You are on page 1of 19

უჩინარი {სრულად}

6-10-2018, 23:41
ავტორი Alice76
ნანახია 11 809
To get missing image descriptions, open the context menu.
რამდენად საზიზღარი შეიძლება იყოს ადამიანი?
მზერაგაყინული მისჩერებოდა მის წინ რიგში მდგომს,რომელიც მთელი მონდომებით
ცდილობდა,უჩუმრად გამძვრალიყო.ბოლოს მეორე ქალმა შეამჩნია და დაიწყო კიდეც ხელჩართული
ბრძოლა.
იმასაც ადამიანი რომ ჰქვია და მეც,უსამართლობა არ არისო?-გაიფიქრა.
უსაშველოდ დიდი ზომები ჰქონდა ქალს და აშკარად სჭირდებოდა შხაპი.
ვარდისფერი”სელპაკის” ერთი ცალი ხელსახოცი დააძრო და ცხვირზე აფარა.
“ხალხს გული როგორ არ ერევა ?” თვალი მოავლო იქაურობას -“თუმცა,ყველა ასეთია,რას
მიხვდებიან”.
საცოდავი იყო თითოეული ამ ქალაქში,ვისთვისაც არ უნდა შეეხედა,სიბრალულითა და ზიზღით
ივსებოდა,თუმცა უგუნურ ადამიანებზე მეტად კეთილებს ვერ იტანდა.
აბა,როგორია, შენს მთელ არსებას კაცობრიობის ზიზღით აძლევ ძალას და ამ დროს ვიღაც
გამოხტება და სიკეთეს გაგიკეთებს!
ერთ დროს თავადაც კეთილი იყო და სწორედ ამიტომ ეზიზღებოდა მაშინ თავი. გული ბოროტებას
გაუღო და ერთადერთ ადამიანად იქცა,ვინც დედამიწაზე უყვარდა.
ადრე სხვებიც იყვნენ. მანამ,სანამ ირგვლივ ფერები ბატონობდნენ-დედა,მამა და პატარა
ძმა.
შემდეგ კი ერთბაშად გაქრნენ.
გაუმართავი გაზის გამათბობელი.მაინც რა ნაბი*ვარია ეს გაზი? მაინც და მაინც მაშინ
გაიპარა მილებიდან და მთელ სახლს მოედო,როდესაც რინე მეგობართან დარჩა ღამით.
მხოლოდ ის არ წაიყვანეს,წავიდნენ და დატოვეს მარტო,დააგდეს საზიზღარ ,უფერო მიწაზე.
ეს ალბათ საუკუნის წინ იყო,მაგრამ მის მთელ სხეულს ისევე სერავდა მოგონება,თითქოს
ახლაც უყურებდა ერთდროულად სამ საზიზღარ სუდარას.
როგორც იქნა,მიაღწია სალაროსთან და მოჟამულ მოლარეს მიაცქერდა.
ისიც საზიზღარი იყო,ძალიანაც კარგი.
-აქცია გვაქვს წვენებზე,250 მილიგრამი უფასოდ...
ისე შეხედა,აღარ გაუგრძელებია. წუილით გაატარა ერთი სიგარეტი,ერთჯერადი სუპი და ყავა.
-ინებეთ.
ფული ზუსტად მიაწოდა,პარკს დაავლო ხელი და უფერო ღამეს გაუყვა.
-შავიც რომ აღარაა ღამე. ესეც ნაცრისფერია-დაიჩურჩულა და საკუთარი სოროს მისამართით
გადაუხვია.
სორო თავად შეარქვა,რადგანაც ყოველთვის სურდა,ცხოველივით მშვიდად,უდარდელად ეცხოვრა
ტყეში,თბილ სოროში. ხავსითა და ხმელი ტოტებით გამოტენიდა იქაურობას და ცხვირსაც აღარ
გამოჰყოფდა.
თბილისის ერთ-ერთ კორპუსში მდებარე პატარა ბინა მთლად სორო არ იყო,არც თბილისი იყო
ტყე,მაგრამ სამაგიეროდ ჯუნგლები ნამდვილად იყო და ამიტომაც მისი ოთახი, ხმა გაუმტარი
ფანჯრებით ,სრული სამოთხე იყო კაცთმოძულე არსებისთვის.
მშობლების დანატოვარი სახლი მაშინვე გაყიდა,როდესაც თვრამეტი წელი შეუსრულდა.
მანამდე მისი მეურვე-ბიძია ლევანი არ აძლევდა უფლებას. დაბადების დღის დადგომასთან
ერთად სახლიც მოიშორა და ბიძაც,რომელიც ამაოდ ცდილობდა ბავშვისთვის სიყვარული და
ზრუნვა არ მოეკლო.
“სორო” სასაფლაოსთან ახლოს მდებარე კორპუსში იყიდა,იქიდან მშობლებამდე ადიოდე მეტრი
აშორებდა,მათთან ყოფნა კი ძალიან უყვარდა.
ყოველ დღე მიდიოდა საფლავზე,სამივე ერთად ხვდებოდა,საშინელი სურათებიდან უცქერდნენ და
სუსტად იღიმოდნენ.
პატარა ძმის ანც მზერას კი საფლავის ქვის გაცრეცილი ზედაპირიც ვერ ფარავდა.
ყოველ დღე სასაფალოზე და კვირას ეკლესიაში. სანთლებს ანთებდა და მათი სულებისთვის
ლოცულობდა. არც ღმერთი ადარდებდა და არც რწმენა,უბრალოდ საკუთარ მოწამლულ გულს
უფრთხილდებოდა-ასე თითქოს გარდაცვლილებზე ზრუნავდა,იმ ყურადღებას იჩენდა,რომელსაც
რეალობაში ვერანაირად აჩუქებდა დედას,მამასა და ძმას.
მათთან კავშირი უნდოდა,ეს კი კავშირის იმიტაცია მაინც იყო.
“სორომდე” ფიქრებში ჩაძირულმა მალევე მიაღწია.
სამსახური დამღლელი არ ჰქონდა-მზარეულად მხოლოდ ნახევარი დღე მუშაობდა,საღამოს
ოთხიდან ათამდე. ასე თავად არჩია,რადგანაც დღეს ვერ იტანდა და ერჩივნა,მისი დიდი
ნაწილი სძინებოდა.
ერთჯერადი “სუპისთვის” წყალი დაადგა და აივანზე გავიდა . თვითმკვლელობის გამბედაობა
არ ჰქონდა,სამაგიეროდ სიგარეტი მარტივი მოსაწევი იყო-უკვე მერამდენე ღერს გაუკიდა და
ჰორიზონტს მიაჩერდა. წინ ქალაქი არ ჩანდა,მხოლოდ სასაფლაოს მაღალი ხეები და მათ მიღმა
მთები მოჩანდა. ამიტომაც უყვარდა სორო-რაც შეიძლება შორს იყო ცოცხალი სამყაროდან.
ჩაიდნის წუილი მოესმა და სახლში შებრუნდა.
ღრმა თეფშში მაკარონები გველებივით დასრიალებდნენ.
-ყოველ დღე უამრავ კერძს ვაკეთებ და ოცდაათთეთრიან სუპს ვჭამ-გაიცინა-მიყვარხარ,რინა.
-ვაი-მოესმა დედის ხმა-შვილო,რატომ გიყვარს ეს ემულგატორებით გატენილი რაღაცა?
ხორციან ბორშს ვაკეთებ,დაანებე მაგას თავი.
ყელში ბურთი მოაწვა,თეფში მოისროლა და თავი ხელებში ჩარგო.
-არ დაიწყო,არა! მერე ვეღარ გაჩერდები. რომ იტირებ,არ მოგეშვება,უარესად გახდები-
ცდილობდა მოწოლილი სპაზმები შეეკავებინა.
ყურადღების გადასატანად ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და თვალებთან მიიტანა.ერთადერთი
ნივთი,რომელიც ძველი ცხოვრებიდან დაიტოვა,დედამ აჩუქა.
-პარკში ყიდდა ვიღაც ქალი ძველ ნივთებს-ხელის გულში ჩაუდო მაშინ ლონდამ-
ჯადოსნურია,იმას გისრულებს,რაც გინდა.-ვერცხლისფერ მეტალზე მწვანე ქვა მართლაც
მაგიურად ციმციმებდა.
-მე ახალი მობილური მინდა-დაიჭყივლა სწრაფად.
დედამ გაიცინა.
-რაც მართლა გინდა,ვარსკვლავო. ძალიან რთულია,მიხვდე რა გინდა სინამდვილეში,მაგრამ
როდესაც მიხვდები და ეტყვი,აუცილებლად შეგისრულებს.
დედის წასვლის შემდეგ როგორ აღარ სთხოვა ბეჭედს,დააბრუნეო,მაგრამ ამაოდ.
ახლაც სცადა,თუმცა მხოლოდ იმიტომ,რომ მოსწონდა იმედის პატარა ნაპერწკლის შეგრძნება.
კვლავ ჯიბეში დააბრუნა და გაუხდელად მიწვა საწოლზე.
დილით ,უფრო სწორად,შუადღეს,როდესაც გაიღვიძა,ჩვეულად სასაფლაოს გზას დაადგა.
-უჩა-ძმის სურათს შეჰხედა-ჩემი იოგურტი ვეღარ ვნახე მაცივარში,რამდენჯერ გითხარი,ნუ
ჭამ მეთქი? ლექსო-ახლა მამას მიუბრუნდა-შენ კიდევ უყიდე რა ერთით ან ხუთით მეტი ,რომ
ჩემი აღარ ჭამოს.არ მინდა მე სახლში გაკეთებული,ლონდა.-დედის სურათის წინ ჩამოჯდა-ხომ
იცი,მაღაზიაში ნაყიდი ნაგავი მიყვარს.
ერთი საათი ელაპარაკა აჩრდილებს,შემდეგ კი მძიმედ აითრია სხეული და ცოცხალთა სამყაროს
მიუბრუნდა.
-რინა!-მოიგ კერძს ამზადებდა,როდესაც სამზარეულოში ოფიციანტი ბიჭი შემოიძურწა და
კრძალვით დაუდგა წინ-კლიენტს ბოსტნეულის ჩაშუშული არ მოეწონა,ზედმეტადააო ისა...
მკვდარი.
წარბები აწია .
-ზედმეტად მკვდარიც არსებობს?
ბიჭი გაშტერდა და შეპასუხება ვერ გაბედა.
-მოვამზადებ ახალს-თქვა გულგრილად .
სიძულვილი ისე ჰქონდა გამჯდარი,დიდად ვერც გაბრაზებას ვეღარ გრძნობდა.
ოფიციანტმა შეკვეთა წაიღო და რამდენიმე წუთში უკან მობრუნდა.
-არ ვიცი,რა უნდა-აწრიპინდა.
-კიდევ მკვდარიაო?-ტკბილად ჰკითხა და დანას ხელი დაუსვა.
ბიჭმა ოდნავ უკან დაიხია და თავი დაიქნია.
-კარგი,მე მივხედავ,შენ წადი.რომელი მაგიდაა?
-მეცამეტე.
-თარს ციფრზე დამჯდარა,რა დამთხვევაა.
მზერით გააცილა სწრაფად გამშპალი ოფიციანტი და ძველ საკუჭნაოს მიაშურა,რომელსაც მის
გარდა აღარავინ სტუმრობდა.
რამდენიმე საჭირო ინგრედიენტი ჩაყარა ქილაში და სამზარეულოში დაბრუნდა.
მოპოვებული მასალა ვერცხლის ჯამში ჩაყარა,ბოსტნეული დააყარა და კარგად აურია. ბოლოს
თავსახური დააფარა,წინსაფარი მიაგდო და დარბაზში შევიდა.
მეცამეტე მაგიდა ჯერ შორიდან შეათვალიერა.ორი ადამიანი იჯდა,მამაკაცი ზურგშექცევით
იჯდა და რაღაცას ჭამდა,შესაბამისად უკმაყოფილო მეორე,გადაპრანჭული ქალი უნდა
ყოფილიყო,რომელიც ამაყად აწეული ნაცრისფერი,ალბათ ხალხისთცის ქერა თავით,გამობუშტული
ტუჩებითა და ღრმა დეკოლტეთი იპყრობდა ყურადღებას.
ადამიანებისათვის დამახასიათებელი სიყალბით უღიმოდა თანმხლებს.
“არავის არ ეღიმება,მაგრამ საჭიროდ თვლიან,რომ ტუჩები უნდა იწელებოდეს. რა
უბედურებაა,არ გინდა და ნუ იცინი,ასეთი რთულია?”-გაიფიქრა და მაგიდას მიუახლოვდა.
ქერამ ზანტად ახედა და ვერცხლის ლანგრით ხელში რომ დაინახა,გაიფხორა.
-შენ ხარ მზარეული? არ მიკვირს,რომ არ გამოგივიდა,ახალგაზრდა ხარ და პრაქტიკა გაკლია.
ავად გაუღიმა და ლანგარი წინ დაუდო.
-მიირთვით,გპირდებით,ისეთი ცოცხალია,თქვენც კი ვერ იტყვით ,მკვდარიაო.
-ვნახოთ-მშრალად მოუჭრა ქალმა და წინ მჯდომს მიაჩერდა-შენ მოგეწონა სტეიკი,ძვირფასო?
ახლაღა მიხედა მეორეს და კინაღამ თვალები გადმოსცვივდა.
ბიჭს ფერები ჰქონდა,თანაც ბევრი-თავზე შავი,ტუჩებზე-მოვარდისფრო,თვალებზე-ლურჯი.
გაოგნებული მიაჩერდა,მან კი მხრები აიჩეჩა და ქალს უპასუხა,მშვენიერი გემო აქვსო.
აჩქარებული გული სასწრაფოდ დაიმორჩილა-ალბათ ფერები დაბრუნდნენო,გაიფიქრა და ქალს
მიუბრუნდა,რომელსაც კერძის თავსახური აეხადა და
ბოსტნეულს გამოცდილი გურმანივით ქექავდა. ცოტა ხანსში მისმა კივილმა მთელი რესტორანი
შეძრა.
რინას ყურებს სასიამოვნოდ მოედო ეს შემაძრწუნებელი ნოტები.
-მომაშორეთ, გაწიეთ-ღრიალებდა წუნია და ფეხზე წამომდგარი ხტუნავდა-გადმოვარდა, ერთი
შემახტა!
განცვიფრებული ბიჭი ხან თასს უყურებდა,საიდანაც ტარაკანი ცდილობდა ამოცოცებას,ხან კი
რინას,რომელიც გაბადრული უყურებდა ამ სცენას. წამოდგა,კერძში ჩაიხედა და ახარხარდა.
-ცოცხალი!-ვერ ჩერდებოდა-მკვდარიაო და ამანაც ცოცხალი მოუტანა-ცრემლები გადმოსცვივდა.
მალე რესტორნის მენეჯერი გამოჩნდა,რომელმაც ძლივს დაამშვიდა ქალი და ვიპ კუპეში
შესთავაზა გადაბრძანება,რამაც ნამდვილად გასჭრა.
-იმედია,მიხვდებით,რომ თავხედი თანამშრომლები აღარ უნდა იყოლიოთ-გამარჯვებული მზერით
შეხედა რინეს.
-იმედია,მიხვდებით,რომ ხელოვნური ძუძუები აღარ უნდა იყოლიოთ-ვალში არ დარჩა და
მენეჯერს მიუბრუნდა-აბა,მათავისუფლებ თუ რას შვები?მეტი დრამატულობისთვის ახლავე უნდა
მიმანიშნო კარისაკენ და დაიყვირო,რომ დღეიდან უმუშევარი ვარ-ირონიულად გაუღიმა და
მოშორდა.
კმაყოფილი დაბრუნდა სამზარეულოში,სადაც ოვაციებით შეხვდნენ.
-აუ,შენი ფანი ვარ-მოწიწებით მივიდა მასთან ოფიცანტი,ლიკა და გაბრწყინებულმა შეხედა-
მოსვი თავის ადგილას.
-წინაზე კაცს რო მწვანილები გაუტანა და შენ თვითონ მოაჭერიო უთხრა-აღფრთოვანებული
ხორხოცებდა მზარეული კახა-მაგარი ხარ,გოგო,მხეცი!
-უბრალოდ ყველაფერი -გაანათლა რინამ.-ეგ მენეჯერთან არ თქვათ,თორე უკან მომყვებით.
-მოიცა,გაგაგდო?
-ვერავინ გამაგდებს,მე თვითონ მივდივარ-საყვარელი დანა აიღო და კარისაკენ
წავიდა,რომელშიც მენეჯერი აესვეტა.
-ტარაკნები კერძში,მადლობა,ამაზე უარესს ვერაფერს მოიფიქრებდი. მეპატრონეს შენი
მოკვლა უნდა.-ღრმად სუნთქავდა ქალი.
-მოვიდეს მერე-დანა ხელში ოსტატურად დაატრიალა-აუცილებელი მოგერიება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებაა.
-გითხარი,რომ ვერ გიტან?
-მადლობა,მეც-გაუღიმა და სოროში შეძრომაზე ოცნებით დაიძრა გასასვლელისკენ.
ის იყო,შენობის უკანა კარი მიხურა და შებინდებულ ქუჩაში გააბიჯა,ვიღაცამ შეუძახა.
-ჰეი,ერთი წუთით-მიბრუნდა და ფერები უსიამოვნოდ მოხვდა თვალში.
-გელოდებოდი,შენ ხარ ხო,ტარაკნებიანი გოგო?
-დავუშვათ.
-დიდი მადლობა-გაიღიმა და სანამ რინა გაიწეოდა,მისწვდა და ლოყაზე აკოცა.
გაშეშებულმა მიიდო ხელი ლოყაზე და შეშლილი თვალებით შეხედა.
-რატომ ?
-აუ,ძაან გამახარე,ამხელა სიამოვნება კაი ხანია,არ მიმიღია-იცინოდა.
-თუ ასე ვერ იტან,რაღას დაჰყვები?-მობეზრებით მოიწმინდა ლოყა და ფიქრების გასაფანტად
თავი გაიქნია.
-ცხოვრება მოითხოვს, ხანდახან აიტანო ის,ვისაც ვერ იტან-მხრები აიჩეჩა.
-მე არ ვიტან და მშვენივრად ვცოცხლობ-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მოღუშული მიაჩერდა.
-იმიტომაც ხარ უმუშევარი.-გაუღიმა.
“როგორი საშინელი გრძნობაა,როცა რაღაც მოგწონს. აი,ვუყურებ,მომწონს ლურჯის
დანახვა,შავისაც,მაგრამ ვიცი,ეს ყველაფერი პრობლემაა”-ფიქრობდა გამალებით.”არ
მინდა,რომ რამე მომწონდეს,არ მჭირდება არაფერი,ტკივილის გარდა.”
-აუტანლების ატანაში თავადაც აუტანელი გახდები-მიახალა და შებრუნდა-წავედი .
უკან აღარ მიუხედავს,სწრაფად გაუყვა ქუჩას და აჩქარებული გული სორომდე ძლივს მიიტანა.
გზაში ეძებდა სხვა ფერებს,სასოწარკვეთილს არ სურდა დაჯერება,რომ მხოლოდ ის ბიჭი იყო
ფერადი,მაგრამ ვერაფერი იპოვა.
სახლში ასულს კართან ბიძა დახვდა. ვერ იტანდა მასთან შეხვედრას,რადგან წამიერად მამა
ეგონებოდა ხოლმე.
ახლაც შეხედა კაცს,რომელიც ასე ჰგავდა მამამისს და სხეული შეუტოკდა.
მოუნდა მივარდნოდა,გადაჰხვეოდა და არასდროს გაეშვა,მაგრამ მალევე დაარწმუნა თავი,რომ
მამა აღარ იყო.
-აქ რა გინდა?-შეუბღვირა და სოროს საკეტი გააღო.
-მთელი თვეა არ მინახავხარ,ეკატერინე.
-მე სხვა რამე გკითხე-აივანს მიაშურა და სიგარეტი ამოიღო.
-ხომ იცი,რომ გიყურებენ და სწყინთ ეს ყველაფერი...
-ეგრე მეც მეწყინა,როცა მოკვდნენ.
-მეც მომიკვდა ძმა,რძალი და ძმის შვილი.
-მაგრამ ოჯახი გყავს-შეახსენა,თითქოს დანაშაული ყოფილიყოს.
-შენი თავი გეცოდება. მხოლოდ და მხოლოდ შენ თავს დასტირი, გგონია,გამორჩეული ხარ?
რადგანაც უბედურება გადაგაქვს. იცი,კიდევ რამდენი ადამიანი დადის გაწამებული გულით?
იცი,რამდენი სახის საშინელება არსებობს? ასე თუ გააგრძელებ,დაიღუპები. ისე კი
არა,როგორც ისინი,ცოცხალი მკვდარი იქნები. იმაზე საზიზღარი გახდები,ვიდრე სხვა
ადამიანები გგონია.
გაკვირვებულმა შეხედა კაცს,რომელიც აქამდე ტკბილი სიტყვებით ცდილობდა მის დამშვიდებას
და ცხოვრებისკენ მობრუნებას.
-ხვალ მოვალ თქვენთან. ახლა მარტო ყოფნა მინდა-თქვა ბოლოს.
ლევანმა თავი დაუქნია და უსიტყვოდ დატოვა სახლი.
ღამე აივანზე გაატარა,სიამოვნებით შეიგრძნობდა სასაფლაოდან მონაბერ ნოემბრის სუსხს და
ფიქრობდა. ალბათ,ლევანი მართალი იყო,თუმცა ნაწილობრივ. რინა მშვენივრად იაზრებდა,რომ
ყველაზე უბედური ადამიანი არ არსებობდა,სევდას არც საწყისი ჰქონდა და არც
ბოლო,დაუსრულებლად შეიძლებოდა დარდში ჩაფლობა და ამ ჭაობს ძირიც არ ჰქონდა,მაგრამ
რინა უკვე აღარ დარდობდა,ის უბრალოდ შეიცვალა.მისი არსება ილუზიებმა დატოვა და
სამყაროს ოცნებებით აღარ უყურებდა. არც სურვილები გააჩნდა და არც მისწრაფებები. ერთი
შეხედვით მოსაწყენი ერთფეროვნება მოსწონდა კიდეც-გულში ღრმად შენახულ ოჯახთან ერთად
მარტოობით ტკბებოდა. საკუთარ თავთან საუბარი ყველაზე მეტად უყვარდა და იმ ხშირ
შემთვევებში,როდესაც სამი სუდარა დაუდგებოდა თვალ წინ,მანამდე შეუცნობელი ძალით
უმკლავდებოდა. ეს ყველაფერი მას ძლიერ,ზეადამიანურ ნებისყოფას აძლევდა და ნელ-ნელა
იაზრებდა,რომ სინამდვილეს ადამიანი მხოლოდ ასე აღიქვამს-დაცემული და ცარიელი.ჩვენი
გონების რეალურ შესაძლებლობებსაც მაშინ ვიაზრებთ,როდესაც დედამიწაზე აღარაფერი
გვაკავებს,არაფერი გვიჭერს ყოველდღიურობაში.

