You are on page 1of 11

ინფორმაცია; კომპიუტერის

არქიტექტურა

კავკასიის უნივერსიტეტი
2019 წელი

0|Page
სარჩევი
ინფორმაციის ცნება ................................................................................................................................... 3
ინფორმაციის საზომი ერთეულები ........................................................................................................ 3
ორობითი სისტემა ..................................................................................................................................... 4
კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები .................................................................. 4
სისტემური ბლოკი (System board) ...................................................................................................... 5
დედაპლატა (Motherboard) ................................................................................................................... 6
პროცესორი (Central Processor Unit - CPU) ........................................................................................... 6
მეხსიერება .............................................................................................................................................. 7
მყარი დისკი ............................................................................................................................................ 7
კლავიატურა (Keyboard) ............................................................................................................................ 8
ანბანურ-ციფრული კლავიშები ........................................................................................................... 8
კურსორის მართვის კლავიშები ........................................................................................................... 9
ციფრული ბლოკი .................................................................................................................................. 9
ფუნქციონალური კლავიშები .............................................................................................................. 9
დამხმარე კლავიშები ............................................................................................................................. 9
მაუსი .......................................................................................................................................................... 10
მონიტორი ................................................................................................................................................. 10
პრინტერი .................................................................................................................................................. 10
სკანერი ...................................................................................................................................................... 11
უწყვეტი კვების წყარო ............................................................................................................................ 11

1|Page
ინფორმაციის ცნება
ინფორმაცია არის ცნობა, შეტყობინება რაიმე მოვლენის შესახებ. ლათინურად
informatio ნიშნავს "განმარტებას, გადმოცემას". ინფორმაცია ფართო მნიშვნელობის
მქონე ცნებაა, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება ნიშნავდეს:
 ახალ ამბავს;
 სხვადასხვა საგნის შესწავლით, საუბრით ან ტელესაკომუნიკაციო
საშუალებებით მიღებულ ცოდნას;
 ქვეყნის, პიროვნების, მოვლენის და სხვ. შესახებ მოპოვებულ მასალას; - და სხვ.

კომპიუტერთან მუშაობისას ინფორმაციის ცნების ქვეშ იგულისხმება ტექსტური,


გრაფიკული, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალა, რომელიც მომხმარებლისთვის
(ჩვენთვის) გასაგები ფორმით არის წარმოდგენილი.

ინფორმაციის საზომი ერთეულები


როგორც ავღნიშნეთ, ნებისმიერი სიმბოლო ორობით სისტემაში იწერება 8 ცალი 0-
იანის და 1-იანის კომბინაციით. მოცულობას, რომელსაც იკავებს ერთი სიმბოლო
კომპიუტერის მეხსიერებაში ეწოდება ბაიტი. ანუ 1 ბაიტი არის 8 ცალი 0 და 1. მაგრამ
თვითონ 0 და 1-იანიც ხომ იკავებს რაღაც მოცულობას. მას ეწოდება ბიტი.
1 ბაიტი=8 ბიტი

არსებობს წარმოებული ერთეულებიც:


 1 კილობაიტი (KB) =1024 ბაიტს;
 1 მეგაბაიტი (MB) = 1024 კილობაიტს;
 1 გიგაბაიტი (GB) = 1024 მეგაბაიტს;
 1 ტერაბაიტი (TB) = 1024 გიგაბაიტს;
 და ა.შ ორობით სისტემაში ნებისმიერი რიცხვი იწერება 2-ის ხარისხად.
9
აღსანიშნავია, რომ 2-ს ვერანაირ ხარისხში ვერ ავიყვანთ, რომ მივიღოთ 1000, (2 =512,
10
2 = 1024). ამიტომაა 1 კილობაიტი =1024 ბაიტს (და არა 1000 ბაიტს)
კომპიუტერი არის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის
ელექტრონული მეთოდებით დამუშავებას

