადმყოფოში ვბრუნდებით, რეი სხვანაირად გამოიყურება.
თავიდან ვერც კი ვხვდები, რომ ის უკვე სასუნთქი აპარატის გარეშე, თავისით
სუნთქავს, მაგრამ, როგორც კი ამას ვაცნობიერებ, გული ერთიანად ენით აუწერელი
სიხარულით მევსება. ღიმილით მის მოზრდილ წვერს ვუყურებ, მერე კი ცხვირსახოცს
ვიღებ, რომ ტუჩის კუთხიდან გადმოსული ნერწყვი მოვწმინდო.
კრისტიანი პალატიდან გადის და რეის მდგომარეობის გამოსაკითხად ექიმი
სლადერისა და ექიმი კოუვის მოსაძებნად მიდის, მე კი მის საწოლთან მდგარ, ჩემთვის
უკვე კარგად ნაცნობ სკამზე ვჯდები და მამას საყვარელ სახეს ვუყურებ. მერე ჩანთიდან
საკვირაო გაზეთ „ორეგონიანს“ ვიღებ და „სოუნდერსებსა“ და „რეალ სოლთლეიკს“
შორის საფეხბურთო მატჩის შესახებ რეპორტაჟის კეთილსინდისიერად, ხმამაღლა
კითხვას ვიწყებ. როგორცრეპორტაჟში იტყობინებიან, მატჩი დაძაბული იყო, მაგრამ
„სოუნდერსებმა“ წააგეს. „რეალ სოლთლეიკის“ კარში ერთადერთი გოლი კეისი
კელერმა გაიტანა. ამ ყველაფრის კითხვისას წამით ვჩერდები, რეის ხელზე ხელს ვკიდებ
და ისევ რეპორტაჟს ვუბრუნდები.
– საბოლოოდ, ანგარიშით 2:1 მატჩი „რეალ სოლთლეიკის“ გამარჯვებით დასრულდა.
– ანა, რას ამბობ, ესე იგი წავაგეთ?! არა! – ხმაჩახრინწული ბუტბუტებს რეი და ხელზე
ხელს მიჭერს.
მამა!

თავი მეცხრამეტე
წამის უსწრაფესად ლოყებს თვალებიდან ნიაღვარივით წამსკდარი სიხარულის
ცრემლები მისველებს. რეი დამიბრუნდა, ჩემი მამიკო დაბრუნდა!
– გთხოვ, არ იტირო, ენი. – მეუბნება ის დაბალი, ხრინწიანი ხმით. – რა მოხდა?
მის ხელს ჩემს ხელებში ვიქცევ და სიყვარულით სახეზე ვიკრავ.
– შენ ავარიაში მოჰყევი და ახლა პორტლენდის საავადმყოფოში ხარ.
ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ რეი კოპებს კრავს, შეიძლება ჩემთვის სრულიად
არადამახასიათებელი გრძნობების ამ დემონსტრირების გამო თავს უხერხულად
გრძნობს, ან შეიძლება იმიტომაც, რომ ავარიის გახსენებას ცდილობს და ვერ იხსენებს.
– ხომ არ გწყურია? – ვეკითხები მე, თუმცა დარწმუნებული სულაც არა ვარ, რომ
მისთვის ახლა წყლის დალევა შეიძლება. რეი ჯერ ისევ გაკვირვებული
გამომეტყველებით თავს მიქნევს. სიხარულით გულანთებული ვდგები და შუბლზე
ვკოცნი. – მამიკო, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ! დაბრუნებას გილოცავ!
ის უხერხულობის გამომხატველი ჟესტით ხელს იქნევს.
– მეც მიყვარხარ, ენი. გთხოვ, წყალი მომიტანე
სიხარულით ფრთაშესხმული, ექთნების სამორიგეოსკენ მივრბივარ.
– გამოფხიზლდა, მამაჩემი გამოფხიზლდა! – სახეგაბადრული და გრძნობების
მოზღვავებისგან სუნთქვაარეული ვეუბნები მედდა კელის და პასუხად მისგანაც
ფართო და სიხარულით აღსავსე ღიმილს ვიღებ.
– ექიმ სლადერს შეატყობინე, – ეუბნება ის თავის კოლეგას, რომელიც მაშინვე
სასწრაფოდ დგება და ექიმის დასაძახებლად მიდის.
– წყალი ითხოვა, სწყურია.
– ახლავე მოვიტან. – მპასუხობს ის და მეც მაშინვე უკან, რეის საწოლისკენ მივრბივარ.
სიხარულისგან თავბრუ მესხმის და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გულიდან
უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა. საწოლთან მისულს რეი თვალებდახუჭული მხვდება
და წამით ადგილზე ვშეშდები, ღმერთო... ისევ კომაში ხომ არ ჩავარდა?
– მამა?
– მღვიძავს, ანა, მღვიძავს, – ბუტბუტებს ის და თვალებს ახელს. რეის საწოლთან
წყლით სავსე შუშის გრაფინია, შიგ ჩაყრილი ყინულის ნატეხებით და ჭიქით ხელში
მედდა კელი მოდის.
– მისტერ სტილ, მე თქვენი მედდა კელი ვარ, თავს როგორ გრძნობთ? თქვენმა შვილმა
მითხრა, რომ გწყურიათ, აი, ინებეთ.
მოსაცდელ ოთახში მოკალათებული კრისტიანი თავისი ნოუთბუქის ეკრანს მთელი
ყურადღებით შეჰყურებს, მაგრამ, როგორც კი ოთახში შევდივარ და კარს ვკეტავ, თავს
სწევს.
– რეი გამოფხიზლდა, კრისტიან! – ვეუბნები თვალებგაბრწყინებული.
კრისტიანი ფართოდ, გახარებული იღიმება და თვალების გარშემო დაძაბულობის
კვალი მაშინვე უქრება. ღმერთო... აქამდე ვერც ვამჩნევდი, ნუთუ მთელი ამ დროის
განმავლობაში ასეთი დაძაბული იყო? ის ნოუთბუქს გვერდზე დებს, დგება და მეხვევა.
– როგორ არის? – მეკითხება და ჯერ ისევ გადახვეული ოდნავ უკან იწევა, რომ
თვალებში შემომხედოს.
– ლაპარაკობს, წყალი მოითხოვა, მაგრამ, ეტყობა, ავარია საერთოდ არ ახსოვს.
– ეს გასაკვირიც არ არის. რადგან კომიდან გამოვიდა, მე მგონი, ჯობია, სიეტლში
გადავიყვანოთ. ჩვენს სახლში დავბრუნდებით, რეის კი დედაჩემი მიხედავს.
უკვე?
– არა მგონია, ახლა რეის ადგილიდან დაძვრა შეიძლებოდეს.
– თავისთავად ცხადია, ჯერ ექიმ სლადერს უნდა დაველაპარაკო და აზრი ვკითხო.
როცა ნებას დაგვრთავს, მაშინ გადავიყვანთ.
– სახლი მოგენატრა?
– კი, ძალიან.
– კარგი.
– რაც რეი გამოფხიზლდა, მას შემდეგ სულ იღიმები, – მეუბნება კრისტიანი, როდესაც
მანქანას „ჰიტმანის“ წინ ვაჩერებ.
– უბრალოდ, ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ, კრისტიან.
კრისტიანი თბილად მიღიმის.
– ძალიანაც კარგი, მაგას რა სჯობია!
უკვე საღამოვდება და გამომაფხიზლებელი სიგრილეა, ასე რომ, მანქანიდან რომ
გადმოვდივარ და გასაღებს ავტოსადგომის მომსახურე ბიჭს ვაწვდი, სიცივისგან
ვიბუზები კიდეც. ბიჭი „R8“-ს ლამის ვნებიანი მზერით შეჰყურებს... ჰმ, თუმცა არც
მიკვირს და არც ვადანაშაულებ. კრისტიანი მხრებზე ხელს მხვევს და ორივე ერთად
სასტუმროს ვესტიბიულში შევდივართ.
– აღვნიშნოთ?
– რა აღვნიშნოთ?
– მამაშენის გამოჯანმრთელება.
პასუხად მხიარულად ვხითხითებ.
– აი, ეს არის ერთერთი ის, რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა. – მიღიმის კრისტიანიც
და თმაზე მკოცნის.
– იქნებ ჯობია, ჩვენს ნომერში ვივახშმოთ. უბრალო, მშვიდი და წყნარი საღამო
მოვიწყოთ?
– რა თქმა უნდა. წავედით. – მკიდებს ის ხელს და ლიფტებისკენ მივყავარ.
– ძალიან გემრიელი იყო, – ვბუტბუტებ კმაყოფილი და თეფშს ვწევ, შეიძლება ითქვას,
ამ ხნის განმავლობაში პირველად დავნაყრდი. – აქაური მზარეული ნამდვილად
ერთერთ საუკეთესო „ტარტტატენს“ ამზადებს.
ახლახან აბაზანა მივიღე და მხოლოდ ბიკინი და კრისტიანის მაისური მაცვია.
ნომერში, უკანა ფონად კრისტიანის აიპოდიდან დაიდო თეთრ დროშებზე მღერის. ჯერ
ისევ შავ მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილი კრისტიანი ჩაფიქრებული
გამომეტყველებით მიყურებს.
– აქ ჩამოსვლის შემდეგ ნორმალურად პირველად ჭამე, – მეუბნება ხმადაბლა.
– ჰო, ძალიან მშიოდა.
ის სკამის საზურგეს ეყუდება და თვითკმაყოფილი გამომეტყველებით თეთრ ღვინოს
წრუპავს.
– ახლა რას ინებებთ, მისის გრეი? – მეკითხება რბილი და მშვიდი ხმით.
– შენ რა გინდა?
ის გათამაშებული გაკვირვებითა და ირონიული ღიმილით წარბს სწევს.
– იგივე, რაც ყოველთვის...
– და ეს რა არის?
– მორიდებული ქალწულის როლს მეთამაშებით, მისის გრეი?
მაგიდის მეორე მხრიდან მისკენ ვიხრები, ხელზე ხელს ვავლებ, ვატრიალებინებ და
საჩვენებელ თითს ხელისგულზე ვუტარებ.
– მინდა, რომ, აი, ამით შემეხო... – თითის წვერით მის საჩვენებელ თითს მივუყვები.
კრისტიანი სკამზე სწორდება.
– მხოლოდ ამით? – მეკითხება და წამის უსწრაფესად ჩამუქებული თვალებითა და
სურვილჩამდგარი მზერით მიყურებს.
– იქნებ, ამითაც? – თითს ახლა შუა თითისკენ ვუცურებ და მერე ისევ ხელისგულზე
ვაბრუნებ. – და ამით. – ახლა უკვე საქორწინო ბეჭდით შემკულ არათითს მივუყვები. –
ჰო, ამით აუცილებლად... – თითს ბეჭედთან ვაჩერებ. – ეს ყველაზე სექსუალური
თითია.
– მართლა?
– დიახ, დიახ, მართლა! ის ამბობს, რომ ეს მამაკაცი ჩემია! – თითს ბეჭდის ქვეშ უკვე
გაჩენილ პატარა გაუხეშებულ ადგილზე ვადებ. კრისტიანი ჩემკენ იხრება და მეორე,
თავისუფალ ხელს ნიკაპში მავლებს.
– მისის გრეი, გინდათ თქვათ, რომ თქვენ ახლა ჩემს ცდუნებას ცდილობთ?
– ასეა, მისტერ გრეი და იმედი მაქვს, რომ გაცდუნებთ კიდეც.
– ანასტასია, მე უკვე ნაცდუნებიც ვარ და მთლიანად შენიც. – ხმა ეხრინწება მას. –
მოდი ჩემთან. – ის თავისკენ მეწევა და მუხლებზე მისვამს. – მიყვარს, როდესაც ასეთი
ხარ, მაცდუნებელი... – ერთ ხელს თეძოზე მაყოლებს და უკანალზე მეფერება, მეორეს კი
კისერზე მკიდებს, კეფას მიჭერს, თავს ადგილზე მიჩერებს და მკოცნის. პირში თეთრი
ღვინის, ვაშლის ღვეზელისა და თავისი, კრისტიანის გემო აქვს. თმაში თითებს
ვუცურებ და ვიდრე ენებით ერთმანეთს ვეძებთ, ვიკვლევთ და ჟინში ვეჯიბრებით,
კიდევ უფრო ჩემკენ ვეწევი. ძარღვებში სისხლი სულ უფრო და უფრო მეტი სისწრაფით
მოძრაობს და უკვე ერთიანად ვხურვარ. დროში ვიკარგები და ვერც კი ვხვდები, კოცნა
რამდენ ხანს გრძელდება, მაგრამ ბოლოს, როდესაც ერთმანეთს ვშორდებით, სუნთქვა
ორივეს გვიჭირს.
– წამოდი ლოგინში. – ჩურჩულებს ის ზედ ჩემს ტუჩებთან.
– ლოგინში?
კრისტიანი ოდნავ უკან იწევა, თმას მქაჩავს და თვალებში რომ შემხედოს, სახეს
თავისკენ მაბრუნებინებს.
– აბა, სად გინდათ, მისის გრეი?
ჩემი შინაგანი ქალღმერთი „ტარტტატენს“, როგორც იქნა, თავს ანებებს და ტუჩებს
ილოკავს. მე კი მხრებს ვიჩეჩ – კაცმა რომ თქვას, სულერთია, მაგრამ არა ლოგინში.
– გამაკვირვე.
კრისტიანს ტუჩის კუთხეები ირონიული ღიმილით ეპობა.
– დღეს ფეხების ბაკუნის ხასიათზე ხარ, არა? – ცხვირით ცხვირზე მეთამაშება ის.
– მმმ... ალბათ ჯობია გამკოჭო.
– კარგი, ალბათ გაგკოჭავ კიდეც... ისე, რაც სიბერისკენ მიდიხარ, ნამდვილი ბოსის
ბოსი ხდები, ატყობ? – მიცხადებს თვალებმოჭუტული, მაგრამ თვალებში ახტუნავებულ
მხიარულ ნაპერწკლებს მაინც ვერ მალავს.
– ჰმ... და რას აპირებ, რომ ამას მოუხერხო? – ვეკითხები მე უტიფრად.
კრისტიანს თვალები ავხორცად უელავს.
– მე პირადად მშვენივრად ვიცი, რაც მინდა, რომ მოვუხერხო, მაგრამ ეს იმაზეა
დამოკიდებული, შენ დამთანხმდები თუ არა.
– ოჰ, მისტერ გრეი, თქვენ ხომ ამ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მეტისმეტად
სათუთად მეპყრობოდით?
– მერე? სისათუთე არ მოგწონს?
– შენგან ძალიანაც მომწონს, მაგრამ ხომ იცი... ცხოვრებას სიმძაფრეს მხოლოდ და
მხოლოდ მრავალფეროვნება სძენს. – ვპასუხობ წამწამების ფახურით.
– თავში რამე ნაკლებად სათუთი და ალერსიანი გიტრიალებს?
– უფრო დაგიკონკრეტებთ, მისტერ გრეი, – რამე ცხოველმყოფელი.
კრისტიანი გაკვირვებული გამომეტყველებით წარბებს სწევს.
– ცხოველმყოფელი? – იმეორებს გათამაშებული თავზარდაცემით და ხმაში ირონია
უკრთება.
მე თავს ვუქნევ, ის კი წამით გაჩუმებული თვალებში შემომყურებს.
– ტუჩს თავი დაანებე!.. – ცრის მერე კბილებში, უცებ დგება და ხელში აყვანილი
სადღაც მივყავარ. მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრება, ვჭყიპინებ და რომ არ
ჩავვარდე, მკლავებში ვაფრინდები, ის კი სამი დივნიდან ყველაზე პატარასთან მიდის
და მსვამს.
– აქ იყავი და არ გაინძრე. – მეუბნება ხმადაბლა, წამით თავისი ნაცრისფერი თვალების
მხურვალე და ჟინით აღსავსე მზერას მავლებს, ბრუნდება და საძინებლისკენ მიდის.
ჰმ... ფეხშიშველი კრისტიანი, ეს შიშველი ფეხები ყოველთვის ასე რატომ მოქმედებს
ჩემზე? წუთიც არ გადის, ბრუნდება და უკნიდან მიახლოვდება.
– ეს ჩვენ ნამდვილად არ დაგვჭირდება. – ამბობს ის, მაისურის კიდეებს ხელებს
ავლებს, თავს ზემოდან მხდის და მხოლოდ საცვალში მტოვებს. მერე „ცხენის კუდად“
შეკრულ თმას მქაჩავს, თავს მაბრუნებინებს და მკოცნის.
– ადექი, – ბუტბუტებს ზედ ჩემს ტუჩებთან მბრძანებლური ტონით. მე უსიტყვოდ
ვემორჩილები და კრისტიანი დივანზე პირსახოცს აფენს.
პირსახოცი?
– ბიკინი გაიხადე.
მოუთმენლობისგან პირი მიშრება და ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ, მაგრამ ბრძანებას
ვასრულებ, საცვალს ვიხდი და დივნის გვერდზე ვაგდებ.
– დაჯექი. – მაძლევს მორიგ განკარგულებას, მერე ხელს ისევ თმაში მავლებს და თავს
უკან მაწევინებს. – თუ გაძლება გაგიჭირდება, მეტყვი, რომ გავჩერდე, კარგი? თანახმა
ხარ?
მე თავს ვუქნევ.
– თქვი! – ხმა უმკაცრდება მას.
– კარგი. – ვპასუხობ ჩურჩულით
კრისტიანს ირონიული და ავხორცი ღიმილით ტუჩის კუთხე ზემოთ ეწევა.
– მოვილაპარაკეთ. მაშ, ასე, მისის გრეი... თქვენივე თხოვნით ვაპირებ, რომ გაგკოჭოთ.
– ხმა ნაწყვეტნაწყვეტ, ქშენაშერეულ ჩურჩულამდე უწყდება და უკვე მისი ამ ხმისგან
თავიდან ფეხებამდე, მთელ სხეულში სურვილი საიდანღაც მოვარდნილ უზარმაზარ
ტალღასავით მეღვრება. ჩემი სექსუალური ორმოცდაათი ელფერი... ჰმ, საინტერესოა...
დივანზე?..
– მუხლები ასწიე. – ტონი მკაცრი, მაგრამ გრძნობიერი აქვს. – და უკან გადმოიწიე,
მიეყუდე.
მოხრილ ფეხებს ტერფებით დივნის კიდეზე ვდებ. კრისტიანი ხელს მარცხენა ფეხზე
მავლებს და სააბაზანოს ხალათის ქამრის ერთ ბოლოს მუხლის ოდნავ ზევით მიკრავს.
– ხალათის ქამარი?
– ეს იმპროვიზაციაა, ანასტასია. – ისევ ირონიულად იღიმება ის. კიდევ ერთი ქამრის
ბოლოს ახლა მარჯვენა ფეხის მუხლის ზემოთ მიკრავს, მერე ორივე ქამრის ბოლო
დივნის საზურგის უკან მიაქვს და ფეხებს მაშლევინებს.
– არ გაინძრე, – მაფრთხილებს ჩახრინწული ხმით და ქამრებს ერთმანეთს აბამს.
ჯანდაბა... დივანზე ფართოდ ფეხებგაშლილი ვზივარ და ფეხებს ვერ ვანძრევ.
– ძალიან ხომ არ გიჭერს? – მეკითხება კრისტიანი და ჩემ უკან მდგარი ზემოდან
დამყურებს.
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ველოდები, რომ ხელებსაც შემიკრავს, მაგრამ ამას
არ აკეთებს, მხოლოდ ჩემკენ იხრება და ტუჩებში მკოცნის.
– შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა მიმზიდველი ხარ ახლა, – ბუტბუტებს ჩავარდნილი
ხმით და ცხვირზე ცხვირით მეთამაშება. – მგონი, ჯობია, მუსიკა შევცვალო. – ამატებს
მერე, სწორდება და დაუდევარი ნაბიჯით იქით მიემართება, საიდანაც მისი აიპოდის
რეპერტუარიდან ოთახში მუსიკა იღვრება.
ნეტა ამას როგორ ახერხებს? მე აქ ფეხებგაშლილი და შეკრული ვნებით უკვე ერთიანად
აცახცახებული ვზივარ, ის კი ოთახში სრულიად აუღელვებელი და უშფოთველი
გამომეტყველებით დაიარება. აიპოდთან მისულს თვალმოუშორებლად ვუყურებ და
მუსიკის შეცვლისას ჩამოსხმულ ტორსზე მაისურის ქვეშ ათამაშებულ მის კუნთებს
ვხედავ. ქალის ნაზი, ლამის ბავშვური ხმა იმაზე სიმღერას იწყებს, რომ „ვიღაც
მაკვირდება“. ეს სიმღერა მომწონს.
კრისტიანი ბრუნდება და მზერა ჩემზე გადმოაქვს, მერე ნელი ნაბიჯით, ისე რომ
თვალს არ მაშორებს, დივანს უახლოვდება და ჩემ წინ გრაციოზული მოძრაობით
მუხლებზე ეშვება. თავს უცებ საშინლად და სრულიად გადახსნილად და დაუცველად
ვგრძნობ.
– თავს დაუცველად გრძნობ, არა? – ავლენს ისევ ჩემი ფიქრების კითხვის გამაოგნებელ
ნიჭს.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ... რატომ არ მეხება?
– კარგი, მეუბნება ჩახრინწული ჩურჩულით. – ხელები გამოსწიე მისი მზერით
მონუსხული თვალს ვერ ვაშორებ და იმას ვაკეთებ, რაც მითხრა.
კრისტიანი ორივე ხელისგულზე გამჭვირვალე პატარა ბოთლიდან რაღაც ზეთოვან
სითხეს მასხამს, ზეთს მკვეთრად გამოხატული მუშკისა და კიდევ რაღაცის გრძნობიერი
სუნი ასდის, თუმცა კონკრეტულად რა მცენარეა, ვერ ვარჩევ.
– ხელისგულებზე გაიგლისე. – მისი მძიმე და მხურვალე მზერისგან დივანზე წრიალს
ვიწყებ. – ნუ წრიალებ. – მაფრთხილებს ის.
ოჰ, ღმერთო...
– ანასტასია, ახლა მინდა, რომ საკუთარ თავს მიეფერო..
ჯანდაბა!
– ყელიდან დაიწყე და ქვემოთ ჩამოდი.
კრისტიანს თვალებში ვუყურებ, მაგრამ ვყოყმანობ.
– ნუ გრცხვენია, ანა. მიდი. გააკეთე, რასაც გეუბნები. – მის ხმაში იუმორიც და
გამოწვევაც ისევე ცხადად ისმის, როგორც სურვილი.
აიპოდიდან ქალის ნაზი ხმა სიმღერას აგრძელებს და იმაზე მღერის, რომ „არაფერია
მასში ძვირფასი“. თითებით საკუთარ ყელს ვეხები და ქვემოთ, მკერდისკენ ვაცურებ,
ზეთის წყალობით ხელები კანზე ადვილად სრიალებს და მაშინვე მითბება.
– გააგრძელე. – ჩურჩულებს კრისტიანი და ჩამუქებული თვალებით მიყურებს, მაგრამ
არ მეხება.
ხელებს მკერდზე ვიფარებ.
– მიდი... გააგრძელე!
კარგი... ძუძუსთავებს თითებში ვიქცევ და ფრთხილად ვქაჩავ.
– უფრო გაბედულად. – მაქეზებს კრისტიანი. ის ჩემს ფეხებს შორის გაუნძრევლად ზის
და მხოლოდ მიყურებს. – მე როგორც მოგეფერებოდი, – ამატებს წამის შემდეგ და
თვალებში ავხორცი და იდუმალი ნაპერწკალი უკრთება. მუცლის ქვედა ნაწილში ყველა
კუნთი ერთად მეჭიმება. პასუხად მკერდიდან ჩუმი კვნესა მწყდება, ძუძუსთავების
უფრო ძლიერად სრესას ვიწყებ და ისინიც მაშინვე მიმკვრივდებადა მევსება.
– კარგია... ასე. გააგრძელე. მიდი, კიდევ.
თვალებს ვხუჭავ და საკუთარი თავის ფერებას ვაგრძელებ, ძუძუსთავებს ძლიერად
ვქაჩავ, ვიწვალებ, თითებშორის ვიქცევ და ვისრეს... ძალაუნებურად ისევ ვკვნესი.
– თვალები გაახილე.
თვალებს ვახელ და ვახამხამებ.
– გააგრძელე... ოღონდ მინდა, შენს თვალებს ვხედავდე, მინდა, ვხედავდე, შენივე
შეხებისგან სიამოვნებას როგორ იღებ, გესმის?..
ოოჰ... ღმერთო... საკუთარი მკერდის ფერებას ვაგრძელებ და... ღმერთო, რა
სასიამოვნოა...
– ხელები ქვემოთ ჩამოიტანე.
ვიშმუშნები.
– ნუ წრიალებ, ანა. სიამოვნება შეიგრძენი. ქვევით! – ხმა ჩავარდნილი და ჩახრინწული
აქვს, მაცდური და მომნუსხველი.
– მინდა, რომ ეს შენ გააკეთო, – ვეუბნები ჩურჩულით.
– გავაკეთებ და ძალიან მალე, მაგრამ ჯერ შენ თვითონ... მიდი! ქვევით... – მეუბნება და
ნელა და მაცდუნებლად ტუჩებს ილოკავს. ოჰ, კრისტიან! ჯანდაბა!.. ისევ ვწრიალებ,
ვიკლაკნები და შეკრული ფეხების განძრევას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის.
ის ნელი მოძრაობით თავს აქნევს.
– მშვიდად... – ხელებს მუხლებზე მადებს და ერთ ადგილზე მაჩერებს. – მიდი, ანა,
ქვევით ჩამოდი.
ხელებს მუცლისკენ ვაცურებ და ბოქვენთან ვჩერდები.
– უფრო ქვევით, – მაქეზებს გრძნობიერი, მაგრამ მბრძანებლური ტონით.
– გთხოვ, კრისტიან.
ის ხელებს მუხლებიდან აცურებს, ბარძაყებს აყოლებს და უკანალზე მავლებს.
– მიდი, ანა, მიდი, ნუ ჩერდები.
მარცხენა ხელი ქვევით ჩამაქვს, თითს კლიტორის გარშემო ვიტარებ და
სიამოვნებისგან გგახსნილი პირიდან ჰაერთან ერთად უხმო კვნესა ამომდის.
– კიდევ, – ჩურჩულებს კრისტიანი.
მოძრაობას ვიმეორებ და მკერდიდან უკვე თავშეუკავებელი ხმამაღალი კვნესა
მწყდება. თავი უკან მივარდება და სუნთქვა მერევა.
– არ გაჩერდე.
გაბმულად ვკვნესი და სიამოვნების მორევში ჩაძირული მის სახელს ვბუტბუტებ, ჩემს
სმენამდე კრისტიანის ხმაურიანი სტვენასავით ჩასუნთქვა აღწევს, უცებ მაჯებზე
ხელებს მავლებს, იხრება და საზარდულში სწრაფად ჯერ ცხვირით მივლის გარშემო,
მერე ენით წვერით.
ოოოჰ!..
ხელებს ვწევ, რომ შევეხო, მაგრამ არ მიშვებს, მაჯებზე თითებს უფრო მაგრად მიჭერს
და მაჩერებს.
– ნუ წრიალებ, იცოდე, ხელებსაც დაგიბამ.
პასუხად გრძნობაარეული და ვნებით აცახცახებული ვკვნესი. კრისტიანი მაჯებს
მითავისუფლებს და ორ თითს საშოში მიყოფს, ხელისგულს კი კლიტორზე მაჭერს.
– მინდა, რომ მალე გაათავო, ანა. მზად ხარ?
– კიი... – აქოშინებულ სუნთქვას ვაყოლებ პასუხს.
ის თითების და ხელისგულის მოძრაობას იწყებს, თითებით ღრმად ჩემში,
ხელისგულით კი ზევითქვევით კლიტორს მისრესს, ერთდროულად ჩემს ყველაზე
მგრძნობიარე ორივე წერტილს ეთამაშება... ღმერთო... შეგრძნება
გონებისდამბინდველად ინტენსიური და ძლიერია. მუცლის ქვედა ნაწილში მორევად
დატრიალებული და არანორმალური სისწრაფით თანდათან სულ უფრო და უფრო
აზვირთებული ნეტარების ტალღა ერთიანად მითრევს და სხეულის ყოველ წერტილს
ედება... ღმერთო!.. მინდა, ფეხები გავშალო, მაგრამ არაფერი გამომდის და ფრჩხილებით
დივანზე გაშლილ პირსახოცს ვაფრინდები.
– მიდი, ანა! – ჩურჩულებს კრისტიანი და მკერდიდან ამოვარდნილი,
დაუნაწევრებელი და ყოველგვარ აზრს მოკლებული კივილით მის თითებზე
კონვულსიური ცახცახით ვფეთქდები. ის ხელისგულს კლიტორზე მაჭერს და
გახანგრძლივებული ნეტარი აგონიის სიამოვნება მთელ სხეულში ისევ და ისევ
ტალღებად მეშლება... ღმერთო... თითქოს ბურანში ნელნელა ვაცნობიერებ, რომ
კრისტიანი ფეხებს მიხსნის.
– ჩემი ჯერია, – ბუტბუტებს ჩახრინწული ხმით და სწრაფი და ძლიერი მოძრაობით
მატრიალებს. მუხლებით იატაკზე მაყენებს და თავს დივანზე მადებინებს. მერე ფეხებს
მაშლევინებს და უკანალზე ხელს ტყლაშუნით მირტყამს.
– ააჰ! – ვწკმუტუნებ მოულოდნელობისგან და გონს მოსვლასაც ვერ ვასწრებ...
კრისტიანი ასოს მთელი სიგრძით ჩემში ერთი ძლიერი ბიძგით შემოდის.
– მმმ... ანა!.. – ღმუის ის მჭიდროდ შეკრული კბილებიდან, თითებით თეძოებში
მტკივნეულად მაფრინდება და მოძრაობას იწყებს, უკანალზე კიდევ უფრო ძლიერად
მეხეთქება და ასოს თავი ჩემ შიგნით კიდევ უფრო ღრმა წერტილს სწვდება, ისევ და
ისევ, ტემპს არ აგდებს და მის ჟინს აყოლილ სხეულში სურვილის ახალი ტალღა
მიზვირთდება. ოჰ.... ღმერთო, არა! ამას უკვე ვეღარ გავუძლებ... ოოჰ!..
– მიდი, ანა! – ღმუის კრისტიანი და მე ისევ ვფეთქდები, მილიარდ ნაწილად ვიშლები
და მის ასოზე კონვულსიურად აცახცახებულს მისი სახელის ბუტბუტით სახე
ნეტარების ცრემლებით მისველდება.
– აბა, იყო მაცოცხლებელი? – მეკითხება ის და თმაზე მკოცნის.
– ოჰ, სრულიად, – ვბუტბუტებ უძლურად და ჭერს ვაჩერდები.
მე ჩემს ქმარზე ზურგით, ორივე კი დივნის გვერდით იატაკზე ვწევართ და ის ჯერ ისევ
ჩაცმულია.
– თუმცა ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ, ოღონდ ამჯერად,
გაითვალისწინე, რომ შიშველი უნდა იყო.
– ღმერთო ჩემო, ანა, ადამიანს შანსი დაუტოვე.
გამხიარულებული ვხითხითებ და კრისტიანიც სიცილით მპასუხობს.
– მიხარია, რომ რეი გამოფხიზლდა, როგორცჩანს, ამასთან ერთად ცხოვრების მადაც
დაგიბრუნდა, – მეუბნება ის და ხმაში ირონიის დაფარვას არც კი ცდილობს.
მის მკერდზევე ვბრუნდები და გაბრაზებული გამომეტყველებით კოპებს ვკრავ.
– რა, გუშინდელი ღამე და დღევანდელი დილა დაგავიწყდა? – ვბუშტავ ტუჩებს.
– ამის დავიწყება შეუძლებელია, ანა! – საოცრად ახალგაზრდული, უდარდელი და
ბედნიერი ღიმილით მიღიმის კრისტიანი და უკანალზე ხელებს მავლებს. – და კიდევ,
მისის გრეი, მინდა გითხრათ, რომ უსექსუალურესი ტრაკი გაქვთ.
– თქვენც ასევე, მისტერ გრეი. – ვპასუხობ მე და აღშფოთებული გამომეტყველებით
ცალ წარბს ვძგიბავ. – თუმცა კი ჯერ ისევ შარვალში დამალული.
– და რას აპირებთ, რომ ამ პრობლემას მოუხერხოთ, მისის გრეი?
– ვაპირებ გაგხადოთ, მისტერ გრეი, თანაც მთლიანად.
კრისტიანი ირონიულად იცინის.
– და ვფიქრობ, რომ შენში ძალიან ბევრი რამეა ძვირფასი, – ვეუბნები აიპოდში
გამეორებაზე დაყენებული სიმღერის სიტყვების საპირისპიროდ. გამომეტყველება
მაშინვე ეცვლება და სახიდან ღიმილი უქრება.
ოჰ, ოღონდ ეს არა!..
– ასეა, კრისტიან, ასე! – ვჩურჩულებ მისი რეაქციით იმედგაცრუებული და ვიხრები,
რომ ტუჩის კუთხეზე ვაკოცო. კრისტიანი თვალებს ხუჭავს და სხეულზე ძლიერად
მიკრავს. – კრისტიან, გთხოვ, დამიჯერე! შენ ის კაცი არ ხარ, რომელმაც, მიუხედავად
რეის მდგომარეობისა, ეს ორი დღე საოცრებად მიქცია?! ის თავის დიდ, სერიოზულად
მომზირალ თვალებს ახელს, მე კი მისი მზერისგან ერთიანად გული უკვე საბოლოოდ
მეწურება.
– იმიტომ, რომ მიყვარხარ, ანა. – მეუბნება ჩურჩულით.
– ვიცი და მეც მიყვარხარ. – ვპასუხობ მე და სახეზე ვეფერები. – შენ ჩემთვის ამქვეყნად
ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი ხარ, კრისტიან... და შენ ეს იცი, ხომ ასეა?
ის დაბნეული გამომეტყველებით შეშდება.
ოჰ, კრისტიან... ჩემი ტკბილი, ჩემი უძვირფასესი ორმოცდაათი ელფერი!
– დამიჯერე, – ვჩურჩულებ ხმაში მუდარით.
– ეს ადვილი არ არის, ანა. – მპასუხობს ძლივსგასაგონად.
– შეეცადე, ძალიან შეეცადე, იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. – ვეუბნები ხმადაბალი,
თბილი ხმით, ისევ სახეზე ვეფერები და თითებით მის ბაკებს ვეხები.
თვალები დაბნეულობის, ტანჯვისა და ტკივილის ოკეანედ აქვს ქცეული და ამ
თვალებში შეძრომა, მის სხეულში შიგნით, გულთან აღმოჩენა და მოხვევა მინდება.
ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ კი ეს დაკარგული და ტკივილით სავსე მზერა წავშალო.
როდის გაიგებს და დაიჯერებს, რომ ამქვეყნად ყველასა და ყველაფერს მირჩევნია, რომ
ჩემთვის ის სიცოცხლეზე ძვირფასია? რომ ჩემს, თავისი მშობლების, ძმისა და დის
სიყვარულს იმაზე მეტადაც კი იმსახურებს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს. ეს მე
მისთვის უამრავჯერ მითქვამს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ ისევ მაინც ამ
დაკარგულ და ტანჯვით სავსე მზერას ვხედავ!.. დრო სჭირდება... არა უშავს, ამ მზერის
გასაქრობად, უბრალოდ, დროა საჭირო.
– ასე გაიყინები. წამოდი. – მეუბნება ის და გრაციოზულად დგება, მერე ხელს მიწვდის
და მეც ფეხზე მაყენებს. წელზე ვეხვევი და საძინებლისკენ ერთად მივდივართ. ახლა
მისი კიდევ უფრო მეტად დათრგუნვა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ... უბრალოდ, რეის
უბედური შემთხვევის შემდეგ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ
კრისტიანი მისდამი ჩემი სიყვარულის სიღრმეს ბოლომდე აცნობიერებდეს.
საძინებელში შევდივართ და კოპებშეკრული ნაჩქარევად სულ რაღაც წუთის
წინანდელი, მისი უდარდელი და მხიარული განწყობის დასაბრუნებლად რამის
მოფიქრებას ვცდილობ.
– ტელევიზორს ხომ არ ვიყუროთ? – ვთავაზობ მე, თუმცა კი ვიცი, რომ დიდად არ
უყვარს, მაგრამ უკეთესს ვერაფერს ვიგონებ.
კრისტიანი უკმაყოფილოდ ფრუტუნებს.
– ისე, მე მეორე რაუნდის იმედი მქონდა.
ჰმ... ჩემი ვერცხლისწყალივით ცვალებადი ორმოცდაათი ელფერი!.. ძალიანაც კარგი,
ჩემი ხალისიანი, უდარდელი კრისტიანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე
დამიბრუნდა. წარბს ვწევ და დოინჯშემორტყმული საწოლთან ვჩერდები.
– კარგი, მაგრამ მაშინ წამყვანის როლი ჩემია.
ის გათამაშებული თვითაღშფოთებული კდემამოსილებითა და გაოგნებით პირს აღებს,
მე კი ხელის კვრით ლოგინზე ვაგდებ, ზემოდან ვაჯდები და თავს ზევით აწეული
ხელებით ლოგინს ვაკრავ. კრისტიანი ქვემოდან მიყურებს და ტუჩები ირონიული
ღიმილით ეპობა.
– მაშ, ასე, მისის გრეი, თქვენ ხელთ ვარ, იქნებ გამიმხილოთ, რას მიპირებთ?
ეშმაკურად ვუღიმი და მისი ყურისკენ ვიხრები.
– რას და, გაჟიმვას, მისტერ გრეი... ოღონდ საქმეში ჩემს პირსა და ენას ჩავრთავ.
ის თვალებს ხუჭავს და კვნესის, მე კი კბილებში მის ყბის ძვალს ვიქცევ და ნაზი კბენის
ბილიკით ნიკაპისკენ მივიწევ.

***
კრისტიანი თავის ნოუთბუქის წინ მოკალათებული მუშაობს. ახლა დილაა და,
როგორც ვხვდები, ელექტრონულ წერილს წერს.
– დილა მშვიდობისა, – ვესალმები ოთახში შესული. ის კი ჩემკენ ბრუნდება და
მიღიმის.
– მისის გრეი, რა ადრე ამდგარხართ! – მპასუხობს კრისტიანი და ორივე ხელს ჩემს
შესაგებებლად შლის.
ჯერ ისევ კართან მდგარი ადგილს ვწყდები, მივრბივარ და კალთაში ვუხტები.
– სხვათა შორის, შენც!
– მე, უბრალოდ, ვმუშაობდი. – მეუბნება ის ხმადაბლა, მერე ოდნავ უკან იწევა და
თავზე მკოცნის.
– რა მოხდა? – ვეკითხები უცებ შეშფოთებული. ვგრძნობ, რომ რატომღაც დაძაბულია.
კრისტიანი ჩუმად ოხრავს.
– დეტექტივ კლარკისგან იმეილი მივიღე. შენი ნახვა უნდა იმ ნაბიჭვარ ჰაიდზე
დასალაპარაკებლად.
– მართლა? – ვსწორდები და გაკვირვებული შევყურებ.
– ჰო. მივწერე, რომ პორტლენდში ვართ და სიეტლში ჩვენ დაბრუნებამდე დაცდა
მოუწევდა, მაგრამ მიპასუხა, რომ მირჩევნია, ჩამოვიდე და მანდ დაველაპარაკოო.
– ოოჰ! ჩამოსვლას აპირებს?
– ჰო, როგორც ჩანს... ეგრე მითხრა. – ჩემი არ იყოს, კრისტიანსაც ამ ახალი ამბით
უკმაყოფილო, დაბნეული და ჩაფიქრებული გამომეტყველება აქვს.
გაკვირვებული კოპებს ვკრავ.
– ასეთი სასწრაფო რა არის, რომ რამდენიმე დღით ვერ დაიცდიდა?!
– მეც ეგ მაწუხებს.
– როდის ჩამოდის?
– დღეს. მაგრამ ჯობია, მივწერო, რომ არ ჩამოვიდეს.
– არ გინდა, მე დასამალი არაფერი მაქვს, კრისტიან... საინტერესოა, ასეთი რა უნდა
მკითხოს?
– ჩამოვა და გავიგებთ. სიმართლე გითხრა, მეც ძალიან მაინტერესებს. – კრისტიანი
მუხლებიდან ჩემს ასაყენებლად წელზე ხელს მადებს და ინძრევა. – მალე საუზმეს
მოიტანენ. მოდი, ჯერ ვისაუზმოთ და მერე მამაშენის სანახავად საავადმყოფოში
წავიდეთ. მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
– ისე, თუ გინდა, შენ სასტუმროში დარჩი, როგორც ვხედავ, დაკავებული ხარ. ის
კოპებს კრავს.
– არა, მნიშვნელოვანი არაფერია, შენთან ერთად წამოვალ.
– კარგი. – ვუღიმი სიხარულით, ორივე ხელს კისერზე ვხვევ და ვკოცნი.
რეი ცუდ ხასიათზეა და ეს ძალიან მიხარია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ამპლუაშია და
თავს უკვე საკმაოდ კარგად გრძნობს, თუმცა, რომ ჰკითხო, ყველაფერი ექავება,
ყველაფერი სჩხვლეტს, ყველაფერი აღიზიანებს და ყველაფერი მოჰბეზრდა.
– მამა, ძალიან სერიოზულ და უმძიმეს ავარიაში მოჰყევი, გამოსაჯანმრთელებლად
დროა საჭირო. გთხოვ, ცოტაც მოითმინე, დღეს კრისტიანი ექიმს დაელაპარაკება და
ვაპირებთ, რომ სიეტლში გადაგიყვანოთ.
– არ მესმის, ან ასე რატომ წუხდებით, ან ასე რატომ დამფოფინებთ. სიეტლში
გადაყვანა რა საჭიროა? თავს აქაც მშვენივრად მივხედავ.
– კარგი, რა, მამა, სულაც არ ვწუხდებით. – ხელზე ხელს ალერსით ვუჭერ და ისიც
ღიმილით მპასუხობს.
– რამე ხომ არ გინდა?
– დონატებზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, ენი.
თვალებმოჭუტული, ირონიულად შემწყნარებლური ღიმილით ვუღიმი.
– კარგი, რადგან ასეა, ერთორს მოგიტან. სპეციალურად „ვუდუში“ წავალთ და იქიდან
წამოგიღებ.
– მაგარია!
– და დონატებთან ერთად ნორმალური ყავა არ გინდა?
– უჰ, კი, ძალიან!
– კარგი. ყავასაც მოგიტან.
კრისტიანი ისევ მოსაცდელ ოთახშია და ტელეფონზე ლაპარაკობს. არც მეტი, არც
ნაკლები, აქ უკვე ოფისი მოიწყო. უცნაურია, მაგრამ მოსაცდელში მის გარდა ისევ
არავინ არის, თუმცა, როგორც ვიცი, ინტენსიური განყოფილების სხვა პალატებიც
გაჭედილია. საინტერესოა, კრისტიანმა ხომ არ დააფრთხო სხვა ავადმყოფებთან
მომსვლელები?.. ის ლაპარაკს ამთავრებს და ჩემკენ ბრუნდება.
– კლარკი ოთხი საათისთვის ჩამოვა.
ისევ კოპებს ვკრავ და ისევ კლარკის უცნაურ აჩქარებაზე ფიქრს ვიწყებ, ნეტა ასეთი
სასწრაფო რა არის, რომ ერთორ დღესე ვერ მოიცდის?
– კარგი. რეის ყავა და დონატები უნდა.
კრისტიანი მხიარულად იცინის.
– რეის ადგილას მეც მენდომებოდა!.. ტეილორს უთხარი და მოუტანს.
– არა. მე თვითონ წავალ.
– მაშინ ტეილორი წაიყვანე. – უმკაცრდება მას ხმა.
– კარგი. – ვთანხმდები მე, მაგრამ თან თვალებს ვუტრიალებ, ის კი გათამაშებული
მრისხანებით კოპებს კრავს, მერე ისევ იცინის და თავს გვერდზე ხრის.
– ვერ ხედავ, რომ აქ არავინ არის?! – ხმა შემპარავი, დაბალი და სექსუალური აქვს, ჰმ...
ეს უკანალის აწითლების მუქარაა... მაგრამ ისის არის გამომწვევი პასუხის გაცემას
ვაპირებ, რომ მოსაცდელში ახალგაზრდა წყვილი შემოდის, ქალი ჩუმად ტირის,
მამაკაცი კი მის დამშვიდებას ცდილობს. მხრებს სიტუაციას დანებებულის
გამომეტყველებით ვიჩეჩ, კრისტიანი კი თავს მიქნევს, თავის ნოუთბუქს ხელს ავლებს,
მეორეს მე მკიდებს და ოთახიდან გავყავარ.
– მარტო დარჩენა მათ ახლა ჩვენზე მეტად სჭირდებათ. – მეუბნება ხმადაბლა. – მაგრამ
არა უშავს, მერე გავერთობით.
ტეილორი საავადმყოფოდან გასასვლელ კართან მოთმინებით გველოდება.
– წავედით, რეის დონატები და ყავა მოვუტანოთ.

***
ზუსტად ოთხ საათზე კარზე აკაკუნებენ და სასტუმროს ნომერში ტეილორს
ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებული და მოქუფრული დეტექტივი კლარკი
შემოჰყავს.როგორც ჩანს, ის მაინც მუდმივად რაღაცით უკმაყოფილო ადამიანების
რიცხვს მიეკუთვნება, ან იქნებ, უბრალოდ, ასეთი სახე აქვს, არ ვიცი...
– მისტერ გრეი, მისის გრეი, გმადლობთ, რომ შეხვედრაზე დამთანხმდით.
– საღამო მშვიდობისა, დეტექტივო. – კრისტიანი კლარკს ხელს ართმევს და ჟესტით
დაჯდომას სთავაზობს.
მეც დივანზე ვჯდები. ჰმ... სწორედ იმაზე, რომელზეც გუშინ სხეული არაამქვეყნიური
სიამოვნებით მიცახცახებდა. გუშინდელი საღამოს გახსენებისთანავე ვწითლდები.
– თუ შეიძლება, მინდა, რომ მისის გრეის გავესაუბრო. – ხაზგასმით მიმართავს კლარკი
კრისტიანს და კართან გაჭიმულ ტეილორს. კრისტიანს მზერა ტეილორზე გადააქვს,
მერე ოდნავ შესამჩნევად უქნევს თავს და ისიც ხმის ამოუღებლად ბრუნდება,
ოთახიდან გადის და ზურგს უკან კარს იხურავს.
– ყველაფერი, რაც ჩემს მეუღლეს უნდა უთხრათ, შეგიძლიათ ჩემი თანდასწრებითაც
თქვათ. – კრისტიანს ხმა ცივი და საქმიანი აქვს.
დეტექტივი კლარკი ჩემკენ ბრუნდება.
– დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი საუბრისას თქვენი ქმრის დასწრება დისკომფორტს
არ შეგიქმნით, მისის გრეი?
გაკვირვებული კოპებს ვკრავ.
– რა თქმა უნდა. დასამალი მე არაფერი მაქვს. თქვენ ხომ უბრალოდ რამდენიმე კითხვა
უნდა დამისვათ, არა?
– დიახ, მემ.
– მაშინ მინდა, რომ ჩემი ქმარი დარჩეს.
კრისტიანი ჩემ გვერდით ზის და ლამის ფიზიკურად შესაგრძნობ დაძაბულობას
ასხივებს.
– როგორც ინებებთ. – გვნებდება კლარკი და მორიდებული ჩახველებით ყელს
იწმენდს. – მისის გრეი, მისტერ ჰაიდი ამტკიცებს, რომ თქვენი მხრიდან მის მიმართ
სექსუალური ზეწოლის არაერთ ფაქტთან ერთად, თქვენგან მის თანაშემწედ მუშაობის
პერიოდში რამდენიმე უხამსი წინადადებაც კი მიიღო.
რაა?! თავს ძლივს ვიკავებ, რომ გადავიხარხარო, მაგრამ კრისტიანი გააფთრებული
გამომეტყველებით მექანიკურად წინ იწევა და ვხვდები, რომ ახლა სიცილის დრო არ
არის, ქმარს დასამშვიდებლად მუხლზე ხელს ვადებ.
– რა სისულელეა! – ცრის ის კბილებში, მაგრამ თითებზე ხელს ოდნავ ვუჭერ, რომ
გაჩუმდეს.
– ეს მტკნარი სიცრუეა. – ვაცხადებ მე მშვიდად. – სინამდვილეში ყველაფერი პირიქით
იყო. ეს ჰაიდმა მისცა თავს უხამსი წინადადების უფლება და თანაც ძალიან უხეში
ფორმით, რის გამოც გაათავისუფლეს კიდეც სამსახურიდან.
– ჰაიდი აცხადებს, სექსუალური ძალადობის შესახებ ისტორია, მისი სამსახურიდან
დათხოვნის მიზნით, თქვენი შეთხზულია, და რომ ეს თქვენი წინადადების უარყოფით
გაბრაზებულმა მისი თანამდებობის დასაკავებლად გააკეთეთ.
გაოგნებისგან კოპებს ვკრავ. ღმერთო!.. ჯეკი იმაზე გიჟი ყოფილა, ვიდრე მეგონა.
– ეს ტყუილია. – უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ მე.
– დეტექტივო კლარკ, ნუთუ ამხელა გზა იმისთვის გამოიარეთ, რომ ჰაიდის მონაჩმახი
ამ აბსურდით ჩემი მეუღლე გაგენერვიულებინათ?!
კლარკს თავისი ცისფერი თვალების ფოლადივით უტეხი მზერა კრისტიანზე გადააქვს.
– თუ შეიძლება, პასუხები მისის გრეიმ გამცეს, სერ, – ამბობს ის თავშეკავებული
სიმშვიდით და მე კრისტიანს, იმის ნიშნად, რომ თავი შეიკავოს და რამენაირად
დამშვიდდეს, ისევ ფეხზე ვუჭერ ხელს.
– შენ ვალდებული არ ხარ, ეს სისულელე ისმინო, ანა.
– მგონი, ჯობია, დეტექტივ კლარკს მოვუყვე, სინამდვილეში რა მოხდა.
კრისტიანი რამდენიმე წამის განმავლობაში არაფრის მთქმელი გამომეტყველებით
მიყურებს, მერე კი ხელის ჩაქნევით მოყოლის უფლებას მაძლევს.
– ის, რასაც ჰაიდი ამბობს, სრული ცილისწამებაა. – ვამბობ მშვიდი ხმით, თუმცა
მშვიდად ახლა ნამდვილად არა ვარ. ბრალდებებით სრულიად გაოგნებული ვარ და
ვნერვიულობ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ კრისტიანი ნებისმიერ წუთს შეიძლება
აფეთქდეს. ასეთ უნამუსო თამაშს ჯეკისგანაც კი არ ველოდი. – ერთ საღამოს მისტერ
ჰაიდმა ოფისის სამზარეულოში მარტო მომიწყვდია. მითხრა, რომ სამსახურში მისი
წყალობით ამიყვანეს და ჩემგან სექსუალური მომსახურების სახით საპასუხო
მადლიერების გამოხატვას ელოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის შანტაჟი დამიწყო,
ცდილობდა, ჩემი კრისტიანისადმი მიწერილი ელექტრონული წერილებით
დავეშინებინე, მაშინ ჯერ კიდევ კრისტიანის ცოლი არ ვიყავი და, რა თქმა უნდა, ვერც
იმას წარმოვიდგენდი, რომ ჰაიდი ჩვენს მიმოწერას კითხულობდა. ის არანორმალურია,
დეტექტივო, იმაშიც კი დამდო ბრალი, რომ კომპანიის
ხელში ჩაგდების მიზნით, ოფისში კრისტიანის შეგზავნილი ჯაშუში ვიყავი, ჰაიდმა არ
იცოდა, რომ კრისტიანს სიაიპი უკვე ნაყიდი ჰქონდა... – სამზარეულოში ჰაიდთან
ლაპარაკისა და მაშინდელი ჩემი თავზარდამცემი შიშის გახსენებაზე სასოწარკვეთილი
თავს ვაქნევ. – ბოლოს ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჰაიდი იატაკზე
გაშხლართული აღმოჩნდა...
კლარკს წარბები გაკვირვებული გამომეტყველებით შუბლზე ასდის.
– იატაკზე გაშხლართული აღმოჩნდა?
– მამაჩემი ყოფილი სამხედროა... ჰაიდი... ჰმ, შემეხო და... მამამ მასწავლა, თუ საჭირო
გახდებოდა, თავი როგორ დამეცვა.
კრისტიანის წამიერ მზერაში სიამაყე იგრძნობა.
– გასაგებია. – კლარკი მძიმედ ოხრავს და სავარძლის საზურგეს ეყუდება.
– ჰაიდის რომელიმე ყოფილ თანაშემწეს თუ ელაპარაკეთ?– თითქმის
კეთილგანწყობილი ტონით ეკითხება კრისტიანი კლარკს.
– კი, ველაპარაკეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერც ერთისგან ამის
დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი
სამსახურში სამ თვეზე მეტხანს არ გაჩერებულა, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ჰაიდი
სამაგალითო ბოსი იყო.
– ჩვენც იგივე პრობლემა გვქონდა. – ბუტბუტებს კრისტიანი.
ოჰო! მე და დეტექტივი კლარკი კრისტიანს ერთნაირად გაოგნებული სახეებით
ვაჩერდებით.
– ჩემი უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თანაშემწეთაგან ბოლო ხუთი გამოკითხა.
– რატომ?
ამჯერად ფოლადივით უტეხი მზერით კლარკს კრისტიანი აჩერდება.
– იმიტომ, რომ ჩემი ცოლი მისი თანაშემწე იყო, მე კი ყველას ვამოწმებ, ვისთანაც
ანასტასიას ასეთი სახის კონტაქტი აქვს.
დეტექტივ კლარკს თვალები უფართოვდება, მე კი ნირწამხდარი ოდნავ მხრებს ვიჩეჩ
და მორცხვად ვიღიმები, ღიმილის სათაურია – „კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება
ჩემს სამყაროში“.
– გასაგებია, – ამბობს კლარკი. – ვფიქრობ, აქ უფრო მეტია დაფარული, ვიდრე ერთი
შეხედვით ჩანს, მისტერ გრეი. ხვალ ჰაიდის ბინის უფრო საგულდაგულო ჩხრეკას
ვგეგმავთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ჰაიდს იმ ბინაში უკვე გარკვეული პერიოდია
აღარ უცხოვრია.
– ბინა ერთხელ უკვე გაჩხრიკეთ?
– დიახ, ეს განმეორებითი იქნება. ამჯერად თითის ანაბეჭდების პოვნა გვინდა.
– როს ბეილისა და ჩემი მკვლელობის მცდელობაზე ბრალდება ჯერ არ წაგიყენებიათ?
– ხმადაბლა ეკითხება კრისტიანი.
რაა?
– იმედი ვგაქვს, რომ თქვენი ვერტმფრენის დაზიანების საქმეში მეტ მტკიცებულებებს
ვიპოვით, მისტერ გრეი. გვინდა, ხელში თითის ნაწილობრივ ანაბეჭდზე მეტი
გვეჭიროს, რომ, ვიდრე ჰაიდი დაპატიმრებულია, მტკიცებულებებით სრულად
გამყარებული საქმე ავაწყოთ.
– სულ ეს არის, რისთვისაც ჩამოხვედით?
კლარკი იშმუშნება.
– დიახ, მისტერ გრეი, თუ, რა თქმა უნდა, ბარათის შესახებ რამე ახალი მოსაზრება არ
გაგჩენიათ.
ბარათის შესახებ? რა ბარათის?
– არა. როგორც უკვე გითხარით, ჩემთვის ის უბრალოდ გაუგებარია. – კრისტიანი
გაღიზიანებას ვერ მალავს. – კი მაგრამ, ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლებოდა ეს
ყველაფერი ტელეფონით გაგერკვიათ?
– უბრალოდ, როგორც ადრე უკვე აღვნიშნე, პრაქტიკული მიდგომა მირჩევნია. თანაც
თქვენთან ჩამოსვლით დეიდის მონახულების საშუალებაც მომეცა, ის აქ, პორტლენდში
ცხოვრობს, როგორც იტყვიან, ორ კურდღელს ერთად დავიჭერ. – მიუხედავად
კრისტიანის უხეში ტონისა კლარკი აუღელვებელ გამომეტყველებას ინარჩუნებს.
– გასაგებია. თუ მეტი ვერაფრით დაგეხმარებით, ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ სამუშაო
მაქვს. – კრისტიანი ფეხზე დგება და კლარკიც იმავეს იმეორებს.
– გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ, მისის გრეი. – თავაზიანად მომმართავს მე და მეც
თავაზიანადვე ვუკრავ თავს.
– კარგად ბრძანდებოდეთ, მისტერ გრეი.
კრისტიანი დეტექტივს კარს უღებს და კლარკი მიდის.
დივანზე დაღლილი და სრულიად გამოფიტული ვეშვები.
– წარმოგიდგენია, რა ნაბიჭვარია? – ფეთქდება უცებ კრისტიანი.
– ვისზე ლაპარაკობ, კლარკზე?
– არა, იმ ნაძირალა ჰაიდზე.
– ჯერ კიდევ გონს ვერ მოვსულვარ.
– არა, მაინც არ მესმის, რა თამაშს თამაშობს?! – ცრის კრისტიანი კბილებიდან.
– არ ვიცი. როგორ გგონია, კლარკმა დამიჯერა?
– რა თქმა უნდა, ანა. კლარკმა მშვენივრად იცის, რა ნაბიჭვარია ჰაიდი!
– კრისტიან, საშინლად უწმაწუწური ხარ!
– უწმაწუწური? ეს რა, სიტყვაა? – ირონიულად ეცინება მას.
– კი, სწორედაც რომ სიტყვაა! რა, არ მოგწონს?
კრისტიანი, როგორც იქნა, ფართოდ და გულღიად იღიმება, გვერდით მიჯდება,
თავისკენ მიზიდავს და ორივე ხელით მეხვევა.
– კარგი. იმ ნაძირალაზე ფიქრით თავი არ აიტკიო. წამოდი, მამაშენი მოვინახულოთ
და სიეტლში გადაყვანის საკითხზე ექიმ სლადერთან დალაპარაკება ვცადოთ.
– მითხრა, რომ არ უნდა, ტვირთად დაგვაწვეს და პორტლენდში დარჩენა ურჩევნია.
– ნუ გეშინია, რეისაც დაველაპარაკები.
– მინდა, რომ მეც რეისთან ერთად ვიმგზავრო.
კრისტიანი წამით ჩუმდება, ხმის ამოუღებლად მიყურებს და მეჩვენება, რომ უარის
თქმას აპირებს.
– კარგი. მაშინ მეც შენთან ერთად ვიქნები. სოიერი და ტეილორი მანქანებს
წამოიყვანენ. დღეს საღამოს შენს „ R8“ ზე დავსვამ.

***
მეორე დღეს რეი სიეტლის ჩრდილოდასავლეთის საავადმყოფოს სარეაბილიტაციო
ცენტრში თავის ახალ, ფართო და ნათელ პალატას ათვალიერებს. შუადღეა, მაგრამ რეის
უკვე დაღლილი გამომეტყველება აქვს. ეტყობა, ჯერ ისევ სუსტად არის, ყოველ
შემთხვევაში ვერტმფრენით მგზავრობამ გვარიანად მოქანცა.
– კრისტიანს უთხარი, რომ მისი უზომოდ მადლიერი ვარ. – მეუბნება ის ხმადაბლა.
– მამა, ამის თქმას შენ თვითონაც შეძლებ, კრისტიანი შენ სანახავად დღეს საღამოს
მოვა.
– შენ სამსახურში არ მიდიხარ?
– არ ვიცი, შეიძლება წავიდე კიდეც, მაგრამ იქამდე მინდა დავრწმუნდე, რომ აქ კარგად
მოეწყვე.
– მიდი, მიდი, წადი.პატარა ბავშვივით თავზე ნუ დამფოფინებ.
– მე მომწონს, რომ დაგფოფინებ, მამა.
ჩემი „ბლეკბერის“ ზუზუნი წუთით ლაპარაკს გვაწყვეტინებს. ტელეფონს ჩანთიდან
ვიღებ და ეკრანს დავყურებ, ვიღაცის უცხო ნომერია.
– არ უპასუხებ? – მეკითხება რეი.
– არა. არ ვიცი, ვინ არის, ასე რომ, ზარს ხმოვანი ფოსტა მიიღებს. ნახე, წასაკითხად
ჟურნალები მოგიტანე. – ვეუბნები მე და საწოლთან მდგარ ტუმბაზე დადებულ
სპორტული ჟურნალების დასტაზე ვანიშნებ.
– გმადლობ, ენი.
– დაიღალე, არა?
რეი თავს მიქნევს.
– მაშინ დაიძინე. – ვუღიმი მე და შუბლზე ვკოცნი. – კარგად, მამიკო.
– საღამომდე, საყვარელო. და გმადლობ. – რეი ხელზე ხელს მკიდებს და სიყვარულით
ოდნავ მიჭერს. – მიყვარს, როდესაც მამიკოს მეძახი, ადრინდელივით... შენი ბავშვობა
მახსენდება.
ოჰ, მამა... მეც ხელზე ხელის მოჭერით ვპასუხობ და კიდევ ერთხელ ვკოცნი.
საავადმყოფოს ცენტრალური გამოსასვლელის კარს ვაღებ და ავტოსადგომზე
გაჩერებული მანქანისა და ჩემი მომლოდინე სოიერისკენ მივდივარ, მაგრამ ვიღაცის
ძახილი მაჩერებს.
– მისის გრეი! მისის გრეი!
ვბრუნდები და ლამის სირბილით ჩემკენ მომავალ ექიმ გრინს ვხედავ, როგორც
ყოველთვის, უნაკლოდ გამოიყურება, თუმცა ცოტა არ იყოს აღელვებული
გამომეტყველება კი აქვს.
– მისის გრეი, როგორ ხართ? ჩემი შეტყობინება მიიღეთ? გირეკავდით.
– არა. – ვპასუხობ დაბნეული და თმის ყოველი ღერი სათითაოდ წიწკნას მიწყებს.
– მინდოდა გამეგო, ოთხი შეხვედრა რატომ გადადეთ.
ოთხი? ექიმ გრინს გაოგნებული შევყურებ და ხმას ვერ ვიღებ. ოთხი შეხვედრა
გადავდე? როგორ?
– იქნებ ჯობია, ამაზე ჩემს კაბინეტში დავილაპარაკოთ? სწორედ ახლა ლანჩისთვის
გამოვედი, მაგრამ... თუ თქვენ გცალიათ, შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ.
ექიმს მორჩილად თავს ვუქნევ.
– რა თქმა უნდა, მე... – დაბნეულობისგან ვერც ვხვდები, რა ვთქვა. ოთხი შეხვედრა
გადავდე? და ეს ნიშნავს, რომ ნემსის გაკეთება დაგვიანდა? ჯანდაბა!..
თითქოს ბურანში ისევ საავადმყოფოში შევდივარ და ექიმ გრინს კაბინეტისკენ უკან
მივყვები. ოთხი შეხვედრის გადადება როგორ მოვახერხე? ერთის ბუნდოვნად მახსოვს,
მახსოვს, რომ ჰანას მე თვითონ ვუთხარი, მაგრამ ოთხი? ღმერთო, როგორ?! ექიმი
გრინის ფართო კაბინეტი საკმაოდ გემოვნებით და მინიმალისტურ სტილშია
მოწყობილი.
– გმადლობთ, რომ დამიძახეთ, თორემ უკვე მივდიოდი, – ვბუტბუტებ ჯერ ისევ
თავზარდაცემული და გაოგნებული. მამაჩემი ავარიაში მოჰყვა და პორტლენდიდან აქ
ახლახან გადმოვიყვანეთ.
– ვწუხვარ. ახლა როგორ არის?
უკვე ნორმალურად, გმადლობთ, მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.
– ძალიან კარგი. ახლა გასაგებია, რატომ გადადეთ შეხვედრა გასულ პარასკევს.
ექიმი გრინი თავის მაგიდას უჯდება და კომპიუტერს რთავს.
– ჰმ... უკვე ოცდაათ კვირაზე მეტია გასული. ცოტა აგვიანებთ. ამიტომ, ვიდრე ნემსს
გაგიკეთებთ, ჯობია, ჯერ ტესტი ჩაიტაროთ.
– ტესტი? – ვიმეორებ ჩურჩულით და ერთიანად ვფითრდები.
– ფეხმძიმობის ტესტი.
ოჰ, ღმერთო, არა!
ის ხელს მაგიდის უჯრაში ყოფს.
– ხომ იცით, რაც უნდა გააკეთოთ? – მეუბნება გრინი და პატარა ფლაკონს მაწვდის. –
გახვალთ თუ არა, პირდაპირ, ჩემი კაბინეტის მოპირდაპირე მხარეს ტუალეტს
დაინახავთ. თითქოს აბსოლუტურ ტრანსში გაუცნობიერებლად ფეხზე ვდგები და
ტუალეტისკენ მივჩანჩალებ.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ეს როგორ დამემართა... თანაც ისევ? შიშისგან ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა, გული წამივა და უსიტყვოდ ლოცვის ბუტბუტს ვიწყებ:
„არა, ღმერთო, ჯერ ძალიან ადრეა, ჯერ ძალიან ადრეა, ჯერ ძალიან ადრეა“.
ექიმი გრინის კაბინეტში ვბრუნდები. ის ოდნავ, მხოლოდ ტუჩის კუთხეებით მიღიმის
და ჟესტით მაგიდასთან დაჯდომას მთავაზობს. მითითებულ სკამზე ხმის ამოუღებლად
ვჯდები და ფლაკონს ვაწვდი. ექიმი გრინი შიგ თეთრ მოგრძო ჯოხს უშვებს და
აკვირდება. ჯოხი ღია ცისფერ შეფერილობას იღებს და ის ცალ წარბს სწევს.
– ეს რას ნიშნავს? – დაძაბულობისგან სუნთქვაშეკრულს ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ
სადაცაა დავიხრჩობი.
ის სწორდება და სერიოზული გამომეტყველებით მიყურებს.
– მისის გრეი, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხმძიმედ ხართ.
რაა? არა. არა. არა. ღმერთო, არა!

თავი მეოცე
ექიმ გრინს სრულიად გაოგნებული და გაშტერებული შევყურებ. ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ გარშემო სამყარო მემსხვრევა. ბავშვი. ღმერთო, ბავშვი. არა, ბავშვი არ
მინდა... ჯერ არ მინდა. თანაც... კრისტიანი! გულის სიღრმეში ვხვდები, რომ კრისტიანი
გაგიჟდება.
– მისის გრეი, სახეზე ფერი არ გადევთ. წყალი ხომ არ მოგაწოდოთ?
– დიახ, თუ შეიძლება. – ვპასუხობ ძლივსგასაგონად. გონება მერევა, აზრებს ვერ
ვალაგებ. ფეხმძიმედ ვარ? როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო? როდის?
– როგორც ვხვდები, არ ელოდით, არა?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და თვალებგაფართოებული ისევ ექიმ გრინს
ვაჩერდები. ის გვერდზე მდგარი წყლის ჩამოსასხმელი აპარატიდან ჭიქაში წყალს
მისხამს და მაწვდის. მაცოცხლებელ სითხეს მადლიერებით ვსვამ, მაგრამ დიდად არც ეს
მშველის.
– შოკში ვარ, – ვამბობ ჩურჩულით.
– ვადის დასადგენად შემიძლია ექოსკოპია ჩაგიტაროთ. თქვენი რეაქციიდან
გამომდინარე ვვარაუდობ, რომ განაყოფიერების მომენტიდან ერთი ან ორი კვირა, ანუ
ფეხმძიმობის მეოთხე-მეხუთე კვირა უნდა იყოს. როგორც ვხვდები, სხვა სიმპტომები
აქამდე არ გქონიათ, არა?
უსიტყვოდ თავს ვაქნევ. სიმპტომები? არა, მგონი, არავითარი სიმპტომი არ მიგრძნია.
– მე მეგონა... მეგონა, რომ ეს კონტრაცეფციის საიმედო საშუალება იყო.
ექიმი გრინი ცალ წარბს მრავალმნიშვნელოვნად სწევს.
– ჩვეულებრივ ასეც არის, ოღონდ მაშინ, როდესაც ნემსის გაკეთება არ ავიწყდებათ. –
მპსუხობს ცივი ტონით.
– დრო გამეპარა... ვერ მივხვდი, რომ ვაგვიანებდი. ღმერთო, კრისტიანი ძალიან
გაბრაზდება.
– ამ თვეში მენსტრუაცია გქონდათ?
ჩაფიქრებული კოპებს ვკრავ.
– არა.
– ამ სახის კონტრაცეფციისთვის ეს ნორმალური მოვლენაა. მოდი, ულტრაბგერით
შეგამოწმებთ და ვნახოთ. მე დრო მაქვს.
სრულიად თავზარდაცემული და ჯერ ისევ თითქოს ბურანში თავის დაქნევით
ვეთანხმები და ექიმ გრინს შირმის უკან, პაციენტების გასასინჯად გამოყოფილ კუთხეში
შავი ტყავით გადაკრულ დივანთან მივყავარ.
– ქვედაბოლო და საცვალი გაიხადეთ და დაწექით. აი, შეგიძლიათ ეს პლედი
დაიფაროთ და დავიწყებთ. – მეუბნება ის ცოცხალი და საქმიანი ტონით.
საცვალი უნდა გავიხადო? მეგონა, ულტრაბგერა მუცელზე კეთდებოდა, საცვლის
გახდა რა საჭიროა? გაკვირვებული მხრებს ვიჩეჩ, მაგრამ ზედმეტ კითხვებს აღარ
ვუვსვამ და იმას ვაკეთებ, რაც ექიმმა მითხრა, მერე დივანზე ვწვები და თეთრ, რბილ
პლედს თეძოებზე ვიფარებ.
– ძალიან კარგი. – ექიმი გრინი დივნის გვერდით მდგარ სკამზე, მაგიდასთან ჯდება და
ულტრაბგერის აპარატს თავისკენ, ახლოს იგორებს, მერე მონიტორს ისე ატრიალებს,
რომ გამოსახულებას ორივე ვხედავდეთ და კლავიატურაზე თითებს აკაკუნებს, ეკრანი
მაშინვე ინთება.
– თუ შეიძლება, ფეხები მოხარეთ და ფართოდ გაშალეთ. – მეუბნება ის ისეთი ტონით,
თითქოს რაღაც სრულიად ჩვეულებრივ და ბანალურ თემაზე მელაპარაკებოდეს.
გაკვირვებული გამომეტყველებით კოპებს ვკრავ.
– ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ჩაგიტაროთ. ფეხმძიმობის
პატარა ვადის დროს ბავშვის პოვნა მხოლოდ ასე შეიძლება. – მიხსნის ექიმი გრინი და
გრძელ თეთრ ზონდს მაჩვენებს.
ღმერთო, ეს რაღაა?
– კარგი, – ვბუტბუტებ დარცხვენილი და ერთიანად გაწითლებული და მუხლებში
მოხრილ ფეხებს ვშლი. ექიმი გრინი ზონდს პრეზერვატივს აცვამს და ზედ რაღაც
გამჭვირვალე გელს უსვამს.
– მისის გრეი, შეეცადეთ მოდუნდეთ.
მოვდუნდე? როგორ უნდა მოვდუნდე, როცა აღმოჩნდა, რომ თურმე ფეხმძიმედ ვარ?!
სასაცილო არ არის, ადამიანმა ჩემგან ახლა მოდუნება მოითხოვოს? უფრო მეტად
ვწითლდები და ვცდილობ, რამე სასიამოვნოზე ვიფიქრო... მაგრამ ამწუთას ყველა ჩემი
სასიამოვნო მოგონება თუ ფიქრი, როგორც ჩანს, ატლანტიდასთან ერთად ჩაძირული
სადღაც აბსოლუტურ ქვესკნელში, ოკეანის ფსკერზე განისვენებს. ექიმი გრინი ზონდს
საშოში აუჩქარებლად და ნაზად მიცურებს. ღმერთო!..
მონიტორზე მხოლოდ რაღაც მონაცრისფრომოთეთრო უფორმო მასას ვხედავ. გრინი
ზონდს ნელა ამოძრავებს და სასოწარკვეთისა და სირცხვილისგან უკვე აღარ ვიცი, სად
გავიქცე.
– აი, – ამბობს ის. კლავიატურაზე რომელიღაც ღილაკს თითს აჭერს და მონიტორზე
გამოსახულებას აფიქსირებს, მერე თავისუფალ ხელს იშვერს და მთელ ამ მონაცრისფრო
მოთეთრო ამორფულ მასაში პატარა ლაქაზე მითითებს. პატარა, ციცქნა ლაქა, – ჩემს
მუცელში ამ ციცქნა არსებას ვხედავ. სულ ერთი ბეწოს... ღმერთო! ზონდით გამოწვეულ
დისკომფორტს უკვე აბსოლუტურად ვეღარ ვგრძნობ და მონიტორს
თვალებგაფართოებული ვაჩერდები.
– გულისცემა ჯერ არ ისმინება, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ დიახ, თქვენ ნამდვილად
ფეხმძიმედ ხართ. ვადა ალბათ ოთხი ან ხუთი კვირა იქნება. – ექიმი გრინი კოპებს
კრავს. – როგორც ჩანს, ნემსის მოქმედება დროზე ადრე შემწყდარა. რას ვიზამთ,
ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.
ისეთი გაოგნებული ვარ, რომ ხმის ამოღების თავიც არ მაქვს. ეს პაწაწინა ლაქა ბავშვია,
ნამდვილი ბავშვი. კრისტიანის შვილი. ჩემი შვილი... ღმერთო, დაუჯერებელია!
ბავშვი!
– გინდათ, სურათი ამოგიბეჭდოთ?
ჯერ ისევ ხმაჩავარდნილი თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავის დაქნევას ვახერხებ და
ექიმი გრინი თითს რომელიღაც მორიგ ღილაკს აჭერს. მერე ზონდს საშოდან
ფრთხილად მაცლის და გასაწმენდად ქაღალდის ხელსახოცს მაძლევს.
– გილოცავთ, მისის გრეი. – მეუბნება ის, მე კი პროცედურის შემდეგ ჯერ ისევ
ენაჩავარდნილი დივანზე ნელა ვჯდები. – საჭირო იქნება, რომ ჩემთან მიღებაზე,
ვთქვათ, ოთხი კვირის შემდეგ ერთხელ კიდევ მოხვიდეთ, რომ ფეხმძიმობის უფრო
ზუსტი ვადა და მშობიარობის სავარაუდო თარიღი დავადგინოთ. შეგიძლიათ ჩაიცვათ.
– გმადლობთ.
ნაჩქარევად ვიცვამ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა წავიქცევი, თავბრუ
მეხვევა და ერთმანეთში არეულ, ქაოსურ აზრებსა და გრძნობებს გონებაში ვერაფრით
ვალაგებ. ჩემს მუცელში ციცქნა, ერთი ბეწო არსება ჩასახლდა. ჩემი პაწაწინა.... შირმის
უკნიდან გამოსულს ექიმი გრინი ისევ თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდარი მხვდება.
– იქამდე კი გირჩევთ, ფოლიუმის მჟავისა და სპეციალური ვიტამინების კურსის
მიღება დაიწყოთ... და აი, გამომართვით, ეს აკრძალვებისა და რეკომენდაციების
ჩამონათვალია. ის პაკეტში ჩადებულ ვიტამინების ფლაკონსა და ფურცელზე
ჩამოწერილ სიას მაწვდის და ლაპარაკს აგრძელებს, მაგრამ მე უკვე ვეღარ ვუსმენ.
აბსოლუტურ შოკში ვარ, თავგზაარეული და გაოგნებული... ალბათ უნდა მიხაროდეს,
მაგრამ... ოცდაათი წლის მაინც რომ ვიყო, ნამდვილად გამიხარდებოდა. ჯერ უბრალოდ
ძალიან ადრეა, ღმერთო, მეტისმეტად ადრეა... ვცდილობ, რამენაირად ყელში წაჭერილ,
სულ უფრო და უფრო მზარდ პანიკას მოვერიო.
ექიმ გრინს თავაზიანად ვემშვიდობები და საავადმყოფოს შენობიდან შემოდგომის
სიგრილეში თავგზაარეული და გაოგნებული გავდივარ. ვდგამ თუ არა რამდენიმე
ნაბიჯს, სიცივისა და ცუდი წინათგრძნობისგან ერთიანად ცახცახი მიტანს. კრისტიანი
გაგიჟდება და ძალიან გაბრაზდება, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ რამდენად ძლიერად ან
რამდენად დიდხანს, ამას ჯერ ვერ ვხვდები. ყურში გაუთავებლად მისი სიტყვები
ჩამესმის: „იცი, მგონი, ჯერ მზად არა ვარ, დღის თუნდაც პატარა მონაკვეთში
გვერდიდან მოგიშორო და ვინმეს ან რამეს შენ გვერდით ყოფნის სიამოვნება გავუყო...“
ღმერთო... პიჯაკის ბორტებს მკერდზე მაგრად ვიტმასნი და,
ხელებგადაჯვარედინებული, ვცდილობ, აცახცახებული სხეული რამენაირად
დავიმორჩილო.
როგორც კი ავტოსადგომს ვუახლოვდები, სოიერი მანქანიდან გადმოდის და კარს
მიღებს, ჩემი გამომეტყველების დანახვაზე კოპებს კრავს, მაგრამ მის შეშფოთებულ
მზერას თვალს ვარიდებ და მანქანაში ვჯდები.
– საით მივდივართ, მისის გრეი? – მეკითხება ხმადაბალი, რბილი ტონით.
– სი-აი-პიში, სოიერ.
„აუდიSUV“ის უკანა სავარძლის საზურგეს ვესვენები და უკან თავგადაწეული
თვალებს ვხუჭავ. ვიცი, რომ უნდა მიხაროდეს, მაგრამ, არა, არ მიხარია. ბავშვის ყოლა
ჯერ ძალიან ადრეა და ძალიან უდროოა... ჩემს სამსახურს რა ეშველება? როგორღა
ვიმუშავებ? ან ჩემსა და კრისტიანს შორის ურთიერთობა როგორ შეიცვლება? არა. არა.
არა. ყველაფერი მოგვარდება. ჩვენ შორის ყველაფერი ძველებურად იქნება. კრისტიანს
ხომ უყვარდა პატარა მია, მახსოვს, კარიკი მიყვებოდა, და ახლაც ძალიან უყვარს... იქნებ
ჯობია, ფლინი გავაფრთხილო... იქნებ კრისტიანს არაფერიც არ ვუთხრა. იქნებ... იქნებ
უნდა... მოვიშორო. არა! საკუთარი საშინელი, ბნელი და აუტანელი ფიქრისგან
შეშინებული გულამოვარდნილი ვფხიზლდები და ხელს ინსტინქტური, დამცავი
ჟესტით მუცელზე ვიდებ. არა. არა. არა. ჩემი პატარა, ჩემი ციცქნა... წამის უსწრაფესად
თვალები ცრემლით მევსება და სახეს ერთიანად მისველებს. ღმერთო, რა ვქნა?
ფიქრებში ჩვენი ახალი სახლის წინ, მწვანე მდელოზე მორბენალი ნათელ და
ნაცრისფერთვალება, სპილენძისფერთმიანი ბიჭუნას ხატება მეჭრება, ჩემს სულსა და
გულს ერთიანად იპყრობს და თავისი სინათლითა და საოცარი შესაძლებლობებით
მნუსხავს. მე და კრისტიანი უკან მივდევთ, ბიჭი კი ხითხითითა და ჭყივილით
გაგვირბის. მერე კრისტიანი ჰაერში აგდებს და იჭერს, ბიჭი ისევ ხითხითებს, კრისტიანი
მას თეძოზე გვერდულად ისვამს და ერთმანეთზე გადახვეულები სამივე ერთად
სახლისკენ მივდივართ.
უცებ სურათი იცვლება და თვალწინ კრისტიანის ზიზღით სავსე გამოხედვა მიდგება.
ის ბრუნდება და მიდის. მე მსუქანი, მუცელგაბერილი და შეუხედავი ვარ. ის გრძელ,
სარკეებით მოპირკეთებულ დერეფანს მიუყვება და სულ უფრო და უფრო მშორდება,
იატაკიდან და სარკეებიდან ასხლეტილი მისი ნაბიჯების ხმა სულ უფრო და უფრო
მიუწვდენელ სიშორეში იკარგება და ქრება. კრისტიან!..
დენის დარტყმასავით ერთიანად, მთელი სხეულით ვცბები და მეღვიძება. არა, არა,
ღმერთო!.. კრისტიანი საშინლად გაბრაზდება.
სოიერი მანქანას გამომცემლობასთან აჩერებს თუ არა, კარს ხმის ამოუღებლად ვაღებ
და სწრაფი ნაბიჯით შენობაში შევდივარ.
– ანა, რა კარგია, რომ დაბრუნდი, როგორ ხარ? მამაშენი როგორ არის? – მეკითხება ჰანა
ჩემს კაბინეტთან მისულს, მაგრამ გახარებულ დახვედრაზე პასუხად ჰანასკენ თავს ცივი
და გაფანტული გამომეტყველებით ვაბრუნებ.
– უკეთესად. გმადლობ. ჰანა, თუ შეიძლება, ჩემს კაბინეტში შემოდი.
– რა თქმა უნდა. – მპასუხობს ის გაკვირვებული სახით დაუკან მომყვება. – რა მოხდა?
კარგად ხარ?
– მითხარი, რამდენჯერ გადადე ან გააუქმე ექიმ გრინთან ჩემი ვიზიტი?
– ექიმ გრინთან? მართალია, გადავდე, ორჯერ თუ სამჯერ, მაგრამ უმთავრესად იმის
გამო, რომ ან სხვა შეხვედრაზე იყავი, ან დროულად მისვლას ვერ ასწრებდი. რატომ
მეკითხები? რამე მოხდა?
„ის მოხდა, რომ ფეხმძიმედ ვარ!“ – ვუყვირი გონებაში, მაგრამ გარეგნულად არაფერს
ვიმჩნევ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, რომ რამენაირად დავმშვიდდე და თავი ხელში
ავიყვანო.
– ჰანა, ამიერიდან ნებისმიერი გადადებული და გაუქმებული შეხვედრა აღმინიშნე და
მერე დამატებით აუცილებლად კიდევ გამაფრთხილე. ხანდახან ვერ ვამოწმებ ხოლმე,
რა გადავდეთ და რა გადავიტანეთ.
– კარგი. – ხმადაბლა მპასუხობს ის. – მაპატიე. ანა, უნებურად რამე ხომ არ გავაფუჭე?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და ჩუმად ვოხრავ.
– თუ შეგიძლია, ჩაი მომიმზადე და მერე შემოდი, რომ მითხრა, რა გაკეთდა, ვიდრე არ
ვიყავი.
– რა თქმა უნდა. ხუთ წუთში აქ გავჩნდები. – მპასუხობს მაშინვე გამხიარულებული და
კარისკენ მკვირცხლად ბრუნდება, მე კი მიმავალს თვალს ვაყოლებ.
– ხედავ ამ გოგოს? – მარტო დარჩენილი ხმადაბლა ვეკითხები ციცქნას და საკუთარ
მუცელს დავყურებ. – ჰოდა, იცოდე, რომ ალბათ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ შენ აქ
ხარ.
მუცელზე ხელს რბილად ვისვამ და თავს სრულ იდიოტად ვგრძნობ, რომ საკუთარ
მუცელს ველაპარაკები. ჩემი პაწაწუნა, ჩემი ციცქნა... საკუთარ თავზე და ჰანაზე
გაღიზიანებული, თავს სინანულით ვაქნევ, თუმცა გულის სიღრმეში მშვენივრად
მესმის, რომ ჰანა არაფერ შუაშია.
დაღონებული და დათრგუნული კომპიუტერს ვრთავ და ფოსტაში კრისტიანის
იმეილი მხვდება.

