You are on page 1of 24

საგამოცდო თეორიული საკითხები

სულ იქნება 2 თემა და 40 ტესტი

ფინალური გამოცდის მოსამზადებლად გვჭირდება: 1,2,3,4,5,6,7,9,23,24,25,26,29 თავები

თეორიული საწერი მასალა იქნება შემდეგი თემებიდან:

1. მშპ-ს კომპონენტები, რეალური და ნომინალური მშპ (თავი 23)

2. სამომხმარებლო ფასების ინდექსი; სამომხმარებლო ფასების იმდექსი და მშპ დეფლატორი


(24)

3. ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკა (დანაზოგები და ინვესტიციები, კლებადი


უკუგება და მკვეთრი ზრდის ეფექტი; უცხოური ინვესტიციები, განათლება ) თავი 25

4. ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკა (საკუთრების უფლეები და პოლიტიკური


სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობა, მეცნიერებული კვლევები და განვითარება) თავი 25

5. დანაზოგენი და ინვესტიციები ეროვნულ საშემოსავლო ანგარიშებზე (თავი 26)

6. სასესხო კაპიტალის ბაზარი (სასესხო კაპიტალის მიწოდება და მოთხოვნა) თავი 26

7. სასესხო კაპიტალის ბაზარი (გადასახადები და დანაზოგები, გადასახადები და


ინვესტიციები) თავი 26

8. სასესხო კაპიტალის ბაზარი (სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი) თავი 26

9. ფედერალური სარეზერვო სისტემის საფინანსო ინსტრუმენდები მონეტარული


კონტროლისთვის (თავი 29)
1. მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლა (თავი 23)

2. მშპ-ს კომპონენტები (თავი 23);

3. რეალური და ნომინალური მშპ (თავი 23)

საკითხი 4 ქულა. ასევე 4 ტესტი 23-ე თავიდან (ტესტი 0.5 ქულა). სულ ქვიზი - 6 ქულა.

23-ე თავი

მშპ ერთდროულად ორ სიდიდეს ზომავს: ეკონომიკის ყველა წევრის მიერ მიღებულ მთლიან
შემოსავალსა და აკონომიკის საქონელსა და მომსახურებაზე გაღებულ მთლიან ხარჯებს.
მთლიანი შემოსავალი და მთლიანი ხარჯები სინამდვილეში ერთი და იგივე სიდიდეა.
მთლიანი ეკონომიკისთვის შემოსავალი ხარჯების ტოლი უნდა იყოს. ( ეს რო ავხსნათ -
თითოეულ ქმედებას ორი მხარე აქვს - მყიდველი და გამყიდველი. დავუშვათ, რომ კარენი
დაგს გაზონის გაკრეჭაში უხდის 100 დოლარს. ამ შემთხვევაში დაგი მომსახურების
გამყიდველია, კარენი კი მყიდველი. ერთი იღებს 100 დოლარს, მეორე ხარჯავს. ამ
ურთიერთქმედების წილი ეკონომიკაში თანაბარია.

1. მთლიანი შიდა პროდუქტის გამოთვლა


მთლიანი შიდა პროდუქტი - ყველა იმ საბოლოო საქონლისა თუ მომსახურების
საბაზრო ღორებულება, რომელიც იწაემოება ქვეყნის შიგნით დროის მოცემულ
პერიოდში. მშპ-ს გამოთვლისას უამრავი გაუგებრობა ჩნდება, ამიტომ საჭიროა
თითოეული ტერმინის განმარტება.
საბაზრო ღირებულება - საბაზრო ფასები ასახავს იმ თანხას, რომლის
გადახდისთვისაც ადამიანები მზად არიან სხვადასხვა საქონლის შეძენის მიზნით,
ამიტომ ფასები ამ საქონლის ღირებულებას გვაძლევს. თუ დავუშვებთ, რომ ვაშლის
ფასი ფორთოხლის ფასზე ორჯერ მეტია, მაშინ ვაშლის ხვედრითი წილი მთლიან
შიდა პროდუქტში ფორთოხლის ხვედრით წილზე ორჯერ მეტი იქნება.
ყველა ის - მშო ეკონომიკაში წარმოებული და ბაზრებზე კანონიერად გაყიდული
საქონლის ყველა ერთეულს შეიცავს. მაგრამ არსებობს ზოგიერთი პროდუქტი,
რომელთა ღირებულების მშპ არ შეიცავს, ვინაიდან ამ ღირებულების დათვლა
რთულია. მშპ არ შეიცავს უკანონოდ წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას.
საბოლოო - მშპ მხოლოდ საბოლოო საქონლის ღირებულებას შეიცავს, უკვე
გამზადებული საქონლის (მანამდე ის რა ეტაპებს გადის, მშპ-ში არ შედის) ამის
მიზეზი ისაა, რომ შუალედური საქონლის ღირებულება უკვე ისედაც შესულია
საბოლოო ფასში.
საქონელი თუ მომსახურება - მშპ შეიცავს როგორც მატერიალურ საქონელს, ისე
არამეტერიალურ მომსახურებას.
რომელიც იწარმოება - მშპ შეიცავს მიმდინარე პერიოდში წარმოებულ საქონელსა და
მომსახურებას. ის არ შეიცავს გარიგებებ, რომლებიც წარსულში წარმოებულ
საქონელს ეხება.
ქვეყნის შიგნით - მშპ ასახავს პროდუქციის ღირებას ქვეყნის გეოგრაფიულ საზღვრებს
შიგნით. როდესაც მაგალითად კანის მოქალაქე აშშ-ში მუშაობს, მისი პროდუქცია
შეერთებული შტატების მშპ-ს ნაწილია. ამგვარად, საქონელი შედის ქვეყნის მთლიან
შიდა პროდუქტში, თუ წარმოებულია ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მწარმოებლის
ეროვნების მიუხედავად.
დროის მოცემულ პერიოდში - მშო ასახავს იმ პროდუქციის ღირებულებას, რომელიც
დროის კონკრეტულ მონაკვეთში იწარმოება. ჩვეულებრივ დროიეს ეს მონაკვეთი არის
წელიწადი ან კვარტალი (სამი თვე)

მშპ-ს კომპონენტები (თავი 23);

იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებს ეკონომიკა თავის შეზღუდულ რესურსებს,


ეკონომისტებს ხშირად სჭირდებათ მშპ-ში სხვადასხვა სახის ხარჯების გამოყოფა. მშპ
(აღნიშნულია Y-ით) ოთხ კომპონენტად იყოფა.
მოხმარებად C, ინვესტიციებად I, სახელმწიფო შესყიდვებად G და წმინდა ექსპორტად
NX
Y= C+I+G+NX

მოხმარება - მოხმარება საოჯახო მეურნეობების მიერ საქონელსა და მომსახურებაზე


გაწეული ხარჯებია. ეს მოიცავს ხანგრძლივი მოხმარების საქონელს, როგორიცაა
ავტომობილი და საყოფაცხოვრებო მოწყობილობა, ხანმოკლე მოხმარების საქონელს,
როგორიცაა საკვები და ტანსაცმელი, მომსახურება თმის შეჭრა, ჯანმრთელობის
დაცვა.
ინვესტიცია - კაპიტალურ მოწყობილობებზე, მარაგებსა და შენობებზე გაწეული
ხარჯები საოჯახო მეურნეობების მიერ, ახალი საცხოვრებლის ჩათვლით.
სახელმწიფო შესყიდვები - ადგილობრივი, შტატის და ფედერალური მთავრობის
მიერ საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გაწეული ხარჯები.
წმინდა ექსპორტი - უცხოელთა მიერ შეძენილი სამამულო წარმოების საქონლის
ღირებულებისა და ადგილობრივი რეზიდენტების მიერ შეძენილი უცხოური
წარმოების საქონლის ღირებულების სხვაობა.

რეალური და ნომინალური მშპ (თავი 23)

ნომინალური მშპ - საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა, გამოხატული


მიმდინარე ფასებში.
რეალური მშპ - საქონლისა და მომსახურების წარმოების მოცულობა, გამოხატული
მუდმივ ფასებში.
დავუშვათ, ქვეყანა აწარმოებს ჰამბურგერს და ჰოთდოგს. ამ ეკონომიკის მთლიანი
ხარჯების გამოსათვლელად ჰოთდოგისა და ჰამბურგერების რაოდენობა მათ ფასებზე
უნდა გავამთავროთ. 2005 წელს 100 სოსისი გაიყიდა 1 დოლარად, ამიტომ ჰოთდოგის
ხარჯებია 100 დოლარი. ამავე წელს 50 ჰამბურგერი გაიყიდა 2 დოლარად, ამიტომ
ჰამბურგერის ხარჯებიც 100 დოლარის ტოლია. ეკონომიკის მთლიანი ხარჯები -
ჰოთდოგისა და ჰამბურგერების ხარჯების ჯამი - 200 დოლარია. ამ თანხას, მიმდინარე
ფასებში ასახულ საქონელისა და მომსახურების წარმოებას, ნომინალური მშპ
ეწოდება.
წარმოებული საქონლის რაოდენობის ისეთ მაჩვენებლად, რომელზეც ფასების
ცვლილება არ მოქმედებს, რეალურ მშპ-ს ვიყენებთ, საქონლისა და მომსახურების
მუდმივ ფასებში გამოხატულ რაოდენობას. რეალური მშპ-ს გამოთვლისას ჯერ საბაო
წელიწადს ვირჩევთ, შემდეგ ვიღებთ საბაზო წელიწადს ჰოთდოგისა და
ჰამბურგერების ფასს და მათი მეშვეობით ვითვლით საქონლისა და მომსახურების
ღირებულებას სხვა წლებისთვის.
შეჯამება: ნომინალური მშპ საქონლისა და მომსახურების წარმოების შეფასებისთვის
მიმდინარე ფასებს იყენებს. რეალური მშპ საქონლისა და მომსახურების წარმოების
შედასებისთვის მუდმივ, საბაზო წლის ფასებს იყენებს. ვინაიდან ფასების ცვლილება
რეალურ მშპ-ზე არ მოქმედებს, რეალური მშპ-ს ცვლილება მხოლოდ წარმოებული
საქონლის რაოდენობის ცვლილებას ასახავს. ამგვარად, რეალური მშპ ეკონომიკაში
საქონლისა და მომსახურების წარმოების მაჩვენებელია.

