You are on page 1of 6

ინფორმაციულ მენეჯმენტს ჯერჯერობით არ გააჩნია ჩამოყალიბებული მდგრადი

ტერმინოლოგია , იგი ახალგაზრდა და განვითარებადი მეცნიერების დარგია. ის


წარმოადგენს მენეჯმენტის სპეციალურ დარგს რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა და
შეიძინა სპეციფიკური თვისებები. ის მოიცავს ინფორმაციის შექმნისა და გამოყენების ყველა
სფეროს.

საინფორმაციო სისტემების მენეჯერის მოვალეობაა ინფორმაციული რესურსების და


საინფორმაციო სისტემების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა. informaciuli
menejmentis mizania sainformacio sistemebis gamoyenebis safuZvelze moxdes
sawarmos saqmianobis efqtianobis amaRleba. informaciuli menejmentis sagans
warmoadgens sainformacio sistemebis Seqmnisa da eqspluataciis procesebi.

ა.ს. გრინბერგს მოჰყავს რამდენიმე გავრცელებული განმარტება:

1. ინფორმაციული უზრუნველყოფა;
2. ინფ. რესურსები და მათი მართვა;
3. ინფ. მომსახურება და მეწარმეობა;
4. საინფ. სისტემები, მათი ტექნიური მხარდაჭერა და მართვა;
5. საინფ. საქმიანობის ორგანიზაცია;
6. ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
7. ოფის მენეჯმენტი;
8. კომუნიკაციის ორგანიზაცია;
9. სტრატეგიული დაგეგმვა.

თვითონ გრინბერგი ინფორმაციულ მენეჯმენტს ესე განმარტავს: „ ინფორმაციის მართვა,


ინფორმაციის ნაკადების და რესურსების მართვა, განსაზღვრულ არეალში ინფორმაციის
ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგია“.

ინფორმაციული მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებებია:

1. სს-ების მართვა;
2. სტრატეგიული განვითარება;
3. მარკეტინგი.

ინფორმაციული მენეჯმენტი საწარმოებსა და ორგანიზაციებში წყვეტს სტრატეგიულ,


ოპერატიულ და ადმინისტრაციულ ამოცანებს. strategiul amocanebs miekuTvneba
organizaciis informaciuli struqturis Seqmna da informaciuli teqnologiebis marTva.
operatiul da organizaciul amocanebs gaaCniaT SedarebiT viwro, daqvemdebarebuli
xasiaTi.informaciuli menejmentis mTavari amocanaa mxari dauWiros sawarmos
ZiriTad saqmianobas.

ცივილიზებული ქვეყნების განვითარება მიმდინარეობს ინფორმაციული საზოგადოების


შექმნის მიმართულებით. მომუშავეთა დიდი წილი დაკავდება ინფორმაციის წარმოებით,
შეკრებით, შენახვით და გამოყენებით. დღეისათვის აშშ-ს სამუშაო ძალის 50% ზე მეტი
დასაქმებულია ინფორმაციის წარმოების სფეროში.
ამ სფეროში მენეჯმენტის ეფექტიანობა დამოკიდებულია მეცნიერულ-ტექნიკური
პროგრესის განვითარებაზე. დღეს ინფორმაცია საწარმოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული
რესურსია, მის ხარისხსა და გამოყენების ეფექტიანობაზე ბევრადაა დამოკიდებული
საწარმოს სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტიანობა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სს-ების დანერგვა გარკვეულ პრობლემებს უქმნის მართვის
პერსონალს. მათ უწევთ სამუშაოს შესრულება როგორც არსებული ტექნოლოგიით, ასევე
შემოთავაზებული სისტემით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს პერსონალის შემცირებას.

შესაძლებელია სს-ების ტექნოლოგიური პროცესების ეტაპები შევადაროთ საწარმოო


სისტემების პროცესების ეტაპებს.

საინფორმაციო სისტემები:

1. შემავალი ინფორმაცია;
2. კომპიუტერის მეხსიერებაში ინფორმაციის შეტანა;
3. ინფორმაციის დამუშავება;
4. გამოტანა;
5. გადაცემა.

საწარმოო სისტემა:

1. ნედლეული და მასალები;
2. საწყობში ნედლეულის და მასალების შეტანა;
3. დამუშავება;
4. მზა პროდუქციის ჩაბარება;
5. რეალიზაცია.

