You are on page 1of 129

MS OFFICE

MS WORD, MS EXCEL
რიდერი
ავტორი-შემდგენელი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი ინგა გაბისონია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი


ინფორმატიკის მიმართულება, 2021 წელი
კომპიუტერული უნარ-ჩვევები

MS Word 2013 არის ტექსტური რედაქტორი. პროგრამის ფუნქციას შეადგენს


ტექსტზე სხვადასხვა ტიპის მოქმედებების შესრულება: შექმნა, რედაქტირება,
ფორმატირება, დამუშავება, შენახვა, და ინფორმაციის დასაბეჭდად გამოტანა.
პროგრამაში შესვლა ხდება სასტარტო ღილაკიდან Microsoft Office საქაღალდედან
Microsoft Word 2013- ის გამოძახებით. პროგრამასთან მუშაობა იწყება სასტარტო
ფანჯრით, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას აირჩიოს სამუშაო
დოკუმენტის ტიპი: ცარიელი დოკუმენტი ან შაბლონი.

Blank Document-ის არჩევის შემთხვევაში ეკრანზე ჩნდება ცარიელი დოკუმენტი.

სამუშაო ინტერფეისი
სამუშაო არე შედგება სხვადასხვა ობიექტებისგან: ლენტა, სწრაფი წვდომის
პანელი, გადაფურცვლის ზოლი, სტატუსის არე და ა. შ.

1
ლენტა
სამუშაო ინტერფეისი ძირითადი ელემენტი არის ლენტა. ლენტა შედგება
შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან:
 ჩანართები.
 ჯგუფები.
 მმართველი ელემენტები.
 დიალოგური ფანჯრის ღილაკები.
ლენტა ყოველთვის მოთავსებულია ფანჯრის ზედა ნაწილში. მისი
გამოჩენა/დამალვა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით:
 მის აქტიურ ჩანართზე ორჯერადი დაწკაპუნებით.
 სწრაფი წვდომის პანელიდან ბრძანება Minimize the Ribbon
გააქტიურებით.
 ლენტის ზოლზე კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით.
 კლავიატურიდან - CTRL+F1.
ლენტის დამალვის ოპერაცია ძირითადად გამოიყენება სამუშაო არის
გაფართოებისათვის.

2
ლენტა(Ribbon) შეიცავს სტანდარტულ ჩანართებს, რომლებშიც მართვის
ელემენტები გაერთიანებულია ჯგუფებად. ჩანართების შემადგენლობა
სტანდარტულია და მისი შეცვლა შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ მათი
ვიზუალური ზომების შეცვლა ფანჯრის დაპატარავებით ან გაზრდით.ფანჯრის
დაპატარავების (შეკუმშვის) შემთხვევაში ჩნდება ერთი დიდი ღილაკი ჯგუფის
სახელწოდებით, რომელსაც აქვს შიგთავსის ჩამოსაშლელი პატარა სამკუთხა ღილაკი.
მასზე დაწკაპუნებით გამოჩნდება ამ ჯგუფის შესაბამისი ყველა მმართველი ღილაკი,
ხოლო ფანჯარის ძალიან (300 პიქსელამდე) დაპატარავებით ,ლენტას აერთოდ ქრება
ეკრანიდან, თუმცა ამ რეჟიმის გამოყენება ფაქტიურად არ ხდება.
ლენტის რომელიმე ჩანართის გასააქტიურებლად საკმარისია ამ ჩანართზე ერთხელ
დაწკაპუნება.
ლენტა შეიცავს ჩანართების რამდენიმე კატეგორიას:
 აუცილებელი(სტანდარტული): ისინი ლენტაზე მუდმივად არიან. ასეთი
ჩანართი შვიდია: Home, Insert, Design, Page Layout, References, Mailings, Review
და View.
 დამატებითი: Developer და Add-Ins. Developer- ზე განთავსებულია ყველა
ის ბრძანება, რომელიც აუცილებელია VBA-სთან, მაკროსებთან, XML-თან,
შაბლონებთან, მართვის ელემენტებთან სამუშაოდ. ამ ჩანართების
ვიზუალიზაცია ხდება შესაბამისი ალმების ჩართვით Word Option-ის
დიალოგურ ფანჯარაში. ჩანართი Add-Ins ავტომატურად იხსნება, თუ
აქტიურ დოკუმენტში აღმოჩნდება მაკროსი, მიბმული ინტერფეისის
პანელს.
 კონტექსტური - ისინი მოიცავენ ბრძანებებს, რომლებიც საჭიროა
დოკუმენტის კონკრეტულ ობიექტებთან სამუშაოდ და ავტომატურად
ჩნდებიან ამ ობიექტის მონიშვნის შემთხვევაში.
მაგალითად, გრაფიკული გამოსახულების მონიშვნისას ავტომატურად ჩნდება
ჩანართი Format თავისი მმართველი ღილაკებით; ცხრილის მონიშვნის შემთხვევაში -

3
Layout და Design ჩანართები;

ობიექტის გარე არეზე დაწკაპუნების შემთხვევაში ხდება ამ ჩანართების დამალვა.


ლენტის ჩანართებზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე
კლავიატურიდან ჩანართის გასააქტიურებელ სიმბოლოზე თითის დაჭერით.
გასააქტიურებელ სიმბოლოთა გამოჩენა ხდება Alt ან F10 კლავიშით.

ჩანართებში მოთავსებულია სხვადასხვა მმართველი ელემენტების ტიპები.

გადამრთველიღილაკი მათი საშუალებით შესაძლებელია რეჟიმებს შორის


გადართვა.
ჩამოსაშლელი სიის ასეთ ღილაკებზე არის პატარა სამკუთხა ისრები,
ღილაკი რომლებიც ახდენენ შიგთავსის ჩამოშლას. თუ სია დიდია,
ჩნდება სამოძრაო ზოლი.
სია ანგალერეა ხდება სიის ან გალერეის გამოტანა. მაგალითად, Home
ჩანართში Styles ჯგუფი მოცემულია სტილების სია,
გალერეის გამოტანა ხდება სამოძრაო ზოლის ქვედა
სამკუთხა ისარზე დაწკაპუნებით.
მთვლელები მაგალითად, Page Layout ჩანართის Paragraph ჯგუფში
აბზაცის მინდვრების დაყენებისათვის გამოიყენება
მთვლელები.
ალმები მაგალითად, View ში Show/Hide ჯგუფში შესაძლებელია
ფანჯრის დამატებითი ელემენტების (Ruler, Gridlines და
ა.შ.) გამოჩენა ან დამალვა.
ჯგუფის სახელწოდების მარჯვნივ ქვედა კუთხეში მოთავსებული ისრიანი ღილაკით
შესაძლებელია დიალოგური ფანჯრის გამოტანა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხდება
არა დიალოგური ფანჯრის, არამედ ამოცანათა არის გამოტანა. მაგალითად, Home
ჩანართში Clipboard და Styles.
ღილაკებზე მაუსის მაჩვენებლის მიტანით გამოდის პატარა ფანჯარა
განმარტების ტექსტით ღილაკების დანიშნულების შესახებ (ScreenTips). უფრო
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება F1 ფუნქციონალური ღილაკი.

4
სწრაფი წვდომისპანელი
სამუშაო ინტერფეისზე ლენტის გარდა, მოთავსებულია სწრაფი წვდომის პანელი
(Quick Access Toolbar), რომელიც შეიძლება განთავსდეს ლენტის ზედა ან ქვედა მხარეს.

5
მისი მდებარეობის არჩევა ხდება პანელის მენიუდან ბრძანებებით: Show Above the
Ribbon ან Show Belowe the Ribbon, აგრეთვე ლენტის კონტექსტური მენიუდან.
პანელზე სტანდარტულად არის სამი ღილაკი: შენახვა, მოქმედების გაუქმება და
გაუქმებული მოქმედების დაბრუნება, თუმცა შეიძლება ღილაკების წაშლა ან დამატება
სურვილისამებრ. ელემენტის დამატება ხდება ჩამოსაშლელ ისარზე დაწკაპუნებით და
შესაბამისი ელემენტის გააქტიურებით. წაშლის შემთხვევაში უნდა ამოირთოს
არასასურველი ელემენტი.

თუ სამუშაო ელემენტი არ არის სტანდარტულ ჩამონათვალში, მაშინ მისი


დამატება შესაძლებელია მენიუდან More Commands ბრძანებით, აქედანვე
შესაძლებელია არასასურველი ელემენტის წაშლა(გათიშვა).
MS Word 2013-ში კვლავ გაჩნდა File ღილაკი (ძველ ვერსიაში 2007-ში იგი არ
იყო)). იგი მოთავსებულია ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში და მისი მენიუ შეიცავს
ყველა იმ სტანდარტულ ბრძანებას, რომელიც საჭიროა ნებისმიერ დოკუმენტთან
სამუშაოდ.

6
File მენიუს ბრძანებებია:

დოკუმენტის მასშტაბირება

დოკუმენტის მასშტაბის შეცვლა შეიძლება რამდენიმე გზით:


 მდგომარეობის სტრიქონის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული
მასშტაბირების ზოლიდან “მცოცავას” საშუალებით;
 “+” ან “-“ ღილაკებზე დაჭერით, ფურცლის ზომა შესაბამისად იცვლება
10%-ით.
 View ჩანართის Zoom ჯგუფის მმართველი ელემენტებით.
დოკუმენტის მასშტაბირების მაქსიმალური ზომა არის 500%, მინიმალური - 10%.

7
სტატუსის ზოლი (მდგომარეობის სტრიქონი)
სტანდარტულად MS Word 2013-ის სამუშაო ფანჯრის ქვედა მხარეს
მოთავსებულია სტატუსის ზოლი. სტატუსის ზოლის მარცხენა კიდეს არის
შესაძლებლობა სხვადასხვა ინფორმაციის მიღების:
1. დოკუმენტის ფურცლების რაოდენობა და მიმდინარე გვერდის ნომერი
2. სიტყვების რაოდენობა დოკუმენტში ანუ დოკუმენტის სტატისტიკა
3. შეტანილი ტექსტის ენა.

სტატუსის ზოლის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია:


 დოკუმენტის დათვალიერების რეჟიმიები
 მასშტაბირების შკალა.
სტატუსის ზოლზე აქტიური ინფორმაციული ელემენტების შესაცვლელად
აუცილებელია სტატუსის ზოლზე მარჯვენა ღილაკით გამოტანილ აქტიურ მენიუში
სხვადასხვა ელემენტების ალმების ჩართვა-მოხსნა.

8
ფაილური სისტემა

Word 2013 მუშაობს არა მხოლოდ თავისი საკუთარი ფორმატის ფაილებთან,


არამედ სხვა ვერსიებში და სხვა რედაქტორებში შექმნილ ფაილებთანაც.
ძველ ვერსიებში შექმნილი ფაილების გახსნისას, სათაურის ზოლზე ჩნდება
წარწერა - Compatibility mode, რაც იმას ნიშნავს, ამ დოკუმენტში Word 2013-ის ახალი
შესაძლებლობები არ გამოიყენება. ამ ფუნქციების გასააქტიურებლად საჭიროა
ფაილის კონვერტაცია Word 2013-ის ფორმატში. rtf და txt ფორმატის ფაილების
გახსნის შემთხვევაში გამოდის ფაილის კონვერტაციის დიალოგური ფანჯარა.

ახალი დოკუმენტისშექმნა
ახალი ცარიელი დოკუმენტის შექმნა შესაძლებელია File მენიუდან New/Blank
document ბრძანებით, ან კლავიატურიდან Ctrl+N კლავიშთა კომბინაციით.

9
დოკუმენტთან მუშაობის რეჟიმები

Word 20013-ის დოკუმენტებთან სამუშაოდ გამოიყენება რამდენიმე რეჟიმი. ამ


რეჟიმების შეცვლა შესაძლებელია View ჩანართის Document Views ჯგუფის
ღილაკებით

10
ან სტატუსის ზოლის მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებული რეჟიმებს შორის
გადართვის ღილაკებით.

მათ შორის უპირატესობა ენიჭება Print Layout რეჟიმს. ამ რეჟიმში დოკუმენტი ჩანს
იმ სახით, რა სახითაც დაიბეჭდება ქაღალდზე.
 Full Screen Reading რეჟიმი - ეს არის ელექტრონული სახით კითხვის
რეჟიმი, რომელშიც შესაძლებელია მარტივი ცვლილებების შეტანა. ამ
რეჟიმში დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას სხვადასხვა სახით
(მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკი View Options): ერთი ან ორი გვერდით,
გადიდებული ან შემცირებული შრიფტით.(შრიფტის ზომა არ იცვლება
ძირითად ფაილში).
 ყველაზე გამარტივებული რეჟიმია Draft, რომელიც იძლევა მხოლოდ
ტექსტთან მუშაობის საშუალებას.
 დიდ დოკუმენტებთან სამუშაოდ გამოიყენება Outline რეჟიმი, სადაც ჩანს
სხვადასხვა დონის სათაურები ანუ დოკუმენტის სტრუქტურა, რაც იძლევა
მასში სწრაფად გადაადგილების საშუალებას.
 Web Layout რეჟიმში დოკუმენტი ჩანს იმ სახით, რა სახეც ექნებოდა მას Web
გვერდად ატვირთვის შემთხვევაში.

ნავიგაცია დოკუმენტში
დოკუმენტში გადაადგილება შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე
კლავიატურის ღილაკებისსაშუალებით.
( ) – შემდეგი (წინა) სიმბოლო.
( ) – ერთი სტრიქონით ქვევით (ზევით) იმავე სვეტში.
Home (End )– სტრიქონის დასაწყისი (ბოლო).
Page Down (Page Up)– კურსორის გადაადგილება ერთი ეკრანული გვერდით
ქვევით(ზევით).
Enter – კურსორის გადაადგილება შემდეგ სტრიქონშიდა ამასთან ახალი აბზაცის
დაწყება.
Shift+Enter – ტექსტის ახალი სტრიქონის დაწყბეა ახალი აბზაცის დაწყების
გარეშე.
Tab – კურსორისა და მის შემდეგ მოთავსებული ტექსტის გადაადგილება
ტაბულაციის პოზიციაზე (რამდენიმე ჰარით).

11
Ctrl+ – შემდეგი სიტყვის დასაწყი (თუ სიტყვის ბოლოს სასვენი ნიშანია, მაშინ
გადადის სასვენი ნიშნის წინ).
Ctrl+ – თუ კურსორი დგას სიტყვის შიგნით, მაშინ იგი გადადის ამ სიტყვცის
დასაწყისში, ხოლო თუ კურსორი დგას ჰარზე, მაშინ იგი გადადის წინა სიტყვის
დასაწყისში (თუ წინა სიტყვის ბოლოს სასვენი ნიშანია, მაშინ გადადის სასვენი
ნიშნის წინ).
Ctrl+Page Up (Page Down)– წინა (მომდევნო გვერდის დასაწყისი).
Ctrl+ (Ctrl+ ) - მიმდინარე (შემდეგი) აბზაცის დასაწყისი.
Ctrl+Home (End) - დოკუმენტის დასაწყისი (ბოლო).

ტექსტის შექმნის მარტივი წესები:


 ს ი ტყ ვ ე ბ ს შ ორი ს ა რ ა რი ს ს ა ს ურვ ე ლი ე რთზე მ ე ტი ჰ ა რი ს
ჩასმა.
 ს ტრი ქ ონ ი ს და მ თა ვ რე ბ ი ს ა ს ტე ქ ს ტი ა ვ ტომ ა ტურა დ გ ა და დი ს
შ ე მ დე გ ს ტრი ქ ონ ზე .
 Enter ღი ლა კ ი გ ა მ ოი ყ ე ნ ე ბ ა , როდე ს ა ც მ თა ვ რდე ბ ა ა ბ ზა ცი და
გ ა და ს ვ ლა
ხ დე ბ ა ა ხ ა ლს ტრი ქ ონ ზე (ი წ ყ ე ბ ა ა ხ ა ლი ა ბ ზა ცი ).
 ს ა ს ვ ე ნ ი ნ ი შ ნ ე ბ ი ს წ ი ნ ჰ ა რი ა რ ჩ ა ი ს მ ე ბ ა , მ ი ს შ ე მ დე გ კ ი ე რთი
ჰ ა რი ს ჩ ა ს მ ა ა უც ი ლე ბ ე ლი ა .

მონიშვნის წესები
 ფრა გ მ ე ნ ტი ს მ ონ ი შ ვ ნ ა – კ ურს ორი ს და წ კ ა პ უნ ე ბ ი თ
მ ოს ა ნ ი შ ნ ი ფრა გ მ ე ნ ტი ს და ს ა წ ყ ი ს შ ი და შ ე მ დე გ Shift
ღი ლა კ თა ნ ე რთა დ მ ა უს ი ს და წ კ ა პ უნ ე ბ ა ფრა გ მ ე ნ ტი ს
ბ ოლო პ ოზი ცი ა ზე . ა გ რე თვ ე მ ა უს ი ს გ ა და ტა რე ბ ა
ფრა გ მ ე ნ ტი ს და ს ა წ ყ ი ს ი და ნ და ს ა ს რული ს კ ე ნ ა ნ
პ ი რი ქ ი თ.

12
 ს ი ტყ ვ ი ს მ ონ ი შ ვ ნ ა -ს ი ტყ ვ ი ს ა რე შ ი ორჯე რა დი და წ კ ა პ უნ ე ბ ა ;
 ს ტრი ქ ონ ი ს მ ონ ი შ ვ ნ ა -ს ტრი ქ ონ ი ს გ ა ს წ ვ რი ვ მ ი ნ დორზე მ ა უს ი ს ე რთჯე რა დი
და წ კ ა პ უნ ე ბ ა
 ა ბ ზა ცი ს მ ონ ი შ ვ ნ ა -ა ბ ზა ც ი ს გ ა ს წ ვ რი ვ მ ი ნ დორზე მ ა უს ი ს
ორჯე რა დი და წ კ ა პ უნ ე ბ ა ,
 მ თლი ა ნ ი დოკ უმ ე ნ ტი ს მ ონ ი შ ვ ნ ა -მ ი ნ დორზე ს ა მ ჯე რა დი
და წ კ ა პ უნ ე ბ ა ა ნ Home ჩ ა ნ ა რთი ს Editing ჯგ უფი Select All
ბ რძ ა ნ ე ბ ა .

მონიშვნა კლავიატურით:
Shift+  –კ ურს ორი ს მ ა რჯვ ნ ი ვ მ დგ ომ ი ს ი მ ბ ოლოს
მ ონ ი შ ვ ნ ა . Shift+ – –კ ურს ორი ს მ ა რც ხ ნ ი ვ მ დგ ომ ი
ს ი მ ბ ოლოს მ ონ ი შ ვ ნ ა .
Shift+  ტე ქ ს ტი ს მ ონ ი შ ვ ნ ა კ ურს ორი ს პ ოზი ც ი ი და ნ მ ი ს ზე და
ს ტრი ქ ონ შ ი ა ნ ა ლოგ ი ურ პ ოზი ც ი ა მ დე .
Shift+ -ტე ქ ს ტი ს მ ონ ი შ ვ ნ ა კ ურს ორი ს პ ოზი ც ი ი და ნ მ ი ს ქ ვ ე და
ს ტრი ქ ონ შ ი ა ნ ა ლოგ ი ურ პ ოზი ც ი ა მ დე .
Shift+Ctrl+  –მ ონ ი შ ვ ნ ა მ ომ დე ვ ნ ო ს ი ტყ ვ ი ს
და ს ა წ ყ ი ს ა მ დე . Shift+Ctrl+– –მ ონ ი შ ვ ნ ა წ ი ნ ა
ჰ ა რა მ დე .
Shift+End–მ ონ ი შ ვ ნ ა კ ურს ორი და ნ ს ტრი ქ ონ ი ს ბ ოლომ დე .
Shift+Ctrl+End მ ონ ი შ ვ ნ ა კ ურს ორი და ნ ტე ქ ს ტი ს
ბ ოლომ დე . Shift+ Home-მ ონ ი შ ვ ნ ა ს ტრი ქ ონ ი ს
და ს ა წ ყ ი ს ი და ნ კ ურს ორა მ დე .
Shift+Ctrl+Home–მ ონ ი შ ვ ნ ა ტე ქ ს ტი ს და ს ა წ ყ ი ს ი და ნ
კ ურს ორა მ დე . Shift+Page Down–მ ონ ი შ ვ ნ ა ე რთი ე კ რა ნ ი თ
ქ ვ ე მ ოთ.
Shift+Page Up–მ ონ ი შ ვ ნ ა ე რთი ე კ რა ნ ი თზე მ ოთ.
Ctrl+A –მ თე ლი ტე ქ ს ტი ს მ ონ ი შ ვ ნ ა .

ტექსტთან მუშაობა

ჩანართი Home
Home ჩანართში არის სპეციალური ჯგუფი Font, რომელშიც მოთავსებულია
სიმბოლოს ფორმა-ტირებისათვის საჭირო მმართველი ელემენტები.

13
ტექსტთან მუშაობისას შრიფტების შესაცვლელად გამოიყენება Home ჩანართის, Font
ჯგუფის, Font ჩამოსაშლელი სია და ამ სიიდან აირჩევა სასურველი შრიფტი, ხოლო
ზომის შერჩევა ხდება Home ჩანართის, Font ჯგუფის, Font Size-ის მმართველი
ელემენტიდან.

შრიფტის ზომის გადიდება-დაპატარავება შესაძლებელია შესაბამისად Font


ჯგუფის Grow Font და Shrink Font მმართველი ელემენტებით (a).
შრიფტის ფერის შეცვლა ხდება Font Color მმართველი ელემენტით (b).
ტექსტისთვის შეიძლება სხვადასხვა ეფექტების მიცემა, მაგალითად, შრიფტის
დამუქება, დახრა და ა.შ. (g).

ზემოაღწერილი ყველა ეფექტი შეიძლება შესრულდეს მინი პანელიდანაც


ტექსტის მონიშნული ფრაგმენტისათვის.

14
ტექსტის ფრაგმენტზე ხაზის გასასმელად ფრაგმენტი უნდა მოინიშნოს და
Underline ჩამოსაშლელი სიიდან შეირჩეს ხაზგასმის სასურველი სტილი და ფერი. თუ
გახსნილ სიაში არაა სასურველი ხაზის სტილი, შეიძლება მისი არჩევა Underline
ჩამოსაშლელ სიაში არსებულ More Underline ბრძანებაზე დაწკაპუნების შედეგად
გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში.

სიმბოლოსათვის ზედა და ქვედა ინდექსის ეფექტის მისაცემად საჭიროა


სიმბოლოს ანფრაგმენტის მონიშვნა და შესაბამისად Font ჯგუფის Subscript და
Superscript მმართველი ელემენტების გააქტიურება (v).
მონიშნულ ფრაგმენტზე გადახაზული ტექსტის ეფექტის მისაცემად გამოიყენება
Strikethrough ელემენტი (d). ეფექტის მოხსნა შესაძლებელია მაუსის კიდევ ერთხელ
დაწკაპუნებით შესაბამის ელემენტზე.
ზოგჯერ ტექსტთან მუშაობისას საჭიროა რაიმე ფრაგმენტზე ყურადღების
გამახვილება, რისთვისაც გამოიყენება ღილაკი (e) - ტექსტის გამოყოფა ფერით - Text
Highlinght Color.
ტექსტისთვის მიცემული ფორმატის წასაშლელად გამოიყენება Clear Formatting
ბრძანება (z).
შრიფტების დიალოგური ფანჯრის გამოტანა ხდება Font ჯგუფის ქვედა მარჯვენა
კიდეში მოთავსებული პატარა ისრიანი ღილაკის საშუალებით, ან მონიშნულ
ფრაგმენტზე მარჯვენა ღილაკით გამოტანილი მენიუდან Font ბრძანების არჩევით.

