Professional Documents
Culture Documents
სისხლის ფერი ამბები
სისხლის ფერი ამბები
14-04-2020, 21:55
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 4 588
1607185828_5
დიდი ხნის წინ, სისხლის სავანეში, უზარმაზარი კოშკის კედლები ადამიანთა და ჯადოქართა
სისხლით შეიღება. ვლადის სისასტიკეს ბოლო არ უჩანდა. იგი უძლეველი და უსასტიკესი იყო
იმათ შორის, ვინც კი დედამიწაზე შობილა.
ჯადოქართა მოდგმა უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა, როცა მათი თემის ლიდერი,
უმშვენიერესი კარმილა ვამპირ ვლადს გაჰყვა ცოლად. კარმილა კეთილი, ჭკვიანი და
წინდახედული ქალი იყო, თუმცა სიყვარულმა თვალის ჩინი წაართვა, მომავალი თავისი
მოდგმის მტერს დაუკავშირა. ჯადოქრები ამ ამბავმა ძალიან გაამწარა, თუმცა გარკვეული
პერიოდის განმავლობაში, კარმილასა და ვლადის ქორწინებამ ზავის სახე მიიღო და
სისხლიანი ეპოქა დროებით შეწყდა.
ვაჟი ეყოლათ, გაბრიელი.
შემდეგ ტყუპი გოგონები - მარიანა და კატალინა. ქალიშვილები დედას ჰგავდნენ, ისინიც
ჯადოქრები იყვნენ..
დრო გადიოდა.
ვლადს მობერზდა მშვიდობა. სისხლით იღებებოდა მდინარეები, ხეები, მთები. ადამიანები
სისხლის სავანეს აღარ ეკარებოდნენ, ჯადოქრები კი დიადი რევოლუციისთვის ემზადებოდნენ.
შვილებმა ვლადის სისასტიკე ვეღარ აიტანეს და ძლევამოსილ მამას სახლიდან გამოეპარნენ.
ვლადს სისხლი სწყუროდა და ამ სურვილს ბოლო არ უჩანდა. იგი წყვდიადთან იყო ნაზიარევი,
ღამის მწუხრს თავისი შავი მოსასხამით დაატარებდა.
„მწუხრის სისხლიანი რაინდი“ მოიხსენიებდნენ მის სახელს ზებუნებრივ არსებათა
ჩანაწერებში და შემდეგ სამუდამოდ სწყევლიდნენ ვლადის გაჩენის დღეს.
ერთ საღამოს, ბოროტი ვამპირის შემაძრწუნებელმა ღრიალმა სისხლის სავანე ერთიანად
შეაზანზარა.
- სად არიან ბავშვები? ჩემი ბავშვები სად არიან? - ყვიროდა იგი.
- არ ვიცი, ვლად, არ ვიცი... - სასოწარკვეთილი კარმილა ნერვიულობისგან აჩრდილს
დამსგავსებოდა. ოდესღაც, თავისი ხალხი დათმო ვლადის გამო. ახლა კი, შვილების დათმობაც
უწევდა.
- სად არიან ჩემი ბავშვები? - ახლა უკვე სასოწარკვეთილი გმინვა აღმოხდა კაცს.
საკუთარმა უსუსურობამ თავბრუ დაახვია. კარმილას შემოჰხვია უზარმაზარი ხელები, თავის
ღამისფერ მოსასხამში შემალა ქალი.
- რა გვეშველება ვლად? - ჰკითხა ქალმა.
- უნდა ვიპოვნოთ და სახლში დავაბრუნოთ.
- რა აზრი აქვს ძალით მოყვანას, საკუთარი სახლის პატიმრებად ხომ ვერ ვაქცევთ?
- ვაქცევთ! არ მადარდებს, ისინი ჩემი სამეფოს მემკვიდრეები არიან, ჩემი სისხლი!
- შენ უკვდავი ხარ.
- უკვდავებასაც აქვს თავისი დასასრული.
კარმილამ ერთი წამით, ისიც გაიფიქრა, რომ ბავშვების გაპარვა სულაც არ იყო ტრაგედია.
მშობლების გარეშე უკეთ იქნებოდნენ. ეგება, შორს გახიზნულებს მამის ცოდვები ვეღარ
მისწეოდნენ. ამ სისხლიან სამეფოს მემკვიდრე არ სჭირდებოდა.
მერე კიდევ გაახსენდა რაღაც.
ქალმა მუცელზე დაიდო ხელი და უსუსურად ამოიკვნესა.
- რა გჭირს? - ჰკითხა ვლადმა.
იცოდა, ყველა პირმშოს დახსნა შეუძლებელი იყო.
იცოდა, ერთი ისეთი დარჩენილიყო, ვერსად რომ ვერ გადამალავდა, ვერ ააცილებდა ცოვდილი
კოშკის კედლებს.
- ფეხმძიმედ ვარ ვლად.
კაცის მეწამულ თვალებში ჩასისხლული ბინდი ელვის სისწრაფით გაიფანტა. კარმილას შეხედა.
საოცარი სევდისფერი დასდებოდა სახეზე და საკუთარ მუცელს დაჰყურებდა. ჯერ ძალიან
პატარასა და უმწეოს, მაგრამ მაინც იმედის ნაპერწკლით სავსეს.
კარმილასთვის ბავშვი არ ყოფილა იმედის ნაპერწკალი. მხვერპლი იყო.
ვლადს გული აუჩქარდა.
არადა მის გულს, კარგა ხნის წინ შეეწყვიტა სიცოცხლე.
ვლადისთვის იყო იმედიცა და სინათლეც, ორივე ერთად.
- ჩემი პატარა მხედარი, ჩემი პატარა მემკვიდრე - გაეღიმა კაცს.
- ვლად, არავინ უნდა გაიგოს მისი არსებობა, გესმის? შენი მტრების სამიზნე ვერ გახდება
პატარა, უცოდველი გოგონა.
- გოგონა... - გაიმეორა ქალის სიტყვები ვლადმა - პატარა გოგონაა?
- ჰო, პატარა გოგონაა.
- ნანობ კარმილა?
- იმდენ რამეს ვნანობ, თუ არ დააკონკრეტებ, ისე ვერ მივხვდები - გაეცინა ქალს.
- ბავშვებს ნანობ?
- საკუთარ შვილებს როგორ ვინანებ. სულ გაგიჟდი?
- ჩემგან რომ გყავს, მაგას ნანობ? - ვერ მოითმინა და გულწრფელად ჰკითხა ის, რაც
ამდენი ხნის განმავლობაში სულს უღრღნიდა.
- გახსოვს პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? მე მეშინოდა შენი და ამავე დროს,
გაღმერთებდი. მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა. მეგონა, ცალმხრივად მიყვარდი, ვერ
ვიჯერებდი რომ შენ იგივე გრძნობით შეგეძლო პასუხი. წლებთან ერთად, დავრწმუნდი, რომ
რამდენი ტვირთიც არ უნდა გქონდეს საზიდი, რამდენი ცოდვაც არ უნდა გქონდეს მხრებზე,
შენთვის ძალიან ძვირფასები ვართ... ჩვენ, ყველანი. საშიში იყო ცხოვრება ამ კედლებს
შორის, მაგრამ ამასთან ერთად, არაამქვეყნიურ ძლევამოსილებას ვგრძნობდი. მე არც ერთ
წუთს ვნანობ ვლად. უშენო ცხოვრებას, მერჩივნა საერთოდ არ დავბადებულიყავი. მაგრამ
მეშინია, რომ ჩვენი შვილები ნანობენ თავიანთი მშბლების კლანჭებში მოვლენას.
- ვერც კი ვხვდები, ამდენი ცოდვის პატრონმა როგორ დაგიმსახურე - ქალის სახე ხელის
მტევნებში მოიქცია და ცხვირი ცხვირზე მიადო.
თვალები დახუჭა.
კარმილა წმინდა იყო.
სამყაროს ყველაზე საზარელი კონტრასტი გადაშლილიყო ბოროტი ვამპირის, ვლადის ცხვირწინ:
დემონი და ანგელოზი, ბოროტება და სიკეთე, სიყვარული და სიძულვდილი.
ვლადს უხაროდა, რომ ყველა ბოროტებისა და სიძულვილის მიუხედავად, კარმილა სინათლეს
ჰფენდა „მწუხრის სისხლიანი რაინდის“ არსებობას.
- მოდი ჯენი დავარქვათ - წარმოთქვა ქალმა მოულოდნელად - იოლი, უწყინარი სახელი.
მინდოდა, შენთვის მომენდო სახელის მოფიქრება, რადგან წინა სამ შემთხვევაში, მე
დავარწვი... მაგრამ ჯენი ლამაზად ჟღერს.
- თან თანამედროვედაც - გაეღიმა ვლადს - გოგონას არსებობას ვერავინ გაიგებს, სანამ არ
მოძლიერდება და მთელს სამყაროს შიშის ზარს არ დასცემს. შენ მართალი ხარ, ჯენი
უწყინრად ჟღერს, თუმცა სულ მალე, ამ სახელის გაგონებამ, შიშისგან მუხლები უნდა
აუკანკალოს ყველას.
- უკვე მეცოდება - თვალები გადაატრიალა ქალმა.
- მხოლოდ ჯენი კი არა, პატარა ჯენი იქნება. მამიკოს პატარა ჯენი - წარმოთქვა ვლადმა
აღტაცებით და ქალის ღვინისფერ ბაგეებს დაეწაფა.
* * *
გოუსთ ჰილში თოვდა. თეთრი აგურის სასახლეში ბუხარი ენთო. იქვე, ახლოს და-ძმა ისხდა.
მარიანა მშვიდად კითხულობდა წიგნს, გაბრიელი კი დროდადრო, მოუსვენრად ეთამაშებოდა
თმაზე და უწეწავდა ღიაწაბლისფერ კულულებს.
- არ გეყოფა? ეგება რამე საქმე გამოძებნო ჩემი წვალების გარდა? - დაიღალა ქალი.
- რა ვაკეთო, არ ვიცი.
- რასაც ყოველ დღე შვრები. ჯადოქრები ააწიოკე, ხანძარი გააჩინე, დედა უტირე ყველას -
გაეცინა მარიანას.
კარი გაიღო.
კატალინა მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა შინ. კანკალებდა, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით
სდიოდა. ნელა მიუახლოვდა თავის დას, მუხლი მოიყარა და მარიანას კალთაში გულამოსკვდილი
აქვითინდა.
- კატალია, რა გჭირს? - შეშფოთდა გაბრიელი, თავისი დის გვერდით ჩაიკუზა და მხარზე
დაადო ხელი.
- დედა მოკლეს - აღმოხდა ტირილით. - ჯადოქრებმა მოღალატედ შერაცხეს, გამყიდველად და
მერე რევოლუცია მოაწყეს, თავს დაესხნენ. შავი ალდერის მომწამვლელი ტყვიები ესროლეს
დედას.
სიჩუმემ დაისადგურა.
მხოლოდ კატალიას სლუკუნი ისმოდა.
გაბრიელი წამოდგა, დებს ზურგი აქცია და კედელს ისეთი სიძლიერით შემოსცხო მუშტი, რომ
ქვებმა პანტა-პუნტით იწყეს ვარდნა, მთელი სასახლე შეზანზარდა.
- არ უნდა მიგვეტოვებინა - წარმოთქვა მარიანამ. თავისი დას სრიალა თმაზე მიეფერა - არ
უნდა დაგვეტოვებინა ვლადთან.
- ვლადიც საფრთხეშია - დაამატა გაბრიელმა. - რომ არ დავეხმაროთ, თავადაც მოკვდება.
- ვლადი არ მოკვდება! - ფეხზე წამოხტა კატალინა - დედას სიკვდილი ზუსტად მაგისი
ნიშანია, რომ ვლადი არასოდეს მოკვდება. ეგაა მამაჩვენის წყევლა. ადრე თუ გვიან
ყველანი დავიხოცებით, ვლადს კი ჩვენს საფლავებთან დგომა მოუწევს, ჩვენი დამარხვა.
- გეყო! - შეაჩერა მარიანამ თავისი და, სასნამ კიდე რამე უარესს იტყოდა - მამაჩვენია.
ეგეთი სიმწარისთვის არ მემეტება.
- რა თქმა უნდა, შენ ხომ ყოველთვის მამა გერჩივნა ყველას.
- კატალინა, გლოვა სამივეს გვჭირდება, დედა დავკარგეთ, მაგრამ არაა საჭირო ამ ჩვენი
სევდის გამო, უდანაშაულო დედმამიშვილები დავგესლოთ. ყველამ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი.
ერთმანეთი ავირჩიეთ და ამიტომაც ვსხედვართ ახლა ერთად. დედამ თავისი არჩევანი გააკეთა
და შეეწირა კიდეც.
- საკმარისია! - დაიღრიალა გაბრიელმა. მწვანე თვალებს ყველაზე ძვირფასი ცრემლი
უწყლიანებდა და მსუბუქად ეცემოდა მშვენიერ ბაგეებზე.
გაბრიელი დედას ჰგავდა.
არც ერთი მათგანი ისე არ ჰგავდა კარმილას გარეგნულად, როგორც გაბრიელი.
* * *
* * *
გაბრიელი გარბოდა. იქამდე გარბოდა, სანამ გაუვალ ტყეს არ გასცდა და ჯადოქრების
კვარტალში არ აღმოჩნდა.
- ყველაფერი ამათი ბრალია - ჩაილაპარაკა. მუჭი მგარად შეკრა - გოუსთ ჰილი, სისხლის
სავანე თუ მიდთაუნი, მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ჯადოქარი წყეული მოდგმის ნაწილია.
ჯადოქრების კვარტალში ვამპირი ვერ შევიდოდა. მათ საზღვარს შელოცვა ედო, მაგრამ
გაბრიელზე არ გაჭრა, რადგან ვენებში ჯადოქრის სისხლი უჩქეფდა.
საზღვარი გადაკვეთა.
შეშინებული ჯადოქრები სახლებიდან გამოვიდნენ. უხმოდ შეჰყურებდნენ გაცეცხლებულ
ვამპირს, რომლის თვალებშიც შურისძიების ცეცხლი აგიზგიზებულიყო.
- რომელიმე უხუცესი უნდა გააღვიძოთ - გადაუჩურჩულა მოხუცმა მერიმ პატარა ჯადოქარს -
ჩვენ ვერ მოვერევით, ყველას დაგვხოცავს.
- მაგრამ უხუცესების გაცოცხლება ხომ გვეკრძალება?
- ეგ ერთადერთი გამოსავალია. დაე, დავარღვიოთ ყველა კანონი. ბავშვებს დაგვიხოცავს ეს
ურჩხული... სწრაფად, გაიქეცით! - შეუმჩნევლად გააპარა მერიმ ორი პატარა ჯადოქარი და
თავად, დროის მოსაგებად, გაბრიელს მიუახლოვდა. - რა გინდა ურჩხულო?
გაბრიელს გაეცინა.
არაფერი უპასუხია.
მუდამ აინტერესებდა ჯადოქართა საცხოვრებელი. პატარა კვარტალში, ულამაზესი თეთრი
სახლები ჩამწკრივებულიყო. აივანზე ყველას ყვავილები გაეშენებინა. შუა ზამთარში,
ჯადოქრების საცხოვრებლებში ყვავილების მომაჯადოებელი სურნელი და სიფერადე მოსჭრიდა
კაცს თვალს.
გაბრიელი არ ჩქარობდა მათ დახოცვას.
უყვარდა შოუს დადგმა, მსხვერპლის გამასხარავება, მათი შიშის შეგრძნება. ასე უსიტყვოდ
დააბიჯებდა ჯადოქრებს შორის პირზე ღიმილმოგვრილი და ის, ვისთანაც ერთ მეტრზე ახლოს
მივიდოდა, წამსვე ისტერიულად იწყებდა უკუსვლას.
ჯადოქრები სასაცილოები იყვნენ.
ყველა ღია ფერებში შემოსილიყო.
- მემგონი, წითელი ფერი უფრო მოგიხდებოდათ - ისე ხმადაბლა ჩაილაპარაკა ვამპირმა,
ძლივს გაიგეს მისი ნათქვამი - თქვენზე იმდენი სისხლია, სულ წითლებში უნდა იაროთ.
ვერაფერი უპასუხეს.
იცოდნენ დედამისის მკვლელობის ამბავი, მაგრამ რას გააწყობდნენ? სულ სხვა ქალაქში, სულ
სხვა აჯანყების გამო, თავიანთ კვარტალს რატომ ემუქრებოდა საფრთხე? ეგეც რომ არა,
ყველა მათგანი ფიქრობდა, კარმილა იმსახურებდა სიკვდილსო.
გაბრიელი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ერთ წამს, ისიც გაიფიქრა: „ალბათ ოდესღაც
დედაჩემიც ასე ცხოვრობდა - ყვავილებში, ჰარმონიულად. შემდეგ კი ვლადმა წაიყვანა
სისხლისფერ კოშკში“.
ნელი და მისა ჯადოქართა აკლდამებში შევარდნენ.
- როგორ უნდა გავაღვიძოთ? - ჰკითხა მისამ.
- არ ვიცი. მერი ამბობს, რომ ყველა ჯადოქარი გარდაცვლილია, უხუცეს ჯადოქრებს კი
სიკვდილის მაგივრად, სძინავთ.
- საუკუნეების მანძილზე თვლემენ?
- არა სულელო. ჯადოქრების სიკვდილის შემდეგ, მათი შესაძლებლობები ცოცხლებს
გადაეცემათ, მაგრამ როცა უდიდესი ნიჭის მატარებელი ჯადოქარი იბადება და მას
მოულოდნელად, ღალატით ჰკლავენ, მაშინ თავისი ძალა სასახლის ფიცრებში ჩააქვს და
სხეულთან ერთად იმარხება. ელოდება დროს, როცა მკვდრეთით აღადგენენ და შურისძიების
შესაზლებლობა მიეცემა. ასეთ ჯადოქრებს უხუცესებს ეძახიან და ხუთ საუკუნეში ერთხელ
გვაქვს მათი გაცოცხლების უფლება. თან მხოლოდ მაშინ, თუ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.
- მაშინ, გავაცოცხლოთ!
- შეხედე, აკლდამებზე სიკვდილის დრო და მიზეზი აწერია. - ხელით მიანიშნა ნელიმ.
- სოფია, მოკლულია ქმრის მიერ, 65 წლის ასაკში - წაიკითხა მისამ - საბრალო...
- შესაძლოა - სასწრაფოდ ჩამოუარა ნელიმ სხვებსაც. უხუცესთა საფლავები ჩვეულებრივზე
განსხვავებული იყო. არ იხრწნებოდნენ, ამიტომ მიწაში არ მარხავდნენ მათ სხეულებს. ხის
სასახლეების გასწვრივ, უზარმაზარი სვეტი იყო აღმართული რომელზეც უხუცესთა ისტორია
ეწერა.
- ტატიანა თავისმა დამ გამოსჭრა ყელი. სჯეროდა, რომ ამას თუ გააკეთებდა, ტატიანას
ძალაც მისი გახდებოდა, მაგრამ შეცდა. - მერე უზარმაზარ სასახლეს თავი ახადა - კარგი
ვარიანტია, გავაცოცხლოთ.
- დეიზი - ხმამაღლა, აღტაცებით წარმოთქვა მისამ და წითელი მუხის სასახლეს მიუახლოვდა
- აქ დეიზია, შეხედე! ამ ქალზე იმდენი ლეგენდა დადის, რამდენი ჯადოქარიც არსებობს
სამყაროში. ჯადოქართა ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილია. დეიზის ცეცხლის
ქალღმერთთან აიგივებდნენ - გრძელი, წითური თმა ჰქონდა და უმშვენიერესი, ფირუზისფერი
თვალები. ძალიან კეთილი და ძლიერი ჯადოქარი იყო.
- აქ წერია, რომ მეგობრების ღალატით მოკვდა.
- მის მეგობრებს შურდათ დეიზის ძალისა და სილამაზის. შუაღამისას, დეიზის სახლს ცეცხლი
გაუჩინეს. - შემდეგ სახურავი ახადა კუბოს - დეიზი დაიწვა, მაგრამ მისი სხეული არ
დაფერფლილა. დროთა გამავლობაში, გაირკვა, რომ ჯადოქარი ფიზიკურად ვერ იწვოდა. მის
სხეულს ცეცხლი მოეკიდა, თუმცა ფეფრლად არ ქცეულა. იწვა ასე, ცეცხლწაკიდებული და
იაზრებდა, რა დამართეს საკუთარმა მეგობრებმა. ხანძრის გამო არ მომკვდარა, სევდისგან,
გული გაუსკდა.
- ძალიან ტრაგიკული, თუმცა ირონიულია - ნელიმ უხუცეს დეიზის შეხედა - როგორი
ახალგაზრდა და მშვენიერია არა?
- გავაცოცხლოთ ნელი, გთხოვ. შენ ხომ შეგიძლია? ნახე რა ლამაზია. ყველაზე მეტად, მას
სჭირდება სიცოცხლის გაგრძელება. თან დროც არ იცდის.
ნელიმ მისას თავი დაუქნია.
ხელები მაღლა აღმართა და წარმოთვქა: „აღსდექი დეიზი, ვალი მოიხადე შენი თემის წინაშე,
გადაარჩინე შენი ხალხი და მოდგმა“.
ქალმა თვალი გაახილა და ორ პატარა ჯადოქარს შეხედა.
არაფერი უთქვამს.
სასახლიდან წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა აკლდამის გასასვლელისკენ.
გოგონები ჩურჩულით აედევდნენ უკან.
- საიდან იცის, რა უნდა გააკეთოს? - ჰკითხა მისამ ნელის.
- უხუცესია, ყველაფერს უსიტყვოდ იგებს მაგრამ მადლობა მაინც ეთქვა გაცოცხლებისთვის.
- მადლობის გადახდას მერეც მოვასწრებ! - მიმართა დეიზიმ - მოვკვდი და გავცოცხლდი,
თუმცა სმენა არ დამქვეითებია.
ჯადოქრების მთელ არმიას შორის სირბილით გაიკვალა გზა და გაბრიელის წინაშე წარსდგა.
- შენ რატომ გაცვია შავები? - გაუკვირდა გაბრიელს.
- იმიტომ, რომ მოვკვდი წყეულო სისხლისმელო! - დაიღრიალა ქალმა და ღრიალთან ერთად,
კაცის სხეული თავისი მომაკვდინებელი ძალით ცაში ასწია. შეკრული მუშტი მარცხნივ
გადაატრიალა და მოულოდნელად, გაბრიელს კისერი გადასტყდა. დეიზიმ მუჭშეკრული ხელები
ჯერ მკერდთან მიიტანა, მერე დიდი სისწრაფით გაიქნია.
გაბრიელი გადავარდა.
სადღაც შორს, ტყის შუაგულში დაემხო.
- ესეც ასე - შემოუტრიალდა დეიზი თავის ხალხს - ახლა ჩემი ძველი მეგობრების ნახვა
მინდა თუ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.
ჯადოქართა ნაწილს ერთი ორი გამოეყო.
თვალებს ვერ უჯერებდნენ.
- დეიზი? - მისი სახელი წარმოთქვა ერთ-ერთმა. გაოგნებული და დაბნეულები ჩანდნენ.
- გამარჯობა ვერონიკა - გაეღიმა დეიზის და ჯერ ერთს შეხედა, შემდეგ მეორეს - სალამი
მართა. დიდი ხანია არ შევხვედრილვართ. ალბათ, იმის მერე, რაც მომკალით. „Va mourir
espece de traitre maudite“ - დაიყვირა დეიზიმ მთელი ძალით.
ქარმა წითური თმა აუფრიალა, თვალებში სიძულვილი და იმედგაცრუება გამეფებოდა.
ორივემ თვალები დახუჭეს და უსულოდ დაეხეთქნენ მიწაზე.
- მოკლა? - ჰკითხა ნელიმ მოხუც მერის.
- დიახ. - უპასუხა აღელვებულმა ქალმა.
- გაცოცხლების პირველივე წუთებში, ვამპირი სადღაც უღრან ტყეში მოისროლა, თავისი
მეგობრები კი იქვე მიაკლა. მაგარი ქალია - ვერ ცხრებოდა მისა.
- ჯადოქარი რომ ჯადოქარს ჰკლავს, ისჯება - თქვა ნელიმ. ვერ გაეგო, რა ხდებოდა.
- დაუმსახურებლად არ მომიკლავს - მიუბრუნდა დეიზი ნელის - მეგობრის მოღალატე თუ ხარ,
მნიშვნელობა არ აქვს, ცოცხალი იქნები თუ მკვდარი.
- საიდან ესმის ყველაფერი - თვალები გადაატრიალა ნელიმ.
- ვამპირზე უკეთესი სმენა მაქვს - ეგეც გაიგო დეიზიმ და პასუხი არ დააყოვნა - თუმცა,
გმადლობ გაცოცხლებისთვის. აბა, ახლა რომელ მშვენიერ სახლში ვიცხოვრებ? ოთახის
მეზობელი არ მჭირდება, ამ ცხოვრებაში, მეგობრებს აღარ ვიყოლიებ, ძალიან დამღალეს და
ერთი კოლოფი სიგარეტიც არ მაწყენდა.
* * *
სისხლის სავანის კოშკში, ვლადიმერთან ყვავი მოფრინდა. რამდენჯერმე მაგრად დაიჩხავლა.
ვამპირმა თავი დაუკრა ყვავს და პატარა ჯენის შეხედა.
- შენი ძმა ჯადოქრებს დასხმია თავს, საკადრისად მოიგერიეს, მაგრამ ისეთი ვერაფერი
ავნეს. ვერც ავნებენ... - პატარა გოგონა ხელში აიყვანა და შუბლზე აკოცა - იცი, შენმა
დედიკომ შელოცვების წიგნი დაწერა. ყველასგან გადავმალე. იქ ისეთი რამეები წერია, რაც
უძლეველად გაქცევს პატარა ჯენი.
გოგონა საწოლზე ჩამოსვა და გვერდზე მიუჯდა.
- ნაწნავებს გამიკეთებ მამიკო? - ჰკითხა ჯენიმ.
- რა თქმა უნდა - გაეცინა ვლადს. კარმილას ოქროს სავარცხელი აიღო და საქმეს შეუდგა.
აქამდე, ორი გოგონა გაეზარდა. მანდილოსნების მოვლა მშვენივრად იცოდა.
დროდადრო, უფრო დახვეწა.
გოგონას ღამისფერ ნაწნავებში გვირილის ფორმის თმისსაბნევები გაუკეთა და კმაყოფილი
სახით დააკვირდა თავის ნახელავს.
პატარა ჯენის ზუსტად მამისსნაირი მოსასხამი ეცვა.
- აივნიდან გადამახედებ? - ჰკითხა პატარა ჯენიმ.
ვლადს გაეცინა.
გოგონა აივანზე გაიყვანა, მთელი ქალაქი ხელისგულივით ჩანდა.
- ხედავ ხალხს? ნახე როგორ ჭიანჭველებივით დადიან. ჩვენ ვერ გვხედავენ, ჩვენ
ღრუბლებში ვართ ღმერთებივით, მეფეებივით. დრო გავა და შენც მეფე იქნები პატარა ჯენი.
დედოფლობა არ გჭირდება, ხელმწიფედ გაქცევ. წავიდეს სხვა დანარჩენი, სულ გადაიკარგონ.
მხოლოდ მამა და ჯენი, ჯენი და მამიკო. ხომ?
- ჰო, დიდი მამა და პატარა ჯენი - დაემოწმა პატარა გოგონა.
მეორე თავი
საშობაოდ გოუსთ ჰილის ქუჩები უმშვენიერესად მოერთოთ. ჯადოქართა კვარტალი მუდამ
ათასგვარი ფერით იწონებდა თავს, თუმცა დეიზისთვის მაინც უცხო იყო საშობაოდ გაპრანჭული
ქალაქი, რადგან წლების მანძილზე, ძილს მისცემოდა.
ერთ-ერთ კაფეში იჯდა და ცხელ შოკოლადს შეექცეოდა. სევდიანი ჩანდა. საკუთარ ცხოვრებაზე
ფიქრს მოეცვა. როგორი სისასტიკეა, როცა ვინმეს შენი ძალა დასჭირდება და მოულოდნელად
გაცოცხლებენ. ახლა აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. სასოწარკვეთას შეეპყრო. გარშემო არავინ
ჰყავდა და არც არავის ენდობოდა.
მას ვალი მოეხადა საკუთარი თემის წინაშე. რა სისულელეა? არასდროს არავის ვალი ჰქონია.
უბრალო, ძალაგამოცლილი სიტყვები იყო. ისე მაინც ეთხოვათ დახმარება, ზრდილობიანად
მისულიყვნენ და ეთქვათ: დეიზი გამარჯობა, ჩვენ შენ გაგაცოცხლეთ, რადგან ძალიან
გვჭირდები. თუ არ შეწუხდები, ეგება დაგვეხმარო?
დეიზი ვალდებული არ იყო, მაგრამ მაინც დაეხმარებოდა. მიუხედავად წინა ცხოვრებაში
გამოვლილი საზარელი ამბისა, გულის სიღრმეში, კვლავ მოსწონდა სიკეთის კეთება.
მეზობელ მაგიდასთან ორი ქალბატონი საეჭვოდ შესცქეროდა. დები იყვნენ. წამშივე იგრძნო
მათი კავშირი. ასე ღვთაებრივად მშვენიერი ქალები ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჰყავდა
ნანახი.
არც ის გამოჰპარვია, რომ სისხლისმსმელები იქნებოდნენ უთუოდ.
დეიზი წამოდგა.
მათთან მივიდა.
- რითი დავიმსახურე თქვენი ყურადღება? - ჰკითხა ღიმილით.
- საშინლად გაცვია - არც კი დაფიქრებულა მარიანა.
- მილიონი წელი ცხოვრებამ საქმე გამოგილიათ? - გაოგნდა დეიზი და შეეცადა, თავის
ტანსაცმელზე არ დაეხედა.
მარიანამ მხრები აიჩეჩა.
- უბრალოდ, გვაინტერესებდა ჯადოქარი, რომელიც ჩვენს ძმას მოერია - მიუგო კატალინამ.
ყველა უბედურებასთან ერთად, ძალიან მხიარულები ჩანდნენ.
- რა თქმა უნდა! - ტაში შემოჰკრა დეიზიმ - თქვენ დროგოები ხართ. ტყუპებს პლიუს ერთი
სულელი ბიჭი. აქამდე უნდა მივმხვდარიყავი.
- კარგი - ფეხზე წამოდგა მარიანა - რამდენიმე პუნქტია, რაც უნდა იცოდე. ჩათვალე, რომ
რახან ახალი გაცოცხლებული ხარ, პირველ ჯერზე, გპატიობთ სულელურ გამოხტომას.
- ჩვენ ვერ მოგვეკარები, ვერასოდეს. როცა ვამბობ „ჩვენ“, გაბრიელიც იგულისხმება. ახლა
უბრალოდ გაგიმართლა. მეორედ, მოგვიწევს, რომ შენს კვარტალში მოვიდეთ და ყველა
ჯადოქარი ერთიანად აგაოხროთ - მხარი აუბა ტყუპ დას კატალინამ.
- მემუქრებით? - სასაცილოდ არ ეყო დეიზის - ერთი ჩვეულებრივი შელოცვით, მამათქვენს
თავისი შვილების ადგილსამყოფელს გავაგებინებ და მეეჭვება, ჩვენი აოხრებისთვის დრო
დარჩეს.
- ვერ გვიპოვის - დარწმუნებით წარმოთქვა მარიანამ - კარმილას ტყუპები ვართ,
მწუხრისფერი რაინდის ასულები. მეეჭვება, შენმა ძალამ ჩვენზე რამე გავლენა იქონიოს.
თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მუქარისთვის არ მოვსულვართ. უწყინარი რჩევა მოგეცით
უბრალოდ.
დეიზის თავი ასტკივდა.
ისე ძალიან ასტკივდა, რომ აზროვნების უნარი თითქმის დაკარგა და ღონეგამოცლილი
დაეყრდნო მაგიდას.
- გვაპატიე. ტკენა არ გვინდოდა, მოგვიწია - მიუგო კატალინამ.
- ახლა ორივე მხარეს გააზრებული გვაქვს ერთმანეთის ძალა. იმედია, გზაზე აღარასოდეს
გადაგვეღობები, თორემ ეს იმ ტკივილის მეასედია, რისი გამოწვევაც ძალგვიძს.
- თქვენმა ძმამ ჯადოქართა საზღვარი გადმოკვეთა - გაჭირვებით წარმოთქვა დეიზიმ.
მერე ინანა.
ტკივილის გამო, თავის მართლება უწევდა დაწყევლილი ვამპირების წინაშე.
- ვიცით. ამიტომაც არ წაგაცალეთ თავი შენი ნახვის პირველივე წამს. ჩვენ ვიაზრებთ, რომ
გაბრიელმა დააშავა. მაგრამ ამავე დროს, შეჩვეულია წესების დარღვევას. ამ დარღვევების
გამო, პასუხს არავინ სთხოვდა აქამდე. რაღაც მომენტში, მადლობლებიც ვართ. ეგება,
გაკვეთილი მიიღოს და მტრის საზღვარი აღარ გადაკვეთოს. უსიამოვნებები არ გვინდა.
ამიტომაც წამოვედით მშობლიური ქალაქიდან. მითუმეტეს, ჯადოქართა მოდგმა დედაჩვენის
ოჯახია - კატალინა საუბრისას, ისეთი მშვიდი ჩანდა, უწყინარ თემაზე აქვს დისკუსია
გამართულიო.
- ერთი სიტყვით, ვფიქრობ მოვილაპარაკეთ - გაეღიმა მარიანას.
დები წავიდნენ.
დეიზის ტკივილმა გაუარა.
ზიზღით გააყოლა მზერა დახვეწილ ქალებს.
- წყეული სისხლისმსმელები! - გველივით ჩაისისინა და ტყუპებს თვალი გააყოლა. მერე ისიც
გაახსენდა, რომ დები სისხლს არ სვავდნენ. მთელი თავიანთი არსებით ჯადოქრები იყვნენ.
წესით მათაც ჯადოქართა კვარტალში უნდა ეცხოვრათ და თავიანთი ძალა კარგი საქმისთვის
მოეხმარათ, თუმცა, წარსულში, ვლადმა ყველანაირი მშვიდობის გზა მჭრა თავის შვილებსა და
გარესამყაროს შორის.
დეიზი გარდაცვალებამდეც გრძნობდა სხვების ტკივილს და გაცოცხლების შემდეგაც. ტყუპები
თავიანთ გრძნობებს ვერ გამოაპარებდნენ, ეს ძალიან აშკარა და გასაკვირი იყო: მამამისი
ენატრებოდათ.
რაღაც მომენტში, შეეცოდა კიდეც ისინი.
და თან შური იგრძნო.
დეიზის აღარავინ ჰყავდა მოსანატრებელი.
რამდენიმე საუკუნის წინათ ნანახი დროგოების ოჯახი გაახსენდა. დეიზი სისხლის სავანეში
მიიწვიეს. მაშინ, ცოტა სიმშვიდე იყო, ასე გამეტებით არ სძულდათ ვამპირებსა და
ჯადოქრებს ერთმანეთი. არსებობის მანძილზე, სქემა რომ დაგეხატა, რაღაც ალოგიკურ
დასკვნამდე მიხვიდოდი. ზოგჯერ სიძულვილი ზენიტამდე ადიოდა, ზოგჯერ კი საერთოდ არ
ადარდებდათ ერთმანეთი და ბრძოლისგან დაღლილები, სულაც აღარ ფიქრობდნენ ხოცვა-ჟლეტაზე.
უბრალოდ, ეზარებოდათ.
სისხლის სავანე განთქმული იყო ჭირითა და უბედურებით. ვამპირების გამო კი არა,
დაავადებების გამო. მაშინ დეიზიც მიიწვიეს, როგორც ყველაზე კომპეტენტური ჯადოქარი და
ამავე დროს, ექიმი.
შავი ჭირი, ჭლექი და უბედურება მძვინვარებდა.
ვამპირებსაც უნდოდათ ხალხის გადარჩენა. აბა, ყველა თუ ამოიხოცებოდა, მშივრები
დარჩებოდნენ. უზარმაზარ დარბაზში ისხდნენ. დეიზი ავადმყოფობის განკურნებაზე
საუბრობდა. მაშინ პატარა და მშიშარა იყო, მაგრამ რაც იცოდა, ვერ დაუკარგავდი.
ენა ებმეოდა ზოგჯერ ღელვისგან.
ლექტორებით გარშემორტყმულ სტუდენტს ჰგავდა, ოღონდაც ლექტორების მაგივრად, ვამპირები
უსმენდნენ. აღარც ახსოვდა, რა ილაპარაკა, მაგრამ ერთი რამე არასოდეს დაავიწყდება:
ტყუპები ერთდროულად წამოდგნენ ფეხზე.
- მემგონი, ამ გოგომ ქალაქი გადაგვირჩინა - თქვა მარიანამ და ტაში დაუკრა.
დეიზი მოულოდნელობისგან გაწითლდა.
- მნიშვნელობა არ აქვს, რა ჯანდაბას გააკეთებს. ლამაზი, უშნო, ჭკვიანი და სულელი
ჯადოქარი მაინც ყველა ერთი ჯართია - გადაუჩურჩულა გაბრიელმა კატალინას.
დეიზიმ გაიგო.
ჯადოქრის კვალობაზე, მაშინაც კარგი სმენა ჰქონდა.
თავის კვარტალში დაბრუნდა დეიზი. ყველა გაზაფხულისფრად შემოსილიყო. უკვე ნერვებს
უშლიდა ამათი სითეთრე და სიწმინდე.
- გეგმა მაქვს - განუცხადა თავისიანებს.
- რა გეგმა?
- ყველა ვამპირი უნდა მოკვდეს. დაე, მათი სისხლით შეიღებოს კედლები, ქუჩები და
მდინარეები, როგორც ჩვენი სიკვდილით აშენებდნენ სისხლის სავანის ცათამბრჯენს.
ვამპირთა კვნესისა და გვემის მოსმენა მწადია. ვეღარასოდეს დამრავლდებიან, ცოდვას
ვეღარ მოისხამენ. როცა საბოლოოდ ამოწყდება ყველა მათგანი, დიდი ხნის შემდეგ, ბავშვებს
ზღაპარს მოუყვებიან ცეცხლისფერ ჯადოქარზე სისხლისფერი ამბებით, რომელმაც სამყარო
ვამპირთა ეშვებისგან იხსნა. ჯადოქრებმა უნდა აიღონ ქალაქი!
თავის თემს გადახედა.
დეიზის ისინიც სძულდა.
* * *
სისხლის სავანის ქუჩებში ორი უცნაური არსება დასეირნობდა. ორივეს შავი მოსასხამი
ეკეთა და ღიმილი მოჰფენოდა სახეზე. აქედან, ერთი ზედმეტად მაღალი იყო, მეორე კი ისეთი
პატარა, რომ მამის ხელს ძლივს სწვდებოდა.
- ახალი წელი უცნაური რამეა პატარა ჯენი - მიუგო ვლადმა გოგონას - უბედური
ადამიანებიც დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ. თუმცა ადამიანების ტერიტორიაზე სეირნობას ის
პლიუსი აქვს, რომ სხვა ვერავინ დაგვინახავს. თან ვინ უნდა დაგვინახოს? ყველა ჯადოქარი
ერთმანეთის მიყოლებით ამოვ... - მერე შეჩერდა. ბავშვი ჯერ ვერ ხვდებოდა, ამოწყვეტა და
სისნსილის გაწყვეტა რას ნიშნავდა - გადავასახლე. - შესაფერისი სიტყვაც გამოძებნა
მამამისმა.
- თოვლის ბაბუა ჩემთანაც მოვა? - ჰკითხა მამამისს.
- საიდან მოგაქვს ეგეთი რაღაცეები? - გაეცინა ვლადს.
- ტელეფონიდან - გულახდილად უპასუხა პატარა ჯენიმ. - ვიღაცა ქალი ყვებოდა ვიდეოში.
- მოვა - თავი დაუქნია მამამისმა - როგორც ჩანს, სამი შვილის გაზრდის მერე, მეოთხემ
ვერ ამაცილა თოვლის ბაბუის მოყვანას.
- და ნაძვის ხე? აი ასეთი - ხელი გაიშვირა ქალაქის ცენტრში მდგარ მორთულ ხეზე.
- წიწვებზე ალერგია გაქვს ჯენი. რომელიმე სხვა ხეს ამოვძირკვავ ტყიდან, ეგ არაფერი.
- დედიკო?
- წელს დედიკოს გარეშე მოგვიწევს - ამოიოხრა და ბავშვი ხელში აიყვანა - შოკოლადი
გინდა?
პატარა ჯენიმ თავი დაუქნია.
მერე პატარა ხელები მოხვია და კისერში ჩაუდო თავი. მათ გარშემო ყვავი დაფრინავდა,
ჰორიზონტს აკონტროლებდა.
- რავენა - გაუღიმა ბავშვმა ფრინველს.
- ცოტა რომ მოიზრდები, ყვავად ტრანსფორმაციას გასწავლი.
- ტარსონაცია? - შეიცხადა პატარა ჯენიმ.
ვლადს გაეცინა.
- ტრანსფორმაცია გარდასახვას ნიშნავს. შეგეძლება, რომ ზოგჯერ ყვავი გახდე და იფრინო.
გინდა ზღაპარი მოგიყვე ყველაზე მშვენიერ ყვავზე?
- მინდა.
- დიდი ხნის წინ, ულამაზესი დედოფალი ცხოვრობდა სისხლის სავანეში. მაშინ მე არ
ვარსებობდი, არც შენ არსებობდი. დედოფალი გრძნეული იყო, ოქროსფერი თმითა და შენნაირი
ცისფერი თვალებით. ვამპირს შეუყვარდა. ეგ ვამპირი გოუსთჰილის ხემწიფე იყო. იქორწინეს.
ლეგენდის თანახმად, ყოველ ხუთ საუკუნეში ერთხელ, ვამპირსა და ჯადოქარს ერთმანეთი
უყვარდებათ. მერე ვაჟი ეყოლათ, ვლადი დაარქვეს. მალე ტრაგედია დატრიალდა. სხვა
ჯადოქრები დაესხნენ თავს მეფე-დედოფალს და ხელმწიფე მოკ... ხელმწიფე გააქრეს. ხო
უცნაურია? გეგონება, ყველა ისტორია ოდესღაც მოხდა, ახლა კი მეორდება. დედოფალს ყვავად
გარდასახვა შეეძლო და ისეთი წყევლა დაატეხეს თავს, სამუდამოდ ყვავის სხეულში
გამომწყვდეული დარჩა.
პატარა ჯენი დაფიქრდა. ბევრი იფიქრა.
მერე დიდი თვალები მაგრად დაჭყიტა და ყვავს შეხედა.
- ეს ბებოა?
- ჰო, ბებოა.
- დიდი რომ გავიზრდები, დავიხსნი.
- დარმწუნებული ვარ, შენი იმედი ნამდვილად აქვს. კარმილა მუდამ ცდილობდა, მაგრამ
არაფერი გამოვიდა.
- მე ხომ გამომივა მამიკო?
- რა თქმა უნდა. შენში ყველა ძალაა გაერთიანებული: დედაშენის, ჩემი, ბებიის და დიდი
ბაბუის. უძლეველი ხარ ჩემო პატარა დრაკონო.
* * *
მარიანას იატაკზე ნახშირით გაეკეთებინა პენტაკლის ფორმა და მის ყველა კუთხეში თეთრი
სანთელი დაენთო.
- დამანახე მამაჩემი, ისე დამანახე, რომ თავად ვერაფერი შენიშნოს - ჩაიჩურჩულა და
შემდეგ საკუთარი სისხლი დააწვეთა პენტაკლის შუაგულში.
სისხლის სავანის კოშკში აღმოჩნდა. ვლადიმერის სურნელი იგრძნო. ფეხაკრეფით შევიდა
ოთახში და მამამისი დაინახა. გაუხარდა მისი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა, წამით, ლამის
დათმო თავისი იდუმალება და მასთან გაიქცა მკლავგაშლილი. მოულოდნელად, დანახული სურათი
მთელი თავისი ჭეშმარიტებით აღიქვა და ადგილს მიეყინა.
დიდი ხე იდგა, ხის გარშემო ვლადი და პატარა ჯენი, ფერადი სათამაშოებით ხელში,
აღფრთოვანებული რთავდნენ ამოუცნობი სახეობის საახალწლო მცენარეს. იქვე ბრჭყვიალა
ქაღალდებში შეფუთული სათამაშოებიც მიმოტაფნტულიყო.
ყვავი ბუხართან იჯდა.
პირველად იხილა, რომ თურმე ყვავსაც შეეძლო სიხარული.
- მოგწონს პატარა ჯენი? - ეკითხებოდა ვლადი ქალიშვილს.
აღტაცებული გოგონა სიხარულით უქნევდა თავს.
- რა ჯანდაბაა? - ჩაილაპარაკა თითქმის გაუგონრად.
ყვავმა მას შეხედა.
დაიჭყავლა.
მარიანამ რიტუალი გაწყვიტა და სახლში დაბრუნდა. გულისფანცქალით გამოვიდა ოთახიდან და
მისაღებში შეკრებილ თავის და-ძმას შეხედა. წინა საღამოს შემდეგ, კატალინაც კი
ნაბახუსევზე იყო, იმდენი დალია. უღონოდ მისვენებულიყო ტახტზე და ლიმონიან კოქტეილს
შეექცეოდა. ამბობდა, უებარი წამალიაო.
- რა სახე გაქვს? - ჰკითხა მარიანას გაბრიელმა. - გეგონება მოჩვენება დაინახე.
- უარესი გაბრიელ - გაშეშებული მიუჯდა თავის დას და ტახტის მთელ სიგრძეზე გაშხლართული
მისი ფეხები მუხლებში გადმოიდო.
- რა მოხდა მარ?
- სახელი ჯენი გეცნობათ?
- არა. - გაბრიელმა და კატალინამ ერთდროულად გააქნიეს თავები.
- ამის შემდეგ, დროა გეცნოთ. ჩვენს დას ჰქვია.
- რას ამბობ? - წამოხტა კატალინა და მერე თავი მოისრისა. უეცარი გაფართხალებისგან
ასტკივდა.
- ასე ხუთი წლისა იქნება. როგორც ჩანს, როცა მშობლებს გამოვეპარეთ, დედა ფეხმძიმედ
იყო. შავი თმა, ცისფერი თვალები და თოვლივით თეთრი კანი აქვს. არც კი ვიცი, რომელს
გვგაქვს. ალბათ, ბებიას.
- ჯანდაბა! ამის დედაც! - წამოხტა გაბრიელი - ეს რა შარია, ხვდებით?
- შარი როგორაა? - გაეცინა კატალინას. - პატარა და გვყავს.
- ჰო, პატარა და გვყავს, რომელიც ვლადთან იზრდება. ამდენი შეუსაბამო სიტყვებისგან
აწყობილი წინადადება ცხოვრებაში, პირველად ვთქვი.
- თან ძალიან გასაკვირად იზრდება. ახალ წელს ზეიმობენ, შოკოლადებს ჭამენ, რაღაცნაირ
ხეს რთავენ და საჩუქრებს ფუთავენ. მემგონი ვლადი ცუდადაა.
- აუ ეგ რა გაიზრდება - კატალინამ შუბლზე ხელი შემოირტყა - მხოლოდ ვლადი ზრდის.
ღმერთმა დაიფაროს სამყარო! დედაც აღარაა სიტუაციის გასანეიტრალებლად.
- რა ვიცი, უხილავი შელოცვა გამოვიყენე, მამა ვნახე... მემგონი, ისე ადამიანურად
იქცეოდნენ, რომ სჯობს მაგაზე ვიდარდოთ.
- ბავშვი უნდა წამოვიყვანოთ! - განაცხადა გაბრიელმა მრავალი ფიქრის შემდეგ.
- მშვენიერი იდეაა. მივალთ და ვეტყვით: ვაა, მამი როგორ ხარ? მიდი ერთი, ბავშვი
გაგვატანე. ვლადიც დაუფიქრებლად წამოგვაყვანინებს. თან საჩუქრებსაც გამოგვატანს -
გაეცინა კატალინას.
- უნდა მოვიტაცოთ გოგო, რა გჭირს? - შეუბღვირა მარიანამ - დარწმუნებული ვარ, როცა
ვლადი სასადილოდ გადის, მაშინ რავენა პატრონობს ბავშვს. რავენას ჩამოვიშორებთ და ეგ
იქნება.
- ბებიაჩვენს ვერაფერს დავუშავებ! - სასოწარკვეთით აღმოხდა კატალინას - მე მიყვარს
ბებიაჩვენი.
- ჩვენ ყველას გვიყვარს. ვლადიც კი გვიყვარს... რამეს მოვიფიქრებთ.
- ისეთი შელოცვა არ ვიცით რომ თან უხილავები გავხდეთ, თან ბავშვს დავტაცოთ ხელი.
- ნეტა დედას შელოცვების წიგნი წამოგვეღო. როგორ დაგრჩა მარიანა - ამოიოხრა
კატალინამ.
- შენ დაგრჩა! - შეუღრინა ტყუპისცალმა - და საერთოდაც, გაბრიელს დარჩა!
- ვაბრალოთ ახლა ერთმანეთს და ვიყოთ ბედიერები - გადაიხარხარა ბიჭმა. - ისე, როგორი
ბავშვია?
- არც კი ეტყობა, რომ ჩვენთან აქვს რამე კავშირი. საყვარლად იცინის, ლოყები
ეჩხვლიტება, ხარხარებს, მამამისსს უხიტინებს და თან პატარა ცხვირი აქვს.
* * *
დეიზი აბრეშუმის ხალათით დააბიჯებდა თავის სახლში და თან დროდადრო, სარკეში უმზერდა
საკუთარ სილუეტს. მოსწონდა, როგორც გამოიყურებოდა. წინა ცხოვრებაში, საკმარისი
თავდაჯერებულობით არ გამოირჩეოდა, ზედმეტად გულღია და მეამიტი იყო. ეტყობა, ამიტომ
დამემართა, რაც დამემართაო, გაიფიქრა თავისთვის. მერე წითელი ღვინო გახსნა. მთელი
დღე, ახალგაზრდა ჯადოქრებს ასწავლიდა მაგიას. ცოტათი, ნერვებს უშლიდნენ, მაგრამ თუ
ყველას ამოწყვეტა უნდოდა, მათი უეჭველად ცოცხალს დატოვებდა. ისინი პატარები იყვნენ,
ნიჭიერები და კეთილები. საღამოობით, ნაკლები საზრუნავი ჰქონდა კლანზე და საკუთარ თავს
ღვინით ტკბობის უფლებას აძლევდა.
კარზე ზარი გაისმა.
ფოსტალიონის ფორმაში გამოწყობილი მომღიმარი ბიჭი შერჩა.
- დეიზი თქვენ ბრძანდებით? - ჰკითხა ქალს - თქვენი გვარი არ იცოდნენ და უბრალოდ,
დეიზი ჩამაწერინეს. ამანათია თქვენზე.
- ამანათის „უბრალოდ დეიზით“ მიტანა ნებადართული გაქვს? - გაეცინა ქალს.
- კი. ფული ჩამიჯიბეს და ვიფიქრე, რატომაც არა-თქო. - მხრები არხეინად აიჩეჩა ბიჭმა -
თან ზუსტად აღმიწერეს თქვენი გარეგნობა. მერე ჯიბიდან ბარათი ამოიღო. აი, რა წერია:
„თითქმის, ნაძვის ხის სიგრძე, პომიდორივით წითელი ქალი, ღიმილისას, ორმოცივე კბილი
უჩანს. მართალია, მისი ღიმილი არ მინახავს და კბილებიც არ დამითვლია, მაგრამ
დაახლოებით, ასე იქნება“.
- თაყვანისმცემლისგან აშკარად არაა - თვალები დააბრიალა დეიზიმ.
კაცმა უზარმაზარ ყუთში ჩალაგებული წითელი ვარდები აიღო და ქალს მიაჩეჩა.
- რა ვიცი, მემგონი თაყვანისმცემელია, თან ცოტათი თავხედი. აბა სხვა ასეთ ძვირიან
საჩუქარს არ გაიმეტებდა - გაეცინა და წავიდა.
საუცხოო სურნელებას აფრთქვევდა ვარდები.
- ვინ უნდა იყოს? - გაუცნობიერებლად, პირზე ღიმილი მოეფინა. იქვე, ბარათიც ყოფილა.
გახსნა.
„ძვირფასო დეიზი, შენი კლანი არასანდო ადამიანებითაა სავსე და ხმა მომივიდა, რომ
შეთქმულებას გვიწყობ ვამპირებს. წარმატებას გისურვებ! აბა შენ იცი. შობას გილოცავ და
იმედი მაქვს, მომდევნო ახალ წელსაც გათიშული არ შეხვდები.
მუდამ შენი, გაბრიელი.
P.S. ალბათ ვერ მიხვდი, რა ვიგულისხმე. სხვათაშორის, ფიფქია რომ ვაშლით მოწამლა, ის
ბოროტი დედოფალი ბებიაჩემი იყო. ერთი სიტყვით, შვილიშვილებსაც გვეხერხება ნივთების
მოაწამვლა. თან ქალები ძაან რომანტიკოსები ხართ, ალბათ უკვე უყნოსე ვარდებს. ტკბილი
ძილი. ეცადე, ნერვები აღარ მომიშალო!“
დეიზიმ წაკითხულის გააზრება მოასწრო.
შემდეგ კი თვალები გადაატრიალა და იატაკზე დაეცა.
მესამე თავი
დეიზის გამოეღვიძა. კისერი ჰქონდა გაშეშებული და წელი სტკიოდა. მთელი ღამე ცივ
იატაკზე გაეტარებინა. გაჭირვებით წამოდგა, ვარდებს ზიზღით შეხედა.
- დაიწვით! - თქვა ბრაზმორეულმა და ფერფლად აქცია. - დამპალი დროგოები! მაგათ სისხლს
დავლევ!
სახლიდან გაგიჟებული გამოვარდა.
თვითონაც არ იცოდა, სად მიდიოდა, თუმცა მოძრაობისას, უფრო უადვილდებოდა ფიქრი.
- დეიზი, ახალ წელს გილოცავ - შესძახა ნაძვის ხესავით მორთულმა ნელიმ. ყელზე მწვანე,
ბრჭყვიალა ამოუცნობი ნივთი შემოეხვია და უზარმაზარი ოქროსფერი საყურეები ეკიდა.
- მეც გილოცავ ნელი - ბავშვს რაღას ვერჩიო, გაიფიქრა დეიზიმ.
- დახმარება ხომ არ გჭირდება? გაბრაზებული ჩანხარ. შენ სულ გაბრაზებული ჩანხარ,
მაგრამ ეგება იმიტომ, რომ სულ დახმარება გჭირდება.
დეიზის გაეცინა.
- არა, გმადლობ. უბრალოდ, ვფიქრობ როგორ დავხოცო ყველა.
- სულ ყველა? - სახლიდან ხალათში გამოწყობილმა მისამ გამოყო თავი.
- თქვენ არა - თვალები გადაატრიალა ქალმა. ამ ბავშვებს, ყველაფერს დაწვრილებით თუ არ
აუხსნიდი, ისე ვერ ხვდებოდნენ.
- დღეს მკვლელობაზე არ იფიქრო. ჯადოქართა წვეულებაა. შეგიძლია, წითელი ფერი გეცვას,
რადგან უხუცესი ხარ - ახარა მისამ.
- ატმისფერი, თეთრი და ღიაფორთოხლისფერი რამეები ისედაც მეზიზღება. მემგონი მაგიტომაც
ვუშლით ნერვებს სხვა ზებუნებრივ არსებებს. დავდივართ მზესავით კაშკაშები და თავი
წმინდანებად მოგვაქვს. - გულხელი დაიკრიფა ნელიმ - დეიზი უხუცესია და შეუძლია,
ნებისმიერი ფერი ჩაიცვას.
ქალს გაეცინა.
ასე, 15 წლისები იქნებოდნენ. მემგონი ყველაზე გულუბრყვილო ასაკი ჰქონდათ. შეგეძლო,
მათ თვალებშივე ამოგეკითხა, რასაც გრძნობდნენ.
- დროგოების ტყუპებს მოსაწვევი გაუგზავნეთ - თქვა დეიზიმ ეშმაკურად.
- რას ამბობ?
- ისინი ჯადოქრები არიან თქვენსავით. რაც უფრო მშვიდობიანად ვიქნებით განწყობილი, მით
უფრო ვერ იეჭვებენ, რომ რაღაც საშინელებას ვგეგმავთ. გაუკვირდებათ, შეიძლება
გაუხარდეთ კიდევაც მოწვევა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ერთ კვარტალში ვცხოვრობთ, მათ კი
არავინ ყავთ გარშემო ერთი სულელი ძმის გარდა.