23-ე თავის მნიშვნელოვანი საკითხები

მშპ დეფლატორი - ფასების საერთო დონის მაჩვენებელი, რომელიც გამოიხატება


ნომინალური მშპ-სა და რეალური მშპ-ს შეფარდების გამრავლებით 100-ზე.
მშპ დეფლატორი = ნომინალური მშპ/რეალურ მშპ x 100-ზე.
მშპ დეფლატორი შემდგომი წლებისთვის ზომავს ნომილური მშპ-ს ცვლილებას
საბაზო წელთან შედარებით, რომელიც არ არის განპირობებული რეალური მშპ-ს
ცვლილებით.
მშპ ეკონომიკური კეთილდღეობის კარგი მაჩვენებლია, რადგან ადამიანებს მაღალი
შემოსავალი ურჩევნიათ დაბალ შემოსავალს. მაგრამ ეს არ არის კეთილდღეობის
სრულყოფილი მაჩვენებელი. მაგალითად, მშპ არ ითვალისწინებს დასვენებისა და
სუფთა გარემოს ღირებულებას.
1.სამომხმარებლო ფასების ინდექსი (თავი 24);

2. მშპ დეფლატორი და სამომხმარებლო ფასების ინდექსი (თავი 24);

სამომხმარებლო ფასების ინდექსი - ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და


მომსახურების საერთო ღირებულების მაჩვენებელია. შრომის სტატისტიკის ბიურო,
რომელიც შრომის დეპარტამენტის ნაწილია, ყოველთვიურად ითვლის და აქვეყნებს
სამომხმარებლო ფასების ინდექსს. როდესაც შრომის სტატისტიკის ბიურო სამომხმარებლო
ფასების ინდექსსა და ინფლაციის დონეს განსაზღვრავს, იყენებს მონაცემებს ათასობით
სახეოიბის საქონლისა და მომსახურების ფასების შესახებ.

1. კალათის დაფიქსირება. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლის პირველი


საფეხურია იმის განსაზღვრა, თუ რომელი ფასებია მნიშვნელოვანი ტიპური
მომხმარებლისთვის. თუ ტიპური მომხმარებელი ჰოთ დოგს უფრო მეტი
რაოდენობით ყიდულობს, ვიდრე ჰამბურგერს, მაშინ ჰოთ დოგის ფასი უფრო
მნიშვნელოვანია ვიდრე ჰამბურგერის და ამიტომ მეტი წონა ექნება ცოხვრების
ღირებულების გამოთვლისას.
2. ფასების დადგენა. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლის მეორე საფეხურია
კალათის შემადგენელი თითოეული საქონლისა თუ მომსახურების ფასების დადგენა
დროის თითოეული პერიოდისთვის.
3. კალათის ღირებულების გამოთვლა. მესამე საფეხურია ფასების მონაცემების
გამოყენება სხვადასხვა დროს საქონლისა და მომსახურების კალათის ღირებულების
გამოსათვლელად.
4. საბაზო წლის არჩევა და ინდექსის გამოთვლა. მეოთხე საფეხურია რომელიმე წლის
საბაზო წლად არჩევა. ინდექსის გამოსათვლელად საქონლისა და მომსახურების
კალათის ფასი თითოეულ წელს იყოფა კალათის ფასზე საბაზო წელს და შემდეგ ეს
შეფარდება 100-ზე მრავლდება. მიღებული რიცხვი სამომხმარებლო ფასების
ინდექსია.
5. ინფლაციის დონის გამოთვლა. მეხუთე საფეხურია სამომხმარებლო ფასების
ინდექსის გამოყენება ინფლაციის დონის გამოთვლისთვის, რომელიც ფასების
ინდექსის პროცეუნტულ ცვლილებას წარმოადგენს წინა პერიოდთან შედარებით.
2. მშპ დეფლატორი ნომინალური მშპ-სა და რეალური მშპ-ს ფარდობაა. ვინაიდან
ნომინალური მშპ მიმდინარე ფასებად შეფასებული პროდუქციის მიმდინარე რაოდენობაა,
ხოლო რეალური მშპ - საბაზო წლის ფასებში შეფასებული პროდუქციის მიმდინარე
რაოდენობა, ამიტომ მშპ დეფლატორი ფასების მიმდინარე დონეს ასახავს საბაზო წლის
ფასების დონესთან შეფარდებით. ფასების ზრდის ტემპის შესაფასებლად ეკონომისტები და
პოლიტიკოსები აკვირდებიან როგორ მშპ დეფლატორს, ისე სამომხმარებლო ფასების
ინდექსს. არსებობს ორი ძირითადი განსხვავება: პირველი განსხვავება ისაა, რომ მშპ
დეფლატორი ადგილობრივი წარმოების ყველა საქონლისა და მომსახურების ფასებს ასახავს,
ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი მომხმარებელთა მიერ შეძენილ ყველა საქონელსა
და მომსახურებას. მეორე განსხვავება მშპ დეფლატორსა და სამომხმარებლო ფასების ინდექსს
შორის იმას ეხება, თუ რა წონა ენიჭებათ სხვადასხვა ფასებს ფასების საერთო დონის
გამომხატველი ერთი რიცხვის დადგენისას. სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქონლისა
და მომსახურების უცვლელი კალათის ფასი შედარებულია საბაზო წელს ამავე კალათის
ფასთან. სამომხმარებლო ფასების ინდექსისგან განსხვავებით, მშპ დეფლატორში მიმდინარე
პერიოდში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასია შედარებული საბაზო წელს
ამავე საქონლისა და მომსახურების ფასთან. ამგვარად, საქონლისა და მომსახურების ის
ჯგუფი, რომელიც მშპ დეფლატორის გამოთვლაში გამოიყენება, გარკვეული პერიოდის
შემდეგ ავტომატურად იცვლება.

1. მწარმოებლურობა და მისი დეტერმინანტები (თავი  25);

2.  ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკა (დანაზოგები და ინვესტიციები;


კლებადი უკუგება და მკვეთრი ზრდის ეფექტი; უცხოური ინვესტიციები; განათლება) (თავი
25);

მწარმოებლურობა და მისი დეტერმინანტები

ტერმინი მწარმოებლურობა საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობას ასახავს, რომლის


წარმოებაც მშრომელს ერთი სამუშაო საათის განმავლობაშ შეუძლია. მწარმოებლურობა
ცხოვრების დონის ძირითადი დეტერმინანტია, ხოლო მწარმოებლურობის ზრდა -
ცხოვრების დონის ზრდის ძირითადი დეტერმნინანტი. მწარმოებლურობის
დეტერმინანტებია: ფიზიკური კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი, ბუნებრივი რესურსები და
ტექნოლოგიური ცოდნა.

ფიზიკური კაპიტალი - მშრომელები უფრო მწარმოებლურები არიან თუ შრომისთვის


საჭირო იარაღები აქვთ. იმ მოწყობილობებისა და შენობების მარაგს, რომლებიც საქონლისა
და მომსახურების წარმოებაში გამოიყენება, ფიზიკური კაპიტალი ან უბრალოდ კაპიტალი
ეწოდება.

ადამიანური კაპიტალი - მწარმოებლურობის მეორე დეტერმინანტია ადამიანური კაპიტალი.


ადამიანური კაპიტალი ეკონომისტების ტერმინია იმ ცოდნისა და უნარის აღსანიშნავად,
რომელსაც მშრომელი განათლებისა და პრაქტიკული მუშაობის გზით იძენს. ადამიანური
კაპიტალი შეიცავს უნარს რომელიც დაგროვილია ადრეულ ბავშვობაში, დაწყებით სკოლაში,
საშუალო სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელსა და სამსახურში.
ბუნებრივი რესურსები - მწარმოებლურობის მესამე დეტერმინანტია ბუნებრივი რესურსები.
ბუნებრივი რესურსები ის მასალაა, რომელსაც ბუნება გვაძლევს, მაგალითად, მიწა,
მდინარეები და წიაღისეული. ბუნებრივი რესურსები ორი სახისაა: განახლებადი და
არაგანახლებადი. ტყე განახლებადი რესურსის მაგალითია, ნავთობი არაგანახლებადი.

ტექნოლოგიური ცოდნა - მწარმოებლურობის მეოთხე დეტერმინანტია ტექნოლოგიური


ცოდნა - საქონლისა და მომსახურების საუკეთესო გზების შერჩევის უნარია.

ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკა

დანაზოგებისა და ინვესტიციების დიდი მნიშვნელობა - თუ ეკონომიკა დღეს ახალი


კაპიტალური საქონლის დიდ რაოდენობას აწარმოებს, ხვალ მას კაპიტალის უფრო დიდი
მარაგი ექნება და შეეძლება ყველა ტიპის საქონლისა და მომსახურების უფრო დიდი
რაოდენობა აწარმოოს. ამგვარად, მომავალი მწარმოებლურობის ზრდის ერთ-ერთი
საშუალებაა დღევანდელი რესურსების მეტი რაოდენობის ინვესტირება კაპიტალის
წარმოებაში.

კლებადი უკუგდება და მკვეთრი ზრდის ეფექტი - საწარმოო პროცესის ხედვა იმაში


მდგომარეობს, რომ კაპიტალი კლებადი უკუგებით ხასიათდება: როცა კაპიტალის მარაგი
იზრდება, კაპიტალის თითოეული დამატებითი ერთეულიდან წარმოებული დამათებითი
პროდუქციის რაოდენობა მცირდება.

მკვეთრი ზრდის ეფექტი - კაპიტალის კლებადი უკუგებიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი


ფაქტი გამომდინარეობს. სხვა თანაბარ პირობებში ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწრაფად
იზრდება, თუ საწყისი წერტილი მისთვის სიღარიბეა. ეკონომიკურ ზრდაზე საწყისი
პირობების ამ ზემოქმედებას ზოგჯერ მკვეთრი ზრდის ეფექტი ეწოდება.

უცხოური ინვესტიციები - უცხოური ინვესტიციები რამდენიმა სახისაა. კაპიტალურ


ინვესტიციას, რომლის მფლობელი და წარმმართველია უცოური ფირმა, უცხოური
პირდაპირი ინვესტიცია ეწოდება. ინვესტიციას, რომელიც უხოური ფულით ფინანსდება,
მაგრამ ქვეყნის მოქალაქეების მიერ იმართება, უცხოური პორტფელური ინვესტიცია
ეწოდება. უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გზაა,
მიუხედაბას იმისა, რომ ამ ინვესტიციების სარგებლობის ნაწილი ისევ უცხოეთში ბრუნდება,
ეს ინვესტიცია მაინც ზრდის ეკონომიკის კაპიტალის მარაგს, რაც უფრო მაღალ
მწარმოებლურობასა და ხელფასებს უზრუნველყოფს.

განათლებას - ადამიანური კაპიტალის ინვესტირებას - ქვეყნის გრძელვადიანი პერიოდის


ეკონომიკური წარმატებისთვის სულ ცოტა ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ფიზიკური
კაპიტალის ინვესტირებას. ღარიბი ქვეყნების წინაშე მდგარი ერთ-ერთი პრობლემაა
ინტელექტის გადინება - განათლებულ მშრომელთა დიდი ნაწილის ემიგრაცია უცხოეთში,
სადაც ამ მშრომელებს ცხოვრების უფრო მაღალი დონე ელის.
ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო პოლიტიკა (საკუთრების უფლეები და პოლიტიკური
სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობა, მეცნიერებული კვლევები და განვითარება) თავი 25

კიდევ ერთი გზა, რომლითაც პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ


ზრდას, საკუთრების უფლებების დაცვა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

ფასების სისტემის მუშაობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საკუთრების


უფლებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. საკუთრების უფლება გულისხმობს
ადამიანების უნარს, სრულ განკარგულებაში იქონიონ საკუთარი რესურსი. რკინის მადნის
მომპოვებელი კომპანია არ დახარჯავს ძალებს რკინის საბადოს გათხრაზე, თუ იცის, რომ
მადანი შეიძლება მოიპარონ. ეს კომპანია მადნის მოპოვებას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, თუ
დარწმუნებული იქნება, რომ ამ მადნის გაყიდვიდან სარგებლობას მიიღებს.

ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც საკუთრების უფლებებს ემუქრება, პოლიტიკური


არასტაბილურობაა. იქ, სადაც რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება ჩვეულებრივი
მოვლენაა, არავინაა დარწმუნებული იმაში, რომ საკუთრების უფლებები მომავალში
სათანადოდ იქნება დაცული.

თავისუფალი ვაჭრობა

დღევანდელ ეკონომისტთა უმრავლესობა თვლის, რომ ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური


მდგომარეობა უკეთესია მაშინ, როდესაც ეს ქვეყნები მსოფლიო ბაზარზე ორიენტირებულ
პოლიტიკას მიმართავენ, რომელის ამ ქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკაში აერთიანებს.

ვაჭრობა გარკვეული თვალსაზრისით, ერთგვარი ტექნოლოგიაა. როდესაც ქვეყანა ხორბლის


იმპორტსა და ფოლადის ექსპორტს ახორციელებს, ეს ქვეყანა ისეთსავე სარგებელს იღებს,
თითქოს ხორბლის ფოლადად გადაქცევის ტექნოლოგია აღმოეჩინოს. ამგვარად, ქვეყანა
რომელიც ვაჭრობის შეზღუდვებს გააუქმებს, ისეთსავე ეკონომიკურ ზრდას აღწევს,
როგორსაც დიდი ტექნოლოგიური განვითარების დროს მიაღწევდა.

მეცნიერული კვლევები და განვითარება

ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი იმისა, რომ ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე
საუკუნის წინ იყო, ტექნოლოგიური ცოდნის განვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ
ტექნოლოგიის განვითარების უდიდესი ნაწილი ფირმებისა და ცალკეული
გამომგონებლების კერძო კვლევების შედეგია, ამ კვლევების მხარდაჭერა საზოგადოების
ინტერესებშიც შედის. შეიძლება ითქვას, რომ ცოდნა საზოგადოებრივი საქონელია: როდესაც
ერთი ადამიანი რაიმეს აღმოაჩენს, ამით საზოგადოების ცოდნის ყულაბას ავსებს და სხვა
ადამიანებს მისი თავისუფლად გამოყენება შეუძლიათ.

ერთ-ერთი ხერხი, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს მეცნიერულ კვლევებს, საპატენტო


სისტემის გამოყენებაა. როდესაც პირი ან ფირმა ახალ პროდუქტს, მაგალითად ახალ წამალს
აღმოაჩენს, გამომგონებელს შეუძლია პატენტი მოითხოვოს. თუ პროდუქტი ნამდვილად
ორიგინალური აღმოჩნდება, მთავრობა პატენტს გადასცემს, რაც გამომგონებელს გარკვეული
პერიოდის განმავლობაში ამ პროდუქტის წარმოებაზე ექსკლუზიურ უფლებას აძლევს.
5. დანაზოგენი და ინვესტიციები ეროვნულ საშემოსავლო ანგარიშებზე (თავი 26)

დავუშვათ, რომ ბენი მეტს იღებს, ვიდრე ხარჯავს და დაზოგილ თანხას საბანკო დეპოზიტზე
დებს ან ამ თანხით რომელიმე კორპორაციის ობლიგაციასა თუ აქციას ყიდულობს. რადგან
ბენის შემოსავალი მოხმარებაზე მეტია, მას თავისი წვლილი შეაქვს ეროვნულ დანაზოგში.
ლარის შეუძლია იფიქროს, რომ ახორციელებს ფულის ინვესტირებას, მაგრამ
მაკროეკონომისტი ბენის ქმედებას დაზოგვას დაარქმევდა და არა ინვესტირებას.

მაკროეკონომიკის ენაზე ინვესტირება გულისხმობს ახალი კაპიტალის, მაგალითად,


დანადგარისა თუ შენობების, შეძენას. როდესაც ადამიანი ბანკიდან სესხს იღებს თავისთვის
ახალი საცხოვრებელი სახლის შესაძენად, მას თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის
ინვესტიციებში. ანალოგიურად, როდესაც კორპორაცია აქციათა ნაწილს ყიდის და აქედან
მიღებული სახსრებით ახალ ქარხანას აშენებს, მასაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის
ინვესტიციებში.

მიუხედავად იმისა, რომ იგივეობა S=I გვიჩვენებს, რომ დანაზოგები და ინვესტიციები


ერთმანეთის ტოლია მთლიანად ეკონომიკისთვის, ეს ასე არ არის ყველა საოჯახო
მერუნეობისა თუ ფირმისთვის. ბენის დანაზოგი შეიძლება მისსავე ინვესტიციებზე მეტი
იყოს და ლარის შეუძლია ჭარბი თანხა ბანკში შეიტანოს. ბანკები და სხვა ფინანსური
ინსტიტუები შესაძლებელს ხდიან დანაზოგებისა და ინვესტიციებს შორის ინდივიდუალური
განსხვავებების არსებობას იმით, რომ ერთი პირის დანაზოგს მეორე პირის
ინვესტიციებისთვის იყენებენ.

6. სასესხო კაპიტალის ბაზარი (სასესხო კაპიტალის მიწოდება და მოთხოვნა) თავი 26

სასესხო კაპიტალის ბაზარი - ბაზარი, სადაც ისინი, ვისაც დაზოგვა სურს, ფინანსური
რესურსების მიმწოდებლები არიან, ხოლო ისინი, ვისაც სესხება სურს, ამ რესურსების
მომხმარებლები.

სასესხო კაპიტალის ბაზარს, ყველა სხვა ბაზრის მსგავსად, მართავს მიწოდება და მოთხოვნა,
ამიტომ სასესხო კაპიტალის ბაზრის მოქმედების გასაგებად ჯერ ამ ბაზრის მიწოდებისა და
მოთხოვნის წყაროები უნდა განვიხილოთ.