From: კრისტიან გრეი


Subject: მენატრები
Date: 13 სექტემბერი, 2011; 13:58
To: ანასტასია გრეი

მისის გრეი,
სულ სამი საათია, რაც ოფისში მოვედი და უკვე მენატრები. იმედია, რეი ახალ
პალატაში თავს კომფორტულად გრძნობს. დედა დღის მეორე ნახევარში შეუვლის და
შეამოწმებს, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს. მე ექვსისთვის მოგაკითხავ და, ვიდრე
სახლში წავალთ, შეგვეძლება, ჯერ რეის გავუაროთ.
ასეთ გეგმაზე რას იტყვი?
შენი მოსიყვარულე ქმარი,
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
კლავიატურაზე თითებს ვაკაკუნებ და, დაბნეული, კრისტიანს მოკლე პასუხს ვცემ.

From: ანასტასია გრეი


Subject: მენატრები
Date: 13 სექტემბერი, 2011; 14:10
To: კრისტიან გრეი

ძალიან კარგი, მშვენიერია.


x
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

From: კრისტიან გრეი


Subject: მენატრები
Date: 13 სექტემბერი, 2011; 14:14
To: ანასტასია გრეი

მოხდა რამე? ხომ კარგად ხარ?


კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ჰო, კრისტიან, მოხდა და კარგად ნამდვილად არ ვარ. საშინლად ვნერვიულობ... იმაზე,


რომ გაცოფდები და წარმოდგენა არ მაქვს, რა გავაკეთო, მაგრამ ამ ყველაფრის იმეილით
მოწერას არ ვაპირებ.

From: ანასტასია გრეი


Subject: მენატრები
Date: 13 სექტემბერი, 2011; 14:17
To: კრისტიან გრეი

ნუ ნერვიულობ, კარგად ვარ, უბრალოდ, ბევრი საქმე მაქვს.


ექვსზე გელოდები.
x
ანასტასია გრეი,
სი-აი-პის მთავარი რედაქტორი

როდის ვუთხრა? დღეს საღამოს? იქნებ სექსის მერე?.. ან სექსის დროს? არა, ეს
შეიძლება ორივესთვის საშიში აღმოჩნდეს. ან იქნებ დაძინების წინ?.. თავს ხელებში
ვრგავ და მძიმედ ვოხრავ... ღმერთო, რა ვქნა?

***
– გამარჯობა, – მეუბნება კრისტიანი, როდესაც საღამოს მანქანაში ვჯდები და
შეფიქრიანებული გამომეტყველებით სახეზე მაკვირდება.
– გამარჯობა, – ვპასუხობ დათრგუნული და თავგზაარეული ბუტბუტით.
– რა მოხდა? – კოპებს კრავს ის. მე უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. ტეილორი მანქანას
ძრავს და გეზს საავადმყოფოს მიმართულებით იღებს.
– არაფერი. – იქნებ ახლა? ტეილორთან ერთად ერთ, შეზღუდულ სივრცეში ვართ და ეს
გარკვეულწილად მიცავს... ცუდი აზრი არ არის...
– სამსახურში ყველაფერი წესრიგშია? – არ მეშვება კრისტიანი.
– კი. ყველაფერი კარგად არის. გმადლობ.
– ანა, რა მოხდა? – ხმა უფრო უმკაცრდება და დაჟინებული უხდება. მე ვშინდები, ასე,
ახლა არ შეემიძლია.
– არაფერი, კრისტიან, უბრალოდ, მომენატრე და კიდევ... რეიზე ვნერვიულობდი.
გამომეტყველება საგრძნობლად უმშვიდდება.
– რეი მშვენივრად არის, დღეს, დღის მეორე ნახევარში დედას ველაპარაკე და
მითხრა, რეის მდგომარეობა იმდენად თვალშისაცემად სწრაფად უმჯობესდება, რომ
ასეთ
შედეგს არც ველოდიო. – მეუბნება კრისტიანი და ჩემს ხელს პოულობს. – ღმერთო
ჩემო,
ანა, რა ცივი ხელი გაქვს! დღეს ჭამე რამე?
ხმას ვერ ვიღებ, მაგრამ ჩემ მაგივრად პასუხს კრისტიანს ჩემი ერთიანად აწითლებული
სახე სცემს.
– ანა!.. – გაღიზიანებული ხმით მსაყვედურობს ის.
ჰო, არაფერი მიჭამია, იმიტომ,რომ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ვიცი – როგორც კი იმას
გაიგებ, რომ ფეხმძიმედ ვარ, სულ გაგიჟდები.
– საღამოს შევჭამ, მართლა ბევრი საქმე მქონდა და ვერ მოვასწარი.
კრისტიანი თავს იმედგაცრუებული გამომეტყველებით და დანანებით აქნევს.
– თუ ასე გააგრძელებ, დაცვის სამსახურის მოვალეობათა ჩამონათვალში შენს
გამოკვებასაც შევიტან!
– მაპატიე. აუცილებლად შევჭამ. უბრალოდ, ძალიან არეული დღე იყო, რეის სიეტლში
გადმოყვანა და... ათასი საქმე მქონდა.
კრისტიანს ტუჩები წვრილ, მკაცრ და ჯიუტ ხაზად ემუწება, მაგრამ აღარაფერს ამბობს,
მე კი თვალებში რომ არ ვუყურო, თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. „უთხარი!“ – დამსისინებს
ჩემი ქვეცნობიერი, მაგრამ ისევ ვერ ვბედავ, არა, ძალიან მეშინია.
ფიქრებში კრისტიანის ხმა მეჭრება.
– შეიძლება ტაილანდში გაფრენა მომიხდეს.
– როდის?
– ან ამ კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირაში.
– კარგი.
– მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე.
ყელში გაჩხერილ ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ.
– კრისტიან, გთხოვ, გაუთავებლად ერთსა და იმავეს ნუ მამეორებინებ, მე სამუშაო
მაქვს.
ის ოხრავს და გაბუტული მოზარდის გამომეტყველებით ტუჩებს ბუშტავს.
– უბრალოდ, გკითხე, ეს არის და ეს. – ბუზღუნებს უკმაყოფილო სახით.
– რამდენი ხნით მიდიხარ?
– ალბათ ერთ-ორ დღეზე მეტს არ გავჩერდები. ანა, გამაგებინე, რა გაწუხებს?
ღმერთო, რატომ არ მეშვება?!
– რაღა რა?! ჩემი საყვარელი ქმარი ისე შორს მიფრინავს, რომ...
კრისტიანი გაყინულ თითებზე მკოცნის.
– არ ინერვიულო, მალე დავბრუნდები.
– კარგი, შევეცდები... – ვეუბნები მე და თავს ძალას ვატან, რომ გავიღიმო.
საავადმყოფოში მისულებს რეი ბევრად უკეთეს ხასიათზე და ნაკლებად მობუზღუნე
გვხვდება. კრისტიანისადმი მისი მშვიდი და ჩუმი მადლიერებით გული ისე მიჩუყდება,
რომ ვიდრე ვზივარ და მისი და კრისტიანის თევზაობასა და ბეისბოლზე საუბარს
ვისმენ, წუთით დღევანდელი ახალი ამბავი და საკუთარი საფიქრალიც კი მავიწყდება.
მაგრამ რეი მალე იღლება
– მამა, ჯობია, წავიდეთ, შენ კი დაიძინე.
– გმადლობ, ანა, საყვარელო. მიხარია, რომ გამომიარეთ. დღეს დედათქვენიც იყო,
კრისტიან, და დამაიმედა, გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე
გვეგონაო... თანაც დედათქვენი თურმე „მარინერების“ ქომაგი ყოფილა!..
– კი, ასეა, და თან თევზაობაც უყვარს. – უღიმის კრისტიანი რეის და დგება.
– ჰოო... აღარც კი მეგონა, რომ ასეთი ქალები კიდევ არსებობდნენ! – იცინის რეი.
– ხვალ მოვალთ, მამა, კარგი? – ვკოცნი მე. ჩემი ქვეცნობიერი ნიშნისმოგებით ტუჩებს
იბზუებს: „ეს იმ შემთხვევაში, თუ კრისტიანი სახლში არ გამოგკეტავს... ან რამე კიდევ
უფრო საშინელებას არ ჩაიდენს“. ხასიათი წამის უსწრაფესად ისევ მიფუჭდება და გული
ტკივილით მეწურება.
– წამოდი, ანა. – მაშინვე ისევ კოპებს კრავს კრისტიანი, ხელს მკიდებს და
საავადმყოფოდან მივყავარ.
ფიქრებში ჩაძირული საჭმელში ჩანგლით ანგარიშმიუცემლად ვიქექები. მისის ჯონსმა
ქათმის „ფრიკასე“ მოამზადა, მაგრამ ლუკმა ყელში არ გადამდის. მუცელი და კუჭი
შფოთისა და აუტანელი დაძაბულობის ერთიანად დაკრუნჩხულდაჭიმულ კვანძად
მაქვს ქცეული.
– ჯანდაბა, ანა! ბოლოს და ბოლოს აღარ მეტყვი, რა ხდება? – კრისტიანი
გაღიზიანებული გამომეტყველებით თავის ცარიელ თეფშზე ჩანგალს უხეშად დებს.
თავს ვწევ და მის შეშფოთებულ მზერას ვაწყდები. – გთხოვ, ანა, უკვე ლამისაა
გავგიჟდე. ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. ვცდილობ, ყელში წაჭერილი, სულ უფრო და უფრო
მზარდი პანიკა რამენაირად დავიშოშმინო და დასამშვიდებლად ჰაერს ღრმად ვუშვებ
ფილტვებში.
უნდა ვუთხრა, სხვა გზა არ არის.
– ფეხმძიმედ ვარ.
კრისტიანი შეშდება და ძალიან ნელა სახეზე ნაცრისფერი ედება.
– რაა? – ჩურჩულებს ერთიანად გაფითრებული.
– ფეხმძიმედ ვარ, კრისტიან.
გაოგნებულს წარბები შუბლზე ასდის, ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ სიტყვების
აზრს ვერაფრით ხვდება.
– როგორ?
როგორ?! რას ნიშნავს, როგორ? რა სულელური კითხვაა! საერთოდ როგორ
ფეხმძიმდებიან?! ვწითლდები და თვალებში ჩამდგარი „შენ როგორ ფიქრობ?“ მზერით
ვუყურებ.
გამომეტყველება წამის უსწრაფესად ეცვლება და მისი სახე და მზერა გაქვავებულ
ნიღაბს ემსგავსება.
– როგორ?.. შენ ხომ ნემსს?..
ოჰ, ღმერთო!
– ნემსის გაკეთება დაგავიწყდა?
თვალებში ვუყურებ და მეტყველების უნარს ვკარგავ. ღმერთო, ძალიან გაბრაზდა...
ძალიან, ძალიან გაბრაზდა.
– ჯანდაბა, ანა! – ღრიალებს კრისტიანი და მაგიდაზე მუშტს ისეთი ძალით ურტყამს,
რომ შიშისგან ადგილზე ვხტები, მერე კი ისე სწრაფად და მკვეთრი მოძრაობით დგება,
რომ ლამის სკამს აყირავებს. – შენ ხომ მხოლოდ ერთი საქმე გევალებოდა, მხოლოდ
ერთადერთი რამე უნდა გხსომებოდა. ჯანდაბა! წარმოუდგენელია!.. ღმერთო ჩემო,
როგორ შეიძლება, ადამიანი ასეთი იდიოტი იყოს?!
იდიოტი?.. აღშფოთებისგან სუნთქვა მეკვრის. ჯანდაბა! პირს ვაღებ, მინდა ვუთხრა,
რომ ნემსი არაეფექტური აღმოჩნდა და მისი მოქმედება დროზე ადრე შეწყდა, მაგრამ
ენაჩავარდნილი ხმას ვერ ვიღებ, სასოწარკვეთისგან სული მეხუთება და თავდახრილი
ისევ საკუთარ თითებს ვაჩერდები.
– მაპატიე, – ვახერხებ ბოლოს როგორღაც ამოხრიალებას.
– გაპატიო?! ღმერთო, ჩემო! ანა, რა გაპატიო? – ღრიალებს ისევ ის.
– ვიცი, რომ შესაფერისი დრო არ არის...
– შესაფერისი დრო არ არის?! – ხმას კიდევ უფრო უწევს კრისტიანი. – რა დროზე
მელაპარაკები? გესმის, რომ სულ რაღაც ხუთი წუთია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ?!
მინდოდა, შენთვის მთელი ქვეყანა მეჩვენებინა და რა... ჯანდაბა! ამის მაგივრად
ჩასვრილ პამპერსებში და ამონარწყევში უნდა ვიცხოვროთ, არა?!
ის თვალებს ხუჭავს. ვგრძნობ, რომ ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს და რამენაირად
საკუთარ რისხვას მოერიოს, მაგრამ ბრძოლას აგებს.
– ნემსის გაკეთება დაგავიწყდა? მითხარი! თუ შეგნებულად არ გაიკეთე? – ღრიალებს
კიდევ უფრო ხმამაღლა და სრულიად გააფთრებული, მძვინვარებით ანთებული
თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს...
– არა, – ვპასუხობ ხმაჩავარდნილი ჩურჩულით. გრინთან ჰანას გადადებულ
ვიზიტებზე კრისტიანს ნამდვილად ვერ ვეტყვი, ზუსტად ვიცი, გააგდებს.
– კი, მაგრამ, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ?! – ღრიალებს ისევ.
– ჰო, მოვილაპარაკეთ. ვიცი, კრისტიან. მაპატიე.
ის ჩემს ბუტბუტს ყურადღებას არ აქცევს.
– აი, ამიტომ... ამიტომ ვცდილობ, რომ ყველაფერი თვითონ გავაკონტროლო! ზუსტად
იმიტომ, რომ რაღაც ამისმა მსგავსმა საზიზღრობამ მთელი ცხოვრება არ ჩამისვაროს!
არა... ჩემი ციცქნა არსება.
– კრისტიან, გთხოვ, ნუ მეჩხუბები. – სასოწარკვეთილს სახეზე უკვე ცრემლები
ჩამომდის.
– აი, ოღონდ მაგ წვინტლაობას მოეშვი, რა! – ზიზღიანი გამომეტყველებით
დამღრიალებს თავზე. – ჯანდაბა!.. – ის თმაზე ხელს ივლებს და ნერვიულად იჩეჩს. –
საიდან მოიტანე, საერთოდ რატომ გგონია, რომ მამობა მინდა?! – კრისტიანს
მძვინვარებისა და პანიკისგან აკანკალებული ხმა უწყდება.
ჩემთვის უცებ ყველაფერი ცხადი ხდება... მის თვალებში ჩამდგარი ეს ენით აუწერელი
შიში და თავზარდაცემა და მისი ეს უკიდეგანო მრისხანება პრობლემების წინაშე
აღმოჩენილი უძლური მოზარდის სასოწარკვეთა და მრისხანებაა... ჩემი ორმოცდაათი
ელფერი! ღმერთო, კრისტიან, მეც ძალიან მეშინია, რატომ ვერ ხედავ, რომ მეც სრულ
შოკში ვარ?!
– კრისტიან, ვიცი, რომ არც ერთი ახლა ამისთვის მზად არა ვართ, მაგრამ შენ ძალიან
კარგი, ყველაზე საუკეთესო მამა იქნები... – ვახერხებ როგორღაც ამოლუღლუღებას. –
ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ.
– ჯანდაბა, ანა! რა იცი?! – ყვირის ის კიდევ უფრო ხმამაღლა. – გამაგებინე, როგორ
შეიძლება ამაში დარწმუნებული იყო?! – უელავს ნაცრისფერი თვალები და სახეზე
ერთდროულად რამდენიმე ერთმანეთში არეული ემოციის ჩრდილი ურბენს, მაგრამ ამ
ემოციებისგან ყველაზე თვალნათელი ისევ შიშია... – ოჰ, ამის დედაც!.. ეს რა გააკეთე,
ანა?! – ღრიალებს ისევ და ორივე ხელს დამარცხებულის ჟესტით ზევით სწევს. მერე
უცებ ბრუნდება, გზად თავის პიჯაკს ავლებს ხელს და ჰოლში სწრაფი ნაბიჯით გადის.
მისი ფეხის ხმას პარკეტი ყრუ და საშინლად დამთრგუნველ ექოდ ირეკლავს... ის
ჰოლის ორმაგ კარში უჩინარდება და ზურგს უკან ერთერთს ისე ძლიერ აბრახუნებს,
რომ შიშისგან ისევ ადგილზე ვხტები.
უმოძრაო, გარინდულ და სრულიად გამოცარიელებულ უზარმაზარ სასტუმრო
ოთახში თავზარდაცემული, სრულ მდუმარებაში და სრულიად მარტო ვრჩები.
სხეულში ერთიანად სისხლის გამყინავი ცივი და აუტანელი ცახცახი მივლის და ორმაგ
კარს გაოგნებული და ცარიელი მზერით მიჩერებული ვქვავდები. კრისტიანი წავიდა...
ის ჩემგან წავიდა!
ღმერთო! მისი რეაქცია იმაზე უარესი იყო, ვიდრე მეგონა... ღმერთო!.. თეფშს გვერდზე
ვწევ, მაგიდაზე ხელებს ვდებ, თავს ვხრი და გულამოსკვნილი ქვითინი მიტყდება.
– ანა, ძვირფასო. – მესმის მისის ჯონსის ხმა და მხარზე მის მზრუნველ შეხებას
ვგრძნობ.
მაშინვე ვსწორდები და ერთიანად სველი სახის შემშრალებას ვცდილობ.
– მესმოდა, ანა... ძალიან ვწუხვარ. – მეუბნება ალერსიანი ტონით. – გინდათ,
ბალახების ჩაის მოგიმზადებთ? ან იქნებ სხვა რამე გესიამოვნოთ?
– ახლა ყველაფერს ერთი ფუჟერი თეთრი ღვინო მირჩევნია.
მისის ჯონსი დაეჭვებული, სახეზე ასახული ყოყმანის გამომეტყველებით წამით
ჩუმდება და მეც მაშინვე ჩემი ციცქნა მახსენდება. მგონი, ჩემთვის ალკოჰოლი აღარ
შეიძლება... თუ შეიძლება? ექიმი გრინის მოცემულ რეკომენდაციების და აკრძალვების
სიას უნდა გადავხედო.
– მოგიტანთ.
– არა, ჯობია, ჩაი დავლიო. – ვეუბნები დაბნეული და ცხვირს ვიწმენდ. მისის ჯონსი კი
კეთილად მიღიმის.
– ჩაი ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა.
ის მაგიდიდან თეფშებს იღებს და სამზარეულოს ზონისკენ მიდის. ძალაგამოცლილი
მეც ვდგები და უკან მივყვები, ბარის დახლთან მაღალ სკამზე ვჯდები და ჩემთვის ჩაის
მოსამზადებლად მოფუსფუსე მისის ჯონსს შევყურებ. ორსამ წუთში ის ჩემ წინ დახლზე
ორთქლადენილფინჯანს დგამს.
– რამეს ხომ არ შეჭამდით, ანა?
– არა, მეტი არაფერი მინდა, გმადლობთ.
– დარწმუნებული ხართ? თქვენ ხომ ვახშამს თითქმის არც მიჰკარებიხართ.
მისის ჯონსის მზრუნველ თვალებს წამით უსიტყვოდ შევცქერი.
– უბრალოდ, არ მშია.
– ანა, ახლა უკვე აუცილებელია, რომ სრულფასოვნად იკვებოთ, თქვენ მარტო აღარ
ხართ. ძალიან გთხოვთ, ნება მომეცით, რამე გემრიელი მოგიმზადოთ. აბა, დაფიქრდით,
რა გინდათ? – მეუბნება ის და იმედით სავსე მზერით შემომყურებს, მაგრამ ახლა
საჭმელზე ფიქრიც კი არ შემიძლია, ნამდვილად არაფერი მინდა.
რამდენიმე წუთის წინ იმიტომ, რომ ფეხმძიმედ ვარ, ჩემმა ქმარმა კარი გაიჯახუნა და
ჩემგან წავიდა. მამაჩემი სერიოზული ავტოკატასტროფის მერე საავადმყოფოში წევს, და
ყველა ბედნიერებასთან ერთად ის ნაძირალა ჰაიდი სექსუალურ ძალადობაში მდებს
ბრალს... ღმერთო! უცებ გადახარხარების დაუოკებელი სურვილი მიჩნდება და თუმცა
კი გადახარხარებისგან თავს ვიკავებ, ირონიულად მაინც მეღიმება... მუცელზე ხელს
ვისვამ...
„ხედავ უკვე რა ამბები დაატრიალე, ციცქნავ?“
მისის ჯონსი თბილი ღიმილით მიღიმის.
– რამდენი ხნის ფეხმძიმე ხართ? – მეკითხება მზრუნველი ტონით.
– ჯერ სულ პატარაა, ოთხიხუთი კვირის, ექიმმა დარწმუნებით ვერც მითხრა.
– თუ ჭამა არ გინდათ, მაშინ ჯობია, დაისვენოთ მაინც, ანა.
მისის ჯონსს თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ჩაი თან მიმაქვს და ბიბლიოთეკაში
მივდივარ... ეს ოთახი ხომ ჩემი თავშესაფარია. ჩანთიდან „ბლეკბერის“ ვიღებ და იმაზე
ფიქრს ვიწყებ, ღირს თუ არა კრისტიანთან დარეკვა. ჩემი ფეხმძიმობის ამბავი
კრისტიანისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზული თავზარდაცემაა, მაგრამ რეაქცია მაინც
მეტისმეტად მკვეთრი და მწვავე ჰქონდა. „რა, ოდესმე სხვანაირიც ჰქონია?“ თავის
იდეალურად წვრილად ამოქნილ წარბს ძგიბავს ჩემი ქვეცნობიერი. მძიმედ ვოხრავ.
ვერცხლისწყალივით ცვალებადი ორმოცდაათი ელფერი ისევ გაბრაზებულია...
– რას ვიზამთ, ასეთი მამიკო გყავს, ციცქნავ, იმედია, დაშოშმინდება... ოღონდ რაც
შეიძლება მალე და სახლში დაბრუნდება.
ჩანთიდან ექიმი გრინის მოცემულ რეკომენდაციებისა და აკრძალვების სიას ვიღებ და
წასაკითხად ვჯდები.
ყურადღებას ვერაფრით ვიკრებ. კრისტიანი ჩემგან ასე არასოდეს წასულა. ბოლო
დღეებში ის ისეთი ყურადღებიანი და კეთილი, ისეთი მოსიყვარულე იყო, რომ... დღეს
კი... საერთოდ რომ აღარ დაბრუნდეს? ღმერთო! იქნებ ჯობია, ფლინს დავურეკო?
ძალიან დაბნეული ვარ, უკვე აღარ ვიცი, რა ვქნა. კრისტიანი ყველაფერს ძალიან
მტკივნეულად აღიქვამს... და, ცხადია, არც ეს ამბავი იქნებოდა გამონაკლისი. ...თუმცა,
გასულ შაბათ კვირას, როდესაც ბევრ ისეთ ფაქტორს შევეჯახეთ, რომელიც მის
კონტროლს არ ექვემდებარებოდა, თავი ყველაფერს მშვენივრადაც გაართვა და
უზომოდ თბილი და მზრუნველიც იყო. ეს ამბავი კი კრისტიანისთვის, როგორც ჩანს,
მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა და წონასწორობა დააკარგვინა.
მას შემდეგ, რაც გავიცანი, სირთულეების გადალახვა მუდმივად მიხდება. მაგრამ რის
გამო ხდება ასე? ეს მარტო კრისტიანის ბრალია თუ ჩვენში, ორივეშია საქმე?.. ჩემს
ფეხმძიმობას რომ ვერ შეეგუოს?.. რა მოხდება? გაყრას მოითხოვს? ღმერთო! ყელში
ნაღვლის აუტანელი, მწარე გემო მაწვება... ღმერთო, არა! არა, ასე ფიქრი არ შეიძლება. ის
დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ, ვიცი... ვიცი,
მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაბრაზდა და ამდენი გულისმომკვლელი სიტყვა
მითხრა, ვუყვარვარ... მე კრისტიანს ნამდვილად ვუყვარვარ და... და ჩვენი ციცქნაც
ეყვარება. სავარძლის საზურგეს ვეყუდები და ემოციებით და ფიქრით დაღლილს
მაშინვე მეძინება.
სიცივე მაღვიძებს და თავიდან, რამდენიმე წამის განმავლობაში ვერც კი ვაცნობიერებ,
რომ ბიბლიოთეკაში ვარ. სიცივისგან აკანკალებული და მობუზული, საათისკენ
ვიხედები – თერთმეტია. უცებ ყველაფერი მახსენდება, ა, ჰო... შენ ხომ აქ ხარ, ციცქნავ!
ანგარიშმიუცემლად მუცელზე ხელს ვისვამ. კრისტიანი სადღაა? ჯერ კიდევ არ
დაბრუნებულა? ან, იქნებ... ჯდომით ძილისგან ერთიანად დაბუჟებული სავარძლიდან
ვდგები და ქმრის მოსაძებნად მივდივარ. ხუთი წუთის უშედეგო ძებნის შემდეგ
საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ კრისტიანი სახლში არ არის. იმედი მაქვს, ცუდი არაფერი
დამართია... თავში „ჩარლი ტანგოს“ დაკარგვის შემდეგ აუტანლად გაწელილი
ლოდინის საზარელი მოგონება მიტივტივდება და ერთიანად ცივი ოფლი მასხამს.
არა. არა. არა. ამის გაფიქრების უფლებაც კი არ მაქვს. ალბათ სადმე წავიდა... მაგრამ
სად? ვისთან შეიძლება წასულიყო? ელიოტთან? ან იქნებ ფლინთან? იმედია, ფლინთან
წავიდა. ისევ ბიბლიოთეკაში ვბრუნდები, „ბლეკბერის“ ვიღებ და კრისტიანს მოკლე
ტექსტურ შეტყობინებას ვუგზავნი.
“სად ხარ?„
მერე სააბაზანოში შევდივარ და აბაზანას ვავსებ. საშინლად მცივა და მაკანკალებს.
აბაზანის მიღების შემდეგ ოცდაათიანი წლების სტილში გადაწყვეტილ აბრეშუმის
ღამის პერანგსა და ხალათს ვიცვამ და სასტუმრო ოთახში გავდივარ. კრისტიანი ჯერ
ისევ არ ჩანს. გზად თავისუფალ საძინებელ ოთახში ვიხედები, ჰმ... ეს ალბათ ჩვენი
ციცქნას ოთახი იქნება. ამ აზრისგან თავადვე გაოგნებული კარს უფრო ფართოდ
ვაღებ,ოთახს ვაჩერდები და ახალ რეალობაზე ფიქრს ვიწყებ... ნეტა ოთახს ცისფრად
შევღებავთ თუ ვარდისფრად? მაგრამ სასიამოვნო ფიქრს ჩემი სახლიდან გაქცეული
ქმრის შეძრწუნებული და ერთიანად მოქცეული სახის მოგონება მიშხამავს, ჰმ, ჩემი
ქმრის, რომელიც შვილის ყოლის პერსპექტივამ ისე გააცოფა, რომ მარტოც კი დამტოვა.
ლოგინზე გადაფარებულ დალიანდაგებულ თხელ საბანს ხელს ვავლებ და მტკიცე
გადაწყვეტილებით, რომ, რა დროც უნდა დამჭირდეს, დაველოდო, სასტუმრო ოთახში
გავდივარ.
ხელის კვრასავით მკვეთრად რაღაც მაღვიძებს, რაღაც ხმაური.
– ჯანდაბა!
კრისტიანის ხმა ფოიედან მოდის. წამის მერე სიჩუმეს უცებ იატაკზე გახრიალებული
მაგიდის ჭრიალ-გრუხუნი არღვევს.
– ჯანდაბა! – ამჯერად უფრო ყრუდ ილანძღება ის.
სავარძელზე ვსწორდები და ვხედავ, რომ კრისტიანი ორმაგ კარში ყანყალით შემოდის.
ის მთვრალია. თავზარდაცემისა და ნერვიულობისგან თმის ყოველი ღერი წიწკნას
მიწყებს. ღმერთო ჩემო, კრისტიანი მთვრალია? კრისტიანი, რომელსაც სიმთვრალე
ეზიზღება...
სასწრაფოდ ფეხზე ვდგები და მისკენ მივრბივარ.
– კრისტიან, რა გჭირს? კარგად ხარ?
ის კარის წირთხლს ეყუდება.
– მისის გრეი, – ბლუყუნებს ენაარეული და ბორძიკობს.
ღმერთო, რა მთვრალია! უკვე სერიოზულად ვიბნევი და ვეღარ ვხვდები, რა ვიღონო.
– ჰეჰე... რა მაგრად გამოიყურები, ანასტასია.
– სად იყავი?
მას თითი პირთან მიაქვს და ტუჩებმობრეცილი მიღიმის.
– ჩუუ...
– მგონი, ჯობია, დაწვე, კრისტიან.
– შენთან ერთად... – იწყებს უცებ ხითხითს.
კრისტიანი ხითხითებს! კოპებს ვკრავ და რადგან სიარული კი არა, ფეხზეც კი ძლივს
დგას, ფრთხილად წელზე ვხვევ ხელს. კი მაგრამ, სად იყო? ან ასეთ მდგომარეობაში
სახლამდე როგორ მოაღწია?
– წამოდი, ჯობია, დაგაწვენ, დამეყრდენი.
– ჰმ... რა ლამაზი ხარ, ანა! – ჩემს მხრებზე ხელგადახვეული იხრება და თმაზე
მყნოსავს, მაგრამ ისე ყანყალებს, თავს ძლივს ვიკავებ, რომ მასთან ერთად იატაკზე არ
გავიშხლართო.
– კრისტიან, წამოდი, წამოდი, დაგაწვენ.
– კარგი! – თითქოს უცებ გონს მოსული მეუბნება შემართებით.
დერეფანს ბორძიკბორძიკით მივუყვებით და როგორც იქნა, საძინებელში შევდივართ.
– ლოგინი, – ბუტბუტებს ირონიული ჩაცინებით.
– ჰო, ლოგინი... – საწოლის კიდესთან მიმყავს, მაგრამ ის ხელს არ მიშვებს.
– მოდი, ჩემთან ერთად დაწექი. – მთაფლავს უნიჭო, მაცდური ღიმილით.
– კრისტიან, მგონი, ჯობია, დაიძინო.
– უჰუ... აი, ასე იწყება ყველაფერი. მსმენია, მსმენია...
რას ამბობს, ვერ ვხდები და გაკვირვებული კოპებს ვკრავ.
– რა გსმენია?
– რა და... ის, რომ ბავშვები სექსის დასასრულს ნიშნავს.
– დარწმუნებული ვარ, ასე არ არის, თორემ ყველა ოჯახში ერთ ბავშვზე მეტი არ
იქნებოდა.
ის ზემოდან არეული და გაურკვეველი ღიმილით დამყურებს.
– ჰეჰე... რა სასაცილო ხარ, ანასტასია.
– შენ კიდევ, მთვრალი.
– ჰოო, მთვრალი ვარ. – იღიმება ისევ ტუჩებმოქცეული, მაგრამ, ეტყობა, უცებ რაღაც
ახსენდება, ნელ-ნელა ღიმილი უქრება და სახეზე ტანჯვისა და უსუსურობის ჩრდილი
ურბენს. მისი ამ მზერისგან ცივი ოფლი მასხამს.
– ჰე, მიდი, კრისტიან... – ტკბილი ტონით ვეუბნები მე. ყოველთვის, როცა ამ, ჩემთვის
აუტანელ გამომეტყველებას ვხედავ, ვიცი, რომ კრისტიანის გონებაში ბავშვობის
დროინდელი ისეთი საშინელი მოგონებები ცოცხლდება, როგორიც ამქვეყნად არც ერთ
ბავშვს არ უნდა ჰქონდეს გადატანილი. – დაგაწვენ, კარგი?.. – ხელს რბილად ვკრავ, ის
ხელფეხგაშლილი ლოგინზე ეცემა და იცინის. განაწამები და ტკივილიანი
გამომეტყველება უქრება.
– მოდი ჩემთან. – ლუღლუღებს ენაარეული.
– ჯობია, ჯერ ტანსაცმელი გაგხადო.
ის მთვრალი ადამიანის სულელური, ფართო და უაზრო ღიმილით იღიმება.
– ჰოო... ეს უკვე მომწონს.
დაუჯერებელია!.. მთვრალი და საყვარლად ამჩატებული კრისტიანი რაღაც სრულიად
ახალი მოვლენაა, თუმცა ასეთი ნამდვილად უფრო მომწონს. ვიდრე გააფთრებული და
გამძვინვარებული.
– წამოიწიე, რომ პიჯაკი გაგხადო.
– ოთახი ტრიალებს.
ჯანდაბა!.. გული ხომ არ ერევა?
– კრისტიან, დაჯექი!
ის ისევ სულელივით იღრიჭება.
– მისის გრეი, რა მბრძანებელი ყოფილხართ!..
– ჰოდა, გააკეთე, რასაც გეუბნებიან, დაჯექი! – ვეუბნები მკაცრი ხმით და
დოინჯშემოყრილი თავზე ვადგავარ. ის ისევ იცინის, მერე ძლივძლივობით იდაყვებზე
იწევა და მისთვის სრულიად არადამახასიათებელი ისეთი მოუხერხებლობით
ცდილობს დაჯდომას, რომ გული მიწუხდება. როგორც იქნა, ჯდება, თუმცა არცთუ
დიდი ხნით, ისევ ლოგინზე დასახეთქებლად უკან ქანდება, მაგრამ ვასწრებ და ერთ
ხელს ჰალსტუხში ვავლებ, მეორით ნაცრისფერ პიჯაკს მხრებს უკან ვუწევ და ვხდი.
– რა კარგი სუნი აგდის, ანა.
– შენ კიდევ სპირტის სუნად ყარხარ.
– უჰუ... ბუურბონ... – სიტყვას ისეთი მონდომებით წარმოთქვამს, რომ სიცილისგან
თავს ძლივს ვიკავებ. პიჯაკს იქვე იატაკზე ვაგდებ და ჰალსტუხის კვანძის
მოშვებასვიწყებ, ის კი ხელებს თეძოებზე მადებს.
– მომწონს, ეს ხალათი ტანზე როგორ გადგას, ანა... სტასია, – ბუტბუტებს ენაარეული. –
შენ ყოველთვის ატლასი ან აბრეშუმი უნდა გეცვას, გაიგე?.. – კიდევ რაღაც
გაურკვეველს ღმუის და თეძოებზე ხელებს ზევითქვევით მისვამს, მერე უცებ მკვეთრად
თავისკენ მქაჩავს და ცხვირით მუცელში მეფლობა. – აქ კი დაუპატიჟებელი სტუმარი
გვყავს, არა?
ჩასუნთქვაც კი მავიწყდება... ოჰ, ღმერთო, კრისტიანი ჩემს მუცელში თავის ციცქნა
შვილს ელაპარაკება.
– ეს შენ არ უნდა დამაძინო ხოლმე ღამღამობით? – ეუბნება ის ისევ ჩემს მუცელს.
ღმერთო... კრისტიანი თავს სწევს და გრძელი, შავი წამწამების ქვეშიდან ზევით
მიყურებს.
– შენ ეს ქვეშაფსია ბიჭი ჩემზე მეტად გეყვარება, ანა. – ჩურჩულებს ნაღვლიანი ხმით.
– კრისტიან, თვითონაც ვერ ხვდები, რას ამბობ. ნუ სულელობ, არავინ არავისზე მეტად
არ მეყვარება!.. თანაც, საიდან მოიტანე, რომ ბიჭია, იქნებ გოგოა?
კრისტიანი კოპებს კრავს.
– გოგო... ღმერთო!.. – ის უცებ ლოგინზე ეხეთქება და თვალებზე ხელს იფარებს.
რადგან ჰალსტუხის კვანძის მოშვება უკვე მოვახერხე, ვიხრები, რომ ფეხზე გავხადო.
თასმებს ვუხსნი, ჯერ ერთ, მერე მეორე ფეხზე ფეხსაცმელს ვხდი, და წინდებსაც ზედ
ვაყოლებ. ვსწორდები და ვხვდები, ფეხსაცმლის გახდაზე წინააღმდეგობა რატომ არ
გამიწია, ის საბოლოოდ გათიშულია და ჩუმად ხვრინავს და ღრმად სძინავს. ვდგავარ და
ვუყურებ. ღმერთო, რა სიმპათიური და ლამაზია, ასეთიც კი, გათიშული და მხვრინავი...
გამოქანდაკებულივით ტუჩები გახსნია და თმააჩეჩილს ხელი თავს ზემოთ, ლოგინზე
უდევს... ამწუთას მშვიდ, მოდუნებულ სახეზე საოცრად ახალგაზრდული იერი აქვს,
თუმცა ის, ცხადია, ახალგაზრდაც არის, მაგრამ... ჩემი ახალგაზრდა, მთვრალი და
უბედური ქმარი. ის აზრი, რომ ის ჩემი ფეხმძიმობის გამოა უბედური, გულზე მძიმე
ლოდად მაწვება.
ყოველ შემთხვევაში, სახლში მაინც დაბრუნდა, დღეს ესეც მიხარია... საინტერესოა,
სად იყო? კარგი... არა მგონია, რომ კრისტიანის ლოგინში სწორად დაწვენის ან
ბოლომდე გახდის ძალა მეყოს, მით უმეტეს, რომ საბანზე ზემოდან წევს, ამიტომ
სასტუმრო ოთახში ვბრუნდები, სავარძლიდან იმ საბანს ვიღებ, რომელშიც კრისტიანის
დაბრუნებამდე ვიყავი გახვეული და ისევ საძინებლისკენ მივდივარ.
მას ისევ ღრმად სძინავს, მოშვებული ჰალსტუხი და ქამარი ჯერ ისევ ზედ უკეთია,
ამიტომ მის გვერდით, ლოგინზე მუხლებით ვხოხდები, ჰალსტუხსაც ვაძრობ და
პერანგის ზედა ღილსაც ფრთხილად ვუხსნი. კრისტიანი ძილში რაღაცას ლუღლუღებს,
მაგრამ არ ეღვიძება. მერე ქვემოთ ვინაცვლებ და ქამრის გახსნას ვიწყებ, ძლიერად,
თუმცა კი ფრთხილად ვქაჩავ და გაჭირვებით, მაგრამ საქამრეებიდან მაინც ვაძრობ. ამ
წვალებაში პერანგი შარვლის სათავიდან ეჩაჩება და ბოქვენისკენ ჩამავალი თმის
წვრილი ბილიკი უშიშვლდება... ჰმ, თავს ვერ ვიკავებ, ვიხრები და მუცელზე ნაზად
ვკოცნი. კრისტიანი ინძრევა, თითქოს თეძოს ჩემკენ წამოწევასაც კი ცდილობს, მაგრამ
ყველაფერს მძინარე აკეთებს, არ ეღვიძება.
ვსწორდები და ისევ ზემოდან დავყურებ. ჩემი ორმოცდაათი ელფერი... ოჰ, კრისტიან,
რა მოგიხერხო?.. ვიხრები და თმაში თითებს ვუცურებ, ღმერთო, რა რბილი თმა აქვს...
მერე საფეთქელზე ვკოცნი.
– მიყვარხარ, კრისტიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მთვრალი ხარ და ღმერთმა
იცის, სად იწანწალე, მაინც მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.
– ჰმმმ... – ღმუის რაღაც გაუგებარს ძილში. მე საფეთქელზე კიდევ ერთხელ ვკოცნი,
ლოგინიდან ვძვრები და დალიანდაგებულ საბანს ვაფარებ. ალბათ ჯობია, გვერდით
ასევე, გარდიგარდმო მივუწვე... კარგი აზრია, სწორედ ასე მოვიქცევი.
მაგრამ იქამდე კრისტიანის ტანსაცმელი უნდა მოვაწესრიგო. თავს ვაქნევ და ჯერ
იატაკზე დაყრილ წინდებსა და ჰალსტუხს ვიღებ, მერე კი პიჯაკს და ხელზე ვიკიდებ.
უცებ მისი პიჯაკის ჯიბიდან „ბლეკბერი“ ცურდება და იატაკზე ვარდება. ტელეფონს
ვიღებ, მაგრამ აღებისას სმარტფონს უნებურად ბლოკირება ეხსნება. ეკრანი ინთება და
ესემესების ჩამონათვალი ჩნდება... ჩემი შეტყობინება, ჩემის ზევით კი კიდევ ერთ
შეტყობინებას ვხედავ...
ჯანდაბა! მთელ სხეულზე ერთიანად ცივი ოფლი მასხამს და თმის ყოველი ღერი
წიწკნას მიწყებს.
“ძალიან გამიხარდა, რომ გნახე. ახლა უკვე მესმის. ნუ ნერვიულობ, შენ
არაჩვეულებრივი მამა იქნები„.
ესემესი იმისგან არის. მისის ელენა ძუკნა რობინსონისგან!ჯანდაბა!.. აი, თურმე სად
იყო, ელენას შეხვედრია...

თავი ოცდამეერთე
საუკუნედ ქცეული რამდენიმე წამის განმავლობაში თავზარდაცემული დავყურებ
ტელეფონს, მერე თავს ნელა ვწევ და მზერა მძინარე ქმარზე გადამაქვს, ჩემს ქმარზე,
რომელიც ღამის ორის ნახევრამდე თურმე იმ პედოფილ ძუკნასთან ერთად სვამდა,
ახლა კი ვითომც აქ არაფერი, სრულიად უცოდველი და უშფოთველი
გამომეტყველებით, გალეშილს სძინავს და ჩუმად ხვრინავს.
ოჰ, ღმერთო!.. არა, არა, არა! წარმოუდგენელია... ამის დაჯერება ისე მიჭირს, რომ ძალა
ერთიანად მეცლება, ფეხები მიდუნდება და საწოლის გვერდით მდგარ სკამზე ნელა
ვჯდები. ეს როგორ გააკეთა? იმასთან როგორ წავიდა? ყელში მოწოლილი
დამახრჩობელი და სულის შემხუთველი ბოღმა თვალებიდან სიმწრის ცრემლებად
მსკდება და სახეს ერთიანად მისველებს. მისი გააფთრების, შიშის, ჩემთვის
დაყვირებისა და ამ გააფთრების ჩემზე გადმონთხევის სურვილის გაგებაც შემიძლია და
პატიებაც, მაგრამ ამის... ამ ღალატის?.. არა! ეს უკვე მეტისმეტია. სკამზე ფეხებს ვიკეცავ,
მუხლები მკერდთან მიმაქვს და საკუთარი თავისა და ჩემი პაწაწინა არსების დამცავი
ჟესტით ორივე ხელს ფეხებზე ვიხვევ. ღმერთო... წინ და უკან ნელა ვქანაობ და
გულამომჯდარი ჩუმად ვტირი. აბა, რას ველოდი, რომ გავხტი და ასე ნაჩქარევად
ცოლად გავყევი? ღმერთო, მე ხომ ვიცოდი... ვიცოდი, რომ რაღაც ასეთი მოხდებოდა!
რატომ? რატომ? რატომ? ეს როგორ გამიკეთა? იმასთან როგორ გაიქცა, ვისაც,
მშვენივრად იცის, რომ ვერ ვიტან? როგორ, ღმერთო?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
ღრმად გულში რაღაც თუ ვიღაც დანას მასობს, სასტიკი აუღელვებლობით ნელა
მიტრიალებს და შუაზე მიფატრავს... ღმერთო, ის ქალი ჩემი ცხოვრებიდან არასდროს
აღარ უნდა გაქრეს? ნუთუ კრისტიანი ყოველთვის იმასთან ირბენს?
თვალებიდან ნიაღვრად ჩამოდინებული ცრემლების მიღმა ლოგინზე გაწოლილი
კრისტიანის ფიგურა იდღაბნება და ციმციმებს... ოჰ, კრისტიან! მე მას ცოლად იმიტომ
გავყევი, რომ მიყვარს... მიყვარს! და სულის სიღრმეში ისიც ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ,
ვიცი, დარწმუნებული ვარ! მისი უსაშველოდ თბილი და სიყვარულის გამომხატველი
დაბადების დღის საჩუქარი მახსენდება – „ჩვენი ყველა „პირველად ცხოვრებაში“
განცდილი სიხარულისთვის, ჩემი უსაყვარლესი ცოლის რანგში პირველ დაბადების
დღეს გილოცავ, ანა! მე შენ მიყვარხარ. კ. ხ“.
არა, არა, არა! არ მჯერა!.. მთელი ცხოვრება, აი, ასე, ორი ნაბიჯი წინ – სამი ნაბიჯი უკან
სვლით უნდა ვიაროთ?! არა, წარმოუდგენელია! კრისტიანთან ხომ ყოველთვის ასეა,
ყოველი ჩვენი უკან დახევისა და წამოჭრილი პრობლემის შემდეგ მილიმეტრმილიმეტრ,
მაგრამ აუცილებლად წინ მივდივართ, აუცილებლად... არა, ის გონს მოვა, აუცილებლად
გონს მოვა... მაგრამ მე? ამის პატიება როგორ შევძლო? ღმერთო, ასეთი ღალატის!..
მახსენდება, როგორი იყო ამ უკანასკნელი საოცარი შაბათკვირის განმავლობაში,
მახსენდება მისი ჩუმი და უსიტყვო მხარდაჭერა, როდესაც მამა ინტენსიური თერაპიის
განყოფილებაში იწვა... ჩემს დაბადების დღეზე მოწყობილი სიურპრიზი, როდესაც
ყველა ჩვენი ნათესავი და მეგობარი შეკრიბა... „ჰიტმანის“ წინ ხალხის თანდასწრებით
როგორ გადამაყირავა და ყველას თვალწინ როგორ მკოცნიდა... ოჰ, კრისტიან! მე შენ
მიყვარხარ... შენ კი ჩემს ნდობას და რწმენას საშინლად ბოროტად იყენებ. მაგრამ ახლა
მარტო აღარა ვარ. ხელს მუცელზე ვიდებ. არა, მე შენ იმის უფლებას არ მოგცემ, რომ მე
და ჩვენს ამ ციცქნას ასე მოგვექცე!.. ექიმმა ფლინმა მითხრა, რომ უნდა ვენდო, მაგრამ
არა, ახლა ის შემთხვევა არ არის, როდესაც მის ნდობას შევძლებ, ამჯერად არა! უკვე არა
ტკივილისა და წყენის, არამედ გაბრაზებისგან აკანკალებული სახეს ვიმშრალებ და
ცხვირს ხელით ვიწმენდ.
კრისტიანი ინძრევა და გვერდზე ბრუნდება, საწოლის კიდეზე ჩამოშვებულ ფეხებს
იკეცავს და საბნის ქვეშ იკუნტება. მერე თითქოს რაღაცას ეძებსო, ხელს იშვერს და
ლოგინზე აფათურებს, ბუზღუნებს, კოპებს კრავს, მაგრამ არ ეღვიძება, წინ
ხელგაშვერილი ისევ ღრმა ძილში იძირება.
ოჰ, კრისტიან, კრისტიან, მართლაც რომ ორმოცდაათი ელფერი ხარ... რა მოგიხერხო?
ნეტა გამაგებინა, რა ჯანდაბა გინდოდა იმ პედოფილ ძუკნასთან? რას აკეთებდი?..
გამაგებინე, რას? არა, ეს აუცილებლად უნდა ვიცოდე! მზერა ისევ ჩემთვის ამაზრზენ
ტექსტზე გადამაქვს და ნაჩქარევად გეგმას ვსახავ. თავს რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვით
ვიმშვიდებ და შეტყობინებას ჩემს „ბლეკბერიზე“ ვაგზავნი. პირველი ნაბიჯი
გადადგმულია. მერე ჩქარჩქარა სხვა შეტყობინებებს ვათვალიერებ, ეს ემესები
ელიოტისგან, ანდრეასგან, როსისგან და ჩემგან, ელენასგან მეტი არაფერია. ძალიანაც
კარგი! მეტნაკლებად იმით დამშვიდებული, რომ კრისტიანს იმ ქალისთვის არ
მიუწერია, პროგრამიდან გამოვდივარ და გულამოვარდნილი ვშეშდები. ღმერთო!..
კრისტიანის „ბლეკბერის“ ფონი მხოლოდ ჩემი ფოტოებით არის აჭრელებული,
სხვადასხვა ადგილასა და პოზაში გადაღებული ანასტასიას პორტრეტების
კალეიდოსკოპი – ჩვენი თაფლობის თვე, ამასწინანდელი, იახტაზე გატარებული
შაბათკვირა, ასპენი და ხოსეს გადაღებული რამდენიმე ფოტო... ღმერთო! ამ
ფოტოკოლაჟის გაკეთება როდისღა მოასწრო?.. ალბათ დიდი ხნის წინარა, მაგრამ...
თვალი იმეილების ფაილისკენ გამირბის და ერთიანად ცდუნება მიპყრობს...
კრისტიანის მიმოწერას თუ წავიკითხავ, ბოლოს და ბოლოს გავიგებ იმ ქალთან აქამდეც
რამე კავშირი ჰქონდა თუ არა... მაგრამ მინდა კი ამის ცოდნა? ნეფრიტისფერ მწვანე
აბრეშუმში გამოკვართული ჩემი შინაგანი ქალღმერთი ტუჩებს ჯიუტად პრუწავს და
თავს თანხმობის ნიშნად დაჟინებით მიქნევს. ისე, რომ წამცდარი ხელის გაჩერებას ვერ
ვასწრებ, მის პირად ცხოვრებაში ვიჭრები.
ფოსტაში ასობით იმეილია, წერილებს თვალს ნაჩქარევად ვავლებ... თითქმის ყველა
ჩემთვის არაფრის მთქმელი და უინტერესოა... უმეტესი ნაწილი როსისგან, ანდრეასგან,
ჩემგან და კომპანიის თანამშრომლების გაგზავნილია, პედოფილი ძუკნასგან წერილი არ
არის და ჩემდა სასიხარულოდ – არც ლაილასგან. ყურადღებას ბარნი სალივანისგან,
კრისტიანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლისგან გაგზავნილ წერილზე
ვამახვილებ, გზავნილის თემაა – „ჯეკ ჰაიდი“. დამნაშავის მზერით ნაჩქარევად
კრისტიანისკენ ვიხედები, მას ისევ მშვიდად სძინავს და ჩუმად ხვრინავს... ჰმ,
კრისტიანის ხვრინვა ადრე არასდროს მომისმენია. კარგი... ბარნის წერილს ვხსნი.

From: ბარნი სალივანი


Subject: ჯეკ ჰაიდი
Date: 13 სექტემბერი, 2011; 14:09
To: კრისტიან გრეი
ქალაქში დამონტაჟებული საგზაო კამერების ჩანაწერის შემოწმების შედეგად
დავადგინეთ, რომ თეთრი „ვენი“ საუთირვინგსტრიტის გარდა სხვაგან არსად
გამოჩენილა, შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ჰაიდი სადღაც ამ რაიონში გაჩერდა.
როგორც უკვე უელჩმა მოგახსენათ, მანქანის დამქირავებელმა ვიღაც უცნობი ქალის
ყალბი მართვის მოწმობა წარადგინა, თუმცა მასა და საუთირვინგსტრიტს შორის
კავშირის დადგენა ჯერჯერობით არ ხერხდება. ამ რაიონში მცხოვრებ „გ.ე.ჰ.“სა და
„სიაიპი“ში მომუშავე თანამშრომლების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას წერილზე
მიბმულ ფაილში ვაგზავნი, ეს ფაილი უელჩსაც გავუგზავნე.
გამომცემლობაში არსებულ ჰაიდის კომპიუტერში მის ყოფილ თანაშემწეებთან
დაკავშირებული არავითარი ინფორმაცია არ არის.
თქვენთვის გამოსაგზავნი შეხსენების სახით გიგზავნით სი-აი-პიში ჰაიდის
კომპიუტერიდან ამოღებული მასალის ჩამონათვალს:
გრეების მისამართები:
ხუთი ბინა სიეტლში, ორი დეტროიტში
დაწვრილებითი რეზიუმე:
კარიკ გრეის
ელიოტ გრეის
კრისტიან გრეის
ექიმ გრეის ტრეველიანის
ანასტასია სტილის
მია გრეის შესახებ
საგაზეთო და ინტერნეტსტატიები
ექიმ გრეის ტრეველიანის
კარიკ გრეის
კრისტიან გრეის
ელიოტ გრეის შესახებ
ფოტოსურათები:
კარიკ გრეის
ექიმ გრეის ტრეველიანის
კრისტიან გრეის
ელიოტ გრეის
მია გრეის
მისტერ გრეი, გამოძიებას ვაგრძელებ, ვნახოთ, იქნებ კიდევ რამე საინტერესო
აღმოვაჩინო.
ბ. სალივანი უსაფრთხოების სამსახურის, ინფორმაციული ტექნოლოგიების
განყოფილების უფროსი.

ეს უცნაური იმეილი დროებით საკუთარ მწარე საფიქრალსაც კი მავიწყებს.


ჩამონათვალში გვარების სანახავად თითს მიბმული ფაილის „გახსნას“ ვაჭერ, მაგრამ არ
იხსნება, როგორც ჩანს, ფაილის მოცულობა სმარტფონზე გასახსნელად მეტისმეტად
დიდია.
რას ვაკეთებ? უკვე გვიანია, მე კი საშინლად მძიმე დღე მქონდა... კრისტიანის
ელექტრონულ ფოსტაში არც იმ პედოფილი ძუკნასგან და არც ლაილა უილიამსისგან
წერილები არ არის და მეტნაკლებად ვმშვიდდები. სწრაფი მზერა საათზე გადამაქვს,
ღამის სამი საათი დაიწყო. დღეს წარმოუდგენელი და უცნაური მოვლენების დღე იყო,
გავიგე, რომ მალე დედა გავხდები, ჩემი ქმარი კი ამის გამო მტერს შეხვდა... კარგი,
რადგან ასეა, ყველაფრის გადახარშვა თვითონ მოუწევს. მე დღეს აქ არავითარ
შემთხვევაში არ დავიძინებ, ვნახოთ, რა ხასიათზე დადგება ხვალ, მარტოს რომ
გაეღვიძება.
კრისტიანის „ბლეკბერის“ საწოლთან, პატარა მაგიდაზე ვდებ და ლოგინის გვერდზე,
იატაკიდან ჩემს ჩანთას ვიღებ, მერე თვალს ანგელოზივით უცოდველი ძილით მძინარე
იუდას უკანასკნელად ვავლებ და საძინებლიდან გავდივარ. თამაშების ოთახის
სათადარიგო გასაღები თავის ადგილას – საკუჭნაოში ჩამოკიდებულ პატარა თაროზე
დევს, გასაღებს ხელს ვავლებ და ზევით ავდივარ. კარადიდან, სადაც ლოგინის
თეთრეული ინახება, ბალიშს, საბანსა და ზეწარს ვიღებ, თამაშების ოთახში შევდივარ
და შუქს ვანთებ. უცნაურია, რომ ამ ოთახის სუნი და საერთოდ გარემო ჩემზე ასე
დამამშვიდებლად მოქმედებს, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ
უკანასკნელად, როდესაც მე და კრისტიანი აქ ვიყავით, შემაჩერებელი სიტყვა
წარმოვთქვი. ოთახში შესული კარს ვკეტავ და გასაღებს შიგვე ვტოვებ. დილას
კრისტიანი ჩემს ძებნას დაიწყებს, კარი, როგორც ყოველთვის, დაკეტილი იქნება და, არა
მგონია, მიხვდეს, რომ აქ ვარ, მაგრამ კარში ჩატოვებული გასაღებით თავს უფრო
მშვიდად ვიგრძნობ.
დივანზე ვწვები, საბანში კარგად ვეხვევი და ჩანთიდან ჩემს „ბლეკბერის“ ვიღებ.
ტექსტურ შეტყობინებებს ვამოწმებ, იმ პედოფილის ესემესს ვპოულობ, გადაგზავნის
ღილაკს ვაჭერ თითს და ტექსტს ვკრეფ:
“ხომ არ გირჩევნია, რომ ადრე თუ გვიან, როცა ამ შეტყობინებაზე ვილაპარაკებთ,
თავისი აზრის გამოსათქმელად, საუბრისას მისის ლინკოლნიც მოვიწვიოთ? ამ
შემთხევაში, მერე მასთან გაქცევის საჭიროებაც მოგეხსნება. შენი ცოლი„
თითს „გაგზავნის“ ღილაკს ვაჭერ, ტელეფონი „უხმო“ რეჟიმზე გადამყავს და საბნის
ქვეშ ვიბუზები. მიუხედავად ჩემი ამყოყოჩობისა, კრისტიანის საქციელის საშინელებით
იმდენად ვარ თავზარდაცემული, რომ ერთიანად ვცახცახებ. ეს ყველაფერი ხომ სულ
სხვანაირად უნდა მომხდარიყო, ღმერთო, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ცოტა ხანში
შვილი გვეყოლება და მშობლები გავხდებით! გონებაში ის წამი მიცოცხლდება,
როდესაც კრისტიანს ვუთხარი, რომ ფეხმძიმედ ვარ, მაგრამ რეალობას ვცვლი,
ფანტაზიებში ვეშვები და თვალწინ ის მიდგება, სიხარულისგან თვალებანთებული
კრისტიანი როგორ ეშვება ჩემ წინ მუხლებზე, როგორ მეხვევა და როგორ მეუბნება, რომ
მე და ჩვენი პაწაწინა შვილი ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარვართ.
რეალობა კი ის არის, რომ BDSM ფანტაზიებისთვის განკუთვნილ თამაშების ოთახში
მარტო ვწევარ და ვიყინები. უცებ თავს რატომღაც ძალიან დაბერებულად, იმაზე
ბევრად უფროსად აღვიქვამ, ვიდრე ვარ... ჩვენი ხასიათების გამო, პრობლემური
საკითხების გადაჭრისას, ვიცი, რომ კრისტიანისგან წინააღმდეგობას ყოველთვის უნდა
ველოდე, მაგრამ ამჯერად მეტისმეტი მოუვიდა! არ მესმის... საერთოდ რაზე ფიქრობდა,
როცა იმ ქალთან მირბოდა? კი, ბატონო, რაკი ომი უნდა, ომს მიიღებს! იმაზე თვალის
დახუჭვას, რომ, როგორც კი პრობლემა გაჩნდა, ქალის სახემიღებულ იმ ურჩხულთან
გაიქცა, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ. არჩევანის გაკეთება მოუწევს! ან მე და ჩვენი
შვილი, ან ის ძუკნა! გულმოსული ჩუმად ვსრუტუნებ და თვალები ისევ ცრემლით
მევსება, მაგრამ დაღლილობა და დაძაბულობა თავისას შვრება და მალევე მეძინება.
მკვეთრად, თითქოს ხელის კვრისგან მეღვიძება და რამდენიმე წამის განმავლობაში
ვერც კი ვხვდები, სად ვარ... ა, ჰო, თამაშების ოთახში. რადგან აქ ფანჯრები არ არის,
წარმოდგენა არა მაქვს, რომელი საათია, კარის სახელურს კი ვიღაც აგრიხინებს.
– ანა! – ყვირის კრისტიანი დერეფნიდან. ერთიანად ვშეშდები, მაგრამ კრისტიანს
დაკეტილი კარის გაღება თავშიც არ მოსდის და რამდენიმე წამში ხმები თამაშების
ოთახს შორდება, მერე კი სულ უფრო და უფრო შორიდან მომავალი და ყრუ ხდება.
შვებით ამოსუნთქვის საშუალება მეძლევა და ტელეფონზე საათს დავყურებ, რვას ათი
აკლია, მაგრამ გარდა ამისა, ოთხი უპასუხო ზარი და ორი ხმოვანი შეტყობინება
მხვდება. სამი უპასუხო ზარი კრისტიანისგან, ერთი კეიტისგან, ოჰ, ღმერთო, ოღონდ ეს
არა! როგორც ჩანს, კეიტს დაურეკა... ხმოვანი შეტყობინებების მოსმენის დრო არ მაქვს,
სამსახურში დაგვიანება არ მინდა.
ვდგები, საბანში ვეხვევი, ჩანთას ვიღებ და კართან მივდივარ, გასაღებს ფრთხილად
ვატრიალებ და გარეთ ვიხედები. არავინ ჩანს. ჯანდაბა!.. რაღაც მეტისმეტად
მელოდრამატული სცენარი გამომდის. საკუთარ თავს თვალებს ვუტრიალებ, კიდევ
ერთი ღრმად ჩასუნთქვით თავს ვიმშვიდებ და ქვევით ჩავდივარ. სასტუმრო ოთახის
კართან ტეილორი, სოიერი, რაიანი და მისის ჯონსი დგანან, მათ წინ კი კრისტიანი და
სათითაოდ ყველას განკარგულებებს აძლევს. ჩემი ფეხის ხმაზე ყველა ერთდროულად
ჩემკენ ბრუნდება და თვალებგაფართოებული მაჩერდება.
კრისტიანს ისევ ის პერანგი და შარვალი აცვია, რაც გუშინ, ერთიანად დაჭმუჭნილი და
აჩაჩული სრულიად გაფითრებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც სულის
შემხუთველად სიმპათიურია. ნაცრისფერი თვალებით ისიც სხვებივით
თვალებგაფართოებული მიყურებს, მაგრამ ამ მზერაში შიში უფრო იკითხება თუ
გააფთრება, რთული სათქმელია.
– სოიერ, წასასვლელად ოც წუთში ვიქნები მზად. – ვბუტბუტებ ხმადაბლა და მხრებზე
შემოხვეულ საბანში უფრო მჭიდროდ ვეხვევი.
სოიერი თანხმობის ნიშნად თავს მიკრავს და ყველას მზერა უცებ ჯერ ისევ ჩემზე
მოჩერებულ კრისტიანზე ინაცვლებს.
– ისაუზმებთ, მისის გრეი? – მეკითხება მისის ჯონსი, უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
– არა, გმადლობთ. არ მშია.
ის ტუჩებს უკმაყოფილოდ მუწავს, მაგრამ არაფერს ამბობს.
– სად იყავი? – როგორც იქნა, მეტყველების უნარი უბრუნდება კრისტიანს, ხმა დაბალი
და ჩახრინწული აქვს. სოიერი, ტეილორი, რაიანი და მისის ჯონსი – ორნი ტეილორის
კაბინეტში, ერთი ფოიეში, ერთიც სამზარეულოში, ჩასაძირად განწირული გემიდან
გაქცეული ვირთხებივით აქეთიქით იფანტებიან.
კრისტიანს ყურადღებას არ ვაქცევ და საძინებლისკენ მივდივარ.
– ანა, – მეძახის ის უკნიდან. – მიპასუხე.
უკვე საძინებელში შესულს უკან გამოყოლილი კრისტიანის ნაბიჯების ხმა მესმის,
ამიტომ თავს სააბაზანოს ვაფარებ და სასწრაფოდ კარს ვკეტავ.
– ანა! – მიბრახუნებს ის თითქმის მაშინვე კარზე. მე კი იმის ნიშნად, რომ მასთან
დალაპარაკებას არ ვაპირებ და თავი დამანებოს, საშხაპე კაბინაში წყალს ვუშვებ, მაგრამ
ის ისევ აბრახუნებს. – ანა, ახლავე კარი გააღე, ანა!
– წადი აქედან!
– არსადაც არ წავალ.
– როგორც გინდა.
– ანა, გთხოვ.
ბრახუნით გამოწვეულ უსიამოვნო განცდას რომ რაც შეიძლება მალე დავაღწიო თავი,
წყლის ნაკადის ქვეშ ვდგები. ოჰ, რა თბილია! კასკადად თავზე დაშვებული
მაცოცხლებელი წყლის ნაკადი გუშინდელი ღამის გასავათებასა და ტკივილებს
მირეცხავს... ოჰ, ღმერთო, რა კარგია!.. და წამით, სულერთი წამით თავს ვიტყუებ, რომ
ცუდი არაფერი მომხდარა, რომ ყველაფერი მშვენივრად არის... გულმოდგინედ ვბანაობ
და იმ დროისთვის, როდესაც შხაპის მიღების მთელ პროცედურას ვამთავრებ, თავს
ბევრად უკეთ ვგრძნობ, ძალაც მემატება და სატვირთო მატარებლის, სახელად კრისტიან
გრეის დასახვედრადაც მზად ვარ. ერთ პირსახოცს თავზე ჩალმასავით ვიკოკოლავებ,
მეორით კი ტანს ჯერ ნაჩქარევად ვიმშრალებ, მერე ტანზე ვიხვევ.
სააბაზანოს კარს ვაღებ და გავდივარ. კრისტიანი ზურგს უკან წაღებული ხელებით
სააბაზანოს მოპირდაპირე კედელზე მიყუდებული დგას და ხაფანგში გაბმული
მხეცივით შფოთიანი და ფრთხილი გამომეტყველებით მიყურებს. კრისტიანს გვერდს
უსიტყვოდ ვუვლი და ოთახგარდერობში შევდივარ.
– შენი საქციელი ჩემს იგნორირებად უნდა ჩავთვალო? – მეკითხება ოთახში
შემოსასვლელ კართან მდგარი.
– როგორ მიხვდი? – ვპასუხობ უყურადღებო, გაუცხოებული ბუტბუტით და დღეს
ჩასაცმელი ტანსაცმლის არჩევას ვაგრძელებ. ა, ჰმ, რა თქმა უნდა, იისფერი კაბა!.. კაბას
საკიდიდან ვხსნი, მკლავზე ვიკიდებ, მეორე ხელს მაღალყელიან და მაღალქუსლიან
ჩექმას ვავლებ და გარდერობიდან გასასვლელად კართან მივდივარ, მაგრამ ვჩერდები,
ვიცდი, რომ კრისტიანმა გზა დამითმოს და ისიც წამიერი ყოყმანის შემდეგ გვერდზე
დგება
– კარგ მანერებს მაინც თავის გააქვს.
ვგრძნობ, რომ თვალებით მბურღავს. კომოდთან მივდივარ, დახრილ წამწამებქვეშიდან
წამიერ, დამალულ მზერას სარკისკენ ვაპარებ და ვხედავ, რომ ის გაუნძრევლად დგას
და მიყურებს. კარგი... „ოსკარის“ ნომინაციისთვის ღირსეული, შეუმჩნეველი
მოძრაობით ტანზე შემოხვეულ პირსახოცს სხეულზე ვისრიალებ და თავს ისე ვიჭერ,
თითქოს საკუთარ სიშიშვლეს ვერც კი ვამჩნევ. პასუხად ხმაურიანი ჩასუნთქვა მესმის,
მაგრამ საამაყო აუღელვებლობით არც ამას ვიმჩნევ.
– ასე რატომ იქცევი, ანა? – მეკითხება ხმაჩავარდნილი.
– შენ როგორ ფიქრობ? – ვპასუხობ კითხვითვე ხავერდივით რბილი და გაუცხოებული
ტონით და უჯრიდან „La Perla“-ის შავი მაქმანის საცვალს ვაძვრენ.
– ანა... – ხმა უწყდება მას, როგორც კი მაქმანების ეს მშვენიერება ფეხებზე ამომაქვს და
ვიცვამ.
– წადი და შენს მისის რობინსონს ჰკითხე. დარწმუნებული ვარ, ის უკეთესად აგიხსნის.
– ვეუბნები მშვიდად და ბიკინის შესაფერი ლიფის ძებნას ვიწყებ.
– ანა, ხომ გითხარი, ის ჩემი მისის რობინსონი არ...
– არ მაინტერესებს, კრისტიან. – ვაჩერებ ხელის დაუდევარი აქნევით. – თუ ლაპარაკი
გინდოდა, გუშინ საღამოს გელაპარაკა, მაგრამ შენ ასე არ მოიქეცი, ამის მაგივრად ადექი
და ჯერ სკანდალი მოაწყვე, მერე კი იმ ქალთან ერთად გაილეშე, რომელიც რამდენიმე
წლის განმავლობაში გირტყამდა. ჰოდა, იმას დაურეკე, დარწმუნებული ვარ, ახლაც
დიდი სიამოვნებით მოგისმენს. – ლიფს ვპოულობ, აუჩქარებლად ვიცვამ და ზურგზე
დუგმებს ვიკრავ. კრისტიანი რამდენიმე ნაბიჯს დგამს და დოინჯშემორტყმული
ოთახის შუაში ჩერდება.
– ჩემი ტელეფონი საერთოდ რატომ აიღე? – მეკითხება აღშფოთებული ტონით.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უკან არ დავიხიო, მაინც
ვწითლდები.
– პრობლემის არსი ეს კი არა, ისაა, რომ ჩვენ წინაშე წამოჭრილი პირველივე
სირთულის გადასახარშად შენ იმ ქალთან გაიქეცი.
კრისტიანს ტუჩები წვრილ, მოქუფრულ ზოლად ემუწება.
– ასე არ იყო.
– გითხარი უკვე, არ მაინტერესებს. – ვპასუხობ ცივად, აბრეშუმის შავ, ზემოთ
მაქმანებშემოვლებული წინდის წყვილს ვიღებ და ისევ საწოლთან ვბრუნდები. ვჯდები,
ფეხს ლამაზად ვიშვერ და უთხელესი წინდა ბარძაყამდე ნელა და რბილად ამომაქვს.
– სად იყავი? – მეკითხება ის და მზერით ყოველ ჩემს მოძრაობას იჭერს, მაგრამ მის
კითხვას უყურადღებოდ ვტოვებ და წინდას ახლა მეორე ფეხზე ვიცვამ აუჩქარებლად,
მერე ვდგები, წინ ვიხრები და პირსახოცით თმის შემშრალებას ვიწყებ. ოდნავ გაშლილ
ფეხებს შორის მის შიშველ ტერფებს ვხედავ და ჩემი უკანალისკენ მომართულ დაძაბულ
მზერას ვგრძნობ. თმის გამშრალებას ვამთავრებ, ვსწორდები, ისევ კომოდთან მივდივარ
და ფენს ვიღებ.
– მიპასუხე, ანასტასია. – ხმა ისევ ჩავარდნილი და ხრინწიანი აქვს.
ფენს ვრთავ და აღარაფერი მესმის. სარკეში დახრილი წამწამების ქვევიდან თვალს
მალულად მისკენ ვაპარებ, თან თითებით თმის ერთ ნაწილს ვიწევ და ჰაერის თბილ
ნაკადს ამ ნაწილისკენ მივმართავ. ის თვალებმოჭუტული, ყინულივით ცივი მზერით
მბურღავს. მზერას ვაშორებ, მთელი ყურადღება თმის გაშრობაზე გადამაქვს და
ვცდილობ, მისი მზერისგან ტანში შემჯდარ ცახცახს არ ავყვე. ცახცახს როგორღაც
ვერევი, ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და თმის გაშრობას ვაგრძელებ. კრისტიანი ისევ
გაბრაზებული მიყურებს. როგორც კი რაღაც წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით, იმ
ალქაჯ ძუკნასთან გაიქცა და კიდევ ჩემზეა გაბრაზებული?! საერთოდ, როგორ ბედავს
და პრეტენზიული ტონით კიდევ ხმას იღებს?! როგორც კი ჩემი თმა სახის გარშემო
მოცულობით შემოვლებულ, წაბლისფერ კასკადად მხრებზე დაფენილ ფორმას იღებს,
ვჩერდები, წამით სარკეში ვიხედები და საკუთარი ვარცხნილობით კმაყოფილიფენს
ვთიშავ.
– სად იყავი, ანასტასია? – სისინებს ის ყინულივით ცივი ტონით.
– რა მნიშვნელობა აქვს, შენთვის სულერთი არ არის?
– ანა, ახლავე შეწყვიტე!
მე მხრებს ვიჩეჩ, კრისტიანი კი ადგილს სწყდება და ჩქარი ნაბიჯით ჩემკენ მოდის,
მაშინვე პირით მისკენ ვბრუნდები და, როგორც კი ახლოს მოსული, ჩემკენ ხელს
იშვერს, უკან ვიხევ.
– არ მომეკარო, – ვცრი მჭიდროდ შეკრულ კბილებში და ისიც ადგილზე შეშდება.
– სად იყავი? – ღმუის უკვე დაუფარავი გაცოფებით და მუშტებად შეკრული ხელები
ერთიანად ეჭიმება.
– ყოველ შემთხვევაში ჩემს ყოფილ საყვარელთან ერთად არ ვსვამდი. – ვკრავ კბილს. –
სექსიც გქონდათ?
კრისტიანი ჰაერს მკვეთრად ისუნთქავს და თვალებგაფართოებული მაჩერდება.
– რაა? არა! – ჰყოფნის უტიფრობა და თავზარდაცემული და თან შეურაცხყოფილი,
გააფთრებულ გამომეტყველებას იღებს. თუმცა ისიც მართალია, რომ მისი რეაქციის
შემხედვარე ჩემი ქვეცნობიერი შვებით სულს ითქვამს.
– შენ ფიქრობ, რომ ღალატი შემიძლია? – მეკითხება აღშფოთებული ტონით.
– სწორედ ეს გააკეთე, – ვცრი ისევ კბილებში, – მიღალატე! იმით მიღალატე, რომ
ცინგლიანი არაკაცივით იმ ძუკნასთან გაიქეცი და ჩვენი, ჩემი და შენი ოჯახური
პრობლემა იმას შესჩივლე!
კრისტიანს გაოგნებისგან პირი ეღება და წამით მეტყველების უნარს კარგავს.
– ცინგლიანი არაკაცივით, არა? – სისინებს ბოლოს ავი ნაპერწკლით
თვალებანთებული.
– კრისტიან, მე იმ ქალის გამოგზავნილი შეტყობინება ვნახე!
– ის შეტყობინება იმას შენთან არ გამოუგზავნია, – ღმუის პასუხად.
– კრისტიან, მე ეს შეტყობინება მხოლოდ იმიტომ ვნახე, რომ პიჯაკის ჯიბიდან,
რომელსაც მე გხდიდი, რადგან ისეთი მთვრალი იყავი, რომ შენ თვითონ ვერ
გაიხდიდი, „ბლეკბერი“ გადმოგივარდა... საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვს, რამხელა
ტკივილი მომაყენე იმით, რომ იმ ქალთან წახვედი?
ის წამით ერთიანად ფითრდება, მაგრამ მე უკვე ვეღარ ვჩერდები. ისეთი გაცოფებული
ვარ, რომ ახლა უკვე ჩემმა შინაგანმა ძუკნამაც გაიღვიძა.
– გუშინდელი ღამე გახსოვს? გახსოვს, რომ მოხვედი, რა მითხარი?
კრისტიანი გაყინული და გაოგნებული გამომეტყველებით უაზროდ მიყურებს.
– მართალი იყავი, კრისტიან! ეს უსუსური ბავშვი ჩემთვის შენზე მეტია, ის მე
ყველაფერს მირჩევნია და სწორედ ასეთია ნებისმიერი მოსიყვარულე მშობლის
საკუთარი შვილისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასე უნდა ექცეოდეს და იცავდეს
თავის შვილს ნებისმიერი დედა, ასევე უნდა დაეცავი დედაშენს შენც და ძალიან
ვწუხვარ, რომ იმან ეს არ გააკეთა, მართლა ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს რომ ექნა, მე და
შენ ახლა ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მოგვიწევდა. მაგრამ ასეა თუ ისე, შენ უკვე
ზრდასრული ადამიანი ხარ და შესაბამისად, გინდა თუ არ გინდა, მოგეთხოვება, რომ
ჭირვეული მოზარდივით გაუთავებლად ფეხები კი არ აბაკუნო, არამედ ზრდასრული
ადამიანივით მოიქცე! შეიძლება ამ ბავშვის არსებობა არ გიხარია და, დამერწმუნე, არც
მე ვარ აღფრთოვანებული უდროობისა და ახალი სიცოცხლისადმი შენი ასეთი
გულახდილი ზიზღიანი დამოკიდებულების გამო, მაგრამ ის შენი სისხლი და ხორცია,
ამიტომ შენ ან ჩემ გვერდით იქნები და ერთად გავხდებით მშობლები, ან ამას მე
უშენოდ გავაკეთებ. არჩევანი შენზეა. იქამდე კი, ვიდრე შენ საკუთარი თავისადმი
ზიზღითა და საკუთარი თავის შეცოდებით გაირთობ თავს, სამსახურში წავალ, მაგრამ,
როცა დავბრუნდები, ჩემს ნივთებს მეორე სართულზე ავიტან.
ის თავზარდაცემული და გაოგნებული თვალებს ახამხამებს.
– ახლა კი, შენი ნებართვით, იქნებ ჩაცმა დამაცადო!.. – ვასრულებ ტირადას
სუნთქვაარეული.
კრისტიანი ძალიან ნელა, ერთი ნაბიჯით უკან იხევს. გამომეტყველება კიდევ უფრო
გააფთრებული და ცივი უხდება.
– ეს ის არის, რაც შენ გინდა? – მეკითხება ხმადაბლა.
– მე უკვე აღარ ვიცი, რა მინდა, კრისტიან. – ჩემი ტონი სარკისებურად მისას იმეორებს
და იმწუთას, როდესაც თითის წვერებით დამატენიანებლ კრემს დაუდევრად ვიღებ და
სახეზე გულმოდგინედ ვისვამ, კოლოსალური ძალის მოკრება მჭირდება, რომ
გულგრილი გამომეტყველება შევინარჩუნო. სარკიდან ჩემი ანარეკლი
თვალებგაფართოებული და გაფითრებულ სახეზე ლოყებაალებული მიყურებს. ყოჩაღ,
კარგი იყო. ოღონდ უკან არ დაიხიო... ოღონდ უკან არ დაიხიო...
– აღარ გინდივარ? – მეკითხება ის კიდევ უფრო ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით.
ოოო... არა, გრეი, ეს არ გაგივა!
– მე ხომ ჯერ ისევ აქ ვარ, ასე არ არის? – ვუჭრი მკვახედ, მერე ტუშს ვიღებ და
პირველად მარჯვენა თვალის წამწამებს ვიპრეხ.
– წასვლაზე ფიქრობ? – მისი ხმა უკვე ძლივს მესმის.
– ის, რომ შენი ქმარი შენთან ყოფნას ყოფილ საყვარელთან სმას ამჯობინებს, როგორც
წესი, ყოველთვის ცუდის მომასწავებელია.
ხმაში აგდებულ და ზიზღიან ტონს ზუსტად საჭირო დოზით ვურევ, თანკითხვაზე
პასუხსაც არ ვცემ. ახლა – მბზინვარე პომადა... ტუჩებს ვბუშტავ და წასმის სისწორეს
სარკეში ყურადღებით ვიმოწმებ. ასე გააგრძელე, სტილ... უფრო სწორად, გრეი. ჯანდაბა,
ისეთ მდგომარეობაში ვარ, საკუთარი გვარიც კი არ მახსოვს. კარგი... ვიხრები, ჩექმას
ვიღებ და ისევ საწოლთან ვბრუნდები, ვჯდები, ვიცვამ და ყელი მუხლს ზემოთ, ლამის
ბარძაყებამდე ამომაქვს. აი, ასე!.. მშვენივრად მესმის, რომ ჩექმებსა და მხოლოდ ქვედა
საცვლებში მეტისმეტად სექსუალურადაც კი გამოვიყურები. ჰოდა, ძალიანაც კარგი!
ვდგები და კრისტიანს გულგრილად ვუყურებ. ის თვალებს დაბნეული
გამომეტყველებით ახამხამებს და მთელ სხეულზე სწრაფი და ხარბი მზერით მირბენს.
– ვიცი, რასაც აკეთებ, – ბუტბუტებს ჯერ ისევ ხმადაბლა, მაგრამ ხმაში თბილი და
მაცდური ინტონაცია უკრთება.
– მართლა? – ჯანდაბა, ხმა მღალატობს, მიწყდება. არა, ანა... არ გაბედო და უკან არ
დაიხიო.
ის ნერწყვს ყლაპავს და ჩემკენ ერთ ნაბიჯს დგამს. მე უკან ვიხევ და ხელს ვწევ.
– ამაზე არც იფიქრო, გრეი. – ვაფრთხილებ ჩურჩულით.
– შენ ჩემი ცოლი ხარ. – მის რბილ ტონში მუქარაც ისმის.
– მე ფეხმძიმე ქალი ვარ, რომელიც შენ გუშინ მიატოვე, ამიტომ გაფრთხილებ, არ
შემეხო, თორემ მთელი ხმით დავიყვირებ.
გაოგნებულს წარბები შუბლზე ასდის.
– დაიყვირებ?
– კი, ისე, თითქოს მკლავენ. – ვეუბნები თვალებმოჭუტული.
– ხომ იცი, რომ შენს ხმას ვერავინ გაიგებს. – ბუტბუტებს ის ხმადაბლა და დაძაბული
მზერით მიყურებს, მე კი უცებ ასპენში ყოფნის დილა მახსენდება. არა. არა. არა.
– ცდილობ დამაშინო? – ვეკითხები სუნთქვაარეული და გაცნობიერებულად
ვცდილობ,ფეხქვეშ მიწა გამოვაცალო.
ხერხი ჭრის. კრისტიანი შეშდება და ერთიანად დაჭიმული ნერწყვს ძლივს ყლაპავს.
– არა, არც მიფიქრია. – მეუბნება კოპებშეკრული.
სუნთქვა მერევა. ვიცი, საკმარისია შემეხოს და წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევ, მის
შეხებაზე ჩემი გამყიდველი სხეულის რეაქცია კარგად მომეხსენება. ვიცი, რომ
გავტყდები და დავნებდები, ამიტომ მთელი ძალით საკუთარ აღშფოთებასა და
გაბრაზებას ვეჭიდები.
– უბრალოდ, მჭირდებოდა, რომ ვინმესთან ერთად დამელია, ვინმე ისეთთან,
ვისთანაც ადრე ახლოს ვიყავი... ჩვენ მხოლოდ ურთიერთობები გავარკვიეთ, ანა და ეს
ბოლო იყო, მის ნახვას მეტჯერ აღარ ვაპირებ.
– იმისი მხარდაჭერა გჭირდებოდა? ეძებდი, რომ იმისთვის გადაგეშალა გული?
– თავიდან, არა. ფლინის ნახვა მინდოდა, მაგრამ თვითონაც ვერ მივხვდი, როგორ,
სალონში აღმოვჩნდი.
– და შენ ახლა ჩემგან იმის დაჯერებას ელოდები, რომ აღარასოდეს ნახავ? –
გაცოფებისგან თავს ვერ ვიკავებ და სიტყვები ტუჩებიდან სისინით მწყდება. – შემდეგ
ჯერზე რას იტყვი, როდესაც მე რომელიმე შენს წარმოსახვით ზღვარს გადავაბიჯებ? ეს
ისევ ის საკამათო თემაა, რომელსაც თითქოს წრეზე დავრბოდეთ, ყოველ ჯერზე
ხელახლა, ისევ და ისევ ვუბრუნდებით. რა მოხდება, როდესაც შენ ისევ ჩათვლი, რომ მე
რაღაც გავაფუჭე ან დავაშავე? ისევ იმასთან არ გაიქცევი?
– მე იმის ნახვას აღარასოდეს ვაპირებ, – აცხადებს ის შემაშფოთებელი
კატეგორიულობით. – როგორც იქნა, გაიგო, რას ვგრძნობ.
გაკვირვებული გამომეტყველებით თვალებს ვახამხამებ.
– იქნებ მითხრა, ეგ რას ნიშნავს?
კრისტიანი ბეჭებში სწორდება და საშინლად გაღიზიანებული, გაბრაზებული და
ენაჩავარდნილი თმაზე ხელს ისვამს. მე მეორე მხრიდან ვუვლი.
– რატომ გაქვს მოთხოვნილება, რომ იმას ელაპარაკო? და ეს მაშინ, როდესაც ჩემთან
ამას ვერ ახერხებ.
– შენზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი... და ახლაც გაბრაზებული ვარ.
– კარგი ერთი, რას მეუბნები?! – ვიღრინები ბოროტად. – ეს მე ვარ შენზე ძალიან
გაბრაზებული. ჰო, გაბრაზებული და სრულიად გაცოფებული, იმიტომ, რომ გუშინ,
როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი, ისეთი ცივი და უგულო იყავი! იმიტომ, რომ
წამომაძახე, თითქოს სპეციალურად დავფეხმძიმდი, მაშინ როდესაც ეს სიმართლე არ
არის! იმიტომ, რომ შენ მე მიღალატე!
თვალებზე მომსკდარი ცრემლების შეკავებას დროზე ვახერხებ. კრისტიანს
თავზარდაცემული გამომეტყველებით პირი ეღება და ისეთი სახით, თითქოს სილა
გამეწნას, წამით თვალებს ხუჭავს... ყელში გაჩხერილ ბურთს ძლივს ვყლაპავ, მშვიდად,
ანასტასია, მშვიდად...
– მართალია, ნემსის გაკეთების ვადებისთვის მეტი ყურადღება უნდა მიმექცია, მაგრამ
მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია... ეს ფეხმძიმობა ჩემთვისაც არ იყო ნაკლები შოკი. –
ვბუტბუტებ რაც შეიძლება თავდაჭერილი ტონით, რომ ცივილიზებულობის
უკანასკნელი მისხალი მაინც არ დავკარგო. – თანაც, შეიძლება ფეხმძიმობა ვადების
დარღვევის კი არა, ნემსის არაეფექტურობის ბრალი იყოს.
ის თვალებით მბურღავს და ხმას არ იღებს
– შენ გუშინ ისეთ ზღვარს გადახვედი, რომლის პატიებაც ძალიან რთულია. – ვამბობ
ჩურჩულით, თუმცა კი შიგნით ბრაზისგან ერთიანად ვთუხთუხებ. – და თან მაშინ,
როდესაც, როგორც მოგეხსენება ამ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში
ისედაც უამრავი პრობლემა გადავიტანე.
– შენც გადახვედი ისეთ ზღვარს, რომლის პატიებაც ძალიან რთულია!.. ოღონდ სამი
ოთხი კვირის წინ, თუ როცა იყო, როდესაც ნემსის გაკეთება დაგავიწყდა.
– ღმერთმა დამიფაროს შენნაირი იდეალურობისგან!
ოჰ, არა, არა, არა, გაჩერდი! ჩვენ შუბლებით შეჯახებული მტრებივით ვდგავართ და
ერთმანეთს თვალებით ვბურღავთ.
– ოჰ, რა პერფომანსია, მისის გრეი, – ჩურჩულებს თვალებმოჭუტული.
– დატკბით, მისტერ გრეი! მიხარია, რომ დაფეხმძიმებულიც კი თქვენს გართობას
ვახერხებ.
ის არაფრის მთქმელი გამომეტყველებით შემომყურებს.
– შხაპი მჭირდება, – ბუტბუტებს წამის მერე.
– ჰო, უკვე საკმარისად გაგართე.
– ნამდვილად დაუვიწყარი შოუ იყო, – ჩურჩულით ამბობს ის და ჩემკენ ერთ ნაბიჯს
დგამს, მაგრამ მე ისევ უკან ვიხევ.
– არა.
– ანასტასია, ვერ ვიტან, როდესაც შენთან შეხების უფლებას არ მაძლევ.
– რა უცნაურია, არა?
კრისტიანი ისევ თვალებს ჭუტავს.
– მგონი, დიდი ვერაფერი გადავწყვიტეთ.
– ჩემი აზრით, საერთოდ ვერაფერი, იმის გარდა, რომ ამ საძინებლიდან გადავდივარ.
თვალები წამიერად ენთება და უფართოვდება.
– ის ჩემთვის არავინ არ არის.
– რა თქმა უნდა, ოღონდ იმ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როცა შენ ის გჭირდება.
– ის მე არ მჭირდება, შენ მჭირდები.
– ხომ ფაქტია, რომ გუშინ არ გჭირდებოდი! მე ის ქალი მეზიზღება, კრისტიან, და შენ
ეს იცი.
– ის ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, ანასტასია.
– რთული დასაჯერებელია.
– კარგი, რა, ანა!
– თუ შეიძლება, საშუალება მომეცი, ჩავიცვა.
ის ოხრავს და ხელს ისევ თმაზე ისვამს.
– საღამომდე, – მეუბნება მოქუფრული, ყოველგვარი გრძნობებისგან დაცლილი ხმით.
წამით დაუოკებელი სურვილი მიჩნდება, მოვეხვიო და დავაწყნარო... მაგრამ, არა,
ძალიან გაბრაზებული ვარ და თავს ვებრძვი, რომ სურვილს არ ავყვე. კრისტიანი
ბრუნდება და სააბაზანოში შედის, მე კი ვდგავარ და განძრევას მხოლოდ მაშინ
ვახერხებ, როდესაც გასაღების გადატრიალების ხმა მესმის.
ძალაგამოცლილი საწოლთან მივდივარ და მოწყვეტით ზედ ვეხეთქები. ჩემი შინაგანი
ქალღმერთიც და ჩემი ქვეცნობიერიც ფეხზე ამდგარი, აპლოდისმენტებით
მაჯილდოებენ. იარაღად მე არც ცრემლები, არც ყვირილი, არც წივილკივილი არ
გამომიყენებია და ჯილდოს ნამდვილად ვიმსახურებ, მაგრამ მაინც საშინლად
დათრგუნული ვარ. ჯანდაბა! ფაქტია, რომ პრობლემა მაინც ვერ გადავჭერით და, კაცმა
რომ თქვას, დაშორების ზღვარზე ვართ... ღმერთო, დაუჯერებელია, მაგრამ
ყველაფერთან ერთად საფრთხე უკვე ჩვენს ქორწინებას ელის! რატომ ვერ ხვდება, რომ
იმ ქალთან გაქცევით სისაძაგლე ჩაიდინა? ან რა სინდისით მეუბნება, რომ მეტჯერ
აღარასოდეს ნახავს? ეს როგორ უნდა დავიჯერო?.. მზერა საათზე გადამაქვს, ცხრის
ნახევარია. ჯანდაბა! სამსახურში დაგვიანება არ მინდა. სასწრაფოდ ვდგები და
რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვით თავის დამშვიდებას ვცდილობ.
– მეორე რაუნდმა ჩიხში შეგვიყვანა, ჩემო პაწია, – ვამბობ ჩურჩულით და მუცელზე
ხელს ვისვამ. – იმედი მაქვს, ასე არ იქნება, მაგრამ შეიძლება მამიკო უკვე წაგებული
საქმეა. ეეჰ... არადა, ნელნელა უკვე ყველაფერი ლაგდებოდა... რა გინდოდა, რა?.. ჯერ რა
დროს ეს იყო, ჩვენ ხომ ჯერ არ გელოდებოდით, პატარავ? – გულაჩუყებულს ტუჩები
მითრთის, მაგრამ ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ და ჩემს ერთიანად აწეწილ
გრძნობებს ვიმორჩილებ. – კარგი, წამოდი, სხვა გამოსავალი არ არის, სამსახურში
წავიდეთ და ვიმუშაოთ.
კრისტიანს არ ვემშვიდობები, ის ისევ სააბაზანოშია, როდესაც მე და სოიერი სახლიდან
გავდივართ. მანქანაში ტონირებული ფანჯრიდან ვიხედები, საკუთარ გრძნობებს ვეღარ
ვერევი და თვალები ცრემლით მევსება. ნაცრისფერი, ნაღვლიანი და უმზეო ცა თითქოს
ჩემს განწყობას ირეკლავს და ცუდი წინათგრძნობა მიპყრობს. ჩვენ ხომ ბავშვზე
საერთოდ არ გვილაპარაკია... თუმცა ამ აზრთან შესაგუებლად კრისტიანს ჩემზე
ნაკლები დრო ჰქონდა, მაშინ როდესაც ახალი რეალობის გააზრებას მეც კი ოცდაოთხ
საათზე ნაკლებია ვცდილობ.
– მამაშენმა შენი სახელიც კი არ იცის, ციცქნა... – ვბუტბუტებ ჩურჩულით და ერთი
ხელით საკუთარ მუცელს ვეფერები, მეორით კი ცრემლებს ვიმშრალებ.
– მისის გრეი. – ფიქრებში სოიერის ხმა მეჭრება. – მოვედით.
– ა, ჰო, გმადლობ, სოიერ.
– მაღაზიაში შერბენას ვაპირებ, მემ, რამე ხომ არ წამოგიღოთ?
– არა, გმადლობ. საჭირო არ არის, არ მშია.
ჰანა ჩემთვის მომზადებულ ლატეს მახვედრებს. ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს, მაგრამ
როგორც კი ლატეს სუნს ვგრძნობ, გულისრევის გრძნობა მიჩნდება.
– ჰმ... თუ შეგიძლია, იქნებ ჩაი მომიმზადო, რა, ჰანა? – ვთხოვ დარცხვენილი. როგორც
ჩანს, ყავისადმი ჩემი ცუდი დამოკიდებულება არც მთლად უმიზეზო ყოფილა.
ჯანდაბა, ფუ რა საზიზღარი სუნი აქვს.
– კარგად ხარ, ანა?
ჰანას თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და თავს ჩემს კაბინეტს ვაფარებ. „ბლეკბერიზე“
ზარია, კეიტი რეკავს.
– კრისტიანი რატომ გეძებდა? – მეკითხება ყოველგვარი შესავლის გარეშე.
– დილა მშვიდობისა, კეიტ, როგორ ხარ?
– კითხვას თავს ნუ არიდებ, სტილ. რა მოხდა? – კათრინ კავანას ინკვიზიციის მანქანა
ჩაირთო.
– მე და კრისტიანმა ვიჩხუბეთ. ეს არის და ეს.
– რამე გატკინა?
გულშეღონებული თვალებს ვატრიალებ.
– ჰო, მაგრამ არა ისე, როგორც შენ ფიქრობ, – ახლა კეიტთან ლაპარაკი ნამდვილად არ
შემიძლია, ვგრძნობ, რომ ცოტაც და, ავტირდები, არადა, აქამდე სიამაყეს მაინც
ვგრძნობდი, რომ დილას კრისტიანთან არ გავტყდი. – კეიტ, შეხვედრა მაქვს,
მოგვიანებით დაგირეკავ.
– კარგი. უბრალოდ, ის მითხარი, კარგად ხარ?
– კი. – არა. – მერე აუცილებლად დაგირეკავ, კარგი?
– როგორც გინდა. იცოდე, რომ მე შენთან ვარ, ანა.
– ვიცი, – ვპასუხობ ჩურჩულით და მისი სითბოსა და კეთილი სიტყვებისგან თვალები
ისევ ცრემლით მევსება. არა, არ იტირო... არა, ანა, არ იტირო...
– რეი როგორ არის?
– კარგად, – ძლივს ვახერხებ ამოთქმას.
– ოჰ, ანა... – ჩურჩულებს ის.
– კეიტ, არ გინდა, გთხოვ.
– კარგი. მერე ვილაპარაკოთ.
– ჰო.
იმის იმედით, რომ კრისტიანი რამეს მომწერს, მთელი დილა დროდადრო
ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ, მაგრამ კრისტიანისგან არაფერია. შუადღე რომ
გადადის, როგორც იქნა, ვაცნობიერებ, რომ ის ჩემთან დაკავშირებას არც აპირებს და
ისევ გაბრაზებულია. კარგი, რადგან ასეა, მეც ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ. მთელი
ყურადღება სამუშაოზე გადამაქვს და საქმეს მხოლოდ ლანჩის დროს ვწყვეტ, რომ
ყველიანი და ორაგულიანი ბუტერბროდი შევჭამო. საოცარია, მას შემდეგ, რაც კუჭში
რაღაც ჩამივიდა, თავს შედარებაც არ არის, ისე უკეთ ვგრძნობ.
ხუთ საათზე სოიერს რეის სანახავად საავადმყოფოში მივყავარ. სოიერი კიდევ უფრო
ყურადღებიანია და ჩემზე გადამეტებულადაც კი ზრუნავს. ეს უკვე ცოტა არ იყოს
მაღიზიანებს. რეის პალატასთან მივდივართ თუ არა, უცებ ყოვნდება და ერთი ნაბიჯით
უკან იხევს.
– ჩაი ხომ არ მოგიტანოთ, ვიდრე მამასთან იქნებით? – მეკითხება ისევ მზრუნველი
ტონით.
– არა, გმადლობ, სოიერ. არ მინდა.
– მაშინ ქუჩაში დაგელოდებით, მემ. – ამბობს ის და პალატის კარს მიღებს. მიხარია,
რომ ცოტა ხნით მაინც მტოვებს.
რეი, ლოგინში წამომჯდარი, ჟურნალით ხელში მხვდება. ზემოდან პიჟამის პერანგი
აცვია, გაპარსულია და უკვე თითქმის ძველებურად გამოიყურება.
– ჰეი, ენი! როგორ ხარ? – მიღიმის ის გულღიად და სიხარულით თვალებანთებული,
მაგრამ, ეტყობა, ჩემი სახის დანახვაზე გამომეტყველება ეცვლება.
– მამიკო... – კარიდანვე მისკენ მივრბივარ, რეი კი თავისთვის სრულიად
არადამახასიათებელი ჟესტით ორივე ხელს შლის და მეხვევა.
– ენი? – ჩურჩულებს ის, მკერდზე მაგრად მიხუტებს და თმაზე მკოცნის. – რა მოხდა?
მამას მკერდზე თავმიდებული უცებ ვაცნობიერებ, რა იშვიათად გვქონია ასეთი
წუთები მე და რეის. მაგრამ რატომ?.. იქნებ ეს რომ მაკლია, ამიტომაც მიყვარს ასე
ძალიან კრისტიანის მუხლებზე მოკალათება? რამდენიმე წამში თავს ხელში ვიყვან და
საწოლის გვერდზე მდგარ სკამზე ვჯდები. რეი შეშფოთებული სახით კოპებშეკრული
მიყურებს.
– მომიყევი, რა მოხდა.
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. ახლა ჩემი პრობლემებით რეის დამძიმება არ მინდა.
– ყველაფერი ნორმალურად არის, მამა. რა კარგად გამოიყურები!.. – ვუჭერ ხელზე
ხელს.
– თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, თუმცა თაბაშირის ქვეშ ფეხი მურტლად მექავება.
– მურტლად? – მისთვის წარმოუდგენელ ამ სიტყვაზე მეღიმება.
რეიც სიცილს იწყებს.
– ჰო, „მურტლად მექავება“ ნამდვილად უკეთესად ჟღერს, ვიდრე „ქეციანივით
მექავება“.
– მამა, როგორ მიხარია, რომ უკეთ ხარ.
– მეც, ენი. თორემ ცუდად ყოფნა არ შეიძლება, მინდა ოდესმე ამ „მურტლად
აქავებულ“ ფეხზე შვილიშვილები ვაქანაო. ამ სიამოვნებაზე უარს ნამდვილად
ვერაფრის გულისთვის ვერ ვიტყვი.
გაოგნებული თვალებს ვახამხამებ. რეიმ იცის? და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ისევ არ
ავტირდე.
– შენ და კრისტიანი ხომ არ ჩხუბობთ?
– ჰო, ვიჩხუბეთ, – ვპასუხობ ჩურჩულით და ყელში გაჩხერილ ცრემლების ბურთს
გაჭირვებით ვყლაპავ. – მაგრამ არა უშავს, ყველაფერი მოგვარდება.
– შენი ქმარი კარგი ადამიანია, ანა. – მაწყნარებს რეი.
– ჰო, უბრალოდ, რაღაც საკითხების შესახებ თავისი, განსხვავებული შეხედულება
აქვს. ექიმები რას ამბობენ? – ვცვლი თემას. ახლა კრისტიანზე ლაპარაკი ნამდვილად არ
შემიძლია. თუ ავყევი, ნებისმიერ წუთს შეიძლება ავტირდე.
„ესკალაში“ რომ ვბრუნდები, კრისტიანი სახლში არ მხვდება.
– მისტერ გრეიმ დარეკა და თქვა, რომ სამსახურში გვიანობამდე შეყოვნდება. –
მობოდიშებისტონით მეუბნება მისის ჯონსი.
– აა... გმადლობთ, რომ მითხარით.
მე რატომ არ დამირეკა? ღმერთო, მგონი, ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე მეგონა.
კრისტიანის ბუტიაობამ კიდევ რაღაც სხვა, ახალი ფორმა მიიღო. მაშინვე თავში
საქორწინო ფიცთან დაკავშირებული ჩვენი კამათის მერე მისი გაბუტული და
გაბრაზებული სახე მიტივტივდება, მაგრამ დაზარალებული და შეურაცხყოფილი ის კი
არა, ახლა მე ვარ.
– ვახშმად რას მიირთმევთ? – მისის ჯონსის მზერაში ფოლადის სიმტკიცე კრთება.
– პასტას.
ის კმაყოფილი გამომეტყველებით იღიმება.
– სპაგეტი, პენე, ფუზილი?
– სპაგეტი და ზედ თქვენი ბოლონეზე.
– ახლავე იქნება. და, ანა... მინდა გითხრათ, რომ დილას, როდესაც მისტერ გრეი
ფიქრობდა, რომ სახლიდან წახვედით, სასოწარკვეთილებისგან ადგილს ვერ
პოულობდა.
– მეუბნება მისის ჯონსი და ნაზად იღიმება.
ოჰ...
ცხრა საათია და კრისტიანი ჯერ არ დაბრუნებულა. ბიბლიოთეკაში მაგიდასთან უკვე
სრულიად თავგზააბნეული ვზივარ. ბოლოს ტელეფონს ვიღებ და ვურეკავ.
– ანა, – მესმის კრისტიანის თავშეკავებული და ცივი ხმა.
– საღამო მშვიდობისა.
ჩემს სმენამდე მისი ჩუმი ოხვრა აღწევს.
– საღამო მშვიდობისა, – მპასუხობს ხმადაბლა.
– სახლში მოხვალ?
– მოგვიანებით.
– ოფისში ხარ?
– კი. აბა, სად უნდა ვიყო?
იმ ქალთან.
– კარგი, გაგიშვებ.
ტელეფონს არც ერთი არ ვთიშავთ. ჩვენ შორის ჩამოწოლილი სიჩუმე იმ ჰაერსაც კი
ამძიმებს, რომლითაც ვსუნთქავ.
– ღამე მშვიდობისა, ანა. – ამბობს ის ბოლოს.
– ღამე მშვიდობისა, კრისტიან.
ის ტელეფონს თიშავს.
ჯანდაბა! „ბლეკბერის“ გაოგნებული დავყურებ. უკვე ვეღარ ვხვდები, ჩემგან რას
მოელის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ასე იოლად გამარჯვების საშუალება
მივცე კარგი, გაბრაზებულია, მაგრამ მეც გაბრაზებული ვარ და ორივე იქ ვართ, სადაც
ვართ. ეს – ის გაიქცა თავის ყოფილ პედოფილ საყვარელთან და არა მე! უბრალოდ,
მინდა აღიაროს, რომ ასეთი საქციელი ღალატის ტოლფასია.
სკამიდან ვდგები, სავარძელში ვჯდები და საზურგეს ვეყუდები. ბილიარდის მაგიდას
ვუყურებ და ის უდარდელი დრო მახსენდება, როდესაც აქ სნუკერს ვთამაშობდით.
ხელს მუცელზე ვიდებ. იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, იქნებ არ უნდა... ფიქრის ბოლომდე
თავში გავლებასაც კი ვერ ვასწრებ, რომ ჩემი ქვეცნობიერი ყვირილით იფოფრება: „არა!“
აბორტის გაკეთება არც იფიქრო, ამას ვერასოდეს ვაპატიებ ვერც კრისტიანს და ვერც
საკუთარ თავს!
– ოჰ, ციცქნავ, რომ იცოდე, რა დღეში ჩაგვყარე...
თავს ვერაფრით ვაიძულებ, რომ კეიტს დავურეკო, ახლა საერთოდ არავისთან
ლაპარაკი არ შემიძლია, ამიტომ მოკლე შეტყობინებას ვუგზავნი. თერთმეტი
საათისთვის უკვე თვალებს ვეღარ ვახელ. ლოდინს თავს ვანებებ და მეორე სართულზე
ჩემს ძველ ოთახში ავდივარ. ვწვები, საბნის ქვეშ ვიკუნტები და, როგორც იქნა, მთელი
დღის განმავლობაში შეკავებულ ცრემლებს გზას ვაძლევ, ბალიშში სახეჩარგული
ხმამაღალი და გულამოსკვნილი ქვითინით ამ აუტანელ ტკივილსა და მწუხარებას
ერთიანად ვეძლევი.
გაბრუებული თავით და მძიმე შეგრძნებით მეღვიძება. ოთახის უზარმაზარ ფანჯარაში
შემოდგომის დილის მაცოცხლებელი სინათლე იღვრება. საათს ვუყურებ – რვის
ნახევარია და პირველივე აზრი კრისტიანისკენ გამირბის „სად არის?“ სწრაფად ვჯდები.
იატაკზე, საწოლის გვერდით კრისტიანის მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი, ჩემი
საყვარელი ჰალსტუხი გდია. გუშინ, როდესაც ვწვებოდი, ის აქ არ ეგდო. ვიხრები და
ჰალსტუხს ვიღებ, აბრეშუმის ძვირფას ქსოვილს თითებს ნაზად ვაყოლებ და ლოყაზე
ვიდებ. როგორც ჩანს, კრისტიანი აქ იყო, ეტყობა, მძინარეს მიყურებდა... ღმერთო,
გულში მაშინვე იმედის ნაპერწკალი მიკრთება.
საძინებლიდან გამოვდივარ და ქვევით ჩავდივარ. სამზარეულოში მისის ჯონსი
ფუსფუსებს.
– დილა მშვიდობისა! – მესალმება ის ცოცხალი და ენერგიული ხმით.
– დილა მშვიდობისა... კრისტიანი?..
მისის ჯონსს გამომეტყველება ეცვლება.
– უკვე წავიდა.
– ესე იგი, გუშინ სახლში დაბრუნდა? – ვეკითხები მისის ჯონსს შესამოწმებლად,
თუმცა ამის დამამტკიცებლად ალბათ კრისტიანის ჰალსტუხიც კმარა, მაგრამ...
– კი, დაბრუნდა. – თითქოს გამბედაობას იკრებსო, მისის ჯონსი წამით ჭოჭმანობს. –
ანა, გთხოვთ მაპატიოთ, რომ, რაც არ მეხება, იმაში ვეჩრები, მაგრამ... არ დანებდეთ.
მისტერ გრეი, უბრალოდ, ჯიუტია.
მე თავს ვუქნევ და ის ჩუმდება. ჩემი გამომეტყველებით ხვდება, რომ ახლა იმ ჩემს
ჯიუტ ქმარზე ლაპარაკი არ მინდა.
სამსახურში მისვლისთანავე ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ და კრისტიანისგან
გამოგზავნილი ერთი წერილის დანახვაზე გული გამალებულ ბაგაბუგს მიწყებს.

