You are on page 1of 45

ანალიტიკური და

რაოდენობრივი აზროვნება
კურსის შინაარსი

კურსის ფარგლებში შევისწავლით:

• ლოგიკის ელემენტებს;
• რაოდენობრვი მონაცემების დამუშავების მეთოდებს;
• ალბათობის თეორიის საფუძვლებს;
• თამაშთა თეორიის საფუძვლებს;
• კონფლიქტურ სიტუაციაში რისკების შეფასებისა და გადაწყვეტილებათა
მიღების სტრატეგიის საფუძვლებს.

კურსი აგებულია პრაქტიკული მაგალითებზე და ნაჩვენებია სხვადასხვა მეთო-


დის გამოყენებით კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის გზები.
სიმრავლეები და ლოგიკის
საფუძვლები

ლექცია 1
სიმრავლის განმარტება და თვისებები
სიმრავლე არის განსხვავებული ობიექტების გარკვეული წესით შედგენილი კრებული,
ერთობლიობა. ობიექტებს, რომელთაგანაც სიმრავლე შედგება, სიმრავლის ელემენტები
ეწოდებათ.

ჩვენ კარადაში მოთავსებული ტანსაცმელი შეიძლება იყოს


სიმრავლე, ტანსაცმელი მაღაზიაში შეიძლება იყოს
სიმრავლე. საგაზაფხულო ტანსაცმელი შეიძლება იყოს
ცალკე სიმრავლე. ასევე, რომელიმე ფერის ტანსაცმელი
შეიძლება იყოს ცალკე სიმრავლე.

სიმრავლე მოცემულია სიმრავლე მოცემულია აღწერითი ფორმით


ჩამონათვლის სახით „D არის ყველა იმ x ელემენტის სიმრავლე,
D={0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9}. რომლებიც წარმოადგენს ციფრებს“.
სიმრავლის თვისება
რადგან სიმრავლის ელემენტები განსხვავებული ობიექტებია, ჩვენ არასდროს ვიმეორებთ
ტოლ ელემენტებს ერთსა და იმავე სიმრავლეში, ანუ სიმრავლეში ელემენტები არ
მეორდება.

არასდროს ჩავწერთ სიმრავლეს შემდეგნაირად {1, 2, 3, 2}. დააკვირდით, ამ ჩანაწერში


ელემენტი 2 მეორდება, რაც შეცდომაა. სწორი ჩანაწერია {1, 2, 3}.

სიმრავლეებში ელემენტების თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს.

მაგალითად, სიმრავლეები {1, 2, 3}, {2, 1, 3}, {2, 3, 1} ერთსა და იმავე სიმრავლეს
წარმოადგენს.
ქვესიმრავლე

A - საქართველოს სტუდენტების სიმრავლე

B - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების სიმრავლე

C - UG სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტების სიმრავლე

D - UG მათემატიკის პროგრამის სტუდენტების სიმრავლე

რომელი სიმრავლე რომელი სიმრავლის ქვესიმრავლეა?

მაგალითად, თუ მოცემულია სიმრავლე D = {0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9}, მაშინ სიმრავლე


A = {2, 4, 6, 8} არის D = {0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9} სიმრავლის ქვესიმრავლე.
სიმრავლეების თანაკვეთა

A და B სიმრავლეების თანაკვეთა ეწოდება ისეთ სიმრავლეს, რომლის ყველა ელემენტი


ეკუთვნის როგორც A, ასევე B სიმრავლეს. ორი სიმრავლის თანაკვეთა აღინიშნება
შემდეგნაირად A∩B. თუ ახალ სიმრავლეს დავარქმევთ C-ს, მაშინ C სიმრავლე იქნება
ერთობლიობა ისეთი c ელემენტებისა, რომლებიც ეკუთვნის A-საც და B-საც. ეს ასე
ჩაიწერება: A ∩ B = C = {c | c ∈A და c ∈ B }.

