You are on page 1of 7

ერთიანი ეროვნული გამოცდა მათემატიკაში 2020

ვარიანტი 2
პასუხები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
ა ბ გ ა დ ა გ დ გ ბ ა ბ დ ბ ა

16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
დ გ ბ ბ გ ბ გ ა დ დ გ ა ბ ა გ

ამოცანა 31 2 ქულა

ამოხსენით უტოლობათა სისტემა


2 ( x − 1) + 3 ≤ 8

5 x − 4 ≥ 13

ამოხსნა

 7
2 ( x − 1) + 3 ≤ 8 2 x ≤ 7  x ≤ 2 17 7
 ⇔  ⇔  ⇔ ≤x≤
5 x − 4 ≥ 13 5 x ≥ 17  x ≥ 17 5 2
 5

17 7
პასუხი: ≤x≤ .
5 2

ამოცანა 32 2 ქულა

ატელიეს n ცალი პერანგის შეკერვა უჯდება 13000 + 30n ლარი. ატელიე ერთ პერანგს ყიდის 60 ლარად.
რა უმცირესი რაოდენობის პერანგი უნდა გაყიდოს ატელიემ, რომ მთლიანად დაფაროს ხარჯი და
მოგების სახით დარჩეს არანაკლებ 6000 ლარი? ჩათვალეთ, რომ ატელიეს მითითებულის გარდა სხვა
სახის დანახარჯი არ აქვს.

ამოხსნა
ვთქვათ ატელიემ უნდა გაყიდოს n ცალი პერანგი. მაშინ, ატელიეს შემოსავალი იქნება 60n ლარი. ამ
თანხით ატელიემ უნდა დაფაროს 13000 + 30n ლარის ტოლი დანახარჯი და მოგების სახით დარჩეს
არანაკლებ 6000 ლარი. ე.ი.
1
60n − (13000 + 30n ) ≥ 6000 ⇒ 30n ≥ 19000 ⇒ n ≥ 633 .
3
პასუხი: 634.

2
ამოცანა 33 2 ქულა

იპოვეთ ABC მართკუთხა სამკუთხედის უმცირესი კუთხის სინუსი, თუ ∠C = 90° , AC = 2 3 და


BC = 3 .

ამოხსნა

პითაგორას თეორემის საშუალებით გამოვთვალოთ ABC მართკუთხა სამკუთხედის AB


ჰიპოტენუზის სიგრძე AB= 12 + 9= 21 . რადგან AC > BC ამიტომსამკუთხედის უმცირესი
BC 3 3
კუთხეა ∠A . საბოლოოდ ვიღებთ sin(∠A)= = = .
AB 21 7
3
პასუხი
7

ამოცანა 34 2 ქულა

იპოვეთ x -ის ყველა შესაძლო მნიშვნელობა, თუ 1; − 7; 13; x; 9; 4 რიცხვითი მონაცემების


გაბნევის დიაპაზონი 23-ის ტოლია.

ამოხსნა

თუ −7 ≤ x ≤ 13 , მაშინ მონაცემების გაბნევის დიაპაზონი 13 − (−7) =20 -ის ტოლია, რაც პირობას
არ აკმაყოფილებს.

თუ x < −7 , მაშინ პირობის თანახმად გვექნება 13 − x =23 ⇔ x =−10 .

თუ x > 13 , მაშინ პირობის თანახმად გვექნება x − (−7)= 23 ⇔ x= 16 .

პასუხი: -10 და 16.

ამოცანა 35 3 ქულა

მოცემულია (bn ) გეომეტრიული პროგრესია, რომლის პირველი წევრი განსხვავებულია


ნულისგან, მნიშვნელის მოდული კი განსხვავებულია 1 -საგან. იპოვეთ k და m , თუ k + m = 20
2 2
და b9 ⋅ bk = b5 ⋅ bm .
ამოხსნა
8 2 2k −2 2 8 m −1 2k −2
გვაქვს b1 ⋅ q ⋅ b1 ⋅ q = b1 ⋅ q ⋅ b1 ⋅ q ⇔ q = q m −1 ⇔ 2k − m = 1 .
მიღებულ ტოლობას მივუმატოთ პირობაში მოცემული k + m = 20 ტოლობა. მივიღებთ
3k = 21 ⇔ k = 7 . მაშინ m = 13 .

