You are on page 1of 324

1

კოლინ მაკალოუ

ბარდნარის
ჩიტები
წიგნი I

მთარგმნელები: ეკატერინე მაჩიტიძე


და თამარ კოტრიკაძე

2
ფრინველია ერთი, რომელზეც ჰყვებიან, ცხოვრებაში ერთადერ-
თხელ გალობს, თან ისე ტკბილად, მის ხმას ამქვეყნად ვერაფერი
შეედრებაო. აფრინდება თურმე ბუდიდან და ეკლის ბუჩქს ეძებს. არ
მოისვენებს, სანამ არ იპოვის, მერე კი, ხშირ ბარდს შეფარებული,
ყველაზე გრძელსა და წამახულ ეკალს უნდა წამოეგოს, რომ სულ-
თმობრძავმა სიმღერით დაჯაბნოს ტოროლაც, ბულბულიც… სიცოც-
ხლედ ერთი დიდებული გალობა უღირს. გაირინდება თურმე ამ
დროს არემარე და სამოთხეშიც ღმერთს სახეზე ღიმილი ეფინება.
რაც საუკეთესოა, დიდი ტკივილის ფასად მოდის, ანდა ლეგენდაა
ესეც.

3
ნაწილი I
1915-1917

მეგი

1915 წლის 8 დეკემბერს მეგი კლირი ოთხი წლის გახდა. ნასაუზ-


მევს დედამისმა ჭურჭელი აალაგა, ყავისფერი ქაღალდის კონვერ-
ტი გოგონას უსიტყვოდ შეაჩეჩა და მიუთითა, ეზოში გადიო. ბავშვი
მთავარი ჭიშკრის გვერდით ამოსული ევროპული ჯოჯოს ბუჩქს მო-
ეფარა და ჩაიცუცქა. დაძაბულობისგან თითებს ვერ იმორჩილებდა.
საკმაოდ მძიმე კონვერტს ისეთივე სუნი დაჰკრავდა, როგორიც უა-
ჰინის უნივერმაღში იდგა და მეგიმაც გამოიცნო, რაც შიგნით იდო,
სახლში კი არ გაეკეთებინათ, კი არ უჩუქებია ვინმეს, არამედ რაღაც
გრძნეულებით ეყიდათ. აი, გამოკრთა კიდეც კონვერტის კუთხეში
რაღაც მოოქროსფრო და მეგიმაც უფრო გაშმაგებით შეუტია ქა-
ღალდს. გრძელ-გრძელ ნაკუწებს ახევდა კონვერტს, ბოლოს კი
ალერსიანი შეძახილიც აღმოხდა:
– აგნეს! ო, აგნეს!
თვალს ვერ აშორებდა დაფლეთილ ჩასადებში ჩასმულ თოჯინას.
მართლაც საოცრება იყო! ცხოვრებაში ერთხელ წაეყვანათ უაჰინი-
ში, მაისში, აი, ძალიან კარგად რომ იქცეოდა, მაშინ. მოკლედ, სანი-
მუშო ყოფაქცევის დამსახურება იყო, დედამისს საგორავებელში
რომ ჩაესვა და ისე დაატარებდა აქეთ-იქით. მეტისმეტი აღტაცების-
გან მეგი რიგიანად ვერც ხედავდა, ვერც იმახსოვრებდა რამეს. სა-
მაგიეროდ, აგნესის დანახვაზე გამოფხიზლდა.
დახლზე წამოსკუპებული ლამაზი თოჯინა იყო აგნესი, რომელ-
საც ხორცისფერი ფურფუშებით გაწყობილი ვარდისფერი ატლასის
კაბა ეცვა. დაინახა თუ არა, მაშინვე გადაწყვიტა გოგონამ, აგნესს
დავარქმევო – აქაოდა, შეუდარებელ არსებას სახელიც ჭეშმარიტ-

4
ად დახვეწილი უნდა ერქვასო. სახელი კი დაარქვა, მაგრამ თვე
თვეს მისდევდა, აგნესის ყიდვაზე ოცნება კი ოცნებად რჩებოდა. არ
ჰყოლია თოჯინები მეგის და, შესაბამისად, წარმოდგენაც არ ჰქონ-
და, რომ თოჯინა ყველა პატარა გოგოს უნდა ჰყავდეს. სასტვენებითა
და შურდულებითაც მშვენივრად იქცევდა თავს, შელახული ჯარის-
კაცებითაც, რომლებიც მის ძმებს აეთვალწუნებინათ, ხელები კი
სულ ჭუჭყიანი ჰქონდა. ერთთავად ტალახიანი ჰქონდა ფეხსაცმე-
ლიც.
აზრადაც არ მოსვლია, რომ აგნესი სათამაშო იყო. ჯერ ხასხასა
ვარდისფერი კაბის ნაფენებს მოეთათუნა. ამისთანა ფენები ცოცხა-
ლი ქალის ტანისამოსზეც კი არასოდეს ენახა. მერე ნაზად აიყვანა
თოჯინა ხელში. განა მარტო ხელ-ფეხი და კისერი სძვრებოდა აგ-
ნესს, მისი წვრილი, ჩამოქნილი წელიც ნაწილ-ნაწილ აეწყო ვიღა-
ცას. თოჯინასთვის ოქროსფერი თმაც შესანიშნავად დაებულულები-
ნათ, „პომპადურის“ ყაიდაზე, და მარგალიტებიც დაებნიათ, მარგა-
ლიტისვე ქინძისთავით დამაგრებული ხორცისფერი მაქმანის ფუშ-
ფუშა ჟაბოდან კი ფერმკრთალი მკერდი მოუჩანდა. მქრქალი პირი-
სახის შთაბეჭდილებისთვის რომ მიეღწია, თოჯინას ინგლისური ფა-
იფურის ჩინებულად მოხატული სახის გაპრიალებაზეც უარი ეთქვა
მავანს. ბუნებრივი თმისგან დამზადებულ წამწამებს შორის ადამია-
ნის თვალებივით კიაფობდა წყვილი ცისფერი თვალი, შუაში მუქ-
ლურჯად შემოგარსული გუგებით.
აღფრთოვანებულ მეგის არც ის გამოჰპარვია, გადააწვენდი თუ
არა აგნესს, უმალ რომ მინაბავდა თვალებს. გარდა ამისა, თოჯინას
შეფაკლულ ღაწვზე შავ-შავი ხალიც ეჯდა, ოდნავ გაპობილ არცთუ
ბაც ტუჩებს შორის კი პაწაწინა თეთრი კბილები მოუჩანდა.
ფრთხილად ჩაისვა მეგიმ თოჯინა კალთაში, ფეხები მოხერხებუ-
ლად მოირთხა და საჩუქარს დააცქერდა. ჯერაც ევროპული ჯოჯოს
ბუჩქს უკან იჯდა, როდესაც ჯეკი და ჰიუი გამოჩნდნენ. მოდიოდნენ
და მოშრიალებდნენ ბალახში, რომელიც ღობესთან იმდენად ახ-
ლოს ამოსულიყო, ცელით ვერ მიუდგებოდი.
კლირის გვარის სხვა ბავშვებისა არ იყოს, მეგისაც შუქურას მი-

5
უგავდა თავი. ფრენკის გარდა, ყველა პატარა კლირი იტანჯებოდა
ამა თუ იმ ელფერის წითური, გრუზა თმის გამო. გახარებულმა ჯეკმა
ძმას იდაყვი წაჰკრა და რაღაც ანიშნა, მერე ღმეჭა-ღმეჭით წავიდ-
წამოვიდნენ, თან ისე ეჭირათ თავი, გეგონება, მაორის აჯანყებაგა-
მოვლილი ჯარისკაცები ყოფილიყვნენ. მაინც ვერაფერს გაიგონებ-
და აგნესზე ფიქრში გართული, აღიღინებული გოგონა.
– ეგ რა გაქვს, მეგი? – თავს დააცხრა ჯეკი.
– გვაჩვენე! ჰო, გვაჩვენე! – აეტუზა ჰიუიც.
გოგონამ თოჯინა გულში ჩაიკრა, თავი გააქნია და ძმებს შეუტია:
– არა, ჩემია! დაბადების დღეზე მაჩუქეს!
– მიდი, გვაჩვენე! ერთს შევხედავთ და მორჩა, – არ ეშვებოდნენ
ბიჭები.
ბოლოს სიამაყემ და სიხარულმა თავისი გაიტანა და მეგიმაც და-
ანახვა თოჯინა ძმებს.
– შეხე, აგნესი ჰქვია. ლამაზია, არა?!
‒ აგნესი? აგნესი? – ისე აფუხფუხდა ჯეკი, თითქოს გულზე რაღაც
დასდგომოდა, – რანაირი სახელია, რა! მარგარეტი დაგერქმია ან
ბეტი!
ეს იყო და ჰიუიმაც შენიშნა, თოჯინა წელში რომ იხსნებოდა და
დაუსტვინა.
– მოიცა, ჯეკ, შეხე! ხელებსაც ამოძრავებს?
– რა? მაჩვენე, აბა!
– არა! ‒ ისევ ჩაიხუტა მეგიმ აგნესი და ცრემლები მოადგა
თვალზე, – გააფუჭებთ! არა! არ წაიღო, გააფუჭებ, ჯეკ!
–უფ! – შეუტია ბიჭმა და გათხუპნილი ხელებით მაჯებში ჩააფ-
რინდა დას, – გადაგიგრიხო, გინდა? მტირალა შენა, გაჩერდი, თო-
რემ ბობს მოვუყვები!
იქამდე არ გაუშვა დას ჯეკმა ხელი, სანამ მეგის თითები არ გა-
უთეთრდა, ჰიუიმ კი ამასობაში დრო იხელთა, თოჯინას კაბაში სწვდა
და თავისკენ მოქაჩა.
– მოიტა, თორემ მართლა გატკენ! – იქადნებოდა ჯეკი.
‒ არა, ჯეკ! გთხოვ, არა! გააფუჭებ, ვიცი. თავი დაანებე, გთხოვ!

6
გთხოვ, არ წაიღო! – ქვითინებდა გოგონა და, მიუხედავად იმისა,
რომ მთელი ძალით უტრიალებდნენ მაჯებს, მაინც არ უშვებდა ხელს
თოჯინას, მაინც ყრიდა წიხლებს.
– ჩემია! – დაიყიჟინა ჰიუიმ, გამოსხლიტა თუ არა თოჯინა მეგის
გადაჯვარედინებული მკლავებიდან.
დაზე ნაკლებად არც ჯეკი და ჰიუი მოუჯადოებია აგნესს. ჯერ კაბა
გახადეს, მერე სარჩული და მომაქმანებული შეიდიშიც. ბოლოს კი
მისდგნენ გაშიშვლებულ თოჯინას და ცალი ფეხი თავზემოთ გადაუ-
ტანეს, სახე კი ზურგისკენ შეუბრუნეს. ისე მიბრიც-მობრიცეს, მეტი
რომ არ შეიძლებოდა. აინუნშიც არ ჩაუგდიათ ატირებული მეგი,
რომელსაც აზრადაც არ მოსდიოდა, ვინმესთვის შველა ეთხოვა –
თავის გატანა თუ არ შეგეძლო, თუგინდ გოგო ყოფილიყავი, კლი-
რების ოჯახში დახმარებისა თუ თანაგრძნობის იმედი დიდად არ უნ-
და გქონოდა.
ჯერ თოჯინას ოქროსფერი თმა დაიფანტა მიწაზე, მერე მარგალი-
ტის მძივები გაიბნა კრიალ-კრიალით და მაღალ ბალახში ჩაიკარგა.
აი, მტვრიანმა ჩექმამაც დაუდევრად მოიყოლა ქვეშ ძირს დაგდებუ-
ლი კაბა და სამჭედლოდან გამოტანილი ჭუჭყიც შეახოცა ატლასს.
ოღონდაც გადაერჩინა, გააფთრებული აგროვებდა მუხლებზე და-
ჩოქილი მეგი პაწაწინა ტანსაცმელს, მერე კი ბალახს სინჯავდა ხე-
ლით, ეგებ მარგალიტები ვიპოვოო. აცრემლებულ თვალებს ძლივს
ახელდა და უჩვეულოდ სტკიოდა გული – მანამდე არასოდეს ჰქონია
ისეთი არაფერი, რის გამოც გული დასწყდებოდა.

შიშინ-შიშინით გაადენინა ფრენკმა ნალს ზღართანი ცივ წყალში


და წელში გაიმართა. ხერხემალი აღარ აწუხებდა – ეგებ მჭედლო-
ბას შესჩვეოდა და იმიტომ. ექვსი თვე გავიდა და რა დროს წელის
ტკივილიაო, ეტყოდა მამამისი, თუმცა შეუხსენებლადაც ახსოვდა,
როდის გაშინაურებოდა სამჭედლო ქურასა და გრდემლს, დროის
საზომად კი სიძულვილი და წყენა აერჩია. აი, ჩააგდო ურო ყუთში,
აცახცახებული ხელით მოიშორა შუბლიდან სწორი, შავი თმა და
ტყავის ძველი წინსაფარიც გადაიძრო კისერზე. მძიმედ დაიძრა კუთ-

7
ხეში შექუჩებულ თივაზე მიგდებული პერანგის ასაღებად, წამით გა-
ირინდა და გაფართოებული შავი თვალები ისე მიაპყრო ფარდულის
ატკეჩილ კედელს, თითქოს ის კედელი იქ არც ყოფილიყოს. ტანად
ძალიან პატარას, დიდი-დიდი, ხუთი ფუტისა და სამი დუიმის სიმაღ-
ლის ფრენკს მოზარდობიდან სიგამხდრეც გამოჰყოლოდა, მაგრამ
შიშველ მხრებსა და მკლავებზე უროს ქნევისგან კუნთები დაჰბერო-
და, ფერმკრთალი, უზადო კანი კი ოფლისგან ულაპლაპებდა. გარდა
იმისა, რომ შავ-შავი თმითა და თვალებით უცხოელს მოგაგონებ-
დათ, არც ხორციანი ტუჩები და ფართო ცხვირი მიუგავდა ოჯახის
წევრებს. დედის მხრიდან გამორეული მაორის სისხლი თავისას
შვრებოდა.
ფრენკი დაახლოებით თექვსმეტი წლისა იყო, ბობს ის-ის იყო,
თერთმეტი შესრულებოდა. ჯეკი ათის გახლდათ, ჰიუი – ცხრის,
სტიუარტი – ხუთის, პატარა მეგი კი – სამის. ერთბაშად მოაგონდა,
რომ იმ დღეს რვა დეკემბერი იყო, ოთხი წლის ხდებოდა მეგი. პე-
რანგი გადაიცვა და ფარდულიდან გავიდა.
პატარა გორაკზე აშენებული სახლი, ასე, ასი ფუტის სიმაღლი-
დან გადმოსცქეროდა ფარდულსა და თავლას. ყველა ახალზელან-
დიური სახლის მსგავსად, კლირების დიდრონი, ერთსართულიანი
სახლიც ხისგან აეგოთ, აქაოდა, მიწისძვრის შემთხვევაში ყველაფე-
რი თავზე არ დაგვემხობაო. სახლის გარშემო, საითაც უნდა გაგეხე-
დათ, ყვითლად გადაპენტილი ევროპული ჯოჯო ხარობდა და მწვანე
ბალახიც ისე ბიბინებდა, ახალ ზელანდიაში რომ იცის. შუაგულ ზამ-
თარშიც კი, მაშინ, როდესაც ჩრდილიან ადგილებში მთელი დღე არ
დნებოდა ჭირხლი, არაფრის დიდებით არ შეყვითლდებოდა იქაური
ბალახი, ზომიერ ზაფხულში კი უფრო მეტად ხასხასებდა. არასოდეს
თოვდა და წვიმითაც ისე მოზომილად იწვიმებდა ხოლმე, ქორფა
ამონაყარს არაფერი უშავდებოდა. მზეს არასოდეს ჰყოფნიდა ძალა
ნორჩი ყლორტების გასახმობად, თუმცა სულ მუდამ საკმარისად
ანათებდა მათ გასააზიზებლად. თუ რამ სიავე იყო, განა ციდან და-
ატყდებოდა ახალ ზელანდიას თავს?! არა, დედამიწის წიაღიდან უნ-
და ამოეხეთქა ყველაფერს. ჰოდა, უხუთავდათ კიდეც სულს გაუთა-

8
ვებელი მოლოდინი და მოუხელთებელი, ყრუ ხმაური, ტერფებში
რომ ატანდა. საზარელ ძალას დაევანებინა მიწის ქვეშ, იმოდენა ძა-
ლას, ოცდაათი წლის წინ უზარმაზარი მთა რომ გაექრო, ღრიალით
ამოეტყორცნა უმანკო გორაკების ფერდებზე გაჩენილი ნაპრალები-
დან ორთქლის ნაკადები, ცისთვის ვულკანური კვამლი შეერია და
მთის მდინარეები გაეთბო. ბლანტად ბუყბუყებდნენ ტალახის უზარ-
მაზარი ტბები, ორჭოფული თქაფუნით ეცემოდა ტალღები კლდეებს,
რომლებიც მომდევნო მოქცევისას შეიძლებოდა, სულაც არ დახ-
ვედროდათ ადგილზე, დედამიწის ქერქის სისქე კი ადგილ-ადგილ
ცხრაას ფუტს არ აღემატებოდა. არადა, მაინც ჯადოსნური იყო იქაუ-
რი მიწა, მოწყალე.
სახლის უკან ფიონა კლირის ნიშნობის ბეჭედში ჩასმული ზურ-
მუხტივით მწვანე, ათასობით რძისფერი ბულულით მოჩითული,
ბორცვიანი ვაკე გადაჭიმულიყო. მიუახლოვდებოდი ამ ბულულებს
და მიხვდებოდი, რომ სინამდვილეში ცხვრები იყო. ლურჯ ცას მიკ-
ლაკნილ-მოკლაკნილი გორაკები ებჯინებოდა, ეგმონტის მთა კი
ათი ათასი ფუტის სიმაღლეზე აჭრილიყო ღრუბლებში. სამუდამოდ
მოეჯადოებინა ამ მთას გინდ ფრენკი, გინდ ნებისმიერი სხვა, ვინც
დღემუდამ შეჰყურებდა მის დათოვლილ, უზადოდ თანაბარ ფერდო-
ებს.
სახლსა და ფარდულს ერთმანეთს გვარიანი აღმართი აშორებ-
და. ჩქარობდა ფრენკი, იცოდა, უდროო დროს მიეტოვებინა სამუ-
შაო ‒ მკაფიოდ დაედგინა წესები მამამისს. ის იყო, სახლს შემოუ-
არა, რომ ევროპული ჯოჯოს ბუჩქთან შექუჩებულ ბავშვებს მოჰკრა
თვალი. სწორედ ფრენკს წაეყვანა უაჰინიში დედამისი მეგისთვის
თოჯინას საყიდლად და სულ აინტერესებდა, ნეტავ რამ მოაფიქრაო.
უფულობის გამო, დაბადების დღეზე გამოუსადეგარი ნივთების ჩუ-
ქება არ სჩვეოდა დედამისს. არც ერთი შვილისთვის მანამდე სათა-
მაშო არ ეჩუქებინა. რომელიმეს დაბადების დღე იყო თუ შობა, ერ-
თთავად ტანსაცმელს აჩუქებდა შვილებს, ასე ავსებდა მათ ხალვათ
გარდერობს. ფიქრობდა, ეტყობა, ერთადერთხელ რომ იყო ქალაქ
ში, მეგიმ თოჯინა მაშინ ნახა და დედასაც ეს ამბავი დაამახსოვრდ-

9
აო. ჰკითხა კიდეც ფიონას, ასეთი რამის ყიდვა რამ გადაგაწყვეტი-
ნაო, მან კი მიუგო, გოგოს თოჯინა სჭირდებაო და მაშინვე შეცვალა
საუბრის თემა.
სახლისკენ მიმავალ ბილიკზე მოკალათებული ჯეკი და ჰიუი
უმოწყალოდ უტრიალებდნენ თოჯინას ხელ-ფეხს, მეგი კი ფრენკის-
კენ ზურგით იდგა და თვალს არ აშორებდა, როგორ იგდებდნენ მისი
ძმები აბუჩად აგნესს. პაწაწინა, შავი, ყელიანი ფეხსაცმლიდან გო-
გონას ქათქათა წინდები მოუჩანდა, ხავერდის გამოსასვლელი კა-
ბის ქვეშ კი, სამი-ოთხი თითის დადებაზე ‒ შიშველი, ვარდისფერი
ფეხები. ბეჭებზე ჩამოშლილი, საგულდაგულოდ დახვეული თმა მზე-
ზე უბრწყინავდა. არც წითური ეთქმოდა მის თმას, არც ოქროსფერი.
რაღაც გარდამავალი ფერის თმა ჰქონდა. თავთის თეთრი ბაფთა,
რომლითაც შუბლიდან გადაწეული კულულებისთვის მოეყარათ თა-
ვი, დასვროდა და გვერდზე მოჰქცეოდა. მტვერში ამოეგანგლა კა-
ბაც. ცალ ხელში თოჯინას ტანისამოსი ჩაებღუჯა, მეორით კი ამაოდ
ეჯაჯგურებოდა ჰიუის.
– ჰეი, თქვე არამზადებო! – დასძახა ფრენკმა.
ჯეკი და ჰიუი ფაცაფუცით წამოცვივდნენ და ისე გაქუსლეს, თო-
ჯინა არც გახსენებიათ. იცოდნენ, ფრენკი თუ ილანძღებოდა, ყველა-
ფერს გაქცევა ჯობდა.
– ერთხელაც რომ გამოგიჭიროთ, ერთხელაც რომ ახლოთ მაგ
თოჯინას ხელი, სულ დაგიდაღავთ ბინძურ უკანალებს, თქვე რეგვე-
ნებო! – მიაყვირა ძმებს ფრენკმა, მერე დაიხარა, მეგის მხრებში ჩას-
ჭიდა ხელი და ოდნავ შეაჯანჯღარა, – ნუ ტირი! ნუ ტირი! წავიდნენ,
მორჩა... გპირდები, აღარასოდეს ახლებენ შენს თოჯინას ხელს.
დღეს შენი დაბადების დღეა და, აბა, ერთს არ გამიღიმებ?
სახეშეშუპებულ გოგონას ღვარად მოსდიოდა ცრემლი. ისე შე-
ანათა სევდით სავსე დიდრონი, ნაცრისფერი თვალები ჯეკს, ბიჭს
თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა. მერე ჭუჭყიანი ჩვარი ამოაცოცა
ჯიბიდან და უხელთურად მიუსვ-მოუსვა მეგის სახეზე, ბოლოს კი
ნესტოებზე მოუჭირა და ჩაბერეო, უთხრა.
დაუჯერა ძმას გოგონამ, მაგრამ მერე იმდენი ასლოკინა, ტირი-

10
ლიც გადაავიწყდა.
– ფრე-ფრე-ფრე-ე-ენკ, აგნესი წა-წა-ი-ყვა-ნეს! – ამოისრუტუნა
მეგიმ, – თმა სულ-სულ დასცვივ-და-ა და პა-ტა-ტა ლა-მა-ზი მარგა-
ლიტებიც სულ დაიკარგა. ბალახში ჩაიყარა და ვერ ვიპოვე, – ამოთ-
ქვა ბავშვმა და ისევ წასკდა ტირილი. მეგის ცრემლებმა ფრენკს ხე-
ლი დაუსველა.
სისველის შეგრძნებამ ყმაწვილი შეაკრთო. ხელი აილოკა და
თქვა:
– ესე იგი, უნდა მოვძებნოთ, არა? ოღონდ სანამ ტირი, როგორ
უნდა იპოვო რამე? ანდა პატარა ბავშვივით რატომ ლაპარაკობ? ნა-
ხევარი წელია, პატატა აღარ გითქვამს, პატარაო, ამბობ. აბა, ერ-
თხელაც მოვიხოცოთ ცხვირი და მოვძებნოთ საბრალო... რაო? ტან-
საცმელს თუ არ ჩააცმევ, მზე დასწვავს კანს აგნესს.
ბიჭმა და ბილიკის კიდეზე ჩამოსვა, თოჯინა ალერსით გაუწოდა
და მანამ იფორთხიალა ბალახში, სანამ გამარჯვებულის ყიჟინით არ
დაანახვა ერთადერთი მარგალიტი.
– არის! ერთი ცალი უკვე ვიპოვე! მოიცა, ნახავ, თუ ყველას არ
ვიპოვით.
მეგი უფროს ძმას შესციცინებდა, ის კი მიატარ-მოატარებდა ბა-
ლახში ხელს, მერე ჰაერში ასწევდა და სათითაოდ ანახვებდა ნა-
პოვნ მარგალიტებს. აი, აგნესიც მოაგონდა მეგის, გაახსენდა, ადვი-
ლად რომ ეწვებოდა თოჯინას მზეზე ნაზი კანი და ყურადღება მის
ჩაცმაზე გადაიტანა. გაშლილი თმაც ასწეწოდა და ხელ-ფეხიც დაეს-
ვარათ ბიჭებს, ისე კი თითქოს ბევრი არაფერი დაშავებოდა აგნესს,
ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა. საფეთქლებთან დამაგრებუ-
ლი კუს ბაკნის ციცქნა სავარცხლებიდან ერთ-ერთს მანამ არ მოეშ-
ვა მეგი, სანამ არ მოიხსნა და აგნესის ვარცხნას მიჰყო ხელი. ნამ-
დვილი თმა ჰქონდა აგნესს, დოლბანდზე ოსტატურად მიეკვანძა და
მიეწებებინა ვიღაცის ხელს ბუნებრივი თმა, მერე კი მოჩალისფრო-
მოოქროსფრომდე გაეღიავებინა. ის იყო, მოდიდო კულულის წვა-
ლება დაიწყო, რომ საშინელება მოხდა. თოჯინას თმა გასცვივდა,
პირწმინდად გასცვივდა აგნესს თმა და სავარცხლის კბილანას ჩამ-

11
ოეკონწიალა. აღარაფერი ჰქონდა აგნესს ფართო შუბლს ზემოთ,
აღარც თავი, აღარც მოტვლეპილი თავის ქალა. აღარაფერი იყო სა-
ზარელი, პირდაფჩენილი ხვრელის გარდა. მეგი დაიხარა და ნახ-
ვრეტში ჩაიჭყიტა. გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაარჩია ლოყების
შეზნექილი კონტურები. გაპობილ ტუჩებსა და კბილებს შორის შეპა-
რული სინათლის სხივს შავი მხეცის სილუეტი შემოეხაზა, ზემოთ კი
თვალები მოჩანდა, აგნესის თავში დაუნდობლად გატარებულ მავ-
თულზე წამოგებული წყვილი საშინელი, რაკუნა ბურთულა.
არაბავშვური ხმა ამოუშვა მეგიმ, ხმამაღლა დაიწივლა და თოჯი-
ნა გვერდზე მოისროლა. იჯდა სახეზე ხელებაფარებული, აცახცახე-
ბულ-აკანკალებული და წიოდა. მერე იგრძნო, როგორ ჩაებღაუჭა
თითებში ფრენკი, როგორ აიყვანა ხელში, როგორ ჩამოადებინა თა-
ვი მხარზე. თვითონაც შემოაჭდო ძმას მკლავები და გაყუჩებულმა
ბოლოს ისიც კი გაიფიქრა, ჩემს ძმას რა კარგი სუნი ჰქონიაო. ცხე-
ნების, ოფლისა და რკინის სუნი ასდიოდა ფრენკს.
რა მოხდაო, ჰკითხა ბიჭმა დამშვიდებულ პატარას. მერე თოჯი-
ნას დასწვდა და გაოცებული დააჩერდა მის ცარიელ თავს. უყურებ-
და და ცდილობდა გაეხსენებინა, თვითონ თუ ტანჯავდა რაიმე უც-
ნაური შიში პატარაობაში. თუ რამ უსიამოვნო აგონდებოდა ფრენკს,
ყველაფერი ადამიანებს, მათ ცივ მზერასა და გადაჩურჩულება-გად-
მოჩურჩულებას უკავშირდებოდა. აგონდებოდა დედამისის გაწამე-
ბულ-ჩამომდნარი სახე, ჩამოყრილი მხრები და მის ხელს ჩაჭიდებუ-
ლი აკანკალებული ხელი. გაუკვირდა, ასეთი რა უნდა დაენახა მეგი-
სო. ფიქრობდა, ალბათ, ასე არ იჯავრებდა, საბრალო აგნესს უთმოდ
დარჩენილი თავიდან სისხლი რომ წამოსვლოდაო. სისხლდენა სის-
ხლდენაა, კლირების ოჯახში კი კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჰქო-
ნოდა ვინმეს ჭარბი სისხლდენა.
– თვალები, თა-ლე-ბი, – ჩურჩულებდა მეგი და თოჯინას მზერას
არიდებდა.
– სასწაულია შენი თოჯინა, მეგი, – ჩაიდუდღუნა ბიჭმა და დის
თმაში ჩამალა სახე. ლამაზი ფერის საუცხოო, ხშირი თმა ჰქონდა
გოგონას. ნახევარი საათი უქონავდა პატარას თავს ფრენკი, აგნესს

12
შეხედეო. კიდევ ნახევარი საათი მოანდომა მის დარწმუნებას, რომ
როგორმე აგნესის თავში გაჩენილ ნახვრეტში ჩაეხედა. მერე აჩვე-
ნა, ეს ბურთულები ასე და ასე მუშაობსო, ნახე, როგორი დაკვირვე-
ბით ჩაუსვამთ ისინი ბუდეებში, რომ აგნესმა თვალები იოლად გა-
ახილოს და დახუჭოსო.
– აბა, სახლში შესვლის დროა, – უთხრა ბოლოს ძმამ დას, ხელ-
ში აიტაცა და ისე ჩაიკრა გულში, რომ აგნესი შუაში მოქცეულიყო, –
თოჯინას დედას შევაკეთებინებთ, კარგი? ტანსაცმელსაც გავურეც-
ხავთ, დავუუთოებთ და თმასაც მივაწებებთ. მაგ მარგალიტებისგა-
ნაც გაგიკეთებ წესიერ თმის სამაგრებს. არც მოსძვრება და თმასაც,
როგორც მოგესურვება, ისე გაუკეთებ.

ფიონა კლირი სამზარეულოში კარტოფილს თლიდა. საშუალოზე


ოდნავ დაბალი და ლამაზი ქალი იყო, ერთობ მიმზიდველიც, თუმცა
ულმობელი გამომეტყველება ჰქონდა, მკაცრი. იმთავითვე შესანიშ-
ნავი აღნაგობის პატრონს ექვსი შვილი კი გაეჩინა, მაგრამ უწინდე-
ბურად წვრილი წელი ჰქონდა. დაჩითული ნაცრისფერი კაბის ქობა
მოკრიალებულ იატაკამდე უწევდა, გულ-მკერდსა და კალთას კი კი-
სერზე ჩამოცმული თეთრი, გახამებული წინსაფარი უფარავდა,
რომლის თასმებიც წელზე კოპწია, ხეშეშა ბაფთად გამოეკრა. დი-
ლიდან დაღამებამდე სამზარეულოსა და ბაღჩას შორის იყო გაბმუ-
ლი. ჩაიცვამდა ყელიან, უხეშ შავ ფეხსაცმელს და გადი-გამოდიოდა
ღუმლიდან სამრეცხაოში, იქიდან ‒ ბოსტნეულის კვლებსა და სა-
რეცხ თოკებს შორის, ბოლოს კი ისევ ღუმელთან ბრუნდებოდა.
ქალმა დანა მაგიდაზე დადო, შვილებს მიაჩერდა და ლამაზად
მოყვანილი ტუჩის კუთხეები დაებრიცა.
– გამოსასვლელი კაბის ჩაცმის უფლება დილით მხოლოდ იმ პი-
რობით მოგეცი, რომ არ დასვრიდი, მეგი, – დაიწყო ფიონამ, – შენს
თავს შეხედე! ერთი პატარა თხუპნია ხარ!
– მისი ბრალი არაა, დე, – შეეწინააღმდეგა ფრენკი, – თოჯინა
წაართვეს ჯეკმა და ჰიუიმ. უნდოდათ ენახათ, ხელ-ფეხს როგორ
ამოძრავებდა. დავპირდი, ისე შევაკეთებთ, ახალივით იქნება-მეთ-

13
ქი. შევაკეთებთ, არა?
– შემახედე, – უკან დაიხია ფიმ და შვილს ხელით ანიშნა, თოჯინა
მომეციო.
უენო ქალი იყო ფი, სპონტანურად არავის აჰყვებოდა ლაპარაკ-
ში. კაცმა არ იცოდა, როდის რა ჰქონდა გულში, მისმა ქმარმაც კი,
რომლისთვისაც ბავშვების დისციპლინა მიენდო. რამე განსაკუთრე-
ბულად უჩვეულო თუ არ მოხდებოდა, თვითონაც ყველაფერს ასრუ-
ლებდა, რასაც ქმარი დაუდგენდა, უსიტყვოდ, დაუჩივლელად. რო-
გორღაც მეგისაც მოესმინა, როგორ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს
ბიჭები, ჩვენზე ნაკლებად არც დედას ეშინია მამაჩვენისო. ასეც რომ
ყოფილიყო, ქალს შიში მტკიცე, უდრეკი სიმშვიდით შეენიღბა. არც
იცინოდა ოდესმე, არც წყობიდან გამოდიოდა. აგნესის თვალიერე-
ბას რომ მორჩა, ფიმ თოჯინა ღუმელთან მიდგმულ ბუფეტზე დადო,
ქალიშვილს შეხედა და უფრო საქმიანი დაპირება მისცა, ვიდრე ანუ-
გეშა:
‒ ტანსაცმელს დილით გავურეცხავ, თმასაც გავუკეთებ. ამ საღა-
მოს მიაწებებს ფრენკი თმას, ნავახშმევს, და აბანავებს კიდეც, ალ-
ბათ.
მეგიმ თავი დააქნია და ორჭოფულად გაიღიმა. ზოგჯერ ისე უნ-
დოდა, დედამისის სიცილისთვის მოეკრა ყური. არადა, დედამისი
არასოდეს იცინოდა. გოგონა იმასაც გრძნობდა, რომ რაღაც განსა-
კუთრებული აკავშირებდა დედასთან, რაღაც ისეთი, რაც არც მამა-
მისს ახასიათებდა, არც მის ძმებს, თუმცა ფიონას გამართული ზურ-
გისა და დაუდეგარი ფეხების იქით ვერაფერს ხედავდა. დააკანტუ-
რებდა საქმეში გართული, გრძელ კაბაში გამოწყობილი ფი დაბნეუ-
ლად თავს და საქმის მცოდნე ადამიანისთვის დამახასიათებელი
მიხრა-მოხრით გაფრიალდებოდა ღუმლიდან მაგიდისკენ. შრომობ-
და, სულ შრომობდა, შვილებიდან კი მხოლოდ ფრენკი ხვდებოდა,
რომ ერთთავად დაღლილი იყო ეს ქალი, უსაშველოდ დაღლილი.
იმდენი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, ფული კი არასოდეს არ ჰყოფ-
ნიდა. არც დრო ჰყოფნიდა, რადგან მხოლოდ ორი ხელი ჰქონდა.
ჰოდა, ნატრობდა კიდეც იმ დღის დადგომას, როდესაც მეგი საკმარ-

14
ისად მოიზრდებოდა და საქმეში ხელს წაუკრავდა. არა, ცოტ-ცოტას
ახლაც ეხმარებოდა ბავშვი, მაგრამ ოთხი წლისა ძლივს იყო და ისე-
თს ვერაფერს დაავალებდა, რომ მართლაც შეემსუბუქებინა მისი
ტვირთი. ექვსი შვილის დედას ერთადერთი გოგონა ჰყავდა და ისიც
ყველაზე უმცროსი იყო.
ნაცნობებიდან ყველას შურდა ფიონასი, თანაუგრძნობდნენ კი-
დეც, მაგრამ საქმეში ვერც მოშურნეების ყოლა შველოდა, ვერც თა-
ნაგრძნობა. არც დასაკემსი წინდებით სავსე კალათას აკლდებოდა
რამე, არც ახალი წინდის ქსოვა მიიწევდა წინ. არადა, ჰიუისაც აღარ
ერგებოდა თავისი სვიტერები და ჯეკიც ვერ დასწეოდა ძმას ისე, რომ
მისი გამონაცვალი ჩაეცვა.
წმინდა წყლის შემთხვევითობა იყო, ქალიშვილის დაბადების
დღის კვირაში პედრიკ კლირი შინ რომ ბრძანდებოდა. ცხვრის გაკ-
რეჭა მეტისმეტად ადრე იყო და მამაკაციც მეზობლებში მუშაობდა,
უხნავდა და უთესავდა, ისე კი ცხვრის მკრეჭავი გახლდათ, რაც სე-
ზონურ დასაქმებას ნიშნავდა, ივნისის შუა რიცხვებიდან ზამთრის
მიწურულამდე, მანამ, სანამ დოლი დაიწყებოდა. როგორც წესი, გა-
ზაფხულის თვეებსა და ივნისში სამუშაო თავზე საყრელად ჰქონდა
პედრიკს და ოჯახიც თავის გატანას ახერხებდა. აქ ბატკნის მიღებაში
მიეხმარებოდა ვიღაცას, იქ დაუხნავდა ან რომელიმე ადგილობრივ
მერძევეს შეეხიდებოდა, რომელიც ვერაფრით აუდიოდა საქონლის
დღეში ორჯერ წველას. უნდოდა თუ არ უნდოდა, ყველგან მიდიოდა,
სადაც სამუშაოდ დაუძახებდნენ, ცოლ-შვილს კი თავიანთი თავის
იმედად ტოვებდა დიდსა და ძველ სახლში. სხვა რა დარჩენოდა ადა-
მიანს, რომელიც იმდენად იღბლიანიც კი არ იყო, საკუთარი მიწა
ჰქონოდა?!

მზე ის-ის იყო ჩასულიყო, სახლში რომ შეაბიჯა. ლამპის შუქით


განათებული ოთახის ჭერზე მოლაციცე ჩრდილები ირეოდნენ. ყვე-
ლა ბიჭი, ფრენკის გამოკლებით, უკანა ვერანდაზე შექუჩებულიყო
და ბაყაყით იქცევდა თავს. იცოდა პედრიკმა, სადაც იქნებოდა
ფრენკი – ნაჯახის რაკუნი ისმოდა იქიდან, სადაც შეშის ხორა ედგ-

15
გათ. ვერანდაზე მხოლოდ იმისთვის შეყოვნდა, რომ ჯეკისთვის წიხ-
ლი ამოერტყა, ბობისთვის კი კეფაში წაეთაქებინა და ეთქვა:
‒წადით, პატარა უსაქმურებო, შეშის ჩეხაში მიეშველეთ ფრენკს!
სანამ დედა ვახშამზე დაგვიძახებს, ჯობია, ყველაფერს მორჩეთ,
თორემ თმას არ შეგარჩენთ!
ეს იყო და, ღუმელთან მოფუსფუსე ფიონასაც დაუკრა თავი. არც
უკოცნია, არც ხელი მოუხვევია. თვლიდა, ცოლ-ქმრის გრძნობების
გამომჟღავნების ადგილი საძინებლის იქით არ არისო. ტალახშემ-
ხმარი ჩექმები ტერფებიდან წაიძრო და მეგიც გამოკუნტრუშდა, სახ-
ლის ფლოსტები მიუტანა მამას. მამაკაცმა გოგონას გაუღიმა და,
როგორ ყოველთვის, ამჯერადაც უცნაურად გაუელვა, რა საოცრე-
ბააო. ისეთი ლამაზი იყო მეგი, ისეთი ლამაზი თმა ჰქონდა... პედ-
რიკმა ქალიშვილს ცალ კულულში მოჰკიდა ხელი, მერე ერთბაშად
გაუშვა და დაელოდა, როგორ დაუბრუნდებოდა თმის კონა ხტუნვა-
ხტუნვით თავის ადგილს. ბოლოს ბავშვი ხელში აიყვანა და ერთა-
დერთი მოსახერხებელი სკამისკენ გაეშურა, რომელიც სამზარეუ-
ლოში ედგათ. ცეცხლისკენ მიდგმულ უინძორულ სკამზე ბალიში
თასმებით დაემაგრებინათ. მამაკაცმა ხმადაბლა ამოიოხრა, ჩიბუხი
მოიძებნა და დაუწვავი თამბაქო იატაკზე გადმოაპირქვავა. კალთა-
ში მოკალათებულმა გოგონამ მამას კისერზე შემოხვია ხელები და
გრილი ცხვირ-პირი სახესთან მიუტანა. საღამოობით თამაშობდნენ
ხოლმე ასე. ლამის მიადებდა მეგი მამას სახეს სახეზე და აკვირდე-
ბოდა, როგორ აღწევდა სინათლე მამაკაცის მოკლე, ოქროსფერ
წვერში.
– როგორ ხარ, ფი? – ჰკითხა პედრიკ კლირიმ ცოლს.
– კარგად, პედი. ქვემო ნაკვეთს თუ მორჩი დღეს?
– მოვრჩი. შემიძლია, დილიდან ზედასაც მივხედო, ოღონდ ისე
დავიღალე, ღმერთო!
– აბა რა იქნებოდა?! ისევ ის ოჩანი, ბებერი ჭაკი გამოგატანა მაკ-
ფერსონმა?
– სხვას რას იზამდა... გეგონა, ლურჯას დამიტოვებდა და მა-
გასთვითონ წაიყვანდა? მკლავები ჩემი აღარაა. გეფიცები, მასეთი

16
ჯიუტი ცხენი ახალ ზელანდიაში მეორე არ იქნება.
– არა უშავს. მოხუც რობერტსონს ყველა ცხენი კარგი ჰყავს. მა-
ლე გადახვალ მასთან, – დააიმედა ქმარი ცოლმა.
– ძალიან მალეც არ გამოვა, – ჩაილაპარაკა პედრიკმა, ჩიბუხი
დაბალხარისხიანი თამბაქოთი გატენა და ღუმლისკენ მიწეული ქი-
ლა, რომელშიც წვრილი სანთელი ჩაედოთ, თავისკენ მიაჩოჩა. გა-
მოაღო თუ არა საცეცხლურის კარი, სანთელი მაშინვე აინთო. მამა-
კაცი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ისე მოქაჩა ჩიბუხს, შიგნით რა-
ღაც აბუყბუყდა.
– როგორ გრძნობს თავს ოთხი წლის მეგი? – ჰკითხა მამამ ქა-
ლიშვილს.
– ძალიან კარგად, მამა, – უპასუხა გოგონამ.
– დედამ თუ გადმოგცა საჩუქარი?
– აუ, მამიკო, როგორ გამოიცანით შენ და დედამ, აგნესი რომ
მინდოდა?
– აგნესი? – ერთბაშად ფიზე გადაიტანა პედრიკმა მზერა. თან
იღიმებოდა, თან წარბები ისე აეწია, თითქოს კითხულობდა, ეს რას
ნიშნავსო, მერე კი იკითხა, – აგნესი ჰქვია?
– ჰო, მამა, და ლამაზია. მინდა, მთელი დღე ვუყურო.
– მეგის იღბალი, რომ საყურებელი დარჩა რაღაც, – მოიქუფრა
ფი, – ჯეკმა და ჰიუიმ თოჯინა მანამ ჩაიგდეს ხელში, სანამ მეგი წე-
სიერად დაათვალიერებდა.
– ბიჭების ამბავი არ იცი?! ძალიან გააფუჭეს?
– ისეთი არაფერია, რომ არ ეშველოს. ფრენკმა იქამდე მიუსწ-
როთ, სანამ ძალიან შეტოპავდნენ.
– ფრენკმა? აქ რას აკეთებს? მთელი დღე სამჭედლოში უნდა ემუ-
შავა. ჰანტერმა, ჭიშკარი მჭირდებაო.
– მთელი დღე სამჭედლოში იყო. ის-ის იყო, რაღაც იარაღისთვის
გამოვიდა და... – შეაგება ფიმ. მეტისმეტად მკაცრად ექცეოდა პედ-
რიკი ფრენკს.
– საუკეთესო ძმაა, მამიკო, ფრენკი! ჩემი აგნესი სიკვდილსაც გა-
დაარჩინა და ვახშმის მერე თმაც უნდა დააწებოს.

17
სწორედ პედრიკ კლირისგან მიეღოთ შვილებს მემკვიდრეობით
სხვადასხვა ელფერის ხშირი და ტალღოვანი წითური თმა, თუმცა მა-
სავით ღაჟღაჟა წითელი დალალები არც ერთს არ გამოჰყოლოდა.
პატარა კაცი იყო, ჯმუხი, ჩასხმული. მთელი ცხოვრება ცხენზე ჯდო-
მისგან ფეხები გამრუდებოდა, ცხვრის კრეჭისგან კი ხელები დაგ-
რძელებოდა. მკერდსა და მკლავებს შეთელილი ოქროსფერი ღინ-
ღლი უფარავდა, რომელიც მუქ კანზე საშინელი შესახედავი იყო. სა-
სიამოვნო ნაკვთების პატრონს ღია ცისფერი თვალები ჰქონდა, ისე-
თი მოჭუტული, დღენიადაგ შორეთში მომზირალ მეზღვაურებს რომ
აქვთ, თან ზოგჯერ ისეთი უცნაური ღიმილი ეფინა სახეზე, ადამია-
ნებს ერთი შეხედვით განაწყობდა სათავისოდ. პედრიკის დიდებუ-
ლი, ჭეშმარიტად რომაული ცხვირი, ალბათ, საგონებელში აგდებდა
მის თანამოძმეებს, თუმცა არავინ გამორიცხავდა, რომ ოდესღაც
ირლანდიის სანაპიროზე რომაული გემი დაღუპულიყო. ჯერაც შერ-
ჩენოდა გოლუეიური ირლანდიური სწრაფი, რბილი აქცენტი, მაგა-
ლითად, თავისებურად ასხვაფერებდა ბოლოკიდურ თ-ს, თუმცა ლა-
მის ოცი წლის განმავლობაში პლანეტის მეორე ბოლოში ცხოვრე-
ბას მაინც დაემჩნია მის მეტყველებაზე თავისებური კვალი, მისი გა-
მოთქმული ა-ც დამსგავსებოდა ი-ს და საერთოდაც, შედარებით ნე-
ლა ლაპარაკობდა, აი, ისე, კარგად მომართული საათი ბოლოსკენ
წიკწიკს რომ შეანელებს. ისე, ბედნიერი კაცი იყო, ადამიანების უმე-
ტესობაზე უკეთაც ეწეოდა თავის ჭაპანს და შვილებიც აღმერთებ-
დნენ ‒ ყველა, ერთის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მკაც-
რი დისციპლინა ჰქონდა და წიხლის ამორტყმაზეც არ იხევდა უკან,
საკმარისი პური თუ არ ჰქონდათ, არ შეჭამდა, ხოლო თუ არჩევაზე
მიდგებოდა საქმე, ბავშვებიდან რომელიმესთვის ეყიდათ ახალი
ტანსაცმელი თუ პედრიკისთვის, ტანსაცმელსაც არ იყიდდა. სიყვა-
რულის ამგვარი გამოხატულება ეგებ გაცილებით უფრო დამაჯერე-
ბელიც იყო, ვიდრე მილიონი კოცნა, რომელიც ადამიანისგან არა-
ვითარ ძალისხმევას არ მოითხოვს. ისე, ადამიანიც მოეკლა ფიცხი
ხასიათის პედრიკს. ბედი მისი, ის კაცი რომ ინგლისელი იყო, დუნ-
ლერეს ნავსადგურში კი ახალ ზელანდიაში მიმავალი გემი იდგა.

18
– ჩაი! – უკანა კარიდან გასძახა ფიონამ შვილებს.
ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ სამზარეულოში ბიჭები.
სულ ბოლო ფრენკი შევიდა და ერთი იღლია შეშაც ჩაუშვა დიდ
ყუთში, რომელიც ღუმლის გვერდით იდგა. პედრიკმა მეგი მუხლე-
ბიდან ჩამოსვა და კუსტარულ სასადილო მაგიდას თავში მიუჯდა, ბი-
ჭები აქეთ-იქიდან დასხდნენ, მეგი კი ხის ყუთზე აბობღდა, რომელიც
მამამისს უახლოეს სკამზე დაედო.
სამუშაო მაგიდაზე ამოარიგა თეფშებზე ფიმ კერძი, თან იმაზე
სწრაფად და მოხერხებულად, ვიდრე ნებისმიერ მიმტანს გამოუვი-
დოდა. წყვილ-წყვილად მიართვა ულუფები ოჯახს: ჯერ პედისა და
ფრენკს, მერე დანარჩენ ბიჭებსა და მეგის, სულ ბოლოს კი თავისი
თეფშიც მიიტანა.
– უჰ, ჩაშუშული! – წამოიძახა სტიუარტმა, სახე დამანჭა და დანა-
ჩანგალს დასწვდა, – ვერ ვიტან!
– ჭამე! – შეუღრინა მამამ.
საჭმლის გორები დაედგა დიდრონ თეფშებზე ფის – მოხარშული
კარტოფილიო, ჩაშუშული ბატკნის ხორციო, ბაღჩაში იმ დღეს დაკ-
რეფილი ლობიოო...
მოგუდული, ზიზღნარევი გმინვის მიუხედავად, ყველამ, სტიუარ-
ტის ჩათვლით, ბოლომდე მოაპრიალა პურის ნატეხით თეფში. ყვე-
ლამ დააყოლა ძირითად კერძს რამდენიმე ნაჭერი პური, ზედ
სქლად წასმული კარაქითა და ხურტკმლის ჯემით. ფიონაც მიუჯდა
სუფრას, ჩქარ-ჩქარა გადასანსლა თვისი ულუფა და მაშინვე მიაშუ-
რა სამუშაო მაგიდას, რომ წვნიანის მათლაფებზე მეტისმეტად ტკბი-
ლი, ჯემში ჩაჭუპჭუპებული ნამცხვრის უზარმაზარი ნაჭრები დაედო.
ბლომად თხელი მოხარშული კრემი მოასხა თითოეულ ნაჭერს და
თეფშები სასადილო მაგიდასთან მიიტანა, ბოლოს კი ისე ამოიხვნე-
შა და ჩამოჯდა, თითქოს ამბობდა, ამას მაინც ჩავატან გემოსო.
– რა კარგია! ჯემიანი ნამცხვარი კრემით! – შესძახა მეგიმ და მა-
ნამ ურია კოვზი მოხარშულ კრემში, სანამ ყვითელ მასას ვარდისფე-
რი ძარღვები არ დაეტყო.
– ჰო, დაბადების დღისთვის შენი საყვარელი პუდინგი მოგიმზა-

19
და დედამ, მეგი-გოგო! – ღიმილით შეაგება ბავშვს მამამ.
ამჯერად არავის დაუწუწუნია. არ უკითხავთ, რისგან მოემზადე-
ბინა პუდინგი ფის, ისე ჩაიტკბარუნეს პირი. კლირების ოჯახში ყვე-
ლა სუსნია იყო, თან გრამი ზედმეტი წონაც არ ჰქონდათ. ბევრ ცო-
მეულს მიირთმევდნენ, თუმცა, რასაც ჭამდნენ, შრომასა და თამაშში
ინელებდნენ. ხილსა და ბოსტნეულს იმიტომ შეექცეოდნენ, რომ სა-
სარგებლო იყო, მაგრამ პური, კარტოფილი, ხორცი და ცხელ-ცხე-
ლი, ცომიანი პუდინგები ძალ-ღონის შენარჩუნებაში ეხმარებოდათ.
ფიმ ყველას დაუსხა ჩაი უზარმაზარი ჩაიდნიდან, მერე კი, ასე,
ერთი საათი ისხდნენ, ჩაის სვამდნენ, მუსაიფობდნენ და კითხულობ-
დნენ. პედი თან ჩიბუხს აბოლებდა, თან ბიბლიოთეკიდან გამოტანი-
ლი წიგნიდან არ იღებდა თავს, ფი კი წარამარა უვსებდა ქმარ-
შვილს ჩაის ფინჯნებს. ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნის კით-
ხვაში გართულიყო ბობიც, უმცროსები კი მომდევნო დღის გეგმებს
აწყობდნენ. სკოლიდან დათხოვნილებს წინ ზაფხულის გრძელი არ-
დადეგები ელოდათ. უსაქმოდ დარჩენილებს სული ელეოდათ, სახ-
ლსა და ბაღჩაში ჩვენ-ჩვენი მოვალეობის შესრულებას როდის შე-
ვუდგებითო. ბობს სახლის ფასადისთვის უნდა შეევლო ხელი, სადაც
საჭირო იყო; ჯეკსა და ჰიუის შეშის ხორისა და ეზოში ჩადგმული ნა-
გებობების მიხედვასთან ერთად ძროხების წველა ელოდებოდათ,
სტიუარტს კი, სკოლის საშინელებებთან შედარებით, გართობად
ესახებოდა ბოსტნეულის მიხედვა.
მოწყვეტდა პედი დროდადრო საკითხავს თვალს და ბიჭებს და-
უდგენდა, ხვალ ესა და ეს საქმეც თქვენი გასაკეთებელიაო, ფი ხმა-
საც არ იღებდა, დაღლილობისგან მოღვენთილი ფრენკი კი წრუპვა-
წრუპვით ცლიდა ფინჯანს ფინჯანზე. ბოლოს ფიმ მეგი მაღალ უზურ-
გო სკამზე დასაჯდომად მიიხმო, თმა, როგორც ძილის წინ სჩვე-
ოდათ, ქსოვილის ნაკუწებით შეუკრა და სტიუატრსა და ჰიუსთან ერ-
თად ლოგინში გაამწესა. ჯეკი და ბობი დედას ეხვეწნენ, ჯერ არ დავ-
წვებითო და ეზოში გავიდნენ ძაღლებისთვის საჭმლის დასაყრე-
ლად. ფრენკმა მეგის თოჯინა სამუშაო მაგიდაზე დადო და თმის და-
წებება დაიწყო. პედრიკმა ზმორება-ზმორებით დახურა წიგნი და ჩი-

20
ბუხი ნაირფრად ალიცლიცებულ ნიჟარაში ჩადო, რომელსაც სა-
ფერფლედ იყენებდა.
– წავედი, დედილო, დავწექი, – უთხრა ცოლს მამაკაცმა.
– ღამე მშვიდობისა, პედი! – მიუგო ქალმა, სასადილო მაგიდი-
დან თეფშები აალაგა, კედელზე მიჭედებული კაუჭიდან მოთუთიავე-
ბული რკინის ვეება ტაშტი ჩამოიღო და სამუშაო მაგიდას ფრენკის
მოპირდაპირე მხრიდან მიუდგა. მერე ღუმლიდან თუჯის დიდრონი
ქვაბი ჩამოიღო, ტაშტი ქაფქაფა წყლით აავსო და თუნუქის ძველ
ჭურჭელში, რომელსაც ოდესღაც ნავთს ასხამდნენ, აღებული ცივი
წყლით გაანელა. ბოლოს წყალში მავთულის კალათიდან ამოღებუ-
ლი საპონიც ჩაუშვა და ჭურჭლის რეცხვას შეუდგა. სანამ დედამისი
თეფშებს სათითაოდ ავლებდა და ერთმანეთზე აკოკოლავებდა,
ფრენკი თავაუღებლად უკირკიტებდა თოჯინას, მაგრამ როდესაც
მიხვდა, უკვე საკმარისად ბევრი ჭურჭლისთვის გაევლო წყალი ფის,
უსიტყვოდ წამოდგა და თეფშების დასამშრალებელი ტილო მოიტა-
ნა. ისე ძალდაუტანებლად მიდი-მოდიოდა ბიჭი სამუშაო მაგიდასა
და ბუფეტს შორის, შეატყობდით, არ ეუცხოებოდა ამგვარი საქმე,
თუმცა სამზარეულოში მისი გარჯა ერთგვარ საიდუმლო, საშიშ თა-
მაშს ჰგავდა, რომელშიც ფიონაც აჰყოლოდა. ჰო, პედის სამფლო-
ბელოში დადგენილი წესებიდან უმკაცრესი მოვალეობათა განაწი-
ლებას გულისხმობდა. ამ წესის თანახმად, არც მეტი არც ნაკლები,
სახლში ყველა საქმე ქალს უნდა ეკეთებინა და ოჯახში მამრობითი
სქესის არც ერთი წარმომადგენელს არ ჰქონდა მონაწილეობის უფ-
ლება, თუმცა დაიგულებდა თუ არა მამამისს ლოგინში ფრენკი, ყო-
ველ ღამე ეხმარებოდა დედას, ფი კი ხელს უწყობდა შვილს, აგუ-
ლიანებდა, მანამ არ დარეცხავდა ჭურჭელს, სანამ არ გაიგონებდა,
როგორ გაადენდა პედის ფლოსტები იატაკზე ტყაპანს. მთავარი
იყო, ოჯახის უფროსს ფლოსტები წაეძრო ფეხიდან და მერე არაფ-
რის დიდებით არ შებრუნდებოდა.
– უშენოდ რა მეშველებოდა, ფრენკ, – ალერსით სავსე მზერა მი-
აპყრო ფიონამ შვილს, – მაგრამ ნუ შვრები, არ გინდა. დილამდე
დასვენებას ვერ მოასწრებ.

21
– არა უშავს, დედა, არ მომკლავს რამდენიმე თეფშის დამშრა-
ლება. ბევრს ვერაფერს გიკეთებ, ცოტას კი შეგეშველები. – დიდი
ამბავი, ჩემს საქმეს თუ გავაკეთებ!
–ნეტავი ერთ დღეს ისე გავმდიდრდებოდეთ, მოახლეს აიყვანდე,
– ინატრა ყმაწვილმა.
– ოცნებებია, ფრენკ! – ჩაილაპარაკა ქალმა, საპნიანი ხელები
ჩაის ტილოზე გაიმშრალა, დოინჯი შემოირტყა და ამოიოხრა. ისე
უყურებდა შვილს, თითქოს წუხდა მის გამო, თითქოს ხედავდა, რო-
გორი გულნაკლული იყო ფრენკი, რამდენად აღემატებოდა მისი უკ-
მაყოფილება თავისი ხვედრის გამო მშრომელი კაცის ჩვეულებრივ
ვაი-ვიშს, – დიდი გეგმების დასახვას არ გირჩევ, ფრენკ. თავში სა-
ცემს თუ გაიჩენ მაგით. მუშათა კლასიდან ვართ, ეს კი იმას ნიშნავს,
რომ არც გამდიდრება გვიწერია, არც მოახლეების აყვანა. რაც ხარ
და რაც გაქვს, ის იკმარე. ასეთ რამეებზე ლაპარაკი მამაშენის შე-
ურაცხყოფაა, ის კი, თვითონაც იცი, ამას არ იმსახურებს. არც სვამს,
არც თამაშობს და ჩვენ გამო თავს იკლავს მუშაობით. თავის ნაშოვ-
ნიდან გროშსაც არ ხარჯავს სათავისოდ, ყველაფერს ჩვენ გვახ-
მარს.
დაკუნთული ბიჭი მოუთმენლად მოიხარა მხრებში და გარუჯულ
სახეზე პირქუში, ავის მომასწავებელი გამომეტყველება დაეფინა.
‒ მაინც რა არის ასეთი ცუდი იმაში, რომ რაღაცას მოველი ცხოვ-
რებისგან, რაღაცას, მძიმე შრომაზე მეტს? არ მესმის, რა არის ცუდი
იმაში, რომ მინდა, მოახლე გყავდეს?
– ცუდი ისაა, რომ შეუძლებელია. რატომ ვერ აგრძელებ სწავ-
ლას? უფულობის გამო. ჰოდა, სწავლა თუ ვერ გაგიგრძელებია, შავ
მუშაზე წინ როგორღა უნდა წახვიდე? შენი აქცენტიც, ტანსაცმელიც
და ხელებიც იმის ნიშანია, რომ თავის გასატანად შრომობ, ოღონდ
დაკოჟრილ ხელებში სამარცხვინო არაფერია. მამაშენი ამბობს,
კაცს თუ ხელები დაკოჟრილი აქვს, იცოდე, პატიოსანიაო.
ფრენკმა მხრები აიჩეჩა, თქმით კი აღარაფერი უთქვამს. თეფშე-
ბი რომ მიალაგ-მოალაგეს, ფიმ საკერავი კალათა გამოაცოცა და
პედის სკამზე დაჯდა ცეცხლის პირას, ფრენკი კი ისევ თოჯინას მიუბ-

22
რუნდა.
– საბრალო პატარა მეგი! ის საზიზღარი ბიჭები თოჯინას რომ უძ-
იძგნიდნენ, ისე იდგა და ტიროდა, თითქოს მთელი სამყარო ჩამოჰ-
ქცეოდა თავზე, – მოულოდნელად აღმოხდა ბიჭს და თოჯინას დააც-
ქერდა, რომელსაც უწინდებურად ამშვენებდა თმა, – აგნესი! საიდან
მოიტანა ეს სახელი?
– აგნეს ფორტესკიუ-სმითზე ვლაპარაკობდი და გაიგონა, ალ-
ბათ.
– თოჯინა რომ დავუბრუნე, თავში ჩახედა და გაშრა, ისე შეეშინ-
და. თვალებმა შეაშინა, ოღონდ წარმოდგენა არა მაქვს, რატომ.
– მეგის სულ რაღაც ელანდება.
– დასანანია, პატარების სკოლაში მისაბარებელი ფული რომ
არა გვაქვს. ისეთი ჭკვიანები არიან...
– ოი, ფრენკ, რომ შეიძლებოდეს, ნატვრა ცხენივით გააჭენო,
მხედრები იქნებოდნენ მათხოვრები, – მიუგო შვილს დაღლილმა
დედამ, მერე ოდნავ აცახცახებული ხელით თვალები მოისრისა და
საკემსი ნემსი ნაცრისფერი შალის ძაფის გორგალზე დაასო, – მეტი
აღარ შემიძლია. ისეთი დაღლილი ვარ, წესიერად ვერც ვხედავ, რას
ვაკეთებ.
– დაიძინე, დე. ლამპებს მე ჩავაქრობ.
– შევამატებ ცეცხლში შეშას და...
– მე ვიზამ.
ფრენკი ადგა და ფაიფურის დახვეწილი თოჯინა ფრთხილად და-
დო ბუფეტზე დატოვებული ნამცხვრის საცხობი ფორმის უკან,
აქაოდა, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებაო. არა, სულ არ ეშინოდა,
რომ ბიჭები კიდევ ერთხელ მოიქცეოდნენ მტაცებელი მხეცებივით.
იცოდა, რომ მამამისის ანგარიშსწორებაზე მეტად მისი სამაგიერო-
სი ეშინოდათ, რადგან იყო ფრენკში რაღაც ცუდი, უკუღმართი, რა-
ღაც ისეთი, რასაც დასა და დედასთან არასოდეს ამჟღავნებდა, მაგ-
რამ ბიჭებიდან თითოეულს გამოეცადა საკუთარ თავზე.
უყურებდა ფი შვილს და გული სტკიოდა, ხედავდა მასში ერ-
თგვარ თავზე ხელაღებულობას, სიშმაგეს, განსაცდელს რომ მოას-

23
წავებდა. უყურებდა და ნატრობდა, რა იქნება, პედი და ფრენკი ერ-
თმანეთს უკეთ ეწყობოდნენო, მათ კი ყველაფერზე განსხვავებული
შეხედულება ჰქონდათ და სულმუდამ კამათობდნენ. ეგებ მეტისმე-
ტად ბევრს ფიქრობდა დედაზე ფრენკი? ეგებ დედიკოს ბიჭიც იყო?
ჰოდა, მაშინ ფი ყოფილა ყველაფერში დამნაშავე, თუმცა ვერც იმას
უარყოფდი, რომ ფრენკი უბრალოდ კეთილი ადამიანი იყო, მოსიყ-
ვარულე გული ჰქონდა და უნდოდა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა
დედამისის მდგომარეობა. ისევ მეგი თუ უშველიდა საქმეს. ფიქ-
რობდა, წამოიზრდება ჩემი გოგო და ფრენკსაც ჩამოეხსნება ჩემზე
ზრუნვის ტვირთი მხრებიდანო.
აი, პატარა ლამპაც აიღო მაგიდიდან ფიმ, მერე ისევ ადგილზე
დააბრუნა და ღუმლის წინ დაცუცქულ ფრენკს მიუახლოვდა, რომე-
ლიც დიდ საცეცხლეში შეშას ყრიდა და საკვამლე ფარს უჩიჩხინებ-
და. თეთრ მკლავებზე ამობურცული ვენები ემჩნეოდა, ლამაზად
მოყვანილ მტევნებზე კი ისე ჩასჯდომოდა კანში ჭუჭყი, ალბათ, არა-
სოდეს მოშორდებოდა. გაუბედავად წაიღო ქალმა შვილისკენ ხელი
და ნაზად გადაუწია თვალებზე ჩამოყრილი სწორი, შავი თმა. დედის-
გან ამაზე მეტ ალერსს ძნელად თუ წარმოიდგენდა ბიჭი.
– ღამე მშვიდობისა, ფრენკ! გმადლობ!
სანათით ხელში გავიდა სამზარეულოდან ფი. ტრიალ-ბზრია-
ლით ეგებებოდნენ ჩრდილები ფეხაკრეფით მიმავალს.
ქალმა უხმაუროდ შეაღო პირველი საძინებლის კარი, რომელ-
შიც ფრენკი და ბობი იძინებდნენ, და ლამპა ასწია, კუთხეში მიდ-
გმულ ორადგილიან საწოლს მიანათა. პირი დაეღო გულაღმა გაშო-
ტილ ბობს. ისე კრთოდა და ცახცახებდა, ძაღლებმა რომ იციან. მიუ-
ახლოვდა ფი მძინარე შვილს და, ცუდი სიზმარი რომ გაეფანტა, მარ-
ჯვენა გვერდზე გადააბრუნა, მერე წამით შედგა და დააცქერდა. არა,
მაინც როგორ ჰგავდა პედის ბობი?
მეორე ოთახში ერთმანეთში გადახლართულებს ეძინათ ჯეკსა
და ჰიუის. საშინლად კი ცუღლუტობდნენ ხოლმე, მაგრამ ავსა და
ბოროტს გულში არასოდეს არაფერს გაივლებდნენ. ამაოდ სცადა
ფიმ მათი დაშორიშორებაცა და თეთრეულზე ხელის შევლებაც. დი-

24
ახ, დილამდე თავმიდებულები უნდა ყოფილიყვნენ ხუჭუჭა წითურე-
ბი. დედამ ხმადაბლა ამოიხვნეშა და შეეშვა ბიჭებს. ვერაფრით აეხს-
ნა, ასე ჩახლართულებს რა ასვენებდათ, ძმებს კი ისე ეძინათ, ვი-
თომც აქ არაფერი.
პატარა და-ძმისთვის შეუფერებელ, გამოხუნებულსა და უღიმღა-
მო ოთხში ეძინათ მეგისა და სტიუარტს. ისევე, როგორც სხვა საძი-
ნებლებში, ჩაჟამებული ყავისფერი საღებავით შეღებილ კედლებზე
აქაც არც ერთი სურათი არ ეკიდა. ყველა საძინებელში ჩაჟამებული
ყავისფერი ლინოლეუმი ეგო იატაკზეც. სტიუარტი პირქვე იწვა და
რომ არა ბალიშზე თავის მაგივრად მიდებული, საბანწამოხდილი,
საღამურშემოტმასნილი პატარა უკანალი, კაციშვილი ვერ მიხვდე-
ბოდა, იწვა თუ არა ლოგინში ბავშვი, თან ისე მიებჯინა შუბლზე მუხ-
ლები, ვინ იცის, მერამდენედ გაუელვა ფის, როგორ არ იგუდებაო.
ბოლოს დედამ ფრთხილად მოატარა ხელი ზეწარზე და ადგილზე გა-
შეშდა. ხვდებოდა, დილამდე არც სველ ზეწარს ეშველებოდა რამე
და ბალიშიც სველი დახვდებოდა. სულ ასე იცოდა სტიუარტმა – შეტ-
რიალდებოდა-შემოტრიალდებოდა ლოგინში, დაიგულებდა თავს
მშრალ ადგილას და ისევ ჩაისველებდა, თუმცა ისიც საქმე იყო, ხუთ
ძმას მხოლოდ ერთი ქვეშაფსია რომ გამორეოდა.
პაწაწინა გორგალივით მოჩანდა ლოგინში თმაზე ნაჭრებშებმუ-
ლი, მოკუნტული მეგიც. იწვა და ცერა თითს წოვდა. კლირების ერ-
თადერთი ქალიშვილი! ნაჩქარევად შეავლო თვალი გოგონას ფიმ –
როგორც ქალში, მეგიში ვერავითარ იდუმალებას ვერ ხედავდა.
იცოდა ფიმ, როგორი ხვედრიც ელოდებოდა მის გოგონას და ოდნა-
ვადაც არ შურდა მისი, არც ებრალებოდა, აი, ბიჭები კი სულ სხვა
საქმე იყო, საოცრებად მიაჩნდა თავისი ქალური სხეულიდან ნაშო-
ბი, მისგან სრულებით განსხვავებული თითოეული მამრი. ხომ ეძნე-
ლებოდა სახლის საქმეების დამხმარის გარეშე გაძღოლა, მაგრამ
თვლიდა, რომ ამად ღირდა, თან ამხანაგებიც ყველაზე მეტად სწო-
რედ ვაჟიშვილების გამო აფასებდნენ პედრიკს. ნამდვილ კაცად ის
მიაჩნდათ, ვინც ბიჭებს ზრდიდა.
უხმაუროდ მიხურა ფიმ თავისი საძინებლის კარიც და ლამპა კო-

25
მოდზე დადო. ჯერ მოქნილი თითები აათამაშა მაღალი საყელოდან
თეძოებამდე ჩაწიკწიკებულ ღილებზე და მკლავები სახელოებიდან
გაითავისუფლა, მერე ლიფიდანაც გამოაძვრინა ხელები. დიდი
კლაკნა-გრეხით გამოეწყო ფლანელის გრძელ პერანგში, იცვამდა
და თან ცალი ხელით იჩერებდა მკერდზე ლიფს, ბოლოს კი ჩათვა-
ლა, არაფერიც არ მიჩანსო და, როგორც იქნა, შეელია ლიფსაც, ქვე-
და საცვალსაც და ალაგ-ალაგ მომაქმანებულ კორსეტსაც. ერთბა-
შად ჩამოეშალა მჭიდროდ შეკონილი ოქროსფერი დალალები. მი-
უჩინა თუ არა კომოდზე დადებულ ნიჟარაში ადგილი თმის სარჭებს,
მაშინვე გადაიტანა ხელები თავზევით და სწრაფად შეუდგა თმის
დაწნას. თურმე ამისთანა ლამაზი, ხშირი, პრიალა და სწორზე სწო-
რი თმაც შეიძლება, არ იმსახურებდეს თავისუფლებას. გულზე მოეშ-
ვა, როდესაც მიხვდა, პედის სძინავსო. განა არ მოსწონდა, პედისთა-
ნა გაუბედავი, ალერსიანი და ყურადღებიანი საყვარელი კარგ გუნე-
ბაზე რომ იყო ხოლმე, მაგრამ სანამ მეგი არ წამოიზრდებოდა, სანამ
ორი სამი წელი არ გავიდოდა, მანამდე ძალიან ძნელი იქნებოდა კი-
დევ ერთი ბავშვის გაჩენა.
კვირაობით კლირები ეკლესიაში დადიოდნენ, მეგის კი შინ ტო-
ვებდნენ, უფროსი ძმებიდან რომელიმესთან ერთად. გოგონას ერთი
სული ჰქონდა, როდის დადგებოდა დღე, როდესაც ჩათვლიდნენ,
საკმარისად დიდიაო და თან წაიყვანდნენ. პედრიკ კლირის აზრით,
პატარა ბავშვების ადგილი არც ერთ სხვა სახლში არ იყო, მათივე
სახლების გარდა და ეს წესი სალოცავზეც ვრცელდებოდა. აი, შევი-
დოდა მეგი სკოლაში, შეძლებდა ერთ ადგილზე ჯდომას და წაიყვან-
დნენ კიდეც ეკლესიაში, მანამდე კი არა. მოკლედ, აიტუზებოდა
ხოლმე კვირა დილით პატარა გოგო ჭიშკართან გაბარდული ევრო-
პული ჯოჯოს ბუჩქთან და, სანამ დანარჩენები ძველ ოთხთვალაში
შეიჭეჭყებოდნენ, მასზე მიჩენილ ძამიკოსაც ისღა დარჩენოდა, თავი
ისე დაეჭირა, თითქოს წირვის გამოტოვება ერთი სიამოვნება იყო.
კლირებს შორის ერთადერთი, ვისაც დანარჩენებისგან შორს ყოფნა
ახარებდა, ფრენკი გახლდათ
პედის ცხოვრებაში რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა.

26
უნდილად დათანხმდნენ კათოლიკეები მის დაქორწინებას ფიზე,
რომელიც ინგლისის ეკლესიის წევრი იყო და პედის გამო სარწმუ-
ნოება კი დათმო, მაგრამ მის რწმენაზე მაინც არ მოქცეულა. ძნელი
სათქმელია, რატომ გადაწყვიტა ასე ფიმ, ის კი ფაქტია, რომ ინგლი-
სის უმანკო ეკლესიის აღმსარებელ პირველმოსახლე არმსტრონ-
გთა გვარის შთამომავალი ბრძანდებოდა, ხოლო პედი ერთი ირ-
ლანდიელი ჯიბეგაფხეკილი ემიგრანტი იყო, პეილელიც კი არა. არ-
მსტრონგები ახალ ზელანდიაში „ოფიციალურ“ ახალმოსახლეთა
გამოჩენამდე ბევრად ადრე ჩასულიყვნენ. სწორედ ამის დამსახურე-
ბით ითვლებოდნენ ადგილობრივ არისტოკრატებად, ხოლო ფის
დაოჯახება, მათი აზრით, სხვა არაფერი იყო, თუ არა შემაძრწუნებ-
ლად უთანასწორო ქორწინებაზე წასვლა.
როდერიკ არმსტრონგის მიერ ახალზელანდიური კლანის დაარ-
სებაც ერთობ საინტერესო ამბავი გახლდათ, ყველაფერი კი ამერი-
კის დამოუკიდებლობისათვის ომით დაიწყო, რომელმაც არცთუ უმ-
ნიშვნელო გავლენა იქონია მეთვრამეტე საუკუნის ინგლისზე.
1776 წლამდე ყოველ წელს წვრილმანი დანაშაულისთვის მსჯავ-
რდადებული ათასზე მეტი პირი ჩაჰყავდათ გემებით ვირჯინიაში,
ასევე ‒ ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, სადაც ვალის გამო-
სასყიდად ამუშავებდნენ, რაც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა მო-
ნობას. მკაცრი და შეუვალი იყო იმდროინდელი ბრიტანული სამარ-
თალი – მკვლელობის, ცეცხლის გაჩენის, ბოშად თავის გასაღებისა
და ერთ შილინგამდე თანხის მოპარვისთვის დაწესებული სასჯელი
ჩამოხრჩობას ითვალისწინებდა, ხოლო წვრილმანი დანაშაულის
ჩამდენ პირებს ცხოვრების ბოლომდე ამერიკაში გადასახლება
ელოდათ, თუმცა 1776 წელს ევროპელ კოლონიზატორებს ამერი-
კისკენ მიმავალი გზა მოეჭრათ და ინგლისშიც ერთდროულად მე-
ტისმეტად ბევრმა მსჯავრდადებულმა მოიყარა თავი. ვინც დაიტია
ციხეებმა, დაიტია, ვინც არა, ისინი მდინარეთა შესართავებში გაჩ-
ხირულ ჯაბახანა გემებზე ლპებოდნენ. უნდა ეღონათ რამე. იღონეს
კიდეც. გვარიანად კი ითრიეს ფეხი, აქაოდა, რამდენიმე ათასი ფუნ-
ტი დაიხარჯებაო, მაგრამ ბოლოს მაინც უბრძანეს კაპიტან ართურ

27
ფილიპს, სამხრეთის დიდი მიწისკენ აეღო გეზი. 1787 წელს თერ-
თმეტი გემისგან შემდგარი ფლოტი ზღვაში გავიდა. გემებზე ათასზე
მეტ მსჯავრდადებულს მოეყარა თავი. მათთან ერთად ბორტზე მეზ-
ღვაურები, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცრები და მატროსები
იყვნენ. არაფრით არ ჰგავდა თავისუფლებისადმი მიძღვნილ დიდე-
ბულ ოდისეას მათი გზა. 1788 წლის იანვარში, ინგლისიდან წამოს-
ვლიდან რვა თვეში, ფლოტი ბოტანის ყურეს მიადგა, სადაც მის უდი-
დებულესობა ჯორჯ III შეშლილს უკვე დაეარსებინა ახალი სამხრეთ
უელსის კოლონია. 1801 წელს ოციოდ წლის როდერიკ არ-
მსტრონგს სამისდღემჩიო გადასახლება მიუსაჯეს. არმსტრონგთა
მომდევნო თაობებში ამტკიცებდნენ, როდერიკი სომერსეტელი დი-
დებული იყო, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჩუდენია, უბ-
რალოდ, ამერიკის რევოლუციის გამო ქონება დაკარგაო. ასე იყო
თუ ისე, როდერიკის შთამომავალთაგან არც ერთს არ გამოუდვია
თავი, გამოჩენილი წინაპრის ამბავი უნდა გამოვიძიოო. კმაყოფილ-
დებოდნენ იმით, რომ მისი დიდების თანამოზიარეები გახლდნენ,
ექსპრომტად რაღაცების შეთხზვაზეც არ ამბობდნენ უარს. კაცმა
რომ თქვას, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის და რას წარ-
მოადგენდა ინგლისში ახალგაზრდა, რომელიც ნამდვილი ტარტა-
როზი გამოდგა. ენით აუწერელ რვათვიან მოგზაურობაში ნორჩსა
და ოჩან პატიმარს ისეთი სიმტკიცე და სიცოცხლისუნარიანობა გა-
მოუჩენია, თვალშიც კი მოსვლიათ ოფიცრებს, თუმცა 1803 წელს
სიდნეიში ჩასული თურმე უკვე ისე ცუდად იქცეოდა, კუნძულ ნორ-
ფოლკზე, ურჩ პატიმართა საპყრობილეში განუწესებიათ, მაგრამ
ამასაც უშედეგოდ ჩაუვლია. უშიმშილებიათ კიდეც და იმდენად ვიწ-
რო საკანშიც გამოუმწყვდევიათ, არც წოლა შეეძლო, არც ჯდომა ან
დგომა. ისე გაუშოლტავთ, ძვალ-რბილი გაუერთიანებიათ, მერე კი
სანაპიროზე კლდეზე მიუჯაჭვავთ, ეგებ დაიხრჩოსო. აწამებდნენ, ის
კი იცინოდა თურმე. ჰო, დასცინოდა ოფიცრებს აქოთებულ ჩვრებში
გამოხვეული, ძვალზე ტყავგადაკრული, უკბილო ბიჭი, მთელი ტანი
ნაიარევებით რომ დაფარვოდა და გაუნელებელ ბრაზსა და სიძულ-

28
ვილს ასხივებდა. ყოველ ცისმარე დღეს თავს აიძულებდა, ეცოც-
ხლა, ყოველი დღის ბოლოს იცინოდა გამარჯვებული, ცოცხალი ვა-
რო.
1810-ში ვან-დიმენის მიწაზე გააგზავნეს, სხვა ტუსაღებს ჯაჭვით
გადააბეს და ჰობარტს იქით რკინასავით მაგარ, ქვიშაქვიან მიწაზე
გზა აჭრევინეს, მაგრამ იხელთა თუ არა დრო, ექსპედიციის მეთაურ
სამხედროს მაშინვე წერაქვით გაუგლიჯა გულის ფიცარი, მერე კი
ათ მსჯავრდადებულთან ერთად ხუთ ჯარისკაცს მანამ ათალა ფენა-
ფენა ხორცი, სანამ სულთმობრძავებმა კივილ-კივილით არ დალიეს
სული. არც ტუსაღებს, არც მათ სადარაჯოდ დაყენებულ გუშაგებს
ადამიანური აღარაფერი ეცხოთ – უბრალოდ მხეცები იყვნენ, უგუ-
ლო არსებები. არა, ვეღარსად გაიქცეოდა როდერიკ არმსტრონგი,
ვერც რამეს შეარჩენდა ჯალათებს, ვერც სწრაფ სიკვდილს აკმარებ-
და, თუმცა პატიმრობასთან შეგუებასაც არ აპირებდა.
ჯარისკაცების კუთვნილი პურისა და გამოყვანილი ხორცის იმე-
დად გაიარა თერთმეტმა მამაკაცმა ცივ ტროპიკულ ტყეში რამდენი-
მე მილი და, როგორც იქნა, მიაღწია ჰობარტის ვეშაპებზე სანადირო
სადგურს, საიდანაც კარაპა გაიტაცეს და წყლისა თუ საკვების ყო-
ველგვარი მარაგის გარეშე ტასმანიის ზღვა გადაცურეს. იალქნებიც
არ ჰქონიათ.
როდესაც ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ველურ სანაპი-
როს მიადგნენ, კარაპაზე როდერიკ არმსტრონგისა და კიდევ ორი
გაქცეულის გარდა ცოცხალი აღარავინ იყო. არასოდეს ლაპარა-
კობდა ამ დაუჯერებელი მოგზაურობის შესახებ როდერიკი, ხალხი
კი ჩურჩულებდა, მაგ სამეულმა თავი შედარებით სუსტი ამხანაგების
ხორცით გაიტანაო.
ცხრა წელიწადი გასულიყო მას შემდეგ, რაც როდერიკი ინგლი-
სიდან მიებრძანებინათ, მაგრამ ჯერაც ახალგაზრდა მამაკაცი სამო-
ცი წლისას ჰგავდა. 1840 წელს ახალ ზელანდიაში ოფიციალურად
გამოჩნდნენ კოლონისტები, მას კი ამ დროისთვის სამხრეთ კუნ-
ძულზე, კენტერნერის ოლქში, საკმარისი ტყე გაეჩეხა და შემოეღო-
ბა, ასე ვთქვათ, ცოლიც შეერთო, ქალი მაორის ხალხიდან, და ნახ-

29
ევრად პოლინეზიური სისხლის ცამეტი ლამაზი ბავშვის მამაც გამ-
ხდარიყო. დაახლოებით ოცი წლის შემდეგ არმსტრონგები კოლო-
ნისტებს შორის არისტოკრატებად ითვლებოდნენ, ვაჟებს ინგლისის
პრივილეგირებული ოჯახების შვილებისთვის განკუთვნილ სასწავ-
ლებლებში აგზავნიდნენ და გინდ ცბიერებით, გინდ მომხვეჭელო-
ბით გაფიქრებინებდნენ, მართლაც რომ გამორჩეულად საშიში კა-
ცის შთამომავლები ყოფილანო.
1880 წელს როდერიკის შვილიშვილს, სახელად ჯეიმსს, შეეძინა
ქალიშვილი, რომელსაც ფიონა დაარქვეს. თხუთმეტშვილიან ოჯახ-
ში ის ერთადერთი გოგონა იყო.
შეიძლება, მოისაკლისებდა კიდეც ფი ასკეტურ პროტესტანტულ
რიტუალებს, რომლებშიც ბავშვობაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ
თქმით არასოდეს იტყოდა რამეს. პედის რელიგიურ შეხედულებებ-
საც მშვენივრად ეგუებოდა, ქმარს წირვაზეც დაჰყვებოდა და ბავ-
შვებსაც აკონტროლებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკეთა
ღმერთისთვის ეცათ თაყვანი, თუმცა იმის გამო, რომ ახალ რწმენაზე
არ მოქცეულიყო, რაღაცები მაინც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფი-
ლიყო, მაგალითად, ჭამამდე არასოდეს აღავლენდა სამადლობელ
ლოცვას, არც ძილის წინ იცოდა ლოცვის წაკითხვა და ყოველდღი-
ურ ცხოვრებაშიც დიდად არ ამჟღავნებდა ღვთისმოსაობას.

ბოლო დაბადების დღემდე წელიწად-ნახევრით ადრე უაჰინიში


ერთადერთხელ გასეირნებას თუ არ ჩავთვლით, ერთხელაც არ გას-
ცილებოდა მეგი დაბლობში აშენებულ ფარდულსა და სამჭედლოს.
სკოლაში პირველად რომ მიდიოდა, იმ დღეს ისე ნერვიულობდა, სა-
უზმეც კი ვერ შეირგო, ამოაღებინა. უცებ გააქანეს თავის ოთახში,
დაბანეს და ტანზეც გამოუცვალეს. ჰო, გახადეს მეზღვაურის ფორ-
მის ყაიდაზე შეკერილი ლურჯი ფერის ლამაზი, თეთრსაყელოიანი
ტანსაცმელი და ყავისფერი ფლანელისგან შეკერილი, მაღალყელი-
ანი, ღილებიანი საშინელი კაბა ჩამოამხეს, რომელიც კისერზე იმ-
დენად უჭერდა, ეგონა, დაახრჩობდა.
– სხვა დროს თუ იგრძნობ, რომ გაზიდებს, მაშინვე მითხარი, ღვ-

30
თის გულისათვის, მეგი! მანამ ნუ მოიცდი, სანამ ძალიან გვიანი არ
იქნება. უნდა ვწმინდო კიდეც მერე! აბა, იჩქარე, თორემ ზარს თუ
ვერ მიუსწარი, აუცილებლად გაგროზგავს და აგათა. წესიერად მო-
იქეცი! ძმებს დაუჯერე! – დაამუნათა დედამ გოგონა.
ბობი, ჯეკი, ჰიუი და სტიუარტი ჭიშკართან ასკინკილობდნენ, რო-
დესაც ფიმ, როგორც იქნა, გაატია კარში მეგი. ძველ ჩანთაში ბავშვს
ლანჩისთვის განკუთვნილი ჯემიანი სენდვიჩები ეწყო.
– წამო, მეგი! დაგვაგვიანდება! – დაიძახა ბობმა და გზას დაად-
გა. სირბილით დაედევნა გოგონა ბიჭებს, რომელთა სილუეტები
სულ უფრო პატარავდებოდა სიშორისგან.
რვის წუთები იყო და კარგა ხნის ამოსულ მზესაც მოესწრო დედა-
მიწის გათბობა, მაგრამ განსაკუთრებულად ჩრდილიან ადგილებში
ჯერ მაინც არ შეშრობოდა ბალახს ცვარი. უაჰინისკენ ბორბლების-
გან აქეთ-იქიდან დაღარული გრუნტის გზა მიდიოდა. ბაფთებივით
მოჩანდა გზის კიდეებზე ნაღარები, შუაში დარჩენილ ფართო ზოლზე
კი ბალახი ბიბინებდა. ორივე მხრიდან მიუყვებოდა გზას კოხტა ღო-
ბეები, აქაოდა, სხვის საკუთრებაში ფეხი არავის შეუცდესო, მათ
ძირში კი ბალახში ხვავრიელად ამოსული თეთრი კალები და ნარინ-
ჯისფერი დედოფლის ყვავილები ღადღადებდნენ.
მარჯვენა მხარეს გაჭიმულ ღობეებზე სჩვეოდა სიარული ბობს.
შემოხტებოდა ღობეზე და მიდიოდა, თან ტყავის ჩანთასაც განა წე-
სისამებრ მოიგდებდა ზურგზე, არა ‒ თავზე უნდა შემოედო და ისე
ევლო. მარცხენა მხარეს რომ ღობეები იყო, იმათზე ჯეკს უნდა ევ-
ლო, გზის სავალ ნაწილზე კი სამ უმცროს კლირის რჩებოდა ბურთი
და მოედანი. ღრანტედან, სადაც სამჭედლო ედგათ, ქოშინ-ქოშინით
აბობღდნენ მაღალ, ციცაბო ბორცვზე და წამით გაჩერდნენ. შარა-
ვანდედებივით მოჩანდა ხუთი კვასკვასა თავი ფთილა ღრუბლებით
გადაპენტილი ცის ფონზე. სადაც ბავშვები იდგნენ, სწორედ იმ ადგი-
ლას უერთდებოდა რობერტსონისა და უაჰინის გზები ერთმანეთს,
მერე კი დაღმართი იწყებოდა ‒ გზის ყველაზე სასიამოვნო მონაკვე-
თი.
ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და კუნტრუშ-კუნტრუშით დაეშვნენ

31
ამწვანებული მაღლობიდან. რამდენიმე წუთში აბურდულ ყვავილ-
ნარში ამოყვეს თავი, მაღლობი კი აღარსად ჩანდა. მიდიოდნენ და
ნატრობდნენ, ნეტავ საკმარისი დრო გვქონდეს, რომ მისტერ ჩეპმე-
ნის ღობის ქვეშ გავძვრეთ და თავდაღმართში დიდი ქვებივით კოტ-
რიალ-კოტრიალით დავეშვათო.
ხუთი მილი აშორებდა კლირების სახლს უაჰინისგან. შორიდანვე
მოჰკრა მეგიმ თვალი ტელეგრაფის ბოძებს და ფეხები მაშინვე ისე
აუკანკალდა, რომ წინდებიც კი ჩამოეჩაჩა. ბობი თან სკოლის ზარს
აყურადებდა, ხომ არ რეკავსო, თან მოუთმენლად აპარებდა თვალს
დისკენ, რომელიც რის ვაივაგლახით მიათრევდა ფეხებს, თან შე-
იდიშის გასწორებას ცდილობდა და დაძაბულობისგან შიგადაშიგ
სუნთქვა ეკვროდა. ხშირი თმის ფონზე ვარდისფერი პირისახე უც-
ნაურად გაფითრებული მოუჩანდა. ბობმა ამოიხვნეშა, თავისი ჩან-
თა ჯეკს შეაჩეჩა და ხელები ბრიჯზე ჩამოისვა.
– მოდი, ზურგზე შემაჯექი! სკოლამდე ასე მიგიყვან, – კუშტად ჩა-
ილაპარაკა ბიჭმა და ძმებისკენ ისე გააპარა თვალი, თითქოს აინტე-
რესებდა, გადაწყვეტილებას შემთხვევით სისუსტეში ხომ არ ჩამით-
ვლიანო.
აი, მეგიც ააბობღდა ძმას ზურგზე, ფეხები წელზე შემოაჭდო და
ნეტარებით ჩამოადო თავი გაჩხინკულ მხარზე. ახლა კი წესიერად
დაინახავდა უაჰინის... არადა, უაჰინიში სანახავი არაფერი იყო.
იქაურობა დიდ სოფელს ცოტათი სჯობდა. შუაში მოასფალტებული
გზის ორივე მხარეს, უწესრიგოდ გაშენებულ დასახლებაში ყველაზე
დიდ შენობად ორსართულიანი სასტუმრო ითვლებოდა. სასტუმ-
როსკენ მიმავალ სტუმარს წყალსადინარი თხრილის გაყოლებაზე
დასობილ ბოძებზე დაყრდნობილი ჩარდახი იცავდა.
სიდიდით მეორე შენობა უნივერმაღს დაეკავებინა. უნივერმაღ-
საც შეეძლო დაეკვეხნა ჩარდახიანი მისასვლელითა და გადაჭედი-
ლი ვიტრინების ქვეშ გამვლელებისთვის ჩადგმული ხის ორი ძელ-
სკამით, აქაოდა, ჩამოსხდებიან, დაისვენებენო.
მასონური ტაძრის წინ ფლაგშტოკი იდგა, რომელზეც გახუნე-
ბულ-ჩამოძონძილ „უნიონ-ჯეკს“ ღონივრად აფრიალებდა ქარი.

32
ერთ ავტოფარეხსაც ვერ იპოვიდით ქალაქში – თითზე ჩამოსათ-
ვლელი უცხენო ოთხთვალა თუ დადიოდა ქუჩებში. სამაგიეროდ, მა-
სონური ტაძრის მახლობლად ჩადგმული სამჭედლოს უკან მოჩან-
და ცხენების თავლა და ზედ ცხენების სარწყულებელი გეჯის გვერ-
დით აყუდებული ბენზინის ტუმბო.
ერთადერთი ნაგებობა, რომელიც მთელ დასახლებაში მართლა
იქცევდა ყურადღებას, ცისფრად შეღებილი კაფე იყო, რომელიც
არანაირად არ ეხამებოდა ბრიტანულ სტილს, დანარჩენი შენობები
კი იაფფასიანი ყავისფერი საღებავით შეეღებათ.
საჯარო სკოლისა და ინგლისის ეკლესიის შენობები გვერდიგ-
ვერდ იდგა, წმინდა გულის სახელობის ეკლესიისა და სამრევლო
სკოლის პირდაპირ. ის იყო, კლირებმა უნივერმაღს ჩაუარეს, რომ
კათოლიკურმა ზარმა ჩამოჰკრა, რასაც საჯარო სკოლის წინ აღმარ-
თულ ბოძზე დაკიდებული დიდი ზარის ბოხი ჟღარუნიც მოჰყვა.
ჩორთით შევარდა ბობი მოხრეშილ ეზოში, სადაც ორმოცდაათი
ბავშვი უკვე გამწკრივებულიყო მოცუცქნული მონაზვნის წინ, რო-
მელსაც წვრილი ჯოხი ეჭირა ხელში. თავზევით უწევდა ქალს ჯოხი.
თქმა არ დასჭირვებია, ისე მოუყარა თავი თავისიანებს ბობმა და
ბავშვების მწკრივისგან მოშორებით გაჩერდა. იდგა და როზგს
თვალს არ აშორებდა.
წმინდა გულის დედათა მონასტრისთვის ღობეც შემოევლოთ და
ორსართულიანი შენობაც გზიდან კარგა მოშორებით იდგა. შესაბა-
მისად, მის ზომებს შორიდან ადვილად ვერ გაარჩევდით. სამი მონა-
ზონი მოწყალების დების ორდენიდან ზედა სართულზე ცხოვრობდა.
მათ გვერდით დაედო ბინა მეოთხე მონაზონსაც, რომელსაც მნე ქა-
ლის საქმე აეღო საკუთარ თავზე და არსად არ ჩნდებოდა. სკოლის-
თვის პირველ სართულზე გამოეყოთ სამი ოთახი. მართკუთხა შენო-
ბას ყველა მხრიდან ეკვროდა ფართო, ჩრდილიანი ვერანდა. თუ
წვიმდა, ლანჩზე ან შესვენებაზე ბავშვებს ეტყოდნენ ხოლმე, შეგიძ-
ლიათ, ვერანდაზე გახვიდეთ, ოღონდ დარბაისლურად უნდა ისხდე-
თო. თუ მზე იყო და, იქ ფეხსაც არავინ დაადგმევინებდათ. არცთუ პა-
ტარა ეზოს ერთ კუთხეში ლეღვის ხეების ჩრდილი ადგებოდა, სკო-

33
ლის უკან კი პატარა ფერდობი ეშვებოდა აბიბინებული მრგვალი
ნაკვეთისკენ, რომლისთვისაც ხატოვნად ეწოდებინათ „კრიკეტის
მოედანი“. მეტწილად მართლაც კრიკეტის სათამაშოდ იყენებდნენ
იმ ადგილს.
სანამ სკოლის ერთი ბეწო ფორტეპიანოს თანხლებით და ქეთრი-
ნის წრიპინა ხმით შესრულებული „მამათა რწმენის“ ფონზე ბავშვები
შენობაში შელაგდებოდნენ, ბობი და მისი ძმები ადგილიდან არ იძ-
ვროდნენ და თავი ისე ეჭირათ, თითქოს ვერც ამჩნევდნენ რიგში
ჩამდგარი ამხანაგების მოგუდულ ხითხითს. მხოლოდ მაშინ მოეშვა
ერთ ადგილას გაშეშებული და აგათა, როდესაც უკანასკნელი ბავ-
შვი მოეფარა თვალს, და სარჟის კაბის მძიმე კალთები მედიდურად
გააშრიალა ხრეშზე. დიდ-დიდი ნაბიჯებით უახლოვდებოდა კლი-
რებს. პირდაღებული უყურებდა ქალს მეგი, რომელსაც მონაზონი
მანამდე არ ენახა. მართლაც გასაოცარი შესახედაობა ჰქონდა და
აგათას. სამად სამი რამ გათქვამდა კაბის შავზე შავ ნაფენებზე გად-
მოფენილი გახამებული, ქათქათა თავსაბურავისა და წინსაფრის
ქვეშ ადამიანის სხეულის არსებობას: სახე და ხელები. სრულ წელზე
შემორტყმული ტყავის ქამარი რკინის რგოლით შეეკრა, რომელზეც
მსხვილ თოკზე ასხმული ხის კრიალოსანი ჩამოეკიდებინა.
მეტისმეტი სისუფთავისა და თავსაბურავის დანასავით ბასრი კი-
დეების შეხებისგან სახე სულმუდამ დაწითლებული ჰქონდა. ბღუჯა-
ბღუჯა ამოქოჩროდა თავსაბურავიდან გამომტყვრალ ღაბაბზე ღინ-
ღლი, ტუჩები კი, როგორც თავისი ტვირთის სიმძიმეზე მოფიქრალ
ქრისტეს სასძლოს, ისე მოეკუმა, ლამის არც ემჩნეოდა, პირი თუ
ჰქონდა. ორმოცდაათი წლის წინ კილარნის უსაყვარლეს სააბატო-
ში აღკვეცილიყო, ახლა კი მივარდნილ კოლონიაში უწევდა ყოფნა,
იქ, სადაც წელიწადის დროებსაც ვერ გაუგებდი თავსა და ბოლოს.
ფოლადის ჩარჩოში ჩასმულ მრგვალ სათვალეს უმოწყალოდ
დაემჩნია მონაზვნის ცხვირზე ორი სისხლისფერი ლაქა, მინებიდან
კი იჭვნეულად იმზირებოდნენ მქრქალ-ცისფერი, ბოროტი თვალე-
ბი.
– აბა, რატომ დაიგვიანეთ, რობერტ კლირ? – უემოციოდ დაიყე-

34
ფა და აგათამ, რომელიც ოდესღაც ირლანდიურად ლაპარაკობდა.
– ბოდიში, დაო, – ნაჯახივით მოსხიპა ბობმაც, რომელიც ვერა
და ვერ აშორებდა თვალს როზგის მოცახცახე-მონანავე წვერს.
– რატომ დაიგვიანეთ-მეთქი? – გაიმეორა ქალმა.
– ბოდიში, დაო.
– ახალი სასწავლო წლის პირველი დილაა, რობერტ კლირ. ალ-
ბათ, დღეს მაინც შეგეძლოთ, თავისთვის ძალა დაგეტანებინათ და
დროზე გამოცხადებულიყავით.
მეგი ჯერ აკანკალდა, მერე კი გამბედაობა მოიკრიბა და დაიწრი-
პინა:
– იცით, ჩემი ბრალო იყო, დაო!
სადღა ეცალათ ბობისთვის მქრქალ-ცისფერ თვალებს? გამჭო-
ლი მზერა მიაპყრო მონაზონმა მეგის, რომელიც ასე უმანკოდ შეს-
ცქეროდა და აზრადაც არ მოსდიოდა, მასწავლებელთა და მოსწავ-
ლეთა შორის მარადიული სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის პირ-
ველი წესი დავარღვიეო. არ იცოდა, რომ არაფერი არ უნდა წამოე-
როშა მანამ, სანამ არ ჰკითხავდნენ.
სასწრაფოდ წაჰკრა ბობმა დას ფეხში ფეხი, მან კი დაბნეულად
გადახედა ძმას.
– რა იყო შენი ბრალი? – ასე გულცივად არავინ დალაპარაკებო-
და მეგის.
– იცით, მაგიდას გადავარწყიე, შეიდიშშიც ჩამივიდა ყველაფერი
და დედამ დამბანა. კაბაც გამომიცვალა. ყველა დავაგვიანე, – გუ-
ლუბრყვილოდ ჩამოარაკრაკა მეგიმ.
ნაკვთიც არ შეჰკრთომია და აგათას, აი, ტუჩები კი მეტისმეტად
მოჭიმული ზამბარასავით მოკუმა და როზგის წვერიც ორიოდ დუ-
იმით დაიხარა.
– ვინაა? – ისე მიაყვირა ქალმა ბობს, თითქოს მის წინაშე ადა-
მიანი კი არა, რომელიღაც საზიზღარი მწერი ყოფილიყოს.
– გთხოვთ, დაო... ეს მეგანია, ჩემი და, – მიუგო ბიჭმა.
– ჰოდა, შეაგნებინე, რობერტ, რომ ნამდვილი ქალბატონები და

35
ბატონები, რაღაც-რაღაცებს არც კი ვახსენებთ! არავითარ შემთხვე-
ვაში არ ვახსენებთ საცვლებიდან რომელიმეს. წესიერ ოჯახში გაზ-
რდილმა ბავშვმა იმთავითვე იცის ეს. ხელები მაჩვენეთ ყველამ!
– დაო, ჩემი ბრალი იყო და... ამოიკვნესა მეგიმ და ხელისგულე-
ბი გაუშვირა ქალს. იმდენჯერ ენახა, როგორ აჯავრებდნენ მისი ძმე-
ბი მონაზონს სახლში.
– ჩუმად! – დაუსისინა და აგათამ, – საერთოდ არ მაინტერესებს,
რომელი თქვენგანის ბრალი იყო. ყველამ დაიგვიანეთ და ყველა
უნდა დაისაჯოთ. ექვს-ექვსი დარტყმა! – თითქოს მონოტონურად
ლაპარაკობდა მონაზონი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მალავდა
კმაყოფილებას.
შიშით უყურებდა მეგი ბობის გაშეშებულ ხელებს. დაინახა, თვა-
ლის დახამხამებაში როგორ გააპო ჰაერი როზგმა და როგორ გადა-
ეწნა ბიჭს იმ ადგილას, სადაც კანი ყველაზე რბილი და ნაზია.
მაშინვე დააჩნდა ბობს მეწამული ნაკვალევი. მეორე დარტყმამ
თითებისკენ მოუწია. ეს უფრო მტკივნეული იყო. სულ ბოლოს თი-
თის წვერებზე დაჰკრა ბავშვს მონაზონმა. ამაზე უფრო მგრძნობია-
რე კანი ტუჩებზე გვაქვს. შესანიშნავი მიზანი ჰქონდა და აგათას. მე-
ორე ხელზეც დაჰკრა ბობს სამჯერ როზგი და ახლა ჯეკზე გადაერთო,
რომელიც მომდევნო იყო რიგში.
ბობს სახეზე ფერი აღარ ედო, მაგრამ არც უყვირია, არც შემ-
კრთალა. ხმა არ ამოუღიათ და არ შემკრთალან მისი ძმებიც, თვით
ჩუმი და ნაზი სტიუარტიც კი. მეგიმ ერთი კი გააყოლა მზერა ზეაღ-
მართულ როზგს და თავისდა უნებურად დახუჭა თვალები. არ დაუნა-
ხავს, როგორ დაჰკრეს ხელისგულზე, მაგრამ ტკივილი აფეთქებას
ჰგავდა, ნაშანთივით გაატანა ძვალსა და რბილში. ჯერაც ჩხვლეტდა
წინამხარში რაღაც, მეორედ რომ დაჰკრეს. მხრამდე რომ ავიდა
ტკივილი, თითის წვერებში სტკიცეს. გულმოკუმშულმა გოგონამ
კბილებით ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. მეტისმეტად რცხვენოდა და მე-
ტისმეტად ამაყი იყო იმისთვის, რომ ეტირა. უსამართლობა იმდენად
აბრაზებდა, იმდენად აღშფოთებულიყო, არც თვალი გაეხილა და
არც მონაზვნისთვის შეეხედა. კარგი გაკვეთილი კი იყო, ოღონდ რა-

36
ცკი ისწავლა, ძალიან განსხვავდებოდა და აგათას ჩანაფიქრისგან.
საუზმობის დრო რომ მოვიდა, ოდნავადაც აღარ სტკიოდა ხელე-
ბი მეგის, თუმცა ისე გაებრუებინა შიშსა და გაოგნებას, თავსა და ბო-
ლოს ვერ უგებდა ვერაფერს, რასაც გარშემო ამბობდნენ ან აკეთებ-
დნენ. ყველაზე უმცროსებისთვის განკუთვნილ საკლასო ოთახში
ბოლო რიგში მიჩურთეს, ორადგილიან მერხზე. უბადრუკი საუზმის-
თვის გამოყოფილ შესვენებაზე სათამაშო მოედანზე კი გავიდა, მაგ-
რამ ბობსა და ჯეკს არ მოშორებია, მათ ზურგს უკან იმალებოდა და
მხოლოდ მას შემდეგ დაადგა ფის მომზადებულ ხურტკმლისჯემიან
სენდვიჩებს კბილი, რაც ბობმა დაუჟინა, ჭამეო. გვერდით მჯდომი
მეზობლის სახეც მხოლოდ და მხოლოდ საკლასო ოთახში დაბრუნე-
ბულმა გაარჩია.
აი, ზარიც დაირეკა, რაც მეცადინეობების განახლებას მოასწა-
ვებდა და მეგიმაც მოძებნა თავისი ადგილი მწკრივში. თვალებიც
აღარ ჰქონდა ისეთი დაბინდული და ხედავდა, რა რა იყო. ჯერაც
სირცხვილი სწვავდა იმის გამო, რომ გაროზგეს, მაგრამ მაინც თა-
ვაწეული დადიოდა. ისე იქცეოდა, თითქოს ვერ ამჩნევდა, როგორ
ჰკრავდნენ მუჯლუგუნებს ერთმანეთს პატარა გოგოები, როგორ
ჩურჩულებდნენ.
წინ როზგმომარჯვებული და აგათა ედგათ, და დეკლანი კი ზურ-
გში მოჰქცეოდა ბავშვებს. და ქეთრინი პიანინოს მიუჯდა, რომელიც
უმცროსების საკლასო ოთახში იდგა და „წინ, ქრისტიანო ჯარისკა-
ცებო“ დააგუგუნა. ამ პროტესტანტულ ჰიმნს ომის გამო კონფესია-
თაშორისი მნიშვნელობა შეეძინა. ჩვენი ძვირფასი ბავშვები პატარა
ჯარისკაცებივით მარშირებენო, სიამაყით გაიფიქრა და ქეთრინმა.
მასზე თხუთმეტი წლით უმცროსი და დეკლანი ალი-კვალი და
აგათა იყო, ხოლო და ქეთრინს, ასე თუ ისე, შეენარჩუნებინა რაღაც
ადამიანობის მსგავსი. წარმოშობით ირლანდიელს, რაშიც გასაკვი-
რი არაფერი იყო, ოცდაათ წელს გადაცილებულ ქალს, ჯერაც არ გა-
ნელებოდა უწინდელი შემართება. ჰო, ჯერ კიდევ სიხარულს ანიჭებ-
და მასწავლებლობა, ჯერაც ქრისტეს უხრწნელ სახეს ხედავდა პატა-
რებში, რომლებიც ისე შესციცინებდნენ ხოლმე... არადა, სკოლის

37
ყველაზე უფროს მოსწავლეებს ასწავლიდა, მათ, ვისთვისაც და აგა-
თას იმდენი ერტყა, ახალგაზრდა, რბილ დამრიგებელთანაც კი კარ-
გად იქცეოდნენ. თვითონ აგათას ყველაზე პატარებისთვის მოეკიდა
ხელი, აქაოდა, რასაც მინდა, მათგან იმას გამოვძერწავო, დანარჩე-
ნები კი და დეკლანისთვის დაეთმო.
ბოლო რიგში საიმედოდ მიყუჟულმა მეგიმ, როგორც იქნა, გაბე-
და და გვერდით მჯდომი პატარა გოგონასკენ გააპარა თვალი. ღიმი-
ლი შეაგება მეზობელს უკბილო გოგომ, რომელსაც დიდრონი შავი
თვალები და მუქი, ოდნავ მბზინავი კანი ჰქონდა. მეგი მისმა გარეგ-
ნობამ მოაჯადოვა. ვისაც კი იცნობდა, სულ ყველას ღია ფერის თმა
ჰქონდა და ჭორფლი ეყარა. თეთრი იყო შავთმიანი და შავთვალა
ფრენკიც. ჰოდა, მეგიმაც გადაწყვიტა, ამ გოგოზე ლამაზი ცხოვრე-
ბაში არავინ და არაფერი მინახავსო.
– რა გქვია? – წაუბუტბუტა მეგის შავტუხა ლამაზმანმა, რომელიც
თან ფანქრის ბოლოს აწვალებდა კბილებით, თან შემოფცქვნილ
ნამცეცებს აფურთხებდა მერხში ამოჭრილ სამელნის ჩასადგამ ცა-
რიელ ბუდეში.
–მეგი კლირი, – ჩურჩულითვე მიუგო მეგიმ.
– ეი, შენ! – მკვახე, ხრინწიანი ხმით დაიძახეს ოთახის მეორე ბო-
ლოდან.
მეგი შეხტა და გაოგნებულმა მიმოიხედა. ოცმა ბავშვმა ერ-
თდროულად დადო ფანქარი მერხზე, ოცივემ შრიალით გასწია ქა-
ღალდის ძვირფასი ფურცლები გვერდზე, რომ როგორმე იდაყვებით
დაჰყრდნობოდნენ მერხებს. მეგის გული საგულეში აღარ ჰქონდა,
თან ხვდებოდა, რომ ყველა მას მისჩერებოდა. სწრაფი ნაბიჯებით
გაიარა და აგათამ მერხებს შორის, გოგონა კი უკვე ისეთ შიშს აეტა-
ნა, გასაქცევი რომ ჰქონოდა, გაიქცეოდა და უკან აღარასოდეს დაბ-
რუნდებოდა – ზურგს უკან ტიხარი იყო, რომელიც უმცროსებისა და
მოზრდილების საკლასო ოთახებს ყოფდა ერთმანეთისგან, აქეთ-
იქიდან მერხების ალყაში იყო, წინ კი და აგათა ედგა.
იჯდა მეგი, პატარა, გალეული სახე მონაზვნისთვის მიეპყრო,
თვალები კი ლამის წამოსცვენოდა ბუდეებიდან. შიშისგან სუნთქვა

38
უჭირდა და ხან ჩასჭიდებდა ხელებს მერხის თავს, ხან გაუშვებდა.
– შენ ლაპარაკობდი, მეგან კლირი...
– დიახ, დაო.
– მაინც რას ამბობდი ასეთს?
– ჩემი სახელი ვთქვი, დაო.
‒ შენი სახელი... – დაიფრუტუნა და აგათამ და ისე მოავლო ბავ-
შვებს თვალი, თითქოს დარწმუნებული ყოფილიყოს, მათაც ეჯავრე-
ბოდათ მეგი.
– რამოდენა პატივია, ბავშვებო, არა? კიდევ ერთი კლირი გვყო-
ლია სკოლაში. ერთი სული აქვს, როდის მოგვახსენებს თავის სა-
ხელს, – მიმართა კლასს ქალმა, მერე კი ისევ მეგის მიუბრუნდა, –
ფეხზე ადექი, როცა გელაპარაკები, შე პატარა, უვიცო გაუზრდელო!
გეთაყვა, ხელებიც გამომიშვირე!
ძლივძლივობით წამოდგა მერხიდან მეგი, სახეზე ჩამოშლილი
გრძელი კულულები თავისით გადაეყარა უკან, ხელებს კი მთელი
ძალით უჭერდა ერთმანეთს. ფეხის მოცვლას არ აპირებდა და აგა-
თა. იდგა და ელოდებოდა, ელოდებოდა, ელოდებოდა.
ბოლოს შიშისგან სულშეხუთულმა ბავშვმა თავს ძალა დაატანა
და ხელები წინ გაიშვირა, მაგრამ როგორც კი დაიქნია მონაზონმა
როზგი, მაშინვე უკან გასწია ორივე ხელი. ისე ჩააფრინდა გოგონას
თმაში და აგათა, ისე მოქაჩა თავისკენ, ლამის ცხვირი მიადებინა
თავის საშინელ სათვალეზე და თავაზიანად, მაგრამ გულგრილად
და შეუბრალებლად გაუმეორა:
– ხელები მაჩვენე, მეგან კლირი.
ამის თქმა იყო და მეგიმაც მოაღო პირი, შესამოსელზე გადაარ-
წყია მონაზონს.
სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ დაფეთებული ბავშვები, რო-
გორ მოწვეთავდა სიბრაზისგან და გაოცებისგან აჭარხლებული და
აგათას შავი კაბის ნაკეცებიდან საზიზღარი მასა იატაკზე. აი, როზ-
გიც მოიქნია და აგათამ. მისთვის ახლა სულ ერთი იყო, სად მოხვდე-
ბოდა მეგის, მან კი მკლავებით დაიფარა სახე და მოიკუნტა. ურტყამ-
დნენ, მას კი ისევ აღებინებდა. ბავშვის ცემით ისე რომ დაიღალა,

39
როზგის აწევის თავიც აღარ ჰქონდა, მონაზონმა კარისკენ გაიშვირა
ხელი, მეგის დაუბარა, პატარა, აუტანელო ფილისტიმელო, შინ წა-
დიო, ადგილზე შებრუნდა და და დეკლანის საკლასო ოთახში გავი-
და.
მეგის გიჟივით გაცეცებული მზერა სტიუარტს გადაეყარა. ბიჭმა
თავი ისე დაუქნია, თითქოს ეუბნებოდა, რაც გითხრეს, გააკეთეო,
მომწვანო-მოცისფრო ალერსიან თვალებში კი სიბრალული და თა-
ნაგრძნობა ედგა.
თან ცხვირსახოცით იწმენდდა პირს, თან სათამაშო მოედნისკენ
მიბანცალებდა მეგი. მერე ქუჩაში გავიდა. გაკვეთილები ორ საათში
დამთავრებოდა, ის კი სულ არ დაგიდევდათ, ვერაფრით რომ ვერ
წამოეწეოდნენ ძმები გზაში. მეტისმეტად შეშინებული, გზაშიც ვერ-
სად დაელოდებოდა ბიჭებს. არა, მარტო უნდა წასულიყო სახლში
და დედამისისთვის ყველაფერი თვითონ მოეყოლა. გარეცხილი
ტანსაცმლით სავსე კალათა ფიმ ბარბაცით გაათრია უკანა კარში და
ლამის ზედ გადაემხო. ვერანდაზე ასასვლელი კიბის ბოლო საფე-
ხურზე თავჩაქინდრული იჯდა მეგი. ქერა კულულები ერთმანეთზე
დასწებებოდა, კაბის წინა კალთაზე კი ლაქები ემჩნეოდა. ქალმა
წარმოუდგენლად მძიმე კალათა ძირს დადგა, ამოიოხრა, შვილს
თვალებში ჩამოფხატული თავნება კულული გადაუწია და დაღლი-
ლი ხმით ჰკითხა:
– რა მოხდა, აბა?
– და აგათას გადავარწყიე.
– ღმერთო ჩემო! – აღმოხდა ფის.
‒ თან გამროზგეს, – დაიჩურჩულა ბავშვმა, რომელსაც თვალები
ცრემლით ჰქონდა სავსე, ტირილით კი არ ტიროდა.
– ამბავიც ასეთი უნდა... – ჩაილაპარაკა ფიმ, კალათა აიღო და
წონასწორობა რომ არ დაეკარგა, რწევა-რწევით გასწორდა წელში,
– არ ვიცი, რა გიყო, მეგი. ვნახოთ, მამა რას იტყვის.
ქალმა უკანა ეზო გადაჭრა და ფრიალა სარეცხით გავსებულ თო-
კებს მიუახლოვდა. დაქანცული ბავშვი ერთხანს სახეს ისრესდა და
დედას გასცქეროდა, მერე კი წამოდგა და სამჭედლოსკენ მიმავალ

40
ბილიკს დაადგა.
ფრენკს მისტერ რობერტსონის წაბლა ფაშატი ის-ის იყო დაეჭე-
და და თავლაში შეჰყავდა, როდესაც მეგიმ სამჭედლოში შეაბიჯა.
ერთბაშად ამოუტივტივდა ყმაწვილს გონებაში ყველანაირი ტანჯვა-
წამება, რაც კი სკოლაში გამოევლო. ისეთი პატარა და საყვარელი
იყო მეგი, უცოდველი და ბუნჩულა, ისე უმოწყალოდ ჩაექროთ მის
თვალებში მოკიაფე ნაპერწკალი, ისეთი რამ გამოკრთოდა მისი
თვალებიდან ახლა, რომ ფრენკი მზად იყო, მოეკლა და აგათა, მო-
ეკლა, მართლა მოეკლა, ღაბაბში სწვდომოდა და მოეგუდა.
ბიჭმა იარაღები დადო, წინსაფარი მოიხსნა და სწრაფი ნაბიჯე-
ბით მიუახლოვდა დას.
‒ რა მოხდა, საყვარელო? – იკითხა უფროსმა ძმამ, დაიხარა და
ბავშვს სახე სახესთან მიუტანა. მეგი ნარწყევის სუნს აფრქვევდა,
მაგრამ ფრენკი თავს მოერია და სახე არ მოურიდებია.
– იცი, ფრე-ფრე-ენკ! – ამოიგმინა გოგონამ, სახე მოეღრიცა და
ტირილი წასკდა. მერე ძმას კისერზე შემოხვია ხელები და მაგრად
ჩაეხუტა. ტიროდა, მაგრამ სიტყვასაც არ ამბობდა. გამოვიდოდა თუ
არა ადრეული ბავშვობის ასაკიდან, ასე უცნაურად გამოხატავდა
კლირების გვარში ყველა მოზარდი ტკივილს. გარდა იმისა, რომ სა-
ზარელი სანახაობა იყო, ამ დარდს ვერც კოცნით, ვერც სიტყვით ვერ
დააამებდი.
მორჩა თუ არა გოგონა ტირილს, ძმამ ხელში აიყვანა და სურნე-
ლოვანი თივის გროვასთან მიიყვანა. იქვე იყო მისტერ რობერტსო-
ნის ფაშატიც. ისხდნენ გვერდიგვერდ და არავინ და არაფერი ახსოვ-
დათ, ცხენი კი კიდეებს აწიწკნიდა თივას. შიშველ მკერდზე ჩამოედო
ძმისთვის თავი მეგის, კმაყოფილებისგან აფრუტუნებული ცხენის
ამონასუნთქი კი თმას უწეწავდა.
– როზგი ყველას რატომ გვირტყა, ფრენკ? – იკითხა მეგიმ, –
ვუთხარი, ჩემი ბრალია-მეთქი.
ნარწყევის სუნს შეჩვეულმა ფრენკმა დაბნეულად მოუთათუნა
ფაშატს ცხვირზე ხელი, მერე კი მეტისმეტად ცნობისმოყვარე პი-
რუტყვს გვერდზე გააწევინა დრუნჩი.

41
– ღარიბები ვართ, მეგი. ეგაა მთავარი მიზეზი. ღარიბი მოსწავ-
ლეები მონაზვნებს ყოველთვის ეჯავრებათ. გაატარებ და აგათას
დაობებულ ძველ სკოლაში კიდევ რამდენიმე დღეს და მიხვდები,
რომ მარტო კლირებზე არ იყრის ჯავრს. მარშალები, მაკდონალდე-
ბი. ყველანი ღარიბები ვართ. აბა, მდიდრები ვიყოთ, ო'ბრაიანები-
ვით დიდი ეტლით დავდიოდეთ სკოლაში, თავზე შემოგვევლებოდ-
ნენ. ჩვენ ვერც ორგანს შევწირავთ ეკლესიას, ვერც ოქროთი ნაქარ-
გი შესამოსლით გავამდიდრებთ იქაურ სალაროს და ვერც ცხენშებ-
მულ ახალ ეკიპაჟს მივართმევთ მონაზვნებს. ჰოდა, არც არაფრად
ვუღირვართ. ისე მოგვექცევიან, როგორც მოეპრიანებათ. მახსოვს,
და აგათა ისე გადამერია ერთ დღეს, გაუჩერებლად გაჰკიოდა,
ფრენსის კლირი, იტირე, ღვთის გულისათვის, ხმა ამოიღეო; გამახა-
რე, დაიღრიალე და ეგებ ასე მაგრად აღარც დაგკრა, ანდა ასე ხში-
რად არ გცემოო. მაგის გამოც ვძულვართ. მაგით ვჯობნით მარშა-
ლებსა და მაკდონალდებს. არ შეუძლია კლირების ატირება. მაგას
ჰგონია, ფეხებს უნდა ვულოკავდეთ. ბიჭებს კი ვუთხარი, რასაც ვუ-
ზამ კლირებიდან ნებისმიერს, ვინც თუნდაც დაისლუკუნებს, როცა
გაროზგავენ. შენც გეხება, მეგი. მნიშვნელობა არა აქვს, ძლიერად
დაგკრავს თუ არა, წამოსლუკუნება არ გაბედო. იტირე დღეს?
– არა, ფრენკ, – დაამთქნარა გოგონამ, ქუთუთოები დაუმძიმდა
და ცერა თითი პირისკენ წაიღო.
ფრენკმა და თივაზე მიაწვინა და სამუშაოს მიუბრუნდა. ღიღინ-
ღიღინით მუშაობდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
მეგის ჯერაც ეძინა, როდესაც სამჭედლოში პედიმ შეაბიჯა. მის-
ტერ ჯერმენის ფერმიდან ნაკელის გამოზიდვით დაღლილს სახე-
ლოები დასვროდა, ფართოფარფლიანი ქუდი კი თვალებში ეფხატე-
ბოდა.
ერთი გახედა გრდემლზე თვლის ღერძის გამოჭედვაში გართულ
ფრენკს, რომლის გარშემოც ნაპერწკლები უვლიდნენ დავლურს, და
მზერა თივის გროვასა და ზედ მოკუნტულ პატარა გოგოზე გადაიტა-
ნა. მძინარე ბავშვთან მიეტანა დრუნჩი მისტერ რობერტსონის ფა-
შატსაც.