დილით გაღვიძებულმა ლევანისათვის მიცემული პირობა ჯერ კიდევ თვალგაუხელელს დაეტაკა და


გამოაფხიზლა. საშინლად ინანა,რომ უთხრა,გესტუმრებითო.ჯერ ერთი,ხალხის დანახვა არ
სურდა,მეორე,ვერ იტანდა,როცა საცოდავი გოგოსავით ექცეოდნენ,იქ კი ყველა ზუსტად ასე
აკეთებდა და მესამე-უტვინო ბიძაშვილი ჰყავდა,უტვინო სახელით-მასუ. თავად შეამოკლა
მარიამიდან,რადგანაც ასე უფრო გამორჩეული ეგონა.მასუ წარა-მარა ახსენებდა ბიძია
ლექსოს,ლონდა ბიცოს და უჩუნიას. რამდენჯერაც რინას დაინახავდა,იმდენჯერ თავს მოვალედ
თვლიდა,ეცნობებინა,რა უბედურება დაატყდა თავს .
მაგრამ პირობა დადო,სიტყვას ვერ გატეხდა.
ჯერ სასაფლაოზე წავიდა,სადამდეც შეძლო,დრო გაწელა,ბოლოს სულ რომ გაიფიჩხა და
ჩამოაღამდა,ზანტად აიზლაზნა და ბიძის სახლის გზას დაადგა.
პირველ დაკაკუნებაზე კარი არ გააღეს.
-არ იყოთ სახლში,რა-დაიჩურჩულა-მეორედ დაკაკუნება არაა საჭირო,ხომ მოვედი? პირობა
შევასრულე.
მიტრიალდა და კიბეებზე ბიძაშვილს შეეფეთა.
-კატო,ქალო! არ მჯერა,ბიძაშვილო!-შეჰყვირა და ისე ჩაებრდღვა,ლამის ნანატრი სიკვდილის
გზას გაუყენა.
რინემ გაიფართხალა და მოიშორა.
-ნუ შემარქვი ეგ სახელი-განზე გადგა-და ეგრე ნუ მეტაკე,სიდებილე ჩახუტებით გადადის.
-რით ვერ მოიშორე ეგ უჟმური ხასიათი რა!?ჩვენთან იყავი?
ჩაფიქრდა,ამის მოტყუება პრობლემა არ იყო,მაგრამ მერე მშობლებს ხომ ეტყოდა,რინა
დავინახეო?
-ვუკაკუნებდი და მგონი არ არიან...
-აუ-უ მაგდა პილასოსს რო ჩართავს,მთელი კორპუსი ყრუვდება,ეტყობა,ვერ
გაიგეს.წამო,წამო.
კარზე ენერგიულად დააბრახუნა ფეხით და ისიც მალევე გაიღო.
ფუმფულა,ლოყებაწითლებული ქალი გაბადრული შეაჩერდა მისულებს.
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები-მასუს მსგავსად გადაეხვია და რინას მოთმინების ფიალა
კიდევ უფრო გააპილპილა-ლევანმა მითხრა,მაგრამ არ დავიჯერე. შემოდით...
დიდ,ნათელ და პირწმინდად დაწკრიალებულ სახლში ახლადდაობლებული თექვსმეტი წლის რინა
რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდა,შემდეგ კი აუტანელ ზრუნვასა და
თანაგრძნობიან მზერას მშობლების სახლში გაექცა.
რა თქმა უნდა,იმ ადგილას ცხოვრება,სადაც ოჯახი გაუნადგურდა,რთული იყო,მაგრამ სხვების
გარემოცვაში ყოფნას ისევ გარდაცვლილთა სულები არჩია.ბიძის სახლის მხიარულ და
სიყვარულით სავსე გარემოს კი უბრალოდ ვერ იტანდა.
მაგდამ მისაღებში,სავარძელზე დააბერტყა და დაიწყო.
-ეკატერინა,მოკლედ სულ უფრო და უფრო ხმები. ბოლოს საჭმელი როდის ჭამე? ასე არ
შეიძლება,თავს დაიავადმყოფებ. მასუც სულ დიეტებზეა,არა,შვილო,ჭამა აუცილებელია. -თავი
გადაიქნია- ხომ გიყვარდა ჩემი ლობიანი,უკვე ვაცხობ და იცოდე,შეჭამ!
რინამ თავი შეიკავა,რადგანაც აქამდე მოვედი,ბოლომდე გავუძლებო.
-ლობიანი არ მინდა,მაგდა. ლევანის ღვინო გამოიტა.
-ღვინოც იქნება,სტუმრებს ველოდებით და მერე ყველა ერთად მოვილხენთ.
დენდარტყმულივით წამოხტა.
-მაშინ სხვა დროს მოვალ-თქვა სხარტად და კარისაკენ დაიძრა.
-გაჩერდი,არ გაინძრე-ბიძის ხმა მოესმა და თვალები აატრიალა. შებრუნდა,ლევანს
რევოლვერი შეემართა და რინას უმიზნებდა.
-ეგ სანთებელა მე გაჩუქე,დაგავიწყდა?-კარისკენ უკუსვლით წავიდა.
-ხომ დამპირდი,მოვალო?
-მოვედი კიდეც.
-მოსვლა დივანზე ორი წუთით უკანალის დადება არაა. ერთი საათი მაინც უნდა გაჩერდე,ისე
არ ჩაგეთვლება-მშვენივრად იცოდა ძმისშვილის ხასიათი.

მობეზრებული მზერით აიღო ლობიანი და უგემურად ჩაკბიჩა.


