You are on page 1of 331

1

მარჯან ქამალი

საპანცელარიო მაღაზია
თეირანში

ინგლისურიდან თარგმნა
თეონა ბითაძემ

2
ვუძღვნი ქამრანს
ჩემი სიყვარული ხარ

მკითხველთა ლიგა

3
აი, ასე უცებ და სამუდამოდ ჩამოყალიბდა მათ
შორის სულიერი სიახლოვე.”

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი,


„სამოთხის ამ მხარეს”

,ქვეყნად ყველაზე დიდი სიახლე ის ამბავია,


რომელიც არ იცი.”

ჰარი ტრუმენი

მკითხველთა ლიგა

4
ნაწილი
პირველი

მკითხველთა ლიგა

5
თავი პირველი

2013 წელი

ცენტრი


ეხვედრა დავუნიშნე.
ეს ისე თქვა, თითქოს კბილის ექიმის, თერაპევტის ან მაცივ-
რის აბეზარი გამყიდველის ნახვას აპირებდა, რომელიც მას და
ვოლტერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ცივი რძის, ხრაშუნა
ბოსტნეულისა და ახალი ყველის გარანტიას აძლევდა მაცივრის
ახალთახალი მოდელის შეძენის შემთხვევაში.
ვოლტერმა თეფშები დაამშრალა, ხოლო თვალი სამზარეულოს
პირსახოცსა და მასზე გამოსახული ყვითელი, ქოლგიანი წიწილის-
თვის არ მოუშორებია. საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს. ვოლტერ
არკერის სიყვარული ლოგიკისადმი, მისი შეხედულება, რომ ყვე-
ლაფერს თავისი მიზეზი აქვს, როიას სწორი დასკვნის გაკეთებას
უადვილებდა. ამიტომ არ გაჰყვა ცოლად კაცს, რომელიც ჭკვიანი
და, ღმერთმანი, წარმოუდგენლად გამგებიანი იყო? ბოლოს ხომ ის
ბიჭი არ აურჩევია, ათეულობით წლის წინ თეირანის პატარა საკან-
ცელარიო მაღაზიაში რომ გაიცნო, მაგრამ, თავისი ცხოვრება მაინც
ხომ მასაჩუსეტსელი სტაბილურობის ბურჯს დაუკავშირა? ვოლ-
ტერს. ვოლტერს, რომელიც თითქმის ყოველდლე საუზმეზე მაგრად
მოხარშულ კვერცხს მიირთმევდა, ხოლო თეფშების დამშრალები-
სას კი თქვა: –მისი ნახვა თუ გინდა, უნდა ნახო კიდეც. თორემ, ვფიქ-
რობ,კარგად ვერა ხარ.

6
როია თითქმის ამერიკელი იყო, მხოლოდ ქორწინების გამო კი
არა, იმის გამოც, რომ შეერთებულ შტატებში უკვე ათწლეულები
ჰქონდა გატარებული. ახსოვდა თეირანის ცხელ და მტვრიან ქუჩებ-
ში გატარებული ბავშვობა, თავის დასთან, ზარისთან ერთად დაჭე-
რობანას თამაში, თუმცა, ახლა მისი ცხოვრება უკვე საგულდაგუ-
ლოდ შემოიფარგლებოდა ნიუ-ინგლენდით.
და ვოლტერით.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ მაღაზიაში წასვლამ – ქაღალდის
საქუცმაცებლის საყიდლად! – ყველაფერი გამოააშკარავა. კიდევ
ერთხელ დაბრუნდა 1953 წელში. გაახსენდა შფოთიანი ზაფხული
და ირანის უდიდესი ქალაქის ცენტრში მდებარე კინოთეატრი „მეტ-
როპოლი.“ ვესტიბიულში წითელი მრგვალი დივანი, რომლის თავ-
ზეც ჭაღის ბროლის მორთულობა ვეება ცრემლებივით ბზინავდა, სი-
გარეტის ბოლი კი ფთილებად ტივტივებდა ჰაერში. კიბის ზემოთ, კი-
ნოდარბაზში, სადაც ბიჭმა შეიყვანა, ეკრანზე უცხოელი მსახიობები
ერთმანეთს ეალერსებოდნენ. ფილმის შემდეგ, ზაფხულის მიმწუხ-
რში, მასთან ერთად გაისეირნა. ლილისფერი ცა იისფრად ისე და-
ტოტვილიყო, რომ არარეალური გეგონებოდათ. ჟასმინის სურნე-
ლით გაჟღენთილ ბუჩქებთან სთხოვა ხელი. ქალის სახელის წარ-
მოთქმისას კი ხმა გაებზარა. ხელახლა შეხვედრამდე ერთმანეთს
უთვალავი სასიყვარულო წერილი მისწერეს. თუმცა, საბოლოოდ,
მაინც არაფერი გამოვიდა. ცხოვრებამ ქალს ყველაფერი უკუღმა შე-
მოუტრიალა, რაც კი ერთად დაგეგმეს.
რას ვიზამთ.
როიას დედა სულ ამბობდა, ჩვენი ბედი წინასწარ დაგვაწერეს
შუბლზე დაბადებისასო. ვერ ვხედავთ, ვერ ვკითხულობთ, თუმცა,
მაინც წერია უხილავი მელნით, ცხოვრება კი მისი მიხედვით მიედი-
ნებაო. სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობაო.
უკვე ათწლეულები იყო, რაც ეს ბიჭი თავიდან ამოეგდო. ცხოვ-
რება მოსაწყობი, ქვეყანა კი გასაცნობი ჰქონდა. ვოლტერი. აღსაზ-
რდელი ბავშვი. ძალიან ადვილად ჩარჩა ის თეირანელი ბიჭი, რო-
გორც უკვე გამოუსადეგარი და გაცვეთილი ფარდაგი, ცხოვრების

7
სათლის ფსკერზე, შემდეგ კი ისე ღრმად მიიკუჭა, რომ მალე სრულ
დავიწყებას მიეცა.
თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ახლა უკვე შეეძლო, უშუალოდ მის-
გან გაეგო, რატომ მიატოვა შუა მოედანზე.

**

ვოლტერმა მანქანა თოვლის გორებით შევიწროებულ სლიპინა


ადგილას შეიყვანა. ჯაყჯაყით რომ გაჩერდნენ, როიამ კარი ვერ გა-
აღო. ხანგრძლივი მგზავრობის დროს, როგორღაც, მანქანაში ჩაკე-
ტილიყვნენ.
ვოლტერმა კარი გაუღო, იმიტომ, რომ ვოლტერი იყო, დედამი-
სის აღზრდილი (ელისი: კეთილი, ენატკბილი ქალი, კარტოფილის
სალათის სურნელი რომ ასდიოდა), რომელმაც ქალთან მოქცევის
წესები ჩაუნერგა. იმიტომ, რომ სამოცდაჩვიდმეტი წლისა გახლდათ
და ვერაფრით გაეგო, რატომ არ ეფოფინებოდნენ თანამედროვე
ახალგაზრდები ცოლებს, როგორც მინას, რომელიც შეიძლება ყო-
ველ წამს დაიმსხვრეს.
როიას მანქანიდან გადასვლაში დაეხმარა და შეამოწმა, ნაქსო-
ვი შარფით ცხვირსა და პირს ქარისგან კარგად იცავდა თუ არა. ფრ-
თხილი ნაბიჯით გადაჭრეს მანქანების გასაჩერებელი ადგილი და
„დაქსტონის მოხუცებულთა ცენტრის“ ნაცრისფერი შენობისკენ აუყ-
ვნენ გზას.
ვესტიბიულში ჩახუთული ჰაერის ტალღა ეცათ. მაგიდასთან
ახალგაზრდა ქალი იჯდა კეფაზე დახვეული ქერა თმით. ოცდაათ
წლამდე იქნებოდა. მკერდზე პლასტმასის ოთხკუთხა ფირფიტა ჰქ-
ონდა მიმაგრებული, ზედ კი მისი სახელი, კლერი, ეწერა. ქალის
უკან, განცხადებების დაფაზე მიმაგრებულ სარეკლამო ფურცლებზე
დაინახავდით შემდეგ წარწერებს: „ფილმების ღამე!“ და „ბავარიუ-
ლი ლანჩი!“ ყველა ძახილის ნიშნით მთავრდებოდა მაშინაც კი, რო-

8
ცა სარეკლამო ფურცლების კიდეები აგრაგნილი იყო, სავარძლებში
ჩაჭედილი ხალხი კუს ნაბიჯით მიიკვლევდა გზას ლინოლეუმის ია-
ტაკზე, ხოლო დანარჩენები ხელს ჰკრავდნენ ფეხით მოსიარულე-
ებს, დაცემის შიშით ერთმანეთს მჭიდროდ რომ ეკვროდნენ.
– მოგესალმებით! პარასკევის ლანჩზე შემოგვიერთდებით დღ-
ეს? – კლერი ხმამაღლა ლაპარაკობდა. ვოლტერმა საპასუხოდ პი-
რი გააღო.
– გამარჯობა, არა, – სასწრაფოდ მიუგო როიამ, – ჩემს მეუღლეს
Dandelion Deli-ს1 განთქმული იმიტირებული ლობსტერის ხვეულას
გასინჯვა სურს. Yelp-2ზე მაქვს ნანახი. შუა ზამთარში ლობსტერის
ხვეულას იშვიათად ამზადებენ, არა? თუნდაც ნამდვილი არ იყოს, –
არეულად ლაპარაკობდა. ძალიან ცდილობდა, ნერვიულობა არ
დასტყობოდა, – ხუთი ვარსკვლავით შეაფასეს.
– ის რაღაც „დელი?“ – გაუკვირდა მიმღების თანამშრომელს.
– მათი ლობსტერის ხვეულა, – წაიბურტყუნა როიამ.
ვოლტერმა ამოიოხრა. გაშლილი ხელი ასწია და კლერს აჩვენა,
რათა ენიშნებინა, ჩემს ცოლს მხოლოდ ხუთი ვარსკვლავისა სჯე-
რაო.
– ოჰ, ესე იგი, ლობსტერი! – თავი დაუქნია კლერმა. ლობსტერის
მაგივრად ლობსტა წარმოთქვა, –Yelp-ის შეფასებას უნდა ვენდოთ!
– მაშინ, მიდი, – ჩუმად უთხრა როიამ ქმარს. თითის წვერებზე
აიწია და ვოლტერს სუფთა გაპარსულ ლოყაზე აკოცა.
მობერებულ კანზე ირლანდიური საპნის, „გაზაფხულის“ სურნე-
ლი ასდიოდა. მისი გადარწმუნება სცადა.
– ჰო, ჰო, – თავი დაუქნია ვოლტერმა, – სწორი ხარ. მაშინ, მე
წავედი, – თქვა, თუმცა, არც კი განძრეულა.
როიამ ხელზე ხელი მოუჭირა. ეს მისთვის კარგად ნაცნობი ჟესტი
იყო.

1
რესტორნების ქსელი.
2
ამერიკული კომპანია, რომელიც ფლობს ვებგვერდს და მობილურ აპლი-
კაციას და აქვეყნებს მიმოხილვებს ბიზნესის შესახებ.

9
მეტისმეტ ხათაბალაში გახვევის საშუალებას ნუ მისცემთ, – უთ-
ხრა ვოლტერმა მიმღების თანამშრომელს. ხმა დაძაბული ჰქონდა.
ვოლტერმა ორფრთიანი კარი რომ გააღო და მანქანების მოყი-
ნული სადგომისკენ დაეშვა, ვესტიბიულში ცივი ჰაერის ზვირთი შე-
ვარდა. როია მოუსვენრად იდგა მაგიდასთან. უცებ ნიშადურის
სპირტის სუნი და რაღაც ორთქლი ეცა. საქონლის ხორცი? ჰო, რა
თქმა უნდა, საქონლის ხორცი იყო, ხახვიანი. სიცხე, რომელიც ნიუ-
ინგლენდის სიცივეს სავსებით შეესაბამებოდა, მოშუშული ხორცის
სურნელს დაუზოგავად ავრცელებდა. ვერ დაეჯერებინა, რომ ნამ-
დვილად აქ იყო. რადიატორების შიშინი, ეტლების წრიპინი და ყვე-
ლაფერი უსაშინელეს შეცდომად ეჩვენებოდა.
– და მე რით შემიძლია თქვენი დახმარება? – იკითხა კლერმა.
კისერზე ოქროს ჯვარი ჩამოეკონწიალებინა.
როიას უცნაური გამომეტყველებით უმზერდა, გეგონებოდათ,
იცნობსო.
– მე აქ შეხვედრა მაქვს დანიშნული, – უპასუხა როიამ, – თქვენს
ერთ-ერთ პაციენტთან, რომელსაც შემწეობას უწევთ.
– აჰა, თქვენ ჩვენს ბინადარს გულისხმობთ. ძალიან კარგი. ვინ
არის ეს ადამიანი?
– ბატონი ბაჰმან ასლანი, – ეს სიტყვები როიამ ძალიან ნელა
წარმოთქვა, თითქოს პირიდან ბოლს რგოლებად უშვებსო. თითქოს
ეს სიტყვებიც ასე დაიფრქვა ჰაერშიო. დიდი ხანი იყო, მისი სახელი
და გვარი ხმამაღლა აღარ ეთქვა.
კლერის ჯვარმა სინათლეზე გაიბრწყინა. ვოლტერი, ალბათ, უკ-
ვე მანქანების სადგომზე იყო.
კლერი წამოდგა, მაგიდას შემოუარა და როიასთან პირისპირ
დადგა. შემდეგ მისი ორივე ხელი თავის ხელებში მოაქცია, – ძალი-
ან მიხარია, რომ როგორც იქნა, გაგიცანით, მისის არკერ. მე კლერ
ბეკერი ვარ, „დაქსტონ ცენტრის“ ადმინისტრატორის თანაშემწე.
გმადლობთ, რომ მოხვედით. თქვენზე იმდენი რამ მსმენია. ჩემთვის
ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი აქ ყოფნა.
ესე იგი, მიმღების თანამშრომელი კი არა, ადმინისტრატორი იყო.

10
საიდან იცოდა კლერ ბეკერმა როიას გვარი? ალბათ, ჯავშნების წიგ-
ნში თუ ნახა. ბოლოს და ბოლოს, როიას ხომ დაჯავშნილი ჰქონდა ეს
შეხვედრა. მაგრამ, რატომ იქცეოდა ეს ახალგაზრდა ქალი ისე,
თითქოს როიას ნაცნობი იყო? როგორ შეიტყო ბევრი როიას შესა-
ხებ?
– მობრძანდით, გთხოვთ, – ზრდილობიანად უთხრა კლერმა, –
პირდაპირ მასთან მიგიყვანთ, – ხმაში უკვე აღარ ეტყობოდა სავალ-
დებულო ძახილის ნიშანი, აქაური უბადრუკობის გადაფარვას რომ
ემსახურებოდა.
როია წაჰყვა კლერს, რომელმაც კორიდორი გაიარა და ფართო
ჰოლში შევიდა, სადაც დიდ მაგიდას აქეთ-იქიდან პლასტმასის და-
საკეცი სკამები ჰქონდა შემოწყობილი. თუმცა, ბინგოს სათამაშოდ
ან საჭორაოდ იქ არავინ მოკალათებულიყო.
კლერმა ოთახის შორეულ ბოლოზე მიუთითა, – აი, იქ გელოდე-
ბათ.
ფანჯარასთან, ეტლში მამაკაცი იჯდა. გვერდით პლასტმასის ცა-
რიელი სკამი ედგა. ზურგი ჰქონდა მოქცეული; ამიტომ როიას სახე
არ დაუნახავს. კლერი მისკენ დაიძრა, თუმცა, მერე შეჩერდა. მოიხე-
და და როია თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა, თითქოს უსაფ-
რთხოების პოტენციალს უფასებს და ზიანისა და დრამის დონეს
უმოწმებსო. მერე ყელსაბამი შეათამაშა ხელში. – რამე ხომ არ მო-
გიტანოთ? წყალი? ჩაი? ყავა?
– ო, არა, გმადლობთ. არაფერი მინდა.
– ნამდვილად?
– ძალიან დიდი სიკეთეა თქვენი მხრიდან. თუმცა, არაფერი მინ-
და.
ახლა უკვე ის დრო იყო, რომ კლერს მოეცადა. ღმერთმანი, არა-
ვის სურდა როიას მარტო დატოვება ამ... ბინადართან. ხმამაღლა
საქვითინოდ. თითქოს მას, ამ პატარა, ოთხმოც წელს მიტანებულ
ქალს, რაიმე ძალა შესწევდა ამ კაცზე ან, საერთოდ, ვინმეზე. თითქ-
ოს ის, როია არკერი, ამ ადგილს თავისი ვიზიტით სინათლეს მოჰ-
ფენდა და ნამდვილ აფეთქებას გამოიწვევდა.

11
– კარგად ვარ, – თქვა. ეს ამერიკელებისგან ისწავლა: –„კარგად
ვარ, არაფერი მიჭირს, ყველაფერი კარგადაა, ოკი-დოკი.“ – ამერი-
კული ბლა-ბლა-ბლა. ეს კი მართლა კარგად იცოდა. გული ხელით
ეჭირა, თუმცა, კლერს მაინც წარბშეუხრელად უყურებდა.
კლერმა თავი დახარა და, როგორც იქნა, შებრუნდა და წავიდა.
მისი ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკაკუკი როიას გახშირებულ გულის-
ცემას ესადაგებოდა.
შეეძლო, კლერს გაჰყოლოდა და ამ სუნიან ადგილს გასცლოდა,
ლანჩის დამთავრებამდე ვოლტერს თავს დასდგომოდა, შინ წასუ-
ლიყო, საწოლზე მოკალათებულიყო და თავი ისე დაეჭირა, თითქოს
არც არაფერი მომხდარიყო მნიშვნელოვანი. ჯერ კიდევ არ იყო ძა-
ლიან გვიან. წარმოიდგინა მხრებში მოხრილი ვოლტერი, რომელიც
მოწითალო ლუდს სვამდა და ლობსტერის ხვეულას შეექცეოდა იმ
რაღაც „დელიში“ – საბრალო. მაგრამ, არა. აქ ხომ ყველაფრის ერ-
თხელ და სამუდამოდ გასარკვევად იყო მოსული.
ჯერ ერთი ფეხი გადადგი, შემდეგ – მეორე. ასე აკეთებდი ხოლ-
მე. თავს ძალა დაატანა და ფანჯარასთან მდგარი ეტლისკენ წავიდა.
ქუსლების კაკუნით არ წასულა; თავისი საყვარელი ნაცრისფერი,
სქელძირიანი ფეხსაცმელი ეცვა. ვოლტერი დაჟინებით ეუბნებოდა,
თოვლის ჩექმები ჩაიცვიო, მაგრამ, როიამ იუარა. ბევრ რამეს და-
თანხმდებოდა, მაგრამ, ძველ შეყვარებულთან სამოცი წლის შემ-
დეგ შეხვედრა ესკიმოსის ფუმფულა ჩექმებით ის უიშვიათესი საკით-
ხი იყო, რაზეც უარი თქვა.
კაცს არ ეტყობოდა, რომ ქალის იქ ყოფნის შესახებ იცოდა. თით-
ქოს როია იქ საერთოდ არ ყოფილიყო.
– გელოდებოდი, – უეცრად გაისმა ფარსიზე3 და როიას მთელ
ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

ეს ის ხმა იყო, ენერგიით რომ მუხტავდა და ამშვიდებდა როიას,


როდესაც შეყვარებულობის დროს განუყრელნი იყვნენ.

3
სპარსული ენა.

12
**

1953 წელი იდგა. ზაფხული იყო. როიას უკვე ჩვიდმეტი წელი შეს-
რულებოდა. ნიუ-ინგლენდში თოვლი დნებოდა, ქვეყნის გარეთ სი-
ცივე, ხოლო ქვეყანაში სიცხე აორთქლებულიყო, როიას გარუჯული,
ლამაზად შეფერილი ფეხები ჰქონდა.
ორივენი ბარიკადებთან იდგნენ, გატეხილ ფიცარს ეყრდნო-
ბოდნენ და ფილტვების დასკდომამდე ყვიროდნენ. ბრბო ღელავდა,
მზის სხივები როიას თავის კანს სწვავდა, ორი გრძელი ნაწნავი
მკერდზე ჩამოშლოდა, „პიტერ პენის“ საყელო კი ოფლით გაპოხვო-
და. გარშემო ადამიანები მუშტებს იქნევდნენ და ხმაშეწყობით გაჰ-
ყვიროდნენ. წინათგრძნობა, რაღაც ახლისა და უკეთესის მოლოდი-
ნი, რწმენა, რომ როია ამ ბიჭისა გახდებოდა თავისუფალ, დემოკრა-
ტიულ ირანში – აი, რა განცდებით იყო სავსე ორივე. მომავალიც
ჰქონდათ და ბედიც,რომელიც ამ ქვეყნის მამაცურ დასაწყისში იყო
ჩაქსოვილი.
როიას ყოვლისმომცველი სიყვარულით უყვარდა იგი. ვერაფ-
რით წარმოედგინა ისეთი მომავალი, რომელშიც ყოველდღე მის
ხმას ვერ გაიგონებდა.
ლინოლეუმის იატაკზე როიამ თავის ფეხებს დახედა და უეცრად
უცხოდ მოეჩვენა – იმ ნაცრისფერ, პატარა, ბებერი ქალის ფეხსაც-
მელებში, სქელი ძირებითა და წვეტებზე პატარა ბაფთებით რომ იყო
გაწყობილი.
კაცი ეტლით წამოვიდა და სახე ღიმილმა შეუცვალა.დაღლილი
ჩანდა; ტუჩები გამომშრალი ჰქონდა, მისი შუბლი კი ღრმა ხაზებს
დაეფარა. თუმცა, თვალები სიხარულითა და იმედით ჰქონდა აღსავ-
სე.
– გელოდებოდი, – გაიმეორა კაცმა.
ნუთუ ასე ადვილად შეიძლებოდა წარსულში დაბრუნება?
იგივე ხმა ჰქონდა. ის იყო, თავიდან ბოლომდე, იმავე თვალებ-

13
ით, იმავე ხმით – მისი ბაჰმანი.
თუმცა, მერე გაახსენდა, რისთვისაც იყო მოსული, – ვიცი, –
როიას ხმა იმაზე უფრო მტკიცედ გაისმა, ვიდრე თავად წარმოედგი-
ნა, – თუმცა, მე მხოლოდ იმის გაგება მინდა, ბოლოს რატომ აღარ
დამელოდე?
კაცის გვერდით სკამზე დაეშვა. ასეთი დაღლილობა თავის სი-
ცოცხლეში არასოდეს ეგრძნო. ნამდვილი სამოცდაჩვიდმეტი წლის
გამოფიტული ქალი იყო. თუმცა როცა ის წყეული, ილუზიების და-
მამსხვრეველი ზაფხული გაახსენდა, რომლისგანაც ბოლომდე მთე-
ლი ცხოვრება ვერ გათავისუფლდა, თავი ისევ ჩვიდმეტი წლის გო-
გოდ იგრძნო.

მკითხველთა ლიგა

14
თავი მეორე

1953 წელი

ბიჭი, რომელსაც სამყაროს შეცვლა სურდა


ე ვისურვებდი, – წამოიძახა მამამ საუზმეზე, როდესაც ახალ-
თახალ ნაანს4 შეექცეოდნენ ფეტათი და ალუბლისმჟავე, შინ
მომზადებული მურაბით, – რომ მსოფლიოს ახალი მადამ კიურიები
გახდეთ. ძალიან მინდა. ანდა, მწერლებიც შეიძლება, – ამ სიტყვე-
ბით, როიას შეჰღიმა, – აი, იმ ამერიკელი ქალივით: ჰელენია? თუ
კელერი?
– მე ყრუ არა ვარ, მამა, – თქვა როიამ.
– არც ბრმაა, მამა, – დაუმატა ზარიმ.
– ეგ რა შუაშია, საერთოდ? – დედამ ქალიშვილებს ანიშნა, ჭამას
დაუჩქარეთო.
– ჰელენ კელერი რომ იყო, ყრუ და ბრმა უნდა იყო, – გაიღიმა
ზარიმ და სიამაყით აღივსო, რომ ამერიკელ გმირებზე ამდენი იცო-
და.
– მუნჯიც. სიმუნჯეს ნუ გამოტოვებ, – ჩაიბუტბუტა როიამ.
– ეგ არ მიგულისხმია, – მამამ ჩაის ჭიქა დადო, – ნიჭი ვიგულის-
ხმე. თერთმეტი წიგნის დაწერა მქონდა მხედველობაში. აი, ეს მინ-
დოდა, მეთქვა!
განგებამ დედასა და მამას მხოლოდ ორი შვილი არგუნა და თა-
ნაც გოგონები. მამა თავისი დროისთვის უჩვეულოდ განათლებული
კაცი გახლდათ: უნდოდა, რომ მის ქალიშვილებს ესწავლათ და წარ
მატებისთვის მიეღწიათ. განათლება მისი რელიგია იყო, დემოკრა-

4
(სპარს). ლავაში, პური

15
ტია კი – ოცნება.
როია და ზარი დამამთავრებელ კლასებში იყვნენ და საუკეთესო
განათლებას იღებდნენ, რაც კი შეიძლებოდა გოგონებს მიეღოთ
1953 წლის ირანში. ქვეყანა სწრაფად იცვლებოდა და ვითარდებო-
და. ირანს დემოკრატიული გზით არჩეული პრემიერ-მინისტრი, მო-
ჰამედ მოსადეყი ჰყავდა. ქვეყანაში მეფეც იყო, შაჰი, რომელიც მა-
მის, რეზა შაჰის წამოწყებულ საქმეს, ქალთა უფლებების დაცვას გა-
ნაგრძობდა. – როდესაც საქმე ჩვენი ნავთობის გაცემას ეხება, შაჰი
ნამდვილად იმ წყეული ბრიტანელების მონაა! – ამბობდა მამა, –
თუმცა, ჰო, ქალებს ნამდვილად დიდი დახმარება გაუწია. ამას კი
ვერ დავმალავთ.
მამისა და დედის განმანათლებლურ შეხედულებებს მუდამ კიც-
ხავდნენ და განსჯიდნენ ოჯახის გაცილებით ტრადიციული წევრები.
– როგორ შეიძლება, რომ მოზარდ გოგონებს ყველგან უშვებთ და
თანმხლებსაც არ აყოლებთ? – ხან ეჩურჩულებოდნენ, ხან კი უყვი-
როდნენ მამიდები სამზარეულოში დედას. დედა კი ნამდვილი ექ-
სპერტი შეიქნა პასუხად სიცილის დაბრუნებაში. ჰიჯაბი მაშინ მოიხ-
სნა, როდესაც 1930-იან წლებში რეზა შაჰმა ჩადრის საწინააღმდეგო
პოლიტიკა წამოიწყო. ის ქალთა ემანსიპაციის რეფორმების მომ-
ხრე იყო მაშინაც კი, როდესაც მისი გაცილებით რელიგიური ნათე-
სავები მსგავს უცხოურ მისწრაფებებს გმობდნენ.
მშობლებმა ორივე ქალიშვილი თეირანის გოგონათა საუკეთე-
სო სკოლაში შეიყვანეს. დილაობით, დედა ჩაის რომ ადუღებდა,
როია და ზარი ახალი დღისთვის ემზადებოდნენ. როია მხოლოდ
პირს იბანდა და სქელ, შავ თმას ორ გრძელ ნაწნავად იწნავდა, ზარი
კი ტუჩებს ოდნავ იღებავდა და დატალღულ თმას, რომელსაც ყო-
ველღამე გაზეთის ნახევებით იხვევდა, ამაყად შეისწორებდა ხოლ-
მე.
უფროსი და კოხტაობდა და კეკლუცობდა, როია კი საკუთარ ანა-
რეკლს აკვირდებოდა სარკეში. ბოლო ერთი წლის მანძილზე როია
ძალიან შეიცვალა. სახიდან ბავშვური სიპუტკუნე მოშორდა, ღაწვე-
ბი კი უფრო გამოეკვეთა. კანი, ადრე ზოგჯერ მუწუკები რომ უფუჭებ-

16
და, გადაეწმინდა. გრძელი შავი თმა ბუნებრივად დაეტალღა და შე-
ეძლო მხრებზეც ჩამოეშალა, როგორც ზარი ურჩევდა ხოლმე. თუმ-
ცა, როია მაინც დაწვნას ამჯობინებდა. ფიქრობდა, რომ ასე უფრო
ჰგავდა საკუთარ თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფიზიკუ-
რად შეიცვალა. კვლავ პატარა იყო, თუმცა, გაცილებით მომხიბლა-
ვი და მკერდსავსე შეიქნა და, თუ ზარის დავესესხებით, ბოლო დროს
ძალიან განვითარდა.
ზარიმ როია გვერდზე გასწია და სარკის წინ მთლიანად თვითონ
აისვეტა. თავზე ხელი გადაისვა და ტუჩები გამობერა.
– თმა როცა ასე მაქვს, სოფი ლორენს ვემსგავსები. არა?
განა როიას დათანხმების გარდა სხვა გზა ჰქონდა? გრძელმკლა-
ვიან ბამბის ბლუზაზე ღილები შეიკრა, ორმაქის5ფორმაზე ხელი ჩა-
ისვა და საზარელი გეტრები აიწია. როია საკუთარ თავს უტყდებოდა,
რომ მასაც კი სურდა მოკლეყელიანი, როგორც გოგონები მოიხსე-
ნიებდნენ, „ამერიკული წინდების ჩაცმა, მაგრამ, მოკლეყელიანი
წინდების ტარებისთვის დირექტორი გოგონებს სჯიდა. როიას გამბე-
დაობა არ ჰყოფნიდა, რომ თავაწეულსა და პაწაწინაწინდებიანს, თა-
ვაწეულს შეებიჯებინა სკოლაში.
– ჩვენი იმედი ის არის! – მამამ საუზმობისას პირი პურითა და
ყველი „ფეტათი“ გამოიტენა, – პრემიერ-მინისტრმა მოსადეყმა ჩვე-
ნი ნავთობის ნაციონალიზაცია მოახდინა ისე, რომ AIOC-ის სახ-
რჩობელა აგვცდა.
ირანულ-ინგლისური ნავთობკომპანია AIOC მამასთვის ნამდვი-
ლი სასჯელი იყო.
– ათწლეულების მანძილზე ირანელებმა პირველად იგრძნეს,
რომ საკუთარი ბუნებრივი რესურსების მართვა თავად შეუძლიათ
და მათგან იმპერიალისტი ქვეყნები აღარ სარგებლობენ. პრემიერ-
მინისტრი ერთადერთია, ვისაც შეუძლია უცხოურ ძალებს წინ აღუდ-
გეს. მოსადეყი სულ მალე მიგვიყვანს სრულყოფილ დემოკრატიამ-
დე. გოგონებო, ახლა თუ თქვენ ისტორიას, ქიმიასა და მათემატიკას

5
სპარს. ერთგვარი ნაცრისფერი ქსოვილი.

17
სწავლობთ, მერე შეძლებთ, რომ საუკეთესო პროფესიული კლასის
ნაწილი გახდეთ, რომელიც ამ ქვეყანას არასოდეს ჰყოლია. გჯე-
რათ? ხვდებით, რა შესაძლებლობები გელით? რა შანსები აქვთ ახ-
ლა ახალგაზრდა ქალბატონებს? რა უნდა ვაკეთო მთავრობის მოხე-
ლის ადგილას? გარშემო საბუთები ვფანტო? ვიჯდე და ჩაი ვწრუპო?
– ამ სიტყვებით, მამამ ბარაქიანად მოსვა ჩაი, – მაგრამ, თქვენ, ჩე-
მო გოგონებო! თქვენ ბევრად წინ წახვალთ, ვიდრე მე და დედათქვე-
ნი ოდესმე ვიოცნებებდით! ხომ ასეა, მანიჟე?
– მხოლოდ ერთი დილა! – თქვა დედამ, – ნუთუ არ შეიძლება,
ერთმა დილამ მაინც ჩაიაროს ლექციების გარეშე? ისე, უბრალოდ
რომ ვისაუზმოთ?
მამა ცოტა ნაწყენი კი დარჩა, მაგრამ, ლაპარაკი მაინც არ შეუწ-
ყვეტია.
– ჩემი მარია კიური! – თავი დაუკანტურა ზარის, – ჩემი ჰელენ
კელერი! – თვალი ჩაუკრა როიას.
გოგონებმა, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა თვრამეტი
თვე იყო, მეტისმეტად კარგად იცოდნენ მამის გადაჭარბებული იმე-
დების შესახებ. ჩვიდმეტი წლის როია ცდილობდა, მამამისის სურვი-
ლებს დაჰყოლოდა, თუმცა, რაც ნამდვილად ხიბლავდა, იმ მწერალ-
თა მოთხრობების თარგმანების კითხვა იყო, გვარად ჰემინგუეი და
დოსტოევსკი რომ ჰქონდათ. არც დიდი სპარსელი პოეტების, რუმის,
ჰაფეზისა თუ საადის პოეზიაზე ამბობდა უარს. როიას მზარეულო-
ბაც უყვარდა. მოსწონდა დედასთან ერთად სამზარეულოშიდგომა
და ხორეშის6 საუკეთესო რეცეპტების მიხედვით საქმიანობა.
გარდა ამისა, როიას უმცროსი დაიკო მარია კიურობისგან ძალი-
ან შორს იყო. ზარი შეპყრობილი იყო ერთი ბიჭით, სახელად იუსუფი
რომ ერქვა. მდიდარზე გათხოვება, ტანგოს ცეკვა და ვალსის შესწავ-
ლა სურდა. სურდა, რომ ერთ-ერთ პოპულარულ საბავშვო წვეულე-
ბის ბილეთში ხუთი თომანი გადაეხადა, „სამბას“ მელოდიაზე ეხტუ-

6
სპარს. ხორცის წვნიანი, რომელსაც, ტრადიციულად, ბრინჯთან ერთად
მიირთმევენ.

18
ნა და საკუთარი სხეულის მოძრაობებით გარშემო ყველა აღეფ-
რთოვანებინა. ძილის წინ, უკვე ლოგინში რომ იწვნენ, ზარი ხშირად
დეტალურად გაანდობდა ხოლმე როიას საკუთარ ოცნებებს.
– ახლა კი წადით! – დედამ გოგონებს ლოყაზე აკოცა და მათი
ჩაის ჭიქები აიღო.
ზარიმ მამას ხელი დაუქნია და დაიმანჭა, იდეალებისადმი მის
ერთგულებას ასე გამოეპასუხა. მამას არ გაუცინია, ნელა და სერიო-
ზულად დაემშვიდობა სანაცვლოდ.
ზარიმ როიას ისეთი სახით გადახედა, მხოლოდ დებისთვის რომ
იქნებოდა გასაგები.
კართან მისულმა როიამ და ზარიმ ფეხსაცმელები ჩაიცვეს. ორი-
ვე დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო, როია უფროსი, ზარი –
უმცროსი, თუმცა, მაინც ტყავის შავი, თასმებიანი ფეხსაცმელი უნდა
სცმოდათ, რომელიც მათი სკოლის ფორმაში შედიოდა. როიამ თას-
მა მოქაჩა და ბალთით მაგრად შეიკრა.
გოგონები ანდარუნიდან7 წინკარში გავიდნენ, დერეფანს გაუყ-
ვნენ და ბაღში ჩამავალ კიბეს დაადგნენ. ფირუზისფერი ფილებით
მოპირკეთებულ კოის აუზს რომ ჩაუარეს, როიას თევზებისა შეშურ-
და: ისინი მხოლოდ ცისფერ წყალში დაცურავდნენ. ერის საუკეთესო
პროფესიული კლასის წარმატებული წევრობა არ ევალებოდათ.
როიამ ჭიშკარი დახურა და გოგონები ჯერ ხეივანში, შემდეგ კი
მთავარ ქუჩაზე გავიდნენ. ერთად გაუყვნენ გზას მკერდზე წიგნებმი-
ხუტებულები.
ასე ადრე დემონსტრანტები არსად ჩანდნენ, თუმცა, მიწაზე ბლო-
მად ეყარა წინა მსვლელობიდან დარჩენილი ბროშურები. იქაურო-
ბა პრემიერ-მინისტრი მოსადეყის ფოტოებით იყო დანაგვიანებული
–მის წვეტიან, მოკაუჭებულ ცხვირსა და მოღლილ მზერას რომ ასა-
ხავდა. როიამ ვერ აიტანა, რომ პრემიერ-მინისტრის ფოტოები ასე
იყო მიმოფანტული იქ, სადაც ხალხი ფეხით დადიოდა. რამდენიმე

7
სპარს. სახლის განცალკევებული ადგილი, სადაც გარეშე პირს შესვლა
ეკრძალებოდა. იგივე „საქალებო“.

19
ფურცელი აიღო და მორიდებულად გაუსწორა თვალი.
– ოჰ, კარგი რა, მართლა გგონია, რომ რამეს უშველი? – ჰკითხა
ზარიმ, – ამაღამ კომუნისტების მსვლელობა იქნება. მერე კი კიდევ
ერთი დემონსტრაცია გაიმართება, სადაც შაჰის მხარდამჭერები მო-
იყრიან თავს. პრემიერ-მინისტრს ვერაფერს უშველი. ის დაჯაბნი-
ლია ორი ფრაქციის მიერ, რომელთა წევრებსაც მისი მოშორება
სურთ.
– პრემიერ-მინისტრს ათასობით, მილიონობით მომხრე ჰყავს!
მის უკან ჩვენ ვდგავართ, ხალხი! – თქვა როიამ.
– ხალხს ძალიან მცირე ძალა აქვს და ეს შენ კარგად იცი. ამ ქვე-
ყანაში მეტისმეტად ბევრი გარიგება და კორუფციაა კულისებს მიღ-
მა.
როიამ მკერდზე კიდევ უფრო მაგრად მიიკრა თავისი წიგნები მო-
სადეყის სურათებთან ერთად და დებმა გზა განაგრძეს. რა თქმა უნ-
და, ზარი სწორს ამბობდა. წინა კვირას ხომ სპეციალური კრება გა-
იმართა სკოლაში. დოინჯშემოყრილი დირექტორი კათედრაზე ავი-
და და მოსწავლეებს მოსთხოვა, ეღიარებინათ, თუ ვინ ავრცელებდა
მათ შორის კომუნისტურ პუბლიკაციებს. ხმა არავის ამოუღია. როი-
ამ იცოდა, რომ ეს ჯალეჰ თაბათაბაი იყო, რომელმაც ეს ბროშურები
მერხებს შორის შეაცურა, ხოლო დასვენებაზე დაგრაგნა და ასე მა-
ლავდა. როიას ვერაფრით გაეგო, როგორ იშოვა ჯალეჰმა ასეთი
პოლიტიკური დოკუმენტები. ანდა, საერთოდ, რანაირად დააყენა
ისინი პირველ ადგილზე ცხოვრებაში. კრება რომ დასრულდა, მეგა-
ფონით, იარაღითა და შლანგით აღჭურვილი პოლიციელები გამოჩ-
ნდნენ. სკოლის დარაჯი აბასი სქელკისერა პოლიციელებს დაეხმა-
რა და შლანგი სკოლის ეზოს ონკანზე მიამაგრებინა. ჯალეჰმა სკო-
ლიდან გამოაბიჯა თუ არა, პოლიციელებმა შლანგში წყალი შეუშვეს
და წყლის ჭავლი ჯალეჰისკენ მიმართეს. თავდაპირველად, ჯალეჰს
სახეზე გაცება და შიში გამოესახა. მერე კი სიმტკიცით შეეცვალა ეს
ყოველივე. ჰაერი გაკვეთა და წყლის სისინა გველისგან გაქცევა
სცადა. წყლის ჭავლის ეპიცენტრში დაეშვა და ხელისგულებით სცა-
და მისი შეკავება. რამდენიმე წამში ჯალეჰი მთლად გაილუმპა, სკო-

20
ლის ფორმა სხეულზე მიეკრა, სველი თმიდან კი წვეთ-წვეთად ჩა-
მოსდიოდა წყალი.
ერთმა პოლიციელმა უთხრა:
– ახლა მიხვდები, როგორ უნდა შენი ქვეყნის უპატივცემულობა
კომუნისტური სიცრუის გავრცელებით. არ გეგონოთ, რომ ვინმეს
ვერ ვიპოვით, ვინც რუსეთთან მოღალატეობრივი კავშირის უკან
დგას. გოგონებო, თქვენ წესიერი ახალგაზრდა ქალები უნდა გახ-
დეთ, პოლიტიკური ტვირთის მზიდავი ვირები კი არა.
დირექტორმა ტაში შემოჰკრა.
მეფის მომხრე, შაჰის ერთგულმა გოგონებმაც, ეზოში ჯგუფურად
რომ ჩამომდგარიყვნენ, ხელი ხელს შემოჰკრეს და გაიხარეს. შაჰის
მომხრე რამდენიმე გოგონა მდიდარი ოჯახიდან იყო, რომელთა მა-
მებიც ნავთობის მრეწველობაში იყვნენ დასაქმებულნი. მათ რამდე-
ნიმე ღრმადმორწმუნეც აჰყვა. დიდი ხნის შემდეგ პირველად მოხდა
ისე, რომ სასულიერო პირთა ოჯახის წევრები და შაჰის მომხრენი
ერთად დადგნენ.
ეზოდან პოლიციისა და დირექტორის გასვლისთანავე, კომუნის-
ტების მომხრე გოგონებმა ჯალეჰთან მიირბინეს და მის გარშემო
შეჯგუფდნენ. ჟაკეტებით, ცხვირსახოცებითა და ფორმის კალთებით
მის გამშრალებას ცდილობდნენ. ჯალეჰი მხრებში გამართული იდ-
გა და თუმცა წყალი წურწურით ჩამოსდიოდა, ამბობდა, ნუ ღელავ-
თო. გაიცინა კიდეც.
როიამ იცოდა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, ამიერიდან ჯალე-
ჰი მეტ მარქსისტულ ბროშურას გაავრცელებდა. ასეთები იყვნენ
„თუდეს“8 გოგონები. უშიშრები და მტკიცენი, მუდამ ამბობდნენ,
რომ ირანი საბჭოთა კავშირის გზას უნდა მიჰყოლოდა.
როია, ზარი და პრემიერი-მინისტრის მომხრე გოგონები ცალკე
შეგროვდნენ. თავზარდაცემულები და შეძრულები იყვნენ. რომელი-
მე მოსწავლეს რომ ეკითხა, ვის მხარეს იჭერთო, როიას პასუხი ასე

8
„თუდე“ – ირანის სახალხო კომუნისტური პარტიის სახელწოდება

21
თი იქნებოდა:–პრემიერ-მინისტრ მოსადეყსა და „ეროვნულ ფრო-
ნტს“, სხვანაირი პასუხი მამამისის გულს ნაფლეთებად აქცევდა.
პრემიერ-მინისტრ მოსადეყს მათი სამშობლო სრულყოფილ დემოკ-
რატიამდე შეეძლო მიეყვანა. სამართალი შვეიცარიაში ისწავლა,
პრემიერ-მინისტრი გახდა და ამერიკაში, გაერთიანებული ერების
ორგანიზაციაში წავიდა იმის დასადასტურებლად, რომ ბრიტანულ
„ინგლისურ-ირანულ ნავთობკომპანიის“ საშუალებით ირანს საკუ-
თარი ნავთობის დაუფლება შეეძლო. როიას მოსადეყის დამოუკი-
დებლობა და საკუთარი თავის რწმენა ხიბლავდა. მისი პიჟამითაც კი
აღფრთოვანებული იყო (ზოგ ფოტოში რომ ეცვა).
ზარისთან ერთად სკოლაში მიმავალი როია ჯალეჰის ამბავსა და
შლანგს იხსენებდა და ძალიან უნდოდა, გახლეჩილობასა და მუდ-
მივ პოლიტიკურ მეტოქეობას ბოლო მოღებოდა. პოლიტიკას უკვე
ყველა საკლასო ოთახში შეედგა ფეხი. მისი თანაკლასელები ქვეყ-
ნის მსგავსად მეფის, პრემიერ-მინისტრისა და კომუნისტების მომ-
ხრეებად იყვნენ დაყოფილები.
როიას უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ეს ყველაფერი. შესას-
ვლელთან მისულ როიასა და ზარის სკოლის დარაჯმა აბასმა მკაც-
რი მზერა შეაგება. აბასის მოვალეობაში შედიოდა იმაზე ზრუნვა,
რომ სკოლის ტერიტორიაზე არაუფლებამოსილი ადამიანი არ შესუ-
ლიყო, რომ დაწესებულების სიწმინდე და გოგონების უსაფრთხოება
დაეცვა. მისი სამუშაო არ გულისხმობდა შარვლის უბის გახსნასა და
კოხტა, ვარდისფერბაფთიანი პენისის გამომზეურებას, თუმცა, ყვე-
ლამ იცოდა, რომ აბასი ხანდახან ამასაც აკეთებდა.
აბასმა რომ ჭიშკარი გაუღო და გაიღიმა, ზარი გაშეშდა. როცა
დები დარაჯს გასცდნენ და ზარი დარწმუნდა, აბასი მის ნათქვამს ვე-
ღარ გაიგონებდა, წაიჩურჩულა:
– გასულ კვირას ისევ დამანახა თავისი ღირსება.
– ბაფთა ეკეთა? – ჩაეკითხა როია.
– როგორც ყოველთვის. როგორ დადიან კაცები მაგ ჩამოკიდე
ბული რაღაცით.
– მტკივნეული უნდა იყოს.

22
– იმხელაა, რომ მიკვირს, ქვევით მუდმივი გამონაყარი როგორ
არ სტანჯავთ.
– კარგი ერთი, შენ ხომ მხოლოდ ამ კარისკაცისა დაინახე.
– ჰო, – ზარი თითქოს წუთით ჩაფიქრდა ამაზე.
– დირექტორს უთხარი?
– დირექტორმა თქვა, შენნაირი გოგოსგან ტყუილი საძაგელი
საქციელიაო. რომ ეგ აბასი აქ ჩემს დაბადებამდე მუშაობდა და უნდა
გრცხვენოდეს, ასეთ ვულგარულ ამბებს რომ თხზავო.
– გასაგებია. ჩვეული პასუხი მიგიღია.
– ჰო, – ამოიოხრა ზარიმ.
ბიჭებისთვის თავიანთი სკოლიდან გოგონათა სკოლისკენ გზის
გაგნება და თავისუფალ დროს ჭიშკართან ყიალი არავითარ დაბ-
რკოლებას არ წარმოადგენდა. აბასი უყვიროდა და მათ გაყრას
ცდილობდა. – თქვე ძაღლიშვილებო! – უკიოდა ბიჭებს, – დაანებეთ
გოგოებს თავი, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით!
როია ყურადღებას არ აქცევდა ბიჭებს, რომლებიც შინისკენ მი-
მავალ გზაზე უკან მიჰყვებოდნენ, თუმცა, ზარი მუდმივად თვალს
ადევნებდა, რათა დარწმუნებულიყო, კარგი შესახედაობის ბიჭები
რომ უყურებდნენ მისი სქელი, შავი თმის ფრიალს, განსაკუთრებით
მაშინ, თუ იუსუფიც მათ შორის გახლდათ. ზოგჯერ ისეთი დღეებიც
იყო, ბიჭები რომ ქუჩის ყოველ კუთხესა და მოსახვევში ამოყოფდნენ
ხოლმე თავს. ისინი იყვნენ ენამახვილი, გაქნილი და ჭკვიანი ბიჭები,
რომლებიც გოგონებს თვალს უპაჭუნებდნენ, უსტვენდნენ და ეარში-
ყებოდნენ. იყვნენ მოხდენილი, გონიერი, ლამაზღიმილიანი ბიჭები,
წყნარებიცა და მორცხვებიც, რომლებიც, ზოგჯერ თუ შემთხვევით
შეავლებდნენ თვალს და ამ დროს გოგონები შეხედავდნენ, ერთია-
ნად წითლდებოდნენ. როია ისე შეეჩვია მათ, ადამიანი მომაბეზრე-
ბელ ბუზებს რომ მიეჩვევა, რაც ამავდროულად ნიშნავდა, რომ ამ
ბიჭებს ვერ იტანდა.
მთელ თეირანში როიას საყვარელი ადგილი საკანცელარიო მა-
ღაზია იყო. ეს მაღაზია ჩერჩილის ქუჩისა და ჰაფეზის გამზირის კუთ-
ხეში, რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს და ზუსტად მისი სკო

23
ლის ქუჩის გადასწვრივ მდებარეობდა.
ამ მაღაზიაში შესულ როიას ძალიან უყვარდა თითების გადასმა
ქალალდის გლუვ ფურცლებზე. გიჟდებოდა ფანქრის კოლოფებზე,
ტყვიისმაგვარი სუნი რომ ასდიოდა და ცოდნის შეძენას ჰპირდებო-
და. როიას შეეძლო მთელი შუადღე გაეტარებინა დასატუმბ კალმე-
ბისა და მელნის შუშების ყურებაში, ანდა ეფურცლა წიგნები, ლექ-
სებზე, სიყვარულზე და დანაკარგზე რომ უამბობდნენ. მაღაზიას უბ-
რალოდ საკანცელარიო მაღაზია ერქვა – არავითარი გაპრანჭული
სახელი არ შეერჩიათ მისთვის, თუმცა, საკანცელარიო ნივთებთან
ერთად წიგნებიც იყიდებოდა. იმ ზამთარს პოლიტიკური განხეთქი-
ლების გაღრმავების კვალდაკვალ, როდესაც ხალხი მთელი გზნე-
ბით იყო ჩართული კამათში, ხოლო ყველა ქუჩაში დემონსტრაციები
იმართებოდა, იქაურობა შესანიშნავი საშუალება იყო, ამ ყოველი-
ვეს მშვიდად და სიახლის შემეცნებით გარიდებოდა ადამიანი. ეს მა-
ღაზია სიწყნარისა და სიმშვიდის სავანეს წარმოადგენდა: არც მე-
ტისმეტად იყო გაბრდღვიალებული და არც ხმაურიანი გახლდათ.
იანვრის ერთ განსაკუთრებით ქარიან დღეს, როდესაც როიას
თავის არიდება მოუნდა კომუნისტური დემონსტრაციისთვის, იქვე,
იმპულსურად რომ იმართებოდა ქუჩაში და მაღაზიაში წავიდა. უბრა-
ლოდ, პოეზიისთვის თვალის გადავლება მოესურვა.
– დღეს რუმს აირჩევ? – დახლსიქიდან იკითხა ბატონმა ფახრიმ.
ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა მშვიდმა, კეთილმა კაცმა, შე-
ვერცხლილი თმა, გაბუჩქული ულვაში და მრგვალი, მავთულისჩარ-
ჩოიანი სათვალე რომ ამშვენებდა. ბატონ ფახრის მუდამ ახლად
გაპრიალებული ფეხსაცმელი ეცვა. ამ მაღაზიის პატრონი იმ დრო-
იდან იყო, რაც როიას თავი ახსოვდა და წიგნებშიც კარგად ერკვე-
ოდა. ბატონ ფახრის თაროები მუდამ სპარსული კლასიკითა და პო-
ეზიით, ასევე მსოფლიო ლიტერატურის თარგმანებით ჰქონდა გა-
მოტენილი.
– დიახ, თუ შეიძლება. – როია აქაურობის ისეთი ხშირი სტუმარი
იყო, რომ ბატონმა ფახრიმ მისი გემოვნება უკვე კარგად იცოდა. მის-
თვის არ იყო უცხო ის ამბავი, რომ როიას ძველი სპარსული პოეზია

24
უყვარდა, თუმცა თანამედროვე ნოველებიდან ზოგს ვერ იტანდა.
იცოდა, რომ უკანასკნელ გრო-შებს გაიღებდა ახალი რვეულისათ-
ვის და რომ გერმანიიდან შემოტანილ საკანცელარიო პროდუქციას
აღმერთებდა, რადგანაც ყველაზე ხასხასა და თანამედროვე იყო.
იცოდა, რომ მხოლოდ ანტიკური პოეტების ქმნილებებს კი არ ეცნო-
ბოდა, დროდადრო, უჩუმრად თავისთვისაც წერდა იმ რვეულებში,
რომელთაც ამ მაღაზიაში ყიდულობდა. ბატონმა ფახრიმ ძალიან
კარგად იცოდა ეს ყველაფერი და ახალთახალი წიგნების, ფანქრე-
ბისა და რვეულების დასტების გარდა, როიაც მისმა ურყევმა სიმშვი-
დემ მიიზიდა მაღაზიაში.
– აი, ისიც. – რუმის ლექსების წიგნი, ფახრიმ როიას რომ გადას-
ცა, პრიალა, ახალთახალ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი, ხოლო მუქ
მწვანე ყდაზე ოქროსფერი ასოები ჰქონდა გამოყვანილი, – ერთ-
ერთი საუკეთესოყდიანი წიგნია. აუცილებლად მშვიდი ადგილი
იპოვე და ახლოს არავინ მიიკარო, რომ არ შეგაწუხოს. რუმის ლექ-
სები გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს, თუ გინდა, ჩასწვდე, რას ამ-
ბობს სინამდვილეში.
როიამ თავი დაუქნია და ის-ის იყო საფულისკენ წაიღო ხელი,
რომ კარს ზემოთ ზარმა გაიწკრიალა. კარი ხმაურით გაიღო და ქუ-
ჩიდან ყვირილის ხმა და ქარის ზვირთები შემოიტანა. როიას ხელში
აუშრიალდა რუმის წიგნის ფურცლები.
მაღაზიაში აჩქარებით შემოვიდა მისი ტოლი ბიჭი. თეთრსაყე-
ლოიანი ზედატანი და შავი შარვალი ეცვა; სქელი, შავი თმა აბურ-
დვოდა, ლოყები კი ქარს შეეფაკლა. მაღაზიაში შემობიჯებისას რა-
ღაც სევდიან და მონატრებით აღსავსე მელოდიას უსტვენდა. როიას
ასეთი მელოდია არასოდეს სმენოდა და თანაც ეს მელოდია სრული-
ად არ შეესაბამებოდა ბიჭის სიარულის მანერასა და თავდაჯერე-
ბულ იერს.
ბატონი ფახრი წამსვე პატივისცემით განიმსჭვალა და დაფაცურ-
და. დახლს უკან ჩაიმალა, ფურცლების შეკვრა აიღო, თასმა შემოახ-
ვია და ბიჭს ისე გადასცა, თითქოს მთელი დღე ამ განსაკუთრებულ
სტუმარს ელოდა. ბიჭმა სტვენა შეწყვიტა, ჯიბეებში ღრმად მოიფათ-

25
ურა ხელი და ფული გადაუხადა. სწრაფად, მყისიერად და უსიტყვოდ
მოხდა ეს ყველაფერი. ბიჭი ის-ის იყო, გარეთ უნდა გასულიყო, რომ
შემობრუნდა. როიას ეგონა, ალბათ, ბატონ ფახრის მადლობა თუ
უნდა გადაუხადოსო. თუმცა, ბიჭმა პირდაპირ გოგონას შეხედა. სი-
ხარულითა და იმედით აღსავსე თვალები ჰქონდა.
– იღბლიანი ვარ, რომ შეგხვდი, – წარმოთქვა. მერე კი მაღაზი-
იდან გავიდა და ქარს შეერია.
ბატონი ფახრი და როია ჩუმად იდგნენ მას შემდეგ, რაც მაღაზია
ბიჭის მოსვლამდელ ყოფას დაუბრუნდა. თითქოს საჰაერო ბუშტის
მგზავრები ყოფილიყვნენ, ახლაღა რომ ეშვებოდა ძირს დაჩუტვის
მოლოდინში.
– ვინ იყო? – იკითხა როიამ სრულიად უმიზეზოდ, რაღაც ენერ-
გიით დამუხტულმა. თავგზას ურევდა და აბნევდა აღფრთოვანების
ტალღა, ბიჭის ხანმოკლე ვიზიტს რომ მოეგვარა.
– ჩემო ძვირფასო გოგონავ, ეს ბაჰმან ასლანია, – მიუგო ბატონ-
მა ფახრიმ. სახეზე წუხილმა გადაურბინა. თითები დახლს დაჰკრა, –
ეს ის ბიჭია, სამყაროს შეცვლა რომ სურს.
როიამ ფრთხილად ჩაიდო რუმის წიგნი ზურგჩანთაში. კარს გა-
ხედა. გრძნობდა, რომ რაღაც გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, თით-
ქოს ყოვლისმომცველი და საოცარი, ამავდროულად კი ძალიან პი-
რადი რამ იხილა საკუთარი თვალით, იმედის, სიცოცხლისა და ენ-
ერგიის გარდაუვალი ფეთქვის მსგავსი. გაშტერებული დაემშვიდო-
ბა ბატონ ფახრის.
მთელი დღეების მანძილზე დაეძებდა როია ბიჭს ქუჩებში. ანცი
ჰოისეინი წინ და უკან დაჰყვებოდა; ეს კი როიას საშინლად აღიზია-
ნებდა. საირუსი ომახიანად და მამაცურად მოითხოვდა, რომ როი-
ასა და ზარისთვის კარი გაეღოთ. იუსუფმა რამდენიმეჯერ დაიჭირა
ზარის მზერა ქუჩაში შეხვედრისას,
შემდეგ კი თავი ისე დაიჭირა, თითქოს ლამპიონის ბოძის გარდა
არაფერი აინტერესებდა. ყველგან, სადაც ფეხს დაადგამდნენ, ბიჭე-
ბის სკოლის მოსწავლეები იყვნენ ქუჩებში გამოფენილნი. ბიჭები
ჯგუფურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა მსვლელობაში. თუმცა,

26
ერთ-ერთი მათგანი, საკანცელარიო მაღაზიაში რომ შეიჭრა და დე-
დამიწის ბრუნვა თუნდაც სულ რამდენიმე წუთით დააჩქარა, უფრო
ენერგიული რომ გახადა და სიმკვეთრე შემატა, არსად ჩანდა.
როია ზარისთან ერთად მიდიოდა სკოლაში და ბრუნდებოდა შინ,
დედის მომზადებულ ხორეშს მიირთმევდა და უსმენდა მამას, პრემი-
ერ-მინისტრი მოსადეყის გეგმებზე რომ ესაუბრებოდა. მოსადეყი
უცხოური გავლენისგან ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ გათავი-
სუფლებას გეგმავდა, რათა მათი ნავთობი ვეღარავის მოეპარა.
პრემიერ-მინისტრი ირანელებს დემოკრატიულ მომავალში აყოფი-
ნებდა თავს!
როია გეომეტრიას მეცადინეობდა, რაღაც ლექსებს ჯღაბნიდა და
მამის განუწყვეტელ ნათქვამზე, მეორე მადამ კიური იქნებიო, ეღი-
მებოდა. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს, ჰელენ კელერი რის მაქნი-
სიაო, ამბობდა მამა. თუმცა, ვეღარსად ხედავდა მხიარულთვალები-
ან ბიჭს – ვინც ბატონ ფახრის ისეთი სისწრაფითა და მნიშვნელობით
მიაცემინა ფურცლების შეკვრა, თითქოს მეომარს იარაღს აძლევ-
დნენ.
მომდევნო კვირაში, საკანცელარიო მაღაზიაში შესულმა როიამ
ფანქრის ლითონის სათლელი აიღო და ცერა თითი მის ბასრ კიდე-
ებს აუსვ-დაუსვა. კვლავ ქარმა ააფრიალა ირიბად დაწყობილი წიგ-
ნების გვერდები, ამ დროს კი კარი გაიღო და მან შემოაბიჯა.
ამჯერად სტვენა როიას დანახვისთანავე შეწყვიტა. ნაკლებად
თავდაჯერებული და გაცილებით მორცხვი ჩანდა. – რუმი, – მიმარ-
თა ბატონ ფახრის, თუმცა ამ სიტყვასთან ერთად მაშინვე როიას გა-
დახედა. ჯაგარა შავი თმა გულმოდგინედ გადაევარცხნა გვერდზე.
თეთრსაყელოიანი ზედატანი დაუთოებული ჰქონდა. თვალები უბ-
რწყინავდა და თავაზიანად იღიმებოდა. უცვლელი სისწრაფითა და
სიამოვნების მინიჭების სურვილით, ბატონმა ფახრიმ წიგნის ის ეგ-
ზემპლარი გადმოიღო, როიას რომ მისცა ერთი კვირის წინ. მერე ჩა-
ახველა, – აი, ინებე, ბაჰმან-ჯან.
ახლა უკვე მადლობა გადაუხადა ბაჰმანმა ბატონ ფახრის,ძლივს
შესამჩნევად დაუკრა თავი როიას და ქუჩაში გავიდა.

27
– რას ნიშნავს ეს სიჩქარე? სად მიდის? რა არის ასეთი მნიშვნე-
ლოვანი? – წამოიძახა როიამ აზროვნების მოკრების შემდეგ. არ უნ-
დოდა, ბატონ ფახრის ჰგონებოდა, ეს ბიჭი როიას ენაჩავარდნილს
ტოვებსო.
– ხომ გითხარი, როია ხანომ, ბიჭი, რომელსაც სამყაროს შეც-
ვლა სურს. ამისთვის აჩქარებაა საჭირო, – ბატონმა ფახრიმ ჩვარი
აიღო და დახლი გადაწმინდა, – სიფხიზლეც საჭიროა, – დახლის
წმენდას მორჩა, – ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, – ამ სიტყვე-
ბით, როიას თვალი თვალში გაუყარა.
როიამ ჩაიფრუტუნა. სათლელი დადო. მხრებში გაიმართა, –
წარმოდგენა არა მაქვს, როგორ აპირებს სამყაროს შეცვლას. ძა-
ლიან სწრაფად დადის. მაინცდამაინც ზრდილობიანიც არაა. უმიზე-
ზოდ უსტვენს. იმ დღეს, წინა სამშაბათს, აქ რომ იყო, ხმა შენთვის
თითქმის არ გაუცია. თავი ისე უჭირავს, თითქოს დიდი ვინმე იყოს.
თმა სასაცილოდ აქვს. არა ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ბიჭი
სამყაროს შეცვლის.
– ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება-მეთქი, – თქვა მისტერ
ფახრიმ, ორივე ხელით დახლს დაეყრდნო და როიასკენ გადაიხარა.

**

როიამ გაფრთხილება მიიღო. მაღაზიაში კიდევ რამდენიმეჯერ


ნახა ბაჰმანი – იგი ყოველთვის სკოლის შემდეგ მოდიოდა მაღაზი-
აში, სამშაბათობით, თითქოს როიაც იქ ეგულებოდა. როიას მუდამ
ისე ეჭირა თავი, თითქოს წიგნების ან ახალი საკანცელარიო ნივთე-
ბის თვალიერებით იყო გართული და ბაჰმანი სულაც არ აღელვებ-
და. რაღა თქმა უნდა, ვერც ერთ ჯერზე ვერ იკავებდა თავს, რომ მის-
კენ არ გაეპარებინა მზერა. ასე გაგრძელდა მეხუთე სამშაბათამდე,
იმ დღემდე, როდესაც როიამ მათ შორის არსებულ სიჩუმეს ვეღარ
გაუძლო.

28
პოეზიაზე შეკითხვა მაქვსო, მოიმიზეზა და ბატონ ფახრის მიმარ-
თა, რომელმაც რატომღაც არ უპასუხა და შესაბამისად ეს მისია ბიჭს
დაეკისრა.
ბიჭმა, რომელსაც სამყაროს შეცვლა სურდა, თქვა „ცეცხლი.“ ეს
იმ კითხვის პასუხი იყო, თუ რომელი სიტყვა მოჰყვებოდა იმ სტრო-
ფს, როიამ საადის ძველი შემოქმედებიდან რომ მოიყვანა.
როიას სახეზე ალმური აუვიდა.
– ცეცხლი, – გაუმეორა ბიჭმა.
რა თქმა უნდა, სწორი პასუხი იყო. ეს სიტყვა მოდიოდა საადის იმ
სტროფის შემდეგ. ბიჭმა ეს ისეთი თავდაჯერებით თქვა, რომ როიამ
ნაწილობრივ ინატრა, ნეტავ, ცდებოდესო, თან კი მასთან საათობით
ჯდომა და საუბარი მოუნდა. მაგრამ, უნდა წასულიყო; ზარი ელოდე-
ბოდა.
ქუჩის გადაღმა ზარი მეტისმეტად დამწუხრებული დახვდა. წუწუ-
ნებდა, ყველა პოლიტიკურ გამომსვლელს მოვუსმინე, ჩემი და კი
ფანქრებსა და წიგნებს დასტრიალებდა იმ ღვთისგან მივიწყებულ
მაღაზიაშიო. თქვა, შინ უნდა წავიდე და ცხელი წყლის ბოთლი შევი-
გორო ლოგინში, მენსტრუალური ტკივილები მკრუნჩხავს და შიმში-
ლით ვკვდები, იმდენ ხანს გელოდეო, ამ როიამ კიდევ სხვისი დრო-
ის პატივისცემა უნდა ისწავლოს, იქნებ დროა შეიცვალოსო? როია
მთელი გზა ზარის წუწუნს უსმენდა. თუმცა თან აქეთ-იქით იხედებო-
და და ფიქრობდა, ნეტავ, როდის შევხვდები იმ ბიჭს სადმე სხვა-
გან,საკანცელარიო მაღაზიის გარდაო.

2013 წელი

როიამ თავი მანქანის ფანჯარას მიაყრდნო და უყურებდა, რო-


გორ გარბოდნენ ყინვით მოსილი ნიუ-ინგლენდის ხედები.
სურდა, ვოლტერზე გადაეტანა ყურადღება და ეფიქრა, თუ რა სა-
სიამოვნოდ ისადილებდნენ ერთად. მის საყვარელ თევზის ჩხირებს
შებრაწავდა. აღარ სურდა იმ ბიჭზე ფიქრი,სულ ახლახან რომ ნახა
ცენტრში. თუმცა, მის წერილში ამოკითხული სიტყვები მუდმივად

29
თავში უტრიალებდა. გაუცნობიერებლად ჩარჩენოდა გონებაში სა-
მოცი წლის წინათ.

სიტყვას გაძლევ, ჩემო სიყვარულო. სეფაჰის მოედანზე შემ-

ხვდი, ცენტრში, დღეის სწორს.

ოთხშაბათს... შუადღის 12-ზე. ან ცოტა მოგვიანებითაც შეიძ-

ლება, თუ ზუსტად ვერ მოვედი. იქ შემხვდი და ერთხელ და

სამუდამოდ ერთნი გავხდებით. შენი ნახვის სიხარული თუ

გადამატანინებს ამ რამდენიმე დღეს.

– ოჰ, ვოლტერ, – აღმოხდა როიას. შუბლი კვლავ ფანჯა-


რას მიაყრდნო და მწარედ ატირდა.

მკითხველთა ლიგა

30
თავი მესამე

1953 წელი

ნახეთ, როგორ ედება ადამიანს


სიყვარული

ნახეთ, სიყვარული
როგორ ედება
მას, ვისაც უყვარს

შეხედეთ სულს,
როგორ ინთება იგი
ახალ სიცოცხლეს შთაბერავს დედამიწას


ოიამ რუმის9 ლექსი ხელახლა გადაიკითხა და ბაჰმანს დაუ-
წყო ლოდინი. მასთან უეცარი შეხვედრის შემდეგ,არც ერ-
თი სამშაბათი არ გამოუტოვებია, საკანცელარიო მაღაზიაში რომ არ
შესულიყო. ზამთარი მოლოდინით, საუბრებითა და აღფრთოვანე-
ბით აღივსო. როდის გაები, სიყვარულის მახეში, დაიკო? მითხარი.
მის მიერ ლექსიდან ამოკითხული სულ რაღაც ერთი სიტყვა გეყო?
– რაღა თქმა უნდა, არა, – უთხრა როიამ ზარის. საქმე ერთ სიტ-
ყვასა და წამში არაა. ნუთუ ზარიმ არ იცის, რომ ასეთი რამ მხოლოდ
ამერიკულ ფილმებში ხდება?

9
ჯალალ ედ-დინ რუმი, მე-13 საუკუნის სპარსი პოეტი, სწავლული.

31
როია მთლიანობას, სითბოს, რეალობისგან გაქცევასა დასიმ-
შვიდეს ელტვოდა. საკანცელარიო მაღაზიასა და იქაურ წიგნებს მის-
თვის ეს მოჰქონდა. მერე კი ბაჰმანის გამოჩენამ შეავსო ეს ყველა-
ფერი. თუმცა, კონკრეტულად იმ დღის დასახელება რომ მოესურვე-
ბინა, როდესაც მართლა ეწვია სიყვარული, ყოველგვარი შელამა-
ზების გარეშე, როია მეშვიდე სამშაბათს გაიხსენებდა. ის დღე ზამ-
თრის ბოლოს მოასწავებდა. ისეთი დღე იყო, როდესაც წელიწადის
ამ დროის სიცივე, ყინვა და უკუსვლა გზას უთმობდა ყვავილობის,
ამწვანებისა და სიახლის სეზონს. იმ დღეს ყველა და ყველაფერი
მზად იყო გასაფურჩქნად და ასაფეთქებლად. მთელი ქვეყანა გაზაფ-
ხულის პირველი დღის, სპარსული ახალი წლის აღსანიშნავად ემზა-
დებოდა.
სწორედ იმ მეშვიდე სამშაბათს იყო, ბატონი ფახრი გადაჭარბე-
ბული მონდომებით, ნერვიულად რომ დაფრინავდა მაღაზიაში და
დედებს შვილებისთვის საახალწლო საჩუქრების შერჩევაში ეხმა-
რებოდა, კალმების ნაკრებებს უფუთავდა, კლიენტებს კი დაუსრუ-
ლებლად და გულწრფელად მიაძახებდა, სულ გახარებულები იყა-
ვით და დიდხანს იცოცხლეთო!
– ჩემი ვაჟისთვის ვყიდულობ, – მშვიდი, დაბალი ხმით თქვა ერ-
თმა ქალმა, – ძალიან კარგი ნიშნები მიიღო და კითხვაც ძალიან უყ-
ვარს.
ამ ქალის სახეზე გამოხატულმა სიამაყემ ბაჰმანს ღიმილი მოჰ-
გვარა – როიას ეს არ გამოჰპარვია. იქვე ვიღაც კაცმა ფერადი ფან-
ქრები შეიძინა, ბატონმა ფახრიმ კი ისინი ყვავილებივით ერთად მო-
აქუჩა და მწვანე ბაფთით შეუკრა. რაღა თქმა უნდა, ლექსების კრე-
ბულებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო – სპარსული პოეზიის წყურ-
ვილი ხომ უსაზღვრო იყო, როგორც წესი. სკოლის შემდეგ, მაღაზია-
ში ხალხის რაოდენობამ იმატა და როიამ და ბაჰმანმაც შორს დაიჭი-
რეს ერთმანეთისგან თავი. ბაჰმანის მზერა ერთმა პოლიტიკურმა
ტრაქტატმა მიიპყრო, ბროშურასავით რომ იყო გამოფენილი დახ-
ლთან; როია კი უკან, უცხოური რომანების თარგმანებთან დარჩა.

32
მერე კი ხალხი მაღაზიაში შესვლისთანავე აქეთ-იქით მიმოიფან-
ტა. წიგნებს ყიდულობდნენ, საჩუქრებს არჩევდნენ, რჩევებს იღებ-
დნენ მთელ მაღაზიაში მიმოფენილი მუშტრები, ისინი კი, ორნი, საკ-
უთარ, პირად ძიებაში ჩაფლულნი, რომელთაც რა თქმა უნდა ერ-
თმანეთი წუთითაც არ დავიწყებიათ, მხოლოდ და მხოლოდ ერ-
თურთს გრძნობდნენ. ბატონმა ფახრიმ სალაროს უჯრა ხმამაღალი
ჩხარუნით დაკეტა.
– ღმერთო ჩემო, ნოვრუზისთვის იმდენ რამეს ყიდულობენ ამ
დღეებში. ნუთუ ამ ქალაქში ყველა ბავშვს ისეთი კარგი ნიშნები გა-
მოჰყვა, რომ ამდენი საახალწლო საჩუქარი დაიმსახურეს?
მაღაზიის უსაფრთხო ადგილებში გაჩერებულ როიასა და ბაჰ-
მანს კრინტი არ დაუძრავთ.
– მაშ, რაღა გაეწყობა! – ბატონმა ფახრიმ ისე მიმოიხედა, თით-
ქოს უამრავი გამომსვლელის წინ უხდებოდა ლაპარაკი, – მაღაზიის
მეპატრონე გაყიდვებზე წუწუნს როგორ დაიწყებს, თუმცა, ეს ფული
ბანკში უნდა შევიტანო.
არც როია განძრეულა და არც ბაჰმანი.
– გასვლას ვაპირებდი, მაღაზია უნდა დავკეტო.
– მე აქ ვიქნები, – ჩუმად თქვა ბაჰმანმა.
– ბატონო?
– შემიძლია, აქ დავრჩე. მუშტარი თუ შემოვა, თქვენზე ვეტყვი,
ახლავე დაბრუნდება-მეთქი.
– ოჰ, – აღელვებულმა ბატონმა ფახრიმ ჯერ ბაჰმანს, მერე კი
როიას გადახედა.
როიამ ბატონი ფახრის შფოთვა იგრძნო. ბაჰმანთან მარტო დარ-
ჩენის იდეამაც შეაშინა. რა თქმა უნდა, მასთან ერთად მარტო ვერ
იქნებოდა.
– მე შინ უნდა წავიდე. კარგ დღეს გისურვებთ, ბატონო ფახრი!
– მაშ, რაკი მიდიხარ... კარგი, როია ხანომ, კარგ დღეს გისურ-
ვებ! – ბატონმა ფახრიმ შვებით ამოისუნთქა. ისევ მაჯის საათზე და-
იხედა, – სადაცაა, ბანკი დაიკეტება. დიდი დრო არა მაქვს. მადლო-

33
ბელი ვარ, ბაჰმან-ჯან. ამ შემოთავაზებას მივიღებ, – ბატონმა ფახ-
რიმ თავისი ქურთუკი და ქუდი ჩაბღუჯა და როიას ბასრი მზერა
სტყორცნა, – ნახვამდის, როია ხანომ. შინ მშვიდობით მიდით. ძა-
ლიან ნუ დააგვიანებ, – თავზე შავი ქუდი ჩამოიფხატა, – ბაჰმან-ჯან,
მალე დავბრუნდები, – ამ სიტყვებით, ჩქარა გავარდა გარეთ და
როიაც ფეხდაფეხ მიჰყვა კარამდე.
– არ წახვიდე.
ცხადად და მტკიცედ გაისმა ბაჰმანის ხმა.
– ნახვამდის, – კართან მისული როია წამით შედგა. ზურგი ბი-
ჭისკენ ჰქონდა მიქცეული. დაინახა, როგორ გაუჩინარდა ბატონი
ფახრი ქუჩის დასალიერში.
– გთხოვ, არ წახვიდე, – ბაჰმანის ხმას სიმტკიცე ოდნავ მოაკ-
ლდა.
როია მხოლოდ იმის ასახსნელად შებრუნდა, თუ რატომ არ შეეძ-
ლო მაღაზიაში დარჩენა. თუმცა, ბაჰმანის დანახვაზე სუნთქვა შეეკ-
რა. ბიჭს ნერვიულობა ეტყობოდა. სახე აწითლებული ჰქონდა, თუმ-
ცა, გამომეტყველება – სიკეთით სავსე.
როია უნდა წასულიყო. ბევრი საქმე ჰქონდა. დედას და ზარის უნ-
და დახმარებოდა საახალწლოდ სახლის მოწესრიგებაში. საგაზაფ-
ხულო დალაგებაში. უამრავი მტვერი უნდა გადაეწმინდა, უსასრუ-
ლოდ ებერტყა ხალიჩები, ძმრიანი წყლით დაეწმინდა ფანჯრები. ვე-
რანაირად ვერ დარჩებოდა ამ ბიჭთან ერთად მარტო.
როია ბაჰმანთან ერთად მარტო იყო. მასთან ერთად იყო მარტო
ამ მაღაზიაში და ამ მშვიდ თავშესაფარში ყველაფრის ძირისძირო-
ბამდე შეცვლის უეცარი შესაძლებლობა გაჩენილიყო.
– რომელი წიგნი გიყვარს? – სასწრაფოდ შეეკითხა ბაჰმანი.
– საყვარელი წიგნი არა მაქვს.
– ოჰ, ეს იმიტომ გკითხე, რომ... მეგონა, კითხვა გიყვარდა.
– მიყვარს. მე ვთქვი, საყვარელი წიგნი არა მაქვს-მეთქი. მეტის-
მეტად ბევრი წიგნი მიყვარს და იმიტომ.
ბაჰმანმა ფართო ღიმილით გაიღიმა და აწითლებული სახე ცოტა
გაეხსნა.

34
– ბატონი ფახრი ამბობს, რომ სამყაროს შეცვლა გინდა, – ამ
სიტყვებით როია ბიჭისკენ გაემართა, ეგონა, რომ კლდიდან გადახ-
ტომას უდრიდა ეს საქციელი და გაუკვირდა, ნაბიჯებს მწყობრისად
რომ ადგამდა. ხელის გაწვდენაზე რომ მიუახლოვდა, გაჩერდა. თვა-
ლი მოჭრა მისმა ხაკისფერმა შარვალმა, სქელმა თმამ და შეფაკ-
ლულმა სახემ, ვერაფრით რომ ვერ დასცხრომოდა.
– ოჰ, მაგაზე არაფერი ვიცი, – ბაჰმანმა ძირს დაიხედა.
– მაგრამ შენ ხომ სიასი10 ხარ, პოლიტიკურად განწყობილი,
ხომ?
ბაჰმანმა გაკვირვებით ამოხედა.
– ნუთუ ამ ქვეყანაში არის ადამიანი, ვინც პოლიტიკაში არ ერე-
ვა?
– მე არ ვერევი, – ნახევრად მოიტყუა როიამ.
– უნდა ერეოდე. განსაკუთრებით, ასეთ დროს.
– რა ვქნა, არ მხიბლავს მთელი ეს კამათი. გამოსვლები.
– მეტი არაფერი გაგვაჩნია. უნდა ჩავერიოთ ამ ყველაფერში.
პრემიერ-მინისტრი მოსადეყის გაძევების უფლება არავის უნდა მივ-
ცეთ.
– გჯერა ამ ჭორების? რომ პრემიერ-მინისტრს ჩამოაგდებენ?
– ძალიან მაშფოთებს ეს ამბავი, დიახ. უცხოურმა ძალებმა შეიძ-
ლება მოახერხონ ეს. თუმცა, ჩვენებსაც შეუძლიათ, მოღალატეები
ჩვენს შორის ირევიან და ეს ყოველივე სულ უფრო მძლავრობს... –
ბაჰმანი შეჩერდა, – ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენ.
– მიჩვეული ვარ. მამაჩემიც ბევრ მსგავს რამეს ამბობს.
ბაჰმანმა გაიღიმა.
– მართლა?
– ოჰ, კი. საკმაოდ.
ბაჰმანს არაფერი უთქვამს. როიას თვალებს მისჩერებოდა. უბ-
რალოდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. სულაც არ აწუხებდა

10
სპარს. პოლიტიკური.

35
როიას მისი მზერა, მაგრამ, თან რაღაც თრთოლასაც ჰგვრიდა. ერ-
თმანეთს ვერ შეეხებოდნენ. არ შეიძლებოდა.
– როგორც ვიცი, კითხვა გიყვარს. ლექსები და რომანები,– რბი-
ლად თვქვა ბაჰმანმა.
– საიდან იცი?
– ყოველ სამშაბათს გიყურებ. ეს გასასვლელი გიყვარს, – ბაჰ-
მანმა თავით იმ ადგილისკენ ანიშნა, სადაც ბატონ ფახრის უცხოური
რომანების თარგმანები ელაგა.
– ყოველ სამშაბათს დადიხარ აქ? ვერ შეგნიშნე!
ბაჰმანს გაეცინა და ამ სიცილთან ერთად სახე მთლიანად გაეხ-
სნა. თვალებშიც სიცილი ჩაუდგა და სიკეთით აევსო, რამაც როიას
სუნთქვა შეუკრა, – სხვა დღეებშიც მოვდივარ. შენ კი არასდროს არ
ხარ. მხოლოდ სამშაბათობით.
– მხოლოდ ამ დღეს შემიძლია მოსვლა, – თქვა როიამ.
– სხვა დროს რას საქმიანობ?
– ვსწავლობ.
– მართლა?
– ჰო, – როიამ მტკიცე მზერა შეაგება ბიჭს, – მამაჩემს უნდა, რომ
მეცნიერი გავხდე. ანდა, ჰელენ კელერის მსგავსი მწერალი, – ბო-
ლო სიტყვები ბუტბუტით წარმოთქვა.
– და შენ თვითონ?
– უკაცრავად?
– შენ თვითონ რა გინდა?
სულელური შეკითხვა იყო. როიამ ვერ გაიხსენა, ვინმეს თუ
ეკითხა ასეთი რამ მისთვის. ნუთუ საკმარისი არ იყო, რომ მამამისი
ასე უჭერდა მხარს, რომ ასეთი პროგრესული მშობელი იყო და ასე
სურდა ქალიშვილის წარმატება? განა მოსადეყის მხარდამჭერი ბაჰ-
მანისნაირ აქტივისტზე შთაბეჭდილების მოსახდენად საკმარისი არ
იყო ეს ყოველივე?
– ჩემს მშობლებს უნდათ, რომ სკოლა დავამთავრო, უნივერსი-
ტეტში შევიდე და, ალბათ, მეცნიერი გამოვიდე.
– და შენ რას აირჩევდი, იმის გადაწყვეტა რომ შეგეძლოს, რაც

36
გინდა?
ამ თამამმა შეკითხვამ როია შეძრა.
– მე... მე მამას დავუჯერებდი. დედასაც.
ბაჰმანი როიას მიუახლოვდა. მუშკისა და ქარის სურნელმა როია
კინაღამ მუხლებში მოცელა. ბაჰმანმა ხელი გაიწოდა და როიას ხე-
ლი ჩაჰკიდა. გოგონა პირველად შეეხო ბიჭის ხელს. ბაჰმანმა თი-
თებზე თითები შემოაჭდო, როიას კი გული შეუქანდა. ამ შეხებამ თან
შეაცბუნა, თან კი უცნაური სიმშვიდე მოჰგვარა.
– რომანები გიყვარს. როგორც მივხვდი.
– მერე?
– ჰოდა, იკითხე. რამდენიც მოგესურვება.
ნეტავ, რამდენჯერ გაუფრთხილებია დედას, ამდენი კითხვისგან
თვალებიდან სისხლი წამოგივაო? ნეტავ, რამდენჯერ მოუსვრია ზა-
რის მისი წიგნები საწოლიდან და დაუფიცებია, წიგნებში ასე თავ-
ჩარგულს სხვას არავის შევხვედრივარ და სხეულის ფორმა გაგი-
ფუჭდებაო, ღმერთმანი, ნუთუ მართლა გაუფუჭდებოდა? ნეტავ, რამ-
დენჯერ უქადაგია მამამისს სერიოზული პროფესიის შესწავლის
მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ თუ ადამიანს მეცნიერობა არ შეეძ-
ლო და წიგნის კითხვას ამჯობინებდა, ამ შემთხვევაში ჯობდა, იმ ქა-
ლივით, გვარად კელერი რომ იყო, წიგნები ეწერა?
– ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლა გინდა მეცნიერობა ან მწერ-
ლობა. თუ გინდა, რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოიქცე. აკეთე ის, რაც
გსურს.
ბრძოლისა და სწრაფვის შემაწუხებელი განცდა, რომელიც სკო-
ლასა და სახლში ხელს დარევდა ხოლმე, ცოტა გაუქრა. მეტის მოს-
მენა მოუნდა, ბაჰმანთან ლაპარაკი და მისი არსად გაშვება.
ზარმა გაიწკრიალა და სუნთქვაშეკრული ბატონი ფახრი შემო-
ქანდა. ქუდი გვერდზე მოჰქცეოდა. როიასა და ბაჰმანის დანახვაზე
სახეზე ალმურმა გადაჰკრა. გვერდზე გაიხედა, ჩაახველა, როიამ და
ბაჰმანმა კი ხელები ისე ჩამოუშვეს, თითქოს ორივეს ცეცხლის ბურ-
თი ეჭირათ და თითები დაეწვათო. როიას ისეთი განცდა გაუჩნდა,
თითქოს ქურდობაზე წაასწრეს. თუმცა ხელი ჩამოშვებული ჰქონდა

37
და საკუთარ ფეხსაცმელებს თვალს არ აშორებდა, წაიბუტბუტა, უნ-
და წავიდეო და სასწრაფოდ გავარდა გარეთ იმ რწმენით, რომ ამ მა-
ღაზიაში ისევ და ისევ დაბრუნდებოდა, რაც არ უნდა ეფიქრა ბატონ
ფახრის ან ნებისმიერ სხვას. ეს კავშირი სამუდამო და შეუცვლელი
იყო და როიას ოდნავადაც არ სურდა მისი გაწყვეტა.

მკითხველთა ლიგა

38
თავი მეოთხე

1953 წელი

ჯაჭვის კვალი


ტვრიან, გრილ მაღაზიაში, წიგნებით, დასატუმბი კალმებითა
და სამელნეებით რომ იყო გამოტენილი, როიასა და ბაჰმა-
ნის შეხვედრები გაგრძელდა. არასასურველი ბიჭები ყოველი ქუჩის
კუთხეში ჩნდებოდნენ, თუმცა, როიაზე გავლენას მხოლოდ ის ბიჭი
ახდენდა, სამშაბათობით, შუადღისას რომ ნახულობდა საკანცელა-
რიო მაღაზიაში. ბაჰმანი ისეთ რაღაცებს ეკითხებოდა, როგორიცაა,
მაგალითად, საადის „გოლესთანზე“ რა აზრისა ხარო. როია ისეთ
მტკიცე პასუხებს აძლევდა, რომ თავადაც გაკვირვებული რჩებოდა.
მის ხმაში იმაზე მეტი რწმენა და სიმძლავრე გამოსჭვიოდა, ვიდრე
ელოდა. სულ ცოტა ხანში (რადგან დიდხანს არ გაგრძელებულა ის
ხანა, ჩვიდმეტი წლის როიამ ირანში რომ დაყო და თან დიდი ოცნე-
ბები რომ ჰქონდა) ღრმად დარწმუნდა, რომ ბაჰმანი ყველაზე ჭკვი-
ანი იყო იმ ბიჭებს შორის, ვისაც კი ოდესმე შეხვედროდა და, სავა-
რაუდოდ, ჭკვიანთან ერთად, ყველაზე სიმპათიურიც გახლდათ.
ბაჰმანი აქტივისტი იყო. როიას უთხრა, რომ მოსადის მხარდამ-
ჭერ სტატიებს ავრცელებდა თეირანის უნივერსიტეტსა და ახლომახ-
ლო უბნების კოლეჯებში. მთელ ქალაქში დაჰქონდა „ეროვნული
ფრონტის“ სიახლეების გამოცემა და ბროშურები. სად აძლევდნენ
ამ პოლიტიკურ მასალებს?
ბატონ ფახრისთან. დახლსუკანა საცავში ბატონ ფახრის გაცი-
ლებით საშიში პოლიტიკური მასალების უზარმაზარი კოლექცია ჰქ-

39
ონდა. თავდაპირველად, ბაჰმანმა ეს რომ გაანდო,როია პანიკაში
ჩავარდა. გაახსენდა, სკოლაში ჯალეჰს პოლიცია რომ მიადგა და
თვალწინ დაუდგა ჰაერში ამხტარი ჯალეჰი, წყლის გაშმაგებული ნა-
კადისგან თავის დალწევას რომ ცდილობდა. გაახსენდა, როგორ იწ-
ვა ჯალეჰი წყლის გუბეში. პოლიციას ასევე მარტივად შეეძლო ბაჰ-
მანი ამოეღო მიზანში და შაჰის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავ-
რცელება დაედო ბრალად. შესაძლოა, დაეპატიმრებინათ კიდეც.
მარტო იმის გაგება რად ღირდა, რომ ბატონი ფახრი ეხმარებოდა!
როია ვერასოდეს მიხვდებოდა, თუ ბატონი ფახრი ასეთი საიდუმ-
ლო პოლიტიკური საქმიანობის მონაწილე იქნებოდა. თურმე სათა-
ნადოდ ვერ აფასებდა მაღაზიის ჩუმ, მშვიდ მფლობელს, დახლს
უკან რომ ჩამომდგარიყო.
ბაჰმანი ეუბნებოდა, ნუ ინერვიულებო.
პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის განხეთქილება სულ უფრო
მწვავდებოდა. მსვლელობების დროს ძალადობის შემთხვევებმაც
იმატა. რამდენიმე დემონსტრანტს პოლიციამ ესროლა კიდეც, და-
ედევნა და ტყვიების ალყაში მოაქცია.
როიას შიშის ზარს კი სცემდა ბაჰმანის უსაფრთხოების საკითხი,
მაგრამ, მისი საქმიანობა აღაფრთოვანებდა კიდეც. ბაჰმანს მთელი
გულით სწამდა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკის, მამამისზე მეტა-
დაც კი, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. ყველაფერი იცვლე-
ბაო, ამბობდა. მისი თქმით, ირანს ნამდვილად ჰქონდა მომავალი,
თანაც – ბრწყინვალე, ხოლო პრემიერ-მინისტრი ყველაფერს შეძ-
ლებდა, რაც ხალხს სჭირდებოდა. თუმცა, ისეთი ხალხიც არსებობ-
და, ვისაც პრემიერ-მინისტრის შეჩერება შეეძლო და ამიტომაც ბაჰ-
მანი მთელი არსებით ცდილობდა, რომ ისინი პრემიერ-მინისტრს
წინ არ აღდგომოდნენ.
ბაჰმანი რომ ლაპარაკობდა, როია წიგნების თაროებს ეყრდნო-
ბოდა და ზურგით პოეზიისა და პოლიტიკურ წიგნებს ეყრდნობოდა.
თუ ბიჭს მეტისმეტად გაუგრძელდებოდა სიტყვა წარმომადგენლო-
ბის, გადასახადებისა და ვაჭრობის შესახებ, როიას უბრალოდ მის
თვალებზე გადაჰქონდა ყურადღება, იძირებოდა მის მზერაში, თუმ-

40
ცა, თავს საუკეთესოდ გრძნობდა. უკანა ფონზე ბატონი ფახრი ილ-
ანდებოდა და უკანა საწყობში ყოფნის საჭიროებას სულ უფრო და
უფრო ხშირად იმიზეზებდა. როია და ბაჰმანი ხშირად რჩებოდნენ
მარტო. თუმცა, ყოველთვის იყო იმის საშიშროება, რომ სხვა კლი-
ენტები შევიდოდნენ მაღაზიაში და ხშირად ასეც ხდებოდა: შიგნით
შეაბიჯებდნენ ხანდაზმული, სათვალიანი მამაკაცები ხელში ახალი
საკანცელარიო ნივთების სიით, რომელთა შეძენაც სურდათ, ან კი-
დევ – ახალგაზრდა კომუნისტი სტუდენტები თხოულობდნენ მარ-
ქსის ახალ პამფლეტებს. მოსადეყის მომხრე დემონსტრანტებიც მო-
დიოდნენ და ფილოსოფიასა და დემოკრატიაზე სულ უფრო მეტი
წიგნი სურდათ.
მოსადეყის ზოგიერთი მომხრე ბაჰმანს ცნობდა და სოლიდარო-
ბის ნიშნად თავს უკრავდა. მათი მზერა გამოხატავდა, რომ ბაჰმანის
ღვაწლს სათანადოდ აფასებდნენ.
წიგნებში ჩაფლული როია ლამის დამდნარიყო ბაჰმანის ჩურ-
ჩულზე, მის სხეულთან სიახლოვით, მისი ხელით, რომელიც როიას
ხელზე შეხებას ბედავდა მაშინ, როდესაც მარტო რჩებოდნენ. ძალი-
ან მალე, როიას ამ მაღაზიაში ყოფნა ყველაზე მეტად შეუყვარდა.
უცხოური თარგმანების რიგში როია რომანებს ათვალიერებდა
და თან მოლოდინში იყო. კარი მსუბუქად გაიღო. აი, ისიც. თეთრი
პერანგი, ხაკისფერი შარვალი, შეფაკლული ლოყები, ქარისგან აჩე-
ჩილი თმა, თავად ბიჭი კი სულს ძლივს ითქვამდა. მაღაზიას თვალი
მოავლო და როიას თვალებს რომ შეეფეთა, სახე ფართო ღიმილმა
გაუნათა.
– სალამი, ბაჰმან-ჯან, – მიაგება სიტყვა ბატონმა ფახრიმ დახ-
ლსუკნიდან.
– როგორ გიკითხოთ, ბატონო ფახრი? – ბაჰმანს როიასთვის
თვალი არ მოუშორებია.
ბაჰმანისა და როიას მზერის შემყურე ბატონი ფახრი ადგილზე
გაშეშდა. წამით როიას ეგონა, ახლა კი ნამდვილად მაგრად დაგ-
ვტუქსავსო. თუმცა, კაცმა მხოლოდ ამოიოხრა და თქვა, ინვენტარი
უნდა შევამოწმოო. უცნაური ხმით თქვა ეს. მერე კი როიას ყურს მის-

41
წვდა მისი მწყობრი ნაბიჯებს ხმა, უკანა საწყობისკენ რომ მიემართ-
ებოდა.
– ჩეტორი11 როგორა ხარ? – ჰკითხა ბაჰმანმა როიას ფარსიზე,
ზმნის ისეთი ფორმით, რომელსაც მხოლოდ უახლოესებთან საუბ-
რისას იყენებენ. თავაზიანი „თქვენ“ უარყო.
როიამ ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი. – კარგად, –უპასუხა და
თაროზე „ანა კარენინას“ დასაბრუნებლად დაიხარა. რომ გასწორ-
და, ბაჰმანი უკვე მის გვერდით იდგა. წელზე ხელი შემოხვია, როია
კი ქანდაკებასავით გაშეშდა.
– მოდი, – თქვა ბიჭმა. როიას პაწაწინა ზურგზე შემოხვეული მისი
ხელი ძლიერი და მტკიცე ჩანდა, – დიდებული ამინდია. ასეთი დღე
გარეთ უნდა გავატაროთ!
როიამ უგერგილო უარი ჩაიბუტბუტა, თუმცა, ნება მისცა, რომ
მზით გაკაშკაშებული ქუჩებისკენ გასძღოლოდა.
ბაჰმანი მართალს ამბობდა. ნამდვილად დიდებული დღე იყო.
ქალაქში გაზაფხული შემობრძანებულიყო და ყველაფერი აეყვავე-
ბინა. როიამ თვალები აახამხამა, ისეთი დიადი მოეჩვენა სამყარო.
ვერ დაეჯერებინა, რომ გარეთ, ხალხში გადიოდნენ. ისინი არც და-
ნიშნულები იყვნენ, არც ქორწინება აკავშირებდათ და როიასაც ბევ-
რი არაფერი ჰქონდა მშობლებისთვის ნაამბობი ბაჰმანის შესახებ,
გარდა იმისა, რომ საკანცელარიო მაღაზიაში ერთი განათლებული
ბიჭი გაიცნო, კარგი ოჯახიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის
თავგადაკლული მომხრე იყო. როიამ იცოდა, რომ ეს უკანასკნელი
ინფორმაცია მამამისზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
ზარისთვის უფრო მეტი რამ ჰქონდა ნათქვამი, პირველი სამშა-
ბათის შუადღისა და იმ დღის ჩათვლით, ბაჰმანმა სიტყვა „ცეცხლი“
რომ უთხრა მას შემდეგ, რაც როია პირველად გამოელაპარაკა მას
შეკითხვით, საადის ლექსში შემდეგი რა სიტყვა მოდისო. ზარის ყვე-
ლაფერი აინტერესებდა, თუმცა, სკეპტიკურადაც იყო განწყობილი.

11
სპარს. როგორა ხარ?

42
ამბობდა, პოლიტიკურად აქტიურ ბიჭებს ზედმეტად კარგ შეფასებას
აძლევენო და საერთოდ არ აინტერესებდა, რამდენად მდიდარი იყო
მისი არაფრით გამორჩეული ოჯახი, თვითონ ეს ბიჭი სულელი იდეა-
ლისტი ჩანდა, პრემიერ-მინისტრით იყო შეპყრობილი, თითქოს შა-
ჰის გარდა ვინმეს მართლა ძალუძდა ირანში პოლიტიკური მდგომა-
რეობის შეცვლა, ღვთის გულისათვის. ეს როია კი უბრალოდ უნდა
გაიზარდოს და მიხვდეს, რომ კაცის შებმა თუ უნდა, ბადე უკეთესსა
და უკეთესს უნდა ესროლოს. თუმცა, მაინც ძირისძირობამდე აინტე-
რესებდა როიას გრძნობები ბაჰმანის მიმართ.
– ბაჰმან, ნელა!
ბიჭი ისეთი სისწრაფით მიაბიჯებდა, რომ როიას ლამის ძუნძული
უწევდა მისთვის ფეხის ასაწყობად.
ბაჰმანი შეჩერდა.
– მაპატიე. რა თქმა უნდა.
მერე კი, სიარული რომ განაახლა, ტემპს შესამჩნევად უკლო.
სულ მალე კი ნაბიჯი აუწყეს ერთმანეთს.
– კარგად ხარ? – ჰკითხა როიას.
– ჰო. უფრო სწორად, არა. მინდოდა მეთქვა, რა უნდა ვუთხრა
ჩემს დას? ჩემს მშობლებს?
ბაჰმანი გამხიარულდა.
– ყველას შეგიძლია უთხრა, რომ შენს კავალერთან ერთად გა-
ისეირნე, – ამ სიტყვებით, როიას ხელზე ხელი მოუჭირა.
როიას ეგონა, სადაცაა ვიფეთქებო; გული გახეთქვაზე ჰქონდა.
მისმა ხელმა სიამოვნება მოჰგვარა. სიტყვებმაც გაახარა. როიას კა-
ვალერი.
კუთხეს რომ გასცდნენ და ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე
გავიდნენ, ჰაერში შეძახილები გაისმა.
კიდევ ერთი მსვლელობა იმართებოდა. კიდევ ერთი პოლიტიკუ-
რი დემონსტრაციის დროს ყვიროდნენ. მოედნის წინა მხარეს ბარი-
კადები აღემართათ. მეგაფონში ღრიალის პარალელურად, ხალხი
მოსადეყის მხარდამჭერ ლოზუნგებს გაიძახოდა.
ბაჰმანის ხელში მოქცეული როიას ხელი მოდუნდა და ყურებში

43
სისხლი მოაწვა. ინსტინქტურად მოუნდა, აფრენილიყო და ამ მყვი-
რალა ბრბოს გასცლოდა.
– ბაჰმან, წავიდეთ რა, აქედან.
– არ გაინტერესებს, რა ხდება?
– არა. აქ ყოფნა საშიშია.
– არაფერი დაგვემართება.
– ზარიმ თქვა, პოლიცია დემონსტრანტებს უთვალთვალებსო.
შეკრებებზე ჯაშუშებს აგზავნიანო.
– ნუ გეშინია, – ბაჰმანს მაგრად ეჭირა როიას ხელი და ბრბოს-
გან მოშორებით კი არა, პირდაპირ მის შუაგულში მიუძღოდა. მოე-
დანს აყრუებდა შეძახილები: „ია მარგ, ია მოსადეყ!“12 როიას მთე-
ლი სხეული დაეჭიმა. ნუთუ მოსადეყის მხარდამჭერები მართლა
მზად იყვნენ მისთვის თავის გასაწირად? ნუთუ ბაჰმანიც ასე ფიქ-
რობდა?
– აი, – ჩასჩურჩულა ბაჰმანმა ყურში სულ უფრო მზარდი აურზაუ-
რის ფონზე, – ასე ხდება. ასე ვქმნით დემოკრატიას. ვერ დავსხდე-
ბით სახლებში უთქმელად და ვერ მივცემთ მეფესა და უცხოურ კომ-
პანიებს მეტი კონტროლის მოპოვების უფლებას. ასე ვხდით ყველას
იძულებულს, რომ ჩვენი სიტყვა შეისმინონ.
ბაჰმანმა როია კიდევ უფრო შორს წაიყვანა და გაუძღვა ხალხის
რიგებისკენ, მთლად წინ, ბარიკადებთან ახლოს. გზას რომ მიიკ-
ვლევდნენ, როია განცვიფრებული დარჩა, იმდენმა ადამიანმა იცნო
ბაჰმანი. ყველა გზას უთმობდა. ერთი-ორმა ახალგაზრდა დემონ-
სტრანტმა ზურგს უკან ტაშიც კი შემოჰკრა, ვიღაც უფროსმა ბატონმა
კი თვალი ჩაუპაჭუნა.
ნუთუ ყველგან ავრცელებდა ბაჰმანი თავის სიტყვასა და პამ-
ფლეტებს? შიშის მიუხედავად, როიას ბაჰმანთან ყოფნის გამო სი-
ამაყე დაეუფლა. აშკარა იყო, რომ ხალხი პატივს სცემდა. წინ რომ
მივიდნენ, ბაჰმანმა როია ბარიკადთან დააყენა და მაქსიმალურად
დაიფარა დანარჩენებისგან. ბაჰმანის მკლავი როიას მაგრად შემო-

12
სპარს. ან სიკვდილი, ან მოსადეყი!

44
ეჭდო ზურგზე.
ჰაერში ამაღელვებელი ენერგიით იყო გაჟღენთილი: ერთსულ-
ოვნებისა და მიზანდასახულობის განცდა იგრძნობოდა. როია ასეთ
ადგილას ვერასოდეს მოხვდებოდა, რომ არა ბაჰმანი. მეტისმეტად
დაიმორცხვებდა და შეეშინდებოდა. ალბათ, ბაჰმანი სწორი იყო. იქ-
ნებ ჯობდა, ღელვა უკუეგდო და საკუთარი თავისთვის მოსმენისა და
ლაპარაკის უფლება მიეცა. ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? ბაჰმანის
გვერდით ნამდვილად შესაძლებელი ჩანდა.
ბაჰმანი აქ თავის სტიქიაში იმყოფებოდა. თავიდან ბოლომდე
აღტაცებული და ანთებული იყო. პირი გააღო და როიას ეგონა, ახ-
ლა ამოიძახებს, ეს ხომ გასაოცარიაო? ახლა უკვე როიას შეეძლო,
გამოეცნო, რას იტყოდა ბაჰმანი.
ეს იქნებოდა „წარმოიდგინე!“ თითქოს როია მართლა ასე საფუძ-
ვლიანად იცნობდა ბაჰმანს. თუმცა, იცნობდა კიდეც. ის ამაღელვე-
ბელი და უპროგნოზო, თუმცა... ნამდვილი იყო.
– ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი გვქონდეს, – განაცხადა ბაჰმან-
მა.
– მაგრამ, კომუნისტები მოსადეყის წინაალმდეგ არიან და შესაძ-
ლოა...
– მე შენზე ვთქვი. და ჩემზე. ჩვენ შეგვიძლია სამყაროს დავეპატ-
რონოთ.
ბაჰმანთან ერთად ზღვა ხალხში მდგარმა როიამ იგრძნო, რომ
მომავალი ბევრად ფართო და უსაზღვრო იყო, ვიდრე ოდესმე წარ-
მოედგინა. ბარიკადს დაეყრდნო და შეძახილებს აჰყვა. იქ ყოფნა
რაღაც უცნაურ გზნებას ჰგვრიდა. სხეულის ყოველი ნაწილით გრძნ-
ობდა რაღაც აჩქარებას, იმედისმომცემ განცდას. რწმენა გაუჩნდა
და უფრო და უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მზე სწვავდა სახესა
და ნაწნავებს, მჯიღის ცემის დროს მკერდზე რომ უხტოდნენ. ზურ-
გზე ოფლი ჩამოეღვარა და მრგვალი საყელო დაუსველდა. მეტისმე-
ტად დიდი დრო გაატარა სამალავში. რატომ?? ბაჰმანი მართალი
იყო. ამ ხალხს არ ეშინოდა. ყველა ვალდებული იყო, ებრძოლა,
პროტესტი გამოეთქვა და ფეხშეწყობით ევლო. შესაბამისად, მოსა-

45
დეყსაც შეეძლო განეხორციელებინა თავისი დღის წესრიგი და ქვე-
ყანას ჭეშმარიტი თავისუფლება ეგემა. ბარიკადის დაჩეჩქვილ ფიც-
არს ბაჰმანთან ერთად რომ მიეყრდნო, ყველაფერი შესაძლებელი
ეჩვენა. ისინი ერთმანეთსა და მთელ ამ აზვირთებულ, ერთ მუშტად
შეკრულ ბრბოს შეერწყნენ. იბრძოლებდნენ. ერთად შეცვლიდნენ
სამყაროს.
– გეტყობა, მოგწონს აქ! – უთხრა ბაჰმანმა.
როიამ გაიღიმა და კვლავ განაგრძო ძახილი.
– აქ დიდხანს ვერ დავრჩებით. უბრალოდ, მინდოდა შენთვის
მეჩვენებინა. მინდოდა, გეგრძნო, როგორია გარეთ, აქ. არ მინდა
გეგონოს, რომ უნდა გეშინოდეს. აქ უბრალოდ ხალხია. ჩვენნაირი
ხალხი. ეს ყველაფერია, რაც გაგვაჩნია. გესმის?
ხმლის წუილისმაგვარი ხმა გაისმა. მომდევნო კვირების, თვე-
ებისა და წლების მანძილზე როია გამუდმებით რომ აღიდგენდა ამ
ყველაფერს, ახსენდებოდა, რომ ხანმოკლე წკარუნიც მოესმა, თით-
ქოს გაფუჭებულ ზარს რეკავდნენ.
უეცრად ბაჰმანი მოიკეცა. დაიხროტინა. როია მისკენ დაიხარა
და აღმოაჩინა, რომ ბაჰმანი გაჭირვებით სუნთქავდა. როიამ მიმოი-
ხედა და დაინახა, რომ მათ უკან ვიღაც სამი მამაკაცი დამცინავად
იღმიჭებოდა. სამივე შავ შარვალში, თეთრ ზედატანსა და მუქ შლა-
პაში იყო გამოწყობილი. შუაში მდგომს დაკბილულჯაჭვიანი ხელკე-
ტი ეჭირა. ბაჰმანი კვლავ ჩასუნთქვის მცდელობაში იყო. კისერზე
ღრმა ჭრილობიდან სისხლი წამოუვიდა. ნუთუ ეს სამი კაცი სულ მათ
უკან იდგა მთელი ამ დროის განმავლობაში? თუ მუჯლუგუნებითა და
ძალით გამოიკვლიეს გზა ხალხში ბაჰმანისკენ? კაცის ხელში მოქ-
ცეული ხელკეტის ჯაჭვიდან სისხლი წვეთავდა, ბაჰმანი კი ახველებ-
და. როიასთვის უსასრულოდ გაგრძელდა ის დრო, როდესაც ზურგს
უზელდა და ეძახდა. როგორც იქნა, ბაჰმანი დიდი ვაი-ვაგლახით გა-
იმართა წელში. სახე ტკივილისგან დაღმეჭოდა. მოწითალო-მოვარ-
დისფროდ ჰქონდა დალაქავებული მთელი საყელო და გულისპირი.
– ეს მხოლოდ პატარა გაფრთხილებაა, ბატონო ასლან, – თქვა
ხელკეტიანმა, – მორჩი ამდენი სისულელის გავრცელებას. ეგ კარ-

46
გს არაფერს მოგიტანს.
როიას მოუნდა, რომ ამ კაცს სახეში სცემოდა. უნდოდა, პოლიცი-
ელები ეპოვა, ეკივლა, ეს კაცები დააკავეთ, ბორკილები დაადეთ და
აქედან წაათრიეთო.
შუაში მდგომმა კაცმა მხრები აიჩეჩა, – მე თუ მკითხავთ, თქვენ,
„ეროვნული ფრონტისა“ და მოსადეყის ხალხი ყველანი ერთნაირე-
ბი ხართ. ერთნაირი უღირსები. ეს ქვეყანა თქვენს გარეშე ბევრად
უკეთესი იქნება,“ – ზანტად, მინავლული ხმით ლაპარაკობდა.
ბაჰმანმა კისერზე მოისვა ხელი. სისხლიან ხელისგულს ისე და-
ხედა, თითქოს ვიღაც სხვისი კიდური ყოფილიყო. მერე სუფთა ხელი
როიას ჩაჰკიდა. უსიტყვოდ მისწი-მოსწია სამივე კაცი და ხალხს გა-
მოეყო. როიამ და ბაჰმანმა ქუჩები გაიარეს და მოედანს მოშორ-
დნენ.
გვერდითა მშვიდ ქუჩაზე თავი უსაფრთხოდ რომ დაიგულეს, ბაჰ-
მანი შეჩერდა.
– თავს როგორ გრძნობ, როია-ჯუნ?13 კარგად ხარ?
– ბაჰმან, ექიმთან უნდა მიხვიდე.
– ძალიან ვწუხვარ. იქ არ უნდა მიმეყვანე, – დალაქავებული პე-
რანგი ბაჰმანს კანზე მისწებებოდა. კისერზე სისხლი წვეთებად ჩა-
მოსდიოდა.
– საავადმყოფოში გამოგყვები.
– არა. ნება მომეცი, შინ წაგიყვანო.
– დაგჭრეს! ნაკერები უნდა დაგადონ. პოლიციას უნდა შევატყო-
ბინოთ.
ბაჰმანს ცრემლები აუელვარდა თვალებში.
– ისინი სწორედ პოლიციელები არიან.
– რაო?
– შაჰის სამსახურში არიან.
სწორედ ამ დროს მაღალმა, დაახლოებით მათი ასაკის ბიჭმა
სუნთქვაშეკრულმა მოირბინა. ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკობდა.

13
ძვირფასო.