მაგალითად
თუ A = {1, 3, 5, 8}, ხოლო B = {5, 3, 7}, მაშინ ამ სიმრავლეების თანაკვეთა იქნება
A ∩ B = {3, 5}
რადგან ელემენტები 3 და 5 ეკუთვნის როგორც A, ასევე B სიმრავლეს.

დაიმახსოვრეთ, რომ სიმრავლეში ელემენტების


თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს.
სიმრავლეების გაერთიანება

A და B სიმრავლეების გაერთიანება ეწოდება ისეთ სიმრავლეს, რომლის ყველა ელემენტი


ეკუთვნის A ან B სიმრავლეს. ორი სიმრავლის გაერთიანება აღინიშნება შემდეგნაირად
A∪B. თუ ახალ სიმრავლეს დავარქმევთ C-ს, მაშინ C სიმრავლე იქნება ერთობლიობა
ისეთი c ელემენტებისა, რომლებიც ეკუთვნის A-ს ან B -ს. მათემატიკურად ეს ასე
ჩაიწერება: A ∪ B = C = {c | c ∈ A ან c ∈ B }.

მაგალითად
თუ A = {1, 3, 5, 8}, ხოლო B = {5, 3, 7}, მაშინ ამ სიმრავლეების გაერთიანება იქნება
A∪B = {1, 3, 5, 7, 8}.
გაერთიანებულ სიმრავლეში შევიდა ყველა ელემენტი A სიმრავლიდან და დაემატა B-ს
ყველა ის ელემენტი, რომელიც არ ეკუთვნის A-ს.

დაიმახსოვრეთ, რომ სიმრავლეში ელემენტები არ მეორდება.


ამგვარად, გაერთიანებული სიმრავლის ნებისმიერი ელემენტი
ეკუთვნის ან A, ან B სიმრავლეს ან ერთდროულად ორივეს.
სიმრავლეების სხვაობა

A და B სიმრავლეების სხვაობა ეწოდება ისეთ სიმრავლეს, რომლის ყველა ელემენტი


აუცილებლად ეკუთვნის A-ს და არ ეკუთვნის B სიმრავლეს. ორი სიმრავლის სხვაობა
აღინიშნება შემდეგნაირად A\B. თუ ახალ სიმრავლეს დავარქმევთ C-ს, მაშინ C სიმრავლე
იქნება ერთობლიობა ისეთი c ელემენტებისა, რომლებიც ეკუთვნის მხოლოდ A-ს და არ
ეკუთვნის B -ს. ეს ასე ჩაიწერება: A\B = C = {c | c∈A და c∉B }.

მაგალითად
თუ A={1, 3, 5, 8}, ხოლო B={5, 3, 7}, მაშინ ამ სიმრავლეების სხვაობა იქნება
A\ B={1, 8}.
დააკვირდით, რომ A\ B არ არის იგივე, რაც B\ A. მართლაც, B\ A={7}. მივიღეთ ორი
სხვადასხვა სიმრავლე.

დაიმახსოვრეთ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რომელი


სიმრავლე რომელს აკლდება. A\ B ≠ B\ A
სიმრავლის დამატება
სიმრავლეს, რომელიც შეიცავს ჩვენთვის სასურველ ყველა შესასწავლ ობიექტს,
უნივერსალური სიმრავლე ეწოდება და აღინიშნება U-თი.

მაგალითად

უნივერსალურ სიმრავლედ შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენ კარადაში არსებული ყველა


სამოსი და შემდეგ ვისაუბროთ ამ უნივერსალური სიმრავლის შემადგენელ ნაწილებზე:
ზაფხულის სამოსზე ან რომელიმე ფერის სამოსზე. ასევე, უნივერსალურ სიმრავლედ
შეგვიძლია ჩავთვალოთ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის ერთობლიობა, მაშინ
სხვადასხვა სკოლის სტუდენტები ან სტუდენტთა გარკვეული ჯგუფები იქნება ამ
უნივერსალური სიმრავლის შემადგენელი ნაწილები.