From: კრისტიან გრეი


Subject: პორტლენდი
Date: 15 სექტემბერი, 2011; 06:45
To: ანასტასია გრეი

ანა,
დღეს სასწრაფო საქმის დასასრულებლად პორტლენდში მივფრინავ. ვიფიქრე, რომ ეს
შენთვის უნდა მეთქვა.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
ოჰ... თვალებს მაშინვე ცრემლები მწვავს და მუცელი მჭრის. ღმერთო, ახლაგული
ამერევა! სირბილით ტუალეტში გავრბივარ და უნიტაზამდე მიღწევას ძლივს ვასწრებ...
საშინელი სპაზმებით მთელი საუზმე უკან ამომდის. კაბინის იატაკზე ვცურდები და
თავზე ხელებს ვიჭერ. ღმერთო, შეიძლება ადამიანმა თავი ამაზე კიდევ უფრო
უბედურად იგრძნოს? რამდენიმე წუთში კაბინის კარზე ჩუმი კაკუნი ისმის.
– ანა? – მესმის ჰანას ხმა.
ჯანდაბა!
– რა მოხდა?
– კარგად ხარ?
– ახლავე მოვალ.
– შენთან ბოის ფოქსი მოვიდა.
ღმერთო, ოღონდ ეს არა.
– სხდომათა დარბაზში შეაცილე და მეც ახლავე მოვალ.
– ჩაი ხომ არ გინდა?
– კი, გმადლობ. ლანჩზე შეჭმული ყველისა და ორაგულის კიდევ ერთი ბუტერბროდის
მერე, რომელიც, საბედნიეროდ, მერგება, ვზივარ და კომპიუტერის ეკრანს გულგრილად
შევცქერი.
ვცდილობ, როგორმე ძალღონე მოვიკრიბო და ჩემსა და კრისტიანს შორის გაჩენილი ამ
უზარმაზარი პრობლემის მოსაგვარებლად რამე მოვიფიქრო.
ჩემი „ბლეკბერი“ რეკავს და მოულოდნელობისგან სკამზევე ვხტები. მიაა. ღმერთო,
არა! რა-რა და, ახლა მიაღა მაკლდა თავისი გაუთავებელი ლაქლაქითა და ზღვარს
გადასული ენთუზიაზმით. ვყოვნდები, იქნებ, უბრალოდ, არ ვუპასუხო?.. მაგრამ
ბოლოს თავაზიანობას მაინც თავისი გააქვს და ზარს ვპასუხობ.
– გისმენ, მია. – ვამბობ ყურმილში გათამაშებული ხალისით.
– გამარჯობა, ანა, რამდენი ხანია შენი ხმა აღარ გამიგია. – მეუბნება პასუხად ვიღაც
მამაკაცი.
ღმერთო!..
თმის ყოველი ღერი ყალყზე მიდგება, მთელ სხეულზე ცივი ოფლი მასხამს და ჩემი
სამყარო ბრუნვას წყვეტს.
ეს ჯეკ ჰაიდია.

თავი ოცდამეორე
–ჯეკ, – შიშისგან ხმა მიწყდება და ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვას მიკრავს.
ციხიდან როგორ გამოვიდა? ან მიას ნომრით როგორ მირეკავს? ერთიანად ვფითრდები
და თავბრუ მესხმის.
– გახსოვარ, არა? – მეკითხება მოჩვენებითად რბილი ტონით და სიტყვებს ავ ჩაცინებას
აყოლებს.
– კი, რა თქმა უნდა, – ვპასუხობ მექანიკურად და გონებაში გამალებული სისწრაფით
ერთად დახვავებულ ამდენ კითხვაზე პასუხის გაცემას ვცდილობ.
– ახლა ალბათ თავს იმტვრევ, არა? ვერ ხვდები, რისთვის გირეკავ, ხომ ასეა?
– კი.
ტელეფონი გათიშე.
– არ გათიშო, ანა, იმიტომ, რომ მე აქ შენს პატარა მულს ვესაუბრები.
რაა? მია! არა!
– მია შენთან არის? შენთან რა უნდა? რას უპირებ? – ვჩურჩულებ თავზარდაცემული და
ვცდილობ, შიშს არ ავყვე.
– ჯობია, მომისმინო, შე ფულზე დახამებულო ბოზო. შენ და შენმა ნაძირალა ქმარმა
ცხოვრება ამირიეთ, ასე რომ, ვალში ხართ. ეს პატარა ბოზანდარა მე მყავს, გაიგე? ჰოდა,
ახლა შენც, ის ნაბიჭვარიც, ვისაც ცოლად გაჰყევი და მთელი მაგისი დამპალი ოჯახიც
ერთად გადამიხდით, გასაგებია?
ჯეკის ხმიდან იმხელა ბოღმა და ზიზღი იღვრება, რომ ამ ყველაფერს უკვე სრულიად
თავზარდაცემული ვუსმენ. კრისტიანის ოჯახი? რა ხდება? ოჯახი რა შუაშია?
– რა გინდა?
– ფული! რა უნდა მინდოდეს?! ფული, ფული ფული! ცოტა სხვანაირად რომ
წასულიყო საქმე, ეს მე ვიქნებოდი. ამიტომ მაგ ფულს ჩემთვის შენ დაყაჭავ, გაიგე,
ბოზო? ხუთი მილიონი დოლარი მინდა, დღესვე!
– ჯეკ, მე მაგხელა თანხებზე ხელი არ მიმიწვდება.
ის დამცინავად ფრუტუნებს.
– ორი საათი გაქვს. გასაგებია? ორი საათი. არავის არაფერი უთხრა, თორემ მაგისას
უკვე ეს ბოზანდარა გადაიხდის, ჭკვიანი გოგო ხარ, ხვდები ალბათ, რასაც
ვგულისხმობ?! არც პოლიციას, არც იმ შენს ნაბიჭვარ ქმარს, არც მაგის მოზვრებს. თუ
ეტყვი, გავიგებ, გასაგებია? – ის ჩუმდება. ვცდილობ, რამე ვუპასუხო, მაგრამ ხმას ვერ
ვიღებ, ყელში წაჭერილი პანიკა და შიში მახრჩობს.
– გაიგე, ბოზო?! – ღრიალებს ამაზრზენი ხმით.
– კი, – ვპასუხობ – ძლივსგასაგონად.
– თუ ფულს არ მოიტან, მოვკლავ.
ღმერთო, ჰაერი არ მყოფნის და პირს ვაღებ, რომ რამენაირად ჩავისუნთქო.
– შენი ტელეფონი თან გქონდეს. გაფრთხილებ, არავის არაფერი უთხრა, თორემ ვიდრე
ჩავაძაღლებ, ისე გავჟიმავ, სიკვდილს აქეთ მეხვეწებოდეს. ორი საათი გაქვს.
– ჯეკ, მეტი დრო მჭირდება, სამი საათი მაინც, და რა ვიცი, რომ მია შენ გყავს,
დამალაპარაკე!
კავშირი წყდება. თავზარდაცემული ტელეფონს დავყურებ. შიშისგან პირი მიშრება და
ლითონის ამაზრზენ გემოს ვგრძნობ. ღმერთო, მია ამ ნაძირალას ჰყავს, არა! ღმერთო,
მია! იქნებ მატყუებს? შეშლილივით იმაზე ფიქრს ვიწყებ, როგორ მოვიქცე და უცებ ისევ
გულისრევის შეგრძნება მიტანს. ღმერთო, არა, ახლა ამის დრო არ მაქვს. ღრმად
ვსუნთქავ, ვცდილობ, პანიკას რამენაირად მოვერიო და გულისრევის შეგრძნება მეშვება.
ასე... როგორ მოვიქცე? კრისტიანს გავაგებინო? იქნებ ტეილორს? პოლიციაში დავრეკო?
ჯეკი ამას როგორ გაიგებს? ღმერთო, ნუთუ მია მართლა ჯეკს ჰყავს? დრო მჭირდება,
დრო... უნდა დავფიქრდე, მაგრამ სწორედ ეს, მშვიდად დაფიქრების დრო არ მაქვს!..
კარგი, ვიფიქრებ, მაგრამ პარალელურად, დრო რომ არ დავკარგო, იმ ნაძირალას
მითითებებსაც შევასრულებ. ჩანთას ხელს ვავლებ და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით
გავდივარ.
– ჰანა, უნდა წავიდე და არ ვიცი, როდის დავბრუნდები. დღევანდელი ყველა
შეხვედრა გადადე და ელიზაბეთს გადაეცი, რომ მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმის
გამო წავედი.
– რა თქმა უნდა, ანა. კარგად ხარ? – მეკითხება ის შეშფოთებული სახით და ჩემი
გამომეტყველების შემხედვარეს შუბლი ეჭმუხნება.
– კი, – ვპასუხობ დაბნეული და მისაღებისკენ გავრბივარ, სადაც სოიერი იცდის.
– სოიერ. – ჩემი ხმის გაგონებისთანავე ის სავარძლიდან ხტება და როგორც კი მხედავს,
ისიც კოპებს კრავს. – სოიერ, ცუდად ვარ, ძალიან გთხოვ, სახლში წამიყვანე.
– რა თქმა უნდა, მემ. აქ დამელოდებით, ვიდრე მანქანას ავტოსადგომიდან გამოვიყვან?
– არა. შენთან ერთად წამოვალ. სახლში რაც შეიძლება მალე მინდა მივიდე.
ჯეკისგან თავზარდაცემული და ერთიანად შებოჭილი, მანქანის ფანჯრიდან ვიყურები
და გონებაში მოქმედების გეგმას ვამუშავებ. სახლში უნდა მივიდე. გამოვიცვალო.
საჩეკო ბარათი ვიპოვო, მერე რაიანსა და სოიერს რამენაირად უნდა გავეპარო და ბანკში
მივიდე... ჯანდაბა, რამდენ ადგილს დაიკავებს ხუთი მილიონი? ან ჩანთა რა სიმძიმის
იქნება? თუ ჩემოდანი დამჭირდება? ბანკში მისვლამდე ჯერ დარეკვა ხომ არ არის
საჭირო? მია. მია... ღმერთო! იქნებ ეს ყველაფერი ბლეფია და მია ჯეკს არ ჰყავს? როგორ
შევამოწმო? გრეისს რომ დავურეკო, გრეისი ნამდვილადდაეჭვდება და ამან შეიძლება
მია საფრთხეში ჩააგდოს. ჯეკმა მითხრა, რომ თუ სადმე დავრეკავ, გაიგებს... მაგრამ
როგორ? თავს მანქანის უკანა ფანჯრისკენ ვაბრუნებ, ვითომ მითვალთვალებს? ჩვენ
უკან მომავალ მანქანებს ვაკვირდები და გული ლამის არის მკერდიდან ამომიხტეს.
ვერც ერთ მანქანას საეჭვოს ვერაფერს ვამჩნევ. ოჰ, სოიერ, დროზე, გთხოვ. უკანა ხედვის
სარკეში მზერით წამით სოიერის მზერას ვაწყდები. ის კოპებს კრავს. მერე უცებ თავისი
„ბლუთუსის“ მოწყობილობაზე ღილაკს თითს აჭერს და ზარს იღებს.
– მინდოდა მეთქვა, რომ მისის გრეი ჩემთან ერთადაა. – ის სარკეში ისევ ჩემკენ
იხედება და მზერა გზაზე გადააქვს, თან ლაპარაკს აგრძელებს. – თავს ცუდად გრძნობს
და „ესკალაში“ მიმყავს. გასაგებია... სერ. – მზერა სარკიდან ისევ ჩემს სახეზე გადმოაქვს.
– დიახ. – ეთანხმება ბოლოს და კავშირს თიშავს.
– ტეილორი იყო? – ვეკითხები ხმადაბლა.
სოიერი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
– მისტერ გრეისთან ერთად არის?
– დიახ, მემ. – სოიერს თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალი უკრთება.
– ისევ პორტლენდში არიან?
– დიახ, მემ.
კარგია. ჯობია, შორს იყოს, იქ საფრთხე არ ემუქრება. კრისტიანი ამ სიტუაციას უნდა
ავარიდო. ხელი გაუცნობიერებლად მუცლისკენ მიმაქვს და გაუცნობიერებლადვე
საკუთარ მუცელს ვეფერები, შენც ციცქნავ, შენც დაგიცავ... თქვენ ორივეს დაგიცავთ.
– სოიერ, გთხოვ, იქნებ ცოტა ჩქარა ვიაროთ? ცუდად ვარ.
– დიახ, მემ. – მპასუხობს ის, სიჩქარის პედალს ფეხს აჭერს და მანქანაც სვლას ნელ-
ნელა აჩქარებს.
მე და სოიერი სახლში შევდივართ. მისის ჯონსი არსად ჩანს და რადგანაც გარაჟში
ვერც მისი მანქანა დავინახე ვერსად, ვვარაუდობ, რომ მისის ჯონსი რაიანთან ერთად
საყიდლებზეა წასული. სოიერი ტეილორის კაბინეტში შედის თუ არა, მე პირდაპირ
კრისტიანის სამუშაო ოთახისკენ გავრბივარ. შიშისგან ერთიანად დაჭიმული საწერ
მაგიდას ვურბენ და საჩეკო ბარათების მოსაძებნად უჯრას ვაღებ. როგორც ჩანს, სწრაფი
გამოღებისგან უჯრის სიღრმიდან ლაილას პისტოლეტი გრიხინით სრიალდება. წამით
კრისტიანზე სრულიად უადგილოდ და უდროოდ იმის გამო ვღიზიანდები, რომ იარაღი
სადმე უფრო უსაფრთხო ადგილას არ შეინახა და არ ჩაკეტა... ხმარება მაინც იცოდეს,
ღმერთო! ხომ შეიძლებოდა, შემთხვევით გავარდნოდა და რამე დაეშავებინა?! მაგრამ...
წამით ვყოყმანობ და პისტოლეტს ხელს ვავლებ, ვამოწმებ, რომ დატენილია და წელთან
ჩემი შავი შარვლის სათავეში ვიჩრი. იარაღი შეიძლება დამჭირდეს. ყელში გაჩხერილ
ბურთს ვყლაპავ. მიზანში სროლაში მივარჯიშია, მაგრამ ადამიანისთვის არათუ
მისვრია, არც კი დამიმიზნებია არასოდეს. იმედი მაქვს, რეი მაპატიებს. ისევ საჩეკო
ბარათების ძებნას ვიწყებ. ვპოულობ, ხუთი ბარათია და მათგან მხოლოდ ერთია მისტერ
და მისის გრეების სახელზე. ჩემს პირად ანგარიშზე დაახლოებით ორმოცდათოთხმეტი
ათასი დოლარია, ამაზე რამდენი იქნება, წარმოდგენაც არა მაქვს, მაგრამ შეუძლებელია
კრისტიანს ხუთი მილიონი აქ ჰქონდეს. იქნებ ფული სეიფში იყოს? ჯანდაბა, კოდი არ
ვიცი... მოიცა... კრისტიანმა ერთხელ ახსენა, რომ... ჰო, მითხრა, რომ კომბინაციას
კართოტეკის კარადაში ინახავს! კარადასთან მივრბივარ, გახსნას ვცდილობ, მაგრამ
ჩაკეტილი მხვდება. ჯანდაბა! კარგი. ისევ გეგმა „ა“ს ვუბრუნდები. ერთი-ორი ღრმა
ჩასუნთქვით თავს ხელში ვიყვან და ჩვენი საძინებლისკენ გაბედულად მივდივარ.
საწოლი გასწორებულია და წამით გული საშინელი ტკივილით მეწურება. იქნებ ჯობდა,
წუხელ აქ დამეძინა... ღმერთო! მაგრამ რა აზრი აქვს იმ ადამიანთან კამათს, რომელიც
თავს თვითონვე ორმოცდაათ ელფერს ეძახის? ახლა კი აღარც მელაპარაკება.
არა, არა, ახლა ამაზე ფიქრის დრო არა მაქვს.
ჩქარ-ჩქარა ვიცვლი, ჯინსს, კაპიუშონიან სპორტულ ქურთუკს და სპორტულ
ფეხსაცმელს ვიცვამ, პისტოლეტს ჯინსის სათავეში წელთან ვმალავ და ზემოდან
ქურთუკს ვაფარებ. მერე დიდ ჩანთას ვიღებ. საინტერესოა, ამაში ხუთი მილიონი
ჩაეტევა? კრისტიანის სპორტული ჩანთაც აქვე, იატაკზე დევს. ელვას ვხსნი და
ველოდები, რომ შიგ ვარჯიშის მერე გაჭუჭყიანებული სპორტული ტანსაცმელი
დამხვდება, მაგრამ არა, ჩანთაში სუფთა და კოხტად დაკეცილი სპორტული ფორმა
დევს. მისის ჯონსს მართლაც რომ არაფერი ავიწყდება!.. ყველაფერს, რაც შიგ აწყვია
იატაკზე ვყრი და სპორტულ ჩანთას მეორე, დიდ ჩანთაში ვდებ. ასე, წესით უნდა
ჩაეტიოს. ვამოწმებ, თან მაქვს თუ არა მართვის მოწმობა, ბანკში პირადობის
დასადასტურებლად აუცილებლად დამჭირდება და საათს ვუყურებ. ჯეკის ზარის
შემდეგ ოცდათერთმეტი წუთია გასული. ახლა რამენაირად „ესკალიდან“ ისე უნდა
გავაღწიო, რომ სოიერმა ვერ დამინახოს.
ჰოლისკენ ფეხაკრეფით მივდივარ. ისიც გათვლილი მაქვს, რომ სათვალთვალო კამერა
ლიფტს უყურებს. მგონი, სოიერი ისევ ტეილორის კაბინეტში უნდა იყოს... ჰოლის კარს
ფრთხილად ვაღებ, ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად ვიხმაურო. ზურგს უკან კარს
ისევ უხმაუროდ ვხურავ და ზუსტად ზღურბლზე ისეთ წერტილში ვჩერდები, რომ
კამერის ობიექტივში არ გამოვჩნდე.მერე ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და სოიერს
ვურეკავ.
– მისის გრეი?
– სოიერ, მეორე სართულზე ვარ, ოთახში, შეგიძლია აქ რაღაცაში დამეხმარო? –
ვცდილობ, რაც შეიძლება ჩუმად ვილაპარაკო, რადგან ჰოლის კარსა და ტეილორის
კაბინეტს მხოლოდ ერთი დერეფანი ყოფს.
– ახლავე მოვალ, მემ. – მპასუხობს სოიერი, მაგრამ ხმაში გაკვირვების დაფარვას ვერ
ახერხებს. მე ხომ მისთვის დახმარების თხოვნით ადრე არასდროს დამირეკავს. გული
გამალებით მიცემს... გამომივა კი? ტელეფონს ვთიშავ და წამის მერე სოიერის ნაბიჯების
ხმა მესმის. ის ჰოლს ჭრის და კიბისკენ მიდის. კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვით თავის
გამხნევებას ვცდილობ და წამით საკუთარი საქციელის აბსურდულობაზე მწარე და
ირონიული ჩაცინებით მეღიმება: ღმერთო, საკუთარი სახლიდან ქურდივით ვიპარები.
როგორც კი სოიერი მეორე სართულზე ადის, ლიფტთან მივრბივარ და თითს
გამოძახების ღილაკს ვაჭერ. ჩემ წინ კარი ხმაურიანი წკრიალით იღება. კაბინაში
შევდივარ და მიწისქვეშა გარაჟში მოსახვედრად ლიფტის პანელზე ღილაკს
ფეთიანივით ვაწვები. აუტანლად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კარი ნელი სრიალით
დაკეტვას იწყებს და იმავწამს სოიერის ყვირილი მესმის.
– მისის გრეი! – ერთი წამით ადრე, ვიდრე ლიფტის კარი საბოლოოდ იკეტება, ვხედავ,
რომ სოიერი ფოიეში შემორბის. – ანა! – ყვირის ისევ და სრულიად გაოგნებული
გამომეტყველებით მიყურებს. მაგრამ უკვე გვიანია, ლიფტის კარი იკეტება და სოიერი
თვალთახედვიდან ქრება. ლიფტი მიწისქვეშა ავტოსადგომისკენ მისრიალებს. ვიდრე
სოიერი ჩემი კაბინიდან გასვლის შემდეგ ლიფტს ისევ გამოიძახებს, გარაჟში ჩამოვა და
ჩემს გაჩერებას შეეცდება, ორი-სამი წუთი მაქვს. ჩემს „R8“-ს წამიერ ნაღვლიან მზერას
ვავლებ და „სააბთან“ მივრბივარ, კარს სწრაფად ვაღებ, ჩანთებს მგზავრის სავარძელზე
ვყრი და საჭესთან ვჯდები.
ძრავას ვრთავ და მანქანა მიწისშქვეშა ავტოსადგომის გასასვლელისკენ მუხრუჭების
ღრჭიალით მიმყავს. უსაშველოდ გაწელილი თერთმეტი წამის განმავლობაში
შლაგბაუმის აწევას ველოდები და როგორც კი იწევა, სიჩქარის პედალს ფეხს მკვეთრად
ვაჭერ. გარაჟიდან მთელი სისწრაფით გასვლამდე უკანა ხედვის სარკეში ვიყურები,
წამიერად თვალს ლიფტიდან გამოვარდნილ და მანქანისკენ სირბილით მიმავალ
სოიერს ვკრავ და ვიდრე პანდუსიდან მეოთხე ავენიუზე ვუხვევ, გონებიდან თვალწინ
დამდგარ სოიერის სრულიად გაოგნებულ და შეურაცხყოფილ სახეს ვერ ვიშორებ. ცოტა
ხნით შვებით ამოსუნთქვის საშუალება მეძლევა. ვიცი, რომ სოიერი კრისტიანს ან
ტეილორს დაურეკავს, მაგრამ არა უშავს, კრისტიანის პრობლემას მერე მოვაგვარებ,
ახლა ამაზე ფიქრის დრო არ მაქვს. ჯანდაბა, უცებ ვხვდები, რომ სოიერმა ამის გამო
შეიძლება სამსახური დაკარგოს და სავარძელზე მოუხერხებლად ვწრიალებ. არა, ამაზე
არ იფიქრო, ამაზე არ იფიქრო, ახლა მთავარი ის არის, რომ მიას ვუშველო. ჯერ ბანკამდე
უნდა მივაღწიო და ხუთი მილიონი დოლარის ანგარიშიდან მოხსნა მოვახერხო.
ავტოსადგომიდან გამოვარდნილი „აუდიSUV“ის დანახვის შიშით წამიერად ნერვიული
მზერა ისევ უკანა ხედვის სარკეზე გადამაქვს, მაგრამ სოიერი ჯერ არ ჩანს. მდიდრულ,
თანამედროვე და დახვეწილ, გემოვნებიანი ინტერიერით გაწყობილ ბანკის შენობაში
შევდივარ. ღია მწვანე ნაყშიანი შუშით მოპირკეთებულ დარბაზში ხმადაბალი
ლაპარაკის ყრუ ზუზუნი და გაპრიალებული იატაკიდან ექოდ ასხლეტილი ნაბიჯების
ხმა ისმის. შევდივარ თუ არა, გეზს პირდაპირ საინფორმაციო დახლისკენ ვიღებ.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ, მემ? – მიღიმის ახალგაზრდა ქალი ქათქათა და ყალბი
ღიმილით და წამით ვნანობ, რომ ჯინსი მაცვია.
– დიდი თანხის მოხსნა მინდა.
მისი ყალბი ღიმილი კიდევ უფრო ყალბი გამომეტყველებით მრავალმნიშვნელოვნად
წარბს ძგიბავს.
– ჩვენს ბანკში ანგარიში გაქვთ? – როგორღაც ახერხებს, რომ ხმაში სარკაზმი დამალოს.
– კი, – ვუჭრი მკვახედ. – მე და ჩემს ქმარს აქ რამდენიმე ანგარიში გვაქვს. ჩემი ქმრის
სახელი და გვარია კრისტიან გრეი.
მას თვალები ოდნავ შესამჩნევად უფართოვდება, ცუდად დაფარული სიყალბე შოკით
ეცვლება და ერთმანეთში არეული ურწმუნობითა და მოწიწებით თავიდან ფეხებამდე
თვალს მავლებს.
– აქეთ მობრძანდით, მემ, – ხმადაბლა წარმოთქვამს ის და ღია მწვანე შუშის კედლიან,
უბრალოდ მოწყობილ კაბინეტში შევყავარ. – გთხოვთ, დაბრძანდით. – მითითებს
შუშის, თანამედროვე კომპიუტერითა და ტელეფონით აღჭურვილ მაგიდასთან მდგარ
შავი ტყავის სავარძელზე. – რა თანხის მოხსნა გსურთ, მისის გრეი? – მეკითხება ბოლოს
თავაზიანად.
– ხუთი მილიონი დოლარის. – ვპასუხობ მე და ისეთი გამომეტყველებით, თითქოს
ანგარიშიდან ხუთი მილიონის მოხსნა ჩემთვის ლამის ყოველდღიური საქმე იყოს,
პირდაპირ თვალებში ვუყურებ.
ახალგაზრდა ქალი ფითრდება.
– გასაგებია. მენეჯერს მოვიყვან. მაპატიეთ, რომ გეკითხებით, მაგრამ პირადობის
მოწმობა თუ გაქვთ?
– მაქვს, მაგრამ, თუ შეიძლება, მენეჯერთან დამალაპარაკეთ.
– რა თქმა უნდა, მისის გრეი.
ის ოთახიდან ნაჩქარევად გადის, მე კი მითითებულ სავარძელში ვჯდები.
ტალღასავით უცებ ისევ გულისრევის სპაზმი მივლის დასაზურგეზე მიწოლისას
წელთან მტკივნეული შეგრძნებით თავს ჯინსის სათავეში ჩაჩრილი იარაღი მახსენებს.
არა, ახლა ცუდად გახდომის დრო არ მაქვს, თავი ხელში უნდა ავიყვანო. რამდენიმე
ღრმა ჩასუნთქვით უსიამოვნო შეგრძნებების მოშორებას ვცდილობ და გულისრევის
გრძნობაც უკან იხევს. ნერვიული მზერა საათზე გადამაქვს, ორის ოცდახუთი წუთია.
ოთახში ოდნავ გამელოტებული, ძვირფას მუქლურჯ კლასიკურ კოსტიუმსა და
შესაფერისი ტონის ჰალსტუხში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი შემოდის და ხელს
ჩამოსართმევად მიწვდის.
– მისის გრეი, მე ტროი ვილენი ვარ. – მესალმება ღიმილით, ერთმანეთს ხელს
ვართმევთ და ის ჩემ პირდაპირ, მაგიდასთან ჯდება. – ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ
ანგარიშიდან დიდი თანხის მოხსნა გსურთ.
– მართალია, ხუთი მილიონი დოლარი მჭირდება.
ის კომპიუტერისკენ ბრუნდება და კლავიატურაზე რაღაც ციფრებს კრეფს.
– ჩვეულებრივ ასეთ დიდ თანხებზე წინასწარ განაცხადს ვითხოვთ... – ის ჩუმდება და
წამის შემდეგ გამამხნევებელი, მაგრამ ქედმაღლური ღიმილი მიღიმის. – მაგრამ,
საბედნიეროდ, წყნარი ოკეანის მთელი ჩრდილოდასავლეთის სანაპიროს ფულადი
რეზერვი ჩვენს ბანკში ინახება, – ღმერთო, ის რა, ახლა ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას
ცდილობს?
– მისტერ ვილენ, მეჩქარება, მითხარით, რა უნდა გავაკეთო? თან მართვის მოწმობა და
ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი საჩეკო ბარათი მაქვს. უბრალოდ, ჩეკი უნდა
გამოვწერო?
– თანმიმდევრობით მივყვეთ, მისის გრეი. უპირველესად, თუ შეიძლება, იქნებ თქვენი
პირადობის დამადასტურებელი საბუთი მიბოძოთ? – მეუბნება სიტყვაუხვი
პოზიორიდან წამის უსწრაფესად სერიოზულ ბანკირად გარდაქმნილი.
– აი, ინებეთ. – ვუწვდი მართვის მოწმობას.
– მისის გრეი... უკაცრავად, მაგრამ მოწმობა ანასტასია სტილის სახელზეა.
ჯანდაბა!
– აა... დიახ. ჰმ...
– თუ გნებავთ, მისტერ გრეის დავურეკავ.
– არა, არა, საჭირო არ არის. – ჯანდაბა! – ქმრის გვარზეც უნდა მქონდეს რამე...
საბუთი...
ჩანთაში ვიქექები. რა მაქვს, რა?.. საფულეს ვიღებ და ვხსნი. „ის“ კაიუტაში ლოგინზე
წოლიარე ჩემი და კრისტიანის ფოტო. არა, ამას ხომ ვერ ვაჩვენებ! საფულედან ჩემს შავ
„American Express“ს ვიღებ.
– აი.
– მისის ანასტასია გრეი, – კითხულობს ვილენი. – დიახ, გამოდგება. – ამბობს ის,
მაგრამ თან კოპებს კრავს. – თუმცა ეს წესების უხეში დარღვევაა, მისის გრეი.
– თუ ასეა, იძულებულს მხდით ჩემს ქმარს ვუთხრა, რომ თქვენი ბანკი მოთხოვნილი
თანხის განაღდებაზე უარს მეუბნება! – მხრებს ვშლი და შეძლებისდაგვარად ჩემი
ყველაზე ქედმაღლური მზერით თვალს ვუსწორებ მას.
ის წამით ჩუმდება, მგონი, ახლა მის გონებაში ჩემი გადაფასების პროცესი მიდის.
– ჩეკის გამოწერა მოგიწევთ, მისის გრეი.
– რა თქმა უნდა. ამ ანგარიშიდან, არა? – ჩემს საჩეკო ბარათს ვაჩვენებ და ვცდილობ,
რამენაირად ამოვარდნამდე აჩქარებული გული დავიმშვიდო.
– დიახ, ამ ანგარიშიდან შეგიძლიათ... და ამის გარდა კიდევ რამდენიმე დამატებითი
ფორმის შევსებაც მოგიწევთ... ჰმ, მომიტევეთ, სულ ერთი წუთით დაგტოვებთ, მისის
გრეი.
მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ის კი დგება და კაბინეტიდან გადის. დამშვიდებას
ისევ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით ვცდილობ. არ მეგონა, თუ ანგარიშიდან ფულის
მოხსნა ასე რთული იქნებოდა. საჩეკო წიგნაკს მოუხერხებლად ვფურცლავ და ჩანთიდან
საწერკალამს ვიღებ. უბრალოდ, ჩეკი უნდა გამოვწერო? წარმოდგენაც არ მაქვს...
აკანკალებული ხელით „ხუთი მილიონი დოლარი $5 000 000“ გამომყავს. ღმერთო,
იმედი მაქვს, სწორად ვიქცევი. მია, მიაზე იფიქრე. ეს ჩემი გასაკეთებელია, ვერავის
ვეტყვი.
გონებაში ჯეკის შემზარავი და საშინელი სიტყვები მიტივტივდება: „ვიდრე
ჩავაძაღლებ, ისე გავჟიმავ, სიკვდილს აქეთ მეხვეწებოდეს“.
კაბინეტში უხერხული შმუშვნით გაფითრებული მისტერ ვილენი ბრუნდება.
– მისის გრეი? თქვენთან თქვენს მეუღლეს უნდა დალაპარაკება. – ბუტბუტებს ის და
შუშის მაგიდაზე მდგარ ტელეფონზე მითითებს.
რაა? არა!
– მისტერ გრეი პირველ ხაზზეა. უბრალოდ, თითი ღილაკს დააჭირეთ და... მე კარს
უკან დაგელოდებით. – უტიფრობა ჰყოფნის და ამ ყველაფერს კიდევ სახეზე
გამოხატული უხერხული გამომეტყველებით მეუბნება. უნამუსო ბენედიქტ
არნოლდი!(ბენედიქტ არნოლდი (17411801) – გენერალმაიორი, აშშის ისტორიაში
ითვლება წინააღმდეგობრივ ფიგურად, ერთი მხრივ, გმირად, რომელმაც აშშ
დამცირებისგან იხსნა და, მეორე მხრივ, გამყიდველად, რომელმაც თავისი ქვეყანა
ფულზე გაყიდა და დიდი ბრიტანეთის მხარეს გადავიდა. ) ვილენს გაცეცხლებული
მზერით ვაჩერდები, მაგრამ როგორც კი ის კაბინეტიდან ნაჩქარევად გადის, ვგრძნობ,
რომ ერთიანად ვფითრდები.
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! რა ვუთხრა კრისტიანს? გაიგებს თუ არა, ჩაერევა.
კრისტიანის ჩარევა არ შეიძლება, მიასთვის ეს პირდაპირი საფრთხეა. აკანკალებულ
ხელს ტელეფონისკენ ვიწვდენ, ყურმილს გულამოვარდნილი ვიღებ და თითს პირველი
ხაზის ღილაკს ვაჭერ.
– გამარჯობა, – ვბუტბუტებ თავგზაარეული და ნერვიული ცახცახის მოთოკვას
უშედეგოდ ვდილობ.
– ჩემგან მიდიხარ? – მესმის კრისტიანის სასოწარკვეთილი, ხრიალამდე ჩავარდნილი
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჩურჩული.
რაა?
– არა! – მსკდება მკერდიდან. ოჰ, ღმერთო, არა, არა, არა! ეს როგორ იფიქრა? ფულის
გამო? ფული რადგან გამაქვს, იმიტომ ჩათვალა, რომ მივდივარ? ღმერთო!.. მაგრამ უცებ
ამ საშინელი და თავზარდამცემი, მაგრამ სიცხადის წამს ვაცნობიერებ, რომ კრისტიანის
უსაფრთხო დისტანციაზე შეკავების და მიას გადარჩენის ერთადერთ საშუალებას
სწორედ ტყუილი მომცემს.
– ჰო, – ვეუბნები ჩურჩულით და სხეული ერთიანად საშინელი, მწველი ტკივილით
მეძაბება, თვალები ცრემლით მევსება და სახეც მაშინვე სრულიად მისველდება.
კრისტიანი შოკისა და სასოწარკვეთის, ლამის ქვითინად ამოვარდნილ, ოხვრასავით
ბგერას გამოსცემს.
– ანა, მე... – ხმა უწყდება.
არა! პირზე ხელს ვიფარებ, რომ ჩემი აწეწილი გრძნობები მკერდიდან მეც ქვითინად არ
ამომვარდეს.
– კრისტიან, გთხოვ, არ... – ღმერთო, ცრემლებისგან უკვე ვეღარაფერს ვხედავ.
– მიდიხარ, ანა? – მიმეორებს ის.
– კი.
– მაგრამ ფული... ნაღდი ფული რად?.. ესე იგი საქმე თავიდანვე ფულში იყო? – ძლივს
მესმის მისი ტანჯვით განაწამები ხმა.
არა! თვალებიდან ცრემლები უკვე ღვარად მომდის.
– არა, – ვეუბნები ჩურჩულით.
– ხუთი მილიონი საკმარისია?
ღმერთო! გთხოვ, შეწყვიტე!
– კი.
– ბავშვი? – მეკითხება ისევ ძლივს გასაგონად.
რაა? ღმერთო! მუცელზე ხელს ვიდებ.
– ბავშვზე მე ვიზრუნებ. – ვპასუხობ ხმაჩავარდნილი. ჩემი ციცქნა... ჩვენი ციცქნა.
– ეს ის არის, რაც გინდა?
არა!
– კი.
ის ჰაერს მკვეთრად და ხმაურით ისუნთქავს.
– რაც არის, მთლიანად წაიღე. – ცრის კბილებში.
– კრისტიან, – ვკვნესი ქვითინით. – ამას მე შენთვის ვაკეთებ. შენი ოჯახისთვის.
გთხოვ, არ გინდა.
– ყველაფერი წაიღე, ანასტასია.
– კრისტიან... – და თავს ძლივს ვიკავებ. კინაღამ ყველაფერს ვეუბნები, ჯეკზე, მიაზე,
გამოსასყიდზე... უბრალოდ მენდე, გთხოვ! – ვემუდარები გულში, უხმოდ.
– მე შენ ყოველთვის მეყვარები. – ამბობს ხრინწიანი, ჩავარდნილი ხმით და ტელეფონს
თიშავს.
– კრისტიან! არა... მე შენ მიყვარხარ.
ამწამს, ამ საშინელ წამს ყველაფერი, რაც უკანასკნელი ორი დღის განავლობაში ასე
მნიშვნელოვნად და მტკივნეულად მეჩვენებოდა, ქრება და სრულიად კარგავს აზრსაც
და მნიშვნელობასაც. მე დავპირდი, რომ არასოდეს მივატოვებდი და მე არც მივდივარ,
მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ მია, მისი და გადავარჩინო. სავარძელზე მძიმედ
ვეხეთქები, სახეზე ხელებს ვიფარებ და გულამოსკვნილი ვქვითინებ.
გონს კარზე მორიდებულ კაკუნს მოვყავარ. თუმცა კი შემოსვლის ნებართვა არ
მიმიცია, ოთახში ვილენი შემოდის და სახეზე გამოხატული დათრგუნული
გამომეტყველებით მზერას მალავს, ჩემ გარდა ყველა მიმართულებით იყურება.
არამზადავ, ეს შენ დაურეკე ჩემს ქმარს! გაცოფებული ბოღმით სავსე მზერით ვბურღავ
მე.
– კარტბლანში გაქვთ, მისის გრეი, – მეუბნება ის. – მისტერ გრეიმ თავისი აქტივების
ნაწილის ლიკვიდაციის განკარგულება გასცა. მითხრა, რომ შეგიძლიათ ანგარიშიდან
იმდენი მოხსნათ, რამდენსაც მოისურვებთ.
– მე მხოლოდ ხუთი მილიონი მჭირდება. – ვსისინებ მჭიდროდ შეკრული
კბილებიდან.
– დიახ, რა თქმა უნდა, მემ. ხომ კარგად ხართ?
– რა, არ მეტყობა?! – ვკრავ მწარედ კბილს.
– მაპატიეთ, მემ. წყალს ხომ არ ინებებთ?
მოქუფრული, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. მე ორი წუთის წინ ქმარი მივატოვე,
ყოველ შემთხვევაში, კრისტიანი ფიქრობს ასე. ჩემი ქვეცნობიერი უკმაყოფილო
გამომეტყველებით ტუჩებს იბზუებს, „იმიტომ, რომ შენ უთხარი ასე“.
– ჩემს კოლეგას ვთხოვ, ვიდრე მე ფულს მოვამზადებ, წყალი მოგიტანოთ. თუ
შეიძლება, აი, აქ მოაწერეთ ხელი, მემ... და ჩეკზეც.
ის ბლანკს ჩემ წინ, მაგიდაზე დებს. მე პუნქტირით აღნიშნულ ხაზზე ჯერ ჩეკს ვაწერ
ხელს, მერე ბლანკზეც იმავეს ვიმეორებ – ანასტასია გრეი. თვალებიდან ჩამოდინებული
ცრემლი კინაღამ ქაღალდს ეწვეთება.
– ამას მე ავიღებ, მემ. ფულის მოსამზადებლად დაახლოებით ნახევარი საათი
დაგვჭირდება.
მზერა საათზე გადამაქვს. ჯეკმა ორი საათი დამითქვა... დროში ზუსტად ვეტევი.
ვილენს თავს ვუქნევ, ის კაბინეტიდან ლამის ფეხაკრეფით გადის და ჩემს მტანჯველ
ფიქრებთან მარტო მტოვებს.
რამდენიმე წამის, წუთის, ან იქნებ სულაც საათის მერე ოთახში წყლით სავსე
გრაფინითა და ჭიქით ხელში მის ყალბი ღიმილი შემოდის.
– მისის გრეი... – ხმადაბალი რბილი ტონით წარმოთქვამს ის და წყალს მისხამს.
– გმადლობთ. – ვბუტბუტებ პასუხად, ჭიქას ვიღებ და მაცოცხლებელ სითხეს
მადლიერებით ვსვამ.
ის ოთახიდან გადის და ჩემს დამთრგუნველ და შიშისგან არეულ ფიქრებთან ისევ
მარტო ვრჩები... კრისტიანს რამენაირად შევურიგდები, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან
გვიანი არ იქნა. ყოველ შემთხვევაში ახლა იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ აღარ
ჩაერევა, ასეა თუ ისე ამ სიტუაციას გავარიდე. ახლა მთელი ყურადღება მიაზე უნდა
გადავიტანო... მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ ეს ბლეფია და ჯეკს მია არ გაუტაცია? ამ
შემთხვევაში, იქნებ ჯობია, პოლიციას დავურეკო?
„გაფრთხილებ, არავის არაფერი უთხრა, თორემ ვიდრე ჩავაძაღლებ, ისე გავჟიმავ,
სიკვდილს აქეთ მეხვეწებოდეს“. არა, არ შეიძლება. სავარძლის საზურგეს ვეყუდები და
წელთან ჯინსში გაჩრილი პისტოლეტის დამამშვიდებელ არსებობას ვგრძნობ. ვინ
იფიქრებდა, ჩემთვის დამიზნებული იარაღისთვის ლაილას მადლიერი რომ
ვიქნებოდი?
ოჰ, რეი, ნეტა იცოდე, როგორ მიხარია, რომ სროლა მასწავლე.
ღმერთო, რეი! რეის გახსენებაზე სუნთქვა მეკვრება, დღეს საღამოს თუ ვერ მივედი,
ინერვიულებს... იქნებ ყველაფერმა მარტივად ჩაიაროს, ჯეკს ფულს მივცემ, ის მიას
გამოუშვებს და სადაც უნდა იქ წასულა... აშკარად ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს
მოულოდნელად ჩემი „ბლეკბერი“ „შენი სიყვარული – მეფეას“ მელოდიით ცოცხლდება.
ოღონდ ახლა, არა! რა უნდა? არ ეყო, რაც მითხრა, ჭრილობაში კიდევ დანაც უნდა
დამიტრიალოს?
„ესე იგი საქმე თავიდანვე ფულში იყო?“ ოჰ, კრისტიან, ეს როგორ იფიქრე? უცებ
ვბრაზდები, ძალიან ვბრაზდები და ეს მშველის. ზარის ხმოვან ფოსტაზე
გადამისამართების ფუნქციას ვრთავ. არა უშავს, ჩემს ქმართან საქმეს მოგვიანებით
გავარკვევ.
კარზე აკაკუნებენ.
– მისის გრეი. – ეს ვილენია. – ფული მზად არის.
– გმადლობთ. – ვდგები თუ არა, ოთახი მაშინვე ტრიალს იწყებს და თავის
შესაკავებლად სავარძლის საზურგეს ვეჭიდები.
– მისის გრეი, ცუდად ხომ არ ხართ?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ და თვალს ისეთი მზერით ვავლებ, რომ ხვდება –
ჯობია, თავი დამანებოს. პირს ოდნავ ვაღებ და დამამშვიდებელი ღრმა ჩასუნთქვით
თავის ხელში აყვანას ვცდილობ. ახლა ცუდად ყოფნის დრო არ მაქვს, ეს მე უნდა
გავაკეთო. ეს ჩემი მოვალეობაა. მიას მე უნდა ვუშველო. ვსწორდები, სპორტულ
ქურთუკს ვისწორებ და წელთან, ჯინსის სათავეში გაჩრილი პისტოლეტის ტარს ვმალავ.
მისტერ ვილენი კოპებს კრავს, მაგრამ კარს მაინც აღებს და მიჭერს. ფეხები
მიკანკალებს, მაგრამ ნერვიულობას არ ვყვები და ოთახიდან გავდივარ. ბანკის
შემოსასვლელთან სოიერი დგას და ფოიეს ყურადღებით ათვალიერებს.
ჯანდაბა! მისი მზერა ჩემს თვალებს ხვდება და სოიერი სახეზე გამოხატული ჩემი
რეაქციის შემფასებლური გამომეტყველებით კოპებს კრავს. გაბრაზებისგან თვალებიდან
ისიც კი ცეცხლის ნაპერწკლებს ყრის! „ერთი წუთი მომიცადეს“ ჟესტით საჩვენებელ
თითს ზევით ვწევ და ისიც თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს, თან თავისი მობილური
ტელეფონის ზარს პასუხობს. ჯანდაბა! დარწმუნებული ვარ, კრისტიანი ურეკავს. მე
მკვეთრად ვბრუნდები, ზუსტად ჩემ ზურგს უკან მომავალ ვილენს ლამის ვეჯახები და
ისევ უკან, იმავე კაბინეტში შევდივარ.
– მისის გრეი? – მეკითხება დაბნეული, კაბინეტში ფეხდაფეხ შემოყოლილი ვილენი.
– იქ ერთი ადამიანია, რომლის ნახვაც არ მინდა, ის მე მითვალთვალებს...
ვილენს თვალები უფართოვდება.
– მისის გრეი, პოლიციას ხომ არ გამოვუძახო?
– არა! – ღმერთო, ოღონდ პოლიცია, არა.
რა ვქნა? მზერა სწრაფად საათზე გადამაქვს, თითქმის ოთხის თხუთმეტი წუთია. ჯეკი
სადაცაა დარეკავს. იფიქრე, ანა, იფიქრე! ვილენი სულ უფრო და უფრო მეტად
შეშფოთებული და დაბნეული გამომეტყველებით მიყურებს. ალბათ ფიქრობს, რომ
გავგიჟდი... „გაგიჟდი კიდეც! “ – თავზე დამსისინებს ჩემი ქვეცნობიერი.
– მისტერ ვილენ, დარეკვა მინდა, თუ შეიძლება, შეგიძლიათ ერთი წუთით მარტო
დამტოვოთ?
– რა თქმა უნდა, – მპასუხობს, როგორც მეჩვენება, შვებით, და კაბინეტიდან გადის.
როგორც კი ვილენი ზურგს უკან კარს იხურავს, „ბლეკბერიზე“ აკანკალებული
თითებით მიას ნომერს ვკრეფ.
– ოჰ, რა სიურპრიზია, თვით ჩემი მილიონები მირეკავს, – ზიზღით მპასუხობს მაშინვე
ჯეკი.
მაგრამ ახლა ამ იაფფასიან ნიშნის მოგებაზე პასუხის გასაცემად ნამდვილად არ
მცალია.
– ჯეკ, მე პრობლემა მაქვს.
– ვიცი. შენი დაცვის ბიჭი ბანკში დაგადგა.
რაა? ამ ნაძირალამ საიდანღა იცის?
– ვერაფერს იზამ, გამოძრომა მოგიწევს. ბანკის უკან შავი „დოჯი“ დგას. სამი წუთი
გაქვს, რომ მანქანასთან მიხვიდე. – „დოჯი“!
– სამი წუთი შეიძლება არ მეყოს. – ვეუბნები და გული ისევ სადღაც ყელისკენ მიხტება.
– ბოზანდარას კვალობაზე საკმაოდ ჭკვიანი, ხარ, გრეი, არა უშავს, რამეს მოიფიქრებ.
და კიდევ, როგორც კი მანქანასთან მიხვალ, შენი მობილური გადააგდე, გაიგე,
ჩათლახო?
– კი.
– პასუხი არ მესმის! – ღრიალებს ის.
– გავიგე.
ჯეკი ტელეფონს თიშავს.
ჯანდაბა! კაბინეტის კარს სწრაფად ვაღებ. ვილენი დერეფანში მოთმინებით
მელოდება.
– მისტერ ვილენ, ჩანთების მანქანამდე მისატანად თქვენი დახმარება მჭირდება.
მანქანა ბანკის უკან მყავს გაჩერებული. ბანკიდან უკანა გასასვლელი არ გაქვთ?
ის კოპებს კრავს.
– დიახ, გვაქვს. ჩვენი თანამშრომლებისთვის.
– თუ შესაძლებელია,იქნებ იმ გასასვლელიდან გამიშვათ? ასე მთავარ
შემოსასვლელთან არასასურველ ყურადღებასაც ავცდებოდი.
– როგორც ინებებთ, მისის გრეი. ახლავე განკარგულებას გავცემ, რომ ორი კლერკი
ჩანთების წაღებაში დაგეხმაროთ და დაცვის ორმა თანამშრომელმა მანქანამდე
მიგაცილოთ. თუ შეიძლება, გამომყევით.
– ჰმ, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, მისტერ ვილენ.
– რა თქმა უნდა, მისის გრეი.
ორი წუთის შემდეგ ბანკის უკანა გასასვლელიდან ჩემს თანმხლებებთან ერთად
გავდივარ და „დოჯისკენ“ მივემართები. მანქანის მინები ტონირებულია და საჭესთან
ვინ ზის, ვერ ვხედავ, მაგრამ როგორც კი „დოჯს“ ვუახლოვდებით, მძღოლის მხარეს
კარი იღება და მანქანიდან გრაციოზული მოძრაობით კაპიუშონით ნახევრად
სახედაფარული, შავებში ჩაცმული ქალი გადმოდის. ელიზაბეთი! ის „დოჯს“
ნახევარწრეს არტყამს და მანქანის საბარგულს აღებს. ახალგაზრდა კლერკები
საბარგულში მძიმე ჩანთებს აწყობენ.
– მისის გრეი. – ელიზაბეთს თავხედობა ჰყოფნის და ისეთი გამომეტყველებით
მიღიმის, თითქოს ერთად დროის გასატარებლად სადმე მივდიოდეთ.
– ელიზაბეთ. – ვპასუხობ არქტიკული სიცივით. – რა სასიამოვნოა სამსახურის გარეთ
შენი ნახვა.
მისტერ ვილენი თავს უხერხული ჩახველებით მახსენებს.
– მაშ, ასე, საინტერესო დღე იყო, მისის გრეი, – მეუბნება ის.
იძულებული ვხდები, თავაზიანობის წესები დავიცვა, მისტერ ვილენს ხელს ვართმევ
და მადლობას ვუხდი, ამასობაში კი ციებიანივით ამ ახალ მოულოდნელობაზე
ვფიქრობ.
ელიზაბეთი? რა ხდება? ელიზაბეთს ჯეკთან რა უნდა? ვილენი და ბანკის
თანამშრომლები ისევ ბანკის შენობაში ბრუნდებიან, მე სი-აი-პის კადრების
განყოფილების უფროსთან, გატაცების, გამოძალვისა და, შეიძლება კიდევ ორი მძიმე
დანაშაულის თანამონაწილესთან, მარტო მტოვებენ. რატომ, ელიზაბეთ?
ის მანქანის უკანა კარს აღებს და ჟესტით მანიშნებს, რომ ჩავჯდე.
– თუ შეიძლება, თქვენი ტელეფონი მომეცით, მისის გრეი. – მეუბნება ის და ყოველ
ჩემს მოძრაობას ყურადღებით აკვირდება. ტელეფონს ელიზაბეთს ვაძლევ, ის კი
აპარატს უახლოეს ნაგვის ურნაში აგდებს.
– ეს იმისთვის, რომ ძაღლებს კვალი აერიოთ. – ამბობს თვითკმაყოფილი ტონით.
ეს ქალი ვინ არის? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ელიზაბეთს პირველად ვხედავ... ის
კარს მიკეტავს და თვითონ საჭესთან ჯდება. მერე ძრავას ქოქავს, მანქანების დინებას
უერთდება და გეზს აღმოსავლეთისკენ იღებს. დაბნეული და შეშფოთებული უკან
ვიხედები, მაგრამ სოიერი არსად ჩანს.
– ელიზაბეთ, ფული შენ გაქვს, დაურეკე ჯეკს და უთხარი, რომ მია გაუშვას.
– როგორც ვიცი, ჯეკს პირადად უნდა შენთვის მადლობის გადახდა.
ჯანდაბა! უკანა ხედვის სარკეში მის სახეს გაქვავებული გამომეტყველებით ვაჩერდები
და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. ელიზაბეთი ფითრდება და ლამაზ სახეზე
აფორიაქების ჩრდილი ურბენს.
– ამას რატომ აკეთებ, ელიზაბეთ? მეგონა, რომ ჯეკი არც შენ მოგწონდა.
ელიზაბეთს სარკეში მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს და თვალებში წამიერად გამკრთალ
ტკივილს ვარჩევ.
– ანა, საქმე ბევრად უკეთ წავა, თუ მოკეტავ და ხმას არ ამოიღებ.
– მაგრამ ხომ ვხედავ, რომ ამის გაკეთება არ გინდა, შენ თვითონაც ხომ კარგად გესმის,
რომ ეს არასწორია.
– გაჩუმდი! – ცრის ის კბილებში და მის შფოთს უკვე მთელი არსებით ვგრძნობ.
– რამით გაშანტაჟებს, ელიზაბეთ?
ის სარკეში ბოროტად მიყურებს და მუხრუჭს ფეხს მკვეთრად აჭერს, რის გამოც წინ
ვვარდები და სახით წინა სავარძლის თავის მისაყუდებელს ვეხეთქები.
– გაჩუმდიმეთქი! – ღმუის ის. – გირჩევნია, ღვედი გადაიჭირო.
ელიზაბეთის რეაქცია მკარნახობს, რომ სწორად გამოვიცანი. ჯეკი მას რაღაცით
აშანტაჟებს, და ეს რაღაც ელიზაბეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად არის,
ჯეკის ნებისმიერი ბრძანება შეასრულოს. საინტერესოა, ასეთი რა უნდა იყოს? მისი
პირადი ცხოვრების რაღაც დეტალი? ალბათ რაღაც სექსთან დაკავშირებული?.. ამ
აზრისგან მთელ სხეულში ამაზრზენი ცახცახი მივლის. კრისტიანმა თქვა, რომ ჯეკის
ვერც ერთი ყოფილი თანაშემწისგან სიმართლე ვერ გაიგეს. ალბათ ყოველ მათგანთანაც
იგივე ისტორიაა. როგორც ჩანს, სექსზე ჩემი დაყოლიებაც ამიტომ უნდოდა. ზიზღისგან
ყელში საზიზღარი სიმწარე ამომდის.
ელიზაბეთი სიეტლის საქმიანი რაიონიდან გადის და გეზს აღმოსავლეთ
ბორცვებისკენ იღებს. მალე უკვე საცხოვრებელი კორპუსებით გარშემორტყმულ ქუჩებს
მივუყვებით. თვალში აბრაზე დაწერილი ერთერთი ქუჩის დასახელება მხვდება –
საუთირვინგსტრიტი. ელიზაბეთი მკვეთრად მარცხნივ, რომელიღაც უკაცრიელ ქუჩაზე
უხვევს. ქუჩის ერთ მხარეს ძველი, საღებავგადაცრეცილი საბავშვო მოედანია, მეორე
მხარეს კი გამოცარიელებული აგურის შენობებით გარშემორტყმული ბეტონის
უზარმაზარი ავტოსადგომი. ის ავტოსადგომზე შედის, აგურის ბოლო შენობასთან
ჩერდება და ჩემკენ ბრუნდება.
– მოვედით. – ბუტბუტებს გაუგებარი ინტონაციით.
თმის ყოველი ღერი წიწკნას მიწყებს და ადრენალინის მოზღვავებისგან ლამის არის
გული ამომვარდეს.
– ელიზაბეთ, ჯერ კიდევ გვიანი არ არის, ამას ნუ იზამ, – ვეუბნები ხმადაბლა, მაგრამ
ის ყურადღებას არმაქცევს, მოქუფრულს მხოლოდ ტუჩები ემუწება და მაშინვე
მანქანიდან გადადის.
ეს მიასთვის უნდა გავაკეთო, ეს მიასთვის უნდა გავაკეთო... ღმერთო! – ვლოცულობ
უსიტყვოდ და ჩქარ-ჩქარა. ღმერთო, გთხოვ, კარგად იყოს, ღმერთო, გთხოვ, კარგად
იყოს.
– გადმოდი, – მეუბნება და ჩემს კარს მკვეთრად აღებს ელიზაბეთი.
ჯანდაბა! მანქანიდან გადავდივარ, მაგრამ მუხლები ისე მიკანკალებს, რომ, უბრალოდ,
ფეხზე დგომაც კი მიჭირს. სახეში შემოდგომის არომატითა და მტვრიანი, ძველისძველი
და მიტოვებული შენობების სუნით გაჟღენთილი საღამოს გრილი ნიავი მცემს.
– ოჰ, ეს რა სტუმარი გვწვევია!
ჯეკი შენობის მარცხენა მხარეს ჩამოკიდებული ფიცრის კარიდან გამოდის. თმა
მოკლედ აქვს შეჭრილი, საყურეები არ უკეთია და კოსტიუმი აცვია! ჯეკი კოსტიუმში?
ის აგდებული და თამამი მოძრაობით ჩემკენ მოაბიჯებს და ერთიანად ქედმაღლობას და
ზიზღს ასხივებს. გული კიდევ უფრო ძლიერი ბაგაბუგით ცემას მიწყებს.
– მია სად არის? – პირი იმდენად გამშრალი მაქვს, რომ სიტყვების წარმოთქმას ენის
ბორძიკით ძლივს ვახერხებ.
– ყველაფერს თავისი დრო აქვს, ბოზო, – დამცინავად მპასუხობს ჯეკი და ჩემ წინ
ჩერდება. მის ზიზღსა და ბოღმას ლამის ფიზიკურად ვგრძნობ. – ფული?
ელიზაბეთი საბარგულში ჩანთებს ამოწმებს.
– უჰუუ! რამდენია! – აღფრთოვანებული წამოყვირებით სცემს ის ჯეკს პასუხს და
რიგრიგობით ორივე ჩანთის ელვას ხსნის და კრავს.
– ამისი მობილური?
– სანაგვეშია.
– ძალიანაც კარგი, – იღრიჭება ჯეკი და უცებ, სრულიად მოულოდნელად სახეში
მთელი ძალით გამოქანებული ხელი მხვდება.
ამ დარტმისგან მიწისკენ ისეთი სისწრაფით მივფრინავ, რომ დავარდნისას საზარელი
ბრახუნით ბეტონზე დარტყმული თავი უკან სხლტება. თვალებს ერთიანად კეფის
არანორმალური ტკივილი და სიმწრის ცრემლები მიბნელებს, გარშემო ყველაფერი
იდღაბნება და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ თავი შუაზე გამისკდა. ენით აუწერელი
ტკივილისა და თავზარდაცემისგან უხმოდ ვყვირი. ფღმერთო, არა...
ჩემი ციცქნა! ჩემი ციცქნა! ჯეკი არ ჩერდება, ნეკნებში ერთმანეთს მიყოლებული
სწრაფი, ძლიერი და სასტიკი დარტყმებისგან ფილტვები ჰაერისგან მკვეთრად მეცლება
და ჩასუნთქვას ვეღარ ვახერხებ. ვცდილობ, რამენაირად გულისრევის გრძნობას
მოვერიო და ტკივილს გავუძლო. თვალებს სიმწრისგან მაგრად ვხუჭავ, ჩემი ციცქნა...
ოჰ, ღმერთო, ჩემი ციცქნა...
– ეს შენ გამომცემლობისთვის, დამპალო ბოზო! – ღრიალებს ჯეკი.
ფეხებს ვიკეცავ და შემდეგი დარტყმის მოლოდინში მთლიანად ვიკუნტები. არა. არა.
არა. ღმერთო, არა!..
– ჯეკ! – გამყინავად კივის ელიზაბეთი. – აქ არ გინდა. დაგინახავენ, გეყოფა! გეყოფა!
– ეს ბოზანდარა ამაზე მეტსაც იმსახურებს! – ბოროტი ღვარძლით ღმუის
კრიჭაშეკრული, მაგრამ მაინც ჩერდება.
და, ჩერდება თუ არა, უძვირფასეს ერთ წამს მაძლევს, რომ ზურგს უკნიდან ჯინსში
გაჩრილი იარაღი ამოვიღო. ჯეკს პისტოლეტს აკანკალებული ხელით ვუმიზნებ და
ვისვრი. ტყვია მუხლის ოდნავ ზევით ხვდება და მიწაზე ტკივილისაგან აღმუვლებული,
თქრიალით სისხლწამსკდარ ბარძაყზე ხელებმოჭერილი მოცელილივით ეცემა.
– ოჰ, შენი, ბოზო! – ღრიალებს ის.
ელიზაბეთისკენ ვბრუნდები. ის თვალებგაფართოებული მიყურებს და
თავზარდაცემული მაშინვე ხელებს სწევს... მაგრამ მისი სახე იმღვრევა, იდღაბნება...
სიბნელე სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ჯანდაბა. ელიზაბეთი გვირაბის ბოლოს,
სულ უფრო და უფრო შორიდან მოჩანს. ელიზაბეთი სიბნელეში იკარგება. მე სიბნელე
მფარავს.
სადღაც ძალიან შორიდან ჯოჯოხეთური ხმაური ისმის. მანქანის საბურავების
ღრჭიალი... კარების ბრახუნი... ნაბიჯების ბრახაბრუხი. ხელიდან პისტოლეტი
მივარდება.
– ანა! – კრისტიანის ხმაა... კრისტიანის ხმაა... ტკივილითა და ტანჯვით აღსავსე
კრისტიანის ხმა. მია... მიას უშველე.
– ანაა!
ბნელა... სიმშვიდეა...