47
– დავინახე, რაც მოხდა, ბაჰმან-ჯან. ყველაფერს შევესწარი. ეს
უნამუსო მდაბიოები. გაუნათლებელი პარაზიტები. არ მესმის, ხე-
ლისუფლებაში მყოფნი როგორ ასაქმებენ ამ კაცისმკვლელებს.
თუმცა, როგორ არა, ძალიან კარგად ვიცით მეც და შენც. სალამი,
ხანომ, ბოდიშს ვიხდი ჩემი მანერების გამო, – ამ სიტყვებით, როიას
პატივისცემის ნიშნად ქუდი მოიხადა, – მე ჯაჰანგირი ვარ. სასიამოვ-
ნოა თქვენი გაცნობა.
ჯაჰანგირს ძვირადღირებული, მოდური მწვანე ჟილეტი და ჩა-
ლისფერი პერანგი ეცვა. ულვაში ლაქით ჰქონდა დაყენებული.
მსვლელობისთვის კი არა, საღამოს წვეულებისთვის იყო გამოწყო-
ბილი.
– მე როია მქვია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – ჩაიბურტყუნა
როიამ.
– Enchantè14 – ჯაჰანგირმა ისევ მოიხადა ქუდი. როიამ ეს სიტყვა
პირველად გაიგო, – როია ხანომ, თანახმა ხართ, რომ გზა თქვენით
განაგრძოთ? ეს ბიჭი ექიმთან უნდა წავიყვანო. ცუდ დღეშია. დარ-
წმუნებული ვარ, მეთანხმებით, – ჯაჰანგირი ბაჰმანს მკლავზე შე-
ეხო, თუმცა, სისხლიანი პერანგისთვის თითიც არ დაუკარებია. ფე-
ხები გადააჯვარედინა, თითქოს სასურათედ ემზადებაო.
– მეც წამოვალ საავადმყოფოში, – თქვა როიამ.
– საავადმყოფო ახსენა ვინმემ? მამაჩემის კლინიკაში უნდა წა-
ვიყვანო.
– ოჰ. მაგრამ, მე შემიძლია...
– შენი წამოსვლა საჭირო არ არის, როია-ჯუნ. დღეს უკვე საკმა-
რისი ზიანი მოგაყენე, – თქვა ბაჰმანმა.
– ჰო, ნუ ინერვიულებთ. კარგად მივხედავ. ყოველთვის ასე ვიქ-
ცევი, – გაიღიმა ჯაჰანგირმა. კინოვარსკვლავივით კბილები ჰქონდა
უეცრად როიამ ზედმეტად და უადგილოდ იგრძნო თავი ამ ორ
ადამიანთან, ძალიან კარგი, ერთმანეთის ნდობით აღსავსე მეგობ-
რები რომ ჩანდნენ.

14
ფრანგ. მოხარული ვარ.

48
– კარგი, მაშინ. მე მგონი...
– ჯერ შინ მიგაცილებთ, როია, – უთხრა ბაჰმანმა.
– მეგობარო, შენ ანტისეპტიკური საშუალება გჭირდება! – დაძა-
ბული ღიმილით წამოიძახა ჯაჰანგირმა, – სისხლი მოგდის. წავი-
დეთ, ვიდრე ინფექცია შეგეჭრა.
– როია სახლში უნდა მივიყვანოთ, – თქვა ბაჰმანმა, – დემონ-
სტრაციაზე არაფრით არ უნდა წამეყვანა.
– მე არაფერი მიჭირს. გთხოვ, თავს მიხედე, ბაჰმან, – მიუგო
როიამ.
ჯაჰანგირმა როიას თავაზიანად დაუქნია ქუდი, ტკივილით შეწუ-
ხებულმა ბაჰმანმა თავი დაუკრა, როია კი თავისი მშობლების სახ-
ლისკენ გაუყვა გზას.
გზაში გაიხსენა დემონსტრაციაზე მომხდარი. რა თქმა უნდა, ბაჰ-
მანისგან საპასუხო დარტყმა და სამაგიეროს გადახდა გამართლე-
ბული იქნებოდა. ვერავინ დაადანაშაულებდა, თუ თავდამსხმელს
ხელს ჩაავლებდა და მოსცხებდა. ამისთვის ყველანაირი უფლება
ჰქონდა. თუმცა, რასაკვირველია, ამას ვერ იზამდა. ბაჰმანს ძალიან
კარგად ესმოდა, რომ ასე მხოლოდ გაუარესდებოდა ყველაფერი.
გარდა ამისა, ბაჰმანი როიაზე ღელავდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ
გოგონა იქიდან გაეყვანა და მშვიდობით დაებრუნებინა სახლში. ბი-
ჭი, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეეძლო, სულ უფრო და უფრო ო-
ცებდა როიას თავისი წესიერებით.
ბაჰმანის ჭრილობა ძალიან ანერვიულებდა. სისხლდენა და ინ-
ფექციის საშიშროება აფიქრებდა. წუხდა იმ ქვეყანაზე, სადაც ფუ-
ლის სანაცვლოდ მთავრობის დაქირავებული მკვლელები მოზარ-
დებს ხალხის თვალწინ სცემდნენ.

მკითხველთა ლიგა

49
თავი მეხუთე

1953 წელი

კაფე „განადი“


ოვრუზის, იგივე სპარსული ახალი წლისთვის სახლი ძირის-
ძირამდე დაასუფთავეს. დედა გვიანობამდე არ იძი-ნებდა და
გოგონებს ახალი კაბები დაუქსოვა. გაზაფხულის პირველ დღეს
ოჯახი ჰაფთ სინ15 სუფრის გარშემო დადგა, ტრადიციულად, ასო ს-
ზე დაწყებული შვიდი ინგრედიენტით რომ იყო გაწყობილი. როიასა
და ზარის საცვლების ჩათვლით ყველაფერი ახალი ემოსათ. სწო-
რედ გაზაფხულის ბუნიობისას, ზამთარი გაზაფხულმა რომ შეცვა-
ლა, ყველამ ხტუნვა დაიწყო, ერთმანეთს ჩაეხუტნენ და გადაკოცნეს.
მერე კი მამამ ყურანიდან წაიკითხა ერთი ლექსი და ჰაფეზის რამდე-
ნიმე ღაზალიც16მიაყოლა. ახლა უკვე ახალი წელი იყო.
ტრადიციულად, გაზაფხულის პირველი დღიდან ცამეტი დღის
განმავლობაში ნათესავები უნდა მოენახულებინათ. ჯერ ხანდაზმუ-
ლებს აკითხავდნენ, მერე კი გზას ასაკის მიხედვით განაგრძობდნენ.
დღესასწაულებზე ყველა მაღაზია და რესტორანი იკეტებოდა. დე-
დას მომზადებული მუხუდოსა და ფსტის ორცხობილებისა და ვარ-
დის წყლით მოზელილი ბრინჯის ფქვილის საკონდიტრო ნაწარმის
სურნელით მთელი სახლი ივსებოდა.
ორი კვირის შემდეგ, მაღაზიები გაიხსნა თუ არა, როია პირველი-
ვე სამშაბათს სირბილით გავარდა საკანცელარიო მაღაზიაში. ერ-

15
სპარს. ტრადიციული საახალწლო სუფრა.
16
სპარს. ორტაეპიანი სტროფი.

50
თიანად გაფურჩქნილი ქალაქი ყვავილების ფერად კალეიდოსკოპს
აგონებდა. ნორჩი კვირტები ერთმანეთის მიყოლებით სკდებოდა,
როია კი სულმოუთქმელად მიქროდა ქუჩებში.
კარი შეაღო თუ არა, ზარმა ძველებურად გაიწკრიალა. ბაჰმანი
იქ დახვდა, დახლთან იდგა და ბატონ ფახრის ელაპარაკებოდა, ეს
უკანასკნელი კი ფურცლების დასტაზე რაღაცებს იწერდა. ბაჰმანის
ხმის ჟღერადობამ სასიამოვნო, გულისწამღები განცდა მოჰგვარა
როიას.
– როია ხანომ, სალ-ე ნოუ მობარაქ.17 ახალ წელს გილოცავ! –
ჯერ მისტერ ფახრიმ დაინახა როია და დასატუმბი კალამი დადო.
– მეც გილოცავთ ახალ წელს. ორივეს.
ბაჰმანმა ახედა და სახე ფართო ღიმილმა გაუცისკროვნა.
– ეი! როგორა ხარ? სახლში როგორ ხართ? ახალი წელი კარგად
გაატარე?
როია ბიჭთან ახლოს მივიდა და მძიმედ სუნთქვის გარდა ვეღა-
რაფერი მოახერხა. თითქოს კისერზე უზარმაზარი შავი ჭიანჭველე-
ბის რიგს გადაერბინა ბაჰმანისთვის. ნაკერები. ის კაცისმკვლელე-
ბი.
– ნუ ღელავ, – უთხრა ბაჰმანმა როიას, – იაჰანგირის მამამ იმ-
დენი ანტისეპტიკური საშუალება დამასხა, რომ ჭაობსაც კი ეყოფო-
და. კარგად ვარ.
ორი მუშტარი შემოვიდა და ბატონი ფახრიც მათკენ გაეშურა.
ბაჰმანი დახლზე რაღაცას გადასწვდა და როიას წითელ ქაღალ-
დში შეხვეული პაკეტი მისცა.
– აიღე, – უთხრა გოგონას, – შენ მოგიტანე. ახალი წლის საჩუ-
ქარია.
– არ იყო საჭირო!
– მე მინდოდა ასე.
როიას დაბეჯითებით შეეძლო ეთქვა, რომ შეფუთვაში წიგნი იყო.
ისე ფრთხილად შემოაცალა ქაღალდი, თითქოს სამუდამოდ თან უნ-

17
სპარს. ახალ წელს გილოცავ.

51
და ჰქონოდა და შეენახა. საჩუქარი რომ დაინახა, გაოცდა. ბლოკნო-
ტი იყო.
– შენი ლექსების ჩასაწერად, – მორცხვად შეაგება ბაჰმანმა.
როიამ ბლოკნოტი გადაშალა. პირველ გვერდზე ბაჰმანს წარწე-
რა გაეკეთებინა: „როია-ჯუნს, ჩემს სიყვარულს. სულ ბედნიერი იყა-
ვი, შენი სიცოცხლის ყოველი დღე ლამაზი სიტყვებით იყოს აღსავ-
სე.“ ქვეშ კი საკუთარი ხელით გამოეყვანა რუმის ლექსი:

იმ წუთას, როცა ჩემი პირველი სიყვარულის


ამბავი მესმა,
შენი ყურება დავიწყე და არ ვიცოდი,
როგორი ბრმა ვიყავი.

შეყვარებულები ბოლოს სადმე კი არ ხვდებიან,


ისინი მუდამ ერთმანეთში რჩებიან.

– მოგწონს, ხომ? – გამომცდელად ჰკითხა ბაჰმანმა როიას.


როიას მისი სახის დაკოცნა მოუნდა. უნდოდა, ეჩვენებინა, რა ძა-
ლიან მოეწონა საჩუქარი, მაგრამ, მაღაზიის მეორე მხარეს ბატონი
ფახრი და მისი კლიენტები იყვნენ, – შესანიშნავია. დიდი მადლობა,
– თქვა როიამ.
– გაქვს დრო ახლა? ჩემთან ერთად წამოხვალ? – იკითხა ბაჰმან-
მა.
– ბოლოს რომ წავედით, მაინცდამაინც კარგად არ ჩაუვლია.
ბაჰმანს ალმური აუვიდა, – საშინლად არ მინდოდა, რომ იმ ყვე-
ლაფერს შესწრებოდი. დღეს კი არავინ მართავს დემონსტრაციას.
ყველა ისევ ახალი წლის განწყობაზეა. გპირდები, რომ უსაფრთხო
ადგილას წაგიყვან. ტკბილეულიც იქნება.
გარეთ ერთად გავიდნენ. ამჯერად ბაჰმანი ფეხდაფეხ მიჰყვებო-
და როიას. ახალ წელს სიახლის განწყობა მოეტანა და პოლიტიკური
დავიდარაბის დავიწყება გაცილებით ადვილი იყო. ყველა ყველა
და, ისეთი დღესასწაული, როგორიც ნოვრუზი იყო, ნამდვილად ახა-

52
რებდა ყველას. ყველა მოსუქებულიყო და სახე უღიმოდა, სამსახუ-
რებიდან და სკოლებიდან თავისუფლებით ყველა ხარობდა.
ფირდოუსის მოედანზე გავიდნენ. შუაში, შადრევანთან ხანდაზ-
მული, წითლად შემოსილი ქალი იდგა. წითელი კაბა და წითელი
ფეხსაცმელი ეცვა. რაღაცისა თუ ვიღაცის მოლოდინში აქეთ-იქით
იყურებოდა. შორსმჭვრეტელი, თუმცა დარდიანი გამომეტყველება
ჰქონდა.
– ამ ქალზე ამბობენ, აქ თავის შეყვარებულს უნდა შეხვედრო-
დაო, – თქვა ბაჰმანმა და როიას ხელი ჩაჰკიდა.
– ადრეც მინახავს ეს ქალი.
– ჰო. ის შეყვარებული არ მოსულა. წლების წინ მომხდარა ეს ამ-
ბავი. ჩემმა კლასელმა ბიჭმა ამ საბრალოზე ლექსიც კი დაწერა.
– რა სევდიანია, – თქვა როიამ.
– არის დღეები, როდესაც მისი დანახვა არ შემიძლია, – თქვა
ბაჰმანმა და ორივე სწრაფად მოშორდა ქალს.
რამდენიმე კვარტლის მოშორებით ბაჰმანი მაღაზიის ვიტრინას-
თან შეჩერდა. მინაზე თეთრად შეფეთქილი წარწერა იკითხებოდა.
ეს იყო კაფე „განადი.“ როიას ამ კაფესთან ხშირად აუვლ-ჩაუვლია
ადრე, თუმცა შიგნით არ იყო ნამყოფი. თითქოს იქაურობა უფრო
დახვეწილი, ზრდასრული ხალხისთვის იყო, ისეთი ადამიანების-
თვის, ვისაც ჩაი კი არა, ყავა ერჩივნა, გოგონებისთვის, რომელთაც
საქმროები ჰყავდათ, ისეთი მოდური წყვილებისთვის, ამერიკული
ფილმების ვარსკვლავებივით რომ იცვამდნენ.
ბაჰმანმა როია კაფეში შეიყვანა.
მინის კოლოფებში ჩაწყობილმა საკონდიტრო ნაწარმის რიგებ-
მა, პატარა მრგვალმა მაგიდებმა, ვარდისფერი ბალიშებით გაწყო-
ბილმა სკამებმა, მოვარდისფრო კედლებმა, ვიწრო ლარნაკებში ჩა-
ლაგებულმა ყვავილებმა, ეკლერებიდან გადმოფუშფუშებულმა და
პატარა ნამცხვრებზე დასმულმა კრემმა როიას თავბრუ დაახვია.
ჰაერში შაქრის, ყავისა და დარიჩინის სურნელი ტრიალებდა.
ბაჰმანი უკნიდან ამოუდგა როიას. მკლავით ისე ეჭირა, თითქოს უკ-
ვე ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ და მაგიდებს გვერდს რომ უვლიდნენ,

53
მთელი ტანით ეკვროდა როიას. ბაჰმანს მუშკისა და კიდევ რაღაცის
სურნელი ასდიოდა, რაც როიას ვერაფრით გამოეცნო, თუმცა, მა-
შინვე იგრძნო, როდესაც მეშვიდე ხუთშაბათს ბაჰმანმა პირველად
მოჰკიდა ხელი საკანცელარიო მაღაზიაში. მხოლოდ ქარი ახსენდე-
ბოდა – სწრაფი, გრილი, ამაღელვებელი ქროლით. როია მკლავზე
ებღაუჭებოდა, რომლის კუნთიც ამშვიდებდა და უცნაური იყო. ალ-
ბათ, ყავისა და ჰაერში გაბნეული დარიჩინის სურნელის გამო ან
იმიტომ, რომ ამ მოდურ კაფეში ამ სიმპათიურ ბაჰმან ასლანთან ერ-
თად მოხვდა, ბაჰმანმა სკამი რომ გამოსწია და როია დაჯდა, დარ-
წმუნებული იყო, რომ ეს ვარდისფერი და დამტკბარი ადგილი ერ-
თიანად ბრუნავდა.
– რას მიირთმევ?
– ჩაის, გმადლობ.
– შირ ყაჰვე18 გაგისინჯავს?
– უკაცრავად? – როიას გაჭირვებით ესმოდა ბაჰმანის სიტყვები.
გარშემო ახალგაზრდა წყვილები ენას არ აჩერებდნენ. მოდაზე ჩაც-
მული ახალგაზრდა ქალბატონები, ვარდისფერბალიშებიან სკამებ-
ზე რომ წამოსკუპებულიყვნენ, როიას ჟურნალის ყდაზე ნანახ უცხო-
ელ მსახიობებს აგონებდა. თმა უნაკლოდ ჰქონდათ დატალღული
(ასეთ ვარცხნილობაზე ზარი იმდენს წვალობდა, შეუპოვრად იხვევ-
და ყოველ ღამით გაზეთის ნახევებით). ეს ქალბატონები ძალიან თა-
ვისუფლად და ლაღად ესაუბრებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს.
დახვეწილ წყვილთა უჩვეულო, სიზმარეული სამყარო ისეთივე გა-
მაბრუებელი იყო, როგორიც მინის კოლოფში მოთავსებული საკონ-
დიტრო ნაწარმი. ნეტავ, ეს გოგო-ბიჭები დანიშნულები იყვნენ? დე-
და და მამა რას იტყოდნენ, ამ დახვეწილ, ვარდისფერბალიშიან
სკამზე ბიჭის პირისპირ მჯდარი რომ დაენახათ?
– მანდ დამელოდე, – ბაჰმანი წინ წავიდა და საკონდიტრო მაღა-
ზიასთან გაუჩინარდა.
კარგა ხნის შემდეგ ლანგრით ხელში დაბრუნდა, რომელზეც ოხ-

18
სპარს. რძიანი ყავა.

54
შივარადენილი ნაღებიანი ყავის ფინჯნები ელაგა და ნამცხვრით
სავსე ორი თეფში იდო. ერთი ფინჯანი როიას მიაწოდა, ლანგარი მა-
გიდაზე დადო, დაჯდა და როიას შეაჩერდა, რომელმაც ფინჯნიდან
მოსვა. ყავამ ტუჩები დასწვა. ცხელი, მაგარი და გემრიელი იყო.
– ყური შენ, ენა – მე.
როიამ კინაღამ ყავა გადმოაფურთხა.
– ბატონო? – ჩაილუღლუღა მერე.
– ნამცხვრებზე გეუბნები. სპილოს ყური შენ. ენის ფორმის ნამ-
ცხვარი კი მე, – ბაჰმანი გაჩუმდა და გოგონას ფართოდ გაუღიმა.
როიამ თეფშს დახედა. ერთი ნამცხვარი მართლა სპილოს ყურს
ჩამოჰგავდა, მეორეს კი წაგრძელებული ფორმა ჰქონდა: მართლაც
ენა იყო.
– ყავა მოგწონს?
ყავა ძლიერი იყო. ასეთი რამ როიას გასინჯული არ ჰქონდა.
– ეს... სხვანაირია.
– საუკეთესო იტალიური ესპრესოა მთელ ირანში! – ბაჰმანმა მა-
გიდას დაჰკრა ხელი, – სწორედ აქ ამზადებენ, – მერე წინ გადაიხა-
რა და როიას ხელი ჩაჰკიდა, – მგონი, ეს ჩვენი მეორე გამოსვლა
საუკეთესო აღმოჩნდა. ჰმ?
როიამ ჩაიხითხითა და თავი დაუქნია.
– არც ფანქრის სათლელებისა და რუმის ლექსების წიგნები მე-
ჯავრება. არც დემონსტრაციები. მაგრამ, ხომ იცი...
როიამ ისევ ჩაიხითხითა. ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ყველაფე-
რი ახლა იწყებოდა. უკვირდა, ბაჰმანმა ისევ რომ გამოიყვანა საკან-
ცელარიო მაღაზიიდან და სამყაროს ნათელს აზიარა, რომ თითქოს
მათი ბედი იყო ერთად სიარული, ხალხში ერთად გამოჩენა, ერთად
ჯდომა და ჭამა-სმა. ნუთუ გემრიელ ნამცხვრებს, ეკლერებსა და
ტკბილეულს მომავალშიც შეექცეოდნენ? ასე, უბრალოდ მოკბეჩ-
დნენ და დააგემოვნებდნენ? სკამებზე წამოსკუპებულნი იტალიურ
ესპრესოს დალევდნენ? როიას თავბრუ კი ესხმოდა, მაგრამ, უეც-
რად იმის აბსურდული რწმენა გაუჩნდა, რომ ბაჰმანთან ყოფნა და-
ებედებოდა ამ ახალ წელს და შემდეგაც.

55
**

– სისულელე იქნება, რომ გითხრა, ცოლად გაჰყევი-მეთქი, –


ფრუტუნით თქვა ზარიმ სკოლიდან დაბრუნებისას იმავე კვირის ბო-
ლოს, – რაო, უკვე ექვსჯერ ნახე?
– უკვე თვეებია, ერთმანეთს ვნახულობთ, დიდი მადლობა. თა-
ნაც, დრო არ არის მთავარი.
– ოჰ, დაიკო! - ზარი შეჩერდა და როიას სიბრალულით შეხედა,
– მხოლოდ დროა მთავარი. მაგ ბიჭის იმედი ვერ გექნება.
– ვითომ რატომ ვერ მექნება?
– იმიტომ, რომ... – ზარი შეჩერდა, – უბრალოდ, სანდო არ არის.
პოლიტიკაში ვინც ერევა, ისეთი არ არის, შენ როგორიც გგონია.
– შენ რა იცი?
– ვიცი და მორჩა. დამიჯერე.
მთელი დარჩენილი გზა უსიამო სიჩუმით განვლეს. როიას სურ-
და, ეფიქრა, რომ მისი და უბრალოდ ეჭვიანობდა და არაფრის წი-
ნასწარმეტყველება არ შეეძლო. როგორც ყოველთვის, ზარი ზედმე-
ტად ემოციური იყო. უბრალოდ პოლიტიკაში ჩართული ხალხი არ
მოსწონდა. ეს იყო და ეს. როია ცდილობდა განედევნა ის ეჭვი და
შფოთვა, დის სიტყვები რომ აღვივებდა მასში. ბაჰმანის ნაჩუქარ
ბლოკნოტსა და შიგ ჩაწერილ ლექსზე ფიქრობდა. „შეყვარებულები
ბოლოს სადმე კი არ ხვდებიან, ისინი მუდამ ერთმანეთში რჩებიან.“
ზარი აუცილებლად უნდა შემცდარიყო.

მკითხველთა ლიგა

56
თავი მეექვსე

1953 წელი

ლილისფერი ცა


მის გამო, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, ბუჩქები და
ხეები უკვე ყვაოდა, ბინდდებოდა, ისინი ჩვიდმეტი წლისანი
იყვნენ, ჰაერში კი ჟასმინის სურნელი ტრიალებდა, ბულვარში მათი
გასეირნება ერთ-ერთი ის შეხვედრათაგანი იყო, როიას გულიდან
მთელი მომდევნო წლების მანძილზე რომ არ ამოიშალა.
მანამდე კი კინოთეატრ „მეტროპოლში“ იყვნენ, ლალეზარის19
ქუჩაზე. წრიული ფორმის წითელმა დივანმა მოდურად მოწყობილ
ვესტიბიულში, კაშკაშა შანდლებმა, საუკეთესო ტანისამოსში გამოწ-
ყობილმა ხალხმა, ჩარჩოში ჩასმულმა კლარკ გეიბლისა და სოფი
ლორენის პორტრეტებმა, სიგარეტის ბოლმა, ყავის პაწაწინა ფინ-
ჯნებმა შლაპიანი ქალების ხელში და საერთოდ, შენობაში გამეფე-
ბულმა რომანტიკამ როიას თავი კინოვარსკვლავად აგრძნობინა.
მერე კი საფეხურებს აუყვა, კინოდარბაზის აივანზე ბაჰმანის გვერ-
დით, ხავერდის მუქ შინდისფერ სკამზე მოკალათდა და იტალიე-
ლირეჟისორის, ვიტორიო დე სიკას ფილმს უყურა სახელწოდებით
„ველოსიპედის ქურდი.“
– მომწონს მისი ნამუშევრები, – ფილმის დაწყებისას ჩასჩურჩუ-
ლა ბაჰმანმა, – მაინტერესებს, შენ რა აზრის ხარ.
როია საშინლად დააბნია ყურთან ახლოს მიტანილმა ტუჩებმა და
ბაჰმანის საუბარმა. ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და თავი დაუ-

19
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა თეირანში,

57
ქნია. მის სამყაროში იმდენი ახალი და მაცდური რამ ხდებოდა ამ
ბიჭთან ერთად.
ფილმი რომ დამთავრდა, კინოთეატრ „მეტროპოლის“ ვესტიბიუ-
ლის ელვარებას გამოემშვიდობნენ და ზაფხულის მწუხრში გამოა-
ბიჯეს, რომლის მშვენიერებამაც როიას ლამის ტკივილი მოჰგვარა.
ცას მუქი იისფერი დასდებოდა, ღრუბლებს კი ლილისფერი მიეღოთ.
– იმ ამბავს, რომელიც ახლა ვნახეთ, ბევრი საერთო აქვს ირანში
მიმდინარე მოვლენებთან, – თქვა როიამ, როდესაც ბულვარს გაუყ-
ვნენ, – ღარიბებს უკეთესი ცხოვრება სურთ. თუმცა გასაქანი არა
აქვთ. ჩვენს ლიდერებს დახმარება სჭირდებათ. ფილმში იმ კაცს
მხოლოდ და მხოლოდ ველოსიპედი უნდოდა, რომ სამუშაოზე ევ-
ლო. სულ ესაა.
– გეთანხმები. ჩვენი ხალხიც სწორედ ასეა ხელფეხშეკრული. სა-
კუთარი საზოგადოებრივი მდგომარეობის მახეში გაბმაა მათი ბედი,
– ბაჰმანმა მგზნებარედ წარმოთქვა ეს სიტყვები და როიას ხელი
ჩაჰკიდა, – თუმცა, ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. დემოკ-
რატიის საშუალებით. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.
– ზარი ამბობს, არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ ოდესმე საკუ-
თარი რესურსების სრულად ფლობას შევძლებთო. მისი აზრით, ბრ-
იტანელები აქაურობის გარეშე ბევრს დაკარგავენ, – თქვა როიამ.
– იმ ადამიანის კვალობაზე, რომელსაც პოლიტიკა სძულს, შენს
დას მშვენიერი, მახვილი აზრები აქვს, – უპასუხა ბაჰმანმა.
როიას გაეცინა.
– ახლა კი ისღა დამრჩენია, შენი და დავარწმუნო, საშინელი
ადამიანი რომ არ ვარ! – განაგრძო ბიჭმა.
– ზარის ყურადღებას ნუ მიაქცევ, – უპასუხა როიამ, – უბრალოდ,
ცოტა დრამატიზება უყვარს, სულ ესაა.
სკოლის დამთავრების დრო რომ მოახლოვდა, როია ხშირად პა-
ტიჟებდა ბაჰმანს იმ შეკრებებზე, ზარისთან ერთად გაკვეთილების
შემდეგ რომ მართავდა სკოლის მეგობრებისთვის. დიდი არაფერი
ხდებოდა ამ შეხვედრების დროს: დაჭრილ ხილს მიირთმევდნენ,
ცოტ-ცოტას იცინოდნენ და ლაყბობდნენ. ბაჰმანის გარდა სხვა ბიჭე-

58
ბიც მოდიოდნენ – როიასა და ზარის მეგობრები და ბიძაშვილები,
მათ „გუნდში“ ვინც შედიოდა. ასე ზარი მოიხსენიებდა თანატოლთა
წრეს.
ბაჰმანი დედასა და მამას გააცნეს. ოჰ, რა შესანიშნავი იყო იმაზე
ფიქრი, რომ მას როიას სახლში მოსვლა, მის მეგობრებთან საუბარი
შეეძლო და მათი გუნდის წევრი იყო.
მოულოდნელად ბაჰმანი შეჩერდა და გაჩუმდა.
– რა მოხდა?
– მინდოდა, გამეგო... – ჩანდა, რომ ძალიან ნერვიულობდა, –
უკვე რა ხანია, მინდა ეს. უბრალოდ, რომ გკითხო, როია... – მისი
სახელის წარმოთქმისას ხმა ჩაუწყდა და ცამეტი წლის ბავშვივით აუ-
კანკალდა. ტროტუარის შუაში მდგომმა ბაჰმანმა მსუბუქად მიიზიდა
გოგონა ვეება ბუჩქთან ახლოს, რომლის გადმოწეული ტოტებიცა
და ყვავილებიც მყუდრო კუნჭულს ქმნიდნენ. უეცრად ორივენი აყვა-
ვებული ჟასმინის გულისწამღები, გამაბრუებელი და ყოვლისმომ-
ცველი სურნელის ტყვეები აღმოჩნდნენ.
ბაჰმანი როიას თვალს არ აშორებდა, გოგონას კი უკვირდა, ისე-
თი სუსტი და უღონო ეჩვენებოდა იქ მდგომი ბიჭი.
როიამ სიტყვის ამოთქმის საშუალება არ მისცა და არც იყო საჭი-
რო; როია არასოდეს თამაშობდა. ჟასმინის ბურუსში ბაჰმანს აკოცა.
ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ისეთ ადგილას ეშვებოდა, უკვე
კარგა ხნის ნანახი რომ უნდა ჰქონოდა.
ეს ადგილი განსხვავებული და დაუჯერებლად მაცდური იყო –
თავიდან ბოლომდე მისი და ბაჰმანის, თუმცა ამის გაგებას როია ვე-
რასოდეს გაბედავდა.
ბაჰმანის ტუჩების გემო, მისი მკლავები, როიას რომ შემორ-
ტყმოდა გარს, როიას ტანს მიხუტებული მისი სხეული და კოცნა
უსაზღვროდ გაგრძელდა. ბოლოს, აწითლებულმა და ერთიანად თა-
ვდაკარგულმა როიამ უკან დაიწია.
– ჩემი აზრით, ეს კის უნდა ნიშნავდეს, – ისე უთხრა ბაჰმანმა,
თითქოს სადაცაა დაეცემაო.
– დიახ. ნამდვილად კის ნიშნავს, – ახლად გაჩენილმა უპირატ-

59
ესობამ როიას თავისუფლება და გაოცება ერთდროულად აგრძნო-
ბინა. თურმე, წარმოდგენაც კი არ ჰქონია, რამხელა ძალაუფლებას
ფლობდა ბიჭზე.
– რა თქმა უნდა, შენს მშობლებთან მოვალ.
როიამ იფიქრა, ალბათ, სხვისთვის ნაკოცნი აქვსო. თუმცა, შეიძ-
ლება არ ჰქონოდა. თავად როიას აქამდე არასოდეს არავისთვის
ეკოცნა და გაოცებული იყო, რა ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი,
თითქოს მთელი ცხოვრება მეტი არაფერი მიკეთებიაო.
– თუ შენი მშობლები დაგვთანხმდებიან, შეგვიძლია ზაფხულის
მიწურულს ვიქორწინოთ. მე მხოლოდ შენთან ახლოს ყოფნა მინდა.
სხვას არაფერს ვნატრობ. მინდა, რომ ჩემი და შენი ცხოვრება გაერ-
თიანდეს.
ეს უნდა ყოფილიყო ორივეს შუბლზე უხილავი მელნით დაწერი-
ლი ბედი სამარადისოდ. როიამ თქვა „კი...“ რაზე? კოცნაზე, ქორწი-
ნებაზე? გული უხტოდა. მერე კი ბაჰმანი დაიხარა და აკოცა. პირვე-
ლი კოცნის სიმძლავრე და შეცბუნება ისეთ სინაზეში გადაიზარდა,
რომ ბუჩქის ყვავილებიც კი ზიდავდნენ თავისი მტვრიანებით, პაწა-
წინა, ნაწილობრივ გამჭვირვალე ფურცლებს შორის რომ ამოზ-
რდოდათ. როია ხელებში ადნებოდა ბიჭს. ქორწინებამდე ეს არ შე-
იძლებოდა. თუმცა, მოხდა. ღმერთო ჩემო, წესიერი გოგონა ხომ
ამას არ ჩაიდენდა. თუმცა, როიას აღარაფერი ანაღვლებდა. ლამის
იყო, იქვე შეეჭამა ბაჰმანი. ეჩვენებოდა, რომ საკოცნელად მთელი
დარჩენილი ცხოვრებაც კი არ იქნებოდა საკმარისი.

**

– მისმა ხმამ მოგხიბლა? შენ რა, ცოლად გაყოლაზე იმიტომ და-


თანხმდი, რომ ხმა უკანკალებდა?
– მისი ყველაფერი მხიბლავს, – მიუგო როიამ, – ჩვენ ერთმანე-
თი გვიყვარს.

60
იმ ღამით, სინათლე რომ ჩააქრეს, ზარიმ და როიამ გვიანობამდე
იჩურჩულეს თავიანთ ოთახში. იწვნენ. როია განუწყვეტლივ იხსე-
ნებდა იმ საღამოს ყოველ დეტალს და გონებაში ატრიალებდა. რო-
გორ გაებზარა ხმა ბაჰმანს კითხვის დასმის დროს, როგორ აკოცეს
ერთმანეთს ბუჩქებთან – ყველაფერს, ყველაფერს იხსენებდა. რა-
ღაცები ზარისაც უამბო, თუმცა ახლა ნანობდა.
– ანუ, ხმა გაებზარა და ამის გამო ისეთი საყვარელი იყო, რომ
მზად ხარ, ისეთ ადამიანზე დაქორწინდე, რომელიც შეიძლება ნე-
ბისმიერ წამს ჩააყუდონ პოლიტიკური აქტივისტობისთვის? ცოლად
მიჰყვები მას, ვის მშობლებსაც წესიერად არ იცნობ?
– ზარი, ყველაფერს კატასტროფულად ნუ აზვიადებ. ბაჰმანი ძა-
ლიან ენთუზიაზმით უყურებს თავისი ქვეყნის მომავალს, რაც ძალი-
ან მნიშვნელოვან საქმეს წაადგება. ეს ნამდვილად აღმაფრთოვანე-
ბელია.
– და დედამისზე რაღას იტყვი? ხომ თქვი, კარგად არ შემხვდა,
როცა გამაცნოო.
– ცუდად არ მომქცევია, მართლა. თავს კარგად ვერ გრძნობდა.
ბაჰმანმა თქვა, ცოტა შეუძლოდააო. გამოკეთდება.
– ვერ ვიჯერებ, რომ დათანხმდი!
– მისმინე, ზარი, სიყვარული რთული ასახსნელია. როცა ხვდები,
რომ სიყვარული ნამდვილია, მისი თავიდან აცილება შეუძლებე-
ლია. რას შევადარო... თავში ხის დაცემის ტოლფასია.
– შთამბეჭდავად ჟღერს.
– მინდოდა მეთქვა, რომ ხელიდან ვერ გავუშვებ. ცხოვრება ასე-
თია. ბაჰმანი ჩემი ბედია. ერთად ჩვენ.... – შეუძლებელი იყო სიტყვე-
ბით გადმოეცა იმ სინაზის ქსელი, რომელშიც როია და ბაჰმანი გა-
ებნენ ცოტა ხნის წინ და რომელიც მათ ყოველ შეხვედრაზე იბმებო-
და. დისთვის აღწერის მცდელობაც კი თითქოს აუფასურებდა ამ ყო-
ველივეს.
– ძილი ნებისა, დაიკო, – ამოიოხრა ზარიმ.
როია მის გვერდით მოკალათდა და კმაყოფილება იგრძნო, რომ
საუბარი დასასრულს მიუახლოვდა.

61
– ვილოცებ შენთვის! – დასძინა ზარიმ და ხელი მაგრად მოუჭი-
რა ხელზე.

**

ბაჰმანი როიას მშობლებთან ხელის სათხოვნელად რომ მოვი-


და, ყველა ნერვიულობამ შეიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფ-
ხულის ბოლოს და ზაფხულის პირველ რიცხვებში ბაჰმანი რამდენი-
მეჯერ ესტუმრა მათ, მაშინ გოგონების სხვა მეგობრებიც იყვნენ. ამ-
ჯერად ბიჭი მარტო მოვიდა. ტრადიციის მიხედვით, ქალიშვილის ხე-
ლის თხოვნას ვაჟის მშობლებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა, ბაჰ-
მანმა თქვა, დედაჩემი ძალიან ცუდად არის, მამა კი მასთან უნდა
იყოს, რომ მიხედოს, ამიტომ, მარტო მოვალო.
მეგობრებთან ერთად იმ პატარა თავყრილობების დროს, ბაჰმა-
ნი გატაცებით რომ საუბრობდა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაზე,
მამასაც ენთუზიაზმი იპყრობდა. პოლიტიკაზე თანხმდებოდნენ. ამის
გამო ბაჰმანი უკვე მამას სასურველ პირთა სიაში იყო და ეს დიდ უპი-
რატესობას წარმოადგენდა. თუმცა, მის ქალიშვილზე დაქორწინე-
ბის ოფიციალური თანხმობის თხოვნა სულ სხვა რამ იყო და ეს ყვე-
ლამ კარგად იცოდა.
როია ძალიან ღელავდა; მშობლებსა და ბაჰმანს ჩაი რომ მიარ-
თვა, დაღვარა კიდეც. ბაჰმანი მისაღებ ოთახში იჯდა, როიას დედ-
მამის პირისპირ, ტუჩს იკვნეტდა და ფეხს აქანავებდა. როიას საშინ-
ლად ეცოდებოდა, უნდოდა, რომ დახმარებოდა; უკიდურესად უჩ-
ვეულოდ ხდებოდა ყველაფერი. ბაჰმანის მშობლების მოუსვლელო-
ბა საქმეს კიდევ უფრო ართულებდა. ისინი აქ უნდა ყოფილიყვნენ!
წესისამებრ, ჩაის მიტანის შემდგომ როია ოთახიდან გამოვიდა,
რომ ბაჰმანი მის მშობლებს ცალკე დალაპარაკებოდა. თუმცა, კარი
სულ ოდნავ, ღრიჭოდ გაღებული დატოვა და ზარისთან მივიდა, რო-
მელიც მისაღები ოთახის გარეთ იცდიდა. კარის ნაპრალში ორივე
ხედავდა რაც ხდებოდა.

62
– ბაჰმან-ჯან, კეთილი იყოს შენი სტუმრობა, – ფრიად ოფიცია-
ლურად მიმართა მამამ.
– ჩაის ნუღლს20 არ მიატან? – კარის ღრიჭოში როიამ დაინახა,
როგორ აიღო დედამისმა დაშაქრული ნუშით სავსე ვერცხლის თასი.
– ჯანმრთელობა თქვენს ხელებს, ხანომ ქეიჰანი, გმადლობთ, –
ბაჰმანი გავრცელებულ სპარსული „თა როფის“21 გამონათქვამებს
იყენებდა, რათა ზედმიწევნით ზრდილობიანად ესაუბრა და ნუღლიც
მორჩილად აიღო.
რამდენიმე თავაზიანი სიტყვა კიდევ გაცვალეს. მამამ ამინდზე
ჩამოაგდო სიტყვა. დედამ რაღაცა თქვა ხილზე, ბაჰმანს ჰკითხა,
მოგწონს თუ არაო, ამ თეფშიდანაც აიღე, ნახე, კიტრი სულ ახალთა-
ხალიაო. ბაჰმანს უარის თქმა საუკეთესოდ გამოსდიოდა. მერე სი-
ჩუმე ჩამოვარდა. როიას სუნთქვა შეეკრა, ზარიმ კი ცერა თითის
ღეჭვა დაიწყო.
ბაჰმანმა ჩაახველა, – აღა და ხანომ ქეიჰანი, როგორც იცით, ეს
შვიდი თვეა, ესე იგი, გასული ზამთრიდან, მაქვს პატივი, რომ თქვენს
ქალიშვილს ვიცნობდე. ამის გამო თავს უკიდურესად იღბლიან და
ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ.
ზარიმ ძლივს შეიკავა ხითხითი.
მამას და დედას არაფერი უთქვამთ. ბაჰმანმა განაგრძო:
– მინდა, გითხრათ, რომ სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი
და საბედნიეროდ, სკოლას ვამთავრებ, როგორც შაგერდ-ე ავვალ,22
მოწინავე ვარ ჩემს კლასში.
– აჰა, მაგ სკოლიდან პრაქტიკულად გარანტირებული გაქვს
პროფესიულ კლასში დაჯდომა! – წამოიძახა მამამ.
– გმადლობთ. დიახ. თუმცა, – ბაჰმანმა ყელი ჩაიწმინდა, – ვფიქ-
რობ, უნდა იცოდეთ, რომ შემოდგომაზე მოსადეყის მხარდამჭერ
პროგრესულ გაზეთში ვაპირებ მუშაობის დაწყებას.

20
სპარს. ერთგვარი აღმოსავლური ტკბილეული.
21
ზრდილობიანი საუბრის მანერა, ეტიკეტი
22
კარგი მოსწავლე.

63
ზარიმ გაშლილი ხელისგული შემოირტყა შუბლში.
დედა უხერხულად შეიშმუშნა. როიამ იცოდა, რომ პოლიტიკურ
გაზეთში მომუშავე სიძე დედამისს ნამდვილად არ სურდა. ამიტომ
ისე გაისუსა, თითქოს მისი სუნთქვის ხმა ყველაფერს გააფუჭებდა.
– ეს დროებითი იქნება. მხოლოდ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე
ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არ დალაგდება. ყველაფერი უნდა გავა-
კეთოთ, რაც შეგვიძლია. „ეროვნულ ფრონტს“ უნდა დავეხმაროთ.
იმ გაზეთში ჩემი მეგობრები მუშაობენ, – განაგრძობდა ბაჰმანი, –
საწყის ეტაპზე მშვენიერი იქნება. იმედი მაქვს, ხვდებით, რომ თქვე-
ნი ქალიშვილი ძალიან მიყვარს და რაც შემიძლია, ყველაფერს გა-
ვაკეთებ, რომ მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ. ყველაფერს.
მას არაფერზე დარდი არ მოუწევს. ჩემთვის პატივი... დიდი ბედნიე-
რება იქნება მასთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება. ვიცი, ახლა
აქ უნდა იყვნენ, მაგრამ, ჩემი მშობლები დღეს ვერ წამომყვნენ. თუმ-
ცა, გარწმუნებთ, აუცილებლად მოვიყვან, თუ... თუ ჩვენი ერთობა
გამოვა. თუ მექნება შესაძლებლობა, რომ თქვენი ქალიშვილი....
– ახლაც ხე გეცემა თავში? – ჩაიჩურჩულა ზარიმ.
როიას კი სასტუმრო ოთახში შევარდნა და ბაჰმანის გვერდით
დაჯდომა უნდოდა. ნეტავ, რამდენ ხანს მეცადინეობდა ამ სიტყვის
წარმოთქმაში? როგორი ანერვიულებული ჩანდა! როიამ იცოდა,
რომ უსასრულო პოლიტიკური აქტივიზმით დედა არ მოიხიბლებო-
და. თუმცა, ძალიან ძნელი იყო ბაჰმანის მომხიბვლელობას გაჰ-
ქცეოდა ადამიანი,მის გვერდით ყოფნა არ მონდომებოდა, არ ენატ-
რა, რომ მისი მხიარულებისა და ოპტიმიზმის ნახევარი მაინც გადას-
დებოდა ყველას. რაღა თქმა უნდა, დედა და მამა თანხმობას იტყოდ-
ნენ.
– აღა ქეიჰანი, ხანომ ქეიჰანი, იმის თქმას ვცდილობ, რომ ძალი-
ან მინდა, უფრო სწორად, უკიდურესად დავალებული და პატივნაცე-
მი ვიქნები... მსურს, თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ, – რო-
გორც იქნა, ამოთქვა ბაჰმანმა.
– ჩემო ძვირფასო ბიჭო! გეთაყვა. ჩემო ბიჭო, ჩემო ბიჭო! – სა-
ზეიმოდ დასჭექა მამამ, – ალბათე! რა თქმა უნდა, თანახმა ვარ!

64
როიამ ღრმად და გაბმით ამოისუნთქა. ზარი ჩუმად იდგა. არ გან-
ძრეულა.
დედამ ნაზად მიიდო თითები თვალებზე, – დიდხანს და ბედნიე-
რად იცხოვრეთ ერთად, – თქვა მერე და გაეღიმა, ბაჰმანმა მამას ხე-
ლი რამდენიმეჯერ მაგრად რომ ჩამოართვა.
შვებისა და ნერვიულობის ტალღაგადავლილი როია კარს მიეყ-
რდნო. მისი მშობლები დათანხმდნენ. ახლა ბაჰმანის მშობლების
ჯერია, უნდა მოვიდნენ და როიას მშობლები ოფიციალურად გაიც-
ნონ.

**

რამდენიმე დღის შემდეგ, როია კაფე „განადიში“ ბაჰმანთან ერ-


თად იჯდა ვარდისფერბალიშიან სკამზე და შავ, მაგარ ყავას წრუპავ-
და.
უეცრად ისეთმა უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო, რომ ეგონა, ვი-
ღაც უთვალთვალებდა. მთელი ტანი დაეჭიმა, რადგანაც ის კაცის-
მკვლელები გაახსენდა, პოლიტიკურ დისიდენტებს რომ დასდევ-
დნენ. ძრწოლით მოათვალიერა კაფე. თუმცა, ხელკეტიანი კაცები
არსად ჩანდნენ. მერე ერთი მაღალი ახალგაზრდა ქალი შეამჩნია
რამდენიმე მაგიდის მოშორებით რომ იჯდა, მწვანე, ბუმბულიანი ქუ-
დი ეხურა და დიდი ქინძისთავი ჰქონდა შიგნით ჩამაგრებული. პირ-
დაპირ როიას მისჩერებოდა. ლამაზი იყო, ზეთისხილივით გლუვი
კანი, დიდი შავი თვალები ჰქონდა, მსუქანი ტუჩები კი მუქ წითლად
შეეღება და ტალღოვანი თმა ლამაზად ჩამოეშალა ქუდიდან. როია
ზედა ტუჩის მაღლა შავ ხალსაც მიახატავდა და ნამდვილი კინოვარ-
სკვლავი იქნებოდა. ქალი თვალს არ აშორებდა იმ გამომეტყველე-
ბით, რომ იფიქრებდით, სიძულვილის ზღვარზეაო.
– ბაჰმან, – დაიჩურჩულა როიამ, – ახლა ნუ მიიხედავ, მაგრამ,
იმ მაგიდასთან ქალი რომ ზის, სულ ჩვენ გვიყურებს.

65
– ვინ? – სწრაფად მოავლო იქაურობას თვალი ბაჰმანმა.
– ახლა ნუ მიიხედავ-მეთქი! – უჩუმრად გაიმეორა როიამ.
უკვე გვიან იყო. ბაჰმანმა ქალს შეხედა. მერე ისევ როიასკენ მი-
იბრუნა სახე. სახე და ყურები აუწითლდა.
– ხომ ჩვენ გვიყურებს?
– ოჰ, ეს ხომ... – წაილუღლუღა ბაჰმანმა, – ნუ ღელავ.
– იცნობ?
– ეს შაჰლაა.
– ვინ?
ბაჰმანმა ამოიოხრა.
– დედაჩემი ფიქრობს, რომ ჩემი ბედი ის არის.
როიას ენა ჩაუვარდა.
ბაჰმანი მაგიდაზე გადაიხარა და როიას ხელი ჩაჰკიდა, – მთავა-
რი ისაა, რასაც მე ვფიქრობ. რასაც ჩვენ ვფიქრობთ, – დასძინა სას-
წრაფოდ, – ისეთ დრომოჭმულ სისულელეს, როგორიც გარიგებით
ქორწინებაა, არ ვემხრობი. შენ ეს კარგად იცი.
როიას თავბრუ დაეხვა, – ჩემთან ერთხელაც კი არ გიხსენებია.
არ გითქვამს, თუ ვინმეს ცოლად შერთვას გიპირებდნენ.
– მისმინე. დედაჩემს, როგორც დედების უმრავლესობას, უნდა,
უფრო სწორად, უნდოდა, რომ ეს გოგო ამერჩია. შაჰლას თვალი
რამდენიმე ხნის წინ დაადგა. დამერწმუნე, ეს ოდნავაც კი არ მაღელ-
ვებს. ეს არ მოხდება.
– რატომ არ მითხარი? აუცილებლად უნდა გეთქვა. უნდა მცოდ-
ნოდა!
– რატომ და იმიტომ. როია, მისმინე. დედაჩემს რაღაც... პრობ-
ლემები აქვს. ზოგჯერ კარგად ვერ არის. ემოციურად. გონებრივად.
ალბათ, შენც შეამჩნევდი.
როიამ ბაჰმანის მშობლები პირველად გაზაფხულზე ნახა, მაშინ,
როდესაც ჯერ კიდევ ეპრანჭებოდნენ ერთმანეთს და ბაჰმანის სახ-
ლში გაკვეთილების შემდეგ მეგობრებთან ერთად წავიდნენ. ბაჰმა-
ნის მამა კეთილი და მშვიდი იყო, დედამ კი გვარიანად შეაშინა.
ქალბატონ ასლანთან პირველი (და ყოველი) შეხვედრისას თავს ისე

66
გრძნობდა, თითქოს თავიდან ფეხებამდე ზომავდნენ და წონიდნენ.
ქალბატონი ასლანის თანდასწრებით რომ საუბრობდა, როია თავს
უხერხულად და პატარა ბავშვად გრძნობდა. ცხადი იყო, რომ ბაჰმა-
ნის დედას თვალში არ მოსდიოდა. მათი დანიშვნის წინააღმდეგიც
იყო. თუმცა, ბოლო სიტყვა მაინც ბაჰმანის მშვიდ და თავმდაბალ მა-
მას ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ მამაკაცი იყო.
– უნდა გეთქვა, – როიამ ყავის ფინჯანი გასწია და წამოდგა, –
აშკარაა, რომ დედაშენი ვერ მიტანს. შენთვის სხვა გოგო ჰყავს შერ-
ჩეული. ასეთი მნიშვნელოვანი რამ როგორ დამიმალე? გეგონა ვერ
გავიგებდი? ამ ქალაქში ეს შესაძლებელია? აქ, სადაც ყველა ერთმა-
ნეთს ვიცნობთ, სადაც შენი სკოლელი ბიჭები ჩემს სკოლელ გოგო-
ნებს ხვდებიან, მართლა გეგონა, რომ რაიმეს ვერ გავიგებდი?
– ძალიან გთხოვ, როია. მის მიმართ არაფერს ვგრძნობ. არაფე-
რიც კი ხმამაღალი ნათქვამია. დედაჩემს ყველაფერზე თავისი შეხე-
დულება აქვს. ის... სულ ბრძოლაშია.
როია დაჯდა, რადგან არ უნდოდა იმ შლაპიანი გოგონასთვის
ბაჰმანთან ჩხუბით კმაყოფილება მიენიჭებინა. წასვლა უნდოდა,
მაგრამ, ვერ მიდიოდა. გაცოფებული იყო ბაჰმანზე, თუმცა, მისი
ხათრით ცდილობდა თავის დაჭერას. კარგი მანერებისა და ოფიცია-
ლურობის საზოგადოებრივ ბადეში იყო მოხვედრილი, სადაც ქა-
ლისგან მუდამ სამაგალითო საქციელი მოითხოვება, რაც ხშირად
სულს უხუთავდა. როიას არჩევანი არ ჰქონდა, უნდა გაეძლო, უნდა
ემოქმედა ამ ბადეში. ამდენს კი აცნობიერებდა.
– ნუ ღელავ, დედაჩემი ჭკუაზე მოვა. ცოტა დრო მიეცი, რომ უკეთ
გაგიცნოს. ნეტავ, როგორ ვერ დაინახა შენი სიკარგე, მთელი სამყა-
როსთვის თვალსაჩინო რომ არის?
– არ გინდა, გთხოვ. ის მიიჩნევს, რომ შენ ჩემზე კარგი ცოლი შე-
გიძლია გყავდეს.
– ეს შეუძლებელია, ჰოდა, ის ძალიან ცდება. მისმინე, ყველაფე-
რი მისი ნერვების ბრალია. დედაჩემი თავის ემოციებს სრულად ვერ
აკონტროლებს. რთული დღეები უდგას. თუმცა, აი, ნახავ, რომ შეიც-
ვლება.

67
რა თქმა უნდა, სხვა მეტოქეებიც გამოჩნდებოდნენ; ქალბატონ
ასლანს კიდევ ეყოლებოდა შეგულებული ვინმე თავისი ბაჰმანისათ-
ვის. ბატონი ფახრის მაღაზიის თაროებსა და ნესტიან კუთხე-კუნჭუ-
ლებში ბაჰმანი მხოლოდ თავისი ეგონა. თეთრ პერანგსა და ხაკის-
ფერ შარვალში გამოწყობილ ბიჭს მეგობრებთან ერთად იშვიათად
ხვდებოდა. მათი საუბრები, ხუმრობები და კაფე „განადიში“ ვიზიტე-
ბი თითქოს რაღაც ცალკე სფეროს მიეკუთვნებოდა. ბაჰმანის პოლი-
ტიკური საქმიანობის გამო როიას თავდაპირველად ეგონა, რომ მი-
სი მეგობრების წრე ენთუზიასტი ნაციონალისტებისგან შედგებოდა,
პრემიერ-მინისტრ მოსადეყზე რომ გონს კარგავდნენ.
ბაჰმანის საზოგადოებრივი ურთიერთობებზე ფიქრისას როია
წარმოიდგენდა პოლიტიკურ დებატებს ესპრესოს თანხლებით,
ახალგაზრდა განათლებულ მამაკაცებთან ერთად, აუცილებლად
კაფეში. თუმცა, ბაჰმანის ახლო მეგობარი ჯაჰანგირი იყო და როიამ
უკვე იცოდა, რომ ძალიან ელიტარულ წრეებში დადიოდა. საუკეთე-
სო წვეულებების მოწყობით იყო განთქმული. ბაჰმანიც ამ ყოველი-
ვეს ნაწილი იყო – ნელ-ნელა ხვდებოდა როია ყველაფერს. რა თქმა
უნდა, მისთვის სხვა ქალებიც იქნებოდნენ გეგმაში, სხვებსაც ენდო-
მებოდათ იგი.
ბაჰმანი გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. ტუჩებზე დამწვარი ყავის
სურნელი შერჩენოდა. გოგონას, სახელად შაჰლას, ეს ყველაფერი
არ გამოეპარებოდა. ყველას თვალწინ, კაფეში, ბაჰმანმა ისე მიიზი-
და როია, თითქოს მხოლოდ თავად იყვნენ ამ სამყაროში და დასა-
მალიც აღარაფერი ჰქონდათ.
როიას სახის არიდება უნდოდა, მაგრამ, კოცნის უფლება მისცა.
ღმერთმანი, ისინი ხომ დანიშნულები იყვნენ. მათი ბედი უკვე გადაწ-
ყვეტილი იყო. დედის ვერავითარი ძველი გეგმა ვეღარ დააშორებ-
დათ.
როიამ თვალის კუთხიდან დაინახა, რომ გოგონა, სახელად შაჰ-
ლა, ადგა, მაგიდებს შორის გზა გაიკვლია და ტყვიასავით გავარდა
გარეთ.

68
თავი მეშვიდე

1953 წელი

ქალბატონი ასლანი


აკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ქალბატონ ასლანს
ნიშნობაზე დათანხმება მოუწია, რადგან, როგორც ხშირად
იმეორებდა, ადამიანებს არაფერი ესმოდათ, ამ ჯოჯოხეთურ ცხოვ-
რებაში კი, სადაც მხოლოდ კაცებს გაჰქონდათ თავისი, ქალის შეხე-
დულებებს რა აზრი ჰქონდა? შესაბამისად, მისი უხერხემლო ქმარიც
დათანხმდა გარიგებას და აჰა! საქმეც გაიჩარხა და კანონიერების
ბეჭედი დაესვა. ეს ყველაფერი ისე მოხდა, თითქოს მას, დედას, არ
მოევლინებინა ეს ბიჭი ამ ქვეყნად სუსტი, მყიფე სხეულიდან, თით-
ქოს გულზე თვეობით არ ჰყოლოდა მიხუტებული, როდესაც ბაჰმანს
ძუძუს აწოვებდა, თითქოს მხოლოდ მას არ სჭეროდა ბიჭის ხელი ქა-
ლაქში გასეირნებისა და სამყაროს გაცნობისას, თითქოს ღამღამო-
ბით მასთან ერთად არ მჯდარიყო და არ ეკიჟინებინა ლექსებთან ჭი-
დილი და მათემატიკის ამოცანების ამოხსნა თავის რვეულებში.
თითქოს ქალბატონ ასლანს ყველა ღონე არ ეხმარა იმისთვის, რომ
მის ვაჟს ეყოჩაღა და წარმატებისთვის მიეღწია ცხოვრებაში! სულ
თავიდანვე მიხვდა, რომ მის შვილს შეეძლო დიდი კაცი გამხდარი-
ყო. მას შეეძლო კლასობრივი უპირატესობის მოპოვება და უძრაო-
ბის გადალახვა; ამ ახალ, თანამედროვე ირანში ბაჰმანს უკეთეს სა-
ზოგადოებრივ წრეებში მოხვედრა შეეძლო. რა, ქვეყანა ცვლილე-
ბების გზაზე არ იდგა? ყველა ხომ ამას იმეორებდა? თავად რა, და-
უფარავი სიმტკიცისა და ღვთის ნებით არ მოახერხა სიღარიბისგან
თავის დაღწევა? ერთი პატარა გოგონა იყო, დაგლეჯილი ფლოსტე-

69
ბითა და ყელზე მოხვეული გაქუცული თავსაფრით, გოგო, რომელიც
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღატაკი კაცის შვილი იყო, ნამდვილი
გლეხი და ალბათ, უფრო მოსამსახურეც. გოგო, რომელმაც ენით
გამოუთქმელი დანაკარგი განიცადა. თუმცა, ახლა ბაჰმანი ჰყავდა.
ცოლად ბატონ ასლანს გაჰყვა (გატეხილი გულის ტკივილების
დასაამებლად დიდი ვერაფერი გადაწყვეტილება იყო; თუმცა, რაც
იყო ეგ იყო) და ამ ქორწინებით საზოგადოებრივი კლასის ატრიბუ-
ტები მოირგო. მან ხომ ინჟინერზე იქორწნინა! ბიჭი გაუზარდა; ნუთუ
ამ ქალაქში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა მისი ვაჟის მუხტში, განათლება-
სა და აბსოლუტურ ნიჭში? ის ხომ მზეც იყო და ვარსკვლავებიც? უნ-
დოდა, რომ ის როია ამოძირკვულიყო ბაჰმანის ცხოვრებიდან. ახ-
ლა კი იძულებული იყო, რომ ეს მოხითხითე გოგო აეტანა საკუთარ
სასტუმრო ოთახში, დივანზე მოკალათებული (ჰო, დივანი ჰქონდათ.
ნამდვილი დივანი; აღმოსავლური სტილის. მის ბავშვობაში კი პა-
წაწკინტელა ოთახში არც სკამები ჰქონდათ, არც მაგიდა და არც ლა-
მაზი დივანი. პირდაპირ იატაკზე სხდებოდნენ. ფეხმორთხმულნი
ჭამდნენ საჭმელს თეფშებიდან, იატაკზე გაშლილ სუფრაზე რომ ეწ-
ყო). ახლა კი ეს გოგო მის დივანზე იჯდა. პირდაპირ ცოფდებოდა
ამაზე. ეს ყოველივე კი მის ავადმყოფობას – არაპროგნოზირებად
და შეუბრალებელ ურჩხულს – უფრო აძლიერებდა. ამ საშინელი
ნერვული დაავადების ტალლა ზოგჯერ გაუფრთხილებლად უტევდა.
ქალი ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა და ასეთ დროს ზოგჯერ ვაჟიც
ვეღარ გამოაბრუნებდა ხოლმე ცუდი განწყობიდან. თუმცა, ცდას არ
აკლებდა.
ამ ავადმყოფობის განსაკუთრებით რთულ ეტაპზე იყო, ბაჰმანმა
თამამად რომ გამოუცხადათ როიასთვის ხელის თხოვნის სურვილი,
ხოლო მისმა სუსტმა და არაფრის მაქნისმა ქმარმა კვერი დაუკრა!
უფრო მეტიც, შეაგულიანა კიდეც. დაქვეითებული განწყობის გამო
ქალბატონი ასლანი სიძლიერით ვერ გამოირჩეოდა; უჭირდა მთე-
ლი დღისა და, ხანდახან, ერთი საათის გადატანაც კი. მათ ხომ
იცოდნენ ეს? მაშინ, რანაირად უნდა ეჯახებინათ ეს სიახლე? იქნებ
სწორედ ამიტომაც არ გაუმხილეს ქალს ძაღლიშვილებმა. იმ საძაგ-

70
ლობა ნიშნობაზე მხოლოდ იმიტომ მოუწევდა წასვლა, რომ, რო-
გორც ყოველთვის, საბოლოოდ, ქალი თავისი ქმრის ნებას უნდა
დაჰყვეს. ისეთ სუსტსა და საბრალოსაც კი, როგორი ქმარიც თავად
ჰყავს. ეს კატასტროფული ქორწინება თავიდან უნდა აეცილებინა.
მისი დიდებული ვაჟიშვილი ისეთი პერსპექტიული იყო და იმდენი
ბრწყინვალე რამის კეთება შეეძლო ცხოვრებაში! ის კი ქორწინდე-
ბოდა წიგნების მოყვარულ ერთ ჩვეულებრივ გოგონაზე, რომლის
აზრითაც რუსულიდან და ინგლისურიდან ნათარგმნი წიგნების კით-
ხვა ღირებული რამ გახლდათ, რომელიც ლამაზი კი იყო, თუმცა –
არც მთლად გასაგიჟებელი, ვისი მამაც საკუთარი დამყაყებული
ცოდნის შენარჩუნებას ცდილობდა. რაც ყველაზე უარესია, ამ გო-
გოს მამა გარკვეულ სიყვარულს გამოხატავდა ნაციონალიზმისა და
პრემიერ-მინისტრის მიმართ, რაც მოგვიანებით მის ბაჰმანსაც გა-
დასდო. არავითარი სურვილი არ ჰქონდა, რომ ბიჭი კიდევ უფრო
ჩართულიყო უსარგებლო პოლიტიკურ აქტიურობაში. დედას წარმა-
ტებული ბაჰმანის ხილვა სურდა. ნავთობკომპანიაში მუშაობა, ფუ-
ლის კეთება – იმდენი საქმე იყო – და იმხელა შესაძლებლობები
ჰქონდათ ახალგაზრდებს!
– როგორ ბრძანდებით, ქალბატონო ასლან? – იმ როიამ ამ კით-
ხვის დასმაც კი გაუბედა დივანზე წამოსკუპებულმა, – ბაჰმანმა მით-
ხრა, რომ საღამოს ჩაძინება გიჭირთ. უკეთესობას არ გრძნობთ?
უღიმღამო, ცინგლიანი და უხეში – აი, როგორი იყო ეს გოგო.
– როგორ გინდა რომ ვიყო? – უპასუხა ქალბატონმა ასლანმა, –
ჯერ მოიცა, ჩემო გოგო. ცხოვრება შენც გითავაზებს სილას და დაგა-
ჩოქებს. სწორედ იმ დროს გამოგითხრის ძირს, ყველაზე ნაკლებად
რომ ელი. თავად ნახავ. ამ ქვეყნად სამართლის პოვნა ჭირს. იცოდი,
რომ ბავშვები იხოცებიან?
შეცბუნებული და თავიდან ბოლომდე დაბნეული გოგონა შოკში
ჩავარდა. ხმა ვეღარ ამოიღო.
– ასეა. ეს არავინ გითხრა, როდესაც ჩემი შვილის შეცდენით იყა-
ვი დაკავებული? იმ შენს ხარახურით გამოტენილ მაღაზიაში რომ შე-
ითრიე? – როიას გული შეეკუმშა ამ სიტყვების გაგონებაზე და მუცე-

71
ლმა გვრემა დაუწყო. უეცრად მთელი სხეული გაუხურდა; ტანისამო-
სის შემოგლეჯა და ფანჯარასთან მისვლა მოუნდა, რომ ქარი შეხე-
ბოდა ტანზე, ყველაფერი ეგრძნო გარდა ამ სულისშემხუთველი
ვარდნისა, მარცხისკენ რომ მიაქანებდა.
– დედა, გთხოვ. ძალიან გთხოვ, – ბაჰმანის ხმა თითქოს საიდან-
ღაც, მთის მწვერვალიდან მოისმა. ერთიანად გახვითქულ როიას პა-
ნიკა უტევდა.
– სიყვარული, – ომახიანად წამოიწყო ბატონმა ასლანმა, – რო-
გორც ჩვენი პოეტი, ომარ ხაიამი ამბობს, სიყვარულია...
– საკმარისია! – წამოიძახა ქალბატონმა ასლანმა, – გაჩუმდი.
ამას კი ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა. მის ქმარს მუდამ ისე ეჭი-
რა თავი, თითქოს ცუდი არაფერი ხდებოდა. სუსტი, მხდალი და სუ-
ლელი იყო. დანაკარგებზე სიტყვასაც კი არ დაძრავდა. ქალი ადგა
და ოთახიდან გავიდა, რომ ქმრის მიერ წარმოთქმულ პოეტურ სისუ-
ლელეებსა და იმ ცინგლიან როიას მოშორებოდა.

**

კარი ხმაურით დაიხურა.


დივანზე ჩამომჯდარი როია საკუთარ ხელებს დაშტერებოდა.
მთელი ტანი უკანკალებდა. ბაჰმანს გაფრთხილებული ჰყავდა და
ნათქვამი ჰქონდა დედამისის ავადმყოფობის შესახებ – თუ როგორ
უეცრად იპყრობდა სიავე და როგორ ვერ ერეოდა თავს. ასეთი დე-
დამთილისთვის თავი მოწონებას ალბათ ათწლეულები დასჭირდე-
ბოდა, თუმცა ახლაც კი ხვდებოდა, რომ ქალბატონი ასლანის მოსა-
წონს ვერაფერს გააკეთებდა. ბატონი ასლანი ისეთი იყო, გეგონე-
ბოდათ, ცხენმა ფლოქვი უთავაზაო. ცოტა ხანს ისე ეჭირათ თავი,
თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და ჩაის სმა და სტუმრობა ტრადი-
ციისამებრ მიმდინარეობდა. თუმცა, ქალბატონ ასლანს ოდნავადაც
არ უცდია იმის შენიღბვა, რომ როია თვალში არ მოსდიოდა. ამიტ-

72
ომ ახლა უკვე პანიკითა და ბრაზით აღსავსე შემოიჭრა. ნეტავ რა
იყო ეს ავადმყოფობა, ეს „განწყობის ურჩხული, რომელიც მთლი-
ანად იპყრობს, როგორც ბაჰმანმა ერთხელ აღუწერა როიას? ბატო-
ნი ასლანი მუდმივად ცოლის უხეშობის გამართლება-გამოსწორე-
ბის მცდელობაში იყო. ამჯერად როიას კიდევ შესთავაზა ჭიქა ჩაი და
ბაქლავის ნაჭერი. როიას მადლობის საპასუხოდ ბატონმა ასლანმა
თვალები დახუჭა და უკან გადაწვა. სწორედ ის პოზა მიიღო, მრავა-
ლი ირანელი ანტიკური სპარსული პოეზიის წარმოთქმამდე რომ
იღებდა.
ბატონმა ასლანი ღრმად სუნთქავდა და ერთი წუთის მერე წამო-
დგა.
– უკაცრავად, – მსუბუქად დაუკრა თავი. თვალებში ცრემლები
აუკიაფდა, – ახლავე მოვალ.
როიამ უყურა, როგორ გავიდა ოთახიდან. კვლავ ბაჰმანის გვერ-
დით იჯდა დივანზე, იმ ვაჟის გვერდით, რომლის მშობლებიც ძალიან
განსხვავდებოდნენ ყველა იმ წყვილისგან, რომელიც როიას აქამდე
ენახა. ძალიან შორეული და მარტოსული ჩანდა ორივე.
ბაჰმანის დედა რომ ასე მოიქცა, მრისხანებამ ხელი რომ დარია
და საზოგადოებრივი ეტიკეტის დაცვაზე უარი განაცხადა, ბაჰმანიც
შეიცვალა. გაჩუმდა და მოეშვა.
დახურული საძინებლიდან ქალბატონი ასლანის ქვითინის ხმა
ტყვიასავით უხეთქავდათ გულს.
როიამ ბაჰმანს ხელზე ხელი მოუჭირა, – არ ვწუხდები, – იცრუა,
– არა უშავს.
ოთახიდან ყრუდ ისმოდა ბატონი ასლანის ხმა, რომელიც ამშვი-
დებდა და უყვავებდა ცოლს.
ბაჰმანს არაფერი უთქვამს. მხოლოდ წინ იყურებოდა. რამდენი-
მე წუთის შემდეგ, როიას უსასრულოდ რომ მოეჩვენა, ჩუმად დადო
თავი როიას მხარზე. როიამ მისი ლოყა იგრძნო იმ პაწაწინა გვირის-
ტებს ზემოთ, რომლებიც დედის შეკერილი ბლუზის ნაკერს გასდევ-
და. ბაჰმანი სახით მაგრად მიეხუტა. თითქოს გაუჩინარებას ნატრო-
ბდა. როიამ თავზე აკოცა და თმაზე ხელი გადაუსვა. მას შეეძლო ბაჰ-

73
მანის ამ ყველაფრისგან ხსნა.
ოთახში არაქათგამოცლილი ბატონი ასლანი შემოვიდა.
– აბა! – დაიძახა ნაძალადევი მხიარულებით, – კიდევ ერთი ჩაი
ვის უნდა?
„ბავშვები იხოცებიან,“ ჩაესმა როიას.
ბაჰმანი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა ჩაის მოსატანად. ეს
ყველაფერი როიას გამო ხდებოდა, მის გამო ცდილობდნენ ბაჰმანი
და მამამისი მხიარულების შენარჩუნებას. ამიტომ დატოვეს ქალბა-
ტონი ასლანის ოთახის კარი დახურული, რათა მოეჩვენებინათ,
თითქოს აღარ ქვითინებდა.
ბაჰმანმა სამოვრიდან სულ ახალთახალი ჩაი მოიტანა. ჭიქები
ლამაზად დაეწყო ვერცხლის ლანგარზე. მიჩვეული იყო ჩაის მომზა-
დებას, სამზარეულოში ტრიალს, მომსახურებასა და ალბათ, მზა-
რეულობასაც. ერთი სიტყვით, ქალის საქმეს.
ბაჰმანმა და მამამისმა იმაზე მეტი საქმე გააკეთეს ამ მოკლე ხან-
ში, ვიდრე როიას ნაცნობი ყველა მამაკაცი მოახერხებდა ერთობ-
ლივად. მათ სახლში ქალი ავად იყო. მამა-შვილი მისდევდა ცხოვ-
რებას, არღვევდა მოწყენილობას. შინაურ ყოფას ისინი განაგებ-
დნენ და ახმაურებდნენ. ბაჰმანს ნათქვამი ჰქონდა, რომ დედამისმა
ყველა დამხმარე გააგდო, ვინც კი აიყვანეს – მათი თავხედობა და
ყოფნა ვერ აიტანა სახლში. მოსამსახურეს ვერ ეგუებოდა. ამიტომ,
ასე უკეთესიაო, თქვა ბაჰმანმა. თავისთვის იყვნენ; უკეთესიც კი იყო,
თუ დედამისის ხასიათის ცვალებადობას არავინ შეესწრებოდა. ჩაის
ლანგრით ხელში იდგა ბაჰმანი და როია უკვე ხვდებოდა, რომ ბიჭს
ერჩივნა, რომ იგი დაეცვა ამ ემოციების ზაფრისა და უმართაობის-
გან.
ბაჰმანმა ლანგარი ფრთხილად დადო მაგიდაზე.
ეს ყოველივე ამად ღირდა. როია მიიღებდა ბაჰმანის დედას და
ყველანაირად ეცდებოდა, მისთვის გაეგო. რას არ გააკეთებდა ამ
ბიჭის გამო.

74
თავი მერვე

1953 წელი

ნიშნობა

როიასა და ბაჰმანის ნიშნობა ივლისის ერთ საღამოს გაიმართა,


სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. საზეიმო წვე-
ულებაზე დედამ და მამამ ოჯახისა და სხვა ახლო მეგობრები მოიპა-
ტიჟეს. დედამ და გოგონებმა დიდი დრო გაატარეს კერძების ხარ-
შვა-მომზადებაში – სამზარეულოდან ცხვირი არ გამოუყვიათ. ნიშ-
ნობის დღეს მათთან ქაზები მოვიდა. ეს ის ქალი იყო, რომელსაც
ზოგჯერ სახლის საქმეში დასახმარებლად ქირაობდნენ. ქაზები ზა-
რის უნდა წაჰყოლოდა რაღაც საბოლოო წვრილმანების საყიდლად,
ხოლო როია და დედა მთავარ კერძს, შეკმაზულ ბრინჯს დასტრი-
ალებდნენ.
სამზარეულოს ნიჟარასთან დედა იდგა, ყავისფერი თმა თავზე
კოსად შეეკრა, მრგვალი სახე დაძაბულობისგან დაცვარული ჰქონ-
და, აკეცილი სახელოებიდან პუტკუნა მკლავები მოუჩანდა და ზე-
რეშქს23 ასუფთავებდა. ეს პაწაწინა, გამომშრალი კოწახური ბრინჯ
ბასმათში ჩაიყრებოდა უკვე მზა კერძში. როია დედის გვერდით იდგა
და ნაცნობ, ლიმონის სუნის მსგავს სურნელს ისუნთქავდა. კოწახუ-
რიდან ჭუჭყსა და პატარა კენჭებს არჩევდა, მერე კი უყურებდა, რო-
გორ ყრიდა დედა გამხმარ კენკრას პატარა საცერში და როგორ ავ-
ლებდა წყალს.
– დედა, როგორ ფიქრობ, რაიმე შეიცვლება? – ჰკითხა როიამ.
დედამ საცერი ცივი წყლით სავსე თასში ჩაალბო.
– რას გულისხმობ?

23
სპარს. კოწახური.

75
– ჩვენს ურთიერთობას. ჩემსა და შენს შორის რაიმე თუ შეიც-
ვლება, – რამდენადაც როიას ბაჰმანთან ახალი ცხოვრების დაწყება
ეწადა, იმდენად უცნაურად ეჩვენებოდა მომავალ ცვლილებებზე
ფიქრი. ისევ მშობლიური იქნება თეთრთასმიანი ფარდებით მორ-
თული ეს სახლი, გულდასმით მოწყობილი სამზარეულოთი? თუ ყვე-
ლაფერი შეიცვლება? ზარისთან ერთად კვლავაც იხუმრებს და ისევ
ამ ოჯახის წევრად დარჩება?
დედამ ამოიოხრა.
– ეს ისაა, რაც უნდა მომხდარიყო, როია-ჯუნ. გოგონები იზრდე-
ბიან. თხოვდებიან და საცხოვრებლად სხვაგან გადადიან, – ამ სიტ-
ყვებით, კონწახურიანი საცერი წყლიანი თასიდან ამოიღო და ზედი-
ზედ შეანჯღრია ნიჟარის ზემოთ, – გაინტერესებს, მინდა თუ არა ამ
სახლში იცხოვრო, ვიდრე ცოცხალი ვარ? ვერ მოგატყუებ. ხანდახან
ეგოისტურად მინდა, რომ ჩემი შვილები სულ გვერდით მყავდნენ და
არსად წავიდნენ! მაგრამ, რასაკვირველია, შენი საკუთარი ცხოვრე-
ბა უნდა შექმნა. შენ შენი მომავალი გაქვს. დაე, შენ და ბაჰმანს ხან-
გრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ, ენშალლა,24 ღმერთმა
ინებოს.
ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება. ვინ იცის, როგორი ამა-
ღელვებელი და საშიში გზებით წავიდოდა იგი, როცა ზაფხულის მი-
წურულს როია და ბაჰმანი ცოლ-ქმარი გახდებოდნენ. დედამ საცე-
რი როიას გადასცა, მანაც სამზარეულოს ტილოზე დაყარა კოწახუ-
რი, შეამშრალა და დიდ თეფშზე მიმოაბნია – ყველაფერი ეს წლების
მანძილზე დედისგან ჰქონდა შესწავლილი. თუმცა, ამჯერად ძალიან
გულდასმით მოქმედებდა, რადგან იმის მიუხედავად, რომ ჩვეულე-
ბისამებრ, დედასთან ერთად ამზადებდა, ეს ყოველივე მაინც იმ მოვ-
ლენის გამო ხდებოდა, რომელსაც დედისგან უნდა დაეშორებინა.
– მაინც ახლოს ვიქნებით ერთმანეთთან. მხოლოდ და მხოლოდ
ორმოცი წუთის სავალზე იცხოვრებ, როია-ჯუნ! – დედამ ისე შესცი-
ნა, თითქოს მისი აზრები წაეკითხა, – თუ მოგინდება და დედაშენი

24
სპარს. ღმერთმა ქნას, ღმერთმა ინებოს.

76
თუ არ მოგბეზრდება, შეგვეძლება ყოველდღე ვნახოთ ერთმანეთი.
როიამ და ბაჰმანმა რამდენიმე ოთახი იქირავეს იმ სახლში, რო-
მელიც სართულებად ქირავდებოდა და მოსახერხებელი იყო. ბაჰმა-
ნის მშობლების სახლთან ახლოს მდებარეობდა. ამგვარად, ბაჰმანი
შეძლებდა დედისთვისაც ედევნებინა თვალყური შეტევების დროს.
ბაჰმანი შემოდგომაზე მუშაობას რომ იწყებდა, იმ გაზეთის ოფისის-
გან შორს იყო მათი ახალი სახლი, თუმცა, ავტობუსით შეიძლებოდა
სიარული. რა თქმა უნდა, ბოლოს დიდი საკუთარი სახლი ექნებო-
დათ, თუმცა, დასაწყისისთვის ესეც კარგი იყო. როია უდიდეს შვე-
ბას გრძნობდა იმის გამო, რომ ბაჰმანმა საკუთარ მშობლებთან
ცხოვრება არ მოისურვა. თუმცა, ძალიან გავრცელებული ტრადიცია
იყო ახალდაქორწინებულთა დაფუძნება ვაჟის მშობლებთან, ბაჰ-
მანმა დაიჟინა, არ მინდა, როიას თავი დედაჩემის მომვლელი ეგო-
ნოსო და განაცხადა, რომ ახლოს თუ დავსახლდებით, მამასთან ერ-
თად დედის მოვლას მარტოც გავუმკლავდებიო.
დედამ ხელის ზურგით მოიწმინდა შუბლი.
– ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე, რაღა თქმა უნდა, შენი ქმრის
ლოცვა-კურთხევით, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, როგორ იც-
ხოვრებ, რა ნაბიჯებს გადადგამ. ბევრს ეგონება, რომ შინ დაჯდები
და ბავშვებს გააჩენ, რაც სულაც არ არისცუდი გადაწყვეტილება. ან-
და, თუ სურვილი გექნება, იქნებ სულ ცოტათი მაინც შეისწავლო
მეცნიერება, მამაშენი ასე რომ ეტრფის? – დედამ ცოტათი თავი მოხ-
სნა ბრინჯის ტომარას და დიდ თასზე გადმოყარა. ბრინჯის მარ-
ცვლები თასის კედლებს მიახტნენ, მერე კი რაკარუკით ჩასრიალ-
დნენ ჯამში.
მამა და მისი ლექციები. მადამ კიური! როიამ ბრინჯი აიღო და
თასში წყალი ჩაასხა, ბრინჯს რომ ზედმეტი სახამებელი გასცლოდა,
– ვიცი, ძალიან აღფრთოვანებული და ამაყი იყო იმითაც კი, რომ
მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობა გვაქვს. თუმცა, მე არასო-
დეს...
– გნდომებია მხოლოდ სწავლა? – მის ნაცვლად დააბოლოვა დე-
დამ. თმა უბზინავდა სამზარეულოს ფანჯრიდან შემომავალ მზის

77
სხივებზე. ამ შუქზე ცხადად მოუჩანდა რამდენიმე ღერი ჭაღარა, –
ჩემი რომანების მოყვარული გოგო. კითხვა რომ უყვარს. ყველა-
ფერს მოახერხებ, როია-ჯუნ. მამა ისეთი გახარებულია შენ გამო,
თავადაც ხომ იცი. ბაჰმანი ძალიან უყვარს, – დედა ლოყაზე მოეფე-
რა ქალიშვილს, – შენ მუდამ ჩემი პატარა იქნები. ორმოცი წუთი კი
მართლა არ არის სათვალავში ჩასაგდები.
როიამ ბრინჯი გარეცხა და თასი დადო. ახლა კოწახური უნდა მო-
ებრაწათ ტაფაზე. მერე ქათმის ხორცის ნაჭრებს აიღებდნენ, მა-
რილს, წიწაკასა და ქურქუმას მოაყრიდნენ და მოოქროსფრო-მოყა-
ვისფროდ დაბრაწავდნენ. მოხარშულ ბრინჯს დაწრეტდნენ და
კვლავ ქვაბში ჩაყრიდნენ, ქვაბს კი ტილოამოდებულ თავსახურს და-
აფარებდნენ, რომ ორთქლი ტილოს შეეწოვა. ლაიმის წვენსა და
წყალში გაზავებულ ზაფრანას წვეთ-წვეთად მოასხამდნენ შებრა-
წულ ქათმის ხორცს და ლანგრებზე დააწყობდნენ. ფსტას დაჭრიდ-
ნენ, ნუშს დაამტვრევდნენ და მზა ხორცს ამ ყოველივეს დაუმატებ-
დნენ. ფორთოხლის კანში გაახვევდნენ, დედას წინასწარ რომ გამო-
ეშრო მზეზე. ნიშნობისთვის მართლაც რომ ქორწილის საკადრის
კერძს ამზადებდნენ. მხიარულების დრო იყო. ახალი ეტაპის დასაწ-
ყისის. დედა მართალს ამბობდა. როიას ნებისმიერ დროს შეეძლო
მოსვლა მოსაკითხად, რჩევისთვის, როცა უნდოდა მაშინ დაჯდებო-
და დედასთან სამზარეულოში ჭიქა ჩაიზე.
ზარი და ქაზები დაბრუნდნენ. ხელში ტკბილეულის დიდი ვარ-
დისფერი ყუთები ეჭირათ და ხმამაღალი ქაქანით იყვნენ გართულ-
ნი.
– რა მძიმეა; ბეჭები აღარ მივარგა! – ზარიმ ხმაურით დაათხლი-
შა ყუთები სამზარეულოს მაგიდაზე. როიას გადახედა, – რა გჭირს?
რატომ გაქვს ასეთი სერიოზული სახე? არ გიხარია? – ოდნავ დამცი-
ნავი, თუმცა შეშფოთებული ხმა ჰქონდა ზარის.
– რა თქმა უნდა, მიხარია. რატომ არ უნდა მიხაროდეს?
– არ ნერვიულობ?
– ცოტას. თუმცა, დედა ისევ... – როიას უნდოდა, ზარისთვის ეთ-
ქვა, დედამ დამარწმუნა, რომ ისევ ახლოს ვიქნებით ერთმანეთთა-

78
ნო.ეს უკვე საკმარისი აღმოჩნდა და ზარიმაც მოხსნა გუდას პირი:
– დედამისი გიშლის ნერვებს, არა? საკმარისად კარგებად არ
მიგვიჩნევს, ვიცი! ფიქრობს, რომ მისი ბიჭი უკეთესს იმსახურებს.
ერთი ხარბი ქალია, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე სულუუუუუ-
უოოო მაღლა აძრომა ნებავს. მეტი ფული და უკეთესი მდგომარეო-
ბა სურს. ფიქრობს, რომ მამაჩვენის სამუშაო, სამთავრობო კლერ-
კობა მათ ოჯახს არ შეეფერება. ზემოდან გვიყურებს ყველას!
– ზარი, გეყოფა! – უთხრა დედამ.
– არა, მართლა. როგორ აპირებ მაგ ქალთან შეგუებას? – ჰკით-
ხა ზარიმ როიას.
– მე მიყვარს ბაჰმანი.
– დედამისი თქვენი ნიშნობის წინააღმდეგი იყო! ეს არაფერს გე-
უბნება? დარწმუნებული ხარ, რომ ეს ისაა, რაც გინდოდა? ცოლად
გაჰყვე კაცს, რომლის დედაც ვერ გიტანს?
– საკმარისია გაზვიადება, ზარი. გთხოვ, – კვლავ უთხრა დედამ.
ზარიმ მაგრად მოკუმა ტუჩები, მაგრამ, მაინც განაგრძო:
– დაიკო, ხანდახან როგორი გულუბრყვილო ხარ! დედამისს შენ-
თან დაპირისპირების გარდა არაფერი გაუკეთებია. ბიჭები დედების
გავლენის ქვეშ საკმაოდ ადვილად ექცევიან. ეს ბიჭი კი – განსაკუთ-
რებით. „დედა, რა მოგიტანო? დედა, ჩაი კიდევ ხომ არ გინდა? დედა,
ამას მოგიტან, იმას მოგიტან!“
– კარგი შვილები ასე იქცევიან! – თქვა დედამ.
– ამ დონეზე?
– დიახ! – თქვა როიამ, – თანაც, ბოლოს ხომ დათანხმდა, არა?
ჰოდა, ახლა ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი სულაც არ გამოდის.
– უბრალოდ, ფრთხილად იყავი, ბაშე,25 კარგი?
– ზარი, – როიამ ხმას დაუწია და აქეთ-იქით ისე მიმოიხედა, თი-
თქოს საზარელი საიდუმლო უნდა გაეთქვა, – ეგ ქალი ჯანმრთელად
არ არის.

25
სპარს. კარგი, კეთილი (გამოიყენება დათანხმებისას)

79
ქალბატონ ასლანთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ როია მიხ-
ვდა, რომ დედის მყიფე მდგომარეობის ანაზღაურებას ბაჰმანი იმით
ცდილობდა, რომ ყველაფერს აკეთებდა დედისა და ოჯახისათვის.
თითქოს მისი გამჭრიახობა, სიკეთე და დიდსულოვნება უშუალოდ
უპასუხებდა დედამისის ხასიათს, რომელსაც ამ თვისებების ნატამა-
ლიც კი არ მოეძებნებოდა. დედის ნერვიულ შემოტევებს ბაჰმანი
მტკიცედ ხვდებოდა. მაშინ, როდესაც ქალი მისხალ სიკეთესაც არ
ამჟღავნებდა და უხეშობდა, ბაჰმანი დიდსულოვნებისა და მიმტევებ-
ლობის განსახიერება იყო. დედის სიმყიფე თითქოს ბაჰმანს აიძუ-
ლებდა, ცხოვრებისგან ყველაფერი ესწავლა და გაძლიერებულიყო.
იქნებ ამიტომაც განაცხადა ბატონმა ფახრიმ, ეს ის ბიჭია, რომელ-
საც სამყაროს შეცვლა შეუძლიაო? როიას ეგონა, ეს პრემიერ-მინის-
ტრი მოსადეყის მხარდამჭერი საქმიანობის გამო თქვა. მაგრამ, იქ-
ნებ ჭირვეული ავადმყოფობის მიერ შინ გამოკეტილი და მარტოსუ-
ლი დედა, რომელსაც არც ადამიანებთან ურთიერთობა გამოსდიო-
და და ვერც რომელიმე საზოგადოებრივ მდგომარეობას ერგებოდა,
უნერგავდა ბაჰმანს გაუნელებელ სურვილს იმისა, რომ თავისი სიტ-
ყვა ეთქვა ამ ცხოვრებაში. საკუთარ გზაზე ევლო, კეთილი და ბორო-
ტი თავად გაერჩია და „სამყარო შეეცვალა,“ როგორც ბატონმა ფახ-
რიმ ჩაუთქვა.
– მომხედე, ზარი. არის რაღაცები, რაც შენ არ იცი ქალბატონ ას-
ლანზე. ამიტომ იქნებ ცოტა უფრო თავდაჭერილი იყო. საერთოდ შე-
ეშვი. ეს ამბავი ბოლომდე არ იცი, – ჩურჩულით უთხრა როიამ დას
სამზარეულოში.
– ვიცი, რომ თავის ჭკუაზე ვერ არის. ეს ვინ არ იცის! საიდუმლო
კი არაა!
დამარცხებულმა როიამ ნამცხვრის ასაღები დადო.
როია, დედა და მამა ჩამწკრივებულები იდგნენ შესასვლელთან
და ღიმილით ესალმებოდნენ სტუმრებს. მოდიოდნენ ბიძები და ბი-
ცოლები, მეგობრები და ნათესავები, მოჰქონდათ ყვავილები და ტკ-
ბილეული, ულოცავდნენ როიასა და მის მშობლებს და მოხერხებუ-
ლად სხდებოდნენ მისაღებ ოთახში. ქალები ცალ მხარეს ისხდნენ,

80
ლაპარაკობდნენ და ჩაის მიირთმევდნენ, მამაკაცები კი ჯგუფებად
იდგნენ მეორე მხარეს და ხელში ჩაის ჭიქები ეჭირათ. როია ყველა-
ზე ადრე ბაჰმანსა და მის მშობლებს ელოდა, მაგრამ, აგვიანებდნენ.
სად იყო ამდენ ხანს ბაჰმანი?
როგორც იქნა, კარი გაიღო და ბაჰმანი შემოვიდა მოქანცული სა-
ხით. ცალი ხელით დედამისი მოჰყავდა. ბაჰმანის მამა, ცოლს-შვი-
ლის უკან რომ მოჩანჩალებდა, განადგურებული ჩანდა.
– ბოდიში, დაგვაგვიანდა, – ბაჰმანი დედასა და მამას მიესალმა,
როიას კი ლოყაზე აკოცა. როიას თავზარი დასცა ამ ჟესტმა. ჰო, და-
ნიშნულები იყვნენ, მაგრამ, ეს მაინც ნაჩქარევი და ძალიან მამაცუ-
რი საქციელი იყო. სიყვარულის ასე გამოხატვა უფროსების თვალ-
წინ მათ უპატივცემულობად ითვლებოდა. თუმცა, კოცნის გამო სხე-
ულში სითბო ჩაეღვარა და მოდუნდა.
– ყველაფერი რიგზეა? – ჩურჩულით ჰკითხა ბივჭს.
– უბრალოდ რაღაც... პრობლემა გვქონდა, – წაიბურტყუნა ბაჰ-
მანმა.
პრობლემაში დედამისი იგულისხმებოდა. ალბათ, რომელიმე
ჩვეულ განწყობაზე თუ იმყოფებოდა ქალბატონი ასლანი. „მყიფესა
და ძლიერზე,“ ასე ჟღერდა ამ მდგომარეობის ბაჰმანისეული დახა-
სიათება.
როია გაშეშდა, როდესაც შავი ბლუზით, შავი ქვედაბოლოთი და
სქელი შავი წინდებით შემოსილი მომავალი დედამთილი მიეახლა.
ზაფხულის მშვენიერ საღამოს! სხვების უმრავლესობას ღია ნათელი
ფერები ეცვა: დედა თავის ელეგანტურ ფირუზისფერ კაბაში ბრწყი-
ნავდა. ზარის ვარდისფერი ეცვა და თავის საყვარელ ჰოლივუდის
ვარსკვლავებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. როიას სპეციალურად
ამ საღამოსთვის დედამისის მიერ შეკერილი მწვანე კაბა შვენოდა.
თუმცა, ქალბატონი ასლანი თითქოს დაკრძალვის ცერემონიალს
ესწრებოდა. მხრებზე შავი, ნაქსოვი შალიც კი ჰქონდა მოხვეული.
ლოყებზე მრგვალ წრეებად ემჩნეოდა წითელი ფერუმარილი. რა-
ღაც მოძველებული სუნამოს სურნელი ასდიოდა, ყვავილებისა.
დედა მაკიაჟს არ აღიარებდა. სასაცილოდ იგდებდა იმ ქალებს,

81
რომლებსაც საკუთარი სილამაზის დასამტკიცებლად „საბრძოლო
საღებავი“ ესაჭიროებოდათ. სარკესთან ტრიალისა და თმის გაზე-
თის ნაჭრებით დახვევის დროს, რომლითაც ზარი თმის სრულყოფას
ლამობდა, დედა სულ ლექციას უკითხავდა და ეუბნებოდა: „ზარი,
სილამაზემ თავისით უნდა ილაპარაკოს. ღვთის ნახელავში შესწო-
რების შეტანა საჭირო არ არის.“
– ზოგს შესწორება გვჭირდება, დედა, – უკმეხად მიუგებდა ზარი,
– ღმერთს ვეხმარებით.
– ოჰ, ძვირფასო მისის ასლან, ამ შალში არ გცხელათ? – მორი-
დებით ჰკითხა დედამ და როიას მსუბუქად გაჰკრა იდაყვი, – როია-
ჯუნ, ქალბატონ ასლანს შალი გამოართვი.
ვიდრე როია შალს გამოართმევდა, ქალბატონმა ასლანმა სა-
კოცნელად ჯერ ერთი შეწითლებული ლოყა გამოუშვირა როიას,
შემდეგ კი – მეორე. მის ლოყებზე წაცხებულ სქელ ფერუმარილს
დამჭკნარი ვარდის სუნი ჰქონდა. როიამ პირ მოარიდა და შალს წა-
ეტანა. თუმცა, ხელში მოწყვეტით, ნერვიულად ჩაარტყეს.
– გაუშვი! - გაღიზიანებით წამოიძახა ქალბატონმა ას-
ლანმა.
– ოჰ, დიდი ბოდიში, – როიას სახეზე წამოახურა.
ბაჰმანმა სასწრაფოდ წაავლო ქალს მკლავში ხელი.
– მოდი, დაჯექი, დედა. ცოტა სულის მოთქმა გჭირდება, – ამ სიტ-
ყვებით ბაჰმანი დედამისს ოთახის შორეულ კუთხეში გაუძღვა და კე-
დელთან დაუდგა სკამი, დანარჩენი სტუმრებისგან შორს.
– რა უცნაურია! – ჩასჩურჩულა როიას ზარიმ, როდესაც ეს უკა-
ნასკნელი ხელში ლანგრით სტუმრებს თხილეულს სთავაზობდა, –
გარეთ ყველაფერი დუღს! ასე ვინ იცვამს?
– ის, უბრალოდ, ალბათ... ყურადღებას ნუ მიაქცევ! თხილი ჩა-
მოატარე.
ზარიმ წარბები აწია, თავი გააქნია და წავიდა.
– არ იდარდო, ჩემო გოგონავ. ქალბატონ ასლანს ცოტა გაუჭირ-
და ამ საღამოს ზეიმისთვის გამოწყობა, სულ ესაა, – უთხრა როიას
ბატონმა ასლანმა, – უკეთესი დღეებიც მოვა. უნდა აპატიო. ახალგა-

82
ზრდების დანახვა გულს სიხარულით გვივსებს. ამას არაფერი
სჯობს.
ბატონი ასლანი სავსებით გულწრფელი ჩანდა. როიას შეებრა-
ლა. კაცი კეთილი მზერით უღიმოდა. ორივემ იმ კუთხეს მიაპყრო
მზერა, სადაც ბაჰმანს დედამისი მოეთავსებინა, ბაჰმანი დედის გარ-
შემო ტრიალებდა. ხელში მისი ჩანთა ეჭირა, მეორე ხელით კი სკამს
უსწორებდა. ქალბატონი ასლანი გაბმულად ლაპარაკობდა. საპასუ-
ხოდ ბაჰმანი მტკიცედ აქნევდა თავს. ქალბატონი ასლანი მაინც არ
ჩუმდებოდა; როგორც ჩანდა, რაღაცას ემუდარებოდა შვილს. ბაჰმა-
ნი იატაკს ჩუმად დააჩერდა. ქალბატონი ასლანი გაცხარდა და თა-
ვის ჩანთაზე მიუთითა. საბოლოოდ, ბაჰმანმა ჩანთა გახსნა და რა-
ღაც ამოიღო. როიას თვალები გაუფართოვდა. ეს იყო ბამბუკის და-
ფა, სწორედ ისეთი, ქებაბს რომ უნიავებენ შამფურზე შეწვის დროს.
ჩაკუზულმა ბაჰმანმა ნელ-ნელა დაუნიავა დედამისს სახეში. ქალბა-
ტონი ასლანი გაჩუმდა, თვალები დახუჭა და სკამის ზურგს მიესვენა.
როიამ თვალი აარიდა.
– რა იქნება, – თქვა ბატონმა ასლანმა სევდიანი ხმით, – ეს შალი
მაინც მოიხსნას. არაფერი ესმის, როია ხანომ. თავის გზიდან არ გა-
დავა. აპატიე, გთხოვ! თავისდაუნებურად ემართება.
სამზარეულოში მაგიდებზე კაფე „განადიდან“ წამოღებული ვარ-
დისფერი ყუთები იყო გაშლილი. ქაზები და ზარი ყუთებიდან იღებ-
დნენ სპილოს ყურისა და ენის ფორმის ნამცხვრებს, იმ დღეს ადრია-
ნად რომ ეყიდათ, დედა კი სათუთად ალაგებდა ლანგრებზე, ისე ლა-
მაზად, რომ არც ერთი მათგანი არ მოგეჩვენებოდათ უადგილოდ.
ცხელ სამზარეულოში ყოფნისგან სახე ასწითლებოდა. აიხედა და
როია დაინახა.
– აქ რა გინდა, როია-ჯუნ? წადი მისაღებში და სტუმრებთან იყავი.
ყველას უნდა გაესაუბრო. მიდი!
– მინდოდა, დაგხმარებოდი.
– არა, შენ ხომ მომავალი პატარძალი ხარ! გთხოვ, წადი და
სტუმრებს დაელაპარაკე. განსაკუთრებით ბატონ ასლანს. ახლა
უხეშობა არ შეიძლება. თუ ბედნიერი ქორწინება გსურს, შენ დედამ-

83
თილს უნდა ასიამოვნო. ეს უდავო, ღვთის მიერ განსაზღვრული ჭეშ-
მარიტება ყველა ქალმა იცის!
– ხანომ, თუ ოდესმე გავთხოვდი, იმედია, ქმრად პატიოსან ობო-
ლს ვიპოვი, – ჩაიხითხითა ქაზებმა.
ზარიმ მოწონების ნიშნად გადაიხარხარა.
– მშვენიერი გეგმაა!
დედამ თავი გადააქნია.
– როია-ჯუნ, უპატივცემულობას ნუ გამოიჩენ. წადი და ბატონ ას-
ლანს დაელაპარაკე. მისი მიტოვება არ შეიძლება.
როიას სამზარეულოს ნაცნობ სიმყუდროვეში დარჩენა უნდოდა
დედამისთან, დასთან და ქაზებთან ერთად, ბისმათისა და ზაფრანის
სურნელში, სპილოს ყურისა და ენის ფორმის ნამცხვრების თეფშებ-
ზე დაწყობასა და ქვაბის ძირში ჩასაყრელი, თაჰდიგის26 ხრაშუნა
ბრინჯის გასინჯვა. საპატარძლოს როლი მისთვის უცხო იყო. დედამ
ნამცხვრები მთლიანად დააწყო, როიას კი გაუკვირდა, ასე სწრაფად
როგორ მოხდა ეს ყველაფერიო. მან და ბაჰმანმა გზა გამოკვალეს
საკანცელარიო მაღაზიიდან კაფე „განადიში,“ შემდეგ ერთმანეთის
ოჯახები გაიცნეს და ისეთი სწრაფი ტემპით დაინიშნნენ, როგორც
ჩარლი ჩაპლინის ძველ ფილმებში მიმდინარეობს მოქმედებები.
– წადი! – დაუცაცხანა დედამ როიას.
როია უხალისოდ გაიზლაზნა სასტუმრო ოთახში.
ბაჰმანი დედამისს აღარ უნიავებდა. ახლა მამამისთან ერთად
იდგა მამაკაცებში და ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო. სასია-
მოვნო იყო საკუთარ თავთან დაბრუნებული, ყოჩაღი ბაჰმანის და-
ნახვა. მძიმე სანახავი იყო მონური მორჩილებით აღსავსე ვაჟი, დე-
დას რომ უნიავებდა. საერთო ხმაურში გამოირჩეოდა ზოიას მამის
სიცილის ხმა. აშკარად მოხიბლული იყო სასიძოთი. როიას ტალღა-
სავით მოაწყდა მადლიერების განცდა ბაჰმანის გამო: მისი ენერგი-
ის, მისი სიკეთისა და გარშემომყოფების გახარების უნარის გამო.
რასაკვირველია, როიას დედამისთან საუბარი შეეძლო.

26
სპარს. ბრინჯისგან მომზადებული სპარსული კერძი.

84
როიამ გზა გაიკვალა სტუმრებს შორის და ოთახის შორეულ კუთ-
ხეში წავიდა, სადაც ქალბატონი ასლანი ჩამომჯდარიყო. ახლა ძა-
ლიან ზრდილობიანი იქნებოდა, არაფერზე შეეკამათებოდა, მორჩი-
ლად მოუსმენდა ქალბატონი ასლანის ჩივილს იმაზე, რომ ოთახში
ძალიან ცხელოდა, თუმცა, ზამთრის შალში იყო შეფუთული.
ქალბატონ ასლანთან ახლოს მისული როია განცვიფრდა, რად-
გან მისკენ დახრილი მამაკაცი დაინახა. როიამ არ იცოდა, ვინ იყო
ეს კაცი; მხოლოდ მის ზურგს ხედავდა. იმ კაცს ტილოს გატკიცინე-
ბული პიჯაკი ეცვა. იქნებ ნათესავი იყო? ბაჰმანს ნათქვამი ჰქონდა,
რომ დედამისის ამ მძიმე მდგომარეობის მიზეზი მარტოობაც იყო.
მისი ყველა ნათესავი სამხრეთში ცხოვრობდა და ხშირად ვერავის
ნახულობდა.
ქალბატონი ასლანი მარტოდმარტო იყო თეირანში, რამდენიმე
მეზობლისა და სანაცნობო წრის ამარა, რომელიც, ბატონი ასლანის
მორიდებულობისა და ამ ქალის რთული ხასიათის გამო, ძალიან
ვიწრო იყო.
როია უფრო ახლოს მივიდა ქალბატონ ასლანსა და ჯერ ამოუც-
ნობ მამაკაცთან. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ქალბატონი ას-
ლანი ოთახის ტემპერატურაზე კი არა, გაცილებით მნიშვნელოვან
საკითხზე ჩიოდა. გაჩქარებით ელაპარაკებოდა იმ კაცს, ცალი ხე-
ლით შალს ჭმუჭნიდა, მეორეს კი ჟესტიკულაციისთვის იყენებდა.
როიას მზერა რომ დაიჭირა, გაჩუმდა, ტუჩები დაპრუწა და მამაკაცს
რაღაც ანიშნა. კაცი მოტრიალდა, – თუ საპატარძლო ახალგაზრდა
არ არის!
როიამ კაცის ხმა მისი სახის დანახვამდე იცნო, – ბატონო ფახრი?
ასე მწარედ გამოპრანჭული ბატონი ფახრი არასოდეს ენახა. ჩვე-
ულებრივ, მაღაზიაში უბრალო პერანგს და მოხერხებულ შარვალს
ატარებდა და პროფესორის შეხედულება ჰქონდა, თუმცა, ამ საღა-
მოს შესანიშნავად გახლდათ გამოწყობილი. სახეც კარგად გაეპარ
სა.
– ოჰ, ასე გაკვირვებული ნუ ხარ, გოგონი! – შეწუხდა ბატონი
ფახრი.

85
როია გაწითლდა. ნიშნობის წვეულება ოჯახისა და ახლო მეგობ-
რებისთვის იმართებოდა. დიდი არაფერი იყო; სახლში გადაიხადეს
და ახლობლებს მხოლოდ და მხოლოდ ნამცხვრებითა და ჩაით გა-
უმასპინძლდნენ. თუმცა, დედამ, როგორც წესი, მაინც ვერ შეიკავა
თავი და ნამდვილი ნადიმისთვის გასწია ხარჯი. ტკბილეულისა და
ჩაის ტრადიციულ მენიუს თავისი საფირმო კერძი, ქათმის ხორცის-
გან მომზადებული ჯუჯე ქებაბი27დაუმატა. რაღა თქმა უნდა, ამას
მოჰყვა ბრინჯი. მხოლოდ თეთრი ბრინჯი რას გაგვიხდებაო, თქვა და
საკმაზად კოწახური, დატეხილი ნუში, ფსტა და ფორთოხლის ქერ-
ქიდაუმატა. – მანიჟე-ჯუნ, ქორწილი კი არა, ნიშნობაა, ნიშნობა! –
წინააღმდეგობას უწევდა მამა. – სულ ცოტა რამეს გავაკეთებ! –
ჰპირდებოდა დედა და ქარივით ტრიალებდა, რომ ყველაფერი მო-
ესწრო გარშემო. – ნუ გადავამეტებთ, თორემ შეიძლება ბავშვები
გაითვალნონ! – დედის ცრუმორწმუნეობის გამოყენება სცადა მა-
მამ. – ნუ ღელავ, – მიუგო დედამ, მამამ კი სახე ზუსტად ისე მოისრი-
სა, როგორც ღელვისას სჩვეოდა. როია ხვდებოდა, რომ მამა ყვე-
ლაფრის ფასს ანგარიშობდა. ფიქრობდა, როგორ გაენაწილებინა
ოჯახის ბიუჯეტი: გადაეხადა ქაზებისთვის, ეყიდა ქათამი და ხორცი,
შეეძინა ქსოვილი მათი ტანსაცმლისთვის, რომ მის ქალიშვილებს
სხვა გოგონებისთვის ტოლი არ დაედოთ. საკმარისად კარგებად არ
მიგვიჩნევს, ვიცი! ფიქრობს, რომ მისი ბიჭი უკეთესს იმსახურებს.
ერთი ხარბი ქალია, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე სულ უფრო
და უფრო მაღლა აძრომა ნებავს. მეტი ფული და უკეთესი მდგომა-
რეობა სურს.
– ეი, გოგო, სახეზე ფერი აღარ გადევს! – ქალბატონ ასლანს ისე-
თი გაღიზიანებული ტონი ჰქონდა, თითქოს თავისზე მდაბალ არსე-
ბას მიმართავდა.
– მე უბრალოდ.... – ენა დაება როიას. მერე ბატონ ფახრის მიუბ-
რუნდა, – თქვენი აქ დანახვა გამიკვირდა.

27
სპარს. ქებაბის ნაირსახეობა, ქათმის ხორცისგან დამზადებული.

86
– ბატონი ფახრი მე დავპატიჟე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ვაჟის
ნიშნობაა. ნუთუ ძველი მეგობრების მოწვევის უფლება არ გამაჩნია?
– თქვენ ერთმანეთს იცნობთ?
ბატონმა ფახრიმ ნერვიულად გაიცინა, – ჩემო ძვირფასო, თქვე-
ნი რომანი ჩემს მაღაზიაში, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩემი
წიგნებისა და ფურცლების გარემოცვაში დაიწყო. შენ ეს კარგად
იცი. ქალბატონი ასლანიც სწორედ ამას გულისხმობს.
როიას გაახსენდა, ბატონმა ფახრიმ რომ გააფრთხილაბაჰმან-
თან „დიდი სიფრთხილეა“ საჭიროო. ეს მაშინ იყო, როდესაც ის მე-
ორედ მოვიდა მაღაზიაში. ნუთუ ბაჰმანის დედა იგულისხმა? ეს ურ-
თულესი ქალი, როიას თავს არასასურველად და მეორეხარისხოვ-
ნად რომ აგრძნობინებდა? იქნებ ბატონმა ფახრიმ იცოდა, ბაჰმანის
ცოლობას შაჰლას რომ უპირებდა? საერთოდ, საიდან გაიცნო ბა-
ტონმა ფახრიმ ბაჰმანის დედა.
– ნამდვილად დიდი შედევრი შექმენით. ჩემი ვაჟი და ეს გოგო
ერთად შეყარეთ, ხომ ასეა, ბატონო ფახრი? ბრავო! რა სასწაულ-
მოქმედი პიროვნება ბრძანდებით, – ჩაიფრუტუნა ქალბატონმა ას-
ლანმა.
ბატონ ფახრის შუბლი ოფლის წვეთებით დაეცვარა.
– ძალიან იხარჯებით ჩემი შეფასების დროს, ქალბატონო ასლან,
– ჩაილაპარაკა წყნარად, – სულაც არ გამაჩნია სასწაულმოქმედი
ძალა, როგორც თქვენ ამბობთ.
– ოჰ, თქვენ ხომ ასეთი თავმდაბალი ბრძანდებით. ასეთი სრულ-
ყოფილი ჯენტლმენი! რომელიც არავის ავნებს, არც ერთ ადამიანს
ზიანს არ მიაყენებს. არც... ერთ... ბავშვს, ეს უკვე ნელა წარმოთქვა
ქალბატონმა ბაჰმანმა. სამზარეულოდან ზაფრანიანი ბრინჯის სურ-
ნელი დაიფრქვა. ახლა მალე ჭამის დრო დადგებოდა. ბოლოს სტუმ-
რები დაიშლებოდნენ. ნიშნობა დასრულდებოდა. როია და ბაჰმანი
ზაფხულის მიწურულს დაქორწინდებოდნენ. ქალბატონი ასლანი გა-
მოკეთდებოდა. მომჯობინდებოდა. აუცილებლად უნდა გამოჯანმრ-
თელებულიყო.
– თავის დაკვრით უნდა გადაიხადოთ მადლობა! – უსიამოდ გამ-

87
ოაცხადა ქალბატონმა ასლანმა, – თავი დახარეთ, ბატონო ფახრი.
ნახეთ, რა ჩაიდინეთ! – თავზემოთ უზარმაზარი წრე მოხაზა თავისი
ხელით, – ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთთან დააკავში-
რეთ! მართლაც რომ ჯადოქრობაა თქვენი მხრიდან!
როიამ სისუსტე და გულისრევა იგრძნო. რცხვენოდა, რომ ბატონ
ფახრის ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ხედავდა, რომ ამ ქალბა-
ტონი ასლანისგან თავის დაცვა უწევდა. გარდა ამისა, ქალბატონის
სარკასტული საუბარი დამაბნეველი იყო და ადამიანს წონასწორო-
ბას აკარგვინებდა.
მერე მსუბუქმა ნიავმა დაუბერა, თითქოს უეცრად ქარი ამოქ-
როლდაო. მის გარშემო სხვანაირმა ჰაერმა დაისადგურა. როიას
გვერდით ბაჰმანი გაჩნდა. მათკენ ისე დაძრულიყო, როგორც კაპი-
ტანი, რომელმაც გემის ჩაძირვის საფრთხე დაინახა. გოგონას წელ-
ზე ხელი მოხვია და როიაც წამსვე უსაფრთხო მიწაზე აღმოჩნდა.
პირდაპირ ბატონი ფახრისა და დედამისის თვალწინ ბაჰმანმა როია
თავისკენ მიიზიდა. გოგონამ მისი კანისა და საპნის სურნელი იგ-
რძნო. ბაჰმანი გატკიცინებული თეთრი პერანგი მკლავზე შეეხო.
– ყველაფერი კარგადაა აქ? – განზრახ იკითხა ბაჰმანმა, – დე-
და? ყველაფერი რიგზეა?
ეს უფრო გაფრთხილება იყო, ვიდრე – შეკითხვა. როია მიხვდა,
რომ ბაჰმანს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, დედამისს რომ ეს სა-
ღამო გაეფუჭებინა. მთელი ტანით ეხებოდა როიას ქალბატონი ას-
ლანისა და ბატონი ფახრის წინაშე, თითქოს მისი დაცვა სურდა და
თან უნდოდა, ეგრძნობინებინა, რომ მისთვის როია ძალიან ძვირფა-
სი იყო.
ქალბატონი ასლანი თავის სკამზე გადაესვენა. წითლად შეფერი-
ლი ლოყები ახლა უფრო სასაცილო ჩანდა მის ფერმიხდილ სახეზე.
– მე უბრალოდ ბატონ ფახრის ვულოცავდი, ბაჰმან-ჯან. მან ხომ
ცხოვრების გზა შეგიცვალა, რასაკვირველია, მართლა ასე იყო!
რამდენსაც მოისურვებდი, იმდენი ლამაზი, მდიდარი, ახალგაზრდა
ქალის არჩევა შეგეძლო. ისიც იცი, რომ ერთ გოგოზე დიდი ხანია
თვალი მიჭირავს – მართლაც რომ შენი ტოლი და სწორია! თუმცა,

88
მშველელად ბატონმა ფახრიმ მოგისწრო თავისი წიგნებიან-ფურ-
ცლებიანად და სიყვარულიც მოგიყვანა. რა უჩვეულოა! თქვენ ორნი
სწორედ იმ წიგნების გმირებს ჰგავხართ, რომლებსაც კითხულობთ.
დასავლური რომანებიდან ხართ. გამოგონილი რომანტიკა...
– დედა, რა მოგიტანო? – შეაწყვეტინა ბაჰმანმა. დაძაბული ხმა
ჰქონდა, – დედა, შეგიძლია, გაჩუმდე?
– მე უბრალოდ მადლობას ვეუბნები ბატონ ფახრის, – განაგრძო
ქალბატონმა ასლანმა, – იმ საქმისთვის, რაც გაგვიწია. ძალიან კარ-
გად გამოუვიდა შენთვის შესაფერისი შეყვარებულის პოვნა. მის-
თვის სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. ბატონი ფახრი სიყვა-
რულისთვის ყველაფერს გააკეთებს. ისეთი სუფთა გული აქვს.
ბატონი ფახრი საკუთარ ფეხსაცმელებს დასჩერებოდა. ხმას არ
იღებდა.
– ჩემთვის ძნელია, – ხმა აუკანკალდა ქალბატონ ასლანს, –
ამასთან შეგუება. მე არ შემიძლია ავიტანო... – ამ სიტყვებით სად-
ღაც შორს გაექცა მზერა, – მე ხომ ყოველთვის ვითმენდი, – ხმა ჩა-
უწყდა.
ბაჰმანის ხელი როიას წელიდან მოწყდა. ჰაერში კვლავ რაღაც
შეიცვალა გარშემო. ბაჰმანი როიას მოშორდა და დედამისთან ჩა-
იმუხლა. ხმა დაურბილდა.
– იქნებ ჯობდეს, ჩაი მოგიტანო. მოდი, კიდევ დალიე.
ქალბატონმა ასლანმა თავი დახარა და თავისი ნაქსოვი შალი სა-
ხესთან მიიტანა. მერე ტირილი დაიწყო.
– დედა, – ხელი ჩაჰკიდა ბაჰმანმა, – ოჰ, დედა.
სტუმრების უმრავლესობა საუბრით იყო გართული. მთელ ოთახ-
ში სიცილი ისმოდა. როიას შურდა, რომ ისინი ვერ ამჩნევდნენ, რა
ხდებოდა კუთხეში. მათ არ უწევდათ ქალბატონი ასლანის ბრაზის
ატანა და მისი მოსვლით გამოწვეული დრამის გაძლება. ამ ჩასაძი-
რად გამზადებულ გემზე მარტო როია, ბაჰმანი და ბატონი ფახრი იყ-
ვნენ.
ბაჰმანმა დედამისთან დაიჩოქა და ჩაეხუტა. როია და ბატონი
ფახრი გაშეშებულები იდგნენ ამ მტკივნეულად პირადული მომენტ-

89
ის შემსწრენი, როდესაც დედა თავისი ვაჟის მკერდზე ცრემლებს
ღვრიდა.
ბაჰმანი რომ წამოდგა, ქათქათა პერანგი წითლად ჰქონდა და-
ლაქავებული. დედამისის წითელი ფერუმარილი გულის ადგილას
წათხაპნოდა.
როიას ბაჰმანის პერანგის აღება და მისი გასუფთავება, დედის
მიერ დატოვებული ლაქების გაცლა მოუნდა. მაგრამ, ვერ ინძრეო-
და და ვეღარც ხმას იღებდა.
– ჩაის კიდევ ავიღებ, – როგორც იქნა, ამოღერღა ბატონმა ფახ-
რიმ.
– არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი, – ჩაიბუტბუტა ქალბატონმა ას-
ლანმა.
– არ დამავიწყდება, – მშვიდად მიუგო ფახრიმ, – მაგარი ჩაი გიყ-
ვარს, – მოკლე, ნერვული ნაბიჯებით წავიდა.
ქალბატონმა ბაჰმანმა შალი მჭიდროდ შემოიხვია მხრებზე და
ბაჰმანს შეხედა.
– აქ ძალიან ცივა და სინათლეც ცუდად ანათებს.
– ვწუხვარ, დედა, – რბილად უთხრა ბაჰმანმა, – ძალიან ვწუხ-
ვარ.
ყველა წავიდა და ნიშნობაც დასრულდა. სულ ბოლოს დედამ ცუ-
დი ენერგიის განსადევნად საკმეველი აკმია. მისი ბოლი როიას თავ-
ზე მოატარა და წაიბუტბუტა, ავი თვალი მოგშორდესო.
– დაე, ვერავინ გაგთვალოს, როია-ჯუნ, ყველას ავი თვალი შორს
შენგან, – თქვა ზარიმ მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ეწინააღ-
მდეგებოდა მისი და ბაჰმანის ურთიერთობას, – არაფერია ბოროტ
თვალზე საშინელი. ეჭვიანი სულელები დაგინახავენ, რომ ბედნიე-
რი ხარ და ამ ბიჭთან საქმე კარგად მიგდის და მორჩა! დაგთარსა-
ვენ. ფრთხილად იყავი!

