You are on page 1of 1

VII კლ -ს შემაჯამებელი დავალება მათემატიკაში

სახელი, გვარი ----------------------------------

1. ა) ჩაწერეთ არაბულ სისტემაში MCDLVI=


ბ) ჩაწერეთ რომაულ სისტემაში - 1692=
2. ციფრებით 2,7,0, 6 ჩაწერეთ უდიდესი და უმცირესი შესაძლო
ოთხნიშნა რიცხვი, რომლის ციფრებიც არ მეორდება ;
იპოვეთ მათი ჯამი ;
3. 42 368 ჩაწერეთ თანრიგობრივ შესაკრებთა ჯამის სახით, გამოიყნეთ
10-ის ხარისხი;
4. n და a ნატურალური რიცხვებია. ცნობილია, რომ 2n+a არის ლუწი
რიცხვი. მაშინ აუცილებლად a არის ა) ლუწი, ბ) კენტი?
5. ჩაწერე შენი სიტყვებით , როგორი უნდა იყოს რიცხვი,
რომ უნაშთოდ გაიყოს 15 -ზე;
6. ვთქვათ A={ 1 , 3 ,5 }, B={ 1 , 2, 3 } , იპოვეთ A∩ B, A∪ B;
7. ვთქვათ M არის 18 ის გამყოფთა სიმრავლე, N არის 12-ის
განსხვავებულ მარტივ გამყოფთა სიმრავლე; ჩაწერეთ M და N,
შეადგინეთ შესაბამისი ვენის დიაგრამები.
8. ერთ წრფეზე მდებარე A, B, C წერტილებიდან B მდებარეობს
დანარჩენ ორს შორის. AB =12, AC=15,6; იპოვეთ მანძილი AB და AC
მონაკვეთების შუა წერტილებს შორის.
9. ორი წრფის გადაკვეთისას მიღებული ერთ-ერთი კუთხე 22
გრადუსია . იპოვეთ დანარჩენი სამი კუთხე ; (შეადგინეთ
შესაბამისი ნახაზი).
10.<ABC თავის მოსაზღვრე <ABD კუთხის მესამედია . იპოვეთ <ABD
კუთხის გარადუსული ზომა .

გისურვებთ წარმატებას !

You might also like