სს-ების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგია. კომპიუტერის მეხსიერებაში ინფორმაციის


შეტანა ანალოგიურია ნედლეულისა და მასალების საწყობში შენახვის. ამასთან,
გამოუყენებელი მასალების შენახვა ამცირებს სს-ების გამოყენების ეფექტიანობას.

ინფორმაციული ტექნოლოგიიის ძირითადი ეტაპია პროგრამების საშუალებით მონაცემების


დამუშავება. ამ ეტაპზე შესაძლო დანაკარგები უფრო დამალულია, ვიდრე სხვა ეტაპზე.
საშედეგო ინფორმაციის გამოტანა საჭირო ფორმით შეიძლება განხორციელდეს
ინდივიდუალური მომხმარებლის დისპლეის ეკრანზე, ასევე, კოლექტიური სარგებლობის
ქსელურ სტრუქტურებში, დოკუმენტის მყარი ასლის სახით.

მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადაცემა, საინფორმაციო სისტემის პროდუქტის


რაციონალურად გამოყენება რთული საკითხია. ყოველთვის არ არის ცნობილი
საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული ინფორმაცია, როგორი სახით გამოიყენება
მომხმარებლის მიერ, რა ეფექტს აძლევს იგი მომხმარებელს.

რამდენადაც ინფორმაციული ტექნოლოგია წარმოადგენს მეცნიერულ-ტექნიკური


პროგრესის ახალი მიმართულების საფუძველს და წამყვან ელემენტს, სს-ების
სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია მისი საერთო მენეჯმენტიდან
ცალკე გამოყოფა.

სს-ების სიცოცხლის ციკლი მოიცავს შექმნას, დანერგვასა და მხარდაჭერას.Axali sistemebis


Seqmna xdeba Semdegnairad: Tavidan koncefciisa da miznebis xis Semuშaveba,
Semdeg gairkveva misi muSaobis pirobebi, yalibdeba maTematikuri modeli da
sistemis topologia. საინფორმაციო სისტემები ტექნოლოგიური განვითარებიდან
გამომდინარე მუდმივად საჭიროებს განახლებას და სრულყოფას. ის არასდროს არ არის
დამთავრებული, ჩაბარებული, როგორც საბოლოო. სისტემა კი მუდმივად საჭიროებს
კონტროლს. ყველა სტადიაზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი სისტემის წინაშე დაყენებული
მიზნების განხორციელება და მიზანმიმართული განვითარება.

ინფომაციული მენეჯმენტი ეს არის მენეჯმენტის სპეციალურად ცალკე დამოუკიდებელ


დარგად გამოყოფილი მიმართულება, რომელსაც გააჩნია სპეციფიკური თავისებურებები,
ფართო გაგებით, ინფორმაციული მენეჯმენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საწარმოს
სიცოცხლის ციკლის ყველა ეტაპზე მართვის ამოცანის ერთობლიობა, რომელიც მოიცავს
მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ყველა ოპერაციასა და მოქმედებას, დაკავშირებულს
როგორც ინფორმაციის ყველა ფორმასთან და მდგომარეობასთან, ასევე მთლიანად
საწარმოსთან.

ვიწრო გაგებით, ინფორმაციული მენეჯმენტი, წარმოადგენს საწარმოო და ტექნოლოგიური


ხასიათის მართვის ამოცანათა ფართო წრეს, რომელთა გადაწყვეტა უზრუნველყოფს
საწარმოს ძირითადი საქმიანობის მიზნების მიღწევას, როგორც საინფორმაციო სისტემის
ელემენტების, პროცესებისა და რესურსების, ისე, საწარმოს სხვა ელემენტების, პროცესების
და რესურსების ეფექტური, შეთანხმებული მართვის საფუძველზე.