15
ამ ფანჯრის Font ჩანართი გამოიყენება შრიფტების გარეგნული სახის
შესაცვლელად, ხოლო ჩანართი - Advanced (Character Spacing)– 1) სიმბოლოების სიგანის
(Scale), 2) სიმბოლოებს შორის ინტერვალის (Spacing), და მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის
ან სიმბოლოს მდებარეობის 3)(Position) შესაცვლელად ბაზურ სტრიქონთან
მიმართებაში (აწევა ან ჩამოწევა).

16
დოკუმენტის ტექსტის ფრაგმენტის ამოჭრა , კოპირება, ჩასმა
დოკუმენტის მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის ამოჭრა(გადაადგილება) და
კოპირება შესაძლებელია Home ჩანართის, Clipboard ჯგუფის Cut ან Copy ბრძანებით,
ხოლო მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის ჩასმა ხორციელდება Home ჩანართის,
Clipboard ჯგუფის Paste ბრძანებით. ამ ბრძანებებს ბუფერთან სამუშაო ბრძანებები
ეწოდებათ.
ტექსტის ფრაგმენტის კოპირებისთვის გამოიყენება Copy , ამოჭრისთვის Cut ,
ჩასმისათვის Paste, ხოლო ფორმატირების კოპირებისთვის Format Painter
(ფორმატირების ფუნჯი). ტექსტის ფრაგმენტის კოპირების ან ამოჭრისთვის საჭიროა
ტექსტის მონიშვნა და შესაბამისი ბრძანების გააქტიურება, ამის შემდეგ ამოჭრილი ან
კოპირებული ტექსტის ფრაგმენტი შესაძლებელია ჩაისვას სასურველ ადგილას.
დოკუმენტში მონიშნული ტექსტის ამოჭრა და კოპირება შესაძლებელია მაუსის
მარჯვენა და მარცხენა ღილაკების საშუალებითაც. განსხვავება იმაშია, რომ
მონიშნული ტექსტის მაუსის მარცხენა ღილაკით გადატანისას ხდება მონიშნული
ტექსტის ამოჭრა(გადაადგილება), ხოლო მაუსის მარჯვენა ღილაკით მონიშნული
ტექსტის გადატანის შემთხვევაში გამოსულ მენიუში შეიძლება არჩეულ იქნას
ერთერთი პუნქტი, რომელიც უფრო მისაღებია მოცემულ სიტუაციაში.

Cut, Copy და Paste ბრძანებების შესრულება შესაძლებელია მონიშნული ტექსტის


კონტექსტური მენიუდანაც.

სტანდარტულად ბუფერი მუშაობს ერთ ფრაგმენტთან, მაგრამ გაცვლის


ბუფერის(Clipboard) გამოყენებით შესაძლებელია ერთდროულად მასში
ოცდაოთხამდე სხვადასხვა ტიპის ობიექტი მოთავსდეს. გაცვლის ბუფერის
გააქტიურება შესაძლებელია Home ჩანართის, Clipboard ჯგუფის დიალოგური
ფანჯრის ღილაკით.

17
ფორმატის კოპირება
დოკუმენტში ტექსტის დაფორმატებისას ხშირად გამოიყენება ფორმატირების
ფუნჯი (Format Painter), რომლის საშუალებითაც ხდება ფორმატის კოპირება. Format
Painter-ს გადააქვს ფორმატირების პარამეტრები მონიშნული ობიექტიდან გამოყოფილ
ფრაგმენტზე. მისი საშუალებით შესაძლებელია ერთნაირი ფორმატის მიცემა ტექსტის
სხვადასხვა ფრაგმენტისთვის (ასევე ობიექტებისთვის, ცხრილებისთვის). ამ
მოქმედების შესრულება შესაძლებელია Home ჩანართის, Clipboard ჯგუფის Format
Painter ბრძანებით.
ტექსტის ფრაგმენტის (ცხრილის, ობიექტის) ფორმატის გავრცელებაა საჭირო,
კურსორი უნდა ჩადგეს ამ ტექსტის ფრაგმენტში (ცხრილში ან ობიექტში), შემდეგ
უნდა გააქტიურდეს Format Painter ღილაკი, რის შედეგადაც ისარი შეიცვლის ფორმას და
იგი უნდა გადატარდეს ტექსტის იმ ფრაგმენტზე (ცხრილზე თუ ობიექტზე), რომლის
ფორმატის შეცვლაც არის საჭირო.

FormatPainter-ის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს მასზე მაუსის


ორჯერ დაწკაპუნება.

ტექსტის წაშლა
მონიშნული ტექსტის ფრაგმენტის ან სიმბოლოს წასაშლელად გამოიყენება Delete და
Backspace კლავიშები. ტექსტის დიდი ფრაგმენტის წასაშლელად უმჯობესია

18
მოინიშნოს ტექსტი და წაიშალოს Delete კლავიშის საშუალებით. კლავიშა Delete შლის
კურსორის მარჯვნივ მდგომ სიმბოლოებს, ხოლო Backspace -კურსორის მარცხნივ
მდგომ სიმბოლოებს.

მოქმედების გაუქმება და აღდგენა


დოკუმენტში ტექსტთან მუშაობისას ზოგჯერ საჭირო ხდება ბოლოს
შესრულებული მოქმედების გაუქმება ანუ ამ მოქმედებამდე არსებული
მდგომარეობის დაბრუნება. ამისთვის გამოიყენება ბრძანება- Undo(Ctrl+Z). როცა
ერთდროულად რამდენიმე მოქმედების გაუქმებაა საჭიროა, უნდა მოხდეს ამ
ბრძანების გვერდით პატარა ისარზე დაწკაპუნება , შედეგად გამოსულ სიაში აირჩევა
ყველა ის ბრძანება, რომლის გაუქმებაცაა საჭირო. Undo-თი გაუქმებული მოქმედების
აღდგენა შესაძლებელია ბრძანებით Redo(Ctrl+Y). Undo & Redo ბრძანებები
სტანდარტულად მოთავსებულია სწრაფი წვდომის პანელზე.

ტექსტში ფრაგმენტის მოძიება და შეცვლა


ტექსტთან მუშაობის დროს ზოგჯერ საჭიროა გარკვეული ფრაგმენტის მოძიება
და მისი შეცვლა.
აღნიშნული მოქმედების შესრულება ხდება - Home/Editing ჯგუფის Find -
მმართველი ელემენტით; ფანჯრის Find what ველში ჩაიწერება საძიებელი ფრაგმენტი და
Find Next ღილაკზე დაჭერის შემდგომ ტექსტში ერთმანეთის მიმდევრობით
მოინიშნება და გამოიყოფა ამ ფრაგმენტის ყველა ვარიანტი.

19
ტექსტში რომელიმე ფრაგმენტის სხვა ფრაგმენტით შესაცვლელად გამოიყენება
Editing ჯგუფის Replace მმართველი ელემენტი. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში -
Find what ველში ჩაისმება შესაცვლელი ფრაგმენტი, ხოლო Replace with ველში მისი
ახალი ვარიანტი. ტექსტში ყველა საჭირო ფრაგმენტის (სიმბოლოს) მოძებნა და შეცვლა
ერთდროულად შესაძლებელია Replace All ბრძანებებით.

20
აბზაცები

აბზაცების ფორმატირებისინსტრუმენტები
აბზაცი, არის ტექსტის მონაკვეთი Enter-იდან Enter-მდე. მისი პარამეტრების მართვა
შესაძლებელია Home ჩანართის Paragraph ჯგუფის ელემენტებით, აგრეთვე Page Layout/
Paragraph დიალოგური ფანჯრიდან და მინი პანელიდან. შესაძლებელია აბზაცის
პარამეტრების დაყენება სახაზავით. სახაზავის გამოჩენა-დამალვა ხდება
დოკუმენტის გადაფურცვლის ზოლის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ View
Ruler ღილაკით.
ტექსტთან მუშაობის დროს ხშირად საჭიროა აბზაცების პარამეტრების
გამოყენება. ეს პარამეტრებია: სააბზაცო შეწევები, აბზაცის სტრიქონებს შორის
ინტერვალი. აბზაცის შეფერადება, აბზაცის ჩარჩო, აბზაცებს შორის დაცილება.

აბზაცების გასწორება
აბზაცის გასწორება ფურცლის კიდეებთან მიმართებაში ხდება Home ჩანართის
Paragraph ჯგუფის ელემენტებით.

 Align Text Left -ტექსტის გასწორება მარცხენა კიდესთან ;


 Center--ტექსტის გასწორება ცენტრში;
 Align Text Right ს -ტექსტის გასწორება მარჯვენა;
 Justify- ორმხრივი გასწორება.

სააბზაცო შეწევები
სააბზაცო შეწევა განსაზღვრავს ტექსტის დაშორებას ფურცლის კიდედან. შეწევის
პარამეტრების დაყენება შესაძლებელია Paragraph ჯგუფის დიალოგური ფანჯრიდან.

21
Decrease Indent და Increase Indent მმართველი ელემენტებით ხდება მთლიანი
აბზაცის შეწევა მარჯვნიდან და პირიქით.
ა ღნ ი შ ნ ული ოპ ე რა ც ი ა შ ე ს ა ძ ლე ბ ე ლი ა შ ე ს რულდე ს
კ ლა ვ ი ა ტური და ნ Tab

ა Shift+tab ღი ჯგუფის
Paragraph ლა კ ე ბ დიალოგური
ი ს კ ომ ბ ი ნ ფანჯრიდან
ა ც ი ი თ. შესაძლებელია აბზაცებისათვის
შემდეგი პარამეტრების მომართვა:
 განყოფილება General:
Alignment -მთლიანი ტექსტის გასწორება ფურცლის კიდეებთან. (მარცხნივ,
მარჯვნივ, ცენტრში, ორმხრივად)
 განყოფილება Indentation:
Left -აბზაცის შეწევა მარცხნიდან;
Right -აბზაცის შეწევა მარჯვნიდან.
ველი Special :
 First Line -მინდორი აბზაცის პირველი სტრიქონისათვის;
 Hanging-მინდორი დანარჩენი სტრიქონებისათვის (By-ველში მიეთითება
შეწევის ზომა).
 განყოფილება Spacing:
 Before -დაშორება ზედა აბზაციდან.
 After -დაშორება ქვედა აბზაციდან.
 Line spacing- სტრიქონებს შორის ინტერვალი.

22
სახაზავი
სტანდარტულად სახაზავი არ ჩანს, მისი გამოტანა შესაძლებელია View
ჩანართის, Show/Hide ჯგუფის, Ruler ალამის ჩართვით.

23
 აბზაცის პირველი სტრიქონისათვის მინდვრის დასაყენებლად
გამოიყენება სახაზავის ზედა სამკუთხედი (First line Indent);
 აბზაცის დანარჩენი სტრიქონებისათვის მინდვრის დასაფიქსირებლად
გამოიყენება სახაზავის ქვედა სამკუთხედი (Hanging Indent).
 მთლიანი აბზაცის შეწევისთვის გამოიყენება სახაზავის მართკუთხედი.

აბზაცის ჩარჩოები
დოკუმენტთან მუშაობის დროს რომელიმე ფრაგმენტზე ყურადღების
გამახვილების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აბზაცის ჩარჩოები და
შეფერადება (Borders and Shading). ჩარჩოების გასაკეთებლად უნდა მოინიშნოს
ფრაგმენტი და Home/Paragraph/Bottom Border მმართველი ელემენტის ჩამოსაშლელ
ისარზე დაჭერით გამოვა იმ ჩარჩოების ვარიანტები.

24
ჩარჩოების პარამეტრების მომართვისათვის გამოიყენება Borders and Shading
დიალოგური ფანჯარა, რომელიც გამოდის Home/Paragraph/Bottom Border მმართველი
ელემენტის ჩამოსაშლელი სიიდან Borders and Shading ბრძანების არჩევით.

ამ დიალოგური ფანჯრიდან შესაძლებელია ჩარჩოს სტილის (Setting), ხაზის


სტილის (Style), ფერის (Color) და სისქის (Width) არჩევა. Preview ველში ჩანს შექმნილი
ჩარჩოს სახე ე.ი. შესაძლებელია ჩარჩოს წინასწარი დათვალიერება. Option ღილაკის
საშუალებით ხდება ჩარჩოდან ტექსტამდე მანძილის განსაზღვრა. ჩარჩოს
მოსახსნელად გამოიყენება Borders and Shading დიალოგური ფანჯრის Border ჩანართის None
სტილი.

აბზაცის ფონი
აბზაცის ფონის გასაკეთებლად გამოიყენება - შეფერადება(Shading). გაჩუმების
პრინციპით არჩეულია თეთრი ფონი. ფონის ფერის შესაცვლელად მოინიშნება აბზაცი
და Home/Paragraph/Shading-ის ჩამოსაშლელი ისრით გამოსულ ფერთა პალიტრიდან
შეირჩევა სასურველი ფერი.

25
შეფერადების მოხსნა შესაძლებელია Home/Paragraph/Shading-ის ჩამოსაშლელ
ისარზე No Color-ის არჩევით.

მარკირებული და დანომრილი სიები


ტექსტთან მუშაობისას ხშირად საჭირო ხდება მარკირებული(Bullets) და
დანომრილი (Numbering) სიების შექმნა. სია არის აბზაცების ერთობლიობა, რომელიც
აღნიშნულია შესაბამისი ნუმერაციით ან მარკირებით. სიის ელემენტები შეიძლება
იყოს მხოლოდ აბზაცები. ნუმერაციის დასაყენებლად უნდა მოინიშნოს ის
ელემენტები, რომლებიც უნდა გადაინომროს და გააქტიურდეს Home /Paragraph/
Numbering ბრძანება.

ნომერაციის ფორმატის ასარჩევად გამოიყენება Home/Paragraph/Numbering–ის


ჩამოსაშლელი სია. ახალი სიის ფორმატის შესაქმნელად იგივე დიალოგიურ

26
ფანჯარაში უნდა გააქტიურდეს Define New Number Format ბრძანება.

ამ დიალოგურ ფანჯარაში შესაძლებელია ნომერაციის სტილის (Style), შრიფტის


(Fonts), ნომერაციის წინ განმეორებადი ტექსტის ჩასმა - ( Number Format).
შესაძლებელია არამარტო სიის პარამეტრების შეცვლა, არამედ ნომერაციის საწყისი
მნიშვნელობის დაფიქსირებაც. ამისათვის Home/Paragraph/Numbering–ის
ჩამოსაშლელი ისრით გამოსულ დიალოგიურ ფანჯარაში ხდება Set Numbering Value- ის
გააქტიურება და Set value to ველში საწყისი ნომრის დაფიქსირება.

27
აბზაცებთან მუშაობისას გამოიყენება მარკირებული სიებიც, ამ შემთხვევაში
ყოველი აბზაცის წინ ეწერება არა ციფრი, არამედ რაიმე სიმბოლო. მარკირების
გაკეთება ხდება Home/Paragraph/Bullets ბრძანებით.

მარკირების ახალი სტილის შექმნისათვის Home/Paragraph/Bullets–ის


ჩამოსაშლელი სიიდან ხდება Define New Bullet არჩევა.

28
შეირჩევა სასურველი სიმბოლო Symbol, Picture, Font ღილაკებით. შესაძლებელია
არჩეული სიმბოლოს ან სურათის პარამეტრების ფორმირება (ზომაში გაზრდა,
დაპატარავება, ფერის შეცვლა და ა.შ.) მარკირების დროსაც, ნომერაციის
ანალოგიურად, შესაძლებელია დაშორების პარამეტრების დაყენება.
ზემოთ აღწერილი ტიპის სიების გარდა, შესაძლებელია იერარქიული
(მრავალდონიანი) სიების შექმნა Multilevel list ბრძანებით. მრავალდონიანი სიის
შექმნისას ქვედა დონიეზე ჩასვლა ხდება (ან ზედა დონეზე ამოსვლა) ლენტიდან
increase Indens (Decrease Indent) ბრძანებით. ან კლავიატურიდან Tab და Shift+Tab
კლავიშებით.

ჩანართი INSERT

სიმბოლოების ჩასმა
თუ ტექსტში უნდა ჩაისვას ისეთი რომელიც კლავიატურაზე არ არის, მაშინ
შესაძლებელია გამოყენებული იქნას Insert ჩანართის Symbols ჯგუფის Symbol
მმართველი ელემენტი.

გამოსულ ფანჯარაში მოცემულია უფრო ხშირად გამოყენებადი სიმბოლოები.


თუ სასურველი სიმბოლო არა არის ამ ფანჯარაში, მაშინ More Symbols ბრძანების
არჩევით გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელშიც ხდება სასურველი სიმბოლოს

29
შემცველი შრიფტის არჩევა.

თარიღის და დროის ჩასმა


დოკუმენტთან მუშაობის დროს ხშირად საჭირო ხდება თარიღისა და დროის
ჩასმა. ეს შესაძლებელია Insert ჩანართის Text ჯგუფის Data & Time მმართველი
ელემენტით.

Data and Time დიალოგურ ფანჯარაში ხდება სასურველი დროის ფორმატის


არჩევა, ამავე ფანჯარაში Update Automatically ჩართვის შემთხვევაში, დოკუმენტის
ყოველი გახსნისას თარიღი და დრო ავტომატურად განახლდება.

სატიტულო გვერდისშექმნა
სატიტულო გვერდის შესაქმნელად გამოიყენება Insert ჩანართის Pages ჯგუფის
Cover Page მმართველი ელემენტი, რის შედეგადაც გამოვა სატიტულო გვერდების

30
გალერეა.

გალერეიდან შეირჩევა სასურველი დიზაინის სატიტულო გვერდი, რომლის


ფორმატირებაც შესაძლებელია. ასევე შეიძლება ახალი სატიტულო გვერდის შექმნა და
შენახვა. შენახვა ხდება ბრძანებით Insert/ Pages / Cover Page/ Save selection to Cover Page Gallery.
სატიტულო გვერდის წაშლა შესაძლებელია Insert ჩანართის Pages ჯგუფის Cover
Page/Remove Current Cover Page საშუალებით.

31
ტექსტის გადატანის რეჟიმი
ტექსტთან მუშაობისას ზოგიერთ შემთხვევაში ტექსტის ფრაგმენტში სიტყვა არ
უნდა გაიყოს და არ უნდა მოხდეს მისი გადატანა მეორე სტრიქონზე. ამ ბრძანების
უზრუნველყოფა შესაძლებელია Page Layout ჩანართის Page Setup ჯგუფის Hyphenation
მმართველი ელემენტით.

32
ჩამოსაშლელ მენიუში თუ გააქტიურებულია None, ამ შემთხვევაში არ მოხდება
სიტყვის გაყოფა, ხოლო თუ ჩართულია Automatic - სიტყვის გაყოფა-გადატანა
ავტომატურად შესრულდება.
ზედა რეგისტრით დაწერილი სიტყვები რომ არ გაიყოს, დიალოგურ ფანჯარაში
Page Layout/Page Setup/Hyphenation/ Hyphenation Option - უნდა იყოს ჩართული ალამი
- Hyphenate words in CAPS.

სათაური რომ დარჩეს ერთ სტრიქონში და არ გაიყოს რამდენიმე სტრიქონად,


Home ან Page Layout ჩანართში Paragraph ჯგუფის დიალოგური ფანჯარის Line And Page
Breaks ჩანართში ჩართული უნდა იყოს ალამი - Don‘t Hiphenate.

33
ცხრილები

დოკუმენტში ცხრილის შექმნა


Word-ის დოკუმენტში შესაძლებელია ცხრილის შექმნა და მასში მარტივი
გამოთვლების შესრულება. ძირითადად გამოიყენება სტრუქტურირებული
ცხრილები.

ცხრილის შესაქმნელად გამოიყენება Insert ჩანართის Tables ჯგუფის Table


მმართველი ელემენტი.

34
მენიუში არის ცხრილის შექმნის რამდენიმე ვარიანტი:
1. ცხრილის შექმნა სასურველი რაოდენობის სვეტის და სტრიქონის მონიშვნით.
2. ბრძანებით Insert Table.
3. ცხრილის დახაზვა ფანქრით.
4. ცხრილის შექმნა მონიშნული ტექსტის საფუძველზე.
5. ცხრილის შექმნა ექსელის სამუშაო არეში.
6. ცხრილის შექმნა მზა შაბლონის საფუძველზე.

Insert Table-ით გამოსულ დიალოგიურ ფანჯარაში მიეთითება საჭირო სვეტებისა


(Number of columns) და სტრიქონების (Number of rows) რაოდენობა.

Fixed column width მიეთითება ფიქსირებული სიგანე


სვეტებისათვის.

35
AutoFit to contents სვეტის სიგანე დაფიქსირდება მასში
შეტანილი ტექსტის ზომის მიხედვით.
Autofit to window ცხრილი გაიშლება სამუშაო ფანჯრის
მთელ არეში.

ცხრილთან მუშაობის დროს ლენტაზე ჩნდება ორი დამატებითი ჩანართი: Design და


Layout. ამ ჩანართებში თავმოყრილია ყველა ის ბრძანება, რომელიც საჭიროა
ცხრილებთან სამუშაოდ.

ტექსტის გარდაქმნა ცხრილად


ტექსტის ცხრილად გარდაქმნისათვის საჭიროა ტექსტის კომპონენტები
გამოიყოს ერთმანეთისაგან რაიმე ნიშნით: ტაბულაციით, ჰარით, წერტილით, მძიმით
და ა.შ.
ტექსტის მონიშნული ფრაგმენტის ცხრილად გარდაქმნისათვის საჭიროა
გ ა ა ქ ტი ურდე ს ბ რძ ა ნ ე ბ ა Insert/Tables/Convert Text to Table ბ რძ ა ნ ე ბ ა .

36
ცხრილის ელემენტისდამატება
ცხრილთან მუშაობის დროს ზოგჯერ საჭიროა სვეტის, სტრიქონის ან უჯრის
დამატება, ამისათვის სამუშაო ცხრილის მონიშვნის შედეგად ლენტაზე გამოსული
კონტექსტური მენიუს Layout ჩანართის Rows & columns ჯგუფში შესაბამისი ბრძანების
არჩევა.

მაგალითად, სტრიქონების დასამატებლად საჭიროა მოინიშნოს იმდენი


სტრიქონი, რამდენის დამატებაც არის საჭირო და არჩეულ იქნას ჩასამატებელი
სტრიქონების მდებარეობა: მონიშნული სტრიქონების ზევით ან ქვევით (Insert Above ან
Insert Below). ანალოგიურად ხდება სვეტებისათვისაც Layout/ Rows & columns/ Insert Left ან
Insert Right.
ახალ ოფისში(2013) ამ მოქმედების შესრულების ახალი შესაძლებლობა გაჩნდა.
მაუსის მიტანისას სვეტის ან სტრიქონის გარე საზღვართან ჩნდება პატარა ღილაკი +
ნიშანით, რომელზე დაკლიკების შემდეგაც ემატება ახალი სვეტი ან სტრიქონი
შესაბამის პოზიციაში.

ცხრილის ელემენტისწაშლა
სვეტების და სტრიქონების წასაშლელად უმეტესად გამოიყენება კონტექსტური
Layout ჩანართის Delete ბრძანება.