მკითხველთა ლიგა

90
თავი მეცხრე

1953 წელი

ტანგო და პრობლემები


ოიას ცხოვრება გაცილებით ფართო მასშტაბებს იძენდა
და უზომოდ მხიარული ხდებოდა. როცა ეგონა, ამა თუ
იმ საქმის ბოლოში გავედიო (მაგალითად, ყველა იმ რუსული რომა-
ნის თარგმანის კითხვას რომ მორჩებოდა, რომლებიც ბატონ ფახ-
რის აეკოკოლავებინა თავის მაღაზიაში), კიდევ ერთი ამაღელვებე-
ლი მიზანი გამოუჩნდებოდა ხოლმე. ახალი კლასის ინტელიგენციამ
ქვეყანა გამოღვიძების გზაზე დააყენა. ქალაქში ყვაოდა საგამომ-
ცემლო საქმიანობა, კინო, თეატრი, ლიტერატურა და ხელოვნება.
ახლა, როცა უკვე დანიშნულები გახდნენ, მასა და ბაჰმანს შეეძ-
ლოთ მხლებლების გარეშე შეხვედრა და გარეთ გასვლა ყველას
თვალწინ, საღამოობითაც კი. სანერვიულო აღარაფერი იყო. ბაჰმა-
ნის მეგობარ ჯაჰანგირს ნამდვილი გრამოფონი ჰქონდა. აღმოსავ-
ლური და დასავლური სიმღერების ჩანაწერების ნაკლებობასაც არ
უჩიოდა. ჯაჰანგირთან თავყრილობებზე როიამ და ბაჰმანმა წყვი-
ლის სტატუსით დაიწყეს სიარული. ამ შეკრებებზე როია უსმენდა
სიმღერებს უცხო ენაზე, რომელიც რაღაც საბედისწეროდ ლამაზი
ეჩვენებოდა. ეს ენა ისეთი რბილი და მსუბუქი იყო, რომ ყველანაირ
გასაჭირს მსუბუქ შეფერილობას სძენდა. ჯაჰანგირის საცეკვაო წვე-
ულებები ხუთშაბათობით, ღამით იმართებოდა, პარასკევის დამ-
დეგს. მის მშობლებს ამ გრამოფონის მსგავსი ყველანაირი უახლესი
მოწყობილობა ჰქონდათ. ბაჰმანის თქმით, სულ თავიდან, როდესაც
დედამისმა გაიგო, რომ ჯაჰანგირის ოჯახი ფულში ბანაობდა,
ბაჰმანს ჯაჰანგირთან მეგობრობისკენ გამეტებით მოუწოდებდა.
ამის გაგონებაზე როია დაიმანჭა; ქალბატონ ასლანს უდავოდ ისეთი
დახვეწილი და მდიდარი ახალგაზრდა ქალები აღაფრთოვანებდა,

91
როგორიც შაჰლა იყო და რომელიც ბაჰმანისთვის ჯაჰანგირის სახ-
ლში ნამდვილად კარგ შესაძლებლობად მოიაზრებოდა. – ვაჰ, ვაჰ,
მობრძანდით, შემოდით! – გადაეხვია ჯაჰანგირი სტუმრად მისულ
როიასა და ბაჰმანს, – ნახეთ! – ახლა სხვა სტუმრებს გასძახა, – შე-
სანიშნავი წყვილია! ამათზე ლამაზ ორიოდ ადამიანს თუ ვიცნობთ?
უბრალოდ, შეხედეთ, რა! თაბრიქ!28 მომილოცავს!“
როიასა და ბაჰმანის ნიშნობა ძალიან შთამბეჭდავი და ახალი ამ-
ბავი იყო, მათი ცოლქმრობა კი ნამდვილად საზეიმო. ხოლო რამდე-
ნიმე ქალის სახის გამომეტყველებით თუ იმსჯელებდნენ, ნამდვი-
ლად შესაშურიც.
– ამაღამ რა გვაქვს მენიუში? – იკითხა ბაჰმანმა.
– ტანგო, მეგობარო!
როიამ ვერაფრით ვერ მიაღწია მაგიდამდე, რომელზეც წვრი-
ლად დაჭრილი საზამთროთი და ყინულით სავსე ფეხიანი ჭიქები ეწ-
ყო. მასა და ბაჰმანს გარშემო სტუმრები შემორტყმოდნენ და გასა-
ქანს არ აძლევდნენ. ბაჰმანი ჩვეული მომხიბვლელობით ბრწყინავ-
და და ყველა მის გარშემო ირეოდა.
გრამოფონის მფლობელი ჯაჰანგირი იყო და მუსიკისა და ცეკვის
ავან-ჩავანიც მან იცოდა, თუმცა, ყველას მაინც ბაჰმანი სურდა. მას-
თან ერთად ვარჯიშობდნენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მას
ეარშიყებოდნენ. ბაჰმანმა ზეპირად იცოდა სინატრასა და როზმარი
კლუნის სიმღერების ტექსტები იმ ენაზე, რომლის ინჩი-ბინჩიც არ
გაეგებოდა. ნიშნობის შემდეგ თავყრილობებზე სიარულმა როია მი-
ახვედრა, რომ ოთახში სიჩუმე რომ გამეფებულიყო ან საუბარი წუ-
თით შენელებულიყო, ბაჰმანის გამოჩენა იქაურობას ნამდვილ ნა-
თელს მოჰფენდა და ყველაფერს გამოაცოცხლებდა. მოცეკვავე ბაჰ-
მანისთვის თვალის მოშორება ურთულესი იყო. როიამ ძალიან კარ-
გად უწყოდა, რომ მხოლოდ თავად არ გახლდათ ბაჰმანით მოჯა-
დოებული. ამ ბიჭის სიახლოვეს გოგონები ხმამაღლა და წყვეტილ-
ად იცინოდნენ და გულის წასვლამდე ხარხარებდნენ მის ხუმრობებ-

28
სპარს. გილოცავ

92
ზე.– წამოდი, – ბაჰმანმა როიას ხელი მოჰკიდა და ყველას გაეცალ-
ნენ. მერე კი შუა სასტუმრო ოთახში გაუძღვა. ვალსი ახალი დაწყე-
ბული იყო. როია ამას შეძლებდა – ეს ერთ-ერთი პირველი ცეკვა
იყო, ბაჰმანმა რომ ასწავლა, მერე ზარისთან ერთად კვირაობით
რომ ვარჯიშობდა. ზარი ჯერ თავისკენ მიიზიდავდა როიას, შემდეგ
უკან უშვებდა თავიანთ საძინებელში და შეცდომის დაშვებისას ტუქ-
სავდა: – როია, დაიმახსოვრე. ეს ჩვენებური სპარსული ხელების
ტრიალი და თეძოების ქნევა არ არის. სერიოზული საქმეა. ყურად-
ღებით იყავი!– ბაჰმანის ყოველკვირეული მითითებებისა და ზარის
მკაცრი პრაქტიკის წყალობით, როიას თავდაჯერება იზრდებოდა.
ახლა კი ბაჰმანთან ერთად დანარნარებდა ოთახში და მისი კარგად
ნაცნობი სურნელი სცემდა.
– რაიმე უნდა დავლიო, – თქვა როიამ ცეკვის შემდეგ.
ბაჰმანმა ხელი გაუშვა.
როიამ მაგიდიდან ყინულიანი საზამთროთი სავსე ჭიქა და კოვზი
აილო. გამომშრალი პირი ტკბილი და ცივი საზამთროთი გამოიტე-
ნა. უეცრად მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო.
როიას ბაჰმანი ეგონა, თუმცა ბიჭის ნაცვლად მაღალი ქალი შერ-
ჩა, ტალღოვანი თმითა და კინოვარსკვლავის მსგავსი ხალით ტუჩის
ზემოთ (ნამდვილი იყო ნეტავ თუ მიხატული ჰქონდა? ზარი რომ იქ
ყოფილიყო, აუცილებლად მიხვდებოდა), რომელიც როიას დაჰყუ-
რებდა. ეს შაჰლა იყო. გოგონა კაფედან.
– გწყურია? – ჰკითხა. მაღალი და უხეში ხმა ჰქონდა.
– ჰო, – მხოლოდ ამის თქმა მიიჩნია როიამ საჭიროდ. არც გა-
მარჯობა, არც გაცნობა, არც თავაზიანობა.
– ესე იგი, ბადე ისროლე და ბიჭი გააბი. ვაშა! ყოველთვის დიდი
მოუხელთებელი ვინმე იყო. მაგრამ, რაღაცნაირად... – გოგომ როი-
ას თმა და მწვანე კაბა დაკვირვებით შეათვალიერა, – რაღაცნაირად
გამოგივიდა. პირდაპირ ტვინის საჭყლეტი ამბავია.
საზამთრომ და ყინულმა როიას პირი გაუცია.
– წარმოგიდგენიათ, ჯაჰანგირს არ უნდოდა, რომ ამაღამ აქ მოვ-
სულიყავი, რადგან ძალიან ღელავდა, იმიტომ, რომ ეს ბაჰმანს ან...

93
შენ არ გესიამოვნებოდათ. მე და ჯაჰანგირი კი ლამის მთელი ცხოვ-
რებაა, ვმეგობრობთ. რატომ არ უნდა მოვიდე მის წვეულებაზე? გარ-
და ამისა, ჩემი თვალით უნდა ვნახო, რატომ შეიქნა ეს ბაჰმანი მხურ-
ვალე შეყვარებული.
ახლა კი, – კვლავ ახედ-დახედა როიას, – ვხედავ, რამაც გამო-
იწვია მთელი ეს აურზაური, – შაჰლამ როიას ფეხსაცმელს მიაპყრო
მზერა. როიას სკოლის ფორმაზე ჩასაცმელი გადასაჭერიანი ფეხ-
საცმელი აღარ ეცვა. არამედ, – დედამისის ნაქონი ქოშები: მწვანე
ზამშისგან შეკერილი, გვერდზე თითბრის შესაკრავით, – ღმერთო
ჩემო, ერთი ამას დახედეთ! – შაჰლამ თავი გადააქნია, დაიქსუტუნა
და წავიდა.
– ყველაფერი რიგზეა? – თავზე წამოადგა ცეკვისგან სახეალეწი-
ლი ბაჰმანი. როიას არც კი შეუმჩნევია, ვინმეს თუ ეცეკვებოდა ბაჰ-
მანი ვალსის შემდეგ. როიას არსებობა ვერ აკავებდა ხალხს, მაინც
ეხვეოდნენ ბაჰმანს. მამაკაცებიცა და ქალებიც მუდამ გროვდებოდ-
ნენ მის გარშემო.
– რა ხდება? – ჩაეკითხა ბიჭი როიას.
როიამ მაგრად გაკვნიტა ყინული.
– არაფერი.ბაჰმანმა ტალღოვანთმიანი და ხალიანი კინოვარ-
სკვლავისკენ გაიხედა, რომელიც უკვე ოთახის სხვა მხარეს გადა-
პარულიყო.
– გთხოვ. მის გამო ნუ ინერვიულებ. დავინახე, რომ გელაპარა-
კებოდა. ვერ ვიჯერებ, რომ თავხედობა ეყო და აქ მოვიდა. რა გით-
ხრა?
როია ხმას ვერ იღებდა.
ბაჰმანმა ფეხიანი ჭიქა გამოართვა და მაგიდაზე დადო. მერე მი-
იზიდა და კისერზე შეეხო, – კარგი რა, როია. შაჰლა ჩემთვის არა-
ფერს ნიშნავს, – შუბლზე აკოცა, სწორედ იქ, სადაც, დედის თქმით,
უხილავი მელნით ეწერა როიას ბედი.
ტალღოვანთმიან შაჰლას, რომელიც ოთახის მეორე მხარეს უკ-
მაყოფილოდ ბერავდა ტუჩებს, არც ეს კოცნა დარჩენია შეუმჩნევე-
ლი.

94
– შაჰლა გიყურებს. გეყოფა. ყველა გხედავს.
– ძალიანაც კარგი. დაგვინახონ. ძალიან მინდა, – კვლავ აკოცა
ბაჰმანმა როიას, – მთელი წყეული სამყაროს თვალწინ დაგკოცნო.
– ბასე,29 საკმარისია, – უპასუხა როიამ. თუმცა, მეოთხე კოცნის
შემდეგ, ბაჰმანთან ახლოს ყოფნამ და მისი პერანგის სურნელმა
შაჰლა თითქმის გადაავიწყა.
საღამოები, ცეკვები, მუსიკა, ქალები და კაცები, ამერიკული სიმ-
ღერები და ცეკვები, ჭიქებში ჩაციებული საზამთრო, რომელსაც
როიას რწმენით, ზოგჯერ უთუოდ ალკოჰოლი ჰქონდა შერეული,
მისთვის უჩვეულო, საიდუმლო სანახაობას წარმოადგენდა. ვინ
წარმოიდგენდა, რომ ბიჭი, რომელსაც სამყარო უნდა შეეცვალა, შე-
სანიშნავად ცეკვავდა? რომ მეგობრების ასეთი წრე ჰყავდა? რომ ძა-
ლიან ახლოს იყო მარად პოპულარულ ფლეიბოი ჯაჰანგირთან?
– დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იგრიხება ეჭვიანობის გამო,
– თქვა ბაჰმანმა და სახე როიას კისერში ჩარგო.
– მგონი, შენც მოგრეხა გინდა, – ჩაიხითხითა როიამ.
– შენთან ერთად? სულ. რამდენი ხანი დარჩა დაქორწინებამდე?
– ნაზად ეამბორა როიას ყელს.
– ახლა ჭკვიანად, ბატონო. მე წესიერი გოგო ვარ, – დაუცაცხანა
როიამ, თუმცა, უფლება მისცა, რომ ტუჩებით კისრის კონტურებს
გაჰყოლოდა.
ბაჰმანმა ციმციმა შავი თვალებით ამოხედა – ამ სიხარულით
სავსე თვალებმა დაატყვევა როია პირველივე დღეს საკანცელარიო
მაღაზიაში.
– დღეებს ვითვლი იქამდე, როცა ერთად ყოფნა შეგვეძლება.
როია, მე შენ ძალიან მიყვარხარ.
ასე პირისპირ იდგნენ. ბაჰმანის თბილი სუნთქვა როიას ელამუ-
ნებოდა. გული ლამის მკერდიდან ამოვარდნოდა.
– მოკლედ, მომეწებე და ეგ არის! – ბოლოს და ბოლოს ამოთქვა
როიამ.

29
სპარს. გეყოფა, საკმარისია.

95
– ძალიან მომწონს მოწებება, – ოხვრით თქვა ბაჰმანმა და გა-
ეცინა.
როიამ საყელოდან რაღაც ნაძენძი მოაშორა, – აბა, მაშინ, რო-
გორც ბიჭი, რომელმაც სამყარო უნდა შეცვალოს, გამიწევთ თუ არა
სამსახურს და ამ ხალხის წინაშე სამაგალითოდ თუ მოიქცევით?
– ბაჩეჰა30 ბავშვებო! – ჯაჰანგირმა ხელები ჰაერში ასწია და მა-
ჯებში დაატრიალა, – ტაააანგოს დრო მოვიდა! ჯაჰანგირმა ახალი
ჩანაწერი ჩართო და გიტარის ფკბილმა აკორდებმა მთელი ოთახი
აავსო, – ბაჰმან, აქ მოდი! ოთახის მეორე მხრიდან ანიშნა ბიჭს, –
ერთად ვუჩვენოთ, როგორ უნდა.
ბაჰმანი მივიდა. მერე პირისპირ დადგნენ, ლოყა ლოყაზე მი-
ადეს, ჯაჰანგირმა ბაჰმანს წელზე მოხვია ხელი, მეორე მკლავი გა-
შალა და ბაჰმანის თითებს თითები გადააჭდო. ბაჰმანი მჭიდროდ მი-
იზიდა და ნელა დაიწყეს მოძრაობა. სიმღერა მგრძნობიარე, თით-
ქმის შემაშფოთებელიც კი იყო. როიას რაღაც მოუხელთებლის, აკ-
რძალულისა და გამომწვევის დაუფლების სურვილი აღუძრა. მო-
ცეკვავე ჯაჰანგირისა და ბაჰმანის ყურებისას თავი ისე იგრძნო,
თითქოს უცხო ადამიანებს შესცქეროდა. თითქოს ის ნახა, რისი
ხილვაც ყოველთვის უნდოდა, თუმცა, ვერ ხვდებოდა ამას.
საჩვენებელი ცეკვის, გოგონების ფხუკუნის, ხითხითისა და სიმ-
ღერის დასრულების შემდგომ, ბაჰმანმა ჯაჰანგირის ხელს ხელი გა-
უშვა და ოთახის შუაგულში როია გაიყვანა. მათ რამდენიმე გამბე-
დავი წყვილიც შეუერთდა და უკვე ყველაფერი მზად იყო. ჯაჰანგირ-
მა სიმღერა ხელახლა რომ ჩართო, ბაჰმანი და როია ერთმანეთს ჩა-
ეხვივნენ. ჯერ შეეშალათ; წაბორძიკდნენ და როია ლამის ამოყირავ-
და. ბაჰმანის ნიკაპის ნაწვერალი როიას ლოყაში ჩაეფლო. მასთან
სიახლოვემ როია იმხელა სურვილით აავსო, რომ უდიდესი ძალის-
ხმევით აიძულა საკუთარ თავი, ყურადღება გადაეტანა ნაბიჯებზე.
არასწორ მოძრაობებს აკეთებდა, მაგრამ, ამას მნიშვნელობა აღარ
ჰქონდა. მისი სხეული ბაჰმანის სხეულთან ახლოს იყო, როიას

30
სპარს. ბავშვები.

96
მკლავი თითქოს ბაჰმანის მკლავის გაგრძელება ყოფილიყო, ისე
მოექცია ბიჭის ხელი თავის ხელში. ბაჰმანი როლში ჩარჩენილიყო
და ჯაჰანგირის სერიოზულ და გამომწვევ პოზას ასახიერებდა, რო-
მელიც საჩვენებელი ცეკვის დროს შენიშნა.
ამაზე როიას ეღიმებოდა, ბაჰმანი კი იჭმუხნებოდა, თითქოს
როიას კიცხავსო და როიაც სასწრაფოდ ვითომ სერიოზულ სახეს
იღებდა. კვლავ და კვლავ ცდილობდნენ კარგად ცეკვას იქამდე,
ვიდრე ოთახი არ გადასერეს და არც ის ანაღვლებდათ, რომ შეიძ-
ლება წაქცეულიყვნენ.
როიას ბედისწერის არსებობისა არ სჯეროდა, თორემ იფიქრებ-
და, ისინი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, სწორედ ასე შეჰყვარე-
ბოდათ ერთმანეთი, მხოლოდ ერთად ყოფნა ნდომებოდათ. როიას
სხეული ისე ერგებოდა ბაჰმანის სხეულს, თითქოს თავისი სახლი
იპოვაო. როია სწორედ მაშინ უნდა ყოფილიყო საკანცელარიო მა-
ღაზიაში, როდესაც ბაჰმანმა სტვენით შეაბიჯა; როიას კი სწორედ
რუმის ლექსი უნდა ეთქვა მისთვის, რომ ბიჭის მიმართ ასეთი კავში-
რი ეგრძნო. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო – ახლა ვეღარ წარ-
მოედგინა სიცოცხლე ბაჰმანის გარეშე. როია მას ეკუთვნოდა. ასე
მარტივად. ეს მეტი იყო, ვიდრე ბედისწერა. რეალობა იყო, თითქმის
პრაქტიკული. ოცნება კი არა, მარტივი ფაქტი გახლდათ.
– რაზე ფიქრობ? – ჰკითხა ბაჰმანმა, იატაკზე რომ დანარნარებ-
დნენ.
– რა?
– ცეკვის დროს ასე ღრმად ჩაფიქრებული ადამიანი არასოდეს
მინახავს. მშვენივრად გამოგდის, ნუ გეშინია.
– ოჰ, – თქვა როიამ, – გმადლობ.
გიტარის მაცდური ჰანგები მათ შორის ირხეოდა. ბაჰმანი მართა-
ლი იყო. რა იყო სანერვიულო? არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ისინი ერთად იყვნენ და ეს იყო და მუდამ იქნებოდა მთავარზე მთა-
ვარი.
– სადა ხარ? ძალიან შორს ხარ, – ბაჰმანმა როიას კისერზე აკო-
ცა.

97
– ნუთუ ამაზე ახლოს ყოფნა შემიძლია? მართლა მიწებებულები
ვართ! ოცნება აგისრულდა!
– მაგაზე არ ვწუწუნებ, – გაეღიმა ბაჰმანს, – შენი ფიქრები ვიგუ-
ლისხმე. ისე გამოიყურები, თითქოს ქვეყნიერების მოწესრიგებას
ცდილობდე.
– მე უკეთ ვიცი, უნდა ვცადო თუ არა.
– ზუსტად ისეთი ღრმა და დაფიქრებული გამოხედვა გაქვს, რო-
გორიც მაშინ გქონდა, პირველად რომ გნახე.
– შენ კი სულელივით უსტვენდი. არც კი შემოგიხედავს ჩემთვის.
როიას ეგონა, რომ ცეკვა დასრულდა, მაგრამ, ერთ სიმღერას მე-
ორე შეენაცვლა. ბაჰმანი საერთოდ არ აპირებდა როიასთვის ხელის
გაშვებას. ასე განაგრძეს. როიას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, შეწ-
ყვიტეს თუ არა ცეკვა დანარჩენმა წყვილებმა. ბაჰმანთან სახე ისე
ახლოს ჰქონდა მიტანილი, რომ ალბათ ბიჭი მისი სუნთქვისას საზამ-
თროს არომატსაც კი გრძნობდა.
– გასულ ზამთარში. პოლიტიკისა და გამოსვლების ამბები რომ
იყო. შენ გადამარჩინე, – თქვა ბაჰმანმა.
– ძლივს.
– კი. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს.
როიამ გაიფიქრა, ნეტავ, რისი თქმა უნდაო. რისგან გადაარჩინა?
პოლიტიკაში უფრო ღრმად ჩათრევისგან? შაჰლაზე დაქორწინების-
გან იხსნა? დედამისის ძალდატანებისგან ხომ არა? როიას ამ კითვე-
ბის დასმა მოუნდა, მაგრამ, თან ძალიან ჩაღრმავებაც არ სურდა. ის
პოლიტიკური ზამთარი ისე ტკბილად და მსუბუქად გადაიქცა გაზაფ-
ხულად; ხოლო როიას მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩებოდა ტკბი-
ლეულის გემოთი, კარაქიანი ნამცხვრებისა და მწარე, მაგარი, ნა-
ღებიანი ყავის სახით.
– ახლა ნაკლებად ერევი პოლიტიკაში, – აღიარა როიამ.
– ახლა ნაკლებად მაღელვებს. თუმცა, ვღელავ.
– ჩვენზე?
– მოსადეყის გაძევება უნდათ.
როიამ პრემიერ-მინისტრის გვარი რომ გაიგო, ხელი მოუდუნდა,

98
– რა თქმა უნდა. მეგონა, ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი
იყო შენთვის, სულ ახლახან თქვი...
– არ თქვა, რომ პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, როია-ჯუნ. ამ ქვეყა-
ნაში ყველაფერს პოლიტიკა განაგებს იმის მიუხედავად, მოგვწონს
ეს თუ არა. ყველაფერი ეს: ცეკვა, გრამოფონი, ამერიკული კინოს
მსახიობებივით ჩაცმული გოგონები, როგორ გგონია, ნუთუ რომე-
ლიმე იარსებებდა პოლიტიკურად განწყობილთა ძალისხმევის გა-
რეშე?
როიას ყინულიანი საზამთრო კიდევ მოუნდა. დაჯდომა უნდოდა.
კვლავ ერთმანეთს იყვნენ მიკრულნი და ჩახუტებულნი, რაც სექსუა-
ლური იყო. თუმცა უეცრად დაღლილობა იგრძნო. ნეტავ, ახლა სა-
კუთარი ტანის გამოთიშვა შესძლებოდა ამ ცეკვიდან, მაგრამ, ეს,
ალბათ, შეუძლებელი იყო, ბუნებისა და ბედისწერის კანონებს ეწი-
ნააღმდეგებოდა.
– ნერვიულობ, – ამოიოხრა როიამ, – პრემიერ-მინისტრზე. გა-
საგებია.
– ხმები დადის, რომ ჩამოგდებას უპირებენ.
– ვინ უპირებს ჩამოგდებას?
– შაჰის ძალები. ინგლისელები. ამერიკელები. ყველა ერთად.
გავიგე, რომ...
– ბაჰმანი შენზე ჭკუას კარგავს! – უეცრად ჯაჰანგირმა ჩაუარათ
გვერდზე, რომელიც შაჰლას ეცეკვებოდა ტანგოს. შაჰლა, რომე-
ლიც ხესავით გაშეშებულიყო ჯაჰანგირის მკლავებში, ჭერს თვალს
არ აშორებდა და დაჟინებით მიშტერებოდა ჭაღს, – ერთთავად მეს-
მის „როია, როია, როია!“ – ამოიმღერა ჯაჰანგირმა.
ჯაჰანგირისა და შაჰლას გაცოფებული ბზრიალის საპასუხოდ,
ბაჰმანმა როია კიდევ უფრო მაგრად მიიკრა. შაჰლას თვალების
ბრიალი ცოტაც და, ჭაღს ჩააქრობდა. ბაჰმანი როიას დაეყრდნო და
ჩასჩურჩულა: – იცოდი, რომ შაჰლას ოჯახი შაჰის სამსახურშია? მა-
მამისი შაჰის პოლიციასთან არის შეკრული.
– ოჰ, ღმერთო. ახლა არ მითხრა, შაჰლა შაჰის ჯაშუშიაო.
– უბრალოდ, გეუბნები. ბრალს არავის ვდებ, – ბაჰმანის ქამარმა

99
როიას ლამის კანი გაუხვრიტა.
– შაჰლამ თუ იცის, რომ მოსადეყის სიტყვას მთელ ქალაქში ავ-
რცელებ? იქნებ... შური იძიოს შენზე იმის გამო, რომ დედაშენის სა-
ქორწინო გეგმას არ მიჰყევი?
ბაჰმანმა ლოყა ლოყაზე მიაჭირა და გაჩუმდა. პრემიერ-მინის-
ტრზე საუბარი აღარ გაუგრძელებიათ, მხოლოდ ცეკვავდნენ და უფ-
რო მაგრად ეკვროდნენ ერთმანეთს, თითქოს იქ, ჯაჰანგირის სას-
ტუმრო ოთახში შეიძლებოდა ერთმანეთი ხელიდან გამოსცლო-
დათ. მართლაც სრულყოფილი წყვილი იყო!
– შაჰლა და მისი კეკლუცი სამეგობრო ხომ არ დაგვთარსავს, ავ
თვალს ხომ არ გვცემს? – იკითხა როიამ ცეკვის დროს, – ხანდახან
მათი შური ნათლად იგრძნობა. თითქოს, ხელშესახებიაო.
– ოჰ, კარგი, რა! ნუ დაიჯერებ ამ ავ თვალსა და სისულელეებს.
ეს ცრურწმენა და ბოდვაა. ერთი სული მაქვს, ჩვენი კულტურიდან
როდის მოშორდება ეს ყოველივე. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?
რაღაც არარსებულზე. თუმცა, იგულისხმება, რომ მაინც არსებობს.
– მეგონა, ცრურწმენების არ გჯეროდა.
– არც მჯერა.
– კიდევ როგორ შეიძლება, ბედისწერა განვმარტოთ?
ბაჰმანმა გაიღიმა. – ჩვენს შორის ვერავინ ჩადგება. ვერავინ
გაგვთვალავს.
– დედაშენს შეუძლია ეს ყველაფერი, – გაბედა თქმა როიამ.
ბაჰმანს არაფერი უთქვამს. დარცხვენილმა როიამ ძირს დაიხე-
და.
– მაპატიე.
– მისმინე, – უეცრად დასერიოზულდა ბაჰმანი, – დედაჩემი გა-
მოკეთდება. შენ თვითონ ნახავ, – მუსიკა კრეშენდოში გადაიზარდა
და დრამატულმა ბგერებმა კულმინაციას მიაღწია. ბაჰმანმა როია
გაუფრთხილებლად გადააწვინა. როიას სისხლი მოაწვა თავში, თვა-
ლები აუჭრელდა და გარშემო ყველაფერი თავდაყირა დადგა.
– ვერ მომიშორებ, – კვლავ რომ მიიზიდა, უთხრა ბაჰმანმა, –
არსად წასვლას არ ვაპირებ. არასოდეს.

100
თავი მეათე

1953 წელი

წერილები წიგნებში


ომდევნო სამშაბათს ბაჰმანი გაქრა. როიამ სახლში და-
ურეკა, თუმცა, არავინ უპასუხა. მიაკითხა, დააკაკუნა, მაგ-
რამ, არავინ გამოსულა. არც დაღლილი და ფერმიხდილი ქალბატო-
ნი ასლანი გამოჩენილა თავისი ფერუმარილით შეფერადებული
ლოყებით. არც სასიამოვნო, კეთილშობილ ბატონ ასლანს უკით-
ხავს, ჩაის ხომ არ მიირთმევო. არავინ ჩანდა.
მეზობლები მხრებს იჩეჩავდნენ. არავინ არაფერს ამბობდა. იქ-
ნებ, ჩრდილოეთში გაემგზავრნენ? იქნებ ზღვაზე არიან? სიცხეს თუ
გაერიდნენ. ასე უნდა იყოს. მხოლოდ გადაკრული სიტყვები, ვარაუ-
დები, არაფერი ნათელი.
სამი დღის განმავლობაში ბაჰმანისგან არავითარი ხმა არ მოს-
ვლია. როია ნერვიულობისგან დასუსტდა. ბოლოს თავს სძლია და
იმ ადგილას გაეშურა, ყველაფრის თავი და თავი რომ იყო: საკანცე-
ლარიო მაღაზიაში. წინასწარ ეშინოდა ამბის, რომელიც შეიძლებო-
და იქ გაეგო – რაც შეიძლება ბატონ ფახრის სცოდნოდა პოლიტი-
კურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დაკავებებზე. როია ჯერ თავს
იკავებდა მაღაზიაში მისვლისგან, ახლა კი აუცილებლად უნდა გა-
ეგო რაიმე.
– ჩემო ძვირფასო გოგონავ, არ იცი? პრემიერ-მინისტრ მოსა-
დეყს ბევრი მტერი ჰყავს. მას ჩვენი ქვეყნის წინსვლა სურს, მაგრამ,
გარეშე ძალები და ჩვენი საკუთარი ორგული მოღალატენი მის ჩამ-

101
ოგდებას ცდილობენ. ნებისმიერ ფასად
– ბატონო ფახრი, გთხოვთ, მითხარით. სად არის ბაჰმანი?
– ახლა შენთან ვერ იქნება.
– ჩვენ ხომ დავინიშნეთ. მისმინეთ, ბატონო ფახრი, თქვენი სიკე-
თე შეუმჩნეველი არ დარჩება – მუდამ მადლობელნი ვიქნებით, რომ
ძალიან დაგვეხმარეთ, რომ შეხვედრის უფლება მოგვეცით. მაგრამ,
ის სხვა რამაა, აქ რომ საიდუმლოდ ვხვდებოდით ერთმანეთს ადრე.
ახლა სადაცაა დავქორწინდებით. ეს ზაფხულის მიწურულს მოხდე-
ბა! გთხოვთ, უბრალოდ ის მითხარით, რაც თავად იცით. მისმა ერ-
თმა მეზობელმა მითხრა, შეიძლება ჩრდილოეთით იყოს, ზღვაზეო.
მაგრამ, თავად რატომ არ უნდა ეთვქვა ეს ჩემთვის? ხომ უნდა გა-
ვეფრთხილებინე, არა?
შერცხვა, რომ ბატონი ფახრის წინაშე ასეთი გულახდილობა და
სასოწარკვეთა გამოხატა. სრულიად არასაკადრისი, შეუფერებელი
საქციელი იყო. ზარი ნამდვილად გადაირეოდა, რომ გაეგო, როგორ
დაჟინებით ევედრებოდა, უფრო იხვეწებოდა როია, ამბავი გამაგე-
ბინეო. ბოლოს და ბოლოს, როიამ ოჯახს გაუმხილა, ბაჰმანი რომ
აღარ ჩანდა. მამას ჯავრით აღარ ეძინა. დარწმუნებული იყო, ბაჰმა-
ნი შაჰის კაცისმკვლელებს ჰყავდათ დაპატიმრებული. დედა ლოცუ-
ლობდათასბიჰით, ანუ კრიალოსნით ხელში და ჩუმად ბუტბუტებდა
ლექსებს ყურანიდან, თან კი კრიალოსნის თვალს ჩააგდებდა ხოლ-
მე.
– უბრალოდ, აცადე, ჩემო გოგო, – უთხრა ბატონმა ფახრიმ.
– კარგად ვიცი, რომ ხალხს პანტაპუნტით იჭერენ. გთხოვთ, მით
ხარით, რა იცით.
– ნუ ნერვიულობ, ჩემო საყვარელო. ყველაფერი საკმაოდ რთუ-
ლადაა. უნდა დაისვენო. ნუ ღელავ...
– როგორ უნდა დავისვენო? ბაჰმანი არ ჩანს! მითხარით, რო-
გორ შეიძლება, ერთი სიტყვა მაინც არ ეთქვა ვინმეს ბაჰმანზე ამ ქა-
ლაქში, სადაც ყველა ერთმანეთის საქმეში ყოფს ცხვირს? მამამისზე
ან დედამისზე მაინც იტყოდნენ რაიმეს.
ბატონი ფახრი გაშეშდა.

102
– დედამისზე?
– ვისაც კი ველაპარაკები, არავინ არაფერი იცის! როგორ შეიძ-
ლება, ვინმემ რაიმე არ იცოდეს? – როიას ქცევას არაფერი ჰქონდა
საერთო იმასთან, როგორც ახალგაზრდა ქალს უნდა ესაუბრა ასა-
კით უფროს მამაკაცთან, რადგან ნელ-ნელა ხმას უწევდა და მოთ-
ხოვნებსაც უყენებდა. თუმცა, რა ექნა, ბაჰმანის ციხეში წარმოდგე-
ნაზეც კი გულისრევა ეწყებოდა.
– მისი... ოჯახის წევრებს, – ბატონი ფახრი გაფითრდა. სასწრა-
ფოდ ჩაახველა, – ყველაფერი რიგზე აქვთ? რა გაიგე!
– რა გავიგე და ვერაფერი! სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან!
– უეცრად როიას საშინელმა სურვილმა მოუარა, რომ უახლოესი
წიგნი აეღო და ფახრისთვის ეთხლიშა. რატომ ურევდა როიას თავ-
გზას და რატომ ეჭირა თავი ისე, თითქოს ვერ ხვდებოდა, გოგო რას
ეკითხებოდა? როიამ მტკიცე და მშვიდი ტონი დაიბრუნა, – ვიცი,
რომ აქ ბევრი პოლიტიკური აქტივისტი მოდის, ბატონო ფახრი. ყვე-
ლამ ვიცით, რომ თქვენი მაღაზია მოსადეყის მხარდამჭერთათვის
უსაფრთხო სავანეა. ვიცით, რომ „ეროვნულ ფრონტსა“ და „თუდეს“
ზოგიერთ კომუნისტურ დაჯგუფებაზე ინფორმაციას აქედან ავრცე-
ლებთ. გთხოვთ, მეც გამანდვეთ, რაც იცით. ამ საიდუმლოს შენახვა
შემიძლია. სიფრთხილესაც გამოვიჩენ.
– კარგი, პატარა ქალბატონო, – წამით გაჩუმდა ბატონი ფახრი.
მისი სახის გამომეტყველება რთული ამოსაცნობი გახდა, – კარგი.
იცოდი, რომ სამთავრობო პოლიცია აქაც გვესტუმრა? რომ ზოგი
რამ ადვილად არ ითქმის? – ამ სიტყვებზე ბატონმა ფახრიმ წარბები
ასწია, – გეუბნები, რომ არ უნდა ინერვიულო. უბრალოდ... ღმერთს
მიენდე. ღმერთი დიდია.
რა თქმა უნდა. როია ისე დააბრმავა ბაჰმანზე ნერვიულობამ,
რომ სულ დაავიწყდა, ბატონ ფახრისაც რომ შეიძლებოდა დამუქრე-
ბოდა საფრთხე. უკან მიიხედა, ხომ არავინ გვისმენსო. ჯაშუშები
ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. იქნებ ახლა ბატონ ფახრისაც
უთვალთვალებდნენ? დაკითხეს თუ არა?
ბატონი ფახრი როიასკენ ისე გადმოიხარა, თითქოს რაღაც ძალი

103
ან მნიშვნელოვნის თქმას აპირებდა. როიას ბაჰმანთან მეორე შეხ-
ვედრა გაახსენდა – როდესაც ბატონი ფახრი სწორედ ასე გადმოი-
ხარა და „დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდა. როიამ თავს დიდი ძა-
ლა დაატანა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მის ნდობას ვერ და-
კარგავდა.
– ჩემო ძვირფასო გოგონავ, – წასჩურჩულა ბატონმა ფახრიმ, –
ბაჰმანი... დაკავებულია. ეს არის და ეს. გარდა ამისა, ახლა რომან-
ტიკით გართული არავინ უნდა ნახოს.
– მე მისი საცოლე ვარ, – კბილებში გამოსცრა როიამ.
ბატონმა ფახრიმ ჩაიფრუტუნა.
– მიუხედავად ამისა. მჯერა, რომ გესმის. ხომ ასეა?
– არა. მართლა არ მესმის.
ფახრის თავდაჭერილობასა და სიმშვიდეში რაღაც შეიცვალა;
მისი სიმტკიცე გაქრა. კაცმა მაღაზიაში შიშნარევად მიმოიხედა. ბო-
ლოს კი ამოიოხრა.
– ბაჰმანმა მითხრა, ჩემთვის წერილის მოწერა თუ მოუნდება,
მომწეროსო.
– მართლა? – გული აუფანცქალდა როიას.
– მართლა.
როიას გონებამ გამალებით დაიწყო მუშაობა; ყველანაირი შე-
საძლებლობა მოსინჯა, რომელიც წერილების უსაფრთხოდ გაგზავ-
ნის გარანტია შეიძლებოდა ყოფილიყო. რატომ არ შეუძლიათ ლა-
პარაკი? ბაჰმანს დაპატიმრება ემუქრება და ამიტომ იმალება.
– რა თქმა უნდა. მაშინ, მივწერ.
ბატონმა ფახრიმ სათვალე უთქმელად შეისწორა.
– ბატონო ფახრი, შეგიძლიათ, მისი მისამართი მომცეთ?
– მისამართი?
– თქვენ ხომ იცით, როგორ უნდა მივაწვდინოთ ბაჰმანს ხმა? –
როია უკვე ძალიან ფრთხილობდა; არ უნდოდა, მეტისმეტად პირდა-
პირი ყოფილიყო. ვაითუ, ბატონ ფახრის უკან წაეღო ეს შემოთავა-
ზება...
– წერილებს მე მომცემ. ბაჰმანს კი მე მივაწვდი.

104
– უკაცრავად?
– გთხოვ, პატარა ქალბატონო.
– კი მაგრამ, როგორ?
– როგორც სხვები აკეთებენ. მე ჩემი მეთოდები მაქვს.
როიამ ვერაფრით შეიკავა თავი და იკითხა:
– რა მეთოდები?
– როია ხანომ, როგორ გგონიათ, რანაირად აწვდიან ერთმა-
ნეთს ხმას ქალაქში ის ახალგაზრდები, რომელთაც ერთმანეთთან
დარეკვის საშუალება არ აქვთ?
– დეპეშებს გზავნიან?
– ჩემო პატარა ქალბატონო. ამაში წიგნები გვეხმარება. წერი-
ლები ჩემთან მოაქვთ, მე კი წიგნებში ვაწყობ, მერე სხვა მოდის წიგ-
ნის „საყიდლად“ და იმ წიგნს ვაძლევ, რომელშიც წერილია მოთავ-
სებული.
როიამ მაღაზიაში თვალი მოავლო თაროებს, რომლებიც მისი
საყვარელი წიგნების ტომებით იყო გამოვსებული. წარმოდგენა არ
ჰქონდა, რომ ისინი კომუნიკაციის საშუალებად გამოიყენებოდა.
რომ ხალხი ამ წიგნებში ბარათებს დებდა, ბატონი ფახრი კი მიწო-
დების საშუალებას წარმოადგენდა.
თავისი საყვარელი მაღაზია, სადაც ამდენი შუადღე გაუტარებია
სწავლა-დასვენებაში, უეცრად ცოტა სახიფათოდ მოეჩვენა. რო-
გორც ჩანს, მხოლოდ პოლიტიკური მასალების ფარულად გავრცე-
ლების კი არა, წერილების გაცვლის ცენტრიც ყოფილა?
როიას სულაც არ სურდა, რომ ბაჰმანთან დამაკავშირებელი ერ-
თადერთი ძაფიც გაეწყვიტა, ამიტომ ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
– რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ხვალ წერილს მოვიტან.
მზის თვალისმომჭრელ შუქზე გასულმა როიამ იგრძნო, რომ ქა-
ლაქი სიცხითა და მღელვარებით იყო შეწუხებული. უკვე რამდენიმე
ხანი იყო გასული, რაც ხმები დადიოდა სამხედრო გადატრიალების
შესახებ; ხოლო ახლა სხვებიც იზიარებდნენ ბაჰმანის შიშს, რომ შე-
საძლო იყო, შაჰის ძალები გარეშე ძალებს შეამხანაგებოდნენ და
პრემიერ-მინისტრი ჩამოეგდოთ. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ბაჰმა-

105
ნი იმ აქტივისტთა რიცხვში იქნებოდა, რომლებიც სამხედრო გადატ-
რიალების შეჩერების მცდელობაში იქნებოდნენ ჩართულნი. შესაძ-
ლოა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბაჰმანი დაპატიმრებული კი არ იყო,
უბრალოდ, იმალებოდა. რასაკვირველია, ციხეში მყოფ ბაჰმანს ბა-
ტონი ფახრი წერილებს ვერაფრით ვერ გადასცემდა.
რაღა თქმა უნდა, ბატონმა ფახრიმ იმაზე გაცილებით მეტი იცო-
და, ვიდრე ამბობდა. ეს ცხადზე ცხადი იყო. თუმცა, რატომღაც თავს
იკავებდა. მშვენიერია. წერილის მიწერა ხომ მაინც შეეძლო. ამის
საშუალება ხომ მაინც ჰქონდა.
როიამ წერილი ბატონი ფახრის მაღაზიაში ნაყიდი ბლოკნოტის
ფურცელზე დაწერა ლურჯი მელნითა და დასატუმბი კალმით, მთე-
ლი გვერდი კი მონატრების გამომხატველი სიტყვებით აავსო. შე-
კითხვა შეკითხვაზე მოსდიოდა თავში. შიგადაშიგ, თავისდაუნებუ-
რად რაღაც რიტმით წერდა, რომლისთვისაც შესაძლოა ვინმე
ღვთისნიერს (ბოლო კლასების ლიტერატურის მასწავლებლის,
ქალბატონი დაშთისგან განსხვავებით) პოეზია ეწოდებინა. მეორე
დღეს, დაწებებული კონვერტით წერილი მიიტანა ბატონ ფახრის-
თან, ის კი შეჰპირდა, წერილი უსიკვდილოდ ბაჰმანის ხელში მოხ-
ვდებაო.თუმცა, ბატონმა ფახრიმ ამ სიტყვების თქმისას ისე ნაღ-
ვლიანად ამოიოხრა, თითქოს საკუთარი სურვილის საწინააღმდე-
გოდ აპირებდა მოქმედებას.
– ხომ მიპასუხებს ბაჰმანი? – ვერ შეიკავა თავი როიამ და ჰკით-
ხა.
ბატონმა ფახრიმ თავი გადააქნია და რაღაცა ჩაიბურტყუნა ახალ-
ბედა სიყვარულსა და „აღმაშფოთებელ იმედისმომცემ ქმედებებზე.“
მაგრამ, კონვერტი გამოართვა.
რამდენიმე დღის შემდეგ მაღაზიაში მისულ როიას შიგნით ტა-
ატით მოსიარულე რამდენიმე მამაკაცი დახვდა, შლაპებსა და შავ
შარვლებში გამოწყობილები. როია აღელდა, რადგან ისინი, შესაძ-
ლოა, შაჰის დაქირავებული გადაცმული ჯაშუშები ყოფილიყვნენ.
ბატონმა ფახრიმ რუმის ლექსების კრებული თავაზიანი ღიმილით
გადასცა. როიამ სიხარულით გამოართვა, გულაფართხალებულმა

106
რამდენიმე კვარტალი გაიარა და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა წიგ-
ნის გადაშლა.
წიგნის გვერდებს შორის კონვერტი იყო მოთავსებული. როიამ
ისე მაგრად მოუჭირა კონვერტს ხელი, რომ თითის ფალანგები სულ
მთლად გაუთეთრდა. მერე ისევ წიგნში დააბრუნა, რადგან პირდა-
პირ ქუჩაში გახსნა და საჯაროდ წაკითხვა ვერ გაბედა, თითქოს რა-
ღაც კანონით აკრძალულს სჩადიოდა. უნდა მოეცადა, ვიდრე მარტო
არ დარჩებოდა.
წიგნი გულზე მიხუტებული ატარა სახლამდე. თუმცა, რა წამს კა-
რი შეაღო, ზარიმ მაშინვე წუწუნი ატეხა, ბადრიჯნის გაფცქვნით თი-
თები აღარ მივარგა, როია კი ამასობაში ქუჩაქუჩა ხეტიალს უნდე-
ბაო. თქვა, როია არასოდეს არ აკეთებს იმდენ საქმეს, რამდენიც
ეკუთვნისო. მათი დამხმარე საშინაო საქმეებში, ქაზები, ეჭვის თვა-
ლით უმზერდა როიას, თავსაფარი გვერდზე მოჰქცეოდა და სახეზე,
ბადრიჯნის თლისგან დაღლილს, ოფლი ჩამოსდიოდა. როგორც
ჩანს, იმ შუადღისას სხვა არაფერი ეკეთებინათ. დედამ როიას ანიშ-
ნა, ამობრუნებულ სათლზე დამჯდარიყო სამზარეულოში, მერე კი
ერთად დაასრულეს ბადრიჯნის გათლა, დაჭრეს, დაამარილეს, წყა-
ლი გადაავლეს, დაწურეს და შეწვეს. მამას უყვარდა ეს კერძი და სა-
დილზე იმ ღამით ძალიან გაუკვირდა, ეს რა მზარეულები ყოფილ-
ხართო. რაც უფრო მეტს და მეტს ლაპარაკობდა მხოლოდ და მხო-
ლოდ ბადრიჯანზე, როია მით უფრო კარგად ხვდებოდა, მამა რომ
ბაჰმანზე ღელავდა და ამ ღელვის გადაფარვას ცდილობდა. სადი-
ლის დასრულებამდე ვეღარ მოითმინა, შევიდა ოთახში, რომელიც
ზარის ოთახიც იყო, დის ჩაძინებას დაელოდა და, როგორც იქნა,
გახსნა წაიკითხა ბაჰმანის წერილი.
საღამურებში რომ გამოეწყვნენ და ზარიმ თმაზე გაზეთის ნახევე-
ბი შეიბა, როიას ერთი სული ჰქონდა, მის დაიკოს ხვრინვა ამოეშვა.
თუმცა, ზარი ქაქანის ხასიათზე იყო, – ამ ბადრიჯნის თლა ხელებს
მიფუჭებს. შეხედე, კანი რას მიგავს, როია. უბრალოდ დააკვირდი.
მიუხეშდება და მექერცლება. ვერ ვიტან.
– მშვენიერი ხელები გაქვს, – ჩაიბურტყუნა როიამ. ნეტავ, დაიძ-

107
ინოს ამ ზარიმ, რომ მალე წაიკითხოს წერილი.
– შენი დამსახურება ნამდვილად არაფერია, როია! ჰო, მართლა,
სად იყავი შუადღისას? თითქმის მთელი ბადრიჯანი მე და ქაზებმა
გავთალეთ. უსამართლობაა. იმის გამო, რომ საპატარძლო ბრძან-
დები... – ზარი შეჩერდა, – ბოდიში. ვიცი, ბაჰმანზე ნერვიულობ. სა-
დილზე ხმა არ ამოგიღია. ვიცი, რომ ბაჰმანზე ფიქრის გარდა არა-
ფერი გამოგდის. მაგრამ, უნდა დაუშვა... უნდა დაეთანხმო, რომ...
– რომ, რა, ზარი? – ჰკითხა სუნთქვაშეკრულმა როიამ.
– რომ შეიძლება ბედია, ბაჰმანი რომ ასე გაქრა. იქნებ მეტს არც
უნდა მოელოდე პრემიერ-მინისტრით შეპყრობილი ადამიანისგან.
ალბათ, ახლა რაღაც პოლიტიკურ ინტრიგას ხლართავს თავის სამა-
ლავში. ვინ იცის? ალბათ, ყველანი შტერები ვიყავით, როცა გვეგო-
ნა, დედამისის წინააღმდეგ წავიდოდა და შენ შეგირთავდა, – ზარიმ
ხელები გადააჯევარედინა, – ეს სწორედ ისაა, რასაც ბაჰმანი ვერ
იზამდა, როია. წუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს. მაგრამ, ასეა. როია,
მისმენ?
როიას ბევრი არაფერი უთქვამს; მხოლოდ უსმენდა, როგორ მი-
ერეკებოდა თავისას ზარი. ასე როცა მოხსნიდა გუდას პირს, საუკე-
თესო გზა იყო, მისთვის ყურადღება არ მიგექცია. როიას საუბრის
გაგრძელების არავითარი სურვილი არ ჰქონდა. მას მხოლოდ და
მხოლოდ წერილის წაკითხვა უნდოდა. ზარის ხომ თავშიც არ მოუვი-
დოდა, ბაჰმანს თუ როიასთვის წერილი ჰქონდა გამოგზავნილი!
– სამყაროს შეცვლა, ღმერთმანი! ისიც უზენაესი სისულელე იყო,
რომ გვეგონა, ასეთ დედას წინ აღუდგებაო. თუმცა, ნუ ინერვიულებ,
დაიკო! სულ ცოტა, ქალბატონი ასლანი მაინც არ ამოგჭამს გულს და
სულს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ხომ ასეა?
– ძილი ნებისა, ზარი.
ბოლოს, ზარის მშვიდი სუნთქვა რომ გაისმა და როია დარწმუნ-
და, ახლა კი ნამდვილად სძინავსო, საწოლიდან წამოდგა და ბაჰმა-
ნის წერილის მთვარის შუქზე წასაკითხად ფანჯარასთან დაჯდა. კონ-
ვერტი სათუთად გახსნა, თითქოს ეშინოდა, სიტყვები არ დაიმსხვრ-
ეს ან წყობა არ აირიოს და ვაითუ, სწორად ვეღარ წავიკითხო, რაც

108
წერიაო.

ჩემო უძვირფასესო როია,

შენი წერილი რომ მომივიდა, სიხარულისგან კინაღამ

მოვკვდი. ღმერთო ჩემო, როგორ მენატრები. ვერ ვაზროვნებ

და ძლივძლივობით ვჭამ. ეს ბოლო რამდენიმე დღეა, ლა-

მისაა ტყავიდან ამოვძვრე. ასე მგონია, უკვე წლები გავიდა

უშენოდ. მაპატიე, რომ ასე უეცრად მომიხდა წასვლა. ნეტავ,

მიზეზის თქმა შემეძლოს – ალბათ, ერთ დღეს ამასაც გეტყვი.

ახლა კი იცოდე, რომ კარგად ვარ და არაფერზე არ გაქვს

სანერვიულო. როგორც კი შევძლებ, მაშინვე დავბრუნდები.

ახლა ყველაფერი რთულადაა და უნდა მოვაგვარო, რომ

გამოსავალი ვიპოვო. ერთი სული მაქვს, ისევ როდის ჩაგიკ-

რავ გულში.

შენი წერილის გამო პირდაპირ შვება ვიგრძენი! შენს მშობ-

ლებს გადაეცი, ჩემზე ნუ ინერვიულებენ. სიტყვას გაძლევ,

რომ კარგად გიქნები. იმედი მაქვს, ზარი ძალიან არ გაწვა-

ლებს.

ყველგან შენ გხედავ. ყოველ წამს ჩემთან ხარ, როია-ჯუნ.

იმედია, მალე შევხვდებით – რაც მალე, მით უკეთესი.

ჩემი სიყვარული ხარ.

ბაჰმანი
როიამ წერილს თითები გადაუსვა იმ იმედით, რომ ქაღალდიდან
ბაჰმანის სურნელი მისწვდებოდა. უნდოდა, ბაჰმანის რაღაც ნაწილი

109
მაინც შეეგრძნო თითის ბალიშებით.
ბიჭის ხელნაწერი აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნანახი:
ბაჰმანმა ხომ საახალწლოდ ნაჩუქარ ბლოკნოტზე წაუწერა. ბაჰმა-
ნის ხელნაწერი რომ კვლავ დაინახა, როიას ისეთი განცდა გაუჩნდა,
თითქოს მისი ნაწილი ეჭირა ხელში. ყოველ მონასმში, ყოველ
მრუდსა და ხაზში გრძნობდა ბაჰმანს. ხოლო წერილის ზედიზედ წა-
კითხვისას ბიჭის ხმაც ჩაესმოდა.
რასაკვირველია, ბაჰმანის პასუხი ემოციებითა და მონატრებით
იყო სავსე. როია უფრო თავშეკავებული იყო საუბრისას და მაშინაც
კი, როდესაც მარტო რჩებოდნენ. თუმცა, რატომღაც წერილში შეძ-
ლო იმის თქმა, რასაც პირადად ვერ ეუბნებოდა. შეძლო, რომ მო-
სიყვარულე ყოფილიყო. თუმცა, უშუალოც გახდა; რთული კითხვები
დაუსვა. „სად ხარ?“ სწერდა როია, „რატომ არ შეიძლება შენი ნახ-
ვა?“
მეორე დღეს, წერილი ბატონ ფახრის რომ მიუტანა, როიას ისეთი
განცდა დაეუფლა, თითქოს შიშველი ყოფილიყო, თუმცა, კონვერტი
დაბეჭდილი გახლდათ. გარდა ამისა, რაღა თქმა უნდა, ბატონ ფახ-
რის სხვაც ბევრი საქმე ჰქონდა ორი მოზარდის სასიყვარულო აბდა-
უბდის კითხვის გარდა. როია ფიქრობდა თავის სიტყვებზე, სპარსუ-
ლი პოეზიის წიგნის გვერდებში რომ იმალებოდა, წინაპართა ლექ-
სები რომ ეფერებოდნენ. მათ სიყვარულს აქ არაფერი ემუქრებო-
და. გარკვეულწილად, სწორედ იქ იყო მისი ადგილი. როიამ სცადა,
წარმოედგინა, როგორ მივიდოდა ბაჰმანის რომელიმე მეგობარი ან
თანამებრძოლი მაღაზიაში, აიღებდა წიგნს, შემდეგ კი ბაჰმანს მი-
უტანდა იმის მიუხედავად, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის.
ბაჰმანის მომდევნო წერილის მოსვლამდე როია ადგილს ვერ
პოულობდა, ერთთავად გაფანტული და აღელვებული იყო. ლამის
კედლებზე დადიოდა, სივრცეს უმიზნოდ აშტერდებოდა; ვერაფერი
უშლიდა ხელს ბაჰმანზე ფიქრში. ცოტა ხნით მხოლოდ მაშინ დაწ-
ყნარდა, პასუხი რომ მიიღო. მისი გამოყვანილი სიტყვების წაკით-
ხვა, მისი მკვეთრი ხელწერის დანახვა, ასო ნ, რომელიც თავდაჯე-
რებითა და ძლიერად იყო მოხაზული, ბოლოში ოდნავ აბზეკილი

110
სტრიქონები... როია თავს ისე გრძნობდა, თითქოს ბაჰმანის ხმა ჩა-
ესმოდა, როცა ხელში ეს ფარატინა ფურცელი ეჭირა.
სამთავრობო პოლიციამ უფრო და უფრო ხშირად დაიწყო საკან-
ცელარიო მაღაზიაში სტუმრობა. იქაურობა აღარ ჰგავდა მშვიდ სა-
მოთხეს, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ იყო. თითო-ოროლა პო-
ლიციელი ყოველთვის ტრიალებდა წიგნების გროვასთან – თავდა-
პირველად იშვიათად, და მერე უფრო აშკარა გახდა, რომ მუდმივი
სტუმრები იყვნენ იქაურობისა. აკვირდებოდნენ, ვინ ვისი ნაშრომის
კლიენტი იყო. მოსადის მომხრეთა ნაშრომების მსურველებს უბის
წიგნაკში ინიშნავდნენ, ხოლო მარქსისტული ლიტერატურის მსურ-
ველებს მთლად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ბატონი
ფახრი, თითქოს ალყა შემოარტყესო, ძალაგამოლეული ჩანდა. რო-
გორც სამთავრობო აგენტების დაკვირვების ქვეშ მყოფი ადამიანი,
თავდაჯერებით მოქმედებდა და სიტყვებს უკვე რობოტივით წარ-
მოთქვამდა. როიასთვის კვლავ საუკეთესო ავტორების ნამუშევ-
რებს არჩევდა და უზრუნველყოფდა, რომ გოგონას პოეზიის ყოველ-
კვირეული დოზა მიეღო. თუმცა, ბატონი ფახრი ახლა გაფანტული და
ანერვიულებული ჩანდა.
როია აღარ ჩერდებოდა მაღაზიაში. ბატონ ფახრის რაც შეიძლე-
ბა ბუნებრივად გამოართმევდა ხოლმე წიგნს ფრთხილად, რომ არა
შესტყობოდა რა, ვითომ არ იცოდა, წიგნში რა იდო: რომ ავტორის
სიტყვების გარდა, ბაჰმანის სიტყვებიც იყო მასში. მერე გარეთ გა-
ვარდებოდა და იცდიდა, როდის დარჩებოდა სრულიად მარტო. მე-
რე კი წერილს კითხულობდა.

ჩემო უძვირფასესო როია,

გამუდმებით შენზე ვფიქრობ – ყოველდღე და ყოველღამე.

არ არსებობს წამი, რომ შენ არ მახსოვდე და, სიმართლე

გითხრა, არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ასეთი წამი

111
არსებობდეს. დადგება ის დღეც, ამ განშორებას რომ გავიხსე-

ნებთ და გაგვეცინება. ერთი სული მაქვს, ყველაფერს უკან

როდის მოვიტოვებთ. ყველგან შენი ლამაზი სახე მელანდება.

თუ ჩემზე ღელავ, იცოდე, რომ უსაფრთხოდ ვარ, ჯანმრთე-

ლად ვარ და მხოლოდ შენ მაკლიხარ, რაც,

რასაკვირველია, ნიშნავს, რომ ყველაფერი მაკლია. დღეებს

ვითვლი, როია-ჯუნ. უბრალოდ, ცოტა სირთულეებს შევეჯა-

ხეთ. პრემიერ-მინისტრი და მისი ადმინისტრაცია საფრთხეშია,

თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს ისტორიულ გზაზე დიდი სიამაყით

გადმოვხედავთ. დემოკრატიულ მომავალს ახლა ვუყრით სა-

ფუძველს. ხომ ხედავ, ისევ ჩემებურად დავიწყე. ვიცი, არ გიყ-

ვარს, პოლიტიკაზე ბევრს რომ ვლაპარაკობ.

კარგი. მაშინ გეტყვი, რომ ერთი სული მაქვს, როდის დავ-

ქორწინდებით.

ჩვენს შვილებზე ოცნებასაც კი ვბედავ.

ყველაფერი კარგად მაქვს გათვლილი. რამდენიმე კვირაში

უნდა დავბრუნდე. იმედია, მალე გნახავ – რაც მალე, მით უკე-

თესი.

ჩემი სიყვარული ხარ.

ბაჰმანი

მკითხველთა ლიგა

112
თავი მეთერთმეტე

1953 წელი

მჟავე ქლიავი

-ღ
ვთის გულისათვის, დაიკო, მოისროლე ეგ ხარახურა და
დაწექი!
საწოლის ფეხთან მოკალათებული როია არც კი განძრეულა.
– წაიკითხე? გთხოვ, მითხარი, რომ არაფერი წაგიკითხავს.
– სიმართლე რომ გითხრა, ქაზების მხარდამხარ ათი კილო ბად-
რიჯნის გათლა უფრო მეხალისება, ვიდრე მაგ შენი აქტივისტი შეყ-
ვარებულის დაშაქრული სიტყვების კითხვა.
– მაშინ საიდან იცი?
– კარგი რა, როია. ჩვენს შორის საიდუმლო არ არსებობს. დები
ხომ ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ, არა? მოდი, დაწექი. ამ წერი-
ლებს ხომ ყოველ ღამით კითხულობ. როგორ გგონია, არ მესმის, სა-
წოლის ქვეშიდან ყუთს რომ იღებ, ფურცლებს აშრიალებ და ტაკი-
მასხარასავით ქსუტუნებ? მე თუ მკითხავ, ცოტა სულელური ქმედე-
ბაა, – ზარი შეჩერდა, მერე კი იკითხა: – რატომ წავიდა? ახლა სად
არის?
როია განცვიფრდა, რომ ზარიმ მთელი ამ დროის მანძილზე წე-
რილების შესახებ იცოდა და თავი დამცირებულად იგრძნო, რომ
ბაჰმანის ამდენი წერილის შემდეგაც კი არ შეეძლო ეპასუხა შეკით-
ხვისთვის, თუ სად იყო ბაჰმანი და რატომ წავიდა.
– მაგას მნიშვნელობა არა აქვს, – ჩაიბუტბუტა.
– დააპატიმრეს? ციხეშია? – წამოიმართა ზარი სიბნელეში.
მთვარის ვერცხლისფერ შუქზე დის გამომეტყველების დანახვა ძნე-

113
ლი იყო, თუმცა როიამ იგრძნო რალაც ძრწოლა ზარის ხმაში, რო-
დესაც ბაჰმანის ციხეში ყოფნა ახსენა.
– დაიძინე, ზარი. მაინც ვერაფერს ვერ გაიგებ და არც ველი ამას.
– ვითომ რატომ?
– ამ გრძნობის ძალას შენ ვერ აღგიწერ. შეურაცხყოფას კი არ
გაყენებ, მაგრამ, წარმოდგენა არა გაქვს, რას ნიშნავს, როდესაც
შეყვარებული ხარ.
ეს სიტყვები წარმოთქმისთანავე ინანა. რაღაც ჩუმი ხმა მოესმა
საწოლიდან. ოდნავი ფხუკუნის მსგავსი. ნუთუ ზარი ქვითინის ჩახ-
შობას ცდილობდა? თუმცა, რაღა თქმა უნდა, ალბათ, როიას დასცი-
ნოდა – ეს ხმა შეკავებულ სიცილს უფრო მიაგავდა ბაჰმანის მი-
მართ. როიამ წერილები ყუთში ჩააბრუნა და იქ შეაცურა, სადაც ინა-
ხავდა ხოლმე. მერე კი საწოლში ჩაწვა, რომელშიც მასა და ზარის
ერთად ეძინათ.
– ძილი ნებისა, ზარი, – თქვა და დას ზურგი შეაქცია.
– მასზე ფიქრობ, არა? – ზარის ხმით სულაც ვერ იმსჯელებდით,
რომ ეძინებოდა.
– რა?
– სულ მასზე ფიქრობ. ხომ ასეა? დილით, გაღვიძებისას, პირვე-
ლად ეგ ადამიანი გახსენდება. სიზმარშიც მას ხედავ. არ გინდა, რომ
სულ მასზე ფიქრობდე, მაგრამ, არ შეგიძლია. ფიქრები არ ჩერდება.
ასე გგონია, ბაჰმანი მუდამ შენთან არის. ვცდები?
– შენ უცხოურ რომანებსაც კითხულობ? – როიამ იდაყვებზე წა-
მოიწია და ზარის გადახედა. საიდან იცოდა ზარიმ როიას გრძნობებ-
ზე ამდენი? მუდამ საკუთარ თავზე მოფიქრალ ზარის ალბათ ვერა-
სოდეს ეყოლებოდა შეყვარებული. ნუთუ ამას შეძლებდა?
ზარის ტანი პატარა ფუთასავით მოჩანდა ბამბის რბილი ზეწრის
ქვეშ. ჩუმად იყო.
– ღამე მშვიდობისა, დაიკო, – თქვა მერე.
როია ისევ გადაბრუნდა და ასე დარჩნენ ერთმანეთისთვის ზურ-
გშექცეულები. მხოლოდ საკუთარ მუცლებს ეხებოდნენ ემბრიონის
პოზაში. ასე ეძინათ მას შემდეგ, რაც ზარი წამოიზარდა და მშობლ-

114
ების საძინებელ ოთახს დაემშვიდობა.
– ძილი ნებისა, ზარი.
ბაჰმანის წერილებში ამოკითხული ფრაზები როიასთვის ცნობი-
ლი ლექსების სტრიქონებივით, ანდა პოპულარული სიმღერების
ტექსტებივით ნაცნობი და ახლობელი გახდა. მუდამ გონებაში უტ-
რიალებდა ისინი. გამუდმებით იმეორებდა გულში იმ ზაფხულს, ბაჰ-
მანის დაბრუნების მოლოდინში.
„სულ შენზე ვფიქრობ – ყოველდღე და ყოველღამე. ყველგან შე-
ნი ლამაზი სახე მელანდება.“ სამზარეულოში დედას რომ ეხმარებო-
და, ან ზარისთან ერთად ბლუზაზე პატარა ყვავილებს რომ აკერებ-
და, ზაფხულის სიცხის დასამარცხებლად ყინულიან საზამთროს რომ
მიირთმევდა, თავში სულ ეს სიტყვები უტრიალებდა. ბაჰმანის ფრა-
ზები მაშინაც ახსენდებოდა, როდესაც ქუჩებში გამოსვლები სულ
უფრო გახშირდა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის განხეთქილება კი
სულ უფრო მატულობდა.
როიამ წერილების შესანახად თუნუქის პატარა ყუთი აიღო. ფიქ-
რობდა, ბაჰმანი ახლა უკვე დღე-დღეზე დაბრუნდება და არა მგონია,
დიდი მიწერ-მოწერა გავმართოთო. თუმცა, მისდა გასაოცრად, ყუთ-
ში წერილების დასტა საკმაოდ გაიზარდა. ბაჰმანი ისე მალე არ დაბ-
რუნებულა, როგორც როია იმედოვნებდა. ბაჰმანის არყოფნასთან
ერთად, როია თავს უფრო და უფრო სუსტად გრძნობდა. უიმისოდ
დაკარგული იყო, არაფრად ვარგოდა. ბაჰმანისგან მიღებული ყოვე-
ლი წერილი საზრდოს აძლევდა და ცხოვრებას აგრძელებინებდა,
თუმცა, მის წუხილს ვერაფერს შველოდა. როია ავად იყო იმ კითხვე-
ბით, რომლებიც დაუგროვდა, ავად იყო მარტოობითა და მონატრე-
ბით.
ნუთუ შეიძლებოდა, როიას სიყვარული ბაჰმანისადმი ამ წერი-
ლებით უფრო გაზრდილიყო? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. სიყვარუ-
ლი გაძლიერდა და უფრო გამყარდა. რაც უფრო ხშირად კითხუ-
ლობდა ბაჰმანის წერილებს და რაც უფრო ხანგრძლივად აყოლებ-
და თითს მის ხელნაწერს, მით უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობდა ბაჰ-
მანთან. მისი წასვლის შემდეგ საჭმელს გემო დაეკარგა; მზე უსიცო-

115
ცხლოდ ანათებდა; ყველაფერს რაღაც ფარდა გადაჰფარვოდა.
თუმცა, როიას წერილები აძლევდა ძალას და სიცარიელის განცდას
ცოტათი უმცირებდა, დროებით მაინც. თითოეული მარცვალი ბაჰ-
მანის ხმას იტევდა – როია თავს არწმუნებდა, ამ წერილების ფურ-
ცლების ბოჭკოში ბაჰმანისეული მუშკის სურნელებაც კი იგრძნო-
ბაო.
რა იქნებოდა, ახლა შენგან შორს არ ვიყო. შენთან მინდა. დარ-
ჩენილ ცხოვრებას ერთად გავატარებთ, ყველაფერს გამოვასწო-
რებ, როია-ჯუნ. მალე ყველაფერს გაიგებ, რაც საჭიროა.
როიას საშინლად უნდოდა, გაეგო, რატომ წავიდა ბაჰმანი, მაგ-
რამ, სჯეროდა მისი. შეუძლებელი იყო, ადამიანს მისი რომელიმე
წერილი წაეკითხა და არ დარწმუნებულიყო, რომ არავის არავინ
ჰყვარებია იმგვარად, როგორც ბაჰმანს როია უყვარდა. აშკარად
რაღაც პირადი მიზეზები ჰქონდა, რომლებსაც მოგვიანებით გაუმ-
ხელდა; როიას სწამდა მისი. როცა კი ეჭვი გაჰკრავდა, როდესაც ძა-
ლიან აერეოდა თავგზა, საწოლის ქვეშიდან წერილების ყუთს იღებ-
და და ბაჰმანის სიტყვები ნამდვილი ანტიდოტი აღმოჩნდებოდა
ხოლმე. წერილები აღელვებდა და სიმშვიდესაც ჰგვრიდა ერთდრო-
ულად. ამ წერილებით რწმუნდებოდა, რომ ბაჰმანზე მოსიყვარულე
და რომანტიკული კაცი არ არსებობდა ქვეყანაზე.
შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მინდა, როია-ჯუნ. სხვა არაფე-
რი მსურს.
ბაჰმანი ყოველთვის სწერდა პასუხს. არასოდეს ალოდინებდა.
ბოლოს წინა წერილი რუმის იმ სასიყვარულო ლექსის გვერდზე
იდო, რომელსაც როია კითხულობდა სწორედ იმ დღეს, ბატონი ფახ-
რი ბანკში რომ გავარდა და ბაჰმანთან ერთად პირველად დარჩა
მარტო. როიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წერილის სწორედ
ამ გვერდზე მოხვედრის ამბავმა.ნუთუ ბატონმა ფახრიმ გაიგონა,
რომ ამ ლექსს კითხულობდა? ნუთუ ასეთი დიდი ყურადღება მიაქ-
ცია ამ ამბავს და წერილიანი კონვერტიც ამიტომ ჩაუდო ამ ლექ-
სთან? როგორც ყოველთვის, ბაჰმანის სუნის შესაგრძნობად როიამ
წერილი დაყნოსა. დასაწყისში ეწერა, თუ როგორ ძალიან ენატრე-

116
ბოდა ბაჰმანს იგი. თუმცა, მომდენო აბზაცებში ამოიკითხა ბაჰმანის
შიში პრემიერ-მინისტრი მოსადეყის დამხობისა და უცხოური გავ-
ლენის საშიშროების შესახებ. ნავთობის ფლობა ნამდვილი წყევლა
იყო, როგორც ბაჰმანი წერდა – წარმოიდგინე, რა სხვანაირად იქნე-
ბოდა ყველაფერი, მუდამ ირანის ნავთობის რომ არ შურდეთ სხვებ-
სო. ბაჰმანი წერდა, თუ როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ბრიტა-
ნელები და რუსები მათ ქვეყანაზე გავლენის მოპოვებაში. სამხედ-
რო გადატრიალების, უცხოელების შემოჭრისა და ომის საფრთხეა –
აი, ესაა, რაც გვაქვს, როია-ჯუნ. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლებთ!
ბაჰმანი წერილს ასე ასრულებდა: ია მარგ, ია მოსადეყ! ან მოსა-
დეყი, ან სიკვდილი!
იმავე ღამეს, ცოტა გვიან, როია საწოლის ფეხთან იჯდა სიბნელე-
ში და კალთაში წერილი ედო. ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ საბო-
ლოოდ ზარიმ არ დაჰკივლა:
– ღვთის გულისათვის, დაიძინე, შე შეყვარებულო შტერო!

**

გაზაფხული, თავისი საკონდიტროში გასვლებითა და სეირნობე-


ბით, ზაფხულის დასაწყისი ნიშნობითა და საცეკვაოდ სიარულით
მოგვიანებით, შუა ზაფხულში მხოლოდ წიგნებში ჩამალულმა წერი-
ლებმა შეცვალა. თუმცა, ბაჰმანის უახლესი წერილი პოლიტიკურ
გამოსვლასა და სიყვარულის ოდას უფრო ჰგავდა. თეირანში გამოს-
ვლები გახშირდა, პოლიტიკური დაძაბულობაც სულ უფრო იზრდე-
ბოდა, როია კი თავს უფრო და უფრო მარტო გრძნობდა. მთელ ამ
არეულობაში განსაკუთრებით აწუხებდა ბაჰმანის უსაფრთხოების
საკითხი. ნეტავ, შაჰის საწინააღმდეგო ფარულ საქმიანობაში ხომ
არ იყო ჩართული? იქნებ მართლა ციხეში იჯდა? ბოლო წერილში
როიასა და პრემიერ-მინისტრისადმი სიყვარულს თითქმის ერთნაი-
რად გამოხატავდა.
სიცხისგან თავის დასაღწევად, საღამოობით და ღამით როია და

117
ზარი ხშირად ადიოდნენ საკუთარი სახლის სახურავზე. დედას ნოხე-
ბი დაეგო სწორ ადგილებში, ჰოდა, გოგონებსაც ზოგჯერ ღამით იქ
ეძინათ. ერთ შუადღისას, ხანგრძლივი ძილის შემდეგ და მას შემდეგ
რაც ქაზების ჩათვლით მთელი ოჯახი კვლავ აფუსფუსდა, დები სა-
ხურავზე ავიდნენ, თუმცა, იქ ჯერ კიდევ ბუღი იდგა. ეს იგივე იყო, რაც
შუადღისას ასვლა. თუმცა, გოგონები სახურავზე გაფენილ ნოხზე
დასხდნენ და შუაში მჟავე, მწვანე ქლიავით სავსე ჯამი ჩაიდგეს.
გოგონებს მზე დაჰყურებდა, ქვევით, ქუჩაში კი წვრილმანებით
მოვაჭრეები რაღაცებს გაიძახოდნენ გასაყიდ საქონელზე.
– დაიკო, უნდა გახალისდე. კარგი, რა. რამდენიმე კვირაა, რაც
ბაჰმანი წასულია, შენ კი სულ ცხვირჩამოშვებული ხარ. წერილები
ხომ მოგდის? მეგონა, უკეთ იგრძნობდი თავს ამის წყალობით.
როია ვერ ხვდებოდა, სადამდე შეიძლებოდა ზარის ნდობა და
მისთვის გულის გადაშლა, თუმცა, მის გარდა სხვა არც არავინ ჰყავ-
და.
– ბოლო წერილი ცოტა უცნაური იყო, – აღიარა.
– ოჰო? – ზარიმ მწვანე ქლიავი აიღო და მოკბიჩა.
– თავიდან ბოლომდე იმაზე წუხდა, რომ პრემიერ-მინისტრს სამ-
ხედრო გადატრიალებით ჩამოაგდებენ.
– რა ძალიან რომანტიკულია.
როია ნოხზე დაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. სიამოვნებდა
მზე, თუმცა, დედა ყოველთვის ბრაზობდა, როდესაც როია პირდა-
პირ სახეს უშვერდა სხივებს. დედისთვის მზე ნამდვილი შურისმაძიე-
ბელი იყო: ჭორფლი და რუჯი არ მოსწონდა. მისი შეხედულებით,
გოგონებს რაც შეიძლება ღია ფერის კანი უნდა შეენარჩუნებინათ.
როიას აგიჟებდა ის, რომ ირანელები მით უფრო ლამაზებად მიიჩ-
ნევდნენ თავებს, რაც უფრო ღია ფერის კანი ექნებოდათ. თვალები
ცრემლებით ჰქონდა სავსე. ბაჰმანთან უნდოდა. მნიშვნელობა არ
ჰქონდა, რით იყო გამოწვეული: ბიოლოგიური მოთხოვნილებით,
სიშტერითა თუ ახალგაზრდობით, ამ ყოვლისმომცველ წადილს ვე-
რაფერი ერეოდა.
უეცრად, ქლიავის წვენით მოთხუპნილი ზარის თითები ლოყაზე

118
მოეფერა და ცრემლები მოსწმინდა.
– კარგი. გეყოფა. დარწმუნებული ვარ, ბაჰმანი კარგად არის.
ალბათ, რაღაც... საფუძვლიანი მიზეზით წავიდა. სანაძლეოს დავდ-
ებ, რომ ჩრდილოეთით არიან, ზღვაზე. ესაა და ეს. ღმერთმა იცის,
როგორ სკდება დედამისი იქ ტრაბახით თავის ვილაზე, ჩვენ რომ
ყელში ამოგვიყვანა. კარგი რა, დაიკო. ვიცი, რომ ბაჰმანს არაფერი
უჭირს.
– ჩემთვის უნდა ეთქვა, – ამოთქვა როიამ. ზარის წებოვანი, ქლი-
ავის წვნიანი თითები კი კვლავ მის სახეზე დასრიალებდა, – ალბათ,
დაჭერილია. ან კიდევ, რაღაც ცუდი ჩაიდინა და იმალება. აუცილებ-
ლად მეტყოდა, უბრალოდ ჩრდილოეთის ვილაში რომ იყოს წასუ-
ლი.
ქვემოთ, ქუჩაში ნესვის გამყიდველი ურიკას აწვებოდა და ისე
ყვიროდა, რომ მგლოვიარე, ან მლოცველი გეგონებოდათ. მომქან-
ცველ, პაპანაქება ზაფხულის სიცხეში ეს ხმა მწუხარედ ჟღერდა.
– თავი ხელში აიყვანე, დაო. გონებას მოუხმე. მაღაზიაში წადი.
თავს დავდებ, წერილი გელის.

როია საკანცელარიო მაღაზიაში რომ მივიდა, ბატონი ფახრი


სხვა კლიენტებს ემსახურებოდა. როია მოთმინებით დაელოდა, სა-
ნამ მათთან საქმიანობას დაასრულებდა და თან სხვა კლიენტებს
დაკვირვებით ათვალიერებდა. კაცი ვერ გაიგებდა, ვინ იყო მოსადე-
ყის წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუში.
– ბოდიშს ვიხდი, როია ხანომ, მაგრამ, შეკვეთები მაქვს შესას-
რულებელი. აღწერის დროა. საანგარიშოც მაქვს, – უთხრა როიას
ბატონმა ფახრიმ ბოლო კლიენტის გასტუმრების შემდეგ.
– რა თქმა უნდა, – როია ბატონი ფახრის პირდაპირობამ შეაკ-
რთო, მაგრამ, ისიც იფიქრა, იქნებ უბრალოდ არ სცალიაო, – მე
მხოლოდ მაინტერესებდა... ჩემთვის ხომ არ გაქვთ რაიმე?
ზარმა გაიწკარუნა და ორივემ კარს გახედა. ვიღაც ქალი სწრა-
ფად შებრუნდა და როიასა და ფახრის ზურგი შეაქცია.
როიამ მისი სახის დანახვა ვერ მოასწრო.

119
ბატონი ფახრი ენაჩავარდნილივით იდგა.
– ერთი წუთით, – დაბნეულმა სთხოვა როიას.
მაღაზიის ბოლოში უჩვეულოდ დიდი ხნით გაუჩინარდა და კო-
ნვერტით ხელში დაბრუნდა. როია შეაშფოთა იმან, რომ წერილი
წიგნში არ იდო. კონვერტი ძალიან მიუსაფარი და საშიში ჩანდა
ბატონი ფახრის ხელებში. ნეტავ, არ გამოეჩინაო, ინატრა.
თითქოს როიას აზრები წაიკითხაო, კაცმა მიუგო:
– როდესაც გარშემო არავინ არის, რასაკვირველია, შემიძლია
წერილი გადმოგცე. ახლა მისი დამალვა არ არის საჭირო.
როიამ მიმოიხედა. ქალი აღარსად ჩანდა.
– ოჰ, – აღმოხდა, – მე კი ვიფიქრე, რომ... კარგი, არა უშავს.
გმადლობთ.
ხელი კონვერტისკენ გაიწოდა, მაგრამ, ბატონმა ფახრიმ არ და-
ანება. წამით ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მიცემა გადაი-
ფიქრაო. როიას კი კითხვა გაუჩნდა, პოლიციელმა ან იმ ქალმა ხომ
არ შეგვამჩნია, ვაითუ მაღაზიაში ისე შემოვიდა, რომ ზარის ხმა ვერ
გავიგეო, ან კიდევ ვიღაც საეჭვომ ხომ არ გამოყო თაროებიდან თა-
ვიო.
– ბატონო ფახრი?
კაცის თვალებში უდიდესი წუხილი გამოკრთა. კონვერტი გაუწო-
და.
– აიღე, პატარა ქალბატონო. აიღე. უბრალოდ... – აქ უკვე სუნ-
თქვა შეეკრა, – გთხოვ, ფრთხილად იყავი.
– რასაკვირველია, – უპასუხა ფახრის ტონით შეცბუნებულმა
როიამ.
წერილში ბევრი არაფერი ეწერა, თუმცა, ყველაფერს უდრიდა.

მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. ვბრუნდები. ყველაფერს

აგიხსნი. გთხოვ, მაპატიე, როია-ჯუნ. ვიცი, რომ ეს ხანი შენ-

თვის იოლი არ ყოფილა. აღარ მინდა, ისევ ცალ-ცალკე ვი-

120
ყოთ. ერთი სული მაქვს, როდის გნახავ, შენს გვერდით რო-

დის ვიქნები. ვიცი, რომ ქორწილი ზაფხულის ბოლოს არის

დანიშნული; ვიცი, დედაშენი ემზადება. მე კი ერთი აზრი მომი-

ვიდა. ქორწინების სახლში წამომყვები? შეგვიძლია, იქ მოკლე

ოფიციალური ცერემონია გავმართოთ და კანონიერი ცოლ-

ქმარი გავხდეთ. თუ თანახმა იქნები, გთხოვ, მომწერე

და წერილი ბატონ ფ.-ს მიეცი რაც შეიძლება მალე, რომ

გეგმა შევასრულოთ. სიტყვას გაძლევ, ჩემო სიყვარულო. სე-

ფაჰის მოედანზე შემხვდი, ცენტრში, დღეის სწორს. ჩვენი შეხ-

ვედრის თარიღია ოთხშაბათი, 25 მორდადი,31 შუადღის 12

საათი. ან ცოტა მოგვიანებითაც შეიძლება, თუ ზუსტად ვერ

მოვედი. იქ შემხვდი და ერთხელ და სამუდამოდ ერთნი გავ-

ხდებით. შენი ნახვის სიხარული თუ გადამატანინებს ამ რამ-

დენიმე დღეს.

იმედია, კვლავ გნახავ – რაც მალე, მით უკეთესი.

ჩემი სიყვარული ხარ.

ბაჰმანი.

მკითხველთა ლიგა

31
სპარს. ჰიჯრის მზის კალენდრის მეხუთე თვე.

121
თავი მეთორმეტე

19 აგვისტო, 1953

სახელმწიფო გადატრიალება

953 წლის 15 აგვისტოს, პოლკოვნიკი ნასირი თავის


1 ხალხთან ერთად პრემიერ-მინისტრ მოსადეყს შინ მიადგა
და შაჰის ბრძანებით, გადადგომა მოსთხოვა. თუმცა, როგორც როი-
ამ მოგვიანებით შეიტყო, მოსადეყს უკვე გაგებული ჰქონდა სახელ-
მწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ და პოლკოვნიკი ნასი-
რის ძალებს მზად დახვდა. ნასირი დააპატიმრეს და მოღალატედ გა-
მოაცხადეს. მეორე დილით, მამამ, რომელიც ჩვეულებისამებრ უს-
მენდა „რადიო თეირანს“ დილის ექვს საათზე, რადიომიმღებს ზედი-
ზედ ჩასცხო, იმი-ტომ რომ იქიდან გულისწამღებ სიჩუმეს გადმოს-
ცემდნენ. მერე კი, დაახლოებით ერთ საათში სამხედრო ჟანრის გა-
მაყრუებელი მუსიკა გაისმა. აშკარა იყო, სიახლის მოლოდინში მა-
მას ბოლომდე აეწია ხმა და ასე დარჩენოდა. დიქტორმა ქვეყანას ამ-
ცნო მოსადეყის გაძევების მოღალატეობრივი მცდელობის შესახებ.
ეთერში პრემიერ-მინისტრი მოსადეყი ჩაერთო; მისი განმარტებით,
შაჰმა და გარეშე ძალებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა
სცადეს, თუმცა ყველაფრის აღკვეთა მოხერხდა. ყველაფერი რიგზე
იყო. ამის მოსმენის შემდეგ, მამა მთელი თხუთმეტი წუთი ვერ ინ-
ძრეოდა.
– ყველაფერი კარგადაა, მამა. არ გამოუვიდათ, – დაამშვიდა
როიამ.
– ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა სცადეს, – აღმოხდა სახეგაფით-

122
რებულ მამას.
– სცადეს, თუმცა, ვერაფერი გამოუვიდათ. მოსადეყი უსაფ-
რთხოდაა. ყველაფერი დალაგდება, – უთხრა როიამ. ძალიან უნ-
დოდა, რომ მამასთან ერთად თავადაც დამშვიდებულიყო. სულ რა-
ღაც რამდენიმე დღეში ბაჰმანს ხვდებოდა და არაფერი აღარ უნდა
არეულიყო.
მერე ერთად მოისმინეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შაჰს და
მის ცოლ-შვილს, მცირე რაოდენობის ნივთებთან ერთად, შუაღამი-
სას თვითმფრინავით ბაღდადისკენ აეღო გეზი.
მამას მკვდრისფერი დაედო, – სირცხვილი მას, – ჩაილაპარაკა,
– შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის გაძევება სცადო, შემდეგ კი
ხელმოცარული გაიქცე! აი, რა ხდება, როდესაც გაუმაძღარ იმპე-
რიალისტ ქვეყნებს შენზე გავლენის მოხდენის უფლებას აძლევ. ამ
ყველაფრის უკან ბრიტანელები დგანან, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვე-
ბი. არც ამერიკელებს გაუჭირდებოდათ.
– ამერიკელებიო? ისინი ასეთ რამე არასოდეს ჩაიდენდნენ. ასე-
თი ცბიერები არ არიან, – ჩაერთო დედა.
როია შვებასა და ძრწოლას ერთდროულად გრძნობდა. ბაჰმანი
არ შემცდარა: ხალხი შეთქმულებას აწყობდა მოსადეყის წინააღ-
მდეგ, ხოლო შაჰის გადაწყვეტილებით, გენერალი ზაჰედი უკვე პრე-
მიერ-მინისტრობისთვის იყო შერჩეული. თუმცა, ღვთის წყალობით,
მოსადეყმა ყველაფრის შეჩერება შეძლო. რამდენიმე დღის განმავ-
ლობაში, გადატრიალებისა და შეთქმულების მონაწილეთა დაპა-
ტიმრების პარალელურად, როია დღეების თვლიდან საათების
თვლაზე გადავიდა. უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა
ოთხშაბათი. ყველაფერზე მეტად ბაჰმანის ნახვა სურდა. ნეტავ,
უსაფრთხოდ მაინც თუ იყო? ამ ყველაფერთან რაიმე კავშირი თუ
ჰქონდა? თუ კავშირი არ ჰქონია და მხოლოდ და მხოლოდ იმალე-
ბოდა, ნეტავ, რა აზრი ჰქონდა ამ გიჟურ მოვლენებთან დაკავშირე-
ბით?
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მომდევნო დღეს
როია და ზარი გარეთ გავიდნენ, თუმცა შორს წასვლა ვერ გაბედეს.

123
ყველგან პოლიციის დამატებითი ძალები იდგნენ. ქუჩებში გაკ-
რული იყო შაჰის ბრძანების ასლები, სადაც ეწერა, რომ პრემიერ-
მინისტრი მოსადეყის ადგილზე გენერალი ზაჰედი უნდა დანიშნუ-
ლიყო.
– ერთი ფურცლის ამდენი ასლი ასე მალე როგორ გადაიღეს? –
იკითხა ზარიმ.
როიამ მხრები აიჩეჩა.
– ამერიკაში ასეთ ასლებს საგანგებო მოწყობილობები აკეთე-
ბენ.
– შენც გჯერა შეთქმულების თეორიის? – ჰკითხა ზარიმ.
– ჯალეჰ თაბათაბაი ამბობს, რომ...
– ჯალეჰ თაბათაბაი რუსეთის მოტრფიალე კომუნისტია და ეს
შენ კარგად იცი. ამერიკას ამ ამბებთან საერთო არაფერი აქვს.
როიას ძალიან უნდოდა, რომ მისი და მართალი ყოფილიყო. კი-
ნოთეატრ „მეტროპოლში“ ნანახი ფილმები და ბატონი ფახრის მა-
ღაზიაში წაკითხული რომანების თარგმანები, ასევე ჯაჰანგირის
გრამოფონით მოსმენილი სინატრას სიმღერებით როიამ ბრჭყვი-
ალა, ლამაზი ხალხით სავსე ამერიკა გაიცნო, სადაც ძალიან ბევრს
კოცნიდნენ ერთმანეთს. როიას სწორედ ასეთი ამერიკა სურდა, ისე-
თი კი არა, მის სამშობლოში მთავრობის დამხობას რომ გეგმავდა.
ორშაბათს, სამსახურიდან დაბრუნებულმა მამამ თქვა, დემონ-
სტრანტებმა ქალაქის სამხრეთით, ბაჰარესთანის მოედანზე მსვლე-
ლობა მოაწყვეს და რეზა შაჰის ქანდაკება ჩამოაგდესო. შენობა-ნა-
გებობებიც გაძარცვეს, ოფისები დააყაჩაღეს და ცეცხლიც კი წაუკი-
დესო.
– მოსადეყის მომხრეები ასე ძალადობრივად რატომ იქცევიან
ახლა? – იკითხა დედამ, – მათმა „ეროვნულმა ფრონტმა" გაიმარ-
ჯვა. პრობლემას რატომ ქმნიან, როცა ამის მიზეზი არ არსებობს?
მამამ სახე მოისრისა.
– ისიც კი არ ვიცი, ნამდვილად მოსადეყის მხარდამჭერები არი-
ან თუ არა. იქნებ, დაიქირავეს.
– ვინ დაიქირავებდა? შაჰი ქვეყანაში არ არის – მისი ხალხი და-

124
მწუხრებულია. ლეწვა-მტვრევისა და არეულობის მოწყობაში ფულს
ვინ გადაიხდის? – სკეპტიკურად აღნიშნა დედამ.
მამას არაფერი უთქვამს. როია მიხვდა, რომ მამას აზრით, ამ ყვე-
ლაფრის უკან გარეშე ძალები იდგნენ. იცოდა, რომ მამა ამერიკას
ვარაუდობდა. მაგრამ, არ უნდა ყოფილიყო სწორი. როიას სურდა,
ამერიკულ რომანტიკულ ფილმებზე ეფიქრა, მამას წარმოსახული
საშინელი ქვეყანა კი დაევიწყებინა.
გადატრიალების მცდელობიდან სამი დღის შემდეგ პრემიერ-მი-
ნისტრმა მოსადეყმა საკუთარ მომხრეებს მავნებლური მსვლელო-
ბების შეწყვეტა მოსთხოვა. – საკმარისია, – განაცხადა მან, – ქუჩა-
ში აღარ გამოხვალთ. შეწყვიტეთ დემონსტრაციები.
ოთხშაბათს დილით, ადგილობრივ ჰამამში32 წასულ როიას ქუ-
ჩებში შედარებით სიმშვიდე დახვდა. მადლობა ღმერთს. ხალხს მო-
სადეყისათვის დაეჯერებინა და სახლებში დარჩენილიყო. ჰამამშიც
თითქმის არავინ იყო. მხოლოდ ხუთი საათი. ხუთიოდე საათში როია
ბაჰმანს ნახავს. ჩაეხუტება, გულში ჩაეკვრება და დაელაპარაკება.
უიმისოდ გატარებული ყოველი დღე საშინლად მტანჯველი იყო.
ბაჰმანის გარეშე როიას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სამყა-
როს ფსკერზე ეგდო და ცხოვრებასთან აღარაფერი აკავშირებდა.
მხოლოდ მის წერილებში ამოკითხული ფრაზები აძლებინებდა. ახ-
ლაც ამ სიტყვების წყალობით ადგამდა ნაბიჯებს აბანოს დიდ ჰოლ-
ში.
გასახდელში ტანთ გაიხადა და გუმბათიან, დაორთქლილ ჰოლ-
ში თბილი წყლით სავსე ერთ-ერთ აბაზანაში ჩაცურდა. შუახნის დამ-
ხმარემ თმა რომ დაბანა და თავის კანზე მსუბუქი მასაჟი გაუკეთა,
როიამ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. სიმშვიდის რამდენი-
მე ნეტარი წამის შემდეგ დამხმარემ ამოთქვა: – ქალბატონო, ნება
მომეცით, გითხრათ. პრემიერ-მინისტრ მოსადეყს რამდენიმე კვი-
რის წინ პარლამენტი რომ არ დაეთხოვა, პირველ რიგში ამ პრობ-
ლემებს აღარ წააწყდებოდა. ხომ ასეა? მეტისმეტად დიდი ძალაუფ-

32
სპარს. აბანო.

125
ლების მოპოვებას ცდილობდა, სხვას კი არაფერს. მოსადეყი მო-
ნარქიას ხელს ჰკრავდა. ჩვენ კი ათასობით წელია, შაჰი გვყავს. ხომ
ასეა? მეფეების ქვეყანა ვართ. მოსადეყმა ამას ხელი არ უნდა შეუშა-
ლოს.
– ფიქრობთ, რომ უბრალოდ შეგვეძლო...
– ხანომ, შაჰმა ყველა მხრივ იმდენი კარგი რამ გაუკეთა ამ ქვე-
ყანას, რომ პრემიერ-მინისტრმა მადლობა უნდა უთხრას თავის სვე-
ბედს, ასეთი შაჰი რომ ჰყავს. მის მიმართ უმადურობა ამ ქვეყნის და-
სასრულის ტოლფასია, გეუბნებით მე თქვენ.
როიამ თვალები მაგრად დახუჭა და გაჩუმდა.
აბანოს მომსახურების მომდევნო ეტაპი მოვიდა და ახალგაზრდა
გოგონამ როიას კანის აქერცვლა დაიწყო მექისის უხეში ტილოთი.
მკვდარი უჯრედები როიას ხელ-ფეხიდან იმ საშლელის ნაფხვენი-
ვით სცვიოდა, ბატონი ფახრის მაღაზიაში რომ ყიდულობდა ხოლმე.
კარგი იყო არასასურველი ტოქსინებისა და გასული რამდენიმე კვი-
რის სტრესის მოშორება. ტვირთის მოხსნასა და გზის განათებას
ჰგავდა. თუმცა მერე იმ გოგომ თქვა, რუსეთი ჩვენი მეგობარია, ირა-
ნი კი ყველაზე კარგად მაშინ იქნება, თუ მის გზას გაჰყვება და ისეთ
პოლიტიკურ სისტემას დაამკვიდრებს, რომელიც კლასობრივ და-
ყოფას, მასების დამონებასა და ფეოდალური სისტემის ნარჩენებს
მოუღებს ბოლოს, ხალხს რომ შხამავსო. მოსადეყს ირანში კომუ-
ნიზმი უნდა დაემყარებინა, ხომ? გოგო უფრო და უფრო მაგრად
უზელდა კანს და ამბობდა, ვიცი, ეს ყველაფერი თავისუფლად შემიძ-
ლია გითხრა, რადგან შენ შაჰისორპირ ჯაშუშს არ ჰგავხარო. საქმეს
რომ მორჩა, როიას კანი სულ აქერცლილი და ვარდისფერი გაუხდა.
ხმა არ ამოუღია და არც ისეთი მკვახე პასუხი გაუცია, როგორსაც მა-
მამისი იტყოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსადეყს კომუნიზმი
კი არა, დემოკრატია სურდა.
ბოლოს კი ხანშიშესულმა ქალმა როიას თავიდან ბოლომდე საპ-
ნით გაუქაფა ტანი და ცხელი, ქაფქაფა წყალი გადაავლო. ღვთის
წყალობით, ხმა არ ამოულია. გაკრიალებული როია დაწვა, ქალმა
კი ფეხებზე, მუცელსა და მკლავებზე რაღაც ჟასმინისსურნელიანი

126
ზეთი შეაზილა. ქალის ხელის ყოველ მოძრაობასთან ერთად როია
უფრო და უფრო იგზნებოდა და ფხიზლდებოდა. ორსაათ-ნახევარი-
ღა იყო დარჩენილი. ორსაათ-ნახევარში ბაჰმანს იხილავს. სხეულის
ყოველი უჯრედით ცოცხლობდა. ვეღარ ითმენდა.
– ჰეი! სველი თმით რატომ დაბრუნდი? – შეჰკივლა დედამ, როცა
როიამ აუჩქარებლად შეაბიჯა სახლში, – შენ რა, გინდა გაცივდე?
– ძალიან ცხელა, ამ პაპანაქებაში რა გამაციებს? – როიას ბლუ-
ზაც დასველებოდა სველი თმის გამო და მხრებზე დიდი ლაქასავით
ემჩნეოდა ეს სისველე, რაც იმ სიცხეში სასიამოვნოდ აგრილებდა
კიდეც.
დედა შეშფოთებული ჩანდა.
– იმედია, დღეს უსაფრთხოა ქუჩაში სიარული.
დიდი განსჯის შემდეგ როიამ გადაწყვიტა, ოჯახისთვის გაემხი-
ლა, რომ ბაჰმანი ბრუნდებოდა და მოედანზე შეხვედრა ჰქონდათ
დათქმული. მთელი იმ კვირების მანძილზე მამამ ძალიან ბევრი
ინერვიულა ბაჰმანის უსაფრთხოებაზე. დედა მის დაბრუნებაზე კრი-
ალოსნით ყოველღამე ლოცულობდა. ამიტომ, ერთადერთი სწორი
საქციელი ის იქნებოდა, თუ როია გაუმხელდა, რომ ბაჰმანი კარგად
იყო და დაბრუნებასაც აპირებდა.
– აქვე ვიყავი, დედა. სიმშვიდეა ქუჩებში. ხალხმა პრემიერ-მი-
ნისტრის მოწოდება გაითვალისწინა და სახლებში არიან. მგონი,
დღეს ყველაზე უსაფრთხოა სხვა დღეებთან შედარებით.
დედას მაინცდამაინც არ დაუჯერებია როიას სიტყვები.
– უნდა მოვემზადო, – როიას დედამ სიტყვის თქმა აღარ აცალა
და წავიდა.
საძინებელში შესულმა როიამ თმა ისე დაიმაგრა, რომ ტალღო-
ვან კულულებს მეტი მოცულობა მისცემოდა. უკვე რამდენიმე კვირა
იყო, რაც ნაწნავებს აღარ ატარებდა და თავს უფრო თავისუფლად
და შინაურულად გრძნობდა. მაჯებსა და კისერზე ვარდის წყალი წა-
ისვა. ვარდისფერი ქვედაკაბა ჩაიცვა, ამ დღისთვის საგულდაგუ-
ლოდ შერჩეული, მერე კი ბლუზა შიგნით ჩაიტანა. საყელოზე ამო-
ქარგული ყვავილების ბურცობზე რომ გადაატარა თითი, გაახსენდა,

127
მასა და ზარის რამდენიმე დღე თავი რომ მაღლა არ აუწევიათ ამ
ყვავილების ქარგვისას. სულ ბოლოს თეთრი, კოჭამდე წინდები
აილო. მართლაც გამარჯვების ტოლფასი იყო! ქალაქის ცენტრის
ყველა კოპწია მაღაზია შემოიარა, მაგრამ ამ სანუკვარ თეთრ და-
ბალყელიან წინდებს ძველი ბაზრის ვაჭართან ძლივს მიაგნო. – ამ-
რიკულია! – გამოუცხადა ერთიანად დანაოჭებულმა გამყიდველმა
და უკბილო ღიმილი აჩუქა, – ქალბატონო! ამრიკულებია!
რბილი და თოვლივით ქათქათა წინდები მართლაც დღევანდე-
ლი დღის შესაფერისი იყო. როიამ ამოიცვა.
– გთხოვ, წასვლამდე რაღაც მაინც შეჭამე! – გამოსძახა დედამ
სასტუმრო ოთახიდან.
– არ მშია! – მეტისმეტად აღელვებულ და განერვიულებულ როი-
ას პირში ლუკმის ჩადებაც კი არ შეეძლო.
სასტუმრო ოთახში შესულ როიას ჩამწკრივებულები დახვდნენ
მამა, დედა და ზარი. თითქოს შესამოწმებლად ან შესაჩერებლად
ელოდნენ.
– მართლა არ გინდა საჭმელი? – ასეთი შეწუხებული დედა როი-
ამ პირველად ნახა.
– ასე უეცრად დაბრუნდა ქალაქში ბაჰმანი? – ეჭვით იკითხა ზა-
რიმ.
– მართლა არ მშია, დედიკო, – უპასუხა როიამ დედას.
– აქ რატომ არ მოდის? ან შენს საყვარელ საკანცელარიო მაღა-
ზიაში? – კვლავ იკითხა ზარიმ.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, როიას ყველაფერი თავიდან
ბოლომდე რომ გაემხილა ოჯახის წევრებისთვის! რომ ეთქვა, ბაჰ-
მანმა ბოლო წერილით მხოლოდ კი არ დამიბარა სეფაჰის მოედან-
ზე, არამედ ქორწინების სახლში მივყავარ, ოფიციალურად რომ ვი-
ქორწინოთო. მისი გულის გასახარად დედა ქორწილისთვის ყველა-
ფერს მოამზადებდა სექტემბრის დასაწყისში, მერე კი ნათესავ-მე-
გობრები მოვიდოდნენ და იზეიმებდნენ. თუმცა, რამდენიმე უტკბესი
კვირის მანძილზე როია და ბაჰმანი ცოლ-ქმარი იქნებოდნენ, რასაც
ვერავინ გაიგებდა. ეს ისეთი საამური და საშიში საიდუმლო იყო,

128
რომ როიას თავადაც უჭირდა დაჯერება. ბაჰმანმა სეფაჰის მოედანი
ალბათ იმიტომ აირჩია, რომ ქორწინების სახლთან ახლოს იყო და
თორმეტ საათზე შეხვედრის შემთხვევაში, იქ მირბენას სადილამდე
თავისუფლად მოასწრებდნენ. ბაჰმანი როიას არასოდეს ჩააგდებდა
საფრთხეში. თანაც, ეს წერილი სამხედრო გადატრიალების მცდე-
ლობამდე ჰქონდა როიასთან გამოგზავნილი. თუმცა, ვინ იცის, იქ-
ნებ ბაჰმანს ვინმე დასდევდა? იქნებ როიას ოჯახთან გამოჩენა არ
უნდოდა და ამიტომ არ შეჰპირდა სახლში სტუმრობას? ალბათ, სა-
ჯაროდ მოედანზე შეხვედრა უფრო არ იყო საშიში. სიმართლე ის
გახლდათ, რომ იმ დროს როია ცეცხლშიც კი უყოყმანოდ გაივლი-
და, ოღონდ ბაჰმანი ენახა.
მამა ადგა, საკიდთან მივიდა და ქუდი ჩამოიღო.
– მოედანზე წამოგყვები. შენი მარტო წასვლა არ შეიძლება. ყვე-
ლამ ვიცით, რომ შეიძლება ისევ გაიმართოს დემონსტრაციები.
– მარტო არ უნდა წავიდეს, – თქვა ზარიმ.
– არა, მამიკო! მადლობელი ვარ, მაგრამ, მართლა არ არის სა-
ჭირო. დღეს ყველაზე უსაფრთხო დღეა. არაფერი დამემართება.
მამამ თავის ქუდს დახედა. მერე სახე მოისრისა ზედიზედ, თით-
ქოს რომელიმე ურთულესი მათემატიკური ამოცანის ამოხსნას ცდი-
ლობსო.
– მოკითხვას გადავცემ თქვენგან! – როიამ მშობლებსა და დას
ლოყები დაუკოცნა და ტყვიასავით გავარდა გარეთ.
ზარი კი როიას ანდარუნიდან სხვა ოთახებსა და ბაღში გაჰყვა.
– მისმინე, დაიკო. მე წამოვალ.
– ნუ სულელობ!
– მართლა სიგიჟეა დღეს იქ წასვლა, ხომ ხედავ, რა ხდება. ასეთი
კვირა ჯერ არ ყოფილა! სამი დღის წინ კინაღამ სახელმწიფო გადატ-
რიალება მოხდა. რა დროს თქვენი შეხვედრა იყო! არ შემიძლია,
რომ არ გითხრა!
– სახელმწიფო გადატრიალება შეაჩერეს. პრემიერ-მინისტრს
ვერ გააგდებენ. კვლავ ინარჩუნებს ძალაუფლებას; ყველაფერი
რიგზეა! – დაიყვირა როიამ.