თავი ოცდამესამე
ტკივილი. მხოლოდ ტკივილი. თავი, მკერდი... ღმერთო... როგორ მტკივა. გვერდები.
ხელი. ტკივილი. ტკივილი და სიბნელეში ყრუ, ჩუმი ხმები. სად ვარ? ვცდილობ, მაგრამ
თვალებს ვერ ვახელ. ჩურჩული უფრო ხმამაღალი ხდება, სიტყვებს ვარჩევ... უკუნ
სიბნელეში ჩემს შუქურას.
– ნეკნების ძლიერი დაჟეჟილობა და თავის ქალაზე მცირე ბზარი აქვს, მაგრამ ყველა
სასიცოცხლო მაჩვენებელი სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
– ამდენ ხანს გონს რატომ არ მოდის?
– მისის გრეის თავის ძლიერი ტრავმა აქვს მიღებული, მაგრამ ტვინი ნორმალურად
ფუნქციონირებს და არც არავითარი ცერებრალური შეშუპება არ აღენიშნება. როგორც კი
მზად იქნება, გონს მოვა, უბრალოდ, დროა საჭირო.
– და ბავშვი? – ხმაში სულის შემხუთველი ტკივილი და ტანჯვა ისმის.
– ბავშვს არაფერი დაშავებია, მისტერ გრეი.
– მადლობა ღმერთს! – ეს ლიტანიაა... ლოცვაა... – მადლობა ღმერთს!
ღმერთო. ის ბავშვზე ნერვიულობს... ბავშვი? ... ციცქნა, რა თქმა უნდა, ჩემი ციცქნა.
ვცდილობ, ხელი ავწიო, რომ მუცელზე დავიდო, მაგრამ არ გამომდის. ხელს ვერ
ვანძრევ. ვერაფერს ვერ ვანძრევ. არაფერი მემორჩილება.
„და ბავშვი?.. მადლობა ღმერთს“. ჩემი ციცქნა გადარჩა.
„და ბავშვი?.. მადლობა ღმერთს“. ის ბავშვზე ნერვიულობს.
„და ბავშვი?.. მადლობა ღმერთს“. კრისტიანს ბავშვი უნდა. მადლობა ღმერთს!
სხეული მიდუნდება, ისევ სიბნელეში ვიკარგები და ტკივილიც ქრება.
სხეული მიმძიმდება და ყველაფერი მტკივა: ფეხები, ხელები, თავი, თვალები. ვერ
ვინძრევი. ვერაფრით ვერც თვალებს ვახელ და ვერც პირს ვაღებ, რომ ხმა ამოვიღო, რის
გამოც თავს ბრმად, მუნჯად და უსუსურად ვგრძნობ. დროდადრო, როდესაც შავი
ბურანიდან ამოვყვინთავ ხოლმე, სირინოზივით მიუწვდომელი და მოუხელთებელი
ცნობიერება ყოველთვის სადღაც აქვე ლივლივებს... გაურკვეველი ბგერების,
ადამიანების ხმებისა და სიტყვების ფორმას იღებს.
– არა, არ წავალ.
კრისტიან! კრისტიანი აქ არის... ვცდილობ, თავს გონს მოსვლა ვაიძულო... ოჰ, ღმერთო,
როგორი გატანჯული ხმა აქვს.
– კრისტიან, ცოტა ხანს მაინც უნდა დაიძინო.
– არა, მამა. გონს რომ მოვა, მინდა, აქ ვიყო.
– ანასთან მე დავრჩები, კრისტიან. შენმა ცოლმა მე შვილი გადამირჩინა, კრისტიან,
დამიჯერე, ეს ყველაზე ცოტაა, რაც მე მისთვის შემიძლია გავაკეთო.
მია!
– მია როგორ არის?
– ჯერ ისევ სუსტად... შეშინებულია და შოკშია. კიდევ რამდენიმე საათია საჭირო, რომ
როგიპნოლი ორგანიზმიდან ბოლომდე გამოვიდეს..
– ღმერთო.
– ვიცი... თავს სრულ იდიოტად ვგრძნობ, რომ დაცვა შევუმცირე. შენ კი
მაფრთხილებდი, მაგრამ, ხომ იცი, მიაც რა ჯიუტია. ანა რომ არა, არ ვიცი, რა
გვეშველებოდა...
– ყველას გვეგონა, რომ ჰაიდი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა... მაგრამ ჩემმა
არანორმალურმა და სულელმა ცოლმა... ღმერთო, რატომ არ მითხრა? – ამბობს
კრისტიანი ათრთოლებული, ტკივილით სავსე ხმით.
– კრისტიან, დაწყნარდი. ანა საოცარი გოგოა და წარმოუდგენლად გამბედავი.
– გამბედავი, თავნება, ჯიუტი და სულელი... – კრისტიანს ხმა უწყდება.
– ეი, – ჩურჩულებს კარიკი, – მეტისმეტად მკაცრად ნუ სჯი, ნურც ანას, ნურც საკუთარ
თავს, შვილო... კარგი, მაშინ ჯობია, დედაშენთან წავიდე. უკვე ღამის ოთხი საათი
დაიწყო, კრისტიან. შეეცადე, ცოტა ხნით მაინც დაიძინო.
ისევ სიბნელეში ვიკარგები.
შავი ბურუსი ოდნავ იფანტება, მაგრამ დროის შეგრძნება დაკარგული მაქვს, ვერ
ვხვდები, დღეა თუ ღამე.
– ამის გამო ერთი მაგრად თუ არ მიტყეპ, იცოდე, ამას მე ვიზამ. ჯანდაბა, საერთოდ
რაზე ფიქრობდა, თავს ასეთ საფრთხეში რომ იგდებდა?
– დამიჯერეთ, რეი, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
მამა! რეი აქ არის, მამიკო! ვცდილობ, თვალები გავახილო, ვცდილობ, ამ სიბნელიდან
ამოვყვინთო... ვიბრძვი... მაგრამ ისევ უკუნში ვიკარგები. არა...
– დეტექტივო კლარკ, როგორც ხედავთ, ჩემს ცოლს კითხვებზე პასუხის გაცემა ჯერ არ
შეუძლია. – კრისტიანს გაბრაზებული ხმა აქვს.
– თქვენი ცოლი ძალიან გაბედული ახალგაზრდა ქალბატონია, მისტერ გრეი.
– დასანანია, რომ ის ნაძირალა მხოლოდ ბარძაყში დაჭრა და არ მოკლა.
– მაგ შემთხვევაში ქაღალდებთან და დოკუმენტებთან საქმე გამიორმაგდებოდა,
მისტერ გრეი...
– მის მორგანი კანარის ჩიტივით აჭიკჭიკდა. ჰაიდი მართლაც გარყვნილი არამზადაა
და თქვენზე და მამათქვენზეა გადამტერებული...
ისევ სიბნელე მფარავს და მითრევს... ქვევით... სულ უფრო და უფრო ქვევით... არა!
– რას ნიშნავს ერთმანეთს არ ელაპარაკებოდით? – ეს გრეისის ხმაა. რატომღაც
გაბრაზებულია.
ვცდილობ, თავი მივატრიალო, მაგრამ სხეული ტვინის ბრძანებებს ჯიუტად არ
ემორჩილება.
– რა უთხარი?
– დე...
– კრისტიან! მითხარი, რა უთხარი?
– ძალიან გაბრაზებული ვიყავი... – ლამის ქვითინებს კრისტიანი... ოჰ, ღმერთო, არა!
– ეი...
ისევ ბურანი მითრევს და გარშემო ყველაფერი ქრება.
ყრუხმები მესმის.
– ხომ მითხარი, რომ იმასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტე. – ეს ისევ გრეისია. ხმა
დაბალი და საყვედურით სავსე აქვს.
– ვიცი. – ამბობს კრისტიანი მორჩილი ტონით. – მაგრამ იმასთან შეხვედრის შემდეგ
ყველაფერს უკვე სხვა თვალით შევხედე. ნუ, ხომ გესმის... ბავშვის თაობაზე. პირველად
ვიგრძენი... რომ, რასაც ჩვენ ვაკეთებდით... არასწორი იყო.
– რასაც ის აკეთებდა, კრისტიან... ბავშვები მშობლებზე ყოველთვის ასე მოქმედებენ,
სწორედ ბავშვები გვაიძულებენ, სამყაროს სხვა თვალით შევხედოთ.
– ელენამ, როგორც იქნა, გამიგო... და, სიმართლე გითხრა, მეც... მაგრამ ამით ანას
ტკივილი მივაყენე. – ხმაჩავარდნილი ჩურჩულით წარმოთქვამს კრისტიანი.
– ძვირფასო, ტკივილს ყოველთვის მხოლოდ იმას ვაყენებთ, ვინც გვიყვარს. ანას
ბოდიში უნდა მოუხადო და დრო მისცე, რომ გაპატიოს.
– მითხრა, შენგან მივდივარო...
არა. არა. არა!
– და შენც დაიჯერე, არა?
– პირველად, კი.
– კრისტიან, საკუთარი თავიდან დაწყებული, როგორც ყოველთვის, ყველაში ყველაზე
უარესს იჯერებ... გაიგე, ანას ძალიან უყვარხარ და სრულიად ნათელია, რომ შენც
გიყვარს.
– საშინლად გაბრაზებული იყო ჩემზე.
– არც მიკვირს. ახლა მე ვარ შენზე საშინლად გაბრაზებული... მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე
ძალიან გაბრაზება მხოლოდ იმაზე შეუძლია ადამიანს, ვინც მართლა მთელი გულით
უყვარს.
– ამაზე მეც მიფიქრია. და ანაც მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად
მიმტკიცებდა, რომ ვუყვარვარ... ლამის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტად,
იმ ზომამდე, რომ საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩაიგდო.
– ჰო, კრისტიან...
– ოჰ, დედა, ამდენ ხანს რატომ არ მოდის გონს? – კრისტიანს ხმა უწყდება. – კინაღამ
დავკარგე, დედა, გესმის? კინაღამ დავკარგე!
კრისტიან! მისი დახშული, ყრუ სლუკუნი მესმის. არა...
ისევ სიბნელე, ისევ ყველაფერი იკარგება. არა...
– ოცდაოთხი წელი დაგჭირდა, რომ ნება დაგერთო, აი, ასე მოგხვეოდი...
– ვიცი, დედა... მიხარია, რომ ვილაპარაკეთ.
– მეც, ჩემო ძვირფასო. იცოდე, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვარ. ჰმ,
წარმოუდგენელია, არც კი მჯერა, რომ მალე ბებია გავხდები.
ბებია!
ხელს ისევ ტკბილი სიმშვიდე მრევს...
ჰმმმ... მისი გაუპარსავი წვერი თითებს მჩხაპნის... ჩემი ხელი კრისტიანის სახეს ეხება.
– ანა, საყვარელო, გთხოვ, დამიბრუნდი, გთხოვ... მაპატიე, ყველაფრისთვის მაპატიე.
ოღონდ დამიბრუნდი, ოღონდ ჩემთან იყავი. მენატრები, ანა. მიყვარხარ.
ვცდილობ. ძალიან ვცდილობ. მისი სახის დანახვა მენატრება, მაგრამ სხეული არ
მემორჩილება და ისევ სადღაც ვიძირები.
იმისგან მეღვიძება, რომ საშინლად მინდა ტუალეტში და თვალებს ვახელ.
საავადმყოფოს პალატის სტერილურად სუფთა გარემოში ვარ. თუ არ ჩავთვლით ღამის
ნათურის დაბინდულ შუქს, გარშემო ბნელა და სიჩუმეა. თავი და მკერდი მტკივა,
მაგრამ იმასთან შედარებით, რომ სადაცაა შარდის ბუშტი გამისკდება, ამ ტკივილსაც კი
თავისუფლად ვუძლებ. სასწრაფოდ ტუალეტში უნდა გავიდე. ხელებს და ფეხებს
ვიმოწმებ.
მარჯვენა ხელზე ოდნავ მეწიწკნება და ვენაში წვეთოვანი მიდგას. თვალებს ვხუჭავ,
მერე თავს ვაბრუნებ. საბედნიეროდ, აქამდე შეუძლებელ ამ მარტივ მოძრაობას ვახერხებ
და თვალებს ისევ ვახელ. კრისტიანი ჩემი საწოლის გვერდით ზის, საწოლის თავზე
ჩამოყრდნობილ მოკეცილ მკლავებზე თავი უდევს და სძინავს. ხელს ვიშვერ, კიდევ
ერთხელ მიხარია, რომ სხეული მემორჩილება და თითებს რბილ თმაში ვუცურებ.
შემცბარი, ის თავს ისე სწრაფად სწევს, რომ ხელი ისევ საწოლზე მივარდება უღონოდ.
– ჰეი, – ვბუტბუტებ ხმადაბლა.
– ანა! – თვალებანთებულს შვებით აღსავსე ხმა სუნთქვის შეკვრისგან უწყდება. ხელზე
ხელს მავლებს, მოუხეშავად, მაგრამ ფრთხილად მიჭერს და თავის უკვე საკმაოდ
წამოზრდილ, გაუპარსავ ლოყაზე მადებინებს.
– ტუალეტში მინდა, – ვეუბნები ჩურჩულით.
ის წამით გაკვირვებული მაჩერდება და მერე უცებ კოპებს კრავს.
– კარგი.
მე წამოჯდომას ვცდილობ.
– ანა, იწექი. მედდას დავუძახებ. – ის აფორიაქებული გამომეტყველებით სწრაფად
დგება, ხელს იწვდენს და თითს საწოლის თავთან გამოძახების ღილაკს აჭერს.
– გთხოვ, – ვჩურჩულებ ისევ. ყველაფერი ასე რატომ მტკივა? – უნდა ავდგე. – ღმერთო,
ძალიან სუსტად ვარ.
– შეგიძლია, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ის გააკეთო, რასაც გეუბნებიან? –
ბუზღუნებს კრისტიანი გაღიზიანებული ტონით.
– მაგრამ ძალიან მინდა, კრისტიან, – ვკვნესი უკვე სასოწარკვეთილი და პირიც ისეთი
გამომშრალი მაქვს, რომ ენას ძლივს ვაბრუნებ.
კარი სწრაფად იღება და პალატაში მედდა შემოდის. ალბათ ორმოცდაათ წელს
გადაცილებული იქნება, მაგრამ ნახშირივით შავი თმა აქვს, ყურებში კი მეტისმეტად
დიდი მარგალიტის საყურეები უკეთია.
– მისის გრეი, როგორ ხართ? ექიმ ბარტლის შევატყობინებ, რომ გონს მოხვედით. –
მეუბნება ის და ახლოს მოდის. – მე ნორა მქვია. იცით სად ხართ?
– კი, საავადმყოფოში. უკაცრავად, მაგრამ ტუალეტში მინდა.
– მისის გრეი, თქვენ კათეტერი გიდგათ.
რაა? ესღა მაკლდა, რა საზიზღრობაა. კრისტიანისკენ თვალს მორცხვად ვაპარებ, მერე
ისევ მედდა ნორას ვუყურებ.
– გთხოვთ, ადგომა მინდა.
– მისის გრეი!
– გთხოვთ.
– ანა, – მუდარის ტონით წარმოთქვამს კრისტიანი, მაგრამ მე ისევ წამოჯდომას
ვცდილობ.
– მაშინ ჯობია, კათეტერს მოგაშორებთ. მისტერ გრეი, დარწმუნებული ვარ, მისის
გრეის განმარტოება ურჩევნია. – მედდა კრისტიანს მრავალმნიშვნელოვნად უყურებს და
მზერით გასვლას სთხოვს.
– მე არსად არ წავალ. – ჯიუტად პასუხობს კრისტიანი.
– კრისტიან, გთხოვ. – ვბუტბუტებ სისუსტისაგან ძლივსგასაგონად და ხელზე ხელს
ვკიდებ. ის ხელს ოდნავ მიჭერს, მაგრამ მაინც ჯიუტი მზერით მბურღავს. – გთხოვ, –
ვემუდარები მე.
– კარგი! – მნებდება გაღიზიანებული და თმაზე ხელს ისვამს. – ორი წუთი გაქვთ, –
მიმართავს მედდას კრიჭაშეკრული სისინით და ჩემკენ იხრება, შუბლზე მკოცნის, მერე
ბრუნდება და პალატიდან გადის.
ზუსტად ორ წუთში, როდესაც მედდა ნორა უკვე საწოლიდან წამოდგომაში მეხმარება,
კრისტიანი პალატაში ბრუნდება. ტანზე თხელი, საავადმყოფოს პერანგი მაცვია, თუმცა
ნამდვილად არ მახსოვს, ჩემი ტანსაცმელი როდის გამხადეს და ეს როდის ჩამაცვეს.
– მიმიშვით, მე მივეხმარები. – ამბობს ის და საწოლთან მოდის.
– მისტერ გრეი, მე თვითონაც მოვახერხებ. – გაღიზიანებული, სიტყვას უბრუნებს
მედდა.
კრისტიანი მას მტრული მზერით აჩერდება.
– ჯანდაბა, ის ჩემი ცოლია, მიმიშვით, ხელში ავიყვან. – ღმუის ის კრიჭაშეკრული,
წვეთოვანის შტატივს მკვეთრად გვერდზე დგამს და ჩემთან მოდის.
– მისტერ გრეი! – აღშფოთებას ვერ მალავს მედდა.
მაგრამ კრისტიანი ყურადღებას არ აქცევს, იხრება და ძალიან ფრთხილად ხელში
მიყვანს, მე კი დასუსტებულ მკლავებს კისერზე ვხვევ. სხეული ერთიანად ტეხას
მიწყებს, ღმერთო, ყოველი წერტილი მტკივა! კრისტიანს ჩემი პალატის
საპირფარეშოსკენ მივყავარ, უკან კი წვეთოვანის შტატივით ხელში მედდა ნორა
მოგვყვება.
– მისის გრეი, მეტისმეტად მჩატე გამხდარხართ, – უკმაყოფილოდ ბუტბუტებს
კრისტიანი და ფეხზე ნაზად მაყენებს. ჟელესავით დაუძლურებულს და დარბილებულს
ფეხებზე დგომა მიჭირს და ვყანყალებ. კრისტიანი შუქს ანთებს და ფლუორესცენციული
ნათურის სინათლისაგან, რომელიც ჩუმი ზუზუნითა და ციმციმით ნელ-ნელა ინთება,
პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში თვალებში მიბნელდება.
– ვიდრე დაცემულხარ, დაჯექი. – ბუზღუნებს კრისტიანი და მკლავით ჯერ ისევ
ვუჭერივარ, რომ არ დავეცე.
უნიტაზზე ფრთხილად ვჯდები.
– წადი. – ვეუბნები და ხელის სუსტი აქნევით საპირფარეშოდან გასვლას ვთხოვ.
– არა. მიდი, ქენი, ანა.
ღმერთო, თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობ.
– აქ რომ ხარ, ვერ ვახერხებ.
– შეიძლება წაიქცე, ანა.
– მისტერ გრეი!
არც ერთი ჩვენგანი მედდას ყურადღებას არ აქცევს.
– გთხოვ, – ვევედრები კვნესით.
ის დანებების ნიშნად ორივე ხელს სწევს.
– კარგი, მაშინ იქ დავდგები, ოღონდ კარი ღია იქნება. – კრისტიანი რამდენიმე
ნაბიჯით უკან იხევს და აღშფოთებულ მედდასთან ერთად საპირფარეშოს კარის
ზღურბლს მიღმა დგება.
– გთხოვთ, მიბრუნდით. – ვწუწუნებ ისევ. საკუთარ ქმართან თავს ასე უხერხულად
რატომ ვგრძნობ? კრისტიანი თვალებს ატრიალებს, მაგრამ მემორჩილება და როგორც კი
ზურგით ბრუნდება, ბოლოს და ბოლოს შარდის ბუშტის დაცლის ნეტარი
შესაძლებლობა მეძლევა.
უნიტაზზე ვზივარ და საკუთარ შეგრძნებებს ვაკვირდები. თავი საშინლად მტკივა,
მკერდის ძვალი, სადაც ჯეკმა წიხლი ჩამარტყა და მთელი გვერდი პულსაციით
მიფეთქავს, ამ ადგილით მიწას დავასკდი... თან ძალიან მწყურია და მშია, შიმშილით
ვკვდები... რამდენიმე წამის მერე იმის აღმოჩენა მიხარია, რომ ნიჟარა უნიტაზის
გვერდით არის და ხელების დასაბანად ადგომა არ მჭირდება... ადგომის ძალა,
უბრალოდ არ მაქვს.
– მოვრჩი, – ვამბობ ხმადაბლა და ხელებს პირსახოცზე ვიმშრალებ.
კრისტიანი ბრუნდება, საპირფარეშოში შემოდის და ისევ ხელში მიყვანს. ეს მკლავები
მენატრებოდა!.. მკერდზე ვეხუტები, ის კი წამით ჩერდება და თმაში ცხვირით მეფლობა.
– ოჰ, როგორ მენატრებოდით, მისის გრეი. – ჩამჩურჩულებს თმაში ის, ლოგინთან
მივყავარ, ფრთხილად მაწვენს და როგორც მეჩვენება, ხელებს საკმაოდ უწადინოდ
მიშვებს. მედდა უკან მოგვყვება.
– მისტერ გრეი, თუ დაასრულეთ, იქნებ მისის გრეის გასინჯვის საშუალება მოგეცათ? –
თვალებიდან გაცეცხლებულ ნაპერწკლებს ყრის აღშფოთებული მედდა ნორა.
კრისტიანი უკან იხევს.
– მისის გრეი თქვენს განკარგულებაშია. – ამბობს ის შედარებით თავშეკავებული
ტონით.
მედდა უკმაყოფილო ფრუტუნით პასუხობს და ჩემკენ ბრუნდება.
რა აუტანელი ვინმეა, არა?
– თავს როგორ გრძნობთ? – მეკითხება ის ერთმანეთში არეული თანაგრძნობისა და,
როგორც ვხვდები, კრისტიანის მიმართ ჯერ ისევ შემორჩენილი გაღიზიანებული ხმით.
– ყველაფერი მტკივა და პირიმაქვს გამშრალი, საშინლად მწყურია. – ვეუბნები
სისუსტისაგან ხმადაბლა.
– როგორც კი თქვენს ძირითად მაჩვენებლებს შევამოწმებ და ექიმი ბარტლი
გაგსინჯავთ, წყალს მოგიტანთ.
ის წნევის საზომს იღებს და მანჟეტს მკლავზე მიკრავს. მზერა კრისტიანზე გადამაქვს
და გული მეწურება, რამდენიმე დღის უძინარივით გამოიყურება, თმააჩეჩილს და
გაუპარსავს ტანზე დაჭმუჭნილი პერანგი აცვია. მისი შემხედვარე კოპებს ვკრავ.
– როგორ ხარ? – მეკითხება ის და ისე, რომ მედდას ყურადღებას არ აქცევს, საწოლის
ბოლოში, ფეხებთან მიჯდება.
– გონს მოსვლა მიჭირს, თავს სუსტად ვგრძნობ და ძალიან მშია.
– გშია? – გაკვირვებული გამომეტყველებით თვალებს ახამხამებს ის.
მე თავს ვუქნევ.
– რას შეჭამდი, რა გინდა?
– სულერთია, რაიმე წვნიანს.
– მისტერ გრეი, საკვების მიღების ნებართვა მისის გრეის ექიმმა უნდა დართოს.
კრისტიანი მედდას წამით არაფრის მთქმელი, უემოციო გამომეტყველებით აჩერდება,
მერე ჯიბიდან თავის „ბლეკბერის“ იღებს და დისპლეიზე თითს აჭერს.
– ანას ქათმის ბულიონი უნდა... კარგი... გმადლობ. – კრისტიანი ტელეფონს თიშავს, მე
კი მზერა კრისტიანს მიჩერებულ თვალებმოჭუტულ მედდა ნორაზე გადამაქვს.
– ტეილორს დაურეკე? – სიტუაციის განსამუხტავად ვეკითხები ნაჩქარევად
კრისტიანს.
ის თავს მიქნევს.
– წნევა ნორმალური გაქვთ, მისის გრეი. წავალ, ექიმს მოვიყვან. – მეუბნება მედდა,
მკლავიდან მანჟეტს მხსნის და უკმაყოფილო გამომეტყველებით, ისე რომ მეტს
აღარაფერს ამბობს, პალატიდან გადის.
– მგონი, მედდა ნორა შენზე საშინლად გაბრაზდა.
– ქალებზე საერთოდ ასეთ ეფექტს ვახდენ. – ირონიულად იცინის კრისტიანი.
მეც სიცილს ვიწყებ, მაგრამ გაცინებისგან მკერდის ძვალი ისე მტკივა, რომ მაშინვე
ვჩერდები.
– რაც მართალია, მართალია.
– ოჰ, ანა, რა ბედნიერებაა, რომ იცოდე, როგორ მიხარია შენი სიცილის გაგონება.
პალატაში ნორა ბრუნდება ყინულის ნატეხებით ჩაციებული წყლით სავსე გრაფინით
ხელში. ორივე ვჩუმდებით და ერთმანეთს ვუყურებთ, მედდა კი წყალს ჭიქაში მისხამს
და მაწვდის.
– ოღონდ პატარ-პატარა ყლუპებით, მისის გრეი. – მაფრთხილებს ის.
– დიახ, მემ. – ვპასუხობ მე და ჭიქა პირთან მიმაქვს. ოჰ, ღმერთო, რა კარგია. კიდევ
ერთ ყლუპს ვსვამ და მზერა ისევ კრისტიანზე გადამაქვს.
– მია?.. – ვეკითხები შედარებით სულმოთქმული.
– შენი წყალობით კარგად არის.
– მართლა იმათ ჰყავდათ?
– ჰო.
ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ის სიგიჟე ტყუილად არ გადამიტანია. ენით აუწერელი
შვების შეგრძნება მეუფლება. მადლობა ღმერთს! მადლობა ღმერთს, რომ მია გადარჩა...
უცებ ჩაფიქრებული კოპებს ვკრავ.
– კი, მაგრამ, ხელში როგორ ჩაიგდეს?
– ელიზაბეთ მორგანი, – მოკლედ მპასუხობს კრისტიანი.
– არა!
კრისტიანი თავს აქნევს.
– პირდაპირ სპორტული დარბაზიდან წაიყვანა.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ეს როგორ მოახერხა და შუბლს ვჭმუხნი.
– ანა, ყველაფერს მერე მოგიყვები. გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ და იმას, რა
გადაიტანა, მია თავს საკმაოდ ნორმალურად გრძნობს. ჯერ ისევ სუსტადაა და შოკშია,
მაგრამ, რა უცნაურიც უნდა იყოს, სხვა არაფერი დაშავებია. – კრისტიანს ყბის ძვალი
ეძაბება. – ის, რაც შენ გააკეთე... – თმაზე ნერვიულად ხელს ისვამს. – წარმოუდგენლად
გაბედული ნაბიჯი და წარმოუდგენელი სისულელეა. ვერ ხვდები, რომ შეიძლებოდა
მოეკალი? – მოქუფრული მზერა ნაცრისფრად უელავს და ვხვდები, რომ თავს ძლივს
იკავებს.
– არ ვიცოდი, სხვანაირად როგორ მოვქცეულიყავი. – ვეუბნები ჩურჩულით.
– შეგეძლო ჩემთვის გეთქვა! – ვერ მალავს ის აღშფოთებას და მუხლებზე დაწყობილი
ხელები მუშტებად ეკვრება.
– მითხრა, მიას მოვკლავ, თუ ვინმეს ეტყვიო. ამხელა რისკზე ვერ წავიდოდი.
კრისტიანი ტანჯვით თვალებს ხუჭავს.
– ხუთშაბათიდან მოყოლებული, მგონი, ათასჯერ მოვკვდი.
ხუთშაბათიდან?
– კი მაგრამ, დღეს რა დღეა?
– უკვე თითქმის შაბათი. – მეუბნება კრისტიანი და საათზე იხედება. ოცდაოთხ საათზე
მეტხანს იყავი უგონოდ.
ოჰო!..
– ჯეკი და ელიზაბეთი?
– დაჭერილები არიან. თუმცა ჰაიდი აქ არის, საავადმყოფოში, რა თქმა უნდა,
პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. შენი დაჭედებული ტყვიის ამოსაღებად დაწვენა
მოუხდათ. – ეტყობა, იმ მომენტის წარმოდგენისგან, როდესაც მე ჯეკს ვესროლე,
კრისტიანს ხმაში ისევ სიმწრისა და ტკივილის ინტონაცია უკრთება. – საბედნიეროდ, არ
ვიცი, რომელ პალატაშია, თორემ ალბათ ჩემი ხელით მოვკლავდი. – კიდევ უფრო
მეტად ექუფრება სახე.
ჯანდაბა!.. ჯეკი აქ არის? „ეს შენ გამომცემლობისთვის, დამპალო ბოზო!“
ამის გახსენებაზე მეც ერთიანად ვფითრდები. ცარიელი მუცელი კონვულსიურად
მეკრუნჩხება, ქუთუთოებს წამის უსწრაფესად თვალებზე მომდგარი ცრემლები მწვავს
და სადღაც ღრმად შიგნიდან წამოსული ცახცახი მთელ სხეულში მივლის.
– ეი... – წარმოთქვამს კრისტიანი შეშფოთებული ხმით და მაშინვე ახლოს იწევა.
ხელიდან ჭიქასმართმევს, გვერდზე დგამს და ნაზად მეხვევა. – ყველაფერი
დამთავრდა, ანა. ცუდი აღარაფერი გემუქრება, საყვარელო, – ბუტბუტებს ის
ხმაჩახრინწული ჩემს თმაში.
– კრისტიან, მაპატიე. – ვსლუკუნებ მე და ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის.
– ჩუუ... – ის თმაზე მეფერება, მე კი მის კისერში სახეჩამალული ვსლუკუნებ.
– მაპატიე, რომ მოგატყუე. შენგან წასვლა არც მიფიქრია.
– ჩუმად, საყვარელო, ჩუმად, დაწყნარდი, ვიცი.
– იცი? – მისი აღიარებით გაკვირვებული, ტირილს ერთბაშად ვწყვეტ.
– თავიდან ვერა, მაგრამ ბოლოს მაინც მივხვდი. მაგრამ... მაინც არ მესმის, საერთოდ
რაზე ფიქრობდი, ანა? – მეკითხება დაძაბული ტონით.
– ისეთ დროს დამირეკე, რომ დავიბენი, – ვბუტბუტებ მე მის კისერში. – მაშინ, ბანკში
ყოფნისას რომ მელაპარაკე და როცა იფიქრე, რომ შენგან წასვლას ვაპირებდი... მეგონა,
უკეთესად მიცნობდი. რამდენჯერ მითქვამს შენთვის, არასოდეს მიგატოვებმეთქი?!
– მაგრამ მას შემდეგ, რაც ისე საშინლად მოვიქეცი... – ოდნავ გასაგონად ჩურჩულებს ის
და კიდევ უფრო მეტად მეხუტება, ხელებს ფრთხილად, მაგრამ მეტად მიჭერს. –
გარკვეული დრო დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი... მეგონა, დაგკარგე.
– არა, კრისტიან. ეს არასოდეს მოხდება. მე, უბრალოდ, მინდოდა, რომ შენი ჩარევით
მიას სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაგეგდო.
არ ვიცი სინანულის, გაღიზიანების თუ გულისტკენისგან, მაგრამ კრისტიანი ოხრავს.
– მაშინ, როგორ მიხვდი? – ვეკითხები ნაჩქარევად, რომ მძიმე ფიქრებიდან ყურადღება
გადავატანინო.
ის ოდნავ უკან იწევა, თვალებში მიყურებს და თმას ყურს უკან მიწევს.
– ბანკიდან რომ დარეკეს, ისის იყო, სიეტლში ჩამოვფრინდი, უკანასკნელი კი, რაც
სიეტლში გამოფრენამდე ვიცოდი, ის იყო, რომ თავს ცუდად გრძნობდი და სახლში
მიდიოდი...
– ესე იგი, შენ ჯერ ისევ პორტლენდში იყავი, როდესაც სოიერმა მანქანიდან დაგირეკა?
– სწორედ მაშინ გამოსაფრენად ვემზადებოდით. შენზე ვნერვიულობდი. – მეუბნება ის
ხმადაბალი და რბილი ტონით.
– მართლა?
კრისტიანი შუბლს იჭმუხნის.
– რა თქმა უნდა. – თავს მიქნევს ის და ცერა თითს ქვედა ტუჩზე მაყოლებს. – ხომ იცი,
რომ შენზე მე ყოველთვის ვნერვიულობ.
ოჰ, კრისტიან!
– ჯეკმა ოფისში დამირეკა, – ვჩურჩულებ ხმაჩავარდნილი. – და ფულის საშოვნელად
ორი საათი მომცა. – მხრებს ვიჩეჩ, ვცდილობ როგორმე მაშინდელი ჩემი გამოუვალი
მდგომარეობა ავუხსნა. – სამსახურიდან სასწრაფოდ უნდა წამოვსულიყავი და ცუდად
გახდომის გამოგონება ყველაზე დამაჯერებელ მიზეზად ჩავთვალე.
კრისტიანს ტუჩები წვრილ, ჯიუტ ხაზად ეკუმება.
– და მერე სოიერს გაუძვერი. შენზე ისიც ძალიან გაბრაზებულია.
– ისიც?
– ისევე, როგორც მე.
ხელს გაუბედავად სახეზე ვადებ და თითებს მის წამოზრდილ, მჩხვლეტავ წვერს
ვაყოლებ. კრისტიანი თვალებს ხუჭავს და ლოყით ხელზე მეხუტება.
– გთხოვ, ნუ მიბრაზდები. – ვბუტბუტებ ჩუმად.
– ძალიან გაბრაზებული ვარ, ანა. ის, რაც შენ გააკეთე, ლამის სრული შეშლილობის
დონის სისულელეა.
– ხომ გითხარი, არ ვიცოდი, სხვანაირად როგორ მოვქცეულიყავი.
– როგორც გატყობ, შენ საკუთარი უსაფრთხოება სულ არ განაღვლებს, არადა, ახლა
ხომ უკვე მარტო აღარა ხარ. – უკმაყოფილო და გაბრაზებული ტონით ამატებს ბოლოს.
გულის აჩუყებისგან ტუჩები მითრთის. ღმერთო, ის ჩვენს ციცქნაზე ნერვიულობს.
უცებ კარი იღება და ორივე ვცბებით. პალატაში ნაცრისფერ სამედიცინო ფორმაზე
ზემოდან მოცმულ თეთრ ხალათში ახალგაზრდა აფროამერიკელი ქალი შემოდის.
– საღამო მშვიდობისა, მისის გრეი. მე ექიმი ბარტლი ვარ.
ექიმი ჩემს საგულდაგულოდ გასინჯვას იწყებს. თვალებში მკვეთრ სინათლეს
მანათებს, მთხოვს, რომ მის თითებს შევეხო, მერე საკუთარ ცხვირს, თან ჯერ ერთი
თვალი დავხუჭო, მერე მეორე და ყველა ჩემს რეფლექსს ამოწმებს. თუმცა ამ ყველაფერს
ისე რბილად და ფაქიზად აკეთებს, რომ არ ვწუხდები, ხმაც ძალიან სასიამოვნო აქვს და
ხელიც რბილი და სათუთი. ნამდვილად მაღალკვალიფიციური ექიმია და ავადმყოფთან
მოქცევაც იცის. ცოტა ხანში პალატაში მედდა ნორაც შემოდის და ექიმს ეხმარება.
კრისტიანი პალატის კუთხეში ინაცვლებს და ვიდრე მე მსინჯავენ, ტელეფონს იღებს და
სადღაც რეკავს. ექიმ ბარტლიზე, მედდასა და კრისტიანზე ერთდროულად ყურადღების
გამახვილება მიჭირს, მაგრამ ვხვდები, რომ ჯერ კარიკს ურეკავს, მერე დედაჩემს და
მერე კეიტს და ყველას ეუბნება, რომ გონს მოვედი. ბოლოს კი რეის ხმოვან
შეტყობინებას უტოვებს.
რეი. ოჰ, ღმერთო... გონებაში მისი ხმა ბუნდოვან მოგონებად მიტივტივდება. რეი აქ
იყო, ჰო, უგონოდ რომ ვიყავი, მოსული იყო.
ექიმი ბარტლი ნეკნებს მიმოწმებს და თითებით ფრთხილად, მაგრამ ძლიერად მაწვება.
მე ტკივილით შუბლი მეჭმუხნება.
– ძლიერი დაჟეჟილობაა, მაგრამ არც გაბზარულია და არც ჩამტვრეული. ძალიან
გაგიმართლათ, მისის გრეი.
მოქუფრული გამომეტყველებით კოპებს ვკრავ.გამიმართლა? იმ ყველაფერს, რაც
მოხდა, გამართლებას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. კრისტიანიც უკმაყოფილო
გამომეტყველებით იქუფრება და მხოლოდ ტუჩების მოძრაობით რაღაცას მეუბნება,
მგონი, „აკლია“ თუ რაღაც ასეთს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ.
– ტკივილგამაყუჩებელს გამოგიწერთ, თავისა და სხვა ტკივილების დროს მიიღეთ
ხოლმე, რადგან ტკივილები გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ შეგაწუხებთ,
მისის გრეი. მთლიანობაში თქვენი მდგომარეობის სურათი ისეთია, როგორიც უნდა
იყოს, ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე. გირჩევთ დაიძინოთ და, იმის
მიხედვით, როგორ იგძნობთ დილას თავს, შეგვიძლია სახლშიც კი გაგიშვათ. დილას
ჩემი კოლეგა, ექიმი სინგხი გაგსინჯავთ.
– გმადლობთ.
კარზე კაკუნი ისმის და პალატაში ტეილორი შემოდის. ხელში შავი მუყაოს კოლოფი
უჭირავს კრემისფერი წარწერით „ფერმა ოლიმპიკი“. მადლობა ღმერთს!
– საჭმელი? – უკვირს ექიმ ბარტლის.
– მისის გრეის შია, – პასუხობს კრისტიანი. – ეს ქათმის ბულიონია.
ექიმი ბარტლი იღიმება.
– მშვენიერია. მაგრამ მხოლოდ წვნიანი, მისის გრეი, მძიმე არაფერი მიიღოთ. – მერე მე
და კრისტიანს მრავალმნიშვნელოვნად გვავლებს თვალს და მედდა ნორასთან ერთად
პალატიდან გადის.
კრისტიანი საწოლთან ბორბლებიან პატარა მაგიდას აგორებს და ტეილორი ზედ
კოლოფს დებს.
– საღამო მშვიდობისა, მისის გრეი.
– გამარჯობა, ტეილორ. გმადლობ.
– ნებისმიერ დროს თქვენს სამსახურში მიგულეთ, მისის გრეი. – მეჩვენება, რომ კიდევ
რაღაცის დამატება უნდა, მაგრამ თავს იკავებს.
კრისტიანი კოლოფს ხსნის და მაგიდაზე თერმოსს, წვნიანისთვის ღრმა თეფშს, თეფშის
სადგამს, გახამებული ტილოს თეთრ ხელსაწმენდს, კოვზს, ფუნთუშებით სავსე პატარა
კალათას და ვერცხლის სამარილეს და საპილპილეს აწყობს... „ოლიმპიკს“ თავი
გაუგიჟებია.
– რა კარგია, ტეილორ, სწორედ ის არის, რაც მინდოდა. – მუცელი მიბუყბუყებს,
შიმშილით ვკვდები.
– სხვა მეტი არაფერი გინდათ? – კითხულობს ის.
– არა. და გმადლობ, – პასუხობს კრისტიანი.
ტეილორი თავს გვიკრავს.
– გმადლობ, ტეილორ.
– კიდევ რამე ხომ არ მოგიტანოთ, მისის გრეი?
მზერა ჩემს ქმარზე გადამაქვს.
– კრისტიანისთვის სუფთა ტანსაცმელი.
ტეილორი იღიმება.
– დიახ, მემ.
კრისტიანი თავის პერანგს გაკვირვებული გამომეტყველებით დაჰყურებს.
– რამდენი დღეა, რაც ეგ პერანგი არ გამოგიცვლია? – ვეკითხები მე.
– ხუთშაბათ დილიდან. – მიღიმის ის მორცხვი ღიმილით.
ტეილორი პალატიდან გადის.
– შენზე ტეილორიც გაბრაზებულია, – ბუზღუნით ამატებს კრისტიანი, მერე თერმოსს
თავსახურს ხდის და სქელ ცხელ კრემსუპს მათლაფაში ასხამს.
ტეილორიც?! მაგრამ ამაზე უკვე დიდხანს აღარ ვფიქრობ, მთელი ყურადღება საოცრად
არომატულ, დაკლაკნილ სვეტებად ორთქლადენილ ქათმის წვნიანზე გადამდის. სუპს
ვსინჯავ და მოლოდინიც არ მიმტყუნდება, არაჩვეულებრივია.
– გემრიელია? – მეკითხება კრისტიანი და საწოლზე, ისევ გვერდით მიჯდება. თავს
თანხმობის ნიშნად ენერგიულად ვუქნევ, მაგრამ ჭამას არ ვწყვეტ. ისე მადიანად და
გამგელებული შევექცევი, თითქოს მთელი კვირის ნაშიმშილევი ვიყო და დროდადრო
მხოლოდ იმისთვის ვჩერდები, რომ ტილოს ქათქათა ხელსაწმენდით ტუჩები
შევიმშრალო.
– მომიყევი, იმის მერე რა მოხდა, რაც მიხვდი, რა ხდებოდა.
კრისტიანი თმაზე ხელს ნერვიულად ისვამს და თავს აქნევს.
– ოჰ, ანა, რომ იცოდე, როგორ მსიამოვნებს, ასე გემრიელად რომ ჭამ.
– ჰო, ძალიან მომშივდა. მომიყევი.
ის შუბლს იჭმუხნის.
– ნუ, ბანკიდან ზარის შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემთვის ამქვეყნად
ყველაფერი დამთავრდა... – კრისტიანი ხმაში გამკრთალ საშინელ ტკივილს ვერ ფარავს.
ჭამას ვწყვეტ. ჯანდაბა!..
– ნუ ჩერდები, თორემ არ მოგიყვები, – გადაჭრით მეუბნება ის და უკმაყოფილო
გამომეტყველებით კოპებს კრავს. ჭამას მორჩილად ვაგრძელებ, ჰო, კარგი, კარგი,
ოღონდ ნუ ბრაზდები... ღმერთო, რა გემრიელია! კრისტიანს მზერა უთბება და მოყოლას
აგრძელებს. – მოკლედ... მას შემდეგ, რაც გელაპარაკე, ცოტა ხანში ტეილორმა
ინფორმაცია მიიღო, რომ ჰაიდი თავდებით გამოუშვეს... წარმოდგენა არა მაქვს, ეს
როგორ მოხდა, მეგონა, ჰაიდის გირაოთი გათავისუფლების ყველა მცდელობა
აღმოფხვრილი გვქონდა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ამან იმაზე ჩამაფიქრა, რაც შენ მითხარი...
და მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა.
– მე შენ ცოლად ფულის გამო არ გამოგყოლივარ, – ბრაზისა და აღშფოთების
მოულოდნელი ტალღა მწვავს უცებ გულს და ხმას ნელნელა ვუწევ. – ეს საერთოდ
როგორ იფიქრე? როდის იყო, რომ მე შენი დამპალი ფული მაინტერესებდა?!
თავი უცებ საშინლად მტკივდება და სახე მეჭმუხნება. კრისტიანი ჩემი ამ
აღშფოთებული აფეთქებით გაოგნებული, რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ
შემომყურებს, მერე კი თვალებს ჭუტავს.
– ნუ ილანძღები! – მეუბნება მკაცრი ხმით. – დაწყნარდი და ჭამე.
პასუხად მაინც აბუნტებული ჯარისკაცის შეუპოვარი მზერით ვბურღავ.
– ანა... – მაფრთხილებს ის.
– ყველაზე მტკივნეული ჩემთვისეს იყო, კრისტიან, – ვჩურჩულებ უკვე
ხმაჩავარდნილი.
– თითქმის ისევე, როგორი მტკივნეულიც ის იყო, რომ იმ ქალს შეხვდი. მას, თითქოს
სილა გამეწნას, სუნთქვა მკვეთრად ეკვრის და მაშინვე როგორღაც ძალაგამოცლილი და
ნატანჯი გამომეტყველებით მაჩერდება. მერე რამდენიმე წამით თვალებს ხუჭავს და,
ბედს შეგუებული, დამარცხებულის სახით თავს აქნევს.
– ვიცი. – მეუბნება ოხვრით. – ვიცი და ძალიან ვწუხვარ... ვერც კი წარმოგიდგენია,
როგორ, ანა. – კრისტიანს მზერა გულახდილი სინანულით უნათდება. – გთხოვ, ვიდრე
წვნიანი ცხელია, ჭამე. – ამბობს ბოლოს რბილი, მაგრამ მბრძანებლური ტონით და მეც
ვემორჩილები, ის კი შვებით ოხრავს.
– გააგრძელე. – ვთხოვ წამის შემდეგ და ახალგამომცხვარი და საოცრად არომატული
ფუნთუშა პირისკენ მიმაქვს.
– ჩვენ ის არ ვიცოდით, რომ მია დაიკარგა, ვიფიქრე, რომ ჰაიდი შენ გიწყობდა შანტაჟს
ან რაღაც ასეთი ხდებოდა. მაშინვე დაგირეკე, მაგრამ შენ არ მიპასუხე, – ის უკმაყოფილო
გამომეტყველებით კოპებს კრავს. – შეტყობინება დაგიტოვე და სოიერს დავურეკე.
ტეილორმა შენი ტელეფონის ადგილმდებარეობის დასადგენად თვალთვალი დაიწყო.
ვიცოდი, რომ ბანკში იყავი, ამიტომ პირდაპირ იქით წამოვედით.
– იმას ვერ ვხვდები, სოიერმა როგორ მომაგნო, იმანაც ტელეფონით მიპოვა?
– „სააბი“, ისევე, როგორც ყველა ჩვენი მანქანა, სპეციალური სათვალთვალო
მოწყობილობით არის აღჭურვილი. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ბანკამდე
მივაღწიეთ, შენ იქიდან უკვე წასული იყავი... შენი სიგნალი მოძრაობდა. ჩვენც უკან
გამოგყევით... რატომ იღიმები?
– იმიტომ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვგრძნობდი, რომ გამომეკიდებოდი.
– მერე რა არის ამაში სასაცილო ? – მეკითხება კრისტიანი.
– ჯეკის ერთერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ჩემი მობილური გადამეგდო. ამიტომ
ვილენს ვთხოვე, რომ ტელეფონი ეთხოვებინა და როდესაც ელიზაბეთმა მობილური
მომთხოვა, ვილენის ტელეფონი მივეცი და იმანაც სწორედ ის გადააგდო, ჩემი კი
ფულთან ერთად ერთერთ ჩანთაში ჩავდე, რომ შენი ფულის პოვნის საშუალება
გქონოდა.
კრისტიანი ოხრავს.
– ჩვენი ფულის, ანა. – მისწორებს ხმადაბლა. – ჭამე.
წვნიანის ნარჩენს მათლაფიდან ფუნთუშის ნატეხით ვწმენდ და ბულიონით
გაჟღენთილ ფუნთუშის ბოლო ლუკმასაც გემრიელად ვღეჭავ. თავს სრულიად
დანაყრებულად და პირველად ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ამ თემაზე
საუბრისა, სრულიად კმაყოფილადაც ვგრძნობ.
– მოვრჩი.
– კარგი გოგო ხარ.
კარზე აკაკუნებენ და პალატაში მუყაოს პატარა ჭიქით ხელში ისევ მედდა ნორა
შემოდის. კრისტიანი თეფშს მართმევს და ყველაფერს ისევ უკან, ყუთში აწყობს.
– ეს ტკივილგამაყუჩებელია, – მიღიმის მედდა და მუყაოს ჭიქაში თეთრ აბს მიჩვენებს.
– ჩემთვის შეიძლება? ჰმ... ფეხმძიმობას ვგულისხმობ.
– დიახ, მისის გრეი. ეს ლორტაბია, ნუ ნერვიულობთ, ბავშვს არ ავნებს.
მედდას მადლიერებით ვუღიმი, თავი საშინლად მტკივა, აბს ვართმევ, პირში ვიდებ
და წყალს ვაყოლებ.
– ახლა აუცილებელია, რომ დაისვენოთ მისის გრეი, – მედდა მრავალმნიშვნელოვნად
კრისტიანისკენ იხედება. ის კი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.
არა!
– მიდიხარ? – ლამის წამოყვირება გამომდის უცებ თავზარდაცემულს. არ წახვიდე,
გთხოვ, ჩვენ ხომ ლაპარაკი სულ ახლახან დავიწყეთ!
კრისტიანი ირონიულად იცინის.
– მისის გრეი, თუ გგონიათ, რომ წამით მაინც დაგტოვებთ, ძალიან ცდებით.
ნორა უკმაყოფილო გამომეტყველებით ფრუტუნებს, მაგრამ არაფერს ამბობს, ჩემკენ
იხრება, ბალიშებს მისწორებს და მოხერხებულად დაწოლაში მეხმარება.
– ღამე მშვიდობისა, მისის გრეი, – მეუბნება წამის შემდეგ, კრისტიანისკენ კიდევ ერთი
გამკიცხველი მზერით იხედება და პალატიდან გადის.
როგორც კი მედდა ზუგს უკან კარს იხურავს, კრისტიანი ცალ წარბს სწევს.
– ნორას, ეტყობა, დიდად გულზე არ ვეხატები.
ის ჩემი საწოლის გვერდზე დგას და ისეთი დაღლილი სახე აქვს, ვხვდები, რომ, რა
ძალიანაც უნდა მინდოდეს მისი აქ დარჩენა, უნდა ვცადო და დავარწმუნო, რომ სახლში
წავიდეს და დაიძინოს.
– შენც უნდა დაისვენო, კრისტიან. სახლში წადი. ძალიან დაღლილი ხარ.
– არა, არ დაგტოვებ. აქ, სავარძელში წავუძინებ.
წამით კოპებშეკრული შევყურებ, მერე საწოლში ოდნავ ვჩოჩდები და გვერდულად
ვწვები
– ჩემთან დაწექი.
კრისტიანიც კოპებს კრავს.
– არა. არ შემიძლია.
– რატომ?
– არ მინდა, რამე გატკინო.
– არ მატკენ, გთხოვ, კრისტიან.
– ანასტასია, შენ ხომ წვეთოვანი გიდგას.
– კრისტიან, გთხოვ!
ის ჩუმდება და უსიტყვოდ მაჩერდება, მაგრამ გამომეტყველებაში ცხადად ვხედავ, რომ
ცდუნებას ებრძვის.
– გთხოვ!..
– ჯანდაბას, რატომაც არა?!
კრისტიანი იხრება და ფეხსაცმელს და წინდებს იხდის, მერე გვერდით მიწვება და
ცალი ხელით ნაზად და ფრთხილად მეხვევა, მე მკერდზე თავს ვადებ, ის კი თმაზე
მკოცნის.
– არა მგონია, მედდა ნორასეს მოეწონოს. – შეთქმულივით ჩურჩულებს ჩემს თმაში
სახეჩარგული.
ხითხითი მიტყდება, მაგრამ მკერდის საშინელი ტკივილისგან მაშინვე ვჩერდები.
– ნუ მაცინებ, მტკივა.
– ჰო, კარგი, მაგრამ... რომ იცოდე, როგორ მიყვარს ეს ხმა... – მეუბნება ჩუმად და
ნაღვლიანად. – მაპატიე, საყვარელო, მაპატიე.
კრისტიანი ისევ თმაზე მკოცნის და ხმამაღლა ოხრავს, თუმცა ვერ ვხვდები, პატიებას
რისთვის მთხოვს, იმის გამო, რომ გამაცინა და მეტკინა, თუ მთელი იმ უსიამოვნებების
გამო, რაც თავს დაგვატყდა? გულთან, მკერდზე ხელს ვადებ, ის კი ზემოდან ნაზად
თავისას მაფარებს და ერთხანს ორივე ჩუმად ვართ.
– იმ ქალთან რატომ წახვედი?
– ოჰ, ანა, – ოხრავს ისევ. – აუცილებელია, რომ ამაზე ახლა ვილაპარაკოთ? ძალიან
გთხოვ, დაივიწყე, რა... ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ძალიან ვწუხვარ,
საყვარელო.
– უბრალოდ, მინდა ვიცოდე.
– ხვალ მოგიყვები, კარგი? – ბუტბუტებს ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ხმით. – და
ჰო...
დეტექტივ კლარკსაც უნდა შენთან დალაპარაკება. ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი
ფორმალობაა. ახლა კი დაიძინე.
კრისტიანი ისევ თმაზე მკოცნის, მე კი მძიმედ ვოხრავ. მე, უბრალოდ, მიზეზის ცოდნა
მჭირდება... მაგრამ არა უშავს, ასეა თუ ისე, მითხრა, რომ ამის გამო თავს დამნაშავედ
გრძნობს. „ეს უკვე პროგრესია“, – თავის ქნევით მარწმუნებს ჩემი ქვეცნობიერი. როგორც
ჩანს, ეს მუდმივად უკმაყოფილო არსება დღეს შედარებით კარგ ხასიათზეა... უუუფ,
დეტექტივი კლარკი... მარტო იმ აზრზეც, რომ დეტექტივისთვის ხუთშაბათის მთელი
იმ ამბების მოყოლა მომიწევს, სხეულში უკვე უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
– ის თუ მაინც გაირკვა, რატომ აკეთებს ჯეკი ამ ყველაფერს?
– ჰმ... – ბუტბუტებს რაღაცას გაურკვევლად კრისტიანი.
მისი მკერდის რიტმული აწევდაწევა და მისი მშვიდი, ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო
შენელებული სუნთქვა მეც მამშვიდებს... ძილ-ღვიძილის ზღვარზე ვცდილობ, უგონოდ
ყოფნის დროს გაგონილი საუბრების ფრაგმანტები ერთმანეთს დავუკავშირო და
გააზრებული ფორმა მივცე, მაგრამ ვერ ვახერხებ, გონებიდან ჯიუტად მისხლტება და
მაცდურად სადღაც მეხსიერებისთვის მიუწვდომელ წერტილში ლივლივებს. ო, რა
გამაღიზიანებელი და დამქანცველი შეგრძნებაა...
მედდა ნორა ბრაზით ტუჩებმომუწული და მკერდთან ხელებგადაჯვარედინებული
დგას და გვიყურებს. მის დანახვაზე თითი ტუჩებთან მიმაქვს.
– გთხოვთ, არ გააღვიძოთ, ეძინოს. – ვჩურჩულებ ძალიან ხმადაბლა ადრეული დილის
შუქზე თვალებმოჭუტული.
– ეს მისი კი არა, თქვენი საწოლია. – სისინებს ის მკაცრად.
– ის რომ აქ იწვა, მეც უკეთესად მეძინა. – ვიცავ სასწრაფოდ ქმარს, თანაც ეს სრული
სიმართლეა.
კრისტიანი ინძრევა და ორივე ვჩუმდებით, კრისტიანი კი უცებ ძილში ბუტბუტს
იწყებს:
„არ მომეკარო... აღარასოდეს... მხოლოდ ანა...“
გაკვირვებული კოპებს ვკრავ, თუ მის კოშმარებს არ ჩავთვლით, კრისტიანის ძილში
ლაპარაკი, შეიძლება ითქვას, პირველად მესმის, თუმცა ალბათ იმიტომაც, რომ, როგორც
წესი, მე მასზე გვიან ვიღვიძებ ხოლმე. ის უცებ ძლიერად მეხუტება და მე ტკივილისგან
შუბლი მეჭმუხნება.
– მისის გრეი... – მრისხანედ ისევ კოპებს კრავს მედდა ნორა.
– გთხოვთ... – ვეხვეწები ჩუმი ჩურჩულით.
ის თავს უკმაყოფილო გამომეტყველებით აქეთიქით აქნევს, ქუსლებზე მკვეთრად
ბრუნდება და პალატიდან გადის, კრისტიანს თავს მკერდზე ვადებ და ისევ ვიძინებ.
როცა ვიღვიძებ, კრისტიანი ლოგინში არ მხვდება. პალატა ფანჯრებიდან შემოჭრილ,
უკვე კარგად წამოწვერილი მზის სხივებშია ჩაფლული და აქაურობისთვის
ნორმალურად თვალის შევლების საშუალება მიჩნდება. ყვავილები! ღამით ისინი არც
შემინიშნავს, ლარნაკებში რამდენიმე თაიგულია ჩაწყობილი და დაბნეული ვიწყებ
იმაზე ფიქრს, ვინ მოიტანა.
ფიქრში კარზე ჩუმი კაკუნი მეჭრება და კარი ოდნავ იღება, პალატაში კარიკი იხედება
და გაღვიძებულს რომ მხედავს, ფართოდ მიღიმის.
– შეიძლება? – მეკითხება ის.
– რა თქმა უნდა.
კარიკი პალატაში შემოდის და ჩემს საწოლს უახლოვდება, ცისფერი თვალების მზერა
ყურადღებიანი და თბილი აქვს, შავი კოსტიუმი აცვია, როგორც ჩანს, ჩემ სანახავად
სამსახურიდან მოვიდა. ის იხრება და ჩემდა გასაკვირად შუბლზე მკოცნის.
– შეიძლება დავჯდე?
მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, კარიკი ლოგინის კიდეზე ჯდება და ჩემს ხელს
ხელებში იქცევს.
– არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო!.. შენ ჩვენი გიჟი, მამაცი და ძვირფასი
გოგო ხარ. მია შენ გადაარჩინე, ანა, და იცოდე, რომ სამუდამოდ შენი მადლობელი ვარ. –
კარიკს მადლიერებითა და თანაგრძნობით აღსავსე ხმა უკანკალებს.
ოჰ... ვერც კი ვხვდები, რა ვუპასუხო, ხმას ვერ ვიღებ, მაგრამ ხელზე ხელს ვუჭერ.
– თავს როგორ გრძნობ?
– უკეთესად, თუმცა ყველაფერი მტკივა. – ვუტყდები გულახდილად.
– ტკივილგამაყუჩებელს გაძლევენ?
– კი, რაღაც ლორ... სახელს ვერ ვიხსენებ.
– კარგი. კრისტიანი სად არის?
– არ ვიცი. რომ გავიღვიძე, არ დამხვდა.
– დარწმუნებული ვარ, სადმე ახლომახლო იქნება, ვიდრე უგონოდ იყავი, წუთითაც არ
გტოვებდა.
– ვიცი.
– ცოტა გაბრაზებულია შენზე, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი. – ირონიული ჩაცინებით
ტუჩები ეპობა კარიკს. აჰა, აი, თურმე ვისგან გადაუღია კრისტიანს ასე ჩაცინება.
– კრისტიანი ჩემზე ყოველთვის ბრაზობს.
– მართლა? – იღიმება საოცრად გადამდები და თბილი ღიმილით კარიკი და თან ისეთი
გამომეტყველებით, თითქოს ასეც უნდა იყოს.
– მია როგორ არის?
მას გამომეტყველება ეცვლება, მზერა ექუფრება და სახიდან ღიმილი უქრება.
– უკეთესად, მაგრამ საშინლად გაბრაზებულია. თუმცა, ვფიქრობ, იმ ყველაფერზე, რაც
მოხდა, გაბრაზება ჯანსაღი რეაქციაა.
– აქ არის?
– არა, სახლში. არა მგონია, გრეისმა ამიერიდან თვალი მოაშოროს.
– გრეისის გრძნობები კარგად მესმის.
– თუმცა არც შენ გჭირდება ნაკლები თვალყურის დევნება, – მეუბნება ის ბუზღუნით. –
იმედი მაქვს, ისეთს აღარასოდეს აღარაფერს გააკეთებ, რომ საკუთარი და ჩემი
შვილიშვილის სიცოცხლე ასე დაუფიქრებლად საფრთხის ქვეშ დააყენო.
ერთიანად ვწითლდები. ღმერთო, კარიკმა იცის!..
– გრეისმა შენი ავადმყოფობის ისტორია ნახა და მითხრა... გილოცავ!
– ჰმ... გმადლობთ.
კარიკი ზემოდან დამყურებს და თუმცა კი ჩემი გამომეტყველების შემხედვარე კოპებს
კრავს, მზერა კიდევ უფრო უთბება.
– ნუ ნერვიულობ, კრისტიანი გონს მალე მოეგება, – მეუბნება რბილი ტონით. – და
ბავშვი მისთვის უზარმაზარ ბედნიერებად იქცევა. უბრალოდ... ცოტა დრო მიეცი.
მე თავს ვუქნევ. ჰმ, გასაგებია... ულაპარაკიათ.
– კარგი, მე წავალ, სასამართლოში ვარ მისასვლელი. – მიღიმის ის და დგება. –
მოგვიანებით შემოგივლი. გრეისი ამბობს, რომ ექიმი სინგხიც და ექიმი ბარტლიც
ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალები არიან.
ის იხრება და კიდევ ერთხელ შუბლზე მკოცნის.
– გულახდილად და მთელი სერიოზულობით გეუბნები, ანა, იმ ყველაფრის მერე, რაც
შენ ჩვენთვის გააკეთე, შენ წინაშე სამუდამოდ ვალში ვარ და სიცოცხლის ბოლომდე
შენი მადლიერი ვიქნები. გმადლობ.
თვალებს ვახამხამებ, რომ ტალღასავით დავლილი ემოციებისგან თვალებზე
მომსკდარი ცრემლები შევიკავო, კარიკი ლოყაზე ალერსიანად მეფერება, მერე უცებ
ბრუნდება და პალატიდან გადის.
ღმერთო!.. მისი მადლიერებისა და გულახდილობისგან კარგა ხანს გონს ვერ
მოვდივარ. როგორც ვხვდები, ახლა უკვე კონტრაქტთან დაკავშირებული უსიამოვნო
ინციდენტის დავიწყებაც შემიძლია. ჩემი ქვეცნობიერი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს
ენერგიულად და კმაყოფილი გამომეტყველებით. ღიმილით მხრებს ვიჩეჩ, ლოგინიდან
ფრთხილად ვდგები და მაშინვე, იმის გამო, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს
ფეხზე ბევრად მყარად ვდგავარ, სიხარულით გული მინათდება. მიუხედავად იმისა,
რომ ვიწრო ლოგინში კრისტიანთან ერთად ვიწექი, მშვენივრად გამოვიძინე და თავს
საკმაოდ მხნედაც ვგრძნობ. თავი ჯერ ისევ მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი გუშინდელთან
შედარებით უფრო ყრუ და გულისგამაწვრილებელია, ვიდრე ძლიერი. სხეულიც
გაქვავებული და დამძიმებული მაქვს, მაგრამ ამასაც ადვილად მოევლება, აბაზანა
მჭირდება, ეს არის და ეს. უბრალოდ, ამდენი ხნის დაუბანლობის გამო თავს საშინლად
ჭუჭყიანად ვგრძნობ... ფრთხილად, თუმცა დღეს უკვე საკმაოდ გაბედულად,
საპირფარეშოში შევდივარ.
– ანა! – მესმის კრისტიანის ყვირილი.
– აქ ვარ, – ვცემ პასუხს და კბილების გახეხვას ვამთავრებ. ასე ჯობია, კბილები მაინც
გავიხეხე... ვცდილობ, სარკეში საკუთარ ანარეკლს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ
გამომდის – ღმერთო, რა საშინლად გამოვიყურები!.. კარს ვაღებ და საპირფარეშოდან
გავდივარ, კრისტიანი საწოლთან დგას და ხელში ლანგარი უჭირავს. ამ ღამის მერე
გადასხვაფერებულა. გამოუცვლია, ერთიანად შავი ტანსაცმელი აცვია, გაუპარსავს,
შხაპიც მიუღია და კარგად დასვენებული, მშვენივრადაც გამოიყურება.
– დილა მშვიდობისა, მისის გრეი, – მიღიმის პატარა ბიჭივით ცოცხლად და
თვალებანთებული და გუშინდელთან შედარებით ბევრად უფრო ბედნიერი სახით. –
თქვენი საუზმის დროა.
მაგარია! მე ფართო და გახარებული ღიმილით ისევ ლოგინში ვწვები, ის კი
ბორბლებიან პატარა მაგიდას ჩემკენ აგორებს, ლანგარს ზედ გადაფარებულ
ხელსაწმენდს აცლის და ჩემი საუზმის დემონსტრირებით კმაყოფილი მიღიმის.
ლანგარზე შვრიის ფაფა ჩირით, ნეკერჩხლის სიროფმოსხმული ბლინები, ბეკონი,
ფორთოხლის წვენი და Twinings ის „ინგლისური საუზმის“ ჩაი აწყვია. ამ ყველაფრის
შემხედვარეს ნერწყვი მადგება, საშინლად მშია. ფორთოხლის წვენს ვიღებ,
მოუთმენლად ვსვამ და ხელს შვრიის ფაფით სავსე თეფშს ვავლებ. კრისტიანი საწოლის
კიდეზე ჯდება და ღიმილით მიყურებს.
– რა? – ვეკითხები მე და თან მადიანად ვილუკმები.
– მიყვარს შენი ყურება, როცა ასე გემრიელად ჭამ. – მეუბნება ის, მაგრამ რატომღაც
ეჭვი მეპარება, რომ ამის გამო იღიმება ასე. – თავს როგორ გრძნობ?
– უკეთესად, – ვპასუხობ პირგამოტენილი.
– ადრე არასდროს მინახავს, რომ ასეგეჭამოს.
თეფშს თვალს ვაშორებ და გულჩაწყვეტილს მზერა კრისტიანზე გადამაქვს. ადრე თუ
გვიან ბავშვის თაობაზე დალაპარაკება მაინც მოგვიწევს.
– ასე იმიტომ ვჭამ, რომ ფეხმძიმედ ვარ, კრისტიან.
ის ფრუტუნებს და ირონიული ჩაღიმებით ტუჩები ებრიცება.
– რომ მცოდნოდა, გაბერვით ასე ჭამას გაიძულებდი, ამას უფრო ადრეც გავაკეთებდი.
– კრისტიან გრეი! – ვერ ვიკავებ აღშფოთებულ წამოყვირებას და შვრიის ფაფას თავს
ვანებებ.
– ჭამე, – მაფრთხილებს ის მკაცრი ტონით.
– კრისტიან ამაზე უნდა დავილაპარაკოთ.
ის მაშინვე ერთიანად ქვავდება.
– სალაპარაკო რა არის? მე და შენ შვილი გვეყოლება და მშობლები გავხდებით, ეს არის
და ეს. – ის მხრებს იჩეჩს და უშედეგოდ ცდილობს, უდარდელი გამომეტყველება
მიიღოს, მაგრამ მის სახეზე ერთადერთი, რასაც ვხედავ, შიშია. ლანგარს გვერდზე ვგამ,
ლოგინში მისკენ ვჩოჩდები და ხელს ვკიდებ.
– შენ გეშინია, კრისტიან. – ვეუბნები ხმადაბლა. – და მე ეს მესმის.
ის არაფრის მთქმელი, გაქვავებული გამომეტყველებით და ფართოდ
თვალებგახელილი მიყურებს, წეღანდელი, მოზარდის უდარდელი მხიარულებისგან
კვალიც კი აღარ რჩება.
– გაიგე, რომ მეც მეშინია და ეს ნორმალურია. – ვამატებ წამის მერე.
– ჩემგან როგორი მამა გამოვა, ანა? – ბუტბუტებს უცებ სრულიად სხვანაირი,
ჩავარდნილი, ხრინწიანი და ძლივსგასაგონი ხმით.
– ოჰ, კრისტიან! – თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ავტირდე. – ისეთი, რომელიც, ისევე,
როგორც ყველა სხვა მამა, ყველა მშობელი და საერთოდ ყოველი ჩვენგანი, თავის
შვილზე იზრუნებს.
– ანა... არ ვიცი... რომ ვერ შევძლო?..
– რა თქმა უნდა, შეძლებ! შენ მოსიყვარულე, მზრუნველი და ძლიერი ხარ, შენ შეძლებ,
რომ შენივე საზღვრები განსაზღვრო და ჩვენს შვილს არაფერი მოაკლო.
კრისტიანი გამშრალი და გაქვავებული, ლამაზ სახეზე გამოსახული ეჭვიანი
გამომეტყველებით მიყურებს.
– რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ცოტა მოგვიანებით მომხდარიყო, რომ მე
და შენ ერთმანეთთან მარტო ყოფნის მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ, პრინციპში, ხომ
არაფერი იცვლება, უბრალოდ, ახლა სამნი ვიქნებით და სამივე ერთად გავიზრდებით.
ჩვენ ოჯახი ვიქნებით, კრისტიან, და ჩვენს შვილს, ისევე, როგორც მე, შენ უპირობოდ და
უანგაროდ, ისეთი ეყვარები, როგორიც ხარ. – ვეუბნები მე და თვალები ცრემლით
მევსება.
– ო, ანა... – ჩურჩულებს ტანჯვითა და ტკივილით სავსე ხმით კრისტიანი. – მეგონა,
დაგკარგე, მერე, როდესაც გაფითრებული, სრულიად გაყინული და უგონოდ მიწაზე
დავარდნილი დაგინახე, თითქოს მეორედ დაგკარგე... ვიფიქრე, რომ ჩემი ყველაზე
საშინელი შიშები ახდა... და აი, იმ ყველაფრის მერე, რაც მე ჩავიდინე, შენ, ასეთი
ძლიერი და თავდადებული, ზიხარ და მე მაძლევ კიდევ იმედს, მამშვიდებ და
გიყვარვარ.
– ჰო, მიყვარხარ, კრისტიან, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები!
ის ჩემს სახეს ხელებში ნაზად იქცევს და ცრემლს ცერა თითებით მწმენდს, თბილი
მზერით, ნაცრისფრით ცისფერში, თვალებში ალერსით ჩამყურებს და ამ მზერაში მე მის
შიშს, გაოგნებასა და უკიდეგანო სიყვარულს ვხედავ.
– მეც მიყვარხარ, ანა, – ჩურჩულებს ის და ნაზად მკოცნის, ისე მკოცნის, როგორც
მხოლოდ თავისი ცოლის გამაღმერთებელ მამაკაცს შეუძლია კოცნა. – მე ვეცდები, რომ
კარგი მამა ვიყო, – ბუტბუტებს გრძნობიერებითა და სიყვარულით აღსავსე ხმით ზედ
ჩემს ტუჩებთან.
– შენ შეეცდები და დარწმუნებყული ვარ, ყველაფერი გამოგივა, კრისტიან. და თან...
მოდი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ, სხვა გამოსავალი არც გაქვს, რადგან მე და
ჩვენი ციცქნა უშენოდ ცხოვრებას არ ვაპირებთ.
– ციცქნა?
– ჰო, ციცქნა.
ის წარბს წევს.
– ისე, მე ჯუნიორის დარქმევას ვფიქრობდი.
– კი ბატონო, მაშინ ჯუნიორი დავარქვათ.
– ჰმ... მაგრამ, ციცქნაც რომ მომწონს? – მიღიმის კრისტიანი თავისი მორცხვი ღიმილით
და ისევ მკოცნის.