ა.ბ. კრიგერი ინფორმაციულ მენეჯმენტს შემდეგნაირად განმარტავს: „ ინფორმაციული


მენეჯმენტის ქვეშ იგულისხმება საკითხთა მთელი კომპლექტი, რომელიც დაკავშირებულია
სხვადასხვა სფეროსა და მართვის სხვადასხვა დონეების საინფორმაციო სისტემების
მართვასთან.“

ინფორმაციული მენეჯმენტის დამოუკიდებელი ცნება ინფორმატიკაში გამოჩნდა გასული


საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მასზე გაწეული დანახარჯები
ჩვეულებრივ არემატება დაგეგმილს, ძალიან იზრდება ექსპლუატაზიაში მყოფი სს-ების
მომსახურების ხარჯები. სს-ებოს გამოყენებისას მუდმივად ადგილი აქვს წინააღმდეგობებს,
რომელიც აღმოცენდება ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიურ და
ტექნიკურ გადაწყვეტილებებს შორის.

მისი აღმოცენების ადგილს და თარიღს ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ. ამ მიმართულებით


მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს 1957 წელს აშშ-ში „ინფორმაციული
მომუშავეების“ რაოდენობის ზრდა და მათი გათანაბრება მწარმოებელთა რიცხოვნობასთან.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერს თავისი ფუნქციების სრულყოფილად


შესრულებისთვის უნდა გააჩნდეს ფართო ცოდნა ეკონომიკურ (სისტემური ანალიზი,
გადაწყვეტილების და ორანიზაციის თეორიები, მიკრო და მაკრო ეკონომიკა, ინფორმატკის
ეკონომიკა, ორგაიზაციული ქცევა), მართვის (სამეწარმეო, ინოვაციური, ფინანსური
მეეჯმენტი, პერსონალის, პროექტების და ცვლილებების მართვა), ინფორმატიკისა
(პროგრამირება, კომპიუტერები და ქსელები, ღია სისტემები, ელექტრონული და
ინტეგრირებული სისტემები, კომპიუერების ორგანიაზცია) და სამართლის (საინფორმაციო,
შრომის) სფეროებში.

საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის ამოცანები

 საინფორმაციო სისტემის ტექნოლოგიური გარემოს ფორმირება;


 განვითარება;
 დაგეგმვა;
 გამოყენება და ექსპლუატაცია;
 ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება;
 ინოვაციური პოლიტიკის ფორმირება;
 პერსონალის მართვა;
 კომპლექსური დაცვა.

Hardware- გამოთვლითი, პერიფერიული, სპეციალური საკომუნიკაციო ტექნიკა;

Software- ინფორმაციული და სერვისული საშუალებები.

სს-ის განვიტარებასა და მომსახურებას შორის არსებობს ურთიერთკავშირი. საინფორმაციო


სისტემების მომსახურების გაზრდა იწვევს საინფორმაციო სისტემის განვითარების
შეფერხებას, მისი განვითარების გეგმების შეუსრულებლობას.

დაგეგმვა საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტში

განასხვავებენ სტრატეგიულ ინფორმაციულ მენეჯმენტს და ოპერატიულ ინფორმაციულ


მენეჯმენტს. სტრატეგიული ინფორმაციული მენეჯმენტის დონეზე დაგეგმვა არის
გრძელვადიანი და მოიცავს 3-7 წლამდე პერიოდს. ის განსაზღვრავს სს-ის ყველა მიზნებს და
მისი მიღწევის გზებს.

სს-ების გამოყენება და ექსპლუატაცია

სს-ების გამოყენება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. მისმა ექსპლუატაციამ


მაქსიმალურად უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნები და ინტერესები.

სს-ების სფეროში მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად განხორციელდეს ინოვაციები.


ინფორმაციული მენეჯმენტის მართვის ობიექტს წარმოადგენს არა მარტო სს-ების
პერსონალი, არამედ კომპანიის მთლიანი პერსონალი. პერსონალის მართვის სფეროში
ინფორმაციული მენეჯმენტის ამოცანებია:

 საკადრო რესურსების მაქსიმალური გამოყენება;


 კვალიფიკაციის ამაღლება;
 კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური პროგრამების შემუშავება.
აუცილებელია სს-ების და მის საფუძველზე შექმნილი ინფორმაციული რესურსების
კომპლექსური დაცვა მოხდეს ინფორმაციის დამუშავების ყველა ეტაპზე. სს-ები დაცული
უნდა იყოს როგორც ტექნიკური შეფერხებებისგან, ასევე კატასტროფებისგან და
ავარიებისგან. სს-ების კომპლექსური დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა გამოთვლითი
ცენტრის არსებობა. ამასთან, შეუძლებელია მისი იდეალიური დაცვის უზრუნველყოფა,
რადგან მოითხოვს დიდ დანახარჯებს.