129
– ზუსტად ბაჰმანივით ლაპარაკობ, – უთხრა ზარიმ.
როიამ დას ხელი დაუქნია და ბაღის კარში გაუჩინარდა.
ვიდრე ვიწრო ქუჩას გაივლიდა, გული ისე სწრაფად უცემდა, რომ
როიამ გაიფიქრა, ნეტავ, მოედნამდე არ ამომივარდესო. ეჩვენებო-
და, ნელა მივდივარო. რასაკვირველია, არაფერი დაემართებოდა.
მისი ოჯახის წევრები ნერვიულობის გარდა არაფერს აკეთებდნენ!
საერთოდაც, რა ჯანდაბა იცოდა მისმა უმცროსმა დამ ნამდვილ სიყ-
ვარულზე? ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, რომ როია სრულად იყო
მინდობილი ამ გრძნობას, რომ სავსე იყო ძალით და ესწრაფოდა მი-
ზანს, ბაჰმანის ხელახლა ნახვის იდეას. რომ ცეცხლმოდებულ შე-
ნობებს შორისაც კი გაივლიდა მასთან მისვლამდე.
ახლა უფრო მეტი ხალხი იყო გარეთ, ვიდრე დილით. თუმცა, ეს
სულაც არ იყო გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს, საქმეები ჰქონდათ
ქალაქში. აქამდე ხომ დემონსტრაციებით იყვნენ დაკავებულნი.
ჯერ ყვირილი, ჯაჭვების ხმა და ბრაგაბრუგი გაისმა. უეცრად
როიას ფეხქვეშ მიწამ ზანზარი დაიწყო. როია შეტრიალდა და დაინა-
ხა რამდენიმე ასეული მამაკაცი, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდ-
ნენ დაქანებული ქუჩიდან მწყობრი სვლითა და ყვირილით. ახლოს
რომ მოვიდნენ, როიას ეცნო მათი შეძახილები: ეს იყო ფრაზები
ზურხანეს33 სავარჯიშო დარბაზიდან, სადაც მისი მიმდევრები ტრა-
დიციულ ფიზიკურ ვარჯიშებსა და წვრთნებში მეცადინეობდნენ.
ზოგჯერ მამა ხუმრობით ჰბაძავდა და მათ ფრაზებს იმეორებდა, თუ
რაიმე მძიმეს ასწევდა, ანდა აზიდვებს აკეთებდა. ასობით ძალოსანი
და ვიწრო სამოსში გამოწყობილი სპორტსმენი მოგროვდა.
თავზემოთ კონუსის ფორმის ხის მძიმე ნაჭრები და ჰანტელები
ეჭირათ. თმაგაზეთილი ულვაშიანი კაცი ჰაერში კეგლებს ატრია-
ლებდა. ბოლოს ამ უცნაური ხალხისგან შემდგარმა ბრბომ მთელი
ქუჩა დაიკავა. მანქანები გზიდან გადავიდნენ მათ გამო.
როიას გასაოცრად, მამაკაცებისა და ქალების შედარებით მცირე
დაჯგუფებები ამ თითქმის კომიკურ ჯგუფს შეუერთდნენ, რომელიც

33
ტრადიციული ირანული სპორტისა და საბრძოლო ხელოვნების სახეობა

130
სპორტსმენების, ძალოსნებისა და ჟონგლიორებისგან შედგებოდა.
ამის შემდეგ კი მსვლელობამ უფრო ფართო მასშტაბური სახე მი-
იღო და შეძახილებიც მეტად პოლიტიკური გახდა.
– ზენდე ბად შაჰ34 შაჰს გაუმარჯოს!
გულგახეთქილი როია ჩრდილოეთით გაემართა, იმავე მიმარ-
თულებით, რა მიმართულებითაც ეს ხალხი წავიდა. სეფაჰის მო-
ედანზე მხოლოდ ასე თუ მივიდოდა. – ამ ხეპრეებს ვინ გადაუხადა
ნეტავ დღეს გარეთ გამოსასვლელად? – ლამის ყურებში ჩაესმა მა-
მამისის დასმული შეკითხვა. რა გიჟური ხუმრობა იყო ეს? იქნებ ბაჰ-
მანს სცოდნოდა რაიმე უგუნური მცდელობის შესახებ, რომელიც
მარცხითა და სასოწარკვეთით იყო გამოწვეული. როიას ერთი სული
ჰქონდა, რომ ეს სანახაობა მასთან ერთად ეხილა. ბევრს იცინებ-
დნენ ამაზე. ასე უნდა ყოფილიყო.
ბრბოს გვერდზე მიჰყვებოდა და არ შორდებოდა ქალების ერთ
მცირე ჯგუფს, რომლებიც ასევე არ იყვნენ ამ ბრბოში გარეულნი. –
ფაყათ ინო ქამ დაშთიმ,35 – დამცინავად ჩაილაპარაკა ერთმა ქალ-
მა, დანარჩენებს კი გაეცინათ. ქალების მხიარულებამ როიაზე კარ-
გად იმოქმედა.
თუმცა ქალაქის ცენტრისკენ მიმავლები ხედავდნენ, რომ ნერ-
ვიული ენერგია მაინც მატულობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალები
მხიარულად ყბედობდნენ. იქნებ როიას ცუდი მოლოდინი იყო ამ ში-
შების მიზეზი? მსვლელობას სულ უფრო მეტი მამაკაცი უერთდებო-
და ხელიხელ და მხარდამხარ.
– მარგ ბარ მოსადეყ36
ანაზდად როია შედგა. ეს არ იყო ნაცნობი სლოგანი „ან მოსადე-
ყი ან სიკვდილი,“ არამედ – „სიკვდილი მოსადეყს.“ მოსადეყის მო-
წინააღმდეგეებს გაევსოთ ქუჩები და ტროტუარები, რადგან სპორტ-

34
სპარს. დღეგრძელობა შაჰს!
35
სპარს. ესღა გვაკლდა.
36
სპარს. სიკვდილი მოსადეყს!

131
სმენებისა და ჟონგლიორების ბრბოსკენ მოიჩქაროდნენ. ამ ხალ-
ხისგან განცალკევებით სიარული შეუძლებელი შეიქნა.
წამიერ როიამ გაიფიქრა, უკან ხომ არ გავბრუნდეო. მერე კი სა-
კუთარ თავს უთხრა, არაფერი მომივაო. ბაჰმანი ელოდა. თავს ძალა
დაატანა და ერთ ნაბიჯს მეორე მიაყოლა. სულ ასე იქცეოდა კრიტი-
კულ სიტუაციებში. მერე კი წინ წავიდა. მტკიცედ უნდა ევლო, მო-
ედანზე უნდა მისულიყო. სეფაჰის მოედანზე მისულს იმდენი დემონ-
სტრანტი დავდა, რომ სპორტსმენების ბრბო ძალიან მცირედ მო-
ეჩვენა.
როია მუჯლუგუნებით იკაფავდა გზას, თორემ სხვაგვარად გადა-
ადგილება შეუძლებელი იყო. ნამდვილი ბრძოლა იყო საჭირო ცენ-
ტრში იმ ადგილთან მისასვლელად, სადაც ისა და ბაჰმანი შეხვედ-
რაზე შეთანხმდნენ. ცხელოდა, თუმცა ნიავი ელამუნებოდა ვარდის-
ფერ ქვედატანზე, ბარძაყებზე მჭიდროდ რომ შემოტმასნოდა. სამმა
კაცმა მაცდურად გამოხედა, ერთ-ერთმა კი დაუსტვინა. როიას ის კა-
ცისმკვლელები გაახსენდა, ბაჰმანს ჯაჭვიანი ხელკეტი რომ გადაარ-
ტყეს. სახეზე ალმურმა აჰკრა და ქვედატანის კალთები ჩამოიქაჩა.
მოსადეყის მოწინააღმდეგეები უფრო ხმამაღლა აყვირდნენ. რო-
იას საშინლად არ სიამოვნებდა მათთან ახლოს ყოფნა. როიას მხო-
ლოდ ის უნდოდა, რომ ბაჰმანი მოსულიყო, ერთმანეთისთვის ხელი
ჩაეკიდათ და იქაურობას მოშორებოდნენ. შეეცადა იმაზე ეფიქრა,
როგორი იქნებოდა ბოლოს და ბოლოს ბაჰმანის ნახვა, კვლავ მის
გვერდით ყოფნა. ოციოდე წუთში ხალხის რაოდენობა გაორმაგდა.
შეძახილები სულ უფრო ხმამაღლა და აგრესიულად გაისმოდა.
როიას იღლიებში ოფლი გამოუვიდა. კისერი წაიგრძელა და
ხალხში ბაჰმანს დაუწყო ძებნა. ის არსად ჩანდა – თუმცა, რანაირად
იქნებოდა; ალბათ, მასაც გზის გამოკვლევა მოუწევდა ამ ხალხში,
მომიტინგეების გარღვევა დასჭირდებოდა როიამდე მოსაღწევად;
სავსებით გასაგები იყო, რომ ბაჰმანი დროზე ვერ მოვიდოდა. ამ
არეულობას ვერავინ წარმოიდგენდა. ასეთი კვირა ჯერ არ ყოფილა!
სამი დღის წინ კინაღამ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. რა
დროს თქვენი შეხვედრა იყო! არ შემიძლია, რომ არ გითხრა! ზარის

132
სიტყვები დაუტრიალდა თავში. მაგრამ, თუ პრემიერ-მინისტრმა წა-
რმატებით აიცილა სახელმწიფო გადატრიალება სულ ცოტა ხნის
წინ, ნუთუ ვინმე იყო ისეთი სულელი, რომ ასე მალე ხელახალი გა-
დატრიალების მოწყობა ეცადა?
– მარგ ბარ თუდე!37
– მარგ ბარ მოსადეყ!38
მოედანზე სულ უფრო მეტი ხალხი მოდიოდა და ძალიან მალე
ოფლის მძაფრი სუნი და იქ გამეფებული ბრაზი აუტანელი გახდა. ამ
ბრბოს რაღაც მისია ჰქონდა დაკისრებული; მხოლოდ შეკრებას კი
არა, გადაადგილებას აპირებდნენ, რაღაც კონკრეტული დანიშნუ-
ლების ადგილისთვის უნდა მიეღწიათ. ამ მოედანზე შეხვედრა აშკა-
რად არ იყო მათი საბოლოო მიზანი. როიას გულისრევამ წამოუარა
და თან მიხვდა, რომ იქ შეკრებილები პრემიერ-მინისტრის სახლის-
კენ აპირებდნენ წასვლას. შეძახილები პრემიერ-მინისტრის სიკ-
ვდილზე არ წყდებოდა. ბაჰმანს გული დასწყდებოდა ამდენი შეურა-
ცხმყოფელი ადამიანის გამოჩენით. სად იყო ამდენ ხანს?
დრო მიიზლაზნებოდა, როია კვლავ ვერსად ხედავდა ბაჰმანს.
მთლად დაისიცხა, სისუსტე მოერია და თავბრუსხვევაც იგრძნო.
ბლუზა მკერდზე მიეწება; მოედანი კი კვლავ არ ცხრებოდა. დედა
მართალი იყო. ჯობდა რაიმე ეჭამა. ახლა იმდენი ხალხი ეხვია გარ-
შემო, რომ ძლივს მოძრაობდა. მთელი მოედანი გადაივსო. როია
მახეში გაბმულივით გრძნობდა თავს.
ბოლოს შეიარაღებული პოლიცია მოვიდა და როიამ შვებით
ამოისუნთქა. თუმცა, ჰოი, საოცრებავ! ხალხის დაშლა არც კი უცდი-
ათ. უბრალოდ, მათ შეუერთდნენ. ენერგიის უკანასკნელი წვეთიც
დაეშრიტა იმის გაფიქრებაზე, რომ პოლიციის დანაყოფები დემონ-
სტრანტების მხარეს დადგნენ. რასაც ბაჰმანი შიშობდა, ყველაფერი
ახდა. პოლიციელები მოსადეყის მოწინააღმდეგეებს უერთდებოდ-
ნენ ახალი გადატრიალების მოსაწყობად, პრემიერ-მინისტრის სა-

37
სპარს. „სიკვდილი თუდეს“, ანუ კომუნისტურ პარტიას.
38
სპარს. სიკვდილი მოსადეყს!

133
ბოლოოდ გასაძევებლად. იმ პრემიერ-მინისტრის, ბაჰმანს, მამასა
და კიდევ ბევრს რომ უყვარდა. იმ პრემიერ-მინისტრის, რომელიც
მათი რწმენით დემოკრატიული ლიდერი იქნებოდა, რომელსაც
ჰქონდა სიმამაცე, რომ წინ აღსდგომოდა ირანის ნავთობის მოსურ-
ნე გარეშე ძალებს, რომელიც ხალხმა დემოკრატიის მიღწევის იმე-
დით აირჩია. ბაჰმანი ცუდად გახდებოდა ამ ყველაფრის დანახვაზე.
კი მაგრამ, სად იყო? როია იმედოვნებდა, რომ ღვთის მადლით, ბაჰ-
მანი უსაფრთხოდ იყო.
დრო გადიოდა. ბაჰმანი არ ჩანდა. როია მოედნის ცენტრალური
ნაწილიდან უნდა გასულიყო; ვეღარ ძლებდა ამდენ ხალხში შეჩურ-
თული. იქნებ ჯობდა რომ გვერდითა მხარეს გადასულიყო, სადაც შე-
დარებით ცოტა ხალხი იდგა. იქნებ ბაჰმანი მოვიდა და იქ გაიჭედა,
იქნებ როიამდე ვეღარ მიაღწია.
როიას გზის გაკვლევა უნდოდა, მაგრამ, ხალხის ნაკადი არ უშ-
ვებდა. აწვებოდა, გზას იკაფავდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, თუმცა
დიდი წინსვლით ვერ დაიკვეხნიდა. პანიკამ მოიცვა. კივილი და გაქ-
ცევა უნდოდა.
უეცრად ვიღაცამ მხარში სტაცა ხელი.
– როია!
თავისი სახელის გაგონებაზე როია მიბრუნდა. ხელში შერჩა კა-
ცი, რომელსაც თმა მთლად ოფლით ჰქონდა გაპოხილი. ქოშინებდა,
შეძრწუნებული იყო. როიას თვალთ დაუბნელდა, მაგრამ, როცა
მხედველობა დაეწმინდა, ამ კაცში ბატონი ფახრი ამოიცნო. მის თვა-
ლებში ასეთი სასოწარკვეთა როიას არასოდეს უნახავს.
– ოჰ, მადლობა ღმერთს! ბატონო ფახრი! ხომ არ გინახავთ...
– როია ხანომ, გთხოვ, მომისმინე, – ბატონმა ფახრიმ როიას ხე-
ლები მხრებში ისე სწრაფად და გაშმაგებით წაავლო, რომ როიას ში-
შისგან ლამის გული გაუსკდა. ბატონი ფახრი გრილი და დაწკრია-
ლებული მაღაზიის გარდა სხვაგან არსად ჰყავდა ნანახი, თუ არ ჩავ-
თვლით მისი ნიშნობის ღამეს, როდესაც წვეულებაზე ქალბატონი
ასლანის სევდის მოძალება ერთობლივად იხილეს. ახლა კი, ამ
მწველი მზესა და უამრავ ხალხში ბატონი ფახრი ულმობელ ადამია-

134
ნს მოგაგონებდათ, თითქოს ჭკუიდან გადასულიყო ის მშვიდი კაცი,
როიას ლექსების წიგნებს რომ აძლევდა და წერილებს აგზავნინებ-
და შეყვარებულთან, რომლის ნახვაც ახლა როიას სიგიჟემდე უნდო-
და.
– მე მხოლოდ ბაჰმანის პოვნა მინდა, – ხმას აუწია როიამ იმ ქა-
ოსში.
– როია ხანომ, მინდა, ერთი რაღაც გითხრათ...
ბატონი ფახრის სიტყვები სროლის ხმამ გადაფარა. ჰაერში ის-
როდნენ. გოგირდის სუნმა ნესტოები აუწვათ. როიამ მოედნის განა-
პირას ორ ტანკსაც მოჰკრა თვალი. ვერ იჯერებდა. ბატონ ფახრის
დაეხსნა და სიტუაციის უკეთ დასაზვერად შებრუნდა. ნაბიჭვრები.
ტანკებზე ჯარისკაცები შემომდგარიყვნენ და ხელში სასროლად მო-
მართული შაშხანები ეჭირათ. კიდევ რამდენიმე ადამიანი იდგა ტან-
კზე და რაღაც ქაღალდის ნაჭრებს აფრიალებდა, ფულს რომ ჩამოჰ-
გავდა.
ნეტავ, სწრაფად მიტრიალდა თუ ნელა? ჯარისკაცებს მხოლოდ
ერთი წამით მიაპყრო მზერა თუ მეტისმეტად დიდხანს გაუშტერა
თვალი? რატომ მოშორდა ბატონ ფახრის და რამ შეაბრუნა ახალ-
გაზრდა ჯარისკაცებისკენ, ტანკებზე რომ შემომსხდარიყვნენ, გარ-
შემო კი კაცები და ქალები ეხვიათ და ფულს რომ აფრიალებდნენ?
რატომ გააშვებინა ხელი ბატონ ფახრის? რატომ მიტრიალდა? რა-
ნაირად მისცა ბატონ ფახრის წასვლის ნება?
რატომ გამოეყო მას?
როიამ იგრძნო, რომ მის გვერდზე რაღაც ცვლილება მოხდა,
რომ ვიღაცამ ჩაიმუხლა და ძირს დაეცა.
– ბატონო ფახრი!
ფახრი მიწაზე იწვა და იკლაკნებოდა. გულ-მკერდი სისხლით
ჰქონდა მოსვრილი. როია ჩაიკუზა, მკლავებში ხელები ჩაავლო და
აკივლდა:
– კაცს ესროლეს, კაცს ესროლეს!
რამდენიმე ადამიანი გარს შემოერტყა როიასა და ბატონ ფახ-
რის. როია ხედავდა გოგონას, აუარება ხალხში დაჭრილი კაცის გვ-

135
ერდზე რომ ჩამუხლულიყო. ეს ვიღაც სხვა იყო. შეუძლებელი იყო,
რომ ეს მათ შემთხვეოდათ.
გარშემო ისმოდა ყვირილი, გაფრთხილებები. დიდი ქაოსი იყო.
ბატონ ფახრის თვალებიდან სისხლის პატარა ნაკადულები მოს-
დიოდა და სახეზე ჩამოედინებოდა. როიამ გაპოხილ პერანგსა და
სისხლით მოსვრილ ტორსზე დაადო ხელი.
მოულოდნელად გვერდზე გასწიეს. ვიღაც კაცი ბატონ ფახრის
ზედ გადააჯდა და გულზე ორივე ხელი დააჭირა, დანარჩენები კი
თავს დასტრიალებდნენ და დახმარებას ცდილობდნენ, თან ფაციფუ-
ცობდნენ. ამ ზრიალში – რომელმაც თავისი სიმძლავრით ყველა-
ნაირი ხმაური შთანთქა და გარკვეულ სიჩუმეში გადაიზარდა – როი-
ამ ფხიზლად და გარკვევით მხოლოდ ერთი რაღაცის ხმა გაიგონა.
ეს ქსოვილის გახევის ხმა იყო. ვიღაცის მოყვითალო ნაჭრის ნახე-
ვით ბატონ ფახრის მკერდის ზედა ნაწილი შეუხვიეს, გულთან. მალე
ეს ქსოვილი გაწითლდა.
ბატონი ფახრი მხოლოდ თვალებს ამოძრავებდა. სისხლი ნაკა-
დულივით რომ მოსჩქეფდა, მაშინაც კი აქეთ-იქით იხედებოდა. ფახ-
რის არ შეუხედავს როიასთვის, არც მისკენ დახრილი მამაკაცის-
თვის, მის გადარჩენას რომ ცდილობდა, არც თავზე წამომდგარი
ხალხისთვის მიუქცევია ყურადღება, მისთვის ლოცვებს რომ გა-
ლობდნენ. ბატონი ფახრის მზერა მოედნის მარცხენა ნაწილისკენ
იყო მიმართული, საელჩოებისკენ, იმ ქუჩისაკენ, სადაც თავისი მა-
ღაზია ეგულებოდა.
როიამ ფახრის მზერას გააყოლა თვალი. შეიძლება დენთი ან
ცრემლები უბინდავდა მზერას, თუმცა, მაინც იფიქრა, იმ მხარეს
კვამლი ამოდისო. ვიდრე დაბეჯითებით იტყოდა ამას, კაცი, რომე-
ლიც ფახრის გულის მასაჟს უკეთებდა, ზედ გადაემხო. – მოკვდა! –
წამოიყვირა მერე. მის სიახლოვეს ხანშიშესული კაცი წინ და უკან
ირწეოდა და ლოცვებს გალობდა.
რამდენიმე წუთში კაცებმა ჩუმად მოკიდეს ხელები ბატონ ფახ-
რის, მალლა ასწიეს და ჰაერში, თავზემოთ დაიკავეს. ამგვარად,
როიამ და იმ რამდენიმე ადამიანმა, რომელთაც ბატონი ფახრი ეკა-

136
ვათ, რომელსაც გულისპირი ნესვისფერი ქსოვილით ჰქონდა შეხვე-
ული, ხალხმრავალი ადგილი დატოვეს. შეძრწუნებული და ენაჩა-
ვარდნილ ხალხი გზას უთმობდა მათ. მოედნის სხვა ადგილებში
გზას უთმობდნენ დანარჩენებს, რომლებიც ფახრის მსგავსად გაჰ-
ქონდათ მოედნიდან. ხუმრობასავით, თამაშივით, ჟონგლიორების
შთამბეჭდავი წარმოდგენასავით დაწყებული ამბავი დემონსტრა-
ციითა და ჯანყით დასრულდა. პოლიცია და ჯარი გარეთ გამოიყვანა
და საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი შეიწირა.
– საავადმყოფოში წაიყვანეთ! – დაუკივლა ვიღაც ქალმა როიას,
რომელიც ბრბოს გამოყოფილ პატარა პროცესიას მიჰყვებოდა, –
ყოველი ასეთი უსამართლო სიკვდილი უნდა აღირიცხოს! უნდა ჩა-
იწერონ. კალმითა და ფურცლით უნდა აღრიცხონ. სუფთა ფურცელ-
ზე უნდა დაწერონ.
როიამ კინაღამ აღებინა.
სირენები კიოდა, პოლიცია კი გზას მიიკვლევდა ხალხში. ბრბოს
ძირითადი ნაწილი მთელი ამ ქაოსის მიუხედავად ჩრდილოეთით
მიიწევდა.
მათი მცირერიცხოვანი ჯგუფი მოედნიდან რომ გამოვიდა და სა-
ავადმყოფოს გზას დაადგა, როია შეჩერდა. ბატონი ფახრის სახელი,
გვარი და საქმიანობა უკვე ნათქვამი ჰქონდა იმ კაცისთვის, მისთვის
სიცოცხლის შენარჩუნებას რომ ეცადა. დანარჩენებმა დაუჟინეს, აუ-
ცილებლად შინ წადიო. პატარა გოგოს აქ არაფერი ესაქმებაო. ინ-
ფორმაციისთვის მადლობას გიხდით, აუცილებლად სწორად ჩავა-
წერინებთ. ოჯახს შევატყობინებთ. გარწმუნებთ ამაში. ახლა კი, პა-
ტარა გოგოვ, შინისაკენ გაეშურე. პატარა ქალბატონს აქ არაფერი
ესაქმება. უკვე საკმარისად შეესწარით, რასაც შეესწარით.
განაპირა ქუჩებზე ცეცხლმოკიდებული ნაგვის ყუთები ხრჩო-
ლავდა, როდესაც როიამ ჩერჩილის ქუჩისა და ჰაფეზის გამზირის
კუთხეში გაიარა. საოფისე შენობების ფანჯრები ჩამსხვრეული იყო,
მინის ნამტვრევები მიწაზე ნამდვილ კალეიდოსკოპურ საშინელებას
ქმნიდა. გულისრევით გასავათებულმა როიამ თავს ძალა დაატანა
და იმ მიმართულებით წავიდა, საითაც ბატონ ფახრის უკანასკნელ-

137
ად გაექცა მზერა.
როიამ საკანცელარიო მაღაზიის ქუჩას რომ მიაღწია,დაინახა,
შავი ხვრელები გასჩენოდა იმ პატარა მაღაზიას, იქვე, ახლოს რომ
იყო, სადაც დროგამოშვებით ჭარხლის გამყიდველი თავის ნოხს
შლიდა, რათა შუადღის ლოცვა შეესრულებინა. ჟურნალ-გაზეთების
კიოსკის სახურავი კვამლში გახვეულიყო. შენობაზე კი, რომელშიც
თავად მაღაზია იყო მოწყობილი, ცეცხლის ენები იმსიმაღლეზე ცეკ-
ვავდნენ, ლამის იყო, ცას მისწვდომოდნენ.
ხანძრის დანახვამ როია დაამუნჯა და ასე გაშეშდა მაღაზიასთან.
ცეცხლის ენები ხტოდა და პარპალებდა. როიას აღარც ნაბიჯის გა-
დადგმა შეეძლო, აღარც არაფრის ძალა შერჩენოდა და ვეღარც ვე-
ღარაფერს გრძნობდა. უკვე ძალიან გვიანი იყო. ვეღარაფერს იღო-
ნებდნენ. შორიახლოს სახანძრო მანქანის სირენის ხმა ისმოდა. მო-
სულიყვნენ. რაღაცას მაინც ეცდებოდნენ.
თუმცა, ცეცხლის ენებს მთლიანად შთაენთქათ ფანჯრები, სახუ-
რავი და საყრდენი ძელები. ცეცხლიდან გამოფრიალდნენ დაჭმუჭ-
ნილი და გამურული წიგნები. ჰაერში გამოტყორცნილები წამიერად
ჩერდებოდნენ, მერე კი, მიწაზე დანარცხებისთანავე, შავ ფერფლე-
ბად იშლებოდნენ.
ერთ დღეს იქნებ დავიწყებოდა კიდეც, რა უმწეოდ იდგა იქ მაშინ,
როცა სიტყვები იფერფლებოდნენ. ერთ დღეს შეიძლება ძალიან
შორსაც აღმოჩენილიყო ამ ზაფრისგან. თუმცა დამწვარ-დაბუგული
ქაღალდის სუნი მაინც მუდამ თან გაჰყვებოდა, კანში ჩააჯდებოდა
და ისე. ალმოდებულ მაღაზიასთან გაახსენდა ტრადიციული კოცო-
ნი, სპარსული ახალი წლის წინ რომ ანთებდნენ, თვალწინ წარმო-
უდგა, ზარისთან ერთად რომ ახტებოდა ცეცხლს აჭყლოპინებული.
ორივეს აწითლებული ჰქონდა სახე და გული სიხარულით უცემდა.
სულ მალე აქ აღარაფერი იქნებოდა. გაქრებოდა მისი საყვარე-
ლი სიტყვები, ლექსების წიგნები, რომლითაც წერილების გაცვლა-
გამოცვლა მიდიოდა, საწერი ქაღალდის დასტები, მელნის შუშები,
დასატუმბი კალმები, ფანქრის სათლელები. ამავე გზას გაუყვებოდა
საწყობში დამალული პოლიტიკური პამფლეტები, ბაფთით შეკრუ-

138
ლი ფერადი ფანჯრები, იქაური თავშესაფარი და საიდუმლოებანი –
ბატონი ფახრის მთელი ცხოვრება არარად იქცეოდა.
როიამ გაიფიქრა, ნეტავ, კარის ზარი თუ გაუძლებს ცეცხლსო.
როიას რომ ეპოვა, ხელში აეღო და დაერეკა, ნუთუ კვლავ გაიწკრია-
ლებდა?

როიამ ჭიშკარი შეაღო, ეზოში შევიდა, კოის გუბურას ჩაუარა და


შინ, თავის თავშესაფარში შეაბიჯა.
სახლში შუადღის ღრმა ძილს მისცემოდნენ. სამზარეულოს ნიჟა-
რაში დედას დიდი თასი იდო, აი, ის, რომელშიც მუდამ ქათმისა და
ქლიავის ხორეშისთვის რაგუს ამზადებდა. ზარი ბამბის თხელ ზე-
წარში გახვეული იწვა. გვერდითა ოთახში მამა ხვრინავდა, დედა კი
გვერდით მისწოლოდა. ფლოსტები ფაქიზად გაემწკრივებინა იატაკ-
ზე. ყველა ადგილზე იყო, უსაფრთხოდ. შინაურებს წარმოდგენა არ
ჰქონდათ, რა ხდებოდა თეირანის მოედნებზე, რა ძალა მიიკვლევდა
გზას ჩრდილოეთისკენ და რა საშიში იყო ის ბრბო. არ იცოდნენ, რა
დაემართა ბატონ ფახრის; ვერც საკანცელარიო მაღაზიის კვამლის
სუნს გრძნობდნენ. ქათმითა და ქლიავის რაგუთი ესადილათ, მერე
კი, თითქოს ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო, შუადღის ძილს მისცე-
მოდნენ. ბაჰმანი კი არსად ჩანდა. ნუთუ როიას მართლა ეგონა, რომ
ბაჰმანი მოედანზე ვარდით ხელში მოვიდოდა, ისევ თავისი ტკიცინა
თეთრი პერანგი ეცმებოდა, როიას ხელს ჩაჰკიდებდა და ქორწინე-
ბის მოწმობის ასაღებად გააქანებდა? ახლა რაღაც ბუნდოვნად სასა-
ცილო ჩანდა როიას ეს მოლოდინი.
გაღვიძებული ოჯახი რადიოს რომ ჩართავს, იქიდან გაისმება ამ-
ბავი, რომ ბრბოს პრემიერ-მინისტრი მოსადეყის სახლამდე მიუღწე-
ვია. კედლებზე გადამძვრალან და სახლში შესულან. მოსადეყი ფან-
ჯრიდან გადამძვრალა და მეზობლის კიბეზე ასვლა მოუსწრია. როი-
ას ოჯახი შუადლის ძილს რომ თავს დააღწევს, როცა ზარი ფართოდ
გაახელს თვალებს და გაიზმორება, დედა კი სამზარეულოში შევა
სამოვარზე ჩაის დასადგმელად, მამა რომ რადიოს ჩართავს შუად-
ლღის ორ საათზე, შეიტყობენ, რომ შეთქმულებმა უკვე სამაუწყებ-

139
ლო სადგური დაიკავეს შემირანის გამზირზე, მერე კი პრემიერ-მი-
ნისტრის სახლში შეიჭრნენ, გაძარცვეს, ცეცხლი წაუკიდეს და რაც
ხელში მოხვდათ, წაიღეს. გაანადგურეს.
ამჯერად ჯანყი წარმატებით დასრულდა. მსოფლიო კი სამუდა-
მოდ შეიცვალა.
მანამდე კი, ვიდრე მის ოჯახს ჯერაც სძინავს, როია უჩუმრად და-
იპარება სახლში თავისი მოკლეყელიანი წინდებით. მარტოდმარტო
ტირის ბატონ ფახრიზე, ბაჰმანსა და სამშობლოზე, რომელიც შეიც-
ვალა. არ შეუმჩნევია და არც აღელვებს ის, რომ თეთრი, მოკლეყე-
ლიანი წინდები, საგანგებოდ ბაჰმანთან შესახვედრად და მასზე და-
საქორწინებლად რომ იყიდა, წითლად იყო დალაქავებული და კვამ-
ლით მთლად გამურული – სისხლი იმ კაცისა იყო, მის ფერხთით
რომ ამოუვიდა სული მაშინ, როცა როია საყვარელ მამაკაცს ეძებ-
და.

მკითხველთა ლიგა

140
თავი მეცამეტე

1953 წელი

საბედისწერო სიზმარი


არიმ ცხელი ჩაი და ყანდი მოიტანა. ეს იყო ნატეხი შაქარი,
რომელიც ბევრი რამის წამალი იყო: მუცლის გვრემის,გრი-
პის, მენსტრუალური ტკივილების, სავარაუდოდ, გულგატეხილობი-
საც, თუმცა, დარდს არასოდეს შველოდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა
და როიას ხელში შეაჩეჩა ჭიქა.
– დალიე.
როიამ უარის ნიშნად ნიკაპი ასწია. არც ჩაი უნდოდა და არც ზარი
სჭირდებოდა არაფერში. თუმცა, ნიკაპის უმცირესმა მოძრაობამაც
კი ისეთი შეგრძნება გაუჩინა, თითქოს სადაც იყო, თავი გაუსკდებო-
და.
– კარგი, რა. ადექი. მთელი დღეა, წევხარ. მომხედე. ირანის ის-
ტორიაში გუშინდელი დღე ყველაზე შეუფერებელი დღე იყო თეირა-
ნის ცენტრალურ მოედანზე შეხვედრის დასანიშნად. ბაჰმანმა, ალ-
ბათ, უბრალოდ მოსვლა ვერ შეძლო. გეგმები აერია. ესაა და ეს.
დარწმუნებული ვარ, რომ კარგად არის. რაც შეეხება ბატონ ფახრის,
– აქ ზარი წამით გაჩუმდა და მერე ჩურჩულით განაგრძო, – ღმერ-
თმა აცხონოს მისი სული. ის... არასწორ ადგილზე მოხვდა არასწორ
დროს.
ცოტა ხნით ჩუმად ისხდნენ, თუმცა, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ,
თითქოს საათებია, ასე არიანო. როია ვერც ვეღარაფერს ამბობდა
და ვერც ვეღარაფერს გრძნობდა.

141
– ახლა დალიე, – უთხრა ბოლოს ზარიმ.
როიამ უხალისოდ აიღო ჭიქა და მოსვა. მარჯვენა თვალის ზე-
მოთ ნერვი უფეთქავდა. ნეტავ, ბაჰმანმა თუ იცოდა, რომ ბატონი
ფახრი აღარ იყო? გადატრიალების საწინააღმდეგო მოქმედებებში
თუ მონაწილეობდა? ნეტავ, მოსადეყის მომხრე აქტივისტებთან ერ-
თად ციხეში ხომ არ იყო გამოკეტილი?
– ალბათ, ბაჰმანი დაიჭირეს. ან მოკლეს კიდეც, – თქვა როიამ.
– აბა, საიდან იგონებ. შენ ხომ არაფერი იცი.
როია გამუდმებით რეკავდა და რეკავდა ბაჰმანის სახლში, მაგ-
რამ, უშედეგოდ. არავინ პასუხობდა.
– არ გეწყინოს, დაიკო, მაგრამ, მგონი არც აპირებდა შენთან
შეხვედრას. ანუ, სად გაქრა მთელი ამ კვირების მანძილზე? გარდა
ამისა, წერილში ვინ წერს, ქალაქის ცენტრში შემხვდიო, როცა მთე-
ლი ეს გიჟური პოლიტიკური ამბები არ ცხრება? ხომ გითხარი, არ
მომწონს ეგ აზრი-მეთქი.
– წერილის წერის დროს ბაჰმანს საიდან უნდა სცოდნოდა, რომ
გადატრიალებას ხელახლა მოაწყობდნენ. მას მხოლოდ ჩემი ნახვა
უნდოდა, – ამის თქმაღა მოახერხა როიამ.
– თუ ასეთი მაგარი აქტივისტია და ასეთი ფრთხილი ჯენტლმენი,
უნდა ჰქონოდა იმდენი ტვინი, რომ ჩვიდმეტი წლის გოგო ასეთ
დროს შუა მოედანზე არ აეტუზა! ღვთის გულისათვის! იქ ხომ ხალხს
ხოცავდნენ! არც კი მჯერა, რომ მამამ გაგიშვა! – ზარიმ ხელებზე და-
იხედა, – მე თუ მკითხავ, ზოგჯერ მამას ძალიან უნდა, ყველანაირად
თანამედროვე და პროგრესული გამოჩნდეს. არადა, ხანდახან ქა-
ლებს მართლა სჭირდებათ დაცვა.
როია გაბრუებული იყო და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
ჰაერში ლივლივებსო, თუმცა, მაინც ხვდებოდა, რომ ზარი ძალიან
დანანებითა და წუხილით საუბრობდა ბატონ ფახრიზე, როიას კი ამ
წუხილის გამოხატვის თავიც აღარ შერჩენოდა. როიამ დაიკოს ბაჰ-
მანზე ბრდღვინვა და ბრაზი აცადა, რომელმაც ისიც კი თქვა, პოლი-
ტიკის მიმდევარი ადამიანის შეყვარებაზე უარესი არაფერიაო.

142
როია მთელი ის დღე ელოდა ბაჰმანისგან რაიმე შეხმიანებას. სა-
ათები ტაატით მიდიოდა. არაფერი ისმოდა. ვისაც კი რაიმე ჰკითხა,
ყველა თავზარდაცემული იყო სახელმწოფო გადატრიალებით და
ვერაფერს ამბობდა. ბაჰმანის მეგობრებს დაუკავშირდა, მაგრამ,
ზოგმა რა უთხრა, ზოგმა რა. ბაჰმანის ძველმა კლასელებმა თქვეს,
ბაჰმანისგან არაფერი გვსმენია, თუმცა, გამორიცხულია, რომ ქუჩა-
ში მიმდინარე მოვლენებში მიეღო მონაწილეობაო. ერთმა უთხრა,
შესაძლოა, გადატრიალების დროს მოედანზე მოვიდა, სადაც დააპა-
ტიმრეს და ახლა კითხვა-კითხვით უნდა მივაგნოთო. ჯაჰანგირმა
მხოლოდ შეიგინა და თქვა, ღმერთმანი, ბატონ ფახრიზე კეთილშო-
ბილი კაცი თუ არსებობდა, არც მეგონაო. როგორ შეიძლებოდა, ჯა-
რისკაცებმა სროლა რომ აუტეხეს ხალხსო. ჯაჰანგირმა იმედი გა-
მოთქვა, ალბათ, ბაჰმანი ყოველდლე დაუდგრომლად იბრძვის პრე-
მიერ-მინისტრი მოსადეყის დასაბრუნებლადო.
როია ვერ ხვდებოდა, ვისი სიტყვები იყო სანდო. ყოველთვის
ფიქრობდა, რომ ბაჰმანის მეგობრები მის მხარეს იყვნენ, რომ ბაჰ-
მანს შეეძლო, მათი იმედი ჰქონოდა. თუმცა, ჯაჰანგირმა შაჰი წყრო-
მით რომ მოიხსენია, როიას უკვე ეჭვი შეეპარა ყველაფერში.
იქნებ ჯაჰანგირს უნდოდა, როიასთვის რაღაც შაჰის საწინააღ-
მდეგო წამოეცდენინებინა? იქნებ ჯაშუში იყო. იმის გაფიქრებასაც კი
ვერ იტანდა, ახლა ყველას ეჭვის თვალით რომ უყურებდა. ჯაჰანგი-
რისაც არ სჯეროდა ბოლომდე.
პრემიერ-მინისტრის ჩამოგდებაში უცხოელი აგენტების ჩართუ-
ლობის შესახებ ჭორებს უკვე ლაპარაკობდნენ ბაზრის დახლებთან,
კაფეებში ჭიქა ესპრესოზე და ყველა ოჯახის სასტუმრო ოთახებში.
შეთქმულების ყოველ თეორიას ზარი ამ სიტყვებით უპირისპირდე-
ბოდა: კარგი, და რა, თუ უცხოური ფული გადაუხადეს? ჩვენს ხალხზე
აღარაფერს იტყვით? ყველანაირად ნამუსგარეცხილი კაცისმკვლე-
ლები გევყავს, მხოლოდ ქუჩაში გასვლა და ლოზუნგების ყვირილი
რომ უხარიათ. ამერიკელების ფულის აღება და მათი დაკვეთების
შესრულებაც აბედნიერებთ!
როია ვეღარ იძინებდა. თუ ჩაეძინებოდა, წამსვე ეღვიძებოდა ან

143
ცხადად ხედავდა სიზმრებს, რომელთა ყველა დეტალი ამახსოვ-
რდებოდა.
ყველაზე ხშირად ამ სიზმარს ხედავდა: ვითომ ბატონი ფახრის
მაღაზიაში შევიდა, კარზე ზარმა ჩვეულებისამებრ გაიწკრიალა. შიგ-
ნით მელნისა და წიგნების სუნი ტრიალებდა და როიას ნაცნობი,
მშვიდი სიგრილე გარს შემოერტყა. თავდაპირველად ვერ შეამჩნია
ბატონი ფახრი, მერე კი დაინახა, რომ ისიც იქვე იყო, თავისი სამუ-
შაო მაგიდის უკან დავთარში წერდა და დასატუმბ კალამს ფურცელ-
ზე დაასრიალებდა. კვლავ საკუთარ თავს დამსგავსებოდა: სუფთად
ჩაცმული და მშვიდი იყო, სათვალეც კოხტად ეკეთა. არაფერი შერ-
ჩენოდა იმ შეშლილი გამოხედვიდან, როიას რომ ჩარჩა მეხსიერე-
ბაში, იმ საბედისწერო დღეს, მოედანზე.
ბატონმა ფახრიმ როიას ამოხედა და წამით პანიკამ გადაურბინა
სახეზე. მერე ჩვეული ღიმილით გაიღიმა. ნაცნობი ზრდილობიანი
ტონით მოიკითხა როიას მშობლები და და, ზარი ხანომი, დაინტე-
რესდა, როგორ მიდიოდა საოჯახო საქმეები, სამეზობლოში ყველა-
ფერი კარგად თუ იყო და ბოლოს ჯანმრთელობა და დღეგრძელო-
ბაც უსურვა. სპარსული „თა როფის“ ოფიციალური, ზრდილობიანი
მანერებიც არ დაუშურებია.
– ბაჰმანი ხომ არ შეგხმიანებიათ? – ჰკითხა როიამ.
– არა, როია ხანომ.
– არაფერი გსმენიათ მისგან?
– არც ერთი სიტყვა.
– კი მაგრამ, ბაჰმანი ხომ წერილებს გაწვდიდათ სულ რაღაც
რამდენიმე დღის წინ. ხომ ასეა?
ბატონმა ფახრიმ ოხვრით ააპყრო თვალები ჭერისკენ.
– პატარა ქალბატონო, ჩემი რჩევა იქნება, რომ დაივიწყო ეგ ბი-
ჭი. შენს ცხოვრებას მიხედე. გათხოვდი. შვილები იყოლიე. კარგად
იყავი.
– უკაცრავად? – როიას ლამის გული ამოუვარდა, – სწორედ
გათხოვებას ვაპირებ. ბაჰმანზე ვარ დანიშნული.
– ჰო, მაგრამ, ზოგჯერ ნიშნობა არ ამართლებს. ეს არ იცოდი?

144
– დელიკატურად უთხრა ბატონმა ფახრიმ, თითქოს ეშინოდა, როი-
ასთვის ზიანი არ მიეყენებინა.
– მე მინდა, გავიგო, რომ ბაჰმანი კარგად არის. არავინ არაფერი
იცის. ვიფიქრე, იქნებ თქვენ შეგეხმიანათ, იმიტომ, რომ...
ბატონმა ფახრიმ ხელი აუქნია.
– როია ხანომ, ყოველთვის ის არა გვაქვს, რაც გვინდა. ზოგჯერ
ისე არ გამოდის, როგორც ვგეგმავთ. ახალგაზრდებს სულ ჰგონიათ,
რომ ცხოვრებისეული ტრაგედიები, უბედურება და ტყვია როგორ-
ღაც ასცდებათ. ფუჭ, ბრიყვულ იმედსა და ენერგიას ინერგავენ. მათი
მცდარი შეხედულებით, რატომღაც, ახალგაზრდობა, წადილი ან
სიყვარული ბედისწერას დაჯაბნის, – ფახრიმ ღრმად ჩაისუნთქა, –
ჩემო პატარა ქალბატონო, სინამდვილეში კი ადამიანს თავისი ბედი
შუბლზე დაბადებიდანვე აწერია. ჩვენი თვალისთვის უხილავია ეს
ბედისწერა. მაგრამ, ნამდვილად გვაწერია. მთელი არსებით შეყვა-
რებულ ახალგაზრდებს კი წარმოდგენა არა აქვთ, რა საზიზღარია ეს
სამყარო, – ორივე ხელით დახლს ჩამოეყრდნო, – წუთისოფელმა
თანაგრძნობა არ იცის.
როიას ეგონა, რომ უეცრად ყინულმა დაფარა.
– ეს კარგად უნდა დაიმახსოვრო, – თქვა ბატონმა ფახრიმ. კბი-
ლებს შორის კი მსუბუქად დაუსტვინა. მერე სათვალე მოიხსნა, თვა-
ლები მოისრისა და დასძინა, – ჩემი აზრით, ბაჰმანს არასოდეს ჰყვა-
რებიხარ. ეს ყველაფერი მხოლოდ გართობა იყო მისთვის.
ამ დროს როიას გულისხეთქვით ეღვიძებოდა და თავიდან ფეხე-
ბამდე ცივ ოფლში იყო გაწურული.
ფხიზელსაც არ ავიწყდებოდა საკანცელარიო მაღაზიაში მყოფი
ბატონი ფახრი, საქონლის აღწერას რომ აწარმოებდა და მსოფლიო
ლიტერატურის თარგმანებს ახარისხებდა. თვალწინ ედგა, როგორ
წმენდდა მტვერს მაგიდიდან, რომელზეც პოეზიის კრებულთა ტომე-
ბი ელაგა იმ წიგნებთან ერთად, რომლითაც როია და ბაჰმანი წერი-
ლებს უგზავნიდნენ ერთმანეთს. სწორედ ბატონმა ფახრიმ გადაუშა-
ლა თვალწინ შესაძლებლობათა ახალი სამყარო, მისცა ადგილი,
სადაც როიას ოცნებებმა გზა გაიკვალა, სადაც პოლიტიკურ აურზა-

145
ურს გაურბოდა და თავშესაფარს პოვებდა. სადაც სიყვარული ეწვია.
ისევ გრძნობდა ზურგზე თაროებს, რომლებსაც ეყრდნობოდა
ბაჰმანთან მოჩურჩულე.
თუმცა, სიზმარში ბატონი ფახრი სულ ეუბნებოდა, ბაჰმანს არა-
სოდეს ჰყვარებიხარო. მოუწოდებდა, ახალი ცხოვრება დაიწყეო.
იმის მიუხედავადაც კი, რომ უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩე-
ბოდა.
ბატონი ფახრი მათი მოკავშირე და ხელშემწყობი თანამგზავრი
იყო. შუახნის კაცი, რომელიც წიგნებიდან მტვერს წმენდდა, მაღა-
ზიაში სასკოლო საკანცელარიო ნივთებს ადგილს უჩენდა, ახალ-
გაზრდებს ესაუბრებოდა, ფარულად აძლევდა პოლიტიკურ მასა-
ლებს და სასიყვარულო წერილებსაც აგზავნინებდა და მოჰქონდა.
ბატონი ფახრი აღარ იყო. ის წავიდა, მაგრამ, ღვთის წყალობით,
როია ცოცხალი დარჩა. სავსებით შესაძლებელი იყო, ის ტყვია როი-
ას მოხვედროდა. ეს ამბავი როიას მუდმივად თან გაჰყვება, რო-
გორც ნაჭრილობევი, როგორც მწარე სიმართლე, მაღაზიის ფერ-
ფლის ნარჩენი სამუდამოდ ჩააჯდება კანში და არასოდეს წაიშლება
მისი მეხსიერებიდან ხელებგაშლილი ბატონი ფახრის სხეული,
როიას თვალწინ ჰაერში რომ ასწიეს და წაიღეს.
ახლა, როდესაც ბატონი ფახრი ცოცხალი აღარ იყო, როია ყვე-
ლაზე მეტს ფიქრობდა მასზე და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ტკი-
ვილს დაატარებდა ეს კაცი.

მკითხველთა ლიგ

146
ნაწილი მეორე

თავი მეთოთხმეტე

1916 წელი

ნესვის გამყიდველის ქალიშვილი


ალაქის ცენტრალური ბაზრის მოსახვევებში ახალგაზრდა
კაცი დაეხეტება. აკვნიდანვე დანიშნულია თავის რიგით მე-
ორე ბიძაშვილ ათიეზე. ეს სახელი „მომავალს“ ნიშნავს, თუმცა, ეს
გოგონა სულაც არაა ამ კაცის სასურველი მომავალი. ერთი პატარა
გოგო უყვარს. ეს გოგო ბაზარში მუშაობს, დილაობით ნესვს გორე-
ბად ააკოკოლავებს ყუთებზე და თავდაჯერებით ამოუდგება ხოლმე
გვერდში მამამისს, მუშტრებს რომ ევაჭრება. ალის თავიდან არ ამ-
ოსდის ამ ღარიბ გოგოზე ფიქრი. ბაზარში მხოლოდ იმისთვის მი-
დის, რომ ნახოს, როგორ თესავს ის ნესვს. თვალის ერთ შევლება-
ზეც კი თანახმაა.
გოგონას თვალს არ აშორებს. გარშემო, დახლებთან დიდი აურ-
ზაური და ყაყანია. გოგონას ყოველთვის პატარა თავსაფარი აქვს
წაკრული. გაცვეთილი ტანსაცმელი აცვია, თუმცა სახე მზესავით უბ-
რწყინავს. პატარაა, ძალიან პატარა, თუმცა, დამატყვევებელი. მამა-
მისი ხმალივით დანას იღებს, ჯადოქრული სისწრაფით ამოჭრის ხი-
ლის რბილობს, მერე კი ნაჭრებად სთავაზობს მწყურვალ მუშტარს.
ზოგი მთლიან ნესვს იღებს და იგდებს კალათაში; ზოგს კი მაშინვე
სურს დაგემოგნება, უნდა რომ იმ წუთასვე იგრძნოს დაჭრილი, ყი-
ნულში ჩაციებული ნესვის საამო სიგრილე. ყინულიც განსაკუთრე-
ბული რამაა. ნესვის გამყიდველს ყოველ დილით დაატარებს ბაზარ-

147
ში ყინულის სანატრელ კუბებს. დოინჯშემოყრილი გოგონა ცქვიტად
დასცქერის ყინულს.
ალის დედა საქორწინო სუფრისთვის ამზადებს რაღაცებს. – ხომ
დავუცადე გოგონას წამოზრდას? – ამბობს, – შენი ბიძაშვილი უკვე
თექვსმეტი წლისაა, მომწიფდა და გათხოვებისთვის მზად არის.
თქვენ დაბადებიდანვე ერთმანეთის ბედი ხართ. ეს ყველამ ვიცო-
დით.
ალის დედა ისე ჩაიხითხითებს, თითქოს რაღაც უძვირფასესი მო-
იპოვაო. მერე მოახლეებს ეუბნება, შეამოწმეთ, დარიჩინი ხომ საკ-
მარისია საქორწინო დესერტის, შოლეზარდის39 შესაკმაზადო. –
ზაფხულის ბოლოს შეირთე ცოლი, ალი-ჯან. განა თვრამეტი წლის
დაბადების დღის აღსანიშნავად უკეთესი საჩუქარი შეიძლება?
ალის კი ათიე წყალწყალა იოგურტს აგონებს; მისი აზრით, ეს
გოგო სწორედ ასეთი უგემურია. ოცნებებში ის ღარიბულად ჩაცმუ-
ლი გოგონა აწვდის ნესვის ნაჭრებს ბაზარში, თავად კი წვენით ხარ-
ბად ივსებს პირს.
ერთ სამშაბათ დღეს ალი ჩვეულებრივ მიდის ქალაქის ცენტრში
გოგონასთვის საჭვრიტინოდ. სუნელების დახლთან დგას და სანა-
ხევროდ ბოძს ეფარება. გოგონა ნესვებს პირამიდის ფორმით აკო-
კოლავებს. მერე ბიჭი ხედავს, როგორ ჭრის ხილს არათანაბარ ნა-
წილებად.
– ბადრი, მოდი, ბია!40 – ჩიფჩიფით უხმობს უკბილო მამა. უმოწ-
ყალოდ მცხუნვარე მზეზე დიდხანს ყოფნისგან კანი მთლად გახევე-
ბული აქვს.
– ბადრი, ბადრი, ბადრი, – სუნთქვის შეკვრამდე იმეორებს ალი
გოგონას სახელს. განა ოდესმე დაავიწყდება იგი? განა წლების მან-
ძილზე არ გასერავს გულში ტკივილი ამ სახელის გახსენებაზე?
მუშტრები ერთმანეთს აწვებიან და ხელს ჰკრავენ, ჩადრიან ქალ-

39
სპარს. ბრინჯით, შაქრით, ზაფრანითა და ზეთით მომზადებული დესერტი.
40
სპარს. მოდი.

148
ებს მწვანილითა და ბადრიჯნით სავსე კალათები უჭირავთ, ბავშვები
ტირიან, პროდუქტის დამტარებლები კი საქონელზე წუწუნებენ. ბად-
რი, ბადრი, ბადრი. მალე ალის ყუმში41 გაგზავნიან რელიგიისა და
კლასიკური ლიტერატურის შესასწავლად, როგორც თეირანის ერთ-
ერთი პატივსაცემი მეცნიერის ვაჟს შეეფერება. ეს გოგო მისი ფეხის
ფრჩხილადაც არ ღირს. ბაზარში მამასთან ერთად მუშაობს. გლე-
ხია, ნამდვილი სოფლელი. გოგონა, რომელსაც არაფერი აბა-
დია.იმავე საზოგადოებრივი ფენიდანაა, რომლიდანაც ალის ტანსა-
ცმლის მრეცხავი მოსამსახურე.
ბაზრის კუთხე-კუნჭულს შუადღის ლოცვის მოწოდება რომ დაუვ-
ლის, დახლები ცარიელდება, სალოცავ ნოხებს იღებენ. წესისამებრ,
ბაზრიდან ყველა მიდის; მყიდველები და გამყიდველები იფანტები-
ან. მამაკაცები სათითაოდ ტოვებენ დახლებს და მიდიან. ბაზრის ბო-
ლოს მეჩეთია, რომლის ეზოშიც შუადღის განბანვის რიტუალს ას-
რულებენ. ბეტონის აუზში იდაყვებსა და მაჯებს ისველებენ. ლოცვის
დროს კი იჩოქებენ და შუბლით მიწას ეხებიან. მედიტაციაში თავს
კარგავენ. მერე ერთდროულად იმართებიან და ისევ იხრებიან.
ბადრიც სალოცავად მიდის? ალის იმედგაცრუება გაჰკრავს, რო-
ცა დახლიდან გამოსულ გოგონას ხედავს. რა თქმა უნდა, მეჩეთის
ქალთა განყოფილებაში ვეღარ შეჰყვება. დიდი-დიდი ფეხსაცმლის
გახდისას უთვალთვალოს მეჩეთის შესასვლელში (სინამდვილეში
ბადრის ფეხსაცმელი კი არა, ნაჭრის ფლოსტები აცვია, ერთიანად
დაგლეჯილი და გაცვეთილი). მერე ქალების მხარეს შთაინთქმება
და მიუწვდომელი გახდება.
გოგოს წასვლის შემდეგ ალი მარტოდმარტო დაყიალებს ბაზარ-
ში. სანელებლების დახლთან უეცრად თავს ისე გრძნობს, თითქოს
გააშიშვლესო. ახლა უკვე აშკარაა მისი აქ ყოფნა, იმიტომ, რომ
ხალხი წავიდა და თავს დაუცველად და უხერხულად გრძნობს. ყვე-
ლა წავიდა, ვინც სამალავს უჩრდილავდა.
ნაბიჯების ხმა ისმის. მიწაზე მსუბუქად ფაჩუნობს ფლოსტები.

41
ქალაქი ირანში.

149
ალი აიხედავს და თვალებს არ უჯერებს. გოგონა დაბრუნებულა.
ბიჭი თვალს არ აშორებს იმ იმედით, რომ გოგო ვერ ხედავს. ის მა-
მამისის დახლის გარშემო რაღაცებს ალაგებს. თუნუქის დიდ ტაშტს
იღებს. წამიერად მისი სიმძიმითშედრკება, მერე თეძოსთან მოიდ-
გამს. მალევე ინარჩუნებს წონასწორობას, თითქოს ეს ტაშტი მისი
სხეულის ნაწილი ყოფილიყოს, თითქოს სულ ასე დადიოდაო.
გოგონა დახლიდან გამოდის. ბიჭი რომ დარწმუნდება, მართლა
ვერ მხედავსო, უკან მიჰყვება. რაღაც უცნაურად მიმზიდველია; თავ-
დაჯერებით მიდის და ტანს მიარხევს მიუხედავად იმისა, რომ პატა-
რა და ღარიბია. მეჩეთი მარჯვნივაა, თუმცა ბადრი მარცხნივ უხვევს.
ალი უკან მიჰყვება. პატარა ბილიკს მიდევს ბაზრის ბოლოში, სადაც
კვადრატის ფორმის ეზოში, ხეებს რომ შემოუსაზღვრავს, ტვირთს
ცლიან და ნაგავს ყრიან ხოლმე. ეს უნდა იყოს ადგილი, დილაობით
საქონლით დატვირთულ სახედრები რომ მოჰყავთ და ტვირთს ხსნი-
ან, მამაკაცები კი გაძეძგილი ყუთებიდან პროდუქტს ალაგებენ. აქ
გამწკრივებულია დიდი ურნები, რომლებზეც იმ დღის ნაგვის გორე-
ბი დგას. ამ ნაგვის ყუთებს გუნდ-გუნდად დასტრიალებენ ბუზები.
გოგონა მშვიდად მიიკვლევს გზას ამ აყროლებულ, გადავსებულ
ურნებს შორის და შედარებით ხალვათს პოულობს. თან მიაბიჯებს
და თან მშვენივრად იცავს წონასწორობას თეძოზე მიდგმული ტაშ-
ტით. ალის უკვირს, ეს მძიმე ტაშტი ისე მიაქვს, თითქოს მთელი
ცხოვრებაა ამას აკეთებსო. ამ ფიქრს მყისვე მოჰყვება აზრი, რომ შე-
საძლოა, გოგონა მართლა ასეთ საქმეებს აკეთებს მთელი ცხოვრე-
ბის განმავლობაში. რა, მისნაირები სულ ასე არ არიან? მუშაობენ.
მათ ხელებს ერთი წამით არა აქვთ მოსვენებაო, ჩაიფრუტუნებს თა-
ვისთვის ალი. ქალებიც კი სულ ველად და ბაზარში არიან პატარაო-
ბიდანვე. ამტანები და მაგრები არიან. ალის ათიეს ქაღალდივით
თეთრი კანი ახსენდება. მის გრძელ თითებზე და ლამის გამჭვირვა-
ლე ტუჩებზე ფიქრობს (რომ დაქორწინდებიან, აღტაცებული ნათე-
სავები აჭყლოპინდებიან იმის გაფიქრებაზე, რომ ალიმ ათიესნაირი
სრულყოფილება მოინადირა). ათიე პირბადის გარეშეც ჰყავს ნანა-
ხი; ბავშვობაში სულ ერთად თამაშს უბრძანებდნენ ხოლმე. ახლა ათ

150
იე მზეს პირს არ უჩვენებს, ეშინია, კანი არ გაუშავდეს. უნდა, რომ
ფერმკრთალი და სუფთა პირისახე შეინარჩუნოს.
ურნასთან მისული ბადრი თითის წვერებზე დგება, თეძოზე მიბ-
ჯენილ ტაშტს უფრო მაღლა სწევს, ერთი სწრაფი მოძრაობით, კოხ-
ტად და ოსტატურად ამოაბრუნებს და ცლის. ნესვის ქერქები და სრი-
ალა თესლები ფარდასავით იღვრება და ჰაერს ნესვის ტკბილი სურ-
ნელით ავსებს. ეს სუნი პირდაპირ ცხვირში ეცემა ალის. ლამისაა,
დაშაქრული ხილის გემომ აუვსოს პირი და ნესვის რბილობს
გრძნობს თითებშუა. ნარჩენებს რომ თავი მოუყაროს, ბადრი რამ-
დენიმეჯერ აჯანჯღარებს ტაშტს. მერე ელვის უსწრაფესად ბრუნდე-
ბა.
– რატომ მომყვები?
გოგოს გაცილებით არაბავშვური და მბრძანებლური ხმა აქვს,
ვიდრე ალი ელოდა. ალის შენობით მიმართავს და არა – თქვენო-
ბით, როგორც გლეხის გოგომ უნდა მიმართოს ახალგაზრდა კაცს,
რომელიც აშკარად მაღალი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგე-
ნელია. ნუთუ ისეთი უვიცია, რომ ესეც არ გაუგონია? მისი თავდაჯე-
რებული გამოხედვის გამო ალის ეჭვი ეპარება ამ ვარაუდში. რო-
გორც ჩანს, ამ გოგომ მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს.
– მგონი, ლაპარაკი იცი, არა? თუ მუნჯი ხარ? – ცარიელ ტაშტს
კვლავ თეძოსთან მიიდგამს, მეორე ხელით კი მეორე თეძოზე დო-
ინჯს შემოირტყამს. ფეხები ფართოდ დაუდგამს განზე. ამ პოზაში
დადგომას ათიე და მისი კლასის გოგონები უცნობი კაცების გარე-
მოცვაში ვერც კი გაბედავდნენ.
–ეი! – დაჰკივლებს გოგონა, – შენ გეკითხები. რატომ მომდევ-
მეთქი?
– არ მოგდევ, – ჩურჩულით უპასუხებს ალი. აი, აქ არის ის, ნეს-
ვის გამყიდველის ქალიშვილი, მართლაც რომ ბავშვი, მაგრამ, რა-
ტომღაც, ალი მუხლებში სისუსტეს გრძნობს. ოჰ, მისი ეს მრგვალი
სახე, თვალები, რომლებიც ბედავენ და პირდაპირ ალის უმზერენ,
ვარდის კოკორივით ტუჩები.
– მამაჩემს ვეტყვი და ყელს გამოგჭრის! არ მომეკარო. სულ არ

151
მაინტერესებს, მდიდარი კუდაბზიკა ხარ თუ ვინა ხარ. კარგად ვიცი,
რა აზრისანი არიან შენნაირები ჩემნაირ გოგონებზე. ჰოდა, თუ ჩემ-
თან მოახლოებას გაბედავ, ისე ვიკივლებ, რომ დაგაყრუებ. დაგარ-
ტყამ! ძალიან მაგრად! – ამ სიტყვებით, გოგომ ტაშტი ორივე ხელით
ასწია თავზემოთ, – ამ ტაშტით თავს გაგიხეთქავ. შენნაირ კაცებზე
გული მერევა. ფიქრობ, რომ რაკი ღარიბი ვარ, შეგიძლია კბილი
მომისინჯო. ჰოდა, არ გამოგივა. თუ მომეკარები, მამაჩემი უმალ
ყელს გამოგღადრავს თავისი დანით. გასაგებია?
ალი ხმას ვეღარ იღებს. ასე არასოდეს არავინ დალაპარაკებია.
შინ დედა მოკრძალებით მიმართავს; სახლში ნამდვილი უფლისწუ-
ლია. მოახლეები მასთან დალაპარაკებასაც ვერ ბედავენ; მამაკაცი
მოსამსახურეები მხოლოდ იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც თავად
სურს. მხოლოდ მამამისია გულწრფელი და პირდაპირი. ასე კი არც
ერთ გოგოს არ მიუმართავს ალისთვის. ერთი მხრივ, ეცინება გო-
გოს სიმამაცესა და ლანძღვაზე. ალბათ, არანორმალურს თუ ჰგავს.
რაღაც წოდების მქონე ხეპრეს, გლეხის გოგოს გარშემო რომ დაძ-
რწის.
– არა, არა, რაღაც გეშლება. აქ ცუდი განზრახვით არ მოვსულ-
ვარ. გთხოვ, ნუ გეგონება, რომ შენი შეშინება მინდა.
ჰაერში სიცხის ტალღა იშლება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნე-
ბა, თითქოს ვიღაცამ მტვრის ყოველი ნაწილაკი ნესვის სულისშემ-
ხუთავი სურნელით გაჟღინთაო. ალი აღარ ფრთხილობს და გოგო-
ნასკენ მიაბიჯებს. უნდა დაამშვიდოს. უნდა დაუმტკიცოს, რომ ცდება
– რაღაც უცნაურ საჭიროებას გრძნობს იმისას, რომ უჩვენოს, შენ
რომ გგონია, ისეთი სულაც არა ვარო. რაც უფრო უახლოვდება, მით
უფრო ტკბილი სურნელი უვსებს ფილტვებს. გოგოს ტანისამოსის
ყოველი ნაკუწი, თავსაფრიდან გამოჩრილი თმის ყოველი კულული
და დაგლეჯილი ფლოსტების ყოველი ძენძი ნესვის ამ სურნელს უნ-
და შეერიოს. სახე, რომელსაც ალი უახლოვდება, გარუჯული და
თვალშისაცემად ჯანსაღი აქვს, თითქოს საკვების ის დოზა მიიღო,
რომელზეც მისი ასაკის გოგონებს ხელი არ მიუწვდებათ, რომლებ-
საც დედები უცაცხანებენ, მზეს არ გაეკაროთო, მათ, ვისაც ქარგვასა

152
და წერა-კითხვას ასწავლიან. ისინი ახალგაზრდა მდიდარი ქალები
არიან, ბროლის ვაზებში ვარდების ფაქიზად ჩაწყობაში რომ ამეცა-
დინებენ.
ბადრი თვალისმომჭრელად ანათებს. ალი უახლოვდება. გოგო-
ნას კვლავ თავზემოთ უჭირავს ტაშტი.
– ჩამოსწიე ეგ ტაშტი, – ალის კვლავ საკუთარი ხმა ესმის, მტკიცე
და მშვიდი, ისეთი, როგორითაც მოსამსახურეებს ელაპარაკება,
როგორითაც ბრძანებებს გასცემს. ასეთ ალის ყველა ემორჩილება.
– ნესვის საჭრელი დანით-მეთქი! – გოგო ხმას მით უფრო დამა-
ჯერებლად უწევს, რაც უფრო უახლოვდება ალი, – იმ დანით გამოგ-
ფატრავს!
ახლა კი პატარა გოგოს ხმა აქვს. სწორედ ისეთის, როგორიც
არის. დაუცველია, თუმცა ძალიან ცდილობს, ძლიერი იყოს. ალის
ახლა უფრო იზიდავს ეს გოგო, ვიდრე ოდესმე. აგიჟებს მისი თავი-
სუფალი პოზა, აგდებული ლაპარაკი, ვარდის კოკორივით ტუჩები,
მზესავით მრგვალი სახე, მთრთოლვარე ნიკაპი რომ აუწევია. ნეს-
ვის დაშაქრული სურნელი კი მუდამ ამ გოგოს გაახსენებს.
– ჩამოიღე ტაშტი, – იმეორებს ალი. ამჯერად უფრო მშვიდი ხმა
აქვს.
გოგო ტაშტს აგდებს. ტაშტი მტვრიან მიწაზე მოადენს ზღართანს
და დაგუდული ხმით განაგრძობს ხტუნვას, რაც რაღაცნაირად სასა-
ცილოა. დიდი ხმით უნდა დავარდნილიყო და დიდი ბრაგუნის ხმაც
უნდა გამოეცა, თუმცა ტაშტი მსუბუქად ხტის და მათგან რამდენიმე
ნაბიჯზე ჩერდება, წყნარად დგება თავისთვის. მისი დავარდნის ხმა
შორს ნამდვილად არ გაისმებოდა. ალი ხვდება, რომ გოგონას ნამ-
დვილად აქვს შიშის მიზეზი. ეს ოთხკუთხა ადგილი ხომ ხეებითაა
გარშემორტყმული; გარედან არაფერი ჩანს და არც არავინ იცის,
რომ ალი და ბადრი აქ არიან. ყველა მეჩეთში ლოცულობს, ხელის-
გულებს სახეზე იდებენ და ლოცვებს ბუტბუტებენ.
ახლა ალი გაიმეორებს, რომ გოგონას არაფერს დაუშავებს. და-
ამშვიდებს, რომ უბრალოდ... თუმცა, რას აკეთებს ალი უბრალოდ?
მას მოსდევს. რა თქმა უნდა, გოგოს ხიბლს ვერ გაექცევა, თუმცა, ყვ

153
ელაფერს აუხსნის და დაამშვიდებს. გოგონა მიხვდება, რომ ალი
ნამდვილი ჯენტლმენია. ალის ყურადღება ეფანტება და ბრაზის ცეც-
ხლი ედება, ეს გოგო ასე რომ აბნევს. ის ხომ არაფერს წარმოად-
გენს. ალიზე ბევრად დაბლა დგას. ალი ახლავე გააგებინებს, რომ
რელიგიისა და კლასიკური ლიტერატურის სწავლას აპირებს ყუმში,
როცა ცოლს შეირთავს...
ვიდრე სასურველ სიტყვას შეარჩევს, ნესვის ტკბილი სურნელი
ეხვევა გარშემო. შუადღის პაპანაქებაში ალის ანაზდად თვალთ უბ-
ნელდება. ჰალუცინაციები აქვს, ალბათ. ლოყაზე რაღაც წებოვანი
და თბილი ედება. წამით ვერ ხვდება, რა შეიძლება იყოს. მერე კი
აღმოაჩენს, რომ გოგონა მის გვერდითაა. ახლოს მოსულა და უკოც-
ნია. აი, მასთან დგას ფეხის წვერებზე, თითქოს უნდა, რომ ყველას-
გან განცალკევებულმა დრო იხელთოსო. რამდენიმე წამის განმავ-
ლობაში –ალის მთელი ცხოვრება რომ არ დაავიწყდება – სულ ცო-
ტა ხნით განცალკევდება, მოწყდება მთელ თავის ცხოვრებას, გო-
გოს თბილ და წებოვან ტუჩებს გრძნობს სახეზე. ბადრი ცეცხლივით
მხურვალეა.
გოგონა აღარ დგას ფეხის წვერებზე. ძირს ეშვება და ლამისაა გა-
დაყირავდეს. ტუჩებით ალის აღარ ეხება. ალი გაშეშებული დგას. პა-
რალიზებულია. სხვა ადამიანი გახდა. ამ გოგოს გამბედაობამ, მისმა
თბილმა, უეცარმა შეხებამ ენა ჩაუგდო და გააშტერა.
– აჰა! – ამჯერად დამყოლი ხმით ეუბნება გოგონა, – ხომ მიიღე,
რაც გინდოდა.
ალი შეხედვასაც კი ვერ ბედავს.
– ხომ ასეა?
ნესვის არომატიან ნაკოცნზე ალი ხელს ისვამს და დაუფიქრებ-
ლად მიაქვს ცხვირთან თითები. სუნავს. ეს არომატი არასოდეს და-
ავიწყდება. ათიეზე ქორწინებაც კი ვერ დაავიწყებს ამას, ვერც ოთხი
შვილის მამობა და ვერც ის დრო, როდესაც კლასიკური ლიტერატუ-
რისა და უცხოელ ავტორთა დიად ნაშრომებს წარუდგენს ახალგაზ-
რდებს, რომლებიც ხშირად ივლიან მის საკანცელარიო მაღაზიაში,
რომელსაც აუცილებლად გახსნის თავის დროზე. ოჰ, როგორ დასწ-

154
ყდება გული მამას, რომ უფრო პრესტიჟული არაფერი აირჩია მისმა
ვაჟმა.
– შენ საშუალება გაქვს, რელიგიის მკვლევარი გახდე, – შეეხვე-
წება მამა, – შენ კი მაღაზიის გახსნა გინდა? როგორც ვაჭარს ბაზარ-
ში?
– ახლა კი, – მიმართავს ბადრი მზის გულზე გაშეშებულ ბიჭს და
თან მისი რეაქცია აშინებს, რომელიც მისი სუნთქვის მიხედვით აშ-
კარა ხდება, – გითხარი, მამაჩემი თუ გაიგებს, რომ ჩემს კოცნას აპი-
რებდი, თავისი დანით ყელს გამოგჭრის. ხალხს დანა კი ჰგონია,
მაგრამ, სინამდვილეში ნამდვილი ხანჯალია. ბაბუამისის დანატო-
ვარი. ბაბუამისი ბანდიტი იყო და ყველა აბეზარს სიცოცხლეს უს-
წრაფებდა, – აქ გოგონა ჩერდება და ლამისაა თვალებით გაბურ-
ღოს ალი, – სწორედ იმ ხმლით.
ალი კვლავ მზეზე დგას და მთელი ძალით ცდილობს, თავს ძალა
დაატანოს და გოგოს არ შეხედოს.
– აი, ასე, უბრალოდ ხოცავდა. ჰოდა, მამაჩემსაც რომ სცოდნო-
და, როგორ გამომყევი ბაზრიდან საკოცნელად...
– მაგისთვის არ წამოვსულვარ, – აწყვეტინებს ალი და ბოლოს-
დაბოლოს თვალს უსწორებს.
– მართლა თავს წაგაცლიდა. ისე კარგად ხმარობს თავის დანას.
ხომ გინახავს, ნესვს როგორ ჭრის? ნუ გგონია, ვერ გამჩნევ, დღეგა-
მოშვებით რომ მოდიხარ და ბაზარში მითვალთვალებ. როგორ მოხ-
და, რომ შენნაირი კოხტაპრუწა კაცი სკოლაში ან სადმე ეგეთ ად-
გილზე წასასვლელი არ არის?
– ახლა ზაფხულია, – ლუღლუღებს ალი.
– რა თქმა უნდა! სკოლები ზაფხულში ხომ დახურულია! – გოგოს
სახეზე გააფთრება გადაურბენს, – გგონია, უვიცი და ადვილად მო-
სანადირებელი ვარ, არა? იმის გამო, რომ მამაჩემი ნესვს ყიდის ბა-
ზარში, მამაშენი კი... რას საქმიანობს? ქვეყნის მმართველია? ჩვენს
ფულს იღებს? სიგარებს აფუილებს? წარმოდგენა არა მაქვს, თუმცა,
გეუბნები, რომ მამაჩემმა რომ ეს გაიგოს, მართლა ყელს გამოგ-
ღადრავს.

155
ალი თავს უქნევს.
– ჰოდა, თუ გინდა, – გოგონა ძირს დავარდნილ ტაშტთან მიდის,
იღებს და ისევ ძველებურად იჭერს თეძოსთან, – იცი, სადაც შეიძ-
ლება ჩემი ნახვა. ნაგავს სულ აქ ვყრი შუადღისას, მამა რომ შუად-
ღის ლოცვაზეა.
– ბატონო? – ჩურჩულით აღმოხდება ალის.
– ყველა ხომ სალოცავად მიდის მაგ დროს? ჰოდა, აქ სიმშვიდეა,
– გოგონა ცას უყურებს და იღიმება, – მშვენიერია ამ დროს აქ ყოფ-
ნა, სიმშვიდე და სიწყნარეა. მხოლოდ ჩვენ და ბუზები ვიქნებით.
– შუადღისას?
– ჰო.
ალი გაკრიალებული ფეხსაცმლის ჭვინტს მიწაში წაყოფს და გუ-
ლი ლამისაა ამოუვარდეს. თვალს არ აცილებს მიმავალ გოგონას,
თეძოზე ტაშტი რომ შემოუდგამს.
იმ ნაგვის ურნებთან, ზაფხულის პაპანაქებაში მერე ის მოხდა,
რაც არაფრით არ უნდა მომხდარიყო განათლებულ, ახალგაზრდა
მამაკაცსა და იმ გოგოს შორის, ვისი მამაც ნესვს ჭრიდა ბაზარში.
გოგოს ნესვისებური სიტკბოება გაუჯდა ალის შარვალს, ჩაუდგა ყე-
ლში; ამ გოგოს ხატება მუდამ თან სდევდა და თავს ევლებოდა.

ათიემ კაბა მოირგო. საქორწინო პირბადის ქობაზე პაწაწინა


თვლები დაუკერეს. ალი კი ბადრის უსინჯავდა გემოს შუადღისას,
ნაგვის ურნებთან. აკრძალულ ხილსაც გაჰკრა კბილი და შინ თავ-
ბრუდახვეული და გამოფიტული დაბრუნდა.
ნეტავ, როდის გადაიქცა მისი წადილი სიყვარულად? იქნებ მა-
შინ, ბადრი რომ ყურში ეჩურჩულებოდა, ალი კი თავს ძლივს იკავებ-
და, რომ არ ეფეთქა(რა, მაშინაც და ყოველთვისაც არ ფეთქდებო-
და?) იქნებ მაშინ, ძილის წინ როცა ახსენდებოდა? იქნებ მაშინ, რო-
ცა ბადრისთან არყოფნის გამო სიცარიელე იგრძნო და ასე ეგონა,
ავადაც კი იყო? როდის დაასრულა ალიმ ამ მშვენიერი თოთხმეტი
წლის გლეხის გოგოს სურნელისა და ხმის დევნა და როდიდან მო-
უნდა მისი დაუფლება? უნდა, რომ ამის უფლება ჰქონდეს. სასაცი-

156
ლო და შეუძლებელიც კი ეჩვენება ზოგჯერ. ეს ვერასოდეს მოხდება.
შეუძლებელია ისეთ ვითარებაში, სადაც ცხოვრებას გეგმავენ, სა-
დაც დედები დებენ გარიგებებს, სადაც ბედი წინასწარ იწერება, რო-
დესაც მეორე ნახევარს არაფერი დაეწუნება. მომავალი უკვე გათ-
ვლილია, დაგეგმილია გულდასმითა და მონდომებით. ათიე მისი
მომავალი იყო. ბადრი კი გოგონა ნესვებით, ნაგვის გროვასთან
რომ ხვდებოდა.
ბადრი მისი გული იყო. ბადრი ბატონობდა მის კანზე; ალი მისი
სურნელით თავბრუდახვეული დააბიჯებდა, ყველგან მას გრძნობდა
და სურდა. იმის მიუხედავად, რომ ბადრი სასწაულებრივად, სულე-
ლურად, დაუფიქრებლად და ყველანაირი საფრთხის გათვალისწი-
ნების გარეშე დანებდა, ეს მაინც არ ჰყოფნიდა. ერთხელ რომ და-
აგემოვნა, მეტი მოუნდა. ბადრი მის ნებას დაჰყვა. ალი რაც უფრო
მეტს იღებდა, მით მეტი უნდებოდა. რაც უფრო ხშირად აღწევდა სა-
წადელს, მით უფრო ხშირად, მუდმივად სურდა. ბადრიმ მასთან ყო-
ველდღიური შეხვედრები დაიწყო. ალის კი სამუდამოდ მასთან ყოფ-
ნა მოუნდა. სურვილი არ უცხრებოდა. უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნე-
ლობა, ეს ვნება იყო თუ სიყვარული. ყველანაირი ზღვარი წაიშალა.
არა მხოლოდ ალისთვის. მას მხოლოდ და მხოლოდ მუდამ ბადრის-
თან ყოფნა უნდოდა, განუწყვეტლივ. მის გარეშე ერთი წამის წარ-
მოდგენაც კი არ შეეძლო, არა თუ მომავლის. გეგმებს ყოველთვის
რაღაც მიზეზით აწყობენ. ფინანსური, ლოგიკური თუ საზოგადოებ-
რივი მიზნების გამო.
ალის მშობლები ცხოვრებას ფრთხილად განაგებენ, გონიერები
და წინდახედულები არიან. ათიე ალისთვის შესაფერისი იყო. ორი-
ვეს ოჯახს მუდამ მათი შეუღლება სურდა. მისი ფენის ხალხი შესაფე-
რის გზას მიჰყვება, მეტ დოვლათს ქმნის და კარგი გაგებისანი
არიან. ეს ხალხი აინუნშიაც არ აგდებს ბაზარში მომუშავე ფეთხუმ
გოგოებს – ხოლო თუკი ყურადღების ღირსად ჩათვალეს, საწადელს
მიაღწევენ, კოცნას მოჰპარავენ, ხელებს მოუფათურებენ, მოე-
ალერსებიან და ცხოვრებას აგრძელებენ. ყოველგვარი ზიანის გა-
რეშე.

157
თუმცა, ალის არ უნდა იმ გაპუდრულ-გაპრანჭული გოგოს შერ-
თვა, დედამისმა აკვნიდანვე რომ შეურჩია. სახლი წიგნებით აქვს
სავსე; ალის სასტუმრო ოთახი საუკეთესო სპარსული ნოხებითაა
მოფენილი. გლეხის გოგო მის ოჯახს სიცილად არ ეყოფა. მამის კა-
ბინეტში შესული ძლივს რომ ამოთქვამს, ათიეს შერთვა არ მინდაო,
მამა ისე უბრალოდ ჰკითხავს, რატომო, თითქოს ალის სიტყვები უბ-
რალო უსიამოვნება ყოფილიყოს. ხოლო ხმადაწმენდილი, გულა-
ფანცქალებული ალი დიდი გაჭირვებით რომ დაიწყებს საუბარს გო-
გოზე, რომელიც ტკბილი, ლამაზი, აღმაფრთოვანებელია, სახე კი
მზესავით უბრწყინავს, ალის მამა მოუთმენლად ჰკითხავს: – ჰოდა,
ვინ არის? – პასუხის გაგონებაზე, ნესვის გამყიდველის შვილიაო,
მამას წამიერად სახე უქვავდება, მერე კი ორჯერ ხრინწიანად და ხმა-
მაღლა ჩაახველებს თითქოს, ალი კი შემოპარული ზიზღნარევი გრ-
ძნობით ხვდება, რომ მამამისს ასე ჯერ არაფერზე გასცინებია. ალი
ოთახიდან გადის, მამა კი გულ-მუცლის ჩაწმენდას კვლავ განაგ-
რძობს სიცილით.
ალი და ათიე იმ ზაფხულის მიწურულს ქორწინდებიან. ალი ბაზ-
რის გოგოზე ფიქრობს: მის მშვენებაზე, მის აბდაუბდა ხასიათზე.
არაფერი ავიწყდება. ზედ აცოცდება ათიეს, ცოლს, რომელიც შეირ-
თო და ცხვირში ბადრის სურნელი უტრიალებს. მომდევნო წელს ვა-
ჟი უჩნდება. მათ საზოგადოებაში ზეიმია. ზეიმობს ქალაქის უბანი,
მათი მდიდრული წრე.
ათიე ალფრთოვანებულია შვილით. კიდევ სამ შვილს აჩენს ზე-
დიზედ. ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია. ყველა გაოცებას გამოხა-
ტავს ალისა და ათიეს იღბლიანობის გამო. ყველა შვილი სალ-სა-
ლამათი ჰყავთ. ათიე დედობასა და სახლის ყოფაში ერთვება. თეთ-
რეულს ქარგავს და ულამაზეს სვიტრებს ქსოვს. დამჯერ და ზრდი-
ლობიან ბავშვებს ზრდის. ალის განმარტოებას და წიგნებში ძრომი-
ალს ყურადღებას არ აქცევს და ყოველ ღამით ჩაი შეაქვს მის კაბი-
ნეტში. არ წუწუნებს, როცა ალი მთელ თავის ენერგიას მაღაზიის
გახსნაში დებს, არც ბრაზობს და არც გულისტკივილს გამოხატავს,
ალი რომ ვაჭრობაში ჩაება და სწავლული არ გამოვიდა, როგორც

158
დაგეგმილი იყო. ათიე მისი ერთგულია. ასაკში შესულიც ლამაზია.
კანზე მზეს არც ახლა იკარებს.

**

ნესვის გამყიდველი გოგონა კი მუდამ მოუსვენარი და ფაციფუ-


ცაა, როცა ესიზმრება. ბაზრის ბოლოში ალის კოცნის, ტკბილი და
თავბრუდამხვევი სურნელი ასდის. მისი სურვილი აღვიძებს. წლების
მანძილზე, მაშინაც და ახლაც ალი მუდამ ნესვის გამყიდველის ქა-
ლიშვილს დაეძებს, როცა კი ქალაქის ცენტრში მოხვდება. ალბათ,
ვილაც გლეხის ბიჭს გაჰყვა, უკვე თორმეტი შვილი მაინც ეყოლება.
ზოგჯერ ქალაქის გარეუბნებში ღარიბ ქალებს აკვირდება, ყვავილე-
ბიანი ჩადრები კბილებამდე რომ აქვთ შეკრული, კალათები კი მომ-
ჭკნარი ბოსტნეულითა და ხორცის მონარჩენი, ყველაზე ცუდი ნაჭ-
რებით აუვსიათ (ესეც იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებთ). ნესვის
გამყიდველის ქალიშვილის ამოცნობას ცდილობს. თუმცა, ზრდას-
რულებს შორის ის არ ჩანს.
ჰაფეზის გამზირზე საკანცელარიო მაღაზიას ხსნის და პირველია,
ვინც უცხოური წიგნების შემოტანას იწყებს. მოსწავლეები ჭკუას კა-
რგავენ წიგნის კითხვაზე იმ დღეებში. საზღვარგარეთული რომანები
და მოთხრობები, ანტიკურ და თანამედროვე სპარსულ ლიტერატუ-
რასთან ერთად მათ ატყვევებს. ერთ დღეს, ალი ფახრი მაღაზიაში
დოსტოევსკისა და დიკენსის ცინცხალ სპარსულ თარგმანებს რომ
აწესრიგებს, კარის ზარი გაიწკრიალებს და მაღაზიაში ვიღაც შემო-
დის. ოთახს ძვირფასი სუნამოს სურნელი ავსებს.
მაღაზიის სტუმარი მაღალი და ელეგანტური ქალია. დასავლელი
კინოვარსკვლავივით აცვია. აშკარაა, რომ რეზა შაჰის რეფორმების
მიმდევარია ჩაცმასთან დაკავშირებით, რომლებსაც ზოგი ქალი შე-

159
ეწინააღმდეგა და თქვა, ჩადრის მოხსნა ტრავმულიაო. რელიგიურ-
მა ქალებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რეზა შაჰის პოლიციელებს, თა-
ნამედროვე რელსებზე გადმოყვანის მიზნით ჩადრები ძალით რომ
მოახსნევინეს.თუმცა, დანარჩენები სიხარულით შეხვდნენ თავსაბუ-
რავის მოხსნის გადაწყვეტილებას და დასავლურად სიარულის სა-
შუალებას. ამ ქალს ნამდვილად არ უნდა ენატრებოდეს ჩადრი. ლო-
ყებზე ფერუმარილიც კი წაუსვამს, სახე კი მზესავით უბრწყინავს.
თვალისმომჭრელი, მრგვალი, ლამაზი მზესავით.
წამით ალი იბნევა. იცის, რომ ნესვის გამყიდველის ქალიშვილს
ვერ მიაშტერდება. ეს ქალი, მის წინ რომ დგას, ის ღარიბი გოგონა
ვერ იქნება, მამამისის ნესვის ქერქები რომ ნაგვის ყუთში ჩააპირ-
ქვავა.
– დილა მშვიდობისა, ალი აღა, – თავდაჯერებული და წკრიალა
ხმით ესალმება, – რა მშვენიერი მაღაზია გაქვთ.
ალი ფახრი თავის დახლს უკან შეშდება.
– გეგონა, ვერ მოგაგნებდი? სულაც არ გამჭირვებია. ნუ მიყურებ
ასეთი შეშინებული. გეგონა სადმე ქუჩაში მნახავდი? არ იცოდი, რომ
ინჟინრის ცოლი ვარ? ჩემმა ქმარმა წერა-კითხვა მასწავლა. დრო
გამონახა ჩემთვის. ახლა კი აქ ვარ. ამ ულამაზეს წიგნის მაღაზიაში!
ვიდრე ალი პასუხის გაცემას მოახერხებს, ზარის წკრიალი ისევ
გაისმის და მალაზიაში თხუთმეტიოდე წლის ბიჭი შემოდის. ლოყები
ასწითლებია, თმა სქელი ბუჩქივით ადევს თავზე, მხიარულ თვალებ-
ში იმედის ნაპერწკლები უღვივის.
– ეს ჩემი ვაჟია, – ეუბნება ქალი, – ვიფიქრე, გაგიხარდებოდა
მისი გაცნობა. კითხვა ძალიან უყვარს. როგორც გავიგე, ბევრი ახა-
ლი წიგნი გაქვს, საუკეთესოები. როგორც ამბობენ, კარგი გამყიდ-
ველი დადექი.
ალი ჩაახველებს და რაღაცის თქმას ცდილობს.
– დილა მშვიდობისა, – ბიჭი მიდის, ალის თავს უკრავს და უღი-
მის. მისი თავდაჯერება აცვიფრებს ალის, – დედამ ბევრი მიამბო
თქვენზე. როგორც ამბობს, ამერიკელების წიგნებიც გაქვთ. მაგა-
ლითად, ჰენრი დევიდ თოროსი. ასეთი წიგნები მომწონს.

160
ამის გაგონებაზე დედამისი თვალებს უკმაყოფილოდ გადაატრი-
ალებს, – სულ ეს პოლიტიკა და ფილოსოფია! ვეუბნები, ამ ქვეყნის
მომავალი ნავთობშია-მეთქი. ბეჯითად სწავლაში. ეკონომიკის მარ-
თვას უნდა დაეუფლო. ისწავლო ფინანსების განკარგვა. სულ ვეუბ-
ნები, რაღაც სასარგებლო აკეთოს! მაგრამ, რა გინდა, რომ ქნა! –
ბიჭს თმას უჩეჩავს თან გულდაწყვეტილი და თან სიამაყეც გამოსჭვ-
ივის ამ ყველაფერში. მსუბუქად წაუთაქებს თავში, ბიჭი კი იჭყანება,
–პოლიტიკის გარდა არაფერი აინტერესებს! ახლანდელი ახალ-
გაზრდობა ასეთია! კარგი წიგნები უნდა მოუძებნო, ალი აღა,– ქა-
ლის საუბრის მანერა ცოტათი ყალბია. ღარიბი ქალის გატყლარჭუ-
ლი ტონი, რომელიც ახლა უკვე მდიდარია. წამიერად მათი თვალე-
ბი ერთმანეთს ხვდება და ალის სისუსტე დაუვლის ტანში. ალის ოთ-
ხი ჯანმრთელი შვილი ჰყავს. ხალხი ამბობს, რომ მისი მეუღლე,
ათიე, შესანიშნავი ქალია, პირდაპირ ანგელოზი.
ალიმ მაღაზია გახსნა, სადაც წიგნებსა და საკანცელარიო ნივ-
თებს ყიდის და მთელ ქალაქში პატივს სცემენ, როგორც ინტელი-
გენციის სამოთხეს. მოსწავლეებს მათი ინტელექტის შესაფერის
წიგნებს უძებნის თაროებზე. მთელი მსოფლიოდან იწერს ნაშრო-
მებსა და საქონელს; დაფასებული და წარმატებულია იმის მიუხედა-
ვადაც კი, რომ მამამისს კვლავაც გული სწყდება, ალიმ რელიგიის
კვლევას რომ არ მიჰყო ხელი.
ვიღაც ნესვის გამყიდველის გლეხი გომბიო არ იმსახურებს არც
მის ყურადღებას, არც ფიქრებსა და არც ენერგიას. დიდი ამბავი, თუ
წლების წინ ბაზარში გადაეყარა და გადაირია მასზე, მაგრამ, დღეს
ალი ამ ყველაფერზე მაღლა დგას.
მაგრამ, მაინც, თვალწინ აშოლტილს რომ უყურებს, ალის ძალი-
ან უჭირს მისი ტკბილი, მიზიდულობით აღსავსე ფარული შეხვედრე-
ბის დავიწყება. ძნელია, ყველაფერი დაწვრილებით არ გაახსენდეს.
ეს ქალი თავიდან ბოლომდე მისი იყო.
ახსოვს მისი უსაშველოდ გლუვი კანი, მისი თავდაჯერებული სი-
ცილი. შეჰპირდა, ცოლად მოგიყვანო, ბადრიმ ბევრი იტირა, ლამის
გული ამოიგდო ალის მამის პასუხზე, ამ ყველაფრის შეუძლებლობ-

161
აზე, ფიქრიც რომ დაუშვებელი იყო, იმაზე.
წლების განმავლობაში გულით დაატარებდა ალი ამ გოგოს. ახ-
ლა კი უყურებს და ხვდება, რომ ამ გულდასმით შექმნილი სამოთხის
ყველა ფურცელი შეიძლება აფრინდეს, ქარში, ჰაერში იფრინოს
ნაგლეჯებად და გულიც კი არ დასწყდება.
ახლა, როცა თვალწინ უდგას ეს გოგო, ალი კვლავ მისი ნდო-
მით ივსება. ისევ გიჟდება მასზე. ხმა იგივე შერჩენია. მუდამ დაქა-
ლებულის ხმა ჰქონდა, გოგოსას არ მიუგავდა. როგორც იქნა, თავის
ხმას გარეგნობითაც დასწევია.
ბაზრის ურნების მიღმა ალიმ ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც თავისი
ფენის გოგოს ვერასოდეს გაუბედავდა. გოგოს პატივსაცემი ოჯახი-
დან უპატივცემულოდ ვერ მოექცეოდა. თუმცა, ბადრისთან თავის
მოზარდულ ვნებებს კარგი გასაქანი მისცა. გოგონას წინააღმდეგო-
ბა არ გაუწევია. ალი პირდაპირ გააოცა. ცოლად მოყვანას შეჰპირ-
და. ამას ისედაც გულისხმობდა. ნაწილობრივ იმედოვნებდა, რომ
გამოუვიდოდა ამ პირობის შესრულება, თუმცა ისიც იცოდა, რომ შე-
უძლებელს ჰპირდებოდა. ათიე საერთოდ არ უნდოდა, ეს გოგო სურ-
და, ნუთუ მშობლებთან მოლაპარაკება არ გამოვიდოდა? არა, რა
თქმა უნდა, არა. გოგო, რომელიც მამის მხარდამხარ ბაზარში ნესვს
ჰყიდდა, ცოლად არ გამოდგებოდა. მასთან შვილებს ვერასოდეს
იყოლიებდა.
– ჩემი ქმარი ინჟინერია, – ხაზგასმით წარმოთქვა ბადრიმ. მისი
ოჯახი ისპაჰანიდანაა. გვარად ასლანები არიან. იქნებ გსმენია კი-
დეც მათზე? უმაღლესი კლასის ხალხია. სამეფო ოჯახის შთამომავ-
ლები. უკვე ოცდახუთი წელია, დაქორწინებულები ვართ, – დასძინა
მერე, – ოჰ, რა საოცარი ქორწილი გვქონდა. ახლა ჩემს ვაჟს არ
იკითხავ? გიჟდება კითხვაზე, როგორც გითხარი. ხომ იცი, ახლანდე-
ლი ბრწყინვალე მოსწავლეების ამბავი. ყველას უახლესი ფილოსო-
ფიური ნამუშევრების გაცნობა უნდა. ჩვენს უბანში... – აქ იმ ქუჩის
სახელს ჩააკვეხებს, თვითონ რომ ცხოვრობს. აჰა, ეს ხომ ის უბანია
ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ახალი ბურჟუაზია დაფუძნდა,
სადაც დიდი სახლები აიშენეს და მშვენიერი ახალი ავეჯით, თასმებ-

162
იანი ფარდებითა და ოქროსფრად მოვარაყებული ჭურჭლით გამო-
ტენეს. პირში ახლის მისამართს, ინჟინერ ქმარზე საუბრით ეკალი-
ვით ჩხვლეტს და ზრდილ, სიმპათიურ ვაჟს ფახრის წინ ეჯაჯგურება.
თავის წარმოსახვაში ქუჩაში მიფრინავს. იცის, რომ თავს ვერ შეი-
კავებს და აუცილებლად გავა გარეთ, მის სახლს მოძებნის, გამოიც-
ნობს, რომელია მისი ოთახის ფანჯარა და მისი სილუეტის ცქერას
მოჰყვება.
– ჩემს შვილს კარგი ფილოსოფოსები ურჩიე. ჭკვიანი ხალხის
ნაშრომების წაკითხვა უნდა. უნდა, მათგან ისწავლოს, ვისაც სიმამა-
ცე აქვს და საკუთარ ბედს თავად განაგებს. ხომ იცი, ნამდვილი კა-
ცები ეგენი არიან. ისინი კი არა, მოძველებულ წესებს რომ მისდევენ
კლასობრივი დაყოფისა და ქორწინების შესახებ. არ მეთანხმები? –
მისი სიტყვები ისრებივით ხვდება ალის. ქალი ჩუმდება და აშტერ-
დება. თვალს არც კი ახამხამებს. ერთი წუთი ასე გადის.
ჰო. ალი მშობლების ნებას დაჰყვა. მათ სიტყვას ვერ გადავიდა.
გლეხის გოგოს შერთვა ნამდვილი სისულელე და სასაცილო იქნე-
ბოდა. მისი ფენის ადამიანები ასე არ იქცეოდნენ. ასე არ იყო მიღე-
ბული. გოგოსთვის კი ამ მწარე რეალობასთან შეგუება აღმაშფოთე-
ბელია.
ალი ფახრი ბიჭს ფილოსოფიური ლიტერატურის თაროსთან მი-
იყვანს. მერე ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენის“ უახლეს გამოცემას
უჩვენებს. სულ ახალი თარგმანია ფარსიზე. დიდი მწერლების თა-
როსკენაც გაუძღვება და მის ახალგაზრდა გონებას სიახლეების
შეცნობასა და განვითარებაში დაეხმარება. რამდენ მოსწავლეს
დახმარებია ამგვარად ამ მაღაზიაში? ფახრი ქალაქის ენციკლოპე-
დიაა, დე ფაქტო ბიბლიოთეკის ცნობარი, ცოდნის წყარო, რომელ-
საც უდიდესი გამოცდილება აქვს ლიტერატურაში, ფილოსოფიასა
და პოეზიაში. აი, ამას აკეთებს. ყველაზე კარგად ეს გამოსდის.
ბიჭს ხელს ჩაჰკიდებს და დაეხმარება მას. ამას დედამისის გამო
გააკეთებს. ბიჭს უწინამძღვრებს და ბადრისგან პატიების იმედი ექ-
ნება.
ნებისმიერ რამეს გააკეთებს, ოღონდ ბადრიმ აპატიოს.

163
ბადრი კი კვლავ იქ დგას, გამომწვევად, ვიწრო კაბაში გამოწყო-
ბილი იწვევს, ცალი ხელით დოინჯი შემოურტყამს, ლოყებზე ფერუ-
მარილი წაუცხია. როგორ ბედავს? ის ხომ უბრალოდ ერთი ნესვის
გამყიდველის გოგოა, რაღაც ჯადოსნობით რომ ჩაუგდია ხელში ინ-
ჟინერი ქმარი და ყველა იმ თვისებას ამჟღავნებს, ალის ესოდენ რომ
ზაფრავს ახალგამდიდრებული ხალხის ყურებისას?
– ეგ ქუჩა კარგად ვიცი, – ამბობს ალი მის საცხოვრებელთან და-
კავშირებით, – მანდ ხშირად დავდივარ.
– ჩვენი სახლი ქუჩის ბოლოშია. წინ დიდი ნეკერჩხალი უდგას.
ალბორზის მთები ისე ლამაზად ჩანს ჩვენგან! აბა, ბაჰმან! – ქალი
ვაჟისკენ ბრუნდება და ბატონი ფახრისკენ უბიძგებს, – ბაჰმან-ჯან,
წადი, ნახე აბა რა წიგნებია.
ალი ფახრის პატარა ბაჰმანი მაღაზიის იმ კუთხეში მიჰყავს, სა-
დაც ფილოსოფიის წიგნები აწყვია. თავის კოლექციას უჩვენებს. ამა-
სობაში ბადრი თმას იფუმფულებს. ფახრი ბიჭს ყველაფერს ასწავ-
ლის, რაც თვითონ იცის. გაუზიარებს, რაც ისწავლა. გულის წადი-
ლის ასრულებაში დაეხმარება, თავისი ბედისკენ სვლაში. ეს ხომ მა-
ინც შეუძლია.

მკითხველთა ლიგა

164
თავი მეთხუთმეტე

1953 წელი

ბედი, შუბლზე რომ გვაწერია


არი შინ კონვერტით ხელში დაბრუნდა.
– დღევანდელი ფოსტაა, – თქვა მან.
როიას გული შეუფართხალდა. კონვერტს ხელი სტაცსა. ბაჰმა-
ნის ნაწერი იცნო! ნუთუ ბოლოს და ბოლოს გაიგებს, რატომ არ მო-
ვიდა მოედანზე, კარგად არის თუ არა და სად იმყოფება მთელი ეს
ხანი? ამდენი ხანია გული აქვს დამძიმებული. მხოლოდ იმის გაგება
სურდა, რომ ბაჰმანი უსაფრთხოდ იყო. კონვერტი მთელი ძალით
ჩაბლუჯა და ბაჰმანის ხელნაწერის დანახვისას თავი სიზმარში ეგო-
ნა.

როია ხანომ,

იმედია, შენც კარგად და ჯანმრთელად ხარ და შენი ოჯახიც.

მინდა ბოდიში მოგიხადო, რომ ჩემ გამო დარდი და ნერვიუ-

ლობა მოგიწია. ვიცი, ქორწინებაზე და ყველაფერზე ვიყავით

მოლაპარაკებულები, მაგრამ, გთხოვ, გამიგე, რომ ახლა ჩემი

უპირველესი საქმე ამ ერის შველაა. რაც შემიძლია, ყველა-

ფერს ვიღონებ ამისთვის. ბოდიშს გიხდი, თუ სასიყვარულო

სიტყვებით შენი მოტყუება გამომივიდა. გაფიქრებინე, რომ ერ-

თად ყოფნის შანსი გვქონდა, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ მცდე-

165
ბოდი. სიყვარული იმიტომ გვაკავშირებდა, რომ საერთო, კარ-

გი მომავლის იმედი გექონდა. მაგრამ, გულლუბრყვილონი

ვიყავით. მე ვიყავი გულუბრყვილო. მზად არ ვარ. ვიჩქარეთ.

ძალიან ვიჩქარეთ. დრო მჭირდება. ჩემთვის უნდა ვიყო.

გთხოვ, ნუ მომწერ.

ახლა მოწერა მართლა საშიშია – საფრთხეს შემიქმნი.

საქმე ფარულად უნდა ვაკეთო. „ეროვნულ ფრონტს“ უნდა

დავეხმარო. ამ ზაფხულს სიყვარულმა წამლეკა, როგორც

მოზარდებს ემართებათ ხოლმე. ახლა კი უფრო სერიოზული

საფიქრალი მაქვს და ეს უნდა გაიგო. ჭკვიანი, ლამაზი ახალ-

გაზრდა ქალი ხარ. ბევრი მთხოვნელი გამოგიჩნდება. წარმა-

ტებულ მომავალს გისურვებ. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი.

პატივისცემით,

ბაჰმანი

როიას თითები აუკანკალდა. წერილი ნამდვილად ბაჰმანის ხე-


ლით იყო დაწერილი და ისეთივე ქაღალდზე, როგორზეც წინა წერი-
ლები. თუმცა, სიტყვებში დიდი არაფერი ეყარა. ბაჰმანი ამას არასო-
დეს დაწერდა.
როიამ წერილი დადო. ეს ხომ სრული ბოდვა იყო, უკიდურესი სი-
სულელე. არაფერი ესმოდა.
– სად ნახე ეს წერილი, ზარი?
– ხომ გითხარი. ფოსტით მოვიდა.
– კი მაგრამ ბაჰმანს ფოსტით არასოდეს გამოუგზავნია წერილი.
ყველა წერილი საკანცელარიო მაღაზიაში მოდიოდა.

166
ზარიმ გულხელი დაიკრიფა და დას მიაშტერდა.
– და ახლა როგორღა გამოგიგზავნიდა?
– ეს წერილი თავიდან ბოლომდე სისულელეა. რადგან დღეს მო-
ვიდა, ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ გამოგზავნეს. ანუ – სა-
ხელმწიფო გადატრიალებამდე. მაგ დროს კი მაღაზია ჯერ კიდევ არ-
სებობდა.
– განა მისი რომელიმე წერილი აზრიანი იყო, დაიკო? ახლა მიხ-
ვდი მაგას?
– რა, შენ იმ წერილებს კითხულობდი?
ზარი გაწითლდა.
– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა მეტისმეტად ხმამაღლა, – ჰოდა,
მითხარი, დაიკო. თავის თავზე რას იწერება?
როიამ მხოლოდ თავი გადააქნია.
– არ უწერია, რატომ არ მოვიდა მოედანზე. ერთი სიტყვაც კი არ
უხსენებია.
– მოკლედ, ვინაიდან ეს წერილი დღეს მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ
თქვენს შეხვედრამდე გამოგზავნეს, არა? სხვანაირად ფოსტით გა-
მოგზავნას როგორ მოახერხებდა?
როია ხვდებოდა, რომ ზარი მართალი იყო, თუმცა ცუდად ხდიდა
ის ფაქტი, რომ ამ შემზარავ წერილში არ ეწერა, სად იყო ბაჰმანი იმ
დროს, როდესაც მოედანზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. როია
გატყდა და დას ბაჰმანის წერილი აჩვენა. აუცილებლად სჭირდებო-
და დასტური, რომ ეს ყოველივე ხუმრობა იყო, რაღაც ოინი.
ზარიმ სწრაფად ჩაიკითხა წერილი. მერე ღრმად ჩაისუნთქა და
თქვა:
– გველი. გეუბნებოდი, გველია-მეთქი. ეგ პოლიტიკის მონა!
– ბაჰმანი ასეთ რამეს არასოდეს დაწერდა.
– დაიკო, ის ხომ პოლიტიკაშია ჩართული. ასეთი პოლიტიკური
ტიპები ნამდვილი დარტყმულები არიან. გასაგებად, ფარსიზე გეუბ-
ნება, როგორიც არის. რატომ არ იჯერებ?
როია მთელი ღამე ბორგავდა. წერილი იძულებით იყო დაწერი-
ლი. სხვაგვარად შეუძლებელი იყო. როგორც იქნა ჩაეძინა და სიზმ-

167
არშიც ბაჰმანი ნახა. ვითომ სადღაც ჰყავდათ დატყვევებული. ბიჭს
მცველები დასჩერებოდნენ, თმაში ხელები ჩაევლოთ და იმ უაზრო,
არაფრისმომცემ სიტყვებს აწერინებდნენ.
– როია, შენ გკითხულობენ!
სასტუმრო ოთახში შესულ როიას დედამ ტელეფონის ყურმილი
მიაჩეჩა და აღელვებულმა უჩურჩულა:
– ბაჰმანის დედა რეკავს.
შეძრწუნებულმა როიამ ძლივს მიიტანა ყურთან ყურმი-
– სალამი, ხანომ ასლან.
– როია?
როია ნატრობდა, ნეტავ, ჩემი გულისცემა ყურმილშიც არ გადაი-
ცესო. უფროსის პატივისცემის ყველანაირი წესი, მოწიწება და საზო-
გადოებრივი კოდექსი უგულებელყო და ჰკითხა:
– როგორ ხართ, ხანომ ასლან? ძალიან მიხარია თქვენი ხმის გა-
გონება.
ქალბატონი ასლანი აჩქარებით ალაპარაკდა, სუნთქვაშეკრუ-
ლი.
– ძვირფასო, მინდოდა ეს ერთი რამ მეთქვა – რთული თემაა.
სხვათა შორის, ბაჰმანი დაბრუნდა. ჩრდილოეთში ვიყავით ყველა-
ნი...
– ბაჰმანი კარგად არის? – როიას თავბრუ ეხვეოდა.
– ძალიან კარგად. თანაც, წვრილმანებს ნუ განვიხილავთ, არ
მინდა აგაღელვო ან შეცდომაში შეგიყვანო. სიმართლე ისაა, როია-
ჯან, რომ ბაჰმანი მთელი ეს ხანი მშვენივრად იყო. ხომ იცი, რო-
გორც ყველას, ჩვენც ვილა გვაქვს იქ. ნუ, თქვენ არა გაქვთ, მაგრამ,
ის ხომ მაინც იცი, როგორ გვიყვარს ჩვენი ზღვისპირა სახლი. ბაჰმა-
ნი იქ ჩვენთან ერთად იყო და, მოკლედ, ახლა აქ არის. სიმართლე
ისაა, როია-ჯან, ფაქტი ის არის, რომ მე გირეკავ... არც ვიცი, როგორ
გითხრა. ორ თვეში ქორწილია. ბაჰმანი ცოლს ირთავს.
როიას ეგონა, ქალბატონი ასლანის ნათქვამიდან რაღაცა არას-
წორად მომესმაო.
– ჩემო ძვირფასო, ვიცი რა ძნელია შენთვის ეს ყველაფერი. რა

168
თქმა უნდა, ადვილი ვერც იქნება. ღმერთმანი, იმის თავიც არა
მაქვს, რომ დედაშენს ვუთხრა ეს. მაპატიე! ამას ვერ ვეტყვი საბრა-
ლო დედაშენს, რომელსაც ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი გაუკე-
თებია. მართლა კარგი ხალხი ხართ. არასწორად ნუ გაგვიგებთ.
კარგები ხართ, მამაშენი კი პატიოსანი კაცია. მთავრობის კლერკად
რომ მუშაობს, ბაჰმანის ქორწილთან არაფერ შუაშია. ბაჰმანმა
მშვენივრად იცის, რომ მამაშენს აუცილებლობა აქვს, დარჩეს ამ
თანამდებობაზე და შაჰის სამსახურში იყოს იმის მიუხედავად, რაც
მოხდა.
– უკაცრავად?
– ნებისმიერ შემთხვევაში, ძვირფასო, ეს თემები რთულია –
არასწორად ნუ გამიგებ. ყველას გაგვივლია ბავშვური სიყვარულის
გვირაბებში. მე კი, სახელდობრ მე, დამეფიცება, რომ გადასარევად
ვიცი, როგორი ვიწრო და დაგრეხილია ეს გვირაბები და რა მერყე-
ვია სიყვარული, – ქალბატონმა ბაჰმანმა აქ პაუზა გააკეთა და შემ-
დეგ ისევ განაგრძო, – თავისი დანაკარგებით. ჰოდა, ამ ცუდი ამბის-
თვის ბოდიშს ვიხდი, თუმცა, ბაჰმანი ახლა ბედნიერია, როია-ჯან.
გაიგე. შენ კი ახალგაზრდა ხარ. ცხოვრება ასეთია. ჩვენი ბედი ჩვენს
ხელთ არაა. მას ვერ შევცვლით. ღმერთმა ინებოს შენი წარმატება.
როია პასუხის გასაცემად ენას ვერ იბრუნებდა. ხელი მთლად მო-
უდუნდა. ყურმილს თითებს ვეღარ უჭერდა.
– ახლა უნდა დაგემშვიდობო. იმდენი საქმე მაქვს! დარწმუნებუ-
ლი ვარ, ხვდებით, რატომაც ვერ გპატიჟებთ შენ და შენს ოჯახს ქორ-
წილში. ბაჰმანი ბედნიერია, კარგადაა. შენც ასე იქნები, ჩემო გოგო.
დაე, ღმერთმა დაგიფაროს.
ამ საუბრის შემდეგ როია ძალიან დიდხანს იჯდა იატაკზე და კე-
დელს თვალს არ აშორებდა. დედა თავზე დაქოთქოთებდა და წუხ-
და, თუმცა, როიას მისი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ ესმოდა. ალ-
ბათ, დროც გავიდა, რადგან სამსახურიდან დაბრუნებულმა მამამ
როიას ლაპარაკი დაუწყო, თუმცა ის მხოლოდ მის მოძრავ ტუჩებს
აღიქვამდა, სიტყვები კი არ ესმოდა. საბოლოოდ როიას გაოგნება
ზარის მკივანა ხმამ გაარღვია, – მე გეუბნებოდი, – ჩაესმა დის სიტ-

169
ყვები, რასაც მოჰყვა „ძაღლიშვილი“ და „ცრუპენტელა შეშლილი .“
მერე კი ზარიმ როია საძინებელში წაათრია და თავზე ცივი ტილო
დაადო. როიას წყვეტილად ჩაესმოდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა
„ქალაჩუნა კაცი“ და „არანორმალური დედა.“ თუმცა, ამ ყველაფ-
რისგან შორს იყო, თითქოს წყალში ჩაეყვინთა. მის გარშემო ყვე-
ლაფერი ხდებოდა და თან არც ხდებოდა. თავში ისევ ტელეფონით
გაგონილი უტრიალებდა, ქალბატონი ასლანის სიტყვები. ფაქტი
ფაქტიაო, როგორ შეუკრთომლად აჯახა. ნუთუ მთელი ეს დრო ბაჰ-
მანმა საზაფხულო ვილაში გაატარა? რანაირად თქვა, ბაჰმანი
ცოლს ირთავსო. თითქოს კიტრის ფასებს განიხილავდა. ან მოსა-
ლოდნელ წვიმას. ანდა – ულმობელ ბედისწერას მხოლოდ და მხო-
ლოდ.
იმ ღამით ზარის თმაზე გაზეთის ნახევები არ გაუკეთებია. გამუდ-
მებით იმეორებდა, რომ უკიდურესად სძულდა ის მატყუარა ძაღ-
ლიშვილი ბაჰმან ასლანი და ფულით შეპყრობილი, მუდამ გამორჩე-
ნაზე მყოფი გიჟი დედამისი.
– დაიკო, სწორი იყავი.
მხოლოდ ამის თქმა შეძლო სირცხვილით დამწვარმა როიამ და
გული უწვრილეს ნაწილებად დაეფშვნა.

