You are on page 1of 6

2015 I

1. ფასის მიმღების ბაზარზე 1კგ მზესუმზირის წონასწორული ფასია 2 ლარი. თუ


სახელმწიფომ დააწესა ქვედა ზღვარი 3 ლარი, როგორ შეიცლება მოთხოვნისა და
მიწოდების სიდედეები? წარმოადგინეთ გრაგიკი. რა იყო სახელმწიფოს მიზანი ამ
ქმედებით?

ამოხსნა :

თუ ღირებულება იქნება 3 ლარი, მაშინ მიწოდება გაიზრდება და მოთხოვნა შემცირდება.


წარმოიქმნება სიჭარბე. უფრო ზუსტად სახეზეა მიწოდების სიჭარბე. სახელმწიფოს
მიზანი შეიძლება ყოფილიყო მზესუმზირის ბიზნესის დახმარება და ხელშეწყობა.

2. როგორ შეზფასებთ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას? პოლიტიკურ სტაბილურობას?


ეთანხმებით თუ არა შემდეგ მოსაზრებას „პოლიტიკური სტაბილურობა ხელს
უწყობს ეკონომიკური ზრდას და პირიქით“ . ახსენით რატომ?

ამოხსნა: პოლიტიკური დესტაბილიზაცია ხელს უშლის ინვესტიციების შემოსვლას


ქვეყანაში. არცერთ ინვერსტორს არ სურს დააბანდოს თავისი კაპიტალი არასტაბილურ
გარემოში. პოლიტიკური სტაბილურობა არის აუცილებელი მაგრამ არა საკმარისი
ეკონომიკური ზრდისთვის

3. ელასტიურია თუ არა თქვენი მოთხოვნა კაფეტერიაში, თუ მენიუს 5%-ით გაძვირება


ხარჯებს მის შესაბამისად, 5%-ით შეამცირებს? დამატებით რა მონაცემია საჭირო
ელასტიურობის ზუსტად დასადგენად? ფასის მიმღებია თუ მაძიებელი ამ მენიუს
მიმწოდებელი?

ამოხსნა: თუ გვეუბნებია შემცირებას (არ აქვს მნიშვნელობა %-ს) მაშინ ელასტიურია


(მთავარია ხარჯები შემცირდა). მოთხოვნა 5%ზე მეტად შემცირდებოდა, წარმოიდგინეთ
საზოგადოების მოქმედება, როცა მენიუს გაძვირებას შეიტყობდნენ. მათი უმეტესობა
აღარ მიაკითხავდა ამ რესტორანს. ელასტიურობის ზუსტად დასადგენად საჭიროა
ვიცოდეთ მოთხოვნის სიდიდის პროცენტული ცვლილება. მენიუს მიმწოდებელი კი
ფასის მაძიებელია, რადგან ფასის აწევით შეუძლია ცვლილებების მოხდენა
მომხმარებელთა რაოდენობაზე.

4. როგორ დავადგენთ დღევანდელ გამოცდაზე თქვენი მონაწილეობის ალტერნატიულ


დანახარჯებს, თუ ამის მაგივრად შეგეძლოთ იმავე დროის განმავლობაში სხვა
შენთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრება, ან იგივე დროის გამოყენება
ფიზიკის გამოცდისთვის უკეთ მოსამზადებლად? ახსენით!

ამოხსნა: განვიხილოთ ჩემი ალტერნატიული დანახარჯები. მქონდა 2 ალტერნატიული


ვარიანტი, ან ღონისძიება ან ფიზიკის მეცადინეობა. აქედან ჩემთვის უფრო
მნიშვნელოვანი იყო ფიზიკის გამოცდისთვის მომზადება, ვიდრე მეორე. მაგრამ ჩემთვის
ორივეზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის გამოცდა. ჩემი ალტერნატიული
დანახარჯი იყო ფიზიკის მეცადინეობა.

5. ევროპის ბაზრისათვის 7500 კგ თხილის მოსავლის მოსაყვანად ფერმერმა 4000 ევრო


დახარჯა იმ იმედით, რომ 1კგ თხილი 3 ევრო იქნებოდა. თუმცა მოსავლის აღების
შემდეგ 1 კგ თხილი 1 ევრო ღირდა. რას ურჩევდით ფერმერს?

2015 II
1. ავიახაზი აპირებს 150 ბილეთის გაყიდვას თითოს 300 ლარად. მას სჭირდება 2500
ლარის ბენზინი, საწვავის ხარჯი თითოეულ მგზავრზე 15 ლარი. ასევე მომსახურე
პერსონალს უნდა გადაუხადოს სახელფასო და სხვა ხარჯები 4000 ლარის ოდენობით.
რეისამდე 1 დღით ადრე მხოლოდ 90 ბილეთი გაიყიდა 300 ლარად. რა ფასად
ურჩევდით დარჩენილი ბილეთების გაყიდვას?