3|Page
ორობითი სისტემა
ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია კომპიუტერში განიცდის ტრანსფორმაციას ორ
ეტაპად: ხდება მისი მოდულაცია კომპიუტერისათვის გასაგებ ენაზე, ანუ ხდება
ციფრულ ფორმატში ინფორმაციის ჩაწერა, ხოლო შემდეგ კომპიუტერის მიერ
დამუშავებული ინფორმაცია გამოდის უკვე მომხმარებლისათვის ადვილად
აღსაქმელი ფორმით. ნებისმიერ მანქანურ ენას საფუძვლად უდევს თვლის ორობითი
სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია იწერება 0-იანით და 1-იანით.
სხვა ციფრი ამ სისტემაში არ არსებობს. ციფრულ ფორმატში ინფორმაციის ჩაწერა
ნიშნავს მის ტრანსფორმაციას ნულიანებით და ერთიანებით. არსებობს სხვა თვლის
სისტემებიც: თექვსმეტობითი, ოცდათორმეტობითი. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ
თვლის ათობით სისტემას, რომელშიც გვაქვს რიცხვები 0-დან 9-ის ჩათვლით.
ნებისმიერ სიმბოლოს ორობით სისტემაში ჩასაწერად სჭირდება 8 ცალი 0 და 1, მაგ:
0001001000, 011110000 და ა. შ. ტექსტებთან მუშაობისას სიტყვებს შორის ცარიელი
ადგილიც კი იწერება ამ ორი ციფრის კომბინაციით: 00100000 .

კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები


კომპიუტერი არის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის
ელექტრონული მეთოდებით დამუშავებას.
კომპიუტერული სისტემა შედგება ორი კომპონენტისაგან:

• კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფა Hardware. ეს არის


ერთობლიობა ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობების,
რომელთა მუშაობაც განსაზღვრავს ნებისმიერი კომპიუტერული
სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. აპარატურული მოიცავს
კომპიუტერის როგორც ძირითად ასევე დამატებით მოწყობილობებს
• კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა Software. ეს არის ზოგადი
ტერმინი, რომელიც მოიცავს პროგრამებს, პროცედურებს და
დოკუმენტაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპიუტერული
სისტემის მუშაობას პროგრამულ დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ,
პროგრამული უზრუნველყოფა არის მუშაობის ინსტრუქცია
აპარატურული უზრუნველყოფისათვის. პროგრამულ უზრუნველყოფაში
იგულისხმება ოპერაციული სისტემები და სხვადასხვა პროგრამული
აპლიკაციები.
კომპიუტერის ფუნქციონირება დამოკიდებულია აპარატურული (Hardware) და
პროგრამული (Software) ნაწილების შეთანხმებულ (წინასწარი პროგრამებით)
მოქმედებებზე. ამ ორ ნაწილს შორის არსებული ლოგიკურ-ფუნქციური კავშირების
ერთობლიობას კომპიუტერის არქიტექტურა ეწოდება. ყოველი მომდევნო თაობის
კომპიუტერს წინა თაობასთან მსგავსებასთან ერთად არქიტექტურის მისთვის
დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
4|Page
 შემტანი მოწყობილობები (კლავიატურა, მაუსი);
 ინფორმაციის დამმუშავებელი (CPU- Central Processing Unit);
 გამომტანი მოწყობილობები (მონიტორი, პრინტერი).
 დამატებითი (პერიფერიული) მოწყობილობებით კომპიუტერი ასრულებს
დამხმარე ფუქციებს. ასეთი მოწყობილობებია: პრინტერი, სკანერი,
დინამიკები, ვიდეოთვალი, უწყვეტი კვების წყარო (UPS) და ა.შ..
განვიხილოთ კომპიუტერის ზოგიერთი ძირითადი დ დამხმარე ნაწილები
კომპიუტერის მუშაობის პრინციპი შესაძლებელია ასეთი მარტივი სქემით
გამოვსახოთ:

ინფორმაციის ინფორმაციის ინფორმაციის


შემტანი დამუშავების გამომტანი
ბლოკი ბლოკი ბლოკი

სისტემური ბლოკი (System board)


სისტემური ბლოკი ეს არის კომპიუტერის ძირითადი ნაწილი, რომელიც არ
ასრულებს ერთ კონკრეტულ ფუნქციას, როგორც მაგალითად კლავიატურა ან თაგვი.
იგი წარმოადგენს ნაკრებს მოწყობილობების, რომლებსაც კონკრეტული ფუნქციების
შესრულება აკისრით.