მკითხველთა ლიგა

170
თავი მეთექვსმეტე

1953-1954 წლები

პირველები


იგიღებენ, ენშალლა, – თქვა მამამ საუზმეზე, – განა რამდენ
ხანს შეძლებს მამა გულგატეხილი შვილის ყურებას? გულ-
ხელდაკრეფილი ვერ დაჯდები, როია-ჯუნ. შენც ასევე, ზარი. ორივეს
გასაგონად ვამბობ. ქვეყანაში, რომელმაც იმედი დაკარგა და აღა-
რც ახალგაზრდობა ჰყავს... მოკლედ, მომავალზე უარი არ უნდა
თქვათ. ამას მე არ დავუშვებ. ღმერთმა ორი ლამაზი და ჭკვიანი შვი-
ლი გვიბოძა. იმედისმომცემები. ხომ ასეა, მანიჟე-ჯუნ? ღმერთმა ეს
ორი ქალიშვილი გამოგვიგზავნა; მეტი არ გვარგუნა. ჩვენს ქვეყანა-
საც დემოკრატია არ აღირსა. ნეტავ, რატომ? ჩვენ მხოლოდ სიტყვის,
ლაპარაკის უფლებას ვითხოვდით. რომ ხალხს ხმის ამოღების უფ-
ლება ჰქონოდა. ხომ მართალი ვარ, მანიჟე-ჯუნ?
გულხელდაკრეფილმა დედამ ფანჯარაში გაიხედა.
– იმედგაცრუების, მოსადეყის გაძევებისა და ცხოვრების დაკარ-
გვის შემდეგ, გზა მაინც უნდა განვაგრძოთ. ხომ ასეა?
მამამ დაიჟინა, რომ როიას ინგლისურის გაკვეთილებზე სიარუ-
ლი დაეწყო, რომ შემდეგ ამერიკულ უნივერსიტეტში საბუთების შე-
ტანა ეცადა. ინგლისურის გაკვეთილებზე ჩაწერა და სწავლა ზარი-
საც ურჩია. როიამ ჯერ უარი თქვა, თუმცა, მაინც დათანხმდა. მხო-
ლოდ ამაზე თუ გადაიტანდა ყურადღებას თავისი გულისტკივილი-
დან და დარდიდან.
– უპრეცედენტო შესაძლებლობაა, – აგრძელებდა მამა.
– ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელი მგონია. გოგონების საზღვარ-
გარეთ გაშვება? სასწავლებლად? ბიჭები რომ იყვნენ, მესმის. თანაც

171
მდიდრები. ქონება რომ თავგზე გადასდით, ისეთი ოჯახიშვილები.
ჩვენ ხომ... ჩვენ სადღაც შუაში ვართ. გარდა ამისა, რას ვერჩით სა-
კუთარ თავს? – დედას ლამის იყო, ეტირა.
– მაგრამ, ახლა ხომ ძველი დრო აღარ არის. ქალებსაც ისევე შე-
უძლიათ საზღვარგარეთ სწავლა, როგორც მამაკაცებს. ევროპელე-
ბი ასე იქცევიან. ამერიკელებიც. ჩვენ რა, ჩამორჩენილები ვართ?
სულაც არა. გარდა ამისა, მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს რატომ
უნდა ეხებოდეთ? ეს ხომ სპეციალური პროგრამით ხდება. ჩემს უფ-
როსს უნდა რომ დაგვეხმაროს. უკვე ძალიან დამეხმარა. ამ პროგ-
რამით მისმა ვაჟმა ისარგებლა. თქვენ კი, გოგონებო, პირველები
იქნებით! დაფიქრდით, ეს რას ნიშნავს. რა შესაძლებლობაა. ჯერ
რომ არ ყოფილა, ისეთი. დედათქვენისა და ჩემს ახალგაზრდობაში
ვინმეს რომ ეთქვა, ახალგაზრდა ირანელ ქალებს ამერიკულ უნი-
ვერსიტეტებში შეეძლებათ წასვლა და სწავლაო, იცით რას ვუპასუ-
ხებდით?
– სულ გაგიჟებულხარო, – ჩაიბუტბუტა დედამ.
– მართალია! უფრო სწორად, არაა მართალი. სინამდვილეში
გავოგნდებოდით. ალბათ, სიამაყით.
ზარიმ ამოიოხრა. ქაზები მოვიდა და რამდენიმე თეფში წაიღო.
როია უძრავად იჯდა.
– რაც გინდათ ის თქვით შაჰზე, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს შესაძ-
ლებლობა მოგცათ. ქალებს ძალიან ეხმარება. ამას ვერ დავუკარ-
გავ. იცით, ვინ იქნებით, ამერიკაში რომ წახვიდეთ? – იკითხა მამამ.
– გიჟები, – თქვა დედამ.
– არა, არავითარი გიჟები! უკვე გითხარით: პირველები იქნებით!
თქვენი თაობა პირველია, რომელიც ნებას რთავს ირანელ ქალებს
ასეთი შესაძლებლობით ისარგებლოს. გადასარევია, – მამამ სახე
მოისრისა, – ნათესავები ჩემზე რაღაცებს როშავენ. რომ ქალიშვი-
ლების საზღვარგარეთ გაშვება უპატიოსნო საქციელია. მეკითხები-
ან, საერთოდ თავში როგორ მოგდის უქმრო შვილების უცხო მიწაზე
გაშვებაო? ამბობენ, რომ...
უქმრო. როია შეკრთა ამ სიტყვის გაგონებაზე. თვალწინ ბაჰმან-

172
ისა და შაჰლას ქორწილის საძულველი სურათი წარმოუდგა თეირა-
ნის ჩრდილოეთში, ნამდვილ ბაღნარში. უკვე ორი თვე იყო გასული,
რაც ბაჰმანმა შაჰლა შეირთო. ჯაჰანგირის თქმით, ძალიან შთამბეჭ-
დავი და მდიდრული ქორწილი გადაიხადეს. შაჰლა კინოვარსკვლ-
ავს ჰგავდაო. ქალბატონმა ასლანმა თავისი გაიტანა.
– მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ უნდა ვიმოქმედოთ! ასე
ჯდომა და მდუმარება მხოლოდ იქამდე მიგვიყვანს, რომ ბოლოს გა-
დამწნილებულ შინაბერად იქცევი. დრო ფუჭად გაგეფლანგება.
არის საშუალება, რომ წახვიდე და ამერიკულ უნივერსიტეტში ისწავ-
ლო. უბრალოდ, დაფიქრდი ამაზე. რას იტყვი თვითმფრინავით ცაში
აჭრაზე?
– ჩვენ მდიდრები არა ვართ, – თქვა დედამ.
– ბევრზე მდიდრები ვართ. შეუძლებელი არაფერია.
როიას მშობლებისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ გათხოვე-
ბას კი არა, საერთოდ ბიჭთან გაკარებას აღარ აპირებდა. უკვე ოთხი
თვე იყო გასული იმ დღიდან, როცა მოედანზე ბაჰმანს ელოდა, ხო-
ლო ბატონი ფახრის სიკვდილი საკუთარი თვალით ნახა. მთელი ეს
ოთხი თვე კარჩაკეტილ ოთახში ტიროდა, ცოტას ჭამდა და სრულ სი-
ცარიელეს გრძნობდა. სკოლა ისედაც დამთავრებული ჰქონდა. მი-
სი ერთადერთი გეგმა ბაჰმანთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება
იყო. მეტი არც არაფერი უნდოდა.
ბოლოს ზარისთან ერთად გარეთ გასვლა გაბედა. ზოგჯერ ბა-
ყალთანაც მიჰყვებოდა ხოლმე. სულ ეშინოდა, ქალაქში ბაჰმანსა ან
მის რომელიმე მეგობარს არ გადავეყაროო. სირცხვილი სწვავდა.
სირცხვილი და სინანული, რომ განსჯის უნარი არ ეყო, რომ ბრიყვი
და სულელზე სულელი აღმოჩნდა. ჯაჰანგირის სახლში გამართული
ცეკვები ახლა ისეთი შორეული და უცხო ეჩვენებოდა, როგორიც კი-
ნოთეატრ „მეტროპოლში“ ნანახი ფილმები. ნუთუ როია მართლა
იყო ამ ცეკვებზე? ნუთუ ბაჰმანის მკლავებში ჩაფლული ტანგოს მარ-
თლა ცეკვავდა? მართლა მოხდა ეს ყველაფერი? ახლა მხოლოდ ის
შეეძლო, რომ ინგლისურს დაუფლებოდა და ზარის ახალი სიტყვე-
ბის დასწავლაში დახმარებოდა. დასთან ერთად მეცადინეობაში რო

173
ია რაღაც შვებას პოულობდა. როგორც ყოველთვის, გონების ვარ-
ჯიში ხსნად ევლინებოდა.
ბატონი ფახრის მაღაზიაში გატარებულ დღეებს იხსენებდა. ახლა
იმ ქუჩაზე ფეხსაც აღარ ადგამდა. არ შეეძლო იქ ჩავლა, ყველა მისი
მოგონება ხომ იქ იყო. აღარ შეეძლო იქ მისვლა მას შემდეგ, რაც
ალმოდებული ნახა. უწინდებურად ესიზმრებოდა, რომ მაღაზიაში
მიდიოდა და ბატონ ფახრის ნახულობდა. ვინ იყო ის გოგო, იმედით
აღსავსე რომ გარბოდა ფახრის მაღაზიაში წერილის გადასაცემად
ან მისაღებად?
რა სულელი ყოფილა.
– ...ამიტომ მინდა მათ მოვუფრთხილდე, – ამბობდა მამა.
როიას უკვე გაჰქცეოდა მისი საუბრის სადავე და წარმოდგენა
აღარ ჰქონდა, მამამისი თავის გოგონებზე ლაპარაკობდა თუ მწნი-
ლეულობაზე, – თუნდაც ეს იმას ნიშნავდეს, რომ ჩემმა შვილებმა
დამტოვონ და უმაღლესი განათლების მისაღებად მსოფლიოს სხვა
მხარეში გაფრინდნენ. ასე ნუ მომჩერებიხარ, მანიჟე-ჯუნ. შვილები-
სათვის მსხვერპლი უნდა გავიღოთ შვილებისათვის.
როიამ იცოდა, რომ მასწავლებლები ზარის არასოდეს სწყა-
ლობდნენ. ნუთუ იუსუფი ისევ გულში ჰყავდა ჩავარდნილი? იუსუფი
ახლა მედიცინას სწავლობდა უნივერსიტეტში. როგორც როიას ეჩ-
ვენებოდა, ზარის უბრალო არშიყობაზე მეტი აკავშირებდა იუსუფ-
თან. ნუთუ ზარი ნამდვილად მოინდომებდა ირანიდან წასვლას?
– იცით, როგორ გამიჭირდა? ძლივს გავერკვიე, როგორ უნდოდა
საბუთების შეტანა ამერიკულ უნივერსიტეტში. ყველა ეჭვი გვერდზე
გავწიე. გული ისევ მღრღნის. ჩემი აზრით, ნამდვილად ნერვების
ფლეთაა.
სკამზე დედა შეირხა.
– ჩემს უფროსს რომ არ შემოეთავაზებინა, განაცხადის შევსება-
ში დაგეხმარებიო და სტიპენდიაზე ინფორმაცია არ მოეწოდებინა,
არც კი ვიცი, როგორ მოვახერხებდი.
– ზარის ნუ გაუშვებ, – თქვა დედამ, – ზარი რატომღა უნდა წავი-
დეს? დატოვე.

174
– მანიჟე-ჯუნ, ერთად უფრო უსაფრთხოდ იქნებიან.
– უსაფრთხოდო? ღვთის გულისათვის, რანაირად? გოგოებს ამე-
რიკაში გზავნი. იქ ხომ არავის იცნობენ. ამ დროში საზღვრები აღარ
იციან. ეს რა, ბურჟუაზიული მოდაა, რომ შვილები აუცილებლად
საზღვარგარეთ უნდა გაგზავნო?
– შაჰის და წავიდა...
– ჩვენ შაჰის დები არა ვართ!
მაგიდასთან ოჯახის ოთხივე წევრი იჯდა. ქაზები დროდადრო შე-
მოფაცურდებოდა და კარაქი და ჩაი შემოჰქონდა. თუმცა, ეს კამათი
დედისა და მამის პირადი ბრძოლა იყო. როიაცა და ზარიც ამას ძა-
ლიან კარგად ხვდებოდნენ.
– მანიჟე-ჯუნ, ნემსის ყუნწში გავძვერი! ჯერ ის რად ღირს, გოგო-
ნები რომ დავაინტერესე. მერე კიდევ, ამ ყველაფერს ადვილად სუ-
ლაც არ ჩაუვლია. იცი, რომ ყველა ნაცნობი შევაწუხე და შეიძლება
ითქვას, ყელგამოწვდილი ვიხვეწებოდი, გამაგებინეთ, რა როგორ
გავაკეთო-მეთქი?
– ასე ვინ იქცევა? – სადაც იყო, ატირდებოდა დედა, – ჯერ ხომ
ძალიან ახალგაზრდები არიან.
– თანამედროვე აზროვნებას უნდა ავუწყოთ ფეხი. თუკი ჩემი უფ-
როსი თანახმაა დახმარებაზე, თუკი ეს შანსი გამოჩნდა, რატომ არ
უნდა ვცადოთ? ისწავლიან და დაბრუნდებიან. ისეთ განათლებას მი-
იღებენ, აქამდე რომ ვერც იოცნებებდნენ. მერე კი ისევ ჩვენთან ჩა-
მოვლენ, – მამამ როიაზე ანიშნა, – თვეებია, არაფერი გაუკეთებია.
ზის და ტირის. აქ ყოფნა არაფერს არგებს. უფრო და უფრო ცუდად
გახდება.
როიამ დამცირებულად იგრძნო თავი. აი, სადამდე მისულა: უარ-
ყოფილი შეყვარებულის როლი რგებია, ყველას ებრალება და მის
დანახვაზე მხრებს იჩეჩავენ. ეს შეურაცხყოფაც კი აღარ არის, ბევ-
რად მეტია.
– თანაც, ხომ ნახეთ, რა მოხდა გადატრიალების გამო, – აგრძე-
ლებდა მამა, – წიგნების გამყიდველი მოკლეს! ბევრი ადამიანი და-
იხოცა. ირანში სტაბილურობა არ არის ახლა. სტაბილურობა მეც მი-

175
ნდა, თქვენც გინდათ. ლამის მივაღწიეთ კიდეც. იქნებ ამ ქვეყანას
დემოკრატია არც უწერია. ღმერთმა ხომ იცის, რომ ჩვენ ვეცადეთ.
1906 წელს მამაჩემი კონსტიტუციურ რევოლუციაში მონაწილეობ-
და. ჩვენი გოგონების ტოლი იყო მაშინ. მისმა თაობამ სპარსული
პარლამენტი მოგვიტანა. ახლა კი სადა ვართ? ეს ქვეყანა მუდამ ორ
ნაბიჯს დგამს წინ, სამს კი – უკან. პატიოსანი პრემიერ-მინისტრი
გვყავდა და მოიშორეს. ახლა შაჰმა განიმტკიცა ძალები. დასავლე-
თის ლაქიაა და მეტი არაფერი. მარიონეტი.
– ჰოდა, გოგოებს დასავლეთში უშვებ? შენი ვერაფერი გავიგე!
– აქ დემოკრატიის იმედი ვერ გვექნება. ეგ ოცნება უკვე მკვდა-
რია. დასავლეთში იმაზე მაინც არ ინერვიულებენ, რომ სახელმწი-
ფო გადატრიალება მოხდება. არც დიქტატურა შეაწუხებთ! ასე თავს
დავიზღვევთ, მანიჟე-ჯუნ. სწორედ ახლა უნდა გამოვიჩინოთ წინდა-
ხედულობა. მოსადეყის ბევრი მომხრე გაანადგურეს. ვინ იცის, იქ-
ნებ ჩვენც რიგში ვართ. როია ხომ გარეთ იყო აჯანყების დროს. ხომ
შეიძლებოდა, მასაც მოხვედროდა ტყვია!
ამის გაგონებაზე დედამ სახე ხელებში ჩარგო და გაჩუმდა.
– წავალ, – მოულოდნელად გაისმა ზარის ხმა. გოგონა ფეხზე წა-
მოიჭრა და ლარივით გასწორდა, – ჰო, მამიკო. შევიტანოთ საბუთე-
ბი. ვცადოთ. მე წავალ. როიასთან ერთად თანახმა ვარ. მერე კი დავ-
ბრუნდებით. დავბრუნდებით და მთელ ცხოვრებას თქვენთან ახლოს
გავატარებთ. თანაც ამერიკული განათლება გვექნება მიღებული,
რომელსაც ვეღარავინ წაგვართმევს.
მამას ისეთი სახე გაუხდა, გეგონებოდათ, საცაა გული წაუვაო.
– ზარი! – თქვა მან, – დიახ, დიახ. სწორედ ამას გეუბნებით. ცოდ-
ნას ვერავინ წაგართმევს. მთავარია, შეიძინო. იცი, უნივერსიტეტის
დიპლომს აიღებ, ჩაიდებ ჯიბეში და სულ გექნება, მთელი ცხოვრების
მანძილზე. მხოლოდ ამის თქმა მინდა.
ფანჯრიდან შემოჭრილ მზის სხივებში მტვრის ნაწილაკები
ირეოდა. ჩაი ბერგამოტის სურნელს აფრქვევდა. სამზარეულოში ქა-
ზები საქმიანობდა და კარგად ნაცნობ ხმებს გამოსცემდა, რაც ყვე-
ლას სიმშვიდეს ჰგვრიდა. ქუჩაში ჭარხლის დამტარებელი გაჰკიო-

176
და, იყიდეთ ჭარხალიო. როიას შეურაცხყოფის მოშორება კი მოუნ-
და, მაგრამ, დანარჩენი არ ეთმობოდა: არც დედის სიფაქიზე, არც
მშობლიური ქალაქი, არც სახლი. მამასთან გამომშვიდობება საერ-
თოდ ვერ წარმოედგინა.
– სწავლა აქაც შეიძლება. აქ შეიტანონ საბუთები. აქ აიღონ ეგ
დიპლომ-ხარისხი, – თავისას არ იშლიდა დედა.
პასუხად მამამ მხოლოდ თავი გააქნია. მეტი არაფრის თქმა არ
სჭირდებოდა. ყველამ იცოდა, რომ ახლა ქალაქი სახელმწიფო გა-
დატრიალებასთან მოიაზრებოდა. ეს იყო ქალაქი, სადაც ადამია-
ნებს უმიზეზოდ ხოცავდნენ. ეს იყო ქალაქი, სადაც როიას საქმრომ
უღალატა. ჯერ ისევ უჭირდა გარეთ გასვლა. ვაითუ, ბაჰმანს შესჩე-
ხებოდა სადმე. ან შაჰლას. ანდა, მთლად უარესი – ორივეს ერთად.
ზარიმ ჩაი მოსვა. როიას კი მოუნდა, მისთვის ეს სიტყვები ეთქვა:
ჩემთან ერთად არ უნდა წამოხვიდე. შენ აქ გაქვს ცხოვრება. მგონი,
იუსუფი გიყვარს. რა თქმა უნდა, გიყვარს. დარჩი. მე თუ ცხოვრება
ამერია, იმას კი არ ნიშნავს, რომ რელსებიდან შენც უნდა გადაუხ-
ვიო. დედასთან და მამასთან დარჩი. შენი ცხოვრებით იცხოვრე. ჩე-
მი ცხოვრება ქარმა წაიღო, შენსას ნუღარ გავაყოლებთ.
როია მშვენივრად ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად
უნდა ეთქვა უმცროსი დისთვის. კარგი უფროსი და ასე მოიქცეოდა.
თუმცა, რაც არ უნდა თანამედროვე ყოფილიყო მათი ოჯახი, როიას
არ ჰქონდა ძალა, მამაზე წინ წასულიყო. შესაძლოა, ზარის გარეშე
წასვლაც ვერ გადაეტანა და ამიტომ, ახლა, ფარულად, შვებით სუნ-
თქავდა მამასთან ამ საოცნებო ერთობლივი გარიგების გამო.

ამ ქალაქის სხვა უბანში ბაჰმანი ახალშერთულ ცოლთან ერთად


ცხოვრობდა. ჯაჰანგირის თქმით, ბაჰმანმა პროგრესულ გაზეთში
ჟურნალისტობას ნავთობის ინდუსტრიაში მუშაობა ამჯობინა. დედა-
მისსაც ხომ სწორედ ეს უნდოდა. ბიჭი, რომელსაც სამყაროს შეცვლა
შეეძლო, უბრალოდ, დედას უჯერებდა. როია წარმოიდგენდა, თუ
როგორ იღვიძებდა დილაობით ბაჰმანი შაჰლასთან, როგორ იცვამ-
და მის თვალწინ, როგორ მიდიოდა სამუშაოდ და როგორ სწავლობ-

177
და ნავთობისგან რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღებას. აი, რა
ყოფა აირჩია. აი, როგორი ცხოვრება შეურჩია დედამ. თვითონაც
ადგა და დათანხმდა. პრემიერ-მინისტრი მოსადეყი ხომ მაინც აღარ
იყო. ბაჰმანსა და შაჰლას საერთო ცხოვრება ჰქონდათ.
იმ ბოლო წერილის შემდეგ ბიჭისგან ერთი სიტყვაც კი არ სმენია.
ბაჰმანს არც დაურეკავს და არც მოუწერია. როია მის ამბებს ჯაჰან-
გირისგან იგებდა. თავად მეტისმეტად ამაყი იყო და არაფრით არ შე-
ეხმიანებოდა ბაჰმანს. რატომ უნდა დაჰკავშირებოდა თავად იმის
შემდეგ, როგორც ბაჰმანი მოექცა? იმ ბოლო წერილში ხომ გასაგე-
ბად განუმარტა, არ დამიკავშირდეო? არც როიას გაუგიჟებია თავი.
თავის დამცირებას არც აპირებდა. ბოლოს და ბოლოს მართლაც
და, ვინ ჰგონია ბაჰმანს თავისი თავი? როგორ შემცდარა როია მის
შეფასებაში. რა სულელი ყოფილა. რა ბავშვური. წარმოიდგინეთ,
ბაჰმანმა მართლა შაჰლაზე იქორწინა! როიას გული ერეოდა თანაგ-
რძნობით სავსე მზერაზე, ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში რომ შე-
აგებებდნენ ხოლმე: საბრალო! ისეთი კარგი წყვილი იყო! ახლა კი
შეხედეთ. რა ბედი ჰქონია! იცოდი, რომ წიგნების გამყიდველს ბო-
ლო წამს გაუშვა ხელი? ის კი მოკვდა! ის საბრალო...
არა, ამ ქალაქში უწინდებურად ვეღარ იცხოვრებდა. ალბათ, მა-
მა მართალს ამბობდა. როიას უჯობს, თეირანიდან წავიდეს.
– რა თქმა უნდა, წავალთ. ერთად წავალთ, მამიკო, – ამოთქვა
როიამ. ეგონა, რომ სხეულის ფორმა დაკარგა და მოჩვენებასავით
დაჰფარფატებდა სასაუზმედ გაწყობილ მაგიდას.
იმის გამო, რომ ამერიკაში წასვლა ლამის მთვარეზე გაფრენას
უდრიდა, ეს ბაჰმანისთვის თავის არიდების საუკეთესო გარანტია
იყო. რამდენიმე წლით მაინც. დამშვიდდებოდა როია. მოშორდებო-
და იმ ადგილს, სადაც ბატონი ფახრი წაიქცა. აღარ ნახავდა მაღაზი-
ის დანახშირებულ ნარჩენებს, რომელიც, ვიღაცის თქმით, უნდა
აღედგინათ, ოღონდ შიგნით ბანკი უნდა გაეხსნათ. როია განათლე-
ბას მიიღებს და დაბრუნდება იმ ქალების მსგავსად, რომელთა რიც-
ხვი მცირეა, თუმცა, უმაღლესი განათლება აქვთ. თანაც – არც მეტი
და არც ნაკლები – ამერიკული. როია თანამედროვე საზოგადოების

178
ნამდვილი წევრი გახდება თავისი ახლად მიღებული განათლების
წყალობით. პირველი იქნება. რატომაც არა? აქ რაღა დარჩენია?
რაც შეეხება ზარის, როია თავს არ დაზოგავს და კარგად მიხედავს
უმცროს დაიკოს. ყველაფერი გამოუვათ. როიამდე და ზარიმდე
სხვებმა შეძლეს ის, რაც ერთი შეხედვით სისულელე ჩანდა. ქვეყანა
გამუდმებით იცვლებოდა. რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ განათლე-
ბის წინა ხაზზე? სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან. ჯან-
დაბამდე გზა ჰქონია ყველას, ვინც ახლა სიბრალულით უყურებს და
მასზე ბჭობს.
მამამ თავი დააქნია და თქვა, ჩემს უფროსს ვთხოვ განაცხადების
შევსებასა და საბუთების შეგროვებაში დამეხმაროსო. ეს ისე ჩუმად
თქვა, გეგონებოდათ, თან უხარია, თან კი ცოტათი სირცხვილი აწუ-
ხებსო. დედამ ჯერ როიას შეავლო თვალი, შემდეგ – ზარის და ცრემ-
ლებად დაიღვარა.
– მისმინე. შენთვის აუცილებელი არ არის წამოსვლა, – უთხრა
როიამ დას ძილის წინ.
– მამა მარტოს არ გაგიშვებს.
– შენ და იუსუფს შორის რაღაც ხდება, ხომ? ბოლო დროს მეტის-
მეტად გაჩუმდი და აღარაფერს ამბობ იმაზე. რა ამბებია თქვენკენ?
შენ არ გჩვევია დეტალების დამალვა. რატომ ხარ ასე წყნარად? მის-
მინე. ვიცი, აღარაფერს მიყვები. ღელავ, არ იცი, როგორი რეაქცია
მექნება. მოკლედ, ნუ ნერვიულობ! შენ თუ ბედნიერი ხარ, მეც მიხა-
რია. ვალდებული არა ხარ დამიცვა. თუ გიყვარს იუსუფი, თეირანში
უნდა დარჩე.
ზარიმ თმიდან სარჭები გამოიძრო. მას შემდეგ, რაც ქალბატონ-
მა ასლანმა დარეკა და როიას ბაჰმანის საქორწინო გეგმები ამცნო,
ზარი თმის დასატალღად გაზეთის ნახევებს აღარ იყენებდა. დღისით
თმა სარჭებით ჰქონდა აწეული გვერდებზე. ასეთი ვარცხნილობა გა-
ცილებით დიდსა და მოწიფულს აჩენდა. სწორედ იმ ბოლოკლასე-
ლის შესაფერისი ვარცხნილობა იყო, ინგლისურში რომ მეცადინე-
ობდა დამატებით. როია განცვიფრდა, როგორ გაიზარდა ჩემი უმ-
ცროსი და ამ ექვსი თვის მანძილზეო. თითქოს როიასა და ბაჰმანის

179
დაშორებასა და ბატონი ფახრის სიკვდილს ზარის უსწრაფესი ზრდა
გამოეწვია.
– ეგ არაფერი, დაიკო, – კეფაზე ხელებშემოწყობილი ზარი ანტი-
კურ ლექსში აღწერილ ქანდაკებას ჰგავდა.
– ყველაფერს მიატოვებ?
– შენ თუ მიდიხარ, მეც მოვდივარ. ერთად დავიწყებთ ახალ
ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ რამდენიმე წლის საქმეა,
ხომ? იქნებ მეც გამომივიდეს რაღაცა. ქვეყნიერება შეიცვალა. ჩვენ
გათავისუფლებული ახალგაზრდა ირანელი ქალების თაობაში პირ-
ველები ვართ! – ზარიმ შესანიშნავად გაიმეორა მამის ინტონაცია.
როია გაოცდა და გულის სიღრმეში შვებითაც ამოისუნთქა იმის
გამო, რომ ზარის მასთან ერთად წასვლა უნდოდა. მერე დასაძინებ-
ლად დაწვა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ის-ის იყო, კლდიდან
უნდა გადავარდნილიყო და ყინულივით ცივ, ბობოქარ წყალში ჩაეყ-
ვინთა.

**

ზაფხულის დასაწყისში ფოსტამ წერილები მოიტანა. მამამ თავის


უფროსს წაუღო, მან კი უთარგმნა. თანხმობის წერილებიაო, ახარა
უფროსმა. როიაცა და ზარიც ქალთა ერთ პატარა კოლეჯში ჩაერიც-
ხათ, კალიფორნიაში. ამ კოლეჯს მამას უფროსის რჩევით მიანიჭეს
უპირატესობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის სპეციალური სას-
ტიპენდიო პროგრამის გამო. დიახ, ორივე მათგანი დაბინავდა. ერ-
თსა და იმავე კლასში იქნებოდნენ, რადგან უკვე ერთი წელი იყო,
რაც როიამ სკოლა დაამთავრა. ჰო, ჰო, ჰო, ნამდვილად მიღებულე-
ბი იყვნენ ამ კოლეჯში. მარტოც არ იქნებოდნენ თავისი სამშობლო-
დან. კიდევ რამდენიმე ირანელი გოგო ჩარიცხულიყო იმ წელს! ალ-
ბათ, შაჰის ნათესავები არიანო, თქვა შეწუხებულმა დედამ. თუმცა,
გვიანობამდე იჯდა და გოგონებს ახალ ტანსაცმელს უკერავდა,

180
ბლუზებს, ქვედაბოლოებსა და პიჯაკებს უმარაგებდა. საუკეთესო და
საკუთარი ხელით შეკერილი სამოსის გარეშე არაფრით არ გაუშვებ-
და ქალიშვილებს ამერიკაში. სათითაოდ შეუკერა კაბები (როიას
ღია მწვანე, ზარის კი თბილი ლურჯი) იმ უნაზესი და ურბილესი ბამბ-
ის ქსოვილისგან, ბაზარში რომ იშოვა. საყელოზე კი პაწაწინა ყვავი-
ლები ამოუქარგა, ვერსად რომ ვერ ნახავდით, ისეთი. ბატისტი გა-
მოჭრა და გვიან საღამომდე თავჩაღუნულმა კერა ოთხი სხვადასხვა
ფერის ბლუზა: კრემისფერი, თეთრი, ღია ვარდისფერი და ღია ყვი-
თელი. ქალაქის ჩრდილოეთის ნაწილში პიჯაკები და ნაკეცებიანი
ქვედაბოლოები იყიდა და გულმოდგინედ დააუთოვა. ჩემოდნების
ძირში ფაქიზად ჩააწყო ბაზარში შეძენილი საცვლები და მაღალყე-
ლიანი წინდები. როია და ზარი უნდოდ ეხმარებოდნენ დედას ჩე-
მოდნების ჩალაგებაში. დანაზოგიდან დარჩენილი თანხა საკმარისი
არ იყო, რომ მამას თვითმფრინავის ბილეთები ეყიდა. სტიპენდია
სწავლის საფასურს სრულად არ ფარავდა და ესეც მოსაგვარებელი
იყო. მამამ ოქროს მონეტების კოლექციაც კი გაყიდა, მამამისს ქორ-
წილზე რომ ეჩუქებინა. დამატებითი ხელფასისთვის გვიანობამდე
რჩებოდა სამსახურში და მუშაობდა. დედას ისიც კი სთხოვა, მშობ-
ლებისგან რაც დაგრჩა სახსოვრად, ისიც აიღე და გოგოებს გაატანე
ამერიკაშიო.
წასვლის დღეს დედამ ორივეს ყურანი გადაატარა თავზე. როია
და ზარი ყურანის ქვეშ სამ-სამჯერ გაძვრნენ, მერე კი წიგნს ემთხვივ-
ნენ. ეს იღბლიან მოგზაურობას უქადდათ. ეს მცირე რიტუალი ყვე-
ლანაირი მგზავრობის წინ სრულდებოდა უსაფრთხოებისთვის. ამ
ცრუმორწმუნეობის რიტუალს როია და ზარი მთელი ბავშვობა ასრუ-
ლებდნენ როდესაც იაზდში, ისპაჰანსა ან შირაზში დასასვენებლად
მიდიოდნენ. წიგნის ქვეშ აძვრენდნენ ჩრდილოელ ნათესავებს, თე-
ირანის შემდეგ შინისაკენ რომ აეღოთ გეზი. თუმცა, როია ვერასო-
დეს წარმოიდგენდა, ყურანის ქვეშ გამძვრალი, ამერიკის გზას თუ
დაადგებოდა.
ბაჰმანისგან მიყენებული ტკივილი და ბატონი ფახრის დაღუპვის
თავზარი თავდაპირველად ისეთი ძლიერი იყო, როიას ეგონა, სიმ-

181
წრით კანს ავიგლეჯო. თუმცა, დროთა განმავლობაში დიდი ტკივი-
ლი მოჩვენებითმა სიმშვიდემ შეცვალა და თვითმფრინავში რომ
ჯდებოდა, როია უკვე გაშინაურებული იყო საკუთარ კანთან, ძვლებ-
თან, თვალებსა და ხელ-ფეხთან, აი, გული კი დახურული ჰქონდა.
ყველაფერი, რაც სჯეროდა, წაშლილიყო. საკუთარ თავს ჰპირ-
დებოდა, გულს აღარასოდეს გავხსნიო. თმა გულდასმით დაევარ-
ცხნა, ხელი მაგრად ჩაევლო ჩემოდნის სახელურისთვის – ხოლო
ფეხებს როგორღაც ამოძრავებდა. ერთ ნაბიჯს მეორე მოსდევდა.
ხედავდა, რომ ზარი თან შეწუხებული იყო და თან ცოტათი უხაროდა.
ესმოდა დედას ტირილი, უყურებდა, როგორ ითვლიდა მამა ფულს –
ბანკიდან გამოტანილი უცნობი მწვანე ბანკნოტები მუჭში ეჭირა და
გოგონებს აწვდიდა. როიას სიზმარი ეგონაეს ყველაფერი.
აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ცა ტყვიისფრად გამუქდა, რო-
გორც წვიმის წინ იცის; ღრუბლები თითქოს გაიბერა. თუმცა, კვამ-
ლის ნაცრისფერი ბოლქვები არსად გაფანტულა, ისევ ისე დაბლა
ილანდებოდნენ, მძიმედ. ჩაიარეს ნაცნობ ქუჩებზე, გასცდნენ ნაც-
ნობ შენობებს, მაღაზიებს, რომლებთანაც, ალბათ, მილიონჯერ მა-
ინც ექნებოდათ ავლილ-ჩავლილი. აი, კაფე „განადი,“ მათი ძველი
სკოლა, სახლი, სადაც დედა გაიზარდა, სორაიას ქუჩაზე. მამამ
გრძელი გზით წასვლა არჩია, რათა გოგონებს ბოლოჯერ ენახათ ქა-
ლაქში ის, რასაც თვალს ვეღარ მოჰკრავდნენ, – რაღაც დროის გან-
მავლობაში მაინც. განზრახ აერიდა სეფაჰის მოედანსა და საკანცე-
ლარიო მაღაზიას და როიამ დიდი სიყვარული იგრძნო საკუთარი
სახლის, მშობლებისა და ყველაფრის მიმართ, რასაც ემშვიდობებო-
და.
– კამპუსში ცხოვრება კარგი იქნება, არა, როია? – ხელზე ხელი
მოუჭირა ზარიმ.
როიამ თავი დაუქნია.
– ამ ქვეყანაში დარჩენა მაინც აღარ ღირს, – მამამ მთელი ძალ-
ღონით სცადა, დამაჯერებელი ყოფილიყო, – ჩვენი ნამდვილი დე-
მოკრატი ლიდერი ჩამოაგდეს. ახლა კი გარეშე ძალები და მათი ლა-
ქიები ისე გვექცევიან, როგორც მოეპრიანებათ. ახლა მართლა არ

182
ღირს აქ ცხოვრება. წადით. წადით და თავისუფლება იგემეთ. რასაც
შეძლებთ, ყველაფერი ისწავლეთ. ეგ გერჩივნოთ აქ ყოფნას, სადაც
დიქტატორი პირში ბურთს ჩაგჩრით, ხოლო მთავრობას ხელი არ
აუკანკალდება, ისე გესვრით იარაღს.
როიას ეგონა, მამას დედა შეაწყვეტინებდა და ეტყოდა, მეჰდი, ნუ
ლაპარაკობ სისულელეს. გეყო ეს შაჰის საწინააღმდეგო რიტორი-
კაო. თუმცა, დედა მთელი ძალით ცდილობდა ცრემლების შეკავებას
და მანქანაში ხმა არ ამოუღია.
გოგონები თვითმფრინავში ჩასხდნენ. ქალაქს რომ გადმოხე-
დეს, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს. უჭირდათ დაჯერება, რომ ცოც-
ხლები დარჩებოდნენ. რა ძალა აკავებდა ამ რაღაცას ჰაერში?
თვითმფრინავმა სიჩქარე რომ აკრიფა და ჯადოქრული სისწრაფით
აიჭრა ცაში, როიას ეგონა, სადაცაა წვიმით გაძეძგილ ღრუბლებს
ვახლებ ხელსო. რაც უფრო ზევით-ზევით მიიწევდნენ, გოგონას მით
უფრო უნდოდა, თეირანის თავზე მოქანავე გაბერილ ღრუბლებს გა-
მოეშვათ ჩაგუბებული ღვარი, გამსკდარიყვნენ და მთელი ქალაქი
ბინადრებითურთ მათი ცრემლების თქეშს წაელეკა. თუმცა, აშკარა
იყო, თეირანის თავზე გაწოლილი შავი ღრუბლები ყველაფერს
გულში ინახავდნენ და წვიმის ერთ წვეთსაც კი არ იმეტებდნენ. როი-
ას აოგნებდა ფიქრი იმაზე, რომ რაც უფრო შორს გაჰყვებოდა მო-
ლივლივე თვითმფრინავს, მით უფრო ნაკლებს გაიგებდა მშობლი-
ურ ქალაქზე...

მკითხველთა ლიგა

183
ნაწილი მესამე

თავი მეჩვიდმეტე

1956 წელი

ბუფეტი კალიფორნიაში


ალიფორნია ერთიანად ბზინავდა. აქ ყველაფერი ახალნა-
ყიდ, იმ წამის გახსნილ სათამაშოს მოგაგონებდათ. მზით გა-
ნათებული შენობები, კრიალა ქუჩები, თვალისმომჭრელი მაღაზი-
ები, ვიწრო მაისურებში გამოწყობილი მამაკაცები და ულამაზესად
შემოსილი ქალები, ალბათ, კინოთეატრ „მეტროპოლის“ ფილმები-
დან იყვნენ გადმოსულები. მზით გაკაშკაშებული ახალი სამყოფლის
მიუხედავად, როიას მაინც სულ სახლი ენატრებოდა. ძველ ცხოვრე-
ბასთან ზარიღა აკავშირებდა.
დებს ერთმანეთის იმედით გაჰქონდათ თავი. ნაქირავებში ცხოვ-
რებასაც მიეჩვივნენ და მილისის კოლეჯის კამპუსშიცკ აღარ იკარ-
გებოდნენ. კოლეჯი ბეის ტერიტორიაზე42 მდებარეობდა. ერთად
ეძებდნენ უცხო ენაში გაწაფვის გზებს. საწყის ეტაპზე როიას პანტო-
მიმის თეატრის მსახიობი ეგონა თავი, რადგანაც ხშირად უწევდა ხე-
ლებით ლაპარაკი და მხრების აჩეჩვა ინგლისური სიტყვების ძიება-
ში. სახეზე მიხატული ცრემლებიღა აკლდა.
უცხო ქვეყანაში გადასულს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
ხელისკვრით შეაგდეს ჩაბნელებულ ოთახში. ჯერ ვერაფერს არჩევ-
და ბუნდოვანი ლაქების გარდა. თუმცა, ბოლოს თვალი შეეჩვია.

42
რეგიონი ჩრდილოეთ კალიფორნიაში.

184
უთავბოლო ფორმები ნელ-ნელა დაიწმინდა. როია და ზარი ერ-
თმანეთს კი უწევდნენ მეგზურობას, თუმცა, მათზე ითქმოდა, ერთი
ბრმა მეორეს მიუძღვის წინო. სახლის მფლობელს, მისის ქიშფოს,
ზრდილობიანად უღიმოდნენ. ამ სახლში ისინი სხვა სტუდენტ გოგო-
ნებთან ერთად დააბინავეს.
მიუხედავად მთელი თავისი ტკივილის, გულისწყვეტისა და პო-
ლიტიკური დომხალისა, როიას თეირანიდან წამოსვლის სურვილი
მაინც არ ჰქონია. უბრალოდ, სხვა არჩევანი არ იყო:ნაბიჯ-ნაბიჯ ახა-
ლი ცხოვრება უნდა შეექმნა. წინ უნდა ევლო. აი, ზარი კი აოცებდა.
თეირანში ყოფნისას, როიას თავისი და, მუდამ ფუჭი ამპარტავნო-
ბით აღსავსე და ეგოისტი ეგონა. თუმცა, ცხოვრების ამ ახალთახალ
ეტაპზე თითქმის აკვიატებამდე ასული ენთუზიაზმით ითვისებდა
ახალ, ამერიკულ კულტურას, თითქოს გაშმაგებით ისუნთქავდა ჰა-
ერს, რომლის საშუალებითაც დახრჩობისგან თავის დაცვას ლამობ-
და. ქალთა კოლეჯში მეორე კურსზე გადასულებს, კარგ ნიშნებთან
ერთად, უკვე მეგობრების მცირე წრეც გააჩნდათ. მათთან ერთად
დადიოდნენ კინოში, სადილად და, ზოგჯერ, მარწყვის მილქშეიქებ-
საც აგემოვნებდნენ. სახლი კი ისევ ენატრებოდათ.
ენის წარმატებით დაუფლება და ქიმია-ბიოლოგიის შესწავლა
იმაზე კარგად გამოსდიოდათ, ვიდრე ეგონათ. როია ბიჭებს ზედ არ
უყურებდა. ზარი კი მხიარულად ეხითხითებოდა და თავს ისულე-
ლებდა მათთან, თუმცა, ფაქტობრივად, იძულებით იყო მოხვედრი-
ლი ამერიკაში. მალევე, თანაკლასელთან გაცნობილმა ჯეკ ბიშოფ-
მა ზარისთან ერთად სიარულს უმატა. იუსუფი, რომ აღარაფერი
ვთქვათ თეირანში დარჩენილ ჰასანებზე, ჰოსეინებსა და სირიუსებ-
ზე, ამ ჯეკს ვერც კი შეედრებოდნენ. ტყის მჩეხავის აგებულების ჯეკს
ფართო მხრები ჰქონდა, ჩასხმული იყო და მუქი ქერა თმით იწონებ-
და თავს, შეჭრა რომ არ აწყენდა. ერთთავად სიგარეტს ეწეოდა, სა-
ხეს ფართო ღიმილი უნათებდა და თვალებზე ჩამოყრილი თმის გა-
დასაწევად თავს აქნევდა. მამამისი სხვადასხვა სახის საქონელს და-
ატარებდა და ვაჭრობდა, თუმცა თავად ჯეკს კაპიტალიზმის უღლის
დამსხვრევა და უოლტ უიტმენის შემოქმედების უკეთ გაცნობა სურ-

185
და. ზარის საკუთარი კუდაბზიკობა გადაავიწყდა და შეყვარებული
მოევლინა როიას. როია თვალს ადევნებდა, როგორ გადაიქცა აბე-
ზარი, არამკითხე მუდამ კუდაბზიკა წვეულებებზე მოსიარულე და
მდიდარზე გათხოვების მოსურნე ირანელი ზარი გოგოდ, რომელ-
საც იმის გარდა არაფერი აინტერესებდა, თუ რატომ უყვარდა ჯეკ ბი-
შოფს პოეზია ასე ძალუმად. როიამ კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რა
მერყევი და უპროგნოზო იყო სიყვარული პატარა ასაკში. ჯეკის
გვერდით ზარი მეცხრე ცაზე იყო. როიასაც სწორედ ასე ეწვია სიყვა-
რული.
ბერკლიში, ტელეგრაფ ავენიუზე მდებარე ერთ-ერთი კაფეს
მრგვალ მაგიდასთან როია იჯდა და ლაბორატორიული სამუშაოს
რვეულში რაღაცას წერდა. წინ გროვად ეწყო წიგნები. ცდილობდა,
თავი და ბოლო გაეგო ქიმიის ამოცანებისთვის, რომლებიც ჭირის
დღესავით სძულდა. გარშემო არავის არ უსწორებდა თვალს და მი-
სის ქიშფოს სახლში გავარდნასა და ძილს არაფერი ერჩივნა. გვიანი
შუადღე იდგა და კაფეს ზრიალ-ზუზუნი როიას ნერვებს დიდად არ
ესალბუნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ განზრახ მოსულიყო იმ
იმედით,ხმაური მეცადინეობას გამიადვილებსო. სამშაბათს, დილის
ცხრა საათზე – ესე იგი იმ სამ დღეში, ელვის უსწრაფესად რომ გა-
ირბენდა – ქიმიის ბოლო გამოცდა ჰქონდა. სახელმძღვანელოს
ტერმინების, სიმბოლოებისა და რიცხვებისკირკიტში თავი ნამდვი-
ლი მაჩანჩალა ეგონა და ფიქრობდა, გამოცდისათვის მზად არ ვარ,
უფრო ადრე უნდა დამეწყო მეცადინეობაო. ამ ბოლო დღეებში ბევ-
რი მასალა გამოტოვა. ახლა კი თავზე ეყარა სამეცადინო და უნდა
დასწეოდა. ირანიდან მამა ხშირად უგზავნიდათ გამამხნევებელ წე-
რილებს:ძალიან ამაყობდა თავისი მეცნიერი გოგონებით, უახლეს
საკითხებს რომ სწავლობდნენ და ადგილს დაიმკვიდრებდნენ ცხოვ-
რებაში! ახლა არ იკითხავთ, ინგლისური როგორ აითვისეს, მიუხე-
დავად იმისა, რომ ასეთი ძნელი ენაა? როიას არასოდეს სდომებია
მეცნიერობა. თუმცა, სახელმწიფო გადატრიალებით მიყენებულმა
თავზარმა, ბაჰმანის ღალატმა და თეირანში განცდილმა გულისტკი-
ვილმა მიახვედრა, რომ მის სურვილებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქ-

186
ონდა. უნდა გადარჩენილიყო. ლექსების კრებულებმა და უცხოურმა
რომანებმა რა არგო? ამიტომ, მილისის კოლეჯში გაშმაგებით სწავ-
ლობდა მეცნიერებას მხოლოდ მამის გასახარებლად კი არა, ფიქ-
რობდა, ქიმიაში მინიჭებული ხარისხი ცხოვრებისეული გაუგებრო-
ბებისგან დაიცავდა.
თუმცა, სახელმძღვანელოში მოცემული ელემენტები და მოლე-
კულები თავგზას ურევდა. ვერ იშორებდა ფიქრს სამშაბათი დილის
ცხრა საათზე. როგორ შეიძლებოდა გამოცდისთვის მომზადება მო-
ესწრო? ქაფქაფა მაგარი ყავა აიღო, ფინჯანი დადო და ნერვიულად
მოურია კოვზით. გამოცდაში არ უნდა ჩაჭრილიყო. აუცილებლად
კარგი ნიშნები უნდა გამოეტანა და წარჩინებით აეღო ქიმიის დიპ-
ლომი. მამამ და დედამ ხომ ამხელა მსხვერპლი გაიღეს როიას ამე-
რიკაში გასამწესებლად.
იმ ბიჭს ლურჯი პიჯაკი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა, თმა კი
ქვიშის დიუნივით ედგა თავზე: ფრანგული კომიქსების სერიის გმი-
რის, ტინტინის, ქერა ვარიანტი იყო. პიჯაკზე ოქროსფერი ღილები
უბზინავდა. რიგი მალე გაიარა და რაღაც შეუკვეთა.
როიამ თავს ძალა დაატანა, რომ ბიჭს არ მიშტერებოდა.
ტინტინის კომიქსები ბავშვობაში ძალიან უყვარდა. ბატონი ფახ-
რის მაღაზიაშიც კი იყო რამდენიმე კომიქსი. თუმცა, ეს ახალგაზრდა
კაცი კომიქსის პერსონაჟზე ბევრად სიმპათიური გახლდათ. მისმა
კარგმა გარეგნობამ როია გააოცა. ამის გამო კოვზი იატაკზეც და-
უვარდა. ოჰ, ღმერთო. როია დაიხარა, კოვზი აიღო და დახლთან მი-
ვიდა ახალი კოვზის ასაღებად. კოვზები რძისა და ნაღების ქილებ-
თან ახლოს, კალათში ეწყო. იქვე იყო შაქრის ჭურჭელიც. კოვზის
ასაღებად დახრილმა როიამ იდაყვი ჩაის ფინჯანს აარტყა. ფინჯანი
იატაკზე გაგორდა, შავი სითხე დაიქცა, დაასველა ძირს დაგებული
ფილები, დაიტოტა და აქეთ-იქით წავიდა. როიამ ხმამაღლა შესძახა
ეგზომ სპარსულად „ვაიო.“ სირცხვილმა და მოულოდნელობამ თავ-
ზარი დასცა. ხელსახოცები აიღო, ჩაიკუზა და დაღვრილი ყავის წმენ-
და დაიწყო, თუმცა, ეს უარესი აღმოჩნდა. სითხით გაჟღენთილი
ხელსახოცები მთლად დაიშალა.

187
– არა უშავს. მე მივხედავ.
როიამ თავი ასწია და მის წინ დაჩოქილი ტინტინი დაინახა. ბიჭმა
პირდაპირ სახესთან მიუტანა სახე და როიამ შეამჩნია, რომ ფრენკ
სინატრასავით ლურჯი თვალები ჰქონდა.
– ამაზე ნუ იღელვებ, – უთხრა მშვიდად.
ახლა უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და როიამ და-
ინახა, რომ ბიჭის ნაცრისფერი შარვალი შალისა იყო. შალი კი ვის
ეცვა კალიფორნიაში? როიამ ბოლოს თეირანში ნახა შალი.
– ძალიან დიდი ბოდიში, – ჩაილუღლუღა გოგონამ. ოჰ, ნეტავ,
როგორი სანახავი იყო იატაკზე ჩაცუცქული, თითქოს ძველებურ
ირანულ საპირფარეშოში მყოფი თავის საძაგლად დაღვრილ ყავას
რომ წმენდდა. ნეტავ, კაფეში ისევ ძველებური ხმაური და ჭურჭლის
წკარაწკური ატყდეს. ნეტავ, მთელი ყურადღება სხვა რამეზე გადაი-
ტანონ და იატაკზე ჩაკუზულ როიას არ უყურონ.
– მართლა არა უშავს. თანაც იცი, რა? მაინც სხვა ყავა უფრო მინ-
დოდა, – გაიღიმა ლურჯთვალება კაცმა.
გარშემო ჩვეული ზრიალი განახლდა და როიამაც შვებით ამოი-
სუნთქა. კაფეში მომუშავეებმა შეკვეთების მიღება განაგრძეს და
მთელი ეს აურზაური მათ შეატოვეს. ბიჭმა ხელსახოცებით აწმინდა
დაღვრილი ყავა. შამპუნის სურნელს აფრქვევდა. ასეთ შამპუნს ყიდ-
დნენ ამერიკულ სუპერმარკეტებში. ძალიან მაგრად ქაფდებოდა,
პირდაპირ ფუვდებოდა თითებშუა.
– მოკლედ, ყავას კიდევ ავიღებ. შენ კი აღარ იდარდებ. კარგი
გეგმაა?
როიასთვის ეს ყოველივე არავითარ გეგმას არ ჰგავდა, თუმცა,
ძალიან ნასიამოვნები დარჩა, ბიჭმა ყველაფერი რომ გაამარტივა.
თავი დაუქნია, გაუღიმა და მერე ისევ თავი დაუქნია. ზარი ეტყოდა,
„უცხოელივით აქნევ თავსო.“ ესეც გაახსენდა. მაგიდასთან დაბრუნ-
და, სკამზე უჩუმრად დაჯდა და ისევ რვეულში დაიწყო წერა. ექ-
ვსკუთხა მოლეკულებს ხატავდა. კაფეში კალიფორნიის ბერკლის
უნივერსიტეტის სტუდენტები ჭარბობდნენ, თუმცა, მილისის კოლე-
ჯელებიც იყვნენ. ჰაერში კოფეინი და სტრესი იგრძნობოდა. ყველას

188
საბოლოო გამოცდები მოსდგომოდა კარს. მტანჯველი დაბრკოლე-
ბების მიღმა მირაჟივით ილანდებოდა საშობაო არდადეგები: ესო-
დენ საჭირო დასვენებამდე ჯერ დიდი ჯაფა ელოდათ.
უეცრად როიას რვეულში გამოყვანილ ფორმებს ჩრდილი მიად-
გა. გოგონამ აიხედა და დაინახა ლურჯპიჯაკიანი კაცი. მის მაგიდას-
თან მოსულიყო.
– შეიძლება? – ისევ ის ღიმილი სტყორცნა.
როიამ არ იცოდა, რა ეპასუხა.
– ეს ბუფეტი დღეს უჩვეულოდ გადაჭედილია, არა?
ბუფეტიო. ძალიან ამერიკულად ჟღერდა, როგორც შუა აღმოსავ-
ლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები, სადაც როია ნამყოფი არ იყო,
მაგრამ, ფილმებში ენახა. ბუფეტი. ვინ მეტყველებდა ასე? სულ კაფე,
კაფე და კაფე ესმოდა. ზარიც სულ ამას გაიძახოდა. ახლა კი ეს ქერა
ტინტინი მოადგა, ბუფეტს ამბობს და იღიმება. პიჯაკი კი ნამდვილად
რობერტ მიჩუმის ფილმიდან აცვია და ფლანელის შარვალს და-
აფრიალებს, რომელიც აშკარად ლონდონურია და არაფერი აქვს
საერთო ბერკლისა და კალიფორნიასთან.
– გთხოვთ, – თქვა როიამ და წიგნები ლამაზად დააწყო, რომ მა-
გიდაზე ადგილი გამოეთავისუფლებინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს პირდაპირ შუა ზღვაში შევარდა. ვერ ხვდებოდა, ზედმეტი
მოსდიოდა თუ არა. თუმცა, უარის თქმაც ხომ არ გამოვიდოდა ლა-
მაზი? ინატრა, ნეტავ, აქაური წესები ვიცოდეო. ზოგჯერ ისე ეჩვენე-
ბოდა, რომ იქ არავითარი წესი არ არსებობდა. გაცილებით ადვილი
იყო ირანში, სადაც ტრადიცია და „თა როფი“ მძლავრობდა, ხოლო
ქცევის წესებს ხშირად ბაბუასაც კი კარნახობდნენ.
– ვოლტერი. ბოსტონელი ვარ, – ბიჭმა ხელი გამოუწოდა.
როიამაც უნდა ჩამოართვას? ასეა მიღებული. ამერიკელებს ხე-
ლის ჩამორთმევა უყვართ, თითქოს ბიზნესპარტნიორები იყვნენ და
გარიგებას დებდნენ, ანდა ხელშეკრულებას აფორმებდნენ. როიამ
ბიჭის ხელს თავისი შეაგება და გაუკვირდა, ბიჭმა მსუბუქად რომ მო-
უჭირა. როია დარწმუნებული იყო, ალბათ, სახე სულ წითლად ამე-
ლეწაო. დიდი დრო იყო უკვე გასული მას შემდეგ, რაც მამაკაცის ხე-

189
ლები ეხვეოდნენ. ბიჭი მის წინ რომ დაჯდა, მისმა სითამამემ როიას
კიდევ მოუმატა მღელვარება, თუმცა რაც იყო, ეს იყო – ყველაფერი
მარტივად და მსუბუქად – აქ არ მოქმედებდა მკაცრი საზოგადოებ-
რივი წესები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მთელ ოჯახს შე-
არცხვენდი. აქ ისე არ ხდებოდა, როგორც როიას სამშობლოში.
როიას ეგონა, ბიჭიც თავის წიგნებს ამოალაგებს, სხვა სტუდენ-
ტებივით თავს ჩარგავს მათში, ამოიოხრებს და მოახლოებულ საბო-
ლოო გამოცდებზე აწუწუნდებაო. ამის ნაცვლად ბიჭმა ახალ ყავას
მოურია და ისე მოსვა, თითქოს იტალიის ერთ-ერთ პიაცაზე43 იჯდა
და მთებს გასცქეროდა.
თითქოს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე დამღლელი არა-
ფერი ეკეთებინა. აკურატულად და სუფთად გამოიყურებოდა. უკვე
თქმა აღარ უნდოდა იმას, რომ როია ვერაფერს იმეცადინებდა, ვიდ-
რე ეს ბიჭი ეყოლებოდა წინ გამოჭიმული. საერთოდ რატომ უთხრა,
დაჯექიო? ბიჭმა რომ ჰკითხა, რომელ კურსზე ხარო, როიამ წარმო-
იდგინა, რომ პირიდან საპნის ბუშტები ამოუფრინდა. აშკარად ახა-
ლი მიღებული ჰქონდა შხაპი; როიამ ოფლის წვეთიც კი ვერ შეამ-
ჩნია. თუმცა, ამ სრულყოფილებას არ მოუხდენია მასზე შთაბეჭდი-
ლება. მანერებმა მოხიბლა. ყავასაც კი მოზომილად, მშვიდად და
აუჩქარებლად სვამდა. საიმედო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ-
და.
იყო დრო, როცა ერთ დაუდგრომელ ბიჭს იცნობდა, რომლის
ვნებამ, ენთუზიაზმმა და არაპროგნოზირებადობამაც თავი დააკარ-
გვინა. ასეთ შეცდომას აღარასოდეს დაუშვებს. ზედმეტი მოუვიდა
აღფრთოვანება. სინამდვილეში, ბაჰმანისა და მისი ღალატის შემ-
დეგ როიამ დაიფიცა, რომ თავის ცხოვრებას მამაკაცს აღარასოდეს
დაუკავშირებდა. ამერიკაში კარგად ისწავლიდა, ირანში დაბრუნდე-
ბოდა, კარგ სამსახურს იშოვიდა, ფინანსურად დამოუკიდებელი
გახდებოდა და იცხოვრებდა შინაბერას ცხოვრებით თავის განტო-
ლებებთან,ცდებთან და სუფთა მეცნიერულ ყოფასთან ერთად. მიწა-

43
იტალ. მოედანი.

190
ზე მყარად მოიკიდებდა ფეხს, თავშეკავებული და მტკიცე იქნებოდა,
რის გამოც ყველაზე შეუპოვარ ადამიანსაც კი ფარ-ხმალს დააყრე-
ვინებდა და ნაკლებად მკაცრი ნადავლისკენ გააქცევდა.
თუმცა, ეს კაცი, ეს ლურჯპიჯაკიანი ბუფეტის ბიჭი უბრალოდ სა-
სიამოვნო ჩანდა და როიამაც ამიტომ დასვა თავის მაგიდასთან. ბი-
ჭი იღიმებოდა და ზრდილობიანად ესაუბრებოდა გამაოგნებელი
გულწრფელობით. არც ერთი გადაკრული სიტყვა არ იგრძნობოდა
ბიჭის ლაპარაკში და არშიყობის ნატამალსაც ძნელად თუ იპოვი-
დით. თავიდან ბოლომდე პატივისცემას გამოხატავდა. უბრალოდ
კითხვებს უსვამდა როიას, რომლებსაც ის უპასუხებდა. როიას წარ-
მოდგენაც კი აღარ უნდოდა, რომ ისევ მიიზიდავდა ვიღაცა. აღარ შე-
ეძლო სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნა და მის ნებაზე სიარული, რო-
გორც ბაჰმანის მკლავებში ხდებოდა.
– ქიმია მოგწონს? – გულწრფელი მზერით ჰკითხა ვოლტერმა.
– უკაცრავად?
– ქიმიის გაძლიერებულ კურსს გადიხარ, არა? – ვოლტერმა სა-
ხელმძღვანელოზე მიუთითა, – გაამართლა შენი მოლოდინი? იმი-
ტომ გეკითხები, რომ ჩემი ლიბანელი კლასელი, ომარ საიდი, ამ-
ბობს, რომ ბეირუთში უფრო სიღრმისეულად ასწავლიდნენ, ვიდრე
– აქ. ამიტომ, უბრალოდ, დავინტერესდი...
– მე ირანის უნივერსიტეტში არ მისწავლია. იქ მხოლოდ სკოლა
დავამთავრე. ამიტომ, ეს კურსი საკმაოდ... სიღრმისეულია. ესე იგი,
მომწონს. ქიმია მომწონს. გაკვეთილებიც, – რატომ ფორიაქობდა ამ
ბიჭთან საუბრის დროს? ხმამაღლა ტირილი უნდოდა.
ბიჭი წამით დააკვირდა, მერე მისკენ გადაიხარა და უჩურჩულა:
– კალიფორნიის კულტურა ჩემთვისაც ცოტათი უცხოა.
რასაკვირველია, ბიჭი ყველაფერს მიხვდა როიას აქცენტით, მუ-
ქი თმითა და თვალებიდან გამომდინარე. თუმცა, ნუთუ როია ყველ-
გან უცხოობას ასხივებდა? ასე ეგონა, რომ ყველგან ვარდის წყლის
არომატსა და ზაფრანის სურნელს დაატარებდა. ბიჭი კი ისე თავი-
სუფლად ელაპარაკებოდა, თითქოს არაფერი ეუცხოებაო. უამბო,
როგორ გადმოვიდა დასავლეთ სანაპიროზე სკოლის დამთავრების

191
შემდეგ განათლების მისაღებად, თუმცა კალიფორნიაში თავს უც-
ხოდ გრძნობდა. ელაპარაკა ნიუ-ინგლენდზე, ზამთრებზე, ციგით
სრიალში რომ ატარებდა, ზაფხულებზე, როცა კონცხზე დასეირნობ-
და, ლობსტერის რგოლებს ჭამდა და გულშემატკივრობდა გუნდს სა-
ხელწოდებით „წითელი წინდები.“ წითელი წინდებიო? რა სულელუ-
რი სახელია. ახალი ინგლენდის ვოლტერისეულმა აღწერამ როიას
ამერიკულ ფილმში ნანახი სცენები გაახსენა, ბაჰმანთან ერთად
რომ ჰქონდა ნანახი კინოთეატრ „მეტროპოლში.“
როია ყურადღებით უსმენდა ვოლტერს. მისი ხმა გულზე მალა-
მოსავით ედებოდა, რაც ძალიან უკვირდა. ოჯახურ სატელევიზიო
შოუს მონაწილეს ჰგავდა. ის არ იყო იმ ქვეყნიდან წამოსული, სადაც
პრემიერ-მინისტრი ჩამოაგდეს. არ ჰქონდა ნანახი ფეხებთან გაწო-
ლილი სულთმობრძავი ადამიანი. ციგით სრიალსა და შოკოლადის
სმას უნდებოდა. მისი ლურჯი პიჯაკის მიღმა როიამ ისეთი უმანკოება
დაინახა, რომლის დასაუფლებლადაც ადამიანი ყველაფერს დათ-
მობდა. როიას მისი სიმარტივისა და სიმშვიდისა შეშურდა.
ისხდნენ. როია, ძირითადად, უსმენდა და ცოტას ლაპარაკობდა.
ინგლისურად საუბარი ჯერ კიდევ უჭირდა და შიგადაშიგ ჩერდებო-
და, თუმცა უპასუხებდა კითხვებს თავის წარსულზე, საცხოვრებელ-
ზე, დაიკო ზარიზე. ჰო, ნამდვილად უნდოდა, რომ მეცნიერი გამოსუ-
ლიყო.
ვოლტერმა ყავა დალია, ადგა და კიდევ ორი ფინჯანი მოიტანა.
ერთი როიას დაუდო. მასაც გაახსენდა სხვა კაცი, კაფეში რომ ადგა,
ყავა რომ მიართვა და რომ ჰკითხა, მოგწონს თუ არაო. ვოლტერს
სწრაფად ჩამოართვა ფინჯანი და ყავა მოსვა მიუხედავად იმისა,
რომ ჯერ ძალზე ცხელი იყო.
მერე საუბარი განაგრძეს. რაღაცა გაიფურჩქნა როიაში მისი ყუ-
რებისა და მოსმენის დროს. დაძაბულობა, რომელსაც მთელი ეს ხა-
ნი თან დაჰყვებოდა, ცოტა შემსუბუქდა. გაცილებით მშვიდად იგ-
რძნო თავი. უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც ეს განცდა აღარ ეგე-
მა. ერთმა საათმა განვლო, ექვსკუთხა მოლეკულა კი ძალიან ცოტა-
ღა დაიხატა. ვოლტერმა ჰკითხა, „ფაუერჰაუს გალერეაში“ ხომ არ

192
წავიდეთ ერთად საბოლოო გამოცდების შემდეგ, ვიდრე არდადე-
გებზე ბოსტონში გავემგზავრებიო. – კარგი გეგმაა? – ჰკითხა ბო-
ლოს. ვოლტერის ლურჯი თვალები როიას თვალებს შეხვდა. ეს კი
მართლა კარგ გეგმას ჰგავდა.

მკითხველთა ლიგა

193
თავი მეთვრამეტე

1957 წელი

სათადარიგო გეგმა


ამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდები, ხშირად ბაჰარესთა-
ნის მოედანს გავდივარ. იქ შადრევანთან ერთი ქალი დგას.
წითლები აცვია და ადგილიდან არ იძვრის. თვალები შეღებილი
აქვს, თმა – აბურდული და გაუხეშებული. ამბობენ, წლების წინ შეყ-
ვარებულმა ალოდინა და მას შემდეგ სულ ეს კაბა აცვიაო. ამ ად-
გილზე კი ყოველდღე მოდის – ეს საბრალო გზააბნეული ადამიანი.
შინ დასაბრუნებლად მაინცდამაინც ამ მოედანზე გავლა არაა სა-
ჭირო; სხვა გზებიც არის. თუმცა, სხვა გზით მაინც არ მივდივარ.
კვლავ მონატრებითა და სინანულით ვივსები – უძირო სურვილით,
რომ დროში დაბრუნება შემეძლოს.
მახსოვს შენი გამოხედვა იმ დღეს, პირველად რომ გნახე საკან-
ცელარიო მაღაზიაში. მახსოვს შენი ფეხსაცმელები. მახსოვს, რამ-
ხელა ბედნიერება ვიგრძენი შენთან ყოფნით – ასეთი რამ მანამდე
არ განმიცდია.
დედას იმდენად აღარ აწუხებს განწყობის ცვალებადობა. ახლა
უფრო დამშვიდდა. მგონი, ზედმეტადაც კი. სიბრაზის შემოტევებმა
და გამოვლინებებმა ძირითადად გაუარა. თუმცა, განწყობა ერთთა-
ვად დაქვეითებული აქვს და სულ სევდიანია. თავის შინაგან ჭრი-
ლობებს ახლა ჩუმად იშუშებს. ბატონი ფახრის დაღუპვამ ძალიან
იმოქმედა მასზე.
როია-ჯუნ, ნეტავ, არ გადაგეფიქრებინა. ნეტავ, მისი გონებრივი
მდგომარეობა მიგეღო. თუმცა, შენ შენი არჩევანი გააკეთე და მეც
აღარ ჩავერიე შენს ცხოვრებაში.
რაც იყო, იყო, ეს უკვე წარსულია.
მოსადეყი აღარ გვყავს. შაჰი სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძე-

194
ნს. ძველი, პატარა ბაჰმანი ამაზე გაწყრებოდა და ბრძოლა მოუნდე-
ბოდა. მაგრამ, მე დავიღალე. გადატრიალებიდან უკვე ოთხი წელი
გავიდა. ხალხი ლიდერს მისტირის, მე კი მხოლოდ იმას ვგრძნობ,
რომ დაგკარგე.
ნეტავ, ჯაჰანგირმა თუ გითხრა, რომ უკვე თითქმის წელიწადია,
რაც მამაჩემი გარდაიცვალა? კარგია, რომ შენ და ჯაჰანგირი ზოგ-
ჯერ ტელეფონით საუბრობთ. სხვათა შორის, შენს ამბავს ასე თუ გა-
ვიგებ. მამა მოკრძალებულად დავასაფლავეთ. დედამ ასეთივე მო-
საწვევები დაამზადა და ოჯახს გაუგზავნა, რომელიც მთელი ამ წლე-
ბის განმავლობაში თავს გვარიდებდა.
დედამ წერა-კითხვა მამაჩემისგან ისწავლა. ღარიბი ოჯახიდან
იყო და განათლება არ მიუღია. მამას კი ნასწავლი ოჯახი ჰყავდა.
მათმა ქორწინებამ კლასობრივი საზღვრები დაარღვია; მამის ოჯა-
ხისთვის დიდი შეურაცხყოფა იყო. ამის გამო ოჯახიდან მოკვეთეს.
მაგრამ, რა ექნა, დედა ძალიან უყვარდა! უყვარდა ახალგაზრდობა-
ში, უყვარდა, როდესაც ენით აუწერელი დანაკარგი განიცადეს და
უყვარდა დეპრესიითაც.
სწორედ ესაა უპირობო სიყვარული, რომელიც მეც მინდოდა დე-
დაჩემისთვის მიმეცა და რაც ზოგჯერ ძალიან მიძნელდებოდა. ვფიქ-
რობდი, რომ შენც შეგეძლო გაზრდილიყავი საკმარისად და შეგეყ-
ვარებინა ყველაფრის მიუხედავად.
ხალხს მამაჩემი სუსტ ადამიანად მიაჩნდა, მაგრამ, მე ასე აღარ
ვფიქრობ. მამა განათლებული და ერთგული კაცი იყო. სულ ცდი-
ლობდა, უსამართლობბა არ ჩაედინა. ჩვენს პატრიარქალურ საზო-
გადოებრივ სისტემასთანბევრი რამ არ ჰქონდა საერთო. ის დედას
პატივს სცემდა. ცდილობდა, თავის მწუხარებასთან და განწყობის
ცვალებადობასთან გამკლავებაში დახმარებოდა. არ განსჯიდა ისე
უხეშად, როგორც ჩვენი კულტურა განსჯის მათ, ვისაც გონებრივი
პრობლემები აქვს.
ვინაიდან კლასობრივი წესების დარღვევით იქორწინეს, სულ მე-
გონა, რომ დედაჩემი სიყვარულს პატივს სცემდა. თუმცა, სულელი
ვიყავი. ვფიქრობდი,სიყვარულით ქორწინების მომხრე იქნებოდა.

195
ვიცი, ზოგისთვის ეს რომანტიკული სისულელეა. ჩვენს პოეტებს უამ-
რავი ლექსი აქვთ სიყვარულზე, ამერიკული ფილმები კი საერთოდ
გაძეძგილია ამით. თუმცა, მაინც არსებობს ქორწინების ისეთი ტრა-
დიცია, რომელიც ხელშეკრულებას ჰგავს ან მდგომარეობის შენარ-
ჩუნებას ემსახურება.
შენ რომ გაგიცანი, თავიდან ბოლომდე სიყვარულის ცეცხლი მო-
მედო – შენს იქით გახედვა აღარ მინდოდა. მხოლოდ შენ გხედავდი.
საერთო მომავალზე ფიქრიც კი გავბედე. ჩვენი გეგმების გამყარე-
ბისას გული სიხარულით მიხტოდა. შენ გარდა ვერავისზე ვფიქრობ-
დი. თუმცა, დედაჩემი სულ შაჰლაზე მელაპარაკებოდა.
ჰოდა, ავდექი და ვუთხარი, რომ შენ მიყვარდი.
ეს რომ ვუთხარი, კალიგრაფიაში ვარჯიშობდა – არასოდეს და-
მავიწყდება ეს მომენტი. რადგან წერილების გადაწერა სიმშვიდეს
ჰგვრიდა, ექიმმა ურჩია, ნერვებისთვის კარგიაო. შენზე რომ ვუთხა-
რი წამით სახეზე სინაზემ და სიფაქიზემ გადაჰკრა, თუმცა, მერე ისევ
გახევდა და თქვა: ბასე.
საკმარისიაო. მორჩი ამ სისულელესო.
ფინანსურად წყალი გვქონდა შემდგარი იმდენად, რამდენადაც
დედაჩემი ჩვენი ზღვისპირა „ვილით“ ამაყობდა. ვხვდებოდი, რომ
მის ტრაბახს ჭკუიდან გადაჰყავდი. მინდოდა, მიწა გამსკდარიყო და
შიგ ჩავეტანე, ჩვენს „დოვლათზე“ რომ გელაპარაკებოდა. ახლაც კი
იგივე მინდება, როცა მახსენდება, რაები გითხრა. თუმცა, სიმარ-
თლე ის არის, რომ მამას დაწინაურებას ჰპირდებოდნენ. თავის სა-
ინჟინრო საქმიანობაში ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიდა. ჰო, მდი-
დარი ოჯახიდან იყო, თუმცა რაკი დედას შერთვის გამო ნათესავებმა
უარყვეს, დახმარებას ვერავის ვერ სთხოვდა, მით უმეტეს – ფინან-
სურს. წლების მანძილზე დედაჩემის გონებრივი მდგომარეობა უფ-
რო და უფრო გვაშორებდა ნათესავებს, რადგან, რამდენჯერაც მამა-
ჩემის დები გვესტუმრნენ, იმდენჯერ განაცხადეს, რომ დედაჩემის
ავადმყოფობა მხოლოდ მამაჩემის შეცდომის დასტური იყო.
შაჰლას ოჯახს სიმდიდრე შაჰისა და შაჰლას მამის მაღალი თა-
ნამდებობის გამო აქვს. დედაჩემიც იმედისმომცემად ხედავდა ჩვენს

196
ქორწინებას. თითქმის აუცილებლად მიაჩნდა ეს. მისი თქმით, შაპ-
ლას ოჯახი ტანსაცმელსა და მარგალიტის სამკაულებს პარიზში ყი-
დულობდა. არადა, მე საერთოდ არ მაინტერესებდა, ოდნავადაც კი
არ მაღელვებდნენ ისინი. მე მხოლოდ ჩვენს სამშობლოზე ვღელავ-
დი. მოსადეყს იმიტომ ვუჭერდი მხარს, რომ წინსვლის, დემოკრა-
ტიისა და დამოუკიდებლობის პირობა ჰქონდა დადებული. ვერვი-
ტანდი, შაჰი რომ ფეხქვეშ ეგებოდა უცხოელებს და უხერხემლო რიმ
იყო. მოსადეყის დამოუკიდებლობასა და სიმტკიცეს ვაღმერთებდი.
თუმცა, ახლა უკვე სხვა თემაზე გადავუხვიე. იმის თქმაც კმარა, რომ
შაჰლა საერთოდ არ წარმომედგინა ჩემს მომავლად. ოდნავადაც კი.
ჩემი მომავალი შენ იყავი.
რაღა უნდა მექნა, როცა ბოლო წერილში მომწერე, რომ ჩემთან
ვერ იცხოვრებდი და დედაჩემის სულიერი მდგომარეობის ატანა არ
შეგეძლო, რომ ვერ გათხოვდებოდი ოჯახში, რომლის წევრიც გო-
ნებრივად არამდგრადია? ჩემს ოჯახს თავზე ვერ მოგახვევდი. დე-
დას მდგომარეობის შეცვლა კი მე არ შემეძლო, ძალიან კი მინდოდა
ეს. ისე მეწყინა, როია-ჯუნ. შენ ისიც უარყავი და მეც. რა უნდა მეთ-
ქვა? ის ხომ დედაჩემია და შეუძლებელი იყო, რომ ჩვენი ცხოვრები-
დან ამომეშალა. ვერც ოცნებების ასრულებაში შეგიშლიდი ხელს.
უნდა გამეშვი. რადგან ჩემი ნახვა არ გსურდა, შენს გადაწყვეტილე-
ბას პატივი ვეცი.
ნეტავ, უფრო მეტი მებრძოლა შენს გამო. ნეტავ, დამემტკიცებინა
შენთვის, რომ დედაჩემის მდგომარეობა მისი ბრალი არ იყო. ნეტავ,
მის წარსულზე ცოტა რამ მაინც მეამბნა შენთვის და ამეხსნა, რატომ
გახდა ასეთი. მაგრამ, ძალიან მრცხვენოდა. და თან ძალიან გულ-
ნატკენი, ნაწყენი ვიყავი.
ჯაჰანგირმა შენს გამგზავრებაზე რომ მითხრა, ასე მეგონა, რომ
კანი ამაძვრეს. კალიფორნიის წარმოდგენაც კი არ შემიძლია. თუმ-
ცა, რა გასაოცარია იმაზე ფიქრი, როია-ჯუნ, რომ შენ იმყოფები ქერი
გრანტის, ლორენ ბაკალის, ჰემფრი ბოგარტის, ერნესტ ჰემინგუეისა
და პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ქვეყანაში. ამერიკელების ხსენებას
გავურბივარ. არც ცენტრალურ სადაზღვევო სააგენტოზე ვიტყვი რა-

197
იმეს. ზრდილობას შევინარჩუნებ. თუმცა, ისევ სისხლი მიჩქროლ-
დება, როცა იმაზე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში
მათი ხელი ურევია. მინდა, რომ შენი ამერიკაში ყოფნა მიხაროდეს
და მიხარია კიდეც. თუმცა, ეჰ, რა გაგვიკეთა შენი ახალი სამშობ-
ლოს მთავრობამ... მოვა დრო და დამტკიცდება, ეს რომ ასეა. ერთ
დღეს მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ მანდაურმა მთავრობამ აქაუ-
რი დაამხო. და რისთვის, რის გამო? ხალხი დაიხოცა, დაიტანჯა –
ღირდა კი ეს ამად?
ვერასოდეს გავიგებ, რატომ დატრიალდა უკუღმა ჩარხი 1953
წელს ჩემთვის, შენთვის და მთელი ამ ჩვენი წყეული ქვეყნისთვის.
ასი წელიც რომ ვიცოცხლო, ამას ბოლომდე მაინც ვერ მივხვდები.
ჩემი აზრით, ჩვენ ამ ქვეყნის დაკარგული თაობა ვართ.
რა გაიგო, რა დაინახა ჩვენმა თაობამ იმ ზაფხულს? ის, რომ პო-
ლიტიკური ცვლილებისთვის სწორი ნაბიჯებიც რომ გადავდგათ,
ერთ დღეს, ერთ მშვენიერ შუადღეს გარეშე ძალები და ფულზე გაყი-
დული ირანელები ყველაფერს ბოლოს მოუღებენ.
იმ დღის, 28 მორდადის (ანდა, დასავლური კალენდრით 19 აგ-
ვისტოს) მოვლენებს განუწყვეტლივ ვიხსენებ და ვიხსენებ. ახლაც კი
მწვავს სურვილი, რომ მოედანზე გნახო, ჩემ გვერდით გიგრძნო და
გულში ჩაგიკრა. ქორწინების სახლში წავიდოდით. ყველაფერი
წვრილად მქონდა დაგეგმილი. კლერკთან უკვე შეთანხმებული ვი-
ყავი და შემპირდა, საბუთებს მზად დაგახვედრებო.
ჯაჰანგირისგან გაიგებდი, რომ ახლა ნავთობკომპანიაში ვმუშა-
ობ. მორიგი უბრალო ჭანჭიკი ვარ კაპიტალიზმის ორომტრიალში.
რასაკვირველია, ყოველთვის ვერ გამოვდივართ ის, რისი იმედიც
ახალგაზრდობაში გვაქვს. ბატონი ფახრი, ღმერთმა აცხონოს, მე-
ძახდა „ბიჭს, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია.“ ვიგონებ იმ
იდეალების მოტრფიალე ბიჭს, როგორიც მე ვიყავი და დაბნეულობა
იმდენად არ მეუფლება, როგორც – მარტოობა და სასოწარკვეთა.
მინდა რომ სევდასა და მის ყველა მიზეზს დავაღწიო თავი. მინდა
შევეგუო იმას, რომ შენი არჩევანი უმიზეზოდ არ გაგიკეთებია. ბო-
ლოს და ბოლოს, მეცნიერი ქალი გახდები. იმედია, ჯანმრთელი და

198
ბედნიერი ხარ. მართლა ვიმედოვნებ ამას.
და კიდევ, როია-ჯუნ, გინდ დაიჯერე, გინდ არა, ამ ზამთარს მამა
გავხდები. ვფიქრობდი, დედას ძალიან გაუხარდებოდა ეს ამბავი,
თუმცა, უჩვეულოდ ჩუმია და სულ მარტო ყოფნა უნდა.
ღვთის ნებით, ბავშვი რომ გაჩნდება, ზუსტად ოთხწელიწად-ნახე-
ვარი შესრულდება მას შემდეგ, რაც სკვერში ვიდექი და გელოდი.

მკითხველთა ლიგა

199
თავი მეცხრამეტე

1957 წელი

კულინარიული გაკვეთილები


ოიამ ვერა და ვერ ისწავლა ამერიკელივით ჭამა.თეირანში
გაიზარდა, ბავშვობა მის ქუჩებში გაატარა, იქაურ სკოლებ-
ში ისწავლა და გულიც სწორედ მის ერთ-ერთ მოედანზე გაუტყდა.
ბაჰმანზე რომ შეყვარებული იყო, იმ პერიოდს საგანგებოდ აღარ იხ-
სენებდა.
თუმცა, ამერიკული საჭმლის შეყვარება მოსალოდნელზე ძნელი
აღმოჩნდა: ქათმის ხორცი რეზინივით მაგარი იყო, ხორცი ხანდახან
კარგად არ იყო შემწვარი, კარტოფილი კი იშლებოდა. ნაქირავებ
სახლში ზრდილობიანად მოიხსენიებდნენ მისის ქიშფოს მომზადე-
ბულ კერძებს; ან კი როგორ დაიწუნებდნენ? უხეშობასა და უმადუ-
რობას ვერ გამოიჩენდნენ. თუმცა, როიას გამუდმებით ენატრებოდა
სპარსული საჭმელები.
კაფეში შეხვედრიდან რამდენიმე თვე იყო გასული, როდესაც
როიამ და ვოლტერმა ზარისთან და ჯეკთან ერთად წავიდნენ პაემან-
ზე. ჯეკმა „პრეტენზიულ ნარევზე“ უარი განაცხადა, ამიტომ პატარა,
იაფიან რესტორანში ბურგერი, ფრი და მილქშეიქები მიირთვეს.
როიამ ფაქიზად გაჭრა ჰამბურგერი დანა-ჩანგლით, ჯეკი სკამის სა-
ზურგეს მიაწვა, გააბოლა, თავი გადააქნია როიას მისამართით და
თქვა: – ოჰ, ბიჭო.
ბურგერის შუა ნაწილიდან გამოჟონილი ვარდისფერი სითხის
დანახვისას როიას სული შეუგუბდა.
– და ირანში რას ჭამდით? ბატკნის ბურგერებს? – ჯეკმა სიგარე-

200
ტი მოქაჩა.
– სულელო ჯეკ! – ჩაიხითხითა ზარიმ.
რესტორნის ფირსაკრავიდან როზმარი კლენის ხმა გაისმა. იქაუ-
რობა გაკაშკაშდა და რაკი პლასტმასის ფარატინა კუპეში ისხდნენ,
როიას ეგონა ბუშტზე ვზივარო.
– იცი, სულაც არ ცდები, – ინგლისური წინადადებების აგება ჯერ
კიდევ თავს ატკივებდა, თუმცა, აშკარად უკეთ გამოსდიოდა, – ბატ-
კნის ხორცის ქებაბი გვაქვს. პურში ასე არ აწყობენ, – ამ სიტყვებით,
გაჟღენთილი ჰამბურგერი ასწია, – ჩვენი ქებაბი უფრო გრძელი და
წვრილია. მილივით.
– ასეა, – ჯეკმა ცალყბად გამოუშვა პირიდან ბოლი და დამცინა-
ვად ჩაიღიმა.
– ჩემი აზრით, სპარსეთის უძველესი კულტურა შესანიშნავი და
არომატული სამზარეულოთია ცნობილი, – თქვა ვოლტერმა.
– რას ამბობ, ძმაო, მართლა? ერთი მშვენიერი და არომატული
კერძი დამისახელე მაშინ.
– კარგი. მე ვიცი, რომ...
– ქებაბი აქვთ! – ჯეკი უკან გადაწვა კუპეში, – სულ ესაა.
როიამ და ზარიმ ერთმანეთს გადახედეს. ოჰ, ძვირფასო, არა.
არა და არა. როიამ ინატრა, ნეტავ უკეთ ვიცოდე ინგლისური, რომ
სასწრაფოდ გავაგებინო და ჩამოვუთვალო, რას შევჭამდი ახლაო:
ლაიმში ჩადებულ ზაფრანიან ქათამს ბასმათი ბრინჯით, რომელსაც
მოყრილი აქვს ნუშის ნატეხები და კოწახური (იქ, სადაც ადრე ცხოვ-
რობდა, ეს კერძი სტუმრებს ნიშნობაზე მოეწონათ). ბროწეულისა და
ნიგვზის ხორეში. შემწვარი ბადრიჯანი პამიდვრით, წვრილი მჟავე
ყურძნითა და ბრინჯიანი ხორცით. გაახსენდა ოშის სქელი წვნიანი,
ლაფშათი, მწვანილითა და ლობიოთი. დედამისის მომზადებული
ყორმე საბზი. ვაზის ფოთლის ტოლმა, გატარებული ხორცითა და
მწვანილით გამოტენილი, ხელით სათუთად შეხვეული და ილთან
ერთად მოხარშული.
როიამ ბურგერის პურს ხელი მოუჭირა. პური ნაწილებად დაიშა-
ლა.

201
– შენ ჩვენთან მოხვალ. მისის ქიშფოს, ჩვენი სახლის მეპატრო-
ნეს, ნებართვას ვთხოვთ. როცა მოხვალ, კერძებს მოგიმზადებთ.
– არა, – თავი გადააქნია ზარიმ, – იქ მზარეულობა არ შეიძლება.
– ჩვენ კერძებს მოგიმზადებთ, – გაიმეორა როიამ და ზარის
მტკიცედ შეანათა თვალები.
– მაგარია, ხომ? რატომაც არა, მე ძალიან ვისიამოვნებ! – სახე
გაუბრწყინდა ვოლტერს.
– აბა, რა, ყეყეჩო, – ჯეკმა ზარის მოხვია მხრებზე ხელი, – თუმცა,
მე არ ვაპირებ კულინარიულ ჩვენებას დავესწრო, თუ არ გეწყინება.
ჩემს სპარსულ არომატულ კერძს აქვე გავსინჯავ, – ამ სიტყვებით,
ზარის მაგრად მოუჭირა ხელი.
ზარის ლოყები წამოუწითლდა და წამით გაშეშდა. მერე ჯეკის
მკლავებს მინებდა.
ვოლტერი თავის თეფშს ჩააჩერდა და ჩაახველა.
– შენ მოდი, ვოლტერ. კერძებს შენ მოგიმზადებ, – თქვა როიამ.
პირველი გაკვეთილი შაბათ საღამოს ჰქონდათ. სახლის მცხოვ-
რებთათვის მისის ქიშფო კერძებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათ-
ვლით და კვირაობით ამზადებდა, ხოლო შაბათობით ყველა თავის-
თვის იყო. გოგონების უმრავლესობა პაემანზე გაიკრიფებოდა
ხოლმე. თავად მისის ქიშფო კი შაბათობით სიხარულით მიიჩქარო-
და სტუმრად თავის ქალიშვილთან, საიდანაც შვილიშვილების ოინ-
ბაზობისა და ცელქობის ამბებით დატვირთული ბრუნდებოდა. როი-
ამ სამზარეულოში საქმიანობის ნებართვა სთხოვა. მისის ქიშფომ კი
უთხრა, თანახმა ვარ, თუ ყველაფერს ისე დაასუფთავებ, ერთ წინ-
წკალსაც კი არსად დატოვებ და ისე დამახვედრებ, თითქოს არ გი-
საქმიანიაო.
იმ საღამოს ჯეკი და ზარი უნდა შეხვედროდნენ და ჯეიმს დინი
ენახათ ფილმში „უმიზეზო აჯანყება.“ როიამ ფილმის სახელწოდება
რომ გაიგო, ჩაიფხუკუნა და ზარის უთხრა, ზუსტად თქვენ ორის შე-
საფერისიაო. როია შაბათისთვის საგანგებოდ მოემზადა. კვირის
დასაწყისში სან-ფრანცისკოც კი მოიარა და თურქულ-სომხური სურ-
სათის მაღაზიას ესტუმრა. კალიფორნიაში ჩამოსვლის დღიდან რო-

202
ია თითქმის არ იყენებდა ირანულ სანელებლებს. სემესტრის დასაწ-
ყისში კი ქიმიის ლაბორატორიაში ერთი გოგონა, სედა ქებაბიანი,
გაიცნო (ამ გოგონას გვარში სიტყვა „ქებაბის“ არსებობამ როია მე-
ქანიკურად თბილად განაწყო მის მიმართ). როია და სედა დამეგობ-
რდნენ. ერთ დღეს, ლაბორაცტორიის ნიჟარაში მენზურების რეც-
ხვისას, სედამ როიას უთხრა, რომ ბიძამისს სან ფრანცისკოში, რიჩ-
მონდის რაიონში მზა კულინარიული ნაწარმის მაღაზია ჰქონდა გახ-
სნილი. ამ მაღაზიაში ირანული სანელებლები, ჩაი და მურაბები იყი-
დებოდა. ამ ამბით გაოცებულ როიას მენზურა გადაევსო, მაგრამ,
გაშტერებული იდგა და არ იძვროდა.
– წამიყვანე, რა, – ჩურჩულით უთხრა სედას.
მაღაზიაში რომ მივიდნენ, როიამ შიგნით შეაბიჯა, თვალები და-
ხუჭა და სურნელთა მშობლიური ნაზავი შეისუნთქა. მერე თვალები
გაახილა. ერთბაშად მთელი მაღაზიის გადასანსვლა მოუნდა. უნდო-
და, თაროებიდან ყველაფერი გადმოეხვეტა, კალთაში ჩაეხვავებინა
და გაქცეულიყო, სანელებლის ყველა ქილა გაეტაცა. როგორ მო-
ნატრებოდა და აკლდა ეს ყველაფერი. თითქოს მისი არსების რაღაც
ნაწილი შინ დაბრუნდა.
როიამ იყიდა დამტვრეული ბარდა, ილი, ძირა, დარიჩინი (ამ და-
რიჩინს ყველაზე ნაღდი სურნელი ჰქონდა მათ შორის, რაც როიას
აქამდე ენახა ამერიკაში), ვარდის დაღერღილი ფურცლები, ვარდის
წყალი, ფორთოხლის ყვავილის წყალი. გარდა ამისა (ნეტავ, სიზ-
მარში ხომ არ იყო?) ამ მაღაზიაში ჰქონდათ ნამდვილი სპარსული
გამხმარი ლაიმი და ზაფრანა! როია ხარბად იღებდა ინგრედიენ-
ტებს. მამა ხომ შეძლებისდაგვარად მორჩილად უგზავნიდათ ფულს
ამერიკაში. ახლა კი როია წირვას გამოუყვანდა მამის გამოგზავნილ
თუმნებს ამ სანუკვარი გასეირნების დროს.
შაბათ ღამეს, კულინარიულ ჩვენებაზე მისული ვოლტერი სისუფ-
თავისა და საპნის სუნს აფრქვევდა. თავისი შალის შარვალი, ლურჯი
პიჯაკი ეცვა და აღუნულფარფლიანი შლაპა ეხურა. ქუდი რომ მოიხა-
და, აშკარა გახდა, რომ თმასაგანგებოდ დაებან-დაევარცხნა ამ სა-
ღამოსათვის.

203
როია სამზარეულოში შეუძღვა და სიტყვაც არ დასცდენია, ფეხ-
საცმელი გაიხადეო. მისის ქიშფოს სახლში ამას აზრიც არ ჰქონდა.
ამ ქვეყანაში სახლში შესვლისას ფეხზე არავინ იხდიდა. როიას (ცო-
ტა უკვირდა და ეჯავრებოდა კიდეც ეს, თუმცა, მერე მიეჩვია.
ვოლტერს სკამი შესთავაზა და ჰკითხა, რას დალევო.
– ოჰ, „კოკა-კოლას,“ თუ ძალიან არ შეგაწუხებ. გმადლობ.
ვოლტერი რომ ირანელი ყოფილიყო, როიას ეტყოდა, ოჰ, არა,
გმადლობ, არ შეგაწუხებ, არაფერი მინდაო. როია ისევ შესთავაზებ-
და, ის კი კვლავ იუარებდა და იტყოდა, არაფერი მინდაო, გმადლობ,
ნუ შეწუხდებიო. მერე როია ჩაის მიართმევდა, რომელიც უკვე მო-
დუღებული ექნებოდა. დიდი თასით თხილეულსა და მზესუმზირასაც
დაუდებდა წინ, ხილით სავსე ლანგარსაც, მუხუდოს პატარა ნამ-
ცხვრებით სავსე თეფშსა და სხვა ტკბილეულსაც არ დაინანებდა.
ვოლტერი რომ ირანელი ყოფილიყო, როია გორებად დაუდებდა
თეფშზე ხილს, კიტრს გაუთლიდა, ჭიქაში ჩაის ჩაუსხამდა და ეტყო-
და, ნატეხი შაქარი ჩაწუწნე და ცხელი ჩაი მიაყოლეო.
თავიდან როიას უნდოდა, ასე გამასპინძლებოდა ნებისმიერ ადა-
მიანს, ვინც მისის ქიშფოს სახლში ესტუმრებოდა: სამეცადინოდ მო-
სულ თანაკლასელებსა და ზარის ჯეკსაც კი. თუმცა, იმით კმაყო-
ფილდებოდა, რაც სხვის სახლში შეიძლებოდა, რაც შეიძლებოდა
გამოსულიყო უსამოვარო სამზარეულოში, იქ, სადაც კიტრი ხილად
არ მიიჩნევა და სადილამდეც ხილის გორებს არ მიირთმევენ. ერ-
თხელ, ქიმიის ლაბორატორიულის შენიშვნების სანახავად მოსულ
სედა ქებაბიანს რომ მოუბოდიშა მცირედის გამო, სედამ ხელი ასწია
და უთხრა: – გეყოფა! აქ ისე არაა, როგორც ჩვენს სახლებში, როია.
მუდმივი შეთავაზება და ხვეწნა-მუდარა საჭირო არ არის. სტუმრები
მადლობას გეტყვიან თუ არა, არც იმაზე უნდა ინერვიულო. მერე რა,
თუ ჭეშმარიტი მასპინძელი ვერ გამოდგები.
ამიტომ, ვოლტერის სიტყვები, „კოკა-კოლას დავლევ, თუ ძალი-
ან არ შეგაწუხებ, გმადლობო,“ როიას არ გაჰკვირვებია. უკვე წელი-
წადზე მეტი იყო, რაც ამერიკაში ცხოვრობდადა კარგად ესმოდა ამე-
რიკული ქცევის წესები. იცოდა, რომ ზრდილობიანი უარი შეთავაზე-

204
ბაზე უზრდელობა არ იყო. იმასაც მიხვდა, რომ სპარსული „თა რო-
ფი“ – მუდმივი თავაზისა და უარის რიტუალი – ხშირად ლამაზი სიტ-
ყვებითა და გადაჭარბებული პირმოთნეობით გაჯერებული – აქ არ
გამოდგებოდა.
როიამ ვოლტერს კოკა-კოლა მიუტანა. სახლის ყველა მცხოვრე-
ბი წასული იყო და არც მისის ქიშფო იყო შინ. მხოლოდ როია და
ვოლტერი იყვნენ ამ სახლის სამზარეულოში. უცნაურად იგრძნო
როიამ თავი ვოლტერთან მარტო, ასეთ დიდ სახლში. ირანში ასეთი
რამ არასოდეს მოხდებოდა. თუმცა, ეს ვოლტერი იყო. ისე კარგად
იქცეოდა, ალბათ, როიას არასოდეს არაფერს დააძალებდა. როიამ
საკუთარი თავი დატუქსა, სულელურ ფიქრებს ნუ აჰყვებიო.
– მოდი, დავიწყოთ საჭმლის მომზადება, კარგი?
ვოლტერი სამზარეულოში წაჰყვა. როიას უკვე მომზადებული
ჰქონდა ყველა საჭირო ინგრედიენტი. ვოლტერს ყველაფერი აჩვენა
და მცირედი ახსნა-განმარტებაც მიაწოდამოსამზადებელ კერძზე.
– ამ კერძს ბადრიჯნის ხორეში ჰქვია. როგორც წესი, ხორცით
მზადდება.
ვოლტერმა მხოლოდ თავი დაუმნია.
როიას სახე აელეწა.
– თუმცა, საქონლის ხორცი ვერ ვიშოვე. ამიტომ, ქათმით მოვამ-
ზადებთ.
– მშვენიერი გეგმაა! – გაიღიმა ვოლტერმა.
როიამ ნიორი ძალიან თხლად დაჭრა, დაკეპა და დიდ ტაფაზე
მოშუშა იქამდე, ვიდრე ნიორი გამჭვირვალე არ გახდა. მისის ქიშ-
ფოს ზედა თაროდან როდინი და ფილთაქვა გადმოიღო, ზაფრანა
დანაყა და წმინდა ფქვილად აქცია.
ვოლტერი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და გაბრწყინებული
შეჰყურებდა.
– შენ დედაჩემი უნდა ნახო, კვირაობით ხორცს რომ წვავს, – უთ-
ხრა როიას, – მასაც ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი.
– მართლა? – ნახე, ეს ზაფრანაა. იცი, როგორ... იფშვნება? –
ზაფრანის გამხმარი ფოთოლი სანაყით ჩაფშვნა როდინში, – ხედავ?

205
– რა თქმა უნდა, ვხედავ. ძალიან წმინდად.
როიას უხერხულობა მზარეულობის დაწყებისთანავე სადღაც
აორთქლდა. სწორედ ისე კომფორტულად იგრძნო თავი, როგორც
კაფეში ან ზარისთან და ჯეკთან ერთობლივი სადილის დროს. აზრა-
დაც არასოდეს მოსვლია, რომ ამერიკაში ასეთ მხიარულ ადამიან-
თან ერთად გაატარებდა დროს.
მხიარულების ბევრი არასასურველი ფორმა იხილა, სიყალბის
სუნი რომ ასდიოდა. როგორ ინარჩუნებდნენ ამერიკელები კარგ
განწყობას მუდმივად მთელი წლის განმავლობაში? ალბათ, მათი
ქვეყნის ბზინვარებისა და კოპწიაობის წყალობით. საქმე თავისუფ-
ლებაში უნდა ყოფილიყო. არ იყო აუცილებელი სულელური წესე-
ბით მოქმედება წლების მანძილზე. უბრალოდ, ადექი და მიჰყევი დი-
ნებას. თუმცა, როია სასარგებლო მხიარულებას მიეჩვია. მოსწონდა
ვოლტერი და მისი დადებითი განწყობა, რომელიც როიასაც დადე-
ბითად განაწყობდა.
უეცრად ბაჰმანი გაახსენდა, თუმცა მტკივნეულად მოიშორა ეს
მოგონება. ასეთი საშიშროება აღარ ელოდა. ამაზე ფიქრიც კი სასა-
ცილო იყო.
ზაფრანას რამდენიმე ჩაის კოვზი მდუღარე წყალი დაუმატა და
მოურია. ალბათ, ვოლტერს იმდენად არ აღელვებდა რეცეპტი, რამ-
დენადაც თვალს ადევნებდა, თუმცა, როიას გამუდმებით თავს უკან-
ტურებდა, თითქოს რაღაც უმნიშვნელოვანეს მოვლენას ესწრებაო.
მერე წამოდგა.
– გინდა, ქათამი დაგიჭრა? – ჰკითხა თავაზიანად.
როია სულაც არ მოელოდა ვოლტერის ჩართულობას კულინა-
რიულ საქმიანობაში. მამამისი საჭმელებს არ ამზადებდა. ირანელ
კაცებს ჭამა კი უყვარდათ, თუმცა, როიას სულ რამდენიმეზე თუ სმე-
ნოდა, მზარეულობა ეხერხებაო. სინამდვილეში, არც არავისზე სმე-
ნოდა, ვიდრე... ბატონი ასლანისა და ბაჰმანის სამზარეულოში ფუს-
ფუსმა არ გააოცა. ქალბატონი ასლანის ჯანმრთელობის მდგომა-
რეობისა და განწყობის ცვალებადობის გამო, რის გამოც მას არაფ-
რის გაკეთება აღარ შეეძლო, ბაჰმანსა და მამამისს მეტი რა გზა ჰქ-

206
ონდათ.
როიამ დანას წყალი გადაავლო. აი, მასთან ვოლტერი იყო და
დახმარებას სთავაზობდა. აი, ვოლტერი იდგა და ელოდა. როიას
სხვებზე საფიქრალად სულაც არ ეცალა, ჯობდა, საქმე გაეგრძელე-
ბინა. ვოლტერს დანა მისცა და მთელი გულმოდგინებით დაუწყო ახ-
სნა, თუ როგორ იჭრებოდა ქათამი.
ვოლტერი ყურადღებით ითვალისწინებდა როიას მითითებებს
და ძალიან ფრთხილობდა, რომ დასვრილი დანით არაფერს შეხე-
ბოდა. საქმე რომ მოათავა, ხელები საპნით დაიბანა. როია აღაფ-
რთოვანა მისმა მუყაითობამ და ფრთხილმა მოქმედებამ, რომ ვოლ-
ტერი მართლა დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ქათმის დაჭრას,
რადგან იცოდა, ნაჭრების ზომებს როიასთვის მნიშვნელობა ჰქონ-
და. როიაზე ვოლტერის გულისხმიერებამაც იმოქმედა. ბოლოს
როიამ დაჭრილი ქათამი მოშუშული ნივრის ქვაბში ჩააწყო. ხორცი
აშიშხინდა. როია და ვოლტერი გვერდიგვერდ იდგნენ, თუმცა ერ-
თმანეთს არ ეხებოდნენ.
„ბუფეტში“ შეხვედრის დღეს ხელის ჩამორთმევას თუ არ ჩათ-
ვლიდა, როია ვოლტერს არ შეხებია. პაემნებზე კი ვოლტერი ნამ-
დვილ ჯენტლმენობას იჩენდა.
– ახლა მარილს, წიწაკასა და საიდუმლო ინგრედიენტს ვამა-
ტებთ, – თქვა როიამ. ღუმელთან მდგომს უფრო და უფრო სცხელო-
და. ყურადღება არ უნდა გაფანტვოდა
– რა ინგრედიე.ნტი?
– აი, ის... ქურქუმა, – როიამ არ იცოდა, როგორ გამოითქმებოდა
„ქურქუმა“ ინგლისურ ენაზე. ვოლტერს თვალები აუციმციმდა, თუმ-
ცა, როია ვერ მიხვდა, გამოთქმა ჰქონდა მცდარი თუ ვოლტერმა არ
იცოდა, ქურქუმა რა იყო. ქათამს, რომელიც იშუშებოდა, უხვად მო-
აფრქვია ყვითელი სანელებელი.
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი კერძი ჯერ გასინჯული არ მექ-
ნება, – თქვა ვოლტერმა.
– ახლა ქათამსა და ნიორს წყალს დავამატებთ. უნდა დაიფაროს.
– ჩავიწერე ყველაფერი.

207
– რაღაც ვერ შევამჩნიე, რომ რაიმეს იწერდე.
– აქედან არ წაიშლება, – ვოლტერმა საფეთქელზე მიიკაკუნა
თითი.
– წყალი რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწევ და ქათამმა უნდა...
უჰ... რას ეძახით? აი, ნელა უნდა მოიხარშოს.
– ნელ ცეცხლზე იდუღოს?
– ჰო. ნელ ცეცხლზე უნდა იდუღოს, – ეს გამოთქმა მნიშვნელო-
ვანი იყო, რადგან როიას თავს ისე აგრძნობინებდა, თითქოს ინგლი-
სური ენა დაბადებიდან იცოდა. რომელი ირანელი ქალი იტყოდა ინ-
გლისურად „ნელ ცეცხლზე დუღილს,“როდესაც ამ ქვეყანაში ცხოვ-
რების ორი წელიც კი არ ექნებოდა შესრულებული? „ნელ ცეცხლზე
დუღილი,“ „ქურქუმა...“ ვაჰ, როია ენის ნამდვილი პროფესიონალი
ხდებოდა.
– ვიდრე ქათამი ნელ ცეცხლზე იხარშება, – როია უდიდესი ყუ-
რადღებით ეკიდებოდა ზმნის სწორად წარმოთქმას, – ბადრიჯანს
ვფცქვნით და ვჭრით. მარილს ვაყრით, ვწურავთ და ვწვავთ. გასაგე-
ბია?
– დიახ, გასაგებია.
ბადრიჯანი ერთად გაფცქვნეს. ვოლტერი გაფცქვნილ ბადრიჯანს
როიას აწვდიდა და უყურებდა, როგორ ჭრიდა ის. მერე დანა აიღო
ფრთხილად, თითქოს დაჭრის ნებართვა უნდა აიღოსო. როიამ დახ-
მარების ნება მისცა გაოცებულმა.
ვოლტერი გულდასმით ითვალისწინებდა მის მითითებებს ბად-
რიჯანთან დაკავშირებით, თუმცა, ხვდებოდა, რომ ბადრიჯნის დამა-
რილებასა და შემდეგ მის გაწურვას სიმწრის გამოსაყვანად დიდი
დრო დასჭირდებოდა ახლა. ამიტომ, როია ზუსტად ისე ვერ იმოქმე-
დებდა, როგორც დედა და ქაზები საქმიანობდნენ როიას სახლის
სამზარეულოში, თეირანში. უბრალოდ ვოლტერის მოწვდილ ბად-
რიჯნის ნაჭრებს იღებდა და პირდაპირ ცხელ, ზეთიან ტაფაზე აგდებ-
და. ჩუმად მუშაობდნენ ერთად. ვოლტერი თლიდა და ჭრიდა, როია
ტაფაზე აწყობდა და წვავდა. ამასობაში, ქათამიც მოიხარშა.
– ქათამს ცოტა დარიჩინს, ილსა და წყალში გახსნილ ზაფრანას

208
ვუმატებთ, – თქვა როიამ, – დაჭრილი პამიდორიც აუცილებელია.
როიამ გაზქურის მარცხენა კამფორასთან გადაინაცვლა. თან
ფრთხილად მოძრაობდა, რომ ვოლტერს არ შეხებოდა.
ქვაბს თავსახური ახადა. ამოფრქვეულმა ორთქლმა სახე და კი-
სერი დაუცვარა. როიამ თან უხერხულობა იგრძნო და თან სითბო.
იცოდა, რომ ვოლტერი თვალს არ აშორებდა.
– წყალში გახსნილი ზაფრანა თხევად ოქროს ჰგავს. ხომ ასეა?
ჩვენ ოქროს სითხეს ვეძახით.
ვოლტერი თითქოს დაიბნა.
– იცი, რატომ? ზაფრანა ძალიან ძვირია.
– გასაგებია.
– ისევ აქ გაქვს ყველაფერი? – გაეცინა როიას და საფეთქელზე
ზუსტად ვოლტერივით მიიკაკუნა თითი.
– ჰო, – ვოლტერი თვალს არ აშორებდა. მერე გულზე დაიდო ხე-
ლი, – და აქ. ყველაფერი აქ მაქვს.
ქვაბიდან ამოსული ორთქლი როიას წვეთებად დააჩნდა სახეზე.
მერე იგრძნო, რომ ეს წვეთები სახესა და კისერზე ჩამოუგორდა.
არა, უნდა შეჩერებულიყო. კაცს ვეღარ შეიყვარებდა იმის მიუხედა-
ვადაც კი, რომ ეს ვოლტერი არაფრით ჰგავდა იმ ბიჭს, როიას რომ
უღალატა. როიამ სპარსული ლაიმი აიღო, მაგიდაზე დადო და ღო-
ნივრად ჩაარჭო დანა. ლაიმის ქერქზე დიდი ზიგზაგისებური ჭრილი
გაჩნდა.
– ვაჰ! – ვოლტერი ქურასა და როიას მოშორდა და უკან გადადგა
ნაბიჯი.
– ზოგჯერ ძლიერად უნდა ჩაჭრა, – სწრაფად აუხსნა როიამ, –
რომ არომატი ამოუვიდეს, – მერე ვოლტერს მიუბრუნდა, – ახლა კი
ბრინჯი მოვამზადოთ.
დაღამდა. როია და ვოლტერი სასადილო ოთახში დასხდნენ.
– მიდი, – უთხრა როიამ და ერთად მომზადებული ქათმისა და
ბადრიჯნის ხორეშით სავსე თეფში მიართვა, – გასინჯე, გთხოვ.
ამ კერძის მომზადება როიამ დედისგან ისწავლა ირანში. ქაზებს
სულ ახალთახალი ბოსტნეული მოჰქონდა ბაზრიდან; ქათამს კი ზო-

209
გჯერ პირდაპირ მათ ეზოში წააცლიდა ხოლმე თავს. ლაიმი მზეს უმ-
ზერდა ბაღში, სარწყავთან, წელში მოხრილი დედა კი დიდი მონდო-
მებით ურევდა სანელებლებს. მერე ერთად სხდებოდნენ ყველანი –
როია, მამა, დედა და ზარი – და ზამთრის ღამეებში ტახტის ქვეშ ფე-
ხებშეყოფილნი თან ჭამდნენ და თან დღის ამბებს უზიარებდნენ ერ-
თმანეთს.
ვოლტერმა კოვზით აიღო ხორეში, როიას წარსულის ნაწილი.
როიამ იცოდა, რომ სწორად მომზადებული ხორეში ტკბილის, მჟა-
ვესა და სურნელოვანი, ნაზი გემოების ერთობლიობა უნდა ყოფი-
ლიყო.
ვოლტერი ჭამდა. როია უცდიდა.
– ვაუ, – თქვა ბიჭმა და კიდევ გასინჯა, – ღმერთო ჩემო
მისის ქიშფოს სასადილო ოთახში გასინჯული ყოველი ლუკმით
ვოლტერმა როიას მყარი ნაჭუჭის კიდევ ერთი ფენაჩამოაშორა.