37
ჩამოსაშლელი სიიდან ხდება წასაშლელი ელემენტის შესაბამისი ბრძანების
არჩევა.
კლავიატურიდან ცხრილის (ცვეტების, სტრიქონების, უჯრის) წასაშლელად
გამოიყენება Backspaсe ღილაკი, ხოლო შიგთავსის გასუფთავებისათვის - Delete
ღილაკი.

ცხრილის ელემენტების (სვეტი და სტრიქონი) ზომის შეცვლა


ცხრილის ელემენტების ზომების შეცვლა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით:
 მაუსით ცხრილის საზღვრის ხაზების გადაწევით მარჯვნივ ან მარცხნივ,
ზევით ან ქვევით.
 მონიშნული სვეტების სიგანის (სტრიქონების სიმაღლის)
გათანაბრებისთვის
 გამოიყენება Layout/Cell Size/Table column Width; (Layout/Cell Size/Table Row
Height).
 ცხრილის სვეტების (სტრიქონების) გათანაბრება ხდება Layout/ Cell
Size/Distribute Columns (Rows) ბრძანებით

ერთდროულად ცხრილის (სტრიქონებისა და სვეტების) პროპორციულად


გაზრდა ან დაპატარავება შესაძლებელია ცხრილის მარჯვენა ქვედა კუთხეში
მოთავსებული მარკერის (პატარა თეთრი ოთხკუთხედი) საშუალებით.

38
უჯრების გაერთიანება–გაყოფა
ცხრილის უჯრების გაერთიანება (Merge Cells):
 მონიშნული უჯრებისთვის უნდა გააქტიურდეს კონტექსტური მენიუს
ბრძანება Layout/Merge/ Merge Cells.

 მონიშნული უჯრის რამდენიმე უჯრად დასაყოფად (Split Cells)


გამოიყენება ბრძანება Layout/Merge/Split Cells. გამოსულ დიალოგურ
ფანჯარაში მიეთითება გაყოფის შედეგად მისაღები სვეტებისა და
სტრიქონების რაოდენობა.

ცხრილის გაყოფა
ცხრილის გაყოფისათვის გამოიყენება კონტექსტური Layout ჩანართის Merge
/Split Table ბრძანება. ცხრილის გაყოფა მოხდება აქტიური სტრიქონიდან. ქვედა
ცხრილისთვის აქტიური სტრიქონი გადაიქცევა პირველ სტრიქონად.

39
ცხრილის გასწორება ფურცელზე
ცხრილის კონტექსტური მენიუს Layout/Table/Properties ბრძანებით გამოსულ
დიალოგიურ ფანჯარაში Table ჩანართით განისაზღვრება, ცხრილის მდებარეობა
ტექსტთან და ფურცლის კიდეებთან მიმართებაში. Table Properties დიალოგური
ფანჯრის Row და Column ჩანართებიდან ხდება სტრიქონის და სვეტისათვის
სასურველი სიმაღლის და სიგანის დაფიქსირება. Cell ჩანათიდან განისაზღვრება
ტექსტის მდებარეობა უჯრაში.

40
ცხრილის სათაურის სტრიქონის გადატანა ახალ ფურცელზე
დიდ ცხრილებთან მუშაობის დროს საჭირო ხდება სათაურის სტრიქონის
გადატანა მომდევნო გვერდებზე. იმისათვის, რომ სათაურის სტრიქონი ავტომატურად
აისახებოდეს ყველა ფურცელზე, საჭიროა კურსორი ჩაისვას ამ სტრიქონში, ან
მოინიშნოს იგი და გააქტიურდეს ბრძანება Layout/Data/Repeat Header Rows.

ცხრილის გარდაქმნატექსტად
ცხრილის ტექსტად გარდაქმნისათვის უნდა მოინიშნოს ტექსტი და
გააქტიურდეს Layout/Data/Convert to Text ბრძანება.

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში შეირჩეს გამყოფი ელემენტები(tab, Enter,


წერტილ-მძიმე და ა. შ), რომელთა საშუალებითაც უნდა მოხდეს უჯრების გამოყოფა
ერთმანეთისაგან.

41
ცხრილში მონაცემების შეტანა
ცხრილის უჯრედებში გადაადგილება ხდება მაუსის საშუალებით. ასევე
გადაადგილება ცხრილის ყოველ მომდევნო უჯრედზე შეიძლება ტაბულაციის
ღილაკით, ხოლო უკან დაბრუნება შესაძლებელია Shift+Tab ღილაკების კომბინაციით.
ცხრილის უჯრედში შეტანილი მონაცემების გასწორება ჰორიზონტალურად და
ვერტიკალურად, აგრეთვე უჯრედში შეტანილი მონაცემების ორიენტაციის შეცვლა
ხდება ცხრილის მონიშვნის შედეგად ლენტაზე გააქტიურებული კონტექსტური layout
ჩანართის, Alignment ჯგუფის ბრძანებების შესაბამისი ღილაკებით.
ცხრილის უჯრედში შეტანილი მონაცემების დალაგება ზრდადობით ან
კლებადობით, ან მონაცემების დალაგება ალფავიტის მიხედვით (A-დან Z კენ, Z-დან

A-კენ)-კენ შესაძლებელია layout ჩანართის, Data ჯგუფის შესაბამისი


ბრძანებით.

გამოსულ ფანჯარაში უნდა ავარჩიოთ დალაგების პირობები: რა დავალაგოთ და


როგორ: ზრდადობით თუ კლებადობით (Ascending, Descending)

42
ცხრილის ჩარჩო (საზღვრის ხაზები) და ფონი
ცხრილის უჯრედების ფონის შესაცვლელად უნდა მოინიშნოს გასაფერადებელი
უჯრები და ლენტაზე გამოსული კონტექსტური Table Tools/Design/Table Styles/Shading
ბრძანების ფერთა გალერეადან შეირჩეს სასურველი ფერი.

ჩარჩოს გასაკეთებლად საჭიროა მოინიშნოს ცხრილი მთლიანად (ან ცხრილის


ფრაგმენტი) და ლენტაზე შესაბამისი ჩანართიდან მოხდეს თავდაპირველად ხაზის
სტილის, სისქის, ფერის შერჩევა, ხოლო შემდეგ განისაზღვროს Borders საბრძანებო

43
ღილაკის ჩამოსაშლელი მენიუდან თუ სად მოხდეს ჩარჩოს ხაზის გაკეთება. ხაზის
სტილის დაფიქსირება სასურველ პოზიციაში შესაძლებელია ფუნჯითაც (Border
Painter)

ყველა ზემოაღწერილი პუნქტების შესრულება ( უჯრების გაერთიანება/გაყოფა,


სვეტების და სტრიქონების ჩასმა,ამოჭრა, წაშლა და ა. შ.) შეიძლება ცხრილის
კონტექსტური მენიუდანაც.

გრაფიკული შესაძლებლობები
ტექსტურ დოკუმენტში ზოგჯერ აუცილებელია სხვადასხვა გრაფიკული
ობიექტების გამოყენება: სურათები(Picture), მზა გამოსახულებები Online pictures-
იდან, გეომეტრიული ფიგურები (Shapes), სქემები და სიები (SmartArt), დიაგრამები
(Chart). ამ ობიექტების ჩასმა ხდება Insert ჩანართის Illustrations -ჯგუფიდან.

გრაფიკული ობიექტის მონიშვნის შემდეგ ლენტზე ჩნდება დამატებითი


კონტექსტური ჩანართი Format, რომელიც გამოიყენება გრაფიკული გამოსახულების
რედაქტირებისა და ფორმატირებისათვის. ობიექტის მონიშვნის შემდეგ მარკერების
საშუალებით შესაძლებელია ობიექტის ზომების, მობრუნების კუთხის (მწვანე
მარკერი) და დეფორმაციის ცვლილება(ყვითელი მარკერი).
ფაილიდან გრაფიკული გამოსახულების ჩასასმელად გამოიყენება Picture მმართველი
ელემენტი. მისი გააქტიურების შედეგად გამოსული დიალოგური ფანჯრიდან ხდება
სასურველი ფაილის არჩევა.

44
ფაილიდან გრაფიკული გამოსახულების ჩასმა ტექსტურ დოკუმენტში ხდება
ფაილზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერადი დაწკაპუნებით ან დიალოგური
ფანჯრის Insert ბრძანებით.
არსებობს გრაფიკული ობიექტის ჩასმის 3 ვარიანტი: Insert, Link to File, Insert and
Link:
 Insert ბრძანებით ჩასმისას დოკუმენტში გადადის გრაფიკულ ფაილში
არსებული გამოსახულების ასლი.
 Link to File-ით ჩასმისას დოკუმენტის ყოველი გახსნისას მიმართვა ხდება
ჩასმულ გრაფიკულ ფაილზე. გრაფიკულ ფაილში განხორციელებული
ცვლილებები აისახება ტექსტურ დოკუმენტშიც.
 Insert and Link -ით ჩასმისას ტექსტურ დოკუმენტში ჩაისმება ნახატის
ასლი და თან დამყარდება კავშირი ნახატის ძირითად ფაილთან,
გრაფიკულ ფაილში განხორციელებული ცვლილება არ აისახება
ტექსტურ დოკუმენტში, თუ არ მოხდა მისი განახლება კლავიატურიდან
F9 ღილაკით.

45
Microsoft office-ის ნახატების კოლექციიდან ნახატების ჩასასმელად გამოიყენება
Insert/Illustrations/Online Pictures მმართველი ელემენტი. მისი არჩევით ეკრანის
მარჯვენა მხარეს ჩნდება მის ობიექტებთან სამუშაო არე. კოლექციაში კლიპები
დალაგებულია თემატიკის მიხედვით, ამიტომ Search for ველში იწერება შესაბამისი
კლიპის საგასაღებო სიტყვა და Go ღილაკით ხდება ძებნა, რის შედეგადაც შესაბამისი

სიტყვის კლიპების კოლექცია გამოჩნდება და მასზე მაუსის მარცხენა ღილაკზე


დაწკაპუნებით ან გადათრევით იგი ჩაჯდება დოკუმენტში. ძებნისას
ადგილმდებარეობის დასაკონკრეტებლად გამოიყენება Search in ველი, ხოლო
გრაფიკული ობიექტის კონკრეტული ტიპის ძებნისათვის Results should be.
ფაილიდან და Clip Art-დან გრაფიკული ობიექტის ჩასმისას ლენტაზე
დამატებული
კონტექსტური ჩანართი Format ორივე ვარიანტში შეიცავს ერთნაირ მმართველ
ელემენტებს.
 Format/Adjust ჯგუფის ელემენტები გამოიყენება ობიექტის სიმკვეთრის,
კონტრასტულობის, ფერადოვნების შესაცვლელად, ასევე შეკუმშვის,
შეცვლის და ობიექტის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად.
 Picture Styles ჯგუფის ელემენტები გამოიყენება გრაფიკული
ობიექტისათვის სტილის, ფორმის, ჩარჩოს და ეფექტის ასარჩევად.
 Arrange ჯგუფის ელემენტები განსაზღვრავს გრაფიკული ობიექტის
მდებარეობას ფურცელზე (Position), დალაგებას ფენების მიხედვით (Bring to
Front, Send to Back), მდებარეობას ტექსტთან მიმართებაში(Text
Wrapping), დაჯგუფებას(Group), მობრუნებას ნებისმიერი გრადუსული
ზომით და სარკულ ასახვას, როგორც ჰორიზონტალურად, ასევე
ვერტიკალურად(Rotate).
 Size ჯგუფში მოთავსებული ელემენტები გამოიყენება გრაფიკული
ობიექტის ზომის შესაცვლელად (Shape Height, Shape Width) და
სურათიდან გარკვეული ფრაგმენტის მოსაჭრელად (Crop).

გარდა Picture და Clip Art -სა, Illustration ჯგუფში არის Shapes მმართველი
ელემენტი, რომელიც გამოიყენება გეომეტრიული ფიგურების შესაქმნელად.
მმართველი ელემენტის ისარზე დაწკაპუნებით ჩამოიშლება ჯგუფებად დალაგებულ
მზა გეომეტრიულ ფიგურათა გალერეა, საიდანაც ხდება ფიგურის არჩევა და მაუსის
საშუალებით დოკუმენტში ჩახატვა(ჩასმა).

46
გეომეტრიულ ფიგურებთან სამუშაოდ ლენტზე ჩნდება კონტექსტური ჩანართი
Drawing Tools/Format.

Drawing Tools/ Format ჩანართის პირველი ჯგუფია Insert Shapes. რომელიც


გამოიყენება ახალი ავტოფიგურის ჩასახატად და მასში ტექსტის ჩასაწერად.
შემდეგი ჯგუფია Shapes Style, რომელიც გამოიყენება ფიგურების სტილების,
შიგთავსის ფერის (Fill), კონტურის ფერის (Shape Outline) და ფორმის შესაცვლელად
(Change Shape). ფიგურის ფორმატირებისათვის გამოიყენება დიალოგური ფანჯარა Format
AutoShape, რომლის გამოტანაც ხდება Shapes Style ჯგუფის ქვედა მარჯვენა კუთხეში
მოთავსებული პატარა ისრით.
Arrange ჯგუფის ელემენტები ანალოგიურია ზემოთ განხილული Picture და Clip
Art გრაფიკული ობიექტების კონტექსტური Format/Arrange-ის.

47
Size ჯგუფში მოთავსებული ელემენტებით ხდება გეომეტრიული ფიგურის
ზომის შეცვლა (Shape Height, Shape Width).

ობიექტების გაერთიანება
შესაძლებელია რამდენიმე გრაფიკული (გეომეტრიული ფიგურის) ერთ მთლიან
გრაფიკულ გამოსახულებად გაერთიანება. ამისათვის უნდა მოინიშნოს ყველა
გეომეტრიული ფიგურა მაუსისა და Shift ღილაკის საშუალებით ან Home ჩანართის
Editing ჯგუფის Select Objects ბრძანებით და შესრულდეს Drawing Tools/ Format/
Arrange/Group ბრძანება.

საორგანიზაციო დიაგრამა (SmartArt)

MS Word 2013-ში ერთ-ერთი სიახლე არის SmartArt-ი. იგი საშუალებას იძლევა


სწრაფად შეიქმნას პროფესიული დიზაინის სხვადასხვა სქემები. სასურველი სქემის
არჩევა ხდება Insert ჩანართის Illustrations ჯგუფის SmartArt მმართველი ელემენტის
გააქტიურებით გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში, რომლის მონიშვნის შემდეგ

48
მარჯვენა პანელზე გამოდის ამ ელემენტის მოკლე აღწერა. SmartArt-ის დიალოგური

ფანჯარა დაყოფილია შვიდ კატეგორიად, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის


წარმოსადგენადაა განკუთვნილი.

დოკუმენტში SmartArt-ის ჩასმისთანავე ლენტაზე SmartArt Tools ქვეშ გაჩნდება


კონტექსური მენიუ Design და Format, რომელთა საშუალებით შესაძლებელია
SmartArt-ის ობიექტების პარამეტრების კორექტირება:
 SmartArt Tools/Design ჩანართის SmartArt Style ჯგუფის ელემენტებით
შესაძლებელია ობიექტების ფერის შეცვლა, Visual Style ჩამონათვალში კი
ამ ელემენტების დიზაინის შეცვლა და ა.შ.
 SmartArt Tools/Format ჩანართის Shapes ჯგუფის ელემენტებით
შესაძლებელია SmartArt გრაფიკული ობიექტების ფორმის და ზომის
შეცვლა, ხოლო Shapes Styles ჯგუფის ელემენტებით - გრაფიკული
ელემენტების სტილის შეცვლა. SmartArt-ის ობიექტებზე მოქმედებები
გრაფიკულ ობიექტებზე მოქმედებების ანალოგიურია.

ტექსტის არე (Text Box)


დოკუმენტში ნებისმიერ ადგილზე ტექსტის განსათავსებლად, ასევე ტექსტისა
და ობიექტების დასაჯგუფებლად, ტექსტის ორიენტაციის შესაცვლელად, ხშირად
გამოიყენება მმართველი ელემენტი Text Box.

49
მასში შესაძლებელია ასევე ნახატის, ფიგურის, ცხრილის ჩასმა. იგი
მოთავსებულია Insert/Text ჯგუფში. აქვე არის Text Box-ის მზა შაბლონების კოლექცია.
Text Box-ის მონიშვნისას ლენტაზე ჩნდება დამატებითი კონტექსტური ჩანართი Text
BoxTools/Format, საიდანაც შეიძლება მისი პარამეტრების კორექტირება: ზომის
შემცირება-გადიდება მარკერების საშუალებით, ფერების ჩასხმა, გარეთა კონტურის
მოხსნა, გადაადგილება ტექსტში და ა.შ.

ანუ Text Box-თან სამუშაო ბრძანებები გრაფიკულ ობიექტებთან სამუშაო


ბრძანებების თითქმის ყველა ზემოთგანხილული ბრძანებების ანალოგიურია.
Text Box-ის შიგნით მოთავსებული ტექსტის დაფორმატება არანაირ გავლენას არ
ახდენს გარემომცველ ტექსტზე.
Text Box-ის წაშლა: იგი მოინიშნება და კლავიშა Delete-თი მოხდება მისი წაშლა
მასში მოთავსებულ ტექსტთან ერთად.

WordArt

WordArt არის Insert/Text ჯგუფის ელემენტი, რომლის საშუალებით ტექსტის


ფრაგმენტის ჩაწერა ხდება გრაფიკული სახით. მისი გააქტიურებით გამოდის WordArt- ის
50
გალერეა, საიდანაც შეირჩევა სასურველი ვარიანტი.

შემდეგ ეტაპზე შრიფტის და ზომის მითითება ხდება და სათანადო ტექსტის


ჩაწერა. WordArt-ით შექმნილი ტექსტის მონიშვნისას ჩნდება ჩანართი WordArt
Tools/Format, რომლის მმართველი ელემენტებითაც შესაძლებელია მისი
ფორმატირება.

ასო–ნიშანი
ეს ეფექტი ხშირად გამოიყენება აბზაცის პირველი სიმბოლოს გასაფორმებლად.

51
Insert /Text/ Drop Cap-ის ჩამოსაშლელ ისარზე მოხდება არჩევა, თუ როგორი
მდებარეობა ექნება პირველ ასოს.

შესაძლებელია ასო–ნიშნის პარამეტრების რედაქტირება. ამისათვის საჭიროა


მოინიშნოს
აბზაცი, Insert/Text/ Drop Cap-ის ჩამოსაშლელ ისარზე დაწკაპუნებით და Drop Cap
Option-ის არჩევის შედეგად გამოსულ ფანჯარაში ასო–ნიშნისთვის შეიძლება
სასურველი პარამეტრების დაყენება, ასევე სასურველი ზომისა და მდებარეობის
შერჩევა.

კოლონტიტულები, გვერდების ნუმერაცია


ტექსტში კოლონტიტულების ჩასასმელად გამოიყენება Insert ჩანართის Header &
Footer ჯგუფი. აქედანვე ხდება დოკუმენტის გვერდების გადანომრვა (Page Number).
დოკუმენტში შესაძლებელია განსხვავებული კოლონტიტულების შექმნა როგორც
კენტი და ლუწი ნომრიანი გვერდებისთვის, აგრეთვე პირველი გვერდისთვისაც.

52
 Different odd and even - დოკუმენტის ლუწ და კენტ ნომრიანი
გვერდებისთვის განსხვავებული კოლონტიტულების შექმნის რეჟიმის
ჩართვა.
 Different first page - დოკუმენტის პირველი გვერდისთვის განსხვავებული
კოლონტიტულის შექმნა.
Header - მმართველი ელემენტის გააქტიურებით ჩამოშლილ გალერეაში ზედა
კოლონტიტულის მზა შაბლონებიდან შესაძლებელია ნებისმიერის არჩევა,
Edit Header-ის საშუალებით კოლონ-ტიტულების რედაქტირება, ხოლო
ბრძანებით - Remove Header - კოლონტიტულის წაშლა.
Footer - ის საშუალებით ხდება ქვედა კოლონტიტულის ჩასმა.
Page Number - დოკუმენტის გვერდების გადანომრვა.

Top of Page, Bottom of Page, Page of Margins, Current Position - განსაზღვრავს ნომრის
მდებარეობას გვერდზე.
Remove Page Numbers - ნომერაციის წაშლა.
Format Page Numbers –Number format ნუმერაციის ფორმატის არჩევა და Start at საწყისი
ნომრის მითითება:

53
ბმულის შექმნა
ბმულის შექმნა ხდება Links ჯგუფიდან.

Hyperlink მონიშნულ ტექსტზე შესაძლებელია ბმულის გაკეთება


დოკუმენტში სხვა ადგილზე, ან მოხდეს გადასვლა სხვა
ფაილზე ან ვებ გვერდზე. ამისათვის საჭიროა მოინიშნოს
ტექსტი და შესრულდეს ბრძანება Insert/Hyperlink
Bookmark დოკუმენტში კონკრეტულ ადგილზე იქმნება სანიშნე,
რომელზედაც შემდეგ Hyperlink ბრძანებით ხორციელდება
გადასვლა
Cross Reference ჯვარედინი მიმართვა, რომლითაც ხდება გადასვლა Headings,
Footnotes,Bookmarks, captions.

54
ჩანართი Page Layout

მინდვრები
სანამ დოკუმენტი დასაბეჭდად მომზადდება, აუცილებელია დოკუმენტისთვის
ფურცლის პარამეტრების დაყენება. ფურცლის პარამეტრების მომართვისათვის
ლენტაზე გამოიყენება ჩანართი Page Layout.

Margins - ფურცლის მინდვრების დაფიქსირება.


Custom Margins დიალოგური ფანჯრიდან მთვლელების საშუალებით ხდება
ფურცლის
მინდვრების დაყენება ზედა კიდედან (Top), ქვედა კიდედან (Bottom),
მარცხნიდან (Left), მარჯვნიდან (Right).

55
Gutter ველში მიეთითება მინდორი დოკუმენტის აკინძვის შემთხვევაში. Gutter Position
ველში ხდება აკინძვის მდებარეობის განსაზღვრა.
Orientation ველში მიეთითება ფურცლის ორიენტაცია წიგნისებრი ან ალბომური.

აქტიური დოკუმენტის ფურცლის ზომის შესაცვლელად გამოიყენება Page Layout


ჩანართის Page Setup ჯგუფის Size მმართველი ელემენტი.

56
სასურველი ზომის არჩევა ხდება ჩამოშლილი სიიდან ან More Paper Sizes
დიალოგური ფანჯრიდან. ეს ოპერაცია შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე Page
Layout ჩანართის Page Setup ჯგუფის დიალოგური ფანჯრიდან:

57
ტექსტის გაყოფა სვეტებად - Columns
ზოგჯერ საჭიროა დოკუმენტის ტექსტი გაიყოს რამდენიმე სვეტად.

ეს ოპერაცია ხორცილედება Page Layout ჩანართის Column ბრძანებით ან მისი შესაბამისი


დიალოგური ფანჯრიდან

58
 Number of columns - სვეტების რაოდენობა.

59
 Line Between - ჩამრთველი უზრუნველყოფს სვეტებს შორის ხაზის
ჩასმას
 Breaks - ით ხდება ფურცლის გახლეჩვა კურსორის პოზიციიდან.
 Line Numbers - სტრიქონების გადანომრვა.
 Hyphenation - სიტყვის გადატანის ვარიანტები.

ჩანართი DESIGN

დოკუმენტის ფონები - Page Background

Page Layout ჩანართის Page Background ჯგუფის მმართველი


ელემენტების საშუალებით შესაძლებელია ფურცლისთვის და მთლიანობაში
დოკუმენტისთვის სხვადასხვა ეფექტების მიცემა.
 Watermark
ფურცლისათვის ფონის გაკეთების მიზნით გამოიყენება Page Layout ჩანართის
Watermark (წყალნიშანი)ბრძანება.