- ვლადის შევილები გეცოდება დეიზი? - გაოგნდა მისა. თან გაოგნებულთან ერთად,
აღფრთოვანებული იყო უხუცესით. ყველგან ისეთ ხნას ეძებდა, რომელიც თმას დეიზისფრად
გადაუღებავდა. ეგება, ცოტათი მაინც დამსგავსებოდა თავის კუმირს.
- რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილები არიან. დედამისი ჩვენ არ მოგვიკლავს, სისხლის
სავანის ჯადოქრებმა მოკლეს. ეს ფაქტი უნდა გავახსენოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ომი
დასასრულს მიუახლოვდა. ისინი ბოროტ მამას გამოექცნენ, ესეიგი არც ისე ცუდები არიან.
- შეიძლება მოსაწვევი მე გადავცე? - იკითხა ნელიმ.
- შეიძლება.
- საშიში არაა?
- არა.
* * *
- დედა ამბობდა, რომ სუპების ჭამა მნიშვნელოვანია. შენი და-ძმა იცი როგორი მაღლები
არიან?
- სუპის გამო? - საეჭვოდ მოჭუტა თვალები ჯენიმ.
- ჰო. და გენეტიკის გამოც, რადგან მამაშენი აყლაყუდაა - ფაფუკ თმაზე აკოცა ვლადმა
პატარა ჯენის - ისეთი კარგი სუნი გაქვს, ლამისაა ეს სამყარო შევიყვარო.
- სამყარო რა შუაშია. მე შემიყვარე - წარმოთქვა ბავშვმა და ისე გამოივლო წვნიანიანი
კოვზი პირში, ვითომც არაფერი.
- შენ ისედაც მიყვარხარ, სულ მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ პატარა გენიოსს ემსგავსები და
მაოცებ - გაეცინა ვლადს - მამაშენივით. ერთი რამე მაშინებს შვილო. ჯადოქრები ზედმეტად
დადუმედნენ.
- რავენა ბებია სადაა?
- სხვა შვილიშვილების მოსანახულებლად წავიდა.
- როდის გავიცნობ მათ?
- ვშიშობ, მალე თავად მოვლენ შენთან. - ქალიშვილს ჩამოუჯდა და კოვზი გამოართვა,
უნდოდა, თავისი ხელით ეჭმია. სასიამოვნო შეგრძნება იყო. ზოგჯერ, სევდა იპყრობდა
ქალიშვილის შემხედვარეს. პატარები ისეთი უსუსურები იყვნენ, მშობელი თუ არ
დაეხმარებოდა ჩაცმაში, საკვების მომზადებასა და წყლის დალევაში, ნამდვილად ვერ
გადარჩებოდნენ.
- რატომ მოვლენ?
- თვლიან, რომ ჩემთან საფრთხე გემუქრება.
- რა სისულელეა - წარბები შეწმუხნა ჯენიმ.
- იცი, მამამ ყველა ჯადოქარი გააქრო სისხლის სავანეში, მაგრამ ერთი გაექცა მხოლოდ.
მას სელენა ჰქვია, დედაშენის დედაა.
- ბებია სელენა - გამოიტანა დასკვნა.
- არა, უბრალოდ სელენა. ბებია არ დაუძახო. მისი ხელმძღვანელობით დაგვესხნენ თავს და
ახლა ისეთი გამწარებულია, კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს. არ მინდა შეგაშინო პატარა
ჯენი, მაგრამ დრო მოვა და შეიძლება, ჩემგან წასვლა მოგიწიოს.
- არ მინდა უშენოდ! - წამოიყვირა გოგონამ.
- უჩემოდ არ იქნები. უბრალოდ, აქ აღარ იცხოვრებ. შესაფერისი, უსაფრთხო ადგილის პოვნა
მოგვიწევს შენთვის. ეს კოშკი ხელისგულზეა გადაშლილი. გარშემო ჭორიკანა მეზობლებივით
გვახვევია მტერი და კარგი იქნება, თუ მოშორდები აქაურობას.
- შენ სად იქნები?
- აქ დავრჩები, სანამ დარჩენილი მტერიც არ გაცამტვერდება. მერე ისევ დაგიბრუნებ
პატარა ჯენი და სულ ერთად ვიქნებით - ცხვირი ცხვირზე მიადო კაცმა ქალიშვილს.
სამყაროში, ყველაზე მტკივნეული რამე ჯენისთან განშორება იყო. ვერც კი წარმოედგინა, რა
აზრი ჰქონდა ყოველ გათენებულ დილას ქალიშვილის გარეშე.
- ჩემს და-ძმასთან წავალ?
- არ ვიცი. ვნახოთ. ისინიც ვერ არიან სათანადოდ ჭკვიანები. ზოგჯერ იოლად ეხვევიან
მახეში. მაგალითად, ახლა რაღაცეებს გეგმავენ და ღრმად სწამთ, რომ ჩემგან შეუმჩნევლად
შეძლებენ შენს მოტაცებას. სინამდვილეში, თუ თავად არ გავატანე შენი თავი, არაფერი
გამოუვათ. სასაცილოა პატარა ჯენი ხომ? როცა გგონია, რომ გეგმა გაქვს, სინამდვილეში კი
სულ სხვისი გეგმის ნაწილად რჩები.
- იმიტომ, რომ მამიკო ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე დიდია - წარმოთქვა პატარა ჯენიმ. -
მაგრამ მე მარტო შენთან მინდა.
- ხომ იცი, სულ ჩემთან იქნები. როცა ვერ დამინახავ - მიგრძნობ, როცა ვერ მიგრძნობ -
დამინახავ ჯენი.
* * *
- ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა - სიცილით შევიდა მარიანა კატალინას ოთახში - ახლა ერთი
პატარა ჯადოქარი გვეწვია და ორი მოსაწვევი მოგვცა ჯადოქართა წვეულების.
- რას ამბობ?
- ჰო. თქვა, რომ გოუსთ ჰილის ჯადოქრები არ გვმტრობენ.
- რა სისულელეა. ვერავინ გვიტანს.
- ჰო, რაღაცა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ სანამ მათ ტერიტორიაზე არ აღმოვჩნდებით, იქამდე
ვერ მივხვდებით.
- შენც იგივეს ფიქრობ, რასაც მე? - ეშმაკურად გაეცინა კატალინას.
- წვეულების კაბა გაამზადე დაიკო!
- მე არ ვარ დაპატიჟებული? - შეეჭრა გაბრიელი.
- არამგონია. მათი დახოცვა სცადე რამოდენიმე დღის წინ და შენი დამსახურებით,
უძლიერესი ჯადოქარი გააცოცხლეს.
- უხუცესი ჯადოქარი ჯენის მოტაცებაში დაგვეხმარება - გამოუცხადა გაბრიელმა - საჭიროა,
რომ ცოტა წავეფლირტავოთ სამივე, გავუღიმოთ და ა.შ.
- მერე შენი მიდთაუნელი შეყვარებული არ გაბრაზდება? - დასცინა კატალინამ.
- ზედაც არ მიყურებს.
- რა ვიცი, კი მოუხშირე ამ ბოლო დროს, მაგასთან წანწალს.
- მიდთაუნის სკოლის დირექტორია. მთხოვა, ბავშვებისთვის პატარა მასტერკლასი
ჩამეტარებინა. ისიც მითხრა, შენი დები თუ არ შეწუხდებიან, ეგება გვესტუმრონ სკოლაშიო.
ყველას ძალიან აინტერესებს სისხლის სავანელი ტყუპები.
- ანუ მუზეუმის ექსპონატად გინდა რომ დაგვსვა?
- არა, ბავშვებს თავის დაცვა ასწავლეთ, პატარ-პატარა შელოცვები.
- ისე მოსწონს ეგ გოგო, რომ ბავშვების მოყვარულიც გახდა - გაეცინა კატალინას - რა
ჰქვია?
- კამილა.
- ისე, ცუდი აზრი არაა. ჯენის რომ მოვიტაცებთ, შეგვიძლია მიდთაუნის სკოლაში ვატროთ.
თან ეგება გაბრიელსაც მისცეს იმ გოგომ.
- შვიდიათასი წლის ქალი მესაუბრება მიცემ-გამღეობაზე, რომელსაც ბოლოს სექსი
რომელიღაცა ომის პერიოდში, მთავარსარდალთან ჰქონდა - შეუღრინა გაბრიელმა მარიანას.
- ეგ მე ვიყავი - გაეცინა კატალინას. - ახლა კი ვიღაცა ბარმენი მემესიჯება
გამწარებული. აღარც მახსოვს, სად გავიცანი.
- არ გაგიცვნია. თვითონ მოეწონე.
- საიდან დამინახა ნეტა - თავი მოისრისა. აღარ ახსოვდა. - კაი ტიპი მაინცაა?
- საყვარელია და სასაცილო. შეხვდი თუ გინდა.
- არა, მეზარება.
* * *
ტყუპებმა პირველად ნახეს გოუსთჰილის ჯადოქართა კვარტალი. ამ ადგილას გაზაფხული
არასოდეს გადიოდა. სისხლის სავანის ჯადოქართა საცხოვრებელს არაფრით ჰგავდა. სისხლის
სავანეში, ყველაფერი ისეთივე იყო, როგორიც თვითონ ქალაქის სახელწოდება. აქ ყველა
ჯადოქარს თავზე ყვავილების გვირგვინი ედგა და ყელსაბნევები ეკიდათ. შუაგულში, კოცონი
გიზგიზებდა, რომლის გარშემოც კაცები და ქალები ცეკვავდნენ.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - შეეგება მოხუცი მერი.
- ძალიან მოულოდნელი იყო, რომ დაგვპატიჟეთ. არ ვიცოდით რა მოგვეტანა და აი, - ორი
ბოთლი თავიანთი საგვარეულო ღვინო გადასცა მარიანამ - შეგიძლია შეამოწმოთ, არც
საწამლავი ურევია და არც სისხლი.
- ომისთვის მოსულებს თვალებით ვცნობ, გადამოწმება არ მჭირდება. გმადლობ დროგოებო,
ძალიან გვიყვარს სასმელები.
- მოსაწევიც - მოესმათ დეიზის ხმა. - ყველას ძალიან აინტერესებს კარმილას ტყუპები,
ამიტომ პატარა ჯადოქრები თუ ზედმეტად მოგაჩერდნენ, ტკივილისგან თავს ნუ გადაუხლეჩთ
შუაზე.
- გავითვალისწინებთ - გაეცინა კატალინას - მაშინ ზედმეტი მოგვივიდა. უბრალოდ, როცა არ
ვიცნობთ, გვიწევს ხოლმე.
- მესმის. გაცოცხლების პირველივე წამს დავხოცე ჩემი მეგობრები.
- მოსაწევს რაც შეეხება, შემოთავაზება იყო? - წარბები ინტერესით აათამაშა კატალინამ.
- რა თქმა უნდა.
- ჩვენც მოგვიწევს ცეკვა? - ჰკითხა მარიანამ.
- სავალდებულო არაა - წვეულების ეპიცენტრისკენ გაუძღვა დეიზი - მე არც წინა
ცხოვრებაში მეხერხებოდა ცეკვა და არც ახლა მაქვს სურვილი.
- სამაგიეროდ, კატალინა ნამდვილი დედოფალია - მარიანამ თავის დას გააყოლა თვალი,
რომელიც უკვე აჰყოლოდა მუსიკის ჰანგებს და ტანის მსუბუქი მოძრაობით უერთდებოდა ცეკვა-
სიმღერაში გართულ პატარა და დიდ ჯადოქრებს.
- მხიარული ვინმე ჩანს. - გაეცინა დეიზის.
- ჰო. ადამიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ „ჩერლიდერი“ იქნებოდა. ბავშვობაში, სულ
წუწუნებდა, მარიანას გარდა, სხვა ბავშვები არ მეთამაშებიანო. ხომ ხვდები, არავინ
გვეკარებოდა, ვლადის პირმშოებს. მე კი შორიდან ვუყურებდი ჩემს გულდაწყვეტილ დას და
მერე ცალი თვალით, დამპალ ბავშვებს შევცქეროდი...
- და რა მოსდიოდათ შენი ცქერისას დამპალ ბავშვებს? - ბოლომდე ჩასწვდა მის მონათხრობს
დეიზი.
- ზოგი ფეხს იტეხდა, ზოგი ხელს. ეს იყო მათი სასჯელი. თუ კატალინას არ ეთამაშებოდნენ,
მაშინ ვერც ვერავისთან გაირთობდნენ თავს.
- მეგობარს ნამდვილად და სჯობს. ხანძარში მაინც არ მოგკლავს- ჯიბიდან თავისი ლიქიორის
ბოთლი ამოიღო და მარიანას მიაწოდა.
ქალმა ღიმილით გამოართვა.
კმაყოფილი იყო აქ მოსვლით. რაღაცნაირი, შინაურული გარემო სუფევდა და თითქოს, გულის
სიღრმეში, არც არავინ ნატრობდა მათ გაცამტვერებას.
- ვიცი შენი ამბავი. ლეგენდები კარგად ვრცელდება - ერთი ყლუპი გადაკრა ქალმა და
დაიჯღანა - რა იყო, ასეთ მაგარს რომელი სვამთ?
- მე, ვარდისაა.
- ჩემზე უარესს თუ ვინმეს ვიპოვნიდი, არ მეგონა. სხვათაშორის, ღირსები იყვნენ ის
მეგობრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრაზი არ გაგნელებია.
- ჰო. შურისძიება საერთოდ არ ყოფილა გამოსავალი.
- შურისძიება სისულელეა. ყოველთვის უნდა არსებობდეს ვინმე ისეთი, ვინც გძულს. როცა
ბრაზი მოგერევა, მასზე გადმოანთხევ. სულ ესაა. ერთი ცოცხალი მუდმივი მტერია საჭირო. -
ურჩია მარიანამ.
- მაგ საკითხზე ვმუშაობ - გაეცინა წითურ ჯადოქარს. - ისე სასიამოვნოა, როცა ვიღაცა
გყავს არა? - მარიანას მზერას გააყოლა თვალი. ერთხელაც არ მოუშორებია კატალინასთვის.
გეგონება, მუდამ მზად იყო, ნებისმიერი თავდასხმისგან დაეცვა ტყუპისცალი.
- ჰო. თუმცა ეს არაა სრული შემადგენლობა.
- რა თქმა უნდა. მამა და დედა.
- ორი ბებიაც. ერთ-ერთმა ლამის ორივე მშობლით დაგვაობლა. სელენა ჰქვია. ვერ იტანდა
მამაჩვენს და მისი მოკვლა განიზრახა.
- დედა გადაეფარა. აქაც სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია. ხუთ საუკუნეში ერთხელ, ვამპირს
ჯადოქარი უყვარდება და დიდი უსიამოვნებები მოსდევს ამ ყველაფერს. ალბათ, ძალიან
ძლიერი გრძნობაა, რადგან შენი კლანის წინააღმდეგ მიდიხარ.
- ყველაფერი რაც იშვიათად ხდება, ძლიერია - გაუღიმა მარიანამ.
თავისი პატარა და გაახსენდა.
ნეტავ, რას აკეთებდნენ ჯენი და მამამისი.
* * *
ღამემ კარგად ჩაიარა.
რაღაც მომენტში, ტყუპებმა კლანის წევრებად იგრძნეს თავი, დეიზიმ კი მათ წევრად, თუმცა
გეგმები არ შეუცვლია. ერთი ბედნიერი წუთით მომავალს ვერ გარისკავდა. დილითვე გამოვიდა
გარეთ და ჩანაფიქრის ასრულებას შეუდგა.
კოცონის ნარჩენებთან ნელი იდგა.
სევდიანი ჩანდა.
- რა დაგემართა ნელი? - ჰკითხა დეიზიმ.
- ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო. ნუთუ არ შეიძლება, მართლა შევწყვიტოთ ომი?
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა დეიზიმ. - შენგან რაღაცა მაინტერესებდა.
- გისმენ.
- ქვა სად შეიძლება ვიპოვნო? ვფიქრობ, აქ უნდა იყოს სადმე.
- ეგ ცოტა ძნელი რამეა. ჯადოქართა მაღაროებში იშოვება. საზარელი მხეცი იცავს. თუ არ
მოეწონე, თვალის დახამხამებაში გაგგლეჯს.
- რას მელაპარაკები?
- აი, ნახავ. მაგრამ თუ კეთილი გული გაქვს, მზის ქვას გაგატანს. რისთვის გინდა?
- უკვე ნერვებს მიშლი. - კლდეზე ნატურალური ქვების მაღაროები იყო, მხეცზე არასოდეს
არაფერი სმენოდა დეიზის. ეგეც არ ადარდებდა დიდად. ბოლოს და ბოლოდ, სიკვდილი
დაემარცხებინა და ერთი ჩვეულებრივი მხეცი რას დააკლებდა.
კლდესთან მივიდა. ალაგ-ალაგ გამოქვაბულები იყო, მაგრამ მანდ აცოცებას ვერ შეძლებდა,
ფრენა არ იცოდა.
- რამე ხომ არ გაგიჭირდა? - ჰკითხა ვიღაცამ.
დეიზი შემოტრიალდა.
გაბრიელი შერჩა ხელში.
- კისერი შეგიხორცდა? - კითხვა შეუბრუნა სიცილით.
- შენი დახმარება მჭირდება. - გაბრიელი მართლა სერიოზული ჩანდა.
- მოდი დავაზუსტებ, რამდენად გჭირდება ჩემი დახმარება - გაეღიმა ქალს და ისე მაგრად
შემოსცხო სახეში სილა, ხუთივე თითი ლოყაზე დააჩნდა - ეს იმისთვის, რომ მომწამლე.
- უბრალოდ, შეგაშინე. თან სანამ დამჭირდებოდი, მანამდე გამოგიგზავნე ეგ ყვავილები.
ვარდები მოგეწონა?
- დავწვი!
- ვიცი, ცუდად მოვიქეცი და ყველაფერი ჩემი ბრალია. ისიც არ გამოგრჩეს, რომ შენს კლანს
განუცხადე, ყველა ვამპირი უნდა ამოვხოცოო. არადა, უკვდავი ვარ, მაგრამ ჯანდაბას,
გაპატიებ. მეტიც, თუ დამეხმარები, სანაცვლოდ ყველაფერს შეგისრულებ.
- შენგან არაფერი მჭირდება...
- უთუოდ იქნება რამე ისეთი, რაშიც გამომიყენებ.
- საერთოდაც, ერთ რამეში ნამდვილად შეგიძლია დამეხმარო - ეშმაკურად მოჭუტა თვალები
ქალმა და დოინჯი შემოირტყა - გამოქვაბულში შედი და თეთრიი ქვა წამომიღე. იქ შეიძლება
ბევრი თეთრი ქვა იყოს, თუმცა ერთ-ერთი შენს სხეულს აირეკლავს და მასში საკუთარ სულს
დაინახავ. ეგ მჭირდება.
თან თუ მხეცის ამბავი სიმართლე იყო, გაბრიელს მიუგდებდა დასაგლეჯად.
- რაში გჭირდება?
- ეგ შენი საქმე არაა.
- არ გეშინია საკუთარი სულის დანახვის?
- არა. შენ გეშინია?
- ვნახოთ. არასდროს მიფიქრია მაგაზე - გაბრიელი მაღლა აფრინდა და გამოქვაბულში
შევიდა.
- ვაიმე, რა სულელია - ჩაილაპარაკა დეიზიმ სიცილით - მართლა აპირებს ამის გაკეთებას.
კაცს გამოქვაბულში, მრავალი კრისტალი დახვდა: იასამნისფერი, ვარდისფერი, მწვანე,
წითელი.ამ ქვებს დიდი ფასი არ ჰქონია, მაგრამ ჯადოქრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო.
თეთრ ქვას მიადგა. თითქმის გამჭვირვალეს. ყინულის ლოლოებივით ჩამოკიდებულიყო მაღლა და
ისე მომაკვდინებლად ელავდნენ, გაბრიელს ელდა ეცა. დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია
მოსატეხად.
მასში ჩაიხედა.
საკუთარი გამოსახულება არეკლილიყო. ისეთი მიმზიდველი და თვალისმომჭრელი არ ჩანდა,
როგორც ჩვეულებრივ. ტუჩებზე გარედან ეშვები გადმოჰყროდა, პირზე სისხლები მისხმოდა.
თვალები კი წითლად უელავდა.
წამით, საკუთარი თავის შეეშინდა.
- ეტყობა, ესაა წყეული ქვა - გაიფიქრა თავისთვის.
სადღაც, გამოქვაბულის ბნელი კუნჭულებიდან, არაადამიანური ღრიალი მოესმა.
შემაძრწუნებელი ხმა ნელ-ნელა უფრო მკაფიო ხდებოდა და გაბრიელისკენ მოიწევდა.
არ გაქცეულა. რაღაც მომენტში, საოცარი ინტერესი გაუჩნდა ამოუცნობი ურჩხულის ხილვის.
მხეცის ღრიალი მთელ გამოქვაბულს აზანზარებდა და მოულოდნელად, გაბრიელის წინაშე წითელი
ფერის ძაღლი წარსდგა.
- კაი, არ გადამრიო - გაეცინა კაცს - შენა ხარ?
ძაღლი ყეფდა და კუდს აქიცინებდა.
დეიზი დიდხანს ელოდა გაბრიელს.
იფიქრა, მართლა ურჩხულმა ხომ არ შეჭამაო და მერე გაეცინა. ასე ადვილად რომ
ჩამოეშორებინა ვამპირი, ეგეთი იღბალი ნამდვილად არ ჰქონდა.
გაბრიელი ჩამოფრინდა. თან ისე უცნაურად ჩამოფრინდა, გაკვირვებულმა ქალმა ეგრევე
დააბრიალა თვალები. კაცს ცალ ხელში მზის ქვა ეჭირა, ცალში კი ძაღლი.
- პატარა სიურპრიზი მაქვს - ქვა დეიზის გადასცა და მერე ძაღლზე ანიშნა - ეს ქვების
მცველია ეტყობა. არ ვიცი, რანაირად იცავს, მაგრამ სანამ დაინახავ, იქამდე მართლა
შეგეშინდება, მაგარი ღრიალი იცის. მიმიქარავს ლომი. იქვე, საჭმელი და წყალი იყო
მისთვის. რატომღაც, ჯადოქრებმა გადაწყვიტეს, დაიცავს ჩვენს საგანძურსო, თუმცა
მარტოობაში რომ ამოლპება, მაგაზე არ უდარდიათ.
- დამცინი წყეულო სისხლისმსმელო? - ქალის ფირუზისფერი თვალები სიბრაზისგან ისე
ელავდნენ, გაბრიელმა იფიქრა, თვითინ დეიზი თუ არ მომკლავს, მისი თვალები უეჭველად
დამასამარებენო.
- არ დაგცინი. სიბნელეშია, მარტოა და ცოდოა.
- ცხოველები გიყვარს თუ რა ხდება?
- კი. ადამიანები და ჯადოქრები დიდად არ მეხატებით გულზე, მაგრამ ძაღლები კარგები
არიან. ნამდვილი მეგობრები.
- მეგობრობის არ მწამს. შენთან წაიყვანე თუ ასე მოგწონს!
ქალმა ქვას დახედა.
შეცბა.
ისეთი მშვენიერი ვერ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ულამაზესი თვალები გაშავებოდა,
თმა გაჭაღარავებოდა. თავისი ანარეკლი, მოხუც, დაგვაჯულ დედაბერს დამსგავსებოდა.
არ ესიამოვნა.
- არ მოგწონს ხო შენი თავი? - გაეცინა გაბრიელს - აბა, რას ელოდი? მანდაც ორმეტრიანი
ჩამოსხმული წითური დაგხვდებოდა ჭრელი თვალებით?
- რა საინტერესოა! ფოსტალიონს ჩემი თავი აყლაყუდა პომიდვრად აღუწერე, სინამდვილეში კი
ჩამოსხმულ უმშვენიერეს მანდილოსნად აღმიქვავ. დასამახსოვრებელი ფაქტია. - გაეცინა
ქალს და მერე ძაღლს შეავლო თვალი.
კუდს აქიცინებდა.
მათ გარშემო დარბოდა და დღის სინათლე კიდევ უფრო ამხიარულებდა.
- ძაღლს წავიყვან - დანებდა ქალი - წამოდი ბუთქუნა.
- ბუთქუნა დაარქვა - სასაცილოდ არ ეყო გაბრიელს. - სანაცვლოდ ხომ დამეხმარები
რაღაცაში?
- კონკრეტულად, რას მთხოვ?
- ჩემი დები კარგი ჯადოქრები არიან, მაგრამ პრაქტიკა აკლიათ. ვიცი, უხუცესი ხარ. რაც
იმას ნიშნავს, რომ დიდი გზა გამოიარე და ტყუპების ძალაც თუ შეგიერთდება, რაღაც
შეუძლებელს გააკეთებ.
- მაგალითად?
- სისხლის სავანეში შეპარვა და ჩვენი კოშკიდან რაღაცის წამოღებაგვინდა.
- გინდა, რომ ვლადთან შევიჭრა? - გაოცებისგან, თმები ლამის ყალყზე დაუდგა ქალს -
ფაქტობრივად, მეორედ სიკვდილს მთხოვ.
- არა, შენ უბრალოდ გვასწავლე, როგორ შევიჭრათ. დანარჩენს ჩვენ მოვიფიქრებთ.
- უხილავი შელოცვა უნდა გამოიყენონ.
- ეგ არ შველის. უხილავი შელოცვისას, სახლში იპარები, ვერავინ გხედავს, მაგრამ
ნივთებთან შეხება შეუძლებელია, ნივთებთანაც და ხალხთანაც.
- ხალხთან? ვინმეს მოტაცება გინდა?
- შესაძლოა.
- ჩემს ძველ ჩანაწერებს ვნახავ. ეგება, რამე მოგიხერხო, მაგრამ სანაცვლოდ კიდევ
მჭირდება რაღაცეები. მხოლოდ ქვის შოვნით ვერ გამოძვრები.
- მაინც რა გინდა?
- მოიწიე და გეტყვი - დეიზიმ ისე აიფარა პირზე ხელი, გეგონება გასაოცარი საიდუმლო
უნდა გაენდო კაცისთვის. დაინტრიგებული კაცი დეიზის მიუახლოვდა და ყურთან მიუწია სახე.
ჯადოქარს გაზაფხულის სურნელი ასდიოდა თმაზე.
ლამაზი ცხვირი ჰქონდა...
ზედმეტად თეთრი კანი და გასაოცარი თვალები. ალბათ, ამიტომაც გაება კაცი მახეში. ქალმა
მზის ქვა იმარჯვა და წვეტიანი პირით შეურჭო გაბრიელს მუცელში.
ტკივილისგან, გაშეშდა ვამპირი.
- მზის ქვა არაამქვეყნიურ ტკივილსა და პარალიზებას იწვევს ვამპირებში. - წარმოთქვა
ქალმა ჩურჩულით - სულელი ყოფილხარ თუ გეგონა, რომ დახმარებას გაგიწევდი. მე მხოლოდ
თქვენი ამოწვეტა მინდა!
გაბრიელი მიწაზე დაემხო.
ასეთი ტკივილი, ჯერ არასოდეს ეგრძნო. ვერც ყვირილს ახერხებდა, ვერც გმინვას. სუნთქვაც
უჭირდა. უბრალოდ იწვა დათოვლილ მიწაზე. ფიქრის უნარიც წართმეოდა, თორემ უეჭველად
საკუთარ გულუბრყვილობაზე მოერეოდა ბრაზი.
- ახლა ამხელა მუტანტი როგორ წავათრიო? - ჰკითხა ძაღლს.
ძაღლიც კი პიდაღებული იყო დეიზის საქციელით.
ძალიან არაპროგნოზირებადი პატრონის ხელში ჩავარდნილიყო.
მეოთხე
გაბრიელი დეიზის სახლში იყო, დიდ მაგიდაზე იწვა და ხელები მაგრად ჰქონდა შებოჭილი.
რამდენჯერმე, თავის ტკივილმა გამოაღვიძა, თუმცა გაბრუებისგან ისე შეწუხდა, რომ ისევ
გააგრძელა ძილი. მტრის ბუნაგში ყოფნაც კი არ ადარდებდა, ოღონდაც ტკივილს გაეარა.
საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტა გონზე მოსვლა. ძალაგამოცლილს ადგომა არ შეეძლო.
- რა გამიკეთე წყეულო ალქაჯო! - ჩაილაპარაკა კვნესით.
- როგორ მომმართავ? მე შენ ჯენტლმენი მეგონე - გაეცინა დეიზის.
გაბრიელს ვენაში კათეტერი ედგა, რომლსაც ნელ-ნელა გამოჰყავდა სისხლი მისი სხეულიდან.
- დაახლოებით, ათი ლიტრი შენი სისხლი მჭირდება. - აუხსნა დეიზიმ - ნუ გეშინია,
ერთიანად არ გამოგაცლი. მაგდენი არც გაქვს. ჯერ ცოტას წაგართმევ, რომ მოძლიერდები,
მერე კიდევ ცოტას და ასე.
- რისთვის გინდა?
- პირველ რიგში, გამაყუჩებელი ძალა გაქვს. მეორე რიგში, შენ და შენი დები ერთი
გენეტიკის მატარებლები ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სისხლის მეშვეობით, მათ
ძალამდეც გავალ.
- ღმერთო, რა ფსიქოპათი ხარ! იდევ კარგი, მალევე გამოაჩინე შენი ჭეშმარიტი სახე,
თორემ უკვე ნდობას იწვევდი.
ლამის ბავშვთან მიგიშვიო, კინაღამ დასცდა გაბრიელს.
- მაპატიე, რომ გული გატკინე.
- შენ საერთოდ რა იცი გულზე - იმდენი ძალა ეყო, რომ გასცინებოდა კაცს - ერთი
ჩვეულებრივი გოგო ხარ, არავინ გყავს და არავინ გადარდებს. დაუმსახურებლად არ
მოუკვლიხარ მეგობრებს. თან იმ დონეზე გკიდია საკუთარი თავი, ჩემს ოჯახსაც კი
დაუპირისპირდი. გგონია, ამ ამბის შემდეგ, ცოცხალს დაგტოვებენ? გგონია, ვინმე
შეგიწყალებს ჩემი გატაცების შემდეგ? სერიოზულად გეუბნები, მართლა არ მინდა, რომ
მოკვდე. ახლავე თუ გამიშვებ, ეგება ავიცილოთ თავიდან შენი მეორედსიკვდილი. თორემ ეჭვი
მაქვს, მესამედ მოსვლა გაგიჭირდება.
- როგორი შემწყნარებელი ხარ, რა საყვარლობაა შენი მხრიდან - თავი ირონიული ღიმილით
გააქნია ქალმა და გაბრიელს ლოყაზე ხელი მოუცაცუნა. ღიაჩალისფერი წვერი სასიამოვნოდ
შეერჭო ხელისგულში.
- წელს ზემოთ შიშველი ვარ თუ მეჩვენება - ტანზე დაიხედა - დეიზი, რამე თუ გინდა, ჩემი
მიბმა საჭირო არაა, ისედაც დაგნებდებოდი.
- ძალიან ამბიციურად ხარ განწყობილი, მაგრამ ასეთი უსუსური კაცები არ მიზიდავენ.
- მომხსენი ბორკილები და ნახავ ვინაა უსუსური.
- მზის ქვამ ძალა გამოგაცალა. სიარულსაც ვერ შეძლებდი.
- წყეული ალქაჯი! - მიაძახა ქალს.
- გმადლობ, რომ საკუთარ წარმომავლობას მახსენებ, ახლა კი დაიძინე - ჩუმად, თითქმის
გაუგონრად ჩიაჩურჩულა რაღაცა და ვამპირმა წამში მინაბა თვალები. ცოტაოდენი სისხლი
აიღო მისგან, მერე თავის ოთახში გავიდა ჯადოქარი. სამუშაო მაგიდაზე შავი მარილით წრე
შეეკრა, შუაში სარკე ედო, გაბრიელის სისხლი სარკეს მიასხა და თქვა:
- მაჩუქე შენზე ფიქრები!
არაფერი მომხდარა.
გასულელებული დეიზი, ისევ ისე იდგა და ნერვები ეშლებოდა.
- მაჩუქე შენი საიდუმლო! - გაიმეორა ჯიუტად.
სარკეში წითელი აგურის კოშკი გამოისახა. კადრმა შიგნით შეაღწია. იქ, სადაც ვლადი
ცხოვრობდა. მაშინ დეიზიმ პირველად იხილა ვლადი. ალბათ, მხოლოდ მან შენიშნა, რომ
გაბრიელი მამას უფრო ჰგავდა იერით, ვიდრე დედას. ვლადს თავის შავ მოსასხამში პატარა
გოგონა გაეხვია და რაღაცეებს უყვებოდა.
გოგონას ძალიან თეთრი კანი ჰქონდა, დეიზის მსგავსი ფირუზის თვალები და შავი თმა.
ეცინებოდა... სიცილისას, პატარა ლოყებს ქინძისთავისხელა ნახვრეტბი უჩნდებოდა.
- სადმე უნდა გადაგხვეწო პატარა ჯენი - ამბობდა ვლადი - აქ დაცული ვერ იქნები, ჩვენზე
ხელახალ თავდასხმას გეგმავენ.
დეიზი შეშფოთდა.
პატარა ჯენის თავზე უხილავი შავი ლაქა დასტრიალებდა. არ იყო ეს შავი ლაქა კარგის
ნიშანი და არც ერთ ვამპირს ან ვამპირის შთამომავალს არ ძალუძდა მისი გაქრობა.
მხოლოდ უხუცესებს შეეძლოთ.
უხუცეს ჯადოქრებს.
ეს შავი ლაქა სასიკვდილო ხიფათს მოასწავებდა.
როგორ შეიძლებოდა პატარა ბავშვზე თავდასხმა? რამდენჯერაც არ უნდა ეცადა ვამპირების
ამოხოცვა, ბავშვისთვის ზიანის მიყენებას მხოლოდ მონსტრი თუ განიზრახავდა.
შემცბალმა ქალმა რიტუალი შეწყვიტა.
აი, თურმე ვისი მოტაცება უნდოდა დროგოების ოჯახს.
დეიზიმ გაბრიელს დახედა. ნუთუ ეს ის გაბრიელი იყო, რომლის სისასტიკეზეც, ორი საუკუნის
წინათ სმენოდა ლეგენდები. ნუთუ საერთოდ, რამე სასტიკი ან ბოროტი არსებობდა ამ კაცის
სულში?
გაბრიელს მხარზე ყვავი ჰქონდა ამოსვირინგებული.
ხელი კანზე შეახო, ყვავს მოეფერა.
გაბრიელის გრძნობები დეიზის გონებაში ფილმის კადრებივით დატრიალდა:
უცხო ქალაქი.
უცხო ხალხი ან ვამპირები.
ქალის სახე... ქერათმიანი, მშვენიერი.
გაბრიელს უყურებს.
ქერათმიანი ქალი ვამპირია, კეთილია... წმინდანივით კეთილი.
ისევ გაბრიელს უყურებს.
მერე კიდევ უყურებს.
და კიდევ უყურებს.
და კიდევ უყურებს.
- მოაშორე ეგ თვალები! - გაიფიქრა დეიზიმ.
მაგრამ მერე გაბრიელიც უყურებს ქერათმიანს.
და უყურებს
და ისევ უყურებს.
დეიზის სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ ბასრი ტყვიასავით გაირბინა და ყველა ორგანოს
თავისი მტკივნეული კვალი დაამჩნია.
- ეს ქალი გიყვარს? - თითქმის დაიღრინა სიბრაზისგან - ეს ქალი გიყვარს? - ისე
წამოიყვირა, გეგონება გაბრიელი მოღალატე ქმარი ყოფილიყო. მერე ერთმანეთზე შემოლაგებულ
თეფშებს დასწვდა და ძლიერად დაანარცხა იატაკზე. - მასზე ლამაზი ვარ! - ინუგეშა თავი.
გაბრიელს ეძინა.
მარიანა ქალაქში სეირნობდა. ზოგჯერ, მარტო ყოფნა სჭირდებოდა და სურდა, თავი გარემოს
ნაწილად ეგრძნო. ეარა, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მაღაზიებში, ტანსაცმელი ეყიდა,
სიარულით დაღლილიყო, ტკბილეული მარტოს მიერთმია კაფეში.
მაგრამ ყოველთვის, როცა ადამიანივით მოქცევას იწყებდა, რაღაც უცნაური გრძნობა
ეუფლებოდა. ნაცნობ სურნელს გრძნობდა, ძალიან დიდი ხნის წინათ განცდილი სიყვარული
აჩრდილივით ასდევნებოდა თითქოს და მარტოს არასოდეს სტოვებდა.
მარიანა წამით შეჩერდა.
მირაჟივით წარმოიქმნა საუცხოო არომატის უზარმაზარი ტალღა და თავს მოეხვია, თავბრუ
დაახვია. ვიღაცის მხარი მოხვდა მოულოდნელად, მაგრად შეჯანჯღარდა.
- მაპატიეთ, მაპატიეთ - მოესმა კაცის ხმა - რამე ხომ არ გატკინეთ?
- ყველაფერი კარგადაა - უპასუხა. მერე თვალებში შეხედა და გაშეშდა. თურმე, გიჟი არ
იყო. თურმე არაფერიც არ ელანდებოდა. მთელი ეს დრო, ნაცნობი სურნელი და ნაცნობი ლანდი
რეალურ ადამიანს ეკუთვნოდა.
ადამიანს, მისი წარსულიდან...
კაციც შედგა.
მარიანას მოჩვენებასავით დააკვირდა.
- ხელჯოხი გამისრიალდა და, უცებ, ვეღარ დავეყრდენი - იმართლა თავი. თვითონაც ვერ
ხვდებოდა, რაებს ლაპარაკობდა დაბნეული და ამღვრეული. კაცს მზერაში სასოწარკვეთა
ჩამღვრეოდა.
კოჭლობდა, თუმცა ახალგაზრდა იყო.
ვლადივით მაღალი.
ნაცნობი და
იმდენად საყვარელი,
როგორიც უცხო
ან დიდი ხნის წინათ მივიწყებული.
- მე კარგად ვარ - წარმოთქვა ქალმა და ისე სწრაფად გაეცალა იქაურობას, გეგონება,
მისკენ მომავალ უზარმაზარ ტალღას გაურბოდა, რომელიც, ეს-ესაა, გადასანსლავდა.
მარიანას მართლაც ემუქრებოდა შთანთქმა - წარსულის მოგონებებისაგან და ოდესღაც
განცდილი ყველაზე იდუმალი გრძნობისგან, რომელიც, საუკუნეებს ჩაემარხათ თავის უღრან
მკლავებში.
ბარამდე მისასვლელ გზასაც ძნელად იხსენებდა.
როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მაშინ იკარგებოდნენ თავისი და-ძმა.
ერთი-ორი ჭიქის დალევა ისე უნდოდა, ეგონა, მოკვდებოდა ალკოჰოლის გარეშე.
ბარში სახეალეწილი შევიდა და გასაკვირად, აგრეთვე სახეალეწილი დეიზი დახვდა იქვე.
- შენ რაღა გჭირს - გაფითრებული მარიანას დანახვაზე, ჯადოქარიც დაიძაბა.
- ვიღაც დავინახე - წარმოთქვა ქალმა. შოკისგან, ისე ხმადაბლა საუბრობდა, დეიზის სმენა
რომ არა, ვერაფერს გაიგებდი.
- მარიანა, ვინ ვიღაც?
- ჩემი საყვარელი... წარსულის საყვარელი. - მერე ბარმენს შეხედა. - კაენი სადაა?
- დღეს არაა - უგუნებოდ მიუგო სხვამ - და ყველა მაგას ითხოვს.
- რამე მაგარი მინდა, ყველაფერი რომ დამავიწყოს! - მერე დეიზის შეხედა. ეგეც რიგიანად
აღელვებული და გადაფითრებული ჩანდა - ოთხი დაასხი!
- რამდენი წლის წინ ნახე უკანასკნელად ეგ შენი საყვარელი? - ჰკითხა დეიზიმ.
- რამდენიმე საუკუნის წინ. ხელმწიფე იყო... აჯანყებულებმა მოკლეს. ყოველი
შემთხვევისთვის, მე ასე ვიცოდი. რამდენიმე დღით დავტოვე ქალაქი. დაბრუნებისას,
მითხრეს, რომ ქრისტიანო დაიღუპა.
- შესაძლოა, ვამპირად გარდაიქმნა.
- მაგას ეგრევე მივხვდებოდი, მეც ვამპირი ვარ.
- ეგებ, უბრალოდ, ჰგავს? საუკუნეების განმავლობაში, ადამიანების სახეები მეორდება.
- არა! ქრისტიანო იყო. მისი სურნელი ორჯერ ვერ დაიბადებოდა ამ სამყაროში. თვითონაც
რიგიანად დაიბნა, მაგრამ თავი მოიკატუნა, თითქოს ვერ მიცნო.
- შეგვიძლია, ეგ ამბავი გამოვიკვლიოთ. არ იდარდო - დაამშვიდა დეიზიმ.
- ვნახოთ. - გაეღიმა მარიანას. ჯერ კიდევ ცახცახებდა, თუმცა არ გამოჰპარვია, რომ არც
დეიზი იყო ნაკლებად აღელვებული - შენ რაღა დაგემართა უხუცესო?
- რიტუალი ამერია. შემთხვევით, სხვა სიტყვები წარმოვთქვი შელოცვისას.
- დემონი გამოიძახე?
- უარესი...
- ბებიაჩემი სელენა?
- სიყვარული გამოვიძახე - დიდ შუბლზე მიირტყა ხელი წითურმა და მერე მარიანას
შეკვეთილი სასმელის ერთ წამში დაგაჰკრა.
- მოიცა - სასაცილოდ არ ეყო ვამპირს - შემთხვევით, ტექსტი აგერია და თავი გაიმიჯნურე?
- ჰო.
- ვინმე ნორმალური მაინცაა?
- ძალიან საყვარელია!
- მაგრად დაგენძრა - გადაიხარხარა მარიანამ. - უბრალოდ თავი რომ შეაყვარო? ისეთი
ლამაზი ხარ, არ მგონია, პრობლემა იყოს.
- ღმერთო. რა უცნაურები და საყვარლები ხართ ეს დროგოები - გაბრიელი გაახსენდა და თმა
კეკლუცი ღიმილით გადაიწია ყურზე ჯადოქარმა.
- რა იყო, ჩემზე ხომ არ გაიმიჯნურე თავი?
- ზუსტად ეგაა პრობლემა. მხოლოდ ის კი არ მიყვარს, მთელი სამყარო მიყვარს. აი, შეხედე
- ხელი გაიშვირა მაგიდებთან მჯდომი ხალხისკენ - მე თქვენ მიყვარხართ! - შესძახა
ხმამაღლა. მერე ბარმენს მიუბრუნდა - შენც მიყვარხარ. ისე ძლიერად არა, როგორც ჩემი
ბიჭი, მაგრამ მაინც.
- გადავიფიქრე, სჯობს, შელოცვის გაუქმებაზე იფიქრო - თვალები დააბრიალა მარიანამ -
ლოყებზე ალმური გადის.
- ვიცი. ცოტა ხანს სახლიდან გამოვიქეცი, რადგან ჯადოქრების კვარტალშია ჩემი სიყვარული
და რომ ვუყურებ, ისეთი რამეების გაკეთება მინდება, რასაც კარგი გოგოები არ აკეთებენ.
აღიარა ჯადოქარმა.
- როდის აქეთ ხარ კარგი გოგო?
- არ ვარ, მაგრამ უხერხულია კაცი დავიჭირო და იმდენი ვკოცნო, სანამ სახე არ ასძვრება.
თან ცოტა არ იყოს, ვეზიზღები.
- მაქცია გვჭირდება და მზის დაბნელება.
- რატომ?
- მზის დაბნელებისას, ტყეში უნდა მიხვიდე, მაქცია სამჯერ რომ დაიყმუვლებს, გარშემო
ცეცხლი დაანთო, შუაში ჩადგე და წყვდიადს შესთხოვო რომ გაგიქრეს გრძნობა, რომელიც არაა
ბუნებრივი. მანამდე, ორი ჯადოქარი ტყის გარეთ უნდა იდგეს და იგივე შესთხოვოს შენზე
დაბნელებულ მზეს. სარეკომენდაციო წერილს ჰგავს. ხომ შენ გჭირდება სამსახური, მაგრამ
სხვებიც გიწევენ რეკომენდაციას. ერთი სიტყვით, მე და კატალინაც შევთხვოთ ციურ სხეულს
რომ კაცი გადაიყვარო.
- რამდენი რამე გცოდნია და რა საყვარელი ხარ! - ისევ აკეკლუცდა. მერე ხელახლა
გადაჰკრა სასმელი. მარიანას და გაბრიელს ერთნაირი თვალის ჭრილი ჰქონდათ, რაც ქალსაც
ძალიან საყვარელს ხდიდა დეიზისთვის.
- დედაჩემმა გამოიგონა სიყვარულის გასაქარვებელი შელოცვა. ოღონდ მხოლოდ იმ სიყვარულს
აქარვებს, რომელიც ხელოვნურია.
- მზის დაბნელება ერთ თვეშია, მაქციები კი გადაშენდნენ. გამოდის, ჩავრჩი ამ
სიყვარულში?
- არამგონია. ყველა გადაშენებული, საბოლოოდ, მაინც ავლენს თავის არსებობას. ვიპოვნით
მაგ მაქციას.
- ერთ თვეში?
- ჰო, ერთ თვეში.
- მანამდე, ასე შეყვარებული სიაურლი მომიწევს. - შუბლზე დამჯერ მიირტყა მუშტი დეიზიმ.
- ეგრე ძალიან გიყვარს?
- მეშინია, თავი არ მოვაჭამო. ან იმას არ მოვაჭამო თავი ვინც გაბედავს და თავისი
უწმინდური თვალებით შეხედავს! - კამილა გაახსენდა. სიბრაზისგან, ჭიქას ისე მოუჭირა
ხელი რომ შემოეფშვნა.
- შენს ადგილას, ერთი თვე დავაბამდი საკუთარ თავს.
- საკუთარ თავს არ ვიცი, მაგრამ ბიჭს ნამდვილად - გაეცინა დეიზის. მარიანამ რა იცოდა,
რომ გაბრიელზე იყო საუბარი.
* * *
უღრან ტყეში დაეხეტებოდა კატალინა და სინათლის ქვას ეძებდა. იცოდა, ყველაზე გაუვალ
ჯურღმულში რომ ჩააღწევდა მთვარის სინათლე, ზუსტად იმ ადგილას ჩნდებოდნენ ეს ქვებიც.
ქვას თუ იპოვნიდა, ღამის რიტუალს ჩაატარებდა, რომელიც ბავშვის მოსატაცებლად
სჭირდებოდათ. რიტუალი მასში მინიმუმ სამი ჯადოქრის მონაწილეობას მოითხოვდა. იმედი
ჰქონდა, ეგება დეიზი დაგვეხმაროსო.
გაიგონა, ვიღაცა გამხმარ, თოვლგამოვლილ მიწაზე დააბიჯებდა. სუნიც იგრძნო მისი.
ადამიანი არ იყო, უფრო მხეცს ჰგავდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა კატალინას.
ქალმა უკან გაიხედა.
უზარმაზარი მგელი შერჩა ხელში.
- მაქცია! - წარმოთქვა გაოგნებულმა. აქამდე ღრმად სწამდა, რომ ისინი გადაშენდნენ.
კერძოდ, უკანასკნელი ხროვა ვლადმა ამოხოცა.
სავსე მთვარე იყო.
ზუსტად მაქციების გარდასახვის პერიოდი. მხეცის სხეულში გამომწყვდეული ადამიანები,
დიდი სიკეთით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ კატალინას ეგ არ ადარდებდა. ნახევრად ვამპირი
იყო, ნახევრად ჯადოქარი. არ არსებობდა ისეთი მტერი, რომლის მოგერიებაც გაუჭირდებოდა.
- მარტო ხარ? - ჰკითხა მაქციას.
დროგოების ოჯახს ერთი უცნაურობა ახასიათებდა. ზოგჯერ ცხოველებს ესაუბრებოდნენ. მხოლოდ
ბებია ყვავს კი არა, ისეთ ცხოველებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, პასუხს არასოდეს
გასცემდნენ.
მაგრამ მაქცია ნამდვილად გამონაკლისი იყო.
მას ყველაფერი ესმოდა.
ფეხაკრეფით მიიწია ქალთან მგელი, მთვარის შუქმა გაუვალ ადგილებში შემოაღწია. ცხოველი
ისეთი შავი იყო, წყვდიადის შავარანდედი დაჰყვებოდა ფეხდაფეხ. კბილებში რაღაცა გაერჭო.
არც იღრინებოდა, არც ყმუოდა. უბრალოდ, კატალინას მისჩერებოდა არაამქვეყნიურად ველური
და მშვენიერი თვალებით.
ქალის ფეხებთან დახარა თავი ცხოველმა.
მიწაზე რაღაც დადო და ისევე შეუმჩნევლად გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა.
ძირს დაიხედა კატალინამ.
- შანსი არაა - წარმოთქვა ღიმილით და მგლის მოტანილი სინათლის ქვა აიღო. - მადლობა
ცუგო!
* * *
დეიზი სახლში დაბრუნდა. ზედმეტად ნასვამი და ზედმეტად შეყვარებული იყო იმისთვის, რომ
გაბრიელის წამება გაეგრძელებინა. ნელა ამოუღო ვენიდან ნემსი და ბორკილები მოხსნა.
- ეს რამე ხუმრობაა? მანთავისუფლებ, რადგან სიარულის თავი არ მაქვს? მაბულინგებ
დეიზი?
- კაი რა. - ღრმად ჩაისუნთქა. - წამოდგომაში დაგეხმარები. სისუსტე იქამდე არ
გაგივლის, სანამ შენი ორგანიზმიდან მზის ქვა საბოლოოდ არ გამოვა.
- ანუ ბევრი სითხე უნდა დავლიო და ტუალეტში ვირბინო?
- არა, ვამპირები ტუალეტში არ დადიხართ მემგონი - გაეცინა დეიზის. მერე ცოტახანს
გაჩერდა და ისევ გაეცინა. შეყვარებული ქალის ერთ-ერთი სისუსტე ის იყო, რომ საყვარელი
კაცის ყველა ხუმრობაზე სულელივით კისკისებდა. - წამოდგომაში დაგეხმარები, დამეყრდენი.
გაბრიელმა კისერზე მოხვია ქალს ხელი და წამოიმართა. ფეხი დადგა იატაკზე. ასეთი უმწეო
ცხოვრებაში არასიდეს ყოფილიყო. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, ორივე ხელით ჩააფრინდა
ჯადოქარს თეძოებზე და ახლა ის დააგდო მაგიდაზე.
- გგონია, ასე ადვილად გენდობი? - დაუღრიალა დეიზის. გაბრიელის ვამპირულმა სახემ
იჩინა თავი: თვალები გაუწითლდა და ეშვები ჩამოეზარდა.
მკვეთრი მოძრაობისას, სხეულში გაბნეულმა მზის ქვის ნაწილებმა შეახსენა თავი და
ტკივილისგან, წელში მოხარა.
- ურჩხულიც როგორი საყვარელი ხარ - აღმოხდა დეიზის. საბედნიეროდ, ტკივილსგან
გაბრუებულ კაცს მისი სიტყვები არ გაუგონია. - გამაყუჩებელ ჩაის გაგიკეთებ, სხვას
ვერაფრით გიშველი ჯერ, სამწუხაროდ.
- რა იყო, რა ჯანდაბამ გაგაკეთილა?
- მივხვდი, რომ ვამპირის მოტაცება სისულელეა. არ მინდა, მტრები ვიყოთ. ალბათ, გიჭირს
ჩემი დაჯერება მაგრამ...
- აუ, ოღონდ სადმე დამაწვინე და ყველაფერს დაგიჯერებ, ვკვდები დეიზი! - ამოიგმინა
კაცმა.
- არ მოკვდები - მხარზე დაეჭიდა. ნელა გაიყვანა საძინებლისკენ და თავის საწოლზე
დააწვინა.
უხდებოდა დეიზის საწოლს გაბრიელი.
მაგრამ მაგას ვერ წამოროშავდა ხმამაღლა.
მეხუთე
- ტელეფონი სად გიგდიათ შენ და შენს ძმას? - დაუღრიალა სახლში ახალმისულ კატალინას
მარიანამ.
- რა მოხდა? გაბრიელი მიდთაუნშია ალბათ და იქ როცა ჩადის, ყველანი ვავიწდებით. მე
ტყეში ვიყავი.
- სოკოს კრეფდი?
- ბებიასთვის ღვეზელები მიმქონდა. რა გჭირს? დალიე? - თავის დას პირი გააღებინა და
ჩაყნოსა - რა იყო მარიანა, ამდენი ვისკი როგორ დალიე, რომ მთვრალი ხარ! - იცოდა,
მარიანა ორ ან სამ ჭიქაში კი არა, ასე ოცში თვრებოდა.
- დღეს ქრისტიანო ვნახე - სასოწარკვეთილი ქალი ტახტზე დაემხო და ბალიშში იკივლა -
ისევ ისეთი სიმპათიური და უცნაურია.
- ნუ უცნაური თუა, უეჭველი ეგ იქნება - გაეცინა კატალინას და თავის ტყუპს გვერდზე
მიუჯდა - ეგ ხო მოკლეს?
- ჰო, მერომელიღაცა საუკუნეში.
- ძაან ალაოდ ხარ წლებთან. მეჩვიდმეტე იქნებოდა - ძველ დროის მოგონებები ამოუტივტივდა
კატალინას - მახსოვს, პირველად რომ დაგინახა, ეგრევე თვალები გადმოუცვივდა ბუდიდან.
ვიზუალურად შენზე ბევრად უფროსი იყო. მამა გვეღადავებოდა, გერონტოფილია სისხლში
გაქვთო.
- ისე არ მომწონდა თავიდან,საცეკვაოდ როცა გამომიწვია, ხელი ვკარი და კიბეზე
დავაგორე.
- თან არ გაბრაზებულა. მაგარი ხელმწიფე იყო. ყველაფრის დათმობა უნდოდა შენ გამო. შენ
კიდე მაშინ ზედმეტად უკარება ქალის როლს თამაშობდი და ტიპს ერთი წელი დასჭირდა რომ
დაეკერე.
- უკარებას კი არ ვთამაშობდი, უკარება ვიყავი! მერე გახსოვს, ვიღაც პრინცესას რომ
ტენიდნენ პოლიტიკური ვითარების მოსაგვარებლად და ჩემ გამო უარს ამბობდა?
- ჰო. და შენ მაინც არ მიჰყვებოდი. დარწმუნებული ხარ, რომ მართლა ქრისტიანოა?
- კი.
- ვინ გარდასახა ნეტა.
- ვამპირი არაა. ვამპირს და ჯადოქარს ეგრევე ვცნობ.
- იქნებ, მაქციაა? - ჰკითხა კატალინამ.
- ერთი მაქციაც არ მინახავს ბოლო წლებში.
- ალბათ, ვლადს ემალებიან. ბოლოს, იმდენი დახოცა, ორი-ოთხი კაცისგან გამრავლდნენ
ალბათ - კატალინამ ჯიბიდან ქვა ამოიღო და თავის დას აჩვენა - შეგვიძლია, ბავშვი
წამოვიყვანოთ.
- რანაირად იპოვნე? - გაუკვირდა მარიანას.
- ზუსტადაც რომ მაქციამ მაპოვნინა. მსგავსი არაფერი მინახავს. უბრალოდ, მოვიდა და
მომიტანა მგელმა.
- ეგეც შენი მაქციები. მაგრამ რატომ დაგეხმარა?
- ალბათ, ვიღაცა ფარულად მეტრფის - კატალინამ თავმომწონედ გადაიყარა მხარზე თმა.
- დეიზის დახმარება დაგვჭირდება.
- ენდობი?
- არც ერთ ჯადოქარს არ ვენდობი, მაგრამ დეიზი სხვანაირი ჩანს. მას ჩვენი არ ეშინია.
გახსოვს ბავშვები, რომლებიც არ გვეთამაშებოდნენ, რადგან შიშის ზარს ვცემდით?
- რა დამავიწყებს.
- ვფიქრობ, დეიზი გვეთამაშებოდა - გაეცინა მარიანას. – თან მხოლოდ მისი სისხლი
გვჭირდება. ცოტაოდენი სისხლი. დნარჩენი ჩვენზეა. უხუცესის სისხლს გამოვიყენებთ და
შევალთ სასახლში ბავშვის მოსატაცებლად.
- არ მჯერა, რომ ბავშვს ვიტაცებთ. - ხელები აღტაცებით შემოჰკრა ერთმანეთზე კატალინამ.