თავი ოცდამეოთხე
–ძალიანაც მინდა, მთელი დღე გკოცნო, მაგრამ ამასობაში შენი საუზმე ცივდება. –
ჩურჩულებს კრისტიანი ჩემს ტუჩებთან. ის ზემოდან ალერსიანი მზერით, უკვე
სრულიად კმაყოფილი და მომღიმარი გამომეტყველებით, მაგრამ თვალებში ჩამდგარი
გრძნობიერი ცეცხლით შემომყურებს. ღმერთო, ჩემი მისტერ ცვალებადობა დაბრუნდა!
– ჭამე, – რბილი, მაგრამ მბრძანებლური ტონით მეუბნება წამის მერე.
მისი მხურვალე მზერით მონუსხული, ყელში გაჩხერილ ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და
წვეთოვანი რომ არ წავაქციო, ფრთხილად, ლოგინში ისევ უკან, ბალიშებისკენ
ვხოხდები, კრისტიანი კი ლანგარს მაწვდის. შვრიის ფაფა მართლაც გაციებულა, მაგრამ
თავსახურდაფარებული ბლინები სწორედ მშვენიერია, ისეთი გემრიელი, თითებს
ჩაიკვნეტ.
– იცი, – ვეუბნები მე და უგემრიელეს პირველ ლუკმას ვყლაპავ. – ციცქნა შეიძლება
გოგო იყოს.
კრისტიანი თმას იჩეჩს.
– ორი ქალი, არა? – სახეზე აფორიაქება ეწერება და გრძნობიერი მზერა მაშინვე უქრება.
ჯანდაბა!..
– შენ ვინ გინდა?
– ვინ მინდა?
– ანუ, ბიჭი გირჩევნია თუ გოგო?
კრისტიანი კოპებს კრავს.
– მთავარია, ჯანმრთელი იყოს, – ამბობს კითხვით აშკარად დაბნეული და ჩუმდება. –
ჭამე, – ბუზღუნებს მერე. ჰმ, ამ თემაზე ლაპარაკს თავს არიდებს.
– კარგი, ვჭამ, ვჭამ... შარვლიდან ნუ ამოხტი, გრეი.
თავდახრილი თან ვჭამ, თან ყურადღებით ვაკვირდები სახეზე. ნერვიულობისგან
თვალის კუთხეებში პატარა ნაოჭები უჩნდება და ვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ
თქვა, შევეცდებიო, ბავშვზე უბრალო ლაპარაკიც კი ჯერ ისევ აშინებს. ოჰ, კრისტიან,
რატომ არ გესმის, რომ მეც მეშინია... ის დგება, საწოლის გვერდზე მდგარ სავარძელში
ჯდება და „სიეტლ ტაიმსს“ შლის.
– მისის გრეი, ისევ გაზეთებში მოხვედრილხართ. – მეუბნება მწარე ირონიით.
– ისევ?
– ჟურნალისტები, უბრალოდ, იმდღევანდელ ისტორიას ჰყვებიან, მაგრამ ისიც კარგია,
რომ ფაქტები არ დაუმახინჯებიათ. არ გინდა, წაიკითხო?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
– შენ წამიკითხე, მე დაკავებული ვარ, ვჭამ.
კრისტიანი იცინის და სტატიას ხმამაღლა კითხულობს. სტატიის ავტორს ჯეკი და
ელიზაბეთი თანამედროვე ბონი და კლაიდად ჰყავს გამოყვანილი. მოკლედ, მიას
მოტაცებასაც ეხება და მიას გამოხსნაში ჩემს მონაწილეობასაც. მერე იმ ფაქტს უსვამს
ხაზს, რომ ჯეკიც იმავე საავადმყოფოში წევს, რომელშიც მე. ეს ინფორმაცია პრესას
როგორ ჩაუვარდა ხელში? არ დამავიწყდეს, რომ კეიტს ვკითხო.
კრისტიანი სტატიის კითხვას ამთავრებს, მაგრამ პროცესი ისე მომეწონა, კიდევ მინდა.
– გთხოვ, სხვა რამეც წამიკითხე, შენი სმენა მსიამოვნებს.
კრისტიანი თხოვნას მისრულებს და ბიზნესის სწრაფ განვითარებაზე, ახალ
გამოგონებებსა და „ბოინგის“ მიერ ტექნიკური გაუმართაობის გამო რომელიღაც
თვითმფრინავის გადადებულ ფრენაზე დაწერილ სტატიას მიკითხავს. კითხვისას
რატომღაც კოპებს კრავს, მე კი მის დამამშვიდებელ ხმას ვუსმენ, ვჭამ და იმაზე ფიქრს
ვიწყებ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, რომ მიას საფრთხე აღარ ემუქრება, რომ ჩემი
ციცქნა, მიუხედავად მთელი იმ საშინელებისა და რისკისა, რაც ბოლო დღეების
განმავლობაში გადავიტანე, გადარჩა და არაფერი დაუშავდა და რომ მეც, უკვე დღეს,
შემიძლია სიმშვიდის ამ ძვირფასი წუთებით დავტკბე და არაფერზე აღარ ვინერვიულო.
მესმის, რომ კრისტიანი ბავშვის გამო შეშინებულია, მაგრამ მისი შიშის სიღრმეს
ბოლომდე მაინც ვერ ვწვდები. გადაწყვეტილებას ვიღებ, ამასთან დაკავშირებით მერე
კიდევ ერთხელ დაველაპარაკო. ვნახოთ, იქნებ შევძლო, რომ მისი შფოთის მთავარ
მიზეზს მივხვდე და ამით ეს ტკივილიც შევუმსუბუქო. საგონებელში ის მაგდებს, რომ
კრისტიანი, პრინციპში, დადებითი და კარგი მშობლების შემხედვარე იზრდებოდა.
გრეისი და კარიკი არაჩვეულებრივი დედმამა არიან, ყოველ შემთხვევაში, ასეთ
შთაბეჭდილებას ტოვებენ. იქნებ ეს ტრავმა იმ პედოფილი ქალის ჩარევამ მიაყენა? ამაზე
კიდევ კარგად უნდა დავფიქრდე. მაგრამ, სიმართლე ითქვას, თითქმის ეჭვიც არ
მეპარება, რომ ეს ყველაფერი მაინც უფრო მისი ბიოლოგიური დედის უყურადღებობისა
და მთელი იმ საშინელების შედეგია, რაც კრისტიანმა მის გვერდით გადაიტანა... თუმცა,
რა თქმა უნდა, ამაში თავისი როლი მისის რობინსონმაც ითამაშა. უცებ ფიქრი მეყინება,
გონებაში მოსმენილი ლაპარაკის ფრაგმენტები მიტივტივდება და თითქმის მახსენდება
კიდეც, მაგრამ... ჯანდაბა!
უგონოდ ყოფნისას გაგონილი ხმები ცნობიერების რაღაც საზღვარზეა გამოკიდებული
და ხელს ვერაფრით ვავლებ. კრისტიანი გრეისს ელაპარაკებოდა... ღმერთო!.. არა, ვერ
ვიხსენებ, მოგონება თითქოს ბურანში სულ უფრო და უფრო იდღაბნება და იფანტება.
ჯანდაბა!
საინტერესოა, კრისტიანი ოდესმე მაინც გამოტყდება, რისთვის წავიდა იმ ქალთან, თუ
სიმართლის ძალით ამოქაჩვა მომიწევს? ისის არის კითხვის დასმას ვაპირებ, რომ კარზე
კაკუნი ისმის.
პალატაში დეტექტივი კლარკი შემოდის უხერხული გამომეტყველებით. და სწორადაც
იქცევა, უხერხულობას რომ გრძნობს. მის დანახვაზე ლამის გული მიჩერდება.
– მისტერ გრეი, მისის გრეი, დილა მშვიდობისა. ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
–შეგვიშალეთ. – უჭრის უხეშად კოპებშეკრული კრისტიანი.
კლარკი კრისტიანს ყურადღებას არ აქცევს.
– მისის გრეი, მიხარია, რომ უკეთ ხართ. ხუთშაბათის თაობაზე რამდენიმე კითხვა
მინდა დაგისვათ. ძალიან არ გადაგტვირთავთ, უბრალო ფორმალობაა. შეგიძლიათ
კითხვებზე მიპასუხოთ?
– რა თქმა უნდა, – ვბუტბუტებ პასუხად, თუმცა იმ საშინელ დღეზე ლაპარაკი ახლა
ნამდვილად არ მინდა.
– ჩემს ცოლს დასვენება სჭირდება. – იფოფრება კრისტიანი.
– დიდ დროს არ წაგართმევთ, მისტერ გრეი და თანაც, რაც უფრო მალე მოვიშორებთ ამ
ყველაფერს, მით უფრო მალე დაგანებებთ მეც თავს.
კრისტიანი დგება და კლარკს სავარძელს სთავაზობს, თვითონ კი საწოლზე გვერდით
მიჯდება, ხელს ხელზე მკიდებს და გამამხნევებლად ოდნავ მიჭერს.
ნახევარი საათის შემდეგ კლარკი კითხვების დასმას ამთავრებს. მე თვითონ ახალი
ვერაფერი გავიგე, კლარკს კი ხუთშაბათის მოვლენები ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
ნერვიულობისგან შიგადაშიგ ჩამწყდარი და ჩუმი ხმით თანმიმდევრობით მოვუყევი.
თხრობისას, ზოგიერთ მომენტზე კრისტიანი ერთიანად ფითრდებოდა და სახე
ტკივილით ეჭმუხნებოდა.
– ცუდია, რომ ცოტა ზევით არ დაუმიზნე, – ცრის ის ბრაზით კბილებში.
– ამით ბევრ ქალს ნამდვილად უდიდეს სამსახურს გაუწევდით, – ეთანხმება კლარკი.
რაა?
– დიდი მადლობა, მისის გრეი. ჯერჯერობით მეტი კითხვა არ მაქვს.
– იმედია, ციხიდან გამოსვლის საშუალებას აღარ მისცემთ, არა?
– არა მგონია, ამ დანაშაულის შემდეგ გირაოთი გათავისუფლება ისევ მოახერხოს.
– ცნობილია, ვინ შეიტანა ჰაიდისთვის გირაო? – ეკითხება კრისტიანი.
– არა, სერ. ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
კრისტიანი კოპებს კრავს, მაგრამ, რატომღაც მეჩვენება, რომ ამასთან დაკავშირებით
რაღაც თავისი მოსაზრება აქვს. სწორედ იმ დროს, როდესაც კლარკი ფეხზე დგება და
წასასვლელად ემზადება, პალატაში ორი ინტერნის თანხლებით ექიმი სინგხი შემოდის.
საგულდაგულოდ გასინჯვის შემდეგ ექიმი სინგხი მიცხადებს, რომ შეუძლია, სახლში
გამწეროს და სიხარულით თვალებანთებული კრისტიანიც შვებით ოხრავს.
– მისის გრეი, თუ თავის ტკივილები გაგიძლიერდებათ ან იგრძნობთ, რომ თვალები
გებინდებათ, მაშინვე საავადმყოფოში უნდა დაბრუნდეთ.
ექიმს თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვცდილობ, როგორმე მოვთოკო როგორც იქნა
სახლში დაბრუნების მოლოდინით გამოწვეული სიხარული. ექიმი სინგხი პალატიდან
გასასვლელად ემზადება, კრისტიანი კი რატომღაც უკან მიჰყვება, კართან მისულს
კითხვის დასმის ნებართვას სთხოვს და დერეფანში მასთან ერთად გადის, მაგრამ კარს
ოდნავ შეღებულს ტოვებს. არ მესმის, რას ეკითხება, მაგრამ პასუხად ექიმი სინგხი
უღიმის.
– რა თქმა უნდა, მისტერ გრეი, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
კრისტიანს ბედნიერებისგან სახე ებადრება და პალატაში უკვე სრულიად
გამხიარულებული ბრუნდება.
– რა ჰკითხე?
– ჰმ, შეიძლება თუ არა შენთვის სექსი. – მეუბნება და ეშმაკური ღიმილით მიღიმის.
ოჰ... ერთიანად ვწითლდები.
– მერე?
– შეიძლებაო. – იცინის ისევ კმაყოფილი და ეშმაკური ღიმილით.
ოჰ, კრისტიან!
– ისე, სხვათა შორის, თავი მტკივა, – ირონიულად ვუცინი მეც პასუხად.
– ვიცი. ერთხანს თავის შეკავება მოგვიწევს, მაგრამ მაინც შევამოწმე.
თავის შეკავება? იმედგაცრუებული მაშინვე კოპებს ვკრავ. თავის შეკავება ნამდვილად
არ მინდა.
პალატაში წვეთოვანის მოსახსნელად მედდა ნორა შემოდის და კრისტიანს თვალს
გაბრაზებული და უკმაყოფილო გამომეტყველებით ავლებს. მგონი, ნორა ერთ-ერთია
თითზე ჩამოსათვლელ ჩემთვის ნაცნობ ქალთაგან, რომლებზეც კრისტიანის გარეგნობა
არანაირად არ მოქმედებს. მედდას მადლობას ვუხდი და ისიც წვეთოვანის შტატივით
ხელში პალატიდან გადის.
– აბა, წავედით სახლში? – მეკითხება კრისტიანი.
– თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჯერ რეის ნახვა მინდა.
– რა თქმა უნდა.
– რეიმ ჩემი ფეხმძიმობის ამბავი იცის?
– ვიფიქრე, რომ მისთვის ეს შენ პირველს უნდა გეთქვა... და არც დედაშენისთვის
მითქვამს.
– გმადლობ. – ვუღიმი მადლიერი და იმით კმაყოფილი, რომ ასეთი ამბის მიხარების
სიამოვნება არ მომაკლო.
– დედაჩემმა იცის, – ამატებს ის. – შენი ავადმყოფობის ისტორია ნახა. მე მხოლოდ
მამას ვუთხარი, მაგრამ მეტი სიტყვაც არავისთან დამიძრავს. დედამ თქვა, რომ
ბოლომდე დასარწმუნებლად ფეხმძიმობის დაახლოებით თორმეტ კვირამდე
საიდუმლოდ შენახვა წყვილისთვის ნორმალურია. – კრისტიანი მხრებს იჩეჩს.
– ჯერ არც მე ვარ მზად რეისთვის ამის სათქმელად.
– გაითვალისწინე, რეი საშინლად გაბრაზებულია. ნება დამრთო, რომ იმის გამო, რაც
გააკეთე, ერთი მაგრად გაგტყიპო.
რაა? ჩემს სახეზე გამოსახული თავზარდაცემის შემხედვარე კრისტიანი ხარხარს
იწყებს.
– ვუთხარი, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ-მეთქი.
– მატყუებ! – გაოგნებისგან პირსაც კი ვაღებ, თუმცა გონებაში მაშინვე მოსმენილი
ლაპარაკის ბუნდოვანი მოგონება მიტივტივდება. კი, ვიდრე უგონოდ ვიყავი, რეი
მოსული იყო...
კრისტიანი ეშმაკურად თვალს მიკრავს.
– ტეილორმა სუფთა ტანსაცმელი მოგიტანა, მოდი, ჩაცმაში მოგეხმარები.
როგორც კრისტიანი მაფრთხილებდა,რეი საშინლად გაბრაზებულია. არც მახსოვს, რეი
ოდესმე ასეთი წონასწორობადაკარგული მენახოს. კრისტიანი წინდახედულად
მამასთან მარტო მტოვებს. ჩვეულებრივ მშვიდი და ხმისამოუღებელი რეი, ამჯერად
საავადმყოფოს პალატას ბობოქარი და აღშფოთებული ჩხუბით იკლებს და გაუგონარი
უგუნურობისა და სისულელისთვის მლანძღავს. თავს ისევ თორმეტი წლის ბავშვად
ვგრძნობ. ოჰ, მამა, კარგი, რა, დაწყნარდი. შენთვის ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება.
– და თან ამ ყველაფრის მერე, კიდევ დედაშენთან დარეკვაც მე მომიხდა.
– მაპატიე, მამა.
– საწყალი კრისტიანი! ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს. ბიჭი თვალსა და
ხელს შუა დაბერდა, ორივენი ამ ორი-სამი დღის განმავლობაში რამდენიმე წლით ისე
დავბერდით, როგორც არაფერი!
– რეი, მართლა ძალიან ვწუხვარ.
– დედაშენი შენს ზარს ელოდება. – მეუბნება წუთიერი სიჩუმის შემდეგ შედარებით
ხმადაბლა და დამშვიდებული ტონით.
რეის ვეხვევი, ლოყაზე ვკოცნი და ისიც, როგორც იქნა, წყნარდება.
– მიხარია, რომ არ ააცილე, – მეუბნება ჯერ ისევ ბუზღუნით. – ახლა კი სახლში წადი
და ცოტა მაინც დაისვენე.
– კარგად გამოიყურები, მამა. – ვცდილობ თემა შევცვალო.
– შენ კი ფერი არ გადევს. – ჩემ გამო მისი შიში უცებ სრულიად თვალნათელი და
ცხადი ხდება, მზერა ზუსტად ისეთივე აქვს, როგორიც გუშინ ღამით ჰქონდა
კრისტიანს. გული მიჩუყდება და ხელზე ხელს ვკიდებ.
– მე კარგად ვარ, მამა. გპირდები, მეორედ მსგავსს აღარაფერს გავაკეთებ.
ის ხელს მიჭერს, თავისკენ მეწევა და მაგრად მეხვევა.
– რამე რომ მოგსვლოდა, ანა... – ჩურჩულებს ხმაჩავარდნილი.
გრძნობამორეულს თვალები ცრემლით მევსება. რეისგან ასეთი ემოციების
გამომჟღავნებას შეჩვეული ნამდვილად არა ვარ.
– მამა, კარგად ვარ. გეფიცები, ისეთი ნამდვილად არაფერი მჭირს, რასაც ცხელი შხაპი
ვერ უშველის.
საავადმყოფოდან უკანა კარით გავდივართ, რომ მთავარ შესასვლელთან მომლოდინე
ჟურნალისტებს თავი ავარიდოთ. ტელორს ჩვენი მანქანისკენ მივყავართ. მძღოლის
გვერდითა წინა სავარძელზე სოიერი ზის. ვიდრე სახლისკენ მივდივართ, კრისტიანი
ხმას არ იღებს, მე კი უკანა ხედვის სარკეში სოიერს მზერას ვარიდებ. თავს უხერხულად
ვგრძნობ და მრცხვენია... მე ხომ, როდესაც ბანკში უკანასკნელად ვნახე, სოიერს
გავეპარე... ტელეფონს ვიღებ და დედას ვურეკავ, ისიც მაშინვე ქვითინს იწყებს,
სახლამდე თითქმის მთელი გზა დედას დაწყნარებას ვუნდები და ამას მხოლოდ მას
შემდეგ ვახერხებ, რაც ვპირდები, რომ მე და კრისტიანი მალე მოვინახულებთ. მთელი
ამ დროის განმავლობაში, ვიდრე დედას ველაპარაკები, კრისტიანს ჩემი ხელი უჭირავს
და ცერა თითით მეფერება. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ნერვიულობს... რაღაც
აშკარად მოხდა.
– რა მოხდა? – ვეკითხები, როგორც კი დედასთან ლაპარაკს ვამთავრებ.
– უელჩს ჩემი ნახვა უნდა.
– უელჩს? რისთვის?
– იმ ნაძირალა ჰაიდზე რაღაც ინფორმაცია აქვს. – კრისტიანს ტუჩები ზიზღით
ებრიცება და მეც მაშინვე შიშის ცივი ოფლი მასხამს. – ტელეფონში თქმა არ მოინდომა.
– ოჰო...
– დეტროიტიდან დღეს ჩამოდის.
– როგორ ფიქრობ, ის რაღაც კავშირი იპოვა?
კრისტიანი თავს მიქნევს.
– რა უნდა იყოს?
– წარმოდგენა არ მაქვს. – მპასუხობს ის და შეფიქრიანებული გამომეტყველებით
კოპებს კრავს.
„ესკალასთან“ ტეილორი მიწისქვეშა ავტოსადგომისკენ უხვევს და მანქანის
დაყენებამდე, ჯერ ლიფტთან გვიჩერებს. აქ ფოტოგრაფების მომაბეზრებელი
ყურადღებისგან დაცულები ვართ. კრისტიანი მანქანიდან გადასვლაში მეხმარება,
წელზე ხელს მხვევს და ლიფტთან მივყავარ.
– გიხარია, რომ სახლში ვართ? – მეკითხება ღიმილით.
– კი, ძალიან. – ვჩურჩულებ მეც პასუხად. მაგრამ როგორც კი ნაცნობ ლიფტში
შევდივართ, მთელი ის კოშმარი, რაც ბოლო დღეებში გადავიტანე თავს ახალი ძალით
მატყდება და ერთიანად ცახცახს მაწყებინებს.
– ეი... – მეხვევა კრისტიანი და გულში მიკრავს. – ყველაფერი დამთავრდა, უკვე
სახლში ხარ, ანა, აქ ცუდი აღარაფერი გემუქრება. – ბუტბუტებს ის და თან თმაზე
მკოცნის.
– ოჰ, კრისტიან! – თავს ვეღარ ვიკავებ, კაშხალი სკდება და სლუკუნს ვიწყებ.
– კარგი, კარგი... დაწყნარდი, საყვარელო, – ჩურჩულებს კრისტიანი და მკერდზე
მიკრულს მეფერება.
მაგრამ უკვე გვიანია, ვეღარ ვჩერდები და კრისტიანის მკერდში თავჩარგულს ქვითინი
მიტყდება. თვალწინ გაცოცხლებულ კადრებად ჯეკის ზიზღით მოქცეული სახე და
სასტიკი თავდასხმა მიდგას, „ეს შენ, გამომცემლობისთვის, დამპალო, ბოზო!“, როგორ
ვეუბნები კრისტიანს, რომ მივდივარ, კრისტიანის თავზარდაცემული ხმა – „ჩემგან
მიდიხარ?“ და ჩემი ყოვლის მომცველი, ენით აუწერელი შიში, რომ მიაც, მეც და ჩემი
ციცქნაც შეიძლება აქ და ახლა დავიღუპოთ... ლიფტის კარი იღება, კრისტიანი პატარა
ბავშვივით ხელში მიყვანს და კაბინიდან ფოიეში გავყავარ. მე კისერზე ორივე ხელს
ვხვევ, სხეულზე ერთიანად ვეკვრები და ისევ გულამომჯდარი ვტირი.
კრისტიანს პირდაპირსააბაზანოში შევყავარ და სკამზე ფრთხილად მსვამს.
– აბაზანა გავავსო?
უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავს ვაქნევ. არა... არა... ოღონდ ლაილასავით არა.
– შხაპი? – მეკითხება ნერვიულობისგან გაბზარული ხმით.
თვალცრემლიანი თავს ვუქნევ. მინდა სხეულიდან ამ უკანასკნელი დღეების მთელი
ჭუჭყი და ჯეკის სასტიკი და დაუნდობელი თავდასხმის მოგონება ჩამოვირეცხო. სახეზე
ხელებს ვიფარებ და ჩუმად ვქვითინებ, საშხაპეში მოშვებული წყლის ნაკადის შხაპუნი
კი კედლებიდან ყრუ ექოდ ირეკლება.
– ეი, – რბილი და დამამშვიდებელი ხმით ჩურჩულებს კრისტიანი და ჩემ წინაშე
მუხლებზე დგება, მერე ცრემლებით დასველებული სახიდან ხელებს ნაზად
მაშორებინებს, ჩემს სველ ლოყებს თავის ხელებში იქცევს და ამღვრეული, ცრემლებით
ალაპლაპებული თვალებით თავისი სიყვარულით აღსავსე მზერის დანახვის
საშუალებას მაძლევს...
– უკვე ყველაფერი კარგად არის, ანა, აღარაფერი გემუქრება... არც ერთს ცუდი
აღარაფერი გემუქრებათ.
მე და ჩვენს ციცქნას... თვალები ისევ ცრემლით მევსება.
– კარგი, გეყოფა, საყვარელო, შენი ტირილის ყურება გულს მიკლავს. – ხმა
ჩახრინწული და ტკივილით აღსავსე აქვს. ის ცერა თითის ბალიშებით ცრემლებს
მწმენდს, მაგრამ ვერ ვჩერდები და სახეც მაშინვე ისევ მისველდება.
– მაპატიე კრისტიან, იმ ყველაფრისთვის მაპატიე. იმისთვის, რომ განერვიულე,
იმისთვის, რომ ჩვენი სიცოცხლე ამხელა საფრთხეში ჩავაგდე, იმისთვის, რაც გითხარი...
– ჩუუ... დაწყნარდი, საყვარელო, დაწყნარდი, გთხოვ. – ის შუბლზე მკოცნის. – შენც
მაპატიე... ტანგოს წყვილად ცეკვავენ, ანა, ასე არ არის? – ბუტბუტებს მწარე ღიმილით. –
ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე დედა მეუბნებოდა. მეც ბევრი ისეთი რამ ვთქვი და
გავაკეთე, რის გამოც თავს დამნაშავედ ვგრძნობ და მრცხვენია. – ნაცრისფერ თვალებში
ნაღვლიანი, გულახდილად მომნანიებლის სევდა ესახება. – მოდი, ჯობია გაგხადო. –
მეუბნება ტკბილი, დამყვავებელი ხმით. მე ცხვირს ხელით ვიწმენდ, ის კი ისევ შუბლზე
მკოცნის. კრისტიანი ტანსაცმელს მოხერხებულად მხდის, ხელებს მაწევინებს და თავი
რომ არ მატკინოს, მაისურს ფრთხილად მაძრობს, თუმცა თავი იმდენად ნამდვილად
აღარ მტკივა. მერე საშხაპე კაბინაში შევყავარ თუ არა, თვითონაც რეკორდული
სისწრაფით იხდის და ცხელი, მაცოცხლებელი წყლის ნაკადში ერთად შევდივართ. ის
თავისკენ მიზიდავს და ვიდრე წყალი სხეულებზე გვესხმება და ნელნელა ორივეს
გვამშვიდებს, ხელს არ მიშვებს. მე ისევ მის მკერდზე სახემიკრული ვსლუკუნებ, ის კი
დროდადრო თმაზე მკოცნის, მაგრამ ხელს ისევ არ მიშვებს და სასიამოვნოდ თბილი
წყლის ნაკადის ქვეშ მდგარს ნელა მარწევს. სხეულის სხეულთან ასეთი სიახლოვითა და
ჩემი ლოყის ქვეშ მკერდზე მისი რბილი თმის შეგრძნებით ვტკბები... მამაკაცით,
რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ამ თავის თავში მუდამ დაეჭვებული,
ულამაზესი მამაკაცით, რომელიც, შეიძლებოდა, ჩემი უგუნურებით დამეკარგა. ამ
აზრისგან საშინელ სიცარიელეს და გულისმომკვლელ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ
იმავდროულად მიხარია, მიხარია, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მოხდა, ის
ისევ აქ არის, ჩემთან და ჩემ გვერდით. კრისტიანმა ნამდვილად კიდევ ბევრი რამ უნდა
ამიხსნას, მაგრამ ერთადერთი, რაც ახლა, ამწუთას მინდა, ჩემს სხეულზე შემოხვეული
მისი დამამშვიდებელი, მზრუნველი და ალერსიანი ხელების შეგრძნებაა... და ამწამს
უცებ იმასაც ვხვდები, რომ ის, რასაც მე მისგან ველოდები, ანუ იმ ქალთან წასვლის
მიზეზი, მხოლოდ მისივე სურვილითა და ნებით, თვითონ მისგანვე უნდა წამოვიდეს.
არ მინდა, ვაიძულო და ეს აღიარება ძალით ამოვქაჩო, ამის გაკეთება თვითონ უნდა
მოინდომოს. არ მინდა, ტვინი ვუბურღო და დაუსრულებელი კითხვებით ქმარს
შეჩენილ მუდმივად მოწუწუნე ცოლად ვიქცე. ეს ხომ საშინლად დამღლელია. მე ის
ვიცი, რომ ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარვარ და ეს ჯერჯერობით
სრულიად საკმარისია. ჰმ, ამ აზრის ასე სრულად და ბოლომდე გააზრება შვებას მგვრის.
თვალებში ცრემლები მიშრება და თავს ვწევ.
– უკეთ ხარ? – მეკითხება მზრუნველი ხმით.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
– ძალიანაც კარგი, ასე არ ჯობია?! კარგი, მოდი, დამენახვე. – ამბობს ის და ოდნავ უკან
მწევს, მაგრამ თავიდან ვერც კი ვხვდები, რას გულისხმობს. კრისტიანი იმ ხელს
მაწევინებს, რომელზეც დავეცი, როდესაც ჯეკმა პირველად დამარტყა და ყურადღებით
მითვალიერებს. მხარი ჩალურჯებული მაქვს, იდაყვი და მაჯა კი ერთიანად
დაკაწრულგადაყვლეფილი. ის ყოველ ნაკაწრზე სათითაოდ მკოცნის, მერე უცებ
სწორდება და ხელს პატარა თაროზე დაწყობილ ღრუბელსა და საშხაპე გელს ავლებს.
ნესტოები ჟასმინის ნაცნობი და საყვარელი არომატით მევსება.
– მიბრუნდი. – კრისტიანი დაჟეჟილი მკლავიდან იწყებს და მტკივან ადგილებზე
ღრუბელს სათუთად მისვამს, მერე კისერზე, მხრებზე, ზურგსა და მეორე ხელზე
გადადის. მაჯამდე რომ ჩადის, ოდნავ მაბრუნებს და გრძელ თითებში მოქცეული
ღრუბლით დაჟეჟილ გვერდს ქვევით მიუყვება,თეძოზე დიდ ჩალურჯებასთან რომ
მიდის, ტკივილისგან ვცბები და სახე მეჭმუხნება, კრისტიანს კი მზერა ეყინება და
სიმწრისგან ტუჩები ეკუმება, მჭიდროდ შეკრული კბილებიდან ჰაერის ხმაურიანი
შესუნთქვა მესმის და მისი გააფთრება და გამწარების სიღრმე ჩემთვის უკვე სრულიად
ცხადი, ფიზიკურად შეგრძნებადი ხდება.
– არ მტკივა, – ვბუტბუტებ ხმადაბლა, რომ რამენაირად დავამშვიდო.
გამწარებული, ბრაზისგან ცეცხლის ალად აპარპალებული ნაცრისფერი თვალების
მზერა ჩემსას ხვდება.
– რომ იცოდე, რა სიამოვნებით მოვკლავდი და კინაღამ მოვკალი კიდეც. – ცრის
კბილებში იდუმალი ტონით.
ისეთი გააფთრებული გამომეტყველება აქვს, რომ უნებურად ვიბუზები და შუბლი
მეჭმუხნება. ის ღრუბელზე საშხაპე გელს ამატებს და საოცრად რბილად და სათუთად
მისაპნავს დალურჯებულ გვერდს და უკანალს, მერე კი მუხლებს და ფეხს. წამით
ჩერდება, გადატყავებულ მუხლზე მაკვირდება და მეორე ფეხზე და ტერფებზე
ინაცვლებს, ტუჩებით კი დიდ დალურჯებულ ადგილზე მეხება და ნაზად მკოცნის.
ოდნავ ვიხრები, ჩემს ამ უსაყვარლეს მამაკაცს თავზე ხელს ვადებ, ვეფერები და თითებს
სველ თმაში ვუცურებ. ის დგება და თითს ნეკნებზე, იმ უზარმაზარი ლილისფერი
ადგილის გარშემო აყოლებს, სადაც ჯეკმა წიხლი ჩამარტყა.
– ოჰ, საყვარელო... – კვნესის ტანჯვით და სიმწრით აღსავსე ხმით და მზერა ისევ
გააფთრებული ბრაზით ექუფრება.
– კარგად ვარ, კრისტიან. – ვეუბნები ჩურჩულით, მის სახეს ხელებში ვიქცევ, ჩემკენ
ვეწევი და ტუჩებში ვკოცნი. ის ყოყმანობს, ერთიორი წამის განმავლობაში თითქოს
იძაბება, მაგრამ იმავწამს, როგორც კი ჩვენი ენები ერთმანეთს ეხება, ჩემს შეხებასა და
კოცნაზე მისი სხეულის რეაქცია უკვე სრულიად არაორაზროვანია.
– არა, – ჩურჩულებს უცებ ზედ ჩემს ტუჩებთან და უკან იწევა. – ჯობია, შენი დაბანით
შემოვიფარგლოთ.
სახე სერიოზული აქვს. ჯანდაბა... არ ხუმრობს. გაბუტულივით ვბუშტავ ტუჩებს და
ჩვენ შორის წამის უსწრაფესად გაჩენილი წეღანდელი გრძნობიერი მუხტი, წამის
უსწრაფესადვე ქრება. კრისტიანი ეშმაკურად იცინის და ნაჩქარევად მკოცნის.
– მე შენ ახლა გბან და გასუფთავებ. – მეუბნება ხაზგასმით. – კი არ გსვრი, გბან, გესმის?
– მე რომ მომწონს, როდესაც შენ მსვრი?!
– მეც მომწონს, როდესაც გსვრით, მისის გრეი, მაგრამ აქ და ახლა ამის დრო არ არის.
– მპასუხობს ღიმილით, შამპუნს იღებს და ისეთი გამომეტყველებით, რომ შეკამათების
შანსსაც კი არ მიტოვებს თმას არომატული შამპუნით მიქაფებს.
სისუფთავის შეგრძნება მსიამოვნებს. შედარებაც არ არის, თავს იმდენად უკეთ და
მხნედ ვგრძნობ, თუმცა ბოლომდე ვერ ვხვდები, ეს შხაპის დამსახურებაა, გულიანი
ტირილის თუ იმის, რომ გადავწყვიტე, კრისტიანისთვის კითხვებით თავი არ
მომებეზრებინა.
ის დიდ პირსახოცში მახვევს, მეორეს კი თმისთვის მაძლევს. მე თმის გამშრალებას
ვიწყებ, კრისტიანი კი ხელს ისევ იშვერს, კიდევ ერთ, უფრო პატარა პირსახოცს იღებს
და თეძოს გარშემო იხვევს. თავი ისევ მტკივა, თუმცა ეს უკვე ისეთი ყრუ და
მონოტონური ტკივილია, რომლის მოთმენაც ასე თუ ისე, შეიძლება. ყოველი
შემთხვევისთვის ექიმ სინგხის გამოწერილი ტკივილგამაყუჩებელიც მაქვს, მაგრამ
მისივე რჩევით აბი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მივიღო.
ისევ თმას ვიმშრალებ და ელიზაბეთზე ვფიქრობ.
– იცი, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ელიზაბეთი ჯეკს რატომ ეხმარებოდა.
– სამაგიეროდ, მე ვიცი. – მოქუფრული სახით ბუტბუტებს კრისტიანი.
ოჰო, ახალი ამბავიც ამას ჰქვია! კოპებშეკრული და დაინტერესებული
გამომეტყველებით ვაჩერდები, მაგრამ ყურადღება მაშინვე მეფანტება. კრისტიანიც თმას
იმშრალებს, მაგრამ მხრები და მკერდი ჯერ ისევ სველი აქვს და ჰალოგენურ სინათლეში
მოხვედრილი წყლის წვეთები სხეულზე წვრილწვრილი მბზინვარე მძივებივით
უციმციმებს.
– ხედით ტკბებით, მისის გრეი?
– რა იცი? – ვეკითხები გათამაშებული უდარდელი ტონით და ვცდილობ, ასეთ
შეჩერებაზე გამოჭერისგან ჩემში მაშინვე აფეთქებული სირცხვილი შეძლებისდაგვარად
არ შევიმჩნიო.
– რა, ხედით რომ ტკბები? – მიღიმის ის ეშმაკურად.
– არა, – ვპასუხობ უკმაყოფილოდ კოპებშეკრული. – ელიზაბეთს ვგულისხმობ. –
დეტექტივმა კლარკმა სიტყვა გადამიკრა.
დაინტერესებული მზერით ვაჩერდები და თვალებითვე, უსიტყვოდ მოყოლას ვთხოვ,
გონებაში კი ბუნდოვნად იმდროინდელი მოგონება მიტივტივდება, როდესაც ჯერ ისევ
უგონოდ ვიყავი... მაგონდება, რომ კლარკი ჩემთან, პალატაში იყო, მაგრამ რა თქვა, არ
მახსოვს.
– ჰაიდს ყოველი მათგანის ვიდეო რამდენიმე მეხსიერების ბარათზე ჰქონდა
ჩაწერილი.
რაა? გაოგნებულსა და თავზარდაცემულს შუბლი ისე მეჭმუხნება, რომ კანიც კი
მეჭიმება.
– ამ ვიდეოებზე ელიზაბეთიც არის და ვინც შენამდე იყო, ყველა თანაშემწეც.
ოჰ, ღმერთო!
– აი, ასე... ნაძირალას უხეში სექსი უყვარს და ყველას ამ ვიდეოებით აშანტაჟებდა.
კრისტიანი კოპებს კრავს და ჰაიდის ნაძირალობით მის სახეზე გამოხატული აქამდე
უბრალო გაოგნების ნელ-ნელა ზიზღში გადასვლის პროცესს თვალნათლივ ვხედავ...
უცებ ფითრდება და ეს ზიზღი უკვე საკუთარი თავისადმი მიმართული ხდება...
ღმერთო, ოღონდ ეს არა! მართალია, მასაც უხეში სექსი უყვარს, მაგრამ...
– არ გინდა, – უნებურად, იქამდე მწყდება ენიდან, ვიდრე თავის გაჩერებას ვასწრებ.
კრისტიანი კიდევ უფრო მეტად იქუფრება.
– რა არ მინდა? – მეკითხება ის და უცებ ერთიანად გაქვავებული, დამფრთხალი
მზერით მაჩერდება.
– შენ ეგეთი არ ხარ.
კრისტიანს მზერა უმკაცრდება. არაფერს ამბობს, მაგრამ სწორედ ამ სიჩუმით
ადასტურებს, რომ მართალი ვარ და ჰაიდს საკუთარ თავს ადარებს.
– შენ ეგეთი არ ხარ, კრისტიან! – ვუმეორებ შეუპოვარი ტონით.
– ჩვენ ერთი ჩამოსხმა ვართ, ანა.
– არა! – ვუჭრი მე მტკიცედ, თუმცა მისი ასეთი აღქმის მიზეზსაც მშვენივრად ვხვდები.
„ჰაიდის მამა სიმთვრალეში ჩხუბის დროს მოკლეს, დედა გალოთდა. ვიდრე პატარა
იყო, ერთი მეურვე ოჯახიდან მეორეში გადადიოდა და მუდმივად შარში ეხვეოდა. მერე
კრიმინალურ დაჯგუფებაში მოხვდა, რომელსაც სახელი ძირითადად მანქანების
გატაცებით ჰქონდა მოხვეჭილი. ამის გამო დაიჭირეს და ერთხანს არასრულწლოვანთა
კოლონიაშიც იყო...“ მახსენდება, ასპენში რომ მივფრინავდით, კრისტიანის მიერ
მოყოლილი ისტორია.
– თქვენ ორივეს მძიმე ბავშვობა გქონდათ და ორივე დეტროიტში დაიბადეთ, მაგრამ
თქვენი მსგავსება ამით მთავრდება, კრისტიან! – მუშტად შეკრულ ხელებს დოინჯად
წელზე მტკიცედ ვიწყობ.
– ოჰ, ანა, შენს ჩემდამი რწმენას, როგორც ჩანს, საზღვარი მართლაც არა აქვს და ეს
ჩემთვის, მით უმეტეს, ამ უკანასკნელი დღეების ფონზე, დამიჯერე, ძალიან ბევრს
ნიშნავს, მაგრამ მოდი, დავიცადოთ. უელჩი ჩამოვა და ყველაფერს გავიგებთ. – არიდებს
ის თემას თავს.
– კრისტიან...
ის კოცნით მაჩუმებს.
– საკმარისია. – მეუბნება ხმადაბლა. მეც მაშინვე საკუთარი თავისადმი მიცემული
პირობა მახსენდება, რომ ინფორმაციის ძალით ამოქაჩვით თავი არ უნდა მოვაბეზრო და
ვჩუმდები.
– ოღონდ გაბუტვები არ იყოს. – ამატებს ის წამის შემდეგ. – წამოდი, თმას გაგიშრობ.
გასაგებია. თემა დახურულია.
სპორტული შარვალი და მაისური მაცვია, კრისტიანის ფეხებს შორის ვზივარ და თმას
მიშრობს.
– ვიდრე უგონოდ ვიყავი, კლარკმა კიდევ რა გითხრა?
– როგორც მახსოვს, მეტი არაფერი.
– იცი, თქვენი საუბრები მესმოდა.
თმაში კრისტიანის სავარცხლიანი ხელი შეშდება.
– მართლა? – მეკითხება გათამაშებული უდარდელობით.
– ჰო. მამაჩემს რომ ელაპარაკებოდი, მამაშენს, დეტექტივ კლარკს და... დედაშენს.
– და კეიტს?
– კეიტიც იყო?
– ცოტა ხნით შემოირბინა. ისიც გაბრაზებულია შენზე.
თავს მისკენ ვაბრუნებ და თვალებში ვუყურებ.
– თემას – „მთელი მსოფლიო ანაზეა გაბრაზებული“ არასოდეს დაამთავრებ?
– უბრალოდ, სიმართლეს გეუბნები. – მპასუხობს ჩემი რეაქციით გაკვირვებული.
– ნამდვილად ძალიან წინდაუხედავად მოვიქეცი, მაგრამ არ გესმის, რომ შენს დას
საფრთხე ემუქრებოდა?!
კრისტიანს სახე ეცვლება.
– კი, ემუქრებოდა. – ის ფენს თიშავს, საწოლზე გვერდითვე იდებს და ნიკაპში თითებს
მავლებს. – გმადლობ. – მეუბნება უცებ ჩემდა გასაკვირად. – მაგრამ ამიერიდან მსგავსი
არაფერი გააკეთო, თორემ იცოდე, მაგ წინდაუხედაობას და უგუნურებას ამ ლამაზი
უკანალის აწითლებით გამოგიფერთხავ თავიდან.
სუნთქვა მეკვრება.
– შენ ამას არ იზამ!
– ვიზამ. – მეუბნება სერიოზული სახით. ჯანდაბა, არ ხუმრობს. – სხვა რომ არაფერი,
შენი მამობილის ნებართვა მაქვს. – იცინის უცებ ირონიულად. ჰმ, არა, მემაიმუნება!
...თუ, არა? ზედ ვახტები, მაგრამ კრისტიანი ისე მისხლტება, რომ ლოგინზე, მაგრამ მის
მკლავებში მოქცეული ვვარდები, თუმცა დაცემისას მკერდის ძვალში ისეთი ტკივილი
მივლის, რომ სახე მეჭმუხნება. კრისტიანი მაშინვე ერთიანად ფითრდება.
– წესიერად მოიქეცი! – მაფრთხილებს ის და ჩემი ტუტუცური გამოხდომის გამო წამით
მზერაში ბრაზი უკრთება.
– მაპატიე, – ვპასუხობ ბუტბუტით და ლოყაზე თითებს ვაყოლებ.
ის სახით ხელზე მეკვრება, მეხახუნება და ხელისგულზე მკოცნის.
– ღმერთო, ჩემო, ანა, მგონი, თვითგადარჩენის ინსტინქტი საერთოდ არ გაგაჩნია. –
მეუბნება კოპებშეკრული, მერე მაისურის კიდეზე ხელს მკიდებს, ზევით მიწევს და
ხელს მუცელზე მადებს. მე სუნთქვა მეკვრება. – არადა შენ ხომ უკვე მარტო აღარ ხარ, –
ჩურჩულებს უკვე რბილი ხმით და თითებს ჩემი სპორტული შარვლის კიდესთან კანზე
ნაზად მისრიალებს. ჩემში სადღაც ღრმად შიგნით უცაბედი, მხურვალე და მძიმე,
დაუოკებელი სურვილი ფეთქდება და მკერდიდან ჩუმი კვნესა მწყდება. კრისტიანი
იძაბება, ხელს აჩერებს და თვალებში ალერსიანი გამომეტყველებით მაჩერდება, მერე
ხელს სწევს და სახეზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან მიმალავს.
– არა, – ჩურჩულებს ის.
რაა?
– ასე ნუ მიყურებ, შენი დალურჯებული სხეული ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას, ასე
რომ, არა!– მეუბნება უტეხი ტონით და შუბლზე მკოცნის.
ვიშმუშნები და წრიალს ვიწყებ.
– კრისტიან, – ვეხვეწები წუწუნით.
– არა. დაწექი. – ის ჯდება.
– ლოგინში?
– ჰო, უნდა დაისვენო.
– მინდიხარ.
კრისტიანი თვალებს ხუჭავს და ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ეს მისგან
უზარმაზარ ძალისხმევას ითხოვდეს, თავს აქნევს, წამის მერე კი, როდესაც თვალებს
ისევ ახელს, მის მზერაში შეუპოვარ სიმტკიცეს ვკითხულობ.
– უბრალოდ ის გააკეთე, რასაც გეუბნებიან, ანა.
წამით თავში მაცდური აზრი მომდის, ტანსაცმელი გავიხადო და მის წინაშე
გავშიშვლდე, მაგრამ ჩემი სილურჯეები მახსენდება და ვხვდები, რომ არაფერი
გამომივა, ამიტომ ბედს დანებებული თავს ვუქნევ.
– კარგი. – დემონსტრაციულად ვბუშტავ ტუჩებს.
კრისტიანი ეშმაკურად მიღიმის.
– ლანჩს მოგიტან. – მეუბნება ისევ ღიმილით.
– შენ მოამზადებ? – გაკვირვებულს თვალებიც კი მიმრგვალდება.
მისდა სანაქებოდ კრისტიანი თვითირონიით გულიანად იცინის.
– არა, გავაცხელებ. მისის ჯონსმა იმდენი რამე მოამზადა, რომ არჩევანი დიდია.
– კრისტიან, მოდი, მე გავაცხელებ. თავს მშვენივრად ვგრძნობ. ასეა თუ ისე, რადგან
სექსი მინდა, საჭმლის გაცხელება ხომ, მით უმეტეს, შემიძლია. – ლოგინში
მოუხერხებლად ვჯდები და ვცდილობ, ნეკნების ტკივილისგან სახე არ მომეჭმუხნოს.
– ლოგინში! – თვალები ენთება უცებ მას და საჩვენებელ თითს ბალიშისკენ იშვერს.
– მაშინ შენც ჩემთან ერთად დაწექი, – ვჩურჩულებ მაცდურად და ვნანობ, რომ
სპორტული შარვლისა და მაისურის მაგივრად რამე უფრო სექსუალური არ მაცვია.
– ანა, დაწექი. ახლავე!
კოპებშეკრული უკმაყოფილო გამომეტყველებით შევყურებ, მერე ვდგები და, ისე რომ
თვალებიდან მზერას არ ვაშორებ, ოდნავი მოძრაობით შარვალს უცერემონიოდ ფეხებზე
ვიცურებ, კრისტიანი კი ტუჩის კუთხეებზე ათამაშებული, დაფარული ღიმილით საბანს
სწევს.
– ხომ გაიგე, რა თქვა ექიმმა სინგხმა. თქვა, რომ უნდა დაისვენო და გამოშუშდე. –
მეუბნება უკვე დამყვავებელი, რბილი ტონით. ლოგინში ვწვები და გაბუტული და
უკმაყოფილი სახით გულზე ხელებს ვიჯვარედინებ.
– აი, ასე. იწექი. – ამატებს საკუთარი თავით აშკარად კმაყოფილი გამომეტყველებით.
მე კი, პირიქით, უკმაყოფილოდ კოპებს ვკრავ.
მისის ჯონსის მომზადებული ქათმის რაგუ ულაპარაკოდ ჩემი ერთერთი ყველაზე
საყვარელი კერძია. კრისტიანიც საწოლის შუაგულში ფეხებმორთხმული ზის და ჩემთან
ერთად ჭამს.
– ვერაფერს იტყვი, რაგუ არაჩვეულებრივად გაგიცხელებია. – ვუღიმი მე და ისიც
ღიმილით მპასუხობს. ლამის მუცელი გამისკდეს და რული მერევა. ჰმ, ეტყობა,
კრისტიანის გეგმაც ეს იყო...
– დაღლილი ჩანხარ. – მეუბნება ის და ლანგარს მართმევს.
– ჰო, დავიღალე.
– კარგი. დაიძინე. – იხრება ის ჩემკენ და ნაზად მკოცნის. – მე სამუშაო მაქვს, მაგრამ,
თუ წინააღმდეგი არ ხარ, აქ ვიმუშავებ.
თავს ვუქნევ და უშედეგოდ ვცდილობ, უკვე მიბლეტილი თვალები რამენაირად
გავახილო. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ქათმის რაგუ ასეთი ძილისმომგვრელი
იქნებოდა.
როდესაც თვალებს ვახელ, უკვე ბინდდება. ფანჯრიდან ოთახში ღია ვარდისფერი
სინათლე იღვრება. კრისტიანი სავარძელში ზის და ჩემკენ მომართული ნაცრისფერი
თვალების მზერა ბინდშერეულ, მიმქრალებულ შუქში უელავს. ხელში რაღაც
ფურცლები უჭირავს, სახე კი ერთიანად გაფითრებული აქვს.
ოჰ, ღმერთო!
– რა მოხდა? – ვეკითხები შეშფოთებული, სწრაფად ვჯდები და ასეთი სწრაფი
წამოჯდომისგან მაშინვე პროტესტის ნიშნად აკვნესებული ნეკნების ტკივილს
ყურადღებას არ ვაქცევ.
– ახლახან უელჩი იყო.
ჯანდაბა...
– მერე?
იმ ნაძირალასთან ერთად მიცხოვრია.
– გიცხოვრია? ჯეკთან ერთად?
ის თვალებგაფართოებული და გაქვავებული გამომეტყველებით თავს მიქნევს.
– ნათესავები ხართ?
– არა. ღვთის მადლით, არა. ლოგინში გვერდზე ვჩოჩდები და იმის ნიშნად, რომ
გვერდით მოწოლას ვთხოვ, საბნის კიდეს ვწევ, ჩემდა გასაკვირად, კრისტიანი არც კი
ყოყმანობს, ფეხზე იხდის და ლოგინზე მუხლებით დგება, მერე წვება, ცალ ხელს წელზე
მხვევს, თავს მუხლებზე მადებს და იკუნტება. ცოტა არ იყოს გაოგნებული ვუყურებ... რა
ხდება?
– არ მესმის, კრისტიან, რას ნიშნავს „ერთად გიცხოვრიათ“? – ვეკითხები ბუტბუტით
და მის სახეს დაჩერებული თმაში თითებს ვუცურებ. კრისტიანი, თითქოს რაღაცის
გახსენებას ცდილობსო, თვალებს ხუჭავს და კოპებს კრავს.
– მას შემდეგ, რაც მკვდარ დედასთან სახლში გამოკეტილი მიპოვეს და მანამ, სანამ
კარიკი და გრეისი მიშვილებდნენ, მიჩიგანის შტატის ზედამხედველობით ერთერთ
მიმღებ ოჯახში ვცხოვრობდი. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი
საერთოდ არ მახსოვს.
გაკვირვებისგან პირს ვაღებ. კრისტიანი მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა? თუმცა, როგორც
ჩანს, ეს არა მარტო ჩემთვის, კრისტიანისთვისაც ახალი ამბავია.
– რამდენ ხანს? – ვეკითხები ჩურჩულით.
– ერთიორი თვე, ხომ გეუბნები, არ მახსოვს.
– ამაზე კარიკს და გრეისს დაელაპარაკე?
– არა.
– მგონი, ჯობია, უთხრა, იქნებ გახსენებაში დაგეხმარონ?
– აი, შეხედე. – მეუბნება ის, ქაღალდებს მაძლევს, მეორე ხელს კი, რომ არაფერი
მატკინოს, ფრთხილად, მაგრამ უფრო მჭიდროდ მხვევს.
ეს ფოტოსურათებია, ამიტომ ხელს ვიწვდენ და ღამის ნათურას ვრთავ, რომ
გამოსახულება ნორმალურად გავარჩიო. პირველ სურათზე, ძველისძველი სახლია
გამოსახული, ყვითელი კარით და სახურავზე წვეტიანი ფანჯრით. სახლის წინ პარმაღი
და პატარა ეზოა. არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ძველი სახლია...
მეორე ფოტოზე, ერთი შეხედვით, ასევე არაფრით გამორჩეული „მუშათა კლასის“
წარმომადგენელთა ოჯახია აღბეჭდილი – ცოლქმარი და მათი შვილები. ყოველ
შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. უფროსებს, ანუ ცოლქმარს, რომლებიც
ორმოციოდე წლისანი იქნებიან, გახუნებული მაისურები აცვიათ. ქალს უკან
გადავარცხნილი და შეკრული ქერა თმა აქვს, კაცს კი თითქმის გადაპარსული და ორივე
იღიმება. კაცი ერთი ხელით უკმაყოფილო სახით მომზირალ მოზარდ გოგონას ეხვევა.
ყოველი ბავშვის სახეს ვაკვირდები სათითაოდ: ორი თორმეტიოდე წლის ბიჭია, ალბათ
ტყუპები, ორივე ქერათმიანია, კამერაში ფართოდ იღიმებიან. კიდევ ერთი ბიჭი, ცოტა
უფრო პატარა, მოწითურომოქერაო, კოპებშეკრული დგას ავი გამომეტყველებით, მის
უკან კი ნაცრისფერთვალა და სპილენძისფერთმიანი, ფართო, შეშინებული მზერითა და
შეუხამებელ, სხვადასხვაფერ ტანსაცმელში ჩაცმული ბიჭუნა დგას, რომელსაც ხელში
გულზე მიხუტებული ჭუჭყიანი საბავშვო პლედი უჭირავს.
ოჰ, ღმერთო.
– ეს შენ ხარ, – ვამბობ ჩურჩულით და ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ სადაცაა გული
ამომვარდება. როგორც ვიცი, როდესაც კრისტიანის დედა გარდაიცვალა, კრისტიანი
ოთხი წლის იყო, მაგრამ ეს ბავშვი ბევრად უფრო პატარის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ეტყობა, საკვების ნაკლებობის პრობლემა იმაზე სერიოზულად იდგა, ვიდრე მეგონა.
თვალები ცრემლით მევსება და სლუკუნისგან თავს ძლივს ვიკავებ. ღმერთო... ჩემი
საწყალი ორმოცდაათი ელფერი!
კრისტიანი თავს მიქნევს.
– ჰო, მე ვარ.
– ეს ფოტოები უელჩმა ჩამოგიტანა?
– ჰო. მაგრამ ვუყურებ და მაგ პერიოდს მაინც ვერაფრით ვიხსენებ. – ხმა თითქოს
მშვიდი, მაგრამ უსიცოცხლო აქვს.
– ვერ იხსენებ? მაგრამ, კრისტიან, გასაკვირი რა არის? შენ ხომ ჯერ ძალიან პატარა
იყავი! ...და ამის გამო ნერვიულობ?
– უბრალოდ, რაღაც ფრაგმენტები ამ პერიოდამდეც მახსოვს და ამის მერეც,
იმდროინდელი, როდესაც დედა და მამა პირველად ვნახე, მაგრამ ეს... ეს პერიოდი ჩემს
მეხსიერებაში, უბრალოდ, არ არსებობს, რაღაც უზარმაზარი სიცარიელესავით,
სრულიად ამოვარდნილია.
გული მეწურება და მისი ნერვიულობის სიღრმეს მხოლოდ ახლაღა ვხვდები. ჩემი
ქმარი, რომელსაც გარშემო ყველაფრის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა უყვარს და
მუდმივად ყველასა და ყველაფრისთვის ადგილის მიკუთვნებას ცდილობს, ისეთი
გარემოების წინაშე აღმოჩნდა, სადაც მოზაიკას რაღაც დეტალი აკლია.
– ამ ფოტოზე ჯეკიც არის?
– კი. – მპასუხობს ჯერ ისევ თვალებდახუჭული და კოპებშეკრული და როგორც
სამაშველო რგოლს, გარშემო ისე მეხვევა.
კრისტიანს თმაში თითებს ვუცურებ და ფოტოსურათზე ბოროტი, გამომწვევი და
ქედმაღლური მზერით კამერისკენ მოჩერებულ ბიჭს ვუყურებ. კი, ეს ნამდვილად ჯეკია.
მაგრამ ისიც მხოლოდ და მხოლოდ რვა-ცხრა წლის ბავშვია, რომელიც ამ თავისი
მტრული გამომეტყველების მიღმა სინამდვილეში საკუთარ ბავშვურ შიშებს მალავს.
უცებ რაღაც მახსენდება.
– როდესაც ჯეკმა ოფისში დამირეკა და მითხრა, რომ მია მოტაცებული ჰყავდა, ისიც
თქვა, რომ საქმე სხვანაირად რომ წასულიყო, მაგ ადგილას მე ვიქნებოდიო. კრისტიანი
თვალებზე ხელს იფარებს და სხეული ერთიანად ეძაბება.
– ნაძირალა!
– ალბათ ამას იმიტომ აკეთებს, რომ გრეებმა შენ გიშვილეს და არა ის, არა?
– რას გაიგებ? – მპასუხობს ის მწარე ნაღველჩაღვრილი ტონით. – ფეხებზე მკიდია.
– შეიძლება სი-აი-პიში გასაუბრებაზე რომ მივედი, ჯეკმა უკვე იცოდა, რომ ჩვენ
ერთმანეთს ვხვდებოდით და ჩემი შეცდენაც თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული. – ყელში
საზიზღარი სიმწარე ამომდის.
– ეჭვი მეპარება. – ბუტბუტებს კრისტიანი და თვალებს ახელს. – ჰაიდმა ჩემს ოჯახზე
ინფორმაციის შეგროვება შენი იქ მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში
დაიწყო. ბარნიმ ზუსტი თარიღიც იცის... თანაც, ანა, ეს მარტო შენ ხომ არ დაგიპირა,
ნაძირალა ყველა თავის თანაშემწეს ჟიმავდა და ამას ვიდეოზე იღებდა. – კრისტიანი
თვალებს ისევ ხუჭავს და კიდევ უფრო მაგრად მეკვრება.
სხეულში ამაზრზენი ცახცახი მივლის, მაგრამ როგორღაც თავს ვერევი და ხელში
ვიყვან. ვცდილობ, სიაიპიში მუშაობის დაწყების შემდეგ ჩემი და ჯეკის საუბრები
გავიხსენო. გულის სიღრმეში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნაძირალა იყო, მაგრამ ჩემს
ინტუიციას ყურადღებას არ ვაქცევდი. კრისტიანი მართალია, საკუთარ
უსაფრთხოებაზე საერთოდ არ ვფიქრობ... უცებ ჯეკთან ერთად ნიუიორკში გაფრენის
გამო ჩემი და კრისტიანის კამათი მახსენდება. ღმერთო!.. არადა, მაშინ ხომ ჯეკს
თავისუფლად შეეძლო, გავეუპატიურებინე და ესყველაფერი ვიდეოზე გადაეღო. ამ
აზრისგან საშინელი გულისრევის შეგრძნება მეუფლება და უცებ, სრულიად
უადგილოდ კრისტიანის მიერ შენახული მისი მორჩილების ფოტოები მახსენდება.
ჯანდაბა... „ჩვენ ერთი ჩამოსხმა ვართ, ანა“. არა, კრისტიან, შენ ჯეკისნაირი
ნამდვილად არა ხარ!.. ის ისევ პატარა ბავშვივით ჩემ გარშემო შემოხვეული წევს.
– კრისტიან, ჩემი აზრით, შენს მშობლებს უნდა დაელაპარაკო. – არ მინდა, რომ
ავაწრიალო, ამიტომ ლოგინში ქვევით ფრთხილად ვჩოჩდები და ისე ვწვები, რომ
ერთმანეთისკენ სახით, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდეთ... მისი ნაღვლიანი,
დაბნეული და ფართოდ გახელილი თვალების მზერა ფოტოსურათიდან იმ პატარა
ბიჭის მზერას მახსენებს.
– მოდი, დავურეკოთ. – ვეუბნები ჩურჩულით. – გთხოვ, – ვუმეორებ წამიერი სიჩუმის
მერე. კრისტიანი წევს და თვალებში ასახული ტკივილისა და ჭოჭმანის ნაზავით
შემომყურებს, როგორც ჩანს, ჩემს თხოვნაზე ფიქრობს. ო, კრისტიან, გთხოვ!..
– კარგი, დავურეკავ. – მპასუხობს ხმადაბლა.
– ძალიან კარგი. შეგვიძლია, ერთად წავიდეთ შენებთან, ან მარტო წადი, როგორც
გირჩევნია.
– არა, ჯობია, ისინი მოვიდნენ.
– რატომ?
– შენთვის ჯერ მგზავრობა არ შეიძლება.
– კრისტიან, კარგი რა, მანქანით გასეირნებას ნამდვილად თავისუფლად ავიტან.
– არა. – მეუბნება მკაცრი ხმით, მაგრამ წამის მერე ირონიულად მიღიმის. – ნებისმიერ
შემთხვევაში, დღეს შაბათია და უკვე საღამოა, ჩემი მშობლები ალბათ რომელიმე
საქველმოქმედო მიღებაზე იქნებიან.
– დაურეკე. ამ ამბავმა შენზე აშკარად იმოქმედა. იქნებ დაგეხმარონ და რამე
ხელჩასაჭიდი გითხრან. – მზერა ელექტრომაღვიძარაზე გადამაქვს – შვიდი ხდება.
კრისტიანი რამდენიმე წამის განმავლობაში არაფრისმთქმელი გამომეტყველებით
მიყურებს.
– კარგი. – ამბობს ბოლოს ისეთი ტონით, თითქოს გამომეწვიოს და ახლა ჩემს
გამოწვევას იღებდეს. ხელს იშვერს და საწოლის გვერდით მდგარი პატარა მაგიდიდან
ტელეფონს იღებს. მე კი ვიდრე რეკავს, ვეხვევი და მკერდზე თავს ვადებ.
– მამა?.. – კრისტიანის ხმაში ცხადად ისმის გაკვირვება იმით, რომ ტელეფონს კარიკი
იღებს. – ანა კარგად არის. სახლში ვართ. ახლახან უელჩიც იყო და... კავშირი
აღმოაჩინა... დეტროიტში მიმღები ოჯახი. მაგრამ მე არაფერი მახსოვს. – ბოლო
წინადადებაზე კრისტიანს ხმა უწყდება და სიტყვებს ძლივსგასაგონად წარმოთქვამს.
გული მეწურება და კიდევ უფრო მეტად ვეკვრები, ის კი მხარზე შემოხვეულ ხელს
ოდნავ მიჭერს.
– ჰო... მოხვალთ?.. კარგი, მაგას რა სჯობს. – კრისტიანი ტელეფონს თიშავს. – მითხრეს,
მოვალთო. – მის ხმაში გაკვირვება კრთება და ვხვდები, რომ, როგორც ჩანს,
მშობლებისთვის დახმარება აქამდე არასოდეს უთხოვია.
– ძალიან კარგი. მაშინ ჩავიცვამ.
კრისტიანი ალერსიანად მეხუტება.
– არ წახვიდე.
– კარგი, აქ ვარ. – ვეხვევი ისევ მეც და აღფრთოვანებული უცებ ვაცნობიერებ, რომ სულ
ახლახან კრისტიანმა თავის თავზე საკმაოდ ბევრი რამ მიამბო, თანაც სრულიად
ძალდაუტანებლად.
უზარმაზარი სასტუმრო ოთახის შემოსასვლელ კართან გრეისი ფრთხილად, მაგრამ
გულითადად, ორივე ხელით მეხვევა.
– ანა, ანა, ჩემო საყვარელო გოგო, – წარმოთქვამს ის ხმადაბლა. – შენ მე ორი შვილი
გადამირჩინე, არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო, საყვარელო.
მისი სიტყვებით გულაჩუყებული და დარცხვენილი, ერთიანად ვწითლდები. გრეისის
მერე კარიკი მეხვევა და შუბლზე მკოცნის. მერე კი მია, მაგრამ ისეთი ძალით, რომ
ნეკნების ტკივილისგან სახე ერთიანად მეჭმუხნება და საცოდავად ვკვნესი, თუმცა მია
ამას მაინც ვერ ამჩნევს. კრისტიანი მაშინვე კოპებს კრავს.
– მია! ფრთხილად, ანას ხომ სტკივა!
– უი! მაპატიე.
– არა უშავს, – ვბუტბუტებ მე. მია ხელს მიშვებს და, როგორც იქნა, შვებით
ამოსუნთქვის საშუალება მეძლევა.
მია არაჩვეულებრივად გამოიყურება, უნაკლო ფეხები ვიწრო შავ ჯინსში აქვს
გამოკვართული, ზემოთ კი ღია ვარდისფერი ფუშფუშებიანი ბლუზა აცვია. კიდევ
კარგი, ჩემი საშინაო, მაგრამ ლამაზი კაბა და უქუსლო ფეხსაცმელი ჩავიცვი, ასეა თუ
ისე, საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოვიყურები.
ჩემ მერე მია კრისტიანთან მირბის და ორივე ხელით კისერზე ეხვევა. კრისტიანი კი
მასთან მისულ გრეისს უსიტყვოდ ფოტოსურათს აწვდის. გრეისი, როგორც ჩანს,
კრისტიანს მაშინვე ცნობს, რადგან მკერდიდან უნებური კვნესა ამოსდის და
ემოციებისგან თავის შესაკავებლად პირზე ხელს იფარებს. თავის შვილებს და ცოლს
კარიკიც უახლოვდება, გრეისს მხარზე ხელს ხვევს და ისიც ფოტოს დაჰყურებს.
– ოჰ, ძვირფასო. – კვნესით ამბობს გრეისი და კრისტიანს ლოყაზე თითებს უსვამს.
ოთახში ტეილორი შემოდის.
– მისტერ გრეი? მის კავანა, მისი ძმა და თქვენი ძმა ამოდიან, სერ.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– გმადლობ, ტეილორ. – ბუტბუტებს ის აშკარად დაბნეული.
– ელიოტს მე დავურეკე და ვუთხარი, რომ თქვენთან მოვდიოდით. – იღიმება მია. – რა
კარგია, არა, რომ მოვიდნენ,იმპროვიზებული ოჯახური ვახშამი გამოგვივა.
თვალს ჩემი საწყალი ქმრისკენ თანაგრძნობით ვაპარებ, გრეისი და კარიკი კი
სასოწარკვეთილი და გაღიზიანებული მზერით მიას ბურღავენ.
– მაშინ დროა, სუფრა გავშალოთ, – ვაცხადებ მე. – მია, მომეხმარები?
– დიდი სიამოვნებით.
მე და მია სამზარეულოსკენ მივდივართ, კრისტიანს კი მშობლები თავის კაბინეტში
შეჰყავს.
შემოსვლისთანავე კეიტი ჩემსა და კრისტიანზე, ჩვენზე მეტად კი ჯეკსა და
ელიზაბეთზე აღშფოთებული, რისხვის ქარცეცხლში მხვევს.
– საერთოდ რაზე ფიქრობდი, ანა? – მიყვირის ის ისე ხმამაღლა, რომ ოთახში ყველა
ჩვენკენ ბრუნდება და გაოგნებული გვაჩერდება.
– კეიტ, ძალიან გთხოვ, შენღა მაკლდი, ეს ლექცია უკვე ასჯერ მოვისმინე! – ვუღრენ მეც
პასუხად.
კეიტი რამდენიმე წამს კიდევ აღშფოთებული სახით მიყურებს და ისისაა, უკვე
იმისთვის ვემზადები, რომ ახლა კათრინ კავანას ლექციის მოსმენა მომიწევს, რომ ამის
მაგივრად უცებ მეხვევა.
– ოჰ, სტილ, ხანდახან აშკარად გავიწყდება, რისთვის მოგცა ღმერთმა ტვინი! –
მეუბნება ის ყურში ჩურჩულით, ლოყაზე მკოცნის და თვალები ცრემლით ევსება. კეიტ!
– ღმერთო... როგორ ვინერვიულე!..
– გაჩერდი, არ იტირო, თორემ იცოდე, მეც ავტირდები.
ის ხელს მიშვებს, უკან იხევს და, თავისი ასეთი ემოციური გამო
– კარგი. ჰმ, მაშ ასე, უფრო კარგი ახალი ამბავი კი ის არის, რომ მე და ელიოტმა
ქორწილის თარიღი დავთქვით, ვიფიქრეთ და მომავალი წლის მაისი გადავწყვიტეთ!
და, რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემი ხელისმომკიდე შენ იყო.
– ოჰ... კეიტ!.. მაგარია, გილოცავ! – ჯანდაბა!.. ჩემი ციცქნა... ჯუნიორი!
– რა მოხდა? – შეშფოთება, როგორც ჩანს, სახეზე მეწერება და კეიტი ჩემს რეაქციაზე
იბნევა.
– ჰმ... არა, არაფერი, უბრალოდ, გამიხარდა, რომ ქორწილის თარიღი დანიშნეთ...
კიდევ კარგი, რაღაც სასიხარულოც ხდება. – კეიტს თბილად ვეხვევი. ჯანდაბა,
ჯანდაბა, ჯანდაბა! ბავშვი როდის უნდა გაჩნდეს? გამალებული გონებაში თვეების
გადათვლას ვიწყებ. ექიმმა გრინმა თქვა, რომ ოთხი-ხუთი კვირის ფეხმძიმე ვარ, ესე
იგი, მაისისთვის?
ჯანდაბა!
ელიოტი შამპანურის ფუჟერს მაწვდის.
ოჰო, ჩემთვის დალევა შეიძლება?
სრულიად გაფითრებული კრისტიანი კაბინეტიდან თავისი მშობლების კვალდაკვალ
დიდ ოთახში ბრუნდება და ჩემს ხელში ფუჟერის დანახვაზე თვალები უფართოვდება.
– გამარჯობა, კეიტ. – ესალმება ის კეიტს საკმაოდ თავშეკავებულად.
– გამარჯობა, კრისტიან. – არც ის აკლებს კრისტიანს თავშეკავებულ სიცივეს და მე,
უკვე სრულიად სასოწარკვეთილი, ჩუმად ვოხრავ.
– წამალი არ დაგავიწყდეთ, მისის გრეი, – მზერით შამპანურის ფუჟერზე მითითებს
კრისტიანი.
თვალებს ვჭუტავ. ჯანდაბა, დალევა მინდა. გრეისი იღიმება, ჩემკენ მომავალი, გზად
ელიოტს ისიც შამპანურის ფუჟერს ართმევს და სამზარეულოში შემოდის.
– ერთი-ორი ყლუპი არ გავნებს, – მეუბნება ჩურჩულით, შეთქმულივით თვალს
მიკრავს და მოსაჭახუნებლად თავის ფუჟერს სწევს. კრისტიანი ორივეს იქამდე
გვბურღავს მზერით, ვიდრე იძულებული არ ხდება, რომ ელიოტის წამოწყებულ
„მარინერებსა“ „რეინჯერებს“ შორის ბოლო მატჩზე ლაპარაკში ჩაერთოს.
სამზარეულოში ქალებს კარიკი გვიერთდება და ორივეს გვეხვევა, გრეისი ქმარს
ლოყაზე კოცნის და, სამზარეულოდან გასული, დივანზე მიას გვერდით იკალათებს.
– როგორ არის? – ვეკითხები ჩურჩულით კარიკს. ორივე ბარის დახლს მიღმა ვდგავართ
და დიდ ოთახში ოჯახური იდილიის ამ არაჩვეულებრივ სურათს ვიყურებთ. უცებ
გაკვირვებული იმასაც ვამჩნევ, რომ მია და იტანი ხელჩაკიდებულები სხედან.
– დაბნეული და თავზარდაცემულია. – ჩურჩულითვე, კოპებშეკრული და სერიოზული
გამომეტყველებით მპასუხობს კარიკი. – კრისტიანს თავის ბიოლოგიურ დედაზე
საკმაოდ ბევრი ახსოვს... ბევრი ისეთი, რაც ჯობია, სულაც არ ახსოვდეს, მაგრამ ეს... – ის
ჩუმდება. – იმედი მაქვს, ცოტათი მაინც დავეხმარეთ და მიხარია, რომ დაგვირეკა.
მითხრა, რომ ეს შენ ურჩიე. – კარიკს მზერა უთბება. მე მხრებს ვიჩეჩ და ნაჩქარევად ერთ
ყლუპ შამპანურს ვსვამ.
– კრისტიანს ძალიან გაუმართლა, რომ შენნაირ ადამიანს შეხვდა. იცი, შენ მეტს
აღარავის უჯერებს!
მე კოპებს ვკრავ. ეჭვი მეპარება, ასე იყოს. გონებაში დაუპატიჟებელ აჩრდილად მისის
რობინსონის სახე მიტივტივდება... ვიცი, კრისტიანი გრეისს იმ ქალზე
ელაპარაკა,ნამდვილად მესმოდა და ისევ საშინელ იმედგაცრუებას ვგრძნობ, როდესაც
იმ საუბრიდან წამით თითქოს რაღაც მახსენდება, მაგრამ, ისევ ხორცშეუსხმელი და
ჩამოუყალიბებელი, ბოლო წამს მაინც ხელიდან მისხლტება.
– წადი, დაჯექი, ანა. დაიღლებოდი, დარწმუნებული ვარ, დღეს მთელი ოჯახის აქ
მოსვლას არ ელოდებოდი.
– პირიქით, ძალიან მიხარია, რომ მოხვედით და ყველა აქ ხართ. – ვუღიმი მე.
ეს მართლაც ასეა, მათი ნახვა გულითადად მიხარია. მე ხომ – ოჯახში ერთადერთი
შვილი, ყოველთვის მარტო ვიყავი... გათხოვების მერე კი დიდი და მოსიყვარულე
ოჯახის წევრი გავხდი და მე ეს ძალიან მომწონს. ოთახში გავდივარ და კრისტიანის
გვერდით ვჯდები.
– ერთი ყლუპი უკვე დალიე, – ჩემკენ დახრილი ცრის ის კბილებში ჩურჩულით და
ხელიდან ფუჟერს მართმევს.
– არის, სერ! – ვპასუხობ წამწამების ფახურით და ფარხმალს საბოლოოდ ვაყრევინებ.
კრისტიანი მხარზე ხელს მხვევს და ელიოტთან და იტანთან ისევ ბეისბოლის თემაზე
საუბარს უბრუნდება.
– ჩემი მშობლებისთვის შენ წმინდანი ხარ, – ბუტბუტებს ის და მაისურს იხდის.
ლოგინში მყუდროდ მოკუნტული ვწევარ და ტელევიზორში მუსიკალურ გადაცემას
ვუყურებ.
– კიდევ კარგი, შენც ასე არ ფიქრობ. – ვფრუტუნებ მე.
– ჰმ... აბა რა გითხრა. – მპასუხობს კრისტიანი და ჯინსის შესაკრავს იხსნის.
– იმ მიმღებ ოჯახზე რა გითხრეს, იცოდნენ რამე?
– კი, მეტნაკლებად... კოლერებთან თურმე ორ თვეს მიცხოვრია, მანამ, სანამ გრეისი და
კარიკი დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. გრეისს და კარიკს იმ დროს
ელიოტის შვილად აყვანის პროცედურა უკვე გავლილი ჰქონდათ, მაგრამ ჩემს
შემთხვევაში ლოდინი მოუხდათ, რადგან კანონით, თუკი გარკვეული დროის
განმავლობაში რომელიმე ჩემი ნათესავი გამოჩნდებოდა, რომელიც ჩემს შვილებას
მოინდომებდა, უპირატესობა იმას მიენიჭებოდა.
– ამასთან დაკავშირებით შენ თვითონ რას გრძნობ? – ვეკითხები ხმადაბლა. კრისტიანი
კოპებს კრავს.
– იმასთან დაკავშირებით, რომ ნათესავები არ მყავს? არც არაფერს, იმაზე რომ არაფერი
ვთქვა, რომ ჩემი ნარკომანი და ბოზი დედისნაირი ნათესავები არც მინდა... – მას სახეზე
ზიზღი ეწერება და თავს აქნევს.
ოჰ, კრისტიან! შენ ხომ სულ პატარა იყავი და როგორიც უნდა ყოფილიყო დედაშენი,
შენ ის გიყვარდა.
კრისტიანი პიჟამას იცვამს, გვერდით მიწვება და ფრთხილად მიხუტებს.
– რაღაცრაღაცები მეც გამახსენდა. იქაური საჭმელი მახსოვს. მისის კოლერი გემრიელ
კერძებს ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, ახლა გასაგებია, ის ნაძირალა ჩემს ოჯახს ასე
რატომ გადაეკიდა. – კრისტიანი თავისუფალ ხელს თმაზე ისვამს. – ჯანდაბა! – ყვირის
უცებ მოულოდნელად და თვალებგაფართოებული მაჩერდება. – რა მოხდა?
– მივხვდი! – მზერა ისეთი აქვს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აღმოეჩინოს.
– ბარტყი! მისის კოლერი ბარტყს მეძახდა.
მე კოპებს ვკრავ.
– მერე?.. რას მიხვდი?
– ბარათი, ანა!.. – ამბობს და თვალმოუშორებლად მიყურებს. – გამოსასყიდად
დასატოვებელი ბარათის შინაარსს, რომელიც იმ ნაძირალას დარჩა. იქ რაღაც ასეთი
ეწერა: „შენ იცი, მე ვინ ვარ? აი, მე კი გიცნობ, ბარტყო“.
ეს სიტყვები მე არაფერს მეუბნება, მაინც არ მესმის.
– „ბარტყი“ საბავშვო წიგნიდან აღებული სახელია! ღმერთო!.. კოლერებს ეს წიგნი
ჰქონდათ... ერქვა... „შენ ჩემი დედა ხარ?“ ჯანდაბა!.. – კრისტიანს თვალები კიდევ უფრო
უფართოვდება. – მე ის წიგნი მიყვარდა...
ა... ჰო! ეს წიგნი მეც ვიცი!.. ოჰ, ჩემი ორმოცდაათი ელფერი! თვალწინ ისევ იმ პატარა
ბიჭის სახე მიდგება და გული მეწურება.
– მახსოვს, მისის კოლერი მიკითხავდა ხოლმე.
გაოგნებისგან ენაჩავარდნილი ხმას ვერ ვიღებ, არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– ღმერთო! იმან იცოდა... იმ ნაბიჭვარმა იცოდა.
– პოლიციას ამას მოუყვები?
– ჰო, რა თქმა უნდა, ვინ იცის, იქნებ კლარკს ეს ინფორმაცია რამეში გამოადგეს. –
კრისტიანი თავს აქნევს და სახეზე ცხადად ეწერება, რომ გონებაში ახალი ინფორმაციის
დალაგებას ცდილობს. – ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საღამოსთვის უღრმესი მადლობა,
ანა.
ოჰო! ეს რაღას ნიშნავს?
– რისთვის?
– იმისთვის, რომ ასე ერთი ხელის მოსმით მთელი ოჯახი ერთ მაგიდასთან შეკრიბე.
– მე არაფერი გამიკეთებია, მადლობა მისის ჯონსს უთხარი, რომ საკუჭნაოში
ყოველთვის პროდუქტის დიდ მარაგს ინახავს.
კრისტიანი უსიტყვოდ თავს აქნევს, მეჩვენება, რომ დანანებით... ჩემ გამო? რატომ?
– თავს როგორ გრძნობთ, მისის გრეი?
– კარგად. შენ?
– მშვენივრად. – უცებ ჩემი გამომეტყველების შემხედვარე კოპებს კრავს.
ჰმ... მაშინ... თითს მუცლის ქვედა ნაწილისკენ ვუცურებ. კრისტიანი იცინის და ხელზე
ხელს მავლებს.
– აბა, აბა! არც იფიქრო.
მე გაბუტვის ნიშნად ტუჩებს ვბუშტავ, ის კი ოხრავს.
– ოჰ, ანა, ანა, მითხარი ერთი, რა გიყო? – ამბობს ღიმილით და თმაზე მკოცნის.
– ერთი-ორი კარგი იდეა ნამდვილად მაქვს... – მაცდურად ვეტმასნები მე მის გვერდს,
მაგრამ მაშინვე სახე მეჭმუხნება, რადგან ნეკნებიდან მთელ სხეულში ისევ საშინელი
ტკივილი მივლის.
– საყვარელო, რატომ არ გესმის, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა, ჯერ კარგად
უნდა გამოშუშდე?.. თანაც მე შენთვის ძილის წინ მოსაყოლი ზღაპარიც მაქვს.
ჰმ?..
– შენ ხომ გინდოდა, გცოდნოდა... – კრისტიანი ფრაზას არ ასრულებს, თვალებს ხუჭავს
და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.
ტანზე ყველა ბუსუსი ყალყზე მიდგება. ჯანდაბა!
ის ჩუმი და დაბალი ხმით იწყებს.
– წარმოიდგინე, მოზარდი, რომელიც თავისი ყველასგან დამალული და საიდუმლო
მისწრაფების, ანუ სმის გასაგრძელებლად დამატებით შემოსავალს ეძებს.
კრისტიანი ტრიალდება და პირით ჩემკენ ისე წვება, რომ ერთმანეთს თვალებში
ვუყურებთ.
– ასე აღმოვჩნდი ლინკოლნების სახლის უკანა ეზოში, სადაც მისტერ ლინკოლნის
აშენებული რაღაც ფარდულიდან ნაგავი უნდა გამეტანა.
ღმერთო ჩემო!.. კრისტიანი თვითონ მიყვება...
თავი ოცდამეხუთე
სუნთქვა მეკვრება. მინდა კი ამის მოსმენა? კრისტიანი თვალებს ხუჭავს და ნერწყვს
ყლაპავს, მაგრამ, როდესაც ისევ ახელს, მის მზერაში უკვე სრულიად სხვანაირ,
ამაფორიაქებელი მოგონებებითა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობით სავსე ნათებას
ვხედავ.
– ზაფხულის დღე იყო. ბევრი შავი სამუშაო მქონდა. – ის ფრუტუნებს და თავს აქნევს,
მერე მოულოდნელად იღიმება. – დახვავებული სამშენებლო მასალის ნარჩენები უნდა
გადამეყარა... ჰო, სამუშაო, იცოცხლე, მართლაც, კარგა მძიმე იყო. ეზოში მარტო ვიყავი.
მოულოდნელად საიდანღაც ელენ... მისის ლინკოლნი გამოვიდა და ლიმონათი
მომიტანა. რაღაცებზე ლაპარაკი დავიწყეთ, ამ ლაპარაკში გართულს შემთხვევით
უწმაწური სიტყვა წამომცდა... და იმან სილა გამაწნა, ჰმ... თანაც კაი მაგარი. – კრისტიანი
უნებურად ლოყაზე ხელს ისვამს, თვალები კი ამ მოგონებისგან ერთიანად ენისლება.
ოჰ, ღმერთო! – მაგრამ ამის მერე მაკოცა... და ისევ გამარტყა. – კრისტიანი თვალებს
გაოგნებული გამომეტყველებით, ასეთი საქციელით, როგორც ჩანს, ამდენი წლის მერეც
კი, ჯერ ისევ დაბნეული ახამხამებს.
– ადრე ჩემთვის არავის ასე არც უკოცნია და არც გაურტყამს...
ღმერთო ჩემო!.. იცოდა, რასაც აკეთებდა. ჯერ ისევ ბავშვს ბრჭყალებით ჩაჰფრენია...
– ამის მოსმენა მართლა გინდა? – მეკითხება უცებ ის.
კი... არა...
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ თვითონ გინდა მოყოლა. – ვპასუხობ ხმადაბლა და
მისკენ სახით გვერდულად მწოლიარე, თვალებში ვუყურებ... თუმცა, სიმართლე
ითქვას, თავს უცნაურად ვგრძნობ, ჯერ სულ რამდენიმე წინადადება მითხრა, მაგრამ ამ
ყველაფრისგან მე უკვე თავბრუ მესხმის.
– უბრალოდ, მინდა, ის იცოდე, ელენასთან ურთიერთობა როგორ დაიწყო და
რეალურად რა ხდებოდა.
თავს ვუქნევ და ამ თავის დაქნევაში გამამხნევებელი ჟესტის ჩაქსოვას ვცდილობ,
მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ სინამდვილეში თავზარდაცემისგან თვალებგაფართოებულ
გაქვავებულ ქანდაკებას უფრო ვგავარ. კრისტიანი კოპებს კრავს და ჩემი რეაქციის
მისახვედრად თვალებში ყურადღებით მაცქერდება, მერე ბრუნდება, ზურგზე წვება და
უკვე ჭერს მიჩერებული აგრძელებს.
– რა თქმა უნდა, ამ საქციელმა დამაბნია, ძალიან გამაბრაზა და აღმაგზნო.
წარმოიდგინე, ასეთი ვნებიანი და ასაკოვანი ქალი რომ ასე გეცემა... – ის ისეთი
გამომეტყველებით, რომ ეს ჯერ ისევ დაუჯერებლად მიაჩნია, თავს აქნევს.
ვნებიანი? ყელი გულისრევის სპაზმით მეკეტება.
– ის სახლში შებრუნდა და მარტო დამტოვა, თან თავი ისე დაიჭირა, თითქოს არც
არაფერი მომხდარიყოს. სრულიად დაბნეული და გაოგნებული მე უკანა ეზოში დავრჩი
და სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ისევ სამუშაოს მივუბრუნდი და სანაგვე ურნაში
ნარჩენების ჩაყრა გავაგრძელე. იმ საღამოს, წამოსვლის წინ მისის ლინკოლნმა მთხოვა,
მეორე დღესაც მივსულიყავი. იმაზე, რაც მოხდა, სიტყვაც არ დაუძრავს, ამიტომ მეორე
დღეს მე ისევ მივედი. სიმართლე გითხრა, ერთი სული მქონდა, მენახა... – ამატებს უცებ
ჩურჩულით და ისეთი ხმით, თითქოს რაღაც უზნეობას აღიარებდეს... თუმცა ასეც არის.
– მან ისე მაკოცა, რომ არ შემეხო... – ბუტბუტებს ისევ ჩურჩულით და ჩემი რეაქციის
დასანახად თავს ჩემკენ აბრუნებს. – უნდა გამიგო, ანა... ცხოვრება ჯოჯოხეთად მქონდა
ქცეული. რასაც ჰქვია, მოსიარულე ერექცია ვიყავი, თხუთმეტი წლის მოზარდი და
თავისი ასაკისთვის მეტისმეტად მაღალი... ჰორმონები ტვინში მირტყამდა და გოგოები
სკოლაში...
ის ჩუმდება, მე კი თვალწინ შეშინებული, მარტოსული, მაგრამ სიმპათიური მოზარდი
მიდგება და გული მეწურება.
– ბრაზი მახრჩობდა, ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა, აბსოლუტურად ყველაზე და
ყველაფერზე, საკუთარ თავზე, ჩემს მშობლებზე... მეგობრები არ მყავდა. მაშინდელი
ჩემი ფსიქოთერაპევტი სრული იდიოტი იყო. მშობლები მკაცრად მექცეოდნენ, ჩემი არ
ესმოდათ... – ის ისევ ჭერს აჩერდება და თმაზე ხელს ისვამს. მეც ლამის ხელები
მექავება, ისე მინდა, მივეფერო და თმაში თითები შევუცურო, მაგრამ თავს ვიკავებ და
გაუნძრევლად ვწევარ.
– ვერავის შეხებას ვერ ვიტანდი. უბრალოდ, არ შემეძლო. ახლოს საერთოდ არავის
ვიკარებდი და ვჩხუბობდი... ღმერთო, რამდენს და როგორ ვჩხუბობდი! მგონი, არც ერთ
ჩხუბს უჩემოდ არ ჩაუვლია, საშინელ სკანდალებში ვეხვეოდი, ერთიორი სკოლიდანაც
კი გამრიცხეს, მაგრამ ეს ჩემთვის აგრესიისგან გათავისუფლების ერთადერთი
საშუალება იყო, ის, რომ ჩხუბის დროს ფიზიკური კონტაქტის თუნდაც რაღაც დოზით
მოთმენა მიხდებოდა... – ისევ ჩუმდება. – ახლა, ასე თუ ისე, უკვე რაღაც წარმოდგენა
გაქვს... კოცნისას ხელი მხოლოდ სახეზე მომკიდა, მეტი არსად მომკარებია. – ამატებს
ძლივსგასაგონად. როგორც ჩანს, იცოდა, ალბათ გრეისმა უთხრა, რომ კრისტიანს
შეხების პრობლემა ჰქონდა... ოჰ, ღმერთო, ჩემი საცოდავი ორმოცდაათი ელფერი!
ცდუნებას რომ არ ავყვე და არ ჩავეხუტო, მისი მოფერების სურვილით აქავებულ
ხელებს ბალიშის ქვეშ ვყოფ.
– მოკლედ... მეორე დღეს ისევ მივედი, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა,
რაგაგრძელება შეიძლებოდა ამ ყველაფერს ჰქონოდა. წვრილმანების მოყოლით აღარ
დაგძაბავ, მაგრამ მეორე დღესაც იგივე განმეორდა... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
ჯანდაბა, ამ ყველაფრის მოსმენა... უბრალოდ, მტკივა!
– და იცი, ანა, ამან ჩემი სამყარო შეცვალა, ის ყველაფერი, რაც იქამდე გაბნეული და
გაუგებარი იყო, ერთი წერტილისკენ მიიმართა და ცხადი და გასაგები გახდა. ეს
ყველაფერს ეხებოდა და ყველაფერს იცავდა. აღმოჩნდა, რომ მე სწორედ ის
მჭირდებოდა, რასაც ელენა მაძლევდა. ის ჩემთვის, უბრალოდ სუფთა ჰაერის ყლუპი
იყო, ყველა გადაწყვეტილებას ის იღებდა, იმ სიბინძურისგან მიცავდა, რაც იქამდე ჩემში
ტრიალებდა და, უბრალოდ, სიცოცხლის და სუნთქვის საშუალებას მაძლევდა, გესმის?
ოჰ, ღმერთო...
– ამან მე მაშინ იმხელა ძალა მომცა, რომ აღარც მერე, როდესაც ეს ყველაფერი
დამთავრდა, ჩემი სამყარო არ დაინგრა, წონასწორობის შენარჩუნება უკვე მე თვითონაც
შევძელი... და ასე იქამდე გაგრძელდა, ვიდრე შენ შეგხვდი.
ჯანდაბა! რა შეიძლება ადამიანმა ასეთ განცხადებაზე უპასუხო? კრისტიანი თვალებში
მიყურებს და ლოყაზე ჩამოყრილ თმას ყურს უკან მიწევს.
– შენ ეს ჩემი დალაგებული სამყარო ისევ თავდაყირა დააყენე. – ის თვალებს ხუჭავს და
როდესაც ისევ ახელს, ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ სრულიად შიშველია, მის მზერაში
ყველა გრძნობა და ემოცია გადაშლილი წიგნივით იკითხება. – შენამდე ჩემი სამყარო
გაწონასწორებული, ზომიერი და კონტროლს დაქვემდებარებული იყო, მაგრამ ჩემს
ცხოვრებაში შემოიჭერი და მაგ შენი უტიფარი ენით, უბიწობით, შენი საოცარი
სილამაზითა და უგუნურებამდე მისული გაბედულებით ის ყველაფერი, რაც შენამდე
იყო, ერთბაშად გაიცრიცა და სრულიად ცარიელი და ნაცრისფერი გახდა... უბრალოდ,
ყველანაირი მნიშვნელობა და აზრი დაკარგა
ღმერთო ჩემო!
– მე შემიყვარდი, – ამატებს წამის მერე ჩურჩულით.
გაოგნებისგან სუნთქვა მეკვრება. ის კი ლოყაზე თითებს ნაზად მისვამს.
– მეც... – ვაყოლებ ჩუმად, როგორც იქნა, ამონასუნთქ ჰაერს.
კრისტიანს მზერა უთბება.
– ვიცი. – ჩურჩულებს მოსიყვარულე ღიმილით.
– მართლა?
– ჰო.
ალილუია! თვალებში ვუყურებ და მეც ვუღიმი, ოღონდ რატომღაც მორცხვად.
– როგორც იქნა. – ვპასუხობ ჩუმად.
ის თავს მიქნევს.
– და ეს მომეხმარა, რომ ყველაფერი სხვანაირად, სწორი კუთხიდან დამენახა... ადრე,
როდესაც უფრო პატარა ვიყავი, ჩემი სამყაროს ცენტრი ელენა იყო, მის გამო
ყველაფერზე წავიდოდი და არც ელენას დაუკლია ჩემთვის ყურადღება, მისგან ბევრი
კარგი მახსოვს. ელენას დამსახურებაა, რომ სმას შევეშვი, რომ სკოლაში კარგად სწავლა
დავიწყე... საკუთარი თავის და ძალების რწმენა, რომელიც ადრე საერთოდ არ მქონდა,
ელენამ ჩამინერგა და ელენამვე განმაცდევინა ის, რის განცდაზე უკვე აღარც კი
ვოცნებობდი.
– სხვა ადამიანის შეხება... – ვასრულებ მის მაგივრად.
კრისტიანი თავს მიქნევს.
– ჰო, მეტნაკლებად, ოღონდ ისე არა, როგორც შენ ფიქრობ.
გაკვირვებული კოპებს ვკრავ, ვერ ვხვდები, რას გულისხმობს. ჩემი რეაქციის
შემხედვარე აშკარად ყოყმანობს.
„მომიყევი!“ – ვაქეზებ უსიტყვოდ.
– როდესაც ადამიანი საკუთარი თავისადმი მკვეთრად გამოხატული ნეგატიური
დამოკიდებულებით იზრდები, თავს ყველასგან გარიყულად და სიყვარულის უღირს
ურჩხულად მიიჩნევ, რომელიც სიყვარულის ღირსი არ არის. გგონია, რომ დარტყმას,
ცემას და ტკივილს იმსახურებ.
კრისტიან... ღმერთო ჩემო, შენ ასეთი სულაც არ ხარ.
ის ჩუმდება და თმაზე ნერვიულად ხელს ისვამს.
– ანა, გარეთ გადმონთხეული ბრაზისა და აგრესიის ზიდვა ბევრად მარტივია... –
ღმერთო, კიდევ ერთი აღიარება.
ოჰ...
– ელენამ ჩემი აგრესია კალაპოტში მოაქცია. – კრისტიანს ტუჩები მკაცრ, წვრილ ხაზად
ეკუმება. – უფრო შიგნით, ჩემში მიმართა, ამას მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ. ექიმი
ფლინი ადრე ამას მუდმივად მიმეორებდა. მე კი ჩვენი ურთიერთობა იმ კუთხით,
როგორიც ის სინამდვილეში იყო, მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ დავინახე, ხომ იცი,
რასაც ვგულისხმობ... ჩემს დაბადების დღეზე.
თვალწინ ერთმანეთის პირისპირ მდგარი ელენასა და კრისტიანის სახეები მიდგება,
რომლებიც ერთმანეთს ლამის ფატრავენ, თუმცა კი მხოლოდ სიტყვიერად და სხეულში
საშინელი შეგრძნება მივლის.
– ელენასთვის ჩვენი ურთიერთობების ეს მხარე სექსის, კონტროლისა და მარტოხელა
ქალის სურვილის – ცოცხალი სათამაშოს ყოლის შესაძლებლობას ნიშნავდა.
– ჰო, მაგრამ, კონტროლი ხომ შენც გიყვარს?! – ვეუბნები ხმადაბალი ჩურჩულით.
– კი, მიყვარს და ყოველთვის ასე იქნება. ასეთი ვარ, ანა. მაგრამ იმ პერიოდში მე ეს
დავთმე. ჩემ მაგივრად ყველა გადაწყვეტილების მიღების საშუალება სხვას მივეცი. მე
თვითონ ამას მაშინ, უბრალოდ, ვერ ვახერხებდი, ჯერ მზად არ ვიყავი. მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ ელენას დავმორჩილდი, ამით მე საკუთარი თავი და საკუთარ
თავში ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებისა და შეცვლის ძალა ვიპოვე... იმის
ძალა, რომ ჩემი ცხოვრების ბატონპატრონი გავმხდარიყავი და გადაწყვეტილებების
მიღების უნარი მქონოდა.
– რომ დომინანტი გამხდარიყავი?
– ჰო.
– ეს შენი გადაწყვეტილებაა?
– კი.
– და ჰარვარდის მიტოვება?
– ესეც ჩემი გადაწყვეტილებაა და თანაც შენთან შეხვედრამდე ჩემს ცხოვრებაში
მიღებული გადაწყვეტილებებიდან, შეიძლება ითქვას, საუკეთესოც.
– ჩემთან შეხვედრამდე?
– ჰო. – მეუბნება ის და ტუჩის კუთხეები მოსიყვარულე ღიმილით ზემოთ ეწევა. – ჩემი
ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება შენი ცოლად მოყვანაა.
ოჰ, ღმერთო!
– და არა კომპანიის დაარსება?
კრისტიანი თავს უარყოფის ნიშნად ღიმილით აქნევს.
– არც ფრენის სწავლა?
ის ისევ თავს აქნევს.
– შენ. – მეუბნება მხოლოდ ტუჩების მოძრაობით და გრძელ თითებს ლოყაზე ალერსით
მაყოლებს. – ის მიხვდა.
მე კოპებს ვკრავ.
– რას მიხვდა?
– მიხვდა, რომ სიგიჟემდე შემიყვარდი. ელენამ მირჩია, შენ სანახავად ჯორჯიაში
გამოვფრენილიყავი და ნეტა იცოდე, როგორ მიხარია, რომ დავუჯერე. ის იმასაც
მიხვდა, რომ შეგეშინდებოდა და გაიქცეოდი, რაც მოხდა კიდეც...
მე ვფითრდები. ამის გახსენება ნამდვილად არ მინდა.
– ელენა ფიქრობდა, რომ ჩემთვის სწორედ იმ ცხოვრების ყველა ატრიბუტი იყო
საჭირო, როგორი ცხოვრებითაც ვცხოვრობდი.
– ანუ, როგორც დომინანტი? – ვეკითხები ჩურჩულით.
კრისტიანი თავს მიქნევს.
– ყველა ის ატრიბუტი მეხმარებოდა, რომ ახლოს არავინ მომეშვა, ძალაუფლებასაც
მაძლევდა და თან საკმაოდ განყენებული და დისტანციური ურთიერთობების
საშუალებასაც. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. ის კი, ეს რატომ და რისთვის
მჭირდებოდა, დარწმუნებული ვარ, შენთვის უკვე სრულიად გასაგებია. – ამატებს
რბილი ტონით.
– შენი ბიოლოგიური დედის გამო?
– ისეთი ტკივილის საშიშროების წინაშე აღმოჩენა მე უკვე არავის და არაფრის
გულისთვის აღარ მინდოდა... მაგრამ მერე შენ წახვედი, – ამატებს ძლივსგასაგონად. –
და კინაღამ მოვკვდი.
ოჰ, ღმერთო...
– მე ხომ სიახლოვეს იმდენ ხანს გავურბოდი, რომ აღარც კი ვიცოდი, როგორ
მოვქცეულიყავი.
– მაშინაც მშვენივრად გამოგივიდა და ახლაც გადასარევად ახერხებ, – ვეუბნები
ღიმილით და მისი ტუჩების კონტურს საჩვენებელ თითს ვაყოლებ, ის კი თითის წვერზე
მკოცნის. ახლა შენ მე მელაპარაკები. – ის ყველაფერი გენატრება? – ვეკითხები წამის
შემდეგ.
– რა?
– ისეთი ცხოვრება.
– კი, მენატრება.
ოჰ!..
– მაგრამ მხოლოდ ის ძალაუფლება, როგორსაც ასეთი ცხოვრება მაძლევდა. და
სიმართლე გითხრა, შენი სულელური საქციელით, – წამით თითქოს წაიბორძიკაო, ისე
ჩუმდება. – რამაც ჩემი დის სიცოცხლე გადაარჩინა... – ხმა მის შვებას, ენით აუწერელ
აღფრთოვანებასა და თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებსო, გაოგნებას გასცემს. –
უმთავრესი რამის მიხვედრაში დამეხმარე.
– რის მიხვედრაში?
– იმის ბოლომდე გაცნობიერებაში, რომ გიყვარვარ.
მე კოპებს ვკრავ.
– მართლა?
– ჰო. შენ ხომ ჩემთვის... და ჩემი ოჯახისთვის სრულიად გაუგონარ რისკზე წახვედი...
კოპებს კიდევ უფრო მეტად ვკრავ. ის ხელს იშვერს და თითს შუბლის შუა ხაზიდან
ცხვირისკენ მიცურებს.
– იცი, როცა კოპებს კრავ ხოლმე, – ჩურჩულებს ალერსიანი ხმით. – აქ V ასოს მსგავსი
ისეთი საყვარელი ამობურცული გიჩნდება, რომ ზედ კოცნა მინდება... მე საშინლად
ვიქცეოდი, ანა... შენ კი მაინც აქ ხარ, ჩემთან.
– ამაში გასაკვირი რა არის? ასჯერ გითხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ.
– შენი ფეხმძიმობის ამბავი რომ გავიგე, ანა, საშინლად მოვიქეცი. – ის ხელს სახეზე
მიცურებს და ლოყაზე მეფერება. – მართალი იყავი. მე ჯერ ისევ მოზარდი ვარ.
ჯანდაბა... ეს რამ მათქმევინა! ჩემი ქვეცნობიერი დამრიგებლური მზერით თვალებს
მიბრიალებს. მარტო შენ კი არა, მისმა ექიმმაც ასე თქვა!
– კრისტიან, მე ბევრი ისეთი რამ გითხარი, რის თქმასაც საერთოდ არ ვაპირებდი. ის
ტუჩებზე თითს მადებს და მაჩუმებს.
– ჩუუ... ჩუმად. მე ის სიტყვები დავიმსახურე. თანაც, ნუ მაწყვეტინებ, ეს ხომ ჩემი
ძილისპირული ზღაპარია... – ის ისევ ზურგზე წვება. იმ დღეს, როცა გავიგე, რომ
ფეხმძიმედ იყავი... – ჩუმდება. – უბრალოდ, რატომღაც ასე ვფიქრობდი, რომ ჩვენ, მე და
შენ, წინ მარტო ერთმანეთისთვის და ერთმანეთთან ყოფნის კიდევ დიდი დრო
გვქონდა. რა თქმა უნდა, ბავშვზეც ვფიქრობდი, მაგრამ, როგორც რაღაც აბსტრაქტულ
და შორეულ მოვლენაზე. უბრალოდ, ბუნდოვნად ვაცნობიერებდი, რომ ოდესმე,
მომავალში შვილი გვეყოლებოდა.
მხოლოდ ერთი? არა... არა! აუცილებლად ერთ შვილზე მეტი გვეყოლება. სულაც არ
მინდა, ისიც ჩემსავით მარტო გაიზარდოს... მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი აშკარად არ
ღირს.
– შენ ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა და თან საკმაოდ ამბიციური ხარ!..
მე ვარ ამბიციური?
– მოკლედ, ამ ამბით ფეხქვეშ მიწა გამომაცალე. ღმერთო, ეს ჩემთვის, უბრალოდ,
წარმოუდგენელი მოულოდნელობა იყო!.. იმწამს შენი აფორიაქების მიზეზად
ამქვეყნად, მგონი, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ არა ფეხმძიმობას. – ის ოხრავს. –
საშინლად გავბრაზდი. შენზეც, ჩემზეც, გარშემო ყველასა და ყველაფერზე და ისევ ის,
ბავშვობის დროინდელი უძლურების გრძნობა დამეუფლა. ვიგრძენი, რომ უნდა
წავსულიყავი, სადმე, სულერთია, მაგრამ უნდა წავსულიყავი. პირველი, რაც გავაკეთე,
ის იყო, რომ ფლინთან მივედი, მაგრამ ფლინი რაღაც მშობელთა საღამოზე აღმოჩნდა. –
კრისტიანი ჩუმდება და მრავალმნიშვნელოვნად წარბს ძგიბავს.
– ნამდვილი ბედის ირონიაა, – ვჩურჩულებ ღიმილით და ისიც ირონიული ჩაცინებით
მეთანხმება.
– ფლინისგან გამოვედი და უბრალოდ მივდიოდი, მივდიოდი და მივდიოდი... და
საბოლოოდ სალონში აღმოვჩნდი. ელენა უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ჩემი
დანახვა, რა თქმა უნდა, გაუკვირდა, მაგრამ იმით, რომ იქ აღმოვჩნდი, ელენაზე
ნაკლებად გაკვირვებული არც მე ვიყავი. შემამჩნია, რომ რაღაც მაწუხებდა და
შემომთავაზა ერთად დაგველია.
ჯანდაბა... მთავარს მივადექით. გული ორჯერ უფრო აჩქარებულ და გამალებულ
ბაგაბუგს მიწყებს. მინდა კი ნამდვილად ამის ცოდნა? ჩემი ქვეცნობიერი ამოქნილ წარბს
ძგიბავს და თვალებს მიბრიალებს.
– ერთ-ერთ პატარა, მშვიდ ბარში შევედით და ღვინო შევუკვეთეთ. ელენამ ჩვენი
ბოლო შეხვედრისას თავისი საქციელის გამო ბოდიში მომიხადა. იმას ყველაზე მეტად
ის აწუხებს, რომ დედამ მასთან კავშირი გაწყვიტა, ამით მეგობრების წრე ძალიან
შეუმცირდა, მაგრამ მითხრა, რომ გრეისის პოზიცია მისთვის გასაგებია. მერე ბიზნესზე
ვილაპარაკეთ, როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ყველაფერი
კარგად მიდის.
მე კოპებს ვკრავ.
– მეგონა, იმაზე ელაპარაკე, რომ ფეხმძიმედ ვარ.
კრისტიანი გულახდილი და გაკვირვებული მზერით მაჩერდება.
– არა, ეგ არ მითქვამს.
– მე რატომ არ მითხარი, რომ ამ თემაზე არ გილაპარაკიათ?
ის მხრებს იჩეჩს.
– ვერ მოვახერხე.
– მოუხერხებელი რა იყო?
– მეორე დილას ვერ გიპოვე, ანა... და როცა გიპოვე, იმდენად გაბრაზებული იყავი
ჩემზე, რომ...
ა, ჰო, ვიყავი!..
– მოკლედ... რაღაც მომენტში, დაახლოებით სადღაც მეორე ბოთლის შუისკენ ელენა
ჩემკენ დაიხარა და შემეხო... მაგრამ მე ამ შეხებისგან ისე გავქვავდი, რომ... – ამატებს
ჩურჩულით და თვალებზე ხელს იფარებს.
ჯანდაბა! თავზე თმის ყოველი ღერი წიწკნას მიწყებს... ღმერთო, რის თქმას აპირებს?
– ელენამ დაინახა, რომ გავშეშდი, ჩემს რეაქციას მიხვდა და ამან ორივე შოკში
ჩაგვაგდო. – კრისტიანს ხმა ისე უწყდება, რომ ძლივს მესმის, რას ამბობს.
კრისტიან, შემომხედე! თვალებზე აფარებულ ხელს ვაშორებინებ. ის ჩემკენ თავს
აბრუნებს და მიყურებს. ჯანდაბა. სრულიად გაფითრებულია და ფართოდ გახელილი
თვალები ლამის არის გადმოსცვივდეს.
– რა მოხდა? – ვეკითხები სუნთქვაარეული.
ის კოპებს კრავს და ნერწყვს ნერვიულად ყლაპავს.
ოჰ, ღმერთო... რაღაცას ვერ მეუბნება? მინდა კი მე ამის ცოდნა?
– სექსზე ჩემს დაყოლიებას შეეცადა... – მეუბნება თვითონვე გაოგნებული.
სუნთქვა მეკვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ფილტვებიდან ჰაერის მთელი მარაგი
ამომეტუმბა და გული გამიჩერდა. დამპალი ძუკნა!
– ეს თითქოს დროში გაქვავებული რაღაც წამი იყო. ის ჩემი სახის გამომეტყველებით
მიხვდა, რომ მეტისმეტად შორს შეტოპა. ... უარი ვუთხარი. მე უკვე ძალიან დიდი ხანია
ელენასთვის მაგ თვალით აღარ შემიხედავს და თანაც... – კრისტიანი ნერვიულად ისევ
ნერწყვს ყლაპავს. – თანაც შენ მიყვარხარ. უბრალოდ ვუთხარი, რომ ჩემი ცოლის
ღალატს არ ვაპირებ-მეთქი.
გულში ერთიანად სითბო მეღვრება. კრისტიანს ვუყურებ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა
ვუთხრა.
– ელენამ მაშინვე უკან დაიხია. კიდევ ერთხელ მომიბოდიშა და შეეცადა, ეს
ყველაფერი ხუმრობაში გადაეტანა. მითხრა, რომ აიზეკთან თავს ბედნიერად გრძნობს,
ბიზნესში წინსვლითაც კმაყოფილია და რომ ჩვენი, ყველას პოზიცია მისთვის გასაგებია
და არც სწყინს. კიდევ ის მითხრა, რომ ჩვენი მეგობრობა ენატრება, მაგრამ მშვენივრად
ესმის, რომ ჩემი ცხოვრება ახლა შენთან არის დაკავშირებული... რომ თავს იმ ოთახში
ნათქვამი სიტყვების გამო, სადაც ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, საშინლად უხერხულად
გრძნობს. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მეც დავეთანხმე და ერთმანეთს საბოლოოდ და
სამუდამოდ დავემშვიდობეთ. ვუთხარი, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო და
ის წავიდა.
ყელში მოწოლილ საზიზღარი სიმწრის გემოს ძლივს ვყლაპავ და გული შიშით
მეწურება.
– აკოცე?
– არა! – ლამის ყვირის კრისტიანი. – როგორ წარმოგიდგენია, რომ მე ახლა ელენასთან
ასეთ სიახლოვეს შევძლებდი?!
ააჰ, კარგი...
– თავს საშინლად ვგრძნობდი. მინდოდა სახლში, შენთან დავბრუნებულიყავი,
მაგრამ... მივხვდი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი... ამიტომ დავრჩი და ის ბოთლი
მარტომ ჩავცალე, მერე ბურბონის სმა დავიწყე. ვიდრე ვსვამდი, ადრე, ოდესღაც
ნათქვამი შენი სიტყვები გამახსენდა: „ეს რომ შენი შვილი ყოფილიყო?..“ და ჯუნიორზე
ფიქრი დავიწყე... და იმაზე, როგორ დაიწყო ჩემსა და ელენას შორის ურთიერთობა და...
თავი კიდევ უფრო საშინლად ვიგრძენი. მე ხომ ამისთვის ადრე არასდროს ასეთი
თვალით არ შემიხედავს.
გონებაში მოგონება მიტივტივდება, საავადმყოფოში უგონოდ ყოფნისას მოსმენილი
საუბარი და კრისტიანის ხმა: „იმასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერს უკვე სხვა
თვალით შევხედე. ნუ, ხომ გესმის... ბავშვის თაობაზე. პირველად ვიგრძენი... რომ,
რასაც ჩვენ ვაკეთებდით... არასწორი იყო“. კრისტიანი გრეისს ელაპარაკებოდა.
– სულ ეს იყო?
– რა, ცოტაა?
– ოჰ...
– რას ნიშნავს „ოჰ“?
– ესე იგი, ურთიერთობა საბოლოოდ დაამთავრეთ?
– კი. თუმცა სინამდვილეში ჩვენი ურთიერთობა მაშინ დამთავრდა, როდესაც
პირველად დაგინახე. ეს მე, როგორც იქნა, იმ საღამოს გავაცნობიერე და ამას საბოლოოდ
უკვე ელენაც მიხვდა.
– მაპატიე, – ვბუტბუტებ ხმადაბლა.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– რა გაპატიო?
– ის, რომ მეორე დღეს შენზე ისეთი გაცეცხლებული ვიყავი.
კრისტიანი ფრუტუნებს.
– საყვარელო, ეს ჩემთვის სრულიად გასაგები რეაქციაა. – ის ჩუმდება და მძიმედ
ოხრავს. – იცი, საქმე ისაა, ანა, რომ მინდა, მხოლოდ მე მეკუთვნოდე, შენი და შენი
ყურადღების სხვასთან გაყოფის მეშინია, მინდა, შენი სამყაროს ცენტრი ვიყო, ყოველ
შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.
ოჰ, კრისტიან!
– ასეც არის! შენ ხარ ჩემი სამყაროს ცენტრი და ეს არასდროს შეიცვლება.
კრისტიანი შემწყნარებლური, ნაღვლიანი და ბედს დანებებული ღიმილით მიღიმის.
– ანა, – ამბობს ჩურჩულით. – შენ ხომ იცი, რომ ეს ასე აღარ იქნება?..
თვალებზე მომსკდარი ცრემლი ქუთუთოებს მწვავს.
– როგორ შეიძლება, ეს არასდროს შეიცვალოს? – ამატებს ჩურჩულით.
ოჰ, ღმერთო, არა, არა, არა!
– ჯანდაბა... კარგი, რა, ანა. არ იტირო, გთხოვ, არ იტირო. – მეფერება ის სახეზე.
– მაპატიე. – აცრემლებულს ქვედა ტუჩი მითრთის, კრისტიანი კი ზედ სახეზე
დამყვავებლური გამომეტყველებით ცერა თითს მაყოლებს.
– არა, ანა, არა, ბოდიშს ნუ მიხდი. საბოდიშო აქ არაფერია. შენ ის გეყოლება, ვინც
ჩემზე მეტად გეყვარება და, მართალი ხარ, ეს ასეც უნდა იყოს.
– არა, კრისტიან, მეც ისევ ისე მეყვარები და ციცქნასაც ეყვარები. შენ უკვე ციცქნა
ჯუნიორის სამყაროს ცენტრიც იქნები, – ვპასუხობ სლუკუნით. – ბავშვებს თავიანთი
მშობლები სრულიად უპირობოდ უყვართ. ისინი უკვე ამ სიყვარულით იბადებიან,
დაპროგრამებულები არიან, რომ უყვარდეთ. ყველა ბავშვი ასეთია, ყველა... და შენც
ასეთი იყავი. თვითონ არ გაგახსენდა, როგორ გიყვარდა ის საბავშვო წიგნი?.. შენ
დღემდე დედაშენის სიყვარული გაკლია და გჭირდება, კრისტიან, იმიტომ, რომ შენ ის
გიყვარდა!
კრისტიანი კოპებს კრავს, ხელს მაშორებს და მუშტად შეკრული საკუთარ ნიკაპთან
მიაქვს.
– არა. – ამბობს ჩურჩულით.
– კი. – სახე უკვე ერთიანად ცრემლებით მისველდება. – რა თქმა უნდა, გიყვარდა. ეს
არჩევანი არ იყო, კრისტიან, ეს მოცემულობა იყო. ამიტომაა, რომ ამდენი წლის მერეც კი
იტანჯები.
ის მზერაში ჩამდგარი საშინელი ტკივილით ხმის ამოუღებლად შემომყურებს.
– სწორედ ის სიყვარული გაძლევს იმის უნარსაც, რომ დღეს მე გიყვარდე, – ვეუბნები
ჩურჩულით. – აპატიე, კრისტიან, გთხოვ, აპატიე. იმას თავისი საკუთარი ტკივილიც
საკმარისზე მეტი ჰქონდა. კი, ის ცუდი დედა იყო, მაგრამ შენ ის მაინც გიყვარდა.
კრისტიანი ისევ ხმის ამოუღებლად მიყურებს, მზერაში კი მოგონებების ისეთი
მტანჯველი კალეიდოსკოპი უდგას, რომ ამოცნობასაც კი არ ვცდილობ.
ოჰ, კრისტიან, გთხოვ, ოღონდ ჩუმად ნუ ხარ, თქვი რამე.
– ის ძალიან ცუდი დედა იყო. – ამბობს ძლივსგასაგონად რამდენიმეწამიანი სიჩუმის
მერე.
მე თავს ვაქნევ, ის კი თვალებს ხუჭავს.
– იმის მეშინია, რომ მეც ცუდი მამა ვიქნები, ანა..
სახეზე სიყვარულით ხელს ვუსვამ. ოჰ, ჩემი საწყალი ორმოცდაათი ელფერი, ჩემი
საწყალი!..
– კრისტიან, წუთით მაინც უშვებ იმ აზრს, რომ მე შენ ცუდი მამობის უფლებას მოგცემ?
ის თვალებს ახელს და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ლამის მთელი საუკუნე ხმის
ამოუღებლად და გაოგნებული შემომცქერის, მაგრამ მერე იღიმება და ნელნელა სახეზე
შვება სინათლესავით ეფინება.
– არა, მართალი ხარ, წარმოუდგენელია. – ღიმილით სახეზე თითებს მიცურებს და ჯერ
ისევ გაოგნებული მიყურებს. – ღმერთო ჩემო!.. მისის გრეი... ღმერთო, რა ძლიერი
მყავხარ და რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ. – ის იხრება და შუბლზე მკოცნის. –
ნამდვილად არ მეგონა, რომ შევძლებდი.
– ოჰ, კრისტიან. – ვბუტბუტებ ჩურჩულით და ვცდილობ, მოზღვავებულ გრძნობებს
როგორმე მოვერიო.
– კარგი, გასაგებია.ამით ძილისპირული ზღაპარიც დასრულდა.
– ზღაპარი, იცოცხლე, ისეთი იყო...
კრისტიანი ნაღვლიანად იღიმება, მაგრამ ვხვდები, რომ ნაღველის მიუხედავად
შვებასაც გრძნობს.
– თავი როგორ გაქვს?
– თავი? – იმისგან, რაც მიმიყევი, სადაცაა გამისკდება!
– გტკივა?
– არა.
– კარგი. მაშინ დავიძინოთ.
დავიძინოთ? ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა დავიძინო?
– მორჩა. თვალები დახუჭე. – მიმეორებს მკაცრი ხმით. – შენ ახლა პირველ რიგში
დასვენება გჭირდება.
გაბუტულივით ტუჩებს ვბუშტავ.
– ერთი კითხვა მაქვს.
– მართლა? რა კითხვა? – მეკითხება ფრთხილი დაინტერესებით.
– ასეთი გულახდილი რატომ გახდი და თანაც ასე თვალსა და ხელს შუა? ასე რატომ
ალაპარაკდი?
ის კოპებს კრავს.
– ადრე ინფორმაციის ყოველი სიტყვის ძალით ამოგლეჯა მიხდებოდა ხოლმე, ახლა კი
ყველაფერს შენ თვითონ მიყვები, მე ხომ ვიცი, რა რთულია ეს შენთვის...
– რთულია?
– კი, თვითონაც მშვენივრად იცი, რომ ასეა.
– რატომ ავლაპარაკდი? არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ თითქმის მკვდარი ცივ
ბეტონზე დაგდებული გნახე, ან იმის გამო, რომ მამა გავხდები... ნამდვილად არ ვიცი.
უბრალოდ მითხარი, რომ ამის ცოდნა გინდოდა, და რადგან გინდა, გეუბნები კიდეც.
არავითარი სურვილი არა მაქვს, რომ ელენა ჩვენ შორის ჩადგეს, არა, არ უნდა ჩადგეს. ის
უკვე წარსულია. ეს მე შენთვის უკვე ბევრჯერ მითქვამს.
– შენთან სექსი რომ არ მოენდომებინა... ძველებურად ისევ მეგობრებად დარჩებოდით?
– ეს უკვე მეორე კითხვაა.
– კარგი, მაპატიე, შეგიძლია არ მიპასუხო. – უცებ ვწითლდები. – შენ ისედაც იმაზე
ბევრად მეტი მითხარი, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.
კრისტიანს მზერა უთბება.
– არა, არა მგონია... უბრალოდ ჩემი დაბადების დღის შემდეგ ეს ისტორია ჰაერში
რაღაც დაუმთავრებელ საქმესავით იყო გამოკიდებული. მაგრამ ფაქტია, რომ ელენამ
ზღვარს გადააბიჯა. მე მასთან ურთიერთობა საბოლოოდ შევწყვიტე. გთხოვ, დამიჯერე.
მის ნახვას მე აღარ ვაპირებ. შენ მითხარი, რომ ის იმ ზღვარს მიღმაა, რომლის იქითაც
ატანის ძალა შენ უკვე აღარ შეგწევს, ის შენთვის „დაუშვებელი ქმედებაა“, მე კი ეს
ტერმინი ძალიან კარგად მესმის, ანა. – მეუბნება ის დაბალი, გულახდილი ხმით.
რადგან ასეა, შევეცდები, ამაზე აღარ ვიფიქრო. ჩემი ქვეცნობიერი შვების ამოოხვრით
სავარძლის საზურგეს ესვენება. როგორც იქნა!
– კარგი. ღამე მშვიდობისა, კრისტიან და გმადლობ განმანათლებელი ზღაპრისთვის. –
ვეუბნები მე და მისკენ ვიხრები, რომ ვაკოცო. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება, მაგრამ,
როგორც კი კოცნის გაღრმავებას ვცდილობ, ის მაშინვე უკან იწევა.
– არ გინდა, – ჩურჩულებს თვალებგაფართოებული. – ისედაც თავს ძლივს ვიკავებ,
რომ არ მოგეკარო.
– მერე, მომეკარე.
– არა, შენ დასვენება გჭირდება, თანაც უკვე გვიანია, ასე რომ, ჯობია, თვალები
დახუჭო და დაიძინო. – მეუბნება გადაჭრით, მერე იხრება და ღამის ნათურას აქრობს.
ოთახი ერთიანად სიბნელეში ეფლობა.
– მე შენ უპირობოდ მიყვარხარ, კრისტიან. – ვბუტბუტებ ხმადაბლა და მყუდროდ
მოკუნტული, სხეულზე ვეკვრები.
– ვიცი, – მპასუხობს ისიც ჩურჩულით და ვგრძნობ, რომ ტუჩები ბედნიერი და თავისი
მორცხვი ღიმილით ეპობა.