შესაძლებელია ფონად გაკეთდეს სურათი, ან შეიქმნას ტექსტი.

60
შესაძლებელია ფონად გაკეთდეს სურათი, ან შეიქმნას ტექსტი.

 Page Color - ფურცლის გაფერადება სხვადასხვა ტიპის დამატებითი ეფექტებით.

61
 Page Border - ფურცლისთვის ჩარჩოების გაკეთება.

62
 Setting განყოფილებიდან ხდება ჩარჩოს ტიპის განსაზღვრა.
 None -ჩარჩოსთვის ჩარჩოს მოხსნა.
 Style - ხაზის ტიპის შერჩევა.
 Color - ხაზის ფერის შერჩევა.
 Width - ხაზის სისქის შერჩევა.
 Art - ჩარჩოსთვის ხაზის ნაცვლად გრაფიკული გამოსახულების
გამოყენება.

შენახვა
ფაილის პირველადი შენახვის ან დოკუმენტში ცვლილებების შეტანის
შემთხვევაში გამოიყენება სწრაფად წვდომის პანელის Save ღილაკი ან File მენიუს Save
ბრძანება. ხოლო უკვე არსებული ფაილის სხვა სახელით, სხვა მისამართზე ან სხვა
ფორმატით შესანახად გამოყენება File მენიუს Save As ბრძნება.

 Word Document - ფაილი შეინახება Word 2007, 2010, 2013 -ის ფორმატით. (
*.docx)
 Word Template - ფაილი შეინახება შაბლონად. ( * .dotx)
 Word 97-2003 Document - ფაილი შეინახება Word 2003-ის ფორმატის
ფაილად, რის შედეგადაც უკვე შესაძლებელია მისი გახსნა Word 2003-ში. (
*.doc)

63
დოკუმენტის ბეჭდვა
დოკუმენტის დასაბეჭდად გამოიყენება ბრძანება File Print.

ბეჭდვის დიალოგური ფანჯრის ბრძანებების საშუალებით შესაძლებელია ბეწდვის


სხვადასხვა რეჟიმების არცევა: მთლიანი დოკუმენტის დაბეწდვა,
მიმდინარე(აქტიური) გვერდის ბეჭდვა ან კონკრეტული გვერდების ბეჭდვა,
მონიშნული ფრაგმენტის დაბეჭდვა.:

64
 Copies - ასლების რაოდენობა.
 Print All Pages - ყველა გვერდის ბეჭდვა.
 Print Current page - მიმდინარე(აქტიური) გვერდის ბეჭდვა.
 Pages - მიეთითება დასაბეჭდი გვერდების ნომრები(ამორჩევით).
 Collated-პარამეტრის ჩართვის შემთხვევაში იცვლება ასლების ამობეჭდვის
რიგითობა.
 Paper per sheet -დასაბეჭდი გვერდების რაოდენობა ფურცელზე.
ხოლო თუ გვსურს დამატებითი პარამეტრების შეცვლა ამისათვის საჭიროა Page Setup
-ბრძანების არჩევა.

ჩანართი REFERENCES

დოკუმენტში სქოლიოს ჩასმა.


სქოლიო არის განმარტების ტექსტი, რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს კონკრეტულ სიტყვაზე.

65
სქოლიოს განმარტების ტექსტი ჩაისმევა ფურცლის ბოლოში (Footnote) ან დოკუმენტის
ბოლოში (Endnote) და ხდება მათი გადანომვრა. ან მარკირება ნებისმიერი სიმბოლოთ ი.

სარჩევის შექმნა

სარჩევის შექმნისათვის აუცილებელია მოხდეს სარჩევის ელემენტების (სათაურების,


ქვესათაურების) ერთ სტილში ჩაწერა. ამისათვის გამოიყენება სტანდარტული სტილები
Heading 1, Heading 2. შესაძლებელია სათაურები გაფორმდეს მომხმარებლის მიერ შექმნილი
სტილებით..

აუცილებელია ერთნაირი დონის სათაური ან ქვესათაური იყოს ერთ სტილში ჩ ა წ ე რი ლი

სათაურების სტილებით გაფორმების შემდეგ ხდება ბრძანების არჩევა: Custom Table of Contents

66
გამოსულ ფანჯარაში ხდება სარჩევის დიზაინის შექმნა, ხოლო Options ღილაკის
საშუალებით სათაურების სტილებს ვანიჭებთ დონეებს.

67
MS OFFICE
რიდერი MS EXCEL

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის მიმართულება


MS EXCEL

MS Excel არის პროგრამა სხვადასხვა ელექტრონულ ცხრილებთან სამუშაოდ.


MS Excel პროგრამის გაშვება შესაძლებელია Start ღილაკიდან, შემდეგ კი აირჩევა მიმდევრობა
ბრძანებებისა All Programs Microsoft Office Microsoft Office Excel ან სამუშაო მაგიდიდან Excel–ის

პროგრამის იარლიყის გააქტიურებით.


სწრაფი წვდომის პანელი ჩანართი პროგრამის ფანჯრის მართვის ღილაკები
ლენტა(Ribbon)

ფორმულის სტრიქონი
სახელის არე

დიალოგური ფანჯრის
ჯგუფი სვეტების დასახელება
ღილაკი
სამუშაო ფურცლის
მონიშვნის ღილაკი

სამუშაო არე
სტრიქონების დასახელება

გადაფურცვლის ზოლი

ფურცლის იარლიყი

სტატუსის ზოლი
სამუშაო ფურცლის რეჟიმების მართვა
ფურცლის მართვის ღილაკები მასშტაბირება
დამატება
MS Excel 2013-ის ინტერფეისი და მისი ძირითადი ელემენტები

nax.1.1

პროგრამის ინტერფეისი: ლენტა, ჩანართები, მართვის ელემენტები, სწრაფი წვდომის პანელი(ზოლი),


ინსტრუმენტების მინი პანელი, ფორმულის სტრიქონი, სტატუსის ზოლი.

სათაურის სტრიქონი შეიცავს პროგრამის დასახელებას (MS Excel), დოკუმენტის სახელს (Book1) და პროგრამის
ფანჯრის მართვის ღილაკებს. Excel-ის დოკუმენტს ეწოდება (Book) სამუშაო წიგნი (დავთარი).

MS Excel ძველ ვერსიებში არსებული პროგრამის მენიუ და ინსტრუმენტთა ზოლი შეცვალა ლენტამ
(Ribbon), რომელიც ძირითადად მოთავსებულია ფანჯრის ზედა მხარეს.

ლენტა სტანდარტულად შედგება შვიდი ჩანართისაგან(Tabs): Home (მთავარი), Insert (ჩასმა), Page Layout
(ფურცლის მაკეტი), Formulas(ფორმულები), Data(მონაცემები),
Review(რეცენზირება), View(ხედები). ჩანართებში თავმოყრილი ბრძანებები დალაგებულია ლოგიკურ
ჯგუფებად(Groups), ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთთან დაკავშირებული საერთო დანიშნულების მქონე
ბრძანებებისგან (მმართველი ელემენტებისგან) შედგება. ლენტაზე ძირითადად განთავსებულია ხშირად
გამოყენებადი ბრძანებები. ჯგუფის სხვა დამატებითი ბრძანებების გააქტიურება შესაძლებელია ჯგუფის
მარჯვენა მხარეს მოთავსებული დიალოგური ფანჯრის ღილაკით.

ჯგუფის ზოგიერთი ბრძანება, ე.წ. კონტექსტური ჩანართები, ლენტაზე არ ჩანს, მაგრამ მომხმარებლის
გარკვეული მოქმედების შემდეგ აქტიურდება. მაგ. ჩანართი “Chart Tools” - აქტიურდება მხოლოდ
დიაგრამის მონიშვნის შემთხვევაში და ა.შ.

ჩანართების ”გადაფურცვლა” შესაძლებელია მაუსის მაჩვენებლის ლენტასთან მიტანით და მაუსის Wheel-ის


(გადაფურცვლის ღილაკი) სასურველ ჩანართამდე დატრიალებით ან ნებისმიერ ჩანართზე მაუსის
მაჩვენებლის დაწკაპუნებით.

თუ ფანჯრის სამუშაო არე პატარაა, შეიძლება ლენტის მინიმიზირება(დამალვა). ამისთვის საკმარისია

ლენტზე ორჯერადი დაწკაპუნება, ან კლავიატურის (Ctrl+F1) ღილაკების კომბინაცია.

სწრაფი წვდომის ზოლი(პანელი) წარმოადგენს ახალი ინტერფეისის ერთ-ერთ კომპონენტს, იგი


უზრუნველყოფს ბრძანებების სწრაფ გამოძახებას და მოთავსებულია ლენტის ზემოთ ან ქვემოთ, იმის
მიხედვით, მომხმარებელი რომელ მდებარეობას აირჩევს: Show Below the Robbon და Show Above the

Robbon. მასზე სტანდარტულად სამი ბრძანებაა განთავსებული: Undo (ბრძანების გაუქმება), Redo

(ბრძანების აღდგენა) და Save (დამახსოვრება/შენახვა). სწრაფი წვდომის პანელზე ღილაკების(ბრძანებების)

დამატება/წაშლა შესაძლებელია მასზე მოთავსებული (Customize Quick Access Toolbars) ბრძანებით,


საიდანაც მოხდება სასურველი ბრძანების არჩევა ან ლენტაზე მაუსით გამოსული რომელიმე
ბრძანების(ღილაკის) კონტექსტური მენიუთი, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ბრძანებების დამატება/წაშლა,
რომელიც არ არის სწრაფი წვდომის პანელის ჩამოშლად მენიუში, მოხდება FILE ღილაკის გააქტიურებით.
შედეგად გამოსულ მენიუში უნდა იქნეს არჩეული Option და
შემდეგ Customize Ribbon ბრძანება, გააქტიურებულ ფანჯარაში აირჩევა/წაიშლება კონკრეტული
ბრძანება:

მართვის ელემენტები
მართვის ელემენტები ლენტაზე, ჩანართებში, გაერთიანებულია ჯგუფებში, რომლებიც დაკავშირებულია
ერთმანეთთან მოქმედების დანიშნულების მიხედვით.

მართვის ელემენტებს წარმოადგენენ ჩვეულებრივი ღილაკები, ჩამოსაშლელი ღილაკები, სიები, ჩამოსაშლელი


სიები, მთვლელები, ღილაკები მენიუთი, ალმები.

მართვის ელემენტთან მაუსის მაჩვენებლის მიტანით გამოდის პატარა ფანჯარა (თუ ჩართულია ეს
რეჟიმი) განმარტების ტექსტით (ScreenTips) ღილაკების დანიშნულების შესახებ. უფრო დაწვრილებითი
ინფორმაციის მისაღებად გამოიყენება F1(Help) ფუნქციონალური ღილაკი.

ფორმულის ზოლი
ფორმულის ზოლი მოთავსებულია ლენტის ქვედა მხარეს. მის მარცხენა ნაწილში აისახება აქტიური
უჯრის მისამართი (ან სახელი), ხოლო მარჯვენა ველში კი აქტიური უჯრის შემცველობა.

მისამართისა და შემცველობის ველებს შორის მოთავსებული ღილაკები:


– გახსნის სახელდებულ უჯრათა სიას, ხოლო ფორმულის შეტანის დროს გაიხსნება ბოლო გამოყენებული
10 ფუნქციის სია.

– გამოიძახებს ფუნქციის ოსტატს.

მონაცემთა შეტანისას ფორმულის ზოლში ჩნდება ორი ღილაკი:

– შეტანის გაუქმება (ექვივალენტურია ღილაკის <Esc>).

– მონაცემთა შეტანა (ექვივალენტურია ღილაკის <Enter>).

ფორმულის ზოლის სიმაღლის შეცვლა შესაძლებელია ზოლის მარჯვენა კიდეში მდებარეღილაკით

, ხოლო საწყის მდგომარეობაში დაბრუნება კი ღილაკით .

სამუშაოარე
ყოველი ფურცლის სამუშაო არე წარმოადგენს ცხრილს. ცხრილის სვეტების სახელებია ლათინური ასოები ან
ასოთა კომბინაცია. სულ არის 16384სვეტი. სტრიქონები გადანომრილია 1-დან 1048576.

წიგნი(დავთარი) სტანდარტულად შედგება ერთი სამუშაო ფურცლისაგან, რომელთა სახელებია Sheet1,


მაგრამ მისი რაოდენობის შეცვლა შეიძლება FILE/Options/General/Include this many sheets ველში რაოდენობის
მითითებით ანუ ამ ველში შესაძლებელია წიგნის სამუშაო ფურცლების საწყისი რაოდენობის მომატება ან
შემცირება. ამავე განყოფილების ველიდან შესაძლებელია შრიფტის დაყენება, მისი ზომის განსაზღვრა და
ფურცლის დათვალიერების რეჟიმის დაყენება. ფურცლის გააქტიურება ხდება სათაურის იარლიყზე
დაწკაპუნებით.

უჯრის მისამართი - არის სვეტის და სტიქონის სათაური, რომელთა გადაკვეთაზეც მდებარეობს უჯრა,
მაგალითად, A2, B25. უჯრებიდან ერთ-ერთი უჯრა არის აქტიური და გამოყოფილია შავი ჩარჩოთი. მისი
მისამართი ჩანს სახელის ველში. მონაცემთა შეტანა და რედაქტირება ყოველთვის ხდება აქტიურ უჯრაში.

უჯრებში ნავიგაციისათვის გამოიყენება

 ღილაკები ;
 კლავიატურის < Enter > ღილაკი.
შენიშვნა: < Enter > - ღილაკით გადასვლა ავტომატურად ხდება ქვედა უჯრაზე, თუმცა შეიძლება გადასვლის
მიმართულების შეცვლა File/Options/Advanced ველის საშუალებით.

Ms Excel 2013-ის დოკუმენტის (წიგნის) სამუშაო ფურცელი


Excel 2013-ის კიდევ ერთ ახალ კომპონენტს წარმოადგენს File ღილაკით გახსნილი მენიუ. ეს მენიუ
უზრუნველყოფს დოკუმენტებთან მუშაობას და ასევე Excel 2013-ის სპეციალურ შესაძლებლობებთან
წვდომას.
მარცხენა ნაწილში მოთავსებულია დოკუმენტებთან სამუშაოდ საჭირო ბრძანებები, ხოლო
მარჯვენა ნაწილში – ბოლოს გახსნილი დოკუმენტების ჩამონათვალი. სტანდარტულად ამ
ჩამონათვალში ჩანს ბოლო 17 დოკუმენტი. ამ მენიუს მარცხენა ქვედა კუთხეში მოთავსებულია
Options და Account ღილაკები. პირველი ღილაკი – უზრუნველყოფს Excel Options–ის სხვადასხვა
პარამეტრებთან წვდომას და შესაბამისად მათ განსაზღვრას, მეორე – Excel -ის პროგრამიდან
დოკუმენტის ატვირთვას,სამუშაო ფურცლის თემის შეცვლას და Excel-ის შესახებ დამატებითი
ინფორმაციის მიღებას.
სტატუსის ზოლი წარმოადგენს საცნობარო სამუშაო არეს. სტატუსის ზოლზე მოთავსებულია
სამი ღილაკი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ფურცლის დათვალიერება სხვადასხვა
რეჟიმში (Normal, Page Layout, Page Break Preview).
სტატუსის ზოლიდან ხდება ფურცლის მასშტაბის არჩევაც. ასევე შესაძლებელია მონიშნულ
უჯრედთა დიაპაზონში ჩაწერილი რიცხვების ჯამის, საშუალო არითმეტიკულის, რიცხვების
რაოდენობის, მინიმალური ან მაქსიმალური რიცხვების და ა.შ. პოვნა ნახ.(ა).

მოქმედებები ფაილებზე: ფაილის შექმნა, გახსნა, შენახვა და დახურვა


MS Excel 2013-ის სტანდარტულ ფორმატს (გაფართოებას) წარმოადგენს .xlsx,
თუმცა შესაძლებელია ფაილების შენახვა ძველი .xls ფორმატითაც.

ახალი ფაილის შესაქმნელად შესაძლებელია:


 File → New ბრძანების შედეგად გამოსული დიალოგური ფანჯარაში Blank
Workbook-ის გააქტიურებით;
 სწრაფი წვდომის პანელიდან;
 კლავიშების კომბინაციით Ctrl+N.
აღნიშნული მოქმედებებიდან ერთ-ერთის შესრულების შედეგად მიიღება ახალი დოკუმენტის
სამუშაო ფურცელი (ნახ.1.4).
ნახ.1.4

Ms Excel 2013- ში უკვე არსებული ფაილის გასახსნელად საჭიროა:

 File → Open ბრძანების გააქტიურება;


 სწრაფი წვდომის პანელის ბ ძანების შესრულება;
 რ
კლავიშების კომბინაცია -- Ctrl+O.

Ms Excel-ში გახსნილი ფაილის დასამახსოვრებლად საჭიროა:

 File → Save ბრძანების შესრულება;


 სწრაფი წვდომის პანელის ბრძანების გააქტიურება;
 კლავიშების კომბინაცია Ctrl + S.
აღნიშნული მოქმედებებიდან ერთ-ერთის შესრულების შედეგად ეკრანზე გამოდის Save As დიალოგური
ფანჯარა, სადაც ველში Save in უნდა შეირჩეს რომელიმე საქაღალდე ფაილის შესანახად, ველში File name -
მიეთითება ფაილის სახელი, ხოლო ველში Save as type განისაზღვრება ფაილის ტიპი ანუ გაფართოება.

Ms Excel- ში გახსნილი ფაილის დახურვა ხდება შემდეგ ბრძანებათა მიმდევრობით:

 File → Close;
 სამუშაო ფურცლის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ღი აკის გააქტიურებით;
 კლავიშების Ctrl + F4 კომბინაციით. ლ
ახალი სამუშაო ფურცლის ჩამატება
წიგნში ახალი სამუშაო ფურცლის (Book1.xls) (მაგ. Sheet2-ის) ჩამატება შესაძლებელია:

 Home ჩანართის → Cells ჯგუფის Insert ჩამოშლადი მენიუდან Insert Sheet ბრძანებით;
 ფურცლის კონტექსტური მენიუდან Insert ბრძანების შესრულებით;
 კლავიშების Shift+F11 კომბინაციით;
 სამუშაო წიგნის ბოლო ფურცლის იარლიყის მარჯვნივ მდგომი Insert Worksheet
ღილაკით. თუ მოინიშნება რამდენიმე იარლიყი, მაშინ ჩაემატება იმავე რაოდენობის
ცარიელი ფურცელი.

სამუშაო ფურცლის წაშლა


წიგნში რომელიმე ფურცლის წაშლა შესაძლებელია:

 ფურცლის გააქტიურებით და Home ჩანართის Cells ჯგუფის Delete ჩამოშლადი მენიუდან


Delete Sheet ბრძანებით;
 მაუსის ისრის მიტანით სამუშაო ფურცლების ჩამონათვალის არეზე შესაბამის
ფურცელთან და კონტექსტური მენიუდან Delete ბრძანების შესრულებით.

მოცემული წიგნის ფურცლების გადაადგილება და კოპირება


 სამუშაო ფურცლის კოპირებისთვის Ctrl ღილაკთან ერთად მაუსის მარცხენა ღილაკის
დაფიქსირებით უნდა მოხდეს სამუშაო ფურცლის გადაადგილება. კოპირებულ
ფურცელს ეძლევა იგივე სახელი, ბოლოში ემატება ციფრი 2 მრგვალ ფრჩხილებში.

თუ რამდენიმე ფურცლის
გადატანა/კოპირებაა საჭირო, უნდა მოინიშნოს ამ ფურცლების იარლიყები და ზემოთ აღწერილი
მოქმედება შესრულდეს.
 წიგნის შიგნით სასურველ ადგილზე ფურცლების გადატანა ხდება ფურცლის იარლიყის
გადათრევით მაუსის მარცხენა ღილაკზე თითის აუღებლად. გადატანის დროს მაუსის
მაჩვენებელზე გამოისახება მცირე ზომის ფურცელი “+” ნიშნით.
 გვერდის (გვერდების) გააქტიურება და Home ჩანართის Cells ჯგუფის Format
ჩამოშლადი მენიუდან Move or Copy Sheet ბრძანების შესრულება;
 მაუსის ისრის მიტანა გადასაადგილებელ ფურცელთან და კონტექსტური მენიუდან
Move or Copy Sheet ბრძანების შესრულება;
სამუშაო ფურცლის სახელისშეცვლა
წიგნის რომელიმე სამუშაო ფურცლის სახელის შესაცვლელად საჭიროა:

 გვერდისგააქტიურება და Home ჩანართისCells ჯგუფის Format ჩამოშლადი მენიუდან


Rename Sheet ბრძანების შესრულება
 მაუსის მაჩვენებლის ორჯერ ზედიზედ სწრაფად დაწკაპუნება სამუშაო ფურცლის
სახელზე;
 გააქტიურებული ფურცლის იარლიყის კონტექსტური მენიუდან Rename ბრძანების
შესრულება.
სამივე შემთხვევაში მოხდება ფურცლის სახელის მონიშვნა და მისი გადაყვანა რედაქტირების რეჟიმში,
რაც ახალი სახელის მიკუთვნებით ან ძველი სახელის რედაქტირებით დასრულდება. ფურცლის სახელი
არ უნდა შეიცავდეს 31 სიმბოლოზე მეტს, არ უნდა შეიცავდეს /\ [] ? *სიმბოლოებს.

უჯრედი
უჯრედის შევსების წინ ხდება მისი გააქტიურება მასზე მაუსის ერთი დაჭერით, ტექსტის შეტანა და
მოქმედების დასრულება ხდება Enter კლავიშით. შევსება დამთავრდება აგრეთვე სხვა უჯრედის
გააქტიურების შემთხვევაში. უჯრედის შევსების დროს შეიძლება მიმდინარე შევსება გაუქმდეს Esc
კლავიშით, უჯრედში აღდგება წინა მნიშვნელობა.
თუ უჯრედში შეტანილი ტექსტი გადააჭარბებს უჯრედის ზომას,
ტექსტი გადაფარავს მეზობელ უჯრედს თუ ის ცარიელია, ხოლო თუ
მეზობელი უჯრედი შევსებულია, შეტანის დამთავრების შემდეგ
ზედმეტი ტექსტი დაიმალება. თუ უჯრედში შეტანილი რიცხვი არ
მოთავსდა, შევსების დამთავრების შემდეგ ჩნდება სპეციალური
სიმბოლოები “###”. უჯრედის მნიშვნელობის სრულად ჩვენებისთვის
საჭიროა უჯრედის ზომის შეცვლა.

უჯრედში ტექსტის რამდენიმე სტრიქონზე განლაგებისათვის შევსების


დროს მომდევნო სტრიქონზე გადასასვლელად გამოიყენება Alt+Enter
კლავიშები ან Home

ჩანართის Alignmentჯგუფის Wrap Text ღილაკი.

უჯრედში რიცხვის შეტანის დროს სასურველია კლავიატურის ციფრული ბლოკის გამოყენება, რომლის
ჩართვა ხდება Num Lock კლავიშით. უჯრედის შევსების შემდეგ ტექსტი სწორდება მარცხენა საზღვარზე,
რიცხვი – მარჯვენა საზღვარზე. ათწილად რიცხვებში მთელი და წილადი ნაწილის გამოსაყოფად
გამოიყენება ციფრული ბლოკის “.” სიმბოლო.