42
– ვიცოდი, რომ აქ იქნებოდა, – ჩაილაპარაკა პედიმ, ცხენოსნის
შოლტი ძირს დააგდო და ბებერ ლურჯას ცხენების სადგომისკენ გა-
უძღვა. ფრენკმა თავი დააკანტურა და დაბინდული, ეჭვნარევ-ორ-
ჭოფული მზერა შეაგება მამას, რომელსაც ყოველთვის აღიზიანებ-
და მისი ამგვარი გამოხედვა, მერე კი ისევ გავარვარებულ ღერძს მი-
უბრუნდა. ბიჭის შიშველ, გაოფლილ ფერდებს ლაპლაპი გაუდიოდა.
პედიმ ლურჯას უნაგირი მოხსნა, სადგომში შეუშვა და გეჯა
წყლით აუვსო, მერე ქატო და შვრია ერთმანეთს შეურია და მოზილა.
სანამ პატრონი საკვებურს უვსებდა, ალერსით ხვიხვინებდა ცხენი.
მზერაც გააყოლა მამაკაცს, რომელიც ეზოში დადგმულ როფს მიუ-
ახლოვდა და პერანგი გაიხადა.
მკლავები, სახე და ტანი კი ჩამოიბანა პედიმ, მაგრამ თმა და შარ-
ვალი ერთიანად დაუსველდა. სხეული ძველი ტომრით გაიმშრალა
და დამცინავად გახედა შვილს.
– დედაშენმა მითხრა, მეგი სკოლაში დაამცირეს და სახლში გა-
მოუშვესო. შენ მაინც თუ იცი, რა მოხდა?
ფრენკმა თვლის შეგრილებულ ღერძს თავი მიანება და უპასუხა:
– საწყალმა ბავშვმა და აგათას გადაარწყია.
უმალ წაეშალა სახიდან ღიმილი პედის. თავი ხელში რომ აეყვა-
ნა, ერთხანს კედელს მიაშტერდა, მერე კი მეგისკენ შებრუნდა და
იკითხა:
– სკოლაში წასვლის გამო ინერვიულა, არა?
‒ არ ვიცი. დილითაც აერია გული, სანამ წავიდოდნენ. ზარსაც
ვერ მიუსწრეს მაგის გამო. ექვს-ექვსჯერ დაჰკრეს ყველას, მაგრამ
მეგის ძალიან ეტკინა გული. მარტო მე უნდა დავესაჯეო, ფიქრობდა.
საუზმის მერეც ეცა და აგათა თურმე და ამასაც გადაუნთხევია ჯემია-
ნი პური მაგის სუფთა შავ კაბაზე.
– მერე?
‒ მერე გემოზე გაროზგა და აგათამ, შეურაცხყოფა მიაყენა და
სახლში გამოუშვა.
‒ ესე იგი, საკმარისად დაუსჯიათ... ძალიანაც დიდ პატივს ვცემ
მონაზვნებს და ისიც ვიცი, ჩვენი გასარჩევი არაა, რას აკეთებენ, მა-

43
გრამ, მგონი, აჯობებდა, ასე მონდომებით არ იცოდნენ ბავშვების გა-
როზგვა. ვიცი, წერა-კითხვა და ანგარიში მაგათი ჩასატენია ჩვენს
ირლანდიურ გოგრებში, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ნამცეცა მეგი დღეს
პირველად იყო სკოლაში.
გაოგნებული უყურებდა მამამისს ფრენკი. როგორც კაცი კაცს,
მანამდე არასოდეს დალაპარაკებოდა მამა უფროს ვაჟს. გაკვირვე-
ბისგან ისიც კი დაავიწყდა, ერთთავად რომ ბრაზობდა მამაზე. მიხ-
ვდა, რამდენიც უნდა ეამაყა და ეტრაბახა ვაჟიშვილების გამო პე-
დის, მაინც მეგი უყვარდა ყველაზე მეტად. მიხვდა და გულიც მოუბ-
რუნდა მშობელზე ბიჭს, ისე გაუღიმა, ოდნავი უნდობლობაც არ იგ-
რძნობოდა მისი სახის მოძრაობაში.
– საუკეთესო ვინმე გვყავს, არა? – ჩაილაპარაკა ფრენკმა, რაზეც
დაბნეულად დაუქნია თავი პედიმ, რომელიც ვერა და ვერ წყვეტდა
თვალს გოგონას.
ცმუკავდა და ფრუტუნებდა ცხენი. აი, მეგიც აწრიალდა, გადმო-
კოტრიალდა და თვალები გაახილა. დაინახა თუ არა ფრენკის გვერ-
დით პედი, მაშინვე წამოჯდა და შიშით ფერი დაკარგა.
– რაო, მეგი, რთული დღე გქონდა, არა? – წამოიწყო პედიმ, ქა-
ლიშვილს მიუახლოვდა და თივის გროვიდან აიყვანა. კინაღამ გა-
იგუდა, ბავშვს ისეთი სუნი ასდიოდა, მაგრამ თავი მხრებში ჩარგო
და მაგრად ჩაიკრა გულში.
– გამროზგეს, მამა, – გამოტყდა გოგონა.
– და აგათას რომ ვიცნობ, პირველი და უკანასკნელი არ იქნება,
– გაეცინა მამაკაცს და ქალიშვილი მხარზე შემოისვა, – ჯობია, ვნა-
ხოთ, დედას ქვაბში თბილი წყალი თუ აქვს, რომ გაბანაოს. ჯერმენის
ფერმაშიც არ იქნება ასეთი სუნი.
იდგა ფრენკი კართან და უყურებდა, როგორ შორდებოდა სამ-
ჭედლოს ორი ცეცხლოვანი თავი, შებრუნებულს კი მისკენ ნაზად
მომზირალი წაბლა ფაშატი შერჩა ხელში.
– წამო, სახლში წაგიყვანო, შე ბებრუხანა, – უთხრა ყმაწვილმა
ფაშატს და აღვირში წაავლო ხელი.
ზოგი ჭირისა არ იყოს, მარგებელი რამ გამოდგა გულის არევის

44
ამბავიც. ხშირ-ხშირად კი როზგავდნენ მეგის, მაგრამ და აგათას ყო-
ველთვის იმდენად შორს ეჭირა თავი, აღარც მის მოქნეულ როზგს
ჰქონდა იმხელა ძალა, ვეღარც უმიზნებდა სათანადოდ.
შავტუხა გოგო, მეგის გვერდით რომ იჯდა, უაჰინის ცისფერი კა-
ფეს იტალიელი მეპატრონის უმცროსი ქალიშვილი გამოდგა. ტერე-
სა ანუნციო ერქვა და საკმაოდ უღიმღამო ვინმე იყო იმისთვის, რომ
და აგათას ყურადღება დაემსახურებინა, თუმცა იმდენად უღიმღა-
მოც არა, მონაზონს მიზანში ამოეღო.
შესვენებაზე, საუკეთესო მეგობრების წესისამებრ, შემოაჭდობ-
დნენ ხოლმე გოგონები ერთიმეორეს წელზე ხელს და ისე დასეირ-
ნობდნენ სათამაშო მოედანზე. ნურას უკაცრავად, სხვა გოგოებთან
ასე არც ერთი არ გაივლიდა. დადიოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლა-
პარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ... ერთხელაც, ლანჩის დრო რომ
მოვიდა, ტერესამ მეგობარი კაფეში წაიყვანა, ჩემი მშობლები და
უფროსი და-ძმები უნდა გაგაცნოო. ისევე მოხიბლა ეს ოჯახი ოქ-
როსფერმა მეგიმ, როგორც თავად მოხიბლულიყო მათი შავგვრემა-
ნობით. შეანათებდა მასპინძლებს დიდრონ, მოჭრელო-მონაცრის-
ფრო თვალებს და ამბობდნენ, ანგელოზს ჰგავსო. არც მეგის ჯიშია-
ნობა გამოჰპარვიათ ანუნციოებს, რომელსაც ახსნა ძნელად მოეპო-
ვებოდა, მაგრამ ნამდვილად დედისგან გამოჰყოლოდა მეგის.
ტერესაზე ნაკლებად არც დანარჩენები ცდილობდნენ სტუმრის
განებივრებას. დიდ ქვაბებში აშიშხინებულ ბატკნის ქონში შემწვარი
მსხვილად დაჭრილი კარტოფილიო, ცხიმში ცალკე მავთულის ბა-
დით კარტოფილთან ერთად ჩაშვებული, ფხაგამოცლილი და თხელ
ცომში ამოვლებული თევზის ნაჭერიო. თავის დღეში არ გაესინჯა
ასეთი გემრიელი საჭმელი მეგის. ფიქრობდა, ნეტავი კაფეში სასა-
უზმოდ უფრო ხშირად დავდიოდეო, მაგრამ იცოდა, დედისა და მო-
ნაზვნების საგანგებო თანხმობის გარეშე ესეც შეუძლებელი იყო.
სულ ტერესაზე ლაპარაკობდა სახლში მეგი. ტერესამ ეს თქვაო,
ტერესა ასე და ასე მოიქცაო... ბოლოს პედიმ დაიღრიალა, ყელში
ამომივიდა ამდენი ტერესაო.
– არა მგონია, იტალიელებთან ასე ჩახუტება კარგი აზრი იყოს, –

45
ჩაიბუტბუტა მამაკაცმა ყველა შავგვრემანი ან ხმელთშუაზღვისპი-
რელისადმი ბრიტანული თემისათვის დამახასიათებელი უნდობ-
ლობით, მერე კი მეგის საყვედურით სავსე მზერას ვერ გაუძლო და
უთავბოლოდ დასძინა, ჩემო გოგო, იტალიელები ბინძური ხალხია,
მაინცდამაინც ხშირად არ ბანაობენო. მაშინვე დაუკრა მამას კვერი
ფრენკმა, რომელსაც ეჭვიანობის ჭია შესჩენოდა.
ასე მოუკლო მეგიმ სახლში მეგობრის შესახებ ლაპარაკს. არა,
ოჯახის წევრები რომ კიცხავდნენ, ეს სულაც არ უშლიდა ხელს ტე-
რესასთან ურთიერთობაში, თუმცა ერთმანეთისგან იმდენად შორს
ცხოვრობდნენ, უნდოდათ თუ არა, მაინც სკოლაში გვერდიგვერდ
გატარებული საათებით უნდა შემოფარგლულიყვნენ.
ბობსა და უმცროს ბიჭებს რაც შეეხება, ერთობ კმაყოფილები იყ-
ვნენ იტალიელი გოგონათი მეგის ამგვარი გატაცებით – შეეძლოთ,
გიჟებივით ერბინათ სკოლის სათამაშო მოედანზე და არც კი გახსე-
ნებოდათ, და რომ ჰყავდათ.
უთავბოლო რაღაცებმა, და აგათა დაფაზე რომ წერდა, ნელ-ნე-
ლა აზრი შეიძინა და მეგიმაც ისწავლა, რომ შეკრების ნიშანს თუ და-
ინახავდი, რიცხვები ერთმანეთისთვის უნდა მიგემატებინა და ჯამი
მიგეღო, ხოლო სადაც გამოკლების ნიშანი იყო, ზედა რიცხვს ქვე-
დას გამოაკლებდი, მიღებული რიცხვი კი თავდაპირველზე მეტი არ
უნდა გამოსულიყო. გონიერი ბავშვი იყო მეგი და მონაზვნისადმი
შიშს თუ დაძლევდა, შესანიშნავი კი არა, ბრწყინვალე მოსწავლე
დადგებოდა. არადა, გახედავდა თუ არა და აგათა ალმაცერად,
ჰკითხავდა თუ არა თავისი მობერებული, უემოციო ხმით მოჭრილად
რამეს, გოგონა აზროვნების უნარს კარგავდა და ენის ბორძიკით იწ-
ყებდა ლაპარაკს. არითმეტიკაც ეადვილებოდა, მაგრამ როგორც კი
ზეპირ ანგარიშზე მიდგებოდა საქმე, ორჯერ ორი რამდენი იყო, ვერ
გეტყოდათ. სამაგიეროდ, კითხვამ გაუღო ისეთი ჯადოსნური სამყა-
როს კარი, საკითხავს ვერ წყდებოდა, ოღონდ და აგათას არ უნდა
ეთქვა, ადექი, ესა და ეს ნაწყვეტი ხმამაღლა წაიკითხეო, თორემ,
„კატა კნავისო“ ამასაც ვერ ამოიკითხავდა გადაბმულად.
ასე ეგონა, სამუდამოდ გაჰყვებოდა აგათას სარკასტული შენიშ-

46
ვნების შიში და ვერასოდეს მოიშლიდა გაწითლებას იმის გამო, რომ
კლასელები დასცინოდნენ. მაინცდამაინც მეგის გრიფელის დაფა
უნდა აეღო დამცინავი ფრუტუნით ხელში და აგათას, მაინცდამაინც
მისი გულმოდგინე ნაწერი უნდა ეფრიალებინა, ნახეთ, ფურცლებზე
როგორ უჯღაბნიაო. შედარებით შეძლებული ოჯახებიდან გამოსუ-
ლი ბავშვებიდან ზოგიერთს საშლელიც ჰქონდა, მაგრამ მეგის საშ-
ლელი თითის წვერი იყო. გაილოკავდა თითს და მანამ უსვამდა ნერ-
ვიულობისგან შეცდომით დაწერილ ასოს თუ ციფრს, სანამ ნაწერი
არ გაიდღაბნებოდა, ქაღალდი არ აიგორგლებოდა და არ გაიხვრი-
ტებოდა. სასტიკად ეკრძალებოდათ ბავშვებს სკოლაში ასეთი რამ,
მაგრამ ყველაფერზე თანახმა იყო მეგი, ოღონდაც საყვედური არ
მიეღო მონაზვნისგან.
სანამ მეგის შეიყვანდნენ სკოლაში, გესლსა და როზგებს ყველა-
ზე ხშირად სტიუარტისკენ მიმართავდა ხოლმე და აგათა, თუმცა გო-
გონა მიზანში ძმაზე გაცილებით იოლი ამოსაღები გამოდგა – და
აგათა რომ და აგათა იყო, მისთვისაც არ იყო ადვილი სტიუარტის
მელანქოლიურ სიმშვიდესა და ლამის წმინდანისებურ განდგომი-
ლობასთან შეჭიდება, აი მეგის კი, როგორც უნდა მოენდომებინა
ფრენკის მითითებების მიდევნა და კლირების საკადრისად მოქცევა,
ისე აიტანდა ხოლმე კანკალი, ისე აჭარხლდებოდა...
ძალიან ეცოდებოდა სტიუარტს და. მისი მდგომარეობის შემსუ-
ბუქებასაც ცდილობდა და განზრახ იქცევდა ხოლმე მონაზვნის ყუ-
რადღებას. ერჩია, მას დასტეხოდა თავს და აგათას მრისხანება. მო-
იფიქრებდა სტიუარტი რამე ფანდს და აგათასაც უმალ უნდა გამო-
ეცნო მისი ჩანაფიქრი. ხვდებოდა, რაც ხდებოდა და კიდევ უფრო
ბრაზდებოდა, გინდ გოგო იყოს, გინდ ბიჭები, ეს კლირები ერთმანე-
თის ტყავს როგორ არ ხევენო. არადა, რომ გეკითხათ, ამ ოჯახს რას
ერჩიო, პასუხს ვერ გაგცემდათ. არ იყო საკუთარ ცხოვრებაზე გამ-
წყრალი, ხანში შესული მონაზვნისთვის კლირებისთანა ამაყი და
მგრძნობიარე ხალხი ადვილი მოსანელებელი.
მეგის ყველაზე დიდ ცოდვად ცაციობას უთვლიდნენ. სცადა თუ
არა წერის სულ პირველ გაკვეთილზე გრიფელის ფანქრის ხელში

47
აღება, მაშინვე ისე დააცხრა თავს და აგათა, როგორც იულიუს კე-
ისარი ‒ გალებს.
– მეგან კლირი, ფანქარი დადე! – დაიქუხა ქალმა და იმ წუთიდან
მოყოლებული გააფთრებით ებრძოდა ბავშვს, რომელიც, როგორც
ეტყობოდა, ცაციობისთვის იყო განწირული. მოაქცევინებდა მონა-
ზონი ფანქარს თითებს შორის ისე, როგორც საჭირო იყო, მიატანი-
ნებდა დაფასთან ხელს და მეგისაც თავბრუ ესხმოდა. წარმოდგენა
არ ჰქონდა, როგორ უნდა დაემორჩილებინა მარცხიანი ხელი, გა-
მოუსადეგარი დანამატი, მისი მარჯვენა რომ ერქვა, როგორ უნდა
შეესრულებინა და აგათას მოთხოვნები. ბოლოს და ბოლოს, ხელი
იყო, ფეხის თითები ხომ არა? ცდილობდა და ეჩვენებოდა, რომ სმე-
ნაც ერთმეოდა, მეტყველებაც, ბრმავდებოდა კიდეც. ვერა და ვერ
ხრიდა მარჯვენა ხელს, ვერ უმიზნებდა დაფას, ბოლოს კი დამბლა-
დაცემულივით უვარდებოდა ფანქარი ხელიდან. რაც უნდა ექნა და
აგათას, ერთი A-ც კი ვერ გამოჰყავდა დაფაზე მეგის მარჯვენა ხე-
ლით, მაგრამ საკმარისი იყო, მალულად გადაეტანა ფანქარი მარ-
ცხენაში, მაშინვე ჩამოაწიკწიკებდა დასტამბულს მიმსგავსებულ
ლამაზ-ლამაზ ასოებს.
ეს ბრძოლა და აგათას გამარჯვებით დამთავრდა. მიაკრავდა
პირველი ზარის დარეკვამდე მონაზონი გოგონას მარცხენა ხელს
ტანზე და დღის სამ საათამდე არ აუხსნიდა. საუზმესაც კი ცალი ხე-
ლით შეექცეოდა მეგი, ხელგაკოჭილს უწევდა სეირნობაცა და თამა-
შიც.
ასე გაიარა სამმა თვემ და გოგონამაც, ბოლოს და ბოლოს, ის-
წავლა და აგათას დოქტრინის შესაბამისად მარჯვენა ხელით წერა,
თუმცა ასოების მოყვანილობას ვერც მაშინ, ვერც მერე ვერავინ შე-
უქებდა. ვაითუ ძველ ჩვეულებას მიუბრუნდესო, კიდევ ორი თვის
განმავლობაში არ უხსნიდნენ ბავშვს მარცხენა ხელს, მერე კი მონა-
ზონმა მთელი სკოლა შეყარა, რომ არაერთი სამადლობელი ლოცვა
აღევლინა ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის სახელზე,
რომელსაც მეგისთვის თვალი აეხილა. ყველას, ვინც ღმერთის გა-
ჩენილი იყო, მარჯვენა ხელი უნდა ეხმარა, ცაცია ბავშვები კი ეშმაკ-

48
ის ნაშიერები იყვნენ, განსაკუთრებით ‒ წითურები.
პირველივე კლასში შეიფერთხა პატარა, პუტკუნა მეგი, ძალიან
ჩამოთხელდა, თუმცა ტანი დიდად არ აუყრია. ფრჩხილების ნუნება-
მდე კვნეტაც დასჩემდა, და აგათა კი აიძულებდა, მთელი სკოლა შე-
მოევლო, ყველა მერხთან მისულიყო და თითები ყველასთვის ეჩვე-
ნებინა. ყველას უნდა ენახა, დაკვნეტილი ფრჩხილები რა საშინელე-
ბა იყო. არადა, ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ბავშვების დაახლოებით
ნახევარი ისევე იკვნეტს ფრჩხილებს, როგორც მეგი იკვნეტდა. ერ-
თხელაც გადმოიღო ფიმ ალოეს წვენით სავსე ბოთლი და საზიზღა-
რი სითხე თითებზე წაუსვა მეგის. გარდა იმისა, რომ მთელ ოჯახს
თვალი ეჭირა, ბავშვმა ხელები არ დაიბანოსო, ერთი სიკვდილი გო-
გონამ მაშინაც გაათავა, როდესაც მის თითებზე გაჩენილი, თვალში
მოსახვედრი ყავისფერი ლაქები გოგონებმა შენიშნეს სკოლაში.
რაკი ენით აუწერლად საძაგელი გემო ჰქონდა ცხვრის დასაბანი
წამლისფრად შეღებილ თითებზე, სასოწარკვეთილმა ბავშვმა
ცხვირსახოცს დააფურთხა და კი არ გაიწმინდა, ლამის დაიტყავა თი-
თები. პასუხად პედიმ წკეპლა გადმოიღო, და აგათას ინსტრუმენტზე
გაცილებით რბილი იარაღი, და სულ ხტუნვა-ხტუნვით მოატარა ქა-
ლიშვილს სამზარეულო. შვილებს არც ხელებზე ურტყამდა პედი,
არც სახეში, არც საჯდომზე. თვლიდა, რომ ყველას ფეხებში მორ-
ტყმა სჯობდა. ამბობდა, ფეხებში თუ მოსცხებ, ისევე ეტკინებათ, რო-
გორც ნებისმიერ სხვა ადგილას, მაგრამ დაშავებით არაფერი და-
უშავდებათო. ასე იყო თუ ისე, ფრჩხილების კვნეტა ვერაფერმა მო-
აშლევინა მეგის, ვერც ალოეს წვენმა, ვერც მასხრად აგდებამ და
ვერც როზგისა და წკეპლის ტყლაშა-ტყლუშმა.
თუ რამ სიხარულს ანიჭებდა გოგონას, ტერესა ანუნციოსთან მე-
გობრობა იყო. ამ ურთიერთობის გარეშე სკოლა აუტანელი იქნებო-
და. იჯდა ხოლმე გაკვეთილზე მეგი და ნატრობდა, როდის მოვიდო-
და თამაშის დრო, რომ დამსხდარიყვნენ ის და ტერესა ლეღვის დი-
დი ხის ქვეშ, ერთმანეთისთვის წელზე ხელი შემოეჭდოთ და ელაპა-
რაკათ, ელაპარაკათ. უცხო-უცხო ამბებს უყვებოდა ტერესა მეგო-
ბარს თავისი უცნაური ოჯახის ცხოვრებიდან. ელაპარაკებოდა უამ-

49
რავ თოჯინასა და ნამდვილი ჩინური ჭურჭელივით ლურჯად მოხა-
ტულ ჩაის სერვიზზე.
ის სერვიზი რომ ნახა, მეგის ბნედა მოუვიდა. სულ ას რვა ნაჭერი
იყო: მართლაც რომ თოჯინებისთვის ზედგამოჭრილი ერთი ბეწო
ფინჯნებიო, ლამბაქებიო, თეფშებიო, ჩაიდანი, საშაქრე და სარძე-
ვეო... იმავე სერვიზს მოჰყვებოდა ნაღებისთვის განკუთვნილი ფი-
ალაც, ციცქნა დანა-ჩანგალიცა და კოვზებიც.
უთვალავი სათამაშო ჰქონდა ტერესას. ეს გოგო უბრალოდ ნა-
ბოლარა შვილი კი არ იყო, კარგად ჩამორჩებოდა ასაკით და-ძმებს.
ჰოდა, როგორც იციან იტალიელებმა, ოჯახში ბავშვს ყველა დაუფა-
რავად ეალერსებოდა და მამამისის შემოსავალიც შეუზღუდავად
იხარჯებოდა მის გასანებივრებლად.
ერთმანეთისადმი გოგონების დამოკიდებულებას რაღაცნაირი
კრძალვაც და დაჰყვებოდა და შურიც, თუმცა მეგის კალვინისტურ-
სტოიკური ყოფისკენ არასოდეს უწევდა ტერესას გული. ეცოდებოდა
კიდეც მეგობარი. უკვირდა, თურმე საბრალო მეგის უფლება არა
აქვს, დედამისთან მიირბინოს, აკოცოს და ჩაეხუტოსო.
მეგისაც ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა შეედარებინა ერთმა-
ნეთისთვის ტერესას ტანდაბალი, ჩაპუტკუნებული დედიკო, რომელ-
საც სახე სულ უცინოდა, გაუცინარი, ჩამომდნარი ფისთვის. აზრა-
დაც არასოდეს მოუვიდოდა, ნეტავ დედა ჩამეხუტებოდეს და მაკო-
ცებდესო. იმას კი ნატრობდა, ტერესას დედა ჩახუტებოდა და ჩა-
ეკოცნა ოდესმე, თუმცა ხვევნა-კოცნაზე გაცილებით მეტს ლურჯად
მოხატულ ჩაის სერვიზზე ფიქრობდა. ისეთი დახვეწილი რამ იყო,
ისეთი სიფრიფანა, მყიფე და ლამაზი... ჩაის ასეთივე სერვიზი რომ
ჰქონოდა, ლურჯი საღებავით მოხატულ თეთრ ლამბაქზე დადებული
ღრმა ფინჯნით მიართმევდა ხოლმე აგნესს შუადღის ჩაის.
საქმე იქამდე მივიდა, რომ პარასკევის ლოცვაზე ძველ ეკლესია-
ში მისულმა მეგიმ მუხლი მოიყარა და ღმერთს შეევედრა, ლურჯად
მოხატული სერვიზი მიწყალობეო. მაორის ყაიდის გროტესკული ჩუ-
ქურთმები და მაორისავე სტილში მოხატული ჭერი ჰქონდა ეკლესი-
ას. ასწია თუ არა მამა ჰეისმა ფეშხუმი ჰაერში, გამოკრთა თუ არა

50
ძვირფასი ქვებით მოჭედილი სხივების შუაგულში ჩამჯდარი მინის
ფანჯრიდან სეფისკვერის გამოსახულება, უმალ გადმოვიდა მადლი
თავდახრილ მრევლზე, ყველაზე, მეგის გარდა, რადგან მას არათუ
არ გაუყოლებია ფეშხუმისთვის თვალი, არამედ თავს იმტვრევდა,
ტერესას ლურჯად მოხატულ ჩაის სერვიზში რამდენი თეფში იქნე-
ბაო.
მერე ორგანს ზემოთ გადმოკიდებულ გალერეაში შეჯგუფებულ-
მა მაორებმაც დააგუგუნეს დიდებული საგალობელი, მეგი კი ვერა
და ვერ აღწევდა თავს ლივლივა სილურჯეზე ფიქრს, რომელსაც სა-
ერთო არაფერი ჰქონდა არც კათოლიციზმთან, არც პოლინეზიას-
თან.
აი, გაივლიდა დეკემბერი, მოვიდოდა მისი დაბადების დღე და
გაგანია ზაფხულიც დადგებოდა. სწორედ სასწავლო წლის მიწუ-
რულს მიხვდა მეგი, რამდენად ძვირი ჯდებოდა სანუკვარი ოცნებე-
ბის ასრულება.
გოგონა მაღალ, უზურგო სკამზე იჯდა, ღუმლის სიახლოვეს, ფი
კი ჩვეულებისამებრ ვარცხნიდა თმას, სკოლაში წასასვლელად ამ-
ზადებდა. იოლი საქმე არ იყო მეგის ბუნებრივად ხვეული დალალე-
ბის ვარცხნა. დიდი გამართლებაა, ჩემს შვილს ასეთი თმა რომ აქ-
ვსო, ფიქრობდა ფი. მისი აზრით, სწორთმიან გოგონებს დიდობაში
ერთი ვაი-ვიშის გამოვლა უწევდათ თხელი, მომჩვარული ბუწუწების
დასაქუჩქუჩებლად.
ლამის მუხლებამდე თმაზე ძილის წინ თეთრი ქსოვილის ნაკუ-
წებს მჭიდროდ ახვევდნენ მეგის, დილით კი უზურგო სკამზე უნდა
აბობღებულიყო და ფიც მიჰყოფდა ხელს დალალების დაშლა-და-
ვარცხნას. მარცხენა ხელით გამოარჩევდა ფიონა გრძელი, აბურდუ-
ლი კულულებიდან ერთ-ერთს, გადაიხვევდა საჩვენებელ თითზე და
მანამ უსვამდა საქმის მცოდნესავით „მეისონ პირსონის“ წარმოების
სავარცხელს, სანამ მსხვილ, მბზინავ სოსისს არ დაამსგავსებდა. მე-
რე ფრთხილად გამოაცოცებდა ხვეულადან თითს და შეათამაშებდა
შესაშურად ბუთქუნა კულულს. დაახლოებით თორმეტჯერ უწევდა ამ
ყველაფრის გამეორება, მერე შვილს წინა კულულებს კინკრიხოზე

51
აუწევდა, თავთის ახალგაუთოებული ბაფთით შეკრავდა და მორჩა,
გოგონაც მთელი დღე თავისუფალი იყო.
გოგონები სკოლაში ნაწნავებს ატარებდნენ და მხოლოდ განსაკ-
უთრებულ შემთხვევაში იშლიდნენ თმას, მაგრამ ფის მტკიცედ გადა-
ეწყვიტა, მეგის სულმუდამ კულულები ჰქონოდა დაყრილი ზურგზე.
მერე რა, რომ ძალიან ძნელი იყო ამ საქმისთვის ყოველ დილით
რამდენიმე წუთის გამოძებნა?! აბა, სცოდნოდა ფის, მის მონდომე-
ბას კარგი რომ არაფერი მოჰყვებოდა... ისედაც შეუდარებლად ლა-
მაზი თმა ჰქონდა მის შვილს, ყველაზე ლამაზი მთელ სკოლაში, ყო-
ველდღე გაშლა-დახვევის დამსახურებით კი კიდევ უფრო მეტად შე-
სამჩნევი სილამაზის კულულების გამო ზოგს სძულდა მეგი, ზოგსაც
შურდა მისი.
სტკიოდა, როგორ არ სტკიოდა მეგის დავარცხნა, თუმცა მიჩვეუ-
ლიც იყო – რაც თავი ახსოვდა, სულ ასე ვარცხნიდნენ. აბურდულ-
აჩეჩილ თმაში ჩაფრენილ სავარცხელს ფის ძარღვიანი ხელი მანამ
ექაჩებოდა ხოლმე შეუბრალებლად, სანამ ცრემლი არ მოადგებო-
და გადავარდნის შიშით სკამზე ორივე ხელით ჩაბღაუჭებულ მეგის.
ორშაბათი იყო, ბოლო სასწავლო კვირის პირველი დღე, ორიოდ
დღეში კი მეგის დაბადების დღეც დადგებოდა. გოგონა ჩვეულებისა-
მებრ ჩაფრენოდა მაღალი, უზურგო სკამის კიდეებს და ლურჯად მო-
ხატულ ჩაის სერვიზზე ოცნებობდა, თან ხვდებოდა, რომ მის ოცნე-
ბას ახდენა არ ეწერა. უაჰინის უნივერმაღში ასეთი სერვიზი კი ჰქონ-
დათ, მაგრამ მეგის ფასებში გარკვევაც მოესწრო და ხვდებოდა, მა-
მამისის მწირი სახსრები ასეთ რამეს ვერ გასწვდებოდა.
უეცრად ფიმ ისეთი უცნაური ხმა ამოუშვა, რომ მეგი ერთბაშად
გამოერკვა ფიქრებიდან, მამაკაცები კი, რომლებიც ჯერაც არ აშლი-
ლიყვნენ სასაუზმოდ გაშლილი სუფრიდან, ცნობისმოყვარედ შეტ-
რიალდნენ მათკენ.
– ღმერთო დიდებულო! – აღმოხდა ფის.
შეცბუნებული პედი წამოხტა. მისი თანდასწრებით ვაგლახად
არასოდეს ეხსენებინა ფიონას ღმერთი. იდგა ქალი, ცალ ხელში მე-
გის კულული ეჭირა, მეორეში სავარცხელი, სახეზე კი შიშნარევი

52
ზიზღი ეწერა. შემოეხვია ფის ქმარ-შვილი, მეგიმაც სცადა გაეგო, რა
ხდებოდა, თუმცა ისე უთავაზეს თავში კბილებიანი სავარცხელი,
თვალზე ცრემლიც კი მოადგა.
– შეხე! – დაიჩურჩულა ფიმ და კულული მზის სინათლეს მიუშვი-
რა, რომ პედის ყველაფერი კარგად დაენახა.
კაცმა თავიდან მხოლოდ ის დაინახა, რომ მზეზე ალაპლაპებულ
მბრწყინავ ოქროს უგავდა მეგის თმა, მერე კი ფის მაჯისკენ გეზაღე-
ბული ცოცხალი არსება შენიშნა. ახლა თავადაც დასწვდა მოციმცი-
მე კულულს პედი და სხვა არსებებიც გაარჩია, რომლებიც საქმია-
ნად მიდი-მოდიოდნენ აქეთ-იქით. მტევნებად მისწებებოდა თმის
ღერებს წვრილი, თეთრი წერტილები, არსებები კი, რაც ძალა და
ღონე ჰქონდათ, ამრავლებდნენ ამ წერტილებს. მოკლედ, დიდი ამ-
ბები ტრიალებდა მეგის თმაში.
– ტილები ჰყავს! – თქვა პედიმ.
ბობმა, ჯეკმა, ჰიუიმ და სტიუარტმა ერთი კი ჩახედეს დას თმაში,
მერე კი მამას მიბაძეს და უსაფრთხო მანძილით მოშორდნენ. მხო-
ლოდ ფრენკი და ფი იდგნენ გაუნძრევლად, მონუსხულებივით დას-
ცქეროდნენ გოგონას კულულებს, მას კი საცოდავად ჩამოეყარა
მხრები და ფიქრობდა, ნეტავ ასეთი რა ვქენიო.
მძიმედ დაეშვა პედი თავის უინძორულ სკამზე და აგიზგიზებულ
ცეცხლს მიაჩერდა.
– იმ წყეული იტალიელი გოგოს ბრალია! – ამოუშვა ბოლოს მა-
მაკაცმა და თვალები დაუბრიალა ფის, – წყეული ნაბიჭვრები! და-
საწვავი, ბინძური ღორები!
–პედი! – აღმოხდა აღშფოთებულ ფის.
– ბოდიში ლანძღვა-გინებისთვის, დედილო, მაგრამ იმ შეჩვენე-
ბულ იტალიელზე ვილანძღები, მეგის ტილები რომ გადასდო და
მინდა, ამწამსვე წავიდე უაჰინიში, ამწამსვე გავაცამტვერო მაგათი
ჭუჭყით გაპოხილი კაფე, – გამეტებით დაიკრა მუხლზე მუშტი გაცეც-
ხლებულმა მამაკაცმა.
– რა მოხდა, დე? – ბოლოს და ბოლოს ამოღერღა ბავშვმა.
– შეხედე, შე პატარა ფეთხუმო! – უპასუხა დედამ და ლამის თვა-

53
ლებში შესჩარა გოგონას ხელი, – შენი მაკარონიჭამია დაქალის გა-
მო ესენი გყავს მთელ თმაში. რით გიშველო ახლა?
ერთხანს პირდაღებული დასცქეროდა მეგი პაწაწინა არსებას,
რომელიც შედარებით თმიანი ადგილის ძიებაში უმისამართოდ და-
ბოდიალობდა ფის შიშველ კანზე, მერე კი ტირილი ამოუშვა. თქმაც
არ დასჭირვებია ფრენკს, ისე შედგა ცეცხლზე სპილენძის ქვაბი, პე-
დი კი ამასობაში სამზარეულოში ბოლთას სცემდა. რამდენჯერაც გა-
ხედა კაცმა მეგის, იმდენჯერ მოეძალა ბრაზი. ბოლოს მიუახლოვდა
უკანა კარს, რომელზეც საკიდები გაემწკრივებინათ, თავზე ქუდი ჩა-
მოიფხატა და გრძელი მათრახიც ჩამოხსნა განცალკევებით მიჭედე-
ბული ლურსმნიდან.
– უაჰინიში მივდივარ, ფი. უნდა მოვახსენო იმ შეჩვენებულ იტა-
ლიელს, რაც უნდა უყოს თავის სლიპინა თევზსა და შემწვარ კარტო-
ფილს. მერე და აგათასთან მივალ. ხომ უშვებს სკოლაში ტილიან
ბავშვებს?! ჰოდა, ვეტყვი, რასაც ვფიქრობ მასზე.
– დაფიქრდი, პედი! – შეევედრა ფი, – იმ გოგოს ტილები რომც
ჰყავდეს, შეიძლება, მეგისთან ერთად გადასდებოდა სხვისგან.
– რა სისულელეა! – ზიზღით მიაძახა პედიმ ცოლს, უკანა კიბეზე
ჩაბრაგუნდა, რამდენიმე წუთში კი სამზარეულოში მისი ლურჯას
ფლოქვების ხმა მოისმა.
უმწეოდ შეხედა ფიმ ფრენკს და ოხვრით თქვა:
– იქნებ, ციხეში მაინც არ ამოყოს თავი... მიდი, ფრენკ, ჯობია, ბი-
ჭები შემოიყვანო. დღეს სკოლაში არ წავლენ.
სათითაოდ გახილა დედამ ბიჭები, სულ ბოლოს კი ფრენკსაც გა-
უსინჯა თმა, თან სთხოვა, მეც ჩამხედეო. არავითარი ნიშანწყალი არ
ჩანდა იმისა, რომ საბრალო მეგისგან დანარჩენებსაც გადასდებო-
დათ რამე, მაგრამ ფი ვერ გარისკავდა.
ადუღდა თუ არა სპილენძის უზარმაზარ სარეცხ ქვაბში წყალი,
ფრენკმა ჭურჭლისთვის განკუთვნილი ტაშტი ჩამოხსნა საკიდიდან
და ჯერ ცხელი წყალი ჩაასხა ნახევრამდე, მერე ცივი წყლით გაანე-
ლა. „ბლიდიდან“ თუნუქის ხუთგალონიანი, ნავთით სავსე ბიდონი
მოიტანა, სამრეცხაოდან – სარეცხი საპონი და საქმეს შეუდგა. პირ-

54
ველი ბობი მოჰყვა ხელში. ერთს გადაავლებდა ბავშვებს წყალს
თავზე ფრენკი, მერე კარგა ბლომად გაუზავებელ ნავთს მიაყოლებ-
და და ამგვარად გაზინთულ-გაპოხილ თმაზე საპონსაც წაუსვამდა.
კანს წვავდა ნავთში გარეული თუთქი. ბიჭები წკმუტუნებდნენ, თვა-
ლებს ისრესდნენ, დაწითლებულ თავის კანს იქავებდნენ და იმუქრე-
ბოდნენ, იტალიელებზე დედაბუდიანად ვიძიებთ შურსო.
დიდი მაკრატელი ამოიღო ფიმ საკერავი კალათიდან და ისევ მე-
გის მიუახლოვდა. საათზე მეტხანს გაუნძრევლად იჯდა გოგონა
სკამზე. იდგა მაკრატელმომარჯვებული ქალი და დასცქეროდა ბავ-
შვის მხრებზე ლამაზად ჩამოღვრილ თმას. მერე ერთი კულული მო-
აკრიჭა, მეორეც... ბზინვარე თმის გორები დადგა იატაკზე. თავზე გა-
ჩენილ ოკრობოკრო კოპლებს შორის თეთრი კანი მოუჩანდა მეგის.
ეჭვით გადახედა ფიმ უფროს ვაჟიშვილს და ხმაში სიმკაცრე გამო-
ურია:
– გადავპარსო?
– რა თქმა უნდა, არა, დედა! – ხელები გაასავსავა ფრენკმა, - –
ბლომად ნავთს თუ დავასხამთ, უნდა ეყოს. არ გადაპარსო, გთხოვ!
სამუშაო მაგიდასთან მიაბრძანეს მეგი, ტაშტზე გადააყუდეს და
ასხეს და ასხეს თავზე ნავთი, მერე გაკრეჭილ თმაში მწარე საპონი
შეაზილეს. გული კი იჯერეს, მაგრამ საპნის გამო იმდენ ხანს ჰქონდა
მოხუჭული ბავშვს თვალები, როცა გაახილა, პრაქტიკულად ვერა-
ფერს ხედავდა, თან პაწაწინა, წყლიანი ბუშტუკებიც გამოჰფენოდა
სახესა და თავზე.
ფრენკმა იატაკზე ჩამოყრილი კულულები მოხვეტა, ქაღალდში
გადაახვია და ცეცხლში შეუძახა, ცოცხი კი ნავთიან ჭურჭელში ჩა-
დო. მერე მანაც და ფიმაც დაიბანეს თავი. სუნთქვა ეკვროდათ, ისე
სწვავდათ სარეცხი საპონი კანს. ბოლოს ბიჭმა სათლი მოიტანა და
ცხვრის დასაბანი ხსნარით მოწმინდა იატაკი. საავადმყოფოსავით
სტერილური სამზარეულოდან საძინებლებს მიაშურეს. ჯერ ზეწრები
და გადასაფარებლები გადააძვრეს ლოგინებს, მერე კი მისდგნენ და
მთელი ოჯახის თეთრეულის ხარშვაში, წურვასა და გაფენაში გაატა-
რეს დღე.

55
ლეიბები და ბალიშები უკანა ღობეზე გადაკიდეს და ნავთი მიას-
ხურეს, სასტუმრო ოთახის ნოხები კი იმდენ ხანს ბერტყეს, ცოტაც და
ხელში აღარაფერი შერჩებოდათ. ბიჭებიც დაიხმარეს. მხოლოდ მე-
გი არ მიაკარეს არაფერს, კიდევ უფრო მეტად შეარცხვინეს. გოგონა
ფარდულს მოეფარა და ატირდა. დამწვარ-დაკაწრული და დაღუდუ-
დებული კანიც ეწვოდა, უფეთქავდა. იმდენად რცხვენოდა, არც კი
შეუხედავს ფრენკისთვის, რომელმაც მოძებნა და სცადა, სახლში
შესვლაზე დაეყოლიებინა. ბოლოს ბიჭი იძულებული გახდა, და ძა-
ლით შეეთრია სახლში, ის კი წიხლებს ურტყამდა და ეძიძგილავე-
ბოდა.
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, როდესაც პედი უაჰინიდან
დაბრუნდა. კუთხეში მიყუჟული მეგი არც კი განძრეულა. ქალიშვი-
ლის გადაკრეჭილი თავი რომ დაინახა, კაცს ცრემლები წასკდა.
იჯდა პედრიკი უინძორულ სკამზე, ხელები სახეზე აეფარებინა და
წინ და უკან ირწეოდა, დანარჩენები კი შორიახლო მოუსვენრად იდ-
გნენ და ფიქრობდნენ, ნეტავი ახლა აქ არ ვიყოთ და სადაც გინდა,
ყველგან წავიდოდითო. ცოტა გონს რომ მოეგო პედი, ფიმ ჩაი მო-
უდუღა და მიართვა.
– რა მოხდა უაჰინიში? – იკითხა ქალმა, – ძალიან დაგაგვიან-
და...
– ჯერ იმ იტალიელს გადავუჭირე მათრახი და ცხენების გეჯაში
ჩავაყუდე, მერე მაკლაუდი დავინახე. მაღაზიასთან იდგა და გვიყუ-
რებდა. ასე და ასე იყო-მეთქი, მოვუყევი. მაკლაუდმა ბიჭები შეკრი-
ბა ლუდხანაში... ერთბაშად რამდენიმე იტალიელი ვლეწეთ გეჯაში,
ქალებიც, და რამდენიმე გალონი ცხვრის დასაბანი სითხე გადავას-
ხით. მერე სკოლაში წავედი, და აგათა ვნახე. ვუთხარი, შენზე ძალი-
ან გაბრაზებული ვარ, ასეთი რამე როგორ გამოგრჩა-მეთქი. იტა-
ლიელი გოგო მერხიდან გადმოათრია და თმაში ჩახედა. რა თქმა
უნდა, ტილებით ჰქონდა იმ გომბიოს თავი სავსე. სახლში მიაბრძა-
ნეს და თან გააფრთხილეს, სკოლაში მანამ არ დაბრუნდე, სანამ ტი-
ლებს არ მოიშორებო. ისე წამოვედი, და აგათაც, დეკლანიც და ქეთ-
რინიც სათითაოდ ხილავდნენ ბავშვებს. კარგა ბლომად ჰყოლიათ

56
სკოლაში ტილიანები. მონაზვნებიც, სამივე, გიჟებივით იქექებოდ-
ნენ. ალბათ ეგონათ, არავინ უყურებდა...
მკბენარდახვეული მონაზვნების გახსენებამ ღიმილი მოჰგვარა
პედის, მაგრამ მოჰკრა თუ არა თვალი მეგის, ისევ დასერიოზულდა
და ულმობელი სახით მიაჩერდა გოგონას.
– შენ კი, ქალბატონო, არც კი გაეკარები იტალიელებს! ძმებს
დასჯერდები! არ დასჯერდები და შენი აჯობებს! შენ გეუბნები, ბობ,
სკოლაში თქვენ გარდა სხვა არავისთან ესაქმება რამე მეგის! გაიგე,
რა გითხარი?!
– დიახ, მამიკო, – თავი დააქნია ბობმა.
მეორე დილით მეგის უთხრეს, დღეს სკოლაში ჩვეულებრივ მიბ-
რძანდებიო.
– არა, ვერ წავალ, ვერა! – დაიგმინა თავზარდაცემულმა ბავშვმა
და ხელები წაივლო თავზე, – სკოლაში ასე ვერ წავალ, დედიკო, დე!
და აგათასთან ვერა...
– რა თქმა უნდა, წახვალ, – უპასუხა ფიმ. არადა, ისეთი სახით
უყურებდა ფრენკი, თითქოს ევედრებოდა, არ გაუშვაო, – ჭკუას ის-
წავლი.
ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წავიდა სკოლაში ყავისფე-
რი თავსაფრით თავწაკრული მეგი. ზედაც არ შეხედა და აგათამ, აი,
გოგონებმა კი თამაშისას დაიმარტოხელეს და თავსაფარი წაგლი-
ჯეს, ერთი ვნახოთ, თავშიშველი როგორი სანახავიაო. ეტყობოდა,
რომ ბრაზობდა, თორემ სხვა მხრივ დიდად არ შეცვლილიყო მეგი,
დაზიანებულ თავის კანს თუ არ ჩავთვლით. დაინახა თუ არა ბობმა,
რაც ხდებოდა, მივიდა და კრიკეტის მოედანზე გაარიდა მეგი თანა-
ტოლებს.
– ყურადღებას ნუ აქცევ, მეგი! – მკვახედ თქვა ბიჭმა, დას თავსა-
ფარი უხელთურად შემოახვია თავზე და გაშეშებულ მხრებზე მოუტ-
ყაპუნა ხელი, – მჩხავანა კატები! ნეტავ მომეფიქრებინა და ერთი-
ორი ტილი ამომეცალა შენთვის თმიდან. დარწმუნებული ვარ, არ
დაიხოცებოდნენ. ამათ კი შევაყრიდი თმებში, როგორც კი შენი ამ-
ბავი გადაავიწყდებოდათ.

57
ცოტა ხანში ოთხმა ძმამ შუაში ჩაისვა მეგი და ზარის დარეკვამდე
ასე სდარაჯობდნენ.
საუზმობისას ცოტა ხნით გამოჩნდა სკოლაში თავგადაპარსული
ტერესა ანუნციოც. სცადა, თავს დასხმოდა მეგის, მაგრამ ბიჭები რას
მიუშვებდნენ? გოგონამ უკან დაიხია, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრა
და აიქნია, მარცხენა კი ორთავა კუნთზე დაიტყაპუნა. კაციშვილი
ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ტერესას ჟესტი, მაგრამ ბიჭებმა მაინც
ჩათვალეს, რომ მომავალში ხელების ეს იდუმალი მოძრაობა გამო-
ადგებოდათ და დაიმახსოვრეს.
– მძულხარ! მამაშენმა ისეთი რამე გაუკეთა, მამაჩემი აქედან უნ-
და წავიდეს, – დაიჭყივლა იტალიელმა გოგომ, მერე კი შებრუნდა
და ბღავილ-ბღავილით გაიქცა სათამაშო მოედნიდან.
ჯიქურ უყურებდა მეგობარს მეგი, ცრემლიც არ გადმოვარდნია
თვალიდან. გაკვეთილი იყო ეს შემთხვევაც. ხვდებოდა, რომ მნიშ-
ვნელობა არა აქვს, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე! არა აქვს მნიშვნე-
ლობა! არა აქვს!
ცალკე ბობისა და ჯეკის შიშით, ცალკე ქალაქში დარხეული ხმე-
ბისა და მშობლების შეგონებების გამო სკოლაში ყველა გოგოს
შორს ეჭირა მეგისგან თავი. ჰო, კლირებთან კუდის გადაბმა ძნე-
ლად თუ გამოადგებოდა ვინმეს. შესაბამისად, ყველასგან გარი-
ყულმა ბავშვმა სასწავლო წლის ბოლო დღეები, როგორც იტყოდ-
ნენ, „კოვენტრიში“ გაატარა. და აგათასაც კი არ გადაუხვევია აღე-
ბული გეზიდან, თან ნებისმიერ წუთს შეეძლო, სტიუარტზე ეყარა ჯავ-
რი.
თუკი უმცროსი ბავშვებიდან რომელიმეს დაბადების დღე შუა
კვირაში უწევდა, ოჯახში მიღებული წესის თანახმად, იუბილეს აღ-
ნიშვნა შაბათისთვის უნდა გადაედოთ. ასე მოხდა იმ წელს მეგის
შემთხვევაშიც, საჩუქრად კი ლურჯად მოხატული ჩაის სერვიზი მი-
იღო. ოთახში კოხტა ლაჟვარდისფერი მაგიდა და სკამები იდგა,
რომლებიც ერთთავად დაკავებულ ფრენკს თავისუფალ დროს შე-
ეჭედა. მაგიდაზე ჭურჭელი გაეწყოთ, პაწაწინა სკამებიდან ერთ-ერ-
თზე კი აგნესი იჯდა. თოჯინას ლურჯი კაბა ეცვა. თავისუფალ დროს

58
შეეკერა ფრენკივით ერთთავად დაკავებულ ფის ის კაბა. დაღვრემი-
ლი დასცქეროდა მეგი პაწაწინა თეფშებსა და ჭიქებზე ათამაშებულ
თეთრ-ლურჯ ორნამენტებს, უცნაურად გაფურჩქნილი ყვავილებით
გადაპენტილ გასაოცარ ხეებს, მორთულ-მოკაზმულ პატარა ბუდის-
ტურ პაგოდას, საკვირველად გარინდებულ ორ ჩიტსა და ციცქნა არ-
სებებს, გაუთავებლად რომ მიდი-მოდიოდნენ უჩვეულო ხიდზე...
დასცქეროდა სერვიზს და,ასე თუ ისე, ხვდებოდა, რატომ დაეცარიე-
ლებინათ ოჯახში ჯიბეები, მათი აზრით, სანუკვარი საჩუქრის საყიდ-
ლად. მიუხედავად იმისა, რომ სერვიზი ოდნავადაც აღარ ხიბლავდა,
გოგონამ თავი ვალდებულად ჩათვალა, პაწაწინა კვადრატულ ჩა-
იდანში ჩაი დაეყენებინა აგნესისთვის. მეტიც, მთელი ცერემონია
ისე ჩაატარა, თითქოს აღფრთოვანებული ყოფილიყოს. წლები გა-
დიოდა და მეგიც ისეთი რუდუნებით იმეორებდა ამ რიტუალს, ისე
უფრთხილდებოდა ლურჯად მოხატულ სერვიზს, აზრადაც არავის
მოსდიოდა, რომ სინამდვილეში სძაგდა სათამაშო ჭურჭელიც,
ლურჯი მაგიდაც, სკამებიცა და აგნესის ლურჯი კაბაც.

1917 წელი იდგა. შობის დადგომამდე ორი დღით ადრე პედიმ


თავისი საყვარელი ყოველკვირეული გაზეთი და წიგნების დასტა მი-
იტანა სახლში ბიბლიოთეკიდან. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც
გაზეთმა დააინტერესა წიგნებზე მეტად. გამოცემის რედაქციასაც
ახალი იდეა აეტაცებინა და ფანტასტიკური ამერიკული ჟურნალების
მსგავსად, გაზეთის შუა ნაწილი თავიდან ბოლომდე ომისთვის მიეძ-
ღვნა. კანტიკუნტად, მაგრამ მაინც აღწევდა ახალ ზელანდიაში ამე-
რიკული პრესა. გალიპოლისთან ულმობელ კლდეებს შერკინებუ-
ლი ანზაკების ბუნდოვანი ფოტოებიო, ანტიპოდელი ჯარისკაცის სი-
მამაცისადმი მიძღვნილი ვრცელი სახოტბო სტატიებიო... ამავე გა-
ზეთის ფურცლებზე წაიკითხავდით ყველას ამბავს, ვინც კი ოდესმე
დაეჯილდოებინათ ვიქტორიას ჯვრით, ნახავდით მთელ გვერდზე გა-
მოჭიმულ გრავიურასაც, რომელზეც საბრძოლო ცხენზე ამხედრე-

59
ბულ მსუბუქი კავალერიის სამხედრო მოსამსახურეს ხმალი ეშიშ-
ვლებინა, ფარფლებაპრეხილ ქუდს კი გრძელი, აბრეშუმივით ბუმ-
ბულები უმშვენებდა.
იხელთა თუ არა დრო, ფრენკმა გაზეთს ხელი დასტაცა და სტატია
გადაიკითხა, ხარბად დაეწაფა მის ურაპატრიოტულ პასაჟებს.
კითხულობდა და თვალები ბოროტად უელავდა.
– წასვლა მინდა, მამა, – თქვა ბიჭმა და გაზეთი კრძალვით დადო
მაგიდაზე.
ფი ისე შეხტა, ჩაშუშული კერძი ღუმელს გადაასხა, პედის კი წიგ-
ნი ერთბაშად გადაავიწყდა და თავის უინძორულ სკამს მიაშეშდა.
– მეტისმეტად ახალგაზრდა ხარ, ფრენკ, – ჩაილაპარაკა მამა-
კაცმა.
– არა, ჩვიდმეტის ვარ! კაცი ვარ, მამა! სანამ გერმანელები და
თურქები ჩვენებს ღორებივით კლავენ, მე აქ თბილად და რბილად
უნდა ვიჯდე? კარგა ხანია, დროა, ერთმა კლირიმ მაინც შეასრულოს
თავისი ვალი.
– არ წაგიყვანენ, არასრულწლოვანი ხარ, ფრენკ.
‒ წამიყვანენ, შენ თუ არ იქნები წინააღმდეგი, – ჯიუტად შეანათა
შავი თვალები მამას ყმაწვილმა.
–წინააღმდეგი ვარ. ხომ იცი, შენ გარდა ოჯახში ამწუთას არავინ
მუშაობს და შენი შემოტანილი ფული გვჭირდება.
– ჯარშიც გადამიხდიან... – გაეცინა ფრენკს.
‒ ჯარისკაცის გასამრჯელოს, არა? უაჰინიში მჭედლად მუშაო-
ბით ბევრად მეტს იშოვი, ვიდრე ევროპაში სამხედრო სამსახურში.
– იქ რომ ვიქნები, იქნებ მჭედლობაზე უკეთესსაც გამოვკრა ხე-
ლი. სხვა გამოსავალი არა მაქვს, მამა.
– ღმერთო, მიშველე! რა სისულელეა! თვითონაც არ იცი, რას
ლაპარაკობ, ბიჭო! საშინელი რამეა ომი. ათასი წელი ომობდა ქვე-
ყანა, საიდანაც მე ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ. არ გაგიგია, რეებს
ჰყვებიან ბურების ომში ნამყოფი ბიჭები? საკმაოდ ხშირად დადიხარ
უაჰინიში და მოუსმინე! გამკვირვებია, როგორ იყენებენ შეჩვენებუ-
ლი ინგლისელები ანზაკებს საზარბაზნე ხორცად. სადაც თვითონ არ

60
ნებავთ წასვლა, აქაოდა, ჩვენს ძვირფას ჯარს მოფრთხილება სჭირ-
დებაო, იქ უშვებენ ამათ. ნახე, როგორ აჟღარუნა იარაღი მაგათმა
ჩერჩილმა? ტყუილუბრალოდ გაგზავნა ჩვენები გალიპოლიში. ორ-
მოცდაათი ათასიდან ათი ათასი მოკვდა. იმაზე ორჯერ უარესია, ყო-
ველი მეათე სიკვდილით რომ დაესაჯათ. რისთვის უნდა წახვიდე
ბებრუხანა ინგლისის ომში? გაუკეთებია ოდესმე რამე შენთვის?
სისხლს უშრობს კოლონიებს, სხვას რას აკეთებს? ინგლისში რომ
ჩახვიდე, ზემოდან დაგიწყებენ ყურებას, კოლონიიდან არისო, იტ-
ყვიან. ახალ ზელანდიას არაფერი ემუქრება, არც ავსტრალიას, ბე-
ბერ ინგლისს კი შეიძლება, ძალიანაც წაადგეს დამარცხება. რა ხა-
ნია დროა, ვინმემ აზღვევინოს იმისთვის, რაც ირლანდიას გაუკეთა.
ნამდვილად არ გადმოვაგდებ კურცხალს, თუ ბოლოს კაიზერი
სტრენდს გაივლის მარშით.
– მე რომ მინდა ჯარში წასვლა, მამა...
– რაც გინდა, ის გინდოდეს, მაგრამ წასვლით ვერსად წახვალ,
ფრენკ. შეგიძლია, საერთოდ ამოიგდო თავიდან მაგაზე ფიქრი. ტა-
ნადაც არა ხარ იმხელა, ჯარში მიდიოდე.
ფრენკი გაწითლდა და ტუჩები მაგრად მოკუმა. ტანმორჩილობა
მისი სუსტი წერტილი იყო. რაკი კლასელ ბიჭებს ყოველთვის ჩა-
მორჩებოდა სიმაღლეში, სხვებზე ორჯერ ხშირად იწევდა საჩხუბ-
რად, ბოლო დროს კი საშინელი ეჭვი შეუჩნდა, ფიქრობდა, ჩვიდმე-
ტი წლისაც ხუთი ფუტი და სამი დუიმი ვარ, იმხელა, რამხელაც თოთ-
ხმეტისა ვიყავი და ეგებ მეტად აღარც გავიზარდოო. მხოლოდ მან
იცოდა, რისი გადატანა უწევდა ტანდაბლობის გამო, რას გრძნობდა
გინდ სულიერად, გინდ ფიზიკურად. არც გაჭიმვები ეზარებოდა, არც
ვარჯიში, მაგრამ მის სიმაღლეს საიმედო პირი არ უჩანდა. სამაგი-
ეროდ, გრდემლთან მუშაობის დამსახურებით აღნაგობასთან სრუ-
ლებით შეუსაბამო ძალის პატრონი გახლდათ. პედის ფრენკისთვის
პროფესია გააზრებულად რომ შეერჩია, მჭედლობაზე უკეთესს ვე-
რაფერს მოიფიქრებდა. ჩვიდმეტი წლის დაბალი, ჩასხმული ფრენკი
ჩხუბში ერთხელაც არ დამარცხებულიყო და ტარანაკიშიც გაეთქვა

61
სახელი. შესანიშნავ ფიზიკურ მომზადებასთან, ბრწყინვალე გონე-
ბასთან, ავგულობასა და დიდ ნებისყოფასთან შერწყმული ბრაზის,
იმედგაცრუებისა და არასრულფასოვნების შეგრძნების გამო ადგი-
ლობრივებს შორის არავინ იყო მისი დამმარცხებელი. რაც უფრო
ბრგე და ღონიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მით მეტად უნდებოდა
ფრენკს მისი მიწასთან გასწორება. შორიდან შემოუვლიდნენ ხოლ-
მე თანატოლები – ყველამ იცოდა მისი აგრესიულობის ამბავი, თან
ბოლო დროს ყმაწვილებთან შერკინებასაც არ სჯერდებოდა. სალა-
პარაკოდ ჰქონდათ ადგილობრივებს, როგორ გაეერთიანებინა
ძვალ-რბილი ოცდაორი წლის, ექვსი ფუტისა და ოთხი დუიმი სიმაღ-
ლის ჯიმ კოლინზისთვის, რომელსაც ცხენის აწევა შეეძლო. არც მო-
ტეხილი მარცხენა ახსოვდა ფრენკს, არც გაბზარული ნეკნები. მანამ
არ მოეშვა ჯიმ კოლინზს, სანამ ხორცის დაბეგვილ ნაჭერს დამსგავ-
სებული ბიჭი მის ფეხებთან არ გაიშხლართა. გააკავეს, თორემ გონ-
დაკარგულს სახეშიც დაუშენდა წიხლებს.
როგორც კი მოტეხილობა შეუხორცდა და ნეკნებიდან სახვევები
მოხსნეს, ფრენკი ქალაქში ჩავიდა და ცხენი ასწია ჰაერში, აქაოდა,
არც მარტო ჯიმია ცხენის ამწევი და არც სიმაღლეზეა ყველაფერი
დამოკიდებულიო.
ცხადია, შესანიშნავად იცოდა პედიმ, როგორი რეპუტაციითაც
სარგებლობდა მისი ვაჟი. იმასაც ხვდებოდა, რომ პატივისცემის მო-
საპოვებლად ირჯებოდა ფრენკი ასე, თუმცა მაინც ბრაზობდა, როცა
ჭიდაობა სამჭედლოში მუშაობაში უშლიდა ბიჭს ხელს. სიმამაცის
დასამტკიცებლად თავისი წილი ბრძოლები თვითონაც გადაეხადა
პედის, თუმცა არც ირლანდიაში ითვლებოდა მისი სიმაღლის მამა-
კაცი ტანმორჩილად და ახალ ზელანდიაში ჩამოსულსაც არ ეთქმო-
და ყმაწვილკაცი. მიუხედავად იმისა, რომ აქაურები შედარებით
მაღლები იყვნენ, ფრენკივით არასოდეს აუკვიატებია, დაბალი ვა-
რო.
აკვირდებოდა შვილს პედი კლირი და ამაოდ ცდილობდა ამოეხ-
სნა, რა ჰქონდა გუნებაში ფრენკს. როგორც უნდა ეცადა, შვილები
ერთმანეთისგან არ გაერჩია, ყველაზე ნაკლებად მაინც უფროს ვა-

62
ჟიშვილზე მიუდიოდა გული. იცოდა, როგორ განიცდიდა ამას ფი,
როგორ დარდობდა მამა-შვილს შორის არსებული, სიტყვით გამოუ-
ხატავი და მაინც აშკარა დაპირისპირების გამო, თუმცა საყვარელი
ცოლის ხათრითაც კი ვერ იკავებდა ბრაზს.
ისე ჩაეკრა მოკლე, მაგრამ ჩინებულად მოყვანილი ხელებით გა-
ზეთი ფრენკს გულში, თითქოს თავს იცავდა, პედისთვის კი ვედრებ-
ით სავსე მზერა მიეპყრო, თუმცა, სიამაყეს, რომელსაც ამავდროუ-
ლად გამოხატავდა მისი სახე, ისეთი თავნებობის ელფერი დაჰკრავ-
და, ხვეწნა-მუდარას რომ ვერაფრით შეუხამებდი. არა, ოჯახში არა-
ვის არ ჰგავდა ეს ბიჭი. არც კლირებისა ეცხო რამე, არც ‒ არ-
მსტრონგების. თითქოს თვალები მიუგავდა ცოტათი ფის, მაგრამ
არც მასავით შავი თვალები ჰქონია დედამისს, არც უბრალო რამეე-
ბის გამო თვალების ბრიალი სჩვეოდა. გამბედაობას რაც შეეხება,
ნამდვილად გამბედავი ყმაწვილი იყო ფრენკი.
ომში წასვლა-არწასვლის საკითხი ბიჭის სიმაღლის შესახებ პე-
დის რეპლიკამ ამოწურა, მერე კი ყველანი დასხდნენ და უჩვეულოდ
უხმაუროდ ჭამეს ჩაშუშული კურდღელი. ჰიუი და ჯეკიც კი ფრთხი-
ლობდნენ, ცდილობდნენ, თავშეკავებულად ემუსაიფათ, თუმცა ში-
გადაშიგ მაინც ისმოდა მათი ფხუკუნი. მეგიმ ჭამაზე უარი თქვა. ისე
მისჩერებოდა ფრენკს, თითქოს შეიძლებოდა, მისი ძმა ნებისმიერ
მომენტში გამქრალიყო. ალაგ-ალაგ კენკავდა საჭმელს ფრენკი, მე-
რე დრო იხელთა, მოიბოდიშა და სუფრიდან ადგა, ერთ წუთში კი
სახლში შეშაზე ნაჯახის ყრუ რაკუნი გაიგონეს. მაგარ-მაგარ მორებს
უტევდა ფრენკი, რომლებიც მამამისს ზამთრისთვის მოემარაგები-
ნა.
მეგი ყველას ლოგინში ეგონა, ის კი საძინებლის ფანჯრიდან გა-
დაძვრა და შეშის ხორისკენ გასხლტა.
ერთობ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კლირების მეურნეო-
ბაში ადგილი, სადაც შეშის ხორა ედგათ. დაახლოებით ათასი კვად-
რატული ფუტის ფართობზე მიწას ხის მერქანი და ნაფოტები სქლად
მოჰფენოდა, დასახერხად გამზადებული გრძელი მორები ცალ
გვერდზე მიეწყოთ, მეორე მხარეს კი ღუმლის ზომაზე კოხტად დამზ-

63
ადებული შეშისგან ნაგები კედლები მოჩანდა, რომლებიც მოზაიკას
მოგაგონებდათ. სამხერხაოსთვის გამოყოფილი ნაკვეთის შუაგულ-
ში სამი ძირკვიც დაეტოვებინათ შეშის საჩეხად.
ფრენკი იქვე იდგა და ცდილობდა, ევკალიპტის ვეება მორი ისე
გადაეჭრა, მერე ნაწილ-ნაწილ მაინც შეეგდო ყველაზე დაბალსა და
ფართო ძირკვზე. დაახლოებით ორი ფუტის დიამეტრის ხის ტანს მი-
წაზე რომ არ ეგორავა, ბიჭს აქეთ-იქიდან რკინის სოლებით გაემაგ-
რებინა, თვითონ ზემოდან მოჰქცეოდა და გამალებით უხათქუნებდა
ნაჯახს. წუილით აპობდა ნაჯახი ჰაერს, ტარი კი წრუტუნ-წრუტუნით
უხეხავდა გაოფლილ ხელისგულებს. გაიკრიალებდა ბიჭის თავს ზე-
მოთ ბასრი პირი, მერე ვერცხლისფერ ლაქად გაიდღაბნებოდა
მორზე და ისე იოლად ჭრიდა რკინასავით მაგარ, წვერწამახულ
მორს, გეგონება, ფიჭვი ანდა ფოთლოვანი ხე ყოფილიყოს. აქეთ-
იქით ცვიოდა ნაფოტები, ფრენკს კი წურწურით ჩამოსდიოდა შიშ-
ველ მკერდსა და ზურგზე ოფლი. შუბლზეც ცხვირსახოცი წაეკრა,
ოფლი თვალებში არ ჩამივიდესო. სახიფათო სამუშაო იყო. ერთი
უდროო ან არასწორი დარტყმა და ტერფს წაიცლიდა. ტყავის სამა-
ჯურებიც ეკეთა, აქაოდა, მკლავებიდან ჩამოსულ ოფლს შეიწოვსო,
მაგრამ ხელთათმანები არ წამოეცვა ლამაზ ხელებზე. ისე ძალდაუ-
ტანებლად, მოხდენილად უმიზნებდა განაჩეხ ადგილს...
იქვე დაგდებულ მაისურსა და პერანგთან ჩაიცუცქა მეგიმ და
ძრწოლით მიაჩერდა ძმას. იქვე იდო სამი სათადარიგო ნაჯახიც –
ევკალიპტი თვალის დახამხამებაში აჩლუნგებს ნებისმიერ ნაჯახს.
გოგონა ნაჯახებიდან ერთ-ერთს დასწვდა და ძლივძლივობით ჩა-
იდო კალთაში, თან ნატრობდა, ნეტავ მეც შემეძლოს ფრენკივით შე-
შის ჩეხაო. არადა, ხელშიც ძლივს იჭერდა მძიმეზე მძიმე ნაჯახს.
ცალპირა ნაჯახებს აკეთებდნენ კოლონისტები, ბასრზე ბასრს. მე-
ტისმეტად მსუბუქი იყო ევკალიპტზე სამუშაოდ ორლესული ნაჯახე-
ბი. ხის პატარ-პატარა ნაჭრებით ჩაეჭედათ ცალ მხარეს მთელი დუ-
იმით გაფართოებულ-დამძიმებულ პირში ნაჯახის ტარი. სხვა შემ-
თხვევაში საზარბაზნე ჭურვივით წასძვრებოდა ნაჯახს თავი და ვიღა-
ცას შეიწირავდა.

64
ჩამობნელდა, ფრენკი კი ლამის ინსტინქტურად აგრძელებდა მუ-
შაობას. მეგი ოსტატურად იცილებდა ნაფოტებს და მოთმინებით
ელოდებოდა, როდის შენიშნავდა ძმა. მორის შუაგულამდე რომ ჩა-
ვიდა, ბიჭი ქშენა-ქშენით შებრუნდა, ცული აიქნია და ახლა მეორე
მხრიდან მისდგა ხეს. რაც უფრო ვიწრო და ღრმა იქნებოდა ნაჩეხი,
მით უფრო სუფთად და სწრაფად გადაიჭრებოდა მორი. ისევ მიაღწ-
ია შუაგულს და ნაჯახის თავიც მთლიანად ჩაიკარგა განაპობში. ახ-
ლა უკვე დიდ-დიდი ნაფოტები აცვივდებოდა ტანზე, ის კი ვითომ
ვერც ამჩნევდა. პირიქით, უფრო გამალებით იქნევდა ცულს. აი, გა-
იპო კიდეც მოულოდნელად შუაზე მორი, მოქნილი ფრენკი კი ისე
ამოტრიალდა ჰაერში, თითქოს ტანმა უგრძნო, რომ აღარ იყო საჭი-
რო ცულის ქნევა. გაიშალა და შეტყუპდა მორის ნაწილები, მოღიმა-
რი ბიჭი კი უკვე მიწაზე იდგა, ოღონდ მის ღიმილს ბედნიერი არ ეთ-
ქმოდა.
შებრუნდა თუ არა ფრენკი მეორე ცულის ასაღებად, დაყუნცებუ-
ლი მეგიც დაინახა, რომელიც მოთმინებით ელოდებოდა. თავიდან
ბოლომდე ღილებზე შეკრული, კოხტა პერანგი ეცვა ბავშვს, უწინდე-
ლი ნაკუწებშემოჭერილი კიკინების ნაცვლად კი თავზე მოკლე-მოკ-
ლე კულულები ეყარა. ჯერაც ვერ შეეჩვია მეგის ამგვარი ვარცხნი-
ლობისთვის ფრენკს თვალი, თუმცა მაინც ფიქრობდა, ნეტავ თმა არ
გაეზრდებოდეს, ბიჭურად რომ აქვს, როგორ უხდებაო.
ყმაწვილი დას მიუახლოვდა, ჩაიცუცქა და ცული კალთაში ჩა-
იდო.
– ეზოში საიდან გამოხვედი, პატარა ჩერჩეტო?
– ფანჯრიდან გადმოვძვერი, სტიუარტს რომ ჩაეძინა, მერე.
– ფრთხილად იყავი, ქალაბიჭას არ დაემსგავსო.
– დიდი ამბავი! ბიჭებთან თამაში ჯობია საკუთარ თავთან თა-
მაშს.
– ალბათ, – ჩაილაპარაკა ფრენკმა, მიწაზე დაჯდა, ზურგით მორს
მიეყრდნო და დაღლილი სახით მიუბრუნდა გოგონას, – რა მოხდა,
მეგი?
– მართლა ხომ არ წახვალ, ფრენკ? – იკითხა ბავშვმა, ფრჩხილ-

65
ებდაძიძგნილი თითები ძმას ფეხზე ჩამოადო და შეშფოთებული მზე-
რა მიაპყრო. ცრემლები ახრჩობდა და პირით უწევდა სუნთქვა.
– შეიძლება, წავიდე, მეგი, – წყნარად მიუგო ფრენკმა.
– არა, ვერ წახვალ, ფრენკ! გვჭირდები მე და დედას. არ ვიცი,
უშენოდ რას ვიზამდით. მართლა გეუბნები.
გული კი მოეწურა ბიჭს, მაგრამ მაინც გაეღიმა – თვითონაც ვერ
ხვდებოდა, ისე ჰბაძავდა ლაპარაკში გოგონა ფის.
– მეგი, უნდა იცოდე, რომ ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, რო-
გორც გვინდა. ჩვენ, კლირებს გვასწავლიან, ყველანი რომ კარგად
ვიყოთ, ერთად უნდა ვიშრომოთო, საკუთარი თავი დანარჩენებზე
წინ არ უნდა დააყენოთო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მე მგონია,
რომ პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იფიქროს ადამიანმა. წას-
ვლა იმიტომ მინდა, რომ ჩვიდმეტი წლის ვარ და დროა, ჩემს ცხოვ-
რებას მივხედო. არადა, მამა მეუბნება, არაო, ოჯახში საჭირო ხარო,
ყველასთვის აჯობებს, სახლში თუ იქნებიო. რადგანაც ოცდაერთის
არ ვარ, ისე უნდა მოვიქცე, როგორც მამა იტყვის.
გოგონამ სერიოზული სახით დაუქნია თავი. ცდილობდა, რო-
გორმე აზრი გამოეტანა ფრენკის ახლართულ-დახლართული ახ-
სნა-განმარტებიდან.
– ჰოდა, მეც დიდხანს ვიმტვრიე თავი, მეგი, და გადავწყვიტე,
რომ უნდა წავიდე. მორჩა და გათავდა! ვიცი, მოგენატრებით შენ და
დედას, მაგრამ ბობი მალე გაიზრდება, მამას და ბიჭებს კი არც გა-
ვახსენდები. მარტო ჩემი შემოტანილი ფული აინტერესებს მამას.
– ჩვენზე გული აგიცრუვდა, ფრენკ? – არ ეშვებოდა გოგონა.
გულში ჩაიკრა და ბიჭმა, ეხუტებოდა, ეფერებოდა და თან დარდი,
გულისტკივილი კლავდა.
– ოი, მეგი, შენ და დედა ყველას მირჩევნიხართ. ღმერთო, დიდი
მაინც იყო, დაგელაპარაკებოდი... შეიძლება, უკეთესიცაა, ასეთი პა-
ტარა რომ ხარ, შეიძლება, უკეთესიცაა... – ჩაილაპარაკა ფრენკმა,
დას ერთბაშად გაუშვა ხელი და დამშვიდება სცადა. რამდენჯერმე
გადააგორ-გადმოაგორა თავი მორზე, რომელსაც ეყრდნობოდა,
თან ტუჩებს იკვნეტდა და ყელში გაჩხირული ბურთის გადაყლაპვას

66
ცდილობდა. ბოლოს ისევ ბავშვს შეხედა და უთხრა:
– როცა გაიზრდები, უკეთესად გამიგებ, მეგი.
– გთხოვ, არ წახვიდე, ფრენკ, – გაიმეორა გოგონამ, ფრენკს კი
ისე გაეცინა, ქვითინს უფრო ჰგავდა.
– საერთოდ არ მისმენდი, მეგი? კარგი, არა უშავს. მთავარია,
არავის უთხრა, რომ ამაღამ აქ მნახე, გესმის? არ მინდა იფიქრონ,
რომ ყველაფერი იცოდი.
‒ გისმენდი, ფრენკ, გისმენდი... ნეტავ არ მიდიოდე, მაგრამ
გპირდები, სიტყვასაც არავის ვეტყვი.
მეტისმეტად პატარა იყო მეგი იმისთვის, რომ გადმოეცა უგუნუ-
რი ფიქრი, რომელიც გულს უღრღნიდა. ფრენკი თუ წავიდოდა, ვინ-
ღა დარჩებოდა მასთან? მხოლოდ ფრენკი გამოხატავდა მისდამი
სიყვარულს დაუფარავად, მხოლოდ ის ეხვეოდა, ეხუტებოდა. სანამ
უფრო პატარა იყო, ხშირად აჰყავდა ხელში მამას, მაგრამ რაც სკო-
ლაში წავიდა, ეუბნებოდა, მეგი, დიდი გოგო ხარო და აღარც კალ-
თაში ისვამდა, აღარც კისერზე ჩამოკიდების ნებას აძლევდა. დედაც
რომ სულ დაკავებული იყო, სულ დაღლილი, სულ ბიჭებისა და სახ-
ლის საქმეებში ჩაფლული... ყველაზე მეტად ფრენკისკენ მიუწევდა
გული მეგის, ფრენკისკენ, რომელიც ვარსკვლავივით კიაფობდა მის
პატარა სამყაროში. თითქოს უფროსი ძმის გარდა მეგისთან ჯდომა
და ლაპარაკი არავის მოსწონდა, თან ისე გასაგებად იცოდა ყვე-
ლაფრის ახსნა... იმ დღიდან მოყოლებული, აგნესს თმა რომ დააყ-
რევინეს, სულ გვერდით ჰყავდა ფრენკი და რაც უნდა გასჭირვებო-
და, გულის გატეხამდე არასოდეს მიდიოდა საქმე. გინდ გაროზგვის
ამბავი აგეღო, გინდ ტილების, გინდ და აგათას საქციელი, ყოველ-
თვის ახერხებდა ეს ბიჭი გოგონას დამშვიდებას, მისი დარდის გა-
ქარვებას. ბოლოს მეგი წამოდგა და გაღიმებაც მოახერხა.
– კარგი, თუ წასასვლელი ხარ, ფრენკ.
– შენ ახლა ლოგინში უნდა იყო, მეგი. ჯობია, ოთახში დაბრუნდე,
სანამ დედა მოგიკითხავს. ჩქარა მოუსვი! – გაახსენა ძმამ და მასაც
ერთბაშად გადაავიწყდა ყველაფერი, კისერი წინ წაიგდო, პერანგის
უკანა კალთას ხელი სტაცა, ამოძუებული კუდივით გაიტარა ფეხებს

67
შორის და წვეტიან ტკეჩებსა და ნაფოტებზე ფეხშიშველი გატანტალ-
და.

დილით ფრენკი არსად ჩანდა. საძინებელში მეგის გასაღვიძებ-


ლად შესულ ფის ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა და სიტყვას სიტყვაზე
ძლივს აბამდა. დამდუღრული კატასავით წამოხტა გოგონა და ისე
ჩაიცვა, ისე შეიკრა იმდენი პაწაწინა ღილი, დედამისისთვის დახმა-
რება არ უთხოვია.
მოღუშული ბიჭები მაგიდას შემოსხდომოდნენ სამზარეულოში,
პედისა და ფრენკის სკამები კი ცარიელი იყო. მეგი თავის ადგილ-
თან მიიპარა და დაჯდა, თან შიშისგან კბილს კბილზე აცემინებდა.
მას შემდეგ, რაც ნასაუზმევს ფიმ ყველა მკაცრი სახით მიაბრძანა
სამზარეულოდან, ბობმა მეგი ფარდულის უკან დაიმარტოხელა და
ამოთქვა, ფრენკი გაიქცაო.
– იქნებ, უბრალოდ, უაჰინიშია, – ივარაუდა გოგონამ.
– არა, სულელო! ჯარში წავიდა. ნეტა, მეც იმხელა ვიყო, გაყოლა
შემეძლოს! ეგ იღბლიანი ყეყეჩი, ეგა!
– მირჩევნია, სახლში იყოს...
– ეგ იმიტომ, რომ გოგო ხარ, – მხრები აიჩეჩა ბიჭმა, – სხვას არც
არაფერს ველოდი შენგან.
მსგავსი შენიშვნა სხვა დროს აუცილებლად გააღიზიანებდა მე-
გის, ახლა კი ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე შევიდა სახლში,
აქაოდა, ვნახო, დედას ხომ არაფერში ვჭირდებიო.
– მამა სადაა? – ჰკითხა ქალიშვილმა ფის, რომელმაც ცხვირსა-
ხოცების დაუთოება სთხოვა.
– უაჰინიში წავიდა.
– ფრენკი უნდა მოიყვანოს?
– ამ სახლში საიდუმლოს შენახვაზე ოცნებაც არ ღირს, – დაიფ-
რუტუნა ფიმ, – არა, ბატონო, მამაშენმა იცის, რომ ფრენკს უაჰინიში
ვერ იპოვის. დეპეშები უნდა დააგზავნოს პოლიციასა და ჯარში, უონ-
განუიში. სახლში ისინი დააბრუნებენ.
– ნეტავ იპოვიდნენ, დედა. არ მინდა, ფრენკი წავიდეს, – შესძახა

68
გოგონამ, ქალმა კი სადღვებელი მაგიდაზე გადმოაპირქვავა და
წყალწყალა ყვითელ მასას ხის ორი ჩოგნით შეუტია.
‒ არავისაც არ უნდა ფრენკის წასვლა. მამაშენიც მაგიტომ ცდი-
ლობს, დააბრუნოს, – წამით ტუჩები აუკანკალდა ფის და უფრო გა-
მეტებით დაჰკრა კარაქს, – საბრალო, საბრალო ფრენკი! – ოხრავ-
და ქალი, ოღონდ მეგის კი არა, საკუთარ თავს შესჩიოდა, – ჩვენი
ცოდვებისთვის რატომ უნდა ზღონ შვილებმა? ჩემი საბრალო ფრენ-
კი... ამქვეყნად არაფერი გაეგება...
ეს იყო და მეგისაც მიაქცია ყურადღება დედამ. მიხვდა, რომ გო-
გონას უთოობა მიეტოვებინა და ერთბაშად დადუმდა.
სამი დღის შემდეგ პოლიციამ ფრენკი შინ დააბრუნა. ერთ ამბავ-
ში იყოო, უთხრა პედის სერჟანტმა, რომელიც უონგანუიდან ბადრა-
გად გამოეყოლებინათ დაკავებულისთვის.
– ეს რა მოჩხუბარი გყოლიათ! როგორც კი მიხვდა, ჯარში ბიჭებ-
მა ყველაფერი იცოდნენ, ეგრევე შურდულივით დაეშვა კიბეზე და
ქუჩაში გავარდა. ორი ჯარისკაცი გამოუდგა. არ გაუმართლა, იმათ
რომ გადაეყარა, თორემ ალბათ გაქცევასაც მოახერხებდა. გააფ-
თრებით იცავდა თავს. ხუთმა კაცმა ძლივს შებორკა... – თქვა სერ-
ჟანტმა, ფრენკს მძიმე ბორკილები შეხსნა და ღონიერი მუჯლუგუნით
შეაგდო ჭიშკარში.
პედი რომ არ სდგომოდა წინ, წაიქცეოდა ფრენკი, მაგრამ მიაწ-
ყდა თუ არა მამას, დანესტრილივით დაიხია უკან. ოცი ფუტის მოშო-
რებით სახლის კუთხეს მოფარებული ბავშვები შორიდან უთვალ-
თვალებდნენ უფროსებს. დაძაბული ბობი, ჯეიკი და ჰიუი ნატრობ-
დნენ, ნეტავ ჩვენი ძმა ისევ ატეხდეს აყალმაყალსო, თანაგრძნობის
უნარით დაჯილდოებული პატარა, უბოროტო სტიუარტი კი მშვიდად
ელოდებოდა, რა მოხდებოდა. შიშით, ვაითუ ფრენკს რამე დაუშავო-
ნო, ლოყებს იწვალებდა მეგი.
ჯერ დედამისისკენ შებრუნდა ყმაწვილი, შავი თვალები მიაპყრო
ფის თავის დღეში გამოუთქმელი თანაგრძნობით სავსე ნაცრისფერ
თვალებს, ლურჯთვალა პედის გამჭოლმა, დამცინავმა, გესლიანმა
მზერამ კი ადგილზე მოცელა ბიჭი. უყურებდა მამამისი და თითქოს

69
ეუბნებოდა, შენგან კაცი სხვას რას უნდა ელოდოსო. ფრენკმაც და-
ხარა თვალები. აღიარებდა, რომ პედის უფლება ჰქონდა, გაბრაზე-
ბოდა. იმ დღიდან მოყოლებული, ზრდილობის გამო თუ გასცემდა
უფროს შვილს პედრიკი ხმას, მაგრამ შერცხვენილ-შეცბუნებული
ფრენკისთვის ყველაზე რთული მაინც დაძმებთან პირისპირ დარჩე-
ნა იყო – ისე მოებრძანებინათ შინ ვაჟბატონი, ისე დაესხიპათ მისთ-
ვის ფრთები, ისე ჩაეჩარათ პირში ბურთი, ვერც ცაში განავარდება
მოესწრო, ვერც ხმის ამოღება.
ღამით მეგიმ ფის საძინებლების შემოვლა ადროვა, მერე კი ღია
ფანჯარაში გაძვრა და უკანა ეზო გადაირბინა. იცოდა, ფრენკი ფარ-
დულში რომ იქნებოდა, თივაში, სადაც ვერც ცნობისმოყვარე თვა-
ლი მისწვდებოდა, არც მამამისი მოძებნიდა.
– ფრენკ, სადა ხარ, ფრენკ? – დაიჩურჩულა გოგონამ და ფარ-
დულში შეფრატუნდა, სადაც სიბნელესა და სიჩუმეს დაესადგურები-
ნა. როგორც მხეცი თათებით, ისე სინჯავდა უკუნეთში ფეხის თითე-
ბით დასაბიჯებელ ადგილს.
– აქა ვარ, მეგი, – შეეხმიანა დას ფრენკი. ისეთი დაღლილი, უსი-
ცოცხლო, უღიმღამო ხმა ჰქონდა, თითქოს სხვა ლაპარაკობდა მის
მაგივრად. მიჰყვა ამ ხმას მეგი, თივაში გაშხლართულ ძმას თავს წა-
მოადგა, მერე თვითონაც მიუწვა გვერდით და რაც ძალა და ღონე
ჰქონდა, პატარა ხელები შემოაჭდო.
– ისე მიხარია, რომ დაბრუნდი, ფრენკ, – წამოიწყო ბავშვმა,
ყმაწვილმა კი ერთი დაიგმინა, ქვემოთ ჩაჩოჩდა და ახლა თვითონ
დაადო დას გულმკერდზე თავი. ეფერებოდა ხშირ, სწორ თმაზე ძმას
მეგი და ღიღინებდა. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელეში გოგონას
ვერ ხედავდა, მისგან წამოსული თანაგრძნობის უხილავმა მატერი-
ამ მაინც შეძრა ფრენკი. ტკივილისგან მოკრუნჩხული იწვა თივაში
და ისე ტიროდა, ცრემლებით პერანგიც კი დაუსველა დას. მეგის არ
უტირია. პატარა იყო, მაგრამ საკმარისად გაზრდილიყო, საკმარი-
სად დაქალებულიყო იმისთვის, რომ ცდუნებას აჰყოლოდა და გახა-
რებოდა, საჭირო ვარო. იჯდა, ძმის თავი კალთაში ედო და იქამდე
ირწეოდა, სანამ სიცარიელეს არ შეერთო ფრენკის სევდა.

70
ნაწილი II

1921-1928

რალფი

დროჰედისკენ მიმავალ გზასთან ახალგაზრდობის ერთი მოგო-


ნებაც არ მაკავშირებსო, ფიქრობდა მამა რალფ დე ბრიკასარი, მი-
არახრახებდა ვერცხლისფრად აბიბინებულ მინდორზე გაჭიმულ
თემშარაზე ახალ „დაიმლერს“ და მანქანაზე არეკლილი მზის სხივე-
ბის გამო ხშირ-ხშირად ჭუტავდა თვალებს. არ ჰგავდა აქაურობა
ლამაზსა და ნისლიან, მწვანე ირლანდიას. რა იყო ასეთი ეს დროჰე-
და? არც ბრძოლის გამართვა მოეფიქრებინა დროჰედაში ვინმეს,
არც სახელისუფლებო ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა რა იცი, ეგებ
არც იყო საქმე ისე, მოძღვარს რომ ეგონა... თავდაჭერა კი ესწავლა
მამა რალფ ბრიკასარს, მაგრამ უწინდებურად კარგი იუმორის
გრძნობა ჰქონდა. ჰოდა, წარმოიდგინა, როგორ ავრცელებდა გარ-
შემომყოფებზე თავის განსაკუთრებულ, დიად არაკეთილმოსურ-
ნეობას კრომველის მიმდევარი მერი კარსონი. ჰო, მთლად კრომ-
ველს თუ ვერ შეედრებოდა ეს ქალი, ერთი ძლევამოსილი მხედარ-
თმთავრის სამყოფი ძალაუფლება მაინც ჰქონდა და ხელქვეითების
ნაკლებობასაც ნამდვილად არ უჩიოდა.
ბზებსა და უხეშმერქნიან ევკალიპტებს იქით ბოლო ალაყაფის
კარი გამოჩნდა. ძაგძაგ-ძაგძაგით გააჩერა მოძღვარმა „დაიმლე-
რი“, ფართოფარფლიანი, სამარცხვინოდ გაქუცული, ნაცრისფერი
ქუდი თავზე ჩამოიფხატა, აქაოდა, მზისგან დამიცავსო და მანქანი-
დან გადავიდა. მერე ძლივს მისწვდა ხის დგარზე დამაგრებულ ურ-
დულს, გამოსწია და ჭიშკარიც ისე გაიღო, დაღლილობისგან გაწიწ-
მატებულ ადამიანს მოგაგონებდათ. ოცდაშვიდი კარი უნდა გაგევ-

71
ლო ბოუნის ეკლესიიდან დროჰედას კარ-მიდამომდე მისაღწევად,
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მოძღვარს ოცდაშვიდჯერ უნდა გაეჩერე-
ბინა მანქანა, ოცდაშვიდჯერ უნდა გადმოსულიყო ჭიშკრის გასაღე-
ბად, ისევ ჩამჯდარიყო მანქანაში, ჭიშკარი გაევლო, გაჩერებული-
ყო, ისევ გადმოსულიყო, რამდენიმე ნაბიჯი ფეხით გაევლო, ჭიშკა-
რი დაეკეტა, ხელახლა ჩამჯდარიყო მანქანაში და მომდევნო ალა-
ყაფამდე მიეღწია.
იმდენჯერ გაუელვა, რა იქნება, თავი დავადო და მთელი გზა ისე
გავიარო, ერთი ჭიშკარიც არ დავკეტოო, რა იქნება, მივდიოდე და
ზურგს უკან პირდაფჩენილი ჭიშკრები მრჩებოდესო, მაგრამ იცოდა,
რაოდენი კრძალვაც უნდა გამოეწვია თავისი საქმიანობით ადამია-
ნებში, ასე თუ მოიქცეოდა, ჭიშკრების პატრონები შავ დღეს დააწევ-
დნენ. ნატრობდა, ნეტავ ცხენიც მანქანასავით სწრაფი და გამოსადე-
გი იყოსო – ცხენიდან ჩამოუქვეითებლადაც მშვენივრად გააღებდა
და დაკეტავდა ნებისმიერ კარს. აი, უკანასკნელი ჭიშკარიც საიმე-
დოდ ჩარაზა, ჩაილაპარაკა, უნაკლო არაფერიაო, ახალი „დაიმლე-
რის“ ხელსაწყოთა პანელს ხელი დაჰკრა და აღაღანებული მამულის
უტყეო მიწაზე უკანასკნელი მილის გასავლელად დაიძრა.
სასახლეებსა და დიდრონ სახლებს ნაჩვევი ირლანდიელი კი
იყო, მაგრამ მაინც იმპოზანტურად ეჩვენებოდა ეს ავსტრალიური
კარ-მიდამო. ოლქში ყველაზე დიდი მამული იყო დროჰედა, უძვე-
ლესიც, რომელშიც იქაურობაზე გადარეულ განსვენებულ მესაკუთ-
რეს შესაფერისი საცხოვრებელიც ჩაედგა.
გეორგიანულ სტილს ზედმიწევნით მორგებული ორსართულია-
ნი სახლის ასაშენებლად ხუთასი მილის მოშორებით მდებარე ბაც-
ყვითელი ქვიშაქვის სამტეხლოებში ხელით მოჭრილი მასალა მი-
ეზიდათ. სახლს ვეება, დანაწევრებული ფანჯრები და რკინის სვე-
ტებზე შემდგარი ფართო ვერანდა ჰქონდა, რომელიც თავიდან ბო-
ლომდე გასდევდა პირველ სართულს. ხის შავი დარაბები მხოლოდ
სილამაზისთვის კი არ შეეკიდებინათ უკლებლივ ყველა ფანჯარაზე,
არამედ ზაფხულის ცხელ დღეებში შენობაში სიგრილის შესანარჩუ-
ნებლადაც.

72
შემოდგომა იდგა და სახლის კედლებსა თუ ვერანდის სახურავ-
საც სიმაღლეში წასული მწვანედ გაფოთლილი ხვიარა მცენარე ამ-
შვენებდა, რომელიც ორმოცდაათი წლის წინ მშენებლობის დასრუ-
ლების დღეს დაერგოთ და გაზაფხულზე იასამნისფერ ცისვაზად გა-
დაიქცეოდა ხოლმე. სახლს რამდენიმე აკრის ფართობის გულმოდ-
გინედ გათიბული გაზონი ეკვროდა, რომელზეც ვარდებით, ერეზიუ-
მებით, გეორგინებით და ხავერდებით გადაპენტილი ინგლისური ყა-
იდის ყვავილნარები მოჩანდა. უმოწყალოდ მცხუნვარე მზისგან შე-
ნობას გასაოცარი, მქრქალტანიანი ევკალიპტები იცავდნენ. მოჩვე-
ნებებს ეძახიან ასეთ ხეებს. სამოცდაათი ფუტის სიმაღლიდან ეცე-
მოდა სახლს მათი წვრილ-წვრილი, ჩამოღვენთილი ფოთლების
ჩრდილი, ხოლო შეუდარებელ მეწამულ ფერს შერთულ დაკლაკ-
ნილ ტოტებში ბუგენვილიას ყლორტები ახლართულიყო. გვალვიან
ადგილას რომ აუცილებლად უნდა გქონდეს, წყლის ისეთ უშველე-
ბელ ცისტერნებსაც კი სქელ ფენად შემოჰკვროდა ვარდისა და ცის-
ვაზის ადგილობრივი სახეობების ტოტები, რის გამოც რეზერვუარე-
ბი დეკორატიულ ელემენტებს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე რამე
ფუნქციურს. განსვენებულ მაიკლ კარსონს დროჰედის მამული იმ-
დენად ჰყვარებია, იქაურობა წყლის ცისტერნებით გადაუჭედავს.
ჭორაობდნენ კიდეც, ათი წელი წვიმის წვეთიც რომ არ გადმოვარ-
დეს, დროჰედას ხასხასა გაზონებსა და მოჩითულ საყვავილეებს მა-
ინც არაფერი დააკლდებაო.
მამულს მინდვრის მხრიდან თუ მიადგებოდი, პირველ რიგში
სახლი და აჩრდილივით ევკალიპტები მოგტაცებდა თვალს, მერე კი
ძირითადი შენობის გარშემო ჩადგმულ, ყვითელი ქვიშაქვით ნაშე-
ნებ არაერთ ერთსართულიან შენობასაც გაარჩევდი, რომლებსაც
სახლთან ხვიებისგან სულშეხუთული, გადახურული ტალანები აკავ-
შირებდა. ბორბლებისგან დაღარულ გზას ფართო, მოხრეშილი ბი-
ლიკი აგრძელებდა, რომელიც ჯერ დიდი სახლის გვერდით მოწყო-
ბილი მანქანების წრიული სადგომისკენ უხვევდა, მერე კი შორეთში
იკარგებოდა, იქით, საითაც ნამდვილი სიცოცხლე ჩქეფდა, სადაც

73
საქონლის მოსარეკი ბაკი, ცხვრის საკრეჭი და ფარდულები გაემარ-
თათ. გულის სიღრმეში მამა რალფს ძირითადი სახლის მახლობ-
ლად დარგულ აჩრდილივით ევკალიპტებს უზარმაზარი შინუსები
ერჩია, აი, ისინი, ეზოში აშენებულ ყველა შენობას და მათ გარშემო
მოფუსფუსე ადამიანებს რომ აწვდენდნენ ჩრდილს. ხშირი, მკრთა-
ლმწვანე, დანაწევრებული ფოთლები ჰქონდათ შინუსებს, სწორედ
რომ ცენტრალური ავსტრალიის გვალვიანი სანახების შესაფერი,
ცოტათი მოშვებულიც კი, ოღონდ ამ მოშვებულობას ფუტკრების
ხმაური გამოაცოცხლებდა.
სანამ მამა რალფმა მანქანა გააჩერა და გაზონი ფეხით გაიარა,
მის შესაგებებლად პარმაღზე გამოსული, ჭორფლიანი მოახლე ღი-
მილად დაიღვარა.
‒ დილა მშვიდობისა, მინი! ‒ თქვა მოძღვარმა.
– როგორ მიხარია, მამაო, ამ გასაოცარ დილას თქვენი ნახვა, –
მსუყე ირლანდიური აქცენტით მიესალმა ქალი და ცალი ხელით
ფართოდ გაუღო სახლში შესასვლელი კარი, მეორით კი შელახული
ქუდი ჩამოართვა, რომელიც არაფრით ჰგავდა მღვდლისას.
მარმარილოს ფილებით მოგებულ, ჩაჟამებულ შესასვლელში
თითბრისმოაჯირიანი დიდებული კიბე მოჩანდა. მამა რალფი გა-
ჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ შევიდა სასტუმრო ოთახში, რაც მი-
ნიმ თავის დაქნევით ანიშნა, მობრძანდითო.
მერი კარსონი ღია ფანჯარასთან ახლოს, მაღალსაზურგიან სა-
ვარძელში ისე იჯდა, აშკარად ეტყობოდა, გარედან მობერილ ცივ
ჰაერს არად დაგიდევდათ. თხუთმეტი ფუტის სიმაღლის ფანჯარა ია-
ტაკიდან იწყებოდა და ჭერს სწვდებოდა. დაბულულებული წითური
თმა ქალს ლამის ისევე უღაჟღაჟებდა, როგორც ახალგაზრდობაში,
თუმცა გაუხეშებულ, ჭორფლიან კანზე მოზრდილი ასაკობრივი ლა-
ქები გასჩენოდა, ნაოჭები კი, სამოცდახუთი წლის მანდილოსნის პი-
რობაზე, თითქმის არც ჰქონია. არა, წვრილ-წვრილი ზოლები ბლო-
მად, ნამდვილად ბლომად ეტყობოდა. რომაული ცხვირიდან ტუჩის
კუთხეებამდე დაშვებული ორი ღრმა ნაპრალისა და გაქვავებული
მკრთალცისფერი თვალების გარდა მის ურჩ ბუნებას არაფერი გათ-

74
ქვამდა.
მამა რალფმა უსიტყვოდ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ძვირფას ხა-
ლიჩაზე და ქალს ორივე ხელზე ეამბორა. ისე შვენოდა ამისთანა
ჟესტები მისებრ მაღალსა და დახვეწილ მამაკაცს, მით უფრო, თუ შა-
ვი ფერის სადა კაბაც ეცვა, რომელიც პატრონს არისტოკრატულ
იერს სძენდა...
გაშეშებული, არაფრის მთქმელი თვალები ერთბაშად აუციმციმ-
და მერი კარსონს, მერე კი ლამის გაეპრანჭა სტუმარს: – ჩაის მიირ-
თმევთ, მამაო?
– იმაზეა დამოკიდებული, ინებებთ თუ არა ლოცვის მოსმენას, –
უპასუხა მოძღვარმა ქალბატონს, მოპირდაპირე სკამზე დაჯდა და
ისე გადაიდო ფეხი ფეხზე, ისე აეწია კაბის კალთა, რომ ადგილობ-
რივი მრევლის ყოფის შესაფერისი მუხლებამდე ჩექმები და მათში
ჩატანებული გალიფე შარვალი გამოუჩნდა.
– მოვედი, რომ გაზიაროთ, მაგრამ ლოცვის მოსმენასაც თუ ინე-
ბებთ, სულ რამდენიმე წუთში მოვრჩები ყველაფერს. არაფერია, კი-
დევ ცოტა ხანს თუ ვიქნები უზმოდ.
– მეტისმეტად კეთილად მექცევით, მამაო, – თავმომწონედ შე-
ნიშნა ქალმა. შესანიშნავად იცოდა, რომ, სხვებისა არ იყოს, მამა
რალფიც პატივს მას კი არა, მის ფულს სცემდა, – გთხოვთ, ჩაი მი-
ირთვით, მე კი ზიარებასაც ვიკმარებ.
მამა რალფმა თავს ძალა დაატანა, რომ სახეზე აღშფოთება არ
გამოხატოდა. აქაურობაზე უკეთ თავის დაჭერას სად ისწავლიდა,
თან რაკი ერთხელ უკვე მოეხერხებინა ხასიათის ბნელი მხარის გა-
მო ატეხილი უსიამოვნებიდან მშრალად გამოსვლა, იმავე შეცდო-
მას მეორედ არაფრის დიდებით არ დაუშვებდა.
– უნდა ვაღიარო, რომ გასული წელიწადი ძალიან კარგი გამოდ-
გა, მამა კელიზე გაცილებით უკეთ უძღვებით სამწყსოს, – ისევ წამო-
იწყო მასპინძელმა და ერთბაშად ხმაგაბზარულმა გულღრძოდ დას-
ძინა, – სულწაწყმედილი ბებერი...
– ძვირფასო მის კარსონ, ასე ლაპარაკი მაინცდამაინც არ შეშვე-
ნის კათოლიკეს, – თვალების ფახურით შეაჩერდა ქალს მღვდელი.

75
– იმ შემთხვევაშიც, თუ სიმართლეს ამბობს? ერთი გატიალებუ-
ლი ბებერი ლოთი იყო, რომლის სულსაც, დარწმუნებული ვარ, უფა-
ლი ისევე წაწყმედს, როგორც ხორცი გაიუბედურა, – თქვა მისის
კარსონმა, წინ გადაიხარა და განაგრძო, – უკვე საკმაოდ კარგად
გიცნობთ საიმისოდ, რომ თავს რამდენიმე კითხვის დასმის უფლება
მივცე, არა? სხვა თუ არაფერი, დროჰედაში ისევე თავისუფლად
გრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში. მესაქონლეობის შეს-
წავლითაც ერთობით, ცხენზე ჯდომაშიც იწაფებით და არც ბედის
უკუღმართობისა გეშინიათ, რომელსაც ჯილიში, ალბათ, ვერ დაემა-
ლებოდით. ცხადია, ჩემი ნებით მოგიწვიეთ, მაგრამ რამდენიმე კით-
ხვის დასმის უფლება მაინც მაქვს, არა?
ნამდვილად არ ეპიტნავებოდა მამა რალფს, როდესაც ახსენებ-
დნენ, მადლიერება გმართებსო, მაგრამ არასოდეს დავიწყებია,
რომ ერთ მშვენიერ დღეს მისის კარსონი აუცილებლად ჩათვლიდა,
ჩემ წინაშე ვალშიაო და თავისას მოითხოვდა.
‒ რა თქმა უნდა, ქალბატონო. არც კი ვიცი, როგორ გადაგიხა-
დოთ მადლობა იმისთვის, რომ დროჰედაში დამედგომება, როგორ
გადაგიხადოთ მადლობა საჩუქრებისთვის, ცხენებისთვის, მანქა-
ნისთვის.
– რამდენი წლის ხართ? ‒ მიეთმოეთის გარეშე მოუჭრა მასპინ-
ძელმა.
– ოცდარვის.
– იმაზე ახალგაზრდა ყოფილხართ, ვიდრე მეგონეთ... და მაინც,
თქვენნაირ მღვდლებს ჯილისთანა ადგილებში არ აგზავნიან. ისეთი
რა ჩაიდინეთ, რომ ქვეყნის დასალიერში გამოგამწესეს?
‒ეპისკოპოსს მივაყენე შეურაცხყოფა, – მშვიდად გაუღიმა ქალს
მამა რალფმა.
– მჯერა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, თქვენსავით ნიჭიერი მღვ-
დელი ბოუნში ბედნიერი იყოს.
– უფლის ნებაა.
– რა სისულელეა! ადამიანური შეცდომების გამო ხართ აქ, თქვე-
ნი და ეპისკოპოსის შეცდომების გამო. შეუცდომელი მხოლოდ პაპ-

76
ია, თქვენ კი ჯილიში არაფერი გესაქმებათ. ეს აქაურებმაც ვიცით,
ყველამ. არა, მადლიერები ვართ, რომ მრავალფეროვნებისთვის
თქვენნაირი მოძღვარი გამოგვიჩნდა და არა ‒ ისეთივე ხელდას-
ხმული ემიგრანტი, როგორებსაც ჩვეულებრივ გვიგზავნიან ხოლმე,
აი, ისეთი, თავის სარჩენი ფული შინაურებმა რომ უნდა გამოუგზავ-
ნონ სამშობლოდან. თქვენი ბუნებრივი ადგილი სასულიერო იე-
რარქებს შორისაა და არა აქ, ცხვრებთან და ცხენებთან. ისე დაგ-
მშვენდებოდათ კარდინალის წითელი შესამოსელი...
– ვშიშობ, შეუძლებელია. არა მგონია, პაპის ლეგატისა და არ-
ქიეპისკოპოსის ფიქრები ბოუნის გარშემო ტრიალებდეს. შეიძლე-
ბოდა, უარესიც დამმართოდა, მაგრამ თქვენც მყავხართ და დროჰე-
დაც მაქვს.
მოძღვრის განზრახ შეუნიღბავი პირფერობა მისის კარსონმა
ზედმიწევნით სწორად გაიგო. ისე მოსწონდა ამ ახალგაზრდა კაცის
გინდ გარეგნობა, გინდ მზრუნველი ხასიათი და გინდ მახვილგონიე-
რება, ფიქრობდა, მისგან მართლაც შესანიშნავი კარდინალი დად-
გებოდაო. თავის დღეში არ ენახა მამა რალფზე უკეთესი შესახედაო-
ბის მამაკაცი მისის კარსონს, არც ვინმე ისეთი, ვინც ასე მოექცეოდა
თავის გარეგნობას. იცოდა, როგორ არ იცოდა მოძღვარმა, შეხედუ-
ლი ადამიანი რომ იყო, კარგი სიმაღლე, იდეალურად მოყვანილი
სხეული და დახვეწილი, არისტოკრატული ნაკვთები რომ ჰქონდა.
იცოდა, თავის ქმნილებათაგან მხოლოდ ზოგიერთს თუ დააბერ-
ტყავდა ღმერთი მასავით რუდუნებით ნაქანდაკებ სხეულს. ვერც მის
გაშლილ, შავ დალალებს მოუძებნიდით ნაკლს, ვერც გასაოცარ
ლურჯ თვალებს და ვერც პატარა, ჩამოქნილ ხელებსა და ტერფებს.
შეუძლებელი იყო, არ სცოდნოდა, რამდენად სრულყოფილი იყო,
თუმცა მაინც ისე გულგრილად ეჭირა თავი, თითქოს ამბობდა, ჩემი
სილამაზის გამო ხიბლში არასოდეს ჩავვარდნილვარ და არც ოდეს-
მე ჩავვარდებიო. მიზნის მისაღწევად ისე გამოიყენებდა თავის გა-
რეგნობას, წარბიც არ შეუკრთებოდა, მაგრამ ხიბლში ყოფნას დას-
წამებდით კი არა, იტყოდით, სიძულვილის ღირსადაც არ მიაჩნია
ისინი, ვინც თავის გარეგნობას რამედ აგდებსო. რას არ გაიღებდა

77
მისის კარსონი, ოღონდაც გაეგო, რა მომხდარიყო წარსულში ისე-
თი, რომ მოძღვარი საკუთარ თავს ასე აღიქვამდა.
ისე, ნეტავ რამდენ მღვდელს შეუძლია, ადონისივით წარმტაცი
გარეგნობითა და დონ ჟუანის მიმზიდველობით დაიკვეხნოს? ნუთუ
იმისთვის იცავენ ლამაზი მღვდლები ცელიბატს, რომ განსაცდელი
აირიდონ?
– მაინც რისთვის უნდა შეეგუოთ ამ ბოუნს? – არ ეშვებოდა ქალი,
– აქაურობასთან შეგუებას მღვდლობაზე უარის თქმა აღარ სჯობდა?
თქვენი ნიჭის პატრონი უამრავ სფეროში მოიპოვებდით გავლენა-
საც და ფულსაც იშოვიდით. ნუ მეტყვით, რომ ძალაუფლებაზე არა-
სოდეს გიფიქრიათ.
– კათოლიკე ბრძანდებით, ძვირფასო მის კარსონ, – მარცხენა
წარბი აწკიპა მამა რალფმა, ‒ თვითონაც იცით, ჩემი აღთქმა დაურ-
ღვეველია და სიკვდილამდე მღვდლად დავრჩები. აღთქმაზე უარს
ვერ ვიტყვი.
– კარგი ერთი! მართლა გჯერათ, რომ აღთქმაზე უარის თქმის
შემთხვევაში ერთბაშად დაგატყდებათ თავს ელვა-ქუხილიცა და
თოფებიან-მეძებრებიანი ხალხის რისხვაც? – ჩაიფრუტუნა მისის
კარსონმა.
– რა თქმა უნდა, არა. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, იმდე-
ნად სულელიც არ გგონივართ, თვლიდეთ, სამღვდელოების წიაღში
შიშის გამო რჩება, ოღონდაც აღთქმის დარღვევისთვის სამაგიერო
არ მოეზღოსო.
‒ უყურე შენ! გესლიანიც ყოფილხართ, მამა დე ბრიკასარ! მაშ,
რა გბოჭავთ ასე? რის გამო იტანთ აქაურ მტვერს, სიცხესა და ბუ-
ზებს? თქვენი აქაური ცხოვრება სამუდამო პატიმრობას ჰგავს, რომ
იცოდეთ.
ლურჯთვალა მამა რალფს წამით გადაურბინა სახეზე ჩრდილმა,
მაგრამ მაინც გაიღიმა.
– თქვენც ისე გეხერხებათ ნუგეშისცემა... – სიბრალულით სავსე
მზერა შეაგება სტუმარმა მასპინძელს, მერე თითქოს რაღაცის თქმა
დააპირაო, ჭერს ახედა და ამოიხვნეშა, – მღვდლობისთვის აკვნიდ-

78
ან მამზადებდნენ, მაგრამ მღვდლობაზე გაცილებით მეტია, რაც
მაქვს. როგორ უნდა ავუხსნა ეს ქალს? მე ჭურჭელი ვარ, მისის კარ-
სონ, და ზოგჯერ ჩემი არსება ღმერთით ივსება. უკეთესი მღვდელი
რომ ვყოფილიყავი, სიცარიელესაც არასოდეს ვიგრძნობდი. ჰოდა,
ეს შეგრძნება ღმერთთან ერთარსობის შეგრძნებაა და ოდნავადაც
არაა დამოკიდებული იმაზე, სად ვარ. ერთსა და იმავეს ვგრძნობ ბო-
უნშიცა და ეპისკოპოსის სასახლეშიც, ოღონდ სიტყვებით ვერ გად-
მოვცემ იმას, რაც მღვდლისთვისაც დიადი საიდუმლოა, ღვთის სა-
ბოძვარია, რომელიც შეიძლება არასოდეს მიეცეს ადამიანს. უარი
ამაზე ვთქვა? ვერ ვიტყვი.
– ეგეც ძალაუფლება ყოფილა, ესე იგი... რატომ უნდა ენიჭებო-
დეთ ამგვარი ძალაუფლება მღვდლებს? გგონიათ, დაუსრულებელ
რიტუალებზე უბრალოდ მირონის მოცაცუნებით შეიძლება მიენი-
ჭოს მსგავსი ძალაუფლება ადამიანს?
– ამას წლები სჭირდება, – თავი გააქნია მამა რალფმა, – წლები,
სანამ მღვდლად გაკურთხებენ. გულმოდგინედ მიდიხარ გონების
იმგვარ მდგომარეობამდე, როდესაც იხსნები და გრძნობ, რომ
ღვთის ჭურჭელი ხარ. ამისთვის უნდა გაისარჯო. ყოველდღე უნდა
ირჯებოდე. აღთქმის დანიშნულებაც ესაა, ვერ ხვდებით? მღვდელსა
და მის სულიერ მდგომარეობას შორის არაფერი მიწიერი არ უნდა
ჩადგეს ‒ არც ქალის სიყვარული, არც ‒ ფულის, არც სხვისი კარნა-
ხით ცხოვრების წინააღმდეგ გალაშქრების სურვილი. სიღარიბეც
არ მაკვირვებს. მდიდარი ოჯახიდან არა ვარ. დაუქორწინებლობაც
არ მიჭირს, არ მეძნელება. მორჩილება? სამი აკრძალვიდან მორჩი-
ლებაა ჩემთვის ყველაზე რთული, მაგრამ მაინც მორჩილებაში ვა-
ტარებ ცხოვრებას. დავაყენებ საკუთარ თავს იმაზე მაღლა, ვიდრე
ღვთის ჭურჭლის დანიშნულებაა და წასულია ჩემი საქმე. ვცხოვრობ
კიდეც მორჩილად და თუ საჭირო გახდა, მზად ვარ, ბოუნიც მივიღო,
როგორც ადგილი, სადაც სამუდამო პატიმრობა უნდა მოვიხადო.
– ჰოდა, სულელი ყოფილხართ, – მიახალა მისის კარსონმა, მეც
ვთვლი, რომ საყვარლების ყოლაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არ-
სებობს, ოღონდ ღვთის ჭურჭლის ხვედრს არ ვათვლი ამ რაღაცებს.

79
უცნაურია... არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი გზნებით გწამდათ
ღმერთი. მეგონა, რაღაცები გაეჭვებდათ.
‒ მაეჭვებს კიდეც. ეჭვები ყველას აქვს, ვინც აზროვნებს. ხანდა-
ხან სიცარიელის შეგრძნებაც სწორედ ამიტომ მეუფლება, – თქვა
მამა რალფმა და რაღაც უხილავს მიაჩერდა, – იცით?! ალბათ, ყო-
ველგვარ მისწრაფებაზე ვიტყოდი უარს, ყველა სურვილზე, რაც კი
გამაჩნია, ოღონდაც იდეალურ მღვდელს მივმსგავსებოდი.
– ნებისმიერ საქმეში აუტანლად მოსაწყენი რამაა იდეალურობა.
მე, მაგალითად, მირჩევნია, იდეალურობას ერთი მისხალი მაშო-
რებდეს.
მამა რალფს გაეცინა. იჯდა, უყურებდა მისის კარსონს და მის
მზერაში შურნარევი აღფრთოვანება გამოსჭვიოდა. შესანიშნავი ქა-
ლი იყო მისის კარსონი. ოცდაცამეტი წლის წინ დაქვრივებულს, ერ-
თადერთი ვაჟი ჩვილობაში გარდაცვლოდა, მაგრამ ბოუნის თემში
თავისი განსაკუთრებული სტატუსის გამო არასოდეს დასთანხმებო-
და ამბიციური მამრების არშიყობას, ეგებ ერთმანეთი გაგვეცნოო.
როგორც მაიკლ კარსონის ქვრივი, დედოფალი იყო, უცილობლად,
ხოლო როგორც ვიღაცის ცოლს, რაც კი გააჩნდა, ყველაფრის სადა-
ვეები იმ ვიღაცისთვის უნდა გადაეცა. არა, ვერ იქნებოდა მერი კარ-
სონი მეორე ვიოლინო! შესაბამისად, ხორციელ სიამეზე უარი თქვა
და ძალაუფლების სასარგებლოდ გააკეთა. არჩევანი. საყვარლის
გაჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო – ისევე ადვილად ვრცელდებო-
და ჭორები ბოუნში, როგორც სადენებში ‒ ელექტროდენი. არა, მე-
რი კარსონის აკვიატება ადამიანურ სისუსტეებს არ ითვალისწინებ-
და.
ახლა უკვე ხნოვანი იყო და თვლიდნენ, რომ ხორციელი მისწრა-
ფებებიც არ ექნებოდა, ხოლო მონდომებულ ახალგაზრდა მღვდე-
ლს თუ პატარა საჩუქარს გაუკეთებდა, მაგალითად, მანქანას აჩუ-
ქებდა, ამაში უცნაურს ვერავინ ვერაფერს ხედავდა. მთელი თავისი
დღე და მოსწრება ეკლესიის ბურჯად იდგა და მრევლსა თუ მის სუ-
ლიერ წინამძღოლს გვერდიდან არასოდეს სცილდებოდა, მაშინაც
კი, როდესაც მამა კელი სლოკინ-სლოკინით აღავლენდა წირვას.

80
ესეც რომ არა, მისის კარსონის გარდა ბევრი სხვა ადამიანის გულის
მონადირებაც მოეხერხებინა მამა კელის მემკვიდრეს. მდიდარი თუ
ღარიბი, ყველა დამსახურებულად სცემდა პატივს მამა რალფ დე
ბრიკასარს. თუ მრევლის რომელიმე წევრთაგანი ჯილიში სიშორის
გამო ვერ ახერხებდა ჩასვლას, მოძღვარი იქით აკითხავდა, თან
ცხენით, მერე კი მერი კარსონმაც უსახსოვრა ავტომობილი. მომ-
თმენი და კეთილი ბუნების გამო ყველას მოსწონდა მამა რალფი,
ზოგიერთებს კი გულწრფელად უყვარდათ. ბუგელელმა მარტინ კინ-
გმა მდიდრული ავეჯით გაუწყო სახლი, დიბან-დიბანელ დომინიკ
ო’რურკს კი მისი შესანიშნავი მნე ქალის გასამრჯელოს გადახდა აე-
ღო თავზე. მოკლედ, ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით,
მერი კარსონისთვის მამა რალფით გატაცება პრაქტიკულად არავი-
თარ საფრთხეს არ წარმოადგენდა. საზრიან ქალბატონს მოსწონდა
მასავით ჭკვიან ადამიანთან გამჭრიახობაში გაჯიბრებაცა და შიგა-
დაშიგ მისი გაცურებაც, თან დარწმუნებით ვერასოდეს იტყოდა, რომ
ახალგაზრდა მამაკაცისათვის მართლაც ეჯობნა ხერხში.
– მოდი, ისევ ჯილის დავუბრუნდეთ. ამბობდით, პაპის ლეგატისა
და არქიეპისკოპოსის ფიქრები აქაურობის გარშემო არ ტრიალებ-
სო, – წამოიწყო ქალმა და სავარძელში ღრმად მოკალათდა, –
თქვენი აზრით, რამ შეიძლება, ისე შეაჯანჯღაროს ეს ღირსი მამა,
რომ ერთბაშად ჯილიზე გადაერთოს?
– არაფრის თქმა არ შემიძლია, – ჩაილაპარაკა მოძღვარმა და
სევდიანად გაიღიმა, – ალბათ, უნდა გამიმართლოს, არა? ცამოწ-
მენდილზე ერთბაშად ათასი სული უნდა ვიხსნა, ანდა უეცრად უნდა
აღმომაჩნდეს ბრმების, ხეიბრების განკურნების უნარი. მაგრამ
ჩვენს დროში სასწაულები აღარ ხდება.
– არა მგონია, არა მგონია... უბრალოდ, მამაზეციერს ახლა სხვა
ხერხები აქვს, ფულს იყენებს.
– რა ცინიკოსი ხართ, მისის კარსონ! მგონი, მეც სწორედ ამის
გამო მომწონხართ.
– მერი მქვია. გეთაყვა, მერი დამიძახეთ.
– გმადლობთ, მერი, – შეაგება მასპინძელს მამა ბრიკასარმა და

81
ამ დროს მინიმაც შეაგორა ოთახში პატარა, გორგოლაჭებიანი მა-
გიდა.
– მამაო, ჩემო კარგო, განსაკუთრებულად უნდა ილოცოთ დღეს
ჩემთვის, ლოცვა უნდა გააძლიეროთ, – ამოიოხრა მერი კარსონმა
კვერებისა და ანჩოუსებმოლაგებული გახუხული პურის დანახვაზე.
– რალფი დამიძახეთ, – შეუსწორა მოძღვარმა და ანცად დასძი-
ნა, – არა მგონია, იმაზე გულმხურვალედ შევძლო ლოცვა, ვიდრე
ჩვეულებრივ ვლოცულობ თქვენთვის, მაგრამ მაინც ვცდი.
– მართლა ასეთი მომხიბვლელი ხართ, თუ ცდილობთ, რაღაც
შემომაპაროთ? რაც აშკარაა, იმას დიდად არ დაგიდევთ ხოლმე,
მაგრამ თქვენს შემთხვევაში კაცი ვერ გაიგებს, პირდაპირი მნიშვნე-
ლობით ლაპარაკობთ, თუ სიტყვებში უფრო ღრმა აზრს აქსოვთ. ხომ
გინახავთ, როგორ ჩამოუკონწიალებენ ხოლმე ცხვირწინ ვირს ბა-
ლახს? მამა დე ბრიკასარ, აბა, მოჰყევით, სინამდვილეში რას ფიქ-
რობთ ჩემზე! არ მეტყვით, არა? არასოდეს იქნებით ამდენად უტაქ-
ტო, ხომ? საოცარია, საოცარია, მაგრამ მაინც უნდა ილოცოთ ჩემ-
თვის. მოხუციცა ვარ და ბევრჯერ შემიცოდავს კიდეც.
– ასაკი ყველას გვეპარება, ცოდვები კი მეც მაქვს, – თქვა სტუ-
მარმა.
– რას არ დავთმობდი, ოღონდაც გამეგო, რა ცოდვა გადევთ.
მართლა, მართლა ბევრ რამეზე ვიტყოდი უარს, რომ გამეგო... ‒
ხრინწიანი ფხუკუნი აღმოხდა მასპინძელს, მერე კი წამით გაყუჩდა
და საუბრის თემის შეცვლა გადაწყვიტა, – უფროსი მეცხვარე აღარა
მყავს.
– ისევ?
– ბოლო ერთ წელიწადში მეხუთე წავიდა. ძნელია წესიერი კაცის
პოვნა.
‒ თქვენზე ამბობენ, როგორც დამსაქმებელი, ხელგაშლილობი-
თა და გულისხმიერებით არ გამოირჩევაო.
‒ თავხედობთ ახლა! – სიცილი წასკდა ქალს, – ცხენით რომ არ
გევლოთ, ახალთახალი „დაიმლერი“ ვინ გიყიდათ?
– მეც გულმხურვალედ ვლოცულობ თქვენთვის...