მკითხველთა ლიგა

210
თავი მეოცე

1957-1959 წლები

საქმეები


ოლტერის სტუმრობა და სასადილო ოთახში კერძებით გა-
მასპინძლება როიას მთავარი საქმიანობა გახდა შაბათო-
ბით. ზარიმ რომ მათი ამ რიტუალის შესახებ შეიტყო, პირზე ხელი
აიფარა.
– ეჰეეეეი! რა საყვარლობაა! შენ კერძებს უმზადებ, ვოლტერი კი
სანსლავს.
– დაახლოებით, – წაიბუტბუტა როიამ.
ტინტინის მსგავსი ეს კაცი, რომელიც კალიფორნიის კაფეში მო-
ულოდნელად გამოეცხადა, რომელმაც ჰკითხა, ამ გეგმაზე რას იტ-
ყვიო, რომელიც იგონებდა ლობსტერის კნაწუნში გატარებულ ზაფ-
ხულებს და ზამთრებს, ციგაობაში რომ გაჰყავდა, როიას კინოთე-
ატრ „მეტროპოლში“ ნანახ ფილმებს აგონებდა და ამშვიდებდა. ერ-
თმანეთს არც კი ეარშიყებოდნენ; მათი ურთიერთობა კეთილ ნებაზე
იყო დამყარებული და უსაფრთხოების განცდაზე – სწორედ ასე უნდა
ეფუსფუსათ მისის ქიშფოს სამზარეულოში. როია ოდნავაც კი არ აგ-
რძნობინებდა, ჩემი დამშვიდება გევალებაო.
პირველი კულინარიული გაკვეთილიდან ერთი წლის თავზე,
თაჰდაგის უხრაშუნეს ბრინჯს რომ მიირთმევდნენ ყორმე საბზისთან
ერთად კვლავ შაბათ ღამეს, ვოლტერმა როიას ხელი სთხოვა. როი-
ას ისევ ის რეალობისგან გამოთიშულობის განცდა გაუჩნდა, რო-
გორც ადრე. თითქოს იქვე ფარფატებდა ჰაერში და თავზე დაჰყუ-
რებდა გოგოს, ფილმში რომ მონაწილეობდა. სუნთქვა გაუჭირდა.
ჯერ უპასუხოდ დატოვა ვოლტერის წინადადება და სანაცვლოდ დამ-

211
დნარი კარაქის, ზაფრანისა და ბრინჯის სურნელი შეატოვა.
მათი მორიდებული ტრფობა, მზარდი ურთიერთსიმპათია და
ახალი ცხოვრების შესახებ დაპირება ნიუ-ინგლენდში თითქოს ვი-
ღაც სხვისი ცხოვრების სცენარი იყო. ადამიანის, რომელიც უკეთ იქ-
ნებოდა მომზადებული ამ ურთიერთობისთვის, ადამიანის, რომე-
ლიც ნაკლებად გულნატკენი და უფრო შინაური იქნებოდა. რაღაც-
ნაირად, ამერიკელთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სცენა-
რი წარმოიდგინა.
– როია-ჯუნ, – ეს საალერსო მიმართვა ფარსიზე ვოლტერს თა-
ვად ასწავლა და მანაც იმ საღამოს სრულყოფილად გაიმეორა სასა-
დილო ოთახის მაგიდასთან, – ცოლად გამომყვები?
როიას სულ გაუხურდა ლოყები და ყურები. აფორიაქდა და შეშ-
ფოთდა კიდეც. ასეთ სიტყვებს ფილმებში ამბობდნენ. ასეთი სიტყვე-
ბი სხვა ენაზეც ჰქონდა მოსმენილი საუკუნის წინ.
– დაფიქრდი, როგორ ჟღერს: როია, არკერი, – ვოლტერმა სახე-
ლი და გვარი განზრახ წარმოთქვა ნელა, გამიზნულად, თითქოს მათ
ერთად წარმოთქმაში ვარჯიშობდაო, – შეგვიძლია, ერთად გადავი-
დეთ აღმოსავლეთში. მე „ბი-იუში“ მიმიღეს?
– ,„ბი-იუ“ რა არის?
– ბოსტონის უნივერსიტეტი. შენ შეგიძლია ლაბორატორიაში
იმუშაო, ვიდრე მე სამართლის ფაკულტეტს დავასრულებ. ბოსტონ-
ში ბევრი საავადმყოფო და უნივერსიტეტია. სასურველ სამუშაოს
იშოვი. როია. მინდა, დარჩენილი სიცოცხლე შენთან გავატარო.
დრო თუ გჭირდება... მისმინე, შესაძლოა, მე...
– თანახმა ვარ.
წამის უსწრაფესად გაისმა ეს სიტყვები.
მოგვიანებით, როია ამ სცენას გაიხსენებს. ვოლტერმა ხელი
სთხოვა, ის კი დათანხმდა. ამავდროულად კი ბაჰმანს ადანაშაუ-
ლებდა, დედის მიერ გაწერილ ახალი ცხოვრების ფერხულში მეტის-
მეტად სწრაფად რომ ჩაება. იქნებ როიასაც და ბაჰმანსაც ის უხილა-
ვი ბედისწერა ამოძრავებდათ, შუბლზე რომ ეწერათ.
როიას კისერში ვოლტერის თბილი სუნთქვა სცემდა,სწორედ მი-

212
სთვის დამახასიათებელი. ოჰ, როგორ გაუხარდა როიას თანხმობა!
ერთიანად ათრთოლდა და აწითლდა. ჩასახუტებლად რომ შემობ-
რუნდა, კინაღამ ზღურბლს წამოედო.
იმ ღამით, ვოლტერის გასტუმრების შემდეგ როია უძრავად იდგა
მისის ქიშფოს სასტუმრო ოთახში, სინათლე ჩამქრალი ჰქონდა. სახ-
ლის ყველა დანარჩენი ბინადარი, ზარის ჩათვლით, შაბათ საღამოს
პაემნებზე იყო გაკრეფილი. მისის ქიშფოს კი ჯერ არ მოსწყენოდა
ქალიშვილთან და შვილიშვილებთან სტუმრობა.
– ისეთი ლამაზი მთვარეა! – თქვა ზარიმ, რომელმაც, როგორც
იქნა, შინ მოაღწია. სასტუმრო ოთახში შესულ, პაემნიდან დაბრუნე-
ბულ ზარის მიბნედილი ხმა ჰქონდა. როია ყოველთვის გრძნობდა
აურას, ზარის ჯეკისგან რომ გამოჰყვებოდა ხოლმე.
– ამ საღამოს ჯეკისთვის უნდა გესმინა, დაიკო! – ზარის მუქი ლა-
ლისფერი ტუჩსაცხი ფანჯრიდან შემოჭრილ მთვარის შუქზე ბზინავ-
და, – რატომ ზიხარ სიბნელეში? ოოოჰ, რა კარგი სუნი დგას! შენი
ყორმე საბზი გააკეთე?
როიამ თავი დაუქნია, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, ზარი ხე-
დავდა თუ არა.
– ამ კაკუნებმა მომკლა, – როიამ გაიგონა, რომ ზარიმ ფეხსაც-
მელები ერთიმეორის მიყოლებით გაიძრო და მიყარა, – იცოდი,
რომ თურმე ჯეკს ლექსი ჰქონია დაწერილი და ყველა სტრიქონი ფ-
თი იწყება? ბოლოდან მესამე ხაზის გარდა, რომელიც ზ-თი იწყება.
ხომ ძალიან ჭკვიანურია?
– გენიალური.
– ვოლტერთან როგორი იყო? ახლა ყორმე საბზის მომზადება ას-
წავლე?
– ცოლად მივყვები, – თავის დასაჭერად და თავბრუსხვევის შე-
საკავებლად, რაც იმ სიგიჟით იყო გამოწვეული, რაზეც როია სულ
ახლახან დათანხმდა, როიამ ნივრისსუნიანი ხელები ერთმანეთს
მაგრად გადააჭდო კალთაში. ვოლტერის საცოლის როლს ჯერ ვერ
იაზრებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰოლივუდის გადა-
საღები მოედნის სტუდიებში დახეტიალობდა მთავარი გმირის რო-

213
ლზე შემთხვევით მოხვედრილი, არც ტექსტი იცოდა და კითხულობ-
და, ახლა რა უნდა ვთქვაო.
– რა თქვი? – გახევდა ზარი.
– რაც გაიგონე. ცოლად მივყვები.
– ვააააი! როდის?
როიამ მხრები აიჩეჩა.
წინდების ამარა ზარი ხტუნვით გაეშურა როიასკენ. დას რომ ჩა-
ეხუტა, როიამ ჯეკის ოდეკოლონის სუნი იგრძნო. რა თქმა უნდა, ზა-
რის დეტალები აინტერესებდა. იმაზე მეტად არაფერი სურდა, რომ
ის და როია ერთად დამსხდარიყვნენ ამ ღამეში და წვრილად განე-
ხილათ ყველაფერი: როგორ სთხოვა ვოლტერმა როიას ხელი, რა
უთხრა. ძალიან აინტერესებდა. თუმცა, რა იყო ზარისთვის საამბო-
ბი? ვოლტერმა ჰკითხა და როიამაც უთხრა, კიო. მეტი არაფერი მომ-
ხდარა.
– ძილი ნებისა, ზარი, – როიამ უხერხულად მოუთათუნა დას
მხარზე ხელი. ახლა ზარის შემოტევისთვის სულ არ სცხელოდა. გა-
სავათებული იყო.
– ოჰ, ღმერთო ჩემო, დაიკო! თხოვდები! გჯერა? დედას და მამას
უნდა ვუთხრათ. უკვე ელაპარაკე? ნებართვა სთხოვე? ირანში წახ-
ვალ და ქორწილს იქ გადაიხდი? დედა და მამა როგორ ჩამოვლენ
აქ? ჩვენ რა უნდა ვქნათ? როდის იქნება ქორწილი? მე დაგეხმარები.
გინდა, რომ კალიფორნიაში გადაიხადო? მისის ქიშფოს უნდა ვუთ-
ხრათ? ვოლტერთან ერთად ბოსტონში გადახვალ, სწავლას რომ
დაასრულებთ? დაიკო, უშენოდ რა მეშველება? ჩვენ ხომ მთელი
ცხოვრების მანძილზე პირველად ვშორდებით. მე აქ დავრჩები, კარ-
გი? მისის ქიშფომ მითხრა, თუ გინდა, სწავლის დასრულების შემ-
დეგაც დარჩიო. ანუ, ჯეკთან რა იქნება, არ ვიცი. ლექსებისწერა უნ
და; ამბობს, სან ფრანცისკოში ცხოვრება მეტისმეტად ძვირი ჯდე-
ბაო. დაიკო, კაბა დაგჭირდება! მამასთან ლაპარაკი მოგიწევს. ოჰ,
ღმერთო ჩემო! ვოლტერი! ამერიკელი! რაც საჭიროა, ყველაფერი
უნდა ჩამოწერო. სია გააკეთე. მე ჩამოგიწერ.
– ნელა, ნელა, – უთხრა როიამ. თავი უბრუოდა. ზარი მეტისმე-

214
ტად ბევრს ქაქანებდა. ყველაფერი ელვის უსწრაფესად მოხდა.
ვოლტერის სუნთქვას ზაფრანისა და კარაქის სურნელი ჰქონდა.
ბრინჯი ოქროსფერი და ხრაშუნა იყო იმ ღამით.
ძალიან უხდებოდა ყორმე საბზის. როია გაოცებული დარჩა. წუხ-
და, მისის ქიშფოს ძველ ქვაბში დაიხრაკება და მიიწვავსო, თუმცა,
შესანიშნავი გამოვიდა. კაბა თავშიც არ მოსვლია. არც სიის ჩამოწე-
რა. უბრალოდ, მისის ქიშფოს სავარძელში გადაწოლა და ტირილი
უნდოდა. დაღლილი იყო. ზარი რაღაცას ქაქანებდა ნიშნობაზე, გა-
იმართება თუ არაო და ქიმიის კურსელებს დავპატიჟებთ თუ არაო და
ასე შემდეგ. როიას არაფერში სჭირდებოდა ნიშნობა. ფანჯრიდან
მთვარის შუქი ვიწრო ზოლად შემოვიდა. დანარჩენი ოთახი ჩაბნე-
ლებული იყო.
– დაიკო, უკვე გვიანია. დაიძინე. ყველაფერი მოგვარდება, –
თქვა როიამ.
ზარიმ კიდევ რაღაცები იბოდიალა ყვავილებზე, სატელეფონო
ზარებზე, კაბის ქვეშ ჩასაცმელ ქვედატანსა და ჯეკზე. მერე ადგა,
სიბნელეში წავიდა და ჯერ ფეხსაცმელები რიგრიგობით მოძებნა
ფათურით. მიმავალ ზარის ხელის თითებზე ჰქონდა ჩამოკიდებული
ფეხსაცმელები. ოთახიდან გასვლამდე დაიჩურჩულა და თან თით-
ქოს დაიყვირა: – იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რომ იმ ბიჭთან
ყველაფერი სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა!
ჩრდილები თასმასავით გაიკლაკნა ოთახში ზარის წასვლის შემ-
დეგ. როია ვერაფრით ვერ აიძულებდა თავს, რომ ახლა საქორწინო
სამზადისზე ეფიქრა. რამდენი ყუთი დასჭირდებოდა ნიუ-ინგლენ-
დში გადასაბარგებლად? თბილი ქურქიც უნდა ეყიდა, რაღა თქმა უნ-
და. მშობლებისთვის უნდა დაერეკა და შეეტყობინებინა მოსალოდ-
ნელი ქორწილის შესახებ.
მამა ვოლტერის გაცნობას მოისურვებდა – წესით, ჯერ მამას უნ-
და გაეცა ქორწილის თანხმობა. ყველაფერი უკუღმა მოხდა, რადგან
როიამ ვოლტერის წინადადება მშობლების თანხმობამდე მიიღო.
თუმცა, ყველაფერი ისე თავდაყირა იდგა ამ ქვეყანაში, ხოლო დედ-
მამა ისე შორს ჰყავდა, განა სხვა არჩევანი ჰქონდა? ალბათ, შვებით

215
ამოისუნთქებდნენ როიას დანიშვნის ამბავს რომ შეიტყობდნენ. რა-
საკვირველია, ძალიან ნერვიულობდნენ იმაზე, რომ ბაჰმანთან გან-
შორების შემდეგ როია აღარ გათხოვდებოდა. ღმერთმა დაიფაროს,
ისეთი ზიანი არ მისდგომია, რაც განქორწინების შემთხვევაში მიად-
გებოდა, მაგრამ, მაინც სადარდებელი იყო. მათ ხომ ქორწილი ჩა-
უშალეს – ყოველ შემთხვევაში, ბაჰმანის დედამ ჩაშალა. ნიშნობის
გაუქმებამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მათ წრეში გარკვეუ-
ლი ხანი ლაპარაკობდნენ ამაზე. თუმცა, ვოლტერი ამერიკელი იყო;
აქაურობის, ამ ქვეყნის ბინადარი. ალბათ, სულ ეს იყო, რაც ეწერა.
ეს იყო როიას შუბლზე ამოტვიფრული ბედი.
რასაკვირველია, კაბა დასჭირდებოდა. ზარიმ სწორად თქვა.
საქმეების სიას ესეც დაუმატა.
საყვარელი, ძვირფასი ვოლტერი. ძალიან კეთილია, არა? ის
არასოდეს უღალატებს. როიას დედამისიც მოსწონდა – ერთ შაბათ-
კვირას როიამ ვოლტერის დედაც გაიცნო. ის თავშეკავებული, თუმ-
ცა ძალიან თავაზიანი იყო. სულ იმას ამბობდა, ვოლტერის მამა ძა-
ლიან ბედნიერი იქნებოდა, ცოცხალი რომ იყოსო. ვოლტერის და
პატრისია ცივად შეხვდა, თუმცა, ვოლტერმა მხოლოდ მხრები აიჩე-
ჩა და წასჩურჩულა: „ნიუ-ინგლენდი.“ თითქოს ნიუ-ინგლენდი ყო-
ფილიყო მისი დის საქციელის მიზეზი. როიამ გადაწყვიტა, მხოლოდ
ვოლტერზე და მოსაგვარებელ საქმეებზე ეფიქრა.
თუმცა, ყელში გაჩხერილი ბურთი ვერა და ვერ მოიშორა.
იმ ბიჭთან ყველაფერი სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
ახლა ვოლტერისეულ ლობსტერებიან ცხოვრებას შეერეოდა.
სამუდამოდ.
იმ ბიჭთან ყველაფერი სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.
როიამ ხახვიანი ხელები მისის ქიშფოს სავარძელს ჩასჭიდა და
შეიცადა, ვიდრე ყელში მოწოლილი ბურთი გაუქრებოდა და ყლაპ-
ვის საშუალებას მისცემდა. დროთა განმავლობაში. დროთა განმავ-
ლობაში გაუარა.

216
კეიპ კოდის44 ერთ-ერთი სასტუმროს მოაჯირებსა და მაგიდებს
კრემისფერი ვარდები ფარავდა. შუა ზაფხული იდგა. ნიუ-ინგლენ-
დის ცა თვალისმომჭრელად ცისფრად ელვარებდა. როია ისე მი-
დიოდა გასასვლელში, თითქოს სადაც იყო, გული უნდა წასვლოდა.
კაბა ზარისთან ერთად შეარჩია სან ფრანცისკოში. გრძელ, ფუშფუშა
ქვედაბოლოში თავი თოჯინა ეგონა. წელზედა ნაწილი მაქმანისა
იყო, ქვედატანი კი კრემისფერი სატინის. ამერიკაში დედა და მამაც
ჩამოსულიყვნენ. მათ მკლავებში როიამ სანუკვარი თავშესაფარი
პოვა, კინაღამ ხელებში ჩაადნა აეროპორტში. მთელი ეს ხანი ძალი-
ან ენატრებოდა ორივე – იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თავად ეგონა.
ირანიდან გამოგზავნილი წერილები, ტელეფონის ყურ-მილში ყვი-
რილი და როიას შეპირება, მე და ზარი ერთმანეთზე ვიზრუნებთო,
ვერ იყო მშობლებთან ჩახუტებისა და დედას ლიმონის სურნელის
მაგიერი. მამა თითქმის გამელოტებულიყო და უფრო პატარა ჩანდა,
რადგან წელში იყო მოხრილი. დედა ისევ მაგრად იდგა, თუმცა,
როიას ასეთი თმაჭაღარ დედამისი არ ახსოვდა. უშველებელ ამერი-
კულ სასტუმროში როიას მშობლები პაწაწინები ჩანდნენ და ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს უადგილო ადგილას მოხვედ-
რილიყვნენ; უღიმოდნენ და თავს უქნევდნენ ვოლტერის დედას, მის
მაღალ, ვეებერთელა, ქერა ნათესავებს ხელს ართმევდნენ და ცოტა
დაბნეულები ჩანდნენ. მუდმივად სჭირდებოდათ თარგმანი და ახ-
სნა-განმარტებები.
– დაიკო, გაიღიმე, გაიღიმე! – ზარი დარბაზში მკვეთრად დაგოგ-
მანებდა თავის ღია ფერის ვარდისფერ მარმაშის კაბაში, რომელსაც
წელზე ქამარი ჰქონდა მოჭერილი და ტანს კარგად აჩენდა. ზარი
ლენტებს ჭიმავდა და მაგიდის გადასაფარებლებს ასწორებდა. და-
ნარნარებდა და ყოველ კერძს ამოწმებდა. მთელი ღამე როიას მია-

44
ნახევარკუნძული მასაჩუსეტსში

217
თრევდა საცეკვაო მოედანზე და ამოწმებდა, ვოლტერს ჰალსტუხი
ხომ არა აქვს მოგრეხილიო.
– მშვენივრად გამოიყურები, ძვირფასო, – თქვა ვოლტერის დე-
დამ, ელისმა, – ჩემო კარგო, ძალიან ლამაზი ხარ. ოჰ, ვოლტერ.
როგორ მინდა, მამაშენი ცოცხალი იყოს.
წესისამებრ, საქორწინო ცერემონიის დროს როიამ ვოლტერს
აკოცა და ხელი დაუქნია შეკრებილ სტუმრებს, ტაშს რომ უკრავდნენ
და კოცნას ითხოვდნენ. კითხვაზე, ასეთი ბედნიერი ხომ არასოდეს
ყოფილხარო, როია თავს უქნევდა და სასურათე პოზებს იჭერდა.
თან ცდილობდა, არ განძრეულიყო.
როიამ და ვოლტერმა თავ-თავისი სასწავლებლები რომ დაამ-
თავრეს (როიამ – მილისის კოლეჯი, ვოლტერმა კი კალიფორნიის
უნივერსიტეტი ბერკლიში), როია ირანში უნდა დაბრუნებულიყო.
წლების წინ, საუზმეზე, მამა პურ „ბარბარის,“ ფეტასა და ალუბლის
მჟავე მურაბას შეექცეოდა და ამბობდა, რომ როია მეორე მადამ კი-
ური ან ჰელენ კელერი გახდებოდა. თუმცა, ახლა შეეძლო „ქალბა-
ტონი მეცნიერი“ ყოფილიყო – მენზურები ჰაერში აეწია, სინათლეზე
გაეხედა, ამოცანა ამოეხსნა და მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაეკე-
თებინა, ამ ქვეყნად არსებულ ცოდნას რომ მთლიანად გადაატრია-
ლებდა – აი, რისი კეთება შეეძლო ნიუ-ინგლენდში.
ბოსტონის გარეუბანში როიამ და ვოლტერმა პატარა, თეთრად
შეფეთქილი კოლონიური სტილის სახლი შეიძინეს, მუქი მწვანე და-
რაბებით. ვოლტერი ჯერ ისევ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი
იყო, თუმცა, წინასწარი შენატანის გადახდაში ვოლტერის დედა
ულაპარაკოდ დაეხმარათ. ვოლტერი სამუშაო დღეებში მატარებ-
ლით დადიოდა ბოსტონის უნივერსიტეტში, შაბათ-კვირაობით კი
როიას ქალაქს ათვალიერებინებდა. მათი სახლი სულ რაღაც ერთი
მილის სავალზე მდებარეობდა იმ ველიდან, სადაც ამერიკის რევო-
ლუცია დაიწყო, სადაც მინიტმენები45 დაეცნენ 1775 წლის 19 აპრი-
ლს, სადაც ბრიტანელი წითელხალათიანები ამერიკის არმიის მა-

45 სახალხო პოლიციის ჯარისკაცი 1775-83 წწ. დამოუკიდებლობისათვის ომისას

218
მაც ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ და აჯანყება აიძულეს.
ვოლტერმა ეს ყველაფერი დიდი სიამაყით უამბო. როია იმ ად-
გილზე წაიყვანა, საიდანაც სროლის ხმა მთელ მსოფლიოში ისმოდა
და უჩვენა დაღუპულების ხსოვნის უკვდავსაყოფად განთავსებული
ქვის მონუმენტები. ხასხასა მწვანე ბალახზე მდგარმა როიამ გა-
იფიქრა, ნეტავ, თუ დადგება დღე, როდესაც 1953 წლის აგვისტოს იმ
ცხელ დღეს, თეირანის მოედანზე დახოცილებისთვისაც აღიმართე-
ბა მემორიალიო.
ასეთ დღეს, ალბათ, დადგომა არ ეწერა. ამ უკიდეგანო სიმწვანე-
სა და ახალ სამყაროში როიამ საპიკნიკე საფენი გაშალა და მეუღ-
ლესთან ერთად ლობსტერის რგოლები და ჯანჯაფილის ლუდი მი-
ირთვა. ლუდმა ყელი ჩასწვა. წყალი ერჩივნა, თუმცა, ვოლტერმა
თქვა, ჩემმა მაგარმა გოგომ ლუდის გემო უნდა შეიყვაროსო. როიამ
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, აუცილებლად შევიყვარებო.
რასაკვირველია, როიას მშობლები ქორწილის შემდეგ ირანში
დაბრუნდნენ. როია ვერ გაესაუბრებოდა დედამისს და ვერ ჰკითხავ-
და, რამდენი პამიდორი უნდა დაეხარჯა ლუ-ბია ფოლუზე, 46ვერც
ადგებოდა და დედას ვერ შეუვლიდა, ბაზარში წამომყევიო. მამამისს
ვერ წაუკითხავდა საგაზეთო სტატიების სათაურებს, ვერც გვერდზე
ჩამოუჯდებოდა და ერთად ვეღარ იცინებდნენ სულელ ლუსილ
ბოლზე47 შოკოლადით რომ იყო ლოყებგამობერილი. როიას ძალი-
ან უნდოდა, მის მშობლებსაც ენახათ ვოლტერის ნაყიდი ტელევიზო-
რი. უნდოდა, ქუჩის ბოლოში დედას სახლი ყოფილიყო, მიერბინა,
ლოყაზე ეკოცნა და ეთქვა, ფეხზე ჩაიცვი, სასეირნოდ მივდივართო.
ზარი და ჯეკი რომ დაქორწინდნენ, დედა და მამა ქორწილში არ
ყოფილან. ზარიმ ისე სწრაფად, სულ რაღაც სამ კვირაში დაგეგმა
ქორწილი, რომ სტუმრების დაპატიჟება ძლივს მოასწრო. გარდა
ამისა, როიას ქორწილში ჩამოსვლა მშობლებს ძვირი დაუჯდათ და

46
სპარს. ბრინჯით, მწვანე ლობიოთი და ცხვრის ან საქონლის ხორცით
მომზადებული ირანული კერძი.
47
ამერიკელი მსახიობი ქალი.

219
ასე მალე იმავეს ვეღარ გაიმეორებდნენ. ბერკლის კამპუსის სეკ-
ვოიას ხეების ქვეშ ჯეკმა დაიჟინა, დაბოლილმა რომ დავწერე, ის
ლექსები წაგიკითხოთო. როიამ ფრთაშესხმულმა უყურა ამ წარ-
მოდგენას, დაიკოს გადაეხვია და იმედი დაიტოვა, იქნებ, მთლად
მშივრები არ დაიხოცონო.
– მართლა მხოლოდ პოეტობას აპირებს? დიდად სტაბილური
თანამდებობა ვერ უნდა იყოს.
– რა უცნაურად ლაპარაკობ! – წამოიძახა ზარიმ. მერე კი ხმას
დაუწია, – ნუ ღელავ, დაიკო! მინდა, ჯეკს სარეკლამო საქმე გავაც-
ნო. ვფიქრობ, ძალიან მოეწონება. ის ხომ ძალიან შემოქმედებითი
ტიპია. რაც შეეხება ლექსებს, ეს ნიჭი სარეკლამო პროდუქტის შექ-
მნაში შეიძლება გამოიყენოს.
– როგორც შენ იტყვი, – უპასუხა როიამ, თუმცა, ნერვიულობა არ
შეუწყვეტია.
გოგონები ქმრებთან ერთად მოპირდაპირე სანაპიროებზე და-
ფუძნდნენ. ერთმანეთს ხშირად სწერდნენ, შიგადაშიგ კი ტელეფო-
ნითაც ლაპარაკობდნენ. როია ღრმად ჩაეფლო ჩრდილო-აღმოსავ-
ლურ ცხოვრებაში. ზარი ჯეკთან ერთად დაქროდა კალიფორნიაში.
თავდაპირველად ჯეკის მეგობრებთან ერთად დადიოდნენ ხან სად
და ხან სად. მერე კი როიამ ზარის წერილით ახალი ამბავი შეიტყო:
ჯეკს თმის შეკრეჭაზე თანხმობა განეცხადებინა. სარეკლამო ფირმა-
ში მუშაობასაც არ უარობდა. ნულიდან უნდა დაეწყო ყველაფერი.
თუმცა, განა შემოქმედი გენიოსი დიდხანს დარჩება ნულზე? არა,
ხომ?
ყველას ერთი სული ჰქონდა, როიას მუცელი გაზრდოდა და ბავ-
შვი გაეჩინა. ვოლტერის დედა ელისი იმედიანად უღიმოდა როიას
მუცელს იმ სურვილით, რომ შიგნით სიცოცხლე ჩაისახებოდა. ძა-
ლიან რთული იყო მათთვის იმედის გაცრუება.
ერთ საღამოს, ბოსტონის ცენტრიდან ვოლტერის და ესტუმრათ.
როია ხორცითა და მოხარშული სტაფილოთი გაუმასპინძლდა. არ
უნდოდა, სპარსული სამზარეულოთი შეეწყინა თავი. ბოლო ვიზიტი-
სას ქათამი და ქლიავის ხორეში მიართვა, პატრისიამ კი კერძი თა-

220
ვის თეფშზე გვერდით მისწია და ამოიოხრა. როია ისე შეწუხდა, რომ
მერე მთელ საჭმელს სანაგვეში გადაუძახა. რა უაზრობა იყო. პატ-
რისიას აშკარად არ მოეწონა მისი მომზადებული კერძი, თუმცა, ნამ-
დვილად გემრიელი იყო. როიას კი ყველაზე მეტად ის აწუხებდა,
რომ ვოლტერის უფროს დას არც როია ეხატებოდა გულზე.
– აბა, რა არის ახალი ჩვენი საყვარელი წყვილის, ვოლტერისა
და როიას ცხოვრებაში? – გამომცდელად იკითხა პატრისიამ სადი-
ლობისას მას შემდეგ, რაც თავის თეფშზე მოთავსებულ ხორცის ნა-
ჭერი დაყნოსა.
– ეს დღეებია, ვოლტერი ძალიან ბევრს მეცადინეობს. ღამითაც
კი, – უპასუხა როიამ.
– ძალიან კარგი. სავსებით გასაგებია, რომ სამართლის ფაკულ-
ტეტზე ამდენი მეცადინეობა უწევს, ხომ? შენს თავზე არ მიიღო, როი-
ა. კარგად უნდა ისწავლოს. აქ ასეა.
– არა, მე მინდოდა, მეთქვა, რომ... – წამოიწყო როიამ.
– ვოლტერ, საკმარისად თუ ისვენებ? კარგად თუ ჭამ? – შეაწყვე-
ტინა პატრისიამ როიას, – შემწვარ ხორცს მოგიტან ხოლმე, თუ გინ-
და. მშვენიერი შესვენება გამოგივა... ამ ყველაფრიდან.
– ოჰ, როია ყველაფრით უზრუნველმყოფს. ყველაფერი კარგად
მაქვს. თუმცა, მადლობელი ვარ, პატრისია.
– მაშინ, კარგი, – დაჭიმული ღიმილი გამოიმეტა პატრისიამ, –
ბოდიშს ვიხდი.
სადილობა ჩუმად განაგრძეს. რამდენიმე წუთში პატრისიამ ჩან-
გალი ასწია და თქვა:
– აბა?
– რა „აბა?“ – მოქანცული ხმით გაეპასუხა ვოლტერი.
– ოჰ, მაინცდამაინც ორივეს უნდა დაგიღეჭოთ და ისე გითხრათ!
რა აბა და მაინტერესებს, ბავშვის ინიციალებს თუ ამოვქარგავ სა-
ბანზე მალე?
როიას მთელი ტანი დაეჭიმა.
– ახლა მომისმინე, პატრისია. უნდა გაიგო, რომ როია თანამედ-
როვე ქალია. ღვთის გულისათვის, 1959 წელია, – ვოლტერმა თავი

221
სი ჯინ-ტონიკი მოსვა, – მუშაობა უნდა, – დაუმატა მერე, – მეცნი-
ერად. და ძალიან კარგი კვალიფიკაციაცაქვს. შენ ეს იცი. განცხადე-
ბებს აგზავნის და სამსახურს ეძებს, რაც აქ გადმოვედით, აღმოსავ-
ლეთში.
პატრისიას ჩანგალი ჰაერში გაშეშებული დარჩა. როდის-როდის
დადო და თქვა:
– ენას ნუ მიჩლექ, ვოლტერ. თითქოს მე არ ვმუშაობდე! მაგრამ,
რაკი ცოლი მოიყვანე, ეს იმასაც ნიშნავს, რომ შვილები უნდა იყო-
ლიო. სულ ესაა, – თავად პატრისიას ოჯახი არასოდეს ჰყოლია.
ვოლტერზე ხუთი წლით უფროსი იყო. ბანკის ფინანსურ განყოფი-
ლებაში მუშაობდა. რიცხვებთან ურთიერთობა საკმაოდ კარგად გა-
მოსდიოდა და სულ უფრო და უფრო უკმაყოფილო იყო სამდივნო
საქმიანობით, რომელზეც ჩამოაქვეითეს.
– სასმელი კიდევ ხომ არ მოგიტანო, პატრისია? – ჰკითხა ვოლ-
ტერმა.
პატრისიამ მრისხანედ შეხედა და რაღაცა გაუგებრად ჩაიბურ-
ტყუნა.
ვოლტერმა თანხმობად ჩათვალა ეს ბურტყუნი და სამზარე-
ულოსკენ გაეშურა.
– ერთი – ორი წელი მინდა ვიმუშაო, – თვინიერად თქვა მულთან
მარტო დარჩენილმა როიამ. პატრისიას სიტყვებმა აანერვიულა.
ქორწილი, ქმარი, სახლი გარეუბანში – ეს ყველაფერი ადვილი შე-
საგუებელი იყო და გადაუჭრელ საკითხებად აღარ მიიჩნეოდა. აი,
ბავშვებზე ფიქრი კი თავზარს სცემდა. დედობისთვის ჯერ მზად არ
იყო.
პატრისიამ ხორცი მოკბიჩა, დაღეჭა და გადაყლაპა. მერე ტუჩის
კუთხეები ხელსახოცით სათუთად მოიწმინდა.
– ყველაფერს მხოლოდ ის ვერ მოაგვარებს შენს ცხოვრებაში,
რომ ახლა ამერიკაში ხარ. ასე არ ხდება.
– ოჰ, ვიცი, – თქვა როიამ, – რა თქმა უნდა, ვიცი,– თავი ვერ შე-
იკავა და ბოლო სიტყვები გადამეტებული ამერიკული აქცენტით უთ-
ხრა.

222
პატრისია რამდენიმე წამით მიაშტერდა. მერე კი ჩაიბუტბუტა:
– საწყალი ვოლტერი.
პატრისიას არასოდეს დაუმალავს, რომ მისი აზრით, საკმაოდ
ცუდი გადაწყვეტილება იყო, მისმა ძმამ მაინცდამაინც ირანელი სა-
პატარძლო რომ არჩია მათ საზოგადოებრივ წრეში დამკვიდრებულ
თეთრკანიან, ასპროცენტიან ამერიკელებს. ახლა კი მართლა აცო-
ფებდა ეს პატარა ირანელი გოგო,ფუჭად რომ დაეჩემებინა, უნდა ვი-
მუშაოო.
– შენ ახლა ვერაფერს წყვეტ, გაიგე? – უთხრა პატრისიამ, –
ვოლტერმა უნდა აწონ-დაწონოს ყველაფერი.
– პატ, აჰა! – დაბრუნებულმა ვოლტერმა დას მარტინის ახალი
ჭიქა მიაწოდა. ნაძალადევი მხიარულება კი როიას გამომეტყველე-
ბის დანახვისთანავე გაუქრა, – რაიმე გამომრჩა?
– არაფერი, ძვირფასო ვოლტერ, – პატრიციამ სასმელი გამოარ-
თვა, – ზოგიერთებს უბრალოდ ჰგონიათ, რომ საკუთარი ბედ-იღ-
ბლის მართვა შეუძლიათ. სულ ესაა. მეტისმეტი გულუბრყვილობა
და სისულელეა, რომ იცოდე.
რამდენიმე კვირის შემდეგ, ლექციებიდან დაბრუნებულმა ვოლ-
ტერმა ქურასთან მდგარ როიას აკოცა და უთხრა:
– იცი, ჩემს ერთ თანაკურსელს ჰყავს და, რომელიც ბიზნესის
სკოლაში მუშაობს. ბავშვს ელოდება და სამსახურიდან მიდის.
– ყოჩაღ, – უპასუხა როიამ. პატრისიასთან სადილზე საშინელი
საუბრის შემდეგ ვოლტერს ბევრჯერ გაუმეორა, რომ ბავშვებისთვის
მზად არ იყო. ვოლტერმა უპასუხა, ვიცი და აჩქარება არ გვარგებსო.
ჩემს დას შენს საქმეებში ცხვირს ნუ ჩააყოფინებო. ახლა კი საიდან
მოიტანა ვოლტერმა ვიღაცის ბავშვი?
– ჰოდა, ეს ჩემი კურსელი ამბობს, ჩემი დის ადგილი გათავისუფ-
ლდებაო.
როიამ სოუსის მორევას თავი ანება.
– მისმინე, ვიცი, რომ ეს ბიზნესის სკოლაა და ის არ არის, რაც
შენ გინდა. მაგრამ, სამუშაო გამოჩნდა, როია. გარდა ამისა – შეგიძ-
ლია ყველას დაასწრო და განაცხადი გააკეთო. მალე ოფიციალურა-

223
და გამოაცხადებენ და ზღვა განაცხადები მიაწყდება.
– მდივნობა არ მინდა, – როიას გაახსენდა პატრისიას ვიწრო
ქვედაბოლო და მოტმასნილი სვიტერი, ბანკში ბეჭდვა ვიღაც კაცებ-
თან თანდასწრებით, რომლებიც ლამის იყო, გამსკდარიყვნენ ფუჭი
ამბიციებით.
– როია, ვიცი, ეს ლაბორატორია არ არის, მაგრამ, კარგი თანამ-
დებობაა.
ლაბორატორიაში მუშაობის დაწყება იმაზე რთული აღმოჩნდა,
ვიდრე როიას წარმოედგინა. ქალებისთვის პოზიცია იშვიათად
ცხადდებოდა. როიას უნდოდა ტექნიკურ მოსამსახურედ, ანუ ნული-
დან დაეწყო მუშაობა. თუმცა, ლაბორატორიებში მის მიმართ სურ-
ვილს არ გამოხატავდნენ. ერთ ლაბორატორიაში ჭურჭლის მრეცხა-
ვად შესთავაზეს მუშაობა: მენზურები და სატესტო მილები უნდა
ერეცხა ხელით, ფრთხილად, როგორც გასაუბრებაზე უთხრეს. როი-
ამ თავისი სრულყოფილებამდე მისული აკადემიური მოსწრების
ფურცელი და ქიმიის ბაკალავრის დიპლომი აჩვენა. ლამის 1960 წე-
ლი დამდგარიყო, მაგრამ, სადაც კი როია მიდიოდა, ყველგან მამა-
კაცი კანდიდატები ერჩივნათ. გარდა ამისა, როია მაინც უცხოელი
იყო. იმ ქალთა უმცირესობას მიეკუთვნებოდა, მუშაობა რომ სურ-
დათ. ქალთა უმრავლესობას ბოსტონის გარეუბნებში ხომ შინ ჯდო-
მა და ქმრებისთვის გაწკრიალებული სახლ-კარის დახვედრებაც
ხიბლავდა.
– აბა, გილოცავ, – თქვა პატრისიამ, როდესაც შეიტყო, რომ რო-
ამ ბიზნესის სკოლაში მდივნის ადგილი იშოვა, – ახლა ვინ მოუმზა-
დებს საჭმელს და ვინ მიხედავს საწყალ ვოლტერს?
– მე, როგორც ყოველთვის, პატრისია. შენ ნუ ინერვიულებ.
როიამ ოხრახუში, ქინძი, ისპანახი და პიტნა დაჭრა. სქელზე ოშის
სქელი წვნიანი მოამზადა, მერე კი ვოლტერთან ერთად თითო ჭი-
ქით აღნიშნა მუშაობის დაწყება.
პატრისიას უკმაყოფილებისა და ელისის ნაღვლიანი მზერის მი-
უხედავად, ვოლტერი მაგრად დაუდგა დედას და დას. მისთვის როი-
ას სურვილი უპირატესი იყო, ვიდრე – ბავშვების ყოლა.

224
მომდევნო წელს და მერეც ვოლტერი ფრთხილად ეკითხებოდა
როიას, ხომ არ გადაიფიქრეო. როია ვერ უმხელდა, რომ ახალი სი-
ცოცხლის შექმნისა და მასზე დამოკიდებულებისა ეშინოდა. თავი-
დან არ ამოსდიოდა ეს საძაგელი კითხვა: ბავშვს რომ რამე დაემარ-
თოს, რა უნდა ვქნა?
ქალბატონი ასლანის უცნაური ფრაზა, რომელიც ლამის საუკუ-
ნის წინ ჰქონდა გაგონილი, ყველაზე რთულ წამებში ახსენებდა
თავს. ბავშვები კვდებიანო, ასე თქვა. რა გიჟი ცოლივით ფიქრობდა
როია? პატრისიამ სწორად თქვა. საწყალი ვოლტერი. მართლაც
საბრალო!
წლების მანძილზე როიას ყველაზე დიდ დანაკარგად თავისი
პირველი სიყვარული მიაჩნდა. ანდა – წიგნის გამყიდველი, მის
ფერხთით რომ განუტევა სული. როიას წარმოდგენა არ ჰქონდა,
რომ მომავალი გაცილებით მეტს უმზადებდა: დანაკარგს, 1953
წლის ზაფხულს ბავშვურ თამაშად რომ მოაჩვენებდა.

მკითხველთა ლიგა

225
ნაწილი მეოთხე
თავი ოცდამეერთე

1958 წელი

ბავშვების დაბადება


ალ-ვაჟს ერთდროულად არ ველოდი! ეს სიხარული განსა-
კუთრებულია, რადგან თან დაღლა ერთვის: ეს სიყვარული
მთლიანად მფარავს. ჩვენი ყველა ფიქრი მათ ეკუთვნის. დალოცვი-
ლები ვართ და შიშიც გვიპყრობს. დაე, ღმერთი იყოს მათი მფარვე-
ლი.
ამას წინათ, ღამით სამსახურიდან რომ დავბრუნდი და მზარეულ-
მა კვერცხისა და ნივრის კერძი მომიმზადა, რომელზეც ჩრდილოეთ-
ში, მის სოფელში, გიჟდებიან, ტყუპებმა სწორედ მაშინ მოაღეს პირი.
შემიძლია ვთქვა, რომ მსახურები და ძიძა რომ არ გვყოლოდა, შაჰ-
ლა ნამდვილად ვეღარაფერს გააწყობდა. დედა გვესტუმრა და მშვი-
დად, თავისთვის იჯდა კუთხეში.
ერთი წამითაც კი არ მავიწყდება ის სისასტიკეები, რაც დედაჩემ-
მა გითხრა. მრცხვენია, რომ საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებ-
და, მრცხვენია იმ ძალადობრივი და მტკივნეული სიტყვების გამო.
მახსენდება, ჩვენთან რომ მოხვედი და დედაჩემმა გული გატკინა
თავისი სიტყვებით. ტკივილი მოგაყენა. შეგაშინა. დავრწმუნდი,
რომ საშინლად მოგექცა. გარდა ამისა, ისიც მესმის, რატომ დაფ-
რთხი.
თუმცა, ეს ამბავი მაინც უნდა იცოდე: მე ჩემი მშობლების პირვე-
ლი შვილი არ ვარ. არც მეორე, არ მესამე. არც მეოთხე. მეხუთე ვარ,
ჩემამდე კი ყველა დაიღუპა. ორი მათგანი მკვდარი დაიბადა, ერთმა
დაბადება ვერ მოასწრო და მუცელში, ორსულობის მერვე თვეში და-

226
იღუპა, მეოთხე კი გაჩნდა, მაგრამ, ერთი წელიც კი ვერ შეუსრულდა.
ჩემი მშობლები არ ნებდებოდნენ, რაც მათი სურვილსა და დაუზო-
გავ დროს ადასტურებდა.
არ ვიცი, ჩემს შემდეგაც შეეძინათ თუ არა შვილი. მგონი, კი. მე
ძალიან პატარა ვიყავი და არ დამამახსოვრდა, კიდევ ერთი შვილი
როგორ მოუკვდათ. დედაჩემმა ამ გარდაცვლილ ჩვილებზე მხო-
ლოდ მაშინ მიამბო, სხვა გზა რომ აღარ დარჩა. იმ დღის გახსენებაც
არ მინდა. ყველაფერი შეიცვალა მაშინ ჩვენთვის. შენთვის და ჩემ-
თვისო, იტყვი ალბათ.
რასაკვირველია, იმ დროში მხოლოდ დედაჩემს არ უკვდებოდა
შვილები, თუმცა, სხვებმა უკეთ აიტანეს ეს განსაცდელი, როგორც
ჩანს. ალბათ, მთავარი მაინც ისაა, რომ ზედიზედ დაეხოცა ამდენი.
მის მელანქოლიას ამ ბავშვების სიკვდილს ვაბრალებდი. მის
დეპრესიასა და განწყობის ცვალებადობას, არასტაბილურობასა და
ყველაფერს ამ განსაცდელს მივაწერდი.
საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ამ ყოველივეს წინ უძღოდა დანა-
კარგი, რაზეც შემდეგ აეწყო ეს მოვლენები?
იმედია, კარგად ხარ მანდ, ამერიკაში. კარგად იყავი. უსაფ-
რთხოდ იყავი. იმედი მაქვს, ჯანმრთელი და ბედნიერი ხარ.
მხოლოდ შვილები მაძლევენ ძალას, რომ ცხოვრება გავაგრძე-
ლო. გესმის, რას ვამბობ?

მკითხველთა ლიგა

227
თავი ოცდამეორე

1962-1963 წლები

მერიგოლდი

„დაიკო, მე და ჯეკს შვილი გვეყოლება. გარდა ამისა,ბადრიჯ-


ნის ხორეშის მომზადება ვისწავლე, ოღონდ ბადრიჯნის გა-
რეშე!“
როიამ ზარის წერილი ჩაამთავრა და ფაქიზად დადო მაგიდაზე,
შესასრულებელი საქმეების დოკუმენტებთან. პასუხი ფარსიზე და-
უწერა, ხოლო სიტყვა „გილოცავთ“ დიდი ინგლისური ასოებით მი-
ამატა ფურცლის ბოლოში. კონვერტს ენა რომ გაუსვა და დააწება,
როიას საკუთარი მიზნები გაახსენდა. ბიზნესის სკოლაში მდივნად
მუშაობდა. თავს არ ზოგავდა. ბეჭდვის სიჩქარეს უმატებდა და უმა-
ტებდა. ასეთ სამუშაოს სულაც არ ელოდა, თუმცა, როგორც ზრდას-
რული ადამიანი, რომელმაც ახალი ცხოვრება დაიწყო, დათმობაზე
მიდიოდა. ასეთი თამაში შესთავაზა ცხოვრებამ. მეცნიერების სფე-
როში კარგი (ან ნებისმიერი) სამუშაოს შოვნა უბრალოდ შეუძლებე-
ლი იყო, თუმცა, იმიტომ კი არა, რომ როია არ ცდილობდა. კარგად
ხვდებოდა, რომ ამ ყოველივეს მიზეზი მისი სქესი – ქალობა იყო.
საზღვრები უკვე იმითაც დარღვეული ჰქონდა, რომ მუშაობა სურდა.
მეცნიერების სფეროში კი ის აზრი ბატონობდა, რომ ქალს მხოლოდ
მაღალი კვალიფიკაციის მქონე მამაკაცის წყალობით თუ დაასაქ-
მებდნენ. ხოლო, თუ იმას გავითვალისწინებდით, რომ როია უცხოე-
ლი იყო – განა მხოლოდ ამ ქვეყანაში ყოფნითაც მადლობელი არ
უნდა ყოფილიყო? ეს ფარული შეხედულება იკითხებოდა კეთილ-
მოსურნე მეზობლებისა და მეზობლების დამოკიდებულებაში.

228
როიამ თავისი ამბიცია უკან დასწია.
გულის კუნჭულში სულ ღრღნიდა ერთი საკითხი. პატრისია მარ-
თალი იყო: როიას ნამდვილი ოჯახის შექმნაზე უნდა ეზრუნა. კი მაგ-
რამ, რისი ეშინოდა ღვთის გულისათვის, რატომ ფიქრობდა მაინ-
ცდამაინც ცუდზე? ფოსტაში წავიდა და ზარის წერილი გაუგზავნა.
კვირის ბოლოს დაურეკავდა კიდეც და საჩუქარს გაუგზავნიდა. რა
თქმა უნდა. რა თქმა უნდა. შინ მალევე დაბრუნდა და ერთი წამითაც
არ დავიწყებია თავისი გეგმები. ძალიან უხაროდა ზარისა და ჯეკის
ამბავი. მართლა ბედნიერი იყო.
მაგრამ, ხალხო, როია ხომ ძალიან დაკავებული იყო, გაიგეთ! წა-
მითაც არ ეცალა.
ზოგჯერ ბაჰმანი ესიზმრებოდა. მისი ღიმილი, მუშკის სურნელი,
იმედიანი მზერა, მისი შეხება. ესიზმრებოდა, წიგნებზე რომ მიაყ-
რდნო მაღაზიაში, ახსენდებოდა მასთან პირველად გასინჯული ეს-
პრესოს გემო, ტკბილეულობა, ჩახუტება... გაღვიძებული ნატრობ-
და, ნეტავ, ეს ყველაფერი თავიდან ამომიფრინდესო. ამჟამინდელ
ცხოვრებაში ვერ გარევდა ამ ამბებს. სიზმრად მოსული ბაჰმანი მა-
რად ახალგაზრდა იყო, ზოგჯერ – ბედნიერიც.
სპარსულ ახალ წელს, ტელეფონზე საუბრისას ჯაჰანგირმა უთ-
ხრა, ბაჰმანსა და შაჰლას შვილები შეეძინათო. ტყუპები. ტყუპები!
წელიწადში ერთხელ ჯაჰანგირთან სატელეფონო საუბარი ერთა-
დერთი გზა იყო როიასთვის, რომ ბაჰმანზე რაღაცისთვის მოეკრა
ყური. დედა და მამა ბაჰმანს არ ახსენებდნენ. ამერიკაში გადმოს-
ვლიდან პირველი ორი წლის განმავლობაში რამდენიმე სკოლელ
გოგოსთან კი ჰქონდა მიმოწერა ირანში. ორ ბიძაშვილთანაც. თუმ-
ცა, თვეები რომ გავიდა, წერილები შეწყდა. მეტისმეტად შორს იყ-
ვნენ ერთმანეთისგან. მეტისმეტად დიდი დრო გავიდა. მერე მხო-
ლოდ ირანში დარჩენილ მშობლებსღა სწერდა და ზარის, კალი-
ფორნიაში. აი, ჯაჰანგირთან წელიწადში ერთადერთი სატელეფონო
ზარი კი იმ წარსულთან აკავშირებდა, რომელსაც ვერაფრით ივიწ-
ყებდა მიუხედავად იმისა, რომ ტკივილით იყო სავსე.
ვოლტერი ბეჯითად სწავლობდა. როიას უხაროდა – ჯანმრთელი

229
იყო, კმაყოფილი – სამუშაოზე კარგად მოეწყო ჰარვარდის ბიზნეს
სკოლაში, იგივე ჰვბ-ში, როგორც აქ ეძახდნენ.
ამერიკელებს ძალიან მოსწონდათ შემოკლებული სახელწოდე-
ბები. თავაზიანი თანამშრომლები ჰყავდა, ზოგჯერ სიკეთესაც იჩენ-
დნენ. როიას კმაყოფილებით ავსებდა დილაობით საბეჭდ მანქანაში
ქაღალდის ჩასმა, დეკანისადმი და სხვა პროფესორებისათვის წერი-
ლების მიწერა, შენიშვნების გაკეთება, დოკუმენტების დალაგება და
ყველაფრის წესრიგში მოყვანა. მოსწონდა, ყველაფერს რომ აკონ-
ტროლებდა. ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა: საბუთების შეკ-
ვრა, წერილები, წვერწათლილი ფანქრები, გასახვევი ქაღალდები.
ამ სამყაროს უკიდურესი სიზუსტით აკონტროლებდა.
– აბა! – წამოიყო პატრისიამ საუბარი მორიგი სადილობისას, –
თქვენ ორს როგორ მიგდით საქმე? ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს?
– რა სასმელი მოგართვა, პატრისია? – კბილებშუა გამოცრა
ვოლტერმა.
– უკვე ვსვამ, თუმცა, მაინც მადლობა, – გაიღიმა პატრისიამ, –
ვოლტერ, გახსოვს კონცხზე, კოტეჯში ერთი რიჩარდი რომ ცხოვ-
რობდა, პატარები რომ ვიყავით? ოჯახებით ძალიან ვახლობლობ-
დით, – ეს ბოლო წინადადება პატრისიამ ცოტა ინფორმატიულად
წარმოთქვა, თითქოს როიასთვის უნდა ეცნობებინა, თუმცა, როიამ
იცოდა, ვინც იყო რიჩარდი. ის და ვოლტერი რიჩარდსა და მის მე-
უღლესთან ერთად ხშირად სადილობდნენ, – მოკლედ, – განაგრძო
პატრისიამ, – რიჩარდსა და მის მშვენიერ ცოლს, – ოჰ, როგორ მიყ-
ვარს სიუზენი! ძალიან ელეგანტური ქალია! – მალე მესამე შვილი
შეეძინებათ! მესამე! – დაასრულა პატრისიამ და თავისი სასმელი
მოსვა.
როია სამზარეულოში გავიდა და ტყუილუბრალოდ შებრაწა ნი-
ორი. მერე პიტნა მოაყარა და აცახცახებულმა პირდაპირ ტაფიდან
დაუწყო ჭამა. ის და ვოლტერი ოცდახუთი წლისანები იყვნენ. მათ
ნაცნობ-მეგობართა უმრავლესობას ერთი შვილი უკვე ჰყავდა. თუმ-
ცა, არც მათთვის იყო გვიანი. პატრისია ძალიან უხეშად იქცეოდა.
პირდაპირი და უცერემონიო მიმართვები ჰქონდა. ეს საკითხი მისი

230
საქმე არ იყო.როგორც აქამდე იცადეს, ახლაც ისე მოიცდიდნენ.

**

ბავშვი დროულად მოევლინა ქვეყნიერებას. გოგონა 1962 წლის


11 იანვარს, „მაუნთ ობარნის“ საავადმყოფოში გაჩნდა. როიამ ხელ-
ში რომ აიყვანა და უცნაურად ფხიზელ თვალებში ჩახედა, მისი მო-
თეთრო, გაპოხილი სხეული რომ ჩაიხუტა, თავზარი დაეცა. თუმცა,
უცნაური ის იყო, რომ როიამ თავის ნამდვილ მეს მიაგნო. ახლა ამე-
რიკული ფილმის მონაწილე აღარ იყო. მართალია, თავბრუ ესხმო-
და და თავგზა ერეოდა, მაგრამ, ამავდროულად, გასაოცრად მყა-
რად ედგა რეალობაში ფეხი. პირველად უგრძესი ხნის მანძილზე
როია სრულად დაუბრუნდა საკუთარ თავს.
საავადმყოფოდან დაბრუნებულ დედა-შვილს ელისი უვლიდა.
ელისი, რომელსაც კარტოფილის სალათისა და ლოსიონის სუნი ას-
დიოდა, როიას არ შორდებოდა და ბავშვით აღფრთოვანებული იყო.
როიას საშინლად ენატრებოდა დედამისი, თუმცა, ელისის მადლო-
ბელი იყო, რომელიც რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს მდუღ-
რავდა, ინფექციისგან დავიცავო. გარდა ამისა, მხიარულობდა და
არაჟნიან გამომცხვარ კარტოფილს გაუთავებლად ამზადებდა.
თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ბავშვმა სუნთქვა რომ შეწყვიტა,
ელისს აღარ გაუღიმია. მანქანაში იჯდა და ტიროდა. გულისგამგმი-
რავ პანიკას მოეცვა საავადმყოფოსკენ მიმავალი ოჯახი.
ბავშვი გაჭირვებით სუნთქავდა. მერიგოლდი. მერიგოლდი ერ-
ქვა. მათ ცხოვრებაში შემოვიდა და დაახლოებით თორმეტიოდე
თვით როიას თავი დააკარგვინა. როია თავიდან ბოლომდე ვერასო-
დეს ეხსნებოდა ვოლტერს; საკუთარი არსების რაღაც ნაწილი მუდამ
მიჩქმალული ჰქონდა. ვოლტერი ამას ეგუებოდა (ის ხომ ვოლტერი
იყო!), იმაზეც მადლიერი იყო, რომ როია გვერდით ჰყავდა და ყო-
ველ დილით ხედავდა. თუმცა, მერიგოლდი – ღია ყავისფერი თმით,

231
ნაცრისფერი თვალებითა და ძუძუს წოვის დროს კრუტუნით როიას
გასაოცარ ძალას აძლევდა – მერიგოლდმა ყინულით დაფარული
ყველა კედელი დაანგრია, რომელიც როიას ჰქონდა გარშემო შე-
მოშენებული. ბავშვმა თავისი უკბილო ღიმილით ეს ყინული დაად-
ნო. გახარებული და გასავათებული როია ახლა თავიდან ბოლომდე
საკუთარ თავს ეკუთვნოდა. ბავშვობის რომანტიკული ამბავიც კარ-
გავდა მიმზიდველობას ამ ყველაფრის ფონზე; ბავშვზე დიდი მნიშ-
ვნელობა როიასთვის აღარაფერს ჰქონდა.
საავადმყოფოსკენ მიმავალ ვოლტერს საჭე მაგრად ჩაებღუჯა.
ხმას ვერ იღებდა. თოვლი უჩუმრად მოდიოდა; გზის კიდეები, თოვ-
ლი რომ შერჩენოდა, გაქვავებული და განაცრისფერებული იყო.
მანქანაში ელისის ხმამაღალი ლოცვა ისმოდა; ბიბლიიდან ნაწყვე-
ტებს კითხულობდა და ღმერთს ევედრებოდა. ელისი კონცხიდან
მათ მოსანახულებლად იყო ჩამოსული; კვირა დღე იყო. სადილობი-
სას მერიგოლდს ხველა აუტყდა და ვეღარა და ვეღარ გაუჩერდა. წი-
ნა დღეებში სიცხე ჰქონდა, ახლა მთლად მაღლა აუვარდა ტემპერა-
ტურა, ხრიალებდა და გაჭირვებით სუნთქავდა. როია გაქვავებული
იჯდა მანქანის უკანა სავარძელზე გავარვარებული ბავშვით ხელში
და ეგონა, რომ სადაც იყო, გასკდებოდა და ნაწილებად დაიფანტე-
ბოდა. ოღონდ ბავშვი იყოს კარგად, ოღონდ ექიმებმა სიცხე დაუგ-
დონ! გამოკეთდება, რასაკვირველია, კარგად იქნება. კარგად უნდა
იყოს. მერიგოლდი ისევ ხრიალებდა, სასოწარკვეთილმა როიამ
ძველი სპარსული ხალხური სიმღერა წამოიწყო. ელისმა ლოცვა
შეწყვიტა და როიას დაუგდო ყური. ვოლტერი კი მოყინულ გზაზე
რაც შეიძლებოდა სწრაფად მიაქროლებდა მანქანას.
ექთანს, რომელმაც როიას მერიგოლდი გამოართვა, ჩაჩი აბუ-
ლულებულ ქერა თმაზე ეხურა. სიგარეტის სუნი ასდიოდა. როიას სა-
ერთოდ არ უნდოდა შვილის ამ ქალისთვის მიცემა. ბავშვთან გან-
შორებას ვერ ეგუებოდა. მერე ექიმი მოვიდა. ტუჩზემოთ უშველებე-
ლი მუწუკი ამოსვლოდა, ასე გეგონებოდათ, სადაცაა გაუსკდებაო.
წლების შემდეგ, სახლის გარშემო მოსიარულე როიას განარისხებს
ამ ექიმის მუწუკისა და სიგარეტის სუნით აქოთებული ექთნის გახსე-

232
ნება – ისინი ხომ როიასა და მერიგოლდს შორის ჩადგნენ, მისი
ცხოვრების ტრაგედიაში გაერივნენ და მუდმივად იტრიალებენ ახ-
ლა მის მოგონებებში.
საავადმყოფოში მიყვანიდან ორმოცდასამ წუთში მერიგოლდი
გარდაცვლილად ცნეს.
დღის სინათლის ნათურებიან ოთახში, ლინოლეუმის იატაკზე,
როიას ფეხები წაერთვა. ექიმის ხმა კარგად არ ესმოდა. თითქოს ტა-
ლახში იყო ჩაფლული და იქიდან ამოიძახა სათქმელი. ინგლისური
ისეთივე გაუგებარი გახდა როიასთვის, როგორც მაშინ, ამერიკაში
პირველად რომ დადგა ფეხი. გვერდით ვოლტერი ედგა: სადღაც
ტივტივებდა ჰაერში, მაღალი, მდუმარე... თვალის კუთხიდან კი
როიამ შეამჩნია, რომ ვეება ხელები უცახცახებდა. გაშეშებული
ელისი როიას გასწვრივ, დიაგონალზე იდგა. ერთადერთი, რაც მოძ-
რავი ჰქონდა, ცრემლები იყო.
როია, ვოლტერი და ელისი შინ რიჟრაჟზე დაბრუნდნენ. სხვა გზა
არ იყო, თუმცა, როია უბრალოდ საავადმყოფოში დარჩენაზეც კი
თანახმა იყო. დაჯდებოდა ლინოლეუმის იატაკზე და ვიდრე სული არ
ამოსძვრებოდა, პირში ლუკმასაც არ ჩაიდებდა. ამ შენობაში, სადაც
მუდამ წრიპინა ხმები ისმოდა და მილიონი სხვა ავადმყოფი მოჰყავ-
დათ, თუმცა მერიგოლდის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ვერც ერ-
თის ამბავი რომ ვერ იქნებოდა, ამ ადგილას, სადაც სიკვდილის ავი
სუნთქვა ისმოდა, რამდენიმე საათი გაატარეს, ვოლტერს რაღაც
დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი, მერე კი უთხრეს, შეგიძლიათ,
წახვიდეთო. შინისკენ მიმავლები ბუნდოვნადღა ჭვრეტდნენ თოვ-
ლით დაფარულ გზისპირებს. როია ხელ-ფეხს ვეღარ გრძნობდა,
ვერც მკლავებს, ვერც ფეხებსა და ვეღარც თითებს. როიას ეგონა,
რომ მანქანაში მის მაგივრად ვიღაც სხვა იჯდა. მერიგოლდის სახის
დანახვა და მის გვერდით ყოფნა ასე არასოდეს ნდომებია. კარგად
იცოდა, მის ნაღველს ბოლო აღარასოდეს მოეღებოდა.
ბოლოს ისევ ვოლტერმა აუდუღა ჩაი. პირველ უბავშვო დილას
ვოლტერი ადგა და მაგრად მოუხარშა კვერცხი. თუმცა, აღარ უს-
ტვენდა. ახლა ჰაერში რაღაც სიმჟავე გაწოლილიყო და თასში კი რა-

233
ღაც ლპებოდა. ეს თასი აქ იმ დროიდან იდგა, მერიგოლდი რომ
ცოცხალი იყო.
– არ უნდა ჩამოსულიყავი, – ამ სიტყვებით მიმართა როიამ ზა-
რის, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ გამოეცხადა ჩემოდნითა
და ორი ბავშვით ხელში. როია ჩაბნელებული სახლის კარში იდგა,
უკან, სამზარეულოს ნიჟარაში გასარეცხი თეფშები აეკოკოლავები-
ნა, სარეცხი გროვად ედგა, ჰაერში ნესტი გამეფებულიყო.
– ოჰ. მე კი ჩამოვედი, დაიკო.
ზარის ვაჟი, დარიუსი, უკვე ოთხი წლისა იყო. მისი უმცროსი და,
ლეილა კი ზარის მკლავებში იკლაკნებოდა. ლეილა ორი წლისა
იყო. სიცოცხლის ის თორმეტი თვეც მიეთვალა, მერიგოლდი რომ
ვეღარასოდეს გამოცდიდა. ყველაფერი – ყოველი დეტალი, სიტყვა,
წამი და ადამიანი – როიას მერიგოლდს აგონებდა. „აგონებდა“
მთლად შესაფერისი სიტყვა არ იყო. ეს ხომ იმას გამოხატავდა, რომ
თითქოს როიას მერიგოლდი დავიწყებოდა და ხელახლა ახსენდე-
ბოდა. არა. როიას არასოდეს დავიწყებია ბავშვი. ყველაფერი მერი-
გოლდს უკავშირდებოდა; ვეღარაფერი გამოეყოფოდა მას და ვეღა-
რაფერი იარსებებდა მის გარეშე. მართლა. ის სიტყვებიც კი, საუკუ-
ნის წინ რომ უთხრა ჭკუიდან გადასულმა ქალმა ირანში. ბავშვები
კვდებიან. აი, ლეილა აქ იყო, ზარის მკლავებში. აქ იყო როიას დის-
შვილი, ფუმფულა, მხიარული, სიცოცხლით სავსე, არც სუნთქვა
უჭირდა და არც არაფერი, ნაქსოვი, ვარდისფერი ქუდით. ამ ქუდს
ზარი შეფუთავდა, ამანათში ჩადებდა და როიას გამოუგზავნიდა,
თან კი ბარათსაც მოაყოლებდა: „დედამ მოქსოვა და გამოგვიგ ზავ-
ნა. ლეილას დაუპატარავდა. ახლა მერიგოლდმა იხმაროს.“
მერიგოლდმა უნდა იხმაროს. ნეტავ, მართლა შეიძლებოდეს.
დარიუსი ჭყივილით გაიქცა სამზარეულოში. ზარიმ ფეხსაცმელი
გაიხადა და დარიუსს დაუტია, სველი ჩექმებით არ ირბინო სახ-
ლშიო. დისწულებმა და დამ გვერდზე რომ ჩაუარეს, როიამ თოვლს
გახედა. სამყარო ისევ ისე აგრძელებდა ცხოვრებას, ცივად, ბოღმია-
ნი აღტაცებით.

234
შეიძლება ითქვას, რომ ზარიმ მართლა მთები გადადგა და ჯეკი
შეცვალა. ზარის დახელოვნებული მეთვალყურეობის წყალობით,
მეამბოხე პოეტი ჯეკი კორპორატიულ მოხელედ იქცა. მოკლე სა-
რეკლამო ლექსებს წერდა, ჯერ ბეჭდური გამოცემებისთვის, შემდეგ
ტელევიზიისთვის და თუ ყოფილი იდეალისტი პოეტი გაოცდებოდა
ამ გარდაქმნით, ჯეკი სიტყვასაც კი არ ძრავდა. როია როცა ნახუ-
ლობდა, ჯეკი ბედნიერებისგან ბრწყინავდა, ბავშვები ზოოპარკის
მაიმუნებივით ეკონწიალებოდნენ, ოდესღაც გრძელი თქმა კი მოკ-
ლედ შეეჭრა, თითქმის გადაეპარსა. შარვალში, პიჯაკსა და ვიწრო
ჰალსტუხში გამოწყობილი ჯეკი 1960-იანი წლების სარეკლამო
აგენტის განსახიერება გამხდარიყო. განა რა უქნა ზარიმ, ასე რო-
გორ გამოძერწა, რა ჯადოსნური წამალი დაალევინა, რანაირად გა-
უჩინა ეს ღიმილი სახეზე? ოჰ, დაიკო, შენც ხომ იცი, რომ ყველაფერი
ლოგინზეა დამოკიდებული? საწადელს ასე იღებ, მოდი, პირდაპირ
ვთქვათ! მე კიდევ სულელი არა ვარ და კარგად ვიცი, რაც უნდა ვქნა.
როია ვეღარაფერს გრძნობდა ლოგინის, თეთრეულისა და სა-
სიყვარულო ალერსის გახსენებაზე.
ზარიმ სახლი დაალაგა. ასეთი საფუძვლიანი ხეხვა-წმენდა, რო-
გორც წესი, სპარსული ახალი წლისთვის, გაზაფხულის პირველი
დღისთვის ხდებოდა. თუმცა, ჯერ გაზაფხული კი არა, ზამთარი იდგა.
ყველაფერი ყინულითა და თოვლით იყო დაფარული. ზარისთვის
სულ ერთი იყო; მაინც ალაგებდა. როიას კი ყველა ის რიტუალი და-
უდგა თვალწინ, რომლებზეც გაიზარდა და რითაც გაზაფხულის პირ-
ველ დღეს ზეიმობდნენ – ახლა კი ყველაფერი უაზრობა გამხდარი-
ყო. ნუთუ ოდესმე კიდევ ექნებოდა ძალა, რომ სპარსულ ახალ წელს
„ჰაფთ სინ” მაგიდა გაეწყო „ს“ ასოზე დაწყებული ინგრედიენტებით.
ესსუფრა ხომ განახლებისა და ხელახალი დაბადების სიმბოლო
იყო. არამც და არამც. მუხუდო წყალში ჩაალბოს და გააღივოს?
კვერცხები მოხატოს ნაყოფიერების აღსანიშნავად? – აღარასოდეს.
სპარსული ახალი წელი, გაზაფხულის პირველი დღე, ნოვრუზი – ახ-
ლა ყველაფერი უაზრობა გამხდარიყო.
ვოლტერი და როია აღარასოდეს აღნიშნავენ არც ნოვრეუზს, არც

235
შობას და აღარც მადლიერების დღეს. რაღასთვის? ზარიმ ფანჯრები
დაუწმინდა (თებერვალში! ნიუ-ინგლენდში! რა ძალა ადგა? მაინც
თოვლი და ყინვა დაფარავდა). ზარიმ ტანსაცმელიც დაურეცხა. მა-
ღაზიაში წავიდა, ახალი პროდუქტები იყიდა, მოხარშა, მოშუშა, შეწ-
ვა, საწებელში ჩაალაგა, როიას მაცივარი კი ხორეშით, ბრინჯის
კერძებითა და ვაზის ფოთლის ტოლმით, ასევე ფუმფულა კატლეტე-
ბითა და კარტოფილის კიუკიუთი48 გამოუტენა. ფანჯრები გააღო და
სუფთა ჰაერი შემოუშვა (გაყინული ჰაერი უფრო ეთქმოდა). ზარიმ
შაქარიც კი დაადნო, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და თბილი
წყალი დაუმატა და ცვილი გააკეთა. როიასთვის ფეხებიდან თმის
მოშორება უნდოდა.
– მართლა გგონია, რომ ახლა ეგ მადარდებს?
– შენთვის არ გამიკეთებია.
– შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ ვოლტერს ეს საერთოდ
არ აინტერესებს. არც არავითარი საჭიროება არ დგას იმისი, რომ
შენიშნოს, ფეხებზე თმა მაქვს თუ არა.
– გთხოვ. რაღაც მხრივ, შენ უნდა...
როიას ისევ ნაცნობი ნაღველი გაუჯდა მთელ არსებაში. გაქრობა
მოუნდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს? ვერავინ ვერა-
ფერს შეცვლიდა.
ზარის ორკვირიანი სტუმრობის მანძილზე როია მხოლოდ ერ-
თხელ დაჯდა იატაკზე და თავის დისშვილებს წაეთამაშა. მათ სიცი-
ლი-ხითხითს დაუგდო ყური. მერე ადგა. საწოლში ჩაწვა და მთელი
საღამო აღარ განძრეულა.
ზარიმ სადილით სავსე ლანგარი რომ მიუტანა, როიას საწოლის
კიდეზე ჩამოუჯდა.
– სხვა გზა არა მაქვს, როია-ჯუნ. ბავშვებს ვერავის ვუტოვებ. ჯეკი
ლამღამობით მუშაობს; ვერაფერში მეხმარება.
ამის შემდეგ სულ ასე იქნებოდა. ბავშვებზე მოუბოდიშებდნენ,

48
სპარს. ვეგეტარიანული ირანული კერძი, რომელიც ათქვეფილი კვერ-
ცხითა დამასში გარეული სხვადასხვა ინგრედიენტით მზადდება.

236
საკუთარ ბედნიერებას როიასგან შორს წაიღებდნენ, მხოლოდ თვი-
თონ იგემებდნენ საკუთარ სიხარულს. როიას ახალი ბედი ასეთი
იყო.
სახლის დალაგებისა და როიას მაცივრის გაძეძგვის გარდა ზა-
რი ბავშვის ოთახშიც შევიდა. შესვლამდე ნებართვა ითხოვა. პასუ-
ხად როიამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ზარიმ ურცხვად მოკრიფა მე-
რიგოლდის ტანსაცმელი, სათამაშოები ჩანთებში ჩააწყო და ეკლე-
სიაში წაიღო შესაწირად. თავხედობაც კი ეყო და როიას უთხრა, ზო-
გი ტანსაცმელი გადავინახე და მოგვიანებით დაათვალიერე, მზად
რომ იქნებიო. როია ამისთვის ვერასოდეს იქნებოდა მზად.
– მადლობა, ზარი, დიდი მადლობა, – გაუჩერებლად იმეორებდა
ვოლტერი, – ძალიან კეთილი ხარ. დიდი სიკეთე გამოიჩინე. წარ-
მოდგენაც კი არა გაქვს, როგორ ვაფასებთ ამას.
ოჰ, ეს უკიდურესად ზრდილი, ქალაჩუნა ვოლტერი. ჯოჯოხეთშიც
წასულან ისიც და ზარიც. ჯანდაბა ვოლტერის მანერებსა და ზარის
გულმოდგინებას. რა აზრი ჰქონდა ბავშვის ტანსაცმელებში ქექვასა
და გაზეპილი ფანჯრების რეცხვას? როია საწოლიდან არ დგებოდა
და უმისამართოდ იყურებოდა. სარწეველა სკამში, სადაც მერი-
გოლდს ძუძუს აწოვებდა ხოლმე, ახლა ვოლტერი ჩამჯდარიყო თა-
ვისი წყეული სასმელით და ჩუმად ირწეოდა წინ და უკან.
ზარი რომ კალიფორნიაში მიფრინავდა, როიას არ უტირია. იქ-
ნებ იტირა კიდეც? ეს დღეები იმდენს ტიროდა, რომ აღარც კი ემ-
ჩნეოდა და აღარც ამბობდა. როცა ეგონა, ალბათ, ბოლო ცრემლიც
გამომიშრაო, სულ უფრო და უფრო მეტს აღვარღვარებდა.
– კარგად, – უთხრა როიამ. რა დახვეწილია, მთლად ამერიკელს
ჰგავს. კარგად! მოკლედ და გასაგებად. შეხვედრამდე!
ალბათ, რაღაც კარგი იყო ამ ამერიკანიზმებში. მსუბუქი. უბრა-
ლო. ყველას თავს ისე აგრძნობინებდა, თითქოს მარწყვის მილქშე-
იკს მიირთმევდა და კარგი დრო მოდიოდა.
– მომენატრები, დაიკო, – ჩასჩურჩულა ზარიმ ფარსიზე. როიას
ჩახუტებული ქვითინებდა, – ძალიან მომენატრები. როცა გინდა,
მომწერე. დაგირეკავ ხოლმე. ვიცი, რომ სხვა დროს როცა ჩამოვალ,

237
მე...
– კარგად! – გაიმეორა როიამ, – მადლობა! – წარმოდგენა აღარ
ჰქონდა, თუ ნამდვილი მადლიერების ან სიკეთის განცდა კვლავ გა-
უჩნდებოდა. ინატრა, ნეტავ გარშემო შემორტყმული ყინულის გარ-
სის დამსხვრევა შემეძლოსო.
– ძალიან ვწუხვარ, – ზარის ზუსტად ისეთი სურნელი ასდიოდა,
როგორიც მაშინ, ის და როია პატარა გოგონები რომ იყვნენ და
ირანში ერთ ოთახში ეძინათ, – ხომ იცი, ყოველთვის შეგიძლია...
– წადი. დაგაგვიანდება.
პატარა ლეილამ ერთი ამბავი მოაწყო, წავიდეთო. დარიუსი კი
ტახტის უკან შეძვრა და მაინცდამაინც მაშინ მოუნდა დამალობანას
თამაში, თუმცა, არავინ ეთამაშებოდა. ხვეწნა-მუდარისა და კივი-
ლის შემდეგ ზარიმ ბავშვები მოაქუჩა და გარეთ მდგარ ტაქსიში შე-
რეკა. როიამ ხელი დაუქნია. ვოლტერმა იმ დილას ზარის უამრავი
მადლობა გადაუხადა, თავი დაუკრა და ბოდიში მოუხადა, რომ ლო-
განის აეროპორტში ვერ ახერხებდა მათ წაყვანას. სარჩელი ჰქონდა
მოსამზადებელი, მოსამართლე კი გაშმაგებული ელოდა.
კარში გაშეშებული როია თოვლსა და ტაქსის მიაჩერდა, რო-
მელმაც მისი და და დისშვილები წაიყვანა. უკან გაწიკწიკებული, და-
ლაგებული სახლი ელოდა, სავსე მაცივრით. წინ კი – არაფერი.
სხვა გზა არ არის, სამსახურს უნდა დაუბრუნდე. ბოლოს და ბო-
ლოს, ფეხებიდან ცვილით ბეწვი მაინც მოიშორე. ერთი ღერი თმაც
კი არ დაიტოვო და ვოლტერი არ შეაწუხო, გესმის, დაიკო? სევდისა
და ნაღველის ფონზე ცოლ-ქმარი ნელ-ნელა ახალ რეალობაშიც გა-
დავიდა. ჯერ ფრთხილად მოუთათუნეს ერთმანეთს ხელები, მერე
მეტი სპონტანურობა გამოიჩინეს, რადგან, როგორც ამბობდნენ, ასე
თუ ისე, ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა.
თოვლიანი ზამთარი გაზაფხულს მიუახლოვდა. როია თავს ვე-
რაფრით აიძულებდა სპარსული ახალი წლის აღნიშვნას გაზაფხუ-
ლის პირველ დღეს. არავითარი ნოვრუზი. რა განახლება უნდა
ეზეიმა? რა ხელახალი დაბადება! მერიგოლდისთვის მნიშვნელობა
დაკარგა წელიწადის დროების ცვლილებამ. ვიღაცამ უხეშად შეცვა-

238
ლა მათი ცხოვრების სცენარი, ფურცლები აიღო და ცეცხლს მისცა,
მნიშვნელობისა და თანმიმდევრობის ეფექტი გაანადგურა. ვიღაცამ
გზიდან გადაუხვია. გაზაფხულს გილოცავთ!
გაზაფხულის პირველ დღეს სამსახურიდან ცოტა ადრე დაბრუნ-
და და ჩაი მოიდუღა. ვოლტერი გვიანობამდე მუშაობდა, როიამ კი
ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ სპარსული ახალი წლისთვის
თავი აერიდებინა. ზარის ხმა რომ მოესმა, იფიქრა, ალბათ, მისის
მიქაელი მოვიდა ქუჩის მეორე მხრიდანო (ზოგჯერ როიასთვის ნამ-
ცხვრები და ღვეზელები მოჰქონდა ხოლმე – ამ ბოლო თვეებში გან-
საკუთრებით ხშირად, მას შემდეგ, რაც მერიგოლდი გარდაიცვა-
ლა). თუმცა, როიამ კარი რომ გააღო, გაოცდა, რადგან მისის მიქაე-
ლი კი არა, პატრისია შერჩა. პატრისიას მუქი ლურჯი პალტო ეცვა,
ექვსკუთხა ღილები ებნია. ხელში ბაზრის ჩანთა ეჭირა. ხავერდის
ლურჯი ქუსლიანი ფეხსაცმელები პირველ რიგში მოხვდებოდაადა-
მიანს თვალში მის ჩაცმულობაში. ძვირიანები ჩანდა.
– შეიძლება შემოვიდე? – იკითხა პატრისიამ.
– რა თქმა უნდა. გთხოვ, – როია შიგნით შევიდა და პატრისიას
გზა დაუთმო შემოსასვლელში. როიამ იცოდა, რომ მულისთვის კა-
კუნა ფეხსაცმლის გახდა არ უნდა ეთხოვა. სულ პირველად, ვოლ-
ტერმა რომ ახსენა, როიას ურჩევნია, სტუმრებმა ფეხსაცმელი გა-
იხადონო, პატრისია დაიბნა და თქვა, ჩემი ხელფასის ნახევარი ფეხ-
საცმელში იმიტომ არ დამიხარჯავს, რომ წინდების ამარამ ვიტანტა-
ლოო.
როიამ პატრისიას პალტო ჩამოართვა, შემოსასვლელში, კარა-
დაში შეკიდა, მერე სამზარეულოსკენ გაუძღვა და მექანიკურად შეს-
თავაზა ჩაი.
– სიამოვნებით დავლევ, გმადლობ, – უპასუხა პატრისიამ. ბაზ-
რის ჩანთა მაგიდაზე დადო და ჩაახველა. მერე თქვა, – დღეს მაუნთ
ობარნში ვიყავი სამსახურის შემდეგ.
როია გაშეშდა. მერიგოლდი მაუნთ ობარნის სასაფლაოზე იყო
დაკრძალული.
– მაუნთ ობარნის ქუჩაზე. მაღაზიებში, – განაგრძო პატრისიამ,

239
– რაღაცები გიყიდე.
როია თვალს არ აშორებდა პატრისიას, რომელმაც ქაღალდის
პარკიდან ნავაჭრი ამოალაგა და სამზარეულოს მაგიდაზე სათუთად
დააწყო. ცელოფანში იდო სუმბულის პატარა ქოთანი და ვაშლით
სავსე პაკეტი, ოქროს ფოლგაში შეხვეული შოკოლადი მონეტები და
ერთი პაკეტი თუთუბოს სანელებელი. იყო ბოთლით ძმარი და ნივ-
რის რამდენიმე კბილი. სენჯედის შეკვრაც კი იყო, ლოტოსის ხის ნა-
ყოფის ჩირი.
ეს ყველაფერი ფარსიზე „ს“ ასოთი იწყებოდა და ტრადიციულ,
საახალწლო პროდუქტებს წარმოადგენდა „ჰაფთ სინ“-ის შვიდი ინ-
გრედიენტის სუფრის გასაშლელად. როია დიდი რუდუნებით შლიდა
მათი გამოყენებით ყოველ წელს სუფრას, როდესაც მშობლებთან
და ზარისთან ცხოვრობდა. იმედი ჰქონდა, ამ ტრადიციას მერიგოლ-
დსაც ასწავლიდა.
ვერ წარმოიდგენდა, თუ მის აღნიშვნაში ოდესმე პატრისია გა-
უწევდა დახმარებას.
– ახალ წელს გილოცავ, როია, – მოკრძალებით უთხრა პატრი-
სიამ.
როიას მთელი ნიუ-ინგლენდისხელა ბურთი გაეჩხირა ყელში.
ტანზე ოფლმა დაასხა. მადლიერების უზარმაზარმა განცდამ აავსო.
ლამის წელში მოიხარა და ატირდა.
– გმადლობ, პატრისია, – წაიჩურჩულა მერე.
პატრისიამ სუმბული გაასწორა და თუთუბოს სანელებელი ცოტა
მარცხნივ გასწია. პატრისია იმ ადამიანთა რიცხვში არ შედიოდა, სა-
კუთარ განცდებს კარგად რომ გამოხატავენ – როიამ ეს კი შესანიშ-
ნავად იცოდა. თუმცა, როცა მობრუნდა, როიამ მულის თვალებში
ცრემლები შეამჩნია.
– მე... – წამოიწყო პატრისიამ, – ძალიან ვწუხვარ.
როია ვერ მიხვდა, მერიგოლდის დაკარგვას უსამძიმრებდა პატ-
რისია (ბევრმა უთხრა ამ დღეებში, ძალიან ვწუხვარო – ძირითადად
ეს ისმოდა) თუ წარსულში ნათქვამი სიტყვებისთვის უხდიდა ბო-
დიშს.

240
როიამ, უბრალოდ, თავი დაუქნია პასუხად.
პატრისიამ ქაღალდის პარკიდან კიდევ რაღაცა ამოიღო. ეს იყო
პატარა, გამჭვირვალე პაკეტი, რომელიც თხელ, მოწითალო ძაფებს
გამოეტენა, როიასთვის ასე ნაცნობი რომ გახლდათ.
– ზაფრანა სადღა იშოვე? – პირი დააღო როიამ.
– ოო, მთელი კვლევა-ძიება ჩავატარე. მე ჩემი მეთოდები მაქვს,
– პატრისია როიას მიუახლოვდა და ზაფრანის პაკეტი ხელში ჩა-
უდო. წამით ხელი არ მოუშორებია. მერე სწრაფად გაიმართა წელში
და ხმამაღალი და მბრძანებლური ტონით თქვა:
– აბა, ახლა! სად არის შეპირებული ჩაი?
შუადღე ერთად გაატარეს ჩაის სმაში. თავიდან ცოტა უჭირდათ
საუბარი, თუმცა, ნელ-ნელა უფრო და უფრო გადაუშალეს ერთმა-
ნეთს გული. ვოლტერზე გათხოვების დღიდან პირველად მოხდა ისე,
რომ როიამ და პატრისიამ დანანებით აღნიშნეს ვოლტერის გაშმა-
გებული სიყვარული გუნდი Red Sox-ის მიმართ.
– გმადლობ, პატრისია, – უთხრა როიამ წასასვლელად წამომ-
დგარ პატრისიას, – მართლა ძალიან მადლობელი ვარ. რომ ვერც
წარმოიდგენ, ისე.
– მადლობა საჭირო არ არის, – პატრისია შემოსასვლელში გა-
ვიდა და პალტო აიღო. კართან შედგა. მერე კი თქვა:
– მთელი ეს წლები შესაძლოა უხეშად გექცეოდი. ალბათ შენ უნ-
და გესმოდეს, რომ ვოლტერი ჩემი ერთადერთი დედმამიშვილია.
მასზე ვგიჟდები. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტადაც კი მიყვარს.
დედა მეუბნება, მეტისმეტად ანებივრებო. ჩემი უმცროსი ძმისთვის
ყველაფერი საუკეთესო მემეტება და სულ ესაა. თუმცა... – პატრისი-
ამ თავისი პალტოს ღილები დაატრიალა და მერე როიას ამოხედა, –
მოკლედ, როია, შეიძლება, მერიგოლდი დავკარგეთ, მაგრამ, ძა-
ლიან მადლიერნი ვართ, შენ რომ გვყავხარ, – ამ სიტყვებით პატრი-
სია სწრაფად გავიდა, წინკარის კიბე ჩაიარა და თავის მანქანაში
გაუჩინარდა.
კარში მდგარი როია ცრემლებად დაიღვარა.

241
ვოლტერი და როია იმ წყვილად იქცნენ, ვისკენაც თავს აბრუნებ-
დნენ და ნაღვლიან ღიმილს აყოლებდნენ, წყვილად, რომლისთვი-
საც ელისის ეკლესიის მრევლი ლოცულობდა, ვინც თანაგრძნობით
აღსავსე ბარათებს ფოსტით იღებდა.
როია ჰბს-ში მუშაობას განაგრძობდა და ვოლტერთან უცნაურ
კავშირს გრძნობდა. ისინი ტკივილს გაეერთიანებინა.ვოლტერი ყო-
ველ ღამით, დაძინებამდე სარწეველა სკამში ჯდებოდა და სვამდა.
როია საკუთარ ნაჭუჭში იკეტებოდა. გამლღვალ ფენაზე გავრცელე-
ბული ყინული ყველაზე რთული დასამსხვრევია.
სამუშაოს რუტინა, რამდენიმე მეგობარი და გულმოდგინე მცდე-
ლობა ამ ქვეყნად დაბრუნებისა. ბოლოს ვოლტერი და როია მეზობ-
ლებთან სადილზეც კი წავიდნენ. რასაკვირველია, ქვაბები და ტაფე-
ბიც კი გადმოიღო როიამ და კერძების მზადებას შეუდგა. ვოლტე-
რისთვის. თავს ბრინჯის ყიდვა აიძულა, ნელთბილ წყალში ჩაალბო
და მოხარშა. მერე კი ერთ ღამეს, ვოლტერი რომ სამსახურიდან
დაბრუნდა (ის ახლა ერთ უზარმაზარ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა
ბოსტონში, „ფრუდენშალ ცენტრთან“ ახლოს და ძალიან დიდი წარ-
მატებითაც, როგორც ყველა ამბობდა), პატრისიას წყალობით შინ
კვლავ ზაფრანის სურნელი იდგა. ვოლტერმა როია თავისკენ მიიზი-
და და მის თმაში ჩარგო ცხვირი. როიას გაუხარდა, რომ ვოლტერმა
რაღაც ისეთი საშინელება არ უთხრა, როგორიც არის სიტყვა „დაბ-
რუნებულხარ.“
რამდენიმე თვეში, ქორწილის თარიღის აღსანიშნავად რესტო-
რანში წავიდნენ. მერიგოლდის გარდაცვალების შემდეგ ეს პირვე-
ლი ვიზიტი იყო რესტორანში. მაგიდასთან რომ ისხდნენ, ვოლტერ-
მა როიას ხელი ჩაჰკიდა.
– როია-ჯუნ, კიდევ უნდა ვცადოთ.
ვოლტერის სიტყვები როიას ბასრი ნემსებივით დაეტაკა და თა-
ვის კანსა და ტანზე ტკივილი იგრძნო.
– თუ მზად არ ხარ, ნუ ვცდით. მაგრამ, არ ვიცი. ჩვენ ხომ ძალიან
ახალგაზრდები ვართ, როია-ჯუნ? ხომ ასეა? არ გეუბნები, მაინცდა-
მაინც ამ წუთას ვცადოთ-მეთქი. შენ როცა მზად იქნები, მაშინ იყოს.

242
როია მზად აღარასოდეს იქნებოდა. მერიგოლდს ვერავინ შეუც-
ვლიდა. საერთოდ რატომ დათანხმდა ვოლტერს რესტორანში წა-
მოსვლაზე? საერთოდ არ იყო მზად ხალხში, რესტორანში გამოსა-
ჩენად, იქ, სადაც ყველა ერთობოდ მხიარულობდა. მხოლოდ თავი-
სი გოგონა უნდოდა, მხოლოდ და მხოლოდ მის ლოყაზე სურდა ლო-
ყის მიდება. მის ხელში აყვანასა და მისი კისკისის მოსმენას ნატ-
რობდა. მერიგოლდი უნდოდა და სხვა არავინ.
რესტორნის მიმქრალ შუქში როიას თვალწინ ედგა ვოლტერის
მუდარით აღსავსე სახე. როიამ უკვე მერამდენედ შეამჩნია, რომ
ვოლტერს ასაკი დასტყობოდა. ბერკლის კაფეში ყავის დაღვრის
დღიდან უკვე შვიდი წელი იყო გასულიყო, ხოლო მათი ქორწინება
ხუთ წელს ითვლიდა. 1963 წელი იდგა. ორივე ოცდაშვიდი წლისა
იყო. თუმცა, დიდმა ცხოვრებისეულმა დანაკარგმა ნორმალური
მდინარებიდან ორივე ამოაგდო – იმ განსაკუთრებული კლუბის წევ-
რები შეიქნენ, რომელთაც ბუნების კანონზომიერების რღვევა გამო-
ცადეს.
მერიგოლდი მათ ცხოვრებაში ქორწინების მეოთხე წელს გამოჩ-
ნდა სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად, თუმცა, მადლობა
ღმერთს, რომ გამოჩნდა. მერე რა, რომ მალევე გაუჩინარდა და
როიას ყველაზე თავზარდამცემი შიში გაამართლა.
– საყვარელო.
როიას სძულდა ეს სიტყვა. ვოლტერი ასე მხოლოდ მაშინ მიმარ-
თავდა, როდესაც სურდა, რაღაცაში დაერწმუნებინა. როია-ჯუნს მა-
შინ ეძახდა, როდესაც მოსიყვარულება უნდოდა, თუმცა, „საყვარე-
ლო“ ნიშნავდა შემდეგს: „შენ სწორად არ ფიქრობ,“ „რა თქმა უნდა,
კიდევ ერთი ბავშვი გვეყოლება.“ „საყვარელო“ კიდევ იმას ნიშნავ-
და, რომ ვოლტერს წარმოდგენა არ ჰქონდა, როიას ყველაფერზე
ხელი მხოლოდ იმის გამო არ ჰქონდა აღებული, რომ ვოლტერისად-
მი ვალდებულების გრძნობა ამოძრავებდა.
– ვერ შევძლებ. გამორიცხულია, – უპასუხა ქმარს.
ვოლტერი წამოდგა. როიამ იფიქრა, ახლა საპირფარეშოში გა-
ვაო. ალბათ, საერთოდ რესტორნიდანაც წავაო. ყველანაირი უფლ-

243
ება ჰქონდა, როიასთან აღარ გაჩერებულიყო.
მერიგოლდის სიკვდილის შემდეგ ხომ მასთან ცხოვრება აუტანე-
ლი შეიქნა: როია ეგოისტი, ჩუმი და უინიციატივო ადამიანი გახდა.
ალბათ, ახლა საპირფარეშოში გავიდოდა, გონებას მოიკრებდა სწ-
ორედ ისე, როგორც ვოლტერს სჩვეოდა და მხიარულების ნიღაბა-
ფარებული დაბრუნდებოდა – საჯაროდ ხომ სხვანაირად არ შეიძ-
ლება – მერე კი თავიანთი ბიფსტროგანოვის მირთმევას განაგ-
რძობდნენ რესტორნის აურზაურით გარშემორტყმულნი. თავს ისე
დაიჭერდნენ, როგორც იქ მყოფი ნებისმიერი წყვილი.
ვოლტერი კი ადგილიდან არ დაძრულა. როიასთან მივიდა, და-
იჩოქა და ნაზად მოკიდა სახეზე ხელები. ლურჯ თვალებში ნაღველი
ჩასდგომოდა, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ.
– მერიგოლდი მუდამ აქ იქნება, – თქვა ვოლტერმა და მკერდზე
ხელი სწორედ ისე მიიდო, როგორც მაშინ, როიამ მისის ქიშფოს სამ-
ზარეულოში კერძი რომ მოუმზადა მრავალი წლის წინ. მერე შუბლი
როიას შუბლს მიადო.
ოფიციანტები ციბრუტივით ტრიალებდნენ. რესტორნის სტუმრე-
ბის ჭურჭელს წკარაწკური გაუდიოდა. ისინი შეუჩერებლად ლაქლა-
ქებდნენ და დროდადრო ხმამაღლა იცინოდნენ. როიასა და ვოლ-
ტერს შუბლები ერთმანეთისთვის მიედოთ. როია ასეთი დარწმუნე-
ბული არასოდეს ყოფილა იმაში, რომ ვოლტერს უყვარდა. ქმარი
სრული სისავსით, ძირისძირობამდე იზიარებდა მის სევდას. როიას-
თან ერთად ებრძოდა ამ ნაღველს, მისივე გზას მიიკვლევდა კუნაპეტ
სიბნელეში.
ცხოვრება გრძელდებოდა, ვოლტერი კი მუდამ როიას გვერდით
იყო. არ შორდებოდა. სანდო იყო. საიმედო. მტკიცე. მისი და ვოლ-
ტერის სიყვარული იყო გზა, რომლის გარეშე სიარულიც როიას არ
სურდა.
საშობაო არდადეგები რომ დასრულდა და მერიგოლდის გარ-
დაცვალებიდან ერთ წელს ცოტაღა აკლდა, როიამ სარწეველა სკამი
კიბეზე ჩაიტანა და ქუჩაში, გზისპირას, ძველმანებისთვის გამოყო-
ფილ საგანგებო ადგილზე დადო.

244
იცოდა, მისის მიქაელი ფანჯრიდან უჭვრიტინებდა მოპირდაპირე
მხრიდან. ქალაქში, სადაც მისი ამერიკული ცხოვრება დაიწყო,
როიამ სარწეველა სკამი გადააგდო და ისეთ ადამიანს დაუტოვა,
ვინც აიღებდა, შინ წაიღებდა და გამოიყენებდ

მკითხველთა ლიგა

245
ნაწილი მეხუთე

თავი ოცდამესამე

2013 წელი

ვირტუალური მეგობრები


ლერისთვის რომ გეკითხათ, რას აკრძალავდიო, სატელევი-
ზიო რეკლამებს დაგისახელებდათ. თუმცა, სატელევიზიო
რეკლამები იყო ის ერთადერთი რამ, კლერი თვალს რომ ვერაფ-
რით აშორებდა. „ფეისბუქმეგობრები“ ეუბნებოდნენ, გადაცემები
ჩაიწერე და რეკლამები გადაახვიე, ან კიდევ პირდაპირ იმ არხიდან
გადმოიწერე გადაცემები, საიდანაც გადმოსცემენო, თუმცა კლერი
მაინც ვერაფერს უხერხებდა თავს და ყველა გადაცემას პირდაპირ
ეთერში უყურებდა რეკლამებითურთ – მაზოხისტობას აღარაფერი
აკლდა. თითქოს ჭრილობაზე იჭერდა ხელს, ანდა ფუფხს იცლიდა
და თავიდან იტკივებდა.
ყოველ ღამით, უოთერთაუნის პატარა ბინაში დაბრუნების შემ-
დეგ კლერი სადილს იმზადებდა. მისი ულუფა შეადგენდა ინდაურის
ხორცს პიტასთან ერთად და პამიდორს, ან კიდევ 100 ჩმორი-ის
ლაფშასა თუ მიკროტალღურ ღუმელში მომზადებულ ბრინჯს, შემ-
წვარი კვერცხით. ტელევიზორს რთავდა და ჭრილობის ასატკივებ-
ლად ემზადებოდა. იმ გადაცემებს კი არ უყურებდა, რასაც მისი „ფე-
ისბუქის“ მეგობრები უყურებდნენ. კლერი არ სწყალობდა თითქმის
ყველა ჯილდოს მფლობელ სატელევიზიო დრამებს: შესანიშნავ,
ბრწყინვალესცენარიან, მძაფრსიუჟეტიან შოუებს, რომლებიც სო-
ციალურ მედიაში მუდმივად პოვებდნენ გამოხმაურებას, რომლებზ-

246
ეც მუდამ მსჯელობდნენ და გაცხარებული საუბრები იმართებოდა.
მათ ნაცვლად კლერი თითქმის ძრწოლით უყურებდა რეალურ შოუ-
ებს, სადაც პლასტიკუროპერაციაგადატანილი დიასახლისები მონა-
წილეობდნენ და ძვირიან რესტორნებში ჩხუბობდნენ, ან კიდევ –
თორმეტშვილიან ოჯახებს, სცენარით გათვალისწინებულ ქაოსში
რომ იმყოფებოდნენ. რეკლამების დროს კლერი თავისი ჩალისფე-
რი საბნის ქვეშ ძვრებოდა, ეკრანზე კი ჯეელები ერთად სანსლავ-
დნენ სწრაფი მომზადების საკვებს, როგორ განიცდიდნენ მშობლები
და შვილები ნეტარებას მობილური ტელეფონის აპლიკაციებით,
როგორ დარბოდნენ საყვარელი პატარები საფენის ამარა, ცრემ-
ლმორეული მამები კი უყურებდნენ დამონტაჟებულ ვიდეოებს იმა-
ზე, თუ როგორ გაიზარდნენ მათი ქალიშვილები. ასეთ ვიდეოში ბავ-
შვის სამანქანო სკამიდან ქალიშვილი საჭესთან ინაცვლებდა. კლე-
რი აბუჩად იგდებდა და უარყოფდა სენტიმენტალურობას, თუმცა,
ამავდროულად, ძალიან მოსწონდა კიდევაც ის. წლების წინ კლერი
კოლეჯის ერთი გრძელფეხება სტუდენტი იყო, ძირითადი სპეცია-
ლობით ინგლისურ ლიტერატურაში და ღრმად სწამდა, რომ სწავ-
ლის წარმატებით დასრულების შემდგომ უნივერსიტეტის თავდაჯე-
რებული პროფესორი გახდებოდა. თუმცა, ერთ დღეს აცრემლებულ-
მა დედამ უხმო და უთხრა, პასუხი დადებითიაო. მის მკერდში პაწა-
წინა ჯირკვალმა ამოჭრის შემდეგაც გაავრცელა მთელ ორგანიზმში
დაავადება და ისე მოხდა, რომ ოცდაოთხი წლის კლერს დედა უკვე
სასაფლაოზე ჰყავდა ბედფორდში, მასაჩუსეტის შტატში, ადგილობ-
რივი „ჰოულ ფუდისგან“ სულ რაღაც ერთი მილის მანძილზე. კლერი
კი მუდმივმა ნაღველმა მოიცვა. მამა ავტოავარიაში დაეღუპა ჯერ კი-
დევ ახალი ფეხადგმული რომ იყო და სწორედ ისე დატანტალებდა
საფენის ამარა, როგორც ბავშვები სატელევიზიო რეკლამებში, ღამ-
ღამობით რომ შეჰყურებდა მარტოდმარტო. კლერმა ძალიან პატა-
რა ასაკში იგრძნო მარტოობის სულისშემძვრელი სინამდვილე. შეყ-
ვარებულები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. არც ერთი მათგანი არ
რჩებოდა დიდი ხნით, თუმცა, კლერი დარწმუნებული იყო, რომ მხო-
ლოდ ერთხელ,ჰა-ჰა, ორჯერ თუ სწვეოდა სიყვარული.

247
ახლა კი, ოცდაათი წლის ასაკში, კლერის სკოლის მეგობრები-
დან ზოგი დაქორწინებული იყო ან დასაოჯახებლად ემზადებოდა.
მთელ ქვეყანაში იყვნენ მიმოფანტულები. მხოლოდ ქვეყანაში კი
არა, მსოფლიოშიც. კლერი მათ სოციალური ქსელებით უკავშირდე-
ბოდა. არც ურეკავდა და არც პირისპირ შეხვედრის ანტიკურ ჩვე-
ულებას მიმართავდა.
კლერი მათ პირდაპირ ჩართვებს ადევნებდა თვალს, რომლები-
დანაც გამოსჭვიოდა ბედნიერი, საინტერესო ყოფა, თუმცა, ძალიან
დიდი სიფრთხილეც იყო საჭირო, რომ თავი არავის დაემცირებინა.
მათ პოსტებს თვალს ადევნებდა: „ოჰ, ეს სრული სიმართლეა, ბავ-
შვი გვეყოლება!“ კითხულობდა ასეთი შინაარსის ტექსტებს და „მო-
წონების“ ღილაკს აჭერდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ
სრული სიცარიელისა და ეჭვის გარდა ვერაფერს გრძნობდა. პლა-
ჟებზე ქმრებთან ჩახუტებული ორსული მეგობრების ფოტოებს ათვა-
ლიერებდა და „მოწონებას“ აჭერდა. ლეპტოპში უყურებდა ახალშო-
ბილებს – პატარა, მოკრუნჩხულ, ქუდიან არსებებს – და არც ერთ
კომენტარს წაუკითხავს არ ტოვებდა: „როგორ მიხარია შენი ამბავი,
ჯენა!“ „ღმერთო ჩემო – რა საყვარელი ბავშვია!“ კლერი ახლაც „მო-
წონების“ ღილაკს ირჩევდა და თავადაც უწერდა კომენტარს, „გი-
ლოცავთო.“ მერე ყოფილი კლასელების „სელფებს“ უყურებდა,
რომლებიც კოსტა-რიკაზე ან ჰავაიზე ისვენებდნენ შვილებიანად და
მათ მიმართ სიხარულისა და შურის უცნაური ნაზავი ეუფლებოდა.
მერე ისევ ტელევიზორს რთავდა, უყურებდა ოჯახებს, ცხელ შოკო-
ლადს რომ მიირთმევდნენ, რომ ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ, ხო-
ლო მამები მართვის მოწმობის აღებისათვის გოგონებს მანქანის გა-
საღებებით ასაჩუქრებდნენ. მხოლოდ დედაზე ფიქრობდა. ძალიან
ენატრებოდა.
ოთახში მწკრივად ეწყო წიგნები გურუებისა და კონსულტანტე-
ბის ავტორობით, რომელთა მიხედვითაც კლერს საკუთარ თავში უნ-
და ჩაეხედა, კავშირი დაემყარებინა სამყაროსთან, მადლიერება გა-
მოეხატა, აღერიცხა საკუთარი ცხოვრების დადებითი მხარეები და
მადლიერების რვეულში ჩაეწერა. კლერი ასეც იქცეოდა. თუმცა,

248
როგორც კი მიხვდა, რომ იმ ინგლისური ლიტერატურის დიპლო-
მით, კონექტიკუტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პატარა კოლეჯში
რომ აეღო, მხოლოდ ადმინისტრაციულ სამუშაოზე თუ მიიღებდნენ
და საცალო მაღაზიებში ტანსაცმლის დაკეცვას უნდა დასჯერებოდა,
მას შემდეგ, რომ მიხვდა, ვერასოდეს ეყოფოდა გამბედაობა ინგლი-
სურის სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის შესატანად, პროფე-
სორი რომ გამხდარიყო, დედამისის სიცოცხლის დაზღვევის თანხა
აიღო, უოთერთაუნში ბინა იქირავა, საცალო სფეროდან ადმინის-
ტრაციულში გადაინაცვლა და ერთ დღესაც, ოცდაათი წლის ასაკში,
აღმოაჩინა, რომ „დაქსტონ სენიორ ცენტრში“ ადმინისტრატორის
თანაშემწე გამხდარიყო.
სამსახური მოსწონდა. სიამოვნებდა იმ ადამიანებთან დიდი
დროის გატარება, რომელთაც, ასე ვთქვათ, თავი სცენაზე არ ეგო-
ნათ. აფასებდა, რომ მათ ძირითადად არ ახასიათებდათ მოჩვენები-
თი თავმდაბლობა და არც იმას ამტკიცებდნენ, უბედნიერესები ვარ-
თო. ხიბლავდა მოხუცი,მოღუშული კაცები, რომლებიც ახველებ-
დნენ, იპურჭყებოდნენ, ბრაზობდნენ და არავითარ პრეტენზიას არ
გამოხატავდნენ, გინდა თუ არა, ცხოვრება მშვენიერიაო . სიამოვ-
ნებდა, ხანშიშესულ ქალებს ტუჩსაცხის ასკეტური სიზუსტით წასმაში
რომ ეხმარებოდა, თითქოს რომელიმე ნიუანსის გამორჩენა ასაკ-
თან სრულ დანებებას უდრიდა მათთვის. მის ემილის ეხმარებოდა
ლურჯად დაძარღვულ ფეხებზე ნეილონის წინდების ამოცმაში, მის-
ტერ როზენბერგს კი სათუთად უკრავდა ჟაკეტზე ღილებს. მხოლოდ
ამ ქალებისა და მამაკაცების გამო არ მისცა კლერმა თავს ცხოვრე-
ბაზე ხელის ჩაქნევის უფლება. კლერს მხოლოდ ისინი გააჩნდა ამ-
ქვეყნად. სკოლისა და კოლეჯის მეგობრები ახლა მხოლოდ „ფეის-
ბუქმეგობრებადღა“ ქცეულიყვნენ – ახალ კატეგორიად დაყოფი-
ლიყვნენ მის გონებაში სახელწოდებით „ფბმ.“ ისინი მხოლოდ ციფ-
რულ გამოსახულებებზე არსებობდნენ, პირისპირ კი უკვე წლები
იყო, რაც არ ენახა (კლასის შეკრებებს განზრახ არ ესწრებოდა),
თუმცა ცხოვრების ბედნიერ, ხანდახან არეულ-დარეულ, მაგრამ, მა-
ინც გამორჩეულ მომენტებს აზიარებდნენ ინტერნეტში. კლერი მამ-

249
ამისს მოგონებადაც კი ვერ აღიქვამდა, იმიტომ, რომ ძალიან ღრმა
ბავშვობაში ჰყავდა ნანახი. მამის ყველაზე ცხადი სახება ის ფოტო
იყო, დედას მაცივარზე ბადრიჯნის ფორმის მაგნიტით რომ ჰქონდა
მიმაგრებული: მაღალი კაცი, ფართო ღიმილით, პიკნიკის კალათით
იდგა დედის გვერდით. არავითარი კუდაბზიკა ქორწილი არ ჰქონი-
ათ. მხოლოდ მშვიდობიანი და სამართლიანი ვიზიტი იყოო, დედამ
ასე თქვა.
იყო წლები, როდესაც კლერს დედა ჰყავდა. ლამაზი დაკეთილი.
დედა, რომელიც ამბებს უყვებოდა მამაზე და დარდობდა, რომ თვა-
დაც დედისერთამ ერთ ბავშვზე მეტი ვერ გააჩინა. დედა ძალიან ნაღ-
ვლობდა, პატარა ოჯახი რომ ჰქონდათ, რომ მხოლოდ ერთმანეთი
ჰყავდათ, თუმცა, მისთვის ეს ყველაფერს ნიშნავდა, შვილი სიგიჟემ-
დე უყვარდა, თავისი ლამაზი შვილი აძლევდა მის ყოფას აზრს. კლე-
რი მისი შესანიშნავი პაწაწინა გოგონა იყო, ამას მტკიცება არ სჭირ-
დებოდა. „მაპატიე, თუ გაწუხებ, ჩემო საყვარელო, მაგრამ, სიმარ-
თლე ეს არის – ჩემი ცხოვრება შენ ხარ – შენ და მე, ჩემო გოგო,
მსოფლიოს დავიპყრობთ, ხომ ასეა, კლერ? ოჰ, როგორ ეყვარებო-
დი მამაშენს, ჩემო კარგო, რა ბედნიერი იქნებოდა ახლა რომ დაენა-
ხე. ჰოდა, ჩვენ ეს პლანეტა უნდა დავიპყროთ, გოგონების გოგონავ
– შენ ეს შეგიძლია – ისეთი ჭკვიანი და ნიჭიერი ხარ! ცოტაც მოიცა
– ერთ დღეს ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ. ახლაც ისედაც ჩემი
სიამაყე და სიხარული ხარ.“ მერე დედა სიმსივნემ წაართვა, კლერი
კი სასოწარკვეთამ მოიცვა. აუხსნელმა, მტკივნეულმა და მარადი-
ულმა მარტოობამ შთანთქა. დედა აღარ მოდიოდა შინ, აღარ ურე-
კავდა, აღარც საყვარელ კერძებს მიირთმევდნენ ერთად. აღარ
ჰყავდა დედა, რომელიც ეუბნებოდა, ყველაფერი კარგად იქნებაო.
უცნაური, შემაძრწუნებელი განცდა დაეუფლა, რომ კარგად აღარა-
ფერი იქნებოდა. აღარასოდეს. თუნდაც მის ფბმ-ებს აზიის მთები და-
ელაშქრათ, სამაგალითო შვილები აღეზარდათ და შორეულ კუ-
რორტებზე ეზეიმათ ქორწინების წლისთავები. კლერისთვის მაინც
ალარაფერი იყო კარგად.
ოცდაათი წლის ასაკში გაითავისა და მიხვდა, შეიგნო – რომ თა-

250
ვის მოკატუნებაც კი აღარ სჭირდებოდა, რომ მომავალში არ ეყო-
ლებოდა არც ქმარი, არც ბავშვები. არც რომანტიკა და სოციალური
ქსელის პოსტები ექნებოდა, რომლებშიც იტყოდა, ოჰ, ღმერთო ჩე-
მო, ნახეთ, რა ქაოსში ვარ, თუმცა, მაინც რა სავსე და ლამაზი ყოფა
მაქვსო! კლერი ღამეებს რეალური შოუების ყურებაში გაატარებდა,
დღეებს კი – სიკვდილის პირას მყოფებთან.
უყვარდა ცენტრის ხანშიშესულები. ზოგს ემეგობრებოდა და ისი-
ნიც ყოველ დილით ეუბნებოდნენ: ,ვაჰ, აი, ჩვენი კლერიც გამოჩ-
ნდაო!“ კლერისთვის ეს ნამდვილი სასწაულის ტოლფასი იყო. მის-
ტერ როზენბერგი ნიუ-იორკის, კერძოდ, ქუინსის ამბებს უყვებოდა
წარსულიდან, ხოლო მისის ვენტურას ყოველ კვირას „ცალი ფეხი
სამარეში ედგა,“ ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა. კლერის
საყვარელი მოხუცი მისტერ ბაჰმან ასლანი იყო, რომელიც ამ ცენ-
ტრში ორ წელზე მეტი იყო, რაც ცხოვრობდა. კლერი „მისტერ ბეტ-
მენს“ ეძახდა. ეს კაცი ყოველთვის ძალიან დიდ სიკეთეს იჩენდა ყვე-
ლას მიმართ, კლერს კი მისი ახალგაზრდობის ამბების მოსმენა უყ-
ვარდა. ირანელი იყო და პოლიტიკური თავგადასავლებიც ჰქონდა.
ომის წლებზეც ლაპარაკობდა ხოლმე. თავის დიდ სიყვარულზეც.
მისტერ ბეტმენის მსგავსი ხალხი – მისი ხუმრობები, წუწუნი, მწუხა-
რება, ტკივილები, სინანული, ხედვდა მოგონებები იყო მიზეზი, რომ
დილაობით კლერი დგებოდა, ცილებით სავსე მშრალ, უგემურ საჭ-
მელს მიირთმევდა და შვიდი წლის ჰონდათი უოთერთაუნიდან დაქ-
სტონში მიეშურებოდა. „დაქსტონ სენიორ ცენტრში“ მოხუცთა აქტი-
ვობების ცენტრიც იყო განთავსებული და თავშესაფარიც. ხანშიშე-
სულებს შეეძლოთ მოსულიყვნენ და აქტივობებში მიეღოთ მონაწი-
ლეობა, ანდა ტრადიციული მეთოდით დაფუძნებულიყვნენ მოხუც-
თა თავშესაფარში. კლერი მთლიანად ჩაეფლო ხანდაზმულთა და
თავშესაფრის მცხოვრებთა პრობლემებში. მადლიერების დღესაც
მათთან ერთად ატარებდა. შობასაც მათთან იყო. მათი ცხოვრება
კლერის ცხოვრება გახდა. თავშესაფრის გარეთ კლერს მხოლოდ
„ფბმ“-ები, წყეული შოუები და სატელევიზიო რეკლამებიღა რჩებო-
და.