-ხომ იცით,რომ სტუმრებს ვერ ვიტან?
-შენ ვერაფერს იტან-უთხრა ბიძამ უდარდელად-მნიშვნელოვანი ხალხია,ინვესტიციას გეგმავენ
ჩვენთან და უნდა მოვილაპარაკოთ.
-მშვენიერი ლობიანია,არ გეწყინოთ,მაგრამ მთლად ინვესტიციაზეც ვერ გაქაჩავს-ნახევრად
შეჭმული თეფშზე დააბრუნა-ახლა ყველა ერთად უნდა შევუძვრეთ ტრაკში?
ვინაიდან ყველა მიჩვეული იყო მის უტაქტობად,ყურიც არავის შეუბერტყავს.
-გავალ მე,მოვწევ-აივანზე გავიდა და ცოტა ხნით სიჩუმით დატკბა.
-მეორე ღერიც ბარემ-შესვლა არ უნდოდა და შეძლებისდაგვარად წელავდა.
ბოლოს და ბოლოს შებრუნდა და გამჭირვალე კარში გაიხედა.
სტუმრები უკვე მოსულიყვნენ და რინა ყველას დავიწყებოდა.
შემოსასვლელში ფეხზე მდგომებს კარგად ვერ ხედავდა,თუმცა როდესაც მაგდა მაგიდისაკენ
გაუძღვათ,მშვენივრად დაინახა და გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა.
უკვე ნაცნობი ფერებიანი ბიჭი და მისი თანხმლები წუნია გამოჭიმულიყვნენ
მაგიდასთან,მათთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი იყო-ფერებიანისაგან ძალიან
განსხვავდებოდა-არც იღიმოდა და არც თავაზიანად უკრავდა თავს მაგდას,რომელიც საჭმელებს
მონდომებით აწვდიდათ.
შემობრუნდა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა.
-ახლა აქ რომ შევიდე,ერთი ამბავი აიწევა. პრინციპში ,მაგრამ მერე ინგას და ლევანის
ყბიდან რაღა ამოვა. ოჯახის გაკოტრებას მე დამაბრალებენ. არა,ეგეც ,მაგრამ ამათი თავი
არ მაქვს.-სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და გაყინული ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო.
თითებში მეტალი მოჰყვა,მივიწყებული ბეჭედი ამოაძვრინა და ჩვეულებისამებრ თვალებთან
მიიტანა.
-შენ კიდევ,ერთხელ მაინც დამეხმარე. აბა,რა მინდა ახლა?
პირველად მოირგო სამკაული. ადრე ,როდესაც დედამ მისცა,პუტკუნა თითებზე არ ეტეოდა,ახლა
კი,გალეულმა,ადვილად მოირგო.
-ამსვა,დამსვა და აქედან უჩუმრად სოროში ჩამსვა!
დახუჭული თვალები გაახილა,თუმცა ,რა თქმა უნდა ისევ აივანზე იდგა.
-ჰმ! ერთხელაც აგამუშავებ. გაგექრე მაინც,თუ სოროში არ მიგყავარ.-ბეჭედი აღარ
მოუხსნია,სიგარეტი მოისროლა და ცოტა ხანს კიდევ დაყოვნდა.
-რინა,სად დაიკარგე?-ბიძაშვილმა აივნის კარი გამოგლიჯა და დაიღრიალა.
ზანტად შებრუნდა,უნდოდა ეთქვა,აქ დავრჩებიო,მაგრამ სიტყვები გადაყლაპა,რადგან მასუ
მას არ უყურებდა-გოგონა აივანს მივარდა და გადაიხედა
-სად წავიდა, ვაიმე. დედა-ა -უფრო აუწია ხმას და მაგდაც გამოვარდა.
-რა ხდება,რა გაკილვებს,გული არ გამიხეთქო, მასუ! რინა სადაა?
გამოშტერებული მიაჩერდა დედა-შვილს და ხელი გაიქნია.
-არ ვიცი,აქ არ იყო? ვაიმე,ხო არ გადავარდა?-მათ წივილზე ახლა ლევანი გამოჩნდა-რა
ხდება,ხალხო?!
-რინა გაქრა!
-ჯიუტი გოგო-თავი ჩაქინდრა-როგორ გაიპარა მერვე სართულიდან?
-იქნებ გადავარდა ან გადახტა?-თმაში ხელები ჩაივლო მაგდამ.
-კარგი,ქალო,სირცხვილია,რა გაკივლებს. ეტყობა ჩუმად გამოვიდა. წამოდი,შემოდით.
ეკატერინას მე მივხედავ მერე.
შოკირებულმა ბოლო წამს მოიაზრა,რომ კარი შეიძლება შიგნიდან ჩაეკეტათ და სწრაფად
გასხლტა.
გაოგნებულმა გაიარა მისაღები ოთახი. მასპინძლები უკვე უბოდიშებდნენ სტუმრებს და
საუბარს აგრძელებდნენ.
სათითაოდ დაუარა ყველას,მასუს ხელი გაუქნია ცხვირ წინ,რის გამოც გოგონას დააცემინა.
გამხიარულებულმა მაგიდიდან ხიზილალა აწაპნა და სტუმარ ქალბატონს თმაზე წაუსვა.
ქერა შეირხა და თავზე ხელი გადაისვა.
გაოგნებული დააჩერდა თითებში გაზელილ შავ მასას . დაბნეულმა მოუბოდიშა სუფრასთან
მსხდომთ და საპირფარეშოში გაიძურწა.
-მართლა ვერ მხედავენ-დაიჩურჩულა რინამ ახლა მეორე სტუმარს მიუბრუნდა,მკაცრი სახის
ბიჭს,რომელიც მდუმარედ წრუპავდა ღვინოს.მის ფერებს ვერ ხედავდა,თუმცა ისეთი გრძნობა
ჰქონდა,რომ რეალობაშიც არ ექნებოდა ფერები. თვალებიც ისეთი ნაცრისფერი ჩანდა,თითქოს
ნამდვილად ასეთი ფერის იყო.ცხვირი და ტუჩები თხელი და ჩამოთლილი ჰქონდა,ბოკალზე
შემოვლებული თითები-გრძელი და ნატიფი.ერთი წამით გოგონას მხარეს გამოიხედა და რინაც
გამოფხიზლდა.
-ჩემი ცხონებული ძმა მიიჩნევდა,რომ ამ საქმეში უცხოელები არ უნდა ჩაგვერთო,თუმცა
მშვენივრად იცოდა,რომ ეს ბიზნესის დასასრულს ნიშნავდა.-ლევანი მონდომებით აგრძელებდა
საუბარს-მას შემდეგ,რაც კომპანია მე გადმოვიბარე,აქტიურად ვცდილობ,ინვესტორები
მოვიზიდო,აბა სხვანაირად ჩვენს ქვეყანაში ვერ გამოვა.პატრიოტობა მშვენიერი
თვისებაა,მაგრამ მაგით ხალხს ვერ გამოკვებავ.
-ჩვენი ირანელი პარტნიორი მზადაა მოლაპარაკებებისათვის-თავი დაუქნია ფერადმა ბიჭმა-
ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე,უცხოელი სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ
შეიძენს,სამაგიეროდ ჩვენს კლიენტს ბანკი აქვს,რომელშიც გლეხები თავიანთ მიწას
ჩადებენ,იმაზე გაცილებით დაბალ პროცენტში,ვიდრე ქართულ ბანკებში.
-აუცილებლად მოვიძიებთ მსგავს მიწებს. ჩვენი კომპანია მხოლოდ სურსათის წარმოებას და
საქართველოს მასშტაბით გადაზიდვას ეხება,თუმცა დროა საქმიანობის ფარგლები
გავაფართოვოთ.ასე ყველა მოგებული იქნება.
-მოგებული მხოლოდ ჩვენ და თქვენ ვიქნებით-დაილაპარაკა მკაცრმა -ხალხი მიწებს
დაკარგავს მინიმალურ ფასში,თუმცა ეგ არცერთს არ გვანაღვლებს,არა?
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც დაბრუნებულმა ქალმა დაარღვია.
-მაშ,შევთანხმდით? მოძიებას როდის იწყებთ,ლევან?-თმა დასველებოდა და ამაოდ
ცდილობდა,როგორმე ფორმა მიეცა.
-მაგაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ,ძვირფასო ვიტა. -ღვინოს ჭიქა აწია ლევანმა-ჩვენს
პარტნიორობას გაუმარჯოს.
-ჩემი მეუღლე ძალიან კმაყოფილი დარჩება-გაიღიმა ქალმაც და ჭიქა შემართა.
“რაებს ხლართავენ ესენი?”-ჩაფიქრდა რინა და თითმის ისიც კი გადაავიწყდა,რომ უჩინარი
იყო.
მკაცრსახიანის გვერდით,მაგიდის თავში ადგილი ცარიელი იყო,ალბათ მაგდას მისთვის დაედო
თეფში. ისიც წამოსკუპდა და გვერდით მჯდომს მიაჩერდა.
რაღაც იყო ისეთი,რაც ინტერესს უღვიძებდა-ბიჭი თითქოს მასავით გულგრილად უყურებდა
ყველას და დიდად არ ღელავდა,როგორ დასრულდებოდა საქმე ან პირიქით,სურდა,რომ ყველაფერი
ჩაშლილიყო.
თვალს ვეღარ აშორებდა და ძალიან მოსწონდა მისი უფერულობა-განსხვავდებოდა ყველა
დანარჩენისგან და გაცილებით რეალური იყო,ვიდრე თავად ფერები. რინას ისეთი გრძნობა
დაეუფლა,რომ საკუთარ ხორცშესხმულ გრძნობებს უყურებდა.
საუბრის მოსმენას თავი ანება და მთელი არსებით ბიჭის თვალებში ჩაიძირა.
აქამდე ბევრჯერ სცადა,ვნება ეგრძნო,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა-ცხოვრებაში ერთადერთხელ
დაწვა მამაკაცთან და მაშინაც გულის რევის გრძნობა ვერ შეიკავა. მხოლოდ მანამდე
გაძლო,სანამ დასრულდებოდა,რადგან უბრალოდ აინტერესებდა. თითოეულ შეხებაზე
აზიდებდა,ბოლოს მიხვდა,რომ იმდენად სულელი არ იყო,სექსით გრძნობების გარეშე
დამტკბარიყო.
ახლა კი უყურებდა ბიჭს და ძალიან უნდოდა მისი კანი შეეგრძნო.აქამდე არაფერი
მონდომებია და დაფრთხა. ეგონა,მიუხედავად იმისა,რომ უჩინარი იყო,მის ძლიერ სურვილს
იგრძნობდა.
ფრთხილად წამოდგა,როდესაც მიხვდა,სტუმრები წასვლას აპირებდნენ. კართან დადგა და
გასულებს უკან აედევნა.
დიდი ამბით გააცილა ლევანმა პარტნიორები და მანამ არ მიხურა კარი,სანამ ეს
უკანასნკელნი ლიფტში არ შებრძანდნენ.
რინა სწრაფად დაეშვა კიბეებზე,რადგან ლიფტში შესვლა საშიში იყო.
პირველ სართულზე თავპირისნტვრევით ჩავარდა და უკვე სადარბაზოდან გასულებს მოჰკრა
თვალი.
-ვიღაც მოგვყვება-შემობრუნდა ფერადი ბიჭი,როდესაც უჩინარი რინა სირბილით დაეწიათ.
-კარგი, რა, კახი-წამოიძახა ვიტამ და მანქანის გასაღები ამოიღო ჩანთიდან-ყველგან
პოლიცია ნუ გელანდება. აქ წარმოდგენა არ აქვს არავის,რას ვაპირებთ.
რინა სიტუაციის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა.
-პოლიციელებზე უარესი ხალხიც არსებობს-უკმაყოფილოდ უპასუხა კახიმ-ჯობია,დროზე
წავიდეთ.
-გაგიყვანო?-მიმართა მეორე ბიჭმა.
-არა, ლი. მე გავიყვან, შენ წადი სახლში და დაისვენე-ხმა დაიტკბო ქალმა და კახის
ნაზად გახედა. ამ უკანასკნელმა ვედრებით შეხედა ლის,თუმცა ვიტას თავი დაუქნია.
-მაშ,ხვალამდე-ჩაილაპარაკა მკაცრსახიანმა და შორი-ახლოს მდგარი შავი მანქანისაკენ
გაემართა,რომელმაც სიგნალიზაციის მოხსნის ნიშნად ფარები ააციმციმა.
რინას ბევრი აღარ უფიქრია,წასულს ფრთხილად მიჰყვა და გზად ვარიანტების განხილვა
დაიწყო.
“მანქანაში ვერ ჩავჯდები,კარს ვერ გავაღებ. არადა,უნდა გავყვე. ეს ყველაფერი ძალიან
საინტერესოა. ჰმ საინტერესო,ხო. თუ ლის ლოგინის ზომები მაინტერესებს?ყოველ
შემთხვევაში ძლივს რაღაც ვიგრძენი და ასე ვერ დავტოვებ... ჯანდაბა,როგორ გავყვე?
ფეხით ხომ ვერ გამოვეკიდები...”
დიდი ზომის მანქანას სახურავზე ტვირთის დასამაგრებელი სახელურები ჰქონდა. ერთ წამს
შეჩერდა,დაფიქრდა,თუმცა ძრავის ღმუილი რომ მოესმა,მაშინვე ფრთხილად აძვრა საბარგულზე.
უკვე დაძრულ მანქანაზე თავს ძლივს იკავებდა,როგორც იქნა ხელი მოჰკიდა სახურავს და
აბობღდა.
-ამის დედაც,ცოტა ნელა თუ არ ატარა,ასფალტზე დავეკვერცხები-უკვე ხმამაღლა ბურტყუნებდა
და ცდილობდა მაგრად ჩასჭიდებოდა.
მძღოლი კი სულაც არ გეგმავდა შენელებას,პირიქით,ცარიელ და სწორ გზაზე გასულმა უფრო
უმატა სიჩქარეს და რინას შიშიც კი გადაავიწყდა. სახელურს ხელები მოაშორა,გაშალა და
ბედნიერმა შეიგრძნო მოწოლილი ჰაერის ძალა.
ადრენალინი ძარღვებში სისხლთან ერთად გაუჯდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად
იგრძნო,რომ ცოცხალი იყო.სინათლის წერტილები დედამიწაზე ჩამოვარდნილი კომეტებივით
მიჰქროდნენ მის გარშემო,ქარი გრძელ თმას უწეწავდა, ყურებში სასიამოვნო გუგუნი
ჩაესმოდა.ინატრა,ნეტავ ბიჭი არასდროს გაჩერდესო.
ექსტაზში მყოფი მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს,როდესაც ავტომობილმა სვლა შეანელა.
სწრაფად ჩამოძვრა ჯერ კიდევ მოძრავი მანქანიდან და ფრთხილად დაიძრა კორპუსის
მიმართულებით,საითაც შავი ავტომობილი გაჩერდა.
ბიჭი გადმოსვლას არ ჩქარობდა,ამიტომაც მიუახლოვდა,რომ გაეგო რას აკეთებდა.
კვლავ მძღოლის მხარეს მჯდომი უკანა ხედვის სარკეში იყურებოდა და გარემოს ზვერავდა.
ბოლოს გადმოვიდა,მიმოიხედა და ქურთუკის ქვეშიდან იარაღი გამოაძვრინა.
“ალბათ იგრძნო,რომ მივყვებოდი” -გაიფიქრა რინამ და სუნთქვაც კი შეწყვიტა,რადგან
ბიჭთან საკმაოდ ახლოს იდგა.
ამ უკანასკნელმა კიდევ ხუთიოდე წუთი გააგრძელა დაზვერვა,მანქანის ქვეშ შეიხედა და
გულდასმით შეამოწმა,საბარგულიც ახადა,თუმცა,რა თქმა უნდა,ვერაფერი იპოვა,ამიტომაც
სწრაფად დაიძრა სადარბაზოსკენ.
“იქნებ და მარტო არ ცხოვრობს,ან ცოლი ჰყავს,იქნებ შვილიც” -გამალებული ებრძოდა
თავს,როდესაც ლიფტში შეჰყვა ლის.,,ოღონდ ახლა არაფერი იგრძნოს და თუ უნდა,კაცი
ჰყავდეს სახლში თან ტყავის ტრუსიკით”.
საბედნიეროდ,თავჩაქინდრული მანამდე არ განძრეულა,სანამ ლიფტის კარი არ გაიღო .
საკუთარი სითავხედით გათამამებული მიჰყვა ბინამდე და წამით ღიად დატოვებულ კარში
შესხტა.
“ასეთი მოხერხებული როდიდან გავხდი?”-ბეჭედს დაჰხედა.”ვიცი,რომ შენ აკეთებ
ამას.აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე,რომ თითზე უნდა მეტარებინა?დედა ყოველთვის მართალია.
ცოცხალიც და მკვდარიც!”
ბინა მოათვალიერა.შვებით ამოისუნთქა,როდესაც სხვა სულიერი ვერ დალანდა.
ლიც,მის მსგავსად,სოროში ცხოვრობდა. ერთი ოთახი ითავსებდა მისაღების,სამზარეულოსა და
საძინლის ფუნქციებს. ფეხის წვერებზე მიიპარა ბარის მაგიდასთან და სკამზე ჩამოჯდა,ლის
მოძრაობებს დააკვირდა.
ბიჭმა ზედატანი გაიხადა,ნავარჯიშები,ძლიერი სხეული გამოაჩინა და რინას ნერწყვი
მოადინა. ერთ ხანს ფანჯარასთან დადგა და სივრცეს გაჰხედა,შემდეგ მობრუნდა და
გოგონასკენ წამოვიდა.
რინამ ერთ წამს ისიც კი იფიქრა,მხედავსო და გაშეშდა,მაგრამ ბიჭმა გვერდი აუარა და
ბარის შიგნიდან შავი ჩანთა გამოიღო.
ჩანთიდან მობილური ამოაძვრინა და ნომერი აკრიფა.
-...შევხვდით . ის კაცი აზრზე არაა,რაში ყოფს თავს. ჰგონია,რომ უბრალოდ სარფიან
გარიგებას დებს... არა,ზუსტად ვიცი...რამდენიმე კვირა არაფერს იზამენ. ჯერ მიწა უნდა
იშოვონ,რომ მარცვლეულის შემოტანის ნებართვა მიიღონ. შეიძლება თვეებიც კი
დასჭირდეთ,მაგრამ საქონელს აუცილებლად გამოაგზავნიან. ... არა,დაჩის არ დაურეკოთ,იმ
ქალთანაა...არა მგონია,მაგდენი ხანი იცადონ,სანამ პირველი მოსავალი ექნებათ,ისე
წაიღებენ ლევანისგან რამეს,სატყუარად. ნარკოტიკი და ხალხი სჭირდებათ,რუსებმა
გადაუკეტეს...კარგი.
მოღუშულმა გათიშა ტელეფონი და ისევ საგულდაგულოდ შეინახა.ბარიდან ერთ-ერთი ბოთლი აიღო
და ჭიქაში დაუსხმელად მოყლურწა. სახე ოდნავ მომანჭა და თავი გაიქნია.
-რა ყლეობა მემართება,მელანდება რაღაცები.-კიდევ ერთი მოსვა-ან ეს...-ჰაერი
დაყნოსა,რინას გული ამოუტრიალდა-თაფლის სუნია თუ რა უბედურებაა-რინას შამპუნის სუნი
იგრძნო.გოგონას სული შეუგუბდა,რადგან ნორმალურად სუნთქვას ვერ ბედავდა-მგონი უკვე
ქალები მელანდება. დაჩის რა ენაღვლება,მაგის სამსახური იმ ქალის გაჟიმვაა.
ტუმბოსკენ დაიძრა და პირსაწმენდი აიღო,მალევე მიიხურა სააბაზანოს კარი და რინამ
მხოლოდ მაშინ მოუშვა დაჭიმული სხეული,როდესაც წყლის ხმა გაიგონა.
სასწრაფოდ მოსწყდა ადგილს და კარს ეცა-დაკეტილი დახვდა.
-ჯანდაბა,გასაღები,სად დადო გასაღები-დაიჩურჩულა და იქვე მიგდებულ ქურთუკს ეცა.
ჯიბეებში ვერაფერი იპოვა,ისეთივე ფორმა დაუბრუნა,როგორიც ჰქონდა და ოთახში დააცეცა
თვალები.
გონებამ გაახსენა,რომ ბიჭი როდესაც დადიოდა,ჩხარუნის ხმა თან დაჰყვებოდა. ანუ შარვლის
ჯიბეში იქნებოდა გასაღები. შარვალი კი სააბაზანოში იყო ლისთან ერთად.
-გავები, მეტის ღირსი ვარ-კმაყოფილმა გამოლანძღა თავი და კუთხეში დადგა-აქ ვიდგები და
რომ დაიძინებს,მერე როგორმე გავალ.
ის იყო,”კომფორტულად “ მოთავსდა,სააბაზანოს კარიც გაიღო და გოგონამ კინაღამ
წამოიყვირა.-ლი სრულიად შიშველი იყო,ტანზე კი წყლის წვეთები მადისაღმძვრელად
ჩამოსდიოდა.
თვალი ხარბად ჩააყოლა და ბეჭედი დალოცა ამგვარი შესაძლებლობისათვის-სირცხვილი დიდად
ვერ შეაწუხებდა,ბიჭი ხომ ვერ ხედავდა?
გვერდულად მდგარს ხელზე უზარმაზარი კუნთები ებერებოდა,როდესაც თმებს იმშრალებდა. წელი
წვრილი,ბეჭები კი განიერი ჰქონდა. რინამ გაიფიქრა,ასეთი უკანალის პატრონი ჩაცმული არც
უნდა დადიოდესო,მოუნდა მისულიყო და ერთი გემრიელად წამოერტყა. კინაღამ
გადაიხარხარა,როცა წარმოიდგინა,რა რეაქცია ექნებოდა ბიჭს უხილავ წამოტყაპუნებაზე.
ცდილობდა,მთავარი ორგანოსთვის არ შეეხედა,მაგრამ თვალი მაინც სულ იქით გაურბოდა და
მუცელში სასიამოვნო ჟრუანტელს გრძნობდა.
ლიმ,როგორც იქნა, ტანი შეიმშრალა და სპორტული შარვალი ამოიცვა. მაცივართან
მივიდა,სოსისები გამოიღო და მოხარშვას შეუდგა.
სუნზე რინასაც მოუნდა ჭამა და ინანა,რონ მაგდას ლობიანი მხოლოდ ორჯერ მოკბიჩა.
“რას მაცეცქინებს,ხან დიდი და ხან პატარა სოსისებით” გაიფიქრა და თვალები აატრიალა.
უყურებდა,როგორ ილუკმებოდა ბიჭი და ვერ გადაეწყვიტა,რომელი იფრო უნდოდა-თავად მჭამელი
თუ საჭმელი.
ფეხები დაუბუჟდა და ფრთხილად მოინაცვლა. კიდევ ერთხელ დანანებით შეისუნთქა სუნი და
მუცელიც გამოეხმაურა.
ლიმ ღეჭვას თავი ანება და ყურები ცქვიტა. რინას მუცელმა კიდევ ერთხელ