უნივერსალური სიმრავლის იმ ელემენტების ერთობლიობას, რომელიც არ შედის


რომელიმე მოცემულ სიმრავლეში, ამ სიმრავლის დამატება ეწოდება. A სიმრავლის
დამატებას აღნიშნავენ სიმრავლის სახელწოდებაზე ხაზით Ā.
ვენის დიაგრამები
სიმრავლეთა წარმოდგენა ხშირად გეომეტრიული ფიგურების დახმარებითაა ხელსაყრე-
ლი. ამ ფიგურებს ვენის დიაგრამებს უწოდებენ. მათი საშუალებით სიმრავლეები იხაზება
მართკუთხედში მოთავსებული წრეების (ან სხვა ფიგურების) სახით. მართკუთხედი
აღნიშნავს უნივერსალურ სიმრავლეს, ხოლო თითოეული წრე -კონკრეტულ სიმრავლეს.
ვენის დიაგრამების გამოყენებით მარტივია სიმრავლეებს შორის ურთიერთ-
დამოკიდებულების წარმოდგენა.
მოქმედებები სიმრავლეებზე
სავარჯიშოები
1. მოცემულია სიმრავლეები D={1, 4, 6, 13, 16}, G={2, 4, 6, 10, 12, 14}. ჩაწერეთ სიმრავლე
ა) D∪G,

ბ) D∩G,

გ) D\G,

დ) G\D;

2. მოცემულია სიმრავლეები: A={1, 3, 5, 7, 9}, B={1, 5, 6, 7, 8} და C={2, 5, 6, 7, 8, 9} .


ჩაწერეთ სიმრავლე

ა) (C∩B)\A

ბ) (A∩B)\C

გ) (A\B)∪C

დ) (C\B)∩A

ე) (C\A)∪B
სავარჯიშოები
4. დახაზეთ ვენის დიაგრამები და ჩაწერეთ მოცემული ელემენტები დიაგრამაზე
შესაბამის არეებში.
ა) U = {a, b, c, d, e, f, g}, A = {b, d, f, g}, B = {a, b, d, e, g};
ბ) U = {5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13}, A = {5, 8, 10, 11}, B = {5, 6, 7, 9, 10};

U
A B
სავარჯიშოები
5. ვენის დიაგრამების მიხედვით ჩაწერეთ გაფერადებული არისთვის გამოსახულება A, B,
C, სიმრავლეების თანაკვეთის, გაერთიანების, სხვაობის სიმბოლოების გამოყენებით.

(A∩B) ∪ (A∩C) A \ (B∪C)

(A∩B) \ C (B∪C) \ A
სავარჯიშოები
6. ჯგუფში 32 სტუდენტია. მათგან ყველა სწავლობს ცეკვას ან ხატვას (ან ორივეს).
ცეკვას სწავლობს 18 სტუდენტი, ორივეს - 5. რამდენი სტუდენტი ეუფლება ხატვას?

7. ჯგუფში ირიცხება 25 სტუდენტი, რომელთაგან 12 სტუდენტმა იცის ინგლისური ენა,


11 სტუდენტმა იცის გერმანული ენა, ხოლო 5 სტუდენტმა იცის როგორც ინგლისური,
ასევე გერმანული ენა. ა) რამდენმა სტუდენტმა იცის ერთი ენა მაინც? ბ) რამდენმა
სტუდენტმა არ იცის არც ინგლისური, არც გერმანული?

8. ჯგუფში 30 მოსწავლეა. მათგან 18-ს აქვს წითელი ფანქარი, 13-ს კი ლურჯი ფანქარი.
5 მოსწავლეს ფანქარი არ აქვს. რამდენ მოსწავლეს აქვს როგორც ლურჯი, ისევე
წითელი ფერის ფანქარი?
რაიმონდ სმულიანის ამოცანა

ვაჭარმა იყიდა ნივთი $7-ად და გაყიდა $8-ად. შემდეგ იყიდა იგივე ნივთი $9-ად და
გაყიდა $10-ად. რა მოგება ნახა ვაჭარმა?