82
‒ თქვენი გამჭრიახობისა და ხასიათის ნახევარი მაინც რომ ჰქო-
ნოდა მაიკს, ალბათ, მეყვარებოდა, – მოუჭრა მოძღვარს მისის კარ-
სონმა და სახეზე გულღრძოობა გამოეხატა, – გგონიათ, ამქვეყნად
ერთი ნათესავიც არ გამაჩნია და ფულიცა და მიწებიც დედა ეკლესი-
ას უნდა დავუტოვო?
– წარმოდგენა არა მაქვს, რა უნდა ქნათ, – მშვიდად მიუგო ქალ-
ბატონს მოძღვარმა და ჩაი დაიმატა.
‒ სხვათა შორის, ძმა მყავს, რომელსაც ბევრი ვაჟიშვილი ჰყავს
და დიდი ოჯახი აქვს.
– კარგია, – თავშეკავებულად შენიშნა მამა რალფმა.
– როდესაც გავთხოვდი, ფაქტობრივად არაფერი მებადა. ვიცო-
დი, ირლანდიაში რიგიანად ვერასოდეს გავთხოვდებოდი. იქ მდი-
დარ კაცს ვერ გამოიჭერ სათანადო აღზრდისა და წარმომავლობის
გარეშე. ჰოდა, მეც ვმუშაობდი, წელში ვწყდებოდი, რომ სამგზავრო
ფული დამეგროვებინა და ისეთ მიწაზე დამედგა ფეხი, სადაც მდიდ-
რები მაინცდამაინც წუნიები არ არიან. სახე, ტან-ფეხი და გონება
იმაზე უკეთესი მქონდა, ვიდრე შეიძლება, ქალს მოეთხოვებოდეს,
მაგრამ სხვა არაფერი გამაჩნდა. ისე, მაიკ კარსონის, მდიდარი ყე-
ყეჩის მოსახელთებლად სხვა არც არაფერი იყო საჭირო. სიკვდი-
ლამდე მზე და მთვარე ამოსდიოდა ჩემზე.
– თქვენს ძმაზე რას ამბობდით? – შეახსენა ქალს მამა რალფმა,
აქაოდა, ხომ არ დაავიწყდა, ლაპარაკი რით დაიწყოო.
– ჩემი ძმა ჩემზე თერთმეტი წლით უმცროსია. ორმოცდათოთ-
ხმეტისაა. და-ძმებიდან ჩვენ ორნი დავრჩით. წესიერად არც კი ვიც-
ნობ. პატარა იყო, გოლუეიდან რომ წამოვედი. ახლა ახალ ზელან-
დიაში ცხოვრობს. შეიძლება, ქვეყანას რომ ტოვებდა, ფიქრობდა,
გავმდიდრდებიო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წუხელ მუშამ მით-
ხრა, ართურ ტევიოტმა გუდა-ნაბადი აიკრა და წავიდაო და მეც უცებ
პედრიკი მომაგონდა. ხანი მემატება, ოჯახი არა მყავს, პედიმ კი მი-
წაზე მუშაობაც იცის, ოღონდ მამულის საყიდელი სახსრები არა
აქვს. მოკლედ, ვიფიქრე, რატომაც არა, მოდი, მივწერ და ვთხოვ,
შვილებთან ერთად აქ ჩამოვიდეს-მეთქი... ჩემი სიკვდილის შემდეგ

83
დროჰედასა და „მიჩარ ლიმიტედსაც“ ის მიიღებს მემკვიდრეობით.
ისაა ჩემი ერთადერთი ცოცხალი ახლო ნათესავი. ირლანდიაში
რომ ბიძაშვილები მყავს, იმათ არც კი ვიცნობ, ‒ გაიღიმა ქალმა,
თავი ჩაქინდრა და ლაპარაკი განაგრძო, თან თანამოსაუბრეს არ
აშორებდა თვალს, – სისულელე იქნება, სამერეოდ თუ გადავდებ ამ
საქმეს, არა? ჯობია, ახლავე ჩამოვიდეს და მიეჩვიოს ჩვენს შავმიწა
დაბლობებზე ცხვრის მწყემსვას. დარწმუნებული ვარ, ძალიან გან-
სხვავდება ჩვენებური ცხვარი ახალზელანდიურისგან. მე რომ აღარ
ვიქნები, ჩემს ადგილსაც დაიკავებს და საქმესაც იოლად გაუძღვება.
– მიკვირს, ამაზე აქამდე რომ არ გიფიქრიათ, – ჩაილაპარაკა მა-
მა რალფმა.
– ოი, მიფიქრია. აქამდე ყველაზე მეტად არ მინდოდა, გარშემო
ჩემი ბოლო ამოსუნთქვის მომლოდინე სვავები მყოლოდნენ, ახლა
კი აღსასრულის მოახლოებას ბევრად უფრო ცხადად ვგრძნობ, ვიდ-
რე ოდესმე და მგონია... არც ვიცი, რა მგონია. ცუდი უნდა იყოს, რო-
ცა შენი სისხლი და ხორცი დაგტრიალებს თავს.
‒ რა ხდება? გგონიათ, რამე ავადმყოფობა გჭირთ? – მიაყარა
მოძღვარმა, რომლის გამოხედვაშიც გულწრფელი შეშფოთება
იკითხებოდა.
– მშვენივრად ვგრძნობ თავს, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – მაგრამ
ახლავს რაღაც ავის მომასწავებელი სამოცდამეხუთე იუბილეს. მო-
ხუცებულობა ის კი არაა, რაც მომავალში შეგემთხვევა, არამედ ის,
რაც უკვე შეგემთხვა.
– მესმის. მართალი ხართ. ძალიან გაგახალისებთ სახლში
ახალგაზრდების ჟრიამული.
– არა, აქ კი არ იცხოვრებენ... შეუძლიათ, უფროსი მეცხვარის
სახლში იცხოვრონ, ქვემოთ, ნაკადულთან, ჩემგან გვარიანად მო-
შორებით. არც ბავშვები მიყვარს და არც მათი ხმები.
– ერთადერთ ძმას ასე რომ მოექცეთ, არ შეგრცხვებათ, მერი?
თან ამდენი წლით უფროსი ხართ...
– მემკვიდრეობით იმას მიიღებს, რასაც დაიმსახურებს, – მიახა-
ლა ქალმა.

84
***

მეგის მეცხრე დაბადების დღემდე ექვსი დღით ადრე ფიონა კლი-


რიმ კიდევ ერთი ვაჟი გააჩინა . მანამდე სულ ორად ორჯერ მოშლო-
და მუცელი და თავი იღბლიან ადამიანად მიაჩნდა. ცხრა წლის მეგი-
საც მართლა შეეძლო, დედას შეშველებოდა. თავად ფის უკვე ორ-
მოცი შესრულებოდა და ბავშვის გაჩენასაც არ ჩაუვლია ტკივილე-
ბის გარეშე, რამაც გვარიანად გამოაცალა ძალა. სუსტი იყო ბიჭიც,
სახელად ჰაროლდი. რაც თავი ახსოვდათ, ასე ხშირად არასოდეს
ევლო კლირებთან ექიმს, ახლა კი, როგორც უბედობის წესია, გასა-
ჭირს გასაჭირი ემატებოდა. ომს სოფლის მეურნეობის აყვავება კი
არა, დაღმასვლა მოჰყვა და სამუშაოს შოვნაც სულ უფრო ჭირდა.
ერთ დღესაც, ჩაის სმას რომ ამთავრებდნენ, მოხუცმა ანგუს მაკუერ-
ტერმა დეპეშა მიუტანათ. აკანკალებული ხელებით გახსნა კონვერ-
ტი პედიმ – არავინ იტყობინება დეპეშით კარგ ამბებს. ბიჭებიც მამას
შემოეხვივნენ, ყველა, ფრენკის გარდა, რომელმაც ფინჯანი აიღო
და მაგიდას მოშორდა. ფიმ შვილს თვალი გააყოლა, მაგრამ პედიმ
ისე დაიგმინა, უმალ ისევ მასზე გადაიტანა ქალმა მზერა და იკითხა,
რა მოხდაო. კაცი ისე დასჩერებოდა ფურცელს, გეგონება, ვიღაცის
სიკვდილის ამბავს აგებინებდნენ.
– არჩიბალდმა უარი გვითხრა.
ბობმა მაგიდას გამეტებით დაჰკრა მუშტი. ისე ელოდებოდა
დღეს, როდესაც არჩიბალდის ფერმაში მკრეჭავის დამხმარედ და-
აყენებდნენ! ეს მისი პირველი სამსახური უნდა ყოფილიყო.
– ასე ბინძურად რატომ უნდა მოგვქცეოდა, მამა? ხვალ უნდა
დაგვეწყო მუშაობა.
– მიზეზს არ ასახელებს, ბობ. ნაკლებ ჯამაგირზე დათანხმდებო-
და ვიღაც არამზადა.
‒ ოი, პედი. – ამოიოხრა ფიმ და პატარა ჰალიც ატირდა ღუმლის
გვერდით მიდგმულ ბავშვის საწოლში.
ფიონამ ადგილიდან დაძვრაც ვერ მოასწრო, მეგი ისე წამოფ-
რინდა. ფრენკიც სამზარეულოში შებრუნდა. იდგა, ჩაის ფინჯანს ხე-

85
ლიდან არ უშვებდა და თვალს არ აშორებდა მამას.
– ესე იგი, არჩიბალდი უნდა ვნახო, – ბოლოს და ბოლოს ამოთ-
ქვა პედიმ, – სხვაგან სამსახურის ძებნა მეტისმეტად დაგვიანებუ-
ლია, მაგრამ ასეც ვერ დამისხლტება ხელიდან, რაღაცები უნდა
ამიხსნას. იმედია, ივლისამდე მწველავებად მაინც ვიმუშავებთ, მე-
რე იქნებ უილოუბის ფარეხშიც გამოჩნდეს რამე.
ღუმლის გვერდით გასათბობად დახვავებული ჭინჭების უზარმა-
ზარი გროვიდან მეგიმ თეთრი, ოთხკუთხა პირსახოცი გამოაძრო და
სამუშაო მაგიდაზე გაშალა, მერე კი ატირებული ბავშვი ამოიყვანა
მოწნული საწოლიდან. ჩქარ-ჩქარა გამოუცვალა საფენი მეგიმ ბიჭს,
რომელსაც კლირებისათვის დამახასიათებელი ფერის ალაგ-ალაგ
ამოსული ღინღლი უელავდა თავზე. ფიონაზე ნაკლებად მარჯვედ
როდი გამოსდიოდა გოგონას ბავშვის მოვლა.
– დედიკო მეგი, – გააჯავრა ფრენკმა და.
– რა?! დედიკო არა... – გაწყრა გოგონა, – უბრალოდ, დედას
ვეხმარები.
– ვიცი. კარგი გოგო ხარ შენ, ნამცეცა მეგი, – მშვიდად მიუგო
დას ძმამ, მერე კი კეფაზე დაბნეულ თავთის ბაფთაში წაავლო ხელი
და მანამ არ მოეშვა, სანამ გვერდზე არ მოუქცია.
სიყვარულით სავსე, დიდრონი ნაცრისფერი თვალები შეანათა
გოგონამ ფრენკს. თავკანტურა პატარა ბიჭთან შედარებით, რომე-
ლიც ხელში ეჭირა, ლამის თავის ტოლად წარმოიდგინა ყმაწვილმა
მეგი და გული მოეწურა, გაიფიქრა, ასეთი რამ მხრებზე რატომ უნდა
დასწოლოდა მაშინ, როდესაც აგნესის გარდა არავითარი სხვა ბავ-
შვის მოვლა არ უნდა ევალებოდესო. პატრონს აღარც კი ახსოვდა
საძინებელში მიგდებული აგნესი. მეგი და დედამისი რომ არა, დიდი
ხნის წინ წავიდოდა სახლიდან ფრენკი. მამამისსაც გახედა პირქუ-
შად, მას, ვის გამოც ასე არეოდათ ცხოვრება, ვის გამოც დაედო მათ
სახლში ახალ სიცოცხლეს ბინა. ჰოდა, გაუელვა კიდეც, მოუხდება,
სამუშაოდან რომ მიაბრძანესო.
რატომღაც არც დანარჩენი ბიჭების, არც მეგის გამო არ მოს-
ვლოდა ფრენკს თავში ისეთი აზრები, როგორიც ჰალის გამო მოსდ-

86
იოდა. ჰო, ფი ბოლოჯერ რომ ჩამრგვალდა, ფრენკი უკვე იმ ასაკში
იყო, შეიძლებოდა, თვითონაც მოჰკიდებოდა ოჯახს. პატარა მეგის
გარდა ყველა შფოთავდა ამ ამბის გამო, განსაკუთრებით კი თვი-
თონ ფი. გააპარებდა ვაჟიშვილებიდან რომელიმე მისკენ თვალს და
უმალ კურდღელივით უნდა მობუზულიყო, ფრენკს კი სულაც არ უყუ-
რებდა, ვერაფრით ერეოდა სირცხვილის გრძნობას. იმ ღამით, რო-
დესაც ჰალი დაიბადა, დედამისის საძინებლიდან გამოსული გმინვა-
კივილის გახსენებაზე, ალბათ, მეათასედ იმეორებდა გონებაში ფრ-
ენკი, ასეთი რამის გადატანა არც ერთ ქალს არ უნდა უწევდესო. ჰო,
რაკი უკვე სრულწლოვანი იყო, იმ ღამით სახლში დაეტოვებინათ,
დანარჩენებივით სადღაც არ გაემწესებინათ. არა, ნამდვილად მო-
უხდებოდა მამამისს სამუშაოს დაკარგვა! მის ადგილას წესიერი კა-
ცი ცოლს თავს დაანებებდა!
სახლში ელექტროენერგია ის-ის იყო, შეეყვანათ. ნათურის შუქ-
ზე ოქრომკედს მიუგავდა ფის თმა.ენით აუწერლად ლამაზი, უნაკ-
ლო პროფილი ჰქონდა.იწვა და თვალს არ აშორებდა გრძელი მაგი-
დის ბოლოში დაყუდებულ პედის. მაინც როგორ უნდა გაჰყოლოდა
ცოლად მასავით საყვარელი და დახვეწილი ქალი გოლუეელ მაწან-
წალა მკრეჭავს? ასე როგორ უნდა გაეუფასურებინა გინდ საკუთარი
თავი, გინდ ფაიფურის ჭურჭელი, გინდ ქამხის სუფრები თუ ხალიჩე-
ბი, რომელთა სანახავად მათი სახლის მისაღებში კაციშვილს არ შე-
ედგა ფეხი? სად ფიონა და სად პედის ძმაკაცების ცოლები? ფიონას
გვერდით ის ქალები მეტისმეტად ცხადად აღიქვამდნენ, რამდენად
ხმამაღლა და ვულგარულად ლაპარაკობდნენ, რამდენად აბნევდათ
სუფრაზე თითო თეფშის გასწვრივ ერთზე მეტი ჩანგლის დანახვა.
განმარტოვდებოდა ხოლმე კვირა დღეს დიასახლისი მისაღებ
ოთახში, მიუჯდებოდა ფანჯარასთან მიყუჟულ კლავესინს და უკრავ-
და. რაკი მოუცლელობის გამო იშვიათად ასრულებდა რამეს, კარგა
ხნის წინ გაჯიუტებული თითებით ახლა მხოლოდ უმარტივეს ნაწარ-
მოებებს თუ შეეჭიდებოდა, ფრენკმა კი ასეთ დროს ფანჯრის ქვეშ
იცოდა დამალვა. ჩაჯდებოდა იასამნებსა და შროშანებს შორის,
თვალებს დახუჭავდა და უსმენდა. წარმოიდგენდა ხოლმე უზარმაზ-

87
არ, სპილოსძვლისფერ ოთახსა და დიდებული შანდლებით გარშე-
მორტყმულ კლავესინს, რომელსაც მქრქალზე მქრქალი ვარდისფე-
რი მაქმანის გრძელ, შრიალა კაბაში გამოწყობილი ფიონა მისჯდო-
მოდა, და ლამის ეტირა, თუმცა ერთხელაც არ უტირია მას შემდეგ,
რაც პოლიციამ შინ დააბრუნა და ღამე ფარდულში გაათენა.
მეგიმ ჰალი ისევ საწოლში ჩააწვინა და დედას ამოუდგა გვერ-
დით. ორივე დაკარგული ადამიანი იყო. ფრენკი დის პროფილს აკ-
ვირდებოდა და ფიქრობდა, რომ მასაც ფისავით ამაყი და მგრძნო-
ბიარე გამომეტყველება ჰქონდა. ფიონას მიუგავდა ჯერაც ბავშვური
ხელებიცა და სხეულიც. დაქალდებოდა და ალი-კვალი დედამისი
იქნებოდა, ოღონდ ვის გაჰყვებოდა ცოლად? მასაც ჩლუნგი ირლან-
დიელი მკრეჭავის ცოლობა ეწერა, თუ უაჰინიში რომ სარძეო მეურ-
ნეობა იყო, იქაური გაუთლელი ხეპრეებიდან რომელიმე შეირთავ-
და? მეტს კი იმსახურებდა მეგი, ოღონდ არ იყო მისი ხვედრი ეს „მე-
ტი,“ თან ყველა კიჟინებდა, რაც არის, ეს არისო და ფრენკიც წლი-
დან წლამდე სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ მართლები იყვნენ.
დედა-შვილმა ერთბაშად იგრძნო ყმაწვილის დაჟინებული მზე-
რა, ორივე ერთდროულად შებრუნდა მისკენ და ზუსტად ისეთი
ალერსიანი ღიმილი შეაგებეს, ქალები უსაყვარლეს მამაკაცებს
რომ აგებებენ ხოლმე. ფრენკმა ფინჯანი მაგიდაზე დადო, მოიმიზე-
ზა, ძაღლებს ვაჭმევო და გარეთ გავიდა, თან ნატრობდა, ნეტავ ტი-
რილი შემეძლოსო, ნეტავ თავის მოკვლა შემეძლოსო. ყველაფერზე
თანახმა იყო, რაც ტკივილისგან გაათავისუფლებდა.
არჩიბალდის უარიდან სამ დღეში პედიმ უაჰინის ფოსტაში მერი
კარსონისგან მიღებული წერილის ასაღებად შეიარა. წერილი იქვე
გახსნა და შინ ლამის ბავშვივით ხტუნვა-ხტუნვით დაბრუნდა.
‒ ავსტრალიაში მივდივართ! – დასჭყივლა მამაკაცმა და გაოგ-
ნებულ შინაურებს ძვირად ღირებული ველენის ფურცლები ცხვირ-
წინ აუფრიალა.
ყველანი გასუსულები იდგნენ და პედის თვალს არ აშორებდნენ.
თავზარდაცემულებს ჰგავდნენ ფიცა და მეგიც, ბიჭებს კი სიხარუ-
ლის სხივი უკიაფებდათ თვალებში. ფრენკიც აენთო.

88
– კი, მაგრამ, პედი, ამდენი წლის მერე ასე ერთბაშად რამ გაახ-
სენა შენი თავი? – იკითხა ფიმ მას შემდეგ, რაც წერილი გადაიკით-
ხა, – ფულიც დიდი ხანია აქვს, და მარტოც დიდი ხანია ცხოვრობს,
მაგრამ არ მახსენდება, ოდესმე დახმარება შემოეთავაზებინოს
ჩვენთვის.
– ეტყობა, მარტოობაში სიკვდილის ეშინია,‒ ისე უპასუხა ცოლს
კაცმა, ვერ გაიგებდი, თავს ირწმუნებდა ამ ვერსიის სისწორეში, თუ
მას არწმუნებდა, – ხომ ნახე, რას წერს? ამბობს, ახალგაზრდა აღარ
ვარო, შენ და შენი ბიჭები კი ჩემი მემკვიდრეები ხართო; ჩემი აზ-
რით, სანამ მოვკვდები, ერთმანეთი უნდა ვნახოთო; დროა, მემკვიდ-
რეობის მართვას ალღო აუღოო; მინდა, მამულში მთავარ მეცხვა-
რედ დაგნიშნოო; ყველაფერს გადასარევად ისწავლიო; დროჰედა
საოჯახო საწარმოდ გადაიქცევა, რომელსაც სხვისი დახმარების გა-
რეშე გაუძღვებითო.
‒ ავსტრალიაში ჩასასვლელი ფულის გამოგზავნაზე თუ ამბობს
რამეს? – დაინტერესდა ფი.
– ფულის თხოვნა აზრადაც არ მომივა, – უკმეხად მიუგდო ცოლს
პედიმ და გაიჯგიმა, – ავსტრალიამდე ჩასაღწევად მათხოვრობა არ
გვჭირდება. საკმარისი ფული მაქვს გადადებული.
‒ მე რომ მკითხო, მგზავრობა უნდა აგვინაზღაუროს, ყველას გა-
საოცრად გაჯიუტდა ფი, რომელიც იშვიათად თუ გამოთქვამდა რა-
მეზე აზრს, – წერილში რაღაცას გპირდება და შენც ამის გამო აქაურ
ცხოვრებაზე უარი უნდა თქვა და სამუშაოდ ეახლო? არ ვენდობი.
აქამდე ერთხელაც არ გაუნძრევია ხელი ჩვენს დასახმარებლად.
შენც სულ გაიძახოდი, მაგისთანა არავინ მინახავს, გროშს ვერ გა-
აგდებინებო. ბოლოს და ბოლოს, წესიერად არც კი იცნობ, პედი.
თქვენ შორის ასაკში იმხელა სხვაობა იყო, ავსტრალიაში რომ წავი-
და, შენ სასკოლოც კი არ იყავი.
– ვერ გამიგია, ეგ ახლა რა შუაშია. დიდი ამბავი, თუ ძუნწია, მეტი
დაგვრჩება. არა, ავსტრალიაშიც მივდივართ და გზის ხარჯებსაც გა-
დავიხდით, ფი.
ფის სიტყვაც აღარ უთქვამს, მისი გამომეტყველების მიხედვით

89
კი ვერაფრით დაადგენდით, ჯავრობდა თუ არა, ასე მიუკიბ-მოუკიბა-
ვად რომ გააჩუმეს.
‒ ვაშა! ავსტრალიაში მივდივართ! – იყვირა ბობმა და მამას
მხარში ჩააფრინდა, ჯეკი, ჰიუი და სტიუარტი კი ისე ახტუნავდნენ,
თითქოს ირლანდიურ ჯიგას ცეკვავდნენ. ფრენკიც იღიმოდა და სად-
ღაც შორს იყურებოდა, თითქოს ვერ ხედავდა, ოთახში რა ხდებოდა.
მხოლოდ ფიონა და მეგი შეეპყრო შიშსა და ეჭვს. გულს სტკენდათ
იმაზე ფიქრი, რომ იქაც, ავსტრალიაში, უცხო მხარეში, ისევ მძიმე
ცხოვრება ელოდებოდათ. ფიქრობდნენ და ნატრობდნენ, ნეტავ ამ
საქმიდან არაფერი გამოვიდოდესო.
– ჯილენბოუნი სადაა? – იკითხა სტიუარტმა და ძველი ატლასიც
გადმოიღეს. კლირები ღარიბები კი იყვნენ, მაგრამ სამზარეულოში,
სასადილო მაგიდის უკან, მაინც ჰქონდათ წიგნის რამდენიმე თარო.
მანამ იქექებოდნენ ბიჭები ყვითელ ფურცლებში, სანამ ახალი სამ-
ხრეთ უელსი არ იპოვეს. რაკი ახალ ზელანდიაში ყველაფერი ერ-
თმანეთთან ახლოს იყო, აზრადაც არ მოსვლიათ, მარცხენა ქვედა
კუთხეში მითითებული მასშტაბისთვის მიექციათ ყურადღება და, შე-
საბამისად, გადაწყვიტეს, ახალი სამხრეთ უელსი ახალი ზელანდიის
ჩრდილოეთ კუნძულისხელა ყოფილაო, ბოუნს კი, რომელიც მარ-
ცხენა ზედა კუთხის სიახლოვეს მოენიშნათ რუკაზე, დაახლოებით
იგივე მანძილი აშორებდა სიდნეიდან, რაც ონგანუის ‒ ოკლენდი-
დან. რაც ეხება ქალაქების აღმნიშვნელ წერტილებს, ავსტრალიის
რუკაზე გაცილებით ნაკლები ასეთი წერტილი მოჩანდა, ვიდრე
ჩრდილოეთ კუნძულის რუკაზე.
– ძალიან ძველი ატლასია, – შენიშნა პედიმ, – ავსტრალია ამე-
რიკას ჰგავს, სწრაფად იზრდება და დარწმუნებული ვარ, ახლა იქ მე-
ტი ქალაქი იქნება, ვიდრე რუკაზეა.

გემზე მესამე კლასის კაიუტაში მოუწევდათ მგზავრობა, მაგრამ


არა უშავდა – სამიოდ დღეში დანიშნულების ადგილას იქნებოდნენ.
ინგლისიდან კი არ მიემგზავრებოდნენ ავსტრალიაში, გზაში რამდე-
ნიმე კვირა რომ გაეტარებინათ... ტანსაცმლის, ფაიფურის ჭურჭლ-

90
ის, დანა-ჩანგლის, თეთრეულის, სამზარეულო ჭურჭლეულობისა
და თაროებზე ჩამწკრივებული ძვირფასი წიგნების მეტს ვერაფერს
წაიღებდნენ, ავეჯი კი მისაღებ ოთახში შენახული ფის ხარახურის,
კლავესინის, ნოხებისა და სკამების გაგზავნის ხარჯების დასაფარად
უნდა გაეყიდათ.
– დავტოვებო, არ გამაგონო, – მტკიცედ უთხრა ცოლს პედიმ.
– დარწმუნებული ხარ, რომ გაგზავნის ხარჯებს გავწვდებით?
– თავისუფლად. სხვა ავეჯს რაც შეეხება, მერი ამბობს, უფროსი
მეცხვარის სახლს გიმზადებთო, შიგნით ყველაფერია, რაც დაგჭირ-
დებათო. ისე, მიხარია, რომ მასთან ერთად არ ვიცხოვრებთ.
– მეც, – კვერი დაუკრა ფიმ.

გემ „უაჰინიზე“ მესამე კლასის რვაადგილიანი კაიუტის დასაჯავ-


შნად უონგანუის მიაშურა პედიმ. უცნაურად ეჩვენებოდა, გემსა და
მათგან უახლოეს ქალაქს ერთი და იგივე სახელი რომ ერქვათ. რე-
ისი აგვისტოს ბოლოს იყო, თვის დასაწყისში კი ნელ-ნელა ყველამ
გააცნობიერა, რომ დიდი თავგადასავალი მართლაც გადახდებო-
დათ თავს. ახლა ძაღლებისთვისაც უნდა მოეძებნათ ახალი პატრო-
ნები, ცხენები და ორთვალაც უნდა გაეყიდათ და ავეჯიც უნდა წა-
ეღოთ მოხუცი ანგუს მაკუერტერის ფორნით, უონგანუის აუქციონზე,
ხოლო ფის მწირი მზითევი ფაიფურის ჭურჭელთან, წიგნებსა და სამ-
ზარეულოს რამე-რუმეებთან ერთად უნდა შეეფუთათ.
ფრენკი სწორედ მაშინ წამოადგა დედამისს თავს, როდესაც ეს
უკანასკნელი ხელს უსვამდა ძველი, ლამაზი კლავესინის მოვარ-
დისფრო, დაზოლილ ზედაპირს და დაბნეულად დასცქეროდა თითის
წვერებზე შერჩენილ ოქროსფერი ვარაყის წვრილ-წვრილ ნამცე-
ცებს.
– ეს კლავესინი ყოველთვის შენი იყო, დედა? – იკითხა ყმაწვილ-
მა.
– ჰო, როცა გავთხოვდი, რაც მართლა ჩემი იყო, იმას ვერავინ
წამართმევდა. კლავესინიც, სპარსული ხალიჩებიც, ლუდოვიკო
მეთხუთმეტის სტილის დივანიც, სკამებიც, რეგენტობის სტილის

91
სეკრეტერიც... ბევრი არაფერი, მაგრამ რაც იყო, კანონით მეკუთ-
ვნოდა, – თქვა ქალმა და სევდით სავსე, ნაცრისფერი თვალები მი-
აპყრო ფრენკის ზურგს უკან, კედელზე ჩამოკიდებულ, ზეთით შეს-
რულებულ ნახატს, რომელიც, მართალია, დროს ცოტათი გაეხუნე-
ბინა, მაგრამ მაინც მშვენივრად გაარჩევდით ოქროსთმიან ქალს,
რომელსაც მაქმანის უამრავფენიანი, ბაცი ვარდისფერი კრინოლი-
ნი ეცვა.
– ვინ იყო ეს ქალი? – ცნობისმოყვარედ გახედა ნახატს ფრენ-
კმაც, – სულ მაინტერესებდა.
– ერთი არისტოკრატი ქალბატონი იყო.
– მგონი, შენი ნათესავია. ცოტათი გგავს.
– რა? ნათესავი? – ჩაილაპარაკა ფიმ და ახლა შვილს მიაპყრო
ირონიული მზერა, – შენი აზრით, ამ ქალის ნათესავს ვგავარ?
– კი.
– აბლაბუდით გაქვს თავი გამოტენილი. გამოფხიზლდი! – და-
უცაცხანა ფრენკს დედამ.
– ნეტავ ყველაფერს მომიყვებოდე, დედა.
ქალმა ამოიოხრა, კლავესინი დახურა და თითებიდან ოქროსფე-
რი მტვერი ჩამოიბერტყა.
– მოსაყოლი არაფერია, საერთოდ არაფერი. მოდი, შუამდე მი-
მათრევინე ეს რაღაცები, რომ მერე მამაშენმა შეფუთოს.

ახალი ზელანდიიდან ავსტრალიამდე მოგზაურობა საზარელ


სიზმარს ჰგავდა. „უაჰინის“ ბორტზე ასულებს ჯერ კიდევ უელინგტო-
ნის ნავსადგურში ერეოდათ გული. ქარსა და სიცივეშიც ისე გაიარეს
ათას ორასი მილი, სულ აზიდებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ქარიც
ძვალ-რბილში ატანდა და წყლის შხეფებიც გაუთავებლად სცემდათ
სახეში, პედიმ ბიჭებთან ერთად გემბანზე ყოფნა არჩია. მხოლოდ
მაშინ თუ ჩააკითხავდა ქალებსა და პატარა ჰალს, როდესაც ვინმე
ღვთისნიერი შესთავაზებდა, შენ წადი, ამ ოთხ საცოდავ, რწყევია
ბიჭს კი მე მიგიხედავო. ფრენკსაც ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაყ-
ლაპავდა სუფთა ჰაერს, მაგრამ ქვემოთ დარჩენა არჩია, დედასა და

92
დასთან ერთად. ერთი ბეწო, დახუთული და ზეთის სუნად აქოთებუ-
ლი კაიუტა წყალხაზის ქვემოთ იყო, გემის ცხვირთან ახლოს, სადაც
რწევა ყველაზე მეტად იგრძნობოდა.
უელინგტონის ნავსადგურიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათ-
ში ფრენკსა და მეგის ეჭვი არ ეპარებოდათ, სადაცაა, დედა სულს გა-
ნუტევებსო. ექიმმა, რომელიც პირველი კლასიდან უკიდურესად
შეშფოთებულმა მეკორიდორემ ჩამოიყვანა, ქალის დანახვაზე უი-
მედოდ გადააქნია თავი.
– კიდევ კარგი, შორი გზა არაა, – ჩაილაპარაკა ექიმმა და მედ-
დას სთხოვა, იქნებ პატარას რძე მოუტანოთო.
ღებინებასა და ღებინებას შორის ფრენკი და მეგი როგორღაც
ახერხებდნენ ჰალისთვის ბოთლის ჩაჩრას, ის კი ჭირვეულობდა. ფი
აღარც კი ცდილობდა, გული აერია. უბრალოდ გაითიშა და ვეღარ
გამოაფხიზლეს. მეკორიდორის დახმარებით ფრენკმა დედა ზედა
საწოლზე დააწვინა, სადაც ოდნავ ნაკლებად იგრძნობოდა სიმყრა-
ლე. ყმაწვილი თვითონაც ისე აძვრა ზედა საწოლზე, პირიდან პირ-
სახოცი არ მოუშორებია, აქაოდა, წყალწყალა ნაღველი არ წამო-
ვარწყიოო, მერე კი დედის გვერდით, კიდეზე ჩამოჯდა და შუბლზე
ჩამოყრილი, შეთელილი, ყვითელი თმა სახიდან მოაშორა. საათი
საათს მისდევდა, ის კი ერთხელაც არ მოსცილებია ფის. არადა,
თვითონაც გული ერეოდა. რამდენჯერაც შეაკითხათ პედიმ, იმდენ-
ჯერ ფიონას გვერდით დახვდა ბიჭი. იჯდა და თმაზე ხელს უსვამდა
დედას, მეგის კი პირსახოცი აეფარებინა სახეზე და ქვედა საწოლზე
ჰალის გვერდით მოკუნტულიყო.
სიდნეიდან სამი საათის გასულები იყვნენ, როდესაც ზღვა დაწ-
ყნარდა, მოისარკა და შორეული ანტარქტიკიდან წამოსული ნისლი
ანაზდად ძველ გემს შემოეხვია. მეგი ცოტათი მოსულიერდა და წარ-
მოიდგინა, რომ საშინლად ნაცემი გემი შიგადაშიგ ტკივილისგან
ყმუოდა. თითქოს მისდევდა ვინმე, ისე მიიპარებოდა გემი ნაცრის-
ფერ სიბლანტეში მანამ, სანამ სადღაც ზემოთ ისევ არ გაისმა ხმა,
რომელიც უთვისტომო ადამიანის ყრუ, ენით აუწერლად სევდიანსა
და უიმედო ღმუილს ჰგავდა, ამას კი ისევ მოთქმა-გოდება მოჰყვა და

93
„უაჰინიც“ ნელ-ნელა შევიდა ჯანღში გახვეულ სიზმარეულ ნავსად-
გურში. მთელი ცხოვრება ახსოვდა მეგის, როგორ შეეგება ავსტრა-
ლია სირენებით, რომლებსაც ნისლსა და ღრუბლიან ამინდში რთავ-
დნენ.
ხელში ატატებული ჩამოიყვანა პედიმ გემიდან ფი. დედ-მამას
უკან ფრენკი მოჰყვებოდა, რომელსაც ჰალი ეჭირა ხელში, ფრენკს
– მეგი, რომელსაც ჩემოდანი მოჰქონდა, ბოლოს კი დატვირთული
შუათანა ძმები მობორძიკობდნენ.

მოკლედ, 1921 წლის აგვისტოს მიწურულს პირმონტში ამოყვეს


თავი, გარეუბანში, რომლის სახელიც არაფერს ეუბნებოდათ. ზამ-
თრის ნისლიანი დილა იყო. უზარმაზარ რიგში გამწკრივებული ტაქ-
სები ნავმისადგომს მისდგომოდნენ. მეგის გაოცებისგან ლამის
თვალების გადმოსცვივდა – თავის დღეში არ ენახა ამდენი მანქანა
ერთად. პედიმ როგორღაც მოახერხა და მთელი ოჯახი ერთ ტაქსიში
ჩატენა, მძღოლმა კი შესთავაზათ, სახალხო სახლში მიგიყვანთო.
– საშენო ადგილია, ძმაო, – უთხრა პედის ტაქსისტმა, – ხსნის
არმიის სასტუმროა, მუშებისთვის.
გზაში სულ ერთი-ორი ცხენი დაინახეს, მანქანა კი იმდენი იყო,
ვერ გაიგებდი, რომელი საით მოქროდა. აღფრთოვანებით გასცქე-
როდნენ ტაქსის ფანჯრებიდან აგურის მაღალ-მაღალ შენობებს, ვიწ-
რო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს და უცნაურ ქალაქურ რიტუალში
ჩაბმულ უამრავ ადამიანს, რომლებიც ელვის სისწრაფით შეჯგუფდე-
ბოდნენ ხოლმე, მერე კი ერთბაშად იფანტებოდნენ. ჰოდა, უელინ-
გტონში ნანახმა თუ გული აუფანცქალათ, სიდნეისთან შედარებით
ახლა იქაურობა ერთ პატარა, პროვინციულ ქალაქად ეჩვენებო-
დათ.
სანამ ფი ხსნის არმიის, მოფერებით „სახალხო სახლად“ წოდე-
ბული თავშესაფრის უთვალავი ოთახიდან ერთ-ერთში ისვენებდა,
პედიმ რკინიგზის ცენტრალურ სადგურს მიაშურა. უნდოდა,გაეგო,
როდის გადიოდა ჯილენბოუნის მატარებელი. გვარიანად მოცოც-
ხლებული ბიჭებიც აყაყანდნენ, ჩვენც წამოვალთო. იცოდნენ, რომ

94
სადგური არც ისე შორს იყო, იქამდე მისასვლელ გზაზე კი სულ მა-
ღაზიები ჩაემწკრივებინათ და ერთ-ერთში, არც მეტი, არც ნაკლები,
ტკბილი აბები იყიდებოდა. დაუთმო შვილებს პედიმ, თან მათი სიყ-
მაწვილე ეხარბებოდა – სამდღიანი ზღვის ავადმყოფობის შემდეგ
თვითონ მთლად მყარად ვერ იდგა ფეხზე. ფრენკი და მეგი ფიონასა
და პატარა ჰალთან დარჩნენ. არა, წასვლაც ძალიან უნდოდათ, მაგ-
რამ ერჩიათ, დედას მიხმარებოდნენ. მართლაც, სწრაფად მომჯო-
ბინდა ფი. მთელი ჯამი წვნიანიც შეხვრიპა და ერთი ნაჭერი გახუხუ-
ლი პურიც წაციცქნა, რომელიც მუშების მხსნელმა, კაპორიანმა ან-
გელოზმა მიართვა.
– ამაღამ თუ არ წავალთ, მომდევნო მატარებელი ერთ კვირაში
გავა, ფი, – უთხრა ცოლს სადგურიდან დაბრუნებულმა პედიმ, – რო-
გორ ფიქრობ, ამაღამ მგზავრობას შეძლებ?
– შევძლებ, – მიუგო ქალმა და კანკალ-კანკალით წამოჯდა.
– ჩემი აზრით, უნდა მოვიცადოთ, – ჩარევა გაბედა ფრენკმა, –
არა მგონია, დედამ მგზავრობა შეძლოს.
– ეტყობა, ვერ ხვდები, ფრენკ, მატარებელს ამაღამ თუ არ გავ-
ყვებით, მთელი კვირა მოგვიწევს მოცდა, მე კი ჯიბეში იმდენი ფული
არა მაქვს, ერთი კვირა გავჩერდეთ სიდნეიში. ეს დიდი ქვეყანაა, იქ
კი, სადაც ჩვენ მივდივართ, ყოველდღე არ დადის მატარებელი. შეგ-
ვიძლია, ხვალ გავყვეთ სამი მატარებლიდან ერთ-ერთს დაბომდე,
ოღონდ მერე დაბოში ადგილობრივ მატარებელზე გადაჯდომამდე
მოგვიწევს ლოდინი. როგორც მითხრეს, ასე ბევრად უფრო გვიან
ჩავალთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ როგორმე ამღამინდელ ექ-
სპრესს გავყვებით.
– შევძლებ, პედი, – გაიმეორა ფიმ და დასძინა, ფრენკი და მეგიც
ჩემ გვერდით არიან, კარგად ვიქნებიო, თან თვალებით ევედრებო-
და უფროს ვაჟს, ხმა აღარ ამოიღოო.
– მაშინ დეპეშას გავუგზავნი მერის. ვეტყვი, რომ ხვალ ღამით ჩა-
ვალთ, – გადაჭრა მამაკაცმა.
ცენტრალური სადგური იმაზე დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერი შე-
ნობა, რომელშიც ოდესმე შეედგათ კლირებს ფეხი. შენობა კი არა,

95
მინის უზარმაზარი ცილინდრი იყო, რომელიც თითქოს შთანთქავდა
და იმავდროულად ექოდ აბრუნებდა ათასობით ადამიანის გუგუნს,
ხმაურს ადამიანებისა, რომლებიც გაცვეთილი, თასმებიანი ჩემოდ-
ნების გვერდით დაყუდებულიყვნენ და თვალს არ აშორებდნენ უზა-
რმაზარ ტაბლოს, ვიღაც გრძელჯოხიანი კაცები კი ხელით ცვლიდ-
ნენ მონაცემებს მატარებლების განრიგის შესახებ. უკვე შებინდებუ-
ლიყო, როდესაც კლირები ბრბოს შეერივნენ და მეხუთე ბაქნის ჯე-
რაც დახურულ დასაკეც კარს მიადგნენ. კარზე ჩამოკიდებულ ფირ-
ნიშზე ვიღაცას ხელით მიეწერა: „ჯილენბოუნის ფოსტა“.
პირველსა და მეორე ბაქნებზე ისეთი გაცხოველებული მიდი-მო-
დი იყო, მიხვდებოდით, ბრიზბენისა და მელბურნის ღამის ექსპრესე-
ბი სადგურიდან მალე გავიდოდა. ისე ეჭეჭყებოდნენ მგზავრები ზღუ-
დარებს შორის... აი, კლირების ჯერიც დადგა. მეხუთე ბაქნის კარი
ერთბაშად დაიკეცა და ხალხიც დაიძრა.
პედიმ მეორე კლასის თავისუფალი კუპე მოძებნა და უფროს ბი-
ჭებსა და ფის ფანჯრებთან მიუჩინა ადგილი, ხოლო მეგი და ჰალი
სრიალა კართან დასხა, რომელიც საერთო დერეფანში გადიოდა.
შეიჭვრეტდა ვინმე კლირებთან, გაუხარდებოდა, ცარიელი ადგილი
ჰქონიათო და ამდენი ბავშვის დანახვაზე უმალ ამოიძუებდა კუდს.
ჰო, დიდი ოჯახის ქონა ზოგჯერ უპირატესობაცაა.
ღამით ციოდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩემოდნებზე დაკრული
დიდი, კუბოკრული პლედები სჭირდებოდათ. ვაგონში გათბობა არ
იყო. ისე, არც არავინ მოელოდა, მატარებელში გათბობა იქნებაო.
არც ავსტრალიაში გაუთბიათ ოდესმე რამე, არც ახალ ზელანდიაში.
– ძალიან შორსაა, მამა? – იკითხა მეგიმ, გაუყვა თუ არა ჟღრი-
ალ-ღრჭიალითა და როკვა-როკვით მატარებელი ყოველ ფეხის ნა-
ბიჯზე დაისრულ ლიანდაგს.
– იმაზე ბევრად შორს, ვიდრე ჩვენს ატლასზე ჩანდა, მეგი. ექვსას
ათი მილია. ადგილზე ხვალ ნაშუადღევს ვიქნებით.
ბიჭებმა გაოცებისგან პირი დააღეს, მაგრამ პედის ნათქვამი მა-
ლევე გადაავიწყათ ჯადოსნურად განათებულმა არემარემ. ყველანი
ფანჯრებს მიაწყდნენ. აი, რამდენიმე მილიც გაიარეს, სახლების

96
მწკრივს კი ბოლო არ უჩანდა. მერე მატარებელმაც აუჩქარა სვლას
და განათების ბოძებიც გამეჩხრდა, თუმცა ქარიანი ღამის სიბნელეს
მაინც წარამარა ანათებდა ნაპერწკლების კორიანტელი.
ბოლოს პედიმ ბიჭები დერეფანში გაიყვანა, რათა ფის ჰალის-
თვის ეჭმია, მეგიმ კი სევდით სავსე მზერა გააყოლა ძმებს. როგორც
ეტყობოდა, ძმებთან ბევრი აღარაფერი ესაქმებოდა, ბევრი აღარა-
ფერი ესაქმებოდა მათთან მას შემდეგ, რაც ჰალის დაბადებას მისი
ყოფა-ცხოვრება დაერღვია და სახლის საქმეებზე დედამისივით მი-
ეჯაჭვა. საფიქრალადაც არ ღირსო, თავს შეუძახა ერთგულებით გა-
მორჩეულმა გოგონამ, თან ისეთი საყვარელი ვინმე იყო პატარა ჰა-
ლი... გარდა იმისა, რომ ჰალისთანა თავშესაქცევი თავის დღეში არ
ჰყოლოდა, მოსწონდა, რომ ფიონა ისე ექცეოდა, როგორც ზრდას-
რულ ქალს. წარმოდგენა არ ჰქონდა, რანაირად აჩენდა დედამისი
ბავშვებს, მაგრამ შედეგი მოსწონდა.
გადასცა თუ არა გოგონამ პატარა ბიჭი დედას, მატარებელი აჭ-
რიალდა და რამდენიმე საათით ისე ჩამოდგა, თითქოს სულის მოთ-
ქმას ცდილობდა. ძლივს ითმენდა, ისე უნდოდა ფანჯრის გაღება და
გარეთ გახედვა მეგის, მაგრამ ძალიან ციოდა, იატაკზე დადგმულ
ფოლადის ყუთებში ჩაყრილი ცხელი ნაცარი კი კუპეს ვეღარ ათბობ-
და. ბოლოს პედიც გამოჩნდა. ფის ქაფქაფა ჩაით სავსე ფინჯანი შე-
უტანა. დანაყრებული და ძილმორეული ბავშვი ქალმა დასაჯდომზე
მიაწვინა და იკითხა:
‒ სად ვართ?
– ველი-ჰაიტსში ვართო, ამბობენ. ბუფეტში რომ გოგოა, იმან,
მეორე ლოკომოტივი თუ არ ჩაგვაბეს, ლითგოუში ისე ვერ ავალთო.
– რამდენი დრო მაქვს ამის დასალევად?
– თხუთმეტი წუთი. ფრენკი სენდვიჩებსაც მოგიტანთ, მე კი ბი-
ჭებს ვაჭმევ. მერე გვიან ღამით შევჭამთ, ბლეინიში.
ცხელ, ტკბილ ჩაიშიც შეეზიარა ფის მეგი და ფრენკის მოტანილი
სენდვიჩიც გადასანსლა, თუმცა რატომღაც ძალიან დაეტყო ღელვა.
უფროსმა ძმამ გოგონა გრძელ დასაჯდომზე, პატარა ჰალის გვერ-
დით მოათავსა და პლედი კარგად ამოუკეცა. მერე მოპირდაპირე

97
დასაჯდომზე გაწოლილ ფისაც მიხედა, სტიუარტი და ჰიუი კი იატაკზე
მოათავსეს, დასაჯდომებს შორის. პედიმ ცოლს დაუბარა, ბობი,
ფრენკი და ჯეკი ჩემთან იქნებიანო. რამდენიმე კუპის იქით მკრეჭა-
ვები არიან, დაველაპარაკები და ღამეს მათთან ერთად გავათევთო.
არა, ბევრად სჯობდა მატარებელი გემს. კაკუნ-კაკუნით აყოლებ-
დნენ ხმას ვაგონები ჩაქჩაქა ლოკომოტივების ხმაურს, მგზავრებს
კი შეეძლოთ, ტელეგრაფის სადენებს შორის მონავარდე ქარისთვის
დაეგდოთ ყური და გამოეცნოთ, გააფთრებით როდის მიაქანებდა
თავდაღმართში ფოლადის ბორბლებს წნევის ძალა. ბოლოს ძილიც
მოერია მეგის.
როდესაც გათენდა, ძრწოლა მოჰგვარათ პეიზაჟმა, რომელიც
ფანჯრიდან ჩანდა. მეტისმეტად ეუცხოებოდათ ყველაფერი. მანამდე
არც კი დაესიზმრებოდათ, რომ შეიძლებოდა, ახალი ზელანდიაცა
და ასეთი ადგილებიც ერთსა და იმავე პლანეტაზე ყოფილიყო. კი,
აქაც იყო ერთმანეთზე გადაჯაჭვული გორაკები, როგორ არ იყო,
მაგრამ სხვა არაფერი აგონებდათ მშობლიურ მხარეს. ყველაფერს,
ხეებსაც კი, მორუხო-მოყავისფრო ელფერი დაჰკრავდა. მოზამთრე
ხორბლის რამდენიმე მილზე გადაჭიმული, ქარისგან ალივლივებუ-
ლი მინდვრებიც უკვე შეეფერა მორუხო-მოყავისფროდ მცხუნვარე
მზეს. მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავდით თვალს ლურჯად გაფოთ-
ლილ, აწოწილ, სიფრიფანა ხეებსა და ბებერ, აბურდულ, დამჭკნარ-
გამოხუნებულ ნაცრისფერ ბუჩქებს.
სტოიკოსის შესაფერი სიმშვიდით გასცქეროდა პეიზაჟს ფი, წარ-
ბიც არ შეუხრია, საბრალო მეგის კი თვალები ცრემლით ავსებოდა.
საზარელი სანახავი იყო თვალუწვდენელი, შემოუღობავი ფართო-
ბები, სადაც სიმწვანის ნიშანწყალიც არსად ჩანდა.
ღამის სიცივე ხვატმა შეცვალა. ნელ-ნელა უახლოვდებოდა მზე
ზენიტს, მატარებელი კი მიქროდა და მიქროდა. მხოლოდ ველოსი-
პედებითა და ოთხთვალებით გადაჭედილ პატარ-პატარა ქალაქებ-
ში ჩერდებოდნენ, სადაც მანქანა, როგორც ეტყობოდა, ძვირი სანა-
ხავი იყო.
პედიმ ორივე ფანჯარა გააღო. არადა, ყველაფერს ედებოდა გარ-

98
ედან შემოსული ჭვარტლი. სიცხისგან ძლივს სუნთქავდნენ, ზამ-
თრის ახალზელანდიური თბილი ტანსაცმელი კი ისე ეწებებოდათ
ტანზე, კანი ექავებოდათ. ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ჯოჯოხე-
თის გარდა სადმე შეიძლებოდა ყოფილიყო ზამთარში ასეთი სიცხე.
ჯილენბოუნს მზის ჩასვლისას მიუახლოვდნენ. მტვრიანი, პირქუ-
ში ქუჩის ორივე მხარეს ხის უცნაური, დანჯღრეული ქოხმახებისა და
გოფრირებული რკინის ფურცლებისგან შეკრული ნაგებობების
გარდა არაფერი ჩანდა, ერთი ხეც კი არსად იზრდებოდა. მინავლე-
ბულმა მზემ ერთი კი გადაჰკრა არემარეს ოქროსფერი, მაგრამ მა-
ნამდე ჩაიბჟუტა, სანამ კლირები ბაქანს დატოვებდნენ და ყველაფე-
რი ისევ დაემსგავსა ქვეყნის დასალიერში გაშენებულ უკანასკნელ
ახალშენს, სადაც სულ უფრო იშვიათად წვიმდა, მისგან დასავლე-
თით კი ორი ათას მილზე გადაჭიმული უდაბნო იწყებოდა, სადაც უბ-
რალოდ ვერ იწვიმებდა.
სადგურის ეზოში ლაპლაპა შავი მანქანა იდგა. კლირებს ფართო
გზაზე ვიღაც მღვდელი მოუახლოვდა მშვიდი, ფართო ნაბიჯებით.
გრძელ კაბაში ისეთი სანახავი იყო, თითქოს წარსულიდან პირდა-
პირ აწმყოში ამოეყო თავი, მიწაზე ჩვეულებრივი ადამიანივით კი არ
დააბიჯებდა, არამედ ზმანებასავით დანარნარებდა და მზის წითე-
ლი, უკანასკნელი სხივებიც მის გარშემო ავარდნილ მტვერს
ერეოდა.
– გამარჯობა! მამა დე ბრიკასარი გახლავართ, თქვენ, ალბათ,
მერის ძმა ბრძანდებით, მისი ასლი ხართ, – თქვა მოძღვარმა და პე-
დის ჩამოსართმევად გაუწოდა ხელი, მერე კი ფისთვისაც მოიცალა,
მისი უსიცოცხლო ხელი ბაგეებთან მიიტანა და ისე ეამბორა, გულ-
წრფელი გაოცება სახიდან წამითაც არ მოშორებია. ვის-ვის და მამა
რალფს არავისში შეეშლებოდა წარჩინებული ქალბატონი...
‒ საოცრად ლამაზი ხართ! – ისე თქვა მოძღვარმა, თითქოს ამ-
ქვეყნად ნებისმიერი მოძღვარი იმავეს ეტყოდა ახალგაცნობილ
ქალს, მერე კი ერთად შექუჩებულ ბიჭებზე გადაიტანა მზერა. ფრენ-
კმა, რომლისთვისაც ჰალი ჩაებარებინათ, წამით დააბნია, თუმცა
ყველა ძმას სათითაოდ დააკვირდა. მეგი ბიჭებს ზურგში მოჰქცეო-

99
და. განცალკევებით იდგა და ისეთი გაოცებით შესცქეროდა მამა
რალფს, გეგონება, ღმერთი მდგარიყოს მის წინაშე. ისე ჩაუარა მოძ-
ღვარმა ბიჭებს, არც კი შეუმჩნევია, სარჟის დახვეწილი შესამოსლის
კალთები მტვერში რომ ესვრებოდა, და მეგის წინ დაცუცქდა, მერე
კი მხრებში ჩასჭიდა ხელები, სწორედ ისე, მტკიცე, კეთილ და ალერ-
სიან ადამიანებს რომ სჩვევიათ, და ღიმილით ჰკითხა:
– შენ ვინა ხარ?
– მეგი ვარ, – მიუგო ბავშვმა.
– მეგანი ჰქვია, – შეუბღვირა მოძღვარს ფრენკმა, რომელსაც
უკვე ეჯავრებოდა ეს ლამაზი მამაკაცი, მისი გასაოცარი ტანადობა
სძაგდა.
– მეგანი ჩემი საყვარელი სახელია, – შენიშნა მამა რალფმა,
წელში გაიმართა, მეგის ხელი ჩაჰკიდა და მანქანისკენ წაიყვანა, –
აჯობებს, ღამე ჩემთან გაათიოთ, დროჰედაში კი დილით წაგიყვანთ.
მეტისმეტად შორია სიდნეიდან აქამდე მატარებლით ჩამოსული
ადამიანისთვის.
სასტუმრო „იმპერიალის“ კათოლიკური ეკლესიის, სკოლის, მო-
ნასტრისა და მოძღვრის სახლის გარდა ჯილენბოუნში ყველა სხვა
შენობა ხის იყო. დიდი საჯარო სკოლის შენობაც კი ხისგან აეშენები-
ნათ. მზის ჩასვლასთან ერთად წარმოუდგენლად აცივდა, მაგრამ
მოძღვრის სასტუმრო ოთახის ბუხარში უზარმაზარი მორიც გიზგი-
ზებდა და საჭმლის მაცდური სუნიც შედიოდა საიდანღაც. გასაოცა-
რი ენერგიულობით გამორჩეულმა, ხმელ-ხმელმა შოტლანდიელმა
მნე ქალმა ფაცაფუცით აჩვენა კლირებს, ვინ სად დაიძინებდა. და-
დიოდა და გაუჩერებლად ლაქლაქებდა დასავლეთ მთიანეთისთვის
დამახასიათებელი აქცენტით. უაჰინელი უკარება მღვდლების თავ-
შეკავებულობას ნაჩვევ კლირებს მამა რალფის უშუალობა, სიმსუ-
ბუქე და გულთბილობა ეხამუშებოდათ კიდეც. ერთადერთი, ვინც მა-
შინვე მოლბა, პედი გახლდათ ჯერაც არ დავიწყებოდა, როგორი მე-
გობრული მღვდელი ჰყავდათ მის მშობლიურ გოლუეიში, რამდე-
ნად ახლოს იყვნენ იქაური მღვდლები უბრალო ხალხთან. სამაგი-
ეროდ, დანარჩენები მთელი არსებით ცდილობდნენ, ვახშმობა ისე

100
მოემთავრებინათ, ხმა ერთხელაც არ ამოეღოთ, მერე კი, დრო
იხელთეს თუ არა, ზედა სართულზე გაიკრიფნენ და პედიც იძულებუ-
ლი გახდა, ოჯახის წევრებს გაჰყოლოდა. პედი რწმენას სითბოსა და
ნუგეშთან აიგივებდა, ხოლო ფისა და ბავშვებისთვის რწმენის ძი-
რისძირში შიში იყო, თითქოს ვიღაც აიძულებდათ, ასე და ასე მოიქე-
ცით, თორემ შეგაჩვენებენო.
როგორც კი სტუმრები დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ, მამა
რალფი თავის საყვარელ სავარძელზე გაიშოტა და ცეცხლს მიაჩერ-
და. თან სიგარეტს ეწეოდა, თან სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. სად-
გურის ეზოში კლირებთან შეხვედრის დეტალებს იხსენებდა. ოჯახის
უფროსი ძალიან ჰგავდა მერის, ოღონდ მძიმე შრომისგან წელში
მოხრილიყო და, დისგან განსხვავებით, აშკარად არ იყო ავგული
ადამიანი, მისი ლამაზი და დაღლილ-დაქანცული ცოლი კი ისე გა-
მოიყურებოდა, გეგონება, ის-ის იყო, თეთრცხენებშებმული ლანდო-
ლეტიდან ჩამობრძანებულიყოს. პირქუშსა და დაბღვერილ ფრენკს
შავი, ჰო, შავი თვალები ჰქონდა. ბიჭების უმეტესობა მამას ჰგავდა,
სტიუარტი კი ძალიან დამსგავსებოდა დედას და, ალბათ, სიმპათიუ-
რი მამაკაციც დადგებოდა. ნაბოლარას ვერაფერს გაუგებდით, ვერ-
ცერთ მშობელს ვერ მიამსგავსებდით. აი, მეგიზე საყვარელი და
მომხიბლავი პატარა გოგონა კი არასოდეს ენახა მამა რალფს. მისი
თმის ფერს ვერაფრით შეურჩევდი სახელს. არც წითელი იყო, არც
ოქროსფერი, არა, უბრალოდ უბადლოდ შეერია ეს ორი ფერი ერ-
თმანეთში ბუნებას, მისი უმანკო, კრიალა, ნაცრისფერი თვალების
მიღმა კი ნამდვილი საუნჯე იმალებოდა.
მოძღვარმა მხრები აიჩეჩა, სიგარეტის ნამწვი ბუხარში მოისრო-
ლა და წამოდგა. საუნჯეო, რამ აფიქრებინა? გაუელვა, ეტყობა, ვბე-
რდები, ანდა იმდენად ხშირად მეყრება სახეში ქვიშა, თვალის ჩინს
ვკარგავო.
გამოძინებული სტუმრები დილით დროჰედაში წაიყვანა. ავ-
სტრალიური პეიზაჟებისთვის კლირებს უკვე საკმაოდ შეეჩვიათ
თვალი და ისეთებს ლაპარაკობდნენ, მამა რალფს ძალიან ამხიარუ-
ლებდნენ. უხსნიდა, ბოლო გორაკები აქედან აღმოსავლეთით ორი

101
მილის მოშორებითაა, ჩვენ კი შავმიწა დაბლობზე მივდივართო. და-
უბრკოლებლად მიიწევდნენ წინ ტაფასავით მოსწორებულ მინ-
დვრებზე. მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავდი თვალს ხეებს. წინა დღისა
არ იყოს, ახლაც ცხელოდა, მაგრამ „დაიმლერით“ მგზავრობა მატა-
რებლით მგზავრობაზე გაცილებით მოსახერხებელი იყო, თან სახ-
ლიდან დილაადრიან ისე გამოვიდნენ, ლუკმაც არ ჩაუდიათ პირში.
საგულდაგულოდ ჩაელაგებინა მამა რალფს შავ ჩემოდანში აქეთ
თავისი შესამოსელი და იქით ‒ წმინდა ზიარება.
– რა ბინძური ცხვრებია! – გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა მეგიმ,
თან ასობით წვრილფეხას არ აშორებდა თვალს, რომლებიც ბალახ-
ში იჩიჩქნებოდნენ და შორიდან ჟანგისფერ ბულულებს წააგავდნენ.
– ჰო, როგორც ვხედავ, ახალი ზელანდია უნდა ამერჩია, – თქვა
მღვდელმა, – თან ირლანდიაში მეგონებოდა თავი, თან ყველგან
რძისფერი ცხვრები იქნებოდნენ.
– ასეა, ბევრ რამეში ჰგავს ახალი ზელანდია ირლანდიას. იქაც
ისეთივე ლამაზი, მწვანე ბალახია, მაგრამ უფრო ველურია იქაური
ბუნება, ბევრად ნაკლებადაა მოთვინიერებული, – მიუგო პედიმ,
რომელსაც ძალიან მოსწონდა მამა რალფი.
ეს იყო და საიდანღაც ემუთა გუნდი გამოტყვრა. გრძელ-გრძელი
კისრები წინ წაეგდოთ, მოუქნელი ფეხები ლამის ერთმანეთში გახ-
ლართვოდათ და მაინც ქარზე უსწრაფესად მიშლიგინებდნენ სად-
ღაც. ბავშვები ჯერ გაოგნდნენ, მერე კი სიცილი წასკდათ – აღ-
ფრთოვანდნენ უზარმაზარი ჩიტებით, რომლებიც დარბოდნენ, კი
არ დაფრინავდნენ.
– რა კარგია, ამ საძაგელი ჭიშკრების გასაღებად მანქანიდან
გადმოსვლა რომ არ მიწევს, – თქვა მამა რალფმა, როდესაც მისი
„დაიმლერის“ უკან უკანასკნელი ჭიშკარი დაიხურა და ბობი, რო-
მელსაც ჭიშკრების მიხედვა ეთავა, ისევ აბობღდა მანქანის სალონ-
ში.
იმის გათვალისწინებით, რომ ფეხის ყოველ გადადგმაზე აოცებ-
დათ ავსტრალია, დროჰედას სახლი მყუდროდ მოეჩვენათ, თავისი
გეორგიანული ფასადით, გაკვირტული ცისვაზებითა და ათასობით

102
ვარდის ბუჩქით.
– აქ ვიცხოვრებთ? – შეჰკივლა მეგიმ.
– მთლად აქ არა, – ჩქარ-ჩქარა უპასუხა გოგონას მამა რალფმა,
– სახლი, რომელშიც თქვენ იცხოვრებთ, დაახლოებით ერთი მილის
მოშორებითაა, ნაკადულთან ახლოს.
მერი კარსონი სტუმრებს დიდ სასტუმრო ოთხში ელოდებოდა.
იჯდა სარწეველაში და ძმის შესაგებებლად ფეხზე ადგომა არც უფიქ-
რია, იქით აიძულა პედი, მიახლებოდა.
– აბა, პედი, – საკმაოდ ალერსიანად გამოუვიდა მისის კარსონს,
ოღონდ იმწუთას ძმას კი არა, მოძღვარს არ აშორებდა თვალს, რო-
მელსაც მეგი ხელში აეყვანა. გოგონას ორივე მკლავი შემოეჭდო მა-
მა რალფის კისერზე.
მძიმედ წამოდგა სარწეველადან მერი კარსონი და ისე, რომ ფი-
სა და ბავშვებს არც მისალმებია, გამოაცხადა:
– ახლავე მოვისმინოთ ლოცვა! დარწმუნებული ვარ, მამა დე
ბრიკასარს თავის საქმეებზე მიეჩქარება.
– ოდნავადაც არა, ძვირფასო მერი, – გაეცინა მოძღვარს და ცის-
ფერი თვალები აუციმციმდა, – ლოცვას აღვავლენ, მერე ყველანი
თქვენს ჩინებულ ცხელ საუზმეს შევექცევით და ბოლოს, როგორც
მეგის დავპირდი, ვაჩვენებ, სად იცხოვრებს.
– მეგი... – ჩაილაპარაკა მერი კარსონმა.
– ჰო, ეს მეგია, ოღონდ სტუმრები ბოლოდან რომ არ გაგაცნოთ,
მერი, გეთაყვა, თავიდან დავიწყებ. ეს ფიონაა.
ერთი დააქნია თავი მერი კარსონმა, მერე კი ლამის არც კი მიუქ-
ცევია ყურადღება ბიჭებისთვის, რომლებიც მამა რალფმა წარუდგი-
ნა. მეტისმეტად გულდასმით აკვირდებოდა თავად მოძღვარსა და
მეგის.
უფროსი მეცხვარის ხიმინჯებიანი სახლი უწესრიგოდ ამოსული
მაღალი ევკალიპტებითა და ძეწნებით გარშემორტყმული ვიწრო ხე-
ვიდან დაახლოებით ოცდაათი ფუტის მოშორებით იდგა. დროჰედას
ბრწყინვალე კარ-მიდამოსთან შედარებით იქაურობა განძარცუ-
ლად და გაქუცულად გამოიყურებოდა, მაგრამ სხვა მხრივ უფროსი

103
მეცხვარის სახლი არაფრით ჩამოუვარდებოდა სახლს, რომელშიც
კლირები ახალ ზელანდიაში ცხოვრობდნენ. ოთახებში ტევა აღარ
იყო მძიმე ვიქტორიანული ავეჯისა, რომელსაც სქელ ფენად დასდე-
ბოდა წითელი მტვერი.
– გაგიმართლათ, აბაზანა გაქვთ, – თქვა მამა რალფმა, როდე-
საც კლირები ხის კიბით აიყვანა სახლის წინა ვერანდაზე. არც ისე
იოლი იყო იმ კიბეზე ასვლა – შენობა თხუთმეტი ფუტის სიმაღლის
ხიმინჯებზე იდგა, – ამსიმაღლე ხიმინჯები იმისთვისაა, რომ შეიძლე-
ბა, ნაკადული ადიდდეს, – აუხსნა ახალმოსახლეებს მოძღვარმა, –
ძალიან ახლოსაა. გამიგია, შეიძლება, ღამეში წყლის დონემ ექვსი
ფუტით აიწიოსო.
სახლში მართლაც იყო სააბაზანო. თუნუქის ძველი აბაზანა და
კიდეებატკეჩილი წყლის გამათბობელი უკანა ვერანდაზე, კედლით
გამოყოფილ ნიშაში იდგა. ფისა და მეგის ზიზღი მოჰგვარა სახლი-
დან, ასე, ორმოცი იარდის მოშორებით გაჭრილი ფეხსალაგის აქო-
თებული ორმოს დანახვამ. ახალი ზელანდიის შემდეგ ასეთი საპირ-
ფარეშო პრიმიტიულად მოეჩვენათ.
– მაინცდამაინც სუფთა ხალხს არ უცხოვრია აქ, – ჩაილაპარაკა
ფიმ და დამტვერილ სერვანტს თითი გადაუსვა.
– წააგებთ ამ ომს, – გაეცინა მამა რალფს, – ეს აუტბეკია, სადაც
ვერასოდეს დაამარცხებთ სამ რამეს: სიცხეს, მტვერსა და ბუზებს.
რაც უნდა გააკეთოთ, ვერც ერთს ვერასოდეს დააღწევთ თავს.
– ძალიან კეთილი ხართ, – თვალი გაუსწორა მღვდელს ფიმ.
– მაშ, როგორ უნდა მოვიქცე, თუკი ჩემი შესანიშნავი მეგობრის
ერთადერთი ოჯახი თქვენ ხართ? – მიუგო მოძღვარმა, რაზეც ქალმა
მხრები აიჩეჩა.
‒ ჩემთვის უჩვეულოა მღვდელთან მეგობრობა. ახალ ზელან-
დიაში მოძღვრებს ძალიან შორს უჭირავთ ადამიანებისგან თავი.
– კათოლიკე არა ხართ, არა?
– არა, პედია კათოლიკე და, ბუნებრივია, ბავშვებსაც კათოლი-
კეებად ვზრდით, ყველას, ეს თუ გაინტერესებდათ...
– აზრადაც არ მომსვლია. გული მოგდით ამის გამო?

104
– მართალი გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.
– არ მონათლულხართ?
– თვალთმაქცობა არ მჩვევია, მამა დე ბრიკასარ. ჩემი ეკლესიი-
სადმი რწმენა დავკარგე და სხვა არანაკლებ უაზრო სარწმუნოებაში
გადავარდნის სურვილი არ მქონია.
– გასაგებია, – თქვა მოძღვარმა და მეგის შეხედა, რომელიც წი-
ნა ვერანდაზე იდგა და დროჰედას დიდი სახლისაკენ მიმავალ გზას
გასცქეროდა, – ძალიან ლამაზი ქალიშვილი გყავთ. იცით, ძალიან
მომწონს თმის ფერი, რომელსაც ტიციანი ხატავდა, მეგის კი ისეთი
თმა აქვს, ალბათ უმალ ფუნჯს დასტაცებდა მხატვარი ხელს. ასეთი
ფერის თმა არ მინახავს. სხვა ქალიშვილი არ გყავთ?
‒ არა, პედის გვარშიც და ჩემკენაც ბიჭები ჭარბობენ. გოგონები
იშვიათად იბადებიან.
– საბრალო პატარა, – ისე ჩაილაპარაკა მამა რალფმა, ვერ მიხ-
ვდებოდით, რას გულისხმობდა.
მერე ხის ყუთებში შეფუთულმა ნივთებმაც ჩამოაღწია სიდნეიდან
და სახლიც დაემსგავსა საცხოვრებელს, რომელიც ახალ ზელან-
დიაში ჰქონდათ. წიგნებიო, ფაიფურის ჭურჭელიო... სასტუმრო
ოთახიც გაივსო ფის ავეჯით და ცხოვრებაც, ასე თუ ისე, კალაპოტში
ჩადგა. პედი და ბიჭები, ყველა, სტიუარტის გარდა, უმეტესად ფერ-
მის ორ მუშასთან ერთად მუშაობდნენ, რომლებიც მერი კარსონს
სამსახურიდან არ დაეთხოვა, აქაოდა, ჩემს ძმასა და ძმისშვილებს
საქმეს ასწავლიანო. ჰო, დიდი განსხვავება იყო ახალზელანდიურ
ცხვარსა და პირუტყვს შორის, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის
ჩრდილო-დასავლეთში მოეშენებინათ.ფი,მეგი და სტიუარტიც ხვდ-
ებოდნენ, რამდენად განსხვავდებოდა უფროსი მეცხვარის რეზი-
დენციაში ცხოვრება მათი ახალზელანდიური საოჯახო მეურნეობის-
გან. თქმით არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ხვდებოდნენ, მერი
კარსონი არასდროს არ უნდა შეეწუხებინათ, თუმცა მისი მნე ქალი-
ცა და მოახლეებიც სულ მუდამ მზად იყვნენ, დახმარების ხელი გა-
ეწოდებინათ ფისა და მეგისთვის. ფერმის მუშებიც ხალისით ეხმარე-
ბოდნენ პედისა და ბიჭებს.

105
კლირებმა მალევე გაისიგრძეგანეს, რომ დროჰედა ცივილიზა-
ციას მოწყვეტილი, თვითმყოფადი სამყარო იყო, ხოლო ჯილენბოუ-
ნი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვად იქცა, სახელად, რო-
მელსაც აღარც ახსენებდნენ.
მამულში თავლებიც იყო, სამჭედლოც, ავტოფარეხებიც და უთ-
ვალავი საკუჭნაოც, სადაც ყველაფერს ინახავდნენ, დაწყებული პი-
რუტყვის საკვებით, მექანიკური მოწყობილობებით დამთავრებუ-
ლი. საძაღლეებიც ჰქონდათ და ცხვრისთვის გამოყოფილი საძოვ-
რებიც, ლაბირინთივით ჩახლართული საქონლის ბაკებიცა და უშვე-
ლებელი ფარდულიც, სადაც ცხვარს კრეჭდნენ. იმ ფარდულში ერ-
თდროულად ოცდაექვსი ცხვრის გაკრეჭა შეიძლებოდა, რაც წარმო-
უდგენლად ბევრი იყო. საკრეჭის უკან მუყაოს თავსატეხის ნაწილე-
ბივით მისწყობოდნენ ერთმანეთს პატარ-პატარა, შემოღობილი
ეზოები. აქვე იყო საფრინველეები, საღორეები, ბოსლები, რძის
ოთახი და ოცდაექვსი მკრეჭავის საცხოვრებელი. პატარა ქოხმახე-
ბიც ჩაედგათ მუშებისთვის და მეცხვარის ორი სახლიც, რომლებიც
კლირებისთვის გადაცემულ სახლს ზომით ჩამოუვარდებოდა. არც
ახალბედა მეცხვარეების სახლუკების აშენება დავიწყებოდათ. სა-
საკლაოც ჰქონდათ და შეშის ხორებიც დაედგათ, თან ამ ყველაფერს
სამი მილის დიამეტრის წრიული ფორმის, მამულად წოდებული უტ-
ყეო ნაკვეთის დაახლოებით შუაგულში მოეყარა თავი. მხოლოდ უფ-
როსი მეცხვარის სახლის მიმდებარედ მიჯრით ნაშენები შენობები
ესაზღვრებოდა ტყეს, თუმცა ფარდულების გარშემო ეზოებსა და პი-
რუტყვის შემოღობილებში ბევრი ხე იდგა საჩრდილობლად ‒ მეტ-
წილად დიდრონი, გარინდებული, ხშირფოთლიანი და ტანმაგარი
შინუსები.
ცოტა მოშორებით ცხენები და მერძეული ძროხები უსიცოც-
ხლოდ ძოვდნენ მაღალ ბალახს.
უფროსი მეცხვარის სახლის უკან გაჩენილ ხევში ისე დუნედ მი-
ედინებოდა წყალმარჩხი, ტალახიანი მდინარე, რომ კაციშვილს არ
სჯეროდა მამა რალფის სიტყვებისა, შეიძლება, ერთ ღამეში წყლის
დონემ ექვსი ფუტით აიწიოსო. არა, შეუძლებელი იყო.

106
სწორედ ამ ნაკადულიდან ტუმბავდნენ წყალს ხელით სამზარეუ-
ლოსა და სააბაზანოსთვის. კარგა ხანი გავიდა მანამ, სანამ ფი და
მეგი მომწვანო-მოყავისფრო წყლით დაბანასა და რეცხვას მიეჩვე-
ოდნენ.
ხის საყრდენებზე, რომლებიც საბურღ კოშკურებს მოგაგონებდ-
ათ, გოფრირებული რკინის ექვსი მასიური ავზი იდგა. ამ ავზებში
გროვდებოდა სახურავიდან ჩამონადენი წვიმის წყალი, რომელსაც
ძალიან მომჭირნედ იყენებდნენ, მხოლოდ და მხოლოდ სასმელად.
კაცმა არ იცოდა, როდის მოწვიმდა, როდის გაავსებდა ხელახლა ავ-
ზებს წვიმა. ცხვარსა და მსხვილფეხა საქონელს არტეზიულ წყალს
ასმევდნენ, რომელსაც სამი ათასზე მეტი ფუტის სიღრმიდან ტუმბავ-
დნენ. გადმოთქრიალდებოდა წყალი მილიდან და წვრილ-წვრილი
არხების გავლით, რომლებსაც აქეთ-იქიდან არშიასავით მისდევდა
ნაღვლისფერი ბალახი, მამულის ყველა შემოღობილამდე მიაღწევ-
და. გოგირდისა და მინერალების მაღალი შემცველობის გამო ეს
წყალი ადამიანისთვის გამოუსადეგარი იყო.
ავსტრალიაში ყველაფერი იმდენად შორს იყო ერთმანეთისგან,
თავიდან დაიბნენ კიდეც. დროჰედა ორას ორმოცდაათი ათას აკრს
მოიცავდა, ხოლო მისი ყველაზე გრძელი საზღვარი ოთხმოც მილზე
იყო გადაჭიმული. ჯილენბოუნიდან მამულს ოცდაშვიდი მილი აშო-
რებდა, მომდევნო უახლოეს დასახლებამდე კი ას ექვსი მილი იყო.
მამულის შედარებით მოკლე მიჯნა ბარუონ-რივერზე გადიოდა, დი-
დსა და მღვრიე მდინარეზე, რომელიც ათასობით მილზე მიედინე-
ბოდა, მდინარე მარის უერთდებოდა და ათას ხუთასი მილის მოშო-
რებით, სამხრეთ ავსტრალიის სანაპიროებთან, სამხრეთ ოკეანეში
ჩაედინებოდა. ჯილენ-კრიკი, რომელიც უფროსი მეცხვარის სახლის
უკან მიწანწკარებდა ხევში, მამულიდან ორიოდ მილის მოშორებით
ერთოდა მდინარე ბარუონს.
მოსწონდათ პედისა და ბიჭებს იქაურობა. ზოგჯერ მთელ დღეებს
ჯირითში ატარებდნენ, მამულიდან არაერთი მილის მოშორებით, ღა
მეს კი ღია ცის ქვეშ ათენებდნენ, რომელიც ისე მოიჭედებოდა ხოლ-
მე ვარსკვლავებით, მისი შემყურე ადამიანიც გრძნობდა, როგორ

107
გადმოდიოდა ღვთიური მადლი მასზე.
იქაურ მორუხო-მოყავისფრო მიწაზე სიცოცხლე ჩქეფდა. ერ-
თდროულად ათასობით კენგურუ შეესეოდა ხოლმე ხტუნვა-ხტუნ-
ვით ტყეებს. საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ გინდ მოხდენი-
ლობით,გინდ თავისუფლებით, გინდ რიცხოვნობით კენგურუები.
მოიწყობდნენ ემუები ბუდეებს აბიბინებული ტაფობის შუაგულში და
მერე დაიჯგიმებოდნენ გოლიათებივით, აქაოდა, ჩვენს ტერიტორი-
ას ვიცავთო. არადა, ყველაფერზე გული უსკდებოდათ. შეეშინდებო-
დათ და ცხენზე უსწრაფესად გარბოდნენ, უკანმოუხედავად ტოვებ-
დნენ ფეხბურთის ბურთის სისხო მუქმწვანე კვერცხებს. ერთი ბეწო
ჟანგისფერ ცათამბჯენებს იშენებდნენ ტერმიტები, უზარმაზარი, კბე-
ნია ჭიანჭველები კი წყალივით ჩაიცლებოდნენ ხოლმე ციცქნა მი-
წაყრილების ცენტრში გაჩენილ ნახვრეტებში.
ავსტრალიაში იმდენნაირი ფრინველი იყო, უთვალავი სახეობა,
თანაც, თითო-ოროლას კი არ გადაეყრებოდით, ათასობით, რამდე-
ნიმე ათასი ჩიტი ბინადრობდა ერთად. პაწაწინა, გრძელკუდა ყვი-
თელ-მწვანე თუთიყუშებსაც ნახავდით, რომლებსაც ფი სიყვარუ-
ლის ჩიტებს ეძახდა, ხოლო ადგილობრივები – ხუჭუჭებს, და მოცუც-
ქნულ ლურჯ-ალისფერ როზელებსაც; გალებსაც, დიდრონ მქრქალ-
ნაცრისფერ თუთიყუშებს, პრიალა მოვარდისფრო-მოიისფრო ნაკ-
რტენი რომ ამოსდიოდათ მკერდზეც, ფრთებქვეშაც, თავზეც და დი-
დებულ ქათქათა ჩიტებსაც, კინკრიხოზე აშლილი, თვალში მოსახ-
ვედრი ბუმბულის გამო ყვითელქოჩრიანი კაკადუები რომ შეერქმი-
ათ.
ტრიალ-ბზრიალი გაჰქონდათ მთიულასებრთა ოჯახის გალეულ
და იმავდროულად მოხდენილ წარმომადგენლებს, თუ ბეღურებსა
და შოშიებს; ხოლო ღონიერი, მეწამული კუკაბარები ალკუნისებ-
რთა ოჯახიდან სიცილ-კისკისით ყვინთავდნენ ჰაერში, საყვარელ
საკვებს, გველებს რომ დასცხრომოდნენ თავს. იმდენად ჰგავდა ხე-
ებზე შეფენილი სრულებით უშიშარი ასობით ჩიტიდან თითოეული
ადამიანებს... ისხდნენ და მკვირცხლი, საზრიანი თვალებით აკვირ-
დებოდნენ ყველაფერს, თან ხან წამოიკივლებდნენ, ხან ლაპარაკს

108
გააბამდნენ, ხან ახორხოცდებოდნენ, ხანაც უბრალოდ ბაძავდნენ
ყველაფერს, რაც გარშემო ისმოდა.
გაიშლიგინებდნენ, გამოიშლიგინებდნენ ხუთი-ექვსი ფუტის სიგ-
რძის მხდალი ხვლიკები და მარდად შეახტებოდნენ მაღალ ხეებს.
ისევე შინაურულად გრძნობდნენ თავს ტოტებზე, როგორც მიწაზე.
გოანები ერქვათ. ხვლიკი სხვაც ბევრი იყო, გოანებზე პატარაც, მაგ-
რამ ზოგიერთი მათზე არანაკლებ საშიშად გამოიყურებოდა. ჰო,
ზოგს ტრიცერატოფსის საკადრისი რქოვანი საყელო მოუჩანდა კი-
სერზე, ზოგსაც გაბუშტული, ხასხასა ლურჯი ენა ჰქონდა.
გველი იმდენნაირი იყო, ვერ დათვლიდი და კლირებსაც ისღა
დარჩენოდათ, გაეთავისებინათ, რომ ყველაზე დიდი და საზარელი
შესახედაობის უხსენებელი ხშირ შემთხვევაში ყველაზე ზნეკეთილი
იყო, ხოლო დაახლოებით ერთი ფუტის სიგრძის მოკლე, ჩაკუპატე-
ბული არსება შეიძლებოდა შხამიანი იქედნე ყოფილიყო. იშვიათო-
ბას არც რომბებიანი პითონები, სპილენძისთავები, ბოიგები, წი-
თელმუცლიანი შავი გველები, ყავისფერი მცურავები და მკვლელი
ვეფხვისებრი გველები წარმოადგენდნენ.
მწერებს აღარ იტყვით? მოკლეულვაშიანი და სწორფრთიანი თუ
გადამფრენი კალიებიო, ჭრიჭინებიო, ფუტკრებიო, ყველა ზომისა
და სახეობის ბუზიო, ჭრიჭინობელები, კოღოები, ქინქლები, ნემსიყ-
ლაპიები, ღამის უზარმაზარი პეპლებიო და კიდევ ათასი სხვა პეპე-
ლა... საზარელი ობობებიც იცოდა ავსტრალიაში. ზოგი უზარმაზარი
და ბანჯგვლიანი იყო, თანაც რამდენიმე დუიმის სიგრძის ფეხები ჰქ-
ონდა, ზოგსაც დაინახავდით საპირფარეშოში, გაიფიქრებდით, ეს
რა პაწაწინა შავი არსებააო და ყველაზე შხამიანი ობობა შეგრჩებო-
დათ ხელში. ზოგიერთი ხეებს შორის გაბმულ ფარატინა ქსელებში
ბინადრობდა, ზოგიც ბალახის ღერებს შორის ჩამოკიდებულ აბლა-
ბუდას ჰამაკებში ირწეოდა. ზოგი მიწაში გათხრილ პატარა ხვრელში
ჩაიმალებოდა და ჩასაძრომს ხუფითაც დაგმანავდა.
ცხადია, ავსტრალიაში მტაცებლებიც იყვნენ, მაგალითად, გაბან-
ჯგვლული, სისასტიკით გამორჩეული და ფეთიანი ხორცისმჭამელი
ტახები, რომლებიც ძროხასაც არ ჩამოუვარდებოდნენ ზომით. იყვ-

109
ნენ დინგოებიც ‒ავსტრალიური ველური ძაღლები. მიწაზე გართხმ-
ულები აქეთ-იქით ისე დაიპარებოდნენ, ბალახში არც კი ჩანდნენ.
ასობით ყვავი ცვიოდა სამუდამოდ თეთრ ჩონჩხებს დამსგავსებუ-
ლი, დაწყევლილი გამხმარი ხეებიდან, ძერა და არწივი კი ისე გა-
მოეკიდებოდა ხოლმე ჰაერში... ზოგიერთი მხეცისგან ცხვარ-ძრო-
ხაც უნდა დაეცვათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაშიერი მოჰ-
ყავდა პირუტყვს, კენგურუები და ბოცვრები კი ძვირფას ბალახს მი-
ირთმევდნენ. ტახი და დინგო ბატკანს, ხბოსა და ავადმყოფ საქო-
ნელს ეტანებოდა, ყვავებმა კი თვალების ამოკორტნა იცოდნენ. ჰო-
და, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, კლირებმა სროლაც ისწავლეს. და-
დიოდნენ შაშხანაგადაკიდებულები ცხენით და ზოგჯერ გაწამებული
მხეცის ტანჯვისგან გათავისუფლებაც უწევდათ. შეიძლებოდა, ტახის
ან დინგოსთვისაც დაეხალათ ტყვია.
‒ ცხოვრებაც ასეთი უნდაო, – ხარობდნენ ბიჭები, ახალი ზელან-
დია კი არც ერთ მათგანს არ ენატრებოდა. ხან თვალის კუთხეებში
მიეწებებოდათ ქინქლა, ხან ნესტოში შეუძვრებოდათ, ან პირსა და
ყურებში, ისინი კი ავსტრალიელებივით ჩამოიკიდებდნენ ქუდის
ფარფლზე დაკონწიალებულ თასმაზე ბოთლის საცობს და ასე აფ-
რთხობდნენ მწერს. ფარფალა შარვლის ტოტებში რომ არაფერი
შესძვრომოდათ, წვივებზე ბოუიანგებს, კენგურუს ტყავის ზონრებს
იკრავდნენ და ხითხითებდნენ, ამ ტყავებს რა სასაცილო სახელი
ჰქვიაო, მაგრამ მათ გარეშე არაფრის დიდებით არ გავიდოდნენ გა-
რეთ.
არა, ავსტრალიაში სიცოცხლე ჩქეფდა, მასთან შედარებით კი
ახალი ზელანდიისთვის მეტად ამოედო ლაგამი ადამიანს. სამაგი-
ეროდ, სახლსა და მის უშუალო შემოგარენს მიჯაჭვულ ქალებს კა-
ცებზე ბევრად ნაკლებად ეხატებოდათ გულზე ავსტრალიური ყოფა
და არც სტიმული ჰქონდათ იმისთვის, რომ რამე შეეცვალათ, თანაც
საქმე, რომელსაც ჩვეულებრივ ქალები აკეთებდნენ, აქ უფრო ძნე-
ლი გასაძღოლი იყო. უფრო ძნელი იყო მზარეულობაც, დალაგებაც,
რეცხვაც, უთოობაცა და ბავშვის მოვლაც. არც სიცხეს ეპუებოდნენ,
არც მტვერს, არც ბუზებს, არც მაღალ კიბეს, არც ტალახიან წყალს,

110
არც იმას, რომ მამაკაცები ლამის წლიდან წლამდე არ ბრუნდებოდ-
ნენ სახლში და, შესაბამისად, არც შეშას უჩეხავდათ ვინმე, არც
წყალს უტუმბავდათ, არც შინაურ ფრინველს დაუკლავდათ, მაგრამ
ყველაზე მეტად მაინც სიცხის ატანა უჭირდათ. გაზაფხული ის-ის
იყო, დაწყებულიყო, ჩრდილიან ვერანდაზე კი თერმომეტრი ყოველ-
დღე ას გრადუსს აჩვენებდა, ხოლო როცა სამზარეულოში ფუსფუ-
სებდნენ, ტემპერატურა ას ოც გრადუსამდეც ადიოდა. სქელი, ტანზე
მომდგარი ტანისამოსი, რომელიც ჰქონდათ, ახალი ზელანდიის-
თვის იყო ზედგამოჭრილი – იქ სახლში სულ გრილოდა.

აქაოდა, მუხლს გავმართავო, ნება-ნება სეირნობით მიადგა მე-


რი კარსონი რძალს. მისვლისთანავე ქედმაღლურად შეათვალიერა
ფიონას მიტკლის კაბა, იატაკამდე კალთებდაშვებული და მაღალყე-
ლიანი. თვითონ ახალი ყაიდის, წელში თავისუფალი, კრემისფერი
აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელსაც ღრმად ამოჭრილი გული, ფარფა-
რა, იდაყვებამდე სახელოები ჰქონდა და წვივებს სანახევროდ უფა-
რავდა.
‒ თქვენს ძველმოდურობას მართლაც არაფერი ეშველება, ფი-
ონა, – თქვა ქალბატონმა და სპარსული ხალიჩებით მოგებულ ოთა-
ხს მოავლო თვალი, რომელიც ძვირფასი, მაგრამ შეუსაბამო ავეჯით
გაეწყოთ. ოთახში კედლები, ის-ის იყო, კრემისფრად გადაეღებათ.
– არ მცალია ეგეთებისთვის, – მასპინძლისათვის შეუფერებ-
ლად მოუჭრა ფიმ.
– ახლა მეტი დრო გექნებათ. კაცებიც სულ გარეთ არიან და სამ-
ზარეულოშიც ნაკლებად მოგიწევთ ფუსფუსი. კაბაც უნდა დაამოკ-
ლოთ და ქვეშიდან რომ ქვედაწელი გაცვიათ, ისიც უნდა გაიხადოთ,
კორსეტიც, თორემ იცოდეთ, ზაფხულში თხუთმეტი-ოცი გრადუსით
დაცხება და ვერ გაუძლებთ, – დაამუნათა რძალი მისის კარსონმა
და ეუხენია დე მონტიხოს1 საკადრის კრინოლინში გამოწყობილი
ქერა ლამაზმანის პორტრეტს მიაპყრო მზერა, მერე კი ფის სურათზე

1
იმპერატორ ნაპოლეონ მესამის მეუღლე

111
ხელით ანიშნა და იკითხა, ვინ არისო.
– ბებიაჩემია, ‒ მიუგო მულს ფიონამ.
– მართლა? მისია ავეჯი და ხალიჩები? – დაინტერესდა მერი
კარსონი.
– ჩემია, ბებიაჩემისგან მერგო.
– ნუთუ? ფიონა, ძვირფასო, ქორწინების გამო თქვენი საზოგა-
დოებრივი მდგომარეობა გაუარესებულა, არა?
წყობიდან არასოდეს გამოდიოდა ფი, ამჯერადაც მოახერხა თა-
ვის შეკავება, თუმცა, თხელ-თხელი ტუჩები მაინც მოკუმა და დი-
ასახლისს ისე მიუგო:
– არა მგონია, მერი. უჩემოდაც იცით.
– კარგი და ჯიბეგაფხეკილი. ქალიშვილობის გვარს არ მეტყვით?
– არმსტრონგი გახლავართ.
– მართლა? როდერიკ არმსტრონგის ნათესავიც ხომ არა ხართ?
‒ როდერიკი ჩემი უფროსი ძმაა, ჩვენი დიდი პაპის სახელი
ჰქვია.
მერი კარსონი ფეხზე წამოდგა და ფართოფარფლიანი ლამაზი
ქუდით ბუზები მოიგერია, რომლებიც სულ არ დაგიდევდნენ, ვინ ვინ
იყო, მერე კი თქვა:
– კეთილი, უნდა ვაღიაროთ, რომ დაბადებით კლირებზე პრივი-
ლეგირებული ყოფილხართ. მითხარით, იმდენად გიყვარდათ პედი,
რომ ყველაფერზე უარი თქვით?
‒ რას რის გამო ვაკეთებ, ჩემი საქმეა და არა თქვენი, მერი, ‒
მშვიდად მიუგო ფიმ, – ჩემი ქმრის შესახებ ლაპარაკსაც არავისთან
ვაპირებ, მის დასთანაც კი.
კიდევ უფრო მკაფიოდ დააჩნდა ცხვირიდან ტუჩის კიდეებამდე
დაშვებული ღარები დიასახლისს და თვალებიც, ცოტა არ იყოს, გა-
უფართოვდა. ერთი ჩაილაპარაკა, მედიდურობაც ასეთი უნდაო და
მეტად აღარ გაჰკარებია უფროსი მეცხვარის სახლს. სამაგიეროდ,
მისი მნე ქალი, მისის სმითი სტუმრობდა ხშირ-ხშირად ფის და წარა-
მარა უმეორებდა დიასახლისის რჩევას, შილიფად ჩაიცვიო.
– იცით, საკერავი მანქანა ოთახში სულ ტყუილად მიდგას, არას-

112
ოდეს ვხმარობ. ორ მუშას ვეტყვი და მოვატანინებ. მე თუ რამე დამ-
ჭირდება, მოვალ, – თქვა ქალმა და პატარა ჰალს გახედა, რომელიც
მხიარულად კოტრიალობდა იატაკზე, მერე კი დასძინა, მისის კლი-
რი, ბავშვების ხმები ისე მიყვარსო...
ექვს კვირაში ერთხელ ჯილენბოუნიდან ცხენშებმული საზიდ-
რით ჩამოტანილი ფოსტის დახვედრას თუ არ მივიღებთ მხედველო-
ბაში, კლირებს გარე სამყაროსთან სხვა კონტაქტი არ ჰქონიათ.
არა, დროჰედაში „ფორდის“ მარკის ორი სატვირთოც ჰყავდათ, რო-
მელთაგან ერთ-ერთზე საგანგებოდ შემოედგათ წყლის ავზი, ასევე
ფორდის მარკის ძველისძველი სედანიცა და „როლს-როისიც“, მაგ-
რამ კაციშვილი არ სარგებლობდა ამ მანქანებით. ათასში ერთხელ
მერი კარსონი თუ წავიდოდა ჯილიში მანქანით და ეგ იყო. რაღა ორ-
მოცი მილი გაგივლია და რაღა მთვარეზე გაფრენილხარ... სამაგი-
ეროდ, ბლუი უილიამსს მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე, რომლის
თანახმადაც ოლქში ფოსტის დატარებაზე აგებდა პასუხს. ჰოდა, ექ-
ვსი კვირა სჭირდებოდა ოლქის ამ თავიდან იმ თავამდე გავლას.
თორმეტი დიდებული საჯაგვე ცხენი შეებათ საქონლით დატვირ-
თულ ბრტყელსახურავიან საზიდარში, რომელსაც ათფუტიანი ბორ-
ბლები ჰქონდა. „როიალმეილის“ გზავნილების გარდა საჭმელ-სას-
მელსაც ეზიდებოდა ბლუი, ორმოცგალონიანი კასრებით ბენზინსაც,
ხუთგალონიან კვადრატულ კანისტრებში ჩასხმულ ნავთსაც, თივა-
საც, სიმინდით სავსე ტომრებსაც, შაქრითა და ფქვილით გატენილ
მიტკლის ტომსიკებსაც, ჩაით სავსე ხის ყუთებსაც, კარტოფილიან
პარკებსაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მოწყობილობებ-
საც, სიდნეიში მდებარე ენტონი ჰორდენის უნივერმაღიდან ფოსტით
გამოწერილ სათამაშოებს თუ ტანისამოსსაც და ბევრ სხვა რამესაც,
რასაც ჯილიში ან სადმე სხვაგან თუ იყიდდი.
დღეში ოც მილზე მეტს არაფრის დიდებით არ გაივლიდა ბლუი,
რომელსაც, სადაც უნდა მისულიყო, ყველგან სიხარულით ეგებე-
ბოდნენ, ეკითხებოდნენ, შორეულ მხარეებში ახალი რა ხდებაო,
როგორი დარიაო და ქაღალდის ნაგლეჯებით საგულდაგულოდ შეკ-
რულ ფულის დასტებსაც აჩეჩებდნენ. გაკრული ხელით მიაჯღაბნიდ-

113
ნენ ხოლმე იმ ნაგლეჯებზე, ვისთვის რა უნდა ეყიდა ჯილიში ბლუის...
გულმოდგინედ ჩაწიკწიკებულ წერილებს რაც შეეხება, მათთვის
ფოსტალიონს ადგილი ტილოს ტომარაში უნდა მიეჩინა, წარწერით
Royal GVR Mail.
ჯილიდან დასავლეთით ორად ორი მამული იყო, დროჰედა, შე-
დარებით ახლოს ქალაქთან, და ბუგელა, მოშორებით. ბუგელას იქ-
ით რომ მიწები იყო, იქ ხალხი წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებ-
და ფოსტას. რწევა-რწევით მიუყვებოდა ბლუის საზიდარი სამხრეთ-
დასავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე
მეურნეობებისაკენ მიმავალ გრძელ, მიკლაკნილ-მოკლაკნილ გზ-
ას, რომელიც რკალივით შემოჰკვროდა მიდამოს, მერე ისევ ჯილი-
ში ბრუნდებოდა და ახლა აღმოსავლეთისკენ იღებდა გეზს, ოღონდ
აღმოსავლურ მოგზაურობას მთლად იმდენი დრო არ სჭირდებოდა,
რადგან სამოცი მილის იქით ქალაქ ბურუს ფოსტა ემსახურებოდა
ხალხს.
ზოგჯერ აქეთ მოიყოლებდა ხოლმე საზიდრის ტყავგადაკრულ,
გადაუხურავ კოფოზე შემოსმულ მოგზაურს ან სამუშაოს გულგაუტე-
ხელ მაძებარს ბლუი, ზოგჯერ კი იქით მიჰყავდა ჩამოსული სტუმარი
იყო, სამუშაოთი უკმაყოფილო მეცხვარე, მოახლე თუ შავი მუშა. ძა-
ლიან იშვიათად შეიძლებოდა, გულნაკლული გუვერნანტიც გაეყო-
ლებინა გზად. სკვატერებს თავთავიანთი მანქანები ჰყავდათ, ხოლო
მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ვინც სკვატერებისთვის მუშა-
ობდა, ისევე, როგორც მათთვის საქონლისა და წერილების მიტანა,
ბლუის აეღო საკუთარ თავზე.
მიართვეს თუ არა შეკვეთილი ქსოვილის თოფები ფოსტით, ნა-
ჩუქარ საკერავ მანქანას მიუჯდა ფი. ბამბის თხელი ნაჭრისგან ფრი-
ალა კაბები უნდა შეეკერა თავისთვისაც და მეგისთვისაც, კაცების-
თვის – თავისუფალი თარგის შარვლები და კომბინეზონები, ჰალის-
თვის – პერანგები და კიდევ ‒ ფარდები. ცხადია, ტანზე მომდგარ სა-
მოსს თუ არ ჩაიცვამდნენ და რაც ეცვათ, იმის ქვეშაც ფენა-ფენა არ
ჩაიჯაჯავდნენ რამეს, ნაკლებად შეაწუხებდათ სიცხე.
სანამ ფი კერავდა, მეგიმ მოიწყინა, თან ბიჭებიდან მხოლოდ სტ-

114
იუარტიღა ჰყავდა სახლში. ჯეკი და ჰიუი სულ მამას ახლდნენ. რო-
გორც ავსტრალიელები იტყვიან, ახალბედა მეცხვარეები საქმეს
ალღოს უღებდნენ. არა, ჯეკისა და ჰიუის მსგავსად ვერაფრით აუბამ-
და მხარს სტიუარტი მეგის. ჩუმ, პატარა ბიჭს თავისი სამყარო ჰქონ-
და და ხეზე ძრომიალს ერჩია, საათობით ედევნებინა თვალი, რო-
გორ იქცეოდა ათასობით ჭიანჭველა, მეგი კი ხეზე ცოცვაზე გიჟდე-
ბოდა და თვლიდა, რომ ხის კევი, რომლის ათასგვარი სახეობა მო-
იპოვებოდა ავსტრალიაში, შეუდარებელი რამ იყო, თუმცა არც
ერთს ჰქონდა მაინცდამაინც ბევრი დრო ხეებზე საძრომიალოდ და
არც მეორეს ‒ ჭიანჭველებზე დასაკვირვებლად. ბევრს შრომობ-
დნენ მეგი და სტიუარტი. მათთვის დაეკისრებინათ შეშის დაჩეხაც
და სახლში შეტანაც, ნაგვის ჩასაყრელი ორმოების ამოთხრაც, ბოს-
ტნის მოვლაცა და ფრინველისა თუ ღორების მიხედვაც. გველებისა
და ობობების შემუსვრაშიც გაიწაფნენ, თუმცა მაინც ისევე ეშინო-
დათ მათი, როგორც ავსტრალიაში ახალჩასულებს.
ბოლო რამდენიმე წელიწადი მაინცდამაინც წვიმიანი არ გამომ-
დგარიყო. ნაკადულის კალაპოტში წყალი მოედინებოდა, მაგრამ
ბევრი არა და წყლის რეზერვუარებიც მხოლოდ და მხოლოდ სანახ-
ევროდ გაევსოთ. ბალახს ნამდვილად არა უშავდა, თუმცა სხვა დრ-
ოს რომ აღაღანდებოდა ხოლმე, მსგავსი არაფერი...
– წინ უარესი გველის, ალბათ, – პირქუშად შენიშნა მერი კარ-
სონმა, მაგრამ სანამ ნამდვილი გვალვის პირისპირ აღმოჩნდებოდ-
ნენ, მანამდე კლირებს წყალდიდობა უნდა გამოეცადათ.
იანვრის შუა რიცხვებში ჩრდილო-დასავლეთის მუსონებმა სამ-
ხრეთიდან გადაუარა ქვეყანას. თითქოს საკუთარი თავის საამებლ-
ად ქროდა გაქნილზე გაქნილი ძლიერი ქარი. ხან კონტინენტის უკი-
დურეს ჩრდილოეთში წამოუშენდა ზაფხულის თავსხმა, ხანაც აუტ-
ბეკს დაუვლიდა და დაღვრემილ სიდნეელებს გაუგრილებდა ზაფხუ-
ლის დღეებს. ჰოდა, მოქურუშდა კიდეც ცა იანვარში, ქარი კი უბე-
რავდა და აქეთ-იქით გაჰქონდა საწვიმარი ღრუბლის ნაფლეთები.
ბოლოს და ბოლოს, გაწვიმდა, ოღონდ უბრალოდ კოკისპირული კი
არ დაუშვა ციდან, გრიალით წამოვიდა დელგმა, რომელსაც ბოლო

115
არ უჩანდა.
იცოდნენ კლირებმა, ასე რომ იქნებოდა, ბლუი უილიამსმა გააფ-
რთხილა. იმ დღეს გაძეძგილი საზიდრით გამოეცხადათ, რომელზეც
თორმეტი სათადარიგო ცხენიც გამოება. ჩქარობდა, უნდოდა, მანამ
მოესწრო ყველგან მისვლა, სანამ წვიმის გამო ფერმიდან ფერმამდე
გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა.
– მალე მუსონები დაიწყება, – თქვა ფოსტალიონმა, სიგარეტი
გადაახვია და საზიდარზე დალაგებული ხორაგეულის ჩვეულებრივ-
ზე დიდი გროვისკენ მათრახი გაიშვირა, – კუპერი, ბარკუ და დიამან-
ტინა ნაპირებიდან გადმოვიდნენ. აუტფლოუც ვეღარ ეტევა კალა-
პოტში. ქვინსლენდის მთელ აუტბეკშიც ორი ფუტის სიმაღლეზეა
ამოსული წყალი. საწყალი ხალხი შემაღლებულ ადგილებს დაეძებს
ცხვრის ასარეკად!
ყველას დარია შიშმა ხელი, მაგრამ თავი ხელში აიყვანეს და საქ-
მეს შეუდგნენ. გაშმაგებით მუშაობდნენ პედი და ბიჭებიც. ცდილობ-
დნენ, რაც შეიძლებოდა, მოეშორებინათ ცხვარი ნაკადულიდან და
მდინარე ბარუონიდან. სად იყო და სად არა, მამა რალფიც გამოჩ-
ნდა, ცხენი შეკაზმა, ფრენკი და რამდენიმე საუკეთესო ძაღლი გა-
იყოლა და ბარუონის მიმდებარე ორი საძოვრისკენ გაეშურა, საიდა-
ნაც ჯერაც არ გაერეკათ პირუტყვი, პედიმ და ორმა მეცხვარემ კი თი-
თო ბიჭი გაიყოლეს და სხვადასხვა მხარეს გასწიეს.
შესანიშნავი მეცხვარე იყო მამა რალფი. კამეჩის ტყავისაგან
უზადოდ შეკერილ ჯოდპურებში, მოოქროსფრო-მოყავისფრო,გა-
ლაპლაპებულ, მუხლამდე ჩექმებსა და ქათქათა პერანგში გამოწ-
ყობილი მიაჭენებდა მერი კარსონის ნაჩუქარ წმინდა სისხლის წაბ-
ლა ფაშატს და აკაპიწებული სახელოებიდან ღონიერი მკლავები მო-
უჩანდა, მოღეღილი გულისპირიდან კი – გლუვი, გარუჯული მკერ-
დი.
ფლანელის ნაცრისფერ პერანგსა და სარჟის ძველ, ნაცრისფერ,
ფართხუნა შარვალში ჩაცმული ფრენკი, რომელსაც ბოუიანგები შე-
მოეკრა წვივებზე, თავს ისე გრძნობდა, თითქოს მისი უპოვარი ნათე-
სავი ყოფილიყოს. მერე გაუელვა, განა მართლაც უპოვარი არა ვა-

116
რო?! და ლაზათიან ფაშატზე ამხედრებულ, წელში გამართულ მამა-
კაცს აედევნა, რომელიც ნაკადულს იქით ბზებსა და ფიჭვებს შორის
მიიკვლევდა გზას. თვითონ მეცხვარის თავნება ამლაყ ცხენზე იჯდა,
ავსა და ოჩან არსებაზე, რომელიც დასანახად ვერ იტანდა სხვა ცხე-
ნებს.
ძაღლებსაც მოსვენება დაეკარგათ. წკავწკავებდნენ, აქეთ-იქით
დახტოდნენ, ერთმანეთს უღრენდნენ და ეძიძგილავებოდნენ, მაგ-
რამ მაშინვე დაზავდნენ, როგორც კი მამა რალფმა ოსტატურად და
უმოწყალოდ გადაჰკრა მეცხვარის მათრახი. ამ კაცის შემხედველი
იფიქრებდით, ალბათ, ამქვეყნად ყველაფერი ხელეწიფებაო. ისიც
იცოდა, როგორ უნდა დაესტვინა, რომ ძაღლები ცხვარს გამოსდგო-
მოდნენ და მათრახსაც გაცილებით მარჯვედ ატრიალებდა ხელში,
ვიდრე ფრენკი, რომელიც ჯერაც ვერ დაუფლებოდა ამ ერთობ ეგ-
ზოტიკურ ავსტრალიურ ხელოვნებას.
ზორბა ქვინსლენდური ქოფაკი, ძაღლების ხროვას რომ მიუძღო-
და, მამა რალფით ერთბაშად მოინუსხა და ისე გაჰყვა უკან, აშკარა
იყო, ფრენკს არაფრად აგდებდა. თითქოს აინუნშიაც არ ჩაუგდია ეს
ამბავი ყმაწვილს – ის ხომ ერთადერთი იყო პედის შვილებს შორის,
ვისაც დროჰედაში ცხოვრება სულაც არ ეპიტნავებოდა და, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ახალი ზელანდიიდან გაქცევის მეტი არაფერი სურ-
და, არც ავსტრალიაში მოხვედრაზე უოცნებია. ჰოდა, სძაგდა კიდეც
საძოვრების უსასრულო შემოვლებიც, მაგარი მიწაც, რომელზეც
ლამის ყოველ ღამე ეძინა და გავეშებული ძაღლებიც, რომლებიც,
ჯერ ერთი, შინაურ ცხოველებს არ ჰგავდნენ და მეორე, თუკი დაკის-
რებულ მოვალეობას ვერ გაართმევდნენ თავს, ტყვიით გამოასალ-
მებდნენ სიცოცხლეს. არადა, თავგადასავალს ჰგავდა მოქუფრულ-
ში ცხენით აქეთ-იქით სიარული. ხეების რწევა და ჭრიალი რომ რწე-
ვა და ჭრიალი იყო, ისიც კი არნახულად მხიარულ როკვას მოგაგო-
ნებდათ...
შეპყრობილივით იქცეოდა მამა რალფი. მიუქსევდა ძაღლებს
ცხვარს და მატყლში გახვეული, დაფეთებული ჩერჩეტი არსებებიც,
მანამდე არაფრის ბაიბურში რომ არ იყვნენ, კუნტრუშ-კუნტრუშითა

117
და კიკინ-კიკინით დაუყვებოდნენ თავდაღმართს, მერე ბალახს და-
ხარბებულები იწროში შექუჩდებოდნენ და ისევ განაგრძობდნენ
გზას. ძაღლები რომ არა, რამდენიმე ადამიანი ვერაფრით გაუძღვე-
ბოდა დროჰედისხელა მამულს. უმნიშვნელო მითითებაც ჰყოფნიდა
ცხვრის ფარაში თუ ნახირში გასამწესებლად მომრავლებულ ცხო-
ველს.
ძაღლების დახმარებით იყო თუ მონდომებული ფრენკის ცოდვი-
ლობის დამსახურებით, შეღამებულზე მამა რალფს ერთი შემოღო-
ბილიდან მთლიანად გაერეკა ცხვარი, თუმცა, ჩვეულებრივ, იმავე
საქმეს რამდენიმე დღეს ანდომებდნენ. მოძღვარი მეორე შემოღო-
ბილის ჭიშკართან ჯგუფად ამოსულ ხეებს მიუახლოვდა, ფაშატს
უნაგირი მოხადა და იმედიანად ჩაილაპარაკა, წვიმის დაწყებამდე
საქონელს აქედანაც გავდენითო.
ენებგადმოყრილი ძაღლები ბალახზე გართხმულიყვნენ, მამა
რალფის ფეხებთან მოკალათებული დიდი ქვინსლენდური ქოფაკი
კი მოძღვარს ელაქუცებოდა. ფრენკმა ხურჯინიდან კენგურუს ხორ-
ცის გულის ამრევი ნაჭრები ამოიღო და ძაღლებს მიუყარა. ისინიც
ხარბად მიესივნენ საკბილოს, თან შიგადაშიგ ერთმანეთზეც იწევ-
დნენ საკბენად.
– პირსისხლიანი მხეცები არიან, რაღა... ტურები... – ჩაილაპა-
რაკა ყმაწვილმა, – ძაღლები ასე არ შვრებიან.
– მე რომ მკითხო, ესენი ჰგვანან, თუ ჰგვანან იმას, რადაც ღმე-
რთს ჩაუფიქრებია ძაღლი. არც სიფხიზლე აკლიათ, არც გონიერება,
არც აგრესიულობა და მოშინაურებაც მაინცდამაინც არ სჭირდებათ.
შინაურ ძაღლებს ესენი მირჩევნია, – კატები მაინც არ დაგინახავს
ფარდულებთან? ეგენიც ასე არ არიან? ლეოპარდივით ველურები,
ავები... კაციშვილს არ იკარებენ სიახლოვეს. არც პატრონი სჭირდე-
ბათ, არც მარჩენალი, მაგრამ დიდებულად ნადირობენ, – მშვიდი
ღიმილით შენიშნა მამა რალფმა და აბგიდან ცივად მოხარშული
ცხვრის ხორცი, პური და კარაქი ამოაცოცა. მერე ხორცს მოზრდილი
ნაჭერი ჩამოათალა, დანარჩენი ფრენკს გაუწოდა, პური და კარაქი
მორზე დადო და ისე დააცხრა თეთრი კბილებით ხორცს, აშკარად

118
ეამა მისი გემო. ჯვალოს მათარით აღებული წყლით წყურვილი მო-
იკლეს და სიგარეტებიც გადაახვიეს.
– აი, იქ დავიძინოთ, – შორიახლოს მარტოდმარტო ამოსული
გეიერასკენ გაიშვირა მამა რალფმა ხელი, გადასაფარებელზე შე-
მოკრული თასმები გახსნა და ცხენსაც მოხადა უნაგირი.
ფრენკიც გამოუდგა ხისკენ მიმავალ მოძღვარს. ავსტრალიის ამ
ნაწილში ულამაზეს ხედ ითვლებოდა გეიერა, რომელიც ისე შემო-
სილიყო ხშირი და მქრქალი ლაიმისფერი ფოთლებით, ლამის
ბურთს ჰგავდა. ძირიდანვე გაფოთლილ მცენარეს ცხვარიც ადვი-
ლად უდგებოდა და, შესაბამისად, სადაც ამგვარ ხეს გადააწყდებო-
დით, სულ ყველა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ქვედა ტოტები გან-
გებ შემოეკრიჭათ.
თუ გაწვიმდებოდა, გეიერაზე უკეთ ვერც ერთ ხეს ვერ შეაფარებ-
დნენ თავს, რადგან არ იცოდა ავსტრალიაში ისეთი ხშირფოთლო-
ვანი ხეები, როგორიც ნოტიო ადგილებში გვხვდება.
– ბედნიერი არა ხარ, ფრენკ, არა? – იკითხა მამა რალფმა, ხვნე-
შა-ხვნეშით წამოწვა და კიდევ ერთი სიგარეტი გადაახვია.
– რას ნიშნავს „ბედნიერი“? – ეჭვით სავსე მზერა შეაგება ყმაწ-
ვილმა, რომელსაც რამდენიმე ფუტის მოშორებით დაეცა ბანაკი.
‒ რას და, მამაშენი და შენი ძმები ბედნიერები არიან, შენ, დედა-
შენი და შენი და კი ‒ არა. არ მოგწონს ავსტრალია, ხომ?
– აქაურობა არა. სიდნეიში მინდა წასვლა. იქნებ იქ მაინც გამო-
მივიდეს რამე...
– სიდნეიში... ოჰო... ცოდვის ბუდეა ეგ ქალაქი, – გაეღიმა მამა
რალფს.
– იყოს მერე! აქაც ისევე ვტკეპნი ერთ ადგილს, როგორც ახალ
ზელანდიაში. ვერ მოვშორებივარ...
– ვის ვერ მოშორებიხარ? – ჩაეძია ყმაწვილს მოძღვარი, მაგრამ
ფრენკი არაფრის დიდებით არ აპირებდა, იმაზე მეტი ეთქვა, რაც უკ-
ვე წამოსცდენოდა. უბრალოდ იწვა და ფოთლებს შესცქეროდა.
– რამდენი წლისა ხარ? – ისევ იკითხა მამა რალფმა.
– ოცდაორის.

119
– ჰო... შენებისგან მოშორებით თუ გიცხოვრია ოდესმე?
– არა.
– საცეკვაოდ ყოფილხარ? შეყვარებული თუ გყოლია? – არ ეშვე-
ბოდა ყმაწვილს მოძღვარი.
– არა, – მიუგო ისევ ფრენკმა, რომელიც ცოცხალი თავით არ მი-
მართავდა მამა რალფს ისე, როგორც მოძღვრებს მიმართავენ.
– მაშ, დიდხანს აღარ გაგაჩერებს თავისთან.
– სანამ სული მიდგას, არსადაც არ გამიშვებს, – ჩაილაპარაკა
ფრენკმა, მამა რალფმა კი დაამთქნარა, ღამე მშვიდობისა უსურვა
და დასაძინებლად მოეწყო.
დილისკენ კიდევ უფრო მეტად ჩამოწვა ცა, მაგრამ დღე ისე მი-
ილია, არ გაწვიმებულა და მეორე საძოვრიდანაც მოასწრეს პირუტ-
ყვის გადენა. დროჰედას მამულს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამ-
ხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული ქედი ყოფდა. სწორედ ამ ქე-
დის ფერდობებზე მოუყარეს პირუტყვს თავი. ნაკადულისა და მდი-
ნარე ბარუონის ნაპირებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, საქონე-
ლი იქაურ მაღლობებს შეაფარებდა თავს.
კარგა შებინდებულზე წამოუშინა წვიმამ. ფრენკი და მამა რალფი
ჩორთით დაეშვნენ ნაკადულისკენ, იქით, სადაც ფონი ეგულებო-
დათ, რომელსაც უფროსი მეცხვარის სახლი გადაჰყურებდა.
– ცხენი არ დაზოგო! არაა მაგისი დრო! – დასძახა მოძღვარმა, –
მიდი, ბიჭო, მიდი, თორემ ტალახში ჩაეფლობი!
თავით ფეხებამდე გაილუმპნენ. რამდენიმე წამში ჩაჟივჟივდა
გაქვავებული მიწაც და წვრილმარცვლოვანი, მკვრივი ნიადაგი ტა-
ლახის ზღვად გადაიქცა, რომელშიც ცხენები მუხლებამდე ეფლო-
ბოდნენ, ფართხალებდნენ. იქ, სადაც ბალახი ამოსულიყო, ასე თუ
ისე, იკიდებდა პირუტყვი ფეხს, მაგრამ ნაკადულის სიახლოვეს მოტ-
კეპნილ-მოხრიოკებულ ადგილებში მხედრებს ჩამოქვეითება მოუხ-
დათ. ამჩატებულ ცხენებს სიარული აღარ გასჭირვებიათ, მაგრამ
ფრენკი ვეღარ იცავდა წონასწორობას. საციგურაო მოედანზე არ
დაუცდებოდა ფეხი ისე, როგორც იმ ტალახში. მიაღწევდნენ დაოთ-
ხილები ნაპირის უმაღლეს წერტილს, მერე კი შურდულივით მოსწყ-

120
დებოდნენ ადგილს და სრიალ-სრიალით ეშვებოდნენ თავქვე. ქვით
მოკირწყლულ გზაზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, ერთი ფუტის სიღ-
რმის წყალი მიიზლაზნებოდა ხოლმე, ახლა ოთხი ფუტის სიღრმის
აქაფებული მდინარე მოქუხდა.
აი, მოძღვრის სიცილიც მისწვდა ფრენკის სმენას. იმდენი უკიჟი-
ნეს და უტყაპუნეს ცხენებს სველი ქუდები, ბოლოს და ბოლოს, უვ-
ნებლად აბობღდნენ კიდეც ოთხფეხები ნაკადის მეორე ნაპირზე,
ფრენკმა და მამა რალფმა კი რამდენჯერაც სცადეს, იმდენჯერ ჩას-
რიალდნენ ქვემოთ. ის იყო, მამა რალფმა თქვა, ტირიფზე ხომ არ
ავმძვრალიყავითო და უმხედრო ცხენების დანახვით შეშფოთებული
პედიც გამოჩნდა, რომელსაც თოკი ეჭირა ხელში. ორივე სამშვიდო-
ბოს აათრია.
– დიდ სახლში მელოდებიან, – გაიღიმა მამა რალფმა და მიპა-
ტიჟებაზე უარის ნიშნად თავი გააქნია.
მსახურებზე უწინ თავად მერი კარსონს ჩაესმა მოძღვრის ხმა,
რომელიც სახლის მთავარ შესასვლელს მისდგომოდა, აქაოდა,
აქედან უფრო იოლად მოვხვდები ჩემს ოთახშიო.
– სახლში ასე ვერ შემოხვალთ, – გადმოსძახა დიასახლისმა
მოძღვარს ვერანდიდან.
– მაშინ კეთილი ინებეთ და პირსახოცები მომაწოდეთ... ჩემოდა-
ნიც.
შეცბუნების ნიშანწყალიც არ დასტყობია ქალბატონს, როდესაც
ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ჩექმები გაიხადა, მერე ტანზე შემოტ-
მასნილი პერანგი და ბრიჯები მიაყოლა, სასტუმრო ოთახის სანახევ-
როდ ღია ფანჯარას მიეყრდნო და ტალახის უმეტესი ნაწილი პირსა-
ხოცით მოიშორა ტანიდან.
‒ თქვენზე ლამაზი მამაკაცი არასოდეს მინახავს, რალფ დე ბრი-
კასარ, – განაგრძო მერი კარსონმა, – არა, მაინც რატომაა სამ-
ღვდელოებს შორის ამდენი ლამაზი მამაკაცი? ირლანდიური სის-
ხლის ბრალია? ერთობ შეხედული ხალხია ირლანდიელები... ან იქ-
ნებ, მღვდლობას აფარებენ თავს იმისთვის, რომ შესახედაობის შე-
დეგები არ მოიმკან? ნაძლევს დავდებ, ჯილიში გოგოებს გული ელ-

121
ევათ თქვენ გამო.
– დიდი ხანია, შეყვარებულ გოგოებს ყურადღებას აღარ ვაქცევ,
– გაეცინა მამა რალფს, – ზოგიერთი ისეთია, მიზანში ნებისმიერ
მღვდელს ამოიღებს, რომელსაც ორმოცდაათი არ შესრულებია.
ოცდათხუთმეტ წლამდე მღვდლები, როგორც წესი, ყველას უყვარ-
დება, ღიად ჩემს ცდუნებას კი მხოლოდ და მხოლოდ პროტესტანტი
გოგონები ცდილობენ.
– აუცილებლად მიკიბულ-მოკიბულად უნდა მიპასუხოთ, არა? –
ჩაილაპარაკა დიასახლისმა, მხრებში გაიმართა, მღვდელს ხელის-
გული მკერდზე დაადო და ერთხანს გაუნძრევლად იდგა, ნებივრობა
გიყვართ, რალფ, მზეზე წოლასაც ეტანებით. მთელ ტანზე ასე ხართ
გარუჯული?
მოძღვარს გაეღიმა, მისის კარსონის თავი თავთან მიუტანა, მერე
გაეცინა და ბამბის ქსოვილისგან შეკერილი საცვლის ღილები შეიხ-
სნა. ფეხით მოისროლა მიწაზე დავარდნილი საცვალი და პრაქსიტე-
ლის ქანდაკებასავით გაირინდა. დრო იხელთა დიასახლისმა, თავს
დასტრიალებდა ბოლო ორი დღის განმავლობაში დატრიალებული
ამბებით გახალისებულ მოძღვარს, რომელიც ერთბაშად მიმხვდა-
რიყო, მერი კარსონი იმაზე მოწყვლადი ყოფილა, ვიდრე წარმომედ-
გინაო და კიდევ უფრო მხიარულ გუნებაზე დამდგარიყო, თუმცა იმ-
დენად კარგად იცნობდა დიასახლისს, უშიშრად ჰკითხა:
– ჩემთან ალერსობა გწადიათ, მერი?
ერთი შეავლო მამა რალფის მომჩვარულ ასოს მისის კარსონმა
თვალი და ჩაიფრუტუნა:
– ამოდენა საზრუნავს როგორ გაგიჩენთ, რალფ? და თქვენ,
თქვენ გჭირდებათ ქალი?
– არა! – ზიზღით მოარიდა სახე მანდილოსანს მღვდელმა.
– მამაკაცები?
– არც ისინი. კაცი ქალზე უარესია.
– აბა, თქვენით?
– ეგ ყველაზე ნაკლებად.
– საინტერესოა, – შეფიქრიანდა ქალი, ფანჯარა ბოლომდე ასწ-

122
ია, სასტუმრო ოთახის სიღრმეში შებრუნდა და მოძღვრის დასაცი-
ნად ჩაილაპარაკა, – რალფი, კარდინალი დე ბრიკასარი...
დაიგულა თუ არა მამა რალფის გამჭოლი მზერისგან შორს თავი,
ისევ სარწეველაში ჩაეშვა მერი კარსონი და ხელები მომუჭა. ბედს
შეურიგებელმა ადამიანებმა იციან ხოლმე ასე.
ვერანდიდან გაკრეჭილ გაზონზე ჩავიდა დედიშობილა მამა
რალფი, ხელები აღაპყრო და თვალები დახუჭა. საოცარი შეგრძნება
იყო – თითქოს კანქვეშაც იკვლევდა გზას, კანქვეშაც აღწევდა მოშ-
ვებულ, შიშველ ტანზე თბილ-თბილ ფშანებად ჩამოღვრილი წვიმის
წყალი.