5|Page
დედაპლატა (Motherboard)
დედაპალატა არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკავშირებს
ერთმანეთთან სისტემური ბლოკის შიდა პერიფერიის სხვადასხვა ნაწილებს.

პროცესორი (Central Processor Unit - CPU)


თამამად შეიძლება კომპიუტერის უმთავრეს კომპონენტად ჩაითვალოს.
პროცესორი სხვადასხვა სახის გამოთვლებს და ოპერაციებს ასრულებს. ძირითადად
მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გადაამუშავებს კომპიუტერი
ინფორმაციას. იგი იზომება გიგაჰერცებში (გჰც,Ghz) .

6|Page
მეხსიერება
კომპიუტერში მეხსიერების სამი ძირითადი ტიპი გამოიყენება:
 მუდმივი მეხსიერება (ROM- Read Only memory); მუდმივი მეხსიერება –
(Read Only Memory - ROM ) მეხსიერება, რომელშიც ფირმა-დამამზადებლის
მიერ პროგრამა BIOS (Basic input-output system - შეტანაგამოტანის საბაზო
სისტემა) იწერება. მასში ინახება ყველა ინსტრუქცია, რომელიც საჭიროა
კომპიუტერის ეფექტური მუშაობისათვის. მისი დაპროგრამება ხდება
კომპიუტერის აწყობის პროცესში, ამიტომ ამ მეხსიერებიდან ინფორმაციის
წაშლა შუძლებელია. BIOS შეიცავს სასტარტო პროგრამებს, რომლებიც
სისტემის ფუნქციონირების დაწყებას, კომპიუტერის კომპონენტების
მომსახურებას, ამ კომპონენტების მუშაობის რეჟიმში ურთიერთკავშირის
მოძებნას და დამყარებას უზრუნველყოფენ.

 ოპერატიული მეხსიერება (RAM-Random Access memory); ოპერატიული


მეხსიერება (Random Access Memory - RAM) დროებითი მეხსიერება, იგი
უზრუნველყოფს იმ პროგრამების და მონაცემების დროებით შენახვას,
რომლებიც მოცემული მომენტისათვის გაშვებულია კომპიუტერზე.
კომპიუტერის გათიშვის შემდეგ ოპერატიულ მეხსიერებაში არსებული
ინფორმაცია იშლება. კომპიუტერის ხელახალი ჩართვისას ოპერატიული
მეხსიერება ცარიელია
 გარე მეხსიერება;

მყარი დისკი
მყარი დისკი (Hard Disk Drive – HDD) არის ძირითადი მოწყობილობა სადაც ინახება
ინფორმაცია მუდმივად ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრული დროით. ინფორმაციის
მოცულობა განსაზღვრავს თუ რა რაოდენობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია, იზომება
გიგაბაიტებში ან ტერაბაიტებში

7|Page
კლავიატურა (Keyboard)
კლავიატურა (Keyboard) ინფორმაციის შეტანის მოწყობილობაა. მასზე
კლავიშებს აქვთ სტანდარტული განლაგება სახელად “QWERTY“. კლავიატურაზე
კლავიშები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად
 ანბანურ-ციფრული კლავიშები;
 კურსორის მართვის კლავიშები;
 ციფრული ბლოკი; - ფუნქციონალური კლავიშები; - დამხმარე კლავიშები.

ანბანურ-ციფრული კლავიშები
ანბანურ-ციფრული კლავიშები გამოიყენება ციფრული და ტექსტური ინფორმაციის
შესატანად. კლავიატურა დაყოფილია ზედა და ქვედა რეგისტრებად. ქვედა
რეგისტრზე არსებული ნიშნების (ძირითადად პატარა ასოები და ციფრები)
დაფიქსირება ჩვეულებრივ შესაბამის კლავიშზე თითის დაჭერით ხდება.