სასესხო კაპიტალის მიქოდება იმ ადამიანებისგან მომდინარეობს, ვისაც გარკვეული


დამატებითი შემოსავალი აქვს და ამ შემოსავლის დაზოგვა და გასესხება სურს. ეს გასესხება
შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი გზით, როგორც, მაგალითად, საოჯახო მეურნეობის
მიერ ფირმის ობლიგაციის ყიდვისას ან არაპირდაპირი გზით, როგორც მაშინ, როდესაც
საოჯახო მეურნეობა დეპოზიტს დებს ბანკში, რომელიც შემდგომ ამ დეპოზიტს სესხების
გასაცემად იყენებს. ორივე შემთხვევაში სასრსხო კაპიტალის მიწოდების წყარო განაზოგებია.

სასესხო კაპიტალზე მოთხოვნა მომდინარეობს იმ საოჯარო მეურნეობებიდან და


ფირმებიდან, რომელთაც ფულის სესხება სურთ ინვესტირების მიზნით. ეს მოთხოვნა იმ
ოჯახებს მოიცავს, რომლებიც ახალ სახლებს ყიდულობენ და იმ ფირმებს, რომლებიც ფულს
სესხულობენ ახალი დანადგარების შეძენისა თუ ახალი ქარხების აშენების მიზნით. ორივე
შემთხვევაში სასესხო კაპიტალზე მოთხოვნის წყაროა ინვესტიციები.
7. სასესხო კაპიტალის ბაზარი (გადასახადები და დანაზოგები, გადასახადები და
ინვესტიციები) თავი 26

ამერიკელები თავიანთი დანაზოგების უფრო მცირე ნაწილს აბანდებენ, ვიდრე, მაგალითად,


გერმანელები და იაპონელები. მიუხედავად იმისა, რომ დანაზოგებს შორის ასეთი
განსხვავების არსებობის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, შეერთებული შტატების ბევრს
პოლიტიკოსს ამერიკელთა მიერ დაზოგვის ასეთი დაბალი დონე უმთავრეს პრობლემად
მიაჩნია. ეკონომიკის ათი პრინციპიდან ერთ-ერთი არის ის, რომ ქვეყნის ცხოვრების დონე
დამოკიდებული ამ ქვეყნის უნარზე, აწარმოოს საქონელი და მომსახურება. ხოლო,
დანაზოგების სიდიდე ქვეყნის მწარმოებლურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
დეტერმინანტია გრძელვადიან პერიოდში. თუ აშშ რაიმე გზით შეძლებს დანაზოგენის
რაოდენობის გაზრდას სხვა ქვეყნებში არსებულ დონემდე, მისი მშპ-ს ზრდის ტემპი
გაიზრდება და გარკვეული დროის მერე ცხოვრების დონეც გაუმჯობესდება.

კიდევ ერთი პრინციპი ეკონომიკის ათი პრინციპიდამ ის არის რომ ადამიანები სტიმულებზე
რეაგირებენ. ამ პრინციპს ბევრი ეკონომისტი იყენებს იმის დასაბუთებლად, რომ დაზოგვის
დაბალი დონე შეერთებულ შტატებში შედეგია ქვეყანაში არსებული საგადასახადო
კანონმდებლობისა, რომელიც დაზოგვის სტიმულებს ამცირებს. ჯერ კიდევ არ არსბობს
თანხმობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის საგადასახადო ცვლილებებია საჭირო.
მრავალი ეკონომისტი მხარს უჭერს დაზოგვის გაზრდისკენ მიმართულ საგადასახადო
რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციება და ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ
არსებობენ ისეთი ეკონომისტებიც, რომლებიც არ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ასეთი
პოლიტიკა დიდად იმოქმედებს დაზოგვის რაოდენობაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ
საგადასახადო ცვლილებებიდან სარგებლობას ძირითადად მდიდრები მიიღებენ, რომელთაც
გადახდების შემცირება ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ.

გადასახადები და ინვესტიციები

თუ საინვესტიციო კრედიტის კანონის დამტკიცება ამერიკულ ფირმებს ინვესტიციების


გაზრდისკენ უბიძგებს, სასრსხო კაპიტალზე მოთხოვნა გაიზრდება. ამის შედეგად
სარგებლის წონასწორული დონე გაიზრდება, რაც ასევე გაზრდის დაზოგვის სტიმულებს.

8. სასესხო კაპიტალის ბაზარი (სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი) თავი 26

როდესაც მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გადასახადებიდან იღებს, იქმნება ბიუჯეტის
დეფიციტი. წინა პერიოდში დაგროვილი ბიუჯეტის დეფიციტების ჯამს სახელმწიფო ვალი
ეწოდება. სახელმწიფო ვალის დაფარვა შესაძლებელია ბიუჯეტის გარდამეტის, ანუ
სახელმწიფოს შესამოვლების მის ხარჯზე მეტობის მეშვეობით. თუ მთავრობის ხარჯები და
შემოსავლები ერთმანეთის ტოლია, მაშინ მთავრობას დაბალანსებული ბიუჯეტი აქვს.

გავაანალიზოთ ბიუჯეტის დეფიციტის ეფექი. პირველ რიგში დავადგინოთ, რომელი მრუდი


გადაადგილდება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდისას. გავიხსენოთ, რომ ეროვნული დანაზოგი -
სასესხო კაპიტალის მიწოდების წყარო შედგება კერძო და საზოგადოებრივი
დანაზოგებისგან. რადგან ბიუჯეტის დანაზოგი იმ თანხაზე არ მოქმედებს რომლის სესხებაც
სურთ საოჯახო მერუნეობებსა და ფირმებს სარგებლის თითოეული მოცემული განაკვეთისას
ახალი ინვესტირების განხორციელების მიზნით, ამიტომ დეფიცი სასესხო კაპიტალის
მოთხოვნას არ შეცვლის.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდესაც მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის გამო, ეროვნულ


დანაზოგს ამცირებს ამ დროს სარგებლის განაკვეთი იზრდება, ხოლო ინვესტიციები
მცირდება. რადგან ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური
ზრდისთვის, სახელმწიგო ბიუჯეტის დეფიციტი ეკონომიკურ ზრდას ანელებს.

9. ფედერალური სარეზერვო სისტემის საფინანსო ინსტრუმენტები მონეტარული


კონტროლისთვის (თავი 29)

ფედერალური სარეზერვო სისტემის განკარგულებაშია მონეტარული კონტროლის სამი


ინსტრუმენტი: ოპერაციები ღია ბაზარზე, სარეზერვო მოთხოვნები და დისკონტის
განაკთვეტი.

ოპერაციები ღია ბაზარზე - ფედერალური სარეზერვო სისტემის (ეროვნული ბანკის) მიერ


სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა ან გაყიდვა. ფულის მიწოდების გაზრდისთვის
ფედერალური სარეზერვო სისტემა სამთავრობო ობლიგაციებით მოვაჭრეებს ნიუ იორკის
ფედერალურ ბანკში ობლიგაციების ყიდვას ავალებს ქვეყნის ობლიგაციათა ბაზარზე. ის
ფული, რომელსაც ფედერალური მტავრობა ობლიგაციებში იხდის, მიმოქცევაში არსებული
დოლარების რაოდენობას ზრდის. ამ ფულის ნაწილი ნაღდი ფულის სახეს იღებს, ნაწილი კი
საბანკო დეპოტიზებზე ინახება. თითოეული ახალი დოლარი ნაღდი ფულის სახით
მიწოდებას ზუსტად 1 დოლარით ზრდის. საბანკო დეპოზიტზე შენახული თითოეული
ახალი დოლარი ფულის მიწოდებას უფრო მეტად ზრდის, ვინაიდან ის ზრდის რეზერვებს
და აქედან გამომდინარე, იმ ფულის რაოდენობას, რომლის შექმნაც საბანკო სისტემას
შეუძლია.

ფულის მიწოდების შესამცირებლად ფედერალური სარეზერვო სისტემა პირიქით იქცევა:


ობლიგაციებს ყიდის ქვეყნის ობლიგაციათა ბაზარზე. საზოგადოება ამ ობლიგაციების
ყიდვისას იყენებს როგორც ნაღდ ფულს, ისე საბანკო დეპოზიტებს, რაც პირდაპირ ამცირებს
მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობას. ამას გარდა, ადამიანებს ბანკებიდან საკუთარი
დეპოზიტები გამოაქვთ, რაც ბანკების რეზერვების მოცულობას ამცირებს. ამის საპასუხოდ
ბანკები ნაკლებ სესხებს გასცემენ და ფულის შექმნის პროცესი მიმართულებას იცვლის.

სარეზერვო მოთხოვნები - რეზერვების მინიმალური დონე, რომელსაც აწესებს ეროვნული


ბანკი დეპოზიტების სიდიდესთან მიმართებაში და რომლის შენახვაც ბანკს კანონით
ევალება. სარეზერვო მოთხოვნები განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ფულის შექმნა
შეუძლიათ ბანკებს რეზერვების თითოეული დოლარიდან. სარეზერვო მოთხოვნების
გაზრდა გულისხმობს, რომ ბანკებმა მეტი რეზერვი უნდა შეინახონ და ამიტომ დეპოზიტზე
შენახული თითოეული დოლარით ნაკლები ნაწილი უნდა გაასესხონ. ამის შედეგად
იზრდება რეზერვის ნორმა, მცირდება ფულადი მულტიპლიკატორი და მცირდება ფულის
მიწოდება. სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შედეგად, პირიქით, მცირდება რეზერვის
ნორმა, იზრდება ფულადი მულტიპლიკატორი და იზრდება ფულის მიწოდება.
დისკონტის განაკვეთი - სარგებლის განაკვეთი იმ სესხებზე, რომელთაც ფედერალური
სარეზერვო სისტემა ბანკებს გამოურყოფს. ბანკი ფედერალური სარეზერვო სისტემისგან
მაშინ ირებს სესხს, როდესაც სარეზერვო მოთხოვნების შესრულებისთვის საკუთარი
რეზერვების გაზრდა სურლ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბანკის მიერ დიდი მოცულობის
სესხის გაცემა ან ბოლო პერიოში ბანკიდან დეპოზიტების მოჭარბებული გადინება, როდესაც
ფედერალური სარეზერვო ბანკი კომერციულ ბანკს ასეთ სესხებს აძლევს, საბანკო სისტემის
რეზერვი იზრდება, ეს კი ეკონომიკაცი მეტი ფულის შექმნის საშუალებას იძლევა.