ჩამობნელდა.ნაკადული ნაპირებიდან გადმოვიდა, პედის სახ-


ლის ხიმინჯებიც დაფარა, დატბორა მამულის ძირითადი ნაწილი და
ლამის მთავარ სახლამდეც მიაღწია.
– წყალი ხვალ დაიკლებს, – ჩაილაპარაკა მერი კარსონმა, რო-
დესაც შეშფოთებულმა პედიმ მომხდარის შესახებ მოახსენა.
როგორც ყოველთვის, დიასახლისი ამჯერადაც მართალი გა-
მოდგა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში წყალმა ნელ-ნელა
იკლო და ბოლოს და ბოლოს ნაკადულიც კალაპოტში ჩადგა. მერე
მზეც გამოვიდა და ტემპერატურამაც ჩრდილში ას თხუთმეტ გრა-
დუსს მიაღწია. ლამის ცას მისწვდენოდა ოქროს ვარაყივით თვალი-
სმომჭრელად აბიბინებული ბალახის წვრილი, წმინდა ღეროები.
ბზინვა გაუდიოდა მტვერჩამორეცხილ ხეებს. გუნდ-გუნდად გამოა-
ნათეს ნაწვიმარზე ტოტებში შეხიზნულმა ათასფერმა თუთიყუშებ-
მაც, თან ისე ენამრავლობდნენ, როგორც არასდროს... გულდამშვი-
დებული იმით, რომ ყურს არავინ აუწევდა, მამა რალფიც წავიდა,
აქაოდა, ჩემს მიტოვებულ მრევლს შევეხიდებიო, თანაც ქათქათა
პერანგის ქვეშ, გულთან ძალიან ახლოს, ათასი გირვანქა სტერლინ-
გის ღირებულების ჩეკი ედო. რამოდენა სიხარული ელოდებოდა
ეპისკოპოსს...
მერე ცხვარიც დააბრუნეს საძოვრებზე და კლირებსაც მოუწიათ
სიესტის აუტბეკური ჩვეულების გაზიარება. ქალი იყო თუ კაცი, სახ-

123
ლში თუ საძოვარზე, დილის ხუთ საათზე დგებოდა ყველა. მოითა-
ვებდნენ შუადღემდე ყოველგვარ საქმეს და დაეყრებოდნენ. იწვნენ
ოფლში გახვითქულები და წრიალებდნენ საღამოს ხუთამდე. რასაც
დღის პირველ ნახევარში ვერ მოასწრებდნენ, ხუთის მერე უნდა და-
ესრულებინათ, სავახშმოდ კი მზის ჩასვლის შემდეგ შემოუსხდე-
ბოდნენ ხოლმე ვერანდაზე გატანილ მაგიდას. ღამითაც იმდენად
ცხელოდა, საწოლებიც ვერანდაზე გაზიდეს. ზედიზედ რამდენიმე
კვირის განმავლობაში არც დღისით ჩამოსცდენია თერმომეტრზე
ვერცხლისწყალი ასგრადუსიან ნიშნულს, არც ღამით. საქონლის
ხორცის გემოც დაავიწყდათ. მხოლოდ და მხოლოდ ბატკანს მიირ-
თმევდნენ და ისიც იმდენად პატარა უნდა ყოფილიყო, ერთ ჭამაზე
რომ ჰყოფნოდათ, მერე ხორცი ფერს იცვლიდა. ღუმელში შემწვარი
აქნილი ბატკანი, ბატკნის ჩაშუშული, მეცხვარეების ღვეზელი ბატ-
კნის გატარებული ხორცის გულსართით, კარით შეკმაზული ბატკა-
ნი, ბატკნის შემწვარი კანჭი, ბატკნის მოხარშული ხორცი მარინად-
ში, ბატკნის მობრაწულა... ისე ენატრებოდათ ნებისმიერი სხვა გე-
მო...
თებერვალში მეგისა და სტიუარტისთვის ყველაფერი ერთბაშად
შეიცვალა. რაკი ახლომახლო არც ერთი სხვა სასწავლო დაწესებუ-
ლება არ ჰქონდათ, და-ძმა ჯილენბოუნში გაამწესეს, ქალთა მონას-
ტერთან არსებულ სკოლა-პანსიონში. როცა წამოიზრდება, ჰალს
შეუძლია, სიდნეიში დომინიკელთა მიერ დაარსებულ სკოლაში და-
უსწრებლად ისწავლოსო, გამოაცხადა პედიმ, მერი კარსონმა კი
ხელგაშლილობა გამოიჩინა და ოჯახს წმინდა ჯვრის მონასტერში
მეგისა და სტიუარტის ცხოვრებისა და სწავლის ქირის გადახდა შეს-
თავაზა, აქაოდა, მასწავლებლებთან მეცადინეობას არიან ნაჩვე-
ვიო, თანაც ფისაც მეტისმეტად დიდ დროს ართმევდა ჰალის მოვლა
იმისთვის, რომ ბავშვების დაუსწრებელი სწავლებისთვის ედევნები-
ნა თვალყური.
თქმით არავის არაფერი უთქვამს, თუმცა ყველასათვის იმთა-
ვითვე გასაგები იყო, რომ ჯეკი და ჰიუი სწავლას აღარ გააგრძელებ-
დნენ – დროჰედას მამულში უნდა ემუშავათ, თან მათაც მხოლოდ

124
ეს სურდათ. დროჰედაში, განსაკუთრებით კი უაჰინიში, წმინდა გუ-
ლის სკოლაში მიღებული გამოცდილების შემდეგ წმინდა ჯვრის მო-
ნასტრის სიმშვიდე უცნაურად ეჩვენებოდათ მეგისა და სტიუარტს,
თან მამა რალფსაც დელიკატურად მიენიშნებინა მონაზვნებისათ-
ვის, ამ ბავშვებს მე ვმფარველობ, ხოლო მათი მამიდა ახალ სამ-
ხრეთ უელსში უმდიდრესი ქალბატონი გახლავთო. ასე გადაიქცა მე-
გის სიმორცხვე ნაკლიდან ღირსებად, სტიუარტის ახირებული გან-
დეგილობა და უსასრულო შორეთში საათობით ცქერის ჩვევა კი
თვისებად, რომლის გამოც „წმინდანი“ შეარქვეს.
რაკი სულ თითზე ჩამოსათვლელი აღსაზრდელი ჰყავდათ, სკო-
ლა-პანსიონში მართლაც სიწყნარე იყო. ოლქის მოსახლეობა საკ-
მარისად შეძლებული გახლდათ იმისთვის, რომ განურჩევლად ყვე-
ლას შვილი სიდნეიში გაეგზავნა სასწავლებლად.
მონასტერში მასტიკისა და ყვავილების სუნი ტრიალებდა, მა-
ღალჭერიან, ჩაბნელებულ დერეფნებში კი სიჩუმესა და სიწმინდის
ხელშესახებ შეგრძნებას დაესადგურებინა. აქ არავინ ხმაურობდა
და ცხოვრებაც თითქოს თხელი, შავი ფარდის მიღმა მიედინებოდა.
ბავშვები არავის გაუროზგავს, არავის უყვირია მათთვის. მამა რალ-
ფიც სულ მუდამ თავს დასტრიალებდათ, ხშირადაც აკითხავდათ და
თავის სახლშიც იმდენად ხშირად მასპინძლობდათ, რომ საძინებ-
ლის კედლები, რომელშიც მეგი ათევდა ხოლმე ღამეს,ნაზ სალა-
თისფრად გადააღებინა, ახალი ფარდებიც იყიდა და საწოლის და-
ლიანდაგებული გადასაფარებელიც. სტიუარტის ოთახიც ორჯერ გა-
დაღებეს, ორჯერვე ‒ კრემისფერსა და ყავისფერში. არა, აზრადაც
არასოდეს მოსვლია მამა რალფს, ნეტავ ეს ბიჭი ბედნიერია თუ
არაო. როდის-როდის გაახსენდა, კლირებმა თავი შეურაცხყოფი-
ლად რომ არ იგრძნონ, მათი ოჯახიდან სახლში კიდევ ვინმე უნდა
დავპატიჟოო.
თვითონაც არ იცოდა მოძღვარმა, მეგის ასე რატომ ჰყვებოდა
თან და, კაცმა რომ თქვას, დიდად არც არასოდეს დაფიქრებულა
ამაზე, თუმცა, როგორც გამჭრიახი გონების პატრონი, ხვდებოდა,
რომ ყველაფრის თავი და თავი სიბრალული იყო. ჰო, შეეცოდა სად-

125
გურში მამა რალფს გოგონა, რომელსაც ოჯახის წევრები წინ მიუძ-
ღოდნენ, ის კი ჩამორჩენილიყო და სულ ბოლოს მიჩანჩალებდა.
გოგო იყო და როგორ დაეწეოდა უფროსებს ან ბიჭებს? სამაგიეროდ,
ოდნავადაც არ დაგიდევდათ მამა რალფი, რატომ ეჭირა იმ დღეს
დანარჩენებისგან შორს თავი ფრენკს. არც მისდამი სიბრალულით
გამსჭვალულა. იყო ფრენკში რაღაც ისეთი, მავანში სათუთი გრძნო-
ბების ჩაკვლა რომ შეეძლო. რაღაცნაირი გულღვარძლიანი იყო ეს
ბიჭი, უსხივო, აი მეგის კი იმთავითვე ენით აუწერლად აეჩუყებინა
მისთვის გული, თუმცა როგორ და რისთვის, თვითონაც არ იცოდა
მამა რალფმა. მეგის თმის ფერიც მოსწონდა, მისი თვალების ფერი-
ცა და მოყვანილობაც... გოგონას დედასავით ლამაზი თვალები
ჰქონდა, ოღონდ ბევრად უფრო მეტყველი, მიმზიდველი... ხასიათს
რაც შეეხება, მამა რალფის აზრით, ზედმიწევნით ქალური ხასიათი
გამოარჩევდა კლირების ქალიშვილს, დამყოლი და იმავდროულად
განსაკუთრებულად ძლიერი ბუნების იყო. ფიქრობდა, არავითარი
მეამბოხე მეგი არ არის, პირიქით, შეუძლია, მთელი ცხოვრება მორ-
ჩილებაში გაატაროს და ერთხელაც არ გასცდეს ქალისთვის განგე-
ბისგან დადგენილ საზღვრებსო, თუმცა, ბევრად უფრო სერიოზუ-
ლად იყო საქმე და მამა რალფსაც უფრო ღრმად რომ ჩაეხედა საკუ-
თარ გულში, ეგებ გამოეცნო, რომ მეგისადმი მისი გრძნობები გარე-
მოებათა უცნაურ დამთხვევას განეპირობებინა. უცნაურად დამ-
თხვეოდა ერთმანეთს დრო, ადგილი და მეგის გარეგნობა. გოგონას
სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მის
ცხოვრებაში არსებობდა ნიშა, რომელსაც მამა რალფი შეიძლებო-
და მორგებოდა და პასუხად უცილობლად მიეღო სიყვარული, თანაც
ბავშვი იყო მეგი, ლამაზი ბავშვი, რომელიც ვერც სილამაზის თაყვა-
ნისმცემელი მოძღვრის ცხოვრების წესს შეუქმნიდა საფრთხეს,
ვერც რეპუტაციას, რომლითაც, როგორც მღვდელი, სარგებლობდა.
გარდა ამისა, იყო კიდევ რაღაც, რაშიც ყველაზე ძნელად უტყდებო-
და თავს რალფ დე ბრიკასარი. დიახ, მეგი ავსებდა მის ცხოვრებაში
სიცარიელეს, რომელშიც ღმერთი ვერ აღწევდა – სითბოსა და ადა-
მიანთა ერთარსობის შესაძლებლობას ასხივებდა მეგი.

126
რაკი არ შეეძლო, გოგონა საჩუქრებით გაენებივრებინა,
აქაოდა, ოჯახი იუხერხულებსო, ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მეტი
დრო გაეტარებინა მასთან. მეგის გვერდიდან არ შორდებოდა კი
არა, სახლში მისთვის გამოყოფილი ოთახიც უფრო იმიტომ გადაას-
ხვაფერა, რომ სათანადო ბუდეში ჩაესვა თავისი ბრილიანტი და არა
იმიტომ, რომ გოგონას გახარებოდა. ყველაფერს საუკეთესოს იმსა-
ხურებდა მეგი.
მაისის დასაწყისში დროჰედაში მკრეჭავები გამოჩნდნენ.
ცხვრის დაბინავება იქნებოდა თუ მათრახის უბრალო გატყლაშუნე-
ბა, ყველაფრის საქმის კურსში იყო მერი კარსონი. მკრეჭავების ჩა-
მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე პედიც დაიბარა დიდ სახლში და
ისე, რომ სარწეველადან წამოდგომა არც უფიქრია, აუხსნა, რა იყო
გასაკეთებელი. ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამორჩე-
ნია.
კრეჭის ახალზელანდიურ მასშტაბებს ნაჩვევი პედი, ცოტა არ
იყოს, შეაცბუნა ოცდაექვსსადგომიანმა საკრეჭმა ფარდულმა, თა-
ნაც დასთან საუბრის შემდეგ იმდენი რამ უტრიალებდა თავში, იმდე-
ნი ციფრი უნდა დაემახსოვრებინა... თავიანთი ცხვრის გარდა სხვი-
სიც ბევრი ჰყავდათ დროჰედაში. ბუგელადან, დიბან-დიბანიდან და
ბილბილიდანაც მორეკავდნენ პირუტყვს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ
აუარება საქმე ელოდა მამულში ყველას, ქალსა თუ კაცს.
მოიყრიდა სხვა ფერმებიდან ცხვრის გასაკრეჭად დროჰედაში
ჩასული ხალხი თავს და ერთნაირად ირჯებოდა ყველა, მაგრამ თუ
რამ გაუთვალისწინებელი საქმე გაჩნდებოდა, ყველაფერს დროჰე-
დელების ზურგზე უნდა გადაევლო.
მოვიდოდნენ მკრეჭავები და მოიყოლებდნენ თავიანთ მზარე-
ულსაც, ფერმის მაღაზიაში ყიდულობდნენ სანოვაგეს, რომელსაც
სანამ გაყიდდი, ჯერ უნდა გეშოვა. მინჯღრეულ-მონჯღრეულ ქოხმა-
ხებზეც უნდა შეგევლო ხელი, ზედ მიშენებული სამზარეულო და
პრიმიტიული სააბაზანოც უნდა დაგელაგებინა, დაგეწკრიალებინა
და ქვეშაგებზეც უნდა გეზრუნა. განა ყველა მამულში ისევე ხელგაშ-
ლილად იღებდნენ მკრეჭავებს, როგორც დროჰედაში? არა, მხოლ-

127
ოდ დროჰედა თუ დაიკვეხნიდა გინდ სტუმართმოყვარეობით, გინდ
„სასწაული საკრეჭი ადგილის“ რეპუტაციით და მერი კარსონიც კი,
რომელსაც ყველა სხვა საზოგადო საქმისგან შორს ეჭირა თავი,
ფულს დაუნანებლად ხარჯავდა. ახალ სამხრეთ უელსში ერთ-ერთი
უდიდესი საკრეჭი ხომ ჰქონდათ დროჰედაში, საუკეთესო მკრეჭავე-
ბიც უნდა ჰყოლოდათ, აი, ჯეკი ჰაუს გაქანების. სამასი ათასზე მეტი
ცხვარი უნდა გაეკრიჭათ მანამ, სანამ მკრეჭავები ბარგი-ბარხანას
მენარდის ძველ სატვირთოზე დატვირთავდნენ და სხვა საკრეჭისკენ
მიმავალ გზას დაადგებოდნენ.
ორი კვირა არ ყოფილა ფრენკი სახლში. ის და ბებერი მეცხვარე
პიტ ლუდიკასრა დასავლეთით მდებარე მამულებიდან ცხვრის მო-
სარეკად წასულიყვნენ და თან ძაღლების ხროვაც გაეყოლებინათ,
მეცხვარის ორი ცხენიცა და მსუბუქ ორთვალაში შებმული უნდილი
ჯაგლაგიც, რომლისთვისაც თავიანთი მოკრძალებული საჭიროებე-
ბის დასაკმაყოფილებელი ნივთები მიენდოთ. განა მარტო უნდა მო-
ერეკათ ცხვარი? პირუტყვისთვის თავი ერთად უნდა მოეყარათ, მე-
რე კი დასაწუნი დაეწუნებინათ და მოსაწონი მოეწონებინათ. მოსაწ-
ყენი, გულის გასაწვრილებელი საქმე იყო. საერთო არაფერი ჰქონ-
და გიჟურ გადაძახილ-გადმოძახილთან,რომელიც წყალდიდობამ-
დე ისმოდა დროჰედაში...
თითოეულ მამულს საქონლის თავ-თავისი ბაკები ჰქონდა, სა-
დაც მეტ-ნაკლებად შეეძლოთ პირუტყვის მონიშვნა-დახარისხებაცა
და ფარის დროებით გაჩერებაც. საკრეჭი ფარდულების მიმდებარე
შემოკავებული ნაკვეთები ერთდროულად ათი ათას სულზე მეტს
ვერ იტევდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მკრეჭავების წასვლამდე მოს-
ვენება არავის ექნებოდა, გაუთავებლად იფაციფუცებდნენ, აქაოდა,
გაკრეჭილი ცხვარი გასაყვანია და გასაკრეჭი უნდა შემოვიყვანო-
თო.
სამზარეულოში შესულ ფრენკს დედა, რომელიც სულ რაღაცას
აკეთებდა, ნიჟარასთან დახვდა. კარტოფილს თლიდა.
– მოვედი, დე! – მხიარულად შესძახა ყმაწვილმა, მაგრამ რო-
გორც კი შემობრუნდა ფი, ერთბაშად დაინახა ის, რასაც ორი კვირ-

128
ის წინ ვერ ამჩნევდა და აღმოხდა, – ღმერთო!
არ უხაროდა შვილის დანახვა ფის. სახეზე სირცხვილის ფერმა
გადაჰკრა და წინსაფრიან გაბერილ მუცელზე ხელები აიფარა. თით-
ქოს მალავდა იმას, რაც ტანსაცმელშიც ჩანდა.
– ბებერი, ბინძური ვაცი! – აკანკალდა ფრენკი.
– ასეთი რაღაცების თქმის უფლებას ვერ მოგცემ, ფრენკ! შენც
კაცი ხარ უკვე. უნდა გაუგო. შენც სწორედ ასე მოევლინე ქვეყანას
და ამ დაბადების პატივისცემაც გმართებს. არაფერ შუაშია სიბინძუ-
რე. როცა მამას აყენებ შეურაცხყოფას, მეც შეურაცხმყოფ.
– უფლება არ ჰქონდა! თავი უნდა დაენებებინა შენთვის! – გა-
მოცრა ფრენკმა და აცახცახებული ტუჩის კუთხიდან წვეთივით და-
კიდებული დუჟი მოიწმინდა.
– არაფერ შუაშია სიბინძურე, – იმეორებდა ილაჯგაწყვეტილი
ფი, რომელსაც დაღლილი თვალები ისე მიეპყრო ვაჟიშვილისთვის,
თითქოს ერთბაშად გადაეწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოეხ-
სნა ზურგიდან სირცხვილის ტვირთი, – არც ეს ბავშვია ბინძური,
ფრენკ, და არც ისაა სიბინძურე, რის გამოც უნდა დაიბადოს.
ახლა ფრენკს მოედო სახეზე ალისფერი და, რაკი დედას თვალს
ვეღარ უსწორებდა, ბობთან, ჯეკთან და ჰიუისთან საზიარო ოთახს
მიაშურა. მოეჩვენა, რომ მასხრად იგდებდნენ ოთახის შიშველი
კედლებიცა და პატარა, ერთადგილიანი საწოლებიც. მწირი და უსა-
ხური იყო იქაურობა, არც ათბობდნენ იმ ოთახს, არც უღირდა ვინმეს
რამედ ის ოთახი. მერე დედამისის სახეც დაუდგა თვალწინ, ლამაზი,
დაღლილი სახე, უზადოდ მოყვანილი შარავანდედივით რომ შემოჰ-
ყოლოდა ოქროსფერი თმა, რომელსაც თითქოს ცეცხლი მოსდებო-
და იმის გამო, რისთვისაც ფისა და იმ ბანჯგვლიან, ბებერ ვაცს საში-
ნელ სიცხეში მოეცალათ.
ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან დედაზე ფიქრი, ვერა და ვერ გა-
ექცა ქვეცნობიერს, მისი ასაკისთვის, მამაკაცობისთვის დამახასია-
თებელ წადილს. აქამდე თუ მეტწილად ახერხებდა, მსგავსი ფიქრე-
ბი ცნობიერს მიღმა შეეჩურთა, ახლა ისე აუფრიალა ცხვირწინ დე-
დამისმა თავისი ჟინის მტკიცებულება, ისე მიახალა სიმართლე იმ

129
ბებერ და გარყვნილ ცხოველთან იდუმალ ქმედებებზე... როგორ უნ-
და ეფიქრა ამაზე ფრენკს? როგორ უნდა დასთანხმებოდა ამას
ფრენკი? ეს როგორ უნდა აეტანა? უნდოდა, როგორმე ღვთისმშობე-
ლივით წმიდათაწმიდა, უმანკო, უმწიკვლო არსებად წარმოედგინა
დედა, არსებად, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა იდგა, თუნდაც
მის გარდა ამქვეყნად ყველა ქალი ცოდვილი ყოფილიყო. გიჟდებო-
და, როცა იხსენებდა, როგორ არ მალავდა ფი იმას, რასაც თვითონ
დანაშაულად უთვლიდა. ჭკუიდან რომ არ შემცდარიყო, ისიც კი წარ-
მოიდგინა, როგორ იწვა დედამისი საძაგელი ბერიკაცის გვერდით,
როგორ იძინებდა მის გვერდით, მაგრამ არც პირს იქცევდნენ ერ-
თმანეთისკენ ღამღამობით, არც ეხებოდნენ ერთმანეთს. ღმერთო!
ყმაწვილი ფიქრებიდან ღრჭიალმა გამოარკვია. დაბლა დაიხედა
და მიხვდა, რომ უნებურად საწოლის თითბრის რიკული გაეღუნა.
‒ მამაჩემი მაინც იყო… ‒ ჩასძახა ლითონის ნაჭერს და ამ დროს
ფიც გამოჩნდა კარის ჭრილში.
– ფრენკ, – დაუძახა შვილს ქალმა.
ყმაწვილმა თავი ასწია. შავ-შავი თვალები ისე უელავდა, ნაწვი-
მარზე ნახშირი რომ ალაპლაპდება ხოლმე.
– მოვკლავ და ეგ იქნება, – ჩაილაპარაკა ფრენკმა.
– მეც მომკლავ მაშინ, – მიუგო ფიმ და საწოლზე ჩამოჯდა.
– არა, გაგათავისუფლებ, – ერთდროულად სიშმაგე და იმედი
გამოსჭვიოდა ფრენკის სიტყვებში.
– თავისუფალი არასოდეს ვიქნები. არც მინდა თავისუფლება,
ფრენკ. მინდა, ვიცოდე, რამ დაგაბრმავა, მაგრამ არ ვიცი. ეს არც მა-
მაშენისგან გამოგყოლია, არც ჩემგან. ვიცი, რომ არა ხარ ბედნი-
ერი, მაგრამ განა ჩემზე ან მამაშენზე უნდა იყარო ჯავრი? მაინცდა-
მაინც უნდა გაართულო ყველაფერი? რატომ? – დაიწყო ფიმ, მერე
ხელებზე დაიხედა და ისევ შვილს მიაპყრო მზერა, – არ მინდა, მაგ-
რამ უნდა ვთქვა. უნდა ვთქვა, ალბათ... დროა, ვინმე მოძებნო,
ფრენკ, გოგონა, რომელსაც ცოლად შეირთავ და საკუთარი ოჯახი
გექნება. დროჰედაში საკმარისი ადგილია... ასეთი რაღაცების გამო
შენს ძმებზე არასოდეს მიჯავრია. მგონია, რომ საერთოდ არ გგვან-

130
ან, მაგრამ შენ გჭირდება ცოლი. ცოლი რომ გყოლოდა, ჩემზე ფიქ-
რისთვის აღარ გეცლებოდა, ფრენკ.
ყმაწვილი დედისკენ ზურგით იდგა და შებრუნებას არც აპირებ-
და. იმ იმედით, რომ რამეს ეტყოდნენ, ასე, ხუთი წუთი იჯდა საწოლ-
ზე ფი, მერე კი ამოიოხრა, წამოდგა და ოთხიდან გავიდა.
მას შემდეგ, რაც მკრეჭავები წავიდ-წამოვიდნენ და ოლქიც ზამ-
თრის ნახევრად ინერტულ მდგომარეობაში გადაეშვა, ჯილენბოუ-
ნის ყოველწლიური გამოფენისა და წმინდასისხლიანი ცხენების ორ-
დღიანი სამოყვარულო დოღის დროც დადგა, რომელიც საზოგადო-
ებრივი ღონისძიებების კალენდარში უმნიშვნელოვანეს მოვლენად
ითვლებოდა. ფი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ამიტომ პედი მის გარე-
შე მიუჯდა მერი კარსონის „როლს-როისის“ საჭეს, მის გარეშე წაიყ-
ვანა ქალბატონი ქალაქში. არადა, ფი მასაც ამხნევებდა ხოლმე და
მულსაც აიძულებდა, ენაზე კბილი დაეჭირა. ხვდებოდა პედი, რომ
რაღაც ჯადოსნობის ძალით ფის გვერდით მისი და ითრგუნებოდა და
ისე იქცეოდა, თითქოს არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფილი-
ყოს.
ფის გარდა ყველა მიდიოდა დოღზე დასასწრებად. ბიჭები, რომ-
ლებიც გაეფრთხილებინათ, კარგად თუ არ მოიქცევით, არ გაცოც-
ხლებთო, პიტ ლუდიკასრა, ჯიმი, ტომი, მისის სმითი და მოახლეები
სატვირთოს ძარაზე ისხდნენ, ფრენკი კი „ფორდ-ტ-თი“ ადრიანად
წასულიყო შინიდან. უფროსებიდან ყველა რჩებოდა ქალაქში, რათა
მომდევნო დღესაც ედევნებინათ დოღისთვის თვალი. მამა რალფმა
ღამის გასათევიც შესთავაზათ, რაზეც მერი კარსონმა რატომღაც უა-
რი უთხრა, თუმცა პედი და ფრენკი დაარწმუნა, მიპატიჟებას დას-
თანხმდითო. კაციშვილმა არ იცოდა, სად გაათია ღამე ორმა მეცხვა-
რემ, ტომმა და შავმა მუშამ, რომელიც ბაღში ფუსფუსებდა ხოლმე,
მისის სმითს, მინისა და კეტს კი ჯილიში მეგობრები ჰყავდათ, რომ-
ლებმაც შეიფარეს კიდეც.
დილის ათ საათზე პედიმ და სასტუმრო „იმპერიალის“ საუკეთე-
სო ნომერში დააბინავა და ბარში ჩავიდა, სადაც ფრენკი დახვდა.
ყმაწვილს ლუდით სავსე დიდი ჭიქა ეჭირა ხელში.

131
– მომდევნოს მე ვიყიდი, ძმაკაცო, – თბილად შესთავაზა შვილს
პედიმ, – მამიდა მერი მიმყავს ლანჩზე და უნდა შევმაგრდე. ვინ
იცის, როგორი განსაცდელი მელის, დედაშენი კი შორსაა...
ჩვევა იქნება თუ თავზარდამცემი შიში, იმაზე ძნელი დასაძლე-
ვია, ვიდრე ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს მანამ, სანამ წლების
განმავლობაში ჩამოყალიბებული ქცევის ჯაჭვის გაწყვეტას მარ-
თლა შეეცდება. ჰოდა, ფრენკიც მიხვდა, რომ არ შეეძლო, გაეკეთე-
ბინა ის, რის გაკეთებასაც ნატრობდა, არ შეეძლო, სახეში შეესხა მა-
მამისისთვის ლუდი, ყოველ შემთხვევაში, ბარში შეკრებილი ადა-
მიანების თვალწინ და ამიტომ, რაც ჭიქაში დარჩენოდა, ერთბაშად
გადახუხა, გაიღიმასავით და თქვა:
– ბოდიში, მამა, ბიჭებს დავპირდი, გამოფენაზე გნახავთ-მეთქი.
– კარგი, თუ ასეა, წადი, – უპასუხა პედიმ და ყმაწვილს ფული გა-
უწოდა, – აიღე, დაგჭირდება. მოილხინე, მაგრამ დათრობაზე თუ
მიდგა საქმე, ისე ქენი, დედაშენმა ვერ გაიგოს.
დააცქერდა ფრენკი ლურჯ, ხეშეშა ხუთგირვანქიანს და ინატრა,
ნეტავ ნაკუწებად მაქცევინა და მერე ის ნაკუწები მამაჩემისთვის სა-
ხეში შემაყრევინაო, მაგრამ ჩვეულებას ისევ ვერ უღალატა. ქაღალ-
დის ფული მოკეცა, საქამრესთან გაჭრილ პატარა ჯიბეში ჩაიდო და
პედის მადლობა გადაუხადა, თუმცა ბარიდან იმდენად სწრაფად ვერ
გააღწია, როგორც ისურვებდა.
საუკეთესო ლურჯ შარვალ-კოსტიუმსა და ჩაღილულ ჟილეტში
გამოწყობილმა პედიმ, რომელსაც ოქროს საათის საკიდ ოქროსავე
ძეწკვზე ლორენსის ოქროს საბადოებში მოპოვებული თვითნაბადი
მადნეულისგან დამზადებული ბრელოკიც შეება, ცელულოიდის სა-
ყელო მიისწორ-მოისწორა და ბარი მოათვალიერა, იქნებ ნაცნობი
სახე დავლანდოო. დროჰედაში ცხრა თვის წინ ჩასული მაინცდამა-
ინც ხშირად არ სტუმრობდა ჯილის, მაგრამ, როგორც მერი კარსო-
ნის ძმასა და უდავო მემკვიდრეს, ქალაქში ყოველთვის გულთბი-
ლად მასპინძლობდნენ და შეშლითაც არავისში ეშლებოდათ. აი, გა-
იბადრა კიდეც მის დანახვაზე რამდენიმე ჯეელი, რამდენიმემ გად-
მოსძახა, ლუდზე გეპატიჟებითო, ბოლოს კი მამაკაცებისაგან შემდ-

132
გარ სასიამოვნო კომპანიაშიც ამოყო თავი და ფრენკიც უმალ გა-
დაავიწყდა.

ბოლო დროს ნაწნავებს ატარებდა მეგი – მიუხედავად იმისა, რა-


მოდენა ფულის პატრონი გახლდათ მერი კარსონი, მონაზვნებიდან
ერთსაც არ აღმოაჩნდა მეგის დალალების მოვლის სურვილი. ჰო-
და, სცემდა კიდეც მხრებზე მუქლურჯი ბაფთებით შეკრული ორი
მსხვილი ნაწნავი. მოძღვრის სახლში მოსახვედრად წმინდა ჯვრის
მონასტერთან არსებული სკოლის მოსწავლის ასევე მუქლურჯ ფო-
რმაში გამოწყობილს, მონაზვნის თანხლებით უნდა გადაეჭრა გაზო-
ნი, იქ კი მამა რალფის მნე ქალი ელოდებოდა ხოლმე, რომელიც,
უბრალოდ, აღმერთებდა.
– ოიმე, მთაში არიან ჩვენთან ამ ნამცეცასნაირი ლამაზთმიანე-
ბი, – უთხრა ერთხელ მეგისადმი მისი გრძნობებით გამხიარულე-
ბულ მამა რალფს ენიმ, რომელსაც არც პატარა გოგონები მოუდიო-
და თვალში, არც სკოლის მეზობლად ცხოვრება ახარებდა.
– კარგი რა, ენი! უსიცოცხლო თმის გამო, თმის ფერის გამო,
ადამიანი როგორ უნდა მოგეწონოს?! – გააჯავრა მოძღვარმა მნე ქა-
ლი.
‒ ისეთი პატარა და სუფთაა. ჩამოფხრეწილ გოგოებს კი არა
ჰგავს...
წარმოდგენა არ ჰქონდა მამა რალფს, „ჩამოფხრეწილი“ რას
ნიშნავდა, თუმცა ენისთვის არაფერი უკითხავს, არც შენიშვნა მი-
უცია, მეგისთან ეგ სიტყვა რა მოსატანიაო. ზოგჯერ სჯობდა, არ
გცოდნოდა, რას გულისხმობდა ენი, მისი ნათქვამისთვის ყურადღე-
ბა დიდად არ მიგექცია და არ შეგეგულიანებინა. ნათელმხილველი
ვარო, თქმა იცოდა მნე ქალმა, მეგი კი ეცოდებოდა. ჰოდა, არ უნდო-
და მოძღვარს, ახსნა-განმარტების სახით მოესმინა, რომ გოგონა
არა იმდენად წარსულის, არამედ იმის გამო ებრალებოდათ, რაც
მომავალში ელოდა.
აი, ფრენკიც გამოჩნდა. ჯერაც კანკალებდა ბარში მამამისთან
შეხვედრის გამო. არ იცოდა, სად წასულიყო, რა ექნა.

133
– წამო, ბაზრობაზე წაგიყვან, მეგი, – შესთავაზა ყმაწვილმა დას
და ხელი გაუწოდა.
– იქნებ მე წამეყვანეთ ორივე, – მამა რალფმაც გაუწოდა გოგო-
ნას ხელი.
იდგა ორ სათაყვანებელ მამაკაცს შორის მეგი, ორივესთვის მაგ-
რად ჩაეჭიდა ხელი და სიხარულით ცას სწვდებოდა.

ჯილენბოუნის საგამოფენო სივრცე მდინარე ბარუონის ნაპირებ-


ზე მოეწყოთ, იპოდრომის გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ წყალ-
დიდობიდან ექვსი თვე გასულიყო, ტალახს ჯერაც ვერ მოესწრო გაშ-
რობა და გამოფენაზე ადრიანად მისულ, მოწადინებულ დამთვა-
ლიერებელს უკვე მოესწრო იქაურობის აზელ-დაზელა. ცხვრის,
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორისა და თხის სადგომების
გვერდით, რომლებშიც საკონკურსოდ ჩამოყვანილი ჩინებული სა-
ქონელი შეერეკათ, სასმელ-საჭმლითა და ხელნაკეთი ნივთებით
სავსე კარვებიც გაეშალათ.
ხან პირუტყვი ათვალიერეს, ხან – ნამცხვრები, ხან ‒ ჩხირით
ნაქსოვი საბავშვო ტანსაცმელი. მოქარგულ სუფრებსაც შეავლეს
თვალი, კატებსაც, ძაღლებსაც და იადონებსაც. სულ ბოლოში მო-
ჩანდა მოედანი, სადაც დოღი იმართებოდა. დაანავარდებდნენ
ახალგაზრდა მხედრები, ქალებიც, ვაჟებიც, საჯდომ ცხენებს მსაჯე-
ბის დასანახად, რომლებიც, როგორც მეგი ხითხითებდა, ცხენებზე
მეტად ჰგავდნენ ცხენებს.
სარჟის შესანიშნავ კოსტიუმებში გამოკვართული მანდილოსნე-
ბი, ვუალიანი ქუდები მაცდურად რომ დაეხურათ თავზე, მაღალ-მა-
ღალ ცხენებზე გვერდულად ისხდნენ. თოხარიკით სიარულისას კი-
დევ ჰო, მაგრამ საკმარისი იყო, მხედრებიდან რომელიმეს ცხენი
აეჩქარებინა, მეგის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა, ერთხელაც არ შემკრთალიყო
უნაგირზე ასე არასაიმედოდ შემოსკუპებული და ქუდჩამოფხატული
ადამიანი, მაგრამ მერე ერთ დიდებულ ქალბატონზე გადაერთო,
რომელმაც ჯერ ზედიზედ რამდენიმე რთული ნახტომი შეასრულები-

134
ნა გაჭენებულ ცხენს, მერე კი გამოსვლა ისევე წუნდაუდებლად და-
ასრულა, როგორც დაიწყო. ბოლოს ქალბატონმა ცხენს მოუთმენ-
ლად ჰკრა დეზი, ატალახებულ მოედანზე ოთხით გაატარა და მეგის,
ფრენკისა და მამა რალფის წინ ისე შეაყენა, ნაბიჯსაც ვეღარ გადად-
გამდნენ. ქალს პრიალა, შავი ჩექმები ეცვა. ცალი ფეხი უნაგირზე გა-
დაატარა და ცხენზე ახლა მართლა გვერდულად მოკალათებულმა
ისე გაუწოდა ხელთათმანიანი ხელები რალფ დე ბრიკასარს, თით-
ქოს მისი მბრძანებელი ყოფილიყოს.
– მამაო, გეთაყვა, ცხენიდან ჩამოსვლაში დამეხმარეთ! – თქვა
ქალმა და მოძღვარიც უმალ მიუახლოვდა. სანამ მხედარი მის
მხრებს ეყრდნობოდა, მამა რალფმა ორივე ხელი წელზე მოჰკიდა
და ოსტატურად გადმოსვა მიწაზე.
შეეხო თუ არა ქალი ფეხით მიწას, მაშინვე მოშორდა რალფ დე
ბრიკასარი, ცხენს სადავეში მოქაჩა და გზა განაგრძო. მის ფართო-
ფართო ნაბიჯებს ქალმა იოლად შეუწყო სიარული.
– ბარიერულ დოღს მოიგებთ, მის კარმაიკლ? – ისე იკითხა მამა
რალფმა, ეტყობოდა, ოდნავადაც არ აინტერესებდა, რას უპასუხებ-
დნენ.
– იმედი მაქვს, მოვიგებ, მაგრამ დარწმუნებით ვერაფერს ვიტ-
ყვი. შეჯიბრებაში მის ჰოუპტონიც და მისის ენტონი კინგიც მონაწი-
ლეობენ. დრესაჟს მაინც მოვიგებ. ბარიერებში თუ ვერ გავიმარჯვე,
მაგაზე წუწუნს არ ვაპირებ, – გაიბუტა ლამაზმანი, რომელსაც მოძ-
ღვრის მიუკერძოებლობა გულზე ხვდებოდა.
ყველა ხმოვნის წარმოთქმისას ისე ლამაზად ამრგვალებდა
ახალგაზრდა ქალბატონი ტუჩებს, ისე უცნაურად მაღალფარდოვ-
ნად ლაპარაკობდა, მიხვდებოდით, დიდი მონდომებით მოჰკიდე-
ბოდნენ მის აღზრდა-განათლებას, თუმცა მის ხმაში არც ადამიანუ-
რი სითბოს ნატამალი იგრძნობოდა, არც ხატოვანი დასცდენია მის
ენას რამე.
მამა რალფიც სულ სხვანაირად აჭიკჭიკდა. მისი მომხიბლავი
ირლანდიური აქცენტიც სადღაც გაქრა – თითქოს მის კარმაიკ-
ლთან ლაპარაკს იმ დროში დაებრუნებინა, როდესაც მისგან არაფ-

135
რით განსხვავდებოდა.
საგონებელში ჩააგდო მსუბუქი, მაგრამ ფრთხილი სიტყვა-პასუ-
ხის მოსმენამ მეგი. ვერ ხვდებოდა, რას გადაესხვაფერებინა მამა
რალფი ასე, ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა მოძღვარს, თუმცა,
რაც უნდა ყოფილიყო, ნამდვილად არ მოსწონდა. მოიქუფრა და
ფრენკს ხელი გაუშვა. კაცმა რომ თქვას, ადვილი არ იყო ოთხი ადა-
მიანის გვერდიგვერდ სიარული.
ასე სიარულ-სიარულით მიადგნენ დიდრონ გუბეს. ფრენკი უკვე
საკმაოდ ჩამორჩენოდა დანარჩენებს. მხიარულად მოავლო მოძ-
ღვარმა თვალი გუბეს, რომელიც გუბეზე მეტად პატარა, წყალმარჩხ
ტბას ჰგავდა. მერე ბავშვს მიუბრუნდა, რომლისთვისაც მაგრად ჩა-
ეჭიდა ხელში ხელი და ისე ნაზად დაიხარა, გოგონასადმი მისი გან-
საკუთრებული დამოკიდებულება ახალგაზრდა ქალბატონს ვერაფ-
რით გამოეპარებოდა. სწორედ ამგვარი სითბო აკლდა მოძღვარ-
თან მის დახვეწილ საუბარს.
– მოსასხამი არა მაქვს, ჩემო მეგი. ვერ ვიქნები შენი უოლტერ
როლი, – უთხრა მამა რალფმა ბავშვს, მერე კი მხედარს მიუბრუნდა,
ცხენის სადავეები გადასცა და დასძინა, – დარწმუნებული ვარ, მო-
მიტევებთ, ძვირფასო მის კარმაიკლ. ხომ ვერ დავუშვებ, რომ ჩემს
საყვარელ გოგონას ფეხსაცმელი ტალახში დაესვაროს, არა?
მოძღვარმა გოგონა ხელში აიტაცა და თეძოზე შემოისვა, მის
კარმაიკლს კი ისღა დარჩენოდა, ცალი ხელით გრძელი ქვედაბო-
ლოს კალთები აეკრიფა, მეორეში სადავეები ჩაებღუჯა და ყოველ-
გვარი დახმარების გარეშე გატყაპუნებულიყო ტალახში. ზურგს უკან
ახარხარებული ფრენკის ხმაც ვერაფერი ნუგეში იყო მისთვის. ჰო-
და, გასცდნენ თუ არა გუბეს, ქალბატონი სამეულს სასწრაფოდ გა-
ეცალა.
‒ დარწმუნებული ვარ, რომ შეეძლოს, მოგკლავდა, – თქვა
ფრენკმა, ჩამოსვა თუ არა მამა რალფმა მეგი. აღფრთოვანებული
იყო ახალგაზრდა ქალთან უცაბედი შეხვედრითა და მოძღვრის სა-
გულდაგულოდ მოფიქრებული სისასტიკით. ფრენკის აზრით, ის ქა-
ლი იმდენად ლამაზი და ქედმაღალი იყო, ვერც ერთი მამაკაცი ვერ

136
დაუდგებოდა წინ, თუნდაც მღვდელი ყოფილიყოს, მამა რალფმა კი
თამაშ-თამაშით გაუცამტვერა თავდაჯერებაცა და რწმენაც, აქაოდა,
მათრობელა ქალურობით შეიარაღებული ფონს ყოველთვის გავა-
ლო. ეგონა, მამა რალფს ლამაზმანიც ეჯავრებოდა და მისი სახით ‒
მთელი საქალეთიც, სრულებით იდუმალი სამყარო, რომელში შეღ-
წევის შესაძლებლობა თვითონ ჯერ არ მისცემოდა. დედამისის სიტ-
ყვებით გაგულისებულს უნდოდა, მის კარმაიკლს შეემჩნია. ის ხომ
მერი კარსონის მემკვიდრის უფროსი ვაჟიშვილი იყო, ბოლოს და
ბოლოს, მაგრამ ისე ეჭირა ქალბატონს თავი, თითქოს ფრენკი არც
კი არსებობდა. მთელი ყურადღება უსქესო, დასაჭურისებული მოძ-
ღვრისკენ მიემართა და სულ არაფრად აგდებდა ფრენკს, თუგინდ
კარგი შესახედაობის ტანმაღალი და შავგვრემანი ვაჟკაცი ყოფილი-
ყოს.
– ნუ გეშინია, თავისას არ დაიშლის. მდიდარი გოგოა და მომ-
დევნო კვირასაც ყველას დასანახად გაიღებს ათგირვანქიანს, ‒ ცი-
ნიკურად ჩაილაპარაკა მამა რალფმა და ფრენკის შემხედველს სი-
ცილი აუტყდა, – შენზე ბევრად უფროსი არა ვარ, შვილო ჩემო, მაგ-
რამ, ჩემი საქმიანობის მიუხედავად, ცხოვრებამ მეც ბევრი რამ მას-
წავლა. ნურც მისაყვედურებ რამეს. გამოცდილებაში ჩამითვალე და
ეგაა.
საგამოფენო სივრცის სადოღე ნაწილი უკან მოიტოვეს და იმ მხა-
რეს მოექცნენ, სადაც არაერთი გასართობი იყო წარმოდგენილი.
ერთნაირად აღაფრთოვანა იქაურობამ და-ძმა. მთელი ხუთი ში-
ლინგი მისცა მამა რალფმა მეგის, ფრენკს კი ისედაც ჰქონდა ხუთი
გირვანქა-სტერლინგი. შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც შეგიძ-
ლია, ფული გადაიხადო და ნებისმიერ ბალაგანში შეხვიდე, რომ-
ლისკენაც გული გაგიწევს...
უამრავი ადამიანი ირეოდა. საითაც უნდა გაგეხედა, ყველგან
ბავშვები გარბი-გამორბოდნენ და თვალდაჭყეტილები აჩერდებოდ-
ნენ კალთებჩამოძონძილი კარვების წინ გამოკრულ, არცთუ გაწა-
ფული ხელით შესრულებულ მყვირალა წარწერებს – მსოფლიოში
ყველაზე მსუქანი ქალიო, ნახეთ,თუ როგორ აღიზიანებს გველებთ-

137
ან მოცეკვავე პრინცესა ჰური მრისხანე კობრასო, რეზინის კაცი ინ-
დოეთიდანო, მსოფლიოს უძლიერესი გოლიათიო, ნერიადა თეტი-
დაო...
ცოტ-ცოტა ყველა კარავთან გადაიხადეს ფრენკმა და მეგმა, იმ-
დენად გაფაციცებულები ადევნებდნენ სათითაოდ ყველა კარავში
გამართულ წარმოდგენას თვალს, ვერც კი შენიშნეს, რომ თეტიდას
ქერცლი სევდის მომგვრელად გახუნებოდა, მოღიმარ კობრას კი
პირში კბილები აკლდა.
სულ-სულ ბოლოში იმოდენა კარავი იდგა, გეგონება, მის მეტი
გარშემო სხვა არც არაფერი უნდა დატეულიყო. კარვამდე ფართო
ფიცარნაგი მიდიოდა, რომლის უკან ფარდასავით გაჭიმულ თახვა-
მაუდის ქსოვილზე გამოსახული ფიგურები თითქოს ემუქრებოდნენ
გამვლელ-გამომვლელს, ვიღაც კაცი კი შეკრებილი ბრბოს გასაგო-
ნად მეგაფონში ჩაჰყვიროდა:
– ბატონებო, წარმოგიდგენთ ჯიმი შერმენის განთქმულ მოკრი-
ვეთა გუნდს! მსოფლიოში უძლიერესი რვა პროფესიონალი მოკრი-
ვე! გაბედე შერკინება და მოიგე ფულით სავსე ქისა!
თანდათან გამოაკლდნენ დამსწრე საზოგადოებას ქალები და
გოგონები. სამაგიეროდ, ყველა მხრიდან მოდიოდნენ და მოდიოდ-
ნენ ბიჭები თუ მამაკაცები და ბოლოს გვარიანმა აუდიტორიამაც მო-
იყარა ფიცარნაგის ძირში თავი. როგორც ცირკ მაქსიმუსში გლა-
დიატორები, ისე გამოლაგდა ფიცარნაგზე რვა მამაკაცი. ხელებსა
და ბარძაყებზე სახვევები მოუჩანდათ და ფეხებგაჩაჩხულები დაიჯ-
გიმებოდნენ აღტაცებული შეძახილების ფონზე. შავი, გრძელტო-
ტიანი ტრიკოების, უმკლავო მაისურებისა და ტანზე მომდგარი მოკ-
ლე, ნაცრისფერი შარვლების გარდა, რომლის ტოტებიც ბარძაყის
შუამდე უწევდათ, სხვა არაფერი ეცვათ. ჰოდა, ჩათვალა კიდეც მე-
გიმ, საცვლებისამარა გამოდიანო. თითოეულს ვეება, თეთრი წარ-
წერა მოუჩანდა მკერდზე: „ჯიმი შერმენის გუნდი“. მათ შორის ორს
ვერ იპოვიდი ერთნაირი ზომა-წონისას. ზოგი დიდი იყო ტანად, ზოგი
– შედარებით ტანმორჩილი, ზოგიც – საშუალო აღნაგობის, მაგრამ
უკლებლივ ყველა შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში. ერთმანეთში ისე

138
ლაპარაკობდნენ და ისე უცერემონიოდ იცინოდნენ, ეტყობოდათ,
ფიცარნაგზე გამოსვლა მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფე-
ლი ნაწილი იყო, თან კუნთებს ათამაშებდნენ და ცდილობდნენ, თა-
ვი ისე დაეჭირათ, თითქოს სულ არ ეპიტნავებოდათ, ბღენძიაობა
რომ უწევდათ.
– აბა, ბიჭებო, პირველი ვინ გაბედავს?! – ბოლო ხმაზე გაილექსა
მეგაფონიანი, – ვინ ცდის ბედს? სცადეთ ბედი და მოიგეთ ხუთი გირ-
ვანქა-სტერლინგი! – გაჰყვიროდა დიდ-დიდი დოლების ბრაგაბ-
რუგში.
– მე ვცდი! მე, მე ვცდი! – დასძახა ფრენკმა და მხრიდან მოიშორა
მამა რალფის ხელი, რომელსაც მისი შეჩერება სურდა. ფრენკისგან
თვალის მისაწვდენზე ვინც იდგა, ერთი ბეწო ბიჭის დანახვაზე სი-
ცილ-ხარხარი ატეხა ყველამ, თუმცა მაინც გულთბილად უტყაპუნებ-
დნენ ზურგში და ისე უშვებდნენ წინ.
ერთბაშად დასერიოზულდა მეგაფონიანი, როდესაც მოკრივეე-
ბიდან ერთ-ერთმა მეგობრულად გაუწოდა ყმაწვილს ხელი, მისად-
გმელი კიბით ფიცარნაგზე ასვლაში დაეხმარა და ამხანაგებს ამოუ-
ყენა გვერდით.
– ნუ იცინით, ბატონებო. არაა ეს ბიჭი მაინცდამაინც ზორბა, მაგ-
რამ სურვილი პირველმა გამოთქვა. ხომ იცით, ბრძოლაში ის არაა
მთავარი, რამხელა ხარ, არამედ გული რამდენად გერჩის. ახლა ამ
პატარა ბიჭმა უნდა სცადოს ბედი, მაგრამ დიდები რას აპირებთ ნე-
ტავ?! გაბედეთ, მოიგეთ ხუთი გირვანქა-სტერლინგი! აბა, ბოლომდე
ვინ დაუდგება ჯიმი შერმენის გუნდიდან რომელიმეს?!
ნელ-ნელა კიდევ გამოჩნდნენ შერკინების მსურველები ახალ-
გაზრდები, უხერხულად რომ ჭმუჭნიდნენ ხელში ქუდებს და თვალს
არ აშორებდნენ კრივის გამორჩეულ ოსტატებს, პროფესიონალებს.
სული მისდიოდა მამა რალფს, ისე უნდოდა, დარჩენილიყო და
ენახა, რა მოხდებოდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და გადაწყვიტა,
მეგი აქაურობას უნდა მოვაშოროო. აიყვანა კიდეც გოგონა ხელში
და წასვლაც დააპირა, მაგრამ ბავშვმა წივილ-კივილი ატეხა. რაც
უფრო შორდებოდა ფიცარნაგს მოძღვარი, მით უფრო ხმამაღლა გა-

139
ჰკიოდა მეგი. ხალხის ყურადღებაც მიიქციეს. არადა, უხერხული
იყო, დამამცირებელიც – ქალაქში მამა რალფს კარგად იცნობდნენ.
– მომისმინე, მეგი! შიგნით ვერ შეგიყვან. მამაშენი ცოცხლად გა-
მატყავებს და მართალიც იქნება.
– ფრენკთან უნდა ვიყო, ფრენკთან უნდა ვიყო! – თავს არ ზოგავ-
და, ისე გაჰკიოდა მეგი, თან მოძღვარს წიხლებს უშენდა და ცდი-
ლობდა, ეკბინა.
– ეს რა ჯანდაბაა! – აღმოხდა მამა რალფს, მერე კი ჩათრევას
ჩაყოლა ამჯობინა, ხურდა ფულის მოსაძებნად ჯიბეში ხელი მოიფა-
თურა და ბალაგანის აწეული კალთისკენ წავიდა, თან ცალი თვა-
ლით ხალხს ათვალიერებდა, ეგებ, კლირების ბიჭებიდან რომელი-
მე დავინახოო. რაკი ძმებიდან ერთიც არ ჭაჭანებდა სიახლოვეს, გა-
დაწყვიტა, ალბათ, სადმე კარგ ადგილას არიან და ან ცხენის დაჭედ-
ვაში ეჯიბრებიან ვინმეს, ან ხორცის ღვეზელებითა და ნაყინით ივსე-
ბენ მუცლებსო.
– მამაო, გოგონას ვერ შეიყვანთ! – წინ გადაუდგა მოძღვარს გა-
ოგნებული მამაკაცი, რომელსაც ბალაგანში შემსვლელ-გამომ-
სვლელის გაკონტროლება ევალებოდა.
– მასწავლეთ, ეს ბავშვი აქაურობას ისე როგორ გავაცალო, რომ
არასრულწლოვანის შევიწროების გამო ჯილის მთელი პოლიცია არ
დაგვესიოს დასაჭერად, და სიამოვნებით წავიყვან, თვალები ცისკენ
აღაპყრო მამა რალფმა, – მისმა ძმამ შერკინებაში მონაწილეობის
სურვილი გამოთქვა და სანამ არ დაინახავს, როგორ გაიმარჯვა,
აქედან ფეხსაც ვერ მოვაცვლევინებთ; სანამ არ ნახავს, როგორ და-
ამარცხებს მისი ძმა თქვენს ბიჭებს, როგორც მოყვარულებს.
‒ კეთილი, მამაო, თქვენ ვინ შეგეკამათებათ – მხრები აიჩეჩა მა-
მაკაცმა, – შებრძანდით, მაგრამ, თუ ღმერთი გწამთ, გოგო ფეხებში
არავის გაებლანდოს... არა, მამაო, არა, ეგ ფულიც ჯიბეში ჩაიდეთ!
ჯიმის არ მოეწონება, ფული რომ გამოგართვათ.
ბალაგანი კაცებითა და ბიჭებით იყო სავსე. ყველა არენის გარ-
შემო ირეოდა. მამა რალფმა ბოლო რიგში მოძებნა ადგილი, ზედ
კარვის კედელთან, თან ცოცხალი თავით არ უშვებდა მეგის ხელს.

140
თამბაქოს კვამლში გახვეული კარავი ნახერხის სუნს გაეჟღინთა,
რომელიც მიწაზე სისველის შესაშრობად დაეყარათ. ფრენკს, რო-
გორც პირველ მოასპარეზეს, უკვე მოერგო ხელთათმანები. იშვი-
ათად, მაგრამ ზოგჯერ შემთხვევით ფალავნებსაც უმართლებდათ
ხოლმე პროფესიონალ მოკრივეებთან მსგავს შერკინებებში. ცხა-
დია, ჯიმის გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებს არ მოეყა-
რათ თავი, მაგრამ მათ შორის ნამდვილად იყო ავსტრალიის რამდე-
ნიმე ფალავანი.
რვა მოკრივიდან ყველაზე მსუბუქს შეაჯიბრეს ტანმორჩილი
ფრენკი, მან კი მესამე დარტყმაზე ნოკაუტში ჩააგდო მოწინააღმდე-
გე და გამოაცხადა, ვაგრძელებ ასპარეზობასო. მესამე სპორტსმენს
რომ ერკინებოდა, გამოფენაზე ხმა დაირხა, ბალაგანში ასეთი და
ასეთი ამბავი ხდებაო და იქაურობა ისე გადაიჭედა ხალხით, რაგინდ
მოწადინებული მაყურებელიც უნდა ყოფილიყო, შიგნით ფეხს ვე-
ღარ შეადგამდა.
თითქმის ყველა დარტყმა აიცილა ფრენკმა. არა, ერთი-ორი მა-
საც მოხვდა, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაუღვივა გულში ჩაბუდებუ-
ლი ბრაზი. თვალები გაჰფართოებოდა და აღტყინებისგან ლამის
დუჟი წამოსვლოდა, თან თითოეულ მოწინააღმდეგეში პედის ხედავ-
და. თავი უფეთქავდა და მაყურებლის გამამხნევებელი შეძახილები
ერთ გაბმულ მოწოდებად ჩაესმოდა: „მიდი! მიდი! მიდი!“
ღმერთო, როგორ ნატრობდა, ვინმეს შერკინებოდა... რაც დრო-
ჰედაში ჩამოსულიყვნენ, ერთხელაც არავის გაჯიბრებოდა... იცოდა,
ამგვარ ჩხუბში თუ არა, სხვაგან ვერსად დააღწევდა თავს ბრაზსა და
ტკივილს. აი, ისევ დაჰკრა მოწინააღმდეგეს მუშტი და მოეჩვენა,
რომ ხმა, რომელიც ყრუდ ჩაესმოდა და მიდიო, აქეზებდა, ახლა კი-
ჟინებდა: „მოკალი, მოკალი, მოკალი!“
მერე ნამდვილ ჩემპიონსაც დააჭიდეს, მსუბუქი წონისას, რო-
მელსაც ფრენკისგან შორიახლოს უნდა დაეჭირა თავი და გაერკვია,
ბიჭი ისეთივე მაგარი მოკრივე თუ იყო, როგორიც ‒ დამრტყმელი.
თვალები უბრწყინავდა ჯიმი შერმენს. სულ მუდამ ჩემპიონის ძებნა-
ში იყო და რამდენიმე ეპოვა კიდეც ცენტრიდან მოშორებით გამარ-

141
თულ შეჯიბრებებზე. მართალია, ფრენკზე უკეთესად იქნევდა მსუ-
ბუქწონიანი ხელებს და მითითების შესრულებასაც ახერხებდა, მაგ-
რამ მაინც უჭირდა მოწინააღმდეგესთან გამკლავება, ფრენკი კი
შეპყრობილივით იმაზე ფიქრობდა, როგორმე სული გაეფრთხობი-
ნებინა მოუხელთებელი მეტოქისთვის, რომელიც თითქოს ცეკვა-
ცეკვით დასდევდა უკან. ხელებს დაუჭერდნენ თუ მუშტებს დააყრიდ-
ნენ, ყველაფრიდან დასკვნა გამოჰქონდა – უცნაურ ადამიანთა
რიცხვს მიეკუთვნებოდა, რაგინდ გაცეცხლებულებიც უნდა იყვნენ,
განსჯის უნარს მაინც რომ არ კარგავენ. ჰოდა, გაძლო კიდეც ბო-
ლომდე. დიდი ამბავი, პროფესიონალმა სპორტსმენმა გემოზე თუ
უბრაგუნა, თვალიც დაუსივა, წარბიც გაუხეთქა და ტუჩიც, ოცი გირ-
ვანქა-სტერლინგიც ხომ მოიგო და უკლებლივ ყველა მაყურებლის
გულიც?!
მეგი მოდუნებულ მამა რალფს ხელიდან დაუსხლტა, გარეთ გა-
ვარდა და გული აერია. სწორედ მაშინ წამოადგა მოძღვარი გოგო-
ნას თავს, როდესაც ეს უკანასკნელი ერთი ბეწო ცხვირსახოცით
ცდილობდა მოთხვრილი ფეხსაცმლის გაწმენდას. სიტყვის უთქმე-
ლად გაუწოდა რალფ დე ბრიკასარმა აქვითინებულ მეგის თავისი
ცხვირსახოცი და ხასხასა თმაზე ხელი გადაუსვა. ბალაგანში მასაც
ყელში აწვებოდა რაღაც და ფიქრობდა, მღვდელი არ ვიყო, ალბათ,
მეც ამოვარწყევდი და გულზე მომეშვებოდაო.
– გინდა, ფრენკს დაველოდოთ, თუ ჯობია, ახლავე წავიდეთ? –
იკითხა მოძღვარმა.
– ფრენკს დაველოდები, – ჩურჩულით უპასუხა მეგიმ და ისე მი-
ეყრდნო, ეტყობოდა, სიმშვიდისა და თანაგრძნობის გამო რამდენად
მადლიერი იყო მისი.
– ვერ გამიგია, ასე რატომ ჩამივარდი გულში, რომელიც არა
მაქვს... – ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა მამა რალფმა. ეგონა,
საბრალო გოგონა იმდენად ცუდად იყო, ყურს არ ათხოვებდა მის
სიტყვებს, მაგრამ უამრავი მარტოსულივით მასაც სჭირდებოდა
ამოთქმა, – არც დედაჩემს მაგონებ, არც და მყოლია ოდესმე... ვერ
გამიგია, რა უნდა იყოს ისეთი ან შენში, ან შენს გაუბედურებულ ოჯ-

142
ახში... ვინ იცის, როგორ გიჭირს, პატარა მეგი
კარვიდან ფრენკიც გამოვიდა. თვალს ზემოთ სალბუნი მოუჩან-
და და წარამარა გახეთქილ ტუჩთან მიჰქონდა ხელი. იმ დღიდან მო-
ყოლებული, რაც ერთმანეთი გაიცნეს, მამა რალფი პირველად ხე-
დავდა ბედნიერს. გაუელვა კიდეც მოძღვარს, ალბათ, მამაკაცების
უმეტესობა სწორედ ასე გამოიყურება ღამით ქალთან კარგად გარ-
თობის შემდეგო.
– მეგი აქ რას აკეთებს? – შეუღრინა მღვდელს ფრენკმა, რომე-
ლიც ჯერაც ვერ დაშოშმინებულიყო.
– ხელ-ფეხს თუ გავუკოჭავდი და ალიკაპსაც ამოვდებდი, თორემ
ისე გარეთ ვერაფრით გავაჩერებდი, – მაინცდამაინც დახვეწილად
არ გამოუვიდა მამა რალფს. სულაც არ მოსწონდა, თავის მართლე-
ბა რომ უწევდა, მაგრამ შეიძლებოდა, მასზეც გაეწია ფრენკს. არა,
ოდნავადაც არ ეშინოდა მისი მოძღვარს, მაგრამ ხალხში შეხლა-შე-
მოხლას ერიდებოდა, – შენზე ნერვიულობდა, ფრენკ. უნდოდა, ახ-
ლოს ყოფილიყო და თავისი თვალით დაენახა, შენს თავს ცუდი რომ
არაფერი ხდებოდა. არ გაუბრაზდე. ისედაც ძალიან ინერვიულა.
– არ გაბედო და მამას არ უთხრა, რომ აქაურობას გაეკარე, –
გააფრთხილა და ძმამ.
– საწინააღმდეგო თუ არაფერი გაქვთ, გასეირნება აქვე დავამ-
თავროთ. შეგვიძლია, ჩემთან წავიდეთ, დავისვენოთ და თითო ფინ-
ჯანი ჩაი დავლიოთ, – შესთავაზა კლირებს მამა რალფმა, მეგის
ცხვირზე უჩქმიტა და დასძინა, – თქვენ კი, ახალგაზრდა ქალბატო-
ნო, კარგი ბანაობა არ გაწყენდათ.
ლამის შეიწირა იმ დღეს დამ პედი. ხელზე მოსამსახურესავით ექ-
ცეოდა. არა, ქმრისგან მსგავსი არასოდეს არაფერი მოეთხოვა ფის,
მერი კარსონი კი, რომელსაც გიპიურისგან შეკერილი, უცხოური
ფეხსაცმელი მოერგო ფეხზე, ხან ცხვირს აიბზუებდა, ტუჩებს აპრუ-
წავდა და კაპასად მიუთითებდა, ტალახში გავლაში მომეხმარეო,
ხან ვიღაცებს ისე მიესალმებოდა, ისე გაუღიმებდა და გაუბამდა მას-
ლაათს, გეგონება, დედოფალი ყოფილიყოს. როდესაც ქალბატონ-
მა მთავარი რბოლის გამარჯვებულს ჯილენბოუნის პრიზი ‒ ზურმუხ-

143
ტის სამაჯური გადასცა, პედის სხვა არაფერი ევალებოდა, გარდა
იმისა, რომ მის გვერდით მდგარიყო. ისე, მთელი საპრიზო ფონდი
ქალის უაზრო სამკაულში რატომ უნდა მიეფშვნიტათ და გამარჯვე-
ბულისთვის რატომ არ უნდა გადაეცათ ოქროთი დაფერილი თასი
და ნაღდი ფულის გემრიელი დასტა? ვერაფრით ამოეხსნა პედის, რა
დანიშნულება ჰქონდა სპორტის ამ ერთობ სამოყვარულო სახეობის
მიმდევართა შეკრებას, თავყრილობას ადამიანებისა, რომლებსაც
ფული, როგორც ხელის ჭუჭყი, არაფერში სჭირდებოდათ და შეეძ-
ლოთ, მონაგები დაუდევრად დაეყარათ მეუღლის ფერხთით.
ზურმუხტის სამაჯური ჰორი ჰოუპტონს ერგო. მის წაბლისფერ
იაბოს, სახელად კინგ-ედვარდს, გასულ წლებში ლალის, ბრილიან-
ტისა და საფირონის სამაჯურებიც მოეპოვებინა. ცოლისა და ხუთი
ქალიშვილის პატრონმა თქმა იცოდა, მანამ ვერ მოვისვენებ, სანამ
მეექვსე სამაჯურსაც არ მოვიგებო.
გახამებულმა პერანგმა და ცელულოიდის საყელომ პედის კისე-
რი გაუხეხა, ლურჯ შარვალ-კოსტიუმშიც მეტისმეტად დასცხა და
ვერც ლანჩზე შამპანურთან ერთად მირთმეული, სიდნეიდან ჩამო-
ტანილი ეგზოტიკური ზღვის პროდუქტები შეირგო ცხვრის ხორცის
მონელებას ნაჩვევმა. სულელი ვარ, სულელურად გამოვიყურებიო,
ფიქრობდა. უკეთესი არაფერი ებადა, თორემ მისი შარვალ-კოსტიუ-
მი უბრალოდ იაფფასიან სამოსს კი არ წააგავდა, მოდასაც ჩამორ-
ჩებოდა და ბუკოლიკური იერიც დაჰკრავდა. არა, არ იყო ეს ხალხი
მისი ხალხი, არც პირში მთქმელი, თავმდაბალი მესაქონლეები, არც
მათი მედიდური ცოლები და არც ცხენივით კბილებგადმოყრილი
ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებსაც „ბულეტინში“ სკვატოკრა-
ტებად მოიხსენიებდნენ. ტყავიდან ძვრებოდნენ, ოღონდაც დაევიწ-
ყებინათ, როგორ მიეთვისებინათ ჩაცუცქულებს წინა საუკუნეში მი-
წები, ავტონომიის პირობებში ფედერაციას უსიტყვოდ რომ ეღიარე-
ბინა მათ საკუთრებად. მთელ კონტინენტზე ყველაზე მეტად მათი
შურდათ – საკუთარი პოლიტიკური პარტიაც ჰქონდათ, შვილებსაც
სიდნეის არისტოკრატულ სკოლებში აგზავნიდნენ სასწავლებლად
და მეგობრულ შეხვედრებსაც უწყობდნენ ავსტრალიაში ჩასულ

144
უელსის პრინცს, პედი კლირი კი უბრალო კაცი იყო, მშრომელი. იო-
ტის ოდენი საერთო არ ჰქონდა კოლონიზატორ არისტოკრატებთან,
რომლებიც ცოლის ოჯახთან დაკავშირებულ მეტისმეტად უსიამოვ-
ნო მოგონებებს აღუძრავდნენ. მაშინაც გაღიზიანდა, როდესაც მოძ-
ღვრის მისაღებში შესულმა ბუხრის პირას ისე მისვენებული ფრენკი,
მეგი და მამა რალფი დაინახა, თითქოს მშვენივრად გაეტარებინათ
იმ დღეს დრო.ისე აუტანლად მოისაკლისა კეთილშობილი ფის
მხარდაჭერა, თან ახლა დასაც ისევ ისე ვერ იტანდა, როგორც მაშინ,
ბავშვობაში, ირლანდიაში.
მერე ფრენკის თვალზე დაკრული სალბუნიც შენიშნა, მისი შეშუ-
პებული სახეც და ხელ-ფეხიც გაეხსნა.
– დედაშენს ასე როგორ უნდა დაენახვო? – დასჭექა, – ერთი
დღეც არ გასულა, რაც თვალი მოგარიდე და ისევ ძველ ხელობას
მიჰყავი ხელი. შემოგხედავს ვინმე ალმაცერად და მაშინვე უნდა წა-
ეკიდო.
შეცბუნებული მამა რალფი წამოხტა და შეეცადა, მამაკაცის და-
საშოშმინებლად რაღაც ეთქვა, მაგრამ ფრენკმა დაასწრო.
– ფული ვიშოვე ამით, – ძალიან მშვიდად თქვა ყმაწვილმა და მა-
მას სალბუნზე ანიშნა, – ოცი გირვანქა-სტერლინგი რამდენიმე წუთ-
ში. იმაზე მეტია, რასაც მამიდა მერი მე და შენ ერთად გვიხდის თვე-
ში. დღეს სამი კარგი მოკრივე ჩავაგდე ნოკაუტში და ჯიმი შერმენის
კარვის მსუბუქწონიანი ჩემპიონიც ვერ მომერია. ოცი გირვანქა-
სტერლინგი ვიშოვე ჩემით! შეიძლება, შენ სხვანაირი წარმოდგენა
გაქვს იმაზე, რა უნდა ვაკეთო, მაგრამ მე დღეს ვინც მიყურა, ყველას
პატივისცემა დავიმსახურე.
– ერთ-ორ დაღლილ, თავში რტყმისგან დარეტიანებულ ბებერ
წყალწაღებულს მოერიე და ეგაა, არა? როდის უნდა გაიზარდო,
ფრენკ?! ვიცი, ტანს ამაზე მეტად ვერ აიყრი, მაგრამ იქნებ დედაშე-
ნის ხათრით თავს ძალა დაატანო და ჭკუა მაინც მოგემატოს...
უხორცოსავით გაფითრდა ფრენკი... მამამ მიაყენა ყველაზე დი-
დი შეურაცხყოფა, რომელიც ადამიანს ადამიანისთვის შეიძლებოდა
მიეყენებინა. ხურდასაც ვერ დაუბრუნებდა... სუნთქვა გაუხშირდა და

145
მთელი ძალით ეცადა, პედისკენ ხელი არ წასცდენოდა.
– წყალწაღებულები არ არიან, მამა. ჯიმი შერმენი ვინ არის,
მშვენივრად იცი. თვითონ ჯიმი შერმენმა მითხრა, როგორც მოკრი-
ვეს, სასწაული მომავალი გექნებაო, გუნდშიც აგიყვან და გავარჯი-
შებ კიდეცო. ფულსაც გადამიხდის. შეიძლება, აღარ გავიზარდო,
მაგრამ საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ გავუსწორდე ნების-
მიერს, შენც კი, ბებერო, აქოთებულო ვაცო…
მაშინვე მიხვდა პედი, რაზეც მიანიშნებდნენ და თვითონაც გა-
ფითრდა.
– მეორედ მასე არ დამიძახო!
– რა დაგიძახო, აბა?! საზიზღარი ხარ, ატეხილ ყოჩზე უარესი!
რატომ არ შეეშვი?! რატომ არ დაანებე თავი?!
– არა, არა, არა! – წამოიკივლა მეგიმ, რომელსაც მამა რალფი
მთელი ძალით ჩაჰფრენოდა მხრებში და არ იშორებდა. გოგონას
სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. ამაოდ გაიბრძოლა, თავის
გათავისუფლება სცადა და ახლა უფრო წვრილი ხმით აკივლდა,
თუმცა მოძღვრის გარდა მისი აღარავის ესმოდა, – არა, მამიკო,
არა! გთხოვ, ფრენკ! გთხოვ, გთხოვ!
პირისპირ იდგნენ ფრენკი და პედი. აღარ მალავდნენ, რომ ერ-
თმანეთის ეშინოდათ, არ უყვარდათ ერთმანეთი. როგორც კაშხალი
გაირღვევა, ისე გარღვეულიყო ფისადმი ორივეს სიყვარული და
ნაპრალიდან მამა-შვილს შორის ისევ და ისევ ფის გამო გაჩაღებუ-
ლი ძირმწარე ქიშპობის ნიაღვარი მოედინებოდა.
‒ მე მისი ქმარი ვარ და ღვთის წყალობაა, რომ შვილები გვყავს,
– თქვა შედარებით დამშვიდებულმა პედიმ, რომელიც თავის ხელში
აყვანას ცდილობდა.
– არაფრით სჯობიხარ ქეციან, ბებერ ძაღლს, რომელიც არც ერთ
ძუკნაზე არ იტყვის უარს.
– შენც არ სჯობიხარ მამაშენს, ქეციან, ბებერ ძაღლს, ვინც უნდა
იყოს. მადლობა ღმერთს, მე არაფერ შუაში ვარ! – იყვირა პედიმ და
დამუნჯდა, მერე აღმოხდა, უფალოო და მისი რისხვა ისევე ერთბა-
შად გაიფანტა, გრიგალი რომ ჩადგება ხოლმე. მოიმჩვარა, მოიღვე-

146
ნთა და ისე იტაცა ტუჩებზე ორივე ხელი, თითქოს უნდოდა, ამოეგ-
ლიჯა ენა, რომელსაც უთქმელი ეთქვა, – სხვა რამე მინდოდა მეთ-
ქვა, სხვა, სხვა რამე მინდოდა მეთქვა...
ეს იყო და მამა რალფი მეგის შეეშვა და ფრენკს სტაცა ხელი.
მარჯვენით მარჯვენა ხელი გადაუგრიხა, მარცხენა კი კისერზე ისე
შემოაჭდო, კინაღამ გაგუდა. ღონიერი იყო მამა რალფი – განძრე-
ვაც ვეღარ მოახერხა ფრენკმა. მერე მაინც სცადა, მოძღვარს დას-
ხლტომოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას
აზრი არ ჰქონდა და მორჩილად ჩაჰკიდა თავი, თავზარდაცემული
მეგი კი ამასობაში მუხლებზე დამხობილიყო და ხან ძმას მიაპყრობ-
და ვედრებით სავსე, უმწეო მზერას, ხან მამას. ვერ ხვდებოდა, რა
მოხდა, თუმცა ხედავდა, რომ გვერდით ორივე ვეღარ ეყოლებოდა.
– ზუსტად ის თქვი, რისი თქმაც გინდოდა. ყოველთვის, ყოველ-
თვის ვიცოდი... – დაიჩხავლა ფრენკმა და სცადა მოძღვრისკენ მი-
ებრუნებინა თავი, – ხელს არ ვახლებ, მამაო, გამიშვით... ღმერთმა-
ნი, ხელს არ ვახლებ!
– ღმერთმანი? ღმერთმა წაგწყმიდოთ ერთიცა და მეორეც. დაგ-
ხოცავთ, ბავშვს რომ რამე მოუვიდეს! – დაიღრიალა მღვდელმა.
კაცმა რომ თქვას, იმწუთას სიბრაზის ნიშანწყალი აღარავის ეტყო-
ბოდა, – ხვდებით მაინც, ეს ყველაფერი იმიტომ ვასმენინე, რომ შე-
მეშინდა, თუ წავიდოდი, წავიყვანდი, ერთმანეთს დახოცავდით... სა-
ცოდავო, თავკერძა იდიოტებო, ნებაზე უნდა მიმეშვით. ალბათ.
– ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ ჩემი წასვლის დროა, – თქვა
უცნაურად ჩამქრალმა ფრენკმა, – აღარ დავბრუნდები. ჯიმი შერმე-
ნის გუნდში ვიქნები.
‒ უნდა დაბრუნდე! – დაიჩურჩულა პედიმ, – დედაშენს რა ვუთ-
ხრა? მისთვის ჩვენზე, ყველაზე, მნიშვნელოვანი შენ ხარ. არას-
დროს მაპატიებს.
‒ უთხარი, რომ ჯიმი შერმენის გუნდში შევედი, რომ მინდა, რა-
ღაცას მივაღწიო. სიმართლეა.
– მაგრამ მე ვიცრუე, ფრენკ.
სიძულვილმა გაიელვა ფრენკის განსხვავებულ, შავ თვალებში.

147
იმთავითვე უკვირდა მამა რალფს, როგორ უნდა გამოსვლოდათ ნა-
ცრისფერთვალებიან ფისა და ცისფერთვალა პედის შავთვალა შვი-
ლი. იცნობდა მამა რალფი მენდელის კანონებს და არ სჯეროდა,
რომ თუნდაც ფის თვალის ფერს შეიძლებოდა განეპირობებინა ბავ-
შვის თვალების ასეთი ფერი.
– რას ამბობ, სიმართლე თქვი. ყოველთვის ვიცოდი. მახსოვს,
როგორ უკრავდა კლავესინზე დედა ოთახში, რომელიც ვერაფრით
იქნებოდა შენი. მახსოვდა, რომ შენ ყოველთვის არ ყოფილხარ ჩვენ
გვერდით, მის გვერდით ჩემ შემდეგ გაჩნდი. ჯერ ჩემი იყო დედა, –
თქვა ფრენკმა, ქურთუკსა და ქუდს დაავლო ხელი და გაიღიმა, – იმ-
დენი წელი გადანაშაულებდი, დედაჩემი დაღუპა-მეთქი და ჩემი, ჩე-
მი ბრალი ყოფილა ყველაფერი.
– ნურავის ნურაფერს დააბრალებ, ფრენკ, არავინ არაა ბრალში,
– დაიყვირა მამა რალფმა და ყმაწვილის შეჩერება სცადა, – ჩათვა-
ლე, რომ დიდებულმა ღმერთმა ინება ასე! ასე ჩათვალე!
ფრენკმა მოძღვრის ხელი მოიშორა და ჩვეული, ნადირივით
მარდი მიხრა-მოხრით ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს, კარდინა-
ლად დაბადებულ მამა რალფს კი გაუელვა, მოკრივედაა დაბადებუ-
ლიო.
– დიდებულმა ღმერთმა ინება ასე... – გამოაჯავრა მოძღვარს
ზღურბლზე შემდგარმა ყმაწვილმა, მღვდლის როლს თამაშობთ, მა-
მა დე ბრიკასარ, არადა, თუთიყუში ხართ, მეტი არაფერი. ღმერთმა
გიშველოთ-მეთქი, გეუბნებით, რადგან ჩვენ შორის თქვენ გარდა
ყველამ იცის, სინამდვილეში რასაც წარმოადგენს.
თავზარდაცემულ პედის სახეზე მიწისფერი ედო. სკამზე იჯდა და
თვალს არ აშორებდა მეგის, რომელიც ბუხრის პირას მუხლებზე
დამხობილიყო, ტიროდა და აქეთ-იქით ირწეოდა. მამაკაცი წამოდ-
გა და ქალიშვილთან მიახლოება სცადა, მაგრამ მამა რალფმა უხე-
შად ჰკრა ხელი.
‒ თავი დაანებეთ! საკმარისია! სერვანტში ვისკია. დალიეთ ცო-
ტა! სანამ ბავშვს დავაწვენ, არსად წახვიდეთ. უნდა დავილაპარა-
კოთ, გესმით?!

148
– დააწვინეთ, მამაო. არ წავალ.
მოძღვარმა გოგონა ზედა სართულზე მოწყობილ საუცხოო სა-
ლათისფერ ოთახში აიყვანა, კაბისა და პერანგის ღილები გაუხსნა
და საწოლის კიდეზე ჩამოსვა, რომ ფეხსაცმელი და წინდები გაეხა-
და.
მეგის ღამის პერანგი ბალიშზე ისევე იდო, როგორც ენის დაეტო-
ვებინა. მამა რალფმა ბავშვს საღამური ჯერ თავზე გადააცვა, მერე,
როგორც წესი მოითხოვდა, ლამის კოჭებამდე ჩამოუწია და შეიდი-
შიც გახადა, თან გაუჩერებლად ელაქლაქებოდა, რაღაცებს იგონებ-
და, შენ ხარ ჩემი ბატონი, თურმე ღილებს გახსნა არ ნებავთო, ფეხ-
საცმელები ჯიუტობენ, შეკრული თასმები გვირჩევნიაო, ბაფთებს
თმაზე დარჩენა გადაუწყვეტიათო.. ლაპარაკობდა და წარმოდგენა
არ ჰქონდა, უსმენდა თუ არა გაშეშებული მეგი, რომლის თვალებში
ბავშვობაში,ადრეულ ბავშვობაში გადატანილი ენით აუწერლად
ტრაგიკული ამბები იკითხებოდა, ასაკისთვის შეუფერებელი ტანჯვა.
‒ ახლა დაწექი, ჩემო საყვარელო, და ეცადე, დაიძინო. არ ინერ-
ვიულო, გესმის? ცოტა ხანში ისევ მოვალ და ყველაფერზე დავილა-
პარაკოთ.
– კარგადაა? – ჰკითხა პედიმ სასტუმრო ოთახში დაბრუნებულ
მოძღვარს.
მამა რალფმა სერვანტზე დატოვებული ვისკის ბოთლი აიღო და
დაბალი, უფეხო ჭიქა სანახევროდ გაავსო სასმლით.
– გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი. ღმერთია მოწმე, პედი, მთე-
ლი გულით მინდა ამოვხსნა, ირლანდიელისთვის რომელია უფრო
დიდი წყევლა ‒ ზნე თუ დასალევი. ეს რამ გათქმევინათ?! არა, პასუ-
ხის გაცემაც არაა საჭირო. ზნემ, რა თქმა უნდა ზნემ წამოგიარათ.
დავინახე თუ არა პირველად ფრენკი, მაშინვე მივხვდი, თქვენი შვი-
ლი რომ არ იყო.
– იშვიათად თუ გამოგეპარებათ რამე, არა?
– ალბათ, ოღონდ ჩვეულებრივი დაკვირვებულობაც კმარა იმის
დასანახად, რომ მრევლში ვიღაცას რაღაც აწუხებს, რაღაც სტკივა.
დავინახავ და ვალდებული ვარ, როგორც შემიძლია, დავეხმარო.

149
– მამაო, ჯილიში ბევრს უყვარხართ, – ჩაილაპარაკა პედიმ.
– რაც, ალბათ, ჩემი ცხვირ-პირისა და აღნაგობის დამსახურებაა,
– გესლიანად მიუგო მოძღვარმა. არადა, უნდოდა, სასხვათაშორი-
სოდ გამოსვლოდა.
– მართლა ასე ფიქრობთ? ვერ დაგეთანხმებით. კარგი მოძღვა-
რი რომ ხართ, იმიტომ გვიყვარხართ, მამაო, – შეეწინააღმდეგა
სტუმარი.
– კარგი მოძღვარი ვარ თუ ცუდი, თქვენს პრობლემებში უკვე
გვარიანად გავიხლართე, – უხერხულად შენიშნა რალფ დე ბრიკა-
სარმა, – ამ ლაპარაკს სჯობს, ამოთქვათ, რაც გაწუხებთ.
პედი ერთხანს ბუხარს მიაჩერდა. სანამ მოძღვარი მეგისთან
იყო, სინდისის ქენჯნისთვის რომ გაეძლო, რამით უნდა დაკავებუ-
ლიყო და მანაც, რაც შეიძლებოდა, დიდი ცეცხლი გააჩაღა, ახლა კი
ლამის ხელიდან გავარდნოდა ცარიელი ჭიქა. მამა რალფი წამოდგა
და სასმისი შეუვსო. აუჩქარებლად დალია ვისკი პედიმ, ამოიოხრა
და ცრემლი შეიმშრალა.
– არ ვიცი, ვინაა ფრენკის მამა. ფი მერე გავიცანი. ახალ ზელან-
დიაში პრაქტიკულად პირველი ოჯახიდანაა. მამამისი მეხორბლეო-
ბისა და მეცხვარეობის დიდ მეურნეობას ფლობდა სამხრეთ კუნ-
ძულზე, ეშბერტონთან ახლოს. ფულიც თავზე საყრელად ჰქონდა.
ფის გარდა ქალიშვილი არ ჰყოლია და, მე რომ მკითხო, წინდაწინ
დაეგეგმა, ცხოვრებაში რის მერე რა უნდა ეკეთებინა. ინგლისში უნ-
და გაეგზავნა, სამეფო კარისთვის უნდა წარედგინა, შესაფერისი
ქმარი უნდა მოეძებნა... რა თქმა უნდა, თითი თითზე არასოდეს და-
ეკარებინა სახლში ფის. მოახლეებიც ჰყავდათ, მსახურთუფროსიც
და არც ცხენები აკლდათ, არც დიდ-დიდი ეტლები. ბატონებივით
ცხოვრობდნენ, მე კიდევ რძის ქარხანაში ვმუშაობდი და ალაგ-ალაგ
თუ მოვკრავდი ფის თვალს. ასე, წლინახევრის პატარა ბიჭს ასეირ-
ნებდა ხოლმე. მერე მოხუცი ჯეიმს არმსტრონგი მოვიდა და მითხრა,
ჩემმა შვილმა ოჯახი შეარცხვინა, ბავშვი ქორწინების გარეშე გააჩი-
ნაო. ფის თავიდან მოშორება უცდიათ, მაგრამ ბებიამისს ისეთი ამ-
ბავი აუტეხავს, სხვა გზა არ ჰქონდათ, რამდენად საჩოთირო საქმეც

150
უნდა ყოფილიყო, ყველაფერი უნდა მიეჩუმათებინათ. ბებია სიკვდი-
ლის პირას რომ იყო, ხელის შემშლელიც აღარავინ ჰყავდათ. უცო-
ლშვილო კაცი ხარო, მითხრა ჯეიმსმა, ფის თუ შეირთავ და დამპირ-
დები, რომ სამხრეთ კუნძულიდანაც წაიყვან, გზის ხარჯსაც დაგიფა-
რავ და ხუთას გირვანქა სტერლინგსაც დაგიმატებო. ამხელა ფული
ჩემთვის მთელი ქონება იყო, მამაო, და მარტო ცხოვრებაც ყელში
მქონდა ამოსული. არადა, ისეთი მორცხვი ვიყავი... გოგოებსაც დი-
დად ვერ ვაწონებდი თავს. არაა ცუდი აზრი-მეთქი, გავიფიქრე.
გულწრფელად გეუბნებით, ბავშვი რომ ჰყავდა, მაგასაც არ ვთვლი-
დი დაბრკოლებად. ბებია ძალიან ცუდად კი იყო, მაგრამ ჩასწვდა თუ
არა ყურში რაღაც, მაშინვე დამიბარა. თავის დროზე ისიც კარგი
ტარტაროზი ყოფილა, მაგრამ გეფიცებით, მაინც ნამდვილი ქალბა-
ტონი იყო. მოკლედ, პირობა ჩამომართვა, რომ ფის კარგად მოვექ-
ცეოდი. იცოდა, მოკვდებოდა თუ არა, იმწუთას მიაბრძანებდნენ სახ-
ლიდან ფის და ჯეიმსისთვისაც მას შეეთავაზებინა, გოგონას საქმრო
მოვუძებნოთო. საბრალო მოხუცი შემეცოდა. უსაშველოდ უყვარდა
ფი... დამიჯერებთ, მამაო, ფის, ცოლად რომ შევირთე, პირველად იმ
დღეს მივესალმე.
– მჯერა... – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამა რალფმა, მერე ჭიქაში
დარჩენილ სითხეს ჩააჩერდა, სასმელი ბოლომდე გადახუხა, ისევ
ბოთლისკენ გაიწია და ხელახლა შეავსო სასმისები, – ესე იგი, ქალ-
ბატონი შეირთეთ ცოლად, პედი, რომელიც თქვენზე მაღლა იდგა.
– დიახ. ვკვდებოდი, თავიდან ისე მეშინოდა მისი. ისეთი ლამაზი
იყო, მამაო, მაშინ, ისეთი... როგორ გითხრათ... თითქოს იყო და არც
იყო ჩემ გვერდით. თითქოს რაც ხდებოდა, ჩემს თავს არ ხდებოდა...
– ახლაც ლამაზია, პედი, – მშვიდად შენიშნა მამა რალფმა, – მე-
გის ეტყობა, ფი როგორი იქნებოდა, სანამ ასაკში შევიდოდა.
‒იოლი ცხოვრება არ ჰქონია, ოღონდ, მამაო. არ ვიცი, მე მეტი
რა უნდა მექნა. სხვა თუ არაფერი, ჩემ გვერდით უსაფრთხოდ მაინც
იყო, შეურაცხყოფას არავინ აყენებდა. ორი წელიწადი დამჭირდა,
რომ გამბედაობა მომეკრიბა და, რასაც ჰქვია, მართლა ცოლ-ქმარი
გავმხდარიყავით. საჭმლის მომზადებაც მე ვასწავლე, იატაკის მოწ-

151
მენდაც, ტანსაცმლის რეცხვაც და უთოობაც. არაფერი არ იცოდა.
ამდენი წელია, დაქორწინებულები ვართ და ერთხელაც არ დაუწუ-
წუნია, მამაო, ერთხელაც არ გაუცინია, არც უტირია. ძალიან დაფა-
რულ მომენტებში თუ გამოამჟღავნებს გრძნობებს, მაგრამ თქმით
მაშინაც არაფერს ამბობს. თან მჯერა, რომ ოდესმე იტყვის, თან არ
მინდა, რომ ილაპარაკოს. სულ ყოველთვის მეგონა, რამეს თუ იტ-
ყოდა, აუცილებლად იმ კაცის სახელი იქნებოდა. განა იმას ვამბობ,
რომ არ ვუყვარვართ ან მე, ან ბავშვები, მაგრამ მე ფი ძალიან მიყ-
ვარს, მას კი, მგონი, აღარ შეუძლია, ძლიერ უყვარდეს ვინმე. გამო-
ნაკლისი მარტო ფრენკია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ფრენკი უყვარ-
და ჩემზე და დანარჩენ შვილებზე მეტად. მამამისიც უყვარდა, ალ-
ბათ, მაგრამ იმ კაცის შესახებ მე არაფერი ვიცი. არც ის ვიცი, ვინ
იყო, არც ის, რატომ ვერ გაჰყვა ფი ცოლად.
– ოი, ცხოვრება ჯოჯოხეთია, პედი, – თვალები აახამხამა თავ-
დახრილმა მოძღვარმა, – მადლობა ღმერთს, რომ გამბედაობა არ
მეყო და კიდე-კიდე სიარული ავირჩიე.
– ვეღარაფერს შევცვლი, არა, მამაო? – ფეხზე წამოდგა აწრია-
ლებული პედი, – ჩემ გამო წავიდა ფრენკი. ფი არასდროს არ მაპა-
ტიებს.
– მისთვის სიმართლის თქმა არ შეიძლება, პედი. სიმართლე არ
უნდა უთხრათ, არასოდეს. უთხარით, რომ ფრენკი მოკრივეებთან
ერთად გაიქცა და მორჩა. დაგიჯერებთ, მისი დაუდგრომლობის ამ-
ბავი იცის.
– ვერა, მამაო, – პირი დააღო პედიმ.
‒ ასეა საჭირო. არ გამოუცდია ცხოვრებაში საკმარისი გულის-
ტკივილი? საკმარისად არ უტანჯია? კიდევ უფრო მეტ სატკივარს ნუ
აუტეხთ, – თავისას არ იშლიდა მოძღვარი, გულში კი ფიქრობდა,
ეგებ ფიმ ახლა მაინც შეძლოს და სიყვარული, რომელსაც ფრენკი-
სადმი განიცდის, ბოლოს და ბოლოს, გაუნაწილოს პედისა და პატა-
რა გოგონას, ახლა ზედა სართულზე რომ არისო.
– მამაო, მართლა ასე ფიქრობთ? – არ ეშვებოდა კაცი მოძ-
ღვარს.

152
– დიახ. წერტილი უნდა დაესვას იმას, რაც ამ საღამოს მოხდა.
‒ მერე მეგი? ყველაფერი გაიგონა.
– მეგის ჯავრი ნუ გექნებათ. მე ვიზრუნებ მასზე. არა მგონია,
თქვენი და ფრენკის ჩხუბიდან დიდად გამოეტანა აზრი. ავუხსნი,
რომ ფრენკი წავიდა, დედას კი უფრო მეტად ატკენ გულს, ჩხუბის შე-
სახებ თუ უამბობს, თან ასე მგონია, ბევრს არაფერს უყვება ფის მე-
გი, – თქვა მოძღვარმა და წამოდგა, – ახლა დაიძინეთ, პედი. ხომ
იცით, ხვალ ჩვეულ ფორმაში უნდა იყოთ და მერისაც უნდა უგოროთ
კოჭი.
მეგის ძილი არ მიჰკარებია. იწვა სასთუმალთან ანთებული სანა-
თის მქრქალი შუქით განათებულ ოთახში და თვალები ფართოდ გა-
ეხილა. მოძღვარი ლოგინზე ჩამოუჯდა და შენიშნა, რომ გოგონას
ნაწნავები ჯერაც არ დაეშალა. ფრთხილად შეახსნა მუქლურჯი ბაფ-
თები და მანამ უშლიდა სათუთად თმას, სანამ ლამაზი დალალები
ბალიშზე მდნარი ოქროსავით არ დაიღვარა.
– ფრენკი წავიდა, მეგი, – დაიწყო რალფ დე ბრიკასარმა.
– ვიცი, მამაო.
– რატომ წავიდა, საყვარელო, იცი?
– მამას ეჩხუბა.
– შენ რას აპირებ?
– ვჭირდები. გავყვები ფრენკს.
– ვერ გაჰყვები, მეგი.
– გავყვები. გავყვები. ამაღამაც მოვძებნიდი, მაგრამ ვერ ვივლი.
სიბნელეც არ მიყვარს და... დილით მოვძებნი.
– არა, არ უნდა მოძებნო, მეგი. ფრენკს თავისი ცხოვრება აქვს
და წასვლის დრო მოუვიდა. ვიცი, არ გინდა, რომ წავიდეს, მაგრამ
თვითონ დიდი ხანია უნდა. მარტო შენს თავზე ხომ არ იფიქრებ? აცა-
დე, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს, – ლაპარაკობდა მამა რალ-
ფი და ეჩვენებოდა, გოგონას ერთსა და იმავეს მონოტონურად თუ
გაუმეორებდა, ბოლოს და ბოლოს, შეასმენდა რამეს, – როდესაც
ვიზრდებით, ყველას გვინდა, საჭიროა, რომ ყველამ ვცადოთ ოჯახი-
დან მოშორებით ცხოვრება, ფრენკი კი უკვე ზრდასრული მამაკაცია.

153
თავისი სახლიც უნდა ჰქონდეს, ცოლიც უნდა ჰყავდეს, ოჯახი უნდა
შექმნას. გესმის, მეგი? მამასთანაც იმიტომ მოუხდა ჩხუბი, რომ წას-
ვლა უნდოდა. იმიტომ არ უჩხუბიათ, რომ არ უყვართ ერთმანეთი.
ჩხუბით მიდიან ხოლმე ახალგაზრდები სახლიდან, მიზეზად მოიდე-
ბენ ხოლმე ჩხუბს. ფრენკმაც იპოვა მიზეზი და წავიდა, ის გააკეთა,
რისი გაკეთებაც დიდი ხანია, უნდოდა. გესმის, რას გეუბნები, მეგი?
გოგონამ მოძღვარს თვალები შეანათა და ერთხანს გაუნძრევ-
ლად იწვა. იმოდენა დაღლა ჩასდგომოდა თვალებში, იმოდენა ტკი-
ვილი, ხანმოყრილ ადამიანს ჰგავდა.
‒ ვიცი, – თქვა ბოლოს და ბოლოს ბავშვმა, ვიცი, პატარა რომ
ვიყავი, ფრენკს მაშინაც უნდოდა წასვლა, მაგრამ არ წავიდა. მამამ
დააბრუნა, სახლში დატოვა.
‒ მაგრამ ახლა აღარ დააბრუნებს მამა, ვეღარ დატოვებს. ფრენ-
კი სამუდამოდ წავიდა და აღარ დაბრუნდება, მეგი.
– ვეღარასოდეს ვნახავ? – იკითხა გოგონამ.
– არ ვიცი. ნეტავ შემეძლოს, გითხრა, რომ ერთმანეთს ისევ შეხ-
ვდებით, მაგრამ მომავალს ვერავინ განჭვრეტს, მეგი, თუნდაც
მღვდელი იყოს, – გულახდილად მიუგო მღვდელმა და ამოისუნთქა,
– დედას არ უთხრა, რომ იჩხუბეს. გამიგე, მეგი? ძალიან ინერვი-
ულებს, თან ისედაც არ არის კარგად.
– იმიტომ, რომ კიდევ ერთი ბავშვი უნდა დაიბადოს, არა?
– მაგაზე შენ რა იცი?
– რა ვიცი და, დედას მოსწონს, ბავშვებს რომ ზრდის. იმდენი გა-
უზრდია... მამაო, ისეთი ლამაზი ბავშვები ჰყავს ხოლმე, მაშინაც,
როცა კარგად არაა... მეც მეყოლება ბავშვი, ჰალისნაირი, და ფრენ-
კიც აღარ მომენატრება ისე...
– პართენოგენეზი, – ჩაილაპარაკა მამა რალფმა და იქვე დასძი-
ნა, – შენ იცი, მეგი, მაგრამ რომ არ გეყოლოს, მერე?
– ჰალი ხომ მყავს? – შეაგება ძილმორეულმა ბავშვმა და მოხერ-
ხებულად მოეწყო ლოგინში, ბოლოს კი მოძღვარს ჰკითხა, თუ წახ-
ვალთ, ოდესმე თქვენც თუ წახვალთო.
‒ ოდესმე მეც წავალ, მეგი, მაგრამ, ალბათ, მალე არა. ამაზე არ

154
ინერვიულო. ასე მგონია, ჯილიში ძალიან, ძალიან დიდი ხნით ჩავ-
რჩები, – უპასუხა მოძღვარმა და მის მზერაში გულისწყრომამ გაი-
ელვა.

სხვა გზა არ იყო, მეგი შინ უნდა დაბრუნებულიყო – მის გარეშე


ფი საქმეს ვერ აუდიოდა. ჯილის მონასტერში დარჩენილმა სტიუარ-
ტმა უმალ შიმშილობა გამოაცხადა და ისიც დროჰედაში დააბრუნეს.
აგვისტოს თვე იდგა და სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. კლირები ავ-
სტრალიაში სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩასულიყვნენ, მაგრამ გა-
სული ზამთარი ნაკლებად მკაცრი რომ იყო, ახსოვდათ. სუნთქვა
უჭირდათ, ჰაერი ისეთი მშრალი იყო უწვიმობის გამო. წლების გან-
მავლობაში არ დაედო დროჰედიდან აღმოსავლეთით სამასი მილის
მოშორებით გადაჭიმული დიდი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებ-
ზე ამოდენა თოვლი, წვიმით კი, წინა ზაფხულს მუსონებით გამოწ-
ვეული თავსხმის მერე, ბარენ-ჯანკშენის დასავლეთით წვეთი წვიმა
არ გადმოვარდნილიყო. ჯილიში ლაპარაკობდნენ, ისევ გვალვა იქ-
ნებაო. ყველა ელოდებოდა გვალვას.
დედის დანახვაზე მეგიმ თავი ისე იგრძნო, თითქოს საშინელი
ტვირთი აეკიდებინათ მისთვის. ეგებ ბავშვობის დასასრულს მოას-
წავებდა მისი შეგრძნებები, ეგებ გუმანით გრძნობდა, რას ნიშნავს,
იყო ქალი.
გაბერილ მუცელს თუ არ ჩავთვლით, სხვა გარეგნული ცვლილე-
ბები არ ეტყობოდა ფის. შინაგან ცვლილებებს რაც შეეხება, მოძვე-
ლებულ საათს ჰგავდა, დღითი დღე რომ ნელდება, ნელდება და ბო-
ლოს და ბოლოს სამუდამოდ ჩერდება კიდეც. უწინდებური სიმკვირ-
ცხლის ნიშანწყალიც არ შერჩენოდა. ფეხებს ისე ადგამდა, ისე და-
აბოტებდა, გეგონება, სიარული დავიწყებოდა. ხელებს არ აცეცებ-
და, მაგრამ ისე დადიოდა, თითქოს ხელის ცეცებით ევლოს. არც ბავ-
შვის დაბადების მოლოდინი ახარებდა. არადა, ჰალი რომ უნდა და-
ბადებულიყო, უხაროდა და რაც შეეძლო, თავს აკონტროლებდა, სი-
ხარული არ შემატყონო.
მთელ სახლში დაბანცალებდა პატარა, თავწითელი ვაჟბატონი.

155
ხან რას მიადგებოდა, ხან რას, ფი კი საერთოდ არ აქცევდა ყურად-
ღებას, ოდნავადაც არ ცდილობდა, წესრიგს მიეჩვია. ისე დაგორავ-
და მოჯადოებულ წრეში, ისე ტრიალებდა სამუშაო მაგიდასა და ნი-
ჟარას შორის, თითქოს ამქვეყნად სხვა არაფერი არსებობდა. ჰოდა,
მეგისაც არჩევანი აღარ დარჩა. მას ხვდა წილად ბიჭის ცხოვრებაში
სიცარიელის შევსება, მას უნდა გაეწია ჰალისთვის დედობა. არა, სუ-
ლაც არ მოითხოვდა ჰალის დედობა მეგისგან მსხვერპლთშეწირვას
– ერთი, რომ უყვარდა მეგის ჰალი და მეორე, შეეძლო, ამ უმწეო არ-
სებისკენ მიემართა მთელი სიყვარული, რომელიც ადამიანების-
თვის ემეტებოდა.
გაეტირებოდა ხოლმე ჰალი მეგის, მისი სახელი თქვა სხვების სა-
ხელებზე უწინ, ხელებსაც გაუწვდიდა ხოლმე, აქაოდა, ამიყვანეო და
გოგონასაც სისავსის გრძნობა ეუფლებოდა, სიხარულით ივსებოდა.
საქმე, რომელსაც ახლა აკეთებდა, ბევრად სჯობდა მძიმე, ერთფე-
როვან შრომას. აღარც კერვა უწევდა, აღარც ქსოვა, აღარც კემსვა,
არც რეცხვა-უთოობა, არც ქათმების მიხედვა, არც არაფერი...
ფრენკს ოჯახში არავინ ახსენებდა, თუმცა თვე-ნახევარში ერ-
თხელ, გაისმებოდა თუ არა ფოსტალიონის ხმა, ფი თავს ასწევდა და
ცოტა ხნით გამოცოცხლდებოდა. მერე მისის სმითიც მიართმევდათ
ხოლმე კლირებს, თუ რამ გამოეგზავნათ მათთვის და თუ ფოსტაში
ფრენკის წერილი არ აღმოჩნდებოდა, ფის გონებაში აკიაფებული
ცნობისმოყვარეობის მცირედი ნაპერწკალიც უმალ ქრებოდა.
ტყუპები გააჩინა, კლირის გვარის ერთბაშად ორი წითური ბიჭი,
რომლებსაც ჯეიმსი და პატრიკი დაარქვეს. უსაყვარლესი ბიჭუნები
იყვნენ. მამისგან სიცოცხლის ხალისი და გულკეთილობა გამოჰყო-
ლოდათ. დაიბადნენ და მაშინვე დაეხვიათ ყველა, რადგან ფი ჩვი-
ლებს მხოლოდ ძუძუს აწოვებდა, სხვა მხრივ ზედაც არ უყურებდა.
მალე მამულში ბიჭებს სახელებიც შეუმოკლეს და ახლა ჯიმსა და
პეტსის ეძახდნენ. ბავშვებს დანატრებული ორი შინაბერა მოახლე
და დაქვრივებული უშვილო მნე ქალი, ანუ ყველა, ვისაც კი დიდ სახ-
ლში ქალი ერქვა, ტყუპებზე წინ არავის აყენებდა და ფისაც საოცრად
გაუადვილდა მათი დავიწყება – სამი ერთობ მოწადინებული დედი-

156
ლო ჰყავდათ ბიჭებს, თან რაც დრო გადიოდა, მით უფრო ჩვეულებ-
რივ ამბად ითვლებოდა, რომ ნაბოლარები, თუ ეღვიძათ, მეტწილად
დიდ სახლში უნდა ყოფილიყვნენ. მეგის რაც შეეხება, მეტისმეტად
მესაკუთრე ჰალის გადამკიდე, უბრალოდ, ვერ იცლიდა პატარების-
თვის. არც ბავშვის მოვლაში გაუწაფავი მისის სმითის, მინისა და კე-
ტის უხელთური ლოლიაობა მოუდიოდა თვალში ჰალს. მისი გული
მეგის ეკუთვნოდა, მისი სამყარო მეგის გარშემო ტრიალებდა და
სხვა არავინ სჭირდებოდა მეგის გარდა.

ბლუი უილიამსს, რომელსაც ცოტა ფული დაემატებინა და საჯაგ-


ვე ცხენებიცა და უზარმაზარი საზიდარიც სატვირთო მანქანაში გა-
დაეცვალა, ექვსის ნაცვლად ახლა ოთხ კვირაში ერთხელ ჩაჰქონდა
ფოსტა, თუმცა ერთხელაც არ ჩაუტანია ფრენკის ხელით დაწერილი
თუნდაც ერთსიტყვიანი წერილი. ჰოდა, მეგის მეხსიერებიდანაც
ნელ-ნელა გაიკრიფა მოგონებები უფროს ძმაზე. უსაყვარლესი ადა-
მიანების შესახებ მოგონებებიც კი შეიძლება გაიფანტოს – თითქოს
რაც ძალი და ღონე გვაქვს, ვცდილობთ, არასოდეს დავივიწყოთ
ისინი, მაგრამ ფიქრები თავისით, გაუცნობიერებლად ჯანსაღდები-
ან, წესრიგდებიან. განიცდიდა მეგი, რომ მკაფიოდ აღარ ახსოვდა,
როგორ გამოიყურებოდა ფრენკი, ვერ იხსენებდა საყვარელი სახის
მოყვანილობას და ძმის ნაცვლად ვიღაც გრუზათმიანი, მოწმინდანო
ბიჭი უდგებოდა ხოლმე თვალწინ, რომელიც ისევე არ ჰგავდა ნამ-
დვილ ფრენკს, როგორც წმინდა ხატებზე გამოსახული ქრისტე ‒ ძეს
კაცისას, ამასობაში კი ფიონას სულის უხმაურო სიღრმეებში, იქ, სა-
დაც მისი სულთქმა გარინდებულიყო, უჩინრად, ყველასთვის შეუმ-
ჩნევლად ახალი გრძნობა იბადებოდა. ვის ეცალა, სიმშვიდის სა-
ბურველში გამოხვეულ ფის დაჰკვირვებოდა, ქალს, რომელიც არა-
სოდეს მიეალერსებოდა ვინმეს, და გამოეცნო, როგორი გარდატეხა
მომხდარიყო მასში. გამონაკლისი მხოლოდ ფის სიყვარულის ახა-
ლი ობიექტი გახლდათ, ოღონდ ისიც არაფერს იმჩნევდა, იდუმალი
კავშირი კი, რომელზეც სიტყვას არასოდეს ძრავდნენ, თითქოს
ორივეს უყუჩებდა სიმარტოვის ტკივილს.

157
ეგებ ამგვარი ცვლილება გარდაუვალიც კი იყო, რადგან შვი-
ლებს შორის მხოლოდ სტიუარტი ჰგავდა ფის. ფრენკისა არ იყოს,
კლირის გვარის მამაკაცების თვალში ისიც დიდი იდუმალი ვინმე
იყო, თუმცა, იმავე ფრენკისგან განსხვავებით, არც გაღიზიანებას იწ-
ვევდა, არც შუღლი ჰქონია რომელიმესთან. დაუჩივლელად გააკე-
თებდა ყველაფერს, რაც უნდა დაევალებინათ, დანარჩენებივით
ბევრს შრომობდა და ალიაქოთიც არასოდეს ამტყდარა მის გამო.
წითური იყო, მაგრამ ძმებს შორის ყველაზე მუქი, მოწითალო-მო-
წაბლისფრო თმის პატრონს ღია ფერის თვალები ჰქონდა, ჩრდილს
შეფარებული ნაკადულივით კრიალა – თითქოს დასაბამიდან მო-
ყოლებული რაც კი მომხდარიყოს, ყველაფერს ხედავდა, თითქოს
ზედმიწევნით კარგად იცოდა, სინამდვილეში რა როგორ იყო. გარ-
და ამისა, პედის ვაჟიშვილებიდან მხოლოდ სტიუარტს ეტყობოდა,
რომ მისგან შეხედული მამაკაცი დადგებოდა, თუმცა მეგი გულში
ფიქრობდა, აი, წამოიზრდება ჩემი ჰალი და დაჩრდილავს კიდეც სი-
ლამაზითო.
კაციშვილმა არ იცოდა, როდის რა ჰქონდა გუნებაში სტიუარტს.
ფის მსგავსად, ისიც ცოტას ლაპარაკობდა და გულის გადაშლა არ
სჩვეოდა. ერთობ უცნაური უნარი ჰქონდა – შეეძლო, საკუთარ თავ-
ში ჩაკეტილი კი არ გარინდებულიყო, ლამის გაშეშებულიყო, მეგი
კი ფიქრობდა, მაგას ფიქრში ვინ დაეწევაო. არადა, ლამის თანატო-
ლები იყვნენ.
სტიუარტს მამა რალფიც თავისებურად უდგებოდა.
– არაა ეს ბიჭი ადამიანი! – შესძახა მოძღვარმა იმ დღეს, როდე-
საც მეგისთან განშორების გამო მოშიმშილე სტიუარტი მონასტრი-
დან დროჰედაში ჩააბრძანა, – განა თქვა, სახლში მინდაო? განა
თქვა, მეგი მენატრებაო? არა, ჭამა აიკრძალა, მერე კი იჯდა და მოთ-
მინებით ელოდებოდა, ჩვენისთანა ჩლუნგები როდის მიხვდებოდ-
ნენ რამეს. ერთხელაც არ დაუწუწუნია. მივედი და დავყვირე, სახ-
ლში წასვლა თუ გინდა-მეთქი, ამან კიდევ გამიღიმა და თავი დამიქ-
ნია, მეტი არაფერი...
დრო გადიოდა, სტიუარტი კი სამწყემსურში არა და არ მიჰყავდ-

158
ათ.პატარა აღარ ეთქმოდა, მაგრამ ოჯახში თითქოს სიტყვის უთქმე-
ლად შეთანხმებულიყვნენ, რომ პედისა და უმცროსი ძმების გვერ-
დით არ უნდა ემუშავა. სახლისთვის უნდა ეყარაულა სტიუარტს, შეშა
უნდა დაეჩეხა, ბოსტნისთვის მიეხედა და საქონელი მოეწველა. მოკ-
ლედ, უამრავი საქმე დააკისრეს, რომელსაც სამი პატარას გადამკი-
დე ქალები ვერ აუდიოდნენ. გონივრული გადაწყვეტილება იყო.
სულ უნდა ყოფილიყო სახლში ერთი კაცი მაინც, თუნდაც არასრულ-
წლოვანი, აქაოდა, დანარჩენებიც აქვე არიანო. იცოდნენ ხოლმე ვი-
ღაც-ვიღაცებმა უფროსი მეცხვარის სახლში შევლა. აუყენებდნენ
ჩექმებში გამოწყობილი უცნობები უკანა ვერანდაზე ამავალ ხის კი-
ბეს ბრაგაბრუგს და დასძახებდნენ, დიასახლისო, რამეს ხომ არ
გვაჭმევდიო. რა გამოლევდა აუტბეკში მაგისთანა ხალხს, მაწანწა-
ლებს, ქუინსლენდიდან ვიქტორიამდე სადგურ-სადგურ რომ დაძ-
რწოდნენ? რა გამოლევდა უიღბლო ადამიანებს, ანდა ისეთებს,
მუდმივი სამუშაო რომ აფრთხობდათ და ერჩიათ, ათასობით მილი
ფეხით გაევლოთ, კაცმა არ იცის, რის ძიებაში. ისე, არ იყო უწესო
ხალხი. მოვიდოდნენ, გემოზე დანაყრდებოდნენ, გამოკრავდნენ
ბოხჩებში ცოტაოდენ ნაჩუქარ ჩაის, შაქარსა თუ ფქვილს და დაად-
გებოდნენ ბარკულასა თუ ნარენგანგისკენ მიმავალ გზას. მიდიოდ-
ნენ და მიახრიგინებდნენ შელახულ კარდალებს, უკან კი გაბეყილი,
გაძვალტყავებული ძაღლები მისდევდნენ. ჰო, ავსტრალიელი მოგ-
ზაურები, მეტწილად, ფეხით დადიოდნენ.
აქა-იქ, უგვანიც გამოერეოდა მათ შორის ვინმე, ისეთი, კაცების
არყოფნაში ქალებს რომ უთვალთვალებდა, ოღონდ ნამუსის ახდას
კი არ უპირებდა რომელიმეს, ძარცვაზე ფიქრი უტრიალებდა თავში.
ჰოდა, ფისაც სამზარეულოს კუთხეში მიეყუდებინა გადატენილი სა-
ფანტის თოფი, იქ, სადაც ბავშვები ვერ მისწვდებოდნენ, თვითონ კი
შორიახლოს ეჭირა ხოლმე იარაღთან თავი, სანამ სტუმარს თვა-
ლით გაზომავდა და დაადგენდა, რა ჯურისა იყო. მას შემდეგ, რაც
სახლი ოფიციალურად გამოაცხადეს მის სამფლობელოდ, ფიმაც
სიხარულით გადაულოცა სტიუარტს თოფი.
მეტწილად, მოხეტიალე მგზავრები სტუმრობდნენ კლირებს, მა-

159
გრამ ზოგჯერ, მაგალითად, ვინმე უოტკინსიც შეუვლიდათ თავისი
„ფორდით“. რას აღარ დაატარებდა ის კაცი მანქანით, ცხენის სამ-
კურნალო საშუალებიდან ‒ სურნელოვან საპნამდე, რომელიც ოდ-
ნავადაც არ ჰგავდა ქვასავით საპონს, სარეცხის სახარშ სპილენძის
ქვაბში ქონისა და კაუსტიკური სოდისგან რომ ათუხთუხებდა ფი.
ლავანდის წყალიც მოჰქონდა ხოლმე უოტკინსს და ოდეკოლონიც,
სხვადასხვანაირი პუდრიცა და მზისგან გამომშრალი კანისათვის
განკუთვნილი საცხებიც. იყო ისეთი რაღაცებიც, რასაც მხოლოდ
უოტკინსისგან თუ იყიდდი, მაგალითად, მალამო, რომელსაც ექი-
მის გამოწერილი და აფთიაქში ნაყიდი ვერც ერთი წამალი ვერ შე-
ედრებოდა, ძაღლსაც მოუშუშებდა გამოგლეჯილ ფერდს და კაცსაც
‒ დაწყლულებულ წვივს.
შევიდოდა ადგილობრივი ქალებიდან რომელიმეს სამზარეულო-
ში ეს უოტკინსი და შემოეჯარებოდნენ ქალები. ერთი სული ჰქონ-
დათ, როდის გახსნიდა რამე-რუმეებით სავსე ჩემოდანს.
შედარებით იშვიათად, მაგრამ დროჰედასთანა მიყრუებულ ად-
გილებში სხვა ვაჭრებმაც იცოდნენ შევლა. დადიოდნენ და დაატა-
რებდნენ ქარხნული წარმოების სიგარეტს, უცნაური ფორმის ჩიბუ-
ხებსა და ქსოვილის მთელ-მთელ თოფებს, ზოგჯერ კი ავის მომასწა-
ვებლად მაცდურ ქვედა საცვლებსაც მოიყოლებდნენ და თასმებით
ზედმეტად გაწყობილ ბიუსტჰალტერებსაც. მათაც სიხარულით მას-
პინძლობდნენ ადგილობრივები. აუტბეკელი ქალებიც ყველაფერს
ეხარბებოდნენ. თვითონ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ჩავი-
დოდნენ უახლოეს ქალაქში და იმიტომ, თანაც ვერ მივიდოდა იქაუ-
რი მაღაზიები სიდნეის დიდებულ მაღაზიებთან, იქაურ მოდასა და
ფურფუშებიან ტანსაცმელთან.
მტვერსა და ბუზებს მიჰქონდა ყველაფერი. კარგა ხნის განმავ-
ლობაში წვიმის წვეთიც არ გადმოვარდნილიყო, თორემ ან მტვერი
დაჯდებოდა, ან ბუზები ჩაიხრჩობოდნენ წყალში... ჰო, რაც ნაკლებს
წვიმდა, მით მეტი ბუზი ირეოდა, მით მეტი მტვერი ედებოდა ყველა-
ფერს. სადაც უნდა მისულიყავი, ჭერში ყველგან გირლანდებივით
შეკიდულიყო ბუზის საჭერი წებოვანი, ხვეული ლენტები, რომლებს-

160
აც დილიდან დაღამებამდე იმდენი მწერი ეკრობოდა, ბოლოს შავ-
შავად ელვარებდნენ. დატოვებდი რამეს თავღიას და უმალ საორგიე
ალაგს მოიწყობდნენ შიგნით ბუზები, ანდა სასაფლაოს; ავეჯს, კედ-
ლებსა და ჯილენბოუნის უნივერმაღში ნაყიდ კალენდარსაც ცვარი-
ვით ეტყობოდა ბუზის წვრილწვრილი სკინტლი. ახლა მტვერი ‒
ვერსად გაექცეოდი წვრილ ყავისფერ მტვერს, რომლის ნაწილაკე-
ბიც მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელშიც აღწევდა, ახალდაბანილ
თმასაც სპობდა, კანზეც ხრაშახრუში გაჰქონდა, ტანსაცმლისა და
ფარდების ნაკეცებშიც ჩამჯდარიყო და აფსკივით ეკრობოდა წუთის
წინ გადაწმენდილ პრიალაზედაპირიან მაგიდებს. იატაკზეც ყველ-
გან სქელ ფენად იდო მტვერი, ზოგი ‒ დაუდევრად დაწმენდილი
ფეხსაცმლით შეტანილი და ზოგიც ‒ ღია კარ-ფანჯარაში შემოჭრი-
ლი მშრალი ქარის მონაბერი.
მოკლედ, ფი იძულებული გახდა, სასტუმრო ოთახში გაშლილი
სპარსული ხალიჩები აეკეცა და სტიუარტისთვის ეთხოვა, იატაკზე
ლინოლეუმი დამიჭედეო, რომელიც თვალით არ ენახა, ისე შეეკვე-
თა ჯილიში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიისთვის.
სამზარეულოში, სადაც გარედან შემოსული ყველაზე მეტი ფეხი
ირეოდა, ლითონის ჯაგრისითა და თუთქის საპნით დაუსრულებელი
ხეხვისგან სიძველით გამოხუნებულ ძვლებს დამსგავსებოდა ტექის
ხის იატაკის ფიცრები. მიადგებოდა სტიუარტი შეშის ხორას, რუდუ-
ნებით მოაგროვებდა ნახერხს, ხოლო ფი და მეგი იატაკზე მოაბნევ-
დნენ, ძვირფასი წყლით დანამავდნენ და ვერანდაზე გახვეტდნენ,
იქიდან კი ბოსტანში გადაუძახებდნენ, სადაც ნახერხი, ბოლოს და
ბოლოს, ჩალპებოდა და ნეშომპალად იქცეოდა, თუმცა დიდი ხნით
ესეც არ აკავებდა მტვერს.
მალე ნაკადულიც წყლით სავსე ორმოების ჯაჭვს დაემსგავსა და,
შესაბამისად, კლირები ვეღარც სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის
საჭირო წყალს ტუმბავდნენ. ავტოცისტერნით მიადგა სტიუარტი ჭა-
ბურღილს, შინ სავსე ავზით დაბრუნდა და გაავსო კიდეც წვიმის
წყლის რეზერვუარებიდან ერთ-ერთი. ახლა ჭურჭლისა და ტანსაც-
მლის ამ საშინელი წყლით რეცხვას უნდა მისჩვეოდნენ ქალები. და

161
ნაკადულის ტალახიან წყალზე უარესი წყლით უნდა ებანავათ კი-
დეც. გულდასმით უნდა მოეშორებინათ თეფშებიდან მინერალური
ნადები, რომელიც სიმყრალით გოგირდს მოგაგონებდათ და რომ-
ლის გამოც გაუხეშებულ-გამოხუნებული თმა ორივეს ჩალას მი-
უგავდა. ცოტაოდენი წვიმის წყალი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩე-
ნოდათ, სასმელად და საჭმლის მოსამზადებლად უნდა გამოეზო-
გათ.
ალერსით სავსე მზერა მიეპყრო მამა რალფს მეგისათვის, რომე-
ლიც თავწითელ, ხუჭუჭა პეტსის ვარცხნიდა, ცოტა არ იყოს, მოუსვე-
ნარი ჯიმსი კი მორჩილად ელოდებოდა თავის რიგს. ისე შესციცი-
ნებდნენ ბიჭები ციმციმა ლურჯი თვალებით დას, რომელიც თვითო-
ნაც პატარა იყო, მაგრამ დედასავით დაჰფოფინებდათ... ეტყობა, პა-
ტარა ბავშვებისადმი მიჯაჭვულობა ქალებს დაბადებიდან დაჰყვება-
თო, ფიქრობდა მოძღვარი, თორემ ამ ასაკში მეგი ძმების მოვლით
კი არ ისიამოვნებდა, მოვალეობად მიიჩნევდა და სულზე იქნებოდა,
რაც შეიძლება მალე გამძვრალიყო, რამე უფრო საინტერესო ეკე-
თებინაო. არადა, განგებ აჭიანურებდა საქმეს მეგი. დაიხვევდა პეტ-
სის ურჩ თმას თითზე და ცდილობდა, როგორმე დაეკულულებინა.
ერთხანს მოჯადოებულივით უცქერდა მღვდელი მოფუსფუსე გო-
გონას, მერე ჩექმაზე შერჩენილი მტვერი მათრახის ტარით მოიშო-
რა და ერთხანს პირქუშად გასცქეროდა აჩრდილივით ევკალიპ-
ტებს, ხვიებს, დამხმარე ნაგებობებსა და შინუსებს იქით გარიყულ-
მოფარებულ მთავარ სახლს, რომლისგან განსხვავებით, აქ, მთავა-
რი მეცხვარის სადგომში, ხდებოდა ყველაფერი, რასაც დროჰედას
მეურნეობისთვის მნიშვნელობა ჰქონდა. მაინც რას ხლართავდა
უზარმაზარ ქსელს დაპატრონებული ბებერი ობობა?
– მამაო, არ გვიყურებთ? – საყვედურით ჰკითხა მეგიმ.
– ბოდიში, ფიქრში გავერთე, მეგი, – მიუბრუნდა გოგონას მოძ-
ღვარი, მან კი ჯიმსის ვარცხნა მოათავა და ძმებთან ერთად მანამ არ
მოუშორებია მოლოდინით სავსე მზერა მოძღვრისთვის, სანამ ეს
უკანასკნელი არ დაიხარა და ტყუპები აქეთ-იქიდან არ შემოისვა
წელზე.