უჯრედში მიმდინარე თარიღის შეტანა შეიძლება Ctrl+; კლავიშებით; მიმდინარე დროის - Ctrl+Shift+;
კლავიშებით. ასევე, შესაძლებელია სპეციალური ფუნქციის გამოყენება
=NOW().

რამდენიმე ფურცლის ერთდროულად შევსება – Ctrl კლავიშის დაჭერილ მდგომარეობაში მაუსით უნდა
მოინიშნოს საჭირო ფურცლები და ტექსტი ავტომატურად შევა ყველა მონიშნული ფურცლის შესაბამის
უჯრედში.

მონიშვნა, კოპირება და გადატანა


უჯრედებზე ზემოქმედებისათვის საჭიროა მათი წინასწარ მონიშვნა:

 მიმდევრობით განლაგებული უჯრედების მონიშვნა – პირველი უჯრიდან მაუსის


გადატანით ბოლო უჯრისკენ;
 უჯრედების ამორჩევითი მონიშვნა – პირველი უჯრა ინიშნება მაუსით, დანარჩენები -
Ctrlკლავიშით და მაუსით;
 სვეტის მონიშვნა – სვეტის სახელზე მაუსის ერთი დაჭერით;
 სტრიქონის მონიშვნა – სტრიქონის ნომერზე მაუსის ერთი დაჭერით;
მთელი ფურცლის მონიშვნა –Ctrl+A კლავიშებით;

მონაცემთა ფორმატირება
 უჯრაში მონაცემების ფორმატირებისთვის გამოიყენება ლენტის Home ჩანართის
შესაბამისი ჯგუფები. კერძოდ:
 მონაცემთა ფორმატირებისათვის გამოიყენება Number ჯგუფის პარამეტრები.
 უჯრაში მოთავსებული ინფორმაციის გასასწორებლად (ორიენტაციის, მდებარეობის) -
Alignment ჯგუფის პარამეტრები.
 შრიფტების შესარჩევად, მათი სტილის განსასაზღვრად, უჯრის ჩარჩოებისა და ფონის
ფერის ასარჩევად - Font ჯგუფის პარამეტრები.

Home ჩანართის Number ჯგუფის ელემენტებია:

Accounting Number Format - ფინანსური ფორმატი. Percent Style -


პროცენტული ფორმატი.

Comma Style - ათასების გამყოფი სიმბოლო.

Increase Decimal - ათწილადი ნიშნების რაოდენობის ერთით გაზრდა. Decrease Decimal-

ათწილადი ნიშნების რაოდენობის ერთით შემცირება.

Number, Alignment და Font ჯგუფის ქვედა მარცხენა კუთხეში მოთავსებული დიალოგური ფანჯრის
ღილაკის გააქტიურებით ეკრანზე გამოდის Format Cell დიალოგური ფანჯარა, რომელიც თავის
მხრივ შედგება შემდეგი ჩანართებისაგან:
Number(რიცხვები), Alignment(მონაცემების განლაგება), Font(შრიფტები), Border(საზღვრები),
Patterns(ფერთა პალიტრა) da Protection(დაცვა).
უჯრედი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს. ექსელს სულ მონაცემთა 12 კატეგორიის
ფორმატი გააჩნია, რომელთა გამოყენება შესაძლებელია Format Cell დიალოგური ფანჯრის Number
ჩანართიდან. ეს კატეგორიებია:
General – (ზოგადი), რომელიც სტანდარტულად მინიჭებული აქვს ცხრილის ყველა უჯრედს. ამ
ფორმატში ჩაწერილი რიცხვი გასწორდება უჯრედის მარჯვენა მხარეს, განსხვავებით ტექსტისაგან,
რომელიც სწორდება უჯრის მარცხენა მხარეს. ამ შემთხვევაში ექსელი თვითონ ირჩევს უჯრედში რიცხვის
გამოსახვის ფორმას; ფიქსირებული მძიმით ან ექსპონენციალური ფორმით.

Number – (რიცხვი). ამ ფორმატის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აირჩეს წილადი ნაწილის ციფრთა
რაოდენობა Decimal places ველიდან, უარყოფითი რიცხვის ჩაწერის ფორმატი Negative numbers
ჩამონათვალიდან (ზემოთ მოყვანილი ფორმატების გარდა - წითელი ფერით მონიშვნა) და მრავალნიშნა
რიცხვში ციფრთა ჯგუფების გამყოფი სიმბოლო - ჰარი - Use 1000 Separator პუნქტის მონიშვნით.

Currency – (ფულადი). ეს ფორმატი გამოიყენება ფულადი თანხის ჩასაწერად: რიცხვის სიდიდესთან ერთად
უჯრედში მიეთითება ვალუტის ნიშანი, რომლის არჩევა შეიძლება Symbol ჩამონათვალის ველიდან.

Accounting – (ფინანსური). ამ ფორმატში Currency ფორმატისაგან განსხვავებით ვალუტის ნიშანი


სწორდება უჯრედის მარცხენა, ხოლო რიცხვითი სიდიდე - მარჯვენა კიდეზე. თუ მონაცემები
ჩაწერილია სვეტში, მოხდება მათი გასწორება ათობითი მძიმის მიხედვით.

Date – (თარიღი). თარიღის უჯრედში ჩაწერის ფორმატი შეიძლება შეირჩეს Type ჩამონათვლის ველში.
Locale (location) ჩამოშლადი ველიდან აირჩევა თარიღის ჩაწერის სხვადასხვა ქვეყნის სტილი. მიმდინარე
თარიღი ჩაისმევა აქტიურ უჯრედში Ctrl+; კლავიშების კომბინაციით.

Time – (დრო). დროის ჩაწერის ფორმატი შეიცავს საათის, წუთისა და წამის გამყოფ ” : ” სიმბოლოს.
სტანდარტულად მიღებულია 24-საათიანი ფორმატი. მიმდინარე დრო ჩაისმევა აქტიურ უჯრედში Ctrl+Shift+
; კლავიშების კომბინაციით.

Percentage – (პროცენტული). ამ ფორმატში ჩაწერილ რიცხვს მარჯვნივ მიეწერება %-ის ნიშანი, ხოლო რიცხვის
სიდიდე გამრავლდება 100-ზე.

Scientific – (ექსპონენციალური), რომელიც მოსახერხებელია ძალიან დიდი ან ძალიან მცირე რიცხვებისათვის.

Fraction – (წილადური). გამოიყენება ჩვეულებრივ წილადებთან სამუშაოდ. ჩვეულებრივი წილადის


ტიპის შერჩევა შესაძლებელია Type ჩამონათვალის ველიდან.

Text – (ტექსტური). ამ ფორმატში ჩაწერილი რიცხვი აღიქმევა როგორც ტექსტი, გასწორდება უჯრედის
მარცხენა მხარეს, ხოლო უჯრედი მოინიშნება მწვანე სამკუთხედით.

Special – (სპეციალური) გამოიყენება საფოსტო ინდექსებისა და ტელეფონის ნომრების ჩასაწერად.


Custom – (შერჩევითი). გამოიყენება მომხმარებლის მიერ საკუთარი რიცხვითი ფორმატის შესაქმნელად.
სამომხმარებლო ფორმატი მხოლოდ იმ დავთრისთვის არის ხელმისაწვდომი, რომელშიც შეიქმნა.
უჯრედისათვის მინიჭებული ფორმატის გაუქმება შესაძლებელია Home ჩანართის Editing ჯგუფის Clear
ბრძანების გააქტიურებით გამოსულ ფანჯარაში Clear Format ბრძანების შესრულებით.
მონაცემების განთავსება უჯრედს შიგნით

Excel-ის სამუშაო ფურცლის უჯრებს სტანდარტულად General – (ზოგადი) ფორმატი ენიჭებათ, რომლის
თანახმადაც მონაცემები ექსელის სამუშაო ფურცელზე უჯრაში განთავსდებიან მათი ტიპების მიხედვით:
ტექსტური მონაცემები – უჯრის მარცხენა კიდესთან; ლოგიკური ტიპის მონაცემები და შეცდომის
აღმნიშვნელი ტექსტი – უჯრის ცენტრში; რიცხვითი, თარიღისა და დროითი მონაცემები – უჯრის
მარჯვენა კიდესთან.

Format Cells დიალოგური ფანჯრის Alignment(მონაცემების განლაგება) ჩანართიდან შესაძლებელია


ჰორიზონტალური და ვერტიკალური განლაგების მართვის ბრძანებების გამოყენებით უჯრედსშიგნით
მონაცემების განთავსებაშერჩეული პარამეტრების მიხედვით.

HORIZONTAL ჩამონათვალის ბრძანებები გამოიყენება უჯრედში მონაცემთა


ჰორიზონტალური მიმართულებით განსათავსებლად:

General - მონაცემთა განლაგება უჯრედშიგნით დამოკიდებულია მათ ტიპზე. Left (Indent) - მონაცემი

განთავსდება უჯრედის მარცხენა კიდესთან.

Center - მონაცემი განთავსდება უჯრედის ცენტრში ჰორიზონტალური მიმართულების მიმართ.

Right (Indent) - მონაცემი განთავსდება უჯრედის მარჯვენა კიდესთან. Fill - მონაცემის გამეორება

უჯრედის შევსებამდე.

Justify - მონაცემის განთავსება უჯრედის მარცხენა კიდესთან. გრძელი ტექსტის შემთხვევაში მეზობელი
უჯრედების გადაფარვა არ ხდება, ტექსტი დაიყოფა სტრიქონებად და თანაბრად განაწილდება უჯრედის
სიგანეზე.Distributed (Indent) - ველში მიეთითება მარცხენა ან მარჯვენა კიდიდან მონაცემის დაშორების
სიდიდე.

VERTICAL ჩამონათვალში მოცემული ბრძანებები გამოიყენება უჯრედში მონაცემთა ვერტიკალური


მიმართულებით განსათავსებლად:

Top - მონაცემის განლაგება უჯრედის ზედა კიდესთან. Bottom - მონაცემის

განლაგება უჯრედის ქვედა კიდესთან.

Center - მონაცემის განლაგება უჯრედის ცენტრში ზედა და ქვედა კიდეების მიმართ.

Justify - მონაცემის განლაგება უჯრედის ზედა კიდესთან. გრძელი ტექსტის შეტანისას მეზობელი
უჯრედების გადაფარვა არ ხდება, ტექსტი დაიყოფა სტრიქონებად და თანაბრად განაწილდება უჯრედის
სიმაღლეზე.

TEXT CONTROL ჯგუფში მოთავსებულია შემდეგი ჩამრთველები:

WrapText –ის ჩართვის შემთხვევაში ხდება ტექსტის სტრიქონებად დაყოფა უჯრედის ფარგლებში.

Shrink to fit - უჯრედში ტექსტის ზომის შემცირდება. უჯრედის სიგანის შეცვლასთან ერთად ტექსტის
ზომაც შესაბამისად იცვლება.

Merge Cells - მონიშნული უჯრედთა გაერთიანება ერთ უჯრედად.

ORIENTATION განყოფილებიდან განისაზღვრება უჯრედში ჩაწერილი ტექსტის ორიენტაციის


ჰორიზონტალური მიმართულების მიმართ გარკვეული კუთხით დახრა, რისთვისაც მაუსის მაჩვენებლით
უნდა მოხდეს ტრანსპორტირის ისარის გადატანა საჭირო მიმართულებითა და კუთხით ან Degrees
ველში მითითება ტექსტის დახრის კუთხე, რომელიც იცვლება -900-დან 900 -მდე.

Text სიტყვის შემცველ ველზე დაწკაპუნებით, უჯრედში ჰორიზონტალურად ჩაწერილი ტექსტი


განთავსდება ვერტიკალური მიმართულებით ზევიდან ქვევით.

Center Across Selection – მონაცემი განთავსდება მონიშნული დიაპაზონის ცენტრში ჰორიზონტალური


მიმართულების მიმართ.

ამ ბრძანებების დიდი ნაწილის შესრულება შესაძლებელია Home ჩანართის Alignment


ჯგუფის ელემენტების საშუალებით:
Middle Align Bottom Align Orientation
Top Align
Align Text Left

Increace Indent

Align Text Right Decreace Indent


ცხრილებთან მუშაობის გასაადვილებლად და გასაფორმებლად ხშირად გამოიყენება Border(ჩარჩო) და
Fill(ფერი) ჩანართები.

უჯრედების ჩარჩოში ჩასასმელად საჭიროა: წინასწარ უნდა მოინიშნოს ჩარჩოში ჩასასმელი უჯრედების
დიაპაზონი და Format Cells დიალოგური ფანჯრის Border ჩანართიდან აირჩეს სასურველიპარამეტრები.

Style ველში ჩარჩოს ველში აირჩევა ხაზის სტილი. Presets განყოფილების ღილაკების დანიშნულებაა:

None – ჩარჩოს გაუქმება; Outline – დიაპაზონის ჩარჩოთი შემოხაზვა;

Inside – დიაპაზონის ყველა უჯრედის ჩარჩოში ჩასმა.

Border ველში შესაძლებელია მონაცემთა ცხრილისთვის სხვადასხვა კონსტრუქციის ჩარჩოების შექმნა, ხოლო
ჩარჩოს სტილის და ფერის განსაზღვრა ხდება Line ნაწილის Style და Color ველებში შესაბამისად.

უჯრედისათვის შეიძლება ფონის შერჩევა. ამისათვის მონიშნული უჯრედისთვის Fill ჩანართის Pattern
(მოხატულობა) ჩამოშლად მენიუში უნდა შეირჩეს ფონის სტილი, ხოლო Color ველში - ფონის ფერი.

მონიშნული უჯრედების ჩარჩოში მოთავსება აგრეთვე შესაძლებელია Home ჩანართის Font ჯგუფის Border

მმართველი ელემენტების გამოყენებით, უჯრედის ფერის შეცვლა – Home ჩანართის Font ჯგუფის

ღილაკის გამოყენებით, უჯრაში არსებული ტექსტის ფერის შეცვლა კი - ღილაკით.


MS Excel 2013-ს აქვს ცხრილების გამზადებული ფორმატების – ავტოფორმატების დიდი გალერეა, საიდანაც
შესაძლებელია სასურველი დიზაინის ცხრილების შერჩევა. მონიშნული უჯრედთა დიაპაზონისთვის უნდა
შესრულდეს ბრძანება Home/Styles/Format as Table, ხოლო ცალკეული მონიშნული უჯრისთვის ბრძანება
Home/Styles/ Cells Styles.

ფორმატის კოპირება
Format Painter (Ctrl+Shift+C) - გამოიყენება როცა სამუშაო ფურცლის რომელიმე უჯრედის ფორმატის
მინიჭება(გავრცელება) არის საჭირო ფურცლის სხვა უჯრედისათვის(უჯრედებისთვის).

ფორმატის კოპირებისთვის უნდა მოინიშნოს ის უჯრედი, რომლის ფორმატის კოპირება არის საჭირო,
შემდეგ კი უნდა დაწკაპუნდეს Home/Clipboard ჯგუფის Format Painter ბრძანებაზე, რის შედეგადაც მაუსის
მაჩვენებელი შეიცვლის ფორმას, ამის შემდეგ მოინიშნება ის უჯრედი(უჯრედები), რომელშიც ხდება
ფორმატირების კოპირება.

ფურცლის დათვალიერების რეჟიმების შეცვლა


დათვალიერების რეჟიმის შეცვლა შეიძლება MS Excel-2013–ის ნებისმიერი ჩანართიდან. წიგნის
დათვალიერების ძირითადი რეჟიმების იარლიყი მოთავსებულია სტატუსის ზოლის მარჯვენა მხარეს.
სტანდარტულად დაყენებულია Normal რეჟიმი. ეს რეჟიმი გამოიყენება მონაცემთა შეტანისა და
დამუშავებისათვის, მონაცემებისა და უჯრების ფორმატირებისათვის, ასევე გამოთვლებისა,
დიაგრამების აგებისა და სხვ. ამოცანების გადაწყვეტისათვის.

რეჟიმი Page Layout იძლევა მონაცემების რედაქტირების საშუალებას, რომელთა გამოტანა ეკრანზე ხდება
იმ სახით, რა სახითაც ის დაიბეჭდება ქაღალდზე.

რეჟიმი Page Break Preview ფანჯარაში აისახება მხოლოდ ცხრილი. სამუშაო ფურცლის დანარჩენი უჯრები არ
აისახება. აქვე აისახება გვერდის საზღვრები. ამ რეჟიმში შესაძლებელია აგრეთვე გვერდის გამყოფებთან
ეფექტური მუშაობა.

View/Workbook View-ში შესაძლებელია არჩეულ იქნას კიდევ ერთი რეჟიმი Full Screen. ამ რეჟიმში არ
ჩანს(„დამალულია“) ფანჯრის მრავალი ელემენტი ეკრანზე დოკუმენტის ხილვადი ნაწილის გაზრდის
მიზნით. სხვა რეჟიმიდან გამოსვლა ხდება კლავიატურის Esc ღილაკით.

ფურცლის მასშტაბისშეცვლა
ფურცლის მასშტაბის შეცვლა შესაძლებელია სტატუსის ზოლის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული
სახაზავის საშუალებით. ღილაკებზე „+“ , „–„ დაწკაპუნება იწვევს მასშტაბის გაზრდა / შემცირებას 10%–ით.
თუ მასშტაბირების სახაზავი არ ჩანს, მაშინ სტატუსის ზოლის ნებიესმიერ ადგილას მაუსის მარჯვენა
ღილაკით გამოსულ კონტექსტურ მენიუში შეირჩევა ბრძანება Zoom Slider. მინიმალური მასშტაბია 10%,
მაქსიმალური – 400%.

მასშტაბის შეცვლა შესაძლებელია View ჩანართიდანაც, სადაც Zoom დიალოგურ ფანჯარაში აირჩევა
ფურცლისთვის საჭირო მასშტაბი.

ფურცლის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად დათვალიერება

ექსელში შესაძლებელია სამუშაო ფურცლის სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად


დათვალიერება. ვერტიკალური სამოძრაო ზოლის ზედა მარჯვენა მხარესთან ან ქვედა სამოძრაო ზოლის
მარჯვენა მხარეს მოთავსებულ ფურცლის გაყოფის ნიშანთან მაუსის მაჩვენებელის მიტანით კურსორი
მიიღებს ორმხრივი ისრის ფორმას და მისი
ქვემოთ ან მარცხნივ გადაადგილებით, ხდება ფურცლის გაყოფა ჰორიზონტალურად და
ვერტიკალურად. შესაძლებელია აგრეთვე მოინიშნოს უჯრა, რომელზეც უნდა მოხდეს ფურცლის გაყოფა
და View/Window/Split ბრძანების შესრულების შედეგად მოხდება ფურცლის დაყოფა. ფურცლის გაყოფის
რეჟიმიდან გასააქტიურებლად ისევ უნდა შესრულდეს ბრძანება View/Window/Split.

ფურცლის არის ჩამაგრება გაყინვა (Freeze Panes)


ფურცლის სტრიქონის, სვეტის და არის ჩამაგრება(გაყინვა) გამოიყენება დიდი ცხრილების
დათვალიერებისას. ფურცლის არის ჩასამაგრებლად View/Window/Freeze Panes მენიუდან აირჩევა შესაბამისი
ბრძანება. ჩამაგრების მოსახსნელად უნდა გააქტიურდეს View/Window/Unfreeze Panes ბრძანება.

ერთდროულად ფურცლის გაყოფა და ჩამაგრება შეუძლებელია.

სტრიქონების და სვეტების დამალვა/გამოჩენა


სვეტებისა და სტრიქონების დასამალავად, მაუსის მარჯვენა ღილაკით სვეტის ან სტრიქონის სათაურზე
გამოტანილ კონტექსტურ მენიუში შეირჩევა Hide ბრძანება (შესაბამისად, რამდენიმე სტრიქონისა და
სვეტის შემთხვევაში უნდა მოინიშნოს ისინი და კონტექსტური მენიუდან შეირჩეს იგივე ბრძანება).

დამალული სვეტების გამოსაჩენად (ასახვისათვის) საჭიროა დამალული სვეტის მარცხენა და მარჯვენა


(მომიჯნავე) სვეტების მონიშვნა და მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოსულ კონტექსტურ მენიუში
შეირჩევა ბრძანება Unhide. ანალოგიურად აისახება დამალული სტრიქონიც.

ყველა დამალული სვეტის ან სტრიქონის გამოსაჩენად უნდა მოინიშნოს ფურცლის ყველა უჯრა, შემდეგ
ნებისმიერი სვეტის სათაურზე მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოსულ კონტექსტურ მენიუში მოხდება
Unhide ბრძანების არჩევა. ანალოგიურად სტრიქონებისათვის.

იგივე მოქმედებების შესრულება შესაძლებელია Home/ Cells/Format ბრძანების ჩამოშლადი მენიუდან.

დოკუმენტის ფრაგმენტისგამოყოფა
წიგნთან(დავთართან) მუშაობისას სხვადასხვა მოქმედებები სრულდება მონიშნულ ელემენტებზე:
ფურცლებზე, უჯრებზე, უჯრათა დიაპაზონზე, დიაგრამებზე. ფურცლების მონიშვნა ხდება მათი
იარლიყების გააქტიურებით, მონიშნული იარლიყის ფერი უფრო კაშკაშაა.

რამდენიმე მომიჯნავე (ერთმანეთის მიმდევრობით) ფურცლების მოსანიშნად ჯერ უნდა მოინიშნოს


პირველი ფურცლის იარლიყი, შემდეგ Shift ღილაკზე თითის აუღებლად ბოლო ფურცლის იარლიყი.
ნებისმიერად განლაგებული რამდენიმე ფურცლის მოსანიშნად ინიშნება პირველი ფურცლის იარლიყი,
ხოლო შემდეგ Ctrl ღილაკზე თითის აუღებლად საჭირო ფურცლის იარლიყები.

წიგნის ყველა ფურცლის მოსანიშნად მაუსის მარჯვენა ღილაკით ფურცლის იარლიყზე გააქტიურებისას
გამოსული კონტექსტური მენიუდან შეირჩევა ბრძანება Select All.

მონიშვნის მოსახსნელად საკმარისია მოუნიშნავი ფურცლის იარლიყის გააქტიურება. თუ ყველა ფურცელი


მონიშნულია, მაშინ მონიშვნის მოხსნა შეიძლება ნებისმიერი ფურცლის იარლიყზე დაწკაპუნებით.

ფურცლის ელემენტების მონიშვნა


აქტიურ ფურცელზე მუდმივად მონიშნულია ერთი უჯრა მაინც, იგი შემოსაზღვრულია შავი ხაზით.
უჯრათა ბლოკის(დიაპაზონის) მოსანიშნად მაუსის მარცხენა ღილაკზე თითის აუღებლად უნდა მოხდეს
გადაადგილება დიაპაზონის პირველი უჯრიდან ბოლო უჯრისაკენ დიაგონალურად. მონიშნული
დიაპაზონის პირველი უჯრა შეუფერადებელია, დანარჩენები – შეფერადებულია. რამდენიმე უჯრათა
დიაპაზონის მოსანიშნად გამოიყენება Ctrl ღილაკი. პირველი დიაპაზონი უნდა მოინიშნოს
ზემოაღწერილი წესით, ხოლო დანარჩენები Ctrl ღილაკზე თითის აუღებლად. მთლიანი სვეტის ან
სტრიქონის მოსანიშნად საჭიროა შესაბამის სახელზე მაუსის მარცხენა ღილაკით ერთხელ დაწკაპუნება.
რამოდენიმე სვეტის ან სტრიქონის მოსანიშნად საჭიროა მაუსის მაჩვენებლის გადატარება პირველი
სვეტის (სტრიქონის) სათაურიდან ბოლო სვეტის (სტრიქონის) სათაურის ჩათვლით. სვეტთა
(სტრიქონთა) რამდენიმე დიაპაზონის მონიშვნისთვის გამოიყენება Ctrl ღილაკი.