- მე ის არ მჯერა, რომ ბავშვი გვეყოლება - გაეცინა მარიანას
* * *
დეიზი მძინარე გაბრიელს დაჰყურებდა. მთელი ღამე საკუთარ თავს ებრძვოდა, ფიქრობდა,
ეგება ერთი თვის განმავლობაში, როგორმე თავი შევიკავო და ისევ ბოროტად განვეწყო მის
მიმართო და რამდენჯერაც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, იმდენჯერ ეცინებოდა მერე
საკუთარ თავზე. გაბრიელი ისე შეჰყვარებოდა, ერჩივნა თავი მოეკლა, ვიდრე მისთვის
დაეშავებინა რამე.
ბოლოს დანებდა გრძნობას.
სკამი დადგა გაბრიელის საწოლთან და იქვე დაჯდა. უყურებდა. სხვა არც არაფერი უნდოდა და
არც არაფერი აბედნიერებდა ისე, როგორც მძინარე კაცის მოდუნებული, სპეტაკი სახის
ცქერა. გაბრიელი უკანასკნელი უნდა ყოფილიყო ამ სამყაროში, მისთვის ვინმეს სპეტაკი რომ
ეწოდა, მაგრამ ჯადოქრისთვის, მასზე წმინდა და კეთილი აღარავინ არსებობდა.
კაცმა თვალები გაახილა.
გამოძინებული იყო, თუმცა ძალიან სუსტად გრძნობდა თავს. დეიზის შეხედა. თეთრკედლებიან
სახლში, ბრჭყვიალა, ფერად სხივს ჰგავდა, რომელიც გაბრიელის აბლანდული მხედველობის
გამო, ზოგჯერ იგლისებოდა.
- კოშმარი არ დამთავრებულა? - იკითხა კაცმა.
- რა კოშმარი?
- ისევ შენთან ვარ.
- ანუ კოშმარი ვარ - თავი რამოდენიმეჯერ დაუქნია და ფეხზე წამოდგა, ზურგი აქცია.
გაბრაზებული, გულნატკენი იყო. თან მაგრად ეტირებოდა. დეიზი ფიქრობდა, საყვარელმა
კაცმა შეიძლება ისე მაგრად დაგჭრას ორი სიტყვით რომ სამართებელი მოგონებააო.
მერე გაებუტა გაბრიელს.
გაბრიელმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ დეიზის ცოლის თითქმის ყველა ფუნქცია
შეეთავსებინა. აი, რომანტიკული ვერა, მაგრამ შეეძლო, მდუმარედ მჯდარიყო და იმაზე
მოსვლოდა ბრაზი, ეს კაცი რატომ ვერ ხვდება, რაზეც ჩემი თვალები საუბრობენო.
გაბრიელი თუ სხვისკენ გააპარებდა თვალს, დეიზი ძალიან მაგრად გამწარდებოდა. კიდევ,
ხმა არ უნდა აეწია ქალისთვის, თორემ სადილს ვერ ეღირსებოდა.
დეიზის წარმოსახვა მეამიტი და გადაჭარბებულად ემოციური გამხდარიყო, რაც არასოდეს
სჩვეოდა.
- დეიზი! - დაუყვირა გაბრიელმა და მაშინვე მთელი სხეული აეწვა - დიდხანს გაგრძელდება
ეს წამება? ჩემი სისხლი ხომ უკვე გაქვს?
- თავისუფალი ხარ, წადი - უთხრა გაბრაზებულმა ქალმა და ლამის დააყოლა, შენს
კამილასთან წაეთრიეო.
- ვერსად მივდივარ. ხომ ხედავ.
- ჩაის მოგიტან, ცოტა აზრზე მოგიყვანს.
- ჩაი ვერ მიშველის. - მერე ცოტა მოერიდა რისკენაც მიანიშნებდა და ხმადაბლა შეაპარა:
- დეიზი, მშიერი ვარ.
- მაქვს მაცივარში რაღაცეები და შემიძლია...
- დეიზი! - გააწყვეტინა გაბრიელმა. გაეცინა კიდეც - რას ვიღებ საკვებად, დაგავიწყდა?
- ჯანდაბა, დამავიწყდა, წამოჯდომაში დაგეხმარები - ბალიში საწოლის საზურგეს მიაყრდნო
ქალმა და დიდი გაჭირვებით წამოაყენა ვამპირი.
მერე საწოლზე ჩამოჯდა თავადაც.
მხრები მოშიშვლებოდა. შავი კაბა კიდევ უფრო გამხდარს აჩენდა და მისი კანის
სიფერმკრთალეს ჰკვეთდა. გაბრიელს უკვირდა, როგორ შეიძლება ვინმე ასეთი თეთრი და ამავე
დროს, ფერადი ყოფილიყო.
ცეცხლისფრად მოგიზგიზე თმა ყელიდან ნაზად გადაიწია და გაბრიელს მიანათა მშვენიერი
თვალები.
- მეხუმრები? - გაოგნდა ვამპირი.
არაო, თავი უთქმელად გააქნია ქალმა.
გაბრიელს შეეშინდა.
შეეშინდა, აზარტში არ შესულიყო და რამე არ დაეშავებინა ჯადოქრისთვის, რომელიც სულ
რაღაც რამდენიმე საათის წინ, მის მოკლვას ცდილობდა.
- დეიზი, გეტკინება.
- კაი რაა, გულის გახეთქვით მოვკვდი. მაგაზე მეტად ვერ მატკენ. საერთოდაც, ცოტათი არ
გინდა რომ შური იძიო ჩემზე?
- არა.
- რატო?
- იმიტო რო...რაღაცნაირი ხარ დეიზი. ნაზი და ზოგჯერ დაუცველი. მიუხეავად იმისა, რომ
ლამის სული გამაფრთხობინე.
„ვეცოდები“ - გაიფიქრა ჯადოქარმა - „კი არ მოვწონვარ ან ვიზიდავ, უბრალოდ სიბრალულს
ვიწვევ მასში“.
- რა გაეწყობა, იშიმშილე მაშინ - მხრები აიჩეჩა და წამოდგომა დააპირა.
გაბრიელმა ხელი კალთაზე დაადო.
გააჩერა.
გაეღიმა დეიზის, მაგრამ შეუმჩნევლად.
არც ერთს ხმა არ ამოუღია.
მარჯვენა მხარეზე, ყელთან მამაკაცის სუნთქვა იგრძნო. რა ტკივილს ვერ გაუძლებდა თუ კი
მისი ტუჩები შეეხებოდნენ?
ეშვები ჩაასო ქალის კანს. სულ ერთი წამი დასჭირდა, თუმცა მაინც შეიგრძნო ვამპირმა
დეიზის კანის სიგლუვე და სურნელი. ასეთი ხავერდოვანი აქამდე არაფერი გაესინჯა. იყო
ჯადოქართა სისხლში რაღაც გაცილებით ტკბილი და მიმაჯაჭვებელი, როგორც ნარკოტიკი.
რამდენიმე ყლუპის შემდეგ, თავს ძალა დაატანა და შეწყვიტა.
თავისი ვენა დიდი გაჭირვებით მიიტანა პირთან ვამპირმა, უკბინა, სისხლი გამოიდინა და
მერე დეიზის ტუჩებს მიუახლოვა.
- გაგიყუჩებს - ჩილაპარაკა მან.
დეიზიმ ვამპირის ვენას გაბეები შეახო და სისხლი გადაყლაპა.
გაბრიელმა ჟრუანტელი იგრძნო მთელ სხეულში. ქალის კანზე კიდევ უფრო სასიამოვნო ტუჩები
აღმოჩნდა.
- მაგარი შარი ხარ დეიზი - წარმოთქვა გაბრიელმა.
ჯადოქარს არ სწყენია.
წითური ძაღლი ტყვიასავით შემოიჭრა სახლში და ქალს საოცნებო მყუდროება დაუნგრია.
საწოლზე ახტა, გაბრიელს მიუგორდა გვერდით.
„ამასაც უყვარს“ - გაიფიქრა და მერე ძაღლზე იეჭვიანა.
- სახლში არ შემოხვიდე-თქო, ხო გითხარი? -დაუცაცხანა.
- იყოს, საყვარელია - გაეღიმა გაბრიელს.
- მემგონი ყველა გესაყვარლება - თვალები გადაატრიალა ჯადოქარმა და თვითონაც მოეფერა -
ბუთქუნა, შენც სისხლი ხომ არ გშია?
- არა, მამიკო მოენატრა.
- მამიკო ხარ?
- ჰო, შენ დედიკო, მაგრამ გაშორებულები ვართ, რადგან მამიკო მოიტაცე და სისხლები
ადინე.
- რამდენჯერ უნდა წამომაძახო?
- სანამ არ დავიღლები. ჯერ არ მოძველებულა ეგ ისტორია. მოიცა, სადა ხარ. ქალაქში
ჭორებს დავყრი, თითქოს იმიტომ გამიტაცე რომ მოგწონვარ და მერე საწოლში ჩამიწვინე.
- ისევ ჩაგარჭობ იცოდე მზის ქვას!
- მოსალოდნელი ამბავი იქნება შენგან. ჩემი ტელეფონი სადაა? მეძებენ ალბათ.
- ჯიბეში გიდევს.
- აა, გამახსენდა, რომ მხოლოდ წელს ზემოთ გამხადე. შარვალი ისევ მაცვია - შეახსენა
ცოდვები - კატალინას მივწერ რომ მიდთაუნში ვარ, ბევრი გამოტოვებული ზარი მაქვს.
- რატომ ატყუებ?
- მოგკლავენ. არადა, ორივეს მოსწონხარ... მგონი.
- რაში გადარდებს რომ მომკლავენ? მე ხომ თქვენი, ყველას ამოხოცვა მინდოდა?
- მემგონი აღარ გინდა.
- მემგონი - გაეღიმა დეიზის.
* * *
დილაობით, უშაქრო ყავის დალევა უყვარდა. ზოგჯერ, ყურადღებას იქცევდა თავისი სიარულით,
ლაპარაკის მანერითა და იერით. ეგ ალბათ ძალიან დიდი ხნის წინანდელი ჩვევა იყო.
იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება რომ ადამიანს ყურადღების ცენტრში ყოფნა ჩვევაში
გადასდის. თან მოსწონდა. თან წარსული ენატრებოდა. ძველმოდური იყო. ყველაფერ
ახლებურსაც ითვისებდა ნელ-ნელა, მაგრამ დასცდებოდა ხოლმე ისეთი სიტყვა, რაც ცოტა
უხერხულად ჟღერდა ამ ეპოქაში და მერე ეცინებოდა, სხვებსაც ეცინებოდათ და თან
ეთაყვანებოდნენ.
ერთხელ ჰკითხა ვიღაცამ, ყველაზე მეტად რასთან შელევა გაგიჭირდებოდაო.
ეჰ, ძველი სამეფო.
თავისი სამეფო.
ახალიც ჰქონდა, მაგრამ რაღაც უშნო კარიკატურას დამსგავსებოდა.
ვეღარ ძგერდა აქ ხალხის გული ისე გამალებით და შემართებით, როგორც წარსულის ხალხს
სჩვეოდა. ყავა ცოტა მწარე იყო, თუმცა მეტად არომატული. რძიანი არ უყვარდა, უკარგავდა
სიმძაფრეს.
ახლა ისევ მეფე ეთქმოდა, თუმცა სამეფოს მაგივრად, მგლების ხროვას განაგებდა. ეს
მგლები უფრო ახალგაზრდები იყვნენ. გარდასული დაუკუნეებისა არაფერი გაეგებოდათ და ეს
ყველაფერი, უფრო მეტად უქმნიდა წარსულის მელანქოლიას.
- დავიღალე - შეშჩივლა მეგობარმა.
- ცუდი დღე?
- ემოციური - ჩაუსწორა - ჩემს ძველ ნაცნობს შევეჩეხე. ვიცოდი, ჩვენი გზები ადრე თუ
გვიან, ისევ გადაიკვეთებოდა, თუმცა მზად არ ვიყავი. ყველაფერი საოცარი მოულოდნელად
ხდება... გული ლამის დამეფშვნა - შეშჩივლა მეგობარს.
- ასეთი ვინ ნახე?
- ჩემი პირველი სიყვარული. ქალი, რომლის ოჯახმაც თითქმის მთელი ჩვენი მოდგმა
გაწყვიტა.
- დროგო! - აღმოხდა კაენს და წუხანდელ ამბავზე ჩაფიქრდა.
- მარიანნა - გამოთქვა კაცმა ხმამაღლა - ის დროგო არ არის, მარიანნა მთელი სამყაროა.
უფრო სწორად, მთელი სამყარო იყო. ჩემი უკანასკნელი სიყვარული - გაეღიმა კაცს.
მარიანას თვალები გაახსენდა.
მისი ღიმილი
ან სევდიანი გამომეტყველება.
მისი რბილი ტუჩების სიტკბო
და თეთრი დეკოლტე.
რაღაც მომენტში, ხმა ჩაუწყდა. სიტყვის წარმოთქმა ვეღარ გაბედა.
- მეფე როცა იყავი, მაშინ გქონდათ რომანი? - ჰკითხა კაენმა.
- რომანი - გაეცინა ამ სიტყვაზე - რომანი კი არა, ყველაფერი გვქონდა. ყველაფერი
მქონდა... მერე, აღარაფერი შემრჩა.
- გუშინ მაგისი და ვნახე ტყეში. კატალინა.
- აუფ, მერე რაო?
- არაფერი. აქამდეც მყავდა ნანახი, უბრალოდ, არ ვიცოდი რომ რამე ზებუნებრივთან მქონდა
საქმე.
- მეგობარო, ძალიან შეუფერებელ ქალს ირჩევ - გულახდილად უთხრა ქრისტიანომ.
- აკი, მარიანა მიყვარდაო? ისეთი მგძნებარებით ამბობ მის სახელს, თითქოს, ლოცვას
წარმოთქვამ. კატალინა რატომაა შეუფერებელი?
- იმიტომ, რომ ჩვენი ამბავი ცუდად დასრულდა. როგორც ხედავ, ისეთი ცხოვრება არ
გამომივლია, რანაირსაც მასთან ერთად ვგეგმავდი. დროგოს გვარიდან, ვინმეს შეყვარებას
თავისი საფასური ახლავს. ძირითადად, ეს საფასური, შენივე სიცოცხლეა. მე სიგიჟემდე
მიყვარდა. მზად ვიყავი, გამოვთხოვებოდი ცხოვრებას მის გამო, თუმცა შენ ასე ღრმად არ
შეგიტოპავს. ამიტომ, მოეშვი.
- შემთხვევით გადავეყარე რამდენჯერმე. რა დაეგამრთა, კი არ ვოცნებობ მაგ გოგოზე -
წარბები შეჭმუხნა კაენმა.
რაღანცირი, მონაცრისფრო დღე იყო და ამ ნაცრისფერში, კაენის ჭრელი თვალები
არაბუნებრივად ელავდნენ. ოცდაათს გადაცილებულსა ჰგავდა, მაგრამ დაუთვლელ გარდასახვებს
ერთი-ორი ზედმეტი ნაოჭი წაემატებინა მისთვის.
- ტყეშიც შეხვდი. რაღაცა საინტერესოდ ვითარდება ყველაფერი. რამე ხომ არ ატკინე?
- არა. უცნაურია, მაგრამ გეგონება მგელმაც გავიაზრე, რომ ქალის დაპორჭყვნა, დაკბენა
და დასახიჩრება მაგარი ცუდი საქციელია.
ორივეს გაეცინა.
- უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ქალაქს. ჩემ დროს, ყველაზე პატარა, ოცი წლის ადამიანი
გარდაიქმნებოდა ხოლმე მგლად. ღამით კი თხუთმეტი წლის ბავშვს დამართნია ნაადრევი
გარდასახვა და ძალიან დაბნეულია.
- მიუშვი და თავისით ისწავლის. ცურვასავითაა.
- ნუ მასწავლი ჩემი ხალხი როგორ გავწრთვნა! სულ რაღაც ასი წლის წინათ დაბადებული
მარიგებს ჭკუას. დიდო ღმერთო, რისთვის მივლენ მსგავს გასაჭირს? - წარმოთქვა
ქრიტიანომ.
კაენი იშვიათად იცინოდა.
მაგრამ იმ წუთას, შუაზე გაიხა ლამის.
- ეგეთი არქაული ფრაზა მეორედ აღარ თქვა! - ვერ წყეტდა სიცილს.
- შეწყვიტე ჩემი დაცინვა. ჯადოქრებს მაინც არ დავსდევ ტყეში.
- ტყეში არა, მაგრამ მოგონებებს ნამდვილად დასდევ უიმედო რომატიკოსივით.
* * *
მეექვსე
დეიზი ვერ იძინებდა. აგერ, უკვე კაი ხნის უძინარი იყო და სულ ყველაფერს პირდაპირი
მნიშვნელობით, დროგოებს აბრალებდა. ახლა ბავშვის აღმზრდელიც გამხდარიყო. სამზარეულოში
ბოლთას სცემდა. მერე, გამოვიდოდა, პატარას დახეავდა და გული უჩქარდებოდა. რა უცნაურია
ბავშვი. უნდა მიხედი, დააწყნარო, აჭამო, ასვა და ამ ყველაფერს უანგაროდ, შენი
სურვილით აკთებ.
ამის მერე, ვლადის სიბოროტისა აღარ სჯეროდა.
ვლადს უმშვენიერესი არსება ჩაესახა და გაეზარდა კიდეც. როგორ შეიძლებოდა, ჯენის
შემქმნელი ბოროტი ყოფილიყო?
დეიზის ეცინებოდა. ეცინებოდა, რადგან სამზარეულოში, წვნიანი მოემზადებინა
ბავშვისთვის. პატარა ჯენი ნახევრად ადამიანი, ნახევრად ვამპირი იყო. ზოგჯერ,
ვამპირებიც მიირთმევდნენ, როცა უნდოდათ. მაგ ამბავში მართლა გაუმართლათო, ფიქრობდა
ჯადოქარი. მხოლოდ პირის გემოსთვის ჭამდნენ და სვამდნენ. არც სუქდებოდნენ, არც
იწამლებოდნენ.
მოკლედ, მთელ იმ სიამოვნებას იღებდნენ, რაც ადამიანს არასოდეს ეღირსებოდა.
ბავშვმა თვალები გაახილა.
- მამა! - დაიკივლა და საწოლიდან წამოხტა.
- მოიცადე, მოიცადე, არ შეგეშინდეს - შეეცადა, დაეწყნარებინა. - არ შეგეშინდეს,
მამაშენმა დროებით მე დამიტოვა შენი თავი.
- მამა სად არის? - გეგონება, დეიზის სიტყვები არც გაუგიაო, ისე აგრძელებდა მოთქმას.
- კარგადაა, მამა კარგადაა. ბოროტი ხალხი გესხმოდა თავს. ჩემთან დაცული ხარ, ვერ
მოგაგნებენ. ნუ გეშინია - ისევ საწოლზე დასვა და საბანი გადააფარა.
- მამიკოსთან მინდა - აქვითინდა პატარა ჯენი.
- ვიცი საყვარელო, მესმის - დეიზი ბავშვს ჩაეხუტა. აბრეშუმივით ნაზი თმა ჰქონდა.
ისეთი მშვენიერი გოგონა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი.
- მამა რომ ცუდად გახდეს?
- მამაშენი ცუდად როგორ უნდა გახდეს? - შეიცხადა ჯადოქარმა - ის ხომ ვლადია-
დაუმარცხებელი. უბრალოდ, როცა მის გვერდით ხარ, საკუთარ თავზე ვეღარ ფიქრობს, მხოლოდ
შენ გიცავს. მოდი, დროებით ნება მივცეთ რომ თავის თავზეც იზრუნოს ხო? - დეიზიმ ზუსტ
წერტილში გაარტყა, ბავშვის ისტერიკას გასაღები ისე მომენტალურად მოუძებნა, თავადაც
აღფრთოვანებული იყო, როგორი ჭკვიანი ვარო.
გოგონამ თავი დაუქნია.
გარეთ ყვავმა დაიჩხავლა.
რავენა იყო. მას არასოდეს მიუტოვებია პატარა ჯენი, არც თავისი რომელიმე
შვილიშვილისთვის მოუცილებია თვალი, თუმცა როცა ვლადი იბრძოდა, თავისი ვაჟის
დასახმარებლად სისხლის სავანეში რჩებოდა.
მის ჩხავილში პატარა ჯენიმ სიტყვები გამოარკვია, რადგან ყვავების ენა კარგად ესმოდა.
ბებიამისმა ამცნო, მამა კარგადაა და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მაშინვე შენს
მოსანახულებლად მოვაო.
- რავენა არ გააგდო კარგი? - სთხოვა დეიზის.
- ვინაა რავენა?
- ჩემი ყვავი.
- აა, ლამის დამავიწყდა რავენა. არ გავაგდებ - გაეცინა. - ძაღლიც მყავს. ეზოში
ცხოვრობს. მერე შენს ძმას პატარა ხის სახლს გავაკეთებინებ მისთვის. ბოლოს და ბოლოს,
მაგან შემომტენა ეგ ძაღლი.
- ძაღლს არასოდეს მოვფერებივარ - ისე თქვა ბავშვმა, გეგონება დიდი ამბავი არ
ყოფილიყო. - კოშკს იშვიათად ვტოვებდით.
- უი... ბუთქუნას შეგუძლია მოეფერო. მოგვიანებით, ძალიან ბევრ ცხოველს განახებ,
გინდა?
- მინდა - პატარა ჯენიმ თვალები მოისრისა, კარგად შეათვალიერა დეიზიმ - მივხვდი,
მამამ შენთან რატომ მომიყვანა.
- რატომ?
- არიელი ხარ. ადრე სულ უცნაურ ზღაპრებს მიყვებოდა, მერე სხვა წიგნებიც მიყიდა
ნახატებით და იქ პატარა ქალთევზაზე ეწერა რაღაცა ამბავი. შენ ეხატე, ზუსტად ეგეთი
თმით და თვალებით.
- ანუ ქალთევზა არიელი... ნეტა რომელი საუკუნის ზღაპარია. - წარბები შეჭმუხნა ქალმა.
- მეოცეს ოთხმოციანი წლების.
- მეოცეს დასაწყისში რაღაცა დამემართა და... ბევრი ზღაპარი არ ვიცი, მაგრამ წიგნებს
ვიყიდი და ვიკითხოთ ხოლმე.
- მოკვდი ხო? არიელიც მოკვდა. ზღვის ფერფლად იქცა ბოლოს.
- რას ამბობ, მართლა მე ხო არა ვარ? - გაუკვირდა ქალს - რანაირ ზღაპრებს კითხულობდი?
- მულთფილმში არაა ეგ ნაჩვენები, მაგრამ მე და მამამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ რეალურ
ამბებს აქვს კეთილი დასასრული. ზღაპრების მიღმა კი შემზარავი სიმართლე იმალება.
- გინდა ზღაპრების ჭეშმარიტება გაგანდო? - ჰკითხა ქალმა და საბანში პატარა ჯენისთან
შეძვრა - ყველა ზღაპარი მაგიაა. თუ დააკვირდი, მთავარი პერსონაჟები ან პრინცს ითხოვენ
ან სიმდიდრეს. ამ ყველაფერს ვინ აძლევს? ვიღაც მოულოდნელად გამოჩენილი კეთილი ფერია.
კეთილი ფერიები არ არსებობენ, ისინი უბრალოდ ჯადოქრები არიან. როცა გმირი თავის
სურვილს ისრულებს, მერე ყველაფერი ირევა, რადგან...
- მაგია თავის საფასურს ითხოვს - გაეღიმა ჯენის. - აკი ზღაპრები არ ვიციო? შენ
ჭკვიანი ქალთევზა ხარ. კარგია, რომ მამამ ქალთევზას მიმაბარა.
- ჯადოქარიც ვარ რომ იცოდე - შეიფერა დეიზიმ.
- ჯადოქრები არ მიყვარს!
- ვიცი, მაგრამ შენც ჯადოქარი ხარ. ადამიანთა მთელი მოდგმის შეძულება არ შეიძლება
მხოლოდ იმის გამო, რომ მათ შორის ბოროტები დადიან.
- ტბაში ცურვას მასწავლი?
- ცურვის სწავლა ერთად მოგვიწევს - გაეცინა ჯადოქარს. - აღარ გეძინება? მე ძალიან
მეძინება პატარა ჯენი.
- ჩემთან დაწვები?
- უკვე შენთან ვწევარ - შუქი ჩააქრო ჯადოქარმა.
* * *
* * *
* * *
გაბრიელმა კამილას ყვავილები მიართვა. ქალს ძალიან გაუხარდა. ასეთი მშვენიერი თაიგული
ცხოვრებაში არასოდეს ენახა. ზუსტად ამითი იყო გაბრიელი გამორჩეული. ყველაფერი ის
ჰქონდა, რასაც სხვასთან ვერ ნახავდი: გარეგნობა, ქცევა, ხასიათი და ახლა ყვავილებიც.
- უმშვენიერესია. - წარმოთქვა კამილამ. - ბავშვებიც ისე გელოდებოდნენ. შენზე
გიჟდებიან.
- რა უცნაურია, რომ ბავშვები ჩემზე გიჟდებიან. სპეციფიკური გემოვნება აქვთ.
- რამდენიმე გოგონამ გამიმხილა, შემიყვარდაო.
- ანუ სჯობს გავიქცე ხო? - გულის სიღრმეში, გაუხარდა. თუ ბავშვებს მოვწონვარ, ჩემი
დაც შემიყვარებსო, იფიქრა - მისმინე, შვილი რომ გყავდეს, როგორ აუხსნიდი ყველაფერს?
- რას?
- აი, ვამპირებს, მაქციებს, ჯადოქრებს და რა ვიცი კიდევ, ათას ჩვენ მსგავსს.
- ზღაპრების კრებული მაქვს. ძალიან ჰუმანურადაა ახსნილი ყველაფერი. გინდა გაგატანო?
- კი. ერთ ჩემს მეგობარს ჰყავს პატარა გოგონა.
- სულ პატარაა?
- ასე, ოთხის ან ხუთის.
ბიბლიოთეკაში იყვნენ. ერთ-ერთი თაროდან მოზრდილი წიგნი გამოიღო და გაბრიელს მისცა.
- წაუღე.
- დიდი მადლობა დეიზი - წარმოთქვა გაბრიელმა და მერე ენაზე იკბინა. - კამილა -
გადაასწორა, თუმცა უკვე გვიანი იყო.
- მემგონი არც ისე მოულოდნელი იქნება თუ გკითხავ, ვინაა დეიზი?
- ოჯახის მეგობარი. არა, მართლა ისეთი არავინ. უბრალოდ, ხშირად ვნახულობ ამ ბოლო დროს
და მისი სახელის ხსენებაც მიწევს ხოლმე.
- გაბრიელ, მესმის - უხერხულად გაეცინა კამილას. ან რა უფლება ჰქონდა, ეჭვიანობის
სცენები ემართა.
კაცის ბაგეებთან მიიწა.
გაბრიელი მაღალი იყო, კამილას ცოტათი უჭირდა მიწვდომა. ფეხის თითებზე აიწია და
უმშვენიერეს ტუჩებს მიუხლოვა თავისი.
გაბრიელი ძალიან დიდიხანს ელოდა კამილას საპასუხო გრძნობას... იმდენად დიდხანს, რომ
ახლა ტრიუმფით ტკბობას აზრი დაეკარგა. თაიგულისკენ გაექცა მზერა. ცეცხლისფერი ვარდები
მოწყენილიყვნენ, ფირუზუსდფერი მინდვრის გვირილები ნაწყენი თვალებით უმზერდნენ კაცს.
გაბრიელმა ტუჩის კუთხეში აკოცა მხოლოდ.
მერე თავი გასწია.
ყვავილებისა შერცხვა თითქოს.
* * *
- დამანახე ჩვენი სახლი, ჩვენი სახლი დამანახე! - იმეორებდნენ ტყუპები სარკის წინ.
კოშკი გამოესახათ.
ამაყად გადააბიჯეს პორტალში და ბავშვობის სახლს მიესალმნენ მონატრებულები.
დამშვიდდა.
ზოგჯერ სახლიც მშვიდდება, როცა თავის პატრონს ხედავს.
აღარ ბორგავდა, აღარ შფოთავდა და ამ სიმშვიდით, ვლადმა ქალიშვილების მოახლოვება
იგრძნო. თავის ოთახში იჯდა. წარბიც არ შეურხევია. ნაწყნები იყო შვილებზე. ისეთივე
ნაწყენი, როგორიც მონატრებული.
გოგონები მამის ოთახში შევიდნენ. კართან აიტუზა ორივე. სუნთქვაც კი შეწყვიტეს.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდით - ჩაილაპარაკა კაცმა - გოგონა წაიყვანეს. დაგაგვიანდათ.
- რას ლაპარაკობ? - შეშფოთდა კატალინა.
მარიანამ ხელი მოჰკიდა თავის დას.
თვალით ანიშნა, არ გინდა ისტერიკებიო და მამის ოთახში შევიდა.
- თქვენ რომ რამეს გაიფიქრებთ, ეგ მრავალი საუკუნის წინათ მაქ მე გააზრებული -
გაეცინა მამას. - ბავშვი საფრთხეში იყო. თქვენთანაც საფრთხეში იქნებოდა, თორემ დებზე
უკეთესს, ვის გავატანდი?
მარიანა მამას მიუახლოვდა.
თეთრი ხელი შეახო წვერზე და ნაზად აუსვა ლოყამდე.
- მოგენატრე! - გაეღიმა ვლადს.
- და შენ მოგენატრე? - ჰკითხა მარიანამ.
კაცი წამოიმართა.
წყვდიადის რაინდი წყვდიადის შვილებს მიაჩერდა ღიმილით.
- მახსოვს, სახეზე პატარა ჭორფლები გეყარა... ჩემს გაზაფხულებს გეძახდით. - მარიანას
შუბლზე აკოცა - როგორ გაიზარდეთ.
მერე თავის საწოლზე წამოწვა.
კატალინა ნელა მიუწვა მამამისს და მკერდზე დაადო თავი.
მეორე მხარეს, მარიანა მიუცუცქდა.
- ჩვენ ბავშვის ნახვა გვინდა მამა - უთხრა კატალინამ.
- ნახავთ. დრო გავა... დრო ყველაფერს გაანადგურებს, მაგრამ თქვენ დარჩებით. ჩემს
პატარა ჯენის ვერაფერს დააკლებს საუკუნეები.
- ჰო, რა თქმა უნდა. შენ ის ყველაფერს გირჩევნია.
- მე თქვენ მერჩივნეთ ყველაფერს საყვარელო - ქალიშვილის თმის კულული სახეზე დაიდო და
გაეღიმა. ისევ ისეთი მბზინვარე და ხავერდოვანი იყო, როგორც ბავშვობაში - მერე
გაჯიუტდით, მამას გაექეცით, ვეღარ გეფერებოდით. შვილი რატომაა იცი ყველაზე საყვარელი?
მუდამ შეგიძლია მიეფერო, რამხელაც არ უნდა გაიზარდოს. თუმცა თქვენ აღარსად იყავით.
მხოლოდ ერთი დარჩა მამიკოსთან... მხოლოდ პატარა ჯენი არ გაქცეულა.
- სხვა გზა არ გვქონდა.
- არც გამტყუნებთ.
- რატომ? მინდა, რომ ძალიან იჩხუბო, ძალიან გამამტყუნო, მისაყვედურო და მითხრა, როგორ
მოგიკალი გული ჩემი წასვლით - წამოენთო მარიანა - მინდა, რომ... მინდა რომ ვერ
მპატიობდე.
- შენ შვილი ხარ. ყველაფერს გაპატიებ.
- ჯენისაც აპატიებდი?
- ჯენი არასოდეს წავიდოდა. თქვენ კარმილას ჰგევხართ, ჯენი კი ვლადია - გაეღიმა მამას
- რომ არ გაქცეულიყავით, ჩემი აჩრდილიდან ვერასოდეს დაიხსნიდით თავებს. ვინ იცის,
ეგება კარმილას ბედიც გწეოდათ. კარგი ქენი საყვარელო... მართლა - ორივე ქალიშვილს
თმაზე აკოცა და თვალები მინაბა ვლადმა.
კარგა ხანია, არ სძინებოდა.
ალბათ, ყველაზე შესაფერისი დრო იყო ძილისთვის.
მეშვიდე
დიდ ოთახში ყვავის ბახალა ფართხალებდა. ჯერ მაღლა აფრინდა, მერე საკუთარი სხეულის
სიმძიმე ვერ აიტანა და ძირს დავარდა. დეიზი ოთახში შევიდა. ბავშვს ეძებდა, თუმცა
პატარა ჯენი არსად იყო. მოულოდნელად, იატაკიდან ჯერ მაღლა ავარდა შავი ფრინველი, მერე
გარდერობზე შეძვრა. ისევ ქაოტური მოძრაობით და ფრთების გამალებული ფრიალით გადმოეშვა
დაბლა, პირდაპირ დეიზის ხელებში ჩავარდა.
- ღმერთო, ჯენი, ჯენი შენ ხარ? - გული ლამის გაუსკდა დეიზის.
პატარა ჯენიმ ფერი იცვალა და ისევ შავმოსასხამიანი გოგონა გახდა.
- მამამ და ბებიამ მასწავლეს - ახარა შეშინებულ დეიზის.
- ეს რა არის? სახე დაიკაწრე? - შეშფოთხა დეიზი, დივანზე ჩამოსვა ბავშვი და
მაცივრიდან თავისი დამზადებული ვარდკაჭაჭას მალამო გამოიღო - ძალიან მანერვიულებ
ჯენი, გულს მიხეთქავ.
ნაზად წაუსვა რბილ კანზე.
ლოყაზე ხელი მოუთათუნა და ყელში აკოცა. პატარა ჯენი ძალიან ტკბილი იყო. შოკოლადს
ჰგავდა, ოღონდ რამდენჯერაც არ უნდა ჩახუტებოდა დეიზი, მაინც ვერ იჯერებდა გულს
ბავშვის ალერსით.
- მაპატიე, არ მინდოდა. ცოტა რომ გავიზრდები, მერე ძალიან მაგრად ვიფრენ.
- გარეთ ფრენას უნდა მოერიდო, გაიგე? შეიძლება, არწივი გამოგეკიდოს.
- რავენა კისერს მოუგრეხს არწივს! - მუშტი მაღლა აღმართა ამაყად. რავენამაც საპასუხოდ
ომახიანად დაიჩხავლა.
- ერთმანეთს ნუ აქეზებთ. - მერე რავენას შეხედა - შენი შვილიშვილი ძალიან პატარა
ბავშვია. ნუ ასწავლი ეგეთ რამეებს!
- რატომ?
- საშიშია. ვერ ხედავ, ბებიაშენი ჩარჩა.
- ეგ წყეული ჯადოქრების ბრალია. - გაბუსხული სახით ხელები გადაიჯვარედინა ჯენიმ.
- საკუთარ მოდგმას წყეულ ალქაჯებს ნუ ეძახი. მაგრად ვაფრენთ ხოლმე ხშირად, მაგრამ
წყეულები ნამდვილად არ ვართ. - ბავშვი ტახტზე ჩამოსვა. - რას შეჭამ?
- ხორცის ღვეზელს და ცოტა სისხლს.
- შენ გამო საავადმყოფოდან მოვიპარე - ამოიოხრა დეიზიმ - იმედია, ავადმყოფ ბავშვს არ
ესაჭიროება გადასხმა.
ლიმონათივით ჩაუსხა საწრუპავიან ჭიქაში და ფერად თეფშზე ღვეზელები დაალაგა. ამ ბოლო
დროს, მაღაზიაში შესვლისას, ძირითადად ბავშვების სექციას დასტრიალებდა ხოლმე. ერთი-
ორჯერ, პატარა კაბის არჩევისას, კონსულტანტმა ჰკითხა: „თქვენი გოგონასთვის გნებავთ?“
დეიზიმ ამაყად უპასუხა, კიო.
- მგონია, რომ მანდ უნდა იმუშავო. საავადმყოფოში.
- რატომ?
- ყველაფრის წამალი იცი. თან სასიამოვნო სუნი გაქვს. ავადმყოფ ადამიანებს კარგი სუნი
მოსწონთ, ლამაზი ექიმებიც მოსწონთ დეიზი.
- ვნახოთ. შენ მარტო ვერ დაგტოვებ სახლში.
- მე მარტო არ ვიქნები, მამიკო იქნება ჩემთან.
- მამიკო რომ იქნება შენთან, ეგ უფრო მაღელვებს - გაეცინა და პატარა ცხვირზე ხელი
მოუთათუნა - მაგრამ ალბათ ვლადის დამსახურებაა, ასეთი ჭკვიანი რომ ხარ.
- შენ წვეულებაზე მიდიხარ ხო?
- არამგონია.
- გეშინია იქ გაბრიელის ნახვის ან ჩემი მარტო დატოვების - დასკვნა გამოიტანა თავისით.
- დეიზი, კარი ღია იყო და ვიფიქრე.... - მოესმა მოხუცი მერის ხმა. ქალმა ჯერ დეიზის
შეხედა, მერე ბავშვი შეათვალიერა. წამოიყვირა და პირზე აიფარა ხელი.
ჯენი სკამიდან ჩამოხტა.
- მერი, მისმინე - ძალიან ანერვიულდა დეიზი.
- ეს ისაა? ეს ვლადის შვილია... ღმერთო, დეიზი. ამისათვის დაგსჯიან - ვერ ცხრებოდა
მერი.
- დეიზის ვერავინ დასჯის! - დაიყვირა პატარა ჯენიმ. - და ვინც გაბედავს, ყველას
ფერფლად ვაქ... - ქალმა სასწრაფოდ ააფარა ბავშვს პირზე ხელი, სანამ მოკვლით
დაემუქრებოდა მთლიან კლანს.
არ ხუმრობდა.
იმდენი შელოცვა ნამდვილად იცოდა კარმილას ქალიშვილმა რომ მთელი ქალაქი ცეცხლის
საბურველში გაეხვია.
- შენს ოთახში შედი! - მკაცრად დაუბრიალა დეიზიმ თვალები და მერე მერის შეხედა -
მერი, ის პატარა გოგონაა.
- და წყეულთა შთამომავალი.
- არ მადარდებს ვისი შთამომავალია. ის ჩემი ბავშვია - ისე წარმოთქვა ეს სიტყვები,
აშკარა იყო, რომ ცხოვრებაში ამაზე მეტად დარწმუნებული არაფერში ყოფილიყო.
„ჩემი ბავშვი“ საკუთარი ნათქვამი ექოსავით ჩაესმა ყურში და მერე ისევ კონსულტანტი
გოგონას კითხვა გაახსენდა „თქვენი გოგონასთვის გნებავთ?“
პატარა ჯენი დეიზის გოგონა იყო.
მნიშვნელობა არ ჰქონდა მის გვარსა და წინაპრებს. არც თავისი კლანის რისხვა ადარდებდა,
არც ის აინტერესება რომ სადღაც, სულ სხვა ქალაქში, ყველაზე ძლევამოსილი მოხუცი
ალქაჯი, სელენა, გამეხებული ეძებდა მის ადგილსამყოფელს, რათა ბავშვიც მოეკლა და ისიც
ზედ მიეყოლებინა, ვინც დაიცავდა.
დეიზი ნაცარტუტად აქცევდა.
თავის კლასნსაც ერთიანად ამობუგავდა. ქვას ქვაზე არ დატოვებდა, ბავშვებსა და
მოხუცებსაც არ დაინდობდა თავისი გოგონას გულისთვის.
- ეს რომ ვინმემ გაიგოს დეიზი - სასოწარკვეთილი მერი ძალაგამოცლილი დაეშვა სკამზე.
ცდილობდა, ნანახი ერთიანად შეეჯამებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა - დროგოებს ხელს
აფარებ? ამ ბოლო დროს, აქ სიარულს მოუხშირეს. გახსოვს რას დაგვპირდი? გინდოდა, მთელი
საგვარეულო გაგენადგურებინა.
- გეგმები შეიცვალა. მისმა და-ძმამ არაფერი იცის ჯენის ადგილსამყოფელის შესახებ.
- ვლადს თუ მოსტაცე, ეს ტანჯულსა და საზარელ აღსასრულზე მეტყველებს მხოლოდ. გსმენია
მამამისის შესახებ? გსმენია?
- მსმენია.
- მერე, ყველაზე მეტად, რისმა მოსმენამ შეგზარა დეიზი?
- ბავშვების სისხლი უყვარდა.
- ახლაც უყვარს. ყველა გაფაციცებით ელოდება იმ დღეს, როცა სხვა გარდაცვლილი ბავშვის
გამო, პასუხს აზღვევინებენ... იცი რა იქნება შურისძიება?
- ჯენი.
- დიახ, ჯენი იქნება მათი შურისძიება.
- როგორც უკვე აღვნიშნე, ჯენის ვერავინ შეეხება.
- შენ თუ შეგეხნენ?
- მე? - დეიზის გაეცინა - ვინ გაბედავს უხუცესზე თავდასხმას?
- დეიზი, არაა სასაცილო. დიდ საფრთხეში იგდებ თავს.
- თუ საიდუმლოს არ გათქვამ, საფრთხე არ დაგვემუქრება.
- იმას მაინც იაზრებ, რომ ყველაფრის ეპიცენტრში გყავს? ზუსტად კლანის ცენტრში
გამოჭიმე პატარა სახლი, სადაც ვლადის შვილს აცხოვრებ.
- ყველაზე დაცული იქ იქნება, სადაც ვერავინ იეჭვებს მის ყოფნას.
- ღმერთო... პატარა ჯადოქარო, დიდ შარში ხარ. - ამოიოხრა ქალმა.
მერის წასვლის შემდეგ, ჯენი ოთახიდან გამოვიდა. ხელში დეიზის ნაჩუქარი სათამაშო
დრაკონი ეჭირა. ხშირად ეუბნებოდა დეიზი, ჩემი პატარა დრაკონი ხარო. მისი გვარი, დროგო
სწორედ დრაკონს ნიშნავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯენი ასაკთან შედარებით გაცილებით ჭკვიანი იყო, ამ სათამაშოს,
მამამისის აჩრდილისა და თავად დეიზის გარეშე, არ იძინებდა.
- მართალია? - ჰკითხა დეიზის.
- ჰო. შენი ოჯახისთვის მართლა ცუდი მიდოდა, მაგრამ ჯენი... ახლა ყველაფერი შეიცვალა.
ჩემი ხომ გჯერა?
- არა, მე სხვა რამეს გეკითხები. მართალია რომ შენი ბავშვი ვარ?
- რა თქმა უნდა. - პატარას ლოყაზე აკოცა და ხელში აიყვანა - შენ მარტო ჩემი ხარ.
- და მამიკოსი.
- ჰო. მაგას მე კონკურენციას ვერ გავუწევ - გაეცინა ჯადოქარს.
* * *
დეიზი მოხუცი მერის სახლში მივიდა. კარზე მორიდებით დააკაკუნა. ხელში თავისი
გამომცხვარი პეროგი ეჭირა და საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი, რომ სასოწარკვეთილ
დიასახლისს დამსგავსებოდა.
- დეიზი? - გაუკვირდა ჯადოქრის სტუმრობა.
- გამარჯობა მერი. შეიძლება?
- რა თქმა უნდა, შემოდი. რატო იწვალე?
- რა ვიცი. ჯენიმ მითხრა, რომ ჩემი პეროგი სასწაულებს ახდენს - გვერდით პატარა ჯენი
ედგა. ბავშვის თმა წითლად შეეღება და ნამდვილ დედა-შვილს დამსგავსებოდნენ.
- ასეთი პატარა ბავშვისთვის საღებავი არ შეიძლება - უსაყვედურა მერიმ.
- მე არ შემიღებავს, რაღაცა რიტუალები ისწავლა და თვითონ ჩაიდინა პატარა მაიმუნობა.
თუმცა ვერავინ იცნობს. ჩემს შორეულ ნათესავად გავასაღებ, ოჯახში ყველა წითური მყავდა.
ბიძაშვილის შვილია ვითომ.
- ჰო, ბიძაშვილების გამოკვლევას ნამდვილად არ დაგიწყებენ. რამ შეგაწუხათ?
- მინდა, რომ ბავშვი დაიტოვო. სულ რაღაც ორი საათით. წვეულებაზე წასვლას არ
ვაპირებდი, მაგრამ თვითონ ჯენიმ დაიჟინა, უნდა გაერიო ქალაქში, თორემ სულ მარტო ხარ
და ხალხთან კონტაქტი აღარ გეხერხებაო.
- ბავშვს ფსიქოლოგიის კურსები აქვს გავლილი? - გაეცინა მერის.
- ჰო, მეც მიკვირს.
- დავიტოვებ - ამოიოხრა ქალმა - ოღონდ პირობა უნდა დადოს, რომ არ იყალთაბანდებს.
- არა. მე როცა ვთხოვ, არაფერს აშავებს. ნაჭამია, ნასვამია და ყვავიც დროებით
სხვაგანაა წასული. ამიტომ არ შეგაწუხებს თავისი შინაური ფრინველებით. ცოტახნით,
ბუთქუსთან ათამაშე და მერე ხელები დააბანინე, სულ ესაა. ცხრა საათზე, საწოლში
დააწვინე. თუ გაგიძალიანდა, დამირეკე.
- მშვენივრად შეგიმუშავებია ბავშვის აღზრის მეთოდები.
- არც ისე ძნელია. სწრაფად იზრდება, სწრაფად სწავლობს და დისციპლინასაც ერგება.
მთავარია, ვლადზე რამე ცუდი არ დაგცდეს, თორემ მთელ ქალაქს ჰაერში ასწევს, ეგ მართლა
შეუძლია, კარმილას ყველა შელოცვა ზეპირად იცის.
- კარმილას წიგნი აქვს?
- არა. წიგნი დამწვარია. მამამისმა დაწვა. მხოლოდ ჯენიმ იცის ზეპირად, ასე ვთქვათ,
რიტუალების ცოცხალი ენციკლოპედიაა - იცრუა დეიზიმ. პატარა ჯენი ერთადერთი იყო, ვისაც
მამამ წიგნი აჩუქა. შემდეგ ყვავმა სისხლის სავანიდან წამოიღო და დეიზის გადასცა.
წიგნში ყველა შელოცვა იყო თავმოყრილი. ნებისმიერი. ერთი სიტყვით, არასწორ პატრონთან
რომ აღმოჩენილიყო, ძალიან ცუდი რამეები მოხდებოდა, ამიტომ დეიზი არასოდეს გათქვამდა
წიგნის ადგილსამყოფელს.
- ის შინდისფერი კაბა ჩაიცვი და ისე წადი - თვალი ჩაუკრა პატარა ჯენიმ.
- არ ეშვება ჩემი გარდერობის ქექვას - შეშჩივლა დეიზიმ მერის. თავის სახლში შებრუნდა.
გაითვალისწინა ჯენის რჩევა.
გაბრიელს ნახავდა.
ნაწყენი და გულმოკლული იყო მის გამო, მაგრამ მაინც უხაროდა, რომ ნახავდა.
* * *
მერვე თავი
* * *
ტყუპები ცალკე სკამებზე ისხდნენ. დეიზი შეშფოთებული დადიოდა წინ და უკან. გაბრიელი კი
ტახტზე იჯდა შეყვარებული დეიზის გვერდით. მას კი მაგრად ჩაებღუჯა კაცისთვის ხელი და
არაფრის დიდებით უშვებდა.
- ანუ შენ გინდა თქვა, რომ მაშინ რიტუალი შეგეშალა და შემთხვევით შეგიყვარდი. ახლა კი
შენი შეყვარებული ნაწილი გვერდზე მიზის გაბრწყინებული თვალებით? - ვერ იჯერებდა კაცი,
მაგრამ ორ დეიზის რომ ხედავდა, იძულებული იყო, მათი სიმართლე ერწმუნა.
- დიახ, მაგისი თქმა მინდა - დაუდასტურა ჩვეულებრივმა დეიზიმ.
- და რა რიტუალი აგერია რომ მოგვიყვეთ, არ შეიძლება? - დაინტერესდა მარიანა.
- არა! - ორმა დეიზიმ და გაბრიელმა ერთიანად დაიყვირეს.
- საიდუმლოა, ჩვენც გვაქვს რაღაცა საიდუმლოები - დაუბღვირა შეყვარებულმა დეიზიმ
ტყუპებს და მერე გაბრიელისკენ უფრო მეტად მიჩოჩდა. მისი ხელი მხარზე გადაიხვია და
უარესად ჩაეკრა.
- აღარასოდეს გამიშვებს? - იკითხა გაბრიელმა.
- არამგონია - თავი გააქნია ჩვეულებრივმა დეიზიმ და თავის ორეულს მიუბრუნდა - ცოტა
თავმოყვარეობა იქონიე ქალო! რაებს აკეთებ?
- ფეხებზე შენი თავმოყვარეობა. გაბრიელი მიყვარს და ჩემია - ენა ბავშვივით გამოუყო.
გაბრიელს გაეცინა.
- ჯერ არასოდეს ვყვარებივარ ვინმეს ასე.
- პირველად შეუყვარდი და ისიც ბლეფია - დასცინა ჩვეულებრივმა დეიზიმ.
- სულ არ მჭირდება, რომ ვინმე სხვასაც უყვარდეს. თვალებს დავთხრი! - იმუქრებოდა
შეყვარებული ორეული.
- ადექი, მივდივართ! - მკლავში ხელი ჩაავლო და წამოაყენა. კი წამოდგა, მაგრამ თან
გაბრიელისთვისაც არ გაუშვია. ძალაუნებურად, კაციც მიყვა. ტყუპები სიცილით
იგუდებოდნენ. - დამცინი? შენ მაინც დაეხსენი! - გაბრიელისა და თავისი ორეულის ხელებს
დაეჯაჯგურა, გააშვებინა.
- არ შეიძლება მე რომ აქ დავრჩე? ტახტზე დავიძინებ - პატარა ბავშვივით შეევედრა
შეყვარებული დეიზი. გეგონება, მეგობართან პიჟამა ფართიზე დარჩენას ევედრებოდა
დედამისს.
- გამორიცხულია!
- მისმინე, დარჩეს, ცოდოა - მართლა გული მოუკვდა გაბრიელს.
- რა იყო, სექსი მოგინდა? - ნერვები მოეშალა ჩვეულებრივ დეიზის - ვინმე სხვა მოძებნე
და არა ის, ვინც ფაქტობრივად ჩემი გარეგნობის იდენტურია. ნამდვილად არ მინდა ჩემი
შიშველი სხეული გქონდეს დაზუთხული.
- რა გარყვნილი ხარ! - წამოიყვირა შეყვარებულმა დეიზიმ - და მე ვინ გგონივარ საერთოდ?
ჩემი სიყვარული წმინდაა. არ ვაპირებ მასთან ლოგინში ჩაგირებას როცა ვიცი, რომ არ
ვუყვარვარ. ძალიან მინდა, თუმცა არ ვაპირებ. - ამაყად დააქნია თავი.
- აბა რა ჯანდაბად გინდა აქ ყოფნა?
- როცა მეცოდინება, რომ გვერძე ოთახში სძინავს, მეც უკეთესად დავიძინებ. თან კარგი
სმენა მაქვს შენსავით და მის სუნთქვას მივაყურადებდი.
- ვაიმე, მომიკვდა გული - წამოდგა კატალინა. - დეიზი დეიდა, დაგვიტოვე მეორე დეიზი,
ძალიან გთხოვ - ყელზე ორი თითი მოიჭირა და ხვეწნით ჩამოიქაჩა კანი.
- მისმინე! - საჩველებელი თითი აუწია გაბრიელს ნამდვილმა დეიზიმ - თუ გავიგე რომ ამ
საცოდავის გრძნობებს ბოროტად გამოიყენებ, მოგკლავ!
- კი, რახან უკვე შენს რეალურ სახეს დაუბრუნდი, ნამდვილად აღარ მეპარება ეჭვი შენს
მუქარაში. თითქმის, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ თავისუფლად მომკლავ -
დაუსერიოზულად კაცმა - და მე ვიღაცა სექსზე დახამებული ნაძირალა არ ვარ. ეტყობა,
მეთვრამეტე საუკუნეში ეგეთი ბევრი ნახე, რახან ნორმალურებსაც ვეღარ ენდობი კაცებს.
სიმართლე რომ გითხრა, საერთოდ არ მომწონხარ, ერთი ვწეთითაც არ მიზიდავ, უბრალოდ ეს
მეცოდება. შენში ეტყობა თუ რამე სიკეთის ნაპერწკალი იყო, ყველაფერი შემთხვევითი
რიტუალის წყალობით.
- მეორედ კიდევ თუ დამელაპარაკები ეგრე, ისევ კისერს მოგტეხ! გეტყობა, მოგენატრა
ფიზიკური ტკივილი. - გაცხარდა ქალი. კაცი გზიდან ჩამოიშორა და წავიდა.
- რაღაცნაირად, გიყურებთ და მემგონი უგრძნობ დეიზისთან უფრო მეტი ქიმია გაქვს - თქვა
მარიანამ და ეჭვისთვალი მიაპყრო გაბრიელს, რომელსაც შეყვარებული ქალი ჩამოსცილდა,
კაცისკენ ზურგით დადგა და გაბრაზებულმა გულხელი დაიკრიფა.
- რა დაგემართა დეიზი?
- რანაირად მელაპარაკე წეღან? - ჰკითხა ასე ზურგშექცევით.
- ხომ იცი, ძალიან ლამაზი ხარ. უბრალოდ, ზოგჯერ იმის გასამწარებლად მომიწევს ხოლმე
რომ ცუდი რამეები ვთქვა. შენს თავზე არ მიიღო კარგი?
- მე მაინც გაგებუტე!
- კარგი რა, ხო ხედავ, კისრის მოტეხვით დამემუქრა. ზოგჯერ, მართლა ცუდს კი არ ვფიქრობ
მასზე, უბრალოდ თავს ვიცავ. შემომხედე დეიზი, შემომხედე.
დეიზიმ თვალი გამოაპარა კაცისკენ.
მერე მივიდა და ლოყაზე აკოცა.
- ვერაფერს დაგიშავებს.
გაბრიელს გაეღიმა.
მართლა კარგია, როცა ვინმეს უყვარხარო, გაიფიქრა და თითქმის ბედნიერება იგრძნო.
ჩვეულებრივი დეიზი მერისთან დაბრუნდა ბავშვის წამოსაყვანად.
- სძინავს - ჩურჩულით უთხრა ქალმა.
საძინებელში შეიჭრა. მძინარე გოგონას მკლავები მოჰხვია და ხელში აიყვანა.
- ამაზე მეტად ვერავინ მავსებს - წარმოთქვა ცრემლმორეულმა და გაწითურებულ თმაზე აკოცა
პატარა ჯენის.
- რა დაგემართა დეიზი, ცუდად ხარ? - შეწხუდა მერი.
- კარგად ვარ... ძალიან კარგად. გმადლობ, რომ მიხედე. ხომ არ გაგაბრაზა?
- არა. არაჩვეულებრივი ბავშვია - გაეღიმა მერის. როგორც აღმჩნდა, ისიც დანებებოდა
პატარა ჯენის შარმს.
თავიანთ სახლში შეიყვანა ბავშვი უხუცესმა.
დააწვინა და მერე თვითონაც მიუწვა.
- დეიზი, შენ ნაწყენი ხარ - თვალები დაჭყიტა პატარა ჯენიმ - მე სულ ვგრძნობ, რასაც
განიცდი.
- მეც სულ ვგრძნობ, რასაც განიცდი. - გაეღიმა დეიზის.
- მაგას მარტო მშობლები და შვილები ახერხებენ.
- ალბათ - პატარა ხელებზე აკოცა ბავშვს.
- ანუ დედაჩემი ხარ?
- ვითომ რატომ არ შეიძლება რომ ვიყო?
- უკვე ერთნაირი თმა გვაქვს და მინდა, რომ დედაჩემი იყო.
- ჰოდა ვიქნები!
- მამა გაბრაზდება. ამიტომ არ ვეტყვი. არ თქმა ხომ ტყუილი არ არის?
- არ არის - გოგონა მთლიანად თავის მკერდზე გადმოიწვინა.
- ჩემმა ძმამ გაგაბრაზა?
- ცოტათი.
- ეტყობა მოსწონხარ და მაგიტომ გაბრაზებს.
- საიდან მოიტანე?
- შენც მოგწონდა და იმიტომ აბრაზებდი.
- ახლა გადამიარა.
- პირიქით, ეჭვიანობ დეიზი, შენს ემოციებს ვგრძნობ.
- საშინელებაა ეს ეჭვიანობა, თან საკუთარ თავზე. მთელი ორი კვირაა მისი ყურადღების
მოპოვებას ვცდილობ და ჩემი მიზანდასახული მეორე მე ერთ საათში შეეკედლა მთელი ბარგით.
- მეორე შენ? - თავი წამოყო ბავშვმა.
- გრძელი ამბავია. შენმა დებმა ერთი რიტუალი გამაკეთებინეს, ჩემი სხეულიდან ის დეიზი
გამოეყო, რომელსაც გაბრიელი უყვარდა. ახლა ორნი ვართ.
- მოიცადე, ანუ ერთის მაგივრად, ორმა უნდა მიჩიჩნოს ხელები დაიბანე, პირში თითებს ნუ
იდებ და ჭუჭყიანი ნასკები საწოლზე არ დაყაროო?
