You are on page 1of 4

ნეპერის რიცხვი

მათემატიკური მუდმივა  e —


ერთადერთი ნამდვილი რიცხვი, რომელიც
აკმაყოფილებს შემდეგ
პირობას:ფუნქციის f(x)=axწარმოებულის
 მნიშვნელობა (მხების დახრა) წერტილში x=0
არის 1 მხოლოდ და მხოლოდ მაშინ,
როდესაც a=e[1]. ფუნქციას f(x)=exმაჩვენებლიანი
ფუნქცია ეწოდება. მისი შექცეული
ფუნქციაა ნატურალური ლოგარითმი, ანუ
ლოგარითმი ფუძით e. რიცხვი e-ს მრავალი
განსაზღვრება არსებობს: როგორც
ნატურალური ლოგარითმის ფუძე (სადაც თავად
ნატურალური ლოგარითმი ინტეგრალის
მეშვეობითაა განსაზღვრული); როგორც
გარკვეული მიმდევრობის ზღვარი; როგორც
გარკვეული მწკრივის ჯამი და სხვ.
რიცხვ e-ს ხანდახან ეილერის რიცხვი
ან ნეპერის რიცხვი ეწოდება.
e, ისევე როგორც 0, 1, π და i, მათემატიკაში ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი რიცხვია[2]. ხუთივე
მათგანი ეილერის იგივეობაში გვხვდება.
e ირაციონალური რიცხვია, ანუ ის ვერ
ჩაიწერება მთელი რიცხვების შეფარდების
სახით (იხილეთ ირაციონალურობის
დამტკიცება). გარდა
ამისა, e ტრანსცენდენტურია, ანუ არ არსებობს
არანულოვანი მრავალწევრი რაციონალური კო
ეფიციენტებით, რომლის ფესვია e. e-ს ათობითი
ჩანაწერია
გამოყენება
იაკობ ბერნულიმ ამ მუდმივის არსებობა რთული პროცენტის დარიცხვის წესის შესწავლისას
დაადგინა.
მაგალითად, დავუშვათ, მოცემულ საბანკო ანგარიშზე 1.00 ლარია. ბანკი ყოველწლიურად ჯამში
100%-ს რიცხავს. თუ დარიცხვა მხოლოდ ერთჯერადია, წლის ბოლოს ანგარიშზე 2.00 ლარი
იქნება; მაგრამ თუ წელიწადში ერთხელ 100%-ის ნაცვლად ბანკი ორჯერ დარიცხავს 50%-ს, მაშინ
წლის ბოლოს არსებული თანხა (1.00+50%)+50% = 1.00×(1+1/2)² = 2.25 ლარი იქნება; თუ დარიცხვა
თვეში ოთხჯერ, თითოჯერ 25%, მოხდება, მაშინ სულ 1.00×(1+1/4)4 = 2.4414 ლარი დაგროვდება;
ყოველთვიურად 8 1/3%-ის დარიცხვით $1.00×(1+1/12)¹²=2.613035... ლარი მიიღება.
ბერნულიმ შენიშნა, რომ დარიცხვის ინტერვალის შემცირებით ეს მიმდევრობა ზღვარს
უახლოვდება. ყოველკვირეული დარიცხვით 2.692597… ლარი გამომუშავდება, ყოველდღიური
დარიცხვით კი — 2.714567…. თუ დარიცხვების რაოდენობას n-ით აღვნიშნავთ ისე, რომ თითოეულ
ინტერვალზე 100%/n დაირიცხოს, ზღვარი n-ის უსასრულოდ დიდი მნიშვნელობებისთვის
გარკვეული რიცხვი იქნება; ეს რიცხვი შემდგომში სწორედ  e აღმოჩნდა. უწყვეტი დარიცხვის
შემთხვევაში, ანგარიშზე 2.7182818… ლარი აღმოჩნდება. ზოგადად, ანგარიში რომელიც 1 ლარით
იხსნება და მარტივი პროცენტის დარიცხვის წესით (1+R) ლარს გამოიმუშავებს, უწყვეტი
დარიცხვის შემთხვევაში eR ლარს გამოიმუშავებს.
e კალკულუსში

e-ს ცალკეულ მათემატიკურ


მუდმივად
შემოღება მაჩვენებლიანი
ფუნქციისა და ლოგარითმის გაწა
რმოებითა და ინტეგრირებით იყ
ო მოტივირებული[6]. ზოგადი
მაჩვენებლიანი ფუნქციის ax-ის
წარმოებულს შემდეგი ფორმა
აქვს:
e-ს სხვადასხვა
ფორმით გამოსახვა

You might also like