პასუხი: k = 7 და m = 13 .
3
ამოცანა 36 3 ქულა

f ( x)= a ⋅ log 3 ( bx ) ფუნქციის გრაფიკი გადის ( 2; 0 ) და (18; 17 ) წერტილებზე. იპოვეთ a და b


პარამეტრების მნიშვნელობები.
ამოხსნა
რადგან f ( x)= a ⋅ log 3 ( bx ) ფუნქციის გრაფიკი გადის ( 2; 0 ) და (18; 17 ) წერტილებზე გვექნება
a ⋅ log 3 ( 2b ) = 0
 , აქედან მივიღებთ
 a ⋅ log 3 (18b ) = 17
1
a = 0 ან log 3 ( 2b ) = 0 . მივიღეთ a = 0 ან b = , მაგრამ რადგან a ⋅ log 3 (18b ) = 17 ამიტომ a ≠ 0 ,
2
1 17
ე.ი. b = , მაშინ a ⋅ log 3 9 = 17 . აქედან a = .
2 2
17 1
=
პასუხი: a = ;b .
2 2

ამოცანა 37 3 ქულა

ABC მართკუთხა სამკუთხედის AB ჰიპოტენუზის სიგრძე 4 სმ-ია, ხოლო ∠ABC = 60° . A


მახვილი კუთხის წვეროდან ABC სამკუთხედის სიბრტყისადმი აღმართულია AM მართობი,
რომლის სიგრძეა 6 სმ. იპოვეთ M წერტილიდან BC წრფისადმი გავლებული მართობის მიერ
ACB სიბრტყესთან შედგენილი კუთხის ტანგენსი.

ამოხსნა
M წერტილი შევაერთოთ C წერტილთან. შევნიშნოთ,
რომ MC წრფის გეგმილი ACB სიბრტყეში იქნება AC
წრფე. ვინაიდან AC ⊥ CB , ამიტომ MC ⊥ CB . მაშასადამე
M წერტილიდან BC წრფისადმი გავლებული მართობი იქნება
MC და ის ACB სიბრტყესთან შეადგენს MCA კუთხეს.
3
= 2 3 . ∆MAC არის მართკუთხა
გვაქვს: AC = AB sin 60° = 4 ⋅
2
MA 6
A მართი კუთხით, ამიტომ tg ∠MCA = = = 3 .
AC 2 3
პასუხი: 3 .

4
ამოცანა 38 4 ქულა

ABCD ტრაპეციის ფუძეებია AD და BC , მისი სიმაღლეა 12 სმ, ხოლო AD : BC = 5 :1 . ტრაპეციაში


გავლებულია ფუძეების პარალელური წრფე, რომელიც AB და CD ფერდებს კვეთს შესაბამისად
M და N წერტილებში. ცნობილია, რომ MN = 2 BC , ხოლო AMND ოთხკუთხედის ფართობი
არის 21 სმ 2 . იპოვეთ ტრაპეციის ფუძეები.

ამოხსნა 1
გავაგრძელოთ AB და CD ფერდები K წერტილში
გადაკვეთამდე. K წერტილიდან AD ფუძეზე
დავუშვათ KE სიმაღლე, რომელიც BC და MN
მონაკვეთებს შესაბამისად L და F წერტილებში
კვეთს.
ვთქვათ AD = 5 x და BC = x . მაშინ MN = 2 x .
BKC და AKD სამკუთხედების მსგავსებიდან
BC KL x KL
გვექნება = ⇒ = ⇒ KL = 3 .
AD KE 5 x KL + 12
BC მონაკვეთი MKN სამკუთხედში იქნება შუახაზი, ამიტომ KL = LF= 3 . მაშინ FE = 9 . გვაქვს
AD + MN 2 x + 5x 2
S AMND = ⋅ EF ⇒ ⋅ 9= 21 ⇒ x= . B C
2 2 3
B

