You are on page 1of 2

თავი 1- კორპორაციული ფინანსები და გარემო

1-მოთამაშეები და ფინანსური ბაზრები


ერთ მხარეს გვაქვს კორპორაციები, რომელთაც სჭირდებათ კაპიტალი გასაზრდელად ,
მეორე მხარეს ინვესტორები, რომელთაც აქვთ ეს კაპიტალი, მის სანაცვლოდ
კორპორაციები სთავაზობენ აქციებს ან ვალს. (bonds) მათ შორის დგას ბანკი, რომელიც
ასრულებს შუამავლის როლს, ის აკავშირებს ამ ორს.

ბაზარი ორი სახისაა- ფინანსური ბაზარი და რეალური საქონლის ბაზარი. აქტივი ქონებას
ნიშნავს, რომელიც შეიძლება იყოს მატერიალური (შენობა), ისე არამატერიალური (აქცია ).
ფინანსური აქტივი არის საქონელი, რომელიც მომავალში ნაღდი ფულის მიღების სახით
ეკონომიკურ სარგებელს გვპირდება.ფინანსური ბაზარი არის ბაზარი , სადაც
მიმდინარეობს ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები , კომერციული
გარიგება.
1) საფონდო ბაზარი- ფინანსური ბაზრის ერთი მაგალითია, სადაც ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები ხორციელდება .
2) ფულის ბაზარი- მოიცავს მოკლევადიან სამთავრობო და კორპორაციულ
დებიტორული ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას.
3) კაპიტალური ბაზარი- გრძელვადიანი სახელმწიფო და კორპორაციული აქციები.

ფინანსური ბაზარი შეიძლება განვიხილოთ ფულადი დანაზოგებისა და ინვესტიციების


სხვადასხვა არხებით დაკავშირების პროცესი. ფულადი საშუალებების გადანაცვლება
დანაზოგების სექტორიდან ინვესტიციების სექტორისკენ ფინანსური ინსტიტუტების
საშუალებით ხდება. ფინანსური საშუალებების დინებას აძლიერებენ ისეთი ფინანსური
ინსტიტუტები, როგორებიცაა აქციების მეორადი ბაზრები, ფინანსური შუამავლები და
ბროკერები. ფინანსურ ბროკერებს წარმოადგენენ საინვესტიციო და იპოთეკური ბანკები .
ფინანსური შუამავლებია- კომერციული ბანკები, დანაზოგის ინსტიტუტები , სადაზღვეო
კომპანიები, საპენსიო ფონდები, ფინანსური კომპანიები და ზიარი ფონდები .

ფულისა და აქციების ბაზარი არის პირველადი და მეორადი . პირველადი ბაზარი


ახლადგამოშვებული აქციების ბაზარია, სადაც კომპანიები ყიდიან თავის აქციებს, ხოლო
მეორად ბაზრებზე ხდება აქციების ყიდვა-გაყიდვა .

2- კორპორაციის ფინანსები
კორპორაციის ფინანსები შედგება 3 ნაწილისგან: ფინანსური მენეჯმენტი , საფინანსო
ბაზარი და ინვესტიციები.ფინანსების მართვა გულისხმობს 4 ურთიერთდაკავშირებული
ფუნქციებისგან: ფინანსების დაგეგმვა, ორგანიზაცია , მოტივაცია (საფინანსო გეგმის
შესრულების სტიმულირება), საფინანსო კონტროლი. ფინანსების მართვა ხორციელდება
საფინანსო პოლიტიკის შემუშავებით და მისი პრაქტიკული რეალიზაციით.
ჩვეულებრივ, კოპორაციებში ფინანსური მენეჯერი ფინანსურ ბაზარზე იძენს ფულად
საშუალებას და ახდენს მის ინვესტირებას. მაგალითად, სამშენებო კომპანიის მენეჯერს
შეუძლია ტრაქტორის შესაძენად ფული ისესხოს. ფულის სესხება საფინანსო ბაზარზე
გარიგების ერთი ფორმაა, ხოლო ტრაქტორის შეძენა ინვესტიცია .
კომერციული ბანკების ფინანსური მენეჯერი საფინანსო ბაზარზე იძენს საშუალებებს იმ
მიზნით, რომ განახორციელოს ფინანსურ აქტივებში დაბანდება. ის დეპოზიტის
მიღებასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო შემდეგ ხდება მისი
გასესხება. მაგალითი: კლიენტს სურს ბინის ყიდვა, საფინანსო ბაზარია ბანკი, ხოლო
კლიენტისთვის ბინის ყიდვა არის საინვესტიციო საქმიანობა.

Page 1|2
3- ფინანსური მენეჯერის მოვალეობები

ფინანსური მენეჯერი ფირმასა და ფინანსურ ბაზარს შორის შუამავალს წარმოადგენს ,


სადაც ინვესტორები ფირმის მიერ გამომუშავებულ ფინანსურ აქტივებს იძენენ .
კორპორაციის საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობა წარმოქმნის ფულის
ნაკადს.მაგალითად უშვებს აქციებს. ფინანსურმა მენეჯერმა უნდა განსაზღვროს სად და
რა თანხა უნდა იქნეს დაბანდებული ბიზნესისთვის. მას შემდეგ, რაც მოხდება
ინვესტიციების იდენტიფიცირება, მენეჯერმა უნდა ნახოს დაფინანსების წყაროს
ოპტიმალური არჩევანი. მოძიებული სახსრებით ხდება შემოსავლის მიღება და შემდეგ
უნდა მოხდეს ამოღებული ფულის გადანაწილება. კერძოდ, დაიფაროს სესხი და
მფლობელებზე მოხდეს მოგების გადანაწილება, ან მისი რეინვესტირება .
ფინანსური მენეჯრის ვალდებულებებია: საინვესტიციო გეგმის შემუშავება , კაპიტალური
დანახარჯების ბიუჯეტის ოპტიმალური ვარიანტის შედგენა . ფირმის ფინანსური
სტრუქტურისა და ფულად საშუალებებზე მოთხოვნის განსაზღვრა. დაფინანსების
ალტერნატიული წყაროების გამონახვა და შეფასება. შერჩეული წყაროს მიხედვით
ფინანსური რესურსების პრაქტიკული მიღება. მიღებული ფულადი საშუალებების
გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება.
ამგვარად მას ევალება შეიმუშავოს საინვესტიციო წინადადებები , გამოძებნოს
დაფინანსების წყაროები, შეაფასოს თითოეული მათგანი და შემდეგ დაიწყოს
დაფინანსება.

4- ფინანსური ღირებულების შექმნა

Page 2|2

You might also like