- ზუსტად.
- თავს მოვიკლავ! - ხელი წაიშინა ბავშვმა სახეში.
- სისულელეებს ნუ ამბობ და ნუ დრამაქვინობ შენი დებივით.
- შენ ჩემს დებს დაუმეგობრდი ხო? - ეშმაკურად აათამაშა თვალები პატარა ჯენიმ.
- არა, მე მეგობრები არ მყავს.
- გყავს დეიზი. მეგობრებიც გყავს უკვე, ბავშვიც და ქრაშიც.
- ეგ სიტყვაც მამამ გასწავლა?
- არა, ჩემი დებისგან ვისწავლე. ზოგჯერ, ვუთვალთვალებ მათ.
- შვილო, რაებს ამბობ?
- ჰო. ყვავად გარდაქმნა დავხვეწე და როცა გძინავს, ვაკვირდები. კატალინას და მარიანას
ფანჯრებთან ზოგჯერ მგლები დაძრწიან, რაც არ მსიამოვნებს.
- მაქციები - წარმოთქვა და ტელეფონს დასტაცა ხელში - არ გაეკარო იქაურობას, გაიგე
პატარა ყვავო? - მერე მარიანას დაურეკა და გააფრთხილა.
- ხომ გითხარი, შენ მეგობრები გყავს. დაქალები - გაეცინა ბავშვს და თვალები მინაბა. -
ამიტომაც ზრუნავ მათზე.
- ღამით აღარ გაბედო ჩემს გარეშე ფრენა.
- შენ ხომ ფრენა არ შეგიძლია?
- მე უხუცესი ვარ. თუ მასწავლი, შევძლებ.
- დედაჩემის წიგნშია ყველა შელოცვა.
* * *
დილით, შეუჩერებელმა კაკუნმა გააღვიძა ორივე. დეიზიმ თავი წამოყო, ბავშვი უკვე
ფანჯარასთან იდგა და გაკვირვებული იცქირებოდა.
- ფანჯარას მოშორდი საყვარელო, არ უნდა დაგინახონ - უთხრა დეიზიმ.
- იქ გაბრიელი და შენ ხარ.
- მე ვარ? - ჯერ კიდევ ვერ მოვიდა გონზე. მერე ყველაფერი გაახსენდა და ამოიოხრა -
ახლა ყველგან გაბრიელს დაატარებს თუ რა ხდება?
- გაბრიელიც დაყვება - გაეცინა ბავშვს და ფანჯარას მოშორდა. დეიზი გარეთ გავიდა.
გაბრიელს ფიცრები მოეტანა და ეზოში ბუთქუსთვის სახლს აშენებდა.
- გამარჯობა დეიზი, მეორე დეიზიმ მთხოვა რომ...
- ჰო, ჰო მივხვდი - თვალები გადაატრიალა ქალმა და შეყვარებული ორეული შეათვალიერა.
მუქი შინდისფერი ჰუდი ეცვა და სპორტულ შარვალზე, ბოტასებიც მოერგო. - რაები გაცვია?
- რამე კომფორტული მინდოდა, კატალინამ მომცა ესენი. ეს კი გაბრიელისაა - ჰუდზე ანიშნა
- მიხდება ხო?
- რომანტიკოსი იდიოტი გავხდი - საცოდავად ამოიოხრა ქალმა და გაბრიელთან მიიჭრა -
ცალკე მინდა შენთან ლაპარაკი გაბრიელ!
- კაი, წამო - ჩაქუჩი და ლურსმანი ხელიდან გააგდო კაცმა და ჩვეულებრივ დეიზის
სათბურში შეჰყვა.
- ახლა ყველა კაპრიზი უნდა უსრულო რახან შენზე შეყვარებულია? - ჰკითხა ქალმა.
გაბრიელს ყურადღება ყვავილებზე გადაეტანა და იღიმოდა. - შენ გეკითხები! - უხეშად
მიარტყა იდაყვი მხარზე.
- კაპრიზები შენ გაქვს. იმან უბრალოდ რაღაცა მთხოვა და ვუსრულებ.
- კამილაზე იცის თუ მე გავაგებინო? - ბოროტი ღიმილით მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა
და კაცს მიუახლოვდა.
- შენ თუ იცი, ალბათ იმანაც იცის, ეგრე არ არის?
- არ ვიცი. რასაც ვუყურებ, შენი სიყვარულის გარდა, არაფრის გარტყმაში არაა. ნახე რა
ცოდოა, დადის და ღიღინებს - ხელი გაიშვირა შეყვარებული დეიზისკენ, რომელიც მინის
ფანჯრებიდან გადაშლილი წიგნივით ჩანდა. დროდადრო, ღიღინთან ერთად, ტრიალებდა კიდეც.
- საყვარელია. და ზოგადად, სასიამოვნოა, როცა ვინმე გიყვარს ან ვინმეს უყვარხარ. შენ
ალბათ არ გექნება გამოცდილი.
- ვაი შე საწყალო, ამას მართლა კი არ უყვარხარ. ორ კვირაში... - ვეღარ დაასრულა
დეიზიმ. რაღაცნაირად, შეეცოდა რომ ეთქვა ორ კვირაში მოკვდებაო.
- ორ კვირაში რა მოხდება?
- გადაუყვარდები.
* * *
მეცხრე
დეიზი ქაფით სავსე ცხელ აბაზანასთან იდგა. ბავშვი შიგნით იწვა, ხელებს აჭყაპუნებდა და
თან ბედნიერად ღიღინებდა რაღაცა არანორმალურ სიმღერას:
„სისხლისფერია სისხლის სავანე,
კოშკსაც არ ტოვებს სისხლი.
მტერბის ვაებით სული ავავსე,
სისხლითვე ვიკლავ შიმშილს“.
- ღმერთო, რაებს მღერის ეს ბავშვი - გული უსკდებოდა დეიზის.
- მამა მიმღეროდა.
მერე მომღერალი ვლადი წარმოიდგინა ჯადოქარმა და მაგრად იცინა.
- რამე უკეთესი ესწავლებინა.
- შენ მასწავლე რამე უკეთესი.
- „არ დაგინდობენ გრძნეულო, წადი!
სხვა სამყაროში შველა ითხოვე.
შენს გადარჩენას არავინ მაცდის,
როგორ მჭორდები ნეტა იცოდე.
გაფრინდი, უკან არ მოიხედო!
სისხლი და სევდა იქნება მხოლოდ,
არ მოიხედო! კარგს ვეღარ ნახავ,
აქ მხოლოდ ფერფლად იქცევი ბოლოს.“ - წაიღიღინა დეიზიმ და მერე მიხვდა, არც ამას
ჰქონდა იდეალური შინაარსი.
- ჯადოქარზეა სიმღერა? - გაუკვირდა ჯენის.
- როცა მოვკვდი, ლეგენდად ვიქეცი. ათას სიმღერას და ლექს მიძღვნიდნენ. ეს ერთ-ერთია.
- ვინ დაგიწერა?
- არ ვიცი, ხალხურია.
- ანუ ლეგენდა მზრდის?
- ეგრე გამოდის. ლეგენდიდან ლეგენდის ხელში გადადიხარ - გაეცინა დეიზის. რეზინის იხვს
ხელი მოუჭირა და დააჭყვიტინა. - ასეთი რამეები რატომ მოგწონს?
- სხვა გზა არ მაქვს. ბუთქუსთან ერთად არ მრთავ ბანაობის უფლებას.
- მეც ბევრი რამის უფლება წამართვა - გაბრაზებული შეყვარებული დეიზი შემოვიდა
სააბაზანოში და მეტლახზე დაჯდა.
- მაგარი სასაცილოა - ჩაიხითხითა ბავშვმა.
- ნუ დასცინი შენს შეყვარებულ დედიკოს - ნორმალურმა დეიზიმ ხელით შეასხა წყალი და
თვითონაც გადაიხარხარა.
- თქვენ ერთმანეთი გყავთ. მე ვინ მყავს? არავინ გაბრიელის გარდა.
- გაბრიელი, რომელიც სხვაზე ფიქრობს. რა საყვარლობაა. - ბავშვივით გააღიზიანა დეიზიმ.
- რატომ გინდა, რომ დამამცირო? მე ხომ შენ ვარ?
- მინდა, გონზე მოგიყვანო, მაგრამ სამწუხაროდ, შეუძლებელია. შელოცვის ნაწილი ხარ.
- შურით სკდები - შეყვარებული დეიზი ფეხზე წამოდგა - ნერვები გეშლება, რომ შენზე მეტ
ყურადღებას მაქცევს. გრძნობების გამოხატვა არც ისე სარისკო ყოფილა. პირიქით, როცა
ვინმე გიყვარს და ამ სიყვარულს აგრძნობინებ, სანაცვლოდაც იღებ სიყვარულს. შენთვის
ყველაზე მწარე რეალობა ისაა, რომ მე გავნადგურდები, გაბრიელი კი დარჩება, შემოგხედავს
და მიხვდება როგორი არარაობაც ხარ. მის თვალში ყოველთვის ჩემს ჩრდილად დარჩები...
დეიზიმ ხელი გაშალა, თითები წრიული მოძრაობით გადაატრიალა, შეკრა და თავის ორეულს
საუბრის უნარი წაართვა.
- ერთი საათი დაგვასვენე მაგ შენი სიბრძნეებისგან. - მერე ბავშვს შეხედა, პირსახოცი
გაშალა - ამოდი, უნდა გაგაშრო.
აბაზანიდან ამოსული პატარა ჯენი თბილად გაახვია, ხელში აიყვანა და საწოლში დააწვინა.
ჯენიმ კიდევ ბევრი რამე ამღერა, სანამ ჩაეძინებოდა.
მერე გარეთ გავიდა, ჰაერზე გასეირნებას საჭიროებდა, მაგრამ დასვენება არც მაშინ
დასცალდა. შეშფოთებული გაბრიელი შეყვარებულ დეიზისთან ერთად იდგა და ჩვეულებრივ
დეიზის ბრაზმოსული უყურებდა.
- ასეთი სისასტიკე რაში გჭირდება? დაამუნჯე?
- კი. შენზე საუბრით ტვინს მირევდა. ერთ საათში, ისევ გაილექსება, არ იდარდო.
- წამოდი დეიზი, ამასთან ყოფნას ყველაფერი სჯობს - გაბრიელმა შეყვარებულ ორეულს ხელი
მოჰკიდა და წაიყვანა.
ჩვეულებრივი დეიზი გაოგნებული შესცქეროდა მათ.
ლამაზი წყვილი იყო.
ზედმეტად ლამაზი.
- ბრაზობ ხო? - მოესმა მამაკაცის ხმა. უკან შეტრიალდა. ვერავინ დაინახა.
- ვლად, შენ ხარ? - ცოტათი შეაქანა კიდეც. ვლადის ხმის კი არა, სახელის გაგონებაზეც
რაღაცნაირად ითრგუნებოდა.
- ჰო - აივნის კედელზე აღმართული აჩრდილი კედელს გამოეყო და მთელი სიცხადით წარსდგა
ჯადოქრის წინაშე. შავი მოსასხამითა და შავი თმით მართლაც წყვიადის უძლეველ შვილს
ჰგავდა. წყვდიადი იყო ვლადი. წყვდიადი ისადგურებდა ყველგან, სადაც ნაბიჯს დაადგამდა.
- აქ როგორ შემოხვედი შენი ფიზიკური სხეულით? სუფთა სისხლის ვამპირები ვერ აღწევენ
ჯადოქართა კვარტალში.
- ჩემმა ქალიშვილმა შელოცვა მოხსნა.
- ჯენიმ? ვერ გავაგებინე ამ ბავშვს, რომ ჩემი თანხმობის გარეშე არ იჯადოქროს -
ნერვები მოეშალა ბავშვზე და თან ძალიან იეჭვიანა. ჯენი დეიზის დარიგებებს
ითვალისწინებდა, მაგრამ როცა საქმე მამამისს ეხებოდა, შეეძლო, ყველაფრისთვის გადაესვა
ხაზი.
- ხომ გითხარი, მე მგავს-თქო?
- ყოველ დღე ვრწმუნდები ამაში. სანერვიულო არ გაქვს, მაგრამ აქ რომ ვინმემ დაგინახოს,
იცი რამხელა შარში გავყოფ თავს?
- ყველას სძინავს. ჯადოქრები მაშინვე თვლემენ, როცა საათი თერთმეტს ჩამოჰკრავს. ამ
კვარტალში საქმის არევას არ ვაპირებ. მომწონს კიდეც. შედარებით ნორმალური ხალხია,
ვიდრე სისხლის სავანეში - ვლადმა გულის ჯიბიდან ჩიბუხი ამოიღო და პირში გაირჭო -
ცეცხლით ხომ ვერ დამეხმარები?
- ცეცხლი! - შესძახა თუ არა ქალმა, თუთუნს ეგრევე კვამლი აუვიდა.
- მაგარია - გაეცინა ვლადს - კარმილა მუდამ მაოცებდა თავისი პატარა ხრიკებით.
- აქ შენს პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ მოხვედი?
- არა, ჩემსაზე არა, შენსაზე... გაბრიელთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს? - ისე
ეჭვისთვალით ჰკითხა, გეგონება, გაბრიელი მდიდარი მამიკოს ქალიშვილი ყოფილიყო, დეიზი
კი ანგარებიანი დონ ჟუანი.
- ისე ვუყურებ, როგორც იდიოტს - გაუღიმა ჯადოქარმა - რასაც ჩემს ორეულზე ვერ ვიტყვი.
დღეს დილას მეხვეწა, საქორწინო კაბების მაღაზიაში შემომყევიო. იმდენი იწუწუნა, შენი
ქალიშვილიც აიყოლია და შემიყვანეს. აი ეგ ნამდვილად გიპირებს რძლობას, მაგრამ
სამწუხაროდ, ცხოვრების დღეები პირდაპირი მნიშვნელობით დათვლილი აქვს.
- ეგეთი ქალი არ სჭირდება გაბრიელს.
- ჰო, მომაკვდავი ცოლი არავის უნდა.
- მომაკვდავზე არ ვამბობ. სუსტია და თან უნებისყოფო.
- ცოტა ნერვები მეშლება, როცა ასე აკნინებ. მისი დამცირების უფლება მხოლოდ მე მაქვს.
და თან არც ადამიანია, არც ჯადოქარი. რიტუალის გვერდითი მოვლენაა.
- მართლა დეიზი? ასეთ გამოცდილ უხუცეს ჯადოქარს სიტყვები აგერია? - გაეცინა ვლადს. -
ნწ, ნწ, ნწ - ირონიულად გააკანტურა თავი - არ მოველოდი.
- შენი რომ არ მეშინოდეს, გეტყოდი, რომ მაგრად მიშლი ნერვებს!
- არც უნდა გეშინოდეს. საკუთარი შვილის აღზრდა მოგანდე. ძალიან უყვარხარ. ჩემნაირად
ჯენი ვერავის შეიყვარებს, მაგრამ ასე თუ ისე, ვერაფერს დაგმართებ. ეს მას გულს
ატკენს. თან ცოტათი გიხდება სითამამე. ნეტავ, მართლა გყვარებოდა გაბრიელი - წამოდგა
კაცი.
- იოცნებოს - თვალები გადაატრალა ქალმა.
- აქ მხოლოდ ჯენის გამო არ მოვსულვარ. რაღაც უნდა იცოდე და მერე ჩემს შვილებსაც
უთხრა.
- გისმენ.
- დიდი ხნის წინ, ისე რა უცნაურია, ჩემი ყველა თხრობა ამ სიტყვებით იწყება, „დიდი
ხნის წინ“... ერთი სიტყვით, დიდი ხსნი წინ, მაქციებმა ლურჯი ლოტუსით გაკეთებული
ნახარშის დალევა დაიწყეს. ლურჯი ლოტუსი ყველაზე იშვიათი მცენარეა. შავ ალდერი ძნელი
საშოვნელიც კი. მაქციები ვამპირებს უახლოვდებოდნენ და ამ დაახლოების შემდეგ, ვამპირი
კვდებოდა. სხვათაშორის, გაითვალისწინე, თუ ჩემი ბიჭი გულს გადაგიშლის, ლოტუსებისგან
თავი შორს დაიჭირე.
- გეყოფა ჩემი დაცინვა! - გაბრაზდა დეიზი, თუმცა ვლადი თხრობას აგრძელებდა. ჰყვებოდა
შემზარავ ისტორიას თავისი წარსულიდან და დეიზი მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორი
გასაოცარი იყო მისი ხმის მოსმენა. - მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რანაირად გადადის ვლად?
დაახლოებით როგორ იწამლებოდნენ ვამპირები?
- ეშმაკმა დალახვროს დეიზი, სექსით გადადის. რა უმანკო ხარ, როგორ ვერ ხვდები
მინიშნებებს.
- გასაგებია.
- ეს გამოწვევა იყო. ვამპირთა გენოციდს ნიშნავდა. გადავწყვიტე, ყველა მაქცია
დამეხოცა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი მყავდა, ასობით
მათგანი დავხოცე. მშობელი განსაკუთრებულად საშიში ხდება, როცა საქმე მის პირმშოს
ეხება. ნახავ, აი ნახავ... გაჩნდება ერთი ისეთი, რომელიც მთელი სამყაროს ამოწყვეტას
გაიძულებს, ოღონდაც მას არ დაემუქროს საფრთხე.
- მესმის - თავი დაუქნია. ქალი ყველაფერს ხვდებოდა. ვლადმა ჯერ არ იცოდა, რომ პატარა
ჯენის დედა გამხდარიყო დეიზი და არ არსებობდა რამე ისეთი, რასაც მის დასაცავად არ
გააკეთებდა.
ქალს ვლადის ესმოდა. შეიძლება, სამყაროში ერთადერთი იყო, ვისაც ვლადის ესმოდა. ახლა
თითქოს ბოროტი ვამპირის ყველა სასტიკსა და აუხსნელ ქმედებას ამართლებდა. ის ხომ
მშობელი იყო? ისინი, ორივენი რაღაცა სასწაულით ერთი გოგონას მშობლები იყვნენ.
- ყველა მათგანი დავხოცე... ხროვებად დაყიალობდნენ ტყეში. მათმა სისხლმა ათასობით ხეს
დაამჩნია წითელი ლაქა. მაგრამ არ ვნანობდი. მე არაფერს ვნანობ. ზოგჯერ, იაზრებ რომ
რაღაც შემზარავსა და ცუდს ჩადიხარ, თუმცა მაინც არ ნანობ. მთავარი მიზანია. ჩემი
ბავშვებისთვის ისეთი მომავალი მინდოდა, სადაც არასოდეს დადგებოდა მათი სიცოცხლე
კითხვის ნიშნის ქვეშ. მხოლოდ ერთი ქვეყნის ხელმწიფე გამომრჩა. ალბათ მიხვდი, საბრალო
ქრისტიანომ არც კი იცოდა რომ მაქცია იყო. არც მე ვიცოდი. ამიტომ, გამომეპარა. მერე
ყველაფერი უცნაურად დატრიალდა. აჯანყება მოუწყვეს, გვეგონა, რომ მოკლეს, მაგრამ
გადარჩენილა. სიმართლე გითხრა, კარგი ყმაწვილი იყო, არც დავუპირდებდი მოკვლას. -
ისეთი მელოდიური ხმა ჰქონდა. გეგონება, რომელიღაცა საშინელი ზღაპრის გმირი თავისივე
ცხოვრების კადრებს მოუთხრობდა გასაოცარი ჰანგებით.
- მაქცია იყო და გადარჩებოდა, აბა რას იზამდა. თავიდან, არც ერთმა მაქციად
დაბადებულმა ადამიანმა არ იცის თავისი რეალური სახე. როცა სასიცოცხლო საფრთხე
ემუქრებათ, სრულიად მოულოდნელად ავლენენ ზებუნებრივ შესაძლებლობებს. ამ საფრთხის
გარეშე, მთელი ცხოვრება ისე შეიძლება განვლონ, რომ ვერასოდეს ვერ გაიგონ, ვინ არიან
სინამდვილეში. ამიტომ შენი ეპოქის ყველა მაქცია თუ ამოწყვიტე, ეგ არ ნიშნავს მათ
გადაშენებას.
- ეგ არ ვიცოდი - წარბები შეჭმუხნა ვლადმა.
- შენ ამბობ, რომ მასშიც იქნება რამე მომწამვლელი?
- დიდი შანსია. ზუსტად არაფერი ვიცოდი. ყველანი ალბათობის მიხედვით მოვკალი.
- როგორ დახოცე ასობით მაქცია ვლად?
- მე სამყაროში პირველი ვამპირის შთამომავალი ვარ დეიზი. ბუნებრივად ვარ უძლეველი.
ჩემს პირველ სამ შვილში არ არის ასეთი დაუოკებელი სწრაფვა პირველობისკენ.
- ჯენი კი მთლიანად ვლადია.
- ვლადი კი ჯენია - თავი დაუქნია კაცმა.
- ვიცი.
- ამიტომაც დასდევენ ჯადოქრები მას და არა გაბრიელს ან ტყუპებს.
- ჯადოქრები თითს ვერ დააკარებენ.
- შენ არ იცი, რაზე არიან წამსვლელები. სელენა კარმილას შვილი იყო და მაინც არ
დაინდო.
- არ მადარდებს სელენა!
- ამით იმისი თქმა მინდა, რომ როგორღაც, მაქციები ისევ არსებობენ. მხოლოდ კაენსა და
ქრისტიანოზე არ მაქვს საუბარი. ისინი, ასეულობით არიან და ჩემმა შვილებმა თავი შორს
უნდა დაიჭირონ.
- აუცილებლად შევატყობინებ - დაჰპირდა დეიზი.
მერე ვლადი სახლში შევიდა თავისი გოგონას სანახავად.
დეიზიმ ამოიოხრა. იცოდა, ახლა ზედმეტი იყო. ეზიზღებოდა, როცა ჯენისთვის ზედმეტი
ხდებოდა.
ვერ მოითმინა, მარიანას მისწერა, ბარში ხომ არ გავსულიყავითო და დასტური რომ მიუვიდა
საპასუხოდ, ამანაც არც აცია, არც აცხელა, დასალევად გაეშურა.
კატალინა უკვე კარგად შეჟუჟუნებული იყო.
- ღვიძლი დაგეშლებოდა ადამიანი რომ ყოფილიყავი - გაეცინა დეიზის.
- გუშინ კაენმა შავი ალდერი მიხახუნა - პირდაპირ აჯახა.
- რას ამბობ?
- ჰო. მუქარას არ ჰგავდა, უფრო საკუთარი ძალების დემონსტრირება იყო და ლამის
ჩავიფსი... თან მაგრად აღვიგზენი.
- შენ თუ ლამის ჩაგაფსმევინა, არ ჩანს ხელწამოსაკრავი კაცი - გაეცინა დეიზის.
დასალევი შეუკვეთა და მერე მაგიდასთან ჩამოჯდა ტყუპებთან ერთად. - და მაინც აღიგზენი,
ახლა კი კაენის ბარში ხარ. რატომ?
- არ ვიცი დეიზი. ქალები უცნაურები ვართ. ვისაც ყველაზე მეტად ვეზიზღებით, სწორედ
მისი ყურადღების მიქცევა გვწადია - უპასუხა კატალინამ.
და ეს ყველაზე მშვენიერი პასუხი იყო.
დეიზის გაეღიმა.
იქვე, თავისი ორეული ცეკვავდა. ცეკვავდა სუნთქვისშემკვრელად. შეყვარბეულ დეიზის
ზუსტად თავისი თმისფერი კაბა ეცვა. საოცრად ბრწყინავდა მისი თეთრი კანი. თვალები კი
იმ სიბნელეში, ერთადერთი სინათლე იყო.
- თვალისმომჭრელი ხარ! - წარმოთქვა მარიანამ.
- ეს მე არ ვარ.
- მე კი ვფიქრობ, რომ ზუსტად შენ ხარ - გაეღიმა მარიანა დროგოს.
- ხომ არ იცი, ცეკვა საიდან ვისწავლე?
- ალბათ გასული საუკუნიდან.
- ჰო. მუსიკა მიყვარდა - სევდიანად ჩაილაპარაკა დეიზიმ. ნეტა რითი განსხვავდებოდა
მეორე ცხოვრება პირველისგან?
ყველაფრით.
დეიზის პატარა გოგონა არ ჰყოლია. არც გეგმავდა. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში,
შვილზე არასოდეს უფიქრია. მერე კი სრულიად მოულოდნელად, თვალი გაახილა, გაბრიელს
კისერი მოსტეხა და ისე უეცრად გახდა ხუთი წლის ბავშვის აღმზრდელი, თანხმობაც არავის
უკითხავს მისთვის. ან საერთოდ ვის რა ჯანდაბად სჭირდებოდა მისი თანხმობა? ყველაფერი
გასაოცარი დაუკითხავად ხდებოდა ამ საყაროში.
დეიზი შეყვარბეული დეიზის ცეკვას უცქერდა და უცქერდა გაბრიელს, რომელიც ორეულს არ
აშორებდა თავის აღელვებულ, გაბრწყინებულ თვალებს. აი, ნელ-ნელა კიდევ უფრო უცნაური
ხდებოდა სამყარო. დეიზი ორი იყო... ერთი ნამდვილი, ერთიც ყალბი და ამ ყალბს ჰქონდა
იმის ფუფუნება, რაზეც ნამდვილი დეიზი ოცნებასაც ვერ გაბედავდა.
- შენ უფრო კარგი ხარ - გაამხნევა კატალინამ და მზერა ბარისკენ გაეპარა. იქ, სადაც
კაენი იდგა თავისი ონავარი სახით და დაჟინებით შესცქეროდა.
- მასთან არ დაწვე. სრიოზულად გეუბნები. არა, როგორც დედა, არამედ, როგორც ჯადოქარი -
ურჩია დეიზიმ.
- მე მხოლოდ ის მინდა, რომ მაგრად შევაშინო. სხვათაშორის, შენი ქრისტიანოც აქ იყო
გუშინ. საერთოდ, ხომ არ იცით, აქ რატომ დავდივართ? - საკუთარ საქციელზე მოეშალა
ნერვები კატალინას.
- იმიტომ, რომ ჩვენს ცხოვრებას მეტი ადრენალინი შევმატოთ - აუხსნა მარიანამ - შენ
კაენი გეზიზღება, მაგრამ თან რაღაც საძაგლურ მიზიდულობას გრძნობ. ყველაზე სექსუალურ
ტანსაცმელს იცმევ, ყველაზე გამომწვევად იქცევი და ჭიაყელასავით იკლაკნები ცეკვისას.
სხვა ბარში, უბრალოდ ყველაფერს დაიკიდებდი. განა, რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე მტერ-
მოყვარის ტერიტორიაზე ხეტიალი და აღელვებისგან, მუცელში აფარფატებული პატარა პეპლები?
- მართალია. აქედან, ფეხის მომცვლელი არ ვარ - აღმოხდა ტყუპისცალს.
სცენაზე მომღერალი ავიდა. უცნაურმა სიმღერამ დაატკბო მთელი დარბაზი:
„როცა დაბნელდა
როცა მიილია დღე,
კაენის ცოდვა ტყეში გაშიშვლდა,
კაენს ცოდვა თან სდევს.
სად იყავი კაენ?
სად დახეტიალობდი?
სად გაქრა შენი ძმა?
როცა დაბნელდა
და დღე მიილია,
შენი ხელები სისხლით დასველდა.
სად იყავი კაენ?
სად დახეტიალობდი?
სადაა შენი ძმა?
ევას და ადამის შვილო,
რა ჩაიდინე?
სადაა შენი ძმა?
სად დახეტიალობდი?“
კატალინა წამოდგა. გაეღიმა. გრძელი თმიდან ხის სარჭი მოიხსნა, ჰაეროვნად დაუგორდა
მშვენიერი თმა ზურგზე. მომღერლის წინ დადგა. ნელი მოძრაობით, საჩვენებელი თითი
შუბლიდან ცხვირზე ჩამოისრიალა, ცხვირიდან ტუჩებზე, ტუჩებიდან ყელზე.
კაენი მშიერი თვალებით მიუახლოვდა ქალს. მშვენიერ სახეს რამდენიმე ნაიარევი კიდევ
უფრო მამაკაცურსა და მიმზიდველს ხდიდა.
კატალინამ თავი ყურთან მიუტანა.
- სადაა შენი ძმა კაენ? - ჰკითხა სიმღერით. მერე ტუჩზე იკბინა. მამაკაცის თვალები
გიზგიზებდნენ. ნეტა, მე არ მქონოდა სხეული და კატალინას ტუჩად ან კბილად
დავბადებულიყავიო, ინატრა.
- საფლავში გორავს ჩემი ძმა - ღიმილით უპასუხა ქალს.
- რა ჩაიდინე, სად დახეტიალობდი? - მაინც არ ჩუმდებოდა ქალი. ოჰ, როგორი საძაგელი
იყო, როგორი საზარელი, როგორ შესაძული და თან რა ადვილი შესაყვარებელი.
- მიწა იყო და მიწად ვაქციე. - ქალის სრიალა თმაში, ცეკვისას, თითები შეაცურა - მიწა
იყო და მიწად ვაქციე - გაიმეორე თავისი სიტყვები.
- შურმა შეგიპრყო? - გამომწვევად იღიმოდა კატალინა. გამაღიზიანებლად მშვენიერი იყო.
კაცმა იცოდა, ასეთი ველური ჯერ არაფერი მოვლენილიყო დედამიწაზე.
- შურმა შემიყრო, ბოღმამ დამაბრმავა - სიგარეტი ტუჩებში გაირჭო და ჩამქვრალი შუქის
ფონზე მორბენალ წითელ სინათლეში, სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა მათი მომღიმარი
სახეები.
- მართლა მოკალი შენი ძმა კაენ?
- შესაძლოა კი და შესაძლოა არა. მაგრამ თუ ჩემი ძმის მოკვლა შემიძლია, წარმოიდგინე,
სხვას რა დღეში ჩავაგდებ - ეშმაკურად გაეცინა კაცს.
- საბრალო იქნები თითიც რომ ამიქნიო. - უარესი ეშმაკები ჩაიმღვრა კატალინას თვალებში
სიცილისას - საბრალო და საცოდავი. შენი ძმა მონაგონი იქნება. ვინ იცის, ეგება უკვე
საბრალო ხარ!
„სად იყავი კაენ?
სად დახეტიალობდი?
რა უყავი შენს ძმას?“ - ისმოდა მუსიკა.
- თითი მრავალჯერ ამიქნევია შენთვის.
- მაშინ იღბლიანი ნაბიჭვარი ყოფილხარ.
- და ასე იღბლიანივით ვაგრძელებ შენთან ცეკვას.
- გილოცავ, ოცნებები ხდება!
დეიზი მზრუნველი დედიკოსავით აკონტროლებდა კატალინას და კაენს. ზოგჯერ, მართლა ისე
ქვრებოდა განათება, რომ თვალიდან უსხლტებოდა წყვილი. ნერვიულობდა. მართლა არ უნდოდა,
ქალს რამე დამართნოდა.
- როდის აქეთ სვამ? - მიუჯდა გაბრიელი. - მოიცა, გავიხსენებ. რაც თავდავიწყებით
შეგიყვარდი, ალკოჰოლს წაეტანე ალბათ.
- შენზე თავდავიწყებით შეყვარებულს ძალიან ბევრის უფლებას აძლევ. ფრთხილად იყავი,
ორმხრივი გრძნობა არ გაგიჩნდეს და მერე პირშიჩალაგამოვლებული არ დარჩე საყვარელო -
გააბრთხილა მარიანამ.
დეიზის გაეცინა.
- შენი შეყვარება ადვილია - გამოუტყდა ქალი - მაგრამ ზოგჯერ ისეთი შტერი ხარ, რომ
მერე გადაყვარება უფრო ადვილი ხდება.
- ნუ ეუბნები ეგეთ რამეებს! - ნერვები მოეშალა შეყვარებულ დეიზის - ნუ სტკენ გულს.
- ღმერთო, სიბრალულისგან ჩემი ცეცხლგაუმტარი სხეულიც კი იწვის. - თვალები გადაატრიალა
ქალმა და კიდევ ერთ ჭიქას ისეთი სისწრაფით გადაუძახა ყელში რომ მარიანაც კი გაოცდა.
- შენ სიბრალული შეგიძლია? თუ მარტო წამებით ირთობ თავს? - ნერვები მოეშალა გაბრიელს.
- რა წამება? რამე გამომრჩა? - ვერ გაეგო მარიანას.
- პირადულია - თვალები დაუბრიალა ძმამ.
- საწამებლადაც არ ივარგე - თავი გააქნია დეიზიმ - უფრო მაგარი ტიპებიც მიწამებია.
- როდის მოასწარი? ალბათ ჯოჯოხეთში. - დაასკვნა კაცმა. - იქ უეჭველი ეშმაკის მარჯვენა
ხელი იყავი.
- იქაც უხუცესი ვიყავი და ვიღაცა ვამპირების თრევით არ ვწუხდებოდი.
- მე აქ ზედმეტი ვარ - წამოდგომა დააპირა მარიანამ. დეიზი ხელზე ჩაებღაუჭა და დასვა.
- იჯექი, თორემ შემომაკვდება. - სთხოვა ქალს.
მარიანამ მხრები აიჩეჩა, ჩემი რა მიდისო და დალევა გააგრძელა. ყველა გვარიანად
შეჟუჟუნებულიყო მაგის გარდა. თან ერთობოდა მთვრალი ოჯახისა და სამეგობროს ცქერით.
- ისე მართლა როგორ მათრიე სახლამდე?
- ჰაერში აგწიე ჩემი ზებუნებრივი ძალით და მიგაფრინე.
- და საბოლოოდ, სისხლი რომ დამალევინე შენი არტერიიდან, უკვე შეყვარებული იყავი?
- ჰო აბა ეგეთი კეთილი გგონივარ?
- ყვავილები როცა გამატანე... - ხმა გაუწყდა გაბრიელს.
- კი - თავი დაუქნია ქალმა.
- არ ვიცოდი.
- არაფერია. აღარ მადარდებს, იმას უხსენი - თვალით ანიშნა შეყვარებული დეიზისკენ,
რომელიც დეიზის სასმელს მიპარვოდა და გემრიელად სვამდა. - ეს თუ დათვრა, დაიმალე,
თორემ შეიძლება შენზე სექსუალურად იძალადოს.
- და გეშინია რომ შიშველს გნახავ?
- შენ ეგეთი საოცრება არასოდეს გექნება ნანახი აქამდე და უბრალოდ ვშიშობ, არ
დაგაბრმავოს გადაჭარბებულმა მშვენიერებამ.
- ძალიან საინტერესო გახდა თქვენი დიალოგი - ნიკაპს ჩამოეყრდნო მარიანა და ცალი
თვალით თავის დას გახედა.
ისევ კაენთან ცეკვავდა. უკვე უცნაური იყო ამდენი ცეკვა.
ყვავმა დაიჩხავლა. გარეთ დაიჩხავლა, მაგრამ მაინც გაიგეს დროგოებმა მისი ხმა.
მარიანა ფეხზე წამოხტა. კატალინა შებარბაცდა. შეყვარებული დეიზი გაბრიელს მიეკრო
მხარზე.
- რა ხდება? - იკითხა ჩვეულებრივმა დეიზიმ.
- ბებიაჩვენი ქალაქში გამოჩნდა - აღმოხდა შეშფოთებულ გაბრიელს.
- უნდა წავიდე! - სახე გადაუფითრდა დეიზის. - ჯანდაბა! უნდა წავიდე!
- თუ სელენა ქალაქშია, იქ მივა, სადაც მიესვლება ანუ შენს კვარტალში. საშიშია დეიზი,
ჩვენთან დარჩი - მასთან მიიჭრა გაბრიელი.
- მე სელენა არაფერს დამიშავებს. არც კი მიცნობ - სირბილით გაუყვა გზას.
გული ეკუმშებოდა.
იფიქრა, ახლა თუ გამისკდა და მოვკვდი, მერე პატარა ჯენის ვინ მიხედავსო და კიდე უფრო
უარესად გახდა მაგის წარმოდგენაზე.
სულ სირბილით გაიარა ჯადოქრების კვარტალი. მოხუცი მერი სახლთან იდგა, დეიზიმ თავი ვერ
შეიკავა და შეეჯახა.
- სელენა იყო. გაგვაფრთხილა, ბავშვი უნდა იპოვნოთო. ასე თქვა რომ გოგონა ყველა
ვამპირთან შედარებით, საშიშია. ვლადზე საშიშიც კი.
- ბავშვი ხომ არ გამოსულა? ბავშვი სადაა?
- სახლში არაა დეიზი. ყველგან ვნახე.
- ბავშვი! - დაიღრიალა დეიზიმ. სახლში შევარდა. მთელი სხეული უკანკალებდა, ცრემლი
ღაპაღუპით სდიოდა სახიდან. - ჯენი, ჯენი, სად ხარ? - გმინავდა ქალი.
სახლი ყირაზე დააყენა, საწოლის ქვეშ შეიხედა, აბაზანაში შევარდა.
გარდერობი გამოაღო.
- დეიზი, მოხვედი? - ჰკითხა პატარა ჯენიმ.
- ღმერთო, ჯენი... - მუხლებზე დაემხო ჯადოქარი და გოგონა თავის მკლავებში გაახვია -
მაპატიე ჯენი, აღარსოდეს დაგტოვებ, მაპატიე - ქვითინებდა დეიზი.
- ყველაფერი კარგადაა. მე მამასთან ერთად ვიყავი - ბავშვმა კისერში ჩაურგო თავი -
მაგრამ მაინც ვინერვიულე შენ გამო.
- სელენა ვერაფერს მიხვდა?
- ვერა. მისი ხმა მესმოდა. ყველა ჯადოქარი გააფრთხილა, რომ ძალიან საშიში ვარ. ასე
თქვა, მამამისს ჰგავს, მაგრამ გაუაზრებლად მოქმედებსო. დამაბრალა, თითქოს სამი პატარა
ბავშვი მოვკალი. მერე წავიდა. ახლა ყველას ვძულვარ. დეიზი, მართლა მოვკალი ბავშვები?
- არა, არ მოგიკლავს. ალბათ - გაეცინა ქალს. ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. მთავარია,
პატარა ჯენი ცოცხალი და უვნებელი იყო. - მე მაგას ვუჩვენებ როგორია ჩემი ბავშვის
ამოჩემება!
მეათე
ტყეში დროებითი ბანაკი ჰქონდა გაშლილი სელენას და მის ათამდე მიმდევარს. სელენას
მაქციებიც ეზიზღებოდა. ყოველი შემთხვევისთვის, იქვე, მახლობლად რკინის ბასრი
ხაფანგები დაედო თუ კი მგლები თავდასხმას გადაწყვედნენ.
კოცონთან მჯდრები, თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ. ისინი გოუსთ ჰილში მცხოვრებ ჯადოქრებს
არ ჰგავდნენ. ალქაჯები უფრო ეთქმოდათ თუ კი მათ დაკოჟრებულ ხელებს, გრძელ ცხვირებს და
მუხლებამდე ჩამოყრილ ჭაღარა თმას დააკვირდებოდა კაცი. ჯადოქრებს ძალიან დიდი ხანი
სჭირდებოდათ დასაბერებლად. სელენა რამდენიმე საუკუნეს ითვლიდა, თითქმის ვლადის ტოლი
იყო, თუმცა ისეთი გაცვეთილი, დასახიჩრებული სახე ჰქონდა, უთუოდ ბოროტ კუდიანს
მიამსგავსებდა ნებისმიერი სულიერი.
ღამით, ძალიან შორიდან, ცეცხლის ალი დაინახეს. ფეხზე წამოქანდნენ. ცეცხლი
უახლოვდებოდათ, თუმცა არაფერს წვავდა - არც ხეებს, არც ბუჩქებს, არც ბალახებს.
ჯადოქრები შეშინდნენ.
მოსიარულე ცეცხლმა რამდენიმე მათგანს გადაუარა. შემზარავი იყო მათი განწირული ღრიალი.
ისინი ნელა და ტანჯვით იწვოდნენ.
- ვინა ხარ? - შეშფოთდა სელენა. ხუთიოდე მიმდევარი უკან ამოეფარა იმის იმედით, რომ
თავიანთი ლიდერის ძლევამოსილება გადაარჩენდათ.
- ბავშვის პატრონი! - უპასუხა ცეცხლიდან მომავალმა ხმამ - და მე ჩემი ყველაზე ძლიერი
შიში თავადვე გავხდი გოგონას დასაცავად. ცეცხლად ვიქეცი, რათა სახეები ამოგიშანთოთ!
- შენ კარმილა არ ხარ.
- სწორად გამოიცანი. კარმილა მკვდარია, თავად მოკალი თუ გახსოვს - ცეცხლიდან
ცეცხლისფერი ჯადოქარი გამოვიდა. სელენამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ ქალი
გასაოცარი სისწრაფით მიიჭრა მიმდევრებთან. ერთს თავი მაგრად დაარტყმევინა მიწაზე და
მერე ხის დიდი მორი იქამდე ურახუნა სახეში, სანამ თავისქალა არ გამოუჩნდა უბედურს.
მეორეს უზარმაზარი ცეცხლის გუნდა ცხვირპირში ესროლა და მისი სხეული სამუდამოდ
გააცალკევა თავისგან.
ცეცხლის მთას შეუერთდა კვლავ უცნობი ჯადოქარი. ალისფერი იყო დეიზი და ცხოვრებაში
პირველად, ისე იდგა ცეცხლში რომ გული ოდნავადაც არ უთრთოდა. არც სინდისი აწუხებდა
ხალხის დახოცვის გამო. თვალიც არ დაუხამხამებია, როცა სადისტურად კლავდა თითოეულ
მათგანს.
შავი ალდერი ეჭირა ხელში. მისი ნამწვის სურნელება საამოდ იფრქვეოდა ცეცხლიდან და
ცოცხლად დარჩენილ რამდენიმე ჯადოქარს სიცოცხლის წუთებს უსპობდა.
ისინი ახველებდნენ, კიოდნენ, სტკიოდათ, კვდებოდნენ.
სელენა იდგა მხოლოდ დამფრთხალი და თავგზაარეული.
სილა გააწნა, ძირს დააგდო დეიზიმ და ფეხი გულზე მაგრად დააჭირა.
- ვინ ხარ? - მხოლოდ ეს იკითხა დედაბერმა.
- მე ვარ ჯადოქარი, რომელსაც ვერაფერი ჰკლავს და ჩემი სამუდამო სიცოცხლის
განმავლობაში, გოგონას ვერ მიეკარები! - წარმოთქვა ქალმა.
არც წყეული სელენა კვდებოდა ალდერი ან ცეცხლით.
იწვა ასე, სახეზე მიწა აჰკვროდა და შემაძრწუნებლად კისკისებდა.
- ჯანდაბა, რა ვუყო ამ ბებრუხანას? - ხმამაღლა იკითხა დეიზიმ.
მის გვერდით ორმეტრიანი ვლადი აიტუზა.
- ჰო გითხარი, არ კვდება ეგრე.
- აბა როგორ კვდება?
- ამისი მოკვლა რომ შეიძლებოდეს, ვინმე დამასწრებდა? - ჰკითხა ვლადმა - ან შეგვიძლია,
დავანაწევროთ და ისე შევინახოთ.
დეიზის გაეცინა.
ვლადი არ ხუმრობდა.
- უწმინდურო! - დაუღრიალა სელენამ ვლადს.
- ოდესმე თუ მქონდა რამე წმინდა, შენ მომიკალი - მიუგო კაცმა.
დეიზის გული ჩასწყდა.
ვლადის წუხილს ისევ გრძნობდა. უკიდეგანო და დაუოკებელი სევდა ყოველწამიერად გესლავდა
ვლადის გულს.
ქვის მორკალული იარაღი გადასცა ვამპირს დეიზიმ.
- ამ პატივს შენ მოგანდობ. ვერ მოკლავს, მაგრამ გათიშული ეგდება, სადაც არ უნდა
მიაგდო.
- კარგია, დილეგში მშვენივრად გაატარებს მარადისობას - ვლადი დაიხარა, მთელი ძალით
ჩაარჭო გულში იარაღი. სელენამ ერთხელ ამობურცა სხეული და ამოიკვნესა. - ვერ ვიჯერებ
რომ ეს ქალი ხელით უნდა ვათრიო.
- მტრის თრევა არაა ურიგო საქმე - გაამხნევა დეიზიმ.
- ჩემი ბიჭი როგორც ათრიე?
- ჯანდაბა, შენ რა, ყველაფერი იცი?
- რავენა - ეშმაკურად გაეცინა ვლადს, სელენა ზურგზე წამოიგდო იმის იმედით, რომ ერთი-
ორ ძვალსაც მოატეხდა გზაში და წყვდიადში გაუჩინარდა.
- ღამის შვილი, წყვდიადის სისხლიანი რაინდი - წარმოთქვა დეიზიმ. რას წარმოიდგენდა,
ოდესმე ვლადის მოკავშირე თუ გახდებოდა.
მერე საცოდავი ყმუილი მოესმა იქვე, შორეახლოს. მგელს ფეხი გასჩხეროდა ხაფანგში და
ტკივილისგან იტანჯებოდა.
- საბრალო - ჩაილაპარაკა დეიზიმ.მგელს მიუახლოვდა. გაუგებარი სიტყვები წარმოთქვა და
გაანთავისუფლა.
სახლში დაბრუნდა. ჯერ კიდევ ცოტათი მთვრალი იყო. პატარა ჯენის უშფოთველად ეძინა, გული
დაუმშვიდდა.
- საყვარელი გოგოა - უთხრა შეყვარებულმა დეიზიმ. - კარგია, რომ მასზე ზრუნავ.
- შენ შენს სატრფოსთან ერთად არ უნდა იყო? - ისევ დასცინა ქალმა.
- მე ჩემი დრო მეწურება... - სევდიანად გაეღიმა შეყვარებულ ორეულს.
- არაუშავს. ცალმხრივი სიყვარულის ბორკილები ჩამოგეხსნება.
- მე ჩამომეხსნება, მაგრამ შენ რას იზამ?
- მე რა უნდა ვქნა? უშფოთველად ვიცხოვრებ.
- უშფოთველად ვერ იქნები ჩემო მშვენიერო. გაბრიელზე შეყვარებული ნაწილი გამოაცალკევე,
მაგრამ მაინც დაგრჩა მის მიმართ გრძნობა. ეს იცი რას ნიშნავს? შენში გაბრელის
სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე თავად შენ.
- რა სისულელეებს ბოდავ? - გაბრაზდა დეიზი.
შეყვარებული ორეული მოულოდნელად ჩაეხუტა. კოჭებიდან, ფერფლად დაშლა იწყო. წითელ
ფერფლში ეხვეოდა შეყვარებული ქალის სხეული და ნელ-ნელა ორთქლდებოდა ამ სამყაროდან.
- რამდენიმე დღით მოვევლინე სამყაროს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ სიყვარულით მიძგერდა
გული. არ ვიცი, რატომ გეცოდებოდი. საცოდავი ისაა, ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს.
- შენ კვდები - ახლა კიდევ უფრო შეეცოდა ჯადოქარს.
- გაინტერესებს ჩემი ბოლო სიტყვა?
- მაინტერესებს.
- გაბრიელი! - წარმოთქვა გოგონამ და გაქრა. ვარდის გასაოცარი არომატი დაუტოვა
მკლავებში ჩაფერფლილი ორეულის სხეულმა დეიზის.
ძალიან გადაღლილი იყო. ბავშვის ოთახში შევიდა, პატარა საწოლში გვერდზე მიუწვა და
ჩაეძინა.
* * *
* * *
მეთერთმეტე თავი
მარიანა თავს უსუსურად გრძნობდა. შეეძლო დაეფიცებინა რომ თავისი ხანგრძლივი ცხოვრების
განმავლობაში, მსგავსი არაფერი ჰქონდა განცდილი.
ეს საშინელი შეგრძნება მხოლოდ ქრისტიანოს უკავშირდებოდა.
ბარში წასვლა აღარ უნდოდა. ალკოჰოლის გემო უკვე გულს ურევდა. მთელი თვის
განმავლობაში, ყოველი დღე კაენის ბარში გაეტარებინა და ყელში ჰქონდა ამოსული ამდენი
სმა.
ვინმე ისეთის ნახვა მოუნდა, ვინც არც ზედმეტად კეთილი იყო და არც ზედმეტად ალალი.
საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, მაგრამ ალბათ მეგობრის ნახვა სურდა.
მარიანას ზარის შემდეგ დეიზი, ნახევარ საათში, რესტორანში გაჩნდა სასადილოდ.
როგორც ჩანს, მასაც ვინმე ისეთთან სურდა გულის გადაშლა, ვისაც მეგობარი ეთქმოდა.
- ძალიან გაღიზიანებული ჩანხარ - გამოუტყდა დეიზი, მას შემდეგ, რაც მარიანას სამჯერ
დაუვარდა ჩანგალი იატაკზე და სამივეჯერ მაგრად შეუკურთხა.
- ჩემზე მერე ვისაუბროთ. შენ ის მითხარი, გაბრიელის თავს რა ხდება? იმ დღეს, ჩემი ძმა
ზედმეტად აჟიტირებული იყო. იშვიათადაა ეგ კარგ ხასიათზე და მერე როგორც გამიმხილა,
დეიზის გადასარჩენ შელოცვებს იკვლევს. დახმარება მთხოვა.
- ჰო, ცუდად გვაქვს საქმე სასიყვარულო ჰორიზონტზე.
- სასიყვარულო ჰორიზონტმა გაბრიელი შეაბა და წარმოდგენა არ აქვს, რომ შეყვარებული
მოუკვდა არა?
- რა გავაკეთო? - ამოიოხრა ჯადოქარმა.
- სიმართლე გაუმხილე. გაუმხილე, რომ შენ ხარ ის ერთადერთი, სათბურში რომ მიატყნა.
- რაებს ლაპარაკობ? - შეიცხადა ჯადოქარმა. ცოტა, არ მოეწონა მაგ სიტყვის ასე უხეშად
აღქმა საკუთარ თავზე და ამავე დროს, ესიამოვნა კიდეც.
- კარგი. მაშინ გაუმხილე, რომ შენ მიატყანი.
- რამე სხვა სინონიმი მოუძებნე, თორემ სუნთქვა მეკვრის.
- სიყვარულით დაკავდით ერთურთთან. ასე მგონია, მამასთან მაქვს დიალოგი. იმან იცოდა
ხოლმე მსგავსი ფრაზების გამოყენება - გაეცინა ქალს. მერე დუმილი ჩამოვარდა. დეიზი
მიხვდა, რომ ვლადის ხსენება არ იყო კარგი გამოსავალი მარიანასთვის. დეიზი
გარშემომყოფთა გრძნობებს კითხულობდა. ზოგჯერ წუხდებოდა, მაგრამ თან კონტროლიც
ისწავლა. უსარგებლო გრძნობებს ყურადღებას აღარ აქცევდა, თუმცა მარიანა და კატალინა
მუდამ საინტერესოები იყვნენ მისთვის. ჯენი - საყვარელი. გაბრიელი კი ამოუცნობი. ასეა,
როცა რამე ნიჭი გაქვს, ზუსტად მასთან ვერ იყენებ, ვისთანაც გამოყენების სურვილი
გკლავს.
- გენატრება! - წარმოთქვა დეიზიმ. - და სჯობს დაელაპარაკო.
- შენ საიდან იცი, რა სჯობს?
- მამაჩემი არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მშობლად ყოფნა ძალიან რთულია.
მაშინაც შეცდომებს უშვებ, როცა იდელაურობას ცდილობ. ასეა, შვილები შეცდომებისკენ
გიბიძგებენ და მერე აღარ გპატიობენ. მე რომ ვლადი ვიყო... მე რომ ბავშვები მყოლოდა,
ალბათ გული მეტკინებოდა.
- ვლადს გული არ აქვს.
- რა სისულელეა. რამდენჯერაც მაგას გაუმეორებ საკუთარ თავს, იმდენჯერ საპირისპიროში
დარწმუნდები. ვლადს თუ გული არ აქვს, მარტო იმიტომ, რომ თქვენ მოგცათ.
- შენ შვილიც კი არ გყავს დეიზი.
- რა იცი? - ეშმაკურად ასწია ცალი წარბი ჯადოქარმა.
- მე ყველაფერი ვიცი.
- ყველაფერი იცი, თუმცა ვერაფერს გრძნობ. ასეა?
- შეიძლება - მხრები აიჩეჩა მარიანამ.
- ეგ საშიშია. მერე ამოხეთქავს ყველაფერი.
- ჰო, ზოგჯერ მისი მოკვლა მინდება. უცნაურია.
- ვლადის?
- არა. ქრისტიანოსი - ერთი კაციდან, ეგრევე მეორეზე გადაიტანა დიალოგი მარიანამ.
- არაფერია უცნაური. ვინც მოგვწონს, ისინი გვაბრაზებენ ყველაზე მეტად და გვაიძულებენ,
წამების უსასტიკესი ხერხები გამოვიგონოთ.
- ლამის ძმა დამისახიჩრე მაგ ლოგიკით.
- მსგავსი არაფერი მიცდია. პირდაპირ მოკვლა მინდოდა.
- ახლა აღარ გინდა?
- არა.
მარიანასგან განსხვავებით, კატალინას სრულებით არ მობეზრებოდა ცეკვა-სიმღერა და
დალევა. ისევ ბარში იყო. თავის ვიზიტს, კაენის სამსახურის დღეებს საეჭვოდ ამთხვევდა
და მისი ახლობლებისთვის, ამაში სრულიად არაფერი იყო საეჭვო.
თავადვე ვერ უტყდებოდა საკუთარ თავს, რომ კაენთან სიახლოვე საინტერესო ხიფათსა და
თავგადასავლის წყურვილს მოასწავებდა,
- ვიფიქრე, დაიღლებოდი ამდენი ცეკვით - მიუახლოვდა კაენი ქალს და ყავა მიუტანა.
- როდის აქეთ დაიწყე ფიქრი? - გამოართვა. ეჭვი შეეპარა, მოწამლული არ იყოსო, მაგრამ
მერე დაიკიდა. ტყუპებს სიკვდილისგან გაქცევის სუპერძალა ჰქონდათ, ამიტომ არხეინად
მოსვა. მერე დაიჯღანა - ფუ, შაქარი აქვს?
- ორი კოვზი.
- კარგი რაა, ბარემ კომპოტი დაგეხვედრებინა.
- ესეც შენებური მადლობა. - უკმაყოფილოდ დააქნია თავი კაენმა.
- გმადლობ. უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ იჩენ ყურადღებას.
- არ ვიცი. სამსახურში მოსულმა, გარშემო ცქერა დავიწყე. უცნაურია. აქამდე, დილიდანვე
შემართებით ვიწყებდი მუშაობას, მაგრამ დროდადრო, ვხვდები, რომ თუ შენც აქ არ ხარ და
რიგიანად არ არხევ მაგ საჯდომს, ყველაფერი ერთფეროვანი ხდება. ასახსნელად ძნელია...
აი, ყოველ დღეც რომ გხედავდე, ერთფეროვანი არაფერი მეჩვენება, მაგრამ საკმარისია,
თვალს მიეფარო და ეგრევე მბეზრდება მუშაობა - გამოუტყდა კაცი.
კატალინას გაეღიმა,
სურნდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.
- საინტერესოა - წარმოთქვა ქალმა.
- ჩემი ძმა და შენი და რას შვრებიან? – ჰკითხა მხიარულად. აღარ ჩანდა კაენი სამტროდ
განწყობილს.
- ძმა გყავს?
- კი. ქრისტიანო.
- თქვენ არ ხართ ნამდვილი ძმები.
-თქვენ ოჯახს სხვანაირად აღიქვამთ. დროგოებისთვის სისხლს აქვს გადამწვეტი
მნიშვნელობა. თუ ბიოლოგიურად ნათესავი არაა ვინმე, ძაღლადაც არ აგდებთ. ჩვენ მგლები
ვართ. ხროვაში კი ყველა ოჯახის წევრია, მნიშნელობა არ აქვს რეალურ წარმომავლობას.
- კიდევ ერთი სევდიანი ისტორიაა ხროვაზე, - თვალები ირონიულად მოჭუტა კატალინამ.
- კიდევ ერთი? წინა ალბათ ის იყო, მამაშენმა რომ ამოგვწყვიტა.
- შენებიც ამოწყვიტა? - ჰკითხა კატალინამ.
- არა. მე კლანი არასოდეს მყოლია. უბრალოდ, ზოგადად გიყვები ამ სისტემაზე.
- მარტოსულად დაძრწოდი?
- ხო.
-ადრე შენი კლანის ერთადერთი წარმომადგენელი მეგონე და კიდევ რაღაცაში გამოგიყენებდა
კაცი. ახლა მთლად მოხეტიალე უსახლკარო აღმოჩნდი.
- ვამპირთა სამყაროსაც თუ ეყოლებოდა სნობები, რას ვიფიქრებდი - თავი გააქნია კაენმა.-
ვერასოდეს ვიტანდი ასეთ ადამიანებს.