პასუხი: 2$
კუნძული რაი-ავა
კუნძულ რაი-ავაზე ცხოვრობენ მხოლოდ რაინდები და ავაზაკები.

რაინდი ყოველთვის სიმართლეს ამბობს, ხოლო ავაზაკი ყოველთვის იტყუება. თქვენ


შეხვდით კუნძულის ორ მცხოვრებს ალბერტსა და რობერტს.

ალბერტმა გითხრათ, რომ რობერტი ავაზაკია.

რობერტმა გითხრათ, რომ არც ის არის ავაზაკი და არც ალბერტი.

რომელია რაინდი და რომელი ავაზაკი?

პასუხი
A-ის და R-ის წინადადებები ურთიერთსაპირისპიროა. ამიტომ ორივე ან რაინდი,
ან ავაზაკი გამორიცხულია. თუ A ავაზაკია, მაშინ R რაინდია და ეს
ეწინააღმდეგება R-ის ნათქვამს (რომ A არ არის ავაზაკი). თუ A რაინდია, მაშინ R
ავაზაკია (რაინდი სიმართლეს ამბობს) და R-ის ნათქვამი გამოდის მართლაც
მცდარი (ავაზაკია და ამბობს არ ვარო). ე.ი. A რაინდია, R ავაზაკია.
ლოგიკის საფუძვლები

ლოგიკა λόγος (ლოგოს) - თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ან რაიმე ნათქვამს,


შემდგომში ფიქრის ან აზრის მნიშვნელობა მიეცა, ხშირად მოიხსენიება, როგორც
არგუმენტთა შესწავლა.

(ლოგიკური) გამონათქვამი - ეს არის თხრობითი წინადადება, რომელზეც შეგვიძლია ან


ვთქვათ, რომ ჭეშმარიტია, ან ვთქვათ, რომ მცდარია.

ლოგიკური
გამონათქვამი

ჭეშმარიტი მცდარი
ჭეშმარიტი და მცდარი გამონათქვამები

ყველა გამონათქვამი არის ან ჭეშმარიტი, ან მცდარი. სხვა, მესამე მნიშვნელობა არ


არსებობს (გამორიცხული მესამეს კანონი).

ერთი და იგივე გამონათქვამი ერთსა და იმავე კონტექსტში ვერ იქნება ერთდროულად


ჭეშმარიტი და ერთდროულად მცდარი (წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი).

საქართველოს შავი ზღვა ესაზღვრება ჭეშმარიტი თუ მცდარი?

საქართველოს შავი ზღვა არ ესაზღვრება ჭეშმარიტი თუ მცდარი?


საქართველოს შავი ზღვა ერთდროულად ესაზღვრებოდეს და არ ესაზღვრებოდეს შეუძლებელია.

შარშანდელი ზაფხული ცხელი იყო. ჭეშმარიტი თუ მცდარი?

ვისაც ნინო ჰქვია, ქალია. ჭეშმარიტი თუ მცდარი?


ჭეშმარიტი და მცდარი გამონათქვამები
ჭეშმარიტი მცდარი

მაგდა გახდება მოსამართლე. მაგდა არ გახდება მოსამართლე.

კომპანია იანვარში დაიხურება. კომპანია იანვარში არ დაიხურება.

ზაფხულში ყოველდღე არ წვიმს ზაფხულში ყოველდღე წვიმს.


(ზოგიერთ დღეს ზაფხულში არ წვიმს).

ადვოკატმა ერთი საქმე მაინც მოიგო. ადვოკატმა ვერცერთი საქმე მოიგო.

ნებისმიერი პროკურორი იურისტია. არსებობს ისეთი პროკურორი, რომელიც


არ არის იურისტი.