10 2 M N
ამრიგად AD = და BC = . P
3 3
10 2
პასუხი: სმ და სმ. A D
3 3 G H

ამოხსნა 2

B
C წერტილზე გავავლოთ AB მონაკვეთის პარალელური
CG მონაკვეთი და CH სიმაღლე. ვთქვათ AD = 5 x და
BC = x . მაშინ ML = LN = AG = x და GD = 4 x . CLN და
CL LN 1
CGD სამკუთხედების მსგავსებიდან გვექნება = = .
CG GD 4
S CL 1 S 1
ამიტომ MBCL = = , CLN = და S MBCL = 2 SCLN . მაშასადამე,
S AMLG LG 3 SGLND 15
S AMND = S AMLG + SGLND = 3S MBCL + 15SCLN =6 SCLN + 15SCLN =
21SCLN = 21 ⇒ SCLN =
1.
5x + x 2 10 2
S ABCD = 21 + 2 + 1 = 24 = ⋅12 ⇒ x = . ამრიგად AD = და BC = .
2 3 3 3
10 2
პასუხი: და .
3 3

ამოხსნა 3

ვთქვათ BC = x , CL = h1 და LH = h2 . მაშინ AD = 5 x , MN = 2 x
12 გვაქვს
და h1 + h2 =.

5
x + 5x
S ABCD = ⋅ CH = 3 x ⋅12 = 36 x ;
2
2 x + 5x 7 xh2
S AMND = ⋅ LH = = 21 ;
2 2
2x + x 3 xh1 3 x(12 − h2 )
S MBCN = ⋅ CL = = .
2 2 2
3 x(12 − h2 )
ცხადია, რომ S ABCD= S AMND + S MBCN ⇔ 21 + = 36 x . მივიღეთ სისტემა:
2
 3 x(12 − h2 )
21 + 36 x
=  3 xh2
2 21 + 18 x − 36 x
= 2
 ⇔ 2 ⇒ 21 + 18 x − 9= 36 x ⇒ x= .
 7 xh  3
2
= 21 xh2 = 6
 2

10 2
ამრიგად, AD = და BC = .
3 3
10 2
პასუხი: და .
3 3

ამოცანა 39 4 ქულა

A და B ნაკვეთებს ტოლი ფართობები აქვს. პირველი ბრიგადა ამუშავებს A ნაკვეთს, ხოლო მეორე
ბრიგადა - B ნაკვეთს. თითოეული ბრიგადა მუდმივი სიჩქარით მუშაობს. მეორე ბრიგადამ მუშაობა
პირველ ბრიგადასთან შედარებით 1 საათით გვიან დაიწყო. თითოეულმა ბრიგადამ თავიანთი
ნაკვეთების პირველი ოთხი ჰექტრის დამუშავება დროის ერთსა და იმავე მომენტში დაასრულა. მეორე
ბრიგადამ თავისი ნაკვეთის დამუშავება მუშაობის დაწყებიდან 9 საათში დაამთავრა, ამ მომენტისთვის კი
პირველ ბრიგადას კიდევ 1 ჰექტარი დარჩა დასამუშავებელი. იპოვეთ ნაკვეთების ფართობები.

ამოხსნა 1
თუ პირველი ბრიგადა საათში x ჰექტარს ამუშავებს, ხოლო მეორე ბრიგადა y ჰექტარს, მაშინ 4 ჰექტარს
4
პირველი ბრიგადა 4 საათში დაამუშავებს, ხოლო მეორე ბრიგადა საათში. ვღებულობთ განტოლებას
x y
4 4
− =1. მუშაობის დაწყებიდან 9 საათის შემდეგ მეორე ბრიგადას დამუშავებული ჰქონდა 9 y ჰექტარი
x y
ფართობი, ხოლო პირველ ბრიგადას ამ დროისათვის 10x ჰექტარი ფართობი. ამიტომ 9 y − 10 x = 1.
ვღებულობთ სისტემას
4 4
 − = 1
x y
9 y − 10 x =1

საიდანაც ვღებულობთ განტოლებას 9 y 2  5 y  4  0 . ამ განტოლების ამოხსნა გვაძლევს y = 1 , მაშინ
თითოეული ნაკვეთის ფართობი ტოლია 9 y = 9 ჰა.
პასუხი. 9 ჰა.
ამოხსნა 2

ვთქვათ პირველი ოთხი ჰექტრის დამუშავებას პირველმა ბრიგადამ t საათი მოანდომა. მაშინ მეორე
ბრიგადამ იგივე ფართობი t − 1 საათში დაამუშავა. ამიტომ 1 ჰექტრის დამუშავებას პირველი ბრიგადა
t t −1 9⋅4
, ხოლო მეორე ბრიგადა საათს ანდომებს. მეორე ბრიგადამ 9 საათში ჰექტარი დაამუშავა,
4 4 t −1