- მაგრამ მაინც ყავაზე პატიჟებ. რას დავაბრალო? სიმპათიას თუ შურისძიების წყურვილს?
- ორივეს ერთად. უცნაურია, როცა შურისძიების წყურვილით ხარ სავსე იმის მიმართ, ვინც
მაგრად მოგწონს.
- მაგრად მოგწონვარ?
- არა. ისე ვთქვი. უბრალოდ.
- აბა რატომ დამტრიალებ თავზე ყვავყორანივით?
- კარგი, ვაღიარებ, რომ ვერ გშორდები. მიჭირს, შენგან თავი შორს დავიჭირო. მოსაწყენ
რუტინულ ცხოვრებას მიფერადებ მაგ შენი დამპლური გამოხტომებით.
- კიდევ მე მაქვს დამპლური გამოხტომები? - გულხელი დაიკრიფა ქალმა. მრისხანება ჩაუდგა
თვალებში. კაენმა იფიქრა, რომ კატალინას ისე უხდებოდა ასეთი მზერა, ასჯერ რომ
ჩაეყენებინა საკუთარი არსებობა რისკის ქვეშ, ასჯერვე ეცდებოდა ქალის გაბრაზებას. -
ერთხელ თავს დამესხი და მოგიგერიე. ეგ ყოველთვის ღიმილით გამახსენდება, რადგან მაგრად
მიგჟეჟე, მეორედ სასიკვდილო ყვავილი მიხახუნე დეკოლტეზე. გასაგებია, მამაჩემი
გეზიზღება და როგორც სხვა ყველა სულიერი, შენც მის სიკვდილზე ოცნებობ, უბრალოდ აქვე
ჩამოვყალიბდეთ - ან მტრები ვართ ან ნეიტრალური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.
ორივე ერთად ძალიან ძნელი ასატანია კაენ. ბევრი საქმე მაქვს და თავისუფალ დროს იმაზე
ფიქრი არ მინდა, რა დაბრკოლებას მიმზადებ.
- კარგი - ხელები აღმართა კაენმა.
- ანუ?
- გნებდები. შენთან მტრობა არ მინდა.
- მოიცა, მოიცა. ასეთი სწრაფი თანხმობა არაა დამაჯერებელი.
- მაშინ უბრალოდ ნეიტრალური ტიპი ვიქნები, ვისაც არ ენდობი და ვისაც ზოგჯერ ყავა
მოაქვს შენთვის - გაუღიმა კაენმა.
კატალინასაც გაეღიმა.
* * *
* * *
გაბრიელი სახლში იჯდა. უკვე რამდენიმე დღეს ითვლიდა, რაც ასე უმიზნოდ იჯდა და კარგა
ბლომად სვამდა. თან არავის ყურადღებას არ აქცევდა, არც ბრაზი და ბოღმა იპყრობდა.
მემგონი, საერთოდ ვერაფერს გრძნობდა. ერთადერთი, რასაც მისი გული მოეცვა, სინანული
იყო. არადა, იმაზე სულელობა, რომ ვიღაც არარსებული ჯადოქარი მოსწონებოდა და მერე
ეგლოვა, ჯერ არასოდეს არავისგან მოესმინა ან გამოეცადა. ახლა მარტოდმარტო იჯდა,
საკუთარი თავიც ეცოდებოდა ზოგჯერ. ერთია, მართლა ვინმე გარდაცვლილს დასტიროდე და
მეორეა, ის იგლოვო, ვისაც რეალურად არც უარსებია. თავისი დების ნახვაც არ უნდოდა.
ზუსტად ისეთ დროს არჩევდა დასალევად, როცა ოთახიდან რომელიმე გოგო არ გამოჰყობდა თავს
და თანაგრძნობის ნიშნად, ხელს არ მოუცაცუნებდა მხარზე. არ მოსწონდა, როცა სხვების
თვალში სისუსტეებს ავლენდა მაშინაც კი, თუ ეს სხვები კი არა, ოჯახის წევრები
იქნებოდნენ.
- ვიცი რომ ჩემი ნახვა არ გინდა და წესით, გეზიზღები - მოესმა დეიზის ხმა. ერთ
მომენტში, თავისი დეიზი ეგონა. მერე მიხვდა, შეუძლებელ რაღაცეებს წარმოვიდგენო და
ჩვეულებრივ დეიზის ხელით ანიშნა, დამჯდარიყო.
- მართლა არ მინდა შენი ნახვა, თუმცა არ მეზიზღები.
- სამუდამოდ უნდა გავაგრელოთ ასე?
-კი
- ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, როგორ გგონია აღარასოდეს გადავეყრებით ერთმანეთს?
- შემთხვევით აგიტან ერთი-ორჯერ.
- დიდი მადლობა, ძალიან სულგრძელი ხარ.
- მართლა არ მსიამოვნებს როცა ახლოს ხარ. მის თავს მახსენებ,
- გაბრიელ, ღმერთმანი, მე ვარ ის, ყოველთვის მე ვიყავი - გვერდზე მიუჯდა, ხელიდან
სასმელი გამოსტაცა და ერთი გადაჰკრა. - ეს დროგოები ალკოჰოლზე შემსვამთ.
- შენ არ ყოფილხარ. დეიზი კეთილი იყო, ნათელი და სათნო.
- ზოგჯერ მეც ეგეთი ვარ - გაეცინა ქალს.
- შერ არასდროს ყოფილხარ.
- შეყვარებული ქალი შეყვარებამდე და შეყვარების შემდეგ, ძალიან იცვლება. რა გამოვწერე
რა ჩამოვიდასავითაა. როგორც ჩანს, გამიჯნურებული დეიზი სათნო და მიუსაფარია. ეს
კეთილი, ამაზრზენი და ნარნარი ქალები რატო მოგწონთ ამ ცუდ ბიჭებს?
- ეტყობა, სიცუდე ჩვენიც გვყოფნის.
- ძლიერი არგუმენტია.
- დეიზი! - სერიოზულად შეხედა გაბრიელმა- გთხოვ, წადი.
ქალი წამოდგა. გავიდა. მერე კართან შეჩერდა და ცოტა ხნით დაფიქრდა. ზოგჯერ არის
მომენტები, როცა საკუთარ სიამაყეს უნდა გადააბიჯო. ბოლოს და ბოლოს, რას დაკარგავდა?
არც არაფერს.
უკან შებრუნდა. თან ისეთი ფეხების ბაკუნით რომ ეგრევე ყური ცქვიტა გაბრიელმა.
- ჯანდაბა შენს თავს წყეულო სისხლისმსმელო! - დაიღრიალა ქალმა - მე ვიყავი… შენი
დეიზი კარგა ხნის ჩაძაღლებული იყო სათბურში ყვავილებით რომ შემომივარდი და ტანსაცმელი
გამაძრე!
- რას ლაპარაკობ დეიზი? - გაოგნებისგან ჭიქა ხლეიდან გაუვარდა.
- ახლა დრამები არ დამიდგა, გეხვეწები - დეიზიმ ხელი ჰკრა, ტახტზე დააგდო და ჯერ
კიდევ შოკში მყოფ გაბრიელს ზემოდან შემოაჯდა. - ზედმეტად შეყვარებული და უმწეო ქალები
მოგწონს არა? ვერ მოგართვი! არც უმწეო ვარ და… ნუ შეყვარების პერსპექტივა დიდია,
ძალიან დიდი. საკუთარი სულიდან ამოვიგლიჯე ჩემივე ნაწილი, მაგრამ მაინც ვერსად
გაგექეცი.
- შენ იყავი… შენ იყავი მაშინ, იმ ყვავილებიანი კაბით.
- გამარჯობა. ძლივს!
- მე კიდე ვიფიქრე, ადრე თუ გვიან, გავბრაზდებოდი და მოგაძახებდი, შიშველი ნანახი
მყავხარ-თქო.
- მაგას სექსუალური შევიწროება ჰქვია ჩემო კარგო.
გაბრიელმა ქალს წელზე ჩაავლო ხელები, გადმოტრიალდა და ქვევით მოაქცია.
- ასეთ შევიწროებაზე რა აზრის ხარ? - ჰკითხა სიცილით - და რომ ვუფიქრდები, ვხვდები,
ძალიან ძალიან გიყვარვარ. ნეტა როდის მოვასწარი ასე ძლიერად შენი მოხიბვლა?
გაბრაზებულმა ქალმა მსუბუქად შემოარტყა ლოყაში ხელი.
- არ ვარ შენზე შეყვარებული შე თავდაჯერებულო იდიოტო!
-აბა სხვანაირად როგორ ახსნი შენს ქცევას?
-არაფრის ახსნას არ ვაპირებ. - სულ ტყუილად შეეცადა გაბრიელისგან თავის დახსნას.
რეალურად, სურვილიც არ ჰქონდა განთავისუფლების.
- ვიწვეთ მაშინ ასე - გაეცინა კაცს - მე მაინც მგონია, რომ ჩემს შარმს ვერ გაექეცი.
რამდენიც ქალს მოვეწონე, იმდენი დოლარი რომ მოეცა ვინმეს ჩემთვის…
- მაგარი ღარიბი იქნებოდი. ერთადერთი დოლარი გექნებოდა ჩემი ცხონებული ორეულისგან.
- აგდებულად ნუ მოიხსენიებ ჩემი ოცნების ქალს.
- რა ირონიულია ეს ცხოვრება. შენი ოცნების ქალი ფაქტობრივად მე გამოვდივარ.
- შესაძლოა.
- ანუ აღიარებ?
- ვაღიარებ! - გაეღიმა ვამპირს და ქალის ტუჩებს ვნებიანად დააცხრა.
მეთორმეტე
მონსტრი როცა გიყვარდება, ეს სიყვარული სულის საზღვარს სცილდება და ძვლებს ისე მაგრად
გტკენს, გეგონება მთელი სხეული გეშლებოდეს.
საღამოობით, ჯადოქრები კოცონს უსხდნენ და გასული წლების ამბებს იხსენებდნენ. ისეთ
ამბებს, რომელიც დროთა განმავლობაში, უფერულდებოდა, თუმცა საჭირო იყო რომ ისტორიიდან
არასოდეს წაშლოდათ. ამიტომ ყოველთვის ახსენებდნენ თავიანთ პატარა შვილებს ან კლანის
ახალ წევრებს.
დეიზის არ უყვარდა მათთან ერთად ჯდომა.
ზოგჯერ ზედმეტად კეთილები ეჩვენებოდა ჯადოქრები, ზოგჯერ სენტიმენტალურები. თუმცა იმ
დღეს, პატარა ჯენის ადამიანებთან კონაქტი მოუნდა და დედობილს სთხოვა, გარეთ გაეყვანა.
ყველა ჯადოქარმა ადვილად დაიჯერა რომ ნათესავები იყვნენ. დეიზის შელოცვების წყალობით,
ჯენის ვამპირობა არ ეტყობოდა არც გარედან და არც აურით.
კოცონს მიუსხდნენ.
პატარა ჯადოქრებს მუდამ დეიზის გვერდით ყოფნა სურდათ. მათთვის როკვარსკვლავივით იყო
და ამ ბოლო დროს, ქალსაც შეყვარებოდა ბავშვები. სხვა გზა არც ჰქონდა.
- დიდი ხნის წინათ, სისხლის სავანეში, უპატრონო ბავშვთა სახლში ყველა ბავშვი დაიხოცა.
- დაიწყო ერთ-ერთმა ჯადოქარმა რებეკამ. არაბუნებრივად ნაცრისფერი თმა ჰქონდა და
დეიზის არასოდეს მოსწონდა. დროდადრო, პირველობაში ეცილებოდა ხოლმე და ეჭვისთვალით
უყურებდა, როცა კატალინა ან მარიანა სტუმრობდნენ. მადლობა ღმერთს, პატარა ჯენი ისეთი
შენიღბული იყო რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ხდებოდა.
- ვლადი? - იკითხა დეიზიმ. არ ესიამოვნა. ალბათ არ სიამოვნებაზე გაცილებით ცუდი
შეგრძნება დაეუფლა. ჯადოქარმა თეორიულად იცოდა მისი ჩადენილი სისასტიკეების შესახებ,
მაგრამ როცა სხვისგან ისმენდა, გეგონება კოშმარი იმდენად რეალური ხდებოდა, რომ მხოლოდ
ახლაღა აცნობიერებდა.
დეიზის სტკიოდა ვლადის სისასტიკე.
ზოგჯერ ზიზღსაც იწვევდა.
მაგრამ ზიზღს იწვევდა მისი საქციელი, თავად ვლადის ან რომელიმე დროგოს შეძულება ქალს
აღარ შეეძლო.
- არა, ვლადზე არ მაქვს საუბარი, გაბრიელზე მაქვს - წარმოთქვა რებეკამ და ეშმაკურად
მოჭუტა თვალები. გეგონება, იცოდა რანაირად, როგორ ძლიერად სტკენდა დეიზის და სურდა,
უფრო მეტად გახსნოდა ქალს ჭრილობა - გაბრიელი მონადირეა თავისი არსით. მონადირეებს
ზოგჯერ შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა, მაგრამ უმეტესად, ნარკომანებს ჰგვანან.
რაც უფრო მეტ სისხლს სვავენ, მით მეტი უნდებათ. ოცი ბავშვი დახოცა დიდი ხნის წინ.
ბავშვები ძირითადად, ავადმყოფები იყვნენ, შავი ჭირი მძვინვარებდა, თუმცა... თუმცა
რითი გავამართლებთ?
- ვერაფრით - ცხოვრებაში პირველად დაეთანხმა დეიზი რებეკას.
ჯენიმ დეიზის ნაქსოვი მოსაცმელი დაქაჩა.
მერე კიდევ დაქაჩა.
ქალი ყურადღებას არ ქცევდა.
კოცონს მიშტერებოდა და თვალსაც ვერ ახამხამებდა. გეგონება, ამ სამყაროსგან
მოწყვეტილი, საკუთარ გრძნობებში გადავარდმილიყო და თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა.
- დეიზი! - საბოლოოდ, დაუძახა ბავშვმა.
- ჰო ჯენი - გაუღიმა დეიზიმ.
- ახლა გძულს?
- არ ვიცი ჯენი. მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ.
- ადამიანებიც კი ყველაზე მისტიკურ მკვლელობის სერიას ეძახიან სისხის სავანეში
ბავშვების ამბავს - აგრძელებდა რებეკა და უარესად უსრესდა გულს დეიზის თავისი
სიტყვებით. დეიზი ხომ ჯადოქარი იყო? მისი ვალი, როგორც ყველა ჯადოქრის, ბუნების
მსახურებად ითვლებოდა. მას მცენარეები უნდა გეხარებინა, ბავშვების ჟრიამულისთვის
ესმინა, კამკამა წყალში ებანავა და კიდევ ათასგვარი ასეთი რამ.
ერთი სიტყვით, სიკეთის მსახურებადაც ითვლებოდა ეს ყველაფერი.
ჯადოქარი კი მხოლოდ ბავშვის კისკისის მოსმენის პუნქტს აკმაყოფილებდა. კარგი დღე არ
დაადგებოდა თუ ვინმე გაიგებდა მისი ფარული მოქმედების შესახებ. მხოლოდ თავისი კლანის
წინაშე კი არა, თავისი მოწოდების წინაშეც მიუძღვოდა დიდი ბრალი.
- მოდი ხვალ სადმე წავიდეთ. მხოლოდ ჩვენ ორნი - შესთავაზა სახლში მისულმა ჯენიმ
დეიზის.
- ისედაც ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებთ - ბავშვი კალთაში ჩაისვა და თმაზე აკოცა -
ჩემზე ნუ ღელავ ჯენი. კარგად ვარ.
- ცუდად ხარ. ვამპირებს გულისცემა გვესმის და შენ ისე გამალებით გიძგერს, ვხვდები რომ
შეშფოთებული ხარ.
- საიდან მოგაქვს ეგეთი ტერმინები - გადაიკისკისა ქალმა - სასწრაფოდ სკოლაში ხარ
მისაყვანი, ტალანტი არ უნდა დაგეკარგოს.
- ვამპირი ბავშვები სწრაფად ვითარდებიან თუ რა თქმა უნდა, გამრავლდნენ. მარიანა ჩემს
ასაკში სინუსებს და კოსინუსებს ხსნიდა.
- ჰო, მსმენია.
- შენ რას აკეთებდი ჩემ ასაკში? - ჰკითხა დეიზის.
- ენის მოჩლექვით ვლაპარაკობდი და დედა რომ თვალს მოეფარებოდა, ეგრევე ტირილს
ვიწყებდი.
- მეც მეტირება ხოლმე ან შენ ან მამა რომ ეფარებით თვალს. - გამოუტყდა ბავშვი. - და
ჩემს დებს როცა ვუყურებ, მაშინაც მეტირება, რადგან არ მიცნობენ. მე ვიცნობ.
- ისევ ყვავის ფორმით უთვალთვალებ? - არ ესიამოვნა დეიზი.
- კი. დაბლა აღარ ვვარდები, კარგად დავფრინავ. მართალია, იმ დღეს, მტრედს არ
მოვეწონე, მაგრამ როცა დავუჩხავლე, შეეშინდა და გაფრინდა. ისე, ჩემს დებთან კარგი
იქნებოდა. მაგარ რამეებს ჩაამცმევდნენ.
- ანუ მე ცუდებს გაცმევ?
- არა, მაგრამ მოდური არ ხარ. ეგ არაფერი, არც ერთი დედა არ არის მოდური. არ
ინერვიულო.
* * *
დეიზი ქალაქის ცენტრში, ერთ პატარა კაფეში იჯდა და ჩაის სვამდა. რებეკას მონაყოლზე
ფიქრობდა.
დეიზის გაბრიელი მონსტრად არასოდეს ჩაუთვლია. უცნაურია, მაგრამ წინა ცხოვრებაშიც
ხშირად ჰქონდა კაცთან შეხება. ვამპირი ზედ არ უყურებდა. არც დეიზი ცდილობდა მისთვის
შესამჩნევი გამხდარიყო და გულში ჩასახულ სიმპათიას გულშივე იკლავდა.
- ჩემზე ფიქრობ? - მიუჯდა გაბრიელი სიცილით.
აი, რა უყვარდა დეიზის. გაბრიელის ბავშვური, ლაღი სიცილი. გეგონება, მუდამ ადამიანი
ყოფილიყო, გეგონება, უცნაური არასდროს არაფერი მომხდარიყო მის ცხოვრებაში. გაბრიელი
იცინოდა, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და ამ სიცილში, დეიზი ხედავდა ყველაფერს, რაც
აქამდე აკლდა: სითბო, სიყვარული, პასუხგაცემული გრძნობა.
- ერთხელ, წვეულებაზე შემთხვევით შეგეჯახე და შამპანური გადაგაქციე - გამოუტყდა ქალი
- ზუსტად ისე გაგეცინა, როგორც ახლა იცინი. არაუშავს საყვარელო, შეგიძლია კიდევ
გადამაქციოო, მითხარი და მერე ხელსახოცი მაჩუქე რომ ჩემზე მოხვედრილი შხეფებიც
შემემშრალებინა.
- არ მახსოვს. არადა, უცნაურია. ისეთი ხარ, ერთხელ დაგინახავს ვიღაცა და მთელი
ცხოვრება, მეხსიერებიდან ვეღარ წაგშლის.
- კარგი ერთი - ცალი წარბი ასწია დეიზიმ - ძაან კარგადაც მიცნობდი, მაგრამ სანამ
მეორე დეიზიმ ტვინი არ გამოგილაყა, იქამდე ყურადღება არ მოგიქცევია.
- ტვინი არ გამოულაყებია!
- ხომ ხედავ, გამოლაყებული გაქვს. ვერ წამრომიდგენია, რანაირად შეგიყვარდა.
- ახლა დამცინი თუ რას შვრები?
- საკუთარ თავზე ვეჭვიანობ. სულელმა მემ მაგრად შეგაბი, თუმცა ჭკვიანმა ძვრა ვერ
გიყავი.
- საყვარლად აღიარებ ჩემი შებმის მცდელობებს.
- სამაგიეროდ, შენ არა ხარ საყვარელი - თავი სერიოზულად გააქნია დეიზიმ.
- რომელი ცოდვა გაიგე?
- ალბათ ყველაზე უარესი და თუ ეს ყველაზე უარესი არაა... მაშინ არ ვიცი.
- არ მითხრა.
- არც გეუბნები.
- მხოლოდ ის თქვი, გძულვარ თუ არა.
- მთელი ღამე ვცდილობდი შემეძულებინე. ღმერთო, როგორ ვცილობდი - შუბლზე მიიდო ხელი
ქალმა - მაგრამ როგორც კი დაგინახე...
გაბრიელი წამოდგა, ქალის წინ ჩაიკუზა და მუხლზე აკოცა.
- შენთან ყოფნა მინდა - წარმოთქვა მან.
- უკეთესს ვერაფერს მოვისმინედი. - დეიზი თმაზე მოეფერა. ასეთი შეყვარებული
ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა.პრინციპში, გაბრიელი პირველი იყო, ვინც შეიყვარა. თავად
კაცს, ასწლეულების მანაძილზე, მრავალჯერ ჰქონდა გამოცდილი ეს გრძნობა, მაგრამ იცოდა,
დეიზი სხვებს არ ჰგავდა.
ქალს ეშინოდა საკუთარი თავის. როგორ შეიძლება, მთელი სიყვარული გამოიცალო გულიდან და
მაინც ხელახლა დაგეუფლოს? თან ისე დაგეუფლოს, მთელი სული მოიცვას.
* * *
მაქციების გამართული წვეულება არც ისეთი ცუდი აღმოჩნდა. ტყეში, პატარ-პატარა კოცონები
ენთო, ხის მაგიდებზე, სასმელები იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ღია ცის ქვეშ
იყო, მაინც რაღაცნაირი, სიმყუდროვე სუფევდა.
ჯადოქრებისგან განსხვავებით, მაქციები პირდაპირი ხალხი იყო. არც პრანჭვა უყვარდათ და
არც ზედმეტი სისადავე. ამაში, ვამპირებს ჰგავდნენ.
თუმცა დროგოების ტყუპები მაინც გამოირჩეოდნენ ჯადოქრებისთვის დამახასიათებელი
დახვეწილობით. რომ მოგეკლა, წვეულებაზე ჩვეულებრივი სამოსით არც ერთი მივიდოდა.
ზუსტად ამის გამო, მარიანა წარბშეკრული უყურებდა დეიზის და თვალებით, მისი ჩაცმის
სტილს აძაგებდა.
- ღმერთო, გეყოფა! - ნერვები მოეშალა დეიზის - ისეთი სახე გაქვს, თითქოს მშობელი
მოგიკალი!
- დეიზი, წვეულებაზე ჯინსით ვინ მიდის? - დოინჯი შემოირტყა მარიანამ. კატალინა კიდევ
ცოტათი ლმობიერი იყო ასეთ რამეებში.
- აქ მყოფი ხალხის 80%-ს ჯინსი აცვია. მოსაწვევში, „casual st” ეწერა და არა თვალ-
მარგალიტით ნაქარგი საღამოს კაბა. ზოგჯერ, რა აუტანელია - გადაულაპარაკა გაბრიელს -
თითქოს, ჯინსი არასოდეს სცმევია.
- არ სცმევია - სერიოზულად მიუგო გაბრიელმა.
- გიჟი ხარ, გიჟი - უკვე ეცინებოდა დეიზის.
- ჯინსებს გავაფუჭებინებ ფეხებს - გაბუსხულმა მარიანამ მორიგი ჭიქა სკოჩი დალია.
მისვლიდან, მეთხუტმეტე წუთს, უკვე სამი ჰქონდა გადაკრული.
- ქრისტიანო თვალს არ გაშორებს. იქნებ, მიესალმო? - ჰკითხა გაბრიელმა - თან ნახე,
ჰალსტუხი უკეთია...
- ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები - ჩაილაპარაკა ჯერ ისევ ნაწყენმა დეიზიმ.
კაცი მარიანას მიუახლოვდა.
მისი მზერა ყოველთვის აღფრთოვანებით იყო მისკენ მიმართული.
ამას ცოტა კოჭლობაც ერთვოდა და მარიანა ფიქრობდა, ან გავაფრინე ან ქრისტიანოს ხელჯოხი
ისე ამშვენებს, როგორც ქალის დეკოლტეს ბრილიანტიო.
- რა თამაშს თამაშობ, მაინც ვერ გავიგე - გაკვირვებული უმზერდა კაცს.
- შენს სადღეგრძელოს ვსვამ - წარმოთქვა მხიარულად და ჭიქა ტუჩთან ახლოს მიიტანა.
- სადღეგრძელო ხმამაღლა ისმევა - ეშმაკურად დააწვრილა თვალები ქალმა.
- როგორი ეშმაკი ხარ - ქრისტიანომ ამდენ ხალხში, ყურადღება ითხოვა და როცა დარწმუნდა,
ყველა ყური მისკენ იყო მომართილი, მერე აუღელვებელი, სოლიდური ტონით დაიწყო ამბის
მოყოა: - პატარა ისტორია უნდა სემოგთავაზოთ: დიდი ხნის წინ, ჩემს სამეფოში, ერთმა
მშვენიერმა ქმნილებამ შემოაბიჯა და ისე თავდავიწყებით შემაყვარა თავი, მზად ვიყავი,
მის გამო, მეფობა მიმეტოვებინა. იმის შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა. მომკლეს და
გავცოცხლდი, თუმცა ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ შევიგრძნობ ცხოვრებას, როცა მას ვხედავ.
ვიცი, ჩვენსა და დროგოებს შორის, ბევრ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ უნდა
ვაღიაროთ, რომ არც მგლები არიან უცოდველნი. შესაძლოა, მთავარი დროგორ, საუკუნეების
მანძილზე, ჩვენს გვარს უმიზეზოდ არ დევნიდა. დამნაშავენი ვართ, რადგან ყოვლად უღირსი
ხერხებით ვცდილობდით ვამპირთა განადგურებას. ჩვენ, ვამპირებმა და მაქციებმა
ერთმანეთის ზიზღი დავიმსახურეთ, თუმცა დროა, ყველაფერი წარსულში დარჩეს. მომავალს კი
მშვიდობიანად შევეგებოთ. დაე, ეს საღამო გამხდარიყოს წყნარად ცხოვრების საწყისი. და
ამ ჭიქით, არა მაქციებს, ვამპირებს ან ჯადოქრებს, არამედ, ჩემი ოცნების ქალს
გაუმარჯოს.
წარმოთქვა ქრისტიანომ და სასმელი დალია.
- გული აგიჩუყდა? - გვერდით მიუდგა კაენი კატალინას, რომელიც მართლა ემოციურ
განწყობაზე დამდგარიყო.
- ამიჩუყდებოდა, გული რომ მქონდეს - ცივად მიუგო ქალმა.
- სულ მაინტერესებს ხოლმე, რატომ დაჰყვები ასეთ წვეულებებზე? შენ ხომ არავინ მოგწონს
ამ ხალხიდან. ხროვებად მოსიარულე ხალხზე გული გერევა.
- გგონია, შენი ნახვის სურვილი მკლავს? - გაეცინა ქალს.
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა კაენმა - გულის სიღრმეში, იმედი მაქვს.
- ვერ ვხვდები, რისი იმედი. არა, მართლა საინტერესოა, რა გინდა. კი ბატონო, ზოგჯერ
ერმანეთს ვხოცავთ, ზოგჯერ ცოტათი ვფლირტაობთ. ეს სასიამოვნო და კარგი გასართობია,
მაგრამ საბოლოოდ რას ვიზამთ? ერთს გავიფართხალებთ საწოლში და ეგ იქნება, ან ორს.
არაფრისკენ მივდივართ. ბავშვებს ვერ დავზრდით და ზღაპარს ვერ მოვუყვებით საყვარელ
ბაბუაზე, რომელმაც მამამისის ყველა წინაპარი ამოწყვიტა.
- მოიცა, ბავშვები გინდა? - სასაცილოდ არ ეყო კაენს.
- ბავშვები იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენი ურთიერთობის ამაოებისთვის გამევლო ხაზი.
- ისე, ლამაზები იქნებოდნენ. შენი დიდი ცხვირით და ჩემი მშვენიერი თვალებით.
- დიდი ცხვირი არ მაქვს! - დაიბღვირა ქალი. მერე სახეზე დაიდო ხელი - სხვა თუ
არაფერი, შრამები მაინც არ მაქვს ჩამწკვრივებული ყოველი ხელის ნაბიჯზე.
- ბარემ ენაც გამომიყავი. - სასაცილოდ არ ეყო კაენს. კატალინა ასეც მოიქცა. - პატარა
ბავშვივით ხარ. კაცს შრამი უხდება.
- თქვა შრამიანმა კაცმა და კიდევ ერთხელ, უშედეგოდ ეცადა, შეება მაღალი წრის
ჯადოქარი.
- გაჭრა?
- არა, არ გაჭრა. კაენ, მაქსიმალური, რაც ერთად გაგვიკეთებია, ცეკვაა. მაგას ვერც
გავცდებით.
- ცეკვისას თმაზე გიყნოსე და ერთხელ ისეთი გათიშული იყავი, გაკოცე კიდეც.
- რაო? - თვალები დააბრიალა ქალმა.
- ჰო. მომთხოვე ახლა ჯენტლმენობა. როცა მთვრალი ხარ, მაქსიმალურად ვსარგებობ შენი
მდგომარეობით.
- ნაბიჭვარო!
- ყელში გაკოცე არადა.
- მაინც ეგ ხარ!
- შენც ისარგებლე ერთხელ ჩემი სიმთვრალით, არაა პრობლემა.
- რა იდიოტი ხარ. საერთოდ რატომ მაქვს შენთან კონტაქტი, გარტყმაში არ ვარ.
- ფიზიკური მიზიდულობა.
* * *
- ამხელა კაცს რა სიტყვით გამოსვლები აგიტყდა? - მარიანა ცდილობდა, ნერვებმოშლილის
იმიტაცია შეექმნა, მაგრამ კარგად არ გამოსდიოდა. კმაყოფილი იყო.
- გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მზად ვარ, გამყოფო.
- ნუ მაიმუნობ რაღაცეებს. არ მიყვარს ეგრე რომ იქცევიან. სადღეგრძელოებზე და ბრძნულ
გამონათქვამებზე გავიზარდე. ვლადი რომ იწყებდა ხოლმე ჩვენს ოჯახზე საუბარს, ერთი
კვირა ვიდექით და ვუსმენდით. შენღა მაკლდი სენსიტიური განცხადებებით.
ქრისტიანოს გაეცინა.
უხდებოდა სიცილი. ისე უხდებოდა, რომ მარიანა მზად იყო, დამდნარიყო.
ქრისტიანომ სიცილითვე გააქნია თავი და მარიანას შეხედა თვალებში.
- ისევ მინდა, რომ ჩემი დედოფალი იყო! ახლა ნუ გააგრძელებ ისევ თავის მოკატუნებას,
თითქოს, არ გახსოვს ჩვენი წარსული.
- მახსოვს - აღიარა მარიანამ.
- ისიც გახსოვს, ერთხელ რომ სამეფო ტახტზე დავკავდით სექსით და მერე ჩემი გვირგვინი
გეკეთა შიშველს?
- მახსოვს... გარყვნილო!
- ვაიმე, რატომ მაქვს ასეთი კარგი სმენა? - ყურზე ხელი აიფარა თითქმის კილომეტრის
დაშორებით მდგარმა დეიზიმ - არ წარმოიდგინო, არ წარმოიდგინო - ეხვეწებოდა საკუთარ
თავს.
- რა არ უნდა წარმოიდგინო? - გაუკვირდა გაბრიელს.
- კადრი პორნოდან.
- მგონი, პორნოკადრის წარმოდგენა მერჩივნა. ახლა, გული ამერევა - სახე დაჯღანა
გაბრიელმა - კატალინას კაენი ხესთან ყავს აყურებული და... ღმერთო, წავედით რა დეიზი,
წავედით.
- ერთმანეთს კოცნიან. დიდი ამბავი. შენც აგაყუდებ ხესთან, გული არ დაგწყდეს - გაეცინა
ჯადოქარს.
- შენს საწოლზე დამაყუდე. მირჩევნია.
- პრობლემა არაა.
* * *
მეთორმეტე
აურორამ ბევრი იარა. გოუსთ ჰილს კარგად არ იცნობდა და თავიდან, გაბრიელის სურნელმა
ჯადოქრების კვარტლამდე მიიყვანა, თუმცა შიგნით შესვლა ვერ შეძლო. სპეციალური შელოცვა
ჰქონდა. ამ ადგილს, მისნაირები, ვერ ეკარებოდნენ. ძალიან საეჭვოდ მოეჩვენა ეს ამბავი,
თუმცა იფიქრა, გუნება-განწყობას არ გავიფუჭებ, წუთი-წუთზე საყვარელ მამაკაცს მაინც
შევხვდებიო და დროგოების სასახლესთან მივიდა.
არც იქ შესულა. კარგა ხანს, მიმდებარე ქუჩებს ათვალიერებდა. მოსწონდა ეს ქალაქი.
ყველაზე მჩქეფარე და სიცოცხლით სავსე იყო. აივნებზე ქოთნის ყვავილები გამოეფინათ,
ქვისგან ნაშენი სახლები ფერად ატმოსფეროს ჰქმნიდა და ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე,
ცოცხალი ჯაზი გაისმოდა.
დაღამებამდე იხეტიალა.
საბოლოოდ, როცა ყველა დროგომ მოიყარა სახლში თავი, აურორაც გაფაციცებით შეეცადა მათ
გაოგნებას და პირდაპირ მიადგა.
- გაბრიელ, საყვარელო! - დაიყვირა ქალმა და გაშეშებულ ვამპირს მთელი სხეულით
ჩამოეკონწიალა კისერზე.
მარიანამ და კატალინამ ერთმანეთს გადახედეს.
- ამის დედაც! - აღმოხდა კატას.
- შენ.. შენ აქ როგორ? - ცხოვრებაში პირველად დაება ენა გაბრიელს. აურორა მხრებიდან
ჩამოიხსნა და კარგად შეათვალიერა. რაღაც მომენტში, ეგონა, მეჩვენებაო. - ნამდვილი
ხარ? - ხელით მოსინჯა.
მერე თავისივე გცევამ გააცინა.
- ნახევარი საუკუნე მეძინა. შეიძლება ერთიც. ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ... შენ
გამო გავიღვიძე გაბრიელ, შენზე ფიქრებმა მომიყვანა გონს.
ქალმა ხელებში მოიქცია მამაკაცის სახე და თვალებში ჩახედა.
ტყუპებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს.
- ანუ არ გახსოვს, რა მოხდა? - მიუახლოვდა მარიანა ღიმილით.
- არაფერი მახსოვს. დამპალი ჯადოქრების ბრალი იქნება უთუოდ! - აურორა ისევ გაბრიელს
მისჩერებოდა. ძველი, დაფლეთილი კაბა ეცვა და მაინც ისე ბრწყინავდა, გეგონება
ჰოლივუდის ფილმის გადაღებებიდან გრიმის მოხსნის გარეშე გამოსულიყო.
- შენს დასაც სძინავს?
- ორივემ გამოვიღვიძეთ. ჩემი და სისხლის სავანეში დარჩა - ჩაილაპარაკა არხეინად და
თავის საყვარელ კაცს მიუახლოვდა - რატომ არაფერს ამბობ გაბრიელ? გეგონა, მიგატოვე და
ამიტომ გავქრი?
- ჰო, ეგრე მეგონა - ნაძალადევი ღიმილით დაუქნია კაცმა თავი.
- ყველაფერი დამთავრდა, დავბრუნდი გაბრიელ, დავბრუნდი - ისევ კაცის მკლავებში ჩაემხო
და საპასუხო ალერსის მოლოდინში, თვალები განაბა.
გაბრიელი იდგა.
აურორას სხეულის სითბოს გრძნობდა, თუმცა ეზიზღებოდა ეს შეგრძნება. ეზიზღებოდა ეს
სიახლოვე. გეგონება, ვიღაცამ ჭუჭყი შეაზილა ისედაც აქამდე მრავალჯერ დავრდომილ მის
სულს. კაცი ხომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა? არც აურორას ეკუთვნოდა. მისი სხეული სულ
ცოტა ხნის წინ სხვისი გამხადიყო და საკუთარი თავი სძულდა, რადგან არ შეეძლო,
აურორასთვის ხმამაღლა ეღრიალა, დამეხსენიო.
გაბრიელი დეიზის ეკუთვნოდა.
და სამყაროში ყველაზე მეტად ახარებდა რომ საკუთარ თავზე მეტად, სხვისი იყო.
თვითონაც და ტყუპებმაც კარგად იცოდნენ, შეშლილ აურორასთან დეიზის სახელი არ უნდა
ეხსენებინათ.
ის საშიში იყო, რადგან შეწყნარება არ იცოდა, არც შიში იცოდა. გაბრიელზე დაცენტრილი
აურორა ახლა იმაზე საშიში იყო, ვიდრე ოდესმე.
შორეულ სისხლის სავანეში, ვლამდა ჭიშკრის ჭრაჭუნთან ერთად, დედამისის ჩხავილიც
გაიგონა და მიხვდა, რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც კარგა ხანია, არ მომხდარა.
მსუბუქი, გრაციოზული ნაბიჯები იგრძნო ნაცნობი ქალის მოახლოება და ამ ნაბიჯებთან
ერთად, გასაოცარი მხიარულებაც ერთვოდა საფრთხეს.
- ვლად! - უცნაური აქცენტით წარმოთქვა ქალმა მისი სახელი და მთელ კოშკში ისეთი გრილი
სურნელი დატრიალდა მისი კანის, რომ წყვდიადის სისხლიანი რაინდიც გაოგნებული უმზერდა
ამ ყველაფერს.
- ჯანდაბა ამის თავს - თვალები გადაატრიალა ვლადმა - შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო
კიარა? - ზუსტად ისე შეხედა, როგორც მოჩვენებას. ალბათ მოჩვენებას გაცილებით გულგრილი
მზერით შეათვალიერებდა და მსგავსად არ შეცბუნდებოდა.
კიარა მოსიარულე დემონი იყო.
დემონი, რომელსაც ფიქრის უნარი ან საერთოდ არ გააჩნდა ან გადაჭარბებულად ფიქრობდა.
გრძნობებს ისე იყო აყოლილი, ყოველი მისი ნაბიჯი გაუწონასწორებელი ფსიქოპათისას
ჰგავდა.
- გავიღვიძე - წარმოთქვა გაკრეჭილმა და კაცს მიუახლოვდა.
- მანდ იდექი - ხელი წინ გასწია ვლადმა და გაშლილი ხუთი თითი ქალის მუცელს მიადო.
კიარამ არც აცია, არც აცხელა, ვლადის ხელი მკერდთან აიცურა და გულთან მიიტანა.
- შენი დანახვისას, ვცოცხლდები. - წარმოთქვა მან. - შეხედე, გული მიცემს.
- ღმერთო, რა დავაშავე? არა, ბევრი დავხოცე, ბევრიც ვაწამე, სისხლის მდინარეები
მოვაწყე ქალაქში, მაგრამ ამის ფასი დანაშაული მაინც არ მიმიძღვის - წარმოთქვა უცხვად
და ხმამაღლა. ხელი ცივად მოაშორა ქალის აფანცქალებულ გულს.
- ასე რატომ ლაპარაკობ? როგორც იქნა, დავბრუნდი. როგორც იქნა, კარმილა აღარაა.
ვლადი ყველაფერზე თვალს დახუჭავდა. კიარა იმდენად სულ ერთი იყო, წარბსაც არ შეიხრიდა,
ხელსაც არ გაანძრევდა მის მოსაკლავად, მაგრამ კარმილას ხსენების უფლება არავის
ჰქონდა. მითუმეტეს, მისი სიკვდილის.
ყელში სწვდა. ელვის სისწრაფით მიაჯახა რკინის უზარმაზარ კარს და ისე მოუჭირა ხელი,
ადამიანი რომ ყოფილიყო, გაციებასაც მოასწრებდა.
- აღარ ახსენო ჩემი ცოლის სახელი! - დაიღრიალა კაცმა.
- კარგი - თავი მორჩილად დაუქნია ოცნების მამაკაცს. - მაგრამ არ გაოცებს ის ფაქტი,
რომ ზუსტად იმ დროს დავბრუნდი, როცა მისი ქმარი აღარ ხარ?
- სამუდამოდ კარმილას ქმარი ვიქნები. და თან... - კიარას სისულელეზე გაეცინა ვლადს.
თავი ვეღარ შეიკავა. ჩამოეხსნა და კარგა ხანს მაგრად იცინა.
- რა ხდება?
- კარმილას სიკვდილის შემდეგ, მისმა შელოცვამ აზრი დაკარგა და რაღაცა დროის შემდეგ,
საერთოდ აიხსნა. შენ კი გეგონა, ბედნისწერამ დააკავშირა ჩვენი გზები და იმიტომ
გაიღვიძე? - სიცილს აგრძელებდა კაცი - ჩემმა ცოლმა მიგაძინა სულელო.
- არც მიკვირს - ამოიოხრა კიარამ. - ყოველთვის ეჭვიანობდა ჩვენზე.
- საეჭვიანო არაფერი ჰქონდა, უბრალოდ ზედმეტად აბეზარი გახდი და როგორღაც მოგიშორა
თავიდან. აბეზარი ჩვენი თავი გვეყოფოდა მთელ ოჯახს კიდევ შენ რომ არ დაგვმატებოდი,
შენს დასთან ერთად.
- არა, აურორას რაღაც ერჩოდა, მაინც ვერ გავიგე.
- შენნაირი შეურაცხადი იყო.
- ცდილობ, შეურაცხყოფა მომაყენო რომ ჩვენს შორის გამეფებული გრძნობები ისეთი
შესამჩნევი აღარ გახდეს - კმაყოფილი სახით გაისწორა თმა და მერე სარკეშიც ჩაიხედა.
ოქროსფერი კულულები წელამდე ჩამოშლოდა, მწუხრისფერ კოშკს გასაოცარ მზის ელვარებას
ანიჭებდა თავისი ფითქინა კანით, თმითა და თაფლისფერი თვალებით.
რაღაცით კარმილასაც ჰგავდა, მაგრამ ვლადი ამ მსგავსებას არასოდეს ამჩნევდა, პირიქით,
კარმილა მისთვის სიწმინდე იყო. ერთადერთი, რომელმაც ამ ცოდვიან სამყაროში შვება და
სიყვარული მოჰგვარა. კიარა კი საკუთარ თავს ახსენებდა. ფაქტობრივად, იდენტური ხასიათი
ჰქონდათ, მაგრამ ქალს იმდენად ალოგიკური გამოხტომები ახასიათებდა, ვლადს არც კი
დაესიზმრებოდა.
- ჩვენს შორის გამეფებული გრძნობები? - ჰკითხა ვლადმა. - ჩემს გასართობად თუ მოხვედი,
მინდა გითხრა, რომ კომედიურ ჟანრს უპირატესობას არ ვანიჭებ.
- თავიდან ბოლომდე ჰორორი ხარ და მაგიტო! - მხრები მსუბუქად შეათამაშა და დარბაზის
ცენტში, უზარმაზარ ტახტზე ჩამოჯდა, რომელიც ვლადის კუთვნილი ადგილი იყო. - რას შვრები
აბა, როგორ ხარ? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ და ფრჩხილებზე დაიხედა.
ძილისას არ გაზრდოდა, არც გაჰფუჭებოდა.
- რავიცი, არამიშავს - გაოცდა ვლადი. სოციალური ქსელის სტანდარტულ დიალოგს არ მოელოდა
ეტყობა.
- აი მე მაგრად ვარ.
- აურორა სადაა?
- თავის სიყვარულთან. მე ჩემს სიყვარულთან მოვედი - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა
ტუჩებით.
ვლადმა დაიჭირა კოცნა და კედელს შეანარცხა.
მოძველებული ჟესტი იყო, თუმცა ძველ ხალხზე ჭრიდა, რადგან კიარას ძალიან ატკინა გული
მაგ ქცევამ.
- ის დარტყმული გაბრიელთან წავიდა? ჯანდაბა! დეიზი - ამოიოხრა ვლადმა და რაღაც
მომენტში, სასოწარკვეთა იგრძნო. არც კი იცოდა, რა გეგმა შეემუშავებინა თავისიანების
დასახმარებლად. კიარას გარემოცვაში ფიქრი ძალიან ძნელი რამე იყო.
- დეიზი ვინაა?
- არავინ, გამოთქმაა ეგეთი.
- ჯანდაბა! დეიზი! - გაიმეორა კიარამ და მერე გაეცინა - მომწონს. ამ ღამით სად
დავიძინებ? - ჰკითხა მაცდურად.
- ამდენი წელი გეძინა და კიდე ძილზე ფიქრობ? ექიმს გაესინჯე.
- ძილს არ ვაპირებ. მაინტერესებს, შენი საძინებლით ვისარგებლებთ თუ საწოლზე არ
მოგწონს.
- საწოლი საერთოდ არ მაქვს. აკლდამაში ვისვენებ ხოლმე.
- აკლდამა ნამდვილად მიმზიდველი წინადადებაა - გადაიკისკისა ქალმა.
- შემოთავაზება არ ყოფილა. შენ აქედან გაქრები, მე კი ჩემს მოსაწყენ და ამაო, თუმცა
ჩემთვის მისაღებ ყოველდღიურობას დავუბრუნდები.
- კარგი რა ვლად, აღიარე რომ მაგრად გართობ.
- არ ვაღიარებ!
- ყოველთვის ასმაგად მიზიდავდა შენი სიჯიუტე.
* * *
მოულოდნელად, ტელევიზორის არხები ზებუნებრივ არსებათათვის ჩაირთო. ყველა ჯადოქარი,
მაქცია და ვამპირი გაოგნებული შეჰყურებდა ახალი ამბების ქავერში გამოჩენილ პატარ-
პატარა კადრებს, სადაც ძირითადად, ვლადის გამოსახულება იყო. ზოგჯერ სელენაც,
მარიანაც, გაბრიელიც, კამილაც და განსაკუთრებით, დეიზი.
გადაცემა დაიწყო.
სკამზე წამოსკუპებული მიმზიდველი მამაკაცი ოხუნჯი ღიმილით მიესალმა მოსახლეობას:
- დილა მშვიდობისა ძვირფასო ზებუნებრივებო. მინდა სიხარულით და ცოტაოდენი სიბოროტითაც
გამცნოთ, რომ ჩვენი ტელევიზია, როგორც იქნა, გაიხსნა. მისი ხილვა ხელმისაწვდომი
იქნება მხოლოდ ჩვენთვის, ადამიანები ვერაფერს გაიგებენ ამის შესახებ. ჩვეულებრივი
ახალი ამბების მაგივრად, თქვენ ჩემს სიუჟეტს იხილავთ. მე პარკერ ჰოლმსი ვარ და ისეთი
ადგილიდან მიმყავს ჩვენი სამყაროს ახალი ამბების მიმოხილვა რომ თმები ყველას ყალყზე
დაგიდგებათ: ჯოჯოხეთიდან გიგზავნით მოკითხვას. ეს ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი არაა - კაცმა
გარშემო მიმოიხედა. იღიმოდა შეურაცხადად, იმდენად გიჟივით, რომ ჩვეულებრივ მოკვდავს
შეიძლებოდა სული გასძრომოდა შიშისგან.
- ეს ჯოჯოხეთი განსაკუთრებული ხალხისთვისაა. იმათთვის, ვინც გაუგონარი ბოროტება
ჩაიდინა. მე მაგალითად, ჩემი ოჯახი ამოვხოცე. ბოლო დროს, ნერვებს მიშლიდნენ და
სამყარომ აქ გადმომისროლა. ახლა სადაც ვცხოვრობ, დრო გაჩერებულია. ან არც არის
გაჩერებული. ისეთი ძლევამოსილი ჯადოქარი ვიყავი, უხუცეს დეიზის ვერც კი დაესიზმრება.
ამ სამყაროში მხოლოდ მე ვარ და ამ სიმარტოვეში, თქვენი დაკვირვებისთვის მრავალი დრო
მქონდა. თითოეული თქვენგანის საიდუმლო და ცოდვა ვიცი. ვლად, საყვარელო, ცოტახანში
ალბათ გვერდს დამიმშვენებ - ხელი დაუქნია ეკრანიდან ვლადს - მაგრამ შენი ბავშვები
ამას არ დაუშვებენ. ერთი სიტყვით, ჩემი მაგიური შესაძლებლობების გამოყენებით,
გადავწყვიტე, ცოტა გაგართოთ და პირველ რიგში, საკუთარი თავი გავირთო. 27 წელია აქ
მარტო ვარ. მეგობრები არც მანამდე მყოლია ან თუ მყავდა, ისინიც ამოვხოცე, მაგრამ ხმის
გამცემი კაცი შვილი რომ არაა ახლო მახლო, მაგან ისე დამთრგუნა, საკუთარ თავთან
საუბარი დავიწყე და არაჩვეულებრივი ორატორული ნიჭიც ჩამომიყალიბდა. დავიწყებ ცხელ-
ცხელი ამბებით სისხლის სავანიდან: კარმილა დაიღუპა, მისი ბავშვები ვლადს გაექცნენ და
გოუსთ ჰილში დასახლდნენ, ტყუპებმა ახალი დაქალიც გაიჩინეს.
ფონად მარიანას და კატალინას ვიდეო გაჩნდა. პარკერი ჰყვებოდა ამბებს, უკან კი
შესაბამისი კადრები ჩნდებოდა.
- სამყაროში შეშლილი დები დაბრუნდნენ - გადავიდა სხვა თემაზე - მათი გვარი აღარ
მახსოვს. სიმართლე ითქვას და ეგ მეასეხარისხოვანია. მთავარი მხოლოდ მათი გამოჩენა
იყო. როგორც ყველასთვის ცნობილია, აურორა და კიარა დროგოების ოჯახის განუყოფელ
ნაწილად მოიაზრებიან. მაგალითად, როცა საქმე მამიკოს ეხება, კიარა უიმედო რომანტიკოსი
ხდება, აურორა კი ძირითადად, შვილზე იხსნის ვენებს. უცნაური გემოვნება აქვთ.
სამყაროში, ცოტაოდენი მაქცია დარჩენილა და ისინიც დროგოებზე გიჟდებიან. მოიცა, რა
ერქვა? ჰო, კაენი და ქრისტიანო. ვაა, ქრისტიანო. ამის დედაც, ეს ის ქრისტიანოა? -
ჰკითხა ვიღაცას - უკაცრავად, ზოგჯერ ახალი ამბები წინასწარ კი არ მაქვს დაწერილი,
ეშმაკები ლაივში მაწვდიან ცხელ-ცხელ ამბებს და გაოგნება თუ ვერ დავმალე, ჩემი ბრალი
არაა. ანუ ქრისტიანო გავბრუნებია. მაგარია, ვაუ, ქულ - ცერა თითი უკმაყოფილო სახით
ასწია და ტუჩის კუთხეები დაბლა დახარა.
- დღეისთვის მოსაყოლი აღარაფერი მაქვს. განწყობა გამიფუჭდა. იმის თქმასაც ვაპირებდი,
უხუცესი დეიზი მკვდრეთით აღსდგა და მერე რაებიც დაატრიალა, მაგრად დაგაინტერესებთ-
თქო, მაგრამ ცოტა არ იყოს, სახიფათო ამბავია. მოდი ამ ინფორმაციას სხვა დროისთის
შემოვიტოვებ. ზოგჯერ ვუფიქრდები და ვხვდები რომ თქვენ სადღაც ისეთ ადგილას ხართ,
სადაც სიცილი, კისკისი, მოსაწევი და დასალევია. მერე ბრაზი მიპყრობს. დიდი
სიამოვნებით ამოგწყვეტდით ყველას. ან თქვენ აქ გამოგიშვებდით, მე მანდ წამოვიდოდი და
ნახავდით მერე რა ძნელია ცხოვრება აიფონების გარეშე. კარგია რომ ჯადოქარი ვარ,
როგორღაც მაინც ვახერხებ ტექნიკასთან წვდომას. საბოლოოდ, მოკითხვას გითვლი მარიანა -
ხელი დაუქნია ქალს - ვიცი, აგაფორიაქებს ჩემი დანახვა, შეიძლება ემოციაც მოგეძალოს,
მაგრამ დიდად ნუ ინაღვლებ. მე აღარ ვნაღვლობ. დროთა განმავლობაში, ისე გამომფიტა
მარტოობამ რომ ყველა გრძნობა გავიყინე. ამიტომ საერთოდ აღარაფერი მახსოვს ან რაც
მახსოვს, ისეთივე უაზროა ჩემთვის, როგორი უაზროც შენი ცხოვრება ჩანს უჩემოდ. სრულიად
უგრძნობი ვარ ან მხოლოდ ბოროტებაა ჩემში დარჩენილი. ამიტომაც გავაკეთე ეს ტელევიზია,
მინდა რომ ცხოვრება გაგიმწაროთ. აბა, ადიოს!
ტელევიზორი გამოირთო.
მთელი ეს დრო, მარიანა გაშეშებული ჩამომჯდარიყო და გაბრიელს ხელს ხელზე უჭერდა.
- კარგად ხარ? - ჰკითხა ძმამ.
თავი უარის ნიშნად გააქნია.
სისხლის სავანეში, ვლადსა და კიარასაც კი მისწვდათ ზებუნებრივთა ტელევიზიის ამბავი.
უკმაყოფილო კაცს გადაცემები დიდად არ ადარდებდა. ოღონდაც კიარა მოეშორებინა და ყველას
თავში ქვა ეხალა თუ. მხოლოდ მისი წამყვანი აშფოთებდა.
პარკერის სახელის გაგონების შემდეგ, ეგრევე შვილს დაურეკა:
- მარიანა, როგორ ხარ? - ჰკითხა ქალიშვილს.
- ცუდად - უპასუხა ქალმა - ამდენი ხნის მანძილზე მკვდარი მეგონა. რაღაც წყევლა მაქვს?
მითხარი, როცა დავიბადეთ, სელენამ პერსონალურად დამრწყევლა? ხალხი, რომელიც ჩემთვის
ძვირფასია, მკვდარი მგონია. სინამდვილეში კი სადღაც ჯანდაბაში არიან და ტელევიზიას
ხსნიან.
- უბრალოდ სავალალო შემთხვევითობაა. დათარსული ხარ, მეტი არაფერი.
- კარგი რაა. პარკერი ცოცხალია და თან ფეხებზე ვკიდივარ. ჩემს ერთადერთ მეგობარს,
რომელიც ცხოვრებაში მყოლია, გრძნობები გაეყინა.
- მისი სტილია ყველაფრის დავიწყება. ღმერთო, ეგეთი უტიფრად საყვარელი და თან დამპალი
ჯერ არავინ მინახავს - ამოიოხრა ვლადმა.
- ბოროტი ხალხი მარტო შენ გესაყვარლება - ამოიოხრა მარიანამ - ანუ ახალი ამბები უნდა
ვისმინო ყოველ დღე მაგისი მონაწილეობით თუ რა ხდება? ან ეს ზებუნებრივი ჯოჯოხეთი რამე
ახალია?
- არა, ძალიან ძველია. აქამდეც მსმენია. ჩათვალე, რომ ყველაზე დიდი ბოროტმოქმედების
ციხეა. სიკვდილის შემდეგ, მეც მანდ მოხვედრა დამემუქრებოდა, ბებიაშენის შექმნილია ეგ
ჯოჯოხეთი და საბედნიეროდ, ნეპოტიზმი ჯოჯოხეთსაც ანათებს. - მერე პარკერზე უარესი
ბოროტმოქმედივით გადაიხარხარა ვლადმა - პარკერისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ისაა, რომ
ხმის გამცემი არავინ ჰყავს. მას ხომ ძალიან უყვარს თავისი უაზრო იუმორის აქეთ-იქით
ქნევა? ეგაა რა.
- საბრალო პარკერი, ყველაზე კარგი იუმორი ჰქონდა.
- საბრალო არა, საშიშია. გრძნობები გაეყინა. მარიანა, ალბათ იაზრებ რომ არც კი უნდა
გაიფიქრო მასთან დაკავშირება. ახლა დაახლოებით ჯოკერს ჰგავს - უგრძნობი ტერორისტი
რომელმაც სიყვარული არ იცის ან თუ იცოდა, აღარ ახსოვს.
- რამეს მოვიფიქრებ. დეიზიზე რომ არაფერი თქვა, საეჭვოდ არ გეჩვენება. გეგონება,
ყველანი დაგვიცვა. მაგის და გაბრიელის ამბავი რომ გამსკდარიყო, მერე აურორა მასზე
დაიწყებდა ნადირობას. შენ კარგად იცი, რომ თუ ამ იდიოტმა ვინმე ამოიჩემა, ბოლომდე
გაუშრობს სისხლს. გეგონება, ჩემი ახალი მეგობარი დაიცვა.
