You are on page 1of 10

თავი 1

ფინანსური აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები


1) ფასსკ.-საქართველოში მოქმდეი კანონმდებლობის თანახმად ფინანსური
ანგარიშგება მზადდება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების
მიხედვით (ფასს). მათი მიღების უფლება აქვს ფასს-ის კომიტეტს (IASC).
სტანდარტები ითარგმნება და გამოდის საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ.
2) მართვისათვის საჭირო ინფორმაცია-ბიზნესის ყოველდღიური ცხოვრების
სწორად დასაგეგმად,ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად მენეჯერს ესაჭიროება
მრავალი დამატებითი ბუღალტრული მონაცემები. დოკუმენტები მზადდება
შესაბამისი ფორმით და არ საჭიროების ფინანსური აღრიცხვის საყოველთაო
პრინციპების გათვალისწინებას.
3) საგადასახადო დეკლარაციები- ყოველი მოქალაქე და ორგანიზაცია
ვალდებულია გადაიხადოს გადასახადები საქართველოს საგადასახადო
კოდექსის შესაბამისად. ამიტომ საგადასახადო დეკლარაციის მომზადება
დამოკიდებულია საგადასახადო კანონმდებლობაზე.
4) მარეგულირებელ ორგანოთათვის განკუთვნილი დოკუმენტები- ბევრი
საწარმოს საქმიანობა რეგულირდება სახელმწიფო რეგულირების ორგანოს მიერ ,
რომელიც ამ საწარმოდან ითხოვენ ფასმპ-ს მიხედვით მომზადებულ ბუღალტრულ
ინფორმაციას.

ფინანსური დოკუმენტები
ფინანსური დოკუმენტები: 1) საბალანსო ანგარიშგება 2)მოგება-ზარალის
ანგარიშგება 3)კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება 4)ფულადი სახსრების
მოძრაობის ანგარიშგება 5) სხვადასხვა ახსნა-განმარტებითი დოკუმენტები.

1) საბალანსო ანგარიშგება/ბალანსის უწყისი-ანგარიშგება, რომელიც გვიჩვენებს ,


თუ რას ფლობს კომპანია, როგორია მისი ვალდებულებები და მფლობელთა
კაპიტალი კონკრეტული თარიღის მდგომარეობით. გვაძლევს კომპანიის
მდგომარეობის მომენტალურ სურათს.აქ გამოიყენება ძირითადი საბალანსო
ტოლობა.

 კაპიტალში იწერება ინვესტირებული კაპიტალი და გაუნაწილებელი


მოგება. მათი ჯამის ტოლია.
 ინვესტირებული კაპიტალი არის მფლობელის მიერ კომპანიაში ჩადებული
აქტივი.(ფული, საქონელი.)

P a g e 1 | 10
 გაუნაწილებელი მოგება კი ტოლია შემოსავალს გამოკლებული ხარჯები და
დივიდენდები. არის ფირმის განკარგულებაში დარჩენილი წმინდა მოგების
ნაწილი, რომელიც გაუნაწილებელი დარჩა. ის განაწილებას
დაექვემდებარება მომდევნო საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, იმ
პერიოდში მიღებულ წმინდა მოგებასთან ერთად, რათა მოხდეს წარმოების
გაფართოება და სრულყოფა.

2) მოგება-ზარალის ანგარიშგება- ანგარიშგება, სადაც ვაჯგუფებთ საწარმოს


შემოსავლებს, ხარჯებს, და ვადარებთ ერთმანეთს. იწერება ყველა შემოსავალი,
რომელიც უკვე იქნა ან იქნება მიღებული მომავალში და ხარჯი, რომელიც
გაწეული იქნა შემოსავლის მიღების პროცესში.

 შემოსავალს აკლდება ხარჯი და ვიღებთ მოგებას ან ზარალს.


3) კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება- მფლობელის მიერ კაპიტალის ამოღება
არ აისახება მოგება-ზარალის ანგარიშგებაში, არაედ ის აისახება კაპიტალის
ცვლილების ანგარიშგებაში,განსაზღვრული პერიოდისთვის.
კაპიტალი პერიოდის ბოლოს=კაპიტალი პერიოდის დასაწყისში +მოგება/ზარალი
+ ინვესტიცია-დივიდენდი.
4) გაუნაწილებელი მოგების ცვლილების ანგარიშგება-
გ.მ. პერიოდის ბოლოს=გ.მ. პერიოდის დასაწყისში+მოგება/ზარალი-დივიდენდი.
5) ფულადი სახსრების ცვლილების ანგარიშგება- ფინანსური დოკუმენტი,
რომელშიც შეჯამებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფირმაში
შემოსული და გასული ფული. ფული მოძრაობს 3 მიმართულებით: საოპერაციო,
საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობა. ეს ანგარიშგება საშუალებას გვაძლევს
შევაფასოთ კომპანიის გადახდისუნარიანობა.
ფულადი სახსრები პერიოდის ბოლოს= ფ.ს. პერიოდის დასაწყისში+ფულადი
შემოსავლები-ფულადი გასავლები.

ტერმინოლოგია
 ფინანსური აღრიცხვა-ეხება საწარმოს მოღვაწეობის მთელ პროცესს და
გამიზნულია გარე მომხმარებელთათვის.
 მენეჯერული აღრიცხვა-გამიზნულია შიდა მოხმარებისთვის. ის
განცალკევებულად განიხილავს საწარმოს მოღვაწეობის სხვადასხვა

P a g e 2 | 10
სფეროს და საშუალებას იძლევა, რომ წარიმართოს ბიზნესი გაკრვეული
მიმართულებით, ისე რომ მიღწეული იქნას მიზანი.
 გარიგება-ეკონომიკური მოვლენა ბიზნესში, რომელიც გამოიხატება ფულად
ტერმინებში და არის არა მომავალში მოსალოდნელი ქმედება, არამედ უკვე
მომხდარი, დასრულებული ხდომილება.
 მარაგები-მიმდინარე აქტივები, რომლებსაც კომპანია ფლობს შემდგომი
გაყიდვის მიზნით.შესაძლოა წარდგენილი იყოს ნედლეულის,
დაუსრულებელი ან მზა პროდუქტის სახით.
 დივიდენდი-მოგების ნაწილი, რომელსაც იღებენ აქციონერები მათ მიერ
დაბანდებული კაპიტალის შესაბამისად. ფირმა უხდის თავის მფლობელს.
მფლობელის მიერ ფულის ამოღება პირადი ინტერესებისთვის.
 ავანსი-თანხის ნაწილი, რომელიც წინასწარ არის გაცემული ნივთის ან
მომსახურების მომავალში შესაძენად.
 იჯარა- დროებით სარგებლობაში გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ,
როდესაც მოიჯარეს ეძლევა შესაძლებლობა საიჯარო დროის
განმავლობაში მიიღოს შესაბამისი ნაყოფი / შემოსავალი.
 ძირითადი საშუალებები-საწარმოო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება
არა ერთჯერადი, არამედ ხანგრძლივი მოხმარებისთვის, განიცდის ცვეთას
და ნელ-ნელა თავისი ღირებულება გადააქვს პროდუქციის
თვითღირებულებაზე. ძირითადი საშუალებებია: უძრავი ქონება, მიწა,
მანქანა, დანადგარი, მოწყობილობა, აღჭურვილობა, პირუტყვი და სხვ.

თავი 2

1)ინდივიდუალურ აქტივებში შედის-ფული, მარაგი,საოფისე აღჭურვილობა, მიწა.


2)ვალდებულებები- სათამასუქო ვალდებულება, გადასახდელი ხელფასი,
გადასახდელი პროცენტი.
3)კაპიტალი-ინვესტირებული კაპიტალი, გაუნაწილებელი მოგება,ხარჯები ,
შემოსავლები, დივიდენდები.
4) შემოსავალი-შემოსავალი მომსახურებიდან, სხვა შემოსავლები.