ფედერალურ სარეზერვო სისტემას ფულის მიწოდების შეცვლა დისკონტის განაკვეთის


შეცვლის გზით შეუძლია. დისკონტის განაკვეთის ზრდა ამცირებს საბანკო სისტემის
რეზერვების რაოდენობას, რაც, თავის მხრივ, ფულის მიწოდებას ამცირებს და პირიქით,
დისკონტის განაკვეთის შემცირება ფედერალური სარეზერვო სისტემისგან სესხის აღებისკენ
უბიძგებს, ზრდის რეზერვების რაოდენობას და ფულის მიწოდებას.
1. როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს (თავი 1);
2. როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები (თავი 1);
3. როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა (თავი 1).

1. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების 4 პრინციპი არსებობს.


a. ადამიანები ალტერნატივის წინაშე დგანან. იმისათვის, რომ მივიღოთ ის, რაც
მოგვწონს, უნდა დავთმოთ სხვა რამ, რაც აგრეთვე მოგვწონს. მაგალითისთვის
ავიღოთ სტუდენტი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ
გაანაწილოს საკუთარი დროის რესურსი. მას შეუძლია თავისი დრო
ეკონომიკის ან ფსიქოლოგიის შესწავლას დაუთმოს, ან შეუძლია დრო ორივე
საგანზე გაანაწილოს. თითოეული საათისთვის, რომლის განმავლობაშიც
სტუდენტი ერთ საგანს სწავლობს, თმობს ერთ საათს, რომელიც შეეძლო მეორე
საგნის შესწავლაზე დაეხარჯა და თითოეული საათისთვის, რომელსაც
სწავლაზე ხარჯავს, თმობს ერთ საათს, რომლის განმავლობაშიც შეეძლო
დაესვენა.
როდესაც საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, მათ წინაშე სხვა სახის ალტერნატივები
დგება. მაგალითად, თანამედროვე სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა
გარემოს და შემოსავლის მაღალ დონეს შორის ალტერნატივას. კანონები,
რომლებიც ფირმებს გარემოს დაბინძურების შემცირებას აიძულებას, ზრდის
საქონლის წარმოების დანახარჯებს. დანახარჯების ზრდის გამო, ფირმები
იღებენ ნაკლებ შემოსავალს და შესაბამისად გასცემენ დაბალ ხელფასებს და
აწესებენ მაღალ საბაზრო ფასს. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს
დაბინძურების საწინააღმდეგო კანონების შედეგად ვიღებთ უფრო სუფთა
გარემოს, იგივე კანონები ამცირებს ფირმათა მფლობელების,
დასაქმებულებისა და მომხმარებლების შემოსავლებს.
არსებობს ასევე სხვა ალტერნატივა - ეფექტიანობასა და თანასწორობას შორის.
ეფექტიანობა გულისხმობს, რომ საზოგადოება თავისი შეზღუდული
რესურსებიდან მაქსიმუმს იღებს, თანასწორობა კი გულისხმობს ამ
რესურსებიდან მიღებული სარგებლობა სამართლიანად ნაწილდება
საზოგადოების წევრებს შორის. მაგალითად, არსებობს ეკონომიკური
პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ ეკონომიკური კეთილდღეობის
უფრო სამართლიანად განაწილებას. ეს შეიძლება იყოს სამედიცინო
დაზღვევის სისტემა, უმუშევრობის დაზღვევა - ცდილობს დაეხმაროს
საზოგადოების იმ წევრებს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. სხვა
პროგრამები, მაგალითად, ინდ. საშემოსავლო გადასახადი, ფინანსურად
ძლიერი ადამიანებისგან ითხოვს უფრო მეტი თანხის გაღებას მთავრობის
მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამების შედეგად
შედარებითი თანასწორობა გვაქვს, მათ თან ახლავს გარკვეული ზარალიც.
როდესაც მთავრობა მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს, შრომის სურვილი
მცირდევა, ნაკლებს შრომობენ და ნაკლები საქონლისა და მომსახურებას
აწარმოებენ.
ცხოვრების ალტერნატივების გაცნობიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს,
ვინაიდან ადამიანები მხოლოდ მაშინ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას,
როდესაც ზუსტად იციან, რისი არჩევა შეუძლიათ და რისი - არა.
b. ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის.
როდესაც ვიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას, მაგალითად, კოლეჯში სწავლის
შესახებ, უნდა ვიცოდეთ იმ ალტერნატიული დანახარჯების სიდიდე,
რომელიც თან ახლავს თითოეულ შესაძლო მოქმედებას, რომ შევძლოთ
დანახარჯებისა და სარგებლობის შედარება.
c. რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს
იყენებს
ცხოვრებისეილი გადაწყვეტილება გულისხმობს მოქმედების არსებულ
გეგმაში მცირე ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებებს ეკონომისტები
ზღვრულ ცვლილებებს უწოდებენ. მაგალითისთვის, თუ როგორ გვეხმარება
ზღვრული ანალიზი გადაწყვეტილებების მირებისას, განვიხილოთ
ავიაკომპანიის მაგალითი. დავუშვათ, 200 ადგილიანი თვითმფრინავის რეისი
ქვეყნის ერთი ადგილიდან მეორეში კომპანიას 100 000 უჯდება. ასეთ
შემთხვევაში, თითოეული ადგილის საშუალო დანახარჯი იქნება 100 000
გაყოფილი 200-ზე, ანუ 500. შესაბამისად მარტივია ვიფიქროთ, რომ ეს
კომპანია არასოდეს გაყიდის ბილეთს 500-ზე ნაკლებად, მაგრამ ის შეძლებს
გაზარდოს მოგება, თუ ზღვრულად იაზროვნებს. დავუშვათ, თვითმფრინავი
მზადაა გასაფრენად მაგრამ სალონში ათი ცარიელი ადგილია. დამატებითი
მგზავრი, რომელიც გეიტთან იცდის, მცადაა 300 გადაიხადოს. ჩნდება კითხვა,
უნდა გაყიდოს თუ არა კომპანიან 300-ად ბილეთი? რა თქმა უნდა კი, თუ
თვითმფრინავში ცარიელი ადგილებია, ერთი მგზავრის დამატებითი ხარჯები
უმნიშვნელოა. ზღვრული ანალიზი რაციონალური ადამიანებისთვის
სასარგებლოა, რადგან რაციონალური ადამიანი მოქმედებას იწყებს მხოლოდ
მაშინ, როდესაც მოქმედების ზღვრული სარგებლობა ზღვრულ დანახარჯზე
მეტია.

d. ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ


სტიმული არის ის, რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს.
მაგალითად, არავის უკვირს როცა ვაშლის გაყიდვაზე დაწესებული
გადასახადი ადამიანებს ნაკლები ვაშლის შეძენისკენ უბიძგებს, მაგრამ რგორც
უსაფრთხოების ქამრების მაგალითი გვიჩვენებს, (უსაფრთხოების ქამრების
შემოღებამ გაზარდა ავარიების რიცხვი) საზოგადოებრივი პროგრამების
შედეგები დასაწყისიდანვე ცხადი არ არის. ნებისმიერი პოლიტიკის
ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ
არაპირდაპირი ეფექტებიც, რომლებიც სტიმულების მეშვეობით იქმენა. თუ
პოლიტიკა სტიმულებს ცვლის, ეს იწვევს ადამიანების ქცევის შეცვლას.
2. ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთქმედების სამი პრინციპი არსებობს:
a. ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის გაუმჯობესება
ვაჭრობა თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას ხელი მოჰკიდოს იმ
საქმიანობას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. სხვებთან ვაჭრობის შედეგად,
ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ უფრო მრავალფეროვანი საქონელი და
მომსახურება ნაკლებ ფასად. ვაჭრობა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აკენონს
ის, რაშიც საუკეთესოები არიან და მიიღონ უფრო მრავალფეროვანი საქონელი
და მომსახურება.
b. ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი
საშუალებაა
საბაზრო ეკონომიკაში ცენტრალური მგეგმავის გადაწყვეტილებები
შეცვლილია მილიონიბით ფირმებისა და საოჯახო მეურნეობის
გადაწყვეტილებებით. საბაზრო ეკონომიკაში ფასებს განსაზღვრავს თვითონ
ბაზარი და არა ცენტრალური მგეგმავი (ცენტრალური მგეგმავი კომუნისტების
დროს)
c. მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
მთავრობის საჭიროების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ „უხილავი ხელი“
მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი მთავრობა საბაზრო ეკონომიკის კანონების
განხორციელებას შეუწყობს ხელს. ბაზრები მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუკი
დაცულია საკუთრების უფლებები. (ფერმერი არ მოიყვანს მოსავალს, თუ
ეცოდინება, რომ მის ნაშრომს მოიპარავენ). არსებობს ეკონომიკაში
სახელმწიფოს ინტერვენციის ორი მიზეზი: ეფექტიანობისა და თანასწორობის
ხელშეწყობა. საბაზრო ჩავარდნის დროს, ანუ როცა ეკონომიკა
დამოუკიდებლად ვერ ახერხევს რესურსების ეფექტიან განაწილებას, საჭირო
ხდება მთავრობის ჩარევა.

3. ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა - სამი პრინციპი


a. ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების
წარმოების უნარზე
ცხოვრების დონეებს შორის განსხვავების მიზეზი უნდა ვეძებოთ ქვეყანათა
მწარმოებლურობაში - ანუ დროის ერთეულში წარმოებული საქონლისა და
მომსახურების რაოდენობაში. მწარმოებლურობისა და ცხოვრების დონის
ურთიერთდამოკიდებულას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო
პოლიტიკისთვისაც. როდესაც ვფიქრობ, როგორ იმოქმედებს ესა თუ ის
პოლიტიკა ცხოვრების დონეზე, მთავარია გავიგოთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს
პოლიტიკა ჩვენს უნარზე, ვაწარმოოთ საქონელი და მომსახურება. ცხოვრების
დონის გაზრდისთვის პოლიტიკოსებმა მწარმოებლურობა უნდა გაზარდონ,
რისთვისაც უნდა უზრუნველყონ მშრომელების კარგი განათლება, საქონლისა
და მომსახურების წარმოებისთვის საჭირო იარაღებითა და საუკეთესო
ტექნოლოგიით მათი მომარაგება.
b. ფასები იზრდება, როცა მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
ინფლაცია - ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა
რა იწვევს ინლფაციას? - დიდი ან ხანგრძლივი ინფლაციის თითქმის ყველა
შემთხვევაში დამნაშავეა ფულის რაოდენობის ზრდა. როდესაც მთავროვა
ეროვნული ვალუტის დიდ რაოდენობას უშვებს, ფულის ღირებულება
მცირდება.
c. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას
შორის ალტერნავის წინაშე
ინფლაცია მაღალია - უმუშევრობის დონე დაბალი
ფულის მასის ზრდის მოკლევადიანი შედეგები:
o ეკონომიკაში ფულის მასის გაფართოება ზრდის ხარჯების საერთო
დონეს, ანუ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას;
o მოთხოვნის ზრდამ დროთა განმავლობაში შეიძლება ბიძგი მისცეს
ფირმების მიერ ფასების მომატებას, მაგრამ ამავდროულად, ინფლაცია
სტიმულს აძლევს, უფრო მეტი საქონელი და მომსახურება გამოუშვან
და მუშახელი დაიქირაონ.
o მეტი მუშახელი ნიშნავს უმუშევრობის დაბალ დონეს.

მეორე თავი

მიკროეკონომიკა - იმის შესწავლა, თუ როგორ იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები


გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთქმედებ ბაზარზე.

მაკროეკონომიკა - ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის, ინფლაციის,


უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის შესწავლა.

პოზიტიური დებულება - დებულება იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო

ნორმატიული დებულება - დებულება იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი - გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს წარმოების


სხვადასხვა კომბინაციას, რომლის შესაძლებლობაც აქვს ეკონომიკას წარმოების მოცემული
ფაქტორებისა და ტექნოლოგიების პირობებში.

ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი - ეკონომიკის მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ


მოძრაობს რესურსების ნაკადი საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის სხვადასხვა
ბაზრებს გავლით.
მესამე თავი

აბსოლუტური უპირატესობა - ერთი მწარმოებლის უნარი, საქონელი აწარმოოს საწარმოო


ფაქტორების უფრო ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე მეორემ

ალტერნატიული დანახარჯი - ის, რაც უნდა დავთმოთ სხვა რამის მისაღებად

შედარებითი უპირატესობა - ერთი მწარმოებლის უნარი, საქონელი აწარმოოს უფრო ნაკლები


ალტერნატიული დანახარჯით, ვიდრე მეორემ

იმპორტი - ქვეყნის გარეთ წარმოებული და ქვეყნის შიგნით გაყიდული საქონელი და


მომსახურება

ექსპორტი - ქვეყნის შიგნით წარმოებული და ქვეყნის გარეთ გაყიდული საქონელი და


მომსახურება

შედარებითი უპირატესობის პრინციპი გვიჩვენებს, რომ ვაჭრობას ყველას ეკონომიკური


მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.

ვაჭრობა ყველას ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს, ვინაიდან ადამიანებს


საშუალებას აძლევს, ხელი მოჰკიდონ მხოლოდ იმ საქმეს, რომელშიც შედარებით
უპირატესობა აქვთ.
თავი 4-5. გვ. 63-109.

1. მოთხოვნა (მოთხოვნის მრუდი: დამოკიდებულება საქონლის ფასს და მოთხოვნის


რაოდენობას შორის; საბაზრო მოთხოვნა და ინდივიდუალური მოთხოვნა; მოთხოვნის
მრუდის გადაადგილებები);

2. მიწოდება (მიწოდების მრუდი: დამოკიდებულება საქონლის ფასს და მიწოდების


რაოდენობას შორის; საბაზრო მიწოდება და ინდივიდუალური მიწოდება; მიწოდების
მრუდის გადაადგილებები);

3. მიწოდება და მოთხოვნა ერთად (წონასწორობა; წონასწორობის ცვლილების ანალიზის სამი


საფეხური);

1. მოთხოვნა (მოთხოვნის მრუდი: დამოკიდებულება საქონლის ფასს და მოთხოვნის


რაოდენობას შორის; საბაზრო მოთხოვნა და ინდივიდუალური მოთხოვნა;
მოთხოვნის მრუდის გადაადგილებები);
მოთხოვნის რაოდენობა - არის საქონლის ის რაოდენობა, რომლის შეძენის სურვილი
და შესაძლებლობაც აქვს მყიდველს.
საქონლის ფასი და საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა ერთმანეთის
უკუპროპორციულია - ამას მოთხოვნის კანონი უწოდეს. ანუ, მოთხოვნის კანონი არის
დებულება, რომლის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში საქონელზე მოთხოვნა
მცირდება ამ საქონლის ფასის ზრდასთან ერთად. (ფასი იზრდება - მოთხოვნა
მცირდება)
მოთხოვნისა და ფასის დამაკავშირებელ დახრილ დაღმავალ ხაზს მოთხოვნის მრუდი
ეწოდება.
საბაზრო მოთხოვნა - კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე ყველა
ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამია. დავუშვათ, მოცემულია ორი ინდივიდის,
ქეთის და ნიკოს მოთხოვნის განრიგი. ქეთის მოთხოვნის განრიგი გვიჩვენებს, რამდენ
ნაყინს ყიდულობს ის ყოველ ფასად, ხოლო ნიკოს მოთხოვნის განრიგი გვიჩვენებს მის
მიერ ნაყიდი ნაყინის რაოდენობას ყოველ კონკრეტულ ფასად. საბაზრო მოთხოვნა ამ
ორი ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამია.
თუკი რამე ისეთი მოხდება, რაც შეცვლის მოთხოვნის რაოდენობას მოცემულ ფასად,
მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება. (ანუ, გადაადგილება ხდება არა მრუდზე,
არამედ თვითონ მრუდი გადაადგილდება.)
მაგალითად, დავუშვათ, რომ მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ნაყინის რეგულარული
მოხმარება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ეს აღმოჩენა გაზრდის მოთხოვნას ნაყინზე.
რომელიმე მოცემულ ფასად მომხმარებელს მეტი რაოდენობის ნაყინის შეძენის
სურვილი ექნება და მრუდის გადაადგილდება. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც
ზრდის მოთხოვნის რაოდენობას რომელიმე მოცემული ფასისთვის, მოთხოვნის
მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს. ესაა მოთოხვნის ზრდა. თუ მრუდი
გადაადგილდება მარცხნივ, ეს უკვე არის მოთხოვნის კლება.

მოთხოვნის მრუდის გადაადგილებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.


პირველრგიში ეს არის შემოსავალი. ანუ, თუ შემოსავალი ნაკლები გვაქვს, უმეტეს
საქონელზე გაცილებით ნაკლებს დავხარჯავთ. თუ შემოსავლის კლებასთან ერთად
კონკრეტულ საქონელზე მოთხოვნა ეცემა, ასეთ საქონელს ნორმალური საქონელი
ეწოდება. მდარე ეწოდება საქონელს. რომელზეც, სხვა თანავარ პირობებში, მოთხოვნა
მცირდება შემოსავლის ზრდის შედეგად.

ურთიერთდაკავშირებული საქონლის ფასები - არსებობს ურთიერთშემცვლელი


საქონელი და ურთიერთშემავსებელი. შემცვლელები - ორი საქონელი, რომელთაგან
ერთის ფასის ზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის ზრდას. შემავსებლები - ორი
საქონელი, რომელთაგანაც ერთ-ერთის ფასის გაზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის
შემცირებას.

ასევე მოთხოვნის მრუდის გადაადგილებაზე გავლენას ახდენს გემოვნება,


მოლოდინი, მყიდველთა რაოდენობა.