დაიღმუვლა,გოგონა კი იმდენად კომიკურ სიტუაციაში იყო,ლამის ახარხარდა.
ბიჭმა გაოგნებულმა გაიქნია თავი,დანარჩენიც შეჭამა და ტელევიზორთან გადაინაცვლა.
ცოტა ხანს სასურველ არხს ეძებდა,შემდეგ კი დივანზე გადაწვა და ხმას აუწია.
ფილმი თუ გადაცემა ჩაერთო,როგორც რინამ ივარაუდა,რადგან დასაწყისი ისეთი ჰქონდა,ვერ
გაიგებდი. ინგლისურად მოსაუბრე კაცი ქალს უხსნიდა,რომ სახლში გაყვანილობის
შესაკეთებლად იყო მისული,ქალი კი გაკვირვებული იყო,ალბათ ჩემმა ქმარმა გამოგიძახათ,ის
კი სახლში არააო.
“ეს მე ვერ მესმის თუ მართლა ასეთი სირობა ჩართო? თან როგორი დაძაბული უყურებს!?”
ბოლოს ქალმა სახლში შეიპატიჟა კაცი და სთხოვა,მის ქმარს დალოდებოდა,რადგან თავად არ
იცოდა,რა იყო გაფუჭებული.
-ბოდიშს გიხდით,ცოტა ხანს ლოდინი მოგიწევთ,რით შემიძლია,გასიამოვნოთ?-რინამ წარბი
ასწია, ლიმ კი პულტი მოიმარჯვა და როგორც ჩანდა,გადაახვია.
როდესაც ხმები კვლავ გაისმა,რინა,ბოლოს და ბოლოს,მიხვდა,რა ჟანრის ნაწარმოებს
უყურებდა ბიჭი-ქალის კვნესა აშკარად და ცალსახად მიუთითებდა ერთ რაღაცაზე.
რინამ ინტერესი ვეღარ დაიმორჩილა და ფრთხილად გადადგა ნაბიჯები,ტელევიზორს შემოუარა
და ბიჭის უკან დადგა. თავი გადახარა და რიტმულად მოძრავ წყვილს მიაჩერდა. მუცელში
უფრო მძლავრად იგრძნო სურვილი,ხოლო როდესაც ლიმ შარვალი ჩაიწია და ხელის ნელი
მოძრაობები დაიწყო,ინატრა,უჩინარი არ ვიყოო.
ვიდეო მალევე დასრულდა და სანამ ახალი დაიწყებოდაც,ეკრანი წამით ჩაქრა. რინამ
გააღებაც ვერ მოასწრო,რა მოხტა,რადგან ბიჭი ელვისისწრაფით წამოხტა და გაოგნებული
მიაჩერდა პირდაპირ თვალებში.
თავიდან იფიქრა,ალბათ რამე დაინახაო,მაგრამ შემდეგ მიხვდა,რომ ეს რამე თავად იყო და
გაოცებულმა შეამჩნია,რომ სახე გაუხურდა,რაც გაწითლებას ნიშნავდა.
-ვინ ჯანდაბა ხარ-შარვალი სწრაფად აიწია ლიმ-შენ მითვალთვალებდი? აქ როგორ შემოხვედი?
წამში მასთან გაჩნდა და ხელები დაუკავა.
რინამ გადაწყვიტა,ხმასაც არ ამოვიღებ,მაინც ვერ დავაჯერებო.
-მიპასუხე-დაუღრიალა ბიჭმა და სავარძლისაკენ წაათრია. საიდანღაც ბორკილები გააჩინა და
ოსტატურად დაუმაგრა ხელი გამათბობლის ძელზე.
ცოტა ხანს უყურა,აზრებს იკრეფდა,ბოლოს ჩაქინდრული თავი ააწევინა და თმებზე დასუნა-
თაფლის სუნია. აქ იყავი,მთელი ეს დრო! როგორ მოახერხე? ვინ გამოგგზავნა?
-ჩემი სახელია თანამშრომელი ნომერ ორი ათას ორმოცდა რვა-რინა სიცილს ძლივს იკავებდა-
სხვა ვერაფერს გეტყვით.
-ესე იგი,აგენტი ხარ?-ვერ მიხვდა,რომ გოგონა ამასხარავებდა-რაც არ უნდა
დაევალებინათ,ჯობია ახლავე აღიარო,თორემ კეთილი დიდ ხანს არ ვიქნები-თმები
მტკივნეულად გადაუქაჩა და თვალებში ბოროტად ჩაჰხედა-ვინ გამოგგზავნა! თქვი!-რინა
ბოლოს და ბოლოს მიხვდა,რომ სახუმაროდ აღარ იყო საქმე ,ბეჭედს სთხოვა,აქედან
გამიყვანეო,მაგრამ ეტყობა ან სინამდვილეში არ უნდოდა წასვლა,ან ნივთს მხოლოდ გაქრობის
ფუნქცია ჰქონდა,რადგან არაფერი შეცვლილა.
-არავის გამოვუგზავნივარ-თქვა ბოლოს-თვითონ გამოგყევი,მომეწონე.
ბიჭმა თითქოს ახლაღა შეჰხედაო.
-მოგეწონე და სახლში ამიტომ შემომივარდი?შეშლილი ხარ?
-შენთან დაწოლა რომ მინდა,რა არის მაგაში შეშლილური?-თამამად გაუსწორა თვალი.
-ნამდვილად რომ გინდოდეს,მაგას არ მეტყოდი.
-უბრალოდ დაწყებული საქმე არ დაგაცადე და თავს დამნაშავედ ვგრძნობ-თვალებით დაბლა
ანიშნა.
-ნუ ცდილობ,ყურადღება გადამატანინო-კბილებში გამოსცრა.
-მე კი არა,ეგ გატანინებს,ნახე,ისევ ფეხზეა-თვალი ჩაუკრა.
-ასეთი გამბედავი მხოლოდ ისაა,ვინც უკვე იცის,რომ გაება-მისკენ დაიხარა და ნიკაპი
ააწევინა-მართლაც გაბმული ხარ და აქედან მანამდე არ აგიშვებ,სანამ ყველაფერს არ
გავარკვევ.
ხელები ტანზე ჩაუცურა და გვერდებზე მოუჭირა,თეძოებს რომ მორჩა,ფეხებზე
ჩაატარა.სხეულის ერთი სანტიმეტრიც კი არ გამოუტოვია,ყველგან ეხებოდა.
რინამ წელი გამოზნიქა და სიამოვნებით ამოიკვნესა.
- აბა ყურადღების გადატანა არ მინდაო?-ნიშნის მოგებით გაუცინა ბიჭს,მან კი ჯინსის
ჯიბიდან პატარა საფულე ამოუძვრინა და გამარჯვებული სახით გახსნა.
-მაშ ასე-პირადობას დააჩერდა-ეკატერინა ქავთარაძე,დაბადებული 1996 წელს...
მოიცა,ქავთარაძე?
რინამ გადაწყვიტა,ცდუნებისთვისაც თავი დაენებებინა და უბრალოდ გაჩუმებულიყო.
გამალებული ფიქრობდა,რა უნდოდა სინამდვილეში,რომ ბეჭდისთვის ეთხოვა.
-ლევან ქავთარაძესთან რინას რომ ეძებდნენ. ესე იგი,იქიდან მომყვები!
თვალები აატრიალა და ფეხი-ფეხზე გადაიდო.
-გააგრძელე,კარგად გამოგდის.
-ლევანს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს,გამოდის,რომ შენ მისი ძმისშვილი ხარ.
-მე არაფერი არ ვიცი-ისე ჩაილაპარაკა,როგორც მასწავლებელმა საკონტროლოზე.
-გამოძიების შესახებ საიდან გაიგე?
-რა გამოძიების?-დუმილის აღთქმა გადაავიწყდა.
-შენი ოჯახის შესახებ...
რინა წამოხტა,თუმცა ბორკილმა არ გაუშვა და მოწყვეტით დაეშვა.
ცოტა ხანს დაფიქრდა,არ უნდოდა ნაჩქარევი დასკვნა გამოეტანა.
ბიჭმა უთხრა,რომ გამოძიება მის ოჯახს ეხებოდა,შესაძლოა,ლევანზე ამბობდა და ეგონა,რინა
მასთან ცხოვრობდა ანდა,შესაძლოა მის გარდაცვლილ ოჯახს გულისხმობდა.
-რაღაც ეჭვები მქონდა-ალღოს მიენდო-ვიცოდი,რომ ასე მარტივად არ იყო საქმე.
-ყველაზე გამოცდილმა გამომძიებლებმა ვერ იპოვეს მაშინ კვალი-თვალები მოჭუტა ბიჭმა-შენ
როგორ მიხვდი?
დარწმუნდა,რომ მის გარდაცვლილ მშობლებსა და ძმაზე საუბრობდა და გული უცნაურად
აუთამაშდა-თითქოს ჟანგბადი არ ჰყოფნიდა და მკერდიდან გამოსვლასა და ჰაერიც ჩასუნთქვას
ცდილობდა.
-რა გჭირს?-ლი გოგონასკენ დაიხარა და მისი თავისუფალი ხელი აიღო-პულსი აგიჩქარდა.
-მშობლები რომ დაგიხოცონ,მთელი ცხოვრება შენც აჩქარებული პულსი გექნება-ხელი
გამოსტაცა-ვიცი,რომ ამ საქმეს შენ აწარმოებ,ამიტომაც,როგორც დაზარალებულთა
უფლებამონაცვლეს,უფლება მაქვს,ვიცოდე რა ხდება.-ცრემლების შეკავებას ამაოდ ცდილობდა.
-ჯანდაბა-თავი ჩაღუნა ბიჭმა,იქვე ჩამოჯდა და მწარედ გაიცინა-არ იცოდი. ახლა გაიგე,ანუ
მე გითხარი.ჩემი ენის ...
-მითხარი,ეს ვინ გააკეთა-უკვე შტორმის მანიშნებელი პირველი წვეთები ჩამოცვივდა
ლოყებზე.
- უნდა დამშვიდდე-მის წინ ჩაიმუხლა და ხელი გაუთავისუფლა-მოდი,დაჯექი-თითქმის
გონდაკარგული გოგონა დივანზე დასვა და გვერდით მიუჯდა-ჯერ ზუსტად არ ვიცით,ამიტომ
თავს ნუ იტანჯავ,გამაგრდი.
-უნდა ვიცოდე,რატომ-ქვითინებდა და ჰაერის ჩასუნთქვას ამაოდ ცდილობდა.
-აუცილებლად აგიხსნი-გოგონას სახე ხელებში მოიქცია-ერთი წამით დამელოდე-კომოდთან
მივიდა,წამალი ამოიღო,მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოიღო და რინას მიუტანა-
დალიე,დამამშვიდებელია.
-არ მიშველის-მწარედ თქვა გოგონამ-ასეთ დროს-ხრიალით ჩაისუნთქა ჰაერი-უბრალოდ
დაველოდოთ და გადაივლის. არ უნდა ავყოლოდი-მთელი სხეული უკანკალებდა და ვეღარ
იმორჩილებდა.
ლიმ სწრაფად გადადო წამალი,გოგონა ხელში აიტაცა და საწოლზე დააწვინა.
-ექიმს დავურეკო?-თავადაც აღელვებულმა,არ იცოდა,როგორ მოქცეულიყო.
გოგონამ თავი გააქნია.
-მე სხეული ჯანმრთელი მაქვს-ამოთქვა და საწოლზე გადაბრუნდა.ემბრიონის პოზაში მოკეცილი
თრთოდა და მოგუდულად ქვითინებდა.
ლი საწოლზე ჩამოჯდა,უნდოდა დაემშვიდებინა,თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა,რანაირად.ხელი
გოგონას ზურგისკენ წაიღო და ნელა ჩამოუსვა.
-არ მომეკარო,შეცოდება არ მჭირდება-დაიკივლა გოგონამ და ფრჩხილები ჩაასო ხელში. მაინც
არ მოეშვა. მის სიტყვებზე დაფიქრდა და მიხვდა,რომ რატომღაც არ ეცოდებოდა. უბრალოდ არ
სიამოვნებდა მისი ტკივილი და თითქოს საკუთარი გულითაც შეიგრძნობდა ამ საშინელებას.
ხელი დაუკავა,გადმოაბრუნა და აწივლებულს შეუძახა.
-არ მეცოდები,მაცადე რა!
რინა მოეშვა,თუმცა ტირილი არ შეუწყვეტია,სპაზმებით სუნთქავდა და სიძულვილით სავსე
მზერით უყურებდა ბიჭს.
ლი გვერდით მიუწვა და მაგრად მიიხუტა,ისე შებოჭა,რომ თავი ვერ დაეღწია.
რინამ სითბო იგრძნო. ის სითბო,რომელსაც ხუთი წელი მისტიროდა. სწორედ ამ სითბოს
ნაკლებობის გამო ეყინებოდა მთელი სხეული და სამყაროს აძულებდა. ყური დაუგდო,როგორ
ტოვებდნენ მოცეკვავე დემონები მის გონებას. ცეცხლწაკიდებულ ჩირაღდნებს აქრობდნენ და
გოგონას ნერვულ დაბოლოებებს აღარ აწამებდნენ. უკან დაიხიეს. ყოველთვის უკან
იხევდნენ,ოღონდ მხოლოდ მაშინ,როდესაც თავად ისურვებდნენ ამას,ახლა კი სხვამ გაყარა
საზიზღარი არსებები. სითბოს ნაწილაკებმა მთელი სხეული ეტაპობრივად დაიკავეს. ჯერ
მარჯვენა ხელიდან და ფეხიდან შევიდნენ,შემდეგ მუცლიდან,რომელზეც ბიჭს ხელი ედო,ბოლოს
კი ლოყიდან,რომელზეც ლიმ ტუჩები მიაწება. რინა სითბოს ნაწილაკებს დაახლოებით ასე
წარმოიდგენდა-ოდესღაც,ბავშვობაში ნანახი წამლის რეკლამაში ანტისხეულები სიცხისა და
გაციების ბოროტ წერტილებს ებრძოდნენ. კეთილები ყვითელი პატარა კაცუნები
იყვნენ,მრგვალი და მომღიმარნი. სწორედ ასე შემოვიდა რინას სხეულში ლის სითბო.
ნელ-ნელა სუნთქვა აღიდგინა,თვალები გაახილა და სითბოს წყაროსაკენ შეტრიალდა.
-შენ წამალი ხარ.-დაიჩურჩულა და ტუჩებზე თითი ნაზად გადაუსვა.
ბიჭმა თაფლის სურნელი კიდევ ერთხელ შეუშვა ფილტვებში. ალბათ ამის გამოა,გონებას რომ
ვკარგავო,გაიფიქრა.
გოგონას პატარა ცხვირი და ტუჩები გამობუშტვოდა ტირილისაგან. თვალები მწვანედ
უკაშკაშებდა,ლოყები ასწითლებოდა და ლის საშინელ სურვილს უჩენდა.
-მაკოცე-სთხოვა რინამ და ბიჭიც შეეშვა თავშეკავებას.
სისხლს მოწყურებული მხეცებივიყ აგემოვნებდნენ ერთმანეთს. გამალებით
კბენდნენ ,ლოკავდნენ და კოცნიდნენ ტუჩებს,ლოყებს,ყელს.
გოგონას სურვილმა მთელი სხეული აუწვა. ორგანოები ერთმხმად ითხოვდნენ,რომ მამაკაცის
ხელები მიეღოთ,ლიმაც შეისმინა ვედრება და მკერდს წაეტანა. ჯერ თითებში მოიქცია,შემდეგ
კი დაიხარა და გამალებით მოწოვა. გოგონამ ამოიკივლა და ზურგი ამოზნიქა.ხელებს
უმისამართოდ უსვამდა ბიჭის მყარ სხეულს და გონდაკარგული სთხოვდა,რომ არასდროს
გაჩერებულიყო. ლი ზემოდან მოექცა,ტუჩებზე ენა აუსვა და გარეული ცხოველის მზერით
ჩაატარა ხელები მთელს სხეულზე,შემდეგ ფეხები გადაუწია და სიამოვნებისგან ამოიგმინა.
ერთად ირწეოდნენ ვარსკვლავებს შორის სივრცეში. მათი საწოლი ზუსტად გალაქტიკის
შუაგულში გამოკიდულიყო და შორიდან შესცქეროდნენ ფერად ნისლეულს. სადაც არ უნდა
მიემართათ მზერა,ყველგან მშვიდი და ბედნიერი სინათლე უკრავდათ თვალს.
დილით კბენამ გამოაღვიძა. ლი მარტო ძილს იყო მიჩვეული და კბენია არსებამ მით უმეტეს
მალე გამოაფხიზლა.
-რა ხდება?-დააჩერდა გოგონას,რომელსაც მისი მკლავი კბილებში მოექცია და არ უშვებდა.
მიეფერა და ნელ-ნელა დაიხსნა თავი.
-გემრიელი ხარ-ამცნო რინამ -ცხოვრებაში ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს. ძალიან
უცნაურია. იქნებ კანიბალი ვარ და არ ვიცოდი?-ლის მოშორდა და ზურგზე გადაწვა. თეთრი
მკერდი მაცდურად ეძახდა ლის ხელებს.
ახლა თავად გადაბრუნდა გოგონასკენ და თავი დაადო.ცოტა ხანს გარინდა და უცბად დასწვდა
მკლავში.
რინამ ბოლო ხმაზე იღრიალა.
-ა-ა! მე მასე არ მიკბენია! აუ,ეს დამილურჯდება,რა მაგარია!-მხიარულად დააცქერდა
რკალად შემოვლებულ კბილის კვალს.-კიდევ მატკინე!
-ავადმყოფი ხარ-გაიცინა ბიჭმა,ხელი ზურგზე ჩაუცურა და დუნდულებზე მაგრად მოუჭირა
ხელი-აქაც გიკბინო?
-ყველგან. მთელი სხეული დამილურჯე!
-ჯერ დაგიკოცნი.
ტელეფონის ხმამ ჩამოაგდოთ უწონადობიდან. სწორედ ის ტელეფონი რეკავდა,რომელიც ბარის
მაგიდის ქვეშ საგულდაგულოდ შეინახა ლიმ.
დედამიწის ატმოსფეროში სწრაფად შემოჭრის გამო აწითლდნენ და გახურდნენ. ბიჭი ფეხზე
წამოიჭრა და სწრაფად მოძებნა მობილური.
-დიახ. ...რომელ ზონაზე? ...არა,მანდ ყიფშიძის ხალხია და მიცნობენ... რა დიდი ფიქრი
მაგას უნდა? მისდიეთ ბოლომდე და სადაც მივა,იქ აიყვანეთ ყველა. და არევაძე,ყველაფერზე
საიდუმლო ნომრით ნუ მირეკავ,შეგიძლია ჩვეულებრივ დარეკო-თქვა მკაცრად და მოწყობილობა
გათიშა.
რინა წამოსდგა,მამაკაცის პერანგი მოიგდო მხრებზე და ბარის მაგიდასთან ჩამოჯდა.
-მომიყვები?
-მგონი ისედაც მიხვდი,რასაც ვაკეთებ.
-საიდუმლოდ ცდილობ იმ ორგანიზაციიდან მიიღო ინფორმაცია,რომლის საქმიანობასაც
იძიებ,მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს.
ლიმ ღრმად ჩაისუნთქა და მაგიდას დაეყრდნო.
-არ მინდა...
-უკვე გადავიტანე,შენი წყალობით. ასე,რომ ნუ დარდობ-დარწმუნებით შეხედა.
-ის ხალხი,ვისთან ერთადაც ბიძაშენთან ვიყავი,ერთი-დაჩი ჩემი მეწყვილეა.თუმცა ვიტასთან
ერთად კახის ვეძახი. თავდაპირველად მარტო მუშაობდა, მაგრამ ქალი დიდ დროს ართმევდა და
მეც უნდა ჩავრეულიყავი. დიდი ხანია, ვიტას ქმარს ვეძებთ. აზიიდან წამლები და ხალხი
გადმოჰყავს, თუმცა ევროპის საზღვრის გადაკვეთა გართულდა, რუსებთან კონფლიქტის გამო
დიდი ხანია უჭირთ ტვირთის გადატანა, ამიტომაც საქართველოში ეძებენ გზებს. რამდენიმე
წლის წინ მარცვლეულით დატვირთული სატვირთოების გამოშვება დაიწყეს-მითომ აქ მოჰყავდათ
და უკან მიჰქონდათ,თან მიწებს ხშირად ყიდიდნენ და ყიდლობდნენ-რეალურად არაფერიც არ
მოუყვანიათ,უბრალო ფორმალობაა. ნარკოტიკით გატენილი სატვირთოები მოდიოდა და შემდეგ
საქართველოს სასაქონლე მარკით ადვილად გაჰქონდათ ევროპის ბაზარზე. შემდეგ
კანონმდებლობა შეიცვალა,მთავრობაში მიხვდნენ,რომ ასე თავაშვებით არ უნდა
გაესხვისებინათ მიწები უცხოელებზე და დამნაშავეებსაც სხვა გზის გამონახვა მოუწიათ,ასე
მოვიდნენ ლევანამდე. შენი ოჯახი კი...
ცოტა ხანს დადუმდა და განაგრძო.
-მამაშენი,როგორც ვიცით,თავიდან სურსათის გადაზიდვას დასთანხმდა,თუმცა მალევე
მიხვდა,რომ საეჭვო ხალხთან ჰქონდა კონტაქტი. მანამდე ჩვენთან იმასაც ფიქრობდნენ,რომ
ალექსანდრემ ყველაფერი იცოდა,მაგრამ ,როგორც შემდეგ აღმოჩნდა,როდესაც მამაშენმა მეტი
ინფორმაცია მიიღო,მაშინვე უარი თქვა გარიგებაზე. ასეთი ხალხი კი უარს არ იღებს.
როგორც ინფორმატორისაგან ვიცით,დედაშენის,უჩასი და შენი მკვლელობა იყო
დაგეგმილი,მაგრამ იმ დღეს მამაშენი დათქმულ შეხვედრაზე არ წავიდა ბათუმში. ალბათ
მიხვდა,რომ რაღაცას უმზადებდნენ,შენ კი მეგობართან იყავი...
ცდილობდა თავშეკავებით და მოკლედ მოყოლილი ისტორია გაეაზრებინა.
-ოჯახი იმიტომ გამინადგურეს,რომ “უარს არ იღებენ?” -თქვა ავად.
-ამიტომაც დავყვებით ამდენი ხანი-მიუახლოვდა და თმაზე ხელი ჩამოუსვა-უამრავი სიცოცხლე
შეიწირეს. რომ იცოდე, ხან როგორ ახლოს ვიყავით, მაგრამ სულ ახერხებენ გამოძრომას.-
მუშტი შეკრა და თვალები აუელვარდა-ძლივს მივედით ასე ახლოს. დაჩი თავად ბოსის მეუღლეს
ჟიმავს. არც თავად ვიტაა ქმარზე ნაკლები, დიდი ამბიციები აქვს.
-რომ დაიჭერთ,მერე რა?არა მგონია?თავად “ბოსი” მოიხელთოთ,დიდი ალბათობით,თავად არ
მართავს სატვირთოებს-გოგონას ხმაში არ იყო ირონია,მხოლოდ დახმარების თხოვნა.ხელზე
მორგებულ ბეჭედს ჩაფიქრებული უყურებდა.
-მართალია-იცოდა,ტყუილი იმედებით ვერ გაამხნევებდა-ჩვენი მიზანი მათი საქართველოსთვის
მოშორება და აქ მყოფი დამნაშავეების დასჯაა.ვწუხვარ.
-მთავარია,ახლა ვიცი სიმართლე-გულწრფელად გაუღიმა.-ბიძაჩემს გაუფრთხილდით.
-პირადად ვიზრუნებ-გაუხარდა,რომ გოგონა ზედმეტად არ ჩაეძია,მიეფერა და ყელზე აკოცა-
დღეს არსად არ ვაპირებ წასვლას,დარჩები?
-იმიტომ არ აპირებ წასვლას,რომ მე ვრჩები-ამაყად გამოაცხადა,წამოდგა და საწოლისაკენ
უკანა ტანის მშვენიერი რხევით წავიდა.