162
– აბა, წავედით, მამიდა მერი ვნახოთ! – თქვა მამა რალფმა და
მეგიც გამოუდგა. მიდიოდა და მიუძღოდა წაბლა ფაშატს, ხელში კი
მოძღვრის მათრახი ეჭირა.
ისე მიჰყავდა ტყუპები მამა რალფს, ვითომც აქ არაფერიო. არა-
და, ლამის მილი უნდა გაევლოთ ნაკადულიდან მთავარ სახლამდე
მისაღწევად.
მერი კარსონი სარწეველაში დახვდათ. ჰო, ბოლო დროს იშვია-
თად თუ წამოდგებოდა – ისე მარჯვედ უძღვებოდა პედი ყველა-
ფერს... ისეთი ღვარძლიანი მზერა შეაგება მამა რალფთან ხელჩა-
კიდებულ მეგის, ბავშვმა თვალები დახარა, მღვდელმა კი მისი გამა-
ლებული გულისცემა იგრძნო და თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ხე-
ლი მოუჭრა.
უხერხული რევერანსით მიესალმა გოგონა მამიდას და რამდე-
ნიმე სიტყვაც წაიბუტბუტა გაურკვევლად, მან კი უკმეხად მოუჭრა,
სამზარეულოში გადი, შენ და მისის სმითმა ჩაი დალიეთო.
– რას ერჩით ამ ბავშვს? – ჰკითხა დიასახლისს მამა რალფმა და
სავარძელში ისე ჩაეშვა, გეგონება, საკუთარ სახლში ყოფილიყოს.
– იმას ვერჩი, რომ თქვენ არ ერჩით, – მიუგო ქალბატონმა.
– კარგი, რა... – უჩვეულოდ დაიბნა მოძღვარი, – ერთი უთვის-
ტომო ბავშვია, მერი.
– ოღონდ თქვენ მასში სულაც არ ხედავთ უთვისტომო ბავშვს, ‒
თვითონაც მშვენივრად იცით, – შეუტია სტუმარს მასპინძელმა.
– გგონიათ, ბავშვებს ხელებს ვუფათურებ? – დამცინავი, ლამაზი
ლურჯი თვალები შეანათა შედარებით დამშვიდებულმა მამა რალ-
ფმა ქალს, – მღვდელი ვარ, ბოლოს და ბოლოს.
– უპირველეს ყოვლისა, მამაკაცი ხართ, რალფ დე ბრიკასარ,
როგორც მღვდელი კი თავს უსაფრთხოდ გრძნობთ. სულ ესაა.
შეცბუნებულ მოძღვარს გაეცინა. არ გამოსდიოდა იმ დღეს მერი
კარსონის მოგერიება, მერი კარსონისა, რომელსაც ნაპრალი მო-
ეძებნა და შხამიანი ობობასავით შესძვრომოდა ჯავშანქვეშ. ისე,
თვითონაც გადასხვაფერებულიყო მამა რალფი, თითქოს დაბერე-
ბულიყო კიდეც, შეჰგუებოდა ჯილენბოუნის გაურკვეველ ყოფას.

163
თითქოს განელებულიყო მისი შინაგანი ცეცხლი, ანდა ახლა სხვა
რამის გამო გიზგიზებდა კოცონი, რომელსაც გულით დაატარებდა.
– მე არა ვარ მამაკაცი, – თქვა მოძღვარმა, – მღვდელი ვარ.…
ყველაფერი შეიძლება მოხდეს სიცხის, ანდა მტვრის ან ბუზების გა-
მო, მაგრამ მამაკაცი არა ვარ, მერი. მღვდელი ვარ.
‒ ოი, როგორ შეიცვალეთ, რალფ, – დასცინა დიასახლისმა, –
ნუთუ ახლა კარდინალ დე ბრიკასარს ველაპარაკები?
– ეგ შეუძლებელია, – სევდა გაუკრთა თვალებში მამა რალფს, –
ვფიქრობ, არც მჭირდება, აღარ მჭირდება.
მერი კარსონს სიცილი წასკდა. ირწეოდა, მოძღვარს თვალს არ
აშორებდა და იცინოდა.
– არ გჭირდებათ, რალფ? არა? ნერვიულობით თავს ნუ მოიკ-
ლავთ, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, დადგება თქვენი განკითხვის
დღეც. არა, ჯერ არა, არც ორ და სამ წელიწადში, მაგრამ აუცილებ-
ლად დადგება და მაშინ მეც ეშმაკივით შემოგთავაზებთ რაღაცებს,
ახლა კი რაც გითხარით, ისიც კმარა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ისეთ სა-
ტანჯველს მოგიმზადებთ. თქვენზე მომხიბლავ მამაკაცს არასოდეს
შევხვედრივარ. აგდებულად გვიყურებთ, სულელები არიანო და
ცხვირ-პირში გვჩრით მაგ მომხიბვლელობას, მაგრამ მეც ვისარგებ-
ლებ თქვენი სისუსტით, კუთხეში მიგიმწყვდევთ და გაიძულებთ, სა-
ხემოთითხნილი კახპასავით გაიყიდოთ. ეჭვი ხომ არ გეპარებათ,
რომ გამკეთებელი ვარ?
მამა რალფი საზურგეს მიეყრდნო და მასპინძელს ღიმილით მი-
უგო:
‒ ეჭვი არ მეპარება, შეეცდებით, თუმცა ვფიქრობ, იმდენად კარ-
გადაც არ მიცნობთ, თქვენ რომ ფიქრობთ.
– არა? დრო გვაჩვენებს, რალფ, დრო, მეტი ვერაფერი. მე მოხუ-
ცი ვარ და დროის გარდა არაფერი გამაჩნია.
– ჩემს ხელში რაღაა, თქვენი აზრით? – იკითხა მღვდელმა, –
დრო, მერი, მხოლოდ დრო. დრო, მტვერი და ბუზები..

ისე შეჯგუფდნენ ცაზე ღრუბლები, პედის იმედი მიეცა, გაწვიმდე-

164
ბაო.
– ქვიშის ქარიშხალი ‒ კი, ბატონო, მაგრამ წვიმის რა მოგახსე-
ნო... კიდევ კარგა ხანს არ იწვიმებს, – გააწბილა ძმა დიასახლისმა.
კლირებს ჯერაც არ ენახათ, რას წარმოადგენდა გვალვისგან გა-
მოფიტული დაბლობებიდან მობერილი ქვიშიანი ქარიშხალი და
ეგონათ, უკვე გამოეცადათ უარესზე უარესი, რაც კი მკაცრი ავსტრა-
ლიური კლიმატის გამოისობით შეიძლებოდა გადახდენოდა ადამი-
ანს. ისე ელვარებდა სინოტივეგამოცლილი, დაულტობელი მიწა და
ჰაერი, ისე გამაღიზიანებლად ეხახუნებოდა და ყვლეფდა ერთმა-
ნეთს, იმოდენა ენერგია გროვდებოდა, რომ ბოლოს აუცილებლად
უნდა გაბნეულიყო. ჰოდა, ჩამოწვა კიდეც ცა, ჩამობნელდა. ლამპები
აანთო სახლში ფიმ. საქონლის ბაკებში უმცირეს ხმაურზეც კი კრთე-
ბოდნენ და ცახცახებდნენ ცხენები. ქათმებმაც მიაშურეს ქანდარებს
და შიშის კარნახით მკერდის ბუმბლში ჩარგეს თავები. ღრენა და
ძიძგილაობა დასჩემდათ ძაღლებს, ნაგავსაყრელის გადაქოთებას
ნაჩვევ თვინიერ ღორებს კი დინგები ქვიშაში ჩაემალათ და ანცად
აცეცებდნენ აქეთ-იქით თვალებს. ენით აუწერელ შიშს დაესადგუ-
რებინა ყველგან, ყველაფერში, უზარმაზარ, გრუზა ღრუბლებს კი
ერთბაშად შეენთქათ მზე და სადაც იყო, მზიურ ცეცხლს ამოანთხევ-
დნენ.
სალაშქრო წყობით მოიწევდა დროჰედისკენ შორეთიდან გრგვ-
ინვა, სულ უფრო მეტად უჩქარებდა ფეხს, ჰორიზონტზე კი ერთი ბე-
წო, მოლივლივე ცეცხლის ენები იკვეთებოდა, მოლურჯო-მოშუაღა-
მისფრო სიღრმეებზე გადაგებულ აქაფებულ ტალღებს ემსგავსებო-
და განსაცვიფრებელი სითეთრე. მერე გუგუნ-გუგუნით შეისრუტა
მტვერი ქარმა და გამეტებით შეაყარა პირში, თვალებში, ყურებში
ყველას, ბოლოს კი გარდამტეხი მომენტიც დადგა. აი, თურმე რა ყო-
ფილა ღვთის რისხვა, რომლის შესახებაც ბიბლია ჰყვებოდა. ისე
გაშმაგებით დასჭექდა, დაიქუხებდა, დაიზრიალებდა, თითქოს შე-
მადგენელ ნაწილებად უნდა დაშლილიყო მთელი სამყარო და შეხ-
ტებოდა ყველა, მაგრამ ცოტა ხანში ისე მიეჩვივნენ ხმაურს, დედაბუ-
დიანად ვერანდაზე გაილალებოდნენ და იქიდან გადასცქეროდნენ

165
ნაკადულს, თუ შორეულ საძოვრებს.
უზარმაზარი ცეცხლოვანი სისხლძარღვებივით შემოტმასნოდა
ცის კაბადონს ელვის ტოტები და მეხი მეხზე ვარდებოდა, ღრუბლებს
კი ზოლ-ზოლად ემჩნეოდა მიჯრით მიწყობილი გაელვებების კვა-
ლი. ერთობ უცნაურ დამალობანაში იწვევდათ, ხან აქ გაკრთებოდა
ელვა, ხან – იქ. მინდორში კენტად ხრჩოლავდნენ და უსიამოვნო
სუნს აფრქვევდნენ მეხნაკრავი ხეები, მათი შემხედველი კლირები
კი ბოლოს და ბოლოს ხვდებოდნენ, რატომ არ ეტყობოდა სიცოც-
ხლის ნიშანწყალი მამულის ამ მარტოსულ გუშაგთაგან არც ერთს.
მერე რაღაც შემაძრწუნებელი, არაამქვეყნიური სინათლე შეერია
მოვარდისფრო-მოიისფრო-მომწვანომოყვითალო ცეცხლით გაჯე-
რებულ ჰაერს, რომელშიც ძნელად დასავიწყებელი და ძნელად აღ-
საწერი ტკბილი სუნამოს სურნელი ტრიალებდა.
ციალ-კიალი გაუდიოდა ხეებს, შიშისგან ბალანაშლილი კლირე-
ბის წითელი თმა კი ცეცხლის ენების შარავანდედს მოგაგონებდათ.
მთელი დღე ასე იყო. მხოლოდ მზის ჩასვლისას ჩაიბჟუტა ცა აღმო-
სავლეთით და მათაც თავი ისე იგრძნეს, თითქოს ჯადო ახსნოდათ,
თუმცა მაინც ღელავდნენ, შფოთავდნენ, ვერ შოშმინდებოდნენ.
წვიმის წვეთიც არ ჩამოვარდნილა, მაგრამ მაინც საიქიოდან
მობრუნებას ჰგავდა, რაც მოხდა – თითქოს უვნებლად გადარჩე-
ნოდნენ გაჯავრებულ ჰაერს. მთელი კვირა სხვა არაფერზე ულაპა-
რაკიათ.
– წინ უარესი გველოდება, – ჩაილაპარაკა გაბეზრებულმა მერი
კარსონმა და დაუდგათ კიდეც უარესი დრო.
მომდევნო მშრალი ზამთარი იმაზე ცივი გამოდგა, ვიდრე, მათი
აზრით, უთოვლო ზამთარი შეიძლებოდა ყოფილიყო. რამდენიმე
დუიმის სისქის თრთვილი ედებოდა ღამით მიწას, აკანკალებული
ძაღლები კი ჯგუფ-ჯგუფად იყუჟებოდნენ საძაღლეებში და ოღონდაც
არ გაყინულიყვნენ, ღორმუცელობდნენ, კენგურუს ხორცსა და საკ-
ლავის დახვავებულ ქონს სანსლავდნენ. ასე იყო თუ ისე, ცივ ამინ-
დში საქონლისა და ღორის ხორცს მაინც შეჭამდა კაცი, ნაცვლად
მოყირჭებული ცხვრის ხორცისა.

166
დიდ, გუგუნა ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე სახლში. როცა კი შე-
საძლებელი იყო, მამაკაცები შინ ბრუნდებოდნენ – ღამით საძოვარ-
ზე გაყინვა შეიძლებოდა. აი, მკრეჭავებს კი უხაროდათ – სიცივეში
უფრო სწრაფადაც მუშაობდნენ და ნაკლებადაც ოფლიანობდნენ.
დიდ ფარდულში თითოეული მკრეჭავისთვის გამოყოფილ ადგი-
ლას, იატაკზე საკმაოდ ღია ფერის მრგვალი ლაქა მოჩანდა – იქ, სა-
დაც ორმოცდაათი წლის განმავლობაში იხვითქებოდნენ მკრეჭავე-
ბი, იატაკის ფიცრები ოფლს ამოეთეთრებინა.
ბალახიც ავის მომასწავებლად მეჩხერდებოდა – დიდი ხნის წინ
ჩაევლო წყალდიდობას. დღითიდღე სულ უფრო მეტად იქუფრებო-
და ცა, სულ უფრო ილეოდა დღის სინათლე, მაგრამ ერთხელაც არ
უწვიმია. სევდიანი ღმუილით გადაუვლიდა ქარი საძოვრებს, აფრე-
ბივით აშლიდა მიწისფერ მტვერს, ისეთ კორიანტელს დააყენებდა,
გეგონებოდა, წვიმდა და ადამიანის ნატანჯ გონებასაც წყალზე ფიქ-
რი არ აძლევდა მოსვენებას. ისე ჰგავდა ხოროში მტვერი გაწვიმე-
ბას...
ბავშვებს ხელის თითები მოეყინათ, ტუჩებიც ისე დაუსკდათ, გა-
ღიმებას ერიდებოდნენ და წინდებსაც ძლივძლივობით იტყავებდნენ
დასისხლული ქუსლებიდან თუ წვივებიდან. ვერ გათბებოდი, ისე სა-
შინლად ქროდა ქარი, თანაც სახლები ისე დაეგეგმათ, ოდნავ ნიავ-
საც კი უნდა შეეღწია კედლებში და არა პირიქით. გაყინულ საძინებ-
ლებში უწევდათ დაძინება და გაღვიძება, მერე კი მოთმინებით ელო-
დებოდნენ, როდის უწილადებდათ დედა ბუხარში გაცხელებული ვე-
ება ჩაიდნიდან ცოტაოდენ ცხელ წყალს, რომ დაბანა მძიმე განსაც-
დელად არ გადაჰქცეოდათ და კბილი კბილზე არ ერაკუნებინათ.
ერთ დღესაც პატარა ჰალს ხველა დაეწყო, ხიხინიც და მალე ძა-
ლიან ცუდად გახდა. ფიმ ნახშირი ცხელ წყალში გახსნა, მიღებული
ფაფა საფენზე გადაიტანა და აქოშინებულ პატარას მკერდზე დააფი-
ნა, თუმცა ბავშვი ოდნავადაც არ მომჯობინებულა. თავიდან მაინ-
ცდამაინც არ შეშინებია ფის, მაგრამ დღე ილეოდა, ბიჭის მდგომა-
რეობა კი იმდენად სწრაფად უარესდებოდა, სულ მთლად აერია
თავგზა. მეგი ამასობაში ჰალს გვერდით უჯდა, ხელებს იფშვნეტდა

167
და იმეორებდა და იმეორებდა გულში: „მამაო ჩვენოსა“ და „გიხა-
როდენ, მიმადლებულო მარიამს“.
ექვს საათზე პედიც დაბრუნდა შინ. ვერანდაზე ისმოდა ტუჩებგა-
ლურჯებული ბავშვის სუნთქვის ხმა. მაშინვე დიდ სახლს მიაშურა პე-
დიმ, ექიმს დაურეკა, მაგრამ ეს უკანასკნელი სხვა პაციენტთან წასუ-
ლიყო, რომელიც ორმოცი მილის მოშორებით ცხოვრობდა. ტაფაზე
გოგირდი დაყარეს, ცეცხლი მოუკიდეს და იმ იმედით, რომ ჰალი
ყელში გაჩხირულ მახრჩობელა აპკს ამოახველებდა, კვამლი ასუნ-
თქეს, მაგრამ ბავშვს არც ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის თავი
ჰქონდა, არც რამის ხველით ამოღების. სულ უფრო მეტად ლურჯდე-
ბოდა და ჰაერი არ ჰყოფნიდა, გულმოწურული მეგი კი იჯდა, ძმას
ხელიდან არ უშვებდა და ლოცულობდა. ხედავდა, როგორ იბრძოდა
პატარა ბიჭი, ოღონდ ესუნთქა.
ძმებს შორის გამორჩეულად უყვარდა მეგის ჰალი, დედობას
უწევდა და ახლა, ცხოვრებაში პირველად, მთელი არსებით ნატ-
რობდა, ნეტავი დედასავით დიდი ქალი ვიყო, ნეტავ მართლა დედა-
მისი ვიყო, მოვარჩენდიო. ჰო, არ შეეძლო ფის ჰალის შველა – არ
იყო დედამისი ფი. გულში იკრავდა დაბნეული, თავზარდაცემული
გოგონა პატარა, ახვნეშებულ ბიჭს და ცდილობდა, როგორმე სუნ-
თქვა გაეიოლებინა მისთვის, თუმცა აზრადაც არ გაუვლია, რომ შე-
იძლებოდა, ჰალი მომკვდარიყო. ამაზე მაშინაც არ უფიქრია, როდე-
საც ფიმ და პედიმ საწოლთან დაიჩოქეს და უღონობისგან ლოცვა
დაიწყეს.
შუაღამით პედიმ გაშეშებული ბავშვი მეგის მკლავებიდან გაათა-
ვისუფლა და ერთმანეთზე აკოკოლავებულ ბალიშებზე სათუთად მი-
აწვინა.
აქაოდა, ჰალმა იყუჩაო, გულდამშვიდებულ მეგის ძილი მორე-
ოდა, ახლა კი თვალები გააჭყიტა და იკითხა:
– უკეთესადაა,მამა?
თავი გააქნია ერთბაშად დაბერებულმა, ჩამომჭკნარმა პედიმ,
რომელსაც ლამპის შუქზე თმასა და ერთი კვირის გაუპარსავ წვერში
შერჩენილი ჭირხლი მოუჩანდა.

168
– არა, მეგი, არაა უკეთესად ჰალი. ისე არაა, რასაც შენ ეძახი
უკეთესობას, მაგრამ მშვიდადაა. ღმერთთან წავიდა და არაფერი
აღარ სტკივა.
‒ მამას იმის თქმა უნდა, რომ ჰალი მოკვდა, – უსიცოცხლოდ
თქვა ფიმ.
– მამიკო, არ მოკვდებოდა! არა! – აღმოხდა მეგის, მაგრამ შეხე-
და თუ არა ბალიშებში შეყუჟულ პატარა სხეულს, მაშინვე მიხვდა,
რაც მომხდარიყო. არადა, მანამდე სიკვდილი არასოდეს ენახა.
ბავშვს კი არა, თოჯინას ჰგავდა ახლა ჰალი.
მეგი წამოდგა და სამზარეულოში ცეცხლის გარშემო შემომ-
სხდარ, დაძაბულობისგან მოკუნტულ ძმებს მიაშურა. მისის სმითიც
იქვე იყო. მაგარ სკამზე იჯდა და სითბოს გამო სამზარეულოში გატა-
ნილ საბავშვო საწოლში მძინარე ტყუპებს თვალს არ აშორებდა.
– ჰალი მოკვდა, – თქვა გოგონამ.
‒ასე ჯობდა. იმაზე იფიქრე, რომ ახლა მშვიდადაა, – თავი ასწია
ფიქრიდან გამორკვეულმა სტიუარტმა, მერე კი ფეხზე წამოდგა და
დერეფნიდან სამზარეულოში შესულ ფის შეეგება, ოღონდ ოდნავა-
დაც არ შეხებია მას, – დაიღლებოდი, დედა. წამოდი, დაწექი. ოთახ-
ში ცეცხლს დაგინთებ. წამო, დაწექი.
ფი შებრუნდა და სიტყვის უთქმელად გაჰყვა სტიუარტს, ბობი კი
ადგა და ვერანდაზე გავიდა. დანარჩენებმა ერთხანს ითრიეს ფეხი
და ბოლოს ისინიც ბობს მიჰყვნენ. პედი საერთოდ არ გამოჩენილა.
უსიტყვოდ გამოიყვანა მისის სმითმაც ვერანდის კუთხეში მიყე-
ნებული საბავშვო ეტლი და მძინარე ჯიმსი და პეტსი ფრთხილად გა-
დააწვინა ლოგინიდან. ქალს სახეზე ცრემლები ღვარად ჩამოსდი-
ოდა. ბოლოს გოგონას გახედა და დაუბარა:
– დედას უთხარი, რომ დიდ სახლში ვბრუნდები, მეგი. ჯიმსი და
პეტსიც მიმყავს. დილით ისევ მოვალ, მაგრამ ჯობია, ბავშვები ცოტა
ხანს მინისთან და კეტთან იყვნენ.
მეგი დაჯდა და გადაჯვარედინებული ხელები კალთაში ჩაიწყო.
მისი ბიჭი, პატარა ჰალი, რომელიც უყვარდა, რომელზეც დედასა-
ვით ზრუნავდა, მომკვდარიყო, თუმცა მეგის გონებაში ჰალისთვის

169
განკუთვნილი ადგილი ჯერაც არ დაეკავებინა სხვა საფიქრალს, ჯე-
რაც გრძნობდა გულში ჩაკრული ბავშვის სხეულის სითბოს. საშინე-
ლება იყო იმის წარმოდგენაც კი, რომ ვეღარასოდეს გამოცდიდა
იმავე გრძნობას, ვეღარ შეიგრძნობდა იმას, რასაც მთელი ოთხი წე-
ლიწადი განიცდიდა. არა, ასეთ რამეებზე არ ტირიან. აგნესის გამო
შეიძლებოდა ცრემლის ღვრა, ღირსების მყიფე საფარველის შე-
ლახვის გამოც შეიძლებოდა ტირილი და ბავშვობის გამოც, რომე-
ლიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა, ეს ტვირთი კი სიცოცხლის ბო-
ლომდე უნდა ეზიდა, ამ ტვირთთან ერთად უნდა ეცხოვრა.
ზოგ ადამიანში გადარჩენის სურვილი ერთობ ძლიერია, ზოგში ‒
ნაკლებად, მეგის შემთხვევაში კი ეს სურვილი დაწმენდილი ფოლა-
დისგან დაგრეხილ გვარლს ჰგავდა.
მამა რალფის მოსვლამდე არ განძრეულა მეგი, მერე კი ისე მი-
უთითა მოძღვარსა და ექიმს დერეფნისკენ, არც ხმის ამოღება უფიქ-
რია, არც წამოდგომა. კარგა ხანს ვერ მიეკარა მოძღვარი გოგონას.
უნდოდა, მეგისთან მისულიყო, მის გვერდით ყოფილიყო და პატარა
გოგოსთვის, რომელიც არავის არ ჰგავდა, თავისი სული ეწილადე-
ბინა. მას შემდეგ უნდოდა მეგის გამხნევება, რაც მისთვის მერი კარ-
სონს დაერეკა. დარწმუნებული იყო, რომ გარშემო მის გარდა ვერა-
ვის გაესიგრძეგანებინა, რას ნიშნავდა მეგისთვის ჰალი. ჰო, კარგა
ხანს მოუხდა ლოდინი მამა მოძღვარს...
რამდენიმე რიტუალიღა დარჩენოდა შესასრულებელი მამა
რალფს, იმ შემთხვევისთვის, თუ სული ჯერაც არ გაჰყროდა სხეულს.
მერე ფი უნდა ენახა, პედიც, და პრაქტიკული რჩევებიც უნდა მიეცა
ორივესთვის. გულდამძიმებული ექიმიც უკვე წასულიყო, კაცი, რო-
მელიც დიდი ხნის წინ მისჩვეოდა ამისთანა ტრაგედიებს. იცოდა,
როცა პაციენტები ექიმისგან შორს ცხოვრობენ, მსგავსი ამბები გარ-
დაუვალი იყო, თანაც დროჰედელების მონაყოლიდან გამომდინარე
თვლიდა, რომ საავადმყოფოსა და საგანგებოდ განსწავლული ექ-
თნების გარეშე დიდად ვერც ვერაფრით დაეხმარებოდა ჰალს.
თვლიდა, ეს ხალხი ბედს სცდის, ყველას და ყველაფერს უპირისპირ-
დება და არჩეული გზიდან არაფრით არ გადაუხვევსო. გადაწყვიტა,

170
გარდაცვალების მოწმობაში სიკვდილის მიზეზად კრუპს მივუთითე-
ბო. ასეთი ავადმყოფობა იყო კრუპი, უცებ იცოდა ავადმყოფზე ხე-
ლის დარევა.
მამა რალფის გარეშე მოაგვარეს ყველაფერი. პედი ფის არ შორ-
დებოდა გვერდიდან, ბობი და ბიჭები სადურგლოში წასულიყვნენ
პატარა კუბოს შესაჭედად, სტიუარტი კი გაუნძრევლად იჯდა დედა-
მისის საძინებლის იატაკზე. ფანჯარაში არეკლილი ღამის ცის ფონზე
იკვეთებოდა ბიჭის პროფილი, რომელიც ასე ჰგავდა ფის ჩამოქნილ
სახეს... ბალიშზე მისვენებულ ქალს პედის ხელი ხელში ეჭირა და
თვალს არ აშორებდა ხის იატაკზე მოკუნტული შვილის ჩამუქებულ
სილუეტს. დილის ხუთი საათიც შესრულდა, ნამძინარევი მამლებიც
აქოთქოთდნენ, მაგრამ გათენება ჯერ შორს იყო.
მამა რალფი, რომელსაც იისფერი ოლარი ჯერაც არ გაეხადა,
სამზარეულოში ჩაბჟუტულ ბუხარს მიუახლოვდა და ცეცხლი ააგიზ-
გიზა, მერე შემობრუნდა, მაგიდაზე დატოვებული ლამპა ჩააქრო და
მეგის პირდაპირ, ხის სკამზე დაჯდა.
გოგონა გაზრდილიყო, ისე მიიწევდა წინ, გეგონება, მალემ-
სრბოლის ჯადოსნური ჩექმები სცმოდა, გეგონება, სადაც იყო, გადა-
უსწრებდა, უკან ჩამოიტოვებდა მამა რალფს. ჰოდა, მის შემხედველ
მოძღვარსაც არასრულფასოვნების ისეთი მძაფრი შეგრძნება დაე-
უფლა, მანამდე რომ არასოდეს გამოეცადა. არადა, მთელი ცხოვრე-
ბა გასაქანს არ აძლევდა აკვიატებული ეჭვი, არც ისეთი გულადი ვა-
რო. არა, მაინც რისი ეშინოდა მამა რალფს? რის პირისპირ არ სურ-
და დარჩენა? სხვებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა ხოლმე, არც
არავისი ეშინოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ძრწოდა, ვაითუ ის,
რისთვისაც სახელი ვერ დაერქმია, სწორედ მაშინ შესძვრომოდა
გონებაში, როდესაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა ამას. აგე, მასზე
თვრამეტი წლით ადრე დაბადებულიყო მეგიზე და მაინც უსწრებდა.
არადა, არც წმინდანი იყო ეს ბავშვი, არც მაინცდამაინც ჯობდა რა-
მით სხვებს. ერთი კი იყო, დაჩივლებით არასოდეს დაიჩივლებდა.
რაც უნდა მომხდარიყო, ყველაფრის მიღება შეეძლო. ნიჭი იყო ეს,
ნიჭი ან წყევლა. არ ჰქონდა მეგისთვის მნიშვნელობა, წარსულში რა

171
იყო და მომავალში რა იქნებოდა. თვალს უსწორებდა ყველაფერს,
იღებდა და სათბობივით ინახავდა, რომელსაც მერე თავისი არსე-
ბობის ცეცხლში უკეთებდა. რას უნდა ესწავლებინა გოგონასთვის
ასეთი მიმღებლობა? შეიძლება კი ასეთი მიმღებლობის სწავლა?
ეგებ მამა რალფის წარმოსახვის ნაყოფი იყო, მას გამოუგონებია
ასეთი მეგი? ისე, ჰქონდა კი ამას მნიშვნელობა? რა უფრო მნიშვნე-
ლოვანი იყო - სინამდვილეში რას წარმოადგენდა მეგი, თუ რად
წარმოედგინა მამა რალფს?
– ოი, მეგი, – უმწეოდ აღმოხდა მოძღვარს, გულმოკლულმა ბავ-
შვმა კი უპირობო, უსაზღვრო სიყვარულით სავსე ღიმილი შეაგება,
რადგან დასამალი არაფერი ჰქონდა, ჯერ არ შეებიჯებინა ქალობა-
ში, არ გამხდარიყო მისი სამყაროს ნაწილი დედაკაცისთვის დაწესე-
ბული არც ერთი აკრძალვა.
ჭკუიდან გადაჰყავდა, ანადგურებდა მოძღვარს ასეთი სიყვარუ-
ლი და ნატრობდა, რომ ღმერთს, რომლის არსებობაშიც დროდად-
რო ეჭვი ეპარებოდა, ამქვეყნად მაინცდამაინც რალფ დე ბრიკასა-
რად არ მოევლინებინა. ნუთუ სწორედ იმასთან ჰქონდა საქმე, რა-
საც სახელს ვერ არქმევდა? ფიქრობდა, ღმერთო, მეგი ასე ძალიან
რატომ მიყვარსო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, პასუხს არავინ
სცემდა, გოგონა კი გაუნძრევლად იჯდა და უღიმოდა.
ირიჟრაჟა თუ არა, ფიც ადგა და სტიუარტთან ერთად საუზმე მო-
ამზადა. მერე მისის სმითიც გამოჩნდა მინისა და კეტთან ერთად. იდ-
გა მამა რალფისა და მეგისათვის მიუწვდომელი მწუხარებით შეკავ-
შირებული ოთხი ქალი ღუმელთან და რაღაცაზე ხმადაბლა დუდუ-
ნებდა.
ნასაუზმევს გოგონამ გადაწყვიტა, ქსოვილი ამოეგო პატარა
ყუთში, რომელიც ბიჭებს შეეკრათ, გაერანდათ და ლაქით დაეფა-
რათ. უსიტყვოდ მისცა ქალიშვილს ფიმ თეთრი სატინის საღამოს კა-
ბა, რომლისთვისაც სიძველისგან კარგა ხნის წინ დაეკრა სპილოს-
ძვლისფერს. მეგიმ კაბა სათანადო ზომის ნაჭრებად დაჭრა და სანამ
მამა რალფი კუბოში ჩვრებს დებდა სირბილისთვის, საკერავ მანქა-
ნასაც მიუჯდა, ბოლოს კი მზა სარჩული ჭიკარტებით ერთად მიამაგ-

172
რეს ყუთის მოუდრეკელ კედლებს. ფიმ ჰალი ხავერდის საუკეთესო
კოსტიუმში გამოაწყო, თმა დავარცხნა და რბილ ბუდეში ჩააწვინა,
რომელსაც მისი სუნი ასდიოდა და არა მეგისი, რომელსაც ბიჭის-
თვის ნამდვილი დედობა გაეწია. ტირილით დაახურა თავი კუბოს პე-
დიმ, რომელსაც შვილი პირველად მოჰკვდომოდა.
დროჰედაში სადარბაზო ოთახს წლების განმავლობაში ჰქონდა
სამლოცველოს ფუნქცია. ერთ ბოლოში საკურთხეველიც კი აეშენე-
ბინათ და ოქროსფერი ქსოვილითაც მოეფარდათ, რომლის მოქარ-
გვაშიც მერი კარსონს ურსუსის წმინდა მარიამის სახელობის მონას-
ტრის მონაზვნებისათვის ათასი გირვანქა-სტერლინგი გადაეხადა.
დროჰედას ბაღებში დაკრეფილი ზამთრის ყვავილებით მოერთო
მისის სმითს კედლებიცა და საკურთხეველიც, შაბოებით, საადრეო
ჯიშებითა და უამრავი მოვარდისფრო-მოჟანგისფრო საგვიანო ვარ-
დით, ნახატს რომ ჰგავდა და რაღაც ჯადოქრობით სურნელსაც აფ-
რქვევდა.
განიერ, სადა შავ შესამოსელსა და უმაქმანო თეთრ სტიქარში
ჩაცმულმა მამა რალფმა სულის მოსახსენიებელი მესა აღავლინა.
აუტბეკური მეურნეობების უმეტესობის მსგავსად, თავიანთ მიცვა-
ლებულებს დროჰედელებიც მამულისავე მიწას აბარებდნენ. სასაფ-
ლაო ბაღებს იქით იყო, ნაკადულის ტირიფიან სანაპიროსთან ახ-
ლოს. ნაჭედი რკინის ღობე თეთრად შეეღებათ, შიგნით კი უწვიმო-
ბის დროსაც კი ყველაფერი მწვანედ ხასხასებდა – ფერმის წყლის
ავზებიდან ირწყვებოდა სასაფლაო და იმიტომ.
მარმარილოს შთამბეჭდავ აკლდამაში განისვენებდნენ მაიკლ
კარსონი და მისი პატარა ვაჟი. ფრონტონიდან სდარაჯობდა მათ
სიმშვიდეს ხმალამოწვდილი ანგელოზი. მავზოლეუმის გარშემო,
ასე, თორმეტი ნაკლებად თვალშისაცემი საფლავი მოჩანდა, რომ-
ლებიც ხის უბრალო, თეთრად შეღებილი ჯვრებით დაენიშნათ და
კროკეტის კარის მსგავსი თეთრი ზღუდარებით კოხტად შემოეღო-
ბათ. იყო უსახელო საფლავებიც. ერთში, მაგალითად, უთვისტომო
მკრეჭავი იწვა, რომელიც ქოხმახებში გამართულ მუშტი-კრივს გა-
დაჰყოლოდა, ორი თუ სამი მოხეტიალისთვის დროჰედა გამომდგა-

173
რიყო უკანასკნელი ამქვეყნიური ნავსაყუდელი; აქვე დაემარხათ სა-
ძოვრებიდან ერთ-ერთზე ნაპოვნი უსახელო მიცვალებულის ძვლე-
ბიც. არავინ იცოდა, კაცი განისვენებდა იმ საფლავში თუ ქალი. თით-
ქოს გარდაცვლილის სახელის მარადსაყოფად წკარუნებდნენ სევ-
დიანად მაიკლ კარსონის ჩინელი მზარეულის სამარეზე წამომარ-
თულ ძველმოდურ ალისფერ ქოლგაზე შებმული ზანზალაკები: ჰი
სინგი, ჰი სინგი, ჰი სინგი ვიღაც მეჯოგის საფლავზე დადგმულ ჯვარ-
ზე წაეწერათ, ჩარლი ტენკსტენდი კარგი კაცი იყოო, მეტი არაფერი.
დროჰედას სასაფლაოზე კიდევ რამდენიმე მიცვალებული დაემარ-
ხათ, მათ შორის ქალებიც, მაგრამ არ შეეფერებოდა ამისთანა უბრა-
ლოება ჰალს, დიასახლისის ძმისშვილს. ჰოდა, ადგნენ და ყუთი,
რომელიც სახლში საკუთარი ხელით შეეჭედათ, აკლდამაში შემო-
დეს თაროზე, მერე კი გამოვიდნენ და ბრინჯაოს მოჩუქურთმებული
კარიც გამოიხურეს.
ცოტა ხანში ჰალზე აღარავინ ლაპარაკობდა, აქა-იქ თუ ახსენებ-
დნენ და ეგ იყო, მეგი კი გულით დაატარებდა დარდს. როგორც ბავ-
შვებს ახასიათებთ, მისი ტკივილიც უკიდეგანო იყო, გადამეტებული
და იდუმალი, მაგრამ გოგონა იმდენად პატარა იყო, ყოველდღიურ
ამბებში იკარგებოდა, მისი გრძნობები მნიშვნელობას კარგავდა.
ბიჭები, ბობის გამოკლებით, მაინცდამაინც არ განიცდიდნენ ჰალის
წასვლას, ბობი კი უკვე საკმაოდ გაზრდილიყო იმისთვის, რომ პატა-
რა ძამიკო სხვანაირად ჰყვარებოდა. ღრმა მწუხარებას მისცემოდა
პედიც, თუმცა ვერავინ გეტყოდათ, დარდობდა თუ არა ფი, რომე-
ლიც თითქოს სულ უფრო მეტად შორდებოდა ქმარ-შვილს, სულ უფ-
რო ნაკლებად გამოხატავდა გრძნობებს. ისე ელოლიავებოდა ამა-
სობაში სტიუარტი დედას, იმოდენა მზრუნველობას იჩენდა, რომ პე-
დი ძალიან ემადლიერებოდა. მხოლოდ პედიმ იცოდა, როგორ გა-
მოიყურებოდა ფი იმ დღეს, როდესაც ჯილიდან ფრენკის გარეშე
დაბრუნდა. აღელვების ნიშანწყალიც არ შეუნიშნავს მაშინ პედის
ცოლის მშვიდ, ნაცრისფერ თვალებში. არც კუშტად შეუხედავს ფის
მისთვის, არც ბრალს სდებდა რამეში ქმარს, არც სიძულვილს ან
დარდს გამოხატავდა მისი მზერა. თითქოს ტყვიის მომლოდინე და-

174
წუნებული ძაღლი ყოფილიყოს, ისე უყურებდა პედის ფი, თითქოს
იცოდა, რა ელოდებოდა, მაგრამ არ შეეძლო, ბედისწერას გაჰქცე-
ოდა.
‒ ვიცოდი, რომ არ დაბრუნდებოდა, – ჩაილაპარაკა ქალმა.
– იქნებ დაბრუნდეს კიდეც, ფი, დროზე თუ მისწერ, – შესთავაზა
პედიმ, მან კი უარის ნიშნად თავი გააქნია.
რას გაუგებდი ფის... ფიქრობდა, ფრენკისთვის აჯობებს, ჩემგან
და დროჰედიდან შორს თუ იქნებაო. შვილს საკმაოდ კარგად იცნობ-
და და ეჭვი არ ეპარებოდა, მისი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა
ფრენკის დასაბრუნებლად. ჰოდა, არ იტყოდა ამ ერთ სიტყვას ფი,
არასოდეს არ იტყოდა. მარცხით გამწარებულს ამქვეყნად დიდხანს
ყოფნა თუ ეწერა, უსიტყვოდ უნდა აეტანა ყველაფერი. თვითონ არ
აურჩევია პედი, მაგრამ თვლიდა, რომ არასოდეს დაბადებულიყო
მასზე უკეთესი მამაკაცი. ფი მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც გა-
უსაძლისად, აუტანლად განიცდის ყველაფერს, თან ისეთი მკაცრი
გამოცდა გამოევლო... ლამის ოცდახუთი წელიწადი ცდილობდა
გრძნობების გულში ჩაკვლას და სჯეროდა, რომ ბოლოს გაიმარ-
ჯვებდა, უდრეკობა დაუფასდებოდა.

უსასრულო, რიტმულ ფერხულში აგრძელებდა ცხოვრება ტრი-


ალს. ზაფხულშიც ისევ გაწვიმდა. მუსონური წვიმები არ ყოფილა,
მაგრამ მაინც საკმარისად გადმოწვიმა იმისთვის, რომ ნაკადულიც
ადიდებულიყო, წყლის ავზებიც ავსებულიყო, ფესვგამომხმარ ბა-
ლახსაც დასდგომოდა საშველი და გადარეცხილიყო მტვერიც, მა-
ლულად რომ ედებოდა ყველაფერს.
წელიწადის დროის შესაფერის საქმეებში ჩაერთნენ მამაკაცები.
ლამის ეტირათ, ისე უხაროდათ, ცხვრის ხელით გამოკვება აღარ
მოგვიწევსო. ბალახიც კარგა ხანს არ მოილია და თან ფოთლიანი
ხეებიდან ჩამოკაფულ ტოტებსაც ახმარდნენ შიგადაშიგ, თუმცა ჯი-
ლენბოუნის ყველა ფერმაში როდი იყო ასე. სად რამდენი პირუტყვი
ეყოლებოდათ, თავიდან ბოლომდე მეპატრონეზე იყო დამოკიდებუ-
ლი. მაგალითად, უზარმაზარ დროჰედაში ნაკლებ საქონელს აჩერ-

175
ებდნენ, რის გამოც ბალახი სხვებზე გაცილებით დიდხანს ჰყოფნი-
დათ.
დოლიდან მოყოლებული რამდენიმე კვირა მეცხვარის კალენ-
დარში ყველაზე დაძაბულ პერიოდად ითვლებოდა. არც ერთი ბატ-
კანი არ უნდა დაჰკარგოდათ, კუდის წვერები უნდა დაეჭრათ ყვე-
ლასთვის, ყურზე ნიშანი დაედოთ და, საჯიშედ რომ არ გამოადგებო-
დათ, ისეთი ერკემლები უნდა დაეკოდათ. ბინძური საქმე იყო, საზა-
რელი – სისხლში იყვნენ ხოლმე ამოლუმპულები, რადგან მოკლე
დროში ათასობით მამალ ბატკანთან გამკლავების ერთადერთი გზა
არსებობდა. მოიქცევდნენ სათესლე ჯირკვლებს თითებს შორის,
ამოგლეჯდნენ და დაანარცხებდნენ მიწას. თუნუქის ზონარშემოჭე-
რილი კუდები კი ერთნაირად აჭკნებოდა ნეზვსაც და ერკემალსაც.
აღარ კვებავდა სისხლი ქსოვილებს და ბატკნებსაც კუდები უშუპდე-
ბოდათ, უხმებოდათ და სძვრებოდათ.
მსოფლიოში საუკეთესო სამატყლე ჯიშის ცხვარი იცოდა ავსტრა-
ლიაში, თან იმდენი, სხვა არც ერთ ქვეყანაში რომ არ ჰყავდათ. არა-
და, მუშახელის ნაკლებობას განიცდიდნენ. საუკეთესო ნედლეუ-
ლისგან საუკეთესო მატყლის მისაღებად მოემართათ ყველაფერი.
შეპარსვა ავიღოთ. უკანალთან ცხვარს სკორე უსვრიდა ბეწვს, ჩა-
უშავდებოდა, დაუკოშტდებოდა, დაებურდებოდა და გაევსებოდა ბუ-
ზის კვერცხით ბალანი. სწორედ ამ ადგილას უნდოდა ბეწვს შეპარ-
სვა, ხელის წაშველება. არც იმდენი ჯაფა ადგებოდათ მკრეჭავებს,
მაგრამ სიამოვნებისა რა მოგახსენოთ... ბუზიც ეხვეოდათ და სიმ-
ყრალეშიც უწევდათ მუშაობა. არადა, ჩვეულებრივზე უკეთესად უხ-
დიდნენ.
მერე სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაემუშავებინათ ცხვარი.
ყველა მხრიდან მორეკავდნენ ათასობით მოკიკინე, მოკუნტრუშე
არსებას და ტკიპა თუ სხვა პარაზიტები რომ არ დასეოდათ, სათითა-
ოდ ჩააყურყუმალავებდნენ ფენილის ხსნარში. ამას წამლის შესხმა
მოჰყვებოდა – უზარმაზარ შპრიცებს საქონელს ყელში თუ ჩას-
თხრიდნენ და სპეციალურ სითხეს ისე ჩაასხამდნენ, ნაწლავური პა-
რაზიტებიც ვეღარაფერს დააკლებდნენ ფარას.

176
მოკლედ, ფერმაში საქმე არ ილეოდა... ერთ სამუშაოს მოილევ-
დნენ და მეორე იყო საკეთებელი. შეყრიდნენ ერთად ცხვარს, გა-
დათვლიდნენ, გადაახარისხებდნენ, გადარეკავდნენ ერთი საძოვ-
რიდან მეორეზე, გააცალკევებდნენ მაკესა და დაუმაკებელს, გაკ-
რეჭდნენ, შეპარსავდნენ, დეზინფექციას ჩაუტარებდნენ, წამალს ჩა-
აყლაპებდნენ და ზოგს დაკლავდნენ, ზოგს გასაყიდად გააგზავნიდ-
ნენ.
დროჰედაში ცხვრის გარდა დაახლოებით ათასი სული საუკეთე-
სო ჯიშის მეხორცული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც ჰყავდათ,
თუმცა მეცხვარეობა უფრო შემოსავლიანი საქმე იყო და ამიტომ,
ხელს თუ არაფერი უშლიდათ, დაახლოებით ას ოცდახუთი ათას
სულ ცხვარს მოაშენებდნენ ხოლმე, ანუ ერთ სულს ყოველ ორ აკ-
რზე. მერინოსის ჯიშის ცხვარს ხორცად არასოდეს ყიდდნენ, თუმცა
როცა პირუტყვის ხნოვანების გამო მატყლის ხარისხი იკლებდა,
სათრიმლაოებსა და სასაკლაოებში ამწესებდნენ, საიდანაც ნედლი
მასალა ტყავის, ლანოლინის, სასანთლე თუ სასაპნე ქონის ანდა წე-
ბოს მწარმოებლებთან ხვდებოდა.
ნელ-ნელა ავსტრალიურ ლიტერატურასაც სხვა თვალით შეხე-
დეს კლირებმა, რომელთა ცხოვრებაში კითხვას ახლა ბევრად უფ-
რო მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა – დროჰედაში გამოკეტილებს,
ჯადოსნური ბეჭდური სიტყვის გარდა გარე სამყაროსთან სხვა არა-
ფერი აკავშირებდათ. უაჰინისგან განსხვავებით, მამულის სიახლო-
ვეს ერთი ბიბლიოთეკაც არ იყო, საიდანაც წიგნებს გამოიტანდნენ.
ვერსად წავიდოდნენ კვირაში ერთხელ წერილების, გაზეთებისა და
წიგნების წამოსაღებადაც. სამაგიეროდ, მამა რალფი უვსებდათ და-
ნაკლისს. ალაფივით გამოზიდავდა წიგნებს ჯილენბოუნის ბიბლიო-
თეკიდან, მონასტრის თაროებსაც დაუვლიდა, თავისასაც, ბოლოს
კი თვითონაც ვერ მიხვდა, ისე გამართა ავსტრალიური ლიტერატუ-
რის მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელსაც ბლუი უილიამსის სატვირ-
თო ემსახურებოდა. აწყობდნენ და აწყობდნენ მანქანის ძარაზე
ძველ, გაცვეთილ გამოცემებს და დაატარებდნენ დროჰედასა და ბუ-
გელას, დიბან-დიბანსა და ბრაიხ-ი-პოჰს, კანემალასა და ეხ-უშკიეს

177
შორის, როგორმე გონების საზრდოსა და წასასვლელს დანატრე-
ბულ მადლიერ ადამიანებამდე რომ მიეტანათ.
რაკი მკითხველები ძვირფას საგანძურს უხალისოდ აბრუნებ-
დნენ, მამა რალფი და მონაზვნები კი გულდასმით აღრიცხავდნენ,
სად რომელ წიგნს იტოვებდნენ ყველაზე დიდხანს, მერე რამდენიმე
ანალოგიურ ეგზემპლარს შეუკვეთდა ხოლმე მოძღვარი ჯილის სა-
ინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით და თავაზიანად დაავალებდა
მერი კარსონს, წმინდა ჯვრის ავსტრალიური ლიტერატურის მოყვა-
რულთა საზოგადოებას ესა და ეს წიგნები უნდა შესწიროთო.
იმხანად დიდი გამართლება იყო, წიგნში ვინმე ვინმეს უმანკოდ
თუ აკოცებდა. ერთ ეროტიკულ პასაჟსაც ვერსად გადააწყდებოდი,
სისხლი რომ აეჩქროლებინა. შესაბამისად, მოზრდილებისა და წა-
მოჩიტული ბავშვების საკითხავს შორის მაინცდამაინც მკაფიო მიჯ-
ნაც არ არსებობდა. არც ის ითვლებოდა სირცხვილად, პედის ასაკის
კაცს ყველაზე მეტად ის წიგნები რომ უყვარდა, რომლებზეც მისი
შვილები გიჟდებოდნენ: „დოტი და კენგურუ“, ბილაბონგის სერია ჯი-
მის, ჰორასა და უოლის შესახებ, მისის ენიას განის უკვდავი „ჩვენ
არარსებულ ქვეყანაში“.
ღამღამობით ხმამაღლა, რიგრიგობით კითხულობდნენ ბანჯო
პატერსონსა და სი-ჯეი დენისს. აფორიაქებდათ „სნოუირიველი კა-
ცი”, იცინოდნენ „სენტიმენტალურ ჯეელსა“ და მასში ნახსენებ დო-
რინზე, ჯონ ო'ჰარას „მცინარი მერის" გამო კი ჩუმ-ჩუმად იცრემლე-
ბოდნენ.

„მივწერე და მოვიკითხე, გავუგზავნე წერილი,


წლების წინათ ტბისპირეთში გაცნობილი მკრეჭავი.
ალალბედზე წავაწერე: „კენსლი ოვერფლოელი“,
პასუხმა კი გამაოცა, ვერ ვიცანი ნაწერი,
თანაც კუპრში კალმის ნაცვლად ეწოთ ფრჩხილი ნალესი.
მწერდა მისი ამხანაგი მკრეჭავობის საქმეში.
სიტყვა-სიტყვით მოგახსენებთ, რაც მახარა, ამბები.
„კლენსი ქუინსლენდს გაეშურა, გადარეკა ფარები;

178
მისი გზა და მისი კვალი აღარ იცის არავინ“.
ამ ჩემს წაჯექუკუჯექა ფიქრებს რაღა უნდოდათ?
გამიელვა, ალბათ, კლენსი კუპერისკენ გასწევდა –
დასავლელი მენახირე იქით მეტად გაბევრდა.
წარმომიდგა, ზანტად მიდის ცხვარი ცხვარზე მიბმული,
ცხენით მისდევს ჩემი კლენსი ლაღად ამღერებული.
ქალაქელი რას გაიგებს მწყემსთა სიამტკბილობას?
კორდებიდან გადმოსძახებს მეგობარი გულთბილად,
ჩქერის ჩქამი შეერევა სუსტი სიოს დაბერვას
და ჰა, კლენსიც დაინახავს საუცხოო ზმანებას,
დღისით ველებს მზედაკრულებს, ღამით კიდევ სასწაულს,
მარადიულ ვარსკვლავების სილამაზეს არნახულს“.

ჰო, კლირების საყვარელი პოეტი იყო ბანჯო, „ოვერფლოელი


კლენსი“ კი მათი საყვარელი ლექსი. დიდი ამბავი, უხეიროდ თუ
არახუნებდა ავტორი სიტყვებს – ამისთანა ნაწარმოებებს სწავლუ-
ლი მეცნიერებისთვის არავინ წერდა, ხალხისთვის წერდნენ, ხალ-
ხზე, და ავსტრალიელებიც ასეთ ლექსებს უფრო გეტყოდნენ ზეპი-
რად, ვიდრე ტენისონისა და უორდსუორთის სასკოლო პროგრამაში
შეტანილ სტანდარტულ რამე-რუმეებს, ინგლისით შთაგონებულ,
თავისებურად უხეირო ლექსებს.
კლირებისთვის არაფერს ნიშნავდა არც ნარგიზები, არც ასფო-
დელოები, რადგან ავსტრალიაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ვერც
ერთი ხარობდა, ვერც მეორე. ავსტრალიური პოეზია უფრო გასაგე-
ბი იყო მათთვის – მათი სახლის უკანა ეზო იყო ოვერფლოუ, სასა-
ქონლე გზაზე ცხვრის გადარეკვა-გადმორეკვა კი ‒ ჩვეულებრივი
ამბავი.
სანამ მდინარე ბაროუნის მახლობლად ოფიციალური სასაქონ-
ლე გზისთვის უფასო სამეფო მიწას გამოყოფდნენ, რომელსაც კონ-
ტინენტის აღმოსავლეთ ნაწილის ერთი ბოლოდან მეორეში პირუტ-
ყვის გადასარეკად იყენებდნენ, მანამ ყველას გულს შემოეყრებოდა
ხოლმე მეჯოგეებისა და მათი დამშეული ნახირის დანახვაზე,

179
აქაოდა, ბალახს გააჩანაგებენო. მეხრეებიც ეჯავრებოდათ, ოციდან
ოთხმოცამდე უშველებელ ხარს სკვატერების კუთვნილ საუკეთესო
საძოვრებზე რომ მიაზოზინებდნენ, აი, ოფიციალური სასაქონლე
გზის წყალობით კი მეჯოგეებისა და მეხრეების ამბებიც ლეგენდად
ქცეულიყო და მომთაბარეებსა და მკვიდრ მოსახლეობასაც ნაკლე-
ბი დავიდარაბა ჰქონდათ.
აქა-იქ შეუვლიდა კლირებს მეჯოგეთაგან რომელიმე დასალაპა-
რაკებლად, კათხა ლუდის დასალევად ან ოჯახური კერძის დასაგე-
მოვნებლად და ისინიც გულითადად მასპინძლობდნენ. ზოგჯერ მე-
ჯოგეებს ბებერ, გაქუცულ ორთვალებზე წამოსკუპებული ქალებიც
ახლდნენ. წელში იზნიქებოდნენ ორთვალებში შებმული მუშა ცხენე-
ბი, ისეთები, ფერმაში რომ აღარავის გამოადგებოდა, და ტანზე
ფარდის ფოჩებივით მიყრილ ბარჯებს, ქვაბებს, კარდალებსა და
ბოთლებს დაახრიგინებინებდნენ. ქალები კი... არც მათზე მხიარუ-
ლი ქალი მოიძებნებოდა მთელ აუტბეკში, არც მათზე გულჩათხრო-
ბილი. უცნაურები იყვნენ, არც ჭერი ჰქონოდათ ოდესმე, არც გარკი-
ნებული წელი გაემართათ კაპოკის ლეიბზე. დადიოდნენ კაინუნასა
და პარუს, გუნდიუინდისა და განდაგაის, მდინარე კეთრინსა და მდი-
ნარე კერის შორის და კაციშვილს არასოდეს არაფერში ეჯობნა მათ-
თვის. ისეთივე ამტანები იყვნენ, როგორც დაუდგრომელი მიწა მათ
ფეხქვეშ. შვილებიც ჰყავდათ, მზით გაჩახჩახებულ ხეებს შეფენილი
ჩიტებივით მოუხელთებელი, მორცხვი ბავშვები, რომლებიც ან გა-
უბედავად მისდევდნენ გაქუცულ ორთვალებს ანდა შეშის უკან იმა-
ლებოდნენ, სანამ მათი მშობლები ჩაის სვამდნენ და ზღაპრებს ჰყვე-
ბოდნენ, მასპინძლებს წიგნებს უცვლიდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ
ვინმე ჰუპირონ კოლინზსა თუ ბრამბი უოტერსს აბდაუბდა დანაბა-
რებს გადასცემდნენ. მოგიყვებოდნენ პომიზე, გნარლანგერ ახალ-
ბედა მუშაზე გასაოცარ ამბებს და მიხვდებოდი, რომ საკუთარ ფეს-
ვებს მოწყვეტილ ყარიბებს სამარე გაეჭრათ და მიწისთვის შვილი,
ცოლი, ქმარი ან ამხანაგი მიებარებინათ, სადღაც სასაქონლე გზაზე,
ევკალიპტის ქვეშ, რომელიც თვითონ არასოდეს დაავიწყდებოდათ,
განსხვავებით მათგან, ვინც არ უწყოდა, რომ შეიძლება, გულმა უსი-

180
ერში ერთი ხე გამოარჩიოს, დაისაკუთროს.

მეგის წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან ჩნდებოდნენ ბავშვები.


თითქოს ყველას და ყველაფერს პირი შეეკრა, ოღონდაც გოგონას
ამ უბრალო ცხოვრებისეული ჭეშმარიტების შეცნობის გზა მოსჭრო-
და. მამამისსაც მკაცრად გაემიჯნა ოჯახში ქალისა და კაცის საქმე.
არაფრის დიდებით არ დაილაპარაკებდნენ არც ის, არც ბიჭები ქა-
ლების თანდასწრებით, მაგალითად, პირუტყვის მოშენებაზე ან შეწ-
ყვილებაზე, არც წელზემოთ შიშვლები დაენახვებოდნენ ქალებს.
არც ისეთი წიგნები ჩაჰქონდა ვინმეს დროჰედაში, რომლებშიც ბავ-
შვი რაიმე სახის მინიშნებას წააწყდებოდა და არც თავისი ასაკის ამ-
ხანაგები ჰყავდა მეგის, ცოტა რომ გაენათლებინათ. საოჯახო საქ-
მეების ჭაპანში შებმულმა ისიც კი არ იცოდა, პირუტყვში რა როგორ
ხდებოდა.
ყველაზე დიდ საძოვარზე, რაც კი საქონელი ჰყავდათ, ლამის
ყველა სტერილიზებული იყო. არ ნებავდა ცხენების მოშენება მერი
კარსონს. ბუგელელი მარტინ კინგისგან ყიდულობდა. არც ულაყე-
ბის შენახვაზე იმტვრევდნენ თავს – არ ჰყავდათ ულაყები მორჩა. აი,
ხარი კი ჰყავდათ, ველური, სასტიკი არსება, რომლის ბაკთანაც კა-
ციშვილს არ აჭაჭანებდნენ და მეგისაც ისე ეშინოდა, სიახლოვესაც
არ ეკარებოდა იქაურობას.
საძაღლეებში ჯაჭვით დაბმული ძაღლების შეწყვილების საქმეს
ხან მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი და გამჭრიახი პედი ხელ-
მძღვანელობდა, ხან ბობი. შესაბამისად, საძაღლეებთანაც არავინ
დაადგმევინებდა მეგის ფეხს. არც ღორებზე დაკვირვების დრო
ჰქონდა გოგონას, ისე კი, თან აჭმევდა, თან ეჯავრებოდა ისინი. კაც-
მა რომ თქვას, პაწაწინა ძამიკოების მიხედვის გარდა, არც არაფ-
რისთვის რჩებოდა დრო. ასეა, უმეცრება უმეცრებას შობს. ვერ ამ-
ჩნევს ძილს მიცემული სხეული და გონება იმას, რასაც თავისთავად
აღნუსხავს მცოდნე ადამიანის თვალი.
სადაც იყო, ზაფხულის დამბანგავ სიცხეებს დაიჭერდა და მეგი-
საც თხუთმეტი წელი შეუსრულდებოდა. როგორღაც საცვალზე არ-

181
აერთგვაროვანი ყავისფერი ლაქები შენიშნა, რომლებიც ერთ-ორ
დღეში გაქრა. მაშინ შერცხვა, მაგრამ თვე-ნახევარში იგივე რომ
განმეორდა, შეეშინდა. თავიდან ფიქრობდა, თავის მოსაჭრელი ამ-
ბავი დამემართა, ჩამისვრიაო, მაგრამ მეორედ ეჭვი არ შეჰპარვია,
რომ საცვალს სისხლის ლაქები ემჩნეოდა, სხვა არაფრის. ცოდნით
არ იცოდა, სისხლი საიდან მოსდიოდა და ფიქრობდა, სწორი ნაწლა-
ვიდან იქნებაო. სუსტი სისხლდენა სამ დღეში შეწყდა და ორი თვის
განმავლობაში არ განმეორებულა. არც ის შეუმჩნევია ვინმეს, გო-
გონა საცვლებს ჩუმ-ჩუმად რომ რეცხავდა – ისედაც თითქმის სულ
მეგი რეცხავდა სარეცხს. მესამედ ტკივილიც იგრძნო. არადა, მანამ-
დე გული თუ აერეოდა ხოლმე, მეტი არაფერი. სისხლდენამაც ძა-
ლიან, ძალიან იმატა. გამოაცოცა ტყუპების დაწუნებული საფენები-
დან რამდენიმე და საცვალზე ამოიკრა. ეშინოდა, სისხლს ტანსაც-
მლიდან არ გამოეჟონა.
სასულეთიდან ქარიშხალივით მოვარდნილ სიკვდილს გაეტაცე-
ბინა ჰალი, მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ თვითონ ასე ნელ-ნელა და-
ილეოდა, თავზარს სცემდა. ანდა როგორ უნდა მისდგომოდა იყო
ფისა და პედის? როგორი სათქმელი იყო, უკანა ტანის სამარცხვინო,
დასაძრახი ავადმყოფობის გამო ვკვდებიო? მხოლოდ ფრენკს თუ
გაანდობდა, როგორ იტანჯებოდა, მაგრამ ძალიან შორს ფრენკი და
სად ეძებნა? იმდენჯერ შესწრებოდა, როგორ სვამდნენ ქალები ჩაის
და როგორ ლაპარაკობდნენ სიმსივნეებზე, კიბოზე, ჰყვებოდნენ,
ამა და ამ ავადმყოფობამ მეგობარი, დედა ან და საზარელი, ნელი
სიკვდილით მომიკლაო და ეჩვენებოდა, რომ მუცელში რაღაც ეზ-
რდებოდა, შიგნიდან ჭამდა და მანამ არ მოეშვებოდა, სანამ გულსაც
არ გამოსჭამდა. არა, არ უნდოდა სიკვდილი მეგის, თან ბოლომდე
ვერც სიკვდილის რაობას აცნობიერებდა. იმიერში რა მოელოდა,
ვერც ამას სწვდებოდა მისი გონება. რელიგიაშიც ვერ პოვებდა ნუ-
გეშს, რადგან სარწმუნოებას კანონთა კრებულად უფრო აღიქვამდა,
ვიდრე სულიერ ცხოვრებად. ერთმანეთში ირეოდა თავზარდაცემუ-
ლი გოგონას გონებაში სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც მისი
მშობლები წარმოთქვამდნენ, მშობლების ნაცნობებიც, მონაზვნებ-

182
იც, მღვდლებიც ქადაგებისას, და ბოროტმოქმედებიც წიგნებიდან,
რომლებსაც ჩადენილი ცოდვების გამო საზღაურის მიგებისა ეშინო-
დათ.
ვერაფრით ვერ ეგუებოდა მეგი სიკვდილზე ფიქრს. დაწვებოდა
დასაძინებლად დაბნეული, შეშინებული და ფიქრობდა, რომ სიკ-
ვდილი მარადიული ღამე იყო, ანდა ცეცხლის ალში გახვეული უფ-
სკრული, რომელსაც გადაახტებოდი და ოქროს მინდვრებში ამო-
ყოფდი თავს. ზოგჯერ წარმოიდგენდა, რომ სიკვდილი ფერადი მი-
ნის უჩარჩოო ფანჯრებში შეპარული სხივებით განათებული უზარმა-
ზარი ბუშტი იყო, რომელშიც ანგელოზები დალივლივებდნენ.
მეტისმეტად ჩაიკეტა საკუთარ თავში. ოღონდ მშვიდი, მეოცნებე
სტიუარტივით კი არ განმარტოვდებოდა, ისე გაშეშდებოდა ხოლმე,
გველი რომ მოაჯადოებს მსხვერპლს. დაელაპარაკებოდი და ერ-
თბაშად შეხტებოდა, ატირებულ პატარებს კი ისე დაჰკანკალებდა,
გეგონება, უგულისყურობის გამოსყიდვას ცდილობდა. იშვიათად
თუ გამოუჩნდებოდა თავისუფალი დრო და მაშინაც სასაფლაოზე უნ-
და გაქცეულიყო, ჰალთან, რომელიც ერთადერთი გარდაცვლილი
იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე იცნობდა.
გამორჩენით არავის არ გამორჩენია, გოგონა რომ შეიცვალა,
მაგრამ გასაჭირს იმდენად ოსტატურად მალავდა, ჩათვალეს, ეტყო-
ბა, გაიზარდაო. ერთხელაც არავის უკითხავს საკუთარი თავისთვის,
რა შეიძლებოდა ეგრძნო გაზრდილ მეგის, მას კი წარსულის გაკვე-
თილები მშვენივრად გაეთავისებინა და წარმოუდგენელი თავშეკა-
ვება-თავმოყვარეობით გამოირჩეოდა. არავის არ უნდა სცოდნოდა,
გულში რა ჰქონდა; არასოდეს არაფერი უნდა შესტყობოდა, თან მა-
გალითებიც ისეთი ჰქონდა, გინდ ფის, გინდ ფრენკის და გინდ სტიუ-
არტის სახით... ჰო, მეგის ძარღვებშიც მათი სისხლი ჩქეფდა, ერ-
თნაირი ბუნება ხვდომოდა თითოეულს წილად.
უწინდებურად ხშირად სტუმრობდა დროჰედას მამა რალფი. ხე-
დავდა, როგორ კარგავდა ქალიშვილობაში შესული მეგი სიცოც-
ხლის ხალისს და დარდობდა მის გამო, მერე შეშფოთდა, მერე შე-
ეშინდა. გოგონა მის თვალწინ გამოიფიტა ფიზიკურადაც, სულიერა-

183
დაც. აუტანელი იყო იმის ყურება, როგორ ეცლებოდათ ხელიდან მე-
გი, როგორ ემსგავსებოდა ფის. ისე წამოსჯდომოდა პატარა, წაწვე-
ტებულ სახეზე თვალები, თითქოს საზარელი რამ დაენახა; სულ უფ-
რო გამჭვირვალე უხდებოდა მქრქალი, რძისფერი კანი, რომელზეც
არც მზეს დაეხედა ოდესმე, არც ჭორფლი გამოსვლოდა. ასე თუ გაგ-
რძელდა, მეგი საკუთარ კუდს კბილებით ჩაფრენილ გველს დაემ-
სგავსება და ცარიელი თვალებიღა დარჩებაო, ფიქრობდა მამა
რალფი. ფიქრობდა, მყიფე ნაცრისფერი სინათლის მოხეტიალე
სხივს დაემსგავსება, რომელსაც მხოლოდ მაშინ თუ დალანდავ,
როცა ჩამუქებული აჩრდილები თეთრ კედლებზე მალვით ალაციც-
დებიანო.
ძალას დაატანდა და მაინც ათქმევინებდა, რა სჭირდა. არადა,
თავის დღეში რომ არ ეჭირვეულა, ისე ჭირვეულობდა იმხანად მერი
კარსონი. ეჭვიანობდა ყოველი წუთის გამო, რომელსაც მოძღვარი
უფროსი მეცხვარის სახლში ატარებდა. რომ არა უსაზღვრო მოთმი-
ნება, მახვილგონიერება და ნართაული ლაპარაკი, აუცილებლად
შეატყობდა თავკერძა ქალბატონი, ერთი სული რომ ჰქონდა, მის წი-
ნააღმდეგ გაელაშქრა; თანაც ყოველთვის როდი სძალავდა მეგითი
უჩვეულო გატაცება პოლიტიკოსის საკადრის შორსმჭვრეტელობასა
და მსუბუქ ეიფორიას, რომელსაც მომხიბვლელ მამა რალფს კაპარ-
ჩხანა, ჯიუტ მერი კარსონზე გამარჯვების მოლოდინი განაცდევინებ-
და... დიახ, თან ერთადერთ ადამიანზე ზრუნვის სურვილი ერეოდა
და აფორიაქებდა მამა რალფს, თან იძულებული იყო ეღიარებინა,
რომ მის გულში პატივმოყვარე ტირანის დამარცხებისა და გაბრიყ-
ვების სასტიკ ჟინსაც დაებუდებინა. იმდენ ხანს ნატრობდა მამა
რალფი ბებერი ობობას დამარცხებას ვერ მოერეოდა მერი კარსო-
ნი, ვერა!
როგორც იქნა, დაუძვრა მამა რალფი მერი კარსონს და შურის-
გების ანგელოზის მქრქალი ფიგურის ქვეშ, რომელსაც შურისგები-
სა არაფერი ეტყობოდა, შეყუჟულ საფლავზე წამოადგა თავს მობუ-
ზულ მეგის. უცქერდა გოგონა ნაყალბევად სენტიმენტალურ, მშვიდ
ანგელოზს და ეტყობოდა, რომ რაღაცის ეშინოდა, მოძღვარს კი

184
მგრძნობიარესა და უგრძნობს შორის უდიდესი განსხვავება მოხვდა
თვალში. ისე, რა ესაქმებოდა სასაფლაოზე მამა რალფს? გამოჩერ-
ჩეტებული ბებერი დედალივით რას დასდევდა მეგის? განა ფის ან
პედის არ უნდა გაერკვიათ, რა სჭირდა მათ შვილს? კი, მაგრამ ვე-
რაფერს ამჩნევდნენ მშობლები მეგის, არ ნიშნავდა მეგი მშობლე-
ბისთვის იმდენს, რამდენსაც ‒ მისთვის, თანაც მღვდელი იყო მამა
რალფი და ყველა მარტოსულისა და სასოწარკვეთილის ნუგეშისცე-
მა ევალებოდა. აუტანელი იყო უბედური გოგონას ყურება, თუმცა
ისიც აფრთხობდა მღვდელს, რომ თვითონ, გარემოებათა გამო,
სულ უფრო მეტად ეჯაჭვებოდა მას. მეგისთან დაკავშირებული ამბე-
ბისა და მოგონებების მთელ არსენალს ინახავდა მისი გონება და
ეშინოდა. სასწორის ერთ თეფშზე მეგისადმი სიყვარული და სულიე-
რი თანადგომის სამღვდლო მისწრაფება იდო, მეორეზე – შიში, რომ
ადამიანთაგან რომელიმე მის გარეშე ვერ იცოცხლებდა, და რომ
თვითონაც ვერ იცოცხლებდა უმისოდ.
მეგის თავი ჩაექინდრა და ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო, შო-
რიდანვე გაიგონა, როგორ მიაბიჯებდა ვიღაც ბალახზე და გვერდზე
მიიხედა. შორიახლოს ჩამოჯდა მამა რალფიც და მკლავები მუხლებ-
ზე შემოიჭდო. შესამოსლის ერთმანეთზე მიყრილ ნაკეცებშიც კი გა-
არჩევდით, რამდენად მოხდენილი აღნაგობა ჰქონდა. იცოდა, გო-
გონა კითხვებზე თავის არიდებას შეეცდებოდა და გადაწყვიტა, მი-
ეთმოეთობას აზრი არა აქვსო.
– რა ხდება, მეგი?
– არაფერი, მამაო.
‒ არ მჯერა.
– გთხოვთ, მამაო, გთხოვთ... არ შემიძლია, ვერ გეტყვით.
– ოი, ურწმუნო მეგი... შეგიძლია, ამქვეყნად ყველაფერი მით-
ხრა. ამიტომ ვარ აქ, ამიტომ ვარ მღვდელი. უფლის რჩეული ვარ,
მას წარმოვადგენ დედამიწაზე, მისი სახელით ვისმენ ყველაფერს.
მისი სახელით მიტევებაც კი შემიძლია. არ არსებობს უფლისაგან
შექმნილ სამყაროში ისეთი არაფერი, ნამცეცა მეგი, მან და მე მიტე-
ვება რომ ვერ შევძლოთ. უნდა მითხრა, რა ხდება, საყვარელო. თუ

185
ვინმეს შეუძლია დაგეხმაროს, მე ვარ. სანამ ცოცხალი ვარ, ყოველ-
თვის გვერდში დაგიდგები და ვიზრუნებ შენზე. ჩათვალე, შენი მფარ-
ველი ანგელოზი ვარ, თავზე რომ დაგყურებს, მარმარილოს ამ ნა-
ტეხზე ბევრად მეტი შემიძლია, – თქვა მოძღვარმა, ღრმად ჩაისუნ-
თქა და გოგონასკენ დაიხარა, – თუ გიყვარვარ, მითხარი, მეგი.
მეგიმ გადაჭდობილი თითები კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ერ-
თმანეთს და ამოთქვა:
– მამაო, კიბო მაქვს. ვკვდები.
ისე ერთბაშად მოეშვა გულზე, კინაღამ სიცილი წასკდა მამა
რალფს, მერე კი გოგონას მოცისფრო, გაცრეცილ კანსა და გამხდარ
მკლავებზე გადაიტანა მზერა. თავზარი დასცა უსამართლობის გრ-
ძნობამ. ლამის ეტირა, ეყვირა, ეკივლა, ცა და დედამიწა შეეძრა.
არა, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, ტყუილუბრალოდ ხომ არ წარ-
მოიდგენდა მეგი ასეთ რამეს?
‒ ძვირფასო, საიდან იცი? – იკითხა მოძღვარმა, პასუხი კი მხო-
ლოდ მას შემდეგ გასცეს, რაც გაუცნობიერებლად მიუტანა თავი ტუ-
ჩებთან მეგის, თითქოს მისგან აღსარება უნდა მოესმინა. ხელიც აი-
ფარა სახეზე, ლამაზი ყური მიუშვირა, აქაოდა, რაც უნდა იყოს, მზად
ვარ, მოგისმინოო.
– ექვსი თვის წინ დაიწყო, მამაო. მუცელი საშინლად მტკივა
ხოლმე, მაგრამ ისე არა, ნაღვლის გამო რომ იცის. ოი... მამაო... ძა-
ლიან ბევრი სისხლიც მომდის.
ანგარიშმიუცემლად გადააგდო უკან თავი მამა რალფმა. არადა,
სააღსარებოში არასოდეს დამართოდა ასეთი რამ. მერე დამორ-
ცხვებულ, თავდახრილ მეგის დააცქერდა და ერთბაშად იმდენი
გრძნობა შემოაწვა, ცოტათი დაიბნა. შვებაც იგრძნო, ჰო, სულელუ-
რად მოეშვა გულზე და თან ისე გაბრაზდა ფიონაზე, ალბათ, მოკ-
ლავდა. უსაშველოდაც უხერხულობდა და თან აღფრთოვანებასა და
რიდს იწვევდა მასში ამდენი რამის ამტანი პატარა გოგო.
მეგისი არ იყოს, თავისი დროების ტუსაღი ბრძანდებოდა მამა
რალფიც. დუბლინიდან დაწყებული, ჯილენბოუნით დამთავრებუ-
ლი, ყველა ქალაქში შეხვედროდა მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებს,

186
რომლებიც სააღსარებოში ეჩურჩულებოდნენ, განზრახ ასაღებდნენ
მოგონილ ამბებს სინამდვილედ, თავში კი მხოლოდ მოძღვარზე
ფიქრი უტრიალებდათ და არ აღიარებდნენ, რომ არ შეეძლოთ მასში
მამაკაცის გაღვიძება. ხან კაცებზე ებუტბუტებოდნენ, რომლებსაც
ათასი გარყვნილება მოსდიოდათ თურმე აზრად, ხან აკრძალულ
თამაშებზე სხვა გოგონებთან, ხანაც ჟინსა და მრუშობაზე, ერთ-ორ
მათგანს კი, მათ, ვისაც სხვებზე მდიდარი წარმოსახვით გამოეჩინა
თავი, მღვდელთან კავშირის დეტალებიც კი გაემხილა. ოდნავადაც
არ აღელვებდა მამა რალფს ეს ამბები. ისმენდა და გულისრევის
მეტს არაფერს გრძნობდა – სემინარიაგამოვლილ და თანაც მისი
ჭკუამოწყობილობის მღვდელთან ამისთანა აღსარებებით ვერა-
ფერს გახდებოდი, მაგრამ გოგონებიდან არც ერთს, არასოდეს არ
ეხსენებინა თავისი სხეულის ცხოველქმედების საიდუმლო, მისი
განსაკუთრებული და დამამცირებელი ნაწილი.
როგორც უნდა ეცადა თავის ხელში აყვანა მამა რალფ დე ბრიკა-
სარს, მაინც ეწვოდა ხორცი. ჰოდა, იჯდა მეგისკენ ნახევრად ზურ-
გშექცევით, სახეზე ხელი აეფარებინა და იმის გამო, რომ ცხოვრება-
ში პირველად გაწითლდა, საშინლად იტანჯებოდა, ოღონდ მისი ტან-
ჯვა მეგის არაფერს უმსუბუქებდა. როდესაც დარწმუნდა, სახეზე ალ-
მური აღარ ამდისო, ფეხზე წამოდგა, მეგიც ააყენა, მარმარილოს
ბრტყელ კვარცხლბეკზე ჩამოსვა და წინ დაუდგა.
– შემომხედე, შემომხედე, მეგი.
შეშინებულმა გოგონამ თავი ასწია და მღვდლის მოღიმარი სა-
ხის დანახვაზე უმალ ენით აუწერელი სიმშვიდე დაეუფლა. რა გააღი-
მებდა მამა რალფს, თუკი მეგი კვდებოდა? მშვენივრად იცოდა, რამ-
დენად ძვირფასი იყო მისთვის. არასოდეს დაუმალავს მოძღვარს,
რამდენად ეძვირფასებოდა მეგი.
– არც კიბო გაქვს და არც კვდები. წესით, ამაზე მე არ უნდა გე-
ლაპარაკებოდე, მაგრამ ასე აჯობებს. წლების წინ დედა უნდა დაგ-
ლაპარაკებოდა, უნდა შეემზადებინე. არ მესმის, რატომ არ მოიქცა
ასე, – თქვა მოძღვარმა, თავს წამომდგარ მარმარილოს იდუმალ ან-
გელოზს ახედა და, როგორც იცოდა, მოგუდულად გაიცინა, შეჰღა-

187
ღადა, უფალო ღმერთო, რის გაკეთებას აღარ მარგუნებო და განაგ-
რძო, – წლები რომ გავა, რომ გაიზრდები და უკეთ გაერკვევი, ცხოვ-
რებაში რა როგორ ხდება, შეიძლება, დღევანდელი დღის გახსენე-
ბაზე იუხერხულო, შეგრცხვეს კიდეც, მაგრამ არ გინდა, მეგი... ამაში
არაფერია არც სამარცხვინო, არც საუხერხულო. ახლა, როგორც
ყველა საქმეში, მე მხოლოდ იარაღი ვარ ღვთის ხელში. ესაა ჩემი
ერთადერთი დანიშნულება ამ ქვეყნად. ვერ დავუშვებ, ასე არ იყოს.
ძალიან შეშინებულს დახმარება გჭირდებოდა და უფალმაც დამხმა-
რე გამოგიგზავნა ჩემი სახით. მხოლოდ ეს გახსოვდეს, მეგი. გახ-
სოვდეს, რომ უფალს ვემსახურები და მისი სახელით ვლაპარაკობ.
ყველა ქალს ასე ემართება, მეგი. თვეში ერთხელ რამდენიმე დღის
განმავლობაში სისხლდენა აქვთ. თორმეტი-ცამეტი წლის ასაკში იწ-
ყება ხოლმე. შენ რამდენის ხარ ახლა?
– თხუთმეტის, მამაო.
‒თხუთმეტის? ნუთუ? – თავი გააქნია მამა რალფმა. გაუჭირდა
მეგის ნათქვამის დაჯერება, – უნდა დაგიჯერო, სხვა რა გზაა... გამო-
დის, გოგონების უმეტესობასთან შედარებით გვიან დაგწყებია, მაგ-
რამ დაახლოებით ორმოცდაათ წლამდე ყოველ თვე ასე იქნება. ზო-
გიერთმა ქალმა საერთოდ არ იცის ტკივილი, ზოგს ძლიერი ტკივი-
ლები აქვს. არავინ იცის, ასე სხვადასხვანაირად რატომ ხდება. სიმ-
წიფის ნიშანია ყოველთვიური სისხლდენა. იცი, სიმწიფე რას ნიშ-
ნავს?
– რა თქმა უნდა, მამა რალფ, წამიკითხავს. მოწიფული ნიშნავს
დიდს.
– ჰო, დაახლოებით ასეა. სანამ ქალს სისხლდენა აქვს, შვილის
გაჩენაც შეუძლია. გამრავლების ნაწილია ამგვარი სისხლდენა.
ნათქვამია, რომ დაცემამდე ევას მენსტრუაცია არ ჰქონია. ჰო, მენ-
სტრუაცია, მენსტრუაციის ქონა ჰქვია ამას. მერე ადამი და ევა დაეც-
ნენ და ღმერთმაც მამაკაცზე მეტად ქალი დასაჯა – სინამდვილეში
მისი ბრალი იყო, რომ დაეცნენ, მან აცდუნა კაცი. გახსოვს, რა ეწერა
„ბიბლიურ ისტორიაში?“ „ტანჯვით შობ შვილებს“. ამით ღმერთმა
თქვა, რომ ყველაფერში, რაც ქალისთვის შვილებს უკავშირდება,

188
ტკივილიც იქნებოდა. დიდი სიხარული და დიდი ტკივილი ერთად...
ეს შენი ხვედრია, ხვედრს კი მიღება უნდა, მეგი.
საიდან უნდა სცოდნოდა მეგის, რომ მამა რალფი ასევე ანუგე-
შებდა და დაეხმარებოდა მრევლთაგან ნებისმიერს, თუნდაც ნაკლე-
ბი თანაგრძნობა გამოეხატა, მაინც ძალიან კეთილად მოექცეოდა
ყველას, თუმცა თავისად არასოდეს მიიჩნევდა მის გასაჭირს? ეგებ
არც არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ მისნაირი ადამიანისგან მი-
ღებულ ნუგეშსა და დახმარებას ჰქონდა ყველაზე დიდი ძალა? თით-
ქოს წარმავალი წვრილმანი ყოფილიყოს ყველაფერი, რაზე ფიქ-
რსაც მამა რალფი არ თვლიდა საჭიროდ. თვითონაც არ იცოდა მოძ-
ღვარმა, რატომ ხდებოდა ასე. მასთან დახმარების სათხოვნელად
მისაღებად მისულთაგან არც ერთს არ უგრძნია, რომ ზემოდან უყუ-
რებდნენ ანდა კიცხავდნენ სისუსტის გამო. ბევრი მღვდელი იყო ისე-
თი, მრევლს დანაშაულის გრძნობას რომ უღვივებდა, უნერგავდა,
უმაქნისი უტიფრები ხართო, მაგრამ მამა რალფზე ამას ვინ იტყოდა?
სჯეროდათ, რომ თავისი დარდი და ბრძოლები ჰქონდა რალფ დე
ბრიკასარსაც, შეიძლება, მათთვის უცხო და მიუწვდომელი ბრძო-
ლები, მაგრამ ისეთივე ნამდვილი, როგორც თითოეული მორწმუნის
განსაცდელი. ჰო, არ იცოდა მამა რალფმა და, ალბათ, ვერც დააჯე-
რებდი, რომ მისი ხიბლი და მიმზიდველობა მეტწილად არა მისი შე-
სახედაობის, არამედ განკერძოებული, ლამის ღვთაებრივი და მა-
ინც ძალიან ადამიანური ბუნების დამსახურება გახლდათ.
როგორც თანასწორს, ისე ელაპარაკებოდა შეჭირვებულ გოგო-
ნას მოძღვარი, ზუსტად ისე, როგორც ფრენკი დაელაპარაკებოდა,
ოღონდ მამა რალფი ფრენკზე უფროსიც იყო ასაკით, უფრო ჭკვი-
ანიც და უფრო განათლებულიც, მეტად შეიძლებოდა მისი ნდობა.
მერე როგორი სასიამოვნო, ხავერდოვანი ხმა ჰქონდა?! მის ბრიტა-
ნულ აქცენტსაც სულ, სულ ცოტათი დაჰკრავდა ირლანდიური ხმო-
ვანება. ერთი ხელის მოსმით გადაავიწყა მერის შიშიცა და გამოვ-
ლილი ტანჯვა-წამებაც. ყმაწვილური ცნობისმოყვარეობით აღსავ-
სეს უნდოდა, ყველაფერი სცოდნოდა, რისი ცოდნაც შეიძლებოდა
და სულ არ დაგიდევდათ დამაბნეველ შეხედულებებს ადამიანებისა,

189
სულ მუდამ რომ დაეძებდნენ, ვის რა ექნა და არ აინტერესებდათ,
რატომ. განა მეგობრები არ იყვნენ ის და მამა რალფი? განა გულით
არ უყვარდა მოძღვარი, არ ეთაყვანებოდა? განა ცის თაღზე ამოსუ-
ლი მეორე მზე არ იყო იგი მისთვის?
– თქვენ რატომ არ უნდა მელაპარაკებოდეთ, მამაო? რატომ
თქვით, დედა უნდა დაგლაპარაკებოდაო?
– იმიტომ, რომ ამაზე ქალები მარტო ერთმანეთს ელაპარაკები-
ან. უბრალოდ დაუშვებელია მამაკაცების, გინდ ბიჭების თანდას-
წრებით მენსტრუაციის ან თვიურის ხსენება, მეგი. ქალი ქალს თუ
დაელაპარაკება ამაზე და მორჩა, – თავი გააქნია მამა რალფმა და
იქვე გაეცინა, – გულახდილად რომ გითხრა, არ ვიცი, რატომაა ასე.
მეტიც, ჩემი ნება რომ იყოს, სხვანაირად იქნებოდა, ოღონდ შენ სიტ-
ყვაზე უნდა მენდო და კაციშვილთან არაფერი არ უნდა დაგცდეს, დე-
დაშენის გარდა. მე რომ მელაპარაკე, მასაც ნუ ეტყვი.
– არ ვეტყვი, მამაო, კარგი, – დაჰპირდა მოძღვარს მეგი. მაინც
რამდენად ძნელია დედობა? რამდენი პრაქტიკული რჩევის მიცემა
არ უნდა გამოგრჩეს?
– სახლში წადი და დედას უთხარი, რომ სისხლდენა გაქვს, მეგი.
სთხოვე, აგიხსნას, როგორ უნდა მოიწესრიგო თავი.
– დედასაც ასე ემართება?
‒ ყველა ჯანმრთელ ქალს ემართება ასე, მხოლოდ მაშინ არ
მოსდით სისხლი, როცა ბავშვს ელოდებიან. დაიბადება ბავშვი და
მერე ისევ... ამით ხვდებიან ქალები, რომ ბავშვი ეყოლებათ.
– სანამ ბავშვი დაიბადება, რატომ აღარ მოსდით სისხლი?
– არ ვიცი. ბოდიში, მართლა არ ვიცი, მეგი.
– მამაო, უკანა ტანიდან რატომ მომდის სისხლი?
კი არ ახედა, თვალები გაუკვესა მოძღვარმა ანგელოზს, უშფოთ-
ველად რომ დასჩერებოდა და ქალების საწუხარი სულ არ ანაღ-
ვლებდა. ერთობ საჩოთირო მდგომარეობაში იყო მამა რალფი –
თან ხვდებოდა, რომ ცოდნის წყარო გამხდარიყო მეგისთვის, მის-
გან უნდა შეეტყო გოგონას ის, რასაც წიგნში ვერ ამოიკითხავდა,
თან მეტისმეტად კარგად იცნობდა კლირების ქალიშვილს და იცო-

190
და, ოდნავაც რომ შესტყობოდა, რამოდენა უხერხულობას განიცდი-
და, მეგი ისევ ჩაიკეტებოდა და აღარასოდეს ჰკითხავდა რამეს. არა-
და, ისე შეუპოვრობდა პასუხის მისაღებად ჩვეულებრივ გულჩათ-
ხრობილი გოგო... მოკლედ, მოძღვარს ისღა დარჩენოდა, მოთმინე-
ბა მოეკრიბა და ეთქვა:
– უკანა ტანიდან არ მოგდის სისხლი, მეგი. უკანა ტანთან გამო-
სასვლელია დამალული, ბავშვი რომ გამოვიდეს, იმისთვის.
– აი, თურმე საიდან იბადებიან, – იაზრა მეგიმ, – სულ მაინტერე-
სებდა, საიდან ჩნდებოდნენ.
მამა რალფს გაეღიმა და გოგონა კვარცხლბეკიდან ჩამოსვა.
– სამაგიეროდ, ახლა იცი. როგორ იბადებიან, ის თუ იცი, მეგი?
– ვიცი, აბა, რა, – თავმომწონედ დაუდასტურა გოგონამ მოძ-
ღვარს, აქაოდა, რაღაც მაინც მცოდნიაო, – მუცლით უნდა ატარო,
მამაო.
– მუცელში როგორღა უნდა აღმოჩნდეს ბავშვი?
– უნდა გინდოდეს, რომ გააჩინო.
– ვინ გითხრა?
– არავინ, თვითონ მივხვდი.
ეს იყო და თვალები მილულა მღვდელმა. გაიფიქრა, ალბათ, სი-
ლაჩრეს ვერავინ დამწამებს, ყველაფერს ისე თუ დავტოვებ, რო-
გორც არისო. მორჩა, გათავდა! რამდენად დიდიც უნდა ყოფილიყო
მეგისადმი მისი სიბრალული, მეტად მისი დახმარება მის ძალას
აღემატებოდა.

ნოემბრის დასაწყისში მერი კარსონი სამოცდათორმეტი წლის


ხდებოდა და ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში დროჰედა-
ში უდიდესი წვეულების გადახდასაც გეგმავდა. წელიწადის ამ დროს
ავსტრალიაში უკვე ცხელოდა, თუმცა ჯილენბოუნში თვლიდნენ,
რომ ამინდს ჯერჯერობით არა უშავდა რა.
– დაიმახსოვრეთ, მისის სმით! – უჩურჩულა მნე ქალს მინიმ, –
სამ ნოემბერსაა დაბადებული. უსიკვდილოდ დაიმახსოვრეთ!
– რად უნდა ამას ამდენი ლაპარაკი? – შეაგება მისის სმითმაც,

191
რომელსაც კელტური იდუმალების ბურუსში გახვეული მინი გვარია-
ნად უშლიდა დაწყობილ ინგლისურ ნერვებს.
– რად უნდა და, მორიელის ნიშნითაა დაბადებული ქალბატონი.
რა, არა თუ? მორიელი და ისიც ქალი…
– წარმოდგენა არა მაქვს, რაზე ლაპარაკობ, მინი.
– რაზე ვლაპარაკობ და ქალი ვერ დაიბადება ამაზე უარესი ნიშ-
ნით, ჩემო საყვარელო მისის სმით. უხ, ეშმაკის ნაშიერები არიან მაგ
ნიშნით დაბადებული ქალები. კი, კი, – თვალები გადმოკარკლა
კეტმა და იქვე პირჯვარიც გადაიწერა.
– მართლა, მინი, დაუკრეფავში გადადიხართ შენ და კეტი, – შე-
უტია მისის სმითმა, რომელზეც მოახლეების ნათქვამს იოტისოდენა
შთაბეჭდილებაც ვერ მოეხდინა.
მამულში დღითი დღე სულ უფრო მეტად ღელავდა ყველა, მთა-
ვარი სანერვიულო კი წინ ჰქონდათ. ბებერი ობობა კი იჯდა თავისი
ნახელავი აბლაბუდის შუაგულში ჩადგმულ სარწეველაში და გან-
კარგულებას განკარგულებაზე გასცემდა. ბრძანებდა, ეს გააკეთეთ,
ის გააკეთეთო, ეს შეინახეთ და ის საკუჭნაოდან გამოიტანეთო...
ორივე ირლანდიელი მოახლე აპრიალებდა ვერცხლეულს და რეც-
ხავდა „ჰალივანდის“ საუკეთესო ხარისხის ფაიფურის ჭურჭელს,
მათვე დაუბრუნეს სამლოცველოს სადარბაზო ოთახის იერსახე, მო-
მიჯნავე ოთახები კი სასადილოს ყაიდაზე მოაწყვეს.
სტიუარტსა და რამდენიმე შავ მუშას კლირების პატარები ხელს
კი უშლიდნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს გაზონის გათიბვაც, ყვავილ-
ნარების სარეველებისგან გაწმენდაც, ესპანური მეტლახით მოგე-
ბულ ვერანდებზე ფილებს შორის ჩამჯდარი მტვრის ასაღებად ნამია-
ნი ნახერხის დაყრაც და დარბაზის იატაკზე ცარცის ფხვნილის მიმო-
ფანტვაც, აქაოდა, სტუმრებს ცეკვისას ფეხი არ დაუცურდეთო. სიდ-
ნეიდან ელოდებოდნენ კლარენს ო’ტულის ორკესტრს, ხამანწკებს,
კრევეტებს, კიბორჩხალებსა და ომარებს. დროებით მოსამსახურედ
აიყვანეს რამდენიმე ქალი ჯილენბოუნიდან. მოკლედ, დუღდა და
გადმოდუღდა მთელი ოლქი რუდნაჰანიშიდან ვიდრე ინიშმერიმდე,
ბუგელამდე და ნარენგანგამდე, მერი კარსონმა კი დრო იხელთა და

192
სანამ მარმარილოს დერეფნები ექოსავით ირეკლავდა საგნების გა-
დაადგილებით გამოწვეულ უჩვეულო ხმაურსა თუ ადამიანების ყვი-
რილს, სარწეველადან წამოდგა, საწერ მაგიდას მიუჯდა, უჯრიდან
პერგამენტის ქაღალდი ამოაცოცა, კალამი სამელნეში ჩააწო და წე-
რას შეუდგა.
გამალებით წერდა და მძიმე რომ მძიმეა, იმაზეც არ დაფიქრებუ-
ლა, სწორად დავსვი თუ არაო. ხუთი წლის განმავლობაში სათითა-
ოდ გაერანდა გონებაში და გაეზეპირებინა ჩახლართული ფრაზები.
წერას მალე მორჩა. სულ ორი ფურცელი გახარჯა, თანაც მეორე
ფურცლის გავსებას მთელი მეოთხედი აკლდა. დაასრულა თუ არა
ბოლო წინადადება, წამით გაირინდა. ისე მიედგათ დიდი ფანჯრები-
დან ერთ-ერთთან ბიურო, რომელსაც თავი ეხდებოდა, ერთი მიხედ-
ვა და დაინახავდი, გაზონებს იქით რა ხდებოდა. ჰოდა, მისწვდა თუ
არა მის სმენას გარედან შემოსული სიცილის ხმა, მიაბრუნა კიდეც
ზანტად თავი დიასახლისმა და სიბრაზისგან ადგილზე გაშეშდა. ჯან-
დაბას მღვდელიც და მისი აკვიატებაცო, გაიფიქრა.
მამა რალფს მეგისთვის ცხენზე ჯდომა ესწავლებინა. როგორც
სოფლელების ოჯახში დაბადებული ქალიშვილი, თავის დღეში არ
მჯდარიყო ცხენზე მეგი, სანამ მოძღვარს ამ დანაკლისის შევსება არ
ეთავა. საკმაოდ უცნაური კი იყო, მაგრამ უბრალო სოფლელი გო-
გონები იშვიათად დადიოდნენ ცხენით. გინდ სოფლად, გინდ ქალა-
ქად, ცხენოსნობა მდიდარი ახალგაზრდა ქალების გასართობად ით-
ვლებოდა. ჰო, მეგისთანა გოგონები ორთვალებსაც ატარებდნენ და
მთელ შებმა საჯაგავ ცხენებსაც იმორჩილებდნენ, ტრაქტორის მარ-
თვაც შეეძლოთ, მანქანისაც კი, მაგრამ ცხენზე ამხედრებულებს იშ-
ვიათად თუ ნახავდით. მეტისმეტად ძვირი უჯდებოდა ოჯახს ქალიშ-
ვილის ცხენოსნობა...
ხმაურით დაყარა მამა რალფმა კლირების სამზარეულოს მაგი-
დაზე ჯილიდან ჩატანილი რეზინებჩადგმული კოჭამდე ჩექმები და
ტვილის ჯოდპურები. ცოტა არ იყოს, გაოცებულმა ახედა მოძღვარს
პედიმ, რომელსაც ნასადილევს წიგნის საკითხავად მოეცალა, და
იკითხა: – მამაო, ეს რა მოგიტანიათ?

193
– საცხენოსნო ტანსაცმელია, მეგისთვის.
– რა? – დაიღრიალა პედიმ.
– რა? – წრიპინით აჰყვა გოგონაც მამას.
– მეგის საცხენოსნო ტანსაცმელია. არა, მართლა, პირველხა-
რისხოვანი ყეყეჩი ხართ, პედი. ახალ სამხრეთ უელსში უდიდესი და
უმდიდრესი მეურნეობის მემკვიდრეს ერთადერთი ქალიშვილი
ცხენზე არასოდეს დაგისვამთ. ერთი, როგორ უნდა დაიმკვიდროს
მეგიმ ადგილი მის კარმაიკლის, მის ჰოუპტონის ანდა მისის ენტონი
კინგის გვერდით? ყველა ცხენოსნობას მისდევს. ცხენზე ჯდომა უნდა
ისწავლოს, გვერდულადაც, გადალაჯებითაც, გესმით? ვიცი, დაკავე-
ბული ხართ და ამიტომ მე ვასწავლი. მოგწონთ თუ არა, მოგიწევთ
შეგუება. ვწუხვარ, რომ კვირაში რამდენიმე საათი მეგი სახლის საქ-
მეებს მოსწყდება და თქვენს ცოლსაც მის გარეშე მოუწევს ფონს გას-
ვლა. სულ ესაა.
ამქვეყნად თუ რამე არ შეეძლო პედის, ეს მღვდელთან კამათი
იყო. მეგიმ მალევე ისწავლა ცხენზე ჯდომა. წლების განმავლობაში
ნატრობდა, ასეთი შესაძლებლობა მისცემოდა, როგორღაც გაბედა
კიდეც და მორიდებულად ჰკითხა მამამისს, თუ შეიძლება, ცხენზე
დავჯდეო, მაგრამ პედის იმწამს გადაავიწყდა ქალიშვილის თხოვნა
და მეგისაც აღარასოდეს დაუსვამს იგივე კითხვა. ჩათვალა, მამამ
დუმილით მიმახვედრა, რომ წინააღმდეგიაო, ახლა კი მოძღვარი
მფარველობდა, მოძღვარს უნდა ესწავლებინა მისთვის ცხენოსნობა
და გულიც სიხარულით ევსებოდა, თუმცა არ ამჟღავნებდა, რას
გრძნობდა – თავისი ასაკის გოგონებისათვის დამახასიათებელ მგზ-
ნებარე გატაცებად გადაჰქცეოდა მეგის მოძღვრისადმი თაყვანის-
ცემა. იცოდა, ასეთი რამ ყოვლად შეუძლებელი იყო, და მაინც აძ-
ლევდა თავს მამა რალფზე ოცნების უფლებას, ფიქრობდა, ნეტავი
რა მოხდება, მკლავები რომ მომხვიოს და მაკოცოსო. ამაზე ფიქრს
არ სცდებოდა მისი ოცნებები. წარმოდგენა არ ჰქონდა, მეტი რა შე-
იძლებოდა მომხდარიყო, არ ეგონა, თუ არსებობდა რამე ამაზე მე-
ტი. იცოდა თუ არ იცოდა, მღვდელზე ასე ფიქრი ცუდ საქციელად
რომ ითვლებოდა, თავს მაინც ვერაფერს უხერხებდა, იმდენი კი შეძ-

194
ლო, მამა რალფს ვერაფერი შეემჩნია, ვერ მიმხვდარიყო, მის აზ-
რებს კალაპოტი უშნოდ რომ ეცვალა.
მისაღები ოთახის ფანჯრიდან უყურებდა მერი კარსონი, როგორ
გამოვიდნენ მამა რალფი და მეგი დიდი სახლის მოპირდაპირედ,
უფროსი მეცხვარის სადგომიდან მოშორებით აშენებული საჯინიბო-
დან. გაძვალტყავებულ ცხენებზე ამხედრებულიყვნენ ფერმის მუშე-
ბი, პირუტყვზე, რომელიც თავლაში არასოდეს შეეყვანათ. უნდო-
დათ, ეზოებში შერეკავდნენ, თუ არა და სხვა ცხენებით შეცვლიდნენ
და მთავარ საძოვარზე გაუშვებდნენ სანავარდოდ. ისე, საჯინიბოე-
ბიც ჰქონდათ დროჰედაში, რომლითაც ბოლო დროს მხოლოდ მამა
რალფი სარგებლობდა. მხოლოდ და მხოლოდ მამა რალფისთვის
დაეყენებინა თავის საჯინიბოში მერი კარსონს ორი ჯიშიანი საჯდო-
მი ცხენი. გაძვალტყავებულ ჯაგლაგებს როგორ აკადრებდა? მთლ-
ად უარიც ვერ უთხრა ქალბატონმა მოძღვარს, როდესაც ამ უკანას-
კნელმა ჰკითხა, თუ შეიძლება, ჩემს ცხენებზე მეგიც დაჯდესო, თა-
ნაც, მართალი იყო მამა რალფი, გოგონა დიასახლისის ძმისწული
იყო და ცხენზე რიგიანად ჯდომაც უნდა სცოდნოდა.
მთელი არსებით ნატრობდა მოხუცი, ან უარის თქმა შესძლებო-
და, ანდა მღვდელთან და მეგისთან ერთად თვითონაც ეჯირითა,
თუმცა არც ერთის თავი ჰქონდა, აღარც მეორის. აღიზიანებდა გა-
ზონზე მოსეირნე, ბრიჯებში, მუხლამდე ჩექმებსა და თეთრი პერან-
გში გამოწყობილი, მოცეკვავესავით მოხდენილი მამაკაცისა და
ჯოდპურებში ჩაცმული თხელ-თხელი გოგონას ცქერა, რომელიც
თან ბიჭს ჰგავდა, თან ლამაზი იყო. თავისუფლად, მეგობრულად იქ-
ცეოდნენ, მაგრამ, ვინ იცის მერამდენედ, მაინც ეკითხებოდა მერი
კარსონი თავს, ჩემ გარდა რატომ არავინ კიცხავს მათ ასეთი ახლო,
მჭიდრო ურთიერთობისთვისო. პედის ძალიანაც მოსწონდა მეგისა
და მოძღვრის მეგობრობა, ფი, როგორც ყოველთვის, კუნძივით
დუმდა, ბიჭები კი ისე უყურებდნენ მეგისა და მღვდელს, როგორც
და-ძმას. იქნებ მერი კარსონი იმიტომ ხედავდა, რასაც სხვები ვერ
ხედავდნენ, რომ თვითონ უყვარდა რალფ დე ბრიკასარი? ეგებ მისი
წარმოსახვის ნაყოფი იყო ყველაფერი და ოცდათხუთმეტ წლამდე

195
მამაკაცი უბრალოდ ემეგობრებოდა გოგონას, რომელიც ჯერ არც
დაქალებულიყო? კი, როგორ არა! დაახლოებით ოცდათხუთმეტი
წლის რომელი მამაკაცი ვერ შენიშნავდა გაფურჩქნილ ვარდს, მით
უფრო‒ რალფ დე ბრიკასარი?! არა, არაფერი გამოეპარებოდა
რალფ დე ბრიკასარს!
მერი კარსონს ხელები უკანკალებდა. ქაღალდზეც დაეწვეთა
რამდენიმე წინწკალი მოცისფრო მელანი. დაკოჟრებული თითით
უჯრიდან ახალი ფურცელი გამოაძვრინა, კალამი ხელახლა ჩააწო
სამელნეში და ისევე გულდაჯერებულად გადაიტანა ყველა სიტყვა,
როგორც პირველად დაეწერა. მერე გაჭირვებით წამოდგა, კარამდე
მიაღწია და დაიძახა:
– მინი! მინი!
– იძახის! უფალო, შენ გვიშველე! – გარკვევით თქვეს მოპირდა-
პირე ოთახში და კარის ჭრილშიც გამოჩნდა უბერებელი, ჭორფლია-
ნი სახე.
‒ რა მოგართვათ, ძვირფასო მისის კარსონ? – იკითხა მოახლემ,
თან უკვირდა, დიასახლისმა, ჩვეულებისამებრ, ზარით რატომ არ
მოიხმო მისის სმითიო,
– წადი, ტომი და მღობავი მოძებნე და მაშინვე ჩემთან გამოუშვი.
– ჯერ მისის სმითს არ უნდა ვუთხრა? – იკითხა მინიმ.
– არა, როგორც გითხრეს, ისე ქენი, გოგო! – შეუტია ქალბატონ-
მა.
ერთი ჩამომჭკნარი მოხეტიალე იყო მებაღე ტომი, აიკიდებდა
ბოხჩა-კარდალას და დაეხეტებოდა სამუშაოს ძიებაში, ხან სად წა-
იმუშავებდა, ხან – სად, ბოლო ჩვიდმეტი წელი კი დროჰედაში გა-
ეტარებინა, ისე შეჰყვარებოდა იქაური ბაღები, ვერ გადაიტანდა
სადმე წასვლას. სხვა მღობავებივით მაწანწალა იყო დროჰედელი
მღობავიც. დაუსრულებლად ჭიმავდა და ჭიმავდა საძოვრებს შემოვ-
ლებული ღობის ბოძებს შორის მავთულს, თუმცა ახლა სამუშაოს-
თვის მოეწყვიტათ და წვეულებისთვის მთავარი სახლის თეთრი მეს-
რის შეკეთება დაევალებინათ.
მებაღეცა და მღობავიც ისე მოულოდნელად გამოიძახეს, შეეში-

196
ნდათ კიდეც. რამდენიმე წუთში უკვე დიასახლისის წინაშე იდგნენ.
აჭიმებიანი სამუშაო შარვლები და ფლანელის პერანგები ეცვათ, და
ხელში ნერვიულად აწვალებდნენ ქუდებს.
– ორივემ იცით კითხვა? – იკითხა მისის კარსონმა, რაზეც მუშებ-
მა თავი დაუქნიეს. დაძაბულობისგან ნერწყვს ძლივს ყლაპავდნენ,
– კარგია. ამ ქაღალდს თქვენი თანდასწრებით უნდა მოვაწერო ხე-
ლი. ჩემი ხელმოწერის ქვეშ მიაწერთ თქვენ-თქვენ სახელებსა და
მისამართებს. გასაგებია? – ისევ დაუკანტურეს მუშებმა თავი დი-
ასახლისს, – ეცადეთ, ხელი ისევე მოაწეროთ, როგორც საერთოდ
აწერთ ხოლმე. ამჟამინდელი მისამართიც გარკვევით მიუთითეთ.
ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, თუნდაც ფოსტაში მოგიწიოთ მის-
ვლა და წერილის აღება. მთავარია, მოგძებნონ.
უყურებდნენ მუშები, როგორ დასვა მერი კარსონმა ფურცელზე
ხელმოწერა. ასეთი გაშლილი ნაწერი თავის დღეში არ გამოსვლო-
და. აი, ტომმაც გადადგა წინ ნაბიჯი, ძლივძლივობით დაჯღაბნა სა-
ხელი და მისამართი, ბოლოს კი მღობავის ჯერიც დადგა. “ჩეზ. ჰო-
კინსი“, – დიდრონი ასოებით გამოიყვანა მღობავმა და რაღაც მისა-
მართიც დაურთო, სიდნეიში.
მერი კარსონი მუშებს გაფაციცებული ადევნებდა თვალს. ყვე-
ლაფერს რომ მორჩნენ, ორივეს თითო მკრთალწითელი ათგირვან-
ქიანი მისცა და დაითხოვა, თან მკაცრად გააფრთხილა, ენას კბილი
დააჭირეთო.
კარგა ხნის წინ მოჰფარებოდნენ თვალს მეგი და მოძღვარი. მძი-
მედ მიუჯდა დიასახლისი საწერ მაგიდას, კიდევ ერთი ფურცელი მი-
აცურა თავისკენ და ისევ შეუდგა წერას, ოღონდ ამჯერად ისე ძალ-
დაუტანებლად, თავისუფლად აღარ გამოსდიოდა. გაჩერდებოდა,
დაფიქრდებოდა, კი არ გაიღიმებდა, ტუჩებს მობრეცდა და ისევ მი-
უბრუნდებოდა საწერს. ისე აკუწკუწებდა სიტყვებს, ისე ახლოს იყო
ყველა პწკარი ერთმანეთთან, გეგონება, მეტისმეტად ბევრი ჰქონო-
და სათქმელი. მეორე ფურცელიც დასჭირდა. ბოლოს ნაწერი გადაი-
კითხა, ფურცლებს თავი მოუყარა, გადაკეცა, კონვერტში ჩააცურა
და წითელი ცვილით დალუქა.

197
წვეულებაზე პედი, ფი, ბობი, ჯეკი და მეგი მიდიოდნენ, ჰიუისა და
სტიუარტისთვის კი პატარების მიხედვა მიენდოთ, რაც გულში ძა-
ლიანაც უხაროდათ ბიჭებს. ცხოვრებაში პირველად გაეკრა მერი
კარსონს ჯიბეზე ხელი, რასაც ჯიბეზე ხელის გაკვრა ჰქვია, ყველას-
თვის ეყიდა ახალი ტანსაცმელი, ჯილის პირობაზე ‒ საუკეთესო.
ლამის გაშეშებულიყვნენ გახამებული გულისპირების, მაღალი
საყელოების, თეთრი პეპელა-ჰალსტუხების, შავი ფრაკების, შარ-
ვლებისა და თეთრი ჟილეტების გადამკიდე პედი, ბობი და ჯეკი. წე-
სით, ერთობ ოფიციალური მიღება უნდა ყოფილიყო – ფრაკებში გა-
მოწყობილ მამაკაცებს თეთრი ბაფთები შეებათ ყელზე, ქალებს კი
კაბის კალთები იატაკამდე უწევდათ.
ფის ძალიან უხდებოდა თვალშისაცემი, მძივებით უხვად გაწყო-
ბილი, კრეპის მოცისფრო-მონაცრისფრო გულამოღებული კაბა,
რომელიც ძალიან მოგაგონებდათ დედოფალ მერის სტილს – ნაფე-
ნები იატაკამდე ეშვებოდა, მაჯებამდე სახელოები კი მჭიდროდ ეტ-
მასნებოდა მკლავებს. ფის მისი საიმპერატორო უდიდებულესობის
მსგავსად აეწია ფაფუკი თმაც, ჯილის მაღაზიაში კი ხელოვნური მარ-
გალიტის, ყელზე მომდგარი მძივი და საყურეები ეყიდა. ძალიან თუ
არ დააკვირდებოდი, ვერ მიხვდებოდი, მარგალიტები ნამდვილი
რომ არ იყო. ფის ჩაცმულობას იდეალურად ეხამებოდა კაბისავე ფე-
რში შეღებილი სირაქლემას ბუმბულის მარაოც, რომელიც ერთი
შეხედვით, ზედმეტად მოგეჩვენებოდათ. არადა, უჩვეულოდ ცხელი
ამინდები იდგა, საღამოს შვიდ საათზეც კი ას გრადუსს არ ჩამოს-
ცდებოდა თერმომეტრი.
ოთახიდან გამოსული მშობლების დანახვაზე ბიჭებმა პირი და-
აღეს. ასე შთამბეჭდავად, საუცხოოდ, დიდებულად არასოდეს სცმი-
ათ პედისა და ფის. სამოცდაერთი წელი ნამდვილად ეტყობოდა პე-
დის, თუმცა ისეთი ჩინებული სანახავი იყო, სახელმწიფო მოღვაწეს
ჰგავდა, ორმოცდარვა წლის ლამაზი, სიცოცხლით სავსე ფი კი ისე
მომაჯადოებლად იღიმებოდა, თითქოს ათი წლით გაახალგაზრდა-
ვებულიყოს. ჯიმსმა და პეტსიმ ერთი შეჰყვირეს და ტირილი აუტ-
ყდათ, ელდისგან თავმოყვარეობაც გადაავიწყდათ, მაგრამ მერე

198
გრძნობებსაც მოერივნენ და მშობლებსაც გაუსწორეს თვალი. აღ-
ტაცებულები შესცქეროდნენ მშობლებს, რომლებიც ისევე იქცეოდ-
ნენ, როგორც ყოველთვის, აი, მეგის კი მართლაც დიდხანს ვერავინ
მოსწყვიტა თვალი.
სული და გული ჩაექსოვა მეგის კაბაში ჯილენბოუნელ მკერავს –
ან თავისი ქალიშვილობა გახსენებოდა და იმიტომ, ანდა ბრაზობდა,
წვეულებაზე დაპატიჟებულ ყველა ახალგაზრდა ქალბატონს სიდ-
ნეიდან რომ გამოეწერა კაბა. უმკლავებო კაბა იყო, ღრმად ამოჭრი-
ლი, ნაფენებიანი გულით. ფი ეჭვის თვალით უყურებდა მკერავის ჩა-
ნაფიქრს, რომელიც არწმუნებდა, ყველა გოგოს ამდაგვარი კაბა ეც-
მება და ნუთუ გინდათ, თქვენი შვილი მასხრად აიგდონ, უგემოვნო
სოფლელიაო. მეგიც ევედრებოდა, ასეთი კაბა მინდაო და ბოლოს
ისღა დარჩენოდა, თავაზიანად დაჰყოლოდა ქალიშვილისა და მკე-
რავის ნებას, რომლებმაც მთელი კაბა პაწაწინა, ვარდისფერი კოკ-
რებით მოქარგეს.
კრეპ-ჟორჟეტის დავარდნილი ქსოვილისგან შეკერილი კაბა გო-
გონას წელზე მაინცდამაინც არ მოსდგომოდა, აი თეძოებზე კი იმავე
ქსოვილის ფართო სარტყელი მოეყოლებინათ. ბაცი მოვარდის-
ფრო-მონაცრისფრო კაბა იყო, ვარდის ფერფლისფერს ეძახდნენ
იმხანად ასეთ ფერს.
წვეულებისთვის თმაც შეიჭრა მეგიმ, რამდენადაც შეეძლო, მიამ-
სგავსა კეფაზე აჩეხილ მოკლე ვარცხნილობას, რომელიც ნელ-ნე-
ლა სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ჯილენბოუნელ ქალიშვი-
ლებს შორის. რა თქმა უნდა, ასეთი სტილისთვის მეტისმეტად ხუჭუ-
ჭა იყო მეგი, მაგრამ გრძელ თმაზე მეტად მაინც მოკლე უხდებოდა.
კინაღამ დაიღრიალა პედიმ – არ ჰგავდა კრეპ-ჟორჟეტის კაბაში
გამოწყობილი ქალიშვილი მის პატარა გოგოს, მაგრამ სიტყვაც არ
უთქვამს, ისე დამუწა პირი. ჭკუის სასწავლად წასდგომოდა ამბავი,
რომელიც დიდი ხნის წინ ფრენკსა და მას მოძღვრის სახლში გადახ-
დენოდათ. არა, სულ გვერდით ვერ ეყოლებოდა ქალიშვილობაში
შესული პატარა მეგი, რომელსაც აფრთხობდა სარკეში არეკლილი
სხეულის საოცარი სახეცვლილება. რისთვის უნდა გაერთულებინა

199
საბრალო გოგოსთვის ცხოვრება კიდევ უფრო მეტად? ჰოდა, პედი-
მაც ალერსით გაუღიმა შვილს, ხელი გაუწოდა და უთხრა:
– რა ლამაზი ხარ, მეგი... მოდი, მე გაგიწევ კავალრობას, ბობი
და ჯეკი კი დედას გამოჰყვებიან.
ერთ თვეში ჩვიდმეტი უსრულდებოდა მეგის, პედის კი მხოლოდ
ახლა გაუელვა, მართლა დავბერებულვარო. არა, თავს არ დაზო-
გავდა პედი, ოღონდაც მის თვალისჩინს პირველი სერიოზული წვე-
ულება არ ჩაშხამებოდა.
ნელ-ნელა მიუახლოვდნენ მთავარ სახლს, სტუმრებზე ბევრად
ადრე გამოცხადდნენ. ჯერ მერი კარსონთან ერთად უნდა ესადი-
ლათ, მერე კი მასპინძლობაში დახმარებოდნენ. რაკი მთელი მილი
ფეხით გამოევლოთ და ფეხსაცმელებიც ამოგანგლოდათ დროჰე-
დას მტვერში, დიდ სახლში შესვლამდე საზაფხულო სამზარეულოში
შეიარეს, ფეხსაცმელიც გაიპრიალეს და ჯაგრისით მტვერიც ჩამოი-
ბერტყეს შარვლებიდან თუ კაბის ქობებიდან.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სამღვდლო შესამოსელი ეცვა
მამა რალფს. არავითარი გამოსასვლელი ტანსაცმელი არ დამშვენ-
დებოდა ისე, როგორც მკაცრი სილუეტის, ქვემოთ ოდნავ გაშლილი
კაბა, წინა კალთაზე, საყელოდან ქობამდე, ნაჭრის უამრავი შავი ღი-
ლი რომ დაჰყვებოდა. სარტყელზე შემოკერებული იისფერი ფოჩები
მიგანიშნებდათ, რომ მონსინიორთან გქონდათ საქმე.
სატინის თეთრ ტანსაცმელზე, თეთრ მაქმანსა და სირაქლემას
ასევე თეთრ ბუმბულზე შეეჩერებინა არჩევანი მერი კარსონს. ჩვე-
ულებრივ, ყველაფრისადმი გულგრილი ფიც კი ისე გაოცდა, მულს
სულელურად მისჩერებოდა. მეტისმეტად არ შეეფერებოდა ასეთი
ჩაცმულობა იუბილარს, მეტისმეტად ჰგავდა პატარძალს, მეტისმე-
ტად ვულგარულადაც კი გამოიყურებოდა... რისთვის უნდა მოკაზმუ-
ლიყო მერი კარსონი ისე, თითქოს საპატარძლოდ გამზადებული გა-
დაღრძუებული შინაბერა ყოფილიყოს, თანაც ბოლო დროს ძალიან
გასუქებულიყო და ესეც არ ასხამდა მის წისქვილზე წყალს... სამაგი-
ეროდ, პედის არაფერი მოხვედროდა უშნოდ თვალში. დიდ-დიდი
ნაბიჯებით მიუახლოვდა დას და სახეგაბრწყინებულმა შეაგება ორი

200
ვე ხელი. მამა რალფი ამ სცენამ გაამხიარულა, გაიფიქრა, ეს კაცი
რა კარგი ვინმეაო, მაგრამ სხვა რამეზე ფიქრიც უტრიალებდა თავ-
ში.
– აბა, მერი, ნახე, რა მშვენივრად გამოიყურები! პატარა გოგოს
ჰგავხარ! – ქათინაურები არ დაიშურა ძმამ დისთვის, სინამდვილეში
კი დიასახლისი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც დედოფალი
ვიქტორია სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ცნობილ
ფოტოზე. ქედმაღლური პროფილი ცხვირის კუთხეებიდან ტუჩებამ-
დე დაშვებულ ღრმა ნაოჭებს შემოესაზღვრა, პირის მოყვანილობა
ხაზს უსვამდა მის უტეხობას, ოდნავ წამობურცულ, გაყინულ თვა-
ლებს კი მეგის არ აშორებდა.
ლამაზთვალება მამა რალფმა მზერა მამიდიდან ძმისწულზე გა-
დაიტანა, მერე კი ისევ დიასახლისს გახედა, რომელმაც ძმას შესცი-
ნა და მკლავზე დაეყრდნო.
– წავიდეთ სასადილოში, პედრიკ! ფიონას მამა რალფ დე ბრიკა-
სარი მოაცილებს მაგიდასთან, ბიჭები მეგანის კავალრობას დას-
ჯერდნენ, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ, – თქვა მასპინძელმა და მეგის
მიუბრუნდა, – იცეკვებ ამ საღამოს, მეგან?
– მეტისმეტად ახალგაზრდაა, მერი. ჯერ ჩვიდმეტისაც არაა, –
ნაჩქარევად ჩაერია პედი, გაახსენდა, როგორც მშობელს, კიდევ ერ-
თი შეცდომა რომ დაეშვა და არც ერთი შვილისთვის არ ესწავლები-
ნა ცეკვა.
– დასანანია, – უპასუხა დიასახლისმა.
შესანიშნავი წვეულება გამოვიდაო, პირზე ეკერათ სტუმრებს,
ბრწყინვალე საღამოაო, მდიდრულიო, მშვენიერიო. დროჰედიდან
ორასი მილით დაშორებული ინიშმერიდან მეუღლესთან, ორ ვაჟიშ-
ვილსა და გაუთხოვარ ქალიშვილთან ერთად ჩამოსულიყო როიალ
ო’მარა. სტუმრებს შორის ყველაზე შორი გზა სწორედ მათ გამოევ-
ლოთ, თუმცა ჯილენბოუნელებისთვის კრიკეტის მატჩზე დასასწრე-
ბად ორასი მილის გავლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ არაფერი
ვთქვათ წვეულებაზე წასვლაზე.
აქვე იყო დანკენ გორდონიც ეხ-უშკიედან, რომლის დაყოლიე-

201
ბაც ამქვეყნად ვერავის მოეხერხებინა, ეგება აგვიხსნა, ოკეანიდან
ამსიშორეზე გაშენებულ მეურნეობას რატომ შეურჩიე სახელად
შოტლანდიურ-გელური სიტყვა, რომელიც ზღვის ცხენთევზას ნიშ-
ნავსო.
დროჰედაში ჩამოსულიყო მარტინ კინგიც, მეუღლითურთ, მისი
ვაჟი ენტონი და მისის ენტონიც. უფროსი თაობის სკვატერად ით-
ვლებოდა ჯილიში მარტინ კინგი, მერი კარსონი კი ქალი იყო და ასე-
თად ვერაფრით შერაცხავდნენ.
წვეულებას არ გამოჰკლებოდა არც ევან პიუ ბრაიხ-ი-ჰოპსიდან,
რომელსაც ოლქში ბრეიკიპულს ეძახდნენ. ჩამოსულიყვნენ დომი-
ნიკ ო'რურკიც დიბან-დიბანიდან, ჰორი ჰოუპტონიც ბილბილიდან
და ათასი სხვა...
შეკრებილთაგან თითქმის ყველა კათოლიკე იყო, ანგლოსაქსუ-
რი გვარიც სულ რამდენიმეს ჰქონდა, ირლანდიელები, შოტლან-
დიელები და უელსელები კი დაახლოებით თანაბრად იყვნენ წარ-
მოდგენილები. არა, დამოუკიდებლად ცხოვრებას არავინ დაანებებ-
დათ სამშობლოში, არც მკვიდრი პროტესტანტების იმედი უნდა ჰქო-
ნოდათ შოტლანდიასა თუ უელსში დასახლებულ კათოლიკეებს, აქ
კი ჯილენბოუნის გარშემო გადაჭიმულ ათასობით კვადრატულ
მილს დაჰპატრონებოდნენ, ბატონებივით ცხოვრობდნენ და აინუნ-
შიც არ აგდებდნენ ბრიტანელ ლორდებს. ევროპის რამდენიმე სამ-
თავროს აღემატებოდა ზომით დროჰედა, მამულებს შორის უდიდე-
სი. სიფრთხილე მართებდათ მონაკოს პრინცებსა და ლიხტენშტაი-
ნის ჰერცოგებს! უკან ჩამოიტოვებდათ მერი კარსონი...
იტრიალებდნენ, იბზრიალებდნენ სიდნეიდან ჩამოსული ელე-
განტური ორკესტრის ჰანგებზე და განზე გადგებოდნენ, შვილებს
დაუთმობდნენ ასპარეზს, უყურებდნენ, როგორ ცეკვავდნენ მათი
შთამომავლები ჩარლსტონს. ღვეზელებსაც მიირთმევდნენ, ზღვის
კიბოს გულსართით, და ჩაციებულ უმ ხამანწკებსაც, თხუთმეტი
წლის ფრანგულ შამპანურსაც აყოლებდნენ და თორმეტი წლის წინ
ერთ ალაოზე დაყენებულ შოტლანდიურ ვისკისაც, მაგრამ სინამ-
დვილეში ბატკნის შემწვარი ბარკალი ან დამარილებული საქონლ-

202
ის ხორცი ერჩიათ, დალევით კი დიდი სიამოვნებით დალევდნენ ბან-
დაბერგის ძალიან მაგარ, იაფფასიან რომს ანდა გრაფტონის კას-
რის მწარე ლუდს. უბრალოდ მოსწონდათ, რომ შეეძლოთ, ყველა-
ფერი საუკეთესო ჰქონოდათ.
ავსტრალიაში ზოგჯერ წლობით ვერ ნახულობდნენ მოგებას და
რაკი კაციშვილმა არ იცოდა, როდის იწვიმებდა ან არ იწვიმებდა,
სარფიან წლებში მატყლით ნაშოვნი ფულიდან იმდენი უნდა გადაე-
ნახათ, უშემოსავლოდ დარჩენილებს არაფერი გასჭირვებოდათ,
ბოლო პერიოდში კი ყველაფერი კარგად მიდიოდა, თანაც, ჯილიში
ფულის დასახარჯს ბევრს ვერაფერს იპოვიდი. მათ, ვისაც დიდი
ჩრდილო-დასავლეთის შავმიწა ველებზე დაედგა ფეხი, ამქვეყნად
სხვა არც ერთი ადგილისაკენ არ მიუწევდათ გული. არც ნოსტალგია
იცოდნენ და არც სამშობლოში ჩადიოდნენ დროდადრო – არაფერი
არ ახსოვდათ სამშობლოსგან, გარდა იმისა, რომ რელიგიური შეხე-
დულებების გამო ავიწროებდნენ, ავსტრალიაში კი იმდენად ბევრ
კათოლიკეს მოეყარა თავი, ვიღას ახსოვდა დისკრიმინაცია... ჰოდა,
გრძნობდნენ კიდეც დიდ ჩრდილო-დასავლეთში თავს ისე, როგორც
საკუთარ სახლში, იმ საღამოს კი სულაც მერი კარსონი კისრულობ-
და ყველაფერს... შეეძლო მერი კარსონს ამოდენა ხარჯის გაწევა.
მასზე ჭორაობდნენ, ინგლისის მეფეს იყიდის და გაყიდისო. ფო-
ლადშიც დაებანდებინა დიასახლისს ფული, ვერცხლ-ტყვია-თუთიის
მადნეულშიც, სპილენძშიც და უამრავ სხვა საქმეშიც, მეტწილად
ისეთ რაღაცებში, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ფუ-
ლი რომ მოჰქონდა. დროჰედას რაც შეეხება, მისთვის იქაურობა
წლების წინ გადაქცეულიყო შემოსავლის ძირითადი წყაროდან ‒
მოგებიან თავშესაქცევად.
არც სადილზე, არც მის შემდეგ ერთხელაც არ გამოლაპარაკებია
მამა რალფი მეგის. მთელი საღამო გულმოდგინედ ცდილობდა, თა-
ვი ისე დაეჭირა, თითქოს ვერც ამჩნევდა, გულნატკენი გოგონა კი
იჯდა და თვალებით დაეძებდა. შესანიშნავად ხვდებოდა მოძღვარი,
რაც აწუხებდა მეგის და ერთი სული ჰქონდა, მიახლოებოდა, აეხსნა,
არც ერთი ჩვენგანის რეპუტაციას არ წაადგება, მაგალითად, მის

203
კარმაიკლზე, მის გორდონზე ან მის ო’მარაზე მეტ ყურადღებას თუ
დაგითმობო. მეგისი არ იყოს, მღვდელსაც არ უცეკვია, მაგრამ უამ-
რავი თვალი მისჩერებოდა ერთსაც და მეორესაც – წვეულებაზე
მათზე ლამაზი უდავოდ არავინ იყო.
სძულდა იმ საღამოს მამა რალფს ორდუიმიან ქუსლებზე შემდგა-
რი, ისედაც გამაღლებული და ძალიან ქალური აღნაგობის მეგიც,
მისი მოკლედ შეჭრილი თმაც და ლამაზი კაბაც. სძულდა და თან
უსაშველოდ ამაყობდა იმით, რომ მეგი ყველა გოგონას ჩრდილავ-
და. არისტოკრატული ნაკვთები ჰქონდა მის კარმაიკლს, მაგრამ
ვერ შეედრებოდა მეგის მოწითალო-მოოქროსფრო დალალებს მი-
სი თმა; მის კინგს ჩინებული გრძელი ქერა კულულები ეფინებოდა
მხრებზე, მოხდენილი ტან-ფეხით კი ვერაფრით დაიკვეხნიდა; სა-
ოცარი აგებულების პატრონი იყო მის მაკეილი, მაგრამ სახე ცხენს
მიუგავდა, რომელსაც თითქოს მავთულის ბადეში გაეყო დრუნჩი და
ვაშლს ახრამუნებდა. საერთო ჯამში, მამა რალფის მდგომარეობას,
ალბათ, გაწბილება ერქვა. იმედგაცრუებული ნატრობდა, ნეტავ შე-
მეძლოს, დრო უკან დავაბრუნოო. დიახ, არ ნებავდა, რომ მეგი გაზ-
რდილიყო. უნდოდა, სულ პატარა გოგონა ყოფილიყო მეგი, რო-
მელსაც ისე მოექცეოდა, როგორც უძვირფასეს ბავშვს. აკი პედის
გამომეტყველებაშიც გაარჩია საკუთარი ფიქრების ანარეკლი და
ძლივს შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. რამოდენა ბედ-
ნიერება იქნებოდა, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გრძნობების გამ-
ჟღავნება რომ შესძლებოდა! არადა, ისე გაედგა მის არსებაში ფესვი
კეთილგონიერებას, სწავლებას, ჩვევას...
საკმაოდ გვიანი იყო, სტუმრები კი სულ უფრო მეტად შედიოდნენ
ცეკვის ეშხში და შამპანურის ნაცვლად ახლა ვისკის, რომსა და
ლუდს სვამდნენ. ისე იქცეოდნენ, თითქოს ცხვრის საკრეჭ ფარდულ-
ში შეკრებილიყვნენ დროის გასატარებლად. დილის ორი საათის-
თვის ყველაფერი ისე აირია ერთმანეთში, ფერმის მუშები და მეძა-
ვები აკლდათ, თორემ ჯილიში გეგონებოდათ თავი, სადაც, ჩვე-
ულებრივ, უკიდურესად დემოკრატიული თავყრილობები იმართე-
ბოდა ხოლმე.