2. მიწოდება (მიწოდების მრუდი: დამოკიდებულება საქონლის ფასს და მიწოდების


რაოდენობას შორის; საბაზრო მიწოდება და ინდივიდუალური მიწოდება; მიწოდების
მრუდის გადაადგილებები);

მიწოდების რაოდენობა საქონლის ან მომსახურების ის რაოდენობაა, რომლის


გაყიდვაც სურთ და შეუძლიათ მაყიდველებს. მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს,
მაგრამ აქაც მთავარი ფაქტორი ფასს უჭირავს. როდესაც ნაყინის ფასი მაღალია, მისი
გაყიდვა მომგებიანია და ბაზარზე ნაყინის მიწოდების რაოდენობა დიდია. ფასი და
მიწოდების რაოდენობა ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში
არიან. ამ დამოკიდებულებას მიწოდების კანონი ეწოდება: სხვა თანაბარ პირობებში,
საქონელზე ფასის ზრდა იწვევს მიწოდების რაოდენობის ზრდას, საქონელზე ფასის
დაცემა კი იწვევს მიწოდების რაოდენობის კლებას.
საბაზრო მიწოდება ყველა გამყიდველის ინდივიდუალურ მიწოდებათა ჯამია.
მიწოდების მრუდი გვიჩვენებს, რა რაოდენობის ნაყინს მიაწოდებენ მწარმოებლები
ბაზარს თითოეულ მოცემულ ფასად იმ პირობით, რომ ფასის გარდა, მიმწოდებლის
გადაწყვეტილების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები უცვლელი დარჩება. ეს
დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს, რაც მრუდის გადაადგილებით
გამოიხატება. მაგალითად, თუკი შაქარზე ფასები დაეცა, ნაყინის გაყიდვა უფრო
მომგებიანი გფახდება, რადგან შაქარი მისი ერთ-ერთი შემადგენელია. ეს კი გაზრდის
ნაყინის მიწოდემას. რომელიმე მოცემული ფასისთვის, მიმწოდებლები ახლა უკვე
მზად იქნებიან, მეტი ნაყინი აწარმოონ, ამდენად, მიწოდების მრუდი მარჯვნივ
გადაადგილდება.
მიწოდების მრუდის გადაადგილება მრავალ ცვლადს შეუძლია, მათგან
უმნიშვნელოვანესია: ინგრედიენტების ფასები, ტექნოლოგია, მოლოდინი,
გამყიდველთა რაოდენობა.
3. მიწოდება და მოთხოვნა ერთად (წონასწორობა; წონასწორობის ცვლილების ანალიზის
სამი საფეხური);

საბაზრო წონასწორობა - სიტუაცია, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა


გაწონასწორებულია. წონასწორული ფასის დროს, საქონლის რაოდენობა, რომლის
ყიდვაც სურთ და შეუძლიათ მყიდველებს, ზუსტად იმ რაოდენობის ტოლია, რომლის
გაყიდვაც სურთს და შეუძლიათ გამყიდვლებს.
განვიხილოთ ორი შემთხვევა:
დავუშვათ, საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე მეტია - ეს არის სიტუაცია, როდესაც
მიწოდება მოთხოვნაზე მეტია, ანუ იქმნება ჭარბი მიწოდება.
ახლა დავუშვათ, რომ საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე ნაკლებია - ამ შემთხვევაში
მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა აჭარბებს მიწოდების რაოდენობას, ანუ ჩნდება
საქონლის დეფიციტი. მომხმარებლები ვერ ყიდულობენ ყველაფერს, რისი ყიდვაც
სურთ ამ ფასად. ამას ჭარბი მოთხოვნა ეწოდება.

წონასწორობის ცვლილების ანალიზის სამი საფეხური


როდესაც ვაანალიზებთ, როგორ მოქმედებს რაიმე მოვლენა ბაზარზე, სამ საფეხურს
გავივლით. ჯერ განვსაზღვრავთ, რომელ მრუდს გადაადგილებს ეს მოვლენა -
მიწოდების მრუდს, მოთხოვნის მრუდს თუ ორივეს ერთად. შემდეგ განვსაზღვრავთ,
მარცხნივ გადაადგილდება მრუდი თუ მარჯვნივ. ბოლოს ვიყენებთ მიწოდება -
მოთხოვნის დიაგრამას იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს ეს გადაადგილება
ფასსა და რაოდენობაზე.

მაგალითი: მოთხოვნის ცვლილება


დავუშვათ, რომ ზაფხულია. ცხელი ამინდი მოთხოვნის მრუდზე მოქმედებს ნაყინთან
დაკავშირებული გემოვნების ცვლილებით. ანუ, ეს ამინდი ცვლის ნაყინის
რაოდენობას, რომლის შეძენაც სურთ მომხმარებლებს ყოველი მოცემული ფასის
დროს. მიწოდების მრუდი უცვლელია, რადგან ამინდი ნაყინის მწარმოებელ
ფირმებზე უშუალო გავლენას არ ახდენს.
ვინაიდან ცხელი ამინდი ხალხს აიძულებს უფრო მეტი ნაყინი ჭამონ, ამიტომ
მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, ანუ მოთხოვნა იზრდება. ეს
გადაადგილება იმაზე მეტყველებს, რომ ყოველი ფასის დროს მოთხოვნილი ნაყინის
რაოდენობა გაიზარდა.
ასევე, ცხელი ამინდი იწვევს ნაყინის ფასისა და გაყიდული ნაყინის რაოდენობის
ზრდას.

მაგალითი: მიწოდების ცვლილება


დავუშვათ, რომ მიწისძვრამ ნაყინის რამდენიმე ქარხანა გაანადგურა.
მიწისძვრა მოქმედებს მიწოდების მრუდზე. გამყიდველთა რაოდენობის შემცირებით
მიწისძვრა ცვლის ფირმების მიერ ყოველი მოცემული ფასის დროს წარმოებული და
გაყიდული ნაყინის რაოდენობას. მოთხოვნის მრუდი უცვლელი რჩება, რადგან
მიწისძვრა უშუალოდ არ მოქმედებს ნაყინის რაოდენობაზე.
მიწოდების მრუდი მაცხნივ გადაადგილდება, ვინაიდან ყოველი ფასის დროს
მცირდება მთლიანი რაოდენობა, რომლის გაყიდვაც გამყიდვლებს სურთ და
შეუძლიათ.
ასევე, მიწისძვრის შედეგად ნაყინის ფასი იზრდება, ხოლო გაყიდული ნაყინის
რაოდენობა მცირდება.

მაგალითი: მიწოდებისა და მოთხოვნის ერთდროული ცვლილება


დავუშვათ, რომ ცხელი ამინდი და მიწისძვრა ერთ ზაფხულს მოხდა:
ეს გამოიწვევს ორივე მრუდის გადაადგილებას. ცხელი ამინდი მოქმედებს
მოთხოვნის მრუდზე, ვინაიდან ცვლის ნაყინის რაოდენობას, ამავე დროს მიწისძვრა
ცვლის მიწოდების მრუდს, ვინაიდან ცვლის ნაყინის რაოდენობას, რომლის გაყიდვაც
სურთ ფირმებს ყოველი მოცემული ფასის დროს.
მრუდები გადაადგილდება ისევ, როგორც წინა ანალიზში: მოთხოვნის მრუდი
გადაადგილდება მარჯვნივ, ხოლო მიწოდების მრუდი - მარცხნივ.
გვაქვს ორი შემთხვევა: როცა მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, მიწოდება კი
მხოლოდ ოდნავ მცირდება, წონასწორული რაოდენობა იზრდება. და გვაქვს მეორე
შემთხვევა, როცა მიწოდება მნიშვნელოვნად მცირდება, მოთხოვნა კი ოდნავ
იზრდება, წონასწორული რაოდენობა მცირდება.

ბაზარი კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების, მყიდველებისა და გამყიდვლების


ჯგუფია. მყიდველები, განსაზღვრავენ საქონელზე მოთხოვნას, ხოლო გამყიდვლები,
როგორც ჯგუფი, განსაზღვრავენ საქონლის მიწოდებას.

კონკურენტული ბაზარი - ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და გამყიდველია და


თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს საბაზრო ფასზე. (ცალკეულ ინდივიდს
არ შეუძლია ბაზარზე საერთო ფასი შეცვალოს - კონკურენტული ბაზრის პირობებში)

სრულყოფილი კონკურენციის ბაზრები განისაზღვრება ორი ძირითადი მახასიათებლით : 1)


გასაყიდად შემოთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია და 2) მყიდველებისა და
გამყიდვლების რაოდენობა ისე დიდია, რომ ერთი ცალკეული მყიდველი ან გამყიდველი
საბაზრო ფასზე გავლენას ვერ ახდენს.

როცა ბაზარზე მხოლოდ ერთი გამყიდველია და სწორედ ის აწესებს ფასს - ასეთ გამყიდველს
მონოპოლისტი ეწოდება.

მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით გვიჩვენებს, რამდენად იცვლება მიწოდების


რაოდენობა ფასის ცვლილების შედეგად, ამბობენ, რომ საქონლის მიწოდება ელასტიკურია,
თუ მიწოდების რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლება ფასის ცვლილების შედეგად.
შესაბამისად, მიწოდება არაელასტიკურია, თუ მიწოდების რაოდენობა უმნიშვნელოდ
იცვლება ფასის ცვლილების შედეგად.
მიწოდების ელასტიკურობა ფასის მიხედვით - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა
გავლენას ახდენს ფასის მცირედი ცვლილება მიწოდების ცვლილებაზე; გამოითვლება
მიწოდების პროცენტული ცვლილების შეფარდებით ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.