- შეიძლება, მაგრამ მაგ ამბავს ასე სენტიმენტალურად ნუ აღიქვამ. იქნებ, სხვა გეგმები
აქვს პარკერს.
- გარკვევაში ხომ დამეხმარები მამა?
- რა თქმა უნდა.
- შენსკენ კიარა გამოჩნდა?
- გამოჩნდა რომელია, ეგრევე მზითვებით დამიჯდა სახლში. ღმერთმანი, ვინ აღარ
მომიგერიებია, მაგრამ შეყვარებულ ქალთან გამკლავება ყველაზე ძნელი რამეა.
წარმოგიდგენია ასეთი რამე? მაგას სიყვარული აღარ ჰქვია, ამოჩემებული ვყევარ.
გავწამდი. მთელი ღამე არ მიძინია, შემეშინდა, რამე არ მოემოქმედა.
მარიანას ისტერიკული სიცილი წასკდა.
- მამა, გეშინოდა რომ შენზე სექსუალურად არ ეძალადა?
- მაგის ჩამდენიცაა. შეიძლება დავბერდი, მაგრამ ვიზუალურად ძალიან შარმიანი კაცი ვარ.
საერთოდ, რაებზე მალაპარაკებ? ბოლოს და ბოლოს, შვილი ხარ.
- გინდა ჩამოვიდე და მაგ კირას სახე ვარტყმევინო ჩვენს ეზოში მდგარ ყველა
ქანდაკებაზე?
- მეშინია, დარტყმით უარესად არ გამოშტერდეს და უფრო ამაღლებულად არ დამინახოს.
- რაც არ უნდა მოხდეს, მე მაგას დედას არ დავუძახებ!
- სამაგიეროდ, ეგ მეძახის მამიკოს. არ ვიცი, რატომ ჰგონია რომ მიმზიდველად ჟღერს.
- უბრალოდ რომ მოკლა, არ გიფიქრია?
- არ შემიძლია - ხმა ჩაუწყდა ვლადს - ქალების მოკვლა არ შემიძლია. სელენას გარდა. ეგ
გამონაკლისია. მაგას მაშინვე მოვკლავ, როცა შესაძლებლობა მომეცემა.
- როგორი ჯენტლმენი ხარ მამიკო - გააჯავრა მარიანამ - ისე ქენი, რომ ჩვენი პატარას
შესახებ არაფერი გაიგონ, კარგი?
- რას ამბობ. არც კი მიხსენებია მეოთხე შვილი. ჰო, მეოთხე. ზოგჯერ სანამ გადაგთვლით,
დრო მჭირდება.
- წლის მამა ხარ.
- შენც წლის შვილი გამოდექი. მამიკოს გაექეცი და აღმოაჩინე რომ ყოფილი მეგობრები
ცოცხლები გყვანან. დამქანცველი წელი იყო.
- იცი რომ მიყვარხარ. ხომ ასეა? ხომ იცი?
- ვიცი.
* * *
სათბურში, ყველა ქოთანს ერთმანეთის მიყოლებით ამსხვრევდა, წიოდა, კიოდა, გარშემო ერთი
თვალის შევლებით ცეცხლს უკიდებდა ნებისმიერ ნივთს, თავადაც ცეცხლში იდგა და ვერ
ხვდებოდა, ეს ღრიალი სიმწრის იყო თუ ტირილისგან აღარც ერთი ცრემლი შერჩენოდა და
სხვაგვარად ვეღარ გამოხატავდა გატეხილი გულის ტკივილს.
დეიზი ღრიალებდა.
ცეცხლის სიმხურვალეს მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ არ იწვოდა. არადა, სურდა თავიდან
ბოლომდე მთელი სხეული ფიზიკურ ტანჯვას მოეცვა რომ გაბზარული სულის სიმწარე გადაეფარა.
დეიზი მიწაზე დაეცა. მუხლები ეტკინა, მერე ხელები მთელი ძალით ურტყა მიწას.
ეჭვიანობა, ღალატი და სიძულვილი ერთიანად სჭამდა.
- ჩემია! ჩემია! - კიოდა ჯადოქარი, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ გაბრიელი
არასოდეს იყო მისი და ვერც მომავალში იქნებოდა.
კლანის სხვა წევრები ვერ ეკარებოდნენ, დაშოშმინებას ვერ უბედავდნენ, ვერც პანიკის
მიზეზს ეკითხებოდნენ.
პატარა ჯენი დროებით მერისთან ერთად იყო და თვითონაც კარგად გრძნობდა რომ დეიზის
ყურადღება დროებით მას არ ეკუთვნოდა.
სათბურში კატალინა შემოვიდა.
დეიზის გვერდით მოიყარა მუხლი.
- დამშვიდდი - მკერდზე პატარა ბავშვივით მიიხუტა. - დამშვიდდი - გაუმერა. არადა,
თავადაც ვერ ხვდებოდა, რა ჯდანდაბა მომხდარიყო.
- მიმატოვა - აქვითინდა დეიზი - მიმატოვა.
- ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები... მას ხომ აურორა არ... - მერე გაჩუმდა. ზედმეტი
ლაპარაკის დრო არ იყო. დეიზი ქვითინებდა და მისი ქვითინისას, კატალინასაც ღაპაღუპით
სდიოდა ცრემლი. აი, როგორი მწარე და სასიამოვნო ყოფილა მეგობრის ყოლა. თუ კი სტკივა,
შენც გტკივა. თუ კარგადაა, ბედნიერებას შენც მასთან ერთად გრძნობ. - იდიოტია და სხვა
არაფერი - ისე გაბრაზდა თავის ძმაზე, როგორც არასდროს.
* * *
- მაპოვნინე მისი სამყარო! მაპოვნინე მისი სამყარო! - იმეორებდა მარიანა აგერ უკვე
ერთნახევარი დღის განმავლობაში და ცდილობდა, პარკერისთვის მიეწვდინა ხმა. არაფერი
გამოსდიოდა. იჯდა სარიტუალო წრეში, არც სვამდა, არც ჭამდა და იმაზე ფიქრობდა, რომ
მთელი 27 წლის განმავლობაში, საბრალო პარკერი სიმარტოვისგან კიდევ უფრო მაგრად
გადარეულიყო. თან ისე გადარეულიყო, საერთოდ გაჰყინვოდა გრძნობები.
„მნახავს და ვერაფერს იგრძნობს.
ან მნახავს და ხელახლა იგრძნობს, რომ ოდესღაც, ერთმანეთის ყველაზე ბნელი ფიქრები
გვესმოდა, ვიზიარებდით, ისეთს ვიღებდით, როგორებიც ვიყავით - მახინჯები.
მე -წყვდიადისფერი რაინდის ქალიშვილი, ის - შეშლილი ფსიქოპათი და მაინც ვახერხებდით
ერთმანეთთით გახარებას“
პარკერი ვერაფერს იგრძნობდა. მარიანას იმედი ფუჭი იყო. სადღაც, გულის სიღმერში
რამდენიმე მოგონება შემორჩენოდა მარიანაზე. საერთოდაც, ყველა შემორჩენოდა, მაგრამ
მხოლოდ რამდენიმეს აღიქვამდა და ფიქრობდა, სისულელე იყო ყველაფერიო. პარკერი
ფიქრობდა, რომ შეცდომა იყო მეგობრის ყოლა, რადგან როცა გიჭირს ან ჯოჯოხეთში ხვდები,
მაინც ვერავინ გშველის.
- რამე უნდა ჭამო და თან ღამე შენთან დავიძინებ რაა - ლანგრით შემოვიდა გაბრიელი - ან
არც დავიძინებ, ერთი ჩემი კარგიც მოვტყან, ეს რა დღეში ჩავვარდი.
- რა იყო, ღამით შეგცივდა და ვერც ერთმა შენმა შეყვარებულმა ვერ გაგათბო?
- არა. ცალ-ცალკე გვეძინა, გიჟი ხო არა ხარ, მაგ შეშლილთან ისეთი დაძაბული ვარ, ყველა
ნერვი სათითაოდ დამასკდა. ქუჩაში მიდიოდა ჩვეულებრივად და ვიღაცა გოგოს ჩაცმულობა არ
მოეწონა, კისერი წააწყვიტა.
- სახლში რატო გვყავს ხომ არ იცი?
- სხვა გზა არ გვაქვს.
- დეიზისაც დაშორებულხარ, გავიგე - დოინჯი შემოირტყა მარიანამ - და სიმართლე გითხრა,
ვეღარ გცნობ გაბრიელ. ეგ ჯადოქარი მშვენივრად დაიცავდა საკუთარ თავს. არ იყო საჭირო
მიტოვება და მსხვერპლის როლის თამაში, თითქოს მისი კეთილდღეობის გულისთვის საკუთარ
გრძნობებს სწირავ.
- არაფერს არ ვწირავ. უბრალოდ დავშორდი. აურორა მართლა მომწონს, მაგრამ ცოტა
გადავეჩვიე მაგის სიგიჟეებს.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! ისედაც რამდენიმე დღის უჭმელი და დასაბანი ვარ, შენზე არ
ამომაყრევინო ყველა ჯავრი.
- დაიბანე მერე, პარკერზე ისე ხარ გადამკვდარი, შენი ყველა ოჯახის წევრი რომ
საფრთხეშია ყვავიდან დაწყებული ხუთი წლის ბავშვით დამთავრებული, ეგ ფეხებზე გკიდია.
- ყვავი და ხუთი წლის ბავშვი ყველაზე კარგად არიან მემგონი. სხვებმა ვიკითხოთ. კაცები
ჩვეულებრივი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხართ, ქალებს გული შეგვტკივა და ბოლოს,
კატალინა სადღაც დასეირნობს კაენთან ერთად. თუ ვინმეს ვკიდივართ ფეხებზე, კატალინაა.
- ეგ მაინც გაერთოს. კარგი ქნა რომ დარტყმული შეყვარებული არ გაიჩნა წარსულში და ახლა
არ უწევს მაგ ცოდვაზე პასუხისგება.
- გაბრიელ, სერიოზულად აპირებ მასთან ურთიერთობას?
- კი.
- არ გირჩევნია, უბრალოდ, მოვკლათ?
- მის მიმართ გრძნობები მაქვს.
- შეშლილი აურორას მიმართ გაქვს გრძნობები? რატომ მაგიჟებ? რატომ გინდა, რომ წიხლქვეშ
გაგიგდო?
- შენ პარკერთან მეგობრობდი , საერთოდ, ვის რა უნდა უთხრა. - დაუყვირა თავისმა ძმამ.
- პარკერი ზოგჯერ ადეკვატური მაინც იყო. აურორა შეურაცხადია. შენც ხომ ნახე?
შეიძლება, ქუჩაში ვინმეს ფეხსაცმელი არ მოეწონოს და კისერი მოაწყვიტოს. გადარეულია.
თან მოსაკლავადაც არაა ადვილი, ჩვენზე ორი საუკუნით დიდია და ეგეთები ძნელად
კვდებიან. ვლადსაც კი გაუჭირდება.
- ნუღარ საუბრობ აურორას სიკვდილზე!
- რა იყო, გული გიფანქცალებს? იდიოტი ხარ. რა მაგარი გოგო გყავდა და ვიღაცა ძუნგლიანი
აურორა მომითრიე სახლში. თუ დაქორწინებას გადაწყვეტთ, ამ სახლში არ იცხოვროთ. სისხლის
სავანეში წადით. იქ უფრო ბედნიერები იქნებით შენ, აურორა, ვლადი და კიარა. ვლადს
რაღას ვერჩი, იმას აქ წამოვიყვან.
- ჰო, ნამდვილი ანგელოზია, ნეტა რას ვერჩით.
- მომეცი ესენი აქ - საჭმელი გამოგლიჯა ხელიდან - წადი და მიუგორდი ამ ღამით აურორას.
მეტის ღირსი მაინც არ ხარ, ნუ შეიძლება რამე არ მოეწონოს და მოგაგლიჯოს ძირში, მაგრამ
ღირსი იქნები! - თავისი ძმა გააგდო და კარის მიუხურა. - დეიზის მე არ მივატოვებდი და
ამ იდიოტმა როგორ მიატოვა.
ისევ ნერვები მოეშალა.
მერე პარკერი გაახსენდა.
საღამოობით, პარკერი და მარიანა ქუჩებში სეირნობდნენ. უცნაური მოქცევა უყვარდათ უწინ.
აი, მაგალითად, ახალ წელს ქუჩაში ხვდებოდნენ ლუდებით ხელში. რომელიმე პატარა სკვერში
მივიდოდნენ, სადაც არავინ იყო და ასე აღნიშნავდნენ დღესასწაულის მოსვლას.
მაშინაც მარტონი იყვნენ. ცოტა მთვრალები, ცოტა გადარეულები.
- გინდა ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ მეტ გოგოს დაკერავს? - ჰკითხა მარიანამ.
- გიჟი ხარ. გოგოს დაკერვა ვინ გასწავლა?
- არავინ. ზოგადად, ადამიანებთან ფლირტი ჩემი ჰობია.
- უცნაურო გოგო - თმაზე აკოცა პარკერმა. - წავიდეთ, წავიდეთ, გოგოები დავკეროთ.
- როგორ მიხარია, რომ ჩამოხვედი პარკერ, ძალიან მიხარია - ლამის, სიხარულისგან ეტირა
მარიანას. მთელი ძალით ჩაეხუტა საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მეგობარს - დამპირდი რომ
აღარ წახვალ. მოსაწყენია უშენოდ.
- ყველგან მოსაწყენია, სადაც შენ არ ხარ - გაეცინა პარკერს. - არსად წავალ. ბევრს
მოვწევ, ბევრს დავლევ, ბევრს შევჭამ, ბევრი სექსი მექნება და მაგრად გავერთობით. ნუ
სექსის პუნქტში შენ ვერ გამიწევ პარტნიორობას, მაგრამ დანარჩენებში მქონდეს ალბათ
იმედი ხო?
- მუდამ!
მარიანას ცრემლები წასკდა. ძალიან იშვიათად ტიროდა.
თითქმის არასდროს.
ერჩივნა, სიმწრისგან ყველაფერი დაელეწა ან ეღრიალა, მაგრამ ცრემლებს ვერ იტანდა. ახლა
მხოლოდ ცრემლი ერგებოდა მის სიტუაციას. ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა დასრულებული
პარკერთან მეგობრობა ასე სავალალოდ და გულგრილად. უცნაურია, მაგრამ მკვდარი როცა
ეგონა, მაშინ შვებას გრძნობდა. იცოდა, აღარ იყო, თუმცა მაინც მის საუკეთესო მეგობრად
დარჩებოდა სამუდამოდ. ახლა პარკერი არსებობდა. არსებობდა, თუმცა მისი აღარ ერქვა.
ერთ მომენტში, იფიქრა, ბარგს ჩავალაგებ და მამასთან გავიხიზნებიო, მაგრამ მერე კიარა
გაახსენდა. იმისი ატანა არ ჰქონდა.
აქ არც აურორას ატანა ჰქონდა.
* * *
- ვლად? ვლად? ვლად? - გაუჩერებლად ეძახდა კიარა. ვლადს როგორღაც მაინც მოეხერხებინა
გაპარვა, მერე გოუსთ ჰილში თავისი პატარა გოგონას ნახვა და უკან დაბრუნება.
- რატომ გადამდგი კიარა? ეგება შენს სახლში დაბრუნდე - აღარ შეეძლო ამ ქალის ატანა.
- სახლი აღარ მაქვს. კარგა ხნის წინ დაუნგრევიათ და დიდი კორპუსი ააშენეს.
თხუთმეტსართულიანი.
- სხვა გზას აღარ მიტოვებს ღმერთი. ეტყობა, მართლა ჩემი სასჯელი ხარ.
- ამ ხნის კაცი რომ ახალგაზრდა გოგომ შეგიყვარა, მადლობა უნდა თქვა.
- მოხუცს ნამდვილად არ ვგევარ - არ ესიამოვნა ვლადს. მერე ლამის ჯიბის სარკე ამოიღო
და ჩაიხედა, ხო მშვიდობა მაქვსო.
- მარილი სად გიდევს?
- რად გინდა მარილი?
- ვახშამს ვაკეთებ.
- სამზარეულო არ მაქვს კიარა, ვახშამს როგორ აკეთებ?
- მესამე სართულზე კარგი სამზარეულოა. მოიცა, აბა სამი ბავშვი როგორ გაზარდე თუ
არაფერს აჭმევდი?
- ჰო, გამახსენდა. მარილი არ მაქვს ან ვადაგასული იქნება თუ არის სადმე.
- კარადაში პატარა ბავშვის წინსაფრებია. ახლებს ჰგავს. ვინმეს აქ ბავშვი ჰყავდა?
- კი. მოვიყვანე, ვაჭამე, გავასუქე და შევჭამე. კიდევ რამე კითხვა გაქვს თუ გამანებებ
თავს?
კიარამ ნესტოები დაბერა. მაგრად შეისუნთქა ჰაერი და მერე უხასიათოდ მიუახლოვდა ვლადს.
- ქალის სუნი აგდის. ვინაა? - ჰკითხა მკაცრად - მოვკლავ!
- ჰო, საყვარელი მყავს - გაეცინა ვლადს. ახლა მართლა მაგარი ხალისი ელოდებოდა წინ.
- ვინ? სად? რა ჰქვია?
- ფრანჩესკა - წარმოთქვა გამოთქმით. რომელიღაცა ფილმიდან გაეგო ეს სახელი და მოეწონა.
- იტალიელი ვამპირია, კარმილას გარდაცვალების შემდეგ, მან მომიშუშა გული - მთელი
თავისი სამსახიობო ნიჭი გამოიყენა ამაზე სალაპარაკოდ. სამსახიობო მონაცემებს არ
უჩიოდა. მითუმეტეს, ოთხივე შვილის გაზრდისას, ზღაპრის მოყოლის დროს, არწივიც ყოფილა
და ლომიც.
- სად გაიცანი?
- კიარა, მართლა შეშლილი ხარ? - ჰკითხვა ვლადმა. ყვავი მხარზე დააჯდა და ეგეც
ცნობისმოყვარე მზერით დააკვირდა კიარას. ადეკვატურ პასუხს არავინ მოელოდა, თუმცა ქალი
უყურებდა თავისი ოცნების კაცს და ფიქრობდა, რას არ მივცემდი, მხოლოდ ჩემი რომ
ყოფილიყოო. პირდაპირი მნიშვნელობით მისი. სურდა, ყველა დაეხოცა: ვლადის შვილები.
ახლობლები, ეს წყეული ყვავიც და მხოლოდ ორნი დარჩენილიყვნენ სამყაროში - ის და ვლადი.
- კი, შეშლილი ვარ -დაუდასტურა ღიმილით.
- კარგია, რომ აცნობიერებ.
- რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ და პრობლემა არ მაქვს. ვიყო შეშლილი.
- იმასაც აცნობიერებ რომ ჩენ ერთად ვერასოდეს ვიქნებით?
- არა. მაგას მამა ღმერთიც ვერ დამაჯერებს. მე დაგელოდები. წინ სამუდამო ცხოვრება
გვაქვს, ოდესმე ხო მაინც მოგინდება ქალის სითბო.
- რა ოპტიმისტურად ხარ განწყობილი - თავი გააქნია ვლადმა. - მე დასვენება მჭირდება,
ჩემს აკლდამაში ჩავალ და მეტიც არ მინდა, შემაწუხო. სერიოზულად გაფრთხილებ, ისე ნუ
გადამიყვან ჭკუიდან რომ რაც კი წყვდიადია ჩემს სულში დაგროვილი, ყველაზე შენზე
გადმოვაფრქვიო. მერე მკვდარი გულგატეხილი ქალი იქნები.
- არ მადარდებს. თუ მომკლავ, გულგატეხილი კი არა, ბედნიერი ქალი ვიქნები, რომელიც
საყვარელი კაცის ხელით მოკვდა.
- გინდა ახლავე გაგაბედნიერო?
- მიდი - ღიმილით მიუახლოვდა ვლადს კიარა - გელოდები.
ვლადმა ხელი აღმართა, ფითქინა ყელზე სამკაულივით შემოარტყა თავისი თითები.
- გინდა, რომ მოგკლა და მერე ყველას თვალში კიდევ უფრო უარესი გამოვჩნდე?
- მემგონი, ეგ არაა პრობლემა - მთელი ძალით დაეჯაჯგურა კიარა, ხელი გადაუტრიალა და
კაცს ზურგს უკან მოუგრიხა - ვფიქრობ, ვერ მომერევი. - ყურში გველივით ჩაუსისინა.
ვლადმა გადაიხარხარა.
სულ რამდენიმე წამში, მოტეხილი ხელი გაუმთელდა. ქალს წელზე დაებღაუჭა და ჭერში
ატყორცნა. თვითონაც მასთან ერთად აფრინდა მაღლა. ყველაფერი დაიბზარა.
- უარესიც შემიძლია - ღიმილით წარმოთქვა ვლადმა. იყვნენ ასე ჭერში გამოკიდებულები და
ერთმანეთს უაზროდ უმტკიცებდნენ რაღაცას, მაგრამ თვითონაც არ იცოდნენ, რას.
- მეც შემიძლია უარესი - ქალს თვალები ეშმაკეულად დაუწვრილდა, ვლადი მთელი სისწრაფით
გააქანა და სხვენში ააგდო. მერე ერთი მაგარი წიხლიც უთავაზა ყბაში და ახლა
საპირისპირო მხარეს ჩამოაგდო.
იატაკზე დანარცხებულ კაცს, ხელები დაუჭირა და ტუჩებში აკოცა.
ვლადმა უკბინა.
- ჯანდაბა! რა დაგემართა - ტუჩდასისხლიანებული წამოენთო ქალი - ნორმალური ხარ?
- ძალით რომ გიშვრება ვინმე რამეს, ძალიან ცუდია - ტანსაცმელი გაიფერთხა ვლადმა. მერე
კიარას შეხედა. ტუჩი წამშივე შეუხორცდა, მაგრამ სისხლის წითელი კვარი გასაორად
ამშვენებდა. იფიქრა, ერთი მაგრად ხო არ მივჟეჟო და მერე მთლად თვალწარმტაცი იქნებაო.
- თუ ჩემი არ იქნები, არც არავისი იქნები. ეგ კარგად დაიმახსოვრე ვლად!
- არ ვაპირებ რომ ვინმესი ვიყო. საერთოდ არასოდეს. ამიტომ მაგაზე არ ინერვიულო
ტყუილად. მე ერთხელ უკვე ვეკუთვნოდი ჩემს ცოლს და ყველაფერი ცუდად დამთავრდა. სხვა
საცხოვრებელი იპოვნე. აქ ბედნიერებას ვერ ნახავ.
კიარას შურდა კარმილასი.
ყოველთვის.
ახლა მკვდარი იყო და მისი სიკვდილიც კი შესაშური გახდა.
* * *
ღამე იყო. ბნელოდა. ყოველი ფეხის ნაბიჯს ზომავდა კაცი და თან კარგად ამოწმებდა, ვინმე
ხომ არ გამომყვაო. ტყე შორს იყო თავისი სახლიდან, ძალიან შორს და მის შუაგულში, ერთი
ქოხი იდგა. ქოხი საგულდაგულოდ მოეწყო. ისეთი გაეხადა, კარგ სამალავად და ნორმალურ
საცხოვრებლად რომ გამოდგებოდა.
სურნელი იგრძნო მოახლოებული ადამიანის.
გაეღიმა.
კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა სტუმარმა. თან კოდურად დააკაკუნა რომ თავისი ვინაობა
დაემტკიცებინა.
კაცმა გააღო, თვალები გაბურწყინდა და მერე გადაეხვია. მონატრებული სახე ერთი
ამოსუნთქვით დაუკოცნა საყვარელს.
თვალებზე გადასწვდა, შუბლზე, ყელში.
- ძალიან მომენატრე - აღმოხდა დეიზის - როცა ვფიქრობ, ვისთან ერთად ხარ,
ეჭვიანობისგან ბოღმა მკლავს. ლამისაა, შუაზე გავსკდე ან ყველაფერი გავხეთქო რაც ჩემს
გარშემოა.
- საეჭვიანო რომ არაფერია, შენც ხო კარგად იცი? - ჰკითხა მისივე ფერებაში ჩაძირულმა
გაბრიელმა. - შენთან მინდა, სულ შენთან მინდა.
- სულ ჩემი ხარ! მაგ ხორბლისფერი თმიდან დაწყებული, სულ ჩემი ხარ! ცოტა კი მერიდება
შენს დებს რომ ვატყუებ და თავი გულჩათხრობილ, მიტოვებულ ქალად მომაქვს.
- ჰო, ისეთი პერფორმანსი დადგი, მეც კი გამიკვირდა.
- წარმოვიდგინე რომ მართლა აურორას გამო მიმატოვე. მერე გავბრაზდი და ლამის შენ
მოსაკლავად წამოვედი, მაგრამ გამახსენდა რომ ვთაღლითობთ. აურორამ ხელი რომც შეგახოს,
მკლავიდანვე მოვაძრობ და მაქციებს მივუგდებ საჭმელად.
- აზრზე ხარ რა დარტყმულია? კამილას მოკვლა სცადა. ანუ თურმე ყოფილებიც არ უნდა
მყოლოდა. კიდევ კარგი, შენი სახელი არავის უხსენებია მის გარემოცვაში. იმედია, მალე
შეგვეძლება რიტუალის შესრულება.
- როგორც კი რავენა ლავანდის ქვას მომიტანს, მაშინვე დავიწყებ გეგმის განხორციელებას
და მაგ შეშლილ დებს სამუდამოდ ჩამოვიშორებთ.
- ძაან სექსუალური ხარ, როცა ვიღაცის მოკვლას გეგმავ. - კისერზე ნაზად მოეფერა
გაბრიელი დეიზის.
- მემგონი ასე უფრო სექსუალური ვარ - ეშმაკურად გაეღიმა ქალს, კაბა მხრებზე გადაიწია
და ნელა ჩაასრიალა იატაკზე. გაბრიელმა მთელი ვნებით დაუკოცნა მკერდი, მხრები და ყელი.
- მიყვარხარ - წარმოთქვა ნეტარებაში გართულმა კაცმა. ხის დიდი საწოლი მაცდურად
ელოდებოდა შეყვარებული წყვილის სხეულებს. ეს პატარა ქოხი კი მათი სიყვარულის საიდუმლო
ბუნაგი გამხდარიყო, რომელიც იმაზე მეტ გრძნობას იტევდა, ვიდრე ქალაქში აღებული ყველა
სახლი ერთად.
15
დეიზი სახლში გამთენიისას დაბრუნდა. ბავშვი ვლადთან ერთად იყო. სულ ღიღინ-ღიღინით
შევიდა სახლში და დაინახა თუ არა ვამპირი, იმ წამსვე სიცილი აუტყდა.
- გამოეპარე შეყვარებულს? - ჰკითხა ვლადს.
- შენღა მაკლდი. სულ ფეხაკრეფით მოვედი. კიდევ კარგი, აქ სხვა ვამპირები ვერ შემოდიან
თორე ცალკე თქვენზე უნდა მენერვიულა.
- დეიზის გაბრიელის სუნი ასდის - გამოაცხადა პატარა ჯენიმ და სახეზე დაეტყო, რომ
თავის ძმაზე მაგრად ეჭვიანობდა.
- ჰო, მეც შევატყვე - დაუდასტურა ვლადმა.
- გაბრიელის სუნი არ სჯობს ვიღაცა კიარას სუნს?
- ვინაა კიარა? - ყურები ცქვიტა ჯენიმ.
- მამაშენის შეყვარებული - ეშმაკურად შეუნთო ცეცხლი ჯადოქარმა.
- მამა, შენ არ უნდა გყავდეს შეყვარებული! - აკივლდა ჯენი - არასოდეს. მე ვარ შენი
შეყვარებული.
- ეს გინდოდა? - გაბრაზდა ვლადი - რა შეყვარებული ჯენი, რის შეყვარებული, რას ამბობ.
მსგავსი არაფერია. უბრალოდ ეს ქალი მანიპულირებს ჩვენით - თითი გაიშვირა დეიზისკენ.
- ფრთხილად თორემ „ის კაცი“ შენ გახდები მალე - ცალი წარბი ასწია ჯადოქარმა.- და
მაინც, როგორია კიარა?
- აბეზარი, შეშლილი და შეურაცხადი - სრული გულწრფელობით წარმოთქვა ვლადმა.
- ამავე დროს, ძალიან ლამაზიც ხო?
- დამიჯერე, გარეგნობას აზრი აღარ აქვს როცა სრულიად არაადეკვატურ ქალთან გაქვს
საქმე. ისე, გაბრიელი როგორია?
- მმ, ზღაპრული. თუმცა არამგონია დეტალებმა დაგაინტერესოს.
- არც ვაპირებდი დეტალების კითხვას. ისედაც გაბრიელის სუნად ხარ გადაქცეული. იმედია,
აურორა რომ შეეფეთება შენს კვალზე ვერ გამოვა. მაგარი შენძ... - მერე ბავშვს სეხედა -
შეურაცხადები არიან, კიარამაც მკითხა ვისთან დადიხარ ასე ხშირად.
- ორივე თუ ჩემ კვალს დაადგა, მერე მიპოვით სადმე გამოშგნულს.
- რას ამბობ? - ისევ აკივლდა ჯენი.
- ვხუმრობ პატარა, მაპატიე.
- რავენა ქვის მოსაძებნადაა წასული. არ იშოვება არსად.
- რომ იშოვებოდეს, მეც ხომ ვნახავდი სადმე. მაგიტომაც გავაგზავნე რავენა. ისე, ცუდი
არ იქნება, ჯადოს თუ ავხსნით და ადამიანის სახესაც დავუბრუნებთ.
- რა ჭკვიანი ხარ დეიზი, აქამდე მე არ მიფიქრია დედაჩემის დაბრუნება?
- ზედმეტად შეუძლებელია?
- კი. კარმილამ ცალკე სცადა, ტყუპებმა ცალკე, მერე ყველამ ერთად, მაგრამ ვერაფერი
უშველეს.
- საწყალი. არადა, ოჯახში ყველაზე ნორმალური ეგ ჩანს.
- იმიტომ რომ ყვავია და ვერ ლაპარაკობს. აბა მანამდე გენახა, შენ თვითონ გადააქცევდი
რამე ცხოველად - მერე ცოტა სინდისმა შეაწუხა, ბოლოს და ბოლოს, დედამისზე საუბრობდა -
ძალიან ლამაზი ქალი იყო. იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ჯერ მარტო ნახევარი მე
დავუხოცე, ნახევარს თვითონ დაახვევინა.
- ღმერთო რა სადისტი ხარ.
- ისეთი დრო იყო, მარტო ვერ ვუშვებდი გარეთ, შეიძლებოდა მოეტაცათ. არა, სერიოზულად
გეუბნები, რავენას სილამაზეზე ზღაპრებშიც კი წერია.
- ზღაპარში იმიტომ წერია, რომ ფიფქია მოწამლა.
- სხვა თქმულებებს გადახედე. ფიფქიას ამბავი მოცვეთილია. სინამდვილეში, ფიფქიას მამა
დედაჩემის პირველი ქმარი იყო, გოგონას საერთოდ მარისოლი ერქვა, ზურგს უკან, მახინჯ
პრინცესას ეძახდნენ. ისეთი მახინჯი იყო, შეხედვა შეგეზარებოდა. ამიტომ არ უნდა ენდო
ლეგენდებს, იქ ყველაფერი შემოტრიალებულად წერია. გოგონა ჭლექს თუ რაღაცას გადაყვა.
შეიძლება უბრალო სურდო იყო. მაშინ ხო იცი, ყველაფრისგან კვდებოდა ხალხი. რავენას ისე
შეეცოდა, ლეგენდა შექმნა უმშვენიერეს პრინცესაზე.
- რას ამბობ? - თავიდან ეგონა, ატყუებდა რაღაცას.
- სერიოზულად გეუბნები. ჰკითხე მერე თუ გინდა.
- ვლად, ყვავის ენას მხოლოდ დროგოები იგებთ, მე ჩხავილად ჩამესმის.
- უი ხო, გამახსენდა რომ ჩვეულებრივი უხუცესი ხარ. მოკლედ, ეგეთი ამბავია.
- და პირველი ქმარი?
- ეგ ადრევე მოუკვდა. შემთხვევით, დედაჩემის ნივთებში ჩაძვრა და რაღაცა წითელი ხსნარი
მოეწონა, მერე გადაჰკრა და დალია. ჰოდა საწამლავი ყოფილა. დიდად არ უდარდია, მაინც არ
უყვარდა. მეორე ქმარზე გიჟდებოდა სამაგიეროდ.
- აუ ეგეც მოყევი რაა - ტაში შემოჰკრა ბავშვმა და მამამისის კალთაში მოკალათებულმა,
ზემოდან საბანი გადაიფარა. პატარა წიწილას ჰგავდა. ვლადს ხელის მტევანზეც დაეტეოდა
ალბათ. დეიზი ისევ მიზეზიანად ეჭვიანობდა ამ ყველაფრის დანახვისას, თუმცა თავის ხელში
აყვანა კარგად შეეძლო.
- მამაჩემი მეზობელი სამეფოს ხელმწიფე იყო. კარგა ხანს ცოლი არ ჰყავდა და არც უნდოდა.
კი აძალებდნენ ვიღაცა პრინცესებს, თუმცა ძალიან პრინციპული იყო. არავინ უყვარდა და რა
ექნა? მეზობელ სამფლობელოში რომ მეფეც გარდაიცვალა და პრინცესაც, დედაჩემი კანონიერად
დაჯდა ტახტე და მამამ იფიქრა, ქალი ადვილი მოსარევი იქნება, წავალ და დავიპყრობო.
წავიდა ოპტიმისტურად და იმედიანად განწყობილი, შეუტია რავენას და შემთხვევით თვალი
რომ მოჰკრა, ეგრევე ადგილზე გაიყინა. როგორც აღვნიშნე, ეგეთი ლამაზი ქალი ჯერ არ
დაბადებულა, თუმცა რაღაცნაირი, ცივი სახე ჰქონდა. მხოლოდ სილამაზემ კი არა, ამისი
თვალების სიცივემაც გაყინა მამაჩემი ჯოზეფი.
- ეგრევე ქორწილის სამზადისი დაიწყო? - გაეცინა დეიზის.
- ვინ აღირსებდა. მართლა შესთავაზა, დავქორწინდეთ და გავაერთიანოთ სამეფოებიო, მაგრამ
რავენამ ერთი დაუბღვირა და გააბუნძულა უკან. მეფემ თავიდან იფიქრა, მაგრად ავაოხრებ
ამის მიწებს და მერე აქეთ შემეხვეწებაო, მაგრამ ვერ გაბედა, რაღაცნაირად, გულმა არ
გაუშვა. ისე, ორივემ კარგად დაიმახსოვრეთ. კაცი, რომელიც პირდაპირ პაემანს
დაგინიშნავთ, არაა თქვენი ღირსი. ნამდვილი სიყვარული ბრძოლით იწყება და ზავით
მთავრდება. თან სიყვარული ის არაა, რომ იფიქრებ, მომწონსო და მერე ვაიმე, სიყვარულში
გდამეზარდაო. აი რაღაცა სისულელე გრძნობები თუ გიტევს და დიდი ფიქრის შემდეგ
გააცნობიერებ რომ სიყვარული ყოფილა, ეგ არის. შენ არ გეხება ჯენი, შენ არავის
შეიყვარებ იცოდე!
- კარგი მამიკო - პრობლემა არ ჰქონია ბავშვს.
- აუ, გააგრძელე ვლად! სიყვარულის შენეული ხედვა მხოლოდ კიარას ადარდებს, მე რავენას
ისტორია მაინტერესებს - უკვე მთელი გულისყურით ელოდა დეიზი სრულ ამბავს. – ისე,
ქრისტიანოს და მარიანას ამბავს ჰგავს.
- ბოროტი ენა გაქ! - ერთი დაუბღვირა კაცმა, მერე კი თავისი ბოხი, მელოდიური ხმით
განაგრძო თხრობა - რავენას მეორედაც სთხოვა ხელი. ორჯერვე უარი მიიღო. თან ძალიან
მკაცრი უარი. ერთხელ, მეფე ჯოსეფი ერთ ბრძოლაში საბედისწეროდ დაიჭრა, ძალიან ცუდად
იყო, თითქმის კვდებოდა და შენიღბული რავენა ჩუმად შეიპარა მის სამეფოში, სასახლეში
ფეხაკრეფით შევიდა. იმდენი მოახერხა რომ მეფე ჯოსეფის სასთუმალთან აღმოჩნდა, წაუსვა
თავისი მაგიური მალამო, რომელიც მემგონი ბუასილსაც კურნავს და მოუშუშა ჭრილობა. ამ
ყველაფრის მერე, ცოლობაზე მაინც უარი უთხრა. რავენა არ იყო ხელწამოსაკრავი დედოფალი.
ყველა მხრიდან ცდილობდნენ მასთან კი არ ებრძოლათ, პოლიტიკურ ქორწინებამდე მისულიყვნენ
როგორმე. ასე ხუთმა კაცმა რომ სთხოვა ხელი და უარის შემდეგ ყველა მტრად გადაიკიდა,
მერე თვითონვე ეახლა ჯოსეფს და თავისი გული შესთავაზა.
- ასე ადვილად?
- ჰო. ძალიან ბევრი მტერი გაუჩნდა და მარტო ვეღარ მოერეოდა. თუ გათხოვებაა, იმას
მივთხოვდები, ვინც მიყვარსო. ისე, ეგეც მაგარი ჯიუტი ქალია, უყვარდა და მაინც უარს
ეუბნებოდა. ეგეთი ხართ ქალები. სანამ კარმილა არ გავიტაცე, იქამდე მეზიზღებიო,
მეუბნებოდა.
- ვაიმე, ქალს ეზიზღებოდა და ამან გაიტაცა - თავში წაიშნა ხელი დეიზიმ.
- ძაან ვუყვარდი. ზოგჯერ მითვალთვალებდა. ერთხელ წავასწარი თვალთვალისას და არა რას
ამბობ, შენს სასახლეს ვათვალიერებდიო. მეთქი კაი, დავიჯერე. ეგეც მაგარი ფსიქოპათი
იყო, მაგრამ თან ნაზი და საყვარელი. აი კიარა ჩვეულებრივი წყევლაა.
- ლამაზია?
- ჰო გითხარი, რომ ლამაზია, მაგრამ არ მადარდებს მე მაგისი სილამაზე.
- ვლადს მარტო ნაზი და სპეტაკი ქალები მოსწონს - ეცინებოდა დეიზის.
- მამას მარტო მე მოვწონვარ! - დაამატა ბავშვმა.
- შენ კონკურენტი არ გყავს პატარა ჯენი. რაღა პატარა, მალე სიმაღლეში გამასწრებს.
ისე, რა სწრაფად აიყარა ტანი არა?
- ჰო, ვამპირებმა ეგრე იცით.
- ვამპირებმა ყოველ ხუთ საუკუნეში ერთხელ, ჯადოქრის ცოლად მოყვანაც ვიცით.
სხვათაშორის, ამ წელს შესრულდება უკვე ხუთი საუკუნე ბოლო ქორწინებიდან. - თვალი
ჩაუკრა ვლადმა დეიზის.
დეიზი გაწითლდა.
თან გარედან ვერ მალავდა ხოლმე ამ სიწითლეს და ჭარხლისფერი ხდებოდა.
ვლადის წასვლის შემდეგ, დეიზი კარგა ხანს ფიქრობდა მის ნათქვამზე. არ უნდოდა, პატარა,
მეოცნებე გოგოს დამსგავსებოდა და სადღაც შორეულ ილუზიებში გადავარდნილიყო,
* * *
კატალინა სიცივემ გააღვიძა. გვერდზე გადაყო ხელი. იქ მხოლოდ შიშველი კაენი დაინახა.
თავიდან ცოტა დაფრთხა, მაგრამ მერე გასული ღამე გაახსენდა და სიამოვნების ღიმილი
გადაეკრა სახეზე. იატაკზე დაგდებული საბანი ამოაცურა, თვითონ გადაიფარა და კაცსაც
უწილადა ცოტა.
კაენმა თვალბი გაახილა. გაეცინა და კატალინასკენ გადაბრუნდა.
- რა ლამაზი ხარ. ასეთი ლამაზი ქალი ცხოვრებაში არ მინახავს - მიუგო ჯადოქარს.
- შენც ლამაზი ხარ.
- კაცზე მაგას არ ამბობენ.
- სულ არ მაინტერესებს, რას ამბობენ კაცზე. ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ.
- იმიტომაც გამაწანი სილა შენი კოცნა რომ ვცადე ხო?
- მერე ხომ მოგირჩინე ჩემივე ალერსით?
- ჰო. რაც არ გკლავს, გაძლიერებს - წარმოთქვა მან. ორივემ მაგრად იცინა.
- ეჰ, მაგარი რამე ყოფილა სექსი. თითქმის დავიწყებული მქონდა - ღრმად ჩაიუსნთქა ჰაერი
კატალინამ და კაენის მკერდზე გადაწვა.
- გააჩნია, ვისთან გაქვს. - ხელი მხარზე მოჰხვია. სურნდა საათობით შეეგრძნო თავსი
უხეში თითებით ქალის ხავერდოვნი კანი, მისი სურნელი.
- სახლში მხოლოდ ჩვენ ვართ?
- კი. ჩემი სახლია.
- რა კარგია, როცა შეშლილი აურორა არ დააბიჯებს.
- დარჩი კატა. ჩემთან დარჩი სულ.
- კარგი რა - ქალს გაეცინა. - შენთან ცხოვრებას მთავაზობ?
- კი.
- ძალიან ჩქარობ მგელო.
- მგონი რომ პირიქით. ერთმანეთი მაგრად გვიზიდავს, სექსიც გასაოცარი გვაქვს. სხვა რა
არის საჭირო იმისთვის რომ ვინმესთან ყოფნა გინდოდეს?
- სიყვარული კაენ. სიყვარულია საჭირო.
- როგორც ქრისტიანო და მარიანა?
- ალბათ.
- მე ეგ სიყვარული არ მგონია. - კაენმა პატარა ტუმბოს უჯრაში გადაყო ხელი და სიგარეტი
ამოიღო
- აბა რა გგონია?
- დაუვიწყარი ამბავი. ძველ ისტორიებს ასეთ ამბებს ვეძახი. ისინი ჯერ არ დასრულებულა
ან ბუნდოვანია. დაუვიწყარი ამბების პერსონაჯებს ჰგონიათ, რომ ერთმანეთი უყვართ,
რადგან რაღაცა აკავშირებთ, რაღაც დაუსრულებელი.
- მაშინ შენი აზრით რა არის სიყვარული?
- ასე ასახსნელად რთულია. საერთოდ, რატომ გინდათ რომ ყველაფერი სიტყვებით
გამოითმებოდეს? ან რატომ უნდა ავხსნა, რა მიმაჩნია სიყვარულად? უბრალოდ, გრძნობ და
ეგაა. ან შეგიძლია, ვიღაცის თმის კულულებს საათობით უყურო, არ დაიღალო. მერე აიღო ეს
კულული და ყნოსო და ყნოსო. ალბათ ეგაა. ყველაზე დამახინჯებული, იაფასიანი ახსნა
გამოვიდა. ამიტომაც არ მინდოდა.
კატალინამ კაენს ტუჩებში აკოცა.
მერე ლოყაზე.
მერე წვერზე ეფერა და თან თვალებში უყურებდა რამდენიმე წუთს. კაენს თუ კატას თმის
კულულები მოსწონდა, ქალისთვის ამ ფერადი, ჭაობისფერი თვალებით ტკბობა იყო სიყვარული.
* * *
შორეულ ჯოჯოხეთში პარკერი სულ მარტო იყო. არავინ ჰყავდა გვერდით და არც არავინ
უნდოდა. ზოგჯერ, როცა თავს უკეთ გრძნობდა, მაშინვე რაღაც საშინელი სიმღერა ერთვებოდა
ტვინში რომ ისევ უკანასკნელ იდიოტად შეეგრძნო საკუთარი თავი.
მოგონებები სჭამდნენ.
იმ მოგონებებში, მარიანა ხშირად იცინოდა და კაცი ფიქრობდა, რა სულელი ქალია, რატომ
იცინის გამუდმებითო. პარკერს აღარ ახსოვდა, როგორ უყვარდა მისი მხიარულების
შეგრძნება. მხოლოდ მტკივნეულ მოგონებებს ხედავდა მთელი სიცხადით.
მამამისს არასოდეს ჰყვარებია. პირიქით, თავისი ჯადოქრული ბუნება როგორც კი
გამოავლინა, მაშინვე ისეთი მოპყრობა დაიმსახურა, გეგონება ნივთი ყოფილიყო. პატარა
ბიჭს ხელითაც არ ეხებოდნენ. ეშინოდათ. დედა პარკერის დას უკითხავდა ზღაპრებს და როცა
თვითონ დასაძინებლად წვებოდა, გვერდზე საძინებლიდან ესმოდა მშობლის მოყოლილი ამბები.
ასე იძინებდა ხოლმე. იძინებდა ზღაპრებით, რომელსაც არავინ უყვებოდა.
პარკერი გაიზარდა.
პარკერი გაბოროტდა და შურისძიება მოისურვა თავისი ბავშვობის გამო. ერთხელ, ისე
გაბრაზდა, რომ გონება მთლიანად დაებინდა. გონზე მოსულმა, დახოცილი მშობლები ნახა.
თავისი და გაქცეული დახვდა სახლიდან.
მაგაზე აღარ უდარდია. ან იდარდა, თუმცა დარდსაც სასტიკად ავლენდა. სისხლის სავანეში,
ყველაზე უსაფრთხოდ იგრძნო თავი. უსაფრთხოდ იგრძნო, რადგან ადამიანებისთვის ყველაზე
მეტი საფრთხე მანდ იმალებოდა.
მარიანა დროგოების წვეულებაზე გაიცნო. არ ახსოვს, რა ეცვა თვითონ ან სხვა დანარჩენს,
თუმცა ზუსტად ახსოვს რომ მარიანას ხორცისფერი კაბა ემოსა და თმა თავისი დისას ჰგავდა.
ყველაფრის განადგურება უნდოდა, რაც წარსულს აგონებდა და იმ დღეს, მარიანას
განადგურების სურვილი დაეუფლა.
- შენ ჯადოქარი არ ხარ? ახალი ჩამოსული ჩვენს ქალაქში - არ გამოჰპარვია ქალს.
- კი - უემოციოდ დაუქნია თავი და უფასო ღვინის სმა გააგრძელა.
- მიხარია რომ ჩვენი ჯადოქრების კლანში არ გაწევრიანდი. ამბობენ, ძალიან ძლიერიაო.
ძლიერი მტერი არ გვინდა - გაეცინა ქალს.
პარკერსაც გაეცინა.
არ უნდოდა, მაგრამ მაინც.
- ეს კომპლიმენტია ალბათ.
- ჰო. დროგოებმა ცოტა უცნაური კომპლიმენტები ვიცით. მე მარიანა მქვია - ხელი გაუწოდა
ჩამოსართმელად. პარკერმა ხელს მზერა აარიდა.
- ჰოლმსი.
- ეგ გვარია?
- არა, პარკერ ჰოლმსი,
- თუ მუდმივი სცხოვრებელი არ გაქვს, შეგიძლია აქ დარჩე. ძალიან ბევრი ოთახია -
შესთავაზა მარიანამ.
- მისმინე, ყოველთვის ასეთი მომაბეზრებელი ხარ თუ განსაკუთრებულად გიზიდავენ
უსახლკარო მკვლელები?
- უსახლკარო მკვლელი ხარ?
- ჰო.
- არც ჩვენ გამოვირჩევით კეთილი ბუნებით.
კაცმა თვალები გადაატრიალა.
მარიანას გულუბრყვილო საუბარი უკვე ტვინში არტყამდა.
„სულელი გოგო!“ ფიქრობდა მაშინ და ახლაც იგივეს ფიქრობდა.
ყველაფერი ახლიდან დაწყებულიყო. არც მაშინ ჰქონია გრძნობები.
საღამოობით, როცა პარკერი გარეთ დადიოდა (მაშინ მარტოს უყვარდა სეირნობა), მარინაც
გამოეცხადებოდა ხოლმე.
- ერთი გამაგებინე, სხვა გასართობი არ გაქვს? - ვეღარ მოითმინა და ერთხელ ჰკითხა.
ქალმა მხრები აიჩეჩა.
- შენთან ერთად კარგია.
- ვითომ რატომ?
- არ ცდილობ, რომ თავი მოიკატუნო, ვითომ კარგი ხარ. მომწონს რეალური ხალხი.
მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ცუდი თუ რელაურად კარგი. მთავარია, ყალბი არ იყო.
- ძლიერი არგუმენტია.
ერთ საღამოს, მარიანა აღარ გამოჩნდა.
არც მეორე საღამოს გამოჩენილა.
ასე გადიოდა დღეები და პარკერი გრძნობდა, რომ ახლა ყველაზე მარტო იყო. იმაზე მარტო,
ვიდრე ბავშვობაში, მშობლებისგან მიტოვებული.
საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, რომ იმ ჯადოქრის გარეშე, რომელსაც „აბეზარი“ შეარქვა,
ცხოვრება აღარ სურდა. სისხლის სავანეში მივიდა ერთ მშვენიერ დღეს და მზად იყო,
მარიანას მუხლებში ჩავარდნოდა, ოღონდაც, ქალი ისევ ისეთი აბეზარი და ღიმილიანი
გამხდარიყო პარკერისთვის.
დიდი ხნის შემდეგ, ჯოჯოხეთში ამოჰყო თავი და ახლა ზუსტად თავის მეგობარს
ადანაშაულებდა. მიანჩდა, რომ მეგობრის ყოლას აზრი არ აქვს თუ გაჭირვების ჟამს
ვერაფრით გიშველის.
მარიანამ ვერ უშველა.
პარკერი შეიშალა.
ახლა ყველაფერი გვიანი იყო. ან სულ ერთი იყო, თუმცა ზუსტად იცოდა, ზუსტად გრძნობდა
რომ რაც არ უნდა გულგრილი გამხდარიყო ყველაფრის მიმართ, როგორც არ უნდა გაეყინა
გრძნობები, მარიანა მაინც განსაკუთრებულად ეჯავრებოდა.
ეჯავრებოდა, რადგან მან ასწავლა სიყვარული და მანვე მიატოვა.
* * *
- დეიზი, შენი აზრით, გაბრიელს ცოლად გაჰყვები? - ჰკითხა პატარა ჯენიმ და ვლადის
შემდეგ, ახლა ამან შეუნთო ფიქრების ცეცხლი.
- არ ვიცი ჯენი.
- იქნებ მამას გაჰყვე ცოლად?
- რაა? - სასაცილოდ არ ეყო დეიზის.
- ჰო. მერე მართლა დედაჩემი იქნები. თან იმ ვიღაცა კიარას აღარ ექნება იმედი.
- აი თურმე რა გადარდებს - ცხვირზე აკოცა და მერე კალთაში ჩაისვა ბავშვი - კიარა
დედაშენი არ იქნება და საერთოდ არაა საჭირო ვლადის ცოლობა რომ შენს მშობლად
ვითვლებოდე. სელენას ბებიას ეძახი?
- არა. - კატეგორიულად გააქნია თავი.
- ხომ ხედავ? სისხლი მნიშვნელოვანი არაა. ოჯახი ისაა, ვინც გიცავს და ვისაც უყვარხარ.
- ანუ შენ და მამიკო.
- მე, მამიკო და კიდევ რამდენიმე. - დეიზი ბავშვიანად წამოდგა. კართან მივიდა და
გააღო. ზღურბლს მიღმა გაბრიელი იდგა - დაგპირდი, რომ შენს ძმას გაგაცნობდი.
ჯენი დეიზისკენ შეტრიალდა სასწრაფოდ, თავი ყელში ჩაურგო და მისი თმა თვალებზე აიფარა.
- რა ხდება? - ღიმილი შეაშრა სახეზე გაბრიელს.
- დაიმორცხვა - სიცილით აუხსნა დეიზიმ.
- ჩემი შერცხვა? მოიცა, არ იცი, მე ვინ ვარ?
- დეიზის შეყვარებული - წაიდუდღუნა ბავშვმა.
- ანუ მხოლოდ ამ წოდებით მიცნობს.
- ჩემი ძმაც ხარ, მაგრამ დეიზის შეყვარებული უფრო.
- ახლა დეიზის შეყვარებულის დას ხელში ავიყვან - სიცილით გამოსტაცა ბავშვი ჯადოქრის
მკლავებს. ჯერ ერთი მაგრად დაიკივლა ჯენიმ, მაგრამ რამდენიმე გაფართხალების მერე
სიცილი დაიწყო და გაბრიელთანაც კარგად მოკალათდა.
- ქალები უარს ვერ გეუბნებიან - თავი გააქნია ჯადოქარმა - ჯენიც დაიმორჩილე.
* * *
- სად ჯანდაბაში დაეთრევი ღამ-ღამობით? - დოინჯშემორტყმული აურორა გაბრიელის წინ იდგა
და თვალებს ალქაჯივით აბრიალებდა. კაცს უკვე ეზიზღებოდა. აღარც ახსოვდა, რატომ
შეიყვარა. ალბათ უწინ მასში საკუთარ თავს ხედავდა ან მოსწონდა რომ ვიღაც შეშლილს
ისეთი უყვარდა, როგორიც იყო.
ახლა კარგად იაზრებდა, არ იყო საჭირო შეშლილის პოვნა. ისედაც შეიყვარა საუცხოო ქალმა
ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
- წვეულებას ვაწყობთ. დროგოებს სხვა ზებუნებრივების კარგად გაცნობა გვინდა და
გადავწყვიტეთ, პატარა წვეულება მოვაწყოთ. ის მაინც ეცოდინებათ რომ არავის ვერჩით.
- კარგი იდეაა. ის კამილაც იქნება?
- არა. კამილა საერთოდ საიდან მოიტანეб ჩემამდე არ დადის.
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა.
- რა ვიცის მიზეზით კლავდი ქალს?
- შენ გამო ყველა იდიოტური მიზეზი მიღირს ვინმეს მოსაკლავად, მაგრამ ერთი რამე ძალიან
მაეჭვებს გაბრიელ - ქალი ვამპირს მიუახლოვდა. - საერთოდ არ მეკარები.
- ვიცი.
- მერე?
- ეტყობა არ ვარ სიახლოვისთვის მზად - ძალიან უბიწო სახე მიიღო გაბრიელმა. ახლა
აურორასთან კონტაქტიღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის.
ამასობაში, ტყუპები ერთდროულად მოვიდნენ სახლში და აურორას დანახვაზე, ისეთი
გამომეტყველება მიიღეს, როგორც სერიული მკვლელის დანახვისას.
- ვინმემ წვეულება ახსენა? - კატალინა ეგრევე დალევის პერსპექტივამ მონუსხა.
- ჰო. გავიცნოთ ხალხი. მხოლოდ ზებუნებრივები.
- ძალიან კარგი, მიუხედავად იმისა, რომ რაც ჩამოვედით, წვეულების გარდა, არაფერს
ვაკეთებთ, მნიშვნელოვანი სიახლე მაქვს და ბარემ, მანდ ვიტყვი ჩემს სათქმელს - ინტრიგა
ჩააგდო მარიანამ.
- მოიცა, რაღაც წვეულებაზე უნდა გავიგოთ შენი ამბავი?
- კი. სცენებს მაინც არ დადგამთ, თორე ისე ცოცხალი ვერ გადავრჩები.
- რა ჩაიდინე მარიანა, გულს ნუ გვიხეთქავ - დაფეთდა გაბრიელი.
- ჯადოქრები იქნებიან წვეულებაზე თავიანთი ლიდერიანად? - მაქსიამლურად
სასხვათაშორისოდ იკითხა მარიანამ, თან გაბრიელსაც დაუიგნორა თავისი კითხვა.
- მე მაგათ არ ვიცნობ, თქვენ დაპატიჟეთ. თან დიდად არავის ვეხატები გულზე მაგ
კვარტალში.
- ჰო, რა თქმა უნდა - თვალებდაწვრილებულმა კატალინამ რაღაცა ჩაისისინა და თავი
გააქნია. - მე ვეტყვი.
- ვინაა? - მაინც ვერ აარიდეს გვერდი აურორას.
- ერთი ტიპია, კაი გოგოა. ვმეგობრობთ და ძალიან გთხოვ, ჩვენს მეგობრებს ნურც თავს
წააცლი და ნურც სხეულის სხვა ნაწილებს - გააფრთხილა მარიანამ. - სირცხვილია. სისხლის
სავანეში ვლადის შიშით არავინ გვეკარებოდა, აქ კი შედარებით კარგი ურთიერთობა გვაქვს
ყველასთან. იმდენს ნუ იზავ რომ გაბრიელის შენ*რეულ შეყვარებულად აღგიქვან.
- ჯანდაბას. ვეცდები, ნორმალურად მოვიქცე. გაბრიელის გამო - ღიმილით შეხედა აურორამ
კაცს.