ზოგიერთი ლომი არ ლაპარაკობს. ყველა ლომი ლაპარაკობს.


ლოგიკური კავშირები

• „და“

• „ან“

• „ან მხოლოდ“

• „თუ..., მაშინ...“

• „მაშინ და მხოლოდ მაშინ... , როცა ...“

• „არა (არ არის სწორი, რომ)“

ორი ერთი და იგივე წინადადება, რომელიც შეერთებულია სხვადასხვა ლოგიკური


კავშირით, სხვადასხვა შედეგს გვაძლევს.

მაგალითად,

კონცერტი გაიმართება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ფოიერვერკი მოეწყობა.

თუ კონცერტი გაიმართება, მაშინ ფოიერვერკი მოეწყობა.


„და“ კავშირი

როცა ორი გამონათქვამი დაკავშირებულია „და“ კავშირით, ვიღებთ ახალ გამონათქვმს. ის


მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა პირველი ორი გამონათქვამი ერთდროულად
ჭეშმარიტია.

მაგალითად,

მოთხოვნა „მენეჯერად უნდა დაინიშნოს პირი, რომესაც აქვს უმაღლესი იურიდიული


განათლება და ცხოვრობს თბილისში“ ნიშნავს, რომ აუცილებელია ორივე პირობის
ერთდროული შესრულება:

„აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება“ და „ცხოვრობს თბილისში“.

რომელიმე ერთი პირობა მაინც რომ დაირღვეს, ასეთი პირი მენეჯერად არ უნდა
დაინიშნოს (ამ კონკრეტულ მოცემულობაში).
„და“ კავშირი

A B A და B
ჭ ჭ ჭ
ჭ მ მ
მ ჭ მ
მ მ მ

„და”კავშირის ტოლფასია შემდეგი კავშირები: „აგრეთვე“, „ხოლო“, „მაგრამ“.


„და“ კავშირი
მწვრთნელმა სპორტსმენს დაავალა, ერბინა 3 კმ და ვარჯიში გაეგრძელებინა15:00-ზე.
რომელ შემთხვევაში შეასრულა სპორტსმენმა დავალება?

ა) ვარჯიში გააგრძელა 15:00 ზე, ხოლო მანამდე ისვენებდა.

ბ) გაირბინა 3 კმ და შემდეგ დღის ბოლომდე ისვენებდა.

გ) ირბინა 3 კმ, შემდეგ აუზში იცურავა 45 წთ, დაისვენა და 15:00 შეუდგა ვარჯიშს.

დ) 15:00 -მდე იცურავა აუზში, ხოლო შემდეგ შეუდგა ვარჯიშს.

პასუხი: გ)
„ან“ კავშირი

როცა ორი გამონათქვამი დაკავშირებულია „ან“ კავშირით, ვიღებთ ახალ გამონათქვმს. ის


ჭეშმარიტია, თუ პირველი ორი გამონათქვამი ერთ-ერთი მაინც არის ჭეშმარიტი.

მაგალითად,

ჩანაწერი „კლუბიდან გაირიცხება წევრი, რომელიც საწევროს არ გადაიხდის ან


ეთიკის ნორმებს დაარღვევს“ ნიშნავს, რომ გასარიცხად საკმარისია თუნდაც ერთი
პირობის შესრულება:

„საწევროს გადაუხდელობა“ ან „ეთიკის ნორმების დარღვევა“.

წევრი გაირიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ ორივე პირობა ერთდროულად შერულდა.