P a g e 3 | 10
5) ხარჯი-ხელფასის ხარჯი,სხვა ხარჯები.
ანგარიშის ნაშთი-ანგარიშის დებეტსა და კრედის შორის სხვაობა. თუ კრედიტი
მეტია დებეტზე ანგარიში კრედიტული ნაშტი აქვს და პირიქით. მაგალითად,
ფულის ანგარიშის ნაშთი ნიშნავს თუ რამდენი ფულია დარჩენილი პერიოდის
ბოლოს.
აქტივები-დებეტი; კაპიტალი და ვალდებულება-კრედიტი.
დებიტში შედის-აქტივები, ხარჯები, მფლობელის მიერ პირადი ინტერესებისთვის
ამოღებული ფული.
შემოსავალი ზრდის კაპიტალს ამიტო ის კრედიტულია ანგარიშია. რაც კაპიტალს
ამცირებს ის დებეტური.(მაგ. ხარჯი)
ანგარიშის სახის განსაზღვრა ხდება ორი გზით: აქტივია თუ არა, და რას უშვება ის
კაპიტალს.

ორმაგი ჩაწერის პრინციპი- ყოველი გარიგების ჩაწერის დროს, დებეტური


გატარებების ჯამი ტოლი უნდა იყოს კრედიტული გატარებების ჯამის.
დავუშვათ ბიზნეს ჩადეს 1000 ლარი და 500 ლარის ღირებულების პრინტერი, მაშინ
ცალკე დებეტში ჩავწერდით ფულს და პრინტერს (აღჭურვილობის ღირებულებას),
ჯამი 1500, მეორეში კი ინვესტირებულ კაპიტალში 1500-ს.
საქმის გაკეთებისას ჩნდება მომსახურების შემოსავალი.
T-ს სახელის მიხედვით ხდება აქტივების მხარეების განსაზღვრა. მაგალითად,
კრედიტში შეძენილი 2500 ლარის ოფისის მარაგი, ერთს მხრივ ჩაიწერება ოფისის
მარაგის მარცხენა მხარეს, რადგან ოფისის მარაგი აქტივია, და მეორეს მხრივ
სავაჭრო ვალდებულების მარჯვენა მხარეს, რადგან ვალდებულებაა. ასევე
დამოკიდებულია ზრდადობა-კლებადობაზე. თუ რაღაცაში გადაიხადე ფული,
მაშინ ეს ფული ჩაიწერება ფულის მარჯვენა მხარეს, რადგან ის შემცირდა.
3)აქტივების ზრდა იწერება მარცხენა მხარეს,(დებიტში) კლება მარჯვენა მხარეს.
(კრედიტში)
ვალდებულებები და კაპიტალი პირიქით, მარცხენა მხარეს კლებულობს, მარჯვნივ
კი იზრდება.
ანუ ყველა რჩება თავიან მხარეს ზრდის შემთხვევაში, და ინაცვლებს კლების
შემთხვევაში.

P a g e 4 | 10
1) მთავარი სააღრიცხვო წიგნი- დოკუმენტი, რომელშიც ხდება საბალანსო
ანგარიშგების რომელიმე პუქნტის შესახებ ინფორმაციის დაგროვება. მას აქვს T-ს
ფორმა. ის შედგება ანგარიშის სახელისგან, დებეტისგან და კრედიტისგან .
გაერთიანებულია ანგარიშთა ჯგუფები.

 ბოლოში ნაჩვენებია ნაშთი (დებეტს მინუს კრედიტი).


 დებეტების ჯამი ტოლი უნდა იყოს კრედიტების ჯამისა.

2) საცდელი ბალანსი- ანგარიშგება, სადაც მარცხნივ ჩამოთვლილია ანგარიშთა


დასახელებები და მარჯვნივ მისი შესაბამისი დებეტი/კრედიტი. ის სასარგებლოა
ფინ. ანგარიშგების შედგენისას. აიგება წიგნის ანგარიშგების შედგენის შემდეგ,
მარჯვნივ ჩაიწერება ანგარიშის ნაშთი(დებეტს-კრედიტი, რომელიც წიგნის
ანგარიშშია მოცემული).
3) აღრიცხვის მთავარი ჟურნალი- სააღრიცხო ჩანაწერები, სადაც ხორციელდება
გარიგებების თავდაპირველი აღრიცხვა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
ყოველი გარიგებისთვის ჟურნალი გვიჩვენებს დებეტსა და კრედიტს. (მარჯვნივ)
4) ანგარიშთა გეგმა -კომპანიის ანგარიშთა ჩამონათვალი. მცირე ბიზნესი იყენებს
20-30 ანგარიშს, მსხვილი-ათასობით ანგარიშს.