204
პედი და ფიც არ აპირებდნენ წასვლას. ერთობოდნენ და არც კი
შეუნიშნავთ, ზუსტად თორმეტ საათზე როგორ გაუჩინარდნენ ბობი,
ჯეკი და მეგი. მართალია, შვილებისთვის არ ესწავლებინათ ცეკვა,
მაგრამ თვითონ ხომ შეეძლოთ ეცეკვათ? ჰოდა, ცეკვავდნენ კიდეც,
ძირითადად ერთმანეთს ეცეკვებოდნენ და მამა რალფსაც, რომელ-
მაც სულ რამდენჯერმე გახედა წყვილს, მოეჩვენა, რომ ჩვეულებ-
რივზე მეტად შეხმატკბილებულიყვნენ. გაიფიქრა, ალბათ, ძალიან
იშვიათად თუ გამოუჩნდებათ ერთად ყოფნის და მოსვენების დროო.
კაცმა რომ თქვას, არც კი ახსოვდა მოძღვარს, ცოლ-ქმარი ოდესმე
ისე თუ ენახა, შვილებიდან ერთი მაინც არ ყოფილიყოს სადმე ახ-
ლო-მახლო. თვლიდა, ალბათ, დიდ ოჯახებში დედ-მამა მარტო სა-
ძინებელში თუ მოიხელთებს მომენტს პირისპირ დასარჩენად და მა-
შინაც არ გაემტყუნებათ, გულისხმიერი საუბრების ნაცვლად სხვა
რამით თუ დაკავდებიანო.
სულ მუდამ ხალისიანი და მხიარული პედის გვერდით იმ საღა-
მოს, არც მეტი, არც ნაკლები, ბრწყინავდა ფი. აი, გამოეცეკვა კიდეც
სკვატერებიდან რომელიღაცის ცოლს მისი ქმარი, მას კი მაშინვე
დაესივნენ კავალრები. არადა, ფიზე ბევრად ახალგაზრდა იმდენი
ქალი იჯდა გაუნძრევლად, იმდენ ახალგაზრდა ქალს არ აქცევდნენ
მამაკაცები ყურადღებას.
წავიდა თუ არა მეგი, მოძღვარი თითქოს ერთბაშად გაახალგაზ-
რდავდა, გამოცოცხლდა და მის კარმაიკლს „ბლეკ-ბოტომს“ ისე
ეცეკვა, ჰოუპტონების, მაკეილების, გორდონებისა და ო’მარების ქა-
ლიშვილები გაოცებას ვერ მალავდნენ. ამის შემდეგ გამოეცეკვა
ყველა გაუთხოვარ გოგონას, რომელიც ოთახში იყო, საბრალო, შე-
უხედავ მის პიუსაც კი. სტუმრებიან-მასპინძლებიანად უკვე ყველა
მოდუნებულიყო, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობას ასხივებდნენ
და, შესაბამისად, მოძღვრის გაკიცხვაც არავის მოსდიოდა აზრად.
გულმოდგინებას უწონებდნენ და აქებდნენ, კეთილი ადამიანიაო,
თანაც ვერავინ იტყოდა, ჩემს ქალიშვილს მამა რალფთან ცეკვის შე-
საძლებლობა არ მისცემიაო. გარდა ამისა, მოსწონდათ დახვეწილი
ადამიანის ცქერაც, რომელიც მართლა კარგად ატარებდა დროს და

205
ეჭვი არ ეპარებოდათ, კერძო წვეულებაზე რომ არ ყოფილიყვნენ,
საცეკვაო მოედნისკენ მღვდელი ნაბიჯსაც არ გადადგამდა.
სამ საათზე მერი კარსონი წამოდგა.
‒ არა, არა, იმხიარულეთ! თუ დავიღალე... დავიღალე მართლაც
... დავწვები კიდეც, თქვენ კი განაგრძეთ. საჭმელ-სასმელიც ბევრია
და ორკესტრიც მანამ დაუკრავს, სანამ ცეკვის მსურველი იქნება. უმ-
ნიშვნელო ხმაური ჩაძინებას გამიადვილებს კიდეც,‒თქვა იუბი-
ლარმა მას შემდეგ, რაც დაამთქნარა და მოძღვარს მიუბრუნდა, –
კიბეზე ასვლაში ხომ ვერ დამეხმარებოდით, მამაო?
სადარბაზო ოთახიდან გასულ დიასახლისს ზედა სართულში ამა-
ვალი დიდებული კიბისკენ არც კი გაუხედავს, ისე აიღო მისაღების-
კენ გეზი. მიდიოდა და თან მძიმედ ეყრდნობოდა მღვდელს ხელზე.
მისაღების კარი ჩაკეტილი დახვდათ. ქალბატონმა მოძღვარს გასა-
ღები მიაწოდა, კარის გაღება აცადა და თავისზე წინ გაატარა.
– კარგი წვეულება გამოვიდა, მერი, – შენიშნა მამა რალფმა. –
ბოლოა ჩემთვის.
– ასე ნუ ლაპარაკობთ, ძვირფასო.
– ვითომ რატომ? ცხოვრებამ დამღალა, რალფ. უნდა დავამთავ-
რო ყველაფერი, – მიუგო ქალმა და დამცინავად შეაგება მოძღვარს
მკაცრი მზერა, – ეჭვი გეპარებათ, რომ გამკეთებელი ვარ? სამოც-
დაათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ იმას ვაკეთებ-
დი, რაც მინდოდა, როცა მინდოდა. ძალიან შემცდარა სიკვდილი,
თუ ჰგონია, მისი გადასაწყვეტია, როდის უნდა წავიდე. მაშინ მოვ-
კვდები, როცა თვითონ მოვინდომებ, თან, არ იფიქროთ, თავი მო-
ვიკლა. სიცოცხლისკენ სიცოცხლის სურვილი გვიბიძგებს, რალფ,
და სულაც არაა ძნელი გაჩერება, თუკი გაჩერება გინდა. მინდა, გავ-
ჩერდე. დავიღალე. სულ ესაა.
მამა რალფიც დაღლილიყო, ოღონდ ცხოვრებას კი არა, დაუს-
რულებელ თამაშს დაეღალა, ავსტრალიურ კლიმატსა და უმეგობ-
რობასაც – არ ჰყავდა მეგობრები, ვისთანაც საერთო ინტერესები
ექნებოდა. ნავთის უძვირფასესი, მაღალი ლამპის მოიისფრო-ლა-
ლისფერი მინიდან გამომკრთალი შუქით განათებულ ოთახში მერი

206
კარსონის სახეზე ალაციცებული მეწამული ჩრდილები კიდევ უფრო
მეტად უსვამდა ხაზს მის უძრავ ნაკვთებში განსხეულებულ ბოროტე-
ბას.
მამა რალფს კი ფეხებიც სტკიოდა, ზურგიც. აღარც ახსოვდა, ბო-
ლოს როდის ეცეკვა ამდენი, თუმცა ამაყობდა, მოდას რომ არ ჩა-
მორჩენოდა. ოცდათხუთმეტი წლისა სოფლის მღვდელი კი იყო,
მაგრამ რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა კათოლიკურ ეკლესია-
ში სოფლის მღვდელს? კარიერაში ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოეს-
წრო, ისე დამთავრებულიყო მისთვის ყველაფერი. ყმაწვილური ოც-
ნებები, დაუდევარი ყმაწვილური აბდაუბდა, ყმაწვილური გზნება...
გამოცდისთვის ვერ გაეძლო რალფ დე ბრიკასარს, მაგრამ იმავე
შეცდომას არაფრის დიდებით აღარ დაუშვებდა...
ოხრავდა და მოუსვენრობდა მოძღვარი, მაგრამ რაღა აზრი
ჰქონდა შფოთვას? დრო იყო, სინამდვილისთვის თვალი გაესწორე-
ბინა, ხავსს აღარ მობღაუჭებოდა და ოცნებაზე ხელი აეღო.
– რალფ, გახსოვთ, გითხარით, თქვენსავე დაგებულ მახეში გა-
გაბამთ-მეთქი. – დაღლილობის გამო ფიქრებს დანებებული მღვდე-
ლი გამოაფხიზლა მოხუცი დიასახლისის გულგრილმა ნათქვამმა.
– თქვენი ერთი სიტყვაც არასოდეს დამავიწყდება, ძვირფასო მე-
რი, – გაუღიმა იუბილარს მამა რალფმა, – რას გავხდებოდი უთქვე-
ნოდ შვიდი წლის განმავლობაში? თქვენი ჭკუა-გონების, მიხვედრი-
ლობის, ღვარძლიანობის გარეშე რა უნდა მექნა?
– შედარებით ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად შე-
მოგივლიდით, რალფ. წარმოდგენა არა გაქვთ, როგორ ვნატრობ-
დი, ფანჯრიდან მომესროლა ჩემი ცხოვრების ოცდაათი წელიწადი.
ეშმაკსაც რომ მოეკითხა ჩემთვის, რომ ეთქვა, გაახალგაზრდავების
სანაცვლოდ სული მომყიდეო, თვალს არ დავახამხამებდი, ისე მივ-
ყიდდი სულს, გავურიგდებოდი და არ გეგონოთ, სულელი, ბებერი
ფაუსტივით მენანა რამე, ოღონდ სადაა ეშმაკი... ხომ იცით, მე არც
ღმერთი მწამს, არც ეშმაკი. მათ არსებობაში იოტის ოდენა რამესაც
არ დავურწმუნებივარ ცხოვრებაში. თქვენ? რამე ასეთი გინახავთ?
– არა, მაგრამ რწმენა დამამტკიცებელ საბუთებს არ ეფუძნება.

207
მინდობაა რწმენა, მინდობა კი ეკლესიის ქვაკუთხედია. მის გარეშე
არაფერი არსებობს.
– ერთობ ეფემერული შეხედულება გაქვთ.
‒ შეიძლება. ქალია თუ კაცი, ადამიანის გულში უნდა იშვას რწმე-
ნა. ვაღიარებ, რომ ის ჩემთვის მუდმივ ბრძოლას უდრის, მაგრამ და-
ნებებას არ ვაპირებ.
– სიამოვნებით გაგანადგურებდით.
‒ მერი, ძვირფასო, ვიცი, – თქვა მამა რალფმა და ლამპის შუქზე
ნაცრისფერმა გადაჰკრა მის მხიარულად აციმციმებულ ლურჯ თვა-
ლებს.
– ის თუ იცით, რისთვის? – შემაძრწუნებლად მოლბა დიასახლი-
სი. აჯობებდა კიდეც მოძღვარს, რომ არა ამ უკანასკნელის უდრეკო-
ბა.
– ვიცი და ვწუხვარ, მერი.
– რამდენ ქალს უყვარდით, დედათქვენის გარდა?
‒ ვუყვარდი კი დედაჩემს? ოდესმე რომც ვყვარებოდი, მაინც
ჩემს სიძულვილში ამოუვიდა სული. სიყვარულით, ალბათ, მარტო
მეგის თუ ვუყვარვარ, მაგრამ ჯერ ბავშვია... ვფიქრობ, გაზვიადებად
არ ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ ასობით ქალს უთქვამს ჩემთვის გუ-
ლი, მაგრამ სიყვარული? ძალიან მეეჭვება, რომელიმეს ვუყვარდე.
– მე მიყვარხართ, – შესაბრალისად აღმოხდა მერი კარსონს.
– არა, თქვენ ასაკში ხართ, მე კი მოსვენებას არ გაძლევთ, იმას
გაგონებთ, რაც ასაკის გამო აღარ შეგიძლიათ.
– ცდებით, მიყვარხართ, თან, ღმერთო, როგორ! გგონიათ, თა-
ვისთავად უშლის ხელს სიყვარულს წლები? მამა დე ბრიკასარ, რას
გეტყვით, იცით? რას და, ამ ოხერ სხეულშიც კი ჯერაც ახალგაზრდა
ვარ. ჯერ კიდევ ვგრძნობ, ჯერ კიდევ მსურს, ჯერ კიდევ ვოცნებობ,
ჯერ კიდევ მიხარია და მაცოფებს ყველაფერი, რაც მზღუდავს, მაგა-
ლითად, ჩემი სხეული. ასაკი ყველაზე მწარე საზღაოა, რომლითაც
ჩვენი შურისმაძიებელი ღმერთი მოგვიზღავს. მაშ, გული რატომ არ
ბერდება, ნეტავ? – თქვა დიასახლისმა, სავარძლის საზურგეს მიეყ-
რდნო, თვალები დახუჭა და პირქუშად გაიღიმა, – მე ჯოჯოხეთში მო-

208
ვხვდები, რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე, იმედი მაქვს, მომეცემა შე-
საძლებლობა, ღმერთს ვუთხრა, როგორი უხეირო, ბოღმიანი და სა-
ცოდავიც ბრძანდება.
– ძალიან დიდი ხნის წინ დაქვრივდით, მერი. არჩევანის თავი-
სუფლებაც მოგანიჭათ ღმერთმა. შეგეძლოთ, ისევ გათხოვილიყა-
ვით, მაგრამ გაუთხოვრობა არჩიეთ და თვითონ გაიმეტეთ თავი აუ-
ტანელი მარტოობისთვის. ღმერთი არაფერ შუაშია.
ცოტა ხანს უსიტყვოდ იჯდა სახელურებს ჩაფრენილი მერი კარ-
სონი, მერე მოეშვა და თვალებიც გაახილა. ლამპის შუქზე თვალები
წითლად უელავდა, მაგრამ არ გეგონოთ, ცრემლი მოსდგომოდა.
რაღაც იმდენად მძიმე და მგზნებარე გამოსჭვიოდა მის მზერაში, შე-
შინებულ მოძღვარს სუნთქვა შეეკრა. ეს ქალი მართლა ობობას
ჰგავდა.
– კონვერტია ჩემს საწერ მაგიდაზე, რალფ. მომაწოდეთ, გეთაყ-
ვა – ხმა ამოიღო დიასახლისმა.
წამოდგა დამფრთხალი და გულდამძიმებული მამა რალფი, სა-
წერ მაგიდას მიუახლოვდა, წერილი აიღო და ცნობისმოყვარედ შე-
ათვალიერა. კონვერტზე წინიდან არაფერი ეწერა, უკანა მხრიდან კი
სათანადოდ დაებეჭდათ წითელი ცვილით, რომელსაც ერკემლის
თავისა და დიდი ლათინური D-ის ანაბეჭდი ეტყობოდა.
მღვდელმა კონვერტი გაუწოდა, მერი კარსონმა კი ხელი აუქნია,
ანიშნა, შენს ადგილას დაჯექიო, მერე კი ხითხითით ახარა:
– თქვენია, რალფ. ეგ კონვერტი იარაღია თქვენი ბედისწერის
ხელში, აბა... უკანასკნელი და თან ყველაზე ეფექტური დარტყმაა,
რომელსაც ჩვენ შორის გაჩაღებულ ხანგრძლივ ბრძოლაში მოგაყე-
ნებთ. დასანანია, აქ რომ არ ვიქნები და ვერ ვნახავ, რა მოხდება,
თუმცა გიცნობთ და ვიცი, რასაც იზამთ. თქვენ რომ გგონიათ, იმაზე
ბევრად უკეთ გიცნობთ. აუტანლად პატივმოყვარე ხართ. თქვენი სუ-
ლის და ხორცის ბედი წერია მაგ კონვერტში. მეგისთან ვმარცხდები,
მაგრამ ვიზრუნე, რომ არც მას ერგოთ.
– ასე რატომ გძულთ მეგი?
– ერთხელ უკვე გითხარით, თქვენ რომ გიყვართ, იმიტომ-მეთქი.

209
– ეს სხვანაირი სიყვარულია. მეგი შვილია, რომელიც თვითონ
ვერასოდეს მეყოლება, ჩემი ცხოვრების ყვავილია. მეგი აზრია, აზ-
რი, მერი!
– თქვენს ძვირფას მეგიზე ლაპარაკის სურვილი არა მაქვს, –
დამცინავად მოუჭრა მოხუცმა მოძღვარს, – უკანასკნელად გხე-
დავთ, არ მინდა, მასზე ლაპარაკში გავფლანგო დრო. წერილს მი-
ვუბრუნდეთ! დაიფიცეთ, პირობა მომეცით, როგორც მღვდელმა,
რომ წერილს მაშინვე გახსნით, როგორც კი ჩემს ცხედარს დაინა-
ხავთ, არც მანამდე, არც დაკრძალვის შემდეგ! დაიფიცეთ!
– დაფიცება არ არის საჭირო, მერი. ისედაც შეგისრულებთ
თხოვნას.
– ან შემომფიცეთ, ანდა წერილი დამიბრუნეთ! – გაჯიუტდა დი-
ასახლისი.
– კეთილი, – მხრები აიჩეჩა მამა რალფმა, – როგორც მღვდელი,
ვფიცავ, არ გავხსნა წერილი მანამ, სანამ არ ვნახავ თქვენს ცხე-
დარს, შემდეგ კი გავხსნა იგი თქვენს დაკრძალვამდე.
– მშვენიერია, მშვენიერია.
– გთხოვთ, ნუ ნერვიულობთ, მერი. არაფერი მოხდება. დილით
თვითონაც გაგეცინებათ თქვენს ფანტაზიებზე.
– დილა არ გამითენდება, ამაღამ მოვკვდები. ჯერ ისე არ დავძა-
ბუნებულვარ, დავჯდე და ნეტარებით დაველოდო, ხელახლა როდის
გნახავთ. მოლოდინი გაგიმტყუნეთ, არა?! უნდა დავწვე. კიბეზე ამა-
ცილებთ?
მამა რალფს არ სჯეროდა, რომ მერი კარსონი მოკვდებოდა, მაგ-
რამ მასთან კამათის აზრსაც ვერ ხედავდა. ხუმრობის ხასიათზეც არ
ჩანდა იუბილარი. მოძღვრის აზრით, მარტო ღმერთი თუ დაადგენ-
და, ვინ როდის უნდა მომკვდარიყო, გარდა იმ შემთხვევებისა, რო-
დესაც ღვთის მიერ მინიჭებული თავისუფალი ნების საფუძველზე
ადამიანი საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას გადაწყვეტდა, თანაც
მისის კარსონს ლაპარაკში გამოერია, თავის მოკვლას არ ვაპირე-
ბო.
მოკლედ, კიბეზე ააცილა მოძღვარმა აქოშინებული ქალი და მი-

210
სი ორივე ხელი ხელისგულებში მოიქცია, თუმცა ამბორი არ დას-
ცალდა.
‒ ამაღამ ასე არ გამოვა, რალფ! ტუჩებში მაკოცეთ, რალფ, ტუ-
ჩებში, ისე, თითქოს საყვარლები ვიყოთ!
საგანგებოდ წვეულებისთვის ცვილის ოთხასი სანთლით განათე-
ბული ჭაღის ჩახჩახა სინათლეში შესანიშნავად დაინახა მერი კარ-
სონმა, როგორ შეკრთა მღვდელი, როგორ გადაურბინა სახეზე ზიზ-
ღმა, და სიკვდილი ინატრა. ერთი სული ჰქონდა, როდის მოკვდებო-
და.
– არ შემიძლია. მე მღვდელი ვარ, მერი, – ჩაილაპარაკა მოძ-
ღვარმა.
‒ ოი, როგორი თაღლითი ხარ, რალფ! – კი არ გაეცინა, შემაძ-
რწუნებლად წამოიკივლა მოხუცმა, – სინამდვილეში არც კაცი
ხართ, არც მღვდელი! ბუტაფორია ხართ! წარმოგიდგენიათ? ერ-
თხელ მართლა გაბედეთ და სიახლოვე შემომთავაზეთ. დარწმუნე-
ბული იყავით, რომ უარს გეტყოდით, არა? ნეტავ, ნეტავ დაგთანხმე-
ბოდით მაშინ. სულს გავყიდდი, ის ღამე რომ დამებრუნებინა და მე-
ნახა, თავს როგორ დაიძვრენდით. ბუტაფორია, ბუტაფორია, ბუტა-
ფორია! აი, ვინ ბრძანდებით, რალფ! უმაქნისი იმპოტენტი ბუტაფო-
რია, კაცი-ბუტაფორია, ბუტაფორიული მღვდელი! ყოვლადწმინდა
ქალწულთანაც ვერაფერს გახდებოდით! მამა დე ბრიკასარ, გიქნი-
ათ ოდესმე რამე? ბუტაფორია!
ჯერ არ ერიჟრაჟა და დროჰედასაც ძალიან თბილი, ფუმფულა სა-
ბანივით გადაჰფარებოდა სიბნელე, მოქეიფეები კი იმდენად ხმა-
ურობდნენ, ახლომახლო მეზობლები რომ ჰყოლოდათ, კარგა ხნის
წინ დააყენებდნენ თავზე პოლიციას. ვიღაც საზიზღრად არწყევდა
ვერანდაზე, გულ-მუცელი ამოჰქონდა, კალისტემონის კაფანდარა
ბუჩქის ქვეშ კი ორნი ისე გადასჭდობოდნენ ერთმანეთს, ვერ გაარ-
ჩევდი, ვინ ვინ იყო. გონებაარეულმა მამა რალფმა სამივეს გვერდი
აუარა და ახლად გაკრეჭილი რბილი ბალახით დაფარული გაზონი
უხმაუროდ გადაკვეთა. თვითონაც არ იცოდა, სად მიდიოდა. ერთა-
დერთი აზრი უტრიალებდა თავში, როგორმე უნდა გასცლოდა საში-

211
ნელ ბებერ ობობას, რომელსაც სჯეროდა, რომ ის მშვენიერი ღამე
სიკვდილის ძაფისგან პარკის მოსაქსოვად ზედგამოჭრილი იყო.
ადრიანი დილა იყო და გამთანგავი სიცხეც ჯერ არ ჩამოწოლი-
ლიყო, ნელ ნიავს კი ბორონიებისა და ვარდების ნაზი სურნელება
მოჰქონდა. მხოლოდ ტროპიკებსა და სუბტროპიკებში თუ გაირინ-
დება ბუნება ასე. სიცოცხლეც ესაა, ღმერთო, ნამდვილი ცხოვრება,
როცა შეგიძლია, თავისუფალი იყო და გულში ჩაიკრა ღამე.
იქ, სადაც გაზონი მთავრდებოდა, მოძღვარი შედგა და უნებურად
ცას ახედა – თითქოს გამტარი ყოფილიყოს, რომელსაც ღმერთი უნ-
და დაეჭირა. მაინც რას დაედო ბინა იქ, ზემოთ, ღამის ცაზე აციმცი-
მებულ კამკამა, არამიწიერ სინათლეებს შორის? იქნებ მხოლოდ ცა-
ზე ხუფივით ჩამოცმული დღის სინათლის მიღმა შეეძლო ადამიანს,
მარადისობის გაელვება დაელანდა? თუ არა ვარსკვლავებით მოჭე-
დილი ცა, რა დაარწმუნებდა ადამიანს, რომ არ არსებობდა დრო და
არსებობდა ღმერთი?
ბუტაფორია, თავიდან ბოლომდე ბუტაფორიული კაცი და მღვდე-
ლი... ის, ვინც ნატრობდა, ან ერთი ყოფილიყო, ან მეორე და არ იყო
არც ერთი, არც ერთი, არა! შეუძლებელია, ერთდროულად იყო მა-
მაკაციც და მოძღვარიც – თუ კაცი ხარ, არავითარი მოძღვარი არ
ყოფილხარ. მაინც რისთვის გავყავი თავი ამ ქალის აბლაბუდებშიო,
ფიქრობდა მამა რალფ დე ბრიკასარი; ფიქრობდა, როგორი შხამია-
ნი ყოფილაო, მე რომ მეგონა, ეგებ იმაზე შხამიანიცო. მაინც რა ეწე-
რა იმ წერილში? სატყუარების დიდოსტატი იყო ქალბატონი... მარ-
თლაც ბევრი რამ იცოდა მოძღვრის შესახებ, თუ, უბრალოდ, რაღა-
ცები გამოეცნო? ისე, რა უნდა სცოდნოდა, რა უნდა გამოეცნო, გარ-
და იმისა, რომ თავს უმაქნის მარტოსულად გრძნობდა და დღემუდამ
იტანჯებოდა, ცხოვრებას ეჭვსა და ტანჯვაში ატარებდა? გუნებაში
ელაპარაკებოდა მერი კარსონს, ცდებით, ყველაფერიც შემიძლიაო,
უბრალოდ სხვა გზა ავირჩიეო, წლების განმავლობაში ვუმტკიცებდი
თავს, რომ ვნების შეკავება, მისი დამორჩილება, მორევა შეიძლე-
ბაო, რომ ნდომა მამაკაცს ახასიათებს, მე კი მღვდელი ვარო.
სასაფლაოდან ვიღაცის ტირილი შემოესმა. მეგის გარდა სხვა

212
ვინ იქნებოდა, ვის მოუვიდოდა აზრად ასეთ დროს სასაფლაოზე მის-
ვლა? მოძღვარმა შესამოსლის კალთები აიკეცა და ნაჭედი რკინის
მოაჯირს გადააბიჯა. გრძნობდა, რომ იმ ღამით მეგისთანაც წერტი-
ლი უნდა დაესვა ყველაფრისთვის. აქამდე მის ცხოვრებაში ორი ქა-
ლი არსებობდა და თუ ერთს დაუპირისპირდა, მეორესაც უნდა გამ-
კლავებოდა. მიაბიჯებდა და უხაროდა, გრძნობდა, როგორ იკრებდა
ძალას მისი გულგრილობა. გულბილწ ბებერ ობობას, აბა, რა ეგო-
ნა? სულწაწყმედილი, სულწაწყმედილი.
‒ მეგი, ძვირფასო, ნუ ტირი, – თქვა მამა რალფმა და ცვრიან ბა-
ლახზე გოგონას გვერდით დაჯდა, – აჰა, სანაძლეოს ჩამოვალ, წე-
სიერი ცხვირსახოციც არ გექნება. ქალებმა იციან ასე... ჩემი ცხვირ-
სახოცი აიღე და ცრემლი შეიმშრალე, ჩემო ჭკვიანო.
მეგიმ მოძღვარს დაუჯერა.
– ლამაზი ტანსაცმელიც არ გამოგიცვლია. შუაღამის მერე აქ ზი-
ხარ? – იკითხა მღვდელმა.
– ჰო.
– ბობმა და ჯეკმა იციან, სად ხარ?
– ვუთხარი, დავწვები-მეთქი.
– რა მოგივიდა, მეგი?
‒ ამ საღამოს ჩემთვის ხმა არ გაგიციათ.
– ასეც ვიცოდი! მეგი, შემომხედე! – დაიწყო მოძღვარმა.
შორს, აღმოსავლეთით, მონაცრისფრო-მოცისფროდ აელვარდა
რაღაც, უკუნეთი გაფანტა და დროჰედელი მამლებიც ყივილით შე-
ეგებნენ განთიადს, მამა რალფს კი გაუელვა, რომ გოგონას თვალე-
ბის სილამაზეს ცრემლიც კი ვერაფერს აკლებდა.
– წვეულებაზე სხვა გოგონებზე შეუდარებლად ლამაზი იყავი, მე-
გი. მე რომ იმაზე ხშირად ჩამოვდივარ დროჰედაში, ვიდრე საჭიროა,
ყველამ იცის. მღვდელი ვარ და ამიტომ ჩემში, როგორც კეისრის
ცოლში, ეჭვი არ უნდა შეეპაროთ. ვშიშობ, ყველას ერთნაირად
უმანკო აზრები არ უტრიალებს თავში. მღვდლის პირობაზე ახალ-
გაზრდა ვარ და შესახედავადაც არა მიშავს რა, – განაგრძო მამა
რალფმა, დაფიქრდა, ნეტავ ამ თავშეკავებულ ნათქვამის პასუხად

213
მერი კარსონი რას იტყოდაო და ჩაიცინა, – სულ ცოტათიც რომ მო-
მექცია ყურადღება შენთვის, ელვის სისწრაფით მოედებოდა ამბავი
ჯილის, მთელ ოლქში ატყდებოდა ტელეფონების რეკვა და ზუზუნი.
ხომ ხვდები, რასაც გეუბნები?
მეგიმ თავი გააქნია. ამომავალი მზის შუქზე კიდევ უფრო მეტად
უბზინავდა მოკლედ შეჭრილი კულულები.
– ახალგაზრდა ხარ, არ იცი, ცხოვრება როგორია, მაგრამ უნდა
ისწავლო. ისე გამოდის, სულ მე გასწავლი რაღაცებს, არა? იმის
თქმა მინდა, რომ ილაპარაკებენ, იტყვიან, მამა რალფს მეგი, რო-
გორც მამაკაცს, ისე აინტერესებს და არა როგორც მღვდელსო.
– მამაო!
– საშინელებაა, არა? – გაეღიმა მოძღვარს, – გარწმუნებ, ზუს-
ტად ასე ილაპარაკებენ. იცი, პატარა გოგო აღარა ხარ, მეგი, ახალ-
გაზრდა ქალბატონი ხარ, თუმცა ჩემდამი სათუთი სიყვარულის და-
მალვა ჯერჯერობით არ გამოგდის. გამოგელაპარაკებოდი ყველას
თვალწინ და შენც ისე მომაჩერდებოდი, არასწორად გაგიგებდნენ.
ერთხანს უცნაურად უყურა მეგიმ მოძღვარს, იდუმალების ნისლი
გადაეკრა მის მზერას, მერე ერთბაშად მიაბრუნა სახე და თქვა:
– ჰო, გასაგებია. უნდა მივმხვდარიყავი. სულელი ვარ.
– აბა, მგონი, შენი სახლში წასვლის დროა. ალბათ ყველას სძი-
ნავს, მაგრამ ვინმემ თუ მოგასწრო გაღვიძება, ხათაბალა არ აგცდე-
ბა. იმასაც ვერ იტყვი, მამა რალფთან ერთად ვიყავიო, მეგი. სახ-
ლშიც ვერ იტყვი ამას.
მეგი წამოდგა და მოძღვარს დააცქერდა.
‒ წავალ, მამაო. უკეთესად რომ გიცნობდნენ, ასეთ რამეებს არ
იფიქრებდნენ თქვენზე. არა ხართ თქვენ ასეთი, არა?
მეგის სიტყვები რატომღაც ისე მოხვდა მამა რალფს გულზე, მე-
რი კარსონის სასტიკი დაცინვა მოსატანიც კი არ იყო ამ ტკივილთან.
– მართალი ხარ, მეგი. არა ვარ ასეთი, არა, – თქვა მოძღვარმა,
ნაჩქარევად წამოდგა და ცალყბად გაიღიმა, მერე ცალი ხელი შუბ-
ლთან მიიტანა და სევდიანად დასძინა, – უცნაური იქნებოდა,რომ
მეთქვა, ნეტავ ასეთი ვიყო-მეთქი, არა?! არა, რაცა ვარ, ესა ვარ, მე-

214
გი, შენ კი წადი, სახლში წადი!
– ღამე მშვიდობისა, მამაო! – თქვა გოგონამ.
ხელისგულებში მოიქცია მეგის ხელები მოძღვარმა, დაუკოცნა.
– ძვირფასო, ღამე მშვიდობისა!
უყურებდა მამა რალფი, როგორ გადაჭრა ვარდისკოკრებიან კა-
ბაში გამოწყობილმა მეგიმ სასაფლაო, როგორ გადააბიჯა ღობეს...
ისეთი მოხდენილი იყო, ისეთი ქალური, ცოტათი სიზმარეულიც კი.
ვარდის ფერფლისფერი ერქვა მისი კაბის ფერს.
– ზედგამოჭრილი სიტყვაა... – მარმარილოს ანგელოზს ახედა
მოძღვარმა.
ბღუილ-ბღუილით ტოვებდნენ მანქანები დროჰედას, როდესაც
მამა რალფმა გაზონი ხელახლა გადაიარა და მთავარ სახლში დაბ-
რუნდა. რომისა და დაღლილობისგან აბარბაცებული მუსიკოსები
ინსტრუმენტებს შალითებში დებდნენ, დაქანცული მოახლეები და
დაქირავებული მსახურები კი იქაურობის მილაგებას ცდილობდნენ.
თავის დაქნევით მოიხმო მამა რალფმა მისის სმითი და უთხრა:
– ძვირფასო, ყველა გაუშვით, დაიძინონ. გამოიძინეთ და მერე
ბევრად ადვილად გაართმევთ თავს საქმეს. მისის კარსონი არ გაბ-
რაზდება. ჩემს თავზე ვიღებ.
– მამაო, რამეს ხომ არ მიირთმევდით?
– არა, არა, ღმერთო, უნდა დავწვე.
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, ვიღაც მხარზე რომ შეეხო
მოძღვარს. გამოუძინებელმა თვალგაუხელლად სცადა, ლოყასთან
მიეტანა უცნობის ხელი და წაიბუტბუტა:
– მეგი.
– მამაო, მამაო, გაიღვიძეთ, გთხოვთ!
მისის სმითის ხმის გაგონებაზე მამა რალფმა ერთბაშად გააჭყი-
ტა თვალები.
– რა მოხდა, მისის სმით?
– მისის კარსონი, მამაო... მოკვდა.
მოძღვრის საათი შვიდის წუთებს აჩვენებდა. საშინელი სიცხით
გაბრუებულ-გაბეცებულმა პიჟამა ძლივძლივობით გაიხადა და

215
მღვდლის ტანსაცმელში გამოეწყო, მერე ვიწრო, იისფერი ოლარი
კისერზე შემოიგდო და ზეთი ‒ ზეთის კურთხევისთვის, ნაკურთხი
წყალი, ვერცხლის დიდი ჯვარი და აბანოზის კრიალოსანი წამოკრი-
ფა. წამითაც არ შეუტანია ეჭვი მისის სმითის სიტყვების სისწორეში.
იცოდა, ობობა მომკვდარიყო და ფიქრობდა, ღმერთმა ნუ ქნას, რამე
დაელიაო, თუმცა მოწამვლის კვალი არც ოთახში ჩანდა, ვერც ექიმ-
მა შეატყო გარდაცვლილს რამე. ზეთის კურთხევასაც რაღა აზრი
ჰქონდა? არადა, სხვანაირად გვამის გაკვეთა და კიდევ ათასი გარ-
თულება გარდაუვალი იყო. მერი კარსონის ცხედარზე წმინდა საგ-
ნები რომ უნდა დაელაგებინა, ესეც უხამსობად მიაჩნდა, ოღონდ
იმიტომ არა, კინაღამ თვითმკვლელობა რომ დასწამა მიცვალე-
ბულს.
გვამური გაშეშების ხარისხით თუ იმსჯელებდი, დიასახლისი,
სულ ცოტა, თხუთმეტი საათის წინ გარდაცვლილიყო, ანუ საძინე-
ბელში განმარტოებიდან რამდენიმე წუთში. წყლით სავსე ტაშტები
იდგა ფანჯრებჩარაზული, ჩახუთული ოთახის მოფარებულ კუთხეებ-
ში – მერი კარსონს სჯეროდა, რომ ნოტიო ჰაერი მის კანს ახალგაზ-
რდულ იერს შეუნარჩუნებდა. თავიდან ვერ მიხვდა მამა რალფი, რა
ზუზუნებდა, მაგრამ რამდენიმე წუთში თვითონვე გაუკვირდა, ბუზე-
ბის ხმაური როგორ ვერ ვიცანიო. გუნდ-გუნდად დაბზუოდნენ ბუზე-
ბი, გაშმაგებით ნადიმობდნენ და წყვილდებოდნენ ცხედარზე, კვერ-
ცხებსაც დებდნენ.
– ღვთის გულისათვის, ფანჯრები გააღეთ, მისის სმით! – თქვა გა-
ფითრებულმა, სულშეხუთულმა მამა რალფმა და საწოლს მიუახ-
ლოვდა.
საზიზღრობა იყო. გვამურ გაშეშებას უკვე გაევლო და მოფუთფუ-
თე ბუზებით დაფარული ცხედარი ისევ მომჩვარულიყო. გაშეშებულ
თვალებშიც წვრილ-წვრილი წერტილები მოუჩანდა, თხელი ტუჩები
კი გაშავებოდა. სანამ მოძღვარი ძველლათინურად ბუტბუტს მორ-
ჩებოდა და მისის კარსონს წესს აუგებდა, მისის სმითი მწერებს აქ-
შევდა. ფარსიც ასეთი უნდა! ანდა რა სუნი ჰქონდა! ღმერთო, რომე-
ლი ცხენის ლეში აქოთდებოდა საძოვარზე ასე!

216
ისევე შეაკრთო მამა რალფი გარდაცვლილი მერი კარსონის შე-
ხებამ, როგორც ცოცხლის შეხებისას შემკრთალიყო. ბუზის კვერ-
ცხებით სავსე, ლპობაშეპარულმა ტუჩებმა განსაკუთრებით შეაძ-
რწუნა. რამდენიმე საათი და მატლიც დაესეოდა.
ბოლოს და ბოლოს მორჩა მოძღვარი საქმეს და წელში გაიმარ-
თა.
– ახლავე წადით მისტერ კლირისთან, მისის სმით. უთხარით,
ღვთის გულისათვის, დაუყოვნებლივ შეჭედონ კუბო. ჯილიდან ჩა-
მოტანის დრო არაა. ჩვენ თვალწინ ლპება. ღმერთო დიდებულო!
გული მერევა... აბაზანას მივიღებ, ტანსაცმელს კი კართან დავტო-
ვებ. დაწვით, ეს სუნი არ მოშორდება!
რაკი მეორე ხელი შესამოსელი არ წამოეღო, საცხენოსნო ბრი-
ჯებსა და პერანგში დარჩენილი მამა რალფი თავის ოთახში დაბრუნ-
და და წერილიც გაახსენდა, დანაპირებიც. შვიდი საათი უკვე შესრუ-
ლებულიყო. მოახლეებმა და დროებით დაქირავებულმა მოსამსა-
ხურეებმა სახლიც სასწრაფოდ დაალაგეს და სადარბაზო ოთახიც
ისევ გადააკეთეს სამლოცველოდ. ყველაფერი მოაწესრიგეს – მე-
ორე დღეს დიასახლისს კრძალავდნენ. სხვა გზა არ იყო, მოძღვარი
ღამით ჯილიში უნდა დაბრუნებულიყო და ყოველგვარი შესამოსე-
ლი წამოეღო, რაც სულის მოსახსენიებელი მესისთვის დასჭირდე-
ბოდა.
სახლიდან არც ერთ ფერმაში არ წავიდოდა მამა რალფი ისე,
რომ დანაყოფებიანი პატარა შავი ჩემოდნით დაბადების, გარდაცვა-
ლების, დალოცვისა და ღვთისმსახურების შემთხვევებისათვის სა-
ჭირო ნივთები და წირვაზე ჩასაცმელი, სეზონის შესაფერისი შესა-
მოსელი არ წაეღო თან, მაგრამ ამჯერად, როგორც ირლანდიელს,
დროჰედაში სამგლოვიარო კომპლექტის ჩატანა ბედის გამოცდად
ჩაეთვალა.
შორიდანვე გაიგონა მოძღვარმა პედის ხმა, მაგრამ არ შეეძლო
იმწუთას მისთვის თვალის გასწორება, თანაც იცოდა, მისის სმითი
ყველაფერს მიხედავდა. ფანჯარა, რომელთანაც მამა რალფი იჯდა,
მიმქრალი მზის შუქით განათებულ დროჰედას გადასცქეროდა, იქა-

217
ურ აჩრდილივით ევკალიპტებსა და ერთთავად მეწამულად შეღები-
ლი წითელი, ვარდისფერი და თეთრი ვარდებით სავსე ბაღს. აი, მე-
რი კარსონის წერილიც ამოიღო ჩემოდნიდან და დააცქერდა. დაჟი-
ნებით მოეთხოვა ქალბატონს, სანამ დამკრძალავენ, მანამ უნდა წა-
იკითხოო და მოძღვარსაც თითქოს ვიღაცამ უჩურჩულა, რომ სწო-
რედ ახლა უნდა გაეხსნა კონვერტი და არა ღამით, პედისა და მეგის-
თან შეხვედრის შემდეგ. მანამ უნდა გაეხსნა, სანამ არავინ ენახა მე-
რი კარსონის გარდა.
კონვერტში ოთხი ფურცელი იდო. მამა რალფმა ქაღალდები შა-
რიშურით გადაათვალიერა და მაშინვე გაარკვია, ბოლო ორ მათ-
განზე მერი კარსონის ანდერძი რომ ეწერა, ზედა ორ ფურცელზე გა-
შანშალებული წერილის ადრესატი კი თვითონ გახლდათ.

„უძვირფასესო რალფ,
უკვე ნახავდით, რომ ამ კონვერტში წერილთან ერთად ჩემი ან-
დერძიც დევს. ჯილიში, ჰარი გოფის კანტორაში შესანიშნავად შედ-
გენილი, ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ანდერძი ინახე-
ბა, ეს ანდერძი კი მასზე გაცილებით გვიანაა შედგენილი და, ბუნებ-
რივია, აბათილებს კიდეც ჰარისას. მართალი გითხრათ, აქ მოცემუ-
ლი დოკუმენტი ტომისა და მღობავის თანდასწრებით სულ ახლახან
შევადგინე. ვაცნობიერებ, რომ დაუშვებელია, ანდერძით მემკვიდ-
რეთაგან რომელიმე ადასტურებდეს გამოხატული ნების ნამდვი-
ლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარის არ შეუდგენია, ანდერძი, რომე-
ლიც თქვენს ხელთაა, სავსებით იურიდიული ძალის მქონეა და ამას,
გარწმუნებთ, ამქვეყნად ვერც ერთი სასამართლო ვერ უარყოფს.
გაინტერესებთ, რატომ არ შევადგენინე ეს ანდერძი ჰარის, თუკი
ქონების სხვაგვარად განკარგვა მოვიფიქრე? ყველაფერი ძალიან
მარტივადაა, რალფ, ძვირფასო. მინდოდა, თქვენსა და ჩემ გარდა
არავის სცოდნოდა ამ ანდერძის არსებობის შესახებ. არავინ იცის,
რომ თქვენ ახლა უკანასკნელი ანდერძის ერთადერთი ეგზემპლარი
გიჭირავთ ხელში. ესეც ჩემი გეგმის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაწი-

218
ლი.გახსოვთ სახარების ეპიზოდი, სადაც სატანას უფალი ჩვენი იე-
სო ქრისტე მთის წვერზე აჰყავს და სცდის, მთელ სამყაროს ჰპირდე-
ბა? რა სასიამოვნოა ცოდნა, რომ მეც მაქვს ცოტაოდენი სატანური
ძალა და შემიძლია, საცდუნებლად მთელი სამყარო შევთავაზო მას,
ვინც მიყვარს. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ უყვარდა სატანას ქრის-
ტე? მე არ მეპარება.
ბოლო რამდენიმე წელი ძალიან მახალისებდა თქვენს დილემა-
ზე ფიქრი და რაც უფრო ახლოსაა სიკვდილი, ჩემივე ზმანებებიც მით
უფრო მხიბლავს. ანდერძის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რას ვგუ-
ლისხმობ.
ჯოჯოხეთის სანახებში სახეტიალოდ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯ-
ნას რომ გადავაბიჯებ, თქვენ ისევ სააქაოს იქნებით, მაგრამ მანდაც
მოგწვდებათ ჯოჯოხეთის ცეცხლი, იმაზე მწველი, ვიდრე რომელიმე
ღმერთს შეუძლია შექმნას. მე ხომ ზედმიწევნით შეგისწავლეთ,
ძვირფასო რალფ... სხვა არაფერი გამომდიოდა, თორემ საყვარე-
ლი ადამიანებისთვის ტანჯვის მიყენება არასოდეს შემშლია, თქვენ-
ზე ნადირობა კი გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩემს ძვირ-
ფას გარდაცვლილ მაიკლზე ნადირობა ყოფილა ოდესმე.
თავიდან დროჰედასა და ჩემს ფულზე გეჭირათ თვალი, როგორც
საკუთარ ამპლუაში დაბრუნების საშუალებაზე. ასე არაა, რალფ? მე-
რე მეგი გამოჩნდა და ჩემთვის ტვინის გამორეცხვის თავდაპირველ
განზრახვაზეც აიღეთ ხელი. ხომ ასეა? მოიმიზეზებდით ხოლმე ჩემ-
თან სტუმრობას, ჩამოხვიდოდით დროჰედაში და მეგის ნახულობ-
დით. სინამდვილეში რა მაქვს და რამდენი მაქვს, რომ გცოდნოდათ,
ნეტავ მაშინაც ასე იოლად გადაერთვებოდით მასზე? რა იცით ჩემი
ქონების შესახებ, რალფ? არა მგონია, ოდნავი წარმოდგენა მაინც
გქონდეთ ჩემს შეძლებაზე. ანდერძში თავისი აქტივების ზუსტი ღი-
რებულების მითითება ქალბატონს, ალბათ, არ შეშვენის და ამიტომ
მირჩევნია, ამ წერილში მისხალ-მისხალ მოგახსენოთ ყველაფერი,
რაც გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იცოდეთ.
რამდენიმე ასეული ათასი გირვანქა-სტერლინგი აქეთ ან იქით,
ჩემი ქონება ცამეტ მილიონს ითვლის.

219
ლამის ორი ფურცელი გავავსე და დისერტაციის წერის ხალისი
არა მაქვს, რალფ. მოდი, წაიკითხეთ ჩემი ანდერძი, მერე კი გადაწ-
ყვიტეთ, რა უნდა უყოთ მას. თქვენზეა, ჰარი გოფს წაუღებთ და და-
ამოწმებინებთ, თუ დაწვავთ და სულიერს არავის ეტყვით, რომ ასე-
თი საბუთი არსებობდა. თქვენი გადასაწყვეტია. აქვე უნდა გით-
ხრათ, რომ ანდერძი, რომელიც ჰარის ოფისში ინახება, პედის ჩა-
მოსვლიდან ერთ წელიწადში შევადგინე. მის თანახმად, მთელი ჩე-
მი ქონება პედის უნდა დარჩეს. მოკლედ, სასწორზე რა დევს, უკვე
იცით.
მიყვარხართ, რალფ, იმდენად მიყვარხართ, მოგკლავდით კი-
დეც იმისთვის, რომ არ გინდივართ, მაგრამ, როგორც დამსჯელი
ზომა, ეს გზა ბევრად მირჩევნია. არაა დიდსულოვნება საჩემო საქ-
მე. მიყვარხართ, მაგრამ მინდა ისე გაიტანჯოთ, ტკივილისგან გაჰ-
კიოდეთ, თანაც ვიცი, რას გადაწყვეტთ. ისევე დანამდვილებით შე-
მიძლია თქმა, თითქოს მანდ ვიყო და გიყურებდეთ.
კი, ტკივილისგან აკივლდებით, რალფ და მიხვდებით, ტანჯვა-წა-
მება რა ყოფილა, ახლა კი ანდერძიც წაიკითხეთ, ჩემო მშვენიერო,
ამბიციურო მოძღვარო! წაიკითხეთ ‒ ანდერძი და თქვენი ბედიც გა-
დაწყვიტეთ!“
წერილზე ავტორს არც ხელმოწერა დაესვა, არც ინიციალები.
გრძნობდა მამა რალფი, როგორ ასხამდა ოფლი შუბლზე, როგორ
ჩასდიოდა თმიდან კეფაზე. უნდოდა, წამომხტარიყო და ორივე საბუ-
თი ისე დაეწვა, არც კი წაეკითხა, რა ეწერა ანდერძში, მაგრამ საძა-
გელ ბებერ ობობას ისე კარგად შეესწავლა მსხვერპლი... რა თქმა
უნდა, ანდერძსაც წაიკითხავდა მამა რალფი. მეტისმეტად ცნობის-
მოყვარე იყო და ცდუნებას ვერ გაუძლებდა. ღმერთო! რის გამო ექ-
ცეოდა მერი კარსონი ასე? რატომ აწამებდნენ ქალები ასე? დაგვა-
ჯულ-დაგრეხილი რომ დაბადებულიყო, უშნო რომ დაბადებულიყო,
ეგებ ბედნიერიც ყოფილიყო…
ოთხგვერდიანი ანდერძი ისეთივე მკაფიო და წვრილი ხელით შე-
ედგინა მერი კარსონს, როგორც წერილი. ნაწერზეც ეტყობოდა, რა
ძუნწი და წუწურაქიც ბრძანდებოდა.

220
სათანადოდ ხელმოწერილ, დათარიღებულ და მოწმეთა მიერ
დადასტურებულ დოკუმენტში ეწერა:

„მე, მერი ელიზაბეთ კარსონი, ჯანმრთელი და საღ ჭკუაზე მყოფი,


ვაცხადებ, რომ ქვემომოყვანილი წარმოადგენს ჩემს უკანასკნელ
ნებასა და ანდერძს და, შესაბამისად, აბათილებს ჩემ მიერ აქამდე
შედგენილ ნებისმიერ სხვა ანდერძს.
ქვემოთ განსაკუთრებული მემკვიდრეობის შესახებ დათქმებში
მითითებული ქონების გარდა, მთელ ქონებას, რომელიც ფულისა
და ქონების სახით გამაჩნია, ვუანდერძებ რომის წმინდა კათოლი-
კურ ეკლესიას, ქონების ანდერძით დატოვების ქვემოთ მითითებუ-
ლი პირობების გათვალისწინებით:

1. რომის წმინდა კათოლიკური ეკლესიის, შემდგომში ეკლესი-


ისთვის, ცნობილია, როგორ ვაფასებ მის მღვდელს, მამა რალფ დე
ბრიკასარს და რამდენად კეთილგანწყობილი ვარ მისდამი. მხო-
ლოდ და მხოლოდ მისი სიკეთის, სულიერი დახმარებისა და საიმე-
დო მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ მე ამგვარად განვკარგავ
ჩემს ქონებას;

2. ეკლესიის სასარგებლოდ ანდერძი ძალაშია მხოლოდ მანამ,


სანამ ეკლესია აფასებს ზემოხსენებული მამა რალფ დე ბრიკასარის
ღირსებასა და უნარებს;

3. ზემოხსენებული მამა რალფ დე ბრიკასარი პასუხს აგებს ჩემი


უძრავ-მოძრავი ქონების და ფულის მართვასა და განკარგვაზე, რო-
გორც ჩემს ქონებაზე უფლებამოსილი მთავარი პირი;

4. ზემოხსენებული მამა რალფ დე ბრიკასარის გარდაცვალების


შემთხვევაში ჩემი ქონების მართვასთან დაკავშირებით მისი უკა-
ნასკნელი ნება და ანდერძი შეიძენს იურიდიულად სავალდებულო
ძალას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესია დარჩება ჩემი ქონების

221
სრულ მესაკუთრედ, ხოლო მის მართვაში თავისი შემცვლელის და-
სახელების ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება მამა
რალფ დე ბრიკასარს. ამასთან, დაუშვებელია მისი იძულება, შეარ-
ჩიოს შემცვლელი სამღვდელოთა ანდა ეკლესიის წევრ ერისკაცთა
შორის;
5. დაუშვებელია დროჰედის მეურნეობის გაყიდვა ან გაყოფა;
6. ჩემი ძმა პედრიკ კლირი დარჩეს დროჰედის ფერმის მმართვე-
ლად, ჩემს სახლში ცხოვრების უფლებით, და დაენიშნოს ჯამაგირი
მხოლოდ და მხოლოდ მამა რალფ დე ბრიკასარის შეხედულებისა-
მებრ;
7. ჩემი ძმის, ზემოხსენებული პედრიკ კლირის გარდაცვალების
შემთხვევაში მის ქვრივსა და შვილებს მიეცეთ დროჰედას მეურნეო-
ბაში დარჩენის უფლება, ხოლო მმართველის თანამდებობაზე თან-
მიმდევრულად დაინიშნოს მისი ვაჟიშვილებიდან თითოეული, რო-
ბერტი, ჯონი, ჰიუ, სტიუარტი, ჯეიმსი და პატრიკი, ყველა, გარდა
ფრენსისისა;

8. პატრიკის ანდა ნებისმიერი უკანასკნელი ცოცხალი ვაჟიშვი-


ლის, გარდა ფრენსისისა, გარდაცვალების შემთხვევაში იმავე უფ-
ლებებით ისარგებლონ პედრიკ კლირის შვილიშვილებმა; სპეცია-
ლური დებულებები:

პედრიკ კლირის გადაეცეს ყველაფერი, რაც დროჰედას მამულ-


ში მდებარე ჩემს სახლებშია.

იუნის სმითს, ჩემს მნე ქალს, შეუნარჩუნდეს სამსახური და სა-


მართლიანი ჯამაგირი მანამ, სანამ თავად მოესურვება; ამასთან,
დაუყოვნებლივ გადაეხადოს ხუთი ათასი გირვანქა-სტერლინგი და
პენსიაზე გასვლისას დაენიშნოს სამართლიანი პენსია;

მინერვა ო’ბრაიენსა და კეტრინ დონელის შეუნარჩუნდეთ სამსა-


ხური და სამართლიანი ჯამაგირი მანამ, სანამ მოესურვებათ; ამას-

222
თან დაუყოვნებლივ გადაეხადოთ თანხა, ათასი გირვანქა-სტერ-
ლინგის ოდენობით თითოეულს, და პენსიაზე გასვლისას დაენიშ-
ნოთ სამართლიანი პენსია;
მამა რალფ დე ბრიკასარს სიცოცხლის ბოლომდე ყოველწლიუ-
რად პირადი სარგებლობისთვის, რითვისაც არავის წინაშე არ იქნე-
ბა ანგარიშვალდებული, გადაეხადოს თანხა ათი ათასი გირვანქა-
სტერლინგის ოდენობით“.

მამა რალფის ოთახის ფანჯრები დასავლეთით გადიოდა. ღრუ-


ბელს მოგაგონებდათ გარინდებულ ჰაერში ავარდნილი მტვერი,
მზის სხივები კი უწმინდეს ნაწილაკებს შორის იკვლევდნენ გზას და
თითქოს მთელ სამყაროს ღებავდნენ მოოქროსფრო-მოიისფრო სა-
ღებავით. ზაფხულობით იცოდა ასე. კაშკაშა, ცეცხლოვანი ვარაყი
შემოჰყოლოდა ზოლ-ზოლად გაწელილ ღრუბლებს, შორეული სა-
ძოვრების თავზე გამოკიდებული დიდი სისხლისფერი ბურთის გარ-
შემო კი თითქოს ვერცხლისფერი ალმები ფრიალებდა.
– ბრავო! ვაღიარებ, მაჯობე, მერი. ჩინებული დარტყმაა! მე ვყო-
ფილვარ სულელი, შენ კი არა, – ჩაილაპარაკა მამა რალფმა. ტი-
რილს არაფერი აკლდა და ჩაბღუჯულ ფურცლებს ძლივს არჩევდა,
მაგრამ საბუთზე ცრემლს მელანი რომ არ გაეთხაპნა, სასწრაფოდ
გასწია ანდერძი განზე.
ცამეტი მილიონი! ცამეტი მილიონი გირვანქა-სტერლინგი! მეგის
გამოჩენამდე მართლაც მერი კარსონის ქონებას უმიზნებდა მამა
რალფი, მაგრამ მერე განზრახვაზე ხელი აეღო, ასე ცივსისხლიანად
ვერ ააწაპნიდა მემკვიდრეობას მეგის. ისე, რას იზამდა, რომ სცოდ-
ნოდა, ბებერი ობობა რამოდენა ქონების პატრონი იყო? რას იზამდა,
რომ სცოდნოდა? მას ხომ ამის მეათედიც არ ეგონა მერი კარსონის
ავლადიდება? ცამეტი მილიონი გირვანქა სტერლინგი!

შვიდი წელი ცხოვრობდნენ პედი და მისი ცოლ-შვილი უფროსი


მეცხვარის სახლში, შვიდი წელი ემსახურებოდნენ ილაჯის გაწყვე-
ტამდე მერი კარსონს, ოღონდ რისთვის? უბადრუკი ხელფასისთვის?

223
მამა რალფის გასაგონად ერთხელაც არ დაეწუწუნა პედის, უსინ-
დისოდ მექცევიანო, მაგრამ ეჭვგარეშეა, თვლიდა, დის გარდაცვა-
ლების შემდეგ მასაც გულუხვად აუნაზღაურდებოდა შრომა, რომე-
ლიც რიგითი მეცხვარის ჯამაგირის სანაცვლოდ ამოდენა ქონების
სამართავად გაეწია, თან მის შვილებსაც იმდენივეს უხდიდნენ, რამ-
დენსაც დროებითი სამუშაოს მაძიებელ მაწანწალებს. არა, რაც
ჰქონდა, იმითიც კმაყოფილი იყო პედი, თანაც დროჰედაც ისე შეჰ-
ყვარებოდა, თითქოს საკუთარ მამულში ყოფილიყოს, ვარაუდით კი
სავსებით სამართლიანად ვარაუდობდა, ერთ მშვენიერ დღეს აქაუ-
რობა ჩემი გახდებაო.
– ბრავო, მერი! – გაიმეორა მამა რალფმა და ბავშვობის მერე
პირველად წამოსცვივდა ცრემლები, ხელები დაუსველა, თუმცა
ფურცლებს წვეთიც არ დასცემია.
ცამეტი მილიონი გირვანქა-სტერლინგი და შესაძლებლობა, პე-
დი კლირის, მისი ცოლის, ვაჟებისა და მეგის ხარჯზე კარდინალი დე
ბრიკასარი გამხდარიყო... როგორ ზედმიწევნით შეესწავლა მისი
ბუნება იმ ეშმაკეულს?! აბა, ყველაფერი წაეღლიტა ქალბატონს პე-
დისთვის? მაშინ უყოყმანოდ მიაშურებდა მამა რალფი სამზარეუ-
ლოს და სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძახებდა ანდერძს ცეცხლში.
არადა, მერი კარსონს ყველაფერი ისე მოეფიქრებინა, რომ პედის
არაფერი გასჭირვებოდა და დის სიკვდილის შემდეგ იმაზე კარგად
ეცხოვრა დროჰედაში, ვიდრე მის სიცოცხლეში. ისე დაელაგებინა
ყველაფერი, რომ პედის დროჰედას ვერავინ წაართმევდა. არა, არც
მიღებული მოგება დარჩებოდა მის ძმას, არც დროჰედას პატრონად
ჩათვლიდა ვინმე, მაგრამ მიწას ვერავინ შეეცილებოდა. ვერ და-
ეპატრონებოდა პედი კლირი ზღაპრულ თანხას, ცამეტი მილიონის
ოდენობით, მაგრამ ერთობ უზრუნველყოფილი და პატივცემული კა-
ცი გახდებოდა. მეგისაც არასოდეს მოშივდებოდა, ფეხშიშველს
არასოდეს გაუძახებდა მამულიდან ვინმე, მაგრამ მის კლირიც ვე-
რასოდეს დადგებოდა მისგან, ვერასოდეს გაუტოლდებოდა მის
კარმაიკლსა და მისნაირებს. ძალიანაც დააფასებდნენ, სასურველი
სტუმარი იქნებოდა ყველგან, მაგრამ ელიტისკენ მიმავალი გზა მო-

224
ეჭრებოდა. ვერასოდეს გახდებოდა მეგი ელიტური საზოგადოების
ნაწილი, სასწორის მეორე თეფშზე კი ცამეტი მილიონი გირვანქა-
სტერლინგი და ჯილენბოუნის მარადიული სიბნელიდან გაღწევის
შანსი იდო, ეკლესიის მაღალ იერარქებს შორის ადგილის დაკავე-
ბის შესაძლებლობა და, უფროსი იქნებოდა თუ უმცროსი, მისდამი
ყველას გარანტირებული კეთილგანწყობა.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო მამა რალფი და შეეძლო, აენაზღაუ-
რებინა ყველაფერი, რაც დაეკარგა – ისეთები დაეგეგმა შურისძიე-
ბის სურვილით შეპყრობილ მერი კარსონს, სწორედ რომ ჯილენ-
ბოუნის გარშემო იტრიალებდა პაპის ლეგატისა და არქიეპისკოპო-
სის ფიქრები, ბოლოს კი ვატიკანშიც ჩააღწევდა ხმები. რამდენად
მდიდარიც უნდა ყოფილიყო ეკლესია, მისთვისაც არ იყო ცამეტი მი-
ლიონი ხელწამოსაკრავი თანხა, მამა რალფ დე ბრიკასარის გარდა
კი ვერავინ მიართმევდა მას ამოდენა ქონებას. საკუთარი ხელით
დაეწერა შავით თეთრზე მერი კარსონს, რომ მხოლოდ მას შეეძლო
ამის გაკეთება. ისიც იცოდა მამა რალფმა, თავის დღეში რომ არ გახ-
დიდა დის ანდერძს სადავოდ პედი. იცოდა და უთვლიდა კიდეც მიც-
ვალებულს, ღმერთმა წაგწყმიდოსო. რა თქმა უნდა, ეწყინებოდა პე-
დის, გაცოფდებოდა და თავის დღეში აღარ მოინდომებდა მამა
რალფთან შეხვედრას, მაგრამ სასამართლომდე მაინც არასოდეს
მივიდოდა საქმე. მაშ, რას გადაწყვეტდა მამა რალფი? განა ანდერ-
ძის წაკითხვისთანავე არ იცოდა, რას იზამდა?
ჩვეულებისამებრ მოხდენილად წამოდგა ცრემლშემშრალი მოძ-
ღვარი, პერანგი შეიმოწმა, ამოჩაჩული არსად მქონდესო და კარს
მიუახლოვდა. შესამოსელი უნდა წამოეღო ჯილიდან, თუმცა წას-
ვლამდე კიდევ ერთხელ უნდა დაეხედა მერი კარსონისთვის.
დიასახლისის საძინებელში ფანჯრები კი გაეღოთ, მაგრამ ნი-
ავიც არ იძვროდა და შეგუბებულ ჰაერში კიდევ უფრო მძაფრად იგ-
რძნობოდა სიმყრალის სუნი. ოდნავადაც არ ირხეოდა მძიმე ფარ-
დები.
მტკიცე ნაბიჯით გაიარა მოძღვარმა საძინებელი და საწოლს და-
აცქერდა. მიცვალებულის სახის ნოტიო ადგილებში დადებული ბუზ-

225
ის კვერცხებიდან, ის-ის იყო, მატლები იჩეკებოდნენ, ორგანიზმში
დაგროვილი აირების გამო ისედაც მსუქანი მკლავები და ხელის
მტევნები კიდევ უფრო მეტად დაჰბეროდა და თითქოს გამწვანებო-
და, კანი კი დახეთქოდა.
„შე საზიზღარო ბებერო ობობა, – ფიქრობდა მამა რალფი, მო-
იგე, მაგრამ თუ იცი, რა მოიგე? ერთი გაოხრებული ადამიანი მეორე
გაოხრებულს მოერია, მაგრამ ჩემს მეგის ვერ დაამარცხებ, ვერ წა-
ართმევ იმას, რაც თვითონ არასდროს გქონია. შეიძლება, შენთან
ერთად დავიწვა ჯოჯოხეთში, მაგრამ შენ რაც მოგელის, ვიცი. ერ-
თად წარვწყდებით და სულ მუდამ ჩემი გულგრილობის ცქერა მოგი-
წევს...“.
ქვედა სართულზე ელოდებოდა მოძღვარს პედი, შესასვლელში.
შეეგება კიდეც.
– საშინელებაა, მამაო, არა? თავზარდაცემული ვარ. არ მეგონა,
ასე თუ წავიდოდა. წუხელაც ისე კარგად იყო... ღმერთო ჩემო, რა
ვქნა?
– ნახეთ? – იკითხა მამა რალფმა.
– ღმერთო, შენ მიშველე, ვნახე.
– ესე იგი, იცით, როგორც უნდა მოიქცეთ. არასოდეს მინახავს,
ცხედარი ასე სწრაფად გახრწნილიყოს. რამდენიმე საათში თუ არ
ჩაასვენებთ რამეში, ისე გაწყალდება, ბენზინის კასრში მოგიწევთ
ჩასხმა. დილითვე უნდა დაიკრძალოს. ნურც კუბოს მორთვაში და-
ხარჯავთ დროს. ბაღიდან ვარდები ან რამე მოიტანეთ და დააყარეთ,
ოღონდ იჩქარეთ. მე შესამოსელი უნდა ჩამოვიტანო ჯილიდან.
‒ რაც შეიძლება, სწრაფად დაბრუნდით, მამაო! – შეევედრა პე-
დი, მაგრამ რალფ დე ბრიკასარს საკმაოდ დააგვიანდა.
სანამ მღვდლის სახლისკენ მიმავალ გზაზე გადაუხვევდა, მოძ-
ღვარმა ჯილენბოუნის მდიდრულ უბანს მიაშურა და შესანიშნავი ბა-
ღის შუაგულში აშენებულ, ერთობ პომპეზურ სახლთან გააჩერა მან-
ქანა.ის-ის იყო, უნდა ესადილა ჰარი გოფს, მაგრამ მოახლემ მოახ-
სენა, ვინც სტუმრობდა და მაშინვე გავიდა მისაღებში.
– მამაო, სადილზე ხომ არ დაგვეწვეოდით? საქონლის დამარი-

226
ლებული ხორცი გვაქვს კომბოსტოსთან, მოხარშულ კარტოფილ-
თან და ოხრახუშის საწებელთან ერთად, თანაც ხორცი დაშაშხული
არ გეგონოთ...
– არა, ჰარი, ვერ დავრჩები. დილით მერი კარსონი გარდაიცვა-
ლა. ამის სათქმელად მოვედი.
– სასწაულია პირდაპირ! წუხელ იქ ვიყავი, მამაო, და თითქოს
არაფერი უჭირდა.
– ვიცი. სამი საათი იქნებოდა, კიბეზე რომ ავიყვანე და მართლა
კარგად იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, წამოვედი თუ არა, მაშინვე
მოკვდა. საღამოს ექვსზე იპოვა მისის სმითმა. უკვე საზარელი სანა-
ხავი იყო. მთელი დღე სიცხეში იყო, ინკუბატორივით გამოკეტილ
ოთახში. ღმერთო ჩემო, ვლოცულობ, დამავიწყდეს, ისეთი რამ ვნა-
ხე, ენით აუწერელი საშინელება, ჰარი...
– ხვალ დაკრძალავენ?
– სხვანაირად არ გამოვა.
– რომელი საათია? ათი? ისე ცხელა, ესპანელებივით გვიან-გვი-
ან ვსადილობთ ხოლმე, მაგრამ არა უშავს, ვიღაცებთან დარეკვა
ჯერ კიდევ შეიძლება. გინდათ, მე მივრეკ-მოვრეკავ, მამაო?
‒ გმადლობთ, ძალიან დამეხმარებით. ჯილიში შესამოსლის წა-
საღებად ჩამოვედი. რას წარმოვიდგენდი, სულის მოსახსენიებელი
მესის აღვლენა თუ მომიწევდა. სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე დრო-
ჰედაში, საჭირო ვარ. წირვა დილის ცხრაზე იქნება.
– პედის უთხარით, რომ მერის ანდერძს ჩამოვიტან. დავკრძა-
ლავთ თუ არა, ამ საქმეს უნდა მივხედოთ. მემკვიდრეებს შორის, მა-
მაო, თქვენც ხართ და მადლობელი დაგრჩებით, ანდერძის წაკით-
ხვას თუ დაესწრებით.
– ვშიშობ, პატარა პრობლემა გვაქვს, ჰარი. საქმე ის გახლავთ,
რომ მერის კიდევ ერთი ანდერძი შეუდგენია. წუხელ, მას შემდეგ,
რაც სტუმრებს დაემშვიდობა, დალუქული კონვერტი გადმომცა და
პირობა დამადებინა, მანამ არ გავხსნიდი, სანამ საკუთარი თვალით
არ ვნახავდი მის ცხედარს. შიგნით ახალი ანდერძი დამხვდა.
– მერიმ ახალი ანდერძი შეადგინა? უჩემოდ? – გაოცდა მასპინ-

227
ძელი.
– როგორც ჩანს. ჩემი აზრით, დიდი ხნის შემდეგ მიიღო გადაწ-
ყვეტილება, მაგრამ არ ვიცი, ყველაფერი რატომ გაასაიდუმლოვა
ასე.
– მამაო, ანდერძი თან გაქვთ?
– დიახ, – თქვა მღვდელმა და პერანგის უბიდან რამდენჯერმე გა-
დაკეცილი ფურცლები ამოიღო.
იურისტი იმ წამსვე შეუდგა კითხვას. ანდერძი ბოლომდე ჩაიკით-
ხა და თავი ასწია, მაგრამ რაც სახეზე ეწერა, მამა რალფს ერჩივნა,
არ დაენახა. აღფრთოვანებაც გამოსჭვიოდა ჰარის მზერაში, სიბრა-
ზეც და, ასე განსაჯეთ, ზიზღიც.
‒ კეთილი, მამაო... გილოცავთ! ბოლოს მაინც მიიღეთ, რაც გინ-
დოდათ, – გათამამდა არაკათოლიკე გოფი.
– დამიჯერეთ, ჰარი, ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო, ვიდრე
თქვენთვის.
– ეს ერთადერთი ეგზემპლარია?
– რამდენადაც ვიცი, ერთადერთი უნდა იყოს.
– და ისიც თქვენ გადმოგცათ, თანაც გუშინ?
– დიახ.
– მერე, რატომ არ გაანადგურეთ, რატომ არ მოიქეცით ისე, რომ
საბრალო, მოხუც პედის უსათუოდ მიეღო ის, რაც სამართლიანად
ეკუთვნის? რა ხელი აქვს ეკლესიას მერი კარსონის ქონებასთან?
მამა რალფს ლამაზ თვალებში სიმშვიდე ჩასდგომოდა.
– ივარგებდა ასე, ჰარი? ივარგებს ასე? ქონება მერის ეკუთვნო-
და და ისე განკარგავდა, როგორც მოესურვებოდა.
– პედის ვურჩევ, ამ ანდერძთან დაკავშირებით დავა წამოიწყოს.
– მეც ვფიქრობ, რომ უნდა ურჩიოთ, – თქვა მამა რალფმა და და-
ემშვიდობა კიდეც ჰარის. იცოდა, დილით, როდესაც ხალხი მერი
კარსონის დაკრძალვის საყურებლად ჩავიდოდა დროჰედაში, ჯი-
ლენბოუნშიც და მთელ შემოგარენშიც ყველას ეცოდინებოდა, ფუ-
ლი ვის რჩებოდა. მოკლედ, მოძღვარს არჩევანი გაეკეთებინა და ვე-
ღარაფერს შეცვლიდა.

228
დილის ოთხი იყო, მამა რალფმა მამულში შესასვლელი ბოლო
ჭიშკარი რომ გააღო – დროჰედაში დაბრუნებას არ ჩქარობდა. მი-
დიოდა და ცდილობდა, არ ეფიქრა, საერთოდ არ ეფიქრა არაფერზე
და არავისზე, არც პედიზე, არც ფიზე, არც მეგიზე და არც იმ აქოთე-
ბულ საზიზღრობაზე, რომელიც, დიდი იმედი ჰქონდა, უკვე ჩაეპირ-
ქვავებინათ კუბოში. სამაგიეროდ, გაფაციცებული აკვირდებოდა
ღამეს, მკრთალად განათებულ მინდორზე მარტოსულად გახევე-
ბულ გამხმარ მოვერცხლისფრო ხეებს, მათ ჩაჟამებულ ჩრდილებსა
და სავსე მთვარეს, უზარმაზარი ბუშტივით რომ მოძრაობდა ცაზე.
აი, მანქანაც გააჩერა, გადმოვიდა, მავთულის ღობეს მიეყრდნო და
ევკალიპტისა და მინდვრის ყვავილების მომაჯადოებელი სურნე-
ლით გაჟღენთილი ჰაერი შეისუნთქა. ისეთი წარმტაცი იყო ეს მიწა,
ისეთი სუფთა, წმინდა, ისე არ დაგიდევდათ მათ ბედს, ვისაც იქაუ-
რობის ბატონ-პატრონად წარმოედგინა თავი... შეეძლოთ, წაპოტი-
ნებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში აქეთ ბატონობდა მიწა მათზე.
სანამ ამინდს არ დაიმორჩილებდნენ, სანამ წვიმის გამოწვევას არ
შეძლებდნენ, ყოველთვის მიწა გაიტანდა ლელოს.
მამა რალფმა მანქანა სახლის უკან გააჩერა და ნელი ნაბიჯით წა-
ვიდა პარმაღისკენ. ყველა ფანჯარაში სინათლე ენთო, მნე ქალის
ოთახიდან კი ძლივს გასაგონად ისმოდა, როგორ აკითხებდა კრი-
ალოსანმომარჯვებული მისის სმითი ორ ირლანდიელ მოახლეს-
ლოცვებს. გლიცინიის ქვეშ უცნაურად გაირბინა ჩრდილმა და შეც-
ბუნებული მამა რალფიც ადგილზე გაშეშდა. ბებერმა ობობამ ისევ
ოინი უყო. არადა, მეგი შერჩა ხელში, რომელიც მოთმინებით ელო-
დებოდა მის დაბრუნებას. ჯოდპურებსა და ჩექმებში გამოწყობილი
გოგო ძალიანაც მხნედ გამოიყურებოდა.
– შემაშინე, – მკვახედ უთხრა მამა რალფმა.
– არ მინდოდა, მამაო, ბოდიში, მაგრამ მამასთან და ბიჭებთან
ერთად შიგნით გაჩერებაც არ შემიძლია. დედაც ჯერ ისევ სახლშია,
პატარებთან. ალბათ მისის სმითთან, მინისა და კეტთან ერთად უნდა
ვლოცულობდე, მაგრამ არ მინდა მისთვის ლოცვა. ცოდვაა, არა?
‒ არა მგონია, ცოდვა იყოს, მეგი, ფარისევლობა კი ცოდვაა. მეც

229
არ მინდა, მისთვის ვილოცო. არ იყო კარგი ადამიანი – მიუგო გო-
გონას მამა რალფმა, რომელსაც მერი კარსონის ხსენებაც არ უნდო-
და, და ღიმილმა სახე გაუნათა, – თუ შენთვისაა ამის თქმა ცოდვა,
მაშინ ჩემთვის უფრო დიდი ცოდვაა. მე ყველა უნდა მიყვარდეს, შენ
კი არა გაქვს ასეთი ტვირთი.
– კარგად ხართ, მამაო?
– კარგად ვარ, კი, – თქვა მოძღვარმა, სახლს ახედა და ამოიოხ-
რა, არ მინდა შიგნით შესვლა. ეს არის და ეს. არ მინდა მის სიახლო-
ვეს ვიყო, სანამ სინათლე არ დააფრთხობს სიბნელის დემონებს.
ცხენები რომ შევკაზმო, წამოხვალ? ვისეირნოთ დილამდე ერთად?
მეგიმ დაუნდობლად შეახო ხელი მღვდლის შავ სახელოს.
– არც მე მინდა შიგნით შესვლა.
– დამელოდე. შესამოსელს მანქანაში დავტოვებ.
– თავლასთან ვიქნები.
ცხოვრებაში პირველად ცდილობდა მეგი, ისე დაეჭირა თავი მა-
მა რალფთან, როგორც თანასწორს თანასწორთან, როგორც
ზრდასრულ ადამიანს ზრდასრულთან, მოძღვარი კი ისევე უშეცდო-
მოდ გრძნობდა ამ ცვლილებას, როგორც მერი კარსონის მშვენიერ
ბაღებში ‒ ვარდების სურნელს.
„ვარდები, ვარდის ფერფლი... ვარდები, ვარდები ყველგან... ბა-
ლახში გაბნეული ვარდის ფურცლები... საზაფხულო ვარდები, წი-
თელ-ყვითელი ვარდები, თეთრიც... ვარდის მსუყე, ტკბილი სურნე-
ლი ღამით და მთვარის ფერფლისგან გახუნებული ვარდისფერი
ვარდები... ვარდების, ვარდების ფერფლი... უარი ვთქვი შენზე, ჩემო
მეგი. ნუთუ ვერ ხედავ, რომ საფრთხე ხარ ჩემთვის? ჰოდა, გაგსრისე
პატივმოყვარემ და მინდორში გათელილი ვარდიღა დარჩი... ვარ-
დების სუნი. მერი კარსონის სუნი. ვარდები, ფერფლი; ფერფლი,
ვარდები...“ – ფიქრობდა მამა რალფი.
– ვარდის ფერფლი... მოდი, გავექცეთ ვარდების სუნს, შორს წა-
ვიდეთ. ხვალ მთელ სახლში იდგება ვარდის სუნი, – თქვა მოძღვარ-
მა, წაბლისფერ ფაშატს ფეხი წაჰკრა და დაწინაურდა, ნაკადულის-
კენ გააჭენა ცხენი. ეჩვენებოდა, რომ მერი კარსონის კუბოს მოსარ-

230
თავად დაკრეფილი ვარდების სუნი სცემდა და ტირილი უნდოდა;
მთელი სიცხადით წარმოუდგა მოსახდენის გარდაუვალობა.
იცოდა, ძალიან მალე წავიდოდა და ვეღარ უმკლავდებოდა მოზ-
ღვავებულ ფიქრებსა თუ გრძნობებს. ვინღა გააჩერებდა ჯილიში,
როცა წარმოუდგენელი ანდერძის შესახებ შეიტყობდნენ? მაშინვე,
მაშინვე გაიწვევდნენ სიდნეიში. იცოდა, როდისმე, მერე კი არ წაიყ-
ვანდნენ, სასწრაფოდ მოუწევდა წასვლა და ცდილობდა, გაჰქცეოდა
ფეხდაფეხ ადევნებულ მოუღალავ ტკივილს. ფლოქვების თქარათ-
ქურში თვალწინ ედგა პედის ზიზღიანი სახე, ხედავდა, ზურგს რო-
გორ შეაქცევდა. აღარც სასურველი სტუმარი იქნებოდა დროჰედა-
ში, აღარც მეგის ნახავდა ოდესმე. მიაჭენებდა ცხენს და საკუთარ
თავს უკიჟინებდა: „ასე აჯობებს, ასე აჯობებს, ასე აჯობებს“. სულ უფ-
რო ნაკლებად ეტკინებოდა ეპისკოპოსის სასახლის რომელიმე სე-
ნაკში შეყუჟულს გული, ნაკლებად, ნაკლებად, ბოლოს კი ტკივილიც
გახუნდებოდა. უსათუოდ აჯობებდა ასე. ასე აჯობებდა ჯილიში დარ-
ჩენას და ყურებას, როგორ გადაიქცეოდა მეგი არსებად, რომელიც
არ სურდა, დაენახა მასში, ერთ დღეს კი სულაც ვიღაცაზე დასწერდა
ჯვარს. მოშორდებოდა თვალი თვალს, გადასხვაფერდებოდა გუ-
ლიც, მაგრამ ახლა რატომ იყო მეგისთან ერთად, რისთვის მიაგელ-
ვებდა ცხენს ნაკადულის მეორე ნაპირზე აჩრდილივით ევკალიპტებ-
სა და ბზებს შორის? უსაშველოდ ეძნელებოდა ფიქრი ტკივილის გა-
მო, განშორების ტკივილის გამო, რადგან უდროო იყო ჩადენილი
მუხანათობის გამო დარდი.
– მამაო, მამაო, ვერ გეწევით! შეანელეთ, მამაო, გთხოვთ! – და-
იძახა მეგიმ.
მისმა ხმამ მოძღვარს მოვალეობა მოაგონა, გამოაფხიზლა. აუჩ-
ქარებლად მოქაჩა სადავეს, ადგილზე მოუსვენრად აცეკვებული
ცხენი შემოაბრუნა და დაელოდა, როდის დაეწეოდა მეგი. უბედურე-
ბაც ეს იყო, ვერაფრით გაექცეოდა.
იქვე ჭაბურღილი გუგუნებდა და გოგირდის ოხშივარი ასდიოდა
წყალსატევს, რომელშიც გემის ჰაერსაბერის მსგავსი მილიდან ჩა-
ედინებოდა ცხელი წყალი. ბორბლის ახლო-ახლო ჩაწყობილი მან-

231
ებივით ეტყობოდა შეუსაბამოდ ხასხასა ზურმუხტისფერ ბალახს შე-
მაღლებულზე მოწყობილი ტბორიდან გამომავალი წყალსადინარი
არხები, ლეყეპოიან ნაცრისფერ ნაპირებზე კი იაბიებს, ავსტრალი-
ურ მდინარის კიბოებს დაედოთ ლამში ბინა.
– ჯოჯოხეთში იქნება ასეთი სუნი, არა, მეგი? – სიცილი წასკდა
მამა რალფს, – აგერ, ეზოს ბოლოში, თავისსავე კარ-მიდამოში ჰქო-
ნია ცეცხლიც და გოგირდიც. რამდენი ვარდიც უნდა დააყარონ, წე-
სით, უნდა ეცნოს ეს სუნი, არა? ოი, მეგი...
აღვირმიშვებული გაწვრთნილი ცხენები ადგილიდან არ იძ-
ვროდნენ. ახლომახლო არსად ჩანდა ღობე, ხეებს კი ნახევარი მი-
ლის იქით თუ დალანდავდით, თუმცა ტბორის ნაპირზე, ჭაბურღილი-
დან მოშორებით, იქით, სადაც წყალი შედარებით გრილი იყო, ნა-
პირზე მორი ეგდო. ზამთარში თუ ვინმეს ბანაობა მოესურვებოდა,
ჩამოჯდებოდა ამ მორზე და ფეხებს ისე გაიმშრალებდა. მამა რალ-
ფიც დაჯდა, მეგიც შორიახლოს ჩამოუჯდა, შეხედა და ჰკითხა:
– რა მოგივიდათ, მამაო?
ისე უცნაურად ჟღერდა მეგის ხმა, იმდენჯერ დაესვა მამა რალფს
მისთვის იგივე კითხვა…
‒ გაგყიდე, ცამეტ მილიონ ვერცხლად გაგყიდე, ჩემო მეგი, გა-
ეღიმა მოძღვარს.
– გამყიდეთ?
– ხატოვანი ნათქვამია. ყურადღებას ნუ მიაქცევ. მოდი, ახლოს
დამიჯექი. შეიძლება, ვეღარც დაველაპარაკოთ ერთმანეთს.
– სანამ მამიდაზე ვარ მგლოვიარედ, არა? – აწრიალდა გოგონა
და მოძღვრისკენ მიიწია.
– ეგ არ მიგულისხმია, მეგი.
– აბა, იმიტომ, რომ ვიზრდები და შეიძლება, იჭორაონ?
– სხვა რამეცაა. მივდივარ, მეგი.
აჰა, ისევ გაუსწორა მეგიმ გასაჭირს თვალი, ისევ იტვირთა ახა-
ლი სატკივარი. არც აღშფოთებულა, არც უყვირია, არც უტირია...
თითქოს მხრებზე შემოგდებული სიმძიმე თანაბრად ვერ გაენაწი-
ლებინა, ოდნავ შეკრთა და მორჩა. სუნთქვაც არ შეჰკვრია, ძლივს

232
გასაგონად ამოიოხრა მხოლოდ, და იკითხა: – როდის?
– რამდენიმე დღეში, ალბათ.
– ფრენკის წასვლაზე ძნელი იქნება, მამაო.
– ამაზე ძნელი არასოდეს არაფერი გადამხდენია. თავსაც ვე-
რაფრით ვინუგეშებ. შენ ოჯახი მაინც გყავს.
– თქვენი ღმერთი გყავთ.
– კარგი ნათქვამია! მართლაც გაიზარდე, მეგი.
მიდიოდა მამა რალფი, ძალიან გაუჭირდებოდა მის გარეშე, მაგ-
რამ, როგორც ქალს, უსათუოდ უნდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, რო-
მელიც მოძღვრისთვის ვერა და ვერ დაესვა. არადა, სამი მილი ჭე-
ნებით გამოევლოთ.
– ვარდის ფერფლიო, თავლაში ჩაილაპარაკეთ, მამაო. ჩემი კა-
ბის ფერს გულისხმობდით?
‒ ნაწილობრივ, სინამდვილეში კი სხვა რამეზე ვფიქრობდი, ალ-
ბათ.
– რაზე ფიქრობდით?
– ვერ გაიგებ, მეგი. ფიქრზე ვთქვი, ფიქრზე, რომელიც არ უნდა
აღმოცენდეს, არ უნდა დაიბადოს, არ უნდა გამოკვებო, რომელიც
ჩაკვდება მაინც.…
– დაბადების უფლება ყველაფერს აქვს, ფიქრსაც.
– იცი, რაზეც ვლაპარაკობ, არა? – შეხედა მეგის მამა რალფმა.
– მგონი, ვიცი.
– განა ყველაფერი ვარგა, მეგი?
– არ ვარგა ყველაფერი, მაგრამ რაღაც თუ არსებობს, ესე იგი,
უნდა არსებობდეს.
– იეზუიტივით რომ ლაპარაკობ, რამდენი წლის ხარ?
– ერთ თვეში ჩვიდმეტის ვხდები, მამაო.
– ჩვიდმეტი წელია, სულ შრომაში ხარ. ასეა, დროზე ადრე აბე-
რებს ადამიანს მძიმე შრომა. საფიქრალად დრო როცა გრჩება, რაზე
ფიქრობ ხოლმე, მეგი?
‒ ჯიმსზე და პეტსიზე, დანარჩენებზეც, მშობლებზეც, ჰალზეც, მა-
მიდაჩემზეც... ზოგჯერ ბავშვების გაჩენაზეც ვფიქრობ. შვილები ძა-

233
ლიან მინდა. ცხენოსნობაზეც, ცხვრებზეც... ყველაფერზე, რაზეც კა-
ცები ლაპარაკობენ. ამინდზეც ვფიქრობ ხოლმე, წვიმაზეც, ბოსტან-
ზეც, ქათმებზეც, იმაზეც, ხვალ რა უნდა გავაკეთო...
– გათხოვებაზე თუ ოცნებობ?
– არა, მაგრამ მომიწევს, ალბათ. შვილები მინდა... ცუდია ბავ-
შვისთვის უმამობა.
დადარდიანებულ მამა რალფს გაეღიმა – ზნეობისა და უმეცრე-
ბის ისეთი ნაზავი იყო მეგი... მერე გოგონასკენ შებრუნდა, ნიკაპზე
შეეხო და დააცქერდა. რა, რა უნდა ექნა?
– მეგი, ბევრად ადრე უნდა მივმხვდარიყავი, მაგრამ აგერ ახლა-
ხან მივხვდი. იეშმაკე და ყველაფერი არ მითხარი, რაზეც ფიქრობ
ხოლმე, არა?
– მე... – წამოიწყო გოგონამ და იქვე გაჩუმდა.
– არ გითქვამს, რომ ჩემზეც ფიქრობ ხოლმე. თავს დამნაშავედ
რომ არ გრძნობდე, მეც მახსენებდი მამაშენთან ერთად. ალბათ,
კარგიცაა, რომ მივდივარ. არ მეთანხმები? ჩვიდმეტის ხდები, საკმა-
რისად დიდი ხარ იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლესავით გაგიტა-
ცოს ვიღაცამ, მაგრამ ძალიან დიდიც არა ხარ. ასეა? გამოუცდელი
რომ ხარ, მომწონს, მაგრამ ვიცი, როგორ ტანჯავთ გატაცებები სკო-
ლის მოსწავლე გოგონებს. ისეთები გამომივლია მეც მათ გამო.
თითქოს რაღაცის თქმა დააპირა მეგიმ, მერე კი თავი გააქნია და
მოძღვარს ნიკაპიდან ხელი მოაშორებინა. თვალებზე ცრემლი უკია-
ფებდა.
– მისმინე, მეგი, ეს მხოლოდ ერთი საფეხურია, ნიშნული, რომე-
ლიც ქალობისკენ მიმავალ გზაზე უნდა გაიარო. დაქალდები, შეხ-
ვდები შენს რჩეულს და საკუთარი ცხოვრების მოწყობით მეტისმე-
ტად დაკავებულს ჩემზე საფიქრალად დროც აღარ დაგრჩება. თუ გა-
გახსენდები და ისიც როგორც მეგობარი, რომელიც მოზარდობის
ასაკში სირთულეების გადალახვაში გეხმარებოდა. არავითარ შემ-
თხვევაში არ უნდა მიეჩვიო ჩემზე რომანტიკულ ოცნებებს, მეგი. ვე-
რასოდეს შემოგხედავ, როგორც ქმარმა შეიძლება შემოგხედოს.
ხომ გესმის, შენ ჩემთვის სხვა ხარ, მეგი. როდესაც ვამბობ, მიყვარ-

234
ხარ-მეთქი, არ ვგულისხმობ, რომ მიყვარხარ, როგორც მამაკაცს.
მე მღვდელი ვარ. არა ვარ მამაკაცი. მოკლედ, ნუ გამოიჭედავ თავს
ჩემზე ოცნებებით. წავალ და ძალიან მეეჭვება, დასაბრუნებლად მო-
ვიცალო, თუნდაც ცოტა ხნით.
გოგონას მხრები ისე ჩამოუცვივდა, გეგონება, ტვირთის სიმძი-
მეს ვერ უძლებდა, თუმცა თავი მაინც ასწია და ჯიქურ შეხედა მოძ-
ღვარს.
– არ იჯავროთ, არ გამოვიჭედავ თქვენზე ოცნებით თავს. მღვდე-
ლი რომ ხართ, ვიცი.
– არა მგონია, ცხოვრების საქმე შეცდომით ამერჩია. ვერც ერთი
ადამიანი, შენც კი, ვერ შემივსებს იმას, რასაც ჩემი მოწოდება მივ-
სებს.
– ვიცი. წირვაზე ყველაფერს ვხედავ. ძლიერი ხართ და ალბათ
უფალი გგონიათ ხოლმე თავი.
– ტაძარში თითოეული მრევლთაგანის სუნთქვის ხმას ვარჩევ,
მეგი. ყოველი დღის ბოლოს ვკვდები და ყოველ დილით, წირვას
რომ აღვავლენ, ხელახლა ვიბადები. რატომ უნდა ხდებოდეს ასე?
ნუთუ იმიტომ, რომ მღვდელი ვარ, ღვთის რჩეული? ნუთუ იმიტომ,
რომ თითოეული მორწმუნის კრძალვანარევი სუნთქვა მესმის და
ვიცი, რამოდენა გავლენა მაქვს მასზე?
– რა მნიშვნელობა აქვს, რატომ? ასეა, მორჩა.
– შენთვის შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემ-
თვის მნიშვნელოვანია. ეჭვი, ეჭვი მღრღნის.
– არ ვიცი, მამაო, უთქვენოდ რა უნდა ვქნა, – თავისთვის მნიშ-
ვნელოვან საკითხზე გადაიტანა ლაპარაკი მეგიმ, – ჯერ ფრენკი, ახ-
ლა თქვენ... ჰალთან სხვა ამბავი იყო. ვიცი, რომ მოკვდა და ვეღა-
რასოდეს დაბრუნდება, მაგრამ თქვენ და ფრენკი ცოცხლები ხართ.
სულ ვიფიქრებ, ნეტავ როგორ არიან, რას აკეთებენ, ხომ არაფერი
უჭირთ, ხომ არ ვჭირდები-მეთქი. იმაზეც კი ვიფიქრებ, ცოცხალი იქ-
ნებით თუ არა. ჰო, ვიფიქრებ.
– მეც იგივე განცდა მექნება, მეგი. დარწმუნებული ვარ, ფრენკიც
ასეა.

235
– არა, ფრენკს აღარ ვახსოვართ... თქვენც დაგვივიწყებთ.
– სანამ პირში სული მიდგას, ვერასოდეს დაგივიწყებ, მეგი, სას-
ჯელად კი ისიც მეყოფა, დიდხანს, დიდხანს რომ უნდა ვიცოცხლო, –
თქვა მამა რალფმა, გოგონას ხელი დასტაცა, წამოაყენა, ნაზად,
მაგრამ თამამად შემოაჭდო მკლავები წელზე და უთხრა, – ალბათ
ეს ბოლო შეხვედრაა, მეგი. პირისპირაც ვეღარასოდეს დავრჩებით.
– მღვდელი რომ არ ყოფილიყავით, მამაო, ცოლად შემირთავ-
დით? – ყური მოსჭრა მიმართვამ მოძღვარს.
‒ რალფი მქვია. ნუ მეძახი ასე! – მოუჭრა მეგის, კითხვაზე კი არ
უპასუხა.
ხელს არ უშვებდა მკლავებში მომწყვდეულ მეგის რალფ დე ბრი-
კასარი, თუმცა მისი კოცნა არც უფიქრია. მთვარე ჩასულიყო და უკუ-
ნეთში ძლივძლივობით არჩევდა გოგონას სახის ნაკვთებს. უცნაუ-
რად ააფორიაქა მისი პატარა, აკოკრებული მკერდის შეხებამ მკერ-
დზე, კიდევ უფრო მეტად კი მეგის საქციელმა გააკვირვა. ისე შემო-
ეხვია, შემოესალტა მოძღვრისთვის ხელები კისერზე, თითქოს ყო-
ველდღე მამაკაცის მკლავებში ენებივროს.
მანამდე არასოდეს ეგემა ვნებიანი კოცნა მამა რალფს. ახლაც
არ აპირებდა და ეგონა, მეგიც იმავე აზრზე იყო. ეგონა, გოგონა წას-
ვლამდე ლოყას მიუშვერდა, წამით ჩაეხუტებოდა, როგორც მშო-
ბელს, და მორჩა... იცოდა, წყენია და ამაყი იყო მეგი და სჯეროდა,
ძვირფასი ოცნებები ასე უსულგულოდ რომ გავუჩხრიკე, ალბათ, გუ-
ლი ძალიან ეტკინაო. ეჭვი არ ეპარებოდა, მეგისაც ისევე ეჩქარებო-
და გამოსალმება, როგორც თვითონ. ნეტავ შვებას თუ იგრძნობდა
მეგი, თუ ეცოდინებოდა, რომ მოძღვარი მასზე მეტად იტანჯებოდა?
აი, დაიხარა კიდეც, ლოყაზე რომ ეკოცნა მისთვის, მეგი კი თითის
წვერებზე შედგა და დაუგეგმავად, ანგარიშმიუცემლად ტუჩებით შე-
ეხო მის ტუჩებს.
ისე შეკრთა მამა რალფი, გეგონება, ობობას შხამი გაესინჯა. მე-
რე თავი დახარა, თითქოს ეშინოდა, რომ გაუსხლტებოდა მეგი, ტუ-
ჩები ტუჩებთან მიუტანა და რაღაცის თქმა სცადა, მან კი კოცნა შე-
აგება და უძვლოსავით ჩაეღვარა, ხელში ჩაადნა, თბილ წყვდიადად

236
გადაიქცა. ცალი ხელი წელზე შემოაჭდო მამა რალფმა, მეორე თმა-
ში შეუცურა და ისე მოზიდა თავისკენ, თითქოს ეშინოდა, მანამ არ
გაჰქცეოდა დამფრთხალი მეგი, სანამ გონებაში ჩაიბეჭდავდა, რამ-
დენად საოცარ არსებასთან ჰქონდა საქმე, რომელიც მეგიც იყო და
არც იყო მეგი, ნაცნობიც იყო და მეტისმეტად უცხოც. არა, არ ყოფი-
ლა მამა რალფის მეგი ქალი, არ ჰგავდა მამა რალფის მეგი ქალს,
ვერასოდეს დაინახავდა მასში ქალს მამა რალფი ისევე, როგორც
თვითონ ვერ იქნებოდა მისთვის მამაკაცი. გაიფიქრა და გონს მო-
ეგო კიდეც. კისრიდან მეგის მკლავები მოიშორა და შეეცადა, სიბნე-
ლეში მისი სახე დაენახა, მას კი თავი დაეხარა და თვალის გასწორე-
ბას არ აპირებდა.
– წავიდეთ, დროა, მეგი, – თქვა თუ არა მოძღვარმა, გოგონა
უსიტყვოდ მიუახლოვდა ცხენს, ამხედრდა და დაელოდა. არადა,
როგორც წესი, მამა რალფი ელოდებოდა.

მართალი იყო მღვდელი. წალეკავდა ხოლმე ნოემბერში ვარდე-


ბი დროჰედას. ჰოდა, სახლშიც იმდენი ვარდი შეიტანეს, ლამის კედ-
ლებიც აღარ ჩანდა. დილის რვა საათზე, ერთ გაშლილ კოკორსაც
ვერ იპოვიდით ბაღში. აი, მოაგლიჯეს უკანასკნელი ყვავილი ვარ-
დის ბუჩქს და გამოჩნდნენ კიდეც სამძიმრის სათქმელად მისული
პირველი სტუმრები, რომლებსაც პატარა სასადილო ოთახში საუზ-
მედ ყავა და ფენოვანი ცომის ახალთახალი ფუნთუშები მიართვეს.
შეასვენებდნენ აკლდამაში მერი კარსონს და შორი გზიდან ჩამო-
სულ ხალხსაც შეამაგრებდნენ შედარებით ნოყიერი სადილით,
ოღონდ ამჯერად დიდ სასადილოში გაიშლებოდა სუფრა.
ისე სწრაფად გავარდა ხმა ჯილიში, კაციშვილი ვერ შეიტანდა
ეჭვს იქაური ჭორების გავრცელების სისტემის გამართულობაში.
კოლექტიური სარგებლობის სატელეფონო ხაზებმა იცოდა ასე...
სტუმრები ხმამაღლა ტრაფარეტულ ფრაზებს ამბობდნენ, თვალები
კი იმას გათქვამდა, რაზეც გულში ეფიქრათ და დაედგინათ, თან ცბი-
ერი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.

237
– გავიგე, გვტოვებთ, მამა რალფ, – გესლიანად წამოიწყო მის
კარმაიკლმა, გარინდებულ მოძღვარს კი იმ დილით ადამიანური
გრძნობების არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. უმაქმანო სტი-
ქარსა და სევდის მომგვრელ შავ ანაფორაში ჩაცმულს ხელში ვერ-
ცხლის ჯვარი ეჭირა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი სული და
გული სხვაგან ყოფილიყოს.
დაბნეულად გადახედა მის კარმაიკლს მოძღვარმა, მერე თით-
ქოს ნებისყოფა მოიკრიბა და გულწრფელად გახარებულმა ღიმი-
ლით მიუგო:
– შეუცნობელ არს საქმენი უფლისანი, მის კარმაიკლ.
ეს იყო და მამა რალფმა სხვა თანამოსაუბრე მოძებნა. წარმოდ-
გენა არავის ჰქონდა, რა ედო გუნებაში, მას კი ანდერძის გამო პე-
დისთან მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ფიქრი უტრიალებდა თავ-
ში. ეშინოდა, რომ პედი განრისხდებოდა და ნატრობდა, ნეტავ გა-
მიბრაზდეს, ნეტავ შევზიზღდებოდეო.
სანამ სულის მოსახსენიებელ მესას აღავლენდა, მოძღვარი
მრევლისკენ შებრუნდა. ხალხით გადაჭედილ ოთახში ვარდების
ისეთი მძიმე სუნი იდგა, ფანჯრების გაღებაც არ შველოდა.
– გარდაცვლილის პატივსაცემად სიტყვამრავლობას არ მოვყვე-
ბი, – დაიწყო მკაფიო, ლამის ოქსფორდული აქცენტით მამა რალ-
ფმა, რომლის მიღმაც გაჭირვებით თუ დალანდავდით მის ირლან-
დიურ წარმოშობას, – მერი კარსონს ყველა იცნობდით. საზოგადოე-
ბის ბურჯი იყო, ბურჯი ეკლესიისა, რომელიც ნებისმიერ სულიერზე
მეტად უყვარდა.
ამ სიტყვების გამგონე შეკრებილთაგან ზოგი დაიფიცებდა, მოძ-
ღვარი თვალებით დაგვცინოდაო, ზოგს კი მტკიცედ სჯეროდა, მამა
რალფის მზერა ჭეშმარიტ, გაუნელებელ მწუხარებას დაებინდაო.
– ბურჯი ეკლესიისა, რომელიც ნებისმიერ სულიერზე მეტად უყ-
ვარდა, – კიდევ უფრო გარკვევით გაიმეორა მღვდელმა, რომელსაც
გზიდან გადახვევა არ სჩვეოდა, – ბოლო ჟამს მარტო იყო და მაინც
არ იყო მარტო. როცა სიკვდილის საათი ჩამოჰკრავს, უფალი იესო
ქრისტეა ჩვენ გვერდით, ჩვენშია, ის კისრულობს ჩვენი სულთაბრძ-

238
ოლის ტანჯვას. ნეტარებაა სიკვდილი, რადგან არ კვდება მარტოო-
ბაში სულიერთაგან არც უმაღლესი, არც უმდაბლესი. მისი უკვდავი
სულისთვის სალოცავად შევიკრიბეთ, რათა მას, რომელიც გვიყ-
ვარდა სიცოცხლეში, სამართლიანად მიეზღოს მარადისობაში. ვი-
ლოცოთ!
ბიჭების მიერ ფერმის მანქანა-დანადგარების ნაწილებისგან შე-
კოწიწებულ საზიდარზე შეგდებულ კუბოზე იმდენი ვარდი დაეყა-
რათ, არც ჩანდა, ქვეშ რა იყო. ყველაფერი ვარდის სუნს გაეჟღინთა
და ფანჯრებიც გაეღოთ, მაგრამ მაინც იგრძნობოდა გვამის სუნი. იმ-
თავითვე ამაზე ლაპარაკობდა ექიმიც.
– დროჰედაში რომ ჩავედი, უკვე ისე გაფუჭებულიყო, რომ გული
ამერია, – უთხრა კოლექტიური სარგებლობის სატელეფონო ხაზზე
ექიმმა მარტინ კინგს და დასძინა, – ცხოვრებაში არავინ შემცოდე-
ბია ისე, როგორც პედი კლირი. განა მარტო იმიტომ, რომ დროჰე-
დაზე ხელები დააბანინეს, კიდევ იმიტომ, რომ ის საშინელი, ადუღე-
ბული ბებრუხანა უნდა ჩაეტენა კუბოში.
– მაშინ კუბოს წაღებაში ჩემი იმედი ნურავის ექნება, – თქვა მარ-
ტინმა.
იმდენი ყურმილი დაკიდეს ერთდროულად, თანამოსაუბრის
ნათქვამიდან აზრი რომ გამოეტანა, სამჯერ სთხოვა ექიმმა, გამიმე-
ორე, რა ბრძანეო.
კაციშვილს არ უნდოდა, მერი კარსონის ნეშტი მხარზე გაედო და
ისე მიეტანა აკლდამამდე. არც გული დასწყვეტია ვინმეს, როდესაც
აკლდამის კარი მიუხურეს და, ბოლოს და ბოლოს, ჰაერიც გაიწმინ-
და.
სანამ დიდ სასადილო ოთახში თავმოყრილი სტუმრები საჭმელს
შეექცეოდნენ, ანდა თავს იკატუნებდნენ, ვითომ ჭამდნენ რამეს, ჰა-
რი გოფმა პედი, მთელი მისი ოჯახი, მამა რალფი, მისის სმითი და
ორი მოახლე სასტუმრო ოთახში გაიყვანა. სამძიმრის სათქმელად
მისული სტუმრებიდან არცერთს არ მოსდიოდა აზრად, ამდგარიყო
და სახლში წასულიყო. არა, უნდა ეთვალთმაქცათ, ვჭამთო, და სა-
კუთარი თვალით უნდა ენახათ, რა მოუვიდოდა პედის, როდესაც ან-

239
დერძს გააცნობდნენ. ისე, სამართლიანობა მოითხოვდა, აღენიშნ-
ათ, რომ დაკრძალვაზე არც პედი მედიდურობდა, არც რომელიმე
მისი ოჯახის წევრებიდან, აქაოდა, ამიერიდან საზოგადოებაში უფ-
რო მაღალი მდგომარეობა გვაქვსო. დასტიროდა დას გულიანი პე-
დი, ფის კი ჩვეულებისამებრ ეჭირა თავი, ისე, თითქოს სულ არ ენაღ-
ვლებოდა, მის თავს რა ხდებოდა.
‒ უნდა გაასაჩივროთ, პედი, – თქვა გულგამწყრალმა ჰარი გოფ-
მა მას შემდეგ, რაც მჭახე ხმით ჩაიკითხა უცნაური დოკუმენტი.
– ავი, ბებერი ძუკნა! – ვერ მოითმინა მისის სმითმა, რომელსაც
მოძღვარიც მოსწონდა, მაგრამ კლირები ბევრად მეტად შეჰყვარე-
ბოდა. სწორედ კლირების დამსახურება იყო, მის ცხოვრებაში ბავ-
შვები რომ გაჩნდნენ, თანაც სხვადასხვა ასაკის.
– არა, არ შემიძლია, ჰარი, – თავი გააქნია პედიმ, – ქონება მისი
იყო. ხომ ასეა? რაც უნდოდა, იმას უზამდა. თუ უნდოდა, რომ ეკლე-
სიას დარჩენოდა, ესე იგი, ასე უნდოდა და არა ‒ სხვანაირად. არ
უარვყოფ, ცოტა გაწბილებული ვარ, მაგრამ ჩემისთანა უბრალო კა-
ცისთვის შეიძლება ასე უკეთესიც იყოს. არა მგონია, დროჰედისხე-
ლა მამულის ბატონ-პატრონობის პასუხისმგებლობას გავუმკლავ-
დე.
– ვერ გაიგეთ, პედი, – ისე გარკვევით, აუჩქარებლად დაიწყო იუ-
რისტმა, თითქოს პატარა ბავშვს უხსნიდა რამეს, – მარტო დროჰე-
დაზე არ გელაპარაკებით. დამიჯერეთ, დროჰედა უმცირესი ნაწი-
ლია იმისა, რაც თქვენმა დამ დატოვა. ასი საუკეთესო კომპანიის
მთავარი აქციონერი იყო, ფოლადის ქარხნებისა და ოქროს საბა-
დოების მესაკუთრე, მისი იყო „მიჩარ-ლიმიტედიც“ და მისი ათსარ-
თულიანი საოფისე შენობაც სიდნეიში. მასზე მდიდარი ავსტრალია-
ში არავინ იყო. სასაცილოა, თვე არ იქნება გასული, რაც სიდნეიში
„მიჩარ-ლიმიტედის" დირექტორებს დამალაპარაკა, აქტივების ზუს-
ტი ღირებულება გამირკვიეო. დაახლოებით ცამეტი მილიონი გირ-
ვანქა-სტერლინგის ქონება დატოვა.
– ცამეტი მილიონი გირვანქა-სტერლინგი... – ისე ჩაილაპარაკა
პედიმ, გეგონება დედამიწიდან მზემდე მანძილს ზომავდა, გეგონე-

240
ბა, ვერაფრით გაესიგრძეგანებინა, რას ეუბნებოდნენ,‒ გადაწყვე-
ტი-ლია, ჰარი. ამხელა ფულზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.
– რომელ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ, პედი? ვერ ხვდე-
ბით? თვითონ მიხედავს თავის თავს ამხელა ფული. თითსაც არ გა-
ანძრევთ, ისე მოიტანს ფული ფულს. ასობით ადამიანი მუშაობს იმა-
ზე, რომ მიგიხედონ მაგ ფულს. გთხოვთ, გაასაჩივრეთ ანდერძი, პე-
დი! საუკეთესო სამეფო ადვოკატებსაც გიშოვით და თუ საჭირო გახ-
და, საიდუმლო საბჭომდეც მივალთ.
პედიმ ერთბაშად იაზრა, რომ საქმე მისი ოჯახის წევრებსაც ეხე-
ბოდა და ფლორენციულ მარმარილოს მერხზე ჩამომსხდარ გაოგ-
ნებულ ბობსა და ჯეკს მიუბრუნდა.
– რას იტყვით, ბიჭებო. გჭირდებათ მამიდა მერის ცამეტი მილი-
ონი? თუ გჭირდებათ, გავასაჩივრებ, სხვა შემთხვევაში არა.
– დროჰედაში ისედაც ვიცხოვრებთ. ანდერძში ასე არ წერია?–
იკითხა ბობმა.
– დროჰედადან ვერავინ გაგყრით მანამ, სანამ მამათქვენის
თუნდაც ერთი შვილიშვილი იქნება ცოცხალი, – მიუგო ჰარიმ.
‒ აქ ვიცხოვრებთ, დიდ სახლში, მისის სმითი და გოგოები მოგ-
ვხედავენ და წესიერ ხელფასსაც ავიღებთ, – ისე თქვა პედიმ, თით-
ქოს ბედის გაღიმებას უფრო გაეკვირვებინოს, ვიდრე იმას, რომ ბე-
დისწერას ზურგი ექცია მისთვის.
– მეტი რა უნდა გვინდოდეს, ჯეკ? – ჰკითხა ძმას ბობმა, – არა ხარ
თანახმა?
– მე მაწყობს, –მიუგო ჯეკმა.
აი, მამა რალფი კი მოუსვენრობდა. არც სულის მოსახსენიებელი
მესისთვის საჭირო შესამოსელი გაეხადა, არც დამჯდარიყო. ლამა-
ზი ბოროტი ჯადოქარივით სანახევროდ შეჰფარებოდა ოთახის ბო-
ლოში ჩრდილებს, სახეგაქვავებული განმარტოებით იდგა და შავი
ანაფორის ქვეშ მალავდა ხელებს, შორეთისკენ მიპყრობილ ლურჯ
თვალებში კი შიში და გულისწყრომა ჩასდგომოდა.
ნატრობდა, ნეტავ მკაცრად დამსჯიდნენო, მაგრამ არა, როგორც
ეტყობოდა, არც შეიზიზღებდნენ, არც გაუჯავრდებოდა ვინმე. ოქრ-

241
ოს სინით მიართმევდა გულკეთილი პედი ყველაფერს და მადლო-
ბასაც ეტყოდა, კლირებს ამოდენა პასუხისმგებლობა აგვარიდეო.
– ფის და მეგის აღარ ეკითხებით? – უხეშად შეახსენა მღვდელმა
ოჯახის უფროსს, – ოჯახში ქალებს არაფრად აგდებთ და საჭიროდ
არ თვლით, აზრი ჰკითხოთ, არა?
– ფი? – აღელდა პედი.
– ჩემთვის სულ ერთია. შენ როგორც გადაწყვეტ, პედი, – უპასუ-
ხა ქალმა.
– შენ რას იტყვი, მეგი?
– არ მინდა მაგისი ცამეტი მილიონი ვერცხლი, – თქვა გოგონამ,
რომელიც თვალს არ აშორებდა მამა რალფს.
– მოკლედ, ასე, ჰარი, – გამოაცხადა პედიმ, არ გვინდა ანდერ-
ძის გასაჩივრება. დაე, დარჩეს ეკლესიას მერის ფული.
‒ ჯანდაბა, ვგიჟდები, როგორ მოგატყუეს, – თქვა ჰარიმ და ხელი
ხელს შემოჰკრა.
– მე განგების მადლიერი ვარ მერის გამო, – მშვიდად მიუგო პე-
დიმ, – ის რომ არა, ახლაც ახალ ზელანდიაში ვიფორხილებდი ლუკ-
მა-პურის საშოვნელად.
გამოვიდნენ თუ არა სასტუმრო ოთხიდან, პედიმ მამა რალფი გა-
აჩერა, სასადილოს შესასვლელში შეჯგუფებული ცნობისმოყვარე
სტუმრების თვალწინ ხელი გაუწოდა და უთხრა:
– გთხოვთ, მამაო, არ იფიქროთ, რამე ცუდი გვქონდეს გულში.
ცხოვრებაში არავისთვის დაუჯერებია მერის, არც მღვდლის, არც
ძმის, არც ქმრისთვის. დამიჯერეთ, რაც უნდოდა, ის გააკეთა. თქვენ
მას ძალიან კეთილად ექცეოდით. ჩვენც ძალიან კეთილად გვექცე-
ვით და ამას არასოდეს დავივიწყებთ.
დანაშაულიცაა და დანაშაულიც... დანაშაულის ტვირთსაც ხომ
გააჩნია? კინაღამ არ ჩამოართვა დაკოჟრებულ-დალაქავებული ხე-
ლი მამა რალფმა პედის, მაგრამ მერე კარდინალის საკადრისმა
ჭკუამოწყობილობამ თავისი გაიტანა და, მიუხედავად იმისა,რომ
გულზე ცეცხლი ედებოდა, არათუ მგზნებარედ ჩააფრინდა მოხუცს
ხელში, გაუღიმა კიდეც და უთხრა:– გმადლობთ, პედი. გარწმუნებთ,

242
არასოდეს არაფერი მოგაკლდებათ.
მამა რალფი იმავე კვირაში გაემგზავრა, თუმცა წასვლამდე დრ-
ოჰედაში ერთხელაც არ გამოჩენილა. რამდენიმე დღე მოანდომა
ბარგის შეკვრას. ბევრი არც არაფერი ჰქონდა წასაღები. მერე ოლ-
ქის ყველა ფერმა დაიარა, სადაც კათოლიკე ოჯახები ცხოვრობ-
დნენ, დროჰედაში კი ფეხი არ დაუდგამს. ჯილენბოუნში მისი მოვა-
ლეობების შესასრულებლად უელსიდან ჩავიდა მამა უოტკინს თო-
მასი, ხოლო მამა რალფ დე ბრიკასარი არქიეპისკოპოს კლუნი დარ-
კის პირადი მდივანი გახდა, ოღონდ ამით სულაც არ დატვირთულა
– თვითონაც ორი მდივანი ჰყავდა. დროის უმეტეს ნაწილს იმის გარ-
კვევაში ატარებდა, რამდენი რა ჰქონდა მერი კარსონს. ეკლესიის
ინტერესების სასარგებლოდ ხომ უნდა აეღო მართვის სადავეები
ხელში?