ფურცლის ყველა უჯრის მოსანიშნად გამოიყენება სვეტების სათაურის ზოლის მარცხენა მხარეს
მოთავსებული მართკუთხედი.

მოქმედების გაუქმება/აღდგენა
უკანასკნელი მოქმედების გასაუქმებლად გამოიყენება სწრაფი წვდომის პანელის
Undo ბრძანება. რამდენიმე მოქმედების გასაუქმებლად Undo–ს ჩამოშლადი სიიდან უნდა შეირჩეს ყველა
გასაუქმებელი ბრძანება მიმდევრობით. Excel-ში შესაძლებელია ბოლო 100 მოქმედების გაუქმება.

ბოლო გაუქმებული მოქმედების დასაბრუნებლად საჭიროა სწრაფი წვდომის პანელზე Redo ბრძანების
შესრულება, ხოლო რამდენიმე მოქმედების დაბრუნება შესაძლებელია
Redo–ს ჩამოშლადი სიის საშუალებით.
მონაცემთა შეტანის საერთო წესები
მონაცემების შეტანა უჯრაში ან ფორმულის ზოლში შეიძლება კლავიატურის ან ფორმულის ზოლის
საშუალებით. მონაცემების შეტანის დასასრულებლად გამოიყენება

კლავიატურიდან Enter და Tab ღილაკები ან ფორმულის ზოლში ალამის ნიშანი.

არასწორად შეტანილი სიმბოლოს წაშლა ხდება კლავიატურიდან Backspace ღილაკით.

სტანდარტულად, ყველა მონაცემი უჯრაში იწერება ერთ სტრიქონში. ახალ სტრიქონზე გადასასვლელად
გამოიყენება Alt+Enter კლავიშთა კომბინაცია. უჯრაში მონაცემთა შეტანის გაუქმებისათვის გამოიყენება
კლავიატურიდან Esc ღილაკი და ფორმულის ზოლიდან

X ნიშანი.

უჯრაში შეიძლება ჩაიწეროს 32767 სიმბოლო. ფორმულის სიდიდე კი 8192 სიმბოლოა.

ერთიდაიგივე მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნას ერთდროულად ერთიდაიმავე ფურცლის რამდენიმე


განსხვავებულ უჯრაში. ამისათვის უნდა მოინოშნოს სათითაოდ ყველა უჯრა Ctrl ღილაკთან ერთად და
ბოლო მონიშნულ უჯრაში მონაცემების შეტანის შემდეგ საჭიროა კლავიატურიდან Ctrl+Enter კლავიშთა
კომბინაცია, ან Ctrl ღილაკთან ერთად ფორმულის ზოლში მდებარე ალმის ნიშნის გააქტიურება.

ერთიდაიგივე მონაცემი შეიძლება ერთდროულად შეტანილ იქნას სხვადასხვა ფურცლის ერთსახელა


უჯრებში. ამისათვის უნდა მოინიშნოს(დაჯგუფდეს) ფურცლის იარლიყები და შეტანილ იქნას მონაცემი.
MS Excel-2013 ჩვეულებრივ ამოიცნობს შეტანილი მონაცემების ტიპს და ავტომატურად მიანიჭებს მას
შესაბამის ფორმატს.

უჯრაში ტექსტის შეტანისას არ შეიძლება გადატანის ნიშნის (-) გამოყენება, ამან შეიძლება გაართულოს
ზოგიერთი მოქმედებები: დალაგება(სორტირება),შერჩევადა ა.შ.

თუ რიცხვი არ ეტევა უჯრაში, მაშინ უჯრაში გამოისახება ## ნიშანი, რიცხვის ნახვა კი შესაძლებელია
ფორმულის ზოლში. უჯრაში რიცხვის გამოსაჩენად უნდა გაიზარდოს სვეტის სიგანე ან შემცირდეს
შრიფტის ზომა.

ხშირად რიცხვს გვერდით მიაწერენ ხოლმე ფულის ერთეულს (P, L, $ და ა.შ.) ან პროცენტის ნიშანს (%). ამ
შემთხვევაში ხდება ფორმატის დამახსოვრება და ახალი რიცხვის ჩაწერის შემთხვევაში ავტომატურად
მიეწერება ფულის ან პროცენტის ნიშანი. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა შეიცვალოს უჯრის ფორმატი.
გარკვეულ შემთხვევაში უჯრაში რიცხვის შესატანისას, რომელიც იქნება ტექსტური მონაცემი, წინ უნდა
დაეწეროს აპოსტროფის ნიშანი (’). ასეთ უჯრას ზედა მარცხენა კუთხეში გაუჩნდება პატარა მწვანე
სამკუთხედი.

MS Excel-2013 თარიღს აღიქვამს 1900 წლის 1 იანვრიდან 9999 წლის 31 დეკემრამდე. 1900 წლის 1 იანვრამდე თარიღი
აღიქმება როგორც ტექსტური მონაცემი.
რიცხვი, თვე და წელი ერთმანეთისაგან შეიძლება გამოიყოს : წერტილით, მძიმით, დეფისით, სლეშით.
ბოლოში წერტილი არ უნდა დაისვას.

უჯრაში მიმდინარე თარიღის ჩასაწერად გამოიყენება კლავიატურის კლავიშთა კომბინაცია Ctrl+: .

უჯრაში მიმდინარე დროის ჩასაწერად გამოიყენება კლავიატურის კლავიშთა კომბინაცია Ctrl+Shift+: .

უჯრაში ჩაწერილი მონაცემების გადატანა (ავტომატური შევსება) შესაძლებელია უჯრის ქვედა მარჯვენა
კუთხეში მოთავსებული შავი მარკერის საშუალებით.

ფურცლის ფრაგმენტის გადატანა და კოპირება


ფურცლის ფრაგმენტის გადატანისათვის უნდა მოინიშნოს ეს ფრაგმენტი და მაუსის მაჩვენებლის
ოთხმრივი ისრის ფორმის მიღების შემდეგ, მარცხენა ღილაკზე თითის აუღებლად შესაძლებელი გახდება
ობიექტის გადატანა. კოპირების შემთხვევაში გადატანისას დაფიქსირებული უნდა იქნას კლავიატურის Ctrl
ღილაკი. არათავისუფალ უჯრაში მონაცემების კოპირებისას წაიშლება ძველი და ავტომატურად ჩაიწერება
ახალი. გამოსულ შეტყობინების ფანჯარაში თანხმობის შემთხვევაში უნდა გააქტიურდეს ok ღილაკი,
წინააღმდეგ შემთხვევაში –Cancel.

გადატანა და კოპირება შესაძლებელია აგრეთვე დროებითი მეხსიერების - ბუფერის გამოყენებითაც.


გადატანის დროს უნდა მოინიშნოს ფრაგმენტი და შესრულდეს ბრძანებები: Home/Clipboard/Cut,
Home/Clipboard/Paste. კოპირებისას კი ბრძანებები Home/Clipboard/Copy, Home/Clipboard/Paste. ამოჭრილი და
დაკოპირებული ფრაგმენტის ჩასმის რაოდენობა შემოსაზღვრული არ არის. მონიშნულ ფრაგმენტზე
მორბენალი პუნქტ წირის მოსახსნელად გამოიყენება Escღილაკი.

მუშაობა MS Office-ის ბუფერთან


MS Office-ის ბუფერში(დროებითი მეხსიერებაში) შეიძლება ერთდროულად 24 ფრაგმენტის შენახვა.
ბუფერის ამოცანათა ველი თუ არ ჩანს ეკრანზე, მისი გამოჩენა შესაძლებელია Home/Clipboard/Clipboard
ბრძანებით, იგი ჩვეულებრივ ჩნდება ეკრანის მარცხენა მხარეს. ამ ველში აისახება ყველა ფრაგმენტი(მონაცემი),
რომელიც მოთავსებულია ბუფერში. მათგან ნებისმიერის ჩასმისათვის საჭიროა მასზე დაწკაპუნება. ყველა
ფრაგმენტის ერთდროულად ჩასასმელად იმ თანმიმდევრობით, როგორითაც ისინი არიან მოთავსებული
ბუფერში, საჭიროა Paste All ღილაკის გააქტიურება.
ცალკეული ელემენტების ბუფერიდან წასაშლელად უნდა მოინიშნოს წასაშლელი ობიექტი და მაუსის
მარჯვენა ღილაკის კონტექსურ მენიუში არჩეულ იქნას Delete ბრძანება. ყველა ელემენტის წასაშლელად
საჭიროა Clear All ღილაკზე დაწკაპუნება. ბუფერის ამოცანათა ველი იხურება მის ზედა მარჯვენა კუთხეში
მოთავსებული დახურვის ღილაკით.

ზოგიერთ შემთხვევში საჭიროა უჯრის შემცველი ინფორმაციის ნაწილის კოპირება, მონაცემთა


გარდაქმნა, უჯრებს შორის კავშირის დამყარება. ასეთი ამოცანების გადაწყვეტა ხდება სპეციალური ჩასმის
Home/Clipboard/Paste/Paste Special ბრძანების საშუალებით. სპეციალური ჩასმისას ხდება მხოლოდ ბოლო
დაკოპირებული ფრაგმენტის ჩასმა.

ერთ რიგზე მოთავსებული უჯრების კოპირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტოშევსებაც.


ამისათვის უნდა მოინიშნოს დასაკოპირებელი უჯრა და მისი ავტოშევსების მარკერი უნდა გადატარდეს
სვეტის ან სტრიქონისუჯრებზე.
სვეტებისა და სტრიქონების ჩამატება/წაშლა
სვეტის (სტრიქონის) ჩასამატებლად საჭიროა დაწკაპუნდეს მაუსის მარჯვენა ღილაკით იმ სვეტის
(სტრიქონის) სათაურზე, სადაც უნდა იქნას ჩამატებული ახალი სვეტი ან სტრიქონი და კონტექსტურ
მენიუში შეირჩეს Insert ბრძანება.

შეიძლება მოინიშნოს უჯრაც და Home/Cells/Insert და არჩეულ იქნას Insert Sheet Rows (Insert Sheet Columns) სათანადო
ბრძანება. თუ მოინიშნება რამდენიმე სვეტი და რამდენიმე სტრიქონი, მაშინ იგივე რაოდენობის სვეტები ან
სტრიქონები ჩაემატება. ჩამატებული სვეტები (სტრიქონი) იგივე ფორმატისაა, რაც მის მარცხნივ (მის ზემოთ)
არის მოთავსებული.

უჯრის ჩამატებისთვის უნდა გააქტიურდეს ის უჯრა, რომლის გასწვრივ ხდება ახალი უჯრის ჩამატება და
მაუსის მარჯვენა კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩეს Insert ბრძანება ან Home/Cells/Insert შესაბამისი
ბრძანება. ჩამატებული უჯრის ფორმატი მის მარცხნივ ან ზევით მდებარე უჯრის ფორმატის
ექვივალენტურია. უჯრის ჩამატების შემთხვევაში დამატებით გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში აირჩევა
სასურველი ვარიანტი.

სვეტის და სტრიქონის წასაშლელად საჭიროა მის სათაურზე დაწკაპუნება და მაუსის მარჯვენა ღილაკით
გამოსულ კონტექსტურ მენიუში Delete ღილაკის გააქტიურება.

რამდენიმე სვეტის ან სტრიქონის წასაშლელად უნდა მოინიშნოს ისინი და კონტექსტური მენიუს Delete
ბრძანებით წაიშალოს. სვეტებისა და სტრიქონების ერთდროულად წაშლა შეუძლებელია.
სტრიქონების ამოსაგდებად უნდა მოინიშვნოს სტრიქონები და Home ჩანართის Cells
ჯგუფის Delete ჩამოშლადი მენიუდან გააქტიურდეს Delete Sheet Rows ბრძანება.

სვეტების ამოსაგდებად საჭიროა ამ სვეტების მონიშვნა და Home ჩანართის Cells ჯგუფის


Delete ჩამოშლადი მენიუდან ბრძანების Delete Sheet Columns გააქტიურება.

სვეტების სიგანისშეცვლა
სვეტების თავდაპირველი სიგანეა 8,43. მაქსიმალური სიგანე 255. თუ სვეტის სიგანე 0-ია, მაშინ ის არ ჩანს.
სვეტის სიგანის ცვლილება შეიძლება მისი სათაურის მარჯვენა საზღვრის გადაადგილებით მარჯვნივ ან
მარცხნივ. თუ რამდენიმე სვეტი მოინიშნება და მისი სათაურის მარჯვენა საზღვრის ბოლო სვეტის
სათაურის მარჯვენა საზღვარი ამოძრავდება, მაშინ შეიცვლება ყველა სვეტის სიგანე ერთდროულად.

შეიძლება სვეტის ზუსტი ზომის დაყენებაც, ამისათვის უნდა მოინიშნოს სვეტი და გააქტიურდეს
ბრძანება, Home/Cells/Format/Colum Width. შეიძლება აგრეთვე სვეტის სათაურზე მარჯვენა ღილაკით
დაწკაპუნება და კონტექსტური მენიუდან Colum Width არჩევა. გამოსულ ფანჯარაში ჩაიწერება სასურველი
სიგანე. თუ საჭიროა ყველა სვეტს ერთი და იგივე სიგანე ჰქონდეს, საჭიროა ბრძანების Default Width არჩევა და
გამოსულ ფანჯარაშიმიეთითება სასურველი სიგანე.

სტრიქონის სიმაღლისშეცვლა
MS Excel-2013-ში სტრიქონის სიმაღლე იზომება სპეციალური ერთეულებში – პუნქტებში. 1 პუნქტი = 0,5
მმ. თავდაპირველი სიმაღლეა 12,75, მაქსიმალური 409,5 პუნქტი. თუ სტრიქონის სიმაღლეა 0, იგი ეკრანზე
აღარ ჩანს.

სტრიქონის სიმაღლის შეცვლა შესაძლებელია მისი სათაურის ქვედა საზღვრის გადაადგილებით.


რამდენიმე მონიშნული სტრიქონის შემთხვევაში თუ გადაადგილდა ქვედა საზღვარი ზემოთ ან ქვემოთ, მაშინ
ყველა სტრიქონი ერთდროულად შეიცვლის სიმაღლეს.

ზუსტი სიმაღლის განსაზღვრისათვის უნდა მოინიშნოს სტრიქონის ყველა უჯრა და შესრულდეს ბრძანება
Home/Cells/Format/Row Height. შეიძლება აგრეთვე მარჯვენა ღილაკით
დაწკაპუნდეს სტრიქონის სათაურზე და კონტექსტური მენიუდან შეირჩეს ბრძანება Row Height და
მიეთითოს სასურველი სიმაღლე.

უჯრების, გასუფთავება, ამოგდება, ჩამატება


უჯრის ან უჯრებში ჩაწერილი ინფორმაციის გასასუფთავებლად საჭიროა მათი მონიშვნა და კლავი-
ატურის Delete (ან Del) ღილაკზე თითის დაჭერა ან Home ჩანართის Editing ჯგუფის Clear ჩამოშლადი
მენიუდან Clear Contents ბრძანების შესრულება. ამ შემთხვევაში წაიშლება მხოლოდ ჩანაწერები, ხოლო
ფორმატი, რომელიც ჩანაწერებს გააჩნდა (როგორიცაა მაგალითად, შრიფტის სტილი და ფონტის ზომა) ისევ
დარჩება. უჯრის ჩანაწერებთან ერთად ჩანაწერის ფორმატისაგან უჯრების გასასუფთავებლად საჭიროა Home
ჩანართის Editing ჯგუფის Clear ჩამოშლადი მენიუდან Clear All ბრძანების შესრულება.

უჯრის ან უჯრების გარკვეული რაოდენობის ამოსაგდებად საჭიროა ე.წ. “ამოსაგდები” უჯრების


მონიშვნა და შემდეგ Home ჩანართის Cells ჯგუფის Delete ჩამოშლადი მენიუდან Delete ბრძანების
შესრულება, რის შედეგადაც მიიღება დიალოგური ფანჯარა Delete.

ოპერატორები

არითმეტიკული ოპერატორები
ოპერატორები ფორმულაში შეიძლება იყოს მათემატიკური, ლოგიკური, შედარების და მიმართვის.

არითმეტიკული ოპერატორები გამოიყენება არითმეტიკული მოქმედებების შესასრულებლად.


როგორიცაა გამრავლება, გამოკლება და ა.შ. ოპერაციები სრულდება რიცხვებზე. გამოიყენება შემდეგი
არითმეტიკული ოპერატორები:
+ (მიმატების ნიშანი) შეკრება A1+A2
-(გამოკლებისნიშანი) გამოკლება A1-A2
* (ვარსკვლავი) გამრავლება A1*A2

/ (დახრილი ხაზი) გაყოფა A1/A2

% (პროცენტის ნიშანი) პროცენტი 50 %

^ (სამკუთხა ნიშანი) ახარისხება A1^2

შედარების ოპერატორები
შედარების ოპერატორები გამოიყენება ორი სხვადასხვა მნიშვნელობის შედარებლად. შედარების შედეგი
არის ლოგიკური მნიშვნელობა: მცდარი ან ჭეშმარიტი.

ოპრატორი მნიშვნელობა მაგალითი

= (ტოლობის ნიშანი) ტოლია (A1=B1)

>(მეტობის ნიშანი) მეტია (A1>B1)

<(ნაკლებობი ნიშანი ნაკლებია (A1<B1)

>=(მეტობისა და ტოლობის ნიშანი) მეტია ან ტოლია (A1>=B1)

<=(ნაკლებია და ტოლობის ნაკლებია ან ტოლია (A1<=B1)


ნიშანი
<>(ნაკლებობის და მეტობის არ არის ტოლი (A1<>B1)
ნიშანი

ტექსტური ოპერატორიკონკატენაცია
ტექსტური ოპერატორი აღინიშნება „ & „ სიმბოლოთი. იგი გამოიყენება ტექსტის გაერთიანებისათვის,
მაგ; თუ ”სახელი” ჩაწერილია A1 უჯრაში, ”გვარი” – A2 უჯრაში, A3 უჯრაში შეტანილ ფორმულას ასეთი
სახეექნება A1 &A2. საბოლოოდმიიღება ასეთი შედეგი: ” სახელი გვარი”

მიმართვის ოპერატორი
მიმართვის ოპერატორები გამოიყენება უჯრათა დიაპაზონზე მიმართვისათვის.

ოპერატორი მნიშვნელობა მაგალითი


: (ორიწერტილი) დაისმის დიაპაზონის B5 : B15
პირველ და ბოლო უჯრას
შორის
; (წერტილმძიმე) გაერთიანების ოპერატორი B5 : B15; D5:D15

სიმრავლეთა გადაკვეთის B7:D7 C6:C8


ოპერატორი. გამოიყენება
−(ჰარი)
დიაპაზონთა საერთო უჯრებზე
მიმართვებზე მიმართვისათვის

ფორმულა

ფორმულის სტრუქტურა

ფორმულა წარმოადგენს გამოსახულებას, რომლის მიხედვითაც სრულდება გამოთვლა. ფორმულა


ყოველთვის იწყება ტოლობის ნიშნით (=). იგი შეიძლება შეიცავდეს ფუნქციას, მიმართვას უჯრაზე ან
სახელზე, ოპერატორებსა და კონსტანტებს.

ფუნქციის სტრუქტურა არის ასეთი: ფუნქციის სახელი, გახსნილი ფრჩხილები, არგუმენტების


ჩამონათვალი წერტილმძიმით ერთმანეთისაგან გამოყოფილი, დახურული ფრჩხილები. ფუნქციის
არგუმენტი შეიძლება იყოს რიცხვი, ტექსტი, ლოგიკური მნიშვნელობა, მასივები, მიმართვები უჯრაზე,
შეცდომის მნიშვნელობა. არგუმენტებად გამოიყენება აგრეთვე კონსტანტები, ფორმულები ან ფუნქციები.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებულ იქნას შესაბამისი ტიპის არგუმენტი.

ფორმულის შეტანაკლავიატურიდან
ფორმულა შეტანა შეიძლება კლავიატურიდან და მაუსის გამოყენებით. კლავიატურის გამოყენებით ხდება
ოპერატორების (მოქმედების ნიშნები), ფრჩხილებისა და საჭიროების შემთხვევაში ფუნქციების შეტანა,
მაუსის საშუალებით ხდება უჯრის ან უჯრათა ბლოკის (დიაპაზონის) მონიშვნა.

ფორმულის ჩაწერა უჯრაში ყოველთვის იწყება ტოლობის ნიშნით.


ფორმულის შეტანა უჯრაში ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
 გააქტიურდება ფორმულის ჩასაწერი უჯრა (დამოკიდებული უჯრა),
 უჯრაში ჩაიწერება ტოლობის ნიშანი (=),
 მოინიშნება უჯრა, რომელიც წარმოადგენს ფორმულის არგუმენტს(ზემოქმედი უჯრა),
 შემდეგ ხდება სასურველი ოპერატორის შეტანა,
 მოინიშნება უჯრა, რომელიც არის მეორე არგუმენტი(ზემოქმედი უჯრა). (საჭიროების
შემთხვევში გრძელდება ოპერატორების და არგუმენტების შეტანა).
ფორმულის შეტანის დასრულება ხდება Enter ან Tab ღილაკზე დაჭერით
კლავიატურიდან ან ფორმულის ზოლზე არსებული ალამის ნიშანზე დაჭერით.

ფორმულის შეტანისას ფორმულა აისახება, როგორც უჯრაში, ასევე ფორმულის სტრიქონში. ფორმულაში
გამოყენებული უჯრები, გამოყოფილია ფერადი ჩარჩოთი, ხოლო მიმართვები ამ უჯრაზე ფორმულაში –
იმავე ფერის შრიფტით.

ფორმულის შექმნა ფუნქციის ოსტატის საშუალებით


ფუნქცია ეს არის ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული მოქმედებების შესრულებას
არგუმენტზე. ფუნქცია საშუალებას იძლევა ფორმულის გამარტივების, იგი გამოიყენება არა მხოლოდ
უშუალო გამოთვლისათვის, არამედ გარდაქმნისათვისაც, მაგ; დასამგვალებლად, შედარებისთვის,
მნიშვნელობის მოსაძებნად და ა.შ.

ფორმულის შექმნისათვის გამოიყენება ფუნქციათა ბიბლიოთეკა, რომელიც მოთავსებულია Formulas


ჩანართში, რომლის საშუალებით ფორმულა ჩაიწერება შემდეგნაირად: გააქტიურებული უნდა იქნას
ფორმულის ჩასაწერი უჯრა, შემდეგ Formulas/Function Library, სადაც ხდება საჭირო ფუნქციის შერჩევა.
ფუნქციის არგუმენტის ფანჯარის ველებში უნდა იქნას შეტანილი არგუმენტები. უჯრაზე მიმართვები
შეიტანება კლავიატურიდან, ასევე ტექსტის, რიცხვისა და ლოგიკური გამოსახულების შეტანა ხდება
კლავიატურიდან. ზოგიერთ ფუნქციას არ გააჩნია არგუმენტი.

ფუნქციის ჩასასმელად არაა აუცილებელი ფუნქციათა ბიბლიოთეკის გამოყენება. შეიძლება


გამოყენებულ იქნეს ფუნქციათა ოსტატი, რომელიც მოთავსებულია ფორმულის

სტრიქონში.