სოროს ორი დღის განშორების შემდეგ დაუბრუნდა. მიმოიხედა,საყვარელი სახლის სურნელი


შეისუნთქა და სამზარეულოს მიაშურა. ამოჩემებული ყავა მონატრებულმა მოხვრიპა და სოროში
გამეფებული მკაცრი წესი დაარღვია-სახლში მოწია.მოხსნილ ბეჭედს ხელში ათამაშებდა და
ფიქრობდა,რა ეთხოვა მისთვის.
ბოლოს თითზე წამოიცვა და დაილაპარაკა.
- ამდენი ხანია მაწამებს,მე კი არც ვიცოდი,შურისძიება თუ შემეძლო-ჩაიღიმა და
ჩაფიქრდა-როგორ აჯობებს,დედა?ბეჭედს ძალა იმიტომ აქვს,რომ თქვენი მკვლელი
დასასჯელია.როგორ დავსაჯო?-სამკაული კვლავ თავის ადგილას დააბრუნა და პასუხი
მომენტალურად ამოუტივტივდა გონებაში-სიცოცხლე დაუტოვე,მაგრამ ცხოვრება წაართვი.
პირველად მოუნდა სოროდან გამოძრომა ,კანით გრძნობდა,ზამთარი მიილია და გაზაფხული
მომდგარიყო.