„ან“ კავშირი

A B A ან B
ჭ ჭ ჭ
ჭ მ ჭ
მ ჭ ჭ
მ მ მ
„ან“ კავშირი
კარადის უჯრაში დევს ერთ-ერთი ნივთი: მაისური ან ქუდი. ეს ნივთი ერთი ფერისაა.
ბავშვები ცდილობენ, გამოიცნონ, რა ნივთი დევს უჯრაში და რა ფერისაა ის. ისინი
თავიანთ ვარაუდებს გამოთქვამენ:
ანო: უჯრაში დევს მაისური; უჯრაში დევს თეთრი ნივთი.
ვანო: უჯრაში დევს წითელი ნივთი; უჯრაში დევს მაისური.
ლია: უჯრაში დევს ქუდი; უჯრაში დევს ლურჯი ნივთი.
უჯრის გაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თითოეულის მიერ გამოთქმული ორი ვარაუდიდან
მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი. რა დევს უჯრაში და რა ფერისაა ის?

პასუხი: უჯრაში დევს ლურჯი მაისური


„ან“„და“ კავშირი
კონკურსის პირობის მიხედვით აპლიკანტმა უნდა წარადგინოს CV და ფოტოსურათი,
ან გააკეთოს პრეზენტაცია.

რომელ შემთხვევაში არის შესაძლებელი აპლიკანტის კონკურსიდან მოხსნა საკონკურსო


პირობის დარღვევის გამო?

ა) აპლიკანტმა წარადგინა CV, ფოტოსურათი და მოხსენების ტექსტი;

ბ) აპლიკანტმა წარადგინა ფოტოსურათი და გააკეთა პრეზენტაცია;

გ) აპლიკანტმა არ წარადგინა ფოტოსურათი, სამაგიეროდ გააკეთა პრეზენტაცია;

დ) აპლიკანტმა პრეზენტაციის ნაცვლად წარადგინა CV და მოხსენების ტექსტი.

პასუხი: დ)
„ან“ კავშირი
დავუშვათ, რომ ჭეშმარიტია წინადადება:

„ნებისმიერ მოსამართლეს ახურავს შავი ქუდი ან აცვია გრძელი მანტია.“

რომელი წინადადება ეწინააღმდეგება მოცემულს?

ა) ყველა შავქუდიან მოსამართლეს მოკლე მანტია აცვია.

ბ) არსებობს წითელქუდიანი მოსამართლე, რომელსაც მანტია არ აცვია.

გ) თუ მოსამართლეს წითელი ქუდი ახურავს, მას გრძელი მანტია აცვია.

დ) ერთ მოსამართლესაც კი არ აცვია მოკლე მანტია.

პასუხი: ბ)
„ან მხოლოდ“ კავშირი

ან მხოლოდ A,
A B
ან მხოლოდ B
ჭ ჭ მ
ჭ მ ჭ
მ ჭ ჭ
მ მ მ

ხანდახან „ან მხოლოდ“ კავშირის ნაცვლად იყენებენ „ან“ კავშირს ორჯერ და ურთავენ
სიტყვას „ერთ-ერთი“

„დღეს საღამოს ან ვიმეცადინებ, ან თეატრში წავალ.“


იგულისხმება, რომ შესრულდება ორიდან მხოლოდ ერთი: ან მეცადინეობა, ან თეატრი.
„ან მხოლოდ“ კავშირი

ბანკში შეტანილ თანხაზე თორნიკეს დაერიცხა სარგებელი. ამ თანხით თორნიკემ


გადაწყვიტა ავტომობილის ყიდვა. სხვადასხვა მეგობარმა სხვადასხვა მარკის
ავტომობილი ურჩია. საბოლოოდ თორნიკემ გადაწყვიტა ეყიდა ან მერსედესის ან
აუდის მარკის ავტომობილი.

რომელ შემთხვევაში შეასრულა თორნიკემ თავისი გადაწყვეტილება:

ა) თორნიკემ ჯერ ვერ შეარჩია სასურველი მანქანა;

ბ) თორნიკემ იყიდა ფორდი;

გ) თორნიკემ იმ თანხით გერმანიიდან ჩამოიყვანა მერსედესი, ხოლო ამერიკიდან


გამოაგზავნინა აუდი;

დ)თორნიკემ რუსთავის საავტომობილო ბაზრობაზე იაფად შეიძინა მერსედესი.