2. ნანუკამ და რატიმ გადაწყვიტეს ღვინის შეძენა. რატი მზადაა 200ლარი გადაიხადოს,


ნანუკა კი 300 ლარის მზადყოფნა აქვს. მიუხედავად ამისა, თუ რა ეღირეება 1 ბოთლი
ღვინო, ვის უფრო მეტი მოთხოვნის საფფასო ელასტიურო აქვს-რატის თუ ნანუკას?

3. კომპანიას აქვს ორი გეგმა. პირველის თანახმა აწარმოოს 700 ცალი სკამი, გასაყიდი
თანხა იქნება 11 ლარი, ხოლო სულ დაუჯდება 2100 ლ. მეორე გეგმის მიხედვით კი
აწარმოოს 800 ცალი, წამოება დაუჯდება 2500ლარი, გაყიდის თითოს 9 ლარად.
პირველიდან მეორეში გადასვლისას როგორია MC და MR? რომლის არჩევა ჯობია

4. 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი ღირს, ამ დროს ბაზარი წონასწორობაშია. ნავთობის


მსოფლიო ბაზაზე ფასი დაეცა, შესაბამისად ზოგიერთ ქეყანაში ბენზინიც გაიაფდა,
მაგრამ საქართველოში პირიქით, 3 ლარამდე გაიზარდა. დაასახელეთ ამის 2 მიზეზი.

5. გიორგი აჩუქეს ნიჭიერის უფასო ბილეთი, რომლის გაყიდვაც არ შეუძლია. ნიჭიერის


გარდა მას აქვს კიდევ ერთი ალტერნატივა- რაგბის მატჩი, რომლის ბილეთი ღირს 15
ლარი. იგი მზადაა გადაიხადოს მაქსიმუმ 100 ლარი. რა თანხის ტოლი იქნება :
ა) სარაგბო მატჩზე დასწრების ალტერნატიული დანახარჯები?
ბ) ნიჭიერზე დასწრების შემთხვევაში ალტერნატიული დანახარჯები

2014 I

1. ხშირად ირწმუნებიან, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზებულია


რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ, რაც ამცირებს მომხმარებელთა კეთილდღეობას.
როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა კომპანიას, ან კომპანიათა ჯგუფს, ხანგრძლივად
მომგებიანად მოქმედება, თუ მათი საქმიანობა მართლაც არ უწყობს ხელს მომხმარებელთა
კეთილდღეობის ზრდას? დავუშვათ, აღნიშნული ბაზარი მართლაც მონოპოლიზებულია;
როდის უფრო მეტი იქნება საზოგადოების კეთილდღეობა - როცა მთავრობა გააკონტროლებს
ამ ბაზარს, თუ საწინააღმდეგო შემთხვევაში? ახსენით თქვენი პოზიცია!

2. დავუშვათ, თქვენ გაჩუქეს რაგბის მატჩზე დასასწრები ბილეთი, რომლის გაყიდვის


უფლება არ გაქვთ და გამოყენებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ამასთან, თქვენ გაქვთ სხვა
ალტერნატივაც - ესაა იმავდროულად მიმდინარე საფეხბურთო მატჩი, რომლის ბილეთი 35
ლარი ღირს. რომ არ ყოფილიყო რაგბის მატჩი, თქვენ მზად იქნებოდით, საფეხბურთო
მატჩზე დასასწრებად 100 ლარიც კი გადაგეხადათ. რა იქნება თქვენს მიერ რაგბის მატჩზე
დასწრების ალტერნატიული დანახარჯები? ახსენით!

3. მოიყვანეთ თქვენი საკუთარი მაგალითი ელასტიური მოთხოვნის მქონე საქონლის


ბაზრისათვის. მეტი სიცხადისათვის, გააკეთეთ კონკრეტული რიცხვითი დაშვებები თქვენს
მიერ შერჩეული საქონლის ფასსა და რაოდენობასთან დაკავშირებით. გამოსახეთ მოთხოვნა
და მისი ელასტიურობის მაჩვენებელი მონაცემები სათანადო გრაფიკით. ახსენით
ელასტიურობის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენებით, თუ რატომაა თქვენს მიერ
შერჩეული მოთხოვნა ელასტიური! თუ მყიდველთა შემოსავლები გაორმაგდა, როგორ
შეიცვლება თქვენს მიერ გამოთვლილი ელასტიურობის მაჩვენებელი? რატომ?