-ვინაა ის?-სახლში გვიან დაბრუნებულ ლის კართან ასვეტილი დახვდა.


ბიჭმა შეწუხებული მზერით შეათვალიერა.
-ვიცოდი,რომ შურისძიება მოგინდებოდა. ვერ გეტყვი,ასე ვერ გაგიმეტებ.
კარი გააღო და შიგნით შეუძღვა.
-მშვენივრად იცი,რომ ბევრი რამ შემიძლია,ჩემზე არ უნდა იდარდო.-ქურთუკი მოისროლა და
საწოლზე გადაწვა.
-არაფერი ვიცი გარდა იმისა,რომ თავზეხელაღებული ხარ-ზემოდან მოექცა და თვალებში
ჩაჰხედა.
-იცოდე,გამოგხრავ.-ხელით გადააბრუნა და სწრაფად გაუხსნა შარვალი. გამაგრებული *სო
ხელში მოიქცია და მუქარით დააჩერდა.
-ეგ ვერ გიშველის. არ გეტყვი. მე უნდა დამაცადო.-ამოიგმინა,რადგან რინამ მეტი აღარ
დააცადა და ტუჩების რიტმული მოძრაობით სამყაროს მოსწყვიტა.
-გიჟი ხარ-გაიცინა და ცდილობდა,გულის რიტმი დაეწყნარებინა-ესეთები სად ისწავლე?
-რა სწავლა უნდა-მხრები აიჩეჩა-შენი სხეული თავად მეუბნება,რა უნდა გავაკეთო.
ტელეფონი აწკრიალდა.
-ამის დედაც...-შარვალი აიწია და სწრაფად წამოდგა.-რა ხდება?... მოვდივარ.
რინასთან მივიდა და დანანებით მიეფერა მკერდზე.
-დამელოდები? მინდა,რომ აქ იყო.
თავი დაუქნია და ტუჩებზე მიეწება.
ლი მალევე წავიდა,სოროს კარი როგორც კი გაიხურა,მაშინვე წამოფრინდა გოგონა და
სასწრაფოდ გადაიცვა სვიტერი და ქურთუკი. ბეჭედს დახედა.
-გაუჩინარების დროა!
ლის წამით მიუსწრო,უკვე მანქანას ძრავდა,როდესაც ნაცად ხერხს მიმართა და უხმაუროდ
აცოცდა საბარგულიდან სახურავზე.
ბიჭი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა,რამდენიმე მოსახვევში ძლივს შეიკავა თავი,ბოლოს ქამარი
შეიხსნა და ძელზე მიიმაგრა ხელი.
დიდ ხანს მიდიოდნენ,ქალაქს გასცდნენ და უსწორმასწორო გზას დაადგნენ. ცოტა ხანიც და
ერთსართულიან,უფანჯრებო და გრძელ შენობას მიადგნენ,რომელსაც გარედან,გზის მხრიდან
ექვსი ადამიანი იარაღშემართული დარაჯობდა.
რინა მკვირცხლად ჩამოხტა და ეცადა,ფრთხილად გაევლო ხმელი ტოტებითა და ფოთლებით სავსე
ბილიკი.
ლის ამოუდგა შორი-ახლოს,რადგან მიხვდა,ისე ადამიანის ფეხის ხმას გაარჩევდნენ,მის
ნაბიჯებს აუწყო თავისი და ასე მიჰყვა შესასვლელამდე.
ბიჭმა ხელი აუწია მოდარაჯეებს და შესასვლელში,ბეტონის კარზე დამაგრებულ ეკრანს ხელი
დაადო.
გაისმა ზუზუნი და კარი მძიმედ გაიღო.
სწრაფად შესრიალდა და ლის ოდნავ მოშორდა-შენობის შიგნით ბიჭი მის სურნელს აუცილებლად
იგრძნობდა.
მომდევნო კარს მიუახლოვდნენ,ამჯერად ლიმ მოწმობა ამოიღო და კართან მდგომ მცველს
გაუწოდა.
კაცი მოღუშული დააჩერდა საბუთს და შეუღრინა.
-პაროლი?
-ვარდისფერი თევზი.
თავი დაუკრა და უხილავ მეთვალყურეს ხელი დაუქნია.
იგივე ზუზუნი გაისმა და წყვილი კიდევ ერთ დერეფანს გაუყვა.
ბოლოს ლი ერთ-ერთ რკინის კართან შეჩერდა და მაგრად დააბრახუნა.
კარი ფერადმა ბიჭმა გამოაფრიალა და გაუცინა:
-ლის გაუმარჯოს! შემოდი,ახალი ამბებია,ქალის ვაგინასავით ცხელი და სასიამოვნო.
-აუ,ამის შედარებებმა ხო მომკლა რა-ოთახში მსხდომთაგან ერთ-ერთმა,თავგადაპარსულმა და
სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა ხელი აიქნია.
-რომ გასინჯავ,მიხვდები რასაც ვამბობ,ძმაო აჩი. მანამდე კი სიტყვაზე მენდე-აჩიმ
რკინის ჭიქა გაუქანა,ფერადი დაიხარა და აიცილა,სამაგიეროდ იქვე მდგარ თვალებდაჭყეტილ
რინას მოხვდა შუბლში.
ხმა არ ამოუღია,წელში მოიკეცა და ხელზე იკბინა ტკივილისგან. იმედი დაიტოვა,რომ
ვერავინ შეამჩნია,როგორ შედგა ჭიქა შუა გზაზე.
-მორჩით,მოყევი დაჩი,რა მოხდა?-ლიმ ალმაცერად დახედა ჭიქას და ჩამოჯდა.
-ალბერტიჩი მოვიდეს და დავიწყოთ-თავი ამოყო ასევე ჯარისკაცის ფორმაში
გამოწყობილმა,ქერა ბიჭმა.
მის სიტყვებს კარის ბრახუნი მოჰყვა და რინამ ძლივს მოასწრო გვერდით გადახტომა,რადგან
ოთახში გორილას ზომების,ნახევრად გაჭაღარავებული კაცი შემოიჭრა.
მაშინვე ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა,კაცმა ჰაერი დაყნოსა და დაიგრგვინა.
-ქალის სუნია,რომელი დაძვრებოდა ქალთან,როცა საქმე უნდა ეკეთებინა?
“ესენი მართლა ძაღლები არიან,თუ რა უბედურებაა?” გაიფიქრა რინამ და კედელს აეკრა.
სიჩუმე ფერადმა ბიჭმა დაარღვია,რომელმაც მოწიწებით ასწია ხელი.
-მე პირადად,პატივცემულო,თქვენივე დავალებით ვაკმაყოფილებ ერთი რქიანი ვაჟბატონის
ცოლს-ჩაიქირქილა.
-მე დაგავალე თვალ-ყური ადევნე-მეთქი-ჩაიბურტყუნა კაცმა და მაგიდას მიუჯდა.-მოყევი,რა
გაიგე.
დაჩი მაშინვე დასერიოზულდა და საუბარი დაიწყო.
-ლევან ქავთარაძემ დღეს დაურეკა ვიტას და უთხრა,რომ რამდენიმე მიწა უკვე მოიძია.
გლეხებსაც აქვთ მარცვლეულის მარაგი და მზად არიან,იაფად გაყიდონო. ვიტამაც მაშინვე
გადაურეკა ქალს და სატვირთოებს ზეგ აგზავნიან. ეტყობა,ძალიან ეჩქარებათ.
-მერე სად გაიტანენ?
-უკრაინაში,რამდენიმე კანონიერი ქურდი ეხმარებათ,იქიდან მოლდოვაში და იქიდან მთელ
ევროპაში.სატვირთოები ლევანის კომპანიის იქნება,გადაზიდვასაც მისივე ხალხი
დაიწყებს.მანამდე წამალს და ხალხს სხვა გზით გადმოიყვანენ,მაგრამ არ ვიცი, რომლით.
ამაზე ვიტასაც კი არ ესაუბრება. სავარაუდოდ,რომელიმე გამშვებ პუნქტზე შემოსვლაში
ეხმარება ვინმე ქართველი. გატანა უჭირთ და მაგიტომაც წვალობენ ასე. ფოთისაკენ მიმავალ
გზაზე ჩაანაცვლებენ,გადამზიდი კომპანიის საბუთები უკვე დამოწმებული ექნებათ,მძღოლებს
კი ან მოისყიდიან,ან დაემუქრებიან.ფოთში აღარ შეამოწმებენ. ქავთარაძე იმიტომ
ამოარჩიეს,რომ სანდო და ცნობილი ფირმაა.
რინამ ინატრა,ვინმემ ამ ამბის მთავარი გმირი ახსენოსო,როდესაც ლიმ იკითხა.
-თვითონ გუბაზი სადაა? საქართველოში არ ჩამოდის?
-იცის,თუ ჩამოვა, მაშინვე ჩავავლებთ,ან რაში სჭირდება? მაგისი ცოლი მშვენივრად
აგვარებს საქმეებს.
-ვიტა ბევრ რამეს არც კი ეკითხება,ფაქტობრივად საქართველო გადმობარებული აქვს-ჩაიცინა
დაჩიმ-თუ ვინმეა დასაჭერი,ეგ ქალი. ჯერ მარტო იმისთვის,რასაც მე მიკეთებს.
-ახლა არ მითხრა,დომინანტიაო?-გადაიხარხარა თავგადაპარსულმა და დაამატა-ბი დი ეს ემს
ეზიარე,ბიჭო?შენ ანასტასია ხარ ის კიდევ გრეი?
ხარხარი უფროსმა შეაწყვეტინათ.
-წუწუნს გირჩევნია მეტი გაარკვიო. ქავთარაძეების მკვლელობაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ
ვიცით. ხმები დადის,რომ გუბაზს არ სურდა ლექსოს მოკვლა.
-ეგ შემთვევით გამოუვიდათ-თქვა დაჩიმ-ვიტას წამოსცდა,მაშინ კინაღამ მომკლა,რომ
გაიგოო.
-იქნებ ვიტამ გასცა ბრძანება და არა გუბაზმა-ფიქრიანად ჩაილაპარაკა ლიმ.
-არ გამიკვირდება,ეგ ქალი გადარეულია. ხალხის სისხლი ისე სწყურია...
--აჰა,ესეიგი სისხლი . შენც ხომ არ აძლევ ცოტას? უკვე წარმოვიდგინე-არ ჩერდებოდა აჩი.
-ბიჭო თუ ეგრე გაინტერესებს,მიდი და ეთამაშე შენ-მოთმინება დაკარგა ფერადმა.
რინა კამათს აღარ უსმენდა. ესე იგი,ის ქერა იმბეცილი იყო სამყაროს გაქრობის მიზეზი.
მრისხანებამ მთელ სხეულს დაუარა. ძლივს დააკავა თავი,რომ არ აღრიალებულიყო. გული
მომწავლავ სურვილს გაუღო და მთლიანად აავსო ჯოჯოხეთური მიზნით.
ბეჭედს დასწვდა და თითიდან წაიძრო.
რამდენიმე წამი მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია,ამიტომაც ჩაახველა.
ათი წყვილი თვალი მიაჩერდა,გაოგნებულმა კაცებმა იარაღს სტაცეს ხელი,თუმცა თითქოს
პატარა,გალეული გოგონასთვის დანიზნება მოერიდათ.
ჯგუფის მეთაური ფეხზე წამოდგა და დაიგრგვინა.
-ვინ ეშმაკი ხარ? აქ საიდან შემოხვედი?
რინამ ნაბიჯი გამბედავად გადადგა და გამართულმა მიუგო.
-მე ეკატერინა ქავთარაძე ვარ. აქ იმიტომ მოვედი,რომ ჩემი ოჯახის მკვლელის დაჭერაში
დაგეხმაროთ.
კაცმა გადაიხარხარა და ხელები გადააჯვარედინა.
-შენ?დაგვეხმარო? იმასთან ერთად მიგაპინტრიშებ,ვინც აქ შემოგიშვა.
ლის გახედა,ბიჭი განრისხებული უყურებდა. გულში შიში შეეპარა,არა მეთაურის,არამედ ლის
გამო. მისი გაბრაზება არ სურდა,მაგრამ მალევე მოიშორა თავიდან სინდისის ქენჯნა.
-აქ არვის შემოვუშვივარ. თქვენც მშვენივრად იცით,როგორი დაცვაც გყავთ. აბა
მითხარით,როგორ მოვახერხე ამ ოთახში შემოსვლა და თან ისე,რომ თავადაც ვერ შემამჩნიეთ?
პასუხი არ იყო,ამიტომაც განაგრძო.
-ყველა თქვენი სიტყვა გავიგონე ,თავიდან ბოლომდე. რომელი მოახერხებთ ამას?
-მაინც რა გაიგონე?-ჰკითხა კაცმა.
რინამ პირწმინდად ჩამოარაკრაკა მათი საუბრის ყველა დეტალი და გამარჯვებული ღიმილით
მიაჩერდა გაოგნებულ მამაკაცებს.
-თქვენ მე გჭირდებით. შემიძლია ნებისმიერ ადგილას შევიდე ისე,რომ ამის შესახებ
კაციშვილმა ვერ გაიგოს. დამეხმარეთ ჩემი ოჯახის მკვლელების დასჯაში და მე მათ პოვნაში
დაგეხმარებით.
-დახმარება არ გვჭირდება-ლის ბოხმა ხმამ შეაშინა.
-რა?-აჩი აღფრთოვანევით მიუახლოვდა გოგონას და შეათვალიერა-ასეთი ადამიანი მეორე არ
დადის ქვეყანაზე.ალბერტიჩის დაცვას ჩაასვრევინა,თან მაგრად,შენ კიდევ ამბობ,არ
გვჭირდებაო?
-მას შურისძიება ამოძრავებს,საქმეში ვერ გავრევთ,რადგან არ ვიცით,რას გააკეთებს.-თქვა
ლიმ მტკიცედ.
-დაუფიქრებელი რომ ვიყო,აქ საუბარს აღარ დავიწყებდი, წავიდოდი იმ ბოზთან და ყელს
გამოვჭრიდი-მშვიდად მიუგო რინამ-მაგრამ მისნაირი ცალტვინა არ ვარ. მინდა ყველაფერი
წავართვა,ისევე,როგორც თავად წამართვა. მგონი თქვენც ეგ გინდათ.
მთელი ღამე გეგმას აწყობდნენ,რომელშიც რინას აქტიური როლი ჰქონდა-ვიტას სახლში
ყველაფერი უნდა გადაექექა. ვინაიდან გამოძიება გასაიდუმლოებული იყო,ჩხრეკას ვერ
ჩაატარებდნენ,დაჩის კი ქალი წამითაც არ ტოვებდა მარტოს. ამდენად,რინას შესაძლებლობები
ჯგუფისთვის ნამდვილი საჩუქარი გამოდგა. ამის შემდეგ კი რინა სატვირთოებს უნდა
გაჰყოლოდა და მათი გაცვლის ზუტი ადგილსამყოფელი ეცნობებინა აჩისთვის,რომელიც
სპეცდანაყოფს ხელმძღვანელობდა.
-ფოთში ხომ მაინც უნდა მივიდნენ,რა საჭიროა გზაში გამოდევნება? არ ჯობია,იქ დახვდეთ?
-მძღოლებს ამ ამბის თანამონაწილეები არ გაჰყვებიან-უპასუხა დაჩიმ-ისინი მხოლოდ
გაცვლის მომენტში გამოჩნდებიან და შემდეგ მათ კვლასაც ვეღარ მივაგნებთ. მაგ
შემთხვევაში კი ვერც ორგანიზატორზე გავალთ და მთელს ოპერაციასაც აზრი ეკარგება.
ასევე,სატვირთოებისაც ვერ დაედევნებოდნენ,რადგან თუ კი დამნაშავეები კუდს
შეამჩნევდნენ, გაცვლა არ მოხდებოდა.
-ჩემი თავი ღმერთმა გამოგიგზავნათ-თქვა კმაყოფილმა რინამ.