***
ხელის კვრასავით უცებ მეღვიძება. უზარმაზარი ფანჯრიდან ოთახში სინათლე
იღვრება, კრისტიანი კი ლოგინში არ წევს. თავს ელექტრომაღვიძარასკენ ვაბრუნებ
შვიდი საათი და ორმოცდაცამეტი წუთია. ვცდილობ, ღრმად ჩავისუნთქო, მაგრამ
ნეკნების ტკივილისგან მაშინვე სახე მეჭმუხნება, თუმცა იმასაც ვამჩნევ, რომ
გუშინდელთან შედარებით ტკივილი ბევრად ასატანია. ასეთ მდგომარეობაში, მგონი,
სამსახურში წასვლასაც შევძლებ. ჰმ, მართალია, სამსახური კარგი იდეა, თან მინდა
კიდეც.
დღეს ორშაბათია, გუშინ მთელი დღე ლოგინში გორაობაში გავატარე. კრისტიანმა
მხოლოდ რეის მონახულების უფლება მომცა და ისიც სულ ცოტა ხნით. სიმართლე
ითქვას, არაფერი შეცვლილა, ის ისევ ისეთი კონტროლის მოყვარული ტირანია.
ფიქრებში ჩაძირულს სიყვარულით მეღიმება. ჩემი საყვარელი ტირანი... კრისტიანი ამ
დღეების განმავლობაში ისეთი ყურადღებიანი, მოსიყვარულე და გულახდილი იყო,
რომ დაჯერებაც კი მიჭირს, მაგრამ... რაც სახლში დავბრუნდით, არ მომკარებია.
უკმაყოფილოდ კოპებს ვკრავ, ამას სასწრაფოდ რამე უნდა მოვუხერხო... თავი აღარ
მტკივა და ნეკნების ტკივილმაც აშკარად იკლო, თუმცა სიცილის დროს სიფრთხილე
მაინც მჭირდება, მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ
სასოწარკვეთილმა უკვე აღარც კი ვიცი, რა ვქნა, ამდენი ხანი სექსის გარეშე, ნუ, ალბათ...
პირველი ჯერის მერე არ ვყოფილვარ.
რამდენადაც ვხვდები, სულიერი წონასწორობა უკვე ორივემ აღვიდგინეთ. კრისტიანი
უწინდელთან შედარებით ბევრად უფრო დამშვიდებულია, მისმა ძილისპირულმა
ზღაპარმა, როგორც ჩანს, ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენი, ორივეს საფრთხობელები უკვე
სამუდამოდ მოაშორა. ვნახოთ...
ნაჩქარევადშხაპს ვიღებ და გამშრალების მერე ჩასაცმელის შერჩევას ვიწყებ. მინდა,
რამე სექსუალური ჩავიცვა, რამე ისეთი, რაც კრისტიანს გამოაფხიზლებს და
მოქმედებისკენ უბიძგებს. ჰმ, ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი სექსით გაუმაძღარი მამაკაცი
ასეთ თვითკონტროლს შეძლებდა, თანაც ამდენი ხნის განმავლობაში? ახლა იმაზე
ფიქრის თავი ნამდვილად არ მაქვს, სად და როგორ გამოიწვრთნა კრისტიანმა ასე
საკუთარი სხეული... მისი აღსარების შემდეგ იმ პედოფილ ძუკნაზე ლაპარაკიც აღარ
მინდა და იმედი მაქვს, აღარასდროს მომიწევს, ჩემთვის ის ქალი მკვდარია და
საგულდაგულოდ დამარხული. ლამის უხამსობამდე მოკლე, შავ ქვედაბოლოს და თეთრ
ფუშფუშებიან ბლუზას ვირჩევ. ფეხზე შავი მაქმანით დაბოლოებულ წინდებს და შავ
ფეხსაცმელს ვიცვამ. ტუშით წამწამებს ვიპრეხ და ტუჩებზე ბუნებრივი ფერის, მაგრამ
მბზინვარე პომადას ვისვამ, მერე თმას კარგად ვივარცხნი და გაშლილს ვიტოვებ. აი, ასე,
ამან უნდა გაჭრას!..
კრისტიანი ბარის დახლთან ზის და საუზმობს, მაგრამ ჩემს დანახვაზე
ომლეტწამოცმული ჩანგალი ჰაერში უჩერდება და გაკვირვებული გამომეტყველებით
კოპებს კრავს.
– დილა მშვიდობისა, მისის გრეი, საით გაგიწევიათ?
– სამსახურში. – ვპასუხობ ნაზი ღიმილით.
– ძალიან ეჭვი მეპარება. – დამცინავად ფრუტუნებს ის. – ექიმმა სინგხმა თქვა, რომ
ერთკვირიანი დასვენება გჭირდება.
– კრისტიან, მთელი დღე ლოგინში მარტო კოტრიალს არ ვაპირებ, ასე რომ, ჯობია, –
და შემიძლია კიდეც – სამსახურში წავიდე. დილა მშვიდობისა, გეილ.
– მისის გრეი. – მისის ჯონსი ღიმილის დამალვას ცდილობს. – ისაუზმებთ?
– დიახ, გმადლობთ.
– გრანოლა?
– ომლეტი და თეთრი პურის ტოსტი მირჩევნია.
მისის ჯონსი იღიმება, კრისტიანი კი გაკვირვებული მიყურებს.
– ძალიან კარგი, მისის გრეი, – მპასუხობს მისის ჯონსი.
– ანა, დღეს შენ სამსახურში არ წახვალ.
– მაგრამ...
– არავითარი „მაგრამ“, ამაზე კამათსაც კი არ დავიწყებთ.
კრისტიანი უკან დახევას აშკარად არ აპირებს. შევყურებ და მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ,
რომ ისევ ის პიჟამის შარვალი და მაისური აცვია, რომელიც გუშინ საღამოს ეცვა.
– შენ სამსახურში არ მიდიხარ? – ვეკითხები მეც გაკვირვებული.
– არა.
გავგიჟდი თუ რა ხდება?
– დღეს ორშაბათი არ არის?
ის იღიმება.
– ჰო, ბოლოს რომ კალენდარს შევხედე, ნამდვილად ორშაბათი იყო.
მე თვალებს ვჭუტავ.
– სამსახურს აცდენ?
– ანა, კიდევ რამე შარში რომ არ გაეხვიო, მე შენ აქ მარტო არ დაგტოვებ. თანაც ექიმმა
სინგხმა თქვა, რომ სამსახურში შენს გასვლამდე ერთი კვირა მაინც უნდა გავიდეს.
გახსოვს?
ქმრის გვერდით, ბარის დახლთან, მაღალ სკამზე ვჯდები და ქვედაბოლოს ოდნავ
ზევით ვიქაჩავ. მისის ჯონსი წინ ჩაის მიდგამს.
– კარგად გამოიყურები. – მეუბნება კრისტიანი. ფეხს ფეხზე ვიდებ. – ძალიან კარგად,
განსაკუთრებით ამ ადგილას. – ის თითს წინდის მაქმანის კიდესთან შიშველ კანზე
მისვამს.
მისი შეხებისთანავე გულისცემა მიჩქარდება. – მეტისმეტად მოკლე ქვედაბოლოა, არა?
– ბუტბუტებს ხმაში გამკრთალი ოდნავი უკმაყოფილების ტონით, მზერას კი საკუთარი
თითის განვლილ გზას აყოლებს.
– მართლა? არც შემიმჩნევია.
კრისტიანი თავს სწევს და თვალებში ათამაშებული მხიარული ნაპერწკლისა და
მოუსვენრობის ნაზავით ირონიულად იღიმება.
– ნუთუ?
მე ვწითლდები.
– არა მგონია, სამსახურში სასიარულოდ ვარგოდეს. – ამატებს ბუტბუტით.
– ნუ, რადგან სამსახურში მაინც არ მივდივარ, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს.
– მნიშვნელობა აღარ აქვს?
– არა. – ვიმეორებ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით.
კრისტიანი ისევ ირონიულად იღიმება და თავის ომლეტს უბრუნდება.
– სამაგიეროდ, უკეთესი იდეა მაქვს.
– მართლა?
ის თავს ატრიალებს და დახრილი, გრძელი წამწამების ქვეშიდან ჩამუქებული მზერით
მიყურებს. ერთიანად მონუსხულს სუნთქვა მკვეთრად მეკვრება. ოჰ, ღმერთო. როგორც
იქნა...
– შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ, როგორ მიდის ჩვენი სახლის რეკონსტრუქციის
საქმე.
რაა? ოჰ, კრისტიან, რა აუტანელი ხარ! თუმცა ბუნდოვნად მახსენდება, რომ სახლის
სანახავად წასვლას ჯერ კიდევ რეის ავარიაში მოყოლამდე ვაპირებდით.
– სიამოვნებით.
– ძალიან კარგი. – მიღიმის კმაყოფილი სახით.
– კი, მაგრამ სამუშაო არ გაქვს?
– არა. როსი ტაილანდიდან დაბრუნდა. მოლაპარაკებამაც კარგად ჩაიარა და ოფისშიც
ყველაფერი წესრიგშია.
– ტაილანდში გაფრენას შენც ხომ აპირებდი?
კრისტიანი ფრუტუნებს.
– ანა შენ საავადმყოფოში იწექი.
– ააჰ!
– სწორედაც, რომ „ააჰ“!.. ასე რომ, ჯობია, დღევანდელი დღე ჩემს ცოლთან ერთად
ნაყოფიერად გავატარო, – აცხადებს ის და ყავის ფინჯანი პირთან მიაქვს.
– ნაყოფიერად? – ვერ ვმალავ ხმაში გამკრთალ იმედიან ტონს.
მისის ჯონსი დახლზე, ჩემ წინ თეფშით ომლეტს დგამს და ისევ უშედეგოდ ცდილობს
ღიმილის შეკავებას.
კრისტიანი ირონიულად იცინის.
– ჰო, ნაყოფიერად. – მიდასტურებს თავის ქნევით.
მე უკვე ისე მშია, რომ ქმართან ჯერჯერობით უშედეგო ფლირტს ვწყვეტ და მთელი
ყურადღება ომლეტზე გადამაქვს.
– მიხარია, რომ ასე კარგად ჭამ. – მეუბნება კრისტიანი და თან სკამიდან დგება, მერე კი
იხრება და თავზე მკოცნის. – წავალ, შხაპს მივიღებ.
– ჰმ... გინდა, მოვიდე და ზურგი გაგიხეხო? – ვეკითხები ბუტბუტით და თან
ომლეტისა და ტოსტის მოზრდილ ლუკმას მადიანად შევექცევი.
– არა. ჭამე.
სააბაზანოსკენ გზად მიმავალი მაისურს იძრობს და თავისი იდეალურად დაკუნთულ
ჩამოქნილი ტორსის დემონსტრაციას მიწყობს. ისე ვშეშდები, ლუკმის ჩაყლაპვაც კი
მავიწყდება. ამას ხომ სპეციალურად აკეთებს?! რატომ? ღმერთო, რა აუტანელია!
მანქანაში კრისტიანი მშვიდი და მოდუნებულია. ახლახან საავადმყოფოში რეისთან
ვიყავით და რეი და მისტერ როდრიგესი, ახალი, დიდი ბრტყელეკრანიანი
ტელევიზორის წინ, რომელიც, ეჭვი მაქვს, კრისტიანმა რეის პალატისთვის შეიძინა,
ფეხბურთის ყურებაში გართულები დავტოვეთ.
ჩვენი გულახდილი საუბრის შემდეგ კრისტიანი წარმოუდგენლად დამშვიდდა. ისეთი
შეგრძნება მრჩება, რომ მხრებიდან მძიმე ტვირთი მოეხსნა. მისის რობინსონის
აჩრდილი თავს ზემოთ აღარ დაგვტრიალებს... არ ვიცი, იმიტომ, რომ გადავწყვიტე მისი
არსებობა წარსულისთვის ჩამებარებინა, თუ ეს კრისტიანის იმავე გადაწყვეტილების
ბრალია, მაგრამ, ასეა თუ ისე, მის გარეშე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა
კრისტიანთან ისეთ ძლიერ და დიდ სიახლოვეს ვგრძნობ, როგორიც ადრე არასდროს
მიგრძნია. იქნებ ეს იმის გამოც მოხდა, რომ ბოლომდე მენდო. იმედი მაქვს, ასევე
გააგრძელებს... ჩემს ფეხმძიმობასაც აშკარად გაცილებით მშვიდად აღიქვამს. რა თქმა
უნდა, ბავშვის საწოლის საყიდლად ჯერ არ გაქცეულა, მაგრამ, არა უშავს, ამის დროც
მოვა. ის საჭესთან ზის, თავს მისკენ ვაბრუნებ და საკუთარი ქმრის სილამაზით ვტკბები.
თმააჩეჩილი, თანამედროვე დაუდევრობით თეთრ პერანგსა და ჯინსში გამოწყობილი
და ზემოდან მოცმულ ზოლიან პიჯაკში მაგრად გამოიყურება... სექსუალურად. თავს
წამით ისიც ჩემკენ აბრუნებს, ხელს მუხლზე მადებს და თითებით ფეხზე ნაზად
მოფერებას მიწყებს.
– კარგია, რომ არ გამოიცვალე.
მართალია, ზემოდან ჯინსის ქურთუკი, ფეხზე კი ქუსლიანის მაგივრად უქუსლო
ფეხსაცმელი ჩავიცვი, მაგრამ მოკლე ქვედაბოლო არ გამომიცვლია. ჩემს მუხლზე
დადებულ მის ხელს ზემოდან ჩემსას ვაფარებ.
– აპირებ, რომ ასე დაუნდობლად მაღიზიანო?
– ვინ იცის?! – მიღიმის კრისტიანი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შემიძლია. – მპასუხობს კამათში გამარჯვებული პატარა ბიჭის მოზეიმე
ჩაცინებით და აქამდე მუხლთან მტანჯველად ათამაშებულ თითებს ახლა უკვე ზემოთ,
ბარძაყისკენ მიცურებს. – რა ვქნა, თავად გამომტყუეთ, მისის გრეი. – მიღიმის კიდევ
უფრო ფართო ღიმილით.
ხელს ვაწევინებ და ისევ მუხლთან ვაბრუნებინებ.
– მაშინ ხელები დაიმოკლეთ, მისტერ გრეი.
– როგორც ინებებთ, მისის გრეი. – მპასუხობს ისევ ირონიული ჩაცინებით.
ჯანდაბა. ჰმ, ეს თამაში აშკარად წავაგე.
კრისტიანი სახლისკენ მიმავალი გზისკენ უხვევს, ჭიშკართან ჩერდება და პანელზე
რაღაც ნომერს კრეფს. რკინის თეთრი დეკორატიული კარი იღება და მწვანედ, ყვითლად
და სპილენძისფერწითლად შეფერადებული ხეების კენწეროების ქვეშ ფართო ხეივანში
შევდივართ. მდელოზე მაღალი ბალახი უკვე ცოტა შეყვითლებულა, მაგრამ მინდვრის
ყვავილები ალაგალაგ ისევ ყვავის. არაჩვეულებრივი დღეა, მზიანი, ჰაერი ყურიდან
მონაბერი მომლაშო და უკვე დამდგარი შემოდგომის არომატების ნაზავითაა
გაჯერებული... საოცარი ადგილია და რა ბედნიერებაა, რომ აქ ჩვენი სახლი იქნება.
ხეივანი ნახევარწრედ უხვევს და ჩვენ თვალწინ სახლის ხედიც იშლება. სახლის წინ
რამდენიმე სატვირთო მანქანა დგას გვერდზე წარწერით – „გრეი კონსტრაქშნ“.
ერთიანად ხარაჩოებში ჩასმული სახლის სახურავზე რამდენიმე ჩაფხუტიანი კაცი
მუშაობს.
კრისტიანი მანქანას პორტიკთან აჩერებს და ძრავას თიშავს. მის მოუთმენელ
აღფრთოვანებას ლამის ფიზიკურად ვგრძნობ.
– წამოდი, ელიოტი ვიპოვოთ.
– აქ არის?
– იმედი მაქვს. საკმარისად ვუხდი, რომ ნორმალურად იმუშაოს.
მე ვფრუტუნებ, კრისტიანი კი ირონიული ჩაცინებით მპასუხობს და ორივე მანქანიდან
გადავდივართ.
– ეი, კრისტიან! – ჩვენს სმენამდე ელიოტის ძახილი აღწევს საიდანღაც. ორივე აქეთ-
იქით ვიხედებით.
– აქ ვარ! – ხმა ზევიდან ისმის, სახურავზეა, იქიდან გვიქნევს ხელს და ერთიანად
გაბადრული გვიღიმის. – დიდი ხანია, არ გამოჩენილხართ. მანდ იყავით, ახლავე
ჩამოვალ.
– თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ, ის კი მხოლოდ მხრებს იჩეჩს. რამდენიმე წუთში
სახლში შესასვლელი კარიდან ელიოტი გამოდის.
– ეი, როგორ ხარ, ძმაო? – ართმევს ის ხელს კრისტიანს. – შენ, პატარა ქალბატონო? –
მიბრუნდება მაშინვე მე, ორივე ხელით მეხვევა, ჰაერში მწევს და მატრიალებს.
– უკეთესად, გმადლობ. – ვიცინი მე, მაგრამ, მგონი, უფრო სიმწრის სიცილით, ნეკნები
ლამის ლაწალუწს მიწყებს, კრისტიანი მაშინვე კოპებს კრავს, ელიოტი კი ამას ვერც
ამჩნევს.
– წამოდით, შეგიყვანთ, მაგრამ ეს თქვენც დაგჭირდებათ. – ჩაფხუტზე იკაკუნებს
თითებს.
სახლი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ კარკასია. იატაკი რაღაც უხეში ბოჭკოვანი, ჯვალოს
მსგავსი ქსოვილითაა დაფარული, ზოგიერთი კედელი გამქრალა და მათ მაგივრად
ახალი კედლები გაჩენილა. ელიოტი წინ მიგვიძღვის და გვიხსნის, სად რა კეთდება,
ყოველ კუთხეში ხელოსნები, უმეტესად კაცები – მაგრამ რამდენიმე ქალიც – რაღაცას
აკეთებენ. მე კი სიხარულით თვალს ვაყოლებ ამ ნგრევაშენებაში ადგილზე
დატოვებულ, ახლა ერთიანად თეთრი ზეწრებით დაფარულ, თუჯის ულამაზესი
რიკულებით გაფორმებულ კიბეს.
დიდ სასტუმრო ოთახში უკანა კედელი აღებულია, ეს ის ადგილია, სადაც ჯიას
პროექტით შუშის კედელი უნდა გაკეთდეს. მუშაობა უკვე ამ ადგილის გაყოლებაზე,
ტერასაზეც დაუწყიათ. ქაოსის მიუხედავად აქაურობა მაინც საოცრად შთამბეჭდავი
სანახავია. ახალი ელემენტები სახლის ძველებურ სულს და მომხიბვლელობას სრულად
ეხამება... ჯიას მართლაც კარგად უმუშავია. ელიოტი მოთმინებით გვიხსნის
რეკონსტრუქციის პროცესის ყოველ დეტალს და სათითაოდ ყოველი მათგანის
დასრულების დაახლოებით ვადებს გვისახელებს, მთლიანობაში კი, იმედი აქვს, რომ
შემოსახლებას საშობაოდ შევძლებთ, თუმცა კრისტიანს ელიოტის პროგნოზი
გადაჭარბებულად ოპტიმისტურად ეჩვენება.
მაგარია, შობა ყურეზე ხედით!.. ისე მომინდა, ვეღარ ვითმენ და აღფრთოვანებისაგან
თვალები მიფართოვდება. თვალწინ საოცარი სურათი მიდგება – მე და კრისტიანი
სასტუმრო ოთახში უზარმაზარ ნაძვის ხეს ვრთავთ, გარშემო კი ჭყლოპინით პატარა
სპილენძისფერთმიანი ბიჭი დარბის.
ელიოტი ექსკურსიამძღოლობას სამზარეულოში ასრულებს.
– მე წავალ, დანარჩენი თქვენ თვითონ დაათვალიერეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, არ
დაგავიწყდეთ, რომ მშენებლობაზე ხართ.
– რა თქმა უნდა. გმადლობ, ელიოტ. – პასუხობს ძმას კრისტიანი და ხელს მკიდებს. –
მოგწონს? – მეკითხება როგორც კი მარტო ვრჩებით. თავს აქეთ-იქით ვაბრუნებ, ცარიელ
კედლებს ვუყურებ და იმაზე ფიქრს ვიწყებ, საფრანგეთში ნაყიდი წიწაკებიანი
ნატურმორტი სად დავკიდო.
– ძალიან. შენ?
– მეც. – იღიმება ის კმაყოფილი გამომეტყველებით.
– კარგი... ახლა იმაზე ვფიქრობდი, წიწაკებიანი ნატურმორტი სად დავკიდო.
კრისტიანი ღიმილით თავს მიქნევს.
– მე კიდევ მინდა, რომ ამ სახლში ხოსეს გადაღებული შენი პორტრეტები დავკიდო,
ოღონდ სად, შენ უნდა გადაწყვიტო.
ერთიანად ვწითლდები.
– სადმე ისეთ ადგილას, სადაც მუდმივად თვალში არ მოგვხვდება.
– აბა, აბა... – თვალებს ჭუტავს კრისტიანი და ქვედა ტუჩზე ალერსით თითს მისვამს. ეგ
ჩემი საყვარელი პორტრეტებია, ერთი, ზუსტად ვიცი, რომ კაბინეტში უნდა დავკიდო.
– კაბინეტში პორტრეტს რა უნდა? – ვეკითხები ბუტბუტით და თითის წვერზე ვკოცნი.
– ის უნდა, რომ მთელი დღის განმავლობაში შენი ლამაზი სახის ყურების საშუალება
მექნება. მოგშივდა? – ამატებს უცებ.
– გააჩნია რა შიმშილს გულისხმობ. – ვპასუხობ ჩურჩულით.
– საჭმლის შიმშილს, მისის გრეი. – იღიმება ის და ნაუცბათევად ტუჩებში მკოცნის.
მე გაბუტულის გამომეტყველებას ვიღებ და მძიმედ ვოხრავ.
– თუმცა, ჰო, ამ ბოლო დროს მუდმივად მშია.
– შეგვიძლია სამივემ პიკნიკი მდელოზე მოვაწყოთ
– სამივემ? ჩვენთან ერთად კიდევ ვინ იქნება?
კრისტიანი თავს გვერდზე ხრის.
– ერთი პატარა არსება, ოღონდ შვიდი-რვა თვის მერე.
აა... ციცქნა... სულელივით ვიღიმები და ჩემს ქმარს გულაჩუყებული და
თვალებანთებული შევყურებ.
– ვიფიქრე, რომ სუფთა ჰაერზე პიკნიკი გესიამოვნებოდა.
– მდელოზე? – ვეკითხები მოუთმენლად.
ის თავს მიქნევს.
– რა თქმა უნდა! – ვუღიმი კიდევ უფრო ფართოდ.
– ბავშვების გასაზრდელად ეს მართლა არაჩვეულებრივი სახლი იქნება, – ამბობს ის
ხმადაბლა და ალერსიანი მზერით მიყურებს.
ბავშვების?! ერთი კი არა, რამდენიმე ბავშვის?.. ჰმ, საინტერესოა... ამაზე ახლა ხომ არ
დაველაპარაკო?
კრისტიანი ხელს მუცელზე მადებს. ოჰ, ღმერთო. აღელვებისგან სუნთქვა მეკვრის და
ზემოდან ჩემს ხელს ვაფარებ.
– არც კი მჯერა... – ჩურჩულებს ის და ამ ხნის განმავლობაში პირველად მის ხმაში
აღფრთოვანებული თრთოლვა მესმის.
– ჰო, ვიცი. უი, მე ხომ დამამტკიცებელი საბუთიც მაქვს! სურათი.
– მართლა? ბავშვის პირველი ღიმილით?
ჩანთიდან ციცქნას ულტრაბგერის ფოტოსურათს ვიღებ და ვაწვდი.
– ხედავ?
კრისტიანი რამდენიმე წამის განმავლობაში გამოსახულებას ყურადღებით აკვირდება.
– ოო... მართლა რა ციცქნაა!.. კი, ვხედავ. – მპასუხობს კიდევ უფრო ათრთოლებული
და დაბნეული ხმით.
– შენი შვილი, – ვეუბნები ჩურჩულით.
– ჩვენი შვილი. – მისწორებს ის.
– ჩვენი პირველი...
– პირველი? – შიშით თვალები უფართოვდება კრისტიანს.
– ნუ, სულ ცოტა ორი მაინც იქნება.
– ორი? – თითქოს სიტყვას გემოს უსინჯავსო, როგორღაც ნელა იმეორებს ის. – იქნებ
ჯობია, არ ავჩქარდეთ და ჯერ ერთს დავჯერდეთ?
– რა თქმა უნდა.
ორივე სახლიდან გავდივართ. გარეთ თბილი შემოდგომის სასიამოვნო დღეა.
–შენს მშობლებს როდის ეტყვი? – მეკითხება კრისტიანი.
– ალბათ მალე. – ვპასუხობ ჩაფიქრებული. – რეისთვის დღეს ვაპირებდი თქმას, მაგრამ
მისტერ როდრიგესიც რომ იქ იყო, გადავიფიქრე. – ვიჩეჩ გაურკვევლად მხრებს.
კრისტიანი თავს მიქნევს და „R8“ის საბარგულს ხდის, სადაც პიკნიკისთვის
პროდუქტებით სავსე დაწნული კალათა და ლონდონში ნაყიდი შოტლანდიური პლედი
დევს.
– წამოდი, – მეუბნება ის და ხელს მიწვდის, მერე ხელს პლედსა და კალათას ავლებს და
ხელჩაკიდებული მდელოსკენ მივყავარ.
– რა თქმა უნდა, როს, ასე გააკეთე. – ასრულებს კრისტიანი ტელეფონით მორიგ
საუბარს.
მას შემდეგ, რაც პიკნიკისთვის მდელოზე მოვკალათდით, ეს უკვე მესამე ზარია,
რომელსაც კრისტიანი პასუხობს. როგორც კი მიწაზე პლედი გავშალეთ, ფეხსაცმელი და
წინდები გაიხადა და პიჯაკიც ჩემი ქურთუკის გვერდით მიაგდო... ახლა მოხრილ
მუხლებზე ხელებდაწყობილი ზის და მიყურებს. ორივე თბილი მზის სხივებში
ვნებივრობთ. მეც მის გვერდით, შოტლანდიურ პლედზე ვწევარ და ყოველი მხრიდან
ოდნავ შეყვითლებული, სამშენებლო ხმაურისა და მშენებლების ცნობისმოყვარე
თვალებისგან დამცავი მაღალი მწვანე ბალახი გვაკრავს. მე და კრისტიანი ჩვენს
საკუთარ ბუკოლიკურ სამოთხეში ვართ. ის პირში კიდევ ერთ მარწყვს მიდებს, მე კი მის
ჩამუქებულ მზერას ვარ მიჩერებული და ნაყოფის მოტკბომომჟავო რბილობს
სიამოვნებით ვწუწნი.
– გემრიელია?
– ძალიან.
– კიდევ გინდა?
– მარწყვი – არა.
კრისტიანს მზერაში ვნების ნაპერწკალი უკრთება და თვალები ენთება, მაგრამ, წამიც
და, თავს ისევ ირონიული ჩაცინებით ხრის.
– მისის ჯონსმა მართლაც რომ დიდებული ლანჩი მოგვიმზადა. – ამბობს ღიმილით.
– მართალია. – ჩურჩულით ვეთანხმები მეც.
უცებ პოზას იცვლის, წვება, თავს მუცელზე მადებს და კმაყოფილი გამომეტყველებით
თვალებს ხუჭავს, მე კი თმაში თითებს ვუცურებ.
ის მძიმედ ოხრავს და გამომეტყველება ისევ ეცვლება, უკმაყოფილო უხდება და კოპებს
კრავს, ისევ ვიბროსიგნალით აღუღუნებულ თავის ტელეფონს იღებს და ეკრანზე
შემოსული ზარის ნომერს დაჰყურებს, მერე თვალებს ატრიალებს და პასუხობს.
– უელჩ? – ესალმება მოკლედ, მაგრამ წამის უსწრაფესად იძაბება, კიდევ ცოტა ხანს
რაღაცას ისმენს და მკვეთრად ჯდება. – ოცდაოთხი, შვიდი... გმადლობ, – ცრის
მჭიდროდ შეკრულ კბილებში და ტელეფონს თიშავს.
განწყობის ცვლილება იმდენად სწრაფია, რომ გაოგნებული შევყურებ. თვალსა და
ხელს შუა ჩემი ხუმარა, მშვიდი და ხალისიანი ქმარი ქრება და მის ადგილს ცივი,
ანგარიშიანი და კლდესავით უტეხი სამყაროს მბრძანებელი იკავებს. ჩაფიქრებული და
კონცენტრირებული გამომეტყველებით კრისტიანი თვალებს ხუჭავს და ისეთი
გაყინული და ავი ირონიული ღიმილით იღიმება, რომ მის შემხედვარეს ცივი ოფლი
მასხამს. მერე ისევ „ბლეკბერის“ იღებს და თითს სწრაფი კავშირის ღილაკს აჭერს.
– როს, „ლინკოლნ ტიმბერის“ სულ რამდენი აქცია გვაქვს? – ის პოზას ისევ იცვლის და
მუხლებზე დგება.
თმის ყოველი ღერი წიწკნას მიწყებს. ჯანდაბა, რა ხდება?
– მოკლედ, ჩვენი წილი „გრეი ენტერპრაიზის“ ჰოლდინგზე გადაიტანე, მერე
გენერალური დირექტორის გარდა, დირექტორთა საბჭო დაითხოვე... ფეხებზე მკიდია...
კი, მესმის, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, ეს გააკეთე... გმადლობ... საქმის კურსში
ჩამაყენე. – კრისტიანი ტელეფონს თიშავს და რამდენიმე წამის განმავლობაში არაფრის
მთქმელი, გაქვავებული გამომეტყველებით მიყურებს.
ღმერთო! კრისტიანი გაცოფებულია.
– რა მოხდა?
– ლინკი. – ამბობს ხმადაბლა.
– ლინკი? ელენას ყოფილი ქმარი?
– ჰო. ჰაიდის გირაო ლინკს შეუტანია.
ჯერ ისევ მდუმარედ, ჯიუტ, წვრილ ხაზად ტუჩებმოკუმულ კრისტიანს
თავზარდაცემული და სრულიად გაოგნებული ვაჩერდები.
– ნუ, ეს ნიშნავს, რომ იდიოტის სახელი მოიხვეჭა. – ვბუტბუტებ დაბნეული, – იმას
ვგულისხმობ, რომ ჰაიდმა ხომ გირაოთი გათავისუფლების შემდეგ კიდევ მეორე
დანაშაულიც ჩაიდინა.
კრისტიანი თვალებს ჭუტავს და ირონიულად იცინის.
– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მისის გრეი.
– ახლა რა გააკეთე? – ვეკითხები ინტერესით და მის პირდაპირ მეც მუხლებზე ვდგები.
– გავაკოტრე.
ოჰო!..
– ჰმმ... მეჩვენება, თუ იმპულსურად მოიქეცი? – ვეკითხები ბუტბუტით.
– მე ხომ საერთოდაც იმპულსური ბიჭი ვარ, მისის გრეი?!
– რაც მართალია, მართალია.
კრისტიანი თვალებს ისევ ჭუტავს და ტუჩებს ჯიუტად კუმავს.
– ეს გეგმა სათადარიგოდ უკვე კარგა ხანია შემონახული მქონდა, – მიტყდება უცებ.
მე კოპებს ვკრავ.
– მართლა?
ის ჩუმდება და რამდენიმე წამის განმავლობაში ხმას არ იღებს, როგორც ჩანს, რაღაცის
გამო ჭოჭმანობს, მერე კი ღრმა ჩასუნთქვით, თითქოს გამბედაობას იკრებსო, თვალს
მისწორებს.
– ადრე, ოცდაერთი წლის რომ ვიყავი, ლინკმა თავისი ცოლი საშინლად სცემა. იმის
გამო, რომ ის ჩემთან ჟიმაობდა, ყბა, მარცხენა ხელი და ოთხი ნეკნი ჩაუმტვრია. –
კრისტიანს მზერა უქვავდება. – ახლა კი ვიგებ, რომ გირაო იმ ადამიანის დასახსნელად
შეიტანა, ვინც ჩემს მოკვლას ცდილობდა, ჩემი და გაიტაცა და ჩემს ცოლს თავი გაუტეხა.
ჩემთვის ეს უკვე მეტისმეტია. ანგარიშის გასწორების დრო დადგა.
ერთიანად ვფითრდები. ო, ღმერთო!..
– სამართლიანი დასკვნაა, მისტერ გრეი. – ვეუბნები ჩურჩულით.
– ჰო, ანა, ასეა. ადამიანებზე შურისძიება ნამდვილად არ მიყვარს და, საერთოდ, ეს ჩემი
სტილი არ არის, მაგრამ ამდენს უკვე ვეღარ ვაპატიებ. ის, რაც მაშინ ლინკმა ელენას
დამართა... მოკლედ... ჩემი აზრით, ელენას პოლიციისთვის უნდა მიემართა, მაგრამ ასე
არ მოიქცა. ეს მისი ნება და გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჰაიდთან დაკავშირებით
ლინკმა მეტისმეტად შორს შეტოპა, ჩემს ოჯახზე გადმოსვლით ლინკმა ის ისტორია
უკვე პირად საქმედ მიქცია, ამიტომ გავსრეს, ზედ ცხვირწინ კომპანიას გავუნადგურებ
და ყველაზე მაღალ ფასად ნაწილ-ნაწილ გავუყიდი, გავაკოტრებ და არარაობად ვაქცევ.
ოჰ...
– გარდა ამისა, – ირონიულად იცინის ის, – ამით ჩვენ კარგ ფულსაც გავაკეთებთ.
ანთებულ და ავი ნაპერწკლით ალაპლაპებულ ნაცრისფერ თვალებში ვუყურებ, მაგრამ
კრისტიანს უცებ მზერა ეცვლება და უთბება.
– მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა. – მეუბნება ჩურჩულით.
– არც შეგიშინებივარ. – ვიტყუები მე.
ის დამცინავად ცალ წარბს სწევს.
– უბრალოდ, ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო. – ვამბობ ხმადაბლა და
ნერწყვს ვყლაპავ. ღმერთო, ხანდახან მართლა როგორ მაშინებს...
ის ჩემკენ იხრება და ტუჩებში ნაზად მკოცნის.
– შენი უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ანა. ჩემი ოჯახის
უსაფრთხოებისთვის... და ამ პაწაწინა არსებისთვის. – ბუტბუტებს ზედ ჩემს ტუჩებთან,
მუცელზე ხელს მადებს და ნაზად მეფერება.
ოჰ... სუნთქვა მეკვრის. კრისტიანი ალერსიანი მზერით მიყურებს, მაგრამ თვალები
უცებ უმუქდება, ტუჩები ეპობა და როდესაც უნებური ჟესტით, თითის წვერებით
ბოქვენზე მეხება, ღრმა ჩასუნთქვით სუნთქვა იმასაც უჩერდება.
ოჰ, ღმერთო! დაუოკებელი სურვილი მთელ სხეულზე აფეთქებასავით ერთიანად და
სრულად მედება. მის თავს მოუთმენლად ხელებში ვიქცევ, თითებს თმაში ვუცურებ და
საკოცნელად მკვეთრად ჩემკენ ვეწევი. ის მოულოდნელობისგან კვნესის, პირს აღებს და
ჩემს ენას მისი ენის დაუფლების თავისუფლებას აძლევს, კიდევ ერთხელ კვნესის და
ჩემს ტუჩებს დანატრებული ხარბი ტუჩებითა და ენით კოცნაზე კოცნით მპასუხობს...
რამდენიმე ჯადოსნური წამის განმავლობაში ერთ სხეულად ქცეულნი, ერთმანეთს
გადაჭდობილი ენებით, ტუჩებით, სუნთქვით და ტკბილი, ამქვეყნად ყველაზე უტკბესი
შეგრძნებებით ერთმანეთს ვერწყმებით და ერთმანეთში ვიკარგებით... ღმერთო!.. ჰაერი
აღარ გვყოფნის...
მე ის მინდა! არანორმალურად, გონების დაბინდვამდე... ღმერთო, როგორ მომენატრა...
ეს, მასთან წოლა, მისი ჩემში შეგრძნება... მე ის მინდა! აქ და ახლავე, პირდაპირ ამ
მდელოზე და ღია ცის ქვეშ.
– ანა... – მკერდიდან ამოვარდნილ ჰაერს აყოლებს ის ჩემს სახელს, მონუსხულივით
ხელს უკანალზე მავლებს და ქვევით, ჩემი ქვედაბოლოს კიდისკენ აცურებს, მე კი უცებ
სრულიად აცახცახებული თითებით პერანგის ღილების გახსნას ვუწყებ.
– ანა... გაჩერდი. – ის უკან იწევა და მჭიდროდ კრიჭაშეკრული მაჯებს მიჭერს.
– არა. – ვბუტბუტებ მე, ქვედა ტუჩზე ნაზად ვკბენ და ჩემკენ ვექაჩები. – არა, –
ვიმეორებ ვნებით და დაუოკებელი სურვილით მის თვალებს შეჩერებული. – მე შენ
მინდიხარ.
ის ჰაერს მკვეთრად ისუნთქავს და თვალებში მიყურებს. საკუთარ თავს ებრძვის და ეს
სასტიკი ბრძოლა მისი ნაცრისფრად ანთებული მზერიდან ცხადად იღვრება.
– გთხოვ, შენ მე მჭირდები. – ვემუდარები ჩემი არსების ყოველი წერტილით და ისიც
ჩემს ვედრებას დანებებული კვნესის, მისი პირი ჩემსას პოულობს და ჩვენი ტუჩები
ერთმანეთს ერწყმება. ერთი ხელით თავს მიჭერს, მეორეს სხეულზე ქვევით, წელისკენ
მიცურებს, მაწვენს და, ისე რომ კოცნას არ წყვეტს, თვითონაც გვერდით მიწვება... მერე
უცებ სუნთქვაარეული მწყდება, თავს სწევს და ზემოდან ქვემოთ თვალებანთებული
დამყურებს.
– ღმერთო, რა ლამაზი ხართ, მისის გრეი.
ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე უსაყვარლეს სახეს თითებით ვეხები და ვეფერები.
– თქვენც ასევე, მისტერ გრეი, მთელი თქვენი არსებით, სხეულითა და სულით. ის
კოპებს კრავს, მე კი თითებს შუბლის შეჭმუხვნისგან გაჩენილ ნაოჭს ვაყოლებ.
– ნუ იბღვირები. შენ ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო ხარ, მაშინაც კი, როცა
ბრაზობ. – ვეუბნები ჩურჩულით.
ის ისევ კვნესის, ტუჩებით ჩემს ტუჩებს ეწაფება და პლედის ქვეშ, რბილი ბალახის
სარეცელზე ქვევიდან მიქცევს.
– როგორ მომენატრე, ანა... – ჩურჩულებს ალერსიანი ხმით და ნაზი კბენის ბილიკით
ნიკაპიდან ყვრიმალამდე ადის. გული ლამის არის მკერდიდან ამომიხტეს.
– მეც მომენატრე... ოჰ, კრისტიან... – ვბუტბუტებ ზედ მის ტუჩებთან და ერთი ხელით
თმაში ვაფრინდები,მეორეს კი მხარზე ვკიდებ.
ის კოცნით ჩემი ყელისკენ ინაცვლებს, თითებით კი ტუჩების გზას იმეორებს. ბლუზის
ღილებს მიხსნის, კიდეებს აქეთიქით მიწევს და მკერდზე მკოცნის... სიამოვნებისგან
ღრმა, ყელისმიერ ხმებს გამოსცემს, ზედ მკერდთან რაღაცას ბუტბუტებს და ეს ბგერები
სხეულში, მთელი ჩემი არსების ყოველ წერტილში, ყოველ, ყველაზე ბნელ კუნჭულში
შეღწეულ მხურვალე ტალღად მესახება.
– სხეული გეცვლება, – ჩურჩულებს ის და ცერა თითით ძუძუსთავს მისრესს, ისიც
მაშინვე მის ნებას მორჩილდება, მკვრივდება და ლიფის ქსოვილის ქვემოდან
მებურცება. – მე მომწონს, – ამატებს კმაყოფილი ღიმილით.
ის თითქოს გემოს სინჯავსო, ენის წვერით მკერდისკენ მეპარება და ენას მკერდსა და
ლიფის ხაზს აყოლებს... მაგიჟებს... მაღიზიანებს. მერე კბილებს ფრთხილად ლიფის
მაქმანიან კიდეს ავლებს და ქვემოთ ქაჩავს, ძუძუს მიშიშვლებს და ძუძუსთავზე
ცხვირით მეფერება, ისიც მისი შეხებისა და შემოდგომის საღამოს გრილი ნიავისგან
მაშინვე იბურცება და მკვრივდება, კრისტიანი ძუძუსთავს ტუჩებში იქცევს, პირში
ღრმად იწოვს და წუწნას იწყებს.
– ააა! – ვკვნესი და გგახსნილი პირით ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, მაგრამ უცებ
სასიამოვნო შეგრძნებებში მკვეთრად მეჭრება ნეკნების მწვავე ტკივილი და სახე
მეჭმუხნება.
– ანა! – ამოსდის წამოძახილივით კრისტიანს მკერდიდან და ბრაზით კოპებს კრავს,
სახეს შეშფოთების ნაოჭი უსერავს. – ამიტომ არ მინდოდა, – ბუზღუნებს
უკმაყოფილოდ. – მაგრამ შენ ხომ საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობ. არ მინდა,
ტკივილი მოგაყენო.
– არა... არ გაჩერდე, გთხოვ. – ვემუდარები მე და ვცდილობ, ტკივილს ყურადღება არ
მივაქციო.
ის თვალებში მიყურებს და სახეზე ცხადად შინაგანი ბრძოლა ეწერება.
– გთხოოვ!
– კარგი... მაშინ აი, ასე ჯობია. – მეუბნება ის და მოულოდნელად მწევს, თვითონ
ქვემოდან მექცევა და ზემოდან მე მისვამს. მოკლე ქვედაბოლო თეძომდე მეწევა და
კრისტიანი ჩემს ფერებას წინდის მაქმანის კიდესთან შიშველ ბარძაყებზე აგრძელებს. –
თანაც ასე შემიძლია გიყურო კიდეც. – მერე ცალ ხელს სწევს, საჩვენებელ თითს მეორე
ძუძუსა და ლიფს შორის აცურებს და ლიფის მაქმანს ქვევით სწევს, იმასაც მიშიშვლებს.
ორივე ძუძუს ცალცალ ხელში იქცევს, მე თავი უკან მივარდება და წინ, მისი
ჯადოსნური ხელებისკენ მკერდით ვიწევი. ის მკერდს მისრესს, ძუძუსთავებზე თითებს
მიჭერს, წელავს, აწვალებს... სიამოვნების წამოყვირებისგან თავს ვერ ვიკავებ. ის უცებ
იწევა და ისე ჯდება, რომ ლამის ცხვირით ცხვირზე მიბჯენილები ვსხედვართ,
მიყურებს და თავისი ვნებით ჩამუქებული ნაცრისფერი თვალებით ერთიანად მჭამს,
მერე ტუჩებში ხარბად მკოცნის, ხელებით კი ბჩემს ნეტარ წამებას და გაგიჟებას
აგრძელებს. თითებით ისევ კრისტიანის პერანგის ღილებს ვეტანები და პირველ ორ
ღილს ვხსნი... რაღაც სენსორული გადახურების მსგავსი შეგძნება მეუფლება, მინდა,
ყველგან ერთდროულად ვკოცნო, გავხადო, შიგნიდან ვიგრძნო, ყველაფერი ერთად და
ერთბაშად ვაკეთო.
– ეი... – ჩურჩულებს ის, ხელებს თავზე მკიდებს, მაწევინებს და თვალებში
ჩამუქებული, გრძნობიერი დაპირებით აღსავსე მზერით მიყურებს. – ნუ ჩქარობ. ნელა...
მინდა, შენი ყოველი წერტილი ვიგრძნო და ერთიანად შეგიგრძნო, ანა.
– კრისტიან, ძალიან მენატრებოდი, არანორმალურად მინდოდი... ვეღარ ვითმენ. –
ვკრუსუნებ სუნთქვაარეული.
– ნელა... – ჩურჩულებს ის და ეს ბრძანებაა, მერე ტუჩების მარჯვენა კუთხეზე მკოცნის.
– ნელა. – მარცხნივ ინაცვლებს. – ნელა, საყვარელო... – ჩემს ქვედა ტუჩს ნაზად
კბილებში იქცევს და ოდნავ მქაჩავს. – მოდი, არ ვიჩქაროთ.
თმაში თითებს მიცურებს და ერთ ადგილას მაჩერებს, მისი ენა კი პირში მიძვრება, ჩემს
ენას ეძებს, გემოს მისინჯავს, მიპყრობს, ერთდროულად მამშვიდებს კიდეც და გონების
დაბინდვამდეც მივყავარ, სრულიად მაგიჟებს... ღმერთო, მისი კოცნა ყოველთვის ჭკუას
მაკარგვინებს.
თავდავიწყებით ვეფერები ჩემთვის ამქვეყნად უსაყვარლეს სახეს და ხელებს
ფრთხილად ისევ ქვევით ვაცურებ, მისი ყელისკენ და კიდევ უფრო ქვევით... ვკოცნი და
თან ისევ პერანგზე ღილების გახსნას ვიწყებ. ბოლომდე რომ ჩავდივარ, კიდეებს
აუჩქარებლად აქეთ-იქით ვუწევ და მკერდს ვუშიშვლებ, ორივე ხელის თითებს მის
ლავიწის ძვლებს ვაყოლებ, თითის ბალიშებით მის თბილ, აბრეშუმივით რბილ კანს
ვეხები... მერე ნელ-ნელა უკანუკან ვაწვები, ვაწვენ და ვსწორდები, ზემოდან
სიყვარულით დავყურებ და თეძოების მოძრაობას ვიწყებ, ასო უფრო და უფრო
ეზრდება. ოდნავი, მაგრამ გრძნობიერი რიტმით ვეტმასნები. მისი ტუჩების კონტურს
თითს ვაყოლებ და ნიკაპზე ვუცურებ, მერე ყელზე ჩამოვდივარ და ხვანჩის გავლით
ლავიწის ძვლებს შორის ჩაღრმავებამდე ჩამაქვს. ჩემი ულამაზესი ქმარი... ვიხრები და
თითის მოძრაობის კვალდაკვალ კოცნით მივუყვები. ყვრიმალზე ნაზად ვკბენ, მერე კი
ყელში ვკოცნი. კრისტიანი ნეტარებით თვალებს ხუჭავს.
– ააა... – სწყდება მკერდიდან კვნესა, თავს უკან სწევსდა ყელისკენ გზას
მითავისუფლებს. პირი ეღება და უხმო ნეტარებით გგახსნილი ტუჩები უთრთის.
საკუთარი სიამოვნებისა და გრძნობიერების მორევში ჩაძირული ჩემზე კიდევ უფრო
დამათრობლად და ამგზნებად მოქმედებს.
ენის წვერით ქვევით, მისი მკერდისკენ მივიწევ, რბილ თმას ვუსველებ და
ველამუნები. მმმმ... ღმერთო, რა გემრიელია, რა საოცარი სუნი ასდის... ნეტარებისგან
თავბრუ მესხმის. ჯერ ერთ, მერე მეორე პატარა, მრგვალ ნაიარევზე ვკოცნი და
კრისტიანი თეძოებში მაფრინდება. ხელებით მკერდზე ვეყრდნობი, თავს ვწევ და მზერა
მის სახეზე გადამაქვს. ის სუნთქვაარეული და თვალებანთებული მიყურებს.
– შენ ეს მართლა გინდა? ააქ? – მეკითხება აქოშინებული და მზერაში ჩამდგარი
სიყვარულისა და ვნების დამათრობელი ნაზავით.
– კი. – ვბუტბუტებ გონებადაბინდული და ტუჩებითა და ენით მკერდს მისი
ძუძუსთავისკენ მივუყვები, ძუძუსთავს რბილად კბილებში ვიქცევ და ენის წვერით
ვეთამაშები.
– ოჰ, ანა, – ჩურჩულებს ვნებით, მერე უცებ ხელს წელზე მხვევს, ზევით მწევს, მეორე
ხელით კი ჯინსზე ღილს იხსნის და წამომართულ ასოს ითავისუფლებს. ისევ ზედ
მისვამს და მეც თხელ საცვალს მიღმიდან სიმკვრივისა და სიმხურვალის შეგრძნებით
ბაგეებით მაშინვე ზედ ვეტმასნები. კრისტიანი ხელებს ბარძაყებზე, ზევით მიცურებს,
წინდების მაქმანის კიდეებთან ჩერდება და შიშველ კანზე თითის წვერებით
ამაგზნებელი წრეების ხაზვით სულ უფრო და უფრო ზევით მიიწევს... ზევით, კიდევ
უფრო ზევით და ცერა თითის ბალიშით იქ მეხება, სადაც მის შეხებას ყველაზე მეტად
ვნატრობ და ველოდები... ღმერთო! ჰაერს მკვეთრად ვისუნთქავ და სუნთქვა მეკვრის.
– იმედი მაქვს, ეს შენი საყვარელი ბიკინი არ არის, – მეუბნება ბუტბუტით და მწველი
და სრულიად ველური მზერით ისედაც ცეცხლმოდებულ სხეულს კიდევ უფრო მწვავს.
თითებს ბიკინის რეზინის გასწვრივ მისრიალებს, მაღიზიანებს, მაგზნებს და ცერებს
უცებ მაქმანის საცვლის ქვეშს მიცურებს, მკლავებს ძაბავს და თხელ მაქმანს ერთი
მოძრაობით ზედ მახევს... ჩემს თეძოებს ხელებში იქცევს, ცერებით ისევ იქ, კლიტორზე
მაწვება და თვითონაც ჩემკენ იზნიქება.
– რა სველი ხარ... – ჩურჩულებს ავხორცი გრძნობიერებით აღსავსე ხმით და
მოულოდნელად ჯდება, ცალ ხელს ისევ წელზე მხვევს და ჟინით ტუჩებში მკოცნის... –
ოღონდ არ იჩქაროთ, მისის გრეი... მინდა, მთლიანად გიგრძნო!.. – ამატებს და, როგორც
კი მწყდება და ზევით მწევს, მერე კი ნელა, მტანჯველი აუჩქარებლობითა და
დახვეწილი სიმსუბუქით ასოზე მიცვამს... ღმერთო!.. სიამოვნებისგან
გონებადაბინდული ჩემში შემოსული მისი ასოს ყოველ სანტიმეტრით ერთიანად
ვივსები და ვნეტარებ.
– აააჰ! – მწყდება მკერდიდან ბედნიერების წამოკივლება და მკლავებში ვაფრინდები.
მინდა, ზევით ავიწიო და ამდენი ხნის ნანატრი ხახუნი შევიგრძნო, მაგრამ ის არ
მიშვებს, წელზე მოხვეული ხელით ერთ ადგილას მაკავებს.
– არა, ჯერ მთლიანად შემომიშვი... – ჩურჩულებს ის, თეძოს ჩემკენ ზნექს და
ბოლომდე მავსებს. თავი უკან მივარდება და მკერდიდან თავშეკავებული, მაგრამ
პირველყოფილი ნეტარების კივილი ამომდის.
– მიდი, კიდევ, მინდა გისმინო, – ჩურჩულებს ავხორცად კრისტიანი ზედ ჩემს
ტუჩებთან.
– არა... არ იმოძრაო, უბრალოდ შეიგრძენი.
დაბინდულ თვალებს ვახელ, სიამოვნებისაგან უხმო ყვირილში გაშეშებული პირი ჯერ
ისევ ღია მაქვს და ნეტარებისგან გაოგნებული ცისფერი თვალებით მისი დამძიმებული
ქუთუთოების ქვეშიდან მომზირალ ნაცრისფრად აალებულ თვალებს ვაჩერდები. ის
ჯერ ისევ ერთ ადგილას მაჩერებს, მაგრამ თეძოს ზევით ზნექს და მოძრაობას თვითონ
იწყებს. მე ვკვნესი. კრისტიანი თავს ხრის და ყელში მკოცნის.
– ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია... და ეს მომენტი, როდესაც ასე ღრმად ვარ
შენში, – მისი ბუტბუტი და ამონასუნთქი ჰაერი კანს მიხურებს.
– გთხოვ, გააგრძელე... იმოძრავე. – ვევედრები ჩურჩულით.
– ნუ ჩქარობთ, მისის გრეი, ნუ ჩქარობთ. – მპასუხობს ის სუნთქვაარეული და
ქვემოდან ისევ მაწვება... სიამოვნება მთელ სხეულში ტალღებად მეშლება. სახეს ორივე
ხელით ვუჭერ და ვნებით ვკოცნი.
– მიდი, კრისტიან, გთხოვ, მიდი...
ის კბილების ნაზი მოჭერით და ენის ტრიალით ჩემს ყბის ძვალს მიუყვება ყურისკენ
ინაცვლებს.
– მიდი! – მეუბნება უცებ, წელზე მოჭერილ ხელს ადუნებს და მოძრაობის საშუალებას
მაძლევს.
ნანატრი თავისუფლების მიღებით ჩემი შინაგანი ქალღმერთი თავს იწყვეტს.
კრისტიანს ხელის რბილი კვრით ვაგდებ და ჩემში მისი შეგრძნებით ნეტარების
მორევში გადაშვებული მოძრაობას ვიწყებ... ძლიერს, ენერგიულს, თავაწყვეტილს... ის
წელზე ხელებს მავლებს და ჩემს რიტმს ჰყვება. ღმერთო, როგორ მომნატრებია... აი, ეს,
თავბრუდამხვევი შეგრძნება, როდესაც ზემოდან ვაზივარ... ზურგს ჩამავალი მზის
სხივები მითბობს, ჰაერში შემოდგომის მოტკბო სუნი ტრიალებს, ჩვენს
ცეცხლმოკიდებულ სხეულებს კი თბილი ნიავი ელამუნება... შეგრძნებების
თავბრუდამხვევი ნაზავია... ერთ სხეულადშერწყმის, ერთმანეთის გემოსა და სუნის და
ჩემი უსაყვარლესი ქმრის ჩემ ქვეშ ყურების!..
– ოჰ, ანა! – კვნესის ის თვალებდახუჭული, პირგგახსნილი და უკან თავგადაზნექილი.
ოოოჰ... ღმერთო, როგორ მიყვარს... ვაღმერთებ!.. სადღაც ღრმად, შიგნით სულ უფრო
და უფრო ნეტარების ტალღა მიზვირთდება... იზრდება... ერთიანად მიცავს. კრისტიანი
ხელებს ბარძაყებზე მადებს და ცერა თითებს კლიტორზე მაჭერს... ღმერთო! თვალთ
მიბნელდება და წამში, ერთდროულად ათას ნაწილად დაშლისგან შიგნიდან
ვფეთქდები და ერთიანად აცახცახებული ზემოდან ვეცემი... კრისტიანი უკან მომყვება,
ნეტარების მწვერვალს აღწევს და სიყვარულით, სიამოვნებისა და ბედნიერებისგან
ენაარეული ჩემი სახელის ღმუილით ათავებს.
ის მკერდზე მიკრავს და თავს ნაზად მიჭერს. თვალებდახუჭული ჩემ გარშემო
შემოხვეული მისი მკლავების შეგრძნებით ვნეტარებ. ხელისგულით მის ნელნელა
რიტმშენელებულ და დამშვიდებულ გულისცემას ვგრძნობ... მკერდზე ვკოცნი, სახით
ვეხახუნები და არც კი მჯერა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ სიამოვნების შეგრძნების
უფლებას არ მაძლევდა.
– თავს უკეთ გრძნობ? – მეკითხება ის ჩურჩულით. მე თავს ვწევ და მის ლამაზ, ფართო
ღიმილით გაცისკროვნებულ სახეს ვუყურებ.
– ბევრად. შენ? – ვუღიმი მეც არანაკლებ კმაყოფილი და ბედნიერი.
– მეც, ძალიან მენატრებოდით, მისის გრეი. – მეუბნება უცებ დასერიოზულებული
ხმით.
– მეც.
– ამიერიდან ყოველგვარი უგუნურგმირული გამოხდომების გარეშე, კარგი?
– კარგი. – ვპირდები ღიმილით.
– ყოველთვის ყველაფერი მითხარი ხოლმე... – მეუბნება ჩურჩულამდე ჩავარდნილი
ხმით.
– კარგი. შენ კიდევ – მე.
ის ირონიულად, მაგრამ მხიარულად იცინის.
– სამართლიანი მოთხოვნაა, მისის გრეი. შევეცდები. – ამატებს ბოლოს და თავზე
მკოცნის.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ სახლში ძალიან ბედნიერები ვიქნებით... – ვამბობ
ხმადაბლა და სიხარულის სრული შეგრძნებით თვალებს ვხუჭავ.
– ჰო. შენ, მე და... ჩვენი ციცქნა. ჰო, სხვათა შორის, თავს როგორ გრძნობ?
– მშვენივრად. დაწყნარებულად და ბედნიერად.
– ძალიან კარგი.
– შენ?
– მეც, – მპასუხობს ხმადაბლა
ისევ თავს ვწევ და ვუყურებ, ვცდილობ, მისი სახის გამომეტყველებით მივხვდე, რაზე
ფიქრობს.
– რა იყო? – მეკითხება ის.
– იცი, სექსის დროს საშინლად დესპოტური ხარ ხოლმე.
– გინდა თქვა, რომ ეს არ მოგწონს?
– არა. უბრალოდ მაინტერესებს... შენ მითხარი, რომ ისეთი ცხოვრება გენატრება.
კრისტიანი ჩუმდება და უსიტყვოდ შემომყურებს.
– ჰო, ხანდახან.
ოჰ...
– კარგი, ვნახოთ, რა შეიძლება ამას მოვუხერხოთ... – ვპასუხობ ბუტბუტით და მის
სხეულზე ვაზივით შემოხვეული, ტუჩებში ნაზად ვკოცნი.
გონებაში კადრებად ამ ხნის განმავლობაში განცდილგანვლილი ჩვენი სექსის
სურათები მიტივტივდება – ტალისი, მე მაგიდაზე გაწოლილი, ჯვრის ფორმის ხის
ფიცრებზე და საწოლზე მიჯაჭვული... ჰმ, მისი... ჩვენი ასეთი სექსი მეც მასზე
არანაკლებ მომწონს და მე შემიძლია ეს მისთვის, მასთან ერთად და ჩემთვისაც, თანაც
სიამოვნებით, ვაკეთო. იმ ტყავის შოლტის გახსენებაზე ხომ საერთოდ, მთელ სხეულში
სიამოვნების ჟრუანტელი მივლის.
– სექსის დროს თამაში მეც მომწონს. – ვბუტბუტებ ხმადაბლა, თავს ისევ ვწევ და მის
სახეზე გამოსახულ მორცხვ ღიმილს ვაწყდები.
– იცი... ძალიან მინდა, შენი საზღვრები შევიგრძნო. – მეუბნება უცებ ჩურჩულით.
– რა საზღვრები?
– სიამოვნების საზღვრები.
– მგონი, მე ეს მომეწონება. – ჩემი შინაგანი ქალღმერთი, სიხარულით
თავბრუდახვეული იქვე გულწასული ეცემა.
– კარგი... იქნებ სახლში რომ მივალთ, ვცადოთ... – ჩურჩულებს კრისტიანი. ის ჩვენ
შორის ჰაერში გამოკიდებული ამ გრძნობიერი დანაპირებით მრავალმნიშვნელოვნად
ჩუმდება, მე კი მის სხეულზე შემოხვეული თავს ისევ მკერდზე ვადებ... ღმერთო,
როგორ მიყვარს!