ფუნქციათა ოსტატის გამოყენება ხდება შემდეგნაირად:

 გააქტიურდეს Insert Function ბრძანება ფორმულის ზოლში,


 გამოსულ ფანჯარაში აირჩევა ფუნქციის კატეგორია და აირჩევა საჭირო ფუნქცია.
 სწრაფად ორჯერ არჩეულ ფუნქციაზე ან OK ღილაკზე დაჭერით
 გამოვა ფუნქციის ფანჯარა, სადაც მიეთითება ფუნქციის არგუმენტები და Ok ღილაკის
გააქტიურებით დამთავრდება ფუნქციათა ოსტატთან მუშაობა.
როდესაც არაა ცნობილი საჭირო ფუნქციის დასახელება, ფუნქციის საძიებო ველში - Search for a Funqtion ან Or
Select a category ჩაიწერება საძიებო ფუნქციის დასახელება და Go ღილაკის გამოყენებით Select a Function ველში გამოვა
საძიებული ფუნქციების ჩამონათვალი.
ოპერაციათა შესრულებისპრიორიტეტი
ფორმულაში ოპერაციათა შესრულების პრიორიტეტი არის შემდეგი:

% პროცენტის გამოთვლა

^ ახარისხება

* და / გამრავლება, გაყოფა

+ და – შეკრება, გამოკლება

& სიმბოლოთა გაერთიანება

შედარების ოპერაციები.

პირველ რიგში უნდა შესრულდეს მრგვალ ფრჩხილში მოთავსებული გამოსახულებები. ერთნაირი


პრიორიტეტის მქონე ოპერატორები სრულდება მიმდევრობით – მარცხნიდან მარჯვნივ.

ფორმულის შექმნა Sum ღილაკის გამოყენებით


ფუნქციის ოსტატის გამოყენების გარეშე ზოგიერთი მოქმედება შეიძლება უფრო სწრაფად შესრულდეს
Sum ღილაკის საშუალებით. ეს ღილაკი მოთავსებულია Formulas/Function Library/Auto Sum ან
Home/Editing/Auto Sum.
ერთ სვეტსა ან ერთ სტრიქონში მოთავსებული მონაცემების დასაჯამებლად საკმარისია მოინიშნოს
გამოსათვლელი დიაპაზონი და Home/Editing/Auto Sum/Sum ბრძანების საშუალებით გამოითვლება ჯამი
მონიშნული სიდიდეებისა, Home/Editing/Auto Sum ბრძანების საშუალებით შესაძლებელია მონიშნული
დიაპაზონის: Average(მონაცემთა საშუალო არითმეტიკული), Count Numbers(მონაცემთა რაოდენობის),
Max(მონაცემებს შორის მაქსიმალურის), Min(მონაცემებს შორის მინიმალურის) პოვნა. შესაბამისად იგივე
შედეგის ნახვა შესაძლებელია სტატუსის ზოლზე მარჯვენა მხარეს.

ფორმულის უჯრის რედაქტირებისთვის უნდა დაწკაპუნდეს ორჯერ სწრაფად უჯრაზე ან ფორმულის


სტრიქონში. უჯრები, რომელზეც ხდება მიმართვები, შეფერადებული კონტურითაა შემოსაზღვრული.

ფორმულაში შესაძლებელია ჩამატებული იქნას ახალი ოპერატორები ან არგუმენტები.

ფორმულის შემცველი უჯრის გადატანა ან კოპირება ისევე ხდება, როგორც ტექსტური და რიცხვითი
მონაცემების შემცველი უჯრებისა.

ფორმულის კოპირებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას სპეციალური ჩასმა, რომელიც საშუალებას იძლევა
დაკოპირდეს მხოლოდ ფორმულა უჯრის ფორმატის კოპირების გარეშე.

ფორმულის შემცველი უჯრის გადატანისას გამოყენებული მიმართვები უჯრებზე არ იცვლება.


კოპირებისას მიმართვები შეიძლება შეიცვალოს ტიპზე დამოკიდებულებით (აბსოლუტური და
ფარდობითი).

მიმართვები

ფარდობითი და აბსოლუტური მიმართვა


სტანდარტულად მიმართვა ფორმულაში არის ფარდობითი, ე.ი. უჯრის მისამართი განისაზღვრება
ფორმულის უჯრასთან მიმართებაში რა მდებარეობაც უკავია მას. ფორმულის შემცველი უჯრის კოპირებისას
ფარდობითი მიმართვა ავტომატურად იცვლება. იმისათვის, რონ ფორმულის კოპირებისას მიმართვა არ
შეიცვალოს, გამოიყენება აბსოლუტური მიმართვა. A1 უჯრაზე აბსოლუტური მიმართვა ჩაიწერება ასე :
$A$1, სადაც $-სამომხმარებლო სიმბოლოა, რომელიც მიუთითებს აბსოლუტურ მიმართვაზე.

მიმართვა აბსოლუტური რომ იყოს, მიმართვის მონიშვნის შემდეგ F4 ღილაკზე უნდა დაეჭეროს ან
ჩაემატოს $ ნიშანი. მაგ; A20 აბსოლუტური მიმართვა რომ იყოს, უნდა დაემატოს
$ ნიშნები და მიიღებს $A$20 სახეს, ამ დროს ფარდობითი მიმართვა გარდაიქმნება აბსოლუტურ
მიმართვად. მიმართვა შეიძლება იყოს არა მხოლოდ აბსოლუტური და ფარდობითი, არამედ შერეულიც.

მიმართვა A$1 არის ფარდობითი სვეტის მიმართ და აბსოლუტური სტრიქონის მიმართ. ე.ი. ფორმულის
კოპირებისას უჯრის ზევით ან ქვევით მიმართვა არ შეიცვლება, ხოლო მარცხნივ და მარჯვნივ
კოპირებისას იცვლება.
მიმართვები სხვა წიგნის და სხვა ფურცლის უჯრაზე
ფორმულაში სხვა წიგნის და ფურცლის უჯრაზე რომ გაკეთდეს მიმართვა, საჭიროა სხვა წიგნზე გადასვლა ან
სხვა ფურცელში და იქ მოინიშნოს საჭირო უჯრა. ყოველი გადასვლისას მისი სახელი ავტომატურად ემატება
უჯრას. ფურცლისა და უჯრის სახელი ერთმანეთისაგან ძახილის ნიშნით (!) გამოიყოფა. სხვა წიგნში
გადასვლის ფაილის სახელი კვადრატულ ფრჩხილებში ავტომატურად ემატება.

სამგანზომილებიანი მიმართვის გამოყენება


სამგანზომილებიანი მიმართვა გამოიყენება მაშინ, როდესაც მიმართვა ხდება ერთი წიგნის რამდენიმე
ფურცლის ერთსადაიმავე უჯრის ან უჯრათა დიაპაზონის მონაცემებზე. ამ შემთხვევაში ფორმულაში
იგულისხმება ყველა ფურცელი დაწყებული თავიდან მითითებულისა, ბოლოს ჩათვლით მაგ; =Sum (ივლისი
: სექტემბერი! C2) შეაჯერებს ყველა C2 უჯრის მნიშვნელობას, რომელიც მოთავსებულია ივლისი
ფურცლიდან სექტემბერ ფურცლამდე). ფურცელთა დიაპაზონის მისათითებლად საკმარისია დაწკაპუნდეს
პირველი ფურცლის იარლიყზე და Shift ღილაკზე თითის აუღებლად დაწკაპუნდეს ბოლო ფურცლის
იარლიყზე.

უჯრის სახელის და დიაპაზონის გამოყენება


ექსელში უჯრის სახელი განისაზღვრება მისი მისამართით, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა
მოსახერხებელია უჯრისათვის ან უჯრების ჯგუფისათვის(დიაპაზონისთვის) მომხმარებლის მიერ
შერჩეული სახელის დარქმევა.

აღნიშნული პროცედურის რეალიზაცია შესაძლებელია როგორც ძირითადი მენიუდან, ასევე ფორმულების


ზოლიდან.

ძირითადი მენიუდან უჯრისათვის(უჯრედებისთვის) სახელის დასარქმევად საჭიროა წინასწარ იმ


უჯრის ან უჯრედების მონიშვნა, რომლებისთვისაც სახელის დარქმევაა გათვალისწინებული. შემდეგ კი
საჭიროა შესრულდეს Formulas ჩანართის, Defined Name ჯგუფის, Define Name ჩამოშლადი მენიუდან Define Name
ბრძანება, რის შემდეგაც ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომლის Name ველშიც უნდა ჩაიწეროს
უჯრის ან უჯრების დიაპაზონის სასურველი სახელი.

სახელის პირველი სიმბოლო უნდა იყოს ასო, დანარჩენი სიმბოლოები შეიძლება იყოს ასო, რიცხვი,
წერტილი. (ჰარი არ დაიშვება სახელში). სახელი შეიძლება შეიცავდეს 255 სიმბოლოს. დიდ და პატარა
ასოებს სახელში Excel-ი არ ანსხვავებს.

სახელი შეიძლება მიენიჭოს ფორმულას ან მუდმივას (კონსტანტას). ამისათვის სახელის შექმნის ფანჯარაში
შეტანილ უნდა იქნას ტოლობის ნიშანი (=) და ფორმულა ან მუდმივა.
სახელის გამოყენებისას შეცდომის თავიდან აცილების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას Formulas/Defined
Names/Use in Formula და არჩეულ იქნეს ჩამონათვალიდან სახელი, თუ საჭირო სახელი სიაში არ აისახება, მაშინ უნდა
დაეჭიროს Paste Names და Paste Names –ში აირჩევა სახელი.
სახელის წასაშლელად Formulas/Defined Names/Name Manager ბრძანებით გამოსულ ფანჯარაში უნდა გამოიყოს
სახელი და Delete ღილაკი გააქტიურდეს.

ფორმულის შექმნისა და რედაქტირების დროს შეცდომების შემოწმება


ფორმულის შექმნის ან რედაქტირების დროს დაშვებული სინტაქსური შეცდომების შესახებ გამოდის
შეტყობინება.

თუ ფორმულა იქმნება ფუნქციის ოსტატით, მაშინ შეიძლება Excel-მა აღმოაჩინოს არგუმენტის ნაკლებობა
და გამოიტანოს შეტყობინება. საჭიროა დაჭერილ იქნას Ok ღილაკზე და შემდგომ მოხდეს ფორმულის
შესწორება.

Excel-ი იძლევა შეტყობინებას ცალკეული მიმართვების შესახებაც. ამ შემთხვევაში Ok ღილაკზე დაჭერა არ


გამოიწვევს შეცდომის შესწორებას, ამიტომ საჭიროა Cancel ღილაკზე დაჭერა და ჩასწორების შეტანა,

თუ ფორმულა შეიცავს ფუნქციის ან არგუმენტის შეცდომას, მაშინაც გამოდის შეცდომაზე შეტყობინება.


უჯრაში ფორმულაში შედეგის ნაცვლად აისახება შეცდომის კოდი და მარცხენა ზედა კუთხეში ჩნდება
მწვანე სამკუთხედი (შეცდომის ინდიკატორი).

შეცდომის შემცველი უჯრის მონიშვნის დროს ჩნდება ღილაკი (შეცდომის მაუწყებელი) თუ დაჭერილ იქნა
ღილაკზე გამოჩნდება მენიუ რომელშიც მითითებულია შეცდომის ტიპი და მოქმედებები, რომელიც
შეიძლება გამოყენებულ იქნასშეცდომის აღმოსაფხვრელად.

ზოგიერთი შეცდომები და მათი აღმოფხვრის გზები:


გამოისახება მიზეზი მაგალითი

#знач! გამოყენებულა ფორმულაში რიცხვის ან ლოგიკური


დაუშვებელი ტიპი, მნიშვნელობის მაგივრად შეტანილია
არგუმენტი ან ოპერანდი ტექსტი. ოპერატორის ან ფუნქციის ერთი
მნიშვნელობისათვის მითითებულია
დიაპაზონი.
#дело/0 0–ზე გაყოფა ფორმულა შეიცავს 0–ზე გაყოფას ან
მიმართვა ხდება ცარიელუჯრაზე.
#имя ? Excel-მავერამოიცნო  გამოყენებულია უჯრის ან
ფორმულაში დიაპაზონის სახელი, რომელიც
გამოყენებული სახელი არ იყო განსაზღვრული.
 უჯრის ან დიაპაზონის სახელის
ჩაწერისას შეცდომა.
 ფუნქციის სახელის ჩაწერისას
შეცდომა
 დიაპაზონზე მიმართვის დროს
გამორჩენილია :(ორიწერტილი)
 ფორმულაში გამოყენებულია
ტექსტი ბრჭყალებისგარეშე
# н/д მნიშვნელობა არაა მითითებული ფუნქციის
მიუწვდომელია არგუმენტები
ფუნქციისთვის ან
ფორმულისათვის

# ссылка! მიმართვა უჯრაზე უჯრები, რომელზე მიმართვასაც იყენებს


შეცდომითაა ფორმულა, წაშლილია

#число! ფორმულაში ან  ფუნქციათა რიცხვით


ფუნქციაში არასწორი არგუმენტად გამოყენებულია
რიცხვითი მნიშვნელობა. არასწორი არგუმენტი.
 ფორმულის გამოთვლის
რიცხვითი შედეგი ძალიან
დიდი ან ძალიან პატარაა და
Excel-მა ვერამოიცნო.
#пусто! მითითებულია ორი გამოიყენება დიაპაზონის არასწორი
გადამკვეთი ველი, ოპერატორი.
რომელთა თანაკვეთა
ცარიელია.

თუ ფორმულაში არის შეცდომა მისი შესწორება შესაძლებელია მენიუს ბრძანებით Error Checking ან
დამოუკიდებლად. თუ შედგენილია სწორი ფორმულა შეგვიძლია არჩეულ იქნას მენიუს ბრძანება გავატაროთ
შეცდომა.ამდროს შეცდომის ინდიკატორი გაქრება უჯრიდან.

ტრასირება ფორმულასა და უჯრას შორის


შეცდომის მიზეზის მოძებნისათვის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გრაფიკულად გამოისახოს კავშირი
უჯრებს შორის ფორმულაში.

ფორმულაში მონაწილე უჯრების ასახვისათვის უნდა დაეჭიროს ღილაკს Formulas/Formula Auditing/Trace


Precedents. თუ ღილაკი არჩანს დავაჭიროთ Formulas/Formula Auditing/ Trace Dependents.
ერთი დაწკაპებით ღილაკზე Trace Precedents, ასახავს უჯრათა შორის კავშირს. ამ უჯრებში არის
ფორმულები, მაშინ მეორე დაწკაპუნება ასახავს უჯრებს, რომლებიც წარმოადგენენ ფორმულის
არგუმენტს და ა.შ.

აქტიური ფურცლის ფარგლებში განხორციელებული კავშირები გამოისახება ლურჯი ისრებით, ხოლო


კავშირები სხვა ფურცლის ან სხვა წიგნის უჯრებთან გამოისახება შავი პუნქტწირული ხაზებით და
ფურცლის ნიშნაკით. წითელი ისრები გვიჩვენებენ უჯრებს, რომლებიც იწვევენ შეცდომას.
დაკავშირებული ისრების დამალვისათვის უნდა დაეჭიროს Formulas/Formula Auditing/Remove Arrows

სამომხმარებლო სიისშექმნა
სამუშაოს გამარტივებისათვის შეიძლება შეიქმნას ავტოშევსების საკუთარი სია. ამისათვის უნდა მოხდეს
სიის შეტანა ერთი სვეტის ან ერთი სტრიქონის უჯრებში. მოინიშნოს სია, და შესრულდეს ბრძანება
File/Options/Advanced/Edit Custom Lists/Import. შექმნილი სიის წასაშლელად Custom Lists დიალოგურ ფანჯარაში
უნდა მოინიშნოს სია და გააქტიურდეს Delete ბრძანება.

წარმოდგენილ დიალოგურ ფანჯარაში მარცხენა მხარეს Custom List არეშიჩანს ის სიები, რომლებიც უკვე
ექვემდებარებიან ავტომატურ შეტანას.

უჯრის მონაცემების რედაქტირებისათვის გამოიყენება F2 ფუნქციონალური ღილაკი ან უნდა შესრულდეს


უჯრაზე მაუსის მარცხენა ღილაკით ზედიზედ ორი სწრაფი დაწკაპუნება. მონაცემების რედაქტირება
შესაძლებელია ფორმულის ზოლიდანაც.
ფუნქცია
გამოთვლებისთვის Excel-ში გამოიყენება სტანდარტული ფუნქციები.

უჯრედების
მნიშვნელობების ჯამის
გამოთვლა: გამოიყენება
Home ჩანართის Editing ჯგუფის

ღილაკი. ბრძანება
ავტომატურად აჯამებს
უჯრედის ზემოთ ან მარცხნივ
არსებული უჯრედების
მონაცემებს, თუ ეს
მომხმარებელს ასე სჭირდება.
თუ არა - შესაბამისი
უჯრედების მონიშვნის
შემდეგ ოპერაცია სრულდება Enter კლავიშით.

სხვა ფუნქციის გამოსაყენებლად კურსორი წინასწარ თავსდება იმ უჯრედში, სადაც

ფუნქციის შედეგია ჩასაწერი და გამოიყენება ღილაკის ჩამოსაშლელი სია, რომელშიც


განთავსებულია ყველაზე საჭიროფუნქციები:

Sum - რიცხვების ჯამის პოვნა;

Average - რიცხვების საშუალო არითმეტიკულის პოვნა;

Count Numbers – რიცხვებით შევსებული უჯრედების დათვლა;

Max - მაქსიმალური რიცხვის პოვნა; Min- მინიმალური

რიცხვის პოვნა;

More Functions - სხვა ფუნქციების გამოყენება.


მეორე ეტაპზე მაუსით უნდა მოინიშნოს ის უჯრედები, რომლებიც საჭიროა არჩეული ფუნქციისთვის (თუ
ბრძანების ფანჯარა ეფარება საჭირო უჯრედებს, მაუსით ფანჯარა შეიძლება გადავაადგილოთ).

ფუნქციებთან მუშაობისას გამოიყენება Formulas ჩანართი, სადაც ფუნქციები დალაგებულია


კატეგორიებად.

თუ უჯრედში შესასრულებელი მოქმედება დამოკიდებულია სხვა უჯრედის მნიშვნელობაზე, გამოიყენება


პირობის შემოწმების If ფუნქცია, ოსტატის ფანჯარაში პირველ ხაზზე იწერება პირობა “=, >, <“ ნიშნების
გამოყენებით, მეორე ხაზზე მოქმედება, რომელიც შესრულდება პირობის ჭეშმარიტების შემთხვევაში,
მესამეზე კი – მცდარობის შემთხვევაში. რამდენიმე If – ის საჭიროებისას მესამე ხაზის გააქტიურებისას
ფორმულების ხაზის მარცხენა კუთხიდან გამოიყენება ახალი If. ასე გაგრძელდება, ვიდრე შესასრულებელი
პირობები არ ამოიწურება.

შევსებული უჯრედების დასათვლელად გამოიყენება Count ფუნქცია, მაგრამ ითვლის მხოლოდ რიცხვითი
ფორმატისუჯრედებს.

შევსებულ უჯრედებში გარკვეული მონაცემების დასათვლელად გამოიყენება CountIf ფუნქცია, ე.ი დათვლა
პირობის გათვალისწინებით.

ზოგიერთი ფუნქციის გამოყენების მაგალითი


SUM (ჯამი) ფუნქცია.

ფუნქცია გამოიყენება რიცხვითი მონაცემებით შევსებული უჯრედების შესაჯამებლად.

SUMIF გამოიყენება მონაცემებით შევსებული უჯრედების შესაჯამებლად გარკვეული პირობის


გათვალისწინებით, მაგ. =SUMIF(H4:H10;H8;G4:G10), სადაც H4:H10 არის დიაპაზონი რომელზეც ხდება პირობის
დადება, H8 არის იმ უჯრის მისამართი, სადაც წერია საჭირო კრიტერიუმი, ხოლო G4:G10 დიაპაზონი
საიდანაც აიღება შესაჯამებელი მონაცემები.

SUMIFS გამოიყენება მონაცემებით შევსებული უჯრედების შესაჯამებლად გარკვეული პირობების


გათვალისწინებით (ორივე პირობა უნდა სრულდებოდეს) მაგ.
=SUMIFS(G4:G10;H4:H10;H7;I4:I10;I7)

COUNT (დათვლა) ფუნქცია.


ფუნქცია გამოიყენება რიცხვითი მონაცემებით შევსებული უჯრედების რაოდენობის დასათვლელად,
ხოლო ყველა შევსებული უჯრედის საერთო რაოდენობის დასადგენად
COUNTA ფუნქცია. COUNTIF გამოიყენება მონაცემებით შევსებული უჯრედების რაოდენობის დასათვლელად
გარკვეული კრიტერიუმის გამოყენებით. COUNTIFS გამოითვლის ორ სხვადასხვა დიაპაზონში
შევსებული უჯრედების რაოდენობას მითითებული კრიტერიუმის გამოყენებით, მხოლოდ იმის
გათვალისწინებით, რომ ორივე პირობა უნდა შესრულდეს. მაგ.
=COUNTIFS(H4:H7;H4;I4:I7;I6)

MIN (მინიმუმი) ფუნქცია.

ფუნქციას გამოჰყავს სიიდან მინიმალური მნიშვნელობა. სია შეიძლება იყოს რამდენიმე უჯრედი ან
უჯრედთა დიაპაზონი, რომელშიც ჩაწერილია რიცხვები.

MAX( მაქსიმუმი) ფუნქცია.

ფუნქციას გამოჰყავს სიიდან მაქსიმალური მნიშვნელობა. სია შეიძლება იყოს რამდენიმე უჯრედი ან
უჯრედთა დიაპაზონი, რომელშიც ჩაწერილია რიცხვები.

AVERAGE (საშუალო) ფუნქცია.

ფუნქცია ანგარიშობს სიაში მოცემულ რიცხვთა საშუალო არითმეტიკულს. თუ A1:A100 და C1:C100


დიაპაზონებში მოთავსებულია რიცხვითი მონაცემები, მაშინ = AVERAGE (A1:A100 C1:C100) ფორმულა
იანგარიშებს მოცემული რიცხვითი მნიშვნელობების საშუალო მნიშვნელობას. ცარიელი ან ტექსტით
შევსებული უჯრედების საშუალო არითმეტიკულის ანგარიშის დროს მხედველობაში არ მიიღება.

IF (პირობითი ფუნქცია)

პირობის ფუნქციას ფართო გამოყენება აქვს. იგი ორ შესაძლებელ (ალტერნატიულ) მნიშვნელობაზეა


გათვლილი.

მაგალითად: IF (7>4,8,13) =8, თუ შესრულდა პირობა 7>4, უჯრედში ჩაიწერება 8. წინააღმდეგ შემთხვევაში
ჩაიწერება - 13. ამ შემთხვევაში ფუნქციის გამოყენების შედეგად მიიღება 8.

ლოგიკური ფუნქციები
ლოგიკური ფუნქციების გამოყენების შედეგად ვღებულობთ შედეგს True ან False (შესაბამისად 1 ან 0).

AND (ლოგიკური და) შემთხვევაში თუ ორივე პირობა სრულდება შედეგი არის True (1), თუ ერთი მაინც
ირღვევა, მაშინ შედეგი არის მცდარი False (0).