შენობა გამთენიისას დატოვა. სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ ლის სირბილით დაეწია.


-ნუ ბრაზობ,ეს აუცილებელია.-უთხრა ჩუმად.
ბიჭმა ხმა არ გასცა,მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა.
სწრაფად მოთავსდა მძღოლის გვერდით და შეაჩერდა.
-არ მომწონს,ასე რომ მექცევი. მაინც არ მოგეშვები და ჯობია,დამელაპარაკო.
ლიმ მანქანა დაძრა და ცოტა ხანს კვლავ დუმდა.
-ეს ყველაფერი თამაში გგონია? თუ ფიქრობ,უჩინარ ადამიანს ტყვია არ ხვდება?-დაიღრიალა
მოულოდნელად და რინა ძალიან გაახარა.
-მასე შენც შეიძლება მოგხვდეს ტყვია და რა ვქნა,გეჩხუბო და დაგიშალო წამოსვლა? სახლში
დამელოდე, ლი. მე მოვაგვარებ და შენ მანამდე ფრჩხილები იჭამე ჩემს ლოდინში-თავადაც
უღრიალა და გულში სასიამოვნო მღელვარება იგრძნო.
-მე გამოცდილი ვარ. შენ-ღლაპი,რომელსაც აგენტობანა მოუნდა-მანქანა შეაჩერა და
გამანადგურებელი მზერით შეხედა.
-თავადაც მშვენივრად იცი,რომ ეს ღლაპი გჭირდებათ. მე კი მჭირდება ჩემებისთვის რამე
გავაკეთო. აქამდე მიზანი არ მქონია. ახლა კი ვხედავ,რომ ცხოვრება ღირს.
-მერე რა იქნება,როდესაც შურს იძიებ?-ხმას დაუწია და წყენით მიაჩერდა-გიფიქრია
მაგაზე?
-მერე მშვიდად მეყვარები-ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე თავისთვის აგემოვნებდა რინას სიტყვებს.
-მშვიდად სიყვარული არ არსებობს-თქვა ბოლოს ლიმ.
-მაშინ არამშვიდად მეყვარები.რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია,რომ შურისძიების შემდეგ
საქმე მექნება-გაუღიმა და ხელი ფრთხილად ჩასჭიდა.

ქერა მკვლელის ბინაში უჩუმრად დაიპარებოდა. იქ დაჩისთან ერთად მივიდა,თუმცა ახლა ეს


უკანასკნელი ვიტასთან ერთად ნებივრობდა საძინებელში,საიდანაც თავშეუკავებელი კივილი
გამოდიოდა.
თავში იდეამ გაურბინა და საძინებლის კარი ოდნავ გამოაღო. მობილური მოიმარჯვა და
ჩახვეული წყვილისაკენ მიმართა. ინატრა,დაჩი ოდნავ გაიწიოსო,თუმცა უკეთესი მოხდა-ვიტამ
თავად ითავა საქმე და ზემოდან მოექცა კაცს. მშვეივრად ჩანდა ქალი,მთელი თავისი
სიამაყეებით. კმაყოფილმა შეინახა ვიდეო და საქმეს მიუბრუნდა.
იცოდა,მარტივად მისაწვდომ ადგილებში არ იქნებოდა დამალული საბუთები,ამიტომაც ოთახში
ჩამოკიდული სურათევი შეამოწმა. ვერაფერი იპოვა და ახლა სააბაზანოს მიაშურა.
სარკის წინ დადგა და ინტერესით შეაჩერდა,რადგანაც მისი ანარეკლი არ ჩანდა.ცოტა ხანს
ეჯაჯგურა და ბოლოს გამარჯვებულმა მოისმინა ჩხაკუნის ხმა. სარკე პატარა კარივით
გამოაღო და დამალულ სეიფს შეხედა. შემდეგ უკან გამოიხედა და ისეთი კუთხის ძებნა
დაიწყო,საიდანაც სეიფის საკეტი კარგად გამოჩნდებოდა.
აჩის მიერ გადაცემული კამერა თაროზე მდებარე ხელოვნურ ყვავილზე დაამაგრა,სარკე მიხურა
და ბინიდან გაიძურწა.
-შევასრულე-ჩასძახა მობილურს,როგორც კი სახლს მოშორდა-სეიფი სააბაზანოშია.
-ოქრო ხარ,გოგო კი არა!-აჩის აღფრთოვანებული ყიჟინა გაისმა-ახლა დაისვენე და დილით
გამოგივლი,ბიძაშენის ერთ-ერთ სატვირთოში უნდა შეძვრე.
-ლიმ მითხრა,წაგიყვანო.
-ლი და დაჩი ვიტას მიჰყვებიან დღეს საღამოს ფოთში.თავად რა თქმა უნდა,არ სურდ
გამოჩენა. მითომ ფრთხილია,არადა დამხმარეებად პოლიციელები აიყვანა-ხარხარებდა აჩი-
დილის ოთხზე ვიქნები შენს სახლთან.
გულდაწყვეტილმა სოროს მიაშურა. ძალიან უნდოდა ლის ნახვა. ამ ბიჭის გამო მარტოობით
ვეღარ ტკბებოდა და ეს აშფოთებდა კიდეც.
დარჩენილი დრო ფიქრში გაატარა. დაჩი და ლი რამდენიმე თვეა,რაც ვიტას “ეხმარებოდნენ” .
ქალის წინააღმდეგ ბევრი სამხილი ჰქონდათ,თუმცა არა იმდენი,რომ დამსახურებულად
დასჯილიყო. საჭირო იყო თანამონაწილეთა ჩვენებები და წერილობითი
მტკიცებულებები,რომელთაც ვიტა დაჩისაც კი უმალავდა.
ძილი არ მიჰკარებია,თითებით ბეჭედს ატრიალებდა და დედის სულს ახლოს ყოფნას და
დახმარებას ევედრებოდა.
აჩიმ ზუსტად ოთხ საათზე დაურეკა და ისიც სასწრაფოდ გავარდა სოროდან.

თბილისთან ახლოს მდებარე სოფელში მდგარ საწარმოსთან სამი სატვირთო ჩამდგარიყო. მზე
ჯერ კიდევ არ ამოსულიყო და ახლადდაბადებული სხივები სუსტად ანათებდნენ გარემოს.
მანქანიდან გადმოსულმა წყვილმა რამდენიმე ასეული მეტრი ფეხით გაიარა და გაბარდული
მცენარეების ჯარს ამოეფარა.
შორი-ახლოს მდგარ სატვირთოებს უთვალვალებდნენ.
-ყველგან ხალხია. დავიცადოთ,სანამ ყველას გაავსებენ და მერე წადი-უჩურჩულა აჩიმ.
ყველას რომ გაავსებენ,წავლენ კიდეც. არ ღირს ასე გარისკვა.
-მაინც ჯობდა,მიპარულიყავი მ,გადამცემი დაგემაგრებინა და წამოსულიყავი-უკმაყოფილოდ
თქვა ბიჭმა.
-დაჩიმ ხომ თქვა,ყველანაირ მოწყობილობაზე ამოწმებენო. ნუ ნერვიულობ,როგორც კი
გაჩერდება,ტელეფონს ჩავრთავ და მოგწერ.
-დახურული სატვირთოდან როგორ დაინახავ,სად ხარ?-უკვე მერამდენედ ეკითხებოდა.
-ეგ მე მომანდე-ისევ იგივე უპასუხა.
-წავედი ახლა. თქვენ როდის გამოხვალთ?
-მინიმუმ თხუთმეტწუთიანი ფორა უნდა მოგცეთ.
თავი დაუქნია და ბუჩქებში გაძვრა.
თითზე ბეჭედი წამოიცვა და შესამოწმებლად ჯიბიდან პატარა სარკე ამოიღო-ანარეკლი არ
ჩანდა.
თამამად მიუახლოვდა მოფუსფუსე ხალხს და ბიძაც შეამჩნია,რომელიც მძღოლებს მითითებებს
აძლევდა.
-გზაში დაგირეკავენ,დასავლეთში ტვირთი უნდა დავამატოთო,მცირე,ბევრ დროს არ წაიღებს.
წუწუნი არ დაიწყოთ,იცოდეთ. სერიოზული ხალხია. ჩვენი პარტნიორი კომპანიის გემზე ავა
სატვირთოები და იქიდან უკრაინაში გააგრძელებთ გზას. გრძელი გზაა,მაგრამ საკმაოდ
კარგად იხდიან.
სატვირთოებიდან ერთ-ერთის კარი,მძღოლის მხარეს ღია იყო. რინა სწრაფად აძვრა და
მგზავრის ადგილას გადაბობღდა. კიდევ ერთი საათი დასჭირდა ლოდინი,რომლის განმავლობაშიც
მუცელში მღელვარება ეზრდებოდა და მტკივნეულად უჭამდა ყველა ორგანოს.
როგორც იქნა,მძღოლიც მოთავსდა თავის ადგილას და უხილავ მგზავრთან ერთად დაადგა გრძელ
გზას.
გოგონას აქამდე არ ემგზავრა დიდი მანქანით და მხოლოდ ახლა გაიაზრა,რა წამება იყო
ხოჭოს ნაბიჯებით მოძრავი მანქანით სვლა.
გულშეღონებული უყურებდა საათს,რომლის ისრებიც გაცილებით ნელა მოძრაობდნენ,ვიდრე
ჩვეულებრივ. ამას დამატებული სხვა უხერხულობებიც-როდესაც მძღოლი შესვენებაზე ტუალეტში
გადავიდა,კარი მიხურა და ჩაკეტა,შესაბამისად რინას ბუნებრივი მოთხოვნილებები უპასუხოს
დარჩა და გოგონას მოუწია მთელი შვიდი საათი აეტანა წამება.
გასართობად გზად შემხვედრი ქალაქებისა და სოფლების სახელებს იზეპირებდა. როდესაც ერთ
-ერთ,საშინლად გრძელ და ენისგასატეხ სახელიან სოფელს მიადგნენ,მძღოლის ტელეფონი
ახმაურდა.
-გისმენთ?... დიახ,ახლა შემოვედი-თქვა გაკვირვებულმა-რომელ ნიშანთან?... გასაგებია,კი
ბატონო.
რამდენიმე წუთის შემდეგ გზაჯვარედინზე გადაუხვიეს. რინა გამალებით ეძებდა საგზაო
ნიშნებს და მალევე დაინახა სოფლის სახელი-ალისუბანი.
-სად ჯანდაბაში მივყავართ,ეს რა გზა არის-დაიბურტყუნა მძღოლმა-გზის პირზე ვერ
დაამატებდნენ,ამხელა მანქანით რო არ ვეტარებინე? სირები არიან ეს უცხოელები .
რამდენიმე ასეულ მეტრში მინდორს მიადგნენ,სადაც სამი სატვირთო და რამდეიმე
შავი,დაბურულმინებიანი მანქანა ელოდათ. მძღოლმა სვლა შეაჩერა და გადავიდა. მანქანიდან
ერთი ადამიანი გადმოვიდა,რაღაც გრძელი მოწყობილობით ხელში და სატვირთო გულდასმით
შეამოწმა.
შემდეგ მძღოლის მხრიდან კარი გადმოაღო და ყველაფერი გაჩხრიკა. რინა სავარძელს აეკრა
და გაისუსა. კაცი მკაცრი მზერით შეეხო ყველაფერს,ლამის დაშალა და ახლიდან ააწყო
მანქანა,შემდეგ კი უკან მოსულ დანარჩენ ორ სატვირთოს მიუბრუნდა.
რინამ შვებით ამოისუნთქა და მობილური ჩართო. აჩის სოფლის სახელი და ადგილმდებარეობა
მისწერა და მაშინვე გამორთო ტელეფონი.
მოუსვენრად აკვირდებოდა წინ შეკრებილ ხალხს.მის მძღოლს ორი სხვა შეერთებოდა,სამივე
მდუმარედ უყურებდა ოთხ პიროვნებას,რომელთაც ჩვეულებრივ ეცვათ და ქამრებიდან იარაღები
დემონსტრაციულად მოუჩანდათ.
საუბარი დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა,ბოლოს,როგორც რინა მიხვდა,მოლაპარაკება
შედგა,რადგან მძღოლებმა ხელი ჩამოართვეს მოსაუბრეებს .
რინას მძღოლი თავის ადგილას ამოძვრა,მობილური,საფულე და ქურთუკი აიღო,ისევ მინდორს
დაუბრუნდა,გადაჭრა და მიყოლებით მდგარ სამი სატვირთოდან ერთ -ერთში ავიდა.
დაბარჩენებმაც იგივე მოიმოქმედეს და ის იყო,შავი მანქანის მგზავრებიც დაუბრუნდნენ
ავტომობილებს,რომ უეცრად ალბერტიჩის ხმის გამაძლიერებლით ამაღლებული ბარიტონი გაისმა.
-ალყაში ხართ,იარაღის გამოყენებას აზრი არ აქვს. გადმოდით მანქანებიდან და მიწაზე
დაწექით.
რინა ვერ მიხვდა,საიდან მოდიოდა ხმა და თავი ფანჯარაში გაჰყო,რომ დაენახა,თუმცა
მალევე შემოყო უკან და სავარძლის ქვეშ ჩაძვრა.
მოედნის შუაში მდგარი მანქანებიდან ტყვიების წვიმა სწორედ მისი სატვირთოს
მიმართულებით წამოვიდა.
სროლის ხმა რამდენიმე წუთს გაგრძელდა,შემდეგ კი ერთბაშად მიწყდა და ადგილს მოწყვეტილი
მანქანების ბორბლების მკვეთრი ხმა გაისმა.
რინამ ისევ გაბედა ამოხედვა და უკანა ხედვის სარკეში გაიჭყიტა.
გასასვლელი გზა სამხედრო მანქანებს გადაეკეტა,გაქცეულები ახლა მეორე მხარეს
მიბრუნდნენ ,თუმცა მახეში აღმოჩნდნენ,ერთადერთი პატარა ორღობე ლის შავ ჯიპს
დაეკავებინა . რინას გული ამოუტრიალდა. ლი მარტო იყო,რომ ესროლათ ან დასჯახებოდნენ?
ვერ გადაიტანდა,ამას უბრალოდ არ დაუშვებდა.
შავი მანქანები კვლავ მოედნის შუაში გაჩერდნენ და ახლა ლისკენ წავიდა ტყვიების ჯერი.
-თქვე ნაბიჭვრებო-დაიღრიალა გოგონამ,მძღოლის მხარეს გადაძვრა და სატვირთო დაქოქა.
წამში შეწყდა ტყვიბის ხმა და ყველა -დამნაშავეცა და სამართალდამცავიც პირდაღებული
მიაჩერდა მძღოლის გარეშე დაძრულ მანქანას,რომელმაც სწრაფად აკრიფა სიჩქარე,მოედანი
გადაკვეთა და შავ ჯიპს გადაეფარა.
სასწრაფოდ ჩამოხტა სატვირთოდან და სროლის ხმაც დაედევნა,თუმცა უზარმაზარ მანქანას
ამოფარებული თავს დაცულად გრძნობდა.
ლის მანქანისაკენ წავიდა და სულ გადაავიწყდა,რომ უჩინარი იყო.
კარი გამოგლიჯა და შესძახა.
-კარგად ხარ?
ბიჭი,რომელიც მანამდე იარაღმომარჯვებული ზვერავდა წინ მდგომ მანქანას,შეხტა და
რეფლექსურად გაისროლა.
-რა ჯანდაბაა!-დაიღრიალა.
რინამ მხარში ტკივილი იგრძნო,ბეჭედი მოიხსნა და ლის გული უფრო გაუხეთქა.
-ეს... შენ ... ახლა გაჩნდი. ამ წამს აქ არ იყავი და ...
მანქანაში ისკუპა და კარი მიიხურა.
-მხარში გამარტყი,დებილო.-ქურთუკი გაიხადა და ნიშნისმოგებით დაანახა ჭრილობა.
-რა?-აღრიალდა ლი და თავში ხელი იტაცა-სულ გადაირიე,გოგო? თავში რომ გამერტყა? რას
მოვარდი,რომ მოვარდი,ხომ თქვი,დავიმალებიო?
-შენ კიდევ თქვი,ფოთში ვიქნებიო და კი გამოეჭიმე ამათ დასაკლავი ცხვარივით.-ვალში არ
დარჩა რინა-სხვათა შორის,გადაგარჩინე!
-ტყვიაგაუმტარია ეს მანქანა!-ვერ მშვიდდებოდა ლი-მაჩვენე,რა გჭირს.
-მგონი,არტერიას მოხვდა-თავი მოისაწყლა გოგონამ.
-მეორე მხარესაა არტერია. განაკაწრია მხოლოდ. -პირველადი დახმარების ჩანთა მოძებნა და
რინას მკლავი გადაუხვია,თვალების ბრიალით ამოიღო რაცია და ჩასძახა.
-ეიჩ,რა ხდება,აიყვანეთ? ვერაფერს ვხედავ.
-მთელმა მხიარულებამ უშენოდ ჩაიარა,გადმო-აჩის ხმა უდარდელად ისმოდა.