251
კლერს ყველაფერს ერჩივნა თავშესაფრის მცხოვრებთა ამბების
მოსმენა. განსაკუთრებით – მისტერ ბაჰმან ასლანის მოგონებები და
ცხოვრებისეული კურიოზები.

მკითხველთა ლიგა

252
თავი ოცდამეოთხე

1978-1981 წლები

წასულები

1978 წლის აგვისტო.


მას წინათ კინოთეატრი „რექსი“ დაწვეს. ოთხასზე მეტი ადა-
მიანი დაიღუპა. ხალხი შიგნით მოექცა და ვეღარ გამოდი-
ოდა. ამაოდ დარბოდნენ და ცდილობდნენ გარეთ გამოსვლას, ეს
შეუძლებელი იყო. სულ ის მახსენდებოდა, კინოთეატრ „მეტრო-
პოლში“ რომ ვხვდებოდით. სახელმწიფო გადატრიალებიდან ოცდა-
ხუთი წელი გავიდა. და აი, ისევ იგივე მოხდა. ყოველდღე სულ უფრო
მეტი დემონსტრაცია იმართება ქუჩაში. ჩემს შვილებს სჯერათ, რომ
პასუხი აიათოლა ხომეინს აქვს, გაძევებულ რელიგიურ პირს, რო-
მელსაც უეცრად უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა. მე კი წარმოდგენა
არა მაქვს, რა უნდა ვიფიქრო. ახალგაზრდობას რაღაც ხელჩასაჭი-
დი სჭირდება, რაღაცის რწმენა. ოღონდ ეს არ უნდა იყოს შაჰი.
ისტორია მეორდება. ახალგაზრდები, სტუდენტები, ისევ ქუჩაში
გამოდიან იმ რწმენით, რომ თუ შაჰს მოიშორებენ, ყველა პრობლე-
მა მოგვარდება. ამის დანახვა მტკივნეულია. ჰო, შაჰის ხელი ურევია
პრემიერმინისტრი მოსადეყის გაძევებაში და დასავლეთმაც ხე-
ლიშეუწყო, მაგრამ, დღევანდელ ახალგაზრდოძას მიაჩნია, რომ შა-
ჰის წასვლის შემთხვევაში მათი ყველა პრობლემა გადაიჭრება. მე
კი ის მაფიქრებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყოველივეს. დემოკრ-

253
ატია გვსურს, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერასოდეს გვეღირსება. უა-
რესი რომ მოხდეს, რა გვეშველება?
ნეტავ, როგორ ხარ მანდ, ამერიკაში. ჯაჰანგირისგან რაღაცებს
ვიგებ და ძალიან ვმადლობ ბედს ამისთვის. მიხარია, რომ თქვენ
ისევ ეხმიანებით ერთმანეთს. რა გასაოცარია ფიქრი იმაზე, რომ თა-
ნამედროვე მსოფლიოში ოკეანის გადაღმა შეგვიძლია საუბარი. უბ-
რალოდ ტელეფონი აიღე და მორჩა! ჯაჰანგირმა მითხრა, რომ მუშა-
ობ. ჰარვარდში დასაქმდი? ყოჩაღ შენ, როია-ჯუნ.
ყოველთვის დიდებული რამეებისთვის მემეტებოდი.

1979 წლის მარტი

აი, შაჰიც აღარა გვყავს. ყველას, ვისაც 1953 წელი გვახსოვს და


ვინც სამყაროს დაცემის საშინელი იმედგაცრუება ვიგემეთ სულ რა-
ღაც ერთ დღეში, ჭრილობა განგვიახლდა. ახალგაზრდობა კი ძალი-
ან იმედიანადაა. ფიქრობენ, ამჯერად ყველაფერი რიგზეაო. შაჰის
წასვლა უხარიათ. ეს უკანასკნელი ამერიკაში შესვლას ცდილობს,
თუმცა, როგორც გავიგე, შენი ახალი სამშობლო ნებას არ რთავს.
როგორ შეუძლიათ უარი უთხრან შაჰს მას შემდეგ, რაც მან ამერი-
კისთვის გააკეთა?
იქნებ ამჯერად მაინც გვეღირსოს ჭეშმარიტი დემოკრატიული ხე-
ლისუფლება.
ამას მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როცა საკუთარი თვალით ვნა-
ხავ.
გახსოვს ბინდი იმ საღამოს, ხელი რომ გთხოვე?
გახსოვს, როგორი იისფერი იყო ზეცა? როგორ გგონია, ასობით
ღამეს არ ამიხედავს ცაში და შენი კოცნა არ გამხსენებია?

1981 წლის აგვისტო

გასული წლის სექტემბერში სადამ ჰუსეინი ირანს თავს დაესხა.

254
ომის საქმე კი სულ უფრო ცუდად მიდის. ღამეებს სარდაფში მოწყო-
ბილ თავშესაფარში ვატარებთ, ბომბი რომ არ მოგვხვდეს. ჩემი შვი-
ლები სულ შიშში არიან. შენ ვეღარც კი იცნობ აქაურობას. შეიძლება
ითქვას, რომ ძირი გამოგვითხარეს. ღამღამობით ფანჯრებზე ალუ-
მინის ფოლგას ვაფარებთ, რომ სადამის თვითმფრინავებმა ჩვენი
ქალაქი და ფანჯრებიდან გამოსული შუქი ვერ დაინახონ. მარადიულ
ზაფრაში გვიწევს ცხოვრება. ჩემი შვილები ოც წელს ახლახან გა-
დასცდნენ და არ მინდა, რომ ვაჟი ჯარში წავიდეს, ომში გაგზავნონ
და ერაყელები ხოცოს. რის გამო? იმისთვის, რომ ეს ახალი ისლა-
მისტური მთავრობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და რაც უნდა, ის გვა-
კეთებინოს? გარდა ამისა, ჩემი ქალიშვილი იძულებულია, გარეთ
ჰიჯაბით გავიდეს. რად ვიქეცით? ჩემს სამშობლოს ძლივსღა ვცნობ.
როია-ჯუნ, ჯაჰანგირი ჯარში წავიდა. ექიმად. ჩემო ძვირფასო
როია, ის ფრონტზე მოკლეს. ჯაჰანგირის მაგივრობას ვერასოდეს
ვერავინ გამიწევს. მისი ადგილი მეტისმეტად ცარიელია.

მკითხველთა ლიგა

255
თავი ოცდამეხუთე

2013 წელი

დიდი ყუთი


ობილური ტელეფონის ეკრანზე ზარის უცნაურად დიდი
ცხვირი უჩანდა. ამ ცხოვრებაში ერთ-ერთი შვებათაგანი ის
იყო, რომ ტელეფონით ადამიანებთან დალაპარაკება მათი დანახ-
ვის გარეშეც შეიძლებოდა, თუმცა, ზარი გაშმაგებით ეხმიანებოდა
როიას Face Tim-ით ყოველ კვირას. ძველებურად, ვიდეოზარის გა-
რეშე სიამოვნებით დაურეკავდა როია. აი, მობილური ტელეფონის
ეკრანზე საკუთარი სახის ყურებას კი ვერ იტანდა. უბრალოდ უაზრო-
ბად მიაჩნდა. თუმცა, იმასაც აღიარებდა, რომ ზარის დანახვა ამშვი-
დებდა, ტელეფონშიც კი. უმცროს დაიკოს უკვე შვილიშვილები ჰყავ-
და, ბარძაყის ძვლის ოპერაციაც გადაეტანა და რძალთან თითქმის
ყოველდღიურ უთანხმოებაშიც აქტიურად იყო ჩართული.
– ვოლტერს ქაღალდის სამაგრები და საქუცმაცებელი სჭირდე-
ბა. უნდა გავთიშო, ზარი.
– კარგი, დაიკო. იცი, საოცარია, მაგრამ კანი პატარა გოგოსა-
ვით გაქვს. არადა, სამოცდაჩვიდმეტი წლისა ხარ! მადლობა ღმერ-
თს, რომ კარგი გენები გვაქვს!
– ჯეკი, დარიუსი, ლეილა და ბავშვები მომიკითხე.
– გადავცემ. იმედია, ნოვრუზზე გნახავ! ვოლტერს და კაილს ჩემს
მაგივრად მაგრად აკოცე.

დროს თავხედობა ეყო და გავიდა. უკვე ათწლეულები მოიკეცა

256
მას შემდეგ, რაც მერიგოლდი კრუპით გარდაიცვალა და მოსადეყი
ჩამოაგდეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. მსოფლიო
სრულიად შეიცვალა. ირანში 1979 წელს ისლამური რევოლუცია
მოხდა – ახლა ქვეყანას შაჰი კი არა, სასულიერო პირები მართავდ-
ნენ. დანაკარგები მატულობდა, როიამ კი აღარ იცოდა, რომელი ერ-
თი ეგლოვა. ვოლტერი ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალ ამ-
ბებს, თუმცა, როიას ღუმელთან ფუსფუსი ერჩივნა, ვიდრე იმ ნაგვის
ყურება, ტელევიზიაში „ახალ ამბებად“ რომ გადმოსცემდნენ იმ
დღეებში.
აი, ბავშვების სიკვდილი კი, არა და არ შეიძლებოდა. არ შეიძლე-
ბოდა, გამქრალიყვნენ და ის, რაც მათ ეკუთვნოდათ, უპატრონოდ
დაეტოვებინათ. როიას შვილი არ მომკვდარა. საავადმყოფოში უბ-
რალოდ უნდოდათ როია დაერწმუნებინათ იმაში, რომ ერთი წლის
ბავშვი შეიძლებოდა ცოცხალი აღარ ყოფილიყო მაშინ, როდესაც
რამდენიმე წუთის წინ ჯერ კიდევ როიას მკლავებში სუნთქავდა. მე-
რიგოლდი უბრალოდ ფიზიკურად აღარ იყო მასთან აღარც დღისით
და აღარც ღამით, თორემ ისე როიას ნაწილი იყო. როიას არასოდეს
დავიწყებია ქალიშვილი. ბავშვები არასოდეს გვტოვებენ.
კი, მაგრამ, დაიკო, კაილზე იფიქრე! მერიგოლდი გარდაიცვალა,
თუმცა კაილი ხომ გყავს!
ორმოცდაორი წლის ასაკში, როდესაც როია კვლავ თავის ადმი-
ნისტრაციულ სამუშაოს ასრულებდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში
და უკვე სამუდამოდ შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ სხვა შვილს აღარა-
სოდეს გააჩენდა და, შესაბამისად, დედობა აღარ ეღირსებოდა, მის
ცხოვრებაში კაილი შემოიჭრა.
რაც შეუძლებლად მიაჩნდა, სწორედ ის მოხდა. სიურპრიზი, მო-
ულოდნელობა, ბავშვი. როიამ და ვოლტერმა ისევ ჩაიკრეს გულში
პაწაწინა, რბილი არსება. ისევ ხელი დარიათ სიხარულმა და შიშმა.
კაილი როიას ახალი სამყარო გახდა. მასზე დაამყარა ყველა ოც-
ნება. მან გაახსენა გულწრფელი სიცილი, გამოაცოცხლა. კაილი მი-
სი მიზანი გახდა. ამ ბავშვმა დააჯერა, რომ სამყარო ჯერ კიდევ არ-
სებობდა და არ ჩამომხობილა.

257
კაილი რომ გაიზარდა (და ექიმი გახდა!), როიას სიჯანსაღის შე-
ნარჩუნებაში დილის სეირნობა ეხმარებოდა. ასე ინარჩუნებდა
ენერგიას და გონებას იწმენდდა. მეგობრებთან ერთად არ სეირნობ-
და. ისინი ძალიან ბევრს ქაქანებდნენ, როიას კი თავის ფიქრებთან
მარტო ყოფნა უყვარდა. რასაკვირველია, მეზობელ ქალებთან ერ-
თადაც დადიოდა მოლში ძალიან ცივ ამინდებში. ქალაქიდან ელ-
ფოსტაზეც სწერდნენ და საერთო აქტივობებში მონაწილეობის მისა-
ღებად ეპატიჟებოდნენ: „შევიკრიბოთ სინემენის სტადიონზე!“ – ეწე-
რა ამ წერილებში. იმ ფარდულთან იწვევდნენ, სადაც სურნელოვა-
ნი, ცხიმიანი, შებრაწული თხელი ცომის ნამცხვრები იყიდებოდა.
არა, გმადლობთ. როიას არ ხიბლავდა დიდი ყუთივით შენობაში წინ
და უკან სიარული, დახუთული ჰაერის სუნთქვა, ბრჭყვიალა მაღაზი-
ებთან ავლა და ჩავლა, სადაც უთვალავი არასაჭირო ნივთი იყიდე-
ბოდა. უსარგებლო ნივთების სიმრავლე აოგნებდა ამ მოლში. ამი-
ტომ, მაქსიმალურად ბუნებას ეტანებოდა, ვიდრე შეეძლო. ვიდრე
ფეხზე იდგა.
ჰოდა, როიაც ცხოვრებას განაგრძობდა. არის რაღაც, რომ არ
გტოვებს და მუდამ შენთანაა. ზოგი ამბავი შენს სხეულზე აისახება.
ნასროლს ვერ დაივიწყებ. ვერც ძლიერ სიყვარულს.
ხანდახან ბაჰმანის სუნთქვა ჩაესმოდა ღამღამობით. თუმცა, ის,
ვისაც როია ყველგან ხედავდა ნიუ-ინგლენდსა და კალიფორნიაშიც
კი, ვერაფრით ვერ იქნებოდა ბაჰმანი.
კალიფორნიაში ცხოვრების პირველ წლებში, როდესაც ერთმა
ბიჭმა გაჩქარებით ჩაუქროლა და ჟრუანტელი მოჰგვარა, როიამ
თვალის კუთხიდან წამიერად გახედა და დარწმუნდა, ნამდვილად ის
იყოო. ერთხელ ფილინის მაღაზიათა ქსელში, ბოსტონში, ვოლტე-
რისთვის მაისურებს რომ არჩევდა, საკიდის მეორე მხარეს ვიღაც
კაცი ბაჰმანს მიამსგავსა. დარწმუნებულიც კი იყო, რომ არ ცდებო-
და, თუმცა, რასაკვირველია, მისი რწმენა არ გამართლდა. იქ ბაჰმა-
ნი ვერანაირად ვერ იქნებოდა. ერთხელ კიდევ, აეროპორტში რომ
იცდიდა, ერთი ახალგაზრდა კაცი ბაჰმანს ძალიან ჰგავდა და მისი
სიარულის მანერა ჰქონდა. წონასწორობის შესანარჩუნებლად

258
როია შენობის სვეტს მიეყრდნო. ის ბიჭი ოცი წლისა თუ იქნებოდა
და სუნთქვაშეკრულ როიას გაახსენდა, რომ თავად უკვე ორმოც
წელს იყო გადაცილებული. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბაჰმანიც ორ-
მოც წელზე მეტისა იქნებოდა. რაღა თქმა უნდა, ის ბიჭი ბაჰმანი ვერ
იქნებოდა. თუმცა, როია მუდამ ახალგაზრდად წარმოიდგენდა მას
და ვერაფრით იჯერებდა, რომ ბაჰმანიც შევიდოდა ხანში. ნეტავ, თმა
ხომ არ გასცვივდა? ხომ არ გასუქდა? ვოლტერს თმა არ გასცვენია.
პატრისიას თქმით, „გამაოგნებლად“ გამოიყურებოდა, ნამდვილი
ჯიმი სტიუარტი იყო. ნეტავ, ბაჰმანი როგორი იყო? რომელ კინოვარ-
სკვლავს დამსგავსებოდა? რა სიურპრიზები შეეთავაზებინა ცხოვრე-
ბას მისთვის? ეს უკვე როიას საქმე აღარ იყო.

**

კაილი რომ დაიბადა, როიას და ვოლტერის ტკივილითა და მარ-


ტოობით სავსე ნაჭუჭში ცოტა ჰაერი შეიპარა. მერე ნაპრალი სულ
უფრო გაფართოვდა და მთელი სამყაროსთვის ხელახლა გადაიხ-
სნა. კაილის მიზეზით როიამ სხვა დედებთან ერთად ჩაის დალევა
დაიწყო. მის გამო ესწრებოდა მშობელთა და მასწავლებელთა კრე-
ბებს, ხოლო ბეისბოლის თამაშებზე სიხარულით ხტუნავდა, კაილი
ბურთს რომ ხელში ჩაიგდებდა: სიხარულის განცდა დაუბრუნდა, უფ-
რო ხალისით მოქმედებდა, დილაობით ერბოკვერცხს ისევ აკეთებ-
და და ფეხბურთის ანგარიშებს განიხილავდა, თან ყურადღებით ათ-
ვალიერებდა სახელმძღვანელოებსა და ნიშნების ფურცლებს. კა-
ილის გამო ისევ გაიცნო ცხოვრება.
„ძარღვებში სისხლი რომ გამოგველიოს, რა მოხდება?“
კაილი სულ შეკითხვებს აყრიდა. უსაშველოდ ცნობისმოყვარე
იყო. როიას ბიბლიოთეკაში დაჰყავდა, კალთაში ისვამდა და წიგნს
წიგნზე უკითხავდა. ადრეულ ბავშვობაში კაილს ირანული აქცენტი

259
ჰქონდა, რადგან ძირითადად როიას საუბარი ესმოდა. სკოლაში
რომ მივიდა, აქცენტიც გაუქრა. სხვა დედები ჩიოდნენ, შვილები არ
გვისმენენო, კაილი კი ყოველთვის უჯერებდა როიას. მისი ინტერესი
სამყაროს მოძრაობის მიმართ განუზომელი იყო. კაილის პატარაო-
ბაში ის და როია ორი მუშკეტერივით იყვნენ. მესამე მუშკეტერი კი –
კაილის უფროსი დაიკო – სულ როიას გულში იყო. მისი მერიგოლ-
დი.
როია მადლობელი იყო ღმერთის, რომ არ უჭირდათ და სამსახუ-
რისთვის თავის დანებება შეეძლო. სულ კაილთან იყო. რაც შეიძლე-
ბოდა მეტი დროისგატარება სურდა მასთან.
რომ შესძლებოდა, კაილის გულს ჩაის სათბურშიც კი შეახვევდა
და ტკივილისგან დაიფარავდა. ნეტავ, რაიმე გზით შესძლებოდა მი-
სი დაცვა საფრთხისგან, დანაკარგისა და დარდისაგან. თუმცა, როი-
ას კარგად ესმოდა, რომ კაილს უკვე ეწერა შუბლზე თავისი ბედი იმ.
მელნით, რომელსაც ვერავინ ხედავდა. შესაბამისად, ვერავითარი
დედობრივი ზრუნვა, თავს შემოვლება და წუხილი ვერ შეაკავებდა
კარს მომდგარ განსაცდელს.
მერიემ ჰილის ტბორზე თავკომბალების სანახავად დაჰყავდა,
ვარსკვლავებსა და მთვარეს შორის მანძილზე კითხულობდა, რომ
კაილისთვის მოეყოლა, სატელევიზიო პროგრამების საყვარელ
გმირებს უხატავდა. ვოლტერის მტკიცე თანამონაწილეობით როიამ
ნიუ-ინგლენდში ცხოვრება შექმნა ოჯახის სამივე წევრისთვის და
დარაბებიანი სახლი ყველანაირი ნივთით გამოტენა.
ყოველ წელს, კაილი დაბადების დღის ტორტზე სანთლებს რომ
სულს უბერავდა, როიას შვება და მლელვარება ერთდროულად
ეუფლებოდა და ჩამქრალი სანთლებიდან ამოსულ ბოლს ერწყმო-
და. ეს ორი განცდა ჯერ სასადილო ოთახის ობმოდებულ კუთხეებში
იმალებოდა, მერე კი მუდამ მათი თანმდევი გახდა. გავიდა კიდევ
ერთი წელი. მერე მომდევნო. აი, კაილიც გაიზარდა.

საკანცელარიო მაღაზია როიასა და ვოლტერის სახლიდან 2,7


მილის მოშორებით მდებარეობდა. როიამ ეს მანძილი იმიტომ იცო-

260
და, რომ სახლიდან გასვლისას ოდომეტრს ნულზე აყენებდა ხოლმე.
ისე, თავშესაქცევად. ყუთის ფორმის დიდი მაღაზია უზარმაზარ მან-
ძილზე იყო გადაჭიმული და ერთიანად ჩახჩახებდა. ნამდვილი საწ-
ყობი იყო. ამ მაღაზიების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნ-
ქციონირებდა. როია ვოლტერთან ერთად შევიდა მაღაზიაში და თა-
ვი შეიმაგრა, რომ არ წაქცეულიყო. გასასვლელში ქიმიური საშუა-
ლებისა და იაფფასიანი საფარდაგე ქსოვილის სუნი იდგა და კორ-
პორატიული გაუმაძღრობა და დაღლილობა იგრძნობოდა. რიგე-
ბად ეწყო რვეულები, ჩასანიშნი ქაღალდები, ანტისეპტიკრი ხელსა-
წმენდები, პლასტმასის კოლოფები, საქაღალდეები, კონვერტები,
მარკერები, ფანქრები და ბატიბუტი (ბატიბუტს რაღა ესაქმებოდა?).
როიასაც ეს უყვარდა: საკანცელარიო მასალა, სათლელები, კალ-
მები და ფანქრები. თუმცა, აქ, ამ უშველებელ, გამოღრუტნულ ადგი-
ლას აღარაფერი მოუნდა.აქ ხომ მეპატრონეც კი არ ჩანდა. მხო-
ლოდ დამუწუკებული მოზარდი ბიჭები დადიოდნენ უნიფორმებით
და როიას ბოდიშებს ყურადღებასაც კი არ აქცევდნენ, ვიდრე ვოლ-
ტერმა არ ამოიბლუყუნა „გვაპატიეთ, გაგვატარეთო,“ თითქოს ამ
ბიჭებს ტუქსავდა. მხოლოდ მაშინღა გადაამისამართეს იმ ზოლში,
სადაც ქაღალდის საქუცმაცებელი ხელსაწყოები იყიდებოდა (ვოლ-
ტერს გადაწყვეტილი ჰქონდა ძველი საბუთების დახარისხება და
არასაჭირო დოკუმენტების განადგურება, რათა „თავის დროზე“ კა-
ილისთვის ეს საქმიანობა აეცილებინა თავიდან: „დიდებული იქნე-
ბა, თუ ამ საქმეს თავს მოვაბამთ და წლობით შენახულ საბუთებს მო-
ვიშორებთ. ახლავე უნდა გავაკეთოთ ეს. ვიდრე გონება გვიჭრის.
გავუადვილოთ საქმე ბიჭს, ვიდრე ცოცხლები ვართ. კაილს ტვირ-
თად არ უნდა დააწვეს ეს ყოველივე.“
დიდი რჩევა-რჩევის შემდეგ ვოლტერმა აიღო საქუცმაცებელი
და როია ქიმიური საშუალებებით მოფენილ ზოლებში სასეირნოდ
გაუშვა, იქნებ ქაღალდის სამაგრებს მივაგნოთო. სხვადასხვა შე-
ფუთვიდან უამრავი რაიმეს ამორჩევა შეიძლებოდა. როია კი უბრა-
ლოდ ქაღალდის სამაგრებზე წავიდა. საბოლოოდ შეარჩიეს ერთი

261
სუფთა ქილა, რომელიც ლამაზი ლურჯი, ხასხასა მწვანე, ყვითელი
და მუქი წითელი სამაგრებით იყო სავსე.
სალაროსკენ მიმავალ რიგში (რვიდან ერთი მუშაობდა!) როიამ
ხელის სანიტარული დასამუშავებლის ჩასასხმელი პატარა ბოთლი
აიღო ურნიდან. ბოთლს რეზინის რგოლი ჰქონდა, რითაც შეიძლე-
ბოდა საფულეზე, გასაღებზე ან ნებისმიერრამეზე მიემაგრებინა. მი-
სი საშუალებით დააფრთხობდა გაციებას, გრიპს, ფილტვების ანთე-
ბასა და ბოლოდროინდელ დაავადებებს. ნეტავ, თუ შეიძლებოდა,
მერიგოლდი დაეძვრინა კრუპისაგან? ეს ფიქრიც ეწვია უცებ. ნუთუ,
ანტიბაქტერიული გელის ეს პატარა პლასტმასის ბოთლი უშველი-
და? ბოლოს, რიგში რომ გააღწიეს, როიამ ჩაიბურტყუნა:
– ძალიან დიდი მაღაზიაა და გარდა ამისა, ამ მოზარდებმა თვი-
თონაც არ იციან, რას აკეთებენ.
უეცრად მოლარემ ამოყო თავი. ალბათ, სამოც წელს კარგა ხნის
გადაცილებული იქნებოდა. როიაზე ბევრად უმცროსი არ ჩანდა. მუ-
ქი ლურჯი თვალები და ღია რუხი კულულები ჰქონდა. როია აღელ-
და, ეს ქალი რომ მისი უმცროსი თანამშრომლების ცილისწამებით
შეაწუხა. თუმცა, მოლარემ გაიღიმა.
– ეგ მეც ვიცი. არ არიან ცუდი ბავშვები. რა ქნან, მუდმივად ახა-
ლი საქონელი მოდის და მოდის. როგორ გინდა, დაადანაშაულო?
– რასაკვირველია. ეს მაღაზია უბრალოდ... ძალიან დიდია, – წა-
ილუღლუღა როიამ.
– ოჰ, მე კი ძალიან მომწონს! აქ ყველაფერია! დედებს უყვართ
სკოლის შემდეგ აქ ვაჭრობა. თუმცა, ზოგჯერ, სამუშაოდ რომ მოვ-
დივარ, ისევ თავბრუ მესხმის. ნება მომეცით, გითხრათ, – წინ გად-
მოიწია და ხმას დაუწია, – დღის ბოლოს მეც უბნის პატარა გოგოსა-
ვით ავმჩატდები ხოლმე. ოღონდ, ჩემს უფროსთან არ წამოგცდეთ!
ვოლტერმა საფულე ხელის ფათურით მოძებნა, საკრედიტო ბა-
რათი ამოიღო, გაატარა და გადახდის ქვითარს დაელოდა.
– გოგოობის დრო წავიდა, – თქვა როიამ, – უბნის პატარა მაღა-
ზიებისაც.

262
– იცით, თითო-ოროლა პატარა საკანცელარიო მაღაზია მაინც
არის შემორჩენილი აქა-იქ, – განაგრძო მოლარემ. თან ქაღალდის
სამაგრსა და ხელის სანიტარულ საშუალებას დებდა პარკში. ამასო-
ბაში ვოლტერმა ქაღალდის საქუცმაცებელი ისევ მაღაზიის ურიკაში
გადადო, – აფთიაქებზე არ გეუბნებით, სადაც თითო ზოლი აქვს
დათმობილი საკანცელარიო მასალებს – იაფიან ზამბარიან რვე-
ულებსა და მსგავს რამეებს. მე ვგულისხმობ ძველებურ, სასკოლო,
ნამდვილ მაღაზიებს. აი, ნიუტონში რომაა, უოლნათის ქუჩაზე. სა-
უკეთესო დასატუმბი კალმები იქ იყიდება. ახლა სამელნეებს არ
იკითხავთ! არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებენ ჩვენნაირი მაღაზიების
ხელში. ონლაინ მაღაზიებიც ხომ არსებობს. თუმცა, ის მაღაზია ნამ-
დვილად წარსულში დაგაბრუნებთ. ასე მგონია.
– გასაგებია. გმადლობთ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, – თქვა
ვოლტერმა, ქვითარს ხელი მოაწერა და სასწრაფოდ გააგორა ური-
კა იქით. მოლარის რეკომენდაციები საერთოდ არ აინტერესებდა.
როიამ უეცარი მიზიდულობა იგრძნო ამ კეთილი ქალბატონის
მიმართ.
– ძალიან დიდი მადლობა.
– სასიამოვნო დღეს გისურვებთ, – მოლარემ ვოლტერს გამოა-
ჯავრა, როიას კი თვალი ჩაუკრა.
როიამ თვალის ჩაკვრითვე უპასუხა და ვოლტერს გაჰყვა გაყი-
ნულ ავტოსადგომზე.
– უცნაური ქალი იყო, – დაიგმინა ვოლტერმა, მანქანის საბარ-
გულში საქუცმაცებელს რომ დებდა.
– მე გულისხმიერის შთაბეჭდილება დამრჩა.
– საბრალო მარტოხელა კაპასი, – თქვა ვოლტერმა და სასწრა-
ფოდ დაამატა, – ვხუმრობ!
მოყინულ ქუჩას შინისაკენ გაუყვნენ. ქაღალდის სამაგრებიანი
ქილა და სანიტარული საშუალება როიას მუხლებზე ედო პარკით.
ავტომოპასუხეზე ვოლტერის ტერფების მკურნალი ექიმის შეტ-
ყობინება დახვდათ.
– გაიგე, ვოლტერ? – ჰკითხა როიამ, – ორთოპედიული ფეხსაც

263
მლისთვის ახალი ფორმის სადები გჭირდება.
– ახალი ფორმის სადები. მხიარულება მუდამ გრძელდება! –
თქვა ვოლტერმა.
– სწორედ მაგიტომ, – უპასუხა როიამ და შესაწვავად თევზის
ჩხირები გამოიღო. ძალიან დაღლილი იყო და სპარსული კერძების
მზადების თავი არ ჰქონდა ამ დღეებში. სამოცდაათი წლისა რომ
ხარ, რაღაცებზე უკვე უარს ამბობ.
მომდევნო კვირაში როია და ვოლტერი ორთოპედიული კლინი-
კის მოსაცდელში ისხდნენ. აქამდე მუდამ ბელმონტის კლინიკის
სტუმრები იყვნენ, თუმცა, იქ რემონტი დაწყებულიყო და ამიტომ ექი-
მის მდივანმა ნიუტონთან ახლოს, უელესლის საავადმყოფოში გად-
მოამისამართა. როიას ლოდინი უჭირდა. ასე ეგონა, ყველა მაღალ-
კლასელ სპორტსმენსა და ფათერაკიან გარეუბნელ ბავშვს დღესა
აქვს ექიმთან ვიზიტი დანიშნულიო.
– შენ აქ ნუ გაჩერდები. ჰაერზე გადი, როია. როგორც იქნა, კარ-
გი ამინდი გვეღირსა, – უთხრა ვოლტერმა.
– შენთან ერთად დავიცდი. არაფერი მიჭირს.
– არა. წადი, მაღაზიებში გაიარე. თუ მოგინდება, ყავა აიღე. მე
წასაკითხი მაქვს წამოღებული და დროს ასე მოვკლავ, – ვოლტერმა
ეს თქვა და თან სამართლის ჟურნალს გაუსვა ხელი, – არა მგონია,
მალე შევიდე, დრო დამჭირდება.
როიას ძალიან ესიამოვნა სუფთა ჰაერზე გასვლა გაძეძგილი
ოთახიდან, სადაც ხმაურიანი ბავშვები და ტელეფონში ცხვირჩარ-
გული მოზარდები იყვნენ. ჰაერი თითქმის გამთბარიყო. ვოლტერმა
სწორი თქვა: ასეთი სითბო უკვე თვეები იყო, არ ენახათ. ეს რა იშ-
ვიათი ამინდი გამოუვიდათ შუა იანვარში! რამდენიმე კვირის შემ-
დეგ ფეხით გასეირნება ძლივს ეღირსა. ვერაფრით ვიგებ, რატომ არ
გადმოდიხარ მაგ გათოშილი ადგილიდან კალიფორნიაში, დაიკო!
ორთოპედიული კლინიკიდან გამოსული როია ფრთხილად მი-
აბიჯებდა კვარტლებს შორის. აი, წაქცევა ახლა ნამდვილად არ აწ-
ყობდა. მადლობა ღმერთს, მოსახერხებელი ფეხსაცმლით იყო წა-
მოსული: სქელქუსლიანი ნაცრისფერი ფეხსაცმელები ეცვა, ყელზე

264
პატარა ბაფთებით. რამდენიმე კვარტალი რომ გაიარა, დასახლების
ცენტრს მიადგა. ბლითების მაღაზიის ფანჯარაში კატა მოკალათებუ-
ლიყო და როიას დუნედ უმზერდა. ხარაზის ძველებურ ჯიხურთან
ჩამწკრივებული იყო ფეხსაცმელები და საპოხი მასალით სავსე თუ-
ნუქის ქილები. როიას მოეწონა ნიუტონის დასახლების ეს ნაწილი.
დანარჩენი სავაჭრო ცენტრებივით გადატყლარჭული არ იყო და უფ-
რო ბუნებრივი ჩანდა. აქ ყუთივით მაღაზიებს ვერ შეხვდებოდით.
პატარა პიცერიას რომ ჩაუარა, პამიდვრის სოუსის სურნელმა
ერთი ნაჭერი პიცის დაგემოვნება მოანდომა. ვერ გადაეწყვიტა, შიგ-
ნით შესულიყო და სურვილს დანებებოდა თუ არა, როდესაც ერთ-
ერთ შენობაზე წარწერამ მოსტაცა თვალი. მეორე სართულის გისო-
სებზე ოქროსფერ ფონზე შესრულებული წარწერა ეკიდა. უცნაური
ფორმის ხვეული ასოებით იყო გამოყვანილი სიტყვები: „საკანცე-
ლარიო მაღაზია.“
საუკეთესო დასატუმბი კალმები იქ იყიდება! ახლა სამელნეებს
არ იკითხავთ? გაუელვა თავში დიდი მაღაზიის მოლარის სიტყვებმა.
ნუთუ უოლნათის ქუჩაზე იმყოფებოდა. როგორც ჩანს. რაღაც აუხ-
სნელმა ძალამ აბრისკენ წაიყვანა.
კარი რომ შეაღო, ნაცნობი წკრიალი მოესმა. დიდი ხანი იყო, ასე-
თი ზარის ხმა აღარ გაეგონა არც ერთ მაღაზიაში. ღმერთო ჩემო, ამ
ძველებურ ზარებს ხომ ყველას ერთნაირად გაუდით წკრიალი.
ცოტა დრო დასჭირდა, რომ თვალი ოდნავი სიბნელისთვის შეეჩ-
ვია. ირგვლივ ნესტი იდგა. თუმცა, მხედველობა რომ დაეწმინდა, გა-
მოჩნდა თაროები, ფერად-ფერადი ჟურნალებითა და ყველა ზომა-
წონის რვეულებით სავსე. ხელმარცხნივ პატარ-პატარა საჩუქრები-
თა და მოწყობილობებით გადაჭედილი მაგიდა იდგა: იქ ნახავდით
მაღვიძარა საათებს, ასაწყობ სურათებს, ჩაის ჭიქებს, სურნელოვან
საპნებს. მაღაზიის შუა ნაწილში ყველანაირი კალმებითა და ფან-
ქრებით სავსე პატარა ყუთები იყო თაროებზე ჩამწკრივებული. როია
საწერი მოწყობილობების ზოლს გაუყვა. ხალხს ეს კალმები უკვე შე
ემოწმებინა: კალმების ჩასადები მუყაოს პატარა ყუთების გვერდებ-
ზე სხვადასხვა რაღაცები იყო მიჯღაბნილი. ფაქიზად ეწყო ძველებუ-

265
რი სათლელები და ახალი ფანქრების ლამაზი კოლოფები.
როია ისე გადადიოდა ერთი რიგიდან მეორე რიგში, თითქოს
სიზმარში ყოფილიყო. მთავარი დახლის წინ მყისიერად შეჩერდა. აქ
დიდ მინის კოლოფში კრიალა დასატუმბი კალმები და სამელნეები
ეწყო, სწორედ ისე, როგორც მოლარემ აღუწერა. ძვირფასეულობა-
სავით იყო ჩალაგებული: მელნის შუშები საფირონისფერ-ლურჯად
და ზურმუხტივით მწვანედ, შიგადაშიგ იისფრადაც ბზინავდნენ. ერთ
შუშაში ბროწეულისფერი მელანიც კი ესხა. როიას კალმის გახსნა
და მისი მელნით ავსება მოუნდა, მერე კი სუფთა ფურცელზე მონას-
მის გაკეთება. ერთ დროს, ასეთი კალმებით წერისას საშრობ ფურ-
ცელს იყენებდა, რომ მელანი არ გადღაბნილიყო. არც ერთი სიტყვა
არ უნდა ყოფილიყო გატყაპნილი. მერე კი ნაწერს კონვერტში ჩა-
დებდა და რუმის ლექსების წიგნში მალულად მოათავსებდა.
– ყველაფერი კარგად არის?
როია ისე მიბრუნდა, თითქოს ქურდობაზე წაასწრეს. ზეთისხი-
ლის პირისახის, შავთვალება, შეჭაღარავებული კაცი კართან იდგა.
– ოჰ, დიახ.. – როიას ხმა ჩაუწყდა. უეცრად თავბრუ დაეხვა.
მკერდში მოჭერა იგრძნო და ოთახი გარშემო დაუტრიალდა.
– ცუდად ხომ არ ხართ? – ისევ იკითხა კაცმა. ეს ბაჰმანის ხმა
იყო. როიასთვის მისი ხმა უცხო ნამდვილად არ ყოფილა.
– არა, რა თქმა უნდა, – თუმცა, სინამდვილეში სადაც იყო, წაიქ-
ცეოდა, – შეიძლება ჩამოვჯდე?
კაცი მიუახლოვდა და ფაქიზად მოჰკიდა მაჯაზე ხელი. დახლის
მიღმა სკამზე დასვა, ვარდისფერ ბალიშზე. როია შვებით დაეშვა
სკამზე და საზურგეს მიეყრდნო. შუბლი უფეთქავდა.
– მემ, გინდათ, წყალი მოგიტანოთ?
– არა, არა. უბრალოდ, მინდა სული მოვითქვა.
– წყალს მოგიტანთ.
მისი სიჯიუტე, თავაზიანობა და სხეულის ენაც კი ძალიან ნაცნობი
იყო. როიას ახლაღა გაახსენდა, რის კითხვასაც აპირებდა. შავი
თვალები, ზეთისხილისფერი კანი. მსუბუქი აქცენტი.
– თქვენ ირანელი ბრძანდებით?

266
– ხანომ, სალამ, – თავი დაუკრა კაცმა, – გამარჯობა. მან ფექრ -
ქარდამ შომა ირანი ჰასთიდ.49 თქვენც ირანელი მეგონეთ.
– ჰასთამ.50 ნამდვილად ირანელი ვარ.
– ახლავე დავბრუნდები, – ფარსიზე მიუგო კაცმა, – ნება მომე-
ცით, სასმელით გაგიმასპინძლდეთ.
კაცი დახლს უკანა კარში გაუჩინარდა. როიამ თავი სკამის სა-
ზურგეს მიაყრდნო. რამდენიმე წუთში მასპინძელი ლანგრით ხელში
დაბრუნდა, რომელზეც ჩაის ჭიქა და ნატეხი შაქრით სავსე ლამბაქი
იდო.
– არ იყო საჭირო, – უთხრა როიამ, – კარგად ვარ.
– არ არის პრობლემა. აქ, უკანა ოთახში პატარა სამოვარი
გვაქვს. ხომ იცით, როგორიცაა. სპარსელებმა საკუთარი ჩაი უნდა
სვან, – უზადოდ საუბრობდა ფარსიზე. ალბათ, ბავშვობა ირანში
ჰქონდა გატარებული, ან კიდევ მშობლებს საგანგებო დისციპლინა
გამოეჩინათ მისთვის მშობლიური ენის სასწავლებლად.
კაცმა ლანგარი დადო.
– ბეფარმაიდ,51 ეს ჩაი გამოგაკეთებთ.
როიამ ჩაი მოსვა. ბერგამოტისა და ილის არომატმა, ვარდის
ფურცლების მსუბუქ სურნელს რომ ერწყმოდა, თავი ირანში აგ-
რძნობინა.
– ნამდვილი ჩაის მომზადება გცოდნიათ. გმადლობთ.
– მშობლებისგან ვისწავლე, – მხრები აიჩეჩა კაცმა.
ცხელი ჩაის ორთქლმა და სურნელებამ როია გამოაცოცხლა. სა-
ვარაუდოდ, ეს კაცი ორმოცდაათ წელს იქნებოდა მიტანებული, ან
ოდნავ გადაცილებული. ალბათ, უფროსი შვილი იყო თავისი ოჯახი-
სა, რომელიც მიგრანტთა ტალღას ჩამოჰყვა ირანიდან 1979 წლის
რევოლუციის შემდეგ.
– იმედია, ძალიან არ შეგაშინეთ, – თქვა როიამ, – წამით წონას-

49
ვიფიქრე. რომ ირანელი იყავით.
50
ვარ
51
ინებეთ.

267
წორობა დავკარგე. ცოტათი აზრი დამეფანტა, – ჩაის ჭიქა ლანგარ-
ზე დადო და კაცს დააკვირდა, – გარდა ამისა, თუ ნებას დამრთავთ,
გეტყვით, რომ ძალიან მეცნობით.
– ყველა ირანელი ერთმანეთს არ ჰგავს? – გაიღიმა კაცმა.
მისი ღიმილის დანახვისას როიას ხელახლა მოუჭირა გულზე და
ეგონა, სადაცაა ორად მოვიკეცებიო. ჩაის მიაშტერდა და ისევ მაღა-
ზია მოათვალიერა. თაროები დიაგონალურად იყო განლაგებული,
მინის კოლოფში კი დასატუმბი კალმები პარალელურ მწკრივებად
ეწყო. ცალ კუთხეში ღია კარადა იდგა, რბილყდიანი წიგნებით გა-
მოვსებული. როიას შემოსვლისას არ შეუმჩნევია. ახლა კი ყდებსაც
არჩევდა: ყველას სპარსული მინიატიურების მსგავსი ნახატები ამ-
შვენებდა. ჩალმიან კაცს ძველებური სეთარი52 ეჭირა და ყდების უმ-
რავლესობიდან იმზირებოდა.
– წიგნებსაც ყიდით? – მიმქრალი ხმით იკითხა როიამ.
– ოჰ, ცოტას, – უპასუხა კაცმა, – გასაფერადებლებს, ხელმარ-
ჯვეობის შესახებ. მისაკრავებიანი წიგნებიც გვაქვს. ასეთი რამეებია.
– აბა, ესენი რა არის? – როიამ ღია კარადისკენ მიუთითა, სადაც,
მისალოცი ბარათები უნდა ყოფილიყო და ძაღლებიანი, კნუტებიანი
და ოკეანის სურათებიანი კალენდრები. თუმცა, მათ მაგივრად როი-
ასთვის კარგად ნაცნობი წიგნების ტომეულები ეწყო. როიამ სწო-
რედ ეს წიგნები უყიდა კაილს, რომ ინგლისურად ეკითხა როიას
ახალგაზრდობის საყვარელი ლექსები, რომ მის ვაჟს ეგრძნო დე-
დის საყვარელ ლექსებში ჩატეული სიბრძნე და ვნება, – რუმის წიგ-
ნებია, ხომ?
კაცმა ისევ მხრები აიჩეჩა.
– მამაჩემისაა. ყოველთვის განსაკუთრებული შეხედულება
ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო
აქაურობა. სრულყოფილი უნდა იყოსო, ამბობდა.
– მართლა?
– ოჰ, დიახ. ადვილი არ ყოფილა აქაურობის დალაგება. არც წლ-

52
სიმებიანი საკრავი.

268
ების მანძილზე შენარჩუნება. თუმცა, მე და ჩემი და თავს არ ვზო-
გავთ.
– თქვენი და?
– დიახ, ჩემი ტყუპისცალი. მოკლედ, მამას თავისი შეხედულება
აქვს, ჩვენ კი ყველა ღონეს ვხმარობდით მის დასაკმაყოფილებ-
ლად. ახლა კი... მოკლედ, ისე გვინდა გავაგრძელოთ, როგორც მა-
მას სურდა, – კაცმა ისევ გაიღიმა, – რაღაცას ვახერხებთ.
როიას ისე აუფართხალდა გული, იფიქრა, ახლა ნამდვილად ინ-
ფარქტი დამემართებაო. ასეთი სტილის მაღაზია. რუმის თხელი გა-
მოცემები – წრიულ თაროზე დალაგებული. ლურჯი ტონი. შეხედუ-
ლება. მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია. შეუძლებელი.
– მამაშენი, – აღმოხდა სუნთქვაშეკრულ როიას, – შეიძლება,
მითხრა, ვინ არის?
– რასაკვირველია. ჩვენ თეირანელები ვართ. მამაჩემი ბაჰმან
ასლანია.

მკითხველთა ლიგა

269
თავი ოცდამეექვსე

2013 წელი

შეხვედრის დანიშვნა

ე რთიანად აწითლებული და თავბრუდახვეული როია ვოლ-


ტერთან დაბრუნდა, რომ გაეგო, როგორ მიდიოდა ფეხსაც-
მლისთვის ახალი სადების მორგების პროცესი. შესაძლოა, ადამია-
ნი ფიქრობდეს, რომ ამ რთულ ცხოვრებაში მრავლად არიან ადა-
მიანები, რომელთაც ერთმანეთი დაკარგეს, ადამიანები, თქვენს
ცხოვრებას მნიშვნელოვანი კვალი რომ დაამჩნიეს და სამუდამოდ
გაუჩინარდნენ, მაგრამ, მიხვდებით, რომ ბოლოს შეიძლება ყველა-
ფერი შეიცვალოს. ერთი მაღაზია, ერთი ჭიქა ჩაი და უბრალოდ ყვე-
ლაფერი თავდაყირა დგება.
ბაჰმანის ვაჟი, ომიდი – როიას თავისი სახელიც კი უთხრა –
მშვიდი ადამიანი აღმოჩნდა. ეს იყო ამერიკაში ცხოვრების, მისი თა-
ობის დიდი სიკეთე. გულღია იყო, საუბარს არ დაგზარდებოდა. არც
დაცვა სჭირდებოდა და არც ეჭვებით იყო შეპყრობილი, როგორც
როიას ასაკში იქნებოდა. როიამ რომ უთხრა, ერთ დროს მამათ-
ქვენს ვიცნობდიო, თვალები გაუფართოვდა. – სერიოზულად? ვაჰ.
არ ხუმრობთ? – როიამ თავს ძალა დაატანა და იკითხა, მკვდარია
თუ ცოცხალიო. მას ხომ ჯაჰანგირის სიკვდილის შემდეგ ბაჰმანზე
აღარაფერი სმენოდა.
ასე იყო თუ ისე, ბაჰმანის ვაჟს მაინც ბოლომდე ჩაეძია.თუმცა,
ასეთი პასუხი მიიღო: – გადავცე, რომ გაგიცანით? გაოცდება და გა-
უხარდება, მისი ძველი მეგობარი რომ შემხვდა.
– არა, არ არის საჭირო. ნუ ეტყვით, – უთხრა როიამ, – ნუ შეაწუ-
ხებთ. ჩვენ მხოლოდ ნაცნობები ვიყავით. მიხარია იმის გაგება, რომ

270
... ბაჰმანი კარგად არის. მისი შვილის გაცნობაც სასიხარულოა. ძა-
ლიან მესიამოვნა თქვენთან საუბარი. ჩაისთვის მადლობას გიხდით.
ახლა კი უნდა წავიდე. ჩემი ქმარი მელოდება.
– დიახ, რასაკვირველია. რომ იცოდეთ, მამა ახლა დაქსტონის
მოხუცებულთა ცენტრშია. თავს ძალიან მარტოსულად გრძნობს. მე
და ჩემი და ხშირად ვნახულობთ, როგორც შეგვიძლია. თუმცა, ხომ
იცით გიჟური ცხოვრების ამბავი. ერთი წუთი მოცლა არა გვაქვს.
როიამ ვერაფრით დაიჯერა, რომ ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნ-
და შეეცვალა, ახლა მოხუცთა სახლში იმყოფებოდა. ნეტავ, რა მო-
უვიდა შაჰლას? ძალიან აინტერესებდა, მაგრამ, ბიჭს დედაზე კით-
ხვა ვეღარ გაუბედა. გაიმეორა, უნდა წავიდეო. მერე კი ორივემ ისევ
აღნიშნა, რა პატარაა ეს სამყარო, როგორ შევხვდითო.
ფეხსაცმლის ახალი სადები ქაფისგან ყოფილიყო დამზადებუ-
ლი. ეს უთხრა ვოლტერმა კლინიკაში დაბრუნებულ როიას და ისიც
დაამატა, საოცარია, მაგრამ, ძალიან მყარი სადებებია, რას იტყვი
ამაზეო? მერე მანქანაში ჩასხდნენ, ვოლტერმა ახალ ამბებთან და-
კავშირებით დაიწყო წუხილი:
– ნუთუ ვაშინგტონში ოდესმე სწორად მოიქცევიან? არავინ არ
არის ხმის მიცემის ღირსი, – მერე კი ცოლს მიუბრუნდა,
– რა გჭირს. როია? ფერი არ გადევს სახეზე. როია, მისმენ? რა
მოხდა?
– არაფერი. ცოტა ხნის წინ ოდნავ სუსტად ვიგრძენი თავი. სულ
ესაა.
– გინდა, მანქანა გავაჩერო?
– არა, ვოლტერ. გზა განაგრძე. არაფერია.
შინ რომ მივიდნენ, როია მძიმედ სუნთქავდა და კანკალებდა.
– ყავას გავაცხელებ, – თქვა ვოლტერმა, – გამოგაცოცხლებს.
საწინააღმდეგო აზრს არ მივიღებ. – მერე კი მოკასინის ფლოსტებში
შესრიალდა და ყავის აპარატისკენ გაეშურა.
ონკანიანი აპარატი ჰქონდათ. ესპრესოს მთლად თანამედროვე,
კაფსულებიან აპარატს არ ჰგავდა, ზარი ეუბნებოდათ, გინდათ თუ
არა, იყიდეთო. ვოლტერს ამ ძველებურ აპარატში მოხარშული ყავა

271
უფრო მოსწონდა, მთელ დღეს რომ ინახავდა სასმელს თავის ჩა-
იდანში.
– გმადლობ. აბაზანაში შევალ!
როიამ ვოლტერს ჩაუარა და თვალი შეავლო აქლემის ბეწვის
მოკასინებს, რომელთა ბეწვიც ვოლტერს კოჭებზე ელამუნებოდა.
რაღაც ახალი, შემაშფოთებელი განცდით გამოფიტული როია
მეორე სართულზე ისეთი სიმკვირცხლით ავარდა, თვითონაც გაუკ-
ვირდა. საძინებელში ვოლტერის აწყობილ მაგიდასთან დაჯდა და
ლეპტოპი ჩართო. ხელები მთლად გაოფლიანებოდა (ალბათ, თბი-
ლი ხელთათმანების ბრალი თუ იყო), გული კი გამალებით უცემდა.
ალბათ, ასეთია მოახლოებული გულის შეტევის სიმპტომები. როიას
მეზობელ მისის მიქაელსაც ხომ იგივე დაემართა. ჰოდა, გულის შე-
ტევის შემდეგ როიასაც კლავიატურაზე დამხობილს იპოვის ვოლტე-
რი და ვერასოდეს მიხვდება, რის დასაწერად იჯდა კომპიუტერთან.
იქნებ, ჯობია არაფერი აკრიფოს. მაგრამ, საკანცელარიო მაღაზიის
ზარის ხმა ახსენდება და ისევ ცრემლები ჩამოსდის.
ინტერნეტის ფანჯარა ზუსტად ისე გახსნა, როგორც კაილმა ას-
წავლა, ხოლო როდესაც კურსორი ძიების ველში მოახვედრა, აკრი-
ფა: „დაქსტონის მოხუცებულთა ცენტრი.“
როგორ მოხდა, რომ ამდენი ხანი გუგლში არ მოგიძებნია ბაჰმა-
ნი, დაიკო! ღმერთმა იცის, რამდენჯერ ჩამიწერია ინტერნეტში ყვე-
ლა იმ კაცის სახელი და გვარი, ვინც მიყვარდა. თეირანელი იუსუფი
ახლა ნეიროქირურგია, პენსიაზეა და მერილენდში ცხოვრობს – მი-
სი ფოტო ვებგვერდზე ვნახე. არ იცოდი? შენ კი დაგიჩემებია, წარსუ-
ლი წარსულში უნდა დავტოვოთო. წარსულის დავიწყება ხომ შეუძ-
ლებელია!
როიას თითები აუკანკალდა. კარგი, თუ გულის შეტევა უწერია,
ბარემ გაიგოს კიდეც, რა მოხდა. ბაჰმანი იყო, ზაფხულის იმ ღამეს,
ჟასმინის ბუჩქებთან როიამ მგზნებარედ რომ აკოცა. ბაჰმანისგან
ისწავლა ტანგო. მის წერილებს დაატარებდა დღეგამოშვებით იმ
მღელვარე ზაფხულს, მას სწერდა წერილს წერილზე დასატუმბი
კალმითა და ლურჯი მელნით. ბაჰმანს ელოდა მოედანზე.

272
ვოლტერი მაგარ შავ ყავას ასხამდა ჭიქაში. როია კი იმ სათვა-
ლეს ეძებდა, საკითხავად რომ იყენებდა ხოლმე.
ეკრანზე სურათები და წარწერები გამოჩნდა. დაქსტონის მოხუ-
ცებულთა სახლი წარმოადგენდა საზოგადოებრივ ცენტრს, საკუთა-
რი საცხოვრებლით მასაჩუსეტსის შტატის ულამაზესი ქალაქის, დაქ-
სტონის ცენტრში. ეკრანზე უხვად იყო ტბის პირას გადაღებული სუ-
რათები, დარბაზში მოცეკვავე ასაკოვნები, მოშუშული ხორცით,
სტაფილოთი და სიმინდით სავსე თეფშები წარწერით „გემრიელი
შინაური კერძები!“ როიას ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს რა-
ღაცაკრძალულსა და ამავდროულად ნორმალურსა და ცხოვრები-
სეულს უმზერდა. ბიჭი, რომელსაც მათი საკანცელარიო მაღაზია შე-
ექმნა პირდაპირ ამერიკაში, აქ ცხოვრობდა. გუგლის მონაცემების
მიხედვით, ცენტრი როიას სახლიდან სამხრეთით, 53,5 კმ-ის მან-
ძილზე მდებარეობდა. იმ სახლიდან მოშორებით, სადაც როიას მუ-
დამ ვოლტერი ელოდა. როგორ მოგწონთ ეს ყველაფერი?
ვებგვერდზე ცენტრის ტელეფონისა და ფაქსის ნომერიც იყო მი-
თითებული და იქ ყველა მხრიდან მისასვლელი გზაც: ჩრდილოეთი-
დან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. როიამ
თვალები მოისრისა. სასაცილო მოხუცი ქალი ისევ იმ ამბავს უბრუნ-
დება, რასაც, ეგონა, რომ ათასი წლის წინ შეეგუა.
წამოდგა და ვოლტერთან ჩასვლა დააპირა.
მაგრამ, რაღაც წარმოუდგენელი ძალით, ყოველგვარ მიზიდუ-
ლობას რომ აღემატებოდა, ისევ სკამზე დაეშვა. კი, მაგრამ, რატომ
მოატყუა ბაჰმანმა? რატომ მიატოვა მოედანზე? ყველაფერი ასე უეც-
რად რატომ დაასრულა? რატომ გადაიფიქრა? ამის გაგებას მაინც
იმსახურებს ამდენი წლის შემდეგ. რა იცი, როდის დაარტყამს გუ-
ლი? მოხდეს, რაც მოსახდენია.
ამ ფიქრებში გართულმა როიამ აირჩია განყოფილება „დაგვი-
კავშირდით,“ სადაც ტელეფონის ნომერი ეწერა.
თუმცა, დარეკვა ვერ გაბედა. სანაცვლოდ პირველ სართულზე
გაეშურა. ვოლტერმა ისევ ჰკითხა, რა გჭირსო.
კალიფორნიაში, როდესაც როია და ვოლტერი ჯერ კიდევ ეპრან-

273
ჭებოდნენ ერთმანეთს, როიამ უთხრა, რომ თეირანში თაყვანის-
მცემელი ჰყავდა. უბრალო სკოლისდროინდელი ამბავი იყოო. დი-
დი არაფერი შედეგიც არ მოჰყოლიაო. ასეთი ამბავი ხომ ყველას გა-
დაგვხდენია?
ძალიან უცნაურად იგრძნო თავი ახლა ვოლტერთან ნიუტონის
საკანცელარიო მაღაზიაზე საუბრისას. თითქოს საკუთარს კი არა,
ვიღაც სხვის საიდუმლოს ამჟღავნებდა, თითქოს ფარდის უკან მა-
ლავდა რაღაც წმინდასა და სანუკვარს, მაგრამ, ამავდროულად სა-
შიშს.
შემდეგ დღეებში უმიზეზოდ ტიროდა. უეცრად, მოწყენილობის
გამო, ყოველთვის, როდესაც გაიფიქრებდა, რომ მთელი ეს წლები
უოლნათის ქუჩაზე იდგა ეს მაღაზია, იმავე შტატში, სადაც როია
ცხოვრობდა, მხოლოდ რამდენიმე ქალაქის მოშორებით იმ ადგი-
ლიდან, სადაც როიამ თავისი სიცოცხლის დღენი დაყო, მისი დარა-
ბებიანი ორსართულიანი სახლიდან – რომელიც სიძველისგან ინ-
გრეოდა. როიას სიბერესთან ერთად სახლიც ინგრეოდა. ახლა კი
ბაჰმანის ვაჟი, ომიდი, ახსენდებოდა, რომელიც მაღაზიაში ინვენ-
ტარს ალაგებდა, რაღაც არარეალურ ნოსტალგიას გრძნობდა და
ისეთი განცდა ეუფლებოდა, რომ ამ ყველაფერს სინამდვილესთან
არაფერი ჰქონდა საერთო. აგონდებოდა კეთილზე კეთილი გამყიდ-
ველი, თეირანის მაღაზიაში მითითებებს რომ აძლევდა. ტრავმა და
დანაკარგი მუდამ ჩვენთანაა – რასაკვირველია, არც როიას მოგო-
ნებები მისცემია დავიწყებას. თუმცა, ახლა ტიროდა იმ ცრემლებით,
ახალგაზრდობის მერე რომ არ ეტირა. მერიგოლდის გარდაცვალე-
ბის შემდეგ მის თვალს ცრემლი არ მიჰკარებია. ახლა კი ხელახლა
გლოვობდა იმას, რაც დიდი ხნის დამთავრებული ეგონა.
გამხნევდი, დაიკო! ზარი ასე ეტყოდა ახლა.
თუმცა, ყოველდღე თავს შეახსენებდა ბაჰმანის ვაჟის ტკბილი
სიტყვები: „გადავცე, რომ გაგიცანით? გაოცდება და გაუხარდება,
მისი ძველი მეგობარი რომ შემხვდა.“
როიას ბაჰმანის ნახვა უნდოდა. უბრალოდ, უნდა ეკითხა, რატომ
მოიქცა ისე. უნდოდა ყველაფერი გაეგო ერთხელ და სამუდამოდ.

274
ჰოდა, უოლნათის ქუჩაზე საკანცელარიო მაღაზიაში მოხვედრი-
დან ერთი კვირისა და სამოცი წლის თავზე მას შემდეგ, რაც თეირა-
ნის საკანცელარიო მაღაზიაში ბოლოს ნახა ის ბიჭი, ტელეფონი აი-
ღო და მოხუცთა საცხოვრებელში დარეკა.
მიმღებში უპასუხეს. რით დაგეხმაროთო. ახლა კი დამელოდეთ,
ბატონ ბაჰმანს ვნახავ, გავესაუბრები და შეგეხმიანებითო. მერე და-
ურეკეს და უთხრეს, შეგიძლიათ მობრძანდეთ, ბატონი ასლანი გე-
ლითო. ასე, უბრალოდ.
ამ საუბრის შემდეგ როიას ეგონა, იატაკი ფეხქვეშ ჩაეშლებოდა
და კედლები თავზე დაემხობოდნენ.

თუმცა, ამის ნაცვლად, ვოლტერმა თეფშები დაამშრალა ტილო-


თი, რომელზეც ქოლგიანი ყვითელი წიწილა ეხატა, როიამ უთხრა,
რომ დიდი ხნის წინ გაცნობილ ბიჭს დაუნიშნა შეხვედრა. და ამით
ქვეყანა ერთი ბეწოთიც კი არ დაქცეულა.
მერე კი ერთად გაუყვებიან თოვლიან გზას როიაცა და ვოლტე-
რიც. ვოლტერი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა – ასეთი იყო. თქვა,
რომ სევდით შეპყრობილი, ცრემლიანი ცოლის ყურება არ შეეძლო.
თუ იმ ბიჭის ნახვა სურდა, აუცილებლად უნდა ენახა კიდეც. მეტის-
მეტად ბებრები ვართ ტყუილუბრალო დარდისთვისო, ასე თქვა.
ღმერთმა იცის ცხოვრება ხელიდან როდის გამოგვეცლებაო.
ჰოდა, ვოლტერიც მანქანიდან გადავა, შეამოწმებს, ნაქსოვი
შარფით ხომ კარგად მაქვს ცხვირ-პირი ახვეული, ქარისგან ხომ მი-
ცავსო. მერე როიასთან ერთად აუყვება კიბეს იმ ნაცრისფერ შენო-
ბაში შესასვლელად, „დაქსტონის მოხუცებულთა ცენტრი“ რომ აწე-
რია. შიგნით კი ქერა ადმინისტრატორი შეიყვანს როიას დარბაზში,
სადაც ერთი მოხუცი კაცი ზის ფანჯარასთან ინვალიდის ეტლში და
კიდევ ერთხელ იხილავს ბიჭს, ერთ დროს სამუდამოდ თავისი რომ
ეგონა.

მკითხველთა ლიგა

275
თავი ოცდამეშვიდე

2013 წელი

შეხვედრა წლების შემდეგ


დმინისტრატორმა ზურგი რომ აქცია და ქუსლების კაკუნით
გაუყვა გზას, როია და ბაჰმანი მარტო დარჩნენ ჩახუთულ სა-
სადილო ოთახში. ბაჰმანმა თავისი ეტლი როიასკენმიაბრუნა და გა-
უღიმა – თვალებში მაინც ძველებური იმედის სხივი შერჩენოდა.
– გელოდებოდი.
როიამ თავს ძალა დაატანა, რომ იქვე არ ჩაკეცილიყო. გული შე-
უხტა. თითქოს ისევ რაღაცას ნიშნავდა ეს ყველაფერი. თითქოს
ორივესთვის მეტისმეტად დაგვიანებული არ ყოფილიყო. ისევ წა-
მოუბერა იმ ქარმა, რომელიც ბატონი ფახრის საკანცელარიო მაღა-
ზიაში იგრძნო სწორედ იანვრის იმ პირველ სამშაბათ დღეს, უამრა-
ვი წლის წინ, ბაჰმანმა რომ შემოაბიჯა. იგივე ძალით იგრძნო როიამ
ის შემობერვა. მთლიანად გარს შემოერტყა იგი. იგრძნო, რომ ბაჰ-
მანი მუდამ მასთან იყო. ხმაც იგივე შერჩენოდა. თითქოს მთელი ეს
სამოცი წელი როიას ისევ ჩაესმოდა მისი ხმა. აი, აქ იყო ბიჭი, როიას
რომ ეცეკვებოდა ხუთშაბათის თავყრილობებზე, რომელმაც ჟასმი-
ნის ბუჩქებთან აკოცა, როცა დაქორწინება გადაწყვიტეს, ვინც სა-
სიყვარულო წერილებს სწერდა იმ ზაფხულს, სახელმწიფო გადატ-
რიალება რომ მოხდა.
როიამ თვალები დახარა. საკუთარი ნაცრისფერი, ქალური,
სქელქუსლიანი ფეხსაცმლისა და მისი პატარა ბაფთების დანახვამ
აწმყოში გადმოისროლა. უკვე სამოცდაჩვიდმეტი წლისა იყო. აღა-
რაფერი ჰქონდა საერთო ჩვიდმეტი წლის შეყვარებულ გოგოსთან,

276
მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ ბიჭთან ერთად რომ წარმოედგი-
ნა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა სურდა. ძველი სევდა ჯანღივით
მოედო.
– ვიცი. თუმცა, მხოლოდ ერთი რამ მინდოდა მეკითხა: ბოლოს
რატომ აღარ მოხვედი?
ამ სიტყვებზე როიას ისევ თავბრუ დაეხვა. დაჯდომა მოუნდა.
ფანჯარასთან მიდგმულ პლასტმასის სკამთან მივიდა და შიგ ჩაესვე-
ნა. ბაჰმანის თვალწინ იატაკზე გაშხლართვა ნამდვილად არ უნდო-
და. ბაჰმანს არაფერი უთქვამს. მხოლოდ მისი ელექტრო ეტლის
წრიპინი გაისმა და წამში როიას გვერდით გაჩერდა. ასე ისხდნენ და
ფანჯარას უყურებდნენ.
როია ბაჰმანისკენ გახედვას ვერ ბედავდა. ეს ხომ მზისთვის თვა-
ლის გასწორებას ან პროჟექტორით თვალის მოჭრას უდრიდა. მე-
ტისმეტად მტკივნეული იყო.
მინა სქელი და დაბურული იყო. ანდა, იქნებ როიას ებინდებოდა
მხედველობა? ოთახი რადიატორის ზუზუნმა და ბაჰმანის მძიმე სუნ-
თქვის ხმამ აავსო. როია ხედავდა, როგორ გროვდებოდა ფანჯრის
რაფაზე ფანტელები, როგორ ედებოდა თოვლი ავტოსადგომზე გა-
ჩერებულ მანქანებს, შენობის სახურავს, როგორ ავსებდა ტროტუა-
რებზე ნაპრალებსა და როგორ რთავდა დაქსტონური ხეების წვერო-
ებს. როიას ფიქრებიც ამ თოვლს ჰგავდა: გროვდებოდნენ და იკვრე-
ბოდნენ. ის და ბაჰმანი კვლავ ერთად იყვნენ. მარტო. სამოცი წლის
შემდეგ, კვლავ გვერდიგვერდ ისხდნენ.
რასაკვირველია, წარმოდგენილი ჰქონდა წლების შემდეგ ბაჰმა-
ნის ნახვა. ადამიანები ხომ ხშირად გადაეყრებიან ხოლმე ერთმა-
ნეთს. უოლტერსაც ხომ იმიტომ გაჰყვა ცოლად, რომ შემთხვევით
იდაყვი მისი ყავის ფინჯანს გაჰკრა და დაუქცია. ხომ ასე იყო? ნეტავ,
შენი თავი დაგანახა, დაიკო, რა სულელივით ზიხარ მაგ ხორცით აყ-
როლებულ ადგილზე და ფანჯარას თვალს არ აცილებ! ბაჰმანს შე-
ხედე! შეხედე!
– ვღელავდი, რომ უნდა მენახე. ძალიან ვნერვიულობდი. მაგ-
რამ, აი, აქ ხარ... მოხვედი, – ფარსიზე უთხრა ბაჰმანმა ხმით, რომე-

277
ლიც როიას მუდამ ჩაესმოდა აქამდე.
საუკუნის წინ კი ბაჰმანი არ მოვიდა მასთან; ცოლად სხვა მოიყ-
ვანა და წარსულისკენ აღარასოდეს გამოუხედავს. ახლა კი როია
თავის სათქმელს ეტყოდა.
– მიპატიებია.
ისე მკაფიოდ და გასაგებად გამოუვიდა ამის თქმა, თითქოს მა-
ნამდე სარკესთან ჰქონოდა ნამეცადინები. თუმცა, ეს ის არ იყო, რი-
სი თქმაც ბაჰმანისთვის სურდა. „რატომ?“ – ამის კითხვა უნდოდა.
ახლა აქ იყო, მის გვერდით იჯდა და ამ კითხვაზე პასუხსაც მნიშვნე-
ლობა დაეკარგა. ისინი ხომ ცხოვრების ბოლო ეტაპზე იყვნენ; ყვე-
ლასა და ყველაფერს მიღმა.
– რა თქვი?
ეს შეკითხვა იყო თუ პატიების თხოვნა? როია ბაჰმანისკენ მიბ-
რუნდა. ჯანდაბას, გაუძლებს მის მზერას. თუ მაინცდამაინც გაუჭირ-
დება, თვალებს დახუჭავს. ბაჰმანი უმწეოდ გამოიყურებოდა. შეძრუ-
ლი ჩანდა. – მიპატიებია, ბაჰმან, – ძალიან რთული იყო მისი ყურება
და თან ამ სიტყვების წარმოთქმა. მისი სახელის გამეორებაც კი, –
ორივე ბავშვები ვიყავით. რა გვესმოდა?
ბაჰმანს დაბნეულობა გამოეხატა თვალებში. როიამ გაიფიქრა,
იქნებ ვერ გაიგოო. იქნებ სასმენი აპარატის გამოყენებას ესეც ჯი-
უტად უარობს, როგორც ჩემი და ვოლტერის მეგობრები აკეთებენო.
– მე აქ ბრალის დასადგენად არ მოვსულვარ, ბაჰმან, – თქვა ხმა-
მაღლა, – არც ახსნა-განმარტება მჭირდება. შესაძლოა, ადრე მჭირ-
დებოდა, მაგრამ, ახლა მართლა აღარ მინდა.
– შენ მე მპატიობ?
– ჰო.
– არაფერი მესმის.
– მისმინე, მე სინანულით ვარ სავსე.
– რისთვის?
– იმისთვის, რომ მეგონა, სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი.
მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და
მეც გაპატიებ. შენი ნახვა მინდოდა. მხოლოდ ნახვა და მეტი არაფე-

278
რი. წარმოიდგინე, მთელი ეს წლები ხმაც არ გაგვიცია ერთმანეთის-
თვის. რატომ? რისთვის? რასაკვირველია, შენს ამბებს ჯაჰანგირის-
გან ვიგებდი – ღმერთმა აცხონოს მისი სული – და რაღაც დროის
მანძილზე ვიცოდი, როგორ მიდიოდა შენი ცხოვრება. მერე კი ზარიმ
მითხრა, რომ ჩვენი საბრალო ჯაჰანგირი ომში დაიღუპა. უკვე მეტის-
მეტად დიდები ვართ იმისთვის, რომ გულში წყენა ჩავიტოვოთ. ამის
თქმა მინდოდა შენთვის, – როიას მოუნდა, ხელი გაეწვდინა და ბაჰ-
მანს ხელზე მოჰფერებოდა, მაგრამ, ვერ გაბედა.
ის ხომ ბაჰმანი იყო. ისევ ძველებურად მოქმედებდა მასზე. როია
ძლივს იჯერებდა, რაც ახლა ხდებოდა, მაგრამ, ბაჰმანის გვერდით
მიხვდა, რომ ისევ სიყვარულით იყო აღსავსე. ღმერთო, როგორ და-
ბერებულა მისი ბაჰმანი! ბიჭი, რომელსაც მსოფლიო უნდა შეეცვა-
ლა, ახლა მოხუცთა თავშესაფრის ეტლში იჯდა.
დიახ, როიას ბაჰმანი უყვარდა. ეს ჭეშმარიტება ტალღასავით
მოაწყდა, ყველაფერი დაფარა და როიაც თავისი მარილიანი ტალ-
ღებით შთანთქა, თმა აუბურდა, ცხვირი აუწვა, ძირი გამოუთხარა.
რაღა თქმა უნდა, როიას უყვარდა ბაჰმანი. დედამიწაც ისევ მრგვა-
ლი იყო, დღეს ისევ ღამე ცვლიდა, ბაჰმანი კი როიას წინ იდგა და
ქალს ისევ ისე უყვარდა.
თვალს არ აშორებდა მის კეთილ სახეს. გაახსენდა, როგორ ზრუ-
ნავდა ბიჭი მასზე, როგორ სჯეროდა მისი, როგორ უზიარებდა ყვე-
ლაფერს, როგორ ადებდა თავს მხარზე იმ დროს, როდესაც დედის
სიშმაგეზე დარდი, ხანაც უმიზეზო სევდა შეიპყრობდა. საბოლოოდ
კი მაინც დედის გავლენას დაჰყვა. როია დამარცხდა. თუმცა, ჩვიდ-
მეტი წლის ასაკში განა რას შეძლებდა ან ერთი, ან მეორე? ბედისწე-
რას ხომ თავისი, სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონდა.
– მე მპატიობ? – საიდანღაც, შორიდან მოესმა ბაჰმანის ხმა.
ესეც კიდევ ერთი მოულოდნელი ტალღის დარტყმას უდრიდა.
ამჯერად ტალღა ცივი და დაუნდობელი იყო. რასაკვირველია. ბაჰ-
მანი ერთი და იმავეს იმეორებდა. სხვას რის მოსმენას ელოდა? რა-
ტომ? მეხსიერება დაუკარგავს საბრალოს. ალბათ, დემენცია აქვს.
იქნებ როიაც აღარ ახსოვს ბაჰმანს. იქნებ, გოგომ მასთან მისვლა

279
მეტისმეტად დააგვიანა.
– რას ამბობ, ბაჰმან? – ნელა წარმოთქვა როიამ. სწორედ ისე,
როგორც ბავშვებს ელაპარაკებიან. ახლა წესით ხელი უნდა ჩაჰკი-
დოს. ბაჰმანს იმდენჯერ ჩაუკიდია მისთვის ხელი.
– ვერ წარმოიდგენ, აქ მოსვლით როგორ გამახარე, – უთხრა
ბაჰმანმა, – შენი ნახვა ოცნებად მქონდა გადაქცეული, – ამ სიტყვე-
ბით, ბაჰმანმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აიღო როიას ხელი.
რასაკვირველია, როიას მისი შეხებაც გაახსენდა. ბაჰმანის ხელი
ისეთი ახლობელი იყო მისთვის, რომ ტკივილიც კი მოჰგვარა. ისევ
თავისი ოდეკოლონის სუნი ასდიოდა. ნუთუ, საგანგებოდ როიას-
თვის იპკურა? ნუთუ ისევ პატარები იყვნენ და ერთმანეთზე შთაბეჭ-
დილების მოხდენას ისახავდნენ მიზნად? როიამ მართლაც უარი
თქვა თოვლში ჩასაცმელ ფეხსაცმელზე, რომ მოხდენილად წარ-
მდგარიყო ბაჰმანის წინაშე.
– მთელი შუადღე გელოდი.
– ახლა დილაა, – მორიდებით შეახსენა როიამ.
– არა, მაშინ, მოედანზე.
– უკაცრავად?
– ძალიან ვნერვიულობდი, ჭყლეტაში რომ მოჰყევი. ვფიქრობ-
დი, დაშავდება-მეთქი. არ მოხვედი და ლოცვა დავიწყე, რომ არაფე-
რი შეგმთხვეოდა. როცა გავიგე, რომ კარგად იყავი, შვებით ამოვი-
სუნთქე. მხოლოდ ეს მაღელვებდა, მხოლოდ ის მინდოდა, რომ კარ-
გად ყოფილიყავი. ახლაც ეს მინდა.– მინდა ვიცოდე, როგორა ხარ,
– განაგრძო ბაჰმანმა, – მიამბე. ყველაფერი მითხარი.
რა დაუნდობელია ასაკი. გონება მთლად დაჰქვეითებია! ამ საბ-
რალო კაცს მათი სიყვარულის ამბავიც კი აღარ ახსოვს.
– შაჰლა გარდაიცვალა, – თქვა უცებ.
ის მაღალი გოგონა, ტალღოვანი თმით, კაფე „განადიში“ რომ
შეხვდათ როიასა და ბაჰმანს, ვინც როიასთან მივიდა და ყურში ჩას-
ჩურჩულა ჯაჰანგირის სახლში, რომელმაც სიგარეტი ჭაღს შეაბოლა
და ბაჰმანისა და როიას დასანახად ტანგო იცეკვა, უეცრად ამ ოთახ-
შიც გაჩნდა. როიამ დაჭრილი ნესვის გემოც კი იგრძნო და პირში

280
მოქცეულმა ყინულმა თითქოს ლოყა ისევ გაუცივა შიგნიდან. ამ
ასაკში სიკვდილი აღარაფერს ნიშნავდა. როიას რამდენიმე მეგობა-
რი უკვე რამდენი წლის მკვდარი იყო. ბაჰმანსა და როიასაც მოუკ-
ვდათ საერთო ადამიანი, ბატონი ფახრი, თავად როიამ კი ქალიშვი-
ლი დაკარგა! თუმცა, რასაკვირველია, ბაჰმანის სიტყვებმა მაინც
სევდა მოჰგვარა.
– ძალიან ვწუხვარ, – თქვა მერე.
– ორი ბრწყინვალე შვილი აღვზარდეთ. ტყუპები.
– ღმერთო ჩემო. მაშალლაჰ,53 – უთხრა როიამ, მერე თავს ძალა
დაატანა და განაგრძო, – შენი ვაჟი გავიცანი, ომიდი, – მაღაზია არ
უხსენებია. მეტისმეტად ბევრ საკითხს წამოჭრიდა ახლა მაღაზიის
ხსენებით. არც ჰქონდა ამის თავი.
– ომიდმა მითხრა. მიხარია, რომ ჩვენი შრომის შედეგიც იხილე.
ძალიან მინდოდა, ჩვენი მაღაზია გვქონოდა, – ამ სიტყვებთან ერ-
თად ბაჰმანმა როიას ხელზე ხელი მოუჭირა.
როიას ისევ სული შეეხუთა. ნიუტონის მაღაზიის გახსენებამ თე-
ირანის ალმოდებული მაღაზია მოაგონა.
– რა დაემართა შაჰლას? – შეჰბედა მერე.
– მადლობა ღმერთს, დიდხანს არ უწვალია. 2004 წლის მადლიე-
რების დღის წინა ხუთშაბათს გავიგეთ. ნოვრუზს ვეღარ მოესწრო.
– კიბო ჰქონდა?
– პანკრეასის.
ნოვრუზი გაზაფხულის პირველ დღეს იქნებოდა. როიამ ოთხი
უმოკლესი თვე გადაითვალა უკან, დიაგნოზის დასმამდე.
– ღმერთმა აცხონოს მისი სული.
– შაჰლა კარგი ცოლი იყო, – თქვა ბაჰმანმა და შეჩერდა, – თუმ-
ცა, ის შენ არ იყავი.
როიამ იატაკს დახედა.
– მიამბე, როგორ არის შენი ვაჟი? – ჰკითხა ბაჰმანმა,
– შენ საიდან იცი, რომ ვაჟი მყავს?

53
სპარს. ყოჩაღ.

281
– ინტერნეტით სულ გეძებდი. შენი ვაჟი ექიმია, როგორც გავიგე.
გილოცავ. მაპატიე, ჭორიკანა არ გეგონო. უბრალოდ, თავი ვერ შე-
ვიკავე, რომ არ მომეძებნე. ისიც ვიცი, რომ შენი ქმარი ვოლტერ არ-
კერია, „ლიპინსკოტისა და მაკევეის“ ყოფილი თანამშრომელი. ახ-
ლა პენსიაზეა. ამ ინტერნეტმა... ყველაფერი იცის! – ვოლტერის სა-
ხელის წარმოთქმისას ცოტა უხერხულად იგრძნო თავი, – „ვალტე-
რი“ თქვა. ლიპინსკოტზე კი „ლეპენსკოტი.“
– ჯაჰანგირივით. ჩვენი ინტერნეტი ხომ ჯაჰანგირი იყო, – მიუგო
როიამ.
ძველ მეგობრის ხსენებაზე ბაჰმანს სახე გაუნათდა.
– ჰო, ნამდვილი მთავარი საინფორმაციო გამოშვება იყო! მისი
წვეულებები გახსოვს?
– როგორ დამავიწყდებოდა? და სიმღერები მის გრამოფონზე!
– როია.
ბაჰმანმა მისი სახელი რომ წარმოთქვა, იმ წამიდან აღარაფერს
ჰქონდა მნიშვნელობა: არც ჩავლილ ათწლეულებს, არც შვილებს,
არც კიბოს, აღარც ღალატს, აღარც საყვარელი ადამიანის დაკარ-
გვას, აღარც სახელმწიფო გადატრიალებასა და არც შეცვლილ, გა-
დაკეთებულ ამბავს. ბაჰმანმა მისი სახელი სწორედ ისე თქვა, რო-
გორც მუდამ ამბობდა ხოლმე. ისინი ისევ ის ბაჰმანი და როია იყ-
ვნენ, მოცეკვავე წყვილი, სულმოუთქმელად მოლაპარაკენი და მა-
ღაზიაში წიგნების თაროებს მიყრდნობილნი. როიამ პლასტმასის
სკამზე თავი შეიმაგრა. გადმოვარდნა არ შეიძლებოდა.
ბაჰმანის სუნთქვა სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდა, თით-
ქოს მკერდში გაფუჭებული ძრავა უდგასო. როია ფანჯრისკენ მიბ-
რუნდა. თოვლი უფრო სქლად დადებულიყო.
დარბაზში არავინ შემოსულა – არც ბინგოს თამაშობდნენ და
არც ლანჩი მოჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში უკვე ხორ-
ცის ჩაშუშულის სურნელი ტრიალებდა. სულ მარტონი იყვნენ. ნე-
ტავ, ფანჯარას ხელი რომ მიადონ, ცივი იქნება? შიგნიდან სიცხით
გახურებული როია რომ გადახრილიყო და მინას შეხებოდა, ყინუ-
ლის სიცივეს თუ იგრძნობდა? აქ უცხო ადამიანთან ერთად იყო. თა-

282
ვის სიყვარულთან ერთადაც. ეს ორი ჭეშმარიტება უტრიალებდა
თავში ერთდროულად და ლაპარაკის უნარს აკარგვინებდა.
– ძალიან მენატრებოდი, – თქვა ბაჰმანმა.
ვინ იცის, იქნებ ძველი სიყვარული ათწლეულებს შეუფერხებ-
ლად და ჯიუტად უძლებს თუნდაც უარყოფის შემთხვევაში.
–მეც.
– აქ თავს კარგად გრძნობ?
– რა თქმა უნდა, – როია სკამზე შეიშმუშნა ისე, რომ სახელურის-
თვის ხელი არ გაუშვია.
– სკამზე კი არა, ამერიკაში. შენი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?
– რა თქმა უნდა, – ამერიკული პასუხი გასცა როიამ.
– აქ რომ ვარ, მაგის გამო ნუ შემიბრალებ. ვიცი, ჩვენი კულტურა
აგდებულად უყურებს ასეთ რამეებს. თუმცა, ჩემი ქალიშვილი ხში-
რად მსტუმრობს თავისი ოჯახით. აქვე, დაქსტონში ცხოვრობენ.
ომიდი, მისი მეუღლე და შვილებიც მნახულობენ. არ მინდოდა, მათ-
თვის ზედმეტი საზრუნავი გამეჩინა. ეცადნენ ჩემს მოვლას, მაგრამ,
ტვირთად არ მინდოდა დავწოლოდი. განსაკუთრებით მას შემდეგ,
რაც პარკინსონის დაავადება დამემართა. აქ ყოფნა მომწონს. „მის-
ტერ ბეტმენსაც“ კი მეძახიან.
– პარკინსონის დაავადება? – შეცბა როია, – შენ ხომ არ...
– არ ვკანკალებ? არც ვჩხარუნობ და ყირაზე გადავდივარ, რო-
გორც ამერიკელები იტყოდნენ, არა? ზოგჯერ უკეთ ვარ. მეგონა,
დღეს მთელ დილას ცახცახში გავატარებდი შენი ნახვის გამო, თუმ-
ცა, სინამდვილეში ბევრად უკეთ ვარ.
– არ ვიცოდი...
– დიდი ხანია, ასე კარგად არ ვყოფილვარ. ეს კარგად ყოფნა შე-
ნი დამსახურებაა.
– არ გინდა, გთხოვ. ჩვენ ხომ ჩვიდმეტი წლისანი აღარ ვართ.
– ჩვენ ყოველთვის ჩვიდმეტი წლისები ვიქნებით.
– ნება თქვენია, ბატონო, – ახლა, როცა ცოტა უკვე ილაპარაკეს,
ძველებურ ურთიერთობაში გადასვლა და მაშინდელი ხუმრობით
საუბარი უფრო ადვილი შეიქნა. თუმცა, დაუკრეფავში გადასვლაც

283
არ ივარგებდა, – აბა, მითხარი, რამდენი შვილიშვილი გყავს?
– ექვსი!
– ღმერთო ჩემო! დაე, დღეგრძელები იყვნენ და მშობლების
ლოცვა მუდამ თან სდევდეთ, – დაილოცოს ძველი ადათ-წესები·
სპარსული გამოთქმები ხომ ერთგვარი რეფლექსი და შვებაა, რო-
დესაც სათქმელს თავს ვერ უყრის ადამიანი.
– შენზე ფიქრი არასოდეს შემიწყვეტია. ამის თქმას ვცდილობ,
როია-ჯუნ: იმ დღიდან, მოედანზე რომ გელოდი, სულ შენზე ვფიქ-
რობ.
როიამ მოწყვეტით გამოართვა თავისი ხელი. მერე მკლავზე მო-
უთათუნა. იმ მკლავზე, რომელიც ერთ დროს თავს ძალიან უსაფ-
რთხოდ აგრძნობინებდა. ბაჰმანის შალის ზედატანს გაცრეცილი სა-
ხელო ჰქონდა. – არა უშავს, ბაჰმან. არა უშავს. – სხვა რიღას თქმა
შეეძლო როიას მისთვის. ვოლტერი მეხსიერებას არ უჩიოდა, არც
ზარი. ოჰ, ღმერთმანი, ეს ხომ ნამდვილი საშინელება უნდა ყოფი-
ლიყო. მისი ზოგი მეგობარი ზოგჯერ უჩიოდა მეხსიერების პრობლე-
მებს. თუმცა ასეთი სერიოზული პრობლემა არავისთან გამოეცადა.
ვერც ის გაეგო, საკუთარი ვარაუდებისა ერწმუნა თუ არა. გაგონილი
ჰქონდა, რომ დემენციის მქონენი შესაძლოა რისხვას შეეპყროთ
იმის გამო, თუ ვერ გაუგებდნენ.
– იმ დღის ამბავს არ იკითხავ, მოედანზე რომ ვიყავი? როია, სა-
ათები გავატარე შენს ლოდინში. საშინლად მინდოდა შენი ნახვა.
ყველა საბუთი მზად მქონდა, რომ ქორწინების სახლში წავსულიყა-
ვით და ყველაფრისთვის ოფიციალურად დაგვესვა ბეჭედი. გელო-
დი, როცა მთავრობის ხალხი მოვიდა და ირგვლივ მიმოეფინა. არც
მაშინ მომიცვლია ფეხი, პრემიერ-მინისტრის სახლისკენ რომ დაიძ-
რნენ. მოსადეყის მომხრეებმა დახმარება მთხოვეს, მაგრამ, უარი
ვუთხარი. ადგილიდან არ ვიძვროდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,
ვაითუ როია მოვიდეს და აქ არ დავხვდე-მეთქი. იქ მარტოს ვერ მი-
გატოვებდი. ვიდექი და გელოდი. გელოდი, რადგან მხოლოდ და
მხოლოდ შენი ნახვა მინდოდა, რომ ყველაფერი ამეხსნა, კვლავ
გულში ჩამეკარი. მაგრამ შენ არა და არ გამოჩნდი.

284
როიამ მთელი გონება მოიკრიფა, რომ პარკინსონის დაავადება-
ზე რაც იცოდა, გაეხსენებინა. ნუთუ ასეთი სიმპტომები ახასიათებ-
და?
– მიპატიებია შენთვის, – ჩაიჩურჩულა ხელახლა.
– და რას მპატიობ? შენთვის არაფერს დავიშურებდი. ნეტავ, ამის
საშუალება მოგეცა, – ტუჩები პატარა ბავშვივით მოკუმა ბაჰმანმა.
– შენ ხომ შაჰლა შეირთე ცოლად. ჰოდა, მშვენიერია. ჩვენ უბრა-
ლოდ... უბრალოდ ერთმანეთის ბედი არ ვიყავით.
– შაჰლა იმიტომ შევირთე, რომ შენ დაგკარგე.
– შენ იმის გამო დამკარგე, რომ შაჰლაზე დაქორწინდი.
ბაჰმანს ხელი აუკანკალდა, – ერთი ის იყო, რომ მოსადეყი ჩამო-
აგდეს და მისტერ ფახრი და ბევრი სხვა დაიღუპა. ეს უდიდეს დანა-
კარგს უდრიდა. მაგრამ, ჩემთვის რა იყო ყველაზე საშინელი? შენი
დაკარგვა. ასეთი მტკივნეული არაფერი განმიცდია. მთელი ეს სა-
მოცი წელი შენზე ფიქრში გავატარე.
ბაჰმანი არ ჩუმდებოდა, – მაგრამ გზაზე ვერ გადაგეღობებოდი.
შენ რომ მომწერე, რომ ისეთ ოჯახში ვერ შეხვიდოდი, რომელსაც
ამხელა ტვირთი აწვა და რომელსაც დედაჩემის განწყობის ცვალე-
ბადობისა და რისხვის გამო უდიდესი მსხვერპლის გაღება უწევდა,
გული გამიტყდა. ძალიან, ძალიან მეწყინა. განა რა უნდა მეშველა
დედაჩემის სულიერი მდგომარეობისათვის, შემეძლო კი რაიმე? ვე-
რაფერს ვცვლიდი. ამის გამო მამაჩემის ნათესავებს უკვე უარყოფი-
ლები ვყავდით. უარყოფას მიჩვეული ვიყავი. განა როგორ არ უნდა
გამეშვი ჩემგან? არ მინდოდა ტვირთად დაგწოლოდი ჩემი ოჯახის
სირცხვილიანად. შენ ჩემი არეული ოჯახი არ მოინდომე და მეც
აღარ შეგიშალე ხელი. შაჰლას მსგავსი დამოკიდებულება არ ჰქო-
ნია დედაჩემის მდგომარეობის მიმართ. ამიტომ, ალბათ, ნაწილობ-
რივ მადლიერებაც კი ვიგრძენი მის მიმართ, რომ...
ეს უკვე სრული სიგიჟე იყო. ბაჰმანს სულ გამოსცლოდა ჭკუა.
როია კეთილად, მაგრამ, მტკიცედ გაეპასუხა, – ბაჰმან. ვერ ვხვდე-
ბი, რაზე ლაპარაკობ. მესმის, რომ შეიძლება ყველაფერი არ გახ-
სოვდეს. ასეთი რამ შენთვის არასოდეს მითქვამს და არც გეტყოდი.

285
დედაშენის გამო როგორ უნდა მიმეტოვებინე? უარმეყავი იმის გა-
მო, რომ ხასიათი ხშირად ეცვლებოდა? მე მხოლოდ შენთან ყოფნა
მინდოდა, მთელი ცხოვრების შენთან გატარებას, ყველა ნაბიჯის
შენთან ერთად გადადგმას ვაპირებდი. მინდოდა, შენ და მამაშენს
დაგხმარებოდით. დედაშენსაც! შენ ის ერთადერთი ადამიანი იყავი,
ვინც მეუბნებოდა, გზა უნდა გავაგრძელოთო. არ გახსოვს?
ბაჰმანი უძრავად იჯდა. ცოტა ხანს უსიტყვოდ უყურა როიას თვა-
ლებში. მერე უეცრად ძალიან ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს იხრჩო-
ბაო.
როიამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საუბარი ჩვეულებრივად გაეგ-
რძელებინა და ეს აბსურდული ბოდნვა შეეწყვეტინებინა, ვიდრე კი-
დევ უფრო ძალიან გაუტევდა ბაჰმანი. რაც შეიძლებოდა მშვიდად
მიუგო კაცს: – მოედანზე ვიყავი. გასაგებია? შენზე ვღელავდი. მე კი
არა, შენ არ მოხვედი. დედაშენს შენთვის შაჰლა ჰყავდა ამორჩე-
ული; მაშინ ხომ სხვა დრო იყო. მაგრამ, გულწრფელად გეუბნები,
რომ არა უშავს. შვილებზე იფიქრე. შენს შვილიშვი...
– არა, – თავი, კისერი და მხრები აუკანკალდა ბაჰმანს, – ღმერ-
თო ჩემო.
– მისმინე. არა უშავს. მოდი, ყველაფერი წარსულში დავტოვოთ.
გთხოვ.
ბაჰმანს სახე ტკივილისგან დაემანჭა. – შენ ვერ ხვდები, როია-
ჯუნ, – სტვენასავით წამოახველა და მთელი სხეული აუკანკალდა
ისე ძლიერად, რომ როიას შეეშინდა, გულის შეტევა არ დაემართო-
სო. ხველამ რომ გაუარა, ისევ როიას გაუსწორა მზერა, – შენ სად
იყავი?
– აქ, ამერიკაში. ხომ იცი, რომ კალიფორნიაში სასწავლებლად
ჩამოვედი. გახსოვს? მამაჩემმა შეიტანა ჩემი საბუთები ერთ-ერთ
კოლეჯში, რომელმაც პირველმა გამოაცხადა ირანელი ქალების-
თვის ადგილები.
– ჰო, ჯაჰანგირმა მითხრა. ეგ ყველაფერი ვიცი. როია-ჯუნ, შენ ის
მითხარი, იმ დღეს სად იყავი?
როიამ ამოიოხრა. მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაში

286
იყო საბრალო კაცი.
– მოედანზე.
– რომელ მოედანზე? – ბაჰმანი აღარ კანკალებდა; უკვე ფოლა-
დივით მტკიცედ ეჭირა თავი და ხველების შემდეგ სუნთქვაზეც ნაკ-
ლები ძალისხმევა ეხარჯებოდა. კაცს ეგონებოდა, თავს იკავებსო.
– იქ, სადაც შეხვედრა დამითქვი. სეფაჰის მოედანზე.
–მე კი ბაჰარესთანის მოედანზე დაგიბარე.
ოჰ, ღმერთო. რაღაცები ხსომებია, მაგრამ, დეტალები – არა.
ბაჰმანს რეალობის თავისებური ვარიანტი ჰქონია. სიმართლისაც.
რამხელა სევდა იყო ეს ყველაფერი. როიას ვოლტერთან ყოფნა მო-
უნდა. ლობსტერის როლებისა და მარტივი ისტორიების უსაფრთხო
გარემოცვაში, მის მყარ და მტკიცე მეხსიერებასთან. – არ გახსოვს,
მაგრამ, არა უშავს, – წაიბუტბუტა ისევ.
– წერილები... ბაჰმანს სიტყვა გაუწყდა, რადგან ოთახში ქუსლე-
ბის კაკუნი გაისმა. კლერი იყო; ხელში პლასტმასის ოვალური ლა-
ნგარი ეჭირა და ზედ გამოწერილი წამლების შუშები ედო, – მისტერ
ბეტმენ, წამლების დროა! – ახლოს მისული კლერი კი ერთიანად გა-
წითლდა. ბაჰმანს ატირებას აღარაფერი აკლდა, – მაპატიეთ, რომ
საუბარს გაწყვეტინებთ. შემიძლია რამდენიმე წუთში...
როია წამოდგა, – მე ისედაც მივდიოდი. მართლა უნდა წავიდე.
ჩემი ქმარი მელოდება.
– იყავი, – უთხრა ბაჰმანმა, – ნუ წახვალ.
– მე მოგვიანებითაც შემიძლია მოვიდე, – დაუმატა კლერმა.
– არა, როიას ვეუბნები. გთხოვ. არ წახვიდე. სალაპარაკო ბევრი
გვაქვს.
– ჩემი ქმარი მელოდება.
– გასაგებია, – წაიჩურჩულა ბაჰმანმა.
– ლანჩს ხომ არ ინებებთ? – თავაზიანად ჰკითხა როიას კლერმა.
როია იქ იდგა თავისი ნაცრისფერი, სქელქუსლიანი ფეხსაც-
მლით. გული ატკინა ასეთი ბაჰმანის დანახვამ, რომელსაც გონება
ნახევრად გამოცლილი ჰქონდა, მოგონებები დომხალივით ერეოდა
თავში და პარკინსონის დაავადება და დემენცია ტანჯავდა. როიას კი

287
იმ ბიჭის ნახვა უნდოდა, ადრე რომ იცნობდა, ბიჭის, რომელსაც სამ-
ყარო უნდა გადაერჩინა. რომელიც როიას უყვარდა! უეცრად საში-
ნელი დაღლილობა დაეუფლა.
– თოვს, – თქვა უცებ, – ძალიან სწრაფად დებს. ჩვენ კი დიდი გზა
გვიდევს წინ. ვეღარ დავიცდი. არ გვინდა, საფრთხე შეგვექმნას.

კლერის მოსვლის შემდეგ ინგლისურზე გადასულიყვნენ შეუმ-


ჩნევლად. ამერიკელების თანდასწრებით ხომ სულ ასე ხდება. ბაჰ-
მანისთვის ძალიან უცნაური იყო ინგლისურად მოლაპარაკე როიას
მოსმენა. როიას ჩახუტება და ასე დამშვიდობება უნდოდა, მისალმე-
ბასაც ასე ისურვებდა. ჩაეხუტებოდა იმის გამო, რომ რაღაცები აღარ
ახსოვდა, რომ ცოტა მოგონებაღა შემორჩენოდა, ანდა, უბრალოდ,
ისე, არაფრის გამო ჩაკონებოდა.
– ვინ გვიმუხთლა, როია? ვიღაცამ ოინი მოგვიწყო. მე ბაჰარეს-
თანის მოედანზე დაგიბარე. ვინ გადააკეთა ჩვენი წერილები?
კლერი ხან როიას უყურებდა, ხან ბაჰმანს. ლამის იყო, პლასტმა-
სის ლანგარი გავარდნოდა.
– შენი და ხომ არ იზამდა? ზარის არასოდეს მოვწონდი. ნუთუ ჯა-
ჰანგირმა ჩაიდინა ეს? როია-ჯუნ, იცი, მოგვიანებით რომ გამანდო,
რომ შეყვარებული იყო? – ბაჰმანმა ხელებზე დაიხედა, – ჩემზე, –
მერე კი ისევ როიას ახედა, – ვინ მოგვექცა ასე? შაჰლა ამას არასო-
დეს იზამდა. ამდენს ვერც მოახერხებდა. ნუთუ შესაძლებელია, შაჰ-
ლა ყოფილიყო? იქნებ ბატონმა ფახრიმ გაგვიკეთა ეს? რასაკვირვე-
ლია, დედაჩემი ამას ვერ ჩაიდენდა.
როიას საშინლად აუჩქარდა გული წარსულის გახსენებაზე. იმ
ადამიანებზე ფიქრით, რომელთაც მთავარი როლი შეასრულეს მათ
ცხოვრებაში იმ ზაფხულს. თვალწინ გაუელვა ყველაფერმა იმ კაცის
სიტყვების მოსმენისას, რომელსაც ძალიან ბევრი რამ დანაკარგი
გამოეცადა საკუთარი გონების ჩათვლით.
– ნახვამდის, ბაჰმან.
– დაბრუნდი. ისევ მოდი, როცა შეძლებ. შენ ძალიან ბევრი რამ
არ იცი.

288
თავი ოცდამერვე

2013 წელი

უკანა საწყობი ოთახი


ოიას მისამართზე ბაჰმანის წერილი მოვიდა. ფოსტამ მო-
იტანა. ნუთუ ასეთი ადვილი იყო მისტერ და მისის არკერე-
ბის სახლის მისამართის მოძიება ინტერნეტ-ქსელში? როიამ დეჟა-
ვუს უცნაური განცდით გახსნა კონვერტი: ნაცნობმა ძველმა ჟრუან-
ტელმა დაუარა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სახლის სამზა-
რეულოში იჯდა, თანაც სამოცდაჩვიდმეტი წლის იყო და სურსათის
მაღაზიიდან ვოლტერის დაბრუნებას ელოდა.

უძვირფასესო როია-ჯუნ,
ნიშნობის შემდეგ მინდოდა შენთვის ყველანაირად მესიამოვნე-
ბინა. ის, რომ დედაჩემმა ჩვენი ბედნიერი წვეულების გაფუჭება სცა-
და, უკიდეგანოდ მასევდიანებდა. ერთადერთი, რასაც ვნატრობდი,
ნორმალური დედა იყო, კეთილი, ვინც ჩემს ცხოვრებაზე საკუთარი
სტრატეგიებითა და გათვლებით არ იმოქმედებდა და უსასრულოდ
არ შეიმუშავებდა ისეთი ცხოვრების გეგმებს, როგორითაც მე უნდა
მეცხოვრა. დედაჩემს უნდოდა, რომ იმ ბურუუაზიული საზოგადოე-
ბის მწვერვალები დამეპყრო, რომელსაც თავად ეტრფოდა. მისი
სიბრაზის მომენტები მე და მამას თავს გვაკარგვინებდა. ეს შემოტე-
ვები ისეთი ძლიერი იყო, როგორიც ბუნების ძალა, როგორც და-
უმორჩილებელი ქარიშხალი და ჩვენს ოჯახში ყველანაირ სიმშვი-
დეს სპობდა. შესაბამისად, აღარაფრის ძალა და ხალისი აღარ შეგ-
ვწევდა. დედაჩემი ავადმყოფი იყო. დახმარება სჭირდებოდა, თუმ-

289
ცა, ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ უნდა დავხმარებოდით.
ჩვენი ნიშნობიდან ოთხი დღის შემდეგ დედა შფოთვამ შეიპყრო.
ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. მამაჩემმა ურჩია, დაჯექი და კალიგ-
რაფიული სამუშაო გააკეთეო. მამამ ეს იმ იმედით ასწავლა დედას,
რომ დაამშვიდებდა – რომ ამ მდგომარეობიდან რაიმე გამოსავალი
ენახა, რაიმეთი შეექცია თავი, რომ საკუთარი ნერვიული ენერგია
რაღაც დადებითზე დაეხარჯა. ჩვენდა გასაოცრად, დედას ეს საქმე
მოეწონა და შეუყვარდა. თუმცა, ისეთი სანაქებო ვერ გახდა, რო-
გორც ისინი, ვინც ამ საქმით ადრეული ბავშვობიდანვე იყვნენ დაკა-
ვებულები.
კალიგრაფიის ნიჭით იმ თაობის მხოლოდ საუკეთესო მოსწავ-
ლეები თუ დაიკვეხნიდნენ. ისინი, ვინც საუკეთესო სკოლებში დადი-
ოდნენ და ოსტატებისგან სწავლობდნენ ხელის მოძრაობის ტექნი-
კას, მონასმების გამოყვანასა და კალმის დაჭერას.
ჰოდა, მეც გვიან შევიტყობ, რა ზიანის მოტანა შესძლებია ამ უნა-
რს. გვიან მივხვდები, რომ უფსკრული მან გააჩინა ჩვენ შორის. რამ-
დენიმე დღის წინ, დაქსტონის ცენტრში შენმა მოსვლამ თვალი ამი-
ხილა და მაღიარებინა ის, რაზე ფიქრიც მთელი ამ დროის განმავ-
ლობაში თავ ზარს მცემდა: დედაჩემმა წერილების შინაარსი შეცვა-
ლა.
უფრო სწორად, მხოლოდ შინაარსი კი არ შეცვალა, ისიც ქნა,
რომ შენ ერთ მოედანზე გაგიშვა, მე კი – მეორეზე. დედაჩემის გარ-
და ამას ვერავინ იზამდა, როია-ჯუნ. მხოლოდ მას ეგონა, რომ თუ მის
არჩეულ გოგოს არ შევირთავდი, ქვეყანა დაიქცეოდა. ახლა მკით-
ხავ, როგორ ჩაუვარდა დედაშენს ხელში ჩვენი წერილებიო. ოჰ,
როია. ამ კითხვაზე საპასუხოდ ის ისტორია უნდა გიამბო, რომელ-
ზეც წარმოდგენა არა გაქვს. ასე რომ, აქედან, აი, ამ ცენტრიდან, სა-
დაც დახმარებას მიწევენ და სადაც ცხოვრების მიმწუხრს ვატარებ,
ნება მომეცი, გიამბო, რა მოხდა იმ ზაფხულს.
ჩვენი ნიშნობიდან ორი კვირის თავზე, პარასკევს, დედაჩემი ერთ
ადგილზე ვერ ჩერდებოდა. დგებოდა და ოთახში შეუჩერებლად და-
დიოდა. ჩიოდა, მცხელა და მთელი ღამე ვერ დავიძინე, თან ხმებიც

290
ჩამესმოდაო. თვალებზე დასადებად კიტრის გრილი ნათალი მომ-
თხოვა. რა მექნა, გავთალე კიტრი და ქერქი ქუთუთოებზე დავადე.
მერე ბამბუკის მარაოთი ვუნიავე და ვუნიავე, როგორც უყვარდა.
აღელვებული დავტრიალებდი თავს იმ იმედით, რომ დამშვიდდებო-
და, დაწყნარდებოდა და თავის დემონებს შეაკავებდა.
არაფერი გამომივიდა. კიტრის ნათალი თვალებიდან მოიშორა
და იატაკზე დაყარა. მითხრა, წარმოდგენაც კი არა გაქვს, რამხელა
ტკივილს მაყენებო. ვერც კი ხვდები, როგორ მინდა, რომ ჩემს ერ-
თადერთ შვილს წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს, რომელიც სავსე
იქნება მისთვის შესაფერისი ხალხით საუკეთესო საზოგადოებრივი
წრეებიდან და ამისთვის შაჰლაზე დაქორწინება საუკეთესო გამოსა-
ვალიაო. მერე მიამბო, როგორ შემირჩია საცოლედ შაჰლა, როგორ
ელაპარაკა მის მშობლებს და როგორ დაგეგმა ყველაფერი. მეუბნე-
ბოდა, ვერც კი ხვდები, რაზე ამბობ უარს და რას სჩადიხარ სინამ-
დვილეშიო. შემახსენა, რომ მამამისი ნესვის გამყიდველი იყო, თვი-
თონ კი პატიოსან, წესიერ და, რაც მთავარია, მაღალი კლასის წარ-
მომადგენელ ინჟინერზე ქორწინებამ იხსნა. მისი თქმით, აზრზე არ
ვიყავი, რას ნიშნავდა ცხოვრებაში ერთი ადგილის ტკეპნა, დასაყ-
რდენის არქონა, უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლა და სწრაფვა,
თუმცა, მშობლების წარმომავლობის გამო ხელ-ფეხის შეკვრა, უარ-
ყოფა იმის გამო, რომ უსწავლელი მამა გყავს, რომ დაბალი საზოგა-
დოებრივი ფენის წევრად გაჩნდი.
მე კი გავცეცხლდი ამ სიტყვების გაგონებაზე. ის დაუსხლტა
კლასს, რომელშიც დაიბადა, თუმცა ახლა სიყვარულის ნებას არ
მაძლევდა და დაჟინებით მთხოვდა, ისე მეცხოვრა, თითქოს მორბე-
ნალი სპორტსმენი ვყოფილიყავი და მისი კარიერა უნდა გამეგრძე-
ლებინა. არც გაჩერების უფლება მქონდა, არც მობრუნების. თით-
ქოს საყვარელ ადამიანზე დაქორწინება შეაჩერებდა იმ „წინსვლას,
“ დედაჩემმა რომ საკუთარ ბედისწერასთან ბრძოლით განიცადა.
იატაკიდან კიტრის დამჭკნარი ნაფცქვენი წამოვკრიფე. დედას
კანს გაეთბო, დაერბილებინა და მოეჭკნო. შეხებამ ზიზღი მომგვა-
რა. მერე ვიკამათეთ.