Shift კლავიში გამოიყენება დიდი ასოების და ზედა რეგისტრზე არსებული


სიმბოლოების ასაკრეფად.
Caps Lock კლავიშზე ერთხელ დაჭერით კლავიატურის მარჯვენა ზედა კუთხეში
აინთება შესაბამისი ნათურა და აიკრიფება დიდი ასოები. იმავე ღილაკზე დაჭერით
დიდი ასოების რეჟიმი გამოირთვება.

8|Page
Enter კლავიშით ტექსტებთან მუშაობის რეჟიმში ხდება ახალი აბზაცის დაწყება.
ზოგადად კი – ბრძანების დადასტურება.
Space (ჰარი) კლავიში გამოიყენება სიტყვებს შორის ინტერვალის
გამოსატოვებლად.
Tab კლავიში გამოიყენება რამდენიმე ინტერვალის გამოსატოვებლად.
შესაძლებელია ინტერვალებს შორის მანძილის განსაზღვრა.
Esc კლავიში გამოიყენება მიმდინარე პროცესის შესაწყვეტად ან გააქტიურებული
ბრძანების გასაუქმებლად.
Backspace კლავიშით იშლება კურსორის მარცხნივ მდებარე სიმბოლო.
Delete კლავიშით იშლება კურსორის მარჯვნივ მდებარე სიმბოლო. ზოგადად კი –
იშლება ეკრანზე მონიშნული ტექსტის ან გამოსახულების ფრაგმენტი ან მონიშნული
პიქტოგრამები.

კურსორის მართვის კლავიშები


კურსორის მართვის კლავიშებით ხდება კურსორის
გადაადგილება (კურსორი - ესაა სამუშაო პოზიციის აღმნიშვნელი სიმბოლო).
Home კლავიში კურსორის გადაადგილება აქტიური სტრიქონის დასაწყისში.
End კლავიში კურსორის გადაადგილება აქტიური სტრიქონის ბოლოში.
Page Up კლავიში კურსორის გადაადგილება ეკრანული გვერდით ზევით.
Page Down კლავიში კურსორის გადაადგილება ეკრანული გვერდით ქვევით.
Insert კლავიშით შესაძლებელია გადართვა ტექსტის ჩამატება/გადაწერის რეჟიმებს
შორის.
ციფრული ბლოკი
Num Lock კლავიშით გააქტიურდება კლავიატურის მარჯვენა მხარეს მოთავსებული
ციფრული ბლოკი (მასზე ერთხელ დაჭერით კლავიატურის ზედა, მარჯვენა კუთხეში
აინთება/გაითიშება შესაბამისი ინდიკატორი). გამორთვის შემთხვევაში ციფრული
ბლოკის კლავიშები ასრულებენ შესაბამისი აღნიშვნებით მოცემულ ბრძანებებს.

ფუნქციონალური კლავიშები
F1-F12 ფუქციონალური კლავიშებია და სხვადასხვა პროგრამაში სხვადასხვა
დანიშ-ნულება გააჩნიათ.

დამხმარე კლავიშები
Ctrl და Alt კლავიშებს დამხმარეს უწოდებენ. ისინი გამოიყენება სხვა ღილაკებთან
კომბინაციაში და უცვლიან მათ დანიშნულებას.
Print Screen კლავიშით ეკრანზე არსებული გამოსახულება გადაკოპირდება
დროებით მეხსიერებაში.
Scroll Lock - იშვიათად გამოიყენება ზოგიერთ პროგრამაში კურსორის
ფიქსაციისთვის;

9|Page
Pause (Break) - გამოიყენება მიმდინარე პროცესის დროებით შესაჩერებლად.