243
ნაწილი III
1921-1928

პედი

ახალი წელიც მოახლოვდა და ანგუს მაკქუინმაც, როგორც ყო-


ველთვის, ამჯერადაც უმასპინძლა რუნდა-ჰანიშში ახალი წლის წინა
ღამეს სტუმრებს, კლირები კი ჯერაც ვერ გადაბარგებულიყვნენ დიდ
სახლში. ასეთი რამეები ერთი ხელის მოსმით არ ხდება. შვიდი წლის
განმავლობაში დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნივთებიც უნდა შე-
ეფუთათ და ფის მოთხოვნაც უნდა შესრულებულიყო, სხვა თუ არა-
ფერი, სასტუმრო ოთახს მაინც შევავლოთ ხელიო. თან ერთი სული
ჰქონდათ, როდის გადავიდოდნენ დიდ სახლში, თან ოდნავადაც არ
ჩქარობდნენ. ბოლოს და ბოლოს, რაღაცებში სულაც ვერ ჯობდა ის
სახლი უფროსი მეცხვარის სადგომს, მაგალითად, არც იქ შეეყვა-
ნათ ელექტრობა და ბუზიც არანაკლები ჰყავდათ. სამაგიეროდ, ქვის
იმსისქე კედლები ჰქონდა დიდ სახლს, ისე ეცემოდა ევკალიპტების
ჩრდილი სახურავზე, ზაფხულში შიგნით ოცი გრადუსით ნაკლები
ტემპერატურა იყო ხოლმე, ვიდრე გარეთ.
ერთი სიამოვნება იყო იქაურ სააბაზანოში შესვლაც. მთელი ზამ-
თარი მოედინებოდა ცხელი წყალი სააბაზანოს გვერდით მიშენებუ-
ლი სამზადის ღუმლის უკან გაყვანილი მილებიდან, თანაც წვიმის
წყალი იყო, წვიმის! მერი კარსონის სახლში ვისაც შხაპის ან აბაზა-
ნის მიღება სურდა, სწორედ ამ ათკაბინიან სააბაზანოში უნდა შებ-
რძანებულიყო, მაგრამ ხელსაბანიანი საპირფარეშო ბევრგან ჰქონ-

244
დათ, პატარ-პატარა შენობებშიც კი. შურის თვალით უყურებდნენ
ამოდენა შეძლების გამო ჯილენბოუნელები დიასახლისს, ამბობ-
დნენ, სიბარიტიაო.2 სასტუმრო „იმპერიალის“, ორი ლუდხანის, კა-
თოლიკური ეკლესიის მღვდლის სახლისა და მონასტრის გარდა,
მთელი ჯილენბოუნი ეზოს საპირფარეშოებში დადიოდა, დროჰედა
კი გამონაკლისი იყო. იმდენი ავზი ჰქონდათ, ერთდროულად იმდე-
ნი სახურავიდან ჩამონადენ წვიმის წყალს აგროვებდნენ... თუმცა,
მკაცრი წესების დაცვაც უწევდათ: ტუალეტის ზედმეტად ჩარეცხვა
არ შეიძლებოდა, ცხვრის სადეზინფექციო ხსნარს უნდა მისძალე-
ბოდნენ.
ასე იყო თუ ისე, მიწაში ამოჭრილ ორმოებთან შედარებით, აქაუ-
რი საპირფარეშოები სამოთხეს ჰგავდა, თანაც, დეკემბრის დასაწ-
ყისში მამა რალფს პედისთვის ხუთი ათასი გირვანქა-სტერლინგის
ღირებულების ჩეკიც გამოეგზავნა და წერილიც მოეყოლებინა.
სწერდა, ვფიქრობ, დასაწყისისთვის ეს თანხა საკმარისი იქნებაო.
გაოგნებულმა პედიმ ჩეკი ფის გაუწოდა და აღმოხდა, რაც ოდეს-
მე გასამრჯელო მიმიღია, ერთად აღებული ამდენი არ გამოვიდო-
დაო.
– რა ვუყო ახლა ამას? – დააჩერდა ქაღალდის ნაგლეჯს ქალი,
მერე კი ქმარს შეხედა და თვალები გაუბრწყინდა, – პედი, ეს ფულია!
ხვდები? ფული გვაქვს, ბოლოს და ბოლოს... მამიდა მერის ცამეტ მი-
ლიონს რას დავეძებთ? არაა ნამდვილი მაგდენი ფული, ეს კი ნამ-
დვილია, ოღონდ რა ვუყო, რა ვქნა?
– დახარჯე, – მარტივად გადაწყვიტა მამაკაცმა, – ცოტ-ცოტა ტა-
ნსაცმელს თუ იყიდი შენთვის და ბავშვებისთვის... იქნება დიდი სახ-
ლისთვისაც გინდოდეს რამე... რა ვიცი, კიდევ რა გვჭირდება?
– სასაცილოა, მაგრამ მეც არ ვიცი, რა შეიძლება გვჭირდებო-
დეს, – თქვა ფიმ, სასაუზმოდ გაწყობილი მაგიდიდან წამოდგა და
თავის დაკვრით მედიდურად ანიშნა მეგის, გამომყევიო, – წამო, წა-

2
სიმდიდრით განთქმული ძველბერძნული კოლონია სიბარისის მკვიდრი. აქ
იგულისხმება: ფუფუნებაში მცხოვრები

245
ვიდეთ, დიდ სახლს შევავლოთ თვალი.
მერი კარსონის გარდაცვალებიდან პირველი ერთი კვირა დრო-
ჰედაში ნამდვილი საგიჟეთი ჰქონდათ. მას შემდეგ ოც დღეზე მეტი
ისე გავიდა, დიდ სახლში ფეხი კლირებიდან არცერთს არ დაუდგამს,
მაგრამ ფის პირველივე გამოჩენამ მთელი მათი პასიურობა გადა-
ფარა. ისე მკვირცხლად მიდი-მოდიოდა მისის სმითის, მინისა და კე-
ტის თანხლებით ოთახიდან ოთახში, მეგი დედამისს ვერ ცნობდა.
თან წამდაუწუმ ბუტბუტებდა ფი, ეს რა საშინელებააო, ეს საძაგლო-
ბააო, ეტყობა, მერი ვერც ფერებს არჩევდა და გემოვნების ნატამა-
ლიც არ გააჩნდაო...
ყველაზე დიდხანს ფი სასტუმრო ოთახში შეყოვნდა. საქმის მცო-
დნესავით ათვალიერა იქაურობა. დიდი სახლის სასტუმრო ოთახი
ზომით მხოლოდ მისაღებს ჩამოუვარდებოდა. სიგრძეში ორმოცი
ფუტი იყო, სიგანეში – ოცდაათი, თხუთმეტფუტიანი ჭერი ჰქონდა.
საუკეთესოსა და უარესზე უარესის უცნაური ნაზავი იყო იქაური მო-
რთულობა. ერთიანად გაყვითლებული კრემისფერი კედლები ოდ-
ნავადაც არ ეხამებოდა არც დიდებულ ძერწილ ჭერს, არც ხისჩუ-
ქურთმებიან პირნაკეთობას. გამოხუნებულ ყავისფერ სკამებს კი-
დევ უფრო სევდიან იერს სძენდა სქელი ყავისფერი ხავერდის ფარ-
დები, რომლებიც ორმოცმეტრიან ვერანდაზე გამავალ მთელი კედ-
ლის სიმაღლე შუშაბანდზე ჩამოეფარებინათ. აქვე იყო მორძისფრო
მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული მასიური ბუხარიც, მალა-
ქიტის ორი განსაცვიფრებელი გრძელი სკამიცა და ფლორენციული
მარმარილოს არანაკლებ დახვეწილი ორი მერხიც. ბუხრის ფილებს
მუქვარდისფერი ძარღვები დაჰყვებოდა. ხის პრიალა იატაკზე სამი
ობუსონური ხალიჩა ერთმანეთის გაყოლებაზე ისე გაეშალათ, თით-
ქოს გეომეტრიული სიზუსტე უნდა დაეცვათ, ჭერიდან კი ექვსფუტია-
ნი უოტერფორდის3 ჭაღი ეშვებოდა, თან ზემოთ ჯაჭვი რამდენჯერმე
დაეგრიხათ.
– ყოჩაღ თქვენ, მისის სმით! ოთახი უდავოდ საშინლად გამოიყუ-

3
ბროლის მწარმოებელი კომპანიის სახელწოდება

246
რება, მაგრამ ყველაფერი ისეთი სუფთაა, ელავს. ისეთ ოთახს მოვა-
წყობ, დალაგება რომ გაგიხარდებათ! სირცხვილია, ასეთი ფასდაუ-
დებელი სკამები ასე უადგილოდ იდგას! აქ პირველად რომ შემოვე-
დი, მას შემდეგ ვნატრობ, ისეთი ოთახი მოვაწყო, თან ყველა მოხიბ-
ლოს, თან იმდენად მოსახერხებელიც იყოს, გასვლა არავის უნდო-
დეს.
ზიზღით დაჰკრა ფიმ თითი ხის საშინელ, ჯმუხ ვიქტორიანულ მა-
გიდას, რომელზეც ტელეფონი იდგა, და თქვა:
– აქ ჩემი სეკრეტერი მოუხდება! ამ ოთახიდან დავიწყებ და სანამ
ჩემს ჭკუაზე არ მოვიყვან, მანამ ფეხსაც არ გამოვადგამ ნაკადულის-
პირა სახლიდან. ერთ ოთახში მაინც მოვიყრით ხოლმე სახლში თა-
ვს ისე, გული რომ არ დაგვიმძიმდეს.
ეს იყო და ფი დაჯდა და ყურმილი საკიდიდან მოხსნა, ცოტა არ
იყოს, შეცბუნებული მეგი და მოახლეები კი გვერდიდან არ შორდე-
ბოდნენ და უსმენდნენ, როგორ აძლევდა მითითებებს ჰარი გოფს.
ღამის ფოსტით უნდა გამოეგზავნა ქსოვილების ნიმუშები მარკ ფო-
ის, „ნოკ-ენდ-კირბისიდან“4 - საღებავის ნიმუშები, „გრეის-ბრაზერ-
სიდან“5 – შპალერის, ამ და სხვა მაღაზიებიდან გამოაგზავნიდნენ
სპეციალურად ფისთვის შედგენილ კატალოგებსაც, რომლებშიც
ავეჯის სხვადასხვა ხაზი იქნებოდა წარმოდგენილი.
ფხუკუნ-ფხუკუნით დაჰპირდა ჰარი, რბილი ავეჯის კომპეტენტურ
ხელოსანსაც გამოვძებნი და ისეთ მღებავებსაც, სკრუპულოზურ სა-
მუშაოს რომ გაართვან თავიო. ყოჩაღ, მისის კლირი! სახლში მერი
კარსონის ყოველგვარი კვალის წაშლა განეზრახა ფის.
მირეკვა-მორეკვას რომ მორჩა, თავაშვებული უყაირათობის
დღესასწაულს ჩაუდგა სათავეში ფი. ქალიშვილსა და მოახლეებს
უბრძანა, ეს ყავისფერი ფარდები ახლავე ჩამოგლიჯეთო, მერე კი
ეზოში ნაგვის გროვასავით დახვავებულ ფარდებს თავისი ხელით
წაუკიდა ცეცხლი.

4
რკინა-კავეულის მაღაზია სიდნეიში
5
უნივერმაღების ქსელი

247
– არც ჩვენ გვჭირდება და არც ჯილენბოუნელ ღარიბებს შევაწუ-
ხებ შეთავაზებით, – გამოაცხადა დიასახლისმა.
– კარგი, დედიკო, – დაეთანხმა მეგი, რომელიც გაოგნებისგან
ადგილიდან ვერ იძვროდა.
– საერთოდ არ გვექნება მზის ფარდები, – დასძინა ფიმ. სულ არ
დაგიდევდათ, სახლ-კარის მორთვის იმდროინდელი ჩვეულებების
შემაძრწუნებელი დარღვევა რომ განეზრახა, – ვერანდა იმდენად
ფართოა, მზის პირდაპირი შუქი ოთახში ვერ შემოდის და მზის ფარ-
დები რაღა საჭიროა? ხელისგულივით უნდა ჩანდეს ეს ოთახი.
აი, სხვადასხვა მასალაც ჩამოვიდა, მერე კი მღებავები და რბი-
ლი ავეჯის ხელოსანიც გამოჩნდნენ. მეგისა და კეტს კიბეზე ასვლა
და ზედა ფანჯრების გაპრიალება დაევალათ, მისის სმითი და მინი
ქვედებს უნდა გამკლავებოდნენ, ფი კი დიდ-დიდი ნაბიჯებით მიდი-
მოდიოდა და არწივივით ეჭირა სათითაოდ ყველაზე თვალი.
ახალი წლის პირველი კვირის მიწურულს გარშემო ყველამ გა-
იგო, კლირებს სასტუმრო ოთახის გადაკეთება დაუმთავრებიათო.
ცხადია, კოლექტიური სარგებლობის სატელეფონო ხაზზე მოუსმინა
ვიღაცამ ვიღაცას. სასახლის დარბაზს დაემსგავსებინა მისის კლი-
რის დროჰედის სასტუმრო ოთახი და მისთვის ახალსახლობის მისა-
ლოცად წასულ მისის კინგსა და მისის ო'რურკს თავაზიანობის გამო
მაინც ხომ უნდა ხლებოდა მისის ჰოუპტონი, არა?!
არავინ დავობდა იმაზე, რომ ფის ძალისხმევას შესანიშნავი შე-
დეგი გამოეღო. ერთობ უწესრიგოდ, თითქოს ალალბედზე, გაენაწი-
ლებინათ სარკესავით მოპრიალებულ იატაკზე კრემისფერი ხალი-
ჩები, რომლებსაც მკრთალად ეტყობოდა თაიგულებად შეკრული
ვარდისფერ-წითელი ვარდებისა და მწვანე ფოთლების გამოსახუ-
ლება. ჭერი და კედლებიც კრემისფრად გადაეღებათ, ნაძერწობის
ყველა დეტალი და ჩუქურთმა რუდუნებით გამოეკვეთათ ოქროს ვა-
რაყით, ხის პანელებზე დატოვებულ უზარმაზარ ოვალური სიცა-
რიელეებში გახუნებული შავი აბრეშუმი ამოეკრათ, რომელზეც ისე-
თივე თაიგულები მოჩანდა, როგორიც ხალიჩებზე. მოკრემისფრო-
მოოქროსფრო ჩარჩოში ჩასმულ ჩახუჭუჭებულ იაპონურ ნახატებს

248
ჰგავდა... უოტერფორდის ჭაღი იმდენად დაეშვათ, რომ ბროლის
სულ ქვედა დეტალები იატაკიდან ექვს-ნახევარი ფუტის სიმაღლეზე
წკრიალებდნენ. პატარ-პატარა ცისარტყელებივით ელვარებდა
ათასობით გაპრიალებული მრავალწახნაგი, თითბრის მანამდე
აბურდულ-დაბურდული დიდრონი ჯაჭვი კი კედელზე მიემაგრები-
ნათ. მაღალ, წვრილ ფეხებზე შემდგარ კრემისფერ მაგიდებზე, რომ-
ლებსაც კიდეებზე ასევე დაჰყვებოდა ოქროს ვარაყი, უოტერფორ-
დის ლამპები და უოტერფორდისვე საფერფლეები მოჩანდა. იქვე
დაედგათ უოტერფორდის ლარნაკებიც, რომლებშიც კრემისფერი
და ვარდისფერი ვარდები ჩაეწყოთ. დიდი, კომფორტული სკამებიც
შეეკეთებინათ, ზედ კრემისფერი მუარის6 შალითები გადაეკრათ და
რბილი, უზურგო ტახტების გარშემო ისე მოხერხებულად გაენაწი-
ლებინათ, თითქოს დასაჯდომად იწვევდნენ სტუმარს. მზით განათე-
ბულ კუთხეში იდგა ძველი მოხდენილი კლავესინიც, რომელსაც
კრემისფერი და ვარდისფერი ვარდებით სავსე უზარმაზარი ლარნა-
კი ამშვენებდა. ბუხრის თავზე ფიონას მქრქალ ვარდისფერ კრინო-
ლინში გამოწყობილი ბებიის პორტრეტი ეკიდა, მის მოპირდაპირედ
კი შედარებით დიდი ზომის პორტრეტი გამოეფინათ, რომელზეც ჯერ
ისევ ახალგაზრდა, წითელთმიანი მერი კარსონი გამოესახა მხატ-
ვარს. ახალგაზრდა დედოფალ ვიქტორიას მიუგავდა იმ პორტრეტზე
მერის სახე, ტანზე კი ტურნიურიანი7 ხეშეშა შავი კაბა ეცვა.
– ესეც ასე... ახლა გადმოსვლაც შეიძლება, – ჩაილაპარაკა ფიმ,
– ნელ-ნელა სხვა ოთახებსაც მოვაწყობ. შესანიშნავია, როცა რი-
გიანი სახლიც გაქვს და ფულიც, რომელსაც ამ სახლს დაახარჯავ,
არა?
დიდ სახლში გადასვლამდე სამი დღით ადრე, რიჟრაჟამდე მხი-
არულად აყივლდნენ საფრინველეში მამლები.
– ამ საძაგლებს დამიხედე! ნეტავ რას ტრაბახობენ? საუზმისთვის
ერთი კვერცხიც არა გვაქვს, კაცები კიდევ სულ სახლში იქნებიან, სა-

6
აბრეშუმის მკვრივი ქსოვილი, ტალღისებური მბზინავი ზედაპირით
7
პატარა ბალიში‒ კაბის ქვეშ მაგრდებოდა სილუეტის გამოსაკვეთად

249
ნამ გადაბარგებას არ მოვრჩებით. არ მცალია, საქათმეში უნდა გამ-
ეგზავნო, მეგი, – თქვა ფიმ ისე, რომ ძველ გაზეთებში ფაიფურის ჭუ-
რჭლის შეხვევისთვის თავი არ მიუნებებია, მერე „სიდნი-მორნინგ-
ჰერალდის“ გაყვითლებულ ნომერს გადაავლო თვალი და წელში
გამოყვანილი კორსეტების რეკლამის დანახვისას დაიფრუტუნა კი-
დეც, – არ ვიცი, რას აუჩემებია პედის, რომ ყველა გაზეთი ჩვენ უნდა
მოგვდიოდეს. არც წაკითხვის დრო აქვს ვინმეს და ღუმელში დაწვა-
საც ვერ ავუდივართ. შეხედე ერთი, სახლის ქირას რომ ვიხდიდით,
ეს გაზეთი იმაზე ძველია! კარგი, შესახვევად ხომ მაინც ვარგა...
მეგიმ უკანა კიბეზე ჩაირბინა და მტვრიანი ეზო გადაჭრა. მიდიო-
და და ფიქრობდა, რა კარგია, დედა ასე რომ გახალისდაო. რა თქმა
უნდა, ყველა ელოდებოდა, როდის გადავიდოდნენ დიდ სახლში,
მაგრამ ფი ისე მოუსვენრობდა, თითქოს სცოდნოდა, რას ნიშნავდა
დიდ სახლში ცხოვრება.
რას წარმოიდგენდნენ, ასეთი ჭკვიანი თუ იყო ფი, ასეთი შესანიშ-
ნავი გემოვნება თუ ექნებოდა! სად ჰქონდათ ან დრო, ან ფული, ასე
რომ გამოეჩინა თავი ფის?! ისე, მეგიც ვერ პოულობდა ადგილს –
ხუთი ათასი გირვანქა სტერლინგიდან რაღაც თანხა ჯილენბოუნე-
ლი ოქრომჭედლისთვის მიეცა პედის და დედამისისთვის ნამდვილი
მარგალიტის ყელსაბამი ეყიდა, საყურეებიც, თანაც მარგალიტებ-
თან ერთად წვრილ-წვრილი ბრილიანტებითაც გაეწყოთ ფის სამკა-
ული. დიდ სახლში პირველად რომ ისადილებდნენ, მაშინ გადასცემ-
და ცოლს საჩუქარს პედი და მეგისაც ერთი სული ჰქონდა, როდის
მიართმევდნენ დედამისს მარგალიტებს.
აინტერესებდა, როგორი გამომეტყველება ექნებოდა იმ მომენ-
ტში ქალს, რომელსაც მანამდე სულ კუშტი გამოხედვა ჰქონდა.
ბობით დაწყებული, ტყუპებით დამთავრებული, ბიჭებსაც აღარ
შეეძლოთ მეტის მოთმენა – მათთვისაც ეჩვენებინა პედის ტყავის
დიდი, ბრტყელი ბუდე, რომელშიც შავი ხავერდის საფენზე რძისფე-
რი მძივები ციალებდნენ.ძალიან ემოქმედა შვილებზე, დედას ასე
გახარებულს რომ ხედავდნენ. თითქოს თვალსა და ხელს შუა გა-
ფურჩქნილიყო ფი, თითქოს კოკისპირული, გემრიელი წვიმის წამო-

250
სვლას ელოდებოდა... აქამდე ბოლომდე ვერც კი აცნობიერებდ--
ნენ, რამდენად უბედურ ადამიანს ხედავდნენ, რაც თავი ახსოვდათ.
უზარმაზარ საქათმეში ოთხი მამალი და ორმოცზე მეტი ქათამი
ჰყავდათ, რომლებიც ღამით ნახევრად დანგრეულ ფარდულს აფა-
რებდნენ თავს. გულდაგულ დახვეტილი ფარდულის კიდეებში ჩა-
ლით სავსე ნარინჯისფერი ყუთები გაემწკრივებინათ, სადაც ქათმე-
ბი კვერცხს დებდნენ, უკანა კედელი კი სხვადასხვა სიმაღლეზე გა-
დებული ქანდარებით იყო დასერილი. დღისით ქათმები თავმომწო-
ნედ დაკრიახობდნენ მავთულის ბადეშემოყოლებულ მოზრდილ
ნაკვეთზე.
მეგიმ შემოღობილის კარი შეაღო და ძლივძლივობით შეიჭეჭყა
შიგნით, ქათმები კი ისე ხარბად მიაწყდნენ, ალბათ, ეგონათ, დაგვა-
პურებსო. მართლაც მეგი აპურებდა ფრინველს, ოღონდ საღამო-
ობით, ახლა კი ერთი გაიცინა მათ სულელურ ოინბაზობაზე და ფარ-
დულისაკენ გაიკვლია გზა.
– ისე, მართლა, რა უმაქნისები ხართ, რა, – მკაცრად დაიწყო
ქათმების დამუნათება გოგონამ, თან ბუდეებს ჩხრეკდა, – ორმოცნი
ხართ, კვერცხი კი სულ თხუთმეტია... საუზმეზეც არ გვეყოფა, ნამ-
ცხვარზე რომ არაფერი ვთქვა. გამიფრთხილებიხართ, დროზე თუ
არ იღონეთ რამე, ყველას ერთად დაგაყრევინებენ თავებს, ბატო-
ნებსაც და ქალბატონებსაც. ნუ გამეჭიმებით და გამეფხორებით,
ძვირფასებო, ახლა ისე, თითქოს რასაც ვამბობ, თქვენ არ გეხებო-
დეთ!
სიმღერ-სიმღერით გავარდა სამზარეულოსკენ მეგი. მირბოდა
და თან წინსაფარში ჩალაგებულ კვერცხზე ეჭირა თვალი, აქაოდა,
არ გამიტყდესო.
გაფითრებული ფი პედის სკამზე იჯდა, ტუჩებს აცმაცუნებდა და
„სმითს-უიკლის“ გვერდს ჩასჩერებოდა. მეგის ესმოდა, როგორ მი-
დი-მოდიოდნენ სახლში კაცები, როგორ კისკისებდნენ ექვსი წლის
ჯიმსი და პეტსი საბავშვო საწოლში. ტყუპებს მანამ არ ჰქონდათ ად-
გომის უფლება, სანამ უფროსები სამუშაოდ არ წავიდოდნენ.
‒ რა მოხდა, დედა? – იკითხა გოგონამ, გარინდებულ ფის კი პა-

251
სუხად არაფერი უთქვამს. სახეგაქვავებულს, ზედა ტუჩზე ოფლის მა-
რცვლები ეტყობოდა და იმდენად დაძაბულ-გაწამებული გამომეტ-
ყველება ჰქონდა, თითქოს, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ცდილობ-
და, არ დაეყვირა.
– მამა, მამა! – ისე აღმოხდა შეშინებულ მეგის, ფლანელის პე-
რანგის შეუკრავად შევარდა სამზარეულოში პედი, მას კი ბობი, ჯე-
კი, ჰიუ და სტიუ მიჰყვნენ უკან. უსიტყვოდ ანიშნა დედაზე გოგონამ
და პედისაც უმალ ყელში მოებჯინა გული. ფის მიუახლოვდა, დაიხა-
რა და მომჩვარულ მაჯაზე მოჰკიდა ხელი.
– რა მოხდა, ძვირფასო? – ჰკითხა მამაკაცმა ცოლს. თავისდღე-
ში არ მოესმინათ მის შვილებს, ასეთი ალერსით დალაპარაკებოდა
ვინმეს პედი, თუმცა რაღაც მანქანებით მაინც მიხვდნენ, ალბათ, მა-
მა დედას სწორედ ასე ელაპარაკება, როცა მარტონი რჩებიანო.
პედის ალერსიანმა ლაპარაკმა გაჭრა. ყოველ შემთხვევაში, ნა-
ხევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი ელდანაკრავი ქალი გამოფ-
ხიზლდა მაინც და დიდრონი ნაცრისფერი თვალები უკვე ხანში შე-
სულ ქმარს შეანათა. ისეთი კეთილი სახე ჰქონდა პედის, ისეთი და-
ქანცული...
– ნახე, – თქვა ფიმ და გვერდის ბოლოში დაბეჭდილ პატარა სტა-
ტიაზე მიუთითა.
სტიუარტი უკვე ზურგს უკან ედგა დედას და მხარზე მსუბუქად ჩა-
მოედო მისთვის ხელი. სანამ კითხვას შეუდგებოდა, ვაჟიშვილს ახე-
და პედიმ, თვალი თვალში გაუყარა და მანაც თავის დაკვრით ანიშ-
ნა, წაიკითხეო. ისე ჰგავდა თვალებით სტიუარტი ფის... ვერასოდეს
იეჭვიანებდა პედი სტიუზე იმის გამო, რის გამოც ფრენკზე ეჭვიანობ-
და – თითქოს კი არ აშორებდა მამა-შვილს ფისადმი სიყვარული,
მჭიდროდ აკავშირებდა ერთმანეთთან.
რაც მეტს კითხულობდა ნელა და ხმამაღლა პედი, მით მეტად გა-
მოსჭვიოდა მის ხმაში სევდა. სტატიას მოკლე სათაური ჰქონდა:
„მოკრივეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა“.
აი, რას წერდნენ ფრენკის შესახებ გაზეთში:

252
„დღეს გოულბერნის საოლქო სასამართლომ 26 წლის პროფე-
სიონალ მოკრივე ფრენსის არმსტრონგ კლირის გასული წლის ივ-
ლისში 32 წლის მუშის რონალდ ალბერტ კამინგის მკვლელობის-
თვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ვერდიქტის თაობაზე ნაფიცი
მსაჯულები ათიოდ წუთში შეთანხმდნენ და სასამართლოს მიმარ-
თეს ყველაზე მკაცრი სასჯელის შეფარდების რეკომენდაციით.
მოსამართლე ფიცჰიუ-კანელის თქმით, საქმეში ყველაფერი
მარტივად და გასაგებად იყო. 23 ივლისს კამინგმა და კლირიმ სა-
შინლად იჩხუბეს სასტუმრო „ჰარბორ-ოტელის“ ბარში. იმავე ღამით
სასტუმროს მესაკუთრის მისტერ ჯეიმზ ოგელვის გამოძახების სა-
ფუძველზე „ჰარბორ-ოტელში“ გოულბერნის პოლიციის სერჟანტი
ტომ ბირდსმორი მივიდა ორი პოლიციელის თანხლებით.
სასტუმროს უკან მდებარე ვიწრო ქუჩაზე პოლიციელები თავს წა-
მოადგნენ კლირის, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფ კა-
მინგს თავში წიხლებს ურტყამდა, გასისხლიანებულ ხელებში კი კა-
მინგის თმა ჩებღუჯა.
სიმთვრალის მიუხედავად, დაკავებისას კლირი საღ გონებაზე
იყო. მას ბრალად ედებოდა თავდასხმა სხეულის მძიმე დაზიანების
მიყენების განზრახვით, მაგრამ მეორე დღეს ტვინის დაზიანებების
გამო კამინგი გოულბერნის საოლქო საავადმყოფოში გარდაიცვა-
ლა და კლირისაც მკვლელობაში დასდეს ბრალი.
სამეფო ადვოკატმა მისტერ ართურ უაიტმა სულიერი ავადმყო-
ფობის საფუძველზე კლირის დამნაშავედ არცნობის შესახებ განაც-
ხადა, თუმცა ბრალდების მხარის მიერ მოწვეულმა ოთხმა ექიმმა
არაორაზროვნად თქვა, რომ მაკნოტენის წესების თანახმად, კლირი
სულით ავადმყოფად ვერ ჩაითვლებოდა.
ნაფიცი მსაჯულებისადმი თავის მიმართვაში მოსამართლე მის-
ტერ ფიცჰიუ-კანელიმ თქვა, რომ დანაშაულისა თუ უდანაშაულობის
საკითხი გადაწყვეტილი იყო და ვერდიქტი ცალსახად კლირის ბრა-
ლეულობას გულისხმობდა, თუმცა მაინც სთხოვა მსაჯულებს, არ აჩ-
ქარებულიყვნენ და დაფიქრებულიყვნენ, რამდენად ლმობიერი ან

253
მკაცრი იყო მათივე რეკომენდაცია, რამეთუ გადაწყვეტილების მი-
ღებისას სწორედ მათ მოსაზრებას უნდა დაყრდნობოდა სასამარ-
თლო.მსჯავრის გამოტანისას მოსამართლე ფიცჰიუ-კანელიმ კლი-
რის საქციელს „არაადამიანური სიმხეცე“ უწოდა და გამოთქვა წუ-
ხილი იმის გამო, რომ სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირის
მიერ წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილი მსგავსი დანაშაუ-
ლისთვის კანონი ჩამოხრჩობას არ ითვალისწინებს. მოსამართლემ
ასევე დასძინა, რომ მისი აზრით, კლირის ხელები ისეთივე მომაკ-
ვდინებელი იარაღი იყო, როგორც შეიძლებოდა, თოფი ან დანა ყო-
ფილიყო.
კლირის სამუდამო პატიმრობა და მძიმე იძულებითი სამუშაოები
მიესაჯა. სასჯელის მოხდის ადგილად ძალადობისკენ მიდრეკილ პა-
ტიმართათვის განკუთვნილი გოულბერნის ციხე დასახელდა.
კითხვაზე, სურდა თუ არა რაიმეს თქმა, კლირიმ უპასუხა: „უბრა-
ლოდ, ნუ ეტყვით დედაჩემს“.

პედიმ ზემოთ გააპარა თვალი, იქ, სადაც გაზეთის გამოსვლის


თარიღი ეგულებოდა და უმწეოდ ჩაილაპარაკა, სამ წელზე მეტი გა-
სულაო. 1925 წლის 6 დეკემბრის ნომერს გადასწყდომოდა ფი.
ხმა არავის ამოუღია, არავინ განძრეულა, გარედან კი ტყუპების
აღტაცებული კისკისი და ჟრიამული ისმოდა.
„უბრალოდ, ნუ ეტყვით დედაჩემს“... – გაიმეორა გახევებულმა
ქალმა, – მართლაც არავინ მითხრა. ღმერთო, ჩემი საბრალო ფრ-
ენკი!
პედის ცალ ხელში ჯერ ისევ ეჭირა გაზეთი. მეორე ხელის ზურგით
სახეზე ჩამოსული ცრემლი მოიწმინდა, ცოლის წინ დაცუცქდა და
მუხლებზე ნაზად მოუთათუნა.
– ნივთები ჩაალაგე, ძვირფასო! ფრენკთან წავიდეთ, ფი.
ფი წამოიწია და მაშინვე მოწყვეტით დაეცა სკამზე. მის ერთი ბე-
წო ქათქათა სახეს მიცვალებულისას ამსგავსებდა მოელვარე, მე-
ტისმეტად გაფართოებული თვალები. სრულიად მშვიდად თქვა, ვერ
წამოვალო, თუმცა, ყველასთვის გასაგები იყო,რამოდენა ტანჯვა იმ-

254
ალებოდა ამ სიმშვიდის მიღმა.
– მოკვდება, რომ მნახოს, – განაგრძო ქალმა, – ოი, მოკვდება,
პედი. ძალიან კარგად ვიცნობ... მისი სიამაყის ამბავიც ვიცი, პატივ-
მოყვარეობისაც, თან გადაწყვეტილი ჰქონდა, მნიშვნელოვანი ადა-
მიანი უნდა გავხდეო. ასე უნდა და დაე, ზიდოს მარტომ სირცხვილის
ტვირთი. თვითონაც წაიკითხე, უბრალოდ, დედაჩემს ნუ ეტყვითო...
საიდუმლოს შენახვაში უნდა დავეხმაროთ. ან ჩვენ ან მას რაში წაგ-
ვადგება თუ ვნახავთ?
გაუჩერებლად ტიროდა პედი, ოღონდ არა ფრენკის, არამედ ფი-
ონას უსიცოცხლო გამომეტყველების, მისი ჩამქრალი თვალების
გამო. იონა8, აი, ვინ იყო იმ თავიდან ამ თავამდე ეს ბიჭი,
უბედურების ღვარძლიანი მაცნე, რომელიც სამუდამოდ ჩამდგა-
რიყო მასა და ფის შორის. მის გამო იყო, პედისა და მისი შვილების
გულისწადილი უცხო რომ იყო ფისთვის. რამდენჯერაც მიუახლოვ-
და ბედნიერებას ფი, იმდენჯერ აართვა ფრენკმა შესაძლებლობა,
ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ცოლისადმი პედის სიყვარული ისე-
თივე ღრმა და უსასრულო იყო, როგორი ღრმა და უსასრულო სიყ-
ვარულითაც უყვარდა ფის ფრენკი. არა, განტევების ვაცად ვეღარ
აქცევდა ამ ბიჭს პედი, მღვდლის სახლში გატარებული ღამის შემ-
დეგ ‒ ვეღარასოდეს.
– ფი, თუ თვლი, რომ ჯობია, არ დავუკავშირდეთ, არ დავუკავ-
შირდეთ. ისე, მინდა, ვიცოდე, ხომ არაფერი უჭირს. მინდა, ყველა-
ფერი გავაკეთო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. რას იტყვი, მამა დე
ბრიკასარს რომ მივწერო და ვთხოვო, ფრენკს მიხედოს?
ისევ ისეთი უძრავი გამომეტყველება ჰქონდა ფის, თუმცა ღაწვე-
ბი ოდნავ შეეფაკლა და თქვა:
‒ ჰო, მისწერე, პედი, ოღონდ აუცილებლად გააფრთხილე,
ფრენკს არ უთხრას, რომ ვიცით. თუ იფიქრებს, რომ არ ვიცით, ეგებ,
ძალიან აღარც იდარდოს.

8
წინასწარმეტყველი ბიბლიიდან, რომელსაც არ სურდა ასურელებისათვის
ღმერთის სიტყვა გადაეცა, რომ დაიღუპებოდნენ, თუ არ მოინანიებდნენ

255
რამდენიმე დღეში ფის ძალ-ღონეც დაუბრუნდა და დიდი სახლის
გადახალისებასაც ისევ მიჰყო ხელი. უწინდელზე ნაკლებად პირქუ-
შად, მაგრამ მაინც მეტისმეტად მშვიდად ეჭირა თავი – თითქოს უძ-
რავი, უშფოთველი გამომეტყველება აეფარებინა ნიღბად. ისე იქცე-
ოდა, იფიქრებდით, ოჯახის კეთილდღეობაზე მეტად იმაზე ჯავრობს,
დიდი სახლისგან ბოლოს რა დადგებაო. ეგებ ფიქრობდა, რომ მის
ქმარ-შვილს მორალური მხარდაჭერა არაფერში სჭირდებოდა, ფი-
ზიკურად კი მისის სმითი და მოახლეები მიხედავდნენ.
ფრენკის სავალალო მდგომარეობამ ყველაზე იმოქმედა. პედის
უფროსი ვაჟიშვილები ძალიან დარდობდნენ ფიონას გამო, ღამით
ვერ იძინებდნენ და თვალწინ სულ დედის სახე ედგათ, გამომეტყვე-
ლება, რომელიც იმ საზარელ წუთებში ჰქონდა. უყვარდათ ბიჭებს
ფი. არასოდეს დაავიწყდებოდათ რამდენიმე კვირა, როდესაც დე-
დას გახალისებულს ხედავდნენ და მთელი გულით ეწადათ, ის დრო
დაებრუნებინათ. თუ მანამდე პედის უკავშირდებოდა თითოეულის
ცხოვრებაში ყველაფერი, ახლა ფისაც უტრიალებდა მათი ფიქრები.
რამდენად გულგრილადაც უნდა მოჰქცეოდათ დედა, მაინც სათუ-
თად ეპყრობოდნენ და თავს დაჰკანკალებდნენ.
პედითი დაწყებული და სტიუარტით დამთავრებული, თითქოს
პირი შეეკრათ, ისე ცდილობდა კლირის გვარის ყველა მამაკაცი,
ფისთვის ეამებინა. იმავეს მოითხოვდნენ სხვებისგანაც. არავის
ჰქონდა უფლება, რამე დაეშავებინა ან გული ეტკინა მისთვის. მერე
პედიმაც მიართვა ცოლს მარგალიტები. გამოართვა ფიმ ქმარს სა-
ჩუქარი და ისე მოკლედ უთხრა, გმადლობო, ვერ გაიგებდი, რას
გრძნობდა, რას ფიქრობდა, არც სიხარული დასტყობია, არც სურვი-
ლი, საჩუქარი გაესინჯა. უყურებდნენ ოჯახის წევრები და ფიქრობ-
დნენ, ფრენკის ამბავი რომ არა, ალბათ, სულ სხვანაირად მოიქცე-
ოდაო.
იმ პერიოდში დიდ სახლში რომ არ გადასულიყვნენ, უწინდელზე
ცუდ დღეში ჩავარდებოდა საბრალო მეგი. მამამ და უფროსმა ძმებმა
დედიკოს ქომაგთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის სტატუ-
სი არ აღირსეს და ამით იმგვარი საქმეების გაძღოლის ტვირთი დაა-

256
კისრეს, რომლებიც ფის არ ეპიტნავებოდა, თან, როგორც მოგვია-
ნებით გაირკვა, მისის სმითი და მოახლეებიც დაუდგებოდნენ გვერ-
დში. ეგებ გრძნობდნენ კიდეც პედი და ბიჭები, რომ გოგო დედას მა-
თსავით არ დაუწყებდა ლოლიაობას.
ყველაზე მეტად ნაბოლარა ბიჭების მოვლა არ ეჭაშნიკებოდა
ფის, თუმცა მისის სმითი ისე გულმოდგინედ შეუდგა ჯიმსა და პეტსი-
ზე ზრუნვას, ნაცვლად იმისა, მნე ქალი შესცოდებოდა,უხაროდა კი-
დეც მეგის, ტყუპები ბოლოს და ბოლოს გადაიბარაო.
განა არ წუხდა ფის გამო მეგი, წუხდა, ოღონდ მამაკაცებივით
მთელი სულით და გულით არა – მისი ერთგულება რომ ვერ დააფა-
სეს, ისედაც ხომ წუხდა და ახლა კიდევ უფრო მეტად ტანჯავდა იმის
ცქერა, დღითი დღე როგორ შორდებოდა ჯიმსა და პეტსის ფი. ფიქ-
რობდა, შვილები რომ მეყოლება, დანარჩენებისგან არც ერთს არ
გამოვარჩევო.
დიდ სახლში ცხოვრება უდავოდ ძალიან განსხვავდებოდა უფ-
როსი მეცხვარის სახლში ცხოვრებისგან. ყველაზე მეტად ეუცნაურე-
ბოდათ ის, რომ ყველას თავისი საძინებელი ჰქონდა, ქალებს კი სა-
ოჯახო საქმეებზე ზრუნვა არც შინ ევალებოდათ, არც გარეთ. ყველა-
ფერს ართმევდნენ თავს მინი, კეტი და მისის სმითი, რეცხვასაც,
უთოობასაც, საჭმლის კეთებასაც და დალაგებასაც, დახმარების შე-
თავაზება კი თავზარს სცემდათ. მოდიოდნენ და მოდიოდნენ მაწან-
წალებიც, რომლებიც მზად იყვნენ, ულევი საჭმელ-სასმლისა და
მცირედი გასამრჯელოს სანაცვლოდ დროებით მუშახელად დას-
დგომოდნენ კლირებს. სწორედ ისინი ჩეხდნენ შეშას, ფრინველსა
და ღორებსაც აპურებდნენ, საქონელსაც წველიდნენ, ლამაზი ბაღე-
ბის მოვლაშიც ეხმარებოდნენ მოხუც ტომს და შავ სამუშაოსაც ას-
რულებდნენ.
პედის მამა რალფთან მიმოწერა არ შეუწყვეტია.
„იმის გამო, რომ „მიჩარ-ლიმიტედი“ კერძო კომპანიაა და მისი
აქტივების უმეტესი ნაწილი ფოლადზე, გემებსა და სამთო მრეწვე-
ლობაზე მოდის, მერის ქონებიდან მიღებული წლიური შემოსავალი
დაახლოებით ოთხ მილიონ გირვანქა-სტერლინგს შეადგენს, –

257
წერდა ერთ-ერთ წერილში მოძღვარი, – შესაბამისად, თქვენთვის
გამოყოფილი თანხა, კარსონის ქონებასთან შედარებით, უბრა-
ლოდ ზღვაში წვეთია და დროჰედას წლიური მოგების მეათედსაც არ
უტოლდება. არც იმის გამო იჯავროთ, ცუდი წელიწადი გამოვა თუ
კარგი. დროჰედის ანგარიშზე იმდენი ფულია, საჭირო თუ გახდა, შე-
მიძლია, პროცენტებიდან უსასრულოდ გიხადოთ. რასაც იღებთ,
ოდნავადაც არ აღემატება იმას, რასაც იმსახურებთ და არც „მიჩარ-
ლიმიტედს“ აწვება ტვირთად. თქვენ ფერმის და არა ‒ კომპანიის
სახსრებიდან გეხდებათ ანაზღაურება. მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ
ბუღალტერია ყოველთვის კეთილსინდისიერად აწარმოოთ რევი-
ზორებისთვის წარსადგენად“.

სწორედ ამ წერილის მიღების შემდეგ გამართა ლამაზ მისაღებ


ოთახში თათბირი პედიმ. იმ საღამოს ყველა შინ იყო. ოჯახის უფრო-
სი დიდრონ კრემისფერ სკამზე მოკალათდა და ფეხები მოხერხებუ-
ლად შემოალაგა შესაფერისი ფერის ტახტზე. რომაულ ცხვირზე ფო-
ლადით სანახევროდ მოარშიებული სათვალე ეკეთა, ჩიბუხი კი უო-
ტერფორდის საფერფლეზე ედო.
– რა მშვენიერია აქაურობა, – გაიბადრა პედი და ოთახი მოათ-
ვალიერა, – ჩემი აზრით, დედას მადლობა უნდა ვუთხრათ, ბიჭებო,
არა?
თანხმობის ნიშნად რაღაცები წაიბუტბუტეს ძმებმა, მერი კარსო-
ნის სავარძელში ჩამჯდარმა ფიმ კი თავი დახარა. იმ სავარძელზეც
გადაეკრათ კრემისფერი მუარი... მეგიმ ტახტზე დასკუპება არჩია,
ფეხები მოირთხა და ისე გულდასმით შეუდგა წინდის კემსვას, ეტყო-
ბოდა, არაფრის დიდებით არ აპირებდა ზემოთ ახედვას.
– მოკლედ, მამა დე ბრიკასარმა ყველაფერი თავის რიგზე და-
ალაგა და თან ძალიან დიდსულოვნად მოიქცა, – განაგრძო პედიმ,
– ჩემს სახელზე ბანკში შვიდი ათასი გირვანქა-სტერლინგი დადო
და შემნახველი ანგარიშებიც გაგიხსნათ, ზედ ორ-ორი ათასით თი-
თოეულისთვის. როგორც ფერმის მმართველმა, წელიწადში ოთხი
ათასი უნდა მივიღო, ბობს კი, როგორც მმართველის თანაშემწეს,

258
სამი ათასს გადაუხდიან. ბიჭებს, ყველას, ვინც მუშაობთ, ანუ ჯეკს,
ჰიუისა და სტიუარტს წელიწადში ორ-ორი ათასი ერგებათ, პატარე-
ბი კი წელიწადში ათას-ათას გირვანქა-სტერლინგს მიიღებენ მანამ,
სანამ თვითონ არ შეეძლებათ გადაწყვიტონ, რისი კეთება ენდომე-
ბათ. გაიზრდებიან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამულში მუშაობას არ
მოისურვებენ, თითოეული გარანტირებულად მიიღებს იმდენივე შე-
მოსავალს, რამდენსაც ნებისმიერი, ვინც სრული დატვირთვით მუ-
შაობს დროჰედაში. როდესაც ჯიმსსა და პეტსის თორმეტი შეუს-
რულდებათ, ისინი სიდნეიში გაემგზავრებიან, რივერვიუს კოლეჯში,
იქ ცხოვრებისა და სწავლა-განათლების ხარჯებს კი მამული დაფა-
რავს. დედას ცალკე ექნება წელიწადში ორი ათასი გირვანქა-სტერ-
ლინგი. ამდენივე ექნება მეგისაც. საოჯახო მეურნეობისთვის ხუთი
ათასია გამოყოფილი, ოღონდ არ ვიცი, მამა რალფმა რატომ ჩათვა-
ლა, რომ ამდენი გვჭირდება სახლის საქმეების გასაძღოლად. ამ-
ბობს, იმ შემთხვევისთვის იყოს, რამის ძირფესვიანად შეცვლა რომ
მოგინდეთო. ისიც მიმითითა, მისის სმითს, მინის, კეტსა და ტომს
რამდენი უნდა გადავუხადოთ. უნდა ითქვას, რომ ესეც დიდსულოვ-
ნად გადაუწყვეტია. სხვა ხელფასების ოდენობას თვითონ განვსაზ-
ღვრავ, ჩემი, როგორც მმართველის, პირველი გადაწყვეტილება კი
იმაში მდგომარეობს, რომ, სულ ცოტა, ექვსი მეცხვარე უნდა დავა-
მატოთ. დროჰედაში იმდენი რამეა საკეთებელი, სხვანაირად საქმეს
თავს ვერ გავართმევთ.
ამდენი არასოდეს ელაპარაკა პედის იმაზე, თუ როგორ უძღვე-
ბოდა დროჰედას მისი და. არც იმდენი ფული ჰქონოდა მისი ცოლ-
შვილიდან რომელიმეს, ახლა რომ ჰქონდათ. ჰოდა, ისხდნენ და
ცდილობდნენ, ბედის გაღიმებას შეჰგუებოდნენ.
– ნახევარსაც ვერასოდეს დავხარჯავთ, პედი, – შენიშნა ფიმ, –
მამა რალფმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ არაფერში არა გვაქვს
ფული დასახარჯი.
‒ ვიცი, დედილო, მაგრამ განა ცუდია, რომ აღარასოდეს მოგვი-
წევს ფულის გამო დარდი? – თქვა პედიმ და ჩაახველა, – ისე, მე
მგონი, შენ და მეგი ცოტა უსაქმოდ კი დაგვრჩებით. მე ციფრებში მა-

259
ინცდამაინც კარგად ვერასოდეს ვერკვეოდი, მაგრამ შენ, დედილო,
არითმეტიკის მასწავლებელივით მარჯვედ გეხერხება შეკრებაც, გა-
მოკლებაც, გაყოფაც და გამრავლებაც. მოკლედ, ჰარი გოფის კანტ-
ორაში აღარაფერი გვესაქმება. შენ იქნები დროჰედის ბუღალტერი.
არ ვიცოდი, დროჰედის ანგარიშების საწარმოებლად ჰარის ბიჭი თუ
ჰყავდა დაქირავებული, ახლა კი თანამშრომელი აკლია კანტორაში
და არ ეწყინება, ამ საქმეს თუ ჩამოვაშორებთ. კაცმა რომ თქვას,
თვითონ შემომთავაზა, შენი ცოლისგან კარგი ბუღალტერი დადგე-
ბაო. ვიღაცას აგზავნის ჯილიდან, შენ რომ დაგაკვალიანოს, დედი-
ლო. ჩახლართული საქმე კი არის, აშკარაა. მთავარ დავთარშიც უნ-
და შეაჯამო ყველაფერი, სალაროს წიგნებშიც და ჟურნალებშიც. სა-
აღრიცხვო ჟურნალშიც შენ უნდა შეიტანო ყველაფერი და ასე... საკ-
მაოდ დაკავებული იქნები, ოღონდ მზარეულობასა და რეცხვას მა-
ინც ჯობია. ქანცის გაწყვეტამდე მაინც არ დაიღლები, არა?
კინაღამ წამოიყვირა მეგიმ, მე რას მიპირებთო; მეც ზუსტად დე-
დასავით ვრეცხავდი და ვამზადებდი საჭმელსო.
– სიამოვნებით ვიმუშავებ, პედი, – მას შემდეგ, რაც ფრენკის შე-
სახებ შეიტყვეს, პირველად იღიმოდა ფი, რასაც გაღიმება ჰქვია, –
მართლა გეუბნები. დროჰედელადაც ვიგრძნობ თავს.
– ახალი „როლს-როისის“ ტარებას გასწავლის ბობი. ჯილიში
მოგიწევს სიარული, ბანკშიც და ჰარისთანაც, თან სადაც მოგესურ-
ვება, ყველგან ისე წახვალ, ჩვენზე არ იქნები დამოკიდებული. არ
იფიქრებ, აბა, სახლში რომელია, ვინ წამიყვანსო. საკმაოდ მივარ-
დნილ ადგილას ვცხოვრობთ. სულ მინდოდა, გოგოებო, თქვენთვის
ტარება მესწავლებინა, მაგრამ ვერასდროს მოვიცალე. შევთან-
ხმდით, ფი?
– შევთანხმდით, პედი, – ბედნიერი ღიმილი დაეფინა ქალს სახე-
ზე.
– ახლა შენზეც ვილაპარაკოთ, მეგი, – მიუბრუნდა ქალიშვილს
მამაკაცი, მან კი ხელსაქმე დადო და მამას ცნობისმოყვარე მზერა
ისე მიაპყრო, თითქოს ნაწყენი ყოფილიყოს, თითქოს წინდაწინ სც-
ოდნოდა, რის თქმას აპირებდა პედი. ფიქრობდა, ალბათ მეტყვის,

260
დედაშენი ბუღალტერიით იქნება დაკავებული, შენ კი სახლსა და
ეზო-კარს უნდა მიხედოო.
– ვერ ავიტან, ჩვენი ნაცნობი მესაქონლეებიდან რომელიმეს მც-
ონარა და სნობ ქალიშვილს დაემსგავსო, – თქვა პედიმ და ისე გა-
ეღიმა, ეტყობოდა, სინამდვილეში სულაც არ ეჯავრებოდა ის გოგო-
ნები, – ჰოდა, შენც სრულ განაკვეთზე უნდა დაგასაქმო, ნამცეცა მე-
გი. ახლომახლო რაც საძოვრებია, იმათ მიხედავ, ჭაბურღილთან,
ნაკადულთან, კარსონს, უინემურას, ნორთ-ტენკს. მთავარ საძო-
ვარზეც შენ იქნები უფროსი და მუშა ცხენებზეც შენ აგებ პასუხს. შენი
გადასაწყვეტი იქნება, რომელი როდის იმუშავებს და რომელს დაას-
ვენებენ. როცა საქონელს მოვრეკავთ და დოლის დრო მოვა, მაშინ,
რა თქმა უნდა, ჩვენც შევიკრიბებით, მაგრამ სხვა დროს, ვფიქრობ,
ყველაფერი შენით უნდა განსაზღვრო. ჯეკი გასწავლის, ძაღლები
როგორ დაიხმარო და მათრახი როგორ იხმარო. ჯერაც საშინელი
ყაჩაღანა ხარ და ჩავთვალე,საძოვრებზე მუშაობა უფრო მოგეწონე-
ბოდა, ვიდრე სახლში კოტრიალი, – დაასრულა უჩვეულოდ პირმო-
ცინარმა პედიმ.
სანამ მამამისი ლაპარაკობდა, თითქოს ქარმა წაიღოო, თვალსა
და ხელს შუა გაქრა მეგის გულში შეპარული წყენაცა და უკმაყოფი-
ლებაც. ისევ მისი მამიკო იყო პედი, მამიკო, რომელსაც უყვარდა,
რომელიც ფიქრობდა მასზე. არა, მაინც რა მოუვიდა, რამ აფიქრე-
ბინა, არ გავახსენდებიო? ისე შერცხვა, კინაღამ ფეხში იძგერა დიდი
სადგისი, მაგრამ მეტისმეტად ბედნიერი იყო იმისთვის, რომ თავისი
თავისთვის ტკივილის მიყენებაზე ფიქრისთვის დიდი დრო დაეთმო,
თანაც ამგვარი თვითდაზიანება სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა
სინდისის ქენჯნის ახირებულად გამოხატვა.
‒ ოი, მამიკო, რა კარგია! – შესძახა სახეგაბრწყინებულმა გოგო-
ნამ.
– ჩემზე რას ფიქრობ, მამა? – იკითხა სტიუარტმა.
– რადგან გოგოებს სახლში შენი დახმარება აღარ სჭირდებათ,
ისევ საძოვრებზე დაბრუნდები, სტიუ.
– კარგი, მამა, – დაჰყაბულდა ბიჭი და ფის ისე გადახედა, თითქ-

261
ოს რაღაცას ევედრებოდა, თუმცა თქმით აღარაფერი უთქვამს.
ასე ისწავლეს ფიმ და მეგიმ ახალი „როლს-როისის“ მართვა,
რომელიც მერი კარსონისთვის გარდაცვალებამდე ერთი კვირით
ადრე ჩამოეყვანათ. ძაღლების დამორჩილებაშიც გაიწაფა მეგი,
ფიმ კი ბუღალტერიას აუღო ალღო. დიდი ხანი გასულიყო მას შემ-
დეგ, რაც უკანასკნელად ენახა მამა რალფი, თორემ სხვა მხრივ გო-
გონა სრულიად ბედნიერად გრძნობდა თავს. მანამდე სულ იმის
ნატვრაში იყო, ცხენით ენავარდა საძოვრებზე და მეცხვარეების-
თვის ტოლი არაფერში დაედო. არადა, მამა რალფზე ფიქრი მოსვე-
ნებას არ აძლევდა, ვერა და ვერ ელეოდა მის კოცნაზე ფიქრს, ნატ-
ვრასა და მოგონებებს, თუმცა მოგონებები ბებკი როდია, რომ სი-
ნამდვილეს დაადო და დააკერო, გაამთელო სინამდვილე. როგორც
უნდა ეცადა, ვერაფრით ვერ გამოიხმობდა წარსულიდან გარდასულ
შეგრძნებებს, მხოლოდ განცდილის აჩრდილს თუ წაეპოტინებოდა,
რომელიც სევდიან, სიფრიფანა ღრუბელს ჰგავდა.
აი, ფრენკის შესახებაც მისწერათ მამა რალფმა და მეგისაც თავ-
ზე ჩამოემხო ყოველგვარი იმედი, რომ მოძღვარი ამ შემთხვევას გა-
მოიყენებდა და დროჰედაში ჩასვლას გადაწყვეტდა. მამა რალფს წე-
რილში ყველა სიტყვა ფრთხილად შეერჩია. ჰყვებოდა, გოულბერ-
ნის ციხეში როგორ მისულიყო, თუმცა არ ახსენებდა, რამდენად მტ-
კივნეული გამომდგარიყო მისთვის ფრენკთან შეხვედრა. არც იმაზე
წერდა, რომ ახალგაზრდა კაცი ფსიქოზით დაავადებულიყო და მისი
მდგომარეობა სულ უფრო მეტად უარესდებოდა.
ამაოდ ეცადა მამა რალფს ფრენკის მორისეტის სულით ავად-
მყოფ დამნაშავეთა საავადმყოფოში გადაყვანაც. არც კი მოუსმინეს
თურმე. ჰოდა, ისღა დარჩენოდა, ოჯახისთვის იდეალისტური სურა-
თი დაეხატა, ეთქვა, ბიჭი ბედს შერიგებია და სურს, საზოგადოების
წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოისყიდოსო. განსაკუთრებული
ხაზგასმით აუწყებდა მოძღვარი პედის, ფრენკს წარმოდგენა არა
აქვს, რომ საქმის კურსში ხართო. ჰყვებოდა, დავარწმუნე, რომ ყვე-
ლაფერი სიდნეური გაზეთებიდან შევიტყვე და ვიზრუნებ, რომ შე-
ნებმა მომხდარის შესახებ ვერაფერი გაიგონო. ამტკიცებდა, ჩემმა

262
დაპირებამ ფრენკი დაამშვიდა და ამით დავამთავრეთო.
პედი მამა რალფის წაბლისფერი ფაშატის გაყიდვაზე ალაპარაკ-
და. მეგი საძოვრებზე დააგელვებდა მოხდენილ შავ იაბოს, რომელ-
ზეც მანამდე სასეირნოდ ჯდებოდა. აღვირსაც გუობდა ეს იაბო და
ეზოებში გაბნეულ ჭირვეულ ფაშატებსა და უვარგის იაბოებზე უკე-
თესი ზნეც ჰქონდა. ჭკვიანები კი იყვნენ მუშა ცხენები, მაგრამ მათ
შორის თვინიერი იშვიათად თუ გამოერეოდა. უწყინარობით არ გა-
მოირჩეოდნენ, არადა, არც ერთი ულაყი არ ჰყავდათ მამულში.
‒ ოი, მამიკო, შეიძლება, წაბლაზეც შევჯდე ხოლმე? – შეევედრა
მეგი პედის, – მამა რალფმა იმდენი სიკეთე გაგვიკეთა. წარმოიდგი-
ნე, ერთ დღესაც ჩამოდის ფერმაში და იგებს, რომ ცხენი გავუყი-
დეთ...
– არა მგონია, მამა რალფი დაბრუნდეს, მეგი, – მიაჩერდა ქა-
ლიშვილს შეფიქრიანებული პედი.
‒ ხომ შეიძლება? რა იცი? – არ შეეპუა ქალიშვილი.
ისე მიუგავდა ფის თვალებს თვალები მეგის, მარტო ამის ხათ-
რით ვერ ატკენდა პედი გულს იმაზე მეტად, რა ტკივილიც უკვე გა-
მოეცადა საბრალოს.
‒კარგი, მეგი. დავიტოვებთ ფაშატს, მაგრამ ყურადღებით იყავი,
ფაშატიც და იაბოც თანაბრად უნდა დატვირთო! ჩასუქებულ ცხენს
დროჰედაში არ გავაჩერებ, გესმის?!
მოძღვრის ცხენის ჭენება მანამდე მეგის არ იზიდავდა, მაგრამ ამ
ლაპარაკის შემდეგ ხან ერთი ცხენი გამოჰყავდა თავლიდან, ხან მე-
ორე რიგრიგობით აძლევდა ნაჭამი შვრიის შრომითი ანაზღაურების
შესაძლებლობას.

მეგი მთელ დროს საძოვრებზე ატარებდა, ფი საათობით უჯდა


სასტუმრო ოთახში თავის სეკრეტერს, ტყუპები კი ამასობაში შესა-
ნიშნავად ატარებდნენ დროს მისის სმითთან, მინისა და კეტთან,
რომლებიც მათზე გიჟდებოდნენ. პატარები ყველაფერში ცხვირს
ყოფდნენ, მაგრამ ისეთი მხიარულები და გულთბილები იყვნენ,
მათზე გაბრაზება დიდხანს არავის მიჰყვებოდა. დაღამდებოდა და

263
მისის სმითიც, რომელსაც კარგა ხნის წინ მიეღო კათოლიკობა, მუხ-
ლმოყრილი აღავლენდა ხოლმე სამადლობელ ლოცვას. ძლივს
იტევდა მისი გული ამოდენა სიხარულს – რობის სიცოცხლეში საკუ-
თარი შვილები არ ღირსებია, დიდ სახლში კი წლების განმავლობა-
ში არ გამოჩენილა არც ერთი ბავშვი, თანაც, ვინც სახლში ცხოვრო-
ბდა, ყველას ეკრძალებოდა ნაკადულის პირას დასახლებული მეც-
ხვარეების ოჯახებთან მისვლა-მოსვლა, აი კლირები კი მერი კარ-
სონის სისხლი და ხორცი იყვნენ, ნათესავები, რომლებსაც შვილე-
ბიც ჰყავდათ... გახარებული იქნებოდა, აბა რა, ჯიმსა და პეტსის სა-
მუდამოდ დაედოთ დიდ სახლში ბინა.
იმ წელს ზამთარიც მშრალი გამოდგა და ზაფხულშიც არ უწვიმია.
ოქროსფრად აბიბინებული სამუხლე ბალახის ყველა ღერი გულის-
გულამდე გაახმო მცხუნვარე მზემ. საძოვრებს ისე ვერ გახედავდი,
ფარფლებიანი ქუდი რომ არ ჩამოგეფხატა შუბლზე და თვალები არ
მოგეჭუტა. სარკესავით ლაპლაპებდა მინდვრები, ლიცლიცა ცის-
ფერ მირაჟებს შორის კი ხან აქ დაატრიალებდა ქარი გამხმარ ფოთ-
ლებსა და მტვრად ქცეულ ბალახს ჰაერში, ხან იქ, ხან აქეთ დაახვა-
ვებდა გროვად, ხან იქით.
გვალვაცაა და გვალვაც... ხეშეშა, ტკაცუნა მერქანი ზოლ-ზო-
ლად სცვიოდათ ხეებს. არა, ცხვარი არ დაემშეოდათ ადგილობრი-
ვებს – სულ ცოტა, ერთი წლის სამყოფი ბალახი მაინც დარჩენილი-
ყო, მაგრამ გადამხმარი არემარის ცქერა არავის სიამოვნებდა, ისე
კი შეგუებულები იყვნენ ფიქრს, რომ შეიძლებოდა, ზედიზედ ორი
წლის განმავლობაში არ ეწვიმა. კარგ წელიწადს ათი-თხუთმეტი დუ-
იმი ნალექი მოდიოდა ხოლმე, ცუდ წლებში ‒ ხუთზე ნაკლები, ანდა
სულაც არ წვიმდა.
დიდი ამბავი, თუ სცხელოდა და ბუზებიც აწუხებდნენ, მაინც მოს-
წონდა მეგის საძოვრიდან საძოვარზე სიარული. ამხედრდებოდა
წაბლა ფაშატზე და მოექცეოდა ბოლოში აბღავლებულ ცხვრის ფა-
რას, ენაგადმოგდებული ძაღლები კი ისე გაერთხმებოდნენ ხოლმე
მიწას, თითქოს სულ არ აქცევდნენ ყურადღებას პირუტყვს, მაგრამ
საკმარისი იყო, მჭიდროდ შექუჩებულ ცხვარს თუნდაც ერთი გამოჰ-

264
ყოფოდა, უბედურს ისე გამოუდგებოდა ძაღლებიდან უახლოესი,
თითქოს ერთი სული ჰქონოდა, როდის ჩაასობდა უკანა ფეხში ბასრ
კბილებს.
ასე გაიარეს რამდენიმე მილი, მერე მეგი დაწინაურდა, წინ გაუძ-
ღვა ფარას და ამოისუნთქა კიდეც, აქაოდა, პირუტყვი მტვერს აღარ
მაყრის სახეშიო. მერე გააღო საძოვრებიდან ერთ-ერთი ჭიშკარი და
მოთმინებით უყურებდა, როგორ გამოცოცხლდნენ ძაღლები – თით-
ქოს თავის გამოჩენის დრო მოსვლოდათ, კბენა-კბენით დენიდნენ
გასასვლელისკენ ცხვარს.
ნახირის ერთად შეყრა და გადადენა-გადმოდენა შედარებით
რთული იყო. წიხლიც იცოდა და დატაკებაც მსხვილფეხა რქოსანმა
პირუტყვმა, გაუფრთხილებელი ქოფაკიც იმდენჯერ შემოჰკვდომო-
და საქონელს, თუმცა ამგვარი საფრთხეც საჭირო იყო ხოლმე ძაღ-
ლების გამოსაფხიზლებლად, მწყემსს კი უნდა ემარჯვა და მათრახი
უნდა მიეშვა საქმეში. ისე, ნახირის მოვლა მეგისთვის არავის დაუვა-
ლებია. პედი თვითონ უძღვებოდა ამ საქმეს.
დღითი დღე სულ უფრო მეტად ხიბლავდა გოგონას არაჩვეულებ-
რივად გონიერი ძაღლები. დროჰედაში მეტწილად ღია ყავისფერი
კელპები9 ჰყავდათ, რომლებსაც კრემისფერი თათები, მკერდი და
წარბები ჰქონდათ. ჰყავდათ შავფორეჯიანი მოცისფრო-მონაცრის-
ფრო ქუინსლენდური ქოფაკებიც და ამ ორი ჯიშის ათასნაირი ნაჯვა-
რიც.
ამძუვნებული ძუკნების შეწყვილება-გამრავლებას მეცნიერუ-
ლად უდგებოდნენ. მოაშორებდნენ ლეკვებს ძუძუს, გაზრდიდნენ და
გაიყვანდნენ გამოსაცდელად საძოვარზე. რომელიც ივარგებდა, ან
დაიტოვებდნენ ან გაყიდდნენ, დანარჩენებს კი თოფს ესროდნენ და
ხოცავდნენ.
მეგიმ დაუსტვინა, თავისთან მიიხმო ძაღლები, საძოვარზე შერე-
კილ ფარას ჭიშკარი მიუხურა და წაბლა ფაშატი შინისკენ გააჭენა.
შორიახლოს სხვადასხვა სახეობის ევკალიპტის მოზრდილი კორო-

9
ავსტრალიური ნაგაზი

265
მი მოჩანდა. ხეშეშამერქნიანი ევკალიპტებიო, რკინისმერქნიანი...
კიდეებში აქა-იქ გეიერა-პარვიფლორაც ხარობდა. ჩრდილს შეაფა-
რა მეგიმ თვალი, სული მოითქვა და მიიხედ-მოიხედა. ხეებს ხუჭუჭა
თუთიყუშები შესეოდნენ. სტვენა-ტკარცალით აჯავრებდნენ მგალო-
ბელ ჩიტებს. ტოტიდან ტოტზე გადადიოდნენ მთიულები, ორ ყვი-
თელქოჩრიან კაკადუს კი მეგისკენ მიებრუნებინა თავი. თვალებს
აფახულებდნენ და აკვირდებოდნენ, საით წავიდოდა მეგი. ჭიანჭვე-
ლების მოსახელთებლად მიწაში იქექებოდნენ შავ-თეთრი ბოლო-
ქანქარები, თან სასაცილოდ ათამაშებდნენ კურტუმებს. თითქოს ზა-
რით მოტირალი მგლოვიარეები ყოფილიყვნენ, არ ჩუმდებოდნენ
ყვავებიც. აუტანელი იყო მათი მოსმენა. სისხლს გაგიყინავდა ამ გა-
უხარელი, ეული ფრინველების ყველასგან გამორჩეული ხმა – თით-
ქოს ჰყვებოდნენ, როგორ ლპება ხოლმე ხორცი, როგორ ესევა
ლეშს ბუზი. სხვა რა უნდა ექნათ ყვავებს? წკრიალა ჩიტებივით ხომ
ვერ ამღერდებოდნენ? რასაც წარმოადგენდნენ, მოძახილიც ისეთი
ჰქონდათ.
რაკი ბუზი ყველგან მრავლად ირეოდა, მეგის ქუდზე პირბადეც
ჩამოეცვა, მაგრამ შიშველ მკლავებზე დასეული ბუზების მოგერიე-
ბას ვერ აუდიოდა, წაბლა ფაშატიც კი გაუთავებლად აქნევდა აქეთ-
იქით კუდს, თან კუნთებიც უკრთოდა და უთრთოდა. გაოცებული იყო
მეგი, ამსისქე ტყავსა და ბალანში ბუზისთანა გალეული, სიფრიფანა
არსების შეხებას როგორ უნდა გრძნობდესო. ცხენსა და ადამიანს
ბუზები გასაქანს იმიტომ არ აძლევდნენ, რომ მათი ოფლით იკვებე-
ბოდნენ, თუმცა ადამიანს სად შეეძლო, იმოდენა სამსახური გაეწია
ბუზისთვის, რასაც ცხვარი შესთავაზებდა? უფრო პირადული საქმეე-
ბის მოსაგვარებლად იყენებდნენ ბუზები ცხვრებს, მაგალითად, გა-
ვაზეც და სხვაგანაც, სადაც პირუტყვის ბეწვი ნესტსა და ჭუჭყს იკი-
დებდა, კვერცხს დებდნენ.
ფუტკრების ხმაური აყრუებდა არემარეს, ბზინვარე ნემსიყლა-
პიები კი მოუსვენრად დასტრიალებდნენ წყლის არხებს. მოუსვენ-
რად დაფარფატებდნენ ჰაერში ლამაზ-ლამაზი პეპლებიც. ფლოქვი
წამოსდო წაბლა ფაშატმა დამპალ მორს, გადააბრუნა. გააჟრჟოლა

266
მეგის მოჭრილი ხის ქვეშ მოფუთფუთე გულის ამრევი, მსხვილი
თეთრი მატლების, ხის ტილების, ლოქორების, უზარმაზარი მრა-
ვალფეხებისა და ობობების დანახვაზე.
სკუპ-სკუპით მოხტუნავდნენ სოროებიდან ფუმფულა კურდღლე-
ბი. გამოჩნდებოდნენ და უმალ ისევ სამალავისკენ მოუსვამდნენ,
რომ მერე ტუჩების ცმაცუნით ეთვალთვალათ, გარშემო რა ხდებო-
და. აი, ჭიანჭველებზე მონადირე ბრჭყალმაგარი იქედნეც10 დააფ-
რთხო მეგის გამოჩენამ. ისე დაფაცურდა, რამდენიმე წამში მორის
ქვეშ გვარიანი ორმოც გათხარა და სანახევროდ შიგნით ჩაიმალა.
გაგეცინებოდა, ისეთ ამბავში იყო, ისე ფანტავდა აქეთ-იქით მიწის
გორახებს. მანამდე აშლილი წვეტიანი ეკლებიც წამებში ისე გადაე-
ვარცხნა, ხვრელში სულ იოლად ჩაძვრებოდა.
როგორც იქნა, დროჰედას კარ-მიდამოსკენ მიმავალ მთავარ
გზასაც დაადგა მეგი. ფორეჯებიანი ნისლა ცხენივით აჭრელებული-
ყო მიწა. ვარდისფერი კაკადუები მწერებსა და მატლებს კენკავდნენ,
მაგრამ წაბლა ფაშატის ფლოქვების თქარათქურის გაგონებაზე ყვე-
ლა ერთად აიჭრა ჰაერში. მოვარდისფრო-მოიისფრო ტალღასავით
გადაუარეს არემარეს – თითქოს ვიღაცას უჩუმრად გადაეღება მუქ-
ვარდისფრად ცაში მოლივლივე ჩიტების ნაცრისფერი ფრთები.
ხვალ აქედან წასვლა რომ მომიხდეს, რომ წავიდე და არ დავბრუნდე
აღარასოდეს, ალბათ, დროჰედას სიზმარში ვნახავ, თანაც ყველა-
ფერი ამ თუთიყუშების გულისპირებივით ვარდისფერი იქნებაო,
ფიქრობდა გოგონა. ფიქრობდა, ალბათ იქით, მამულიდან მოშორე-
ბით ძალიან დიდი გვალვაა, რადგან ჩვენს მხარეში დღითი დღე
სულ უფრო მეტი კენგურუ ჩანსო... მერე ერთ ადგილას ბალახის სა-
ძოვრად შექუჩებულ, ასე, ორი ათას უწყინარ კენგურუს გადაუფრი-
ნეს ვარდისფერმა კაკადუებმა, შეაშინეს და ისინიც მოხდენილად
გაიქცნენ, აკუნტრუშდნენ. ემუების გარდა ვერც ერთი სულიერი ვერ

10
იქედნე (ლათ. Tachyglossidae) – ერთგასავლიანების რიგის ძუძუმწოვართა
წარმომადგენელი, რომელსაც ზურგზე გრძელი რქოვანი ეკლები აქვს.

267
შეედრებოდათ სისწრაფეში. ვერც ცხენები დაეწეოდნენ.
მიდიოდა მეგი, ტკბებოდა ბუნების სილამაზით და, როგორც ყო-
ველთვის, რალფზე ფიქრობდა. კაცმა რომ თქვას, არასოდეს ჩაუთვ-
ლია, რომ მოძღვრისადმი მისი სიყვარული სკოლის მოსწავლის გა-
ტაცებას ჰგავდა. სჯეროდა, რასაც ვგრძნობ, უბრალოდ სიყვარუ-
ლია, სწორედ ისეთი, როგორზეც წიგნებში წერენო. ის, რაც მის
თავს ხდებოდა, არაფრით განსხვავდებოდა ეთელ მ. დელის11 გმი-
რებიდან რომელიმეს მდგომარეობისგან. უსამართლოდ ეჩვენებო-
და ისიც, რომ მის სურვილს, ოდესმე რალფს ცოლად გაჰყოლოდა,
ერთობ ხელოვნური გარემოების ანუ ამ უკანასკნელის მღვდლობის
გამო არ ეწერა ახდენა. სწორედ ამ გარემოების გამო ვერ იცხოვ-
რებდა რალფის გვერდით ისეთ სიამტკბილობაში გოგონა, როგორი
სიამტკბილობაც მის მშობლებს ჰქონდათ, ამ გარემოების გამო არ
გააღმერთებდნენ მას ისე, როგორც პედი აღმერთებდა ფის. ეთაყვა-
ნებოდა პედი ცოლს, მას კი მაინცდამაინც არასოდეს შეუწუხებია
თავი ამგვარი დამოკიდებულების დასამსახურებლად.
გულში იმეორებდა მეგი, სულ მალე მიხვდება რალფი, მარტო
ყოფნას ჩემ გვერდით ცხოვრება რამდენად სჯობსო და აზრადაც არ
მოსდიოდა, რომ არავითარი მიზეზის გამო არ შეეძლო მოძღვარს
მღვდლობაზე უარის თქმა. იცოდა, განა არ იცოდა მეგიმ, მღვდლებს
ცოლის შერთვა და საყვარლის გაჩენა რომ ეკრძალებოდათ, მაგ-
რამ ნელ-ნელა რალფზე იმგვარად ფიქრსაც მიეჩვია, თითქოს სუ-
ლაც არ ჰქონოდა სასულიერო წოდება მოძღვარს. არც შეთავაზებუ-
ლი ფორმალური კათოლიკური განათლების ფარგლებში ემსჯელა
ვინმეს მეგისთან სამღვდლო აღთქმის თაობაზე და არც თვითონ
სჭირდებოდა რელიგია რამეში იმდენად, რომ მისი წესები მორჩი-
ლად დაეცვა. ლოცვაც არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებდა და ეკლე-
სიის კანონებსაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მისდევდა, რომ მა-
თი დაუცველობის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამო ტანჯვას ას-

11
ეთელ მეი დელ სევიჯი (1881-1939) ბრიტანელი მწერალი, რომლის კა-
ლამსაც ოცდაათზე მეტი სასიყვარულო რომანი ეკუთვნის.

268
ცდენოდა. ახლაც მიდიოდა და ფიქრობდა, რამოდენა ნეტარება იქ-
ნება, რალფთან ერთად რომ ვიცხოვრო, ერთად რომ დავიძინოთ
ხოლმე, როგორც დედა და მამა იძინებენო... ააფორიაქა, მოსვენება
დაუკარგა მოძღვართან სიახლოვის წარმოდგენამ, ოღონდ მისთვის
სიახლოვე უთვალავი კოცნის ნიაღვარი იყო და სხვა არაფერი.
საძოვრიდან საძოვარზე კი ერეკებოდა პირუტყვს მეგი, მაგრამ
სქესობრივი ცხოვრების საკითხებში ოდნავადაც არ გათვითცნობიე-
რებულიყო – იყნოსავდა პირუტყვი, სადღაც ახლოს ქოფაკი უნდა
იყოსო და შეწყვილების ყოველგვარი სურვილი ეკარგებოდა, თანაც
დროჰედაში, როგორც ნებისმიერ სხვა ფერმაში, ცხოველების
ალალბედზე გამრავლებას არავინ დაუშვებდა. შეუშვებდნენ მნერ-
ბავებს საგანგებოდ გამოყოფილ საძოვარზე ნეზვებთან და მეგისაც
უმალ გაამწესებდნენ ხოლმე სადმე, ხოლო ძაღლი ძაღლს თუ შეაჯ-
დებოდა, ეგონა, თამაშობენო და მათრახსაც მოუქნევდა, გააცილებ-
და ერთმანეთს.
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, გადაჭრით რომ თქვას, რომე-
ლი უარესია, ჩანასახოვანი სურვილის გამო ფიცხობდე და მოუსვენ-
რობდე, თუ აცნობიერებდე, რა გსურს და ჯიუტად ცდილობდე საწად-
ლის ასრულებას. საბრალო მეგიც ვერ აცნობიერებდა, რა უნდოდა,
მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი და ძირეული რალფ დე ბრიკასარზე
ფიქრისკენ ულმობლად უბიძგებდა. ჰოდა, ისიც ოცნებობდა მოძ-
ღვარზე, ეტრფოდა მოძღვარს, სურდა მის გვერდით ყოფნა და წუხ-
და, სიყვარულში გამომიტყდა, თუმცა მისთვის იმდენად უმნიშვნე-
ლო ვარ, ერთხელაც არ მინახუაო.
ამ ფიქრში იყო, როდესაც შინისკენ მიმავალი პედი წამოეწია.
ღიმილით შეაყენა მეგიმ ფაშატი და მამას დაელოდა.
– მოულოდნელი შეხვედრაც ასეთი უნდა, – შეაგება ქალიშვილს
მამაკაცმა და შუახნის ფაშატისკენ მიაგდო სისვი ცხენი.
– აბა! – გაუხარდა მეგისაც, – გვალვაა იქით?
– იქით ბალახი ცოტა უფრო გადამხმარი უნდა იყოს. ღმერთო,
ამდენი კენგურუ ჩემს დღეში არ მინახავს. მილპარინკასკენ გადახ-
რიოკებული იქნება ყველაფერი. მარტინ კინგი ამბობდა, თოფით

269
უნდა დავხოცოთო. ტყვიამფრქვევებიც რომ მიუშვა, მაინც ვერ და-
ხოცავ იმდენს, რამე შეეტყოს.
ისეთი კარგი ადამიანი იყო პედი, ისეთი მოსიყვარულე, გულის-
ხმიერი, მიმტევებელი, მეგის კი იშვიათად თუ მიეცემოდა მის გვერ-
დით ბიჭებიდან რომელიმეს თანდასწრების გარეშე ყოფნის შესაძ-
ლებლობა. ჰოდა, დრო იხელთა, უფრო სწორად, თავს ვერ მოერია
და ჰკითხა კიდეც მამას, რაც აწუხებდა, რაც გულს უღრღნიდა:
– რატომ არ ჩამოდის მამა დე ბრიკასარი ჩვენს სანახავად?
– დაკავებულია, მეგი, – რაღაცნაირად დაიძაბა პედი.
– კი, მაგრამ მღვდლებსაც ხომ აქვთ შვებულება? მამა რალფს
დროჰედა ისე უყვარდა, დარწმუნებული ვარ, დასასვენებლად ჩა-
მოსვლაც ენდომებოდა.
– შვებულება კი აქვთ მღვდლებს, მეგი, მაგრამ მოვალეობას მა-
ინც ყოველთვის ასრულებენ. მაგალითად, სანამ ცოცხალია,
მღვდელმა ყოველდღე უნდა შეასრულოს ღვთისმსახურება, თუნდაც
მის გარდა ახლომახლო არავინ იყოს. მე რომ მკითხო, ძალიან ჭკვი-
ანი კაცია მამა დე ბრიკასარი და იცის, რომ წარსულს ვეღარ მოაბ-
რუნებ. დროჰედაც წარსულის ნაწილია მისთვის, ნამცეცა მეგი.
რომც დაბრუნდეს, აქ ისე კარგად ვეღარასოდეს იგრძნობს თავს,
როგორც უწინ.
– გინდა თქვა, რომ დავავიწყდით, არა? – ჩაილაპარაკა გულ-
დამძიმებულმა გოგონამ.
– არა, ასეც არაა საქმე. რომ დავვიწყებოდით, ასე ხშირად არ
მოგვწერდა, არ გამოიკითხავდა სათითაოდ ყველას ამბავს, – უპა-
სუხა მეგის მამამ და თანაგრძნობით სავსე ცისფერი თვალები შეანა-
თა, – ალბათ, უმჯობესი იქნება, არც არასოდეს დაბრუნდეს. არც
დავპატიჟებ, არ წავაქეზებ, დაბრუნებაზე რომ იფიქროს.
– მამა!
თითქოს მღვრიე წყალში ცხენი შეეგდოს, ისე შეუპოვრად განაგ-
რძო პედიმ:
– მომხედე, მეგი, არასწორია, მღვდელზე რომ ოცნებობ. გაიგე
ბოლოს და ბოლოს! მშვენივრად გამოგდის საიდუმლოს შენახვა და,

270
ალბათ, ვერც ვერავინ ხვდება, მისდამი რას გრძნობ, მაგრამ რაღა-
ცებს მე ხომ მაინც მეკითხები? ბევრ კითხვას არ მისვამ, მაგრამ ესეც
საკმარისია. დამიჯერე, აჯობებს, შეეშვა მამა დე ბრიკასარზე ფიქრს.
აღთქმა აქვს დადებული და, რამდენადაც ვიცი, არაფრის დიდებით
არ აპირებს მის დარღვევას, შენ კი არასწორად გაუგე, ალერსიანად
რომ გექცეოდა. ერთმანეთი რომ გაიცანით, ის ზრდასრული მამაკა-
ცი იყო, შენ კი პატარა გოგო იყავი. დღესაც პატარა გოგო ხარ მის-
თვის, მეგი.
გოგონას პასუხად არაფერი უთქვამს, გამომეტყველებაც არ შეს-
ცვლია, პედის კი გაუელვა, ფის ქალიშვილი სხვას რას იზამდაო,
თუმცა მეგიმ ბოლოს მაინც დაარღვია დუმილი, დაიძაგრა და თქვა:
– შეუძლია, მღვდლობაზე უარი თქვას. უბრალოდ, ჯერ ვერ და-
ველაპარაკე ამაზე.
ისეთი გამომეტყველება ჰქონდა პედის, მეგი დარწმუნებული
იყო, ჩემმა ნათქვამმა მამას თავზარი დასცაო. რამდენად მგზნება-
რედაც უნდა ელაპარაკა პედის, მისი სახე სიტყვებზე მეტს ამბობდა.
– ღმერთო ჩემო, მეგი! ამაზე უარესი რაღა უნდა დაემართოს ამ
მიყრუებულში ადამიანს? სასწავლებელში უნდა გევლო, ჩემო გო-
გო... ადრე რომ მომკვდარიყო მამიდა მერი, დროულად გაგამწე-
სებდი სიდნეიში, ორი წლით მაინც გაგიშვებდი, მაგრამ ახლა ამის-
თვის ძალიან დიდი ხარ. ასე არაა? საბრალო ნამცეცა მეგი, ამხელა
ქალი სკოლაში დადისო, არავის დავაცინინებ შენს თავს, – თქვა პე-
დიმ და შედარებით მშვიდად განაგრძო, თუმცა სიტყვებს ისე ანაწევ-
რებდა, ისე მკაფიოდ გამოთქვამდა, თითქოს უნდოდა, მკაცრად გა-
მოსვლოდა, არადა, აზრადაც არ მოსვლია სიმკაცრის გამოჩენა, უბ-
რალოდ, სურდა, ერთხელ და სამუდამოდ გაეფანტა ქალიშვილის
ილუზიები, – მღვდელია მამა დე ბრიკასარი, მეგი. გაიგე, ვერასო-
დეს, ვერასოდეს ვერ იტყვის მღვდლობაზე უარს. ვერასოდეს დაარ-
ღვევს წმიდათაწმიდა აღთქმას. კაცი მღვდლობას რომ აირჩევს,
იმას აღარ აქვს უკან დასაბრუნებელი გზა. სემინარიაშიც იზრუნებ-
დნენ იმაზე, რომ შესანიშნავად სცოდნოდა, რაზე დებდა ფიცს. ამის-
თანა აღთქმის დამდებმა უეჭველად იცის, რომ აღთქმას ვერ დაარ-

271
ღვევს. მამა დე ბრიკასარიც ვერ მოიქცევა ასე. ახლა ხომ ხვდები,
არა, მეგი? ამიერიდან კიდევ თუ იოცნებებ მამა დე ბრიკასარზე, გა-
მართლება არ გექნება, – ოხვრით დააყოლა მამაკაცმა.
წინა მხრიდან მიადგნენ მთავარ სახლს, იქიდან, სადაც თავლები
იყო, საქონლის მოსარეკი ბაკები კი გვერდზე დარჩა. სიტყვის უთ-
ქმელად შეაბრუნა მეგიმ წაბლა ფაშატი საჯინიბოსკენ და გაეცალა
სახლისკენ მიმავალ პედის. სანამ გოგონა თავლებზე შემოვლებულ
ღობეს არ მოეფარა, რამდენჯერმე შეტრიალდა მისკენ მამაკაცი, მე-
რე კი ცხენს ნეკნებში უთავაზა და ოთხამოღებით გააჭენა. ბრაზობდა
საკუთარ თავზეც და იმაზეც, რომ ვალდებული იყო, ეთქვა ის, რაც
მეგის უთხრა. ჯანდაბას ეს ქალკაცობიაო, ფიქრობდა პედი და ეჩვე-
ნებოდა, რომ იყო ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში წესები,
რომლებიც არც ერთ სხვა წესს არ ესადაგებოდა.

ძალიან ცივად ლაპარაკობდა მამა რალფ დე ბრიკასარი, თუმცა


კიდევ უფრო მეტი სიცივე გამოსჭვიოდა მის მზერაში. მოზომილად,
ხისტად ამუნათებდა ახალგაზრდა მღვდელს და თან თვალს არ აშო-
რებდა მის გაფითრებულ სახეს.
– ისე არ მოიქეცით, როგორ მოქცევასაც უფალი ჩვენი იესო
ქრისტე მოითხოვს მღვდლისგან. ვფიქრობ, იმაზე უკეთ იცით ყვე-
ლაფერი, ვიდრე, შეიძლება, ჩვენ მივხვდეთ ოდესმე, ისინი, ვისაც
არქიეპისკოპოსის სახელით თქვენი განსჯა გვიწევს. არქიეპისკო-
პოსიც ერთ-ერთი მღვდელთაგანია, მაგრამ ამავდროულად, თქვენი
წინამძღვარიცაა და თავიდან ბოლომდე უნდა ემორჩილებოდეთ.
არა გაქვთ უფლება, არ დაეთანხმოთ მის მსჯელობასა თუ გადაწყვე-
ტილებას. მართლა აცნობიერებთ, როგორ შეირცხვინეთ თავი და
თქვენი მრევლი როგორ შეარცხვინეთ, როგორ შეარცხვინეთ ეკ-
ლესია, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე მეტად უნდა გიყვარდეთ?
დაუქორწინებლობის აღთქმა ისევე წმიდათაწმიდაა, როგორც ყვე-
ლა სხვა აღთქმა, მისი დარღვევა კი დიდი ცოდვაა. ცხადია, იმ ქალს
ვეღარასოდეს ნახავთ, მაგრამ ჩვენც გვმართებს, ცდუნებასთან გამ-
კლავებაში დაგეხმაროთ. შევთანხმდით, დაუყოვნებლივ გაგამწეს-

272
ოთ დარვინის სამრევლოში, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. ამაღამ
სწრაფი მატარებლით გაემგზავრებით ბრიზბენში, იქიდან ლონ-
გრიჩში ჩახვალთ მატარებლით, მერე კი დარვინში ჩაფრინდებით
კუონტასის თვითმფრინავით. ამ წუთებში თქვენს ნივთებს ალაგებენ
და სწრაფი მატარებლის გამგზავრებამდე ადგილზეც მიიტანენ. შე-
საბამისად, სამრევლოში თქვენი დაბრუნება საჭირო აღარაა, ახლა
კი მამა ჯონს გაჰყევით სამლოცველოში და ილოცეთ. სადგურში
წასვლამდე იქ დარჩებით. დარვინამდე მამა ჯონი თქვენ გვერდით
იქნება. ის განუგეშებთ და გაგამხნევებთ. თავისუფალი ხართ.
ბრძენ, მიხვედრილ სამღვდელოთა ხელში იყო ეკლესიის სადა-
ვეები. არავითარ შემთხვევაში არ დაანებებდნენ ცოდვილ მოძ-
ღვარს, კიდევ ერთხელ შეხვედროდა გოგოს, რომელიც საყვარლად
გაეხადა. ისედაც ერთობ საჩოთირო აურზაური მოჰყოლოდა მის
სამრევლოში ამ ამბავს. გოგონას რაც შეეხება, დაე, გაცეცებული
დალოდებოდა სატრფოს, დაე, ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა, თა-
ვად ცოდვილს კი დარვინამდე დიდად პატივცემული მამა ჯონი გაჰ-
ყვებოდა, რომლისთვისაც ასევე მიეცათ სათანადო მითითებები.
ყველა წერილი, რომელსაც შემცოდველი დარვინიდან გამოაგზავ-
ნიდა, უნდა გახსნილიყო, საქალაქთაშორისო სატელეფონო ზარე-
ბის განხორციელება კი სულაც ეკრძალებოდა. ვერასოდეს მიაწ-
ვდენდა საყვარელს ხმას, ვერასოდეს შეატყობინებდა, სად იყო. არც
სხვა გოგოსთან დაახლოებას დაანებებდა ვინმე – საზღვრისპირა
ქალაქი იყო დარვინი, ადგილი, სადაც ქალი, შეიძლება ითქვას, არ
ჭაჭანებდა. დიახ, უცილობლად უნდა შეესრულებინა მოძღვარს და-
დებული აღთქმა, ფიცი, რომლისგანაც ვერაფერი დაიხსნიდა, ხო-
ლო თუ სისუსტის გამო თავის ხელში აყვანა არ შეეძლო, ეკლესია
გააკონტროლებდა.
თვალებით გააცილა მამა რალფმა მიმავალი ახალგაზრდა
მღვდელიცა და მისთვის მიჩენილი მეთვალყურეც, მერე კი საწერ
მაგიდას მოშორდა და სავანის სიღრმისკენ დაიძრა. ჩვეულ სავარ-
ძელში მოკალათებულიყო არქიეპისკოპოსი კლუნი დარკი, გვერ-
დით კი მშვიდად ეჯდა მეწამულსარტყლიანი მამაკაცი, რომელსაც

273
პილეოლუსიც12 ეხურა თავზე.
ზორბა ტანის, სიცოცხლით სავსე კაცი იყო არქიეპისკოპოსი,
თმაქათქათა და ლურჯთვალა. ჭამა-სმის დიდი მოყვარული ბრძან-
დებოდა და არც იუმორის გრძნობას უჩიოდა, ჩია, თხელი აღნაგო-
ბის სტუმარი კი მისი სრული ანტიპოდი იყო. თავზე აქა-იქ მოუჩანდა
ბღუჯა-ბღუჯა ამოსული შავი თმა, ულაზათოდ მოყვანილ ასკეტურ
სახეზე კი ავადმყოფისთვის დამახასიათებელი მოყვითალო ფერი
ედო, თუმცა ხშირი წვერი და მუქი, დიდრონი თვალები ჰქონდა. ისე
გამოიყურებოდა, ვერ გაიგებდი, ოცდაათის იყო თუ ორმოცდაათის,
თუმცა სინამდვილეში მამა რალფ დე ბრიკასარზე სამი წლით უფ-
როსი იყო, ანუ ოცდაცხრამეტი შესრულებოდა.
– დაბრძანდით, მამაო. ჩაი მიირთვით, – გულითადად მიიპატიჟა
მამა რალფი არქიეპისკოპოსმა, – ვფიქრობდი, კიდევ მოვატანინებ-
მეთქი ჩაის. ალბათ, ახალგაზრდა სათანადო შეგონებით გაისტუმ-
რეთ, არა?
– დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, – მოკლედ უპასუხა მამა რალ-
ფმა და ჩაის მაგიდასთან მიდგმულ მესამე სავარძელში ჩაეშვა.
მაგიდაზე ტევა არ იყო. კიტრიანი თხელ-თხელი სენდვიჩებიო,
თეთრად და ვარდისფრად მოსარკლული, სათითაოდ შეფუთული
კექსებიო, ცხელი მრგვალი კარაქიანი ნამცხვრები და მურაბიანი თუ
ადღვებილი ნაღებით სავსე ბროლის ჯამებიო... ჩაის მოწყობილობა
ვერცხლისა იყო, ფინჯნები კი ეინსლის ფირმისა, ჯიღჯიღა ოქროთი
ნატიფად დაფარული.
– ყველა ამგვარი შემთხვევა სამწუხაროა, ძვირფასო არქიეპის-
კოპოსო, მაგრამ ჩვენც კი, ვისაც კურთხევა გვაქვს, მღვდლებად
ვემსახუროთ დიდებულ ღმერთს, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები
ვართ. მართალი გითხრათ, ის მოძღვარი ძალიან მებრალება და
ამაღამ ვილოცებ კიდეც, რომ მომავალში უფრო გაძლიერდეს, – შე-
ნიშნა სტუმარმა, რომელსაც რბილი ხმა და აშკარად უცხოური აქ-
ცენტი ჰქონდა. ლაპარაკობდა და რაღაცნაირ შიშინს აყოლებდა

12
ნახევარსფეროს ფორმის მცირე ზომის თავსაბურავი

274
ბგერებს. წარმოშობით იტალიელი იყო. ვიტორიო სკარბანცა დი
კონტი-ვერჩეზე ერქვა და მისი უბრწყინვალესობა არქიეპისკოპოსი-
სა და ავსტრალიის კათოლიკურ ეკლესიაში პაპის ლეგატის ტიტუ-
ლს ატარებდა. ავსტრალიელ იერარქებსა და ვატიკანის ხელმძღვა-
ნელობას შორის კავშირის უზრუნველყოფა ევალებოდა, რაც, ერთი
მხრივ, საქმისადმი სათუთ დამოკიდებულებას მოითხოვდა, მეორე
მხრივ კი მსოფლიოს ამ ნაწილში ყველაზე წონიან სასულიერო პი-
რად აქცევდა.
ცხადია, სანამ ავსტრალიაში გამოუშვებდნენ, ამერიკის შეერთე-
ბულ შტატებზე ეჭირა თვალი, მაგრამ მერე მიხვდა, ავსტრალიასაც
არაფერი დაეწუნებაო. ტერიტორიით თუ არა, მოსახლეობით ნამ-
დვილად ჩამოუვარდებოდა ავსტრალია შტატებს, მაგრამ აქ გაცი-
ლებით მეტი კათოლიკე ცხოვრობდა და, განსხვავებით სხვა ინგლი-
სურენოვანი ქვეყნებისგან, სულაც არ ითვლებოდა კათოლიკობა
დამამცირებლად, სულაც არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გა-
რემოებას, თუკი ადამიანი პოლიტიკოსობას, ბიზნესმენობას ანდა
მოსამართლეობას მოინდომებდა. გარდა ამისა, მდიდარი ქვეყანა
იყო ავსტრალია, ქვეყანა, რომელიც ეკლესიას ეხმარებოდა. იცო-
და, სანამ ავსტრალიაში მსახურობდი, არაფრის დიდებით არ დაგი-
ვიწყებდნენ რომში.
ყველაფერთან ერთად ძალიან გამჭრიახი ვინმეც იყო არქიეპის-
კოპოსი და პაპის ლეგატი. მიირთმევდა ჩაის ოქროსვარაყიანი ფინ-
ჯნიდან და არქიეპისკოპოს კლუნი დარკს კი არა, მამა რალფს არ
აშორებდა თვალს, რომელიც მალევე გახდა მისი მდივანი. ეს
მღვდელი არქიეპისკოპოს დარკს მეტისმეტად რომ მოსწონდა, არა-
ვისთვის არ წარმოადგენდა საიდუმლოს, მაგრამ საინტერესო იყო,
მისნაირი ადამიანი რამდენად შეძლებდა პაპის ლეგატის გულის მო-
გებას. იმსიმაღლეები იყვნენ ირლანდიური წარმოშობის ავსტრა-
ლიელი მღვდლები, კოშკებივით აეყუდებოდნენ ხოლმე პაპის ლე-
გატის გვერდით და მასაც თავი ჰქონდა მობეზრებული, სულ ყელმო-
ღერებულს უნდა ევლო, როგორმე თვალი რომ გაესწორებინა მათ-
თვის.

275
შესანიშნავად ეჭირა არქიეპისკოპოს დარკთან ურთიერთობაში
მამა დე ბრიკასარს თავი. ძალდაუტანებლად იქცეოდა, უშუალოდ,
გულწრფელად, თუმცა ვერც უპატივცემულობას დასწამებდით, ვერც
იუმორის გრძნობის უქონლობას. მაინც როგორ შეეგუებოდა სრუ-
ლებით განსხვავებულ უფროსთან მუშაობას? ჩვეულებრივ, პაპის
ლეგატის მდივნებს იტალიის ეკლესიის წიაღიდან ნიშნავდნენ ხოლ-
მე, მაგრამ რალფის პერსონისადმი ერთობ დიდი ინტერესი ჰქონ-
დათ, თანაც უჩვეულოდ მდიდარიც იყო. დიახ, გავრცელებული შე-
ხედულების მიუხედავად, ეკლესიის მესვეურებს მისთვის ფულადი
სახსრების ჩამორთმევის უფლებამოსილება არ ჰქონდათ, ხოლო
თვითონ ჯერაც არ ენებებინა, ვინმესთვის რამე გადაეცა. ისე, იმო-
დენა ქონება მიეღო მამა დე ბრიკასარის ერთპიროვნული ძალის-
ხმევით ეკლესიას...
მოკლედ, ვატიკანში გადაწყვიტეს, რომ არქიეპისკოპოსისა და
პაპის ლეგატის მდივანი სწორედ მამა რალფ დე ბრიკასარი უნდა
გამხდარიყო, თან ზედმიწევნით უნდა შეესწავლათ, ვინ იყო, რას
წარმოადგენდა ეს ახალგაზრდა. აქამდე ჯერ არ დაეჯილდოებინა
მის უწმინდესობას ავსტრალიის ეკლესია კარდინალის თავსაბურა-
ვით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ასე მოქცევა აუცილებლად მო-
უწევდა, მანამდე კი პაპის ლეგატი უნდა დაჰკვირვებოდა მამა დე
ბრიკასარის ასაკის მღვდლებს, რომელთა შორის რალფი კარდინა-
ლობის ცალსახად საუკეთესო კანდიდატი იყო. სხვა გზა არ ჰქონდა
მამა დე ბრიკასარს, ცოტა ხანს უნდა გასჯიბრებოდა იტალიელს თავ-
გამოდებაში. საინტერესო გამოწვევააო, ფიქრობდა პაპის ლეგატი
და ნატრობდა, რა იქნებოდა, ეს კაცი ცოტა დაბალი ყოფილიყოო.
უჩვეულოდ მშვიდად წრუპავდა მამა რალფი ჩაის, სახეზე კი მად-
ლიერება გამოხატვოდა. არც ის გამოჰპარვია პაპის ლეგატს, ახალ-
გაზრდა მღვდელმა პატარა სამკუთხა სენდვიჩი რომ შეჭამა, მაგრამ
სხვა დელიკატესებზე უარი თქვა და ფინჯანი ჩაიც ისე გამოცალა,
ერთხელაც არ დაუმატებია შაქარი ან რძე. შესაბამისად, მამა რალ-
ფის ცხოვრების წესის შესახებ ლეგატის ანგარიშში წაიკითხავდით,
გასაოცარი ზომიერება ახასიათებს და კარგი, თანაც ძალიან სწრა-

276
ფი მანქანა რომ ჰყავს, ამის გარდა სხვა სისუსტეს ვერ მოუძებნითო.
‒ მამაო, სახელი და გვარი ფრანგული გაქვთ, – ხმადაბლა თქვა
არქიეპისკოპოსმა და პაპის ლეგატმა, ‒ თუმცა ვხვდები, რომ ირლა-
ნდიელი ხართ. ეს რას ნიშნავს? თქვენს ოჯახს ფრანგული ფესვე-
ბი ჰქონდა?
მამა რალფმა თავი გააქნია და გაეღიმა.
– ნორმანდიული გვარია, თქვენო ბრწყინვალებავ, ძალიან ძვე-
ლი და წარჩინებული. ვინმე რანულფ დე ბრიკასარის პირდაპირი
შთამომავალი ვარ. დიდებული იყო ვილჰელმ დამპყრობლის კარ-
ზე. 1066 წელს ვილჰელმთან ერთად შეიჭრა ინგლისში და მისი შვი-
ლებიდან ერთ-ერთმა მიწაც მიიღო. სანამ ინგლისში ნორმანდიე-
ლები მეფობდნენ, ოჯახს საქმე კარგად მისდიოდა, ჰენრი IVის
დროს კი ვიღაც-ვიღაცებმა ირლანდიის ზღვა გადაცურეს და პეილ-
ში13 დასახლდნენ. როდესაც ჰენრი VIII-მ ინგლისის ეკლესია რომის
ეკლესიისგან გამიჯნა, ჩვენ ვილჰელმის რწმენა შევინარჩუნეთ, ანუ
ვთვლიდით, რომ უპირველეს ყოვლისა, რომის ერთგულება გვმარ-
თებდა და არა ‒ ლონდონის. მერე კრომველისა და თანამეგობრო-
ბის ამბები იყო, რის გამოც მიწებიც და ტიტულებიც სამუდამოდ დავ-
კარგეთ. ირლანდიური მიწები ჩარლზმა თავის ინგლისელ ფავორი-
ტებს დაურიგა. რომ იცოდეთ, უმიზეზოდ არ სძულთ ირლანდიელებს
ინგლისელები. მოკლედ, ცოტა არ იყოს, ჩრდილში მოვექეცით,
თუმცა ეკლესიისა და რომის ერთგულები დავრჩით. ჩემს უფროს
ძმას ცხენსაშენი აქვს მითის საგრაფოში და იმედი აქვს, რომ ოდეს-
მე ისეთი ცხენი ეყოლება, დერბი მიიღოს, ანდა დიდი ეროვნული
დოღი მოიგოს. მე ოჯახში მეორე ვაჟიშვილი ვარ. ტრადიციის მიხედ-
ვით, ჩვენს ოჯახში მეორე ვაჟი ეკლესიაში მიდიოდა, თუკი ამის სურ-
ვილი ჰქონდა. იცით, ძალიან მეამაყება ჩემი წარმომავლობა და
გვარი. ათას ხუთასი წელია, დე ბრიკასარები არსებობენ.
მართლაც შესანიშნავი იყო! მამა დე ბრიკასარი არისტოკრატულ

13 პეილი ‒ ირლანდიის ნაწილი, რომელიც XII-XVI საუკუნეებში ინგლისს ემორ-


ჩილებოდა

277
გვარს წარმოადგენდა, ოჯახს, რომელსაც არაერთგზის ემიგრაციი-
სა და დევნის მიუხედავად მაინც შეენარჩუნებინა რწმენა.
– სახელი რალფი საიდანღა მოდის? – არ ეშვებოდა მღვდელს
პაპის ლეგატი.
– რანულფის შემოკლებული ვარიანტია, თქვენო ბრწყინვალე-
ბავ.
– გასაგებია, – დააბოლოვა იტალიელმა.
‒მომენატრებით, მამაო, – ჩაილაპარაკა არქიეპისკოპოსმა
კლუნი დარკმა, ნამცხვრის ნახევარს ბლომად ადღვებილი ნაღები
და მურაბა დაადო და პირში გაიქანა.
‒ დილემის წინაშე მაყენებთ, თქვენო ბრწყინვალებავ, სიცილით
მიუგო მამა რალფმა, – ვზივარ ძველსა და ახალ უფროსებს შორის
და ვხვდები, ჩემი პასუხი ერთს თუ აამებს, მეორეს არ მოეწონება.
იქნებ ასე მეთქვა: თქვენც მომენატრებით, თქვენო ბრწყინვალებავ,
თუმცა, მოუთმენლად ველოდები, თქვენთან როდის ვიმსახურებ,
თქვენო ბრწყინვალებავ.
მშვენიერი პასუხი იყო, დიპლომატის შესაფერისი და არქიეპის-
კოპოს დი კონტი-ვერჩეზესაც გაუელვა, მგონი, ასეთ მდივანს კარ-
გად შევეწყობიო, თუმცა მამა რალფის დახვეწილი ნაკვთების, მისი
თვალში საცემად ლამაზი ფერის თმის თუ თვალებისა და დიდებული
ტანის შემხედველი მაინც თვლიდა, ამ მღვდელს მეტისმეტად კარგი
გარეგნობა აქვსო, თვითონ მოძღვარი კი ამასობაში ჩაის მაგიდას
უსიტყვოდ მისჩერებოდა და ეტყობოდა, გონებით სხვაგან იყო.
დიახ, მღვდელი ედგა თვალწინ მამა რალფს, ის მღვდელი, სულ
ცოტა ხნის წინ რომ გაემათრახებინა. არადა, როგორი ნატანჯი გა-
მოხედვა ჰქონდა ახალგაზრდას, როდესაც მიხვდა, შეყვარებულთან
დამშვიდობების ნებასაც არ დამრთავენო. ღმერთო, დიდებულო,
ხომ შეიძლებოდა, მის ადგილას თვითონ რალფ დე ბრიკასარი ყო-
ფილიყო? ხომ შეიძლებოდა, იმ გოგონას ადგილას ყოფილიყო მე-
გი? წინდახედული თუ იყავი, ერთხანს, შეიძლებოდა, გაგსვლოდა
კიდეც ასეთი გამოხდომა; შეიძლება, ვერასოდეს გაეგოთ შენი სა-
იდუმლო, თუკი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შვებულებაში ყოფ-

278
ნისას შეხვდებოდი ქალებს, და ისიც შენი სამრევლოდან შორს, მაგ-
რამ ის ერთადერთი თუ გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში, მართლა
თუ გაგიტაცებდა ვინმე, მაშინ აუცილებლად გამჟღავნდებოდა ყვე-
ლაფერი.
ზოგჯერ, ოღონდაც ჯილიში მიმავალ მატარებელს არ გაჰყოლო-
და, ოღონდაც დროჰედაში არ დაბრუნებულიყო, მანამ იდგა მამა
რალფი სასახლის სამლოცველოს მარმარილოს იატაკზე მუხლმოყ-
რილი, სანამ გაქვავებულს მთელი სხეული არ ასტკივდებოდა. თავს
ირწმუნებდა, უბრალოდ მარტოობის მსხვერპლი ვარ და ადამიანუ-
რი სიყვარული მენატრება, რომელიც დროჰედაში არ მაკლდაო; დი-
დი ამბავი, წამიერ სისუსტეს თუ ავყევი და მეგის ვაკოცე, მისდამი
ჩემი სიყვარული სასიამოვნო ფანტაზიაა და, როგორც უწინდელ ოც-
ნებებს, არაფერი ესაქმება დამაბნეველსა და ამაღელვებელ სის-
ხლსავსე სამყაროსთანო. მამა რალფს არ შეეძლო ეღიარებინა,
რომ რაღაც შეცვლილიყო და ცდილობდა, ისე ეფიქრა მეგიზე, რო-
გორც პატარა გოგონაზე. ცდილობდა, თავიდან მოეშორებინა ყვე-
ლა ზმანება, რომელშიც მეგი არ ჰგავდა პატარა გოგოს.
ცდებოდა მამა რალფი. ნაცვლად იმისა, შვება ეგრძნო, ახლა კი-
დევ უფრო ძლიერ, საშინელ ტკივილს განიცდიდა და თუ მანამდე
არავის არ უკავშირებდა მარტოობის შეგრძნებას, მანამდე თუ ვერ
იტყოდა, ჩემს ცხოვრებაში ამან და ამან რომ შემოაბიჯოს, მეშველე-
ბაო, ახლა მის სიმარტოვეს სახელად მეგი, მეგი, მეგი ერქვა.
ფიქრიდან გამოერკვა მამა რალფი და მიხვდა, რომ ამდენი ხნის
განმავლობაში თვალის დაუხამხამებლად აკვირდებოდა არქიეპის-
კოპოსი დი კონტი-ვერჩეზე. გაცილებით სახიფათო ბუნება იმალე-
ბოდა მისი დიდრონი, ყოვლისმცოდნე მუქი თვალების მიღმა, ვიდ-
რე არქიეპისკოპოს დარკის კრიალა თვალის კაკლებს შეიძლებოდა
დაეტია. ჰოდა, რაკი თვითონაც მეტისმეტად ჭკვიანი გახლდათ, მამა
რალფს თავი კი არ მოუკატუნებია, აქაოდა, არაფერზე ვჯავრობო,
მომავალი ხელმძღვანელის გამჭოლ მზერას გამჭოლი მზერითვე
უპასუხა, ოდნავ გაიღიმა და მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ამბობდა,
ყველა ჩვენგანი დაატარებს გულით სევდას და ცოდვა სულაც არაა,

279
ზოგჯერ მწუხარებას თუ მივეცემითო.
– მითხარით, მამაო, მოულოდნელ ეკონომიკურ კრიზისს თქვენ-
თვის მონდობილი ქონება ხომ არ დაუზიანებია? – მშვიდად იკითხა
პრელატმა.
– ჯერჯერობით შეშფოთების მიზეზი არა გვაქვს, თქვენო ბრწყინ-
ვალებავ. ბაზრის რყევები „მიჩარ-ლიმიტედზე“ მაინცდამაინც არ
მოქმედებს, მათი კი რა გითხრათ, ვისაც კაპიტალის დაბანდებისას
მერი კარსონივით სიფრთხილე არ გამოუჩენიათ და ძალიან დიდ ზა-
რალსაც ნახავენ... მატყლის ფასი სულ უფრო ეცემა და, რა თქმა უნ-
და, დროჰედაც ვეღარ მოიტანს იმდენ მოგებას, მაგრამ მისის კარ-
სონი ძალიან გონიერი ბრძანდებოდა იმისთვის, რომ მთელი ფული
სოფლის მეურნეობაში ჩაეყარა. მყარ ლითონებზე მეტ იმედს ამსა-
ყარებდა... ისე, მე რომ მკითხოთ, ახლა შესანიშნავი მომენტია მიწე-
ბის საყიდლად. მხოლოდ სოფლად მდებარე ფერმებს არ ვგულის-
ხმობ. არც დიდ ქალაქებში იქნებოდა ურიგო საცხოვრებელი სახ-
ლებისა და სხვა შენობების ყიდვა. უძრავი ქონება სასაცილოდ
იაფია, თუმცა სულ ასე ვერ იქნება. ახლა ნაყიდ უძრავ ქონებაზე
წლების შემდეგ როგორ უნდა ვიზარალოთ, ვერც წარმომიდგენია.
ერთ მშვენიერ დღეს კრიზისი დამთავრდება...
– ნამდვილად ასეა, – შენიშნა არქიეპისკოპოსმა და პაპის ლე-
გატმა, რომლის თვალშიც მამა დე ბრიკასარი ახლა მხოლოდ დიპ-
ლომატიის ნიჭით გამორჩეული მღვდელი კი არა, მეწარმისთვის აუ-
ცილებელი უნარებით დაჯილდოებული ადამიანიც იყო და რომს ის
არაფრის დიდებით არ უნდა გაეშვა ხელიდან.

აი, დადგა 1930 წელი და ეკონომიკურმა კრიზისმა, ყველა თა-


ნამდევი სირთულითურთ, დროჰედამდეც ჩააღწია. მთელ ავსტრა-
ლიაში უმუშევრად რჩებოდნენ მამაკაცები – სამუშაო ადგილები
გაქრა. ვისაც გამოსდიოდა, ბინის ქირას აღარ იხდიდა და ცდილობ-
და, სადმე მაინც დაეწყო სამსახური, თუმცა ამაოდ. სანამ მათი ქმრე-
ბი და მამები აქეთ-იქით დახეტიალობდნენ, მუნიციპალურ მიწაზე
აშენებულ ქოხებში დასახლებული ქალები და ბავშვები ცდილობდნ-

280
ენ, როგორმე თავი გაეტანათ. შემწეობის მისაღებადაც უწევდათ
გრძელ რიგებში დგომა. ჰო, გამოკრავდა ადამიანი საწოლის გადა-
საფარებელში ერთ-ორ ნივთს, რაც აუცილებლად სჭირდებოდა, შე-
მოუჭერდა თასმებს, მოიკიდებდა ზურგზე და დაადგებოდა გზას იმ
იმედით, რომ ფერმერები თუ არ დაასაქმებდნენ, აჭმევდნენ მაინც
სამოწყალოდ რამეს. აუტბეკში ბოხჩამოგდებული სიარული ჯობდა
სიდნეის პარკში ღამის თევას.
რაკი საკვები იაფი ღირდა, ერთიანად გაძეძგა პედიმ, თუ სადმე
საკუჭნაო და სათავსი ჰქონდათ. მიხვიდოდი დროჰედაში და იცოდი,
ისე არ გამოგისტუმრებდნენ, შენთვის აბგა არ გაევსოთ. უცნაური
იყო, მაგრამ დიდხანს მაინც არ ჩერდებოდნენ მაწანწალები მამულ-
ში. ძღომაზე ჭამდნენ ცხელ საჭმელს, დაიგულებდნენ საგზალს და
ისე მიდიოდნენ, აზრადაც არ მოსდიოდათ, ვინმესთვის ეთხოვათ,
დავრჩებითო; დახეტიალობდნენ და დაეძებდნენ რაღაცას, ოღონდ
რას, მათ გარდა კაციშვილმა არ იცოდა. კიდევ უფრო გაუგებარს
ხდიდა თითოეულის წასვლას ფაქტი, რომ სხვა მამულები დროჰე-
დას ოდნავადაც არ ჰგავდა არც სტუმართმოყვარეობით, არც ხელ-
გაშლილობით. ეგებ უსახლკარობის გამო იმდენად დამღლელი და
უაზრო, უმიზნო გამხდარიყო მათი ყოფა, რომ დარჩენას წანწალს
ამჯობინებდნენ... ტრიალი და უკაცური ადგილი კი იყო აუტბეკი, მაგ-
რამ უმეტესობა მაინც ახერხებდა თავის გატანას, ზოგიც გზაში იხო-
ცებოდა. იპოვიდნენ სადმე გარდაცვლილის ცხედარს და მიაბარებ-
დნენ კიდეც მიწას, თორემ ყვავები და ღორები ხორცს არ შეარჩენ-
დნენ ძვლებს.
სამაგიეროდ, სტიუარტი იყო ძველებურად სულ სახლში და სა-
ფანტის თოფსაც ხშირად მოჰკრავდით თვალს სამზადის კართან.
აღარ იყო საჭირო საბალახოზე სტიუარტის ყოფნა – იმხანად კარგი
მწყემსის შოვნა არ ჭირდა და ქოხმახებშიც, სადაც ოდესღაც ახალ-
ბედა მეცხვარეებს აყენებდნენ, პედის ცხრა უცოლშვილო მამაკაცი
შეესახლებინა, თან შესაბამისი ჩანაწერებიც გაეკეთებინა შესაბა-
მის წიგნში. ფულის უადგილო ადგილას დატოვებაც მოეშალა ფის.
სტიუარტისთვის ეთხოვა,რომ სამლოცველში, საკურთხევლის უკან,

281
თვალის ასახვევად კარადა გამიკეთე, რომელშიც სეიფი იქნებაო –
დროჰედაში მისულ მოხეტიალეებს შორის რამდენიმე არამზადაც
გამორეულიყო. ისე, დიდ ქალაქებსა და საოლქო ცენტრებს ეტანე-
ბოდნენ არამზადები – მეტისმეტად ერთფეროვანი და მოსაწყენი
საქმე იყო მათთვის ხეტიალი, თანაც ხელსაც ბევრს ვერაფერს გა-
აყოლებდნენ. ჰოდა, ვინ გაამტყუნებდა პედის, რატომ ცდილობს, ქა-
ლებს საფრთხე აარიდოსო? შორს გაეთქვა სახელი დროჰედას და
შეიძლებოდა, იქაც შეევლო თითო-ოროლა არასასურველ სტუ-
მარს.
იმ ზამთარს ბევრჯერ ამოვარდა ქარიშხალი. ზოგჯერ ქარს წვი-
მაც ახლდა, გაზაფხულსა და ზაფხულში კი იმდენი იწვიმა, არნახუ-
ლად ამობიბინდა ბალახი. ჯიმსი და პეტსი დაუსწრებლად სწავლობ-
დნენ. მიუსხდებოდნენ ხოლმე მისის სმითის სამზარეულო მაგიდას
და თავდაუზოგავად მეცადინეობდნენ, შიგადაშიგ კი ლაპარაკობ-
დნენ, ნეტავ რივერვიუ-კოლეჯში როდის გავემგზავრებითო. მოჰ-
კრავდა ხოლმე ამ ლაპარაკს მნე ქალი ყურს, მოიღუშებოდა და ბი-
ჭებს რამე გესლიანს ეტყოდა. ჰოდა, ნელ-ნელა მათაც ისწავლეს,
თუ მისის სმითი ახლომახლო ტრიალებდა, დროჰედიდან წასვლაზე
სიტყვა არ უნდა დასცდენოდათ.
მერე ისევ გვალვა დაიწყო. ზაფხულში ერთხელაც არ უწვიმია და
სამუხლეზე მაღალი ბალახიც ერთიანად გადახმა, გადათეთრდა. უკ-
ვე ათი წელი გასულიყო ავსტრალიაში კლირების ჩამოსვლის დღი-
დან და იცოდნენ, რომ ამ შავმიწა დაბლობებზე ხან წარღვნა იყო, ხან
გვალვა. ჰოდა, როგორი დარიც უნდა ყოფილიყო, აიჩეჩავდნენ
ხოლმე მხრებს, იტყოდნენ, აბა ჰე და აბა ჰოო და ისე იქცეოდნენ,
თითქოს მომავალზე არც ფიქრობდნენ. კაცმა რომ თქვას, არც
ჰქონდათ სხვა საფიქრალი, გარდა იმისა, რომ ერთი მოსავლიანი
წლიდან მომდევნო მოსავლიან წლამდე თავი უნდა გაეტანათ, თა-
ნაც, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად მალე დადგებოდა ასეთი
წელიწადი. აქ ვერც წვიმას იწინასწარმეტყველებდი. არა, ბრიზბენში
კი იყო ვინმე ინიგო ჯონსი, მზის ლაქების აქტივობის შესახებ მანამ-
დე უცნობ კონცეფციაზე დაყრდნობით ხალხს ამინდის გრძელვადი-

282
ან პროგნოზს რომ სთავაზობდა, მაგრამ შავმიწა ტრამალებზე დი-
დად არავინ ენდობოდა მის წინასწარმეტყველებას. ფიქრობდნენ,
დაე, სიდნეელი და მელბურნელი საპატარძლოები ეხვეწონ, გვიმ-
კითხავეო, ამოდენა ვაკეების ბინადრები კი ძველებურად გუმანს მი-
ვენდობითო.
ძალიან ცივი და ქარიანი გამოდგა 1932 წლის ზამთარი. წვიმა არ
მოსულა, მაგრამ ქორფა ბალახი მტვერს მაინც აკავებდა და, სხვა
ზამთრებისგან განსხვავებით, ბუზიც ნაკლები იყო, თუმცა ბუზების
ნაკლებობა ვერაფერი ნუგეში იყო საცოდავად აკანკალებული ახ-
ლად გაკრეჭილი პირუტყვისთვის.

არაფრით გამოირჩეოდა მისის დომინიკ ო’რურკის ხის სახლი,


თუმცა ქალბატონი სიდნეელი სტუმრების მიღებაზეც გიჟდებოდა და
დროჰედას კარ-მიდამოს დასათვალიერებლად მათ წაყვანასაც გან-
საკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, აქაოდა, ნახონ, ჩვენს შავ-
მიწა ფართობებზეც რომ სწყალობს ღმერთი ზოგიერთებსო. ილაპა-
რაკებდნენ, ილაპარაკებდნენ და ბოლოს აუცილებლად ჩამოვარ-
დებოდა ხოლმე სიტყვა მიმხრჩვალ-გაძვალტყავებულ ცხვარზე,
რომლისთვისაც ხუთი-ექვსი დუიმის ბეწვი დაზამთრებამდე შეეკრი-
ჭათ, ახალი კი მხოლოდ მაშინ გაეზრდებოდათ, ზაფხულის სიცხეებს
რომ დაიჭერდა. ასეთი სტუმრებიდან ერთ-ერთს პედიმ მთელი სე-
რიოზულობით მოახსენა, მაგ დროს უკეთესი მატყლი იცისო, მთავა-
რი მატყლია და არა ცხვარიო, სულ მალე კი სიდნეის დილის მაცნე-
ში წერილი დაიბეჭდა, რომლის ავტორიც პარლამენტისგან მოით-
ხოვდა, დაუყოვნებლივ მიეღოთ კანონი, რომელიც „მესაქონლეთა
სისასტიკეს“ ბოლოს მოუღებდა. საბრალო მისის ო’რურკს თავზარი
დაეცა, პედიმ კი იმდენი იცინა, გვერდები ასტკივდა.
– კიდევ კარგი, მაგ ყეყეჩს არ უნახავს, შემთხვევით როგორ გაჰ-
კრავს ხოლმე მკრეჭავი ცხვარს მუცელზე საკრეჭს და როგორ დაა-
დებს მახათით ნაკერებს, – დაამშვიდა შეცბუნებული ქალი პედიმ, –
არ ღირს ამის გამო აღელვება, მისის დომინიკ. ქალაქში არ იციან,
დანარჩენები როგორ ცხოვრობენ. თვითონ ფუფუნებაში არიან და

283
ცხოველებზე ისე გიჟდებიან, თითქოს ცხოველები კი არა, ბავშვები
იყვნენ. აქ ყველაფერი სხვანაირადაა. აქ გაჭირვებულს, გინდა კაცი
იყოს, გინდ ქალი და გინდ ბავშვი, უყურადღებოდ არავინ დატოვებს,
ქალაქში კიდევ, ისინი, ვინც შინაური ცხოველებისთვის თავს იკ-
ლავს, საერთოდ არ მიაქცევენ ყურადღებას, ადამიანმა რომც შეს-
ტიროს, დამეხმარეთო.
– მისის დომინიკ, მართალს ამბობს,‒ თავი ასწია ფიმ, – სიჭარ-
ბემ შეზიზღება იცის. ასე ვართ ყველა. აქ ცხვარია ბევრი, ქალაქში –
ხალხი.