***
ჩვენი პიკნიკის შემდეგ ორი დღე გავიდა, ზუსტად ორი დღე, რაც პირობა მომცა, რომ
სახლში დაბრუნებულები ჩემი სიამოვნების საზღვრებს გამოვცდიდით, მაგრამ ის ისევ
ისე მექცევა, თითქოს უსათუთესი ფაიფურის ლარნაკი ვიყო. სამსახურში წასვლის
უფლებას ჯერ ისევ არ მაძლევს, ამიტომ სახლში ვმუშაობ... გამოხმაურების წერილების
დასტას გვერდზე ვდებ და მძიმედ ვოხრავ. მე და კრისტიანი თამაშების ოთახში ერთად
მას შემდეგ არ შევსულვართ, რაც მე შემაჩერებელი სიტყვა წარმოვთქვი... მაგრამ ხომ
თქვა, რომ ის ყველაფერი ენატრება?.. მარტო მას კი არა, მეც მენატრება და
განსაკუთრებით ახლა, როცა ჩემი სიამოვნების საზღვრების გამოცდას დამპირდა. იმაზე
ფიქრს ვიწყებ, რა შეიძლება ეს იყოს და ერთიანად ვწითლდები. მზერა მაშინვე
საბილიარდო მაგიდისკენ გამირბის... ღმერთო, უკვე ვეღარ ვითმენ!..
ფიქრს უცებ ოთახში შემოჭრილი მელოდიურლირიკული წყნარი მუსიკა
მაწყვეტინებს. კრისტიანი როიალზე უკრავს, თუმცა ამჯერად გლოვის ზარივით
სულისშემძვრელ თავის საყვარელ რომელიღაც ნაწარმოებს კი არა, რაღაც ნაზ,
სასიამოვნო და იმედით სავსემელოდიას, რომელიც მეც საიდანღაც მეცნობა, მაგრამ
კრისტიანის შესრულებით არასდროს მომისმენია.
ბიბლიოთეკის ოდნავ გშეღებულ, სასტუმრო ოთახში გამავალ კართან ფეხაკრეფით
მივდივარ და როიალთან მჯდარ ჩემს ქმარს ჩუმად ვუყურებ. უკვე მოსაღამოებულია და
შევარდისფრებული ცის ფანჯრებიდან ოთახს მოფენილი შუქი მის სპილენძისფერ
თმაზე ირეკლება. კრისტიანი ვერ ამჩნევს, რომ ვუყურებ და მთელი არსებით დაკვრაზეა
კონცენტრირებული, მე კი, როგორც ყოველთვის, მისი სილამაზისგან სული მეხუთება.
ამ ბოლო დღეებში ის ისეთი გულახდილი და ყურადღებიანი იყო, რომ თავი სიზმარში
მგონია, თავის საქმეებზე მიყვებოდა, სხვადასხვა თემაზე ჩემთან ერთად ფიქრობდა და
გეგმებს აწყობდა... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კაშხალი გასკდა და კრისტიანი, როგორც
იქნა, და უკვე საბოლოოდ, ალაპარაკდა.
უცებ ვხვდები, რომ რამდენიმე წუთში, როდესაც დაკვრას დაამთავრებს, ჩემ სანახავად
მოვა და უცებ იდეა მიჩნდება. აღელვებული, იმის იმედად, რომ ვერ შემამჩნევს,
ბიბლიოთეკიდან ფეხაკრეფით გავდივარ და ჩვენი საძინებლისკენ მივრბივარ, გზად
ტანსაცმელს ვიხდი და მხოლოდ ღია ცისფერ მაქმანებიან საცვალში ვრჩები.
საძინებელში შესული დალურჯებული ადგილების დასაფარად ამავე ფერის პერანგს
ვპოულობ და ნაჩქარევად ვიცვამ, მერე ვიხრები და უჯრიდან თამაშების ოთახისთვის
განკუთვნილ ჩემს საყვარელ, კრისტიანის დახეულ, გახუნებულ ჯინსს ვიღებ. მერე
ხელს საწოლთან მდგარ პატარა მაგიდაზე დადებულ ჩემს „ბლეკბერის“ ვავლებ, ჯინსს
საწოლზე ვდებ და საძინებელში შემოსასვლელ კართან მუხლებზე ვდგები. კარი ოდნავ
გგახსნილია და ჩემს სმენამდე კიდევ ერთი, უკვე სხვა, მაგრამ პირველივით სასიამოვნო
და იმედით აღსავსე მელოდიის ბგერები აღწევს. აკანკალებული თითებით
შეტყობინების წერას ვიწყებ.

From: ანასტასია გრეი


Subject: ჩემი ქმრის სიამოვნება
Date: 21 სექტემბერი, 2011; 20:45
To: კრისტიან გრეი

ბატონო,
ველი თქვენს განკარგულებებს.
მუდამ თქვენი, მისის გ. x

ღილაკს თითს ვაჭერ და შეტყობინებას ვგზავნი.


რამდენიმე წამში მუსიკის ხმა მკვეთრად წყდება. გული უცებ გამალებულ ბაგაბუგს
მიწყებს, ისეთს, რომ ლამისაა მკერდიდან ამომიხტეს. ვიცდი... კიდევ რამდენიმე წამი
გადის და ისევ ვიცდი, ბოლოს, როგორც იქნა, „ბლეკბერის“ წრიპინი იმეილის მიღებას
მატყობინებს.
From: კრისტიან გრეი
Subject: „ჩემი ქმრის სიამოვნება“ <– სათაური ფრიად მომეწონა, პატარავ.
Date: 21 სექტემბერი, 2011; 20:48
To: ანასტასია გრეი

მისის გ,
მინდა გითხრათ, რომ ინტრიგა გამოგივიდათ.
შენ მოსაძებნად მოვდივარ. მზად დამხვდი.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ მოუთმენელი მოლოდინით აღტყინებული
გენერალური დირექტორი

„მზად დამხვდი!“ გული კიდევ უფრო მიჩქარდება და თვლას ვიწყებ. ზუსტად


ოცდაჩვიდმეტ წამში კარი იღება. მე თავი დახრილი მაქვს, ამიტომ ზღურბლზე
გაჩერებულ მხოლოდ მის შიშველ ტერფებს ვხედავ. ჰმ... ის ხმის ამოუღებლად დგას და
არ ინძრევა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი საუკუნე გადის, კრისტიანი კი ისევ
ხმას არ იღებს. ჯანდაბა!.. საკუთარ მუხლებზე თვალებდახრილი მთელი ძალით თავის
აწევის და მისი გამომეტყველების დანახვის ცდუნებას ვებრძვი.
ბოლოს, როგორც იქნა, ინძრევა, იხრება და თავის ჯინსს იღებს. ისევ ხმის
ამოუღებლად გარდერობოთახში შედის, მე კი გაუნძრევლად ისევ მუხლებზე მდგარი
ვრჩები. ღმერთო ჩემო!.. აი, ისიც... გული შეშლილივით მიცემს და ადრენალინის
მკვეთრი მატებით ძარღვებში სისხლის მოძრაობა მიჩქარდება. უკვე ერთიანად სველი
ვარ, აგზნებისგან მოუთმენელ წრიალს ვიწყებ. ნეტა რას იზამს?.. რამდენიმე წამში
კრისტიანი უკან ბრუნდება... შიშველი, ტერფებთან ჩემი საყვარელი ჯინსის ტოტებს
ვხედავ.
– ესე იგი თამაში გინდა? – მესმის მისი ჩახრინწული ხმა.
– კი.
ის არ მპასუხობს და ვბედავ, რომ თვალი ნაჩქარევი მზერით მის ფეხებს ავაყოლო,
სხეულზე მომჯდარ რბილ ქსოვილში გამოკვართულ მის თეძოს, ელვის ქვეშ
გამობერილ, უკვე წამომართულ ასოს, მენჯის ხაზზე შეხსნილ ღილს, ბოქვენისკენ
ჩამავალ თმის წვრილ ბილიკს, მის ჭიპს, ბრტყელ და დაკუნთულ მუცელს, მკერდზე
იშვიათ თმას და... ცეცხლის ალით ანთებულ ნაცრისფერ თვალებს... კრისტიანი თავს
გვერდზე ხრის და წარბს ძგიბავს.
ჯანდაბა!..
– რას ნიშნავს „კი“? – ჩურჩულებს ის.
– დიახ, ბატონო.
მზერა შედარებით რბილი უხდება.
– ყოჩაღ, – მეუბნება ხმადაბლა და თავზე ხელს მისვამს. – მგონი, ჯობია, ახლა ზევით
აგიყვანო. – ამატებს წამის შემდეგ. და მეც სადღაც ღრმად მუცლის ქვედა ნაწილში
საოცარი სიმხურვალე მეღვრება და ყველა კუნთი ერთად მეჭიმება.
კრისტიანი ხელს მკიდებს და საძინებლიდან გავყავარ, დიდ ოთახს ერთად ვჭრით და
კიბით მეორე სართულზე ავდივართ. ის თამაშების ოთახის კართან მაჩერებს, ჩემკენ
იხრება და ნაზად მკოცნის, მერე კი უცებ თმაში მკვეთრად მავლებს ხელს და თავს ერთ
ადგილას მაჩერებინებს.
– იცი?.. შენ მაშინაც ზევით ხარ, როცა ქვემოთ ხარ. – ბუტბუტებს ზედ ჩემს ტუჩებთან.
– რაა? – ვერვხვდები, რას გულისხმობს.
– ნუ გეშინია, ასე ცხოვრება ჩემთვის მისაღებია, – ოდნავ დამცინავი ტონით
ჩურჩულებს წამის შემდეგ და ცხვირის წვერს ყვრიმალიდან ყურისკენ მიცურებს. –
ოთახში რომ შევალთ, მუხლებზე ისე დადექი, როგორც გასწავლე.
– დიახ... ბატონო.
კრისტიანი თვალებში მიყურებს... მისი მზერიდან ერთდროულად უსაზღვრო
სიყვარული, გაოგნებული აღფრთოვანება და ავხორცი სურვილი იღვრება.
ოჰ, ღმერთო... მის გვერდით ცხოვრება მოსაწყენი ნამდვილად არასდროს ყოფილა და
ზუსტად ვიცი, რომ არც არასოდეს იქნება. მე ეს მამაკაცი მიყვარს... ჩემი საყვარელი,
ჩემი შვილის მამა, დროდადრო ჩემი მბრძანებელ-დომინანტი და... ჩემი ორმოცდაათი
ელფერი.

ეპილოგი
დიდი სახლი, 2014 წლის მაისი
პიკნიკებისთვის განკუთვნილ ჩვენს შოტლანდიურ პლედზე ვარ წამოწოლილი და
გაზაფხულის კამკამა ცისფერ ცას ავყურებ. მდელოზე, იმ ადგილიდან, სადაც ვწევარ,
ხედს ჩასმული ნახატივით გარშემო შემორტყმული მაღალი, მწვანე ბალახი და
მინდვრის ყვავილები ჩარჩოსავით ევლება. მზე სხეულზე სასიამოვნოდ მელამუნება,
კანს და მუცელს მითბობს და მეც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ვდუნდები და
ჟელესავით ვლღვები. ღმერთო, რა კარგია... არა, უბრალოდ, არაჩვეულებრივი და
საოცარია. სიმშვიდისა და სრული და აბსოლუტური კმაყოფილების წუთებით
ვნეტარებ. ჰმ... ასეთი კმაყოფილებისა და სიხარულის გამო თავს ალბათ დამნაშავედაც
კი უნდა ვგრძნობდე, მაგრამ არა, ვერ ვგრძნობ. პირიქით, სიცოცხლე მიხარია, მიხარია
აქ და ახლა, რადგან მე, ისევე როგორც ჩემმა ქმარმა, ამ წუთით გახარება ვისწავლე.
თავში ჩვენს ძველ სახლ „ესკალაში“ გატარებული ღამის არაჩვეულებრივი მოგონებები
მიტივტივდება, სიამოვნებისგან ვიღიმები და უნებურ წრიალს ვიწყებ...

***
ფლოგერის ტყავის ფოჩები ჩემს გამობერილ მუცელზე მტანჯველი აუჩქარებლობით
მიცოცავს.
– მითხარი, კიდევ გინდა? – ჩურჩულებს კრისტიანი ზედ ჩემს ყურთან.
– გთხოვ!.. – ვევედრები მე და თავს ზემოთ შეკრული ხელების ამოძრავებას ვცდილობ.
თვალებახვეული და გისოსზე მიბმული თამაშების ოთახში ვდგავარ.
ფლოგერის ფოჩების მოულოდნელი, ოდნავი ტყლაშუნი უკანალს სასიამოვნოდ
მიწვავს.
– „გთხოვ“ რას ნიშნავს?
სუნთქვა კიდევ უფრო მიხშირდება.
– გთხოვ, ბატონო.
კრისტიანი ამწვარ უკანალზე ხელს მადებს და რბილად მისრესს.
– კარგი, კარგი... – ხმადაბლა ბუტბუტებს ის და ხელის წრიული მოძრაობით
უკანალიდან საშოსკენ ინაცვლებს.
მოუთმენელ კვნესას ვერ ვიკავებ.
– მისის გრეი, – ქშინავს ის და კბილებით ყურის ბიბილოზე მწვდება. – ოჰ, უკვე რა
სველი ხართ.
კრისტიანი თითებს შიგნით მისრიალებს და გონების დამბინდავ მოძრაობას იწყებს...
წინ – უკან, წინ – უკან... ღმერთო!.. ერთი თითით კი ჩემს ყველაზე მგრძნობიარე
ადგილს აწვება. უცებ ფლოგერი იატაკზე ეცემა და მისი მეორე ხელი მუცლის გავლით
მკერდისკენ მოსრიალებს. მოლოდინით ერთიანად ვიძაბები და ძუძუსთავები შეხების
გარეშეც კი მიმკვრივდება და ერთიანად მევსება.
– ჩშშ... – ყურზე მისი ამოსუნთქვით მონაბერი ჰაერი თბილად მელამუნება, ძუძუსთან
მიტანილ ხელს კი ჯერ თასივით ხრის და ძუძუს შიგ იქცევს, მერე ცერა თითით
ძუძუსთავის გარშემო ფერებას იწყებს.
ააჰ!
მისი ალერსიანი და მაცდური ფერება თავბრუს მახვევს. მკერდიდან ნელ-ნელა
გაშლილი სიამოვნება სპირალივით სულ უფრო და უფრო ქვევით, ყველაზე დიდ
სიღრმეებამდე აღწევს. თავი უკან მივარდება, მკერდით მისი ხელისკენ ვიზნიქები,
ვესრისები და მკერდიდან ისევ ჩუმი კვნესა მწყდება.
– შენი სმენა მიყვარს. – ჩურჩულებს კრისტიანი. მისი წამომართული ასო თეძოზე
მაწვება და გახსნილი შარვლის ღილები კანში მერჭობა, თითებით კი თავის
დაუოკებელ და ნეტარად დაუნდობელ მოძრაობას აგრძელებს – წინ – უკან, წინ – უკან...
ღმერთო! – გინდა ასე გაგათავებინო?
– არა.
ის ხელს აჩერებს.
– მართლა, მისის გრეი? ეს რა, თქვენი გადასაწყვეტია? – მეკითხება მკაცრად და
ძუძუსთავზე თითებს მიჭერს.
– არა... არა, ბატონო.
– ასე ჯობია.
– ააა... გთხოვ, – ვკვნესი ისევ მუდარით.
– რა გინდა, ანასტასია?
– შენ მინდიხარ... შენ... მუდმივად.
ის ჰაერს მკვეთრად ისუნთქავს.
– შენ მთლიანად. – ვამატებ სუნთქვაარეული.
ის საშოდან ხელს მაშორებს, სახით თავისკენ მატრიალებს და თვალებიდან შარფს
მხსნის. სინათლე თვალს მჭრის, უნებურად წამწამებს ვახამხამებ და მაშინვე მის ვნებით
ჩამუქებულ, ნაცრისფრად აალებულ და ჩემს სახეს მოჩერებულ მზერას ვაწყდები. ის
საჩვენებელ თითს ქვედა ტუჩის კონტურზე მიტარებს, მერე ორს, საჩვენებელსა და შუას,
პირში მიყოფს და საკუთარი აგზნების მომლაშო გემოს მასინჯებს.
– წოვე. – მეუბნება მბრძანებლური ტონითა და ჩურჩულით და მეც თითებს ენას
ვუსვამ, გარშემო ვუტარებ. მმმ... მშვენიერი გემო მქონია.
წამიც და, მისი ორივე ხელი თავს ზემოთ შეკრულ ჩემს მკლავებზე ზევით,
ბორკილებისკენ მიცურავს, ის ბორკილებს მხსნის და ხელების ჩამოშვების უფლებას
მაძლევს. მერე პირით კედლისკენ მაბრუნებს, ნაწნავს მქაჩავს და თავისკენ მიზიდავს...
თავს გვერდზე მახრევინებს, სველი ტუჩებით კისერზე ყურისკენ მიუყვება და სხეულზე
კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს.
– შენი პირი მინდა, ანა. – ბუტბუტებს მაცდური და რბილი ხმით და უკვე
მომწიფებულ
და სურვილით აცახცახებულ ჩემს სხეულშიც, სადღაც ღრმად შიგნით მაშინვე პასუხად
ყველა კუნთი ერთდროულად იძაბება. ღმერთო, რა ტკბილი და ენით აუწერელი
სიამოვნებაა...
გახსნილი ტუჩებიდან ჩუმი კვნესა მწყდება. მისკენ ვბრუნდები, ხელებით თმაში
ვაფრინდები, ჩემკენ ვეწევი და ავხორცი მოუთმენლობით ვკოცნი, პირში ენას ვჩრი და
მისი გემოს შეგრძნებით ვნეტარებ.ისიც კვნესის, ხელს უკანალზე მავლებს და თავისკენ
მიზიდავს, მაგრამ სხეულზე მხოლოდ ჩემი უკვე საკმაოდ გამობურცული მუცლით
ვედები. ყბის ძვალზე ნაზად ვკბენ და კოცნის ბილიკით მისი ყელისკენ მივიწევ, ხელს
კი ქვევით, ჯინსის სათავისკენ ვუცურებ. ის თავს უკან სწევს და ყელს მიშიშვლებს...
ისევ ვკვნესი და ენის წვერითა და ტუჩებით ყელის, მერე მკერდისა და მუცლის გავლით
სულ უფრო და უფრო ქვევით ჩავდივარ.
– ააა!
ჯინსის სათავეს მკვეთრად ვქაჩავ და შარვალს ჯერ ისევ შეკრული ორი ღილი სწყდება.
იატაკზე მუხლებით ვდგები, ის კი მხრებში მაფრინდება.
წამწამებს ქვემოდან ავყურებ და ვხედავ, რომ ისიც მიყურებს. თვალები ჩამუქებული
აქვს, პირი გგახსნილი... წამომართულ ასოს ვუთავისუფლებ და თავს ტუჩებში ვიქცევ.
კრისტიანი ხმამაღლა კვნესის... ო, როგორ მიყვარს ამის კეთება... მიყვარს ყურება,
როგორ აღწევს კულმინაციას, ყელიდან ამოვარდნილი მისი არეული და წყვეტილი
კვნესის სმენა... სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ და წოვას ვიწყებ, მის გემოს ვგრძნობ,
მისი მკვეთრი შესუნთქვა მესმის და ერთიანად ვნეტარებ.
ის თავზე ხელს მავლებს და მაჩერებს, მაგრამ არ ვეშვები, ასოს გარშემო ტუჩებს
მჭიდროდ ვკრავ და პირით ზედ ღრმად ვეცმები.
– თვალები გაახილე და შემომხედე. – მესმის ჩახრინწული ბრძანება.
მისი მგზნებარე ცეცხლით ალაპლაპებული მზერა ჩემსას ხვდება, ის თეძოს ზნექს და
ასოს თავით საყლაპავთან მაწვება, მერე უცებ ისევ უკან იწევა, ისევ იზნიქება და კიდევ
უფრო ღრმად შემოდის. მინდა, ბარძაყებზე ხელები ჩავავლო, მაგრამ კრისტიანი
მაჩერებს და ხელის ხლების უფლებას არ მაძლევს.
– არ გაინძრე, თორემ ისევ მიგაბამ. მხოლოდ შენი პირი მინდა, გაიგე? – ღმუის მკაცრი
ხმით.
ჯანდაბა! აჰა, გასაგებია... ხელები ზურგს უკან მიმაქვს და სავსე პირით ქვემოდან
ზევით მორჩილის გამომეტყველებით ვაჩერდები.
– ასე, კარგი გოგო ხარ. – მეუბნება და ირონიული ღიმილით დამყურებს. მერე უკან
იწევა, თან თავს მიჭერს და მორიგი მკვეთრი ბიძგით ასოს პირში ყელამდე
მისრიალებს. – ოჰ, რა გასაჟიმი პირი გაქვთ, მისის გრეი. – ცრის კბილებში და თვალებს
ხუჭავს.
ასოს გარშემო ტუჩებს მჭიდროდ ვკუმავ და თავზე ენას ვუტრიალებ. ყელამდე ღრმად
ვეცმები და ისევ უკან ვიწევი, ისევ და ისევ, ამას რამდენჯერმე ვიმეორებ და უცებ მისი
მკვეთრი, კრიჭის შეკვრისგან სტვენით ჰაერის ჩასუნთქვა მესმის.
– ააჰ! გაჩერდი. – ხმამაღლა კვნესის ის, პირიდან ასოს მაცლის და მეტის მომლოდინესა
და დაუკმაყოფილებელს მტოვებს, მერე მხრებში ხელებს მავლებს და ფეხზე მაყენებს,
ნაწნავით თავს მაგრად მიჭერს და ხარბად მკოცნის, თავის ერთდროულად მომთხოვნსა
და საოცარი დაპირებებით აღსავსე ენას პირში მჩრის. უცებ ხელს მიშვებს, ისე რომ გონს
მოსვლასაც ვერ ვასწრებ, ხელში მიყვანს და საწოლისკენ მივყავარ, მერე ფაქიზად
საწოლის კიდეზე მაწვენს.
– ფეხები წელზე შემომხვიე. – მეუბნება მბრძანებლური ტონით. იმას ვაკეთებ, რაც
მითხრა და წელზე შემოხვეული ფეხებით ჩემკენ ვეწევი. ის იხრება, ლოგინს ჩემი სახის
აქეთ-იქიდან ხელებით ეყრდნობა და ჯერ ისევ ფეხზე მდგარი, მტანჯველი
აუჩქარებლობით ჩემში შემოდის.
ოოოჰ, რა კარგია. თვალებს ვხუჭავ და მისი დანებებითა და მორჩილებით ვნეტარებ.
– მოგწონს? – მეკითხება ის და მის ხმაში შფოთიანი ზრუნვა კრთება.
– ღმერთო, კრისტიან!.. კი, კი... კიდევ მინდა. – ფეხებით უფრო მაგრად ვეჭიდები და
ჩემში კიდევ უფრო ღრმად ვუშვებ. ის კვნესის... მკლავებში ვაფრინდები და კრისტიანი
აუჩქარებლად იწყებს წინ და უკან მოძრაობას.
– კრისტიან, გთხოვ, უფრო ძლიერად, შუშის არა ვარ, არ დავიმსხვრევი.
ის ვნებით კვნესის, სიჩქარესაც ამატებს და ძალასაც, ძლიერი ბიძგით შემოდის, ისევ
და ისევ, უფრო და უფრო ძლიერად... ღმერთო, რა სიამოვნებაა! ნეტარებისგან თვალთ
მიბნელდება...
– ასე... – ვქოშინებ სუნთქვაარეული და ფეხებს ვუჭერ. სადღაც ღრმად შიგნით ნელ-
ნელა აზვირთებულ ყოვლის წამლეკავი ტალღის მოახლოებას ვგრძნობ... ის
კრიჭაშეკრული ღმუის და ზედ კიდევ უფრო ძლიერი ბიძგით მეხეთქება... ღმერთო,
ახლოს ვარ. ოჰ, კრისტიან! გთხოვ... არ გაჩერდე!
– მიდი, ანა! – ცრის ის მჭიდროდ შეკრული კბილებში და ერთიანად ვფეთქდები,
საკუთარ კონვულსიურ ცახცახში ვიკარგები, მის სახელს ვყვირი და ხანგრძლივ, გრძელ,
უსასრულო ორგაზმში ვიძირები... კრისტიანი წამით შეშდება, ხმამაღლა კვნესის და
უკან მომყვება.
– ანა!.. – ყვირის ისიც და თვალებდახუჭული შუბლს შუბლზე მადებს.
კრისტიანი ჩემ გვერდით წევს და თითებგაშლილი ხელით მუცელზე მეფერება.
– როგორ არის ჩემი პატარა გოგო?
– ცეკვავს, – ვპასუხობ სიცილით.
– ცეკვავს? ოჰო! ჰო, ვგრძნობ!.. – ამბობს ის და თვალებანთებული იღიმება, როდესაც
ციცქნა ნომერიმეორე მუცელში მორიგ ყირას ჭიმავს.
– მგონი, სექსი უკვე ამასაც მოსწონს.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– ჰმ!.. – გამოსცემს უცებ უკმაყოფილო ბგერას და ისე იხრება, რომ ტუჩებით ჩემს
მუცელს უახლოვდება. – ვიდრე ოცდაათი წელი არ შეგისრულდებათ, პატარა
ქალბატონო, სექსზე არც იფიქროთ, გასაგებია?
გამხიარულებული გულიანად ვხითხითებ.
– ოჰ, რა თვალთმაქცი ხარ, კრისტიან!
– სულაც არა! შვილზე მზრუნველი მამა ვარ. – ის კოპებშეკრული მიყურებს, სახეზე
მართლაც ნერვიულობა და აფორიაქება აწერია.
– შენ არაჩვეულებრივი მამა ხარ და ყოველთვის ვიცოდი, რომ ასეთი იქნებოდი. –
ვეუბნები ხმადაბლა და ჩემთვის ამქვეყნად უსაყვარლეს სახეს ვეხები, ის კი თავისი
მორცხვი ღიმილით მიღიმის.
– მე მომწონს... – ბუტბუტებს ის, მერე იხრება და მუცელზე თან მკოცნის, თან
მეფერება.
– მომწონს, როდესაც ასეთი გაბერილი ხარ.
გაბუტულივით ტუჩებს ვბუშტავ.
– მე კიდევ არ მომწონს, როდესაც გაბერილი ვარ.
– როცა ათავებ, მაგარი საყურებელი ხარ.
– კრისტიან!
– ერთი სული მაქვს, შენი რძე ისევ გავსინჯო.
– კრისტიან! რა გარყვნილი ხარ...
უცებ ჩემკენ იხრება, ხელებს ზევით მაწევინებს, ფეხებს ფეხით მიკავებს და მაგრად
მკოცნის.
– მერე, შენც ხომ ბინძური სექსი გიყვარს!.. – ჩურჩულებს ის და ცხვირით ცხვირზე
მეხახუნება.
მისი გადამდები და ეშმაკური ღიმილისგან მეც ფართოდ მეღიმება.
– ჰო, მე ბინძური სექსი მიყვარს... და კიდევ შენ, ძალიან!..

***
ჩემი შვილის წკრიალა, აღფრთოვანებული ჭყლოპინისგან მკვეთრად მეღვიძება და
თუმცა კი ვერც მას ვხედავ და ვერც კრისტიანს, ერთიანად გაბადრული, აბსოლუტური
სიხარულის შეგრძნებისგან სულელივით ვიღიმები. ტედმა გაიღვიძა და ის და
კრისტიანი სადღაც ახლომახლო არიან. ხმის ამოუღებლად ვწევარ და გასუსული
ვუსმენ. ტედთან კრისტიანის უსასრულოდ თამაშის უნარი დღემდე მაკვირვებს.
ბავშვთან აშკარად იმაზე ბევრად მეტ მოთმინებას იჩენს, ვიდრე ჩემთან. ჩემთვის
ირონიულად ვფრუტუნებ... თუმცა, მეორე მხრივ, ასეც უნდა იყოს და დედიკოს და
მამიკოს სულსა და გულს, ჩემს ულამაზეს ბიჭუნას ამქვეყნად არაფრის ეშინია.
კრისტიანი კი, თავის მხრივ, ორივეს მეტისმეტადაც კი დაგვფოფინებს თავზე. ჩემი
საყვარელი, ვერცხლისწყალივით ცვალებადი და ყველაფრის მაკონტროლებელი
ორმოცდაათი ელფერი!
– მოდი, დედა ვიპოვოთ. სადღაც მდელოზე უნდა იყოს.
ტედი რაღაცას პასუხობს, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ და კრისტიანი პასუხად
გულიანად ხარხარებს. ეს მამობრივი სიყვარულითა და ბედნიერებით აღსავსე
ჯადოსნური ხმა გულს კიდევ უფრო მინათებს და თავს ვერ ვიკავებ, იდაყვებზე ვიწევი,
რომ მამა-შვილი მაღალი ბალახის სამალავიდან შევათვალიერო.
კრისტიანი ტედს ატრიალებს, ის კი მხიარულად ჭყვიტინებს, მერე კრისტიანი უცებ
ჩერდება და ტედს მაღლა აგდებს, სული მეკვრება... მერე იჭერს, ტედი ბავშვური
უშუალობით და სიხარულით ისევ ჭლოპინებს და ამ ხმის გაგონება შვებით
ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს. ოჰ, ჩემი პატარა, ჩემი საყვარელი ბიჭი, ჩემი ტედი,
რა მოუსვენარია...
– კიდევ, მამა! – ხითხითებს ის და კრისტიანიც, რა თქმა უნდა, თხოვნას მაშინვე
უსრულებს, ის ბავშვს ისევ ჰაერში, მაღლა აგდებს და მე ისევ სუნთქვა მეკვრება, წამის
მერე იჭერს და ისევ ტრიალტრიალით გულზე მაგრად იკრავს. კრისტიანი ტედს
სპილენძისფერ თმაზე კოცნის, მერე ლოყაზე და უმოწყალოდ უღიტინებს, ტედი
კისკისებს, იკლაკნება და კრისტიანს მკერდში პატარა ხელებით აწვება, რომ
დაუსხლტეს. კრისტიანი იცინის და ბავშვს მიწაზე სვამს.
– წამოდი, დედა ვიპოვოთ. ალბათ ბალახებში იმალება.
ტედი კმაყოფილი ხმით ხითხითებს და მდელოს თვალს ავლებს, მერე მამას ხელს
ჰკიდებს პატარა თითს და იმ ადგილიდან, სადაც მე ვარ, სადღაც სრულიად სხვა მხარეს
იშვერს. ჩუმად ვხითხითებ, სასწრაფოდ ვწვები, ისევ ბალახებში ვიმალები და ამ
თამაშით მეც პატარა ბავშვივით ვერთობი.
– ტედ, დედიკოს ხმა იყო! შენ ვერ გაიგე?
– დედა! – მბრძანებლური ტონით ყვირის ტედი და ღიმილით თავს ვაქნევ... ჰმ,
ზედგამოჭრილი მამამისია, არადა, ჯერ ხომ სულ ორი წლისაა.
– ტედ! – ვცემ მეც ხმას და ზურგზე მწოლიარე სახეზე გამოსახული სულელური
ღიმილით ისევ ცაში ვიყურები.
– დედა!
რამდენიმე წამიც და, მოახლოებული ნაბიჯების ხმა მესმის... კიდევ წამიც და, მაღალი
ბალახებიდან ჯერ ტედი ხტება, მერე კი კრისტიანი.
– დედა! – ისეთი ხმით ჭყლოპინებს ტედი, თითქოს სიერამადრეს (მთათა სისტემა
მექსიკასა და გვატემალაში. მითოსური ადგილი. ) დამალული განძი ეპოვოს და ზედ
მახტება.
– ეი, ციცქნავ! – ვბუტბუტებ სიყვარულით, გულზე ვიკრავ და ლოყაზე ვკოცნი. ის
ხითხითებს, თვითონაც მკოცნის და ელვის სისწრაფით ხელიდან მისხლტება.
– გამარჯობა, დედიკო. – მიღიმის კრისტიანი.
– გამარჯობა, მამიკო. – ფართო ღიმილით ვპასუხობმეც, ის კი ტედს იყვანს, ჩემ
გვერდით ჯდება და ბავშვსაც მუხლებზე ისვამს.
– დედიკოსთან ფრთხილად, კარგი? – არიგებს ტედს.
ირონიას ვიჭერ და ჩემთვის მეცინება. კრისტიანი ჯიბიდან „ბლეკბერის“ იღებს და
ტედს აძლევს. ეს, სავარაუდოდ, ბევრი-ბევრი ხუთი წუთით მშვიდად ყოფნის
საშუალებას მოგვცემს. ციცქნა კოპებშეყრილი, ყურადღებამოკრებილი ტედი თავისი
ცისფერი თვალების მზერით ტელეფონს დაჰყურებს და ძალიან სერიოზული
გამომეტყველება აქვს, ზედგამოჭრილი მამამისია, როდესაც ის საქმიან წერილებს
კითხულობს ხოლმე. კრისტიანი სპილენძისფერ თმაზე შვილს ცხვირის წვერით
ალერსიანად ეთამაშება და ლოყით ეხუტება, მე კი მათ შემხედვარეს გული
სიყვარულითა და ბედნიერებით მევსება. სრულიად ერთნაირები არიან, ერთმანეთს
გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან... ჩემი შვილი ჩემი ქმრის კალთაში ჯერ ისევ ჩუმად ზის,
თუმცა ეს სიმშვიდე, რა თქმა უნდა, დიდხანს არ გაგძელდება... ჰმ, ჩემი ორი
უსაყვარლესი მამაკაცი.
თავისთავად ცხადია, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, ჩემი შვილი ჩემთვის
ამქვეყნად ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და, საერთოდ, ყველაზე არაჩვეულებრივი
ბავშვია... და კრისტიანი... ნუ, კრისტიანი კრისტიანია! თეთრ მაისურსა და ჯინსში ის,
როგორც ყოველთვის, საოცრად სიმპათიური და სექსუალურია. ღმერთო, ასეთი
საჩუქარი და ბედნიერება რით დავიმსახურე!
– კარგად გამოიყურებით, მისის გრეი.
– თქვენც ასევე, მისტერ გრეი.
– რა ლამაზი დედიკო გვყავს, არა? – ჩურჩულით ეუბნება ყურში კრისტიანი ტედს, ის
კი, ტელეფონით გართული, მამიკოს თავისი უდროო და აბეზარი კითხვებიანად ხელის
აქნევით თავიდან იშორებს.
მე ვხითხითებ.
– შენთვის არ სცალია.
– ჰო, აშკარად. – იღიმება კრისტიანი და ტედს თმაზე კოცნის. – წარმოუდგენელია, რა
ჩქარა გავიდა ეს ორი წელი, ჰმ, ხვალ ჩვენი ციცქნა უკვე ორი წლის გახდება. – ამბობს
ოდნავ ნაღვლიანი ხმით. მერე ხელს იშვერს და მუცელზე მადებს. – მინდა, რომ ბევრი
შვილი გვყავდეს. – ამატებს ისევ ღიმილით.
– ამის გარდა კიდევ ერთი მაინც. – ვიღიმები მეც, ის კი მუცელზე მეფერება.
– ჩემი ციცქნა გოგო როგორ არის?
– კარგად. მგონი, სძინავს.
– გამარჯობა, მისტერ გრეი, გამარჯობა, ანა.
ორივე თავს ვაბრუნებთ და მაღალი ბალახიდან უკვე ჩვენთან მოახლოებულ
ტეილორის ათი წლის შვილს, სოფის ვხედავთ.
– სოიიი! – სიხარულით ჭყიპინებს ტედი და მამიკოს კალთიდან წამომხტარს
„ბლეკბერი“, რა თქმა უნდა, მაშინვე ავიწყდება.
– გეილმა ხილის ნაყინი გამომატანა, შეიძლება, ტედს მივცე?
– რა თქმა უნდა, – ვპასუხობ მე. ღმერთო, ახლა ერთიანად ამოიგანგლება.
– ნაკინიიი! – იშვერს ტედი მისკენ პატარა ხელებს და სოფიც ნაყინს მაშინვე აძლევს,
არადა ის უკვე ოდნავ გამლღვალა და გვერდიდან წვეთები ჩამოსდის.
– მოდი, აბა, ჯერ დედიკოს აჩვენე. – ვეუბნები ტედს და ვჯდები, ტედს ნაყინს ვართმევ
და ვაფლზე ჩამოწვეთებულ ორსამ წვეთს ნაჩქარევად ვლოკავ. მმმ... შტოში, ცივ-ცივი
და უგემრიელესი.
– ჩემია! – აღშფოთებული ხმით ჭყიპინებს ტედი.
– აი, გამომართვი. – ვუბრუნებ ტედს ნაყინს და ისიც ერთიანად გაბადრული სახით
ცივ ნუგბარს მაშინვე პირში იქანებს.
– შეიძლება ტედი სასეირნოდ წავიყვანო? – გვეკითხება სოფი.
– რა თქმა უნდა.
– შორს არ წახვიდეთ.
– არა, მისტერ გრეი, შორს არ წავალთ.
სოფი კრისტიანს ფართოდ გახელი თაფლისფერი თვალებით და სერიოზული
გამომეტყველებით უყურებს. მგონი, კრისტიანის ცოტა ეშინია კიდეც. მერე ტედს ხელს
უშვერს, ისიც გამოწვდილ ხელს მაშინვე თავისი პაწაწინა თითებით ეჭიდება და ორივე
მაღალ ბალახში უჩინარდება ხტუნვით.
კრისტიანი ბავშვებს აფორიაქებულ მზერას აყოლებს.
– ნუ ნერვიულობ, აქ რა უნდა დაემართოთ?
ის თავს აბრუნებს და წამით კოპებშეკრული მიყურებს, მე კი კალთაში ვუჯდები.
– ტედს სოფი ძალიან უყვარს.
კრისტიანი სიცილით ფრუტუნებს და ლოყით თავზე მეხუტება.
– სოფი არაჩვეულებრივი ბავშვია.
– ჰო. თან ძალიან ლამაზი. ნამდვილი პატარა ქერა კულულებიანი ანგელოზია.
კრისტიანი ყუჩდება და ხელებს მუცელზე მადებს.
– ესე იგი გოგოები, არა? – ხმაში აფორიაქებული ტონი უკრთება. მის თავს ხელებში
ვიქცევ და თვალებში ვუყურებ.
– ჯერჯერობით, კიდევ სამი თვე მაინც, შენს ციცქნა გოგოზე შეგიძლია არ ინერვიულო.
ის მე აქ საიმედოდ მყავს დამალული. გაიგე?
კრისტიანი ყურთან მკოცნის და ყურის ბიბილოზე ნაზად მკბენს.
– როგორც იტყვით, მისის გრეი. – მეუბნება გრძნობიერი ჩურჩულით და ბიბილოზე
ისევ მკბენს, ოღონდ ამჯერად უფრო მაგრად. მე ვჭყვიტინებ.
– გუშინდელი ღამე ძალიან მომეწონა, მისის გრეი... კარგი იქნება, თუ ამას უფრო
ხშირად გავაკეთებთ ხოლმე.
– მეც.
– და თან, რადგან მუშაობას თავი დაანებე, შეგვიძლია...
მე თვალებს ვატრიალებ, ის კი მეტადმიხუტებს და ჩემს კისერში იღიმება.
– თვალები აატრიალეთ, მისის გრეი? – მის ხმაში გამკრთალი გრძნობიერი და
სექსუალური ინტონაცია მაშინვე მუცლის ქვედა ნაწილში მესახება და მაწრიალებს,
მაგრამ, რადგან მდელოზე ვართ და აქვე ბავშვები არიან, მისი ვნებიანი გამოწვევის
იგნორირება მიხდება.
– „ნიუ-იორკ ტაიმს ბესტსელერიდან“ „გრეი პაბლიშინგის“ ავტორმა ბოის ფოქსმა
გაყიდვების ფენომენალურ ციფრს მიაღწია, ჩვენი გამოცემებით ინტერნეტი გაივსო და
მეც ბოლოს და ბოლოს ისეთი ჯგუფი შევკარი, როგორზეც ვოცნებობდი.
– და თანაც ამ საკმაოდ რთულ დროს კარგ ფულსაც აკეთებ. – მახსენებს ქმარი აშკარა
სიამაყით. – მაგრამ... ფეხშიშველი, ფეხმძიმე და სამზარეულოში მოტრიალე უფრო
მომწონხარ.
მისი სახის დასანახად ოდნავ უკან ვიწევი... ის სიყვარულით ანთებული მზერით
მიყურებს.
– ეს მეც მომწონს, – ვპასუხობ მორცხვი ღიმილით, ის კი მკოცნის და ისევ მუცელზე
მეფერება.
ჰმ... კრისტიანი კარგ ხასიათზეა და გადაწყვეტილებას ვიღებ, დელიკატური თემა
კიდევ ერთხელ წამოვწიო.
– იფიქრე ჩემს წინადადებაზე?
ის იძაბება და გამომეტყველება ეცვლება.
– არა, ანა, უარს ვამბობ.
– მაგრამ ელი ხომ მართლა ძალიან ლამაზი სახელია.
– ანა, ჩემს შვილს ჩემი ნარკომანი დედის სახელს არ დავარქმევ, გასაგებია? მორჩა,
დისკუსია დასრულებულია.
– დარწმუნებული ხარ?
– კი. – ის ნიკაპში თითებს მავლებს და გაღიზიანებული მზერით თვალებში მიყურებს.
– ანა, ამაზე არც კი იფიქრო. არ მინდა, რომ ჩემი შვილი, თუნდაც მხოლოდ სახელით,
ჩემს წარსულთან იყოს დაკავშირებული.
– კარგი. მაპატიე. – ჯანდაბა... ამით კრისტიანის გაღიზიანებას სულაც არ ვაპირებდი.
– ასე ჯობია. და ამის გამოსწორების შენი დაუმთავრებელი მცდელობებიც შეწყვიტე, –
ბუზღუნებს უკვე შედარებით რბილი ტონით. – მაიძულე, მეღიარებინა, რომ მიყვარდა,
საფლავზე ძალით წამიყვანე... საკმარისია.
მისსავე კალთაში კრისტიანისკენ პირით ვბრუნდები და მის სახეს ხელებში ვიქცევ.
– მაპატიე. ბოდიში, კრისტიან... და გთხოვ, ნუ მიბრაზდები, კარგი? – ვეუბნები მე და
ვკოცნი, მერე ტუჩების კუთხეზე ვინაცვლებ, კიდევ ერთხელ ვკოცნი. წამიერი დუმილის
შემდეგ უკვე გათამაშებული ბრაზიანი გამომეტყველებით ის ტუჩის მეორე კუთხეზე
მითითებს და კოცნას ითხოვს. მე ვიღიმები და იქაც ვკოცნი. მერე თითს ცხვირზე
იდებს, ცხვირზეც ვკოცნი. ის გამარჯვებულის მოზეიმე ირონიული ღიმილით იღიმება
და ხელებს უკანალზე მავლებს.
– ოჰ, მისის გრეი, ნეტა გამაგებინა, რა მოგიხერხოთ?
– დარწმუნებული ვარ, რამეს მოიფიქრებთ, მისტერ გრეი, – ვპასუხობ ეშმაკური
ღიმილით. ისიც კიდევ უფრო ფართოდ მიღიმის, მოულოდნელად მაკოტრიალებს და
პლედზე მაწვენს.
– უკვე მოვიფიქრე, ახლავე ხომ არ დაგვეწყო? – ჩურჩულებს მზერაში ჩამდგარი
ავხორცი გამომეტყველებით.
– კრისტიან! – ვკვნესი სუნთქვაშეკრული.
უცებ ტედის გამაყრუებელი ყვირილი ისმის. კრისტიანი ფეხზე პანტერის დახვეწილი
მოქნილობით ხტება და იქით მირბის, საიდანაც ყვირილი გაისმა. მეც უკან მივყვები,
თუმცა შედარებით ნელა. სიმართლე ითქვას, დიდად არც შევშინებულვარ, ეს ისეთი
ყვირილი არ იყო, რომლით შეშინებულიც ჩემი შვილის მისაშველებლად ორ-ორ კიბეს
გადავახტებოდი. კრისტიანი ტედს ხელში იყვანს. ტედი გულამოსკვნილი ტირის და
პაწაწინა თითს მიწაზე დავარდნილი თავისი ნაყინის ნარჩენისკენ იშვერს.
– დაუვარდა. – სინანულით გვეუბნება სოფი. – ჩემი უკვე შევჭამე, თორემ მივცემდი.
– არა უშავს, ჩემო საყვარელო, ნუ ნერვიულობ. – ვამშვიდებ მე და სოფის თავზე ხელს
ვუსვამ.
– დედა! – სლუკუნებს ტედი და ჩემკენ ხელებს იშვერს. კრისტიანი მოტირალ ტედს
აშკარად უწადინოდ მაწვდის.
– კარგი, კარგი... არ იტირო.
– ნაკინიიი... – ზლუქუნებს ისევ გულამოსკვნილი.
– ჰო, ვიცი, საყვარელო. მაგრამ არ იტირო, სახლში წავიდეთ და მისის ტეილორი კიდევ
მოგვცემს. – ვეუბნები დაყვავებით და შვილს თავზე ვკოცნი. ოჰ, რა არაჩვეულებრივი
სუნი აქვს, ჩემი უსაყვარლესი, ამქვეყნად უძვირფასესი ჩემი პაწაწინა ბიჭუნას სუნი...
– ნაკინიიი... – სლუკუნებს ისევ. პატარა ხელზე ხელს ვკიდებ და თითებს ვუკოცნი.
– იცი, რომ თითები ნაყინივით გემრიელი გაქვს?
ტედი ჩუმდება და საკუთარ ხელს დაჰყურებს.
– აბა, გასინჯე.
მას წამიერი გაკვირვებული მზერა ჩემს სახეზე გადმოაქვს და მიჯერებს, თითს პირში
იდებს.
– ნაკინი!
– ჰო, ნაყინი.
ის ბედნიერებისგან გაბრწყინებული გამომეტყველებით იღიმება. მამამისის მსგავსად
ვერცხლისწყალივით ცვალებადი ჩემი პატარა ბიჭი. ჰმ, თუმცა, მამისგან განსხვავებით,
ის ორი წლისაა და ჯერ კიდევ ყველაფერი ეპატიება.
– ხომ გინდა, რომ მისის ტეილორთან წავიდეთ? – სიხარულით თვალებანთებული
ტედი თავს ენერგიულად მიქნევს. – მოდი, მამიკომ წამოგიყვანოს, კარგი? – ის ისევ თავს
აქნევს, ოღონდ ამჯერად უარყოფის ნიშნად და ჩემს კისერში სახეჩარგული ორივე
ხელით მაგრად მეხვევა. – მგონი, მამიკოს შენი ნაყინისგემოიანი თითების გასინჯვა
უნდა. – ყურში ჩურჩულით ვეუბნები ტედს. ის თავს სწევს, კოპებს კრავს, წამით თავის
თითებს დაჰყურებს და მერე კრისტიანისკენ იშვერს. კრისტიანი იღიმება და შვილის
თითს პირში იდებს.
– მმმ... რა გემრიელია.
ტედი კისკისებს და ხელებგაშვერილი ახლა მამიკოს სთხოვს ხელში აყვანას...
კრისტიანი მე მიღიმის, შვილს ხელში იყვანს და გვერდულად თეძოზე ისკუპებს.
– სოფი, გეილი სად არის?
– დიდ სახლში იყო.
თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ, რომელსაც ტუჩებზე ნაღველნარევი ბედნიერების
ღიმილი დასთამაშებს... საინტერესოა, რაზე ფიქრობს?
– ბავშვთან ურთიერთობა ძალიან კარგად გამოგდის. – მეუბნება ხმადაბლა.
– ვისთან, ამ პატარა ბიჭუნასთან? – ტედს თმაში თითებს ვუცურებ და ვუჩეჩ. – ეს
იმიტომ, რომ გრეების ოჯახის მამაკაცებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს.
– ვუღიმი ქმარს თვითკმაყოფილი ღიმილით.
კრისტიანი გულიანად იცინის.
– რაც მართალია, მართალია, მისის გრეი.
კრისტიანის თეძოზე შემოსკუპული ტედი წრიალს იწყებს და ითხოვს, რომ მამამ
სასწრაფოდ ჩამოსვას. ჩემს ჯიუტ კაცუნას უნდა, რომ დიდი ბიჭივით ახლა უკვე თავისი
ფეხით წამოგვყვეს. მე და კრისტიანი აქეთიქიდან ორივე ხელში ვკიდებთ ხელს და თან
სახლისკენ მივდივართ, თან შიგადაშიგ ვწევთ და ერთად ვაქანავებთ, ჩვენ წინ კი
ხტუნვა-ხტუნვით სოფი მირბის.
მდელოდან რომ გავდივართ, თავისუფალ ხელს ტეილორს ვუქნევ, რომელიც თავის
ერთ-ერთ უიშვიათეს დასვენების დღეს, ჯინსსა და მაისურში უბრალოდ ჩაცმული,
გარაჟთან ძველი მოტოციკლის დაშლააწყობით არის დაკავებული.

***
ტედის ოთახის კართან ვჩერდები და შვილისთვის საბავშვო წიგნის კითხვით
გართული კრისტიანის ხმა მესმის.
– მე ლორაქსი ვარ! და ხეების სახელით მოგმართავთ!..
ოთახში ვიხედები და ვხედავ, რომ ტედს უკვე ღრმად სძინავს, კრისტიანი კი კითხვას
მაინც აგრძელებს. კარს რომ ვაღებ, ის თავს სწევს და წიგნს უხმაუროდ ხურავს, მერე
ტუჩებთან თითი მიაქვს და ტედის საწოლის გვერდით, ტუმბაზე მდგარ რადიოძიძას
რთავს, ფეხზე ამდგარი ისევ იხრება, შვილს საბანს უსწორებს, თითებით ლოყაზე ნაზად
ეფერება და ფეხაკრეფით ჩემკენ მოდის. მე თავს ვერ ვიკავებ და პირზე ხელაფარებული
ვხითხითებ. ოთახიდან ერთად გამოვდივართ და კრისტიანი ორივე ხელით მეხვევა.
– ღმერთო, როგორ მიყვარს, მაგრამ რა სიმშვიდეა, როცა სძინავს. – ჩურჩულებს ის ჩემს
ტუჩებთან.
– სრულიად გეთანხმები.
კრისტიანი წუთით ჩუმდება და ზემოდან ალერსიანი მზერით დამყურებს.
– არც კი მჯერა, რომ უკვე ორი წლის ხდება.
– არც მე.
ქმარს ტუჩებში სიყვარულით ვკოცნი და ფიქრში ორი წლის წინ ტედის დაბადების
დღე მიტივტივდება: სასწრაფო საკეისრო კვეთა, ნერვიულობით ერთიანად მოქცეული
კრისტიანის სახე და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ციცქნას საფრთხე ემუქრება, ექიმი
გრინის მშვიდი თავდაჯერებულობა... მძიმე მოგონებისგან შიშით ვცბები.

***
– მისის გრეი, მშობიარობა უკვე თხუთმეტი საათია გრძელდება, პიტოკინიც
გაგიკეთეთ, მაგრამ ჭინთვების ძალა სუსტდება. საკეისრო უნდა გაგიკეთოთ, თორემ
შეიძლება ბავშვი გაიგუდოს.
– ჯანდაბა! აქამდეც უნდა გაგეკეთებინათ! – უყვირის კრისტიანი, მაგრამ ექიმი გრინი
მას ყურადღებას არ აქცევს.
– კრისტიან, დაწყნარდი. – ქმარს ხელზე ხელს ვუჭერ. ხმა სისუსტისგან სრულიად
ჩავარდნილი და ჩუმი მაქვს, გარშემო კი ყველაფერი თითქოს ბურუსში ჩაძირული,
გადღაბნილი და არეულია. – კედლები, სამედიცინო აპარატები, ხალხი მწვანე
სამედიცინო ფორმაში... საშინლად მეძინება, მაგრამ იქამდე რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს
გასაკეთებელი... ა, ჰო. – მინდა, მე თვითონ გავაჩინო.
– მისის გრეი, გთხოვთ, საკეისროზე დაგვთანხმდით.
– ანა, გთხოვ, – მემუდარება კრისტიანიც.
– მერე დაძინებას შევძლებ?
– ჰო, საყვარელო, ჰო, შეძლებ. – ლამის ქვითინებს კრისტიანი და შუბლზე მკოცნის.
– ჩემი ციცქნას ნახვა მინდა.
– ნახავ.
– კარგი. – ვამბობ ჩურჩულით.
– მადლობა ღმერთს... – მესმის ექიმი გრინის ჩალაპარაკება. – ახლავე ანესთეზიოლოგს
დაურეკეთ. ექიმო მილერ, საკეისროსთვის მოემზადეთ. – მისის გრეი, არ შეგეშინდეთ,
ახლა საოპერაციოში გადაგიყვანთ.
– საად? – ერთხმად ვკითხულობთ მე და კრისტიანი.
– საოპერაციოში უნდა გადაგიყვანოთ. ახლავე.
უცებ ვხვდები, რომ ვმოძრაობთ... ძალიან ჩქარა, დერეფანში ვართ და ჭერზე
დამაგრებული ნათურების ნათება ერთ გრძელ ხაზად იწელება.
– მისტერ გრეი, საოპერაციოში შემოსასვლელად სპეცტანსაცმლის ჩაცმა მოგიწევთ.
– რაა?
– ჩქარა, მისტერ გრეი.
ის ხელზე თითებს მიჭერს და ხელს მიშვებს.
– კრისტიან! – ვყვირი თავზარდაცემული.
კიდევ ერთ კარში გავდივართ, წამიც და, მედდა მკერდთან რაღაც ჩამოსაფარებელს
მიმაგრებს. კარი მუდმივად იღება და იკეტება და ოთახში უამრავი ხალხია... ღმერთო,
რა ხმაურია... სახლში მინდა.
– კრისტიან?.. – ვბუტბუტებ ძალაგამოცლილი და ჩემ გარშემო მოკრებილ უამრავ
უცხო ადამიანს შორისსასოწარკვეთილი ქმრის სახეს ვეძებ.
– ახლავე მოვა, მისის გრეი.
სულ რამდენიმე წამი გადის და ცისფერ, სტერილურ სპეცტანსაცმელში ჩაცმული
კრისტიანი ჩემ გვერდით ჩნდება, ხელს მაშინვე მისკენ ვიშვერ.
– მეშინია, კრისტიან. – ვჩურჩულებ სუსტი ხმით.
– არა, საყვარელო, არა, მე აქ ვარ, შენთან ვარ, ნუ გეშინია, შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო
ხარ. – ის შუბლზე მკოცნის, მაგრამ მისი ტონით ვხვდები, რომ რაღაც ხდება.
– რა მოხდა?
– რას გულისხმობ?
– რა ხდება, კრისტიან?
– არაფერი, საყვარელო, ყველაფრი კარგად არის, უბრალოდ, ძალიან დაიღალე. –
მეუბნება თითქოს დამამშვიდებელი ხმით, მაგრამ თვალებში საშინელი შიში ყიდის.
– მისის გრეი, ანესთეზიოლოგი აქ არის, ახლა ეპიდურალური ანესთეზია
გაგიკეთდებათ. ასე რომ, სულ მალე ვიწყებთ.
– ისევ ჭინთვები ეწყება.
თითქოს რკინის რგოლი მიჭერდეს, მუცელი ერთიანად საშინლად მეჭიმება. ღმერთო!..
კრისტიანს ხელს მთელი ძალით ვუჭერ და ტკივილისგან თვალთ მიბნელდება.
ღმერთო... ყველაზე დამღლელი აი, ეს არის, ეს საშინელი, გონების დამბინდავი
ტკივილი. ღმერთო, როგორ დავიღალე... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სხეული ნელნელა
გაშლილი ტალღით მიქვავდება. კრისტიანის სახეს ვაჩერდები და მთელი ყურადღება
მასზე გადამაქვს, მის ღრმა ნაოჭით გადასერილ შეჭმუხნილ შუბლზე... საშინლად
დაძაბული და შეშინებულია. ასე რა ანერვიულებს?
– ამას გრძნობთ, მისის გრეი? – მესმის ფარდის უკნიდან ექიმი გრინის უცნაური,
თითქოს უცებ რატომღაც არაამქვეყნიურად ქცეული ხმა.
– რას?
– ესე იგი ვერ გრძნობთ.
– ვერა.
– კარგი. ექიმო მილერ, დროა.
– ყველაფერი კარგად იქნება, ანა.
კრისტიანი ერთიანად ფითრდება და შუბლზე ოფლი ასხამს... გთხოვ, კრისტიან, ნუ
ნერვიულობ, გთხოვ... ნუ გეშინია.
– მიყვარხარ. – ვჩურჩულებ სუსტი ხმით.
– ოჰ, ანა, – ლამის ქვითინით მეუბნება ის. – მეც მიყვარხარ... უზომოდ, ძალიან, ძალიან
მიყვარხარ!
რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, ადრე მსგავსი არასდროს არაფერი არც განმიცდია და
არც მიგრძნია. კრისტიანი ჩამოფარებულს მიღმა იხედება და მიუხედავად იმისა, რომ
სრულიად გაფითრებულია, მონუსხულივით ყურებას აგრძელებს.
– რა ხდება?
– გამწოვი! კარგი...
მოულოდნელად ბავშვის ძლიერი, სმენისწამღები ტირილი ისმის.
– ბიჭი გყავთ, მისის გრეი.
– თუ შეიძლება მაჩვენეთ... – ვევედრები გულაჩუყებული და სუნთქვაშეკრული.
კრისტიანი წამით გვერდიდან მცილდება და ხელში ცისფერ ქსოვილში გახვეული ჩემი
შვილით მაშინვე უკან ბრუნდება. ჩემს ციცქნას ვარდისფერი სახე აქვს და ერთიანად
სისხლსა და რაღაც თეთრშია ამოგანგლული. ჩემი პატარა ბიჭი, ჩემი ციცქნა... ტეოდორ
რეიმონდ გრეი.
მზერა კრისტიანის სახეზე გადამაქვს და ცრემლებით ალაპლაპებულ თვალებში
ღიმილით ვუყურებ.
– აი, ისიც, თქვენი შვილი, მისის გრეი. – ჩურჩულებს ის ჩავარდნილი და ხრინწიანი
ხმით.
– ჩვენი შვილი. – ვუსწორებ მაშინვე მე. – რა ლამაზია, არა?
– ჰო... – მეთანხმება თვალცრემლიანი კრისტიანი, მერე იხრება და შვილს შავი
ღინღლივით თმის ქვევით, პაწაწუნა შუბლზე ნაზად კოცნის. ტეოდორ რეიმონდ გრეი
ვერაფერს ამჩნევს, თვალებდახუჭულს და დედის მკერდზე უკვე სრულიად
დამშვიდებულს ტკბილად სძინავს. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საოცრებაა...
ღმერთო, რა ბედნიერებაა!.. მზერას სიხარულისა და უკიდეგანო ბედნიერების
ცრემლები მიბინდავს.
– გმადლობ, ანა. – ჩურჩულებს კრისტიანი და მასაც ჩემთან ერთად სახეზე
სიხარულით ცრემლი ჩამოსდის.
– რაზე ფიქრობ? – მეკითხება ის და ნიკაპში ჩავლებული ხელით თავს მაწევინებს.
– უბრალოდ, ტედის დაბადება გამახსენდა.
კრისტიანი ფითრდება და ხელს მუცელზე მადებს.
– მე ამას მეორედ ვეღარ გადავიტან. ამჯერად, როგორც კი მშობიარობა დაგეწყება,
საკეისროს გაიკეთებ.
– კრისტიან, მე...
– არა, ანა! იმ დღეს შენ კინაღამ ხელში ჩამაკვდი. არავითარ შემთხვევაში, გასაგებია?!
– სულაც არ ჩაგკვდომივარ...
– არა! – აცხადებს გადაჭრით და ისეთი გამომეტყველებით, რომ კამათს არავითარი
აზრი არა აქვს, მაგრამ რამდენიმე წამში მზერა უთბება. – იცი, ვიფიქრე, რომ კარგი
იქნებოდა ფიბი დაგვერქმია. – ამბობს ჩუმად და ცხვირით ცხვირზე მეთამაშება.
– ფიბი გრეი? ფიბი... ჰმ, მშვენიერია! მეც მომწონს. – ვუღიმი თვალებანთებული.
– კარგი, მაშინ მოვილაპარაკეთ... ჰო, მინდა, ტედის საჩუქარი ავაწყო. – მეუბნება ის და
ხელს მკიდებს.
ქვევით ერთად ჩავდივართ. კრისტიანის მოუთმენლობა და აღელვება ლამის
ფიზიკურად იგრძნობა, ის ხომ ამ მომენტს მთელი დღე ელოდა.
– როგორ ფიქრობ, მოეწონება? – მეკითხება და დაეჭვებული, მაგრამ იმედით აღსავსე
მზერით მიყურებს.
– რა თქმა უნდა, ძალიან, ოღონდ ხუთიათი წუთით. კრისტიან, ის ჯერ სულ ორი
წლისაა.
კრისტიანმა დაბადების დღის საჩუქრად ტედისთვის ნაყიდი ხის მატარებლის აწყობა
დაამთავრა. იქამდე ბარნის სთხოვა, რომმას ელმავალზე მიემაგრებინა რამდენიმე წლის
წინ მის დაბადების დღეზე ჩემი ნაჩუქარი ვერტმფრენის მსგავსი, მზის ელემენტებზე
მომუშავე ორი ძრავა და ახლა თვალნათლივ ვხედავ, რომ ერთი სული აქვს, გათენდეს,
ეჭვი მაქვს, იმის გამო, რომ ამ მატარებლით თამაში ტედზე მეტად თვითონ უნდა.
აწყობილი რკინიგზა და მატარებელი იმხელაა, რომ ტერასაზე ქვის იატაკის ნახევარზე
მეტს იკავებს.
ხვალ ტედის დაბადების დღის აღსანიშნავად ოჯახური თავყრილობა გვაქვს
დაგეგმილი. დღის მეორე ნახევარში რეის, ხოსეს და კეიტისა და ელიოტის შვილის,
ტედის ბიძაშვილის – ევას ჩათვლით, გრეების მთელი ოჯახი მოვა. ერთი სული მაქვს,
კეიტი ვნახო. საინტერესოა, დედობა როგორ მოუხდა?.. ოჰ, რამდენი დამიგროვდა
კეიტთან საქაქანო!..
ოლიმპიური ნახევარკუნძულის მიღმა მზე ესვენება, მე ვდგავარ და ამ საოცარი ხედით
ვტკბები... ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც კრისტიანი დამპირდა და ამ ხედის
დანახვაზე დღესაც ზუსტად ისეთსავე აღფრთოვანებს განვიცდი, როგორსაც პირველად.
დაისი ყურეში
– ეს რაღაც ენით აუწერელი საოცრებაა... კრისტიანი უკნიდან ორივე ხელით მეხვევა.
– რა სილამაზეა, არა?
– ჰო... – მეთანხმება ისიც. მისკენ ვბრუნდები, რომ შევხედო და მის მოსიყვარულე
მზერას ვაწყდები, ის წამით ხმის ამოუღებლად მიყურებს, მერე კი იხრება და ტუჩებში
მკოცნის. – უბრალოდ, წარმოუდგენლად საოცარი, – ბუტბუტებს ზედ ჩემს ტუჩებთან, –
...და ჩემი უსაყვარლესი.
– ჩვენი ტკბილი სახლი.
ის თავისი ქათქათა კბილებით თვალისმომჭრელად იღიმება და ისევ მკოცნის.
– მე თქვენ მიყვარხართ, მისის გრეი.
– მე კიდევ შენ მიყვარხარ, კრისტიან. მთლიანად შენ, მთელი ჩემი არსებით.

კრისტიანის ელფერები

ორმოცდაათი ელფერის შობის პირველი დღესასწაული


ჩხვლეტია სვიტერი მაცვია და ახლის სუნი უდის. აქ ყველაფერი ახალია. დედაც ახალი
მყავს. ის ექიმია და სტეტოსკოპი აქვს, რომელიც შემიძლია ყურებში გავიკეთო და ჩემს
გულისცემას ვუსმინო. ის კეთილია და იღიმება. ის სულ იღიმება. პატარა თეთრი-
თეთრი კბილები აქვს.
– გინდა, ნაძვის ხის მორთვაში დამეხმარო, კრისტიან?
ნაძვის ხე იმ ოთახშია, სადაც დიდი დივნები დგას. ნაძვის ხეც დიდია. ასეთი ადრე
მინახავს, მაგრამ მარტო წიგნებში. ისეთ სახლში, სადაც დივანი დგას, არ მინახავს. ჩემს
სახლში ბევრი დივანია. მარტო ერთი, არა. მარტო ერთი, ყავისფერი და გაწებილი, არა.
– აი, ნახე.
ჩემი ახალი დედა ბურთებით სავსე ყუთს მაჩვენებს. შიგ ბევრი-ბევრი ბრჭყვიალ-
ბრჭყვიალა ბურთები დევს.
– ეს ნაძვის ხის მოსართავებია.
მოსართავები. მოსართავები. ამ სიტყვას ჩემი თავი ამბობს. მოსართავები.
– აი, ეს კი... – ის ჩერდება და ყუთიდან ზედ პატარ-პატარა ყვავილებით მორთულ
ძალიან გრძელ მძივს იღებს. – ეს გირლანდაა. მოდი, ჯერ გირლანდები დავკიდოთ,
მერე სხვა მოსართავები.
ის ხელს იშვერს და თავზე მადებს. მე ძალიან, ძალიან ჩუმად ვდგავარ, მაგრამ თავზე
ახალი დედიკოს ხელი რომ მეხება, მომწონს. ახალ დედიკოსთან ერთად ყოფნაც
მომწონს, დედას კარგი სუნი უდის. სისუფთავის და ის მარტო ჩემს თავს ეხება.
– დედა!
ის იძახის. ლელიოტი. ის დიდი და ხმაურიანია. ძალიან ხმაურიანი. და ის
ლაპარაკობს. სულ ლაპარაკობს, მე კიდევ სულ არ ვლაპარაკობ. სიტყვები არ მაქვს. ჩემი
სიტყვები მარტო ჩემს თავშია.
– ელიოტ, საყვარელო, სასტუმრო ოთახში ვართ.
ის ოთახში შემორბის. ის სკოლაში იყო და ნახატი აქვს. ეს ნახატი ლელიოტმა ჩემი
ახალი დედიკოსთვის დახატა. ის ლელიოტის დედიკოც არის. დედა მუხლებზე დგება,
ლელიოტს ეხუტება და ნახატს უყურებს. ნახატზე დახატულია სახლი, დედა, მამა,
ლელიოტი და კრისტიანი. ლელიოტის ნახატზე კრისტიანი ძალიან პატარაა. ლელიოტი
დიდია და დიდი გახარებული პირი აქვს დახურული. კრისტიანს კი მოწყენილი სახე.
მამაც აქ არის. ის დედასთან მოდის. მე ჩემს პლედს მაგრად ვიხუტებ. ის ახალ დედიკოს
კოცნის და დედიკოს არ ეშინია. ის იღიმება და თვითონაც კოცნის. მე გულზე პლედს
უფრო მაგრად ვიხუტებ.
– გამარჯობა, კრისტიან.
მამას ბოხი, მაგრამ თბილი ხმა აქვს. მომწონს მამას ხმა. მამა არასდროს ხმაურობს. არ
ყვირის. მარტო ის ყვიროდა... როცა ვწვები, მამა წიგნებს მიკითხავს ქუდში მჯდარ
კატაზე, მწვანე კვერცხებზე და შაშხზე. მწვანე კვერცხები არასდროს მინახავს. მამა
იხრება და ამიტომ პატარა ხდება.
– დღეს რას აკეთებდი?
მე ხელს ნაძვის ხისკენ ვიშვერ.
– ნაძვის ხე იყიდე? საშობაო ნაძვის ხე?
ჩემი თავი „ჰოს“ ამბობს.
– ძალიან ლამაზია. შენ და დედიკოს ყველაზე ლამაზი ამოგირჩევიათ. ახლა უკვე იცი,
რომ ლამაზი ნაძვის ხის ამორჩევა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.
ისიც თმაზე მისვამს ხელს. მე არ ვინძრევი და ჩემს პლედს მაგრად-მაგრად ვიხუტებ,
მაგრამ მამა არ მტკენს.
– მამა, ნახე რა დავხატე! ლელიოტი ბრაზდება, რომ მამა მე მელაპარაკება. მე
ლელიოტს ვურტყამ ხოლმე, როცა ის ჩემზე ბრაზდება. მაგრამ, როცა ლელიოტს
ვურტყამ, ახალი დედიკოც ბრაზდება. ლელიოტი არ მიტყამს, ლელიოტს ჩემი ეშინია.
ნაძვის ხეზე ნათურები ძალიან ლამაზად ანთია.
– მოდი, გაჩვენო. კაუჭი, აი, ამ პატარა ხვრელში უნდა გამოსდო და მერე შეგიძლია
სათამაშო ნაძვის ხეზე დაკიდო. დედა ნაძვის ხეზე წითელ ბურთს კიდებს.
– შენ კი, მოდი, ეს პაწაწუნა ზანზალაკი დაკიდე.
ზანზალაკი წკრიალებს. მე ზანზალაკს ვაქნევ. მხიარულად წკრიალებს. კიდევ ვაქნევ.
დედა იღიმება. ლამაზად იღიმება. ასე ლამაზად ჩემთვის იღიმება.
– ეს ზანზალაკი მოგწონს, კრისტიან?
ჩემი თავი „ჰოს“ პასუხობს და ზანზალაკს ისევ ვაქნევ. რა მხიარულად წკრიალებს.
– რა საყვარელი ღიმილი გაქვს, ჩემო ძვირფასო. – დედა თვალებს ახამხამებს და
ცრემლებს იწმენდს. და მერე თავზე მეფერება. – იცი, როგორ მომწონს, შენ რომ იღიმები,
კრისტიან? – დედას უნდა, რომ ხელი მხარზე დამადოს. არა. მე უკან ვხტები და პლედს
ვიხუტებ. დედა მოწყენილი სახით მიყურებს, მაგრამ მერე ისევ მიღიმის და თავზე
მეფერება.
– ხომ გინდა, რომ ზანზალაკი ნაძვის ხეზე დავკიდოთ?
ჩემი თავი „ჰოს“ ამბობს.
– კრისტიან, როცა მოგშივდება, ყოველთვის უნდა მითხრა, რომ გშია. შენ შეგიძლია,
ჩემთან მოხვიდე, ხელი მომკიდო და სამზარეულოში წამიყვანო.
დედა თავის გრძელ თითს იშვერს. დედას ბზინვარე და ვარდისფერი ფრჩხილები აქვს.
ლამაზია. მაგრამ რატომ მეუბნება დედა ამას. მიბრაზდება? მე სადილი ბოლომდე
შევჭამე. ყველიანი მაკარონი. გემრიელი იყო.
– არ მინდა, რომ მშიერი იყო, საყვარელო, გესმის? აბა, ახლა მითხარი, ნაყინი გინდა?
ჩემი თავი ყვირის „ჰოს!“ დედა მიღიმის. მომწონს, დედა რომ მიღიმის. დედიკოს
ღიმილი ყველიან მაკარონს სჯობია.
ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. ვდგავარ, ჩემს პლედს ვიხუტებ და ნაძვის ხეს ვუყურებ.
სინათლეები ციმციმებს. ყველა სინათლე სხავადასხვა ფერისაა და მოსართავებიც
სხვადასხვაფერია. ნაძვის ხის კენწეროს კი დიდი ვარსკვლავი ადგას. მამამ ლელიოტი
ხელში აიყვანა და ლელიოტმა ნაძვის ხეს ვარსკვლავი ჩამოაცვა. ლელიოტს ნაძვის ხეზე
ვარსკვლავის ჩამოცმა უყვარს. მეც მინდა, რომ ვარსკვლავი ჩამოვაცვა... მაგრამ არ
მინდა, რომ მამამ ხელში ამიყვანოს და მაღლა ამწიოს. არ მინდა, რომ მამამ დამიჭიროს.
ვარსკვლავი დიდია და ბრწყინავს.
ნაძვის ხის გვერდით როიალი დგას. ახალი დედიკო როიალზე შავის და თეთრის
ხელის ხლების უფლებას მაძლევს. შავი და თეთრი. მე თეთრი ბგერები უფრო მომწონს.
შავი ბგერა როგორღაც ლამაზი არ არის, მაგრამ შავი ბგერებიც მომწონს. მე თითს
თეთრს ვაჭერ, მერე შავს, თეთრი, შავი. თეთრი, შავი. თეთრი, შავი. თეთრი, შავი.
თეთრი, შავი. მე ბგერები მომწონს, ძალიან მომწონს.
– გინდა დაგიკრა, კრისტიან?
ახალი დედიკო როიალთან ჯდება, თითებს თეთრს და შავს აჭერს და სიმღერა
გამოდის. მერე ქვემოთ ფეხით პედალს აწვება. ხანდახან სიმღერა ხმამაღალია, ხანდახან
უფრო ჩუმი. ეს მხიარული სიმღერაა. ლელიოტსაც უყვარს, როცა დედა მღერის. დედა
მახინჯ იხვის ჭუკზე მღერის და სასაცილოდ, იხვივით ყიყინებს. ლელიოტიც ყიყინებს
და ხელებს ფრთების ფართხუნივით იქნევს. ლელიოტი სასაცილოა.
დედიკო იცინის. ლელიოტი იცინის და მეც ვიცინი.
– სიმღერა მოგწონს, კრისტიან? – დედას ისევ თან ნაღვლიანი და თან გახარებული სახე
აქვს.
მე წინდა მაქვს. წითელია და ზედ წითელჩაჩიანი კაცი ახატია დიდი-დიდი თეთრი
წვერით. ეს სანტა კლაუსია. სანტას საჩუქრები მოაქვს. სანტა დახატული ადრეც
მინახავს, მაგრამ ადრე ჩემთვის საჩუქრები არასოდეს მოუტანია. მე ცუდი ბიჭი ვიყავი,
სანტას კიდევ ცუდი ბიჭებისთვის საჩუქრები არ მიაქვს. ახლა კარგი ვარ. ახალმა
დედიკომ მითხრა, რომ კარგი ვარ, ძალიან, ძალიან კარგი. ახალმა დედიკომ არ იცის. მე
დედიკოს არ უნდა მოვუყვე... რომ ცუდი ბიჭი ვიყავი. არ მინდა, რომ ახალმა დედიკომ
იცოდეს.
მამა წინდას ბუხრის თავზე კიდებს. წინდა ლელიოტსაც აქვს და ლელიოტს თავის
წინდაზე დაწერილი სიტყვის წაკითხვა შეუძლია. იქ წერია „ლელიოტი“. სიტყვა ჩემს
წინდაზეც წერია. კრისტიანი. ახალი დედიკო სიტყვას ნელა მიკითხავს: კრისტიანი.
მამა ჩემს ლოგინზე ჯდება და წიგნს მიკითხავს. მე ჩემს პლედს ვიხუტებ. მე დიდი
ოთახი მაქვს. ხანდახან ოთახში ბნელა და მე იმაზე, რაც ადრე იყო, ცუდი სიზმრები
მესიზმრება. ყოველთვის, როცა მე ცუდი სიზმრები მესიზმრება, ახალი დედიკო მოდის.
ის ჩემ გვერდით წვება ხოლმე, ჩუმად მიმღერის და მეც ვიძინებ. დედიკოს რბილის,
ახლისა და ლამაზის სუნი აქვს. ჩემი ახალი დედიკო ცივი არ არის. ის ძველიდედიკო
იყო... არა, არა, ძველი დედიკოსავით ცივი არ არის და როცა ახალ დედიკოს ჩემთან
ერთად სძინავს, ჩემი ცუდი სიზმრები ყოველთვის მიდიან.
ვიდრე მეძინა, სანტა კლაუსი მოსულა. სანტამ ვერ გაიგო, რომ მე ცუდი ბიჭი ვიყავი.
რა კარგია, რომ სანტამ არ იცის, რომ ცუდი ვიყავი, იმიტომ რომ მე მატარებელი მაქვს,
თვითმფრინავი, ვერტმფრენი და მანქანა. ჩემს ვერტმფრენს ფრენა შეუძლია. ის
ცისფერია. ის ნაძვის ხის გარშემო დაფრინავს, როიალის თავზე და როიალზე, თეთრზე
ეშვება. მერე დედიკოს თავს ზემოთ დაფრინავს, მერე მამიკოს და ლელიოტის თავზე.
როცა ვერტმფრენი ლელიოტს უფრენს, ის ლეგოს თამაშობს. ვერტმფრენი მაღლა-მაღლა
ფრინდება, სასადილო ოთახში, სამზარეულოში, მერე მამიკოს კაბინეტის კარის
გვერდით და მეორე სართულზე მიფრინავს, ჯერ ჩემს საძინებელში, მერე ლელიოტის
ოთახში, მერე დედიკოს და მამიკოს ოთახში. ჩემი ვერტმფრენი მთელ სახლში
დაფრინავს, ამ სახლში, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემს სახლში, ჩემი ვერტმფრენი ჩემს
სახლში დაფრინავს.