რინამ რა თქმა უნდა,თავისი გაიტანა და ლის თან გაჰყვა.


სამი კონტეინერიდან ორში მარცვლეულში არეული ჰეროინი იმალებოდა,ხოლო ერთი
გამხდარი,გაწამებული და ჭუჭყიანი ქალებით იყო სავსე. ამ უკანასკნელში საშინელი სუნი
იდგა,რადგან კვირების განმავლობაში ტყვეებს მოსასაქმებლადაც არ უშვებდნენ გარეთ,ხოლო
ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.

დიდი მინის მიღმა უყურებდა დაკითხვის ოთახს,სადაც მისი საყვარელი არსება საძულველს
ელაპარაკებოდა.
-ჩემი დაკავების უფლება არ გაქვთ,არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ-მტკიცედ
საუბრობდა ქალი.
-აჰ,ვიტა,ვიტა-ღიმილით ჩაილაპარაკა ლიმ-შენმა ბიჭუნიებმა იმაზე მეტი თქვეს,ვიდრე
საჭირო იყო. იცი,რომ შენი სეიფის განძეულობა გვაქვს? შენი აღიარებაც კი არ გვჭირდება
არაფერში. ერთადერთი,რაზეც შეგვიძლია მოლაპარაკება,სასჯელია. უფრო სწორად,თუ აღიარებ
და გამოძიებას დაეხმარები,შენი ქმრის საქმეებზე აღარ მოგედავებით და მხოლოდ შენივე
მკვლელობებზე აგებ პასუხს.
-მე არავინ მომიკლავს-თავი გაიქნია-მხოლოდ ჩემი ქმრის მარცვლეულის ბიზნესს ვუძღვებოდი
საქართველოში. დანარჩენი გუბაზს მოჰკითხეთ.
-სამწუხაროა,რომ არ გინდა, გაიგო-გაები, ვიტა. შენი საქმიანობა სააშკარაოზეა,ისე
მესაუბრები,თითქოს ჩემთან და დაჩისთან ერთად არ გეგმავდი ნარკოტიკების გადატანას.
-მაგდაგვარი არაფერი მახსენდება-ბოროტად შეხედა ქალმა-ამ ცილისწამებისთვის
მოგეკითხებათ,გამომძიებელო.
-შეგიძლია მდგომარეობა შეიმსუბუქო,თუ კი გუბაზზე მოგვიყვები რამეს.
-აი რას გეტყვით-გუბაზზე თუ კი ვინმე რამეს მოყვება,მდგომარეობა მხოლოდ დაუმძიმდება.
სიტყვას აღარ დავძრავ,სანამ ჩემი ადვოკატი არ მოვა.
ვერ მოითმინა და კარი შეგლიჯა.
-სანამ ადვოკატი მოვა,სასწრაფოდ უნდა გაცნობით რაღაც-ჩაილაპარაკა ავად და ლის მკაცრი
მზერა დააიგნორა.
-შენ-ქალი თითქოს სიზმარს იხსენებდა-საიდანღაც მეცნობი.
-ცოტა უფრო დაკვირვებული რომ იყო,იქნებ შენგან წესიერი დამნაშავე გამოსულიყო-
ჩაიფრუტუნა გოგონამ -მე ქავთარაძის გოგონა ვარ. იმ ქავთარაძის,ოჯახთან ერთად რომ
ამოხოცე.
ქალს თვალები გაუფაროვდა და ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია.რინამ განაგრძო.
-იმედი გაქვს,შენი ქმარი დაგეხმარება? იცი,რომ ვიღაცამ ინტერნეტში ეს გამოაქვეყნა-
ტელეფონში მომზადებული ვიდეო ჩართო და ქალს საკუთარი კვნესა მოასმენინა-
უცნაურია,კაცის სახე დაფარულია,ქალის-არა. სულ ასე იციან ხოლმე. როგორ ფიქრობ,უკვე
ნახა გუბაზიკომ?
ვიტას ტუჩები უთრთოდა,სახეზე ფერი მთლიანად დაეკარგა. მოულოდნელად წამოხტა და
რინასკენ გაექანა.
-მოგკლავ,მოგახრჩობ,გველის წიწილო!-ლიმ ქალი გააკავა,თუმცა კივილი არ შეაწყვეტინა-
შენი მშობლებივით ამოგგუდავ,ნაგავო!

რვა თვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის


მოსამართლემ ვიტა სუმბატს უვადო თავისუფლების აღკვეთა ,ხოლო დამატებით სასჯელად
დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ქონების ჩამორთმევა მიუსაჯა.
ვიტასთან ერთად,ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის კიდევ შვიდი ადამიანი
დაისაჯა,თანამონაწილეობაზე მითითებით.
ლი და მისი გუნდი კი რინასავით უხილავ გმირებად დარჩნენ.

ჯგუფის წევრები ალბერტიჩის სახლში შეკრებილიყვნენ გამარჯვების აღსანიშნავად.


-ამ ჭიქით ჩვენ უცნაურ ეკატერინას გაუმარჯოს-დაიღრიალა შემთვრალმა დაჩიმ-ჩვენს პატარა
ჩუმჩუმელა დაიკოს,ეგ რომ არა,ვინ იცის,რა იქნებოდა.
რინამ ჭიქა შეაგება და ღიმილით გადაუხადა მადლობა.
-სხვათა შორის-სლოკინით თქვა აჩიმ-გუშინ ვიტა ციხეში მაგრად უცემია თანამესაკნეს.
-რატომ?-ვითომ ძალიან დაინტერესდა რინა .
-ეს მეორე,ვინც სცემა,ამტკიცებს,რომ ღამით,როცა მეძინა,თმა ძირამდე მომაჭრაო.
-უი,რას ლაპარაკობ-წარბები აწია გოგონამ და ლის დაჟინებული მზერა იგრძნო.
-ხო,გრძელი თმა ჰქონია ამ ქალს და დილით რომ გაუღვიძია,ბალიშზე დარჩენილა მისი
ნაწნავი. ამასაც ჩამოუღია საწოლიდან ეს ჩვენი ვიტა და ჯერ კარგად დაუბეგვავს,მერე
კიდე თმები გადაუპარსავს სამართებლით.არადა როგორ უვლიდა იმ თმას-გაიცინა დაჩიმ.
რინა ტკბილად იღიმოდა და ბიჭის ფერებით ტკბებოდა. უკვე მიჩვეულიყო მის გამორჩეულობას
და შავი,ლურჯი და ვარდისფერი აღარ აშინებდა. თავდაპირველად ეგონა,რომ დაჩი იზიდავდა
და ამიტომ ხედავდა მას ფერადად,მაგრამ ლის გაცნობის შემდეგ მიხვდა,რომ საქმე სხვა
რამეში იყო.
გამარჯვებას კიდევ დიდ ხანს აღნიშნავდნენ,რინამ კარგად გაიცნო გუნდის ყველა წევრი.
თურმე ალბერტიჩს იმის მიხედვით შეერჩია ბიჭები,რომ არც ერთს ცოლი არ ჰყავდა.
-ქალები ურეკავენ,სადა ხარ,რატო არა ხარ-მობეზრებით აიქნია ხელი კაცმა რინას
კითხვაზე-იქ ბავშვი იბადება და მამაა საჭირო,მერე პამპერსი არაა და ოპერაციიდან უნდა
გავუშვა თურმე ,შვილმა რომ არ ჩაისვაროს. მოკლედ შარია და მე მაგის თავი არ
მაქვს,მოვკრიფე ყველა უცოლო და დაქორწინებაც ავუკრძალე. ქალი მხოლოდ თავისუფალ დროს!
-შენ რომ გყავს,პეტროვიჩ?-დაიყვირა ქერა მიშამ და სიცილით დააყოლა-იმაი რო ყავ? მაიტა
მაშინ შენი ცოლი!
ხარხარმა კაცის გინება გადაფარა.
-მე რაღას მერჩი,არც მამა მყავს,არც დედა,ერთი ვიტა მივლიდა და ეგეც ციხეში ჩასვით-
დაიწუწუნა დაჩიმ.
-მშობლები შენც დაგეღუპა?-დაინტერესდა რინა.
-არ ვიცი-გაიკრიჭა ბიჭი-ბავშვთა სახლში გავიზარდე. როგორც ვიცი,იქ დედაჩემმა
მიმიყვანა და უკანმოუხედავად წავიდა-ცდილობდა,უდარდელად გამოსვლოდა.
რინას ბიჭზე ფიქრებმა მაგრად ჩაავლეს ხელები.

-ვიტას როდის უნდა მოეშვა?-უთხრა ლიმ,როდესაც მის სოროში დაბრუნდნენ.


-მოშვებული ვარ-გაიკვირვა გოგონამ და საწოლზე გადაწვა.
-გუშინ ღამით ჩემთან არ დარჩი. თავიდან ვერ მივხვდი,რა დაგემართა,მაგრამ დღეს ,დაჩის
მონაყოლის შემდეგ , ნათელი გახდა,რასაც აკეთებდი წუხელ.
-მაინც რას?-ჰკითხა ეშმაკურად.
-დალაქობდი. ციხეში-უთხრა და გვერდით მიუწვა. გეყოს,აღარ გინდა მეტი.
-მგონი მეტი აღარაფერი დარჩა-უპასუხა ფიქრიანად. უბრალოდ ვერ მოვისვენებდი,სანამ ის
კმაყოფილი სიფათი არ მოერყეოდა. ახლა მშვიდად ვარ.
-და მშვიდად გიყვარვარ?
-არც ისე მშვიდად,მაგრამ მიყვარხარ.
-მეც,ვარსკვლავო-რინა გაირინდა.საყვარელი ადამიანის მიერ შერქმეული სახელი წლების
შემდეგ პირველად მოისმინა.
ლის უნაკლო სახეს მოავლო ხელები და გულში ჩაიკრა.
-ლი-უთხრა დიდი ხნის შემდეგ ჩურჩულით-დაჩის მშობლებზე იცი რამე?
-მე არა,მაგრამ პეტროვიჩმა ყველაფერი იცის თავისებზე. რატომ დაინტერესდი?
-უნდა გავარკვიო,დაჩი ვიღაცას მაგონებს.

პეტროვიჩის კაბინეტში მარტივად შეიპარა,ბეჭედი მას ყველა კარს უღებდა. დაელოდა,როდის


დატოვებდა კაცი ოთახს და სეიფში ქექვა დაიწყო. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ საჭირო
სახელი მოხვდა თვალში. საქაღალდე გადაშალა.
დაჩის აღზრდა რაიონის ბავშვთა სახლში მიეღო,ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩაებარებინა
უნივერსიტეტში,იურიდიულ ფაკულტეტზე. სამხედრო სამსახურის მოხდისას კი პეტროვიჩს
წაეყვანა,როგორც ჭკვიანი და რაც მთავარია,უცოლშვილო ბიჭი.
საქაღალდე უამრავი ინფორმაციით იყო სავსე,დაჩის დედა ვინმე ლენა მირენკო ყოფილა. მეტი
ინფორმაცია მშობლებზე არ იყო. რინამ გაიფიქრა,ალბათ არც არავინ იცის მამის
ვინაობაო,როდესაც წერილი მოხვდა თვალში,კახა ცინცაძის,ანუ პეტროვიჩის სახელზე.
წერილი დაჩის დედის დაწერილი იყო,რუსულად.
“ძალიან გამიჭირდა თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემა,მაგრამ ვიცი,ვალდებული ვარ.
ბიჭის მამა ალექსანდრე ქავთარაძეა,მან არაფერი იცის.”
სუნთქვაშეკული თვალს ვერ აშორებდა მამამისის სახელსა და გვარს.პირველად წამოუვიდა
სიხარულის ცრემლები,რომლებიც იმაზე მეტად სწვავდა თვალებს,ვიდრე მწუხარებისა.
გრძნობდა წვას და ეს ტკივილი აბედნიერებდა. აქამდე გაუბედავ ოცნებაში
დარწმუნდა.მიხვდა,რატომაც ხედავდა დაჩის ფერებს-ეს ძმის ფერები იყო

***
მოგესალმებით <3
რატომღაც ასეთი რამ შემომეწერა . აქამდე ასეთი იდეა არ გამჩენია,ახლაც იდეასაც ვერ
დავარქმევ,უბრალოდ მომინდა,დამეწერა და ეს გამომივიდა. არ ვიცი,როგორია,ისიც არ
ვიცი,თავად მომწონს თუ არა. ველი თქვენს შეფასებებს <3

You might also like