თავი 6-7. გვ. 111-131, 135-154

1. როგორ მოქმედებს ფასის ზედა ზღვარი ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე (თავი 6);

2. როგორ მოქმედებს ფასის ქვედა ზღვარი ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე (თავი 6);

ფასის ზედა ზღვარი - კანონით დაწესებული ფასის მაქსიმუმი, რომელითაც საქონელი უნდა
გაიყიდოს. (მომხმარებელთა სასარგებლოდ)

ფასის ქვედა ზღვარი - კანონით დაწესებული ფასის მინიმუმი, რომლითაც საქონელი უნდა
გაიყიდოს. (მწარმოებელთა სასარგებლოდ)

როგორ მოქმედებს ფასის ზედა ზღვარი ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე

თუ მთავრობა ნაყინის მომხმარებელთა დაჟინებული მოთხოვნით ნაყინის ბაზარზე ფასის


ზედა ზღვარს დააწესებს, მოსალოდნელია ორი შედეგი: 1. ამ შემთხვავში, მთავრობა ზედა
ზღვარს აწესებს 4 დოლარს. ამ შემთხვევაში ვინაიდან ფასი, რომელიც მიწოდებასა და
მოთხოვნას აწონასწორებს არის 3 დოლარი, ფასის ზედა ზღვარზე ნაკლებია, ფასის ზედა
ზღვარი ბაზარს არ ზღუდავს. ანუ საბაზრო ძალებს ეკონომიკა ბუნებრივად მიჰყავთ
წონასწორობისკენ და ბაზრის ზედა ზღვარს არანაირი შედეგი არ მოწყება. განვიხილოთ
მეორე ვარიანტი. ამ შემთხვევაში მთავრობა აწესებს ფასის ზედა ზღვარს - 2 დოლარს.
ვინაიდან წონასწორული ფასი არის 3 დოლარი, ფასის ზედა ზღვარზე მეტია, ზედა ზღვარი
ბაზარს ზღუდავს. მიწოდებისა და მოთხოვნის ძალები ფასს წონასწორული ფასისკენ
უბიძგებენ, მაგრამ, როდესაც საბაზრო ფასი ზედა ზღვარს მიაღწევს, მეტად ვეღარ იზრდება.
ამგვარად, საბაზრო ფასი ზედა ზღვრის ტოლია. ამ ფასად მოთხოვნილი ნაყინის რაოდენობას
აჭარბებს მიწოდებულ რაოდენობას და იქმნება ნაყინის დეფიციტი. როდესაც ჩნდება
პროდუქტის დეფიციტი, ბუნებრივად იბადება ნაყინის განაწილების მექანიზმებიც, ერთ-
ერთი ასეთი მექანიზმი არის გრძელი რიგები. ის ვინც ადრე მივა და თავის რიგს დაელოდება,
ის მიიღებს ნაყინს.

როგორ მოქმედებს ფასის ქვედა ზღვარი ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე

ფასის ქვედა ზღვარი, ზედა ზღვრის მსგავსად, მთავრობის მიერ წონასწორულისგან


განსხვავებული ფასის შენარჩუნების მცდელობაა. თუ ფასის ზედა ზღვარი ფასის
ოფიციალური მაქსიმუმია, ქვედა ზღვარი ოფიციალური მინიმუმია.

როდესაც მთავრობა ნაყინის ბაზარზე ფასის ქვედა ზღვარს აწესებს, შესაძლებელია ორი
შედეგის მიღება. თუ მთავრობის მიერ დაწესებული ქვედა ზღვარია დავუშვათ 2 დოლარი,
ხოლო წონასწორული ფასია 3 დოლარი, ვიღებთ ამგვარ შედეგს: ამ შემთხვევაში, ვინაიდან
წონასწორული ფასი ქვედა ზღვარზე მეტია, ფასის ქვედა ზღვარი შემზღუდველი არ არის.
ბაზრის ძალებს ეკონომიკა ბუნებრივად მიჰყავთ წონასწორობისაკენ და ფასის ქვედა ზღვარს
არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

განვიხილოთ მეორე შემთხვევა, ანუ როდესაც მთავრობა აწესებს ფასის ქვედა ზღვარს,
რომელიც თითოეული ნაყინისთვის 4 დოლარის ტოლია. ამ შემთხვევაში, ვინაიდან
წონასწორული ფასი, 3 დოლარი, ქვედა ზღვარზე ნაკლებია, ფასის ქვედა ზღვარი
შემზღუდველია. მიწოდებისა და მოთხოვნის ძალებს ფასი წონასწორული ფასისკენ მიჰყავთ,
მაგრამ, როდესაც საბაზრო ფასი ქვედა ზღვარს მიაწყებს, ფასის შემცირება წყდება. საბაზრო
ფასი ფასის ქვედა ზღვრის ტოლია. ფასის ამ ზღვრის დროს მიწოდებული ნაყინის როდენობა
მოთხოვნის რაოდენობაზე მეტია. იმ ადამიანთა ნაწილი, რომელთანაც ნაყინის გაყიდვა
მიმდინარე ფასად სურთ, ამას ვერ ახერხებს. ამგვარად, ბაზრის შემზღუდველი ფაის ქვედა
ზღვარი სიჭარბეს იწვევს. ფასის ქვედა ზღვარი და სიჭარბე, ფასის ზედა ზღვრისა და
დეფიციტის მსგავსად, ხელს უწყობს საქონლის განაწილების არასასურველი მექანიზმის
ფორმირებას. ფასის ქვედა ზღვრის შემთხვევაში ზოგი გამყიდველი ვერ ყიდის ყველაფერს,
რის გაყიდვაც სურს საბაზრო ფასად.

მეშვიდე თავი

კეთილდღეობის ეკონომიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს რესურსების განაწილების


გავლენას ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

გადახდისთვის მზადყოფნა - მაქსიმალური თანხა, რომლის გადასახდელადაც მზად არის


მყიდველი.

სამომხმარებლო დანაზოგი - სხვაობა იმ თანხას, რომლის გადახდისთვისაც მომხარებელი


მზადაა, და იმ თანხას შორის, რომელსაც რეალურად იხდის.

სამომხმარებლო დანაზოგი უდრის სხვაობას მყიდველთა გადახდისთვის მზადყოფნასა და


მათ მიერ გადახდილ თანხას შორის. სამომხმარებლო დანაზოგი ასახავს სარგებლობას,
რომელსაც მყიდველები იღებენ ბაზრის ფუნქციონირებაში მონაწილეობით. იგი შეიძლება
გამოვთვალოთ მოთხოვნის მრუდის ქვემოთ და ფასის ზემოთ მდებარე არის ფართობის
საშუალებით.

მწარმოებლის დანაზოგი უდრის სხვაობას გამყიდველთა მიერ მიღებულ თანხასა და მათი


წარმოების დანახარჯებს შორის. ის ასახავს სარგებლობას, რომელსაც იღებენ გამყიდვლები
ბაზრის ფუნქციონირებაში მონაწილეობით. მისი გამოთვლა შეიძლება ფასის ქვემოთ და
მიწოდების მრუდის ზემოთ მდებარე არის ფართობის საშუალებით.
მეცხრე თავი

მსოფლიო ფასი - ფასი, რომლითაც მოცემული საქონელი მსოფლიო ბაზარზე იყიდება

თუ ფოლადის მსოფლიო ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივი ფასი, მაშინ


იზოლანდია თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ექსპორტიორი გახდება. და პირიქით, თუ
ფოლადის იმპორტიორი გახდება, ვინაიდან უცხოელი გამყიდველები უკეთესს ფასს
სთავაზობენ, ფოლადის იზოლანდიელი მომხმარებლები ძალიან მალე დაიწყებენ ფოლადის
სხვა ქვეყნებში შეძენას.

როდესაც ქვეყანა თავისუფალ ვაჭრობას იწყებს და საქონლის ექსპორტიორი ხდება, ამ


საქონლის ადგილობრივი მწარმოებლის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება,
ადგილობრივი მომხმარებლებისა კი უარესდება.

ვაჭრობა ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ვინაიდან მოგებულთა სარგებლობა


წაგებულთა დანაკარგებზე მეტია.

როდესაც ქვეყანა ვაჭრობას იწყებს და საქონლის იმპორტიორი ხდება, ამ საქონლის


ადგილობრივი მომხმარებლების ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, ადგილობრივი
მწარმოებლების კი უარესდება.

ვაჭრობა ზრდის ქვეყნის ეკონომმიკურ კეთილდღეობას, ვინაიდან მოგებულთა სარგებლობა


წაგებულთა დანაკარგზე მეტია.

ტარიფი ეს არის გადასახადი უცხოეთში წარმოებულ და სხვა ქვეყანაში გაყიდულ


საქონელზე. ბაზარს იმ წონასწორობასთან აახლოებს, რომელიც შეიძლება ვაჭრობის
არარსებობისას იყოს და ამიტომ ამცირებს ვაჭრობის სარგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ
ადგილობრივი მწარმოებლის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, მთავრობის
შემოსავალი კი იზრდება, მომხმარებლის დანაკარგები ამ სარგებლობაზე მეტია.

ვაჭრობის შეზღუდვის სასარგებლოდ სხვადასხვა არგუმენტი არსებობს: სამუშაო ადგილების


დაცვა, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არასამართლიანი კონკურენციის
თავიდან აცილება, უცხოურ შეზღუდვებზე რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ
არგუმენტებს ხშირად ძალა აქვს, ეკონომისტები მაინც ფიქრობენ, რომ თავისუფალი ვაჭრობა,
როგორც წესი, საუკეთესო პოლიტიკაა.

You might also like