პასუხი: დ)
სავარჯიშოები
ცნობილია, რომ უკანონო ჩანაწერების ფლობა სისხლის სამართლის კოდექსით
დასჯადია. რომელი გამომდინარეობს ამ დებულებიდან?

ა) ყველანაირი ჩანაწერის ფლობა დასჯადია

ბ) თუ ქმედება დასჯადია, მაშინ ის უკანონო ჩანაწერების ფლობას გულისხმობს

გ) კანონიერი ჩანაწერის ფლობა შეიძლება არ იყოს დასჯადი

დ) კანონიერი ჩანაწერის ფლობა შეიძლება იყოს დასჯადი

ე) თუ ქმედება დასჯადი არ არის, მაშინ ის უკანონო ჩანაწერების ფლობას არ


გულისხმობს. დასჯადი ქმედებები

სისხლის სამართლის კოდექსით


დასჯადი ქმედებები

უკანონო
ჩანაწერების ფლობა
ქმედება
დასჯადი არ არის

პასუხი: ე)
ჩანაწერის ფლობა
სავარჯიშოები
მძარცველებმა მსხვერპლს უთხრეს: ან ფული, ან სული.
რა შემთხვევაში დაარღვიეს მძარცველებმა ამ სიტყვებში გამოთქმული მუქარა?
I. წაართვეს ფული და არ მოკლეს
II. წაართვეს ფული და მოკლეს
III. ვერ წაართვეს ფული და მოკლეს
IV. ვერ წაართვეს ფული, მაგრამ არც მოკლეს.

წაართვეს მოკლეს
ფული

პასუხი: II და IV
სავარჯიშოები
ფიჭვნარის სამ მხარეს - აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით - სამი სახლი
დგას. სახლები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ერთი წითელი კრამიტითაა
გადახურული, ერთს თეთრი აივანი აქვს, ხოლო ერთს - მაღალი ფანჯრები.
ამასთან, ცნობილია:
თუ აღმოსავლეთით წითელკრამიტიანი სახლი დგას, მაშინ სამხრეთით მაღალფანჯრებიანი სახლია.
თუ მაღალფანჯრებიანი სახლი სამხრეთითაა, მაშინ თეთრაივნიანი სახლი არ არის ჩრდილოეთით.
თეთრაივნიანი სახლი ჩრდილოეთით არის.

რომელი სახლი დგას ფიჭვნარის სამხრეთით?

პასუხი: წითელკრამიტიანი სახლი


სავარჯიშოები
დედას მეორე ოთახიდან შემოესმა მტვრევის ხმა. შევიდა და დაინახა, რომ იატაკზე
ლარნაკის ნამსხვრევები ეყარა. სამი ბავშვი თავჩაღუნული იდგა, ფისოც იქვე იჯდა.
დედის კითხვას - ვინ გატეხა ლარნაკი? - მათ ასე უპასუხეს:
დათუნა: მე გავტეხე
თიკო: მე არ გამიტეხია
ლუკა: დათუნას არ გაუტეხია
დედამ ბოლოს მაინც გაიგო, ვინ გატეხა ლარნაკი და აღმოჩნდა, რომ ბავშვების
პასუხებიდან მხოლოდ ერთია მართალი. ვინ გატეხა ლარნაკი?

პასუხი: თიკო
სავარჯიშოები
მოითხოვებოდა, რომ აპლიკანტს აუცილებლად უნდა ცოდნოდა ინგლისური ან
ესპანური ან ორივე ერთად. აპლიკანტი სამსახურში აიყვანეს რომელი შემთხვევაა
გამორიცხული?
ა) აპლიკანტმა ინგლისურის გარდა სხვა უცხო ენა არ იცის.
ბ) აპლიკანტმა მარტო ინგლისური და ესპანური იცის.
გ) აპლიკანტმა ინგლისური არ იცის.
დ) იმ უცხო ენებში, რომლებიც აპლიკანტმა იცის, ინგლისური და ესპანური არ შედის.