4. თქვენი კომპანია მოელის 7 მლნ. ლარის ტოლ შემოსავალს პროექტის დასრულების


შემდეგ. ამ პროექტის მთლიანი დანახარჯები თავდაპირველი გეგმის მიხედვით 6 მლნ. ლარი
უნდა ყოფილიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც თქვენ 5 მლნ. ლარის დანახარჯები უკვე გაწიეთ,
აღმოჩნდა, რომ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, კიდევ 4 მლნ. ლარის დახარჯვა
გჭირდებათ პროექტის ბოლომდე მისაყვანად. გააგრძელებდით თუ არა პროექტს? რატომ?

2014 II

1. `დაბინძურების კონტროლი ჯარიმების მეშვეობით შეუძლებელია. ჯარიმები დარგიდან


გამოდევნის მცირე ფირმებს, ხოლო მსხვილ ფირმებს შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ,
გადაიხადონ ჯარიმა და განაგრძონ გარემოს დაბინძურება~. ეთანხმებით თუ არა ამ
მოსაზრებას? რატომ?

2. დავუშვათ, თქვენ გაჩუქეს „ჯეოსტარის“ დასკვნით კონცერტზე დასასწრები ბილეთი,


რომლის გაყიდვის უფლება არ გაქვთ და გამოყენებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ასევე
დავუშვათ, რომ გარდა  „ჯეოსტარის“ კონცერტისა, როგორც ალტერნატივა, თქვენს მიერ
განიხილება კიდევ 2 სხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ზუსტად „ჯეოსტარის“
პარალელურად ტარდება:
I: საფეხბურთო მატჩი, რომლის ბილეთი 85 ლარი ღირს. ამ მატჩზე დასასწრებად მზად
ხართ, მაქსიმუმ 100 ლარი გადიხადოთ;
II: სარაგბო მატჩი, რომლის ბილეთი 10 ლარი ღირს და მასზე დასასწრებად მზად ხართ,
მაქსიმუმ 70 ლარი გადიხადოთ.
ჩავთვალოთ, რომ ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სატრანსპორტო, ან
სხვა რაიმე სახის ტრანსაქციული დანახარჯები და ქვემოთ ჩამოთვლილი პასუხებიდან
აირჩიეთ, რა იქნება თქვენს მიერ „ჯეოსტარის“ კონცერტზე დასწრების ალტერნატიული
დანახარჯები:
ა) 100 ლარი;
ბ) 60 ლარი;
გ) 15 ლარი;
დ) 30 ლარი;
ე) 70 ლარი.
თუ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგანი მიგაჩნიათ სწორ ვარიანტად, მაშინ დაასახელეთ
თქვენი ვარიანტი; ნებისმიერ შემთხვევაში, ახსენით თქვენს მიერ არჩეული პასუხი!

3. რა გავლენას იქონიებს შემდეგი მოვლენები ადგილობრივი წარმოების ბამბის ბაზარზე:

(1) ნეილონის, როგორც ბამბის შემცვლელის, გამოგონება,

(2) ბამბის საკრეფი მანქანის გამოგონება,

(3) ბამბის უცხოელი მწარმოებლების მიერ დიდი მოსავლის მიღება.

თითოეული შემთხვევისთვის ააგეთ მოთხოვნისა და მიწოდების მრუდი. შემდეგ ახსენით,


საით წანაცვლდება ეს მრუდები და რა გავლენას მოახდენს ეს ბამბის ფასსა და რაოდენობაზე.

1.ნეილონი რადგან იქნება ბამბის შემცვლელი და თუ მასზე იაფი ეღირება ბამბაზე მოთხოვნა
შემცირდება ან ბამბის ფასი დაიწევს.
2. რადგან ბამბის კრეფისთვის აღარ იქნება საჭირო მუშა ხელი , ბამბის თვითღირებულება
შეიძლება უფრო ნაკლები იყოს და დაიწიოს ფასმა მასზე.

დიდი მოსავლის შემოსვლა წარმოქმნის პროდუქტის სიჭარბეს და შესაბამისად ფასები


დაიწევს.

4. თქვენ გაქვთ $80 000, რომლითაც გსურთ 3 სხვადასხვა (A, B და C) საინვესტიციო


პროექტიდან ერთ–ერთის განხორციელება. ჩათვალეთ რომ, თითოეული პროექტისათვის
მხოლოდ ამ თანხის დახარჯვა გჭირდებათ და სხვა ალტერნატივები არ განიხილება.
დავუშვათ, არჩევანი გააკეთეთ C პროექტის სასარგებლოდ და იცით, რომ A პროექტის
განხორციელება მოგცემდათ $121 000 შემოსავალს 2 წლის შემდეგ, ხოლო B პროექტისა $88
000 შემოსავალს 1 წლის შემდეგ. რა არის თქვენი არჩევანის ალტერნატიული დანახარჯი, თუ
საბაზრო სარგებლის განაკვეთია 10%? რატომ?

ფორმულა : pv=wiladis xazi , zevit M gayofili anu qvevit (1+i) xarisxad n

You might also like