აღრიცხვის პროცესის ძირითადი ეტაპები


1)გარიგების ანალიზი.
2) ჟურნალში გატარება, რომელი ანგარიში დებეტირდება და რომელი
კრედიტირდება.
3) ინფორმაციის გადატანა ჟურნალიდან წიგნის ანგარიშგებაში.
4) საცდელი ბალანსის შედგენა.
5) ფინანსური ანგარიშგების შედგენა.

P a g e 5 | 10
თავი 3
დარიცხვის ბუღალტრული კონცეფცია
1) რეალიზაციის პრინციპი-შემოსავლები უნდა ვაღიაროთ იმ პერიოდში, როცა მას
გამოვიმუშავებთ და არა ფულის მიღების მომენტში.
ხარჯების აღიარების პრინციპი-ხარჯები დავაფიქსიროთ რესურსების გამოყენების
მომენტში და არა ფულის გადახდის მომენტში. მაგალითად, კომუნალურები
დავხარჯეთ სექტემბერში, მაგრამ გადავიხადეთ დეკემბერში, ის არის სექტემბრის
ხარჯი.
შემოსავლები იწერება კრედიტში, ხარჯები დებეტში.
-ამიტომ შემოსავალი/ხარჯი ყოველთვის არ ნიშნავს ფულის მიღებას/გაცემას,
რადგან ეს უკანსაკნელი ნიშნავს ფულის უშუალოდ მომენტში მიღებას/მიცემას .
2) მაკორექტირებელი გატარებები- საჭიროა, რადგან საცდელი ბალანსი
სრულფასოვან ინფორმაციას არ შეიცავს. მაკორექტირებელი გატარებები
უზრუნველყოფენ დარიცხვის მეთოდის შენარჩუნებას.
მაკორექტირებელი გატარებების ტიპები:
1)გატარებები წინასწარ გადახდილი ხარჯების განაწილების მიზნით.
თუ გადავიხადე წინასწარ 4 თვის დაზღვევა, ხარჯი უნდა დაფიქსირდეს თუ წელი
მთავრდება დავუშვათ 2 თვის მერე, მაშინ ამ წლისთვის, დანარჩენი შემდეგი
წლისთვის გადავა.
2) გატარებები ავანსად მიღებული შემოსავლების განაწილების მიზნით.
მაგალითად, წინასწარ გადაუხადეს კომპანიას 30 000 ლარი 3 თვიანი
მომსახურების გაწევისათვის, 2 თვის შემდეგ, გაკეთებული ექნება საქმის 2/3 და ეს
უნდა დაფიქსირდეს პერიოდის ბოლოს, ანუ უნდა დაფიქსირდეს გერთი მხრივ
ვალი 20 000-ით შეუმცირდა და ეს 20 000-ის საქმე რო გაკეთდა.
3) გატარებები დაგროვილი ხარჯების განაწილების მიზნით.
რაღაცაებს რო ხარჯავს კომპანია, მაგრამ მათ შესახებ ჯერ დოკუმენტი არ
მოსვლია. მაგალითად, ყოველთვიურად იჯარა უნდა გადაიხადოს 400 ლარი,
თუმცა ამასთანავე შეუთანხმდა სხვას, რომ გადაიხდიდა 3 თვის თავზე, 2 თვის
შემდეგ დაგროვებული გადასახდელი იქნება 800 ლარი, და ეს უნდა
დაფიქსირდეს.
4) გატარებები დაგროვილი შემოსავლების განაწილების მიზნით.