პასუხი: დ)
სავარჯიშოები
ცნობილია, რომ იადონი ან დაფრინავს, ან გალობს. რომელია შესაძლებელი?

ა) იადონი ფრენის დროს გალობს


ბ) იადონი ან არ დაფრინავს, ან არ გალობს
გ) გალობის დროს იადონი ერთ ადგილზეა გაჩერებული
დ) იადონი არც დაფრინავს და არც გალობს

პასუხი: გ)
ლექცია 1

სიმრავლეები
1. 𝐵\𝐴

2.
𝐵∩𝐴 𝐴\𝐵
𝐴∪𝐵 𝐵\𝐴

3. 𝐴\𝐵

1.
𝐵∩𝐴 𝐴\𝐵
𝐴∪𝐵 𝐵\𝐴

2.

𝐵∩𝐴 𝐴\𝐵
𝐴∪𝐵 𝐵\𝐴

3.      
(C  B) \ A
ლექცია 1
4. 𝐷 = {1, 4, 6, 13, 16} 𝐺 = {2, 4, 6, 10, 12, 14} 𝐷∩𝐺

5. 𝐷 = {1, 4, 6, 13, 16} 𝐺 = {2, 4, 6, 10, 12, 14} 𝐷∪𝐺


6. 𝐷 = {1, 4, 6, 13, 16} 𝐺 = {2, 4, 6, 10, 12, 14} 𝐷\𝐺

7. 𝐷 = {1, 4, 6, 13, 16} 𝐺 = {2, 4, 6, 10, 12, 14} 𝐺\𝐷

8.      

9.      
( A \ B) C

10.      
(C \ B) A

11.      
(C \ A) B

12.

13.
ლექცია 1
14.

15.

16.

17.

18.

19.
ლექცია 1

ლოგიკა

20. უკანონო ჩანაწერების ფლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.

21. კომპანიას მოეთხოვებოდა ეზოს მოპირკეთება ან სახურავის შეღებვა.

22. ან ფული, ან სული.

23. თავის ტკივილის სავარუდო


მიზეზია ან შაკიკი, ან ჰორმონული დარღვევა
ლექცია 1

24.
ცუდად ვიყავი და სასწრაფო დახმარება მყავდა გამოძახებული.

25.

თუ აღმოსავლეთით წითელკრამიტიანი სახლი დგას, მაშინ სამხრეთით მაღალფანჯრებიანი სახლია.


თუ მაღალფანჯრებიანი სახლი სამხრეთითაა, მაშინ თეთრაივნიანი სახლი არ არის ჩრდილოეთით.
თეთრაივნიანი სახლი ჩრდილოეთით არის.

.
ლექცია 1
26.

„ლიკა და მე რაინდები ვართ“,


„მხოლოდ ავაზაკი იტყოდა, რომ ნიკა არის ავაზაკი“.

27.

უჯრაში დევს მაისური; უჯრაში დევს თეთრი ნივთი.


უჯრაში დევს წითელი ნივთი; უჯრაში დევს მაისური.
უჯრაში დევს ქუდი; უჯრაში დევს ლურჯი ნივთი.

28.

მე გავტეხე
მე არ გამიტეხია
დათუნას არ გაუტეხია

29. რომ ლაზერული პულტი არის ან ვარგისი, ან უვარგისი


ლექცია 1

30. სოფოს ეშინია როგორც თაგვების, ასევე პეპლების.

31. აპლიკანტს აუცილებლად უნდა ცოდნოდა ინგლისური ან ესპანური ან ორივე ერთად.

32. იადონი ან დაფრინავს, ან გალობს.

33.
თუ პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგას, მაშინ ის არ შეასრულებს მოცარტის სონატას.
თუ პიანისტი შეასრულებს ბახის ფუგას, მაშინ ის შეასრულებს მოცარტის სონატასაც.

You might also like