6
10 ⋅ 4
ხოლო პირველმა ბრიგადამ 10 საათში დაამუშავა ჰექტარი. ამოცანის პირობის თანახმად
t
36 40
− = 0 , t1 = 5, t2 = −8 . ამოცანის პირობას
1 . განტოლების ამოხსნა გვაძლევს t 2 + 3t − 40 =
t −1 t
9⋅4
აკმაყოფილებს მხოლოდ ამონახსნი t = 5 . ამ შემთხვევაში თითოეული ნაკვეთის ფართობია = 9 ჰა.
5 −1

ამოხსნა 3

ვთქვათ თითოეული ნაკვეთის ფართობია x ჰა. მაშინ, რადგან მეორე ბრიგადამ 9 სთ-ში
x
დაასრულა თავისი ნაკვეთის დამუშავება, მისი მუშაობის სიჩქარეა ჰა/სთ. ამოცანის პირობის
9
თანახმად პირველმა ბრიგადამ 10 საათში დაამუშავა ( x − 1) ჰა, ე.ი. მისი მუშაობის სიჩქარე
x −1 4 4
ყოფილა ჰა/სთ. მაშინ 4ჰა-ს პირველი ბრიგადა დაამუშავებდა სთ-ში, ხოლო მეორე
10 x − 1 x
10 9
სთ-ში. ამოცანის პირობის თანახმად ვწერთ განტოლებას:
4 4
= +1 .
x −1 x
10 9
განტოლების გამარტივების შედეგად მივიღებთ: x 2 − 5 x − 36 =⇒
0 x1 = 9; x2 =
−4 .
პასუხი: 9ჰა.

ამოცანა 40 4 ქულა

Oxy საკოორდინატო სიბრტყეში განვიხილოთ ყველა AOB მართკუთხა სამკუთხედი, რომელთა მართი
კუთხის წვერო მდებარეობს საკოორდინატო სიბრტყის სათავეში, ხოლო A და B წვეროები მდებარეობს
x2
f ( x) = ფუნქციის გრაფიკზე. იპოვეთ ამ სამკუთხედების ფართობებს შორის უმცირესი.
31
ამოხსნა
განვიხილოთ ნებისმიერი AOB მართკუთხა სამკუთხედი, რომლის
მართი კუთხე მდებარეობს საკოორდინატო სიბრტყის სათავეში,
 x2   x2  x2
ხოლო A  x1 , 1  და B  x2 , 2  წვეროები მდებარეობს f ( x) =
 31   31  31
ფუნქციის გრაფიკზე, ამასთან, x1 < 0 , ხოლო x2 > 0 .
  x 2x 2
რადგან OA და OB ურთიერთმართობულივექტორებია, გვაქვს x1 x2 + 1 2 = −31 . AOB
0 ⇒ x1 x2 =
31
მართკუთხა სამკუთხედის ფართობი ტოლია
1 x14 x2 4 1 x12 x2 2
S ( x1 , x2=
) 2
x1 + 2
⋅ x2 + = x1 x2 1 + ⋅ 1+ =
2 31 31 2 31 31
2
31 x 2 + x2 2 x12 x2 31 x 2 + x2 2
= 1+ 1 + 2 = 2+ 1 .
2 31 31 2 31

7
62 , რომელშიც ტოლობა მიიღწევა, როდესაც
თუ გამოვიყენებთ უტოლობას x12 + x2 2 ≥ 2 x1 x2 =
2 x1 ⋅ x2
x1 = x2 , მივიღებთ S ( x1 , x2 ) ≥ 31 2 + =
31
2 31 .
2 +=
2 31 2
ე.ი. S ( x1 , x2 ) ფუნქცია ქვემოდან შემოსაზღვრულია 31-ით.ამასთან, როდესაც x2 =− x1 = 31 , S ( x1 , x2 )
ფუნქცია იღებს თავის უმცირეს მნიშვნელობას და ის ტოლია 31-ის. შესაბამისი მართკუთხა სამკუთხედის
(
წვეროებია A − 31; 31 და B) ( 31; 31 .)
პასუხი: 31.

You might also like