მაუსი
მაუსი (Mouse) მუშაობის გაადვილების დამხმარე მოწყობილობაა და გამოიყენება
პროგრამების სამართავად. კომპიუტერს ზოგი ბრძანება, კლავიატურასთან
შედარებით, უფრო სწრაფად და მოხერხებულად მიეწოდება. იგი შედგება სამი
ღილაკისაგან:
• მარცხენა ღილაკი;
• მარჯვენა ღილაკი;
• ბორბალი
მარცხენა ღილაკი განკუთვნილია ძირითადი ბრძანებების შესრულებისათვის.
მარჯვენა ღილაკის დანიშნულებაა კონტექსტური მენიუს (მონიშნულ ობიექტზე
შესასრულებელი ბრძანებების სია) გამოტანა, ხოლო ბორბალი ეკრანის
გადასაფურცვლად.

მონიტორი
მონიტორი გამომტანი (Monitor) მოწყობილობაა. არსებობს სხივურ-მილაკიანი СRT
(Cathode Ray Tube), ან თხევად-კრისტალური LCD (Liquid Cristal Display)
მონიტორები, რომლებიც ძალიან პოპულარულია თანამედროვე სამაგიდო
პერსონალურ (Desktop) კომპიუტერებში.

პრინტერი
პრინტერი (printer) კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობაა, მისი ფუნქციაა
ინფორმაციის ბეჭდვა. არსებობს პრინტერის სხვადასხვა ტიპები:

10 | P a g e
მატრიცული (Dot Martix)- მატრიცული პრინტერი ბეჭდავს ნემსით ამიტომ მას
ნემსებიან პრინტერსაც უწოდებენ.
ჭავლური (Ink Jet) - ჭავლურ პრინტერში გამოიყენება თხევადი საღებავები და
ქაღალდზე დაიტანება კარტრიჯიდან ჭავლის მეშვეობით. ძირითადად გამოიყენება სამი
ფერის მელანი: წითელი, მწვანე და ლურჯი. მათი ერთმანეთთან სხვადასხვა
პროცენტული რაოდენობით შერევის შედეგად კი უამრავი ფერი მიიღება.
ლაზერული (Laser)- ლაზერული პრინტერი განსხვავებული პრინციპით მუშაობს,
საბეჭდად ფერებს იყენებს ფხვნილის სახით, რომელსაც ტონერს უწოდებენ. ლაზერული
პრინტერები გამოირჩევიან საუკეთესო მახასიათებლებითა და კარტრიჯის მაღალი
რესურსით.
პრინტერის ძირითადი მახასიათებელი არის ქაღალდის ზომა, ანუ რა ზომის
ქაღალდზე შეუძლია ბეჭდვა. საოფისე მოხმარებისათვის ძირითადად
გავრცელებულია A4 ზომის ქაღალდი. პრინტერის მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი
პარამეტრია - ბეჭდვის სისწრაფე. იგი გვიჩვენებს თუ რამდენი გვერდის დაბეჭდვა
შეუძლია პრინტერს 1 წუთში.

სკანერი
სკანერი - მოწყობილობა, რომელიც ქაღალდზე არსებულ გამოსახულებას
ციფრულად გარდაქმნის. მისი მეშვეობით კომპიუტერში შეიტანება ტექსტური,
გრაფიკული და ფოტოდოკუმენტები. სკანერის ძირითადი მახასიათებელია
ოპტიკური გარჩევადობა რაც ნიშნავს თუ ერთ დიუმში რამდენი წერტილის აღქმის
უნარი გააჩნია სკანერს

უწყვეტი კვების წყარო


უწყვეტი კვების წყარო (UPS) – ეს მოწყობილობა წარმოადგენს უწყვეტი კვების
წყაროს და საშუალებას იძლევა ელექტრული ძაბვის არარსებობის ან მისი დასაშვები
ზღვრებიდან გასვლის შემთხვევაში, გარკვეული დროის მანძილზე ამუშაოს
მიერთებული მოწყობილობები. UPS ხშირად გამოიყენება კომპიუტერების უწყვეტი
მუშაობის უზრუნველსაყოფად.

11 | P a g e

You might also like