P a g e 6 | 10
დავდეთ კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ფულს გაწეული სამუშაოსთვის
გადამიხდიან 3 თვის თავზე, 2 თვიანი მუშაობის შემდეგ აქაც უნდა დაფიქსირდეს
რაც მეკუთვნის, ანუ ფულის 2/3. გაჩნდა მისაღები შემოსავალი.
მაკორექტირებელი გატარებები გადადის მთავარ წიგნში, შემდეგ დაბალანსდება
ანგარიშები, შემდეგ ჩამოიწერება და მიიღება კორექტირებული საცდელი
ბალანსი.
კორექტირებული საცდელი ბალანსი-ბალანსი, რომელიც ცვეთისა და სხვა
მაკორექტირებელი გატარებების შემდეგ სრულდება.
-შემოსავლების მიღებისას ტოლობის მარცხენა მხარეს იზრდება ფული, მარჯვენა
მხარეს კი კაპიტალი.

ცვეთა
ცვეთის ხარჯი-გრძელვადიან აქტივში გადახდილი თანხის თითოეულ
პერიოდზე(მთლიანი დროის დაყოფა) სწორად მიკუთვნება.
მაგალითად, რაღაც აქტივში გადაიხადე 20 000 და ის მოგემსახურება 20 წელი,
მაშინ ამ აქტივის მომსახურების თითოეული წლისთვის გადაიხადე 1000, ამიტომ
თითოელი წლის შესაბამისი ხარჯი არის 1000.
1) აქტივის საწყისი ღირებულება- რამდენადაც შევიძინეთ აქტივი.
2) აქტივის სალიკვიდაციო ღირებულება-გარკვეული პერიოდის შემდეგ რა
ღირებულება ექნება.
3) ექსპლუატაციის ვადა-რამდენი წელსაც მოვიხმართ აქტივს.
4) ცვეთის მეთდი- ერთ-ერთი მეთოდია წრფივი მეთოდი-ხარჯების პერიოდზე
თანაბრად განაწილება.
ცვეთის ხარჯი= პირვანდელი ღირ.-სალიკვ.ღირ
მომსახურების ვადა
მაგალითად, ტრაქტორის ექსპლუატაციის ვადაა 5 წელი, მისი ღირებულება 20 000,
5 წლის შემდეგ კი იქნება 5 000. ცვეთა = 3 000 ლარი. (თითო წელზე)
ცვეთის ხარჯი დებეტში იწერება,რადგან კაპიტალს ამცირებს. დაგროვილი
ცვეთა კრედიტში, რადგან ის ამცირებს აქტივის ღირებულებას. ეს ორმაგი ჩაწერის
პრინციპის მიხედვით ხდება, კრედიტში და ტებეტში. მეტი თვალსაჩინოებისთვისა

P a g e 7 | 10
და მოხერხებულობისთვისაა 2 და არა ერთი, ისე ერთი და იგივეა, შესაბამისად
ყოველთვის ტოლი უნდა იყოს ერთმანეთის.
მიმდინარე გატარება იწერება ჩვეულებრვიად და მის მარჯვნივ იწერება
მაკორექტირებელი გატარევა, სადაც ყურადღება ექცევა ცვეთას, და იმ 4-ს რაც ამ
თავში ვისწავლეთ.

აღრიცხვის პროცესის ძირითადი ეტაპები:


1) გარიგების ანალიზი
2) ჟურნალში გატარება
3) გადატანა მთავარი წიგნის ანგარიშებზე
4) საცდელი ბალანსის მომზადება
5) კორექტირებები ჟურნალში
6) კორექტირებების გადატანა წიგნში
7) კორექტირებული საცდელი ბალანსი
8) ფინანსური ანგარიშგების შედგენა

თავი 4
1)დროითი ანგარიში-ანგარიში, რომელიც კონკრეტულ პერიოდს ემსახურება.
შემოსავლები, ხარჯები და დივიდენდები.
დროებითი ანგარიში იხურება, რათა მომზადდეს ის მომავალი პერიოდის
ტრანზაქციების აღსაწერად.
2) მუდმივი ანგარიში- აქტივები, ვალდებულებები, ინვესტიცია და გაუნაწილებელი
მოგება.

ანგარიშის დახურვა
შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიში იხურება მოგების ჯამის ანგარიშზე.
მოგების ჯამი იხურება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე. დივიდენდიც.