291
ვუთხარი, რომ ძალიან ჭყვიანი იყავი, რომ სკოლაში საუკეთესო
ნიშნები გქონდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად სწავლობდი. მამაშე-
ნის სტაბილურ სამუშაოსაც გავუსვი ხაზი, ის ხომ მთავრობის კლერ-
კის პოზიციაზე იყო. ახლა, როცა ცხოვრების მიწურულს ამ წერილს
გწერ, ჩემი მაშინდელი ყოველი სიტყვის გახსენება ტკივილით მავ-
სებს. თითქოს რაიმე ვალდებულება მქონდა, რომ დედაჩემი დამერ-
წმუნებინა. თითქოს ჩვენი სიყვარული საკმარისი არ იყო. ჩემივე სი-
სუსტე მაოგნებს.
მამაჩემმა მელნით სავსე ახალი შუშა მოუტანა, კალამი ახლოს
დაუდო და შეეხვეწა, შენი საყვარელი ლექსიდან რამდენიმე ხაზი
ამოიწერეო. ჩვენთვის სულერთი იყო, რას გააკეთებდა, ოღონდ რი-
სხვა განელებოდა.
„თუ ბაჰმანი იმ გოგოს შეირთავს, დავკარგავ, ზუსტად ვიცი. რო-
ია შაჰლას არ ჰგავს. როია საშუალებას არ მომცემს, ბაჰმანთან ახ-
ლოს ვიყო. ისედაც ყველა სხვა დავკარგე და საკმარისია.“
ამ სიტყვების გაგონებაზე მამაჩემი მოიკუნტა, ხელები თავზე
იტაცა და გაშეშდა.
დედა ისევ ბობოქრობდა. გვესმოდა, როგორ აღებდა და ხურავ-
და უჯრებს სამზარეულოში. მერე კი საძინებლის კარის ჯახუნი გავი-
გონეთ. როგორც ყოველთვის.
მე და მამა ჩვეულ უამურ სიჩუმეში ვისხედით და დედას ბრაზის
განელებას ველოდით. ერთი სული გვქონდა, როდის გადაივლიდა
საშინელი ქარიშხალი. თვალები დავხუჭე და ყურადღების გადასა-
ტანად რუმის ლექსების კითხვა დავიწყე გონებაში. ბოლოს რაღაც
ტკბილ-მჟავე სუნი ვიგრძენი. თვალები გავახილე. ჰაერში დამჭკნა-
რი ვარდის ფურცლების სუნი იდგა. დედაჩემი სასტუმრო ოთახში გა-
მოსულიყო თავიდან ბოლომდე მორთულ-მოკაზმული. მეტისმეტად
ბევრი სუნამო ესხა. ფერ-უმარილი სქლად ედო ლოყებზე და ხელ-
ჩანთა მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული. წინკარში ისე გაიჭრა, რომმამამ
სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. ვერც მე მოვასწარი თხოვნა, არ წახ-
ვიდე-მეთქი.
ხანდახან, დედა რომ სახლიდან მიდიოდა, ისეთი განცდა მიჩნდ-

292
ებოდა, რომ მახრჩობელა ჭვარტლის სქელი ფენა უეცრად სადღაც
ქრებოდა. თუმცა, ამჯერად უსიამოვნო განცდა არ გამქრალა. ადგი-
ლიდან ვერ ვიძვროდი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე, რამდენ
ხანს ვუცდიდი, როდის დამიბრუნდებოდა ძალა ფეხებში, რომ ავ-
მდგარიყავი და დედაჩემს გავყოლოდი. მამას არაფერი უთქვამს.
განადგურებული ჩანდა.
რასაკვირველია, დედას უნდა გავყოლოდით. ვინ იცის, რა ხი-
ფათს გადაეყრებოდა განწყობის ცვალებადობისას? ძალიან ვწუხდი
მის სულიერ მდგომარეობაზე, მის უსაფრთხოებაზე და იმაზეც, რო-
გორც გამვლელები შეხედავდნენ ქუჩაში მიმავალს. მანერვიულებ-
და სპექტაკლი, რომელიც შეიძლებოდა დედას მოეწყო.
– წავალ, მოვიყვან, – ვგთქვი.
გარეთ გავედი. ვერ ვხვდებოდი, საით უნდა ამეღო გეზი. თავბედს
ვიწყევლიდი, დივანზე იმდენ ხანს რამ დამსვა, მაშინვე როგორ არ
წამოვხტი-მეთქი. არ ვიცოდი, სად წავიდოდა, რომელ ქუჩას გაუყვე-
ბოდა დედაჩემი.
პარასკევი წმინდა დღე იყო, ამიტომ ხალხი ან შინ ისვენებდა, ან
მეჩეთში ლოცულობდა. ქუჩაში თითქმის არავინ იყო. თანაც, რა უნ-
და მეკითხა მათთვის? აქ ფერუმარილით გათხუპნილ, გაცეცხლე-
ბულ ქალს ხომ არ ჩაუვლია-მეთქი?
სინამდვილეში მხოლოდ შენთან ყოფნა მინდოდა. მინდოდა მე-
ნახე, გულში ჩამეკარი და ახლოს მყოლოდი. კინაღამ თქვენთან გა-
მოვეშურე, სახლში. მაგრამ, დედაჩემი აუცილებლად უნდა მომეძებ-
ნა. ერთხელ ბოსტნეულის მაღაზიაში რამდენიმე ბადრიჯანს წვერი
მოაკბიჩა, რადგან, მისი თქმით, გამყიდველი ისე ეპყრობოდა, რო-
გორც გლეხის მდაბიოს. „შენ ისე მომექეცი, როგორც ცხოველს, ჰო-
და, მეც ასე გექცევი. როგორ მოგწონს?“ ასე უთხრა. მე კი სირცხვი-
ლით დავიწვი. ერთხელაც ჭარხლის გამყიდველი და მისი ქალიშვი-
ლი მიაყენა კუთხეში იმის გამო, რომ ისინი თავიანთ ვაგონს მოაგ-
ორებდნენ ქუჩაში. დედამ უთხრა, გოგოს თვალი არ მოაშორო, თო-
რემ შეიძლება გათახსირდეს, ნამდვილი კახპა და ნაგავი გახდეს და
ნაადრევად დაორსულდესო. ეს მანიაკალური ძალები რომ მოუვლ-

293
იდა, დედაჩემისგან გველივით ისეთი სისასტიკე ამოძვრებოდა
ხოლმე, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდით.
ვერ ვიპოვე. დღესასწაულზე მაღაზიები დაკეტილი იყო და გარე-
თაც ცოტა ხალხი ტრიალებდა.
ერთი-ორჯერ ზურგიდან ვიღაც ქალები მივამსგავსე, თუმცა, რა-
საკვირველია, ამაოდ. ძებნას განვაგრძობდი. წრეზე დავდიოდი და
უფრო და უფრო მეწურებოდა მისი პოვნის იმედი.
გასავათებული და ნერვებდაწყვეტილი ერთ ადგილას გავეშურე,
სადაც შეიძლებოდა დავმშვიდებულიყავი. ვიცოდი, რომ პარასკევ
დღეს ბატონი ფახრი ხანდახან, თავისი მაღაზიის საქონლის აღწერა-
სა და უკანა საწყობი ოთახის დალაგებას უთმობდა. სკოლის პერი-
ოდში ყუთების გახსნასა და წიგნების ამოლაგებაში ვეხმარებოდი
პარასკევობით და ეს ძალიან მეამაყებოდა.
მაღაზიის კარი რომ შევაღე, ზარის წკრიალმა შვება მომგვარა.
ესე იგი, მაღაზია ღია იყო და ბატონი ფახრიც იქვე იქნებოდა საქმეში
გართული. გამახსენდა, როგორ ელაპარაკებოდა მას დედაჩემი
ნიშნობაზე. უხეში და პირდაპირი იყო. ჩემი და შენი რომანის ხელ-
შეწყობაში ადანაშაულებდა. ვფიქრობდი, კარგი იქნება, თუ მის მა-
გივრად ბოდიშს მოვუხდი ბატონ ფახრის-მეთქი, რადგან მინდოდა,
რომ ამ კაცს არ ენერვიულა და მშვიდად ყოფილიყო.
მაღაზიაში შესულს კამათი მომესმა, ოღონდ – შორიდან. მიმო-
ვიხედე, თუმცა გარშემო არავინ ჩანდა. მტვრიანი წიგნებისა და პამ-
ფლეტების ნაცნობი სურნელი რაღაც სხვას ჩაენაცვლებინა. დამჭკ-
ნარი ვარდებისა და დედაჩემის სუნამოს სუნი მეცნო.
უკანა ოთახის კართან მივედი. ხმები უფრო და უფრო ხმამაღალი
გახდა. უეცრად მომეჩვენა, რომ ფეხქვეშ იატაკი მეცლებოდა. მაღა-
ზიის საათი კი გაჭირვებით წიკწიკებდა, თითქოს გაფუჭებულიყო. ის
სუნამო შემძაგდა; საოცრად მომინდა, რომ ჩემი ვარაუდი ფუჭი აღ-
მოჩენილიყო, მაგრამ, ამაოდ. დედაჩემის ხმა უკვე გარკვევით ისმო-
და კარს მიღმა.
– მითხარი, რომ გიყვარვარ, – გავიგონე მისი სიტყვები.
– ამას ნუ იზამ, ბადრი, – ბატონი ფახრი ასეთი სუსტი არასოდეს

294
მენახა. იმ წამსვე მივხვდი, ალბათ, ბიჭობაში ასეთი ხმა ჰქონდა-
მეთქი. რატომ მიმართა დედაჩემს სახელით? ან დედას რა ესაქმე-
ბოდა მასთან?
– გახსოვს ის ხანჯალი, მამაჩემი ნესვებს რომ აპობდა? – ჰკითხა
დედამ, – მე ძალიან კარგად მეხერხებოდა მისი გამოყენება. ახლაც
შემიძლია იგივე გავაკეთო და მთელ შენს მოყენებულ ტკივილს ბო-
ლო მოვუღო. ყოველთვის უმაქნისი, უგერგილო მხდალი იყავი და
იქნები, ვინც საკუთარი შვილის მკვლელობაზეც თანახმაა.
– ბადრი, გთხოვ, – შეევედრა ბატონი ფახრი.
სწორედ ამ დროს ავდექი და კარი შევაღე. დედაჩემი პატარა კი-
ბეზე იდგა. ხელები ჩამოშვებული ჰქონდა. მარჯვენა ხელში ყასბის
დიდი დანა ეჭირა. ტანში გამცრა. მინდოდა, მეფიქრა, რომ ის დანა
უბრალოდ ბარძაყთან ჰქონდა ჩამოკიდებული და მეტი არაფერი,
რომ შეუძლებელი იყო, ნამდვილად ხელში სჭეროდა. ნეტავ, სად
იპოვა – ნუთუ ამხელა დანას ჩვენს სამზარეულოში ინახავდა? ამ და-
ნით ხომ არ ჭრიდა მამაჩემი ხორცის ვეება ნაჭრებს, ანდა, ეს ის და-
ნა ხომ არ იყო, მამა უჯრის სულ, სულ ბოლოში რომ დებდა ხოლმე?
ნამგალივით მორკალულ ანარეკლში ბატონი ფახრის სათვალე ჩან-
და.
დედამ ხელის სწრაფი მოძრაობით ასწია დანა და წვერი ყელზე
მიიბჯინა.
არ მახსოვს, ოთახი როგორ გადავჭერი. მგონი, წიგნების გროვა
და ჟურნალ-გაზეთების კედლები ერთბაშად გავანგრიე. დედაჩემს
მივვარდი და ავხტი. დანაზე ხელი ვუტაცე. იატაკზე დამხტარი მივ-
ხვდი, რომ დანას ისე მაგრად ვუჭერდი ხელს, რომ ლამის ხელი ვიტ-
კინე.
– ბაჰმან, აქ რა გინდა? – ფერფურმა გადაჰკრა დედაჩემს სახეზე.
პირში მეტალის მჟავე გამო ვიგრძენი. ვიფიქრე, ახლა ვაღები-
ნებ-მეთქი. ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის იყო, რომ დედას მუხ-
ლებთან შემოვეხვიე. ის ხომ კიბეზე იდგა. ხელით კი ისევ დანა მეჭი-
რა.დედამ ნაზად გადამისვა თავზე ხელი. ავიხედე და დავინახე, რომ
ყელზე სისხლი ჰქონდა გამოსული.

295
დანას ხელი გავუშვი და ხმაურით დავაგდე იატაკზე. მერე დედა-
ჩემი კიბიდან ჩამოვსვი. გაოგნებული იყო. ცრემლებით დალაქავე-
ბული სახე მთლად ასწითლებოდა და ასჭრელებოდა. ყელზე, ჭრი-
ლობაზე მიიდო ცალი ხელი, მეორე კი მე გამომიწოდა. თან სისხლი-
ან თითებს თვალს არ აშორებდა.
– ნახე, რა მიქენი, – თქვა, – ალი, სულ შენი ბრალია.
ბატონი ფახრი წინ და უკან ირწეოდა და ლოცვას ბუტბუტებდა.
მერე თავისი უზადოდ გაპრიალებული ფეხსაცმლის წვერი გაჰკრა
დედას დანას და გვერდზე მიაგდო. მიუახლოვდა. ჯიბიდან კვადრა-
ტული ფორმის ცხვირსახოცი ამოიღო. წინ გადაიხარა, თითქოს უნ-
დოდა, რომ დედასთვის ხელი მიეჭირა ყელზე.
დედა შეკრთა და ჩაისისინა:
– არ გინდა.
მისი ჭრილობიდან გამოსული სისხლის პატარა ბურთების დი-
ამეტრი გაიზარდა და უჩვეულოდ სიმეტრიული ხაზი წარმოქმნა.
– ჯერ შენ და მერე მე, ხომ? – სევდიანად გამიღიმა
დედაჩემმა ბატონი ფახრისთვის არ შეუხედავს, – კისერი გადა-
სარევად გაიშვირე დემონსტრაციაზე, სადაც დაგჭრეს, მე კი ამ მო-
ღალატის ტყუილებსა და აუგ ქმედებას უნდა მივხედო. კარგია, რომ
ორივენი ვიცნობთ კარგ ექიმს. როგორ ფიქრობ, ჯაჰანგირის მამა
ოჯახურ ფასდაკლებას თუ გაგვიკეთებს?
ცუდად ვიყავი. ჩემ მიერ მიმოფანტული წიგნები აქეთ-იქით ეყა-
რა იატაკზე. დანა პოლიტიკური ჟურნალების შეკვრასთან ეგდო. დე-
და კი ცდილობდა, სასტიკი ყოფილიყო, მაგრამ, ამაოდ, ვხედავდი,
როგორ ეშინოდა იმის, რომ მე მეშინოდა. ღმერთმანი, რატომ იყო
ასეთი? რატომ გვტანჯავდა, რატომ გვაშინებდა და რატომ გვემუქ-
რებოდა?
მერე თავშეუკავებლად ატირდა. ისე ჩაიძირა ემოციებში, რომ
ძალიან ჩუმადღა გამოსცემდა ხმებს. ბევრჯერ მინახავს დედაჩემი
ძალიან ხმამაღლა ატირებული, თუმცა, ასეთი პირველად ვიხილე. –
მეტისმეტად გვიანია, – თქვა მან, – მორჩა. ჩემს შვილს აღარაფერი
ეშველება.

296
ვიფიქრე, მე მგულისხმობს-მეთეი. მეგონა, ჩემს ქორწილზე ამ-
ბობდა, რომელსაც თავად არ იწონებდა. ალბათ, თავისებურად გა-
იძახის, რომ ძალიან გვიანია ჩემთვის იმ ცხოვრების დაწყება, თვი-
თონვე რომ დამიგეგმა-მეთქი, გავიფიქრე.
– შენ ჩემი შვილი მომაკვლევინე. საკუთარი ხელით, – მიუბრუნ-
და დედა ბატონ ფახრის, – იმიტომ, რომ მხდალი კაცი ხარ.
ყელში ბურთი გამეჩხირა. იატაკზე გავიშხლართე.
– ბადრი, გემუდარები, – თქვა ბატონმა ფახრიმ, – ახლა არ გინ-
და.
– ის რომ მოვკალი, ორგანიზმიც გადამერია, – თქვა დედამ და
მუცელზე ისე დაიხედა, თითქოს ვიღაცას ელაპარაკება და ემუდარე-
ბაო, – ნაწილებად დავიშალე და ჩემმა ორგანიზმმა დანარჩენი ბავ-
შვებიც აღარ შეინარჩუნა. ყველა მოკლა, – მერე მე შემომხედა, –
იცი, რამდენი შვილი დავასაფლავე? უნდა მეთქვა შენთვის.
– ბადრი, გაჩუმდი, – ჩურჩულებდა ბატონი ფახრი.
– შენი სხეულიდან გამოდიან და გგონია, საღები არიან. გგონია,
შეიყვარებ, აღზრდი, ცივ ნიავს არ მიაკარებ. მაგრამ, ცხოვრება გაჩ-
ვენებს სანახავს.ჰო, შენგან ზუსტად ისე იბადებიან, როგორც უნდა
იბადებოდნენ. მერე კი, მალევე... ანდა, დაბადების დროსვე იხოცე-
ბიან... ჩუმად არიან, თბილები, მაგრამ, მკვდრები...
ყურებს არ ვუჯერებდი. მაცხელებდა. წარმოდგენა არ მქონდა,
თუ დედაჩემს ჩემამდე ბავშვები მოუკვდა.
ეს არც მას უამბია ჩემთვის და არც მამას. ჩვიდმეტი წლის ასაკში
პირველად გავიგე.
– ალი, შენ გეგონა, როგორც გინდოდა, ისე მომექცეოდი. მეჩე-
თის უკან. იმ მოედანზე. ყველაფერი წამართვი. შენ ფულიც გქონდა
და უპირატესობაც. მე კი არაფერი, – სახეზე ხელები ტირილით აი-
ფარა, – ბავშვი ვიყავი!
– ძალიან ვწუხვარ, – მიმართა ფახრიმ დაყვავებით, – ძალიან,
ძალიან ვწუხვარ.
უკანა საწყობ ოთახში სარკმლიდან შემოჭრილ მზის შუქზე
მტვრის ნაწილაკები ფარფატებდნენ. ოთახი რაღაც სუნით გაიჟღინ-

297
თა, თუმცა, ეს არ იყო არც წიგნების სუნი, არც დედაჩემის სუნამოს
სურნელი, არც ჩემი მწკლარტე სუნი, მიუხედავად იმისა, რომ
მთლად ოფლში ვიწურებოდი. არა. ეს რაღაც სხვა იყო, რაღაც ამო-
უხსნელი, რომელიც არასოდეს მოშორდებოდა ამ დღესა და მომა-
ვალ დღეებსაც. ალბათ, სევდისა და დარდის სუნი იდგა გარშემო.
ბატონი ფახრი დედასთან მივიდა. დედა გულში ჩაეკრა და მის
მკლავებში აქვითინდა. ილაპარაკა გარდაცვლილ და მკვდრადშო-
ბილ ბავშვებზე, ხოლო მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი, არეული მონათხრო-
ბიდან მივხვდი, რომ მე მისი პირველი შვილი არ ვყოფილვარ. არც
მეორე ვიყავი, არც მესამე და არც – მეოთხე, არამედ – მეხუთე. მე
მეხუთე გავჩნდი და ერთადერთი ვიყავი, ვინც გაიზარდა და ცოც-
ხლობდა. ნელ-ნელა ისიც გავაცნობიერე, რომ დედა იმ გარდაც-
ვლილი შვილების იმედებსა და ოცნებებსაც ჩემზე ამყარებდა. გამ-
ყინავმა ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც მივხვდი, რომ დედაჩემის
პირველი ბავშვი – რომელიც დაბადებამდე თავადვე, ალბათ, საკუ-
თარი ხელით მოკლა – ჩვენი მშვიდი და წყნარი ბატონი ფახრის შვი-
ლი იყო.
იატაკზე დაყრილ წიგნებს შორის ვიდექი. ჩემს გარშემო იყო ხე-
ლოვანთა სიტყვები, რომლებიც ბედნიერ, გრძელ საათებს ატარებ-
დნენ წერაში და წლობით მუშაობდნენ სიტყვებზე. ბატონი ფახრი დე-
დაჩემს ისე გადაჰფარებოდა, როგორც დაჭრილ-დაგლეჯილ ცხო-
ველს.
წასვლა მომინდა. ამ მაღაზიას ვეღარ ვიტანდი. ვეღარც ქალაქს.
გაქცევა და სადმე დამალვა მსურდა.
გიჟივით გამოვვარდი გარეთ. ტროტუარზე თავი ვეღარ შევიკავე
და ვაღებინე. რაც შემეძლო, თავს ვიკავებდი, რომ გამვლელებს ჩე-
მი ცრემლები არ შეემჩნიათ.
დედას ჭრილობა რომ ნახა, მამაჩემი ჯაჰანგირთან გაიქცა სახ-
ლში. თეირანის საავადმყოფოში ვერ მივიდოდით. მაშინ ასეთი რამ
ძალიან დიდი სირცხვილი იყო, როია-ჯუნ. მის ავადმყოფობას ვგუ-
ლისხმობ. საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას. თვითმკვლელო-
ბის გაფიქრებაც კი დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

298
დედა რომ მივიყვანეთ, ჯაჰანგირიც სახლში იყო. ჩამეხუტა და
დამპირდა, ეს საიდუმლო მუდამ ჩვენთან დარჩებაო. ჯაჰანგირის მა-
მამაც სიტყვა მომცა, რომ დედას საქციელზე არსად არაფერს იტყო-
და.
მადლობა ღმერთს, სერიოზული სამედიცინო ჩარევა და კანის
დიდზე დამუშავება არ დასჭირვებია. სწორედ რომ დროზე გამოვტა-
ცე დანა ხელიდან. საბოლოოდ, დოლბანდის სახვევი და „იხტი-
ოლის“ მალამო საკმარისი აღმოჩნდა. – თუმცა, კიდევ ერთი წამი,
ერთი პატარა მოძრაობაც და... – ამ სიტყვებით, ჯაჰანგირის მამამ
თავი გადააქნია.
ჰოდა, დედას შეეძლო შარფი მოეხვია და ქალაქში გასულიყო.
შეეძლო, შინ ყოფილიყო და ჭრილობის მოშუშებას დალოდებოდა.
თუმცა, თავად დედაჩემი, მამაჩემი და მეც თავზარდაცემულნი ვიყა-
ვით. მხოლოდ იმის გამო კი არა, რისი ჩადენაც დედამ სცადა, არა-
მედ იმით, რომ ერთი წამიც და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
მე კი მაინც იმის გააზრებას ვცდილობდი, რაც დედაჩემსა და ბატონ
ფახრის აკავშირებდათ. ისიც ვერ გამეგო, მამაჩემმა ფარულად
იცოდა ეს ამბავი თუ არა.
ჯაჰანგირმა შემოგვთავაზა, წადით და რამდენიმე დღე ჩრდი-
ლოეთის ვილაში გაატარეთო. სულ ცოტა ხნით გადავწყვიტეთ წას-
ვლა. იქამდე, ვიდრე ვიდრე დედა ცოტათი არ მომჯობინდებოდა და
ყველანი ნორმალურ იერსახეს არ დავიბრუნებდით. ჯაჰანგირი დამ-
პირდა. რომ ყველაფერს შეგატყობინებდა· როგორც ვხვდები – ამ
პირობის შესრულებაში დიდად ვერ უმარჯევია. რასაკვირველია, ვი-
ცოდი, რომ ჯაჰანგირი ჩემზე იყო შეყვარებული – როია, ჩემო კარ-
გო, ახლა რაიმეს დამალვას არავითარი აზრი აღარა აქვს. თავს ვერ
მოვიკატუნებ, არ ვიცოდი ჯაჰანგირის სიყვარულის შესახებ-მეთქი.
თუმცა, იმ დროს არც ერთი არ ვაღიარებდით ამას. პირიდან მსგავს
რამეს როგორ ამოვუშვებდით. გამორიცხული იყო.
მე კი შენ მიყვარდი. მხოლოდ შენ მინდოდი. შენთვის ყველა-
ფერს დავთმობდი. ჯაჰანგირი კი შემპირდა, რომ ერთმანეთის ამ-
ბებს გაგვაგებინებდა. მას უნდა ეტარებინა ჩვენი წერილები. ის ჩემი

299
საიდუმლო შიკრიკი, ნდობით აღჭურვილი პირი და შუამავალი იყო.
გული ნამდვილად კეთილი ჰქონდა, როია-ჯუნ. ყველაზე მეტად ჩემი
ბედნიერება სურდა – ეს კი ნამდვილად მჯერა. მაგრამ, ბოლოს ვინ
შეგვიცვალა წერილები და ვინ მოგვახვედრა სხვადასხვა მოედანზე?
ვინ და დედაჩემმა.
ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი დაქორწინების წინააღმდეგი იყო.
თუმცა, როია-ჯუნ, დედაჩემს ვილიდან ფეხი არ მოუცვლია, სულ ჩემ-
თან ერთად იყო ჩრდილოეთში. თანაც ძალიან იტანჯებოდა და ამი-
ტომ არ მგონია, რომ მან ჩაიდინა ეს. ეს ქნა მან, ვისაც მე და შენ,
ორივე, ვენდობოდით და ვისაც დედაჩემის ვალი ჰქონდა.
დედამ ბატონი ფახრი დაარწმუნა და ეს გააკეთებინა. რა თქმა
უნდა, ამას მხოლოდ ახლა ვხვდები, ათწლეულების შემდეგ, როდე-
საც ფაქტებს ერთმანეთთან ვაკავშირებ. ფახრი ხომ დავალებული
იყო დედას წინაშე, იმის გამო, რომ სრულიად მარტო დატოვა გაუჩე-
ნელ ბავშვთან ერთად, რომელსაც დედამ... მოკლედ, მაშინ ირანში
აბორტი კანონით არ იყო დაშვებული და დედამაც საკუთარ თავზე
აიღო ამ საქმის მოგვარება.
ამ ამბიდან მეორე დღესვე მინდოდა შენთვის მეთქვა, სადაც ვი-
ყავი. მეგონა ტელეფონი იქნებოდა და დაგირეკავდი, რომ ყველა-
ფერს გაგაგებინებდი. მინდოდა, ჯაჰანგირსაც გადმოეცა შენთვის ეს
ამბავი.
იმ დილას, ვილაში დედას ოთახში შევედი. ერთი სიტყვაც არ
მითქვამს. არც კი მიხსენებია, რომ შენთან დაკავშირებას ვაპირებ-
დი. ერთი შემომხედა და მითხრა: – იმ გოგოს თუ დაურეკავ და ეტ-
ყვი, სადაც ვართ, თუ ამას იზამ, იცი, რას ჩავიდენ, ბაჰმან? – ამ სიტ-
ყვებთან ერთად ფერმიხდილ სახეზე ღიმილი გადაეფინა, – ისევ
იმას გავაკეთებ. ამჯერად კი ბოლომდე მივიყვან საქმეს. გპირდები.
დედამ ღრმად ჩაისუნთქა და ხელი კისერზე დაიდო.
– შეეშვი როიას, ბაჰმან. ჩემი გულისთვის. იცოდე, თუ მას ისევ
შეეხმიანები, თავს ხელახლა დავიზიანებ.
მახსოვს ვილის მთავარი ოთახის ფიცრები დახეთქილი იყო და
ნაპრალებიდან ქარი უბერავდა. ამის გამო ღამღამობით ძალიან ცი-

300
ოდა ზაფხულშიც კი:ხომ იცი, ჩრდილოეთში ასეა ღამით. მამაჩემი
ნაპრალში ქსოვილს ტენიდა, რომ დაეგმანა, თუმცა, საქმეს დიდად
ვერ შველოდა. ღამღამობით იქ ვჯდებოდი და ბეჭებს ქარს ვუშვერ-
დი. ზუსტად ნაპრალს მივაქცევდი ხოლმე ზურგს, რომ ქარს შიგ ხერ-
ხემალში დაებერა.
კერძებს მე ვამზადებდი. ბოლოს დედაჩემიც ჩვენთან ერთად მი-
ირთმევდა. სულ თავისას მიერეკებოდა. გამუდმებით ჩემი და შაჰ-
ლას ქორწინებაზე ლაპარაკობდა. მამაჩემი საუბრის თემის შესაც-
ვლელადპრემიერ-მინისტრი მოსადეყის პრობლემებზე იწყებდა სა-
უბარს. მე შენ მენატრებოდი, საშინლად მინდოდა შენი ნახვა. თუმ-
ცა, ძალიან მრცხვენოდა იმის თქმა, რომ ქალაქიდან იმის გამო ვი-
ყავით წასულები, დედაჩემმა რომ თვითმკვლელობა სცადა.
ტანჯვამ იქაც შემოაღწია და ვეღარ ვაკავებდი. სწორედ ისე, რო-
გორც ხის ფიცრებშუა შემოდიოდა ქარი მიუხედავად იმისა, რომ მა-
მაჩემი მთელი გულმოდგინებით ცდილობდა სიცარიელის ამოვსე-
ბას. ძალას მხოლოდ შენი წერილები მაძლევდა. შენთვის ყველაფ-
რის მოყოლა არ მინდოდა, იმიტომ, რომ ძალიან მრცხვენოდა და
დაბნეულიც ვიყავი. მინდოდა, ნორმალური დედა მყოლოდა, რო-
გორც სხვებს. ვნატრობდი, რომ მასაც ეზრუნა ჩემზე და დამხმარე-
ბოდა, მინდოდა ჩვენს ქორწილს დასწრებოდა და ჩვენთვის თავი-
სუფლად ცხოვრების საშუალება მოეცა. სხვა სურვილი და ნატვრა
არ მქონია, მაგრამ, დედაჩემი სხვა დედებისგან განსხვავდებოდა.
ის მხოლოდ თავის თავს ჰგავდა. მრისხანება ახასიათებდა და დეპ-
რესია, ძალადობრივი და სასტიკი ხასიათი ჰქონდა, რის გამოც
მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა. მთელი ჩემი ცხოვ-
რების მართვა უნდოდა. მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი და სა-
უკეთესო სურდა ჩემთვის, რომ მეტისმეტ სიღარიბეში იყო გაზრდი-
ლი და უამრავი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ მეც იგივე არ გა-
მომეცადა.
ნუთუ მამაჩემი მისთვის მხოლოდ საზოგადოებრივი მდგომა-
რეობის შენარჩუნების საშუალება იყო? ნუთუ არასოდეს ჰყვარებია
სინამდვილეში?

301
შენთვის მოწერილ წერილებში სულსა და გულს ვაქსოვდი. ნე-
ტავ, შენახული თუ გაქვს, როია-ჯუნ? გაქვს? ალბათ, არა.
თურმე მე და მამაჩემი მარტოები არ უნდა შევჭიდებოდით იმ ყვე-
ლაფერს. ამას ახლა ვხვდები. მაშინ კი მეტისმეტად ახალგაზრდა ვი-
ყავი და ვერ ვიგებდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. შენზე ვღელავ-
დი. შაჰლაზე უარზე ვიყავი. რაც უფრო დაჟინებით მთხოვდა დედა-
ჩემი მის ცოლად შერთვას, მით უფრო უარეს წინააღმდეგობას ვუ-
წევდი. ამას ჯიბრით კი არ ვაკეთებდი, როგორც დედაჩემს ეგონა.
შაჰლას იმიტომ არ ვუწონებდი, რომ მეამბოხე ვიყავი. უბრალოდ,
შენ გარდა ვერავის ვხედავდი. მხოლოდ შენ მახსენდებოდი მაღა-
ზიაში მდგარი, ნაწნავებიანი, მხარზე სკოლის ჩანთით. მხოლოდ შე-
ნი ხმა ჩამესმოდა. მხოლოდ შენ გვერდით ვპოულობდი სიმშვიდეს.
შენზე დაქორწინება მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მიუხედა-
ვად მისი მუქარისა, ავადმყოფობისა და მთელი ამ ჯოჯოხეთური მდ-
გომარეობისა. ამიტომ მოგწერე ის ბოლო წერილი. დედაჩემი ვერ
შეგვაჩერებდა. ვერ მოუღებდა ბოლოს ჩვენს ბედნიერებას იმით,
რომ თავის მოკვლით მემუქრებოდა! მას საკმარისი დრო დავუთმე.
ამიტომ გაქცევა გადავწყვიტე. მას ხომ მძევლებად ვყავდით თავისი
მუქარებით. მე კი არ მინდოდა, ჩემზე გავლენა მოეპოვებინა.
დედაჩემმა იცოდა, რომ მოედანზე გელოდებოდი. ისიც იცოდა,
როგორ მისკდებოდა გული შენზე დარდით. მერე კი, შენი ბოლო წე-
რილი რომ მივიღე და გაბრაზებულმა და დაბნეულმა დედას შევჩივ-
ლე, როიამ მომწერა, რომ ჩემი ნახვა აღარ უნდა-მეთქი (იმას რო-
გორ ვეტყოდი, რომ დედას გამო ამბობდი ჩემზე უარს?), დედაჩემმა
გაიცინა და მითხრა, ძალიანაც კარგი, ხომ გეუბნებოდი, რომ ეგ გო-
გო არ ვარგაო. მერე კი მითხრა, თუ მასთან შერიგებას შეეცდები,
ლუკმას არ ჩავიდებ პირში და შიმშილით მოვიკლავ თავსო.როიას-
თან დაბრუნებაზე არც კი იფიქროო.
მე უნდა ვყოფილიყავი ბიჭი, რომელიც სამყაროს შეცვლიდა,
მაგრამ, ცხოვრებას ხომ იცი ოცნებების, გეგმებისა და იდეალების
ნგრევა სჩვევია. მთლიანობაში, ჩემს ქვეყანას ძლივს გავუწიე მცი-
რედი სამსახური. ჰო, აქტივისტი ვიყავი და „ეროვნულ ფრონტს“ პო-

302
ლიტიკური მასალების გავრცელებაში ვეხმარებოდი. 1953 წელს ვა-
ქტიურობდი, თუმცა, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემ-
დეგ ყველანაირი პოლიტიკური და სხვა ილუზია გამიქრა. 1979 წე-
ლს, ხალხი შაჰის წასვლას რომ ზეიმობდა, მე არ მიხაროდა. ძალიან
ვწუხდი, რომ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ბოლოს
მაინც ჯაჰანგირმა მაჯობა. ის ხომ ფრონტზე წავიდა! მამამისის
კვალს გაჰყვა და ექიმი გამოვიდა. ომის დროს ჯარისკაცებსა და
დაჭრილებს მკურნალობდა აჰვაზში. დაბომბვაში მოჰყვა და დაიღუ-
პა. ასე, რომ, იმ კვირების განმავლობაში ციხეში არ ვმჯდარვარ.
არც პოლიტიკური მიზეზით ვიმალებოდი. მე მხოლოდ და მხოლოდ
დედაჩემის გადარჩენას ვცდილობდი და მინდოდა მომეგვარებინა
ის პრობლემები, რომ იგი მემუქრებოდა, რომ თვითმკვლელობა
აღარ ეცადა და ჩვენს გეგმებს შერიგებოდა.
გახსოვს, როგორ წუხდი, ბოროტმა ხალხმა არ გაგვთვალოსო?
მაშინ გამეცინა და ცრურწმენა ვუწოდე. ახლა კი ჩემს უშენო ცხოვ-
რებას რომ გადავხედავ, ვფიქრობ, ვინ იცის, იქნებ მართალი იყავი?
იქნებ ჩვენი კულტურა სამართლიანად უფრთხის ბოროტ თვალს. ნა-
ხე, დედაჩემის შემთხვევაში რა მოხდა.
შენი წერილი რომ მივიღე, რომლითაც მთხოვდი, აღარ მნახო და
აღარ შემეხმიანოო, შენი სიყვარული არ გამნელებია. საშინელებაა,
რომ ახლა ვფიქრობ ამას – ნამდვილად შენ დაწერე ის წერილი?
იმიტომ, რომ ახლა მართლა აღარ მჯერა, შენ თუ დაწერე.
ჩემო უსაყვარლესო როია, წინა კვირას ცენტრში ნახვისას, თვა-
ლებზე შეგამჩნიე, წუხდი, რადგან გეგონა, ჭკუიდან შევცდი ან მეხ-
სიერება დავკარგე. მაგრამ, ძალიან მინდა, იცოდე, შეიძლება რაღა-
ცები არ მახსოვდეს, მაგალითად, დამავიწყდეს, რა მივირთვი ლან-
ჩზე ორი დღის წინ ან რომელი წყეული წამალი რა დროს უნდა მივი-
ღო. ამაში ნამდვილად კლერის დახმარება მჭირდება, თუმცა, გონე-
ბა დანასავით მახვილი მაქვს, როდესაც საქმე იმ ზაფხულის მოვლე-
ნებს ეხება. როდესაც ჩემს გულისნადებზე ვფიქრობ.
როია-ჯუნ, სიმართლე ის არის, რომ ისეთი ბედნიერი არასოდეს
ვყოფილვარ, როგორიც შენთან ერთად ვიყავი.

303
შვილებთან და შაჰლასთან ბევრი გასაოცარი წამი განვიცადე,
მაგრამ, შენ გვერდით რომ ვიყავი, ისეთი ბედნიერი აღარასოდეს
ვყოფილვარ. წლებია, თვალის გახელისთანავე შენ მახსენდები. ყვ-
ელაფერი ყოველთვის შენს თავს მახსენებდა. რასაკვირველია, ვი-
ცოდი, რომ სხვას ეკუთვნოდი, ისევე, როგორც მე. მაგრამ, როია,
შენ მუდამ ჩემი ნაწილი იყავი. არის რაღაცები, რაც უცვლელი რჩე-
ბა.
ახლა კი მგონი, წერა უნდა დავასრულო.
ჩვენი ნიშნობის საღამოს იისფერ ცასა და ერთად გატარებულ წუ-
თებს რომ ვიხსენებ, ვრწმუნდები, ცხოვრებაში კარგი რამეებიც არ-
სებობს. მერე კი, ჩვენს სამშობლოში მომხდარი მოვლენები რომ
ამომიტივტივდება გონებაში და თანამედროვე მსოფლიოსაც გადავ-
ხედავ, ვეღარ ვუმკლავდები აზრს. სამყარო მახინჯია და არც სისას-
ტიკე აკლია. სულ ვცდილობდი, კარგზე მეფიქრა, როგორც ყოველ-
თვის მოგვიწოდებენ ამერიკელები. არ მინდოდა, ბუზღუნა მოხუცს
დავმსგავსებოდი! დაქსტონის ცენტრში კლერი ძალიან კარგად მექ-
ცევა, „მისტერ ბეტმენსაც “კი მეძახის. არც ჩემი ამბების მოსმენა
სწყინდება. სანდო ადამიანია. ჩვენი სიყვარულის ამბავიც კი მოვუ-
ყევი. სიცოცხლის ძალას ეს ლამაზი წუთები და ურთიერთობები მაძ-
ლევს.
ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ვუყურებ და ბედნიერი ვარ.
სხვა დანარჩენი – როგორიცაა პოლიტიკა, სულიერი ავადმყოფობა,
დედაჩემს რომ ბოლო მოუღო, სასტიკი ცვლილებები და მოვლენები
– ცხოვრების უამური, ბნელი მხარეა. ამაზე რომ ვფიქრობ, სრული-
ად უმწეო ვხდები.
მე შენ მიყვარდი. მაშინაც მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ და ყო-
ველთვის მეყვარები.
ჩემი სიყვარული ხარ.
ბაჰმანი.

მკითხველთა ლიგა

304
თავი ოცდამეცხრე

2013 წელი

თეთრეული კბილის პასტის სურნელით


ოიამ ტელეფონი მოძებნა და ცენტრის ნომერი იპოვა.ქალ-
ბატონი ასლანი და ბატონი ფახრი. პირველი ბავშვი, რო-
მელსაც დაბადება არ ღირსებია. მერე კი ქალბატონი ასლანის ორ-
განიზმმა შური იძია და დანარჩენებიც დახოცა. მხოლოდ ერთი გა-
იმეტა სიცოცხლისათვის.
როიას თვალწინ დაუდგა ქალბატონი ასლანი ნიშნობის ღამეს,
თავისი ფერ-უმარილიანი ლოყებიანად. ახლა უკვე ესმოდა, როგორ
აცამტვერებს ყველაფერს შვილის სიკვდილი. ახლა ოთხი შვილის
დაკარგვას არ იკითხავთ? ოჰ, დაიკო, განა არ გახსოვს, რა რთული
დრო იყო მაშინ? ხალხს სულ უკვდებოდა შვილები.
ღმერთმანი, ისედაც ბევრი ითმინა და იცადა. ჭირსაც წაუღია
თოვლი, ახლა რა სათვალავში ჩასაგდებია. როია აუცილებლად უნ-
და წავიდეს ცენტრში და ბაჰმანი ისევ პირისპირ ნახოს.
– ვშიშობ, დიდ დროს ვერ მოგცემთ, – უთხრა კლერმა ტელეფო-
ნით.
– უკაცრავად?
– მისი მდგომარეობა გაუარესდა, მისის არკერ. ორი დღეა, მისი
ქალ-ვაჟი აქ არის.
– კი, მაგრამ, მე რომ ვნახე, მას შემდეგ ორი კვირაც ხომ არ გა-
სულა. წერილი გამომიგზავნა...
– თქვენს წერილს ისე წერდა, თითქოს მთელი მისი ცხოვრება
მასზე ყოფილიყო დამოკიდებული. მე გამომაგზავნინა. მისმინეთ,
ხანდახან, უბრალოდ საშიში პერიოდები, ჩავარდნები აქვს, რადგან

305
პარკინსონის დაავადება უმწვავდება. მერე კი ისევ გამოკეთდება
ხოლმე. ახლაც იმედი გვაქვს, რომ უკეთ გახდება.
– ოჰ.
– თუმცა, თუ მისი ნახვა გსურთ... კი ბატონო, როგორც კი მოხ-
ვალთ, მაშინვე დაგეხმარებით.
ცენტრში მისულ როიას ყინული ოდნავ დამდნარი დახვდა. ავტო-
სადგომი ისევ დათოვლილი იყო, თუმცა, თოვლს ახლა ნაცრისფერი
დასდებოდა, ნაპრალები კი ჭუჭყს ამოევსო.
შენობაში შესულ როიას ეგონა, კლერი ისევ სასადილო ოთახში
გამიძღვებაო. ვესტიბიულში ისევ ჩაშუშული ხორცის სუნი იდგა (ნუ-
თუ ლანჩზე სხვას არაფერს მიირთმევდნენ აქ?). უნდოდა, რომ
კლერს ისევ დერეფნის გავლით წაეყვანა სასადილო ოთახში, სადაც
ბაჰმანი დახვდებოდა ეტლით, ფანჯარასთან. ალბათ, როიასთვისაც
უკვე დაედგათ პლასტმასის სკამი იმავე ადგილზე. მერე როია და
ბაჰმანი ისევ ავტოსადგომსა და თოვლს დაუწყებდნენ ყურებას, მი-
უხედავად იმისა, რომ თოვლი უკვე განაცრისფერებული და ტურ-
ტლიანი იყო. მერე როია ჩანთიდან წერილს ამოიღებდა, ბაჰმანს კი
ისევ გასაოცარი იმედიანი სხივი ჩაუდგებოდა თვალებში და როიაც
ლაპარაკს დაიწყებდა იმ ყველაფერზე, რაზეც აქამდე წარმოდგენა
არ ჰქონდა.
თუმცა, კლერმა სულ სხვა ადგილას წაიყვანა. იქაურობა საავად-
მყოფოს დერეფანივით იყო შეღებილი და ზუსტად იმ ადგილს ჰგავ-
და, როიას უკანასკნელად რომ ეჭირა თავისი მერიგოლდი ხელში.
თავს ძალა დაატანა და ძლივს გადადგა ნაბიჯები. კლერს რომ
ოთახში შეჰყვა, როია უკვე ოფლში იწურებოდა. აშკარად ჯობდა,
გრძელი ქურთუკის გარეშე წამოსულიყო.
ოთახში ბნელოდა. ფარდები ჩამოშვებული იყო. თვალი რომ მი-
ეჩვია, როიამ საწოლი, სკამი, პატარა ტუმბო და კუთხეში, ნიჟარას-
თან მდგარი მაგიდა გაარჩია. საწოლში ბაჰმანი იწვა და ხმა-
ურიანად, გაჭირვებით სუნთქავდა.
– ქურთუკის გახდაში დაგეხმარებით, – ამ სიტყვებით, კლერმა
როიას ჯერ ერთი მკლავიდან გამოაყოფინა ხელი, შემდეგ კი მეორი-

306
დან და ფუმფულა ქურთუკი გახადა. როია საწოლთან მდგარი სკა-
მისკენ გაემართა და ჩამოჯდა. ბაჰმანთან ისე ახლოს აღმოჩნდა,
რომ პირის გარშემო ნაოჭებსაც კი ამჩნევდა. კაცს თვალები დახუ-
ჭული ჰქონდა. ცხვირში პლასტმასის მილები არ ჰქონდა შეერთებუ-
ლი, არც გადასხმისთვის საჭირო აპარატურა ეკეთა. ბაჰმანი თავი-
დან ბოლომდე იქ იყო. მისი ბაჰმანი. აუცილებლად კარგად გახდე-
ბოდა.
– ვესტიბიულში ვიქნები და რაიმე თუ დაგჭირდათ, შემატყობი-
ნეთ. საწოლთან ღილაკია. უბრალოდ თითი მიაჭირეთ. მე გავიგო-
ნებ და მაშინვე თქვენთან გავჩნდები. თუმცა, მისის არკერ, იცით,
რა?
– გისმენთ.
– ნუ იჩქარებთ.
– ოჰ, – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა როიამ, თუმცა, სინამდვი-
ლეში უნდოდა, ეკითხა, რატომ წევს ბაჰმანი ამ საწოლში, ეტლში
რატომ არ ზის და გთხოვ, კლერ, არ წახვიდეო.
კლერის ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა რომ მიწყდა, როია კიდევ
ერთხელ დარჩა ბაჰმანთან მარტო. თეთრი ზეწრისა და თალგამის-
ფერი საბნის ქვეშ ბაჰმანის მკერდი მოძრაობდა.
როიას ფარდების გადახსნა და ოთახში სინათლის შემოშვება
მოუნდა.
– გელოდებოდი, – უთხრა ბაჰმანმა და თვალები გაახილა, რო-
გორ იმგზავრე? როგორა ხარ? – ხრინწიანი და სუსტი ხმა ჰქონდა.
– კარგად ვიმგზავრე. რა მოხდა, ბაჰმან? რა დაგემართა?
– მე არაფერი მიჭირს. აქ ვარ გამომწყვდეული, როგორც ამერი-
კელები იტყვიან. დილით ჩემი გოგო იყო. გვიან ისევ მოვა.
კარგი იქნებოდა, როია უფრო ადრე მოსულიყო. წარმოიდგინა,
როგორ წერდა ბაჰმანი მასთან გასაგზავნ წერილს. გაახსენდა მისი
ყველა აღიარება. უეცრად მიხვდა, რომ მნიშვნელობა აღარაფერს
ჰქონდა. ვიღაცამ წერილებში ის ჩაუწერა, რაც თავშიც არ გაუვლი-
ათ ახალგაზრდობაში. როიას შეიძლებოდა ვეღარასოდეს გაეგო, ეს
ბატონმა ფახრიმ გააკეთა ქალბატონი ასლანის დავალებით, როგო-

307
რც ბაჰმანი ეჭვობდა, შაჰლამ თუ ჯაჰანგირმა. მხოლოდ იმის თქმა
უნდოდა ბაჰმანისთვის, რომ როიას ცხოვრებაშიც იყო დღეები, რო-
დესაც მხოლოდ ბაჰმანზე ფიქრობდა, როდესაც მხოლოდ მასთან
ყოფნა სურდა და მეტი არაფერი. რაღაც აუხსნელი და გარდაუვალი
მოხდა მათ ახალგაზრდობაში. თუმცა, მათი კავშირი მაინც არ გაწ-
ყვეტილა: მუდამ ერთად იყვნენ და ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
როიას უყვარდა ბაჰმანი და ამ სიყვარულს არასოდეს არაფერი დაჰ-
კლებია. დიახ, შეეცადა მის უარყოფას, მიჩქმალვას, გაქრობას,
თუმცა, ამაოდ. ეს გრძნობა არსად წასულა. ეს სიყვარული ლივლი-
ვებდა კალიფორნიაში, კოლეჯის საცხოვრებლის ხეთა ტოტებში,
ნიუ-ინგლენდის ღრუბლებში და იმ გულწითელა ღაბუა ჩიტში ბინად-
რობდა, ზამთრობით გულიანად რომ გააბამდა ხოლმე ჭიკჭიკს. ეს
სიყვარული ყველგან იყო. ყველაფრის მიუხედავად.
– ბაჰმან?
კაცს სუნთქვა შეუნელდა. როიამ გასაპარს სახეზე გადაუსვა ხე-
ლი. მერე შუბლის ღარებიც მოუსინჯა.
– სულ მენატრებოდი. დღე არ გასულა შენი მონატრების გარეშე,
– უთხრა ბაჰმანმა.
– მეც მენატრებოდი, – უპასუხა როიამ და სახეზე ცრემლები ჩა-
მოუგორდა. საწოლთან რაც შეიძლებოდა ახლოს მიიწია სკამიანად
და ბაჰმანის ხელი აილო. ხელი უფრო მჩატე და დაპატარავებული
მოეჩვენა, ვიდრე ორი კვირის წინ. დამყაყებული ნიადაგისა და და-
გუბებული წვიმის სუნი მოდიოდა ყვავილების ლარნაკიდან, ტუმბო-
ზე რომ იდგა. ალბათ, ვიღაცას ყვავილების გამოცვლა აღარ გაახ-
სენდა.
როია წამოდგა. მარცხენა ფეხი დადგა, თავი შეიმაგრა, რომ არ
წაქცეულიყო, მერე კი საწოლზე მოკალათდა. ბაჰმანს თვალები გა-
უფართოვდა: როია მის გვერდით იწვა. ქალმა ტანზე მოხვია ხელი.
საწოლზე ზუსტად ეტეოდნენ. რა ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი. რა
ბუნებრივი იყო ბაჰმანთან წოლა. როია ლოყით მხარზე მიეკრა.
– როია-ჯუნ.
თეთრეულს კბილის პასტის სურნელი ასდიოდა. ბაჰმანს – ქარ-

308
ის, წყლისა და მარილის, როგორც ყოველთვის ახალგაზრდობაში.
პარალელურ სამყაროში მუდამ როიასი იქნებოდა ბიჭი, რომელ-
მაც სიყვარული გამოაცდევინა, რომელიც შეჰპირდა, რომ მუდამ
დაელოდებოდა, რომ მუდამ ერთად იქნებოდნენ. როია მოხუცთა
თავშესაფრის საწოლზეც იწვა და წიგნის თაროებსაც ეყუდებოდა ნა-
პარავი კოცნის მოლოდინში. მუდამ ორივეგან იყო. ისიც და ბაჰმა-
ნიც.
ეს კაცი ამ ლოგინშიც მასთან იყო და დიდი ხნის წინ გარდაქმნი-
ლი ქალაქის საკონდიტროებშიც, კინოთეატრ „მეტროპოლის“ ვეს-
ტიბიულშიც, სადაც წითელი, მრგვალი დივანი იდგა და მერე ღია ცის
ქვეშაც, სადაც ერთმანეთს აკოცეს. მანამდე კი ცისფერი და თეთრი
გეომეტრიული ფიგურებით მორთული სპარსული ნოხით გაწყობილ
სასტუმრო ოთასში, ჯაჰანგირთან, ცეკვაში ვარჯიშობდნენ. – მიყუ-
რე, – ლამაზად ასწია ბაჰმანმა ნიკაპი, მერე კი თითები როიას თი-
თებს გადააჭდო. გრამოფონის უშველებელი თითბრის მილიდან
ტანგოს მელოდია იღვრებოდა და ოთახს ავსებდა. ბაჰმანმა არ იცო-
და, რა უნდა ექნა, თუმცა, თავის თავზე კი აიღო ცეკვის წარმართვა.
თავდაპირველად მოუქნელად მოძრაობდნენ; ერთმანეთს ფეხი ვერ
აუწყვეს. გარშემო კი წყვილები ისე გამალებით ცეკვავდნენ, რომ
ოფლი გასდიოდათ. ბაჰმანმა როიას წელზე მოკიდა ხელი; მერე
რიტმს ალღო აუღეს და კარგადაც გამოუვიდათ. შეწყობილად იცეკ-
ვეს. თითქოს ბაჰმანი დაატარებდა როიას იმ გახვითქულ სასტუმრო
ოთახში. მუსიკა როიას მწვანე კაბის ნაკეცებში იღვრებოდა და თმა-
ზეც კი ჰანგები ელამუნებოდა. გოგონას ბიჭის სურნელი თავბრუს
ახვევდა. ტრიალებდნენ და ერთმანეთს ეკვროდნენ. ბაჰმანმა სახე
თავისკენ მიაბრუნებინა და აკოცა. როიას ასე ეგონა, ჰაერში ავ-
ფრინდიო, თუმცა, არა, ეს უფრო მიწაზე დაშვებას უდრიდა, რაღაც
მშვიდ და საამურ ადგილზე დაბრუნებას.
აქეთა რეალობაში კი სურნელოვან თეთრეულში მწოლიარე ბაჰ-
მანს როია მკერდზე ხელს უსვამდა, ეფერებოდა ხელებსა და საოც-
რად ნაცნობ, ახლობელ მკლავებს. კოცნიდა თვალებში, ღაწვებზე,
ტუჩებში. თავი გულზე დაადო და გაინაბა. მადლიერებამ აავსო მას-

309
თან გატარებული წუთების გამო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დიდი
დრო დაჰყვეს ერთად თუ ცოტა, როია მაინც მადლიერი იყო, რომ
ბაჰმანს იცნობდა და რომ გამოსცადა ძლიერი და უკვდავი სიყვარუ-
ლი, მუდამ მის გულში რომ დარჩა, რომელიც გადაურჩა ათწლე-
ულებს, უშველებელ მანძილს, შვილებს, ტყუილებსა და წერილებს.
ახლა თავის ბაჰმანს გულში იხუტებდა და შეეძლო, ყველაფერი ეთ-
ქვა, რისი თქმაც სურდა.
ეს იყო წუთები, როდესაც ბაჰმანი მთლიანად როიას ეკუთვნოდა.

მკითხველთა ლიგა

310
თავი ოცდამეათე

2013 წელი

ლურჯი მრგვალი კოლოფი


რობლემა არ არის. ცენტრიდან მისი რამდენიმე მეგობარიც
იქ იქნება.
– ოჰ, არა, არ შემიძლია. მეტისმეტად უჩვეულოდ გამოვჩნდები.
– ყველას მხოლოდ და მხოლოდ თავშესაფრის მცხოვრები ეგო-
ნებით. მისი ერთ-ერთი მეგობარი.
– გასაგებია. თუნდაც მაგ შემთხვევაში. ვოლტერი წასულია. ის
და ქალაქის მცხოვრებლები შეხვედრას მართავენ. მე კი არ მინდა,
მოყინულზე მომიწიოს მანქანით შინ დაბრუნება.
– მისის არკერ, მე მოგაკითხავთ და შინაც მე წაგიყვანთ. ვფიქ-
რობ, ბაჰმანს თქვენი მოსვლა ენდომებოდა. შევთანხმდით?
ოჰ, ეს ამერიკელები თავისი შეთანხმებებითა და სასარგებლო
გეგმებით. თუმცა, ამ ახალგაზრდა ქალს, სახელად კლერს, ნამდვი-
ლად ჰქონდა სიკეთე გულში. დაიჟინა, უადგილო სულაც არ იქნება,
თუ როია დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრებაო.
ჰოდა, როიაც ადგა და წავიდა.
მთელი ათწლეულების მანძილზე არ მიახლოებია ბაჰმანს, არც
დამშვიდობებია და ამდენი გაურკვეველი რამ აკავშირებდა მასთან.
თუმცა, ბაჰმანთან გატარებული ბოლო დღის გამო მუდამ მადლიე-
რი იქნება მასთან რომ ურთიერთობა ჰქონდა. როიას ცერემონიალ-
ზე დასწრება ძალიან უნდოდა. ბაჰმანის გამო, მისი გულისთვის.
ცერემონიალი დაქსტონის უნივერსალისტურ ეკლესიაში ჩატარ-
და. ბაჰმანს კრემაციის მოთხოვნა ჰქონდა დატოვებული. ის რელი-
გიური არასოდეს ყოფილა; არც ლოცულობდა.

311
ეკლესიის თეთრი, მზით განათებული სამრეკლო თავისებურად
სრულყოფილადც შეესაბამებოდა ბაჰმანს.
როია კლერის დახმარებით ავიდა კიბეზე და ეკლესიაში შევიდა.
ძალიან უცნაური, თუმცა უჩვეულო სიმშვიდე იგრძნო ომიდისა და
ერთი ქალის დანახვისას, საოცრად რომ ჰგავდა მას. ომიდმა როიას
ტყუპისცალი და, სანაზი, გააცნო. ომიდის დასაც ბაჰმანის ღიმილი
ჰქონდა. როიას მთელი თავისი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა
იმისთვის, რომ ბაჰმანის შვილებთან მისულიყო და მიესამძიმრები-
ნა. ომიდმა თავის დას უთხრა, როია „მამას ძველი მეგობარიაო“ და
მადლობის ნიშნად ხელზე ხელი მოუჭირა.
ცერემონიის მსვლელობისას როია კლერის გვერდით იჯდა ხის
ზურგიან სკამზე. მღვდელი ამბიონზე ავიდა და დასწრებისთვის ყვე-
ლას მადლობა გადაუხადა. მერე კი თქვა, სიტყვის წარმოთქმამდე
მინდა, მისტერ ასლანის საყვარელი ლექსი წაგიკითხოთო. როიას
სახეში სისხლი მოაწვა და ყურებმა ფეთქვა დაიწყო, რადგან
მღვდელმა რუმის ის ლექსი წაიკითხა, ბაჰმანმა სულ პირველად
რომ უთხრა თეირანის საკანცელარიო მაღაზიაში. წერილებსაც იმ
გვერდებს შუა დებდნენ წიგნში, სადაც ეს ლექსი ეწერა.

ნახეთ, სიყვარული
როგორ ედება
მას, ვისაც უყვარს
შეხედეთ სულს,
როგორ ინთება იგი
ახალ სიცოცხლეს შთაბერავს დედამიწას

მერე ბაჰმანის შვილები ადგნენ და ისაუბრეს. გაიხსენეს, როგო-


რი მოსიყვარულე იყო მათი მამა საზოგადოებისა და მაღაზიის კლი-
ენტების მიმართ. მათი საუბრის მიხედვით როიამ ბაჰმანის ცხოვრე-
ბას გადაავლო თვალი. – დედას და მამას ნოვრუზის აღნიშვნა ძა-
ლიან უყვარდათ, – თქვა ომიდის დამ, სანაზმა, – ჩვენთან სულ
სპარსული ბრინჯის სურნელი ტრიალებდა, მამა კი თავზე დაჰკანკა-

312
ლებდა ტრადიციულ საახალწლო „ჰაფთ სინ“ მაგიდას, რომელიც
გაზაფხულის სიმბოლოებით იყო მორთული.
– მამა ყოველთვის თვალყურს გვადევნებდა, რომ ბეჯითები ვყო-
ფილიყავით, – უთხრა ომიდმა შეკრებილ საზოგადოებას. თავგადა-
დებულ მამაზე საუბარი უჭირდა, – სულ სამყაროს შეცვლას ცდი-
ლობდა.
როია ყურს უგდებდა ამ ორ განსწავლულ, დახვეწილ ახალგაზ-
რდას და ხედავდა, რომ ბაჰმანმა ბოლოს მაინც მოახერხა სამყაროს
შეცვლა. აი, მისი შვილები აქ იყვნენ, კათედრიდან ლაპარაკობდნენ
სრულიად გულწრფელად. ბაჰმანის შვილები.
ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ის, რაც ბაჰმანთან ერთად განიცადა,
მთელი სამყაროს ტოლფასი იყო. ამას მთელი არსებით გრძნობდა.
თუმცა, სინამდვილეში ეს ბაჰმანის ცხოვრების პატარა ნაწილი, ნამ-
სხვრევი აღმოჩნდა. მისი შვილები, მათი დაბადების დღეები, სწავ-
ლა, შეყვარებულები, ცოლები და ბოლოს შვილიშვილები – აი, რა
იყო ბაჰმანის ცხოვრება. ცოლიც. მის ცხოვრებაში ხომ შაჰლა იყო.
ცერემონიალი რომ დასრულდა, ყველანი ეკლესიის მისაღებ
დარბაზში გავიდნენ. კლერი ჩუმად ტიროდა. როიას მისი დამშვიდე-
ბა მოუნდა, მაგრამ, ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
ამასობაში სტუმრები ერთმანეთს შეერივნენ. როიამ გაწყობილი
სუფრა შეამჩნია. – რამეს მოგიტან, – კლერს უთხრა და მხარზე ხე-
ლი მოუთათუნა.
მაგიდასთან სანაზი იდგა და ნამცხვრებს ლანგარზე ალაგებდა,
– აი, მამას ესენი ყველაზე მეტად უყვარდა, – თქვა და ლანგარი
როიას გაუწოდა, – „სპილოს ყურებს“ ეძახდა.
როიამ კინაღამ უპასუხა, ვიციო. იგრძნო, რომ ბიჭი, რომელმაც
კაფე „განადიში“ ნამცხვარი მიართვა, მასთან იყო და ყოველთვის
მასთან იქნებოდა; დარიჩინისა და შაქრის სურნელიც კი მოუვიდა იმ
ხალხით სავსე კაფედან. – გმადლობ, – უთხრა სანაზს და სპილოს
ორი ყური დაიდო ქაღალდის თეფშზე და კლერთან დაბრუნდა.
– რა მოიტანეთ, მისის არკერ?
– გასინჯეთ. ბაჰმანს ძალიან უყვარდა.

313
კლერმა სპილოს ყურის ნამცხვარი ჩაკბიჩა. როია კი სავარძელ-
ში ჩაესვენა იმ დროის დაბრუნებით გაოცებული.
ბავშვები შაქრიანი სასმელებით რომ გაიჭყიპნენ, აგზნებულებმა
დაიწყეს დარბაზში სირბილი. ზოგადი განწყობაც შემსუბუქდა. ხალ-
ხი ჭამდა, საუბრობდა და იცინოდა. სასიამოვნო იყო ამ უცხო ადა-
მიანებთან ყოფნა – ყველა მათგანი ხომ ბაჰმანთან იყო დაკავშირე-
ბული. როია კლერის გარდა არავის იცნობდა. ომიდზეც ძნელად თუ
იტყოდა, ვიცნობო, თუმცა, აშკარა იყო, რომ ბაჰმანი, მისი ქარიზმა
და სიკეთე ყველას უყვარდა. გარშემო ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები
ისმოდა: „გახსოვს, როგორ უყვარდა...“ „სულ რომ გვაგიჟებდა ერ-
თი მელოდიით, სულ რომ უსტვენდა...“ როია სულ უფრო მეტს იგებ-
და ბაჰმანზე იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც ის ძალიან უყ-
ვარდათ. აქედან რომ წავიდოდა, ისევ იმ ცხოვრებაში უნდა აღმოჩე-
ნილიყო, სადაც ბაჰმანს არავინ იცნობდა. ტირილი მოუნდა. ყურად-
ღების გადასატანად ბავშვები მოათვალიერა და ბაჰმანის შვილიშ-
ვილების ამოცნობა სცადა. ერთი მოზრდილი გოგონა კედელს მიყ-
რდნობილი აღლაჭუნებდა საღეჭ რეზინს. სახით ნამდვილი ქალბა-
ტონი ასლანი იყო.
დამშვიდობებისას ომიდი, სანაზი და მათი მეგობრები კართან
იდგნენ, ყველას ხელს ართმევდნენ და მადლობას უხდიდნენ მოს-
ვლისთვის. უცნაურია, მაგრამ, როიას ძალიან მოუნდა მათთან დიდ-
ხანს დარჩენილიყო. მხოლოდ ისინი აკავშირებდნენ ბიჭთან, მას
რომ უყვარდა და რომელსაც ვეღარასოდეს ნახავდა.
– მზად ხართ? – ჰკითხა თვალებდაწითლებულმა კლერმა, – მო-
დით, შინ წაგიყვანთ.
კლერმა მანქანა მუქ მწვანედარაბებიან სახლთან გააჩერა. როი-
ამ უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა, თუმცა, გადასვლა არ უჩქარია.
– ხომ არ შემოხვიდოდით?
ეს ზრდილობის გამო არ უთქვამს, არამედ, იმიტომ შესთავაზა,
რომ კლერმა ყველაზე მეტი იცოდა როიასა და ბაჰმანზე, ვიდრე რო-
მელიმე ადამიანმა მის გარშემო. ის ხომ ბაჰმანის მესაიდუმლე იყო.
ბაჰმანმა მათი სიყვარულის ამბავი კლერს მოუთხრო. როიას ახლა

314
რაღაც აუხსნელი საჭიროება ჰქონდა, რომ კლერი მასთან დარჩენი-
ლიყო. არა, ბაჰმანთან მხოლოდ შვილები კი არა, კლერიც აკავში-
რებდა.
– ოჰ, – გაოცდა კლერი, – თუ არ შეგაწუხებთ...
– საერთოდ არ შემაწუხებთ, – მიუგო როიამ.
–მაშინ, შემოვალ. გმადლობთ. თანაც, რაღაცა უნდა გადმოგ-
ცეთ. მაშინ, სახლში შევასრულებ ამ დავალებას, კარგი?
– რა უნდა გადმომცეთ?
– ბაჰმანმა გამომატანა თქვენთან. მეტი არაფერი ვიცი.
როიამ ქურაზე ჩაიდანი დადგა და სტუმარს ანიშნა, სამზარეუ-
ლოს მაგიდას მიუჯექიო. იცოდა, ვოლტერი გვიან მოვიდოდა შეკრე-
ბიდან. ასეთი შეკრებები ყოველთვის დიდხანს იწელებოდა. ხალხი
კამათს უნდებოდა და ამიტომ.
მაგიდასთან მოკალათებულმა კლერმა ჩანთაში მოაფათურა ხე-
ლი და ლურჯი მრგვალი თუნუქის კოლოფი ამოიღო. კოლოფზე და-
ნიური ფხვიერი ნამცხვრები ეხატა.
როიასა და ვოლტერს უამრავი ასეთი ნამცხვარი ჰქონდათ გა-
სინჯული მთელი ამ წლების მანძილზე. გარდა ამისა, ასეთი კოლო-
ფი როიასაც ჰქონდა კარადაში, სადაც ძაფის კოჭებს, ქინძისთავებს,
ნემსებს, სათითეებსა და ღილებს ინახავდა.
– დაიჟინა, აუცილებლად როიას გადაეციო. სხვა ყველაფერი
მისმა შვილებმა წაიღეს. ამაზე კი ძალიან მტკიცედ თქვა, როიამ აუ-
ცილებლად უნდა ნახოსო.
როიამ ოდნავ სუსტად იგრძნო თავი. კლერმა ფაქიზად მიუცურა
კოლოფი. როიამ ხელების კანკალით ძლივს ახადა თავი.
ქაღალდი. თხელი საწერი ფურცლის დასტა. როიამ ერთი ფურ-
ცელი ამოიღო და გაშალა. თვალში საოცრად ნაცნობი ხელნაწერი
მოხვდა, თუმცა, თავიდან ვერაფერი გაიაზრა. მერე ლამის გული გა-
უჩერდა.
როიას ნაწერი იყო. ფურცელს ხელი გაუშვა და კოლოფის ქექვა
დაიწყო. კოლოფი იმ წერილებით იყო სავსე, ბაჰმანს რომ სწერდა
1953 წლის ზაფხულში. მთელი მისი გულისნადები ამ ერთ ყუთში

315
მოქცეულიყო. სასწრაფოდ ჩადო უკან პირველი წერილი, თითქოს
მისი დიდხანს ჭერა არ შეიძლებოდა, თითქოს ხელებს დასწვავდა.
მერე ყუთს მჭიდროდ დააფარა თავსახური და სამზარეულოს კარა-
დის უჯრაში ჩადო.
კლერი ჩუმად იჯდა.
– აბა, რომელი ჩაი მოგართვა? – ჰკითხა როიამ.
თავდაპირველად ბაჰმანზე ისაუბრეს. კლერმა უამბო ბაჰმანისა
და ცენტრის ამბები, მერე კი როიამ 1953 წლის ზოგიერთი მოგონება
გაუზიარა. მერე კლერის ოჯახით დაინტერესდა და შეიტყო, რომ
კლერს დედა კიბოთი გარდასცვლოდა, მამა კი ავტოავარიაში და-
ღუპოდა, როდესაც თვითონ კლერი ორი წლისა იყო. კლერის მწუ-
ხარე გამომეტყველებამ როია გააოგნა. ეს ახალგაზრდა ქალი სა-
ოცრად მარტო იყო.
– ახლა კი მართლა უნდა წავიდე, – თქვა კლერმა მას შემდეგ,
რაც როია სპარსული ჩაითა და ბაქლავათი გაუმასპინძლდა.
– გთხოვ, იქნებ სადილზეც დარჩენილიყავი?
როია ამ ახალგაზრდა ქალს თითქმის არ იცნობდა. რა ჰქონდათ
საერთო იმ მამაკაცისადმი პატივისცემის გარდა, კლერი რომ „ბეტ-
მენად“ მოიხსენიებდა? თანაც, ვოლტერი ისევ წასული იყო, ღამდე-
ბოდა და როია გარკვეულწილად წუხდა, რომ კლერის წასვლის შემ-
დეგ საკუთარ ნაღველთან მარტო აღმოჩნდებოდა. ჩანდა, რომ ამ
გოგოს მარტო დარჩენა არაფრით არ იქნებოდა.
– სპარსული საჭმელი გაგისინჯავს ოდესმე? – ამოღერღა როი-
ამ.
– უოთერთაუნში ქებაბს ამზადებენ, – ჩაიბუტბუტა კლერმა.
– ოჰ, ქებაბი რა მოსატანია. ხორეში ან რომელიმე ჩაშუშული თუ
გაგისინჯავს, ჩვენებური? ან სპარსულად მომზადებული ბრინჯი?
– კარგად მახსოვს, მისტერ ბეტმენი გამუდმებით ბრინჯს ახსე-
ნებდა. ამბობდა, ჩემი საყვარელი კერძი ალბალო არისო.
– ალბალო! ბრინჯი მჟავე ალუბლით?
– დიახ. და კიდევ რაღაც საბზის ახსენებდა.
– ყორმე საბზი! მისმინე, ამ საღამოს თევზის გაყინული ჩხირებ-

316
ის შეწვას ვაპირებდი. ვოლტერი სიამოვნებით მიირთმევს კეტჩუპ-
თან და მაიონეზთან ერთად. ახლა ქალაქშია წასული შეკრებაზე. რა-
ღაც საუფროსო საკითხებზე მსჯელობენ. კარგია, ჩართული რომაა
ამ ყველაფერში, არა? ჩართულობა აუცილებელია. თუმცა, შენ რო-
გორ ფიქრობ? თუ არ წახვალ, კარგი სადილით შეგვიძლია გავა-
ოცოთ.
როიას გაახსენდა მისის ქიშფოს სახლში ჩატარებული კულინა-
რიის პირველი გაკვეთილები და ის საღამო, ვოლტერი სრულყოფი-
ლად დავარცხნილი თმითა და შლაპით რომ მოადგა, მან კი ბადრიჯ-
ნის ხორეში მოუმზადა ქათმით. როგორც წესი, ამ კერძს ქათმით არ
ამზადებენ, საქონლის ხორცი სჭირდება, თუმცა, როიას ქათმით ისე-
თი კარგი გამოუვიდა, რომ ახლაც შეიძლებოდა, ამ ახალგაზრდა
სტუმარს გემრიელი შინაურული კერძით გამასპინძლებოდა. ღმერ-
თო ჩემო, რამდენი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც როია სპარსუ-
ლი საჭმლის მომზადებას ასწავლიდა სხვა ადამიანს. პატრისიასა და
ელისს სპარსული სამზარეულო ოდნავადაც არ აინტერესებდათ.
თუმცა, ეს გოგო, მის სამზარეულოში რომ იჯდა, მშობლები რომ
გარდასცვლოდა, ბაჰმანთან საუბარს რომ დროს უთმობდა, უსმენ-
და და უვლიდა მას, გვერდს უვლიდა და თავისი სამსახურის მოვა-
ლეობების მიღმა მოქმედებდა ადამიანურ ფარგლებში, კარგ სა-
დილს ნამდვილად იმსახურებდა. – დამეხმარები? – გაუმეორა როი-
ამ, – თუ დამეხმარები, ვცდი მომზადებას.
კლერმა მხრები აიჩეჩა.
– თქვენ მხოლოდ მითხარით და დავიწყოთ.
ერთად დატრიალდნენ სამზარეულოში. როიამ აჩვენა, სად რას
ინახავდა. მერე ბრინჯი „ბასმათი“ გარეცხეს და დაწურეს, როიამ კი
კლერს სპარსული ბრინჯის მოსამზადებელი აპარატის მოხმარება
ასწავლა. ეს აპარატი ვოლტერმა როიას „ამაზონიდან“ გამოუწერა.
ჰოდა, ორთქლის შესაწოვად ქვაბის თავსახურქვეშ ტილოს ამოდება
აღარ იყო საჭირო. ასე დედა აკეთებდა შესანიშნავი, სრულყოფილი
ფანტია ბრინჯის მოსამზადებლად. ახლა იგივე საქმეს ბრინჯის აპა-
რატი ასრულებდა!

317
როიამ აბგიდან სპარსული ლაიმის ჩირი ამოიღო, ასევე – ყვითე-
ლი დამტვრეული ბარდა, ხოლო საყინულიდან ქათამი გამოაბრძა-
ნა. მაშინ, მისის ქიშფოს სახლში ვოლტერს ბადრიჯნის ხორეში მო-
უმზადა ქათმით, თუმცა ახლა ბადრიჯანი არ ჰქონდა და და ამიტომ
ხორეშის გაკეთება გადაწყვიტა ყვითელი ბარდით. კლერმა და როი-
ამ დაჭრეს, დატეხეს, მოშუშეს ინგრედიენტები, მერე კი ზაფრანა,
ქურქუმა და სპარსული ბაჰარი დაუმატეს. კლერი ამასობაში გაში-
ნაურდა და მოჰყვა და მოჰყვა მისტერ ბეტმენის ამბები, თუ როგორ
საუბრებს მართავდა ცენტრში, როგორ ატარებდა ტანგოს გაკვეთი-
ლებს და როგორ მონაწილეობდა ამ გაკვეთილებში იმის მიუხედა-
ვად, რომ ეტლში იჯდა. კლერმა ისიც თქვა, თუ როგორ კითხულობ-
და ნებისმიერ სტატიას, რაც კი ხელში მოხვდებოდა, თუ მისი ტექსტი
დეპრესიას, შფოთვასა და ახლობლის გარდაცვალებით გამოწვეულ
ტრავმებს ეხებოდა.
– ძალიან უნდოდა, რომ დედამისის დაავადების შესახებ რაც შე-
იძლებოდა მეტი გაეგო. მითხრა, რომ სხვა დროს და სხვა ადგილას
რომ დაბადებულიყო, იქნებ დიაგნოზიც დაესვათ მისთვის და გან-
კურნებულიყოო, – აქ კლერმა პაუზა გააკეთა, – ცენტრის მცხოვ-
რებლებიდან ერთადერთი იყო, ვისთანაც ყველაზე ხშირი ურთიერ-
თობა მქონდა. თავის ამბებს მიყვებოდა და ძალიან მიყვარდა ეს
ადამიანი. მისი კეთილშობილება აღმაფრთოვანებდა.
საბოლოოდ, ბაჰმანს გულმა უმტყუნა. როიამ საწოლში დატოვა
ჩაძინებული. მაშინ ჯერ კიდევ სუნთქავდა. გვიან საღამოს კი, მერე
ქალიშვილმა რომ მოინახულა, გარდაიცვალა.
როია მთელი ცხოვრება მადლიერი იქმნება იმ ერთადერთი საა-
თისთვის, რომელიც ბაჰმანის საწოლში გაატარა მისი სიცოცხლის
უკანასკნელ დღეს. მადლიერი იქნება იმ დროისთვის, რომელიც
მარტო სამყოფად გამოიმეტა ცხოვრებამ. კლერს ამ სიკეთეს არა-
სოდეს დაუვიწყებს. არც ვოლტერს. ვოლტერს ხომ მისთვის ხელი
არ შეუშლია ბაჰმანის მონახულებაში.
– აქ ვინ არის? – შემოსასვლელიდან ვოლტერის ხმა მოისმა.
– ჩვენ ვართ! – მხიარულად გაეპასუხა როია. რატომღაც ბედ-

318
ნიერების განცდა დაეუფლა პირველად მას შემდეგ, რაც ბაჰმანის
სიკვდილი შეიტყო. უფრო მეტიც, დიდი ხანი იყო, ასეთი ბედნიერება
აღარ განეცადა. კლერთან ყოფნა სიამოვნებდა. იქნებ ხორეშიდან
მომავალი ზაფრანის სურნელი ბუნებრივად აყენებდა ასეთ კარგ
განწყობაზე. ზარი სულ გაიძახოდა, ზაფრანა ბუნებრივი ანტიდეპრე-
სანტიაო. ოჰოჰ, თან სქესობრიე ლტოლვასაც აღძრავს, დაიკო! ნა-
ხევარი ჩაის კოვზი ზაფრანა ცხელი წყლით სავსე ჭიქაში გახსენი და
დალიე. ვოლტერსაც ჩაუმატე სასმელში.
სამზარეულოში ვოლტერი შემოვიდა. – ოჰ, ძალიან კარგი. აბა,
რა გვაქვს საჭმელი? – შემდეგ ჯერ როიას შეხედა, მერე – კლერს და
მერე ისევ როიას, – როია, რა საოცარი სუნი დგას! ვიფიქრე, ნეტავ
ვისი მანქანა დგას გარეთ-მეთქი! გამარჯობა, კლერ.
– გამარჯობა, მისტერ არკერ.
– ვფიქრობდი, შინ დაბრუნებული თევზის ჩხირებს შევექცევი-
მეთქი. გარწმუნებთ, თევზის ჩხირები გვარიანად გემრიელია, თუმ-
ცა, ნუთუ სანაცვლოდ საოცარი ხორეშის დაგემოვნება მიწევს?
– დიდებული თანაშემწე დამეხმარა. შენთვის სიურპრიზის მოწ-
ყობა გადავწყვიტე.
– რა სასაცილოა! მეც სიურპრიზი მაქვს შენთვის! გამოიცანი,
კართან ვინ შემხვდა.
სახლში შემოსულ კაილს სიცივისგან სახე ასწითლებოდა. წინ-
დების ამარა იყო. რასაკვირველია, როიამ ბავშვობიდან მიაჩვია,
რომ შინ ფეხსაცმლით არ ევლო. კლერისთვის არ უთქვამს, ფეხსაც-
მლით არ შემოხვიდეო, რადგან, პირველივე სტუმრობისას მსგავსი
მოთხოვნის წაყენება ცოტა უცნაური იქნებოდა. კაილი აშკარად ძა-
ლიან დაკავებული ჩანდა, რადგან წვერის გაპარსვა ვერ მოესწრო.
თუმცა, ძალიან უხდებოდა. ოჰ, რა სიმპათიური იყო როიას ვაჟი.
– კაილ! – როია გაქანდა და შვილს ჩაეხუტა.
– როგორა ხარ, დედა?
– კაილ, ეს კლერია, – როია ჯერ აპირებდა ეთქვა, კლერი ცენ-
ტრის ადმინისტრატორიაო, თუმცა გადაიფიქრა, – ჩემი მეგობარი.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – კაილი კლერთან მივიდა და

319
ხელი ჩამოართვა. კლერი სულ მთლად გაწითლდა.
ვოლტერმა თეფშები და დანა-ჩანგალი გამოიღო და სუფრა გა-
შალა. კაილმა სასმელებს მიხედა. მერე კი ოთხივე სამზარეულოს
მაგიდას შემოუჯდა და ხორეში დააგემოვნა. სახლი ბრინჯისა და რა-
გუს სურნელით გაიჟღინთა. როია თავს ყოველმხრივ შინ გრძნობ-
და. ის და ვოლტერი არც პატარა სახლში გადასულან და არც სპე-
ციალურ საცხოვრებელ ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ ზარი
მუდმივად ტვინს უბურღავდა, როგორც კი ამის შესაძლებლობას და-
ინახავდა ხოლმე. როია ვერ თმობდა საკუთარ სამზარეულოს, ქვა-
ბებს, რეცეპტების წიგნებს, სავარძელს, დიდ, მოხერხებულ საძინე-
ბელსა და ლამაზ უკანა ეზოს. უნდოდა, სიცოცხლის ბოლომდე ამ
სახლში ეცხოვრა. ნუთუ ის და ვოლტერიც მოხუცთა სახლში დაას-
რულებდნენ სიცოცხლეს? როიას არ უნდოდა ამაზე ფიქრი.
ხორეში ზუსტად ისეთი მომჟავო-მოტკბო იყო, როგორიც უნდა
ყოფილიყო. სურნელოვანი ბრინჯი პირში საამო გემოს ტოვებდა და
გემოები ფაქიზად ერწყმოდა ერთმანეთს.
როია ბედნიერი იყო, რომ კერძს უოლტერთან, კაილთან და ამ
საყვარელ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად მიირთმევდა, რომე-
ლიც იღიმებოდა და ბრინჯს აკნაწუნებდა.
კაილმა თვალის დახამხამებაში შესანსლა საჭმელი.
– ამაზე კარგს ვერაფერს შევჭამდი. დიდი მადლობა, დედიკო.
შემოსასვლელში კაილმა ფეხსაცმელი ჩაიცვა. ვოლტერი კლე-
რს ქურთუკის ჩაცმაში დაეხმარა და უთხრა:
– კიბეზე ფრთხილად ჩადით. ფეხი არ დაგიცდეთ!
– ღმერთო ჩემო, ხელთათმანი არც ერთს არ გაცვიათ. ხელები
გაგეყინებათ! – წამოიძახა როიამ.
როია და ვოლტერი კარში გვერდიგვერდ იდგნენ და კლერსა და
კაილს გაჰყურებდნენ. ორივე თავის მანქანაში ჩაჯდა და გზას გაუყ-
ვა.
– აბა, როგორ გრძნობ თავს? – ჰკითხა როიას ვოლტერმა. კარი
მიხურა და კვლავ მარტონი დარჩნენ.
– გასაოცრად კარგად.

320
– როგორ ჩაიარა ცერემონიალმა?
– ბაჰმანს მართლა შესანიშნავი შვილები ჰყოლია.
– ძალიან კარგი. მაშინ მე სამზარეულოს მივალაგებ. შენ კი ზე-
ვით ადი. როგორი გეგმაა?
როია საძინებელ ოთახში სავარძელში მოკალათებულიყო. ეს
სავარძელი იმ სარწეველა სკამის მაგივრად დადგეს, რომელშიც მე-
რიგოლდს ძუძუს აწოვებდა ხოლმე. ზამთრის დასაწყისში როია
ვერც იფიქრებდა, წარსულის მოგონებები თუ ასე წარღვნასავით მო-
აწყდებოდა, რომ იპოვიდა ბიჭს იმ მეორე, წარსული ცხოვრებიდან,
რომ მასთან მივიდოდა დადაელაპარაკებოდა კიდეც. როია უკვე
დარწმუნებული იყო, რომ მისი ცხოვრების მჭიდრო ნაჭუჭში ვეღა-
რაფერი შეაღწევდა. თუმცა, აღმოაჩინა, რომ ასეთი რამ ყოველ-
თვის შესაძლებელია და გვიან არასოდეს არის.
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ბაჰმან ას-
ლანს ისევ გვერდზე ჩამოუჯდები, მის ხმას გაიგონებ (სულ რომ არ
შესცვლოდა!) და დიდი ხნის წინანდელ ამბებზე ილაპარაკებთო, ვე-
რარა ძალა ვერ აიძულებდა ამის დაჯერებას. ვერც იმას მიხვდებო-
და, დრო რომ მხოლოდ წინ კი არ მიდის, არამედ წრიულად მიედი-
ნება და ისევ თავის თავს უბრუნდება. რომ არ არსებობს წარსული,
აწმყო და მომავალი. როიაში ახლანდელი ქალიც ცოცხლობს და ის
ჩვიდმეტი წლის გოგონაც, საკანცელარიო მაღაზიის მუდმივი სტუმა-
რი რომ იყო. ის და ბაჰმანი ერთნი იყვნენ, მერე კი ვოლტერი და
როია გაერთიანდნენ. კაილი მისი სული იყო, მერიგოლდს კი დავიწ-
ყება არ ეწერა.
წარსული არსად წასულა. არც წავიდოდა. ის ხომ მუდამ თვალს
გვიპაჭუნებს და კუთხეში მიმალული, იმ წამსვე თავს გვახსენებს,
როდესაც ვიფიქრებთ, აი, წინ წავიწიეთ, ნაბიჯი მომავლისკენ გა-
დავდგითო. ჩვენი წარსული მუდამ ჩვენში ცოცხლობს.
მოგვიანებით, როია გახსნის ლურჯ მრგვალ კოლოფს, სათითა-
ოდ ამოიღებს წერილებს და წაიკითხავს. კიდევ ერთხელ გადაავ-
ლებს თვალს იმ ყველაფერს, რასაც ბაჰმანს სწერდა მრავალი წლის
წინ. ნახავს იმ უკანასკნელ წერილსაც, რომელიც როიას არ დაუწე-

321
რია, თუმცა, ვიღაცამ მის ხელნაწერს მიამსგავსა, დაწერა და ბაჰ-
მანს გაუგზავნა. საკუთარი თვალით წაიკითხავს, რაც წერია ამ ზედ-
მეტ წერილში, რომლითაც ვითომ ბაჰმანს ეუბნება, რომ მისი ნახვა
აღარ სურს. ბაჰმანის იმ წერილებსაც ჩაიკითხავს, მთელი ამ წლე-
ბის მანძილზე რომ სწერდა როიას და საკუთარ თავზე, სამსახურზე,
შვილებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უამბობდა. ესენი როიას-
თვის გაუგზავნელი წერილებია, თუმცა, ბაჰმანს გულდასმით შეუნა-
ხავს ამ ლურჯ მრგვალ ყუთში, ახალგაზრდობის ბარათების გვერ-
დით.
როიამ კოლოფში სულ ბოლო წერილიც ჩადო, ბაჰმანმა დაქ-
სტონის ცენტრში შეხვედრის შემდეგ რომ გამოუგზავნა.

მალე ყინული დადნებოდა. გაზაფხულის პირველ დღეს, იგივე


სპარსულ ახალ წელს, ფარდებს დარეცხავდნენ და ფანჯრებს დაწ-
მენდდნენ. სახლს ძირისძირობამდე დაასუფთავებდნენ, მერე კი ხე-
ლახალი დაბადებისა და განახლების დღესასწაულს იზეიმებდნენ.
როია ფიქრობდა ირანში დარჩენილ მშობლებზე, მის ვაჟს რომ ვერ
მოესწრნენ. ფიქრობდა ზარიზე, ჯეკზე, მათ შვილებსა და შვილიშვი-
ლებზე, კალიფორნიაში რომ დაედოთ ბინა. გაახსენდა ბაჰმანთან
ტანგოს მოცეკვავე ჯაჰანგირი, ირანისა და ერაყის ომში რომ დალია
სული.
გონებაში ამოუტივტივდა სახელმწიფო გადატრიალება, მოედა-
ნზე დგომა და დღე, ქვეყანა რომ დაიქცა. გაიხსენა მისი სამშობლოს
საამაყო და იმედით აღსავსე პერიოდები და ისიც, რომ მისი ქვეყანა
შიშმა და რეპრესიებმა მოიცვა. გაიფიქრა, ეგებ ერთ დღეს ირანმაც
იგემოს თავისუფლებაო. ფიქრობდა თავის ქალიშვილზე, რომელ-
საც წესით ახლა მასთან ერთად უნდა ეტრიალა სამზარეულოში და
მამაკაცზე, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეს გვერდით მი-
უწვა. ანაზდად მისი მთელი არსება სიყვარულმა მოიცვა ბაჰმანის,
ვოლტერისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მისგან წასული-
ყო და ვინც გვერდით შემორჩენოდა.

322
ეპილოგი

19 აგვისტო, 1953 წელი

ვის ხელშია საიდუმლო

მისი ფენის ხალხიც ხშირად დადის ქალაქის ცენტრში, დიდ ბა-


ზარში. ეს კარგი ადგილია ოქროს სამკაულების, ნოხებისა და სამა-
ჯურების შესაძენად, ათიესნაირი ელეგანტური ქალების მოხდენილ
მაჯებს რომ დაამშვენებს. გასაყიდი ზაფრანა წითელ გორებად არის
დახვავებული. მაქმანის თეთრეული სარეცხის სარჭებით ჰკიდია
თოკზე. ფერად-ფერადი მოზაიკის კოლოფები პირამიდებივით არის
აკოკოლავებული. მაგრამ, ალი გველნაკბენივით გაურბის ბაზარს.
მზეს მიფიცხებული ხილის სურნელი, საქონლის დამტარებლების
ყვირილი, იყიდეთ, იყიდეთო და ნესვის სულ ოდნავი სუნიც კი თვა-
ლებს უბნელებს. აქ საყიდლებზე მოსვლა სულაც არ არის საჭირო.
რა აუცილებლობაა? სახლი ხომ პირთამდე სავსეა. ათიე წესიერად
და რიგიანად უძღვება სახლის საქმეებს. ვაჟები სადარდებელს არ
უჩენენ. გოგონები დაიზარდნენ და სარფიანად დათხოვდნენ. სხვა
რაღა აქვს სანატრელი? ღმერთმანი. ყველაფერი ღირსეული, ალი
მაღაზიას ხსნის იმ სურვილით, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს. მი-
სი უპირველესი მიზანია, საკანცელარიო ნივთების საპირწონე წიგ-
ნები მოიტანოს, გაყიდოს ნაწარმოებები მთელი მსოფლიოდან, წიგ-
ნის ლამაზი ყუები, მკითხველს რომ უხმობენ, ძველი და ახალი გე-
ნიოსების ნამუშევრები, ცოდნითა და სახიფათო ამბებით აღსავსე
სქელი ტომები. ამ მაღაზიამ, ამ ნავსაყუდელმა, გადაარჩინა განსა-
კუთრებით მას შემდეგ, რაც მამამისის გულგრილმა სიცილმა საბო-
ლოოდ ჩამოაშორა მომავალს იმ ნესვის სურნელიან კანთან, ალის
რომ კვლავაც სიგიჟემდე სურს. ქცევის ეტიკეტი, ტრადიცია და სიტ-
ყვები: „ღმერთმანი, ყველაფერი ღირსეულად უნდა იყოს,ალი,“ სტა-

323
ბილური ქორწინებისა და, ამავდროულად, კმაყოფილი მშობლე-
ბისკენ უბიძგებს. ალი და ათიე ოფიციალურად აფორმებენ საერთო
მომავალს, ის გოგო კი, ნესვის ქერქებიან ტაშტს რომ თეძოზე იდ-
გამს და რომელმაც ბაზრის უკან აკოცა ალის, მარტო რჩება. თით-
ქმის დავიწყებული.
ბავშვები მალევე, ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან. ოთხი ზე-
დიზედ და ოთხივე ჯანმრთელი. მადლობა ღმერთს ამისათვის. დე-
დის მზრუნველობისა და მამის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იზ-
რდებიან. ორი ვაჟია, რომლებიც ასახელებენ და სტიპენდიას იღე-
ბენ (ალის მამა ფიქრობს, რომ ძალიანაც სამართლიანია, შვილიშ-
ვილები რომ მის აკადემიურ გზას გაჰყვნენ მაშინ, როდესაც ალიმ
„ბაზრის მუშასავით, ვაჭრუკანასავით“ ცხოვრება მოინდომა).
დღეს ოთხშაბათია, 28 მორდადი. ალი მარტო მუშაობს. პრემი-
ერ-მინისტრმა ხალხს მოუწოდა, ქუჩებში აღარ გამოვიდნენ. მაღა-
ზიაში სიმშვიდეა, თუ კიბის ჭრიალს არ ჩავთვლით, რომელსაც უკა-
ნა საწყობ ოთახში დაათრევს. ალის ახსენდება, რომ სულ რამდენი-
მე კვირის წინ ამ კიბეზე ბადრი იდგა, ყელში კი დანას ირჭობდა.
ალის თვალწინ ულივლივებს კანზე გამოჟონილი სისხლის წვეთები.
უეცრად ოფლი ასხამს. გაუვლის – პანიკის შეტევაა, შინაგანი
შფოთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტკივილს თავს ვერ უყრის და ვერც
ანელებს. უნდა გაუაროს.
დაივიწყე ეგ გოგო, ალი.
წიგნები უნდა დაალაგოს. შინ მალე უნდა დაბრუნდეს. ათიე
ელოდება. ზოგჯერ, როდესაც ალის აგვიანდება, ეჭვიანობს, ვინმეს
ხომ არ ხვდებაო.
ალი ცოცხს იღებს და იატაკს გვის. ისევ ის გოგო ახსენდება. თა-
ვადვე უკვირს, ამდენ ხანს როგორ ვერ ამოვიგდე თავიდანო. ახსენ-
დება, ხელახლა რომ შემოიჭრა მის ცხოვრებაში, რომ სწორედ აქ,
ამ მაღაზიაში მოვიდა და თავისი ვაჟიცმოიყვანა მთელი ამდენი
წლის შემდეგ და ალისაც ისევ და ისევ ბაზრის უკან, ურნებთან ეგონა
თავი. განა მთელი ცხოვრება სულ იქ არ იყო გონებითა და გულით?
ხომ იქ ეძლეოდნენ ბოლომდე ერთმანეთს, როდესაც ყველა დანარ-

324
ჩენი ზეცად აღაპყრობდა ხელებს და ლოცულობდა?
ენატრება. ისევ და ისევ. რატომ აკეთებს რაღაცებს მისი ხათ-
რით? უარს რატომ ვერ ეუბნება? ქალი გამუდმებით უმეორებს, რომ
როია და ბაჰმანი ერთად არ უნდა დარჩნენ. ქალი წერილების გადა-
კეთებას ავალებს. დააფიცებს და ისიც უჯერებს. უჯერებს იმიტომ,
რომ ვალშია ქალის წინაშე. იმიტომ, რომ ბაზრის უკანა სკვერში მი-
სით დატკბა. დააორსულა, პატივი აჰყარა და მისი უმანკოება შეიწი-
რა. იმიტომ, რომ თავად კაცი იყო – მართალია, ახალგაზრდა, მაგ-
რამ, მაინც მამაკაცი – თოთხმეტი წლის გოგონას ნდობით ბორო-
ტად რომ ისარგებლა. მერე კი, ცოლად რომ უნდა მოეყვანა, მიატო-
ვა,მშობლების ნებას დაჰყვა და ათიე შეირთო. თხელი და თეთრკა-
ნიანი ათიე. ათიე, ყოვლად უინტერესო ბუნებით. ათიე,რომელიც ამ
კაცზე ბევრად უკეთესს იმსახურებს, რადგან ეს უკანასკნელი ბად-
რის სურვილით კვდება.
იმაზე მეტად არაფერი უნდა, რომ ცოდნას მოწყურებულ ბავშვებს
დაეხმაროს. უნდა, რომ წინასწარ განსაზღვრული ყოფისა და უძ-
რაობისგან იხსნას ისინი, ადათ-წესების მარწუხებისგან გაათავი-
სუფლოს. პოლიტიკურ დოკუმენტებსა და ტრაქტატებს ავრცელებს,
რადგან დემოკრატიის სწამს.
პრემიერ-მინისტრი მოსადეყი სამართლიან და წესიერ ლიდე-
რად მიაჩნია. ბაჰმან ასლანისნაირი ბიჭები რომ შემოდიან(ოჰ, ისევ
თვალწინ უდგას დღე, დედამისმა რომ მაღაზიაში მოიყვანა – ბად-
რის ხელახლა ნახვის ტკივილი და სიამოვნება ერთმანეთს ერწყმო-
და), უნდა, რომ ზრდა-განვითარებაში დაეხმაროს. იქნებ ამ იდეა-
ლისტ გოგო-ბიჭებს საკუთარი გონიერებისა და უნარების გამოყენე-
ბაში დაეხმაროს, რომ ქვეყანა და ეს ბავშვებიც სწორ გზაზე დად-
გნენ. იქნებ, გადაარჩინოს ისინი.
ჰოდა, ყოველდღე, როდესაც როია ქეიჰანი გაკვეთილების შემ-
დეგ შემოურბენს, როდესაც სთხოვს, წიგნი მირჩიეთო, მთელი გუ-
ლით უსრულებს ამ თხოვნას.
არაფერი ახარებს ისე, როგორც რომანტიკის ხელშეწყობა და
წიგნებით წერილების მიტან-მოტანა. სასიყვარულო წერილები, რო-

325
მელთაც ახალგაზრდა წყვილებს აწვდის და ერთმანეთისთვის ხმის
მიწვდენაში ეხმარება. მის გარეშე ვერაფერს იზამდნენ. ცოტათი მა-
ინც მოითქვამენ სულს მშობლებისგან და წნეხისგან, რაც სულს უხუ-
თავთ და რომლის ქვეშაც იზრდებიან, რომელშიც ყველა მათგანია
გაბმული, როგორც მახეში. ეს სასიყვარულო წერილები ისეთი წყვი-
ლებისთვის დააქვს, რომლებიც ერთმანეთს ვერ ნახულობენ.რომლ
ებიც კლასობრივი დაყოფის, ანდა რელიგიური ნიშნით არიან დაშო-
რებულები და სურვილის ასრულებაში კულტურული დიქტატი უშ-
ლით ხელს. ისეთ გოგონებთან მიაქვს წერილები, რომელთაც მე-
ტისმეტად გაცვეთილი ტანისამოსი აცვიათ მდიდარი ბიჭების კვა-
ლობაზე. იმ ბიჭებსაც არ ივიწყებს, რომლებიც დიდი პერსპექტივე-
ბით ვერ დაიკვეხნიან და მეტისმეტად უიმედონი ჩანან ელიტური გო-
გონების ფონზე. წერილები მიაქვს მუსულმანებთან, ებრაელები
რომ შეჰყვარებიათ. კომუნისტებთან, მონარქისტთა ნდომით რომ
იწვიან.
დიდ ბედნიერებას ანიჭებს ასე მოქცევა. სურს, რომ ამ ბავშვებს
ის ჰქონდეთ, რაზეც უარს ეუბნებიან: სიყვარულის თავისუფლება.
აბასი და ლეილა ღოლამი, თეირანის ერთ-ერთი ყველაზე ქველ-
მოქმედი წყვილი, ვერაფერს გახდებოდა ალის დახმარების გარეშე.
ჯალეჰ თაბათაბაი და საირუს ღოდუსი, კომუნისტი აქტივისტი და მო-
ნარქისტი, ალბათ, შეუღლდებიან მალე.
უდიდესი სიკეთე გაუკეთა მათ და ვისაც დაეხმარა, მუდამ დარჩე-
ბა ყველას გულში. სიკეთით არის სავსე და ამიტომ.
ბაჰმანისა და როიას სიყვარულსაც მან შეუწყო ხელი. განა გან-
ზრახ არ გაქანდა ბანკში, რომ ისინი მარტო დარჩენილიყვნენ? ნუთუ
უკანა საწყობ ოთახში ზედიზედ იმიტომ არ გადიოდა, რომ როიასა
და ბაჰმანისთვის საუბრის საშუალება მიეცა? მათ ეხმარება და სა-
ნუკვარ ადგილს უთმობს განმარტოებისათვის. ერთად ყოფნის
დროს აძლევს. დიდი მონდომებით აკვირდება ბადრის ვაჟს, როია
მისი მაღაზიის ჭერქვეშ რომ შეუყვარდა. მერე კი ორივეს წერილები
გადაუკეთა.ასე გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ბადრი არ ეტყვის, საკ-
მარისიაო.

326
რატომ ვერ იგდებს გულიდან? რატომ რჩება ზოგი ადამიანი სა-
მარადისოდ ჩვენს სულში? რატომ გვეჩხირებიან ყელში და რატომ
ტოვებენ წარუშლელ კვალს ჩვენს აზროვნებაზე?
დაივიწყე ეგ გოგო, ალი.
როია ახლა მოედანზეა. იცდის. დაე, ალის ღმერთმა აპატიოს.
უფალმა შენდობა მისცეს.
ბადრიმ უთხრა, ჩვენი შვილი საკუთარი ხელით მოვიშორე მუც-
ლიდანო. უთხრა, რომ ამის გამო ორგანიზმი შეეშალადა არც სხვა
ბავშვები შეარჩინა ბაჰმანის გარდა. ჰოდა, ალიც ბაჰმანის ხსნას
ცდილობს. მისთვის არაფერს იშურებს, ყველაფერს აძლევს, რაც
უნდა: წიგნებს, პოლიტიკურ ნაშრომებს, სიყვარულს. მაგრამ, ბად-
რის ეს არ ანაღვლებს. მას სხვა გეგმები აქვს ბაჰმანისთვის და ამ
გეგმებში როია სულაც არ მოიაზრება.
ყელი რომ გაიხვრიტა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა, მერე კი
გამოსაკეთებლად ჩრდილოეთში, ზღვაზე გაემგზავრა, ბადრიმ
ალის დათრგუნვა განაგრძო და პირობაც დაადებინა.
ჰოდა, აჰა, ქალის თხოვნით გადაწერა ბაჰმანის წერილი, თუმცა,
ერთადერთი სიტყვა შეცვალა. სულ ეს იყო. მხოლოდ მოედნის სახე-
ლი გადააკეთა, მაგრამ, ეს ყველაზე სასტიკი ცვლილება იყო, რაც კი
შეიძლებოდა ექნა. უბრალო დასასრულისკენ კი არ წაიყვანა მათი
ამბავი, არამედ იმედი მისცა და მერე სხვადასხვა ადგილას ალოდი-
ნა. ბადრის სურდა ასე. როიას უნდა ეტანჯა. ბადრი განუწყვეტლივ
ურეკავდა ალის ჩრდილოეთიდან, რათა დარწმუნებულიყო, რომ
ალიმ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც თავად უბრძანა. ძალიან
ნასიამოვნები დარჩა ამ დრამით, საფრთხითა და სისასტიკით.
მისდა საუბედუროდ, ბადრიმ კიდევ ორი წერილი დაუკვეთა: ერ-
თი უნდა ყოფილიყო ბაჰმანისგან, როიას სახელზე დაწერილი, მე-
ორე კი – პირიქით. გარდა ამისა, ბადრიმ ალის პირობა დაადებინა,
რომ ამ წერილებს დაწერდა და ფოსტით გაგზავნიდა ორივეს მისა-
მართზე რამდენიმე დღით ადრე იქამდე, ვიდრე ბავშვები მოედანზე
„შეხვდებოდნენ.“ ასე რომ დაგეგმილი და წარუმატებელი შეხვედ-
რიდან მალევე როიაცა და ბაჰმანიც ერთმანეთის წერილებს მიიღ-

327
ებდნენ, რაც კიდევ ერთ თავზარს დასცემდა და ორივე ძნელად თუ
წამოდგებოდა მერე.
ასე, რომ, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ბადრის უნ-
დოდა.
ალიმ უკვე თანხმობა უთხრა. არ უნდოდა, მაგრამ, მაინც. ქალის
ნებას დაჰყვა, რათა წარსულში დაშვებული შეცდომა გამოესწორე-
ბინა. თუმცა, იცოდა, რომ კიდევ უფრო დიდი ტკივილის შემოქმედი
ხდებოდა.
წერა ყოველთვის დიდებულად გამოსდიოდა – ყოველთვის. ნე-
ბისმიერი ტექსტის გადაწერა შეეძლო. განა სულ პატარაობიდანვე
არ ავარჯიშებდნენ კალიგრაფიაში საუკეთესო სკოლებში, განა
სწავლულობისთვის არ ამზადებდნენ? ალი იმ ეპოქის შვილი იყო,
როდესაც ბრწყინვალე ხელწერა ბრწყინვალე საზოგადოებრივ
მდგომარეობას ნიშნავდა ამ უნარის დაუფლებას ცოტა თუ ახერხებ-
და.
ნუთუ ღმერთი აპატიებს?
ბაჰმანსა და როიას რომ ექორწინათ, ბადრი ალის დასდებდა
ბრალს. მერე რაღა უნდა ექნა? ან თავად ბადრი რას ჩაიდენდა? ნუ-
თუ თავს მოიკლავდა? ალი ამ ტვირთით ცხოვრების გაგრძელებას
ვერაფრით შეძლებდა.
კიბეზე ჯდება და კანკალებს. ნუთუ მართლა ბადრის დაკვეთას
ასრულებს? თუ ნაწილობრივ ეჭვიანობს კიდეც ამ ორი ბავშვის მო-
მავალზე? სიყვარულით სავსე ცხოვრებისა იქნებ შურს? მას ხომ ასე-
თი ცხოვრება არასოდეს ღირსებია.
ახსენდება, როგორ უყურებდა როია ბიჭს მაღაზიაში.
თავიდან ფეხებამდე ოფლში იწურება და თავზე ხელებშემოწყო-
ბილი იქვე ეშვება.
არა. ასე არ შეიძლება.
გულის სიღრმეში კარგად იცის, როგორც უნდა მოიქცეს.
მაღაზიას კეტავს.
და გარბის.
მირბის, მირბის და არ ჩერდება. ახალგაზრდობის მერე ასე სწრ-

328
აფად არ ურბენია. მაშინ ხომ შეყვარებული იყო. ყოველი გავლილი
იარდი, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი გულში სიმსუბუქეს უჩენს.
ბადრი ცდება. ახალგაზრდებს ასე საშინლად არ უნდა მოექცნენ.
ალი ვერაფრით დაივიწყებს ამ გოგოს. გოგოს, მოედანზე რომ დგას.
ქუჩები, ხეივნები და ხალხის სულ უფრო მზარდი ბრბო თვალთა-
ხედვას უბნელებს სირბილისას. როგორც იქნა, მიაღწევს მოედანს
და ძლივსღა სუნთქავს გასავათებული. დიდი ვაი-ვაგლახითა და
მუჯლუგუნებით მიიკვლევს გზას ჭყლეტაში. ამდენი დემონსტრანტი
არასოდეს უნახავს. ნუთუ ეს ხალხი ვერასოდეს ვერაფერს შეიგ-
ნებს? როია. როია. როია.
რასაკვირველია, ალიმ იცის, სადაც დგას გოგონა. ისევ გზას მი-
იკვლევს. მერე კი, იმ ჭყლეტასა და არეულობაში როიას პოულობს.
აგრესიულ ხალხს მისწი-მოსწევს და მას უახლოვდება. მხარზე ხელს
უჭერს.
– როია! – შვებისგან ლამისაა იტიროს. იპოვა. ახლა კი ყველა-
ფერს ეტყვის.
როია გასავათებული და გამოფიტულია. სახეზე ფერი არ ადევს.
ტუჩებიც გამოშრობია. ალის თავიდან ფეხებამდე ავსებს მისი დაც-
ვის, დახმარებისა და ამ აურზაურიდან მოშორების სურვილი. აუცი-
ლებლად უნდა უთხრას, რაც ხდება.
– ოჰ, მადლობა ღმერთს! ბატონო ფახრი! ხომ არ გინახავთ...
– როია ხანომ, მომისმინეთ, გთხოვთ... – ალი ორივე ხელით ებ-
ღაუჭება მხრებზე გოგონას.
– ბაჰმანი უნდა ვიპოვო, – ეუბნება როია პასუხად.
– როია ხანომ, რაღაცა უნდა გითხრათ...
როია მის ხელებს იშორებს. მერე კი დარტყმის ძალა იგრძნობა.
ალი ერთდროულად ცაშიც არის და მიწაზეც რჩება. ამ მოულოდნე-
ლობისგან გაოგნებულია. ამოსუნთქვას ცდილობს. მხოლოდ იმას
ხვდება, რომ ძირს გდია, მკერდი კი სველი აქვს და ეს სისველე სულ
უფრო ძლიერად მოჩქეფს. როია უნდა მოძებნოს და უთხრას, რაც
ჩაიდინა, უნდა გააგებინოს, რომ არასწორ ადგილას დგას, რომ ბაჰ-
მანი ბაჰარესთანის მოედანზე ელოდება და რომ სასწრაფოდ თავა-

329
დაც იქ უნდა გაიქცეს. მერე კი ქორწინების სახლში წავლენ. ეს მო-
მენტი უნდა გამოიყენონ, სიყვარული არ უნდა უარყონ და მრავალი
წელი დაყონ ერთად, ერთად დაბერდნენ, ერთად განვითარდნენ,
დასუსტდნენ და სრულყოფილებას მიაღწიონ. ბავშვები ერთად აღ-
ზარდონ და შესანიშნავი საქმეები აკეთონ სიბერეშიც. აუცილებლად
ბოდიში უნდა მოუხადოს. ბადრისაც უნდა მოუბოდიშოს და უთხრას,
რომ ახსოვს ბაზრის უკანა სკვერი, ბუზებითა და ნესვის ქერქებით
სავსე. მერე ახსენდება, როგორ შექმნა თავისი მაღაზია ნაბიჯ-ნაბიჯ,
როგორ ადებდა წიგნს წიგნზე.
მერე თავისი შვილები ახსენდება და მათი მხიარული ჭყივილი
პატარაობისას. ათიესაც ხედავს, წყნარად რომ ზის სკამზე და ღამ-
ღამობით კერავს. უნდა, რომ იფეთქოს, თქვას, რომ ძალიან წუხს,
რომ ბავშვს, ბადრიმ რომ მუცლიდან ამოიგლიჯა, ამ ზაფხულს ოც-
დათექვსმეტი წელი შეუსრულდებოდა. ალიმ კი ვერ იხილა ეს ბავ-
შვი. ვერ აიყვანა ხელში. ოჰ, როგორ წეუხს ამის გამო. ძალიან წუხს.
თვალწინ როიას სახე უდგას. სხვებსაც არჩევს. ვიღაც კაცი სველ
მკერდზე ხელებს აჭერს, ალი კი ვეღარ სუნთქავს, უკვე ჰაერში ფარ-
ფატებს. ბაზრის გოგო ბადრიც იქვე დგას თითის წვერებზე, ყველას-
გან განცალკევებითა და მოულოდნელად ჩნდება. თბილი, სველი
ტუჩებით კოცნის სახეზე. ცეცხლივით მხურვალეა. ახლა კი ნესვის
ნაჭერი ეხება გულზე. ნუთუ სიზმარშია ალი?
იხედება საკანცელარიო მაღაზიისაკენ, რომელიც ცოდვების გა-
მოსასყიდად და სიყვარულისთვის ხელშესაწყობად, ცოდნის გასავ-
რცელებლად ააგო და ფიქრობს, მგონი კვამლშია გახვეულიო, თუმ-
ცა, დაბეჯითებით ვერაფერს იტყვის. მაღაზია არსებობას გააგრძე-
ლებს. ხალხი ალის სიკვდილის შემდეგაც ივლის იქ. ჯერ არ იცის,
როგორ, მაგრამ, სწამს, რომ ვიღაც გამოჩნდება, ვინც მაღაზიის გა-
ნადგურებას არ დაუშვებს, ვინც მის საქმეს განაგრძობს. თავად კი
ქრება, პატარავდება. ზეცა შავდება, ფარდები ეშვება ყველა მხრი-
დან. ალი კვდება, მაგრამ, სიყვარული დარჩება. იმედით აღსავსე
ახალგაზრდები დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. მისი
წიგნები, სიტყვები, ბარათები და წერილები დარჩება. იმედი არ მოკ-

330
ვდება. სიყვარული ხომ ის ავადმყოფობაა, რომლისგანაც ვერასო-
დეს განვიკურნებით.

331

You might also like