ინფორმაციული მენეჯმენტის სამართლებრივი რეგულირება წარმოებს: ქვეყნის


კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, შიგა კანონმდებლობით, კოდექსებით,
ქვეყნის კანონებით, ლოკალური ნორმატიული აქტებით, ადგილობრივი მმართველობის
ორგანოების აქტებით.

გარდა ტექნიკური განათლებისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერს სჭირდება


ინფორმატიზაციის საშუალებების ამორჩევა და მისი ათვისების, დანერგვისა და
გამოყენებისთვის დროისა და სხვა რესურსების მინიმიზება. ის პასუხისმგებელია
მონაცემების შენახვაზე და პერსონალური კომპიუტერების მართვაზე.

იტმ-ის თანამდებობა შედგება ორი ძირითადი მდგენელისგან: ტექნოლოგიური და


სოციალურ-მმართველობითი. მისი ამოცანებია:

 მოწინავე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა;


 მინიმალური ინფორმაციული საშუალებების დანერგვა;
 მომხმარებლებისთვის ინფ. კულტურის ფორმირება.

მენეჯერი უნდა ფლობდეს 4 საკვალიფიკაციო დონეს მეოთხედან მეშვიდეს ჩათვლით.

მე-4 დონის იტმ ახორციელებს - კომპანიის შიდა ნაკადების მართვას.

მე-5 - მართავს ქვეგანყოფილებებს.

მე-7 - ახდენს ინფორმატიზაციის სფეროშიფირმის სტრატეგიული განვითარების


უზრუნველყოფას.

იტმ- ს წაეყენება მოთხოვნები:

 უნდა გააჩნდეს სისტემური აზროვნების უნარი


 შეეძლოს თვაისი შეხედულების დაცვა და დამტკიცება
 უნდა ერკვეოდეს ინფორმაციული პროცესების არსსა და საბოლოო მომხმარებლოს
პრობლემებში

გასათვალისწინებელია, რომ იტმ ფუნქციები ინფორმაციული ტექნოლოგიების


განვითარებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრების გამო აუცილებლად შეიცვლება და
მას საწარმოს ინფორმატიზაციის სფეროში მოუწევს 2 ახალი როლის შესრულება: 1.
„ცვლილებების ოსტატი“- გახდეს ცვლილებების მხარდამჭერი ლიდერი, 2. „ბიზნეს-
სტრატეგიის“ როლი - მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საწარმოს განვითარების
სტრატეგიის ფორმირებაზე.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა უნდა იცოდეს კომპანიის მიზნები, ბიზნეს-
პროცესი, მონაწილეობა უნდა მიიღოს ბიზნესის დაგეგმვაში და კორპ. სტრატეგიის
შემუშავებაში, უზრუნველყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის
შეუფერხებელი ფუნქციონირება და ინფორმაციის შენახვა, დაცვა. მას უნდა გააჩნდეს
შემდეგი თვისებები: ლიდერობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობა, ინიციატივის
მხარდაჭერა, კომპანიის მიზნების ცოდნა. ის უნდა ფლობდეს პერსონალის მართვის
მეთოდებს.

სს-ები აქტიურად ინერგება მეწარმეობის ყველა სფეროში. ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ,


გავაკონტროლოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება საწარმოს, მისი რესურსების მდგომარეობის
შესახებ, განვახორციელოთ ეფექტიანი მართვა, მოვახდინოთ რეაგირება კონიუნქტურის
ცვლილებებზე.

იტმ-მა უნდა იცოდეს:

 მართვის ავტომატიზებული სისტემების მასალები;


 ქსელური მართვის საშუალებები;
 მეთოდები;
 საწარმოს სტრუქტურა;
 მენეჯმენტი;
 ინგლისური;
 ეკონომიკა, წარმოების ორგანიზაცია, შრომის მართვა;
 სამართალი;
 შრომის დაცვის ნორმები.

იტმ ახორციელებს:

 პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას;


 რესურსების დაგეგმვას;
 ცვლილებების მართვას;
 ინფრასტრუქტურის მართვა;
 აღმოფხვრის დარღვევებს;
 სს-ების მოდერნიზაციისთვის ამზადებს ანგარიშს და წინადადებებს.

You might also like