აგვისტოს იმ დღეს ძლიერი ქარი ამოვარდა. მინდორში პედის


გარდა არავინ იყო. სახლიდან შორს წასულიყო. ჩამოქვეითდა, ცხე-
ნი საიმედოდ მიაბა ხეზე და გეიერა-პარვიფლორას ძირში ჩამოჯდა.
შიშისგან აცახცახებული ძაღლებიც მიუცუცქდნენ, საძოვრიდან სა-
ძოვარზე გადასარეკი აკუნტრუშებული ცხვარი კი ჯგუფ-ჯგუფად გა-
იფანტა აქეთ იქით. ქარი კი არა, გრიგალი იყო. პედიმ ყურები თი-
თებით დაიცო, თვალები დახუჭა და ლოცვა დაიწყო.
შრიალ-შრიალით სცვიოდა ფოთლები გეიერა-პარვიფლორას,
შორიახლოს მაღალ ბალახში ჩაფლული ხმელი კუნძები და მორები
მოჩანდა, ჩონჩხივით ახორხლილი გამომშრალი შეშის შუაგულში
ორმოცი ფუტის სიმაღლის ვეება გამხმარი ევკალიპტი იდგა. ისე
აზიდულიყო კუნაპეტ ღრუბლებში, თითქოს უსწორმასწოროდ წამა-
ხული წვერით ცა უნდა გაერღვია. თვალების დახუჭვამ ვერ უშველა
პედის – ისე ატკინა კაშკაშა ლურჯმა სინათლემ თვალები, ფეხზე წა-
მოხტა, თუმცა ძლიერმა აფეთქებამ მაშინვე სათამაშოსავით მოის-
როლა გვერდზე. მიწაზე დანარცხებულმა თავი ასწია და შუბივით ას-
ვეტილი გამხმარი ევკალიპტის გარშემო ლურჯ-იისფერ შარავანდე-
ბად დაღვრილ ელვას გაუსწორა თვალი. გააზრებაც ვერ მოასწრო,
რა ხდებოდა, ისე გაეხვა ცეცხლის ალში ყველაფერი ტენის ნატამა-
ლი აღარ შერჩენოდა ლპობაშეპარულ მორებს, მაღალ-მაღალი ბა-
ლახი კი ქაღალდივით იწვოდა. თითქოს მიწა ეურჩებოდა ცას, ისე

284
გამოიტყორცნა უზარმაზარი ხის წვეროდან ალი, ისე მყისიერად
აგიზგიზდა კუნძებიც, მორებიც, ისე მიმოფანტა, გააბევრა ცეცხლის
დიდ-დიდი კერები ქარმა... ცხენამდეც ვერ მიაღწია პედიმ.
სათუთ გეიერა-პარვიფლორასაც მოედო ცეცხლი, მერქანი და-
უსკდა და, თითქოს გული გასკდომოდა, დახეთქილი ღეროდან გუმ-
ფისმა გამოჟონა. საითაც გაიხედა პედიმ, ყველგან ცეცხლის კედ-
ლები დახვდა, ხეები ულმობლად იწვოდა, მის ფეხქვეშ კი ბალახი
გიზგიზებდა. აი, ცხენის განწირული ხმაც მისწვდა მის სმენას და პე-
დისაც იქით გაუწია გულმა – ვერ დაუშვებდა, ასე ხეზე მიბმული მომ-
კვდარიყო საბრალო, უმწეო პირუტყვი. მერე ძაღლიც აყმუვლდა,
ყმუოდა კი არა, ლამის სულთმობრძავივით გაჰკიოდა, მერე კი ერ-
თბაშად მოედო ცეცხლი, ჰაერში ცოცხალი ჩირაღდანივით ათამაშ-
და და გაყუჩებული, გავარვარებულ მიწას დაენარცხა. გარბოდნენ
და ყმუოდნენ სხვა ძაღლებიც, ცეცხლი კი გასაქანს არ აძლევდათ.
რომელი სულიერი გაასწრებდა ამისთანა ქარში ან ცაში ან მიწაზე
ცეცხლს?!
წამის მეათასედით დაფიქრდა პედი, ცხენამდე როგორ მივიდეო
და ამასობაში ცეცხლოვანმა მეტეორმა ისე ახლოს ჩაუქროლა, თმა-
ზე მოეკიდა ცეცხლი. დაბლა დაიხედა. დაინახა, როგორ იხრუკებო-
და მის ფეხებთან დიდი კაკადუ და ერთბაშად მიხვდა, დასასრულია-
ო. მიხვდა, რომ ამ ჯოჯოხეთს ვერც თვითონ დააღწევდა თავს, ვერც
მისი ცხენი. ამ ფიქრში იყო, მის ზურგს უკან ტანდაღარულმა ევკა-
ლიპტმა ნაპერწკლები რომ გაყარა და გუმფისი გადმოაფრქვია.
მოეპრუწა და გაუშავდა მკლავებზე კანი პედის. მოსატანიც არ
იყო მისი თმის კაშკაშა ფერი თავზე მოდებული ცეცხლის სიკაშკა-
შესთან. ენით ვერ აღწერ ასეთ სიკვდილს, ვერ მოჰყვები, როგორ
აღწევს ადამიანის ხორცში ცეცხლი, როგორ კვდება ყველაზე ბო-
ლოს, როგორ იწვება, როგორ წყვეტს თავისი დანიშნულების შეს-
რულებას ტვინი და გული.
ტანზეც მოედო ცეცხლი მამაკაცს, ის კი ისე დახტოდა, ისე საზარ-
ლად გაჰკიოდა, თითქოს ზვარაკი ყოფილიყოს, ყოვლად დასაწვე-

285
ლი მსხვერპლი14 ფის ეძახდა.
პედის გარდა მამაკაცებიდან ყველა ქარიშხლის ამოვარდნამდე
დაბრუნებულიყო შინ. ცხენები შემოღობილში შეერეკათ და ვის
მთავარი სახლისთვის შეეფარებინა თავი, ვის ‒ მუშების ქოხმახები-
სთვის.
ისხდნენ კლირის გვარის ბიჭები ფის გაკაშკაშებულ სასტუმრო
ოთახში მოკრემისფრო-მოვარდისფრო მარმარილოთი მოპირკე-
თებული გუზგუზა ბუხრის წინ და ქარს აყურადებდნენ – გული აღარ
სთხოვდათ ასეთ ამინდში გარეთ გასვლას და ყველაფრის საკუთარი
თვალით ნახვას. მაცდურად ერეოდა ერთმანეთს ბუხრის ცხაურაზე
შეყრილი ევკალიპტის ტოტების მძაფრი სუნი და გორგოლაჭებიან
პატარა მაგიდაზე შუადღის ჩაისთვის დახვავებული ნამცხვრებისა
და სენდვიჩების სურნელი, პედის კი ამ დროს არავინ ელოდებოდა
სახლში.
ოთხი საათი იქნებოდა. აღმოსავლეთისკენ გარეკა ღრუბელი
ქარმა და რაღაცნაირად გულზე მოეშვა ყველას. დროჰედაში ყველა
შენობას მეხამრიდი ჰქონდა, მაგრამ ასეთ ამინდში მშვიდად მაინც
ვერავინ იქნებოდა.
ჯეკი და ბობი გარეთ გავიდნენ, სასხვათაშორისოდ თქვეს, სუფ-
თა ჰაერს ჩავყლაპავთო, სინამდვილეში კი დაძაბულობისგან სული
ეხუთებოდათ.
– შეხედე! – წამოიძახა ბობმა და დასავლეთისკენ გაიშვირა
ხელი.
ყველაზე დიდი საძოვრის გარშემო შემორკალული ხეების თავზე
კვამლის უზარმაზარი, ბრინჯაოსფერი ღრუბელი ავარდნილიყო,
რომელსაც ალმებივით უფრიალებდა დაფლეთილ კიდეებს ღონიე-
რი ქარი.
‒ ღმერთო დიდებულო! – აღმოხდა ჯეკს და ტელეფონზე დასარე-
კად სახლში შევარდა, – ხანძარი, ხანძარია! დროჰედაში ხანძარია!
დიდი ხანძარია! – ჩაჰყვირა ყურმილს და ტელეფონი გათიშა. ყველ-

14
აქ: მთლიანად დაწვა იგულისხმება

286
აფერი თქვა, რაც ჯილიში, სადისპეტჩეროში უნდა სცოდნოდათ. ყვე-
ლაფერი თქვა, რაც უნდა სცოდნოდათ მათაც, ვინც ტელეფონის
პირველივე გაწკარუნებაზე დასწვდებოდა ხოლმე ყურმილს.
ერთხანს პირდაღებული შესცქეროდა ჯეკს ყველა, მერე კი გა-
რეთ გაცვივდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ჯილენბოუნის ოლქში დი-
დი ხანძარი მას შემდეგ არ ყოფილა, რაც კლირებს დროჰედაში და-
ედოთ ბინა, ყველამ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ბიჭები
ცხენებისკენ გაიქცნენ, მწყემსები ქოხმახებიდან გამოცვივდნენ, მი-
სის სმითმა კი ჩაკეტილი სათავსებიდან ერთ-ერთის კარი გააღო და
ჯუთის ტომრების დასტა-დასტა დარიგებას მიჰყო ხელი.
კვამლი დასავლეთით ჩანდა და რაკი ქარიც იქიდან უბერავდა,
აშკარა იყო, ცეცხლი მთავარ სახლამდეც მიაღწევდა. ფიმ გრძელი
ქვედაბოლო გაიხადა, პედის შარვალი ჩაიცვა და საჯინიბოებისკენ
გაიქცა მეგისთან ერთად. ყველა საჭირო იყო, ვისაც ტომრის დაკა-
ვება შეეძლო.
სამზადში მისის სმითმა საცეცხლური გაახურა, მოახლეებმა კი
კავებზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ქვაბები ჩამოხსნეს ჭერიდან.
‒ კიდევ კარგი, ხარი დავკალით გუშინ, – თქვა მნე ქალმა, მარ-
ნის გასაღები აიღე, მინი! წადით შენ და კეტი და რაც კი ლუდი და
რომი გვაქვს, მოიტანეთ. ხმიადებსაც მიხედეთ მერე. მე ჩაშუშულს
გავაკეთებ. ჰო, მიდი, ჩქარა, ჩქარა! ‒
ცხენები ავდარს ისე აეფორიაქებინა, უნაგირები ძლივს დაად-
გეს. გარეთ გამოიყვანეს მეგიმ და ფიმ წმინდა სისხლის ორი ფაშა-
ტი, რომლებიც მოუსვენრად სცემდნენ მიწას ფლოქვებს. იფიქრეს,
ასე უფრო იოლად დაიმორჩილებდნენ. სანამ მეგი წაბლას ეჭიდავე-
ბოდა, ჯილის გზაზე მიმავალი ორი მაწანწალა მიუახლოვდა ფეხე-
ბის ბრაგაბრუგით.
– ხანძარია, ქალბატონო! ორი ცხენი ხომ არ გეყოლებათ? რამ-
დენიმე ტომარაც მოგვეცით.
– პირუტყვის სადგომებისკენ წადით! იქით! ღმერთო მოწყალეო,
ოღონდაც თქვენიანი არ იქნებოდეს იქ ვინმე... – უპასუხა მეგიმ ისე,
რომ არ იცოდა, მამამისი სად იყო.

287
ხელიდან გამოსტაცეს იმ კაცებმა მისის სმითს ჯუთის ტომრებიცა
და წყლით სავსე ტიკებიც და ხუთი წუთით ადრე გასულ ბობსა და და-
ნარჩენებს გამოუდგნენ. ბოლოს ფიმ და მეგიმაც გააჭენეს ცხენები,
ნაკადული გადაიარეს და იქით გასწიეს, საიდანაც კვამლი მოდიო-
და. მებაღე ტომმა წყლის დიდი ავზი აავსო ჭაბურღილიდან ამოტუმ-
ბული წყლით და ძრავა დაქოქა. თავსხმა წვიმა თუ წამოვიდოდა,
თორემ რას ჩააქრობდა ტომის მიტანილი წყალი ამოდენა ხანძარს,
მაგრამ ტომრების დასასველებლად მაინც იკმარებდა და ტანსაც-
მელსაც დაისველებდა ხალხი.
ის იყო, მოხუცმა მანქანა პირველ სიჩქარეში ჩააგდო და ნაკადუ-
ლის მეორე ნაპირზე ასასვლელად მოემზადა, რომ წამით უკან მი-
იხედა და უფროსი მეცხვარის დაცარიელებული სახლი მოხვდა
თვალში, რომლის უკანაც კიდევ ორი უკაცრიელი სახლი იდგა. სწო-
რედ ეს შენობები იყო დროჰედას კარ-მიდამოს სუსტი წერტილი, აქ
იყო აალებადი საგნები საკმაოდ ახლოს ნაკადულის მეორე მხარეს
ამოსულ ხეებთან.
ახლა დასავლეთით გაიხედა ტომმა, თავი ისე გააქნია, ეტყობო-
და, მყისიერად გადაეწყვიტა რაღაც და მანქანა უკან დახია. ფიქ-
რობდა, საძოვრებზე ხანძართან ვერაფერს გახდებიან და უკან დაბ-
რუნდებიანო. ხევიდან ააღწია, მანქანა უფროსი მეცხვარის სახლის
გვერდით გააჩერა, სადაც ოდესღაც თვითონაც დაბანაკებულიყო,
ავზს შლანგი მიუერთა და წყალი შენობას მიუშვა, მერე კი ორი მომ-
ცრო სახლიც ერთიანად დაასველა. აი, სად იყო ყველაზე მეტად სა-
ჭირო მოხუცი ტომი. ვინ დაასველებდა იმ შენობებს მის გარდა ისე,
რომ ცეცხლი ვერ მოსდებოდა?!
მეგი და ფი გვერდიგვერდ მიაჭენებდნენ ცხენებს, დასავლეთით
კი სულ უფრო მეტად იზრდებოდა ავისმომასწავებელი ღრუბელი,
სულ უფრო მეტად მოჰქონდა ქარს ნამწვის სუნი. ბნელდებოდა. და-
სავლეთიდან თავის გადასარჩენად გამოქცეული ათასობით გარეუ-
ლი ცხოველი მიაწყდა საძოვრებს – კენგურუები, ტახები, ემუები,
გოანები, კურდღლები...გამორბოდა დამფრთხალი ცხვარი და
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. ჭაბურღილის სიახლოვეს მდება-

288
რე საძოვრიდან ბილა-ბილასკენ დაიძრა გოგონა. საძოვარს ერქვა
ბილა-ბილა. ჰო, დროჰედაში ყველა საძოვარს თავისი სახელი
ჰქონდა. დაინახა, როგორ აღებდა ჭიშკრებს ბობი, ღიას ტოვებდა
ყველას, მაგრამ სულელზე სულელი ცხვრები მაინც ღობესთან რუზ-
რუზებდნენ, გაღებულ ჭიშკარს სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ
და გასასვლელს მაინც ვერ ხედავდნენ.
იმ ადგილს რომ მიაღწიეს, სადაც ხანძარი მძვინვარებდა, მიხ-
ვდნენ, დაახლოებით ათი მილის სიგრძისა და ხუთი მილის სიგანის
ფართობს სულ ახლახან მოსდებია ცეცხლიო. ყოველ წამს სულ უფ-
რო მეტად ფართოვდებოდა ხანძრის ფრონტი. მაღალი, გამხმარი
ბალახისა და ძლიერი ქარის გამო ხან აქ აბრიალდებოდა კორომე-
ბი, ხან იქ, მხედრები კი ძლივს აკავებდნენ დამფრთხალ ცხენებს და
უმწეოდ იყურებოდნენ დასავლეთისკენ.
არავითარი აზრი არ ჰქონდა ამ ადგილებში ცეცხლთან შებრძო-
ლებას – მთელი ჯარიც რომ გამოეყვანათ, ხანძარს მაინც ვერ შე-
აჩერებდნენ. ჯობდა, მთავარ სახლში დაბრუნებულიყვნენ და იქაუ-
რობის გადარჩენა ეცადათ. სტიქია იმდენად სწრაფად უახლოვდე-
ბოდათ, ან დაუყოვნებლივ უნდა გაექუსლათ, ანდა ხანძარი წამო-
ეწეოდათ და დაღლილ-დაქანცულ ცხენებთან ერთად შთანთქავ-
დათ. სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ – ცხვარს ვერ უშვე-
ლიდნენ...
ცხენები წყალში შეყარეს, ნაკადული ფონით გადალახეს და მო-
ხუც ტომსაც მოჰკრეს თვალი, რომელიც ჯერ კიდევ რწყავდა შლან-
გით შენობებს.
– მაგარი კაცი ხარ, ტომ! – გასძახა ბობმა, – აღარ გაჩერდე აქ,
ძალიან ახლოს რომ მოვა ცეცხლი! ზედმეტად თავს ნუ გამოიდებ!
ფიცრებზე და შუშებზე მნიშვნელოვანი შენ ხარ!
მთავარი სახლის გარშემო უამრავი მანქანა იდგა. კიდევ უფრო
მეტი მანქანის ფარები კაშკაშებდა ჯილიდან მომავალ გზაზეც. აი,
ცხენებისათვის განკუთვნილ ნაკვეთზეც შეუხვია ბობმა, სადაც კა-
ცებს მოეყარათ თავი. ბევრნი იყვნენ.
‒ დიდი ხანძარია, ბობ? – ჰკითხა მარტინ კინგმა ახალგაზრდას.

289
– ალბათ, ვერაფერს გავაწყობთ, – მიუგო სასოწარკვეთილმა
ბობმა, – სიგანეში ხუთი მილი იქნება და ისე სწრაფად ედება ყველა-
ფერს, ისე ვრცელდება, ცხენი ვერ გაჭენდება ისე სწრაფად... არ ვი-
ცი, ჩვენი კარ-მიდამოს გადარჩენას რამდენად შევძლებთ, მაგრამ
ჰორი უნდა მოემზადოს, სახლ-კარი რომ არ გადაეწვას. ჩვენ შემდეგ
მას მიადგება ცეცხლი. წარმოდგენა არა მაქვს, რა შეგვიძლია გავა-
კეთოთ მის შესაჩერებლად.
– ბოლოს დიდი ხანძარი 1919 წელს იყო. იმდენი ხანი გავიდა...
ხალხს გავაგზავნი ბილ-ბილში. აქაც ბლომად ვართ და კიდევ მო-
დის ბევრი. დაახლოებით ხუთასი კაცის გამოყვანა შეუძლია ჯილის
ხანძართან საბრძოლველად. მადლობა ღმერთს, ჩემი მამული
დროჰედიდან დასავლეთითაა! ჰო, ნაწილი აქ დავრჩებით, მოგეხმა-
რებით. სხვა რა გითხრა...
– ნუგეშისცემაც ასეთი უნდა! – გაიკრიჭა ყმაწვილი, მარტინმა კი
მიმოიხედა და იკითხა:
– მამაშენი სადღაა, ბობ?
– ბუგელასკენაა სადღაც. ვილგაში იყო, დოლამდე ნეზვებს დავ-
ხედავო. ხუთი მილი მაინც იქნება ვილგასა და იმ ადგილს შორის,
სადაც თავიდან გაჩნდა ცეცხლი.
– სხვებს ხომ არ უჭირთ რამე?
– არა, მადლობა ღმერთს, დღეს ყველა სახლშია.
ალბათ ომის დროსაც ასე ხდებაო, ფიქრობდა შინ დაბრუნებული
მეგი. საქმეს სწრაფად აკეთებდნენ, მაგრამ ზედმეტად არავინ ფაცა-
ფუცობდა; საჭმელ-სასმელზე ზრუნავდნენ, ცდილობდნენ, ძალა მო-
ეკრიბათ, სულით არ დაცემულიყვნენ და თან წამითაც არ ავიწყდე-
ბოდათ მოახლოებული საფრთხე.
გამოცხადდებოდნენ ადამიანები დროჰედაში დასახმარებლად
და მიაშურებდნენ ძირითად საძოვარს. ნაკადულის ნაპირისკენ რაც
კი ხეები იყო, სულ გაჩეხეს. მეტისმეტად მაღალი ბალახის ნასახიც
არ დაუტოვებიათ. ჰოდა, მეგისაც მოაგონდა, დროჰედაში ახალჩა-
სული როგორ ფიქრობდა ხოლმე, აქაური კარ-მიდამო ბევრად უფ-
რო ლამაზი იქნებოდა, ასე რომ არ იყოს მოტიტვლებულიო. არადა,

290
გარშემო იმდენი ხე იზრდებოდა, ახლა კი ერთბაშად მიმხვდარიყო,
რომ ნაკვეთი, რომელზეც დიდი სახლი იდგა, სინამდვილეში სხვა
არაფერი იყო, თუ არა წრეწირის ფორმის გიგანტური განაკაფი.
ყველა ხანძრებზე ლაპარაკობდა, რომლებიც სამოცდაათზე
მეტი წლის წინ დაარსებულ ჯილიში ოდესმე გაჩენილიყო. რამდე-
ნად უცნაურიც უნდა ყოფილიყო, გაჭიანურებული გვალვის დროსაც
კი ჯილენბოუნში მაინცდამაინც არავის ეშინოდა ხანძრის – იმდენი
ბალახი არასოდეს ყოფილა, რომ ცეცხლის გავრცელებისთვის შე-
ეწყო ხელი, თუმცა რამდენჯერმე დიდი წვიმების შედეგად ამოხეთ-
ქილი ბალახოვანი საფარი ერთ-ორ წელიწადში ისე გადამხმარიყო,
აბედივით იწვოდა. ჰოდა, მომხდარა კიდეც იმ წლებში დიდი ხანძრე-
ბი, ცეცხლი ვერ შეუჩერებიათ და ასობით მილი გადამწვარა.
დროჰედას დასაცავად დარჩენილი სამასი კაცის მეთაურობა
მარტინ კინგს აეღო თავზე. ოლქში უხუცესი მესაქონლეც იყო და
ხანძართან ბრძოლის ორმოცდაათწლიანი გამოცდილებაც ჰქონდა.
– ას ორმოცდაათი ათასი აკრი მაქვს ბუგელაში, – თქვა მარტინ-
მა, – 1905-ში რაც კი ცხვარი და ხე-ტყე გამაჩნდა, ყველაფერი დავ-
კარგე. თხუთმეტი წელი დამჭირდა წელში გასამართად. ერთხანს
ვფიქრობდი, არაფერი არ მეშველება-მეთქი. მაშინ არც მატყლში
იშოვებოდა ფული, არც საქონლის ხორცში.
ისევ ღმუოდა ქარი. ღამის წყვდიადში ჯოჯოხეთურად ჭახჭახებდა
დასავლეთით ცა. კვამლის ღრუბლებიც ჩამოწვა. ყველგან კვამლის
სუნი იდგა და ყველას ახველებდა. ცოტა ხანში ალსაც მოჰკრეს თვა-
ლი. თითქოს დახტოდნენ, მანჭვა-გრეხით იკვლევდნენ კვამლში
გზას ცეცხლის უზარმაზარი ენები. ისე გუგუნებდა ყველაფერი, ფეხ-
ბურთის მატჩის უკიდურესად აღელვებული უამრავი მაყურებელი
რომ ახმაურდება. იწვოდა ტყე, რომელიც დასავლეთიდან ესაზ-
ღვრებოდა ძირითად ნაკვეთს. შეძრწუნებული მეგი ვერანდიდან
ადევნებდა თვალს ამ სანახაობას. ქონდრისკაცებივით მოჩანდნენ
ამოდენა ცეცხლის ფონზე ადამიანები. ისე დახტოდნენ აქეთ-იქით,
თითქოს ჯოჯოხეთში მოხვედრილი ტანჯული სულები ყოფილიყვნენ.
– მეგი, შეგიძლია, შიგნით შემოხვიდე და თეფშები სერვანტზე

291
დააწყო? პიკნიკზე კი არა ვართ, კაცო! – ჩაესმა გოგონას ფის ხმა.
უხალისოდ შებრუნდა სახლში მეგი, ორ საათში კი გათანგულ მე-
ხანძრეთა პირველი ნაკადიც გამოჩნდა. ფეხზე ძლივს იდგნენ და
რამე რომ არ ეჭამათ, არ შემაგრებულიყვნენ, ცეცხლთან ბრძოლის
თავი აღარ ჰქონდათ. ამიტომაც არ ზოგავდნენ სახლში ქალები
თავს, ამიტომაც მოემზადებინათ სამასი კაცის სამყოფი ჩაშუშული
ხორციც, ხმიადებიცა და ჩაიც. ამიტომ არ ენანებოდათ არც ლუდი,
არც რომი. ხანძრისას ყველას ის უნდა ეკეთებინა, რაც საუკეთესოდ
გამოსდიოდა, მაგალითად, ქალებს საჭმელი უნდა მოემზადებინათ,
რომ მამაკაცებს ძალ-ღონე არ გამოლეოდათ.
ერთმანეთის მიყოლებით იცლებოდა სასმლით სავსე ყუთები და
მათ ნაცვლად ახალ-ახლები შემოჰქონდათ. გამურული, დაღლი-
ლობისგან აბანცალებული კაცები დასალევსაც ბლომად სვამდნენ
და ხმიადის ზორბა ნატეხებსაც იტენიდნენ პირში. დააცდიდნენ თეფ-
შზე დასხმულ ჩაშუშულს შეგრილებას და თვალის დახამხამებაში
გადასანსლავდნენ, მერე რომსაც დააყოლებდნენ, იტყოდნენ, ბო-
ლო ჭიქააო და ისევ იქით გარბოდნენ, სადაც ხანძარი მძვინვარებ-
და.
სახლსა და სამზადს შორის მიდი-მოდიოდა მეგი. გახედავდა
ცეცხლის ენებს და ერთდროულად შიშსა და კრძალვას გრძნობდა.
თავისებურად ლამაზი იყო ცეცხლი, არამიწიერად ლამაზი, ცისმი-
ერი, შორეულ მზეთა სილამაზის მატარებელი, იმათი, რომელთა შუ-
ქიც სიშორის გამო დედამიწაზე არ წვავს; ეშმაკეულიც იყო, ღვთის-
მიერიც.
ერთბაშად წამოვიდა აღმოსავლეთისკენ ცეცხლი, ალყაში მოაქ-
ცია მთავარი სახლი. გეენასავით აბრიალებულ ალში ახლა ისეთ
რაღაცებს არჩევდა მეგი, მოშორებით მობობოქრე ცეცხლისთვის
რომ არ შეემჩნია. ნარინჯისფერი, წითელი, ყვითელი, შავი, თეთრი!
‒ ნარინჯისფრად მოვარვარე-მოშიშხინე ფუფხით დაფარული მაღა-
ლი ჩაშვებული ხე და მის თავზე ანცი ზმანებებივით მოლიცლიცე-
მობზრიალე წითელი ნაკვერჩხლები... გამოფიტულ-გადამწვარ ხე-
ებზე ყვითლად ალაციცებული გულისცემა და ჰაერში ყირმიზი ნაპე-

292
რწკლების ბზრიალი გუმფისის ამოფრქვევის ფეხდაფეხ... გაუძალი-
ანდებოდა ხეებიდან რომელიმე ერთხანს ხანძარს და ერთბაშად
დაყრიდა ფარ-ხმალს, მოთეთრომონარინჯისფრო ალს დაანებებდა
საკუთარ სიცოცხლეს. ჰო, ლამაზი იყო ღამით ცეცხლი. მთელი ცხო-
ვრება ემახსოვრებოდა მეგის ის ღამე.
უეცრად ისე წამოუბერა ქარმა, ქალები ტომრებში გამოეხვივნენ
და ვერცხლისფერ სახურავზე გაიკრიფნენ, ცოცვა-ცოცვით აუყვნენ
გლიცინიის ტოტებს და, მიუხედავად იმისა, რომ ხელებიც ეწვოდათ
და მუხლებიც, სველი ტომრებით მაინც მისდგნენ ცეცხლმოდებულ
სახურავზე გაჩენილ ნაკვერჩხლებს, რადგან კაცები მთავარ საძო-
ვარზე გასულიყვნენ. ეშინოდათ, სახურავი სიმხურვალეს ვერ გაუძ-
ლებს და ცეცხლი ხის საბჯენებსაც მოედებაო, თუმცა ყველაზე უარე-
სი იმ წუთებში ბილ-ბილში ხდებოდა, მთავარი სახლიდან ათი მი-
ლის მოშორებით.
მთავარ სახლს სამად სამი მილი აშორებდა დროჰედის აღმოსავ-
ლეთ საზღვარს. მამულიდან აღმოსავლეთით იყო ჯილენბოუნიც.
დროჰედას ბილ-ბილი მოსდევდა, კიდევ უფრო აღმოსავლეთით კი
ნარენგანგი მდებარეობდა. თუ მანამდე ქარი საათში ორმოცი მი-
ლის სიჩქარით ქროდა, ახლა მისი სიჩქარე ოცი ერთეულით გაზ-
რდილიყო და ოლქშიც უკვე ყველა ხვდებოდა, თუ არ გაწვიმდა, ცეც-
ხლი კიდევ რამდენიმე კვირა არ ჩაქრება და ასობით კვადრატული
მილის ფართობის საუკეთესო მიწას გააჩანაგებსო.
იმოდენა ცეცხლშიც კი მოახერხა ტომმა მდინარისპირა სახლე-
ბის გადარჩენა. შეპყრობილივით ავსებდა და ავსებდა ცისტერნას
და ასხამდა და ასხამდა შენობებს შლანგით წყალს, მაგრამ იმძლავ-
რა თუ არა ქარმა, მაინც აალდა სამივე სახლი. მოხუცი მანქანაში
ჩაჯდა და ტირილით გაეცალა იქაურობას.
‒ დაჩოქილები უნდა სწირავდეთ ღმერთს მადლობას, რომ ქარი
მანამ არ გაძლიერდა, სანამ ცეცხლი აღმოსავლეთისკენ ვრცელდე-
ბოდა! ასე რომ არ ყოფილიყო, მარტო თქვენი კარ-მიდამო კი არ და-
იწვებოდა, არც ერთი აღარ ვიქნებოდით ცოცხალი. ღმერთო დიდე-
ბულო, ნეტავ ბილ-ბილში არ უჭირდეთ რამე... – თქვა მარტინ კინგ-

293
მა, ფიმ კი დიდი ჭიქა გაუზავებელი რომი მიაწოდა.
ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა მარტინ კინგს, მაგრამ სანამ ცეც-
ხლთან ბრძოლას აზრი ჰქონდა, ბოლომდე იბრძოლა, ბოლომდე
ხელმძღვანელობდა სამუშაოებს ისე, როგორც საქმის მცოდნეს შეე-
ფერებოდა.
– სისულელეა, მაგრამ როდესაც ჩავთვალე, ვეღარაფერს გადა-
ვარჩენთ-მეთქი, ძალიან უცნაურ რაღაცებზე დავიწყე ფიქრი, – გა-
მოტყდა ფი, – სიკვდილზე არ მიფიქრია, არც ბავშვებზე, არც იმაზე,
რომ ეს ლამაზი სახლი ნანგრევებად იქცეოდა. სულ ჩემს საკერავ კა-
ლათაზე და დაუმთავრებელ საქსოვზე ფიქრი მიტრიალებდა თავში.
ღილების ყუთიც გამახსენდა. წლების განმავლობაში ვაგროვებდი
იმ ღილებს... კიდევ ნამცხვრის ფორმები, გულებს რომ ჰგავს... იმ-
დენი ხნის წინ გამიკეთა ფრენკმა... ვფიქრობდი, ამ რაღაცების გა-
რეშე რა მეშველება-მეთქი. იცით, სულ წვრილმანებია, მაგრამ ისე-
თი, რომ სხვა ვერაფრით შეცვლი, მაღაზიაში ვერ იყიდი სამაგი-
ეროს.
‒ ყველა ქალი ასეა. უცნაური რამაა გონება, არა? მახსოვს, 1905
-ში ჩემი ცოლი სახლში შევარდა. გიჟივით მივძახოდი, მან კიდევ
მრგვალი ქარგა გამოიტანა. რაღაც ჰქონდა დაწყებული. სახლს ვერ
ვუშველეთ, თორემ საქარგავი კი გადავარჩინეთ... მერე ახალი სახ-
ლიც ავაშენე და ჩემმა ცოლმაც მაშინვე ის ნაქარგი დაასრულა.
ძველმოდური ორნამენტი იყო, თქვენც გეცოდინებათ, ალბათ. მშო-
ბლიურ სახლს არაფერი შეედრება... – ღიმილით გაიხსენა მარტინ
კინგმა, ცარიელი ჭიქა დადო, თავი ისე გააქნია, თითქოს ამბობდა,
დიდი უცნაური ხალხი ხართ ქალებიო და დასძინა, – უნდა წავიდე.
გარეთ დეივისს დავჭირდებით ნარენგანგში და, თუ გუმანი არ მღა-
ლატობს, ანგუსსაც რუნდა-ჰანიშში.
– ასე შორს, მარტინ? – გაფითრდა დიასახლისი.
– ასე ამბობენ, ფი... ბურუში და ბურკშიც ირაზმება ხალხი...
კიდევ სამი დღე მძვინვარებდა ხანძარი, სულ უფრო მეტ ფარ-
თობს ედებოდა ცეცხლი, მერე კი თავსხმა წვიმა წამოვიდა. თითქმის
ოთხი დღე და ღამე იწვიმა. ნაკვერჩხალი რომ ნაკვერჩხალია, ისიც

294
აღარსად ღვიოდა, თუმცა დროჰედის შუაგულიდან რუნდაჰანიშის
საზღვრამდე, რომელიც აღმოსავლეთით ჯილენბოუნის ოლქის ბო-
ლო მეურნეობა იყო, ასობით მილის სიგრძისა და ოცი მილის სიგა-
ნის დამწვარ-დანახშირებული ნაკვალევი დარჩა.
გაწვიმებამდე არავინ ელოდებოდა, პედი შეგვეხმიანებაო. ფიქ-
რობდნენ, უსაფრთხო ადგილას იყო, ნახანძრალს იქით და შინ მხო-
ლოდ იმიტომ ვერ ბრუნდებოდა, რომ ჯერჯერობით ვერც მიწას მო-
ესწრო გაგრილება და ადგილ-ადგილ ხეებიც უალოდ იწვოდა.
ხანძარს სატელეფონო ხაზი რომ არ დაეზიანებინა, ალბათ, მარ-
ტინ კინგი დაგვირეკავდაო, სჯეროდა ბობს. ფიქრობდა, მამაჩემი
დასავლეთით მდებარე ბუგელას შეაფარებდა თავსო. ექვსი საათი
გადაუღებლად წვიმდა, პედისგან კი ისევ არაფერი ისმოდა. ჰოდა,
აწრიალდნენ კიდეც კლირები. თითქმის ოთხი დღე და ღამე ირწმუ-
ნებდნენ თავს, სანერვიულო არაფერია, უბრალოდ, გზა აქვს მოჭრი-
ლი და ხელსაყრელ დროს ელოდება, რომ ბუგელაში კი არ წავიდეს,
პირდაპირ შინისკენ გამოსწიოსო.
– წესით, უკვე სახლში უნდა იყოს, – ჩაილაპარაკა ბობმა, რომე-
ლიც სასტუმრო ოთახში ბოლთას სცემდა, დანარჩენები კი ხმის
ამოუღებლად უყურებდნენ.
ბედის ირონიით, წვიმას ცივი, ნესტიანი ამინდები მოჰყვა და
კლირებსაც მოუწიათ მარმარილოს ბუხარში ცეცხლის დაგიზგიზე-
ბა.
– რაზე ფიქრობ, ბობ? – ჰკითხა ძმას ჯეკმა.
– რაზე და, მგონი, ის დროა, მოსაძებნად მივდიოდეთ. შეიძლება,
დაშავდა, შეიძლება, ფეხით მოდის ამხელა გზაზე. შეიძლება, ცხენი
დაუფრთხა და ჩამოაგდო. იქნებ აგდია კიდეც სადმე და სიარული არ
შეუძლია. ერთი ღამის სამყოფი საჭმელი კი ჰქონდა, მაგრამ იმდენი
არაფერი, ოთხი დღე რომ გაეტანა თავი. არა, შიმშილით კი არ მოკ-
ვდებოდა, მაგრამ... აჯობებს, აურზაური არ ავტეხოთ. ბიჭებსაც ჯერ
არ წამოვიყვან ნარენგანგიდან, მაგრამ დაბინდებამდე თუ ვერ ვი-
პოვით, წავალ დომინიკთან და ხვალისთვის მთელ ოლქს ფეხზე და-
ვაყენებთ. ‒ ღმერთო, დროზე მაინც შეაკეთოს სატელეფონო ხაზები

295
დეპარტამენტის ხალხმა!
ციებცხელებიანივით აიტანა კანკალმა ფი, თან გიჟივით აცეცებ-
და თვალებს.
– შარვალს ჩავიცვამ. ასე ჯდომა და ლოდინი არ შემიძლია.
– სახლში დარჩი, – შეევედრა დედას ბობი.
– რა იცი, სად არის, როგორ არის... შეიძლება, დაშავებული
იყოს, ბობ. მეცხვარეები ნარენგანგში გაგზავნე. ხალხი გვაკლია მო-
საძებნად. მე და მეგი წყვილად თუ ვივლით, რასაც უნდა გადავაწ-
ყდეთ, ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით. ან ჩემთან ერთად უნ-
და იყოს მეგი, ან რომელიმეს უნდა გამოგყვეთ. არც თქვენ გამო-
გადგებათ რამეში და მეც ვერაფერს გავაკეთებ.
– კარგი, – დაჰყვა ბობი დედამისის სურვილს, – მეგის იაბო წა-
იყვანე. ბოლოსაც მაგ ცხენზე იჯექი. შაშხანები და ბლომად ვაზნები
წაიღეთ!
ნაკადული გადაიარეს და ნაცარტუტად ქცეული მიდამოს შუაგუ-
ლისკენ დაიძრნენ. არც მწვანე მოჩანდა სადმე რამე, არც ხისფერი.
დაუჯერებელი იყო, იმდენ ხანს წვიმდა, ისე გაეჟღინთა ყველაფერი
წვიმას, ნახშირის გროვებს კი ისევ ასდიოდა ოხშივარი. პატარ-პა-
ტარა დამწვარ-დაგრეხილი ბაწრებივით შერჩენოდა ხეებს ფოთლე-
ბი, ხოლო იქ, სადაც ოდესღაც მინდორი იყო, თითქოს მომცრო ზო-
მის შავი ფუთები დაეტოვებინა ვიღაცას, ოღონდ ფუთები კი არა,
დამწვარი ცხვრები იყო. აქა-იქ მოზრდილ გროვასაც გადაეყრებო-
დით – ხარს ან ღორს. ღვარად ჩამოსდიოდათ მხედრებს სახეზე
ცრემლი და წვიმის წყალი.
დანარჩენებს ბობი და მეგი მიუძღოდნენ. შუაში ჯეკი და ჰიუი მი-
დიოდნენ, ფი და სტიუარტი კი ბოლოში მოჰქცეოდნენ პატარა მხედ-
რობას. არც ფის ეტყობოდა ღელვა, არც სტიუს. ლაპარაკიც არ
სჭირდებოდათ, იმდენად დამამშვიდებლად მოქმედებდნენ ერთმა-
ნეთზე. ზოგჯერ ცხენები ახლოს მიიწეოდნენ ერთმანეთისკენ, ზოგ-
ჯერ კი ისეთ საშინელებას დაინახავდნენ, განზე ხტებოდნენ, მაგრამ
დედა-შვილზე არც ეს მოქმედებდა. მიწა ისე ატალახებულიყო, სი-
არული ჭირდა, თუმცა დახრუკულ-შეთელილი ბალახი ქოქოსის

296
ბოჭკოს ნართით ნაქსოვი ნოხივით ეფინა მიწას და ცხენებიც, ასე თუ
ისე, ფეხს იკიდებდნენ.
გაივლიდნენ რამდენიმე იარდს და ეგონათ, პედიც გამოჩნდებო-
და გათხაპნილ ჰორიზონტზე, მაგრამ დრო გადიოდა, ის კი არსად
ჩანდა. გულმა რეჩხი უყოთ, როდესაც მიხვდნენ, ხანძრის თავდა-
პირველი კერა იმაზე შორს იყო, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ, სა-
ძოვარზე, რომელსაც ვილგას ეძახდნენ – საავდრო ღრუბლებს შე-
ენიღბათ კვამლი. გასაოცარი სანახავი იყო მკაფიოდ გავლებული
საზღვარი შავად მოელვარე კუპრსა და მოყვითალომოყავისფრო-
მოცისფრო, მარად მჭმუნვარე და მაინც ცოცხალ მიწას შორის.
ბობი გაჩერდა და დანარჩენებს მიუბრუნდა:
– აქედან დავიწყოთ! აჯობებს, დასავლეთით წავიდე. მგონია,
რომ იქით უნდა იყოს, თან ადვილად არ ვიღლები. ტყვია-წამალი
ყველას საკმარისი გაქვთ? კარგია. ვინც რამეს იპოვის, ჰაერში სამ-
ჯერ გაისროლოს. სროლის ხმას ვინც გაიგონებთ, ერთი გასროლით
უპასუხებთ. მერე უნდა მოიცადოთ და ხუთ წუთში კიდევ სამი გასრო-
ლა უნდა მიაყოლოს მპოვნელმა. ასე ყოველ ხუთ წუთში ერთხელ.
თითო გასროლით ვპასუხობთ ისევ. შენ სამხრეთით წადი, ჯეკ, დამ-
წვარ ხაზს გაჰყევი! სამხრეთ-დასავლეთისკენ იარე, ჰიუი! აბა, წავე-
დი დასავლეთისკენ... თქვენ ჩრდილო-დასავლეთისკენ, დედა, მე-
გი! ჩრდილოეთისკენ გაჰყევი დამწვარ ზოლს, სტიუარტ! არ აჩქარ-
დეთ. წვიმაში კარგად არ ჩანს, შორს რა ხდება, თან ამ ადგილებში
ბევრი ხეა. ხშირ-ხშირად დაუძახეთ! შეიძლება, ისეთ ადგილას
იყოს, ვერ დაგინახოთ, მაგრამ ხმა ესმოდეს, ოღონდ გახსოვდეთ,
სანამ რამეს არ იპოვით, არც ერთმა არ უნდა გაისროლოთ. მამას
შაშხანა არ წაუღია. საშინელება იქნება, სროლა რომ გაიგონოს და
ხმა ვერ მოგაწვდინოთ. აბა, თქვენ იცით! ღმერთი თქვენკენ!
როგორც პილიგრიმები დაშორდებიან ხოლმე ერთმანეთს უკა-
ნასკნელ გზაჯვარედინზე, ისე დაადგნენ თავ-თავიანთ გზას კლირე-
ბიც, გაიყარნენ. მიდიოდნენ და სიშორისგან სულ უფრო მეტად პა-
ტარავდებოდა თითოეულის სილუეტი, მერე კი სულაც გაუჩინარ-
დნენ. გადაუღებლად მოდიოდა ციდან დელგმა.

297
ნახევარი მილიც არ ექნებოდა გავლილი სტიუარტს, როდესაც
გადამწვარი კორომი შენიშნა, იქით, სადაც მორუჯული დაბლობი
მთავრდებოდა და ცოცხალი მიწა იწყებოდა. იქვე იდგა პატარა გეი-
ერა-პარვიფლორაც. ბავშვის კუწკუნა ქოჩორივით გაშავებულიყო
და დაკლაკნილიყო. დანახშირებულ ზოლთან ახლოს მოჩანდა
დიდრონი კუნძის ნარჩენებიც.
მერე პედის ცხენსაც მოჰკრა თვალი სტიუმ. პირუტყვი ტანით მის-
დუღებოდა ზორბა ევკალიპტს. პედის ორი ძაღლიც იცნო გაშავე-
ბულ-გაშეშებული არსებები, ოთხივე თათი ჯოხებივით რომ აეშვი-
რათ ჰაერში. ბიჭი ჩამოქვეითდა და მაშინვე კოჭებამდე ჩაეფლო ტა-
ლახში, თუმცა უნაგირზე მიმაგრებული ბუდიდან მაინც გამოაძრო
შაშხანა. მიაბიჯებდა სლიპინა მიწაზე და გულში ლოცულობდა. ფე-
ხის ყველა გადადგმაზე ეწებებოდა ლანჩებზე ნაკვერჩხალი. ცხენსა
და ძაღლებს რომ არ გადასწყდომოდა, ალბათ, იფიქრებდა, ვიღაც
მაწანწალასა თუ მოგზაურს ხანძრისთვის თავი ვერ დაუღწევიაო,
მაგრამ ცხენით წამოსულიყო ცხვრების დასახედად პედი და თან ხუ-
თი ძაღლიც გაეყოლებინა, ამ გზაზე კი, ჯერ ერთი, ცხენოსანს ვერა-
სოდეს ნახავდით და მეორე, ერთ ძაღლზე მეტს კაციშვილი არ დაუწ-
ყებდა აქეთ-იქით ტარებას. დროჰედას სიღრმეში იყო ეს ადგილები
და, შესაბამისად, ვერც იმას იფიქრებდი, ბუგელელი მენახირეები
თუ მეცხვარეები აღმოსავლეთით წამოსულანო.
სტიუარტმა კიდევ ცოტა გაიარა და ახლა სამ დამწვარ-დაფერ-
ფლილ ძაღლს წამოადგა თავს. დიახ, სულ ხუთი ძაღლი გამოდი-
ოდა, ხუთი და არა, მაგალითად, ექვსი. ცხენიდან არცთუ ისე შორს
მორი ეგდო, მორის უკან კი დამწვარი გვამი დახვდა ყმაწვილს. რა
თქმა უნდა, ადამიანი იყო, ანდა, რაში შეეშლებოდა ადამიანი? სის-
ველისგან ალაპლაპებული ცხედარი ზურგზე იწვა, თუმცა მხოლოდ
მხრებით და საჯდომით ეხებოდა მიწას, მკერდი უზარმაზარ მშვილ-
დივით ამოზნექოდა. იდაყვებში მოხრილი ხელები განზე ისე გაეშა-
ლა, თითქოს რაღაცას ევედრებოდა ზეცას. ხორცშემოფლეთილ თი-
თებზე დანახშირებული ძვლები მოუჩანდა. შეხედავდი და იფიქრებ-
დი, რომ სიცარიელეს ჩაბღაუჭებოდა. განზე გაშლილი ფეხებიც მუხ-

298
ლებში ჰქონდა მოხრილი მიცვალებულს, მუჭისხელა უთვალო სახე
კი ცისთვის მიეშვირა.
წამით მიაპყრო მამამისის ცხედარს სტიუარტმა ყოვლისმჭვრე-
ტელი მზერა და დამწვარი ჩონჩხის ნაცვლად პედი დაინახა, ისეთი,
როგორიც სიცოცხლეში იყო. მერე შაშხანა ჰაერში ასწია, გაისრო-
ლა, გადატენა, ისევ გაისროლა, ისევ გადატენა და ისროლა. სადღაც
შორს ყრუდ გაისმა საპასუხო სროლა. კიდევ უფრო შორსაც გაის-
როლეს – კიდევ უფრო ყრუდ გაისმა მეორედ თოფის ხმა და სტიუ-
არტმაც იაზრა, პირველები დედა და მეგი მიპასუხებდნენ, რადგან მე
ჩრდილოეთით წამოვედი, ისინი კი ჩრდილო-დასავლეთისკენ არი-
ანო. დათქმული ხუთი წუთის გასვლას აღარ დალოდებია, ისე ჩადო
ხაზინაში ვაზნა, იარაღი სამხრეთისკენ გაიშვირა და გაისროლა. გა-
დატენას წამი მოანდომა და ისროლა, ისევ გადატენა და მესამედაც
გაისროლა. მერე იარაღი მიწაზე დადო, სამხრეთით შეტრიალდა და
ერთხანს კისერწაგრძელებული აყურადებდა ყოველგვარ ხმაურს.
ამჯერად პირველად დასავლეთიდან გამოეხმაურნენ – ბობი იყო.
ბობს ჯეკი ან ჰიუიც მიჰყვა, ბოლოს კი ფიმ ისროლა და სტიუარტმაც
შვებით ამოისუნთქა – არ უნდოდა, პირველები ქალები მისულიყ-
ვნენ.
არ დაუნახავს, როგორ გამოვიდა მის ზურგს უკან ხეებიდან
უზარმაზარი ტახი, თუმცა სუნზე მიხვდა, რაც ხდებოდა და შებრუნდა.
იმხელა იყო, ძროხას ჰგავდა. ძლივს იჭერდა ღონიერი, კოტიტა ფე-
ხები აკანკალებულ, ზორბა ტანს. ტახს თავი დაეხარა და დინგით
ჩიჩქნიდა დამწვარ-ჩაჟივებულ მიწას. ტკივილით გატანჯული, სრო-
ლის ხმას გამოეყვანა სამალავიდან. ცალ გვერდზე მეჩხერი შავი ბა-
ლანი შეტრუსვოდა და წითლად მოუჩანდა ამოგლეჯილი ხორცი.
იყურებოდა სტიუარტი სამხრეთით და ღორის კნატუნა კანის სუნს
გრძნობდა, თითქოს ღუმლიდან იმ წუთის გამოღებული დასერილ-
დატკიცინებული ღორის ხორცის მოზრდილი ნაჭერი მიერთმია მის-
თვის ვინმეს. თავბრუ დაახვია ყოველთვის უცნაურად მშვიდსა და
სევდიან სტიუარტს ამ უცნაურმა შეხვედრამ, გაუელვა, მგონი აქ ნამ-
ყოფი უნდა ვიყო, ეს ნესტი და სიშავე, მგონი, დაბადებიდან ჩამბეჭდ-

299
ვია მეხსიერებაშიო.
მერე დაიხარა და ხელის ფათურით მოძებნა შაშხანა. გაახსენდა,
ვაზნა არ იდო ხაზინაში. ტახი ადგილიდან არ იძვროდა. პატარა, ჩა-
წითლებული თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოსცვენოდა ტკივი-
ლისგან. ნახევარმთვარეს მიუგავდა დიდრონი, ბასრი, კაუჭა ყვითე-
ლი ეშვები. იკრა თუ არა ნადირის სუნი, აჭიხვინდა სტიუარტის ცხენი
და ტახიც მაშინვე მისკენ შებრუნდა, მიაშტერდა, თავი დახარა, იე-
რიშის მისატანად მოემზადა. სანამ ნადირს მთელი ყურადღება ცხე-
ნისკენ მიემართა, სტიუარტმა იფიქრა, დროს ვიხელთებო, ერთბა-
შად დასწვდა შაშხანას და ცალი ხელით ხაზინა გახსნა, მეორით ვაზ-
ნები ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან. ისე წვიმდა, არაფერი ისმოდა წვი-
მის მონოტონური რაკარუკის გარდა, მაგრამ მაინც გაარჩია ტახმა
საკეტის ხმა და შეცვალა კიდეც ბოლო წამს იერიშის მიმართულება,
ცხენის ნაცვლად სტიუარტს დაესხა თავს. პირდაპირ მკერდში და-
ახალა მიახლოებულ ნადირს ახალგაზრდა კაცმა ტყვია, მაგრამ ვერ
შეაჩერა. საზარდულში აძგერა ტახმა ეშვი. სტიუარტი წაიქცა და
ჭრილობიდან ისე წამოთქრიალდა სისხლი, ბოლომდე გახსნილი
ონკანიდან რომ გადმოხეთქავს წყალი. სისხლით გაეღება ახალგაზ-
რდას ტანსაცმელი. მიწასაც დააჩნდა მისი სისხლი ლაქად.
ტყვიით მიყენებულმა ჭრილობამ თავისი ქნა. ისევ მოემზადა ნა-
დირი თავდასხმისთვის. ტორტმან-ტორტმანით, რწევა-რწევით წა-
ბარბაცდა სტიუარტისკენ, ზედ დაასკდა და სახით დაასრისა კუპრის-
ფერ ტალახს.
ფრჩხილებით ჩააფრინდა მიწას სტიუ, თავის გასათავისუფლებ-
ლად გააფთრებით გაიბრძოლა, თუმცა ამაო გამოდგა ეს მცდელო-
ბა. ყოველთვის იცოდა, რა ელოდებოდა, იცოდა და ამიტომ არც იმე-
დი ჰქონია ოდესმე რამის, არც გეგმავდა რამეს, არც ოცნებობდა,
უბრალოდ იჯდა და ისრუტავდა ყველაფერს, რაც გარშემო ხდებო-
და, ოღონდაც საკუთარი თავის გამოსაგლოვი დრო არ დარჩენოდა,
ოღონდაც ბედისწერის გამო არ ეჯავრა. „დედა, ვერ დავრჩები შენ-
თან, დედა, დედა!“ – გაიფიქრა სტიუარტმა და გული გაუსკდა.

300
– ნეტავ რატომ აღარ ისროლა სტიუმ? – გადაულაპარაკა მეგიმ
ფის და ორივემ იქით მიაბრუნა ცხენი, საიდანაც ორჯერ მოესმათ ზე-
დიზედ სამი გასროლა.
ჩორთით მიდიოდნენ. ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ ტალახ-
ში მეტად ვერ გააჭენებდნენ ცხენებს.
– ალბათ ჩათვალა, რომ გავიგეთ, – უპასუხა ქალიშვილს ფიმ,
თუმცა თვალწინ სტიუს სახე ედგა, მომენტი, როდესაც პედის საძებ-
ნელად სხვადასხვა მხარეს წავიდ-წამოვიდნენ. აგონდებოდა, რო-
გორ მოუჭირა შვილმა ხელზე ხელი, როგორ გაუღიმა, – წესით,
შორს არ უნდა ვიყოთ, თქვა ქალმა და სლიპინა მიწაზე ცხენის გაჭე-
ნება სცადა.
ჯეკმა დას და დედას მისვლა მიასწრო. მიასწროთ ბობმაც. გად-
მოიარეს მეგიმ და ფიმ გადაუწვავი მიწა, მიუახლოვდნენ ადგილს,
სადაც პირველად გაჩენილიყო ცეცხლი და კაცებმაც გზა გადაუღო-
ბეს.
‒ არ მიხვიდე, დედა... – უთხრა ბობმა ჩამოქვეითებულ ფის.
ჯეკი მეგის მიუახლოვდა და მკლავებში ჩასჭიდა ხელები. დაბ-
ნეულობასა და ძრწოლაზე მეტად მოლოდინს გამოხატავდა ნაცრის-
ფერთვალება ქალების მზერა, თითქოს იცოდნენ, რისი მოსმენაც
მოუწევდათ.
– პედი? – ისეთი ხმით იკითხა ფიმ, თითქოს სხვა ლაპარაკობდა
მის ნაცვლად.
– სტიუც, – მიუგო შვილმა.
თვალს ვერ უსწორებდნენ დედას ვერც ბობი, ვერც ჯეკი.
– სტიუ? სტიუ? რას ნიშნავს „სტიუც?“ რა მოხდა, რა მოხდა, ღმერ-
თო? ორივე? არა!
‒ მამა მკვდარია. ხანძარს ვერ გამოასწრო. სტიუს, ეტყობა, ტახი
დაესხა თავს. ესროლა, მაგრამ მომაკვდავი ზედ დაეცა და გაგუდა.
სტიუც მოკვდა, დედა.
მეგიმ იკივლა და გაიბრძოლა, სცადა, ჯეკს დასხლტომოდა, ბო-
ბის გამურულ-გასისხლიანებულ მკლავებში მოქცეული ფი კი თით-
ქოს გაქვავებულიყოს, გაუნძრევლად იდგა და უსიცოცხლო თვალე-

301
ბი შუშისას მიუგავდა. ბოლოს თქვა, მეტისმეტიაო და ბობს ახედა.
სახეზე წვიმის წყალი ჩამოსდიოდა, კისერზე კი ოქროს ნაკადულე-
ბად ეღვრებოდა ჩამოშლილი თმა.
– გამიშვი, ბობ. ერთის ცოლი ვარ, მეორის დედა. ვერ დამიშლი.
არა გაქვს უფლება, დამიშალო. მიმიშვი მათთან.
მეგი გაყუჩებულიყო და ნაცვლად იმისა, ჯეკს გაჰქცეოდა, მხარზე
ჩამოედო ძმისთვის თავი. დაინახა, როგორ მიდიოდა განაცარმტვე-
რებულ მიწაზე ფი, როგორ შემოეხვია დედისთვის ბობს წელზე ხე-
ლი, როგორ ეხმარებოდა, მაგრამ თვითონ ნაბიჯიც არ გადაუდგამს
მათკენ.
წვიმისგან ჩაჟამებულ ჰორიზონტზე ჰიუიც გამოჩნდა. თავით
ანიშნა ჯეკმა ფისა და ბობისკენ ძმას, მიაძახა, გაჰყევი, მარტო არ
დატოვო, მე და მეგი დროჰედაში ვბრუნდებით, საზიდარს მოვიყვან-
თო და ხელი გაუშვა დას, მერე კი წაბლა ფაშატზე შეჯდომაში დაეხ-
მარა.
– წავედით, მეგი. მალე დაღამდება. მთელი ღამე აქ ვერ დავტო-
ვებთ. ვერც ვერსად წავლენ უჩვენოდ.
ისეთი ტალახი იყო, ვერც საზიდარი გაივლიდა, ვერც ვერაფერი,
რასაც ბორბლები ჰქონდა. ბოლოს ჯეკმა და ტომმა ჯაჭვებით გამოა-
ბეს გოფრირებული რკინის ორი ნაჭერი საჯაგავ ცხენებს. წინ ჩაუდ-
გა ამ წყვილს ცხენზე ამხედრებული ტომი, ტომის წინ კი ჯეკი მიდი-
ოდა. ყველაზე დიდი ფარანი ეჭირა ხელში, რაც კი დროჰედაში
ჰქონდათ.
მეგი სახლში დარჩა. სასტუმრო ოთახში იჯდა, ბუხრის წინ. მისის
სმითი თან ცდილობდა დაერწმუნებინა, რამე ეჭამა, თან ნაკადულე-
ბად ჩამოსდიოდა სახეზე ცრემლი – არ იყო იოლი თავზარდაცემუ-
ლი გოგონას ყურება, რომელიც გაუნძრევლად იჯდა და არც ტირო-
და, არც ამბობდა რამეს. მერე სადარბაზო კარის სარაკუნოც ახმა-
ურდა და მნე ქალიც იქით გაემართა, თან ფიქრობდა, ამისთანა ტა-
ლახში აქამდე ვის უნდა მოეღწიაო. როგორც ყოველთვის, უკვირდა,
მამულები იმდენად შორსაა ერთმანეთისგან, იმდენი უკაცური მი-
ლი აშორებთ ერთმანეთს, ახალი ამბები კი მაინც ელვის სისწრაფით

302
ვრცელდებაო.
ვერანდაზე საცხენოსნო ტანსაცმელში გამოწყობილი, ტალახში
ამოგანგლული მამა რალფი იდგა. წყალგაუმტარი მოსასხამიც ეც-
ვა, მაგრამ მაინც დასველებულიყო.
– შეიძლება, შემოვიდე, მისის სმით? – იკითხა მოძღვარმა.
– მამაო! მამაო! – აღმოხდა ქალს და გაოგნებულ მღვდელს კი-
სერზე ჩამოეკიდა, – საიდან გაიგეთ, საიდან?
– დეპეშა გამომიგზავნა მისის კლირიმ, როგორც მმართველის
წარმომადგენელმა ‒ მესაკუთრეს. ძალიან ვაფასებ მის თავაზიანო-
ბას. არქიეპისკოპოსმა დი კონტი-ვერჩეზემ წამოსვლის ნება მომცა.
გვარი კი არა, ენის გასატეხია. დამიჯერებთ, რომ დღეში ასჯერ მაინც
მიწევს მისი გამეორება? ჩამოვფრინდი, მაგრამ დაჯდომისას თვით-
მფრინავი ტალახში ჩაეფლო და ცხვირი დაჰკრა მიწას. აქაურობას
კარგად ვიცნობ. ბორტიდან ჩამოუსვლელადაც ვიცოდი, გარეთ რა
ხდებოდა. ჩემი ლამაზი, საყვარელი ჯილი! ჩემოდანი მამა უოტის-
თან დავტოვე, მერე ცხენი ვინათხოვრე სასტუმრო „იმპერიალის“
მეპატრონისგან. იფიქრა, ალბათ, შეშლილიაო და „ჯონი უოკერის“
„ბლეკ-ლეიბლის“ ბოთლზე დამენაძლევა, იცოდე, ტალახში ვერ ივ-
ლიო. ოი, ასე ნუ ტირით, მისის სმით! ძვირფასო, ხანძარი იყო, ქვე-
ყანა კი არ დაქცეულა. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი
იყო სტიქია, რამდენად მძიმე შედეგი ექნება... – თქვა ღიმილით
მოძღვარმა და აცახცახებულ მხრებზე ხელი მოუთათუნა მნე ქალს,
– მე თავს ვიკლავ, რომ წუხილი შეგიმსუბუქოთ, თქვენ კი ვითომ
არც გესმით, რას გელაპარაკებით. ნუ ტირით, გთხოვთ...
– არაფერიც არ გცოდნიათ, – ამოიქვითინა მისის სმითმა.
– რა? რა არ მცოდნია? რა მოხდა, ასეთი რა არის?
– მისტერ კლირი და სტიუარტი დაიღუპნენ.
ერთბაშად მოიშორა მნე ქალი გაფითრებულმა მოძღვარმა და
დაიღრიალა, მეგი სად არისო.
– სასტუმრო ოთახშია. მისის კლირი ჯერაც საძოვარზეა, ცხედ-
რებს არ ტოვებს. ჯეკი და ტომი წავიდნენ გადმოსასვენებლად. ოი,
მამაო, მორწმუნე კი ვარ, მაგრამ ზოგჯერ, მინდა თუ არა, მეტისმეტ-

303
ად სასტიკი მგონია ღმერთი. ორივე რისთვის წაიყვანა? – ჰკითხა მა-
მა რალფს მისის სმითმა.
მან კი ბოლომდე არც მოუსმინა, ისე გავარდა სასტუმრო ოთა-
ხისკენ. მირბოდა და ტალახიანი წყლის ნაკვალევს ტოვებდა იატაკ-
ზე, თან გზადაგზა საწვიმარს იხდიდა.
– მეგი! – თქვა მამა რალფმა, გოგონასთან დაიჩოქა და მისი გა-
ყინული ხელები ხელისგულებში მოიქცია.
მეგი სავარძლიდან ჩამოცურდა და გულში ჩაეკრა გალუმპულ
მოძღვარს, მხარზე ჩამოადო თავი. ტკივილისა და დარდის მიუხედა-
ვად, იმდენად გაახარა მისმა ნახვამ, უნდოდა, ის წამი სამუდამოდ
გაგრძელებულიყო. დიახ, დაბრუნებულიყო მამა რალფი, არ შეს-
წევდა ძალა, მეგის გასძალიანებოდა. მეგი იყო გამარჯვებული.
– მეგი, ძვირფასო, სველი ვარ. შენც დაგასველებ, – ჩურჩულებ-
და მღვდელი და ლოყაზე გოგონას თმის შეხებას გრძნობდა.
– არაფერია. მოხვედით...
– ჰო, მოვედი. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არაფერი
გიჭირდათ. ჩავთვალე, საჭირო ვარ-მეთქი, ჩემი თვალით უნდა მე-
ნახა, რა ხდებოდა. მამაშენი და სტიუ... რა დაემართათ, მეგი?
– მამა დაიწვა. სტიუმ იპოვა, მაგრამ თვითონ ტახმა მოკლა. ეს-
როლა, ის კი ზედ დაეცა. ჯეკი და ტომი მოასვენებენ.
მამა რალფს აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ, აქეთ-იქით არწევ-
და გულში ჩაკრულ მეგის. მანამ ისხდნენ ასე, სანამ ცეცხლის სიმ-
ხურვალემ მოძღვარს პერანგი და თმა არ შეუშრო, სანამ არ იგ-
რძნო, რომ მეგი ცოტათი მოეშვა. მერე ნიკაპქვეშ ამოსდო ხელი,
თავი ააწევინა და ანგარიშმიუცემლად აკოცა, ოღონდ სურვილის
გამო არ მოქცეულა ასე – ნაცრისფერი თვალების შემხედველს უნე-
ბურად გამოუვიდა. ერთგვარ ზიარებას ჰგავდა ეს კოცნა. მეგიმ ხე-
ლები გაითავისუფლა და მოძღვარს მოეხვია, მან კი მოულოდნე-
ლად დაიგმინა, შეკრთა.
– რა მოხდა? – უკან გაიწია მეგი.
– ნეკნები დამეჟეჟა, თვითმფრინავი რომ ჯდებოდა. ლამის კორ-
პუსით ჩაეფლო ბებერი ჯილის გემრიელ ტალახში. უხეშად დაჯდა და

304
მეც წინა დასაჯდომის საზურგეს მივეხეთქე.
– მაჩვენეთ, აბა!
უყოყმანოდ გაუხსნა ღილები მოძღვარს მეგიმ, ჯერაც სველი პე-
რანგი მხრებზე ჩამოუწია და კალთებიც ამოუჩაჩა ბრიჯების სათავი-
დან. გლუვ ხორბლისფერ კანზე იისფრად ღადღადებდა ნეკნებქვეშ
გაჩენილი ლაქა.
– ოი, რალფ! – სუნთქვა შეეკრა მეგის, – ასეთ მდგომარეობაში
ყოფილხართ და მაინც იარეთ ჯილიდან ცხენით? როგორ გეტკინე-
ბოდათ! კარგად ხართ? სისუსტეს ხომ არ გრძნობთ? რამე ხომ არ გა-
გისკდათ შიგნით?
– არა, კარგად ვარ. გზაში ტკივილს მართლა არ შევუწუხებივარ.
ერთი სული მქონდა, აქამდე ჩამომეღწია, ჩემი თვალით დამენახა,
რომ არაფერი გიჭირდა. ნატკენი ვის ახსოვდა... შინაგანი სისხლდე-
ნა რომ მქონოდა, კარგა ხნის წინ მივხვდებოდი. ღმერთო, არ გინ-
და, მეგი!
გოგონას თავი დაეხარა და ნაზად ახებდა ტუჩებს დაჟეჟილ ად-
გილს მოძღვრის ტანზე. ისე ვნებიანად ეხებოდა ხელისგულებით
მკერდსა და მხრებზე, გაოცებული შეჰყურებდა მოძღვარი, ეჩვენე-
ბოდა, მეგი ასე განზრახ იქცევაო და მონუსხულს, შეშინებულს ისღა
დარჩენოდა, როგორმე დაეხსნა თავი, როგორმე მოეშორებინა მკე-
რდიდან მეგი. მოიშორა კიდეც, მაგრამ უმალ ისევ მოიქცია მკლა-
ვებში, გარშემო შემოგრაგნილი გველი აუძლურებდა მის ნებისყო-
ფას. აღარც ტკივილი ახსოვდა მამა რალფს, აღარც ეკლესია, აღარც
ღმერთი. ხარბად დაეწაფა მეგის ტუჩებს, თითქოს სურდა, დაჰპატ-
რონებოდა მის სუნთქვას, დაეამებინა ენით აუწერელი სურვილი,
რომელიც გასაქანს არ აძლევდა.
მეგიმ თავი გადააგდო, ყელი მიუშვირა მამა რალფს, მერე კი ატ-
ლასზე პრიალა, გლუვი, გრილი მხრები მოიშიშვლა. თითქოს იძი-
რებოდა მოძღვარი, სულ უფრო მეტად ნთქავდა ვნება, სულ უფრო
მეტად უხუთავდა სულს უმწეობა. ალბათ, ეს იყო მოკვდავის ხვედ-
რიც – იმოდენა სიმძიმე აწვებოდა ტვირთად სულს, ისე გადმოსუ-
ლიყო, გადმოეხეთქა ნაპირებიდან გრძნობების ძირმწარე შავ ღვი-

305
ნოს. ტირილი უნდოდა. ბოლო წვეთამდე ჩამოიწრიტა ჟინი მოკვდ-
აობის ტვირთქვეშ. ძალით მოაშორებინა მეგის ხელები თავისი
უბადრუკი სხეულიდან, მუხლებს დაეყრდნო, ჩაიცუცქა და ისე ჩაქინ-
დრა თავი, თითქოს ვერაფერს ხედავდა თავისივე აკანკალებული
ხელების გარდა. ფიქრობდა, ეს რა დამმართე, მეგი, ნებაზე რომ მი-
გიშვა, მაშინ რას იზამო.
– მიყვარხარ, მეგი. ყოველთვის მეყვარები, მაგრამ მღვდელი
ვარ, არ შემიძლია... უბრალოდ არ შემიძლია, – წამოიწყო მოძ-
ღვარმა.
გოგონა კი ნაჩქარევად წამოდგა, ზედატანი გაისწორა, მამაკაცს
დააცქერდა, გაუღიმა და უთხრა:
– არაფერია, რალფ. წავალ, ვნახავ, რამე ხომ არ ექნება მისის
სმითს, რომ გაჭამოთ, თან ცხენის მალამოს მოგიტანთ.
ისე აშკარად იგრძნობოდა მეგის ცალყბა ღიმილში განცდილი
მარცხის სიმწარე...
– გადასარევად გამოიტანს სილურჯეს და ალბათ, ათას კოცნაზე
უკეთ გააყუჩებს ტკივილსაც.
– ტელეფონი თუ მუშაობს? – ამოღერღა მამა რალფმა.
– კი, ერთი-ორი საათის წინ ხეებზე დროებითი ხაზი გაჭიმეს და
კავშირიც აღდგა.
მეგი ოთახიდან გავიდა, მამა რალფს კი რამდენიმე წუთი დას-
ჭირდა იმისთვის, რომ თავი ხელში აეყვანა და ფის სეკრეტერს მის-
ჯდომოდა.
– საქალაქთაშორისოზე გადამრთეთ, გთხოვთ... მამა დე ბრიკა-
სარი გელაპარაკებათ დროჰედიდან... ო, ალო, დორინ... როგორც
ვხედავ, ისევ მანდ მუშაობთ. მეც მიხარია თქვენი ხმის გაგონება.
სიდნეიში ვინ იცნობს ოპერატორს? დარეკავ, დაგელაპარაკება ვი-
ღაც შეღონებული ხმით და ეგაა. სასწრაფოდ უნდა დამაკავშიროთ
მის ბრწყინვალება არქიეპისკოპოსსა და პაპის ლეგატს, სიდნეიში.
კოდის შემდეგ აკრიფეთ 2324, მაგრამ სანამ სიდნეისთან დაკავში-
რებას ველოდები, ბუგელასთან შემაერთეთ, დორინ.
ძლივს მოასწრო მამა რალფმა მარტინ კინგისთვის ეთქვა, დრო-

306
ჰედაში რა მომხდარიყო და სიდნეისთანაც დააკავშირეს, მაგრამ ბუ-
გელას მეპატრონისთვის ნათქვამი ორიოდ სიტყვაც საკმარისი იყო
იმისთვის, რომ ამბავი მთელ ჯილის მოსდებოდა – ზოგს მარტინ
კინგი გააგებინებდა მომხდარის შესახებ, ზოგიც სხვის სატელეფო-
ნო საუბარს მიაყურადებდა, მერე კი ისინი, ვისაც ჯილენბოუნის ტა-
ლახში ცხენით სიარულის არ ეშინოდა, დაკრძალვასაც დაესწრე-
ბოდნენ.
‒ თქვენო ბრწყინვალებავ, მამა დე ბრიკასარი ვარ... დიახ, გმად-
ლობთ. უსაფრთხოდ ვიმგზავრე, თუმცა თვითმფრინავი კორპუსამ-
დე ჩაეფლო ტალახში და მატარებლით მომიწევს დაბრუნება... ტა-
ლახში, თქვენო ბრწყინვალებავ, ტა-ლახ-ში... არა, როცა წვიმს,
თქვენო ბრწყინვალებავ, აქ ვერ გაივლი. ცხენით ვიარე ჯილენბოუ-
ნიდან დროჰედამდე... წვიმიან ამინდში სხვანაირად შეუძლებე-
ლია... ამიტომაც გირეკავთ, თქვენო ბრწყინვალებავ. კიდევ კარგი,
წამოვედი. წინათგრძნობა იყო, ეტყობა... დიახ, ცუდი ამბავია, ძალი-
ან ცუდი. პედრიკ კლირი და სტიუარტი, მისი ვაჟი, დაიღუპნენ, ერთი
ცეცხლში დაიწვა, მეორე ტახმა გაგუდა...
‒ ტახ-მა, თქვენო ბრწყინვალებავ, გარეულმა ღორმა... დიახ,
აქაური ინგლისური ცოტა უცნაურია.
სუსტი კავშირი კი იყო, მაგრამ მაინც სწვდებოდა მამა რალფის
სმენას მოყურადეების გაძნელებული სუნთქვის ხმა და უნებურად
გაეღიმა კიდეც. ვერ ჩაჰყვირებდა ტელეფონში, აბა, ყველამ დაკი-
დოს ყურმილიო – იცოდა, სხვისი საუბრების მოსმენა ერთადერთი
გასართობი რომ იყო ადამიანურ ურთიერთობებს დახარბებული ჯი-
ლენბოუნელებისთვის. არადა, ყველას რომ გაეთიშა ტელეფონი,
ეგებ, მის ბრწყინვალებასაც უკეთ გაეგონა, რას ეუბნებოდნენ.
‒ თქვენი ნებართვით, დავრჩები და დაკრძალვასთან დაკავში-
რებით ყველაფერს მოვაგვარებ, თქვენო ბრწყინვალებავ, თან უნდა
დავრწმუნდე, რომ მისტერ კლირის ქვრივსა და მისი შვილებს არა-
ფერი გაუჭირდებათ... გმადლობთ, თქვენო ბრწყინვალებავ! ვეცდე-
ბი, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე სიდნეიში.
მოძღვრისა და პაპის ლეგატის საუბარს სხვებთან ერთად ოპერა-

307
ტორიც ისმენდა. მამა რალფმა ტელეფონი გათიშა და მაშინვე ჩას-
ძახა ყურმილში:
– თუ შეიძლება, ისევ ბუგელასთან დამაკავშირეთ, დორინ!
მარტინ კინგთან რამდენიმეწუთიანი ლაპარაკი საკმარისი აღ-
მოჩნდა იმისათვის, რომ რალფ დე ბრიკასარს გადაეწყვიტა, აგვის-
ტოა, ზამთრის ცივი ამინდებია და შეიძლება, დაკრძალვა ზეგისთვის
გადაიდოსო. იცოდა, მიუხედავად იმისა, ტალახს მიჰქონდა ყველა-
ფერი, კლირების დაკრძალვაზე დასწრება ბევრს ენდომებოდა, ბევ-
რი არ დაიხევდა უკან იმის გამო, რომ დიდხანს უნდა ევლო ცხენით
დამქანცველ გზაზე.
აი, მეგიც დაბრუნდა სასტუმრო ოთახში. ცხენის მალამო ეჭირა
ხელში, მაგრამ არც უფიქრია, მამა რალფისთვის შეეთავაზებინა, წა-
გისვამთო. არა, ადგა და ხელში მიაჩეჩა წამლით სავსე ქილა, მერე
კი მკვახედ მიახალა, შეგიძლიათ, აბაზანა მიიღოთ, რადგან მისის
სმითი ცხელ-ცხელ ვახშამს ერთ საათში მოგართმევთ პატარა სასა-
დილო ოთახშიო.
უსიამოვნო იყო მამა რალფისთვის გაცნობიერება, რომ მეგის
თვალში მოღალატე იყო, მაგრამ რატომ უნდა ეფიქრა გოგონას ასე?
რის საფუძველზე განსჯიდა მეგი მოძღვარს? იცოდა, მღვდელი რომ
იყო რალფ დე ბრიკასარი და მაინც ბრაზობდა მასზე?

დილის ბინდბუნდში ცხენოსანთა მცირე რაზმიც გამოჩნდა, რო-


მელიც ცხედრებს მოჰყვებოდა უკან. ნაკადულს მოადგნენ და გა-
ჩერდნენ. წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, მაგრამ მაინც იმ-
დენად მოდიდებულიყო ჯილენი, ოცდაათი ფუტის სიღრმის სწრაფ
მდინარეს ჰგავდა. მხედრებთან შესახვედრად შეაცურა მამა რალ-
ფმა თავისი წაბლა ფაშატი. ოლარი უკვე ჩაეცვა, სხვა დანარჩენი კი
ხურჯინში ედო.
მოძღვრის გარშემო წრეში ჩადგნენ ფი, ბობი, ჯეკი, ჰიუი და ტო-
მი, მან კი ცხედრებს ბრეზენტი მოაშორა და ზეთისცხებისთვის მოემ-
ზადა. მერი კარსონის შემდეგ რაღა აღძრავდა მასში ზიზღს, თანაც
შესაზიზღი არაფერი სჭირდათ პედისა და სტიუს. თავისებურად გაშ-

308
ავებოდა ორივეს სახე, ერთს ცეცხლისგან, სტიუს უჰაერობისგან,
მაგრამ მაინც ემბორა მოძღვარი ორივეს ‒ ასე გამოხატა სიყვარუ-
ლი, პატივისცემა.
თხუთმეტი მილი ატარეს საჯაგავმა ცხენებმა რკინის უსწორმას-
წორო ფურცლები. მიჰქონდათ და ატოვებინებდნენ ატალახებულ
მიწაზე ღრმა ნაღარს, რომელსაც ვერც წლები გაასწორებდა, ვერც
ბალახის საფარი დამალავდა; ახლა კი გზას ვეღარ აგრძელებდნენ.
დროჰედას სულ რაღაც ერთი მილი აშორებდათ, მაგრამ აზვირთე-
ბულ მდინარეზე გადასვლა შეუძლებელი იყო. იდგნენ და აჩრდილი-
ვით ევკალიპტთა კენწეროებს შესცქეროდნენ. წვიმდა, ევკალიპტის
კენწეროები კი მაინც გარკვევით ჩანდა.
– მოვიფიქრე, – მიუბრუნდა მღვდელს ბობი, – ყველა ცხენი დაღ-
ლილია. მარტო თქვენი ცხენი თუ შეძლებს. თქვენ უნდა წახვიდეთ,
მამაო. მარტო თქვენი ცხენი შეძლებს მდინარის გადაცურვას. ჩვე-
ნებმა ტალახსა და სიცივეში იმდენი იარეს, არაქათი აღარ აქვთ.
სახლში დაბრუნდით, ორმოცდაოთხგალონიანი ცარიელი კასრები
მოძებნეთ და ისე დაგმანეთ, არც მოსძვრეთ თავსახური, არც წყალ-
მა შეაღწიოს შიგნით. მიადუღეთ, თუ საჭირო იქნება. თორმეტი
გვჭირდება, ათი მაინც, მეტს თუ ვერ მიაგენით. ერთმანეთს მიაბით
და აქეთა ნაპირზე გადმოიტანეთ. რკინის ფურცლების ქვეშ შევაცუ-
რებთ და, როგორც ბარჟით, ისე გადავაცურებთ ცხედრებს.
სიტყვა არ შეუბრუნებია მამა რალფს, ისე შეტრიალდა მითითე-
ბის შესასრულებლად, თანაც უკეთესს ვერც ვერაფერს შესთავაზებ-
და კლირებს.

ორ ვაჟიშვილთან ერთად მოესწრო დიბან-დიბანიდან დროჰედა-


ში ჩასვლა დომინიკ ო’რურკს. მეზობლები იყვნენ, თანაც, ქუინ-
სლენდური საზომით, არცთუ შორეული. აუხსნა თუ არა მამა რალ-
ფმა, რა უნდა გაეკეთებინათ, მამაც და შვილებიც მაშინვე საქმეს შე-
უდგნენ. ცარიელი კასრების მოსაძებნად გულმოდგინედ გაჩხრიკეს
ფარდულები. ყველა კასრი, რომელშიც ბენზინის ნაცვლად საგულ-
დაგულოდ შენახული ბზე და შვრია დახვდათ, სათითაოდ გადმოაპ-

309
ირქვავეს და თავსახურების ძებნას შეუდგნენ. იპოვეს და მიადუღეს
კიდეც სახურავები დაუჟანგავ კასრებს, რომლებსაც, წესით, წყალში
რახარუხისთვის უნდა გაეძლო. წვიმდა, წვიმდა. კიდევ ორი დღე გა-
დაუღებლად იწვიმა.
– დომინიკ, ძალიანაც არ მინდა, ასეთი რამ გთხოვოთ, მაგრამ
სახლში მკვდრები დაბრუნდებიან. არადა, ხვალ უნდა დაიკრძალონ
მიცვალებულები. ჯილიში მეკუბოემ სასახლეები დროულადაც რომ
გააკეთოს, ტალახის გამო ვერ წამოვიღებთ. იქნებ გეცადათ რომე-
ლიმეს და ორი კუბო გაგეკეთებინათ, მე კი ერთი კაციც რომ გამყვეს
მდინარის გადასაცურად, საკმარისი იქნება.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს მოძღვარს ო’რურკის ვაჟებმა
– არ უნდოდათ, ენახათ, რა მოეწია აქეთ ხანძარს პედისთვის და
იქით ტახს ‒ სტიუარტისთვის.
– გავაკეთებთ, მამა, – თქვა ლიემმა.
მამა რალფმა და დომინიკ ო'რურკმა კასრებგამობმული ცხენები
ნაკადულთან ჩაიყვანეს და მეორე ნაპირზე ცურვით გავიდნენ.
– რას გეტყვით, მამაო, იცით? – დაიყვირა დომინიკმა, – რას და
ამ ოხერ ტალახში საფლავების გათხრა არ მოგვიწევს. მერიკარსონ-
მა უკანა ეზოში მაიკლისთვის აკლდამა რომ წამოჭიმა, ვფიქრობდი,
ზედმეტს შვრება-მეთქი, მაგრამ ამ წუთში ცოცხალი რომ იყოს, ავ-
დგებოდი და ვაკოცებდი.
– ასეა! – ყვირილითვე უპასუხა მოძღვარმა.
კასრები რკინის ფურცლების ქვეშ შეაცურეს, ექვს-ექვსი ‒ თითო
მხარეს, ზემოდან მჭიდროდ გადააკრეს ბრეზენტის სუდარა და თოკ-
ზე გამობმული დაქანცული საჯაგავი ცხენები წყალში შეყარეს, ბო-
ლოს კი სახელდახელოდ შეკრულ ტივსაც მოქაჩეს.
ზორბა ცხენებზე ამხედრებულმა დომინიკმა და ტომმა ნაპირზე
გააღწიეს, გაჩერდნენ და უკან მოიხედეს, დანარჩენებმა კი თვითნა-
კეთი ბარჟა, როგორც იქნა, წყალში შეაცურეს.
– ჰაუუუ! ჰეეე! – ყურთასმენის წამღებად გაჰკიოდნენ ტომი და
დომინიკი, ამასობაში კი ექვს-ექვსად შეკრული კასრებიც ატივტივ-
და წყალზე. ტორტმან-ტორტმანით, მაგრამ მაინც უსაფრთხოდ აიტ-

310
ანეს ნაპირზე, ორი შემთხვევითი ფორეიტორი 15კი, ნაცვლად იმისა,
ამოდენა მცურავი კონსტრუქციის დაშლაში დაეკარგათ დრო, დიდი
სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. კასრებზე დამაგრებული რკინის
ფურცლების ტარება უფრო იოლი გამოდგა.
ცხვრის საკრეჭი უზარმაზარი ფარდული იმხანად ცარიელი იყო.
შენობის დაფერდებულ ბოლოში, იქ, სადაც მატყლს ფუთებად კრავ-
დნენ, რომ მერე დიდ კარში გაეტანათ, შავი ფისის, ოფლის, ლანო-
ლინისა და ნაკელის სუნი იდგა. დატვირთული ტივებიც სწორედ იქ
დადგეს. აი, საწვიმრებში გამოხვეული მინი და კეტიც გამოჩნდნენ,
მიცვალებულებისთვის ღამე უნდა გაეთიათ. რკინის სადგარებთან
დაიჩოქეს და კრიალოსნის მძივები აარაკუნეს. კითხულობდნენ გა-
ზეპირებულ ლოცვებს, ხან ხმადაბლა წაუმღერებდნენ, ხანაც ხმას
აუწევდნენ.
სულ უფრო მეტი ადამიანი იყრიდა თავს დიდ სახლში. ეხ-უშკიე-
დან ჩამოსულიყო დუნკან გორდონი, გარეთ დეივისი ‒ ნარენგანგი-
დან, ჰორი ჰოუპტონი ‒ ბილ-ბილიდან, იდენ კარმაიკლი ბარკოლა-
დან. მოხუც ანგუს მაკუინს ადგილობრივი სატვირთო მატარებელი
გაეჩერებინა, რომელიც ლიანდაგზე კი არ მიდიოდა, მიღოღავდა,
და ასე ჩამოეღწია ჯილიმდე, მერე კი ჰარი გოფისგან ცხენი ენათ-
ხოვრებინა და მასთან ერთად ჩასულიყო მამულში, ორასზე მეტი მი-
ლი ევლო ტალახში.
მამა რალფთან ერთად შეექცეოდნენ ხორცისა და თირკმლის
გულსართიან ღვეზელს, როდესაც ჰორიმ მღვდელს უთხრა:
– დავიქეცი და ეგ არის, მამაო. ჩემი მამულის ერთი ბოლოდან
რომ დაიწყო, მეორემდე გავიდა ცეცხლი. ერთი-ორი ცხვარი თუ გა-
დარჩა, ერთ-ორ ხეს თუ შეარჩინა ცეცხლმა ფოთოლი. ჩემი ბედი,
ბოლო რამდენიმე წელი შემოსავლიანი რომ იყო და შემიძლია, თა-

15
ფორეიტორი (გერმ. Vorreiter ) – წინა ცხენზე შემჯდარი მეეტლე, როდესაც ეტ-
ლში ერთმანეთის მიყოლებით აბამენ ცხენებს

311
ვიდან ვიყიდო პირუტყვი, თან დიდხანს თუ იწვიმებს, ბალახიც თვა-
ლის დახამხამებაში ამოვა. ღმერთმა დაგვიფაროს, უახლოეს ათ წე-
ლიწადში კიდევ რამე უბედურება მოხდეს, თორემ გვერდზე არაფე-
რი მექნება გადადებული. სხვა რა ვთქვა, აბა...
– ეჰ, მე შენზე დიდი ფართობები მაქვს, ჰორი, – ლაპარაკში ჩა-
ერთო გარეთ დეივისი და მისის სმითის ნახელავ ფხვიერ ცომეულს
დააცხრა.
ენაზე დნებოდა ხორცისა და თირკმლის ღვეზელი, სტიქია რომ
სტიქია იყო, მის გამოც ვერ მოითმენდა ავსტრალიური შავმიწა დაბ-
ლობების ბინადარი შიმშილს. სტიქიას რომ გაუმკლავდეს, სწორედ
ამიტომ კარგად უნდა ჭამოს იქაურმა კაცმა.
‒ ფართობების ნახევარი იქნება განადგურებული და კიდევ
ცხვრის, ასე, ორი-მესამედი. ილოცეთ ჩვენთვის, მამაო...
– ჰოო, – ხმა ამოიღო მოხუცმა ანგუსმა, – მე მთლად ისეთ დღე-
ში არა ვარ, როგორშიც ჩვენი ჰორი და გარი ჩაცვივდნენ, მაგრამ
სახარბიელოც არაფერია... სამოცი ათასი აკრიც გადამეწვა და ნა-
ხევარი ფარაც მიჰყვა ზედ. ასეთ დროს, მამაო, ვფიქრობ ხოლმე, ნე-
ტავი ბიჭობაში სკაიდან16 სულ არ წამოვსულიყავი-მეთქი.
‒ ეგეთი ფიქრი გაჩნდება და გაივლის ხოლმე, ხომ იცით, ანგუს,
– გაეღიმა მამა რალფს, – სკაიდან იმავე მიზეზით წამოხვედით, რა
მიზეზითაც მე დავტოვე კლუნამარა. მეტისმეტად გევიწროებოდათ
იქაურობა...
‒ ჰო, აბა რა... სად ალმოდებული მანანები და სად აბრიალებუ-
ლი ევკალიპტები, მამაო, არა?
უყურებდა მამულში თავმოყრილ მამაკაცებს მამა რალფი და
ფიქრობდა, უცნაური დაკრძალვა იქნებაო, რადგან დროჰედელი ქა-
ლების გარდა კლირების დაკრძალვას არც ერთი სხვა ქალი არ და-

16
სკაი შოტლანდიის დასავლეთ ნაპირებთან მდებარე ჰებრიდის არქიპელაგის
კუნძულებიდან ერთ-ერთი

312
ესწრებოდა – მხოლოდ მამაკაცები ჩამოსულიყვნენ ოჯახისთვის მი-
სასამძიმრებლად.
მას შემდეგ, რაც მისის სმითმა ფის სველი ტანსაცმელი გახადა,
გაამშრალა და ლოგინში ჩააწვინა, რომელსაც პედისთან იზიარებ-
და, მოძღვარმა ქვრივს ოპიუმის ნაყენის დიდი დოზის მიღება შეს-
თავაზა. წამლის დალევაზე დიასახლისმა უარი თქვა, ისტერიკულად
ტიროდა და მამა რალფსაც ისღა დარჩენოდა, ცალი ხელი შეუბრა-
ლებლად მოეჭირა მისთვის ცხვირზე, მეორით კი ნაყენი ჩაესხა პირ-
ში. ვერასოდეს წარმოიდგენდა, ამ ქალს ოდესმე ნერვები თუ უმტყუ-
ნებდა. წამალმა მალე იმოქმედა – ოცდაოთხი საათის განმავლობა-
ში ლუკმა არ გადაეყლაპა ფის. მიეცა თუ არა ღრმა ძილს დიასახლი-
სი, მამა რალფმაც მისცა თავს მოდუნების ნება, თუმცა თვალს არ
აშორებდა მეგის, რომელიც სამზადში მისის სმითს ეხმარებოდა.
ბიჭებს ეძინათ. იმდენად გათანგულიყვნენ, გაიხადეს თუ არა
სველი ტანსაცმელი,მაშინვე საწოლებზე დაეყარნენ. ტრადიციის შე-
საბამისად მიცვალებულებისთვის ღამის გასათევად მიტოვებულ-
ჩაბნელებულ ფარდულში წასული მინი და კეტიც დაბრუნდნენ. გა-
რეთ დეივისმა და მისმა ვაჟმა ინოკმა შეცვალეს ქალები. დანარჩე-
ნებმა თითოსაათიანი მორიგეობა დააწესეს და სანამ რიგი მოუწევ-
დათ, ლაპარაკსა და ჭამა-სმაში გაჰყავდათ დრო.
სასადილო ოთახში მხოლოდ უფროსებს მოეყარათ თავი. შვი-
ლებს მოემიზეზებინათ, სამზადში მისის სმითს მივეხმარებითო, სი-
ნამდვილეში კი მეგის სიახლოვეს უნდოდათ ყოფნა. ამის გაცნობიე-
რებამ თან გააღიზიანა მამა რალფი, თან რაღაცნაირად მოეშვა
გულზე. ამ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთის არჩევა მოუწევდა მე-
გის, აუცილებლად მოუწევდა.
შავტუხა უელსელს ეძახდნენ ოცდაცხრა წლის ინოკ დეივისს. შე-
ხედული ვინმე იყო, შავთმიანი, მაყვლისთვალება. ლიემ ო'რურკი
ოცდაექვსის იყო, მის ძმას კი, რორის, ოცდახუთი შესრულებოდა.
ქვიშისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდათ. ოცდათორმეტი
წლის კონორ კარმაიკლი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დას. ცოტას
კი დიდგულობდა, მაგრამ მართლაც ძალიან გამოირჩეოდა გარეგ-

313
ნობით. მამა რალფს ყველაზე მეტად მოხუცი ანგუსის ოცდაოთხი
წლის შვილიშვილი, ალასტერი მოსდიოდა თვალში. ის იყო მეგის-
თან ასაკით ყველაზე ახლოს, და ბაბუამისივით ლამაზი, ლურჯი თვა-
ლები ჰქონდა. შოტლანდიელებს აქვთ ასეთი თვალები. ოჯახის სხვა
წევრებივით, ალასტერსაც ადრიანად შევერცხლოდა თმა.
„დაე, შეუყვარდეს მეგის ეს ბიჭი, დაე, ცოლად გაჰყვეს და შვი-
ლები გააჩინოს, რაც ასე ძალიან უნდა. ღმერთო ჩემო, თუკი ინებებ,
ასე მოხდეს, უფალო, სიხარულით, სიხარულით ავიტან მისი სიყვა-
რულით გამოწვეულ ტკივილს", – ფიქრობდა მამა რალფი.

არც კუბოებზე დაეხვავებინათ ყვავილები და არც სამლოცველო-


ში ჩაეწყოთ ლარნაკში. ცეცხლისგან გავარვარებულ ჰაერს გადარ-
ჩენილი გაფურჩქნილი ვარდები წვიმას მოესპო. დახოცილი პეპ-
ლებს ჰგავდა ტალახში ჩაცვენილი ყვავილები. შვიტის ყლორტი
რომ შვიტის ყლორტი იყო, ისიც კი არსად ჩანდა. ვერც საადრეო
ვარდს მოჰკრავდით თვალს სადმე. ყველა დაღლილიყო, ძალიან
დაღლილიყო ყველა. დაღლილიყვნენ ისინიც, ვისაც პედისადმი კე-
თილგანწყობის გამოსახატად არაერთი მილი გამოევლო ტალახიან
გზაზე, ისინიც, ვისაც ცხედრები მოესვენებინა, ისინიც, ვინც ქურას-
თან ფუსფუსებდა, საჭმელს ამზადებდა და სახლს ალაგებდა. იმდე-
ნად დაღლილიყო მამა რალფიც, ეგონა, ზეზეურად ეძინა და ცდი-
ლობდა, თვალი აერიდებინა ფის გაცრეცილი, უიმედო სახისთვის.
ცდილობდა, არ დაენახა მეგის სახე, რომელსაც ერთდროულად აღ-
ბეჭდოდა დარდი და სიბრაზე.
ცდილობდა, არ დაენახა ერთმანეთს მიკრული, დამწუხრებული
ბობი, ჯეკი და ჰიუი... გარდაცვლილთა პატივსაცემად სიტყვის წარ-
მოთქმაც ეზედმეტა მოძღვარს. შეკრებილთა სახელით მხოლოდ
მარტინ კინგმა თქვა რამდენიმე სულისშემძვრელი სიტყვა და მამა
რალფმაც მაშინვე აღავლინა სულის მოსახსენიებელი მესა.
ცხადია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თან ჰქონდა რალფ
დე ბრიკასარს ბარძიმიც, ოლარიც, სეფისკვერიცა და ზედაშეც. რო-
მელი მღვდელი წავიდოდა გინდ ვინმეს სანუგეშებლად, გინდ დასა-

314
ხმარებლად მათ გარეშე, მაგრამ შესამოსელი არც ჩამოეტანა დრო-
ჰედაში მამა რალფს, არც დაეტოვებინა ადრე, თუმცა მოხუც ანგუსს
შეევლო ჯილიში მღვდლის სახლში, სულის მოსახსენიებელი ლოც-
ვის შესაფერისი სამგლოვიარო სამოსი საწვიმარ მოსასხამში გადა-
ეხვია და ისე ჩამოეტანა მამულში. მოკლედ, წესისა და რიგის შესა-
ბამისად გამოწყობილიყო მამა რალფი, წვიმა კი სისინით აწყდებო-
და ფანჯრის მინებს. რახარუხი გაუდიოდა ორი სართულით ზემოთ
რკინის სახურავსაც – თითქოს წვიმაც დასტიროდა გარდაცვლი-
ლებს.
მერე გარეთ გავიდნენ, სიცხისგან გადამწვარი გაზონი გადაი-
არეს და თეთრი მოაჯირებით შემოფარგლულ პატარა სასაფლაო-
საც მიადგნენ. ხან ერთი შეუდგებოდა ერთ უბრალო მართკუთხა
ყუთს, ხან მეორე – მეორეს. ტალახში ფეხი უცურდათ და ისე სცემ-
დათ სახეში წვიმა, ძლივს ხედავდნენ, სად მიდიოდნენ, ჩინელი მზა-
რეულის საფლავზე კი უღიმღამოდ წკრიალებდნენ ზანზალაკები:
„ჰი-სინგი, ჰი-სინგი, ჰი-სინგი...“
დაკრძალეს თუ არა მამა-შვილი, საწვიმრებში გამოწყობილი
მოსამძიმრეები ცხენებზე შესხდნენ და წავიდ-წამოვიდნენ. ისხდნენ
მხრებში მოხრილები და ვინ საცოდავად ფიქრობდა მოსალოდნელ
გაკოტრებაზე, ვინ მადლობას სწირავდა ღმერთს, ცეცხლმაც ვერა-
ფერი დაგვაკლო და ცოცხლებიც გადავრჩითო.
მამა რალფმაც მოუყარა თავი თავის მცირე ბარგს. იცოდა, დრო-
ულად უნდა წასულიყო, თორემ მერე საერთოდ ვერ წავიდოდა.
– მოერევით, ფი? – ჰკითხა მოძღვარმა ქალს, რომელიც სეკრე-
ტერს მისჯდომოდა და უხმოდ იყურებოდა ხელებზე.
ისეთი ადგილი შეარჩია დასაჯდომად მამა რალფმა, საიდანაც
ადვილად გაარჩევდა ფის ნაკვთებს.
– მოვერევი, მამაო, დიახ, – უპასუხა დიასახლისმა. ისე გაქვავე-
ბულიყო, ისე ჩამქრალიყო ფი, შიშმა დარია ხელი მის შემხედველ
მამა რალფს და თვალები დახუჭა, – ბუღალტერიას უნდა მივხედო,
თან ხუთი ვაჟიშვილი დამრჩა, ექვსი, ფრენკის ჩათვლით, ოღონდ
არა მგონია, ფრენკი ითვლებოდეს. ითვლება განა? ვერ გეტყვით,

315
როგორი მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც მას უკეთებთ. იმხელა
ნუგეშია, ყურადღებას რომ აქცევს თქვენი ხალხი, თუნდაც ცოტათი
რომ უიოლებენ ცხოვრებას. ოი, ერთხელ მაინც რომ მანახა.
შუქურა მოაგონა მამა რალფს ფიმ. მოზღვავდებოდა მის გონება-
ში ფრენკზე ფიქრები და უზარმაზარი კოცონივით აბრიალდებოდა,
აკაშკაშდებოდა გულში დაუტეველი მწუხარებაც, მერე კი ისე მინავ-
ლდებოდა დიდი ხნით, ვითომც აქ არაფერიო.
– არის რაღაც, რაზეც მინდა, რომ დაფიქრდეთ, ფი, – განაგრძო
მოძღვარმა.
– რა? – ისევ მოიქუფრა დიასახლისი.
– მისმენთ, ფი? – უკმეხად გამოუვიდა კიდევ უფრო მეტად შეშ-
ფოთებულსა და დამფრთხალ მამა რალფს. კარგა ხანს ეგონა, ფი
ისეა საკუთარ თავში ჩაკეტილი, არც კი გაუგონია, რამდენად უხე-
შად მივმართეო, მაგრამ როგორც სასიგნალო კოცონი შუქურაზე,
ისევ აენთო ფი, ისევ აამოძრავა ტუჩები.
– ჩემი საბრალო პედი... ჩემი საბრალო სტიუარტი... ჩემი საბრა-
ლო ფრენკი... – წამოიტირა მგლოვიარემ, მერე კი ისევ მოერია
თავს. იჯდა რკინადქცეული და თითქოს ცდილობდა, რაც შეიძლე-
ბოდა, დიდხანს დარჩენილიყო წყვდიადში, მანამ, სანამ სამუდამოდ
არ ჩაიბჟუტებოდა მის ცხოვრებაში სინათლის უკანასკნელი სხივი.
– დიახ, მამაო, გისმენთ, – ქალმა უაზროდ მოავლო მზერა ოთა-
ხს. თითქოს ვერ ხვდებოდა, სად იყო.
– ქალიშვილზე რას იტყვით, ფი? ოდესმე გახსენდებათ, რომ ქა-
ლიშვილიც გყავთ?
ისე შეანათა ნაცრისფერი თვალები ქალმა მოძღვარს, ისე შეხე-
და, თითქოს ებრალებოდა კიდეც.
– რომელიმე ქალს ახსოვს? რას წარმოადგენს დედისთვის ქა-
ლიშვილი? მას, ვინც საკუთარ ტკივილს, საკუთარი ახალგაზრდო-
ბის ანარეკლს ახსენებს და გაივლის იმავე გზას, რომელიც თვითონ
გაუვლია? რომელიც მასავით დაღვრის ცრემლებს? არა, მამაო!
ვცდილობ დავივიწყო, ქალიშვილი რომ მყავს, და თუ მაინც ვფიქ-
რობ მასზე, ვფიქრობ ისე, როგორც ვიფიქრებდი ვაჟიშვილზე. ვაჟი-

316
შვილები ‒ აი, ვინ არ ავიწყდება დედას.
– ცრემლით თუ ტირით ოდესმე, ფი? ერთადერთხელ დავინახე
თქვენს თვალზე ცრემლი.
– ვეღარც დაინახავთ. მორჩა ჩემი ცრემლები და ეგეთები – თქვა
ქალმა და კანკალმა აიტანა, – რას გეტყვით, მამაო, იცით? ორი
დღის წინ მივხვდი, რამდენად მყვარებია პედი, მაგრამ, როგორც ყვ-
ელაფერი ჩემს ცხოვრებაში, ესეც მეტისმეტად დაგვიანებული იყო.
მივხვდი, ოღონდ მეტისმეტად გვიან მისთვისაც და ჩემთვისაც. რომ
იცოდეთ, როგორ მინდოდა, გულში ჩამეკრა და მეთქვა, რომ მიყვა-
რდა. ღმერთო, ამქვეყნად ნურავის გამოაცდევინებ ასეთ ტკივილს!
თვალი მოარიდა მამა რალფმა ქალს, რომელსაც ერთბაშად მო-
წოლილმა დარდმა სახე აურია – თითქოს დრო მისცა, ისევ სიმშვი-
დის ნიღაბი მოერგო, საკუთარ თავსაც მისცა თითქოს დრო, რომ
როგორმე გამოეცნო, ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო ფი, მერე კი უთ-
ხრა:
‒ სხვა ვერ გამოცდის ჩვენს ტკივილს.
ცალყბა, პირქუში ღიმილი შეაგება ქალმა.
– ჰო. რამოდენა ნუგეშია, არა? შეიძლება, შესაშური არაფერი
მქონდეს, მაგრამ ტკივილში ვერავინ შემეცილება, ხომ?
– დამპირდებით რაღაცას, ფი?
– თუ ასე გინდათ...
– არ დაივიწყოთ, რომ მეგიც არსებობს. მიხედეთ, უთხარით, სა-
ცეკვაოდ წავიდეს ხოლმე, ახალგაზრდა კაცებს შეხვდეს, ხელი შე-
უწყვეთ, რომ გათხოვებაზე იფიქროს, თავისი კერა ჰქონდეს. დავი-
ნახე, დღეს როგორ უყურებდა იმ ყმაწვილებიდან თითოეული. სა-
შუალება მიეცით, მათ კიდევ ერთხელ შეხვდეს, უფრო ხალისიან ვი-
თარებაში.
– როგორც მეტყვით, მამაო, – მიუგო ქალმა.
მოძღვარმა ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა, ფი კი ისევ იჯდა და
გაფითრებულ ხელებს დასჩერებოდა.
საჯინიბომდე მიაცილა მამა რალფი მეგიმ, სადაც სასტუმრო „იმ-
პერიალის“ მეპატრონისგან ნათხოვარი იაბო მისძღომოდა თივასა

317
და ქატოს. ცხენების სამოთხე თუ არსებობს, ჩათვალეთ, მთელი
ორი დღე მასაც სამოთხეში გაეტარებინა.
მღვდელმა ცხენს სასტუმროს მეპატრონის გაქუცული უნაგირი
დაადგა და მოსართავების შესაკრავად დაიხარა, მეგი კი დაპრესილ
ჩალას მიჰყრდნობოდა და თვალს არ აშორებდა.
‒ ნახეთ, მამაო, რა ვიპოვე, – თქვა გოგონამ, როგორც კი მოძ-
ღვარი წელში გაიმართა და ფერდაკარგული, მონაცრისფრომოვარ-
დისფრო ვარდი გაუწოდა, – მეტი არ იყო. უკანა ეზოში, ავზების ქვეშ
გამოეტანა ერთ ბუჩქს. წვიმას გადაურჩა. სიმხურვალეც ვერ მის-
წვდა, ალბათ. თქვენ მოგიწყვიტეთ. ჩემს თავს გაგახსენებთ.
მოძღვარმა ნახევრად გაშლილი კოკორი მეგის გამოართვა და
დააცქერდა. თითქოს ხელები უკანკალებდა.
– ისედაც სულ მახსოვხარ, მეგი. ისედაც ყოველთვის მემახსოვ-
რები. სულ ჩემთან ხარ, თვითონაც იცი. ვერ დავმალავ. როგორ უნ-
და დაგიმალო?
– მაგრამ ზოგჯერ სამახსოვრო საჩუქარიც საჭიროა, – თავისას
არ იშლიდა გოგონა, – აიღებ, დახედავ და გაგახსენდება ყველაფე-
რი, რაც უმისოდ შეიძლება დაგვიწყებოდა. აიღეთ, მამაო, გთხოვთ.
‒ მე რალფი მქვია, – თქვა მოძღვარმა და პატარა ჩემოდნიდან,
რომელშიც მღვდლისთვის საჭირო ნივთებს ინახავდა, სადაფის
ძვირფას ყდაში ჩასმული ლოცვანი ამოიღო. მოძღვრის პირადი სა-
კუთრება იყო ეს ლოცვანი, გარდაცვლილი მამის სახსოვარი, რომე-
ლიც ცამეტი წლის წინ ეჩუქებინა მისთვის მშობელს, იმ დღეს, რო-
დესაც მღვდლად აკურთხეს.
კრებული იმ ადგილას გადაიშალა, სადაც ფურცლებს შორის
სქელი, ფართო ზონარი იდო. მერე მამა რალფმა კიდევ რამდენიმე
გვერდი გადაფურცლა, ვარდი წიგნში ჩადო, დახურა და იკითხა:
– შენც გინდა, გქონდეს რამე ჩემგან სამახსოვროდ? ასეა, მეგი?
– იკითხა მამა რალფმა.
– მინდა, – უპასუხა გოგონამ.
– ჰოდა, ასეთს არაფერს დაგიტოვებ. მინდა, დამივიწყო, მინდა,
გარშემო მიმოიხედო და კარგი ადამიანი იპოვო, რომელსაც ცოლ-

318
ად გაჰყვები. შვილები გეყოლება, რაც ასე ძალიან გინდა. დედად
ხარ დაბადებული, მეგი. მე არ უნდა ჩამებღაუჭო! არაა სწორი. ვე-
რასდროს წამოვალ ეკლესიიდან. ბოლომდე გულახდილი ვიქნები
და ისევ შენთვის გეტყვი, რომ არ მინდა ეკლესიიდან წამოსვლა. არ
მიყვარხარ ისე, როგორც ქმარს უნდა უყვარდე, გესმის? დამივიწყე,
მეგი!
‒ წასვლისას არ მაკოცებთ? – იკითხა გოგონამ, მოძღვარი კი პა-
სუხად სასტუმროს მეპატრონის წაბლა ცხენზე შეჯდა და საჯინიბოს
გასასვლელისკენ დაძრა, მერე კი იმავე კაცისგან ნათხოვარი ფეტ-
რის ძველი ქუდიც ჩამოიფხატა თავზე. წამით ისე გაკვესა მისმა
ლურჯმა თვალებმა... ძლივს მიდიოდა ჯილისკენ მიმავალ გზაზე წვი-
მაში ცხენი.
არ განძრეულა მეგი, არ გაჰყოლია. იდგა ჩაბნელებულ, ნესტიან
თავლაში და ისუნთქავდა ცხენის ნაკელისა და თივის სუნით გაჯერე-
ბულ ჰაერს, რომელიც ახალ ზელანდიას აგონებდა, იქაურ ფარ-
დულსა და ფრენკს.
ოცდაათი საათი იარა მამა რალფმა და, როგორც იქნა, მიაღწია
არქიეპისკოპოსისა და პაპის ლეგატის აპარტამენტამდე. დარბაზი
გაიარა, სულიერ წინამძღოლს ბეჭედზე ემთხვია და დაღლილობის-
გან მოწყვეტით დაეცა სავარძელზე. მხოლოდ მასპინძლის მშვენი-
ერი, ყოვლისმცოდნე თვალების შემხედვარეღა მიხვდა, რამდენად
უცნაურად გამოიყურებოდა, რატომ მისჩერებოდნენ ადამიანები მას
შემდეგ, რაც რკინიგზის ცენტრალურ სადგურში მატარებლიდან ჩა-
მოსულიყო. არც მამა უოტი თომასი გახსენებია, არც მასთან დატო-
ვებული ჩემოდანი, ისე შეხტომოდა ბოლო მომენტში ღამის მატარე-
ბელს. ისე გამოევლო გალუმპულ პერანგში, ბრიჯებსა და ჩექმებში
გამოწყობილს გაყინულ ვაგონში ექვსასი მილი, სიცივე ერთხელაც
არ უგრძნია. ტანზე დაიხედა, ნაღვლიანად გაეღიმა, მერე არქიეპის-
კოპოსსაც გაუღიმა და უთხრა: – ბოდიშს გიხდით, თქვენო ბრწყინ-
ვალებავ. იმდენი რამ მოხდა, არც გამხსენებია, როგორი სანახავი
ვიქნებოდი.
– ნუ მებოდიშებით, რალფ, – უპასუხა პაპის ლეგატმა, რომელს-

319
აც, წინამორბედისგან განსხვავებით, ერჩია, მდივნისთვის ნათლო-
ბის სახელით მიემართა, – მე რომ მკითხოთ, ერთობ რომანტიკუ-
ლად გამოიყურებით, თვალში მოსახვედრადაც. ცოტა ზედმეტად ჰგ-
ავხართ უბრალო ერისკაცს, არ მეთანხმებით?
– ერისკაცს, ალბათ, ცოტათი მართლაც ვგავარ. რომანტიკულსა
და თვალში მოსახვედრს რაც ეხება, უბრალოდ, ჯილენბოუნელების
ყოველდღიური ჩაცმულობა გეუცხოებათ, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ძვირფასო რალფ, თავზე ტომარაც რომ ჩამოიცვათ, ფერფლი
რომ დაიყაროთ, მაინც რომანტიკული და თვალში მოსახვედრი გა-
რეგნობა გექნებათ. მე გეტყვით, რომ სამღვდლო შესამოსელზე ნაკ-
ლებად არც ეგ ტანსაცმელი გიხდებათ, მართლა, მაგრამ ნურც
თქვენ დაშვრებით ტყუილად ისე ლაპარაკით, თითქოს არ იცოდეთ,
რომ მღვდლის შავ კაბაზე მეტად ის გშვენით, რაც გაცვიათ. განსა-
კუთრებული, ძალიან მიმზიდველი მიხრა-მოხრაც გაქვთ და აღნა-
გობასაც არ უჩივით. სულ კარგ ფორმაში იქნებით, ასე მგონია. რო-
ცა რომში გამიწვევენ, ალბათ, თქვენც გაგიყოლებთ. ვნახოთ, აბა,
როგორ შთაბეჭდილებას მოახდენთ კოტიტა იტალიელ პრელატებ-
ზე, როგორი სანახავი იქნება შეშინებულ პუტკუნა მტრედებს შორის
მოხდენილი, მბზინავი კატა...
რომის ხსენებაზე მამა რალფი სავარძლის საზურგეს მოშორდა.
– ძალიან ცუდად იყო საქმე, რალფ? – განაგრძო არქიეპისკო-
პოსმა, თან აკრუტუნებულ აბისინიურ კატას აბრეშუმივით პრიალა
ზურგზე უსვამდა და უსვამდა ბეჭდიან, რძისფერ ხელს.
– საშინელება, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ეგ ხალხი ძალიან გიყვართ, არა?
– დიახ.
‒ ყველა თანაბრად, თუ ზოგიერთი დანარჩენებზე მეტად? –
იკითხა პაპის ლეგატმა, თუმცა არანაკლებ ეშმაკ მამა რალფს უკვე
საკმაო ხანი გაეტარებინა მის გვერდით და შესანიშნავად იცოდა, დი
კონტი-ვერჩეზეს ტვინი როგორ ჰქონდა მოწყობილი. ჰოდა, მოჩვე-
ნებითი გულწრფელობით მოიგერია კიდეც შემპარავი შეკითხვა.
ჭრიდა ასეთი ოინი, მყისიერად გაეფანტებოდა ხოლმე მის ბრწყინ-

320
ვალებას ეჭვები. ესოდენ მახვილი, ღვლარჭნილი გონების პატრონს
ერთხელაც არ მოსვლოდა აზრად, რომ გარეგნულ გულახდილობას
მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკზე ბევრად მეტი სიყალბე შეიძლებოდა
შეენიღბა.
– ყველა მიყვარს, ნამდვილად, მაგრამ ზოგიერთები ‒ დანარჩე-
ნებზე მეტად. გამორჩეულად მიყვარს მეგი. ყოველთვის ჩემს განსა-
კუთრებულ პასუხისმგებლობად მიმაჩნდა მასზე ზრუნვა, რადგან
ოჯახში მხოლოდ ვაჟიშვილებზე ფიქრობენ. არც კი ახსოვთ, რომ
ისიც არსებობს.
– რამდენი წლისაა ეს მეგი?
– ზუსტად ვერ გეტყვით. იქნება, ასე, ოცის. დედამისს პირობა ჩა-
მოვართვი, რომ დავთრებიდან დროდადრო თავს აიღებს და გოგო-
ნას საცეკვაოდ გაუშვებს, საშუალებას მისცემს, ახალგაზრდა მამა-
კაცები გაიცნოს. სირცხვილი იქნება, დროჰედაში თუ ჩარჩა და მთე-
ლი ცხოვრება იქაურობას შეალია.
მაშინვე იყნოსა ენით აუწერლად მგრძნობიარე არქიეპისკოპოს-
მა, მამა რალფი რასაც ამბობს, ყველაფერი სიმართლეაო. მიუხედა-
ვად იმისა, რომ მდივანზე მხოლოდ სამი წლით იყო უფროსი და,
რალფ დე ბრიკასარისგან განსხვავებით, არც მისი საეკლესიო კა-
რიერა დამდგარიყო ოდესმე ეჭვქვეშ, ხშირ შემთხვევაში თავს ისე
გრძნობდა, თითქოს რალფზე ბევრად ხნიერი ყოფილიყოს. სასი-
ცოცხლო ძალას აცლიდა ვატიკანი ყველას, ვინც მეტისმეტად ადრე
ექცეოდა მისი გავლენის ქვეშ, რალფში კი სიცოცხლე ჩქეფდა.
ნაკლები გაფაციცებით, მაგრამ მაინც მონდომებით მიუბრუნდა
პაპის ლეგატი საინტერესო თამაშს – ზუსტად უნდა სცოდნოდა, რა
ასულდგმულებდა მამა რალფ დე ბრიკასარს. თავიდან ეჭვი არ ეპა-
რებოდა, რომ ხორციელ სისუსტეთაგან რომელიღაც არ აძლევდა
მოსვენებას მოძღვარს. ფიქრობდა, ასეთი საოცარი ცხვირ-პირისა
და აღნაგობის პატრონისთვის, ალბათ, ბევრს უთქვამს გულიო. მე-
ტისმეტად შეხედული ბრძანდებოდა მამა რალფი იმისთვის, რომ
უმანკოება შეენარჩუნებინა. ისიც წარმოუდგენელი იყო, არ სცოდ-
ნოდა, ვის რა სურდა მისგან. დროთა განმავლობაში დი კონტი-ვერ-

321
ჩეზე მიხვდა, რომ სანახევროდ მართალი იყო. მიხვდა, რომ რალფ
დე ბრიკასარმა ყველაფერი შესანიშნავად იცოდა, თუმცა იმაშიც
დარწმუნდა, რომ მღვდელი ჭეშმარიტად უბიწო იყო. ხორციელი
ვნებები თუ არა, მაშ, რისი სურვილი წვავდა მამა რალფს? გაწაფულ
ჰომოსექსუალებსაც მიუგდო, ისეთებს, ძნელად რომ ეტყოდა მათ-
ნაირი უარს, თუმცა ამაოდ. აკვირდებოდა, როგორ ეჭირა მოძღვარს
ულამაზესი ქალბატონების გვერდით თავი, მაგრამ აქაც გაუცუდდა
მოლოდინი. მაშინაც კი, როცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, ადევნებდა
თუ არა თვალს ვინმე, ქალებისადმი ოდნავი ინტერესი, ოდნავი ვნე-
ბაც კი არ გამოუმჟღავნებია რალფს. არა, ყოველთვის პირადად კი
არ უთვალთვალებდა მღვდელს არქიეპისკოპოსი. რა გამოლევდა
მლიქვნელებს, რომლებთანაც მის მდივანს პირდაპირი შეხება არ
ჰქონია?!
მერე იფიქრა, ეტყობა, მამა რალფის სისუსტე პატივმოყვარეობა
და სიამაყეა, რომელსაც მღვდლობის გამო განიცდისო, თუმცა, ერ-
თიცა და მეორეც პიროვნული თვისება უფრო იყო და თვითონაც ახა-
სიათებდა. დიახ, როგორც ყველა დიდსა და ჩაკეტილ ინსტიტუტში,
ეკლესიაშიც მოიძებნებოდა პატივმოყვარე ხალხის ადგილი. ხმები
დადიოდა, ეგ მღვდელი კლირების სიყვარულს იჩემებს, მაგრამ სი-
ნამდვილეში კანონიერი მემკვიდრეობა თაღლითურად ააწაპნაო.
ჰოდა, თუ მართლა ასე იყო, არ გახლდათ ხელიდან გასაშვები კაცი
რალფ დე ბრიკასარი. მერედა, როგორ გაუბრწყინდა მშვენიერი
ლურჯი თვალები რომის ხსენებაზე?!
ეგებ კიდევ ერთი პაიკის გაწირვის დროაო, გაუელვა – დი კონ-
ტი-ვერჩეზეს, კატა ოდნავ გასწია და ზანტად შეაპარა მამა რალფს,
თქვენს არყოფნაში ვატიკანიდან ცნობა მოვიდაო. რა დაემალებო-
და არქიეპისკოპოსის ჩამოშვებული ქუთუთოების ქვეშ შეყუჟულ
გამჭრიახ თვალებს?
– რა ეგოისტი ხარ, შება?! ფეხები დამიბუჟდა, – ახლა კატას გა-
მოელაპარაკა არქიეპისკოპოსი.
– უჰ! – წამოიძახა სავარძელში ჩაღვენთილმა მამა რალფმა,
რომელიც ძლივძლივობით ახელდა თვალებს.

322
– დიახ, წადით, დაიძინეთ, თუ გინდათ, მაგრამ ჯერ ახალი ამბავი
უნდა მოისმინოთ ჩემგან, – განაგრძო პაპის ლეგატმა, – პირადად
მივწერე მის უწმინდესობას ცოტა ხნის წინ, საიდუმლოდ, დღეს კი პა-
სუხი მივიღე კარდინალ მონტევერდისგან. ჩემი მეგობარია. სულ მა-
ინტერესებს, რენესანსის ეპოქაში რომ იყო, იმ მუსიკოსის შთამომა-
ვალი ხომ არაა. არადა, რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ დამავიწყდა
მეკითხა. კარგი რა, შება, კმაყოფილებისგან კლანჭებს უნდა მასობ-
დე მაინცდამაინც?
‒ არ მძინავს, თქვენო ბრწყინვალება, გისმენთ. გეყვარებათ კა-
ტები, აბა, რა იქნება? თვითონაც კატა ხართ, მსხვერპლთან თამა-
შით იქცევთ თავს, – გაეღიმა მამა რალფს, თითები გაატკაცუნა და
ცხოველს მიუბრუნდა, – მოდი ჩემთან, შება. დაანებე მაგ ცუდ კაცს
თავი.
მაშინვე ჩამოხტა მეწამული შესამოსლის კალთაზე მოკალათე-
ბული კატა იატაკზე, ხალიჩაზე გაირბინა და მსუბუქად შეასკუპდა
მოძღვარს მუხლებზე. მონუსხულივით იდგა, კუდს აქეთ-იქით აქნევ-
და და ერთმანეთში არეულ ცხენისა და ტალახის სუნში ცდილობდა
გაერკვია, რა რა იყო. ლურჯი თვალები შეანათა მამა რალფმა შავ-
თვალა არქიეპისკოპოსს. თვალები ორივეს სანახევროდ მოეჭუტა,
სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ.
– როგორ ახერხებთ ამას? – პასუხი მოსთხოვა არქიეპისკოპოს-
მა მდივანს, – კატა არასოდეს არავისკენ გაიწევს, თქვენთან კი ისე
მოდის შება, გეგონება, ხიზილალაზე ან კატაბალახაზე ეპატიჟებო-
დეთ. უმადური ცხოველი!
– გელოდებით, თქვენო ბრწყინვალებავ.
– მელოდებით და, რამე რომ მათქმევინოთ, კატასაც მართმევთ,
არა? კეთილი, გნებდებით. ისე, წაგება თუ გიგემიათ ოდესმე? საინ-
ტერესო შეკითხვაა, ხომ ასეა? მოსალოცად გაქვთ საქმე, ძვირფასო
რალფ. მიტრასაც დაიხურავთ, მანტიასაც მოისხამთ და მეუფესაც
დაგიძახებენ, ეპისკოპოს დე ბრიკასარსაც.
გაუხარდა პაპის ლეგატს, ისე გაუფართოვდა თვალები მამა
რალფს. ჰო, გაბადრულიყო მამა რალფი. პირველად არ ცდილობ-

323
და, ეთვალთმაქცა, დაემალა, სინამდვილეში რას გრძნობდა.

პირველი ნაწილის
დასასრული

324

You might also like