შეხვედრა ორმოცდაათ ელფერთან


***
ორშაბათი, 2011 წლის 9 მაისი.
– ხვალ, კლოდ. – ვამბობ უკმაყოფილოდ და ჩემი კაბინეტის ზღურბლზე გაჩერებულ
კლოდ ბასტილს დამშვიდობების ჟესტით ხელს ვუწევ.
– ამ კვირაში გოლფი არ დაგავიწყდეს, გრეი. – იმაში დარწმუნებული, რომ გამარჯვება
განაღდებული აქვს, ოდნავ შესამჩნევი ამპარტავნობით მიღიმის ბასტილი.
ის კაბინეტიდან გადის, მე კი მის ზურგს უკან დახურულ კარს კოპებშეკრული
შევყურებ. ისედაც გაღიზიანებულს, მისი ბოლო სიტყვები ჭრილობაზე მარილის
მოყრასავით, კიდევ უფრო მაღიზიანებს. მიზეზი კი ის არის, რომ ამ დილას სპორტულ
დარბაზში, მიუხედავად ჩემი გმირული მცდელობებისა, ჩემმა პერსონალურმა
მწვრთნელმა ტრაკზე მომსვა პატარა ბიჭივით. ბასტილი ერთადერთია, ვინც მიგებს და
ახლა მას ახალი სისხლი სწყურია.
გოლფს ვერ ვიტან, მაგრამ, რადგან გოლფის მოედანი ერთ-ერთია იმ ადგილთაგან,
სადაც ბიზნესი კეთდება, მისი გაკვეთილების ატანა იქაც მიხდება... თუმცა, რაც უნდა
უსიამოვნო იყოს ჩემთვის ამის აღიარება, ბასტილის წყალობით აშკარად უკეთ
ვთამაშობ. ფანჯრისკენ ვბრუნდები, სიეტლის პანორამას გავყურებ და გულში ნაცნობი
ნაღველი და უხასიათობა მეპარება. განწყობა დღევანდელი ამინდივით ნაცრისფერი და
ბნელი მაქვს. უკანასკნელი დღეები უკვე ისეთ ერთფეროვან მასად იქცა, რომ
სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქრო და რამენაირად გადავერთო... მთელი შაბათკვირა
სამუშაოს მოვანდომე და ახლა საკუთარი კაბინეტის დახურულ სივრცეში ადგილს ვერ
ვპოულობ. ბასტილთან რამდენიმე რაუნდის შემდეგ, წესით, თავს ასე არ უნდა
ვგრძნობდე, მაგრამ ფაქტს სად წაუხვალ...
ისევ კოპებს ვკრავ. სამწუხარო სინამდვილე ის არის, რომ ერთადერთი, რამაც ამ ბოლო
დროს მეტნაკლებად დამაინტერესა, ორი სატვირთო ხომალდის სუდანში გაგზავნა
იყო... ჰმ, ეს იმას მახსენებს, რომ როსი ციფრებითა და ლოჯისტიკის მონაცემებით უნდა
შემოსულიყო... ჯანდაბა, აქამდე რატომ არ მოვიდა? იმის გასარკვევად, თუ სად არის
აქამდე როსი, ტელეფონისკენ ხელს ვიშვერ და თან თვალს ჩემს განრიგს ვავლებ. ოჰ,
ღმერთო! ახლა რომელიღაც სტუდენტური ჟურნალისთვის იმ საშინელ ტვინის
მბურღავ მის კავანასთან ინტერვიუს გაძლება მომიწევს! საერთოდ, რამ გამაგიჟა და
რატომ დავთანხმდი?! ინტერვიუების მიცემას ვერ ვიტან, – ცუდად ინფორმირებული
უსაქმური იდიოტების იდიოტური კითხვები... ჯანდაბა! ტელეფონი რეკავს.
– გისმენ! – ვუყვირი ანდრეას ყურმილში, თითქოს დამნაშავე ის იყოს. კარგი, არა
უშავს, მალე მოვიშორებ თავიდან.
– მისტერ გრეი, თქვენთან მის ანასტასია სტილია.
– სტილი? მგონი, კათრინ კავანა უნდა მოსულიყო.
– მის ანასტასია სტილი მოვიდა, სერ.
უკმაყოფილოდ ისევ კოპებს ვკრავ. ვერ ვიტან ასეთ მოულოდნელობებს.
– კარგი, შემოვიდეს. – ვბუზღუნებ ყურმილში და მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ
აგრესიული მოზარდივით ვიქცევი, მაგრამ ფეხებზე მკიდია.
ასე, ასე... ესე იგი მის კავანა არ მობრძანდა. მამამისს, „კავანა მედიას“ მფლობელს
კარგად ვიცნობ, ერთობლივი ბიზნესი გვქონდა და საქმიანი, რაციონალური და საღად
მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სიმართლე ითქვას, ამ ინტერვიუზე მის
დასავალებლად უფრო დავთანხმდი, რომ მერე ოდესმე, როცა დამჭირდებოდა, ეს
„ვალი“ საჩემოდ გამომეყენებინა. თუმცა ისიც მართალია, რომ მეტნაკლებად მისი
შვილისთვის თვალის შევლებაც მინდოდა, უბრალოდ, ის მაინტერესებდა, მამამისივით
გონიერი იქნებოდა თუ არა.
კაბინეტის კართან ატეხილი გაუგებარი ხმაურის გამო ფეხზე ვდგები, ვბრუნდები და
ვხედავ, რომ ჩემს კაბინეტში „ცხენის კუდად“ შეკრული გრძელი, წაბლისფერი თმის
კასკადი, ფერმკრთალი ხელფეხი და ყავისფერი ჩექმები პირდაპირ იატაკისკენ
მოფრინავს თავით. თვალებს ვატრიალებ, მაგრამ ასეთ უაზრო მოუხერხებლობაზე
ბუნებრივ გაღიზიანებას ყურადღებას არ ვაქცევ და იატაკზე ოთხზე მდგარი გოგონას
მისაშველებლად რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ. ვიხრები, სიფრიფანა მკლავებში ხელს
ვკიდებ და ფეხზე ადგომაში ვეხმარები.
მისი კრიალა, ღია ცისფერი თვალების მზერა ჩემსას ხვდებადა ადგილზე ვშეშდები.
საოცარი ფერის თვალები აქვს, გულუბრყვილო და თითქოს დაბინდული... წამების,
რაღაც საშინელი რამდენიმე წამის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს
ეს თვალები რენტგენივით ერთიანად მაშუქებენ, ჩემ შიგნით ყველაფერს ხედავენ და
თავს... დაუცველად ვგრძნობ. ეს აზრი ძალიან მაღიზიანებს და გოგონას თხელ, პატარა
და საკმაოდ ლამაზ, ამწუთას უცოდველი ღია ვარდისფერი სიწითლით აფაკლულ სახეს
შევყურებ. თავს იმაზე ვიჭერ, რომ მაინტერესებს, მთელ სხეულზეც ასეთი უნაკლო კანი
აქვს თუ არა... ან შოლტის დარტყმებით გახურებული და აგზნებული როგორი
იქნებოდა...
ჯანდაბა! საკუთარი გზააბნეული ფიქრების მიმართულებით შეშფოთებული და
გვარიანად აფორიაქებული, გონებაში წამოჭრილი კითხვის ნიშნების თავიდან
მოშორებას ვცდილობ.
ჯანდაბა! ხომ არ გაგიჟდი, გრეი? ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ისევ თითქმის
მოზარდია... გაოგნებული მომჩერებია და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ისევ თვალები არ
ავატრიალო.
„კარგი, კარგი, ჩემო კარგო, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმპათიური სახეა და
მეტი არაფერი, მხოლოდ გარეგნობაა“. მისი ლამაზი ცისფერი თვალებიდან კი ამ
ცხადად აღფრთოვანებული მზერის წაშლა მინდება.
მაშ, ასე, წარმოდგენის დროა, მოდი, ცოტა გავერთოთ, გრეი.
– მის კავანა? კრისტიან გრეი. ხომ არაფერი დაგიშავდათ? დაბრძანდით.
სახე ისევ ერთიანად ეფაკლება. ვცდილობ, თავს მოვერიო და მშვიდად შევათვალიერო.
შეიძლება ითქვას, მიმზიდველია – ფერმკრთალი, თხელი მკლავები,
მოწითალოწაბლისფერი, საკმაოდ სქელი თმა, იმდენად, რომ უკან „ცხენის კუდად“
შეკრულს სამაგრი ძლივს უმაგრებს. ჰმ... მუქთმიანი... აჰა, ძალიანაც მიმზიდველია.
ხელს ჩამოსართმევად ვუშვერ, ის კი პასუხად თავის პატარა და ნაზ ხელს მართმევს და
თან ენის ბორძიკით ბოდიშს მიხდის. თითები საოცრად გრილცივი და რბილი აქვს,
ხელის ჩამორთმევა კი, ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ ძლიერი.
– მის კავანა ავად გახდა და მის მაგივრად მოვედი. იმედი მაქვს, წინააღმდეგი არ
იქნებით, მისტერ გრეი. – მეუბნება ჩუმი, ნაზი და გაუბედავი მუსიკალურობით
გაჯერებული ხმით და თითქოს პეპლის ფრთების ფრთხიალივით საოცრად გრძელსა
და ხშირ წამწამებს ჩქარ-ჩქარა ახამხამებს.
ამ უცნაური არსების ჩემს კაბინეტში გამოჩენისას ელეგანტურობას სრულიად
მოკლებული მანერის გახსენებაზე ხმაში ირონიას ვერ ვმალავ და ვეკითხები, ვინ არის.
– ანასტასია სტილი. კეიტთან ერთად, ჰმ... კათრინთან... ააჰ... მის კავანასთან ერთად
ინგლისურ ლიტერატურას ვსწავლობ.
ნერვიული და მორცხვი წიგნების ჭია?.. თუმცა, ასეც გამოიყურება, საშინლად აცვია,
საკმაოდ მოხდენილ ტანს უფორმო სვიტერისა და ყავისფერი, სწორი ქვედაბოლოს ქვეშ
მალავს. ღმერთო, რა საშინელებაა, ჩაცმის სტილი, მგონი, საერთოდ არა აქვს! ის ჩემს
კაბინეტს ნერვიულ მზერას ავლებს და მხიარული ირონიით იმასაც ვამჩნევ, რომ
ოღონდ კი მე არ შემომხედოს, მზად არის, ნებისმიერ მხარეს იყუროს.
როგორ შეიძლება, ასეთი გოგო ჟურნალისტი იყოს? როგორც ჩანს, ხასიათში
თავდაჯერებულობისა და ჯიუტი შემტევობის ნასახიც კი არ გააჩნია. საოცრად
ნერვიულობს და როგორღაც ერთიანად სიმორცხვისა და სირბილის... მორჩილების
განსახიერებაა.
საკუთარ თავაწყვეტილ და ავხორც ფიქრთა მდინარებით გაოგნებული თავს ვაქნევ.
ბუტბუტით რაღაც ბანალურ ფრაზას ვამბობ და დივანზე დასაჯდომად ვიწვევ, მერე
უცებ ვამჩნევ, რომ კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს ყურადღებით ათვალიერებს და მეც,
თვითონაც ვერ ვხვდები რატომ, თავს ვალდებულად ვთვლი ტილოს წარმომავლობა
ავუხსნა.
– ადგილობრივი მხატვრის ნამუშევარია. გვარად ტროუტონის.
– არაჩვეულებრივია. საოცრება უბრალოებაში... – მეოცნებე ხმით წარმოთქვამს ის და
ფერმწერის დახვეწილი და, ორიგინალური მანერით მონუსხული, ტილოს კიდევ
რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად უყურებს. ლამაზი პროფილი
აქვს, ოდნავ აბზეკილი თხელი ცხვირი, რბილი და სავსე ტუჩები... და თავისი
კომენტარით ნახატის თაობაზე აშკარად ჩემივე მოსაზრებას იმეორებს – „საოცრება
უბრალოებაში...“ ჰმ, დაკვირვებული თვალი ჰქონია, როგორც ჩანს, მის სტილი ამავე
დროს არც ცარიელ თავს უჩივის.
თანხმობის ნიშნად რაღაცას ვბუტბუტებ და ვხედავ, რომ ისევ წითლდება. მის
პირდაპირ, სავარძელში ვჯდები და ვცდილობ, თავაწყვეტილი ფიქრები როგორმე
დავიოკო.
ის თავისი მეტისმეტად დიდი ჩანთიდან საკმაოდ შელახულ, დაჭმუჭნილ ფურცლებს
და პორტატულ დიქტოფონს იღებს. ჰმ, მინიდისკიანი დიქტოფონი? ღმერთო, რა
მოუხერხებელია! ჩემი ჟურნალის მაგიდაზე ეს ოხრობა ორჯერ უვარდება... აშკარაა,
ადრე ინტერვიუ არასოდეს აუღია, მაგრამ უცნაური ის არის, რომ რაღაც ჩემთვისვე
გაუგებარი მიზეზით ამ ყველაფერს თვალს დაინტერესებულგახალისებული ირონიით
ვადევნებ, მაშინ როდესაც მსგავსი მოუხერხებლობა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში
საშინლად გამაღიზიანებდა. ახლა კი ხმის ამოუღებლად ვზივარ, უნებურ ირონიულ
ღიმილს ტუჩის კუთხეზე აფარებული საჩვენებელი თითით ვმალავ და თავს ძლივს
ვიკავებ, რომ მთელი ეს ინტერვიუსწინა, მოსამზადებელი პროცედურა საკუთარ თავზე
არ ავიღო. ის სულ უფრო და უფრო ნერვიულობს და უცებ თავში მომდის, რომ მის
მოტორიკას სიამოვნებით დავხვეწდი და განვავითარებდი კიდეც. სწორად
გამოყენებული შოლტით ყველაზე მოუქნელ-მოუხერხებლების გამოწრთვნაც კი
შეიძლება. ისევ ამ თავაწყვეტილი ფიქრისგან სავარძელზე ვწრიალებ, ჩემ წინ მჯდარი
მოუხერხებელი და აქამდე თავდახრილი გოგო კი თავს სწევს, წამიერ მზერას სახეზე
მავლებს და ქვედა ტუჩს უნებურად კბილებში იქცევს. ჯანდაბა! ღმერთო, რა მაცდური
პირი აქვს, ან აქამდე როგორ ვერ შევნიშნე?!
– უკაცრავად, ამის გამოყენების საკმარისი პრაქტიკა არ მქონდა და...
ვხედავ, ჩემო კარგო, ვფიქრობ ჩემთვის ირონიულად, მაგრამ, სიმართლე გითხრა, იმის
გამო, რომ მაგ მაცდურ ტუჩებს თვალს ვერ ვწყვეტ, ახლა ეგ ფეხებზე მკიდია.
– ნუ ჩქარობთ, მის სტილ. – პრინციპში, დრო მეც მჭირდება, რომ რამენაირად
საკუთარი გზააბნეული აზრების მობილიზება შევძლო... ახლავე შეწყვიტე, გრეი!
– წინააღმდეგი ხომ არა ხართ, თქვენი პასუხები რომ ჩავიწერო? – მეკითხება ის
გულახდილი მიამიტობით.
თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გადავიხარხარო. მადლობა ღმერთს, როგორც იქნა,
მოახერხა!
– მას შემდეგ, რაც დიქტოფონის მომზადებაზე ამდენი იწვალეთ, ამას კიდევ კითხვა
სჭირდება? – მას თვალები უფართოვდება, კიდევ უფრო უდიდდება და დაბნეულ-
შემცბარი გამომეტყველებით წამწამებს ახამხამებს. უცებ ჩემთვის სრულიად უცნობ და
არადამახასიათებელ სინდისის ქენჯნას ვგრძნობ. გრეი, ვირივით ნუ იქცევი.
– არა, წინააღმდეგი არა ვარ. – ვასწორებ ნაჩქარევად, რომ ამ მიამიტი მზერის გამო
თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო.
– კეიტმა, უფრო სწორედ, მის კავანამ ჩაგაყენათ საქმის კურსში, რა არის ინტერვიუს
მიზანი?
– დიახ, იმდენად, რამდენადაც წელს კურსდამთავრებულებს დიპლომები მე უნდა
გადავცე, ინტერვიუ სტუდენტებისთვის ჩემი პიროვნების გაცნობას ემსახურება. ანკი იმ
დიპლომების გადაცემის ცერემონიალს რატომ დავთანხმდი? სემი, საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილებიდან, დარწმუნებულია, რომ ეს პატივია, და, რომ გარემოს
დაცვის სამეცნიერო დეპარტამენტს, იმ თანხის გარდა, რომელიც მე გადავრიცხე,
დამატებითი გრანტი სჭირდება, ამისთვის კი რეკლამა აუცილებელია. მის სტილი,
ისეთი გამომეტყველებით, რომ ვხვდები, ეს მისთვის სრულიად ახალი ამბავია, ისევ
თვალებს ახამხამებს... და, ჯანდაბა, რატომღაც გამკიცხავი სახით კოპებს კრავს! ის რა,
ინტერვიუსთვის არ მომზადებულა? წესით, ეს ხომ მაინც უნდა სცოდნოდა?! ისე
ვღიზიანდები, რომ ცოტათი გულიც კი მიცრუვდება... უსიამოვნო გრძნობაა, ეს ის
ნამდვილად არ არის, რასაც მე ველოდები მისგან, ან ნებისმიერისგან, ვისაც ჩემს
თუნდაც ერთ წუთს ვუთმობ.
– კარგი, თქვენთან სულ რამდენიმე კითხვა მაქვს. – ის სახესთან ჩამოვარდნილ ურჩ
თმას ყურს უკან იმალავს და ჩემი გაღიზიანებაც თითქოს სადღაც ქრება.
– ვფიქრობ, შეძლებთ. – ვპასუხობ მშრალი ტონით.
ახლა თვითონ აწრიალდეს!.. ჰმ, მართლაც წრიალებს, მაგრამ თავს ხელში იყვანს,
სწორად ჯდება და მხრებს შლის. მერე წინ იხრება, დიქტოფონზე ღილაკს თითს აჭერს
და როგორც კი თავის დაჭმუჭნილ ფურცლებში იხედება, რომლებზეც კითხვები აქვს
ჩამოწერილი, კოპებს კრავს.
– მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზდა ხართ, უკვე საკუთარი იმპერიის მფლობელი
ბრძანდებით. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
ოჰ, ღმერთო! უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა? რა უბედურებაა, რა სულელური
კითხვაა... ორიგინალობის ნასახიც არ გააჩნია. ეს აშკარად იმედს მიცრუებს და ჩემი
დაზეპირებული პასუხით ვიფარგლები, ვეუბნები, რომ ჩემთან არაჩვეულებრივი
სპეციალისტები მუშაობენ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც მე ვენდობი და
კარგადაც ვუხდი... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მაგრამ მის სტილ, საქმე ის არის, რომ
იმაში, რასაც ვაკეთებ, გენიოსი ვარ. ჩემთვის ეს უმარტივესი ფორმულაა. გაკოტრების
პირას მდგარი კომპანიების ყიდვა და აღდგენა, ანდა, თუ კომპანია უკვე გაკოტრდა,
მისი ნაწილებად დაშლა და ძვირად გაყიდვა. ეს მხოლოდ ორ სტადიას შორის
განსხვავების ცოდნის საკითხია და საბოლოოდ ყველაფერი აუცილებლად იმ
ადამიანამდე მიდის, ვისაც
პასუხისმგებლობის აღების უნარი აქვს. ბიზნესში წარმატებას რომ მიაღწიო, გარს
პროფესიონალები, თავისი საქმის მცოდნე ადამიანები უნდა შემოიკრიბო, მე კი
ადამიანებში მშვენივრად ვერკვევი.
– იქნებ, უბრალოდ, გაგიმართლათ? – მეკითხება ის ხმადაბლა.
გამიმართლა? შინაგანად ლამის ვფეთქდები და საშინლად ვღიზიანდები.
გამიმართლა? გამართლება აქ საერთოდ არაფერ შუაშია, მის სტილ!.. ის თავმდაბალი
და ჩუმი არსების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს კითხვა?.. ადრე ჩემთვის არავის და
არასდროს მსგავსი არაფერი უკითხავს. რას ნიშნავს გამიმართლა?! ეს მძიმე შრომაა და
ადამიანების დაინტერესებისა და აყოლიების, მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოლის, თუ
საჭირო გახდა, მათი ნაბიჯების წინასწარ გათვლისა და, თუკი დაკისრებულ საქმეს თავს
ვერ გაართმევენ, მათი ქუჩაში უმოწყალოდ გაყრის ნიჭი სჭირდება. აი, ეს არის, რასაც მე
ვაკეთებ, თანაც კარგად! ჯანდაბა! გამართლების დედაც!.. რა გამართლებაზეა აქ
საერთოდ ლაპარაკი! აი, ასე!.. თავს ერუდიციით ვიწონებ და პასუხს ჩემი საყვარელი
ამერიკელი მეწარმის სიტყვების ციტირებით ვასრულებ.
–როგორც ვხედავ, საქმისადმი დიქტატორის მიდგომა გქონიათ. – მიცხადებს უცებ ის
სრულიად სერიოზული ტონით.
რაა? ჯანდაბა!
იქნებ ეს მისი მიამიტი გულუბრყვილობით ანთებული თვალები მართლაც
რენტგენივით მხედავს? კონტროლის მოთხოვნილება ხომ ჩემი მეორე ნატურაა.
ჩემ წინ მჯდარ უცნაურ არსებას უსიტყვოდ და ყურადღებით ვაჩერდები.
– დიახ, მის სტილ, ვცდილობ, ყველაფერი ვაკონტროლო. – მაგრამ ყველაფერზე მეტად
ახლა შენი დაქვემდებარება მინდა, თანაც პირდაპირ აქ და ამწუთას.
ის თვალებგაფართოებული მიყურებს და სახე ისევ ერთიანად ეფაკლება... ღმერთო,
ტუჩს ისევ კბილებს შორის იქცევს და ოდნავ ქაჩავს. ისევ საკუთარ თავს ვებრძვი, რომ
როგორმე ამ მაცდურ პირზე არ ვიფიქრო.
– თუმცა, სრული ძალაუფლების მოპოვება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც
ხელმძღვანელობის თანდაყოლილი ნიჭი აქვს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანებზე სრულ ძალაუფლებას ფლობთ? – მეკითხება
რბილი, თითქოს დამყვავებლური ხმით, მაგრამ თან იმავდროულად ლამაზ წარბს
ძგიბავს და მზერაში საყვედურნარევი გამომეტყველება უკრთება. სულ უფრო და უფრო
ვღიზიანდები, მაგრამ ბოლომდე ვერ ვხვდები, კონკრეტულად რა მაგიჟებს, მისი
კითხვები, ის, რომ მომწონს თუ ჩემდამი მისი ცხადად გამოხატული დამოკიდებულება?
– მე ორმოცი ათასი ადამიანი მყავს დასაქმებული, მის სტილ, ეს გარკვეულ
პასუხისმგებლობასაც მაკისრებს, თუ გნებავთ, ამ პასუხიმგებლობას ძალაუფლება
დაარქვით. მაგრამ ასეა თუ ისე, ოდესმე სატელეკომუნიკაციო ბიზნესმა რომ აღარ
დამაინტერესოს და გაყიდვა გადავწყვიტო, ერთ თვეში მათგან ოცი ათასს კრედიტების
დაფარვის საშუალება აღარ ექნება.
ჩემი პასუხით გაოგნებული, პირს აღებს. აბა, მის სტილ? მოგეწონა? მგონი, როგორც
იქნა, თავის ხელში აყვანას ვახერხებ.
– როგორ? საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი არ ხართ?
– არა, მე კომპანიის მფლობელი ვარ და პასუხისმგებელიც არავისთან ვარ. – ვუჭრი
მკვახედ. აქ რომ მოდიოდა, ჩემ შესახებ წესით, ეს მაინც უნდა სცოდნოდა. თვალებში
ვუყურებ და წარბს გამომწვევად გამკიცხავი გამომეტყველებით ვწევ.
– სამუშაოს გარდა რა გაინტერესებთ? – მეკითხება ის ნაჩქარევად. ჩემს მიმიკას
აშკარად სწორად აფასებს და ხვდება, რომ გავღიზიანდი... ეს რატომღაც მსიამოვნებს.
– მე მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს, მის სტილ, ძალიან მრავალფეროვანი. –
ვპასუხობ ღიმილით და თვალწინ თამაშების ოთახში სხვადასხვა პოზაში დაბმული ეს
თვალებგაფართოებული არსება მიდგება, ჯვარზე მანჟეტებით მიბმული, უზარმაზარ
საწოლზე გაშლილი ხელებით და ფეხებით, გასაშოლტ სკამზე მიბმული. ჯანდაბა! რა
მჭირს, საიდან მომდის ეს თავში? და, აჰა, ის ისევ წითლდება! ეს სიწითლე მისი დამცავი
მექანიზმივით მუშაობს თუ რა ხდება? გეყოფა, გრეი, დამშვიდდი!
– თუ ამდენს მუშაობთ, როდის და როგორ ისვენებთ?
– ვისვენებ? – მე ვიღიმები. რა უცნაურია ასეთი ჭკვიანი გოგოსგან ასეთი კითხვის
დასმა... ან როდის უნდა დავისვენო? ნუთუ ისიც არ იცის, რამდენი კომპანიის
მფლობელი ვარ? ის კი ამასობაში თავისი საოცრად ლამაზი ცისფერი თვალების
გულუბრყვილო მზერით მიყურებს და, ჩემდა გასაკვირად, თავს იმაზე ვიჭერ, რომ
პასუხის მოფიქრებას ვცდილობ... ჰმ, კარგი... როგორ ვისვენებ და აფროსნობით ვარ
გატაცებული, ვერტმფრენით დავფრინავ, ვჟიმაობ... მისივე მსგავსი, მინიატურული და
სიფრიფანა, მუქთმიანი გოგოების საზღვრებს ვამოწმებ და მათ ნებას ჩემსას
ვუმორჩილებ... ამ აზრისგან ისევ ვიშმუშნები, თუმცა კი ბოლო ორი, ჩემი უსაყვარლესი
გასართობის გამოტოვებით კითხვაზე მშვიდად ვპასუხობ.
– თქვენი მთავარი ინტერესი წარმოებაა. რატომ აირჩიეთ ეს სფერო?
მისი კითხვა რეალობაში მაბრუნებს.
– მე შექმნა მაინტერესებს. მომწონს საგანთა არსში წვდომის პროცესი, მაინტერესებს,
როგორ მუშაობს ესა თუ ის საგანი, რისგან შედგება, როგორ იშლება და იწყობა ის.
განსაკუთრებით კი გემები მიყვარს... სხვა რა ვთქვა?..
– გამოდის, რომ გულის ხმას უსმენთ და არა ფაქტებსა და ლოგიკას.
გულის ხმას? არა, არა, ჩემო კარგო. ჩემი გული უკვე ძალიან დიდი ხანია ისე
დაიმსხვრა, აღარც კი მახსოვს, როგორი იყო...
– შესაძლებელია. თუმცა, ზოგიერთები თვლიან, რომ გული საერთოდ არა მაქვს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ კარგად მიცნობენ.
ვპასუხობ და ირონიულად მეღიმება. სინამდვილეში ასე კარგად, ალბათ ელენას
გარდა, არც არავინ მიცნობს. საინტერესოა, ელენა ამ პატარა მის სტილზე რას იტყოდა?
ეს გოგონა წინააღმდეგობრივი თვისებების განსახიერებაა, თან მორცხვი და
მოუხერხებელი და თან აშკარად საკმაოდ ჭკვიანი და მიმზიდველია... კარგი, ვაღიარებ,
ძალიან სექსუალურია.
ის შემდეგ კითხვას უკვე სრულიად მექანიკურად მისვამს.
– ადამიანებს ახლოს ადვილად უშვებთ?
– მე მეტისმეტად ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მის სტილ, და მზად ვარ, ძალიან ბევრი
გავიღო, რომ ჩემი პირადი ცხოვრება დავიცვა. ამიტომაც არის, რომ ინტერვიუზეც ასე
იშვიათად ვთანხმდები.
– ამჯერად რატომ დათანხმდით?
– იმიტომ, რომ თქვენს უნივერსიტეტს ვაფინანსებ, თანაც მის კავანასგან თავის
დაღწევა არც ისე ადვილია. ის ჩემს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას
ისეთი სიჯიუტით ჩააფრინდა, რომ იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი. ასეთ
შეუპოვრობას ნამდვილად პატივს ვცემ.
მაგრამ, სიმართლე გითხრა, ძალიან მიხარია, რომ მის მაგივრად შენ მოხვედი.
– როგორც ცნობილია, ფულს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებშიც აბანდებთ. ეს
სფეროც თქვენს ინტერესებში შედის?
– ფული არ იჭმება, მის სტილ, მსოფლიოში კი უამრავი ადამიანი შიმშილობს. –
ვპასუხობ უემოციო, გაქვავებული გამომეტყველებით.
– ე. ი. ეს ფილანთროპიაა? ამას იმიტომ აკეთებთ, რომ მშიერი ადამიანების ბედი
გაწუხებთ? – ის ისეთი შეფიქრიანებული და ცოტა არ იყოს გაკვირვებული სახით
მიყურებს, თითქოს რაღაც თავსატეხი ვიყო, რომლის ამოხსნასაც ცდილობს, მაგრამ
რარა და, ნამდვილად არ მინდა, რომ ამ გულუბრყვილო ცისფერმა თვალებმა ჩემი
ბნელი სული დაინახონ. ამ თემაზე ლაპარაკს ნამდვილად არ ვაპირებ, არც ახლა და არც
არასდროს.
– ეს მომგებიანი ბიზნესია, მის სტილ, – ვიჩეჩ მხრებს გათამაშებული გულგრილობით
და შიმშილზე ფიქრის თავიდან მოსაშორებლად იმაზე ოცნებას ვიწყებ, რომ ამ
სექსუალურ პირს ვჟიმავ... ჰმ... ამ პირს კარგი გაწრთვნა ნამდვილად არ აწყენდა! ეს
აზრი სულ უფრო და უფრო მიტაცებს და ბოლოს თავს იმის უფლებასაც კი ვაძლევ, რომ
წარმოსახვაში ჩემ წინ მუხლებზე ვაყენებ.
– გაქვთ თუ არა საკუთარი ფილოსოფიური მიდგომა და, თუ ასეა, რაში მდგომარეობს
მისი არსი? – მისვამს ისევ დაჭმუჭნილი ფურცლებიდან ამოკითხულ ბანალურ კითხვას.
– საკუთარი ფილოსოფია არ გამაჩნია. ალბათ, ერთადერთი, კარნეგის პრინციპით
ვხელმძღვანელობ: „ვინც საკუთარი თავის ფლობის უნარს იძენს, მას შეუძლია,
ყველაფერი ჰქონდეს, რის ფლობის უფლებაც კანონიერად აქვს“. მე ძალიან
მიზანსწრაფული ადამიანი ვარ, მის სტილ, და ვცდილობ, გავაკონტროლო არა მარტო
ის, რაც ჩემ გარშემოა, არამედ საკუთარი თავიც.
– ესე იგი, თქვენი მიზანია, ყველაფერს ფლობდეთ და ყველაფერი გააკონტროლოთ? –
მეკითხება თვალებგაფართოებული.
ჰო, ჩემო კარგო, მაგალითად, მინდა, რომ შენ გფლობდე, გიმორჩილებდე და
გაკონტროლებდე.
– ჩემი მიზანია, ყველაფრის ფლობა დავიმსახურო, თუმცა, პრინციპში – კი, ასეა.
– როგორც ვხვდები, თქვენ ამას მდიდარი მომხმარებლის პოზიციიდან ამბობთ, არა? –
ხმაში ისევ გამკიცხავი ინტონაცია უკრთება. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ
მდიდარი მშობლების შვილია, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა, რაც
უნდოდა, მაგრამ მისი ტანსაცმლით თუ ვიმსჯელებთ... ამ ყველაფერს ალბათ
„უოლმარტში“ ან შეიძლება „ოლდ ნეივიში“ ყიდულობს... ვხვდები, რომ შევცდი, ის
მდიდარ ოჯახში ნამდვილად არ გაზრდილა.
სამაგიეროდ, მე შემიძლია, შენზე ვიზრუნო...
ჯანდაბა, ეს რაღამ მაფიქრებინა? თუმცა, მეორე მხრივ, ახალი მორჩილი ნამდვილად
მჭირდება. სიუზანის მერე... რამდენი გავიდა? მგონი, ორი თვე და, აჰა, მუქთმიანი
გოგოს დანახვაზე ნერწყვი მადგება... ვცდილობ, უდარდელად გავიღიმო და
დავეთანხმო. მომხმარებლობაში, პრინციპში, ცუდი არაფერია, ბოლოს და ბოლოს
სწორედ მომხმარებლობაა, რაზეც, მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკის ეკონომიკა დგას
და რაც მას დაცემისგან იცავს.
– თქვენ აყვანილი ბავშვი იყავით. როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე?
ჯანდაბა! ამას რა კავშირი აქვს ნავთობის ფასთან? რა იდიოტური კითხვაა!
უკმაყოფილოდ კოპებს ვკრავ... როგორ უნდა ემოქმედა, იმ მეძავ და ნარკომან
დედასთან რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, დიდი ხანია, ამქვეყნად აღარ ვიქნებოდი!..
აუღელვებელ ტონს ვინარჩუნებ, თუმცა ვცდილობ, ვაგრძნობინო, რომ კითხვა არ
მსიამოვნებს, მაგრამ ის მაინც თავისას აგრძელებს. ენა ჩააგდებინე, გრეი.
– მის სტილ, ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ ჩემ შესახებ საჯარო ინფორმაციიდან
მოიპოვოთ. – ვპასუხობ ყინულივით ცივი ხმით. მას გამომეტყველება ეცვლება, როგორც
ჩანს, ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ უტაქტო კითხვა დამისვა და ნანობს. ძალიანაც
კარგი!..
– თქვენ ოჯახური ცხოვრება სამუშაოს შესწირეთ.
– ეს კითხვა არ არის, – ვუჭრი მოკლედ.
ის ისევ წითლდება და ისევ ტუჩს იწვალებს, ჯანდაბა! თუმცა ჭკუა ჰყოფნის და
ბოდიშს იხდის.
– უკაცრავად, ოჯახურ ცხოვრებაზე უარის თქმა სამუშაოს გამო მოგიწიათ?
საიდან მოიტანე, რომ ეგ ოჯახური ცხოვრება საერთოდ რამეში მჭირდება?!
– ჩემი ოჯახი ჩემი დაძმა და მოსიყვარულე მშობლები არიან. ჩემთვის ეს სრულიად
საკმარისია.
– ჰომოსექსუალი ხართ, მისტერ გრეი?
რაა?! არა, უბრალოდ, არ მჯერა, რომ ეს ხმამაღლა თქვა! კითხვა, რომლის დასმასაც
ჩემი ოჯახის წევრებიც კი ვერ მიბედავენ, რაც მე საკმაოდ მართობს კიდეც, მაგრამ... ამან
როგორ გაბედა?! ხელები მექავება, იმდენად მინდება, ამ დივნიდან მუხლებზე
გადმოვითრიო, ტრაკი მაგრად ავუჭრელო და მერე უკან ხელებშეკრული პირდაპირ
საწერ მაგიდაზე გავჟიმო. მის კითხვაზე პასუხიც ეს იქნებოდა. აი, უტიფრობაც ამას
ჰქვია! დასამშვიდებლად ფილტვებში ჰაერს ღრმად ვუშვებ, მაგრამ ჩემი ბოღმიანი
ნატურისგასახარად უცებ იმასაც ვხედავ, რომ საკუთარი კითხვით, როგორც ჩანს,
თვითონ ჩემზე მეტადაა შემცბარი.
– არა, ანასტასია, ჰომოსექსუალი არა ვარ. – ვპასუხობ წარბაწეული, მაგრამ უემოციო
და გაქვავებული გამომეტყველების შენარჩუნებას ვახერხებ. ანასტასია. ლამაზი
სახელია.
ჟღერადობა მომწონს. წარმოთქმისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ სახელს ენით
ვლოკავდი.
– უკაცრავად, აქ ასე ეწერა.
ის თმას ნერვიულად ისევ ყურს უკან იწევს... ჰმ, საკუთარი კითხვები არ იცის? ალბათ
თვითონ არ შეუდგენია... ამას ვეკითხები და ის ერთიანად ფითრდება. ჯანდაბა! რა
მიმზიდველია, თუმცა არა თვალში მოსახვედრად მიმზიდველი... ძალიან ლამაზიც კი...
– აა... არა. კეიტმა, უფრო სწორად, მის კავანამ შეადგინა.
– სტუდენტურ გაზეთში ერთად მუშაობთ?
– არა, ჩვენ, უბრალოდ, ერთ ბინაში ვცხოვრობთ.
აჰა, აი, თურმე რატომ არის ასეთი დაძაბული. ნიკაპს ვისრეს და ცდუნება მიჩნდება,
კედელთან მივიმწყვდიო.
– თქვენ თავად მოინდომეთ ამ ინტერვიუს აღება? – ვეკითხები მე და გასამრჯელოდ
მის მორჩილ მზერას ვიღებ: დიდი, ოდნავ შეშინებული თვალებით მიყურებს და ჩემს
რეაქციას ნერვიულად ელოდება... ჰმ, მსიამოვნებს, რომ მასზე ასეთ ზეგავლენას ვახდენ.
– ავად გახდა და მთხოვა, მე მოვსულიყავი, – ამბობს თითქმის ჩურჩულით.
– გასაგებია.
კარზე კაკუნი ისმის და კაბინეტში ანდრეა შემოდის.
– ბოდიშს გიხდით, მისტერ გრეი, ორ წუთში შემდეგი შეხვედრა გაქვთ დანიშნული.
– ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია, ანდრეა. თუ შეიძლება, შეხვედრა გადადეთ.
ანდრეა დაბნეული გამომეტყველებით მაჩერდება და მის ამ დაბნეულობას მაშინვე
მკაცრი მზერით ვპასუხობ. გაქრი! ახლავე! ვერ ხედავ, რომ დაკავებული ვარ?! ანდრეა
წითლდება, მაგრამ თავს სასწრაფოდ ხელში იყვანს.
– გასაგებია, მისტერ გრეი. – ბუტბუტებს ის და მკვეთრად მიბრუნებული, კაბინეტიდან
გადის.
მთელი ყურადღება ისევ ჩემს დივანზე წამოსკუპული ამ დამაინტრიგებელი და
მომნუსხველი პატარა არსებისკენ გადამაქვს.
– რაზე შევჩერდით, მის სტილ?
– თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ გაცდენთ.
ოოო, არა, ეგ უკვე აღარ გამოგივა, პატარავ. ახლა ჩემი ჯერია. ახლა მეც მინდა გავიგო,
რა საიდუმლოებები იმალება მაგ ულამაზესი ცისფერი თვალების მიღმა.
– მინდა, თქვენ შესახებ მეტი გავიგო. ვფიქრობ, ეს სამართლიანი თხოვნაა. – სავარძლის
საზურგეს ვეყუდები. ტუჩებთან თითები მიმაქვს თუ არა, მისი მზერა მაშინვე ჩემს
ტუჩებზე ინაცვლებს და ნერწყვს ყლაპავს. ასე, ასე!.. მშვენიერია, ნაცნობი რეაქციაა...
ჰმ, რა სასიამოვნოა იმაში დარწმუნება, რომ ჩემ მიმართ ბოლომდე გულგრილი მაინც
არ არის.
– საინტერესო არაფერია, – ამბობს და ისევ წითლდება. როგორც ჩანს, ცოტა ვაშინებ,
არც ეს არის ურიგო.
– რას აპირებთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?
ის მხრებს იჩეჩს.
– ჯერ არ გადამიწყვეტია, მისტერ გრეი. პირველ რიგში გამოცდები მაქვს
ჩასაბარებელი.
– იცით, რომ ჩვენ კურსდამთავრებულებისთვის სტაჟირების ძალიან კარგი
პროგრამები გვაქვს?.. – ჯანდაბა, რა დამემართა? ეს რამ მათქმევინა! საკუთარ ოქროს
წესს ვარღვევ, თანამშრომლები არასოდეს, არასოდეს არ უნდა გავჟიმო! კარგი, როგორმე
უნდა დავწყნარდე... მე ხომ ამ გოგოს არც ვჟიმავ... მას გაკვირვებული გამომეტყველება
აქვს და სავსე და მაცდურ ქვედა ტუჩს ისევ ქათქათა თეთრ კბილებში იქცევს... ღმერთო,
ძალიან მაგზნებს!
– გმადლობთ, გავითვალისწინებ, – ბუტბუტებს დაბნეული და წამიერი დაფიქრების
მერე ამატებს: – თუმცა, ჩემი აზრით, მე თქვენ არ გამოგადგებით.
ვითომ რატომაც არა? ჩემს კომპანიას რას უწუნებს?
– რატომ გგონიათ? – ვეკითხები გულახდილად დაინტერესებული.
– ისედაც ხომ ცხადია.
– ჩემთვის – არა. – მისი პასუხი საბოლოოდ მაბნევს.
ის ისევ წითლდება და ხელს თავისი დიქტოფონისკენ იშვერს. ჯანდაბა, წასვლას
აპირებს. სასწრაფოდ დღეს დღის ბოლომდე გაწერილ ჩემს განრიგს ვიხსენებ... ძალიან
კარგი, ისეთი არაფერია, რასაც ვერ გადავდებ.
– თუ გსურთ, აქაურობას დაგათვალიერებინებთ.
– არ მინდა, საქმეებს მოგწყვიტოთ, მისტერ გრეი, თანაც დაგვიანდება, ვანკუვერამდე
შორია.
– ვანკუვერში... ანუ უნივერსიტეტში დაბრუნებას დღესვე აპირებთ? – ფანჯრისკენ
ვიხედები, იქამდე მართლაც შორი გზაა, არადა, წვიმა იწყება. ჯანდაბა. ასეთ ამინდში
საჭესთან არ უნდა დაჯდეს, მაგრამ... როგორ ავუკრძალო?.. ეს აზრი ძალიან
მაღიზიანებს.
– ფრთხილად იარეთ, – ხმაში ცხადად უფრო მკაცრი ტონი მიკრთება, ვიდრე
ვაპირებდი. ის დიქტოფონს ჩანთაში მოუხერხებლად ტენის... აშკარად ერთი სული აქვს,
აქედან წავიდეს, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით მე არ მინდა მისი
გაშვება... – ყველაფერი ჩაიწერეთ, რაც გინდოდათ? – ვამატებ მე და ამჯერად ჩემს ხმაში
უკვე სრულიად
დაუფარავად მისი შეჩერების სურვილიც ისმის.
– დიახ, სერ, – მპასუხობს ხმადაბლა.
მისი პასუხი საბოლოოდ მაცლის ფეხქვეშ მიწას, უფროსწორად, ეს ჩუმი ხმა და ამ
მიმზიდველი ტუჩებითა და ენით წარმოთქმული ეს „დიახ, სერ“... თვალწინ
წარმომიდგება ეს ტუჩები და ეს პირი... ჩემს სრულ განკარგულებაში და ჩემს ნებას
დამორჩილებული.
– მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის, მისტერ გრეი.
– ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, – ვპასუხობ მე სრულიად გულახდილად,
რადგან ცხადად ვაცნობიერებ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, ასე არავინ მომწონებია. ეს
აზრი აშკარად მაღიზიანებს.
ის ფეხზე დგება. ხელს ვუწვდი და არა მარტო თავაზიანობის გამო... ერთი სული მაქვს,
შევეხო!..
– მომავალ შეხვედრამდე, მის სტილ. – ვეუბნები მე. ის კი თავის პატარა ხელს
მაგებებს... მე ის მინდა, უკვე სრულიად ცხადად ვგრძნობ, რომ მინდა. თამაშების
ოთახში... ჩემს ხელქვეშ აწითლებული მისი ტრაკის დანახვა, მინდა, გავჟიმო, მინდა,
დაბმულს, ჟინით აცახცახებულს, ჩემზე მონდობილსა და დამორჩილებულს ვხედავდე...
ყელში გაჩხერილ ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. ეს შეუძლებელია, გრეი.
– კარგად ბრძანდებოდეთ, მისტერ გრეი. – თავაზიანად მიქნევს ის თავს და ხელს
სასწრაფოდ... მეტისმეტად ჩქარა მართმევს.
ჯანდაბა, ასე უბრალოდ ვერ გავუშვებ, არადა ერთი სული აქვს, წავიდეს. გულში
გაღიზიანებისა და შთაგონების რაღაც ნაზავით ვაცილებ კარამდე.
– ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ყოველი შემთხვევისთვის აქედან გასვლაში
დაგეხმაროთ, მის სტილ.
ის გადაკრულ ნათქვამზე ისევ წითლდება, ღმერთო, რა მაცდურ ვარდისფრად
იფაკლება!..
– საოცრად წინდახედული ბრძანდებით, მისტერ გრეი, – კბილს მკრავს ისიც.
ჰმ, მის სტილს ბრჭყალებიც ჰქონია! გამხიარულებული, მის ზუგს უკან ფართოდ
ვიღიმები და ჩემი კაბინეტის ზღურბლს მიღმა უკან მივყვები. ოლივია და ანდრეა
გაოგნებულები მაჩერდებიან. კი, მაგრამ, რა ხდება, ჰო, გოგოს ვაცილებ!
– ქურთუკი გეცვათ? – ვეკითხები ანასტასიას.
– დიახ.
წამიერი მოქუფრული მზერა სულელივით მომღიმარ ოლივიაზე გადამაქვს და ისიც
ქურთუკის მოსაწოდებლად მაშინვე ფეხზე ხტება. ქურთუკს ვართმევ და ისევ
უსიტყვოდ, მხოლოდ მზერით ვეუბნები, რომ თავის ადგილას დაჯდეს. ჯანდაბა,
ოლივია უკვე ძალიან მაღიზიანებს, გაუთავებლად სადღაც ჩემ გვერდით ტრიალებს.
ჰმ, სწორად მივხვდი, ქურთუკი „უოლმარტშია“ ნაყიდი. მის ანასტასია სტილი
ნამდვილად უკეთესად უნდა იცვამდეს. ჩაცმაში ვეხმარები და როდესაც ვითომ
შემთხვევით სიფრიფანა მხრებზე ხელებს ვადებ, თითის წვერით ყელთან შიშველ კანსაც
ვეხები. ის მაშინვე შეშდება და ერთიანად ფითრდება. ასე! ესე იგი, ნამდვილად
ვმოქმედებ, ღმერთო, რა კარგია... ლიფტთან მივდივართ და თითს გამოძახების ღილაკს
ვაჭერ, ის კი ჩემ გვერდით ხმის ამოუღებლად დგას, მაგრამ აშკარად ნერვიულობს,
ფეხიდან ფეხზე ინაცვლებს.
რომ იცოდე, შენი დაწყნარება როგორ შემიძლია, პატარავ... ლიფტის კარი იღება და ის
კაბინაში ნაჩქარევად შედის, მერე კი ჩემკენ ბრუნდება.
– ანასტასია, – ვჩურჩულებ მე ჩემთვისვე მოულოდნელად ჩავარდნილი ხმით.
– კრისტიან, – იმეორებს ისიც ჩემი ინტონაციით, რაღაც უცნაურად, უცხოდ, მაგრამ
საშინლად სექსუალური ჩუმი ხმით და კარი იკეტება, მე კი თითქოს ჰაერში
გამოკიდებული ვრჩები.
ჯანდაბა, ეს რა იყო?
ამ გოგოზე სასწრაფოდ მეტი უნდა გავიგო.
– ანდრეა, – არც კი ვჩერდები, ისე ვეუბნები ჩემი კაბინეტისკენ მიმავალი. – ჩქარა,
უელჩი მიპოვე.
მაგიდასთან ვზივარ, უელჩის ზარს ველოდები და კაბინეტის კედელზე ჩამოკიდებულ
ნახატს ვუყურებ... გონებაში მის სტილის სიტყვები მიტივტივდება – „საოცრება
უბრალოებაში“ და უცებ ვხვდები, რომ ეს ფრაზა ამ ტილოზე მეტად თვითონ მას
უხდება.
ტელეფონი რეკავს.
– ხაზზე მისტერ უელჩია.
– დამაკავშირე.
– დიახ, სერ.
– უელჩ, ინფორმაცია მჭირდება.
კვირა, 14 მაისი, 2011
ანასტასია როუზ სტილი
ანასტასიას პირად მონაცემებს, მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ მივიღე, უკვე მეასედ
ვკითხულობ და იდუმალებით მოცული მის ანასტასია როუზ სტილის ამ იდუმალების
მიღმა შეღწევას ვცდილობ. ამ გოგოს თავიდან ვერაფრით ვიგდებ და ეს უკვე
სერიოზულად მაღიზიანებს. მთელი ამ ბოლო კვირის განმავლობაში, მით უმეტეს,
უინტერესო შეხვედრების დროს თავს იმაზე ვიჭერდი, რომ ინტერვიუს ლამის ყოველ
დეტალს ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი და გონებაში თავიდან ვატრიალებდი. მისი ეს
ნერვიულობისგან ოდნავ აკანკალებული ხელები და დიქტოფონთან მებრძოლი
მოუხერხებელი თითები... ან ის, ჩამოვარდნილ თმას ყურს უკან როგორ იწევდა და
ტუჩს როგორ იწვალებდა... ჯანდაბა, მის კბილებში მოქცეულ იმ სავსე და მაცდუნებელი
ტუჩის გახსენებას ლამის უკვე ჭკუიდან გადავყავარ.
და, აი, პორტლენდის გარეუბანში „კლეიტონის“ – სამშენებლო მასალებით მოვაჭრე იმ
მაღაზიის წინ ვზივარ მანქანაში, სადაც ის მუშაობს.
იდიოტი ხარ, გრეი, აქ რა გინდა?
თუმცა, ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. უკვე მთელი კვირაა... ვიცი, რომ აუცილებლად
ისევ უნდა მენახა. იმ წამიდან ვიცოდი, როდესაც მან ლიფტში ჩემისახელი წარმოთქვა
და შენობის სიღრმეში გაუჩინარდა. ყოველნაირად ვეცადე, საკუთარი თავისთვის
წინააღმდეგობა გამეწია. ხუთი დღეე ვიცადე, ხუთი აუტანელი დღე, რომ დამვიწყებოდა
და თავიდან ამომეგდო, მე კი არასდროს და არაფერს დავლოდებივარ. ვერ ვიტან
ლოდინს. ადრე არც ერთ ქალს არ ავკიდებივარ. უბრალოდ, იმ ქალებმა, რომლებიც ჩემ
გვერდით იყვნენ, იცოდნენ, რას ველოდი მე მათგან და რა უნდა გაეკეთებინათ. ამ
შემთხვევაში კი... ვშიშობ, რომ მის სტილი მეტისმეტად ახალგაზრდაა და იმით, რაც მე
შემიძლია შევთავაზო, ვერ დავაინტერესებ... ჰო, სავარაუდოდ, ასეა. მეორე მხრივ,
საერთოდ გამოვა კი მისგან მორჩილი? თავს უიმედოდ ვაქნევ. ამის გაგება მხოლოდ
ერთი გზით შეიძლება... და ამის გამოა, რომ აქ, პორტლენდის მიყრუებული გარეუბნის
ავტოსადგომზე მანქანაში ბრიყვი ვირივით ვზივარ.
მის დოსიეში განსაკუთრებული ვერაფერი აღმოვაჩინე, უცნაური მხოლოდ ბოლო
პუნქტია, რომელიც კითხვის ნიშნის სახით გონებაში მუდმივად მიტრიალებს. სწორედ
ამ მიზეზით ვარ აქ... მეგობარი ბიჭი რატომ არ გყავთ, მის სტილ? სექსუალური
ორიენტაცია უცნობია... იქნებ ლესბოსელია? ჩემთვის ვფრუტუნებ, არა, ეს თითქმის
შეუძლებელია.
ინტერვიუს დროს დასმული მისი კითხვა მახსენდება და მისივე სასოწარკვეთილი
თავზარდაცემა, ის, თუ როგორ შეეფაკლა ნაზი, ღია ვარდისფრით ლოყები... ჯანდაბა!..
ამაზე ფიქრი უკვე მთელი კვირაა მოსვენებას მიკარგავს.
აი, ამიტომ ვარ აქ...
ერთი სული მაქვს, ისევ ვნახო, მისი დიდი ცისფერი თვალები რამდენჯერმე
დამესიზმრა კიდეც. ამის შესახებ ფლინისთვის არაფერი მითქვამს და კარგია, რომ არ
ვუთხარი, იმიტომ რომ ახლა ნამდვილად დევნის მანიით შეპყრობილივით ვიქცევი...
თუმცა, იქნებ ჯობდა, მეთქვა? გულშეწუხებული თვალებს ვატრიალებ, არა, არ მინდა,
რომ ისევ იმ აბსურდით შემიჩნდეს. უბრალოდ, გართობა მჭირდება, ეს არის და ეს და ის
ერთადერთი გასართობი, რომელიც მინდა, ამ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. კარგი,
რადგან აქ ხარ, შუა გზაზე ნუღარ ჩერდები. შევამოწმოთ ერთი, პატარა მის სტილი
ნამდვილად ისეთი მიმზიდველია, როგორიც დაგამახსოვრდა?.. შენი გასვლაა გრეი.
მანქანიდან გადავდივარ და ავტოსადგომის გავლით მაღაზიაში შესასვლელ კარს
ვუახლოვდები. შიგნით შევდივარ, კარის გაღებაზე პაწაწინა ზარი წკრიალებს. მაღაზია
იმაზე დიდია, ვიდრე გარედან ჩანს და, მიუხედავად იმისა, რომ შაბათია და უკვე
ლანჩის დროა, საკმაოდ ცარიელიც. თითქმის მთელი სივრცე სამეურნეო და სამშენებლო
საქონლის რიგებს უჭირავს. ჰმ, დამავიწყდა კიდეც, რა საინტერესო გასართობი
ნივთების ყიდვა შეიძლება ასეთ მაღაზიაში. ყველაფერს, რაც მჭირდება, როგორც წესი,
ინტერნეტით ვიწერ ხოლმე, მაგრამ რადგან მაინც აქ ვარ, ერთიორ რამეს აქაც ვიყიდი...
საიზოლაციო ლენტი, გამყოფი რგოლები... ჰმ, კარგი, მაშინ ჩვენი პატარა მის სტილი
ვიპოვოთ და ცოტა გავერთოთ.
სულ სამი წამი მეხარჯება იმაზე, რომ დავინახო. ის დახლთან ზის, დაძაბული,
ყურადღებამოკრებილი გამომეტყველებით კომპიუტერის მონიტორს უყურებს და
ლანჩს შეექცევა. კომპიუტერს შეჩერებულს გაუცნობიერებელი მოძრაობით ტუჩის
კუთხეზე შერჩენილი ბლითის ნამცეცი თითით პირისკენ მიაქვს და მერე იმ თითს
ილოკავს. ჩემი ასოს რეაქცია მევე მაშინებს. ჯანდაბა! რა მჭირს, ისევ თოთხმეტი წლის
ვარ, თუ რა ხდება?
საკუთარ თავზე ვღიზიანდები. იქნებ, თუ გავჟიმავ და გავშოლტავ, ქალის დანახვაზე
დორბლდადენილი მოზარდის ეს რეაქციებიც შეწყდეს... თუმცა, სულაც არ არის
აუცილებელი, ამ თანმიმდევრობას მივყვე... ვნახოთ. კარგი, ფაქტია, რომ ეს სწორედ ის
არის, რაც მინდა. ის ერთიანად სამუშაოშია ჩაფლული და ეს რამდენიმე წამს მაძლევს,
რომ კარგად შევათვალიერო. ბილწ აზრებს ვიშორებ და უბრალოდ ვუყურებ, ის
ნამდვილად ძალიან მიმზიდველია, ძალიან... კარგად დამიმახსოვრებია.
წამიც და, თავს სწევს... გაშეშებული, თავისი ჭკვიანი თვალებით მაჩერდება, ამქვეყნად
ყველაზე ცისფერი და კამკამა თვალებით, რომელთა მზერაც, ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ ჩემი სულის ყველაზე დამალულ სიღრმეებს ხედავს. ეს ისევე მძაბავს, როგორც
ჩვენი პირველი შეხვედრისას. ის უბრალოდ გაკვირვებული გამომეტყველებით
მიყურებს და უკვე ვეღარ ვხვდები, კარგის ნიშანია ეს თუ ცუდის.
– მის სტილ, რა სასიამოვნო სიურპრიზია...
– მისტერ გრეი, – ჩურჩულებს ის აშკარად მორცხვი დაბნეულობით. აჰა... კარგის
ნიშანია.
– აქეთ შემთხვევით აღმოვჩნდი. გადავწყვიტე, შემომევლო და საჭირო მასალა
შემეძინა. მიხარია, ისევ რომ გნახეთ, მის სტილ.
თანაც როგორ მიხარია! დღეს ტანზე მომდგარ მაისურსა და ჯინსშია გამოწყობილი,
კიდევ კარგი, ისეთივე უფორმო ძონძები არ აცვია, როგორითაც ჩემთან მოვიდა. გრძელი
ფეხები აქვს, წვრილი წელი და საოცრად ლამაზი მკერდი. ის ისევ გაოგნებისგან
პირგახსნილი, ხმის ამოუღებლად და თვალმოუშორებლად მიყურებს და თავს ძლივს
ვიკავებ, რომ ხელი ნიკაპში არ მოვკიდო და პირი არ დავახურინო. სიეტლიდან
მხოლოდ იმისთვის ჩამოვფრინდი, რომ შენ მენახე და იმით თუ ვიმსჯელებთ, როგორ
მიყურებ ახლა, ამხელა გზის გამოვლანამდვილად ღირდა.
– ანა... მე ანა მქვია. რით დაგეხმაროთ, მისტერ გრეი? – ის ღრმა ჩასუნთქვით, როგორც
იქნა, გონს მოსვლას ახერხებს, მხრებს შლის, ისევე როგორც მაშინ, ინტერვიუს დროს და
ყალბი ღიმილით მიღიმის, რომლითაც ალბათ ჩვეულებრივ მაღაზიაში შემოსულ
მყიდველებს ემსახურება.
თამაში დაიწყო, მის სტილ.
– პირველ რიგში, თუ შეიძლება, კაბელის დამჭერები მაჩვენეთ.
მას ტუჩები ეპობა და ჰაერს მკვეთრად ისუნთქავს. ჰმ, მის სტილ, რომ იცოდეთ, რა
შემიძლია ერთიორი კაბელის დამჭერით გაგრძნობინოთ...
– სხვადასხვა სიგრძის დამჭერები გვაქვს. გაჩვენოთ?
– დიახ, თუ შეიძლება, მის სტილ.
ის სკამიდან დგება და ხელს დახლის რიგებიდან ერთერთი გასასვლელისკენ იშვერს.
ფეხზე „ბალეტკები“ აცვია, წარმომიდგენია, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში რა სანახავი
იქნება... ლუბუტენი, ასეა, მხოლოდ ლუბუტენი და არავითარი უქუსლო ფეხსაცმელი!..
– დამჭერები ელექტროსაქონლის განყოფილებაშია, მერვე რიგში, – ხმა ოდნავ
უკანკალებს და წითლდება... ჰმ, ისევ!
ჩემზე რეაქცია აშკარაა... გული მინათდება, ესე იგი ლესბოსელი არ არის... კმაყოფილი
ჩემთვის ვიღიმები.
– მხოლოდ თქვენ მერე. – ვამბობ ბუტბუტით, ხელს ვიშვერ და წინ ვატარებ, საკუთარ
თავს კი საშუალებასა და სივრცეს ვაძლევ, რომ უკნიდან მის გამაგიჟებელ ტრაკს
ვუყურო.
ამ გოგოში მართლაც ყველაფერია, რაც საჭიროა, ის თავმდაბალია, თავაზიანი და
გარეგნობაც ისეთი აქვს, როგორი ქალებიც მომწონს, ერთიანად ჩემთვის მისაღები
მორჩილის განსახიერებაა, მაგრამ საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა მორჩილის
მდგომარეობის გათავისებას? დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ამ წესზე, ჩემი
ცხოვრების წესზე, წარმოდგენაც არა აქვს. კარგი... მოვლენებს წინ ნუ უსწრებ, გრეი.
– პორტლენდში საქმეებზე ჩამოხვედით? – მეჭრება ფიქრში მისი ხმა, რომელიც
რატომღაც წრიპინით უწყდება. ძალიან ცდილობს, გულგრილობა გაითამაშოს და ამაზე
გულში მხიარულად მეცინება... ესეც რაღაც ახალია, იშვიათია ქალი, რომელიც ჩემს
გაცინებას ახერხებს.
– ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ ფერმაში, ვანკუვერში ვიყავი. –
ვთხზავ ექსპრომტად. სინამდვილეში, თქვენ სანახავად ჩამოვედი, მის სტილ. ის
წითლდება და თავს უხეშ მუტრუკად ვგრძნობ.
– თესლბრუნვასა და ნიადაგმცოდნეობაში გამოკვლევებს ვაფინანსებ. – ეს მეტ-
ნაკლებად სიმართლე მაინც არის...
– ეს მსოფლიოს სურსათით მომარაგების თქვენი გეგმის ნაწილია? – ტუჩები
დაძაბული, თუმცა ოდნავ ირონიული ღიმილით ეპობა.
– დიახ, რაღაც მსგავსი, – ვპასუხობ ბუტბუტით. ნუთუ დამცინის? ღმერთო, როგორ
მინდა, თუკი ასეა, ამას ბოლო მოვუღო და ჩემს ჭკუაზე ვატარო, მაგრამ როგორ
დავიწყო?
იქნებ შესარჩევ მორჩილთან ჩვეულებრივი ინტერვიუს მაგივრად სადილად
დამეპატიჟებინა?.. ჰმ, ესეც რაღაც ახალი იქნებოდა, – პოტენციურ მორჩილთან
რესტორანში სადილი.
თაროზე დაწყობილ სხვადასხვა ფერისა და სიგრძის კაბელის დამჭერებთან
მივდივართ და დამჭერის შეკვრებს თითს დაბნეული ვაყოლებ. იქნებ, უბრალოდ,
რესტორანში დავპატიჟო... ჰმ, როგორც პაემანზე? საინტერესოა, დამთანხმდება? მზერა
მის სახეზე გადამაქვს და ვხედავ, რომ თავდახრილი თავის ერთმანეთში გადაჭდობილ
თითებს დაჰყურებს. თვალს მარიდებს?.. გული ისევ იმედით მევსება. ყველაზე გრძელი
კაბელების შეკვრას ვირჩევ, ისინი უფრო დრეკადიც არის და თანაც ორივე მაჯას და
ორივე წვივს გასწვდება.
– აი, ასეთი გამომადგება. – ვეუბნები მე, ის კი ისევ წითლდება.
– გნებავთ კიდევ რამე?.. – მეკითხება ის ნაჩქარევად და უკვე ვეღარ ვხვდები,
უბრალოდ თავაზიანობას იჩენს, თუ მაღაზიიდან ჩემი გაშვება ეჩქარება.
– დიახ, საიზოლაციო ლენტიც მინდა.
– რემონტს აკეთებთ?
თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გადავიხარხარო.
– არა, რემონტისთვის არ მჭირდება, – მგონი, უკვე ასი წელია, ხელში ფუნჯი არ
მჭერია, ვფიქრობ ჩემთვის და მეღიმება. ნუ გეშინიათ, მის სტილ, მე საკმარისად მყავს
ისეთი ხალხი, რომელიც რემონტზე და მსგავს სისულელეებზე ზრუნავს.
– აქეთ მობრძანდით, – ბუტბუტებს დარცხვენილი, – საიზოლაციო ლენტი სარემონტო
საქონლის განყოფილებაშია.
მიდი, გრეი, ბევრი დრო არ გაქვს, რამეზე დაელაპარაკე.
– დიდი ხანია, აქ მუშაობთ? – პასუხი, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცი. სხვებისგან
განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, პოტენციური მორჩილის სრულ დოსიეს ვამოწმებ.
ის ისევ წითლდება, ღმერთო, რა მორცხვია! არა, წარმოუდგენელია, მორჩილის როლს
ვერ გაქაჩავს. გულდაწყვეტილი, იმედს ვკარგავ. ის ნაჩქარევად ბრუნდება და რიგებს
შორის იმ განყოფილებისკენ მიდის, სადაც გამოკრულ დაფაზე „რემონტი“ წერია. უკან
დამჯერი ლეკვივით მივყვები. ჯანდაბა!
– უკვე ოთხი წელია. – მპასუხობს ის, როდესაც საიზოლაციო ლენტების თაროს
ვუახლოვდებით. იხრება და თაროდან სხვადასხვა სიგანის ორ ხვეულს იღებს.
– ეს იყოს. – ვეუბნები მე და უფრო განიერზე ვუთითებ... განიერი პირის ასაკრავად
უფრო ეფექტურია. ის საიზოლაციო ლენტს მაწვდის და ჩვენი თითები წამით
ერთმანეთს ეხება. ჯანდაბა! საკუთარი ასოს რეაქცია ისევ თავზარს მცემს.
ის ფითრდება.
–კიდევ გნებავთ რამე? – ხმა ჩავარდნილი და ჩუმი აქვს.
ასე, ასე... მე მასზე ზუსტად ისეთივე ზემოქმედება მაქვს, როგორიც მას ჩემზე. იქნებ...
ღმერთო!
– ალბათ თოკი...
– აქეთ მობრძანდით. – ამბობს ისევ ნაჩქარევად და წინ მიდის, მე კი ისევ მისი ტრაკის
შეთვალიერების საშუალება მეძლევა.
– კონკრეტულად როგორი თოკი გინდათ? სინთეტიკურიც გვაქვს და ბუნებრივი
ბოჭკოსიც... ბაგირი... ზონარი...
ჯანდაბა! სტოპ! უხმოდ გულში ვკვნესი და მაშინვე თვალწინ დამდგარი, ჩემს
თამაშების ოთახში სხვადასხვანაირად დაბმული მის სტილის მაცდური სურათის
გონებიდან მოშორებას ვცდილობ.
– თუ შეიძლება, ხუთი იარდი ბუნებრივი ბოჭკოს თოკი მომიჭერით. – ის უფრო
უხეშიც არის და დაჭიმვისას კანსაც მეტად ხეხავს... მე სწორედ ასეთი თოკი მჭირდება.
მას თითები ოდნავ შესამჩნევად უკანკალებს, მაგრამ ხუთ იარდს მოხერხებულად
ზომავს, მერე ჯინსის უკანა, მარჯვენა ჯიბიდან საკანცელარიო დანას იღებს, თოკს ერთი
მკვეთრი გასმით ჭრის, აკურატულად ახვევს და კვანძავს. ჰმ... თურმე არც ისეთი
მოუხერხებელი ყოფილა!
– სკაუტების ბანაკში იყავით?
– არა, მისტერ გრეი, ჯგუფური თამაშები დიდად არ მიტაცებს.
– აბა, რა გიტაცებთ, ანასტასია? – მისი მზერა ჩემსას ხვდება და ვხედავ, რომ გუგები
უფართოვდება.
ძალიან კარგი!
– წიგნები, – ჩურჩულებს ის გასაგონად.
– როგორი წიგნები?
– ჩვეულებრივი. კლასიკა. ძირითადად ბრიტანული ლიტერატურა.
ბრიტანული ლიტერატურა? სანაძლეოს ჩამოვალ, ბრონტე და ოსტინი. მთელი ის
რომანტიკული სისულელე, გულები და ყვავილები... ჯანდაბა. ეს უკვე ცუდია.
– კიდევ გნებავთ რამე?
– არც კი ვიცი. თქვენ რას მირჩევთ? – ვეკითხები მისი რეაქციის შესამოწმებლად.
– რამის გაკეთებას აპირებთ? – გაკვირვებისგან ისევ თვალები უფართოვდება მას.
თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმამაღლა და გულიანად არ გამეცინოს. ოჰ, პატარავ, რა-რა
და, ჩხირკედელაობა საჩემო ნამდვილად არ არის, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავს მაინც
ვუქნევ. ის წითლდება და სხეულზე თვალს მავლებს. ერთიანად ვიძაბები. ჰმ, ჩემი
ღირსებების შეფასებას ცდილობს? ოჰო!
– სამუშაო კომბინეზონი იყიდეთ, – მეუბნება უცებ.
მისი მაცდური ენიდან მოწყვეტილი „თქვენ ჰომოსექსუალი ხართ, მისტერ გრეი?“-ს
მერე, მგონი, ეს ყველაზე მოულოდნელი ფრაზაა.
– ტანსაცმელი რომ არ დაგესვაროთ. – ამატებს ნაჩქარევად და, ისევ სახეაფაკლული,
გაურკვეველი ჟესტით ხელს ჩემი ჯინსისკენ იშვერს.
თავს ვერაფრით ვერევი, რომ ცდუნებას არ ავყვე და არ ვთქვა.
– ჯინსის გახდა ყოველთვის შეიძლება
– ჰმ... – ის კიდევ უფრო წითლდება და თავდახრილი იატაკს აჩერდება.
– კარგი, ერთორ კომბინეზონს ავიღებ, თორემ ღმერთმა არ ქნას, ტანსაცმელი
დამესვაროს. – ვბუტბუტებ მე, რომ აღარ ვაწვალო. ის უხმოდ ბრუნდება და სწრაფი
ნაბიჯით რიგებს შორის მიდის, მე კი ისევ უკან მივყვები.
– კიდევ გნებავთ რამე? – მეკითხება სუნთქვაარეული და ორ ლურჯ კომბინეზონს
მაწვდის. აშკარად დარცხვენილია, თვალებდახრილი მზერას მარიდებს და ერთიანად
გაწითლებულია. ღმერთო, რას მიშვრება!
– სტატიაზე მუშაობა როგორ მიდის? – ვეკითხები, რომ ეს დაძაბულობა რამენაირად
მოვუხსნა.
ის თავს სწევს და, როგორც იქნა, თავისუფლად და გულახდილად იღიმება.
– სტატიას მე კი არა, კათრინი, მის კავანა წერს. დამწყები ჟურნალისტი და
სტუდენტური გაზეთის რედაქტორია. საშინლად განიცადა, რომ თქვენგან ინტერვიუს
აღება პირადად ვერ შეძლო.
ეს, მგონი, ყველაზე გრძელი წინადადებაა, რაც ჩვენი გაცნობის წუთიდან მან ჩემთან
საუბრისას წარმოთქვა და ნიშანდობლივი ის არის, რომ ახლა ის საკუთარ თავზე კი არა,
სხვაზე ლაპარაკობს. ჰმ, საინტერესოა... პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, ის კი ამატებს:
– სტატია ძალიან კარგი გამოუვიდა, მაგრამ ახლა იმას განიცდის, რომ თქვენი
ფოტოსურათები არა აქვს.
აბეზარ მის კავანას სურათები სჭირდება? ჰმ, რეკლამა, გასაგებია! თუმცა, რატომაც
არა... ეს საშუალებას მომცემს, ეს პატარა მის სტილი კიდევ ერთხელ მაინც ვნახო.
– როგორი ფოტოსურათები სჭირდება?
ის წამით ხმის ამოუღებლად მიყურებს, მერე კი, როგორც ვხვდები, არცოდნის ნიშნად
თავს აქნევს.
– კარგი. ჯერ აქ ვარ. იქნებ ხვალ...
თავისუფლად შემიძლია, დღეს პორტლენდში დავრჩე. სასტუმროდან ვიმუშავებ. ჰო,
„ჰიტმანში“ გავჩერდები. ტეილორს უნდა ვუთხრა, რომ ჩამოვიდეს და ჩემი ლეპტოპი
და ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი წამომიღოს... ან ელიოტს, თუ, რა თქმა უნდა, მორიგ
გოგოსთან ერთად ლოგინში არ გორაობს, თუმცა შაბათ-კვირას, აბა, სად იქნება.
– ფოტოსესიაზე თანახმა ხართ? – გაოგნებას ვერ მალავს ის.
მე კი თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ... ოჰ, მის სტილ, როგორ გაგიკვირდებოდათ, რომ
გცოდნოდათ, რამდენ რამეზე ვარ თანახმა მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გვერდით
ვიყო... თუმცა ეს მე თვითონაც მიკვირს.
– კეიტს ძალიან გაუხარდება... თუ, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფს მოვნახავთ. – ის
იღიმება და სახე ერთიანად მზის სხივივით ნათელი და კაშკაშა უხდება. ღმერთო, რა
ლამაზია, ერთიანად სუნთქვა მეკვრის!
– ხვალინდელთან დაკავშირებით შემატყობინეთ, – ჯიბიდან საფულეს ვიღებ და
სავიზიტო ბარათს ვაწვდი, – აი, ბარათი, გამომართვით. ეს მობილური ტელეფონის
ნომერია. ხვალ დილას, ათ საათამდე დამირეკეთ. – თუ არ დარეკავს, სიეტლში
დავბრუნდები და ამ ყველაფრის თავიდან ამოგდებას შევეცდები, თორემ ვატყობ, რომ
უკვე ვგიჟდები... ეს აზრი საშინლად მთრგუნავს.
– კარგი. – მიღიმის ის ისევ.
– ანა! – ორივე იქით ვბრუნდებით, საიდანაც ხმა ისმის. რიგების მეორე ბოლოდან
ჩვენკენ თავისუფალი სტილის, მაგრამ ძვირფას ტანისამოსში გამოწყობილი ბიჭი
მოემართება და ანასტასიას ფართოდ უღიმის. ეს ვიღა ჩემი ფეხებია?
– ააჰ... ერთი წუთით, თუ შეიძლება, მაპატიეთ, მისტერ გრეი, ახლავე დავბრუნდები.
ანასტასია იმ ბიჭისკენ მიდის, ის ნაძირალა კი გორილასავით გაშლილი ორივე ხელით
ეხვევა. ერთიანად ვცივდები. ჩემში რაღაც ველური, პირველყოფილი იღვიძებს... ხელი
გაუშვი, ნაძირალა! გაუცნობიერებლად მუშტებს ვკრავ და ერთიანად დაძაბული
ვდგავარ, მაგრამ ვხედავ, რომ ანასტასია მხოლოდ თავაზიანი გადახვევით იფარგლება
და ოდნავ ვმშვიდდები.
ისინი რაღაცას ჩურჩულით ლაპარაკობენ. ჯანდაბა!.. ვითომ უელჩის მონაცემებში
შეცდომაა. ეს ბიჭი ხომ არ არის მისი მეგობარი? ასაკით სრულიად შესაფერისია და
ანასტასიასაც თავისი პატარა თვალების ხარბი მზერით ჭამს. გადახვევის შემდეგ
დაახლოებით რამდენიმე წამის განმავლობაში ანასტასიას მხრებზე ხელებს ადებს და
მისგან გაწვდილი მკლავების სიგრძეზე დაშორებული, თვალებანთებული და
ღიმილით უყურებს, მერე ერთ ხელს უშვებს და მეორეს თითქოს დაუდევარი ჟესტით
ისევ მის მხარზე ტოვებს, მაგრამ მშვენივრად ვხვდები, რომ ამას ჩემ დასანახად აკეთებს,
ტერიტორიას ინიშნავს და მეუბნება, აახვიეო. როგორც ჩანს, ანასტასია თავს
კომფორტულად ვერ გრძნობს და ფეხიდან ფეხზე უხერხულად ინაცვლებს.
ჯანდაბა. უნდა წავიდე. ანასტასია იმ ბიჭს კიდევ რაღაცას ეუბნება, უკან იხევს და მის
მკლავს, და არა თითებს, ოდნავ ეხება. გასაგებია, ისინი ერთად არ წვანან. ასე, კიდევ
კარგი!..
ჩემკენ მოჰყავს.
– პოლ, ეს კრისტიან გრეია. მისტერ გრეი, გაიცანით პოლ კლეიტონი, მაღაზიის
მფლობელის ძმა. – მეუბნება ის, მერე თვალს ჩემთვის გაუგებარი, უცნაური მზერით
მავლებს და აგრძელებს: – ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, მას შემდეგ, რაც აქ
ვმუშაობ, მაგრამ იშვიათად ვხვდებით ხოლმე. პოლი პრინსტონის უნივერსიტეტში
მენეჯმენტს სწავლობს.
ბოსის ძმა ანასტასიას მეგობარი ბიჭი არ არის. იმხელა შვებას ვგრძნობ, რომ საკუთარი
ემოციებისგან შეშინებული კოპებს ვკრავ. ამ გოგომ, ეტყობა, მაგრად ჩამიჭირა.
– მისტერ კლეიტონ. – ტონი ხაზგასმულად გულგრილი მაქვს.
– მისტერ გრეი. – ერთიანად მოდუნებული მართმევს ხელს. დონდლო. – მოიცადეთ, ის
კრისტიან გრეი? „გრეი ენტერპრაიზისის“ მფლობელი? – წამის უსწრაფესად პოლს
სახეზე გამოსახული არაკეთილისმსურველი გამომეტყველება მოწიწებული
აღფრთოვანებით ეცვლება.
ჰო, ზუსტად ის კრისტიან გრეი, ქლიავო!
– რა მაგარია! ძალიან სასიამოვნოა, შემიძლია, რამით დაგეხმაროთ?
– ანასტასია უკვე დამეხმარა, ძალიან ყურადღებიანი იყო.
ახლა კი დაახვიე.
– რა თქმა უნდა, – მიღიმის მოკრძალებული ღიმილით. – მოგვიანებით გნახავ, ანა.
– რა თქმა უნდა, პოლ, – პასუხობს ისიც და ნაძირალა, როგორც იქნა, აქაურობას
შორდება. თვალს იქამდე ვაყოლებ, ვიდრე ის საწყობში უჩინარდება, – კიდევ ინებებთ
რამეს, მისტერ გრეი?
– არა, მეტს არაფერს, – ვბუტბუტებ საკუთარი გრძნობებით დაბნეული.
ჯანდაბა, მეტხანს გაჩერება უკვე აღარ შეიძლება, მე კი ჯერ ისევ ვერ გავარკვიე,
შეხვედრაზე დამთანხმდება თუ არა. რამენაირად უნდა გავიგო, იმის თუნდაც პატარა
შანსი არსებობს თუ არა, რაც მე მჭირდება. ვერაფრით ვხვდები, ეს როგორ ვკითხო!
მეორე მხრივ, ახალი მორჩილი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი, მე თვითონაც
მაშინებს...
ჯანდაბა! ყველაფრის თავიდან სწავლება მომიწევს... იმაზე ფიქრით, რამდენად ახალი
და მრავალფეროვანი სიამოვნების შესაძლებლობებს მპირდება ეს, გულში
სასოწარკვეთილი ვკვნესი... მარტო წარმოსახვაც კი უკვე უზარმაზარ სიამოვნებას
მანიჭებს. მაგრამ ის რამდენად დაინტერესდება ამით? იქნებ დაინტერესდეს? თუ მე
რაღაც არასწორად გავიგე?
ანასტასია ისევ წინ მიდის და ორივე სალაროსთან ვბრუნდებით, არჩეულ საქონელს
სალაროში ატარებს და მთელი ამ დროის განმავლობაში ზედაც არ მიყურებს. ჯანდაბა,
შემომხედე! მინდა, ამ კამკამა ცისფერ თვალებში კიდევ ერთხელ მაინც ჩავიხედო და
მივხვდე, რაზე ფიქრობს. ბოლოს, როგორც იქნა, თავს სწევს.
– სულ – ორმოცდასამი დოლარი.
მორჩა? სულ ეს არის? ახლა რა, უბრალოდ, უნდა წავიდე?
– პაკეტი გჭირდებათ? – მეკითხება ის და ისევ გამყიდველის თავაზიან ტონს
იშველიებს, მე კი საკრედიტო ბარათს ვაწვდი.
– დიახ, ანასტასია, – ვამბობ და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ენით მის სახელს
ველამუნები... ძალიან ლამაზი გოგოს ლამაზი სახელია...
ის ჩქარი და მოხერხებული მოძრაობით ნივთებს პაკეტში ალაგებს... აჰა, ჩემი წასვლის
დროც დადგა.
– დამირეკავთ, თუ ჩემი ფოტოსურათები დაგჭირდებათ?
თანხმობის ნიშნად ის მხოლოდ თავს მიქნევს და საკრედიტო ბარათს მიბრუნებს.
– კარგი. მაშინ, სავარაუდოდ, ხვალამდე... – არა, ასე უბრალოდ წასვლა არ შემიძლია,
რამენაირად უნდა ვაგრძნობინო, რომ მომწონს. – ა, ჰო, კიდევ... ანასტასია, მიხარია, რომ
მის კავანამ ინტერვიუზე მოსვლა ვერ მოახერხა.
მისი გაოგნებული გამომეტყველებითა და აწითლებული სახით ოდნავ
გუნებაგამოკეთებული, პაკეტს მხარზე ვიგდებ და მაღაზიიდან გავდივარ.
ერთი კი ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ეს საღ აზრსაც ეწინააღმდეგება და ყველა
ჩემს პრინციპსაც... მიუხედავად ყველაფრისა, მე ის სიგიჟემდე მინდა და, მაშასადამე,
მომიწევს ველოდო კიდეც. ჯანდაბა... ვერ ვიტან ლოდინს, მაგრამ უნდა ველოდო.

სულ ეს არის.
გმადლობთ, გმადლობთ და კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ წაიკითხეთ.

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა


საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE

You might also like