წვეულება საღამოსვე გამართეს. ტყუპებს გრძელი ამბების მოკლედ მოგვარების გასაოცარი
ნიჭი ჰქონდათ. ქალაქის ცენტრში, ყველაზე დიდი დარბაზი იქირავეს და მაგიური
შესაძლებლობების დახმარებით, მორთვა-მოკაზმაც არ გასჭირვებიათ. დეიზი გაცილებით ადრე
მივიდა, სანამ ცეკვა-სიმღერა და ჟრიამული დაიწყებოდა. მარიანა დაიმარტოხელა როგორღაც.
- მაინცდამაინც ახლა უნდა უთხრა შენებს? - ჰკითხა ჩურჩულით.
- კი. ფიქრობ, რომ სისულელეს ვაკეთებ?
- არ ვიცი. წინასწარ ძნელია ამის განსაზღვრა. ძალიან ერთდროულად ამოგიკაშკაშდათ ცის
კაბადონზე სიყვარულის ვარსკვლავი. კაენი ადრე ჩემან მოვიდა და მთხოვა, თუ კი რამე
მომწამვლელი იყო მის სისხლში, რაც კატალინას საფრთხეს შეუქმნიდა, როგორმე ერთდროულად
ამომეტუმბა.
- უშველე?
- კი. ადვილი შელოცვაა. მე ის მაინტერესებს, ამას გულით აკეთებ მარიანა თუ უბრალოდ
რთული პერიოდი გაქვს და ცხელ გულზე მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გშველის?
- ეს ისაა, რაც მჭირდება და რაც მართლა გულით მინდა. - გაეღიმა ქალს - სხვათაშორის,
შენთვისაც მაქვს ერთი კითხვა - სახე ყურთან მიუტანა მარიანამ ჯადოქარს და რაღაც
ჩასჩურჩულა.
დეიზი გაწითლდა, გამწვანდა.
- რა თქმა უნდა! - მარიანას ცრემლებით სავსე გადაეხვია.
- ღმერთმანი, ასეთ გულმხურლავე თანხმობას არ ველოდი - მერე მარიანასაც აუჩუყდა გული.
- არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეგება მეც ჩაგეხუტოთ? - კატალინამაც შეახსენა გოგოებს
თავისი არსებობა და მარიანას გამოშვერილ ხელს მთელი სხეულით ჩაეკრო.
ასე იდგნენ სამივენი და თითქმის სამივეს ეტირებოდა, თუმცა რა ატირებდათ, თავადაც არ
იცოდნენ.
დეიზი და გაბრიელი ისე შორი-შორს იდგნენ რომ მერე ცოტა საეჭვო გახდა და გადაწყვიტეს,
ერთმანეთს მისალმებოდნენ. გაბრიელის გვერდით აურორა იდგა. ჯადოქარს ერთი სული ჰქონდა,
ამ სამყაროდან აეორთქლებინა. ან სანამ ააორთქლებდა, თმის ყველა ღერი სათითაოდ დაეძრო
მისთვის და მერე ფრჩხილებიც.
ნელა მივიდა გაბრიელთან, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ აურორას უფრო მიესალმა, ვიდრე
კაცს.
- ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ - დაეჭვდა აურორა. დეიზის არ ესმოდა, როგორ შეიძლება
ქალი ყველაფერში ეძებდეს საეჭვიანო მიზეზსო.
- ჰო, ჯადოქარი ვარ, ჩემს უბანს არასოდეს ვტოვებ და იშვიათად გამოვდივარ გარეთ.
- სალამი დეიზი, ტყუპებს ძალიან უყვარხარ როგორც ჩანს. საუკუნეებია, ჩემი ატანა არ
აქვთ და ასე მალე როგორ შეგიყვარეს, ვერ გაიმიგია.
- დალაგებულად ვიქცევი და ალბათ მაგიტო. - სრულიად მოულოდნელად, ფიქრები გააჟღერა
ჯადოქარმა.
გაბრიელი მოემზადა, რომ დიდი ალბათობით, აურორას შეკავება მოუწევდა.
შეშლილმა მაგრად იცინა.
- აი თურმე რატო მოსწონთ, ძალიან საყვარელია - წარმოთქვა ხითხითით - და ლამაზიც.
ვინმე კარგი ბიჭიც უნდა ვუშივით და ეგაა,
- ჰყავს უკვე - გიჟივით წამოიძახა გაბრიელმა - ქმარი და შვილი.
- კი, დაოჯახებული ვარ. - თავი დააქნია დეიზიმ.
- შვილიც? როდის მოასწარი?
- სწრაფი ვარ.
- უნდა ნახო რა მაგარი ბავშვი ყავს, პირწავარდნილი დედამისი - დაამატა გაბრიელმა.
- მე მამამისს უფრო ვამსგავსებ.
- ჰო, აი თვალებით კიი.
- აქ არ არიან?
- არა. ასეთი წვეულებები ჩემი სტილია. ქმარი ბავშვს იტოვებს ხოლმე. ძალიან მეხმარება
ყველაფერში.
- მშვენიერია, წავალ მე შამპანურს დავლევ - თქვა აურორამ და ცეკვა-ცეკვით გაემართა
სასმელისკენ.
- წადი შეშლილო იდიოტო, წადი - მიაძახა დეიზიმ ჩუმად - ერთი სული მაქვს, როდის
მოვკლავ! უსამართლობაა, რომ მე ღამ-ღამობით პატარა ქოხში გნახულობ და ეს დაცენტრილი
სულ გიყურებს.
- მიყურებს არა ის. ძირითადად, ვიმალები.
- ნუ სულელობ რაღაცეებს - გაეცინა დეიზის - დამფრთხალი და დამალული არასოდეს
მინახიხარ.
- არა, მაგრამ ხომ გაგეცინა?
- კი.
- რა მაგრად გაკოცებდი რომ იცოდე - შეუმჩნევლად, ცალი ხელი საჯდომზე გააპარა და
უჩმიტა.
- ღმერთო - წამოიკივლა ქალმა - ბარემ პირდაპირ ენა შემიყავი პირში და უფრო ვერ
იეჭვებს ვერაფერს.
- ერთი ორი ჭიქაც და ისე დავიკიდებ, რომელიმე სადარბაზოსთან მოგვიწევს ზასაობა.
- სადარბაზო რატომ?
- სულ მაინტერესებდა ახალგაზრები რომ მანდ კოცნაობენ, რა ხიბლი აქვს.
- წასასვლელი არ აქვთ სულელო.
- მაშინ ამ ღამითაც ქოხში ძილი მოგვიწევს.
- ვლადი ჩვეულებრივ ძიძად ვაქციე. დისტანცია დაიცავი, აურორამ გამოიხედა - ორივეს
ძალიან დაუსერიოზულდა სახე და შორიდან გააგრძელეს ლაპარაკი.
- ძიძად შენ გაქცია.
- მე ძიძა არ ვარ, ჩემი ბავშვია!
- აბა ეგ მამაჩემს უთხარი. რა ირონიულია ცხოვრება, ჩემი შეყვარებული ჩემი დის დედაა.
აქ რამე მექსიკური სერიალის საუნდრეკი უნდა გაგვყვეს ფონად. პარკერი ერთ-ერთ
გადაცემაში ნამდვილად მაგას გაგვიკეთებს და ვერც გავამტყუნებთ.
- უცნაურად არ გეჩვენება, რომ ყველაფერი იცის, თუმცა ბავშვზე კრინტი არ დაუძრავს? -
ჰკითხა დეიზიმ.
- მემგონი საკონტროლო დარტყმისთვის ემზადება.
- მე კი ეჭვი მაქვს, რომ მარიანას გამო არ ამბობს.
- გრძნობაგაყინული ხალხი არავის გამო არ აკეთებს სიკეთებს.
- ოდესმე გაგყინვია გრძნობები გაბრიელ?
- არა. გრძნობებიანიც კაი სადისტი ვიყავი.
- ჰო, მსმენია იმ საწყალ ბავშვებზე - ვეღარ მოითმინა დეიზიმ რომ არ ეთქვა, ვიციო.
- ბავშვთა სახლის ამბავს გულისხმობ?
- ჰო.
- სერიოზულად? ეგ აურორამ მიხოცა ყველა - იუარა გაბრიელმა - მოიცა, შენ გეგონა რომ
ბავშვები დავხოცე და მაინც გიყვარდი?
- დიახ.
- რა საყვარელი ხარ.
- საყვარელი კი არა, სულელი ვარ. ჯადოქრებს ჰგონიათ რომ შენ მოკალი.
- აურორა მიყვარდა მაშინ ან მეგონა რომ მიყვარდა და მე დავიბრალე. მაშინ ვფიქრობდი,
მხოლოდ იმასთან ყოფნა მეკუთვნოდა, ვისაც ჩემნაირად დაწყევლილი სული ჰქონდა.
- შენ არ გაქვს დაწყევლილი სული გაბრიელ!
- კაი რა, მე პარკერივით ჯოჯოხეთში ყოფნა მიწერია საბოლოოდ.
- მეც გამოგყვები.
- ჯოჯოხეთში გამომყვები?
- რა თქმა უნდა. აბა შენ სიყვარული რა გგონია? მხოლოდ ხის ქოხში შეკრება და ყველა
მაგიდაზე, სკამზე ან საწოლზე სექსი?
- არა, უბრალოდ არაა საჭირო შენც ჩემნაირი წყეული გახდე. ისედაც კარგი წყვილი ვართ
შენი მხრიდან თავგანწირვების გარეშე.
- ანუ რას მეუბნები? თუ საჭიროა, შენ არ გასწირავ ჩემთვის თავს?
- დეიზი, შენთვის მოვკვდები. თუმცა ეს ასეც უნდა იყოს.
- ახლა რაღაც სექსისტურ პოლემიკაში გადავდივართ და არ მომწონს - გულხელი დაიკრიფა
ქალმა.
- სექსიზმი რა შუაშია? შენ წმინდა ხარ. ცხოვრებაში, ისეთი არაფერი მიგიქარავს და
სჯობს, წმინდათვე დარჩე. აი, ამას ვგულისხმობ.
- წყეულიმც იყოს ყველა სიწმინდე. საერთოდ, წყეულიმც იყოს ყველაფერი, რაც შენ არ
გეხება! და ჩემს გარდა ვინც შეგეხება, ისიც წყეული იქნება, ამის გარანტიას ნამდვილად
გაძლევ.
აურორა ცეკვა-ცეკვით მოვიდა და გაბრიელის ხელს ჩაებღაუჭა.
„აი ერთი უკონკურენტო წყეული“ - გაიფიქრა დეიზიმ. იქაურობას ჩამოშორდა. გული ერეოდა
იმისი ყურებით, რომ ვიღაც შეშლილს გაბრიელის ხელზე შეხება შეეძლო და ვერც თავად
ახერხებდა ამის საწინააღმდეგოდ რამეს, ვერც გაბრიელი.
მარიანა სცენაზე ავიდა. დეიზიმ იფიქრა, ახლა სიმღერას ხომ არ აპირებსო და მერე
გაახსენდა, ქალის ჩანაფიქრი.
- ერთი, ერთი - მიუკაკუნა მიკროფონს ხელი. მერე პარკერი გაახსენდა. იმასაც იგივენაირი
მაიმუნობები სჭირდა ხოლმე სახალხო გამოსვლებისას. - გამარჯობა, მნიშვნელოვანი სიახლე
მაქვს ჩემი ოჯახის წევრებისთვის - საუბრისას, ერთი იმხელა ჭიქა გადაჰკრა, მაგის
აკანკალებული ხელითაც მიხვდებოდა კაცი რომ მაგრად ნერვიულობდა. - მე და ქრისტიანო
დავინიშნეთ.
- რაა? - იყვირა გაბრიელმა.
კატალინას არაფერი უთქვამს. ეგრევე სკამზე ჩამოესვენა ძალაგამოცლილი.
- ვიცოდი, რომ ეს რეაქცია მოჰყვებოდა - თვალები გადაატრიალა მარიანამ - ქორწინებას
ერთ თვეში ვგეგმავთ და ყველანი დაპატიჟებულები ხართ - ახარა ბედნიერად. მერე გვერდზე
მდგომ ქრისტიანოს ტუჩებში აკოცა.
- კაი, დაწყნარდი, პულსი სად გაგექცა? - ხელი სახეზე მოუთათუნა კაენმა კატალინას.
- როგორ გაბედა? როგორ გაბედა ჩემ გარეშე დანიშნულიყო?|
მოულოდნელად, მთელი შენობა შეზანზარდა.
თან ისე შეზანზარდა, ხალხი პანიკამ მოიცვა.
- ვლადმა შეიტყო - წარმოთქვა გაბრიელმა - ვლადმა შეიტყო და ყველას გაგვედება!
- ვლადმა კი არა, პარკერმა შეიტყო - გაეცინა დეიზის - სხვათაშორის, მე მეჯვარე ვარ.
- ანუ მე არ ვარ მეჯვარე? - შეიცხადა აურორამ.
- არა, შენ არ ხარ - ამათ მაგივრად უპასუხა მარიანამ და დეიზის ამოუდგა გვერდში.
- კატალინა გყავს მოსასულიერებელი და თან მიწა ჯერ კიდევ იძვრის.
- კატალინა როგორმე გადახარშავს. ვლადია აგონიაში. სისხლის სავანიდან აღწევს მაგისი
ღრიალი და აქაც აგვაჭრაჭუნა.
- ჰო, მიწაზე ვლადია აგონიაში, მიწისქვეშიდან პარკერი გვიტევს - ეშმაკური ღიმილით
შეხედა დეიზიმ მეგობარს და მერე შეუმჩნევლად, ერთმანეთს ხელი ხელზე მიურახუნეს
გამარჯვების აღსანიშნავად.
- ეს რა ჯდანაბა იყო? - სკამიდან წამოხტა კატალინა და მარიანასთან მიიჭრა - რა
გათხოვება აგიტყდა, ნორმალური ხარ?
- რატომაც არა? რა პრობლემაა, ვერ ვხვდები.
- შენ თვითონ ვერ ხედავ პრობლემის არსს? ძალიან კარგი. მაშინ მე და კაენიც
ვქორწინდებით.
- კაენს ისეთი სახე აქვს, აშკარად თვითონაც ახლა გაიგო - გაეცინა გაბრიელს.
- არა, პრობლემა არ მაქვს, ჩემზე არ იდარდოთ - მხარი აუბა კატალინას და მერე ღიმილით
გადახვია ხელი.
- ძალიან კარგი. შეგვიძლია, ორმაგი ქორწინება მოვაწყოთ. რას იტყვი? - მარიანას
კატალინა ყველაფერზე მეტად უყვარდა, თუმცა როცა ასე დამპლურად და ჯინაზე იქცეოდა,
რაღაცნაირად, ცემა უნდებოდა მისი. - დეიზი მეჯვარეობას გამიწევდა და ვიცხოვრებდით
ბედნიერად.
- უკვე ჩემი მეჯვარეა!
- კაი, არაუშავს, აურორას წავიყვან მეჯვარედ - თვალი ჩაუკრა კატამ გახარებულ აურორას,
იმას ვერ ხვდებოდა რომ უბრალოდ სხვას ვერავის მოჰკრა ახლო-მახლო თვალი და იმიტომ . აქ
უკვე მიხვდა კაენი, რომ არანაირი ქორწინება არ შედგებოდა.
რაღაც მომენტში, შვებითაც ამოისუნთქა, მაგრამ მერე დაფიქრდა, შვებით ამონასუნთქი იყო
თუ იმედგაცრუების ოხვრა?
- ორივეს მეჯვარე ვიქნები, რა პრობლემაა? - აურორა გაბრიელს ართმევდა, თუმცა ტყუპების
მეჯვარეობას ნამდვილად ვერ დათმობდა ასე მარტივად.
* * *
ღამით, სისხლის სავანის საზღვარი ჯადოქარმა გადაკვეთა. ნაცნობი სურნელით გაეჟღინთა
ფილტვები, მშობლიურმა ნიავმა თმაზე მოურიდებლად დაუბერა და სახეზე მოეფერა. მარიანა
იღიმოდა. იღიმოდა და მზად იყო, თითოეულ ხეს სრული სერიოზულობით მისალმებოდა.
- სად იყავი ამდენ ხანს? - ეკითხებოდა თავისი ქალაქი, თავისი კოშკი.
- მაპატიე. სუსტი ვიყავი და გავიქეცი.
- ისევ წახვალ?
- ისევ წავალ.
ქალაქი ოხრავდა.
ქალაქი შფოთავდა.
წუხდა თავისი ბავშვების გამო, ენატრებოდა ისინი. ასე იცოდა ყველამ. ჯერ სამუდამო
სიყვარულს შეჰფიცავდნენ და მერე ისე აქცევდნენ ზურგს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყო.
სისხლის სავანე იმ დღეს წყევლიდა, როცა თავისი სახელი დაერქვა. მერე გეგონება, ხალხი
დაფრთხა, აქაო და არ გაამართლოს, მართლა სისხლის სავანე არ იყოს აქაურობაო.
შემდეგ კი შეძახილმა ხე გაახმო.
სისხლის სავანე ვლადს შეერწყა და მისი ერთგული გუშაგი გახდა. მაინც არავის უყვარდა
ქალაქი. ჰოდა იფიქრა, ვისაც ვძულვარ, დაე მიზეზიანად შემიძლულოსო. მერე მხოლოდ
ვლადისა დ მისი ოჯახის მოსიყვარულედ იქცა მისი წყვდიადისფერი ქუჩები.
დაკარგა თავისი ბავშვები.
ჯერ სამი ბავშვი, მერე კარმილა, ბოლოს ჯენიც წავიდა,
უკუნით სიბნელეში, მარიანა მამამისს შეხვდა. მხარზე ყვავი ეჯდა და ფრინველიც კი
განრისხებული შესჰყურებდა აჯანყებულ შვილიშვილს.
- რა კონცერტი მოაწყვე მარიანა? - ჰკითხა ვლადმა. - ან რა გათხოვება აგიტყდა?
- შენ ვერ შეცვლი ამ გადაწყვეტილებას! - მკაცრი და შეუვალი იყო ქალის გამომეტყველება,
მისი ხმა.
მერე ვლადი მიუახლოვდა ქალიშვილს. მხრებზე ხელი დაადო.
- თვალებში ჩამხედე და მითხარი, რომ შენი ნებით მიჰყვები.
- ქრისტიანო მიყვარს!
- სიყვარულსა და ნებას შორის, დიდი განსხვავებაა.
- რას გულისხმობ? ვინმე ხომ არ დამაძალებდა - გაეცინა ქალს - რომ მოვინდომო, აქეთ
მოვაყვანინებ ცოლად თავს ნებისმიერს. რაებს, ლაპარაკობ.
- მე სულ სხვა რამეს ვგულიხმობ. შენ პარკერის გონზე მოყვანა გინდა. ასეა?
- სისულელეა! - წამოიყვირა ქალმა - ჩემი ქორწინება და პარკერი რა შუაშია ერთმანეთთან.
- მამაშენს ნუ ეტლიკინები პატარა ლაწირაკო! - ისე დაუღრიალა ვლადმა, თავი ათი წლის
ბავშვი ეგონა. - გინდა პარკერს გრძნობები დაუბრუნდეს და ჯოჯოხეთიდან, პირდაპირ შენთან
გამოიქცეს. რაღაცა თამაშს თამაშობს და ვერ ხვდები, რომ შენ სასიკეთოდ არ დამთავრდება.
მაქსიმუმ, პარკერმა თქვენი გამწარება მოინდომოს, პირდაპირ ქორწილში მოგადგეს და ყველა
ამოგხოცოთ! აი, რასაც მიაღწევ.
- შენ წარმოდგენა არ გაქვს. წარმოდგენა არ გაქვს არც მეგობრობაზე და არც სიყვარულზე.
- მაგას მე მეუბნები? სამი სულელი შვილი მამას გამოექეცით, დედა მიატოვეთ, სადღაც
ჯანდაბაში გადასახლდით და კიდევ მე არ შემძლებია არც ერთგულება, არც სიყვარული.
ამდენი ხანი, გულში რა წყენასაც ვინახავდი, ერთიანად ნუ ამომაფრქვევინებ, არ მინდა,
წინასაქორწინო განწყობა გაგიფუჭო.
- სერიოზულად? ჩვენ ვართ დამნაშავეები სისხლის მდინარედ რომ აქციე მთელი ქალაქი და
წასვლა გვაიძულე აქედან?
- დიახ. სისხლის ტბა თქვენი ძმის დაგუბებულიც ბევრი გქონდათ ნანახი, თუმცა
მაინცდამაინც მამიკოა მონსტრი. თქვენ რომ ჩემთან ყოფილიყავით, ერთი მაინც რომ
დარჩენილიყავით, თავდასხმისას, კარმილას დაცვასაც შევძლებდი და პატარა ჯენისაც.
- აი თურმე რაშია საქმე, ჩვენ გვადანაშაულებ დედის სიკვდილში. იმიტო დაგვიკიდე
ფეხებზე ბოლო 5 წელი.
- ეს არ მიგულისხმია, თუმცა რა დაგიმალო და, სანახევროდ, ეგეც ვიგულისხმე.
- გასაგებია - მარიანა შეტრიალდა და წავიდა.
ვლადი ცოტახანს თავის გოგონას შეჰყურებდა. ნანობდა რომ აწყენინა. თან უბრალოდ კი არ
აწყენინა, პირდაპირ გულში დაჭრა.
ზოგჯერ იმას არ გულისხმობდა, რასაც ამბობდა, თუმცა ახლა ნაწილობრივ, მაინც გულის
ნადებმა ამოხეთქა. ვლადს უხაროდა, რადგან გოგონები არ შეესწრნენ დედის სიკვდილს,
რადგან თავიდან აირიდეს საფრთხე, მაგრამ მეორე მხრივ, კარმილას გადარჩენის შანსი
ნამდვილად იქნებოდა მათთან ერთად.
სახლში მივიდა.
ვაის გაეყარა და ვუის შეეყარა.
დაცენტრილი კიარა ელოდებოდა სასახლეში. ვლადს ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
დარბაზის შუაგულში მდგარ მამაკაცის ბიუსტს შეხედა.
- ლამაზია - უთხა კიარამ. საერთოდ არ ადარდებდა მაგისი მშვენიერება, მაგრამ ზოგჯერ
ჰორმონალურ დონეზე სჭირდებოდა ვლადთან ლაპარაკი. სხვას ვერაფერს იღებდა და ხმა მაინც
გაეგონა მისი.
- ოდესმე მეგობარი გყოლია კიარა? - ჰკითხა ვლადმა.
- არა.
- არც მიკვირს. ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ, ყველას განიზიდავენ. ეს კაცი მხოლოდ
ქანდაკება არაა. მას დორიანი ერქვა და ერთადერთი მეგობარი იყო, ვინც კი ოდესმე
მყოლია.
- ვინ გააქვავა? - გაუკვირდა კიარას.
- მე.
- რატომ?
- მხოლოდ საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს შენი დაუძინებელი მტერი. ჩვეულებრივ
ნაცნობებთან მტრობა არავის უღირს.
- მთლიანი ისტორიის მოსმენა მინდა ვლად!
- ხასიათზე თუ ვიქნები ოდესმე, მოგიყვები. ისე, სხვათაშორის, მალე მარიანა თხოვდება.
ორივენი დაპატიჟებულები ვართ - ეშმაკურად წარმოთქვა ვლადმა - შეგვიძლია, წყვილად
მივიდეთ.
- რას ამბობ?
- არა, კისერზე ნუ ჩამომეკონწიალები, მხოლოდ თავს მოვაჩვენებთ. ჩემმა შვილებმა ვერ
ისწავლეს რომ მამამისის გამწარებით, ისევ თვითონ დამწარდებიან!
16
- შენ ფიქრობ, რომ მარიანა არ უნდა გათხოვდეს? - ჰკითხა კიარამ ვლადს და თან
ხელებშორის მოქცეული ჭიქა ნელა მიიტანა პირთან. ამ ბოლო დროს, ყავის არომატი ძალიან
მოსწონდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ არ ეკარებოდა აქამდე.
- სისულელეა გათხოვება და ცოლის მოყვანა! ვერ ხედავ, როგორ მთავრდება ეს ყველაფერი?
- მხოლოდ შენი გამოცდილება ხომ არაა ცხოვრება?
- ცხოვრებაზე შენ ნუ მელაპარაკები. ნახევარი სიცოცხლე კუბოში გაქვს გატარებული და
ნახევარ დროს, უგრძნობი კაცის ვითომ სიყვარულს ახმარ. დროა, საკუთარ თავს მიხედო, ამ
სიტყვების ყველა მნიშვნელობით. არც საყვარელი ვარ, არც საოცნებო და არც ისეთი, ვისი
იმედიც უნდა გქონდეს.
- ნესბისმიერი საუბრიდან თემა ჩვენზე რატომ გადმოგაქვს? - შეიცხადა ქალმა. რაღაც,
ბოლო დროს, ვლადი კიარას დამსგავსებოდა და შეშლილი ქალი შედარებით გაწონასწორებული
გამხდარიყო.
- ჩვეულებრივ პიროვნებას დაემსგავსე. ფსიქოლოგთან დადიხარ თუ რა ხდება?
- შენთან ყოფნამ დამასტაბილურა. თან კუბოდან წამომდგარ ქალს ნორმალურად მოქცევას ვერ
მოსთხოვ.
- ეგეც მართალია.
კიარას ისეთი სიარულის მანერა ჰქონდა, სხვა რომ ყველაფერი შეეძულებინა, მაგას მაინც
ღიმილით შეჰხედავდა ვლადი. კაცი იმასაც ვერ ხვდებოდა, რატომ უყვარდა კიარას. მას
შეეძლო, ნებისმიერის გული მოეგო. ცოტას კი აფრენდა, მაგრამ ისეთი გარეგნობა ჰქონდა,
როგორმე დახუჭავდნენ მის ხასიათზე თვალს. არა! მაინცდამაინც, ის ამოეჩემებინა, ვინც
არასოდეს აპირებდა მეორედ ქალის შერთვას.
- ვიცი, რომ შვილი გყავს - წარმოთქვა კიარამ მოულოდნელად, თან დორიანის ქანდაკებას
მიაჩერდა.
- კაი, რას მელაპარაკები? - გაეცინა ვლადს. - ნეტავ საიდან მიხვდი?
- მე პატარა გოგონას ვგულისხმობ, პატარა ჯენის. რატომ მალავ? რომელი ბავშვთმოძულე მე
მნახე?
- შენ ზოგადად, ყველაფერმოძულე ხარ, თუმცა ჯენიზე როგორ გაიგე?
- დორიანის ქანდაკებას წითელი ფლომასტრით აწერია, ჯენის პლიუს ვლადიო. შენ რომ შენი
საყვარლის სახელს ეგრე ბატისფეხურად არ დაწერდი, მაგდენს ვხვდები. სამზარეულოშიც
მთელი ინვენტარი გაქვს ფერადი ჭურჭლის. საძინებელში, პატარა საწოლი გიდგას. ეგეთი
სულელი გგონივარ?
- არა. მე აღარ მახსოვდა ეგ ყველაფერი.
- შენთან რატომ არ ცხოვრობს?
- აქამდე, სელენას გამო. შემდეგ შენ გამო. რაც არ უნდა ადეკვატურად მომაჩვენო თავი,
მაინც დარხეული აქვთ შენი ტვინის ჭანჭიკებს.
- მშვენიერია, ანუ ისევ ჩვენ ორნი ვრჩებით - კმაყოფილი ქალი ბედნიერად დატრიალდა და
ვლადის ცხვირწინ გაჩნდა ასე ტრიალ-ტრიალით. - და მაინც, ვლად - ხელის ნელი მოძრაობით
მოეფერა საყელოზე.
- რას აკეთებ?
- ვცდილობ, ისე შეგეხო, რომ შეხებაში არ ჩამეთვალოს. - საცოდავად შეიკავა სუნთქვა.
ეგება, თუ ძალიან მოინდომებდა, ვლადის ჰაერი მოხვედროდა ტუჩებზე.
- თავს ნუ იტანჯავ! სხვაგან წადი და დამივიწყე.
- გგონია, შენ დასავიწყებლად რამე ხერხი არსებობს? საერთოდ, რატომ ფიქრობ, რომ იმის
დავიწყება შეიძლება, ვინც ოდესმე შეიყვარე?
- აბა მაშინ დარჩი და იტანჯე თავი. მე კარმილას დავიწყებას არ ვაპირებ. ასეც კარგად
ვარ.
- ზუსტად! მეც კარგად ვარ. ნუ გგონია, რომ ვიტანჯები. შესაძლოა, ვიტანჯები კიდეც,
თუმცა თვითგვემა თვითრეალიზაციის მშვენიერი ხერხი ყოფილა. მომწონს ეს ტანჯვა.
მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მაიძულებს, რომ ყოველ გათენებას რაღაცა სიხარულით
და მუცელში პეპლებით შევხვდე. მომწონს შენი სიყვარული ვლად!
- ნამეტანი სპეციფიკური გემოვნება გაქვს, თუმცა რა გაეწყობა - ამოიოხრა კაცმა.
- ქორწილში რას ვიცმევთ?
- რაიმე კლასიკურს. მაგალითად, რაც ყოველ დღე მაცვია, იმას.
- შენ ადგილას, გამოვიცვლიდი.
- რა არ მოგწონს?
- მოსასხამი გაგიხუნდა.
- არა, საყიდლებზე ვერ გამიტყუებ! - გაეცინა ვლადს.
- მაშინ მარტო მომიწევს შოპინგი და რომ შეგვხედავენ, ყველას გაუკვირდება, ეს
მშვენიერი ქალი და ძველმოდური კაცი ვინ არიანო.
- მოსასხამი სადმე იყიდება?
- შევაკერინებთ!
- შავი უნდა იყოს. ზუსტად ისეთი, როგორიც მაცვია.
- ქორწილისთვის თეთრის ყიდვაც შეგვიძლია. დროებით, თეთრი რაინდი იქნები.
- არ მინდა!
- ჯიუტი კაცი ხარ - გაეცინა კიარას - ეტყობა, შენს პატარა გოგონას ეს ძეგლი ძალიან
მოსწონდა. სულ აუჭრელებია მარკერებით.
- გაბრაზდებოდა დორიანი. არ მოსწონს, როცა ტანს უჯღაპნიან.
- საიდან იცი, მოსწონს თუ არა?
- შეუძლია, სიზმრებში შეაღწიოს და გელაპარაკოს. ზოგჯერ, ვსაუბრობთ. არ ჩანს კმაყოფილი
თავისი ცხოვრებით, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ ჩემი განრისხება ცუდი გადაწყვეტილება
იყო.
* * *
აურორა ქალაქს ათვალიერებდა. სძულდა უკვე აქაურობა, რადგან კარგად ხვდებოდა, გაბრიელი
როგორ უსხლტებოდა ხელიდან. ხან რას იმიზეზებდა, ხან რას, ოღონდაც სახლში არ ყოფილიყო.
ერთ ძველისძველ ადგილს მიაკვლია. სიმართლე ითქვას და, გაბრიელის სურნელმა მიიყვანა
იქ. შენობას ლომის ქანდაკება ამშვენებდა, გოთიკური ორნამენტებით გაწყობილი
უმშვენიერესი ადგილი იყო. აურორამ ნელა შეაბიჯა შიგნით. როგორც ჩანს, მიტოვებულ
გალერეასთან ჰქონდა საქმე ან ისე მოეწყო ეს ადგილი ვიღაცას, რომ მიტოვებულის იერსახე
ჰქონოდა.
გაბრიელის ნახატების სურნელი სცემდა.
მეორე სართულის კიბეებს აუყვა.
მერე მესამე სართულის სხვენს და პატარა საკუჭნაოს კარიდან იმხელა სახელოსნოში
აღმოჩნდა, თავადაც გაუკვირდა. ნარნიასკენ გამავალ გზას ჰგავდა. ნახატებზე თეთრი
ნაჭერი გადაეფარა გაბრიელს. ჯერ ერთი ნაჭერი ჩამოხსნა, მეორე მეორე, მესამე და ასე
გულისფანცქალით, ყველა მათგანი გამოიჭიმა ქალის წინ.
ელდა ეცა.
ეს ელდა მომაკვდინებლად კაწრავდა მის გულს და სიმწრისგან, სურდა ყველაფერი ნაცარტუტად
ექცია., რადგან ყველა ნახატზე დეიზის სახე იყო გამოსახული. ზოგან მხოლოდ თვალები
ეხატა, ზოგან ღიმილს ეთმობოდა მთელი ყურადღება.
აურორამ ნახატებზე მხოლოდ დეიზი კი არ იხილა, შეიცნო ის გრძნობაც, რომელიც გაბრიელს
ახატინებდა - სიყვარული. ყველაზე მშვენიერი სიყვარული.
ეგ აურორას არასოდეს გამოეცადა.
მისი გრძნობები ყოველთვის უხეში იყო.
მუშტები მაგრად შეკრა. იმდენად მაგრად, რომ ფრჩხილები კანში შეერჭო და სისხლი
წამოუვიდა.
- მოვკლავ! - წარმოთქვა განრისხებულმა.
ტვინში მაშინვე დაალაგა გეგმა. ეს მკვლელობა უეცარი უნდა ყოფილიყო, იმდენად უეცარი,
რომ ვერც კი გაეაზრებინათ, მაგრამ მეორე მხრივ, დეიზის წამების სურვილი იმდენად დიდი
ჰქონდა, ყველაფერს დათმობდა ჯადოქრის განწირული კივილის მოსასმენად.
* * *
დები სავაჭრო ცენტრში სეირნობდნენ. ჯერ პატარა ჯენის შეურჩიეს ყველანაირი სამოსი,
მერე უღრან ტყეში, ქრისტიანო და კაენიც გააცნეს. უცნაურია, რომ ვლადისგან
განსხვავებით, ბავშვთან ერთად გამოჩენის საერთოდაც არ ეშინოდათ. კატალინა თვლიდა, რომ
შიშს აზრი არ ჰქონდა. თუ მთელი ცხოვრება დამფრთხალმა გალიე და ყველაფერს მოსწყდი,
მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ჯენის გარშემო ბევრი ისეთი ვინმე იყო, ვინც
თავისუფლად დაიცავდა ნებისმიერი საფრთხისგან.
ბოლოს დროგოების სახლით დაგვირგვინდა მოგზაურობა, სადაც მალევე გაგიჟებული გაბრიელი
შემოვარდა და ოთახში მყოფი ყველა ქალი შეათვალიერა.
- დეიზი სადაა? - იკითხა კაცმა.
- შენთან არ იყო?
- არა, ჩემთან არ არის, ტელეფონსაც არ იღებს, მანქანა ფარეხში უყენია.
- დეიზის მანქანა ჰყავს? - გაუკვირდა კატალინას.
- გაბრიელმა უყიდა - ეგრევე ჩაუშვა ჯენიმ.
- მთავარი პრობლემა ისაა, რომ აურორაც გაქრა.
- ამის დედაც! - ფეხზე წამოხტა მარიანა და მერე ჯენის შეხედა - ეს სიტყვები არასოდეს
თქვა, კარგი?
- ამის დედაც?
- ჰო.
- კაი, არ ვიტყვი, მაგრამ დეიზი სად არის?
- არ ვიცი, მივაგნებთ. უბრალოდ, მისი სისხლი გვჭირდება.
- დეიზის სისხლი საიდან უნდა მქონდეს?
- მე რა ვიცი, ეგება ველური კავშირი გაქვთ და... ნუ როგორც ხდება - აუხსნა კატალინამ.
- რა როგორც ხდება, ნუ გამაგიჟე. - გაოგნდა მარიანაც - ჩვენს პარტნიორებს არ
ვასისხლიანებთ.
- ჰო, კაი - მხრები აიჩეჩა კატამ - გოიმებო...
- ჯანდაბა, სისხლის გარეშე როგორ ვიპოვნოთ?
- არც აურორას სისხლი გვაქვს?
- რატომ უნდა მქონდეს ვინმეს სისხლი, გიჟი კი არ ვარ! - იუარა გაბრიელმა.
- მაშინ იდექი და მიყურე ბუსავით - შეუბღვირა კატალინამ.
- კატალინა, ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. ხუთ წუთში თუ არ მივაგენით, კატასტროფულ
გეგმაზე გადავალ. მთელ ქალაქს ცეცხლს წავუკიდებ და მერე მხოლოდ ცეცხლგაუმტარი დეიზი
გადარჩება.
- ამას სერიოზულად ამბობ?
- კი. - ამაზე დარწმუნებული გაბრიელი არასოდეს ყოფილა. - ჯენი ქალაქიდან გაიყვანეთ და
თქვენც მოუსვით აქედან.
- არსად წასვლას არ ვაპირებთ. ერთად ვიპოვნით დეიზის. გასაგებია? ნახევარი საათი
მომეცი. გთხოვ - შეევედრა მარიანა.
- მამამ მოგვწერა, ლავანდის ქვა გვაქვს გაბრიელ! შეგვიძლია აურორა და კიარა მოვკლათ.
უბრალოდ, დრო მოგვეცი.
- ნახევარი საათი - თავი დაუქნია კაცმა.
* * *
მარიანა იატაკზე იჯდა. ცალ ხელში შავი ალდერი ეჭირა, მეორეთი კი სანთებელას
ათამაშებდა. თითები უკანკალებდა. არარც ახსოვდა, ბოლოს როდის ჩაიგდო თავი საფრთხეში
საყვარელი ადამიანის გამო.
- პარკერ, შე ნაბი**არო, ვიცი, რომ ძირითადად, მითვალთვალებ მაგ შენი ზებუნებრივი
ვიდეოთვალით. დეიზის ადგილსამყოფელის გაგებაც შეგიძლია. თუ მის გადარჩენაში არ
დამეხმარები, მომიწევს...
მერე ღრმად ჩაისუნთქა.
შველა არსად ჩანდა.
მარიანა იმდენად ამაყი და თავმოყვარე იყო, საკუთარ სიტყვას არასოდეს გადავიდოდა.
სიცოცხლის ფასადაც კი.
- ხომ იცი, მეგობრის გამო ყველაფერს გავაკეთებ. შენ გამოც ყველაფერს გავაკეთებდი. თუ
ოდესმე დაბრუნებას გადაწყვეტ, მე აღარ დაგხვდები. თუ დაბრუნდები და გრძნობები
გაყინული აღარ გექნება, მიხვდები, რომ ჩემი გადარჩენა შეგეძლო, თუმცა არ გადამარჩინე.
სანთებელა აანთო და ნელა მიიტანა მისი მხურვალე ცეცხლი მცენარესთან.
კედელზე შავი ასოებით გამოისახა: „მიტოვებული თეატრი“.
ქალს გაეღიმა.
ცეცხლს სული შეუბერა და გაბრიელს დაურეკა.
19
- მიტოვებული თეატრი და შენი სასახლე რიტუალის ეპიცენტრია, რომელშიც ეს დარტყმული
დები არიან მოქცეული. მომავალი ერთი საათი ისე ქენი, რომ ადგილმდებარეობა არ
შეიცვალოს კიარამ, კარგი? - ტელეფონში ეჩურჩულებოდა კატალინა მამამისს.
- ჩემზე რაცაა დამოკიდებული, ეგ უპრობლემოდ ჩაივლის, დაწყნარდი. თქვენ არ ჩააფლავოთ
ყველაფერი.
- არა მამა, გაბრიელი აურორასთან მიდის, გზაშია, მე და მარიანა რიტუალის ჩასატარებლად
ვემზადებით. ჯენი ქრისტიანოს ჰყავს დატოვებული.
- რაებს ლაპაკრაკობ? - წამოენთო ვლადი - ბავშვს ვიღაცა მაქციას უტოვებთ?
- არა, მისი დის საქმროს.
- საქმრო და ეგეთები სულ ფეხებზე . ვისაც ჩვენი სისხლი აქვს, აქვს. ვისაც არა, მაგათ
ოჯახის წევრად არ მივიჩნევ. მოაშორეთ ბავშვი გადამთიელებს, თორემ მერე შეეჩვევა და
შეუყვარდება დამპალი მქციები.
- ღმერთო, რა აუტანელი ხარ! - კატალინამ ყურმილი დაუკიდა და მარიანას შეხედა - ცეცხლი
ააგიზგიზე!
- აგიზგიზებული მაქვს.
- როგორ ფიქრობ, მის გადარჩენას შევძლებთ?
- რას ამბობ კატა - ღრმად ჩაისუნთქა მარიანა - მის გამო ლამის თავი მოვიკალი და უკვე
მკდვარი რომ იყოს, არ ვაპატიებ!
- ჰო, ზოგჯერ წარმოუდგენლად თავდადებული ხარ. ალბათ ზოგი რამე დედასგანაც გაქვს.
- ეტყობა.
* * *
გაბრიელი მიტოვებულ თეატრში შევარდა, თუმცა აღელვება აურორას უფრო ეტყობოდა, ვიდრე
ფსიქოპათის ხელში ჩავარდნილ შეყვარებულ ვამპირსა და ჯადოქარს.
- ვერ ვიფიქრებდი - აქეთ-იქით მოუსვენრად დადიოდა ქალი და ხელ-ფეხ-პირშეკრულ დეიზის
ისე ექაქანებოდა, გეგონება დაქალები ყოფილიყვნენ - შენ ხომ ქმარ-შვილი გყავს?
- არ ჰყავს - მიეჭრა გაბრიელი და შუაგზაშივე შეჩერდა, როცა უმწეო, გადაღლილი დეიზის
სახე დაინახა.
- ჩვენს სიყვარულს უღალატე გაბრიელ - აცრემლდა აურორა. გაბრიელს სურდა რამე ისეთი
ეთქვა, რაც ქალს გულს აუჩუყებდა, მაგრამ დეიზისთვის მზერის მოწყვეტა არ შეეძლო.
იფიქრა, ახლა გული გამისკდება და ისე გადავვარდები, აქეთ ვიქნები გადასარჩენიო.
- ეს შენ უღალატე ჩვენს სიყვარულს, როცა ეჭვის ქვეშ დააყენე ჩემი გრძნობები -
მაქსიმალურად შეეცადა კაცი რომ დამაჯერებელი ყოფილიყო.
- გალარეაში შენი ნახატები ვნახე. სულ მას ხატავ გაბრიელ.
- მერე რა? შეკვეთებსაც ვიღებ.
- გეყოფა ამდენი ტყუილი! - დაიღრიალა ქალმა - სულელი გგონივარ?
- არა. სულელი არ მგონიხარ და სწორედ ამის გამო გეუბნები. ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ
ერთი ქალი არსებობს. სხვა ყველა დანარჩენი, წარსულში დარჩა. გეგონება, არც ყოფილან.
გეგონება, ცხოვრებაში არც არასოდეს გამომეცადა სიყვარული. შეიძლება, მართლა არასოდეს
გამომეცადა აქამდე. ხომ ხვდები, ათასი წელი რომ ცხოვრობ, ძნელია გაიგო, როდის გაქვს
ჭეშმარიტი გრძნობები. ახლა კი თავიდან გავცოცხლდი აურორა. ყველაფერი ტყუილი იყო ჩემი
დაბადებიდან, აქამდე.
გაბრიელმა საათს დახედა.
წესით, უკვე დრო იყო.
დეიზიმ ზურგს უკან როგორღაც მაინც მოახერხა ხელების გახსნა და სანამ აღელვებული
აურორა გაბრიელის საუბარს მთელი გულისყურით უსმენდა, ჯადოქარმა თავის განთავისუფლება
შეძლო.
- მართლა ასე ძალიან გიყვარვარ? - ჰკითხა აურორამ კაცს.
- შენ არა, დეიზიზე ვსაუბრობდი - გაეცინა გაბრიელს. აურორამ განრისხებაც ვერ მოასწრო,
რომ ჯადოქარმა ხელის ერთი მოძრაობით, ფეხებზე ცეცხლი წაუკიდა და ტყუპების მეშვეობით,
უკვე დიდი ხნის დაწყებულმა შელოცვამ, შედეგი გამოიღო.
აურორა დაიფერფლა.
გაბრიელი მაშინვე დეიზისთან მიიჭრა.
- კარგად ვარ, კარგად - გაეღიმა შეშინებული გაბრიელის სახეზე ჯადოქარს. გაფაციცებით
შეათვალიერა ვამპირმა და როგორც კი დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მაშინვე
გულში ჩაიკრა
- ცხოვრებაში, პირველად შემეშინდა.
- მეც შემეშნდა, ოღონდ სიკვდილის არა - სახე კაცის ყელში შემალა და ხარბად ჩაისუნთქა
გაბრიელის კანის სურნელი - შემეშინდა, რომ ცალ-ცალკე ვიქნებოდით და თან ბავშვს დროთა
განმავლობაში, დავავიწყდებოდი. მერე შენც ვინმე ახალს იპოვნიდი, ის გაუწევდა ჯენის
დედობას...
- მაგდენ რამეზე ფიქრი როგორ მოასწარი? ერთადერთი, შენი გადარჩენა მინდოდა, თორემ
მომავალი ათი წლის გეგმა ნამდვილად არ გამიწერია გზაში.
- ათ წელიწადში? - გაბრაზებულმა ხელი მკერდზე მისცხო - ანუ ათ წელიწადში სხვას
შეიყვარებდი?
- ეგება უბრალოდ დავტკბეთ ამ წუთებით და ერთმანეთს იმ შინაარსის გამო ნუ
გამოვეკიდებით, რომელიც არ გვიგულისხმია?
- კარგი, მაპატიე.
30 წუთის წინ:
ვლადი კიარას უყურებდა. სასაცილო იყო, რადგან გამოსამშვიდობებლად, ერთი-ორი სიტყვის
თქმა ნამდვილად სურდე. ნახვამდის ან მშვიდობით კი არა, უბრალოდ რაღაცა ნორმალური.
რამე ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამს. აი მაგალითად, კომპლიმენტი თმაზე, ღიმილზე ან
სიცილზე.
მაგრამ ვლადი დუმდა.
უბრალოდ უყურებდა კიარას და ეღიმებოდა.
საათს მალე თორმეტისთვის უნდა ჩამოეკრა და ყველაფერი დამთავრდებოდა. ვლადი ვლადად
დარჩებოდა, ნანატრ მწუხრსა და სიმარტოვეს შეიგრძნობდა, თავის პატარა გოგონას
დაიბრუნებდა, ერთად იცხოვრებდნენ...
იმასაც ფიქრობდა, რომ ჯენისთვის არც ისე სახარბიელო იყო ვლადთან ერთად ცხოვრება. კი
უხაროდა, თუმცა ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან მათთვის რა არის უმჯობესი.მაგალითად,
ახლა სკოლაში დადიოდა, ძმასა და დებთან ჰქონდა კონტაქტი, ყველას უყვარდა.
სისხლის სავანეში კი ფეხსაც ვერ გაადგამდა გარეთ. ვლადის შვილები ყველას ეზიზღებოდა.
- ვლად, ახალი ფარდების ჩამოკიდვაზე არ გიფიქრია? - ჰკითხა მოულოდნელად ქალმა.
ფიქრებში ღრმად წასულმა, წარბები შეჭმუხნა, ვერ გაიგო, რა ჰკითხეს - ფარდები,
ფარდების შეცვლაზე არ გიფიქრია?
- რა ვიცი - მხრები აიჩეჩა - აქ ყველაფერი ანტიკვარია.
- მაშინ გავარეცხინოთ მაინც, თორე მაგ შენ ანტიკვარს მტვრის სუნი ასდის.
- ჰო. კარგი. გამოვცვალოთ საერთოდ.
- არ მეგონა თუ დამთანხმდებოდი - გაუკვირდა კიარას - და ბარემ ჩემი ოთახიც რომ
მოგვეწყო? - ცოტა გათამამდა.
- ჩემს ბარათს მოგცემ და რაც გინდა, ის ქენი.
- შენ რა, ფული ბანკში გაქვს?
- ჰო, აბა ლეიბის ქვეშ ხომ არ დავმალავ, რაც ამდენი წელი მიგროვებია.
- სიურპრიზებით ხარ აღსავსე - გაეცინა ქალს.
- არ მჯერა, მაგრამ უნდა დაგეთანხმო - ვლადმა ისევ საათს შეხედა. 12 ხდებოდა. -
მართლა არ მჯერა, რასაც ვაკეთებ - წარმოთქვა და კიარას ხელები მაგრად ჩაბღუჯა, კოშკის
ფანნჯრიდან ორი სხეული რომ ფრენა-ფრენით დაეშვა გარეთ, მაგაზე უფრო გასაოცარი,
ფანჯრის ნამსხვრევების ტკაცანი და ამ ნამსხვრევებში გახვეული კაცი იყო თავისი ფრიალა
მოსასხამით.
მიწაზე დაენარცხნენ. ცოტახანს, ორივე საგონებელში იყო ჩავარდნილი ტკივილისგან, თუმცა
ადამიანური სისუსტე მხოლოდ წამიერი აღმოჩნდა და ისევ ვამპირულმა უგრძნობლობამ
გადაწონა.
- რა გაააკეთე? - ჰკითხა კიარამ.
- არც კი ვიცი რა გავაკეთე და უფრო ის არ ვიცი, რატომ გავაკეთე - ვლადი გულახდილი
იყო, თუმცა ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს გულახდილობა რასთან იყო დაკავშირებული.
* * *
- იცი, მარიანა ყველაზე ლამაზი პატარძალია - პატარა ჯენიმ სახლში მოსულ გაბრიელს
ეგრევე ახარა.
- ეჭვი არ მეპარება- გაეცინა კაცს - კაბები მოისინჯეთ?
- კი - თავი დაუქნია კატალინამ. - ისეთი პრეტენზიული ქალია, ბოლო წამში რომ საქმრო
შეცვალოს, არ გამიკვირდება.
- მაგრად გამთანგა - ამოიოხრა დეიზიმ და სავარძელზე წამოჯდა - ტოქსიკური დები გყავს.
- იმაზე მეტად, ვიდრე მე გთანგავ ხოლმე? - ეშმაკური სახით წამოწვა და თავი მუხლებში
ჩაუდო.
- შენ ჩემი ენერგიის წყარო ხარ, როგორ გეკადრება?
- ისე ვერ ვიჯერებ, რომ თხოვდები. სულ მეგონა, ჩვენს შორის ბოლო იქნებოდი - მიუგო
გაბრიელმა მარიანას.
- ვითომ რატომ?
- საშინელი ხასიათი გაქვს.
- გრძელთმიანი ვლადი ხარ - დაუმატა კატალინამ - ვლადობას კიდევ რა უჭირს, ეგ ზოგჯერ
მაგარ სასაცილო რამეებს ამბებს ხოლმე.
- მემგონი სელენას ჰგავს ხო?
- ზუსტად - გადაიხარხარა და-ძმამ.
- ჩემთვის იდეალური ხარ - ჩაერია ორცხობილების ჭამით გართული ჯენი და თან მკლავზე
მიეკრო თავის დას.
- ქორწილს რაც შეეხება, რას ვშვრებით აბა? ვიწრო წრით დავკმაყოფილდეთ თუ გავნაწილდეთ
გოუსთჰილიდან სისხლის სავანემდე?
- რაც შეიძლება, მოკრძალებული ქორწილი მინდა!
- საკურთხეველთან მამა მიგიყვანს?
- ჰო. სხვა რა გზაა. ეგ ერთი მამა მყავს.
- ანუ ვმხიარულობთ? - გაბრიელმა დეიზის მუხლებიდან თავი წამოწია და ახლა ხელი
გადახვია ქალს - დღეს შენ და ჯენი ჩვენთან დარჩით, კარგი?
- კარგი - დეიზის გაეღიმა.
- ხვალაც.
- მაშინ საცვლების წამოღება მომიწევს.
- და ზეგაც.
- გაბრიელ?
- ჰო, სულ. შენი კლანი მაინც ნერვებს გიშლის.
- შეგეძლო რომანტიკულად გეთხოვა ნადირო! - დაუყვირა კატალინამ.
- და კიდევ, რომანტიკა ვერასოდეს გვექნება, კომპლექტში ორი დუპლეტი მომყვება -
დაამატა გაბრიელმა.
- ვფიქრობ, როგორმე შენს ყველა დას შევეწყობი - ყელში აკოცა დეიზიმ და თავი მხარზე
დაადო. მერე ჩაფიქრდა. თავს უცნაურად გრძნობდა და ეს უცნაურობა, ზუსტად ის იყო, რომ
ცხოვრებაში პირველად, საფრთხე არ ემუქრებოდა. მათთან იყო, ვინც ყველაზე მეტად
უყვარდა.
მადლობა ღმერთს, რომ მოვკვდი - გაიფიქრა ქალმა.
- ჯენი დარჩები ჩვენთან? - ჰკითხა კატალინამ ბავშს.
- დედასთან ერთად, დავრჩები.
- დედა?- გაუკვირდა ყველას.
- ჰო, დეიზი დედაჩემია. შეეგუეთ ბოლოს და ბოლოს!
- კაი, ჩვენ ოთხს შორის, ორს მაინც ჰყავდეს დედიკო - ბოროტი ღიმილით ჩაუკრა კატალინამ
თვალი გაბრიელს.
- საზიზღარი დროგოები! - წამორთქვა დეიზიმ.
* * *
ქორწილის დღეს, ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო. მარიანას ცოტათი დაავიწყდა თავისი
მამაკაცური ხასიათი და საპატარძლო კაბაში გამოწყობილ პრინცესას დაემსგავსა. დეიზი,
როგორც მეჯვარე, მის გვერდით ტრიალებდა პატარა ჯენისთან ერთად. მაშინ, როცა საბოლოოდ
გაიკეთა მაკიაჟი და ამაყად ჩაიხედა სარკეში პატარძალმა, ქალაქი ბურუსმა მოიცვა. მძიმე
ნაბიჯებმა დაამშვენა დროგოების სახლი და ამ ნაბიჯებთან ერთად, თეთრ მოსასხამში
გამოწყობილი ვლადი გაჩნდა ყურადღების ცენტში.
- მამიკო! - დაიყვირა პატარა ჯენიმ. დიდი ხნის უნახავ საყვარელ მამას ყელზე ჩამოეკიდა
და იმედი ჰქონდა, რომ არც არასოდეს ჩამოეხსნებოდა.
ბავშვის მოფერება უნდოდა, მთელი გულით, თუმცა თეთრ კაბაში გამოწყობილი მარიანა
დაინახა და გაშეშდა.
„კარმილა“ - გაიფიქრა ვლადმა. გეგონება, არაფრით ჰგავდა, თუმცა ახლა შეეძლო
დაეფიცებინა, რომ ერთ განსხვავებასაც ვერ პოულობდა მათ შორის.
- გამარჯობა მამა - ქალის ხმაში სიმკაცრე გარეულიყო. და აი, კიდევ, კიდევ კარმილა
ჩქეფდა მასში.
- რა ლამაზი ხარ მარიანა - აღმოხდა კაცს, სუნთქვა შეეკრა.
- რამე ახალი თქვი - ამოისლუკუნა კატალინამ და ჩანთიდან კიდევ ერთი ხელსახოცი ამოიღო.
- ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დილიდან ასეა - მხარზე ხელი მოუცაცუნა დეიზიმ.
- გაბრიელი სადაა? - იკითხა ვლამდა.
- ეგ ოთახიდან არ გამოდის. კოლექტიური დეპრესია აქვთ დის გათხოვების გამო.
- მე მიხარია - უდარდელად წარმოთქვა ბავშვმა. - მთავარია, შენ და დეიზი არ გათხოვდეთ.
- ჩემი გაუთხოვრობის პირობას ნამდვილად გაძლევ - გაეცინა ვლადს. მერე დეიზის
ეჭვისთვალით გადახედა. არ მოეწონა, რომ მასთან ერთად სხვაც გამოჰყო ბავშვმა.
დეიზის ის არ მოეწონა, რომ ვლადიც გამოარჩიეს.
- ჩემი გოგოები - კატალინა, მარიანა და ჯენი მკლავებში მოიმწყვდია კაცმა, ერთიანად
ჩაეხუტა.
- მამა, კაბას დამიჭმუჭნი - როგორც იქნა, მარიანამაც გაიცინა და მერე მოულოდნელად,
ისევ შეკრა წარბები - ეს რა ჯანდაბაა? - თითი გაიშვირა ვლადთან ერთად მოსული
კიარასკენ.
- ეს კიარაა.
- ვიცი, ვიცნობ კიარას - წარმოთქვა მარიანამ, მერე მამამისს ხელი ჩაავლო და პატარა
საკუჭნაოში სულ ძალით შეიყვანა - შეგიძლია ამიხსნა, რანაირადაა ცოცხალი?
კარში კატალინა და გაბრიელიც შემოიყუჟნენ.
- შვილო, რა სიურპრიზია? - სახე გაუბრწყინდა გაბრიელის დანახვისას.
- სიურპრიზი? და შვილო? მე მეგონა, იმდენად მიჰყავი ხელი ფემინიზმს, რომ ვაჟს აღარ
აღიარებდი.
- გაღიარებ, მაგრამ ჯერ კიდევ გაცოფებული ვარ შენზე!
- ვითომ რატომ?
- შენ აამხედრე ეს ბავშვები. არავინ არსად გაიქცეოდა, რომ არა შენ!
