You are on page 1of 10

სიმრავლე. ქვესიმრავლე.

სიმრავლის
მოცემის ხერხები.
სიმრავლე საწყისი ცნებაა. იგი შედგება გარჩევადი ელემენტებისაგან
( ობიექტებისაგან). მათემატიკაში აუცილებელია რამდენადმე დავაზუსტოდ
მისი შინაარსი. სიმრავლე შეიძლება ერთმა ელემენტმაც შეადგინოს . უფრო
მეტიც არსებობს ცარიელი სიმრავლე. ვთქვათ ,ზარი დაირეკა და საკლასო
ოთახში არავინ დარჩა , მაშინ ვიტყვით რომ ოთახში მოსწავლეთა სიმრავლე
ცარიელი სიმრავლეა. ცარიელი სიმრავლე არის სიმრავლე ,რომელსაც არც
ერთი ელემენტი არ ეკუთვნის. მას ასე ავღნიშნავთ .
სიმრავლეებს ლათინური მთავრული ასოებით ავღნიშნავთ:
A; B; C; D . . . ზოგჯერ ამ ასოებს ინდექსებსაც მიუწერთ ხოლმე.
წინადადება „a არის A სიმრავლის ელემენტი „ ასე აღინიშნება: aA
(a ეკუთვნის A -ს) თუ a არ არის A სიმრავლის ელემენტი. მაშინ ვწერთ
a A . ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს N -ით ავღნიშნავთ. ცხადია 5N
18N 2,24 N.
არსებობს სიმრავლის მოცემის ორი ხერხი:
1) სიმრავლე მოიცემა მისი ყოველი ელემენტის
ჩამოთვლით.ასე შეიძლება სასრული სიმრავლის მოცემა.
მაგალითად:
დაწერეთ ციფრების სიმრავლე. {0; 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8;
9}
დაწერე ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე. {1; 2; 3; 4; 5;6 .
..}
ერთ შემთხვევაში სიმრავლე სასრულია, მეორე შემთხვევაში
უსასრულო
მეორე ხერხი გამოიყენება , როგორც სასრული სიმრავლის
ასევე უსასრულო სიმრავლის შემთხვევაში. მიუთითებთ იმ
თვისებას ,რომელიც აქვს მოცემული სიმრავლის ყველა
ელემენტს და არა აქვს არცერთ სხვა ობიექტს. ამ თვისებას
სიმრავლის მახასიათებელი თვისება ეწოდება.
ვთქვათ A={ x / x -ქართული სიტყვაა,რომლის
პირველი ორი ასო ,არის “ი” და “ა” }
დაასახელეთ ამ სიმრავლის ხუთი ელემენტი.

A= { ია; იასამანი; იაგუნდი; იალქანი;


იალბუზი }
ვთქვათ A={ x / x არის (x – 4 )(x + 6)=0
განტოლების ამონახსნი}
დაასახელეთ ამ სიმრავლის ელემენტები.

A= { 4; - 6; }
მოცემული სიმრავლის ქვესიმრავლეების რაოდენობა
გამოითვლება ფორმულით:

სადაც n არის სიმრავლეში ელემენტების რაოდენობა.

მაგალითი : რამდენი ქვესიმრავლე აქვს მოცემულ


სიმრავლეს.
A={ 2; 4; 7; 5; 8 } რადგან სიმრავლე
შეიცავს ხუთ ელემენტს ქვესიმრავლეების რაოდენობაა
= 32
პასუხი: 32 ქვესიმრავლე
დასასრული

You might also like