OR (ლოგიკური ან) გამოყენებისას თუ ერთი პირობა მაინც სრულდება, შედეგი ჭეშმარიტია True, თუ
არცერთი არ სრულდება, მაშინ შედეგი არის False.

NOT (ლოგიკური უარყოფა) თუ პირობა სრულდება გამოდის შეტყობინება მცდარია False, თუ არ


სრულდება, მაშინ ჭეშმარიტია True.
ტექსტებთან სამუშაოდ გამოიყენება Text კატეგორიაში ჩალაგებული
ბრძანებები. სხვადასხვა სვეტებში ჩაწერილი მონაცემების შეერთება შეიძლება
Concatenate ბრძანება. გამოსული ფანჯრის პირველ ველში იწერება გასაერთიანებელი ფრაგმენტის
პირველი უჯრა, მეორეში ინტერვალი, რათა სიტყვების გადაბმა არ მოხდეს, ხოლო მესამეში
გასაერთიანებელი ფრაგმენტის მეორე უჯრა.
ხშირად გამოიყენება ტექსტის გაყოფის საშუალება. საჭიროა გასაყოფი ფრაგმენტის მონიშვნა და
Data ჩანართის Text To Columns ბრძანებით სარგებლობა.

გამოვა 3 საფეხურიანი ფანჯარა. მეორე საფეხურის ფანჯარაში ჩამრთველი Space –ის გააქტიურება
გამოიწვევს ინტერვალის ადგილას მონაცემების გაყოფას.

ფანჯრის დახურვის შემდეგ პროგრამა მოითხოვს უფლებას რომ გაყოფილი მონაცემები გვერდზე
მდგომ სვეტში გადაიტანოს.
ფორმულის გამოყენება ტექსტისფორმატირებისთვის
PROPER - პატარა ასოებით აკრეფილ ტექსტში ადიდებს მხოლოდ პირველ ასოებს მაგ. school
mziuri შეიცვლება School Mziuri -ით
UPPER - პატარა ასოებით აკრეფილ ტექსტში ადიდებს ყველაფერს მაგ. school mziuri შეიცვლება
SCHOOL MZIURI -ით
LOWER - დიდ ასოებით აკრეფილ ტექსტში აპატარავებს ყველაფერს მაგ.
SCHOOL MZIURI შეიცვლება school mziuri -ით

დიაგრამა
დიაგრამის ასაგებად აუცილებელია წინასწარ ცხრილის შექმნა, რომლის
მონაცემებისთვისაც უნდა აიგოს დიაგრამა. მაგ.

თვე იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი

თანხა 2343 4566 5432 6566 7877 4565

მოინიშნება ის უჯრედები, რისთვისაც ხდება დიაგრამის აგება. ამ შემთხვევაში ცხრილი ინიშნება


სრულად, შემდეგ კი Insert ჩანართიდან გამოიყენება Chart ჯგუფის სასურველი ნიმუში
დიაგრამის ჩასმის შემდეგ ბრძანებების ლენტს დაემატება ახალი ჩანართები Chart – Design, Format

Chart – Design ჩანართით შესაძლებელია მონიშნული დიაგრამის ტიპის (Type), მონაცემების (Data), განლაგების
(Quick Layout), სტილის შეცვლა (Chart Styles), ასევე გადატანაც ცალკე ფურცლად (Move Chart).

Chart – Format ჩანართით შესაძლებელია მისი შემადგენელი მონიშნული ელემენტების (სათაურის,


ლეგენდის, ღერძების) დაფორმატება - შრიფტის, შრიფტის ზომის, ფერის, ღერძების ხაზის სტილის
ფერის და სხვათა შეცვლა.

ბეჭდვის ოპერაცია

ცხრილის მომზადებადასაბეჭდად
ცხრილის დაბეჭდვამდე აუცილებელია მისი დათვალიერება Print ბრძანებით, ამ დროს
მოწმდება შესრულებული სამუშაოს ქაღალდზე გადატანის ფორმა. მაუსის მაჩვენებელი ცვლის ცხრილის
ჩვენების მასშტაბს.

თუ ცხრილი განიერია და ფურცელზე სიგანეში არ ეტევა, უნდა შეიცვალოს ცხრილის ბეჭდვის ორიენტაცია
ფურცლებზე, ამისათვის გამოიყენება Page Layout ჩანართის Page Setup ჯგუფის Orientation ბრძანება.

სადაც Portrait - პორტრეტული ბეჭდვა (ფურცლის სიმაღლეზე);

Landscape-ალბომურიბეჭდვა(ფურცლისსიგანეზე);
გარდა ამისა, უნდა შეირჩეს ქაღალდის ზომა Size ღილაკით და მინდვრები Margins ღილაკით.

ბეჭდვის დროს დასაბეჭდად აირჩევა მთელი ცხრილი, თუ საჭიროა ცხრილის

ცალკეული ფრაგმენტის დაბეჭდვა, უნდა მოინიშნოს, Print Area ღილაკიდან შეირჩეს Set
Print Area და შესრულდეს ბეჭდვა, დასაბეჭდი არის მოხსნა ხდება იმავე ღილაკის Clear Print Areaბრძანებით.

თუ ცხრილი დიდია და რამდენიმე ფურცელზე გადადის, ცხრილის სათაური

სასურველია ყველა გვერდზე ავტომატურად განმეორდეს, ამისათვის გამოიყენება Print Titles ღილაკი, Rows to
repeat at top ველის გააქტიურების შემდეგ უნდა მოინიშნოს ცხრილის სათაურის რიგი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბრძანება თავმოყრილია ფანჯარაში
კოლონტიტულები
ამავე ფანჯრის Header/Footer ჩანართი გამოიყენება საბეჭდი გვერდის
კოლონტიტულებისთვის. აქ შერჩეული პარამეტრები აისახება მხოლოდ ბეჭდვისას.

ღილაკით Custom Header ხდება ზედა კოლონტიტულის აწყობა, Custom Footer – ით კი ქვედა.

გამოსული ფანჯარა დაყოფილია სექციებად.


სასურველ სექციაში შესაძლებელია გვერდების ავტომატური გადანომვრა, ნომრების საერთო რაოდენობის
მითითება, მიმდინარე თარიღის და დროს ჩასმა. ასევე, ცხრილის ელექტრონული მისამართის – დავთრის
სახელის და ფურცლის სახელის მითითება.

ცხრილის დაბეჭდვა
ცხრილის დასაბეჭდად გამოიყენება Print.
გამოსულ ფანჯარაში Printer ველის ჩამოსაშლელ სიაში მიეთითება საბეჭდი მოწყობილობის სახელი.
ავტომატურად იბეჭდება ყველა გვერდი. Settings - ში ვუთითებთ რისი დაბეჭდვა გვსურს: Selection -
მონიშნულის, Entire Workbook - მთელი წიგნის, Active sheet(s) აქტიური ფურცლის. ასევე შეგვიძლია
მივუთითოთ რომელი გვერდიდან რომლამდე გვინდა ამობეჭდოს. Copies - ში: ასლების რაოდენობა, Collate
ასლების მითითების შემთხვევაში დასაბეჭდი მასალა დააკომპლექტოს. Print ღილაკით დათანხმება.
შაბლონის გამოყენება
შაბლონი ეს არის წინასწარ მომზადებული
ფორმა, რომლის გამოყენება ყველასთვის
ხელმისაწვდომია. ამისთვის

უნდა გააქტიურდეს
New. გამოსული ფანჯრის მარცხენა მხარეს
გამოტანილია კატეგორიებად დალაგებულია
ფორმები. საჭირო ნიმუშის ამორჩევის
შენდეგ ღილაკით Download მოხდება
ჩამოტვირთვა. მომხმარებელს გამზადებულ ფორმაში შეაქვს საკუთარი მონაცემები. ასევე შესაძლებელია
საკუთარი შაბლონის სექმნა. ამისათვის უნდა გამზადდეს ცხრილი და შემდეგ შენახვის ფანჯარაში Save as type
ველში ამორჩეული იქნას Excel Template. მომხმარებლის მიერ შექმნილი შაბლონის გამოყენება ხდება პროგრამის
მიერ შემოთავაზებული ფორმების ანალოგიურად.

ცხრილისშევსებისასმონაცემებისკონტროლიდაშეზღუდვისდაწესება.
მონაცემების გასაკონტროლებლად გამოიყენება Data ჩანართის Data Validation

გამოსულ ფანჯარაში მიეთითება რა ტიპის და რა დიაპაზონის მონაცემების შეტანაა საჭირო.


მეორე ჩანართში იწერება თუ რა შეტყობინება გამოჩნდეს უჯრასთან მიახლოებისას

მესამეში კი – გაფრთხილება შეცდომის შემთხვევაში. აღნიშნული ბრძანება გამოიყენება ჩამოსაშლელი სიების


შესაქმნელადაც.

ცხრილის მონაცემების სორტირება (დახარისხება)


მთელი ცხრილის მონიშვნის შემდეგ Home ჩანართის Editing ჯგუფიდან გამოიყენება ბრძანება Sort&Filter

. მისიჩამოსაშლელი სიიდან კი ბრძანება


Custom Sort.
გამოსული ფანჯრის Column სვეტში შესაძლებელია მონაცემების დახარისხება პრიორიტეტებად.
ამჯერად პრიორიტეტულია ცხრილის მონაცემების დალაგება ”გვარის” მიხედვით. მომდევნო
უპირატესობის განსაზღვრისთვის Add Level ღილაკით დაემატება ველი, სადაც ვთქვათ, მიეთითება
”თანამდებობა”. აქვე განისაზღვრება დალაგების მიმართულება – ზრდადობა თუ კლებადობა.

ცხრილისმონაცემებისგაფილტვრა
თუ საჭიროა ცხრილიდან სასურველი მონაცემების გაფილტვრა, მაშინ გამოიყენება ცხრილის ნებისმიერი
უჯრედის მონიშვნით და Home ჩანართის Editing ჯგუფიდან ბრძანების Sort&Filter ჩამოსაშლელი სიიდან Filter
ბრძანება.

ყოველი სვეტის სათაურს გაუჩნდება ჩამოსაშლელი სია, რომელიც სასურველი მონაცემის არჩევის
საშუალებას იძლევა.
ჩართული უნდა დარჩეს მხოლოდ ის მონაცემები, რომელთა გამოჩენაც საჭიროა ცხრილში. თუმცა
ზოგჯერ ხდება ტექსტების გამოტანა ამორჩევით, მაშინ გამოიყენება საჭირო სვეტის შემდეგი ბრძანება

სადაც Equals - ტოლია; Does Not Equals –


არ არის ტოლი; Begins With – იწყება კონკრეტული ასოთი (ან ასოებით); Ends With – მთავრდება
კონკრეტული ასოთი (ან ასოებით); Contains – შეიცავს კონკრეტულ ასოს (ან ასოებს); Does Not Contains – არ
შეიცავსკონკრეტულასოს(ანასოებს); CustomFilter–არჩევითი ფილტრი
ხშირად რიცხვების გაფილტვრისას ხდება შეზღუდვის დაწესება მაგ: ხელფასი მეტი იყოს 500–ზე, მაშინ
ხელფასის სვეტის ისრის ჩამოსაშლელი სიიდან საჭიროების მიხედვით
გამოიყენება:

Equals – ტოლია; Does Not Equals – არ არის ტოლი; Greater Than Or Equal To – მეტია ან ტოლი; Less Than – ნაკლებია;
Less Than Or Equal To – ნაკლებია ან ტოლი; Between – გარკვეულ რიცხვებს შორისაა; Top 10 – პირველი 10
მონაცემი; Above Average - საშუალოზე ზევით; Below Average - საშუალოზე ქვევით; Custom Filter –
არჩევითი ფილტრი;

რამდენიმე სვეტის მიხედვით. მნიშვნელოვანია ცხრილის გაფილტვრა


სხვადასხვა
კრიტერიუმებით, ანუ ერთდროულად
შესაძლებელია გაფილტრული ცხრილის ამობეჭდვა. ყველა მონაცემის გამოსაჩენად გამოიყენება სიის Select
Allელემენტი,ფილტრის მოსახსნელად კი ავირჩიოთ ისევ ის ბრძანება, რომლითაც დავაყენეთ.

გაფართოებული ფილტრი
თუ საჭიროა ცხრილიდან მონაცემების გაფილტვრა
სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მაშინ ცხრილის
ქუდი უნდა გადაკოპირდეს ცალკე (მოხერხებულია
ორიგინალის ზემოთ ან მარჯვნივ) და მიეწეროს
სასურველი პარამეტრები (ე.ი. რის მიხედვითაც
იფილტრება), შემდეგ კურსორი
მოთავსდეს ძირითადი ცხრილის ნებისმიერ უჯრაზე
და Data ჩანართის Sort&Filter ჯგუფიდან გააქტიურდეს
Advanced ბრძანება. გამოსული ფანჯრის პირველ ხაზზე
ავტომატურად ჩაჯდება
ძირითადი ცხრილის მთელი დიაპაზონი, მეორე ხაზზე მიენიშნება გასაფილტრი სვეტის პარამეტრები,
მესამეზე კი გაფილტრული ცხრილის განთავსების ადგილი. აღნიშნული ფილტრის საშუალებები
პრაქტიკულადშეუზღუდავია.

მონაცემების დაჯგუფება ანუ ცხრილის სტრუქტურის შექმნა ხელით


ცხრილიდან რამდენიმე სვეტის დაჯგუფება აადვილებს დიდ ცხრილზე მუშაობას. ზოგჯერ საჭიროა
ცხრილიდან მხოლოდ საბოლოო მონაცემების ჩვენება. ამისათვის უნდა დაჯგუფდეს დეტალური
მონაცემების სვეტები ან რიგები - მონიშვნით და Data ჩანართის Outline ჯგუფიდან ბრძანებით Group
Group.

სვეტების თავზე ან რიგების მარცხნივ გაჩნდება ღილაკი, რომლითაც შეიძლება ჯგუფის შეკვრა ან გახსნა.
დაჯგუფების მოსახსნელად დაჯგუფებული სვეტების ან რიგების მონიშვნის შემდეგ გამოიყენება
Ungroup Ungroup group ბრძანება. რამდენიმე ჯგუფის ერთდროულად დასაშლელად კი Ungroup Clear Outline
ბრძანება.
შუალედური მონაცემების გამოტანა ანუ ცხრილის სტრუქტურის შექმნა ავტომატურად (Subtotals)
შუალედური მონაცემების გამოსატანად წინასწარ ცხრილი უნდა დახარისხდეს იმ სვეტით, რის
მიხედვითაც საჭიროა სასურველი შედეგების ჩვენება იმ მიზნით, რომ ერთნაირი ელემენტები
დალაგდნენ ერთმანეთის მიყოლებით. შემდეგ კი ბრძანება Data / Subtotals. გამოსული ფანჯრის პირველ
ხაზზე მიეთითება დახარისხებული სვეტის სახელი, მეორე ხაზზე ფუნქცია, მესამეზე კი –
შესასრულებელი ფუნქციისთვის საჭირო მონაცემების აღმნიშვნელი სვეტი. სტრუქტურა იერარქიული
ხასიათისაა. სტრუქტურის მართვა წარმოებს მარცხნივ მოთავსებული ღილაკების (ფურცლის გარეთ)
საშუალებებით. სიმბოლო (+)-ს შემოყავს სტრუქტურის იერარქიის ახალი ელემენტები. ნიშანი (-)
პირიქით შეკვეცავს სტრუქტურის ელემენტებს. შუალედური შედეგების გასაუქმებლად გამოიყენება
იგივე ბრძანებიდან ღილაკი Remove All.

ცხრილის პირობითი ფორმატირება


ცხრილების პირობითი ფორმატირება გამოიყენება ცხრილიდან გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით
მონაცემების გამოსაყოფად. ამისათვის საჭიროა ცხრილის მონაცემების მონიშვნის შემდეგ Home ჩანართის
Conditional Formatting –ის ჩამოსაშლელი სიიდან Manage Rules ბრძანების არჩევა
გამოსული ფანჯრის New Rule ღილაკი ახალი წესის დაყენების საშუალებას იძლევა. აქ მოცემულია
სხვადასხვა პირობების ჩამონათვალი. ყველაზე ხშირად გამოიყენება Format only cells that contain. ფანჯრის
ქვედა ნაწილში ავტომატურად შემოთავაზებულია უჯრების მნიშვნელობების დაფორმატება Cell value და
between (შორის) ანუ რიცხვების დიაპაზონი –საიდან სადამდე. Format ღილაკით გაიხსნება ფანჯარა, სადაც
თავმოყრილია გაფორმების საშუალებები.

დინამიური ცხრილის შექმნა


დინამიური ცხრილი ეს არის სპეციალური სახის ცხრილი, რომელიც შექმნილია მონაცემთა გარკვეული
დიაპაზონის საფუძველზე. წინასწარ კურსორი უნდა მოთავსდეს დიაპაზონის ნებისმიერ უჯრაზე და
შეირჩეს ბრძანება Insert/Pivotable. ამუშავდება დინამიური ცხრილის შექმნის ოსტატი. გამოსულ ფანჯარაში
ავტომატურად
მოინიშნება მონაცემთა დიაპაზონი, დათანხმების შემდეგ გამოვა დინამიური
ცხრილის მაკეტი და აქტიური ცხრილის ყველა ველის დასახელება. მათი
გამოყენება სასურველ პოზიციაზე შესაძლებელია მაუსით გადატანით.

Columns არეში მოთავსებული ველების მონაცემები გამოიყენება დინამიური ცხრილის სვეტების სათაურებად;

Rows არეში მოთავსებული ველების მონაცემები გამოიყენება დინამიური ცხრილის სტრიქონების


სათაურებად;

Values არეში მოთავსებული ველების მონაცემები ქმნიან დინამიური ცხრილის მონაცემთა სიმრავლეს.
საერთო მონაცემების გამოთვლისას მხოლოდ ეს მონაცემები მიიღება მხედველობაში. აქვე ხდება საჭირო
ფუნქციის მითითებაც.

Filters არეში მოთავსებული ველების მონაცემები გამოიყენება დინამიური ცხრილის გასაფილტრად.

აგების შემდეგ შესაძლებელია დინამიური ცხრილის რედაქტირება და ფორმატირება, ასევე დინამიური


დიაგრამისშექმნა.

დაცვის საშუალებები
დაცვის საერთო საშუალებებიდან ყველაზე გავრცელებულია დაცვის რამდენიმე ვარიანტი:
უჯრედებისა და ობიექტების დაბლოკვა

უჯრედების დასაბლოკად (ან დაბლოკვის მოსახსნელად) მოინიშნება უჯრედი (უჯრედები) და


გამოიყენება კონტექსტის მენიუს Format Cells ბრძანება. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში უნდა
გაქტიურდეს Protection ჩანართი. აქ არჩეული ორი რეჟიმიდან: დაბლოკვა და დამალვა, გამოიყენება
ერთ-ერთი. უნდა აღინიშნოს, რომ დაბლოკვის რეჟიმი -
Locked - არჩეულია სტანდარტულად და როდესაც საჭიროა რომ დაცულ უჯრედებში ცვლილებების
შეტანა, აუცილებელია ამ რეჟიმის გამორთვა. მეორე რეჟიმი არის დამალვის (Hidden). ასევე შეიძლება
დაცულ იქნეს და მოიხსნას დაცვა გრაფიკულ ობიექტსა და დიაგრამაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ
სამუშაო ფურცელი არ არის დაცული, ყველა უჯრედსა და ობიექტს ეხსნება დაბლოკვა.

სამუშაო ფურცლისბლოკირება
ამისათვის გამოიყენება Review ჩანართის
Changes ჯგუფის Protect Sheet ბრძანება:

გამოსული ფანჯრის Password to unprotect sheet-ის ველში მომხმარებელს


შეაქვს პაროლი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მაქსიმუმ 255 სიმბოლოს
(ნებისმიერი ასო, ციფრი ან სიმბოლო), ამასთან მხედველობაში მიიღება
რეგისტრი (დიდი და მცირე ასოები). პაროლის ჩაწერის დროს არ ჩანს
ტექსტი. სამუშაო წიგნიდან დაცვის მოხსნა პაროლის გარეშე არ
მოხერხდება. აღწერილი ალგორითმით სამუშაო ფურცლის დაცვის
შემდეგ უკვე შეუძლებელია:

ა) დაბლოკილი უჯრედების შიგთავსისა და ფორმატის შეცვლა; ბ) დაბლოკილი

უჯრედების ან ობიექტის გადაადგილება;


გ) სტრიქონების ან სვეტების ჩამატება-წაშლა;

დ) სტრიქონების სიმაღლის ან სვეტების სიგანის შეცვლა.

პაროლის შეტანის შემდეგ (OK), გამოდის დიალოგური ფანჯარა Confirm


Password, რომელშიც უნდა განმეორდეს შეტანილი პაროლი. იგი ერთგვარი
დასტურია წინა ქმედებისა. დაცვის მოხსნა შეიძლება Review ჩანართის
Changes ჯგუფის Unprotect Sheet ბრძანებით.

გახსნილი სამუშაო წიგნის დაცვა


ამისათვის გამოიყენება Review
ჩანართის Changes ჯგუფის
ProtectWorkbook ბრძანება:

გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ორი პარამეტრია. Structure


აირჩევა სტანდარტულად და ნიშნავს, რომ სამუშაო წიგნში
არავითარი ცვლილების
უფლება აღარ ეძლევა მომხმარებელს. პარამეტრი Windows არჩევის დროს ფანჯარა არ გადაადგილდება,
არ იმალება და არც ზომები ეცვლება.

სამუშაო წიგნის ფაილის დაცვა


წიგნის დამახსოვრებისას, შესაძლებელია ისეთი საშუალებების
გამოყენება, რომლითაც შეიზღუდება ფაილში შეღწევის გზები. ავირჩიოთ

ღილაკი Save As, გამოსულ ფანჯარაში კი Tools General Options


დიალოგურ ფანჯარაში ოთხი რეჟიმი ჩანს რადგან,სამუშაო წიგნის დაცვის 4 გზა არსებობს:

1. ფაილის ასლის შექმნა - Always create backup;

2. პაროლის გამოყენება ფაილის გახსნის დროს - Password to open;

3. პაროლი მოდიფიცირებისათვის - Password to modify;

4. მხოლოდ წასაკითხად რეკომენდებული - Read-only recommended.

ბრძანება მთავრდება Ok ღილაკით, შემდეგ კი შენახვის ფანჯრის Save ღილაკით.


გამოყენებული ლიტერატურა:

1. Microsoft Office 2016 At Work For Dummies Faithe Wempen 2016


2. Teach Yourself VISUALLY Word 2016 Elaine Marmel 2016
3. Microsoft Excel 2016 Step by Step /Curtis D. Frye / Published By Microsoft Press. A division of Microsoft Corporation One
Microsoft Way Redmond, Washington, 2015.
4. Teach Yourself VISUALLY Excel 2016 / Paul McFedries / Published by John Wiley and Sons, Inc. Indianapolis, Indiana.
2016
5. Excel 2016 Formulas and Functions / Paul McFedries / 2016 by Pearson Education, Inc . Indianapolis, Indiana. 2015.
6. https://edu.gcfglobal.org/en/excel2016/
7. https://support.office.com/en-us/article/access-2013-videos-and-tutorials-a4bd10ea-d5f4-40c5-8b37-d254561f8bce;
8. http://office.microsoft.com/en-us/training/CR101582831.aspx (Audio kurses).
9. https://support.office.com/en-us
10. საოფისე პროგრამები, ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ტექნიკური ინფორმატიკის მიმართულება (ავტ. მ.ხაჩიძე,
ლ.მირცხულავა და სხვ.), თბილისი 2015.

You might also like