- რას ვიზამთ, ერთი რებელა ყოველთვის გაერევა ხოლმე ბავშვებში.
- მეორე რებელა თავად შენ ხარ! - მიახალა კატალინამ - კიარა გადაარჩინა ბიჭმა. ჩვენ
მაგას დედას არ დავუძახებთ!
- ნუ მაცინებ კატა, შენ გგონია, რომ რამე რომანტიკული მიზეზებით გადავარჩინე?
- აბა, ამ სიბერეში, გაკეთილება გადაწყვიტე?
- უბრალოდ, შეიცვალა. აურორას არაფრით ჰგავს.
- ამ კაცთან საუბარს აზრი არ აქვს - გარეთ გამოვიდა პატარძალი და ჰაერი ღრმად
ჩაისუნთქა, მერე თავის ოთახში შევიდა. - ისევ ისუნთქე, ღრმად ისუნთქე - ამხნევებდა
საკუთარ თავს. გულის ადგილას, რაღაც პატარა ნაწილი გადამეტებულად ბობოქრობდა. ზოგჯერ,
გარჩევა უჭირდა, ბედნიერებისგან ღელავდა ასე თუ რაღაც სხვა შეგრძნებისთვის უნდა
დაებრალებინა.
ჰაერი არ ყოფნიდა.
სარკეში ჩაიხედა, საკუთარ თავს დააკვირდა.
რა უცნაურია, რომ გადაპრანჭვაზე მეტად, ჩვეულებრივი ტანსაცმელი უხდებოდა.
სარკეზე წითლად გამოისახა წარწერა: „თუ გინდა, რომ ქრისტიანო დღეს არ მოკვდეს,
ქორწილი ჩაშალე“ და შემდეგ ისე სწრაფად წაიშალა, რამდენიმე წამი, გააზრებისთვის
დასჭირდა.
ოთახიდან თავი ნელა გაჰყო და დეიზის შეხედა.
- შეგიძლია, შემოხვიდე?
- რა თქმა უნდა - ჯადოქარი მიხვდა, რომ მარიანას თავს რაღაც ვერ იყო რიგზე. -
მშვიდობაა?
- გაპარვაში უნდა დამეხმარო - წარმოთქვა და მიხვდა, ხმა უკანკალებდა.
- რაა?
- გაპარვაში თუ არ დამეხმარები, პარკერი ქრისტიანოს მოკლავს. - აღმოხდა შედარებით
ხმამაღლა, საკუთარი ყურის გასაგონად. საშინლად ჟღერდა ეს სიტყვები. იმის მაგივრად,
რომ პარკერი ასეთ მნიშვნელოვან დღეს გვერდით ჰყოლოდა, საქმროს მოკვლით ემუქრებოდა. -
და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია!
- კარგი, კარგი... ჯანდაბა! არადა, რა ლამაზად მოვრთე დარბაზი, ქრისტიანომ The
national დაიქირავა.
- ნუ მეუბნები მაინც - გული აუჩუყდა მარიანას და ეგრევე ტირილი მორთო.
- ვერანაირად ვერ შევაჩერებთ პარკერს?
- ვერა. შენზე ძლიერია. ტიპი ჯოჯოხეთიდან გვაკონტროლებს.
- მაშინ... - ამოიოხრა დეიზიმ და ფანჯარა გააღო - მე გადავიპარები და მერე დაგიჭერ.
- ოცი კილო ხარ დეიზი, რას დამიჭერ? - გაეცინა მარიანას. მერე მოჰკიდა დეიზის ხელი და
თავისი ვამპირული სისწრაფით დაეშვა ძირს.
- დამავიწყდა, რომ ადამიანი კი არა, მეჯიქ ბულეტი ხარ.
- არ მჯერა, არ მჯერა, ჩემი საყვარელი კაცისგან გავრბივარ - მარიანას ცოტათი
ჩამოშლოდა ვარცხნილობა. დეიზი კი ფიქრობდა, რომ ასეთი სასოწარკეთილი და ცოტა აწეწილი
მარიანა იმაზე მიმზიდველი იყო, ვიდრე ნებისმიერი ქალი სამყაროში.
- ყველაფერს ავუხსნით საბოლოოდ და ძალიან კარგად დასრულდება ეს ამბავი, აი, ნახავ.
ახლა უნდა ავახვიოთ, სანამ მიხვდებიან, რომ გაიპარე. უბრალოდ, უნდა მოვიფიქროთ
ასახვევი ადგილი.
- ერთი იდეა მაქვს - ისევ სტაცა ხელი და გაბრიელის მანქანაში ამოაყოფინა თავი. -
ჯადოქრის კვალობაზე, კარგად იტან სიჩქარეს. შენს ადგილას, სხვა რწყევით გასკდებოდა.
- ხომ არ დაგავიწყდა, ვისი შეყვარებულიც ვარ? ასე დამაფრენს ხოლმე აქეთ-იქით შენი
ძმა. ჯანდაბა, ჩემთვის რომ ვინმეს გაბრიელის მიტოვება ეიძულებინა...
- ჰო, წარმოსადგენადაც ცუდია ხომ? - ისევ ტირილი მოუნდა მარიანას, მაგრამ თავი
შეიკავა. ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ქრისტიანო, საკურთხეველთან დადგებოდა მომთმენი, დინჯი სახით და თან თავის მშვენიერ
ხელჯოხს დაეყრდნობოდა.
იდგებოდა რამდენიმე წუთს.
შეიძლება, ნახევარი საათიც მდგარიყო.
მერე გაბრიელი შემოვიდოდა, გვერდზე გაიყვანდა და ეტყოდა, შენი საცოლე გაუჩინარდაო.
მარიანამ ისტერიულად ურტყა ხელები საჭეს და თან ცოტახანს ხმის ჩახლეჩვამდეც იღრიალა.
- კარგი დაწყნარდი მარიანა, დაწყნარდი, შემომხედე და ღრმად ისუნთქე.
- ამდენი ღრმად სუნთქვისგან ყველაფერი ტრიალებს უკვე.
- მაშინ მითხარი, სად მივდივართ?
- არ ვიცი. იდეები მანქანაში გამითავდა.
- მოდი, ჩემი და გაბრიელის საიდუმლო სახლში წავიდეთ.
- ოჰო, საიდუმლო სახლი გაქვთ?
- კი. აურორას მანდ ვემალებოდით.
- და ყველგან თქვენი შიშველი ტ*აკების კვალია?
- ცოტათი.
- ჯანდაბას!
* * *
საპატარძლო კაბის თრევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ბოლოები გაშავებოდა ამდენი სირბილის
და ფანჯრიდან ძრომის გამო. სახლში შესვლა დააპირეს, მაგრამ კარი ღია დახვდათ. ორივე
საბრძოლო პოზით, ფეხისთითებზე შემდგარი შევიდა. თავდასხმისთვის მზადება უკვე სისხლში
ჰქონდათ.
მაგიდასთან პარკერი იჯდა, ფინჯან ყავას შეექცეოდა და მარიანას არ აშორებდა მზერას.
- გამარჯობა წითურებო - იჯდა თავისი ეშმაკური ღიმილით. იღიმოდა როგორც უწინ და
მარიანა ხვდებოდა, მის თვალებში ძველებური დემონები კიაფობდნენ, თუმცა ასმაგად
ძლიერები იყვნენ ახლა. შეჰყურებდა პარკერს...
თითქოს არც არასოდეს წასულიყო ან შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულს მიამსგავსა.
როგორ უნდოდა მისი სიძულვდილი.
მთელი გზა, თავის გონებას პარკერის შეძულებისთვის ამზადებდა. ათასი მიზეზი ჰქონდა
ამისათვის.
თუმცა ეს ათასი მიზეზი, პარკერის თვალებმა გადასწონა - ეშმაკური ბოროტებით აღსავსე,
სამყაროს აღსასრულისთვის მუდამ მზადყოფნაში მყოფი მისი.
ძველებური სილაღე სანამ ჯერ კიდევ ფეთქავდა მასში, ეგებ არ იყო ყველაფერი დაკარგული?
კაცი წამოდგა, ნელა მიუახლოვდა ძველ მეგობარს.
- მოგენატრე? - ჰკითხა მან.
ქალმა პირი გააღო, რაღაცის თქმა უნდოდა, ხმა ჩაუწყდა. სიტყვებს ვეღარ მოუყარა თავი,
თუმცა არ დაბნეულა. გაშლილი სილა მთელი ძალით მოუქნია და ლოყაზე ხუთივე თითის კვალი
დაატყო.
- რა თქმა უნდა, მოგენატრე - გაეღიმა პარკერს და ნატკენი სახე მოისრისა - მე საერთოდ
არ მომნატრებიხარ, ოდნავადაც კი.
20
- ანუ ესაა ის იდიოტი? - ჰკითხა დეიზიმ.
- ჰო.
არც აცია, არც აცხელა და ახლა ამან შემოარტყა მეორე ლოყაში.
- გეყოთ, ხელების ქნევა! - გაბრაზდა პარკერი. მერე ისევ აუციმციმდნენ დემონები სახეზე
- მარიანა რა გჭირს, რაღაცა ხასიათი გაქ წახდენილი.
- მაგ ცინიკურ სახეს აგახევ ერთხელ იქნება - მუშტი მაგრად დაახეთქა მაგიდაზე - როგორ
ამოეთრიე ჯოჯოხეთიდან?
- იმდენი იწვალე შენი რიტუალებით, რომ ნელ-ნელა ჯოჯოხეთის კედლებმა ნგრევა იწყო. მერე
წამოსვლის შანსი გამიჩნდა, ჰადესს ჩავაბარე იქაურობა და ამოვედი მაღლა. ცოტა სუფთა
ჰაერს ჩაივუსნთავ და ისევ დავბრუბდები. როცა ყველას ცხოვრებას უნგრევ, მერე
მოსაწყენია დედამიწა. მთავარი, პროცესია - წარმოთქვა დამარცვლით და ჩაიხითხითა.
- სულ დაბრუნდი? - ისე ჰკითხა, თითქოს მისი ტექსტი ცხოვრების დანგრევაზე, არც კი
გაუგონია.
- ვნახოთ.
- ისევ გაყინული გაქვს გრძნობები?
პარკერმა მხრები აიჩეჩა.
მარიანა ნელა მიუახლოვდა.
- ლამაზი კაბაა - თვალი შეავლო ბიჭმა. მერე მის აბურდულ თმაზე გაეცინა - ირბინე?
- ნეტავ რატომ.
- როგორ თქვი? ოდნავადაც არ მომენატრეო?
- და რომ მომნატრებოდი, მერე რა? ქორწილი ჩაგიშალე და გძულვარ ალბათ.
- შენი შეძულება არ შემიძლია პარკერ. - მარიანამ ვერ მოითმინა, მთელი ძალით გადაეხვია
მონატრებულ მეგობარს. პარკერს იშვიათი სურნელი ჰქონდა, აი, მთელს სამყაროში რომ
მხოლოდ ერთს აქვს და ისიც, მას. - მინდოდა, ჩემს გვერდით ყოფილიყავი.
პარკერმაც მოხვია ქალს ხელები.
თმაზე უყნოსა...
- ეგ ვეღარ მოხდება - ჩასჩურჩულა ყურში, თითი გაატკაცუნა.
დეიზი უგონოდ დავარდა ძირს.
- რა გააკეთე? - შეშფოთებული მარიანა თავის მეგობართან დაემხო.
- გრძნობები გავუყინე. მემგონი, რაღაცნაირი კარმული ვალი გაქვს, რადგან არც ერთი
მეგობარი გიჩერდება. გგონია, ისეთი სულელი ვარ, რომ ისევ მყვარებოდი? გეგონა, შენს
ქორწილში ვიცეკვებდი, მერე ერთმანეთს თმას დავვარცხნიდით და ბალიშებით ვიომებდით? რა
სულელი ხარ. ყოველთვის სულელი იყავი - გაეცინა კაცს და სახლიდან გავიდა.
დეიზიმ თვალები გაახილა.
წამოდგა და სიცილი აუტყდა.
- ვერაფერს ვგრძნობ - ხარხარებდა ხმამაღლა. - საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. ღმერთო, ასე
კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია. არც სიყვარული, არც იმაზე ფიქრი, ბავშვი კარგადაა თუ
არა... საერთოდ არაფერი.
- ახლავე გონს უნდა მოხვიდე! რას ამბობ? გაბრიელი, გაბრიელი მაინც გაიხსენე. -
გულისრევამდე აჯანჯღარა ჯადოქარი.
- ეგ საერთოდ იდიოტი გყავთ - კვლავ გადაბჟირდა.
- ამის დედაც! ამის დედაც! წყეულიმც იყავი პარკერ ჰოლმს! - ისეთი ინტონაციით
წარმოთქვა, თავი ბრაზილიური სერიალის მთავარი გმირი ეგონა. ისე, რაღაც მომენტში,
ჰგავდა კიდეც.
* * *
* * *
ჯადოქართა კვარტლის კარიბჭის გაღება ხელის მარტივი მოძრაობით იყო შესაძლებელი, თუმცა
ტყუპებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ჭექაქუხილსა და სულისშემძვრელ ხმებს დაურთავდნენ, უფრო
ეფექტური იქნებოდა. ათსანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი დები სულ კაკუნით შევიდნენ
შეშინებულ მოსახლეობაში.
- მომენატრა ვლადისეული ეფექტი - ბედნიერად წარმოთქვა კატალინამ.
- პარკერ, სად ჯანდაბაში ხარ? - იყვირა მარიანამ.
- მოიცადე, მოიცადე, აპირებ, რომ მე დამიპირისპირდე? - გულიანად იხარხარა პარკერმა -
კიდევ ვერ მიხვდი? ეს ის ადგილია, სადაც ყველას მოვწონვარ. ერთის წინააღმდეგ თუ ხარ,
გამოდის რომ ყველას წინააღმდეგ ხარ.
- რა გაეწყობა - მხრები აიჩეჩეს ტყუპებმა და ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს.
- მე ამათ შევაკავებ, მანამდე კი შეგიძლია, შენს მეგობარს სიფათი გაუერთიანო - უთხრა
კატალინამ თავის დას და ისე დაიღრიალა, ყურის ტკივილისგან ყველა მოკუნტული დაენარცხა
ძირს.
- აბა, აბა, აქ რა გვაქვს? -მარიანას ხელის მარტივი მოძრაობით, პარკერი ჰაერში
აღმოჩნდა, შემდეგ ქალის ფეხებთან დაეშვა. - დღეს ქორწინების ღამით უნდა ვტკბებოდე -
მისკენ დაიხარა და თავი შეატრიალებინა - ხედავ შენს კლანს? სტკივათ და იტანჯებიან შენ
გამო. ერთი რამე გამოგრჩა პარკერ. შენ შეიძლება კლანი გყავს, მაგრამ მე ოჯახი მყავს.
ოჯახი კი გაცილებით ძლიერია.
- ვითომ? - გამაღიზიანებლად გაეცინა პარკერს - სიზან! - თქვა ხმამაღლა და მარიანაც
ძირს დააგდო.
- შავი მაგია ხო? - ჰკითხა ქალმა.
- როგორც ყოველთვის.
- რავენას და დამპალი სელენას შვილიშვილი ვარ. ეგ არ გამოგრჩეს! - დედამისის
დღიურიდან ერთი პატარა შელოცვა წაიჩურჩულა ქალმა და ძალაგამოცლილი პარკერი ზემოდან
დაემხო მარინას სხეულს - ჯანდაბა, ძროხასავით მძიმე ხარ - ამოიკვნესა.
- შენ ქაჯი ხარ! - დაიღრიალა პარკერმა.
- შენ უდღეური იდიოტი! - წარმოთქვა და სახეზე ფრჩხილები ჩაარჭო. ბიჭმა განწირული ხმით
დაიჩხავლა. - ხელები გაანძრიე პარკერ, არ გინდა, შენც მატკინო?
- კი - მხოლოდ თანხმობა გამოუცხადა. ქნევით კი ისევ მარიანა უქნევდა მუშტებს.
- ჰო და მიდი, გელოდები იდიოტო.
- მელოდები ჰო? იცოდე, ინანებ! - წამოხტა პარკერი.
- უკვე ყველაფერს ვნანობ პარკერ - მარინაც წამოდგა მიწიდან და გაგანია ბრძოლისას,
პირველ რიგში, კაბა გაიფერთხა.
- ამასაც ინანებ - მიუახლოვდა პარკერი და ქალს ტუჩებში აკოცა.
კატალინამ ბრძოლა შეწყვიტა, გაოგნებული მიაჩერდა წყვილს.
აღარც ჯადოქრები იბრძონდნენ, ისინიც დაბნეულები შეჰყურებდნენ ბიჭს, რომელსაც თითქმის
ლიდერად თვლიდნენ.
მარიანა იმდენად გაკვირვებული იყო, ცოტახანს განძრევა და ფიქრი არ შეეძლო. გონს როცა
მოვიდა, პარკერის ტუჩი კბილებში მოიქცია და მაგრად უკბინა.
- ქაჯო! - აღმოხდა ტუჩგახეთქილ ბიჭს.
- ჩვენ მეგობრები ვართ იდიოტო, მეგობრები! - დაუღრიალა ქალმა.
- კარგა ხანია, მეგობრობა შევწყვიტეთ - დაუღრიალა პარკერმა.
21
გაბრიელი ბარში შევიდა. სულ დაცარიელებულიყო. ერთ სულსაც ვეღარ ნახავდი. ბარის
მაგიდაზე დეიზი იწვა და ჭერში იყურებოდა. ისევ წითელი კაბა ეცვა, ოღონდ სხვა.
გაბრიელს გაეცინა. არ ელევა ეს წითელი ტანსაცმელიო და მერე გულში რაღაცა მტკივნეულად
ჩასწყდა, როცა ქალის გაწითლებულ თვალებსაც შეეჩეხა, რომლებიც გულგრილად უმზერდნენ.
- სიმპათიური და სექსუალური ხარ - უთხრა დეიზიმ.
სხვა შემთხვევაში, გაეხარდებოდა.
მაგრამ ეს სიტყვები დეიზისას არ ჰგავდა. მთელს სამყაროში, ყველაზე უგრძნობი
კომპლიმენტი იყო. გეგონება, სათამაშოსთვის ეთქვა.
- გმადლობ - გაუღიმა გაბრიელმა და მასთან მივიდა.
- დალევ რამეს? - შესთავაზა ქალმა.
- აქაურობა დაისაკუთრე თუ რა ხდება?
- ჰო. კაენი ცოტათი დავაღიზიანე და გავაგდე.
- რანაირად?
- ისიც ტყეში გადავტყორცნე.
- დეიზი, კაი რაა - ხელი შუბლში წაიშინა გაბრიელმა და კატალინას მისწერა, შენი
შეყვარებული ტყეში გდიაო.
- აბა შენ რა გეგონა გაბრიელ? - თვალები დახუჭა ქალმა - ძალიან კარგად ვარ. შემიძლია,
ერთი ხელის მოსმით ყველა ავაორთქლო, უბრალოდ არავის აორთქლება მადარდებს, არც არავის
სიცოცხლე.
- არც ჯენი? - ჰკითხა გაბრიელმა.
- ჯენი ვინაა? - სახე დამანჭა - სახელი მეცნობა, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიხსენებ. ნელ-
ნელა, ყველა იშლება ჩემს ტვინში.
- მშვენიერია, მე და ჯენის მაგრად გაგვედო!
დეიზი წამოდგა.
გაბრიელს მიაჩერდა.
- თვალს ვერ მისწორებ. რატომ?
- იმიტომ, რომ რობოტს დაემსგავსე და შენი მზერა ცარიელია.
- მაინც გიყვარვარ?
- ძალიან.
- პარკერზე იეჭვიანე... და მაინც გიყვარვარ?
- ძალიან - იყო იგივე პასუხი.
- ჩემთან ყოფნის ერთადერთი გზა გაქვს გაბრიელ - ფართოდ გაეღიმა ქალს და ამ ღიმილისას,
თვალები ისე გაუშავდა, გეგონება, სიტყვების მიღმა, თვითმკვლელობას სთხოვდა შეყვარებულ
კაცს.
- სიკვდილს მთხოვ?
- რომ გთხოვდე, მოკვდები?
- შენ გამო სიკვდილი ყველაზე მშვენიერი რამე იქნება, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია.
* * *
* * *
- მამა, დეიზიმ მიმატოვა? - ჰკითხა ბავშვმა ზღაპრის წასაკითხად მოკალათებულ მშობელს.
- ვიცოდი, რომ ამ შეკითხვას ვერ ავცდებოდი - ამოიოხრა კაცმა - დეიზი დროებით
სხვანაირია.
- რანაირი?
- გრძნობები გაეყინა და ვეღარავის გვცნობს - ვლადი თვლიდა, რომ სჯობდა, ყველაფრის
საქმის კურსში ჩაეყენებინა პატარა ჯენი, ვიდრე მერე რაღაცა საშინელება მომხდარიყო და
უფრო მეტი ჰქონოდა ასახსნელი.
- ვერც მე? - ცრემლი მოერია ბავშვს.
- ვერც შენ, ჯენი.
- ოდესმე, გამიხსენებს?
- რა თქმა უნდა. ჩვენ მას დავიბრუნებთ.
- ვიცი, რომ ჩვენ სხვანაირი ტრადიცია გვაქვს - წამოჯდა ბავშვი და ზუსტად ისე შეხედა
მამამისს, თითქოს ძალიან ძალიან დიდი ყოფილიყო, თითქოს მრავალი ცხოვრება ეცხოვრა -
ვინც ჩვენი სისხლი არაა, ისინი არ გვადარდებენ, მაგრამ ჩვენი სისხლი ვინც აღმოჩნდა,
ხშირად ვერც იმან გაგვიმართლა იმედები. თუ დეიზიზე ფარ-ხმალს დაჰყრის რომელიმე დროგო,
არასოდეს ვაპატიებ. შეიძლება, პატარა ვარ და ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ
გავიზრდები, გავძლიერდები და მემახსოვრება, რომ დედა დავკარგე. უკვე მეორედ.
კაცმა ღიმილით გადაუსვა ხელი თავზე.
- შენ დროგო ხარ! - წარმოთქვა ღიმილითვე.
- დღეს ზღაპარი არ მინდა. მარტო ყოფნა მირჩევნია - გადაბრუნდა და საბანი დაიფარა
თავზე.
ვლადი დაღონდა.
პირველად იყო ასეთი უძლური. ჯენისგან განსხვავებით, თავისი შვილი უფრო ედარდებოდა.
კაცმა არ იცოდა, რას მოიწევდა უემოციო გაბრიელი.
კატალინა და კაენი ცალკე ოთახში შეყუჟულიყვნენ. ქალს მგლის მკერდზე ედო თავი,
საყვარელი კაცი თმაზე ეფერებოდა და ჯადოქარიც გატრუნული მისცემოდა ნეტარებას.
- რა კარგი ყოფილა, როცა რაღაცას გიშავებენ - წარმოთქვა ბედნიერად.
- კარგად როცა ხარ, არც მაშინ გაკლებ ალერსს - გაეცინა კატალინას.
- კატა, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.
- ცოტა შემეშინდა, რა ინტონაციითაც თქვი, მაგრამ ვილაპარაკოთ.
- ვინც არ უნდა დაგემუქროს, ჩემგან არ წახვიდე!
- არც ვაპირებ. თან მე შეშლილი მეგობრები არ მყავს. ძირითადად, მამა მყავს შეშლილი და
ეგ მიფრთხობს თაყვანისმცემლებს. პრინციპში, ვის ვატყუებ? ძმა და დაქალი
გამიტყიურდნენ.
- მე არავისი არ მეშინია და არც თაყვანისმცემელი ვარ.
- ყველაფერი მესმის! - ამოსძახა ქვევიდან ვლადმა. - გამოწვევა მიღებულია.
- ღმერთო, ყველანი შეშლილები ხართ. კარგი იყო შენთან ურთიერთობა, აბა, კარგად - თქვა
კაენმა სიცილით.
- ხათაბალაში გაქვს თავი გაყოფილი. ვერსად გაიქცევი.
- მომწონს - გაეღიმა - უსიყვარულო ცხოვრებას ხათაბალა სჯობს.
- როგორ ცხოვრებას? - ჭარხალივით წამოწითლდა ქალი.
- უსიყვარულოს - თამამად გაიმეორა კაენმა. - შენს გარეშე, იგივე უსიყვარულო
ცხოვრებაა.
- ახლა შენ მე გრძნობებში გამომიტყდი?
- კი. არ ვიცი, რა გამოვიდა, მაგრამ ვეცადე.
- ძალიან საყვარელი ხარ. - ბედნიერმა ქალმა ლოყაზე აკოცა.
* * *
მარიანა სახლის ეზოში, შადრევანთან იჯდა და ლუდს სვამდა. პატარა ჯენი საწოლიდან
წამოდგა, ფანჯრიდან ყვავის ფორმაში გადმოფრინდა და თავისი დის წინ დაიწყო გაჭირვებით
ფარფატი.
- ღმერთო ჩემო, ჯენი, ასეთი სახიფათო რამეები უნდა შეწყვიტო - წონასწორობადაკარგული
ბახალა ქალმა ხელით დაიჭირა და მკერდზე მიიხუტა.
ჯენი ისევ ბავშვი გახდა.
- ვერ ვიძინებ - შესჩივლა დას.
- მესმის შენი - გაუღიმა მარიანამ - ლუდს დალევ?
- მე ხომ ექვსი წლის ვარ?
- მაპატიე, მავიწყდება, რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება.
- შენ ყველაზე ძლიერი ხარ ჩვენ შორის, მამაზე ძლიერიც- გამოუტყდა ჯენი - ნეტავ,
შენნაირი ვიყო.
- ჩემზე მაგარი იქნები - გაეცინა მარიანას.
- რამე გზა ხომ უნდა არსებობდეს მათ დასაბრუნებად?
- არსებობს. ჩვენს სამყაროში, რაღაც გზა მუდამ არსებობს, მაგრამ მოსაფიქრებლადაა
ძნელი.
- ნეტავ, შეიძლებოდეს დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის შეცვლა.
- როგორ თქვი? - ტვინი გაუნათდა მარიანას.
- დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს-თქო.
- ღმერთო, ჯენი, გენიოსი ხარ! - წამოხტა ქალი, თავისი უმცროსი და ხელში აიტაცა და
სიხარულით დააბზრიალა.
- რამე მოგაფიქრდა?
- ჰო! - ასე ბავშვატატებული, სახლში შევარდა. ოჯახის ყველა წევრს იქამდე უძახა, სანამ
თითოეულმა მათგანმა ერთ ოთახში არ მოიყარა თავი.
- აბა გისმენთ. სამწუხაროდ, იმდენი რამე გამოარე, რომ მყუდროების დარღვევისთვის
ვერავინ გისაყვედურებს, თუმცა ცოტაოდენი დასვეი ამნება მაინც არ გაწყენდა - აბუზღუნდა
კატალინა.
- დროში დაბრუნება - წარმოთქვა ქალმა ამაყად - დროში უნდა დავბრუნდეთ და ყველაფერი
შევცვალოთ. ჯენიმ მოიფიქრა, წარმოგიდგენიათ?
- ბავშვს რაებზე აფიქრებ? - გაბრაზდა ვლადი - თუმცა კარგი იდეაა, უბრალოდ წარმოდგენა
მაინც თუ გაქვთ, რანაირად ხდება დროში დაბრუნება?
- უიშვიათეს შემთხვევებში - თქვა კატალინამ - სამი ჯადოქარი სჭირდება მაგ ამბავს.
ერთი დროში უნდა დაბრუნდეს, მეორემ სიტუაცია გააკონტროლოს. აი, ნავიგატორივითაა,
ყველაფერს ხედავს და ვინც დროშია, იმას ურჩევს, სად წავიდეს. მესამე კი
რიტუალისთვისაა საჭირო. თან სამივეს ერთი სისხლი უნდა ჰქონდეს. ასეთი შემთხვევა
თითქმის არ არსებობს, რადგან ერთ ოჯახში, სამი ჯადოქარი იშვიათად იბადება.
- მართლა კატა? - ცალი წარბი ასწია მარიანამ და ჯენის შეხედა.
- არა, არა! შანსი არაა - იმდენად აფსურდულად ეჩვენა ვლადს ეს გამოსავალი, რომ სიცილი
დაიწყო.
- არც მაშინ თუ საქმე გაბრიელს ეხება?
- გაბრიელის გამო საკუთარ სიცოცხლეს დავთმობ, მაგრამ იქ რამე ცუდი რომ მოხდეს,
მომავალი შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ...
- თუ მოვკვდი, აქაც დავიბრიდები, გასაგებია - თავი დაუკრა მარიანამ.
- ანუ უკვე გადაწყვიტა ქალბატონმა რომ თავად მიდის - თვალები გადაატრიალა კატამ. -
ტონი სტარკობა მოგინდა დაო?
- ტონი სტარკი რა შუაშია, სიკვდილს არ ვაპირებ. წარსულში თუ დავბრუნდები, დეიზის
გავაფრთხილებ, რომ ქორწილიდან არ გამომაქციოს. ეგ დიდი სისუსლელე იყო ჩემი მხრიდან.
სულ ესაა.
- მერე პარკერი ქორწილში მოგივარდება, ყველას გაუყინავს გრძნობებს და ქრისტიანოს
მოკლავს. მაგარია - ცერა თითი ასწია კაენმა.
- ესეც აქაა? - დაუბღვირა ვლადმა - თან ხალათში.
- თან შენი შვილის საწოლში მძინავს - გაეღიმა მგელს.
- მოვკლავ! - ჩაისისინა კაცმა.
- აქამდე უნდა მოგეკლა - გადაუჩურჩულა კიარამ.
- შეწყვიტეთ! - დაიღრიალა კატალინამ - ბოლო ორი დღეა, საწყალი მარიანა შვიდცეცხლშუა
დგას და თქვენ წარბების ჭმუხნის მეტს არაფერს აკეთებთ. - მერე ჯენის შეხედა -
პატარავ, დაგვეხმარები ჩვენი ოჯახის დაბრუნებაში?
- რა თქმა უნდა - დეიზის მონატრებით გაწამებულ ბავშვს არაფერი ანაღვლებდა, ოღონდაც
კიდევ ენახა დედამისი.
- ვლად და კაენ, ერთმანეთს ხელს ჩამოართმევთ და აღარ იჩხუბებთ! - მკაცრად მიუგო
მამამისსა და თავის შეყვარებულს.
- არა! - იუარა ვლადმა.
- შენ გამო მე ყველაფერს გავაკეთებ - კაენი ეგრევე დათანხმდა და ვლადიც ცოტა არ იყოს,
ნამუსზე ავარდა. ბოლოს და ბოლოს, მგელი თმობდა თავის პოზიციას საყვარელი ქალის გამო
და თვითონ ქალიშვილისთვის როგორ არ აკეთებდა იმავეს?
- კარგი. ნეკი-ნეკისა, ძაღლო - ჩაიბურტყუნა.
- ხელი ჩამოართვი-თქო! - გასაოცარ ძალაუფლებას გრძნობდა კატალინა იმ წამებში.
ასეც მოიქცნენ.
- აბა, ვბრუნდებით წარსულში? - გამხიარულდა მარიანა და გაშლილი ხელი ხალხის
მიმართულებით გასწია.
ჯენიმ ხელი ხელზე დაადო.
ვლადმაც.
კატალინამ და კაენმაც.
ბოლოს კიარამ, მაგრამ ეგ გოგოებს არ ესიამოვნათ დიდად.
- რამე უნდა დავარქვათ ჩვენს გუნდს - გაიცინა კატალინამ.
- Family Squad?
- არა, კიარა ოჯახი არაა - თავი გააქნია ჯენიმ.
- ანუ კაენი ოჯახია და მე არა? - ვეღარ მოითმინა ქალმა ამდენი დამცირება.
- კაენი მე სკვერში მასეირნებს. და შენ რას მიაღწიე ცხოვრებაში? - ბრაზს ვერ მალავდა
პატარ ჯენი.
- მოიცადე, არ გინდა. უბრალოდ, წარსულის ქურდები რომ ვიყოთ? - მოაფიქრდა კაენს - ანუ
წარსულს მოვიპარავთ, რათა მომავალი შევცვალოთ.
- წარსულის ქურდები, მომწონს. ხედავ კიარა? ჭკვიანიცაა კაენი შენგან განსხვავებით -
დაეჯღანა ჯენი ვამპირს.
- ერთი, ორი და სამი: წარსულის ქურდები - წარმოთქვა ყველამ ხმამაღლა.
22
მარიანამ საკუთარ თავს გადააბიჯა და ქრისტიანოსთან სალაპარაკოდ მივიდა. მუხლები
ეკეცებოდა და ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ.
ქრისტიანო თავის სახლში, ტყავის სავარძელში იჯდა.
ეგ სავარძელი ყველაზე კომფორტული იყო, რაც კი აქამდე უნახავს. აი, ხო არსებობდა
ათასობით მსგავსი, მაგრამ ეგეთი არც ერთი.
- გამარჯობა - დამნაშავესავით მიესალმა ყოფილ საქმროს და მიუხედავად ბევრი
მცდელობისა, მზერა ვერ გაუსწორა. ალბათ, მართლა დამნაშავე იყო და მაგიტომ. ზოგჯერ,
მიზეზს მნიშველობა არ აქვს, რატომაც ატკინე ადამიანს გული - მისი დაცვა გინდოდა, მისი
გაწირვა თუ რაცაა. მთავარი უშუალოდ ფაქტია. ატკინე და მორჩა!
კაცი ზედ არ უყურებდა.
მარიანამ იფიქრა, მაგრად დავაგვიანეო.
ქორწილიდან როცა გარბიხარ, ორი-სამი დღის მერე კი არა, ეგრევე უნდა აუხსნა საქმროს
ყველაფერი. ქალი ასე არ მოქცეულა. რა ექნა? ოჯახმა გადაიყოლა, მეგობრებმა გადაიყოლეს
და რამდენი გამართლებაც არ უნდა ჰქონოდა მის გვიან გამჩენას, ერთი რამ ცხადი იყო:
ქრისტიანოსთვის ბოლოს მოიცალა. ასეა, ზოგჯერ ვიღაცასთან ოჯახის შექმნა გინდა, მაგრამ
იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც აქამდე გყავდა, მაინც ზედმეტად წინ აყენებ.
- ვიცი რომ გძულვარ - მხოლოდ ეს აღმოხდა ქალს. თან იცოდა, სადაც ინახავდა ქრისტიანო
სასმელს და ეგრევე კარადა გამოაღო, ბოთლი გამოიღო ჭიქებიეანად.
- არ მძულხარ - მიუგო ქრისტიანომ, თუმცა მის თვალებში წყენა და სიბრაზე იმ ზომამდე
იყო მისული, სიძულვილსაც ვერ გამორიცხავდი.
- გეფიცები, არ მინდოდა წასვლა - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. პირი ისე უშრებოდა,
რამეს თუ არ დალევდა, იქვე გააფრთხობდა სულს. თუნდაც ეს რამე ძალიან მწარე და
რაღაცნაირი ვისკი ყოფილიყო.
მარიანას ვისკი უყვარდა, მაგრამ არა რაღაცნაირი.
- შეიძლება, არ გინდოდა. საოცარია, თუმცა გაქცევაში კი არ გადანაშაულებ, უნდობლობაში
გადანაშაულებ. გეგონება, ცხოვრების თანამგზავრად ამირჩიე, მაგრამ რა გამოვიდა?
არაფერი მითხარი, არც გამაფრთხილე. ერთი-ორი ახსნა-განმარტება და შენს გაქცევასაც
ერთად დავგეგმავდით. პარკერსაც განვაიარაღებდით.
- დრო არ მქონდა ქრისტიანო! - ხმას აუწია. ზოგჯერ, როცა რამის ახსნა უჭირდა ან
საერთოდ შეუძლებლად მიაჩნდა, ყვირილზე გადადიოდა. ვერ განსჯიდი. ბოლოს და ბოლოს, სხვა
ნებისმიერისგან განსხვავებული ბავშვობა გამოევლო, ოჯახიც არც თუ ისე დალაგებული
ჰყავდა და კივილზე ან ისტერიკაზე ნამდვილად არ უნდა გამოჰკიდებოდი. - შენ პარკერს არ
იცნობ. არ იცნობ შენ წყეულ პარკერს! - ისე ზიზღით წარმოთქვა პარკერის სახელი, ეგრევე
მიხვდებოდი, განსაკუთრებული ზიზღის მატარებელი ქალები რომ ბოლომდე გულგრილები ვერ
არიან.
- ფეხებზე პარკერი. ან რატომ იფიქრე, თითქოს რამეს დამაკლებდა? მე უნდა დამეცავი.
მთელი არსიც ის იყო, რომ უნდა დამეცავი. სინამდვილეში, ერთ უმწეო ბებრად ჩამთვალე,
გეგონება, არაფერი შემძლებოდა.
- უმწეო ბებერად არ გთვლი. მაგრამ უკვე თვეებია ფეხი არ გიშუშდება.
- უკვე თვეებია, მომიშუშდა. უბრალოდ ხელჯოხი მიხდება.
მარიანას გაეცინა.
ქრისტიანოს არა.
მართლა უხდებოდა ის გოთური ხელჯოხი და არაერთხელ გაესვა ქალს ხაზი მაგ ფაქტისთვის.
- ნამდვილად გიხდება - ისევ გაუღიმა ქალმა, თან ცოტა წაეკეკლუცა სახის მიმიკებით,
იფიქრა, როგორმე დავუდნობ ყინულსო.
- მარიანა - წამოდგა კაცი და მასთან მივიდა ახლოს - არ მინდა, არჩევანის წინაშე იდგე.
არ მინდა, მუდამ ჩემ გამო გავიწროებდეს პარკერი.
- ახლა შენც დაიწყე? - თვალები გადაატრიალა ქალმა. - და ჩემივე დასაცავად, მშორდები?
ახლა მივალ ოჯახში და კატალინა მეტყვის, სჯობს ერთმანეთს დავშორდეთ, შენივე
კეთილდღეობისთვისო, მერე ვლადი, საბოლოოდ, პატარა ჯენი. გაბრიელმა და დეიზიმ უკვე
მიმაგდეს.
- ერთ რამეს გკითხავ მარიანა - კედელზე უზარმაზარი სარკე ეკიდა. სწორედ იმ სარკისკენ
შეატრიალა და ხელები ნაზად მოჰკიდა მხრებზე - რა არის შენთვის პრიორიტეტი?
- რას გულისმობ?
- პარკერი რომ გამოჩნდა, პარკერს რომ თვალებში ჩაჰხედე, ყველაფერი დაგავიწყდა?
დაგავიწყდა, რომ ქორწილი ჩაგვიშალა თუ მასზე მაინც საოცრად გაბრაზებული იყავი?
- წლების განმავლობაში, მე და პარკერი მეგობრები ვიყავით. ეგ იგივეა, კაენმა საკუთარი
თავი დაკარგოს, ნერვები მოგიშალოს. მაინც ვერ შეიძულებ. ჩვენ ვერასოდეს ვიძულებთ იმ
ხალხს, რომლებსაც მეგობრები ვუწოდეთ ოდესღაც.
- პირიქით. ყველაზე მარტივად იმისი შეძულება შეიძლება, ვისაც მეგობრად თვლიდი. და რა
მოხდება პარკერი თუ დაბრუნდა?
- მხოლოდ მეგობრები ვიქნებით, როგორც უწინ.
- თუ არ მინდა, რომ მისი მეგობარი იყო?
- არჩევანის წინაშე მაყენებ?
- ჰო. მე მძულს ეგ კაცი. როგორიც არ უნდა გახდეს, ამას ვერაფერი შეცვლის.
დარწმუნებული ვარ, გამიგებდი ადეკვატურად რომ უდგებოდე ამ თემას. მინდა, სამუდამოდ
დავტოვოთ ეს ქალაქი. ამაზე არასოდეს გიფიქრია? ტკივილით და ცოდვით სავსეა ყველა
კუთხე-კუნჭული.
- მგლებს მიატოვებ?
- მიყვარხარ! წყეულიმც იყოს ყველაფერი, რაც აქამდე მიშენებია. გახსოვს, ოდესღაც მზად
ვიყავი შენ გამო სამეფო გვირგვინი დამეთმო, ახლაც ვთმობ ამ გვირგვინს. უბრალოდ,
მთავარი ისაა, შენ რისი დათმობა შეგიძლია.
- რანაირად შეგიძლია, ყველაფრის მიტოვება მთხოვო? ალბათ დიდი ალბათობით, სამი და-ძმა,
ბებია და მშობელი არ გყავს.
- და თუ მხოლოდ პარკერის მიტოვებას გთხოვ?
- ეგ როგორ?
- გადაარჩინე შენი ძმა და დეიზი. პარკერი კი ფეხებზე დაიკიდე. მას მხოლოდ მუქარა
შეუძლია. დასაფიქრებლად, დროს მოგცემ.
- არ მჭირდება ფიქრი - აღმოხდა ქალს.
თვალებში საოცარი სევდა გამეფებოდა.
სძულდა საკუთარი თავი იმის გამო, რის თქმასაც აპირებდა. და კიდევ უფრო, იმის გამო იყო
შესაძული, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ფიქრი მართლაც არ სჭირდებოდა.
- გისმენ. მე ამირჩევ თუ პარკერს?
- პარკერს - წარმოთქვა და ქრისტიანოს სახლიდან გამოვიდა.
გააფთრებულიყო.
დიდი ხო არაფერი, მაგრამ ამ ბოლო დროს, შინაურიც და გარეულიც მარიანას ცხოვრების
დანგრევას რატომ ცდილობდა, მაგ კითხვაზე პასუხი ვერ მოძებნა. რაღაც მომენტში, ესმოდა
ქრისტიანოსი. როგორია, საცოლის მეგობარმა ყველაფერი გააფუჭოს?
თუმცა თავად ქრისტიანოს ვერ ესმოდა მარიანასი.
და ვერც მარიანა უგებდა საკუთარ გადაწყვეტილებას.
* * *
- ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი, ერთი ცუდი. რომლით დავიწყო? - გამოაცხადა კატალინამ
თავიანთ ოჯახურ შეკრებაზე.
- ისეთი პირი უჩანს, ორივე ცუდი იქნება და ბარემ, ნაკლებად საზარელით. - თქვა ვლადმა.
- რიტუალისთვის ყველაფერი მზად გვაქვს, მარიანას შეუძლია, საუკუნეების წინ იმოგზაუროს
და დეიზი გააფრთხილოს, რომ ქორწილიდან არ გამოაპაროს. მაგ ქორწილის ჩაშლას მოჰყვა
ყველაფერი უბედურება.
- რავენამ გვითხრა, გაბრიელი ურჩხულის გამოღვიძებას აპირებსო.
- სადმე მძინარე ურჩხულია?
- ჯანდაბა, ჩვენი წყევლაა - ამოიოხრა ვლადმა - დროგოებმა თუ მოინდომეს, შავ,
უზარმაზარ ურჩხულებად გადაიქცევიან. მაქციებზე ბევრად დიდები და საშიშები არიან.
- მაგარია. დეიზის ცეცხლი აქვს, გაბრიელს ურჩხული ჰყავს. მალე, ჩვენს ძმაზე
ამხედრებული ჯადოქარი მთელს ქალაქს ცეცხლის ალში გაახვევს და თავი ტარგარიენი
ეგონება. უნდა დავიწყოთ რიტუალი, თორემ ყველას მაგრად გაგვე*ო.
- მე მზად ვარ - გამოაცხადა ჯენიმ.
- შენ ჯერ ხუთი წლის ხარ! - მაინც არ სიამოვნებდა ვლადს თავისი უმცროსი ბავშვის ასეთ
საქმეში გახვევა.
- ხო, მაგრამ საქმე დეიზის და ჩემს ძმას ეხებათ. მემგონი, ჩემი გადასაწყვეტია. რომ
იცოდე, ექვსის ვარ!
- ყველა ერთნაირი ჯიუტი გაგაჩინეთ - ისევ აბუზღუნდა კაცი. - ჯენის ძალასთან ბოროტად
ხუმრობა საჭირო არაა. მე შემიძლია, მის გავირად ჩავდგე სარიტუალო წრეში.
- მაგრამ შენ ვამპირი ხარ.
- და რავენას სისხლი მაქვს. ჯადოქრობები და მსგავსი რამეები არასოდეს მიზიდავდა,
მაგრამ თუ მოვინდომე, ვფიქრობ, შემიძლია, თქვენზე ყველაზე მაგარი ვიყო - დაამატა
სიცილით.
- მაგარია. საუკუნეების განმავლობაში, ჯადოქარი იყავი და ახლა ვიგებთ?
- გამოცანასავით თუ დარჩები, მხოლოდ მაშინ შეინარჩუნებ იდუმალებას - ჩაილაპარაკა
კმაყოფილი სახით - გამიგონეთ, რასაც ვლაპარაკობ ხოლმე და ნაკლები პრობლემა
შეგექმნება.
- მე კიდე, წლის სიურპრიზი პარკერი მეგონა - კატალინას გადაულაპარაკა მარიანამ.
- ხომ გაიგონე რას ამბობს? იდუმალებას ინარჩუნებდა - გაეცინა კატას. - ნეტა კიდე რას
გვიმზადებს მომავალში?
- იმედია, კიარას არ მოგვითრევს დედად!
- არამგონია. ისე გვანან, ეგენი ერთმანეთს ვერ გაუძლებენ.
- დავიწყოთ ეს წყეული რიტუალი, თორემ უკვე ჩვენი ძმა და ჩვენი საუკეთესო მეგობარი
მენატრებიან. - ქრისტიანოც ენატრებოდა, თუმცა მაგაზე წუწუნის დრო ნამდვილად არ
ჰქონდა.
- პენტაკლში ჩადექი. ერთ მხარეს მამა მოგიდგება, მეორე მხარეს მე.
- მამა, შენ მარცხნივ დადექი - მაინც არ გაუშვა ხელიდან წაკბენის მომენტი მარიანამ.
- აბა მარჯვნივ არც დადგება თავმოყვარე ვამპირი! - რიტუალი დაიწყეს. კატალინამ ცეცხლი
აანთო და სამივენი ერთად იმეორებდნენ რაღაც გაურკვეველ ლათინურ სიტყვებს.
კიარა უყურებდა მათ.
უყურებდა და გრძნობდა, რომ შეუძლებელი იყო, მათი ნაწილი გამხდარიყო.
„ვინც ჩვენი სისხლი არაა, ყველა უცხოა“ - ჩაესმოდა ვლადის სიტყვები და იაზრებდა,
მართლა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის სისხლს. დროგოები ერთმანეთისგან
განსხვავდებოდნენ, თუმცა ზოგჯერ, ისე ემსგავსებოდნენ, ნამდვილად ვერ გაარჩევდი, ვინ
რომელი იყო.
მარიანამ დიდი ხნის წინათ, შორეულ წარსულში ამოჰყო თავი.
- ჩემი გესმის? ერთი, ერთი - ჩაჰყვიროდა ყურში კატალინა.
- გაჩუმდი ქალო! მესმის. სად ვარ, ხომ არ იცი?
- ვფიქრობ, ჯადოქრების ძველისძველ კვარტალში.
- ჯანდაბა, ეს მინგრეული ადგილი გოუსთჰილია?
- კი. თავის დროზე, მამამ გააფარჩაკა. მერე ბუნება თავიდან ამოვიდა, შენობებიც ააგეს,
მთავრობა შეიცვალა და ეშველა რაღაცა.
- კარგი. სადღაც, შორიდან ხმაური ისმის. კოცონის გარშემო ცეკვავენ ჯადოქრები. ეს
ძველი ჩვევები დღესაც ვერ მიივიწყეს, რა უბედურებაა.
- შენ ცეკვა არ გიყვარს, მაგ პატიოსან ხალხს ნუ აბრალებ. დეიზი მოძებნე!
- ანუ ახლა დეიზი სიკვდილისგან უნდა ვიხსნა თუ რა გავაკეთო?
- არა. რამე უფრო ორიგინალური მოიფიქრე. ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ თუ არ მოკვდა,
უხუცესი ვერ გახდება, ვერც გაბრიელს შეიყვარებს და ვერც ბავშვს გაგვიზრდის.
- ეგება გვეკითხა აზრი? იქნება არ უნდა ძიძობა და უხუცესობა?
- მარიანა, შენ პარკერი მაინც გყავდა ადრე და მე ერთი მეგობარიც არ გამიჩენია. იცი რა
ძნელია, ვინმესთან დაახლოება? უბრალოდ გააფრთხილე, რომ მომავალში, ქორწილიდან არ
გამოგაპაროს!
- რაღაც ძალიან მარტივი გამოსავალია და არადამაჯერებლად ჟღერს.
- აბა, უფრო დამაჯერებელი გეგმა გაქვს?
- ვფიქრობ, მაქვს - ქალი ჯადოქრების კვარტალს გასცილდა და ქუჩაში იწყო ბოდიალი.
- სად დაეხეტები?
- ყნოსვით ვაგნებ. ჩემში ვლადის სისხლი ჩქეფს, კარგი ყნოსვა მაქვს.
- და ვის აგნებ ყნოსვით?
- კავშირის დასასრული! - წარმოთქვა მოულოდნელად.
- ჯანდაბა! რაღაცა უბედურებას აპირებს ეს გოგო - ანერვიულდა კატალინა. - კავშირი
გაწყვიტა.
მარიანა ვიღაცის გვერდით იდგა.
ის ვიღაცა ქუჩის მუსიკოსებს უსმენდა და თვალდახუჭული ტკბებოდა.
კი, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა იმ დროში უკეთესი ქუჩის მუსიკოსები იყვნენ.
ძირითადად, ლოთებს უფრო ჰგავდნენ, მაგრამ მაინც ისიამოვნებდა კაცი.
- კარგი ჰანგებია არა? - ჰკითხა მარიანამ.
მისკენ შეტრიალდა. კარგად აათვალ-ჩაათვალიერა.
- ვიცნობთ ერთმანეთს უცნაურად ჩაცმულო ქალბატონო? - ჰკითხა ბიჭმა.
- რომელიღაცა სამყაროში, შეიძლება ვიცნობდეთ - მხრები აიჩეჩა მარიანამ.
- შენც იმ კლანიდან ხარ? უკვე მეასედ გზავნიან ლამაზ ქალს ჩემ დასათანხმებლად. რაღაცა
სექტა გაქვთ.
- შენ ის ბიჭი არა ხარ, მთელი ოჯახი რომ ამოხოცე და კიდე სექტაზე გაქვს პრეტენზია?
გამწარებულმა პარკერმა ხელები მხრებში ჩაავლო ქალს.
- საიდან იცი? ვინ ჯანდაბა ხარ, რომ ამ ამბით მანიპულირებ?
მარიანას გაეცინა.
მარჯვენა ხელი ჯიბეში ჩაისრიალა და სრული სისწრაფით მიადო დანა ყელთან ბიჭს.
- მთელმა ქალაქმა იცის შენი ამბავი. ფრთხილად უნდა იყო, თორემ სასამართლოზე გიკრავენ
თავს. ეს დასასრული იქნება შენთვისაც და თუ ვინმეა სამყაროში, ვისაც შენზე გული
შესტკივა, იმათთვისაც.
- მომავლიდან ხარ - წარმოთქვა პარკერმა. გეგონება, დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში.
- ოჰ, საიდან მიხვდი? - გაეცინა მარიანას.
- ძალიან უცნაური აქცენტით საუბრობ... და - მერე მარიანას ბეჭდიან თითზე გაამახვილა
ყურადღება - ჩემი ცოლი ხარ?
- მოდი ნუ აიღებ ამდენს საკუთარ თავზე - სასაცილოდ არ ეყო მარიანას.
- აბა რა მიზეზით მიშვერ დანას, თან ამავე დროს, წინასწარ მაფრთხილებ? მოწითალო ფერის
თმა, გრძელი ფეხები, შავი თვალები და კაი მკერდი. მართლა ჯდები ჩემს გემოვნებაში.
- ჰო, შენი ცოლი ვარ და თუ არ დამიჯერებ, მაგარ სილას აირტყამ! თან აღარ შემიძლია,
გეგონება ბრაზილიური სერიალის მთავარი გმირი ვიყო, ისე ვიქნებ ხელებს უმისამართოდ.თან
კატალინას შევპირდი, ყველაფერს გამოვასწორებ-თქო და დეიზის მაგივრად, შენთან მოსვლა
გადავწყვიტე. ჩემი წყევლა ხარ. სადაც არ უნდა ვიყო წასასვლელი, მაინც შენთან
გამოვრბივარ.
- არ ვიცი, კატალინა და დეიზი ვინ არიან, მაგრამ ჩემთან რატომაც მორბიხარ, მაგას ორი
მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: პირველი - ძალიან გიყვარვარ, მეორე - ძალიან გძულვარ.
ორივეს ერთი ძალა აქვს. თან ზოგჯერ ერთმანეთში იხლართებიან და ვერ ვარჩევთ.
- ამდენი საუკუნის წინათაც ენამოსწრებული იდიოტი იყავი.
პარკერს გაეცინა.
* * *
23
* * *
- არ მჯერა, რომ დავბრუნდით. ცოტა უცნაური პერიოდი იყო, არა? - სიცილით ეკითხებოდა
გაბრიელი დეიზის.
- ურჩხულად ყოფნაც ასატანია, როცა მეორე ნახევარი გავსებს - ცხვირი ნიკაპზე გაუხახუნა
საყვარელ კაცს ღიმილით.
- ჰო, ყველანაირ კონტექსტში გავსებდი. ძალიან სასაცილო და ბრაზიანები ვიყავით.
ქალს უკვე წამოეღო სახლიდან ჯენისა და თავისი ბარგი. თავის ტანსაცმელს გაბრიელის
გარდერობში ინახავდა. რაღაცნაირი, ბედნიერი წუთები იყო. გეგონება, მხოლოდ იქ იყო მისი
ადგილი, სადაც ეს ოჯახი იცხოვრებდა.
- მიხარია, რომ აქ ვარ. ახლა ისევ ჯადოქრების კვარტალში ცხოვრებას ვერ გავუძლებდი.
- რას ამბობ, ვინ გაგიშვებს - გაეცინა გაბრიელს - მარტო ჩემთვის კი არა ხარ
სასურველი, ამ ოჯახში ყველა გიჟდება შენზე.
- რომ არ გიყვარდე, მაინც მოგიწევდა ჩემი შეყვარება.
- კი, ვლადი სტრატეგიულ ქორწინებას მოგვიწყობდა.
- საყვარელო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე და ჯენის, ბონუსად ძაღლი მოგვყვება?
- არა, ბუთქუნას ადგილიც მოიძებნება ჩვენს ოჯახში - ტუჩებში აკოცა გაბრიელმა.
- ბავშვი ძალიან გავაწამე გაბრიელ - ამოიოხრა დეიზიმ და საწოლზე ჩამოჯდა.
- ჯენი ძლიერია. მთავარ მსხვერპლად კვლავ მარიანა რჩება, როგორც მორალურად, ისე
ფიზიკურად.
- ხო ვიცი, ცხოვრების ბოლომდე უნდა მაძახოს, რაც გავაკეთე.
- შენი ბრალი არ იყო.
- ქალებს არ გვიცნობ! მაინც მომაძახებს - გაეცინა დეიზის.
* * *
- ჯენი, მინდა იცოდა, რომ სისხლის სავანეში ვაპირებ დაბრუნებას - მიუგო მამის
ზღაპრების მოლოდინში გატრუნულ ქალიშვილს ვლადმა.
- მეც შენთან ერთად მოვდივარ!
- არა საყვარელო, შენი ადგილი აქაა. - მაგრად მიიხუტა პატარა გოგონა - როგორც არ უნდა
მინდოდეს შენთან ყოფნა, იძულებული ვარ, დაგტოვო.
- რატომ?
- შენი და-ძმა და დეიზი აქ არიან. მხიარულად გაიზრდები. მე კი სისხლის სავანეს ვერ
მივატოვებ. სელენას მოვერიეთ, მაგრამ ხომ ხედავ, ყველა უბედურება მაინც იმ ქალაქიდან
იწყება და თუ არ გავაკონტროლე, ყველა უდღეური გამოგვეჭიმება შურისძიების მიზნით.
- კიარასთან ერთად გინდა ცხოვრება? ამიტომ არ მიგყევარ?
- ღმერთანი ჯენი, რა კიარა? - სასაცილოდ არ ეყო ვლადს - უცნაურად ჟღერს, მაგრამ კიარა
ჩემი მეგობარია. ხომ შეიძლება, მეგობარი მყავდეს? მარტოობისთვის ვარ განწირული, თუმცა
ერთი ისეთი, ვინც ჩემს ყველა მავნე იდეას იზიარებს, ძალიან სასიამოვნოა.
- მესმის.
- ვიცი რომ გესმის. შენ ყველაზე ჭკვიანი გოგო ხარ!
- ხომ ხშირად მოხვალ?
- რა თქმა უნდა. უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია.
- არც მე შემიძლია უშენოდ...