თავი 5
სასაქონლო მატერიალური მარაგები(სსმ)-რასაც ვყიდულობთ შემდგომი
რეალიზაციის მიზნით. მოკლევადიანი აქტივი, რომლითაც იწყება მიმდინარე

P a g e 8 | 10
აქტივები. თუ მაგალითად, კომპიუტერი ვიყიდე გამოსაყენებლად ის ძირითად
საშუალებებში მოხვდება, თუ გასაყიდად მაშინ სსმ-ში.
რეალიზაცია-მომენტი, როცა ხდება პროდუქტის მიწოდება.
რეალიზებული საქონლის თვითღირებულება- რამდენად ვიყიდეთ პროდუქტი,
რომელიც შემდეგ გავყიდეთ. მაგალითად, 10 000 გავყიდეთ 7 000 ნაყიდი
საქონელი, მაშინ 7 000-ია მისი რსთ.
მოგება-ზარალის ანგარიშგება
ეტაპები:
1)რეალიზაცია-ვითვლით სუფთა რეალიზაციას.
2) რსთ
3) საერთო მოგება რეალიზაციიდან-რეალიზაციას გამოკლებული რსთ. რა რჩება
კომპანიას ვაჭრობიდან.
4) საოპერაციო ხარჯები
5) საოპერაციო მოგება-საერთო მოგებას ემატება სხვა საოპერაციო შემოსავლები
და აკლდება საოპერაციო ხარჯები.
7) არასაოპერაციო ხარჯები და მოგება
8) მოგება დაბეგვრამდე-არასაოპერაციო შემოსავლებს დამატებული საოპერაციო
მოგება და გამოკლებული არასაოპერაციო ხარჯები.
9) მოგების გადასახადის ხარჯი
10) წმინდა მოგება

სსმ აღრიცხვის ორი მეთოდი არსებობს-უწყვეტი და პერიოდული.


უწყვეტი-მუდმივად ვადევნებთ თვალს სსმ-ს. შესყიდვაც და გაყიდვაც აღირიცხება
ამგაროშზე სსმ. ყოველი რეალიზაციის დროს ხდება არა მხოლოდ შემოსავლსი
აღიარება, არამედ რეალიზებული პროდუქის თვითღირებულების.
პერიოდული-როცა ვყიდულობ მარაგს მას ვინახავთ სადღაც.გაიყდვის დროს არ
ვაფიქსირებ რსთ-ს, ვაფიქსირებ მხოლოდ შემოსავალს, ანუ რამდენად გავყიდე
ყოველი პერიოდის ბოლოს.

P a g e 9 | 10
ყოველი რეალიზაციის დროს კეთდება 2 გატარება- ერთით ვაფიქსირებთ
რეალიზაციას, მეორეთი კი რსთ-ს.
ინვენტარიზაცია-პერიოდის ბოლოს ვუყურებთ, თუ რა ღირებულებების მარაგები
დამრჩა გაუყიდავი, და ვაკეთებთ დასკვნას თუ რა ღირებულებების მარაგები
გავყიდე მთელი პერიოდის განმვალობაში.
ახალი პერიოდის დაწყებისას ანგარიშზე წინა პერიოდიდან გადმოდის გაუყიდავი
მარაგების რსთ, როგორც უყვეტზე, ისე პერიოდულზე. უწყვეტში ის მუდმივად
იცვლება შესყიდვისა და გაყიდვის დროს.
პერიოდულში კი, მიმდინარე პერიოდის მარაგების შესყიდვები აღირიცხება
დროებით ანგარიშზე-“შესყიდვები.“ დროებითი იმიტომ რომ მოგების ჯამზე
დაიხურება პერიოდის ბოლოს.
უწყვეტში რეალიზაციასაც ვაღიარებთ და რსთ-საც, აქ მხოლოდ მხოლოდ
რეალიზაციას.
პერიოდის ბოლოს კი, მოგება-ზარალის ანგარიშგებაში დაითვლება მთელი
მიმდინარე პერიოდის რსთ-ს.(გაყიდულის საქონლის ღირებულების ჯამი)

P a g e 10 | 10

You might also like