You are on page 1of 3

1.

ეკონომიკური მოდელები

ეკონომისტები ცდილობენ საგანს მეცნიერული ობიექტურობით მოეკიდონ. ყველა


მეცნიერის მსგავსად, ისინიც აკეთებენ დაშვებებს და აგებენ გამარტივებულ მოდელებს
სამყაროს უკეთ გასაგებად. ეკონომიკური მოდელები დიაგრამებისა და განტოლებებისგან
შედგება. მათ მრავალი დეტალი აკლია, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის, რაც
ნამდვილად მნიშვნელოვანია.

იმის ასახსნელად თუ როგორ არის ორგანიზებული ეკონომიკა გამოიყენება : რესურსების


წრებრუნვისა და საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის მოდელები.

1. რესურსების წრებრუნვის მოდელი – გვიჩვენებს, როგორ მოძრაობს რესურსების ნაკადი


საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის სხვადასხვა ბაზრების გავლით . ფირმები
აწარმოებენ საქონელსა და მომსახურებას, რისთვისაც იყენებენ: მიწას, შრომასა და კაპიტალს.
ანუ საწარმოო ფაქტორებს. საოჯახო მეურნეობები ფლობენ საწარმოო ფაქტორებს და
მოიხმარენ ყველა იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელთაც ფირმა აწარმოებს. საოჯახო
მეურნეობები და ფირმები ურთიერთქმედებენ ორი სახის ბაზრებზე: 1 . საქონლისა და
მომსახურების ბაზარზე და 2 . საწარმოო ფაქტორების ბაზარზე. პირველი სახის ბაზარზე
საოჯახო მეურნეობები მყიდველები არიან , ხოლო ფირმები გამყიდველები. საწარმოო
ფაქტორების ბაზარზე კი პირიქით – საოჯახო მეურნეობები აწვდიან მასალებს, რომლებსაც
ფირმები საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის იყენებენ.

1. ეკონომიკური მოდელები Страница 1


შიდა წრე რესურსების წრებრუნვის მოდელში ასახავს საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს
შორის საქონლისა და მომსახურების ნაკადს. საოჯახო მეურნეობები თავიანთ შრომის,
მიწებისა და კაპიტალის გამოყენების უფლებას მიჰყიდიან ფირმებს საწარმოო ფაქტორების
ბაზრებზე. ფირმები ამ ფაქტორებს იყენებენ საქონლისა და მომსახურების წარმოებისთვის,
რომლებიც თავის მხრივ მიეყიდება საოჯახო მეურნეობებს საქონლისა და მომსახურების
ბაზრებზე.

დიაგრამის გარე წრე ასახავს ფულის (ლარების) შესაბამის ნაკადებს. საოჯახო მეურნეობები
ფულს ხარჯავენ ფირმებისაგან საქონლისა და მომსახურების შეძენისათვის. ფირმები
თავისი შემოსავლების ნაწილს საწარმოო ფაქტორების შესაძენად, მაგალითად
თანამშრომელთა შრომის ასანაზღაურებლად იყენებენ. დარჩენილი ნაწილი კი ფირმების
მფლობელების მოგებაა, რომლებიც ამავე დროს საოჯახო მეურნეობების წევრებიც არიან.
ამრიგად საქონლისა და მომსახურების შესაძენად მიღებული ფულადი სახსრების ნაკადი
მიმართულია საოჯახო მეურნეობებიდან ფირმებისაკენ, ხოლო შემოსავლები – ხელფასის,
ქირისა და მოგების სახით მიმართულია ფირმებიდან საოჯახო მეურნეობებისაკენ.

2. ეკონომიკაში ცნობილია აკიდევ ერთი მარტივი მაგრამ მნიშვნელოვანი მოდელი –


საწარმოო შესაძლებლობათა საზღვერი. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი არის
გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს პროდუქციის სხვადასხვა კომბინაციებს, რომელთა
წარმოებაც შეუძლია ეკონომიკას მის ხელთ არსებული საწარმოო ფაქტორებისა და
ტექნოლოგიის პირობებში.

1. ეკონომიკური მოდელები Страница 2


ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე ან მის შიგნით,
მაგრამ ვერ აწარმოებს საზღვრის გარეთ მდებარე წერტილში. შედეგი ეფექტიანია, თუ
ეკონომიკა სრულად იყენებს მის ხელთ არსებულ შეზღუდულ რესურსებს. A და C
წერტილები საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარზე ასახავენ წარმოების ეფექტიან დონეებს.
B წერტილი ასახავს წარმოების არაეფექტიან დონეს, D წერტილი კი არ არის მიღწევადი,
რადგან ამ ეკონომიკას არ გააჩნია საკმარისი რესურსები წარმოების ამ დონის
უზრუნველსაყოფად.

საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი გვიჩვენებს ერთ – ერთ ალტერნატივას, რომელიც


დგას საზოგადოების წინაშე. მას შემდეგ რაც მივაღწევთ საზღვრზე მდებარეეფექტიან
წერტილს, ერთი რომელიმე საქონლის რაოდენობის გაზრდის ერთადერთი საშუალებაა
მეორე საქონლის წარმოების მოცულობის შემცირება. საწარმოო შესაძლებლობათა საზღვარი
გვიჩვენებს ალტერნატივას სხვადასხვა სახის საქონლის წარმოებას შორის დროის მოცემულ
მომენტში, მაგრამ ეს ალტერნატივა შეიძლება თანდათან შეიცვალოს. მაგალითად თუ
Y საქონლის (კომპიუტერების) დარგში ტექნოლოგიის განვითარება Y საქონლის
რაოდენობის ზრდას იწვევს, მაშინ ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს Y–ის მეტი რაოდენობა X –
ის ნებისმიერი მოცემული რაოდენობის სანაცვლოდ. შედაგად მივიღებთ ეკონომიკურ
აღმავლობას და საწარმოო შესაძლებლობათა ზღვარი გადაიწევს A წერტილიდან
E ეფექტიან წერტილში.

1. ეკონომიკური მოდელები Страница 3

You might also like